You are on page 1of 10

თემა: რენესანსი და ინგლისური ლიტერატურა; უ.

შექსპირი

1066 წელს ნორმანებმა ინგლისი დაიმორჩილეს, ნორმანების ენა კი


იმდროისათვის ფრანგული იყო, ამიტომ ფრანგული ენა ინგლისის მმრთველი
ფენების ენად იქცა და მე-14 საუკუნემდე აქ ლიტერატურული ნაწარმოებები სამ
ენაზე იქმნებოდა : ფრანგულად სარაინდო ლიტერატურა, ლათინურად საეკლესიო
და სამეცნიერო ხასიათის შრომები, ანგლო-საქსურად ხალხური ლიტერატურა.
ინგლისი XV საუკუნეში ჩაბმული იყო ასწლიან ომში საფრანგეთთან, ამ ომის
დასრულების შემდეგ კი დაიწყო ფეოდალური დინასტიური ომი, რაც ცნობილია
ალისფერი და თეთრი ვარდების ომის სახელწოდებით, მხოლოდ ამ ომის
დამთავრების შემდეგ შეიქმნა პირობები ქვეყნის განვითარებისათვის.
ინგლისის აღორძინების ლიტერატურის წინამორბედი იყო ჯეფრი ჩოსერი (1340-
1400), რომელიც მიჩნეულია « ინგლისური პოეზიის მამად ». მან პირველმა ჩაუყარა
საფუძველი ინგლისურ სამწერლო ენას. ჩოსერი წარმოშობით ეკუთვნოდა
წარჩინებულ წრეს. 1353 წელს ჩოსერი ტყვედ ჩაუვარდა ფრანგებს, საიდანაც იგი
მეფემ გამოისყიდა, მას ევალებოდა სასახლის ქალბატონების გართობა, მათთვის
ამბების თხრობა, რაც ხელს უწყობდა მის შემოქმედებით საქმიანობას. ჩოსერის
შემოქმედების პირველი პერიოდი მოიცავს 1373-1378 წწ. მეორე პერიოდში შექმნილ
ნაწარმოებებში კი იგრძნობა დანტეს, პეტრარკას და ბოკაჩოს კეთილმყოფელი
გავლენა. სწორედ ამ პერიოში შექმნა მან ცნობილი ნაწარმოები “კენტერბერიული
მოთხრობები”.
“კენტერბერიული მოთხრობები” კომპოზიციურად დაკავშირებულია იტალიის
ადრინდელი აღორძინების ტრადიციებთან. იგი წარმოადგენს დეკამერონისებურად
დალაგებულ ლექსად დაწერილი ნოველების კრებულს. მას აქვს 800 სტრიქონიანი
პროლოგი, რომელიც ცალკე დამოუკიდებელი ნაწარმოებია და ასევე
მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისი მხატვრული ღირსებით. პროლოგის დასაწყისში
ავტორი მოგვითხრობს, რომ აპრილის თვეში ინგლისის ყოველი კუთხიდან
ხალხის მასები მიემართება აკენტერბერიისაკენ _ წმინდა თომა ბეკეტის საფლავზე
სალოცავად. ერთხელ ლონდონის მახლობლად იგი ხვდება პილიგრიმების (წმინდა
ადგილებში სალოცავად წასული მოგზაური, მომლოცველი) ჯგუფს, 29 კაცის
შემადგენლობით, რომლებსაც გაჰყვება კენტერბერიისაკენ. იწყება თანამგზავრების
დახასიათება, აქ არიან თავმოყრილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის
წარმომადგენლები.
ნაწარმოები შედგება 24 ნოველისაგან. ყველა ამბავი, რომელსაც ყვებიან
საზოგადოების სხვადასხვა წევრები, შესაბამება მათ სახეს და ყოფას, ხდება
დრამატულ-ტრაგიკულისა და სახუმაროს შერწყმა, აქ გადმოცემულია
საყოფაცხოვრებო სურათები და არ ეხება ავტორი ისტორიულ ამბებს.
ინგლისის აღორძინების სათავეში დგას თომას მორი (1478–1535). მისი ოჯახი
შეძლებული იყო, ამიტომაც ნიჭიერ თომას საფუძვლიანი განათლება მიაღებინეს.

ოქსფორდში თომას მორი გაეცნო ნიდერლანდელ ჰუმანისტს ერაზმ


როტერდამელს, და მათ შორის იდეალური მეგობრობა დამყარდა. 22 წლის ასაკში

თომას მორი თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგად უკვე თემთა


პალატის წევრი გახდა, მაგრამ იგი მონარქიას დაუპირისპირდა რითაც გაანაწყენა
მეფე და ამიტომ გარკვეული პერიოდი არალეგალურად ცხოვრობდა. დააპატიმრეს
მისი მამაც, მან ეკლესიას შეაფარა თავი. ამ დროს თომას მორის აზროვნებაში
მტკიცდება ისეთი იდეები, რომელიც შემდგომში საფუძვლდ დაედო “უტოპიას”.

თომას მორი არ შემოიფარგლა არსებულის კრიტიკით და მისი უარყოფის


აუცილებლობის მტკიცებით (მაგრამ არასგზით რევოლუციის გზით). მან გამოიყენა
მარსილიო ფიჩინოს მიერ ლათინურად თარგმნილი პლატონის „სახელმწიფო“ და
მისი მოდერნიზებული ვარიანტი წარმოადგინა, როგორც ისეთი წყობა, რომელსაც
წარმატებით შეუძლია შეცვალოს არსებული სახელმწიფოს ფორმები. თანაც შეეცადა
ეჩვენებინა ის ეკონომიკური და სოციალური პრინციპები, რომლებიც ამგვარი
წყობილების განხორციელებას შესაძლებელს გახდიდნენ. მორმა სხვადასხვა
საზოგადოებრივი თანამდებობების გავლით ლორდ კანცლერის თანამდებობას
მიაღწია. მაგრამ მას ბედმა ისიც უჩვენა, რომ ახალ კლასს, ბურჟუაზიას, ნამდვილი
ძალაუფლების მოპოვებამდე ბევრი აკლდა. მორი სიკვდილით დასაჯა ინგლისის მეფე
ჰენრი VIII, რომელიც ერაზმ როტერდამელისა (გერმანელი ჰუმანისტი) და მორის
თანამოაზრედ ითვლებოდა ევროპულ ჰუმანიზმში. მორის ბედი გადაწყვიტა იმან,
რომ მას, ერაზმის მსგავსად, ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ
სურდა, ინგლისური ეკლესია რომისას გამოყოფოდა, რასაც, ანსელმის დროიდან
დაწყებული, მრავალი ინგლისელი ცდილობდა. მორი თავიდანვე დამოუკიდებელ
პოლიტიკას ატარებდა, როგორც ბურჟუაზიის წარმომადგენელი პარლამენტში. 1504
წელს პარლამენტარმა თომას მორმა მეფე ჰენრი VII-ს (1457-1509) არ მისცა ნება ახალი
გადასახადები შემოეღო. ახალმა მეფემ, ჰენრი VIII შეიძლება ითქვას, აიძულა მორი
კანცლერი გამხდარიყო. თანაც სინდისის თავისუფლება აღუთქვა (66,537).
კონფლიქტის მიზეზი კი ის გახდა, რომ მეფეს მეორე ცოლად ანა ბოლეინის (1507-1536)
შერთვა სურდა, რომის ეკლესიამ კი პირველთან განქორწინების ნება არ მისცა.
კათოლიკურმა ეკლესიამ მორს არ დაუვიწყა დამსახურება. 1887 წელს ნეტარად
მიიჩნიეს, ხოლო 1935 წელს წმინდანად. ინგლისურმა ბურჟუაზიამ
კი ოლივერ კრომველის (1599-1658) დროს, 1649 წელს, მეფე კარლოს I (1600-1649)
სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სისრულეში მოიყვანა.
თომას მორის „უტოპია“ დაწერილია ლათინურ ენაზე, იგი ავტორმა მიუძღვნა
ერაზმ როტერდამელის მეგობარს, ცნობილ ჰუმანისტს პეტრე ეგიდს., სწორედ მან
გამოსცა პირველად იგი ფლანდრიაში. ინგლისურ ენაზე გამოიცა 1551 წელს.
ნაწარმოები დაწერილია დიალოგის ფორმით და მოგვითხრობს ერთ-ერთი
გამოგონილი პერსონაჟი გითლოდეის შესახებ, რომ თითქოს მას და ასევე
ავტორსაც უმოგზაურიათ მსოფლიოს ირგვლივ, რომლის დროსაც მოხვედრილა
კუნძულ უტოპიაზე.
თომას მორის „უტოპია“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში მორი,
როგორც ეკონომისტი, პოლიტიკოსი და სოციოლოგი, ნათლად უჩვენებს ინგლისში
ხალხთა ფართო მასების აუტანელ მდგომარეობას, რომელიც თანდათან
უარესდებოდა. დახატულია ინგლისის გლეხობის უნუგეშო მდგომარეობის
სურათი, იმ უსამართლობის შესახებ, რასაც ყველგან შეხვდება ადამიანი, შრომის
პროდუქტს გლეხი ქმნის, მას კი ითვისებს სხვა, არსებობის საშუალებაც არა აქვს
გლეხს, რადგან ართმევენ მიწებს. თომას მორი აქ კერძო საკუთრების წინააღმდეგი
გამოდის. მეორე ნაწილში უჩვენებს იმას, თუ რითი შეიძლება შეიცვალოს ამგვარი
აუტანელი მდგომარეობა. წიგნს ეწოდება „უტოპია, ანუ ოქროს წიგნაკი, სასარგებლო
და ამდენადვე გასართობი საუკეთესო სახელმწიფო წყობისა და კუნძული უტოპიის
შესახებ». აქ ჰუმანისტი ჟილ ეგიდიუსი ესაუბრება მეზღვაურს,
რომელიც ამერიგო ვესპუჩის (1454-1512) პირველი ექსპედიციის მონაწილედ აცხადებს
თავს, მის მიერ (კუნძულ ტაპრობანზე) ნანახი უცნაური სახელმწიფოს შესახებ. იქ არაა
კერძო საკუთრება, ყველა თანასწორია, შრომა ყველასათვის სავალდებულოა, მორალი,
თანამდებობები არჩევითია. შრომის შედეგები ნაწილდება მოსახლეობაში
მოთხოვნილების მიხედვით. არ არსებობს სიკვდილით დასჯა. იგი შეცვლილია
მონობით. მთელი მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია შრომაზე და მეცნიერულ
მიღწევებზე. ნათელია, რომ აქ ბევრია საერთო პლატონთან. უმთავრესი კი ისაა, რომ
ორივესთან კერძო საკუთრება ითვლება სახელმწიფოს ყველა ნაკლოვანების მიზეზად.
ძირითადი განმასხვავებელია ის, რომ მორის უტოპიაში ყველა ადამიანს აქვს ოჯახი,
როგორც სახელმწიფოს საფუძველი. მკვლევრები „უტოპიაში“ ანტიკური და
მომდევნო ეპოქების სოლიდურ ცოდნას ხედავენ. აქ იგულისხმება ავგუსტინეს
„ღვთის ქალაქი», ბერძენი სატირიკოსის, ლუკიანეს (125-180) მემკვიდრეობა, ამერიგო
ვესპუჩის შრომები, ერაზმ როტერდამელი.
თომას მორს, გარდა „უტოპიისა“, ეკუთვნის, საინტერესო ნარკვევი - „ცხოვრება
იოანე პიკუსი, მირანდოლას გრაფისა“, „რიჩარდ III ისტორია“, რომელიც შექსპირმა
გამოიყენა თავისი დრამისათვის და სხვა.
XVI მეორე ნახევარში ინგლისში ჩამოყალიბდა დრამატურგიული ჟანრის
გარკვეული ტრადიცია, როგორც ტრაგედიის, ისე კომედიის ჟანრში. ამ პერიოდში
ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი, რომელთაც განათლება
მიიღეს კემბრიჯის ან ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მაგ: ჯონ ლილი (1554-1606).
ჯონ ლილი ძირითადად კომედიის ჟანრში მუშაობდა, მაგრამ მის სახელთან არის
სწორედ დაკავშირებული ინგლისური პროზაული ჟანრის განვითარება, მას
ეკუთვნის ცნობილი რომანი “ევფუესი და მახვილგონიერების ანატომია”, რომელიც
დაწერილია მაღალფარდოვანი ენით, ე.წ. ევფუისტური სტილით. მისი კომედიებიც
ძირითადად მაღალი ფენებისათვის იყო გამიზნული. განსხვავებით ჯონ ლილის
დრამატურგიისაგან, რობერტ გრინის შემოქმედებას უფრო დემოკრატიული
ტენდენციები ახასიათებს, მის პიესებში მოცემულია სცენები ხალხის ცხოვრებიდან.
ასევე ამ პლეადის წარმომადგენლად ითვლება თომას კიდი, რომლის სახელიც
დაკავშირებულია სისხლიანი ტრაგედიეს ჟანრთან, ანუ აქ ტრაგედია აგებულია
მწვავე ინტრიგაზე და მასში აუცილებლად ხდება მკვლელობა და სისხლისღვრა,
მაგ.”ესპანური ტრაგედია”, სადაც ყველა მთავარი გმირი იღუპება. შემდეგი
წარმომადგენელია ქრისტოფერ მარლო, იგი შექსპირის წინამორბედია.მისი სამი
პიესა: “თემურლენგი” “დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია” და “მალტელი
ებრაელი” ერთ მთავარ აზრს ემსახურება _ დაიმორჩილონ სამყარო. თითოეულის
მცდელობა კრახით სრულდება. მარლო აღორძინების ეპოქის უდიდესი პოეტია,
სწორედ მან დანერგა ათმარცვლიანი ლექსი.

უილიამ შექსპირი. შექსპირი ისეთივე დიდია და მნიშვნელოვანი, მსოფლიო


დრამატურგიაში, როგორც ჰომეროსი ეპიკური შემოქმედების სფეროში. შექსპირი
მოღვაწეობდა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, (1564-1616 წწ) ეს მნიშვნელოვანი
ეპოქაა ინგლისის წარსულიდან, ინგლისი ამ დროს იქცა მსოფლიო სახელოსნოდ
და მსოფლიო ვაჭრობის მთავარ ცენტრად. ინგლისის ხელში გადმოდის
კოლონიების უმრავლესობა. ინგლისის სავაჭრო გემები კი ამ დროს სერავენ
მსოფლიო ზღვებს.

ინგლისის აღორძინების ეპოქაში ყველაზე მეტად დრამატურგია განვითარდა.


თეატრი გახდა კლასობრივ ბრძოლაში მებრძოლი ტრიბუნა, რომელსაც მმართველი
კლასები კარგად იყენებდა მასებზე ზემოქმედებისთვის. ყველა სახალხო თეატრი
ლონდონის გარეუბანში იყო განთავსებული, თეატრალურ დასებს სდევნიდნენ,
როგორც გარყვნილების ხელშემწყობ დაწესებულებას. ლონდონში სულ 19 თეატრი
იყო.
შექსპირის I ბიოგრაფია 1709 წელს ჯონ როუს მიერ იქნა შედგენილი, რომელიც
შემდგომში შეივსო, მისი წინაპრები გლეხები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც
ქალაქში გადმოსახლებულან. თვით შექსპირი დაიბადა 1564 წელს სტრედფორდში,
მამა შეძლებული მოვაჭრე ყოფილა, და გარკვეული პერიოდი საპატიო
თანამდებობებზეც ყოფილა. მან იქორწინა მასზე 8 წლით უფროს ენ ჰეთუეიზე,
რომელთანაც შეეძინა 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი, ეს უკანასკნელი კი 11 წლის (ჰამნეტ)
მოუკვდა. შემდეგ მას დაუტოვებია ოჯახი და წასულა ლონდონში, არის ვარაუდი,
რომ ის გაჰყოლია სტრედფორდში საგასტროლოდ ჩამოსულ თეატრის დასს
ლონდონში, იქ კი იგი ჯერ მუშაობს მოკარნახედ, ან რეჟისორის თანაშემწედ,
შემდეგ 1593 წელს იგი მსახიობად შესულა ჯეიმს ბერბეჯის ცნობილ დასში,
რომელსაც პირველს დაუდგამს შექსპირის პიესები. მისი გარდაცვალების შემდეგ
მისმა შვილებმა ააშენეს ახალი თეატრი “გლობუსი”, მოგვიანებით შეიძინეს მეორე
თეატრიც. შექსპირი თავად ცუდი მსახიობი ყოფილა, დრამატული საქმიანობა კი
ძველი პიესების გადაკეთებით დაიწყო.
ცალკე საკითხია შექსპირის ავტორობის საკითხი, რადგან 1772 წელს Hერბერტ
ლორენსმა წამოაყენა მოსაზრება, რომ შექსპირის სახელით ცნობილი დრამები
შეიზლება ფილოსოფოს ფრენსის ბეკონს ეკუთვნოდესო, რადგან მისი ფსევდონიმი
შექსპირი იყო. დებულება თითქოს უსწავლელ შექსპირს არ შეეძლო ჰქონოდა
ასეთი ერუდიცია, არგუმენტს მოკლებულია. ჰუმანისტების წრეში
თვითგანვითარების გზით შეეძლო შექსპირს ისეთი განათლების მიღება, რომ
თანამედროვე აზროვნების მწვერვალებს დაუფლებოდა.
შექსპირის მემკვიდრეობას შეადგენს 37 პიესა, 2 პოემა, 154 სონეტი. არ არის
შემონახული არც ერთი მისი ავტოგრაფი. შექსპირის შემოქმედება 3 ძირითად
პერიოდად იყოფა: პირველი პერიოდი (1590-1600) როდესაც იქმნება ძირითადად
კომედიები, ოპტიმისტური განწყობილებით ხასიათდება: კომედიებიდან ცნობილია:
ჭირვეულის მორჯულება; ვენეციელი ვაჭარი; უინძორის მხიარული ქალები და სხვ.
ტრაგედიებიდან – რომეო და ჯულიეტა; იულიუს კეისარი; პოემები: ვენერა და
ადონისი; პატივაყრილი ლუკრეცია.
II პერიოდი (1601-1608) უფრო ტრაგიკული განწყობილებით ხასიათდება და ეხება

დიდ და ზოგად პრობლემებს, მაგ.: ჰამლეტი; ოტელო; მეფე ლირი; მაკბეტი.


III პერიოდი (1608-1612) ფორმით სინთეტური ხასიათისაა, მეოცნებე განწყობილებაა
კომედიებში, მაგრამ დრამატული პრობლემების შემცველი, რომანტიკული
პერიოდია. ძოგჯერ ტრაგიც-კომედიასაც უწოდებენ: ზამთრის ზღაპარი; ქარიშხალი;
ჰენრი VIII.
შექსპირის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ისტორიულ თემატიკას.
მისი ისტორიული ტრაგედიები 2 ჯგუფად იყოფა: I-ს მიეკუთვნება ქრონიკები,
ხოლო II-ს ისტორიული ტრაგედიები ანტიკური რომის ისტორიიდან. შექსპირის ამ
ტიპის პიესები ეხებიან XIII საუკუნის დასაწყისიდან XV საუკუნის დასასრულამდე.
Iგი იღებს მხოლოდ ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც დაკავშირებულია
ამა თუ იმ მეფის სახელთან. ავტორის მთავარი ამოცანა იყო გამოეხატა ინგლისის
წარსულის სოციალ-პოლიტიკური ვითარება და მისი წამყვანი ტენდენციები.
ელისაბედის ეპოქაში 220 ისტორიული ტრაგედია შეიქმნა ინგლისელი
დრამატურგებია მიერ. ვერც შექსპირი აუვლიდა გვერდს ამ მოვლენას, მისი
“ქრონიკები” აშუქებს როგორც სოციალ-პოლიტიკურ საკითხებს, ასევე
თანამედროვე-ობის აქტუალურ საკითხებსაც. “ქრონიკების” I ნაწილში ის აღწერს
პლანტაგენტების დინასტიას, მეფე ჯონი, რიჩარდ II, და მათ მიაკუთვნებს სუსტ
მეფეებს. “ქრონიკების” II ნაწილში ლანკასტების დინასტიაზე საუბრობს, ჰენრი IV,
ჰენრი V, ჰენრი VI. ჰენრი V-ს ახასიათებს როგორც ძლიერ და იდეალურ მეფეს.
ერთი “ქრონიკა” რიჩარდ III-ს ეხება, იორკების დინასტიის მეფობას.

“რომეო და ჯულიეტა”. ამ ტრაგედიის ფაბულისათვის შექსპირმა გამოიყენა


ინგლისელი პოეტის ბრუკის პოემა. ხოლო ამ უკანასკნელმა კი იტალიური ნოველა.
ამ ტრაგედიის მოქმედებაც იტალიაში ხდება. რომეო და ჯულიეტას სიუჟეტი,

როგორც ახალგაზრდა შეყვარებულების ტრაგიკული ბედი, რომელთა ოჯახებს


მტრობა აქვთ, სხვადასხვა ფორმით ცნობილია ანტიკური პერიოდიდან.
(ოვიდიუსის მეტამორფოზები და სხვ.) შექსპირის პიესაში მოქმედემა
ხდება ვერონაში. ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის
ისტორია, რომლებიც იღუპებიან მათი ოჯახების საგვარეულო მტრობის
გამო. რომეო (მონტეგი) და ჯულიეტა (კაპულეტი) საიდუმლოდ დაიწერენ ჯვარს,
თუმცა ცოტა ხნის შემდეგ რომეოს შემოაკვდება კაპულეტების ნათესავი ტიბალტი.
ამის შემდეგ რომეოს აძევებენ ვერონიდან, ხოლო ჯულიეტას მამა გადაწყვეტს
ქალიშვილი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიათხოვოს პარისს. ჯულიეტა სვამს
ძილის წამალს რათა ის მკვდარი ეგონოთ, მაგრამ რომეოს, რომელმაც არაფერი იცის
ამ ოინის შესახებ, ის ნამდვილად მკვდარი გონია, ის საწამლავით თავს იკლავს მის
საფლავზე. გამოფხიზლებული ჯულიეტაც იკლავს თავს, როცა შეხედავს მკვდარ
რომეოს. მოხუცი მშობლები მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ დაამთავრონ უაზრო
ქიშპი.
შექსპირის ეს ტრაგედია სიყვარულის დიდი ჰიმნია. არავის გამოუხატავს
მსოფლიო ლიტ-ში სიყვარულის ასეთი მძაფრი ტრაგედია. აქ მოცემულია ძველისა
და ახლის შეჯახება, პიროვნული მოტივი და სიყვარულის ტრაგედია; სოციალური
დრამატული კონფლიქტი და ფეოდალური შუღლის მკაფიო სურათები.
“ჰამლეტი”. შექსპირის შემოქმედება უმაღლეს საფეხურს აღწევს II პერიოდში.
“ჰამლეტი” – შექსპირის შემოქმედების გვირგვინი და მსოფლიო დრამატურგიის
მწვერვალია. იგი ღრმა ფილოსოფიური დრამაა. პიესა დაწერილია დაალხოებით
1599-1601 წლებში. მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული
ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის,
მკვლელობის გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის, რომლის მეუღლე გარდაცვლილი
მეფის ქვრივი, ჰამლეტის დედაა. ჰამლეტი არის ტიპი ინგლისის აღორძინების
მოწინავე ჰუმანისტი ინტელიგენტისა. ჰამლეტი, მაღალი იდეალების მატარებელი
პიროვნება ავტორმა დაუპირისპირა მთელ გახრწნილ სასახლესა და
არისტოკრატიას. შექსპირმა გენიალური სიღრმით გამოხატა კეთილშობილი
ადამიანის პიროვნული ტრაგედია გახრწნილ გარემოში, ყველა დამიანისათვის
ახლობელია ჰამლეტი და შეიძლება ითქვას ჰამლეტი ეს ჩვენ ვართ, ეს ყველა
ჩვენთაგანია.
„ოტელო“. ოტელო გამოხატავს ეპოქის და თვითონ ავტორის პროგრესულ-
ჰუმანურ იდეალებს. მასში დაგმობილია რასობრივი პრინციპი, ანგარება, ცბიერება,
ვერაგობა, ეგოიზმი, რომელსაც ავტორი უპირისპირებს სიმართლეს და
პატიოსნებას. ეს ტრაგედია გამოირჩევა თავისი დრამატიულ-სცენიური ღირსებით.
« ოტელო » გამოხატავს ქვეყნისათვის თავდადებული მებრძოლის უანგარო და
კეთილშობილი პიროვნების ტრაგედიას. ოტელოსა და იაგოს დაპირისპირებით
შექსპირმა შექმნა 2 ტიპიური სახე თავისი ეპოქის ახალი ადამიანებისა. ოტელოს
დაღუპვა გარდუვალი აუცილებლობაა, რადგან მან, მავრმა დეზდემონა შეიყვარა,
ვენეციელი წარჩინებული, ამით კი ვენეციის სენატორის პირადი ღირსება შებღალა
და გამოიწვია მაღალი საზოგადოების აღშფოთება, ამიტომ ეს შექსპირმა კერძო
პიროვნული მოტივის ფორმაში გამოხატა. ამ ტრაგედიის გენიალობა გამოიხატება
მთავარი გმირის პიროვნულ-ადამიანური განცდების უძლიერესი ფსიქოლოგიური
სიღრმით გადმოცემაში. ტრაგედიაში მოქმედება ვენეციასა და კვიპროსზე

ვითარდება. პიესა იწყება იმით, რომ ვენეციის სენატორის სახლში ახალგაზრდა


აზნაური როდრიგო საყვედურობს თავის მეგობარ იაგოს, ოფიცრის წოდება ოტელოს
ხელიდან როგორ მიიღეო. საქმე ის არის, რომ ოტელო, ვენეციის რესპუბლიკის
სამსახურში ჩამდგარი ცნობილი მხედართმთავარი, შავკანიანია - მავრი (ასე
უწოდებდნენ შუა საუკუნეებში ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადარ მუსლიმ
მოსახლეობას); ოტელო ბრაბანციოს მშვენიერ ქალიშვილს, დეზდემონას
შეუყვარდება და ცოლად გაჰყვება. ტრაგედიის საფუძველი მზაკვრობა და ეჭვიანობაა
- ოტელოს დაარწმუნებენ, რომ დეზდემონა ღალატობს. ისიც იჯერებს ცილისწამებას,
რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვება... „ოტელო“ დაიწერა 1604 წელს, სცენაზე
დაიდგა 1606 წელს, გამოიცა 1622 წელს.
„მეფე ლირი“. უილიამ შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირი“, დაფუძნებულია
ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიაზე. სხვა ტრაგედიებთან ერთად ამ
ტრაგედიაშიც ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა
და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა. „მეფე ლირი“, ისევე, როგორც
„ჰამლეტი“ უილიამ შექსპირის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. პიესის
მოქმედება ბრიტანეთში ხდება, ლეგენდარული მეფე ლირის ზეობისას. მოხუცი მეფე
გადაწყვეტს, სამეფო თავის სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, თვითონ კი ქვეყნის მართვას
ჩამოშორდეს. იმის გადასაწყვეტად, თუ ვის რა წილი შეახვედროს, ლირი სამივეს
ჰკითხავს, უფრო მეტად რომელს უყვარს მამა. უფროსი ქალიშვილები მეფეს
მაამებლური სიტყვებით აავსებენ, უმცროსი კი უარს იტყვის პირფერობაზე, რადგან
მისი სიყვარული ამაზე მაღლა დგას. განრისხებული ლირი გააძევებს - ასე იწყება
პიესა, რომელიც უდიდესი ტრაგედიით მთავრდება... „მეფე ლირი“ 1604-1606 წლებში
დაიწერა და 1606 წელს დაიდგა (პრემიერას ჯეიმს I ესწრებოდა), გამოქვეყნდა 1608
წელს. ქართულად ითარგმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ილია ჭავჭავაძისა და
ივანე მაჩაბლის მიერ (სწორედ მათ დაუდეს საფუძველი შექსპირის ქართულად
თარგმნის კლასიკურ ტრადიციას).
„მაკბეტი“. ტრაგედიაში "მაკბეტი" მოქმედება ხდება შოტლანდიასა და ინგლისში.
პიესა იწყება სამი ალქაჯის საუბრით. ამ დროს შოტლანდიის მეფე დუნკანი შეიტყობს,
რომ მისმა გულადმა მხედართმთავარმა მაკბეტმა დაამარცხა აჯანყებული
მაკდონალდი და ირლანდიელები, შემდეგ კი ნორვეგიის მეფე, რომელსაც მისი ერთ-
ერთი დიდებული, კავდორის ტანი ("ტანი" - წოდებაა) მიემხრო. მეფე დუნკანთან
მიმავალი მაკბეტი და მეორე სარდალი, ბანქო სამ ალქაჯს შეხვდებიან. ალქაჯები
მაკბეტს უწინასწარმეტყველებენ, რომ კავდორის ტანის წოდებას მიიღებს და
შოტლანდიის მეფეც კი გახდება. მხედართმთავრის ცოლი, წინასწარმეტყველებით
გახარებული, უბიძგებს პატივმოყვარე მაკბეტს, მოკლას მეფე დუნკანი, რომელიც მათ
ციხე-კოშკში ათევს ღამეს. მაკბეტი თავიდან ყოყმანობს, მაგრამ მერე თანხმდება - ასე
იკვრება კვანძი პიესაში, რომლის გახსნაც გულისშემძვრელ მოვლენებს გულისხმობს:
სისხლსა და სიკვდილს... "მაკბეტი" დაიწერა 1606 წელს, და იმავე წელს დაიდგა
ლონდონში, ჰემპტონ ქორთის სასახლეში ითამაშეს. შემდეკ კი - 1611 წელს, თეატრში
"გლობუსი", დაიბეჭდა 1623 წელს.
შექსპირის გავლენა ევროპულ კულტურაზე განუზომელია.

You might also like