You are on page 1of 11

1.

ტექსტის რედაქტირება

არქეოლოგებმა ტუტანჰამონის სამარხში აღმოაჩინეს ნივთი,


რომელიც ფარაონის თვალებს მზის სხივების ზემოქმედებისგან
იცავდა. ეს იყო ზურმუხტის ორი უთხელესი ფირფიტა,
რომლებსაც ბრინჯაოს რკალი აერთებდა. უნდა აღინიშნოს, რომ
ასეთი
ნივთები სხვა სამარხებშიც აღმოაჩინეს. როგორც ჩანს , მას ასევე
იყენებდა ეგვიპტის წარჩინებული საზოგადოების არაერთი
წარმომადგენელი.
საუკუნეების განმავლობაში ულტრაიისფერი სხივებისაგან
თვალების დასაცავად სხვადასხვა ტიპის არაერთი ნივთი
შეიქმნა, თუმცა სათვალის დიზაინზე მუშაობა XX საუკუნემდე
არავის უფიქრია. სათვალის პოპულარობა კოკო შანელის
სახელს უკავშირდება. 1920 წელს, ზღვაზე დასვენების დროს,
მას მზისაგან კანი ძალიან დასწვია. შანელის მიბაძვით ლამის
მთელმა თეთრკანიანმა სამყარომ გადაწყვიტა გარუჯვა. საჭირო
გახდა მცხუნვარე მზისაგან თვალების დაცვა. მზის სათვალე,
რომელიც
თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისა იყო,
თანდათან მოდურ აქსესუარად იქცა.
1936 წელს ამერიკაში საგანგებოდ პილოტებისათვის
შექმნეს მსუბუქი სათვალე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის
დროს უკვე ყველა ამერიკელ ჯარისკაცს ეკეთა. შეიძლება
ითქვას, ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოდური მზის
სათვალეა მსოფლიოში.
2. მხატვრული ანალიზი

მოთვალთვალე " დიდი ძმისა" და მბრძანებელი ნაპოლიონის


ეპოქას უხვად მოჰქონდა სისხლი და ცხედრები. მე-20
საუკუნის, საბჭოთა სავშირში არსებობის ეპოქას ხშირად
იხსენებდნენ ადამიანები. ხშირად ვიგებთ რეჟიმის მიერ
აღზრდილი "ჩაკლული სულის" მქონე " უმცროსი ძმების"
ამბებს. კოტე ჯანდიერის მოთხრობაში " გლობალიზაცია"
ვიგებთ მოცემული პერსონაჟის ცხოვრების შესახებ და
აღსანიშნავია მისი და, რომელიც ასაკის მიუხედავად, საოცარი
სიმამაცის თვისებას ავლენდა.

ანიჩკა რვა წლის იყო და ცხოვრიბდა იმ ეპოქაში, რომელიც


თავის შვილებს ჭამს. იგი გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეპოქაში
არსებობდა და ეს სუსტი არსება ძალიან სუფთა და სანდო იყო.
აღსანიშნავია ამ რვა წლის გოგონას ქმედებები. იგი ხომ მრავალ
მეტრსა თუ კილომეტრს გადიოდა, რათა ქაქუცას
რაზმელებისთვის საკვები მიეტანა. "გადაღმა ხეობაში"
სამხრიჯვარი უნდა გადაევლო და ისე მისულიყო
რაზმელებან."ენდობოდა და იმიტომა, იცოდა მაგისი ჭკუის
ფასი". ასე ხატავს ავტორი ანუჩკას მხატვრულ სახეს.
ქართველებს ოდითგანვე შეგვეძლო ერთმანეთია გატანა და
ანიჩკაც თავისი ჭკუით მდევრებს გზაცაც კი უბნევდა. მდებრებს
რიმ ანიჩკა სანივაგით ენახათ , ყვეკაფერს მიხვდებოდნენ და
ქაქუცას რაზმიც გამოაშკარავდებოდა. ანიჩკა ყველაფერს
სწორად აფასებდა და შესაბამისად იქცეოდა. "არ დაბნეულა ე
თითისტოლა გოგო- სანოვაგე სადღაცა ქვის ქვეშ დაუმალავს,
როგორც პაპამ დაარიგა, ზედ ხმელი ფოთლები მიუყრია,
თვითონ წკეპლამომარჯვებული დახვედრია მილიციას". ათი
სისხლის მსმელი მილიციელის პირისპირ აღმოჩნდა ანიჩკა.
ადამიანს, რომლის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას,
ანიჩკა "გამხდარი, გაკნაჭული", უყურებდა " ბაყბაყდევივით
თავს წამომდგარ ინაკავაძესა". საღამოს სახლში
თავგადასავლებით მოცული დაბრუნდა პატარა ანიჩკა, მაგრამ
შიშის კვალი მაინც დასტყობოდა. "საღამოთი ჩაფსმულ-
ჩასველებული დაგვიბრუნდა პატარა გოგო, მაგრამ ვანას
გატანებული სანოვაგე მილიციის წასვლის მერე მაინც მიეტანა
სამალავში და იქ დაეტივენინა". ეპოქამ იმოქმედა პატარა
ანიჩკაზე და იგი ისე იქცეოდა, როგორც გამოცდილი ქალი.
"გეგონება, თვითონ ძალიან ბევრის მნახველ-ამტანი ქალი
ყოფილიყო".კომუნისტურმა რეჟიმმა ჩანს, რომ ბავშვიბაც
წაართვა. "პაპა და ჩემი და ანიჩკა მზეზე გამთბარი წყლით
მაბანავებდნენ". " ანიჩკამ თვალებზე ხელი ამაფარა და ისე
გამარიდა მანდაურობას".. მკითხველი მარტივად ასკვნის
ანიჩკას პიროვნების თვისებებს ავტორის მიერ აღნიშნული
ნიუანსებით. მარტივას შეგვიძლია პატარა 8 წლის ბავშვზე
ვთქვათ ჩამოყალიბებული აზროვნების მქონე. ალბათ გარემოზე
დაკვირვებით ფიქრმა გამოწრთო. მრავალი მხდალი გაიქცეოდა
მილიციის დანახვისას, მაგრამ იგი წინ დაუდგა. მასაც მოვდა და
მზრუნველობა სჭირდებოდა,მაგრამ იგი, 8 წლის ბავშვი, 4 წლის
ძმას უვლიდა. ავტორი შესანიშნავად აღწერს ანიჩკას ყოფასა და
სახეს.
ტექსტის მთავარი სათქმელი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან
ისტორიული კუთხით თუ ვიმსჯელებთ, იგი ეხება
საქართველოს წარსულს. საბჭოთა კლიმატის გაბატონებუსას
მრავალ ადამიანს შექმნია პრობლემა. მოცემული პერსონაჟის,
გიორგის მსგავსად. საბჭოთა კავშირის მარწუხებში აღმოჩენილი
ქვეყანა და საბჭოეთის ბორკილებში აღმოჩენილი ხალხი დიდი
პრობლების წინაშე იდგა. ადამიანობა დაკარგული არსებები
ირგვლიც ყველას ზიანს აყენებდნენ. უგულო ბელადის მოდგმა
ყველაფერს ნთქავდა და ანადგურებდა. ტექსტში მოცემული
მილიციაც ამ ყველაფრია მაგალითია."ჩვენი თავი ჩვენადვე
გვეყუდნეს"- ამბობს ილია. ის, რომ ქართველების დამონება და
დამცირება მოინდომეს, ის, რომ თავისუფლად გადაადგილების
უფლებას არ აძლევდნენ, ქართველები ვერ მოითმენდნენ.
გეგეშიძისეულუ ნესტორი არ ეპუებოდა რუს პოლკოვნიკებს.
ასევე გეგეშიძისეულუ ჯამბაკურიც მამაპაპათაგან ბოძებული
საუნჯეების დამცველი იყო. მათი მსგავსი იყო ქაქუცა
ჩოლოყაშვოლი, რომელიც იბრძოდა საბჭოთა გაერთიანების
წინააღმდეგ. " ორმეტრიანი, ცალთვალა პირუტყვი" - ასე აღწერს
პიროვნებას , რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა ქაქუცას რაზმი.
"გამწარდა მთელი კამეჩაანთკარი, ტელავი, ზოგადად კახეთი.
ქაქუცა დასაბმელი გამხდარა, დეეფიცნა- შურს ვიძიებო".
მოწინააღმდეგის იერიშს ვერ აიტანდა და შესაბამისად
იმოქმედა. საყურადღებია ქართველთა ქმედება. ქართველებმა
მოწინააღმდწგე უსულოებისგან განსხვავებით, ადამიანობა არ
დაკარგეს. ადამიანები ერთიანი ძალებით ადრე თუ გვიან მაინც
მოიშორებენ მტერს თავიდან. ადრე თუ გვიან დააღწევენ
სისხლით მოცულ რეჟიმს თავს, მაგრამ აუცილებელია არა
არსებებად, არამედ ადამიანებად დავრჩეთ. შევინარჩუნოთ
ადამიანური სახე სამარადჟამოდ. ქრისტე გვეუბნება, გიყვარდეს
მტერნი შენნიო. ანიჩკას ოჯახმა ინაკვაძე, მილიციელთა
უფროსი, შეიფარა. "სამ დღეს თუთუნში არეუკ ბალახებს
ადებდა და ანწლის ნაყენს ასმევდა დაჭრილს". ადამიანობა,
ყველაზე მთავარუ რამ, არ დააკარგვინა სისხლით ნაფერმა
რეჟიმმა და ბოლშევიკურმა კლიმატმა ადამიანებს. ადამიანი
ადამიანობით ადამიანობს და ნამდვილი ადამიანის სახე
შევინარჩუნეთ. ყველა მწუხარება გაივლის, ბოროტება
დამარცხდება და ჩვენ სასურველია დავჩეთ ადამიანებად.
ყველაფერი წარმავალია, მაგრამ სამარადისოდ იქნება
დაფასებული ჩვენი ადამიანის სახელი. ავტორი შესანიშნავად
აღწერა ქართველთა ყოფას. იგი ასევე შესანიშნავად სრულყოფს
ჩანაფიქრს.

კოტე ჯანდიერი გამოირჩევა თხრობის უნიკალური


მანერითა და შესანიშმავი წერის სტილით. თხრობა
ექსპრესიულად მიმდინარეობს და მკითხველიც იმუცტება
იმავე განწყობით, რითად ავტორია აღსავსე. ავტორის ოსტატობა
ამბის გაშლაშიც ვლინდება. თითქოს მკითხველიც მომსწრეა
მიმდინარე მოვლენების. თითქოს იგიც უცქერს ერთი მხრივ
პატარა ანიჩკასა და მეორე მხრივ ჩოლოყაშვილსა და მის რაზმს.
ავტორი შესანიშნავად ახერხებს მკითხველი ჩააფიქროს მთავარ
სათქმელზე, რომელიც ტექსრშია ჩაქსოვილი. ორიგინალური
წერის სტილითა და დიალექტური ფორმის გამოყენებით კიდევ
უფრო მრავალფეროვანს ხდის ტექსტს ავტორი. დიალექტებია:
"დეეფიცნა", "მეესმა", "ბალღებისთვინ"....
ტექსტის სრულყოფისთვის მხოლოდ აზრის თავმოყრა არ არის
საკმარისი. აუცილებელია გაამრავალფეროვნო ნაწარმოები.
ამისთვის ავტორი მხატვრულ საშუალებებს იყენებს. ტროპული
საშუალებები დიდ ელფერს მატებს ტექსტს. ავტორი იყენებს
ეპითეტებს, მაგალითად: "გამაყრუებელი", "თავზარდამცემი",
"საშინელი", "წითელი", "შავი".. შედარებებით მიღწეული
ეფექტის მნიშვნელოვანია. შედარებებია, მაგალითად:
"ხელისგულივით", "ბაყბაყდევივით".. ავტორი იყენებს
ორიგინალურ გაზვიადებასაც, მაგალითად: "მიწას
აზანზარებს"... ავტორი შესანიშნავად აღწევს ჩანაფიქრის
სრულყოფას.

You might also like