You are on page 1of 1

ბილეთი 1

1. ფოლკლორი და მისი შემქმნელი საზოგადოება.

ფოლკლორი არის ამა თუ იმ ხალხის მიერ შექმნილი ზეპირი ნაშრომების


ერთობლიობა.ფოლკლორში ხალხი ასახავდა მათი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან
მოვლენებს. ფოლკლორული ნაწარმოებები დროთა განმავლობაში შეიცვალა, განვითარდა და
გამდიდრდა მრავალი ანონიმური ავტორის მიერ. სწორედ ამიტომ, ფოლკლორულ
ნამუშევრებს, როგორც წესი, აქვთ მრავალი ვარიანტი.თვითაონ ტერმინი ანგლოსაქსორი
კომპოზიტია და ორი ცნებისგან შედგება „folk“ (ხალხი) და „lore“ (სიბრძნე, ცოდნა).
ტერმინი პირველად გამოჩნდა 1846 წელს, როდესაც უილიამ თომსმა ინგლისურ ჟურნალ
„ათნეუმის“ 22 გვერდზე გამოქვეყნა სტატია სათაურით „ფოლკლორე“. ამ შემთხვევაში
„ხალხი“ გულისხმობს იმ ხალხთა სიმრავლეს, რომელსაც გაკრვეული ნიშნები აერთიანებს.

2. კულტის დაარსების მითოსი

კულტის დაარსების მითოსი შემდგომში მდგომარეობს:

1) ხე ამოდის კერიაში, რითაც ჯვარი ნიშანს აძლევს ოჯახს, დაუთმოს მას


საცხოვრებელი,რათა ეს კერა საკრალურ ადგილად გადაიქცეს. ერთი ვარიანტის
მიხედვით, მოსახლე ნებაყოფლობით ტოვებს საცხოვრებელს, რითაც ხელს უწყობს
სოფელში ჯვრის დაარსებას. მეორე ვარიანტში მოსახლე წინააღმდეგობას უწევს ჯვარს
– სამგზის ჭრის ხეს და აკაფავს მასზე შემოხვეულ გველს. მესამე დღეს გველი
ყველასგან შეუმჩნევლად საკიდელს ჩამოჰყვება და წამლავს კერძს, რომელიც ქვაბში
იხარშება. ჯვარის სასჯელს გადარჩებიან მხოლოდ დედა და ძუძუთა ბავშვი,
რომლებიც არ გაიზიარებენ ტრაპეზს.
2) კოპალას ხატის დაარსება კარატისწვერზე. საძოვარზე ახალგაზრდა მწყემსი ქალ-ვაჟის
თვალწინ ციდან ჯაჭვი და თასი ჩამოცვივდება. ქალ-ვაჟი წილისყრით გაინაწილებს
და თავთავის სახლში წაიღებს, ქალი თასს, ვაჟი კი - ჯაჭვს. საგნები სახლებში ხმაურს
ატეხენ. უფროსები ქადაგს დაეკითხებიან, ქადაგი ურჩევს საგნების ჩამოცვენის
ადგილზე საკულტო კოშკის აგებას და თასისა და ჯაჭვის იქვე ჩამარხვას. კარატის
წვერი გამყოფი მთაა ფშავისა და ხევსურეთის სოფლებს შორის.

You might also like