You are on page 1of 8

დღეს მე მოვამზადე პრეზენტაცია სერბი-

ამერიკელი მეცნიერის, ინჟინერის, ფიზიკოსისა


და გამომგონებლის ელექტრო-რადიო სფეროში,
ნიკოლა ტესლას შესახებ, რომელიც გახდა
ფართოდ ცნობილი თავისი მეცნიერულ-
რევულუციური წვლილის შეტანით
ელექტროობასა და მაგნიტიზმის დარგში XIX
საუკუნის მილეულს და XX ს.ს დასაწყისში.
ნიკოლა ტესლა დაიბადა ხორვატიის
ტერიტორიაზე 1856 წლის 10 ივლისს. დედამისი
ეკუთვნოდა გამომგონებლთა საგვარეულო ხაზს,
შესაბამისად მას ჰქონდა შესანიშნავი
მახსოვრობის უნარი და იცოდა თითოეული
სერბული პოემა ზეპირად რაც კი დაწერილა. ის
თავის შვილსაც ავარჯიშებდა რომ უფრო
გაეძლიერება მისთვის მახსოვრობის უნარი.
რაღაც დროის შემდეგ ტესლას ჩამოუყალიბდა
მართლაც შესანიშნავი ინტელექტი და შეეძლო 8
ენაზე გამართულად საუბარი.
5 წლის ასაკში ტესლა შეესწრო თავისი ძმის
ტრაგიკულ გარდაცვალებას, რომელიც მას
ცხენზე ჯირითის დროს შეემთხვა. ეს იმდენად
მტკივნეული იყო რომ ნიკოლას თავისი
ცხოვრების ბოლომდე ედგა თვალწინ თავისი
ძმის ტრაგიკული სიკვდილი, რამაც დიდი
გავლენა მოახდინა მის ფსიქოლოგიურ და
ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ამის შემდეგ
ნიკოლას დაეწყო მოლანდებები და უჭირდა
რეალობისა და წარმოსახვის უნარის გარჩევა,
სადაც ის ხედავდა თავის გამოგონებებსა და
ნააზრევს. ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლა ამბობს,
რომ ის არასდროს იყენებს ფურცელსა და
კალამს თავისი ფიქრებისა და ნააზრევის
ჩასაწერად და თავის ცხოვრებაში არასოდეს არ
შეუქმნია იმ გამოგონებების ნახაზები, რამაც
მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. ამ ყველაფერს
იგი თავის გონებაში ინახავდა და ცვლიდა, და
საბოლოოდ, მისი საქმე მაინც 100% იანი
სიზუსტით იყო შესრულებული.
ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ნიკოლა ტესლამ
უმაღლეს განათლებაზე უარი განაცხადა და თავი
დაანება უნივერსიტეტში სწავლას, რადგან მას
პრობლემები გააჩნდა და დამოკიდებული იყო
აზარტულ თამაშებზე.
1882 წელს მან დაიწყო მუშაობა ედისონის
მანქანათ და ელექტრო ინჟინერიის კომპანიაში
და ამონტაჟებდა კარების განათებებს ქალაქის
გარშემო. სულ მალე კომპანიის
ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მისი ტალანტები
უაზროდ იფანტებოდა, ამიტომ დაასაქმეს
ძრავების შეკეთების საქმეზე, რის შემდეგაც ის
ხშირად გააგზავნეს ევროპაში სხვადასხვვა
პრობლემების მოსაგვარებლად.
28 წლის ასაკში ტესლას შესთავაზეს სამუშაო ნიუ
იორკში ედისონის კომპანიაში, რაზეც დათანხმდა
და 7 წლის შემდეგ უკვე გახდა სრულ უფლებიანი
ამერიკის მოქალაქე. ცოტა ხანში ტესლამ კარგი
ურთიერთობა დაამყარა ედისონის კომპანიასთან
და სულ მალე პირადადაც შეხვდა ტომას
ედისონს. ნიკოლა მას ახასიათებს როგორც
შთაგონების წყაროდ. იმ დროს ედისონმა მიიღო
პატენტი თავის გამოგონებულ ნათურაზე და
სჭირდებოდა სისტემა ელექტროობის
გასანაწილებლად, ედისონი ტესლას დიდ
ფულად ჯილდოს დაპირდა თუ ამ პრობლემას
მოაგვარებდა, რა თქმა უნდა ტესლამ
ყველაფერს თავი კარგად გაართვა თუმცა
ფულადი ჯილდო არასდროს მიუღია. მათი
ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ამ ორ
ადამიანს შორის დაიწყო უთანხმოება, რამაც
საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ტესლამ მიატოვა
სამსხური. ამის შემდეგ ნიკოლა იწყებს მარტო
მუშაობას და აყალიბებს საკუთარ კომპანიას.
ტესლასა და ტომას ედისონს შორის ამ დროს
იწყება ბრძოლა პირველობისთვის, როცა
ედისონი უარყოფს ტესლას იდეებს და თვლის,
რომ ეს ყველაფერი სახიფათოა სამყაროსთვის,
ამის გამოსაჩენად კი საზოგადოებრივ
ადგილებში ელექტრო შოკით ხოცავდა
ცხოველებს და ამით აშინებდა ხალხს, რომ
ტესლასთვის არ ეცათ პატივი.
თუმცა ტესლამ მაინც გააგრძელა ახალი
წამოწყებები და ფინანსური დახმარების მიღების
შემდეგ, ნიუ ირკში ააგეს ჰიდრო ელექტრო
სადგური, რამაც მთლიან ქალაქი გაანათა.
ხალხი კმაყოფილი დარჩა. ტესლამ გამოიგონა
ელექტრო ენერგიის სწორი დინების ქსელი,
რომელიც უსაფრთხო და გამოყენებადი იყო.
ზუსტად ამას იყენებს დღევანდელი კაცობრიობა
ელექტრო ენერგიის მისაღებად. ტესლა
საქვეყნოდ აღიარებული გახდა და მას უამრავი
სტუმარი ჰყავდა. აქედან იწყება მისი
გამოგონებების ისტორია. მან თავის კარიერაში
შექმნა 300 მდე ახალი გამოგონება. მან შექმნა
ნეონის ნათურები, მაღალ ეფექტურიანი ტურბინა
ავტომობილისთვის- ერთხელ ნიკოლამ იხილა
ჰენრი ფორდის პირველი მანქანა და მან
გამოთქვა აზრი რომ ავტომობილს ამხელა ძრავი
საერთოდ არ სჭირდებოდა, შესაბამისად
შესთავაზა თავისი იდეა, რაც რა თქმა უნდა
ფორდმა უარყო, ამის შემდეგ ნიკოლამ ასევე
გამოიგონა მანქანის აალების სისტემა, რამაც
უკვე დიდი გავლენა მოახდინა საინჟინრო
საქმეზე და ეს გამოგონება ფორდმა
მოულოდნელად დაიპატენტა საკუთარ თავზე.
რენტგენი, რომელიც პირველად მან თავის
ხელზე გამოსცადა და გადაუგზავნა ვილჰელმ
რენტგენს, მან ეს გამოგონება თავის თავზე
დაიპატენტა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოგონება იყო მექანიზმი რომელსაც შეეძლო
ძალიან დიდი რაოდენობით მაღალი
გამტარიანობის ელექტრო ენერგიის
გამომუშავება. ნიკოლა ტესლამ გამოიგონა
ფონოგრაფი, პირველი დიქტოფონისა და
მაგნიტაფონის მოდელი, რომლის პატენტიც
შემდეგ მისმა კონკურენტმა ტომას ედისონმა
მიისაკუთრა. ეს გენიოსი ადამიანი არ
ცდილობდა რომ გამოგონებები მისი
სახელისთვის მიეწერათ, ამას გადამწყვეტი
მნიშვნელობა ტესლასთვის არ ჰქონდა. მისი
ერთ-ერთი ფრაზა ასე ჟღერდა : „მე არ მწყინს,
რომ სხვები ჩემს იდეებს იპარავენ, მე მწყინს, რომ
მათი საკუთარი არ გააჩნიათ“. ნიკოლას
წამოწყებულია ასევე პირველი რადიოს შექმნა,
თუმცა მას რაღაც გაურკვეველი პრობლემების
გამო ჩაეშალა ამის პრაქტიკაში გამოყენება,
ამავე დროს რადიოზე მუშაობდა იტალიელი
მეცნიერი გილერმო მარკონი, რომელმაც
მოახერხა კანადიდან შტატებში რადიოხაზების
გადაცემა და ზუსტად მას მიაწერეს რადიოს
გამოგონება. ინოვაციური გამოგონება
მაშინდელ სამყაროში იყო უსადენო, ე.წ
პულტიანი ნავი, რომლის დემონსტრირებაც
მოახდინა მედისონის მოედნის ბაღში. ეს
გამოგონება იმდენად უსწრებდა დროს,
მაყურებლებს ეგონათ, რომ ნიკოლა ამ
ყველაფერში მაგიურ ძალას იყენებდა. ეს არის
ჩამონათვალი იმ გამოგონებებისა, რამაც
დღევანდელამდე მოაღწია, თუმცა ნიკოლა
ტესლას გააჩნდია კიდევ უამრავი იდეა
რომელთა განხორციელებაც და პრაქტიკაში
გამოყენება ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ
შეძლო.
1895 წელს ტესლას ნიუ-იორკის ლაბორატორია
დაიწვა და განადგურდა წლების ღირებულების
ჩანაწერები და აღჭურვილობა. ტესლა გადავიდა
კოლორადო სპრინგსში ორი წლით და
დაბრუნდა ნიუ-იორკში 1900 წელს.

ტესლა თავისი ბოლო ათწლეულების


განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკის
სასტუმროში, მუშაობდა ახალ გამოგონებებზე,
მიუხედავად იმისა, რომ მისი ენერგია და
ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდებოდა. მან
თავისი ბოლო წლები გაატარა ქალაქის
მტრედებთან კვების და, მისი თქმით,
კომუნიკაციაში. ასევე უნდა ვახსენო მისი
აკვიატება რიცხვი 3 ის მიმართ. თუ მის გარშემო
ეს რიცხვი არ იგრძნობოდა, მაშინ ის შიშს
განიცდიდა და პანიკურ მდგომარეობაში
ვარდებოდა. მაგალითად : ყოველთვის უნდა
ჰქონოდა 3 ხელსახოცი, საჭმლის ჭამის დროს 3
კოვზი, სახლიდან გასვლისას 3ჯერ კეტავდა კარს
და ერთი და იგივე წინადადებას 3ჯერ ისე
იმეორებდა,რომ ვერც კი აცნობიერებდა. მან
სიცოცხლის ბოლო 10 წელი სასტუმროში 33-ე
სართულზე გაატარა. ის ამბობდა, რომ რიცხვები
3, 6 და 9 არის გასაღები თავისუფალი ენერგიის
კარისთვის.

ტესლა გარდაიცვალა თავის ოთახში 1943 წლის 7


იანვარს 86 წლის ასაკში. იმავე წლის შემდეგ აშშ-
ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მარკონის
ოთხი ძირითადი პატენტი, დაგვიანებით აღიარა
ტესლას ინოვაციები რადიოში. ამ ყველაფრის
მიუხედავად, ხალხს ტესლა ჯერ კიდევ არ
დაუვიწყებია, 1994 წელს მის ყოფილ ნიუ იორკის
ლაბორატორიასთან, მე-40 ქუჩის გადაკვეთასთან
დაამონტაჟეს სპეციალური ნიშანი წარწერით
„ნიკოლა ტესლას კუთხე“, რითიც პატივი მიაგეს
ამ ლეგენდარულ გენიოსს.

You might also like