You are on page 1of 13

ტადეუს კაჰილი დაიბადა 1867 წელს აშშ ში შტატ აიოვაში.

ის სწავლობდა
მუსიკისა და ფიზიკის განხრით ოჰაიოში , ობერლინში. შემდგომ ის მუშაობდა
კონგრესში რიგით მოხელედ , შეგროვილი ფულით კი ჩააბარა კოლუმბიის
(ამჟამად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი) სამართლის სკოლაში.
ამავდროულად ის დაინტერესებული იყო მუსიკალური გამოგონებებით , სანამ
ის ტელჰარმონიუმს შექმნიდა ძირითადად დაკავებული იყო ფორტეპიანოსა და
საბეჭდი მანქანისთვის დამატებითი მოწყობილობების შექმნით. ტადეუსს
ჰქონდა იდეა რომ მისი მუსიკა ელექტროხაზებით გადაცემულიყო გარკვეულ
მანძილზე, ვინაიდან იმ დროისთვის სიგნალის ამ დონეზე გამაძლიერებელი
მოწყობილობა არ არსებობდა ამისათვის ის ტელეფონის ხაზების გამოყენებას
ფიქრობდა, მან იცოდა რომ თუ მოახდენდა საკმარისად ძლიერი ელექტრული
სიგნალის გენერირებას და ტელეფონის აპარატში დაამაგრებდა ინდუქციურ
კოჭას , რომელიც დასრულდებოდა გრამაფონის მაგვარი მოგრძო
მოწყობილობით, ის შეძლებდა ამ იდეის განხორციელებას და მუსიკას
მოასმენინებდა აპარატის გარშემო შეკრებილ ადამიანებს. ამით მას სურდა
ერთ სივრცეში შესრულებული მუსიკა აჟღერებულიყო სადგურებში ,
სასტუმროებში , მიღებებზე , წვეულებასა თუ რესტორნებში. ეს იყო პირველი
იდეური წარმონაქმნიც ეგრედწოდებული „Elevator music“ იგივე Muzak ისა
,თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც დიდ მანძილძე მუსიკის
გადაცემას სცადეს, 1809 წელს Samuel Thomas von Sömmerring მა , რომელიც
გახლდათ გერმანელი ფიზიკოსი , ანთროპოლოგი და ანატომიის სპეციალისტი,
შექმნა ელექტრო ტელეგრაფი , რომელიც კონტროლირებად და ტონალურ
ზარს გადასცემდა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.

1893 წელს უნგრელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა Tivadar Puskás მა


გამოიგონა ‘Telefonhírmondó’ იგივე ‘Telephone Herald’ იგივე სატელეფონო მაცნე ,
ტელეფონის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობა , ერთგვარი სატელეფონო
მაუწყებელი , რომელიც ტელეფონის ხაზების მეშვეობით გადასცემდა საგაზეთო
ახალ ამბებს და მუსიკას ბუდაპეშტის მასშტაბით, რადიოს დამკვიდრებამდე ეს
გახლდათ ფაქტიურად ერთადერთი ელექტრონული მედია მაუწყებელი , ეს
პროცესი საკმაოდ დიდხანს მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა ,20 იან
წლებში კი ეს პროცესი რადიოსთან ერთად ტანდემში მოქმედებდა. მისი
შეჩერების მიზეზი კი ომი დაგანადგურებული სატელეფონო ხაზები გახდა.
ტივადარი მუშაობდა Thomas Alva Edison (February 11, 1847 – October 18, 1931) თან
ერთად , რომელიც ითვლება ამერიკის ყველაზე დიდ გამომგონებლად , მის
სახელს უკავშირდება ელექტრული გამოგონებების მთელი კასკადი. მათშორის
ელექტრო ნათურა 1879 წელს და Phonograph

ტადეუსის იდეების გვირგვინი გახლდათ ტელჰარმონიუმი , მისი გამოგონება


რომელიც 1895 (97) წელს დაპატენტდა, გახლდათ პირველი ოფიციალური
პატენტი რომელიც გაიცა ელქტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, რომელიც
მუშაობდა ელექტრო მაგნიტური სინთეზის მეშვეობით საუნდის მიღებაზე,
ტელეფონის აპარატის შემდგომ. ტელჰარმონიუმის მიზანი გახლდათ სუფთა
ტონის წარმოება , ანუ მისი საუნდი იყო ობერტონების გარეშე. ის საკმაოდ დიდი
და მძიმე გახლდათ ასევე მას ესაჭიროებოდა საკმაოდ მძლავრი
ელექტროენერგია . კაჰილი აკვირდებოდა რომ როდესაც ელექტრო ძრავა ან
დინამო მუშაობდა საწინააღმდეგო მუხტის გამომუშავებაზე მისი ტონი უფრო
მყარად ჟღერდა. გენერატორის ზომა კი პირდაპირ განსაზღვრავდა
ინსტრუმენტის ხმამაღლობას. დიდი გენერატორი ნიშნავდა მეტ ენერგიას და
ამავდროულად მეტ ხმას. ტადეუსი ვარაუდობდა რომ მას თუ ექნებოდა
საკმარისი ზომისა და სიძლიერის გენერატორი ის შეძლებდა ტონის
ცვლილებასაც, რადგან სათითაო ტონს მიაწვდიდა საკუთრივ ენერგიას.
კაჰილმა ტელჰარმონიუმზე მუშაობა დაიწყო 1897 წელს და 1901 წელს შექმნა
მისი პირველი მოდელი რომელიც 7 ტონას იწონიდა . ინსტრუმენტის პირველი
პერფორმანსი და მუსიკალური სიგნალის გადაცემა შედგა ქებოთის ქუჩის
ქარხნიდან სასტუმრო ჰამილტონში. ნახევარი მილის სიშორეზე. 1904 წელს მან
გაზარდა მანძილი სიგნალის გადაცემის. 1905 წელს ტადეუსმა მიაღწია
შეთანხმებას ნიუ იორკის სატელეფონო კომპანიასთან , შეთანხმაბის თანახმად
მათ უნდა გაეყვანათ სადენები ტელჰარმონიუმისთვის მთელი ქალაქის
მასშტაბით. 1906 წელს დაიწყო ახალი ტელჰარმონიუმის მშენებლობა ,
დაახლოებით 50 ადამიანი იყო დასაქმებული მშენებლობაზე და
მიმდინარეობდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლიოუქში. 4 წელიწადი და 200
ათასი დოლარი მანქანის შექმნისთვის. მისი სიგრძე 18 მეტრამდე გახლდათ,
ხოლო წონა 200 ტონა , გარდა ამისა მას 200 მდე ელექტროჩამრთველი ქონდა.
ახალი მოდელი გამოირჩეოდა 145 მართვადი გენერატორით.
სამუშაოს დასრულების შემდეგ 1906 წელს დაშლილ იქნა და 30 ავტომობილით
მოხდა მისი ტრანსპორტირება ნიუ იორკში. ინსტრუმენტი ძალიან ხმაურიანი
გახლდათ მუშაობისას , ამიტომ მისი ძრავის ნაწილი მოთავსებული იქნა
სარდაფში ხოლო საშემსრულებლო ნაწილი მეორე სართულზე,
ტელჰარმონიუმის ჟღერადი დებიუტი შედგა 1906 წლის 26 სექტემბერს.
კონცერტამდე სიტყვით გამოვიდა ოსკარ ტერი ქროსბი , იმ დროისთვის
ცნობილი ბიზნესმენი , ელექტროინჟინერი და ირანისტი. როგორც წესი
ინსტრუმეტზე ნაწარმოებები იკვრებოდა 4 ხელში , რამდენიმე კვირი შემდეგ
ნაწარმს პირველი შემკვეთი გამოუჩნდა ეს იყო დიდი რესტორანი მეხუთე
ავენიუსა და ბროდვეის კუთხეში “კაფე მარტინი” შემდეგ მას მოჰყვა სხვა დიდი
რესტორნები და სასტუმროებიც , თუმცა ნიუ იორკის სატელეფონო კომპანიამ
შემდგომ უარი განუცხადა ქროსბის და ტადეუსს კაბელების გაყვანაზე ,
ამიტომაც გარკვეულ ხანში კაჰილმა დაშალა და უკან მასაჩუსეტსში წაიღო
გამოგონება . 1911 წელს კი მან მესამე მოდელი ქარუდგინა პუბლიკას თუმცა
დიდი პოპულარობა მას აღარ წვევია რადგან იმ დროისთვის მას პოპულარობა
Rudolph Wurlitzer Company ის მიერ წარმოებულა ორღანმა წაართვა. 1914 წლის
დეკემბერში კი
New York Cahill Telharmonic Company მ თავი ბანკროტად გამოაცხადა .
რაც შეეხება მის შემდგომ საქმიანობას ტადეუსმა და მისმა ძმამ დაარსეს
კომპანია Cahill Brothers და აწარმოებდნენ მაღალიძაბვის განათებებს
სპორტული მოედნებისთვის .
1950 წელს ტადეუსის ძმამ არტურმა აღმოაჩინა ჩანაწერები და ინსტრუმენტის
ნაწილები , თუმცა მისი თავმოყრისა და გამოცემისთვის სპონსორი ვერ იპოვა ,
უნდა აღინიშნოს რომ მანქანის კონცეფციების ნაწილი გამოყენებულ იქნა
ჰამონდის ორღანში.

1995 წელს ლონდონში გამოიცა წიგნი “ტელჰარმონიუმის ჯადოსნური მუსიკა”


რეინოლდ ვაიდენაარის ავტორობით , ამ გამოცემამ ფართო საზოგადოებას
გააცნო გამომგონებლის ცხოვრება და მოღვაწეობა. წიგნის ყდას ამშვენებს
წარწერა : „ეძღვნება დიდ მეოცნებე ტადეუს კაჰილს“ .

ლეონ ტერემინი და მისი ინსტრუმენტები.

ლეონი დაიბადა 1896 წელს სანქტ პეტერბურგში , გახლდათ რუსი მეცნიერი და


გამომგონებელი, ჩელისტი და ელექტროინჟინერი. მან შექმნა ერთერთი
პირველი მუსიკალური ელექტრონული ინსტრუმენტი “ეთეროფონი” ცნობილი
სახელწოდებით ტერემინ ვოქს.
მისი ინსტრუმენტის პირველი ვერსიის პატენტი სავარაუდოდ 1917 წელს
დაიცვეს რუსეთში , თუმცა ეს ინფორმაცია მყარად დადასტურებული არ არის.
მოგვიანებით მან პატენტი მიიღო გერმანიასა და შტატებშიც. მისი სახელი
ეთეროფონი , წარმოდგება სიტყვა ეთერისგან , რომელიც აღნიშნავს საჰაერო
სივრცეს სადაც ვრცელდება ტალღები. გამოგონების განსაკუთრებულობა , სხვა
მრავალთან ერთად, იმაში მდგომარეობდა რომ მასზე შეხების გარეშე
იკვრებოდა. პირველ ტერემინს ქონდა 5 ოქტავა და ის მუდმივად უკრავდა
სანამ ხელი იმყოფებოდა ანტენებს შორის. ძირითადად პოპულარული იყო
მასზე დაკვრისას ორი ეფექი ტრემოლო (ორი არამეზობელი ბგერის ურთიერთ
მონაცვლეობა სწრაფად) და ვიბრატო (ხმის რხევა),
მასზე სრულდებოდა მელოდიური ტიპის ნაწარმოებები , კლასიკური
ინსტრუმენტებიდანის ვიოლინოს და ქალის სოპრანოს ხმას მოგაგონებდათ ,
თუმცა ბევრად უფრო მისტიური ჟღერადობით გამოირჩეოდა.
აპარატმა American radio maker RCA ის ყურადღება მიიქცია და 1929 წელს
ლეონთან თანამშრომლობით მათ გამოსცეს ამ ინსტრუმენტის სერიული
ვერსიები ,თუმცა ეს ვერსია შედარებით შეზღუდული იყო პირველ ეტაპზე და 5
ოქტავის ნაცვლად სამ ოქტავ ნახევარი იყოს მისი სიხშირული არეალი. მას
ასევე მოყვებოდა მასზე შესრულების ინსტრუქცია და რეკლამირებისას
იყენებდნენ ფრაზას exceptional individuality of expression . მისი საცალო ფასი 220
დოლარს შეადგენდა , ვინადან მასზე შესრულება ძალიან რთული გახლდათ ,
მისი მხოლოდ 500 ეგზემპლარი გაიყიდა. ამიტომ ის დარჩა საინტერესო ,
მაგრამ მაინც იშვიათად გამოყენებად ორიგინალ ინსტრუმენტად.
კომპოზიტორები ვინც მისთვის წერდნენ მუსიკას იშვიათად თუ აკვირდებოდნენ
მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს , ისინი მას იყენებდნენ
ჩელოს ,ვიოლინოს და მგავსი ინსტრუმენტების ჩასანაცვლებლად ,უყურებდნენ
არა როგორც უნიკალურ საუნდს არამედ როგორც ჩვეულებრივ ინსტრუმენტს
და ვინაიდან ჩელოზე და ვიოლაზე დაკვრა გაცილებით უფრო ადვილი იყო , ის
დიდად პოპულარული ვერ გახდა .
ეს იყო პირველი ინსტრუმენტი , რომელიც იყენებდა heterodyning principle ს , რაც
ნიშნავს ორი განსხვავებული სიხშირისგან წარმოებულ ერთ ახალ სიხშირეს .
ყველაზე ცნობილი შემსრულებელი ამ ინსტრუმენტზე გახლდათ კლარა
როკმორი (1910–98) . ის ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს
ადაპტირებულს ტერემინისთვის. ძირითადად ეს ნაწარმოებები სიმებიანი
ინსტრუმენტებისთვის იყო . Rachmaninoff, Saint-Saëns, Stravinsky, Ravel, and
Tchaikovsky …
ეს არასრული ჩამონათვალია რომელთა ნაწარმოებებიც ტერემინზე
სრულდებოდა. საბედნიეროდ აუდიო ჩანაწერები დღემდე შემორჩა.
ყველასთვის ცნობილია რომ ამ აპარატზე სრულდებოდა კლასიკური ტიპის
ნაწარმოებები , ამის შესახებ ჯონ კეიჯმა თქვა საკმაოდ საინტერესო სიტყვები.
„როდესაც ლეონმა შექმნა ეს ჭეშმარიტად ახალი შესაძლებლობების მქონე
ინსტრუმენტი , ტერემინისტებმა მას დაუწესეს ერთგვარი ზღვარი და ჩაკეტეს
ციხეში მისი ძველ ინსტრუმენტებთან გაიგივებით. (ჩელო , ვიოლინო) მასზე
დაიწყეს გადაბარებული ტკბილი ვიბრატოს ინსცენირება, გაწირეს წარსულის
ნაწარმოებათა შესრულებისთვის. მიუხედავად იმისა რომ აპარატს შესწევდა
უნარი უამრავი ექსპერიმენტების შექმნისათვის. ტერემინის შემსრულებლებმა
შეასრულეს ცენზორის როლი და მასზე ყველასთვის მოსაწონი მუსიკის დაკვრა
დაიწყეს. ჩვენ ის დავიცავით ახალი საუნდექსპერიმენტებისგან. „
ტერემინზე შემსრულებელი მეორე ცნობილი მუსიკოსი გახლდათ Lucie Bigelow
Rosen (1890–1968), ის ლეონს 30 იან წლებში დაუმეგობრდა, ლუსი ცნობილი
ბანკირის ცოლი გახლდათ. ტერემინმა მისთვის 2 ტერემინვოქსი ააგო და
დაკვრისტექნიკებიც შეასწავლა. მანაც უამრავი კონცერტი გამართა მათ შორის
კარნეგი ჰილში და ფილადელფიის ორკესტრთან ერთად. როსენი
დაინტერესებული იყო თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებთა
შერსულებითაც მათ შორის Bohuslav Martinu° (1890–1959) Isidor Achron (1892–1948),
1945 წელს , ნოემბრის თვეში , at Town Hall in New York შედგა პრემიერა მარტინუს
ნაწარმოების
Fantasia for Theremin, Oboe, Piano and Strings (1944) სადაც კომპოზიტორმა
სპეციალურად შექმნა კომპოზიცია ტერემინისთვის.

ხოლო აჩრონმა შემქნა


Improvisation
(1945) for piano and Theremin,

როსენის აუდიო ჩანაწერები თითქმის არ არსებობს. მხოლოდ 2002 წელს


აღმოაჩინეს მისი რეპეტიცების რამდენიმე აუდიო ჩანაწერი , რაც შემდეგ
გაციფრულდა და გამოიცა. აღსანიშნავია რომ როსინი და მისი მეუღლე დიდად
ეხმარებოდნენ ტერმეინს ნიუიორკში ცხოვრებისას. რამაც ლეონს მისცა
შესაძლებლობა მთელი დრო სარჩოს შოვნის ნაცვლად ინსტრუმენტების
დახვეწისთვის მიეძღვნა , ამ დროს შექმნა მან რიტმიკონი ერთგვარი პირველი
დრამმანქანა, ასევე შექმნა
Terpsitone , რომელიც მოგვიანებით გააუმჯობესა კიდეც .

თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით ლეონ ტერემინი რუსეთის ჯაშუში


აღმოჩნდა , და აგროვებდა ინფორმაციასს ამერიკული ტექნოლოგიების
შესახებ. 1927 დან 1938 წლამდე იცხოვრა მან ნიუ იორკში და ფაქტურად მთელ
იმ დროინდელი ბოჰემის მეგობარი გახლდათ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ის
დააპატიმრეს და დაახლებით 30 წელი მასზე არაფერი ისმოდა დასავლეთში.
მას ასევე მიაწერენ რუსეთისთვის შექმნილ საჯაშუშო ხელსაწყოებს მათ შორის
სათვალთვალო და სიგნალიზაციის აპარატებს.
მუსიკოსმა და გამომგონებელმა ჰენრი კოველმა 1931 წელს შესთავაზა იდეა
ტერემინს გაეკეთებინა სპეციალური ინსტრუმენტი რომელსაც რიტმისა და
ტონის მუდმივი განემორება შეეძლებოდა. ასე დაბადა ლეონმა რიტმიკონი.
მოგვიანებით სინთეზატოერების ერთერთმა მამამ
Robert Moog (1934–2005) მა მისგან აიღო ინსპირაცია და ასევე შექმნა კიდეც Moog
Polyphonic Theremin რომელიც მრავალანტენიანი ვერსია გახლდათ ძველი
ტერემინისა.
ტერემინი უამრავ ფილმში გამოიყენეს მათ შორის ტიმ ბარტონის ედ ვუდში .

The Ondes Martenot

ყველაზე უფრო სახელოვანი გამგრძელებელი ტერემინის ინსტრუმენტისა,


ორიგინალი სახელი Ondes musicales (“musical waves”). ეს ინსტრუმენტი შექმნილ
იქნა Maurice Martenot (1898–1980) ის მიერ. მას სურდა შეექმნა ინსტრუმენტი ,
რომელსაც შეეძლო ჩამდგარიყო ტრადიციული სიმფონიური ინსტრუმენტების
გვერდით და მისთვის ნაწარმოებებს ცნობილი კომპოზიტორები დაწერდნენ.
ტერემინის ინსტრუმენტი მან ერთგვარ ხატად აიღო და გადაწყვიტა მეტად
განევითარებინა ამის მისაღწევად მას ორი მთავარი სირთულე უნდა
გადაელახა , პირველი ის რომ ტერემინი უფრო მეტად გავდა ელექტრონულ
ხელსაწყოს ვიდრე მუსიკალურ ინსტრუმენტს. მეორე კი ის გახლდათ რომ მისი
კონტროლი საკმაოდ რთული გახლდათ. მან დატოვა ლეონის ტონების მიღების
ელექტრონული პრინციპი , თუმცა აპარატს დაამატა კლავიშები , რამაც
საშუალება მისცა შემსრულებელს მეტად აეღო კონტროლი ინსტრუმენტზე. ეს
ყველაფერი კი მან ელეგანტური ხის დეკორით შეფუთა. ინსტრუმენტის
პრემიერა შედგა 1928 წელს მაისის თვეში , როდესაც პარიზში მარტენოტმა
თავად შეასრულა სპეციალურად მარტინოტისთვის დაწერილი კომპოზიცია
Dimitri Levidis’s (1886–1951) (ბერძნული წარმოშობის , საფრანგეთის მოქალაქე ,
კომპოზიტორი) Symphonic Poem for Solo Ondes Musicales and Orchestra.

ეს გახლდათ ნაწარმოები რომელიც შეიცავდა მეოთხედ და მერვედ ტონებს.

როგორც ტერემინის შემთხვევაში ამ ინსტრუმენტთანაც ასოცირდებოდა


რამდენიმე ვირტუოზი შემსრულებელი. პირველი იყო თავად მარტინოტის და
Ginette Martenot, მაგრამ უფრო მეტად ცნობილი Jeanne Loriod (1928–2001)
გახლდათ, რომელმაც 18 წლიდან დაიწყო ამ ინსტრუმენტზე დაკვრის
შესწავლა და თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა მას. მას შემდეგ ეს გზა
გააგრძელა მისმა მოსწავლე Valérie Hartmann-
Claverie მა , მისი დებიუტი 1973 წელს შედგა ქალაქ ვენაში.
ის სწავლობდა , ფორტეპიანოს , არფასა და მარტენოტს კოლეჯში შემდეგ კი
ამ უკანასკნელის განხრით გააგრძელა სწავლა პარიზის კონსერვატორიაში ,
სწორედ იქ შეხვდა Loriod ს.

აღსანიშნავია რომ თანამედეროვე შემსრულებლებიც პერიოდულად იყენებენ


ამ ინსტრუმენტსაც განსხვავებული ჟღერადობის მისაღებად , ერთერთი
მათგანია რედიოჰედი.
ელექტრო აკუსტიკური მუსიკა

ელექტროაკუსტიკური მუსიკის ჩამოყალიბების წლებად ითვლება 40 იანი


წლების ბოლო , ეს ფაქტი ძირითადად დაკავშირებულია ორ გუნდთან
კომპოზიტორებისა , რომლებიც საფრანგეთსა და გერმანიაში მოღვაწეობდნენ ,
კონკრეტული მუსიკის მიმართულება კონცენტრირებული იყო საფრანგეთში ,
კერძოდ პარიზში და მისი სულისჩამდგმელი გახლდათ პიერ შეფერი, რომელიც
ბუნებრივ, არსებულ საუნდების ტრანსფორმაციით ქმნიდა მუსიკას , იწერდა რა
მას ლენტებზე. რაც შეეხება ელექტრონულ მუსიკას . აქ შემოდის პირველი
ტერმინი elektronische Musik . ამ ხაზს სათავეში ედგნენ 49-51 წლებში გერმანელი
კომპოზიტორი Herbert Eimert და ფიზიკოსი Werner Meyer-Eppler , რომლებიც
სიგნალის გენერირების (გარდაქმნა, რხევითი დამუშავება) , სინუსოიდური
ტალღების თემაზე მუშაობდნენ და სერიალისტური ტიპის ნაწარმოებებს
ანიჭებდნენ უპირატესობას.
პიერ შეფერი - დაიბადა 1910 წლის 14 აგვისტოს ნანსში , საფრანგეთი.
შეიძლება ითქვას რომ ის პირველი სემპლინგის ავტორი და გამომგონებელი
გახლდათ . სწორედ მან დაიწყო პირველი საუნდ რეკორდინგი . ინჟინერი ,
სცენარისტი , კომპოზიტორი , ფილოსოფოსი , აკუსტიკის სპეციალისტი. ის
ერთერთი გამორჩეული ფიგურაა მეოცე საუკუნის მუსიკაში. მის სახელს
უკავშირდება კონკრეტული მუსიკის საწყისები. რადიოპროდუქციის
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა საფრანგეთის
საზოგადოებრივ რადიოში ინჟინრად 1936 წელს . ამ დროს ის დაინტერესდა
იტალიელი ფუტურისტის ლუიჯი რუსოლოს თეორიებით და აუდიო
რეკორდინგით კინოში. შეფერმა მიიღო გრანტი საფრანგეთის რადიოსგან და
დაიწყო თავის მუსიკალური ძიება ფორმალურად ამ პროექტს ერქვა “research
into noises” .ძიება ხმაურში. 1942 წელს შეფერმა ოფიციალურად დაარსა თავის
პირველი სტუდია the Studio d’Essai , რომელსაც მოგვიანებით დაერქვა Club d’Essai
. სტუდია აღჭურვილი იყო მიქსერებით , ფირფიტების დამამზადებელი
მოწყობილობით , აუდიო ეფექტების ბიბლიოთეკით. სწორედ ამ სტუდიაში
გაგრძელდა მრავალწლიანი მუშაობა და კვლევა უამარავი მუსიკოსის მიერ.
უმნიშვნელოვანესი მომენტი შეფერის ცხოვრებაში გახლდათ შეხვედრა პიერ
ანრისთან , 1949 წელს. პიერი გახლდათ კლასიკური მუსიკალური განათლების
მქონე კომპოზიტორი , რომელიც გამალებით ეძებდა ახალ ჟღერადოებებს და
ტექნოლოგიებს მუსიკაში. შემდეგ წლებში ამ ორმა ნოვატორმა უამრავი რამ
შეცვალა თანამედროვე მუსიკის სამყაროში. მათ პირველებმა დაიწყეს
მაგნიტური ლენტების ტრანსფორმაციით ლუპინგი და სხვადასხვა ეფექტების
შექმნა. ასევე პირველებმა მოახდინეს სამ არხიანი აუდიოს ჩაწერა , ასევე
გამოიგონეს the morphophone იგივე ლუპისა და დილეის მანქანა , ასევე the
phonogene კლავიატურის მაკონტროლებელი დივაისი რომელსაც ლუპის
მრავალგვარი სიჩქარის შეცვლა შეეძლო . ასევე რამდენიმე გამაძლიერებელი
სისტემა ღია სივრცითი აუდიო ექსპერიმენტებისთვის. ერთერთი ყველაზე ღრმა
შედეგი კომპოზიციური გადატრიალებისა იყო ის რომ ავტორი აღარ იყო
ვალდებული ჩაეწერა თავის ნაწარმოები ნოტებში და არც
ინსტრუმენტალისტები სჭირდებოდა შესასრულებლად . შეფერმა შექმნა ახალი
მუსიკალური ენა , რომელიც აშორებდა ჟღერადობას თავის პირველწყაროს ,
და რჩებოდა მხოლოდ მუსიკა.
შეფერის პირველი გამოქვეყნებული ნამუშევარი გახლდათ ‘Etude aux chemins de
fer’
(1948) რკინიგზის ეტიუდი , შესაზლოა სწორედ ეს ნამუშევარი გახლავთ
პირველი კონკრეტული მუსიკის ნაწარმოები. ან კომპოზიციაზე მუშაობისას
პიერმა პირველად გამოიყენა საუნდის დამუშავების რამდენიმე ტექნიკა მათ
შორის დროის შენელება და ლუპინგი.
“ვიმედოვნებ , რომ ერთ დღეს შევიკრიბებით ერთად ამ ნაწარმოების
მოსამსენად , თეორიული ცოდნის და წარმოდგენებისგან დაცლილნი , სადაც
მატარებელი იქნება სრულიად დავიწყებული და მხოლოდ ჟღერადობის ფერთა
სიხშირეები , დროის ცვალებადობა, და პერკუსიის საიდუმლო ჟღერადობა
იქნება ჩვენი სმენის მიზანი. “
შეფერის ერთერთი მთავარი მიზანი გახლდათ მუსიკის ტრადიციული გაგების
უარყოფა , კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებში ზოგადი კონცეფცია არის
აბსტრაქტული იდეიდან კონკრეტულ შესრულებამდე მისვლა, ანუ გაქვს
ფილოსოფია , ფიქრი , იდეა და შენ ამას გამოხატავ კონკრეტულ ნოტებში ,
გარკვეულ ფორმასა და სტრუქტურის გათვალისწინებით, შეფერი კი თავის
მუსიკით ცდილობდა ამოეტრიალებინა ეს მიდგომა , ის ჯერ იწერდა
კონკრეტულ საუნდებს და მათი სმენისას ებადებოდა ან არც ებადებოდა
აბსტრაქტული იდეები. სახელი კონკრეტული მუსიკა : აბსტრაქტული
კომპოზიციური იდეები ჩნდება კონკრეტული აუდიო ჩანაწერისგან , როდესაც
კლასიკურ მუსიკაში პირიქითაა აბსტრაქტული იდეიდან ჩნდება კონკრეტული
მუსიკალური კომპოზიცია.

1953 წელს შეფერმა პიერ ანრისთან ერთად შექმნა ექსპერიმენტული ოპერა


ორფეე ანუ ორფეუსი , Christoph Gluck ის opera Orpheus and Euridice ეს მიხედვით, ეს
გახლდათ კონკრეტული და ელექტრონული მუსიკის ნაერთი სადაც საკმაოდ
ოსტატურად არის გამოყენებული დიალოგის ენა , სიტყვების თამაში და
ლირიკა როგორც ინსტრუმენტი.

ფრანგები ჩაეშვნენ ელექტრონულ მუსიკაში პირველები , თუმცა


გერმანელებმა თითქმის იმავე დროს დაიწყეს ელექტრონული ექსპერიმენტების
ჩატარება. 1949 წელს დოქტორ ვერნერ მეიერ ეპლერმა Dr Werner Meyer-Eppler
(30 April 1913 – 8 July 1960) ფიზიკოსმა და მათემატიკური კოდების სპეციალისტმა
გამოსცა უმნისვნელოვანესი წიგნი Elektronische Klangerzeugung: Elektronische Musik
und synthetische Sprache . ელექტრონული საუნდის წარმოება: ელექტრონული
მუსიკა და სინთეტიკური ენა. ეს წიგნი გარკვეულ ხაზს ავლებს ელექტრონული
ტექნოლოგიების განვითარებაში და შეგვიძლია ერთგვარ ახალ საწყისადაც
მივიჩნიოთ. იმავე დროს კომპოზიტორი და მუსიკოლოგი ჰერბერტ ეიმერტი
Herbert Eimert (8 April 1897 – 15 December 1972) გამოხატავდა ინტერესს
ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტებისადმი ასევე გატაცებული იყო
სერიალიზმის კოპოზიციური თეორიებით , განსაკუთრებით კი ანტონ ვებერნის
Anton Friedrich Wilhelm von Webern 3 December 1883 – 15 September 1945)
შემოქმედებით. კავშირი ეპლერსა და ეიმერტს შორის გახლდათ საუნდ
ინჟინერი რობერტ ბეირი Robert Beyer 1901 in Wittlich, 1989 in Düsseldorf). ეს
უკანასკნელი თანამშრომლობდა მეიერ ეპლერთან 1950 წელს ,ისინი ერთად
ქმნიდნენ ლექციების სერიას მუსიკის ახალი შესაძლებლობების შესახ რასაც
თავადვე უწოდეს ელექტრონლი მუსიკა elektronische Music. ეს ლექციები
დაორგანიზდა ამ სამი პიროვნების ერთობლივი თანამშრომლობით და
მოგვიანებით მისი საჯარო პრეზენტაციაც შედგა “ჩრდილოდასავლეთ
გერმანიის მაუწყებლისთვის” Nordwestdeutscher Rundfunk (Northwest German
Broadcasting - NWDR) კიოლნში 1951 წლის 18 ოქტომბერს. ამ ივენთის შემდეგ
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აიღო ვალდებულება დაესპონსორებინა
ელექტრონული მუსიკის სტუდია ეიმერტის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1956 წელს
NWDR გაიყო ორ ნაწილად WDR (West German Broadcasting) და NDR (North German
Broadcating) , ელექტრონული მუსიკის სტუდია დარჩა WDR თან.

მტრობა რომელიც არსებობდა NWDR სა და RTF ს შორის გახლდათ საკმაოდ


სერიოზული , ჰოლანდიელი კომპოზიტორი კონრად ბოემერი Konrad Boehmer (24
May 1941 – 4 October 2014) მუშაობდა კიოლნის სტუდიაში 50 იან წლებში ,
ერთხელ მან თქვა “შეიზლება ითქვას რომ 50 იან წლებში არსებობდა 2 ტიპის
ცივი ომი , ერთი აშშსა და საბჭოთა კავშირს შორის და მეორე კიოლნის
სტუდიასა და ფრანგულ სტუდიას შორის , მათ სძულდათ
ერთმანეთი.ესთეტიური საბაზისო შეხედულებები მუსიკის შესახებ, შეფერისა და
ეიმერტისა , რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.”
ფესვები ამ დაპირისპირებისა წარმოიშვა ფრანგული მხარისგან. მეორე
მსოფლიო ომის მოგონებები მათთვის ჯერ კიდევ ახალი და მოუშუშებელი
გახლდათ. პიერ შეფერი ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა გერმანულ მხარეს , მან
ერთხელ თქვა :
“ ომის შემდეგ , 45 დან 48 წლამდე პერიოდში , ჩვენ უკან დავხიეთ
გერმანელების შემოჭრა , მაგრამ ჩვენ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა
ავსტრიულ მუსიკას , 12 ტონიან მუსიკას.ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი თავები
პოლიტიკურად , მაგრამ მუსიკა ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო უცხო ძალების
მიერ, ვენის კლასიკური მუსიკის სკოლის მიერ.”
ასე რეაგირებდა შეფერი სერიალიზმის ძლიერ მამოძრავებელ ძალის შესახებ
მეორე მსოფლი ომი შემდეგ.

სერიალიზმი როგორც კოპოზიციური ტექნიკა არ იყო ერთადერთი უპირობო


არჩევანი გერმანელი კომპოზიტორებისა, რა თქმა უნდა თავად სერიალიზმიც
არ იყო განკუთვნილი ფიქსირებულ მედია ნაწარმოებად გადაქცევისთვის,
თუმცა მეიერ ეპლერისა და ეიმერტის ხელშეწყობითა და კვლევა ძიებით
კიოლნის სტუდიაში , სერიალიზმი მალევე გახდა მთავარი
ექსპერიმენტი ,რომელზეც ელექტრონული მუსიკა დაშენდა.

მეიერ ეპლერსა და ეიმერტს ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება კონკრეტული


მუსიკის მიმართ , მაგრამ მთლიანობაში მას ასე ვთქვათ არასერიოზულად
აღიქვამდნენ და უწოდებდნენ - არაფერს გარდა მოდურობისა და
სურეალიზმისა-. ეიმერტს თავიდანვე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი არ
წასულიყო იმ გზით რომელი გზითაც ფრანგული სტუდია მიდიოდა . ის
ფიქრობდა რომ მათი მუსიკა იყო “შემთხვევითი მანიპულაციები და
მოუწესრიგებელი განუსაზღვრელობები ერთად ჩაყრილი და გაშვებული
რადიოში , კინოსა თუ თეატრში.” ფრანგები კი გერმანელების შესახებ
ამბობდნენ “გადაჭარბებულად შეფასებული , მეიერ ეპლერის ადრეული
ელექტრონული მუსიკა მოიცავს არაფერს გარდა ელემენტარული
ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა , რომელიც განხორციელდა შეზღუდული
მასშტაბებით. “
ნებისმიერ შემთხვევაში ფრანგი და გერმანელი პიონერი კომპოზიტორები
თანხმდებოდნენ რომ ელექტრონულად შექმნილი მუსიკა იყო უნიკალური და
მნიშვნელოვანი პოტენციის მქონე მიმართულება. პიერ შეფერი 1952 წელს
წერდა .
“ფოტოგრაფიას , როგორც ფიქსირებულ ფაქტს , აქვს სრულად დარღვეული
მხატვრობის პრინციპი. როგორც ხმის რექორდინგს მუსიკის სტანდარტული
გაგება. ყოველივე ამის მერე ტრადიციული მუსიკა არ იქნა უარყოფილი , ისევე
როგორც კინომ არ გამოაძევა თეატრი . რაღაც ახალი იქნა დამატებული
როგორც ხმის ახალი ხელოვნება , ვცდები როდესაც ამასაც მუსიკას ვეძახი ? ”
ეიმერტმა დაწერა ,ნათლად და გარკვევით , იგივე თემის შესახებ ერთერთი
პირველი სტატია - შესავალი გამოცემა Die Reihe ისთვის , (გერმანული ჟურნალი
რომელიც ეძღვნებოდა თანამედროვე მუსიკას) .
“ელექტრონული მუსიკა არის და რჩება , მუსიკის ნაწილად და ის არის ბევრად
უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიური განვითარების შედეგი., ჩვენ
ვაძლევთ საშუალებას საუნდს დაგვანახოს თავის პოტენციალი . “
ეს განცხადება რელევანტურია დღესაც ისევე როგორც 50 იან წლებში.
განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ დღეს გათავისებული გვაქვს ტექნოლოგიის
როლი მუსიკის განვითარებაში.

ნვდრ ის კომოზიტორთა შემადგნლობა განიხილავდა სერიალიზმს როგორც


ფოკუსირებულ წერტილს , ანუ აქცენტი გააკეთეს მასზე და შემდეგ ამის
მიხედვით დაიწყეს სტუდიის აღჭურვა. მაშინ როდესაც საფრანგეთში ადრეული
აღჭურვილობის დიდი ნაწილი იყო ორიენტირებული რეკორდინგზე და მის
შემდგომ დამუშავებაზე. საუნდის მანიპულაციებზე , ემბიენთისა და ნოიზ
ჟღერადობის მიღებაზე. გერმანული სტუდია საწყის ეტაპზე იყენებდა ტონების
გენერაციის მოწყობილობებსა და ფილტრებს. გერმანული მიმართულება
მუშაობდა პირდაპირ ფიზიკის მეშვეობით მუსიკის წარმოებაზე. მათ ხელში იყო
რამდენიმე ტონების გენერირების ელექტრონული ინსტრუმენტი. ერთერთი
მათგანი იყო მონოქორდი , განახლეული ვერსია მონოფონური ტრატონიუმისა
შექმნილი სპეციალურად კიოლნის სტუდიისთვის ფრიდრიჰ ტრაუტვაინის მიერ.
Friedrich Trautwein (* 11. August 1888 in Würzburg; † 20. Dezember 1956 in Düsseldorf).
(ტრაუტვაინი სწავლობდა ელექტრონულ ინჟინერიას კალსრუეს უნივერსიტეტში
და შემდეგ ბერლინში იურისპრუდენციას. პირველ მსოფლი ომში ის იყო
ტექნიკურ კომუნიკაციების ლეიტენანტი და იქ გაუღრმავდა ინტერესი
სიხშირული კვლევებისადმი. ომის შემდეგ 1919 წელს მან სწავლა გააგრძელა
ფიზიკის მიმართულებით ჰაიდელბერგში და გააკეთა phd კვლავ კალსრუეში ,
ინჟინერიისმიმართულებით. შემდეგ კი დაიწყო მუშაობა სახელმწიფო
ტელეგრაფის კომპანიაში და ჩაერთო პირველი გერმანული რადიოს
დაარსებაში ბერლინში. 1929 წელს დაიწყო სწავლება ბერლინის მუსიკის
აკადემიაში სადაც ჩაუყარა საფუძველი ტრატონიუმის აპარატის შექმნას
კომპოზიტორ Paul Hindemith (16 November 1895 -- 28 December 1963)

https://www.youtube.com/watch?v=k0UA0-heeFo
მისი მეთვალყურეობის ქვეშ , პირველი ტრატონიუმი შეიქმნა 1930 წელს , თუმცა
კომერციული ვერსია მოგვიანებით 1933 წელს და გამოიცა Telefunken ის მიერ
სახელწოდებით Ela T42 .

კომერციული მარცხის შემდეგ ტრაუტვაინმა მასზე მუშაობა შეწყვიტა და


ტრატონიუმი გადაულოცა ოსკარ სალას , რომელიც ამ მოწყობილობაზე
ვირტუოზ შემსრულებლად ითვლებოდა.
40 იანი წლების ბოლოს ის მუშაობდა ფოტოგრაფიისა და ფილმის სკოლაში
დუსელდორფში სდაც მონაწილეობა მიიღო საუნდ ინჟინერიის ფაკულტეტის
დაარსებაში. 1952 წელს ტრუტვაინმა კი შექმნა სპეციალური ვერსია
ტრატონიუმისა სპეციალურად კიოლნის სტუდიისთვის.
NWDR ს ასევე ქონდა მელოქორდი Melochord ,

http://120years.net/the-melochordharald-bodegermany1947/

შექმნილი Harold Bode ის მიერ (1909- 1987 )1947 წელს მეიერ ეპლერისთვის რათა
მას გამოეყენებინა სალექციო პრეზენტაციებისთვის ფიზიკაში , მელოქორდს
ჰქონდა 2 მონოფონური ტონების გენერაციის სისტემა, 5 ოქტავიან სისტემაში
მაღალ სიხშირულ სამ ოქტავას ზრუნველყოფდა ერთი , ხოლო დაბალ
სიხშირეებში დარჩენილ 2 ოქტავას მეორე , 2 ნოტი შესაძლებელი იყო
დაკრულიყო ერთდროულად .მას ასევე ქონდა კონტროლი ეთექის ,სასთეინის
და დიქეის. 1953 წელს ნვდრ მ დაუკვეთა Bode ს აეგო მეორე მელოქორდი
მათთვის .ახალ მოდელს ჰქონდა 2 გაცალკევებული ქიბორდი მორგებული
საუნდის ტემბრს. მაგალითად მას შეეძლო შეენარჩუნებინა ძირითადი ტონი და
პარალელურად ეცვალა ფონური სიხშირეები ანუ ხელოვნურად შეეცვალა
საუნდის ტემბრი.

ინჟინრები ხშირად არიან ხოლმე დაუფასებელი გენიოსები და არ ჩანან


კომპოზიტორებისა და კლასიკური ელექტრონული სტუდიების უკან. GRM ს
ყავდა ჟაკ პაულინი Jacques Poullin , NWDR ს Fritz Enkel (1908 -59)
გერმანულ სტუდიაში მუშაობდნენ მხოლოდ სუფთა ტონის
გენერატორებით ,ენკელი კი ამ ყველაფერს არეკორდებდა და
აკონტროლებდა აუდო სიგნალის პროცესს სტუდიაში.
მის ხელში იყო სინუსოიდური და ხერხის კბილა ტალღები
ცვლადი სიჩქარის ფირჩამწერები
4 არხიანი ფირჩამწერი ,რომელიც პირველად სწორედ ამ სტუდიაში
გამოიყენეს.
აუდიო ფილტრები
თეთრიხმაურის გენერატორები.
რინგ მოდულაცია -
ადდიციური სინთეზი - ტექნიკა როდესაც ქმნი საუნდის ტემბრს სინუსოიდური
რხევების დამატებით.

ტონის გენერატორებიდან წამოსული საუნდი იწერებოდა ფირზე და შემდეგ


ხდებოდა ამის ედიტინგი და მონტაჟი.
კარლჰაინც შტოკჰაუზენი
დაიბადა 1928 წლის 22 აგვისტოს , გარდაიცვალა 2007 წლის 5 დეკემბერს.

კარლჰაინც შტოკჰაუზენის ა და GRM სტუდიას შორის პირველი კონტაქტი 1952


წელს შeდგა , მაშინ 24 წლის ახალგაზრდა შტოკჰაუზენი სწავლობდა პარიზში
ოლივერ მესიანთან კომპოზიციის ფაკულტეტზე , პიერ შეფერთან შეხვედრის
შემდეგ ის გახდა ყოველკვირეული სტუმარი ამ სტუდიისა , ასე დაიწყო მისი
პირველი ექსპერიმენტები აუდიო ედიტინგში.

“პირველად მე ჩავწერე 6 სხვა და სხვა საუნდი პრეპარირებული პიანოს


დაბალსიხშირულ სიმებზე , ამის შემდეგ დავაკოპირე თითო საუნდი ბევრჯერ და
დავიწყე დაჭრა მაკრატლით ამ ფირის . შემდეგ გამოვიყენე დროის
ცვალებადობისა და ლუპის ტექნიკები, ასევე ტონიც ცვლილებაც.”

ამ პირველი შრომის შედეგი კი გახლდათ მოკლე , მაგრამ საკმაოდ მძაფრი


Etude

ეს იყო საოცრად საინტერესო და რადიკალური ედიტინგი პიანოს საუნდისა.


გარდა ამისა მიუსიკ კონკრეტემ შემოიტანა სრულიად ახალი აღქმის სისტემა
კომპოზიციაში , როდესაც შენ შეგეძლო ხმის და ტონალობის კონტროლი ,
დროის ცვალებადობა , არხების დამოუკიდებელი კონტროლი….

შტოკჰაუზენმა დატოვა პარიზი და დაბრუნდა კიოლნის სტუდიაში , აღჭურვილი


ახალი ცოდნითა და პირადი აღმოჩენებით საუნდში.
მისი პირველი თეიფ მუსიკის კონცერტი კიოლნის სტუდიაში გაიმართა 1954
წლის 19 ოქტომბერს . ნამუშევრები ჟღერდა სპიკერებში. წარმოდგენილი იყო
შტოკჰაუზენის Studie 1 და Studie 2 .
1 იყო პირველი ნამუშევარი რომელიც შეიქმნა სრულად სინუსოიდური
ტალღებით , სისტემურად ის წარმოადგენდა სერიული ტიპის ნაწარმოებს.
მისი მეორე ნაწილი კი გახლდათ - პირველი ნაწარმოები რომელსაც ქონდა
გრაფიკული გამოსახულება ანოტაციის სახით.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნამუშევარი Gesang der Junglinge, რომელიც გახლდათ
5 არხიანი კომპოზიცია , მისი შესრულებისას სცენზე იდგა 5 დინამიკი სხვა და
სხვა მხარეს განლაგებული და მის კონტროლს ახორციელებდა კომპოზიტორი.
ყოველი მხრიდან ალყაში ყავდა მოქცეული მსმენელი და თავად განაგებდა ამ
დინებებს.
შემდეგ წლებში კომპოზიტორმა განაგრძო პერფორმანსზე ორიენტირებული
კომპოზიციების შექმნა , ერთერთი მნშვნელოვანი მოვლენა კი 1958 წელს
შექმნილი Kontakte კონტაქტები ა . ეს კომპოზიცია გახლავთ 4 არხიანი
ნაწარმოები.

შტოკჰაუზენმა ჩაანაცვლა ეიმერტი კიოლნის სტუდიის დირექტორის


პოზიციაზე 1963 წლიდან. Wdr ს დიდი ისტორია აქვს, წლიდან წლამდე ის
მუდმივად ნახლდებოდა აღჭურვილობით. 1971 წელს ბრიტანეთში შეიქმნა ems
Synthi 100 ანალოგური მოდულარ სინთეზატორი პირვეილ ციფრული
სექუენსერი) , ასევე ems vocoder 1000 რომელიც 1978 წელს გამოვიდა .

ასევე E – mu Emulator digital sampler , რომელიც 1981 წელს შეიქმნა და ის იყო


პირველი ფლოპ დისკზე მომუშავე სინთეზატორი.
შენ შეგეძლო დაგეკრა რაიმე საუნდი ჩაგეწერა და
ის გამოგეყენებინა სემპლად. ყველა ეს განახლებები ავტომატურად ხვდებოდა
კიოლნის სტუდიაში და მასზე მუშაობდა უამრავი ცნობილი კომპოზიტორი.

სხვა კომპოზიტორები რომლებაც იმუშავეს კიოლნის სტუდიში იყვნენ


Krenek (Pfingstoratorium-Spiritus Intelligentiae, 1956), Ligeti (Glissandi, 1957; Artikulation,
1958), Cardew (1st and 2nd Exercises, 1958), Kagel (Transición I, 1958–60; Acoustica, 1969),
and Gehlhaar (Tanz I–V, 1975)…

1977 წლამდე შტოკჰაუზენი იყო არტ დირექტორი ამ სტუდიისა.

სტუდია ოფიციალურად 2000 წელს დაიკეტა , შენობა Annostraße სი. გასხვისდა


და შემდეგ დაინგრა .

სხვა ადრეული ევროპული სტუდიები

ინტერესი ელექტრონული მუსიკისადმი რადიკალურად გაიზარდა კიოლნისა


და პარიზის სტუდიების კვლევების შემდეგ , მათმა აღმოჩენებმა საშუალება
მისცეს სხვა კომპოზიტორებს აერჩიათ ახალი ესთეტიური გზები მუსიკაში ,
გამოეყენებინათ ახალი დივაისები და ფიქსირებული მედია გაეხადათ
კომპოზიციის ფიქსირების გზად.
მესამე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდია ,რომელიც
სპონსორდებოდა მუსიკალური კლევებისა და პროდუქციის შექმნისათვის
დაარსდა მილანში 1955 წელს , Radio Audizioni italiane (RAI) იტალიის
საზოგადოებრივი მაუწყებელი, სწორედ ამ სივრცის ბაზაზე დაფუძნდა Studio di
Fonologia Musicale , მისი არტ დირექტორი კი გახლდათ luciano Berio (1925-2003) და
Bruno Maderna (1920-73). ბერიოს ინტერესი ელექტრონულ მუსიკაში ხელახლა
დაიბადა 1952 წელს როდესაც როდესაც ის დაესწრო ერთ ერთ პირველ თეიფ
კონცერტს , რომელიც დაორგანიზებული იყო Otto Luening (Otto Clarence Luening
(June 15, 1900 – September 2, 1996) ისა და Vladimir Ussachevsky (November 3, 1911 in
Hailar, China – January 2, 1990 in New York, New York) ის მიერ ,რომლებიც კოლუმბიის
უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ . აქამდე მადერნას უკვე ქონდა შექმნილი
რამდენიმე ნაწარმოები კიოლნის სტუდიაში , თუმცა შემდეგ მას შეწყვეტილი
ქონდა მუშაობა. ტექნიკური დირექტორი გახლდათ Alfredo Lietti და ინჟინერი
Marino Zuccheri.
სტუდია რაი იყო ერთერთი საუკეთესოდ აღჭურვილი სტუდია ევროპაში, ამის
მთავარი მიზეზები კი Berio და Maderna გახლდათ , რომლებიც ძალიან
გახსნილად და საზღვრების გარეშე აღიქვამდნენ მუსიკას და ერიდებოდნენ
მხოლოდ ერთი მიმართულების ჩაბღაუჭებას. ისინი არ ზღუდავდნენ თავს
სერიული მუსიკის ან მიუზიქ კონკრეტეს ჩარჩოებით. მათი მიზანი იყო მათი
სტუდია ფართო ხედვებს მორგებოდა და იდეოლოგიური წნეხები სრულად
მოეხსნა.
ბერიოს დასრულებული თეიფ ნაწარმოებებეი 10 ს არ აღემატებოდა , მილანის
სტუდიაში მისი ნამუშევრები იწყება 1955 წლიდან როდესაც მან შექმნა Mutazioni
და სრულდება 1960 წელს Momenti ით სადაც ჩართულია 92 სხვა და სხვა აუდიო
სიხშირე რომელიც მოძრაობს ერთმანეთში. Differences (58-60) თეიფ კომპოზიცია
5 შემსრულებლისთვის ,ფლეიტა , კლარნეტი , ვიოლინო ,ჩელო და არფა .

Philips Research Laboratories ელექტრონული მუსიკის ცენტრი ეინდჰოვენში


დაარსდა 1956 წელს. ეს არის სტუდია სადაც ედგარ ვარეზმა შექმნა Poème
électronique 1958 წელს. თუმცა ეს ის ადგილიცაა სადაც Tom Dissevelt მა დაიწყო
ელექტრონული სფეის , ნიუ ეიჯ კომპოზიციების შექმნაც.

ნორვეგაიში ნორვეგიის სახელმწიფო მაუწყებლების ბაზაზე შეიქმნა სტუდია,


Norsk Rikskring- kasting (Norse Broadcasting) studio, სადაც მოღვაწეობდნენ Arne
Nordheim (b. 1931), Alfred Janson (b. 1937), and Bjorn Fongaard (1920–80). ნამუსევრები
იყო თეიფ , ტონ გენერეით, ვოკალისტებისა და ორკესტრებისთვის.

შვედედი კომპოზიტორი 2 წელიწადი ქმნიდა პირველ საიენს ფიქშენ ოპერას


Aniara (1959) , რომელიც მოიცავს თეიფ მუსიკის ნაწილბსაც ამასი დახმარება კი
სვედეთის სახელმწიფო რადიომ გაუწია.

ლონდონში ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ დაფუძნა BBC Radiophonic


Workshop ი 1957 წელს. აუდიო ეფექტებისა და მუსიკის საწარმოებლად რადიოსა
და ტელევიზიისთვის. სტუდია აღჭურვილი იყო ხმის ჩამწებით , მიკროფონებით,
მიქსერებით, შემდგომ წლებში ის გადაიზარდა უფრო მეტად საუნდ
ინჟინრებისთვის განკუთვნილ სტუდიად და გავითარებამაც სწორედ აქეთ აიღო
გეზი. ძირითადად კი იქმნებოდა აუდიო ეფექტები სატელევიზიო
ფილმებისთვის მაგალითად დოქტორ ვჰუ რომელიც 1963 წელს დაიწყო , ამ
სტუდიაშია შექმნილი მისი აუდიო.

კიდევ ერთი კარგად აღჭურვილი სტუდია იყო მიუნხენში Siemens corporation ის


მირ დაარსებული 1956 წელს. მისი დამორგანიზებელი კი გახლდათ
კომპოზიტორი კარლ ორფფი (1895 – 1982 )

You might also like