You are on page 1of 215

თამილა დავითაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი


თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი - ევროპეისტიკის მიმართულების ასისტენტ- პროფესორი,
ფილოლოგიის დოქტორი

დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის ისტორია 1


V-XIX სს

თემა: შუა საუკუნეების დასავლეთევროპული ლიტერატურის ჩამოყალიბება, მისი


ჩასახვა-განვითარების წინაპირობები და ეტაპები ადრეისტორიული პერიოდიდან;

ქვეთემები: ადრინდელი შუა საუკუნეების ხალხური შემოქმედების ძეგლები; რელიგიური


ლიტერატურა; ძველი კელტები და მათი წინარე პერიოდი; კელტური ეპოსი; ხალხური
ზეპირი შემოქმედება გვაროვნული წყობის დაშლისა და ფეოდალიზმის ჩასახვის
პერიოდში; ძველი ირლანდიური საგა და მითოსი; „სიმღერა ჰილდებრანდზე,“
„ბეოვულფი,“ სკანდინავური „ედები.“

ადრეულ შუა საუკუნეების ლიტერატურაში ანსხვავებენ ორ დიდ პერიოდს, რომელთა


მიჯნად პირობით მიჩნეულია X საუკუნე. პირველ პერიოდში შეიქმნა გვაროვნული წყობის
დაშლისა და ფეოდალიზმის ჩასახვის დროის ხალხური ზეპირი შემოქმედება. მეორე
პერიოდში – ფეოდალური წყობის განმტკიცების ამსახველი საგმირო ეპოსი. მეორე
პერიოდსავე განეკუთვნება XII-XIII საუკუნეების – კურტუაზიული (საკარო)
ლიტერატურა და აგრეთვე XII-XIV საუკუნეთა ანტიფეოდალურ მოძრაობათა ამსახველი
ლიტერატურა.
ადრეული შუა საუკუნეების ევროპის ლიტერატურის განვითარების ფაქტორებია:
ხალხური ზეპირი შემოქმედება, ქრისტიანული რელიგიის გავრცელება და ანტიკური
კულტურის ტრადიციები და მათი გავლენა.
შუა საუკუნეების ლიტერატურა მოიცავს პერიოდს V საუკუნიდან, უფრო ზუსტად,
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან (476წ.) XIV საუკუნემდე. ამ დროს ევროპის
სინამდვილეში ერთმანეთს ენაცვლება ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები,
როგორიცაა გვაროვნული წესწყობილების დაშლა და ფეოდალურ ურთიერთობათა
ჩასახვა–განვითარება; ახალი სახელმწიფოების შექმნა; ტომების ურთიერთშეჯახება და
ხალხთა დიდი გადასახლებანი ჯერ ჰუნებისა და მერე არაბების შემოსევის შედეგად;
ზოგიერთი ძველი ტომის სრული განადგურება და ახლის წარმოშობა; ტომების
ჩამოყალიბება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად (საფრანგეთი, გერმანია)და სხვ.
ადრინდელი შუა საუკუნეების ლიტერატურის, კერძოდ, გერმანული ეპოსის უძველესი
ძეგლია „სიმღერა ჰილდებრანდზე“, რომელიც ჩაწერილია ცალკე ფრაგმენტების სახით
ფულდას მონასტრის ბერის მიერ IX საუკუნის დასაწყისში. გერმანულ ენაზე წერილობითი
წყაროების შედგენას VIII საუკუნეში მიჰყვეს ხელი. ამ დროის გერმანული ენა
წარმოადგენს სხვადასხვა ძველი ზემოგერმანული დიალექტების ნაკრებს, რომლისგანაც
მოგვიანებით საშუალო ზემოგერმანული თავისი ვარიანტებითურთ იწყებს განვითარებას.
სიმღერა ჰილდებრანდზე (გერ. Das Hildebrandslied) (დაახლ.780) არის როგორც აღვნიშნეთ
ძველი გერმანული საგმირო ეპოსი. შემონახულია მისი ერთი ფრაგმენტი. მასში
მოთხრობილია სამშობლოდან გაძევებული ჰილდებრანდის უკან დაბრუნება 30 წლის
შემდეგ და ბრძოლა ჰადუბრანდთან (თავის ვაჟთან), რომელმაც არ დაუჯერა
ჰილდებრანდს, რომ მისი მამა იყო. თუ როგორ მთავრდება ეს ბრძოლა არაა ცნობილი,
რადგან არ არის ინფორმაცია შემონახული. პოემაში ასევე ასახულია ადრეულ შუა
საუკუნეთა ბარბაროსი ხალხების ურთიერთშეჯახება ხალხთა დიდი გადასახლების
პერიოდში. „სიმღერა ჰილდებრანდზე“ ატარებს უძველესი ეპიკური თქმულების ნიშნებს
და ძირითადად ასახავს მეფეების, ოდოაკარის და თეოდორიხის ბრძოლებს. „სიმღერა
ჰილდებრანდზე“ დაწერილია ალიტერაციული ლექსით. იგი გერმანული მაღალი
პოეტური კულტურის ნიმუშია.
განსაკუთრებულ ციკლებს ადრინდელი შუა საუკუნეების ლიტერატურაში ქმნიან
ირლანდიური და სკანდინავიური თქმულებები. ირლანდიაში ჯერ კიდევ წარმართობის
ხანაში (I-VI საუკუნე) კელტებმა შექმნეს კელტური ეპოსი, რომელშიაც აისახა გვაროვნული
წყობილების სურათები. კელტური საგები იძლევიან მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას
ირლანდიის ცხოვრებიდან: ისინი გვაცნობენ მოსახლეობის დაყოფას სოციალურ ფენებად;
მამაკაცისა და დედაკაცის უფლება–მოვალეობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე
მატერიალურ კულტურასა და რელიგიურ ცრურწმენებს. სწორედ კელტთა
თქმულებებიEუდევს საფუძვლად ევროპულ ლიტერატურულ ძეგლებს. კელტურ, ანუ
ირლანდიურ საგებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ე.წ. ულადური, ან
სხვანაირად, ქუჰულინის ციკლი – შექმნილი ირლანდიის ჩრდილოეთით და ჩრდილო–
აღმოსავლეთით განლაგებულ ულადების ტომში, ვითომც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ
საუკუნეში მცხოვრებ მეფე კონხობარის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
სკანდინავიური მითოლოგია - ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების,
დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე,
დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური
„უფროსი ედას” და პროზაული „ედას” ტექსტები. უძველესი ხალხური შემოქმედების
საუკეთესო ძეგლი „უფროსი ედა“, შედგენილია VIII საუკუნის მეორე ნახევარში, ადრე
სხვადასხვა დროს დაწერილ ლექსთაგან და აღმოჩენილია VII საუკუნის შუახანებში (1643
წ.) ერთ–ერთი ისლანდიელი ეპისკოპოსის მიერ.
„უფროს ედაში“ გაერთიანებული სიმღერების ერთ ჯგუფში დახატულია
სკანდინავურ–გერმანული წარმართული ღმერთების მთელი პანთეონი, მეორე ჯგუფში –
ისტორიული მოვლენები და პირები.
„უფროსი ედა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: 1. კოსმოგონია, 1.1 სამყაროს შექმნა,

1.2 ადამიანის შექმნა; 2. ღმერთების პანთეონი; 3. მითოლოგიური არსებები 4. გმირები და


ადამიანები; 5. მონსტრები და ცხოველები.
სიუჟეტის მიხედვით თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო.
მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო -
მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,
რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში
ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული
ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს
მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა
გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური.
მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები
: ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი,
ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა (ანუ
ღმერთებმა) იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის
შთამომავლობას გადასცეს. დროთა განმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან
მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი (ღმერთთ სამყოფელი) დაარქვეს.
სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს.
ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი
შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე
გაჩნდნენ პირველი ადამიანები (მიდგარდი მათი სამყოფელია). კაცს ერქვა ასკი (Frêne),
ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს
შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი
(ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.
XIII საუკუნეში სკანდინავიაში დაიწერა სალაშქრო მგოსნების – სკალდების პოეზია.
სკალდები აღწერდნენ სამხედრო ამბებს, რომლისთვისაც იყენებდნენ ფოლკლორულ
მოტივებს. სკალდური პოეზია იმით განსხვავდება პოეტური ედასგან, რომ ის შექმნილია
კარგად ცნობილი სკალდების (ისლანდიელი პოეტები) მიერ. სკალდები ნაცვლად
მითოლოგიური ამბებისა, ყვებოდნენ გმირობებსა და მეფეებზე. ხშირად მოთხრობაში
ლექსები გამოიყენებოდა, რათა მშრალი ისტორიის ნაცვლად, უფრო გაემძაფრებინათ
მკითხველის ემოციები.
ადრინდელი შუა საუკუნეების ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლია ანგლო–
საქსური პოემა „ბეოვულფი“, (ძვ. ინგლ. Beowulf) შექმნილი XIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე
და შემორჩენილი X საუკუნის დასაწყისის ხელნაწერის სახით. ბეოვულფი —
ძველსაქსონური ეპიკური პოემაა, რომლის მოქმედებაც ვითარდება სკანდინავიაში,
ანგლების ბრიტანეთში გადასახლებამდე. სათაური დარქმეულია მთავარი გმირის
პატივსაცემად. ტექსტი შეიქმნა VIII საუკუნის დასაწყისში, ხოლო
ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა. ჩვენამდე
მოღწეულია მხოლოდ XI საუკუნის ეგზემპლარი. პოემას საფუძვლად უდევს VI საუკუნეში
გუთებთან ფრანკების ისტორიული ბრძოლების ერთი ეპიზოდი, რომელშიც სახელოვანმა
გითმა რაინდმა ბეოვულფმა მოხერხებული მანევრით გადაარჩინა დამარცხებული ჯარის
ერთი ნაწილი. მოქმედება შვეციასა და დანიაში ხდება. მთავარი გმირი გოლიათი
ბეოვულფია, რომელიც ემსახურება ხალხთა კეთილდღეობის საქმეს. „ბეოვულფი“ დიადი

პოემაა, ეს არის ერთადერთი ინგლისური საგმირო ეპოსი და ევროპის ეგრეთწოდებული

წყვდიადით მოცული საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქმნილება. პოემა ცოცხალ

წარმოდგენას გვიქმნის ძველი ინგლისის სოციალურ ყოფასა და პოლიტიკაზე.პოემის

მთავარი იდეა კეთილისა და ბოროტის ჭიდილია, გამოხატულებაა სიბნელისადმი შიშისა

და დადასტურებაა ანგლო-საქსთა ფართო წარმოსახვისა და მსოფლმხედველობის. პოემა

ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში მოთხრობილია ბეოვულფის მოგზაურობისა და


ლაშქრობის შესახებ დანიაში,სადაც მან გაიმარჯვა კაციჭამია ურჩხულ გრენდელზე და

მის დედაზე,ამით მან დანია იხსნა საბედისწერო ხიფათისაგან,რომელიც მას

განადგურებით ემუქრებოდა. პოემაში დახატულია VI საუკუნის გითების, დანიელთა და

შვედთა სოციალური ყოფა,რომელიც მაღალი ცივილიზაციისა და სიძლიერის იყო. აქვეა

წარმოდგენილი სინთეზი ქრისტიანული ზნეობისა, რასაც ემატება განდიდება ომისა,

სიკვდილისა და სახელის მოხვეჭისა. პოეტი წვდება ბრძოლის მნიშვნელობას და არ

გვაწვდის შიშველ ფაქტებს, მას აინტერესებს თუ რა არის კარგი მებრძოლის ნიშანი, რა

აქცევს გმირად ადამიანს, იგი კეთილი კაცისა და ბოროტი ურჩხულის გონებაში იხედება.

პოემის მეორე ნაწილში ამბავი ვითარდება 50-წლის შემდეგ.აქ ვიგებთ,რომ ბეოვულფი

უკვე გითების მეფეა და რაინდების თანხლებით მიემგზავრება მთებში,სადაც ებრძვის

ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს,რომელიც აოხრებს მის ქვეყანას და ამასთანავე მთების

სიღრმეში იცავს აურაცხელ განძს.ბეოვულფმა მოკლა ურჩხული თუმცა თვითონაც

გარდაიცვალა შხამიანი ჭრილობისაგან. პოემის საბოლოო გაფორმებას თავისი დაღი

დაასვა ქრისტიანიზაციის ხანამ.ქრისტიანმა მწიგნობრებმა,რომელთა ხელშიც მოხვდა

“ბეოვულფის” საბოლოო რედაქტირება,გრენდელი და სხვა ურჩხულები გამოაცხადა

კაენის ნაშიერებად,ხოლო თვით ბეოვულფი აბელის მოდგმად.

მიუხედავად პოემის ფანტასტიკური შინაარსისა, მას დიდი შემეცნებითი


ღირებულება აქვს, რადგან ანგლო-საქსების ყოფა-ცხოვრებაზე და მათ წეს-
ჩვეულებებზე იძლევა წარმოდგენას.
შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურა დაკავშირებულია ფეოდალიზმთან,
რომელიც ახ. წ. V საუკუნიდან განვითარდა. რომის იმპერიის განადგურებისა და დაშლის
შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები, სადაც გვაროვნული
წყობა ჩანაცვლდა ფეოდალურით და გავრცელდა ქრისტიანობა. ქრისტიანული რელიგია
იყო იდეოლოგიის გაბატონებული ფორმა, რომელზეც დამოკიდებული იყო ხელოვნება,
ფილოსოფია, მორალი, სამართალი და განათლება. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ,
ბარბაროსული სახელმწიფოების დროს, სასულიერო წოდება ასრულებდა
ინტელიგენციის როლს, რადგან ცივილიზაციის ნატამალიც არ არსებობდა. ადრეული
შუა საუკუნეების ლიტერატურაში (VIII-XIII ს.) გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება:
სასულიერო და საერო ლიტერატურა.
სასულიერო ლიტერატურა იქმნებოდა მონასტრებში (ევროპაში - ლათინურ ენაზე) და
განკუთვნილი იყო სასულიერო პირებისა და განათლებული დილეტანტების
მცირერიცხოვანი წრისთვის. ამ მწერლობის მთავარი მიზანი იყო მკითხველთა
რელიგიური განსწავლა და განმტკიცება ქრისტიანული სარწმუნოებაში. სასულიერო
მწერლობა ორი ჟანრით არის წარმოდგენილი: 1. ჰიმნოგრაფია (სასულიერო პოეზია); 2.
ჰაგიოგრაფია (სასულიერო პროზა). ჰაგიოგაფია ორ ქვეჟანრად იყოფა: 1. წამებანი,
რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანთა წამება. ისინი
იმეორებენ მაცხოვრის გზას და ემოწმებიან (ადასტურებენ) მის მარტვილობას; 2.
ცხოვრებანი, რომელშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა ცხოვრება-
მოღვაწეობა. ჰაგიოგრაფიული თხზულებანი იყოფა მატერიკებად (დედათა ცხოვრება) და
პატერიკებად (მამათა ცხოვრება). ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას მტკიცე შაბლონები და
მკაცრი ტრაფარეტები გააჩნდა. მისი გმირები ყოველმხრივ ამაღლებულნი, ადამიანურ
სისუსტეებს მოკლებული, იდეალიზებული მოდელები არიან.
რელიგიური ლიტერატურის ნიმუშია გენუელი არქიეპისკოპოსი – იაკობ
ვორაჟინელის მიერ შექმნილი „ოქროს ლეგენდა“, რომელიც 182 ლეგენდას შეიცავს და
წმინდანთა ცხოვრებას აღწერს, იგი გადმოცემულია საეკლესიო საგალობლების

(ლირიკის) სახით.
რელიგიურმა ლიტერატურამ წარმოშვა სხვადასხვა ჟანრი: ჰიმნის ჟანრი, რომელიც
განვითარდა X საუკუნიდან. მოგვიანებით განვითარდა რელიგიური დრამა
(ლიტურგიული), რომლის წარმოშობა გამოწვეული იყო იმით, რომ წირვა-ლოცვა რახან
ლათინურ ენაზე წარმოებდა და ხალხს არ ესმოდა, სცენური საშუალებებით ადვილად
ხერხდებოდა ქრისტიანული იდეების გავრცელება. თემატიკა ძირითადად ბიბლიური
იყო. ეს სანახაობები შემდეგში მ ი ს ტ ე რ ი ა დ იწოდებოდა და მას გრანდიოზული
სახე ეძლეოდა. შეიცავდა ტრაგიკულ და კომიკურ ელემენტებს. ასევე წარმოიშვა მ ი
რ ა კ ლ ი ა ც (სასწაულს ნიშნავს) ნახევრად რელიგიური და ნახევრად საერო
დრამატული ჟანრი. შემდეგი დრამატული ჟანრი, რომელიც რელიგიურმა
ლიტერატურამ მოგვცა არის მ ო რ ა ლ ი ტ ე.
ეკლესიისადმი ბურჟუაზიის ოპოზიციურმა განწყობილებამ ყველაზე ადრე თავი იჩინა
მოხეტიალე კლირიკების – ვაგანტების, ანუ გოლიარდების შემოქმედებაში, მათმა
ოპოზიციურმა განწყობამ მიიღო პაროდიული სახე. ისინი უპირისპირდებოდნენ
ეკლესიის ასკეტურ მორალს.
XII საუკუნიდან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერო ლიტერატურა, რომელიც
იწერება არა ლათინურად, არამედ ძველ გერმანულ, ვულგარულ ლათინურ და სხვა
ენებზე. იგი ფეოდალური არისტოკრატიის სამსახურში დგას, ე.ი. სუზერენის განდიდებას
ემსახურებოდა. ამრიგად, საერო ტექსტების ავტორებიც გარკვეულ შაბლონურ ჩარჩოებში
იყვნენ მოქცეულნი: მათგან ორიგინალობისა და ინდივიდუალობის ნაცვლად წინასწარ
შემუშავებული წესების მიხედვით წერა მოითხოვებოდა.
შუა საუკუნეების ლიტერატურას შეისწავლის მედიევისტიკა, რომელიც
ლიტერატურულ ტექსტებთან ერთად იკვლევს ფილოსოფიურსა და ისტორიოგრაფიულ
თხზულებებსაც.

თემა II: ფეოდალური ფორმაციის საგმირო ეპოსი


ქვეთემები: ფეოდალიზმის ეპოქის მწერლობა (1170-1300 წ.წ.) და ამ მწერლობის
ერთ-ერთი ნაკადი _ საგმირო ეპოსი _ ხალხთა გადასახლების დროინდელი სიმღერები
და თქმულებები, რაც შპილმანების, ჟონგლიორების და ხუგლარების პოეზიამ
შემოინახა (,,ნიბელუნგების სიმღერა”, ,,გუდრუნი”, ,,დიტრიხის გაქცევა” „სიმღერა
როლანდზე“, „სიმღერა ჩემ სიდზე“; ფეოდალური წყობილების განმტკიცების პერიოდის
საგმირო ეპოსი; ფრანგული საგმირო ეპოსი, გერმანული საგმირო ეპოსი, ესპანური
საგმირო ეპოსი; სასახლის ლიტერატურა; პროვანსული ლირიკა; პროვანსული ლირიკის
ჟანრები; ბიურგერული ლიტერატურის თემატიკა; ბიურგერული ლიტერატურის ჟანრები;
ბიურგერული ლიტერატურის ნაკადი.

საგმირო ეპოსი. გვაროვნული წყობილების დაშლის პერიოდში ლიტერატურა


მეტწილად ზეპირი შემოქმედების სახით არსებობდა, რომელიც მოგვიანებით საგმირო
ეპოსს დაედო საფუძვლად. ჩვენამდე მოღწეული ეპიკური პოეზიის ძეგლები ეხმაურება იმ
ეპოქის ისტორიულ მოვლენებს: აღმოსავლეთ გუთების სახელმწიფოს დაარსება აპენინის
ნახევარკუნძულზე და მისი დამორჩილება ჰუნების მიერ, ბურგუნდიის სახელმწიფოს
წარმოქმნა და მისი განადგურება ჰუნებისა და რომაელების მიერ, ანგლოსაქსების
დამკვიდრება ბრიტანეთში, ფრანკთა იმპერიის შექმნა და ა.შ. ამ დროის საგმირო
თქმულებებში მოხდა მითოლოგიური და ისტორიული მოტივების შერწყმა, მითოლოგია
დაიტვირთა ისტორიული შინაარსით, ზღაპრული გმირები ისტორიულ ეპოქაში
გადმოდიან, ისტორიული გმირები კი ღვთაებრივ ნიშნებს ატარებენ. ქრისტიანული
რეალიების მიუხედავად საგმირო ეპოსში იგრძნობა წარმართული მსოფლხედვის
გავლენა. თხზულებათა ცენტრში ექცევიან სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები,
რაზმის მეთაურები. სწორედ მათ საქმიანობასა და გადახდილ ბრძოლებს უმღეროდნენ
ლექსის მთხზველები. ლექსი წარმოითქმებოდა რომელიმე საკრავი ინსტრუმენტის
თანხლებით. ლექსის მთხზველები არ იყვნენ პროფესიონალი პოეტები, ისინი თავად
არიან რაზმელები იმ მეთაურისა, რომელსაც ხოტბას ასხამენ. საგმირო თხზულებებში
გმირთა ორი კატეგორია გვხვდება: დადებითი და უარყოფითი გმირები. პირველნი
ყოველთვის გაიდეალებულად არიან წარმოდგენილნი, უკანასკნელნი კი ზედმეტად
უარყოფითად არიან დახასიათებულნი. ევროპული საგმირო ეპოსის ცნობილი ნიმუშებია:
ულადური ციკლი ქუჰულაინის შესახებ (კელტური/ირლანდიული ეპოსი, I-VI ს.),
ბეოვულფი (ანგლო-საქსური ეპოსი, VIII-IX ს.), „სიმღერა როლანზე“ (ფრანგული ეპოსი, XI-
XII ს.), „სიმღერა ჩემს სიდზე“ (ესპანური ეპოსი, XII ს.), „სიმღერა ნიბელუნგებზე“
(გერმანული ეპოსი, XII ს.), უფროსი ედა (სკანდინავიური ეპოსი, XIII ს.).
საგმირო ეპოსის ნიმუშებს ქმნიან და ავრცელებენ მოხეტიალე მომღერლები,
რომელთაც უწოდებდნენ საფრანგეთში – ჟონგლიორებს, გერმანიაში – შპილმანებს, ხოლო
ესპანეთში – ხუგლარებს.

768–814 წლებში ფრანკთა სამეფოს განაგებდა კარლოსი დიდად წოდებული. იგი იყო

ამტანი, ნიჭიერი სარდალი და ენერგიული სახელმწიფო მართველი. მან დიდად

გააფართოვა სახელმწიფო საზღვრები.

კარლოსმა თავისი ჯარით გადალახა ალპები და დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია. მან

გადალახა პირენეის ქედიც და შეებრძოლა არაბებს, თუმცა ეს ლაშქრობა წარუმატებელი

აღმოჩნდა. ფრანკებს სამშობლოში დაბრუნება მოუხდათ, მათ უკანდახევას იფარავდა

მცირე რაზმი, კარლოსის დისწულის როლანდის მეთაურობით. როდესაც როლანდის

რაზმი ბასკებით დასახლებულ პირენეის მთებში გადიოდა იგი ალყაში მოაქციეს,

შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად ეს რაზმი განადგურდა, ხოლო როლანდი ბრძოლის

ველზე დაეცა. მოგვიანებით ამ ბრძოლაზე და როლანდზე შეიქმნა ფრანგული პოემა

“სიმღერა როლანდზე”. ფრანგულ ილიადად წოდებული „სიმღერა როლანდზე“

შექმნილია XI ს. (გავრცელებულია ოქსფორდის ხელნაწერი) და 1170 წ. თარიღდება.


მასში აღწერილია 778 წ. კარლოს დიდის ლაშქრობა ესპანეთში მავრების წინააღმდეგ.
„სიმღერა როლანდზე“ ვასალურ-სენიორალური იერარქიული სოციალ-პოლიტიკური
წყობის ამსახველი ძეგლია, სადაც პიროვნება უქვემდებარებს თავის ინტერესებს
სახელმწიფო ინტერესებს. მასში აღწერილია როლანდის გმირობა და ერთგულება,
თავგანწირვა მეფის, სამშობლოსა და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის.
VIII საუკუნეში ესპანეთი დაიპყრეს მავრებმა, მათ წინააღმდეგ ესპანეთში
ეროვნულ-განამათავისუფლებელი ბრძოლა წამოიწყეს, რომელსაც რ ე კ ო ნ კ ი ს ტ
ა ეწოდებოდა. რეკონკისტას ს ი დ ი ხელმძღვანელობდა. მასზე და მის გმირობაზე
შეიქმნა უამრავი ნაწარმოები. მათ შორის „სიმღერა ჩემ სიდზე“ და « როდრიგო ».
ს ი დ ი – არაბული სიტყვაა და ბატონს ნიშნავს, იგი მავრებმა შეარქვეს რუი
(როდრიგო) დიას ბივარს. XI ს. „სიდს“ საფუძვლად დაედო შემდეგი მოვლენები: სიდის
კონფლიქტი – ალფონს VI-თან, მისი გაძევება, (სარდალმა სიდმა დააფიცა ალფონსს,
რომ კასტილიის ტახტის მეფის – სანჩოს მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვოდა, მეფე
იძულებული იყო დაეფიცა, თუმცა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა სიდის
გაძევების შესახებ), შემდეგ გამდიდრება, ჯარის შექმნა და მავრების წინააღმდეგ

ბრძოლა. სიდის მიერ ვალენსიის აღების შემდეგ საბოლოოდ შეურიგდა სიდი ალფონს
მეფეს. ეს რეალური ისტორიის ნაწილია, ხოლო რახ შეეხება სიმღერას, უნდა

აღინიშნოს რომ სიდის შესახებ ნაწარმოებები ხასიათდება უფრო მაღალი რეალიზმით


და ისტორიული სიზუსტით; პოემას აკლია დასაწყისი. შედგება 3775 ლექსისაგან.
Pპოემა იწყება სიდის გაძევებით, რომლის შემდეგაც სიდი თავისი მეგობრის წყალობით
გამდიდრდება, შექმნის ჯარს და მავრების წინააღმდეგ ბრძოლაში ბრწყინვალე
გამარჯვებას მოიპოვებს. გამარჯვების შემდეგ კი ალფონსს საჩუქრებს გაუგზავნის.
ვალენსიის აღების შემდეგ მეფე შეურიგდება და მათ შორის იდეალური სენიორალრ-
ვასალური დამოკიდებულება დამყარდება. სიდი მეფის რჩევით თავის 2 ქალიშვილს
მიათხოვებს კარიონელ პრინცებს. სიძეები უღირსნი აღმოჩნდნენ, ამიტომ მეფისაგან
სიდმა მათი გასამართლება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. სიდმა თავისი
ქალიშვილები შემდეგ ღირსეულად გაათხოვა. პოემაში სიდი დახასიათებულია

როგორც საზოგადო მოღვაწე, ადამიანური მისწრაფებებით და ინტიმური ოჯახური


ცხოვრებით. სიდის მიერ ალფონსთან კონფლიქტის პერიოდში ჩატარებული ბრძოლები
პოემაში ისტორიული სიზუსტით არის გამოხატული. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი

სიდს უპირისპირებს პარაზიტულ არისტოკრატიას, მაინც არ ხდება სიდის


იდეალიზაცია. პოემის მიხედვით სიდი დაბალ ფენას ეკუთვინის, სინამდვილეში კი
იგი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო. აქ პოემის დემოკრატიული ტენდენცია ჩანს.
G გერმანული ნაციონალური ეპოსი _ „სიმღერა ნიბელუნგებზე“ დაწერილია 1190-1210
წწ. გავრცელებულია XIII საუკუნის ხელნაწერები; საკითხავად გავრცელებული ტექსტი
არ არის ორიგინალის ადეკვატი, თუმცა ორიგინალის აღდგენა მეცნიერების აზრით
შესაძლებელია. ქართველი მკითხველისთვის ცნობილია კ.ჭიჭინაძის თარგმანი. ტექსტი
დაყოფილია 39 ავენტიურად. შინაარსის მიხედვით სიმღერა 2 ნაწილად იყოფა :

პირველი გამოხატავს ნიდერლანდელი მეფის შვილის ზიგფრიდის ცხოვრების


თავგადასავალსა და ტრაგიკულ დაღუპვას. (საფუძველი _ მითოლოგიურია), ხოლო

მეორე გამოხატავს კრიმჰილდეს შურისძიებას და ბურგუნდელების დაღუპვას ჰუნების


ქვეყანაში (საფუძველი _ ისტორიული). პოემაში დახატულია რაინდული რომანტიკა,

ფაბულა გამოხატავს შუა საუკუნეების გერმანელი ხალხის საზოგადოებრივ


ურთიერთობას, მის სოციალ-პოლიტიკურ ვითარებას და სულიარ სამყაროს. პოემის
ძირითადი თემა _ სიყვარულია. მოცემულია რაინდული თავგადასავლების ვრცელი
აღწერა.

სიმღერა ნიბელუნგებზე (გერმ. Nibelungenlied) — XII საუკუნის დასაწყისში უცნობი


ავტორის მიერაა შექმნილი. სიუჟეტის მიხედვით ბურგუნდიაში სატახტო
ქალაქ ვორმსში ცხოვრობდა მშვენიერი ასული კრიმჰილდე. მისი ძმები -
გუნთერი, გერნოტი და გიზელჰერი ბურგუნდიის მეფეები და კეთილშობილი
რაინდები იყვნენ. ერთხელ კრიმჰილდემ ნახა სიზმარი, რომ მის შევარდენს ორი ორბი
ჰკორტნიდა. შეშფოთებულმა სიზმარი დედას უამბო, რომელმაც განუმარტა - შევარდენი,
ანუ მისი რჩეული, საყვარელი ადამიანი დაიღუპებოდა, თუ ღმერთი არ შეიწყნარებდა.
ამიტომ კრიმჰილდემ გადაწყვიტა არავინ შეჰყვარებოდა.
ნიდერლანდის სამეფოში,ქალაქ ქსანტენში მეფე ზიგმუნდსა დადედოფალ ზიგელინდს ჰ
ყავდათ უფლისწული ზიგფრიდი, რომელიც დიდი ფიზიკური ძალითა და სიბრძნით
გამოირჩეოდა. შეიტყო ზიგფრიდმა კრიმჰილდეს სილამაზის ამბავი, გადაწყვიტა, ცოლად
შეერთო იგი და გასამგზავრებლად სამზადისს შეუდგა. როცა რაინდები გუნთერის
სასახლეს მიადგნენ, ისინი ვერავინ იცნო. მხოლოდ ჰაგენ ტრონიელმა, ბურგუნდთა
სწორუპოვარმა რაინდმა და მრავალი ქვეყნის მხილველმა ივარაუდა, რომ იმ მოყმეთა
შორის ზიგფრიდი უნდა ყოფილიყო. გაიხსენა, რაც მის შესახებ ჰქონდა გაგონილი:
ერთხელ ზიგფრიდი ნიბელუნგების გარდაცვლილი მეფის შვილებს - ნიბელუნგსა და
შილბუნგს გადაჰყრია, რომლებიც ნიბელუნგების განძს ვერ იყოფდნენ. დახმარებისთვის
მისთვის მიუმართავთ და როცა მანაც ვერ შეძლო განძის გაყოფა, ძმები თავს დასხმიან,
ზიგფრიდი შებრძოლებია და დაუხოცია ისინი. განძი ისევ გამოქვაბულში დაუტოვია
თავის ძველ მცველთან, ჯუჯა ალბერიხთან. თან მხოლოდ ხმალი ბალმუნგი და უჩინ-
მაჩინის ქუდი წამოუღია. ჰაგენმა მეორე ამბავიც გაიხსენა: როცა ზიგფრიდმა დიდ
ბრძოლაში ურჩხული დაამარცხა, სხეული მის სისხლში განიბანა და შეიმოსა რქოვანი
კანით. ამგვარად იგი სრულიად შეუვალი გახდა. მხოლოდ ბეჭებზე, სადაც ცაცხვის
ფოთოლი დაეცა და სისხლი არ მიეკერა, ჰქონდა პატარა დაუცველი ადგილი. ყოველივე
ამის გათვალისწინებით, ბურგუნდელებმა გადაწყვიტეს, სტუმრები პატივით მიეღოთ.
ცოტა ხანში ზიგფრიდმა ყველა მოხიბლა თავისი ფიზიკური ძალითა და სილამაზით.
მასპინძლებს დაეხმარა სამტროდ მოსული საქსებისა და დანიელების მოგერიებაში.
გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე პირველად ნახა ზიგფრიდმა
მშვენიერი კრიმჰილდე. გუნთერს კი დიდი სურვილი ჰქონდა
ცოლად ისლანდიის დედოფალი ბრუნჰილდე შეერთო. თუმცა ეს იოლი საქმე არ იყო,
რადგან, პირობის თანახმად, მისი ხელის მაძიებელს ქალი სამ შეჯიბრში უნდა
დაემარცხებინა თუ არა და სიკვდილი ელოდა. რადგან ბრუნჰილდეს ფიზიკური ძალის
შესახებ საქვეყნოდ იყო ცნობილი, ჰაგენმა გუნთერს ურჩია, დახმარება ზიგფრიდისათვის
ეთხოვა. ზიგფრიდმა აღუთქვა დახმარება, თუკი გუნთერი დას ცოლად გაატანდა.
შეჯიბრში უჩინ-მაჩინის ქუდის გამოყენებით დაამარცხა ზიგფრიდმა ბრუნჰილდე, თუმცა
ქალი დარწმუნებული იყო რომ მას გუნთერმა სძლია. ვორმსში ორი ქორწილი ერთად
გაიმართა. გუნთერს კიდევ დასჭირდა ზიგფრიდის დახმარება. შესჩივლა, რომ
ბრუნჰილდემ პირველივე ღამეს არ მოისურვა მეუღლის ალერსი, გაბრაზებულმა
წელიდან მოიხსნა ქამარი, გუნთერი გაკოჭა და კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე
დაკიდა. მეორე ღამეს ბრუნჰილდესთან საძინებელში ზიგფრიდი შევიდა. ქალმა იგი
სიბნელეში ვერ იცნო. ალერსზე კვლავ უარი უთხრა და გაიმართა ბრძოლა მათ შორის.
ერთხანს ქალმა დაჯაბნა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ზიგფრიდმა სძლია. შეხსნა მას ქამარი
და ოქროს ბეჭედი, რომელნიც შემდეგ კრიმჰილდეს გადასცა. მალე ზიგფრიდი
მეუღლითურთ ნიდერლანდისკენ გაემგზავრა. ზიგმუნდ მეფე სიხარულით შეეგება მათ
და შვილს გვირგვინი დაულოცა. ათი წლის თავზე მათ ვაჟი ეყოლათ, რომელსაც ბიძის
მსგავსად გუნთერი უწოდეს. შემდეგ ბრუნჰილდესაც შეეძინა ვაჟი და მას ზიფრიდი
დაარქვეს. ბრუნჰილდეს თხოვნით გუნთერმა ბურგუნდიაში დაპატიჟა და და სიძე.
სტუმრების პატივსაცემად მართავდნენ ნადიმებსა და ასპარეზობებს. ბრუნჰილდეს სულ
ღრღნიდა ეჭვი, თუ რატომ არ იქცეოდა ზიგფრიდი ისე, როგორც ეს ვასალს შეეფერებოდა.
ის ხომ გაიცნო, როგორც გუნთერის ვასალი. ამის გამო მოხდა კამათი რძალ-მულს
შორისაც. ვორმსის ტაძარში წირვაზე დასასწრებად მისულმა დედოფლებმა არ ისურვეს
ერთმანეთისთვის გზა დაეთმოთ. ბრუნჰილდეს აზრით, ქვეშევრდომი მასზე წინ არ უნდა
წასულიყო. კრიმჰილდე კი თავს ვასალად არ მიიჩნევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ
უკანასკნელმა საიდუმლო გასცა. ბრუნჰილდემ შეიტყო, რომ საქორწილო სარეცელზე იგი
ქმარმა კი არა, ზიგფრიდმა დაიმორჩილა და ამის დასტურად, მისგან წამოღებული
ნივთებიც აჩვენა კრიმჰილდემ. შეურაცხყოფილი ბრუნჰილდე ატირდა. მართალია,
ზიგფრიდმა ყოველივე უარყო, მაგრამ ბურგუნდელებმა გადაწყვიტეს, არ შეერჩინათ
მისთვის მათი დედოფლის ცრემლები. ჰაგენმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა: თითქოს
საქსებისა და დანიის მეფეები მათთან საომრად ემზადებოდნენ. ზიგფრიმა
ბურგუნდელებს დახმარება შესთავაზა. ჰაგენმა კრიმჰილდეს ცბიერებით დასტყუა
ზიგფრიდის საიდუმლო. მას უნდა სცოდნოდა მისი ქმრის დაუცველი ადგილის შესახებ,
რომ ხიფათისაგან დაეცვა. ქალი ანკესს წამოეგო. ამასობაში ცრუ ელჩები იუწყებოდნენ,
რომ ომი აღარ შედგებოდა. მაშინ მეფემ სანადიროდ წასვლა ბრძანა. წყაროზე წყლის
დასალევად დახრილ ზიგფრიდს ჰაგენმა ბეჭებში შუბი ჩასცა. მოკლულის ცხედარი ჩუმად
მიიტანეს სასახლეში და კრიმჰილდეს ოთახის კართან დატოვეს. კრიმჰილდემ ბრძანა იგი
ტაძარში გადაესვენებინათ და ყოველი მიმსვლელი მიახლოებოდა ცხედარს. მაშინ
გამოჩნდებოდა, თუ ვინ იყო მკვლელი. ოდიდგან ასე ხდებოდა, მოკლულს ჭრილობიდან
სისხლი სდიოდა მკვლელის მიახლოებისას. გაირკვა, რომ ამ უბედურებაში ჰაგენი იყო
დამნაშავე. კრიმჰილდე გუნთერის გამოც გულნატკენი დარჩა, რადგან ამ უკანასკნელმა
მკვლელი დაიცვა - ზიგფრიდი არა მან, არამედ ყაჩაღებმა მოკლესო. სამშობლოში უკან
გაბრუნებულ მამამთილს ქალი აღარ გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ის მას
ნიდერლანდის გვირგვინს ჰპირდებოდა. მოგვიანებით ჰაგენმა ნიბელუნგების განძი
მიისაკუთრა და რაინის ფსკერზე ჩაძირა. ამან კიდევ უფრო გააგულისა კრიმჰილდე.
გავიდა ხანი. როცა ჰუნთა მეფე ეტცელს მეუღლე, ჰელხე დედოფალი გარდაეცვალა, მეორე
ცოლის შერთვა გადაწყვიტა. ახლობლებმა მას ზიგფრიდის ქვრივი ურჩიეს და ეტცელმაც
ელჩობა გაგზავნა ბურგუნდიაში. ქორწინების წინააღმდეგი თავად კრიმჰილდე და ასევე
ჰაგენი იყვნენ, სხვა ყველა მოხარული იყო ამ ამბისა. ქალს არ სურდა წარმართ მეფეს
გაჰყოლოდა ცოლად. ჰაგენს კი იმის შიში ჰქონდა, რომ ეტცელის გვერდით კრიმჰილდე
სახიფათო ხდებოდა. საბოლოოდ კრიმჰილდემ თანხმობა განაცხადა
და ვენაში ჩვიდმეტდღიანი ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები
ეტცელბურგისკენ გაემგზავრნენ. მეშვიდე წელს დედოფალს ვაჟი შეეძინა და არ
დაწყნარდა, ვიდრე არ მონათლა იგი. ვაჟს ორტლიბი დაარქვეს. ცამეტ წელიწადს იცხოვრა
კრიმჰილდემ უშფოთველად. ერთხელაც ქმარს სთხოვა თავისთან მოეწვიათ
ბურგუნდელი მეფეები. ჰაგენის სტუმრობა ძალიან ეწადა. ბურგუნდელები დიდ ამალით
გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნერის დედა წინააღმდეგი იყო. ავი სიზმრის
გამო გული ცუდს უგრძნობდა. ენახა, თითქოს მათ მხარეში ყველა ფრინველი დაეხოცათ.
როცა ამალა მდინარე მაინს მიადგა, გადასასვლელი ვერსად ნახეს. ჰაგენმა ორი ზღვის
ქალი შეამჩნია, რომელნიც მდინარეში ბანაობდნენ და ჩუმად ტანსაცმელი მოპარა.
ქალებმა სთხოვეს, ტანსაცმელი დაგვიბრუნე და მომავალს გიწინასწარმეტყველებთო. ასე
შეიტყო ჰაგენმა ჰუნთა ქვეყანაში მოსალოდნელი დიდი განსაცდელის შესახებ. ქალების
თქმით, ცოცხალი არავინ გადარჩებოდა, გარდა მეფის კაპელანისა (მღვდლისა). ჰაგენმა
ვერ გაბედა ეს ამბავი ბატონებისთვის გაემხილა. როცა ბურგუნდელები მდინარეზე
გადადიოდნენ, მან ისეთი რამ მოიმოქმედა, რასაც სხვებმა ახსნა ვერ მოუნახეს: ჰაგენმა
კაპელანს ხელი ჰკრა და წყალში გადააგდო. მღვდელმა ცურვა არ იცოდა, მაგრამ ღვთის
შეწევნით როგორღაც უკან ნაპირზე დაბრუნდა. მაშინ კი დარწმუნდა ტრონიელი, რომ
ქალებმა სიმართლე უთხრეს. სტუმრები კრიმჰილდემ ყალბი სიხარულით
მიიღო. დიტრიხ ბერნელმა ისინი გააფრთხილა, რომ სიფრთხილე მართებდათ, რადგან
ხშირად ესმოდა, თუ როგორ მოსთქვამდა დედოფალი და იგლოვდა ჯერ კიდევ
ზიგფრიდს. კრიმჰილდე იმანაც გააღიზიანა, რომ ჰაგენი ზიგფრიდის ნაქონ ხმალს -
ბალმუნგს დაუფარავად ატარებდა. მან მოახერხა საკუთარი ქვეშევრდომები ჰაგენი
საწინააღმდეგოდ განეწყო. ეტცელის მიერ სტუმრების პატივსაცემად გამართულ ნადიმზე
გაჩაღდა შეიარაღებული დაპირისპირება ბურგუნდებსა და ჰუნებს შორის, რა დროსაც
ჰაგენმა ეტცელის ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს. ორივე მხარე დაუნდობლად იბრძოდა.
ბოლოს ბურგუნდელთაგან მხოლოდ ჰაგენი და გუნთერი გადარჩნენ.
კრიმჰილდემ ჰაგენს შესთავაზა, რომ ნიბელუნგების განძის სანაცვლოდ სამშობლოში
უვნებელს გაუშვებდა. მან კი უპასუხა, რომ ფიცი ჰქონდა დადებული და განძს არავის
მისცემდა, მისი ერთი მეფე თუ მაინც იქნებოდა ცოცხალი. ქალმა ბრძანა მეფე
გუნთერისთვის, ანუ მისი ძმისთვის თავი მოეკვეთათ. ტრონიელმა არც ამ შემთხვევაში
გაამხილა განძის ადგილ-სამყოფელი. მაშინ გამძვინვარებულმა კრიმჰილდემ თვითონ
მოჰკვეთა თავი საძულველ მტერს. ამ ამბავს შეესწრო დიტრიხ ბერნელის
რაინდი ჰილდებრანდი და იმდენად შეძრწუნდა, რომ ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
ასე დასრულდა დიდი სისხლისღვრა, რომელიც თავად კრიმჰილდეს არ სურდა. მისი
შურისძიება მხოლოდ ჰაგენისკენ იყო მიმართული და ამ ერთის სიკვდილიც სრულიად
დაუცხრობდა შურიძიების წყურვილს.
სარაინდო ეპოსი. ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა რაინდული
თვითშეგნება და ქრისტიანობისთვის აქტიური ბრძოლის იდეალი (vita activa), რომელიც
დაუპირისპირდა სასულიერო ლიტერატურაში გატარებულ პასიურ, მჭვრეტელობით
მსოფლაღქმას (vita contemplativa). ამასთან, ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ევროპა
გაეცნო აღმოსავლურ კულტურას, რომლის გავლენითაც რაინდობის სამხედრო იდეალს
დაუკავშირდა ესთეტიკური იდეალი, ფეოდალურ იდეოლოგიას (ჰეროიზმი,
ორთაბრძოლა, ვასალისადმი გულმოწყალება, სიუზერენისადმი ერთგულება,
გაწონასწორებულობა, თავის მოთოკვის უნარი) - გარეგნული სილამაზისა და სიმდიდრის
კულტი (რაინდი უნდა ყოფილიყო ნატიფი, დახვეწილი, განათლებული). ახალი იდეალი
გადმოიცა სარაინდო ეპოსში (სარაინდო გალექსილ რომანებში), რომელიც ფეოდალთა
კარზე მათივე დაკვეთით იქმნებოდა. სარაინდო რომანების ავტორები საშუალო
არისტოკრატიის წარმომადგენლები ან მოხეტიალე მგოსნები იყვნენ ხოლმე. თავიანთ
თხზულებებს ისინი ფეოდალთა კარზე ხმამაღლა კითხულობდნენ, რადგან წერა-კითხვა
მაშინდელ დიდგვაროვანთა შორის ცოტამ იცოდა. ამ თხზულებათა დანიშნულება
ფეოდალთა გართობა და ესთეტიკური აღზრდა, ფეოდალური იდეოლოგიის, სარაინდო
ეთიკისა და ქცევის ნორმების დანერგვა-განმტკიცება იყო. საკარო (კურტუაზიული)
მწერლობის მნიშვნელოვანი თემა იყო ქალი, ქალისადმი სიყვარული და სამსახური.
ამასთან, სიყვარულის ობიექტი ყოველთვის იყო გათხოვილი ქალი, რომლის სიყვარული
მიჯნური რაინდისგან განსაკუთრებული წესების ცოდნას მოითხოვდა. ევროპული
სარაინდო ეპოსის შინაარსობრივი საფუძველია თქმულებები მეფე არტურისა და მისი
მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ, რომლებიც წმინდა გრაალს იცავენ. საკარო პოეტი
დაუფარავად იყენებდა რაიმე წყაროს, რის გამოც შუა საუკუნეების მწერლობაში
მოიპოვება ერთი-და-იმავე სიუჟეტის საფუძველზე სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი
რამდენიმე ნაწარმოები. ცნობილი სარაინდო რომანებია: საფრანგეთში - კრეტიენ დე
ტრუას (XII ს.) პერსევალი, ანუ თქმულება გრაალზე და ლანსელოტი, გერმანიაში -
ვოლფრამ ფონ ეშენბახის (1170-1220 წ.) პარციფალი და გოტფრიდ ფონ შტრასბურგის
ტრისტანი და იზოლდა (XII-XIII ს.), საქართველოში - შოთა რუსთაველის (XII ს.)
ვეფხისტყაოსანი.
საკარო პოეზია. საკარო პოეზიაზე დიდი გავლენა მოახდინა ვაგანტების (ლათ.
მოხეტიალე) ლათინურენოვანმა პოეზიამ. ვაგანტები იყვნენ მოხეტიალე სტუდენტები,
რომლებიც ქალაქიდან ქალაქში და უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში გადადიოდნენ.
ისინი თავიანთ ლექსებს სიმღერის თანხლებით ასრულებდნენ, რის გამოც გოლიარდებსაც
უწოდებდნენ. ვაგანტები განირჩეოდნენ თავისუფალი იდეების ქადაგებით და
უპირისპირდებოდნენ სქოლასტიკურ აზროვნებას. თავიანთ სიმღერებში ისინი ხოტბას
ასხამდნენ სიცოცხლით ტკბობად, სიყვარულს, ღვინოს, ყომარის თამაშს, ბუნებას. ისინი
იყვნენ სჯულთშემწყნარებელნი და წერდნენ ლათინურ ენაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ
მათი ლექსები ასე უფრო ადვილი გასაგები იქნებოდა ფართო მასებისთვის. ვაგანტების
სამოქმედო დევიზი იყო „Memento vivere“ („გახსოვდეს, რომ ცოცხლობ“). ჩვენამდე
მოაღწია ვაგანტური ლირიკის ერთმა კრებულმა - Carmina burana.
კურტუაზიული პოეზია ყველაზე ადრე ჩაისახა პროვანსში, რომელმაც კარლოს დიდის
იმპერიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სწრაფად განვითარდა როგორც
ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. პროვანსელმა პოეტებმა, ტრუბადურებმა
(მთხზველებმა) გამოიყენეს ხალხური საგუნდო სიმღერებისა და გოლიარდების პოეზიის
ელემენტები, აითვისეს არაბების სატრფიალო და მუსიკალური მოტივები და შეიმუშავეს
ახალი პოეტური ფორმები: კანსონა (უმღერის სიყვარულის კულტსა და ქალურობის
იდეალს), სირვენტა (პოეტი აქებს სუზერენს ან ქირდავს მტრებს), გოდება (პოეტი
მოთქვამს პირადი მფარველის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო), ბალადა
(სატრფიალო თემატიკის საცეკვაო სიმღერა), პასტორელა (გადმოსცემს რაინდისა და
მწყემსი გოგონას შეხვედრას, ან გამოცდილი რაინდის ზნეობრივ დარიგება გამოუცდელი
მწყემსი ვაჟის მიმართ), ტენსონა (გალექსილი დიალოგი ორ ტრუბადურს შორის, ან
ტრუბადურისა საკუთარ თავთან ან უსულო ნივთთან), სერენადა (მიჯნურის სიმღერა
სატრფოს სადიდებლად და პაემანზე გამოსაძახებლად), ალბა (ალიონი; დიალოგი
მიჯნურსა და მის მეგობარს, მეაბჯრეს ან სატრფოს შორის). XII-საუკუნის მეორე ნახევარი
და XIII საუკუნის დასაწყისი არის სასახლის ლიტერატურის აყვავების ეპოქა
დასავლეთ ევროპის სინამდვილეში. ვითარდება ქალაქური ცხოვრება, შუა საუკუნეების
ქალაქები იქცევიან ფეოდალების რეზიდენციად. არისტოკრატიამ შეიმუშავა
ყოფაქცევის ახალი ნორმები, რომლებიც გამოხატულებას პოულობენ სასახლის
ლიტერატურაში. არისტოკრატული წრეების მსოფლხედვა გამოიხატა პროვანსის
სასახლის პოეტების შემოქმედებაში. პროვანსი დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, და იგი
შეადგენდა მაშინ მხოლოდ ნაწილს, ვიდრე თანამედროვე პროვანსია. ანტიკურ ეპოქაში
პროვანსზე დიდი იყო გავლენა ბერძნულ-რომაული კულტურისა. შუა საუკუნეებში,
პროვანსი იქცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, (იგი ნაკლებად დაზიანდა შემოსევების
დროს) ასე, რომ პროვანსი, ფაქტიურად ევროპის განვითარების სათავეში იდგა.
პროვანსული პოეზია კი წარმოადგენდა მიუღწეველ ნიმუშს, პროვანსმა პირველმა
გამოიმუშავა სალიტერატურო ენა, შექმნა ნატიფი და მაღალხარისხოვანი
ლიტერატურა.
პროვანსულ ლირიკაში გამოიხატა არისტოკრატიის მისწრაფებანი, მან დასავლეთ

ევროპის სინამდვილეში პირველად გამოხატა ინტიმური გრძნობები და ადამიანის


თვალი მიაპყრო ამქვეყნიური ცხოვრებით დატკბობას.
პროვანსულ პოეზიას ყავდა 500-მდე მომღერალი პოეტი – ტრუბადური. ძირითადი
მოტივიYდა მნიშვნელოვანი თემა იყო – ქალი, სიყვარული და სამსახური ქალისადმი,
კერძოდ დიასახლისადმი. შეყვარებული ობიექტი ყოველთვის იყო გათხოვილი ქალი,
რაინდები სატრფოებად ირჩევდნენ სხვათა ცოლებს, ხოლო ქალთა ამგვარ საქციელში
პოეტი ხედავდა არა ოჯახურ ღალატს, არამედ შემართებას, და ერთგვარ პროტესტს
ქორწინების იმ სახეობისადმი, რომელიც სრულიად გამორიცხავდა შეუღლებულთა
პირად გრძნობებს და ადამიანებს საქორწილო უღელს ადგამდა გარემომცველი პირე-
ბის სხვადასხვა მოსაზრებების შესაბამისად. ასევე ოჯახურ თუ სახელმწიფო ინტერე-
სების გამო იძულებითი ქორწინება, სადაც ქალი ბედნიერი არ არის, ამიტომ ბედნიერებასა
და სიამტკბილობას ადამიანები ეძებდნენ სწორედ კანონიერი ქორწინების გარეთ.

რაკი კურტუაზიული ლიტერატურა პირველად პროვანსში ჩაისახა, ზოგჯერ მას


პროვანსულ ლიტერატურასაც უწოდებენ.
ტრუბადურების დამსახურება უდავოდ დიდია, სამწუხაროდ მათი სახელები არ
შემორჩა, თითო-ოროლას გამოკლებით, მაგ. : ჯაუფრე რიუდელი (1140-1170), ბერნანტ
დე ვანტადორნი (დაბალი წრის).

პროვანსელი ტრუბადურების სატრფიალო თემატიკაში ევროპის რეაქციონერებმა


მკრეხელობა დაინახეს და წამოიწყეს „ალბიგოელთა ომი“ (1209-1229 წ.), რასაც მოყვა
პროვანსის იავარქმნა და ტრუბადურთა პოეზიის დაცემა. თუმცა ტრუბარურთა
შემოქმედების გავლენით განვითარდა ჩრდილო საფრანგეთში ტრუვერების, გერმანიაში
კი მინეზინგერების პოეზია (ე.წ. მინეზანგი). მინეზანგი ძირითადად სამიჯნურო ლირიკას
მოიცავს, თუმცა ისეთ თემებსაც ეხება, როგორებიცაა ჯვაროსნული ომები, ბუნება,
პოლიტიკა, რელიგია. ამ პოეზიაში იდეალიზებულად იყო გადმოცემული
დიდგვაროვანთა სანიმუშო ქცევა, რასაც უმეტესად აღმზრდელობითი დანიშნულება
ჰქონდა. მინეზინგერები თავიანთ ლექსებში თუ სიმღერებში ამაოდ იღვწოდნენ ბატონის
მეუღლის სიყვარულისთვის, განადიდებდნენ ამ უკანასკნელის სილამაზესა და ღირსებას,
თუმცა უწყოდნენ, რომ გამამხნევებელი კეთილგანწყობის მიუხედავად ქალი ბოლომდე
შეინარჩუნებდა დისტანციას. ნატიფი გრძნობების ჩვენებით მინეზანგი დამატებით
განამტკიცებდა რაინდების რწმენას, რომ დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად მათი
სოციალური შრე მაინც განსაკუთრებული იყო.
პროვანსის აოხრების გამო ტრუბადურთა ერთი ნაწილი ჩამოსცილდა პოეტურ
საქმიანობას, მეორე ნაწილი განადგურდა, მესამემ კი ჩრდილოეთ საფრანგეთს ან
გერმანიას შეაფარა თავი, ტრუბადურების შემოქმედების ზეგავლენით როგორც
აღვნიშნეთ ვითარდებოდა ტრუვერებისა და მინეზინგერების პოეზია. (რომანისტი
ქრეტიენ დე ტრუა, მინეზინგერები : ვოლფრამ ფონ ეშენბახი, ვალტერ ფონ დერ
ფოგელვაიდე); ფოგელვაიდე გამოხატავდა დემოკრატიული ფენების სულისკვეთებას,
მოითხოვდა გერმანიისათვის რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლების
უზრუნველყოფას. სურდა აღეკვეცა ფეოდალთა საშინაო ომებიც. მან თავი გამოიჩინა
ძირითადად სატრფიალო ლირიკაში, მას მეტად ხიბლავს უბრალო გოგონა, ვიდრე
მაღალი წრის ქალბატონი. მისი, როგორც პოეტის სიდიადე იმაშია, რომ
დემოკრატიული თემების დასამუშავებლად მან მოიმარჯვა ხალხური პოეზიის
ფორმები და იდეები და მინეზანგი გაამდიდრა ფოლკლორული მოტივებით.
კურტუაზიული ლირიკისათვის ქალისადმი ტრფობის დამახასიათებელმა თემამ
კურტუაზიული ლიტერატურის სარაინდო რომანშიც იჩინა თავი. საგმირო ეპოსში სხვა
პრიორიტეტები იყო, აქ მეფის, სამშობლოს, რელიგიის სამსახურს ემატება სამსახური
ბანოვანისადმი. რაინდი დაეხეტება შორეულ ქვეყნებში, ისინი თავგადასავლების
მაძიებლები არიან, ამარცხებენ ბოროტ ძალებს და ამით სატრფოს სიმპათიებს
იმსახურებენ.

კურტუაზიული რომანის 3 ტიპი არსებობს :

1. ანტიკური ციკლის რომანები ;(რომანი ალექსანდრეზე, რომანი ენეას შესახებ,


რომანი ტროას შესახებ (ტროილისა და ბერძენი ტყვე ქალის ბრიზეიდას სატრფიალო
ამბავი, ეს შემდგომში დაამუშავა ჩოსერმა და ბოკაჩომ, ასევე შექსპირმა))
2. კელტურ-ბრეტონული რომანები ; (თქმულებები მეფე ართურის (ინგლისის მეფე)
შესახებ, რომელიც Eებრძოდა მოძალადე ანგლებსა და საქსებს) ასევე აქ
გაერთიანებულია მრგვალი მაგიდის და გრაალის მოტივები.

თავის მხივ იდეური შინაარსით ბრეტონული მოთხრობები იყოფა 4 ჯგუფად :


 ბრეტონული ლე (გალექსილი ნოველა) მარიამ ფრანგი – ავტორი 18 ნოველის ;
 ართურის რომანები, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ქრეტიენ დე
ტრუას სახელთან. XII ს
 რომანები წმინდა გრაალზე (ქ.დე ტრუას პარციფალი, ანუ თქმულება გრაალზე,)
 რომანები ტრისტანისა და იზოლდას შესახებ (შექმნეს კელტებმა, ოლო
დაასრულეს ტრუვერებმა და პოემად XII საუკუნეში აქციეს, ძეგლის 2 ვარიანტი
არსებობს, ბერულს ეკუთვნის ძველი, ახალი – თომასს,

3. ბედის უკუღმართობის მაჩვენებელი რომანები. (მიჯნურთა შორის განსხვავება


არის სოციალური ან რელიგიური თვალსაზრისით, და ხდება მათი დაცილება რიგი
მიზეზებს გამო, ხოლოს ბოლოს ერთდებიან « ფლუარა და ბლანშეფლერი », « ოკასენი
და ნიკოლეტი » (პიკარდული დიალექტი, რაინდობის ნორმისა და იდეალის დაცინვა).

„ტრისტანი და იზოლდა“ ეს არის წიგნი სიყვარულისა და სიკვდილის შესახებ,


მოგვითხრობს იმ ბრძოლის შესახებ, რომელსაც აწარმოებს გრძნობასა და ფეოდალური
საზოგადოების დაუნდობელ კანონებს შორის მოქცეული რაინდები.

გერმანული კურტუაზიული რომანი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს


XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ჰარტმან ფონ აუეს, ვოლფრამ ფონ ეშენბახის
(« პარციფალი ») და გოტფრიდ ფონ შტრასბურგის (რომანი « ტრისტანი და
იზოლდა ») შემოქმედებაში.

საქალაქო ლიტერატურა. XII-XIV საუკუნეებში საწარმოო ძალთა სწრაფი ზრდის


შედეგად ევროპაში წარმოიშვა ქალაქები, გაფართოვდა ვაჭრობა და ხელოსნობა და გაჩნდა
ახალი სოციალური შრე - ბურჟუაზია, რომლის წარმომადგენლებმაც (ბიურგერებმა)
მოიპოვეს თავისუფლება და გარკვეული იურიდიული უფლებები. ამ დროს შექმნილი
ქალაქური ლიტერატურა გამოხატავს ხელოსნებისა და ვაჭრების მსოფლხედვას, რომელიც
აშკარად ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. ქალაქური ლიტერატურის ფარგლებში შეიქმნა
ახალი ჟანრები: ფაბლიო (ფრანგ.), და შვანკი (გერმ.) - მცირე სათავგადასავლო ამბავი,
რომელშიც მხილებულია სულიერ პირთა უზნეობა, ფეოდალთა გონებრივი სიჩლუნგე და
გულქვაობა, მდიდართა გაუმაძღრობა. ამ ნაწარმოებების მთავარი მოქმედი პირები არიან
უბრალო გლეხები, რომლებიც განირჩევიან ჯანსაღი ბუნებითა და საზრიანობით.
თავდაპირველად ფაბლიოები და შვანკები არსებობდნენ დამოუკიდებელ ნაწარმოებებად,
შემდეგ კი გართიანდნენ ციკლებად რომელიმე გმირის ან მოტივის გარშემო. ასე შეიქმნა
ტილ ოილენშპიგელი, ხუცესი ამისი, რაინეკე მელა, ბალადები რობინ ჰუდის შესახებ და
ა.შ. ამ ნაწარმოებების გაიძვერა გმირები სხვებთან შედარებით ყოველთვის სიმპათიურები
არიან, რადგან ახერხებენ, უხეშ ფეოდალურ ძალადობას დაუპირისპირონ მოქნილი გონება
და მოხერხებულობა - ბიურგერული იდეალი. ქალაქური ლიტერატურის ფარგლებში
შექმნილი კიდევ ერთი ახალი ჟანრია მხიარული ფარსი (ფრანგ.) და საყველიერო დრამა
(გერმ. ფასტნახტშპილი), რომელთა მოქმედი პირებიც ერისკაცები იყვნენ და ხალხისთვის
გასაგებ ენაზე მეტყველებდნენ. ფარსებსა და საყველიერო დრამებში რელიგიური
თემატიკის ადგილს რეალისტური, კომიკური, საყოფაცხოვრებო ელემენტები იკავებს.
ამრიგად, სწორედ ფარსებითა და საყველიერო დრამებით იწყება საერო თეატრის
ისტორია. ამგვარად, ქალაქურმა ლიტერატურამ შექმნა საერო თეატრი. შექმნა
მხიარული დრამატურგიული ჟანრი : საფრანგეთში ფ ა რ ს ი, ხოლო გერმანიაში _
ფ ა ს ტ ნ ა ხ ტ შ პ ი ლ ი. ფაქტიურად ეს არის ფაბლიოსა და შვანკის გადაკეთება
სასცენო სანახაობად, სადაც მხილებული იყო ძალადობა და თვითნებობა,
ჩინოვნიკების ხრიკები. ფარსების ელემენტებს ფართოდ იყენებდა მოლიერი.

ანტიფეოდალური მოძრაობის ლიტერატურის აღმავლობას ბიძგი მისცა


ანტიფეოდალურმა მოძრაობამ : ჟაკერია საფრანგეთში, უოტ ტაილერის აჯანყება
ინგლისში. სიმართლის მაძიებლის ზოგადი სახეა პოემაში უილიამ ლენგლენდი, ასევე
ბალადებში რობინ ჰუდი - კეთილშობილი ყაჩაღია, რომელიც ებრძვის მჩაგვრელ
ფეოდალებს, ჩინოვნიკებსა და მდიდრებს.

თემა: აღორძინების (რენესანსი), ჰუმანიზმისა და რეფორმაციის ეპოქის ლიტერატურა.

ქვეთემები: აღორძინების ეპოქის ზოგადი დახასიათება; ახალი ჰუმანისტური


მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება; „ქვეყნისა და ადამიანის აღმოჩენა“ – აღორძინების
ეპოქისა და მისი წამყვანი მსოფლმხედველობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი;
აღორძინება – როგორც მნიშვნელოვანი კულტურულ–ისტორიული პროცესი და უდიდესი
პროგრესული გადატრიალება; აღორძინების ეპოქის ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა
და კულტურის ჩამოყალიბება – ძველი ანტიკური კულტურული მემკვიდრეობის
კრიტიკული ათვისებისა და შესწავლის ნიადაგზე. იტალიური აღორძინება. დ. ალიგიერი
- „ღვთაებრივი კომედია“. აღორძინების ეპოქა ინგლისში. უ. შექსპირი.

XV საუკუნეში ზღვაოსნობის განვითარებამ, დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და


ვაჭრობის გაძლიერებამ გამოიწვია კულტურის სწრაფი წინსვლა, ადამიანის ცნობიერების
გაფართოება და ძველი ცრურწმენების გადასინჯვა. სამყაროს გეოცენტრისტულმა
მოდელმა ადგილი დაუთმო ჰელიოცენტრისტულ მოძღვრებას. აზროვნებაში ჩნდება
ახალი, ჰუმანისტური იდეები. ჰუმანისტებმა უარყვეს ასკეტური მორალი და საეკლესიო
დოგმატიკა და უპირატესობა მიანიჭეს თავისუფალ პიროვნებას, მის ადამიანურ ბუნებას.
ჰუმანისტებმა ბედნიერება დაინახეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ადამიანისადმი
სიყვარულსა და ადამიანური შესაძლებლობების ჰარმონიულ განვითარებაში. ჰუმანიზმი
ეპოქის აზროვნება და ესთეტიკა ანთროპოცენტრისტულია (ბერძნ. ”ანთროპოს” =
ადამიანი): სამყაროს ცენტრში ის აყენებს ადამიანს როგორც ღვთის ხატს. ჰუმანისტურმა
აზროვნებამ ანტიკურობიდან იმემკვიდრა ადამიანის უფლება ბედნიერებაზე. სწორედ
ანტიკური კულტურის აღორძინების გამო ჰუმანიზმის ეპოქას სხვაგვარად რენესანსს
უწოდებენ. რენესანსმა ღიმილი, სიცილი დაუბრუნა ადამიანს: ჰომერული ხარხარი,
რომელიც ანტიკურ ხანაში ისმოდა, შუა საუკუნეებში ნაღვლიანი ბრძენის ტანჯვით
ჩანაცვლდა, რენესანსის ადამიანმა კი კვლავ დაიბრუნა ღირსება და საკუთარი
მნიშვნელობის განცდა, იგი ღმერთის გამოხატულებად იქცა. ამიტომაცაა რენესანსულ
ხელოვნებაში ადამიანის სახე სრულყოფილი და იდეალიზებული. ანტიკურთან ერთად
რენესანსმა აითვისა ქრისტიანული, ისლამური და ებრაული აზროვნება და შექმნა
ჰარმონიული სამყაროს მოდელი. გერმანიაში ჰუმანიზმის აღმოცენება დაემთხვა
რეფორმაციას - მარტინ ლუთერის მიერ წამოწყებულ ბრძოლას კათოლიკური ეკლესიის
განახლებისათვის, რომლის შედეგადაც კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო
პროტესტანტული, ჩრდილოეთ ევროპული ფეოდალური სახელმწიფოები კი
გათავისუფლდნენ რომის პაპის ქვეშევრდომობისგან. რეფორმაციის ყველაზე დიდი
მონაპოვარია მარტინ ლუთერის მიერ ბიბლიის თარგმნა გერმანულ ენაზე და იოჰან
გუტენბერგის მიერ სტამბის გამოგონება. ორივე მოვლენამ უბიძგა საერთო გერმანული
ენის ჩამოყალიბებასა და წერა-კითხვის გავრცელებას მთელს ევროპაში.
XV საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიაში იწყება
ახალი ერა, ფართო კულტურულ–ისტორიული მოძრაობა, რომელმაც გამოიწვია მთელი
გადატრიალება მეცნიერებასა და ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

 აღორძინება – ეს არის მნიშვნელოვანი კულტურულ–ისტორიული პროცესი;


 ხალხს აღარ აკმაყოფილებს ის შეხედულებები, სამყაროს შექმნის შესახებ,
რომელსაც ისინი იცნობდნენ, ამიტომ ინტერესდებიან მეცნიერული სიზუსტეებით,
ასევე ცდილობენ გაიუმჯობესონ ყოფა, ჩნდება კაპიტალიზმის ნიშნებიც და იწყება
ახალი ერა.
 იწყება ფართო ჰუმანისტური მოძრაობა.
 ხდება ახალი ჰუმანისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება;
 აღორძინების ეპოქის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი - 1. „ქვეყნისა და ადამიანის
აღმოჩენა“ და 2. პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი.
 რენესანსი ნიშნავს ხელახლა დაბადებას, ხდება დაინტერესება ანტიკური ხანით,
მისი ცივილიზაციით, და ხდება ამ ანტიკური ლიტერატურული ძეგლების
ხელახლა გადამუშავება.

აღორძინების ეპოქის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია:


 იტალიაში: დანტე ალიგიერის (1265-1321 წ.) ეპოსი ღვთაებრივი კომედია; ფრანჩესკო
პეტრარკას (1304-1374 წ.) ლირიკა; ჯოვანი ბოკაჩოს (1313-1375 წ.) ნოველების კრებული
დეკამერონი.
 საფრანგეთში: ფრანსუა რაბლეს (1494-1553 წ.) რომანი გარგანტუა და პანტაგრუელი.
 ესპანეთში: მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წ.) რომანი დონ კიხოტი.
 ინგლისში: ჯეფრი ჩოსერის (1340-1400 წ.) კენტერბერიული მოთხრობები; უილიამ
შექსპირის (1564-1616 წ.) დრამები ჰამლეტი, მეფე ლირი, ოტელო, მაკბეტი, რომეო და
ჯულიეტა, ზაფხულის ღამის სიზმარი...
 გერმანიაში: ერაზმ როტერდამელის (1465-1536 წ.) სისულელის ქება.

რენესანსული მოძრაობა ყველაზე ადრე დაიწყო იტალიაში. იტალია – რენესანსის


სამშობლოა და უშუალო მემკვიდრეა მდიდარი ანტიკური კულტურისა; იტალიურმა
აღორძინებამ განვლო სამი ეტაპი: პირველი ეტაპი ემთხვევა XIV საუკუნეს, როდესაც
მოღვაწეობდნენ დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა და ჯოვანი ბოკაჩო. ამ ეტაპზე
რენესანსი ატარებდა სახალხო დემოკრატიულ ხასიათს, ლიტერატურა პასუხობდა
იტალიის საზოგადოების ფართო ფენებისათვის მტკივნეულ საკითხებს, ასახავდა ხალხის
თვითშეგნებას; მეორე ეტაპი ემთხვევა XV საუკუნეს, როდესაც მოღვაწეობდნენ ლორენცო
მედიჩი, პულჩი და სხვები. ამ ეტაპზე ჰუმანისტური მოძრაობა კარგავს კავშირს სახალხო
მოძრაობასთან, მასში ძლიერდება ანტიდემოკრატიული განწყობა და გატაცება ხდება
უფრო ლათინურით, ვიდრე იტალიურით. ლიტერატურა წყდება თანდათან მასებს და
იქცევა ვიწრო სალონური წრეების პრივილეგიად; მესამე ეტაპი ემთხვევა XVI საუკუნეს,
როდესაც სამწერლო ასპარეზზე გამოდიან ნიკოლო მაკიაველი, ტორკვატო ტასო და სხვ. ამ
ეტაპზე, ფეოდალურ–კათოლიკური რეაქციის შემდეგ, იწყება იტალიის ჰუმანისტური
კულტურის კრიზისი და რენესანსის დაშლა.
რენესანსის სამზადისის სიმპტომები გამოვლინდა XIII – XIV საუკუნეთა მიჯნაზე,
დანტე ალიგიერის შემოქმედებაში. დანტე ალიგიერი მიჩნეულია იტალიური პოეზიისა და
ლიტერატურის ფუძემდებლად. დანტე ალიგიერი (იტალ. Dante Alighieri) (1265-1321) —
ცნობილია როგორც იტალიელი პოეტი ფლორენციიდან. დანტეს დაბადების ზუსტი
თარიღი უცნობია, თუმცაღა, დაახლოებით 1265 წელს ვარაუდობენ. ამაში
ავტობიოგრაფიული ინფორმაციაც გასათვალისწინებელია აღწერილი La Vita Nuova-ში
(1300 წლისთვის დაწერილ ფრაზაში "წუთისოფლის ნახევარი გზა რასაც გავდივართ",
ვხვდებით, რომ დანტე 35 წლის უნდა ყოფილიყო, რადგან სიცოცხლის ბიბლიური
ხანგრძლივობა 70 წელია (ფსალმუნები, 89,10) ეს წარმოსახვითო მოგზაურობა კი 1300
წელს უნდა შემდგარიყო. სამოთხის რამდენიმე ვერსიაც მიუთითებს დანტეს დაბადების
დღეზე და აღნიშნავს, რომ იგი მარჩვიბის ნიშნით დაიბადა ანუ ვარდობისთვის 21-სა და
თიბათვის 21-ს შორის.

დანტეს მამა პროფესიით იურისტი იყო და გველფების პარტიაში იყო გაერთიანებული


(იმხანად იტალიაში ორი პარტია უპირისპირდებოდა ერთმანეთს: გველფები და
გიბელინები. შემდეგ გველფები დაიყვნენ თეთრებად და შავებად. ერთნი ფიქრობდნენ,
რომ იტალიის გაერთიანება უნდა მოხდეს რომის პაპის მეოხებით, ხოლო მეორენი კი
იმედს ამყარებდნენ გერმანიის მეფე ჰენრი მეშვიდეზე) სიჭაბუკის წლები დანტემ გაატარა
ფლორენციაში. სწავლობდა გრამატიკას, რიტორიკას, ისტორიას, ღვთისმეტყველებას,
ლოგიკას, გეოგრაფიას, ასტრომიასა და ბუნებისმეტყველებას. შემდეგ ხელმოკლეობის
გამო დანტეს მოუხდა სწავლის მიტოვება, თუმცა განათლების მიღებას აგრძელებდა
დამოუკიდებლად საკუთარ თავზე მუშაობით. ლექსების წერა დანტემ ადრე დაიწყო,
წერდა უმთავრესად სატრფიალო ხასიათის ლექსებს. მან განდევნაში მყოფმა შექმნა
ბეატრიჩეს პატივსაცემად მთელი სერია ლექსებისა, რომელსაც “ახალი ცხოვრება”
დაარქვა, მან განდევნაში მყოფმა დაწერა სხვა შრომებიც: “ნადიმი” და “ხალხური
მეტყველების შესახებ”. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა
ეპითეტი "ღვთაებრივი") საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი
უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.
იტალიურად დანტეს "უზენაეს პოეტს" (il Sommo Poeta) უწოდებენ. დანტე პოეტობასთან
ერთად სახელმწიფო მოღვაწეც იყო. აქტიურად მონაწილეობდა ფლორენციის
პოლიტიკურ საქმეებში და სამოქალაქო ომებში.როდესაც დამარცხდა დანტეს პარტია,
ფლორენციიდან გააძევეს, თითქოს იგი მოსყიდულია და აწყობს ინტრიგებს რომის
ეკლესიის წინააღმდეგ. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია და მიუსაჯეს სამუდამო
განდევნა სამშობლოდან. მოწინააღმდეგე პარტიას ხელში თუ ჩაუვარდებოდა კოცონზე
დაწვა არ აცდებოდა. ამიტომ თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები დანტემ უცხოეთში
გაატარა. მან ცოლად შეირთო ჯემი დონატი, მაგრამ ფიქრობენ, რომ დანტეს ცხოვრებაში
ამ ქალს დიდი როლი არ უთამაშია. მის სულიერ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა იქონია
ბეატრიჩეთი გატაცებამ. ბეატრიჩე დანტეს მამის მეგობრის, ფლორენციელი ფოლკო
პორტინარის ქალიშვილი იყო. უკანასკნელი წლები დანტემ ქალაქ რავენაში გაატარა.
დანტე ალიგიერის “ახალი ცხოვრება” – საზღვარგარეთულ ლიტ-ში პირველი
ავტობიოგაფიული ხასიათის მოთხრობაა. ფაქტიურად დანტეს შემოქმედება იწყება ამ
ნაწარმოებით. იგი მასში საუბრობს გრძნობებზე ბეატრიჩესადმი, სიზმრებზე,
ოცნებებზე, და აგრეთვე იმ სევდაზე, რომელიც გამოიწვია მის გულში ბეატრიჩეს
უდროოდ გარდაცვალებამ. პირველად იგი 9 წლისა იყო როდესაც ბეატრიჩეს შეხვდა,
და იგი იმეორებს ჰომეროსის სიტყვებს: “მომაკვდავი კაცის კი არა, ღმერთის ასულს
ჰგავსო იგი.” პოეტს ასულდგმულებს მოგონებანი ამ ქალზე. იგი თვლის, რომ
სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს, და მათ შორის მასაც. ბეატრიჩე მისთვის
უფრო ანგელოზია, ვიდრე რეალური ქალი. შეიძლება ითქვას, ბეატრიჩესადმი
სიყვარული პლატონურ ხასიათს ატარებს.
“ახალი საამო სტილის” პოეზია, რომლითაც არის დაწერილი “ახალი ცხოვრება”,
ხასიათდება რიტმის მრავალფეროვნებით, და ენის სინატიფით. Gვხვდება ალეგორიები,
სახეების რთული სიმბოლიკა, ამაღლებული სტილი, სიტყვების თამაში,

მრავალრიცხოვანი მოჩვენებები. დანტეს აზრით ადამიანი ცხოვრებას იწყებს გაჩენის


დღიდან, ხოლო ახალ ცხოვრებას დღიდან გამიჯნურებისა.
დანტეს ტრაქტატს “ხალხური მეტყველების შესახებ” დიდი კულტურული და
ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მან ყურადღება გაამახვილა იტალიურ ენაზე,
განიხილავს იტალიური ენის ყველა დიალექტს, და აყენებს მოთხოვნას, რომ ამ
დილაქტების საფუძველზე შეიქმნას ერთი ნაციონალური სალიტერატურო ენა,
ყველასთვის გასაგები და მისაწვდომი. უნდა ითქვას რომ ეს ნაშრომი ევროპულ
სინამდვილეში პირველი ენათმეცნიერული გამოკვლევათაგანია. მას უნდა ემუშავა
ასევე პოეტიკისა და ლექსთწყობის საკითხებზე, მაგრამ ვერ მოასწრო, მხოლოდ
კანცონის თეორიის გადმოცემა მოახერხა.
დანტეს ფილოსოფიური იდეებისა და პოეტიკის შესახებ მოთხრობილია “ნადიმში”
ეს არის ტრაქტატი ლექსისა და პროზის სახით. მან 1304 წელს დაწერა „ნადიმი“, რაც

ვულგარულ იტალიურზე დაწერილი პირველი ფილოსოფიური ნაწარმოებია.


დანტეს მთავარი ნაწარმოებია „ღვთაებრივი კომედია“. იგი პოეტური ენციკლოპედიაა
და ევროპის ლიტერატურის განვითარების სინთეზი; „ღვთაებრივი კომედიაში“ – დანტეს
ეპოქის თანადროული და აქტუალური თემატიკა, იდეური მიმართება და შინაარსია
მოცემული, ასევე ხალხის სულიერი ცხოვრების წვდომა და ცხოვრების ყოველი მანკისა
თუ მაღალი ზნეობრივი იდეალის ჩვენება. ღვთაებრივ კომედიაში რომელიც დღესაც
ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, დანტე ადამიანის თავისუფლებასა და ღვთაებრივ
სამართალს ეხება.

პოემა „ღვთაებრივი კომედია“ (Divina Commedia) – დაწერილია დაახლოებით 1308-1321


წლებში. უწოდა რა თავის პოემას „კომედია“, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი
ტერმინოლოგია. „კომედია“, როგორც პოეტი განმარტავს ვერონას მმართველის-
კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ
ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც
შემაძრწუნებელი, საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით;
ხოლო ტრაგედია კი – „მაღალი სტილის“ პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა
და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა „ღვთაებრივი“ დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს
სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ.
„ღვთაებრივი კომედია“ სიმეტრიულად არის აგებული. იგი იყოფა 3 ნაწილად,
თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და მთავრდება სიტყვით Stelle,
რაც ვარსკვლავებს ნიშნავს. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან
ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის. პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე
სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის
მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას : რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების
გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.
ადრეული შუასაუკუნეების დასავლური ქვეყნების მითოლოგიათა თანახმად,
იმქვეყნიური ცხოვრება შედგებოდა ჯოჯოხეთისაგან, რომელშიც ხვდებოდნენ საუკუნოდ
დასჯილი ცოდვილები, განსაწმენდელისაგან – საკუთარი ცოდვების მომნანიებელი
ცოდვილების ადგილსამყოფელი, და სამოთხისაგან – კურთხეულთა სავანე.
დანტე დიდი სიზუსტითა და იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალისა თუ
არქიტექტონიკის დაფიქსირებით აღწერს მათ წყობას. შესავალ ლექსში დანტე
მოგვითხრობს, თუ როგორ დაიკარგა ცხოვრების შუა გზას მიღწეული პოეტი ხშირ ტყეში
და როგორ დაიხსნა იგი პოეტმა ვერგილიუსმა მხეცებისაგან. ვერგილიუსმა მას
იმქვეყნიურ სამყაროში გასეირნება შესთავაზა. შეიტყო რა დანტემ, რომ ვერგილიუსი მისი
სატრფოს, ბეატრიჩეს გამოგზავნილი იყო, დათანხმდა შემოთავაზებას. ჯოჯოხეთის
კარიბჭის უკან მოტოვებისას, გაიარეს რა გზააბნეული, გაურკვეველი ადამიანების
სულებით “დასახლებული” ადგილი, დანტე და ვერგილიუსი მიადგნენ ჯოჯოხეთის
პირველ წრეს, ე.წ. ლიმბს, რომელშიც მჭერმეტყველი ურწმუნოები იმყოფებოდნენ. მათ არ
ჰქონდათ შეცნობილი ღვთის არსი, თუმცა ახლოს იყვნენ მასთან, ამიტომაც დაეღწიათ მათ
თავი ჯოჯოხეთის ტანჯვებისაგან. ამ წრეში დანტე ხედავს ანტიკური კულტურის უდიდეს
წარმომადგენლებს -არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰომეროსს, მათ შორის მაჰმადიან სალაჰ-
ად-დინსაც. შემდეგ წრეში იმყოფებიან სულები ადამიანებისა, რომელთაც არასდროს
უთქვამთ უარი აღვირახსნილ ვნებებზე. აქ ველურ და დამანგრეველ ქარიშხალში დანტე
ხედავს ფრანჩესკა დ’რიმინის და მის საყვარელ პაოლოს, რომელნიც “აკრძალული
სიყვარულის” ვნებას იყვნენ აყოლილნი დედამიწაზე.
რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ დანტე და მისი მეგზური ვერგილიუსი, მით უფრო მეტ
ტანჯვასა და წამებას ხედავდა პოეტი. იგი თვითმხილველი გახდა: ღორმუცელობისათვის
დასჯილთა ტანჯვისა, რომელნიც განწირულები იყვნენ საშინელი წვიმისა და ჭექა-
ქუხილის სასჯელისათვის; ძუნწთა და მფლანგველთა ტანჯვისა დაწყველილ და
ცეცხლოვან ჭაობში; ერეტიკოსთა (მათ შორის ფრიდრიხ II, რომის პაპი ანასტასიუს II),
ტირანთა და მკვლელთა ცურვისა მდუღარე სისხლის ნაკადებში; თვითმკვლელებისა,
რომელნიც მცენარეებად იყვნენ ქცეულნი; ღვთის აუგად მომხსენიებელთა და
მოძალადეთა, რომელნიც ცეცხლის ალში იწვოდნენ; ტყუილის მთქმელთა სხვ.
საბოლოოდ დანტე ყველაზე საშინელ დამნაშავეთა, მეცხრე წრეს მიადგა. აქ
მოღალატეთა და გამყიდველთა სულები სახლობდნენ (მათ შორის იუდა ისკარიოტელი,
ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინიუსი), რომელთაც თავისი სამი თავით ხრავს
ლუციფერი, ღვთისგან განდგომილი ანგელოზი, ბოროტების ხელმწიფე, სამუდამოდ
დედამიწის ცენტრში დამწყვდევით დასჯილი. სწორედ ლუციფერის საშინელი
შესახედაობით მთავრდება პირველი ნაწილის უკანასკნელი ლექსი.
დედამიწის ცენტრისა და მეორე ნახევარსფეროს შემაკავშირებელი დერეფნის გავლის
შემდეგ, დანტე და ვერგილიუსი დედამიწაზე ამოდიან.
განსაწმენდელს პოეტი აღწერს, როგორც ოკეანეთი გარშემორტყმულ, კონუსისებურად
აზიდულ, წრეებისაგან შემდგარ კუნძულს. განსაწმენდელის კარიბჭის მცველი ანგელოზი
უშვებს დანტეს კარს მიღმა და ხმლით შუბლზე აწერს შვიდ P -ს (Peccatum – ცოდვა), ანუ
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის სიმბოლოს. რაც უფრო მაღლა მიიწევს დანტე, წრიდან
წრეზე თითო სიმბოლო ქრება მისი შუბლიდან, და ბოლოს, როდესაც მან მიაღწია გორაკის
მწვერვალს, იგი მთლიანად გათავისუფლდა ანგელოზის მიერ ხმლით დაწერილი
სიმბოლოებისაგან. განსაწმენდელის წრეებში სახლობდნენ იმ ცოდვილთა სულები,
რომლებიც ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებსა და შეცდომებს. ესენი იყვნენ:
ამაყნი,რომელნიც იძულებულნი იყვნენ ქედმოხრილნი ევლოთ ზურგზე დადებული
უღლის გამო, შურიანები, ბრაზიანები, უდარდელნი, ხარბნი და ა.შ.
ვერგილიუსმა დანტე სამოთხის კარამდე მიიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ ვერგილიუსი
მოუნათლავი იყო, უფლება არ ჰქონდა გზა გაეგრძელებინა. აქ დანტემ იგემა 2 მდინარე:
ლეთე და ევნოე. რომლებიც ართმევს ცოდვის შეგნებას და ადამიანის სულში აღბეჭდავს
ყოველივე კარგსა და კეთილს. ვერგილიუსი ტოვებს და უკან ბრუნდება, მან შეასრულა
უკვე თავისი მისია, მას როგორც წარმართს არ შეუძლია სამოთხეში შესვლა. მას შემდეგ
რაც დანტეს გამოეთხოვა ვერგილიუსი, მას ცვლის ბეატრიჩე და მოუწოდებს მას
მორჩილებისაკენ, რის შემდეგაც იგი ზეცაში აჰყავს. “ღვთაებრივი კომედიის” ეს ნაწილი
დანტეს სამოთხეში მოგზაურობას / ხეტიალს აღწერს. სამოთხე ათი ნაწილისაგან
/ზეცისაგან/ სფეროსაგან შედგება; პირველი შვიდი პლანეტების შესატყვის სახელებს
ატარებენ : მერკურის სფერო, მთვარის სფერო, ვენერის სფერო და ა.შ.
მათ უკან არის უძრავი ვარსკვლავების სფერო და კრისტალური სფერო, ხოლო
კრისტალური სფეროს შემდგომ კი განლაგებულია ე.წ. ემპირეი – უსასრულო სივრცე,
ღვთისგან დალოცვილთა და კურთხეულთაგან დასახლებული – უკანასკნელი,
ყველაფრის სიცოცხლის მიმცემი და სულისჩამდგმელი სფერო. ამ მოგზაურობისას
დანტემ ნახა იმპერატორი იუსტინიანე, რჯულის მასწავლებელნი, სარწმუნოებისათვის
წამებულნი, რომელთა მბრწყინავი სული ჯვარს გამოსახავდა და სულ უფრო მაღლა და
მაღლა მიიწევდა. დანტე ხედავს იესო ქრისტეს, წმინდა მარიამს, ანგელოზებს, და ბოლოს
და ბოლოს მის წინაშე იშლება “ღვთაებრივი ვარდი” – კურთხეულთა ადგილსამყოფელი.
აქ დანტეს ენიჭება უდიდესი კურთხევა ყოვლისშემძლესთან საუბრისას.
ფორმით, პოემა იმქვეყნიურ ხილვას წარმოადგენს, რომელიც ხშირად გვხვდება შუა
საუკუნეების ლიტერატურაში. “ღვთაებრივი კომედიაც” ალეგორიულ “ტაქტიკას”
ეყრდნობა.
უდაბური ტყე, რომელშიც დანტე თავისი ცხოვრების შუაგზაზე ყოფნისას იკარგება,
ცხოვრებისეული გართულებების სიმბოლოა.
სამი მხეცი, რომელიც თავს დაესხა დანტეს: ფოცხვერი, ლომი და ძუ მგელი – სამი
უდიდესი ვნებაა: მგრძნებელობა, ძალაუფლების სიყვარული და სიხარბეა.
ამ ალეგორიებს პოლიტიკური განმარტებაც ენიჭება, კერძოდ:
ფოცხვერი : ფლორენცია, ნიშნები ტყავზე მტრულად განწყობილი პარტიების – გველფების
და გიბელინების აღმნიშვნელი უნდა იყოს;
ლომი : უხეში ძალის სიმბოლო – საფრანგეთი;
ძუ მგელი : გაუმაძღარი და ავხორცი – რომის კურია.
ეს “მხეცები” საფრთხეს უქმნიდნენ იტალიის ნაციონალურ ერთიანობას, რომელზეც
დანტე ოცნებობდა – ერთიანობა, რომელსაც სათავეში ფეოდალი მონარქი ედგა.
(ზოგიერთი ისტორიკოს-ლიტერატორი დანტეს მთლიან პოემას პოლიტიკურ სარჩულს
არგებენ).
მხეცებისაგან დანტეს იხსნის ვერგილიუსი – გონება, რომელიც ბეატრიჩემ (ღვთის
კურთხევამ, რწმენამ) გამოუგზავნა. ვერგილიუსი დანტეს ატარებს ჯოჯოხეთს,
განსაწმენდელს და სამოთხის კარიბჭესთან ადგილს უთმობს ბეატრიჩეს. ამ ალეგორიის
არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ვნებებისაგან იხსნის გონება, ხოლო ღვთაებრივი
შემეცნების ფლობა მოუპოვებს მას სამუდამო კურთხევას.
“ღვთაებრივი კომედია” ავტორის პოლიტიკური ტენდენციებით არის აღსავსე. დანტე
ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, “მოიხსენიოს” მისი როგორც იდეური, ასევე პირადი
მტრები. მას სძაგს ფულის გამსესხებლები, კრედიტს განიხილავს შურისძიებად, საკუთარ
საუკუნეს განიხილავს, როგორც გამორჩენისა და გაუმაძღრობის საუკუნეს.მისი აზრით,
ფული ყოველგვარი ბოროტების საწყისია; ბნელ აწმყოს უპირისპირებს ნათელ წარსულს -
ფლორენციულ ბურჟუაზიას – ფლორენციულ ფეოდალიზმს, როდესაც გაბატონებული
იყო შეხედულებათა სისადავე, სიმარტივე, ზომიერება, რაინდული თვითშეგნება…
“განსაწმენდელის” ლექსებში აშკარად ჩანს დანტეს უკმაყოფილება ბურჟუაზიისადმი.
მისი ფილოსოფია – ღვთისმოეტყველებაა, მისი მეცნიერება – სკოლასტიკოსობა, მისი
პოეზია – ალეგორია.
დანტეში იღვიძებს ასკეტური იდეალები და უმძიმეს ცოდვად მოიხსენიებს თვისუფალ
სიყვარულს.
ხალხი, რომელიც იტანჯება ჯოჯოხეთში, ინანიებს განსაწმენდელში და იმყოფება ცათა
სასუფეველში, ყველა ეს ცოცხალი ადამიანია, ამ ასობით პერსონაჟებში არ მოიძებნება ორი
ერთმანეთის მსგავსი. ისტორიული დეტალების ამ უზარმაზარ გალერეაში არ მოიძებნება
ფაქტი, გამომზეურებული და წინასწარ განჭვრეტილი არ ყოფილიყო ავტორის
პლასტიკური ინტუიციის მიერ. პოემის განცალკევებული ეპიზოდები, ისეთი როგორც
ფრანჩესკო და პაოლო, ფარინატა თავის საფლავში, უგოლინო ბავშვებით, კაპანეი და
უილისი არაფრით არ ჰგავს ანტიკურ ნიმუშებს, შავი ქერუბიმი თავისი ცივი ეშმაკური
ლოგიკით და თავის ქვაზე მჯდომი სორდელო დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჯოჯოხეთის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ ადამიანთა სულები, რომელთაც არც
ბოროტება და არც სიკეთე ჩაედინათ, ასევე ანგელოზთა ის მოდგმა, რომელიც არც ეშმაკის
და არც ღმერთის გვერდით იდგა.
1.წრე – (ლიმბი), მოუნათლავი ბავშვები და კეთილმოღვაწე არაქრისტიანნი
2.წრე – ავხორცნი (მეძავნი და მრუშნი)
3.წრე – გაუმაძღარნი, მსუნაგნი და ხარბნი
4.წრე – ძუნწნი და მფლანგველები
5.წრე – (სტიგის ჭაობი), მრისხანენი და ზარმაცნი
6.წრე – (ქ. დიტი), ერეტიკოსნი, ცრუმასწავლებელნი
7.წრე – შედგება 3 სარტყელისგან:
1.სარტყელი – ახლობლებზე მოძალადენი და მათ ღირსებაზე დამცინავნი
(ტირანები და ყაჩაღები)
2.სარტყელი – საკუთარ თავზე მოძალადენი (თვითმკვლელები) და საკუთარ
ღირსებაზე მოძალადენი (მოთამაშენი, ისინი ვინც უაზროდ ფლანგავდნენ
საკუთარ ქონებას)
3.სარტყელი – ღვთაებრივზე მოძალადენი (ღვთის აუგად მომხსენიებელნი),
ბუნებაზე (სოდომისტები), შემოქმედებაზე და ცოდნაზე
8.წრე – არმინდობილთა მომტყუებელნი (არმინდობილი – ადამიანი, რომელიც არ
უკავშირდება სუბიექტს განსაკუთრებული ნდობის ხარისხით). შედგება 10 არხისაგან:
 1.არხი – მაჭანკალნი და მაცდუნებელნი
2.არხი – მლიქვნელნი, ფარისეველნი
3.არხი – სიწმინდით მოვაჭრენი (სამღვდელოება)
4.არხი – მისანნი, მკითხავნი, ვარსკვლავთმრიცხველნი და ჯადოქრები
5.არხი – მექრთამენი, ქრთამის ამღები
6.არხი – თვალთმაქცნი, ორპირნი
7.არხი – ქურდნი
8.არხი – მზაკვარისმრჩეველნი
9.არხი – მტრობის, შუღლისა და უთანხმოების მთესველნი (მუჰამედი, ალი-მუჰამედის
სიძე, დოლჩინო – ერეტიკოსთა სექტის – “განდგომილთა საძმოს” დამაარსებელი)
10.არხი – ალქიმიკოსნი, ცრუმოწმენი, ფულის გამყალბებელნი
9.წრე – (კოციტის ყინულის ტბა) მინდობილთა მომტყუებელნი, შედგება 4
სარტყელისაგან და ცენტრისაგან:
 1.კაენის სარტყელი – მშობელთა და ნათესავთა მოღალატენი
2.ანტენორის სარტყელი – სამშობლოსა და თანამოაზრეთა მოღალატენი
3.ტოლომეის სარტყელი – მეგობართა და თანამოტრაპეზეთა მოღალატენი
4.ჯუდეკის სარტყელი – იგივე იუდას სარტყელი, მოღალატენი კეთილისმყოფელთა,
ღვთიური უზენაესობისა და ადამიანური მოდგმისა
5.ცენტრში გაყინული ლუციფერი თავისი სამი ხახით ხრავს ქვეყნიერისა და ზეციერის
მბრძანებლის მოღალატეებს (იუდას, ბრუტუსსა და გალიუს კასიუს ლონგინუსს).

წინარე განსაწმენდელი – შედგება:


1.განსაწმენდელის ქვედა ბორცვი – აქ ახალმოსული მოკვდავთა სულები ელიან ნებართვას
განსაწმენდელში შესასვლელად. ანათემას გადაცემულ ადამიანთა სულები აქ იცდიან
ანათემის ხანგრძლივობის ოცდაათმაგს
2.პირველი “ბორტი” – უდარდელნი, რომელთაც ცოდვები მხოლოდ სიკვდილის წინ
მოინანიეს
3. მეორე “ბორტი” – უდარდელნი, რომელნიც ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპნენ
მიწიერ მმართველთა ხეობა – არ ეკუთვნის განსაწმენდელს
1.რკალი – ქედმაღალნი
2.რკალი – შურიანნი
3.რკალი – ბრაზიანნი/მრისხანენი
4.რკალი – ნაღვლიანნი /მწუხარენნი/ სევდიანნი
5.რკალი – ძუნწნი და მფლანგველნი
6.რკალი – ხარბნი და მსუნაგნი
7.რკალი – ავხორცნი

მიწიერი სამოთხე – დამაკავშირებელი განსაწმენდელსა და სამოთხეს შორის.

სამოთხის სტრუქტურა:

1.ზეცა – (მთვარე) “ვალდებულების შემსრულებელთა” ადგილსამყოფელი (იოფამი,


აგამემნონი, კონსტანცია სიცილიელი)
2.ზეცა – (მერკური) რეფორმატორთა (იუსტინიანე) და არაბრალეულად
დაზარალებულთა ადგილსამყოფელი
3.ზეცა – (ვენერა) შეყვარებულთა სამყოფელი (კარლ მარტელი, კუნიცა, ფოლკო
მარსელელი, დიდონა, ფილიდე, რააბი)
4.ზეცა – (მზე) ბრძენთა და დიდ მეცნიერთა ადგილი, წარმოქმნიან ორ წრეს:
 1.წრე – თომა აკვინელი, ალბერტ ფონ ბოლშტედტი, ფრანჩესკო გრაციანო, პეტრე
ლომბარდიელი, დიონისე არიოპაგელი, პავლე ოროსიუსი, ბოეციუსი, ისიდორე
სევილიელი, ბედა კეთილშობილი, რიკარდი , სიგერიუს ბრაბანტოელი),
2.წრე – ბონავენტურა, ავგუსტინ და ილუმინატ ფრანცისკანელები, გუგონი, პეტრე
ედოკელი, პეტრე ესპანელი, იოან ზლატაუსტი, ანსელმი, ელია დონატელი, მავრუს
რაბანიუსი, იოაჰიმ ფლორიელი
5.ზეცა – (მარსი) რჯულისთვის მებრძოლნი (ისუ ნავინი, იუდა მაკაბელი, გოტფრიდ
ბულონელი, რობერტ გვისკარი, როლანდი)
6.ზეცა – (იუპიტერი) სამართლიანი მმართველები (ბიბლიური მეფენი – დავითი და
ეზეკიელი, იმპერატორი ტრაიანე, მეფე გუელელმო II კეთილი)
7.ზეცა – (სატურნი) ღვთისმეტყველნი და ბერნი (ბენედიქტ ნურსიელი, პეტრე დამიანი)
8.ზეცა – ვარსკვლავთა სფერო
9.ზეცა – კრისტალური ზეცა, პირველმამოძრავებელი, ანგელოზთა ადგილსამყოფელი
10.ზეცა – ე.წ. ემპირეი – ალში გახვეული ვარდი და მანათობელი მდინარე. მდინარის
პირას,“ამფითეატრის საფეხურებზე” დაბრძანებულნი არიან ღვთისკურთხეული და
გასხივოსნებული სულები. მარიამ ღვთისმშობელი თავში, მის ქვემოთ ადამი და პეტრე,
მოსე, რაკელი და ბეატრიჩე, სარრა, რებეკა, იუდითი, რუთი და ა.შ. მოპირდაპირე მხარეს
ზის იოანე, მის ქვემოთ ლუჩია ,მარიამ მაგდალინელი, ფრანცისკო, ბენედიქტი,
ავგუსტინე და სხვა…
XII _ XIII საუკუნეებში შექმნილი ეს ნაწარმოები დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.
თვით დანტეს სიტყვებით რომ ვიმსჯელოთ, პოემას აქვს ორგვარი გზა –რეალური და
ალეგორიული. პოეტი ცდილობს „ღვთაებრივ კომედიაში“ პირველ რიგში გაატაროს
თავისი ზნეობრივი და რელიგიური შეხედულებანი, რაც უშუალო კავშირშია მისსავე
პოლიტიკურ მრწამსთან, მაშინდელ მდგომარეობასთან. დანტემ გადაწყვიტა
მკითხველებისათვის ეჩვენებინა განცდების, ეჭვებისა და ტანჯვის რა გზა უნდა გაიაროს
ადამიანმა, რომ მივიდეს ნეტარების მდგომარეობამდე. პოემის მიხედვით, ღვთაებრივი
სინათლე არის თითოეულ სულში, მაგრამ მას ფარავს ცოდვები. როცა სული
განიწმინდება ცოდვებისაგან, იგი არაჩვეულებრივი სიკაშკაშით აღინთება. ეპოქის

ქრისტიანულმა მსოფლგაგებამ დანტე ალიგიერის შემოქმედებაში ასეთი


გამოხატულება ჰპოვა: აქაური მიწიერი ცხოვრება საბრალო და საზიზღარია. იგი არის
მხოლოდ მომზადება მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის, მაგრამ ვფიქრობ დანტემ
დახატა საიქიო ცხოვრება არა იმიტომ, რომ თავის მკითხველს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე
ააღებინოს ხელი, არამედ იმიტომ რომ სურდა მოეცა მიწიერი ცხოვრების სრული სურათი.
მის პოემაში საიქიო სააქაო ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო საიქიოს
სურათები - ამქვეყნიური სინამდვილის სურათების შევსებას. დანტემ დახატა ადამიანური
ცხოვრების მანკიერი მხარეები არა იმიტომ, რომ მას თითქოს სურდეს უგულებელყოს
რეალური ცხოვრება, არამედ იმ მიზნით, რომ გაკიცხოს და შემდეგ უარყოს ეს
მანკიერებანი. პოემის მორალური აზრი მდგომარეობს შემდეგში: დანტეს სურდა იმ დროს
ცოცხალი ადამიანები ეხსნა განსაცდელისაგან და ეგონა ამ მიზანს მიაღწევს საუკუნო
ნეტარებისაგან მიმავალი გზის ჩვენებით. პოემის პირდაპირი აზრი მდგომარეობს საიქიოს
ცხოვრების იმგვარად დახატვაში, როგორც ნახა დანტემ თავისი მოგზაურობის დროს,
ხოლო პოემის ალეგორიული აზრი გამოხატავს დანტეს რელიგიურსა და პოლიტიკურ
შეხედულებებს, ასევე ავტობიოგრაფიულ ფაქტებს.
დანტეს სწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა არის წუთიერი და იგი შემზადებაა საიქიო,
მარადი ცხოვრებისათვის. თუმცა იგი ასევე დაინტერესებულია მიწიერი ცხოვრებით და
აქ იგი რეალისტ მწერლად გვევლინება. პოემის რეალისტური ხასიათი კი თავს იჩენს
თუნდაც იმით, რომ „ღვთაებრივ კომედიაში“ გამოდიან იმ დროს ცნობილი პიროვნებანი,
რომელთაც დანტე ესაუბრება პოლიტიკურ თემებზე. რეალისტური ხასიათი თვით
ნაწარმოების ენაშიაც მოჩანს. „კომედიის“ ენა ძლიერია, მოქნილი და ლამაზი,დანტე არ
ემიჯნება ხალხურ ენას და უხვად იყენებს ხალხურ გამოთქმებსა და სიტყვებს.
ამგვარად, დანტე მორწმუნე ადამიანია, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი,
რომელმაც შეაჯამა ძველი საუკუნის გონებრივი და სულიერი მიღწევები, მას აქვს უნარი
გაიგოს და შეიცნოს ადამიანის ბუნება, მისი სულის მოძრაობა, მისი ვნებათა ღელვა და
გადაიტანოს ეს ყოველივე მხატვრულ ტილოზე, რომელშიც ასევე ჩაქსოვილია
მეცნიერული და ფილოსოფიური შეხედულებები, სიყვარული ბეატრიჩესადმი, სევდა და
სიხარული, ტანჯვა და ოცნება სამშობლოდან დევნილი ადამიანისა, ერთი სიტყვით
დანტემ შეძლო მოეცა სრული სურათი მისი ეპოქის სულისა.
დანტეს ტრადიციების გამგრძელებლად ითვლება ფრანჩესკო პეტრარკა, (1304-1374
წწ). იგი არის პოეტი და მეცნიერი, ანტიკური სიძველით გატაცებული მკვლევარი,
კლასიკური ფილოლოგიის ფუძემდებელი. მან გამოსცა ციცერონის ნაწერები. პეტრარკა
ანტიკურ ტრადიციებსა და ლათინურ ენას ეტრფის. მისი შემოქმედება დიდი გავლენას
ახდენს იტალიურ რენესანსზე. თავის კანცონიერებში, რომლებიც ლირიკული პოეზიის
ჭეშმარიტ ნიმუშებად იქცა, პეტრარკა იყენებს დახვეწილ და მდიდარ ლათინურს. მის
პოეტურ ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია “აფრიკა” და “კანცონები”. პირველი
ვერგილიუსის ენეიდას მიბაძვით დაწერა, მან ხოტბა შეასხა სარდალ სციპიონს,

რომლის ლაშქრობას შედეგად მოჰყვა აფრიკის დაპყრობა და იტალიისადმი


დამორჩილება. ხოლო კანცონებში მან გააერთიანა კანცონა, სონეტი ბალადა, რომლებიც
ავტორმა დაწერა ვინმე ლაურასადმი უდიდესი გრძნობის კარნახით.
პეტრარკას დამსახურება იტალიური პოეზიის წინაშე გახლავთ ის, რომ მან

გაანთავისუფლა პოეზია მისტიკისა და ალეგორიებისაგან და გამსჭვალა ჰუმანისტური


იდეებით.

ჯოვანი ბოკაჩო (Giovanni Bocaccio; დ. 31 დეკემბერი, 1313, პარიზში – გ. 1375,


ჩერტალდო, ფლორენციის ახლოს), იტალიელი მეცნიერი, რენესანსის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნაწარმოების დეკამერონის ავტორია. ტოსკანელი სოვდაგრის და
წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის შვილმა ბავშვობა პარიზსა და ფლორენციაში
გაატარა. ბოკაჩომ უარი თქვა კომერსანტის კარიერაზე და სამართლის შესასწავლად
ნეაპოლში გაემგზავრა. აქ იგი მოხვდა მეფე რობერტ ანჟუელის კარზე, სადაც გაიცნო
ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს,
განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა. სწავლობდა ფრანგი ნოველისტების,
ოვიდიუსის, სენეკასა და ციცერონის შემოქმედებას. მეფის ასულმა მარიამ აქვინელმა
შთააგონა პირველი ნაწარმოებები (რომანი ფოლოკოლო 1336წ. გამოქვეყნდა 1472 წ. და
იტალიურ პოეზიაში ოტავებით დაწერილი პირველი პოემა ფიეზოლელი ნიმფები 1345,
გამოქვეყნდა 1477 წელს.) დეკამერონის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მოთხრობაა
ფიამეტა (1343, გამოქვეყნდა 1472), რომლითაც ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა
ფსიქოლოგიურ რომანს. მასვე ეკუთვნის პოემა ტესეიდე (1339, გამოქვეყნდა 1475წ),
პასტორალი ”ამეტო” (1341, გამოქვეყნდა 1478წ) და პოემა სიყვარულის ხილვა (1342,
გამოქვეყნდა 1521წ.).
1340 წელს ბოკაჩო ფლორენციაში დაბრუნდა. ქალაქის მმართველობამ რამდენჯერმე
საპატიო დიპლომატიური დავალება მისცა მწერალს. ამავე დროს, ბოკაჩო აგროვებდა
ბერძნულ-ლათინურ ხელნაწერებს. ბოკაჩო კუატროჩენტოსა და ახლად ფეხადგმული,
ზეაღმავალი ბურჟუაზიის ტიპიური წარმომადგენელია. ფართო ჰუმანისტური
განათლების მიუხედავად, იგი განმსჭვალული იყო ცრურწმენებით, მერყეობდა
სკეპტიციზმსა და ორთოდოქსიას შორის . ბოკაჩო დანტეს დიდი თაყვანისმცემელი იყო,
პირველმა დაწრა მისი ბიოგრაფია, მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობით ზღვარი დაუდო
საშუალო საუკენეების მისტიციზმსა და ასკეტიზმს, მწერლობაში დაამკვირდა ახალი
ეპოქის ადამიანი. ლათინი კლასიკოსების შესწავლამ და ტოსკანური, კერძოდ,
ფლორენციული ხალხური კილოს ცოდნამ მას შესძინა ბუნებრივი და მოხდენილი ფრაზის
ხელოვნება. ბოკაჩომ დიდი წვლილი შეიტანა მოქნილი და მდიდარი იტალიური
სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. იგი ზოგჯერ იტალიურად წერდა, ზოგჯერ კი
ლათინურად. დეკამერონში იგი ხოტბას ასხამს ბურჟუაზიის ცხოვრების წესს. ამასთან,
პირველად იტალიურ ლიტერატურაში, იყენებს პროზაულ თხრობას, რომელზეც
იგრძნობა პოპულარული ზღაპრების თხრობის მანერის გავლენა. ზეპირმეტყველებიდან
წარმოშობილი თხრობის ამგვარი ტიპი შემდგომში მთელს ევროპაში ვრცელდება.
თუ დანტე და პეტრარკა ითვლებიან იტალიური პოეზიის მამამთავრებად, ბოკაჩოს
მიიჩნევენ იტალიური მხატვრული პროზის ფუძემდებლად.
ბოკაჩოს დეკამერონი დაიწერა 1350-1353 წლებში, გამოქვეყნდა 1471 წელს. ბოკაჩოს
ნოველების ამ კრებულს მართებულად უწოდეს ”ადამიანური კომედია”. ნოველების
უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული
ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საკუნებიის ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა
ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი
მიანიჭა, შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, ხელოსნების ბედნიერი თუ
უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია,
თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეპციას.
დეკამერონის მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის
გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა
გადაამუშავეს ჩოსერმა, შექსპირმა, მარგარიტ ნავარელმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მისემ
და სხვა. თავისი ანტიკლერიკალური და ანტიასკეტური ტენდენციის გამო მომდევნო
წლებში დეკამერონს დევნა დაუწყეს.
1497 წელს სავონაროლამ იგი დაწვა, კათოლიკურმა ეკლესიამ ”აკრძალულ წიგნთა
ინდექსში” შეიტანა. შემდგომში, რაკი ნაწარმოების სრული აკრძალვა შეუძლებელი გახდა,
მისი შესწორება მოინდომეს, მაგრამ პირვანდელი შეურყვნელი ტექსტი ჯერ კიდევ მე14-ე
საუკუნეში გასცდა იტალიის საზღვარს და მალე მთელი კულტურული კაციობრიობის
საკუთრებად იქცა. ბოკაჩოს შემდგომი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლათინურად
დაწერილი თხზულება ღმერთების გენეალოგია, პოემა ყორანი, (1354-55), ღვთაებრივი
კომედიის 17 ქების კომენტარები და სხვა.დეკამერონიდან ამოკრებილი ნოველები
ქართულად თარგმნა და ორ წიგნად გამოსცა თედო სახოკიამ 1928 წელს.
შემდეგი მოღვაწე, ფლორენციელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლო
მაკიაველი გახლავთ, რომელიც ცდილობდა იტალია ექცია უძლიერეს სახელმწიფოდ.
თრაქტატ « ხელისუფალში » მან წამოაყენა ძლიერი მეფის მოთხოვნა, რომ მეფე უნდა
იყოს ლომივით ძლიერი და მელიასავით ცბიერი. მისი მოწოდება იყო მიზანი
ამართლებს საშუალებას ანუ ღალატი, მოტყუება, შურისძიება ხანჯალი და საწამლავი
შეიძლება ყველაფერი გამოიყენოს ადამიანმა დიდი მიზნისათვის, ისეთის, რომელსაც
სამშობლოს ერთიანობა და ძლიერება ქვია. მას ეკითვნის: « მანდრაგორა » და « ოქროს
ვირი », სადაც საუბარია რელიგიის მსახურთა შესახებ.
იტალიური რენესანსის შემდეგი წარმომადგენელია ტორკვატო ტასო, რომელმაც
ადრევე დაიწყო წერა, და დაინტერესდა პოეზიის თეორიის საკითხების შესწავლით.
მას საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს, იგი სრულიად ჯანსაღი ჰერცოგ ალფონს II-ს
ბრძანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, რაკი შეიყვარა ჰერცოგის და
ელეონორა. მან ბევრი დამცირება გადაიტანა, როგორც სულიერი ისე ფიზიკური. მის
შესახებ ბევრი წერდა, მაგალითად გოეთეს აქვს მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ
აღწერილი, პიესაში : « ტოკვატო ტასო ». მისი ცნობილი ნაწარმოებია
« განთავისუფლებული იერუსალიმი » სადაც არის გადმოცემული წარმართებზე
ქრისტიანების გამარჯვება.

* * *
1066 წელს ნორმანებმა ინგლისი დაიმორჩილეს, ნორმანების ენა კი იმდროისათვის
ფრანგული იყო, ამიტომ ფრანგული ენა ინგლისის მმრთველი ფენების ენად იქცა და
მე-14 საუკუნემდე აქ ლიტერატურული ნაწარმოებები სამ ენაზე იქმნებოდა :
ფრანგულად სარაინდო ლიტერატურა, ლათინურად საეკლესიო და სამეცნიერო
ხასიათის შრომები, ანგლო-საქსურად ხალხური ლიტერატურა.
ინგლისი XV საუკუნეში ჩაბმული იყო ასწლიან ომში საფრანგეთთან, ამ ომის
დასრულების შემდეგ კი დაიწყო ფეოდალური დინასტიური ომი, რაც ცნობილია
ალისფერი და თეთრი ვარდების ომის სახელწოდებით, მხოლოდ ამ ომის დამთავრების
შემდეგ შეიქმნა პირობები ქვეყნის განვითარებისათვის.
ინგლისის აღორძინების ლიტერატურის წინამორბედი იყო ჯეფრი ჩოსერი (1340-
1400), რომელიც მიჩნეულია « ინგლისური პოეზიის მამად ». მან პირველმა ჩაუყარა
საფუძველი ინგლისურ სამწერლო ენას. ჩოსერი წარმოშობით ეკუთვნოდა წარჩინებულ
წრეს. 1353 წელს ჩოსერი ტყვედ ჩაუვარდა ფრანგებს, საიდანაც იგი მეფემ გამოისყიდა,
მას ევალებოდა სასახლის ქალბატონების გართობა, მათთვის ამბების თხრობა, რაც
ხელს უწყობდა მის შემოქმედებით საქმიანობას. ჩოსერის შემოქმედების პირველი
პერიოდი მოიცავს 1373-1378 წწ. მეორე პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში კი იგრძნობა
დანტეს, პეტრარკას და ბოკაჩოს კეთილმყოფელი გავლენა. სწორედ ამ პერიოში შექმნა
მან ცნობილი ნაწარმოები “კენტერბერიული მოთხრობები”.
“კენტერბერიული მოთხრობები” კომპოზიციურად დაკავშირებულია იტალიის
ადრინდელი აღორძინების ტრადიციებთან. იგი წარმოადგენს დეკამერონისებურად
დალაგებულ ლექსად დაწერილი ნოველების კრებულს. მას აქვს 800 სტრიქონიანი
პროლოგი, რომელიც ცალკე დამოუკიდებელი ნაწარმოებია და ასევე მნიშვნელოვანი
ნაწილი, თავისი მხატვრული ღირსებით. პროლოგის დასაწყისში ავტორი
მოგვითხრობს, რომ აპრილის თვეში ინგლისის ყოველი კუთხიდან ხალხის მასები
მიემართება აკენტერბერიისაკენ _ წმინდა თომა ბეკეტის საფლავზე სალოცავად.
ერთხელ ლონდონის მახლობლად იგი ხვდება პილიგრიმების (წმინდა ადგილებში
სალოცავად წასული მოგზაური, მომლოცველი) ჯგუფს, 29 კაცის შემადგენლობით,
რომლებსაც გაჰყვება კენტერბერიისაკენ. იწყება თანამგზავრების დახასიათება, აქ არიან
თავმოყრილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.
ნაწარმოები შედგება 24 ნოველისაგან. ყველა ამბავი, რომელსაც ყვებიან
საზოგადოების სხვადასხვა წევრები, შესაბამება მათ სახეს და ყოფას, ხდება
დრამატულ-ტრაგიკულისა და სახუმაროს შერწყმა, აქ გადმოცემულია საყოფაცხოვრებო
სურათები და არ ეხება ავტორი ისტორიულ ამბებს.
ინგლისის აღორძინების სათავეში დგას თომას მორი (1478–1535). მისი ოჯახი
შეძლებული იყო, ამიტომაც ნიჭიერ თომას საფუძვლიანი განათლება მიაღებინეს.
ოქსფორდში თომას მორი გაეცნო ნიდერლანდელ ჰუმანისტს ერაზმ როტერდამელს,
და მათ შორის იდეალური მეგობრობა დამყარდა. 22 წლის ასაკში თომას მორი თავისი
ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგად უკვე თემთა პალატის წევრი გახდა, მაგრამ

იგი მონარქიას დაუპირისპირდა რითაც გაანაწყენა მეფე და ამიტომ გარკვეული


პერიოდი არალეგალურად ცხოვრობდა. დააპატიმრეს მისი მამაც, მან ეკლესიას შეაფარა
თავი. ამ დროს თომას მორის აზროვნებაში მტკიცდება ისეთი იდეები, რომელიც
შემდგომში საფუძვლდ დაედო “უტოპიას”. თომას მორი არ შემოიფარგლა არსებულის

კრიტიკით და მისი უარყოფის აუცილებლობის მტკიცებით (მაგრამ არასგზით


რევოლუციის გზით). მან გამოიყენა მარსილიო ფიჩინოს მიერ ლათინურად თარგმნილი
პლატონის „სახელმწიფო“ და მისი მოდერნიზებული ვარიანტი წარმოადგინა, როგორც
ისეთი წყობა, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს არსებული სახელმწიფოს
ფორმები. თანაც შეეცადა ეჩვენებინა ის ეკონომიკური და სოციალური პრინციპები,
რომლებიც ამგვარი წყობილების განხორციელებას შესაძლებელს გახდიდნენ. მორმა
სხვადასხვა საზოგადოებრივი თანამდებობების გავლით ლორდ კანცლერის
თანამდებობას მიაღწია. მაგრამ მას ბედმა ისიც უჩვენა, რომ ახალ კლასს, ბურჟუაზიას,
ნამდვილი ძალაუფლების მოპოვებამდე ბევრი აკლდა. მორი სიკვდილით დასაჯა
ინგლისის მეფე ჰენრი VIII, რომელიც ერაზმ როტერდამელისა (გერმანელი ჰუმანისტი) და
მორის თანამოაზრედ ითვლებოდა ევროპულ ჰუმანიზმში. მორის ბედი გადაწყვიტა იმან,
რომ მას, ერაზმის მსგავსად, ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ
სურდა, ინგლისური ეკლესია რომისას გამოყოფოდა, რასაც, ანსელმის დროიდან
დაწყებული, მრავალი ინგლისელი ცდილობდა. მორი თავიდანვე დამოუკიდებელ
პოლიტიკას ატარებდა, როგორც ბურჟუაზიის წარმომადგენელი პარლამენტში. 1504 წელს
პარლამენტარმა თომას მორმა მეფე ჰენრი VII-ს (1457-1509) არ მისცა ნება ახალი
გადასახადები შემოეღო. ახალმა მეფემ, ჰენრი VIII შეიძლება ითქვას, აიძულა მორი
კანცლერი გამხდარიყო. თანაც სინდისის თავისუფლება აღუთქვა (66,537). კონფლიქტის
მიზეზი კი ის გახდა, რომ მეფეს მეორე ცოლად ანა ბოლეინის (1507-1536) შერთვა სურდა,
რომის ეკლესიამ კი პირველთან განქორწინების ნება არ მისცა. კათოლიკურმა ეკლესიამ
მორს არ დაუვიწყა დამსახურება. 1887 წელს ნეტარად მიიჩნიეს, ხოლო 1935 წელს
წმინდანად. ინგლისურმა ბურჟუაზიამ კი ოლივერ კრომველის (1599-1658) დროს, 1649
წელს, მეფე კარლოს I (1600-1649) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სისრულეში
მოიყვანა.
თომას მორის „უტოპია“ დაწერილია ლათინურ ენაზე, იგი ავტორმა მიუძღვნა ერაზმ
როტერდამელის მეგობარს, ცნობილ ჰუმანისტს პეტრე ეგიდს., სწორედ მან გამოსცა
პირველად იგი ფლანდრიაში. ინგლისურ ენაზე გამოიცა 1551 წელს. ნაწარმოები
დაწერილია დიალოგის ფორმით და მოგვითხრობს ერთ-ერთი გამოგონილი პერსონაჟი
გითლოდეის შესახებ, რომ თითქოს მას და ასევე ავტორსაც უმოგზაურიათ მსოფლიოს
ირგვლივ, რომლის დროსაც მოხვედრილა კუნძულ უტოპიაზე.
თომას მორის „უტოპია“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში მორი, როგორც
ეკონომისტი, პოლიტიკოსი და სოციოლოგი, ნათლად უჩვენებს ინგლისში ხალხთა ფართო
მასების აუტანელ მდგომარეობას, რომელიც თანდათან უარესდებოდა. დახატულია
ინგლისის გლეხობის უნუგეშო მდგომარეობის სურათი, იმ უსამართლობის შესახებ,
რასაც ყველგან შეხვდება ადამიანი, შრომის პროდუქტს გლეხი ქმნის, მას კი ითვისებს
სხვა, არსებობის საშუალებაც არა აქვს გლეხს, რადგან ართმევენ მიწებს. თომას მორი
აქ კერძო საკუთრების წინააღმდეგი გამოდის. მეორე ნაწილში უჩვენებს იმას, თუ რითი

შეიძლება შეიცვალოს ამგვარი აუტანელი მდგომარეობა. წიგნს ეწოდება „უტოპია, ანუ


ოქროს წიგნაკი, სასარგებლო და ამდენადვე გასართობი საუკეთესო სახელმწიფო წყობისა
და კუნძული უტოპიის შესახებ». აქ ჰუმანისტი ჟილ ეგიდიუსი ესაუბრება მეზღვაურს,
რომელიც ამერიგო ვესპუჩის (1454-1512) პირველი ექსპედიციის მონაწილედ აცხადებს
თავს, მის მიერ (კუნძულ ტაპრობანზე) ნანახი უცნაური სახელმწიფოს შესახებ. იქ არაა
კერძო საკუთრება, ყველა თანასწორია, შრომა ყველასათვის სავალდებულოა, მორალი,
თანამდებობები არჩევითია. შრომის შედეგები ნაწილდება მოსახლეობაში
მოთხოვნილების მიხედვით. არ არსებობს სიკვდილით დასჯა. იგი შეცვლილია მონობით.
მთელი მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია შრომაზე და მეცნიერულ მიღწევებზე.
ნათელია, რომ აქ ბევრია საერთო პლატონთან. უმთავრესი კი ისაა, რომ ორივესთან კერძო
საკუთრება ითვლება სახელმწიფოს ყველა ნაკლოვანების მიზეზად. ძირითადი
განმასხვავებელია ის, რომ მორის უტოპიაში ყველა ადამიანს აქვს ოჯახი, როგორც
სახელმწიფოს საფუძველი. მკვლევრები „უტოპიაში“ ანტიკური და მომდევნო ეპოქების
სოლიდურ ცოდნას ხედავენ. აქ იგულისხმება ავგუსტინეს „ღვთის ქალაქი», ბერძენი
სატირიკოსის, ლუკიანეს (125-180) მემკვიდრეობა, ამერიგო ვესპუჩის შრომები, ერაზმ
როტერდამელი.
თომას მორს, გარდა „უტოპიისა“, ეკუთვნის, საინტერესო ნარკვევი - „ცხოვრება იოანე
პიკუსი, მირანდოლას გრაფისა“, „რიჩარდ III ისტორია“, რომელიც შექსპირმა გამოიყენა
თავისი დრამისათვის და სხვა.
XVI მეორე ნახევარში ინგლისში ჩამოყალიბდა დრამატურგიული ჟანრის
გარკვეული ტრადიცია, როგორც ტრაგედიის, ისე კომედიის ჟანრში. ამ პერიოდში
ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი, რომელთაც განათლება მიიღეს
კემბრიჯის ან ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მაგ: ჯონ ლილი (1554-1606). ჯონ ლილი
ძირითადად კომედიის ჟანრში მუშაობდა, მაგრამ მის სახელთან არის სწორედ
დაკავშირებული ინგლისური პროზაული ჟანრის განვითარება, მას ეკუთვნის ცნობილი
რომანი “ევფუესი და მახვილგონიერების ანატომია”, რომელიც დაწერილია
მაღალფარდოვანი ენით, ე.წ. ევფუისტური სტილით. მისი კომედიებიც ძირითადად
მაღალი ფენებისათვის იყო გამიზნული. განსხვავებით ჯონ ლილის
დრამატურგიისაგან, რობერტ გრინის შემოქმედებას უფრო დემოკრატიული
ტენდენციები ახასიათებს, მის პიესებში მოცემულია სცენები ხალხის ცხოვრებიდან.
ასევე ამ პლეადის წარმომადგენლად ითვლება თომას კიდი, რომლის სახელიც
დაკავშირებულია სისხლიანი ტრაგედიეს ჟანრთან, ანუ აქ ტრაგედია აგებულია მწვავე
ინტრიგაზე და მასში აუცილებლად ხდება მკვლელობა და სისხლისღვრა,
მაგ.”ესპანური ტრაგედია”, სადაც ყველა მთავარი გმირი იღუპება. შემდეგი
წარმომადგენელია ქრისტოფერ მარლო, იგი შექსპირის წინამორბედია.მისი სამი პიესა:
“თემურლენგი” “დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია” და “მალტელი ებრაელი”
ერთ მთავარ აზრს ემსახურება _ დაიმორჩილონ სამყარო. თითოეულის მცდელობა
კრახით სრულდება. მარლო აღორძინების ეპოქის უდიდესი პოეტია, სწორედ მან
დანერგა ათმარცვლიანი ლექსი.

უილიამ შექსპირი. შექსპირი ისეთივე დიდია და მნიშვნელოვანი, მსოფლიო


დრამატურგიაში, როგორც ჰომეროსი ეპიკური შემოქმედების სფეროში. შექსპირი
მოღვაწეობდა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, (1564-1616 წწ) ეს მნიშვნელოვანი ეპოქაა
ინგლისის წარსულიდან, ინგლისი ამ დროს იქცა მსოფლიო სახელოსნოდ და
მსოფლიო ვაჭრობის მთავარ ცენტრად. ინგლისის ხელში გადმოდის კოლონიების
უმრავლესობა. ინგლისის სავაჭრო გემები კი ამ დროს სერავენ მსოფლიო ზღვებს.

ინგლისის აღორძინების ეპოქაში ყველაზე მეტად დრამატურგია განვითარდა.


თეატრი გახდა კლასობრივ ბრძოლაში მებრძოლი ტრიბუნა, რომელსაც მმართველი
კლასები კარგად იყენებდა მასებზე ზემოქმედებისთვის. ყველა სახალხო თეატრი
ლონდონის გარეუბანში იყო განთავსებული, თეატრალურ დასებს სდევნიდნენ, როგორც
გარყვნილების ხელშემწყობ დაწესებულებას. ლონდონში სულ 19 თეატრი იყო.
შექსპირის I ბიოგრაფია 1709 წელს ჯონ როუს მიერ იქნა შედგენილი, რომელიც
შემდგომში შეივსო, მისი წინაპრები გლეხები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ქალაქში
გადმოსახლებულან. თვით შექსპირი დაიბადა 1564 წელს სტრედფორდში, მამა
შეძლებული მოვაჭრე ყოფილა, და გარკვეული პერიოდი საპატიო თანამდებობებზეც
ყოფილა. მან იქორწინა მასზე 8 წლით უფროს ენ ჰეთუეიზე, რომელთანაც შეეძინა 2
ქალიშვილი და 1 ვაჟი, ეს უკანასკნელი კი 11 წლის (ჰამნეტ) მოუკვდა. შემდეგ მას
დაუტოვებია ოჯახი და წასულა ლონდონში, არის ვარაუდი, რომ ის გაჰყოლია
სტრედფორდში საგასტროლოდ ჩამოსულ თეატრის დასს ლონდონში, იქ კი იგი ჯერ
მუშაობს მოკარნახედ, ან რეჟისორის თანაშემწედ, შემდეგ 1593 წელს იგი მსახიობად
შესულა ჯეიმს ბერბეჯის ცნობილ დასში, რომელსაც პირველს დაუდგამს შექსპირის
პიესები. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა ააშენეს ახალი თეატრი
“გლობუსი”, მოგვიანებით შეიძინეს მეორე თეატრიც. შექსპირი თავად ცუდი მსახიობი
ყოფილა, დრამატული საქმიანობა კი ძველი პიესების გადაკეთებით დაიწყო.
ცალკე საკითხია შექსპირის ავტორობის საკითხი, რადგან 1772 წელს Hერბერტ
ლორენსმა წამოაყენა მოსაზრება, რომ შექსპირის სახელით ცნობილი დრამები
შეიზლება ფილოსოფოს ფრენსის ბეკონს ეკუთვნოდესო, რადგან მისი ფსევდონიმი
შექსპირი იყო. დებულება თითქოს უსწავლელ შექსპირს არ შეეძლო ჰქონოდა ასეთი
ერუდიცია, არგუმენტს მოკლებულია. ჰუმანისტების წრეში თვითგანვითარების გზით
შეეძლო შექსპირს ისეთი განათლების მიღება, რომ თანამედროვე აზროვნების
მწვერვალებს დაუფლებოდა.
შექსპირის მემკვიდრეობას შეადგენს 37 პიესა, 2 პოემა, 154 სონეტი. არ არის
შემონახული არც ერთი მისი ავტოგრაფი. შექსპირის შემოქმედება 3 ძირითად
პერიოდად იყოფა: პირველი პერიოდი (1590-1600) როდესაც იქმნება ძირითადად
კომედიები, ოპტიმისტური განწყობილებით ხასიათდება: კომედიებიდან ცნობილია:
ჭირვეულის მორჯულება; ვენეციელი ვაჭარი; უინძორის მხიარული ქალები და სხვ.
ტრაგედიებიდან – რომეო და ჯულიეტა; იულიუს კეისარი; პოემები: ვენერა და ადონისი;
პატივაყრილი ლუკრეცია.
II პერიოდი (1601-1608) უფრო ტრაგიკული განწყობილებით ხასიათდება და ეხება დიდ
და ზოგად პრობლემებს, მაგ.: ჰამლეტი; ოტელო; მეფე ლირი; მაკბეტი.
III პერიოდი (1608-1612) ფორმით სინთეტური ხასიათისაა, მეოცნებე განწყობილებაა
კომედიებში, მაგრამ დრამატული პრობლემების შემცველი, რომანტიკული პერიოდია.
ძოგჯერ ტრაგიც-კომედიასაც უწოდებენ: ზამთრის ზღაპარი; ქარიშხალი; ჰენრი VIII.
შექსპირის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ისტორიულ თემატიკას. მისი
ისტორიული ტრაგედიები 2 ჯგუფად იყოფა: I-ს მიეკუთვნება ქრონიკები, ხოლო II-ს
ისტორიული ტრაგედიები ანტიკური რომის ისტორიიდან. შექსპირის ამ ტიპის პიესები
ეხებიან XIII საუკუნის დასაწყისიდან XV საუკუნის დასასრულამდე. Iგი იღებს
მხოლოდ ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ
მეფის სახელთან. ავტორის მთავარი ამოცანა იყო გამოეხატა ინგლისის წარსულის
სოციალ-პოლიტიკური ვითარება და მისი წამყვანი ტენდენციები. ელისაბედის ეპოქაში
220 ისტორიული ტრაგედია შეიქმნა ინგლისელი დრამატურგებია მიერ. ვერც შექსპირი
აუვლიდა გვერდს ამ მოვლენას, მისი “ქრონიკები” აშუქებს როგორც სოციალ-
პოლიტიკურ საკითხებს, ასევე თანამედროვე-ობის აქტუალურ საკითხებსაც.
“ქრონიკების” I ნაწილში ის აღწერს პლანტაგენტების დინასტიას, მეფე ჯონი, რიჩარდ
II, და მათ მიაკუთვნებს სუსტ მეფეებს. “ქრონიკების” II ნაწილში ლანკასტების
დინასტიაზე საუბრობს, ჰენრი IV, ჰენრი V, ჰენრი VI. ჰენრი V-ს ახასიათებს როგორც
ძლიერ და იდეალურ მეფეს. ერთი “ქრონიკა” რიჩარდ III-ს ეხება, იორკების დინასტიის
მეფობას.

“რომეო და ჯულიეტა”. ამ ტრაგედიის ფაბულისათვის შექსპირმა გამოიყენა


ინგლისელი პოეტის ბრუკის პოემა. ხოლო ამ უკანასკნელმა კი იტალიური ნოველა.
ამ ტრაგედიის მოქმედებაც იტალიაში ხდება. რომეო და ჯულიეტას სიუჟეტი, როგორც

ახალგაზრდა შეყვარებულების ტრაგიკული ბედი, რომელთა ოჯახებს მტრობა აქვთ,


სხვადასხვა ფორმით ცნობილია ანტიკური პერიოდიდან.
(ოვიდიუსის მეტამორფოზები და სხვ.) შექსპირის პიესაში მოქმედემა ხდება ვერონაში.
ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის ისტორია, რომლებიც
იღუპებიან მათი ოჯახების საგვარეულო მტრობის გამო. რომეო (მონტეგი)
და ჯულიეტა (კაპულეტი) საიდუმლოდ დაიწერენ ჯვარს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ
რომეოს შემოაკვდება კაპულეტების ნათესავი ტიბალტი. ამის შემდეგ რომეოს აძევებენ
ვერონიდან, ხოლო ჯულიეტას მამა გადაწყვეტს ქალიშვილი მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ მიათხოვოს პარისს. ჯულიეტა სვამს ძილის წამალს რათა ის მკვდარი
ეგონოთ, მაგრამ რომეოს, რომელმაც არაფერი იცის ამ ოინის შესახებ, ის ნამდვილად
მკვდარი გონია, ის საწამლავით თავს იკლავს მის საფლავზე. გამოფხიზლებული
ჯულიეტაც იკლავს თავს, როცა შეხედავს მკვდარ რომეოს. მოხუცი მშობლები მხოლოდ
ამის შემდეგ გადაწყვეტენ დაამთავრონ უაზრო ქიშპი.
შექსპირის ეს ტრაგედია სიყვარულის დიდი ჰიმნია. არავის გამოუხატავს მსოფლიო
ლიტ-ში სიყვარულის ასეთი მძაფრი ტრაგედია. აქ მოცემულია ძველისა და ახლის
შეჯახება, პიროვნული მოტივი და სიყვარულის ტრაგედია; სოციალური დრამატული
კონფლიქტი და ფეოდალური შუღლის მკაფიო სურათები.
“ჰამლეტი”. შექსპირის შემოქმედება უმაღლეს საფეხურს აღწევს II პერიოდში.
“ჰამლეტი” – შექსპირის შემოქმედების გვირგვინი და მსოფლიო დრამატურგიის
მწვერვალია. იგი ღრმა ფილოსოფიური დრამაა. პიესა დაწერილია დაალხოებით 1599-

1601 წლებში. მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული ჰამლეტის


შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის, მკვლელობის
გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის, რომლის მეუღლე გარდაცვლილი მეფის ქვრივი,
ჰამლეტის დედაა. ჰამლეტი არის ტიპი ინგლისის აღორძინების მოწინავე ჰუმანისტი
ინტელიგენტისა. ჰამლეტი, მაღალი იდეალების მატარებელი პიროვნება ავტორმა
დაუპირისპირა მთელ გახრწნილ სასახლესა და არისტოკრატიას. შექსპირმა გენიალური

სიღრმით გამოხატა კეთილშობილი ადამიანის პიროვნული ტრაგედია გახრწნილ


გარემოში, ყველა დამიანისათვის ახლობელია ჰამლეტი და შეიძლება ითქვას ჰამლეტი
ეს ჩვენ ვართ, ეს ყველა ჩვენთაგანია.
„ოტელო“. ოტელო გამოხატავს ეპოქის და თვითონ ავტორის პროგრესულ-ჰუმანურ
იდეალებს. მასში დაგმობილია რასობრივი პრინციპი, ანგარება, ცბიერება, ვერაგობა,
ეგოიზმი, რომელსაც ავტორი უპირისპირებს სიმართლეს და პატიოსნებას. ეს ტრაგედია
გამოირჩევა თავისი დრამატიულ-სცენიური ღირსებით. « ოტელო » გამოხატავს

ქვეყნისათვის თავდადებული მებრძოლის უანგარო და კეთილშობილი პიროვნების


ტრაგედიას. ოტელოსა და იაგოს დაპირისპირებით შექსპირმა შექმნა 2 ტიპიური სახე
თავისი ეპოქის ახალი ადამიანებისა. ოტელოს დაღუპვა გარდუვალი აუცილებლობაა,
რადგან მან, მავრმა დეზდემონა შეიყვარა, ვენეციელი წარჩინებული, ამით კი ვენეციის

სენატორის პირადი ღირსება შებღალა და გამოიწვია მაღალი საზოგადოების


აღშფოთება, ამიტომ ეს შექსპირმა კერძო პიროვნული მოტივის ფორმაში გამოხატა. ამ
ტრაგედიის გენიალობა გამოიხატება მთავარი გმირის პიროვნულ-ადამიანური
განცდების უძლიერესი ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოცემაში. ტრაგედიაში

მოქმედება ვენეციასა და კვიპროსზე ვითარდება. პიესა იწყება იმით, რომ ვენეციის


სენატორის სახლში ახალგაზრდა აზნაური როდრიგო საყვედურობს თავის მეგობარ
იაგოს, ოფიცრის წოდება ოტელოს ხელიდან როგორ მიიღეო. საქმე ის არის, რომ ოტელო,
ვენეციის რესპუბლიკის სამსახურში ჩამდგარი ცნობილი მხედართმთავარი, შავკანიანია -
მავრი (ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადარ
მუსლიმ მოსახლეობას); ოტელო ბრაბანციოს მშვენიერ ქალიშვილს, დეზდემონას
შეუყვარდება და ცოლად გაჰყვება. ტრაგედიის საფუძველი მზაკვრობა და ეჭვიანობაა -
ოტელოს დაარწმუნებენ, რომ დეზდემონა ღალატობს. ისიც იჯერებს ცილისწამებას, რასაც
ტრაგიკული შედეგი მოჰყვება... „ოტელო“ დაიწერა 1604 წელს, სცენაზე დაიდგა 1606
წელს, გამოიცა 1622 წელს.
„მეფე ლირი“. უილიამ შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირი“, დაფუძნებულია
ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიაზე. სხვა ტრაგედიებთან ერთად ამ
ტრაგედიაშიც ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და
ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა. „მეფე ლირი“, ისევე, როგორც
„ჰამლეტი“ უილიამ შექსპირის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. პიესის მოქმედება
ბრიტანეთში ხდება, ლეგენდარული მეფე ლირის ზეობისას. მოხუცი მეფე გადაწყვეტს,
სამეფო თავის სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, თვითონ კი ქვეყნის მართვას ჩამოშორდეს.
იმის გადასაწყვეტად, თუ ვის რა წილი შეახვედროს, ლირი სამივეს ჰკითხავს, უფრო
მეტად რომელს უყვარს მამა. უფროსი ქალიშვილები მეფეს მაამებლური სიტყვებით
აავსებენ, უმცროსი კი უარს იტყვის პირფერობაზე, რადგან მისი სიყვარული ამაზე მაღლა
დგას. განრისხებული ლირი გააძევებს - ასე იწყება პიესა, რომელიც უდიდესი ტრაგედიით
მთავრდება... „მეფე ლირი“ 1604-1606 წლებში დაიწერა და 1606 წელს დაიდგა (პრემიერას
ჯეიმს I ესწრებოდა), გამოქვეყნდა 1608 წელს. ქართულად ითარგმნა XIX საუკუნის მეორე
ნახევარში, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ (სწორედ მათ დაუდეს საფუძველი
შექსპირის ქართულად თარგმნის კლასიკურ ტრადიციას).
„მაკბეტი“. ტრაგედიაში "მაკბეტი" მოქმედება ხდება შოტლანდიასა და ინგლისში. პიესა
იწყება სამი ალქაჯის საუბრით. ამ დროს შოტლანდიის მეფე დუნკანი შეიტყობს, რომ
მისმა გულადმა მხედართმთავარმა მაკბეტმა დაამარცხა აჯანყებული მაკდონალდი და
ირლანდიელები, შემდეგ კი ნორვეგიის მეფე, რომელსაც მისი ერთ-ერთი დიდებული,
კავდორის ტანი ("ტანი" - წოდებაა) მიემხრო. მეფე დუნკანთან მიმავალი მაკბეტი და მეორე
სარდალი, ბანქო სამ ალქაჯს შეხვდებიან. ალქაჯები მაკბეტს უწინასწარმეტყველებენ, რომ
კავდორის ტანის წოდებას მიიღებს და შოტლანდიის მეფეც კი გახდება. მხედართმთავრის
ცოლი, წინასწარმეტყველებით გახარებული, უბიძგებს პატივმოყვარე მაკბეტს, მოკლას
მეფე დუნკანი, რომელიც მათ ციხე-კოშკში ათევს ღამეს. მაკბეტი თავიდან ყოყმანობს,
მაგრამ მერე თანხმდება - ასე იკვრება კვანძი პიესაში, რომლის გახსნაც გულისშემძვრელ
მოვლენებს გულისხმობს: სისხლსა და სიკვდილს... "მაკბეტი" დაიწერა 1606 წელს, და
იმავე წელს დაიდგა ლონდონში, ჰემპტონ ქორთის სასახლეში ითამაშეს. შემდეკ კი - 1611
წელს, თეატრში "გლობუსი", დაიბეჭდა 1623 წელს.
შექსპირის გავლენა ევროპულ კულტურაზე განუზომელია. თანამედროვე ადამიანი
განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი მის შემოქმედებას არ იცნობს.

თემა: აღორძინების ეპოქის ნიდერლანდური და გერმანული ლიტერატურა. აღორძინების


ეპოქა საფრანგეთში. ფ.რაბლე;

ქვეთემები: გერმანული ჰუმანიზმი და რეფორმაციის ეპოქის ლიტერატურა; გალაშქრება


ფეოდალური კლერიკალიზმის წინააღმდეგ (,,ბნელ ადამიანთა წერილები”). გერმანული
ჰუმანიზმის უმთავრესი ხასიათი; გერმანელი ჰუმანისტების ინტერესთა ცენტრი; ღატაკთა
პროტესტის ასახვა გერმანულ ლიტერატურაში (,,ტილ უილენშპილგელი”). გერმანული

ხალხური წიგნები – ჭეშმარიტი ხალხური შემოქმედების ძეგლები; ფრანგული


აღორძინების ზოგადი დახასიათება; აღორძინების ადრინდელი პერიოდი (მარგარიტა
ნავარელი, კლემან მარო,ბონავენტურა დეპერიე); ფრანგული აღორძინების ყველაზე
უნივერსალური წარმომადგენელი – ფრანსუა რაბლე; ალეგორიულ–სატირიკული
გროტესკი, ავტორის მსოფლმხედველობისა და შემოქმედების ევოლუცია გრანდიოზულ
რომანში – „გარგანტუა და პანტაგრუელი.“

გერმანიაში ჰუმანისტური მოძრაობა მიმართული იყო, ფეოდალურ-კათოლიკური


ობსკურანტიზმის წინააღმდეგ. XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა
ჰუმანისტური იდეოლოგია (ერაზმ როტერდამელი, იოჰან როიხლინი, ულრიჰ ფონ
ჰუტენი), რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. 1517
წელს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა გამოაკრა კათოლიციზმის და
ინდუგლენციებით ვაჭრობის საწინააღმდეგო „95 თეზისი“ ვიტენბერგის ეკლესიის
კარებზე, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიჰ
ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი
რეფორმატორებისა (თომას მიუნცერი, ჰანს ბულგენბაჰი) და კათოლიკების
დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526). 1526 წელს
ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის
საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა
გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული
ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს
კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი
”პროტესტანტი”. რ ე ფ ო რ მ ა ც ი ა - ასე ეწოდება მსოფლიო ისტორიის ერთერთ
უმსხვილეს მოვლენათაგანს, რომლის სახელითაც აღინიშნება ახალი დროის მთელი
პერიოდი, რომელიც მოიცავს XVI ასწლეულსა და XVII-ის პირველ ნახევარს
(„რეფორმაციული პერიოდი“, 1517-1648). თუმცა კი ხშირად ამ მოვლენას უწოდებენ
უფრო განსაზღვრულად რელიგიურ (ანუ საეკლესიო) რეფორმაციას, მაგრამ
სინამდვილეში მას ჰქონდა გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა, წარმოადგენდა რა
მნიშვნელოვან მომენტს დასავლეთ ევროპის როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ,
კულტურულ და სოციალურ იატორიაში. თავად ტერმინი რეფორმაცია, რომლითაც XVI
ს.-ში დაიწყეს მხოლოდ განსაკუთრებით საეკლესიო გარდაქმნების აღნიშვნა,
თავდაპირველად, XV ს.-ში გამოიყენებოდა საერთოდ ყოველგვარი სახელმწიფო და
საზოგადოებრივი გარდაქმნების მიმართ; მაგალითად გერმანიაში, რეფორმაციული
მოძრაობის დაწყების წინ, ძალზედ დიდი გასაქანი ჰქონდა მსგავსი გარდაქმნების
პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ სახელწოდებებს: „სიგიზმუნდის რეფორმაცია“,
„ფრიდრიხ III-ის რეფორმაცია“ და ა. შ. XVI ს., როდესაც რელიგიური საკითხები და
საეკლესიო კამათები გადმოვიდა პირველ პლანზე, ტერმინმა რეფორმაცია მიიღო უფრო
ვიწრო აზრი. რეფორმაცია დასავლეთ ევროპაში ვრცელდებოდა ცნობილი
თანამიმდევრობით (თანდათანობით). დაიწყო იგი ერთდროულად XVI ს. 20-იან წლებში,
გერმანელი ერის მიერ დაკავებული ტერიტორიის ორ პუნქტში – ვიტენბერგსა და
ციურიხში, ამასთან მის ხელმძღვანელებად გამოვიდნენ ლუთერი (XVIII, 258) და ცვინგლი
(იხ.). ლუთერანობა (XVIII, 253) ცვინგლიანობისგან განსხვავდება მისტიციზმის უფრო
მეტი ნარევით; მას გააჩნია მონარქიული ხასიათი, ცვინგლიანობას – რესპუბლიკური
(შვეიცარიის გარდა იგი გავრცელდა დასავლეთ გერმანიის საიმპერიო ქალაქებშიც). ოციან
წლებშივე პროტესტანტიზმი (ლუთერანობა) დამკვიდრებას იწყებს პრუსიაში, დანიასა და
შვედეთში, ნელ-ნელა მოიცვა რა, XVI ს. შუახანებისთვის, ბალტიის ზღვის მთელი
ნაპირები. თავად გერმანიაში ყველა სამთავროს, რომელმაც მიიღო რეფორმა, ეს ერთსა და
იმავე დროს არ გაუკეთებია; ბევრი მიწა პროტესტანტობაში გადავიდა მხოლოდ შემდგომ
ორ ათწლეულში. აღნიშნული ტერიტორიისა და ინგლისის გარდა, რომელმაც თავისი
კავშირები რომთან გაწყვიტა 30-იან წლებში და დააარსა განსაკუთრებული ეკლესია,
საუკუნის შუახანებამდე იყო კათოლიციზმისგან ჩამოშორების მხოლოდ ერთეული
შემთხვევები. ამ პერიოდის ბოლოს პროტესტანტიზმის ახალ ფორმას წარმოადგენს
კალვინიზმი (XIV, 100), რომლის ორგანიზება მოხდა თავიდან ჟენევაში (აქედან არის მისი
სახელწოდება: „პროტესტანტული რომი“). ჟენევიდან 50-იან და 60-იან წლებში
რეფორმაციული მოძრაობა ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, სადაც კალვინის მიმდევრები
ღებულობენ სხვადასხვანაირ სახელწოდებებს: საფრანგეთში – ჰუგენოტები (იხ.),
შოტლანდიაში – პრესვიტერიანები (XXV, 73-74), ნიდერლანდებსა და გერმანიაში –
რეფორმატები, დაახლოებით ამ დროს წარმოიქმნება კათოლიკური რეაქცია და წყდება
ძველი ეკლესიისგან მთელი ქვეყნების ჩამოშორება. XVI ს. რელიგიური რეფორმაცია
დაიწყო გერმანიაში, სადაც იგი შეუერთდა მთელ პოლიტიკურ და სოციალურ
რევოლუციას (შეადარეთ VIII, 449). რეფორმაციის მიზეზები არსებობდა ყველგან, მაგრამ
გერმანიაში ისინი მოქმედებდა განსაკუთრებით ძლიერად, რადგანაც ერთის მხრივ
იშვიათი იყო ისეთი ქვეყანა, სადაც რელიგიურობა გამოირჩეოდა ისეთი ინტიმური,
მორალური ხასიათით, როგორც მაშინდელ გერმანელ ხალხში, ხოლო მეორეს მხრივ არც
თუ ბევრი ერი იმყოფებოდა ისეთ დამცირებაში რომის კურიის წინაშე, როგორც
გერმანელი ერი: მისი პოლიტიკური უძლურება ნოყიერი ნიადაგი იყო პაპის
პრეტენზიების განვითარებისთვის. გერმანიის რელიგიური განწყობილება ვლინდებოდა
ბიბლიის თარგმანებსა და საეკლესიო გალობის განვითარებაში ჯერ კიდევ ლუთერამდე;
თავისი სახელგანთქმული თარგმანითა და თავისი საღვთისმსახურო ლირიკით მან
მხოლოდ დაჩრდილა უფრო ადრინდელი გამობრწყინვებანი მისწრაფებისა ეკითხათ წმ.
წერილი და ელოცათ მშობლიურ ენაზე. შემდეგ, ეს რელიგიური განწყობილება
ვლინდებოდა მისტიკური წრეების წარმოქმნაში, „საერთო ცხოვრების ძმების“
ღვთისმოსავ შრომებში, ჰუმანისტური მეცადინეობებით ღვთისმეტყველებაში ახალ
საწყისებზე, ფარული მწვალებლების (ერეტიკოსების) არსებობაში, საეკლესიო რეფორმის
თაობაზე მუდმივ ზრუნვაში, რომლის გატარებასაც ვარაუდობდნენ ახალ მსოფლიო
საეკლესიო კრებაზე. როგორც პოლიტიკური მთლიანობა, გერმანია ამ ეპოქაში
იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში, რომელმაც
შეწყვიტა ერთიან სახელმწიფოდ ყოფნა, მაგრამ საბოლოოდ არც სამთავროებისა და
თავისუფალი ქალაქების უბრალო ფედერაციად არ გადაქცეულა. დიდი ხანია უკვე
იგრძნობოდა აქ სახელმწიფო რეფორმის აუცილებლობა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას
მისი ქაოსური მდგომარეობიდან. მთავარ პოლიტიკურ საკითხს შეადგენდა საკითხი
საიმპერიო და სამთავროების ხელისუფლებათა ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ.
რეფორმაციის ეპოქის ერთ–ერთი პირველი წარმომადგენელი გახლავთ იოჰან
როიხლინი (1455–1522), მრავალი ენის მცოდნე და ღრმად განათლებული პიროვნება,
რომელიც მონაწილეობდა პოლიტიკურ ბრძოლებში, მის სახელთან არის
დაკავშირებული „განათლებული ადამიანების წერილები“, რასაც მოყვა „ბნელი
ადამიანების წერილები“, რომლის II ნაწილი ჰუტენმა შექმნა. ჰუტენი ამხელდა
სამღვდელოების სქოლასტიკურ ცრუმეცნიერებას და გახრწნილობას. გამოდიოდა საერო
კულტურის განვითარების მომხრედ, თავის პუბლიცისტიკაში ოსტატურად იყენებდა
კათოლიკური დოგმების კრიტიკის რაციონალისტურ მეთოდს. გერმ. რეფორმაციის
დაწყების შემდეგ, მიემხრო მარტინ ლუთერის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციას.
მოითხოვდა, აშკარა ომს, პაპობასა და მთავრებთან. მონაწილეობდა რაინდთა
აჯანყებაში გერმანიაში 1522-1523 წწ., რომლის დამარცხების შემდეგ გაიქცა შვეიცარიაში,
სადაც მალე გარდაიცვალა. ჰუტენს ეკუთვნის სატირულ-პოლემიკური ლექსები,
დიალოგები, მოწოდებები, ღია წერილები, პამფლეტები, რომელიც მიმართული იყო პაპის
წინააღმდეგ. წერდა ჯერ ლათინურ ენაზე, შემდეგ გერმანულ ენაზე.
შემდეგი წარმომადგენელია მარტინ ლუთერი (1483–1546), გერმანელი ბერი,

მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. იგი წარმოშობით


გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. რომელმაც შექმნა თანამედროვე გერმანული პროზა, მისმა

სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი


დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და
კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.
1509 წელს, ლუთერმა მიიღო ,,ბიბლიის ბაკალავრის” წოდება, ხოლო ერფურტში
დაბრუნებისას მას მიენიჭა ,,სენტენციარიის” ტიტული. მარტინ ლუთერის ცხოვრებაში
დიდი როლი შეასრულა იოჰან ფონ შტაუფიცმა. ის იყო მისი მასწავლებელი და დამცველი,
მან დიდი როლი შეასრულა გერმანელი ავგუსტინელების გაერთიანებაში. მარტინ
ლუთერი იყო იმ ორ ბერს შორის ერთ-ერთი, რომელიც რომში გააგზავნეს, რათა მათ
ეცნობებინათ ოპოზიციური შეხედულებანი. ეს იყო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე
გრძელი მოგზაურობა და როგორც ღრმა კათოლიკე, ის იყო შეურაცხყოფილი რომის
სულიერების სიმსუბუქით, მარტინის მისია კრახით დამთავრდა და ამის შემდეგ იგი
გახდა ლოიალური მომხრე შტაუფიცის იდეოლოგიისა.
1512 წლის 19 ოქტომბერს ლუთერმა დოქტორის წოდება მიიღო, ეს ხარისხი კიდევ
უფრო ცვლიდა მის სტატუსს საზოგადოებაში, ის ხელმძღვანელობდა ბიბლიის
თეოლოგიის კათედრას, სწორედ ეს იქნა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ. ის ასწავლიდა
სტუდენტებს და ამას თვლიდა თავის მთავა მიზნად. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ
ჯანმრთელობის გაუარესებამ და სიბერემ არ შეუშალა ხელი. ის ყოველთვის ასრულებდა
იმ წესებს, რასაც მისგან მოითხოვდა მისი ორდენი, მაგრამ მალე ის დადგა ახალი
სირთულეების წინაშე. ის ებრძოდა თავის თავში ეჭვს, მან ისწავლა მოთმინება, მაგრამ
ამით ის ვერ იღებდა სიამოვნებას. თავის სულიერ ძმებთან ურთიერთობით მან ვერ იპოვა
პასუხები ,,ოკამისტების” თეოლოგიათი. მარტინ ლუთერი ხვდებოდა, რომ ღმერთის
მიმართ მორჩილება მდგომარეობდა არა მის სიყვარულში, არამედ შიშში. ის ბევრს
ფიქრობდა თუ როგორ გადაეწყვიტა ეს დილემა და ბოლოს ის მიხვდა, რომ ღვთის
მართლმსაჯულება მდგომარეობდა იმაში თუ მორწმუნე როგორ ცხოვრობდა. ლუთერმა
შეძლო ამოეხსნა ბიბლიის ის ნიუანსები რასაც აქამდე ვერ სცემდა პასუხს და მან დაიწყო
ქადაგება თავის მონასტერში 1511 წლიდან. მისი კათედრა იყო მისი ქადაგების ცენტრი.
ის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადასცემდა ბიბლიის შინაარსს და უკავშირებდა მას, მათ
ცხოვრებას. 1515 წლის აპრილიდან ის 11 სხვადასხვა მონასტრის ეპისკოპოსი იყო. ამით
მან უფრო დიდი გამოცდილება მიიღო. იმ დროისთვის წარმოიქმნა კრიზისი ევროპის
ბევრ უნივერსტიტეტში და ახალი უნივერსიტეტი, რომელიც არსებობდა ვიტენბერგში
განიცდიდა თვითგამორკვევის აუცილებლობას. ლუთერის მისვლამდე ამ
უნივერსტიტეტის წამყვანი პროფესორი მარტინ პოლიხი განიცდიდა ჰუმანისტების
გავლენას. უნივერსიტეტში ლუთერის მისვლის შემდეგ, მან განახორციელა თავისი ახალი
პროგრამა და არისტოტელეს და სხვა ფილოსოფოსთა მოსაზრებებით გაამყარა ბიბლიური
ჰუმანიზმი და მიმართა ბიბლიის სწავლებას. მან გამოიყენა ებრაული, ბერძნული და
ლათინური ენების გამოცდილებები, ,,წმინდა მამების” წერილები და ნათრომები. მან
შექმნა თავისი ახალი პროგრამა. ლუთერს ამ პროგრამის უნივერსიტეტში
განსახორციელებლად დაეხმარნენ მისი კოლეგა კარლ შტადტი და ახალგაზრდა ფილიპ
მალანხტონი. 1517 წელს მან დაამთავრა ამ პროგრამის შექმნა, მაგრამ მან ვერ შეძლო
მთლიანად მთელს ქვეყანაში განეხორციელებინა იგი. მხოლოდ ვიტენბერგში ბატონობდა
მისი თეორია. მართალია, მაშინ მისი თეორიის მიმდევრები ცოტანი იყვნენ, მაგრამ
მოგვიანებით მის ამ თეორიას სხვა ბედი ელოდა. ლუთერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ
მისი თეორიები დაუდებდნენ საფუძველს ახალ რეფორმებს, რომელსაც შემდგომ მთელი
დასავლური ქრისტიანული სამყარო გაიზიარებდა. მარტინ ლუთერი
გარდაიცვალა 1546 წლის 18 თებერვალს ქ. ეისლებერნში. გერმანელი ხალხისათვის
ლუთერი არის განათლების, მუსიკის რეფორმატორი, მათ შორის, პროტესტანტული
გალობისა. განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება საერთო გერმანული
სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების საქმეში, რაც ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნით
დაიწყო.
გერმანული ლიტერატურის კიდევ ერთი გამოჩენილი მოღვაწეა ჰანს ზაქსი, რომელმაც
თავის შვანკებსა და ფასტნახტშპილებში ასახა ხალხის ფართო ფენების ყოველდღიური
ყოფა და დასცინა უქნარა და ცუღლუტ ბატონებს. რაც შეეხება როიხლინს, მან თავისი
გახმაურებული წიგნით - „კაბალისტური ხელოვნება“ (1494) - უნდობლობის ატმოსფერო
შექმნა მაშინ ძალზე გავრცელებული მაგიისა და ასტროლოგიისათვის. სწორედ
როიხლინის წრიდან გამოვიდა სქოლასტიკური განათლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე
კრიტიკა - „ბნელი ადამიანების წერილები“ (1517). ამ კრებულის ერთ-ერთი ავტორი იყო
თავად როიხლინი, პაპის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის დაუღალავი აგიტატორი.
აღორძინების ეპოქის ცნობილი წარმომადგენელია ერაზმუს როტერდამელი (1466–
1536), დეზიდერიუსი, რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი კათოლიკე
ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი. იგი
ევროპული ჰუმანიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, გამოჩენილი იტალიელი
ფილოლოგის და ჰუმანისტის ლორენცო ვალას მიმდევარი. პიკო დელა მირანდოლას
მოწაფე იოჰანეს როიხლინთან და გერმანული ჰუმანიზმის დიდ წარმომადგენელ, ცნობილ
პოეტ ულრიხ ფონ ჰუტენთან (1488-1523) ერთად, მან საფუძვლიანად შეარყია
კათოლიციზმის ზნეობრივი ავტორიტეტი არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ
ევროპაში. ერაზმს ცნობილმა ჰოლანდიელმა მოაზროვნემ იოანეს ჰუიზინგამ (1872-1945),
გახმაურებული წიგნის, „ჰომო ლუდენს“-ის ავტორმა, თავის ნაშრომში „ერაზმი და
რეფორმაციის ეპოქა“ (1924), „ევროპის ისტორიაში თანამედროვე გაგებით პირველი
ინტელექტუალი“ უწოდა. მარტინ ლუთერი ძირითადად წერდა ლათინურ ენაზე. მან
უარყო შუა საუკუნეები სწავლა–აღზრდის სისტემა. გამოსცა «ახალი აღთქმა» ბერძნულ
ენაზე, დაურთო საკუთარი ლათინური თარგმანი, რომელიც საფუძვლად დაედო
ლუთერის ბიბლიის თარგმნას. გამოსცა ანტიკურ ავტორთა და ეკლესიის მამათა
კრიტიკული ჟანრის თხზულებები. ჰუმანისტური იდეები ლიტერატურაში ყველაზე
უფრო სრულყოფილად ერაზმ როტერდამელმა გამოხატა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი
მხატვრული ნაწარმოებია სქოლასტიკის წინააღმდეგ მიმართული სატირა – "ქება
სისულელისა", რომელშიც იგი ამხელს გაბატონებული ეკლესიის მანკიერებას,
შუასაუკუნეობრივ ჩამორჩენილობას, უმეცრებას, აკრიტიკებს მთავრებსა და ომისმოყვარე
თავადებს. ავტორი იძლევა მძაფრ სატირას დასავლეთ ევროპის სინამდვილეზე, კერძოდ

გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ერაზმის აღნიშნულ


ნაშრომში ქალბატონი სისულელე ამტკიცებს, რომ მას დიდი (უდიდესი თუ არა)
მნიშვნელობა აქვს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. მის გარეშე არაფერს არ ექნებოდა არც საღი
აზრი და არც ლაზათი. მას უდავოდ მიაჩნია, რომ სისულელე და სიბრძნე განუყრელნი
არიან და გადადიან ერთმანეთში. ერაზმ როტერდამელის მიზანი იყო ანტიკურობის და
ქრისტიანობის სინთეზით ქრისტიანული ჰუმანიზმის დაფუძნება. თავის თვალსაზრისს
მან «ქრისტეს ფილოსოფია» უწოდა. მისთვის უმთავრესი იყო ადრინდელი ქრისტიანობის
აღორძინება და ამასთან დაკავშირებით ანტიკური მეცნიერებისა და ხელოვნების
დაფასება. მასვე ეკუთვნის ანდაზების კრებულები («Adagia»,1500), დიალოგები
("შინაური საუბრები", 1518), კომენტარები, ფილოლოგიური თხზულებანი.
ფილოსოფიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტრაქტატი «ქრისტიანი მეომრის
ხანჯალი»(1502).
აღორძინების ეპოქის გერმანულ ლიტერატურაში პოპულარობით სარგებლობდა
ხალხური წიგნები : „ტილ ოილენშპიგელი“, „შილდბიურგერები“ და „დოქტორი
ფაუსტი“, რომლებიც ხალხის ყოფას და სიბრძნეს წარმოაჩენდნენ, ამასთან
უფლებებისთვის და ობსკურანტიზმთან ბრძოლას.

* * *
საფრანგეთი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ ევროპაში ყველაზე ძლიერ
და გაერთიანებულ სახელმწფოს წარმოადგენდა. მან დაიწყო დაპყრობითი ომები
იტალიის წინააღმდეგ, კარლოს მერვეს დროს დაწყებული ეს ომები ფრანცისკ I-ს
დროს დამთავრდა, დამპყრობელი საფრანგეთი ძარცვავდა იტალიას, ხოლო იტალიელი
ხალხის წინააღმდეგობა ფრანგების მიმართ გაძლიერდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ
ომების, შედეგად საბოლოოდ საფრანგეთის ტერიტორიული გაფართოება იტალიის
ხარჯზე არ მოხდა, პირიქით, ხშირად ფრანგი ჯარისკაცების მარცხით მთავრდებოდა,
რომლების შეიჭრებოდნენ ხოლმე იტალიაში. თუმცა საფრანგეთის სასარგებლოდ უნდა
ითქვას, რომ იტალიაში ლაშქრობებმა დიდი გავლენა იქონია ფრანგული კულტურის
განვითარებაზე. საფრანგეთის ქალაქები (XVI) მალე მოიფინა იტალიური
ხურთმოძღვრული ხელოვნებით.
საფრანგეთმა აღორძინების კულტურას XVI საუკუნეში მისცა მსოფლიო
მნიშვნელობის მრავალმხრივი ცოდნის ჰუმანისტი მეცნიერები და ფილოსოფოსები,
მაგ: ლეფევრ დეტამპლი, ჟიიომ ბიუდე. დეტამპლმა ბიბლია გადმოთარგმნა ფრანგულ
ენაზე. ხოლო ბიუდეს სახელთან არის დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი
ჰუმანისტური ცენტრის ჩამოყალიბება პარიზში, რომელსაც მოგვიანებით საფრანგეთის
კოლეგია დაარქვეს. შემდეგ იგი ზუსტ მეცნიერებათა შემსაწავლელ სამეცნიერო
ცენტრად იქცა. ხალხთა ინტერესებს გამოხატავდა ისეთი ჰუმანისტი მწერლები,
როგორებიც არიან: ფრანსუა რაბლე, კლემან მარო, ბონავენტურა დეპერიე, პლეადის
სკოლა, ჟოაქინ დიუ ბელე, პიერ დე რონსარი დასხვ.
ლიბერალული პოლიტიკის გამტარებელი ფრანცისკ I თავის სამეფო კარზე იწვევდა
მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენელთ, ამას აკეთებდა იმიტომ რომ მეტი
დიდება ქონოდა და თავი წარმოეჩინა ლიტერატურის მფარველად.
მეორე დიდი კულტურული კერა იყო მეფის დის მარგარიტა ნავარელის (1492–1549)
სასახლის კარი, თავისი დროს უგანათლებულესი ქალი, რომელმაც დეკამერონის
მიბაძვით, შექმნა ჰეპტამერონი, შვიდდღიური, 72 ნოველით, აქ უფრო მაღალი
საზოგადოების წრის ყოფაა მოცემული და სუსტად ჩანს, სხვა საზოგადოებრივი ფენის
ყოფითი პრობლემები, ძირითადი თემა სიყვარულია, ის მიზნად ისახავდა აღეწერა
ნამდვილი და არა გამოგონილი სიუჟეტები. ნაწარმოები წარმოადგენს ეპოქის
დამახასიათებელ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია იმდროინდელი შეხედულებები,
აზრები და ზნეჩვეულებები. მარგარიტა ნავარელი მფარველობდა თავისუფალ
მოაზროვნეთ, და დევნილ მწერლებს. მან შეიფარა და მის კართან მჭიდროდ არის
დაკავშირებული კლემან მარო და ბონავენტურა დეპერიე, საფრანგეთის აღორძინების
ეპოქის პირველი წარმომადგენლები.
კლემან მარო (1496–1544) მცირე პოეტური ფორმების ოსტატია. ფრანგულ პოეზიაში
მან შემოიღო სონეტის ფორმა. იგი გატაცებული იყო პეტრარკათი და იტალიური
ლიტერატურით, მის შემოქმედებას ახასიათებს იუმორი და სატირა, რომელიც
მიმართულია ადამიანის თავისუფლების შემავიწროვებელ ობსკურანტიზმისა და
ასკეტიზმის წინააღმდეგ. საინტერესოა მისი ფსალმუნები, რომელიც ფრანგულად
თარგმნა, სორბონის უვერსიტეტმა დაგმო თარგმანი, და მარო იძულებული გახდა
ჟენევაში გაქცეულიყო. იგი ბოლომდე უმღეროდა ადამიანის უფლებებს,
თავისუფლებასა და ბედნიერებას.
ბონავენტურა დეპერიე (1510–1515 წწ.შუა–1544) წერდა როგორც ლექსებს ისე,
პროზაულ ნაწარმოებებსაც. დიდ ინტერესს იწვევს მისი ნოველების კრებული » ახალი
გასართობები და მხიარული საუბრები », სადაც იუმორით, ანეგდოტების სახით
დახატულია თანამედროვეობის ზნე-ჩვეულებები, და მოცემულია სატირა, რომელიც
მიმართულია იმდროინდელ ნაკლოვანებათა წინააღმდეგ. მისი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწარმოებია « ქვეყნის ციმბალი », რომელიც წარმოადგენს 4
სატირული დიალოგის კრებულს, იგი ჯერ გამოიცა, მაგრამ შემდეგ აკრძალული იქნა
და ავტორი ამის შემდეგ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა, რადგან მოესპო
შემოქმედების შესაძლებლობა. წიგნში მოცემულია სოციალური სატირა და
მიმართულია ფეოდალთა თავგასულობის წინააღმდეგ.

საფრანგეთში აღორძინების ეპოქის ლეტარატურის განვითარების უმაღლეს


მწვერვალს წარმოადგენს ფრანსუა რაბლეს (1494-1553) შემოქმედება. ის იყო
არაჩვეულებრივი ენციკლოპედიური და უნივერსალური ცოდნის მქონე ადამიანი.
ერთდროულად იყო ექიმიცა და იურისტიც, ფილოლოგი და მწერალი, მეცნიერი.
სწორედ მას გულისხმობენ როდესაც ამბობენ, რომ ამ დროს ბუმბერაზები
ესაჭიროებოდა და ბუმბერაზები წარმოშვა. იგი იყო შეძლებული წრიდან. მამა
იურისტი იყო. რაბლემ გაიარა მონასტრის სკოლა, შემდეგ ხელი მოჰკიდა მედიცინის
შესწავლას. 1530-31 წლებში რაბლე იმყოფება მონპელიეში, სადაც მუშაობს მედიცინის
დოქტორის ხარისხზე, და ლექციებს კითხულობს ამ დისციპლინაში, პარალელურად
ლიონის ჰოსპიტალში ექიმია. სწორედ ლიონში მოჰკიდა პირველად ხელი მხატვრულ
შემოქმედებას. იგი ავტორია უამრავი ნაშრომისა სხვადასხვა დარგში: მედიცინაში,
ანატომიაში, ბოტანიკაში, არქეოლოგიაში, ფილოლოგიასა და ისტორიაში. მისი სახელი
როგორც მსოფლიო ლიტერატურის დიდი კლასიკოსისა, დაკავშირებულია
გრანდიოზულ მხატვრულ ეპოპეასთან, რომელსაც « გარგანტუა და პანტაგრუელი »
ქვია. რაბლე ამ რომანზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და პერიოდულად
გამოსცემდა ტომებად, სულ 5 ტომია. I დაII ნაწილი ფრანცისკ მეფის დროს, გამოვიდა,
დანარჩენი კი გარკვეული შეფერხებებით. ბუნებრივია ეს ტილო არის ავტორის
მსოფლმხედველობა და შემოქმედების ევოლუცია.
რაბლე 1533-34 წლებში დაუახლოვდა ეპისკოპოს ჟან დიუბელეს, და იგი როგორც
მისი პირადი ექიმი რამდენჯერმე ახლდა იტალიაში, სადაც მწერალი იტალიელი
ჰუმანისტების საქმიანობას უფრო ახლოს ეცნობა. შემდეგ ჟან დიუბელე კარდინალი
გახდა და მფარველობდა რაბლეს, ასევე ეხმარებოდა წიგნების გამოცემაში.

რაბლეს თავის ეპოპეაში გამოყენებული აქვს ფანტასტიკური ჰიპერბოლის ხერხი,


ალეგორიულ-სატირული გროტესკი. მიუხედავად იმისა, რომ რომანის გმირები
მოგზაურობს არარსებულ ფანტასტიკურ ქვეყნებში და კუნძულებზე, მათ აქვთ
ჩვეულებრივი ადამიანური ხასიათი. I-II ნაწილის მოქმედება იშლება ქვეყანაში,
რომელსაც რაბლე უტოპიას უწოდებს და მასში საფრანგეთს გულისხმობს. I ნაწილში
მოთხრობილია გოლიათი გარგანტუას დაბადების, ბავშვობის, აღზრდის, დავაჟკაცებისა

და მეფობის ისტორია. ხუთი წლის განმავობაში სოფისტი ოლოფერნი მას მექნიკურად


აზეპირებინებს სხვადასხვა წიგნებს, ისე რომ საბოლოოდ გარგანტუამ ვერაფერი
შეისწავლა, უფრო გასულელდა. ამით რაბლემ დასცინა სქოლასტიკას (თეოლოგიური
მიმდინარეობა). პირველ წიგნშივეა მოთხრობილი უტოპიაზე მეზობელი მეფე
პიკროშოლის (ამ მეფეს მსოფლიოს დაპყრობა უნდოდა) თავდასხმა, რომელთან

ბრძოლაშიც გარგანტუამ ბერი ჟანთან ერთად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.


II ტომში – აღწერილია პანტაგრუელის ბავშვობა, აღზრდა, მისი ფანტასტიკური
თავგადასავლები, და მეგობრობა პანურგთან, ამ უკანასკნელის სახით ავტორი
გვიჩვენებს ბოჰემური ინტელიგენტის ტიპს. მოთხრობილია პანტაგრუელის
გამომგზავრება პარიზიდან, დიპსოდების შეჭრის გამო, და აღწერილია შემდეგ
დიპსოდების ქვეყნის დაპყრობა. რა თქმა უნდა დაგმობილია ეს მძარცველური და
დაპყრობითი ომები.
ეპოპეის ეს ნაწილი დაწერილია ბუფონური (სასაცილო, სახუმარო, კომიკური)
სტილით. ფაქტიურად ეს ნაწილი შეიცავს ჰუმანისტური მეცნიერებისა და ცოდნის
აპოლოგიას.

III ნაწილში – აღწერილია პანტაგრუელის მშვიდობიანი კოლონიზაციის სურათები


დიპსოდების ქვეყანაში. ამ ქვეყნის მშვიდობიანი კოლონიზაციის აღწერით რაბლე
გამოხატავს იდეალური განათლებული მონარქის საქმიანობას. ამ თავშივე
მოთხრობილია პანურგის გადაწყვეტილების შესახებ, ცოლის მოყვანასთან
დაკავშირებით, მაგრამ ეს პოლემიკის საკითხად იქცა, მას ეშინია ცოლის შერთვით
უბედური არ გახდეს და ყველას ეკითხება რჩევა-დარიგებას: პანტაგრუელს, სიბილას
(მარჩიელს), მოხუც პოეტს, ასტროლოგს, ღვთისმეტყველს, ფილოსოფოსს, მასხარას.
წარმოდგენილია მათი მსჯელობები და დიალოგები, რაც ფაქტიურად ავტორის
შეხეულებებს წარმოადგენს ეპოქის კულტურის, ზნე–ჩვეულების და ყოფაცხოვრების
მრავალ საკითხზე. მწერალი ეხება სიცოცხლის აზრისა და არსის საკითხს. ამ ნაწილის

ბოლოს პასუხებით დაუკმაყოფილებელი პანურგი მიემგზავრება ქურუმი ქალისაკენ


ჩინეთში. აღწერილია პანტაგრუელის მზადება ქურუმისაკენ სამოგზაუროდ. IV-V
წიგნები – შეიცავენ სწორედ ამ მოგზაურობის აღწერას. აქ არის მოცემული რაბლეს
მიერ გამოგონილი სამყარო უცნაური სახელებით, ბოლოს პანურგის კითხვას ასეთი
პასუხი აქვს: ადამიანი უნდა ცდილობდეს, შეიძინოს ცოდნა და გამოიყენოს იგი,
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილი ადამიანი რაბლეს აზრით შეძლებს კარგად
მოაწყოს თავისი ცხოვრება, იქნება იგი ცოლიანი თუ უცოლო.
რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქას უდებს სათავეს. მის გიგანტურ
პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც ზოგადად
ადამიანში იმალება. მისი მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი სწორედ
ადამიანისადმი რწმენაა.
რაბლეს ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემა აღზრდის საკითხია. იგი აკრიტიკებს
შუა საუკუნეების თეორიული, აბსტრაქტული სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების,
გარგანტუასა და პანტაგრუელის მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც
მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას.
მასწავლებელი არ აძლევს მოსწავლეს სრულიად მზა ფორმულებს, მან თავად უნდა
მიაგნოს ჭეშმარიტებას დაკვრვებისა და აზროვნების წყალობით, ე.ი. სწავლება
გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მორალურ აღზრდას, რადგან „მეცნიერება სინდისის გარეშე სულის ნგრევაა.“
რაბლესეული აღზრდის საფუძველი არის ადამიანისადმი რწმენა. რწმენა იმისა, რომ
ადამიანი არის კეთილი და მისი ბუნება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ ხელი უნდა
შევუწყოთ და თანაზომიერად განვავითაროთ სული, გონება და სხეული. არ შეიძლება
თეორიისა და პრაქტიკის, გონებისა და გრძნობის, ჭკუისა და ემოციის ერთმანეთისგან
გათიშვა. ადამიანი ყოველივე ამის ჰარმონიული ნაზავია.
რაბლე აკრიტიკებს ფეოდალურ სისტემასაც. საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიისა
და პაპის ამბიციური პოლიტიკა მეფის ხელისუფლებას ავიწროვებს. ქვეყანას უნდა
ჰყავდეს გონიერი, განათლებული და ჰუმანური მეფე. საჭიროა ხალხსა და მეფეს შორის
თანხმობა არსებობდეს, ამის გაკეთება კი ღვთაებრივი წარმომავლობის მეფეს არ შეუძლია.
რაბლე დაუპირისპირდა ეკლესიასაც, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდა. მან
მოუწოდა ხალხს თავი დაენებებინათ იმ წესებისთვის, რომლებიც რელიგიამ ბიბლიაში
არსებულ ათ მცნებას დაუმატა. ყოველივე ამან გამოიწვია მისი რელიგიური
შეხედულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მას ათეისტად მიიჩნევს, ზოგი
რეფორმატორად, ევანგელისტად ან დეისტად. ფაქტი ისაა, რომ რაბლეს პერსონაჟები
ხშირად მიმართავენ ღმერთს, ლოცულობენ, მაგრამ ღმერთი იშვიათად ერევა მათ საქმეში
და გმირებს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თავად მოიპოვონ ბედნიერება. რაბლეს
აზრით ადამიანმა თავისი ბედი თვითონ უნდა შექმნას. ადამიანში ღვთაებრივი სიკეთეა
და თუ მას თავისუფლებას მივცემთ, მაშინ ეს სიკეთე თავს იჩენს. ამიტომ ილაშქრებს
ასკეტიზმის წინააღმდეგ და მომხრეა იმისა, რომ ადამიანმა იცხოვროს ბუნებასთან
თანხმობაში, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იბრძოლოს ბედნიერებისთვის.
რაბლეს ნაწარმოებები სალაპარაკო და გასაგები ენითაა დაწერილი. იგი თავისუფლად
იყენებს უცხო ენებს და თავადაც იგონებს ახალ ენებს. თავის ნაწარმოებებში ყოველთვის
თავს არიდებს დიდაქტიზმს და მიზანს ხუმრობით აღწევს. მისი იუმორი სამყაროს
ხალისიანი ხედვიდან გამომდინარეობს: „ის ადამიანი, ვინც სიცილი არ იცის საშიშია,
რადგან არ შეუძლია საკუთარ თავს ირონიით შეხედოს, ეჭვი შეიტანოს საკუთარ
საქციელში. არ იცინო ნიშნავს დაემსგავსო ცხოველს“. სახუმარო ტონს სატირაც ენაცვლება,
განსაკუთრებით მღვდლებისა და თეოლოგების მიმართ. ყოველივე ეს წარმოშობს
კომიკურს და მიმართულია ყოველივე იმის საპირისპიროდ, რაც აფერხებს ადამიანის
შესაძლებლობების გაფურჩქვნას. ამგვარად, რაბლეს ნაწარმოებებში საქმე გვაქვს
ჰუმანისტურ სიცილთან.
თემა: აღორძინების ეპოქა ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ქვეთემები: ეპოქის ზოგადი დახასიათება; ეპიკური ჟანრები – ესპანეთის ლიტერატურის
ძლიერი ტრადიციები; ეპიკური ლიტერატურის მთავარი ჟანრი; მიგელ დე სერვანტეს
საავედრა – ესპანეთის აღორძინების უდიდესი წარმომადგენელი; „დონ კიხოტი“ –
რაინდული და პასტორალური რომანების პაროდია, ესპანეთის ლიტერატურის ეპიკური
ჟანრების სინთეზი; ესპანეთის თეატრისა და დრამატურგიის აყვავება; ესპანეთის
აღორძინების უდიდესი დრამატურგი, „პოეზიის ოკეანე,“ და „ბუნების სასწაული“ – ლოპე
დე ვეგა;
XVI-XVII საუკუნეებში ესპანეთი და პორტუგალია გადაიქცნენ უძლიერეს საზღვაო
სახელმწიფოებად, ფლობდნენ უზარმაზარ ტერიტორიებს და ღებულობდნენ

მონაწილეობას ახალი ქვეყნების კოლონიზაციაში. ამ პერიოდის ესპანეთზე შეიძლება


ითქვას ესპანეთის მონარქიაში « მზე არასოდეს ჩადიოდა ». მაგრამ მონარქიის აყვავება
ხანგრძლივი არ იყო და მე-17 საუკუნის ბოლოს შესამჩნევი გახდა ესპანეთის
პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, იწყება რევოლუციების სერია
ნიდერლანდებში. სამარცხვინო განადგურებით დასრულდა « უძლეველი არმადის »
ექსპედიცია ინგლისის წინააღმდეგაც. სწორედ ამ რთულ და მღელვარე პერიოდში
ყალიბდება ახალი ჰუმანისტური კულტურა. იწყება ანტიკური და იტალიური
ავტორების შესწავლა და თარგმნა, მაგრამ ესპანეთმა არ დაკარგა კავშირი ნაციონალურ
ტრადიციებთან.
XVI-XVII საუკუნეებში ანუ « ოქროს საუკუნეში » ვითარდება სხვადასხვა
ლიტერატურული მიმართულება და ჟანრი. განსაკუთრებით აყვავდა დრამატული
ჟანრი და შედარებით ნაკლებად ვითარდება ლირიკა. რომანის სფეროში უდიდესი
წარმომადგენელია მიგელ დე სერვანტესი, ხოლო დრამის სფეროში – ლოპე დე ვეგა.
ეპიკური ლიტერატურის მთავარ ჟანრს XVI საუკუნის ესპანეთის ლიტერატურაში
წარმოადგენდა რაინდული რომანი, რომელიც ვრცელდებოდა მრავალტომიანი
ციკლების სახით. მაგ : « ამადისის » 12 ტომეული, « პალმერინების » 6 ტომი. შადაც
საუბარი არის ნამდვილ რაინდებზე, მათ სიმამაცეზე, მათ ფანტასტიკურ გმრობებზე,
რომელიც გადახლართულია სიყვარულის ინტრიგაზე. რაინდული რომანი
ამდროისათვის უკვე დრომოჭმული იყო. იგი ხელოვნურად ნერგავდა რაინდულ
იდეალებს და ნერგავდა კოლონიურ ძარცვა-გლეჯას. ამიტომ ამ რაინდული რომანების
წინააღმდეგ ილაშქრებენ საზოგადოების პროგრესული ფენები, კერძოდ სერვანტესი
თავისი « დონ კიხოტით », რომელიც არის პაროდია სარაინდო რომანზე.
II ეპიკური ჟანრი არის კოლონიური ექსპანსიის გამომხატველი პოემა. ამ ჟანრის
წარმომადგენელი გახლავთ პორტუგალიელი ლუის კამოენსი (XVI 70 წწ), ცნობილია
მისი პოემა « ლუზიადა »; III ეპიკური ჟანრია პასტორალური რომანი, რომელიც
მწყემსების სახით გამოხატავს პარაზიტული არისტოკრატიის სულიერ სამყაროს.
ცნობილია პორტუგალიელი მწერლის მონტემაიორის ესპანურ ენაზე დაწერილი
« დიანა », რომელიც გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიფაქიზით, აგებულია სიყვარულის
თემაზე. IV ეპიკური ჟანრია გაიძვერული რომანი, ანუ პიკარესკული (პიკარო ნიშნავს
გაიძვერას), რომელიც რეალისტური იყო თავისი შინაარსით და ასახავდა
სინამდვილეს, თანამედროვე ცხოვრებას თავისი სიმახინჯით. რეალისტური
ტენდენციის მატარებელია ფერნანდო დე როხასის : « სელესტინე », რომელშიც
მკაფიოდაა მოცემული საყოფაცხოვრებო სურათები, იგრძნობა სატირული ტენდენცია,
რომელიც მიმართულია არისტოკრატიისა და სასულიერო წოდების წინააღმდეგ.
პიკარესკული რომანის ნიმუშია « ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება », რომლის
გმირიც ითვისებს მგლურ მორალს.

აღორძინების ლიტერატურის განვითარების მწვერვალს ესპანეთში წარმოადგენს


მიგელ დე სერვანტეს საავედრას შემოქმედება. (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; 1547–1616)

მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან


გაჭირვებულ ოჯახში.მიგელის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ორი ქალიშვილი -
ანდრეა და ლუიზა, და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის
მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა
ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ სტრიქონს.
ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში
მიიღო, ხოლო შემდგომ სწავლა განაგრძო სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში
დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა
სტუდენტობის წლები.
1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. 1568 წელს სერვანტესი
გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის
უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.
1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ
გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში
სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს
ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში მან მარჯვენა ხელი დაკარგა, მას ჭრილობა
მიაჩნდა ჯარისკაცის სიმამაცედ.
1575 წელს მწერალი გაემგზავრა სამშობლოში, მაგრამ ხომალდი, რომლითაც ის
მიცურავდა, ხელში ჩაუვარდა მეკობრეებს, ამიტომ იგი 5 წელი ტყვედ იყო ალჟირში,

გაქცევის რამოდენიმე გზის მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ როგორც იქნა იგი


გამოსყიდულ იქნა, დაბრუნდა მადრიდში, მაგრამ მას ფულადი სახსრების ძიება
დასჭირდა საარსებოდ, და ბევრ მძიმე სამსახურში მოუწია ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ
იგი გაეცნო ყველა კატეგორიის ადამიანთა ცხოვრებას და ეს დაგროვილი მასალა
შემდეგ თავის ნაწარმოებში აღწერა. « ალჟირის ზნეობანი » მისი პირადი მოგონებებია,
რომელიც აღწერს ტყვეობის საშინელ სცენებს, აღწერს ასევე იმ ადამიანების ბედს,
რომლებიც სულს ღაფავენ უსამართლობისა და ტირანიის უღელქვეშ.
1605 წელს გამოქვეყნდა დონ კიხოტის I ტომი, რომელმაც უდიდესი წარმატება
მოუტანა ავტორს და დიდ მწერლად აქცია. II ტომი გამოვიდა 1615 წელს, რის შემდეგაც
მწერალი მალე გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დიდ გაჭირვებას განიცდიდა,
უნდა ითქვას, რომ მისმა თანამედროვეებმა ვერ შეძლეს მწერლის სათანადო დაფასება.

თავისუფლებისათვის ბრძოლის პათოსით და პატრიოტიზმით არის გამსჭვალული


სერვანტესის ცნობილი დრამატული ნაწარმოები : « ნუმანსია », რომელიც ისტორიულ
მოტივზეა აგებული, იგი სცენაზეც დაიდგა, ნაპოლეონის დროს, მოსახლეობის
სულიერი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით.
სერვანტესი ასევე წერდა ინტერმედიებს, ერთმოქმედებიან კომიკურ სცენებს,
რომელიც აღწერდა ძირითადად ესპანეთის ცხოვრებას.
მწერლის ყველაზე დიდი ქმნილებას და შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს
უკვდავი რომანი « მახვილგონიერი იდალგო (წვრილი აზნაური) დონ კიხოტ
ლამანჩელი ». თავდაპირველად წიგნი გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში.
ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად.
ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მკვლევარის
თანახმად, „დონ კიხოტი“ მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება.
თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია შუა საუკუნეების
სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის
ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. დიდი
ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც
კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. „დონ კიხოტის“ ასეთი
პოპულარობის ერთ ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და
ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები
ცხოვრების შესახებ. ნაწარმოების მთავარი გმირია ლამანჩელი აზნაური ალონსო კეხანა,
(იგივე „დონ კიხოტი“), რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სარაინდო რომანების
კითხვაში გაატარა და საბოლოოდ, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს „სავსებით
ჭკუანაღრძობმა ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორიც ამქვეყნად არც ერთ გიჟს
ფიქრადაც არ მოსვლოდა. სახელდობრ ის, რომ მეტად საჭიროდ მიაჩნდა, როგორც
პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური
რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნისქვეყნად ხიფათისა და
ფათერაკების საძებნელად ეხეტიალა,-ერთი სიტყვით, ყოველივე ის გაეკეთებინა, რასაც
ჩვეულებრივ სჩადიოდნენ რომანებში ამოკითხული მოგზაური რაინდები: დათრგუნული
ჭეშმარიტება აღედგინა, არავითარ საფრთხესა და გაჭირვებას არ მორიდებოდა,
დევნილთა და უპატრონოთ გამოსარჩლებოდა და ამით საუკუნო სახელი და დიდება
დაემკვიდრებინა“ სულ ნაწარმოებში მოთხრობილია დონ კიხოტის სამი გამგზავრება.
მესამე გამგზავრება აღწერილია "დონ კიხოტის" მეორე ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ
ორივე ნაწილი მთლიანობაში ერთ განუყოფელ ნაწარმოებს შეადგენს, ითვლება რომ
მეორე ნაწილი უფრო ღრმა და ფილოსოფიურია. პირველი გამგზავრების დროს მომხდარი
რამდენიმე "წარუმატებელი" ფათერაკის შემდეგ რაინდი გადაწყვეტს გაითვალილწინოს
შეცდომები და მეორედ უფრო მომზადებული გაემგზავროს: კერძოდ, დონ კიხოტი
დაითანხმებს თანასოფლელ გულუბრყვილო გლეხს, სანჩო პანსას გახდეს
მისი საჭურველმტვირთველი და სამაგიეროდ პირდება რომ მომავალში რომელიმე
კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს, რომელსაც ბედი ხელში ჩაუგდებთ (ასეთი
შემთხვევები ხშირად ხდებოდა მის მიერ წაკითხულ სარაინდო წიგნებში). მთელი
ნაწარმოები დაყოფილია თავებად, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ისტორიას,
ანუ „ფათერაკს“ აღწერს, თუმცა ასევე შიგადაშიგ ჩართულია სხვა, მცირე ზომის
მოთხრობები და ისტორიები, რომლებსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი გააჩნიათ.
„დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს და ძალიან სწრაფად
დაიმსახურა საზოგადოების არნახული ყურადღება როგორც ესპანეთში, ისე მთელს
ცივილიზებულ მსოფლიოში. ნაწარმოები მალევე ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ
ენაზე და დღემდე ინარჩუნებს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო რომანის სტატუსს.
რაც შეეხება სერვანტესის მიერ შექმნილ ლიტერატურულ სახეებს, მათი პოპულარობა
ხანდახან თვით ავტორისასაც კი აჭარბებს: დედამიწაზე არ არსებობს მეტ ნაკლებად
განათლებული ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თავქარიანი კეთილი იდალგოსა და მისი
ერთგული საჭურველმტვირთველის ფათერაკებით სავსე მოგზაურობების შესახებ.
სერვანტესის პერსონაჟები საყოველთაო ეპითეტებადაც კი იქცნენ: ადამიანს, რომელსაც
ახასიათებს დადებითი, მაგრამ ხშირად უტოპიური იდეალებისკენ სწრაფვა დღემდე „დონ
კიხოტად“ მოიხსენიებენ. ასევე არსებობს ტერმინი დონკიხოტიზმი, რომელიც
ზეიდეალურობის სინონიმად ითვლება. „დონ კიხოტმა“, როგორც ნაწარმოებმა გააჩინა
მრავალი იდიომატური გამოთქმაც, მათ შორის ქართულ ენაშიც, მაგ.: „ქარის
წისწვილებთან ბრძოლა“, რაც არარეალურ, გამოგონილ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას ან
ამის სურვილს ნიშნავს.
სერვანტესმა უძლიერესი მხატვრული სიმართლით ასახა ეპოქა, აღსავსე დიდი
ისტორიული მოვლენების დრამატიზმითა და იმ შეჯახებით, რომელსაც ახალი
ბურჟუაზიული საზოგადოება ახდენდა რღვევის გზაზე მდგარი, დრომოჭმული
ფეოდალური წყობილების წინააღმდეგ. მან, როგორც უდიდესმა ჰუმანისტმა, "დონ
კიხოტში" გამოხატა აღორძინების ხანის მოწინავე იდეები და მისწრაფებანი. სერვანტესის
ცხოვრების წვრილმანიც კი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის უკვდავ ნაწარმოებთან.
ის ხშირად გამოთქვამს თავის იდუმალ აზრებს კეთილშობილი რაინდის პირით. "დონ
კიხოტის" კითხვისას წარმოგვიდგება მიგელ სერვანტესი. მგზნებარე ენთუზიასტი,
სიმპატიური პიროვნება, ტიტანური აზრისა და უდრეკი ნებისყოფის რაინდი,
კეთილშობილი მეოცნებე, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე სასტიკად დევნის და
ამასხარავებს ბედი, მაგრამ ის მაინც არ კარგავს იმედს, მასში არ მცირდება ადამიანის
სიყვარული. "მარტოოდენ ჩემთვის დაიბადა დონ კიხოტი, ისე როგორც მე გავჩნდი
მისთვის, მას წილად ხვდა ემოქმედნა, მე კი ამეწერაო" - ასე ამთავრებს მიგელი ამ
შესანიშნავ რომანს, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებს იდეოლოგურ სიახლეს
და მხატვრული პროზის უბადლო ნიმუშია მსოფლიო ლიტერატურაში.
დონ კიხოტი საუბრობს მაღალფარდოვანი ენით, ხოლო სანჩო ხალხური ენით.

სერვანტესი სანჩო პანსას სიტყვებით აზნაურებს დასცინის, რაც შეეხება დონ კიხოტს,
მის სახეს სახეს არ აქვს მარტო პაროდიული მნიშვნელობა, იგი მაინც უკვდავია თავისი
მომაჯადოებელი კეთილშობილებით, სულიერი სიწმინდით, რაინდობით. ბუნება მისი
ბრძოლისუნარიანია, აღსავსეა ადამიანთა სიყვარულით და იბრძვის უსამართლობათა
წინააღმდეგ. ბოროტებისა და სიცრუის მხილებამ, ადამიანისადმი პატივისცემამ
უზრუნველყო წიგნის დიდი წარმატება.
მსოფლიო ლიტერატურამ არ იცის დრამატული მწერლობის ისეთი აყვავება,
როგორც ამას ადგილი ჰქონდა ესპანეთში, როგორც აღორძინების ისე, მის მომდევნო
ეპოქაში. აქ ესპანური პიესების რაოდენობა XVI- საუკუნის 80–იანი წლებიდან XVII
საუკუნის 80–იან წლებამდე აღემატება ყველა ქვეყნის დრამატულ ნაწარმოებთა
რაოდენობას დასავლეთ ევროპაში. ესპანეთის აღორძინების უდიდესი დრამატურგია
ლოპე დე ვეგა (1562–1635), რომელსაც « ბუნების სასწაულს » უწოდებდა სერვანტესი,
ხოლო სხვები « პოეზიის ოკეანეს ».
ლოპე დე ვეგა დაიბადა მადრიდში. ნიშანი მისი ნიჭიერებისა და გენიალობისა მან
გამოავლინა ადრეულ ასაკში. ჯერ კიდევ 5 წლის ლოპემ იცოდა კითხვა ესპანურად და
ლათინურად, 10 წლის ასაკში ლათინურიდან თარგმნიდა ლექსებს, ხოლო უკვე 12 წლისამ
დაწერა პირველი პიესა. 2 წლის შემდეგ იგი ჩაირიცხა სამხედრო სასწავლებელში.
მოგვიანებით კი ალქალა დე ჰენარის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ
ლოპე დე ვეგამ გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელი. თუმცა მან ამ ჩანაფიქრზე ხელი აიღო
სიყვარულის გამო და მისი გეგმები სრულიად შეიცვალა.
ლოპე დე ვეგას დრამატული მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოღწეულია 500-ზე მეტი
ნაწარმოები, ვარაუდობენ რომ მას დაწერილი აქვს 2000-ზე მეტი პიესა. შეგვიძლია
მისი დრამები 4 ჯგუფად დავყოთ:
I _ ისტორიული (საგმირო) დრამები;
II _ თანამედროვე დრამები თავადაზნაურობის ცხოვრებიდან ანუ “წამოსასხამისა და

დაშნის კომედია;
III _ თანამედროვე დრამები დაბალი ფენების ცხოვრებიდან;
IV _ სასულიერო დრამები ანუ აუტოები.
ლოპე დე ვეგას დროს ესპანეთში არ ყოფდნენ დრამატულ ჟანრს ტრაგედიად და
კომედიად, როგორც ინგლისში და იტალიაში, ასევე ანტიკურ ეპოქაში, კომედიას
უწოდებდნენ ყოველგვარ დრამატულ ნაწარმოებს, რომელიც სამი (ხორანადა)
მოქმედებისაგან შედგებოდა, დაწერილი იყო ლექსის ფორმით, და იძლეოდა
ტრაგიკულისა და კომიკურის შერწყმა. თავის თეორიულ შრომებში, ლოპე დე ვეგა
მოითხოვს, რომ კომედიის ენა უნდა იყოს უბრალო, გასაგები, მსუბუქი და არ
განსხვავდებოდეს სასაუბრო ენისაგან, “ხელოვნების საგანია _ სიმართლის თქმა”,
წერია ტრაქტატში.
დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი პიესა “ფუენტე ოვეხუნა” ანუ “ცხვრის
წყარო”. პიესა ეყრდნობა ისტორიულ მასალას, 1476 წ. ესპანეთის სოფელ ფუენტე
ოვეხუნაში მომხდარი გლეხობის აჯანყება აღვირახსნილი ფეოდალის კომანდორ
ფერნანდ გომესის წინააღმდეგ, რომელიც აჯანყებულებმა მოჰკლეს.
საინტერესოა ასევე მისი 5 მოქმედებიანი დრამა “სევილიელი ვარსკვლავი”,
რომელიც დაკავშირებულია სამეფო ხელისუფლების პრობლემასთან.
ლოპე დე ვეგას მსგავსად მათ თანამედროვე აქტუალურ პრობლემებს აშუქებს მისი
თანამოაზრე დრამატურგები: გილიენ დე კასტრო (სიდის შესახებ წერდა), ხუან რუის
დე ალარკონი (“საეჭვო სიმართლე,”ასახავს თანამედროვე ცხოვრებას), ტირსო დე
მოლინა (“სევილიელი მუსუსი, ანუ ქვის სტუმარი”), პედრო კალდერონ დე ლა პარკა,
რომლის შემოქმედება დაკავშირებულია ბაროკოს სტილთან, მისი ცნობილი
ნაწარმოებია “ცხოვრება სიზმარია”.

თემა: XVII საუკუნის ფრანგული ლიტერატურა; კლასიცისტური დრამატურგია;


XVII საუკუნის ფრანგული ლიტერატურა განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთ
ევროპის სხვა ქვეყნების ამ საუკუნის ლიტერატურიდან თავისი ღრმა იდეურობით,
სტილისა და ჟანრის მრავალფეროვნებით. ამ ეპოქის ფრანგულ ლიტერატურაში წამყვან
მოვლენას წარმოადგენს კლასიციზმი, რომელმაც ღრმა კვალი დასტოვა არა მარტო
მომდევნო საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში, არამედ საერთოდ დასავლეთ ევროპის
ქვეყნების ლიტერატურაში.
საფრანგეთი ამ დროისათვის წარმოადგენდა, ეროვნულად ჩამოყალიბებულ,
ეკონომიურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს, რომლის სათავეშიც დგას
აბსოლიტური მონარქია და ფაქტიურად საფრანგეთი იყო ამ დროისათვის
აბსოლუტური მონარქიის კლასიკური ქვეყანა.
ბურჟუაზია, ანუ მმართველი კლასები აბსოლუტიზმს მიიჩნევს თავისი ინტერესების
დამცველ მმართველობის ფორმად. ლუი XIV-ს დროს წარმოიშვა ფრონდის
სახელწოდებით ცნობილი სასახლის ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა მეფის
ხელისუფლების შესუსტებას, მაგრამ კარდინალმა რიშელიემ საბოლოოდ ალაგმა
ფეოდალთა ურჩობა და დამოუკიდებლობა.
აბსოლუტიზმის ოფიციალურ ლიტერატურულ სტილს ეწოდება კლასიციზმი.

კარდინალი რიშელიე მეცენატობას უწევდა ეროვნული კულტურის განვითარების


საქმეს. იგი სასახლის ირგვლივ და მის მიერ დაარსებულ აკადემიაში თავს უყრიდა
ნიჭიერ მეცნირებსა და პოეტებს და ერთგვარ დავალებას, დაკვეთას აძლევდა
ემუშავათ, ისე როგორც ამას გაბატონებული კლასისა და სახელმწიფო ინტერესები
მოითხოვდა.
XVII საუკუნის კლასიციზმის ფუძემდებელი იყო პოეტი ფრანსუა დე მალერბი (1555–
1628). მან ჩამოაყალიბა კლასიციზმის ესთეტიკის ძირითადი პრინციპები.
ფრანგული ეროვნული კულტურის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს
კარტეზიანული ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის შემქმნელი არის რენე დეკარტე
(1596–1650). დეკარტე აჯამებს ფრანგული აღორძინების კულტურის მიღწევებს და

ბეკონთან ერთად საფუძველს უყრის ახალი დროის მეცნიერულ ფილოსოფიურ


აზროვნებას.
დეკარტეს მთავრი აზრი « ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ » კოგიტო, ერგო სუმ
მოცემულია მის დებულებაში. მისი აზრია პიროვნებამ დაუქვემდებაროს სახელმწიფოს
მისი ინტერესები.

კლასიციზმის დროს არისტოკტატიის სულისკვეთებამ თავი იჩინა პრეციოზულ


(ნატიფი) ლიტერატურაში (ონორე დიურფე (1568–1625), რომელმაც აღწერა
„არისტიკრატი ქალების სასიყვარულო გატაცებანი“, მადლენ დე სკიუდერი (1607–1701),
რომელმაც დაწერა გალანტურ-ჰეროიკული რომანები), ხალხის მასების სულისკვეთება
გამოვლინდა ლიბერტინაჟის ლიტერატურაში (შარლ სორელი (1602–1674), რომელმაც
აღწერა დაბალი ფენების ყოველდღიური ცხოვრება, სასაცილოდ აიგდო პასტორალური
რომანები, და დაგმო ანტიკურობისადმი მექნიკური მიბაძვა. სირანო დე ბერჟერაკი
(1619–1655), რომელიც თავს ესხმოდა მონარქიას), ხოლო აბსოლუტური მონარქიის
იდეოლოგია კლასიციზმის ლიტერატურაში.
კლასიციზმი. კლასიცისტური (ლათ. classicus - სამაგალითო) პოეტიკის მთავარი
თავისებურებაა ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ ესთეტიკურ ეტალონებად
გამოცხადება. კლასიცისტები მოითხოვდნენ კლასიკური (ანტიკური) ხელოვნების
ნიმუშების უცვლელად გამეორებას. კლასიციზმის როგორც ლიტერატურული
მიმდინარეობის თეორეტიკოსი იყო ნიკოლა ბუალო (1636-1711 წ.). თავის ნაშრომში
„პოეტური ხელოვნება“ მან დეკარტეს რაციონალიზმზე (გონების კულტზე) დაყრდნობით
შეიმუშავა კლასიცისტური ესთეტიკის ძირითადი პრინციპები. კლასიცისტური ესთეტიკა
დაუპირისპირდა ყველაფერ ქაოტურს, სტიქიურსა და გრძნობიერს. ბუალომ დაამკვიდრა
მხატვრული ფორმებისა და ჟანრების მკაცრი რეგლამენტაცია, მათი დაყოფა ”მაღალ”
(ეპოპეა, ტრაგედია, ოდა, ჰიმნი) და ”დაბალ” ჟანრებად (კომედია, სატირა, ეპოგრამა, იგავ-
არაკი, იდილია). ტრაგედიაში უნდა გადმოცემულიყო სასახლის ცხოვრება, გამოჩენილ
ადამიანთა ბედი, მეფეებისა და სარდლების საგმირო საქმეები. ბუალომ აუცილებელ
ესთეტიკურ ნორმად აქცია დრამაში სამი ერთიანობის - ადგილის, დროისა და მოქმედების
ერთიანობის კანონი. კლასიცისტების აზრით, სახელმწიფოში წოდებათა და ცალკეულ
პიროვნებათა ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს ერისა და სახელმწიფოს ინტერესები,
რადგან სწორედ ამ უკანასკნელის ბედზეა დამოკიდებული თითოეული პიროვნების
ბედი. ამრიგად, მონარქიისა და საზოგადოებისადმი სამსახურისა და მოვალეობის
შეგნებას უნდა ჩაეკლა ადამიანში ყოველგვარი ინდივიდუალური ტენდენცია. ამის გამო
კლასიცისტური დრამების მოქმედი პირები ინდივიდუალური თვისებებისგან დაცლილი
აბსტრაქტული ტიპები არიან, მთავარი თემა კი - ეროვნული ინტერესებისთვის
თავგანწირვაა.

კლასიცისტური ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და მათი


ნაწარმოებები:

ტრაგედია კომედია იგავ-არაკი

პიერ კორნელი (1606-1684) – ჟან ბატისტ მოლიერი (1622- ჟან ლაფონტენი (1621-
„სიდი“ 1673) – „ტარტიუფი“, 1695) - იგავ-არაკები
ჟან რასინი (1639-1699) – „მიზანთროპი“, „დონ ჟუანი“
„ფედრა“

როგორც აღვნიშნეთ, კლასიციზმის თეორეტიკოსებმა შემოიღეს მხატვრული


ფორმებისა და ჟანრების რეგლამენტაცია. მათ დაყვეს ჟანრები მაღალ და დაბალ
ჟანრებად. მაღალი ჟანრი უწოდეს ტრაგედიას, რომელსაც უნდა გამოხატა სასახლის
ცხოვრება, იგი იწერება მაღალი სტილით, პერსონაჟები მეტყველებენ მაღალფარდოვანი
ენით, ხოლო დაბალ ჟანრად გამოაცხადეს კომედია, სადაც დაბალი ფენის
წარმომადგენელთა ყოფას ვეცნობით და კომედიის სტილი დაბალი ხოლო სალაპარაკო
ენა მდაბიოა.

როგორც ვთქვით, კლასიცისტებმა აუცილებელ ნორმად აქციეს სამი ერთიანობის _


დროის, ადგილისა და მოქმედების კანონი, რაც ნიშნავს შემდეგს: პიესის მოქმედება
უნდა ჩატარებულიყო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მთელი მოქმედება უნდა
ყოფილიყო წარმოდგენილი ერთსა და იმავე ადგილას, მოქმედების ერთობის თანახმად
პიესის ფაბულა უნდა ყოფილიყო გაშლილი ერთი რომელიმე კონფლიქტის გარშემო.
კლასიცისტები მიუთითებენ არისტოტელე « პოეტიკაზე », თუმცა იქ ლაპარაკია
მხოლოდ მოქმედების ერთიანობაზე და არა ადგილის.
XVII საუკუნის ფრანგული კლასიციზმის გაბატონებილი ჟანრია დრამა, ტრაგედია
და კომედია, ასევე პოზიასაც, კერძოდ იგავს.

განვითარების უმაღლეს წერტილს ტრაგედიამ მიაღწია კორნელისა და რასინის


შემოქმედებაში, კომედიამ მოლიერის, ხოლო იგავ-არაკმა _ ლაფონტენის
შემოქმედებაში.
კლასიციზმის ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია გამოჩენილი ფრანგი
დრამტურგი და პოეტი, პიერ კორნელი (1606-1684), პუშკინის შეფასებით « ტრაგედიის
ჭეშმარიტი გენიოსი », პიერ კორნელი დაიბადა რუანში, წვრილი ბურჟუას ოჯახში. იგი

იღებს იეზუიტურ განათლებას, სწავლობს იურისპრუდენციას და 1628 წლიდან იწყებს


ადვოკატის კარიერას. 1629 წელს პარიზში დიდი წარმატებით იდგმება მისი პირველი
კომედია, „მელიტა ანუ ყალბი წერილი“. მას მოსდევს მთელი რიგი კომედიები,
რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: „სასახლის გალერეა“ (1632), „სამეფო მოედანი“
(1634) და „კომიკური ილუზია“ (1636). 1636 წელს კორნელი წერს ტრაგი-კომედიას „სიდი“,
რომელიც დიდ პოლემიკას იწვევს. ეს მოვლენა ლიტერატურის ისტორიაში დარჩება
"სიდის კამათის" სახელწოდებით. კარდინალი რიშელიე და აკადემია ავტორს
საყვედურობენ ტრაგედიის წესებისა და კლასიციზმის 3 ერთიანობის კანონის უარყოფას.
სამაგიეროდ ხალხი აღფრთოვანებულია. მომდევნო 3 წლის მანძილზე კორნელი მუშაობს
უდიდეს ტრაგედიებზე: „ჰორაციუსი“ , „ცინა“ (1640) და „პოლიევქტე“ (1642). 1651 წელს
კიდევ ერთ დიდი წარმატებას აღწევს მისი ტრაგედია „ნიკომედე“, სამაგიეროდ, მომდევნო
წელს დადგმული „პერთარიტი“ სრულ კრახს განიცდის და ავტორი 7 წლით თავს ანებებს
თეატრს. კარიერის ბოლო წლებში კორნელის სასგრძნობლად დაჩრდილავს ახალგაზრდა
მეტოქე, ჟან რასინი. 1674 წელს „სურენას“ არც თუ ისე წარმატებული დადგმის შემდეგ
კორნელი საბოლოოდ ჩამოშორდება თეატრალურ მოღვაწეობას და დარჩენილ წლებს
რელიგიური ნაწარმოებების თარგმნას უძღვნის.
კორნელის ნაწარმოებების პერსონაჟები ძირითდად მითოლოგიურ ან ისტორიულ
გმირებს წარმოადგენენ, რომლებიც ყოველთვის საქვეყნო საქმეებთან არიან
დაკავშირებულნი. ისინი გამოირჩევიან როგორც სოციალური მდგომარეობით, ასევე
მორალური ღირსებებით: ნებისყოფით, ძლიერებით, გონიერებით და შთაგონებულნი
არიან სტოიცისტური იდეალით. ისინი ერთადერთ პრინციპს ემორჩილებიან: სურთ
დაამტკიცონ საკუთარი სიდიადე, რაც ხშირად საკუთარი გრძნობების მსხვერპლად
გაღებას მოითხოვს. მაგრამ მიზანს კორნელის გმირები თითქმის არ უხვევენ. საბოლოოდ
ბედი მათ ვერასოდეს ამარცხებთ, ამიტომ ზოგიერთი ლაპარაკობს კიდეც კორნელის
ნაწარმოებებზე როგორც ტრაგედიებზე ტრაგიკულის გარეშე. კორნელის თეატრის
ძირითადი პრინციპია დამაჯერებლობა და ისტორიული ჭეშმარიტება. იგი თვლის, რომ
გამოგონილი ამბები ტრაგედიას არ შეეფერება. მეორე ძირითადი პრინციპია გონების
ტრიუმფი. მისი გმირები არასოდეს არ მოქმედებენ გაუცნობიერებლად,
უპასუხისმგებლოდ, არასოდეს არ ემორჩილებიან გრძნობებსა და სურვილებს.
„სიდის“ დადგმის შემდეგ გამართული პოლემიკა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა
თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. პიესის ნახვით რიშელიე და აკადემია
აღშოთდა. გამოიყო კომისია, რომელიც 3 წლის მანძილზე სწავლობდა მასში მომხდარ
დარღვევებს. აიკრძალა პიესის დადგმა. სიდში დარღვეული იყო დროისა და ადგილის
ერთიანობის პრინციპი: 24 საათის მაგივრად მოქმედება 36 საათის მანძილზე
მიმდინარეობს, მართალია ქალაქის ერთ უბანში, მაგრამ ოთხ სხვადასხვა ადგილას.
უარყოფილი იყო ინტრიგის ერთიანობაც: მთავარი პერსონაჟი, სიდი ორ ქალს უყვარს, რაც
მეორე ინტრიგას წარმოშობს.
„სიდში“ აისახა სოციალური წინააღმდეგობანი და პოლიტიკური კრიზისი.
ფეოდალების გვაროვნული კინკლაობა, რაც არ მოეწონა კარდინალ რიშელიეს. ავტორმა
დაამუშავა გილიენ დე კასტროს პიესა, რომლის ცენტრშიც დგას « სიდად » წოდებული
დონ როდრიგოს დიასი, რომელმაც კორნელის პიესის მიხედვით გულში ჩაიკლა
სიყვარულის გრძნობა ქიმენასადმი და გვაროვნული ღირსების დაცვის მიზნით
ორთაბრძოლაში მოკლა გრაფი _ სატრფოს მამა. ქიმენა აღსავსეა შურისძიების
წყურვილით და მოითხოვს სამართალს. როდრიგომ უკუაქცია სევილიიდან არაბთა
ურდოები და იხსნა თავისი სამშობლო. ამ სამსახურის ფასად მეფე ურჩევს ქიმენას
დაივიწყოს მტრობა და გაჰყვეს მას ცოლად. მოგვიანებით თანხმდება ეს უკანასკნელი,
მხოლოდ ითხოვს დროს სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად.
თუმცა « სიდი » დაწუნებულ იქნა, საფრანგეთის აკადემიის მიერ, შემოქმედებითი
პოზიციების შეცვლის გამო, მაგრამ მალე « სიდის » იდეებზე ხელის აღების გამო
აკაემიის წევრად მიიღეს.
« ჰორაციუსში » სიუჟეტად მწერალმა აიღო ტიტუს ლივიუსის « რომის
ისტორიიდან » ამოღებული თქმულება ძმებ ჰორაციუსებზე, რომლებიც ებრძვიან
კურიაციუსებს, მათი ბრძოლის შედეგი გადაწყვეტს მათივე ქალაქების ბედს. მათ
ნათესაური ძაფებიც აკავშირებთ, ერთე-ერთი ჰორაციუსთა წარმომადგენელს ცოლად
ჰყავს კურიაციუსების და საბინა, ხოლო ჰორაციუსთა და კამილა ერთ-ერთი
კურიაციუსის საცოლეა. ბრძოლაში დაიღუპა სამივე კურიაციუსი და ერთი ჰორაციუსი,
და ამ უკანასკნელებმა რომს გამარჯვება მოუპოვეს, საყოველთაო ზეიმს არ შეუერთდა
მათი და კამილა, რომეიც დაღუპულ საქმროს გლოვობს, ამიტომ განრისხებულმა
ჰორაციუსმა მას მახვილი ჩასცა. სასამართლოზე მამამ გაამართლა შვილის საქციელი,
ხოლო კამილასათვის სიკვდილი ჩასთვალა ღირსეულ სასჯელად. მათ პირადულზე
მაღლა დააყენეს სახელმწიფო ინტერესები. შახელმწიფო გაიგივებულია მეფესთან.

პიერ კორნელიმ ტრაგედიას მისცა პოლიტიკური ხასიათი, გმირები გამოიყვანა


სახელმწიფო იდეის დამცველებად, სიუჟეტურად პიესები დახვეწილია, მეტყველება
ორატორულია.ახასიათებს სწრაფვა აფექტური სიტუაციებისადმი, როგორც ამას
აღნიშნავდა ლესინგმა.
არისტოკრატიული წრის ზეგავლენა განიცადა ჟან რასინმაც (1639-1699), რომლის
შემოქმედებაშიც აღინიშნა ფრანგული კლასიციზმის ახალი ეტაპი. იგი დაიბადა
ჩინოვნიკის ოჯახში, მაგრამ ადრე დაობლების გამო იზრდებოდა იანსენისტური
სულისკვეთებით ბებიასთან, მან მიიღო კარგი ფილოლოგიური განათლება, შემდეგ
გადასახლდა პარიზში, და მოღვაწეობის სფეროდD დრამატურგია აირჩია.

მისი პირველი პიესა იყო « ანდრომაქე », რომელმაც საუკეთესო ტრაგიკოსის სახელი


მოუხვეჭა, მან აქ აჩვენა მონარქიის დესპოტური სახე და ანტისაზოგადოებრივი
საქმიანობა, ამის შემდეგ 1677 წელს წარმოადგინა თავისი საუკეთესო ტრაგედია
« ფედრა », მაგრამ მისმა არისტოკრატმა მტრებმა შეძლეს სპექტაკლის ჩაგდება, და 10
წლის განმავლობაში დუმდა გულგატეხილი მწერალი.
« ფედრაში » რასინმა გადაამუშავა ევრიპიდეს « იპოლიტე » და სენეკას « ფედრა »,
ტრაგედიის ცენტრში დგას დედოფალი ფედრა, რომელსაც შეყვარებია თავისი გერი
იპოლიტი, ქალი უსაზღვროდ იტანჯება ამ სიყვარულის გამო, უნდა ითქვას რომ
ფედრას სიყვარული მანკიერია, მაგრამ განუხორციელებელი. როდესაც გაიგებს, რომ
თეზევსი ბრძოლაში დაღუპულა და ტახტის მემკვიდრე იპოლიტი უნდა გახდეს,
გამოუტყდება თავის სიყვარულში, იპოლიტი აღშფოთებულია დედინაცვლის უგვანო
საქციელით. მალე გაირკვევა, რომ თეზევსი ცოცხალი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში,
ფედრა კი შეშინდა იპოლიტს არაფერი ეთქვა, თავის გამზრდელ ენონას შეეკრა და
თეზევსზე ათქმევინა, თითქოს იპოლიტია დამნაშავე, ხოლო ფედრა ცამდე მართალი.
ყველაფერი წარიმართა ფედრას სასარგებლოდ : მისი ღირსება დაცულია, ხოლო
საიდუმლო შენახული. Mიუხედავად ამისა ფედრა მაინც სევდიანობს და
დადარდიანებულია, ვარდება მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაში, რადგან
მისი მიზეზით დაიღუპა იპოლიტი თეზევსის რისხვის გამო, ამიტომ თავადაც
სიკვდილი ირჩია და თავი მოიწამლა, სიკვდილის წინ კი ყველაფერი აღიარა.
ფედრას სახე გამოირჩევა რელიეფურობით, მისი ტრაგედიის მიზეზი იმაშია, რომ
თავისი ბედნიერება ვერ შეუთავსა საზოგადოებრივ მორალს. იგი მოექცა თავისი
გრძნობებისა და მორალის შუა. მართალია განადგურდა ამ გრძნობათა ჭიდილში,

მაგრამ სამაგიეროდ აღადგინა ზნეობრიობისა და სამართლიანობის დარღვეული


კანონები.
თუ კორნელის შემოქმედება პოლიტიკური და რელიგიური ხასიათისაა, რასინის
შემოქმედებას ეს ნაკლებად ახასიათებს, იგი უფრი ღრმად წვდება ხასიათებს და
ხატავს მათ ვნებებს, ისე, რომ არ არღვევდა კლასიცისტური ესთეტიკის ნორმებს.
ჟან ბატისტ მოლიერის, პოკელენის (1622-1673) შემოქმედება ახალ ეტაპს ქმნის
შექსპირისა და ლოპე დე ვეგას შემდეგ მსოფლიო დრამატურგიის განვითარებაში.
მოლიერი უდიდესი კომედიოგრაფია. მის სახელთან არის დაკავშირებული სახალხო
თეატრის წარმოშობა საფრანგეთში. მისი შემოქმედებითი საქმიანობა ემთხვევა
კორნელი დაღმავლობისა და რასინის შემოქმედების აღმავლობის პერიოდს. მას არ
ახასიათებს არისტიკრატიული ტენდენციები, იგი მესამე წოდების მხატვარია, მისი
მთავარია ჟანრია კომედია.
მოლიერი წარჩინებულ და შეძლებულ წრეს ეკუთვნოდა, ამიტომაც მან
საფუძვლიანი განათლება მიიღო, შესანიშნავად ფლობდა ლათინურს, და თავისუფლად
კითხულობდა რომაელ ავტორებს, ჟერ კიდევ სწავლის დროს თარგმნა ლუკრეციუსის
« საგანთა ბუნებისათვის ». მას არც იურიდიული საქმიანობა აინტერესებდა, და არც
მამის საქმიანობის გაგრძელება სურდა, მას მეტად იზიდავდა თეატრი, რომლისადმი
ინტერესიც ბაბუამ დედის მამამ გაუღვიძა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა
თეატრში, რამაც თავიდანვე შთაუნერგა პატარა ჟან-ბატისტს სცენისადმი სიყვარული. 1632
წელს გარდაეცვალა დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს,
სადაც გაიცნო პრინც დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის
დასრულების შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო ორლეანში.
1642 წელს იგი მეფის კარზე იწყებს მუშაობას, სადაც გაიცნობს მსახიობების - ბეჟარების
ოჯახს და მათთან ერთად 1643 წლის 30 ივნისს აარსებს "ბრწყინვალე თეატრს" (Illustre
Théâtre). თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარია, რომლის მიმართ გულგრილი
არ არის მომავალი დრამატურგი. 1644 წელს დასის დირექტორი ხდება ჟან-ბატისტი და
ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის არჩევის მიზეზი დღემდე
უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების
გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. იგი ტოვებს პარიზს და 11 წლის მანძილზე
თავის დასთან ერთად მოგზაურობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე
იგი საკმაოდ ცნობილი ხდება.
1645-1659 წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო
მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც კომედია დე ლ'არტეს ძლიერ გავლენას
განიცდის. 1658 წელს მოლიერის დასი პარიზში ბრუნდება. იღებს მეფის ძმის პროტექციას
და დიდ წარმატებას აღწევს სამეფო კარზე.
1664 წელს მოლიერი დგამს „ტარტიუფს“, სადაც რელიგიის სიყალბეა ნაჩვენები, რასაც
ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება და მეფე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ,
იძულებული ხდება აკრძალოს იგი. მომდევნო ორი წლის მანძილზე მოლიერი
ავადმყოფობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის წერაში. იქმნება ისეთი შედევრები, როგორიცაა:
„მიზანთროპი“, „უნებლიედ ექიმი“, „ძუნწი“, და მისი უკანასკნელი ნაწარმოები –
„მოჩვენებითი ავადმყოფი“.
1673 წლის 17 თებერვალს, „მოჩვენებითი ავადმყოფის“ მეოთხე წარმოდგენის დროს,
სადაც თავადვე თამაშობდა მთავარ როლს, მოლიერი ცუდად ხდება. რამდენიმე საათში
იგი გარდაიცვლება. მას დაკრძალავენ ღამით, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სენტ-
ეუსტაშის სამრევლოს სასაფლაოზე. 1817 წელს მისი ნეშთი გადასვენებულ იქნება პერ
ლაშეზის სასაფლაოზე.
მოლიერის პიესები ნათლად ასახავს 1660-70-იან წლების რეალობას: მაღალ
საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (მიზანთროპი), ლიბერტინაჟს (დონ
ჟუანი), გაკოტრებული არისტოკრატიის სწრაფვას მდიდარ ბურჟუაზიასთან კავშირისკენ
(კეთილშობილი ბურჟუები). მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა კონკრეტულ
ადამიანებს, არამედ მარადიულ ტიპებს, ხასიათებს, როგორიცაა: მლიქვნელობა, სიძუნწე,
მიზანტროფია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ტიპებს წარმოადგენენ, რომ მატი
სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ ჟუანი, ტარტიუფი,
არპაგონი. თავის კომედიებში მოლიერი მარტივ, ცნობილ სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად
ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა კარიკატურული სახისაა, მაგრამ
ამავე დროს ტიპირებული, სიტუაციები კი - ცოტათი უცნაური. დრამატურგი ცდილობს
არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის მოხდენას, ამიტომ კომედიებში
ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან უმეტესად კეთილი.
კომიკური მოლიერთან წარმოდგენილია ჟესტიკულაციის, მიმიკების სახით. გვხვდება
ფარსისთვის დამახასიათებელი ელემენტები: გადაცმა, დევნა, სილის გაწვნა, წუწუნი. აქვეა
ურთიერთგანსხვავებული სცენების მონაცვლეობა: შეუმჩნეველი შემოსვლა, ზურგსუკან
მუქარა. ჩვევებსა და ლაპარაკში კონტრასტი. ყველაზე დიდ ეფექტს კი ის იწვევს, რომ
თავად პერსონაჟები ვერ ხვდებიან, რომ არიან სასაცილონი, მოწყვეტილნი არიან
რეალობას და ცხოვრობენ თავიანთ აზრებში, აკვიატებულ იდეებში.
მოლიერის სტილი ძალიან განსხვავებულია პერსონაჟთა მიხედვით. სხვადასხვა
სოციალური კლასის თუ რეგიონის წარმომადგენლებს მათთვის დამახასათებელი
სტილით ალაპარაკებს. ამან გამოიწვია ეჭვის გაჩენა, რომ მოლიერს არ ეხერხებოდა
დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენება. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს
მაგალითად დონ ჟუანის მონოლოგი სიყვარულის არამდგრადობის შესახებ, სადაც
დახვეწილი, არისტოკრატული პოეტური პროზაა გამოყენებული, ან კიდევ პრესიოზული
დიალოგები.
მოლიერმა თეატრალურ დასთან ერთად მთელი საფრანგეთი შემოიარა. 13 წლის

განმავლობაში მოლიერმა ღრმად შეისწავლა ფრანგი ხალხის ყველა სოციალური ფენის


ცხოვრება და დააგროვა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის. 1658 წელს
ნებართვა მიიღო დაედგა სპექტაკლი ლუვრის სასახლეში, რომელსაც დიდი წარმატება
ჰქონდა. შემდეგ იგი ბურბონის თეატრში მართავდა სპექტაკლებს. მან აქ დადგა თავისი
ორიგინალური კომედია « სასაცილო პრანჭიები », სწორედ ამ კომედიით ჩაუყარა
მოლიერმა ფრანგულ ეროვნულ კომედიას საფუძველი, ისევე როგორც კორნელმა
თავისი « სიდით » ჩაუყარა საფუძველი ფრანგულ კლასიცისტურ ტრაგედიას. მან ეს
კომედია ხალხის აღზრდის იარაღად აქცია. ამ კომედიის მახვილი სატირა

მიმართულია ფეოდალური სალონური წრეების დამახასიათებელი ეთიკეტის


წინააღმდეგ. იგი გამანადგურებელ მახვილ ცემს პრეციოზულ ლიტერატურას. მთავარი
მოქმედი გმირები არიან მესამე წოდების წარმომადგენლები, მოქმედება ხდება
პარიზში, პროვინციიდან ახლად ჩამოსული შეძლებული მოქალაქის გორჟიბუსის
ოჯახში. გორჟიბუსი გამოხატულია როგორც გონებაჩლუნგი ბურჟუა, რომელიც
ქალების გათხოვებას ვაჭრობის საგნად აქცევს, ხოლო მადლონს და ძმისწული კატოს
სული ეხუთებათ თავიანთ გონებაჩლუნგ გარემოში. ავტორმა აქ დასცინა პრეციოზულ
ლიტერატურას, რომლიც კითხვითაც არიან გატაცებული ეს ქალბატონები და ტრაგი-
კომიკურ მდგომარეობაში ვარდებიან. მეფეს მოეწონა პიესა. ამის შემდეგ 15 წლის
მანძილზე, მოლიერმა შექმნა 30 კომედია, რომელსაც დგამდა როგორც სასახლის ისე
ფართო საზოგადოებისათვის. მოლიერის საქმიანობა უდიდესი ინტენსივობით
ხასიათდება, რამაც დააჩქარა მისი სიკვდილი. მან თეატრს შესწირა თავისი სიცოცხლე.
მოლიერის შემოქმედებას პირობითად ყოფენ სამ პერიოდად :
I პერიოდი, ემთხვევა პერიოდს, როცა წერს „სასაცილო პრანჭიებს“, „ცოლების
სკოლას“ და „ქმრების სკოლას“, მან აქ დაგმო ანგარებიანი ქორწინება, ვაჭრულ-
ჩარჩული სულისკვეთება, ასევე აქ მოლიერის ესთეტიკური კრედო პრეციოზული
სტილისა და კლასიციზმის წესების ბრმად მიბაძვის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შემდეგ იწყება ახალი პერიოდი მოლიერის შემოქმედებაში, როდესაც იგი ახალ
მწვერვალებს იპყრობს, როდესაც წერს “ტარტიუფს” “დონ ჟუანს” და “მიზანტროპს”.
მას პიროპითად ტრილოგიად მიიჩნევენ და მაღალ კომედიებს უწოდებენ.
“ტარტიუფის” სამი ვარიანტი შექმნა მოლიერმა, იმდენად, რამდენადაც პირველი ორი,
ანტირელიგიურობის გამო აიკრძალა სცენაზე დასადგმელად, მეფემაც არ შეიწყალა
მისი თხოვნა, მაგრამ არც მკაცრი ზომები გაატარა, და საბოლოოდ მესამე ვარიანტი
შეუფერხებლად იდგმება ფრანგულ სცენაზე. პიესის დასაწყისში დახასიათებულია
ტარტიუფი, ანუ ფარისეველი, როგორც ცბიერი, მატყუარა, გაიძვერა, მაბეზღარა და
გარყვნილი არსება. შემდეგ მოცემულია ტარტიუფის სახე გაშლილი მოქმედებით.
თარტიუფი მატყუარობის განსახიერებაა, მას სურს დაეპატრონოს მოტყუების გზით
ორგონის ქონებას, თუმცა საბოლოდ ამას ვერ ახერხებს, მას ნიღაბს ჩამოხდის ორგონის
მეუღლე, ხოლო მეფის ბრძანებით პოლიციელი მას აპატიმრებს. სხვაგვარად მოლიერი
პიესას ვერ დაასრულებდა, თუმცა კვანძის ასეთი გახსნა აშკარა წინააღმდეგობაშია
პიესის მთელ შინაარსთან.
ამის შემდეგ იგი წერს “დონ ჟუანს”, სადაც გაკიცხულია საფრანგეთის
თავადაზნაურობა, მათი გარყვნილება და აღვირახსნილობა, მიუხედავად იმისა, რომ
მოქმედება გადატანილია კუნძულ სიცილიაზე, პიესა მთლიანად გამოხატავს
საფრანგეთის სინამდვილეს და არისტოკრატიის თარეშს, რომლებიც სარგებლობენ
უსაზღვროდ პრივილეგიებული მდგომარეობით. დონ ჟუანი თითქოს გაორებული
სახეა, ანუ ერთის მხრივ იგი ჩანს როგორც თავხედი, ცბიერი და გარყვნილი ადამიანი,
ხოლო მეორეს მხრივ როგორც გარეგნულად ლამაზი, მოხერხებული და
გონებამახვილი. დონ ჟუანი უსაშველოდ ატყუებს ქალებს, აცდენს მათ, ეს მისი
ცხოვრების არსია, ერთხელ მას გლეხი გადაარჩენს, მდინარეში დაღრჩობისგან, სცემს
იმის გამო რომ ამ უკანსკნელმა არ დაანება გლეხი გოგოს შეცდენა, რომლიც
სიყვარულით გააბრუა და ცოლობაზე დაითანხმა, თუმცა ეს ისევე მომდევნო
მსხვერპლია, როგორც სხვები. იგი წუხს, იმის გამო, რომ მოხუცი მამა დიდხანს
ცოცხლობს დამ ას ხელს უშლის მის გარყვნილებაში.
მოლიერის პროტესტი ყველაზე მეტად თანამედროვეობის წინააღმდეგ მოცემულია
“მიზანტროპში”, (კაცთმოძულე – არაპირდაპირადაა გამოყენებული ეს სიტყვა,
სინამდვილეში კეთილშობილი ადამიანია და უპირისპირდება გახრწნილ
საზოგადოებას) აქ მხილებულია სასამართლოს და სასახლიე მექრთამეობა.
სცენური ღირსებით გამოირჩევა მისი პიესა “ძუნწი”, სადაც ასევე მოცემულია
მაღალი წრეების ყოველგვარი მანკიერება. ფული ამ ადამიანისათვის ცხოვრების
მიზანია და არა საშუალება. მისი ცხოვრების დევიზია: “ადამიანი იმისთვის
ცოცხლობს, რომ ჭამოს, და არა იმისთვის ჭამს, რომ იცოცხლოს.” ანუ გროტესკული
სახეა მოცემული.
არანაკლებ საინტერესოა მოლიერის პიესა “გააზნაურებული მდაბიო”, რომელშიც
სატირის საგანია გააზნაურებისაკენ მისწრაფება.
მოლიერის შემოქმედებას საქართველოში XIX საუკუნეში გაეცნენ. მისი "სკაპენის
ოინები" თარგმნა აკაკი წერეთელმა (სათაურით "სკაპენის ცუღლუტობა"). ივანე ერისთავმა
(გიორგი ერისთავის ძმამ) თარგმნა და გიორგი ერისთავის თეატრში დადგა მოლიერის
პიესა "უნებლიედ ექიმი" (1852–1853 წლებში), ხოლო 1936 წელს იგივე პიესა დაიდგა
მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1878 წელს ქუთაისში დაიდგა "ჟორჟ დანდენი" (გ.
თუმანიშვილის თარგმანი), 1880 წელს გორში არვიცაშვილის თარგმანის მიხედვით
დაიდგა "ძუნწი"; 1901 წელს გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის თარგმანი "ტარტიუფი ანუ
მუზმუზელა" (1921 წელს დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში), 1909 წელს –
"დრამატული თხზულებანი" (გამომცემლობა "სორაპანი"). 1924 წელს რუსთაველის
სახელობის თეატრში დაიდგა "გააზნაურებული მდაბიო", 1929 წელს –
"ძუნწი"(აბრამიშვილის თარგმანი). 1937 წელს გამოქვეყნდა მოლიერის "კომედიების
კრებული". 1938 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა "სკაპენის ოინები", ხოლო
1943 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა – "ვითომდა ავადმყოფი".
არისტოკრატიული რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოლიერს გვერდში ედგა ჟან
ლაფონტენი (1621-1695) თავისუფალმოაზროვნე და სენსუალისტი, მან კალამი მოსინჯა
სხვადასხვა ჟანრში, მან შექმნა პრეციოზული სულისკვეთების პოემა “ადონისი”, ასევე
დაწერა იდილიები, ეკლოგები, აგრეთვე “ზღაპრები” და “იგავ-არაკები”, მსოფლიო
მასშტაბის მწერლის სახელი ამ უკანასკნელმა მოუტანა ლაფონტენს. მან დაძლია ძველი
იგავების მხოლოდ დიდაქტიკური გამიზნულობა, და ერთმანეთს შეუწყო სახალისო
თხრობა და დიდაქტიკა. მან ამხილა მოლიერთან ერთად მონარქია, აბსოლუტური
რეჟიმი, ჩაგვრა და უთანასწორობა.
* * *
Gგერმანული ლიტერატურა. გლეხთა ომებმა და ოცდაათწლიანმა ომმა საგრძნობლად
შეასუსტა გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიური მდგომარეობა, დაეცა საერთო
კულტურა. ამ დროის გერმანიაში მკაფიოდ გამოირჩევა ორი მხატვრული
მიმდინარეობა: ბაროკო და კლასიციზმი. ბაროკომ ძირითადად ასახა ისტორიულ
პირთა, მარტვილთა მოწამებრივი სიკვდილი, რომლებშიც ჩაქსოვილია უდიდესი
პესიმიზმი და სასოწარკვეთილება. ბაროკო ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოების
გართობას, განათლებასა და იდეურ აღზრდას. სიტყვა ”ბაროკო” პორტუგალიურად

ნიშნავს მრავალწახნაგოვან არასწორ მარგალიტს, ე.ი. ყველაფერს, რაც წესებიდან უხვევს.


ბაროკოს ეპოქის (XVII ს.) ლიტერატურა დაკავშირებულია აბსოლუტიზმთან:
ნაწარმოებები იქმნებოდა მეფეებისა და თავადების კარზე მათ გასართობად. მხოლოდ
რამდენიმე თემა მიიჩნეოდა ლიტერატურული დამუშავების ღირსად: ქრისტიან
წამებულთა ცხოვრება, ანტიკური ეპოქის გმირებისა და რაინდების საქმენი,
ხელისუფალთა ქება-დიდება, სოფლური, პასტორალური იდილიები, მოწოდება
ცხოვრებით ტკბობისაკენ (Carpe diem) და ყველაფერი ამქვეყნიურის წარმავლობის იდეა
(Memento mori, Vanitas). მწერალთა ამოცანა იყო, აღნიშნული თემები ბრწყინვალე
ენობრივ-რიტორიკულ სამკაულში ”გაეხვიათ” და ისე მიეწოდებინათ დახვეწილი
გემოვნების მქონე დიდგვაროვანი საზოგადოებისთვის. ყოველივე ეს განაპირობებდა
ბაროკოს ხანის ლიტერატურისა და ხელოვნების უკიდურეს მაღალფარდოვნებასა და
პათეტიკურობას, რაც ხშირად ხელოვნურობის შთაბეჭდილებას აღძრავდა. თუმცა იმავე
ეპოქაში იქმნებოდა ბურლესკურ-პიკარესკული ნაწარმოებებიც, რომლებიც დაბალი
კლასების განსწავლასა და გამხნევებას ემსახურებოდა. ბაროკოს ეპოქაში შექმნილი
მნიშვნელოვანი დრამებია:
 ესპანეთში: ლოპე დე ვეგას (1562-1635 წ.) „ცხვრის წყარო“; კალდერონის (1600-1681 წ.)
„ცხოვრება სიზმარია“
 გერმანიაში: ანდრეას გრიფიუსის (1616-1664 წ.) „ქეთევან ქართველი“
 ინგლისში: ჯონ მილტონის (1608-1674 წ.) „დაკარგული სამოთხე“

გერმანულ ბაროკოს ჰქონდა ორი მიმდინარეობა _ არისტოკრატული და ხალხური.


ამათგან პირველმა, ანუ პრეციოზულმა ლიტერატურამ გამოხატა არისტოკრატული
სულისკვეთება, მაგ. ჰოფმანსავალდაუს და ლოენშტაინის შემოქმედებაში. მათ
ახასიათებთ ანტიხალხური და ანტირეალისტური ტენდენციები. გერმანულ ბაროკოს
ხალხური მიმდინარეობის წარმომადგენლებია: გრიფიუსი, მოშეროში,
გრიმელსჰაუზენი, ფრიდრიხ ლოგაუ. გერმანული კლასიციზმის წარმომადგენლები
არიან: მარტინ ოპიცი, პაულ ფლემინგი, სიმონ დახი, ქრისტიან გოტშტედი.
ფრიდრიხ ფონ ლოგაუ (1605–1655), იურიდიული განათლების მქონე, გამოჩენილი
პოეტი და კრიტიკოსი თავის შემოქმედებაში დასცინის აზნაურობის სულიერ გაუხეშებას
და მორალურ მანკებს, ქირდავს მათ პოლიტიკურ დესპოტიზმს და რელიგიურ
შეუწყნარებლობას. მისი შემოქმედების უმთავრესი თემაა ოცდაათწლიანი ომი. იგი
ძირითადად ხატავს ომის სურათებს, როგორც საზოგადოებრივ უბედურებას, რომლის
დროსაც ომის სიმძიმე მხრებზე ყველაზე მეტად უბრალო ადამიანებს აწევს.
მარტინ ოპიცი (1579–1639) მშობლიურ მწერლობაში სწავლული კლასიციზმის
ადრინდელი ფუძემდებელი და თეორიტიკოსია. იგი დაიბადა სილეზიის ქალაქ
ბუნცლაუში; უკვე გიმნაზიის კედლებში დაწერა ,,არისტარხუსი, ანუ გერმანელი ენის
უგულვებელყოფის შესახებ’’ (1618). ოპიცს ხშირად ადარებენ თვით ჰომეროსსა და
ვერგილიუსს.
ეროვნული ენის სრულყოფასთან ერთად მარტინ ოპიცს სურდა ეროვნული პოეზიის
გამდიდრებაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ,,წიგნი გერმანული პოეზიის შესახებ’’ (1624).
მარტინ ოპიცმა ბევრი რამ გააკეთა გერმანული პოეზიის განვითარებისა და
გამდიდრებისათვის. გამომდინარე მშობლიური ენის ბუნებიდან, გერმანულ
ლექსთწყობაში სილაბურ–ტონური სისტემის დანერგვა მოითხოვა, რითაც
კაზმულსიტყვაობის სფეროში მომუშავე ნიჭიერ ახალგაზრდობას ფართი სემოქმდებითი
გზა გაუხსნა.
კლასიციზმის დანერგვა გერმანიის სინამდვილეში მან მოისურვა იმ დროს, როცა ამ
მხატვრულ მიმართულებას ავტორიტეტი შელახული ჰქონდა თვით იტალიასა და
საფრანგეთში. კლასიციზმის სტილი გერმანიის სინამდვილეში ვერ ითამაშებდა იმ
დადებით როლს, როგორიც ჰქონდა საფრანგეთში.
თეორიული შრომების გვერდით ოპიცს გააჩნდა მხატვრული პოეტური ქმნილებანი,
მისი საუკეთესო ქმნილებაა ,,სანუგეშო სიმღერები ომის უბედურებათა შორის’’ (1621).
მასში ავტორი სევდიანობს სამშობლოს უბედურების გამო; თანამემამულეებს მოუწოდებს
ქვეყნის იავარმქნელი და შემზარავი ომის შეწყვეტისაკენ.
ლექსში ,,ქება ომის ღმერთისა’’ (1628) ავტორი სევდიანი ირონიით ლაპარაკობს
ოდითგანვე ომის ღმერთისადმი ადამიანთა მოდგმის სამსახურზე. ომი, პოეტის აზრით,
ადამიანებში ნერგავს შფოთსა და განხეთქილებას, აღვივებს სიხარბისა და მომხვეჭელობის
გრძნობას.
პოემაში ,,ვეზუვი’’ (1633) მწერალი ადიდებს ადამიანის გონების ყოვლისშემძლე ძალას.
ახალი დროის გერმანული კულტურის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა
პოეტმა და დრამატურგმა ანდრეას გრიფიუსმა (1616–1664). მისი პოეზია, ძირითადად
გაჟღენთილია გულგატეხილობისა და პესიმიზმის სულისკვეთებით; აღსავსეა ხალხის
ტანჯვისა და ქვეყნის აოხრების, ადამიანის სულირი გაპარტახებისა და საზოგადოების
ეთიკური დაკნინების სურათები. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსი
,,სამშობლოს ცრემლები’’ (1636). მასში მწერალი სევდიანობს იმის გამო, რომ მის
იავარქმნილ სამშობლოში დააბოტებს ხმალამოწვდილი მტერი; ადამიანები იღუპებიან
სიღატაკისა და შიმშილისაგან.
მგოსანი წარმატებით იღწვოდა დრამატურგიის სფეროშიც; კომედიებსა და
ტრაგედიებში ხატავდა თანამედროვე გერმანიის ბეჩავი ყოფის ამაზრზენ სურათებს.
მაგალითად, კომედიაში ,,პეტერ სკვენცი’’ (1658) მწერალმა დასცინა სცენისმოყვარულ
ხელოსანთა უხეირო სპექტაკლს, ხოლო ,,ჰორიბილიკრიბრიფაქსში’’ (1663) გაამათრახა
ფეოდალური მხედარი.
მხატვრული თვალსაზრისით კიდევ უფრო ძლიერია გრაფიუსის ტრაგედიები,
რომლებიც ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის საუკეთესო ქმნილებად ითველბა.
ტრაგედიაში ,,ლეო არმენიუსი’’ (1646) ნაჩვენებია სასახლეში მომხდარი
გადატრიალების სურათი. მკვლელობის მეშვეობით მასში შეთქმულები სიცოცხლეს
გამოასალმებენ იმპერატორ ლეო არმენიუსს, რადგანაც იგი ტირანია და თავისუფლების
მტერი.
თავისი დროის უდიდესი სატირიკოსი იყო იოჰან მიხაელ მოშეროში (1601–1669).
ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის წარმომადგენელი. მოგზაურობდა საფრანგეთსა და
შვეიცარიაში, აგრეთვე, გერმანიის ქალაქებში, რითაც კარგად გაეცნო ოცდაათწლიანი ომის
სავალალო შედეგბს.
მოშეროშის მრავალფეროვანი და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან
პირველ რიგში მოსახსენებელია ლექსად დაწერილი ორნაწილიანი სატირიკული
ხასიათის წიგნი ,,ფილანდერ ფონ ზიტევალდის საოცარი და მართალი ზმანებანი’’ (1642),
შეთხზული ესპანელი მწერლის ფრანსისკო კევედოს ,,სიზმრების’’ მიბაძვით.
სატირათაგან პირველ რიგში აღსანიშნავია ,,საშინელი სამსჯავრო’’, ,,ჯოჯოხეთის
კერძები’’, ,,ჯარისკაცული ცხოვრება’’, ,,კერაუსის მოდაზე’’ და სხვა, რომელთაც
განსაკუთრებით ატყვია გერმანული სინამდვილის უბადრუკი კვალი.
ომის საშინელებათა და კოშმარების სურათებით ყველაზე მეტად აღსავსეა ხილვა
,,ჯარისკაცული ცხოვრება’’. ავტორი მასში ხატავს ქვეყნის გაპარტახებას ოცდაათწლიანი
ომით და მხედრიონის უსასტიკეს დანაშაულს.
სოციალურ მანკიერებებს მოშეროში თავს ესხმის აგრეთვე ზმანებაში ,,ჯოჯოხეთის
კერძები’’.
რენესანსული რეალიზმის მესვეური ჰანს იაკობ კრისტოფელ გრიმელსჰაუზენი (1622–
1676). ადრე დაობლებული, იგი უკვე ორი ათეული წლის განმავლობაში მონაწილეობდა
ოცდაათწლიან ომში. შემდეგ სამოქალაქო, თუ სამხედდრო უწყებაში ეკავა სხვადასხვა
თანამდებობა. მოგზაურობდა ბევრს როგორც მშობლიური მხარის კუთხეებში, ასევე
უცხოეთში. გრიფიუსის ლირიკა მიჩნეულია გერმანული ბაროკოს პოეზიის
მწვერვალად. იგი ასევე წერდა ტრაგედიებდა კომედიებს. მის შემოქმედებაში თავი
იჩინა საქართველოს თემამ. მან გამოაქვეყნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ
გაუტეხელი სიმტკიცე“. ამ ფაბულის დამუშავებით მას შეეძლო ნართაულებით
ელაპარაკა ევროპულ დესპოტიზმზე, ხოლო შაჰის ჩვენებით ემხილებინა თავისი
თანამემამულე სასტიკი მმართველების ბუნება.

გრიმელსჰაუზენს მსოფლიო დიდება მოუტანა ომის თემისადმი მიძღვნილმა და


პიკარესკული რომანის სტილზე დაწერილმა „სიმპლიციუს სიმპლიცისიმუსმა“ (1688) .

რომანში დახატულია ალალმართალი და გულუბრყვილო ადამიანის მთელი ცხოვრება


ბავშვობიდან ღრმად მოხუცებულობამდე. თავის გმირს გრიმელსაუზენი აყენებს
სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში და ცხოვრებისეულ ვითარებაში. სიმპლიციუსს
მწერალი აჯახებს ყოველდღიურ უკუღმართობასა და უსამართლობასთან.მწერალი
რეალისტურად ხატავს გერმანიის სავალალო ყოფას ოცდაათწლიანი ომის ავბედით
პირობებში. ჩვენ ვხედავთ (პირველი წიგნის მეოთხე თავი) როგორ აწამებენ მძარცველი
სალდათები უბრალო ადამიანებს: ერთ–ერთ მათგანს პირში ძალით ასხამენ ნაკელის
მყრალ ფაფას, მეორეს – მიასიკვდილებენ ფეხისგულებზე ღიტინით გამოწვეული მთელი
სხეულის ძლიერი კრუნჩხვებით, ხოლო მესამეს – ცოცხლად წვავენ სამზარეულოს
ღუმელში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხოცავენ კაცებს, ნამუსსა ხდიან ქალებს და წვავენ
სახლებს, ვხედავთ, საერთოდ, ადამიანთა მორალური გადაგვარების, მზაკვრობისა და
ანგარების, აგრეთვე უკიდურესი გარყვნილების შემაძრწუნებელ სურათებს.
,,სიმპლიციუსში’’ მთავარია ოცნება, საერთოდ კაცობრიობის უკეთეს მყობადზე;
ეროვნული და სოციალური უსამართლობის მოსპობაზე, სამართლიანობისა და
თავისუფლების დამყარებაზე, ოცნება ერთიანი განუყოფელი გერმანული სახელმწიფოს
შექმნაზე.
დანიელ კასპარ ფონ ლოენშტაინი (1635–1683) ბაროკოს არისტოკრატული
მიმდინარეობის, პრეციოზული ლიტერატურის მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
ჯერ კიდევ მოწაფემ შეთხზა ,,იბრაჰიმ ფაშა’’, პირველი პიესა, რომელსაც მალე ლირიკული
ლექსების მთელი ციკლი მოაყოლა; შემდეგ ისევ ტრაგედიები, დაბოლოს – ყველაზე მეტად
ცნობილი რომანი ,,არმინუსი და თუსნელდა’’.
,,იბრაგიმ ფაშას’’ (1653) შემდეგ ავტორმა დაწერა ახალი ტრაგედიები, მათ შორის:
,,კლეოპატრა’’, ,,აგრიპინა’’ და ,,იბრაჰიმ სულთანი’’ (1673). სიუჟეტები ამ პიესებისათვის
ლოენშტაინმა აიღო რომისა და თურქეთის ისტორიიდან; მათში დახატა გრანდიოზული
ბრძოლები, სამხედრო აღლუმები, მონარქების საზეიმო გამოსვლბი და სამედრო
შენაერთების ტრიუმფალური მარშები ჩირაღდნებით ხელში.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ბაროკოს ხალხურმა მიმდინარეობამ ევოლუცია
განიცადა, ბიურგერულ-დემოკრატიული ლიტ-რა გადაიქცა ბიურგერულ-მორალისტურ
და ბიურგერულ პლებეურ ლიტ-რად. პირველის წარმომადგენელია ქრისტიან ვაიზე,
მწერალი და პედაგოგი, ხოლო მეორის წარმომადგენელია იოჰან ქრისტიან გიუნთერი.
ბიურგერულ–მორალისტური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი ქრისტიან ვაიზე
(1642–1708) ერთდროულად მწერალია და პედაგოგი. 1683 წელს, დაწერა ,,ტრაგედია
ნეაპოლელ მეამბოხე მაზანელოზე’’. ქრისტიან ვაიზე თხზავდა ლექსებს ხალხური და
სტუდენტური სიმღერების მიბაძვით. მის რომანთაგან აღსანიშნავია: ,,გერმანიის სამი
მთავარი გამრყვნელი’’ (1671), ,,მთელ ქვეყნის სამი უდიდესი სულელი’’ (1672), ,,მთელი
ქვეყნის სამი უჭკვიანესი ადამიანი’’ (1675) და სხვა. დახატა თანამედროვე და
თანამემამულე ადამიანების ყოველდღიური ყოფა, მათი ადათწესები, დასცინა
ზოგიერთების გატაცებას უცხოური მოდებით.
დემოკრატიულ–პლებეური სკოლის მნიშვნელოვანი მესვეურია იოჰან ქრისტიან
გიუნთერი (1695–1723), რომელმაც, ვაიზეს მსგავსად, განიცადა ხალხური პოეზიის
უდიდესი გავლენა. გიუნთერის პოეზიიდან განსაკუთრებით ცნობილია ,,ოდა პრინც
ევგენისადმი’’ (1718) და სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშების შემცვლელი ციკლი
,,სიმღერები ლენორესადმი’’.
დიდი მნიშვნელობა ამ ეპოქის მწერლობისათვის იქონია აგრეთვე ლაიბნიცისა (1646–
1716) და თომაზიუსის (1655–1728) ფილოსოფიურმა მოღვაწეობამ.
ქრისტიან ვიეზემ, იოჰან გიუნთერმა და სხვ. რამდენადმე შეამზადეს ნიადაგი XVIII
საუკუნის გერმანული მწერლობისთვის, კერძოდ, ადრინდელი განმანათლებლობისთვის.
* * *
ინგლისური ლიტერატურა. 1648 წელს მომხდარმა ინგლისის რევოლუციამ თავი
მოჰკვეთა ინგლისის მეფე ჩარლზ მეფეს, მაგრამ ინგლისის რესპუბლიკას, რომლის
სათავეშიც ოლივერ კრომველი იყო, დიდხანს არ უარსებია, სტიუარტების
რესტავრაციის დროს კი სოციალურმა ბრძოლამ კვლავ მწვავე ხასიათი მიიღო, რამაც
განაპირობა 1688 წლის უსისხლო რევოლუცია, რაც წარმოადგენდა სოციალურ
კომპრომისს ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას შორის. ეს სოციალური ბრძოლა აისახა
მხატვრულ შემოქმედებაშიც, რომელმაც პოლიტიკური ხასიათი მიიღო. მაგ.
ჯ.მილტონი, ბეტლერი,ბენიანი.
ინგლისის რევოლუციის მგოსანი ჯონ მილტონი (1608-1674) დაიბადა ლონდონში,
შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში, მამა წარმოშობით გლეხი იყო მაგრამ ფრიად
განსწავლული ადამიანი, მანვე ჩაუნერგა მომავალ პოეტს სიყვარული მუსიკისა და
ლიტერატურისადმი. უნივერსიტეტში სწავლისას ლექსებს ძირითადად ლათინურ
ენაზე წერდა, 15 წლის ასაკში, ასევე იტალიურ ენაზე სონეტებს ქმნიდა.
1638-1639 წლებში მილტონმა იმოგზაურა საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში,
და დაბრუნდა მაშინ, როდესაც გამწვავებული ბრძოლა წარმოებდა მეფის მთავრობასა
და პურიტანულ ბურჟუაზიას შორის, ამ გაურკვევლობის დროს იგი მასწავლებლად
მუშაობს. მან იქორწინა ოქსფორდის საგრაფოს მემამულის ასულ მერი პოუელიზე,
მასთან გაუჩნდა 4 შვილი, მეუღლე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. შემდეგ ოქორწინა
ქეთრინ ვუდსტოკზე, მაგრამ 15 თვის შემდეგ ისიც გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მწერალი მთლიანად მიეცა შემოქმედებით საქმიანობას, წერს პამფლეტებსა
და პუბლიცისტურ ნაშრომებს. იგი დაუღალავად იცავდა ხალხის უფლებებს და დიდ
სამსახურს უწევდა რესპუბლიკელებს.
მილტონი ბავშვობიდან სუსტი მხედველობის იყო, ამიტომ ხანში შესულს ექიმებმა
ურჩია, დროებით ხელი აეღო წერაზე და არ გადატვირთულიყო, რაზეც მილტონმა
უპასუხა, რომ ის მზად არის მისი თვალები, ისევე როგორც მისი პოეზია მიიტანოს
თავისუფლების სამსხვერპლოზე. მძიმე შრომამ იგი ფაქტიურად სულ დააბრმავა,
მაგრამ მუშაობა მაინც არ შეუნელებია. 1660 წელს მონარქიის რესტავრაციის პერიოდში,
მას სდევნიდნენ და ავიწროვებდენენ, ბევრი დამცირებაც გადაიტანა, თუმცა მას
გვერდით ედგა მეგობრები და სულით არ დაცემულა. უფრო მეტიც სწორედ ამ
პერიოდში დაამთავრა მან მრავალი წლის ნაშრომი “დაკარგული სამოთხე”, რომელიც
მეგობრებზე კარნახით დაასრულა. მალე მან იქორწინა მესამედ ელიზაბედ მინშელზე,
რომელმაც, მიუხედავად იმისა რომ გაუნათლებელი ქალი იყო, დიდად შეუმსუბუქა
პოეტს მძიმე ცხოვრება. ამის შემდეგ მილტონი წერს “დაბრუნებულ სამოთხეს” და
ტრაგედიას “სამსონი”.
მილტონი დიდ ინტერესს იჩენდა ანტიკური მწერლებისადმი, მაგრამ ჰომეროსზე
და სხვა ანტიკურ მწერლებზე უფრო უპირატესობას ანიჭებს დანტესა და პეტრარკას,
მას უყვარდა შექსპირიც, რომლის მიბაძვითაც წერს პიესა “კომუსს”. დიდ ინტერესს
იწვევს მკითხველში მილტონის პილიტიკური ტრაქტატები, მაგ: “ინგლისელი ხალხის
დაცვა”, “მეორე დაცვა”, სადაც ავტორი იცავს ხლხთა თავისუფლების ინტერესებს,
ადიდებს რევოლუციას, ოლივერ კრომველს, მაგრამ როდესაც ეს უკანასკნელი
რესპუბლიკის დიქტატორად იქცა, მილტონმა მას ზურგი შეაქცია, და მის სიკვდილზეც
კი კრინტი აღარ დაუძრავს.
თუმცა მილტონის პოემები: “დაკარგული სამოთხე”, “დაბრუნებული სამოთხე”, და
“სამსონი” მის სიცოცხლეში რელიგიურ პოემებად ითვლებოდნენ, სინამდვილეში კი
მე-19 ს. რომანტიკოსებმა მაგ. შელმა, ბაირონმა შეძლეს მათი რევოლუციური შინაარსის
გახსნა.
“დაკარგული სამოთხე” დაწერილია გრანდიოზული ეპიური ფორმით, პოემის

საფუძველია ბიბლიური მითი ღმერთისა და სატანის შესახებ პირველი ადამიანების


ცხოვრებაში. პოემას ახასითებს როგორც ფილოსოფიურ-მორალური ისე ისტორიულ-
პოლიტიკური ასპექტები. ღმერთისაგან დაშორება იწვევს ცოდვას და სასჯელს. ამიტომ
სატანას სასჯელად ჯოჯოხეთი ერგო, ხოლო ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე, მაგრამ
ვხვდებით პარადოქსსაც, ანუ, მილტონთან სატანა უფრო ადამიანურია, იგი
გაჟღენთილია თავისუფლების სულით. მას ურჩევნია იტანჯოს, ოღონდ კი
თავისუფალი იყოს და არავის დაემორჩილოს. მილტონის ამ პოემის მიხედვით ღმერთი
ისტორიულ-პოლიტიკური გააზრებით ინგლისის მეფის პორტრეტია, ხოლო
თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და მომხიბლავი სატანა – ოლივერ კრომველის სახის
ასლი. ეს პოემა ჩაფიქრებული იყო სხვაგვარად, და გამოვიდა სულ სხვა რამ. ასეთი
შემოქმედ ადამიანთან ხშირად ხდება. მილტონი აყენებს საკუთარ მოსაზრებას,
დოქტრინას, იმის შესახებ, რომ მართალია ადამიანებმა სამოთხე დაკარგეს, მაგრამ

თავისი კეთილგონიერებითა და შრომით ადამიანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი


მორალური სამოთხე ნაცვლად დაკარგული მარადიული ნეტარებისა.
პოემა “დაბრუნებული სამოთხე” როგორც სახელწოდებით, ისე სიუჟეტურად
უკავშირდება “დაკარგულ სამოთხეს”, სადაც მოცემულია ქრისტეს ბრძოლა
ამქვეყნიური ცხოვრების ცდუნებათა წინააღმდეგ. გონების ბრძოლაა, ვნებისა და
გრძნობის წინააღმდეგ. აქ ქრისტეში მილტონმა ჩააქსოვა საკუთარი პიროვნებისა და
ცხოვრების ელემენტები, იმედგაცრუება საკუთარი რევოლუციური მოღვაწეობის
მიმართ.
კიდევ უფრო ავტობიოგრაფიული ელემენტებით არის სავსე ტრაგედია “სამსონი”,
სადაც საუბარია ისევ იმაზე, რომ რევოლუციამ შური იძია რეაქციაზე, რაც როგორც
წინასწარმეტყველება ისე ახდა შემდგომში. მილტონმა თავის სიუჟეტების იარაღად
გამოიყენა თეთრი ლექსი, რომელიც პირველ 16 ს. სარეის მიერ იქნა გამოყენებული,
შემდეგ იგი უფრო განავითარა მარლომ და შექსპირმა, ხოლო მილტონმა მისით
გამოამჟღავნა თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობანი.
თემა: XVIII საუკუნის ინგლისური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები. ადრინდელი
და მოწიფული განმანათლებლობა; სენტიმენტალიზმი და წინა რომანტიზმი;

XVIII საუკუნეში დიდი გარდატეხა მოხდა ევროპის სოციალურ ცხოვრებაში:


წოდებრივად დანაწევრებული და იდეოლოგიურად ეკლესიას დაქვემდებარებული
საზოგადოება ჩანაცვლდა სამოქალაქო (ბურჟუაზიული, ბიურგერული) საზოგადოებით,
რომელიც მოითხოვდა თანასწორობასა და თავისუფლებას როგორც აზროვნებაში, ისე
ეკონომიკურ საქმიანობაში. საუკუნის მთავარი ისტორიული მოვლენაა 1789 წლის
საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, რომელსაც მრავალი ინტელექტუალი
აღტაცებით შეხვდა. ამ რევოლუციით დაიწყო აბსოლუტიზმის (ფეოდალთა
ერთპიროვნული მმართველობის) აღსასრული და ინდივიდის ემანსიპაცია
(გათავისუფლება) სოციალური და დოგმატური შეზღუდვებისგან. ფეოდალურ იერარქიას
ბურჟუაზიამ დაუპირისპირა სამყაროს, საზოგადოების და ცხოვრების თავისი მოდელი. ამ
მოდელის ფარგლებში ადამიანის ღირებულება განისაზღვრება არა მისი წარმომავლობითა
და მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიებით, არამედ მისი ინტელექტუალური,
ფსიქიკური და ფიზიკური მონაცემების განვითარებით. ვითარდება ბურჟუაზიული
იდეოლოგია, რომელშიც განდიდებულია ადამიანის თავისუფალი ნება, მისი ბუნებრივი
სიკეთე, და გაკრიტიკებულია არაბუნებრივი ცხოვრების წესის გამო გადაგვარებული და
გარყვნილი ფეოდალი.
ბიურგერი მწერლები მოითხოვდნენ ლიტერატურის თავისუფლებასა და ავტონომიას.
მისი დანიშნულება აღარ უნდა ყოფილიყო საკარო საზოგადოების გართობა, იგი აღარც
ეკლესიას უნდა დაქვემდებარებულიყო. ახალი ეპოქის მწერლობა იქმნება არა ერთი
გარკვეული წოდების ადამიანებისთვის, არამედ პრინციპულად ნებისმიერი
ადამიანისთვის. ხელოვნებისგან აღარ მოითხოვებოდა ტრადიციული ნორმების დაცვა,
ხელოვნება უნდა ყოფილიყო ხელოვანის ინდივიდუალობის გამოხატულება. ხელოვნების
ამგვარმა ”გათავისუფლებამ” განაპირობა ახალი ლიტერატურული ფორმების
განვითარება. ხელოვნებასა და ლიტერატურაში იწყება ახალი ეპოქა (მოდერნი → ლათ.
modo - ახალი), რომლის მთავარი მახასიათებელია ძველის დაძლევისა და განახლებისკენ
სწრაფვა.
XVIII საუკუნის ბოლოსთვის წერა-კითხვა შეეძლო მოსახლეობის 25%-ს, რაც
გამორიცხავდა ე. წ. თავისუფალი მწერლის არსებობას: ავტორთა ლიტერატურული
საქმიანობა ხშირად იზღუდებოდა რაიმე სხვა პროფესიით მუშაობის აუცილებლობით.
შეიცვალა ქალთა მონაწილეობის ხვედრითი წილი ლიტერატურულ ცხოვრებაში: თუ
მანამდე ქალები მხოლოდ ლიტერატურის მკითხველის როლს ასრულებდნენ, XVIII
საუკუნიდან ისინი თავად იწყებენ მხატვრული თხზულებების წერას და აარსებენ
ლიტერატურულ წრეებსა და სალონებს, სადაც იკრიბებოდნენ ფილოსოფოსები,
ხელოვანები, მწერლები და გამომცემლები.
განმანათლებლობა. განმანათლებლობა ეწოდება იდეოლოგიას, რომელიც XVIII
საუკუნეში იყო გაბატონებული. მისთვის დამახასიათებელია მოვლენების, ტრადიციების,
ნორმების კრიტიკული შეფასება, მათში დაეჭვება. განმანათლებლობის ფილოსოფიური
საფუძველია რაციონალიზმი (რენე დეკარტი და გოთფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი), რომლის
მიხედვითაც შემეცნება გონებაზე, აზროვნებაზეა დამყარებული. სწორედ შემეცნებაა
ადამიანის არსებობის მთავარი მიზანია, მთელი ცხოვრება სწავლის პროცესს უტოლდება.
რაციონალისტების აზრით, სწავლა ყველას შეუძლია, ყველას შეუძლია, იყოს ბრძენი და
კეთილი. ამასთან, რაციონალური აზროვნების ფარგლებში სიკეთე გაიგივებულია
გონიერებასთან. რაციონალისტები ცდილობდნენ, ბუნებრივი პროცესები დაეყვანათ
გასაგებ და ლოგიკურად ახსნად კანონზომიერებებზე. მათ აერთიანებდათ რწმენა
არსებული სამყაროს სრულყოფილებასა და მოწესრიგებულობაში. ბაროკოს ეპოქის
მწერლებისგან განსხვავებით, რომლებიც ამაოების ესთეტიზაციას ახორციელებდნენ,
განმანათლებლები ოპტიმისტები იყვნენ, მათ სწამდათ პროგრესი, წინსვლა.
განმანათლებლურ ხელოვნებას გონივრული აზრები და ადამიანური გრძნობები უნდა
გამოეხატა. ლიტერატურას ერთდროულად უნდა აღეზარდა და გაეხარებინა ადამიანი (→
ჰორაციუსი). ლიტერატურულ ჟანრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იგავ-
არაკს, რომლის მთავარი დანიშნულებაც სწორედ მკითხველის აღზრდაა. იმავე ეპოქის
ლიტერატურაში ჩნდება ისეთი ჟანრები, როგორებიცაა განვითარების რომანი (რომელშიც
პროტაგონისტის გონებრივი, ზნეობრივი და სულიერი განვითარება უნდა
გადმოცემულიყო), უტოპიური რომანი (რომელშიც აღწერილი იყო არარსებული
სახელმწიფო და მისი იდეალური საზოგადოებრივი წყობა) და ბიურგერული ტრაგედია
(რომლის თემაც უმეტესად საკარო არისტოკრატიასა და ბიურგერებს შორის სოციალური
დაპირისპირება იყო).

განმანათლებლობა ინგლისში: დენიელ დეფო (1661-1731) – რობინზონ კრუზო


ჯონათან სვიფტი (1667-1745) - გულივერის მოგზაურობა
რიჩარდ შერიდანი (1751-1816) - ავსიტყვაობის სკოლა

განმანათლებლობა დენი დიდრო (1713-1784) - რამოს ძმისწული


საფრანგეთში: ვოლტერი (1694-1778) - კანდიდი
ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778) - ემილი ანუ აღზრდის შესახებ

განმანთლებლობა გერმანიაში: გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი (1724-1781) - ნათან ბრძენი,


ემილი გალოტი
ფრიდრიჰ შილერი (1759-1805) - ყაჩაღები, ვერაგობა და
სიყვარული
იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) - ფაუსტი

განმანათლებლობა სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) - სიბრძნე სიცრუისა


საქართველოში:

XVII საუკუნის დასასრულიდან საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციამდე პერიოდს


განმანათლებლობის ეპოქა ეწოდება. განმანათლებლები მოითხოვდნენ დრომოჭმული
პოლიტიკური დაწესებულებების განადგურებას, იბრძოდნენ შუასაუკუნეობრივი
ჩაგვრისა და ფანატიზმის წინაარმდეგ, მათ იმედებს კი გონების ძალაზე ამყარებდნენ.
სწორედ გონება იყო მათთვის საზოგადოების გარდაქმნის თავდები. განმანათლებლები
აკრიტიკებდნენ ბატონყმობის გადმონაშთებს, აბსოლუტიზმის წოდებრივ
პრივილეგიებს, ფანატიზმს, აწარმოებდნენ ბრძოლას კაცობრიობის ემანსიპაციისათვის
და მასში კულტურის დანერგვისათვის. მათი ამოცანა იყო ბრძოლა განათლებისა და
ზნეობრივი დონის ამაღლებისათვის. XVIII საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში
ხდება ყოფისა და ზნეჩვეულებათა რეალისტური ასახვა. განმანათლებლობა
თავისებურად განვითარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, იმის გათვალისწინებით
თუ როგორი ისტორიული და რამდენადD ხელსაყრელი პირობები იყო ამისათვის.
გადაიქცა რა ინგლისი კონსტიტუციურ მონარქიად, ყველაზე ადრე შედგა ფეხი
ფაქტიურად კაპიტალისტური განვითარების გზაზე, გამონახა რა კონსტიტუციურმა
მონარქიამ კომპრომატული გზები არისტოკრატიასა და ბურჟუაზიასთან და მოიპოვეს
რა ამ უკანასკნელებმა გარკვეული პოლიტიკური უფლებები, _ ინგლიისის
განმანათლებლობა შესაბამისად ხასიათდება ზომიერი და კომპრომისული
თვისებებით. ხოლო საფრანგეთში, სადაც ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული
აბსოლუტზმის წესები, და ლიტერატურა ვითარდება დაძაბული ბრძოლის პირობებში,
განმანათლებლობამ მიიღო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და უფრო მწვავე ხასიათი,
რაც შეეხება გერმანიას, იგი საგრძნობლედ ჩამორჩებოდა ინგლისსა და საფრანგეთს
პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებით. ამის მიზეზი იყო დაქუცმაცებული ქვეყანა
და სუსტი ხელისუფლება. გერმანიის გარდა ასევე დაქსაქსულია იტალიაც, რომელმაც
ვერ მოიპოვა ამ დროისათვის ქვეყნის ერთიანობა და დიდად ჩამორჩება ეკონომიური
განვითარებით ევროპის მოწინავე ქვეყნებს.
განმანათლებლობის ეპოქის ლიტერატურა ინგლისში მოიცავს ორ მიმართულებას:
ბურჟუაზიულ-პურიტანულსა და რადიკალურ-კრიტიკულს. პირველის
წარმომადგენლები არიან: დეფო, სტილი, რიჩარდსონი. რომლებიც ადამიანთა
გარდაქმნას ცდილობდნენ მორალურ-რელიგიერი გზებით. მეორე მიმართულების
წარმომადგენლები იყვნენ: სვიფტი, ფილდინგი, სმოლეტი, შერიდანი. ისინი სოციალ-

პოლიტიკურ ნაკლოვანებათა მხილებით ეწინააღმდეგებიან ბურჟუაზიული წყობის


ახალ ფორმებსაც.
XVIII საუკუნის მწერლები გამოირჩევიან არა მარტო როგორც ლიტერატორები,
არამედ როგორც პოლიტიკური მოღვაწეებიც.
ინგლისის ლიტერატურამ ამ დროისათვის განვლო რამდენიმე ეტაპი: ადრინდელი
და მოწიფული განმანათლებლობა, სენტიმენტალიზმი და წინარომანტიზმი.

ადრინდელი განმანათლებლობის დროს ჯერ კიდევ შეინიშნება და არცთუ


იშვიათად კლასიციზმის ტრადიციები, ცნობილია პოეტი ალექსამდრე პოპი (1688–1744),
რომელმაც ბუალოს მსგავსად დაწერა “ცდა კრიტიკის შესახებ”, ამდროისათვის დიდი
პოპულარობით სარგებლობს ნარკვევის ჟანრი _ ესე, რომელიც ფართოდ იყო
გამოყენებული სატირიკულ-ზნეობრივი ხასითის ჟურნალებში, რომლის ავტორებიც
იყვნენ ჯოზეფ ადისონი (1672–1719) და რიჩარდ სტილი (1672–1729). მათ დიდი როლი
ითამაშეს პრესის განვითარებაში. მათი ამოცანა იყო ბრძოლა განათლებისა და
ზნეობრივი დონის ამაღლებისათვის. მათთან დიდაქტიკა ერწყმოდა მხიარულ იუმორს.
ინგლისის ადრინდელი პერიოდის განმანათლებლობის წარმომადგენელია დანიელ
დეფო (1661-1731) რომელიც ზომიერი მიმართულებას ემხრობა და კომერციის
გაფართოებას უჭერს მხარს, ლონდონელი ვაჭრის შვილი თვით ეწევა კომერციულ
საქმიანობას, მაგრამ ამან წარმატება მას არ მოუტანა, სხვაგან სცადა ბედი,
პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში, თუმცა უკვე ხანში შესულმა დარწმუნდა რომ მისი
საქმე მხატვრული შემოქმედება იყო. მისმა პირველმა გალექსილმა პამფლეტმა “წმინდა
სისხლის ინგლისელი” მეფის ყურადღება მიიპყრო და დაახლოვა სამეფო კარს, იგი
ამხელს მეფის წინააღმდეგ რეაციულ ტენდენციებს, აქ მან დაიცვა ვილჰელმ ორანელი.
ამის შემდეგ ანა დედოფლობის დროს წერს რელიგიური სექტის დისიდენტების
დასაცავად პამფლეტს “დისიდენტებთან ანგარიშის გასწორების უმოკლესი გზები”,
რისთვისაც დააპატიმრეს, მას ჯარიმაც უნდა გადაეხადა და 3-ჯერ დამდგარიყო
სამარცხვინო ბოძთან. Aმის საპასუხოდ კვლავ წერს პამფლეტს “ჰიმნი სამარცხვინო
ბოძისადმი”, ბოძთან დამდგარ დეფოს ხალხი ყვავილებით ეგებებოდა. შემდეგ დეფო
მაინც დათმობებზე წავიდა მმართველი წრეების წინაშე.
ლიტერატურის ისტორიაში დეფოს სახელი დაკავშირებულია რეალისტური
რომანის ჟანრთან, რომლის ფუძემდებლადაც ითვლება იგი. მისი რომანები
სათავგადასავლო ხასიათისაა და იყენებს გაიძვერულ რომანის ჟანრს. დეფო თავის
ნაწარმოებებში: “პოლკოვნიკი ჟაკი”, “როკსანა”, “მოლ ფლენდერსი” აღწერს იმ
ადამიანებს, რომლებიც ყველანაირი გზით ცდილობენ გამდიდრებას, ასევე იმ
ადამიანების ბედსაც, რომლებიც გაჭირვებამ და გარემოცულმა წრემ აიძულა
ქურდობის გზას დაადგეს. საინტერესოა მისი ისტორიული რომანებიც: “დღიურები
ჟამიანი წლისა” და “კავალერის მემუარები”. მის უდიდეს მიღწევად კი ითვლება
რეალისტურ ამბავზე აგებული “ცხოვრება და საკვირველი თავგადასავლები რობინზონ
კრუზოსი”. რომანის სიუჟეტად გამოყენებულია ნამდვილი შემთხვევა – ისტორია
მეზღვაურისა, რომელმაც 4 წელი გაატარა უდაბურ კუნძულზე. როგორც დეფოს ყველა
წიგნი, ეს წიგნიც პირველ პირშია დაწერილი. მთავარი პერსონაჟი ჩველულებრივი
საშუალო წრის ადამიანია, ბურჟუაზიული კლასის ტიპიური წარმომადგენელი,

აღწერილია თავიდან ბოლომდე მისი ყოველდღიური ცხოვრება და ამის ფონზე


ნაჩვენებია ბურჟაზიული სამყარო, ადამიანის ბუნებრივი თვისებები, რომლებიც თავს
იჩენენ ბუნებასთან ბრძოლაში, ყოველდღიურ შრომაში, ტანჯვასა და სიხარულში.
რომანის ენა ნათელია და სადა, თხრობის სტილი ზუსტი და საქმიანია, ავტორისთვის
პრიორიტეტული სწორედ ეს გახლავთ, რომ ყველასათვის გასაგები იყოს მისი ენა. ამ
ნაწარმოებში არ ხდება გმირის იდეალიზება. რობინზონი არის შრომისმოყვარე,
ანგარიშიანი და პრაქტიკოსი ადამიანი. მან იცის ფულის ფასი, და როგორ მოიპოვოს
ასევე იგი. კუნძულს ისე უყურებს როგორც საკუთრებას, სადაც ბედმა მიიყვანა იგი.
და საინტერესოა ის თვისებები, რომელსაც ადამიანი ავლენს ცივილიზებული
საზოგადოებიდან მოწყვეტილი უდაბურ კუნძულზე.
წიგნს მაღალი შეფასება მისცა ჟან ჟაკ რუსომ, და “საუკეთესო წიგნად” გამოაცხადა.
ამ წიგნის შემდეგ მრავალი წიგნი შეიქმნა მისი მიბაძვით.
განმანათლებლობის კრიტიკული მიმართულების ფუძემდებელია _ ჯონათან
სვიფტი (1667-1745), რომელიც გამოირჩევა თანამედროვეობის ნაკლოვანებების
გაბედული მხილებით, მან ამხილა საზოგადოებრივი წყობის და ურთიერთობების
უარყოფითი მხარეები, გატაცება ფულით და გამყიდველი ხასიათი. მან ბავშვობიდან
მოყოლებული მძიმე და ძნელი ცხოვრების გზა განვლო, მამით ობოლი, ნათესავების
დახმარებით ღებულობს განათლებას და სასულიერო ხარისხს. სვიფტი მალე ჩაება
პოლიტიკურ ცხოვრებაში. Iწყებს პოლიტიკური პამფლეტების წერას და მოღვაწეობს
ჟურნალისტიკაში, ვიგებისა და ტორების პარტიის ბრძოლაში მიემხრო ტორებს და
დაჟინებით მოითხოვდა ზავს, რაც მოგვიანებით მიღწეულ იქნა. აქ საქმე ეხება საგარეო
პოლიტიკას, რომლის დროსაც გაჭიანურებული ომის სიმძიმე მთლიანად ხალხს აწვა
მძიმე ტვირთად.
1704 წელს გამოქვეყნდა სვიფტის ცნობილი სატირა “ზღაპარი კასრზე”, რომელიც
წარმოადგენს ანტიკლერიკალურ პამფლეტს.
1714 წელს სვიფტმა მიატოვა რა საბოლოოდ პოლიტიკური საქმიანობა, საბოლოოდ
გადასახლდა ირლანდიაში, დაინახა რა ირლანდიელი ხალხის მძიმე მდგომარეობა და
უუფლებობა ამხილა ინგლისის პოლიტიკა და დაიცვა დაჩაგრული ირლანდია. Iრლან-
დიელები შეაგულიანა და მოუწოდა უარი ეთქვათ ინგლისის საქონელზე და არა-
სრულფასოვანი ხურდა ფულის გამოშვებაზე. ეს ტენდენციები ასახა “მემაუდის წე-
რილებში”, რის შემდეგაც სვიფტი ირლანდიელი მასების სათაყვანებელ კერპად იქცა.
1726 წელს გამოიცა სვიფტის უდიდესი ნაწარმოები “გულივერის მოგზაურობა”,
რომელმაც ერთგვარად შეაჯამა მისი შემოქმედებითი გზა. უკანასკნელ წლებში კი
სავსებით ჩამოშორდა შემოქმედებით მუშაობას, რადგან მძიმე სულიერი ავადმყოფობა
გახდა ამის მიზეზი, რის შედეგადაც გარდაიცვალა. წიგნი დაყოფილია 4 ნაწილად,
ატარებს სათავგადასავლო რომანების პაროდიის ხასიათს. თხზულების მთავარი
ღირებულებაა პოლიტიკური მხილება. ინგლისის სინამდვილეში არსებული
მოვლენები, სასახლის კარი, სახელმწიფო უმაღლესი მოხელეები, პოლიტიკური
ინტრიგები, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის უპრინციპობა და ომების უმიზნობა.
ეს ყველაფერი მოცემულია სატირული ფორმით I ნაწილში;
II ნაწილში მოცემულია ევროპული ცივილაზიციის საერთო ხასიათის ანალიზი.
ავტორის მიზანია აჩვენოს ევროპული ცივილიზაციის არარაობა და სიცრუე;
III და IV ნაწილში ამხელს წარჩინებულებსა და არისტოკრატებს: ვერაგობა, ჩაგვრა,
მოსყიდვა, მოტყუება, პირფერობა და გაიძვერობა, რაც მათ ახასიათებთ, შესაბამისად
სვიფტის სატირა ხდება უფრო მკვეთრი და გესლიანი.
მიუხედავად ზემოთქმულისა სვიფტი არ შეიძლება ჩაითვალოს კაცთმოძულედ,
რადგან მისი გულისწყრომა და აღშფოთება გამოწვეულია მისი სურვილით _
შეცვალოს არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობები. სვიფტის ფანტასტიკა თავისი
არსით ღრმად რეალისტურია.
მოწიფული განმანათლებლობის ეპოქაში მკვეთრად გამოვლინდა
განმანათლებლური იდეები და დემოკრატიული სწარფვანი. კლასიციზმი მთლიანად
ადგილს უთმობს განმანათლებლურ რეალიზმს და წამყვან ჟანრად იქცევა რომანი.
სემუელ რიჩარდსონი (1689-1761), ის მწერალია რომელმაც განავითარა და გააღრმავა
რომანის ფორმა, და აღწერა ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი და მისი ცხოვრება. მისი
რომანში “პამელა ანუ დაჯილდოებული სიკეთე” მოცემულია უბრალო ქალიშვილის
კონფლიქტი წარჩინებულ არისტოკრატთან, რაც პამელას გამარჯვებით მთავრდება.
მისი შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია “კლარისა, ანუ ახალგაზრდა ლედის
ისტორია”, სადაც ახალგაზრდა გმირის მაგალითზე ნაჩვენებია ოჯახური მორალის
დარღვევა, რომელიც ტრაგიკულად მთავრდება, და რაც გამოწვეულია იმის გამო რომ
კლარისა არ ემორჩილება მშობლების ნება-სურვილს ცოლად გაჰყვეს მისთვის
საძულველ ადამიანს. ორივე რომანი დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურება და აჩვენებს
მშობლებისა და შვილების ქორწინებისადმი ურიგო დამოკიდებულებას.
ჰენრი ფილდინგი (1707-1754) ითვლება ინგლისის რეალისტური რომანის
ფუძემდებლად. მისი შემოქმედების I პერიოდი დაკავშირებულია თეატრთან. თავის 25
კომედიაში ის ფარსის, პაროდიის და კომედიის ელემენტებით თავს დაესხა
საპარლამენტო კორუფციას, ადმინისტაციულ წესებს და მოსამართლეთა მექრთამეობას.
დასცინა მაღალი საზოგადოების ზნეობრივ ნორმებს. მოსამართლეთა შესახებ წერს
პიესაში _ “ყავახანის პოლიტიკოსი, ანუ მოსამართლე ხაფანგში”. კომედიაში _ “დონ
კიხოტი ინგლისში” მოგვცა სატირა საარჩევნო სისტემაზე. ფილდინგის კალამს
ეკუთვნის ასევე 4 რომანი: I “ჯონათან უაილდ დიდის ისტორია”, სადაც გააკრიტიკა
თანამედროვე სახელმწიფოებრივი წყობა. II “ჯოზეფ ენდრიუსის თავგადასავლის
ისტორია”, III “ტომ ჯონს ნაპოვარას ისტორია”, ამ რომანებში მან მიზნაD დაისახა
ეჩვენებინა თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი სახე, მემამულეთა სახეები, გამდიდრებული
ბურჟუები, მექრთამე მოსამართლეები და იურისტები, ანგარება და ვერაგობა. მან
მოახერხა ცხოვრების მრავალმხრივ ჩვენება, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა
ცხოვრება და მათი სახეები. ფილდინგის უკანასკნელი რომანია “ამელია”, რომელიც
გამოირჩევა სენტიმენტალურ-დიდაქტიკური ტენდენციებით.
განმანათლებლობის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია ასევე ტობაიას
ჯორჯ სმოლეტი (1721-1771), მის პირველ რომანში “როდრიკ რენდომის
თავგადასავალი”, გამოყენებულია მრავალი ავტობიოგრაფიული მასალა, ასევე მისი
მეორე რომანი “პერიგრინ პიკლის თავგადასავალი”, ისევე როგორც პირველი
აგებულია გაიძვერული, ანუ პიკარესკული რომანის სქემაზე, აქ ძირითადად
აღწერილია კონკურენცია იმ ადამიანთა შორის, რომელთაც ყოველგვარი ხერხებით
სურთ მიაღწიონ სიმდიდრესა და წარმატებას. სმოლეტის კარიკატურულ გმირთა
ფიგურებში მოჩანს ცხოვრებიდან აღებული სახეები, ხოლო კომიკურ ეპიზოდებში
ჩაქსოვილია ფიქრები თანამედროვეობაზე. სმოლეტის შემოქმედებითი
მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მისი უკანასკნელი რომანი “ჰემფრი კლინკერის
მოგზაურობა”, რომელშიც ვხვდებით სენტიმენტალიზმის ტენდენციებს. რომანი
დაწერილია ეპისტოლარული ფორმით, და მოთხრობილია იმ ადამიანთა შესახებ,
რომელთაც დაკარგეს ყოველგვარი საარსებო საშუალებანი და ძარცვის გზას დაადგნენ,
თუმცა ავტორი თანაუგრძნობს მათ, და მასთან ერთად მკითხველიც. სმოლეტის

ნაწარმოებთა ახირებულ და ამავე დროს საინტერესო სახეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ


ინგლისური რეალისტური რომანის განვითარებისათვის.
XVIII საუკუნის თეატრის განვითარებაში ახალი მომენტი იყო ე.წ. «ბურჟუაზიული
დრამის » შექმნა. მისი ფუძემდებელია ჯორჯ ლილო (1693-1739). იგი ავტორია 8
პიესისა, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა “ლონდონელი ვაჭარი ანუ ჯორჯ
ბარნველის ისტორია”, სადაც იგი ილაშქრებს კლასიციზმის პრინციპების, დრამის
მაღალ და დაბალ ჟანრად დაყოფის წინააღმდეგ. ლილო ცდილობს სერიოზულ ჟანრში
შეიტა-ნოს საშუალო კლასების ცხოვრება. პიესის მიხედვით ჯორჯი გაუმიჯნურდა
მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჩადის დანაშაულს, ფულის გულისათვის კლავს მოხუც
ბიძას, დანაშაული გაიხსნება და იგი სათანადოდ ისჯება, სასჯელის წინ კი მიმართავს

საზოგადოებას, გაითვალისწინონ მისი გამოცდილება და არასოდეს დაკარგონ სიკეთის გზა.


სატირიკული დრამის წარმომადგენელია ჯონ გეი (1685-1732), რომელიც ცნობილი
გახდა თავისი „ღატაკთა ოპერით“, სადცა წარმოდგენილია ძირითადად ქურდების და
ბანდიტების სამყარო. და მათი ცხოვრებისა და მოქმედებების ფონზე გვიჩვენა
კორუპცია, ადმინისტაციული აპარატი, მათი კავშირი კანონების დამცველებთან, ერთი
სიტყვით ე სარის სოციალური სატირა. რასაც შემდეგში მოყვა თეატრალური ცენზურა.
ინგლისის დრამატურგიის შესანიშნავი წარმომადგენელია რიჩარდ ბრინსლი
შერიდანი (1751-1816), რომელიც ასევე ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იგი
იყო პარლამენტის წევრიც, და იყო ოპოზიციის ბრწყინვალე ორატორი. მისი
შემოქმედების მთავარი მიღწევა გახლავთ “ავსიტყვაობის სკოლა”, სატირიკული
კომედია, სადაც მოგვცა საზოგადოების ზნეობათა და ყოფის რეალისტური სურათები.
პიესის მიხედვით ჯოზეფ და ჩარლზ სერფეისების ისტორიას ვეცნობით, პირველს
აქვს კეთილმოქმედი ადამიანის სახელი, მეორეს ქარაფშუტასი და გარყვნილისა,
“სურფას” – ინგლისურად ნიშნავს ზედაპირს. სინამდვილეში კი ჯოზეფი ეგოისტი,
პირფერი, ძუნწი და უმადურ ადამიანია, რომელსაც სურს ანგარებით იქორწინოს
თავისი ძმის დანიშნულზე, თანაც იმავდროეულად ეარშიყება თავისი მფარველის
მისტერ ტიზლის ახალგაზრდა მეუღლეს. Xოლო მეორე, ჩარლზი გამოყვანილია,
როგორც მოქეიფე და უქნარა ადამიანი, მაგრამ მას უფრო მეტი დადებოთი მხარეები
აქვს და უფრო კეთილშობილია. აქ საინტერესოა ლედი სნირუელის “ავსიტყვაობის
სალონი” საიდანაც ვრცელდება ყოველნაირი ჭორი, რომლის მიზანიც არის
რეპუტაციის შელახვა. სწორედ ამ სალონთან აქვს მჭიდრო კავშირი ჯოზეფს. აქ არის
მხილებული მაღალი წრეებისთვის დამახასიათებელი ფარისევლობა და პირმოთნეობა.
XVIII საუკუნის ევროპის ლიეტერატურის ისტორიაში ახალი ეტაპი იყო
სენტიმენტალიზმი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აშკარა იყო, რომ რაციონალურ

აზროვნებას არ არის ბედნიერი მომავლის გარანტი, რადგან გონიერება და ლოგიკური


აზროვნება შეიძლება ჩაგვრისთვისაც ყოფილიყო გამოყენებული. რაციონალურად
დაგეგმილ საზოგადოებაში ადამიანი შეიძლება ჯარისკაცად ან ჩინოვნიკად ქცეულიყო,
რომელიც მხოლოდ სხვის ბრძანებებს ასრულებს. სწორედ ამის წინააღმდეგ იყო
მიმართული გრძნობითი, სენტიმენტალური კულტურა, რომლისთვისაც ამოსავალია
ადამიანის გული, მისი გრძნობები და შინაგანი სამყარო. სენტიმენტალიზმის (ფრანგ.
sentimentalisme - მგრძნობელობა) ფილოსოფიური საფუძველია სენსუალიზმი (ლოკი და
ჰიუმი), რომელიც რაციონალიზმისგან განსხვავებით ადამიანთა ცოდნის წყაროდ
გრძნობით შემეცნებას მიიჩნევს. სენსუალიზმით იწყება ფილოსოფიის სეკულარიზაცია, ე.
ი. ფილოსოფიურ აზროვნებაში თეოლოგიური მსოფლხედვის დაძლევა.
სენტიმენტალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა დაუპირისპირდა
განმანათლებლობას და წინ წამოსწია გრძნობის კულტი, თანაგრძნობა, ადამიანური
განცდები. ლიტერატურას უნდა გადმოეცა განწყობები და ვნებები. მოქმედი პირის
უმეტესად მელანქოლიური განწყობის ფონად ხშირად ბუნებაა გამოყენებული. ამ
ლიტერატურულ ეპოქაში გავრცელებული ჟანრები იყო ფსიქოლოგიური რომანი,
ეპისტოლური რომანი, წერილები, დღიურები, მოგზაურობა. სენტიმენტალიზმის
გერმანული ვარიანტია ე. წ. ”ქარიშხალი და შეტევა”, რომლის წარმომადგენლებიც
ქადაგებდნენ გენიის კულტსა და ადამიანის თავისუფლებას, უარყოფდნენ რელიგიურ
დოგმატიზმსა და სოციალურ ფენებს შორის განსხვავებას. სენტიმენტალიზმის
წარმომადგენლები არიან:
ინგლისში: ლორენს სტერნი (1713-1768) - ტრისტრამ შენდი, სენტიმენტალური
მოგზაურობა
საფრანგეთში: ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778) - ახალი ელოიზა
გერმანიაში: იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) - ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი

სენტიმენტალისტები, ისევე როგორც განმანათლებლები მიზნადD ისახავდნენ


ადამიანის უფლებათა დაცვას, მაგრამ მათ უფრო გააღრმავეს სოციალური კრიტიკა და
ექსპლუატაციის ახალი ფორმების წინააღმდეგაც გამოვიდნენ. მაგრამ ხაზგასასმელია
ის გარემოება, რომ მათ საკუთარი დადებითი იდეალები დაუკავშირეს არა მყოფადს,
არამედ წარსულს. სეტიმენტალისტები სიმპათიით უყურებენ სოფელს და ადიდებენ
სოფლური ცხოვრების სიწმინდეს. სიღარიბისა და სიმდიდრის
ურთიერთდაპირისპირება, პატიოსანი შრომის განდიდება და თანაგრძნობა სოფლელთა
ტამჯვისადმი, აი ეს გახლავთ მათი ლიტერატურის შინაარსი. სენტიმენტალისტები
აქცენტს აკეთებენ გრძნობებზე და ადამიანის ემოციურ მხარეზე. “სენტიმან” _ ნიშნავს
გრძნობას. ეს ტერმინი ხმარებაში შემოვიდა, როდესაც გამოვიდა სტერნის
“სენტიმენტალური მოგზაურობა”.
სენტიმენტალური პოეზიის წარმომადგენლები არიან: ჯეიმს ტომსონი, ედუარდ
იუნგი, თომას გრეი, ჯორგ კრაბი. დიდ ყურადღებას იპყრობს ოლივერ გოლდსმითი,
რომელმაც კვალი დასტოვა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში. პოეზიის სფეროში
განსაკუთრებით საინეტერესოა მისი “მიტოვებული სოფელი”, სადაც აღწერს ინგლისის
ერთ-ერთი სოფლის წარსულ იდილიურ წყნარ ცხოვრებას და ადიდებს ამ სოფლის
იდილიას. როგორც დრამატურგმა სახელი გაითქვა ცნობილი პიესებით: “გულკეთილი
ადამიანი” და “ერთი ღამის შეცდომები”, რომელიც დღემდე იდგმება.
როგორც პროზაიკოსმა სახელი გაითქვა რომანით: “ვეკფილდელი მოძღვარი”,
რომელიც გვიჩვენებს სოფლელი მღვდელის პრიმროზას ოჯახის ყოფას. გაიძვერა
მემამულე ატყუებს მღვდლის ქალიშვილს, ხოლო მღვდელს ვალების გამო აგდებს
ციხეში. Oჯახი ამ მემამულის ბიძამ იხსნა, რომელიც დროებით სხვა სახელს იყო
ამოფარებული, იმ მიზნით, რომ შეეცნო თავისი ძმისწული. აქ იმარჯვებს
სამართლიანობა. აქ არის ასახული ინგლისის პროვინციული ცხოვრება, მემამელეების
ეგოიზმსა და თავაშვებულობას. საინტერესოა მღვდლის შეგონებები, რომლითაც
გოლდსმითი ადამიანთა მორალურ გამოსწორებას ქადაგებს.
ლიტერატურის სარბიელზე ლორენს სტერნი (1713-1768) გამოდის 60-იან წლებში,
როცა გამოიცა მისი მთავარი ნაწარმოებები: “ტრისტამ შენდი” და “სენტიმენტალური
მოგზაურობა”. როგორც შინაარსით, ასევე ფორმით “ტრისტამ შენდი” პაროდიაა
ინგლისის XVIII საუკუნის საყოფაცხოვრებო რომანზე. Iგი, ისევე როგორც “იორიკის
სანტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში”, დაუმთავრებელია. ამ

ნაწარმოებში სათაურის მიუხედავად მოგზაურობა იტალიაში საერთოდ არ არის


აღწერილი, არც საფრანგეთზე იძლევა წარმოდგენას. აქ იგი უბრალოდ უპირისპერბს
ბურჟუაზიულ ინგლისს აბსოლუტისტურ საფრანგეთს. აქ ვეცნობით მთავარი გმირის
იორიკის შინა-გან სამყაროს. საკუთარ თავს გმირი სანტიმენტალურ მოგზაურთა
რიცხვს მიაკუთ-ვნებს, მისთვის მათავრია დაკვირვება თავისსავე სულზე, და არა გარე
სამყაროზე. მთავარი ღირსება ამ ნაწარმოებისა არის პირფერული მეშჩანობის მხილება.
XVIII საუკუნის II ნახევრის ახალი მიმართულებანი წარმოიშვა განმანათლებლური
მსოფლმხედველობის კრიზისის საფუძველზე. ეს მიმართულებანი ერთიანდებიან
“წინარომანტიზმის” სახელწოდებაში. წინარომანტიზმში აირეკლა ის მიმდინარეობა,
რომელიც ცდილობდა გაქცეოდა თანამედროვეობისათვის მტკივნეულ პრობლემებს,
თავს აფარებდა წარსულს, ფანტასტიკურსა და ყოველივე ირაციონალურს. აი
ირაციონალურის გამოვლენაა ე.წ. “გუთური რომანი”, ანუ “შავი რომანი”, ანუ
“საშინელებათა რომანი”, რაც წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას განმანათლებლურ
რომანზე. შინაარსი სავსეა ყოვლად საშინელი და იდუმალი სურათებით. ასახავდა
იდუმალსა და ზებუნებრივ შემთხვევებს, შეიცავდა მელოდრამატულ ეფექტებს. მისი

დანიშნულებაა მოახდინოს ძლიერი ზემოქმედება მკითხველის გრძნობებზე და


წარმოდგენებზე, რომანთა მოქმედების ადგილი ჩვეულებრივად შუასაუკუნეებრივი
ციხეებია, რომლებშიც ხშირად გამოდიან მოჩვენებები. აღვიძებდა ინტერესს
ეგზოტიკისადმი. წარმომადგენლები არიან: ჰორეს უოლპოლი (რომანი “ოტრანტოს
ციხე”), ანა რედკლიფი (“უდოლფის საიდუმლოებანი”), მეთიუ გრეგორ ლუისი
(“ბერი”), უილიამ ბეკფორდი (“ვატეკი”).
წინარომანტიზმის ახალმა ტენდენციამ თავი იჩინა საუკუნის II ნახევრის
პოეზიაში, კერძოდ ჯეიმს მაკფერსონის (1736-1796) და რობერტ ბერნსის (1759-1796)
პოეზიაში, რომლებიც წარმოშობით შოტლანდიელები იყვნენ. მაკფერსონი ცნობილი
გახდა “ოსიანის პოემებით”, სადაც გაიდეალებულია წარსული, და ჩაქსოვილია სევდა,
იმის გამო, რომ თანამედროვე სინამდვილეში დაკნინდნენ ძველი დროს გმირთა
მემკვიდრეები, ვხვდებით სატრფიალო-სენტიმენტალურ ეპიზოდებსაც.
XVIII საუკუნის პოეზიის განვითარების უმაღლესი მწვერვალია რობერტ ბერნსის
(1759-1796) შემოქმედება. ღარიბ ოჯახში დაბადებულ ბერნსს ხცოვრების მძიმე წლების
გავლა მოუწია, მიუხედავად სიღარიბისა, მამამ ყველაფერი გააკეთა, იმისათვის რომ
შვილებისათვის განათლება მიეცა. შემდეგ ბერნსი თვითგანათლების გძითაც ივსებს
ცოდნას. Mას მდიდარი ფერმერის ქალიშვილი უყვრდა, რომლის მამაც ღარიბ კაცთან
დანათესავების წინააღმდეგი იყო.
ბერნსმა I კრებული “ლექსები დაწერილი უმთავრესად შოტლანდიურ
დიალექტზე” გამოაქვეყნა, რამაც წარმატება მოუტანა. მიუხედავად გარკვეული
წარმატებისა და პატარა მოხელის ადგილისა, მთელი ცხოვრება გაჭირვებას ებრძოდა.
მისი შემოქმედებითი კრედო კი იყო მშობლიური შოტლანდიის და ხალხის ბედი.
განიცდის დამოუკიდებლობის დაკარგვას. უმღერის გმირებს, რომლებმაც თავი
შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობას. ბერნსის ლირიკა ადიდებს ადამიანის ნამდვილ,
თავისუფალ გრძნობებს, გულწრფელ სიყვარულს და მეგობრობას. ბერნსი უდიდესი
სიყვარულით აღწერს მშობლიური შოტლანდიის ბუნებას. მოზრდილ ნაწარმოებთაგან
ცნობილია “მხიარული მათხოვრები”. სადაც ბერნსი ხატავს მკაფიო სახეებს, იმ
ბოგანოთა, რომელთაც შეუძლიათ მხიარული გული შეინარჩუნონ დაკონკილი
ტანისამოსის ქვეშ. ბერნსის პოეზია ხალხურია შინაარსითაც და ფორმითაც. მისი
შემოქმედება აღმოცენდა ფოლკლორულ წყაროებზე.
კვირა-თემა: XVIII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები; XVIII
საუკუნის გერმანული ლიტერატურა. ,,ქარიშხლისა და შეტევის’’ ლიტერატურა.

ფრანგმა განმანათლებლებმა შეცვალეს, გააფართოვეს ან სულაც დაამსხვრიეს


კლასიცისტური ლიტერატურის პოეტური ჟანრები და ესთეტიკური დებულებები. მათ
შეცვალეს ძველი თემატიკა და გამოსახვის ფორმები. შემოიღეს ახალი ჟანრები და
იწყეს ახალი თემატიკის დამუშავება.
XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მეტად მნიშვნელოვანი მწერალია ალენ რენე ლესაჟი
(1668-1747), საფრანგეთში რეალიზმის დამწყებთაგანი. მან აჩვენა ფულის გამხრწნელი

ზემოქმედება საზოგადოებაზე და ეს სულისკვეთება ყველაზე მეტად იგრძნობა მის


ნაწარმოებებში: “ჟოლ ბლაზი” და “კოჭლი ეშმაკი”. პირველში აღწერილია ჟილ ბლაზის
თავგადასავალი, გმირი თავიდან იმედიანი თვალით შესცქერის ცხოვრებას და
აღზრდის დროს საზოგადოების იმედი ჰქონდა, მაგრამ იგი მალე დარწმუნდა, რომ
ადამიანს აფასებენ მისი სიმდიდრით. ხოლო სიმდიდრის მოსაპოვებლად ადამიანი
უნდა დაეცეს მორალურად, და თვითონაც ამორალური გზით მდიდრდება, თუმცა

ბოლოს მაინც პატიოსანი ცხოვრება იწყო და პოლიტიკურ სარბიელზე გამოსული


ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ეს ნაწარმოები პოლიტიკური სატირა
საფრანგეთზე, თუმცა მოქმედება ესპანეთშია გადატანილი. ქვეყანა გადაიქცა დიდ
ბირჟადო, სადაც ყველაფერი იყიდება, პატიოსნება, ადამიანური ღირსება და
თანამდებობები და ტიტულებიო.
ფრანგული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურაა ანტუან-ფრანსუა-პრევო (1797-
1763), რომლის ნაწარმოებთა შორის ყველაზე მეტად გამოირჩევა “მანონ ლესკო”,
რომელიც მე-7 წიგნად დაურთო “წარჩინებულ ადამიანის მოგონებათა” ექვსტომეულს,
თუმცა მათ შორის კავშირი არ არსებობს. მოქმედების ცენტრში დაყენებულია 2
ახალგაზრდა: აზნაური დე გრიე და ამორალური ქალი მანონი.მათ ერთმანეთი უყვართ.
Mანონის სილამაზეზე ბევრია შეყვარებული, მაგრამ რახან ის დაბალ წრეს ეკუთვნის
არავის სურს მასთან კანონიერი ქორწინება.მხოლოდ დე გრიემ შესწირა ყველაფერი
მისადმი სიყვარულს, სახელი, სიმდიდრე, ოჯახის ინტერესები. მანონსაც უყვარს
რასაკვირველია იგი, ანუ სულიერად მას ეკუთვნის ხორციელად კი იძულებულია
სხვას დაუკავშირდეს, რათა ამით ნაშოვი ფული გადასცეს დე გრიეს. ავტორი
თანაუგრძნობს მანონს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ყოველნაირი გზით
ცდილობს დაძლიოს ხელმოკლეობა და მოხვდეს მაღალ საზოგადოებაში, სიმპათია
მაინც მის მხარეზეა. თუმცა საზოგადოების უსამართლო კასტურმა მორალმა
იმსხვერპლა მათი სიცოცხლე.
შარლ ლუი სეკონდა, ბარონ დე მონტესკიე (1689-1755) ძველი ფეოდალური გვარის
წარმომადგენელია, რომელსაც ბორდოს პალატაში მემკვიდრეობით ერგო ადგილი, 2
წლის შემდეგ კი პრეზიდენტიც გახდა. იგი თავდაპირველად პოლიტიკურ
მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა მეცნიერულ სფეროში. შემდეგ კი ჩამოშორდა
პარლამენტს. მას ლიტერატურული საქმიანობა იტაცებდა და გადასახლდა რა პარიზში,
გამოაქვეყნა თავისი ნაშრომები: “სპარსული წერილები”, “კანონების სული”. მისი
შრომები გამსჭვალულია განმანათლებლური იდეებით, ჩაგვრის სისტემის წინააღმდეგ
კრიტიკით და პოლიტიკური და ფილოსოფიური სულისკვეთებით. “სპარსული
წერილები” არის ეპისტოლარული ფორმით დაწერილი სატირა საფრანგეთის
საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 2 დიდგვაროვანი სპარსელი: ფილოსოფოსი უზბეკი და

ჭაბუკი რიკა იძულებულნი არიან გადასახლდნენ ევროპაში თავის ქვეყანაში


განმანათლებლური იდეების ქადაგების გამო. მათ გულდასმით შეისწავლეს
საფრანგეთი და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს წერილობით უზიარებენ. მათ ბარათებში
აღწერილია აღმოსავლური ყოფის სურათები. გაკრიტიკებულია დესპოტიზმი, ქალის
უუფლებობა, ასევე საუბარი არის საფრანგეთის ყოფაც. სადაც ნათქვამია, რომ მისი
ყოფა არაგონიერია. საფრანგეთის აბსოლუტიზმი გახრწნილია, დამახინჯებულია
სახელმწიფოებრივი სამართლის ძირითადი პრინციპები. იგი რესპუბლიკის მომხრეა.
მონტესკიემ დიდი ენციკლოპედიური განათლება ჩააქსოვა “კანონების სულში”. აქ
ძირითადად ყურადღება გაამახვილა საზოგადოების განვითარების პრინციპებზე. Iგი
განიხილავს მმართველობის სამ ფორმას:ტირანიას ანუ დესპოტიას, დემოკრატიასა და
მონარქიას. I - დამყარებულია შიშზე, II – სიკეთეზე, III _ ღირსებაზე. მისი აზრით
მმართველობის დემოკრატიული ფორმა შესაძლებელია პატარა სახელმწიფოში, დიდში
კი უნდა იყოს მმართველობის მონარქიული ფორმა. მონტესკიე საქართველოს თემასაც
ეხება. მის კუთხეებს ახსენებს, გურიას, იმერეთს, თბილისს, განუწყვეტელმა ომებმა

და გადამთიელი ურდოების თარეშმა საქართველო დაასუსტა და პოლიტიკურად


ჩამორჩენილ ქვეყანად აქცია.
მონტესკიე უდავოდ დიდი მოაზროვნეა, მაგრამ ფრანგი განმანათლებლების I
თაობის ბელადი ვოლტერია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე
(1694-1778). დაიბადა პარიზში, ფრანგი ჩინოვნიკის ოჯახში და აღიზარდა იეზუიტთა
გიმნაზიაში. იგი თავიდანვე წერდა თავისუფალი აზროვნების სულისკვეთებით
გამსჭვალულ ლექსებს, რისთვისაც ბასტილიის საპყრობილეში ჩასვეს. მას მეორეჯერაც
მოუწია იქ ყოფნა, მისი შეურაცხმყოფელი არისტოკრატის ორთაბრძოლაში გაწვევის
გამო. გამოსვლის შემდეგ კი იძულებული იყო ინგლისში გადახვეწილიყო, სადაც
შეისწავლა პროგრესული ლიტერატურა, ფილოსოფია, სენსუალიზმი, აგრეთვე
შექსპირის დრამატურგია. მოგვიანებით იგი ბრუნდება საფრანგეთში და ზედიზედ
აქვეყნებს ისტორიულ, ფილოსოფიურ და მხატვრული ხასიათის ნაწარმოებს,
რომლებშიც თავს ესხმოდა ფეოდალურ წყობასა და ობსკურანტიზმს. მას ისევ მოუწია
პარიზის დატოვება და კარგა ხნით გადასახლდა შვეიცარიის საზღვართან, სადაც
გაატარა თავისი სიცოცხლის დანარჩენი წლები.მხოლოდ გარდაცვალებამდე სამი თვით
ადრე დაუბრუნდა ვოლტერი პარიზს.
ვოლტერი თავის შრომებში ამხელდა ფეოდალურ რეაქციას, წოდებრივ
ცრურწმენებს და მოითხოვდა ხალხის მტარვალთა დასჯას. მაგრამ თავის კრიტიკაში
ვოლტერი არ მისულა აბსოლუტიზმის უარყოფის იდეამდე. Iგი მომხრე იყო _
“განათლებული აბსოლუტისა”. ტრაგედიების წერისას ვოლტერი იყენებდა
კლასიცისტური ესთეტიკის კანონებს, მაგრამ თვით ტრაგედიებში დებდა
განმანათლებლურ იდეებს, მოუწოდებდა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ და
ადიდებდა განათლებულ მონარქს. დესპოტიზმი ვოლტერმა ამხილა “მაჰმადშიც”, აქ
ავტორი ილაშქრებს ასევე რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.
ვოლტერის ეპიკურ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია: “ანრიადა” და “ორლეანელი
ქალწული”. პირველში დაამუშავა საფრანგეთის XVI საუკუნის მეფის ანრი IV
ცხოვრება.

ვოლტერმა ყველაზე მეტად ანტიფეოდალური შეხედულებები ვოლტერმა გაატარა


“ორლეანელ ქალწულში”. ამ პოემის ცენტრში მან დააყენა ისტორიული პიროვნება
ჟანა დ’არკი, მასთან ერთად გამოიყვანა წარსულის სხვა ისტორიული პირებიც. მაგარმ
ვოლტერს რასაკვირველია მხედველობაში აქვს თავისი თანამედროვე საფრანგეთი.
ვოლტერს აქ მიზანში ამოღებული აქვს დოგმები, ასევე დასცინის მეფეს და
არისტოკრატიას.
ვოლტერმა ფეოდალური წყობა ასევე ამხილა “კანდიდში”, ეს არის ფილოსოფიური
მოთხრობა, სადაც ვოლტერმა წარმოადგინა განმანათლებლური უტოპია – ელდერადო,
სადაც ყველგან მიმობნეულია ოქრო, ლალი, და ზურმუხტი, მეფესა და ქვეშევრდომებს
შორის დამოკიდებულება ატარებს მეგობრულ ხასიათს, ადამიანებს აქვთ თავაზიანობა
და კულტურა, დემოკრატიული წესები. აქ არ არის უზენაესი სასამართლო,
პარლამენტი და საპატიმრო, არამედ მეცნიერებათა სასახლე, სადაც ინჟინრები და
ფიზიკოსები ამაღლებენ მეცნიერულ დონეს ხალხთა საკეთილდღეოდ.
ფრანგ განმანათლებელთა მოღვაწეობის მეორე ეტაპი, აღინიშნა დენი დიდროს (1713-
1784) შემოქმედებით. Dდიდრო ეკუთვნის იმ დიდ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად
იბრძოდნენ ახალი ,,გონიერი სახელმწიფოს” შესაქმნელად და ,,სამარადისო
სამართლიანობის დასამყარებლად”. დიდრო დაიბადა პროვინციელი ხელოსნის
ოჯახში. ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესწავლა მან
ახალგაზრდობაშივე დაიწო. იგი დაეწაფა აგრეთვე უცხო ენებსა და ზუსტ მეცნიერებას.
1750 წელს დიდრო შეუდგა ცნობილი “ენციკლოპედიის” გამოშვებას, რისთვისაც
თავის გარშემო დარაზმა იმდროინდელი გამოჩენილი ადამიანები, ვოლტერი,
მონტესლიე, რუსო და ჰოლბახი. თავიდან რეაქციის ბანაკის წევრებმა სცადეს გამოცემა
ჩაეშალათ, თუმცა დიდრომ ენციკლოპედიის გამოცემის მძიმე საქმე ბოლომდე
მიიყვანა.
დიდრომ მთელი სიცოცხლე შეალია ჭეშმარიტებისა და სიმართლისადმი სამსახურს.
მან დაგმო კლასიციზმის ეპიგონები, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს მას ხელაღებით
არ უარუყვია კლასიციზმის ისტორიული დამსახურება. მან შექმნა დრამის ახალი
თეორია და დრამის შემოქმედებითი პრინციპები. გონიერ ადამიანებს დიდროს აზრით
მოსწონთ მხოლოდ რეალური სამყარო, ამიტომაც ხელოვნებაში უნდა იქნეს ნაჩვენები
სინამდვილე, უნდა დაინერგოს მხოლოდ სიკეთის იდეა. შინამდვილის ასახვასა და
სიკეთის იდეის დანერგვას _ თეატრი შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ სცენაზე
გამოიყვანს ახალ გმირს _ დაბალი ფენების წარმომადგენელს. ახალი გმირის
გამოსაყვანად კი დიდრომ შექმნა “სერიოზული ჟანრი”, რომელსაც უჭირავს საშუალო
ადგილი ტრაგედიასა და კომედიას შორის. სწორედ ამ “საშუალო ჟანრმა” უნდა
გვაჩვენოს ხალხთა სიკეთე და მოვალეობის შეგნება. დახატოს ზნეობრიობისა და
კეთილშობილების ნიმუში.
საკუთარი დრამის თეორიის პრაქტიკული დასაბითებისათვის დიდრომ დაწერა
პიესები: “უკანონო შვილი”, და “ოჯახის მამა”. აქ ოჯახურ კონფლიქტებში ავტორმა
ჩადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შინაარსი. დიდრომ საფუძველი ჩაუყარა
მსახიობის თამაშის რეალისტური სტილს.
დიდროს ეკუთვნის იდეურად ღრმა და მხატვრულად სრულყოფილი ნაწარმოები
რეალისტური რომანები: “მოლოზანი” და “რამოს ძმისწული”. პირველში ფეოდალური

წყობისა და კლერიკალიზმის სამხილებლად არის აღწერილი გულსაკლავი ამბავი


სიცოცხლით აღსავსე და ლამაზი გოგონასი, რომელიც იძულებოთ მოწყვიტეს საერო
ცხოვრებას. მოგვიანებით დააღწია თავი მონასტრის კედლებს და შეუდგა ყოვლად
პატიოსან შრომას.
“რამოს ძმისწული” დაწერილია დიალოგის ფორმით და ერთმანეთს ესაუბრებიან
ფილოსოფოსი და მაწანწალა, ღარიბი ინტელიგენტი რამო. ამორალური რამო არ
ერიდება მუქთახორულ ცხოვრებას. დღენიადაგ იმას ფიქრობს ვის ხარჯზე ისადილოს,
იგი მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობს და მისთვის უცხოა ისეთი იდეალები
როგორიცაა სამშობლის სიყვარული და მეგობრობის გრძნობა. რამო სიამოვნებით
პარავს ფულს თავისი მოწაფეების ფულს, რადგან იცის რომ ამ უკანასკნელთაც ფული
და სიმდიდრე ქურდობის გზით შეიძინეს. “ბუნებაში, _ ამბობს რამო, ერთმანეთს
ანადგურებენ სხვადასხვა ცხოველები, საზოგადოებაში კი ერთმანეთ ანადგურებენ
სხვადასხვა წოდებანი, სხვამ რომ არ გაგანადგუროს, ამისათვის უნდა შეიქმნა კარიერა,
თუნდაც მზაკვრული ხერხებით, საჭიროა პირფერობა გავლენიანი პირების წინაშე და
მათი სურვილების ასრულება”. რამომ კარგად იცის, რომ ყველაფერი ამ
საზოგადოებაში ფულით იზომება და ამიტომაც გადაუწყვეტია იმთავითვე შეასწავლოს
თავის შვილს ოქროს ყადრი.
ფრანგული განმანათლებლობის მესამე თაობის იდეური ბელადია ჟან ჟაკ რუსო
(1712-1778), ეროვნებით ფრანგი და წარმოშობით შვეიცარიელი. მან სახელი გაითქვა
მრავალფეროვანი თხზულებებით, წერდა ენციკლოპედიისათვის სტატიებს მუსიკის
თეორიისა და ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. მიღებული აქვს ასევე დიჟონის
აკადემიის პრემია შემდეგი შრომებისათვის: “მსჯელობანი მეცნიერებისა და
ხელოვნების სარგებლიანობაზე”, 5 წლის შემდეგ კვლავ წარუდგინა ამავე აკადემიას
ახალი შრომა: “მსჯელობანი კაცთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და
საფუძვლების შესახებ”. ამ შრომებში რუსოს მოძღვრება პროგრესულიც არის და
რეაქციულიც. მან პასუხი გასცა აკადემიის კითხვას: როგორ წარმოიშვა უთანასწორობა
ადამიანთა შორის, და მსჯელობას იწყებს შორეული წარსულიდან. უბედურება დაიწყო
ცივილიზაციის ჩასახვით, შემდეგ მიწის საკუთრების წარმოშობით, ანუ კერძოობითი
სისტემის გაჩენამ, რისი წინააღმდეგიც იყო რუსო. ძალაუფლებამ მიიღო დესპოტური
სახე, ილახება უბრალო ადამიანთა უფლებები, რადგან მათი თუნდაც სუსტი ხასიათის
პროტესტი განიხილება როგორც ამბოხება. მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი
იბადება თავისუფალი, თუმცა შემდეგ ყველგან ბორკილებშია. ამიტომ უნდა შეიქმნას
ისეთი წყობა, სადაც ადამიანი თავისუფალი იქნება. რესპუბლიკა ყველაზე კარგად

დაიცავს ხალხის უფლებებს მისი აზრით და მისთვის მისაღებია მმართველობის ეს


ფორმა, მონარქია გამოდგება დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მართვისთვის, ხოლო
პატარა სახელმწიფოებისთვის მისაღებია დემოკრატიულ-რესპუბლიკური წყობა,
სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ რუსოს იდეალი. თეორიულ ტრაქტატებში
განვითარებული დებულებები რუსომ მხატვრულად მოგვცა რომანში “ახალი
ელოიზა”, რომლის სიუჟეტიც ასეთია: იულია დ’ეტანჟს სურს თავისი ბედი
დაუკავშიროს საკუთარ მასწავლებელს, სენ-პრეს, მდაბიოსა და ხელმოკლე ადამიანს,
მამამ კი იულია უსიყვარულოდ გაათხოვა შეძლებულ ვოლმარზე, იულია ბედს
დაემორჩილა, ოჯახზე ზრუნვით ცდილობს დაივიწყოს სენ-პრე. ღრმად
დარწმუნებული იულიას პატიოსნებაში, ვოლმარმა სენ-პრე სტუმრადაც მიიღო და
დასტოვა სახლში, მისი ნდობა გაამართლეს იულიამ და სენ-პრემ, გრძნობები დაიოკეს
და მაღალი ზნეობა აჩვენეს. მათ შორის არსებულმა ძველმა ტრფობამ კი პლატონური
სახე მიიღო. როცა იულია მოულოდნელად გარდაიცვალა, ბავშვების აღზრდა სენ-პრემ
დაივალა. სიკვდილის წინ კი იულია თავს ბედნიერად თვლის, იმის გამო რომ არ
გახდა სენ-პრეს ხორციელი სიყვარულის მსხვერპლი. აქ წინა პლანზე წამოწეულია
სულიერი განცდები და გრძნობები. ავტორმა ასევე მოგვცა ბუნების პეიზაჟის
საუკეთესო სურათები.
განმანათლებლურმა დრამამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია
ბომარშეს (1732-1799) შემოქმედებაში. ბომარშეს ლიტერატურულ მემკვიდრეობაში
მთავარია ტრილოგია: “სევილიელი დალაქი”, “ფიგაროს ქორწინება”, და
“ბოროტმოქმედი დედა”, რომელთა ცენტრში მოქცეულია ფიგარო, I ნაწილში ფიგარო
მდაბიოა, ღარიბი, მაგრამ მოხერხებული. ფიგაროს მისწრაფება, მისი ცხორებისეული

შეხედულება და დამოკიდებულება მაღალი წრისადმი კარგად ჩანს შემდეგ ნაწილში.


ფიგაროს აზრით დადგა აზნაურთა უსამართლო პრივილეგიების გაუქმების დრო,
ადამიანთა შორის წოდებრივი განსხვავების წაშლის დრო. მას სწამს, რომ მსახურები
მორალურად ბევრად მაღლა დგანან თავიანთ ბატონებზე. მართალია პიესაში
დახატულია ესპანური სინამდვილე, მაგრამ მაყურებელი ადვილად ხედავდა
რევოლუციის საფრანგეთის სინამდვილეს. ტრილოგიის მესამე ნაწილში მოჩანს
ბომარშეს შიში რევოლუციის და მისი დემოკრატიული ხასიათისადმი.

* * *
XVIII საუკუნეში ინგლისმა და საფრანგეთმა განიცადეს დიდი ეკონომიური და
კულტურული აღმავლობა, მათგან განსხვავებით გერმანია იყო ეკონომიკურად
დაცემული და პოლიტიკურად დაქსაქსული ქვეყანა, რაც გარკვეულწილად 30-წლიანი
ომის შედეგებმაც განაპირობეს. Iნგლისი და საფრანგეთი კი ყოველმხრივ უწყობდნენ
ხელს, გერმანიაში ბეჩავი ყოფის დაკანონებას, რადგან ეს ხელს აძლევდა მათ
კოლონიების დატაცების პროცესში, მსოფლიო ბაზრებისა და გავლენათა სფეროების
განაწილების პროცესში, მათ ფაქტიურად მოცილებული ყავდათ ზედმეტი
კონკურენტი, ჩამორჩენილი გერმანიის სახით.
ფეოდალური სისტემის წიაღში, საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისიდან,
გერმანიაში ძლიერდება ბურჟუაზიის ელემენტები, აქტიურობენ მესამე წოდების
ელემენტები, მაგრამ მათ ახასიათებთ იდეოლოგიური უსუსურობა და პოლიტიკური
გაუბედაობა, რამაც თავი იჩინა ლესინგის, გოტშედის, ბოდმერის, ვილადის,
ვინკელმანის და სხვათა შემოქმედებაში.
გერმანული განმანათლებლობის ადრინდელი პერიოდის უდიდესი
წარმომადგენელია იოჰან ქრისტოფ გოტშედი (1700-1766) მწერალი, კრიტიკოსი და
ლიტერატურის ისტორიკოსი. მისი უდიდესი დამსახურება გახლავთ ის, რომ მან

მოითხოვა სხვადასხვა დიალექტის საფუძველზე ეროვნული ლიტერატურული ენის


შექმნა. საყურადღებოა მისი ნაშრომი: “სტატიები გერმანული ენის, პოეზიასა და
მჭევრმეტყველების კრიტიკული ისტორიისათვის”, აგრეთვე “გერმანული თეატრი
ძველი საბერძნეთისა და რომის წესების თანახმად”, რომელიც შედგება 6 ტომისაგან,
ხოლო კლასიცისტური შეხედულებები გოტშედმა ჩამოაყალიბა შრომაში: “ცდა
გერმანელთათვის პოეზიის კრიტიკული თეორიისა”. მას ამ ნაშრომით იერიში მიაქვს
ბაროკოზე, რომელიც აქცენტს აკეთებს არა შინაარსობრივ და იდეურ მხარეზე, არამედ
ფორმის საკითხებზე. გოტშედის დებულებების მიხედვით მხატვრულ ნაწარმოებში
მთავარია შინაარსი, იდეური მხარე, და არა ფორმა, ხელოვნება და ლიტერატურა არ
ისახავს ადამიანის გართობას მიზნად, არამედ ლიტერატურიდან, გოტშედის აზრით,
უნდა განიდევნოს ყოველივე, რაც ვერ ეგუება ჯანსაღი გონების კანონებს; ნაწარმოების
ენა უნდა იყოს დახვეწილი და დარბაისრული; მწერალს პირველ რიგში, უნდა
გააჩნდეს სათანადო პოეტური განათლება და არა ნიჭი, მის ნაწარმოებში სიკეთე უნდა
იყოს შექებული, ხოლო მანკი_გაკიცხული.
გოტშედის პიესათაგან აღსანიშნავია ,,მომაკვდავი კატონი”, რომელიც დაწერილია

უცხოელი მწერლების ინგლისელი ადისონისა და ფრანგი დეშანის ნიმუშების


წაბაძვით. პიესის ცენტრში დაყენებულია კატონ უტიკელი, ,,დიდი მოლაქლაქე”,

რომელიც იბრძვის რომში რესპუბლიკური წყობის დასანერგად და იულიუს კეისრის


მონარქისტული მისწრაფების აღსაკვეცად. Mმაგრამ როცა რომში დაემხო რესპუბლიკა

და გაიმარჯვა კეისრის მონარქიულმა წყობამ კატონმა სიცოცხლე დაასრულა


თვითმკვლელობით, რაკი აღარ ისურვა ცხოვრება კეისრის მონარქიაში. კატონის ასეთი
გმირული საქციელის წინაშე თავი დახარა თვითონ კეისარმა: ,,რომ არ ვიყო კეისარი,
კატონობას ვისურვებდიო”_განაცხადა მან. პიესის შესავალში გოტშედი ლაპარაკობს
,,სიძულვილზე ტირანიისადმი და სიყვარულზე თავისუფ-ლებისადმი”, მაგრამ ამით
გოტშედი სრულიადაც არ მოუწოდებდა თანამოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის
დესპოტიზმის დამხობისაკენ, საკუთარი პოლიტიკური იდეალების განხორ-ციელების
შესაძლებლობას გერმანელი ბიურგერი მხოლოდ შორეულ მომავალში ხედავდა.
გოტშედი იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, ამიტომაც გოტშედსა და
მის თანამოაზრეთა ჯგუფს შეარქვეს “ლაიპციგის” სკოლა. 40-იან წლებში ამ სკოლის
წიმააღმდეგ ამხედრდნენ ბოდმერი და ბრაიტინგერი, _ ციურიხში მოღვაწე მწერლები,
ე.წ. “შვეიცარიული” სკოლის წარმომადგენლები. დავა “ლაიპციგელთა” და
“შვეიცარიელთა” შორის არ გამოხატავდა ანტაგონისტური კლასების თვალთახედვას,

ეს იყო პოეზიის საკითხებთან დაკავშირებით განმანათლებლური შეხედულებების


ბრძოლა, ბოდმერი და ბრაიტინგერი გამოდიან კლასიციზმის წინააღმდეგ, მათ
შრომებში ის აზრია გატარებული, რომ პოეზიის აუცილებელ ელემენტად გონებასთან
ერთად აღიარებული უნდა იქნეს წარმოსახვა. გონების ადგილი გრძნობამ უნდა
დაიკავოს. პოეზიის წყაროდ კი უნდა იქნეს მიჩვეული ყოველდღიური სინამდვილე.
საუკუნის შუა წლების გერმანული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია
კლოპშტოკი (1724-1803), რომელიც ამუშავებდა ძირითადად ბიბლიურ და ისტორიულ
თემატიკას, იგი გოტშედის მსგავსად არ იღებდა ორიენტაციას ფრანგულ
კლასიციზმზე, თუმცა არ მიუთითებდა ორიგინალური ლიტერატურის შექმნის
საჭიროებაზე. კლოპშტოკს ეკუთვნის “მესიადა”, რომელიც მილტონის “დაკარგული
სამოთხის” მსგავსად არის დაწერილი, ცნობილია ასევე დრამები: “ადამის სიკვდილი”,
“სოლომონი”, “დავითი”, რომლებიც ბიბლიურ თემაზეა აგებული.
მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ასევე გერმანელი განმანათლებელი კრისტოფ
მარტინ ვილანდი (1733-1813), რომელიც წერდა რელიგიურ-დიდაქტიკურ პოემებს.
შექსპირის გავლენით მან შექმნა ლექსური ეპოპეია “ობერონი”, სადაც ჩანს ავტორის
იდეალები განათლებული აბსოლუტის შესახებ და უდიდესი პოეტური ნიჭი. შემდეგი
წარმომადგენელია იოჰან იოახიმ ვინკელმანი (1717-1768), ანტიკური ხელოვნების
გერმანელი ისტორიკოსი, ხელოვნებაზე მსჯელობისას თავს იჩენენ ბურჟუაზიულ
დემოკრატიული იდეები, უკეთესი მერმისის შექმნა მას სურდა ხელოვნების მეშვეობით
და არა საზოგადოების სოციალურ გარდაქმნების გზით.
ჩამოთვლილ ადრინდელ გერმანელ განმანათლებელთა დამსახურება დიდია მათი
სამშობლოს წინაშე, მაგრამ მათი კრიტიკა მოწყვეტილი იყო ხალხის ინტერესებს. ვერ
მოახდინეს ქვეყნის ეროვნული გაერთიანება და ფეოდალური სისტემის ლიკვიდაცია,
ყოველივე ამაში კი უფრო მეტი როლი ითამაშეს ლესინგმა, გოეთემ და შილერმა.
XVIII საუკუნის გერმანელ განმანათლებელთა შორის მნიშვნელოვანი ფიგურაა
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი (1729-1781), ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა
გერმანულ აბსოლუტისმს და კლასიციზმს, იგი იბრძოდა ერთიანი გერმანიის
შექმნისათვის, ცხოვრებასთან ლიტერატურის დაახლოებისთვის. Iლია ჭავჭავაძე
ლესინგს იხსენებდა “მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელად” და “სახელოვან
გერმანელ კრიტიკოსად”. ლესინგი დაიბადა საქსონიაში, დაამთავრა ჯერ ლაიფციგის,
ხოლო შემდეგ ვიტენბერგის უნივერსიტეტი. შემდეგ გადავიდა ბერლინში სადაც
გააგრძელა ლიტერატურული საქმიანობა. საქსონიის გუბერნატორთან მდივნად
მუშაობის დროს იგი აქვეყნებს თავის ცნობილ პიესებს “მის სარა სამპსონი” და “მინა
ფონო ბარნჰელმი”, ასევე თეორიული ხასიათის შრომას “ლაოკოონი”, სადაც
ინგლისელი კლასიცისტების კრიტიკით დაასაბუთა განსხვავება სახვით ხელოვნებასა
და პოეზიას შორის, ხელოვნების აზნაურულ-არისტოკრატიულ თეორიას
დაუპირისპირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული თეორია. ხელოვნების ორი სხვადასხვა
სფეროდან _ მხატვრობიდან და პოეზიიდან, ლესინგი უპირატესობას ანიჭებს პოეზიას,
ბევრის აზრით ფაქტიურად მან შექმნა პოეზიის ახალი თეორია და დაანგრია
ესთეტიკებში გაბატონებული მკვდარი ფორმალისტიკა. ლოგიკური დამაჯერებლობით
დაასაბუთა, რომ განსხვავებით ხელოვნებათაგან პოეზიის არსებით საგანს შეადგენს
მოქმედება. პოეზიიდან ლესინგი დევნიდა ყოველივე უსიცოცხლოს.

ლესინგმა სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო ლიტერატული საქმიანობა და


დასისათვის პიესების წერა, ჯერ გოტშედის ნორმების მიხედვით წერს, მოგვიანებით
კი გაბედულად შეებრძოლა კლასიცისტური ლიტერატურის სკოლას. თავისი
შეხედულე-ბები ჩამოაყალიბა “წერილებში უახლესი გერმანული ლიტერატურის
შესახებ”.
ლესინგმა პროგრესული როლი ითამაშა ფილოსოფიის სფეროში, იგი ჰოლანდიელი
ფილოსოფოსის, სპინოზას მსგავსად აღიარებდა ერთ სუბსტანციას – ბუნებას. მაგრამ
ლესინგმა მაინც ღმერთი აღიარა ქვეყნის შემქმნელად, თუმცა ამბობდა, რომ
რელიგიაცა და მეცნიერებაც უნდა ემსახუროს ადამიანის კეთილდღეობის საქმეს.
საინტერესოა ლესინგის შეხედულება დრამატურგიაზე, რომელსაც აყალიბებს
“ჰამბურგის დრამატურგიაში”, სადაც ავითარებს აზრს, რომ ანტიკური ტრაგედია
რეალიზმის დიდი გამოვლენაა, ანტიკური ხელოვნებისათვის დამახიათებელია
ბუნებრიობა, უბრალოება და ლაკონიურობა. სწორედ ასეთი ხელოვნების შექმნას
მოითხოვს ლესინგი. მისთვის შექსპირი რეალიზმის სინონიმია. დრამაში უნდა იყოს
დაცული ბუნებრიობა, რომელსაც მისი აზრით ყველაზე კარგად იცავს შექსპირი.
ლესინგმა თავისი პოეტური ტალანტი გაშალა “მინა ფონ ბარნჰელმში”, ეს არის
რეალისტური ხასიათის კომედია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული
ლესინგის თანამედროვე ეროვნულ ცხოვრებასთან. იმასაც ამბობდნენ კრიტიკოსები
რომ გერმანელებმა პირველად იხილეს თავიანთი თავი და თავიანთი ცხოვრება.
მთავარ პერსონაჟს ტალჰაიმს, რომელიც სამსახურიდან გადააყენა ფრიდრიხ II, სძულს
უსამართლობა და ძალდატანება. Mან მიიღო მეფის ბრძანება კონტრიბუციის გადახდის
შესახებ ტიურინგის მაცხოვრებლებზე, მაიორმა კონტრიბუციის გადასახადი შეუმცირა
და თანხის ერთი ნაწილი თვითონ დაფარა, რადგან მათ ასე სწრაფად არ შეეძლოთ
სალაროში ფულის შეტანა. Aმის გამო ტელჰაიმი სამსახურიდან დაითხოვეს დამ ას
გასამართლებაც ელის. Bოლოს იგი გამართლდა. თუმცა სამხედრო სამსახურში მას
დაბრუნება არ სურს. ამ პიესაში ზოგიერთი ხედავდა “მთავრობის წინააღმდეგ
გამოსვლას” და მოითხოვდა სპექტაკლის აკრძალვას. გოეთე ამბობდა ეს პიესა კაშკაშა
მეტეორივით გამოჩნდაო.
მაშინდელი თანამედროვე ცხოვრება, პოლიტიკურ-სოციალურ თემატიკა კარგად
არის ასახული “ემილია გალოტში”, რომლის მოქმედებაც, ცენზურის გამო იტალიაშია
გადატანილი, აქ ვეცნობით ტირან ჰეტორე გონზაგას, რომელმაც მოკლა ემილიას
საქმრო, ხოლო ემილია თითქოს გადარჩენის მიზნით, თავის სასახლეში წაიყვანს,
ემილია თავს იკლავს, რათა არ შეელახოს პატიოსნება, ფიზიკურად იგი ირუპება,
მაგრამ მორალურად გადარჩა. აქ ლესინგმა ნიღაბი ჩამოგლიჯა გერმანიის
აბსოლუტიზმის რეჟიმს.
თუმცა ლესინგი ამხელს აბსოლუტისმს, მაგრამ იგი არ იძლევა ფეოდალური
სიტემის რევოლუციურ კრიტიკას. ეს ჩანს, ხსენებულ პიესაშიც, როდესაც ემილის მამა,
ქალიშვილის თხოვნით სიცოცხლეს ასალმებს ამ უკანასკნელს, ნაცვლად იმისა რომ
გახდეს რევოლუციონერი და გარემომცველი საზოგადოების დანგრევის იდეამდე
მივიდეს.
სიცოცხლის დასასრულს ლესინგმა დაწერა “ემილია გალოტი”, აქ ჩამოყალიბებულია
მისი რელიგიური შეხედულებანი, ამ პიესაში, მთავარი პერსონაჟი ებრაელი ნათანია,
რომლის აზრითაც რელიგია ჰუმანიზმია, ეს არის პიესის იდეა, ნათანი ამბობს:
“ქრისტიანი და ებრაელი, პირველ ყოვლისა, არიან კაცნი, მხოლოდ კაცნი, ამის სემდეგ
კი ქრისტიანი და ებრაელი, ნეტა შემეძლოს თქვენში მხოლოდ ადამიანი ვიპოვო,
ყრმაო, ერთი ისეთი კაცი, რომელიც იმით კმაყოფილი იქნება, რომ მას ადამიანი ქვია”.
XVIII საუკუნის 70-იანი წლების გერმანულ მწერლობაში უდავოდ მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია “ქარიშხლისა და შეტევის” ლიტერატურული ჯგუფის საქმიანობას.
ისინი გამოთქვამდნენ პროტესტს ფეოდალური ჩაგვრის გამო, აკრიტიკებდნენ
დესპოტიზმს ხელოვნების, ფილოსოფიის და მორალის სფეროში, მოითხოვდნენ
საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესად მოწყობას, ქვეყნის ნაციონალურ აღორძინებას,
აბსოლუტიზმის მოსპობას. მათ იდეურ ბელადად აღიარეს ჟან ჟაკ რუსო, მისი კრიტიკა
პროგრესული იყო, რადგან ის მოითხოვდა, რომ ფეოდალური ჩაგვრა კაპიტალისტური
ჩაგვრით არ უნდა შეცვლილიყო, და ის აკრიტიკებდა მსხვილი კერძო საკუთრების
საფუძვლებს. ლიტერატურაში შტურმერები მოითხოვდნენ ბუნებრიობის პრინციპების
დამკვიდრებას. მათ არ სურდათ მიებაძათ ფრანგული ინგლისური პოეზიისადმი,
არამედ ისინი მოითხოვდნენ თვითმყოფი ლიტერატურისა და ხელოვნების შექმნას.
ისინი აქებდნენ ჰომეროსს, შექსპირს. უარყოფდნენ კლასიციზმს და თავს ესხმოდნენ
მას.
“ქარიშხლისა და შეტევის” წარმომადგენლები იყვნენ: იოჰან გოტფრიდ ჰერდერი
(შტურმერთა თეორეტიკოსი), იოჰან არიტონ ლაიზევიცი, გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი
(ეყრდნობოდა ფოლკლორულ ტრადიციებს, შექმნა სერიოზული ბალადა და ლირიკა),
ჰაინრიხ Lეოპოლდ ვაგნერი (დრამატურგი, პოეტი და მთარგმნელი, გაშუქებული აქვს
სოციალ-ყოფითი მასალა), ფრიდრიხ მაქსიმილიან კლინგერი (სწორედ მისი ერთ-ერთი
დრამის “ქარიშხლისა და შეტევის” მიხედვით მიიღო ლიტერატურულ მაჯგუფმა,
მნიშვნელოვანი წარმომადგენელია) იაკობ მიხაელ რაინჰოლდ ლენცი (მისი
“შენიშვნები თეატრზე” შტურმერების მანიფესტია), ქრისტიან ფრიდრიხ Dანიელ
შუბარტი (პოეტი, კომპოზიტორი, მუსიკოს-შემსრულებელი, ამუშავებდა
ანტიფეოდალური ლიტერატურის სოციალურ მოტივებს).
მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი წარმომადგენელია იოჰან ვოლფგანგ გოეთე
(1749-1832), მის სახელს უკავშირდება ახალი პერიოდის გერმანული კულტურის და
გერმანული სალიტერატურო ენის აღმავლობა. გოეთეს დროს გერმანია წარმოადგენდა
ფეოდალურ-დესპოტურ ქვეყანას. გოეთე დაიბადა მაინის ფრანკფურტში საიმპერიო
მრჩევლის შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის

უნივერსიტეტებში. სტრასბურგში იგი დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის"


მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის
გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი
ინდივიდუალიზმი.
1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების
პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა,
ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში
"ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას
გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა.
"ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი
რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად
დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.
გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა
მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით ("იფიგენია ტავრიდაში", გამოქყვენდა
1787; "პანდორა", 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი "რომაული ელეგიები". ამ
პერიოდში შეიქმნა ნაშრომი "იტალიური მოგზაურობა" (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29). 1788
გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა
რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ
გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788;
"ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).
დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც
ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა
ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც
"ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" . ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი
სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა
საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს.
"ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე",
"მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის"
კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური
მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან
ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.
გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა "ტორკვატო
ტასო". გენიალური ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ
სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს. ესაა მისი ტრაგიკული
დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს "სიბრძნე": ყველამ
თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე
გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს,
რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს.
მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს,
ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი
გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-
მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.
გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: "მოქალაქე გენერალი" (1793),
"აჯანყებულნი", "ვენეციური ეპიგრამები" (1796), "ჰერმანი და დოროთეა" (1798), "რაინეკე
მელა" (1794), "უკანონო ასული" (1799-1803) და სხვ. ყოფიერების რევოლუციის რიტმის
ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს "ფაუსტის" ძირითადი კონცეფციის შემცველი
ექსპოზიცია "პროლოგი ცაში" (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი
არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური. იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ
განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა
ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში. "იაკობინურ ძალდატანებას"
იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან
წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა.
1796 გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში
დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის
წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ
სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება;
"ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს
ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.
გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4
გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების
ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს
სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა;
გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი" (I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832),
რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის
მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ
ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური
ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა
უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს,
რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული,
ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ.,
ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს
გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი
ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. მაღალი ჰუმანისტური
იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს "უკანასკნელ საზღვარზე",
"ყოფიერების კიდეზე".
ფაუსტის გენიალური ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე,
მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით. ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება
ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის,
ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი
ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ
სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც
თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს
ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა "საზოგადო
თავისუფლების" პრინციპი. მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ
"დიადი საქმის" განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური
ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).
ფაუსტის "მშვენიერი წამის" პოტენციურ არსად გვევლინება "თავისუფალ მიწაზე
თავისუფალი შრომის" დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა
და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ
ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის
ყველა წყარო ჩქეფს. მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და
დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს
ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით
ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების
წყურვილს გვიღვიძებს.
გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. უმთავრესი, რასაც
გოეთე "სპინოზიზმს" მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების
სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური
დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური "მისწრაფების", სამყაროს "სასიცოცხლო
სულის" სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და ლაიბნიცის
ტერმინს "ენტელექიას", ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს
უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის
პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია "მეტამორფოზა" და
"პირველფენომენი". გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ
მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს
არისტოტელესეულ "მიმეზისის" ანუ ბუნებისადმი ხელოვნების "მიბაძვის" კლასიკურ-
რეალისტურ თეორიას.
გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი
ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი
"მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ
გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად
თვლიდა ჩ.დარვინი.
გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე
იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ
პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი
ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო
საზოგადოების ქართული განყოფილება.
გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ
შილერი (1759–1805) -. გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის
უდიდესი წარმომადგენელი. იგი დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის
იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ დოროთეა კოდვაისის ოჯახში. იყო ერთადერთი ვაჟი
ხუთ დასთან ერთად. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში.
დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ,
შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე. ამ პერიოდში გაეცნო მორალისტურ ფილოსოფიას,
ინგლისური და ფრანგული განმანათლებელთა იდეებს, დაინტერესდა ამერიკის
განმათავისუფლებელი მოძრაობით. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი
გავლენა მოახდინა შექსპირის დრამატურგიამ.
შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის"
თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ
პრინციპებს მიჰყვება შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782),
რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და
ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ ნაწარმოებში გამოვლინდა შილერის
მოწინავე სოციალური იდეალები., ტირანიის ღრმა სიძულვილი და თავისეუფლების
სიყვარული. მასში მოსჩანს მწერლის ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ ტირანიას
გერმანიაშიც მოეღება ბოლო. ნაწარმოების გმირების, კარლისა და ფრანცის სახით
მწერალმა დაუპირისპირა ერთი მეორეს სხვადასხვა თვალსაზრისი. ფრანც მოორი
ტირანის, ვერაგის და ეგოისტის მხატვრული სახეა. ხოლო კარლის სახით მწერალი
გვაცნობს ამ დესპოტიზმის წინააღმდეგ აღმდგარს, თავისუფლებისათვის მებრძოლთა
ბანაკს, გაბედულ მეამბოხეებს, რომელთავ საზოგადოებრივი ინტერესები პირად
ინტერესებზე მაღლა დაუყენებიათ. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის
ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783)
დემოკრატიული, პატრიოტული განწყობილებითაა გამსჭვალული შილერის დრამა
„ორლეანელი ქალწული“ (1800), რომლის მასალა აღებულია XV საუკუნის საფრანგეთის
ისტორიიდან. ამ დრამაში ავტორი წინ სწევს გმირი ქალის ადამიანურ მხარეს, მის
განუყრელ კავშირს თავის ხალხთან, მშობლიურ მიწაწყალთან, მის პატრიოტიზმს.
აქტუალურ–თანადროული მნიშვნელობა ენიჭება შილერის მომდევნო დრამას –
„მესინის სარძლო“ (1803), რომლის მასალა აღებულია XI-XII საუკუნეებიდან.მასში
წარმოჩენილია მწერლის ჰუმანურ–დემოკრატიული იდეალები, რაც კიდევ უფრო ღრმად
ჩანს „ვილჰელმ ტელში“ (1804).
შილერის დიდი დამსახურება ის არის, რომ იგი მთელი თავისი ცხოვრების
მანძილზე იბრძოდა სოციალური ბორკილებისაგან ადამიანთა
განთავისუფლებისათვის, თავს ესხმოდა დრომოჭმულ სოციალურ ინსტიტუტებს
როგორც თავის ქვეყნებსი, ისე სხვა ქვეყნებში. Fეოდალურ აბსოლუტისტური რეჟომის
კრიტიკა მოგვცა თავის ცნობილ დრამაში – “ვერაგობა და სიყვარული”. დრამა
გვიხატავს მუსიკოსის ქალიშვილის ლუიზე მილერის სიყვარულს პრეზიდენტის ვაჟის
მაიორ ფერდინანდისადმი. ქალ-ვაჟის დაქორწინების წინააღმდეგია მუსიკოსი
მილერიცა და ფერდინანდის მამაც.პრეზიდნეტი თავისი დამქაშების ხელისშეწყობით
მიმართავს ვერაგული ინტრიგების ხერხს, რათა შეუძლებელი გახადოს სიყვარულის
წარმატება, რასაც შემდგომში ახალგაზრდების ტრაგიკული სიკვდილი მოჰყვა.
თემა: XVIII საუკუნის იტალიური ლიტერატურა. XIX საუკუნის იტალიური ლიტ–რა.
იტალიური რომანტიზმი

XVIII საუკუნის იტალიური ლიტერატურა ვითარდებოდა სხვა ევროპული


ქვეყნებისაგან განსხვავებული გზით, რადგან წინა საუკუნე იტალიისათვის დაცემის
ხანა იყო, ვინაიდან ქვეყანაში ერთიანობა არ სუფევდა, იტალიის მიწა-წყალს
სათარეშოდ იყენებდნენ :ესპანეთი, საფრანგეთი, მოგვიანებით ავსტრია. Aმან
გარკვეულწილად შეაფერხა ლიტერატურის განვითარება, თუმცა ჩვენ გვახსოვს მისი
აღორძინების ეპოქის ბრწყინვალე აყვავებაც. თუმცა ინგლისისა და საფრანგეთისაგან
განსხვავებით განმანათლებლობის ეპოქა იტალიაში გვიან იწყება და ისეთ ფართო
განვითარებასაც ვერ აღწევს, _ იგი მაინც თავისებურ და საინტერესო მოვლენას
წარმოადგენს. Iსევე როგორც სხვა ქვეყნებში, ეს პერიოდი იტალიაში სახელმწიფო
მმართველობისა და მის წყობიადმი ინტერესით ხასიათდება. ქვეყნის წინაშე მდგარი
სიძნელეები, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები აისახნენ სხვადასხვა
ნაშრომებში, ეს იქნება ისტორიული, ფილოსოფიური, ეკონომიკური თუ სხვა დარგი.

საერთოდ იტალიაში ამ დროისათვის ბევრი კულტურული ცენტრი იყო და ეს


თავისებურ კოლორიტს მატებდა იტალიის ცხოვრებას, მაგრამ მათში სხვადასხვა
დიალექტზე მეტყველებდნენ. საუკუნის დასაწყისში იტალიური ლიტერატურა
ფრანგული კლასიციზმის გავლენის ქვეშ მოექცა, სხვა ლიტერატორები ეროვნულ
თავისებურებას ქადაგებდნენ. ამან გამოიწვია სხვდასხვა ლიტერატურული წრეების
შექმნა და სხვადასხვა მიმდინარეობის ბრძოლა. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება
თეატრალური ცხოვრება: ტრაგედია, კომედია, მელოდრამა, ოპერა და ხდება ისისნი
მძაფრი კამათის გამომწვევი მიზეზი.
XVIII საუკუნიდან იტალიაში გავრცელდა იმპროვიზირებული ნიღბების კომედია.
ამ ნაწარმოებებს დაწერილი ტექსტი არ ჰქონდა, როლების იმპროვიზაცია სცენაზევე
ხდებოდა, ასეთ კომედიას ერქვა comedia dell’arte – რაც პროფესიონალურ კომედიას
ნიშნავს და მას მოყვარულები კი არ ასრულებდნენ, არამედ პროფესიონალი
მსახიობები, რადგან მოითხოვდა დახვეწილ სცენურ ოსტატობას. Mსახიობები სცენაზე
ნიღნენით გამოდიოდნენ და ისინი ერთი რომელიმე როლის შესრულებაში იყვნენ
დახელოვნებული. ნიღბების კომედია უმთავრესად სატირული ხასიათისა იყო, რადგან
ტექსტი წინასწარ არ იყო დაწერილი, ამიტომ მასხიობები თავისი დროის
საჭირბოროტო საკითხებს ეხმაურებოდნენ ხოლმე, მაგრამ ასეთმა კომედიამ მალე
დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა და აღარ პასუხობდა ეპოქის მოთხოვნებს,
ტრადიციულმა ხუმრობებმა და მახვილსიტყვაობამ კი თავისი დრო მოჭამა, ხოლო
კომიკური სიტუაციები უაზრო და უხამსი გახდა. ეEპოქა დაბეჯითებით მოითხოვდა
იტალიური კომედიის რეფორმას. ამ ძნელი ამოცანის შესრულება წილად ხვდა
იტალიის უდიდეს კომედიოგრაფს _ კარლო გოლდონის (1707-1793). მისი სახელი
დაკავშირებულია მჭიდროდ ვენეციასთან, სადაც თეატრები უფრო მეტი იყო, ვიდრე
საფრანგეთში, და თეატრალური ცხოვრება აქ უფრო გაცხოველებული იყო, ვიდრე
სხვაგან. გოლდონი სცენამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, ადრიდანვე დაიწყო წერა,
თეატრისათვის წერდა პიესებს. ყველაზე მეტად სახელი გაითქვა კომედიების დარგში.
გოლდონი იტალიურ სცენას ნოვატორად მოევლინა. მან თავისი თეატრალური
რეფორმა ნელ-ნელა წამოიწყო და მაყურებელი შეაჩვია ახალი ტიპის კომედიას.
თანდათან გადადის სრულტექსტიან კომედიებზე, ტრადიციული ნიღბების ნაცვლად
ცოცხალი ადამიანები გამოჰყავს და დრამატურგიაც ნელ-ნელა პოპულარობის
მწვერვალს აღწევს. გოლდონს მალე მტრები გაუჩნდა, თეატრალური ფორმების
რღვევის გამო და საფრანგეთში გადასახლდა, აქ ყოფნისას მან «მემუარები» შექმნა,
სადაც მოცემულია საინტერესო ცნობები ცალკეული პიესების შექმნის ისტორიიდან,
ასევე მისი ესთეტიკური შეხედულებანი თეატრზე.
გოლდონისთვის მთავარი იყო სცენაზე აესახა ცხოვრებისეული სიმართლე, მან
მიმართა არა ბოკაცოსეულ ტოსკანურ ენას, არამედ თანამედროვე ტოსკანურს, თუმცა
პერსონაჟების უკეთ დასახასიათებლად მიმართავდა სხვა დიალექტებსაც.

დრამატული ხელოვნების საკუთარი გაგება გოლდონიმ ჩამოაყალიბა თავის


სპეციალურ კომედიაში, რომელსაც ეწოდება «კომიკური თეატრი», აქ პოეტი დელიო
თავის პიესას სთავზობს თეატრალურ დასს, იგი მალე რწმუნდება რომ მისი პიესა
ტრადიციული და გაცვეთილი სიტუაციების კრებულია, ამის შემდეგ იგი თვით ხდება
მსახიობი რათა შეისწავლოს ახალი სამსახიობო ტექნიკა.
გოლდონის მახვილგონიერ დიალოგებში ჩვენ ვეცნობით მის დამოკიდებულებას
ანტიკურ დრამატურგიასთან, ფრანგულ კლასიციზმთან, და ეროვნული იტალიური
თეატრის ცხოვრებასთან. პირველთან დაკავშირებით არ მოსწონს მოქმედების
ერთიანობა, ანუ თუ საჭიროა მოქმედების ადგილი უნდა შეიცვალოს და ამიტომაც
მას არისტოტელეს პოეტიკა მას თავისებურად ესმის. მეორესთან დაკავშირებით,
მართალია მოლიერის ხელოვნებას სათანადოდ აფასებს, მაგრამ აქაც არ მოსწონს
ფრანგების ტრადიცია – მთელი კომედიის აგება ერთი ხასიათის გარშემო.
გოლდონი დიდ ყურადღებას აქცევდა საშემსრულებლო ოსტატობას. მსახიობებს
ნიღბები უნდა მოეხსნათ, უნდა გამოეყენებინათ მიმიკა, ესწავლათ როლები ზეპირად,
მსახიობი სატანადოდ უნდა მომზადებულიყო, მათგან გოლდონი მოითხოვდა
ბუნებრიობას, ადრე თუ ერთ როლში იყვნენ გაწაფული, ახლა ასე აღარ უნდა
გაგრძელებულიყო, არამედ მათ უნდა შეძლებოდათ სხვა როლის თამაშიც.
გოლდონის პიესებში მოქმედება სწრაფად მომდინარეობს, სიტუაციები
მოულოდნელად იცვლება, დინამიზმი და მხიარულება გადმოსულია ხალხური
კომედიის საუკეთესო ნიმუშებიდან. თავის პიესებში გოლდონი ნამდვილ ცხოვრებას
ასახავს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს ხასიათების გახსნას.
საფრანგეთში ყოფნისას მან ფრანგულ ენაზე დაწერა “ბუზღუნა კეთილისმყოფელი”,
იგი სწრაფად გახდა ცნობილი სხვა ქვეყნებშიც, ეს პიესა ქართულად თარგმნა ივანე
მაჩაბელმა სათაურით “როგორც ჰქუხს, ისე არ წვიმს” და დაიდგა თბილისის სცენაზე
1879 წელს.

თავის კომედიებში გოლდონიმ სხვადასხვა წოდების და ფენის პერსონაჟები


გამოიყვანა, მისი დრამატურგია მესამე წოდების განწყობილებას გამოხატავს. ცნობილია
მისი კომედიები: “კაფე”, “სასტუმროს დიასახლისი”, “თავკერძები”, ორი ბატონის
მსახური”, “ქალების ჭორი”, “მშვენიერი ქართველი ქალი” (შინაომი დასავლეთ
საქართველოში, თავად გურიელის ასულ თამარზე, მითხოვდება დადიანს, მამის
მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამით ომსა და ძმათა სისხლისღვრას მოეღება ბოლო) და სხვა.
როგორც განმანათლებლობის წარმომადგენელი, გოლდონი სცენას აღმზრდელობით
მნიშვნელობას ანიჭებდა: “კომედია იმიტომ არის გამოგონილი, რომ გამოასწოროს
მანკიერებანი და დასცინოს ავზნეობას”, ათქმევინებს ერთ-ერთ გმირს. აღსანიშნავია
ისიც რომ გოლდონის პიესები კარგად ხსნიან ეროვნულ ხასიათს და ქმნიან
კოლორიტულ სურათებს.
* * *
იტალიურ ლიტერატურაში რომანტიზმი, როგორც წამყვანი ლიტერატურული
მიმდინარეობა, დიდ ხანს გაგრძელდა, იგი დაკავშირებული იყო ეროვნულ
განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობასთან, რაც გასული საუკუნის იტალიის
ცხოვრებას განსაზღვრავდა.
იტალიელი ხალხის ხანგრძლივმა ბრძოლამ გავლენა იქონია ქვეყნის კულტურულ
აღმავლობაზე. ამიტომაც, პერიოდს XVIII საუკუნის დასასრულიდან 1870 წლამზე (ე.ი.
როდესაც იტალია საბოლოდ გაერთიანდა), ეწოდება რისორჯიმენტო, რაც ნიშნავს -
აღორძინებას, გამოცოცხლებას.
მე-18 საუკუნის ბოლოს დრამატურგიაში წამყვანი ხდება რევოლუციური კლასიციზმი,
რომელიც ფრანგული განმანათლებლობის, კერძოდ კი ვოლტერის შემოქმედების დიდი
გავლენით იქმნებოდა.
ვიტორიო ალფიერი (749-1803) არის რევოლუციური კლასიციზმის ყველაზე
თვალსაჩინო წარმომადგენელი იტალიაში. ალფიერის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა
ჟანრის ნაწარმოებები. იგი ქმნიდა კომედიებს, ლექსებს - სონეტებსა და სატირებს;
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მემუარებზე ,,ცხოვრება ვიტორიო ალფიერისა
ასტიდან, მის მიერ დაწერილი’’ (1802). თამამ მეამბოხურ აზრებს გამოთქვამს იგი
ტრაქტატში ,,ხელისუფალი და ლიტერატურა’’ (1778-1786). იგი დარწმუნებულია, რომ
ჭეშმარიტი ლიტერატურა მხოლოდ თავისუფალ ხალხს ძალუძს შექმნას; მონარქის მიერ
ხელოვნის მფარველობა ამს ცუდ სამსახურად მიაჩნია, იგი მოითხოვს პოეტის სრულ
დამოუკიდებლობას ავტორიტეტებისაგან, ხოლო ლიტერატურის მიზანს ხედავს იმაში,
რომ გააღვიძოს ადამიანებში სიკეთის გრძნობა და ჩაუნერგოს მათ თავისუფლებისადმი
სიყვარული. ხალხზე ზეგავლენის თვალსაზრისით იგი პირველ ადგილზე ტრაგედიას
აყენებს.
ალფიერის ნაწარმოებისათვის დამახასიათებელია დესპოტიზმისა და მის წინააღმდეგ
ამბოხებული თავისუფლებისმოყვარე კეთილშობილი გმირების დაპირისპირება. ტირანის
სახე მოცეულია ტრაგედიაში ,,ფილიპე’’, რომელიც შექმნილია იმავე სიუჟეტზე, რაზედაც
შილერის ,,დონ კარლოსი’’.
ტრაგედიაში ,,ვირჯინია’’ (1777–1783) გმირი ქალის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული
პოლიტიკურ მოვლენებთან. რომის ტირანი და მასთან დაახლოებული პირები უარყოფით
ფერებშია დახატული. ამის საპირისპიროდ პლებეები დადებით გმირებად გვევლინებიან.
ალფიერი თავის ტრაგედიაში ხაზს უსვამს, რომ ადამიანი უნდა იბრძოდეს
სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის, თუნდაც მისი დამარცხება გარდაუვალი
იყოს და მას სიკვდილი ელოდეს. მაგრამ თვით გმირების სიკვდილი აღქმულია როგორც
გამარჯვება, რადგან გამოხატავს პროტესტს მონობისა და დესპოტიზმის წინააღმდეგ.
განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ,,პაცის შეთქმულებაში’’ (1837), რომელშიაც
ავტორი სარგებლობს XIV საუკუნეში ფლორენციაში მომხდარი შეთქმულების ფაქტებით.
ალფიერის რევოლუციური კლასიციზმის გავლენით ქმნიდა თავის ტრაგედიებს
ნიჭიერი პოეტი და ფილოლოგი უგო ფოსკოლო (1778–1827). ფოსკოლო სხვადასხვა
ლიტერატურულ ჟანრში მოღვაწეობდა. მისი პოეზია და პროზა იტალიური რომანტიზმის
მიჯნაზე დგას. დიდი სახელი მოუხვეჭა მას პოემამ ,,სამარხები’’ (1806), რომელშიაც იგი
იხსენიებს დიდ მოღვაწეებს დანტედან ვიდრე გალილეის ჩათვლით.
ფოსკოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ,,ჯაკოპო ორტისის უკანასკნელი
წერილები’’. ფოსკოლოს გმირი თავისი სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით და
მოქმედების დაუოკებელი წყურვილით იტალიის ეროვნული თვითშეგნების
გამოღვიძების მაუწყებელი იყო.
1815 წლის შემდეგ ძლიერდება კარბონარების (იტალიური სიტყვიდან carbonnaro – რაც
მენახშირეს ნიშნავს) განმათავისუფლებელი მოძრაობა. ისინი განსაკუთრებით აქტიურად
მოქმედებენ 20–იან წლებში – აწყობენ შეთქმულებებს, ამბოხებებს, მათი გამოსვლები
ჩახშობილი იქნა და ამის შემდეგ კარბონარების მოძრაობა ნელ–ნელა კარგავს თავის
მნიშვნელობას. მაგრამ მათ საქმიანობას მაინც უკვალოდ არ ჩაუვლია;
განმათავისუფლებელი ბრძოლის შესაბამისად იტალიურ რომანტიზმში ორი ეტაპი
აღინიშნება: პირველი კარბონარების მოძრაობას ემთხვევა, ხოლო მეორე კი ვითარდება
უფრო ფართო და ორგანიზებული ბრძოლის პერიოდში, რომელიც იტალიაში 30–იან
წლებიდან გაიშალა.
იტალიური რომანტიზმის განვითარებაში ყველაზე გამოჩენილი ფიგურები იყვნენ –
ლეოპარდი და მანძონი.
ჯაკომო ლეოპარდი (1798–1837) ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ლირიკოსი პოეტი
იყო რომანტიზმის ეპოქაში. მკვლევარები მას ხშირად ადარებენ ბაირონს. მის
შეხედულებაში ადამიანურ სევდასთან ერთად ისმის აღშფოთების მძლავრი ხმა, ხოლო
პირადი განცდები შეერთებულია თანაგრძნობასთან სამშობლოს ბედის გამო.
ლეოპარდი ქალაქ რეკანატიში დაიბადა. 15 წლის ასაკიდან იგი სამეცნიერო შრომებს
წერს და თავისი დროის ერთ–ერთი წამყვანი ფილოლოგი ხდება. 1818 წელს იბეჭდება მისი
პირველი ლექსები.
იმ დროის ლიტერატურულ დისკუსიაში კლასიციზმისა და რომანტიზმის თაობაზე
ლეოპარდი კლასიციზმის მომხრედ გვევლინება.
უმაღლეს ჟანრად ლეოპარდი ლირიკულ პოეზიას მიიჩნევდა. თავის ლექსების
კრებულს მან ,,სიმღერები’’ დაარქვა. მათში საპატიო ადგილი უკავია სამშობლოს თემას.
პირველმა ლექსმა ,,იტალიისადმი’’ (1818) თავისი მგზნებარე პატრიოტული ჟღერადობით
მაშინვე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. პოეტი იტალიის წარსულ დიდებას უღიმღამო
სინამდვილეს უპირისპირებს. პატრიოტული ლირიკის ასეთივე მწვერვალს წარმოადგენს
ლექსი ,,დანტეს ძეგლს’’ (1818). იგი მწვავედ განიცდის იტალიის თანამედდროვე
დაბეჩავებულ მდგომარეობას; მაგრამ პოეტი არ კარგავს იმედს, იგი დანტეს მიმართავს,
იხსენებს მის ერთგულებას სამშობლოსადმი და სურს, რომ მამების დიდმა საქმეებმა
შვილებში სიმამაცე გააღვიძოს.
ლეოპარდის სევდიანი პოეზიის მწვერვალად ითვლება მისი ლექსი ,,აზიაში მომთაბარე
მწყემსის ღამეული სიმღერა’’ (1830).
ამ ნაწარმოებშიც და სხვებშიც ლეოპარდის გმირები ბედს არ ურიგდებიან. მონური
მორჩილება მათთვის აუტანელია. მისი გმირი, მართალია იტანჯება, მაგრამ
ქედმოუხრელია. იგი მამაცურად პროტესტს აცხადებს უსამართლობისა და
ბედუკუღმართობის წინააღმდეგ.
ლეოპარდის ლირიკა აზროვნების ძალითაა აღსავსე; მისთვის უცხოა აღმწერილობითი
მანერა, ბუნების სურათები მასთან სამყაროსა და ცხოვრებაზე ფიქრებთანაა
დაკავშირებული. ფილოსოფიური სიღრმე მძაფრ სატირას ერწყმის, ხოლო მეამბოხური
პათოსი – ლირიკულ განწყობილებას. მისი თეთრი ლექსი მძაფრია და დისჰარმონიული.
მასში არაა გარკვეული რიტმი, სტრიქონი საგანგებოდაა დატეხილი, ხოლო რიტმი
იცვლება ლექსის სახეობრიობის და აზრების ცვალებადობის შესაბამისად.
ჯაკომო ლეოპარდის პოეზიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რისორჯიმენტოს
ლიტერატურაში. ტრაგიზმითა და გმირულ სულისკვეთებით აღსავსე, მისი ლექსები
გონებას უღვიძებდა, მოქმედებისკენ უბიძგებდა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა
იტალიელ ხალხს.
ალესანდრო მანძონი (1785–1873) – იტალიური რომანტიზმის აღიარებული ბელადი
იყო. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა არც ისე დიდია, მაგრამ ის ითვლება XIX
საუკუნის იტალიის უდიდეს მწერლად. მან ხანგრძლივი ცხოვრების გზა განვლო და
იტალიის გაერთიანების მომსწრე გახდა.
მანძონი მილანში დაიბადა და სწავლობდა არისტოკრატიულ კოლეჯში, სადაც
კათოლიციზმის დიდი გავლენა იგრძნობოდა. აქედან გამომდინარეობს რელიგიური
განწყობილება მის შემოქმედებაში.
მანძონი ლექსებსაც და პროზასაც ქმნიდა. იგი წერს მთელ რიგ პატრიოტულ ლექსებს,
რომლებშიაც ეხება სამშობლოს განთავისუფლებისა და გაერთიანების საკითხს.
მანძონის კალამს ეკუთვნის ტრაგედიები ,,გრაფი კარმანიოლა’’ (1820), ,,ადელგიზ’’
(1822) და დაუმთავრებელი პიესის ,,სპარტაკის’’ ნაწყვეტები. ორივე დასრულებული
ტრაგედია აგებულია მწვავე კომფიქტზე და იტალიის დაკნინების ისტორიულ მიზეზებს
ეხება.
,,გრაფი კარმანიოლას’’ ფაბულა აგებულია XV საუკუნის იტალიის ისტორიის ერთ–ერთ
ეპიზოდზე. კარმანიოლა იმ პერიოდის გამოჩენილი პიროვნებაა. მანძონი არ ეთანხმება
ისტორიკოსებს კარმანოელას საქციელის შეფასებაში. თავის პიესაში იგი მას ინტრიგების
მსხვერპლად გამოყავს და უჩვენებს თუ როგორ ეშინოდა და არ ენდობოდა ვენეციის
მთავრობა ნიჭიერ მხედართმთავარს, რომელიც დემოკრატიულობით და ჰუმანურობით
გამოირჩეოდა.
მანძონის შემოქმედების მწვერვალად მართობულადაა მიჩნეული მისი ისტორიული
რომანი ,,დანიშნულნი’’ (1827), რომლის მოქმედება ვითარდება XVII საუკუნის პირველი
ნახევრის იტალიის ცხოვრების ფონზე. რომანის სიუჟეტური ხაზი დაკავშირებულია
უბრალო ხალხის ცხოვრებასთან. მთავარი გმირები არიან ლორენცო (რენცო) და ლუჩია.
მათ ბედნიერებას ხელს უშლის მდიდარი ფეოდალი დონ როდრიგო. რომანის სიუჟეტური
ხაზი მჭიდროდაა დაკავშირებული ეპოქასთან, რომელსაც იგი აღწერს. მთავარი გმირები
ძლივს აღწევენ თავს ფეოდალის თვითნებობას. დონ როდრიგო და მისი გარემო
ძალმომრეობისა და სრული უკანონობის ილუსტრაციაა.
მანძონის ,,დანიშნულნი’’ არის რისორჯიმენტოს ხანის ლიტერატურის ერთ–ერთი
ყველაზე მკაფიო მოვლენა. მან მოახდინა საგრძნობი გავლენა იტალიელი ხალხის
საზოგადოებრივი შეგნების ჩამოყალიბებაზე. ნაწარმოები ამხილებდა ფეოდალური
უკანონობისა და თვითნებობის სისტემას, უჩვენებდა უცხოელ დამპყრობელთა
შემოსევების საშინელებას. რომანი სავსებით აქტუალურად ჟღერდა XIX საუკუნეში,
როდესაც დანაწევრებულ იტალიას ავსტრიელები განაგებდნენ და ხალხის უმთავრესი
ამოცანა ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა იყო.
XIX საუკუნის შუა პერიოდი იტალიის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების
ახალ ეტაპს წარმოადგენს.
სამშობლოს თემა ახალგაზრდა თაობის იტალიელ პოეტთა ლექსებშიც გვხვდება.
ჯოზუე კარდუჩი (1835–1907), რესპუბლიკური იდეებით იყო გატაცებული, მანძინსა და
გარიბალდის უჭერდა მხარს.
რომანტიკული დრამა განსაკუთრებით გამოიკვეთა ჯოვანი ბატისტა ნიკოლინის (1782–
1861) შემოქმედებაში. თავისი ნაწარმოებებით იგი ცდილობდა მაყურებლებში აღენთო
პატრიოტული სულისკვეთება და მოქმედების ხალისი.
რომანისტთა შორის განსაკუთრებით ნიჭიერი იყო ფრანჩესკო დომენიკო გვერაცი
(1804–1873), რისორჯიმენტოს აქტიური მონაწილე და მაძინის მეგიბარი; იგი
მნაწილეობდა 1848 წლის რევოლუციაში, დაპატიმრებულიც იყო და ზოგიერთი თავისი
ქმნილება ციხეში დაწერა. მისი საუკეთესო ნაწარმოები ,,ფლორენციის ალყა’’ (1836) მკაცრი
რეპრესიების ხანაში შეიქმნა და თემატიკით თანამედროვე პრობლემებს მიესადაგება.
მასში აისახა XVI საუკუნის იტალიის ფეოდალურ–კათოლიკური რეაქციის ხანა.
ახალ ტენდენციაზე გადასვლა განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა ცნობილი მწერლის
ჯოვანი ვერგას (1840–1922) შემოქმედებაში. 80–იანი წლებიდან იგი სათავეში უდგას
ნატურალიზმის იტალიურ სახეობას – ,,ვერიზმს’’ (ეს ტერმინი მომდინარეობს იტალიური
სიტყვიდან – vero - მართალი), რომელიც ძალზე დამახასიათებელი იყო XIX საუკუნის
ბოლო პერიოდის მწერლობისათვის.

თემა:ინგლისური რომანტიზმის სპეციფიკა და ეტაპები.


XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთის რევოლუციის მარცხმა, ნაპოლეონის ომებმა და
ამ უკანასკნელის ჩამოგდების შემდეგ ევროპაში აბსოლუტისტური სისტემის აღდგენამ
ევროპელ ინტელექტუალებს სრულიად გაუქარწყლა იმედი, რომ განმანათლებლურ
იდეებზე დაყრდნობით შეძლებდნენ სამყაროს გარდაქმნას. განმანათლებლური
უტოპიებით იმედგაცრუებას დაემატა განცდა იმისა, რომ მზარდი ინდუსტრიალიზაციის
პირობებში ადამიანის ღირებულება მხოლოდ იმ ეკონომიკური სარგებლობით
შემოიფარგლებოდა, რომლის მოტანაც შეეძლო მას საზოგადოებისთვის. ამ ახალ
სამყაროში, სადაც ცხოვრების წესს პრაქტიკული მეწარმე განსაზღვრავდა, სადაც მთავარი
ღირებულება ფული იყო, მთავარი მიზანი კი - პირადი კეთილდღეობა, მწერალი თავს
გარიყულად გრძნობდა. იგი მიილტვოდა პირველადქმნილი ბუნებისაკენ, უბრალო
ხალხის იდილიური ცხოვრებისა და ნოსტალგიურად იდეალიზებული წარსულისაკენ.
ამის შედეგად, თავი იჩინა განხეთქილებამ იდეალსა და სინამდვილეს, ხელოვანსა და
ბიურგერს შორის. ხელოვანი და ხელოვნება რომანტიზმის (ფრანგ. romant - შუა
საუკუნეებში რომანულ ენაზე დაწერილი სარაინდო პოემა) პოეტიკაში უფრო ღირებულია
ვიდრე სინამდვილე. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოცნებას, ფანტასტიკას,
მგრძნობელობას. რომანტიკული ესთეტიკის განუყოფელი ელემენტია სიმბოლურობა და
სწრაფვა უჩვეულოსკენ. იდეალური, მშვენიერი და სრულყოფილი, რომანტიკოსების
აზრით, დაკავშირებულია იდუმალთან, ფანტასტიკურთან, მიუწვდომელთან, ადამიანის
სულის უკიდეგანო სიღრმეებთან, მის შინაგან ”მე”-სთან. ფიხტეს სუბიექტური
იდეალიზმის გავლენით რომანტიკოსებისთვის მთავარია შემოქმედის პიროვნული ”მე”-ს
შეუზღუდველობა, სუბიექტურობა, ინდივიდუალიზმი, პოეტის სრული თავისუფლება.
თავიანთ ნაწარმოებებშიც რომანტიკოსები ცდილობდნენ, გადმოეცათ ის, რაც მათ
წარმოსახვაში, ფანტაზიაშია შესაძლებელი. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით
რომანტიკოსებს შუა საუკუნეების მწერლობისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების
აღორძინების საქმეში. რომანტიზმის მთავარი ლიტერატურული ჟანრები იყო ლექსი,
ზღაპარი, ფანტასტიკური მოთხრობა, ფრაგმენტი.
რომანტიზმი, როგორც მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა
XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში,
იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით
ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება
მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს
შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის
საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და
გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს
იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა
უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა
ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია,
რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა
ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ
არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება
საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ
კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს
რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება
გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას,
მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული
შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური
ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით,
სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.
ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს
იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი

მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი
მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ
მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად
ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება
მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის
ყველა ლიტერატურულ ჟანრში. ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: "პოეზია არის არა იდეათა
ფორმაში არამედ თავად იდეებში", ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ
ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა
შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად
ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება. ბ)
დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი.
სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა
გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები
შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი. გ) რომანი. რომანტიზმმა
ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის
გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის (შატობრიანის რენე, კონსტანის
ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის
მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური
ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი,
ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.
ინგლისური რომანტიზმის ადრეული პერიოდის ერთ–ერთი უპირველესი
წარმომადგენელია უილიამ გოდვინი (1756-1836). იგი დაიბადა კალვინისტი მღვდლის
ოჯახში. ერთხანს ის სასულიერო მოღვაწეობას მისდევს, 1783 წელს ჩადის ლონდონში
იმ განზრახვით რომ გახდეს მწერალი. აქტიურად ებმება დემოკრატიულ მოძრაობაში,
გმობს ყველა სახის ტირანიას. ამ საკითხთან დაკავშირებით წერს იგი ტრაქტატს
"პოლიტიკური სამართლიანობა"(1793), ამ ნაწარმოებში გოდვინი აყალიბებს
საზოგადოების სოციალური მოწყობის საკუთარ სისტემას. აკრიტიკებს არსებულ
სოციალურ სტრუქტურას, მაგრამ არ ცნობს არავითარ სახელმწიფოებრიობას, რაც
გარკვეულად ანარქიზმის ქადაგებაა. ამ ნაშრომმა ყველას ყურადგება მიიქცია. წიგნი
ყველაზე ძვირი გირდა, ხელოსნები ფულს აგროვებდნენ მის შესაძენად.

გოდვინმა განაგრძო მოღვაწეობა ინგლისელი ხალხის დემოკრატიული უფლებების


დასაცავად. ამჯერად ის ცდილობდა თავისი იდეები გამოეხატა არა თეორიულ
მსჯელობაში, არამედ უფრო კონკრეტული ფორმით. ასეთი განზრახვით იგი წერს
თავის პირველ მხატვრულ ნაწარმოებს -"კალებ უილიამსს" (1794). მწერალი ამ რომანში
აყენებს საკითხს საზოგადოებრივი სამართლიანობის შესახებ. რომანი დრამატიულია.
ნაჩვენებია ფულის და ტიტულის ძალა, რომლის საშუალებითაც ყოველგვარი
უკანონობის ჩადენა შეიძლება. კალებმა მოხერხებულობის წყალობით გაიგო თავისი
ბატონის არისტოკრატი ფოკლენდის მიერ ჩადენილი მკვლელობის ამბავი, მას
შემოაკვდა მეზობელი, მკვლელად სხვა ცნეს, თუმცა კალებმა, რომელიც ფოკლენდის
მდივნად მუშაობდა იცის სიმართლე. ამის გამო ფოკლენდი ცილს წამებს ქურდობაში
და ციხეში ჩაასმევინებს კალებს, რომელიც დიდხანს იტანჯება საპყრობილეში, თუმცა
რომანის ბოლოს სასიკვდილოდ სარეცელზე მიჯაჭვული ფოკლენდი დანაშაულს
აღიარებს. გოდვინი თავისი რომანის კომპოზიციაში იყენებს გუთური რომანის
ხერხებს.
შემდეგი წარმომადგენელია უილიამ ბლეიკი (1757-1827), რომელიც მონაწილეობას
იგებდა "ლონდონის კორესპონდენტთა საზოგადოების" მუშაობაში. საზოგადოება
ბლეიკს უპირველესად იცნობდა როგორც შესანიშნავ მხატვარს, რომელიც თვითონვე
აფორმებდა ხოლმე თავის პოეტურ კრებულებს. მასვე ეკუთვნის დანტეს "ღვთაებრივი
კომედიის" გრავიურები.
ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულითაა გამსჭვალული ბლეიკის პოეზია, მისი
დემოკრატიული განწყობილებანი აისახა მის შემოქმედებაში. თავის ერთ-ერთ პირველ
პოეტურ კრებულში "უმანკოების სიმღერები"(1789), ის გვაცნობს თავის ფილოსოფიას,
რომელიც ახლოსაა რენესანსულ უტოპიურ ნატურფილოსოფიასთან. ლექსების
მომდევნო კრებული "გამოცდილების სიმღერები"(1794), ყურადგებას იპყრობს იმით
რომ ბლეიკის ადრინდელი სიხალისე შეიცვალა მძიმე განწყობილებით. მაგრამ პოეტის
მებრძოლი სული გამოჩნდა მისი ლექსების წიგნებში "საფრანგეთის რევოლუცია"(1791),
"ამერიკა"(1793), "ალბიონის ქალიშვილთა ხილვანი"(1793), ასევე პროზაულ წიგნში
"სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება" (1790).
უილიამ ბლეიკის შემოქმედებაში ხშირია ურითმო თეთრი ლექსი, პოეტს შემოაქვს
მეტაფორები და ხატები, რელიგიური ელემენტი მისი მსოპლმხედველობის არსებითი
მომენტია, მაგრამ მისთვის რელიგია სუსტთა ქომაგია. ბლეიკის შემოქმედებაში, ისევე

როგორც მილტონთან ერთმანეთს თავისებურად შეეხამა მებრძოლი მეამბოხისა და


ღვთისმოსავი ადამიანის მსოფლმხედველობა.

ინგლისურ რომანტიზმს ორგვარი ტენდენცია ახასიათებს: (პირველი ტენდენციის


გამომხატველნი) აწმყოთი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმით, რომ მიმართავენ
წარსულს, იყენებენ იარციონალურსა და ფანტასტიკურ ელემენტებს. (მეორე
ტენდენციის გამომხატველნი) აწმყოს უპირისპირდებოდნენ, ახლის ძიებას და
ბრძოლას მოითხოვდნენ.
ინგლისური რომანტიზმზე საუბარს „ტბის სკოლის“ პოეტებით, ანუ ლეიკისტებით,
(ტბის სკოლის პოეტები იყვნენ უილიამ უორდსუორთი, სემიუელ ტეილორ კოლრიჯი
და რობერტ საუტი) იწყებენ.
უილიამ უორდსუორთი (1770-1850) უორდსუორთი რომანტიზმის განვითარების
პირველი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. პოეტის შემოქმედება მისი
მსოფლმხედველობის შესაბამისად განვითარდა. 1791-92 წლებში უორდსუორთი
მიემგზავრება პარიზში. ამ პერიოდის შტაბეჭდილებები და პოეტის იმდროინდელი
დემოკრატიული ტენდენციები გამოიკვეთა მის პოეტურ კრებულებში "საგამოს
გასეირნება"(1793) და "მხატვრული ჩანახატები"(1793).
როდესაც საფრანგეთის რევოლუციას სისხლისღვრა მოჰყვა, უორდსუორთის
იმედები დემოკრატიული ცვლილებების მიმართ პესიმიზმში გადადის, რაც გამოჩნდა
მის დრამატულ ნაწარმოებში "საზღვართან მცხოვრებნი"(1795-96). სოფლის უბრალო
ცხოვრება პოეტის ძირიტადი თემაა, ამის შესაბამისად უნდა იყოს პოეტის მიერ
შერჩეული მეტყველებაც. ის უნდა ეყრდნობოდეს ჩეულებრივი ხალხის ენას. ამით
უორდსუორთი უპირისპირდება ხელოვნური მეტყველების მიმდევარ პოეტებს.

"ლირიკული ბალადების" კრებული უორდსუორთის თეორიული გამონათქვამების


ილუსტრაციაა. იგი აღწერს უბრალო ხალხის ცხოვრებას და სწუხს პატრიარქალური
ცხოვრების წესის რღვევის გამო. ლექსებში "ფარაში უკანასკნელი", "ძმები" პოეტი
ხატავს გლეხების გაჭირვებას. ხოლო გლეხის ბავშვების სახეები ნაჩვენებია ლექსებში
"საბრალო სიუზენის ნატვრა", "ჩვენ შვიდნი ვართ".

პოეტის წინააგმდეგობებით აღსავსე ბუნება გამოჩნდა თავის ლირიკულ-ეპიკურ


ნაწარმოებში"პრელუდი"(1799-1805), რომელსაც არ აქვეყნებს. ის მხოლოდ პოეტის
გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. პრელუდში აღწერილია საფრანგეთის
რევოლუცია,გამოკვეთილია რევოლუციის გმირების ცალკეული სახეები. პოეტის
შემოქმედების განვითარება მომდევნო ეტაპზე პასიურ ტენდენციებს ამჟღავნებს. ამ

პერიოდიდან ძლიერდება მის შემოქმედებაში ქვეყნად არსებული უსამართლობისაგან


განზე განდგომის ტენდენცია. ასეთი განწყობითაა შექმნილი მისი ნაწარმოებები: "ოდა
ვალდებულებას "(1805-07), "სონეტები მიზგვნილი თავისუპლებისადმი"(1802-07),
"ლონდონი-1802წელი", "გასეირნება"(1814). უილიამ უორდსუორთს ღირსეული ადგილი
უკავია როგორც ლირიკოს პოეტს. სამყაროს თავისებური ხედვისათვის მან
თავისებური პოეტური მეტყველებაც გამოიყენა.
რომანტიზმის განვითარების პირველ ეტაპზე უაღრესად საინტერესო ფიგურას
წარმოადგენს სემუელ ტაილორ კოლრიჯი (1772-1834). იგი ხასიათდებოდა
ფსიქოლოგიური დაკვირვების სიღრმით, ტრაგიკულობის შეგრძნებით და
ფანტასტიკურობისადმი მისწრაფებით.Kკოლრიჯი წინააგმდეგობებით აღსავსე პოეტი
იყო. ერთი მხრით, მისი შემოქმედება ხასიათდება ნოვატორული იდეებით, ხოლო
მეორე მხრით,იგი ცხოვრებასთან ჭიდილს გაურბის. ჟერ კიდევ კემბრიჯის
უნივერსიტეტში ყოფნისას კოლრიჯი მოულოდნელად ტოვებს სწავლას და მოხალისედ
მიდის ჯარში. შემდეგ კვლავ კემბრიჯში ბრუნდება, სადაც უმეგობრდება პოეტ
რობერტ საუთის, რომელთან ერთად, დემოკრატიული იდეებით გატაცების შედეგად,
აყალიბებს გეგმას უტოპიური საზოგადოების "პანთისოკრატიის" მოწყობის შესახებ. ამ
გეგმის მიხედვით თორმეტი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უნდა გადასახლებულიყო
ამერიკაში, სადაც უნდა შეექმნათ იდეალური საზოგადოება-თანაბარუფლებიანი და
თავისუფალი მოქალაქეებისაგან შემდგარი. მაგრამ ამ უტოპიურ იდეას განხორციელება
არ ეწერა. საუთიმ მოითხოვა მსახურებისა და თვით მონების წაყვანაც კი
"შავი"სამუშაოს შესასრულებლად, რაც კოლრიჯის აზრით დაუშვებელი
იყო.საბოლოოდ ორ პოეტს შორის განხეთქილება მოხდა.

კოლრიჯი აქვეყნებს პოლიტიკურ ჟურნალს "გუშაგი". აქ იგი ილაშქრებს მთავრობის


ანტიდემოკრატიული მოქმედების წინააგმდეგ, ამავე დროს, საფრანგეთის რევოლუციის
შემდგომი მოვლენების განვითარებამ,საფრანგეტის მტაცებლურმა ომებმა მეზობელი
სახელმწიფოების წინააგმდეგ, კოლრიჯი დააჭვა თვით რევოლუციის
სამარტლიანობაში. ამ პერიოდის კერძო წერილებში იგი აღიარებს, რომ მის სულში
გაურკვევლობამ დაისადგურა.Aასეთი განწყობილებითაა შექმნილი "ოდა მიმავალი
წლისადმი"(1796). მისი ამ პერიოდის ლექსებში XVII საუკუნის პოეტ მეტაფიზიკოსთა
შემოქმედების შესამჩნევი გავლენა შეინიშნება.
პოეზიაში კოლრიჯის შემოქმედებისათვის ყველაზე ნაყოფიერი იყო XVIII საუკუნის
90-იანი წლები, როდესაც მან შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები.Pპოემების სახით
"კუბლა ხანი"(1797), "მოხუცი მეზგვაური(1798), "კრისტაბელი". როგორც თვითონ წერდა
პოეტი, ნაწარმოები "კუბლა ხანი" მან ძილის დროს გაიაზრა,გამოღვიძებულმა სულ
მცირე ნაწყვეტის გადატანა მოასწრო ფურცებლზე. ცალკეულ ლექსებში კოლრიჯს
შემოაქვს ადამიანის ბუნებასთან ერთიანობის რომანტიკული მოტივი.წარსულისკენ
მიბრუნება,ირაციონალური ელემენტი,ძილის ზმანებანი,ბუნება -ეს ყველაფერი
კოლრიჯს სჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოეხატა გრძნობა,რომელიც
თანამედროვეობის მიუღებლობას გულისხმობდა.
ტბის სკოლის შემდეგი წარმომადგენელი რობერტ საუთი (1774-1843)
ახალგაზრდობისას დემოკრატიული იდეების მიმდევარი იყო. მოგვიანებით მისი
შეხედულებები შეიცვალა. საუთი აღფრთოვანებული იყო საფრანგეთის რევოლუციით.
ოცი წლის პოეტი წერს სოციალურ დრამას "უოტ ტაილერი", სადაც აღწერს 1381 წლის
გლეხთა აჯანყების ამბავს. 1795 წელს საუტი წერს ეპიკურ პოემას "ჟანა დარკი",
რომელშიც გამოჰყავს საფრანგეტის ეროვნული გმირი ქალი, ვინც ინგლისელებისგან
ათავისუფლებს საფრანგეთს. შემოქმედების ადრეულ პერიოდში საუტის ცალკეულ
ლექსებშიც გვხვდება დემოკრატიული ჟგერადობის სტრიქონები. გვიანდელ
ნაწარმოებებში: "თალაბა დამანგრეველი" (1801), "მედოკ" (1805), "კეჰამას წყევლა"(1810),
"როდერიკ, უკანასკნელი გუთი"(1804), "პარაგვაული ამბავი"(1825) საუთი ფეოდალურ-
საეკლესიო პოზიციაზე დგას, ქადაგებს ბედისწერისადმი შერიგებას. სხვა
ნაწარმოებებში ის მხარს უჭერს ევროპის ხელმწიფეთა საღვთო კავშირს, მიმართულს
რევოლუციური მოძრაობების ჩასახშობად. ნაციონალისტურ ტენდენციებს ამჟღავნებს
მისი წიგნი "ნელსონის ცხოვრება"(1813).
1813 წლიდან საუთი პოეტ–ლაურეატადაა არჩეული, მას შემდეგ რაც ამ ტიტულზე
უარი განაცხადა უოლტერ სკოტმა. ამ ხნიდან ის ინგლისის მმართველი კლასების
მეხოტბეა. ამის მაგალითია პოემა "სამსჯავროს ხილვა"(1821), მიზღვნილი იმჟამად
გარდაცვლილი ტირანი მეპის ჯორჯ მესამის ხსოვნისადმი.საპასუხოდ ბაირონმა ამავე
სატაურით გამოაქვეყნა გამანადგურებელი სატირა.მომდევნო თაობებში საუთის
მემკვიდრეობა ყველაზე ნაკლებ პოპულარულია თვით ინგლისშიც კი. როგორც
ცნობილია, ბაირონი თავის ნაწარმოებებში საუთის წინააგმდეგ ილაშქრებდა. საუთის

შემოქმედების რეაქციული მიმართულება უპირისპირდებოდა რომანტიზმის მებრძოლი


ფრთის განვითარებას.

ინგლისური რომანტიზმის უდიდესი წარმომადგენელი ჯორჯ ნოელ გორდონ


ბაირონი (1788-1824) დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში.
სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში.
ბაირონის ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა.
სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი" (1809) დაგმო
ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა "ჩაილდ
ჰაროლდის მოგზაურობის" პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის
ხანმოკლე, მაგრამ პროგრესული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების
ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული
წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი
1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც
დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და
1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა
ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში
მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და
გარდაიცვალა.
ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის
გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინა-
აღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული
სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლე-

ნით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს


ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის
ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ
თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.
ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ.
"მსოფლიო სევდის" გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა
მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების
ციკლში ("გიაური", "აბიდოსელი სარძლო", "კორსარი", "ლარა", "კორინთის ალყა",
"პარიზინა"). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ
აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ
ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი,
და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის
ფონზე ვითარდება.
დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც "ებრაული მელოდიები" (1814-1815),

რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის


ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში
ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და,
ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე
ფილოსოფიური-დრამატული პოემა "მანფრედი" (1817), რომლის გმირი უკიდურესი
ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების
უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს
ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთი-
ვე სულისკვეთებისაა მისტერია "კაენი" (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეური-
გებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღ-
წევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-იდან ბაირონის
შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ("ტასოს ჩივი-
ლი", 1817; "მაზერა", 1818; "ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817);
პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები "მაჩინო ფალიერო, ვენეციის
დოჟი", "სარდანაპალი", "ორი ფოსკარი" (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშ-

ვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ


სატირას ("ბეპო", 1818; "ირლანდიელი ავატარა", 1821; "სამსჯავროს ხილვა",1822 და სხv).

ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია


დაუმთავრებელი რომანი ლექსად "დონ ჟუანი" (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია

ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის


წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ
პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის
რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება
რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.
ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან,
მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის
ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც
ბაირონიზმი ეწოდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული
ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად
გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს.
მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური
პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ -
მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა
პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და
უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ
კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს
ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და
პათეტიკური ინტონაციით.
ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ
მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი
ინგლისური რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენელი პერსი ბიში
შელიHEL(1792-1822) დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში. თორმეტი წლის იტონის
არისტოკრატიულ სკოლაში მიაბარეს. სკოლაში დესპოტური რეჟიმი იყო, უმცირეს
დანაშაულზეც კი მოწაპეებს როზგი ელოდათ. 1810 წელს შელი შედის ოქსფორდის
უნივერსიტეტში. აქ იგი ისეთ წრეს დაუკავშირდა სადაც თავისუპლებისმოყვარე სული
სუფევდა. ასეთი აზრების გავლენით ანონიმურად აქვეყნებს კრებულს "მეფის
მკვლელის ჩანაწერები"(1810). კრებული აშკარად პოლიტიკური ხასიათის იყო და
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დიდხანს ეძებდა მის ავტორს. შელის ავტორობა
დადგინდა და იგი გარიცხეს უნივერსიტეტიდან. სულ მოკლე ხანში მშობლიური
სახლიდანაც გააგდეს.
შელი ლონდონში დასახლდა, იმავე წელს ცოლად შეირთო უბრალო მედუქნის
ქალიშვილი ჰერიეტ უესტბრუკი. პოეტს მისადმი უპრო შეცოდების გრძნობა გააჩნდა,
ვიდრე სიყვარულისა, რადგან ქალიშვილს სასტიკად ჩაგრავდა ტირანი მამა. შელის
მშობლები ახლა უკვე საბოლოოდ ამოიგდებენ შვილს გულიდან,უარს ამბობენ
მასზე,როგორც მემკვიდრეზე და უსახსროდ ტოვებენ.
1812 წელს შელი ირლანდიაში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს
ირლანდიის ეროვნულ-განმატავისუფლებელ მოზრაობაში ინგლისის წინააგმდეგ. 1813
წელს აქვეყნებს "დედოფალ მაბს"-არსებული რეჟიმის მიმართ პროტესტის
გამომხატველ ნაწარმოებს. ამავე ხანებში პოეტი გრზნობს რომ მისი ცოლის შერტვა
ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯი იყო და ცოლს შორდება. 1814 წელს ირთავს უილიამ
გოდვინის ქალიშვილს მერის.
1816 წელს მის ცხოვრებაში ტრაგიკული ამბავი ხდება,მისი პირველი ცოლი თავს
იკლავს და შელის უნდა ამ ქორწინებიდან შეძენილი ბავშვები თავისთან წაიყვანოს.
მაგრამ ოპიციალური ინგლისი კარგ საბაბს პოულობს ჯავრი იყაროს მასზე,პოეტს
უარს ეტყვიან ბავშვების აღრზდის უფლებაზე. იწყება შელის დევნა, ცილისწამება.
შელი სამუდამოდ ტოვებს ინგლისს და მიემგზავრება იტალიაში.1822 წელს,როდესაც
პატარა გემით იტალიის სანაპიროს გასწვრივ მგზავრობდა, მოულოდნელად
ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად გარდაიცვალა.
1817 წელს შელი აქვეყნებს ლირიკულ-ეპიკურ პოემას "ისლამის აჯანყება" შელი
ბერძენი ხალხის ბრძოლას თავისუპლებისათვის უძგვნის პოემას "ელადა"(1822),
განმანტავისუპლებელი ბრძოლის პატოსითაა შექმნილი მისი ერთ-ერთი ნაწარმოები
"განტავისუფლებული პრომეთე"(1819).Pპოეტის იტალიური პერიოდისათვის დამახასია-
თებელია რეალისტური ტენდენციების მომზლავრება. ამ მხრივ საყურადღებოა
ტრაგედია "ჩენჩი"(1819), რომლის პათოსსაც ასევე ტირანიის წინააგმდეგ ბრძოლა
წარმოადგენს. რევოლუციური ძალის გამოყენებას ქადაგებდა შელი თავის
დაუმტავრებელ ნაწარმოებში "ჩარლზ პირველი". 1819 წელს პოეტი ქმნის ნაწარმოებს
"ანარქიის მასკარადი",რევოლუციური გარდაქმნებისათვის ბრძოლას მოუწოდებს შელი
სხვადასხვა პერიოდის ლექსებში: "ოდა თავისუფლებისათვის მებრძოლთ", "სიმღერა
ინგლისელი ხალხისადმი",პოემა "პიტერ ბელ მესამე","ინგლისი 1819 წელს", ოდა
თავისუპლებას" ლექში "ოდა დასავლეთის ქარს"(1819) გამოხატულია ალეგორია სამყა-
როს მომავალი რევოლუციური გარდაქმნებისა,ხოლო ლექში "ოზიმანდიას" ნაჩვენებია
რომ ყოველგვარ ტირანიას დავიწყება ელოდება. შელის ლირიკული ლექსებიდან,
რომლებიც ბუნებისადმია მიძღვნილი, საანთოლოგიო ლექსებია "ღრუბელი", "ოდა
ტოროლას". განსაკუთრებული სითბოთია გამსჭვალული პოეტის ლექსები მიძღვნილი
მერი გოდვნისადმი, რომელიც პოეტის მეუღლეც იყო და მეგობარიც.
ინგლისური რომანტიზმის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ჯონ კიტსი (1795-1821).
მან მთელი თავისი ცხოვრება პოეზიას დაუთმო. კიტსი ადრევე დაუახლოვდა

დემოკრატიულად განწყობილ კულტურის მოგვაწეთა ჯგუფს, რომლებიც


ლიტერატურულ კრიტიკაში ცნობილი არიან "ლონდონელ რომანტიკოსტა" სახელით.
ისინი გაერთიანებული იყვნენ ჟურნალ "ეგზემინერ"-ის გარშემო. ამ ჟურნალში 1816
წელს დაიბეჭდა პირველად კიტსის ლექსები. ამის შემდეგ პოეტი აქვეყნებს თავის
ლექსების კრებულს და პოემებს "ენდიმიონი","ჰიპერიონი".
1820წელს ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე პოეტის ფიზიკური მდგომარეობა
გაუარესდა და სამკურნალოდ იტალიაში გაემგზავრა, სადაც მომდევნო წლის
დასაწყისში გარდაიცვალა. კიტსის პოეტური მოღვაწეობა მოკლე პერიოდს მოიცავს, ის
ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა თავის ლექსებს. "სონეტი მშვიდობაზე" ასახავს
პოეტის პოზიციას მტაცებლური ომების წინააგმდეგ. კიტსისთვის წარსულის
მაგალითი მომავლის იმედია. ასეთია ლექსი "რობინ ჰუდი"(1818), რომელშიც გამოიხატა
პოეტის ინტერესი უბრალო ხალხის ტავისუფლებისმოყვარე ბრძოლისადმი. კიტსი

დიდ პატივს სცემდა შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის შემოქმედებას და მას


მიუძღვნა ლექსი "რობერტ ბერნსს"(1818).
"სილამაზე სიხარულია მარად". ამ სიტყვებით იწყება კიტსის პოემა "ენდიმიონი".
ეს ნაწარმოები მოგვითხრობს იმის შესახებ თუ როგორ შეუყვარდა ღმერთქალ სინტიას
მწყემსი ენდიმიონი. კიტსი ამ ნაწარმოებით ადიდებს სიყვარულის ძალას. პოემა
გარკვეული პროტესტი იყო არსებული პურიტანული მორალის მიმართაც. ნაწარმოები
მკაცრად იყო გაკრიტიკებული, მაგრამ კიტსი განაგრძობდა მუშაობას. იგი ქმნის
დაუმთავრებელ პოემას "ჰიპერიონი". ამ პოემის ორი ვარიანტი ორივე
დაუმთავრებელია. პირველი ვარიანტი ჰიპერიონის თავგადასავალს აღწერს. მეორე
ვარიანტი ალეგორიაა, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოაგდო ტახტიდან
უკანასკნელი ტიტანი ღვთაება ჰიპერიონი ახალგაზრდა ღვთაება აპოლონმა.
კიტსის ლირიკა ეყრდნობოდა ბუნების ხატოვან გადმოცემას. მისი ლირიკის
შესანიშნავი ნიმუშებია "ოდა ბულბულს"(1819) "ოდა ბერძნული ვაზისადმი"(1819)
"შემოდგომას"(1819). კიტსის იდეალი სილამაზე და სიკეთე იყო. ასეთია მისი პოეზიაც,
რომელის სათანადოდ მხოლოდ მომდევნო თაობებმა დააფასეს.

შოტლანდიელი ისტორიული რომანისტი და პოეტი, უოლტერ სკოტი (1771 – 1832),


პოპულარული იყო მისი დროის ევროპაში. გარკვეული თვალსაზრისით იგი პირველი
ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით
სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში,
ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე
აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც
ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. დიდი
შოტლანდიელი მწერალი, დაიბადა ედინბურგში, ბავშვობიდანვე დაინტერესებული
იყო ისტორიით, ფოლკლორით. ოჯახის ტრადიციისამებრ მიიღო იურიდიული
განათლება, ერთ ხანს იურიდიულ საქმიანობასაც მისდევდა. სკოტი გატაცებული იყო
გერმანული რომანტიკული ლიტერატურით და შეისწავლა გერმანული ენა, მისი
ყურადღება მიიპყრო ბალადის ჟანრმა. ხალხური ლიტერატურის სიყვარულის შედეგი
იყო, რომ 1802-03 წლებში სკოტი აქვეყნებს "შოტლანდიის საზღვრის სიმღერებს",
რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სახის ბალადების სამ კრებულს.
1805 წელს გამოდის მწერლის პირველი პოემა "უკანასკნელი მენესტრელის სიმღერა",

მომდევნო წლების განმავლობაში აქვეყნებს რამდენიმე პოეტურ ნაწარმოებს


"მარმიონი"(1808), "ტბის ქალბატონი"(1810), როკბი (1813) კუნძულის მეუფე (1815).
1814 წელს უოლტერ სკოტი ანონიმურად აქვეყნებს ისტორიულ რომანს "უევერლი"
და ამ ხნიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე მხოლოდ პროზაულ ნაწარმოებებს
ქმნის. მან დაწერა ოცდაათამდე ისტორიული რომანი, რამდენიმე მოთხრობა,
დრამატული ნაწარმოებები, სამეცნიერო, ლიტერატურათმცოდნეობითი და
ისტორიული გამოკვლევები, რომლებიც ძალიან საინტერესო მასალას შეიცავს მისი
ლიტერატურულ-მხატვრული საქმიანობის განსახილველად. მათგან მნიშვნელოვანია-
"დრაიდენის მოღვაწეობა"(1808), "სვიფტის მოღვაწეობა"(1814), "ნაპოლეონ ბონაპარტის
ცხოვრება"(1827), "შოტლანდიის ისტორია"(1829-30).
სკოტის შემოქმედებაში გამოიკვეთება ორი ეტაპი. პირველ პერიოდში იგი
ძირითადად ქმნის პოეტურ ნაწარმოებებს, ხოლო მოგვიანებით კი ისტორიულ
რომანებს. მისი პირველივე ნაწარმოები "უკანასკნელი მენესტრელის სიმღერა" შეიცავს
იმ ელემენტებს, რაც საზოგადოდ დამახასიათებელია უოლტერ სკოტის
შემოქმედებისათვის. სკოტის რომანებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა "რობ როი"(1817) .
მწერლის ყველაზე ცნობილი რომანია "აივენჰო"(1819). იგი ასახავს XII საუკუნის
ინგლისის ცხოვრებას. ეს ის დროა ინგლისის ისტორიაში, როდესაც მტკიცდებოდა

ფეოდალური ურთიერთობები და ქვეყანაში მიმდინარეობდა ბრძოლა ანგლოსაქსებსა


და ნორმანებს შორის.

შუა საუკუნეობრივ ამბავს აღწერს უოლტერ სკოტი თავის რომანში "Quentin


daruardi". მოქმედება XV საუკუნის საფრანგეთში ხდება, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი
შოტლანდიელი არისტოკრატია, რომელიც მეფე ლუი XI-ის ამალაშია.
ბურჟუაზიის ისტორიული რევოლუციის პერიოდთან დაკავშირებული რომანებია
"ვუდსტოკი"(1826) და "პურიტანები"(1816). რომანში "პურიტანები" სკოტი აღწერს
ინგლისური ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგებს. 1660წელს ინგლისში მოხდა
სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია,რომელსაც მოჰყვა რეაქციის წლები. ამასთან
დაკავშირებით 1679 წელს შოტლანდიაში დაიწყო ამბოხება, რომლის სათავეში
შოტლანდიელი პურიტანები იყვნენ. რომანიც ამ პერიოდის აღწერით იწყება და
მთავრდება უილიამ III ორანელის ტახტზე ასვლით და ქვეყანაში კომპრომისული
მშვიდობის დამყარებით.

თემა: გერმანული რომანტიზმის სპეციფიკა და ეტაპები. ფრანგული რომანტიზმის


სპეციფიკა და ეტაპები.

გერმანიაში რომანტიზმი ვითარდებოდა ფეოდალური კლასის ბატონობის პირობებში.


გერმანული რომანტიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიხტემ,
რომლის შრომებიც რომანტიკოსთა სამოქმედო პროგრამა იყო. ამდენად, რომანტიზმის
გერმანული სკოლის ფილოსოფიური შეხედულებები გამომდინარეობს ფიხტეს
სწავლებიდან. კანტის კრიტიკული ფილოსოფიიდან გამომდინარე, ფიხტე ამტკიცებს,
რომ თეორიულ გონებასა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ცოდნაზე საგნებისა თავის
თავად, მათ შინაგან ჭეშმარიტებაში, და ჩვენს ზნეობრივ გრძნობას შორის, რომელიც
უარყოფს ყველა მოვლენის უპირობო აუცილებლობას, ძევს გადაულახავი უფსკრული.
თეორიული გონების თავად პრეტენზიებს არ გააჩნია არანაირი საფუძველი. ჩვენ არ
შეგვიძლია ვიცოდეთ სინამდვილე სხვანაირად, თუ არა როგორც ჩვენს ფიქრებში, ხოლო
ჩვენი ფიქრები კი არ არსებობს ჩვენი ცნობიერების გარეთ. ვფიქრობთ რა სამყაროს
შეცნობას, ჩვენ შევიმეცნებთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ „მე“-ს. თეორიულმა გონებამ,
რომელიც ეთანხმება თავის თავს, ყოველივე არსებული ინდა გადააქციოს მოჩვენებად.
აქედან გამომდინარე, გონისმიერ ჭვრეტას არ შეუძლია ჩვენ მოგვცეს რეალური
ჭეშმარიტება, და ამ ჭეშმარიტების შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ რწმენის
მეშვეობით, რომელიც ეფუძნება საქმიანობისკენ მისწრაფების აუცილებლობას, რაც
ადამიანს თანდაყოლილად აქვს. ამ მისწრაფების გულისთვის ჩვენ რეალურობას
მივაწერთ არა მხოლოდ მიწიერ სამყაროს, რომელიც არის ჩვენი საქმიანობის სარბიელი,
არამედ არამიწიერ, ზეგრძნობიერ სამყაროსაც, რადგანაც მხოლოდ მასში ღებულობს ჩვენი
არსებობა უმაღლეს აზრს, და მხოლოდ მასში ხორციელდება ჩვენი მამოძრავებელი
ზნეობრივი იდეალი, დაუსრულებელი თავისი შინაარსით. ჩვენი ახლანდელი ცხოვრება,
მომავლის გულისხმისყოფით, არის ცხოვრება რწმენაში; მარადიული სიცოცხლის მიღება
შეიძლება მხოლოდ გრძნობისმიერის შეწირვით, ხოლო მისი მიზნებისა უზენაესი
კანონისთვის შეწირვით; მხოლოდ მიწიერზე უარის თქმით ვიძენთ ჩვენ მარადიულის
რწმენას“ . ამრიგად, რომანტიზმის წარმოშობა მოწმობს იმას, რომ დაირღვა ადამიანსა და
სინამდვილეს შორის დამოკიდებულება. სინამდვილესა და იდეალს შორის
დამოკიდებულების საკითხის გადაწყვეტა, ჰარმონიის იდეალის ძიება გერმანელი
რომატიკოსების მთავარი მიზანი გახდა.
მე-18 საუკუნის ბოლოს ქალაქ იენაში ჩამოყალიბდა რომანტიკოს მწერალთა წრე,
რომელსაც იენის რომანტიკოსთა წრე ეწოდა. ამ წრეში გაერთიანებული იყვნენ ძმები
ფრიდრიხ და ვილჰელმ შლეგელები, ნოვალისი, ტიკი, ვაკეროდერი და სხვ. ამ წრესთან
ახლოს იდგნენ ფილოსოფოსები ფიხტე და შელინგი, ასევე ესთეტიკოსი შლაიერმახერი.
განვითარების ამ საფეხურზე ლიტერტაურა ატარებს ანტიგანმანათლებლურ ხასიათს. ამ
წრის ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს „ფრაგმენტები“ - გერმანული რომანტიზმის
საპროგრამო ნაშრომი.
გამოჩენილი გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი და პოეტ-
მთარგმნელი, ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელი (1767-1845) დაიბადა ჰანოვერში 1767 წელს.
მან ჯერ კიდევ ბვშვობისას გამოავლინა ენების ათვისების უჩვეულო უნარი და
მიდრეკილება ლიტერატურისადმი, განსაკუთრებით პოეზიისადმი, და მეტად ადრე
დაიწყო ლექსების წერა. შევიდა რა 1786 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში, მან
თეოლოგიის შესწავლას მალევე ამჯობინა მეცადინეობები ფილოსოფიასა და
ფილოლოგიაში და პროფესორ ჰაინეს ხელმძღვანელობით დაიწყო უძველესი
ლიტერატურის შესწავლა. იგი ეხმარებოდა თავის მასწავლებელს ვერგილიუსის მისეულ
გამოცემაში. მაგრამ ჰაინეზე უფრო მეტად შლეგელზე გავლენა მოახდინა მისმა
ნაცნობობამ პოეტ ბიურგერთან, რომელსაც ამ დროს ეკავა კათედრა გიოტინგენში.
ბიურგერი მალევე შეეთვისა თავის ნიჭიერ მოწაფეს, რომლის ლექსებიც გამოაქვეყნა
გიოტინგენურ „მუზების ალმანახში“. ეს ლექსები გამოირჩეოდა უფრო მეტად ფორმისა და
ლექსთაწყობის ვირტუოზულობითა და სრულყოფილებით, ვიდრე გრძნობებისა და
იდეების სიღრმით. პოეტურ საქმიანობასთან ერთად შლეგელმა თავი გამოიჩინა როგორც
გამორჩეულმა კრიტიკოს-ესთეტიკოსმა; პოეტისა და კრიტიკოსის თვისება მან
განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენა თავის წერილში დანტეს „ღვთაებრივი
კომედიის“ შესახებ, სადაც მოახდინა პოეტისა და ნაწარმოების ბრწყინვალე დახასიათება,
და შეეცადა ჩასწვდომოდა იმ ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებს, რომლებმაც ხელი
შეუწყვეს დანტეს გენიის განვითარებას. ამრიგად, თავის კრიტიკულ თეორიებში იგი
წარმოადგენს ერთის მხრივ ჰერდერის მიმდევარს, ხოლო მეორეს მხრივ კი - ტენის
წინამორბედს. უხსნიდა რა მკითხველს დანტეს პოემას, შლეგელი ამასთან ერთად
თარგმნიდა მის რჩეულ ადგილებს, თანაც ცდილობდა შეძლებისდაგვარად დედნის
ზომის შენარჩუნებას. 1791 წელს ა. ვ. შლეგელი გადასახლდა ამსტერდამში. 1795-1796
წლებში მან თარგმნა „რომეო და იულიას (ჯულიეტას)“, ხოლო 1797-ში გამოსცა წერილი
ამ ტრაგედიის შესახებ, რომელშიც წარმოადგენს პიესის ესთეტიკურ ანალიზს. როგორც
ჩანს, სწორედ მაშინ გაუჩნდა მას განზრახვა ეთარგმნა შექსპირის შემოქმედების
მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც განახორციელა კიდეც, გამოსცა რა 1797-1801 წლებში
შექსპირის 17 დრამა.
შლეგელის მიერ შესრულებულ ჩინებულ თარგმანს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა.
მისმა თარგმანმა ძლიერი გავლენა იქონია გერმანულ დრამატულ პოეზიაზე.
შლეგელმა იენურ გაზეთში „Allgemeine Zeitung“ გამოაქვეყნა 300-მდე რეცენზია,
რომელთაგან მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით ყველაზე უფრო გამორჩეული
იყო წერილები: ჰომეროსის „ფოსისეული თარგმანის“ შესახებ (1796 წ.), შილერის „Horen“-
ის შესახებ (1796 წ.), შამფორის შესახებ (1796 წ.), ჰერდერის „ტერფსიხორის“ შესახებ (1797
წ.), გოეთეს „ჰერმანისა და დოროთეას“ შესახებ და „დონ კიხოტის“ ტიკისეული თარგმანის
შესახებ (1799 წ.). ყველა ამ წერილში ყურადღებას იქცევდა ავტორის ღრმა ერუდიცია,
გემოვნების სინატიფე, ფაქიზი ესთეტიკურ-ფილოსოფიური და ფილოლოგიური
კრიტიკა. მან პირველმა მიუთითა ლ. ტიკისა და რომანტიკული სკოლის სხვა მოღვაწეების
ნიჭიერებაზე. მისი ძირითადი თვალსაზრისი იგივეა, რაც გოეთესთან და შილერთან:
ფორმის შინაარსთან ჰარმონიული შერწყმის მოთხოვნა. მაგრამ, რომანტიკოსის სახით იგი
ზომაზე მეტად არის გატაცებული პოეტური ნაწარმოებების გარეგნული ფორმით,
აგრეთვე ხალხური ზღაპრებისა და ლეგენდების უმიზნო ზღაპრული გამონაგონებით. ამ
მიმართებით მასზე გავლენას ახდენდა მისი ძმა ფრიდრიხი. შექსპირის თარგმანის
წყალობით შლეგელს ყურადრება მიაქციეს იენის უნივერსიტეტის მესვეურებმა. იგი აქ
მიწვეულ იქნა ლიტერატურის ისტორიისა და ესთეტიკის კათედრის დასაკავებლად.
1798 წელს ბერლინში შლეგელმა გაიცნო ლ. ტიკი, რომლის ნაწარმოებებიც მან ადრეც
იცოდა და უყვარდა. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ბერნჰარდი, შლაიერმახერი,
ნოვალისი, შელინგი და ასეთნაირად წარმოიქმნა ე. წ. „რომანტიკული სკოლის“
წარმომადგენლების წრე, რომლის ლიტერატურული ტენდენციების გამომხატველიც იყო
უპირატესად შლეგელი. ყველა ისინი ისწრაფვოდნენ ისეთი ბეჭდური ორგანოს
შექმნისკენ, სადაც შეძლებდნენ პოეზიასა და ხელოვნებაზე თავიანთი შეხედულებების
ჩამოყალიბებას, და მათი სურვილიც მალევე განხორციელდა.
1800 წელს გამოცემულ იქნა შლეგელის ლექსების კრებული, რომელშიც შევიდა პიესა
„ბერძნების ხელოვნება“, სადაც იგი მიმართავს გოეთეს, როგორც უძველესი ხელოვნების
აღმდგენელს. აღსანიშნავია ასევე იუმორისტული ნაწარმოებები და პაროდიები
ტიკისეული ზღაპრების მსგავსი, სადაც იგი დასცინოდა მამორალიზებელ პოეზიასა და
მის მთავარ წარმომადგენელს კოცებუს.
გოეთესეული იფიგენიის მიბაძვით შლეგელმა დაწერა ტრაგედია „იონი“ ევრიპიდეს
ტრაგედიის თემაზე, რომელიც შლეგელის ყველა პოეტურ ნაწარმოებთაგან ერთ-ერთ
საუკეთესო ნიმუსად ითვლება.
1801 წელს ძმებმა შლეგელებმა გამოსცეს თავიანთი კრიტიკული წერილები და
შენიშვნები სათაურით „Charakteristiken und Kritiken“. 1801 წელს ვილჰელმ შლეგელმა
გახსნა ბერლინში ლექციების კურსი ნატიფი ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ,
რომელიც გრძელდებოდა 1802, 1803 და 1804 წლების განმავლობაში. ამ ლექციებს
უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რომანტიზმის ისტორიაში, რადგანაც მათში სისტემაშია
მოყვანილი რომანტიკული სკოლის შეხედულებები ხელოვნებასა და პოეზიაზე. აქ
შლეგელი უწინარეს ყოვლისა აცხადებს ხელოვნების ავტონომიას, უარყოფს რა მისთვის
დამამცირებელ სასარგებლოობისა და მორალის მოსაზრებებს, ადგენს შეხედულებას
კრიტიკაზე, რომელიც სულაც არ უნდა ახდენდეს ხელოვნების ნაწარმოების მხოლოდ
ანატომირებას, დანაწევრებას, არამედ ხსნიდეს მას ესთეტიურად და ისტორიულად;
კრიტიკოსი, შლეგელის აზრით, უნდა განიმსჭვალებოდეს პოეტური ნაწარმოების არსით,
თავად უნდა იქცეოდეს მხატვრად. იგი ადგენს ასევე რომანტიკული პოეზიის ცნებას,
როგორც სულისკვეთების მიხედვით ანტიკური და კლასიკური პოეზიების
საპირისპიროსი, განსაზღვრავს რა პირველს, როგორც ფილოსოფიურ, იდეალისტურ და
ფანტასტიკურ პოეზიას, რომელიც ემორჩილება მხოლოდ ავტორის თვითნებობას, ხოლო
ავტორი თავად არ ემორჩილება არაფერს; შემდეგ შლეგელი აკრიტიკებს სხვადასხვანაირ
უძველეს და ახალ ესთეტიკურ თეორიებს, განსაკუთრებით მკაცრად გმობხ რა
არისტოტელესა და კანტის თეორიებს, ამასთან თავად მთლიანად დგას შელინგის
თვალსაზრისზე, და ამტკიცებს, რომ „მშვენიერი არის უსასრულოს სიმბოლური
გამოხატულება“,გვაძლევს ხელოვნების დამოუკიდებელ თეორიას, რომელიც საფუძვლად
დაედო ბევრ გვიანდელ სწავლებას მშვენიერის შესახებ, მათ რიცხვში ჰეგელის
ესთეტიკასაც. შლეგელი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია ჩრდილავს ანტიკურისა და
რომანტიკულის კონტრასტს; თავში ფერწერის შესახებ, მაგალითად, ვინკელმანის,
ლესინგისა და რ. მენგსის შეხედულებების საპირისპიროდ, რომლებიც ისწრაფვოდნენ
ჩაეტენათ ფერწერა სკულპტურის ჩარჩოებში, იგი დაჟინებით აცხადებს ფერწერისა და
კოლორიტის დამოუკიდებელი მნიშვნელობის შესახებ. გადადის რა პოეზიაზე, შლეგელი
ბევრს ლაპარაკობს მისი წარმოშობის თაობაზე, მიუთითებს იმაზე, რომ პოეზიის
წარმოშობას წინ უძღვის ენის წარმოშობა, რომელიც თავად არის ასევე მთელი ერის ან
მთელი კაცობრიობის მუდმივად განვითარებადი პოეტური ნაწარმოები; ენა კი
წარმოიქმნა უწინარეს ყოვლისა თვითშეგნების, აზრის ჩამოყალიბების
მოთხოვნილებიდან, ხოლო შემდეგ უკვე ურთიერთობის მოთხოვნილებიდანაც. შემდეგ
შლეგელი ლაპარაკობს ეპითეტების, მეტაფორების, შედარებებისა და ა. შ. შესახებ,
პროსოდიის შესახებ, როგორც პოეზიის ყოველგვარი დამოუკიდებელი არსებობის
პირობის შესახებ, მითების შესახებ, რომლებსაც შლეგენი განმარტავს როგორც პოეტურ
ნაწარმოებებს, რომელთაც აქვთ პრეტენზია რეალობაზე და ა. შ. ლექციების მეორე კურსში
შლეგელს განზრახული ჰქონდა პოეზიის ისტორიის გადმოცემა, ამასთან სურდა
გზადაგზა გაეცნო მსმენელებისთვის უმთავრესი პოეტური ნაწარმოებების შინაარსი,
ისარგებლებდა რა შეძლების და გვარად მათი თარგმანებით გერმანულ ენაზე. ამიტომ
ლექციებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა შლეგელის მოღვაწეობა, როგორც
მთარგმნელისა. მათთვის მან თარგმნა ბევრი ნაწყვეტი დანტედან, პეტრარკადან,
ბოკაჩოდან, ტასოდან, გვარინიდან, მონტემაიორიდან, სერვანტესიდან და კამოენსიდან.
ტიკის გავლენით შლეგელი გაიტაცა კალდერონის ნაწარმოებებმა. 1803 წელს მან
გამოსცა „ესპანური თეატრის“ პირველი ნაწილი კალდერონის სამი დრამით (მე-2 ნაწილი
გამოვიდა 1804 წელს და შეიცავდა კიდევ ორ დრამას). ამავდროულად მან თავისი ძმის
ჟურნალში „ევროპა“ დაბეჭდა წერილი „ესპანური თეატრის შესახებ“.
ლექციების მესამე კურსი შლეგელმა დაიწყო პოლემიკური შესავლით, რომელშიც
გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები ბერლინელების განმანათლებლური განწყობილებისა
და მატი საყვარელი ლიტერატურის პროზაული ხასიათის გამო. იგი მიუთითებს აქ
თანამედროვე შეხედულებებში იდეალიზმის არარსებობაზე, ამცირებს ემპირიული
მეცნიერებების ღირსებას, ამასთან დადებითი მეცნიერებების მისეულ უარყოფაში იგი
მიდის ასტროლოგიისთვის უპირატესობის მინიჭებამდე ასტრონომიის წინაშე, მაგიის
დაცვამდე და საერთოდ ცალმხრივად იცავს ფანტაზიის უპირატესობას გონების (განსჯის)
წინაშე; ახასიათებს რა მომავლის პოეზიას, იგი ამტკიცებს, რომ ახალი პოეზიის მთავარი
თავისებურება მოთავსებული (დაცული, შენახული) იქნება თვითშეგნების უმაღლეს
ხარისხში. ამიტომ წარსულსა და მომავალს შორის დამაკავშირებელ რგოლად იგი თვლის
კანტისა და ფიხტეს ფილოსოფიას, და მომავალი რომანტიკული პოეზიის ფესვებს ხედავს
ამ მოაზროვნეთა ტრანსცენდენტალურ იდეალიზმში. ამ შესავლის შემდეგ შლეგელი
გადადის თავის მთავარ ამოცანაზე _ პოეზიის ისტორიაზე. აქ უნდა აღინიშნოს მისი
გატაცება დიდაქტიკური ფილოსოფიური პოეზიით, მათ შორის ლუკრეციუსის პოემითა
და პლატონის დიალოგებითაც კი (რომლებსაც იგი ასევე ნაწილობრივ მიაკუთვნებს
პოეზიას). ეს იყო სავსებით რომანტიკოლი სულიკვეთების შესაბამისი, რომელიც
მიისწრაფვოდა ფილოსოფიისა და პოეზიის უმაღლესი სინთეზისკენ. განსაკუთრებით
შესანიშნავია ლექციების ის ნაწილი, სადაც შლეგელი ლაპარაკობს ბერძნების
დრამატული პოეზიის შესახებ, იძლევა ანტიკური დრამატული წარმოდგენების
გარეგნული ვითარების შესანიშნავ აღწერას, ქოროს მნიშვნელობის გონებამახვილურ
ახსნას, სამი დიდი ტრაგიკოსის ბრწყინვალე დახასიათებასა და არისტოფანეს კომედიის
არსის ახსნას. ევრიპიდეს დახასიათების ბოლოს შლეგელი მიუთითებს რომანტიკული
მისწრაფებების ჩანასახებზე უძველეს წარსულში. ეს შეადგენს გადასვლას საკუთრივ
რომანტიკული პოეზიის ისტორიაზე, რომანტიკული სკოლის მისწრაფებების
გამორკვევასთან კავშირში. ამასთან შლეგელი ამტკიცებს, რომ რომანტიკული პოეზია
წარმოიშვა შუა საუკუნეების ევროპაში, და რომანტიკოსებს მიაკუთვნებს შუა საუკუნეების
იტალიელ და ესპანელ პოეტებს, კალდერონს, სერვანტესსა და შექსპირს. სხვა
რომანტიკოსებთან ერთად შლეგელს ეკუთვნის უძველესი გერმანული პოეზიისადმი
ინტერესის აღდგენის პატივი, რისი მიღწევაც სრულად ვერ შეძლეს მათმა
წინამორბედებმა ჰერდერმა, იოჰან მიულერმა და სხვებმა. შლეგელმა პირველად
გადმოსცა თანამიმდევრულად ძველ-გერმანული პოეზიის ისტორია. ჯერ კიდევ 1798
წელს იგი შეუდგა „ნიბელუნგების“ შესწავლას. ლექციებში კი მან მიმართა ძველი ეპოსის
გადამუშავების მცდელობას ახალი დროის გემოვნებასთან შეგუებით. ნიბელუნგებზე
პოემის წარმოშობის შესახებ საკითხზე შლეგელმა გამოთქვა მოსაზრება, ემყარებოდა რა
ვოლფის გამოკვლევას ჰომეროსის შესახებ, რომ სიმღერა ნიბელუნგებზე არის ძველი
სიმღერების კრებული და არ ეკუთვნის ერთ ავტორს, არამედ წარმოადგენს ერის
კოლექტიური შემოქმედების პროდუქტს. გერმანული პოეზიის ისტორიის გადმოცემაში,
რომელსაც იგი ყოფს სამონაზვნო, სარაინდო, ბიურგერულ და მეცნიერულ პოეზიებად,
ყველაზე უფრო შესანიშნავი ადგილი იყო ნარკვევი სამეცნიერო პოეზიის განვითარების
თაობაზე, რომელიც მთავრდებოდა მკვეთრი კრიტიკით სამეცნიერო პოეტის ვილანდის
წინააღმდეგ, როგორც მცირედ ორიგინალური და უზნეო მწერლისა.
როგორც უშუალო პოეტური ნაწარმოების იდეალზე შლეგელი მიუთითებს კვლავ მაინც
„ნიბელუნგებზე“. შუა საუკუნეების პოეზიისადმი თანაგრძნობის გამოხატვიდან
შლეგელი ადვილად გადადის შუა საუკუნეების იდეალიზაციამდე ზოგადად, თვლის რა,
რომ ამ ეპოქაში ყველაზე უფრო მეტად გამოიხატა კაცობრიობის პოეტური და
იდეალისტური მისწრაფებები. იგი ადიდებს ფეოდალურ სისტემას, რაინდობას, შუა
საუკუნეების რელიგიურ ომებს, ღვთის სასამართლოს, რაინდულ ზნეობას, ცნებას
ღირსების შესახებ. შემდეგ იგი გადადის პროვანსალური და იტალიური პოეზიის
მიმოხილვაზე, განსაკუთრებით ჩერდება რა დანტეზე. აქ ინტერესს არ არის მოკლებული
მისი შენიშვნები ტერცინისა და სონეტის შესახებ, რომლებშიც გამოვლინდა
რომანტიკოსების მისწრაფება გარეგნული ფორმის მნიშვნელობის გადაჭარბებისკენ და
მიდრეკილება ფორმების მნიშვნელობის მისტიკური განმარტებებისკენ. დაბოლოს, იგი
ანვითარებს ცნებას რომანის, პოეტურ ნაწარმოებთა ფორმის შესახებ, რომელსაც
რომანტიკოსები აღიარებენ პოეტურად და რომანტიკულ par excellence-დ.
1803 წლის ზაფხულში, შლეგელი კითხულობდა ლექციებს მეცნიერებათა
ენციკლოპედიაში, ისევ და ისევ რომანტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე. იმავე
წელს იგი გოეთეს მეშვეობით გაეცნო ქ-ნ დე-სტალს; უკანასკნელმა იგი მიიწვია თავისი
ბავშვების აღმზრელად, დაუნიშნა რა მას 12 000 ფრანკის ანაზღაურება წელიწადში. ამ
დროიდან იწყება მეგობრობა ორივე მწერალს შორის და ურთიერთგავლენა. 1804 წ. მათ
ერთად მოაწყვეს მოგზაურობა იტალიაში. რომს, როგორც „დიადი იდეების
შთამაგონებელს“, შლეგელმა მიუძღვნა ელეგია „რომი“ (გამოიცა 1805 წ.), სადაც პაეტურად
გამოხატა რომის კულტურული ისტორიის მთავარი მომენტები.
1807 წ. შლეგელმა ვენაში რჩეული საზოგადოების წინაშე წაიკითხა ლექციების კურსი
დრამატულ ლიტერატურაში, სადაც მოგვცა ბერძნული თეატრისა და დრამის შესანიშნავი
დახასიათება და ფრანგული დრამის მეტად მკაცრი კრიტიკა, თვით მოლიერიც კი არ
დაინდო. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ შლეგელი ქ-ნ დე სტალთან ერთად
დაბრუნდა საფრანგეთში. 1815 წ. შლეგელი მეორედ ეწვია იტალიას, 1816 წ.კი დაბრუნდა
პარიზში, სადაც აგრძელებდა პროვანსალური პოეზიის შესწავლას, რაც მან დაიწყო ჯერ
კიდევ პარიზში პირველი სტუმრობის დროს.
1818 წ.-დან შლეგელი ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის პროფესორია
ბონში, გატაცებულია ასევე ინდური ლიტერატურით. ა. ვ. შლეგელის თხზულებების
სრული კრებული გამოსცა Böcking-მა მალევე მისი სიკვდილის შემდეგ 1846-1847 წწ. 12
ტომად.
გამოჩენილი გერმანელი კრიტიკოსი და ფილოლოგი, რომანტიკული სკოლის ერთ–
ერთი დამაარსებელი, ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელის ძმა, ფრიდრიხ შლეგელი (Schlegel) –
დაიბადა ჰანოვერში, 1772 წელს. მშობლების სურვილით თავიდან ემზადებოდა სავაჭრო
საქმიანობისთვის, შემდეგ ლაიფციგში სწავლობდა იურისპრუდენციას, ბოლოს კი
შეუდგა ფილოლოგიის სეწავლას ძმასთან ავგუსტ-ვილჰელმთან ერთად გიოტინგენში.
მისი საქმიანობის მთავარ საგანს წარმოადგენდა უძველესი ენები და ლიტერატურა.
უნივერსიტეტში კურსის დასრულების შემდეგ იგი დასახლდა დრეზდენში და პირველ
ხანებში აგრძელებდა კვლავ უძველესი ლიტერატურის შესწავლა-კვლევას. გატაცებული
იყო ვინკელმანის თხზულებებით, რომელმაც ახსნა ბერძნული ხელოვნების სილამაზე და
მნიშვნელობა. მან ჩაიფიქრა გაეკეთებია იგივე ბერძნული პოეზიისთვის. „ბერლინის
ყოველთვიური ჟურნალის“ 1794 წლის ნოემბრის წიგნში მან გამოქვეყნა წერილი
„ბერძნული პოეზიის სკოლების შესახებ“, რომელშიც ბერძნული პოეზიის ისტორიას
ჰყოფდა 4 ეპოქად: იონიურად, როდესაც სჭარბობდა ეპოსი და ბატონობდა ბუნების
გრძნობა, დორიულად, – ლირიკის სიჭარბით, რომელიც წარმოადგენდა გადასვლას
ბუნებიდან (ნატურიდან) იდეალისკენ, ატიკურად, როდესაც ტრაგედიაში მიღწეულ იქნა
იდეალი, და ალექსანდრიულად – დაქვეითებისა და გახრწნის ეპოქად.
იმავე ჟურნალში დაბეჭდილ მეორე წერილში „ბერძნული კომედიის ესთეტიური
ღირსებების შესახებ“, იგი განიხილავს არისტოფანეს კომედიებს, თუმცა, უფრო,
ისტორიულ-ფილოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგ წერილში „მშვენიერის
საზღვრების შესახებ“ იგი ლაპარაკობს უფრო მეტად მშვენიერის ელემენტების თაობაზე,
ეფუძნება რა წერილებს შილერის ესთეტიკის შესახებ. შემდეგ წერილებს წერს
არისტოფანეს კომედიებისა და ბერძენი ქალის მდგომარეობისა და ღირსების შესახებ.
სწავლობდა რა უძველეს წარსულს, შლეგელი დაჟინებით იმეორებდა უძველესი პოეზიის
საფუძვლიანი და ღრმა შესწავლის აუცილებლობის შესახებ. წერილი „ბერძნული პოეზიის
შესწავლის შესახებ“ (1796 წ.) იწყება მკვეთრი თავდასხმებით ახალ პოეზიაზე, ნახულობს
რა, რომ მას, ძველი პოეზიის საწინააღმდეგოდ, გააჩნია ხელოვნური წარმოშობა;
ბერძნულმა პოეზიამ კი, განსაკუთრებით სოფოკლეს ტრაგედიებმა, ნატურალიზმის
საფუძველზე მიაღწია უმაღლეს თავისუფლებას, სილამაზეს, ობიექტურობასა და
იდეალურობას. ბერძნული პოეზიის ისტორია არის საყოველთაო პოეზიის ნატურალური
ისტორია. 1795 წელს შლეგელმა დაწერა წერილები ჰომეროსის პოეზიის შესახებ
სათაურით „ნაწყვეტი წერილიდან ბერძნული პოეზიის საუკუნის, მისი სკოლებისა და
სხვადასხვა სახეობების შესახებ“ (1796 წ.). შემდგომში (1798 წ.) მან დაწერა „ბერძნებისა
და რომაელების პოეზიის ისტორია“, სადაც იძლევა ჰომეროსის, ჰესიოდეს, ჰომერიდებისა
და საშუალო ეპოსის ჩინებულ დახასიათებას. იმავე 1796 წელს შლეგელმა კერნერის
რჩევით შილერის ჟურნალისთვის „Horen“ დაწერა წერილი „კეისარი და ალექსანდრე“,
სადაც მოგვცა კეისრის ოსტატური დახასიათება.
1796 წელს იგი გადასახლდა დრეზდენიდან იენაში ძმასთან. აქ მან რაიჰარდტის
„გერმანიაში“ დაბეჭდა რეცენზია შილერის „მუზების ალმანახზე“, ავგუსტ შლეგელის
პროტესტების მიუხედავად. ამ წერილში იგი გოეთეს აცხადებდა დიდ პოეტად, შილერს
კი, პირიქით, მკაცრად აკრიტიკებდა. თავის მხრივ შილერი დასცინოდა შლეგელს ზედმეტ
მიდრეკილებას (მიკერძოებას) ყოველივე ბერძნულისადმი. ამ პოლემიკის შედეგად იქცა
შლეგელის მიერ შილერთან უეთიერთობების საბოლოოდ გაწყვეტა. უკანასკნელი
ცდილობდა ძმების შლეგელების წინააღმდეგ გოეთეს განწყობასაც, მაგრამ გოეთემ
სიცოცხლის ბოლომდე კეთილი ურთიერთობები შეინარჩუნა მათთან.
1797 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ შლეგელმა გამოაქვეყნა რეცენზია ნიტჰამერის
ფილოსოფიურ ჟურნალზე, ხოლო მანამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა რეცენზია იაკობის
ფილოსოფიურ რომანზე „ვოლდემარი“, რომელიც წარმოადგენს ფრ. შლეგელის ერთერთ
ყველაზე უფრო მხატვრულ და დასრულებულ პოლემიკურ წერილს. მას უშუალოდ
ერთვის გ. ფორსტერის დახასიათებაც, სადაც იგი გამოხატავს თანაგრძნობას ფორსტერის
პროგრესული რესპუბლიკური იდეებისადმი, უწოდებს მას კლასიკურ და ობიექტურ
მწერალს.
1797 წლის დასაწყისში შლეგელი გადავიდა ბერლინში, რათა უფრო ახლოს
ყოფილიყო ჟურნალ „გერმანიის“ რედაქციასთან. წერილი „ლესინგის შესახებ“ (1797 წ.) მან
დაწერა იმ ადამიანების სააშკარაოზე გამოყვანის სურვილით, რომლებიც თავინთ
უხამსობას ფარავდნენ დიდი მწერლის სახელით, აგრეთვე იმის საჩვენებლად, რომ
ლესინგის შეხედულებებს მათ შეხედულებებთან არაფერი აქვს საერთო.
მალე მან გაიცნო შლაიერმახერი, და ეს ნაცნობობა შემდგომში გადაიქცა მჭიდრო
მეგობრობად. შლაიერმახერთან სიახლოვემ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის გატაცებას
ფილოსოფიით. მან ჩაიფიქრა ახლა ხელი შეეწყო პოეზიის შერწყმისთვის
ფილოსოფიასთან. ერთ–ერთ შენიშვნათაგანში იგი ამბობს, რომ ფიხტეს სისტემა და
გოეთეს „ვილჰელმ მაისტერი“ შეადგენენ ეპოქას ადამიანური გონების ისტორიაში.
შლეგელი მოითხოვს ძველი და ახალი პოეზიის თანასწორუფლებიანობის აღიარებას და
დანტეს, შექსპირსა და გოეთეს უწოდებს „ახალი დროების დიად სამხმოვანებას“. პოეზიის
ახალი ფილოსოფიის (თეორიის) ქვაკუთხედს, მისი აზრით, წარმოადგენს რომანის
თეორია. იგი წინა პლანზე სწევს გოეთეს რომანს „ვილჰელმ მაისტერი“. მისი აზრით,
რომანტიკული პოეზია აერთიანებს პოეზიის ყველა სხვადასხვანაირ სახეობას, პოეზია
მოჰყავს შეხებაში ფილოსოფიასთან; რომანტიკული პოეზია არის პროგრესირებადი,
უნივერსალური პოეზია; მისი არსი მდგომარეობს მარადიულ განვითარებაში; ეპოსის
მსგავსად იგი ასახავს მსოფლიოს (ქვეყანას, სამყაროს), ისევე როგორც სარკეში; იგი
უსაზღვრო და თავისუფალია და ვერ იტანს ვერანაირ შემავიწროვებელ ჩარჩოებსა და
კანონებს. ამ უკანასკნელ განსაზღვრებაში არ შეიძლება არ დავინახოთ ფიხტეს
ფილოსოფიის გავლენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამყარო არის ჩვენი მე-ს მხატვრული
ნაწარმოები. შლაიერმახერთან მეგობრობისა და მის ფილოსოფიასთან გაცნობის
გავლენით ფრ. შლეგელმა „ათენეუმის“ მეხუთე წიგნისთვის დაწერა „იდეები რელიგიის
შესახებ“, სადაც იგი ამტკიცებს, რომ რელიგია არის ადამიანის გონების მთელი ძალების
ცენტრი, ხოლო პოეზია და ფილოსოფია არსებითად რელიგიის ფაქტორებია. ახდენს რა
რელიგიის პოეზიასთან შერევას, შლეგელს რელიგიის სფეროში შეაქვს ფანტასტიურობა
და მისტიციზმი. იგი მოითხოვს ყველა იმ რელიგიის აღორძინებას, რომლებიც უკვე დიდი
ხანია აღარ არსებობს.
ბერლინში ყოფნისას შლეგელმა გაიცნო ტიკი, რომელთან დაახლოებას
კეთილისმყოფელი გავლენა მოჰყვა. მან შეცვალა თავისი ესთეტიკური თეორიები.1799
წელს შლეგელმა გამოაქვეყნა რომანი „ლუცინდა“, რომელშიც აღწერდა თავის
ახალგაზრდობას და თავის ურთიერთობებს დოროთეა ფოიტთან. ამ რომანს ძალზედ
დიდი მნიშვნელობა აქვს რომანტიზმის ისტორიაში, რადგანაც წარმოადგენს
რომანტიკული სკოლის თავისებურ მანიფესტს. მასში განსაკუთრებულად ნათლად აისახა
სკოლის ესთეტიკური და ეთიკური შეხედულებები.
„ლუცინდე“ მთლიანად განმსჭვალულია შლეგელის სუბიექტივიზმითა და
„ირონიით“, რომელიც სიუჟეტის მიმართ ავტორის თავისუფალ დამოკიდებულებაში
მდგომარეობს. „ლუცინდეში“ ბრძოლა ტრადიციულ ზნეობასთან მივიდა მთელი
დამკვიდრებული ადათ-წესების უარყოფამდე, რომლებშიც ავტორი ხედავდა მხოლოდ
უზნეობის გარეგნულ გარსს.
1799 წელს ფრ. შლეგელი გადასახლდა იენაში ძმასთან. აქ ავგუსტ შლეგელის პოეტური
საქმიანობის გავლენით მან დაიწყო ძალების მოსინჯვა პოეზიაში. 1800 წელს დაწერა
დიდი ელეგია „ჰერკულეს მუზაგეტოსი“, სადაც ქება-დიდებას ასხამს რომანტიკული
სკოლის მთელ ტენდენციებს, ახალი ხელოვნების დიდ დამფუძნებლებსა და მათ შორის
საკუთარ თავსაც. მისი ტრაგედია „ალარკოსი“ წარმოადგენს ანტიკურის უცნაურ შეხამებას
რომანტიზმთან;
1799-1800 წლებში შლეგელმა „ათენეუმისთვის“ დაწერა „საუბარი პოეზიის შესახებ“,
რომელიც წარმოადგენს რომანტიკული სკოლის ტენდენციების მეორე უფრო სრულ და
დაწვრილებით განვითარებულ პროგრამას. ნარკვევში პოეზიის განვითარების შესახებ
ავტორი განსაკუთრებულ ქება-დიდებას ასხამს დანტეს, ბოკაჩოს, პეტრარკას, შექსპირსა
და გოეთეს. ღრმა უსაზღვრო აზრისკენ. სიტყვაში „მითოლოგიის შესახებ“ შლეგელი
სინანულს გამოთქვამს, რომ ახალ დროს არ გააჩნია მითოლოგია, რომელშიც ძველები
ნახულობდნენ ნიადაგს თავიანთი პოეზიისთვის, მაგრამ წინასწარმეტყველებს ისეთი
დროის დადგომას, როდესაც ახალ ხალხებსაც ექნებათ მითოლოგია, რომელიც უნდა
გამომუშავებულ იქნას ახალი სულის სულ უფრო დიდი სიღრმეებიდან.
1800 წელს შლეგელი იენის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს
ფილოსოფიაში. 1802 წელს ფრ. შლეგელი ძმასთან ერთადაა დრეზდენში, სადაც სწავლობს
იქაური გალერეის საგანძურებს. იქიდან გადასახლდა პარიზში, სადაც თავი მიუძღვნა
სპარსული და ინდური სიტყვიერების შესწავლას, და დაიწყო ჟურნალ „ევროპის“
გამოცემა. 1812 წელს შლეგელი ვენაში კითხულობს ლექციებს ძველი და ახალი
ლიტერატურის ისტორიაში. ლიტერატურას იგი განიხილავდა კავშირში
ფილოსოფიასთან და რელიგიასთან, ამასთან ნაწარმოებების შეფასებას ახდენს წმინდა
რელიგიური თვალსაზრისით; 1814 წელს შლეგელი გახდა პაპის ქრისტეს ორდენის
კავალერი.
1827 წელს იგი კითხულობდა ლექციებს ვენაში ისტორიის ფილოსოფიაში, ხოლო 1828
წლის შემოდგომაზე დრეზდენში დაიწყო ლექციების კურსი ენისა და სიტყვის
ფილოსოფიაში, რომელიც მოულოდნელად შეწყდა მისი სიკვდილით 1829 წლის 12
იანვარს. შლეგელმა თავად გამოსცა თავისი თხზულებების კრებული 10 ტომად 1822-
1825 წლებში (ვენაში). 1829 წელს ცალკე იქნა გამოცემული „Philosophi der Geschichte“,
1836 წელს ბონში „Philosophische Vorlesungen aus den Jahren 1804-06“ (Windischmann,
ბონი 1836). თხზულებების ახალი გამოცემა 15 ტომად გამოვიდა ვენაში 1846 წელს.
რუსულ ენაზე გადმოთარგმნილია მისი „ლექციები ძველი და ახალი ლიტერატურის
ისტორიაში“ (ს. პ. ბ., 1829, ა.სმირდინისა).
იენის რომანტიკოსთა წრის წარმომადგენელი, გერმანელი პოეტი, მწერალი,
მთარგმნელი და ნოველისტი ლუდვიგ ტიკი (1773–1853) დაიბადა 1773 წელს, ბერლინში.
იგი ძირითადად მოღვაწეობდა მხატვრული შემოქმედების დარგში. მისი პირველი
მნიშვნელოვანი რომანია ,,ვილიამ ლოველი’’ (1796), რომლის მთავარი მოტივი აგებულია
ბრეტონის ნაწარმოებიდან. ლოველის სახით ნაწარმოებში დახატულია სოფლიდან
ჩამოსული მეოცნებე რომანტიკოსი ახალგაზრდა, რომელიც ქალაქად გაირყვნა და გახდა
ეგოისტი და თავნება.
მისი კომედია ,,ჩექმებიანი კატა’’ დაწერილია 1797 წელს. ნაწარმოების მასალა აგებულია
შარლ პეროს წიგნიდან. სატირიკული პიესებიდან აღსანიშნავია კომედია ,,პრინცი
ცერბინო’’ (1798). მასვე ეკუთვნის ნაწარმოები ,,ქერა ეკბერტი’’ (1797) და ,,რუნენბერგი’’
(1803). ნაწარმოების გმირები არიან საზოგადოებისაგან გამდგარი მეოცნებეები, რომლებიც
კმაყოფილებას ნახულობენ უგზო–უკვლოდ ხეტიალში.
როცა იენის რომანტიკოსთა წრე იშლება, იწყება ახალი ეპოქა ტიკის მოღვაწეობაში.
მწერალი ქმნის ნოველებს ,,ბოკალი’’, ,,სიყვარულის ჯადო’’ (1811), ,,მეცნიერი’’ (1827),
,,პოეტის ცხოვრება’’ (1825), ,,სიცოცხლე დუღს და გადადუღს’’ (1839), სადაც მწერალი
ძლევს რომანტიკულ – ფანტასტიკურს და პრაქტიკულ – რაციონალისტურს მხარეს იჭერს.
იენის რომატიკოსთა წრის წარმომადგენელი ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი (1772–1801)
ცნობილია ნოვალისის სახელით. იგი დაიბადა 1772 წლის 2 მაისს შუა გერმანიაში
(ობერვიდერშტეტში). ნოვალისი სწავლობდა ჰერნჰუტერთა რელიგიურ სასწავლებელში,
შემდეგ აისლებენის გიმნაზიაში, სადაც თარგმნა ,,ოდისეას” მეცხრე სიმღერას, 55 ლექსი
,,ილიადადან”, პინდარეს მეთერთმეტე ოლიმპიურ ოდა და ჰორაციუსის ოდების
ფრაგმენტები, იგი თავადაც წერდა ლექსებსა და დრამატიულ ექსკიზებს გოეთესა და
კლოპშტოკის გავლენით.
იენაში ნოვალისი ეცნობა შილერს, რომელიც კითხულობს ლექციების კურსს ევროპულ
სახელმწიფოთა და ჯვაროსნული ომების ისტორიაში, რომელსაც უდიდეს თაყვანს სცემდა
და ბუმბერაზ პოეტს უწოდებდა. შილერი თავისი მოწაფეებისათვის მხოლოდ
სწავლულად და ქადაგად არ დარჩენილა: მან სულიერი სიმტკიცისა და მოწამოებრივი
ამტანობის მაგალითი უჩვენა ახალგაზრდებს.
ლაიფციგში ნოვალისმა გაიცნო ფრიდრიხ შლეგელი, რომელმაც ბიძგი მისცა
ნოვალისის შინაგან თვისებას: ხედვის უნივერსალურობას. აი, რას წერდა შლეგელი თავის
ძმას ვილჰელმს ნოვალისზე: ,,ბედისწერამ ერთი ახალგაზრდა კაცი მომაყენა კარს...
აშოლტილი, კარგი აღნაგობისა; უაღრესად ნატიფი სახე და შავი თვალები აქვს, რომლებიც
დიდებულ გამომეტყველებას იძენენ, როდესაც ის მშვნიერ საგნებზე საუბრობს. ერთ
საღამოს ველური ცეცხლოვანებით მამცნო თავისი აზრი: სამყაროში არაფერია ბოროტი და
ყველაფერი თანდათან ოქროს საუკუნეს უახლოვდება”... ჰარდენბერგი ველურობამდე
სწრაფია. სამჯერ მეტს და ჩქარა ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ ყველანი. მუდამ ქმედითი,
მოუსვენარი სიხარულითაა სავსე”. შლეგელმა ნოვალისში დიდი, ლირიკული პოეტი
ამოიკითხა. თავის მხრივ ჰარდენბერგი აქებს შლეგელს და წერს: ,,შენ ჩემთვის ელადის
მთავარქურუმი იყავი. შენი წყაობით შევიცანი ცა და ქვესკნელი და ვიგემე ნაყოფი
ცნობადი ხისა”.
21 წლის ნოვალისი ჩაირიცხა ვიტენბერგის უნივერსიტეტში და დაასრულა
სამართლის კურსი. 22 წლის ასაკში ნოვალისი სამსახურს იწყებს მდივან პრაქტიკოსად
იქვე მახლობელად მდებარე ქალაქ ტენშტედში, იმ მხარის უფროს მოხელე იუსტთან,
რომელიც შემდგომ ნოვალისის მთავარი ბიოგრაფი გახდა. აი, რას წერს იგი: ,,... მისი
სულს არ აკმაყოფილებდა ჩვეულებრივი, ნაცნობი და ყოველდღიური და ყველგან,
ყველაფერში სიღრმეს ეძებდა. არსებითად მან დამიპყრო და გამიტაცა, გამათავისუფლა იმ
ცალმხრივობისა და პედანტიზმისაგან, რაშიც აგრე ადვილად იძირება წლების მანძილზე
ჩემნაირი ვიწრო საქმიანობით გართული მოხელე... ის მე მამაღლებდა იდეალისაკენ და
მეც მივდევდი , როგორც ჩემი მოუქნელობის პატრონს შეეძლო გადევნება. მან ჩემში
მთლიანად მიძინებული ესთეტიკური განცდა გამოაღვიძა...”
ფრაიბერგში ჩასვლიდან 3 თვის თავზე ნოვალისმა ფრიდრიხ შლეგელს გამოუგზავნა
თავისი პირველი ორიგინალური ქმნილება, ფრაგმენტების ციკლი, რომელიც ,,ყვავილთა
მტვერის” სახელწოდებით დაიბეჭდა ძმები შლეგელების მიერ დაარსებულ ჟურნალ
,,ათენაუმ” - ში (რომანტიზმის პირველ ორგანოში, სადაც თანამშრომლებად მიწვეული
იყვნენ ნოვალისი და რელიგიის ფილოსოფოსი პასტორი შლაიერმახერი), რითაც
საფუძველი ეყრება პოეზიის რომანტიკულ აპოთეოზს, პოეზიისთვის ჯერაც უცნობ
გაგებას. სათაურიდანვე იწყება ყვავილის მითიურ-მისტიური გააზრება, რაც
კულმინაციას აღწევს ,,ცისფერი ყვავილის” მიუწვდომელ სიმბოლოში, და ცხადდება
ნოვალისის ჯადოსნური მოგზაურობის ცალკეული სურათ-სადგურები: ,,ჩვენ ვოცნებობთ
სამყაროში მოგზაურობაზე. მაგრამ განა სამყარო ჩვენშივე არ არის? ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენი
სულის სიღრმეებს. ჩვენსავ წიაღში შევყავართ საიდუმლო გზას ან ჩვენშივეა ანდა არსად -
მარადისობა თავისი სამყაროებით, წარსულითა და მომავლით”.
,,ჭეშმარიტი პოეტი ყოველთვის ქურუმი იყო, ისევე როგორც ჭეშმარიტი ქურუმი მუდამ
პოეტი იყო”.
სწორედ შლეგელისა და ნოვალისის ნაწერებში მოხდა ,,რომანტიულის” ცნების
პირველი ნათლობა, ცნებისა, რომელიც სულაც არ გულისხმობდა იმ ფსევდო-
რომანტიულ, ბანალურ-სენტიმენტალურ შინაარსს, მას რომ თანდათანობით მიენიჭა.
ნოვალისისთვის ,,რომანტიული პოეზიის მიზანთა მიზანია ადამიანის ამაღლება საკუთარ
თავზე”, ,,ეს ადამიანად ქცევის” ხელოვნებაა.
ნოვალისი ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი სულია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია
დედამიწაზე. ალბათ, არავის ჰყვარებია ასე ინტიმურად, ერთდროუალდ დედამიწა და
ზეცა, ამქვეყნიური ყოფა და მარადისობის საუფლო, სიცოცხლე და სიკვდილი, ადამიანი
და ღმერთი, სხეული და სული. იგი თითქოს იმისთვის იყო მოვლინებული, რომ
ეჩვენებინა: თვით ხანმოკლე და უმძიმეს ცხოვრებაშიც როგორ შეიძლება ადამიანი ავიდეს
სულის მწვერვალზე და აღივსოს მადლიერებით შემოქმედისადმი. თავისი შინაგანი
ძალისხმევითა და სათნოებით ნოვალისმა თითქოს გააუქმა ბედისწერა, როგორც გარედან
მოსული ძალა, როგორც არასაკმარისი თანხვედრა ადამიანის ნებისა ღმერთის ნებასთან”,
თითქოს საკუთარ ნებად აქცია საკუთარი სიკვდილი. თუმცა მისი შემოქმედება
ფრაგმენტად დარჩა, მაგრამ ეს ფრაგმენტი არ შეესაბამება მის შინაგან დასრულებულობასა
და სიმწიფეს: ნოვალისი სრულიად მზად იყო სიკვდილისათვის, სულიერი სიმწიფის
შემმოწმებელი ამ უდიდესი გამოცდისთვის.
ნოვალისის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „ჰიმნები ღამისადმი“, პოეტი
გრძნობს ღამის გავლენას თავის თავზე, დარწმუნებულია, რომ სწორედ ღამე ანიჭებს მას
ბედნიერებას, უგზავნის რა დაკარგული შეყვარებულის სახეს. ამ ნაწარმოებს იდეურად
უკავშირდება ლექსების ციკლი „სასულიერო საგალობლები“ (1799), რომელიც გვიჩვენებს,
თუ როგორ დაუფლებია პოეტის სულს რელიგიური გრძნობა.
მწერლის შემოქმედების გვირგვინია „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი“, რომელიც ტიკმა
1802 წელს გამოსცა. მანვე გამოსცა რომანის მეორე ნაწილი ნოვალისის მიერ დატოვებული
ჩანაწერების სქემების მიხედვით. ნაწარმოების ცენტრალური საკითხია პოეზიის რაობის
საკითხი. ამ რომანით ნოვალისს სურს უჩვენოს პოეზიის უნივერსალობა, ცაფიქრებულია
როგორც ანტიგანმანათლებლური რომანი, მასში ასევე მოცემულია ბურჟუაზიული
ურთიერთობების ანტიესთეტიზმი.
1801 წელს, მძიმე ავადმყოფობამ მთლიანად მოწყვიტა ნოვალისი... სიკვდილის დღეს
ნოვალისს უთხოვია ძმისთვის, ფორტეპიანოზე დაეკრა. ვიდრე კარლ ჰარდენბერგი
უკრავდა, ნოვალისმა ჩასთვლიმა. ფრ. შლეგელსა და ნოვალისის ძმას ჰგონებიათ,
სძინავსო. ასე გარდაიცავალა ,,ცისფერი ყვავილის” პოეტი: მუსიკის ჰანგებში.
ძმები გრიმები – XIX საუკუნის უდიდესი ფილოლოგ-გერმანისტები და ამ დარგის
ნამდვილი დამფუძნებლები არიან. მათ შორის იაკობი წლების მანძილზე მუშაობდა
სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად, რამაც მას და მის ძმას, ვილჰელმს მისცა
სამეცნიერო და ლიტერატურულ შრომაში ჩაბმის საშუალება, რომლისკენაც მათ
მოუწოდებდნენ რომანტიკული სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები.
1807 წელს იაკობ გრიმი, წერილში „Ueber das Nibelungenlied“ („Neue lit. Anzeiger“-ში),
აყენებს საკითხს „ნიბელუნგების“ ხელნაწერების შესახებ და გამოთქვამს რწმენას, რომ
საკითხს ავტორის შესახებ თითქმის არა აქვს აზრი: დიდ ეროვნულ ნაწარმოებებს ქმნის
თავად ხალხი. იგი ამტკიცებს, რომ პოეზიის ისტორია თავის პირველ სტადიაში სხვა
არაფერია, თუ არა საგის ისტორია, საგა კი არ არის უბრალო გამონაგონი, არამედ ხალხის
ამა თუ იმ რწმენათა ჯამი. დოცენთან და გააგენთან პოლემიკაში მან ნათელი მოჰფინა
წყვდიადით მოცულ საკითხს – მინეზინგერების მაისტერზინგერებთან
დამოკიდებულების შესახებ, ხოლო 1811 წელს, წიგნში „Ueber den altdeutschen
Meistergesang“, პერიოდებად დაჰყო შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა,
ამასთან მკვეთრად მოახდინა ბუნებრივი პოეზიის (Naturpoesie) ხელოვნურისგან
განცალკევება.
1812 წელს ძმებმა თავიანთი სახელგანთქმული ერთობლივი ზღაპრების კრებული
(„Kinderund Hausmärchen“) გამოსცეს და წინასიტყვაობაში გამოხატეს მხურვალე
სიყვარული შემოქმედების ამ უსამართლოდ უგულვებელყოფილი სახეობისადმი:
ზღაპრები – ხალხის უძველესი პოეზიაა, მისი სულიერი ცხოვრების გამოხატულება;
გერმანულ ზღაპრებში ჩადებულია მდიდარი მასალა უძველესი გერმანული
მითოლოგიიდან, რომელიც გერმანელ ტომთა უძველეს ხასიათს ასახავს; ესაა _
მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოეტური დოკუმენტი, და მათი შეცვლის, რაიმეს ჩამოჭრის,
ან პირიქით რაიმეთი მორთვის არანაირი უფლება გამომცემელს არა აქვს.

1814-1815 წლებში იაკობ გრიმი ცხოვრობდა ვენაში, სადაც დაკავებული იყო სლავური
კილოკავების შესწავლით; 1816 წელს კასელის ბიბლიოთეკაში მან მიიღო მეორე
ბიბლიოთეკარის ადგილი, სადაც 1814 წლიდან ვილჰელმ გრიმი მუშაობდა მდივნად.
1813-დან 1816 წლის ჩათვლით ძმები ერთობლივად გამოსცემდნენ ჟურნალს „Altdeutsche
Wälder“, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიის წარსულს, ყოფიერებისა და სულიერ-
კულტურულ სიძველეებს;
მალე იაკობ გრიმი სეუდგა გერმანული ენის ისტორიული გრამატიკის შედგენას,
რომლის პირველი ტომიც გამოვიდა 1819 წელს („Deutsche Grammatik“, მე-2 გამოცემა
1822 წ., მე-3 _ 1840-ში; II-IV ტომები _ 1836-1837 წწ.), რომლის
წინასიტყვაობაშიც იაკობ გრიმი ხელოვნური ფილოსოფიური გრამატიკის ბატონობის
წინააღმდეგ გამოდის. ამ ნაშრომს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ გერმანულ
სკოლაზე, არამედ ყველა მეზობელ ქვეყანაში მშობლიური ენის შესწავლის მეთოდზეც.
1830 წელს გრიმებმა ერთდროულად მიიღეს წინადადება გადასულიყვნენ
გიოტინგენის უნივერსიტეტში. იაკობმა დაიკავა გერმანული ენისა და ლიტერატურის
კათედრა და ბიბლიოთეკარის ადგილი, ვილჰელმმა – მისი თანაშემწის ადგილი
ბიბლიოთეკაში, ხოლო 1835 წლიდან – ექსტრაორდინატურა იმავე კათედრაზე. 1837
წელს გიოტინგენის უნივერსიტეტის შვიდმა პროფესორმა, მათ რიცხვში ორივე გრიმმა,
უარი თქვა თავიანთი ფიცით გაემაგრებინათ ერნსტ-ავგუსტის თვითნებობის აქტი,
რომელმაც მოსპო ჰანოვერის კონსტიტუცია, და დაკარგეს ამის გამო თავიანთი ადგილები,
ამასთან იაკობ გრიმს, დალმანთან და ჰერვინუსთან ერთად ებრძანათ სამ დღეში
დაეტოვებინათ სამეფოს ფარგლები. გრიმები დაბრუნდნენ კასელში.
უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროს იაკობ გრიმმა გრამატიკის საკითხების გარდა
გამოსცა „Reinhart Fuchs“ (ბერლინი, 1834 წ.), რომლის ვრცელ წინასიტყვაობაში
განსაზღვრა ცხოველური ეპოსის არსი; 1835 წელს 2 ტომად გამოვიდა იაკობ გრიმის
„გერმანული მითოლოგია“ (მეორე გადამუშავებული გამოცემა 1844 წ., მე-3 _ 1854, მე-4,
ე. ჰ. მაიერის /E. H. Meyer/ რედაქტორობით _ 1875-1878 წწ.) – უზარმაზარი და
მნიშვნელოვანი ნაშრომი. სიტყვა „გერმანული“ აქ ავტორს ესმის მნიშვნელოვნად უფრო
ვიწროდ, ვიდრე გერმანულ გრამატიკაში, სადაც გერმანელებთან მიკუთვნებული არიან
ანგლოსაქსებიცა და სკანდინავიელებიც; აქ სკანდინავიური მითოლოგია წარმოადგენს
მხოლოდ მასალას შედარებისთვის და, ნაწილობრივ, ამოსავალ წერტილს, ხოლო კვლევის
საგანია _ კონტინენტური გერმანელების მითოლოგიური შეხედულებები.
მშობლიური სიძველეების მოყვარულებზე ამ წიგნმა მოახდინა ისეთი შთაბეჭდილება,
რომ თითქოსდა მათ შეიძინეს თვალით უხილავი განძეულობა.
რაც შეეხება ვილჰელმ გრიმს, მისი შემოქმედებიდან საუკეთესოდ ითვლება:
„Vridankes bescheidenheit“, 1834 წ., და „ვარდის ბაღი“, 1828 წ. თუმცა, ხანგრძლივმა და
გულმოდგინე დაკვირვებებმა შუა საუკუნეების გერმანულ პოეზიაზე ვილჰელმ გრიმსაც
მისცა შესაძლებლობა ჯერ კიდევ 1829 წელში შეედგინა წიგნი, რომელსაც სპეციალისტები
დღემდე იყენებენ სამაგიდო წიგნად; ეს არის _ „Die deutsche Heldensage“ (მე-2 გამოცემა
1867 წ.), სადაც მან შეაგროვა ყველაფერი გერმანული საგმირო საგის შესახებ, ასევე მისი
პოეტური დამუშავებების შესახებაც.
კასელში გრიმები შეუდგნენ ცნობილი ლექსიკონის შედგენას („Deutsches Wöterbuch“,
გამოდის 1852 წლიდან), რომელიც აქამდე გრძელდება მათივე პროგრამის მიხედვით.
1840 წელს ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-მ, რომელიც ახალი ასული იყო ტახტზე, ბერლინის
უნივერსიტეტის წამოსაწევად საპროფესორო კათედრები შესთავაზა ორივე ძმას. მათ
მიიღეს წინადადება და მომდევნო წელს აქ დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა. გრიმებმა
დაიკავეს კათედრები აკადემიაშიც. ლექსიკონისთვის მასალების შეგროვება არ აძლევდა
ძმებს დიდი სამუშაოსთვის ხელის მოკიდების საშუალებას და ხელიც შეუშალა იაკობ
გრიმს მისი გრამატიკის დასრულებაში. თუმცა 1848 წელს მან გამონახა დრო ვრცელი
ნაშრომის „Geschichte der deutschen Sprache“ გამოსაცემად. მისი შექმნის ძირითად
საბაბად იქცა ეთნოგრაფიული ჰიპოთეზა თრაკიელი გეთების და გერმანელი გოთების
იგივეობის შესახებ.
1846 წელს ბერლინში შედგა ფილოლოგ-გერმანისტების პირველი ყრილობა, რომლის
თავმჯდომარეც იაკობ გრიმი იყო. 1848 წელს იგი არჩეულ იქნა დეპუტატად გერმანიის
პარლამენტში, მაგრამ მისი პოლიტიკური როლი სუსტი აღმოჩნდა.
ვილჰელმ გრიმი გარდაიცვალა 1859 წელს. იაკობ გრიმმა კიდევ ოთხი წელი
იცოცხლა.
იაკობ გრიმის წერილები, სიტყვები და მოხსენებები შეკრებილი და გამოცემულია
სახელწოდებით „Kleinere Schriften“ (ბერლინი, 1864 წ.). ძმები გრიმების ნაშრომების
საუკეთესო ნაწილი და მათი ცხოვრების შესახებ მოტხრობილია წიგნში – Rud. v. Raumer,
„Geschichte der deutschen Philologie“ (მიუნჰენი, 1870 წ.);

გერმანული რომანტიზმის მეორე უდიდეს რომანტიკულ ჰაიდელბერგის წრესთანაა


დაკავშირებული გერმანელი მწერალი და დრამატურგი ჰაინრიხ ფონ კლაისტი (1777-
1811). იგი დაიბადა პრუსიელი მაიორის ოჯახში. თვითონ როგორც ოფიცერი,
მონაწილეობდა რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. უნივერსიტეტის
დამთავრების შემდეგ (1805), მსახურობდა კენიგსბერგში ჩინოვნიკის თანამდებობაზე.
სწავლის პერიოდში განიცდიდა კანტის ფილოსოფიის
გავლენას, დრეზდენში დაუახლოვდა რომანტიკოსთა ჯგუფს; ეწეოდა ჟურნალისტურ
საქმიანობას. კლაისტის შემოქმედება იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. ერთნი
მას კლასიცისტად აცხადებდნენ მეორენი–რეალისტად. მიიჩნევდნენ მოდერნიზმის
წინამორბედადაც. კლაისტის შემოქმედება ასახავს იმ აღშფოთებას, რომელმაც მოიცვა
გერმანელი ხალხი ქვეყნის ოკუპაციის პერიოდში, აგრეთვე იმ სიძულვილს, რომლითაც
გამსჭვალულნი იყვნენ პრუსიის იუნკერები ახალი პოლიტიკური წყობის მიმართ.
კლაისტი ერთ–ერთი იმათთაგანია, ვინც საფუძველს უყრის ე.წ. ბედისწერის ტრაგედიას,
ხატავს პათოლოგიურ ადამიანებს, რომელთა მოქმედებას წარმართავს რაღაც მისტიკური,
ზებუნებრივი ძალა. მაგ. ,,შროფენშტაინების ოჯახი’’, მასვე უკავშირდება ტრაგედია
,,პენტეზილეა’’. კლაისტის შემოქმედების პროგრესული მხარე გამოჩნდა კომედიაში
,,გატეხილი დოქი’’ და ნოველაში ,,მიხაელ კოლხაასი’’.
გარდა იენის და ჰაიდელბერგის რომანტიკული ლიტერატურისა, საინტერესოა ასევე
ნაციონალურ – განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში აღმოცენებული
ლიტერატურაც, რომელიც პირმშოა იმ საზოგადოებრივ – პოლიტიკური ვითარებისა,
რომელიც შეიქმნა გერმანიაში ნაპოლეონური დაპყრობითი ომების დროს პრუსიის არმიის
დამარცხებისა და ტილზიტის ზავის დადების შედეგად. განმათავისუფლებელი
მოძრაობის თემა ასახულია მთელი რიგი გამოჩენილი მწერლების შემოქმედებაში მაგ:
ზოიმეს, პოლის, ცელნის, არნდტის, ულანდის, კლაისტის, აიხენდორფის.
გერმანული რომანტიზმის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანს (1776–1822). იგი დაიბადა იუსტიციის მსახურის
ოჯახში, ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა მუსიკისა და სახვითი ხელოვნებისადმი
და მოგვიანებით ამ სფეროში მოღვაწეობს კიდევაც.
ჰოფმანი საოცრებათა და საშინელებათა სურათების დახატვის დიდი ოსტატია,
რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ამ სახის ლიტერატურის განვითარებას საზღვარგარეთ.
ხელოვნებისა და სინამდვილის დამოკიდებულების თემა ჰოფმანის შემოქმედების
ცენტრალური თემაა. თავისი შემოქმედების მთავარ ჟანრად ჰოფმანი იღებს რომანტიზმში
გაბატონებულ ჟანრს – სიმბოლიკურ მოთხრობა – ზღაპარს. მაგ: ,,რამის მოთხრობები’’,
,,სერაპიონის ძმები’’. სინამდვილის ასახვა ხდება აქ გროტესკულ ფერებში. საინტერესოა
ასევე მისი მოთხრობა – ზღაპარი – ,,ოქროს ქოთანი’’, აქ არიან ერთი მხრივ ბიურგერულ–
მეშჩანური წრის ადამიანები, რანგების მოპოვებითა და წარჩინებით გატაცებული
ჩინოვნიკები, მეორე მხრივ კი მათდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ავტორის
კრიტიკის ობიექტია ანგარიშიანობა და ეგოიზმი, რომელიც ასე მომძალვრდა გერმანულ
სინამდვილეში.
ჰოფმანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოთხრობა – ზღაპარს –
,,ნამცეცა ცახესი, ცინობერად წოდებული’’, პატარა ცახესი არა მარტო ფიზიკურად,
სულიერადაც გონჯია, მაგრამ მას მინიჭებული აქვს უნარი, მიიწეროს სხვათა
დამსახურება, ირგუნოს სხვათა ნიჭისა და შრომის ნაყოფი, დაიმკვიდროს სხვათა წილი
დიდება და პატივი. ზღაპრის სიმბოლური შინაარსი მეტად ტევადია. ესაა
დაუმსახურებელი პატივის მოტივი, რაც ნებისმიერ დროს ეხმიანება. ცახესის სახით
ჰოფმანი გვაძლევს ტიპს ახალი დროის იმ ადამიანისა, რომელიც სხვათა ნაშრომს
ითვისებს. ჰოფმანის სამწერლო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს რომანი – ,,კატა
მურის ცხოვრებისეული შეხდულებები’’, მასში სრულად ჩანს რომატიკულისა და
რეალისტურის ურთიერთდაკავშირება, აქ მწერალი იძლევა ანტინაპოლეონური ომებისა
და რესტავრაციისდროინდელი გერმანიის საზოგადოებრივი ცხოვრების სურათს.
მკვეთრად სატირიკულ ფერებშია გადმოცემული გერმანიის ფეოდალური არისტოკრატია.
პროგრესული რომანტიზმის წარმომადგენელია ლუი შარლ ადალბერტ შამისო (1781–
1838). წარმოშობით ფრანგი. მისი შემოქმედების მაგისტრალური ხაზი გამოვლინდა
მოთხრობაში – ,,პეტერ შლემილის არაჩვეულებრივი ისტორია’’, რომელიც გვიჩვენებს
ავტორის სოციალურ–პოლიტიკურსა და ესთეტიკურ შეხედულებებს. მწერლის
რომანტიკული ზღაპრის ფორმით დაწერილი ეს მოთხრობა დაკარგული ჩრდილის
შესახებაა. ხელმოცარული, ღარიბი ახალგაზრდა პეტერ შლემილი, სიმდიდრის და
კეთილდღეობის მოპოვების მიზნით, საკუთარ ჩრდილს მიჰყიდის „ნაცრისფერკოსტუმიან
კაცს“ (ეშმაკს), თუმცა მალევე დარწმუნდება თავის საბედისწერო შეცდომაში. ეშმაკთან
პაქტის დადების სიუჟეტის განვითარება მსოფლიო ლიტერატურაში საკმაოდ
პოპულარულია, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი პეტერ შლემილის ამ
უცნაურ თავგადასავალს უჭირავს. სინამდვილეში შლემილი უპირისპირდება
ბურჟუაზიულ სინამდვილეს, იგი ახალი რომანტიული გმირია, რომელიც იმედით
შესცქერის მომავალს.
ჰაიდელბერგის რომანტიზმთანაა დაკავშირებული იოსებ ფონ აიხენდორფი (1788-
1857). იგი ერთ–ერთი იმათთაგანია, ვინც დიდი გულისტკივილით აღიქვა ფრანგების
მიერ პრუსიის ოკუპაცია და ვინც გერმანიის აღორძინებისთვის იღწის, თუმცა ისიც უნდა
დავსძინოთ, რომ მან ეს აღორძინება მონარქიის კათოლიციზმის პრინციპებისა და
განმათავისუფლებელი მოძრაობის თემას უძღვნა: ,,ტიროლის ღამის საგუშაგო’’,
,,ამოკითხვა’’, ,,გამოსვლა’’, რომანი – ,,წინათგრძნობა და თანამედროვეობა’’. მას ეკუთვნის
ასევე ნოველა – ,,უქნარას ცხოვრებიდან’’.
ამ ეპოქაში გვიანდელი რომანტიკოსები გაერთიანებული იყვნენ ,,შვაბური სკოლის’’
წრეში. ამ სკოლის მეთაური იყო ლუდვიგ ულანდი. მის ადრინდელ ლექსებში მაგ:
,,სამრეკლო’’, ,,ბერი და მწყემსი’’, და სხვ. თავს იჩენს რელიგიური განწყობილება.
განმათავისუფლებელი ომის თემას უძღვნა ულანდმა ლექსები: ,,ახალი ზრაპარი’’,
,,გერმანელი პოეტის სიმრერა’’, ,,წინ’’, და ,,კეთილი ამხანაგები’’. ულანდის ნამდვილი
მოწოდების სფერო იყო ეპიკური პოეზია, ბალადები და რომანსები. ბალადები: ,,ბერტრან
დებორნი’’, ,,ახალგაზრდა როლანდი’’, ,,იმპერატორ კარლოსის გამგზავრება’’. ასევე
საინტერესოა მისი დრამებიც: ,,ზიგფრიდის სიკვდილი’’, ,,კრიმჰილდეს შურისძზიება’’,
,,ლუდვის ბავარიელი’’. მას ეკუთვნის ნაშრომი – ,,ძველი, ზემო და ქვემო გერმანული
ხალხური სიმღერები’’.
,,შვაბური სკოლის’’ ფუძემდებლად ითვლება აგრეთვე იუსტინუს კერნერი, ცნობილია
მისი შემდეგი ლექსები: ,,სუფრული სიმღერა’’, ,,მოგზაურის სიმრერა’’, ასევე მისტიკური
ტენდენციის შემცვლელი ლექსები: ,,დარდი’’, ,,ზამთრის გრძნობა’’.
ულანდის თანამოკალმედ ითველბა გუსტავ შვაბი, ამ სკოლას უკავშირდება ვილჰელმ
ჰაუფიც, რომელიც მუშაობდა ზღაპრებზეც და სატირიკულ პროზაზე, მაგ. ამ მხრივ
საინტერესოა ,,ეშმაკის მემუარები’’, ასევე ყურადღების იქცევს რომანი – ,,ადამიანი
მთვარიდან’’, და ,,ლიხტენშტაინი’’, ასევე ნოველა ,,იმპერატორის პორტრეტი’’.
გერმანელ რომანტიკოს მწერალთა დიდ ჯგუფი მსოფლიოს რომანტიზმის დიდი
ოჯახის ღირსეული წარმომადგენლები არიან.

* * *

ფრანგული რომანტიზმისთვის ჯეროვანი ნიადაგი ბონალდმა და ჟოსეფ დე მესტრმა


შეამზადეს პოლიტიკისა და რელიგიის სფეროში, ხოლო თავად მიმდინარეობის პირველი
დიდი მწერალია ფრანსუა რენე დე შატობრიანი.
ფრანგული რომანტიზმი თავდაპირველად წარმოიქმნა უცხო გავლენების გარეშე და
მხოლოდ შემდგომში მიიღო გერმანული და ინგლისური რომანტიზმის ზოგიერთი
ელემენტი. მისი წარმოშობის წყარო შეგვიძლია დავინახოთ ჯერ კიდევ რუსოსთან,
რომელიც ილაშქრებდა განმანათლებლური ფილოსოფიის მსჯელობითი მხარის
წინააღმდეგ და ისწრაფვოდა ადამიანის დაბრუნებისკენ პირველყოფილ სიმარტივეში.
პირველყოფილი მდგომარეობისთვის ხოტბის შესხმა მემკვიდრეობით განაგრძო
შატობრიანმა, რომელიც ფრანგული რომანტიზმის მამად ითვლება; თავისი
„ქრისტიანობის სულით“ მან მოგვცა შუა საუკუნეების კათოლოციზმის სრულიად
ისეთივე აპოლოგია, როგორიც გერმანელმა რომანტიკოსებმა, თუმცა კი გერმანელებისგან
სავსებით დამოუკიდებლად. ამ ნაწარმოებში იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა
რელიგიური სწავლებიდან ქრისტიანობა წარმოადგენს ყველაზე უფრო პოეტურ, ყველაზე
უფრო ჰუმანურ, თავისუფლებისთვის, ნატიფი ხელოვნებებისა და ლიტერატურისთვის
ყველაზე უფრო სასურველ რელიგიას. ქრისტიანობა ეხმარება გენიოსს, ხვეწავს
გემოვნებას, ადამიანში განავითარებს სათნო მიდრეკილებებს, განამტკიცებს აზრს,
დიდებულ მაგალითებსა და სახეებს აძლევს პოეტებსა და მხატვრებს; თანამედროვე
ცივილიზაცია მისგან დავალებულია მთელი თავისი სიკეთეებით. შატობრიანს არა ჰქონია
საღვთისმეტყველო ტრაქტატის წერის განზრახვა; იგი გამოსახავს კათოლიციზმს
მიმზიდველად ესთეტიური და მორალური მხრიდან და, გვიჩვენებს რა ქრისტიანული
სწავლების ს ი ლ ა მ ა ზ ე ს, აკეთებს დასკვნას მისი ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ი ს შესახებ.
ქრისტიანობის, უფრო ზუსტად კათოლიციზმის უკვე ამ ესთეტიკურ გაგებაში
შატობრიანი უახლოვდება გერმანელ რომანტიკოსებს; მაგრამ ნათესაობა კიდევ უფრო
მჭიდრო აღმოჩნდება, როდესაც საუბარია შუა საუკუნეების შესახებ, რომელთა
სილამაზესაც გადაჭრით უპირისპირებს იგი ანტიკურ სამყაროს ქრისტიანობის გამოჩენის
წინ, რომელმაც (ანტიკურმა სამყარომ) ამოწურა თავისი თავი და დაიწყო უკუსვლა. შუა
საუკუნეები შატობრიანისათვის, ისევე როგორც ნოვალისისთვისაც წარმოდგება არა
ბარბაროსობის პერიოდად, არამედ ახალი, უფრო სრულყოფილი სილამაზის ჩასახვის
ეპოქად; შუა საუკუნეების მუსიკა და გოთიკური არქიტექტურა – კაცობრიობის
განახლებული გენიის მაღალი გამოვლინებებია. შატობრიანის წიგნი იქცა ახალი იდეური
მიმდინარეობის პირველ მანიფესტად, ხოლო შემდგომმა მისმა ნაწარმოებებმა,
რომლებმაც განავითარეს მსოფლიო სევდის მოტივი, მნიშვნელოვნად მოამზადეს ნიადაგი
გერმანული რომანტიზმის საფრანგეთში გადანერგვისთვის. ეს გადატანა აღსრულდა ქ-ნ
სტალის წყალობით, რომელმაც თავის წიგნში „გერმანიის შესახებ“ ფრანგულ მკითხველ
საზოგადოებას გააცნო გერმანული ლიტერატურის ახალი მიმდინარეობები.
პელისიე სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ ფრანგული რომანტიზმის ფესვები
იმყოფება იმ განწყობაში, რომელიც წარმოიქმნა საფრანგეთში რესტავრაციის ეპოქაში.
ახალი სკოლის ყველა პოეტი განმსჭვალულია ქრისტიანული მსოფლმხედველობით. ვ.
ჰიუგო რელიგიაში ხედავს არა მხოლოდ პოეტური შთაგონების წყაროს, არამედ
ადამიანური აზრის ყველაზე უფრო მაღალ ფორმასაც. თავის ოდებში ის
გულისტკივილიტ ამბობს, რომ აქამდე ყველა ფრანგი პოეტი იყო წარმართი და თავის
პოეტურ დროშად აცხადებს ჯვარს, „აღდგენილს შატობრიანის მიერ“. ლა-მარტინი
საუთარ თავს აღიარებს იმ „იდეალის“ განმმარტებლად, რომელიც „ენათესავება
ქრისტიანობას თავისი ამაღლებული მეოცნებეობის მიხედვით“. სულიერი სინათლე და
გარკვეულობა მასთან ჩნდება „იმ წყაროდან, რომელიც მოჩქეფს იდუმალი მთების
სიმაღლეებიდან“. იგივე რელიგიურობა, შეფერილი მელანქოლიით, შეინიშნება ა. დე
ვინისთან; თვით თავისუფლად მოაზროვნე მიუსეც კი ზოგჯერ მოუხმობს ღვთის სახელს.
შატობრიანიდან დაწყებული ფრანგული რომანტიზმი უძლიერესი სუბიექტივიზმით
ხასიათდება: შატობრიანიცა და ქალბატონი სტალიც, დე ვინიცა და თვით ვ. ჰიუგოც
მუდმივად წინ სწევენ თავიანთ გრძნობას, რითაც ემსგავსება გერმანულ რომანტიზმს.
იგივე უნდა ითქვას ფრანგული რომანტიზმის წარმომადგენლების მელანქოლიის,
ელეგიური განწყობილების შესახებაც. რაშიც ყველაზე უფრო მეტად დაემორჩილა
ფრანგული რომანტიზმი გერმანულს – ეს არის ძველი კლასიკური სკოლის პირობითი
წესების უარყოფა. ხელოვნება უნდა განთავისუფლდეს შემავიწროვებელი ჩარჩოებისგან,
რომლებშიც მისი ჩამწყვდევა სურთ თეორეტიკოსებს. აუცილებელია გერმანელი
რომანტიკოსების სიმახინჯის, „გროტესკის“ კანონიერების აღიარება. რითაც იქმნება
წინასწარგანწყობა მახინჯი სახეების მიმართ, რომლებსაც ასე ხშირად ქმნიან ფრანგი
რომანტიკოსებიც, უპირატესად ვ. ჰიუგო, ამასთან ზოგჯერ გარეგნული სიმახინჯის მიღმა
იმალება მაღალი შინაგანი სილამაზე.
ფრანგი მწერალი და დოპლომატი ფრანსუა რენე შატობრიანი, ვიკონტი (1768 – 1848)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანგულ ლიტერატურაში მიჩნეულია რომანტიზმის
მიმდინარეობის მამამთავრად. იგი დაიბადა სან მალოში, ბრეტანში, შატობრიანების
ოჯახში მეათე შვილად. გაიზარდა მამისეულ კოშკში კომბურგში. მამამისი, რენე
შატობრიანი, იყო პირქუში პიროვნება, ამიტომაც ფრანსუა გაიზარდა მოწყენილ გარემოში,
სადაც თავშესაქცევად ჰქონდა ბრეტანის სანაპიროზე სეირნობა და ხეტიალი თავის და
ლუსილისთან ერთად, რომელიც მისი განუყრელი მეგობარი იყო.
შატობრიანმა განათლება მიიღო დოლში, რენესა და დინანში. ჩვიდმეტი წლის ასაკში
დადგა არჩევანის წინაშე: გაჰყოლოდა სამხედრო გზას თუ გამხდარიყო მღვდელი.
არჩევანი სამხედრო სამსახურზე შეაჩერა საფრანგეთის არმიაში ჩაეწერა. ნავარაში
ორწლიანი სამსახურის შემდეგ, იგი 1788 წელს პარიზში ჩადის კაპიტნის რანგში
დაწინაურებული. პარიზში ყოფნის დროს იგი ეცნობა ჟან-ფრანსუა დე ლა ჰარპეს, ანდრე
შენიეს, ლუი-მარცელინ დე ფონტანეს და იმ დროის სხვა წამყვან მწერლებს. როდესაც
რევოლუცია იფეთქებს, თავდაპირველად შატობრიანი თანაუგრძნობდა მას. ხოლო, როცა
აჯანყება პარიზსაც მოედება, სადაც განსაკუთრებული ძალადობას გამოიჩენენ
აჯანყებულები, ჩრდილოეთ ამერიკაში მგაემგზავრება (1791 წ). ამ მოგზაურობის დროს
შეძენილი გამოცდილება შემდგომში საფუძვლად დაედო მოთხრობებს: ნატჩეზები
(დაიწერა 1793-1799 წლებში, გამოიცა 1826 წელს), ატალა(1801), რენე (1802). მისი მკაფიო,
ნათელი და შთამბეჭდავი აღწერა ჩრდილოეთ ამერიკის მეჩხრად დასახლებული
ტერიტორიის ბუნებისა, იყო ძალზედ უცხო და ახალი ლიტერატურაში, რაც საფუძვლად
დაედო შემდგომში ლიტერატურულ რომანტიზმს.
შატობრიანი საფრანგეთში დაბრუნდა 1792 წელს და კობლენცში იმპერიალისტთა
არმიას შეუერთდა. თავის სამხედრო კარიერას ბოლო მოეღო ტიონვილის ბრძოლის
შემდეგ, რომელიც იყო უმთავრესი ბრძოლა იმპერიის მომხრეებსა და რევოლუციურ
ძალებს შორი. ამ ბრძოლაში შატობრიანი მძიმედ დაიჭრა და უმძიმეს მდგომარეობაში
მყოფი ჯერ ჯერსიზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ლონდონში.
შატობრიანმა გადასახლების უმეტესი დრო გაატარა ლონდონში უკიდურეს
სიღარიბეში. თავს ირჩენდა ფრანგულის გაკვეთილებითა და მთარგმნელობითი
საქმიანობით. გარკვეული ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა სუფოლკში. ბრიტანეთში
ყოფნის დროს იგი გაეცნო ინგლისურ ლიტერატურას. მასზე უდიდესი გავლენა მოახდინ
ჯონ მილტონის ნაწარმოებმა დაკარგული სამოთხე, რომელიც მანვე თარგმნა ფრანგულ
ენაზე.
შატობრიანის რჩეულ მოთხრობათა რიგს განეკუთვნება „ატალა“ და „რენე“, რომლებმაც
ბიძგი მისცეს პიროვნული რომანის ჩამოყალიბებას.
,,ატალაში’’ მოქმედება ხდება ჩრდილო ამერიკის ველებზე, ინდიელთა შორის. მოხუცი
შაქტასი რენეს თავის თავგადასავალს უყვება: თუ როგორ დაეხმარა ტყვედ ჩავარდნილს
ამავე ტომის ბელადის გერი ატალა და სიკვდილს გადაარჩინა, მათ ერთმანეთი
შეუყვარდათ. შემდეგ გაიქცნენ, მაგრამ როცა ატალამ მოზღვავებული ვნება იგრძნო, თავი
მოიკლა, იმიტომ რომ საკუთარ დედაზე პირობა ჰქონდა მიცემული ქალიშვილად
დარჩებოდა; ატალა ქრისტიანული წესით იყო აღზრდილი, და სიკვდილის წინ შაქტასსაც
შეევედრა ეწამა ქრისტეს რჯული, რაც აასრულა კიდეც შაქტასმა.
,,რენე“ თავისებური გაგრძელებაა „ატალასი“. რენე ბავშვობიდანვე გრძნობს სულით
ობლობას, მისი გაჩენა დედას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მამის გარდაცვალების შემდეგ
კი რენეს ბუნება სულ შეიცვალა. ჯერ ევროპაში გაემგზავრა სულის დაოკების მიზნით,
შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა შვება ვერსად ვერ ჰპოვა.მას აოცებდა მისი
დის,– ამელის საქციელი, რომელსაც ძმა შეყვარებია ცოდვილი სიყვარულით, რის გამოც
მონაზვნად აღიკვეცა. რენე ამ ამბით კიდევ უფრო სასოწარკვეთილია. მოგვიანებით
ცოლიც კი შეირთო, მაგრამ ბედნიერება მაინც ვერ იპოვა. რენესათვის ნიშანდობლივია
პესიმიზმი და მსოფლიო სევდა. იგი ,,ზედმეტი ადამიანია’’, რომელსაც არაფერი მოსწონს
და რომელიც საზოგადოების წინაშე ყოველგვარი მოვალეობისაგან ითავისუფლებს თავს,
რათა მიეცეს ფუჭ ოცნებას.
ქალ რომანტიკოსთა შორის აღიარებული მწერალია ანა ლუიზა ჟერმენ დე სტალი (1766–
1817), რომელიც აცხადებდა, რომ მწერლობა მორალური სრულყოფის საუკეთესო
საშუალებაა. მას ეკუთვნის ფილოსოფიურ–პოლიტიკური და ლიტერატურულ–
ესთეტიკური ხასიათის ტრაქტატები და მხატვრული ქმნილებანი, როგორიც არის
,,დელფინა’’ და ,,კორინა’’, რომლებშიც ქალთა სოციალურ და ყოფით პრობლემებს ასახავს.
ტრაქტატში ,,ლიტერატურის შესახებ’’ ავტორი შეეცადა წარმოედგინა მსოფლიო
ლიტერატურის განვითარების სურათი. მან ამ ტრაქტატში პირველად გამოიყენა ტერმინი
რომანტიკული, რომელიც გერმანელი რომანტიკოსებისაგან გადმოიღო.
ფრანგი რომანტიკოსების პირველი თაობის წარმომადგენლად ითვლება შარლ
ნოდიე, (1780-1844) რომელიც მოითხოვდა ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, თვით ჰქონდა
ორატორობის საოცარი ნიჭი, და ჰქონდა ასევე ლტოლვა ,,საშინელებათა რომანის’’
მოტივებისადმი. ის იყო პოეტი და რომანტიკოსი, დრამატურგი და ნოველისტი,
პუბლიცისტი და კრიტიკოსი. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია ,,ჟან სბოგარი’’.
სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალაქის ბიბლიოთეკაში მუშაობდა,
ხოლო 1800 წელს პარიზში გადავიდა და ხელი მოჰკიდა ლიტერატურას.
დაწერა რომანი"განდევნილნი" და მოთხრობა "ზალცბურგელი მხატვარი“, ნაპოლეონის
რეჟიმის დროს, იმპერატორის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტების გამო, ნოდიე
იძულებული იყო საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ეცხოვრა.
იგი შვეიცარიაში წავიდა. 1814 წელს საგრანგეთში დაბრუნდა და ლიტერატურულ
ცხოვრებაში ჩაება. 1824 წელს, შოტლანდიაში მგზავრობის დროს, უოლტერ
სკოტი გაიცნო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოთხრობა-ზღაპარი "ტრიბლი:,
რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ნოდიეს ბევრი ფანტასტიკური ნოველა აქვს,
რომელბშიც ისევე, როგორც "ტრილბიში", რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთშია
შერეული. ნოდიე ფიქრობდა, რომ ადამიანის ფსიქიკაში დიდი ადგილი ეჭირა ოცნებასა
და სიზმარს, რაც შემდგომ ასე უხვად გამოიყენეს მე-20 საუკუნეში სიურრეალისტებმა.
1824 წლიდან მის საცხოვრებელ სახლში შეიქმნა ე. წ. "სენაკლი", რომელიც ფრანგ
რომანტიკოსებს აერთიანებდა. ამ წრეში შედიოდნენ ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე
მიუსე, ალფრედ დე ლამარტინი და სხვა. ნოდიე რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი თეორიტიკოსი იყო. ჰიუგო მას თავის მასაწვლებელს
უწოდებდა. 1834 წელს ნოდიე საფრანგეთში აკადემიის წევრად აირჩიეს.
რომანტიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელია ალფრედ დე ვინი (1797–1863), რომელიც
წარმოშობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა. ვინი ტრაგიკული მსოფლაღქმის პოეტია. მის
ასეთ გუნებაგანწყობას საფუძვლად უდევს თანამედროვეობისადმი მტრული
დამოკიდებულება, ახლისადმი უნდობლობა, რევოლუციის მომდევნო პერიოდის
სიძულვილი და სინანული წარსულის დაბრუნების შეუძლებლობის გამო. ვინის
შემოქმედების ძირითადი მოტივი არის საზოგადოებიდან გათიშული ძლიერი
პიროვნების ტანჯვა და ამაყი მარტოობა. მისი პოეზია გამსჭვალულია სევდისა და
გულგატეხილობის სულისკვეთებით. კრებულისათვის ,,ძველი და თანამედროვე
პოემები’’ დამახასიათებელია მითოლოგიური, ანტიკური და ბიბლიური სიუჟეტების
გამოყენება. საფრანგეთის საზოგადოებრივი ცხოვრება და კონკრეტული ისტორიული
მოვლენა დახატა რომანში ,,სენ მარი’’, სადაც აღწერილია რიშელიეს წინააღმდეგ აზნაურთა
შეთქმულება, რაც გამოწვეულია მისი ანტიფეოდალური პოლიტიკით.
ფრანგულ სცენაზე წარმატებით იდგმებოდა ვინის დრამები ,,მარშალ დ’ ანკრის
მეუღლე’’ და ფსიქოლოგიური დრამა ,,ჩიტერტონი’’, რომელიც პოეტის ტრაგიკული
ბედისადმია მიძღვნილი, ტრაგიკული სიყვარული, მარტოობა და განწირულობა
ჩატერტონს თვითმკვლელობამდე მიიყვანს.
ლექსში ,,ბოთლი ზღვაში’’ აღწერილია დასაღუპად განწირული გემის კაპიტანი თავის
ჩანაწერებს თუ როგორ დებს ბოთლში და აგდებს ზღვაში იმ იმედით, რომ ამ ჩანაწერებში
მოცემული ძვირფასი მეცნიერული ცნობები კაცობრიობას ოდესმე სიკეთეს მოუტანს.
ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი
ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (1810-1857) შეძლებულ და განათლებულ ოჯახს
ეკუთვნოდა. მისი ბაბუა პოეტი იყო, მამა კი — ლიტერატორი, ჟან-ჟაკ რუსოს
შემოქმედების მკვლევარი, რომლის ნაწარმოებებიც თავად გამოსცა. აქედან გამომდინარე,
რუსოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ მწერალზეც. ალფრედის
ნათლიაც, მიუსე დე კონიერი, რომლის მამულშიც ხშირად ატარებდა არდადეგებს,
მწერალი იყო. 18 წლის ასაკში ალფრედი ჰენრი IV-ს კოლეჯში შედის, (სადაც არსებობს
პოეტის ქანდაკება). პოეტი შარლ ნოდიეს სალონის, „სენაკლის“ ხშირი სტუმარი იყო. აქ
გაიცნო შარლ ოგიუსტენ სენტ-ბევი და ალფრედ დე ვინი. ოცი წლის ასაკში მიუსე
ცნობილი გახდა თავისი ლექსებით. 1834 წელს დაწერა ცნობილი ნაწარმოები
„ლორენზაჩო“, ხოლო 1835-1837 წლებში მიუსე თავის პოეტურ შედევრს, „ღამეებს“ წერს.
ეს არის სენტიმენტალური ლექსები, რომლებიც დღეს
ფრანგული რომანტიზმის თვალსაჩინო ითვლება.
1845 წლის 24 აპრილს ალფრედ დე მიუსეს, ბალზაკთან ერთად, ღირსების ორდენი
მიენიჭა. 1852 წელს ფრანგული აკადემიის წევრად იქნა არჩეული.
მიუხედავად იმისა, რომ მიუსე რომანტიკოსადაა მიჩნეული, იგი თავად ხშირად
აკრიტიკებს ამ მიმართულებას, ამას ადასტურებს 1848 წელს მის მიერ და წერილი
პაროდია რომანტიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებზე, „მემუარები
საიქიოდან“, სადაც არა მხოლოდ მის ავტორს, შატობრიანს, არამედ ჰიუგოსაც აკრიტიკებს.
მას მიაჩნია, რომ ნაპოლეონისდროინდელი ოცნებების გაქარწყლების შემდეგ XIX
საუკუნის ადამიანი ბრუნდება ზეცისკენ, რომელიც ცარიელია. ასე რომ, იმედი არც
ამქვეყდანაა, მაგრამ მით ნაკლებადაა იმქვეყნად. ამგვარი პესიმიზმით მიუსე ე.წ.
„იმედგაცრუებულთა“ თაობის ტიპიური წარმომადგენელია. თუმცა ტანჯვის ამგვარი
თეორიიდან გამომდინარე, პოეტი მიუთითებს, რომ საჭიროა საკუთარი თავი გახადო
ჭეშმარიტი პოეზიის საგანი და სიუჟეტი.
ჰიუგოსეული ჟანრების აღრევის თეორია, რომელიც თავად ავტორმა რეალურად ვერ
განახორციელა, მიუსემ წარმატებით გამოიყენა თავის დრამატურგიაში, სადაც კომიკური
და ტრაგიკული ერთმანეთში ირევა. მაგ: „მარიანას კაპრიზები“, რომელიც მიუსეს ერთ-
ერთი პირველი დიდი კომედიაა. კომიკურისა და ტრაგიკულის შერწყმა ხდება ასევე
პიესაში „სიყვარულს არ ეხუმრებიან“., რაც შეეხება „ლორენზაჩოს“, რომლის მთავარი თემა
ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაა, ის განსხვავებულ მოტივზეა
აგებული. აქ მიუსეს პერსონაჟებისთვის თითქმის შეუძლებელია სოციალურ წრეში
თავიანთი ადგილის პოვნა. ხოლო თუ ეს ადგილი მემკვიდრეობით ერგოთ, მაშინ თავად
საზოგადოების აზრის პოვნა ხდება შეუძლებელი. ისტორიულ დრამაში ,,ლორენზაჩო’’
(1834) (ფლორენციელი ქრონიკის მასალაზე დაწერილ პიესაში) ნაჩვენებია ლორენზაჩოს
გმირული საქციელის უმიზნობა. ბუნებით სპეტაკი და კეთილშობილური მიზნის მქონე
ახალგაზრდა ლორენზაჩო ებრძვის ტირანს, ჰერცოგ მედიჩის. მაგრამ მისი გმირული
აღტყინება მოკლებულია ყოველგვარ აზრს, დრამის გმირი მარტოხელაა, მოკლებული
თანამოქალაქეთაგან მხარის დაჭერის. მთავარი გმირის სახე წინააღმდეგობრივია, მის
პიროვნებაში ურთიერთს ერწყმის პათეტიკური იდეალების მქონე რომანტიკული
მეოცნებნე და ყოველგვარ ამაღლებულ გრძნობას მოკლებული ცინიკოსი.
,,ლორენზაჩოს’’ შინაარსი ვერ თავსდება მიუსესათვის ნიშანდობლივი კამერული
დრამის ვიწრო ჩარჩოებში. მოქმედება იშლება მოედნებსა და ქუჩებში, სასახლის
დარბაზებში. მასში მონაწილეობს ხალხის დაბალი ფენები, ბურჟუაზია, აზნაურობა,
შეთქმულები და დიდებულები. პოლიტიკური გამიზნულობა და ფართო ისტორიული
ფონი მიუსეს დრამას ახლოვებს ჰიუგოს პიესებთან, თუმცა, დიდი რომანტიკოსისაგან
განსხვავებით, ,,ლორენზაჩოს’’ ავტორი ამჟღავნებს უნდობლობას თავისი გმირის
ჰეროიკული აღტტყინების წარმატებისა და სასიკეთო დასასრულისადმი.
1830 წელს მიუსემ გამოაქვეყნა პოეტური კრებული - ,,ესპანური და იტალიური
მოთხრობები’’. ამ წიგნში შეტანილი ლექსების პათოსია ცხოვრებით თრობა და
სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი და შურისძიება. ლექსები გამოირჩევიან ფერადოვნებით,
ემოციურობითა და სახეების სიმკვეთრით. მიუსეს გმირები არიან მამაცნი და უშიშარნი,
რომელთაც სძულთ უსაგნო სევდა, ეუცხოებათ კაეშანი; ისინი მკვიდრად დგანან
დედამიწაზე, განიცდიან და გრძნობენ, ცხოვრობენ სიცოცხლისეული განსაცდელითა და
ხიფათით. ადრინდელი მიუსესათვის უაღრესად ნიშანდობლივია პოემები: ,,წაბლის ხეები
ცეცხლში’’, ,,პორცია’’, ,,დონ პაეზ’’. ამ პოემების განსაკუთრებულ იერსა და ლაზათს მატებს
ნატიფი ირონია და მსუბუქი დაცინვა.
მაგრამ 1830 წლის შემდეგ მიუსეს შემოქმედების ხასიათი და მიმართება მკვეთრად
იცვლება. მისი რომანტიკული მსოფლმხედველობა სერიოზულ კრიზისს განიცდის.
მიუსეს შემოქმედებაში იწყება მეორე პერიოდი, როცა მის ქმნილებებს ახასიათებს
ნაღვლიანი ტონი და პირქუში სკეპტიციზმი, რომელთაც შესცვალეს ადრინდელი
პოემებისათვის ნიშანდობლივი სიცოცხლის მოტრფიალე ირონია.
ამ პერიოდის თხზულებათაგან განსაკუთრებულით ცნობილია: ,,ბაგეები და ფიალა’’,
,,ნამუნა’’, ,,როლა’’ და სხვა.
პოემა ,,ბაგეები და ფიალას’’ (1832) გმირია მეამბოხე ფრანკი. ბედნიერება მას ვერ
მოუპოვებია ვერც მთებში, სადაც გაიზარდა, და ვერც ქალაქში, სადაც გამოსცალა
სიყვარულის ფიალა, სიმდიდრე და სამხედრო დიდება. სახელგანთქმულ პოემაში ,,როლა’’
(183) მოთხრობილია ნიჭიერი, კეთილშობილი და სპეტაკი, მაგრამ რწმენასა და მაღალ
იდეალებს მოკლებული ახალგაზრდის დაღუპვის გულსაკლავი ამბავი. პოეტი მას ხატავს,
როგორც უსულგულო და გამხრწნელი საუკუნის უნებლიე მსხვერპლს.
მიუსეს პოეტურ თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია პოემათა ციკლი
,,ღამეები’’: ,,მაისის ღამე’’ (1835), ,,დეკემბრის ღამე’’ (1835), ,,აგვისტოს ღამე’’ (1836) და
,,ოქტომბრის ღამე’’ (1837). პოემები ატარებენ აღსარების ხასიათს და მკითხველს
საშუალებას აძლევენ ჩაიძიროს მარტოხელა და ტანჯული, სატრფოსა და მეგობრების მიერ
მიტოვებული ავტორის სულიერ სამყაროში. მხოლოდ მუზა დარჩენილა მგოსნის
ერთგული, სწორედ მასთან საუბარში ყვება ავტორი საკუთარ სულიერ წამებზე, უსაზღვრო
მარტოობასა და გრძნობათა ღელვაზე.
მიუსეს პროზაულ ქმნილებათაგან განსაკუთრებით ცნობილია ,,საუკუნის შვილის
აღსარება’’ (1836). შესავალში ავტორი ლაპარაკობს ,,საუკუნის სნეულებზე’’ და ამასთანავე
ცდილობს დაახასიათოს გმირის ტრაგიკული ბედი, ახსნას, თუ რატომა ახალგაზრდობა
გულგატეხილი განმანათლებლობის იდეებზე, მოკლებული ყოველგვარ იდეალს და
რატომ განიცდის იგი ბურჟუაზიული საზოგადოების ზეგავლენას. თავად რომანში
მოთხრობილია ცხოვრება და ტანჯვა ოცი წლის ახალგაზრდა ოქტავისა, რომელმაც
უდიდესი სულიერი კრიზისი განიცადა. ღრმა ფსიქოლოგიური დაკვირვებით მიუსე
გვიჩვენებს თავისი გმირის ზნეობრივი გახრწნის თავისებურ სურათს, მისი გარემომცველი
წრის მთელ უაზრობას, მის შინაგან წინაღმდეგობრიობას და გამოსავლის მოძებნის
ტრაგიკულ უუნარობას.
რეაქციულმა რომანტიზმმა, ამგვარად, ასახა ფეოდალური კლასისა და კონსერვატული
წვრილი ბურჟუაზიის უკმაყოფილება აწმყოთი და მყოფადით. მისგან განსხვავებით,
პროგრესულმა რომნტიზმმა იმემკვიდრა განმანათლებლობისა რევოლუციის იდეალები,
მისი ტენდენციები. პროგრესული რომანტიზმი უახლოვდებოდა კაპიტალისტური
სინამდვილის ღრმა გაგებას და ახსნას; იგი გამოდიოდა არსებული სინამდვილის
შედარებით ჯანსაღი კრიტიკით. ამ რომანტიზმის უდიდესი წარმომადგენლები არიან
ვიქტორ ჰიუგო და ჟორჟ სანდი.
ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და
ადამიანის უფლებათა აქტივისტი ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802–1885) დაიბადა 1802 წელს
ბეზანსონში. ბავშვობა პარიზში გაატარა. ჭაბუკობიდანვე დაიწყო ლექსების წერა და 15
წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც მიიღო. ამ დროისთვის მისი
ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: "მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ" - წერს იგი
სკოლის ჟურნალში. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს
ჟურნალს "Le conservateur litteraire", რითაც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება.
მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი
ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ
დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი
შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და
პუბლიცისტურ სტატიებს.
1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი
ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის
მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას
უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს
ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს
გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი
წერს „განჭვრეტას“, „ნაცვალგებასა“ და „საბრალონის“. 1870 წელს, იმპერიის დაცემის
შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული.
1827 წელს გამოქვეყნებულ „კრომველი“–ს შესავალში ჰიუგო კონკრეტულად აყალიბებს
რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს,
გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს. «უძველესი
პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი - დრამატული.
ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეა – ისტორიას, დრამა კი ცხოვრებას ხატავს.
შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და
კომედიისგან.» აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად
ცხოვრება ასეთივე ნაზავს წარმოადგენს.
საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და
დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა
შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც
ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე
უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარი".
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო,
ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის
რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე
პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად
საკითხს ეხება.
ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა
ადამიანის გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას
შორის. ამ ორ ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური
ცხოვრების ძირითადი არსი. თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი. დრამა
ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს ძალუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს
ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა
თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან
მაინც გვაქვს საქმე. ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის გამოყენების აუცილებლობა. ლექსი
უნდა იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე,
უნდა გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და
ნამდვილიც.
1830 წელს კომედი ფრანსეზში იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა, „ერნანი“,
რომელიც ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს. მასში სრულიად
უარყოფილია კლასიცისტური ნორმები: დარღვეულია ადგილის ერთიანობა - მოქმედება
გადადის სარაგოსადან არაგონის მთებში; დროის ერთიანობა - მოქმედება 24 საათის
ნაცვლად 6 თვე გრძელდება. ჰიუგო არ უარყოფს მოქმედების ერთიანობას, მაგრამ მისთვის
ეს არ ნიშნავს სიმარტივესა და მეორადი მოქმედების არარსებობას, არამედ სხვადასხვა
მოქმედებების ერთი ღერძის ირგვლივ გაერთიანებას. კლასიციზმისათვის
უკეთილშობილეს ფორმად მიჩნეული ალექსანდრინი ერნანში გათავისუფლებულია და
ემორჩილება ფარსული საუბრის რიტმს, რაც აღშფოთებას იწვევს ძველ თაობაში.
ამასთანავე ხდება ტონთა აღრევაც, ერთდროულად გვაქვს ფარსული, ლირიკული და
ეპიკური ჩანართები.
ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური
ნაწარმოებები „ოდებია“, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია,
რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთება კლასიკური ნორმების უარყოფა
და პოეზიის ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუგო მთელ თავის ადრეულ პოეტურ
ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში „ოდები და ბალადები“. 1830 – 1840 წლებში
დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და უმღერის ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას.
თუმცა პოეტს ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს
ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის
წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის
ამბოხს გამოიწვევდა. პოემაში აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა
მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი, გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ
ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე: ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით
დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას სამაგიეროს მიაგებს. ბოლოს კი
ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა დასრულდება იმპერია და ადამიანთა
ტანჯვას ბოლო მოეღება. 1856 წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის
მწვერვალად ითვლება. პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის დაღუპულ ქალიშვილს,
ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას. აქ გადმოცემულია პოეტის
ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა განჭვრეტამდე,
ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე. ყოველივეს ცენტრშია სიკვდილი, რაც
შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება წმინდად
რომანტიკული ფილოსოფია. პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ
ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული. ყველაფერი
ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი
ცოცხლდება და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. საბოლოოდ კი ერთ დღესაც
ადამიანი ღმერთთან მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა,
რომელიც ფრანგულ ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული.
მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი,
„ბუგ-ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო – „ოთხმოცდაცამეტი“ კი 72 წლის ასაკში.
შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“,
ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით
ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია
„სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისა“ და „კლოდ გეს“ კლასიფიცირება. ესენი უფრო
ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის
წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხება „საბრალონიც“, რომლის
ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ
ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და
დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა
აყვანილი. 1874 წელს დაწერილი ოთხმოცდაცამეტი საბოლოოდ აკონკრეტებს
ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის
გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.
მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე
მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.
ქალ რომანტიკოსთა შორის მეორე დიდი წარმომადგენელია ჟორჟ სანდი (ნემდვ. სახელი
ამანდინ ავრორ ლიუსილ დიუპენი; 1804-1876) — ფრანგი მწერალი და ფემინისტი. სანდი
პარიზში დაიბადა, თუმცა ბავშვობის დიდი ნაწილი ბებიასთან, მარი ავრორ დე საქსთან,
გაატარა მის საგვარეული მამულში, ნოანში, ბერის დეპარტამენტი, რომელსაც სანდი
მოგვიანებით ამ ადგილს მის მრავალ ნაწარმოებში იყენებს. მისი თანამედროვეები
სწორედ ასე ახასიათებდნენ ქალბატონ დიუპენს: “ჟორჟ სანდი - სიყვარულისა და
თავისუფლების მოტრფიალე”, ხოლო როდესაც ავრორა დიუპენს ეკითხებოდნენ თუ რა
პროფესიისა იყო იგი ყოველთვის პასუხობდა: “-ჩემი პროფესია თავისუფლებაა”. მწერალს
სურდა ყველა ქალი გათავისუფლებულიყო მონური მდგომარეობიდან და ერთ-ერთი
პირველი მაგალითი მათ სწორედ ქალბატონმა დიუპენმა უჩვენა. მან მამაკაცის
ტანსაცმლის ტარება დაიწყო: ჩაიცვა შარვალი, დაიხურა მამაკაცის ქუდი, გაიკეთა სქელი
ყელსახვევი და რაც მთავარია, თავის ფსევდონიმად აირჩია მამაკაცის სახელი - ჟორჟ
სანდი. იგი მოითხოვდა, რომ ყველა ზედსართავი სახელი, რომელიც მას ეხებოდა
მამრობით სქესში ყოფილიყო გამოყენებული. ჟორჟ სანდი მთელი თავისი ცხოვრება
ოცნებობდა თავისუფალ ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე, როდესაც გააკეთებდა იმას, რაც მას
სურდა. დამოუკიდებლობისადმი ასეთ ლტოლვას მამის წარმომავლობას მიაწერდა და
ამბობდა: “მან დმოუკიდებლობის დიდებული მაგალითი დამიტოვა. მე მივყვები მას
თუნდაც მთელი სამყარო აღშფოთდეს, სამყარო კი ნაკლებად მაღელვებს”. ჟორჟ სანდის
შეხედულებები ქალთა უფლებებზე სწორედ სიყვარულის, ქორწინების მაგალითზეა
განხილული. იგი თვლიდა, რომ ქალთა სრული ემანსიპაცია მაშინ მოხდება, როდესაც
ქორწინება ორმხივად სრულყოფილი იქნება. სიყვარულში და ქორწინებაში, მისი აზრით,
სქესთა უთანასწორობა დაუშვებელია. არცერთი ქალი არ მოითხოვს სიყვარულის
თავისუფლებას თუ იგი ცოლქმრულ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანია. ჟორჟ სანდი 18
წლისა ცოლად გაჰყვა კაზიმირ დიუდევანს, ბარონისა და მსახურის უკანონო შვილს.მას
არ სურდა ქმრის მონა ყოფილიყო და სრულიად დამორჩილებოდა მეუღლის აზრებს. იგი
ფიქრობდა, რომ კაცისაგან ქალის დამონება აშკარა ანგრევს ქორწინების ბედნიერებას. მის
მიერ შედგენილ ე. წ. “ცოლქმრული ცხოვრების ქარტიაში” იგი კაზმირს ეუბნება: “შენ
გამოთქვამ შენს შეხედულებებს, მე გეტყვი ჩემსას, ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა
მოითხოვს თავისუფლება რომლითაც მხოლოდ შენ სარგებლობ ორმხრივი იყოს.” ჟორჟ
სანდი თავის შეგნებაში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ “მორალის კანონები ერთია
ყველასათვის იქნება ის არმიის გენერალი თუ ოჯახის დედა”. ესაა მისი მოთხოვნა
მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის შესახებ. ჟორჟ სანდის აზრით, ქალი
მამაკაცის თანასწორი უპირველესად ოჯახში, სიყვარულში უნდა იყოს ხოლო, რაოდენ
გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური თანასწორობა მისთვის, ქალისთვის, რომელიც
იმ იშვიათ ქალთაგანია მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც
გარკვეულ როლს ასრულებდა ფრანგულ პოლიტიკაში, მეორეხარისხოვანი იყო. მისი
აზრით, საზოგადოებრივი ვალდებულებანი შეუთავსებელია ქალზე დედობით
დაკისრებულ მოვალეობასთან. სწორედ ამ სახის თემებს და ქალის მდგომარეობას ასაცავს
ჟორჟ სანდის ცნობილი რომანები „ინდიანა“ და „კონსუელო“. სანდი ქალისათვის
მოქალაქეობრივ თანასწორობას, გრძნობათა თანასწორობას მოითხოვდა და არა ხმისა და
არჩევანის უფლებას. ქალბატონმა ჟორჟ სანდმა თავისი იდეები თავისსავე რეალურ
ცხოვრებაში ფაქტიურად მთლიანად განაორციელა და სათავეში ჩაუდგა იმ ცნობილი
ქალბატონების მთელ პლეადას, რომლებიც ქალთა ემანსიპაციისათვის იბრძოდნენ.
თემა: XIX საუკუნის ამერიკული რომანტიზმის ადრინდ. და გვიანდ.პერიოდი.

რომანტიკული მოძრაობა თავიდან გერმანიაში ჩაისახა და შემდეგ სწრაფად


გავრცელდა ინგლისსა და საფრანგეთში. Aამერიკას მან 1820 წლისთვის მიაღწია,
დაახლოებით 20 წლის შემდეგ, რაც უორდსუორთმა და კოლრიჯმა ინგლისურ
პოეზიაში რევოლუცია მოახდინეს “ლირიკული ბალადების”
გამოქვეყნებით.Aამერიკული რომანტიზმი ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას
დაემთხვა. ეს იყო ამერიკული ხმის აღმოჩენის დრო, რომანტიზმი “კვებავდა”
ამერიკული რენესანსის შედევრებს. იგი რომანტიკული იდეების შთაგონების წყაროდ
იქცა. რომანტიკოსების აზრით, ხელოვნება უკეთ გამოხატავდა უნივერსალურ,
საყოველთაო ჭეშმარიტებებს, ვიდრე მეცნიერება. ემერსონი თავის ესეში “პოეტი”
სწორედ ამას ამტკიცებს.
Lლიტერატურაში თვითგამოხატვა, განვითარება ძირითად თემად იქცა.
მნიშვნელოვანი გახდა სუბიექტური არსის გამოვლენა. რომანტიკული სული ასევე
მისაღები აღმოჩნდა ამერიკული დემოკრატიისათვის. ის ხაზს უსვამდა
ინდივიდუალიზმს, ერთეული პიროვნების მნიშვნელობას. ახალი ინგლისის
ტრანცენდენტალისტები – ემერსონი, თორო და სხვები სწორედ ამ რომანტიკული
მოძრაობით იყვნენ შთაგონებულნი. ასევე ჰოთორნი, უიტმენი, მელვილი, პო,
დიკინსონი ამ მოსაზრებას იზიარებენ.
ნაცვლად რეალისტური სახეების დახატვისა, როგორც ამას ინგლისელი მწერლები
აკეთებდნენ მელვილი, ჰოთორნი, პო გვიხატავენ გმირებს მითოლოგიური
მნიშვნელობით. მათ შემოქმედებაში სიმბოლური სიუჟეტები ავლენენ ტანჯული
სულის დამალულ მოქმედებებს.
ინგლისელი მწერლები – ჯეინ ოსტინი, თეკერეი, დიკენსი ცხოვრობდნენ რთულ,
ტრადიციულ საზოგადოებაში და იზიარებდნენ თავიანთი მკითხველის
დამოკიდებულებებს. ამერიკელი მწერლები კი დაუპირისპირდნენ რევულუციასა და
ბრძოლის ისტორიას. მათ სჭირდებოდათ გმირები. ამერიკული რომანები ხშირად
ავლენენ ტრადიციის უქონლობას. ბევრი ინგლისური რომანი გვიხატავს ღარიბ
მთავარ გმირს, რომელიც იზრდება სოციალურ საფეხურზე და შესაძლოა კარგი
ქორწინების ან უეცრად აღმოჩენილი არისტოკრატიული წარსულის გამო აღმოჩნდება
გარკვეულ სოციალურ საფეხურზე. ამის საპირისპიროდ ამერიკელი მწერალი საკუთარ
ხერხებს უნდა დაყრდნობოდა. ამერიკაში მუდმივად სახლდებოდნენ ადამიანები,
რომლებიც უცხო ენებზე ლაპარაკობდნენ და ცხოვრების საკმაოდ უხეშ,
არატრადიციულ წესებს მიჰყვებოდნენ. ასე რომ ამერიკულ ლიტერატურაში
პერსონაჟები მარტოსულნი იყვნენ. ამერიკელი დემოკრატი ადამიანი თვითონ
ყალიბდებოდა, თვითონ ქმნიდა საკუთარ თავს, ამერიკელი მწერლები თავად
ქმნიდნენ თავიანთ ახალ შემოქმედებით ტექნიკას.
ამ რწმენის საფუძველზე ჩამოყალიბდა შემდეგ უკვე ტრანსცენდელნტალიზმი,
რომელიც მე-18 საუკუნის რაციონალიზმის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია იყო. ეს
მოძრაობა დაფუძნებული იყო იმ რწმენაზე, რომ სამყარო და ღმერთი ერთ
მთლიანობას წარმოადგენდა. მათი აზრით, თითოეული ადამიანის სული იდენტური
იყო სამყაროსი, მის მიკროკოსმოსს წარმოადგენდა. ინდივიდუალიზმის დოქტრინა იმ
რწმენის საფუძველზე განვითარდა, რომ ყოველი ადამიანის სულის გაიგივება
შესაძლებელი იყო ღმერთთან.
ტრანსცენდენტალისტები აქვეყნებდნენ ჟურნალ “The Dial”-ს. ისინი ინდივიდს, მის
განსხვავებულ თავისებურებებს აქცევდნენ ყურადღებას. მათთვის სწორედ
ინდივიდუალიზმი იყო უმთავრესი. ასეთები არიან სწორედ მელვილის – „აქაბი“,
მარკ ტვენის – „ჰეკლბერი ფინი“.
ტრანცენდენტალიზმმა, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში წარმოიშვა ახალ
ინგლისში, უდიდესი გავლენა იქონია ამერიკულ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე,
საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. იგი ამერიკაში ერთგვარი რომანტიკული
პროტესტის ფორმა იყო “უხეში მატერიალიზმის” წინააღმდეგ.
ტრანცენდენტალიზმზე დიდი გავლენა იქონია პლატონმა, რომლის მოძღვრების
თანახმად, მსოფლიო სული აერთიანებს სულიერ და მატერიალურ სამყაროს. ამ იდეის
განვითარება იყო ემერსონის მოძღვრება “ზესულზე”.M მისი რწმენით, ბუნება სულის
მატერიალიზაციაა. ადამიანის ცნობიერება ნაწილია ‘ზესულისა”. ‘ზესულს” შეაქვს
ჰარმონია ბუნებაში, რადგან ბუნება უმაღლესი სულიერი საწყისის გამოხატულებაა.
სწორედ ბუნების წიაღში ეზიარება ადამიანი ‘ზესულს” და განიცდის უმაღლეს
საწყისთან შერწყმის მისტიკურ ექსტაზს. Aამ ‘ზესულის” მოძღვრება მთლიანად
გაიაზრა ჰენრი თორომ. ბუნება მისთვისაც მშვენიერების, სიკეთისა და ჭეშმარიტების
წყაროა.Eემერსონის, თოროს შემოქმედებაში ვლინდება რწმენა ჭეშმარიტების,
მშვენიერებისა და სიკეთის ერთიანობაზე.

უოშინგტონ ირვინგი (1783–1859) პირველი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი


გაითქვა აშშ–ს ფარგლებს გარეთ. იგი დიდხანს ცხოვრობდა ევროპაში და აშშ–ს
დიპლომატიური წარმომადგენელი იყო მადრიდსა და ლონდონში. ლიტერატურული
მოღვაწეობა პუბლიცისტკით დაიწყო. თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ბეჭდავს
იუმორისტულს ჟურნალს ,,სალმაგუნდი’’, რომელიც შეიცავდა იმდროინდელი ყოფის
კომიკურ ჩანახატებსა და პოლიტიკურ ქარაგმებს.
ლიტერატურის ისტორიაში ირვინგი შესულია როგორც ნოველისტი, 1819 წელს იგი
აქვეყნებს ,,ესკიზების წიგნს’’, რომელსაც მოყვა ,,ბრეისბრიჯ ჰოლი’’, ასევე ,,მოგზაურის
ნაამბობი’’ და ,,ალჰამბორა’’. იუმორი ირვინგის დამახასიათებელი თვისებაა. მისი დიდი
დამსახურება ისაა, რომ მან მიმართა ამერიკულ თემატიკას და მოახერხა მკითხველის
დაინტერესება იმ ტრადიციბით, რომლებიც ახალ კონტინენტზე ჩამოყალიბდა. თავის
მოთხრობებში იგი წარსულს მიმართავს, იყენებს ლეგენდებს და ფოლკლორულ მასალებს.
მასთან არ გვხდება სოციალური კრიტიკა, არც იუმორი არ გადადის სატირაში, იგი
ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს შერბილებულად წარმოგვიდგენს.
ამერიკული რომანტიზმის I ეტაპის წარმომადგენელია ასევე ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
(1789–1851). იგი ამერიკულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის მამამთავრად გვევლინება.
მდიდარი მემამულის ოჯახში დაიბადა, მეზღვაურად მუშაობდა, უყვარდა ზღვა და
ზღვაოსნის ცხოვრების ყველა სიძნელე იგემა.
მამისგან მემკვიდრეობის მიღების შემდეგ სამსახურიდან გადადგა, ცოლი შეირთო,
თავის მამულში დასახლდა და ლიტერატურულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი. მის
ნაწარმოებს ,,ჯაშუში’’ არნახული წარმატება ხვდა წილად. კუპერის სხვა ნაწარმოებებია:
,,მეგზური’’, ,,მონადირე’’, აგრეთვე პუბლიცისტური წერილები: ,,ამერიკელის ევროპული
შენიშვნები’’, ,,წერილები თანამემამულეებს’’, ,,ამერიკელი დემოკრატი’’. ტრილოგია:
,,ეშმაკის თითი’’, ,,მიწის მზომელი’’, ,,წითელკანიანები’’.
1826 წელს კუპერი ოჯახთან ერთად ევროპაში მიემგზავრება, როცა სამშობლოში
დაბრუნდა სხვა სინამდვილე დახვდა, რასაც ვერ ეგუებოდა რესპუბლიკელი კუპერი. იგი
30 რომანის ავტორია, რომლებიც განსხვავებული ხასიათისაა, მათში გვხვდება
ყოფაცხოვრების ამსახველი, სატირული, სათავგადასავლო და ისტორიული ნაწარმოებები.
კუპერს თავისი რომანებით ლიტერატურაში შემოაქვს ინდიელის კეთილშობილი სახე,
ასეთებია: ,,ნადირთმჟლეტი’’, ,,უკანასკნელი მოჰიკანი’’, ,,კვალის მაძიებელი’’,
,,პიონერები’’, ,,პრერია’’. კუპერის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია
,,უკანასკნელი მოჰიკანი’’, რომელშიც აღწერილია XVIII საუკუნის ომი ინგლისსა და
საფრანგეთს შორის. აქ ყურადღების ცენტრში კეთილშობილი ინდიელებია, რომელბიც
ინგლისელებს ეხმარებიან.
ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული
რომანტიკული მიმდინარეობის ერთ–ერთი ლიდერი ედგარ ალან პო (1809–1849)
გახლდათ პირველი მწერალი, რომელმაც საფუძველი დაუდო დეტექტიური და

კრიმინალური ჟანრის ჩამოყალიბებას. იგი დაიბადა 1809 წელს ბოსტონში, მასაჩუსეტში.


პო ცდილობდა გოთური ჟანრი ჩამოეყალიბებინა და გაევრცელებინა თავის
მკითხველში. პოს იზიდავდა თემები სიკვდილზე, გახრწნილ ადამიანებზე, ადამიანთა
ცოცხალ დამარხვაზე და ა.შ. სწორედ ამიტომ მიაკუთვნებენ მის შემოქმედებას ბნელ
რომანტიზმს. საშინელებების გარდა, პო აგრეთვე წერდა სატირულ ნაწარმოებებს,
სახუმარო მოთხრობებს და ჰოქსებს. დეტექტიური ხასიათის ნაწარმოებთაგან
გამორჩეულია „სიკვდილი მორგის ქუჩაზე“. პოს შემოქმედებას სამეცნიერო ფანტასტიკაც
ეკუთვნის, მაგალითად "The Balloon-Hoax" („სასწაულებრივი ჰაერბურთი“).
პო თავის ნაწარმოებს წერდა ისეთ თემებზე რომლებიც მასებისთვის იყო განკუთვნილი.
პოს ნაწარმოებებში ირეკლება მისი ლიტერატურული თეორიები, რომელიც მან
წარმოაჩინა თავის კრიტიკაში და ასევე ესეებში "პოეტური თეორიები" ( ინგლ "The Poetic
Principle" ). მას არ მოსწონდა დიდაქტიზმი და ალეგორია, თუმცა სწამდა რომ მისი
მნიშვნელობა ლიტერატურაში მართებული იყო. პოს შეხედულებით ნაწარმოები უნდა
იყოს კონკრეტული და მიმართული იყოს მხოლოდ ეფექტზე და ხარისხზე. მისი აზრით,
მწერალმა უნდა შეძლოს გამოთვალოს თავისი ნაწარმოების თითოეული სენტიმენტი და
აზრი. სწორედ "კომპოზიციის ფილოსოფია" (ინგლ "The Philosophy of Composition) არის
ესსე, სადაც პო გამოხატავს თავის შეხედულებას ამ სისტემის მიმართ. მისი ცხოვრების
პერიოდში, პო ძირითადად აღიარებული იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი.
მისმა თანამედროვე კრიტიკოსმა ჯეიმს რასელ ლოუელმა მას უწოდა „წარმოსახვითი
ლიტერატურის დარგში ყველაზე შორსმჭვრეტელი, ფილოსოფოური და უშიშარი
კრიტიკოსი“. პო აგრეთვე ცნობილი იყო როგორც ბელეტრისტი მწერალი. მან აღიარება
მოიპოვა არა მხოლო ამერიკაში, არამედ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც.
პოს რომანტიკოს პოეტად მიიჩნევენ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მის
შემოქმედებაში საერთოდ ვერ ვხვდებით ევროპელი, ან ამერიკელი
რომანტიკოსისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. ეს ალბათ იმიტომ, რომ
თავად რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა არაერთგვაროვანია. ის
სახეს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ჩაისახა, ან როგორია მასზე
მემკვიდრეობითი, სოციალური ან უცხოენოვანი ლიტერატურის გავლენა.
ედგარ პოს სრულებით არ ახასიათებდა წარსულის იდეალიზაცია, ან ინტელექტის
ძლიერების უარყოფა, პირიქით, მისი აზრით ადამიანის ინტელექტი დაუსრულებელი
შესაძლებლობის გახლდათ. მისი შემოქმედება ფანტასტიკის, მისტიციზმის, მშვენერების
განუმეორებელი შეხამებაა, რაც მას ყველა რომანტიკოსისაგან განასხვავებს. ედგარ პომ,
თავისი პოეზიის გასაღები მის ესთეტიკურ პრინციპებში მოგვცა, რომელიც მან თავის
ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებში “კომპოზიციის ფილოსოფია” და “პოეტური
პრინციპი” ჩამოაყალიბა. ედგარ პოს აზრით, ნაწარმოები მოკლე უნდა იყოს და არ უნდა
სცილდებოდეს ლექსის შინაგანი ლოგიკით განპირობებულ საზღვრებს. პოეტი მუსიკასა
და პოეზიას ერთმანეთს უკავშირებს. ის ამბობს რომ პოეზია მუსიკას ჰგავს. პოეზიაში
მეტრს, რითმას პოეტური გრძნობა ქმნის, სწორედ ეს წარმოშობს სულის ამაღლებასა და
მშვენიერების განცდას. ედგარ პო არ უარჰყოფს იმას, რომ ზნეობრიობა და ჭეშმარიტება
შესაძლებელია თან ახლდეს პოეტურ ნაწარმოებს, მაგრამ ის აქვე აღნიშნავს, რომ
ნებისმიერი თემა ჭეშმარიტი ხელოვანისათვის ყოველთვის მშვენიერებასთან
მიმართებაშია საინტერესო. პოეტისათვის ყველაზე წმინდა სწორედ ჭეშმარიტი და
ღვთაებრივი სიყვარულია. ის ყოველთვის მელანქოლიური განცდითაა დატვირთული
სატრფოს დაკარგვის გამო. ედგარ პოს აზრით, ლექსის გარეგნული ფორმა ხელს უნდა
უწყობდეს მელანქოლიური ტონალობის შენარჩუნებას. “რეფრენი” არის ერთ-ერთი

საშუალება შეიტანოს ლექსში მრავალფეროვნება და გაამძაფროს ძირითადი


ტონალობა. პოეტი თვლის, რომ ლექსის ძირითად ტონალობას მონოტონი
წარმოადგენს. მაგრამ ლექსის შინაგან დინამიზმს, აზრისა და განცდის ცვლას
რიტმული გადართვები განაპირობებს.

ედგარ პოს პოეტურ ნიმუშებთაგან გამორჩეულია „ყორანი“ და „ანაბელ ლი“. „ყორანის“


პირველი მთარგმნელი ვაჟა ფშაველა იყო. გარე ბობოქარი სამყაროდან მოფრენილი
ყორანი არღვევს ჩაკეტილი სივრცის მყუდროებას, უფორიაქებს მთავარ გმირს (ამ
შემთხვევაში თავად ედგარ პოს) სულს. ყორანი პოეტს საკმაოდ უცნაურად ჰყავს
წარმოდგენილი. Eეს ფრინველი ხან ძალიან მედიდური, მბრძანებლურია, ხან კი
საზარელი, სიკვდილის მომასწავებელი, გრძნეული, ბოროტი დემონია. ყორანთან
მიმართებაში პოეტიც ცვალებადია. ის ვერ აანალიზებს, რომ ფრინველს შეუძლია
ლაპარაკი, რომ ფრინველს შეუძლია ადამიანივით ამაყი და მედიდური იყოს, რომ
ფრინველს შეუძლია ჩაწვდეს მის სულს და პოეტის გულისფიქრს (“ვით ქრებიან
იმედები, მიმატოვებს დილით, ხვალ”) უპასუხოს: “არარა!”-თი. ლექსში
განვითარებული მისტიკური ამბავი უცნაურად მთავრდება. პოეტისა და ყორანის
დიალოგი შეშლილი ადამიანის თავის თავთან ლაპარაკს ემსგავსება. ლექსი ჩვეული
რიტმით იწყება და მთავრდება. მკითხველში კი სრული გარდატეხა ხდება.
შეუძლებელია ყორანი წაიკითხო და მისი სიუჟეტი შენს თვალწინ არ დაინახო.
თითოეული მოძრაობა თუ მოქმედება ისე ზუსტადაა გადმოცემული, რომ შესაძლოა
იმის შიშიც კი დაგეუფლოს, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა და რომ ედგარ
პოსა და ყორანს რეალურად ჰქონდათ დიალოგი. სწორედაც ამიტომაა პო
განსაკუთრებული. მის შემოქმედებაში შერწყმულია ორი სრულიად საპირისპირო
ცნება: რეალიზმი და ფანტასტიკა. პოს ლირიკისათვის, ჩვეულებრივ,

რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელი მწუხარების, დაკარგულ შეყვარებულისათვის


ტირილის განწყობაა დამახასიათებელი, თუმცა პოს ეს განწყობა სრული
სასოწარკვეთისკენ მიჰყავს. ასეთი უზომო სიბნელე და უიმედობა არ არის
რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელი. გარდა ამისა, სიკვდილი მის შემოქმედებაში
საშინელი, უმოწყალო, ბოროტი ძალაა, რომელიც აშორებს შეყვარებულებს და
უცილობლად იმარჯვებს ადამიანზე მასთან ბრძოლაში, მაგრამ მეორეს მხრივ ცოვრება -
სიზმარი, მირაჟია, რისგანაც სიკვდილი ერთადერთი ხსნაა. ამგვარად, პოსთან
სიკვდილის სხვადასხვა გაგება შემოდის: სიკვდილის, როგორც განმათავისუფლების,
ნანატრი სიმშვიდის, სილამაზის გაგება, რაც ეწინააღმდეგება ცხოვრების ქაოსსა და
სიმახინჯერს. სიკვდილის სამეფო კი ზღაპრული მომაჯადოებელი ქვეყანაა („ქალაქი
ზღვაზე“). ედგარ პოს ერთ-ერთი ოპტიმისტური და ნათელი ლექსი, რომელიც დიდი
სიყვარულის პეტურ ძეგლად იქცა, არის „Annabel Lee”, რომელიც მისი ლირიკის ერთ-
ერთი უნატიფესი ქმნილებაა. ეს სიყვარულის შესანიშნავი, უკვდავი ზღაპარია სადაც
სიყვარული სიკვდილზე მაღლა დგას და შეყვარებულთა ერთიანობით გადარჩება.
რომანტიკოსების მსგავსად, პო უარყოფდა რა მის გარშემო არსებულ სინამდვილეს,
ეძებდა სხვა სამყაროს, ზღაპრულ ქვეყანა ელდორადოს. ლექსში „Eldorado” საბედისწერო
nevermore თავის გამოხატულებას ჰპოვებს მხედრის სახეში, რომელიც მიქრის და ეძებს
ბედნიერ ქვეყანას. ამ გმირის ფიგურა, რომელიც მუდამ წინ მიისწრაფის მიზნის
მისაღწევად იმედი გარეშე, იმეორებს პოს პესიმისტრური პოეზიის სხვა სიმბოლოებს.
„Eldorado” პოეტის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებათაგანია, სადაც პომ თითქოს მისი
უეცარი და უცნაური სიკვდილის მიზეზიც მასში დაფარა. პოც ისე წავიდა ამ
ცხოვრებიდან, როგორც რაინდი, რომელმაც ვერ იპოვა ზღაპრული ქვეყანა ელდორადო.
მხატვრული ნაწარმოების მთავარ დანიშნულებად პო მკითხველზე ემოციური
ეფექტის მოხდენას მიიჩნევდა. ედგარ პოს პოეზიით მოხიბლულნი იყვნენ ევროპელი,
განსაკუთრებით ფრანგი დეკადანტები, რომელთაც პო თავის წინამორბედად აღიარეს.
მას პირველად ბოდლერმა მიაქცია ყურადღება. მალარმემ სონეტი უძღვნა პოს, სადაც
მან დაუნდობლად გაასწორა მიწასთან პოს შურიანი მტრები. ედგარ პოს პოეზიით,
განსაკუთრებით კი “ყორანით” აღფრთოვანებული გახლდათ გალაკტიონი. პო მას
პოეზიის ეტალონად და სულის თანაზიარ პოეტად მიაჩნდა. სწორედ ედგარ პოს
გავლენით დაიწერა გალაკტიონის “ლურჯა ცხენები”. პოეტს ძალიან მოსწონდა
ედგარის “შავი პოეზია”.
ამგვარად, ედგარ პომ თავის შემოქმედებაში გამოავლინდა სიტყვის მაგია,
სრულყოფილებამდე მიიყვანა მელოდიკა, ხოლო ლექსები ფრომისა და რაოდენობის მკაცრ
კანონებს დაუქვემდებარა. პო ორიგინალური პოეტია. სიღარიბის, დამცირების და
ტრაგედიით სავსე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მან შეძლო დაეფუძნებინა ახალი
სიმბოლური პოეზია თავის 58 ლექსში, ფსიქოლოგიური ანალიზისა და სიმბოლიზმის
დაფუძნება და მნიშვნელოვანი კრიტიკურლი თეორიის განვითარება. ედგარ პომ ღრმა
კვალი დატოვა ამერიკულ ლიტერატურაში და დიდი წვლილი მიუძღვის არამარტო
ამერიკული ლიტერატურის განვითარებაში. უტმენი მასზე ამბობდა: „დიდი ლირიკოსია,
ყოველ დროს, ყოველ ხალხს რომ ეკუთვნის.“
ედგარ პო გარდაიცვალა 1849 წელს, 34 წლის ასაკში.
XIX საუკუნის 30–40–იან წლებში ჩამოყალიბდა, როგორც უკვე ვთქვით რომანტიზმის
თავისებური განშტოება – ტრანსცენდენტალიზმი, ფილოსოფიური და ლიტერატურული
მიმდინარეობა, რომელიც კანტის ფილოსოფიას ეყრდნობა. 1836 წ. ბოსტონში დაარსდა
ტრანსცენდენტალისტების კლუბი, რომელსაც სათავეშიც ფილოსოფოსი და მწერალი
რალფ უოლდო ემერსონი ჩაუდგა, თავის საპროგრამო წიგნში ,,ბუნება’’ კიცხავს
სიმდიდრისადმი სწრაფვას. ტრანსცენდენტალისტთა იდეებთან იყო დაკავშირებული
ჰენრი დევიდ თორო და ნათანიელ ჰოთორნი (1804–1864). ჰოთორნის ქმნილებები
გამოირჩევა პირქუში კოლორიტით, მას აღელვებს ადამიანის სულიერი დრამა, ცოდვის
ჩადენისა და მისი მონანიების პრობლემა. პრესაში ბეჭდვა ჰოთორნმა 1828 წელს დაიწყო.
მისი მოთხრობების პირველი კრებული „ორგზის ნაამბობი მოთხრობები“ 1837 წელს
გამოვიდა. მისთვის ნიშანდობლივია თანამედროვეობის რომანტიკული კრიტიკა, ფულის
ძალისათვის პატიოსნების იდეალებისა და ზნეობრივი სისპეტაკის დაპირისპირება.
პატრიარქალური ცხოვრების თემა დამუშავებულია კრებულში ,,განდეგილი ძველი
სახლიდან“ (1846). ჰოთორნს ეკუთვნის ასევე რომანები: ,,წითელი ასო’’, ,,სახლი შვიდი
ფრონტონით’’, ,,მარმარილოს ფავნი’’. ჰოთორნისეული თხრობის სტილისთვის
დამახასიათებელია მკითხველის უშუალო ჩართვა ნაწარმოებში. იგი სვამს კითხვებს,
პრობლემებს და მკითხველთა მხრიდან მოელის მათ ამოხსნასა და გადაწყვეტას.
ჰოთორნი კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენდა ახალი ინგლისის,
პურიტანელების მიმართ. მის შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ახალი
ინგლისის ისტორიაა. თავის ადრეულ ნაწარმოებებში მწერალი აღწერს დიდი ხნის
წინ მომხდარ ისტორიულ ამბებს. აღსანიშნავია, რომ უპირველეს ყოვლისა მას
აინტერესებს ახალი ინგლისის ისტორიის რეალური ეპიზოდები. მაგ. ასეთებია –
“ენდიკოტი და წითელი ჯვარი”, “თავმდაბალი ბიჭუნა”, “გუბერნატორის სახლის
ლეგენდები” და სხვა.
1849-იდან 1850 წლამდე ჰოთორნი ქმნის თავისი შემოქმედების შედევრს “ალისფერ
ასოს”. Aამ ნაწარმოებმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა და ცნობილი გახადა
ლიტერატურულ წრეებს შორის. „ალისფერი ასოში” ჰოთორნი თავს ვერ არიდებს იმ
გარკვეულ ზეგავლენას, რომელიც მას თავისი პურიტანი წინაპრებისგან გამოჰყვა,
მიუხედავად იმისა, რომ მისი უარყოფითი დამოკიდებულებაც აშკარაა პურიტანული
საზოგადოების მიმართ. “ალისფერი ასოს” დასაწყისში მკითხველი მთავარ გმირს
ხვდება – ეს არის თავად საზოგადოება. თავიდანვე იშლება ორი დიდი სიმბოლო, ეს
არის ვარდის ბუჩქი და მეწამული ასო, რომელიც ერთმანეთს ისე უპირისპირდება,
როგორც ბუნება და ადამიანის გული. “ალისფერ ასოში” ავტორი ავითარებს კრიტიკას
პურიტანული ცხოვრების წესის წინააღმდეგ. თავიდანვე აშკარაა, რომ მწერლისთვის
მიუღებელია ის ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც პურიტანული საზოგადოება
ნაწარმოების გმირის ესთერის მიმართ გამოხატავს. ესთერ პრინმა უღალატა ქმარს და
შეიყვარა ახალგაზრდა მღვდელი. ამის გამო ესთერ პრინი თავის ასულთან ერთად
ქალაქიდან გაძევებით დასაჯეს.დანაშაულის ნიშნად კი მან დღენიადაგ მკერდეზე უნდა
ატაროს ამოქსოვილი ასო „ა“, (პირველი ასო სიტყვა მრუშისა). ნაწარმოებში ნაჩვენებია
გმირის შინაგანი სამყარო და სახე, რომელიც დიდი წამების შემდეგ თავს დააღწევს
ცრურწმენას და ამით მოიპოვებს აზროვნების თავისუფლებას, გამოავლენს სიმტკიცესა
და სიკეთეს.
რომანში „სახლი შვიდი ფრონტონით“ სიუჟეტური კვანძი ასევე დაკავშირებულია
ძველი დროის პურიტანების მკაცრ წესებთან. სოციალურ პლანშია გაშუქებული
მწერლისათვის ნიშანდობლივი დანაშაულისა და მისი გამოსყიდვის თემა.
1864 წელს ჰოთორნი ჯერ 60 წლისაც არ იყო მოულოდნელად რომ გარდაიცვალა
სამოქალაქო ომის დროს – ომის, რომლის დროსაც ჰოთორნი არცერთი მხარის მიმართ
არ გამოხატავდა მხარდაჭერს.
ამერიკელი მწერალი ჰერმან მელვილი (1819–1891) ლიტერატურაში შევიდა თავისი
დიდი რომანებით, რომლებიც პრობლემების სიღრმით გამოირჩევიან. დაიბადა ნიუ–
იორკში. 18 წლიდან იუნგად ხომალდზე მოხვდა, ხოლო 1842 წელს სელაპებზე მონადირე
ხომალდზე გადავიდა სამხრეთის ზღვებში. წელიწადნახევრის შემდეგ ხომალდის
კაპიტნის სიმკაცრის გამო მელვილი მარკიზის კუნძულებზე ხომალდიდან გაიპარა და
ადგილობრივი აბორიგენების ტყვეობაში მოხვდა. ტყვეობიდან ავსტრალიური გემის
ეკიპაჟმა იხსნა. 1860 წელს მელვილმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა შეასრულა.
მელვილისათვის ნიშანდობლივია მოქმედების გადატანა ისეთ უცხო ქვეყნებში,
რომელთაც ცივილიზაცია ჯერ კიდევ არ შეხებიათ. მელვილის შემოქმედების მწვერვალია
მისი წიგნი ,,მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი’’, შინაარსით ღრმა და მდიდარი, გამსჭვალული
რომანტიკული ალეგორიითა და სიმბოლიკით, მასში ბევრია სიმბოლური სცენა და
ფილოსოფიური მსჯელობა. რომანი ვეშაპებზე ნადირობის სათავგადასავლო ამბებზეა
აგებული, მასში ბევრია მასალა ვეშაპებზე მონადირეთა მძიმე და სახიფათო ცხოვრებაზე.
თეთრი ვეშაპი მსოფლიო ბოროტების სიმბოლოა, მის მოწინააღმდეგედ გამოყვანილია
კაპიტანი აქაბი. იგი ემსახურება სიმართლეს, მას სურს დაამარცხოს ვეშაპი ან დაიღუპოს
მასთან ბრძოლაში. რომანი ადიდებს მამაკაცობასა და შეუდრეკლობას, რომლის გამოცენაც
შეუძლია ადამიანს. მელველს ეკუთვნის ასევე ნაწარმოებები: ,,ტაიპი’’ და ,,ომუ’’.
Mამგვარად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მხატვრული ლეტერატურის

ხელოვნება ამერიკაში განიხილებოდა და შეისწავლებოდა ისტორიასთან მჭიდრო


კავშირში, რომელსაც ირვინგმა საკუთარი მომხიბვლელობა, პომ სტრუქტურის

საიდუმლოება და ჰოთორნმა ღრმა ინტელქტუალური და მორალური მნიშვნელობა


შესძინა.
თემა :XIX საუკუნის ფრანგული რეალისტური ლიტერატურა.

რეალიზმი (ლათ. realis - ნამდვილი) აღნიშნავს ერთი მხრივ, წერის მანერას, სტილს,
მეორე მხრივ კი - ლიტერატურულ ეპოქას. პირველი მნიშვნელობით რეალისტურია ყველა
ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია სინამდვილე. თუმცა აშკარაა, რომ სინამდვილის
ზუსტი, აბსოლუტურად მიუკერძოებელი ასახვა შეუძლებელია. რეალისტურად
გადმოცემულ სინამდვილეში ყოველთვის თავს იჩენს ესთეტიკური ელემენტი. რეალიზმი
როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა განვითარდა XIX საუკუნეში. რეალისტები
დაუპირისპირდნენ რომანტიკოსებს, განმანათლებლების მსგავსად მათ არ
აინტერესებდათ მეტაფიზიკური საკითხები, მათი ყურადღება მიმართული იყო
ამქვეყნიური ცხოვრებისკენ. ადამიანის მოვალეობას ისინი ზნეობრივი ღირებულებების
დანერგვა-განხორციელებაში ხედავდნენ. რეალისტებმა უარყვეს მწერლის
განსაკუთრებულობა: რეალისტი მწერალი ჩვეულებრივი მოქალაქე უნდა ყოფილიყო,
რომელიც ხალხისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა. მოქმედი პირები თანამედროვე
საზოგადოების ტიპური წევრები უნდა ყოფილიყვნენ და არა გამორჩეული,
განსაკუთრებული ინდივიდები. ნაწარმოების მოქმედება ფსიქოლოგიურად
მოტივირებული უნდა ყოფილიყო, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი –
აშკარა. რეალისტებს აერთიანებდათ რწმენა მოწესრიგებული, ჰარმონიული, ერთიანი
სამყაროსი, მათ სწამდათ, რომ შესაძლებელია ყველა მანკიერების აღმოფხვრა და
ადამიანის გამოსწორება. რეალისტური თხზულებები დაცლილი უნდა ყოფილიყო
მაღალფარდოვნებისა და იდუმალებისგან, რათა ჩვეულებრივ მოქალაქეს შეძლებოდა
მათი გაგება (“ხელოვნება ხალხისათვის!”). საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში მას
კრიტიკულ რეალიზმს უწოდებენ, რადგან ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები
გამოხატავენ კრიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეების მიმართ.
რეალისტური პოეტიკის ზოგადი პრინციპებია: 1. ხელოვნებამ ობიექტურად უნდა ასახოს
სინამდვილე (თუმცა რეალისტებს უჭირდათ, მიუკერძოებლად გადმოეცათ ის, რისი
გამოსწორებისთვისაც იღვწოდნენ); 2. ხელოვნება უნდა იდგეს ხალხის, საზოგადოების
სამსახურში. ჟანრებიდან რეალისტები უპირატესობას ანიჭებდნენ ნოველას, მოთხრობასა
და რომანს. რეალიზმის წარმომადგენლები იყვნენ:

 საფრანგეთში: ონორე დე ბალზაკი (1799-1850) - შაგრენის ტყავი, მამა გორიო,


სტენდალი (1783-1842) - წითელი და შავი, გიუსტავ ფლობერი (1821-1880) - მადამ
ბოვარი, პროსპერ მერიმე (1803-1850) - ნოველები, გი დე მოპასანი (1850-1893) -
ნოველები
 ინგლისში: ჩარლზ დიკენსი (1812-1870) - ოლივერ ტვისტის თავგადასავალი,
უილიამ თეკერეი (1811-1864) - ამაოების ბაზარი, შარლოტა ბრონტე (1816-1855) -
ჯეინ ეარი
 გერმანიაში: თეოდორ შტორმი (1817-1888) - თეთრცხენიანი მხედარი, თეოდორ
ფონტანე (1819-1898) - ეფი ბრისტი

 ამერიკაში: ჰერმან მელვილი (1819-1891) - მობი დიკი, უოლტ უიტმენი (1819-1892)


- ბალახის ფოთლები, მარკ ტვენი (1835-1910) - ტომ სოიერი, ჰერიეტ ბიჩერ სტოუ
(1811-1896) - ბიძია თომას ქოხი
ფრედერიკ სტენდალი (1783-1842) ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია მე-19
საუკუნის ფრანგული კრიტიკული რეალიზმისა.მწერლის ნამდვილი სახელი და გვარია
ანრი ბეილი. ფსევდონიმი - სტენდალი არის ქალაქი გერმანიაში. სტენდალი დაიბადა
საფრანგეთის პროვინციულ ქალაქ გრენობლში, იურისტის ოჯახში, მისი შორეული
წინაპრები იტალიელები იყვნენ. ლიტერატურისადმი ინტერესი ანრი ბეილს გაუღვიძა
აღმზრდელმა ბაბუამ (დედის მხრივ), დოქტორმა განიონმა, რომელიც განმანათლებელთა
იდეებით იყო გატაცებული. ახალგაზრდობის წლებში სტენდალიც იყო დაინტერესებული
ფრანგ განმანათლებელთა ნაწარმოებებით, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციით,
მას იზიდავდა იაკობინელთა მებრძოლი სახეები. სწავლობდა იზერის ცენტრალურ
სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუწაობა.
მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830წელს დაინიშნა საფრანგეთის
კონსულად ტრიესტში, 1831 წელს - ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაჰყო.
სტენდალს უაღრესად რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში მოუხდა
მოღვაწეობა: საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, ნაპოლეონის დიდება და დაცემა,
რესტავრაციის პერიოდი, ფეოდალური წყობილების რღვევა და ბურჟუაზიის
დამკვიდრება, ფინანსური არისტოკრატიის გაბატონება _ ასეთი იყო ის სოციალ-
პოლიტიკური გარემო, როცა ანრი ბეილი ჯერ საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაზე
ზრუნავდა, შემდეგ კი საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა.
1814-1831 წლები ბეილმა მილანში გაატარა. აქ იგი დაუახლოვდა იტალიელ
რომანტიკოსებს, რამდენჯერმე შეხვდა ბაირონს, კარბონაროებსაც თანაუგრძნობდა,
მაგრამ რომანტიზმით, როგორც ლიტერატურული მიმართულებით, არასოდეს ყოფილა
გატაცებული. თვითონ წერს, მე რომანტიკოსების მეგობარი ვიყავი, მაგრამ -
რომანტიკული სტილის მოწინააღმდეგეო. მართალია, სტენდალი ზოგჯერ თავის თავს
(ისევე, როგორც პროსპერ მერიმეს) რომანტიკოსს უწოდებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს,
რადგან 20-30-იან წლებში მისთვის «რომანტიკული» და «რევოლუციური» სინონიმური
ცნებები იყო. ამიტომაც წერდა, ნამდვილი რომანტიკოსი ის არის, ვინც ხალხთან ერთად
იბრძვის საერთო კეთილდღეობისთვისო. ამ პოზიციიდან ილაშქრებდა სტენდალი
რომანტიკული სტილის წინააღმდეგ. ეს გასაგებიცაა, რადგან მომავალში იგი
ჩამოყალიბდა, როგორც ნამდვილი რეალისტური სკოლის ფუძემდებელი ფრანგულ
ლიტერატურაში. იგი იმთავითვე იცავდა ლიტერატურისა და ხელოვნების დიდ
საზოგადოებრივ როლს. რეაქციის პერიოდში ანრი ბეილი იტალიაში პოლიციის მუდმივი
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფეობდა. იგი ეჭვმიტანილი იყო როგორც «კარბონარულ
მოძრაობასთან დაკავშირებული უცხოელი». 1821 წელს, ამ მოძრაობის მონაწილეთა
ცნობილი პროცესის შემდეგ, ბეილი იძულებული გახდა საყვარელი მილანი დაეტოვებინა
და საფრანგეთში დაბრუნებულიყო. სტენდალი ბევრს წერდა იტალიური ცხოვრებიდან.
ასთებია მისი „იტალიური ქრონიკები“: „ჩენჩი“, „ვიოლანტე პალიანო“, „წმინდა
ფრანჩესკოს ეკლესია“, „ვანინა ვანინი“, და სხვ. ამავე პერიოდ ეკუთვნის სტენდალის
წიგნები „იტალიური მხატვრობის ისტოეია“, „რომი, ნეაპოლი და ფლორენცია“.
ნამდვილი სტენდალი კი მაინც «წითელი და შავიდან» იწყება. აქ ჩნდება სრულად მისი
ლიტერატურული შესაძლებლობა. რომანის მოქმედება ოთხ წელს გრძელდება: 19 წლის
ჟიულიენ სორელის რენალების ოჯახში შესვლიდან (1826 წ.) გილიოტინამდე. აქ
დახატულია რესტავრაციის პერიოდის საფრანგეთი, იმდროინდელი საზოგადოების
ყველა ფენა: არისტოკრატია, ბურჟუაზია, სასულიერო წოდება, მშრომელი ხალხი.
სტენდალის კრიტიკული მახვილი, უწინარეს ყოვლისა, სასულიერო წოდების, კერძოდ,
კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა წინააღმდეგაა მიმართული. რომანში ამ
წოდების მთელი იერარქიაა ნაჩვენები. რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთს უკავშირდება.
ეკლესია იცავს რეაქციას. ბურჟუაზია უტევს საგვარეულო არისტოკრატიას; ეს
უკანასკნელი კი ცდილობს შეეგუოს ახალ ბურჟუაზიულ წყობილებას. ბრძოლის მთელი
პათოსი გამოიხატება კარიერიზმსა და პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
ახალგაზრდები უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი. მათი უმრავლესობა
«კორსიკელი გენერლის» კარიერითაა გატაცებული. ე. წ. «დაბალი წრიდან» გამოსული
ახალგაზრდები ისევ რევოლუციაზე ოცნებობენ. ისინი ვერ ეგუებიან საგვარეულო
არისტოკრატიის პრივილეგიების აღორძინებას. ასეთია რომანის მთავარი გმირი ჟიულიენ
სორელი, ხოლო ნაწილობრივ მატილდა დე ლამოლიც. დრო კი სულ სხვაა: ნაპოლეონის
რომანტიკა დამთავრებულია, საფინანსო არიტოკრატია ავიწროებს საგვარეულოს,
ბრძოლის ველს ბირჟა ცვლის, ოფიცრის ბრწყინვალე მუნდირს - ანაფორა.
პატივმოყვარეობის ძლიერი გრძნობით შეპყრობილი ჟიულიენი (იგივე ანრი ბეილი)
თანდათან ეფლობა ამ ჭაობში. რომანის სხვა გმირებიც ნატურიდან არიან აღებულნი -
ზოგი პირდაპირ, სახეშეუცვლელად (ფილანთროპი აპერი, გეომეტრი გრო, მომღერალი
ლაბლანში, მღვდელყოფილი დიუკრო, ბიბლიოთეკარი ფალკოზე, სემინარიელი შაზელი
და სხვები), ზოგიც ნიღბით: იმ დროის საზოგადო მოღვაწენი, მინისტრები, გენერლები,
საგვარეულო და ფინანსური არისტოკრატიის წარმომადგენლები - როიალისტები,
კლერიკალები, ლიბერალები, კათოლიკური ეკლესიის მესვეურები. ყველა მათგანი ადრე,
მოგეხსენებათ, ანრი ბეილთან იყვნენ «დანათესავებულნი», ახლა კი მისივე «სხვა
თვითონებად» არიან ქცეულნი. თავად სტენდალი ამას «რეალური ფაქტების გადადნობას
და ახალი ლითონის მიღებას» უწოდებს. ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის
საფრანგეთში მიმდინარეობს, ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა
გაყოფილი, ყველა საქმეც პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად წყდება. ჟიულიენს,
რომელიც გლეხის შვილია, ქალაქის მერის ცოლი, ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება,
შემდეგ მისი სატრფო მარკიზის ქალიშვილი მატილდა ხდება. ეს ორი ქალი
კარდინალურად განსხვავებულია და სორელიც მუდმივად ადარებს ერთმანეთს. რენალი
ემოციების ადამიანია, მატილდა კი გონების. პატივმოყვარეა და როცა აღმოაჩენს, რომ
ჟიულიენი შეუყვარდა, მუდმივად ჰკიცხავს და სჯის საკუთარ თავს. ჟიულიენმა
„მაღალთა“ სამყაროში მხოლოდ შეხედვა მოახერხა და ესეც კი ძვირად დაუჯდა,
საგულისხმოა სიტყვები, რომელსაც კი სასამრთლო პროცესზე წარმოთქვამს, სადაც უნდა
მოხდეს მისი გასამათლება ქალბატონ დე რენალის მისამართით გასროლილი დამბაჩის
გამო. რომანის ფინალში აშკარად ჩანს, ჟიულიენ სორელის რევოლუციური პროტესტი
იმდროინდელი საზოგადოებრივი რეჟიმის წინააღმდეგ.
როგორც „წითელი და შავი“, ისე „პარმის სავანე“ ცხოვრებაში ნამდვილად მომხდარი
ამბებისა და მოვლენების, არსებული დოკუმენტური მასალების გულმოდგინე,
ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მასში სტენდალი წარმოაჩენს ნაპოლეონის იტალიურ
ლაშქრობებს. მოქმედება წარმოებს 1796 წლიდან 1830 წლამდე - იტალიაში ნაპოლეონის
ჯარების შესვლიდან (ავტორი თავად იყო ნაპოლეონის რამდენიმე კამპანიის მონაწილე)
საფრანგეთის ივლისის რევოლუციამდე. რომანში ასახულია პარმის პატარა დესპოტური
სამეფო კარის ინტრიგები, შიში შეთქმულებებისა და რევოლუციისადმი. მწერალი
იშვიათი რეალისტური საღებავებით აღწერს ვატერლოოს ბრძოლას, ასევე, ღრმა
ცოდნითაა დახატული რომანის მოქმედ პირთა პორტრეტები.
ცნობილმა ქართველმა პოეტმა ვალერიან გაფრინდაშვილმა სტენდალისადმი
მიძღვნილ საუცხოო ლექსში მას ხატოვნად უწოდა „აზრისა და სიტყვის ბეთჰოვენი“.
ფრანგული და ამასთანავე მთელი დასავლეთევროპული რეალისტური რომანის
უდიდესმა ოსტატმა ონორე დე ბალზაკმა (1799–1850) მისი დროის საფრანგეთის
საზოგადოების ისტორია შექმნა, რომელსაც, როგორც მხატვრულ ეპოპეას ავტორმა
„ადამიანური კომედია“ დაარქვა. მწერლის ნამდვილი გვარი (გლეხური წარმომავლობის)
ბალსა მამამ, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა.
1803 წლიდან ბალზაკი სასწავლებლად ჯერ პანსიონში, ხოლო 1807 წლიდან კი
ვანდომის სასულიერო კოლეჯში მიაბარეს. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა.
ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, პარალელურად კი ლიტერატურის
ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით
სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს
განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას
შეუდგა.
პირველი ლიტერატურული ცდა — ტრაგედია „კრომველი“ (1820) სუსტი
აღმოჩნდა, მაგრამ 1822 წლიდან ბალზაკმა გზა მაინც გაიკვლია მკითხველისაკენ.
მანამდე კი კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. მოირგო გამომცემლისა და სტამბის
ხელმძღვანელის როლი, თუმცა ეს ცდა იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო,
რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი წაიღო.
პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელმაც ბალზაკს გამარჯვება მოუტანა, იყო
ისტორიული რომანი „შუანები, ანუ ბრეტანი“ (1829), რომელსაც საფუძვლად უდევს
ბრეტონელი გლეხების (ე.წ."შუანების") აჯანყება. მწერალი გადმოგვცემს ვანდეელთა
კონტრრევოლუციურ ბრძოლას რესპუბლიკელების წინააგმდეგ.
მალე ამ ნაწარმოებს მოჰყვა: „ქორწინების ფიზიოლოგია“ (1830), „გობსეკი“ (1830),
„უცხო შედევრი“ (1831), „შაგრენის ტყავი“ (1831), „ოცდაათი წლის ქალი“ (1831),
რომელთაც ბალზაკს შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოუხვეჭეს; მას
დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკრატი ქალები, რომელთა მეოხებით
მისთვის მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-
ერთმა ასეთმა წერილმა, 1832 წელს, სათავე დაუდო ეველინა ჰანსკასთან ბალზაკის
ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით
ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.
1832 წლის შემდეგ ბალზაკმა დაწერა შემდეგი რომანები და მოთხრობები:
„სოფლის ექიმი“ (1833), „ეჟენი გრანდე“ (1833), „სერაფიტა“ (1833), „აბსოლუტის ძიება“
(1834), „მამა გორიო“ (1834-1835), „ცელქი მოთხრობები“ (1832-1837), რითაც სამწერლო
დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი.
მიუხედავად წარმატებისა, ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული
ულმობელი კრედიტორების მიერ, ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში
ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-
მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პროექტების მიმართ მან გამოიჩინა
არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის
ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.
ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე
თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა —
მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების
ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური
მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნეების მისტიკურ
მატერიალიზმს წააგავს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის
საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში
გადაჰქონდა. თავისი თხზულებებისათვის ბალზაკმა უამრავი ფაქტი შეაგროვა
ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან, ღრმად შეისწავლა დედაქალაქის,
პროვინციისა და სოფლის, ბირჟის, ბანკის, ნოტარიუსის კანტორების, რედაქციების,
სასამართლოს, ბუდუარისა თუ სალონის ცხოვრება მათი უწვრილმანესი დეტალებით.
ბალზაკის „ადამიანური კომედია“ ბურჟუაზიული საზოგადოებრივი ცხოვრების
ენციკლოპედიაა. მისი ჩანაფიქრი გრანდიოზულია, ტიტანური: მას სურს მოიცვას
მთელი ეპოქა, საზოგადოების ყველა ფენა, არ გამოტოვოს არც ერთი სიტუაცია, ტიპი,
ხასიათი, პროფესია, სოციალური დაჯგუფება, არაფერი არ გამორჩეს - არც ბავშვობა,
არც სიჭაბუკე, არც სიბერე, არც პოლიტიკა, არც ყოფა და არც რელიგია, სურს ჩაწვდეს
იმ საიდუმლოებას, რომელიც დაფარულია ამ უამრავ ადამიანების მოქმედებაში,
ვნებებსა და მოვლენებში, რომლებშიც ისინი ტრიალებენ...
ავტორისავე კლასიფიკაციით, „ადამიანური კომედია“ შედგება ზნე-ჩვეულებათა,
ფილოსოფიური და ანალიტიკური ეტიუდებისაგან. თავის მხრით, ზნე-ჩვეულებათა
ეტიუდებში გაერთიანებული ნაწარმოებები ქმნიან კერძო, პროვინციული, პარიზის,
სამხედრო, პოლიტიკური და სოფლის ცხოვრების სცენებს. „ადამიანური კომედია“
ბალზაკმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ საპირისპიროდ შეარქვა თავის ქმნილებას.
მან აქ მხატვრული ასახვის ობიექტად მოგვცა ამქვეყნიურობა, ე. ი. თანამედროვე
ბურჟუაზიული საზოგადოება, მისი მხატვრული სინთეზი. „მე ვადგენ ბიწიერებისა და
სათნოების ინვენტარს, აღვნიშნავ ვნებათა ღელვის უმთავრეს გამოხატულებად, ვხატავ
ხასიათებს, აღვნუსხავ საზოგადოების ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა,
დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-
ჩვეულებათა ისტორია“, — წერდა ბალზაკი; მან შექმნა ფინანსისტებისა და ბირჟის
სპეკულანტების, ნოტარიუსებისა და ადვოკატების, სამხედრო პირებისა და
მოხელეების, რესპუბლიკელებისა და მონარქისტების, მეცნიერთა და ხელოვანთა,
კარიერისტი ახალგაზრდებისა და გადაგვარებული არისტოკრატების, გამყიდველი
ჟურნალისტებისა და საეჭვო ზნეობის დედაკაცთა ტიპების გალერეა. ამ
საზოგადოებაში მატერიალური ინტერესი ჩრდილავს ყველაფერს; მამოძრავებელი
ღერძი აქ ფულის სიყვარულია. მაგრამ, თუ ბალზაკი რეალისტია ფაქტების
დაგროვებაში, სოციალური გარემოსა და ადამიანის ცხოველური ინსტინქტების
ასახვაში, თუ მისი რომანები საფრანგეთის სამი თაობის — პირველი იმპერიის,
რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის მხატვრულ სურათს წარმოადგენს, მეორე
მხრივ, მას ახასიათებს რომანტიკული ინტერესი იდუმალი თუ არაჩვეულებრივი
მოვლენებისადმი, რთული ინტრიგები, ცოტა არ იყოს მელოდრამის სიყვარულიც.
მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფილოსოფიური ტირადები, მსჯელობანი
სოციალურ თუ მორალურ თემებზე, რის გამოც მოთხრობის მსვლელობა ხშირად
ფერხდება. ბალზაკის სტილი თანაბარი არ არის. მკვეთრი, გონებამახვილი

აფორიზმების საოცრად ორიგინალური და ელვარე სახეების გვერდით გვხვდება


გაზვიადებული მეტაფორებიც, მაღალფარდოვანი და ფუყე გამოთქმებიც. მაგრამ მას
ბადალი არ ჰყავს სიძუნწის, სიხარბის, უძღებობის, ავხორცობის, პატივმოყვარეობის,
სიძულვილის, სიყვარულის, მამაშვილური გრძნობების, სულიერი სიმტკიცის, სიკეთის,
ერთი სიტყვით, ყველა იმ ძლიერ ვნებათა ღელვის გადმოცემაში, რომლებიც მის
გმირებს ხასიათის სიდიადეს ანიჭებს მათი მორალური ან ფიზიკური სიმახინჯის
მიუხედავადაც. სოციალურ პლანში ბალზაკის შემოქმედება მიუკერძოებლად
ადასტურებს არისტოკრტიის დაცემას, ბურჟუაზიის გაბატონებას და მომავლისათვის
ფრიად რადიკალური დასკვნების გამოტანის წინამძღვრებს იძლევა. თავისი
შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ,
მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია
ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს „ცელქ მოთხრობებს“, ეს
არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების — აღორძინებისა და შუა საუკუნეების —
კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ
მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე მის თხზულებათა
თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გ. ქიქოძემ

რომანი „შაგრენის ტყავი“ (1831) მოგვითხრობს ახალგაზრდა მარკიზის, რაფაელ დე


ვალენტენის შესახებ, რომელიც დარდიმანდულ ცხოვრებას მისდევს და დროს
ფუფუნებასა და მფლანგველობაში ატარებს. მისი მოკრძალებული შემოსავლები მას ამის
საშუალებას ბოლომდე არ აძლევს. გაკოტრებული ახალგაზრდა რაფაელ ვალენტინი
გადაწყვეტს, თავი მოიკლას. მაგრამ მოულოდნელად იგი ხდება ფანტასტიკური შაგრენის
ტყავის მფლობელი, რომელიც აძლევს მას განუსაზღვრელ შესაძლებლობას, შეისრულოს
ყოველი სურვილი. თუმცა, სურვილის შესრულებისას, შაგრენის ტყავი იკუმშება და
პატარავდება, რაც მისი სიცოცხლის შემოკლებას ნიშნავს. რაფაელი ცდილობს, შეაჩეროს
მოახლოებული აღსასრული, მაგრამ ამაოდ. შაგრენის ტყავის" მთავარი იდეა
ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც – დაპირისპირება სურვილსა და
შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ
ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში
გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის მთელ კაცობრიობაზე იძიოს შური. რაფაელი
სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ
ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან... ფილოსოფიური ეტიუდი
„შაგრენის ტყავი“ მკაფიო სურათია იმისა, თუ როგორ იღუპება ბურჟუაზიულ
საზოგადოებაში ნიჭიერი ადამიანი.
„მამა გორიო“ (1834) ბალზაკის რეალისტური შედევრია. სწორედ აქ იჩენს თავს
ადამიანის ხასიათისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის კანონთა დიდი ცოდნა,
რომელიც ბალზაკს ჰქონდა. მამა გორიო არ არის უბრალოდ მამა, არამედ - მამა-მოწამე,
რომელიც მოწყდა თავის საქმეს, უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ
ქალიშვილებს მიუძღვნა. არაამქვეყნიერი სიყვარული შვილებისადმი ბევრ სისულელეს
ჩაადენინებს ბერიკაცს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს
გამო. როგორც ვიცით ბალზაკის გმირები გამოირჩევიან აუტანელი სულიერი ტანჯვით,
რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზეზებისაგან. ამ შემთხვევაში
"მამა გორიო" მიეკუთვნება მწერლის იმ ნაწარმოებთა რიცხვს, რომლის ცენტრშიც დგას
ფული და მასთან დაკავშირებული სიბინძურე. მისი პერსონაჟები გაიტაცა სიმდიდრემ და
ფუფუნებამ, ოქრო-ვერცხლმა და მოჩვენებითმა ბედნიერებამ.
"მამა გორიოშიც" სწორედ ასე ემართება პროვინციიდან დედაქალაქში ჩამოსულ
ახალგაზრდა სტუდენტს-ეჟენ რასტინიაკს. ვოკეს ბინძურ და ჩაჟამებულ პანსიონში ეჟენი
და მამა გორიო ერთადერთი ნეთელი წერტილებია, თუმცა რა თქმა უნდა საკმაოდ
განსხვავებული. ჩვენ ვხედავთ სტუდენტის გონებასა და გრძნობებში გამართულ
ბრძოლას. ეჟენი გატაცებულია სიმდიდრით და სიკეთესა და სათნოებას მხოლოდ ფულში
ხედავს. იგი ყველაფერს აკეთებს, თითქმის ულუკმაპუროდ ტოვებს თავის საყვარელ
ოჯახს, რომლის წევრებიც მზად არიან მისი გულისთვის სიცოცხლეც გაწირონ.
რასტინიაკი ელობა ფუუნებისა და ფულის გულისამრევ,ბინძურ ჭაობში და ნელ-
ნელა ეხილება თვალი ყველაფერზე. ეჟენის სულიერი დემონის სახით გვევლინება
ვოტრენი, რომელიც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს სტუდენტზე.
ვოტრენს თავის მსოფლმხედველობა აქვს. იგი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ცხოვრებას
და იცის, რომ აქ მხოლოდ ძარცვა-გლეჯვით, გაქვავებული გულითა და გულგრილობით
შიძლება მიაღწიო შენს საწადელს. შენი მატერიალური კეთილ დღობისათვის სხვას უნდა
წაართვა, სხვას უნდა გამოგლიჯო, იცრუო, ილაქუცო და ისე უნდა გაიკაფო გზა.
რასტინიაკიც თითქოს ეშვება ვოტრენის მიერ აქაფებულ ბოროტებისა და სიბინძურის
ზღვაში, მაგრამ ბოლოს მამა გორიო
თავისდაუნებურად მაინც ახერხებს თვალი აუხილოს მიამიტ სტუდენტს. გორიოს
დახმარებით იგი იწყებს დანახვას არისტოკრატიის ჭუჭყისა.
მამა გორიო, რომელიც ბალზაკმა დახატა მამის იდეალად ,შეიძლება ხსნა იყოს იმ
ეპოქისა; იგი ახერხებს და ერთ ადამიანს მაინც ანახებს იმ სიბინძურეს, რომელიც
ულამაზეს კაბების, ძვირფასეულობისა და ფუფუნების მიღმა იმალება. მაგრამ ეს
ცხოვრება მასაც ნთქავს და ყლაპავს. გორიოს სახით ის ერთადერთი ხსნის იმედიც
კვდება. მამა გორიო, როგორც ზევით აღვნიშნეთ მამის იდეალია. მან მთელი თავისი
ცხოვრება თავის ქალიშვილებს შესწირა. მთელი ქონებაც მათ გადაულოცა, უკანასკნელი
ლუკმა გამოიღო და შვილებს მისცა. მაგრამ სიმდიდრით გატაცებული ქალიშვილები
უმადურები აღმოჩნდნენ. მათ მხოლოდ მამის მატერიალური მხარე აინტერესებდათ და
უყვარდათ, ხოლო როცა არაფრის მქონე აღმოჩნდა იგი მიაგდეს, დაკარგეს მისი
სიყვარული, პატივისცემა და სიკვდილის პირას მისულ მამასთან მოსვლაც კი არ ინდომეს.
„მამაგორიო“ ესაა ბალზაკის მიერ გადმოცემული ბურჟუაზიული საზოგადოების მთელი
სიბინძურე, ფული და მომხვეჭელობა, რომელიც ყველაზე ადამიანურ მამაშვილურ
გრძნობებსაც კი ნთქავს და ანადგურებს.
მოთხრობაში „გობსეკი“ (1830) ბალზაკი გვიხატავს მევახშის, ძუნწის მეტად პირქუშ ტიპს.
გობსეკი ოქროს, ფულის დაგროვებაში ხედავს ცხოვრების აზრს. ავტორი მას უწოდებს
„ადამიან-თამასუქს“. მევახშე გობსეკის პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური სახეა
ბალზაკის ქმნილებათა შორის. გობსეკი ფულის საზარელი ძალის განსახიერებაა, ფულის,
რომლისათვის ბრძოლაც ბევრს დანაშაულამდე მიიყვანს, ბევრს კი შეიწირავს. გობსეკის
ყველა ვნებას წარმართავს ანგარებითი ინტერესი და უსაზღვრო ეგოიზმი. ბალზაკის
აზრიტ ფული ბურჟუაზიულ წყობილებაში მთავარი ძალაა, რომლიტაც ადამიანს შეუძლია
მიაღწიოს ყველაფერი.
თავისი ნიჭის შემწეობით ბალზაკმა შეუძლებელი შეძლო, მისმა გრანდიოზულმა
შემოქმედებამ, მართლაც მოიცვა ყველა სფერო - ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური,
მორალური, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ა.შ

XIX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსი, გუსტავ ფლობერი


(1821–1880) დაიბადა რუენში, საფრანგეთის ჰოტ-ნორმანდიის რეგიონში. წერა

ბავშვობიდანვე დაიწყო, მაგრამ 1855 წლამდე არაფერი გამოუქვეყნებია. მისი ადრინდელი


ლიტერატურული ნაწარმოებები რომანტიკული ხასიათისა იყო, წერდა უმთავრესად
სათავგადასავლო ნოველებს, მომდევნო ეტაპზე - ფილოსოფიურ მოთხრობებსა და
რომანებს. საყურადღებოა რომანი – ''გრძნობათა აღზრდა'', რომელიც რეალიზმის
უმაღლესი გამოხატულებაა. მწერლის შემოქმედებით ევოლუციაზე მიგვანიშნებს
ფილოსოფიური დრამა ''წმინდა ანტუანის ცდუნება''. ფლობერმა შეიმუშავა
ავტორისეული მიუკერძოებლობის კონცეფცია, რაც გულისხმობდა ავტორის
ჩაურევლობას გმირის ფსიქოლოგიაში, მის ხასიათსა და გარემოში. ფლობერი ცნობილია
საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის
გაუთავებელ ძიებაში „ზუსტი სიტყვისთვის“. 50-60-იან წლებში მან დაწერა ''ქალბატონი
ბოვარი'', ''პროვინციული ზნეობანი'' და ''სალამბო'', რომლებმაც მწერალს უდიდესი
წარმატება მოუტანა.
ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე
ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“,
რომლის მთავარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდამიღებული ემა
რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს –
მიისწრაფვის „საკუთარი სიმართლის“ განხორციელებისკენ. გათხოვდა რა პროვინციელ
უნიჭო ექიმზე, ცოლ-ქმრული ცხოვრება მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა. თითქოს
ბედიც დასცინოდა ემას. მკითხველს უჩნდება კითხვა, რატომ თვლიდა ემა ქმრის ოჯახს
მოსაწყენად? რატომ ვერ შეამჩნია ქმარმა, როდესაც იგი პირველივე პროფესიონალ
მექალთანეს გადაეყარა? რატომ გააბრუა ემა მისმა ჰაეროვანმა ფრაზებმა? რატომ ჩაეშვა
ცხოვრების ჭაობში? რატომ ვერ აიცილა მოსალოდნელი კატასტროფა? რატომ არ მოსწონდა
ყალბი გრძნობებითა და ყალბი პოეტურობით შეპყრობილ მადამ ბოვარს გარემომცველი
საზოგადოება? რატომ დაასრულა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით? რა იყო ბოვარის
ოჯახის განადგურების მიზეზი? ამ კითხვებზე პასუხებს მკითხველი სტრიქონებს შორის
თავად ამოიკითხავს და ცხოვრების მარადიულ თემებზე დააფიქრებს. ემას სწრაფვა
შეიძლება გაგებული იქნეს ,,ადამიანურობის იდეალებთან სიახლოვედ”, ან
,,ფაუსტისებურ შფოთვად”. კამათი ამ რომანის ირგვლივ, რომელიც ამომწურავად აღწერს
ქალისა და სოციუმის პრობლემებს, დღემდე გრძელდება. გუსტავ ფლობერის
გენიალურობაც სწორედ იმაშია, რომ ბოვარიზმი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორიც
მის ეპოქაში.
70-იან წლებში ფლობერმა მუშაობა დაიწყო უკანასკნელ დიდ რომანზე ''ბუვარი და
პეკიუშე'', რომელიც გამოქვეყნდა 1882 წ.
ფლობერის თითქმის ყველა ქმნილება კლიშეებითაა გამოხატული. ის ყოველთვის
გაოცებული იყო იმით, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა მზამზარეულ ფრაზებს
იმეორებს და ერთიმეორეს დაუსრულებლად უზიარებენ მცირერიცხოვან, შეძენილ
აზრებს. მისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საყოველთაოდ მიღებული სიტყვების
ბადეში კი არ გაეხვიოს, არამედ პირდაპირ შეაღწიოს თავის პერსონაჟებში თვით იმ
თვისებების მეშვეობით, რომლებსაც თავად არ ავლენენ.ამისთვის საჭიროა, რომ ამ
ბანალურმა სიტყვებმა, ამ დადგენილმა პირობითმა მეტყველებამ საშუალება მისცენ
ჭეშმარიტი არსის გამოვლინებას, როგორც ემა ბოვარში ხდება.
დიდი ფრანგი ნოველისტი, დრამატურგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და ფრანგული

კრიტიკული რეალიზმის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი პროსპერ მერიმე


(1803–1870) დაიბადა პარიზში, პროგრესულად მოაზროვნე ხელოვანთა ოჯახში.

ფრანგული განმანათლებლობის დიადი იდეებით გატაცებულმა მშობლებმა თავისი


ვაჟიშვილი მატერიალისტურ - ათეისტური სულისკვეთებით აღსარდეს. იგი 1815
წლიდან დადიოდა ნაპოლეონ ალიას ჰენრი IV-ის სახელობის ლიცეუმში. მოგვიანებით
კი დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო
დაინტერესებული ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით, განსაკუთრებით
ქანდაკებით, არქიტექტურით და აგრეთვე თანამედროვე და კლასიკური ენებით.
ცხოვრების გზის განსაზღვრაში გადამწყვეტი შეიქნა 1822 წელი, როცა 19 წლის ჭაბუკი
შეხვდა მის უფროს თანამედროვეს, მომავალ მეგობარს, სტენდალს, რომელმაც
ჩაუქრობელი ინტერესი აღუძრა ლიტერატურისადმი. სტენდალის მეშვეობით ის
დაუახლოვდა პარიზის რომანტიკოს მწერალთა უმრავლესობას, მათ შორის ვიქტორ
ჰიუგოს. სტენდალი და მერიმე განსაკუთრებით დაახლოვა XVIII საუკუნის
განმანათლებლური ფილოსოფიის სიყვარულმა, რაც თავისებურად აღიბეჭდა მათ
მსოფლმხედველობასა და შემოქმედებაში. ფრანგული რეალისტური რომანის ერთერთ
ფუძემდებელთან - სტენდალთან მეგობრობის წლებში დაწერილი მერიმეს პირველი
თხზულებები გაჟღენთილია ოპოზიციური სულისკვეთებით. სტენდალთან და მის
ლიტერატურულ მიმდევრებთან ერთად პროსპერ მერიმე აქტიურ მონაწილეობას
ღებულობდა XIX საუკუნის ოციან წლებში გაშლილ ცხარე ლიტერატურულ
ბრძოლებში.
1825-1826 წლებში მერიმემ იმოგზაურა ინგლისში. 1830 წელს ესპანეთში, სადაც მან
ნაპოლეონ III-ის მომავალი მეუღლე ეჟენი გაიცნო, რომელსაც ფრანგულ ენას
ასწავლიდა. მისი მეოხებით მერიმე მეორე იმპერიის სენატორიც კი გახდა და დიდად
დაუახლოვდა სასახლის წრეებს, მაგრამ მისი კრიტიკული დამოკიდებულება
ბურჟუაზიისადმი არ შეცვლილა.

სამწერლო ასპარეზზე პროსპერ მერიმე გამოდის რესტავრაციის ეპოქის ოციან


წლებში, რომანტიკოსებითვის ჩვეული ლიტერატურული მისტიფიკაციით „კლარა
გაზიულის თეატრი“, რომელიც წარმოადგენს ანტიკლერიკალური და
ანტიმონარქიული პიესების კრებულს, რომლის ავტორად მერიმე აცხადებს
სინამდვილეში არ არსებულ ესპანელ ქალს, ვინმე კლარა გაზიულს. წიგნს
წინასიტყვაობის სახით წამძღვარებული ქონდა მერიმეს ფანტაზიით შექმნილი კლარა
გაზიულის ბიოგრაფია, ხოლო ყდაზე დაბეჭდილი იყო მისი პორტრეტი.
სინამდვილეში ეს იყო ქალის ტანისამოსში გადაცმული პროსპერ მერიმე. კრებულში
თავდაპირველად შეტანილი იყო შემდეგი პიესები: „ესპანელები დანიაში“, „დედაკაცი
ეშმაკია“, „ცა და ჯოჯოხეთი“, „აფრიკული სიყვარილი“ და „ინეს მენდო“. კრებულის
შემდგომ გამოცემას მწერალმა კიდევ დაუმატა ორი პიესა - „შემთხვევა“ და „წმინდა
ზიარების ეტლი“. პიესებს დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ რომანტიკოსები, რადგან
კრებული მთლიანად მიმართული იყო კლასიცისტური თეატრის წინააღმდეგ. მერიმე
გაბედულად უარყოფს კლასიცისტური დრამის სამი ერთიანობის კანონებს, მისი

ლექსით ფორმას და საერთოდ არღვევს კლასიცისტური თეატრისათვის


დამახასიათებელ ყველა პირობას. მეორე მხრივ „კლარა გაზიულის თეატრი“ ებრძოდა
ბურბონების რეჟიმს, იგი იყო სატირა კათოლიკურ სამღვდელოებასა და
თავადაზნაურობაზე, რესტავრაციის ეპოქის ამ ძირითად ძალებზე. ეს იყო აშკარა
პროტესტი არსებული წყობილების წინააღმდეგ.
„კლარა გაზიულის თეატრს“ მოჰყვა მერიმეს მეორე ლიტერატურული
მისტიფიკაცია: „გიუზლა“, ანუ ილირიული პოეზიის რჩეული ნიმუშები, შეკრებილი
დალმაციაში, ბოსნიაში, ხორვატიაში და ჰერცოგოვინაში. მერიმეს განცხადებით ეს

სლავური სიმღერები მან მოისმინა ვინმე სახალხო მთქმელის იაკინთე


მაგლანოვიჩისგან (რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა), ჩაიწერა და პროზად
თარგმნა ფრანგულ ენაზე. ეს წიგნი იყო მერიმეს ხანგრძლივი შრომის ნაყოფი. სლავ
ხალხთა ზნე - ჩვეულებათამდმი ღრმა ინტერესი და სლავური ფოლკლორის
სიყვარული მერიმეს მამამისმა ლეონორ მერიმემ შთააგონა, რომელიც დიდად იყოს
გატაცებული სლავური საეკლესიო ფერწერით. მერიმე დიდხანს სწავლობდა

ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე


დასახლებულ სამხრეთის სლავ ხალხთა ისტორიას, მათ ზნე - ჩვეულებებს,
ფოლკლორს, რის შედეგადაც მან შეძლო თავისი ფსევდო - სლავური სიმღერებით
(ბალადებით) დედნის შთაბეჭდილების შექმნა. წიგნს დიდი წარმატება ხვდა და
შეცდომაში შეიყვანა არა მარტო უბირი მკითხველი, არამედ მრავალი მეცნიერი და
მკითხველი, მათ შორის პუშკინი და მიცკევიჩი, რომელთაც, აღიარეს რა „გიუზლას“
მხატვრული ღირსება, დაიწყეს მისი თარგმნა. მიცკევიჩმა თარგმნა ერთი ბალადა,

პუშკინმა კი მერიმეს მიერ პროზად დაწერილი პოემები გალექსა და შექმნა ისეთი


გენიალური თხზულება, როგორიცაა „დასავლეთის სლავების სიმღერები“.
1828 წელს მერიმემ გამოაქვეყნა ისტორიული დრამა - ქრონიკა, დამუშავებული შუა
საუკუნეების ფეოდალური ჩაგვრისა და უკუღმართობის წინააღმდეგ ფრანგი გლეხების
სახალხო აჯანყების თემა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ივლისის რევოლუციის
წინა ხანებში. მერიმემ არაჩვეულებრივი ობიექტურობით შესძლო ისტორიულ ფონზე
კლასობრივი ბრძოლის წარმოდგენა. ნაწარმოებში აშკარად იგრძნობა, რომ ავტორს
უნაყოფოდ მიაჩნია ჟაკების ბრძოლა, რადგანაც მას აშინებს გლეხთა აჯანყების
ანარქიული ხასიათი, თუმცა ძირითადად სწორად ესმის XIV საუკუნის გლეხთა
აჯანყების ბუნება და სწორადაც აშუქებს მის მამოძრავებელ ძალებს.
ივლისის რევოლუციის წინ მერიმეს ოპოზიციურმა განწყობილებამ გამოხატულება
ჰპოვა ისტორიულ რომანში - „შარლ IX მეფობის ქრონიკა“. ეს იმ დროის ფრანგული
ლიტერატურის ისევე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ამ რომანში აშკარად ჩანს მერიმეს უარყოფითი
დამოკიდებულება კათოლიციზმის, კათოლიკური სამღვდელოების, მონარქიის
დესპოტიზმის, თვითნებობისა და თავადაზნაურობის აღვირახსნილობისადმი.
თითოეული თავი დამთავრებულია თავისთავად, თითოეული თავი ცალკე ნოველაა,
ხოლო ეს ნოველები გაერთიანებული არიან საერთო გმირებით. „შარლ IX მეფობის
ქრონიკის“ შემდეგ ოცდაათიან წლებში მერიმეს შემოქმედებაში იწყება ახალი
მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც იგი საბოლოოდ დახელოვნდება რეალისტური
ნოველის ჟანრში.

პროსპერ მერიმეს შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი მცირე ზომის მოთხრობებს


უჭირავს. მერიმეს პირველი და ცნობილი ნოველებია: „ტამანგო“, „სანგრის აღება“,
„მატეო ფალკონე“, „შარლ IX ზმანება“, „ფედერიგო“, „ეტრუსკული ლარნაკი“ და სხვა.
ეს ნოველები თავის დროზე ქვეყნდებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა პერიოდულ
გამოცემებში, შემდეგ კი დაახლოებით 1832 – 1833 წლებში გამოიცა ცალკე წიგნად
„მოზაიკის“ სახელწოდებით. ამ ნოველებში მერიმე შუალოდ რევოლუციის შედეგებით
გულგატეხილი კრიტიკულად უყურებს ბურჟუაზიული საზოგადოების
უსულგულობას, პრაქტიციზმს, ეგოიზმს. იგი დარწმუნებულია, რომ ბურჟუაზიული
ცივილიზაცია ადამიანებს ამახინჯებს. მერიმე პოულობს იმ დროში მისთვის

საძულველი ბურჟუაზიული საზოგადოების ფარული კრიტიკის ახალ ფორმას


„ეგზოტიკური“ თემატიკის სახით.
მართალია, მერიმეს შემოქმედებაში ძირითადი ადგილი ნოველებს უკავია,
რომელთაც ავტორს მსოფლიო სახელი მოუხვეჭეს, მაგრამ მერიმეს მხატვრულ
მემკვიდრეობას არ ჩამოუვარდება მისი სამეცნიერო - კვლევითი ხასიათის შრომები,
რომლებიც შექმნილია 1834 წლის შემდეგ, როდესაც მწერალი დანიშნეს საფრანგეთის
ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, რაც სულაც
არ იყო შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ მის მრავალმხრივ ინტერესს ისტორიის,
არქეოლოგიის, არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი.
30 – 40-იანი წლების მხატვრული პროზა მერიმეს ნოველისტური შემოქმედების
მწვერვალია. იგი პირველ რიგში ცდილობს მოკლედ, სხარტად, სადად, რეალისტურად
ასახოს გარემო, რომელიც განაპირობებს გმირის აზრთა წყობასა და მის მოქმედებას.
იგი ყოველთვის ახერხებს გმირთა შინაგანი სამყაროს ჩვენებას სრული სიმართლით,
როგორც ადამიანის სულის ღრმა მცოდნე. გმირთა შინაგანი განცდების
ფსიქოლოგიური ანალიზი, მისი სიღრმე და სიმართლე მერიმეს სხვა რეალისტ
მწერლებტან აახლოვებს, მაგრამ მათგან განსხვავებით იგი არ ეძიებს მოვლენათა
სოციალურ მიზეზებს, არამედ იგი თითქოს თავს იკავებს დასკვნებისაგან. თავის
ნოველებში მერიმე ყოველთვის თითქოს გულგრილი, მაგრამ პატიოსანი, ობიექტური
დამკვირვებლის როლში გამოდის, რომელიც ზუსტად აღნუსხავს ფაქტებს, ხოლო მათი
ინტერპრეტაციისაგან თავს იკავებს.
1848 წლის რევოლუციასაც მერიმე ისეთივე შიშნარევი სკეპტიციზმით უყურებდა,
როგორიც მან „ჟაკეში“ გამოამჟღავნა.
აღსანიშნავია, რომ 1848 წლის შემდეგ მერიმეს ხანგრძლივად ეუფლება ერთგვარი
შემოქმედებითი მოდუნება. შემდეგ ნოველებში პირვანდელთაგან განსხვავებით
საკმაოდ სუსტდება მისი კრიტიკა ბურჟუაზიის წინააღმდეგ. 1848 წლის შემდეგ 20
წლის განმავლობაში მერიმეს არ შეუქმნია არც ერტი მხატვრული ნაწარმოები.
მხოლოდ სიცოცხლის დასასრულს იგი ხელახლა უბრუნდება მხატვრულ შემოქმედებას
და წერს სამ ნოველას: „ლურჯი ოთახი“, „ჟუმანი“ და „ლოკისი“, რომელშიც
დეკადანსის ნიშნები შეიმჩნევა. ეს ბოლო ნოველები აშკარად განსხვავდება მერიმეს
30–40-იან წლებში შექმნილი ნოველებისაგან და ანტირეალისტური ხასიათის არიან.
განსაკუთრებით „ლოკისი“, რომელიც „კოშმარებისა და საშინელებათა“ ჟანრის
მიხედვით არის შექმნილი.
1856 წლიდან მერიმე ფიზიკურად მეტად დაუძლურდა ასთმის შედეგად. 1860
წელს, 26 წლიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შემდეგ, მან ისტორიული ძეგლების
დაცვის მთავარი ინსპექტორის თანამდებობა დათმო და 1863 წელს უარი თქვა
განათლების მინისტრის თანამდებობაზე. მერიმე სიცოცხლის ბოლო წლებში
ემსახურებოდა რუსული ლიტერატურის გაცნობას, ფრანგულად თარგმნას და მის
პოლულარიზაციას საფრანგეთში. მან პუშკინის ნოველა პოემად დაწერა და
მოგვიანებით პუშკინისა და ტურგენევის მრავალი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულად.
1870 წლის 23 სექტემბრს მწერალი გარდაიცვალა. იგი კანში რანდ ჟას სასაფლაოზეა

დაკრძალული.

თემა: XIX საუკუნის ინგლისური რეალისტური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები.

30-იანი წლებიდან ინგლისში წამყვანი ლიტერატურული მიმდინარეობა


რეალიზმია. ეს პერიოდი დაძაბული სოციალური კონფლიქტებით აღსავსე ხანაა.
ინგლისი იმ დროისათვის ფლობს მრავალ კოლონიას. ბურჟუაზია იბრძვის
პოლიტიკური ძალაუფლე-ბისათვის, მათ ეწინააღმდეგება თავად-აზნაურთა წრეები.
იზრდება უკმაყოფილება ხალხშიც, რადგან მათი მდგომარეობა ძალზედ მძიმეა.
მუშათა გამოსვლებით დაშინე-ბული მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე
წასულიყო. 1832 წელს ჩატარდა სა-არჩევნო რეფორმა, მაგრამ ამ საპარლამენტო
რეფორმამ მშრომელ მოსახლეობას არა-ფერი მოუტანა და იმედგაცრუებულმა ხალხმა
ბრძოლა განაგრძეს. მათმა ბძოლამ და მოძრაობამ დამოუკიდებელი ხასიათი მიიღო.
მათი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს “სახალხო ქარტიაში”- ე. ი. ჩარტისტების მოძრაობა
იყო პირველი პოლიტიკურად ჩამოყალიბებული რევოლუციური მოძრაობა. ეს
ყველაფერი აისახა ლიტერატურულ ცხოვრებაში. უპირატესობა ენიჭება პროზას და
ლიტერატურული ნაწარმოებების ყველაზე გავრცელებული ფორმა ხდება რომანი,
ხოლო კრიტიკული რეალიზმის მთავარ ჟანრად რჩება სოციალური რომანი. მწვავე
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბრძოლის პროცესში ხმა აღიმაღლა ინგლისის
არისტოკრატიამაც, შეიქმნა ჯგუფი “ახალგაზრდა ინგლისი”, რომლის ყველაზე მკაფიო
წარმომადგენელია ბენჯამენ დიზრაელი.
ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი ბენჯამინ დიზრაელი (შემდეგში
ლორდ ბიკობსფილდი, 1804—1881) "სოციალური რომანის" ერთ–ერთი თვალსაჩინო
წარმომადგენელია (დიდი ბრიტანეთის მე-40 პრემიერ მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე
პრემიერი 1874—1880 წლებში). ბენჯამინი სკოლაში ძალიან ადრე მიაბარეს - თავიდან
ქ-ნ როპერთან, ხოლო შემდეგ მეუფე პოტიკანისთან. პოტიკანისთან ბენჯამინმა გაიგო,
რომ იგი სხვა რჯულისა იყო. ლოცვის დროს, როდესაც ყველა სხვა ბავშვები ლოცვას
კითხულობდნენ, იგი მოშორებით იდგა. ბენჯამენის მეცამეტე წლისთავზე ისააკმა
გადაწყვიტა შვილის გაქრისტიანება. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა შვილის სხვა
სკოლაში ჩაბარება.ბრიტანულ მუზეუმში ისააკი დაუმეგობრდა ბ-ნ კოგანს. კოგანს
ძალიან უყვარდა წიგნები, რამაც სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა სკოლის
არჩევაში. კოგანის სკოლა იყო ძველი შენობა კონსერვატიული წესებით. კოგანთან
ბენჯამინმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, თაყვანისცემა და ძალაუფლება. თავისი
ძალაუფლების გასამტკიცებლად მან შექმნა სასკოლო დასი, რაც სკოლის წესების
დარღვევა იყო. საბოლოოდ,კოგანის და დიზრაელის დაპირისპირება დამთავრდა
მეორის გარიცხვით. 15 წლის ასაკში ბენჯამინი აღმოჩნდა სახლში,რამაც იგი
თვითსწავლის დაწყება აიძულა. იგი აღტაცებული დარჩა ”დონ ჟუანით”, ბაირონით,
დემოსთენეთი და ციცერონით. მამამისს აღშფოთებდა შვილის გატაცებები და სულ
მალე ბენჯამენის აღშფოთების მიუხედავად, საადვოკატო კანტორაში სამუშაოდ
გაგზავნა, თუმცა მალევე მან მიატოვა ადვოკატურა და ზაფხული გერმანიაში გაატარა.
იურიდიულ კანტორაში ბენჯამენმა შეამჩნია, რომ მისი კლიენტების დიდი
რაოდენობა მდიდრდებოდა სამხრეთ ამერიკის ოქროს საბადოების მეშვეობით.
დიზრაელიმ გადაწყვიტა ეთამაშა ბირჟაზე. თავიდან მან დადო მცირე თანხა აქციების
დაწევაზე, როდესაც წააგო თანხა გაზარდა. ამ ფინანსურმა ოპეაციებმა იგი დაახლოვეს
ახალგაზრდა ფინანსისთთან ჯონ დეიტონ პოუელსთან. ამავე დროს, დიზრაელის
მამის მეგობარმა - მერეიმა გადაწყვითა გაზეთის გამოცემა და რედაქტორად
დიზრაელი აიყვანა. დანიშვნის შემდეგ, დიზრაელიმ გადაწყვიტა ლოქართის - სერ
ვალტერ სკოტის ნათესავის - გამოძახება. ამავე დროს დიზრაელი და პოუელსი
აგრძელებენ ბირჟაზე თამაშს. ამ თამაშმა სავალალო შედეგი გამოიღო -ჯონ დეიტონ
პოუელსი გაკოტრდა, ხოლო დიზრაელიმ და მისმა მეგობარმა დაკარგეს 7 000 გირვანქა
სტერლინგი. 20 წლის დიზრაელის იმწამცვე გამოუჩნდა კრედიტორები, ხოლო
მეგობრების უმრავლესობამ იგი მიატოვა. დიზრაელისთვის ყველაზე მტკივნეული
აღმოჩნდა მისი გაზეთიდან გაშვება.
21 წლის ასაკში დიზრაელიმ დაწერა თავისი პირველი რომანი -”ვივიან გრეი”. ამ
რომანში მან მოყვა ახალგაზრდა ადამიანის ისტორია, რომელიც ტავიდან დიდების
მწვერვალზე აღმოჩნდება,მაგრამ შემდეგ, ინტრიგრბის გამო მას ამ მწვერვალიდან
გადააგდებენ. დიზრაელების მახლობლად ცხოვრობდა ადვოკატი ოსტინი, რომლის
ცოლთან დიზრაელი ძალიან დამეგობრდა. როდესაც კედი ოსტინმა რომანი წაიკითხა,
გადაწყვიტა დიზრაელის დახმარება მის გამოცემაში. მან გაგზავნა ხელნაწერის ნაწილი
გაზეში ხელმოწერის გარეშე, რამაც პუბლიკა ააღელვა. კრიტიკები რომანს
კეთილგანწყობილად შეხვდნენ და ”დონ ჟუანს” ადარებდნენ. მოულოდნელად,
დიზრაელის ინკოგნიტო ერთ-ერთმა კლერკმა გასცა. როდესაც გაირკვა, რომ წიგნის
ავტორი არისტოკრატი კი არა, არამედ უბრალო ებრაელი იყო, არისტოკრატია
აღშფოთდა. იმავე კრიტიკოსებმა, რომლებმაც დიზრაელი დონ ჟუანს შეადარეს, ეხლა
მიწასთან ასწორებდნენ. როდესაც ოსტინებმა მისი უხასიათობა ნახეს, შესთავაზეს
იტალიაში გამგზავრება, რაზეც დიზრაელი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. იტალიაში
ყოფნის პერიოდში მან დაწერა რომანი პელემი, რომელმაც ლონდონში დიდი აჟიოტაჟი
გამოიწვია. უკვე ლონდონში დიზრაელიმ დაამთავრა რომანი ”ახალგაზრდა ჰერცოგი”,
თუმცა მას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ამის გამო დიზრაელიმ გადაწყვიტა
ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა.
თავის ისტორიულ სამშობლოში ჩასვლისას დიზრაელმა გადაწყვიტა ახალგაზრდა
ებრაელი მეფის - დავით ალროის ბიოგრაფიის დაწერა და მისი რომანად გადაქცევა.
პალესტინიდან ეგვიპტეში გადასვლისას გარდაიცვალა დიზრაელის დის -სარას- ქმარი.
უკან დაბრუნებისას იგი ჩაიკეტა თავის კაიუტაში და 2 რომანის წერას შეუდგა -
”დავით ალროი”(ახალგაზრდა ებრაელი მეფის ისტორია) და ”კონტარინი
ფლემინგი”(ახალგაზრდა ადამიანის ისტორია).
1835 წელს გამოვიდა დიზრაელის წიგნი ”ინგლისური კონსტიტუციის დაცვის
წერილი პატიოსან ლორდთან ერილის სახით”.ამ წიგნმა ძალიან დიდი აღიარება
მოიპოვა. მეფე ვილჰელმ IVის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დედოფალი ვიქტორია
ავიდა, რამაც პარლემენტის დათხოვა გამოიწვია. ამჯერად დიზრაელისთვის,
რომელსაც ჰქონდა კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა მარტივი იყო ამ არჩევნების
შედეგად პარლამეტში შესვლა. ამავე დროს დიზრაელიმ დაქორწინება გადაწყვიტა.
თავის საცოლედ მან აირჩი მერი ენი - მასზე 12 წლით უფროსი ქალბატონი, რომელიც
ითხ ათასიან რენტას ფლობდა. 1839 წლის 28 აგვისტოს დიზრაელი და მერი ენ
დაქორწინდნენ. ცოტა ხნის შემდეგ დიზრაელი პარლამენტშიც შევიდა. არჩევნების
შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა დიზრაელის და სერ რობრტ პილს შორის, იმის გამო,
რომ უკანასკნელმა დიზრაელის არ მისცა ადგილი მთავრობაში. სავარაუდოდ ამან
გამოიწვი კონსერვატულ პარტიაში ოპოზიციური ჯგუფის-”ახალგაზრდა ინგლისის”-
შექმნა - ამ ჯგუფის ლიდერი გახდა დიზრაელი. ამავე დროს, 1844 - 1845 წლებში
ქვეყნდება დიზრაელის ახალი ლიტერატურული ნამუშერის, ტრილოგია ”ახალგაზრდა
ინგლისის” პირველი 2 ტომი - კონინსბი და სიბილა. ”კონინსბი”, ან მეორენაირად
”ახალი თაობა”, იყო ერთდროულად მოთხრობა მის მეგობრებზე და სატირა მის
პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, ავტორი ამხელს არსებული წყობის მანკიერებას, და
გამოსავალი მისი აზრით წარსულში დაბრუნებაა, თუმცა რომანში წინააღმდეგობანი,
დაპირისპირება არისტოკრატ კონინგსბსა და კაპიტალისტ მილბენკს შორის
მშვიდობიანი გზით გვარდება. რაც შეეხება რომანს ”სიბილა”, ან მეორენაირად ”ორი
ერი”, რომელიც დიზრაელის შემოქმედების მწვერვალად ითვლება ასევე თანამედროვე
პრობლემებს ეხება და აღწერს ინგლისში მცხოვრებ ორ ერს - მდიდრებსა და ღარიბებს.

ამ ნაწარმოებით დიზრაელიმ პირველმა აჩვენა ინგლისელ არისტოკრატიას


ჩვეულებრივი ინგლისელების ცხოვრება. ავტორი ფულის კულტის წინააღმდეგ
გამოდის და ააშკარავებს კაპიტალისტური წარმოების წინააღმდეგობებს. ნაჩვენებია
ცხოვრების მძიმე პირობები, რომლების აიძულებენ მუშებს მეწარმეთა წინააღმდეგ
გაილაშქრონ.
ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერლის, ჩარლზ ჯონ ჰუფემ
დიკენსის (1812–1870) შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული
რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური
ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების
მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ
სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა
ჩასვეს მევალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10
წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა
სისტემატურ ხასიათს. განათლებას დიკენსი ივსებდა წიგნების კითხვით და
ცხოვრებისეული გამოცდილებით. მან სტენოგრაფია შეისწავლა და გახდა ჯერ
სასამართლოს, ხოლო შემდეგ პარლამენტის რეპორტიორი. სამსახურმა ხელი შეუწყო
მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე
წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - "დავით კოპერფილდი" და "კომწია
დოროთი".
G დიკენსის მხატვრული შემოქმედება პატარა მოთხრობებითა და ნარკვევებით დაიწყო.
1833 წლის დეკემბრიდან იგი ფსევდონიმით "ბოს" აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს,
რომლებსაც ერთად თავი მოუყარა და 1836 წელს ცალკე წიგნად გამოსცა სათაურით
"ბოსის ნარკვევები".
ნარკვევების კრებულმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება ლონდონის ცხოვრების
საინტერესო აღწერითა და მხიარული იუმორით. კრებული შეიცავს მთლიან
მოთხრობებს, ცალკეულ სცენებს და ხასიათთა ჩანახატებს. ამას მოჰყვა "პიკვიკის
კლუბის ჩანაწერები" (1837). წიგნის კომპოზიცია თავისებურია. იგი იწყება როგორც
ეპიზოდების სერია, რომელიც გაერთიანებულია "მეცნიერული"კლუბის იდეით. იგი
დიკენსის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. ამ ნაწარმოების შექმნის იდეა მაშინ ჩაისახა,
როდესაც გამომცემელმა მწერალს შესთავაზა შეექმნა ტექსტი ცნობილი
კარიკატურისტის ნახატებისთვის. მკითხველმა დიდი ყურადღება გამოიჩინა. წიგნმა
სახელი მოიხვეჭა, ვაჭრები მაგალითად გმირების სახელებს იყენებდნენ საქონლის
რეკლამისათვის, გაჩნდა პიკვიკის ქუდები, ქსოვილი, სიგარები და სხვ. დიკენსი
ცნობილი მწერალი გახდა. ნაწარმოების მიხედვით "მეცნიერული"კლუბის 4 წევრი
მოგზაურობს მთელს ინგლისში. ეს გმირები გამოყვანილი არიან მათი პრაქტიკული
საქმიანობის გარეშე. მათი მომხიბლაობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ არიან
ეგოისტები და თვალთმაქცები, სწორედ ამიტომაა რომ ისინი მუდამ ცდებიან ხოლმე,
იბნევიან ცხოვრებაში, მათ პირდაპიობასა და პატიოსნებას სიბრიყვედ მიიჩნევენ იმ
სამყაროში, სადაც სიცრუე და პირმოთნეობა სუფევს. პიკვიკი და მისი მეგობრები იმ
უცნაური გმირების გალერეის გაგრძელებას წარმოადგენენ, რომლებიც XVIII ს.
ავტორების – ფილდინგის, სმოლეტის, სტერნის და სხვათა წიგნებში გვხვდებიან.
ნაწარმოებში იუმორი წამყვან როლს ასრულებს.
ჩარტიზმის პერიოდის საზოგადოებრივი აღმავლობის წლები დიკენსის
შემოქმედებაში კრიტიკულ ტენდენციებს აღრმავებენ. დიკენსის რომანებში "ოლივერ
ტვისტი"-დან დაწყებული სულ უფრო და უფრო მეტად აშკარავდება
თანამედროვეობის მტკივნეული მოვლენები. 60-იან წლებში დიკენსის რომანები ახალ
თვისებებს ამჟღავნებენ. ამ დროს მწერალი ნაკლებს წერს და მხოლოდ ორ რომანს
აქვეყნებს. ესენია "დიდი იმედები" და "ჩვენი საერთო მეგობარი". დიკენსი გამოდის
მალთუსის თეორიისა და მის საფუძველზე შექმნილ შრომითი სახლების წინააღმდეგ.
"ოლივერ ტვისტის თავგადასავალში" (1838) მთავარი გმირი შრომით სახლში იბადება
და იქვე ატარებს თავის ბავშვობას, ავტორი მკაფიოდ ხატავს პატარა ოლივერის
ტანჯვას, რასაც იგი განიცდის შიმშილისა და უხეში მოპყრობისაგან. ნაჩვენებია
ადამიანის ღირსების დაცემა. ერთ-ერთი ცინიკოსი ადამიანი აქ ამბობს: „რად უნდა
ღარიბს გონება ან გული?“. რეალისტი დიკენსი მიზნად ისახავს საზოგადოების
ნაძირალების ცხოვრების აღწერას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. წინასიტყვაობაში
დიკენსი დასცინის იმ წიგნებს, სადაც გამოყვანილი არიან ქურდები, „როგორც
მიმზიდველი ხალხი“, ფეიჯინი ანგარებიანი საქმოსანია, რომელიც ბავშვებს ქურდობას
ასწავლის და მათ ხარჯზე მდიდრდება, მასთან კი უბედური ბავშვები მიდიან,
რომლებიც შიმშილმა და უსახლკარობამ ლონდონის ქუჩებში გამოაგდო და რომლებიც
ლუკმა პურისთვის ყველაფერზე თანახმა არიან. ფეიჯინთან ისინი ქურდები და
დამნაშავენი ხდებიან.

სოციალური კონფლიქტების წარმატებით მოგვარების იმედითაა აღსავსე დიკენსის


შემდეგი რომანი "ნიკოლას ნიკლბი" (1839) მასში ასევე ძლიერია მორალისტური
ტენდენციები. წიგნში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღზრდის პრობლემას.

დიკენსმა თავისი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ამერიკაზე ჩამოაყალიბა წიგნში


"ამერიკული შენიშვნები" (1842), რომელმაც ამერიკული ბურჟუაზიული პრესის
შეშფოთება გამოიწვია.
ამერიკის თემას დიკენსი უბრუნდება თავის შემდეგ რომანში "მარტინ
ჩეზლუიტი"(1844) წიგნის მთავარი თემაა ნათესავთა ბრძოლა მდიდარი კაცის ფულის
გამო.
დიკენსს აღელვებდა თანამედროვე პრობლემები და ხალხის მდგომარეობა, მაგრამ
არ იზიარებდა ჩარტისთთა მოსაზრებებს და უარყოფდა ბრძოლის რევოლუციურ
მეთოდებს. ამის საპირისპიროდ იგი გამოდიოდა კლასობრივი მშვიდობის მოწოდებით
და ამყარებდა იმედებს მორალური ზეგავლენისა და აღზრდის ძალაზე. ამ
თვალსაზრისმა ასახვა ჰპოვა მის "საშობაო მოთხრობებში". მოთხრობებში
თავისებურადაა შეხამებული ნათელი რეალისტური სახეები და მამხილებელი პათოსი
ზღაპრულ ფანტასტიკასთან და ოჯახურ იდილიასთან. მათგან განსაკუთრებით
საინტერესოა პირველი ორი: "საშობაო სიმღერა"(1843)და "ზარები"(1844),რომლებშიც
მწვავე სოციალური პრობლემებია წამოჭრილი.
1848 წელს დიკენსი აქვეყნებს რომანს "დომბი და შვილი". თავისი კომპოზიციითა
და ჩანაფიქრით, ეს ნაწარმოები მწერლის შემოქმედებაში ახალ მოვლენას წარმოადგენს.
რომანში "ცივი სახლი"(1853) ცენტრალურ თემად აგებულია ინგლისური
სასამართლოს მხილება.
რომანში "მძიმე დრონი"(1854) დგას კაპიტალისა და შრომის დაპირისპირების
პრობლემა.
სატირული რომანების ხაზს დიკენსი აგრძელებს "ციცქნა დორიტშიც"(1857).
ისტორიული რომანი "ორი ქალაქის ამბავი"(1859) არის XVIII საუკუნის საფრანგეთის
რევოლუციის ეპოქაზე, მაგრამ მისი იდეა დაკავშირებულია თანამედროვეობასთან. 60-

იან წლებში შექმნილი მხატვრული ნაწარმოები თავისი ხასიათით განსხვავდება


ადრეულისაგან.ამ პერიოდს ეკუთვნის რომანები "დიდი იმედები"(1861),"ჩვენი საერთო
მეგობარი"(1865) და დაუმთავრებელი "ედვინ დრუდის საიდუმლოება".
უილიამ მეიქფის თეკერეი (1811-1863) ინგლისური კრიტიკული რეალიზმის უდიდესი
წარმომადგენილია. დაიბადა კალკუტაში. მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი
წლის ასაკში სასწავლებლად ინგლისში გააგზავნეს. თეკერეი ჯერ სკოლაში
სწავლობდა, შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტში. იგი მატერიალურად
უზრუნველყოფილი იყო. თავდაპირველად თეკერეის უნდოდა მხატვარი გამხდარიყო,
მხატვრული ხედვა მისი ლიტერატურული საქმიანობის ორგანული ნაწილი იყო, მის

მიერ შესრულებული ილუსტრაციები გმირის დახასიათებასა და ავტორისეულ


ჩანაფიქრს ავსებს. თავისი ნაწარმოებების უმეტესობის ილუსტრაციები თვითონვე
შექმნა.
თეკერეიმ ლიტერატურული მოღვაწეობა ადრე დაიწყო, მისი პირველი ნაწარმოები
ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში შეიქმნა. ირლანდიაში მოგზაურობის შემდეგ "ირლან-
დიური ნარკვევების წიგნში" აღწერს ირლანდიელი ხალხის ცხოვრების სურათს.
პაროდია "ლურჯწვერას სული" მიმართულია რომანტიზმისათვის დამახასიათებელი
ზღაპრული თემატიკით გატაცების წინააღმდეგ. თეკერეი განსაკუთრებით მკვეთრად

გამოდის თანამედროვე ლიტერატურაში რომანტიკული ტენდენციების აღორძინების


წინააღმდეგ. თავის ნაწარმოებში "გამოჩენილი ავტორების რომანები" სხვებთან ერთად
იგი ქმნის დიზრაელისა და ბულვერის ნაწარმოებთა პაროდიას.
პოლემიკური ხასიათისაა თეკერეის პირველი რომანი "ბარი ლინდონის
კარიერა(1844). მასში ხაზგასმულია რომ მწერალი ვალდებულია ცხოვრება ისეთნაირად
უჩვენოს, როგორიც არის და არ გამოიყენოს წიგნებში ისეთი პერსონაჟები, რომლებიც
არასოდეს არსებობდნენ და არც შეეძლოთ ეარსებათ.
თავისი შემოქმედების დასაწყისშივე თეკერეის აშფოთებს მაღალი კლასების
ამპარტავნობა. ეს თემა მოცემულია "იელოპლაშის ჩანაწერებში"(1837-38), რომელიც
სატირული მოთხრობების სერიას წარმოადგენს.
ფულის დამანგრეველი ძალის გავლენას დასცინის მწერალი ნაწარმოებში "სემუელ
ტიტმარშისა და ჰოგარტის დიდი ალმასის ისტორია"(1841).
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თეკერეის "სნობების წიგნი", რომელსაც არ გააჩნია
ერთიანი ფაბულა და ნარკვევების სერიას წარმოადგენს, ეს ნარკვევები ერთიანი
სატირული ჩანაფიქრითაა გაერთიანებული. სნობიზმი ართმევს ადამიანს სიყვარულსა
და მეგობრობის გრძნობას. "თუ თქვენ არაფრად აგდებთ თქვენს ახლობლებს და
ივიწყებთ მეგობრებს ტიტულოვან პირებთან სიახლოვის ძიებისას, თქვენ სნობი ხართ.
თუ თქვენ გრცხვენიათ თქვენი სიღარიბისა და პატიოსანი შრომისა, თქვენ ისეთივე
სნობი ხართ, როგორც კაცი, რომელიც სიმდიდრითა და მაღალი წარმოშობით
ტრაბახობს"- ამბობს თეკერეი.
შემოქმედებითი განვითარების მწვერვალს თეკერეი აღწევს რომანში "ამაოების
ბაზარი". წიგნის სათაური ნასესხებია XVII საუკუნის ალეგორიული რომანიდან
"მწირის გზა". მისი ავტორი იყო ჯონ ბენიანი. თეკერეიმ კი ამ ნაწარმოებში მოგვცა
მისი დამოკიდებულება თანამედროვე ცხოვრების მიმართ, მას ეს ცხოვრება
წარმოუდგენია დიდ ბაზრობად, სადაც ყოველივეს ფული წყვეტს და ერთთავად
ანგარება და ეგოიზმია გაბატონებული. საგულისხმოა, რომ ბურჟუაზიულ
საზოგადოებაში თეკერეიმ ვერ იპოვა დადებითი გმირი. მოქმედების განვითარება
დაკავშირებულია 2 ქალიშვილის ბედიღბალთან. ემილია სედლი მდიდარი მშობლების
შვილია და იმედით სავსე ბრუნდება პანსიონიდან, ხოლო რებეკა შარპი, რომელიც
მასთან მიდის სტუმრად, ღარიბია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არის
(ემილის ძმის მოხობლვასაც ცდილობს, რათა მისი წყალობით საზოგადოებაში
სახარბიელო მდგომარეობა და ფული მოიპოვოს, ამის ერთადერთი საშუალებაა
მდიდარზე გათხოვება, თეკერეი მას ახასიათებს როგორც ეგოისტსა და ანგარებიანს,
თუმცა მკითხველს თხოვს არ დაძრახოს ბეკი, რადგან იგი ობოლია, და იძულებულია
თვითონ გააკეთოს ის, რასაც სხვებისთვის დედები აკეთებენ. Iსიც სნობია, როგორც
სხვები). მოქმედების მსვლელობისას მათი ბედი იცვლება, ემილიას მამა გაკოტრდება,
მეუღლე ომში მოუკვდება და ვაჟიშვილთან ერთად დარჩენილი მრავალ ცხოვრები-
სეულ განსაცდელს შეხვდება, ხოლო რებეკა ცოლად მიყვება როუდონ კროულის და
სოციალური კიბით მაღლა მიემართება, რომელთანაც ადრე აღმზრდელად მუშაობდა.
შაინტერესოა ამ ქალების ქცევა, როდესაც მათი ქმრები ვატერლოოს ბრძოლაში
მონაწილეობენ.რებეკა მშვიდად ისვენებს და ანგარიშობს მისი ქმრის სიკვდილის
შემთხვევაში რამდენი ფული დარჩება, ხოლო ემილი ტირის და განიცდის ქმრის გამო.
ცხოვრება იცვლება ორივე პერსონაჟისთვის. რებეკას ქმარი მიატოვებს, როცა ღალატის
ამბავს გაიგებს, ხოლო ემილიას ბედი კიდევ გაუღიმებს. რომანში დამაჯე-რებლადაა
წარმოდგენილი ცხოვრებისეული სურათი. Fულისად მი ლტოლვა ყველას ამჩნევს
კვალს, ადამიანებს აქ მხოლოდ ანგარება, ფული და მოგება აინტერესებთ. რომანს
ავტორი პესიმისტური მსჯელობით ამთავრებს: “რომელი ჩვენგანია ამ წუთისოფელში
ბედნიერი? ღომელი ჩვენგანი ისრულებს თავის გულის წადილს?”.
მომდევნო წლებში თეკერეი წერს კიდევ ახალ წიგნებს, რომლებშიც ღრმა რეალიზ-
მით ასახავს თანამედროვე ეპოქას: "პენდენისის ისტორია"(1848-50), "ნიუკომები. უაღრე-
სად რესპექტაბელური ოჯახის ჩანაწერები"(1853-55), "ოთხი ჯორჯი", "ჰენრი ესმონდის
ისტორია", "ვირჯინიელები"(1857-59), "ფილიპის თავგადასავალი", "დენი დიუვალი".

ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში თეკერეი შევიდა როგორც დიდი რეალისტი


სატირიკოსი, მრავალი შესანიშნავი ნაწარმოების ავტორი, რომელთაგან საუკეთესოა
"ამაოების ბაზარი". ნიკო ნიკოლაძე როდესაც დიკენსსა და თეკერეის ადარებდა, ამ
უკანასკნელის მრისხანე სატირაზე მიუთითებდა განსაკუთრებით.

ინგლისური კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს


მწერალი ქალების, დები ბრონტებისა და ელისაბედ გასკელის შემოქმედებას. ემილი
ბრონტე მწერლობაში შევიდა თავისი რომანით «ავდრიანი უღელტეხილი», ენ ბრონტე
ნაკლებ საინტერესოა როგორც მწერალი, მას ეკუთვნის « აგნეს გრეი », რაც შეეხება
შარლოტა ბრონტეს იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით მისი
მაღალი მხატვრული ოსტატობით შექმნილი « ჯეინ ეარი ». (საუთის პასუხი,
« ლიტერატურა არ აის ქალის საქმე »), რომელიც რეალიზმის ლიტერატურის
საუკეთესო ნიმუშია. ელისაბედ გასკელი ცნობილია ნაწარმოებით : « მერი ბარტონი,
მოთხრობა მანჩესტერის ცხოვრებაზე ».
თემა: XIX საუკუნის გერმანული რეალისტური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები.
ჰ. ჰაინე.
გერმანიისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა საფრანგეთის 1789-1793 წლების
ბურჟუაზიული რევოლუცია. საფრანგეთის ივლისის რევოლუციის ზეგავლენით
გერმანიაში გაძლიერდა და გამწვავდა ოპოზიციური განწყობილება. ბურჟუაზიას სურდა
კაპიტალიზმის განვითარება და, ამდენად, სოფლად ბატონყმობის მოსპობა.
უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრუსიის რომანტიკოსმა მეფემ,
ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხემ, არ გაამართლა ხალხის იმედები. გერმანელ მუშათა აშკარა
პროტესტი გამოიხატა 1844 წელს სილეზიელი ფეიქრების აჯანყებაში. გერმანელი მუშების
კლასობრივი თვითშეგნება ვილჰელმ ვაიტლინგის (1808-1871) თხზულებებში აირეკლა.
გეორგ ბიუხნერი (1813-1837), გერმანელი რეალისტური მწერლობის ადრინდელი
გამოჩენილი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაშიც აისახა დროის უაღრესად
მოწინავე იდები. მან დაწერა პიესები: ,,დანტონის სიკვდილი’’, ,,ლეონსე და ლენა’’,
,,ვოიცეკი’’, ,,ლენცი’’ და სხვა.
გეორგ ბიუხნერის რევოლუციურ-დემოკრატიულმა იდეებმა თვალნათლივ იჩინეს
თავი უკვე პირველსავე ლიტერატურულ დოკუმენტში - ,,ჰესენის სოფლის მაცნეში’’.
გეორგ ბიუხნერის ქმნილებათა შორის ყველაზე სრულყოფილია დრამა ,,დანტონის
სიკვდილი’’ (1835). პიესის მთავარი პრობლემაა - რევოლუციის წინააღმდეგობრივი
ხასიათის ჩვენება, ხოლო მასალა - საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია. პიესაში
ნაჩვენებია ხალხის მასების ბრძოლა საკუთარი სარსებო მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად. ბიუხნერი ხატავს გადატრიალების ბელადების - დანტონისა და
რობესპიერის - ტრაგედიას, რომელთაც ვერ მოიცნეს ისტორიის მამოძრავებელი კანონების
ობიექტური ხასიათი; ამასთან - უგულვებელჰყვეს დაბალი ფენების ინტერესები და
შესაძლებლობანი.
30-იანი წლების ლიტერატურაში უდიდეს როლს თამაშობს კარლ ლებრეხტ იმერმანი
(1796-1840). მისი შემოქმედება ატარებს რომანტიზმიდან კრიტიკულ რეალიზმზე
გარდამავალ ხასიათს.
იმერმანის პროზაულ თხზულებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ეპიგონები’’
(1836), ,,მიუნხჰაუზენი’’ (1838) და ,,მოგონებები’’ (1840-43). ამათგან პირველში ნაჩვენებია
კაპიტალიზმის ზემოქმედებით აზნაურთა მამულების დაღუპვა, ხოლო მეორე - ბასრი
სატირაა საერთოდ გერმანულ თავადაზნაურობასა და აბსოლუტიზმზე.
30-40-იანი წლების ბერთოლდ აუერბახის (1812-1882) შემოქმედება. მწერალი
დაუახლოვდა ,,ახალგაზრდა გერმანიის’’ ლიტერატურული ჯგუფის წარმომადგენლებს.
აუერბახმა გამოიჩინა დიდი ინტერესი მშობლიური მხარისადმი. როგორც მწერალმა
მიზნად დაისახა აღეწერა მხოლოდ რეალური სინამდვილე, მართლაც, სოფლის
ცხოვრების თემაზე დაწერილი ნაწარმოებებით აუერბახი წარმატებით აკრიტიკებდა
ფეოდალურ-ბიუროკრატიული მონარქიის მოძველებულ ფორმებს.
გერმანული რეალისტური ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენელია ლუდვიგ
ბერნე (1786-1837), ლიბერალების უდიდესი ხელმძღვანელი.
ბერნე მოითხოვდა გერმანიაში წოდებრივი პრივილეგიების გაუქმებას, პრესის
თავისუფლებას, პალატაში სახალხო წარმომადგენლობის ყოლას, კანონის წინაშე ყველას
თანასწორობას, ვაჭრობისა და მრეწველობის თავისუფლებას. ბერნე შოვინიზმის მტერი
იყო და გერმანიის მიმართ იჩენდა ჯანსაღ პატრიოტულ დამოკიდებულებას.
დიდი რეალიზმით გამოირჩევა ივლისის რევოლუციის უშუალო ზემოქმედებით
დაწერილ ბერნეს, ,,პარიზული წერილები’’ (1830-1833).
საკავშირო სეიმის დადგენილებას ბერნემ უპასუხა მენცელის წინააღმდეგ მიმართული
წიგნით - ,,ფრანგიჭამია მენცელი’’ (1836). ამ წიგნით ბერნემ უდიდესი გავლენა იქონია
გერმანიის პოლიტიკურსა და ლიტერატურულ ცხოვრებაზე.
თავისი იდეებით ლუდვიგ ბერნემ ხელი შეუწყო ლიბერალური ბურჟუაზიის
მწერალთა ერთი ჯგუფის ,,ახალგაზრდა გერმანიის’’ ლიტერატურულ მოღვაწეობას.
,,ახალგაზრდა გერმანელები’’ ემიჯნებოდნენ რეაქციულ რომანტიკულ შეხედულებებს,
ცდილობდნენ ლიტერატურა ექციათ მძლავრ იარაღად, რომლის მომარჯვებითაც
სახელმწიფოსა და საზოგადოებას ლიბერალურ-დემოკრატიული სულისკვეთებით
გარდაქმნიდნენ.
,,ახალგაზრდა გერმანელთა’’ შორის გამოირჩეოდნენ ლუდოლფ ვინბარგი და კარლ
გუცკოვი.
ლუდოლფ ვინბარგის (1802-1872) უმთავრესი თხზულება არის ,,ესთეტიკური
ლაშქრობანი’’ (1834), რომელშიც ჩამოყალიბებულია მთელი ჯგუფის ესთეტიკური
პრინციპები. ვინბარგის აზრით, მშვენიერების გრძნობაზე მაღლა უნდა იყოს დაყენებული
ეროვნული გრძნობა, საგანთა პოლიტიკური გამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
ამავე საგანთა ესთეტიკური გამოხატვა.
თანაჯგუფელთა შორის უდიდესი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა კარლ
ფერდინანდ გუცკოვი (1811-1878), ამ მოძრაობის ფაქტიური ხელმძღვანელი. გუცკოვის
ნაწარმოებთაგან განსაკუთრებით პოპულარულია ,,ურიელ აკოსტა’’ (1848). პიესაში თავი
იჩინა მასების ბობოქრობამ, რის გამოც იგი გუცკოვის დრამატურგიის იდეურ-მხატვრულ
მწვერვალად იქცა. ურიელ აკოსტა გუცკოვის პიესაში ნამდვილი ,,ახალგაზრდა
გერმანელია’’, თავისუფლებისა და ჭეშმარიტების ზეიმისათვის დესპოტიზმისა და
ეკლესიის წინაღმდეგ მებრძოლი. ურიელ აკოსტას იდეები მოწოდებად ჟღერენ ბნელეთის
მოციქულობასთან ბრძოლისა და გერმანიაში რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების
ზეიმისათვის.
40-იანი წლების მწერალთა შორის გამოირჩევა სოციალური რომანების ავტორთა ერთი
ჯგუფი, რომელიც იდეურად ახლოს იდგა ,,ახალგაზრდა გერმანიის’’ მხატვრულ
პროზასთან. მათ აინტერესებთ იმ დროისათვის მეტად მტკივნეული პოლიტიკის,
რელიგიის, ქალთა ემანსიპაციის და სხვა საკითხები. ამ მწერალთა შორის გამოირჩევა
ბეტინად წოდებული ელისაბედ ფონ არნიმი (1785-1859). ეს მწერალი ქალი რომანტიკული
მოძრაობის ადრინდელი წარმომადგენელი იყო, შემდეგ დაუახლოვდა სოციალური და
პოლიტიკურ მოვლენებით დაინტერესებულ და პროგრესულად მოაზროვნე
ახალგაზრდათა ჯგუფს. ახალგაზრდობისას, ოცდაორი წლის ასაკში ბეტინას მიწერ-
მოწერა ჰქონდა სამოცი წლის გოეთესთან. ეს ბარათები მან გამოაქვეყნა სამტომიან წიგნად
,,გოეთეს მიმოწერა ‘ბავშვთან’’ (1835). მისი ერთი ნაწილი ეთმობა 1809 წელს ტიროლიის
მაცხოვრელთა გამანთავისუფლებელ ბრძოლას ბავბარიელებისა და ფრანგების მეუფების
წინააღმდეგ.
40-იან წლებში ლიბერალური იდეებით გატაცებულმა ბეტინამ დაწერა თხზულება: ,,ეს
წიგნი ეკუთვნის მეფეს’’ (1843). ბეტინას განეკუთვნება აგრეთვე ,,კლემენს ბრენტანოს
გაზაფხულის წიგნი’’ (1844) და ,,საუბრები დემონებთან’’ (1852). ამათგან პირველში
მხატვრულადაა გადმოცემული მიმოწერა რომანტიკოს ძმასთან, ხოლო მეორეში -
ნაჩვენებია, თუ რეაქციის პერიოდში როგორ შეინარჩუნა ელისაბედ ფონ არნიმმა
რევოლუციის აღმავლობის ჟამს შემუშავებული განმათავისუფლებელი იდეები და
ჯანსაღი სულისკვეთება.
მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია ჰაინრიხ ჰაინე (1797-1856),
ბრწყინვალე სატირიკოსი და პუბლიცისტი, ხალხთა უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი.
მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლირიკული ლექსები რომელთა უმეტესობა
შემდგომში გერმანელი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა დაუვიწყარ მუსიკალურ
კომპოზიციაში აირეკლა.
ჰაინე დაიბადა დიუსელდორფში, ღარიბი ებრაელი ვაჭრის ოჯახში. 1819—1825 წლებში
სწავლობდა სამართალს გეტინგენის, შემდგომში ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში
და ამასთამავე ისმენდა გ. ჰეგელის ლექციებს ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.
შემდგომში ჰაინემ გამოაქვეყნა მოკლე სატირული პოემების კრებული ჰეგელის
ფილოსოფიური "დოქტრინის" შესახებ. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობას იღებდა
კულტურული და მეცნიერული კვლევის საზოგადოებაში რომელიც შეისწავლიდა
იუდაიზმს. (გერმ ) "Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes". ჰაინე საზოგადოების
წევრი გახლდათ სამი წლის განმავლობაში, ვიდრე დაასრულებდა სამართლის შესწავლას
1824 წელს. იმავე წელს ჰაინე ეზიარა ლუთერანიზმს, პროტესტანული ეკლესიის ერთ ერთ
მიმდევრობას.
ჰაინე ცნობილია თავისი ლირიკული პოეზიით. განსაკუთრებით მისი ადრინდელი
ნამუშევრები დასაბამი გახდა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი
ნაწარმოებებისა. განსაკუთრებით მათ შორის აღსანიშნავია: რობერტ შუმანი, აგრეთვე
ფრიდრიხ ზილჩერი, ფრანც შუბერტი, ფელიქს მენდელსონი, ფანი მენდელსონი, იოჰანეს
ბრამსი, ჰიუგო ვოლფი, რიხარდ შტრაუსი და რიხარდ ვაგნერი; მეოცე საუკუნის
კომპოზიტორებიდან აღსანიშნავია: ჰანს ენერ ჰენზე, ლორდ ბერნერსი, პოლ ლინკე და
ჯოელ დაიმონდი.
ნაწარმოებების გამოქვეყნება 20-იან წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ღრმად
განცდილი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენა ჰაინეს კიდევ უფრო
გაუმძაფრა ევროპის რევოლუციური ტრადიციების აღორძინება-აღმავლობამ. ამ
პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა ლირიკული ლექსების კრებულში
„სიმღერების წიგნი“ (გერმ)Buch der Lieder (გამოქვეყნდა 1827), რომელშიც პოეტის
დემოკრატიული იდეები შეერწყა პოლიტიკურ და სოციალურ განთავისუფლების იდეებს.
კრებულში მძლავრია გერმანიის ხალხური ლირიკის ინტონაცია; თითქმის ეპიგრამული
ხასიათის „სიმღერები“ დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, იგი განტვირთულია
არქაიზმებისაგან, ნაწილობრივ მიჰყვება გოეთეს ლირიკას. ამავე პერიოდის
„მოგზაურობის სურათები“ (ნაწ. 1-4, 1826—1831) მიმართულია რესტავრაციის
წინააღმდეგ; მასში ჰაინე — რეალისტი აღწევს ფართო პოლიტიკურ და სოციალურ
ხასიათის განზოგადებას; ამავე დროს ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ლიტერატურული
მანერა ― პროზა ლირიკულია, ასოციაციური, საგრძნობია მოულოდნელი
იმპროვიზაციისა და გადახვევების სიჭარბე.
1832 წელს ჰაინემ გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე „ფილოსოფიის ისტორიისა და
რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“.
გერმანიის თვითმპყრობელობა, პოლიტიკა და ცენზურა ძალზე ავიწროებდა პოეტს,
მისთვის ყველა კარი დახშული იყო. 1831 ჰაინე იძულებული გახდა საფრანგეთში
წასულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიტიკურ ემიგრანტად, რამდენადაც
მიჩნეული იყო გერმ. ოპოზიციური ლიტერატურის მოთავედ. 1835 გერმანიის
ბუნდესტაგმა აკრძალა ჰაინეს თხზულებები. 30-იან წლებიდან მოყოლობული იგი ჩაება
გერმანელი ემიგრანტების პოლიტიკერ საქმიანობაში, დაუახლოვდა დიდ ფრანგ
მწერლებს; მან თავად იკისრა საფრანგეთისა და გერმანიას შორის თავისებური იდეურ-
კულტ. შუამდგომლობა, რაც აისახა ნაწარმოებებში: „ფრანგი მხატვრები“ (1831),
„ფრანგული ვითარებანი“ (1832), „ფრანგული სცენის თაობაზე“ (1837), „რომანტიკული
სკოლა“ (1833, 1836), „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“
(გერმანულად 1834, ფრანგულად 1835), „ლუტეცია“ (1840—1847, ცალკე გამოქყვენდა 1855).
ამავე ხანებში ჰაინემ წამოიწყო პოლემიკა ლ. ბერნესთან, რაც საფუძვლად დაედო მის
პამფლეტს „ლუდვიგ ბერნე“ (1840) და პოემას „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი“
(1843). პარიზში ჰაინემ შეისწავლა ფრანგი სოციალისტების დოქტრინები; იგი გაიტაცა
ფურიესა და სენ-სიმონის იდეებმა. 1843 აქვე გაიცნო და დაუახლოვდა კ. მარქსს, რომელმაც
დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ პოლიტიკრ შეხედულებებზე. 1844 გამოაქვეყნა
„თანამედროვე ლექსები“ და პოემა „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“, რომლებშიც უმაღლეს
დონეზე მიაღწია პოლიტიკურ ლირიკამ.
1846-იდა ჰაინე დამბლამ სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს. ამ პერიოდის ლექსების
კრებულში „რომანსერო“ (1851) და „აღიარებანი“ (1853—1854) ახლებულად აჟღერდა მისი
პოლიტიკური ლირიკა.
როგორც აღვნიშნეთ, 1827 წელს გამოვიდა მისი ლექსების მოზრდილი კრებული
,,სიმღერათა წიგნი’’, დაწერილი ძირითადად პროგრესულ-რომანტიკული
სულისკვეთებით, 1826-1831 წლებში ჰაინემ გამოაქვეყნა ოთხი ტომი ,,მოგზაურობის
სურათებისა’’, რომლებშიც განსაკუთრებული სიძლიერით აღბეჭდა ე.წ. საღვთო კავშირის
ეპოქის გერმანია, სამარცხვინო ბოძზე გააკრა არა მხოლოდ ქედმაღალი აზნაურობა და
პირმოთნე სამღვდელოება, არამედ მშიშარა და მლიქვნელი გერმანელი ბიურგერებიც.
სატირის მახვილი მიმართა აგრეთვე იუნკერული გერმანიის წინააღმდეგ. 1841-1842
წლებში ჰ. ჰაინემ შექმნა ,,ბერნეს შესახებ’’ (1840) და პოემა ,,ატა ტროლი’’ - რომანტიზმის
ეს უკანასკნელი საგალობელი. ამ შრომებში ჰაინე აგრძელებს გერმანიის იუნკრებისა და
ფილისტერების წინააღმდეგ ბრძოლას.
,,სიმღერათა წიგნი’’ შედგება ოთხი ნაწილისაგან: 1) ,,ჭაბუკური ვნებანი’’, 2)
,,ლირიკული ინტერმეცო’’, 3),,შინ დაბრუნება’’ და 4),,ჩრდილოეთის ზღვა’’. ,,სიმღერათა
წიგნში’’ გამოყენებულია რომანტიკული პოეზიის ძირითადი ხერხები. ბუნების
მოვლენები აქ გასულიერებულია.
ჰაინეს დროს გერმანია დაქსაქსული იყო მრავალ პატარ-პატარა პოლიტიკურ
ერთეულად, სადაც შუა საუკუნეებრივი ფეოდალიზმი ბატონობდა.
,,მოგზაურობის სურათები’’ ჰაინეს პირველი დიიდ პროზაული ნაწარმოებია. იგი
შედგება ოთხი ნაწილისაგან: 1),,მოგზაურობა ჰარცზე’’, 2),,ჩრდილოეთის ზღვა’’,
3),,იტალია’’ და 4),,ინგლისური ფრაგმენტები’’.
,,მოგზაურობის სურათებში’’ ჰაინემ ჩააქსოვა ის შთაბეჭდილებანი, რომლებიც პოეტმა
მიიღო სტუდენტობის წლებში ინგლისსა, იტალიასა და გერმანიაში მოგზაურობის
შედეგად. ამ მოგზაურობის დროს ჰაინემ ნახა იმდროინდელი საზოგადოებრივი
ცხოვრების ბნელი მხარეები, სავალალო მეშჩანური ყოფა; გერმანიაში იგი შეეჯახა
ნაციონალისტური წრეების ჭკუამოკლეობას, სხვა ერებისადმი სიძულვილს, რეაქციული
პროფესორების პედანტიზმსა და გონების სიჩლუნგეს, პრუსიელ აზნაურ-მემამულეთა
მკაცრ ქედმაღლობასა და კადნიერებას. მწერალმა ამხილა მისი თანამედროვე გერმანიის
საზოგადოებრივი წყობის ბნელი მხარეები, იერიში მიიტანა ფეოდალურ-აზნაურული და
სასულიერო რეაქციის წინააღმდეგ.
,,ატა ტროლი - ზაფხულის ღამის სიზმარი’’ - დაიწერა 1841-42 წლებში. პოემაში ჰაინემ
ხმა აღიმაღლა წვრილბურჟუაზიული რადიკალური პოეტების წინააღმდეგ, მიუთითა
იმაზე, რომ ბურჟუაზიულ რადიკალებს პოეტურ შემოქმედებაში აკლიათ კონკრეტულობა
და საბოლოო მიზნის გარკვეულობა. პოემაში ჰაინემ დახატა ტევტომანური უხეშობით
აღსავსე და ლიბერალური ფრაზებით მოლაყბეპირები, აბსოლიტური თანასწორობის
იდეალთა მქადაგებლები და რეაქციული რომანტიზმის ლიტერატურული ეპიგონები.
,,ატა ტროლის’’ მთავარი გმირია მოცეკვავე დათვი ატა ტროლი. აქვეა მისი მეუღლე დათვი
მუმა და ექვსი შვილი. ესენი არიან დათვის ტყავში გახვეული ადამიანის ალეგორიული
სახეები. პოეტი ფარდას ხდის მათ ნამდვილ ბუნებას.
,,ატა ტროლი’’ პამფლეტია, მიმართული ვიწრო რადიკალური პოეტებისა და ტევტომანი
ნაციონალისტების, ვულგარული დემოკრატების წინააღმდეგ. პირადად ატა ტროლი
ასახიერებს ჰაინის მტრებს.
ლექსი ,,ტენდენცია’’ (1842) ჰაინემ დაწერა წვრილბურჟუაზიული მწერლობის
წინააღმდეგ. პოეტი მასში მოუწოდებს დაჩაგრულ გერმანელ მოქალაქეს, გაახილოს თვალი
და თავიდან მოიცილოს ექსპლუატატორები, გააქტიურდეს, მოახდინოს რევოლუცია,
დაანგრიოს ძველი ფეოდალური წყობა.
კრებულის ვირგვინს წარმოადგენს ,,სილეზიელი ფეიქრები’’. ,,სილეზიელ ფეიქრებს’’
წითელ ზოლად გასდევს ორი თემა - ძველი გერმანიის კრიტიკა და მოწოდება
რევოლუციური ბრძოლისაკენ. ,,სილეზიელ ფეიქრებში’’ ჰაინემ ახსნა მუშათა
პოლიტიკური გამოსვლების ჭეშმარიტი აზრი.
პოემაში ,,გერმანია-ზამთრის ზღაპარი’’ ჩააქსოვა თავისი თვალსაზრისი. ჰაინე
ოსტატურად გვიჩვენებს 1848 წლის რევოლუციის წინაპერიოდის რეაქციული გერმანიის
სახეს, სააშკაროზე გამოაქვს მისი ცრურწმენები და ბნელი მხარეები. იმავე დროს ჰაინე
დიდ სიყვარულს ამჟღავნებს თავისი სამშობლოსადმი, გერმანელი ხალხისადმი; იგი
ნატრობს იხილოს გერმანეოლი ხალხი თავისუფალი და ბედნიერი.
,,გერმანიაში’’ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლეგენდას მეფე ფრიდირხ ბარბაროსას
(1123-1190) შესახებ. ,,გერმანია - ზამთრის ზღაპარი’’ ლიტერატურულ კრიტიკაში
შეფასებულია როგორც მარტის რევოლუციის წინა პერიოდის გერმანიის პოეტური
ენციკლოპედია. მასში რეალისტურად აისახა ის სინამდვილე, რომელშიც მომზადდა
იერიში ფეოდალური სამყაროს დასანგრევად და ახალი ქვეყნის შესაქმნელად.
ჰაინე გარდაიცვალა პარიზში, დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე. მისი
ბოლო სიტყვები გახლდათ: "ღმერთი შემიწყალებს" ჰაინრიხ ჰაინეს წიგნების უმეტესობა
დაწვეს 1933 წელს ბერლინში, ოპერნპლატცის მოედანზე.
ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი
გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს
რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს
სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს; მათგან
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“,
რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების
დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.
ჰაინესთან ერთად 40-იანი წლების გერმანული რეალიზმის, კერძოდ რეოლუციურ-
დემოკრატიული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენლები არიან ჰერვეგი,
ფრაილიგრათი და ვეერთი.
გეორგ ჰერვეგი (1817-1875) მთელი სიცოცხლე მოწინავე იდეებისათვის, პროგრესისა და
თავისუფლებისათვის იბრძოდა.
1841 წელს ციურიხში გამოვიდა ჰერვეგის ,,ცოცხალი ადამიანის ლექსები’’. კრებულში
თავი იჩინა დროის შესაბამისმა ლიბერალურმა სულისკვეთებამ.
ლექსში ,,მოწოდება’’ პოეტი ქადაგებს გერმანიის გაერთიანების იდეას, გონების
თვალით ხედავს ომის ქარცეცხლით განთავისუფლებულ სამყაროს.
ლექსში ,,უკანასკნელი ომი’’ პოეტი მოუწოდებს ყველას, იარაღის ხმარების უნარის
მქონეს, მოუწოდებს მთელ ჩაგრულ სამყაროს, დადგეს საბრძოლო დროშების ქვეშ. მათ
უნდა იომონ, ვიდრე სისხლში არ შთაინთქმება თანამედროვე ფარაონების მთელი მოდგმა.
ლექსში ,,საბრალო იაკობი’’ პოეტი განაგრძობს სოციალური საკითხის დამუშავებას.
ლექსში ,,გერმანია რბილ ლოგინში’’ ჰერვეგმა ია აზრი ჩააქსოვა, რომ მარტის მოვლენები
მხოლოდ გულსაკლავი დაცინვაა ნამდვილ რევოლუციაზე.
რევოლუციის დამარცხების შემდეგ გეორგ ჰერვეგის ცხოვრებაში დგება უმძიმესი
პერიოდი, იმის გამო, რომ უშუალო კავშირი გაწყვიტა გერმანელ დემოკრატთა ბანაკთან.
ფერდინანდ ლასალმა ჰერვეგი დააბრუნა შემოქმედებითი ცხოვრების წიაღში, ჩააბა
პოლიტიკურ-პრაქტიკულ საქმიანობაში.
რევოლუციურ-დემოკრატიული ლიტერატურის ნიჭიერი წარმომადგენელია
ფერდინანდ ფრაილიგრათი (1810-1876). არსებული წყობის საბოლოოდ დამხობის იდეას
პოეტი ავითარებს ლექსში ,,მკვდრები ცოცხლობს’’. აქაც ისევ დახატულია მარტის
რევოლუციაში ბერლინის ბარიკადებზე დაცემულთა სახეები; ადამიანები, რომლებიც
ცოცხლად დარჩენილებს მოუწოდებენ - გულგატეხილებმა პირველი წარუმატებლობით
ძირს არ დახარონ რევოლუციის ალამი.
გერმანელი რეალიზმის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გეორგ
ვეერთს (1822-1856). თავის ლექსებში ვეერთი აქსოვს მუშათა კლასის მომავალი
გამარჯვების ნათელ რწმენას. მან შექმნა ქმნილებათა ციკლი ,,ლანკაშირული სიმღერები’’,
რომელიც 40-იანი წლების სოციალური პოეზიის გვირგვინია. გ. ვეერთის სატირამ
განსაკუთრებით ძლიერად იჩინა თავი ,,სახელოვანი რაინდის შნაპჰანსკის ცხოვრებასა და
საქმეებში’’. ამ რომანში აღწერილი ყველა ფაქტი სინამდვილეს შეეფერება.
კრიტიკულ-რეალისტურმა ტენდენციებმა თავი დრამატურგიის სფეროშიც იჩინეს. ეს
ყველაზე თვალსაჩინოდ გამოვლინდა ფრიდრიხ ჰებელის (1813-1863) შემოქმედებაში.
შემოქმედების პირველი პერიოდის დრამატურგიაში ჰებელი ახლოს იდგა
,,ახალგაზრდა გერმანელებთან’’, ხოლო დრამის თეორიაში - ჰეგელსა და შელიგთან.
რევოლუციის შემდეგ ჰებელის ესთეტიკაში ტრაგიკულის გაგება ისეთ სხვანაირ
შეფერილებას იღებს, რომელიც ასახავს გერმანული ბურჟუაზიის გადაქცევას რეაქციულ
კლასად.
შინაგან განცდათა სტილიზაცია შეიმჩნევა უკვე ჰებელის პირველსავე ტრაგედიაში
,,ივდითი’’ (1840).
პიესაში ჰებელმა გამოიყვანა გერმანული კლასიკური დრამის საუკეთესო ტრადიციები;
ყურადღება მიაქცია ხასიათების ფსიქოლოგიურგახსნას; მარტოხელა გმირებს -
ოლომფრესა და ივდითს - უპირისპირდება ხალხი, დიდი და უმოქმედო მასა; აგრეთვე
იმაში, რომ საზოგადოებრივ-სამოქალაქო თემა აქ დაჩრდილულია განსხვავებულ სქესთა
ურთიერთ დაპირისპირების და გართულებული ფსიქოლოგიური ბრძოლების თემით.
ჰებელის შემოქმედების პირველი პერიოდის, და, საერთოდ, გერმანული კრიტიკული
რეალისტური ლიტერატურის საუკეთესო ქმნილებაა სამაქტიანი ტრაგედია ,,მარიამ
მაგდანელი’’ (1844). მასში ნაჩვენებია კაპიტალიზმის მიძალების შედეგად ძველი -
ფილისტერული ყოფის გახრწნისა და ნგრევის სურათები.
უდიდესი წარმატება ხვდა წილად ჰებელის უკანასკნელ დასრულებულ ქმნილებას -
ტრილოგიას ,,ნიბელუნგები’’ (1860-1862). მას საფუძვლად დაედო ნიბელუნგებზე ძველი
ჰეროიკული თქმულებები.
ამ ძვირფასი მასალის მომარჯვებით მწერალმა დადებითი პასუხი გასცა გერმანიის
ბურჟუაზიის პოლიტიკური სულისკვეთებისათვის მტკივნეულ საკითხებს. მხარი
დაუჭირა საფეოდალოებად დაქსაქსული გერმანიის საფუძველზე ერთიანი და ძლიერი
იმპერიის შექმნის იდეას.
გერმანელი ხელოვნების ისტორიაში რიხარდ ვაგნერი (1813-1883) შევიდა როგორც
მუსიკალური დრამის უდიდესი თეორეტიკოსი და ორიგინალური დრამატიული
თხზულებების ავტორი, რომელთა საფუძველზედაც წერდა საკუთარ დიდ ოპერებს.
ძველ გერმანული, მითოლოგიურ თქმულებათა სახეების მომარჯვებით ვაგნერმა ასახა
თანამედროვე ბურჟუაზიული სინამდვილის წინააღმდეგობანი და რიგითი ადამიანების
სულიერი განცდები; აჩვენა ადამიანთა ბრძოლა თავმოთნეობის დასაძლევად და ოქროს
მჩაგვრელი მეუფებისაგან მათ გასანთავისუფლებლად (,,მფრინავი ჰოლანდიელი’’, 1841;
,,ტანჰოიზერი’’, 1844; ,,ტრისტან და იზოლდა’’, 1859; მონუმენტური ტეტრალოგია:
,,ნიბელუნგების ბეჭედი’’ და სხვ.). ვაგნერმა, ერთმა პირველთაგანმა, დახატა მხატვრის
ტრაგიკული მდგომარეობა თანამედროვე საზოგადოებაში(,,ლოენგრინი’’, 1848); შეაქო
ხალხური შემოქმედების იდეალი (,,ნიურბენგელი მაისტერზინგერები’’, 1867).
გერმანული კრიტიკული რეალიზმის მეორე პერიოდის მნიშვნელოვანი
წარმომადგენელია აგრეთვე ვილჰელმ რააბე (1831-1910).
,,ბეღურას ქუჩის ქრონიკა’’ (1857) რააბეს პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.
ავტორის თქმით, ეს არის მსოფლიოს სცენა, რომელზედაც წარმოდგენილია არსებობის
ყოველგვარი წინააღმდეგობა, ომი და მშვიდობა, მწუხარება და სიხარული, აგრეთვე
სიღატაკე დქა სიმდიდრე. სოციალური კრიტიკა უფრო თვალშისაცემია რომანში ,,აბუ
ტელფან’’ (1867).
ვ. რაბეს ნიჭი კარგად გამოვლინდა აგრეთვე მისი მცირე ზომის მოთხრობებსა და
ნოველებში, რომლების დაწერილია თანამედროვე ცხოვრებასა და ისტორიულ თემებზე.
მაგალითად, ამხელს აბსოლუტიზმის სიდამპლეს და არისტოკრატიის ზნეობრივ
გარყვნილობას (,,საიდუმლოება’’ 1860). ხატავს გადამთიელი დამპყრობლების წინააღმდეგ
ხალხის თავგამეტებულ ბრძოლას (,,შავი გალერა’’, 1865); დასცინის გერმანელი
ბიურგერობის ფილისტერობას (,,ბატების ჯანყი ბიუტცევში’’, 1865).
გერმანელი კრიტიკული რეალისტების პლეადას ამშვენებს ნიჭიერი ლირიკოსი და
ნოველისტი თეოდორ შტორმი (1817-1888).
გერმანული კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში შტორმი ითვლება მცირე
მოთხრობების დიდ ოსტატად. საყოველთაო აღიარება ხვდა ნოველას ,,იმენზეე’’ (1849).
ადამიანის პირადი, ბიოგრაფიული, ახალგაზრდობის დროინდელი რომანული
კონფლიქტი მასში გადმოცემულია ,,ხანშიშესული მამაკაცის’’ თვალთახედვით. შტორმის
ნოველათა ერთი ჯგუფი მიეძღვნა ქალთა პრობლემების დამუშავებას. მაგალითად,
,,უნივერსიტეტში’’ (1862) და ,,ზღვის გადაღმა ქვეყნიდან’’.
თ. შტორმის ყველაზე დიდი და დასრულებული მოთხრობაა ,,თეთრცხენიანი მხედარი’’
(1888), რომელშიც აღწერილია ზღვის მაშვრალთა უღიმღამო, მძიმე ცხოვრება და
შემართება ოკეანის სტიქიასთან, მათი ვაჟკაცობა და ცრურწმენები.
გერმანული კრიტიკული რეალისტების ღირსშესანიშნავ პლეადას ამშვენებს აგრეთვე
თეოდორ ფონტანეს (1819-1898) სახელი.
ფონტანეს პირველი მნიშვნელოვანი პროზაული ქმნილებაა ,,ქარიშხლის წინ’’ (1878),
ისტორიულ თემაზე დაწერილი ერთი რომანთაგანი. რომანში დახატულია 1813 წელს
ნაპოლეონის წინააღმდეგ ჩატარებული ბრძოლების წინაპერიოდის პრუსიის, მისი
საზოგადოების სხვადასხვა ფენის პოლიტიკური მდგომარეობის, ყოფისა და ზნეობის
მართალი სურათი.
თანამედროვე ცხოვრებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებიდან პირველია საოჯახო
ფსიქოლოგიური ნოველა ,,შახ ფონ ვუტენოვ’’ )1883).
ნოველაში ბევრია ლაპარაკი არისტოკრატიულ თავმოყვარეობასა და ,,ოფიცრულ
ღირსებაზე’’.
წოდებრივი უთანასწორობის პრობლემას ფონტანე შეეხო რომანში ,,ცთომილებიანი და
უწესრიგობანი’’ და მოთხრობაში ,,სტინე’’.
ფონტანეს შემოქმედების გვირგვინია რომანი ,,ეფი ბრისტი’’ (1895), რომელსაც
საფუძვლად დაედო ბერლინში ნამდვილად მომხდარი საჩოთირო ფაქტი მაღალი
საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრებიდან. ეს რეალური შემთხვევა მწერალმა
შემოქმედებითად გადაამუშავა და აქცია ეპოქის მართალ დოკუმენტად. რომანში
მეორდება ფონტანეს შემოქმედების კარდინალური პრობლემა - სოციალური ჟღერადობის
საოჯახო კონფლიქტი.
რომანის კონფლიქტები და ხასიათები სოციალურად მეტად კონკრეტულია. ეფი
ბრისტის უპირისპირდება არისტოკრატული, გაფეტიშებული მორალის დამცველი მთელი
საზოგადოება, მათ შორის - საკუთარი მშობლები. ამ პიროვნებებს არ გააჩნიათ რაიმე
მორალური, მით უმეტეს ჰუმანური, პრინციპები. მათ ამოძრავებს მხოლოდ წოდებრივი
ცრურწმენები და პიროვნული მანკიერებები: სიცრუე და სიმახინჯე, უსულგულობა და
უადამიანობა. და ყველაფერი ეს ფონტანემ ისე განაზოგადა, რომ საოჯახო კონფლიქტი
სოციალური ჟღერადობის საზოგადოებრივ ფაქტში გადაზარდა. რომანი გაბატონებული
კლასების მორალის სასტიკი მხილებაა.
ფონტანე, ამგვარად, თავისი დროის დიდი კრიტიკული რეალისტი მწერალია. მან
საუკეთესოდ აჩვენა ტრადიციული აზნაურულ-ბურჟუაზიული სამყაროს დაშლა და
გადაგვარება; პატარა, უმნიშვნელო ადამიანების ბედი სოციალური პრობლმების დონეზე
აამაღლა. ამასთანავე ფონტანემ რამდენადმე დასძლია კრიტიკული რეალიზმის
შეზღუდულობა და ნიადაგი მოამზადა რეალიზმის უფრო მაღალი და სრულყოფილი
ეტაპისათვის. იგი გახდა ბევრი თანამედროვე კრიტიკული რეალისტის, პირველ რიგში,
თომას მანისა და ჰანს ფალადას წინამორბედი.

You might also like