You are on page 1of 21

მსოფლიო წარღვნა და მისი

მხატვრული რეალიზაცია სამ


უძველეს ამბავში:
„ბიბლია“, „გილგამეშიანი“ მითი
დევკალიონისა და პირასი

ხელმძღვანელი: ქეთევან სიხარულიძე


სტუდენტი: ეთო ნარეკლიშვილი
ამბავი მსოფლიო წარღვნაზე იმ
მოარული სიუჟეტების რიგს
განეკუთვნება, რომელთაც ასახვა
არაერთი ხალხის მითოლოგიასა და
რწმენაში ჰპოვეს. დღევანდელი
მოხსენების მიზანია გამოვყოთ
ბერძნული, შუმერული თუ აქადური
მითოლოგიების და დაბადების წიგნის
თავისებურებები, ვიმსჯელოთ მათ
საერთო თემატიკაზე და იმ
ნიუანსებზე, რომელიც თავს იჩენს
თითოეულ მათგანში.
უთანაფიშთიმი ნოე

„გილგამეშიანი“ „ბიბლია“

ზიუსუდრა, დევკალიონი,
უთანაფიშთიმი, ნოე... ეს ის სახელებია,
დევკალიონ რომლებიც დასტურდება სხვადასხვა
ი წყაროებში და რომელიც იდეურად ერთ
ადამიანს (შესაძლოა ოდესღაც
რეალურად არსებულს) წარმოადგენს.
ბერძნული
მითოლოგი

სახელთა ეტიმოლოგია:

უთანაფიშთიმი-„ჩემი სიცოცხლე მიპოვნია“


დევკალიონი - არის ორი სიტყვის ერთობა (δεῦκος)
ანუ „ტკბილი ახალი ღვინო, სიტკბო“ და ἁλιεύς ანუ
„მეზღვაური, მეთევზე“
ნოე- ებრაულად (‫„ )נובמבר‬შვებას, დასვენებას“.
ქრონოლოგი
ა:

უთანაფიშთიმი ძვ.წ III ათასწლეულის


გილგამეშის ეპოსი
მიწურული-ურის 3 დინასტიის
მმართველობის პერიოდი

ნოე ძვ.წ XVI საუკუნის


მოსეს „დაბადება“-
მიწურული (ორიგინალი,
რომლის ჩაწერა გვიან მოხდა)

დევკალიონი ჰომეროსი „ილიადა“ ძვ.წ VIII საუკუნე -


წარმოდგენები ადრეულია
დევკალიონი
დევკალიონი, ბერძნულ მითოლოგიაში
წარღვნის მთავარი გმირი, პრომეთესა და
კლიმენეს ძეა, თესალიის ქ. ფთიას მეფე და
პირას მეუღლე (გელოვანი, „მითოლოგიური
ლექსიკონი“, გვ.175). მითის თანახმად,
დევკალიონი ყოველწლიურად ნახულობდა
მამას, კავკასიონზე მიჯაჭვულ პრომეთეს,
ისიც თავისი ბრძნული რჩევა-დარიგებებით
ახმარებოდა დევკალიონს, რითაც კაცთა
მოდგმა მეორედ იხსნა დაღუპვისაგან:
დევკალიონს გაანდო, ზევსი წარღვნას
მოგივლენთ და გემი გაიმზადეო.
დევკალიონ

და
პირა
ნოე
ბიბლიური ნოეს შემთხვევაში, განსხვავება იკვეთება
იმდენად, რამდენადაც ნოემ თავად ღმერთის წინაშე
ჰპოვა მადლი. მისი ამბავი გადმოცემულია „დაბადების“
წიგნში, რომელიც მოსეს ხუთწიგნეულიდან პირველია.
მეექვსედან მეცხრე თავის ჩათვლით ჩვენ ვკითხულობთ,
რომ „ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში,
და ღმერთის გზით დადიოდა იგი“ (დაბადება 6;9) ამის
გამო, ღმერთმა დაინდო ნოე და გააფრთილა, რომ უნდა
მომხდარიყო წარღვნა, რომელიც დაღუპავდა მიწის
ყველა სულიერს.
ნოე
უთანაფიშთიმი

წინასწარი ცოდნა წარღვნის შესახებ ჰქონდა


უთანაფიშთმსაც. ეს უკანასკნელი გილგამეშის ეპოსში
გვხვდება და არსებითად ბიბლიური ნოეს პროტოტიპია,
რომელიც წარღვნის ჟამს ადამიანთა მოდგმის
გადარჩენისთვისღმერთებმა დაასაჩუქრეს, როგორც
„გილგამეშიანში“ ვკითხულობთ, ეს გმირი ქალაქ
შურიპაკში ღმერთებმა გააფრთილეს: „გემი ააშენე,
მიატოვე ქონება და იხსენ თავი... შენს ხომალდზე
აიტანე ყველა თესლი... დიდი იყოს გემი შენ რომ
ააშენებ“ („გილგამეშიანი, 11 დაფა). გემის სიმაღლე 120
წყრთა უნდა ყოფილიყო. გმირი საქმეს შეუდგა. ააგო
გემი, შეიყვანა თავისიანები, წყვილ-წყვილად ყველა
ცხოველი, თესლი, კარები ჩარაზა და დაიწყო წარღვნის
ღვართქაფი.
უთანაფიშთიმი
კიდობანი

გემის აღწერა და წარღვნის დაწყების


ეპიზოდი გვხვდება ბიბლიაშიც.
დეტალურად არის აღწერილი მისი
მონაცემები მეექვსე თავის 14-16
მუხლებში. ნოეს გემი სიგრძით იყო 100
წყრთა, სიგანით- 50 წყრთა და სიმაღლით
30 წყრთა (დაბადება 6;15). ნოემაც
უთანაფიშთიმის მსგავსად კიდობანში
შეიყვანა თავისი ოჯახი და წყვილ-
წყვილად ყველა ცხოველი, კარის ჩარაზვის
შემდგომ კი დაიწყო წარღვნა.
წარღვნა
წარღვნის დღეთა რაოდენობა განსხვავებულია სამივე
ამბავში. ბიბლიურად იგი 40 დღეს გაგრძელდა და და
წყალმა კლება მხოლოდ ას ორმოცდამეათე დღეს
დაიწყო, ხოლო მიწაზე გადმოსვლა თითქმის ერთი
წლის შემდეგ შეძლეს. დევკალიონისა და პირას ამბავში
უკვე მეცხრე დღეს მიწა გამოჩნდა, ხოლო
უთანაფიშთიმის ამბავში მეშვიდე დღეს ჩადგა
ქარიშხალი და მეთორმეტე დღეს შეძლო გადმოსვლა.
წარღვნის დასასრული

საინტერესო მსგავსებას ვხვდებით


თავად წარღვნის დასასრულის
შესახებ. ბიბლიაში ნოემ ყორანი
გაუშვა ჯერ, რომელიც სადგომს
ვერ პოულობდა და უკან
ბრუნდებდა, შემდგომ მტრედი
გაუშვა, რომელმაც მეორედ
გაფრენისას ზეთისხილის რტო
მოიტანა. უთანაფიშთიმის
შემთხვევაში ჯერ მტრედი გაუშვა,
შემდეგ მერცხალი და ბოლოს
ყორანი, რომელიც აღარ
დაბრუნდა.
წარღვნის დასასრული:

დევკალიონის მითში არ
ვხვდებით სიზუსტით
მოცემულ ეპიზოდს, თუმცა
მითი გვიჩვენებს იმ
ადგილს, სადაც შეჩერდა
გემი წარღვნის შემდეგ- ეს
იყო პარნასის მთა
(სხვადასხვა მონაცემებით ან
ათონის, ეტნას თუ ოთრისს).
ბიბლიურად კიდობანი
არარატის მთაზე შეჩერდა,
ხოლო უთუნაფიშთიმთან
გემი ნიზირის მთაზე
გაჩერდა.
სამსხვერპლო

ამსხვერპლოს გამართვას ვხვდებით სამივე ამბავში.


გაარჩენილი უთნაფეშთიმი ღმერთებს მსხვერპლს
სწირავს და და აღმართული ხელებით ამბობს: როგორც
ჩემს ძვირფას ფურღულს არ ვივიწყებ, ისე არ
დავივიწყებ მე ამ დღეებს“.
სამსხვერპლო:

ნოეს მიერ სამსხვერპლოს აგებას


მერვე თავის 20-ე მუხლში ვხვდებით:
„ და აუშენა ნოემ სამსხვერპლო
უფალს და აიღო ყოველი წმინდა
პირუტყვისაგან და ყოველი წმინდა
ფრინველისაგან და აიტანა
სრულადდასაწველნი
სამსხვერპლოზე“. გადარჩენილი
დევკალიონი კი მსხვერპლს სწირავს
ლტოლვილთა მფარველ ღმერთს
ზევსს- ფიქსიოსს.
ახალი მოდგმა

ხელახალი მოდგმის ეპიზოდი საინტერესოდაა


ჩამოყალიბებული სამივე ამბავში. ბიბლიაში ნოე
ცოლთან და თავის სამ ვაჟთან ერთად გადარჩა,
რომელთაც საკუთრივაც ჰყავდათ მეუღლეები. ამდენად,
ხელახალი მოდგმის წარმოშობა არც ისე ძნელი
აღმოჩნდა, სხვაგვარ სიუჟეტს ვხვდებით
დევკალიონთან, სადაც მხოლოდ ის და მისი მეუღლე-
პირა გადარჩნენ. გმირმა ორაკულს მიმართა
რჩევისათვის დელფოში, თუ რანაირად უნდა
გაემრავლებინათ დაცარიელებულ დედამიწაზე კაცთა
მოდგმა. პასუხი ასეთი იყო: „შეიხვიეთ თავები,
გახსენით სამოსი, გადაყარეთ ზურგს უკან დიდი დედის
ძვლები“.
ახალი მოდგმა:

დევკალიონმა დიდი ფიქრის შემდეგ


თავსატეხი ამოხსნა: დიდი დედა
მიწაა-გეა, მისი ძვლები- ქვები. ასე
დაიწყეს ზურგს უკან ქვების გადაყრა.
დევკალიონის მიერ გადაყრილი
ქვები მამაკაცებად იქცეოდნენ, ხოლო
პირას მიერ გადაყრილნი-ქალებად.
უთანაფიშთიმთან კი მიწა
ღმერთებმა- ანუმ და ენლილმა
დაასახლეს, თავად წარღვნას
გადარჩენილებს კი უკვდავება
უბოძეს.
წყაროები:

• გელოვანი, „მითოლოგიური
ლექსიკონი“,თბ.2006
• ბიბლია- მოსე „დაბადება“
• https://wikipredia.net/ka/Deucalion#
Etymology
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like