You are on page 1of 11

მთლად გამართული ტექსტი არ არის, მაგრამ Féci quód potuí, faciánt melióra poténtes

ელინიზმი
ელინიზმის დასაწყისი უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებს, რომლის
დროსაც დაიწყო ელინური კულტურის გატანა აღმოსავლეთის ქვეყნებში (ახლო და შუა
აღმოსავლეთი, ასევე, აზიის სამხრეთ-დასავლეთი). ადრეული ელინიზმის დასასრული კი
დაკავშირებულია ოქტავიანე ავგუსტუსთან (ძვ.წ. 30-იანი წლების ბოლოდან) და იმ
პროცესებთან, რომელიც თან ახლდა რომის იმპერიად ჩამოყალიბებას. საერთოდ ელინიზმის
დასასრულად კი ითვლება 529 წელი, როდესაც ‘გაიმარჯვა’ ქრისტიანულმა იდეოლოგიამ,
დაიხურა ყველა წარმართული ფილოსოფიური სკოლა, მათ შორის, პლატონის აკადემიაც;

ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, მისი მემკვიდრეების ერთმანეთთან მეტოქეობის


პირობებში, საბერძნეთი საკმაოდ დასუსტდა; კულტურის ცენტრმა ათენიდან აღმოსავლეთის
ახალი კერებისკენ გადაინაცვლა (მაგ. ალექსანდრია, ანტიოქია, პერგამონი). ამას შედეგად
მოჰყვა ბერძენთა ემიგრაცია და ‘ჩაბმა’ ახალ კულტურულ ურთიერთობებში. მრავალეროვან
და მრავალენოვან ქვეყნებში ბერძნული ენისა და კულტურის გავრცელებას, მათში
(ადგილობრივებში) ელინურის შეტანას მოჰყვა ამ კულტურის ცენტრების ‘ელინიზაცია’.

ელინიზმის დასაწყისში რომაულ სამყაროს თითქმის არ გააჩნდა საკუთარი კულტურული


ღირებულებანი (ძირითადად ფილოსოფია და მეცნიერება იგულისხმება აქ). მათ ეს
ბერძნებისგან გადაიღეს და შეითვისეს.1 სამაგიეროდ, რომს უპირატესობა ჰქონდა მაგ.
სამხედრო, იურიდიულ და პოლიტიკური ორგანიზაციის საქმეში. ეს უპირატესობა გამოიხატა
იმაში, რომ ძვ.წ. 146 წელს რომმა დაიპყრო მაკედონია და საბერძნეთი. ძვ.წ. 30 წელს კი
ეგვიპტეც ზედ მიაყოლა და რომის რესპუბლიკა გადაიქცა რომის იმპერიად. ამ პერიოდიდან
ბერძნული ენის პრიორიტეტი ფილოსოფიასა და ‘ოფიციუმის’ საქმეებში თანდათან
ლათინურმა ენამ ჩაანაცვლა. თანდათან მოხდა ბერძნებისთვის დამახასიათებელი
აბსტრაქტული, სპეკულატური აზროვნების ტრანსფორმირება უტილიტარული
აზროვნებისკენ, თუმცა, რომაელი ფილოსოფოსებისთვის კლასიკური პერიოდის ბერძენი
2

მოაზროვნეები დიდ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ;

###

არისტოტელე იყო ადამიანი, რომელმაც თავის ეპოქაში არსებული თითქმის ყველა


მეცნიერების სისტემატიზირება მოახდინა (ზოგ შემთხვევაში უკვე არსებულ ‘თეორიებს’
ალაგებს, ზოგ შემთხვევაში კი თვითონ ქმნის და ასისტემებს ცოდნის ამა თუ იმ სფეროს);
არისტოტელეს მიერ შექმნილი ფილოსოფიური სისტემა იყო იმდროინდელი ბერძნული
აზროვნების გვირგვინი. მასზე უფრო გრანდიოზული ‘პროექტის’ წარმოდგენაც კი საკმაოდ
ძნელი საქმეა. პოლიტიკურ სიბრტყეზე ‘უნივერსალური სისტემის’ პროექტი (კერძოდ,
მსოფლიოს დაპყრობა) ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელს, მაგრამ მისი წადილი ვერ

1
როგორც ერთი რომაელი მწერალი იტყოდა, დაპყრობილმა საბერძნეთმა დაიპყრო დამპყრობი რომი;
2
ცხადია, ეს არ უნდა გავიგოთ აბსოლუტური აზრით. უბრალოდ, ‘აზროვნების ტიპის’ ცენტრი
წანაცვლდა, შედარებით გადაიხარა უტილიტარიზმისკენ.
განხორციელდა, რამაც გამოიწვია კრიზისი როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ
სივრცეში. როგორც ალექსანდრესეული იმპერია დაიშალა და დანაწევრდა, ასე დაემართა
ელინური კულტურის სხვადასხვა სფეროს. ‘დიდი იდეის მსხვრევამ’ თავისი ასახვა ჰპოვა
ცალკეული ადამიანის ცნობიერებაში, შედარებით შესუსტდა ‘ზოგადის’ პრიმატი ‘კერძოზე’.
მანამდელი ფილოსოფოსი თუ უნივერსალური კანონზომიერებების აღმოჩენას თვლიდა
თავისი ინტერესის მთავარ მიზნად, ელინისტურ ეპოქაში წინა პლანზე იწევს ინდივიდი
საკუთარი, ინდივიდუალური პრობლემებითურთ. ცხადია, კოსმოსის, როგორც მთლიანობის
შესწავლა და მისეული კანონზომიერებების ‘დანახვა’ მნიშვნელოვან საკითხად რჩება, მაგრამ,
როგორც წესი, იმდენად, რამდენადაც ამ უნივერსალური კანონზომიერებების დანახვა
ხელშემწყობია ადამიანის ინდივიდუალური ბედნიერებისთვის (ანუ, ზოგადისადმი
ინტერესის თავისთავადობა შედარებით შესუსტებულია); თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ
კრიზისისას, ელინურმა გენიამ ‘კუდი მოიქნია’ არაერთი გრანდიოზული ქმნილების შექმნით.
მაგ. ამ პერიოდისაა ფაროსის შუქურა ალექსანდრიაში, როდოსის კოლოსი, ზევსის
საკურთხეველი პერგამონში.3 მნიშვნელოვანი მიღწევებია სხვადასხვა მეცნიერებებშიც. მაგ.
ევკლიდე ალექსანდრიაში წერს გეომეტრიის ‘საწყისებს’, არისტარქე სამოსელს აქვს
ჰელიოცენტრისტული თეორია, ამავე პერიოდში მოღვაწეობს არქიმედე; კიდევ ერთი რამ, რაც
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ელინიზმთან დაკავშირებით, არის გრანდიოზული
ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, სადაც ცხოველი სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობდა და
ხდებოდა მანამდე არსებული ცოდნის აკუმულირება.

ელინიზმის ეპოქაში ნაკლებად ჩანდნენ გამორჩეული ფილოსოფოსები (ალბათ იმიტომ, რომ


‘გრანდიოზული იდეები’ არ იყო აქტუალური ამ პერიოდში). ფილოსოფიურმა მოღვაწეობამ
ძირითადად ერთობლივი კავშირების, მიმდინარეობების სახე მიიღო. სკოლის მეთაურები კი
იყვნენ გამორჩეულნი, მაგრამ ამა თუ იმ მოძღვრების ძირითადი საკითხები მუშავდებოდა
‘ერთობლივი ძალებით’.4

სხვა ნიშანი, რითიც გამოირჩევა ელინისტური ფილოსოფია ელინურისგან, არის ის, რომ ხდება
ფილოსოფიის პრინციპული დანაწევრება ცალკეულ მეცნიერებებად (ძირითადად: ფიზიკა-
ლოგიკა-ეთიკად). ამ დიფერენციაციის საფუძველი პლატონთან და არისტოტელესთან
მოცემულია, მაგრამ ამ დისციპლინების ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა ელინისტურ ხანაში
ხდება;

ელინისტურ ფილოსოფიაში შედარებით ნელდება ინტერესი იმ საკითხთა მიმართ, რაც


არისტოტელესეულ ‘პირველ ფილოსოფიაში’ ხვდება და წინ იწევს ეთიკური პრობლემატიკა.
ეთიკის ცენტრალურ ფილოსოფიურ დისციპლინად გამოცხადებამ შედეგად მოიტანა ის, რომ
სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლათა შორის ბრძოლის ‘ფრონტის ხაზი’ გადავიდა

3
ესენი კი ითვლება მსოფლიოს საოცრებებად და ელინურის ‘კუდის მოქნევად’, მაგრამ უნდა ითქვას,
რომ მათ აკლიათ ბერძნებისთვის დამახასიათებელი ‘ზომიერება’ (ბერძნები ყველაფერში ზომიერებას
ესწრაფვოდნენ).
4
თუ ვინმე უნდა ჩავთვალოთ გამონაკლისად, ამ შემთხვევაში, ეპიკურეა. ალბათ არცერთი
ელინისტური სკოლა ისე არაა დამოკიდებული ერთ რომელიმე ადამიანზე, როგორც ეპიკურეიზმი
ეპიკურეზე (თვითონ სიტყვაც გვეუბნება -> ‘ეპიკურეიზმი’ – ‘ეპიკურე’ :- ) )
პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე.5 ელინიზმის პერიოდში ფილოსოფია
გამოცხადებულია ცხოვრების გზის მასწავლებლად. ფილოსოფიამ პასუხი უნდა გასცეს
შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოვიქცე მე, კონკრეტული ადამიანი, რომ ცხოვრება არ იყოს
ჩემთვის გაუსაძლისი, როგორ უნდა მოვახერხო ის, რომ ვიყო/გავხდე ბედნიერი, ან, როგორც
მინიმუმ, არ ვიყო უბედური. მოკლედ, ფილოსოფიას ‘დაევალა’ ადამიანისთვის ესწავლებინა,
თუ როგორ არ დათრგუნულიყო სამყაროსეული კანონზომიერებებისა და საზოგადოების
მხრიდან შეზღუდვებისაგან, თუ როგორ დაეფუძნებინა საკუთარი ინდივიდუალური
არსებობა, როგორ უზრუნველეყო თავისი ცხოვრებისეული სიბრძნის მოპოვება, სათნოებისა
და ბედნიერების მიღწევა. კიდევ უფრო მოკლედ - ფილოსოფია უნდა ყოფილიყო ცხოვრების
წესის მასწავლებელი, ფილოსოფოსობა კი - ცხოვრების წესი (ARS VIVENDI).6

ფილოსოფიური სკოლები ელინიზმის პერიოდში


ადრეული ელინიზმის ხანაში განვითარდა სამი ახალი ფილოსოფიური სკოლა: ეპიკურეიზმი,
სტოიციზმი და სკეპტიციზმი;7

ეპიკურეიზმი
ეპიკურე (ძვ.წ. 342-270) წარმოშობით სამოსიდან იყო. 18 წლის გაემგზავრა ათენში (სამოსი იმ
პერიოდში ათენის კოლონია იყო. ამის გამო, ეპიკურესაც ჰქონდა ათენის მოქალაქეობა. 18
წლისას სამხედრო წვრთნის გავლა მოუწია და მაგიტომ ჩავიდა ათენში) და პლატონის
აკადემიაში, ფილოსოფოს პამფილესგან სწავლობდა ფილოსოფიის პრინციპებს. ცოტა
მოგვიანებით გაეცნო ატომისტიკას დემოკრიტეს მიმდევარი ნავსიფანესგან. ასევე, მასზე
გავლენა მოუხდენია სოკრატული სკოლების ზოგიერთ პრინციპს, კერძოდ, არისტიპეს

5
მოგეხსენებათ, არისტოტელე პირველ ფილოსოფიას თეორიული მეცნიერებად, ეთიკას კი პრაქტიკულ
მეცნიერებად თვლის.
6
ბუნებრივია, რომ ars vivendi (სიტყვასიტყვით: ‘ხელოვნება სიცოცხლისთვის’; ცხოვრების/სიცოცხლის
წესი. ის, თუ როგორ ვიცხოვროთ) გულისხმობს ars moriendi-საც (‘სიკვდილის ხელოვნებას’, ანუ იმას,
‘როგორ მოვკვდეთ’). ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო პასუხები აქვთ ელინისტური ეპოქის
ფილოსოფოსებს. ეპიკურეს შეხედულებას ამ საკითხზე მოკლედ ამავე ფაილში ნახავთ. ძალიან
საინტერესოა სტოელთა დამოკიდებულებაც ამ საკითხისადმი. განსაკუთრებით სენეკას ნააზრევს
გამოვარჩევდი (ეპიქტეტეც საინტერესოა და მარკუს ავრელიუსიც, მაგრამ სენეკა სხვა სიმაღლეა ჩემი
აზრით). სოკრატეს ‘ცხოვრების წესიც’ და პლატონისეული განსაზღვრებაც, რომ ფილოსოფოსობა
სიკვდილისთვის მზადებაა, ამ საკითხს ეხმიანება. მეტიც, მთელი პლატონიზმი შეგვიძლია ამ ძაფზე
ავასხათ. თუმცა, ამ კომენტარის წერა იმიტომ დავიწყე, რომ მეხსენებინა ჰერმან ჰესეს ‘ნარცისი და
გოლდმუნდი’. თუ ოდესმე ხელში ჩაგივარდათ ეგ წიგნი, აუცილებლად წაიკითხეთ. ამ ტექსტში არის
სიღრმისეული ხედვა ars vivendi-სა და (განსაკუთრებით) ars moriebdi-სა.
7
ელინიზმის პერიოდში კვლავ არსებობს პლატონის აკადემია და არიან პერიპატეტიკოსები
(არისტოტელეს მიმდევრები). პლატონის აკადემიაში არის ‘პითაგორული მიმართულებაც’. გარდა
ამისა, შედარებით მცირე ‘დიაპაზონით’ არსებობს სამივე სოკრატული სკოლა: მეგარელები, ცინიკოსები
და კირინელები;
ჰედონიზმსა8 და ცინიკოსებისეულ ‘შეზღუდვას სხეულებრივ მოთხოვნილებებზე’.9 იცნობდა
არისტოტელეს ფილოსოფიასაც. ეპიკურე თავის მშობლიურ ქალაქში აღარ დაბრუნებულა. მან
310 წელს კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილენში საკუთარი ფილოსოფიური სკოლა გახსნა.
რამდენიმე წელიწადში კი (307 ან 306 წელს) მან ათენში იყიდა ბაღი და იქ ‘გადაიტანა’ თავისი
სკოლა.10 ეპიკურელები ერთგვარი ‘საძმოს წევრები’ იყვნენ პითაგორელთა მსგავსად, იმ
განსხვავებით, რომ ეს ‘საძმო’ არ ყოფილა ‘დახურული’ - ეპიკურეს ბაღი ყველასათვის ღია იყო
(მათ შორის ქალებისა და მონებისთვის). ეპიკურე ხალისით იღებდა ყველას, ვისაც მისი
მოსმენის სურვილი ჰქონდა.

ეპიკურეს მრავალი ტექსტი დაუწერია, დიდ ნაწილს არ მოუღწევია ჩვენამდე, მაგრამ


შემორჩენილია ფრაგმენტები და რამდენიმე წერილი;

#ეთიკა# ეპიკურესთვის (და ზოგადად, ეპიკურეიზმისთვის) ფილოსოფიის უმთავრესი


მიზანია ადამიანის ინდივიდუალური ბედნიერების უზრუნველყოფა. ამ მიზნისკენ გზის
ჩვენება-გაკვალვის საქმით ეპიკურე ერთგვარ ‘განმანათლებლობას’ ეწევა, ისე, როგორც ეს
თავის დროზე სოფისტებმა გააკეთეს. სოფისტური ‘განმანათლებლობა’ მიმართული იყო
ადამიანის პიროვნული ღირსების სასამართლოსა და სახელმწიფო კანონების წინაშე თავის
დაცვისა და გამართლებისათვის, რისთვისაც საჭირო იყო განათლება, აზროვნებასა და
კამათში გაწაფვა. ეპიკურეიზმი კი არის სწავლება არა მხოლოდ იმისა, თუ როგორ დაიცვა თავი
სახელმწიფოებრივი უსამართლობისგან, არამედ იმისაც, როგორ გათავისუფლდე
ღმერთ(ებ)ის, სიკვდილისა და ბუნების ძალების წინაშე შიშისაგან. ეპიკურეს აზრით, სწორედ
მომავლის წინაშე შიშია11 მთავარი შემაბრკოლებელი ბედნიერებისა და ფილოსოფიის მთავარი
ამოცანაც სწორედ შიშისგან გათავისუფლებაა. შიშის მიზეზი კი სამია (ღმერთები, სიკვდილი,
ბუნების ძალები).

ეპიკურეს აზრით, ღმერთები არ არიან ისეთნი, როგორადაც მას მიიჩნევს ბრბო. ის კი არ


‘სცოდავს’ ვინც ღმერთებს უარყოფს, არამედ ის, ვინც იზიარებს ბრბოის შეხედულებას
ღმერთების შესახებ, რაკი მათ (ბრბოს) არ აქვთ ზუსტი ცოდნა და საკუთარ მონაჩმახს
ავრცელებენო, დაახლოებით ასე ამბობდა ეპიკურე. ღმერთები ნეტარი ცხოვრებით
ცხოვრობენ, მათ არავითარი საზრუნავი არ აწუხებთ, შესაბამისად, არც არაფერი სჭირდებათ
ადამიანებისგან, არ ‘აიძულებენ’ რაიმე მოქმედებისკენ, რომელიც მათთვის (ღმერთებისთვის)
სასარგებლო იქნება. ღმერთებს არ ახასიათებთ წყრომა და გულმოწყალება - ეს მათი სისუსტის
გამოვლენა იქნებოდა. შესაბამისად, ღმერთები არ არიან ადამიათათვის საშიშნი.

8
‘ჰედონე’ ბერძნულად ‘ტკბობას’ ნიშნავს;
9
ეპიკურეიზმიც ერთგვარი სინთეზია ატომისტიკის, ჰედონიზმისა და სხეულებრივი
მოთხოვნილებების დათრგუნვისა;
10
ეს ბაღი პლატონის აკადემიასთან საკმაოდ ახლოს იყო ტერიტორიულად. სხვათა შორის, ანატოლ
ფრანსს აქვს არაჩვეულებრივი ტექსტი ‘ეპიკურეს ბაღები’, ესეც აუცილებლად წასაკითხთა სიაში უნდა
მოახვედროთ, მე თუ მკითხვავთ.
11
შიში ყოველ ჯერზე მომავალთან არის დაკავშირებული. არისტოტელე ამბობდა, რომ აწმყო
შეგრძნებებში გვეძლევა, წარსული - მოგონებებში/გახსენებებში, ხოლო მომავალი - იმედ(ებ)ში. იმედებს
შეგვიძლია შიშიც დავამატოთ, ჩვენი რა მიდის :- )
საინტერესოა ასევე ეპიკურესეული ე.წ. ‘ბოროტების პრობლემის’ პარადოქსი, რომელმაც ჩვენამდე
გვიანდელი რედაქციით მოაღწია12: ღმერთს (1) სურს ბოროტების/სიბოროტის მოსპობა, მაგრამ არ
შეუძლია; (2) შეუძლია ბოროტების მოსპობა, მაგრამ არ სურს; (3) არც სურს და არც შეუძლია; (4) სურს
და შეუძლია. ეს ოთხი შესაძლო ვარიანტია. თუ პირველია სწორი, მაშინ ღმერთი სუსტი გამოდის.
სისუსტე კი არ მიეწერება ღმერთს. თუ მეორეა სწორი, მაშინ ბოროტი გამოდის - არც ეს თვისება
მიეწერება ღმერთს. თუ მესამე - მაშინ სუსტიცაა და ბოროტიც. თუ მეოთხე, ანუ თუ არც სუსტია და არც
ბოროტი (რაც, შესაფერისი იქნებოდა ღმერთისთვის), მაშინ საიდან იღებს დასაბამს ბოროტება ან რატომ
არ ეწინააღმდეგება მას ღმერთი?!

ეპიკურეს აზრით, ადამიანს სიკვდილიც არ უნდა აშინებდეს, რადგან ვიდრე შენ ხარ, (შენი)
სიკვდილი არ არის და როცა (შენი) სიკვდილი დადგება, შენ აღარ იქნები. ყველაფერი
შეგრძნებებში მიეცემა ადამიანს - კარგიცა და ცუდიც. სიკვდილი კი შეგრძნებების გაქრობაა,
შესაბამისად, ის, როგორც ცუდი, არ/ვერ განიცდება ადამიანის მიერ.

ეპიკურესთან შეგვიძლია გამოვყოთ ბედნიერების/სიამოვნების ტიპები, რომლებიც


გულისხმობს ტანჯვის, ტკივილის მინიმუმამდე დაყვანას და სიამოვნების/ტკბობის
მაქსიმალურად გაზრდას. პირველი ნაბიჯი არის, რომ გავთავისუფლდეთ ტკივილისაგან,
იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქიკური. ეს უკანასკნელი უფრო მძიმეა და ძნელად მისაღწევია.
მასში უპირველესად იგულისხმება ის შფოთი და შიში, რაზეც ცოტა ზევით დავწერე. მოკლედ,
პირველი ნაბიჯი ჩვენთვის არსებული ტანჯვის მოცილება და სიმშვიდეა; მეორე ნაბიჯი,
სიმშვიდის გარდა, რომელიც პასიურ სიამოვნებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, აქტიურ
სიამოვნებასაც გულისხმობს. ამ ნაწილში ეპიკურე ახდენს სიამოვნებათა კლასიფიკაციას და
ამბობს, რომ მხოლოდ იმ სურვილების დაკმაყოფილებაზე უნდა ვიზრუნოთ (რაკი, სურვილის
დაკმაყოფილება გვანიჭებს სიამოვნებას), რომლებიც ბუნებრივი და აუცილებელია (მაგ. ჭამა,
დალევა (წყლის, ოღონდ :- ), ძილი ...), ხოლო ბუნებრივ და არააუცილებელ სურვილებზე უარი
უნდა ვთქვათ (მაგ. ძვირფასი სასმელი და საჭმელი), ისევე როგორც (და უფრო მეტადაც) უარი
უნდა ვთქვათ სურვილებზე, რომლებიც არც ბუნებრივია და არც აუცილებელი (მაგ.
ძალაუფლება, სიმდიდრე და ა.შ.). მოკლედ, სიამოვნების მიღებისას უნდა ვიყოთ ზომიერები,
თორემ სურვილის საპირისპირო შედეგს მივიღებთო. მესამე ნაბიჯი გულისხმობს სათანადო,
სწორი სიქველეების (‘არეტე’) აღზრდა-ჩამოყალიბებას ჩვენში, ისეთი თვისებებისა თუ
ხასიათის ქონას, რომელიც ღირსეულ ადამიანებად გვამყოფებს და შეგვანარჩუნებინებს
წონასწორობას ცხოვრებაში. ამ სიქველეებიდან უმთავრესია გონიერება, ისაა საფუძველი
დანარჩენებისაც (მაგ. ზომიერება, სამართლიანობა, სიმამაცე ...).

#ფიზიკა# ეპიკურესთვის ბუნების კვლევა არაა თვითმიზნობრივი. ბუნება იმიტომ უნდა


ვიკვლიოთ, რომ გავიგოთ მისი კანონზომიერებანი, ვიცხოვროთ მათ თანახმად და დავძლიოთ
ბუნების ძალთა წინაშე შიში.

ეპიკიურეს აზრით, სამყარო არის სხეულები და სიცარიელე. სხეულები ზოგი რთულია, ზოგი
მარტივი. მარტივები ატომები არიან. ატომებია ყოველი არსებული (სხეულის) საფუძველი.
სამყარო უსასრულოა და განუსაზღვრელი. უსასრულოა რაოდენობითაც და სივრცეში

12
ეს პრობლემა ჩამოყალიბებული აქვს ლაკტანციუსს.
განფენილობითაც. უსასრულოა, რადგან სიცარიელეს ზღვარი რომ ჰქონოდა, ვერსად
იარსებებდა უსასრულოდ მრავალი საგანი;

ატომები მოძრაობენ სიცარიელეში. მათ ახასიათებთ ერთნაირი ‘სიჩქარე’. ატომების


შეერთების მიზეზია მათი მოძრაობის ‘გადახრა13’. ამ გადახრითა და ატომათა დაჯახებით
კონსტრუირდება მთელი უნივერსუმი. ეს ‘გადახრა’ ხდება შემთხვევითად და მომდინარეობს
თვითონ ატომიდანვე (მისთის ‘შინაგანია’, მისი ‘თავისუფლებაა’ და არა აუცილებლობა).

ეპიკურემ განასხვავა ერთმანეთსგან სიცარიელე, სივრცე და ადგილი. სიცარიელე არის


უსაგნოდ ყოფნა. ადგილი არის ის, სადაც არიან საგნები. სივრცე კი არის საგანთა მოძრაობის
არე.

ეპიკურე საუბრობს დროზეც. დრო არის საგანთა თვისება, მაგრამ მას არ გააჩნია თავისთავადი,
შეგრძნებებში ფიქსირებული გარკვეულობა. დრო აუცილებლობით გულისხმობს საგნის
მოძრაობას, ცვალებადობას.

რამდენიმე ფრაგმენტი ეპიკურეს ნაწერებიდან:

„ბედნიერსა და უკვდავ არსებას არც თვითონ აქვს საზრუნავი და არც სხვას უქმნის. ასე რომ,
მისთვის უცხოა რისხვა და წყალობა. ესენი უძლურს ახასიათებს“

„სიმშვიდე და ტანჯვის უქონლობა უმოქმედო სიამოვნებანი არიან, სიხარული და


დროსტარება კი - ქმედითი“

„არაფერი არ კმარა მისთვის, ვისაც საკმარისი ეცოტავება“

„არასდროს გააკეთო ცხოვრებაში ის, რაც შენთვის საშიში იქნება, თუ ახლობელი გაიგებს“

„კამათში დამარცხებული უფრო მეტს იგებს, რადგან ცოდნას იმატებს“

„ყველა ისე ტოვებს ცხოვრებას, თითქოს ამ წუთას დაბადებულიყოს“

„საჭიროა ვიცინოთ, ვიფილოსოფოსოთ, გავუძღვეთ ოჯახს, სხვა საქმეებიც მოვასწროთ და


ფილოსოფიური აზრების გამოთქმაც არ მივატოვოთ არასდროს“

„მეგობრებისგან დახმარება არ გვჭირდება იმდენად, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი


დაგვეხმარებიან“

13
დემოკრიტეს აზრით, სამყაროში ყველაფერი (ანუ, ატომთა მოძრაობა) დეტერმინირებულია. ეპიკურე
კი, დემოკრიტესგან განსხვავებით, უშვებს შემთხვევითობას, შემთხვევით ‘გადახრას’ ატომთა
მოძრაობისას, ისეთს, რომელიც არაა ‘გარეგანი ძალის’ ზემოქმედებით გამოწვეული. ამ ‘შემთხვევით
გადახრასთან’ კავშირში ეპიკურე ნების თავისუფლების შესახებ შეხედულებასაც აყალიბებს
(დეტერმინიზმის საპირისპიროდ).
სხვათა შორის, კარლ მარქსის სადოქტორო დისერტაციის თემა დემოკრიტესა და ეპიკურეს
ნატურფილოსოფიების განსხვავება იყო :- )
სტოიციზმი
ელინიზმის პერიოდის დასახელებული სამი სკოლიდან სტოიციზმი ალბათ ყველაზე
გავლენიანი მიმდინარეობა იყო.14 ამ სკოლის დამფუძნებლად ითვლება ძენონ კიტიონელი
(ძვ.წ. 334-262).

დასაწყისში რომ ვახსენე, ფილოსოფიის სამ მთავარ დისციპლინად - ლოგიკად, ფიზიკად და


ეთიკად - დაყოფა, ეგ ყველაზე მკაფიოდ სტოიკოსებთანაა ჩამოყალიბებული, რასაც ძენონის
დამსახურებად თვლიან. დიოგენე ლაერტელი წერს, რომ სტოიკოსებს ამ სამი განხრის
ურთიერთმიმართების ასახსნელად შემდეგი ანალოგია მოაქვთო - ფილოსოფია არის ბაღი,
რომელსაც ლოგიკის ღობე არტყია გარს, რათა დაცული იყოსო, ფიზიკა არის ხე, რომელიც ამ
ბაღში იზრდება, ხოლო ეთიკა ნაყოფი, რომელსაც ეს ხე ისხამსო. ამ ანალოგიიდანაც ჩანს, რომ
ეთიკაა უპირატესი და ლოგიკასა და ფიზიკას ‘დამხმარეს’ როლი აქვთ.

#ლოგიკა# არისტოტელეს თუ არ ჩავთვლით, ანტიკურობაში ლოგიკის დარგში ყველაზე


მნიშვნელოვანი მიხვედრები სტოიკოსებს ჰქონდათ (განსაკუთრებით სტოელი ქრიზიპოსი და
დიოდოროს კრონოსი გამოირჩეოდნენ ამ კუთხით). შეიძლება ითქვას რომ პროპოზიციულ
ლოგიკას მათ ჩაუყარეს საფუძველი.15 მტკიცებითი წინადადების (ჩვენ რომ ‘დებულებას’
ვეძახდით ლოგიკის კურსში) სტრუქტურა, ლოგიკური მაკავშირებლების ბუნება (უარყოფა,
კონიუნქცია, დისიუნქცია, იმპლიკაცია), დასკვნების ტიპების ანალიზი (დისიუნქციური
სილოგიზმი, მოდუს პონენსი....) - ეს ყველაფერი საფუძვლიანად ჰქონდათ დამუშავებული
სტოიკოსებს.

#ფიზიკა# სტოიკოსების აზრით, სამყაროს აქვს ორი საფუძველი - აქტიური და პასიური. ამ


უკანასკნელს ოთხი სტიქია წარმოადგენს (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი), აქტიური კი
‘ლოგოსია’, რომელიც მსგავსია ამ ცნების ჰერაკლიტესეულ გაგებასთან. ლოგოსია
სამყაროული კანონზომიერების განმაპირობებელი. მას ‘შემოქმედ ცეცხლსა’ და ‘თბილ
სუნთქვასაც’ ეძახიან, ‘ღმერთსაც’ და ‘ბედისწერასაც’. უნდა ითქვას, რომ ბედისწერის ცნებას
უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სტოელთა თეორიაში. ის განაგებს სამყაროს, მთელ
ბუნებას, შესაბამისად, დევიზი ‘ვიცხოვროთ ბუნების თანახმად’ ბედისწერის მორჩილებას თუ
მის მიყოლასაც გულისხმობს. როგორც რომაელი სტოიკოსი ფილოსოფოსი სენეკა იტყოდა,

14
ეს ალბათ იმითაცაა განპირობებული, რომ სკეპტიკოსების უმრავლესობა არაფერს წერდა და,
შესაბამისად, მათი ნააზრევის გავრცელებას ხელი ამითაც ეშლებოდა, ხოლო ეპიკურელებს, ხორციელი
სიამოვნებების მისაღებობისა და მკვეთრი მატერიალისტური პოზიციის გამო განსაკუთრებით ებრძოდა
ქრისტიანობა, რამაც ხელი შეუშალა ეპიკურელთა ნაწერების ჩვენამდე მოღწევას. თუმცა, საბედნიეროდ,
ეპიკურეს ფრაგმენტების გარდა, ჩვენამდე მოაღწია ეპიკურელი პოეტის, ლუკრეციუსის პოემამ „de
rerum natura” (საგანთა ბუნების შესახებ), რომელიც ერთდროულად კარგი პოეტური და კარგი
ფილოსოფიური ტექსტია.
15
სამწუხაროდ, არისტოტელური ლოგიკისა (სილოგისტიკის, ძირითადად) და სტოური ლოგიკის
(პროპოზიციული ლოგიკის) ფსევდო-შეპირისპირებამ და ზოგ-ზოგიერთის მიერ ბოროტად
გამოყენებულმა არისტოტელეს ავტორიტეტმა სტოიკოსების ლოგიკური ნააზრევის შემდგომ
განვითარებას შეუშალა ხელი.
ბედისწერას მიჰყავს მორჩილი და მიათრევს ურჩს. ბედისწერა (როგორც კანონზომიერება,
შემოქმედი და გამანადგურებელი ცეცხლი) ჰქმნის და ანადგურებს სამყაროს ციკლურად (ანუ,
რაღაც დროს განადგურდება არსებული ფიზიკური სამყარო და ხელახლა შეიქმნება. ასე
ციკლურად იქნება სულ. ანალოგიად ცეცხლის ავსება/აალება და დავსება/მინავლება
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ;

აქტიური საწყისი, რომელიც ლოგოსად, შემოქმედ ცეცხლად და თბილ სუნთქვადაც


მოვიხსენიეთ კრავს სამყაროს მთლიანობად, ის მსჭვალავს ყოველივეს და ჩვენც, ყველა
ცოცხალი ვეზიარებით მას (ანალოგიად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა თბილი ჰაერისა შეგიძლიათ
დასახოთ). ეს მომენტია ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი სტოელთა კოსმოპოლიტიზმისა და
ადამიანთა თანასწორობის რწმენისა.16

#ეთიკა#17 სტოელთა აზრით, სამყაროული წესრიგის პრინციპი ჩვენშიცაა (მაკროკოსმოსი-


მიკროკოსმოსის ანალოგიით), შემოქმედი ცეცხლის ნაპერწკალს თითოეული ადამიანი
ატარებს. ჩვენი ინდივიდუალური ბუნება ნაწილია უნივერსალური ბუნებისა, ნაწილიც და
მთელიც ერთ კანონს ემორჩილება. ეთიკურად სწორი ქცევაც ამ წესრიგის (‘ბედისწერა’)
შესაბამისად ცხოვრებაა. უნდა ითქვას, რომ ბედისწერა სტოიკოსებთან არ არის აბსოლუტური.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბედისწერით განსაზღვრულია ზოგადი პირობები/კანონები
სამყაროსი, მაგრამ მთლიანად მისით არ კონტროლდება ჩვენი ნება და ფიქრები. ეს ნაწილი
მთლიანად ჩვენზეა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სტოიკურ ფილოსოფიაში არის
ის, რომ ადამიანმა დაადგინოს, რისი კონტროლი შეუძლია მას და რისი არა, რა არის
დამოკიდებული ჩვენზე და რა არა. ის, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარებს, მშვიდად
უნდა მივიღოთ და არ შევეწინააღმდეგოთ (შდრ. ბედისწერის მორჩილება და ‘ბუნების
თანახმად ცხოვრება), ხოლო, რაც ჩვენზეა, იმაში კი ასკეზა გვჭირდება,18 რომ ვაკონტროლოთ
საკუთარი თავი, ვმართოთ საკუთარი სურვილები და ვნებები (და არ იყოს პირიქით -
სურვილებმა და ვნებებმა არ გვამთოს ჩვენ). ამ ასკეზით მოიპოვებს ადამიანი საკუთარ თავს
(სურვილების აყოლა კი თავს დაგვაკარგვინებს).

სტოიკოსების ars vivendi არის ჩვენთვის ამქვეყნად განკუთვნილი დროის ცხოვრება (სენეკა
ერთმანეთს უპირისპირებს ‘იცოცხლა’ და ‘იცხოვრა’-ს)19 და, თუმცა, მაქსიმალური სიამოვნება,
რასაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, სიმშვიდე და უშფოთველობაა (ანუ ის, რასაც ეპიკურე

16
სტოიკოსების ბევრ იდეას გაიზიარებს (მცირედი ტრანსფორმაციებით) ქრისტიანობა. მათ შორის, ამ
მომენტს.
17
ეს ყველაზე საინტერესო საკითხია ელინისტურ ფილოსოფიაში. უბრალოდ, ჩვენს ფორმატში ძალიან
მოკლედ განვიხილავთ. დაინტერესებულებს შეგიძლიათ გაეცნოთ სტოიკოსთა ნაწერებს, მაგალითად
ეპიქტეტეს ან სენეკას. მარკუს ავრელიუსს იტყოდა სხვა მაგ ორზე წინ. მე პირველ ორს ვამჯობინებდი :-
) მეორადი წყაროებიდან პიერ ადოს ტექსტებს გირჩევდით ამ თემაზე. მხატვრული ნაწარმოებებიდან კი
მარგარეტ იურსენარის ‘ადრიანეს მოგონებებს’ (შედევრია, ჩემი შეფასებით).
18
‘ასკეზა’ ვარჯიშს ნიშნავს ბერძნულად. როგორც ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც შედეგს იძლევა, ესეც
უმთავრესად ნებისყოფის გამომუშავებას გულისხმობს. თუ არ არის ნებისყოფა, არ არის პიროვნება!
ვოტ!
19
მიუხედავად ამისა, ერთი ხანობა, ხშირი იყო სუიციდი სტოიკოსებში. როგორც ყველა საინტერესო
თეორიას/მოძღვრებას, სტოიციზმსაც გააჩნდა ‘გაუკუღმართებული’ ვარიანტი :- )
პასიურ სიამოვნებას უწოდებდა და რაც სხვა სიამოვნებებზე უფრო სუსტ რაიმედ მიაჩნდა),
ერთი შეხედვით (შეიძლება, ორითაც) ძალიან პატარა ‘ჯილდო’, უნდა ვაღიაროთ, რომ
მხოლოდ მისით და მასშია შესაძლებელი საკუთარი თავის მოპოვება და დამკვიდრება. ე.წ.
აქტიური სიამოვნებები, საბოლოო ჯამში, მაინც ტანჯვისკენ მიმავალი ბილიკებია, რაკი
სურვილებზე დამოკიდებულს გტოვებს. სტოიკური იდეალი არის ავტარქია (თვითკმარობა)20,
სიმშვიდე და უღელვებლობა, როცა სურვილები (მათ შორის, ის სურვილი, რომ სიმშვიდეს
ესწრაფვოდე) მთლიანად ჩამქრალია;

სკეპტიციზმი
ეს სკოლა ჩამოაყალიბა პირონმა (ძვ. წ. 365-275). მას ალექსანდრე მაკედონელთან ერთად
უმოგზაურია ინდოეთში და იქაურ სწავლებებს გასცნობია.

‘სკეპსისი’ დაეჭვებას ნიშნავს ბერძნულად. პირონი და მისი მიმდევარი სკეპტიკოსები


ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერი შეხედულება, პოზიცია ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. გასაგები
მიზეზის გამო, პირონს ფილოსოფიური თხზულება არ დაუწერია. საერთოდაც არაფერს
წერდა, სავარაუდოდ. სკეპტიკოსების შეხედულებების შესახებ მთავარი წყაროა სექსტუს
ემპირიკოსის ნაწერები, რომელიც საკუთარ თავსაც პირონის მიმდევრად თვლის;

სექსტუსი ამბობს, რომ სამგვარი ფილოსოფოსები არსებობენ: (1) დოგმატიკოსები


(მაგალითად, არისტოტელე, სტოიკოსები), რომლებით თვლიან, რომ ჭეშმარიტება იპოვნეს; (2)
პლატონი და პლატონის აკადემიის წარმომადგენლები, რომლებიც სკეპტიკოსებად
პოზიციონირებენ, თუმცა არ არიან ასეთები და (3) პირონისტები, ნამდვილი სკეპტიკოსები;

სკეპტიკოსებთან მნიშვნელოვანი ცნებაა ‘ეპოქე’ (ან ‘ეპოხე’), რაც ნიშნავს (თავ)შეკავებას.


რაიმეს მტკიცებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ნებისმიერ საკითხზე უამრავი შეხედულება,
უამრავი ურთიერთგანსხვავებული აზრი არსებობს. არ ვიცით, რომელია სწორი.21
პატივმოყვარეობის ვნება ან რაიმე სხვა გვაქეზებს, რომ აზრი გამოვთქვათ და პოზიცია
გვქონდეს, რისი საფუძველიც რეალურად არ გვაქვს და შეცდომაში ვვარდებით. უნდა
ვისწავლოთ თავშეკავება (მტკიცებისგან) და ამით მივაღწევთ ატარაქსიას (აუღელვებლობა,
სიმშვიდე). განსჯისგან თავის შეკავებას მოაქვს სიმშვიდე და ბედნიერება;

20
აი, შენი თავი რომ შენადვე გეყუდვნის, ოღონდ პიროვნულ ამბავში და არა პოლიტიკურში.
21
არისტოტელე რომ მსჯელობდა ‘მეტაფიზიკაში’, რაღაც საგანი შორიდან პატარა ჩანს, ახლოდან დიდი,
როდის ვხედავთ მის ნამდვილ ბუნებას, ახლოდან ყურებისას თუ შორიდან (თუ არცერთიდან)? ან
ძლიერისთვის მსუბუქია, სუსტისთვის - მძიმე, როგორია სინამდვილეში? აი, ამ ტიპის არგუმენტები
მოჰყავს სექსტუსს იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებები უტყუარი არ არის;
ფილონ ალექსანდრიელი (ძვ.წ. I - ახ.წ. I სკ-ები) - ითვლება, რომ ფილონი იყო პირველი, ვინც
ერთმანეთს დაუკავშირა ბიბლია და პლატონური ფილოსოფია. მასვე მიეწერება
ჰერმენევტიკული მეთოდის დანერგვა, ე.წ. ჰერმენევტიკული ფილოლოგიის ჩამოყალიბება,
რომელიც გულისხმობდა ტექსტის (ამ შემთხვევაში, ბიბლიის) ალეგორიულ განმარტებას.

რამდენიმე ნიუანსი ფილონის ნააზრევიდან: ღმერთი ემანაციით (გამოსხივებით,


გამოშუქებით, ‘სინათლედ გადმოღვრით’) უკავშირდება თავის პირველ შემოქმედებას,
‘ლოგოსს’, მისი შუამავლობით კი - ფიზიკურ სამყაროს. ‘ლოგოსი’ აერთებს, აკავშირებს
ღმერთსა და ბუნებას (ფიზიკურ სამყაროს). ადამიანის გონებაში ‘ლოგოსი’
განხორციელებულია მიკროკოსმოსის სახით, შესაბამისად, ადამიანისთვის გზა ღმერთისკენ
‘ლოგოსის’22 საშუალებით გაიხსნება.

პირველ-მეორე საუკუნეებში ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა ინსტიტუციური სახე. პირველი


ქრისტიანების ცხოვრების წესიც განსხვავებული იყო, მათ კატაკომბის ქრისტიანებსაც
უწოდებენ, რაკი კატაკომბებში უწევდათ ცხოვრება. მათი დიდი უმრავლესობა დაბალ
სოციალურ ფენას წარმოადგენდა, გლახაკებს, ავადმყოფებს და ა.შ. თუმცა კი მოხდა ისე, რომ
საბოლოოდ ქრისტიანობამ ‘გაიმარჯვა’ წარმართობაზე და თავად გახდა მთავარი
მსოფლმხედველობა. ქრისტიანობის ‘გამარჯვება’-გავრცელებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი
მომენტია მისი იდეოლოგიად გადაქცევა, რაშიც უდიდესი წვლილი პავლე მოციქულს
მიუძღვის.23 სავლედყოფილ პავლეს რომის მოქალაქეობა24 და ‘ბერძნული განათლება’ ჰქონდა,
რასაც თავისი მიზნისთვის პროდუქტიულად იყენებდა. შეიძლება ითქვას, რომ ‘პავლეს ხაზია’
ის, რასაც ინსტიტუციონალური ქრისტიანობა ჰქვია .

პავლეს ეპისტოლეები საინტერესოა როგორც რელიგიური და თეოლოგიური, ასევე


ფილოსოფიური ასპექტითაც (განსაკუთრებით, რომაელთა და კორინთელთა მიმართ
ეპისტოლეები). მათი განხილვა ჩვენი კურსის მიზანი არაა. უბრალოდ, პატარა მონაკვეთს
ვახსენებ პავლეს ქადაგებიდან ათენელთა მიმართ: ათენში ჩასული პავლე, რომელიც
რეტორიკულად კარგად მომზადებული სიტყვით არეოპაგში შეკრებილ ათენელებს
მიმართავდა, ახსენებს წარწერას, რომელიც ნახა ერთ-ერთ წარმართულ საკურთხეველზე.
წარწერა იყო - ‘უცნობ ღმერთს’. ჰოდა, თქვენ, ათენელებო, იცით, რომ ღმერთი ადამიანის
ხელით შექმნილი ქანდაკება არ არისო, უფრო მეტიაო. ეძიებთ თქვენ მას და ვერ გინახავთ,
თქვენთვის ჯერჯერობით უცნობიაო და სწორედ ამ, თქვენთვის უცნობის ღმერთის სიტყვას

22
ქრისტიანულა თეოლოგიამ წარმართული ბერძნული ფილოსოფიაცა და ებრაული სწავლებაც
‘ქრისტიანობის მომზადებად’ გადაიაზრა და თავი მის მემკვიდრედ გამოაცხადა. მაგალითისთვის, აქ
ნახსენები ‘ლოგოსის’ და ქრისტეს ფიგურის შედარებაც აჩენს მკაფიო ანალოგიას.
23
სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ პავლე მოციქული არ იყო მოციქული :- ) ანუ, ქრისტეს 12
მოწაფეეთაგან არცერთი იყო პავლე.
24
შეგიძლიათ რომაელ ასისთავთან მისი ეპიზოდი გაიხსენოთ.
ვქადაგებ მე, ღმერთისა, როლელსაც თქვენ შეუცნობლად ეთაყვანებით, რომელიც კაცად
მოვიდა ქვეყანაზე, ჩვენი ცოდვები იტვირთა, მოკვდა და აღსდგა25 და ა.შ.

როგორც მოციქულთა საქმეში წერია, მართალია ზოგმა დაცინვა დაუწყო პავლეს, მაგრამ
ზოგიერთზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პავლეს ამ ქადაგებას და იქვე, არეოპაგში
ურწმუნია ქრისტესი. მათ შორის ყოფილა დიონისე, რომელსაც დიონისე არეოპაგელის
სახელით იხსენიებენ.

25
ან აღდგა. როგორც გირჩევნიათ :- ) სხვათა შორის, ხორცით/ხორცში აღდგომა არის ის ფუნდამენტური
განსხვავება, რაც წარმართულ ბერძნულს ფილოსოფიასა (მაგ. პლატონიზმს) და ქრისტიანობას შორის
არსებობს. ეგ კონცეპტი სავსებით გაუგებარი და მიუღებელია ბერძნული ფილოსოფიისთვის.
მოციქულთა საქმეშიც, პავლეს ამ ქადაგების მონათხრობში (თავი 17) წერია, რომ ხორცით აღდგომა რომ
ახსენა, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყოო.

You might also like