You are on page 1of 26

2023/2024 სასწავლო წელი

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

შუალედური გამოცდის ბილეთები საგანში “შედარებითი მითოლოგია”

საგნის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ქეთევან სიხარულიძე (ტელ.577 72 03 72)

თითო საკითხი ხუთქულიანია. გამოცდა 20 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი

ბილეთი N 1

1. კოსმოგონიური მითები

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა რაღაც
და როგორ დაიწყო მისი ყოფნა; გვიყვება იმას, რაც ნამდვილად მოხდა, სრულად გაცხადდა.
მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში. სწორედ საკრალურის ეს
შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს იმად, რაც დღეს არის და
სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით იქცა ადამიანი იმად, რაც დღეს არის:
მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.

მითების შედარებითმა კვლევამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში


ძირითადი თემები და მოტივები მეორდება. ძალიან ძველია მითები მზის, მთვარისა და
ვარსკვლავების წარმოშობაზე. ზოგიერთ მითში ისინი ადამიანებად არიან წარმოდგენილნი,
რომლებიც ადრე მიწაზე ცხოვრობდნენ და რაღაც მიზეზით ავიდნენ ზეცაში.მიუხედავად
სიმრავლისა, შესაძლებელი გახდა მითების დაჯგუფება შინაარსის მიხედვით და იმ
ძირითადი ელემენტების გამოკვეთა, რომლებიც მითოლოგიური სისტემის ღერძს
წარმოადგენენ. Gგამოიყოფა ოთხი ძირითადი ჯგუფი ეს ჯგუფებია: კოსმოგონიური მითები,
ეტიოლოგიური მითები, მითები კულტურული გმირების შესახებ, მითები გარდაცვლილ და
მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებებზე.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს კოსმოგონიური მითები: სიტყვა “კოსმოგონია” ნიშნავს


სამყაროს წარმოშობას და ბუნებრივია, ამ ჯგუფში შედის მოთხრობები სამყაროს შექმნა-
გაჩენაზე. სხვადასხვა ხალხის მითოსში განსხვავებულად არის გადმოცემული ეს პროცესი,
მაგრამ ისინი ერთ ჯგუფში თავსდებიან, რადგან ყოველ მათგანში სამყაროს შექმნაზეა
საუბარი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თავდაპირველად იყო ქაოსი, რომლისგანაც
შეიქმნა კოსმოსი – მოწესრიგებული სამყარო. პირველი ღვთაებები იყვნენ გეა (მიწა) და
ურანოსი (ცა) – ცოლ-ქმარი, რომლებმაც წარმოშვეს ღმერთები და სხვა არსებები. ურანოსს
ძალაუფლება ჩამოართვა შვილმა – კრონოსმა, რომელმაც ფალოსი მოჰკვეთა მამას და
განაყოფიერების უნარი წაართვა. კრონოსის ცოლი იყო რეა. მათ წარმოშვეს ღმერთების
ახალი თაობა, მაგრამ კრონოსმა იცოდა წინასწარმეტყველება, რომ მას შვილი წაართმევდა
სამყაროს გამგებლობას და ახლადგაჩენილ შვილებს ყლაპავდა. რეამ მოახერხა ზევსის
გადამალვა კუნძულ კრეტაზე. როცა გაიზარდა და ძალა მოიკრიბა, ზევსმა წაართვა ტახტი
კრონოსს და მამის ადგილი დაიკავა. მან აიძულა კრონოსი, ამოენთხია გადაყლაპული
შვილები, რომლებიც ზევსის მეთაურობით გახდნენ ოლიმპოზე მოსახლე ახალი თაობის
ღმერთები. ამიტომ მათ ოლიმპოს ღმერთებსაც უწოდებდნენ. შუამდინარულ მითოლოგიაში
სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ ურჩხულებრივი არსებები, ასევე ცოლ-ქმარი. მარდუქის
ხელმძღვანელობით შვილები აუჯანყდნენ ქაოსის წარმომადგენელ მშობლებს და მოკლეს
ისინი. თიამათის სხეული დაანაწევრეს და ამ ნაწილებისგან შექმნეს სამყარო. სხვა ხალხთა
მითოლოგიებში სამყაროს შექმნის სხვა სურათია წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ითქვა,
ისინი კოსმოგონიურ მითებს განეკუთვნებიან. ღმერთების თაობათა შორის ბრძოლა საკმაოდ
გავრცელებული თემაა ძველი ხალხების მითოლოგიებში.

კოსმოგონიური მითები შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა, რადგან ასეთ მოთხრობებს


ქმნის უკვე განვითარებული საზოგადოება. ამ მითებში ორი ძირითადი იდეა იკვეთება –
ქმნადობისა და განვითარების იდეები.

კოსმოგონიურ მითებში შედის დუალისტური მითები, რომლებშიც სამყაროს შექმნაში ორი


ღვთაება მონაწილეობს. ხშირად ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან სამყაროს
მბრძანებლობისთვის. როგორც წესი, დაპირისპირებულ-თაგან ერთი სიკეთეს განასახიერებს,
მეორე – ბოროტებას . ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ხან ერთი იმარჯვებს, ხან – მეორე. ზოგი
ხალხის წარმოდგენით, ამ ბრძოლის შედეგია დღისა და ღამის მონაცვლეობა, მაგ., ეგვიპტურ
მითოლოგიაში მზის ღმერთისა და გველის ბრძოლა. Mმაგრამ თუ უარყოფითმა არსებამ
გაიმარჯვა, მაშინ სამყარო დაინგრევა და კვლავ უკუნი და ქაოსი დაისადგურებს.

ქართულ მითოლოგიაში კოსმოგონიური მითი იმეორებს ბიბლიურ მოთხრობას, ოღონდ


გარკვეული სახეცვლილებით: ღმერთმა შექმნა სამყარო. მას ეჯიბრებოდა ეშმაკი, მაგრამ
ყველაფერი მახინჯი გამოსდიოდა. აქედან გამომდინარე, რაც ლამაზი და კარგია, ღმერთის
შექმნილია, რაც მახინჯი, ის _ ეშმაკის.

კავკასიის ხალხთა მითოლოგიაში ძველი კოსმოგონია ანუ სამყაროს შექმნის პროცესი აღარ
ჩანს. ამ მოთხრობებში ადამიანი უკვე სახლობს მიწაზე და ღმერთებსაც განაწილებული აქვთ
ფუნქციები. თუმცა ერთ გადმოცემაში ახსნილია, თუ რატომ არის დედამიწის ზედაპირი
უსწორმასწორო: ღმერთმა დედამიწა რომ შექმნა, მერე ცა გააკეთა, რათა დედამიწისთვის
დაეხურა, მაგრამ არ მოერგო, რადგან მიწა უფრო დიდი აღმოჩნდა. ცის ზომაზე რომ
დაეყენებინა, ღმერთმა დედამიწას ხელი მოუჭირა. ასე გაჩნდა მთები და ხევები, ამიტომ არის
დედამიწის ზედაპირი უსწორმასწორო. Eეს გადმოცემა კოსმოგონიური მითების რიგს უნდა
მივაკუთვნოთ. კოსმოგონიის გამოძახილი ჩანს აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა
მითოლოგიური სისტემის უმაღლესი ღვთაების სახელში – მორიგე ღმერთი ანუ სამყაროული
წესისა და რიგის დამამყარებელი.

2. ქალღმერთი და მისი სატრფო

ყველა ხალხის მითოლოგიურ-რელიგიური სისტემის პირველ საფეხურზე იგულისხმება


ქალღმერთის _ დიდი დედის კულტის არსებობა, რომელმაც უნივერსალური სახე მიიღო.
არქაული ხანის ადამიანთა წარმოდგენით, მას სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა გააჩნდა.
ამიტომ ბუნების ყველა სფეროში გაბატონდა და მრავალფუნქციურ მითოსურ სახედ
ჩამოყალიბდა, რომელიც ნაყოფიერებასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებულ სფეროს
განაგებდა. როგორც წესი, დიდ დედას უკავშირებდნენ მიწას (ზოგჯერ აიგივებდნენ მასთან),
უფრო ფართოდ კი იგი ბუნების ქალურ დამბადებელ საწყისს განასახიერებდა, იყო
ღმერთებისა და ადამიანების დედა, მეუფებდა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში,
განაგებდა ამინდს, მასზე იყო დამოკიდებული წვიმის მოსვლა და, შესაბამისად, მოსავლის
სიუხვე.

სამყაროს შემქმნელი ქალღმერთი სოციალური სტრუქტურის წარმმართველადაც


გვევლინება. როგორც უძველესი მითოსური სახე, იგი მატრიარქატის ეპოქის კუთვნილებაა.
სამიწათმოქმედო კულტურის დამკვიდრებამდე სამყაროს მითოლოგიურ სურათში დედა
ქალღმერთს ეკავა სამყაროსა და ადამიანების მთავარი შემქმნელის ადგილი. აქედან
გამომდინარე, ქალური საწყისი დომინირებდა სოციალურ სტრუქტურაში, სამართლებრივი
ნორმების დადგენასა და გვარის გაგრძელებაში.

ქალღმერთის მითოსში მამრი ღვთაების გაჩენით იწყება მისი კულტის შესუსტების საკმაოდ
ნელი, მაგრამ განუხრელი პროცესი, სიცოცხლის განახლების ფუნქცია წყვილის გარეშე უკვე
წარმოუდგენელია. თავდაპირველად მამაკაცი _ სატრფო ქალღმერთის მფარველობის ქვეშ
იმყოფებოდა და თავისი ღვთაებრივი ბუნებით ბევრად ჩამორჩებოდა მას. ზოგი ვარიანტით,
ქალღმერთის სატრფო მისი შვილია, მაგალითად, ფრიგიული ღვთაების კიბელეს სატრფო
ატისი მის შვილადაც მოიხსენიება. ეს არ არის უზნეობა მითოლოგიური ცნობიერებისთვის.
მითოლოგიური პერსონაჟები ანუ ღვთაებები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან
და ეს კანონზომიერებად ითვლება. საკმაოდ გავრცელებული ისტორიაა მითოლოგიებში
ქალღმერთისა და მისი სატრფოს ტრაგიკული სიყვარულის ამბავი.

მცირეაზიური ქალღმერთების სატრფოები იღუპებიან ნადირობის დროს. მათ გარეული


ტახი უფატრავს მუცელს. ზოგი ვარიანტით, თავად ქალღმერთი სჯის თავის სატრფოს,
რომელმაც სხვა ქალთან დააპირა ქორწინება, ე. ი. სატრფოს დაღუპვა არ არის შემთხვევითი,
არამედ სასჯელია დანაშაულისთვის ან შეცდომისთვის, მაგრამ ეს მიზეზი ზოგიერთ
მითიურ მოთხრობაში დაკარგულია.იმის მიუხედავად, გარეული ნადირი კლავს მონადირეს
თუ ეჭვით შეპყრობილი სატრფო, ქალღმერთი მძიმედ განიცდის მის დაკარგვას და
გლოვობს, რასაც უნაყოფობა მოაქვს მთელ სამყაროში. ფაქტობრივად, ეს სამყაროს
განადგურებას მოასწავებს. ამიტომ ღმერთები ერევიან საქმეში და ქალღმერთს უბრუნებენ
სატრფოს, მაგრამ მათი ბენდიერება სრული არ არის, რადგან სიკვდილის სამეფოს ნაზიარები
ადამიანი მთლიანად ვეღარ ტოვებს მას და გარკვეული დროით მაინც უნდა დაუბრუნდეს
მიწისქვეშეთს. ამ ურთიერთობით არის გაპირობებული დედამიწაზე წელიწადის დროთა
მონაცვლეობა. როცა ქალღმერთს გვერდით ჰყავს თავისი სატრფო, იგი გახარებულია და
ბუნებაც ყვავის, ხოლო მასთან განშორება ადარდიანებს და მაშინ ზამთარი ისადგურებს.

კიბელესა და ატისის მსგავს ისტორიაში მოთხრობილია, რომ ატისმა თავი დაისაჯა


დასაჭურისებით და მოკვდა. იგი ფიჭვის ხედ გადაიქცა, ამიტომ კიბელეს ხშირად
გამოსახავდნენ ფიჭვის ხესთან ერთად მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ. კიბელემ ბევრი
ცრემლი დაღვარა, რომლებიც იებად იქცნენ და თავგანწირული გლოვის შედეგად მიაღწია
სატრფოს გაცოცხლებას. აქედან გამომდინარე, ფიჭვის ხეს იებით რთავდნენ.
დროთა განმავლობაში დედა ქალღმერთის მეწყვილე მამაკაცმა მოიპოვა ღვთაებრივი ნიშნები
და გაუტოლდა მას. მოგვიანებით კი საზოგადოებრივი სტრუქტურის შეცვლამ პანთეონშიც
გამოიწვია ცვლილებები. ქალღმერთის კულტმა უკანა პლანზე გადაიწია და პრიორიტეტი
მამაკაც ღვთაებებს მიენიჭათ. მიუხედავად ამ ვითარებისა, ქალღმერთის კულტი იმდენად
ძლიერი იყო და ფესვებგადგმული ხალხის წარმოდგენებში, რომ მას დიდხანს არ
დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და მისი კულტის რუდიმენტები ბოლო დრომდე
ცოცხლობდა ეთნოგრაფიულ ყოფაში.

3. პირველყოფილი რელიგიური წარმოდგენები

მსოფლიო ისტორიამ არ იცის განვითარების უდაბლეს საფეხურზე მყოფი ხალხიც კი,


რომლებსაც არ ჰქონდათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები.

წინაგვაროვნული ხანის ადამიანმა საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობებით


სავსე ეპოქა გაიარა. ეს იყო თვითდამკვიდრების ულმობელი ხანა, რომლის დროსაც მას
საწარმოო იარაღის გარდა ესაჭიროებოდა თუნდაც ძალზე პრიმიტიული, მაგრამ გარკვეული
ხასიათის რელიგიური შეხედულებაც. ბუნებასთან ურთიერთობა იყო ის ძირითადი
საფუძველი,რაზეც დაეფუძნა ადამიანის რელიგიური აზროვნების უზარმაზარი სისტემა.

მკვლევართა დასკვნების მიხედვით, რელიგიის უძველეს ფორმად გამოცხადდა ანიმიზმი,


ანუ რწმენა სულების შესახებ.

სიტყვა ანიმიზმი მომდინარეობს ლათინური ენიდან და ნიშნავს სულს, გონს. ანიმიზმი- ესაა
რელიგიური აზროვნების ისეთი სტადია, რომელიც გაიარა მთელმა კაცობრიობამ
პირველყოფილი ადამიანებიდან დაწყებული. მეცნიერული განმარტებით, ანიმიზმი არის
სულების, ანუ ისეთი ფანტასტიკური, ზებუნებრივი, ზეგრძნობითი ფენომენის არსებობის
შესახებ რწმენა, რომლებიც რელიგიური ცნობიერების თანახმად, განაგებენ მატერიალურ
სამყაროს, ყველა საგანსა და მოვლენას ადამიანის ჩათლით. ანიმიზმის მიხედვით, სულები
გვევლინებიან ხან ამორფულ, ფოტომორფულ, ზოომორფულ და ხან ანთროპომორფულ
არსებებად და მათ აქვთ ცნობიერება და სხვა ადამიანური მახასიათებლები.

ძველი ადამიანის წარმოდგენით ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია თავისი სული.


ამიტომ ისევე მოქმედებს, როგორც ადამიანი. ასეთმა წარმოდგენებმა უბიძგა ადამიანს,
შეეთხზა მოთხრობები, რომლებმაც მითოსის სახელწოდება მიიღეს. ადამიანისათის
ბუნებაში გარკვეული მოვლენები აუხსნელი რჩებოდა და ვინაიდან ცდილობდა ეს
მოვლენები აეხსნა, თავისი შეხედულებების მიხედვით აწერდა მათ განსაკუთრებულ
სულიერებას. პირველყოფილი ადამიანი ბუნებასთან ურთიერთობისას ხვდებოდა ისეთ
რეალურ მოვლენებს, როგორებიცაა- ხმაური, ექო, აჩრდილი, ანარეკლი, ადამიანიც
ფიქრობდა რომ ეს იყო განსაკუთრებული, მისთის უხილავი ძალა, რომლის არსებობაც
განაპირობებდა მის კეთილდღეობას, აქედან გამომდინარე, წარმოდგენები ამ სულების
ხასიათის შესახებ მრავალფეროვანი იყო. სწორედ ასეთი სულებით იყო დასახლებული
ადამიანის გარშემო არსებული გარემო- ტყე, მთა, ცა და ა.შ.
დროთა განმავლობაში ადამიანმა დაკვირვების საფუძველზე თავისებური ახსნა მოუძებნა
ძილს, სიზმარს, აჩრდილს, მომაკვდავი ადამიანის გაბრძოლებას და სულის ამოსვლას და იგი
მიიყვანა დასკვნამდე, რომ ადამიანშ სასიცოცხლო ფუნქციებს წარმართავს რაღაც ძალა,
რომელზეც დამოკიდებულია მისი ბედი.

პირველყოფილი ადამიანის შეხედულებით, სულს გააჩნდა მატერიალური ფორმა, იგი


შეიძლება ყოფილიყო ადამიანის ფორმით წარმოდგენილი, , მაგრამ მასში მაინც იქნებოდა
ერთი ისეთი განსხვავება, რაც მის იდუმალ ბუნებაზე მიუთითებდა. მაგ- სული ბერძნულ
ხელოვნებაშ წარმოდგენილი იყო ადამიანის ტანით და ფრინველის ფრთებითა და ფეხებით.
სულს შეეძლო გადაადგილება, მყარ სხეულში შეღწევა და ფორმის შეცვლა.

რაც შეეხება ტოტემიზმს, ესეც პირველყოფილი რელიგიის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა და


ნიშნავს ცხოველებისადმი თაყვანისცემას. ადრინდელი წელიგიის ეს ფორმა დამყარებულია
რწმენაზე, რომლის მმიხედვითაც ესა თუ ის სოციალური ერთეული, გვარი ან რომელიმე
მიკროეთნოგრაფიული ჯგუფი თავის ნათესაობას უკავშირებს ამა თუ იმ ცხოველებს,
ზოგჯერ მცენარესაც, იშვიათად ბუნების მოვლენებს.

ტოტემიზმი ჩაისახა ადრეულ გვაროვნულ საზოგადოებაში, მასში თავისებური სახით აისახა


ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის
გარეთ არსებულ საგნებს შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა
შორის არსებული ყველანაირი კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის
თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური არსება, ნახევრად
ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად მიიჩნევა და მის
მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსბეობს მკაცრი
ტაბუ- მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება.

რაც შეეხება მაგიზმს, მაგია არის ჯადოქრობა, რომელიც გულისხმობს ცალკეული


ინდივიდისა და კოლექტივის წევრთა მიერ შესრულებულ სარიტუალო ქმედებას და
მიმართულია ადამიანის სასარგებლოდ ან საზიანოდ. მაგიამ, როგორც პირველყოფილი
ადამიანის გონების პროდუქტმა, დროთა განმავლობაში არათუ დაკარგა პირვანდელი
მნიშვნელობა, არამედ უფრო ფართო გაქანება მიიღო და ჩამოყალიბდა სხვადასხვა
მიმართულების სახით. მაგია შეიძლება იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური. არსებობს
ვერბალური, ასტრალური, აგრარული, მეტეოროლოგიური, სამკურნალო, სასიყვარულო
მაგია, ყველაზე ბნელი ფორმაა შავი მაგია, რომელიც , რა თქმა უნდა, სხვის საზიანოდაა
მიმართლი.

მაგიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული მითოლოგიასთან. იგი ემყარება ანიმიზმს და იყენებს


კიდეც მას. ასე ხდება შედეგის მისაღწევად რიტუალიზებული საშუალებებით ზებუნებრივი
ძალების ამოქმედება. თავის დროზე ეს წარმოადგენდა პრიმიტიულ საშუალებას, დროთა
განმავლობაში კი მათზე აღმოცენდა რიტუალები, რომლებიც რელიგიის განუყოფელი
ნაწილი გახდა.
4. წარმოდგენები სამყაროს ღერძზე

მითი არის ადამიანის წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. იგი


ეფუძნება საგანთა და არსებათა მისტიური თვისებების რწმენას, დროისა და სივრცის
ხარისხობრივ არაერთგვაროვნებას. მითი დაიბადა პირველყოფილ ტრადიციულ
საზოგადოებაში. მან მოიცვა ამ საზოგადოების არსებობისა და აზროვნების ყველა სფერო და
განსაზღვრა არქაული ადამიანის მსოფლმხედველობა.

მითოლოგიური აზროვნება არის ის, რაც იყო, არის და იქნება. ეს არის ის, რაზეცაა აგებული
კულტურა, ძველიც და თანამედროვეც. ისმის კითხვა: სად ათავსებს მითოლოგიური
აზროვნება „თავის სამყაროს“? რასაკვირველია, ცენტრში. აქ არის კონცენტრირებული
კოსმოსის ძალები. იგი გამოყოფილია „სხვა სამყაროსგან“ მსოფლიო ზღუდით, რომელიც
შეიძლება იყოს მთა, მდინარე, ზღვა, მთაგრეხილი. ბევრი ხალხი თავის ქვეყანას უწოდებს
„შუა მიწას“ . ჩინეთის სახელწოდება ჩინურად ნიშნავს „შუა სამყაროს“. სკანდინავიურში
„მიდგარდი“ არის შუა სივრცე, ადამიანთა სამყარო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახე - „მსოფლიო ღერძი“, რომლის დანიშნულებაა ზეცის


დაჭერა. მსოფლიოს ღერძი აკავშირებს ცასა და მიწას. მსოფლიოს ღერძი გადის სამყაროს
შუაში - საკრალურ მითოლოგიურ ცენტრში და ასრულებს მომწესრიგებლის როლს.

მსოფლიოს ღერძის არც ერთი სახე არ არის სტატიური. ეს არის აქტიური გადასვლის,
დინამიური კავშირის ადგილი, სადაც სხვადასხვა ბუნების არსებები- ღმერთები და
ადამიანები- ხვდებიან ერთმანეთს. აქ შეიძლება ადამიანი ღმერთად იქცეს და ღმერთი-
ადამიანად.

უფრო ხშირად მსოფლიო ღერძს აქვს მსოფლიო ხის სახე, რომლის წვერი ქმნის ზედა
სამყაროს, ტანი შუა სკნელშია, ხოლო ფესვები - მიწისქვეშეთში. ხე - ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული კოსმოლოგიური სიმბოლო, მრავალფეროვნად და განსხვავებულად
ვლინდება როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე კულტურაში. ცნობილია მაგალითები,
რომლის მიხედვით კოსმიური ხე ვლინდება, როგორც სამყაროს ხატება , სამყაროს ღერძი ,
რომელსაც ზეცა ეყრდნობა და რომელიც აერთიანებს სამ კოსმიურ ზონას - ზეცას, მიწას,
ქვესკნელს; იგი იმავე დროს კომუნიკაციის საშუალებაცაა დედამიწასა და ზეცას შორის; სხვა
ვარიანტები ხაზს უსვამენ სამყაროს პერიოდული რეგენერაციის ფუნქციას და კოსმიური ხის
სამყაროს ცენტრის როლს, ან მის შემოქმედებით პოტენციას.

როგორც წესრიგის ძალთა განსახიერება, მსოფლიო ხე ბედის ხეა - მის ძირთან ქალღმერთები
განსაზღვრავენ ადამიანის ბედისწერას , მჭედელი ბედს უჭედს ადამიანებს . რამდენადაც
მსოფლიო ხე ყველა სამყაროს მსჭვალავს, ის თავისებური
კიბეცაა, რომლის მეშვეობით მითიური გმირი მოგზაურობს სხვა სამყაროში. „მსოფლიო
ღერძის“ სხვა ფორმაა მსოფლიო მთა, რომლის წვერზე ცხოვრობენ ღმერთები.

შეიძლება მოხდეს „:მსოფლიო ზღუდისა“ და „მსოფლიო ღერძის“ გაიგივება: აღმოჩნდება,


რომ გმირის მოგზაურობა დედამიწის კიდისკენ იმავდროულად სამყაროს ცენტრისკენ მისი
მოგზაურობაა. მაგალითად, ჰესპერიდების ვაშლებისთვის მიმავალი ჰერაკლე ჯერ მიდის
ბერძნული სამყაროს უკიდურეს აღმოსავლეთში - მიჯაჭვულ პრომეთესთან, შემდეგ კი
უკიდურეს დასავლეთში ატლანტთან. ამასთან, ტიტანები ძმები არიან და თითოეული
შეიძლება მივუსადაგოთ გოლიათის - „მსოფლიო ღერძის“ სახეს. ცენტრისა და საზღვრის
ასეთივე იგივეობაა წარმოდგენებში სხვა სამყაროზე: მაგ., რუსულ ზღაპრებში ბაბა იაგას -
სხვა სამყაროს დიასახლისის ქოხი მდებარეობს ან სიკვდილის სამყაროს ცენტრში, ან მის
კიდეზე.

ბილეთი N 2

1. მითების ჯგუფები შინაარსის მიხედვით

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა რაღაც
და როგორ დაიწყო მისი ყოფნა; გვიყვება იმას, რაც ნამდვილად მოხდა, სრულად გაცხადდა.
მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში. სწორედ საკრალურის ეს
შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს იმად, რაც დღეს არის და
სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით იქცა ადამიანი იმად, რაც დღეს არის:
მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.

მითების შედარებითმა კვლევამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში


ძირითადი თემები და მოტივები მეორდება. ძალიან ძველია მითები მზის, მთვარისა და
ვარსკვლავების წარმოშობაზე. ზოგიერთ მითში ისინი ადამიანებად არიან წარმოდგენილნი,
რომლებიც ადრე მიწაზე ცხოვრობდნენ და რაღაც მიზეზით ავიდნენ ზეცაში.მიუხედავად
სიმრავლისა, შესაძლებელი გახდა მითების დაჯგუფება შინაარსის მიხედვით და იმ
ძირითადი ელემენტების გამოკვეთა, რომლებიც მითოლოგიური სისტემის ღერძს
წარმოადგენენ. Gგამოიყოფა ოთხი ძირითადი ჯგუფი ეს ჯგუფებია: კოსმოგონიური მითები,
ეტიოლოგიური მითები, მითები კულტურული გმირების შესახებ, მითები გარდაცვლილ და
მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებებზე.

რადგან სიტყვა “კოსმოგონია” ნიშნავს სამყაროს წარმოშობას და ბუნებრივია, ამ ჯგუფში


შედის მოთხრობები სამყაროს შექმნა-გაჩენაზე. სხვადასხვა ხალხის მითოსში
განსხვავებულად არის გადმოცემული ეს პროცესი , მაგრამ ისინი ერთ ჯგუფში თავსდებიან,
რადგან ყოველ მათგანში სამყაროს შექმნაზეა საუბარი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,
თავდაპირველად იყო ქაოსი, რომლისგანაც შეიქმნა კოსმოსი – მოწესრიგებული სამყარო,
პირველი ღვთაებები იყვნენ გეა (მიწა) და ურანოსი (ცა) – ცოლ-ქმარი, რომლებმაც წარმოშვეს
ღმერთები და სხვა არსებები. ურანოსს ძალაუფლება ჩამოართვა შვილმა – კრონოსმა,
რომელმაც ფალოსი მოჰკვეთა მამას და განაყოფიერების უნარი წაართვა. კრონოსის ცოლი
იყო რეა. მათ წარმოშვეს ღმერთების ახალი თაობა, მაგრამ კრონოსმა იცოდა
წინასწარმეტყველება, რომ მას შვილი წაართმევდა სამყაროს გამგებლობას და ახლადგაჩენილ
შვილებს ყლაპავდა. რეამ მოახერხა ზევსის გადამალვა კუნძულ კრეტაზე. როცა გაიზარდა და
ძალა მოიკრიბა, ზევსმა წაართვა ტახტი კრონოსს და მამის ადგილი დაიკავა. მან აიძულა
კრონოსი, ამოენთხია გადაყლაპული შვილები, რომლებიც ზევსის მეთაურობით გახდნენ
ოლიმპოზე მოსახლე ახალი თაობის ღმერთები. ამიტომ მათ ოლიმპოს ღმერთებსაც
უწოდებდნენ. შუამდინარულ მითოლოგიაში სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ
ურჩხულებრივი არსებები, ასევე ცოლ-ქმარი. მარდუქის ხელმძღვანელობით შვილები
აუჯანყდნენ ქაოსის წარმომადგენელ მშობლებს და მოკლეს ისინი. თიამათის სხეული
დაანაწევრეს და ამ ნაწილებისგან შექმნეს სამყარო.

მეორე ჯგუფი მითებისა არის ეტიოლოგიური მითები, რომლებსაც ნატურალურსაც


უწოდებენ. ეტიოლოგია ნიშნავს მიზეზთა ახსნას. ამ მოთხრობებში გადმოცემულია მზის,
მთვარის, მეტეოროლოგიური მოვლენების ან ცხოველების, მცენარეების წარმოშობაზე და
რადგანაც აქ საუბარია ბუნების შესახებ, ამიტომ ამ მითებს ნატურალურსაც უწოდებენ.

მესამე ჯგუფს ქმნიან მითები კულტურული გმირების შესახებ. ამ ტიპის მითებში


მოთხრობილია ისეთი საგნების მოპოვებაზე ან ისეთი წეს-ჩვეულებების დამკვიდრებაზე,
რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ანუ
კულტურასთან მის ზიარებას.

მეოთხე ჯგუფს შეადგენს მითები გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღვთაებების


შესახებ. გარდაცვლილი და აღმდგარი ღვთაებები განასახიერებდნენ ბუნების ძალებს და
წელიწადის დროთა მონაცვლეობა მათი კვდომა-გაცოცხლებით იყო გაპირობებული. ამ
მითებს ზოგჯერ აგრარულსაც უწოდებენ, რადგან მათ უკავშირდებოდა სამეურნეო
საქმიანობათა კალენდარული ციკლი.

2. სკანდინავიური კოსმოგონია

ყოველი ხალხის მითოლოგიაში კოსმოგონია ქაოსის წესრიგად გადაქცევასთანაა


დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ეს ღვთაებრივი აქტი წარმოადგენს ყოველი
მითოლოგიისათვის ძირითად ღერძს. ქაოსი ხშირად გაიგივებულია სიბნელესთან,
სიცარიელესთან, უფსკრულთან, წყალთან, წყლისა და ცეცხლის ნაზავთან, დემონურ
არსებებთან . შესაბამისად, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნა უკავშირდება წყვდიადიდან
სინათლეში გადასვლას, წყლიდან ხმელეთის წარმოშობას, ნგრევის შენებით შეცვლას.
კოსმოგონია მისაბაძი მოდელია, რადგან იგი იდეალური არქეტიპია ყოველი შემოქმედებითი
სიტუაციისათვის და ღვთიური ქმნადობაა. კოსმოსი თავის სტრუქტურაშივეა
გაბრწყინებული. ის ყველაზე უფრო ჰარმონიული ორგანიზმია და ღმერთის შედევრი.

ზოგჯერ ქაოსი და წყლის სტიქია ქალურ საწყისთან ასოცირდება. გარდა ამისა, ქაოტური
ძალები სხვადასხვა მითებში წარმოდგენილნი არიან დემონური არსებების, ხთონური
ურჩხულებისა და დრაკონების სახით, რომელთა დამარცხება გაიგივებულია კოსმოსის
ქაოსზე გამარჯვებასთან. საინტერესოა ისიც, რომ აღდგენილ კოსმოსს დაცვა სჭირდება,
რადგან ქაოტური ძალების საბოლოო განადგურება მითებში არ ხერხდება. მაგალითად,
ბერძნულ მითებში ხთონური არსებანი მიწის წიაღში იმალებიან და დროდადრო
განადგურებით ემუქრებიან კოსმოსს.

საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ სკანდინავიურ კოსმოგონიაში:


სკანდინავიური მითოლოგია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძველი მითოლოგიაა. ეს
არის ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა
ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ
სკანდინავიურ მითოლოგიას მეორენაირად ჩრდილოურ მითოლოგიასაც უწოდებენ, ეს
სახელწოდება კი ამ „რწმენის“ არეალზე მიგვითითებს. სკანდინავიური მითოლოგია როგორც
უკვე ვთქვით ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების მითოლოგია იყო, რომლის ძირითადი
გამავრცელებლებიც ვიკინგები იყვნენ. ისინი ჩრდილოეთ ევროპიდან თავზარს სცემდნენ
ევროპელებს და ავრცელებდნენ თავიანთ შეხედულებებს, თუმცაღა მას შემდეგ, რაც 325 წ.
ქალაქ ნიკეაში პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა და ქრისტიანობამ
გაბატონებული მდგომარეობა შეიძინა იმპერიის საზღვრებში, სკანდინავიელთა რწმენა-
წარმოდგენები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ჩრდილოელთა მითოლოგიის ძირითადი
წყაროა პოეტური „უფროსი ედას“ და სტურლუსონის პროზაული „ედას “ ტექსტები. ასე რომ
მეცნიერებს საკმაოდ მწირ წყაროსთან მოუწიათ მუშაობა. ძველ სკანდიანავიელებს და ძველ
გერმანელებს ჰქონდათ თავისი დამწერლობა ე.წ რუნული დამწერლობა და ზუსტად ამ
საშუალებით ვეცნობით სკანდინავიურ მითოლოგიას.
სამყაროს შექმნა :
თავდაპირველად იყო მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა
სამეფო - ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი. ნისლთა სამეფოში
გელგერმირმა წყარო შექმნა, რომლისგანაც 12 ძლიერი ნაკადი წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში
ყინულად იქცა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები
მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდა. ბოლოს ყინულის ლოდები ისე ახლოს მივიდნენ , რომ
გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულის ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი
იმირი. მოგვიანებით მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა
ბიორმა ცოლად დევ-ქალი ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ 3 შვილი: ოდინი, ვილი და ვე.
ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მმართველობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი
სხეულისაგან შექმნეს მიდგარდი. სამყაროს შექმნის შემდეგ ოდინმა და მისმა ძმებმა მისი
დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვნეს თხემლა და იფანა (ხეები) თხემლისგან -
კაცი, ხოლო იფნისგან - ქალი შექმნეს, შემდეგ ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება,
ხოლო ვემ სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს აშკი ერქვა, ხოლო
ქალს - ემბლა.
სკანდინავიურ მითოლოგიაში არსებობს 9 სამყარო.

სკანდინავიურ მითოლოგიაში არის ღმერთების სხვადასხვა მოდგმა, რომლებსაც ასები


ეწოდებათ. ისინი ღმერთების უძლიერესი მოდგმაა. საინტერესო, რომ ასების რიცხვი
ემთხვევა ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთების რიცხვს, ძველ ბერძნებსაც 12
უზენაესი ღმერთი ჰყავდათ სკანდინავიელების მსგავსად.
სკანდინავიურ მითოლოგიაში, ისევე როგორც ყველა სხვა მითოლოგიაში ქალი ღმერთებიც
არიან, მათ აზინები ეწოდებათ. აზინებიც 12 არიან.

როგორც ყველა სხვა მითოლოგიაში სკანდინავიურშიც არის მუდმივი სიცოცხლის ხე,


რომელიც დასაბამს აძლევს ყველასა და ყველაფერს, ნაყოფიერებისა და სიბრძნის ხე. ესაა
იგდრასილი. მითების თანახმად, იგდრასილი მიდგარდის ცენტრში დგას, მისი ტოტები კი
ასგარდს წვდება. მთელი სამყარო დაყრდნობილია ამ ხეზე. იგდრასილს აქვს 3 ფესვი: ერთი
ფესვი ქვესკნელში ანუ ჯოჯოხეთში ჩადის, მეორე ყინულის გოლიათების სამეფოში, ხოლო
მესამე მიდგარდში ანუ ადამიანთა საუფლოში. იგდრასილის ქვეშ არის წყარო, რომელსაც
ქვია ურდა, რომელსაც ნორნები - ბედისწერის 3 ქალღმერთი იცავს. იქვე არის სხვა 2 წყარო,
რომლებიც იგდრასილს კვებავენ. დრაკონი ნიდჰოგი, რომელიც ჰვერგელმერში ბინადრობს,
ღრღნის იგდრასილის.

3. დემეტრას მითი და კულტი

დემეტრე ნაყოფიერებისა და მიწათმოქედების ღვთაებაა, კრონოსისა და რეას ასული, ზევსის


და. ზევსისგანვე შეეძინა მას პერსეფონე და იაკქოსი. დემეტრე ერთ-ერთი ყველაზე მეტად
პატივცემული ღმერთქალია ოლიმპოსის ბინადართაგან. მის უძველეს ხთონურ
წარმომავლობაზე მეტყველებს თავად სახელი დე-მეტერ, რაც ბერძნულად სიტყვა-სიტყვით
დედა-მიწას ნიშნავს.

დემეტრეს როგორც ღვთაების არსის განსაზღვრისას ვარაუდობენ, რომ თავდაპირვლად იგი


დაკავშირებული იყო პურის მარცვალთან. არ არის შემთხვევითი, რომ ელევსინური
მისტერიების კულმინაციური მომენტი სწორედ პურის მარცვლის აღმოცენება იყო.
დემეტრეს საკუტო სახელია: ქლოე, კარპოფორა, თესმოფორა, სიტო.

დემეტრე ადამიანთა შემწე ღვთაებაა, მიწათმოქმედთა ბეღლების აღმავსებელი, მან ასწავლა


ადამინებს ხვნა-თესვა. მითში, სადაც დემეტრესა და პერსეფონეს ამბავია მოთხრობილი
აისახა სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიული ბრძოლა: წლის იმ ორი მესამედის
მანძილზე, როდესაც დემეტრესთან არის მისი ასული, ბუნება ხარობს. წლის ერთი მესამედს
პერსეფონე ჰადესში ატარებს, შესაბამისად, ბუნება კვდება. მიწის ნაყოფიერება არ მოიაზრება
მსხმოიარე სამყაროს სიკვდილის გარეშე, ბუნების აღორძინება - მისი კვდომის გარეშე.
ბროწეული, რომელსაც იგემებს პერსეფონე, ნაყოფიერების სიმბოლოა, მაგრამ ამ ხილის
მფლობელი სიკვდილის ღვტაება

რომში დემეტრეს კულტი იტალიური ღვთაების - კერესის კულტს შეერწყა.

იასონი მიწატმოქედების უძველეს ღვთაებად ითვლებოდა კრეტაზე. მითის მიხედვით, იგი


ზევსისა და პლეიადა ელექტრას ძეა, დარდანოსის ძმა. მისმა სიკვდილმა დაამწუხრა
დემეტრე, განრისხებულმა მიწას ნაყოფთა აღმოცენება შეაწყვეტინა. მაშინ ღმერთებმა იასონს
ნება დართეს, დროდადრო დაეტოვებინა ხოლმე მკვდართა სამეფო და დედამიწას
დაბრუნებოდა. ეს სიმბოლურად წელიწადის დროთა ცვალების ასახვაა. დემეტრემ იასიონს
ხორბლის მარცვალი უბოძა და დაავალა, ადამიენბისათვის ხორბლის მოყვანა ესწავლებინა.
მითი, რომელიც დემეტრეს და იასონის სასიყვარულო თავგადასავალს აგვიწერს სამგზის
გადახნულ მინდორზე, მიგვითითებს მიწის დამუშავების იმ წესზე, რომელიც იმხანად
არსებობდა.

მითი დემეტრესა და პოსეიდონზე გვიდასტურებს ელინთა მოსვლას არკადიაში. ფიგალიაში


დემეტრეს წარმოსახავდნენ როგორც მფარველ ღვთაებას ფაშატის თავით. რომელმაც
დასაბამი დაუდო ცხენის ელინამდელ კულტს. ,,მძვინვარე დემეტრე“ - ეს არის ღვთაების
ყოველწლიური მდგომარეობა, რომელსაც მოაქვს სიკვდილი.

ჰადესის მიერ პერსეფონეს მოტაცების ამბავში სიმბოლურად აისახა თუ როგორ დაიმორჩილა


ელინთა ღმერთების ტრიადამ ძალით ელინამდელი ქალღმერთების სამეული, ეს
მოგვითიტებს, თუ როგორ გადავიდა მამაკაცთა ხელში მიწათმქომედების ფემინისტური
მისტერიები, რაც ჯერ კიდევ პირველყოფილ ეპოქაში უნდა მომხდარიყო. დემეტრეს
სურვილი დაეტოვებინა მიწა მოსავლის გარეშე, მითის ერთ-ერთი გავრცელებული
ვარინტია. ეს არის სიმბოლური წარმოსახვა ბუნების კვდომისა, რომელიც აღდგენილი
წონასწორობის მერე ისევ უნდა აღორძინდეს.

ყვევილები, რომელსაც ოვიდიუსის თანახმად აგროვებდა პერსეფონე, ყაყაჩოები უნდა


ყოფილიყო. კრეტაზე აღმოცენილია ღვთაების გამოსახუელბა, რომელსაც თმებს სწორედ
ყაყაჩოები უმშვენებნ. სხვა გამოსახულებაზე, ღვთაებას ხელში უჭირავს ყაყჩოები. მიკენის
აკროპოლისის საგანძურში აღმოჩენილ ოქროს ბეჭედზე წარმოდგენილია სეთი სურათი:
მჯდომარე დემეტრე ყაყაჩოებს აწვდის ფეხზე მდგომ პერსეფონეს. ყაყაჩოები, რომლებიც
იზრდებოდნენ ყანაშ, სრულიად ბუნებრიბად დემტერს სიმბოლოებად ითვლებოდნნე,
შესაძლოა პერსეფონეს მიერ წიტელი ყაყაჩოების შეგროვება იყო სიმბოლო სიკვდილის
შემდეგ აღორძიენბისა.

ელევსინურ მისტერიებზე მეტად მცირე ინფორმაციამ მოაღწია ჩვენამდე და ეს გასგაებია:


ელევსინიების მონაწილენი თავიდანვე დებდნენ ფიცს, რომ აარვის უამბოდნენ ნანახსა და
გაგონილს. მისტერიის ძირითადი პირობა იყო ე.წ. რელიგიური დუმილი, რაც არის მიზეზი
მის შესხაბე ინფორმაციის ესოდენი სიმცირისა, როგორც იტქვა, საიდუმლოს გამჟღავნება
დანასაულად ითვლებოდა მისტერიულ ზიარებას, რომელსაც წინ უძღოდა საკულტო
ცერემონიალები, თავისი საფეხურები ჰქონდა. ერთიანად კი იგი აღიქმებოდა მეტაფიზიკური
ბედნიერება, საიდუმლო ჭეშმარიტების განჭვრეტა.

მკველვართა აზრით, დემეტრეს მითი საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ რიტუალის


ერთგვარი ფორმულა: მარხვა ზიარებამდე, მსვლელობა ჩირაღდნებით, რიტუალი ნაყენის
შესმით. მისტერიები 2 ნაწილად იყოფოდა:მცირე და დიდ ელევსინიებად. სწორედ ზიარების
ორი საფეხურის სესახებ საუბრობს პლატონი ,,ფედონში“. პირველი იყო მოსამზადებელი,
რომელიც გაზაფხულის მისტერიებისას იმართებოდა. მისტერიებზე საუბრისას
უმნშვნელოვანესი მისი შიანგანი სტრუქტურის საკითხი: გამოიყოფა 4 ძირითადი ასპექტი:
აგრარული, მითიური, სექსუალური და ინიციაციური. მისტერიები მსვლელობისას
დასტურდება ორგიები, სიშისვლე, გენიტალიური სიმბოლოები, რაც მიიჩნევა სექსუალურ
ასპექტად, რომელიც ინიციაციასთან ერთად ქმნის მისტერიების აერთო სურათს.

მეცნიერთა აზრით, მისტერიები 9 დღე და ღამე გრძელდებოდა, რაც დაკავშირებული იყო


დემეტრეს ხეტიალისა და ძიების 9 დღესთან. ბოლო სამი დღე იყო ხელახლა დაბადებულ და
საიდუმლოებასთან ზიარებულ ადამინთა დაბრუნება ყოველდღიურ ყოფაში. ისინი
სახეცვლილნი და ნეტარნი იყვნენ, რამეთუ მისტერიის არსს სიკვდილის წინაშე შიშის მოხსნა
წარმოადგენდა.
4. დრო და გეოგრაფია მითოსში

მითის სპეციფიკა იმაშია, რომ სამყაროს ცალკეული ელემენტების წარმოშობაზე


მოგვითხრობს და ამით ქმნის სამყაროს. მითის კარდინალური თვისებაა, რომ საგნის
არსებობას აიგივებს მის წარმოშობასთან. მაგალითად, გარემომცველი სამყაროს აღწერა
იგივეა, რაც მოთხრობა მისი წარმოშობის შესახებ. ცოცხალ მითებში არც გვხვდება
კოსმოგრაფია (სამყაროს აღწერა პირდაპირი მნიშვნელობით). მითს აქვს თავისი
განსაკუთრებული ქრონოტოპი – მითიური დრო–სივრცე. მითიურ დროს არ აქვს მდინარება,
იგი ან მარადიული აწმყოა ან პირველქმნადობის ეპოქა ანუ პერიოდი, როცა დრო არ
არსებობდა. ამიტომაც მითიური პერსონაჟის ასაკი არ იცვლება (მარადიული ახალგაზრდობა,
მარადიული სიბერე). სამყაროს ახლანდელი მდგომარეობა – რელიეფი, ციური მნათობები,
ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, სოციალური და რელიგიური მოცემულობები, ყველა
ბუნებრივი და კულტურული ობიექტი არის დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენებისა და
მითიური გმირების მოქმედების შედეგი. მითიური წარსული არის არა მარტო წინარე დრო,
არამედ პირველქმნადობის ეპოქა, მითიური დრო, რომელიც წინ უსწრებდა ემპირიულ
დროს. მხოლოდ ადამიანი, როგორც homo istoricus აწესრიგებს წარსულს და გარემომცველ
არეს, იწყებს დროის ათვლას და ანიჭებს მას მნიშვნელობას. დიქოტომიაში საწყისი,
საკრალური დრო და ემპირიული დრო, პირველი აღნიშნულია, როგორც
გასაკუთრებული“დრო“, რადგან ამ დროს იქმნება ყველაფერი: პირველი ცეცხლი, პირველი
იარაღი, პირველი სახლი, პირველი რიტუალური ქმედება... და რადგან პირველია, ამიტომაც
პარადიგმულია (პარადიგმა = მაგალითი, ნიმუში). მიტოსური ცნობიერებით, საგნის არსი
გაიგივებულია მის წარმოსობასთან, ეს არის მისი გამოყენების გასაღები. თუ ვიცით საგნის
წარმოშობა, ვიცით, როგორ გამოვიყენოთ იგი. წარსულის ცოდნა გაიგივებულია
სიბრძნესთან. მაგალითად, თუ ვიცით გველის, ცეცხლის, სამკურნალი ბალახების
წარმოშობა, შეგვიძლია ნაკბენის, დამწვრობის თუ სხვა ზიანის განკურნება.

მითიური სივრცე გამოხატავს წარმოდგენას „თავის“ სამყაროზე, როგორც ცენტრზე,


რომელიც გარემოცულია სხვა სამყაროებით. ადამიანმა მთელი სამყარო გამოხატა ოთხი
მხარის სახით და საკუთარი თავი მათი გადაკვეთის ცენტრში მოათავსა. ვერტიკალურად
წარმოსახული სამყარო სამგანზომილებიანია და აქაც ადამიანი ცენტრში აღმოჩნდა. ამ
სივრცობრივ ზონებს დროის პარამეტრებიც შეესაბამება – წარსული, აწმყო, მომავალი.

მითოსში მოთხრობილი მოვლენების დრო განუსაზღვრელია. მართალია, ყველაფერი შეიქმნა


შორეულ წარსულში, წინარე დროში, “სიზმრების ხანაში”, მაგრამ არსებობს ახლაც და
იარსებებს მომავალში. Aამიტომ მითი ერთნაირად მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
სამაგიეროდ, განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული სივრცე. მითოსის ამბავი ხდება
კონკრეტულ ქვეყანაში . საუბარია კონკრეტული მთის, ტბის, მდინარის. . . წარმოშობაზე.
ამიტომ არსებობს ბერძნული, ქართული, ირანული და ა.შ. მითოლოგიები, რომლებიც, გარდა
იმისა, რომ ამ ხალხების მიერაა შექმნილი, მათ გეოგრაფიულ სივრცესაც მოიცავს.
ბილეთი N 3
1. ეტიოლოგიური მითები

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა რაღაც
და როგორ დაიწყო მისი ყოფნა; გვიყვება იმას, რაც ნამდვილად მოხდა, სრულად გაცხადდა.
მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში. სწორედ საკრალურის ეს
შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს იმად, რაც დღეს არის და
სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით იქცა ადამიანი იმად, რაც დღეს არის:
მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.

მითების შედარებითმა კვლევამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში


ძირითადი თემები და მოტივები მეორდება. ძალიან ძველია მითები მზის, მთვარისა და
ვარსკვლავების წარმოშობაზე. ზოგიერთ მითში ისინი ადამიანებად არიან წარმოდგენილნი,
რომლებიც ადრე მიწაზე ცხოვრობდნენ და რაღაც მიზეზით ავიდნენ ზეცაში.მიუხედავად
სიმრავლისა, შესაძლებელი გახდა მითების დაჯგუფება შინაარსის მიხედვით და იმ
ძირითადი ელემენტების გამოკვეთა, რომლებიც მითოლოგიური სისტემის ღერძს
წარმოადგენენ. Gგამოიყოფა ოთხი ძირითადი ჯგუფი ეს ჯგუფებია: კოსმოგონიური მითები,
ეტიოლოგიური მითები, მითები კულტურული გმირების შესახებ, მითები გარდაცვლილ და
მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებებზე.

ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ეტიოლოგიური მითები:

ეტიოლოგიურ ან ნატურალურ მითებს ამხსნელ მითებსაც უწოდებენ, რადგან მათში


მითოლოგიური განსახოვნების ფორმით ახსნილია სხვადასხვა ბუნებრივი, კულტურული და
სოციალური ობიექტების წარმოშობა. საერთოდ, მითებს გააჩნიათ ეტიოლოგიური ფუნქცია.
ეტიოლოგიური მითები შეიძლება განვიხილოთ კოსმოგონიური მითების სახესხვაობად,
რადგან ყოველი მათგანო სამყაროს მოწყობის ელემენტებს ეხება. ამ აზრით, ყველა მითი არის
კისმოგონიური და ეტიოლოგიური.

ბერძნულ მითოლოგიაში ხელოვნების მფარველი ღმერთი აპოლონი უბადლო მოისარიც


იყო. ერთხელ, მან თვალი შეასწრო სიყვარულის ღვთაებას, პატარა ეროსს, რომელსაც თავისი
მშვილდი მოეზიდა. აპოლონს ღიმილი მოერია სახეზე და ეროსი მასხრად აიგდო, რა შენი
საქმეა ისრის ტყორცნა, სჯობს სიყვარულით აღაგზნო ღმერთთა და კაცთა გულებიო.
განაწყენდა ეროსი, პარნასოსზე აფრინდა და ორი ისარი ამოიღო: ერთი იყო ტრფობის
აღმგზნები, მეორე კი – ჩამაქრობელი. ტრფობის აღმგზნები ოქროს ისარი აპოლონს
სტყორცნა, ჩამაქრობელი კი – პენევსის ასულ დაფნეს. შეუყვარდა აპოლონს დაფნე და სცადა
მისი დამორჩილება. გაიქცა ნიმფა. ნიავის ქროლამ თმა აუშალა, აუფრიალა სიომ სამოსი.
სირბილმა უფრო დაამშვენა ქალწული. როდესაც სრბოლით დაიღალა, მამა-ღვთაებას
შეევედრა, სახე ეცვალა მისთვის. მამამ სურვილი აღუსრულა და ზეცისკენ ვედრებით
ხელაპყრობილი ნიმფა ხედ გარდაისახა. აპოლონმა ხელი მოჰხვია, ეამბორა და ასე მიმართა:
„შენ არ ისურვე ჩემი ცოლობა, მაგრამ მუდამ ჩემთან იქნები. შენით შევიმკობ დღეიდან
თმასაც, კითარასაც და კაპარჭსაც, დაფნე!“ ბოლოს ისურვა დიდმა ღვთაებამ, მარად უჭკნობი
ყოფილიყო დაფნეს ფოთოლი. მას შემდეგ დაფნა აპოლონის წმინდა ხედ ითვლება. დაფნის
რტო მისი მუდმივი ატრიბუტია. აპოლონისადმი მიძღვნილ მუსიურ აგონებზე
გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

ობობა

არაქნე მდაბიო ოჯახის ქალიშვილი იყო. იგი ისე დაოსტატდა ქსოვის ხელოვნებაში, რომ
სახელი გაითქვა ლიბიის ქალაქებში. მასთან ხშირად მოდიოდნენ ნიმფები, რომ
დამტკბარიყვნენ მისი მუშაობით. მხოლოდ ქალღმერთ ათენას შეეძლო მისთვის ესწავლებინა
ეს ხელოვნება, მაგრამ არაქნე უარყოფდა მის შეგირდობას. ერთხელ მასთან ათენა მივიდა.
არაქნემ იგი შეჯიბრში გამოიწვია. მათ ორ დაზგაზე გადაჭიმეს ქსელი და შეუდგნენ საქმეს.
ათენამ ღმერთები გამოსახა მათი სიძლიერით, ხოლო არაქნემ ის სცენები გამოსახა, სადაც
ღმერთები ადამიანური ვნებებით იყვნენ შეპყრობილნი და სისუსტეს იჩენდნენ.
სრულყოფილება იყო არაქნეს ნაქარგი. განრისხებულმა ათენამ შუბლში ჩასცხო მაქო.
შეურაცხყოფილმა არაქნემ თავი ჩამოიხრჩო. ქალღმერთმა ჩამოხსნა თოკიდან და ასე
მიმართა: „იცოცხლე, ქედუხრელო, მაგრამ მუდამ იქნები დაკიდებული, მუდამ ქსელს
მოქსოვ და ასე დაისჯება შენი მოდგმა.“ ათენამ ბალახების წვენი მიასხურა არაქნეს,
რომელსაც უცბად დაუჩიავდა ტანი, გასცვივდა თმა და მშვენიერი ქალიშვილი ობობად
გარდაისახა. მას შემდეგ კიდია არაქნე ქსელზე და გამუდმებით ქსოვს.

2. შუამდინარული კოსმოგონია

ყოველი ხალხის მითოლოგიაში კოსმოგონია ქაოსის წესრიგად გადაქცევასთანაა


დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ეს ღვთაებრივი აქტი წარმოადგენს ყოველი
მითოლოგიისათვის ძირითად ღერძს. ქაოსი ხშირად გაიგივებულია სიბნელესთან,
სიცარიელესთან, უფსკრულთან, წყალთან, წყლისა და ცეცხლის ნაზავთან, დემონურ
არსებებთან . შესაბამისად, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნა უკავშირდება წყვდიადიდან
სინათლეში გადასვლას, წყლიდან ხმელეთის წარმოშობას, ნგრევის შენებით შეცვლას.
კოსმოგონია მისაბაძი მოდელია, რადგან იგი იდეალური არქეტიპია ყოველი შემოქმედებითი
სიტუაციისათვის და ღვთიური ქმნადობაა. კოსმოსი თავის სტრუქტურაშივეა
გაბრწყინებული. ის ყველაზე უფრო ჰარმონიული ორგანიზმია და ღმერთის შედევრი.

ზოგჯერ ქაოსი და წყლის სტიქია ქალურ საწყისთან ასოცირდება. გარდა ამისა, ქაოტური
ძალები სხვადასხვა მითებში წარმოდგენილნი არიან დემონური არსებების, ხთონური
ურჩხულებისა და დრაკონების სახით, რომელთა დამარცხება გაიგივებულია კოსმოსის
ქაოსზე გამარჯვებასთან. საინტერესოა ისიც, რომ აღდგენილ კოსმოსს დაცვა სჭირდება,
რადგან ქაოტური ძალების საბოლოო განადგურება მითებში არ ხერხდება. მაგალითად,
ბერძნულ მითებში ხთონური არსებანი მიწის წიაღში იმალებიან და დროდადრო
განადგურებით ემუქრებიან კოსმოსს.
საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ შუამდინარულ კოსმოგონიაში:

შუამდინარულ მითოლოგიაში იგულისხმება იმ ხალხის მითოლოგია, რომლებიც ძველ


დროში სახლობდნენ ორ მდინარეს - ტიგროსსა და ევფრატს შორის განფენილ ველზე.
მთავარ და მკვიდრ მოსახლეობას შეადგენდა ორი ხალხი - შუმერები და აქადელები. მათგან
უფრო ადრინდელები არიან შუმერები. ამ ორი ხალხის წარმოდგენათა შერწყმის შედეგია
აქადური პოემა (ეპოსი) “ენუმა ელიში”. აქ გადმოცემული ამბები არის გვიანდელი გაფორმება
მითოსისა, რომელიც ჩამოყალიბდა შუმერთა წიაღში და მოგვიანებით მოხდა მისი
ტრანსფორმაცია აქადურ კულტურაში.

თავდაპირველად იყო მსოფლიო ოკეანე, სიცოცხლის პირველმიზეზი აპსუ და მისი ცოლი


თიამათი. ხალხის წარმოსახვაში ორივემ მიიღო წყლის სტიქიის განმასახიერებელი
ურჩხულის სახე. არქაული წყალი ორბუნებოვანია: ერთი წარმოადგენს მტკნარი ოკეანის,
აპსუს სუბსტანციას, მეორე - თიამათისას, რომელიც მლაშე წყალს იგროვებს თავის წიაღში.
ეს ორი თვისება წყლისა - სიმტკნარე და სიმლაშე - სქესობრივი ნიშნით განირჩევიან
ერთმანეთისგან: მტკნარი აპსუ მამრია, მლაშე თიამათი - მდედრი.

აპსუსა და თიამათის პირველი შვილები იყვნენ ლახმუ და ლახამუ, ურჩხულებრივი


არსებები, რომლებსაც შემდგომში არ მიუღიათ მონაწილეობა თეოგონიურ (ღმერთების
წარმოშობა) პროცესში. თიამათისა და აპსუს მომდევნო შვილები ანშარ და ქიშარ არიან
თეოგონიის დამწყებნი. ისინი შობენ ანუს - ცის ღმერთს. ანუ თავის მხრივ შობს ღმერთს
ენქის, რომელიც შემდგომში სამყაროს დემიურგის მშობელი ხდება.

ანქარ-ქიშნარის გაჩენით აპსუსა და თიამათის ერთიანობა დაირღვა, მათ შორის შეიქმნა


სივრცე და დაიძრა დროის დინება. აპსუსა და თიამათის შთამომავლობა თიამათის წიაღში
არიან, მაგრამ ვერ ეპუებიან მას და იწყებენ ხმაურს, მოძრაობას. მათგან გაბეზრებულ აპსუს
სურს საკუთარი შვილების მოსპობა, მაგრამ თიამათი არ უბამს მხარს. ენქიმ დაასწრო აპსუს,
მას მაგიური ძილი მოჰგვარა და ამ ძილში ჩაძირულს წაართვა ღვთაებრივი ინსიგნიები -
ტიარა და ბრწყინვალება. ენქიმ პირველოკეანის წიაღში თავისი სამფლობელო დაამყარა. ეს
იყო პირველი კოსმოგონიური აქტი, პირველი გამარჯვება ქაოსის სამეფოზე. ენქიმ შექმნა
მარდუქი, ღმერთთა შორის უპირატესი და მათზე აღმატებული. მან მიიღო მზის ღმერთის
შამაშის თვისებები, იგი შამაშის კოსმოგონიური ჰიპოსტასია, ამიტომ ეწოდება “მზის ხბო”.
ყოველ დილით შამაში მარდუქის სახით ამოდის. მარდუქთან საბრძოლველად თიამათმა შვა
11 საშინელი ურჩხული. ყველა ღმერთმა მიანიჭა მარდუქს თავისი ძალა და თვისება.
მარდუქმა სძლია თიამათის ურჩხულებს, თავად თიამათსაც, მოკლა იგი და ორად გაკვეთა
მისი სხეული, რომლის ერთი ნაწილი “ზემო თიამათი” ცის მიღმაა, “ქვემო თიამათი” – მიწის
ქვეშ. “ზემო თიამათი” საგულდაგულოდაა გადატიხრული და მცველები ჰყავს მიჩენილი,
რათა მისი წყალი ნიაღვრად არ ჩამოიქცეს ორ სკნელს შორის გაჩენილ სივრცეში,
შუასკნელში, სადაც სუნთქავს ყოველი სულდგმული. მარდუქმა მონაკვეთებად დაჰყო
შექმნილი სივრცე, თითოეულ ღმერთს მიუჩინა თავისი სადგური და სამოღვაწეო სფერო.
ცარგვალის შუაგულში დაადგინა უმაღლესი წერტილი _ ზენიტი, რომლის ორივე მხარეს,
ცის კიდურებზე გახსნა კარიბჭენი მზის ამოსასვლელად. მარდუქმა დასახა ცაზე
ვარსკვლავები ანუ ზოდიაქოს ნიშნები, რითაც დროის უწყვეტი დინება წესრიგიან
მონაკვეთებად დაჰყო და კოსმოსში რიტმი და პერიოდულობა შეიტანა. მზესა და მთვარეს
დაუდგინა ერთმანეთთან ურთიერთობის წესი. კოსმოგონიის დასასრულს, მარდუქის
გეგმით ენქიმ შექმნა ადამიანი.

3. დემეტრა და პერსეფონე

დემეტრე- როდესაც ძველი ბერძნი წარმოთქვამდა სიტყვას ბუნება ის არა მხოლოდ ხედავდა
ყვავილებითა და ბალახებით მოფენილ მინდვრებს, ცხოველებითა და ფრინველებით
ავსებულ ტყეებს, წყალთა სამყაროს, არამედ გრძნობდა იმ ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც
ბობოქრობდა მიწაში, წყალში და რომლის მადლით ყველა ხილული ცოცხლობდა, კვდებოდა
და კვლავ იწყებდა აღორძინებას. ამ ძალას განასახიერებდა ნაყოფიერების ღვთაება დემეტრე,
კრონოსისა და რეას თმამშვენიერი ასული. იგი აღმატებულად პატივცემულად ღმერთქალი
იყო. მისის სახელი აღნშნავდა დედა-მიწას, ხოლო თავად კი სწორედ იმ მრავალნაყოფიერი
მიწის სახება იყო, რომელიც სულდგმულს ასაზროებდა, აძლევდა ხორბალს, მწვანე მდელოს,
ლეთვის ხესა და ყაყაჩოს ყვავილს, ანკარა წყაროს, დემეტრე ზრუნავდა იმ ხალხებზე,
რომელბიც მიწას ამშავებდნენ. გაზაფხულოობით როცა დოლი დაიძრებოდა, ის ველზე იყო,
შემოდგომისას ძნის გასახმობ ფურნეს უვლიდა, ვით მოსავლის კეთილი ასული, მის
არსებობას ყველაზე მეტად მაშინ გრძნობდნენ ქალები, როდესაც ახლადმოწვეული
ხორბლისაგან აცხობდნენ პურებს. მიწათმოქმედთა მფარველი ეს ღვთაება სხვა საქმეებსაც
განაგებდა. მას მოუხმობდნენ სხვადასხვა გარიგებათა დროს. მსაჯულებად და მოხელეებად
არჩეულნი კი ფიცს რავლენდენ დემეტრეადმ, რომ იქნებოდნენ დაწერილი თუ დაუწერელი
კანონების ერთგული დამცველები.

პერსეფონე- მწიფეთაველისფერი თმებით დამშვენებულ ქალღმერთ დემეტრეს ჰყავდა


ახალგაზრდა ულამაზესი ასული პერსეფონე, თავად კრონოსის დიადი შვილი. დემეტრეს
ასულს უყვარდა ყვავილებით მოფენილი ველ-მინდვრები. იგი ხშირად იწვევდა ხოლმე ნისას
ველზე ყვავილების მოსაკრეფად. დედის ნებიერ პერსეფონეს მრისხანე ბედი უმზადებდა
მძიმე განსაცდელს. მისი თავი ზევსმა ცოლად აღუთქვა თავის პირქუშ ძმას ჰადესს,
მიცვალებულთა სულებისა და აჩრდილთა სამეფოს მბრძანებელს. მასთან უნდა ეცხოვრა
სიცოხლის სხივით ანთებულ პერსეფონეს მიწისქვეშეთის წყვიდადში.

ერთხელ დემტრემ, ჩვეულებისამებრ დატოვა პერსეფონე ნისას ყვავილებით მოსილ


მინდორზე. უეცრად მიწამ აღმოაცენა საკვირველი ყვავილი, რომლის მსგავსი მზეს არ ენახა.
ერთ ღეროს 100 თავი ება, ოქროს ფერებით გაბრწინებული, თეთრი ფურცლების ბოლოები კი
ცეცხლის ალივით ელვარებდნენ. პერსეფონე მიუახლოვდა ყვავილს. მისმა სურნელებამ
გააბრუა იგი, თვალებში ბინდი ჩაუყენეა, სულში წყვდიადი და მაშინ მიწა გაირღვა და შავმა
ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაგრიალეს ოქროს ეტლი, რომელსაც მართავდა მიცვალებულთა
მბრძანებელი პირქუში ჯადესი. მან მოიტაცა პერსეფონე. გონს რომ მოეგო ქალწულმა იწყო
ყვრილი, დასახმარებლად მოუხმო მამას, ცათა მბრძანებელს, მაგრამ ღმერთბმა ვერ გაიგეს
მისი ძახილი, ვერ წყლის ნიმფებმა შეამჩნიერ მისი გქრობა. შეიძრა ცა და მიწა, გაიხსნა
ტარტაროსის მძიმე კარიბჭე და მის წიაღში ჩაიმალა მბრწინავი ეტლი, მხოლოს მზემ,
ღმერთმა ჰელიოსმა შეასწრო თვალი.

დიდხანს ეძებდა დემეტრე თავის ქალიშვილს. ყოველ შემხვედრს ეკითხებოდა მის ამბავს,
მაგრამ ვერც ღმერთი, ვერც კაცი და ვერც ფრთოსანი სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა. პურის
თავთავი შემოახმა, ყაყაჩოები შემოაჭკნა, შემოეხია მოსასხამი თავთუხისფერი. ცხრა დღე და
ღამე დაეხეტებოდა ძაძით მოსილი დიდი ქალღმერთი დედამიწაზე, მეათე დღეს კი მზე-
ჰელიოსს ესტუმრა, რომელმაც ამცნო, რაც იცოდა.

დემეტრა ამის გამო ზევსზე განრისხდა, მიატოვა ღმერთების საბრძანებელი, უბრალო


მოკვდავის სახე მიიღო და დიდხანს, დიდხანს დაეხეტებოდა ქალაქიდან ქალაქში.
გაუდაბურდა დედამიწა, აღარც ბალახი იზრდებოდა, აღარც ყვავილი, ფოთლები დაჭკნა, ტყე
გაშიშვლდა, აღარ ხარობდა ბაღში ნაყოფი, გახმა ვენახი, სიცოცხლე ჩაკვდა. ყველგან
შიმშილი მძვინვარებდა, დაღუპვა ელოდა ადამიანთა მოდგმას.

მისგან მიტოვებული დედამიწა კი გაუდაბურდა, იღუპებოდა ხალხი. მაშინ ზევსმა დემეტრეს


მოლმობიერება განიზრახა. ჰადესს ფიქრივით სწრაფი ჰერმესი გაუგზავნა, რათა მაცდური
სიტყვით დაეყოლიებინა იგი, დაეთმო პერსეფონე. ზევსის სურვილი კი აღასრულა ჰადესმა,
მაგრამ განშორების ჟამს ბროწეულის ნაყოფი მიართვა თავის მეუღლეს. პერსეფონემ
გადაყლაპა რამდენიმე მარცვალი. მან არ იცოდა, რომ ამით სამუდამოდ დაუკავშირდებოდა
აჩრდილთა საუფლოს.

მას შემდეგ პერსეფონე, ღვთაებათა გადაწყვეტილებით, წლის ორ მესამედს დედასთან


ატარებს, ერთ მესამედს კი – თავის მეუღლესთან. როდესაც პერსეფონე დემეტრესთან არის,
ბუნება ხარობს, მიწას ნაყოფიერება უბრუნდება, ტყე ფოთლებით იმოსება, მწვანე ჯეჯილი
თავთავს იყრის, მთელი სამყარო ზეიმობს და განადიდებს მწიფე თაველისფერი გვირგვინით
მოსილ მშვენიერ ქალღმერთს. ხოლო როდესაც პერსეფონეს წასვლის დრო დგება, ბუნება
კვდება, რათა შემდეგ კვლავ აღორძინდეს.

4. ოლიმპოს ღმერთები

დიდებულია ოლიმპოსის მაღალი მთა. იგი აირჩიეს სამკვიდრებლად ტიტანთა


დამმარცხებელმა ღმერთებმა. ამიტომაც მათ ხშირად ოლიმპიელებსაც უწოდებენ.
ოლიმპოსის მაღალ მწვერვალზე ტავად ზევსის სასახლეა , მის ქვემოთ, მთის ფერდოებებზე
ოლიმპოსის მფლობელი სხვა ღმერთების სახლებია განლაგებული. ღმერთთა სასუფევლის
ქვემოთ იწყება ღრუბელთა სამეფო, რომელიც ჰყოფს უკვდავთა და მოკვდავთა
სამკვიდრებელთ. ღრუბელებს ზევსი ხან კრებს ხან კი ფანტავს თავისი სურვილის მიხედვით,
ღრუბელი წარმაოდგენს ოლიმპოსის ჭიშკარს, რომლესაც დარაჯობენ ჰოროები, ზევსის
მომხიბვლელი ასულები. ოლიმპოსზე სიმშვიდე ბრწყინვალება სუფევს. ღმერთებს სრული
ურთიერთგაგება და ურთიერთსიყვარული აქვთ, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ცალკეულ
საკითხზე ცხარე კამათი და ჩხუბიც კი მოუვიდეთ ერთმანეთში. ასეთ დროს საქმეში ზევსი
ერევა ხოლმე და სიმშვიდე უმალვე აღდგება. ეს ყოველთვის ასე როდი იყო, ზევსს
მარტოოდენ ტიტანები, გიგანტევი და სხვადასხვა ურჩხულები როდი ემუქრებოდნენ.
შეთქმულების მცდელობები თავად ოლიმპიელ ღმერთთა შორისაც იყო, მაგრამ კრონოსის
მძლავრა ძემ ყველას აჯობა ჭკუითა და ძალით და მეამბოხეები დააშოშმინა.

არავინ იცის ზუსტად თუ როროგრ გამოიყურებიან ღმერთები. მათ ხომ შეუძლიათ სულ
სხვადასხვა სახე მიიღონ. გახდნენ მოკვდავებისათვის ხილულნი და უხილავნი,
გამოეცხადონ ადამინებს ნებისმიერი მიწიერი სახით. მაგრამ ღმერთებსაც და ადამიანებსაც
ერთი წარმომავლობა აქვთ, ამიტომაც ისინი ასე ჰბანან ერთმანეთს გარეგნობითაცდა ზნითაც.
მათ ერთმანეთისაგან არსებითად ის განასხვავებთ, რომ ღმერთები უკვდავები არიან, ხოლო
ადმაიანები მოკვდავები, ღმერთებს თითქმის ყველაფერი შეუძლიათ, ხოლო ადამიენბს
მხოლოდ ის, რაც უკვდავებმა განუსაზღვრეს მათ. ამიტომ ადევნებენ ღმერთები ასე მკაცრად
თვალს იმას, რომ მოკვდავებმა არ გადალახონ შესაძლებლობების მათთვის დადგენილი
საზღვრები, არ მონდომონ უკვდავების მოპოვება, არ მოიმოქმედონ რაიმე მოირებისა და
ღმერთების მიერ მათთვის განსაზღვრულის ზემოთ, არ გამოავლინონ უდიერება ღმერთების
მიმართ და თუ კი რომელიმე მოკვდავი ამას მაინც შეეცდება. ღმერთები მას მკაცრად სჯიან,
როგორ ამპარტავანსა და ზვიადს.

ღმერთები იბადებიან როგორც ადამინები მაგრამ შემდეგ აღარ კვდებიან. მსგავსი აქვთ
ვნებათაღელვაც და განცდებიც, სიხარულიც და მწუხარებაც, შეუძლიათ უყვარდეთ და
სძულდეთ, იყვნენ მიმდობნი და ეჭვიანები. ისინი ელვის სისწრაფით გადაადგილდებიან
ხოლმე, მაგრამ არ შეუძლიაღ ერთდროულად იყვნენ ყველგან, ამიტომაც ეპარებათ ზოგჯერ
მხედველობიდან ერთმანეთის თუ მოკვდავეის საქმეები, ამიტომ შეიძლება მათგან რაღაცის
დაფარვა, მათი მოტყუებაც კი.

ღმერთები და ღვთიური ძალები უამრავია სამყაროშ. მაგრამ მას შემდეგ რაც კრონოსის სამმა
ვაჟმა გაინაწილა სამეფოები, ზევსი წარმოადგენს უზენაეს ღმერთს, იგი და მასთან ერთად
ოლიმპოსის მფლობელი სხვა უკვდავი ღმერთები მართავენ სამყაროს, ასეთი დიდი ღმერთი
კი 12. მათ ხშირად თორმეტ ოლიმპიელ ღმერთთსაც უწოდებენ. მათ შორის მოიხსენიებდნენ
ზოგჯერ ჰადესს, ანუ პლუტონს, თუმცა იგი როგორც წესი მიწისქვეშეთში იმყოფება,
დიონისეს მიუხედავდ იმისა, რომ მან უარი თქვა ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე და ჰერაკლეს,
რომელიც მოკვდად დაიბადა და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გააღმერთა ზევსმა. მართალია
ზევსი უზენაესი ღმერთია, მაგრამ მას თავისი დებიძის, ძმებისა და შვილებისთვის
განაწილებული აქვს მმართველობის სფეროები ცასა დ ამიწაზე. თითოეულ მათგანს
სამყაროსა და მოკვდავთა მართვის სადავეთა მხოლოდ ერთი ნაწილი უპყრია, მას არ შეუძია
შეიჭრას მეორე ღმერთის უფლებებში. ყველა სადავე თავს მხოლოდ ზევსისი ხელში იყრის.

ოლიმპოსი, რომელიც ამაყად არის ამოზრდილი ღრუბლებს შორის, ერთდროულად ზეცის


დასაწყისისცაა, ამიტომ როცა ღმერთები ოლიმპოსზე არიან ითვლება რომ ისინი ზეცაში
იმყოფებიან, მათ ხშირად ცისიერებსაც და ციურ ღმერთებსაც უწოდებენ. ‘

ოლიმპიელები არ გამიჯნვიან სხვა ღმერთებს, პირიქით, მრავალრიცხოვანმა ღმერთმა,


ზღვისა და მთის ნიმფამ, სხვადასხვა დემონურმა ძალებმა, რომელთაც აღიარეს ზევსისი
ძალაუფლება, მოქმედების ტავიანთი უბნები შეინარჩუნეს ან მიირეს. მათ პატივს მიაგებენ
როგორც უკვდავ ღმერთებს.
ოლიმპიელ ღმერთებს უყვართ ნადიმობა. დიდებულია ის წვეულებები ოლიმპოსზე რომ
იმართება.

დიდი იყო ღმერთების ძალა, მაგრამ არა განუსაზღრელი. მათ არ შეეძლოთ მოირების მიერ
დადგენილი ხვედრის შეცვლა ზოგჯერ საკუთარი ხვედრის წინასწრ განჭვრეტა და წვდოაც
კი. განსაკუთრებით ზღუდავდა მათ ღმერთების საფიცარი სტიქსის წყალი. ზევსმა ხოლმ
ამგავრი პატივი მიაგი ოკეანოსის ასულს: როდესასც ღმერთებმა ფიცი უნდა დადონ, ირისს
მათთან მაიქვს სტიქსის ქალღმერთ-მდინარის იმ ნაკადის წყალი, რომელიც მაღალი და
მიუდგომელი კლდიდან გადმოედინება. თუკი ამ წყლის პკურებისას ცრუ ფიცს
წარმოტქვამდა ოლიმპოსზე მცხოვრები რომელიმე ღმერთი, მაშნ მას ამგავრი სენი
შეეყრებოდა: იგი უსულოდ იწვა ერთი წლის განმავლობაში სარეცელზე, ერთი წლის შემდეგ
9 წლის განმავლობაში ის ღმერთებისაგან შორს ცხოვრობდა, ვერც მათ შეკრებებსი და ვერ
მათ ნადიმებსი ვერ მონაწილეობდა, მხოლოდ მე-10 წელს უბრუნდებოდ იგი ოლიმპიელ
ღმერთებს.

ბილეთი N 4

1. მითის რაობა და ადგილი ტრადიციულ საზოგადოებაში

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა რაღაც
და როგორ დაიწყო მისი ყოფნა; გვიყვება იმას, რაც ნამდვილად მოხდა, სრულად გაცხადდა.
მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში. სწორედ საკრალურის ეს
შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს იმად, რაც დღეს არის და
სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით იქცა ადამიანი იმად, რაც დღეს არის:
მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.

იმის გამო, რომ მითი ზებუნებრივ არსებათა საგმირო საქმეებსა და მათ საკრალურ
ძლიერებას წარმოაჩენს, იგი ყველა უმნიშვნელოვანესი ადამიანური ქცევის სანიმუშო
მოდელად გვევლინება. ამ მოდელის შენარჩუნება კოსმოსის შენარჩუნების პირობაა.

მითი დაიბადა პირველყოფილ ტრადიციულ საზოგადოებაში. მან მოიცვა ამ საზოგადოების


არსებობისა და აზროვნების ყველა სფერო და განსაზღვრა არქაული ადამიანის
მსოფლმხედველობა. „ცოცხალი მითი“ საზოგადოებაში ასრულებს ოთხ ფუნდამენტურ
ფუნქციას: მისტიურს, კოსმოგონიურს, სოციოლოგიურსა და ფსიქოლოგიურს.

მითი ყოველთვის მოგვითხრობს ერთ ფენომენალურ ამბავზე, რომელიც შემდეგ ხდება


გლობალური. მაგალითად, მოთხრობილია, რომ ბურუნდუკი (ზოლიანი ციყვი) იმიტომ არის
ზოლიანი, რომ მას დათვმა გადაუსვა თათი. დათვმა მხოლოდ ერთს გადაუსვა თათი, მაგრამ
ამის შემდეგ ყველა ბურუნდუკი ზოლიანია. ასევე, ერთი სავარცხლიანი ქალი გადაიქცა
ოფოფად და ამის შემდეგ ყველა ოფოფს აქვს თავზე „სავარცხელი“. პირველი ადამიანებიც
არიან წინაპრები ყველა დანარჩენი თაობებისა. რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, მითოსში იგი
თავისებურადაა მოწოდებული. ინცესტი (სისხლის აღრევა) პირველი წყვილისთვის
აუცილებელია (როგორც წესი, ეს და–ძმაა), რომ გამრავლდნენ ადამიანები (ღვთაებებიც).

მითის სპეციფიკა იმაშია, რომ სამყაროს ცალკეული ელემენტების წარმოშობაზე


მოგვითხრობს და ამით ქმნის სამყაროს. მითის კარდინალური თვისებაა, რომ საგნის
არსებობას აიგივებს მის წარმოშობასთან. მაგალითად, გარემომცველი სამყაროს აღწერა
იგივეა, რაც მოთხრობა მისი წარმოშობის შესახებ. ცოცხალ მითებში არც გვხვდება
კოსმოგრაფია (სამყაროს აღწერა პირდაპირი მნიშვნელობით). მითს აქვს თავისი
განსაკუთრებული ქრონოტოპი – მითიური დრო–სივრცე. მითიურ დროს არ აქვს მდინარება,
იგი ან მარადიული აწმყოა ან პირველქმნადობის ეპოქა ანუ პერიოდი, როცა დრო არ
არსებობდა. ამიტომაც მითიური პერსონაჟის ასაკი არ იცვლება (მარადიული ახალგაზრდობა,
მარადიული სიბერე). მითიური წარსული არის არა მარტო წინარე დრო, არამედ
პირველქმნადობის ეპოქა, მითიური დრო, რომელიც წინ უსწრებდა ემპირიულ დროს.
მხოლოდ ადამიანი, როგორც აწესრიგებს წარსულს და გარემომცველ არეს, იწყებს დროის
ათვლას და ანიჭებს მას მნიშვნელობას.

მითიური სივრცე გამოხატავს წარმოდგენას „თავის“ სამყაროზე, როგორც ცენტრზე,


რომელიც გარემოცულია სხვა სამყაროებით. ადამიანმა მთელი სამყარო გამოხატა ოთხი
მხარის სახით (ჯვრის სახით +) და საკუთარი თავი მათი გადაკვეთის ცენტრში მოათავსა.
ვერტიკალურად წარმოსახული სამყარო სამგანზომილებიანია (ზესკნელი, შუასკნელი,
ქვესკნელი) და აქაც ადამიანი ცენტრში აღმოჩნდა (შუა სკნელში). ამ სივრცობრივ ზონებს
დროის პარამეტრებიც შეესაბამება – წარსული, აწმყო, მომავალი.

2. ბერძნული კოსმოგონია

ყოველი ხალხის მითოლოგიაში კოსმოგონია ქაოსის წესრიგად გადაქცევასთანაა


დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ეს ღვთაებრივი აქტი წარმოადგენს ყოველი
მითოლოგიისათვის ძირითად ღერძს. ქაოსი ხშირად გაიგივებულია სიბნელესთან,
სიცარიელესთან, უფსკრულთან, წყალთან, წყლისა და ცეცხლის ნაზავთან, დემონურ
არსებებთან . შესაბამისად, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნა უკავშირდება წყვდიადიდან
სინათლეში გადასვლას, წყლიდან ხმელეთის წარმოშობას, ნგრევის შენებით შეცვლას.
კოსმოგონია მისაბაძი მოდელია, რადგან იგი იდეალური არქეტიპია ყოველი შემოქმედებითი
სიტუაციისათვის და ღვთიური ქმნადობაა. კოსმოსი თავის სტრუქტურაშივეა
გაბრწყინებული. ის ყველაზე უფრო ჰარმონიული ორგანიზმია და ღმერთის შედევრი.

ზოგჯერ ქაოსი და წყლის სტიქია ქალურ საწყისთან ასოცირდება. გარდა ამისა, ქაოტური
ძალები სხვადასხვა მითებში წარმოდგენილნი არიან დემონური არსებების, ხთონური
ურჩხულებისა და დრაკონების სახით, რომელთა დამარცხება გაიგივებულია კოსმოსის
ქაოსზე გამარჯვებასთან. საინტერესოა ისიც, რომ აღდგენილ კოსმოსს დაცვა სჭირდება,
რადგან ქაოტური ძალების საბოლოო განადგურება მითებში არ ხერხდება. მაგალითად,
ბერძნულ მითებში ხთონური არსებანი მიწის წიაღში იმალებიან და დროდადრო
განადგურებით ემუქრებიან კოსმოსს.

საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ ბერძნულ კოსმოგონიაში:

ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთის, ქალღმერთის,


გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები.

თავდაპირველად იყო ქაოსი. ზოგს მიაჩნია, რომ იგი იყო განუსაზღვრელი ფორმის რაღაც
ღვთაებრივი არსება; უმრავლესობის აზრით კი, ქაოსი წარმოადგენდა დაუსაბამო და
უსასრულო სივრცეს, შემოქმედებითი ძალებით ავსებულს; მძიმე და ბნელ, მოუწესრიგებელ
მასას - მიწის, წყლის ჰაერისა და ცეცხლის რაღაც ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა
ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან იშვნენ გეა (დედამიწა), ტარტაროსი (მიწისქვეშეთი) და
ეროსი (სიყვარული). გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა ზეცა - ურანოსი.
შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში
დასახლდნენ შემდეგ ნიმფები გეასგან იშვა აგრეთვე პონტოსი – ვრცელი ზღვა.

გეა - დედამიწა და ურანოსი - ზეცა, ღმერთთა პირველი სამეფო წყვილია. მათგან იშვა
ტიტანთა დიადი მოდგმა, რომელთაგან პირველი იყო ოკეანოსი - მდინარის ღვთაება, ცისფერ
რკალად ევლებოდა გარს დედამიწას. გეამ ექვსი ვაჟი (ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი) და ექვსი ქალი (თეა, რეა, თემისი,
მნემოსინე,ფოიბე, თეტისი) წარმოშვა.

გეას შვილები არიან აგრეთვე კიკლოპები, გოლიათები, რომელთაც მხრებზე ასი ხელი
ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს.

გეას შვილები ძრწოლის მომგვრელნი იყვნენ და ამიტომ ისინი მამამ შეიძულა. ურანოსი არ
ელოდა შვილთაგან მორჩილებას და პატივისცემას, ახალშობილებს ტარტაროსში აგდებდა.
ის იყო მიწისქვეშა სამყარო, საიდანაც ღვთაებრივი ნების გარეშე ვერავინ ამოვიდოდა.
დაიბადებოდნენ თუ არა, ურანოსი მათ მიწის წიაღში მალავდა. დამძიმდა გეა, წუხდა ძლიერ,
აღარ შეეძლო ურანოსის ამ უმსგავსო საქციელის ატანა და მისი დასჯა განიზრახა.

დამძიმდა გეა, მისი წიაღი აივსო მისგანვე შობილი შვილებით. შეწუხებულმა შეიძულა
თავისი მეუღლე და მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. მის ნებას დაჰყვა უმცროსი ტიტანი
კრონოსი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ჩამწყვდეული ტარტაროსში. მიმწუხრისას, როდესაც
ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, ჩასაფრებულმა კრონოსმა მამას ნამგლით
ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ზურგს უკან მოისროლა. ურანოსის ფალოსიდან
ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც წლის
დასალიერს შვა ერინიები, გიგანტები და მელიებად წოდებული ნიმფები. ხოლო თავად
ფალოსი ჩავარდა ზღვაში, რომლის აქაფებული ზვირთებიდანაც დაიბადა
მშვენიერი აფროდიტე.

ურანოსის შემდეგ უზენაესი ღვთაების სახელი დაიმკვიდრა კრონოსმა.


ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს ტიტანები უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის
გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა. ზეციური ფირუზით დაფარული ურანოსი
ღმერთების ისტორიის ავანსცენიდან გაქრა.

პოსეიდონისგან გეამ შვა ანტეოსი. ტარტაროსისგან – ექიდნე და ტიფონი. პონტოსისგან -


ნერევსი, ფორკისი და სხვა ღმერთები. გეა ითვლებოდა ყველა უკვდავისა და მოკვდავის
დიად წინაპრად, დიდ დედად.

გეას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, დელფოს


უძველესი ტაძარი თავდაპირველად გეას ეკუთვნოდა. მოგვიანებით გეას უკავშირებდნენ
დემეტრესა და კიბელეს კულტებს.

ანტიკურ ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის


საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს
მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია სიუხვის რქა.

3. ტოტემიზმი
4. დემეტრას მითი

ბილეთი N 5

1. დედა ქალღმერთის სახე

ყველა ხალხის მითოლოგიურ-რელიგიური სისტემის პირველ საფეხურზე იგულისხმება


ქალღმერთის _ დიდი დედის კულტის არსებობა, რომელმაც უნივერსალური სახე მიიღო.
არქაული ხანის ადამიანთა წარმოდგენით, მას სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა გააჩნდა.
ამიტომ ბუნების ყველა სფეროში გაბატონდა და მრავალფუნქციურ მითოსურ სახედ
ჩამოყალიბდა, რომელიც ნაყოფიერებასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებულ სფეროს
განაგებდა. როგორც წესი, დიდ დედას უკავშირებდნენ მიწას , უფრო ფართოდ კი იგი
ბუნების ქალურ დამბადებელ საწყისს განასახიერებდა, იყო ღმერთებისა და ადამიანების
დედა, მეუფებდა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში, განაგებდა ამინდს, მასზე იყო
დამოკიდებული წვიმის მოსვლა და, შესაბამისად, მოსავლის სიუხვე.

დიდი დედის თაყვანისცემის ყველაზე ადრეული დადასტურებაა ზედა პალეოლითის ხანის


ქალის ფიგურები გამოკვეთილი სქესობრივი ნიშნებით, რაც მათ საკულტო დანიშნულებაზე
მეტყველებს. მსგავსი გამოსახულებანი ნაპოვნია ნეოლითისა და ენეოლითის ხანის
სადგომებშიც.

დღეს ძნელია იმის დადგენა, რა დეტალებს შეიცავდა დიდი დედის კულტი თავისი
განვითარების ადრეულ საფეხურზე ან როგორ ჩამოყალიბდა მისი ერთიანი მითოლოგიური
სახე, მაგრამ არქეოლოგიური მასალისა და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მონაცემების
საფუძველზე მაინც შეიძლება ძირითად ნიშნებზე საუბარი. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ
მას წინ უძღოდა დარგობრივი ქალღვთაებების კულტი, რომელთა ფუნქციები შეითავსა
ერთიანი ქალღმერთის მოგვიანებით ჩამოყალიბებულმა სახემ. სხვები ვარაუდობენ, რომ
უძველეს ხანაში ადამიანებმა შექმნეს ერთი მშობლის _ დიდი დედის სახე, რომელიც
შემდგომში დანაწევრდა დარგობრივ ღვთაებებად. არ არის გამორიცხული, რომ ამ სახის
განვითარების ისტორიაში ორივე პროცესს ჰქონოდა ადგილი. ცალკეული ღვთაებები
გაერთიანებულიყვნენ ერთ სახეში, ხოლო თავისი მითო-რელიგიური ფუნქციის ამოწურვის
შემდეგ ერთიანი სახე კვლავ დანაწევრებულიყო დარგობრივ ქალღვთაებებად. ასეთი რამ არ
არის უცხო მითოლოგიისათვის, რომელიც არ არის ერთხელ და სამუდამოდ შექმნილი
უცვლელი სისტემა. იგი, როგორც ადამიანთა ყოფისა და ცნობიერების გამომხატველი, მუდამ
იცვლება და აქვს როგორც აღმასვლისა და განვითარების, ისე დაკნინებისა და გაქრობის
პერიოდები. ერთი რამ ფაქტია: გვაროვნული წყობის ადრეულ ეტაპზე არსებობდა
ქალღმერთის კულტი, რომლის ადგილს მითოლოგიურ სისტემაში განსაზღვრავდა მისი
შემოქმედებითი ფუნქცია, რასაც რამდენიმე ასპექტი გააჩნია. ერთი ის, რომ როგორც
შემოქმედი ღმერთის მეუღლე, იგი მონაწილეობს სამყაროს შექმნაში და ამ რანგში მყოფი იგი,
როგორც წესი, მიწას განასახიერებს, მეორე, დედა ქალღმერთი მონაწილეობს იმ არსებათა
დაბადებაში, რომლებიც სამყაროში ცხოვრობენ: ღმერთების, ადამიანების, ცხოველების,
ურჩხულებისა და სხვ. ზოგიერთი ხალხის მითოლოგიაში ამ ორ ფუნქციას სხვადასხვა
ქალღმერთი ინაწილებს. მაგალითად, ბერძნულ მითოლოგიაში ურჩხულებს წარმოშობს გეა
(დედამიწა), ხოლო ღმერთების დედაა რეა.

ძველი ხალხების მითოლოგიაში დიდ ქალღმერთს ახლავს მისი სატრფო, კვდომისა და


აღდგომის მამრი ღვთაება (ქალღმერთის სახის განვითარებაში ეს გვიანდელი საფეხურია),
მაგალითად, ისიდა და ოსირისი, კიბელე და ატისი, იშთარი და თამუზი და სხვ. ორივე
ერთად განასახიერებს ბუნების განახლების მარადიულობას. სწორედ ეს ნიშანი გახდა იმის
მიზეზი, რომ მისტერიებსა და იდუმალ კულტებში ქალღმერთმა უპირატესი ადგილი
დაიკავა.

დიდი ქალღმერთი მიაჩნდათ ქალაქების დამფუძნებლად და მფარველად. მას ხშირად


გამოსახავდნენ კოშკის ან ციხე-სიმაგრის გვირგვინით და სპეციალური ლოცვით
მიმართავდნენ, როცა ქალაქის შენებას იწყებდნენ.

ქალღმერთის მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო კულტურის მფარველობა. რამდენადაც იგი მიწას


განასახიერებდა და ნაყოფიერებაც მასზე იყო დამოკიდებული, მიწათმოქმედების
აღმოცენების ხანაში იგი განაგებდა ადამიანთა საარსებო გარემოს შექმნას.

უნდა ითქვას, რომ ქალღმერთს ქაოსის ნიშნებიც ახასიათებს, რაც კულტურის ოპოზიციას
წარმოადგენს და ველურობასა და თავაშვებულობაში გამოიხატება. ერთი შეხედვით, ეს
წინააღმდეგობას ქმნის დიდი ქალღმერთის სახის მთლიანობაში, მაგრამ უნდა
გავითვალისწინოთ, რომ მითოლოგიურ წარმოდგენებში იგი სამყაროს და, შესაბამისად,
სიცოცხლის სათავეა, ამიტომ სრულიად ბუნებრივად აერთიანებს თავის თავში ქაოსსა და
მისგან წარმომადგარ კოსმოსს.
ცეკვა-თამაში, სიმღერა ის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც დედა ქალღმერთის კულტს
ახლდა , რადგან სწორედ ცეკვითა და სიმღერით ქმნიდა ეს ქალღმერთი სამყაროს. კნოსოს
მთავარ სამლოცველოში ნაპოვნი ცნობილი გამოსახულება გველებიანი ქალღმერთისა
მოცეკვავის პოზაშია შესრულებული. ამგვარ წარმოდგენებს კარგად წარმოაჩენს კოლუმბიაში
მცხოვრები სამხრეთამერიკელი ხალხის _ კაგაბას მონათხრობი დიდ ქალღმერთზე. მოგვაქვს
სანიმუშოდ ეს ტექსტი, რადგან მასში მეტ-ნაკლები სისრულით ჩანს დიდი დედის
უნივერსალური მახასიათებლები:

`ჩვენი სიმღერების დედა ყველა ჩვენი თესლის დედაა. მან გაგვაჩინა დროთა დასაბამისას,
ამიტომ იგი ყველა ადამიანის, ყველა ხალხის დედაა. იგი ქუხილის, წყლის ნაკადის, ხეების,
მიწის ნაყოფთა და ყველა საგნის დედაა. იგი ჩვენი საცეკვაო მორთულობისა და ტაძრების
დედაა. იგია ერთადერთი დედა, რომელიც გვყავს. იგია ცეცხლის, მზისა და ირმის ნახტომის
დედა, წვიმის დედა. იგია ერთადერთი დედა, რომელიც გვყავს. მან ცეკვითა და სიმღერით
დაგვიტოვა ნიშანი ჩვენს ტაძრებში~.

სამყაროს შემქმნელი ქალღმერთი სოციალური სტრუქტურის წარმმართველადაც


გვევლინება. როგორც უძველესი მითოსური სახე, იგი მატრიარქატის ეპოქის კუთვნილებაა.
ეს არის საზოგადოებრივი წყობის ერთ-ერთი პირველი ფორმა, რომლის დროსაც გვარის
ნათესაური ურთიერთობა აიგებოდა ქალის, დედის ხაზით.

სამიწათმოქმედო კულტურის დამკვიდრებამდე სამყაროს მითოლოგიურ სურათში დედა


ქალღმერთს ეკავა სამყაროსა და ადამიანების მთავარი შემქმნელის ადგილი. აქედან
გამომდინარე, ქალური საწყისი დომინირებდა სოციალურ სტრუქტურაში, სამართლებრივი
ნორმების დადგენასა და გვარის გაგრძელებაში.

2. დრო და გეოგრაფია მითოსში


3. წარმოდგენები სამყაროს ღერძზე
4. ქალღმერთი და მისი სატრფო

ბილეთი N 6

1. ანიმიზმი და მაგიზმი
2. მითოსური ცნობიერება

მითი არის ადამიანის წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. იგი


ეფუძნება საგანთა და არსებათა მისტიური თვისებების რწმენას, დროისა და სივრცის
ხარისხობრივ არაერთგვაროვნებას. მითი დაიბადა პირველყოფილ ტრადიციულ
საზოგადოებაში. მან მოიცვა ამ საზოგადოების არსებობისა და აზროვნების ყველა სფერო და
განსაზღვრა არქაული ადამიანის მსოფლმხედველობა. „ცოცხალი მითი“ საზოგადოებაში
ასრულებს ოთხ ფუნდამენტურ ფუნქციას: მისტიურს, კოსმოგონიურს, სოციოლოგიურსა და
ფსიქოლოგიურს (კემპბელი). მითოლოგიური აზროვნებაც ამ ოთხი ასპექტიდან იღებს
სათავეს, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე და ამავდროულად სინკრეტულად მუშაობს
პირველყოფილი ადამიანის მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში. მითოსი მოგვითხრობს, რომ
კოსმოსის წარმოშობას მალევე (შეიძლება მაშინვეც) მოჰყვება ადამიანის გაჩენაც. კოსმოსი და
ადამიანი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. ამ მთლიანობისთვის უცხოა სუბიექტისა და
ობიექტის, საგნისა და ნიშნის, ნივთისა და სიტყვის, არსებისა და მისი სახელის და ა.შ.
ერთმანეთისგან განცალკევება.

მითოლოგიური აზროვნება არის ის, რაც იყო, არის და იქნება. ეს არის ის, რაზეცაა აგებული
კულტურა, ძველიც და თანამედროვეც.

მითოლოგიური წარმოდგენა არამითოლოგიურისგან იმით განსხვავდება, რომ მითოლგიურ


წარმოდგენას საფუძვლად უდევს წარმოდგენა ორ სამყაროზე: ადამინურსა და სხვა
სამყაროებზე და ეს ორი სამყარო ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებს. ამდენად, მითი
წარმოდგენაა, რომელიც ემყარება ადამიანთა სამყაროსა და სხვა-მიღმიერი სამყაროს
ურთიერთქმედებას.

მითოლოგიური ცნობიერების ძირითადი ნიშანია „თავისი“ და „უცხოს“ დაპირისპირება:


ყველაფერი „თავისი“ აღიქმება კარგად, სასიკეთოდ, ყველაფერი „უცხო“ იდუმალი და
სახიფათოა იმის განურჩევლად, უკეთესია იგი თუ უარესი.

„თავისი“ სამყარო მოწესრიგებულია, ეთიკურად, სოციალურად, რელიგიურად. ეს არის


სამყარო, რომლის ყოფიერება კანონებს ეფუძნება. „უცხო“ სამყარო (ქაოსი) - უცნობი,
ჯადოსნური , პოტენციურად მტრული- ეს ისაა, რაც იმყოფება მოცემული ხალხის
ტერიტორიის მიღმა.

ისმის კითხვა: სად ათავსებს მითოლოგიური აზროვნება „თავის სამყაროს“? რასაკვირველია,


ცენტრში. აქ არის კონცენტრირებული კოსმოსის ძალები. იგი გამოყოფილია „სხვა
სამყაროსგან“ მსოფლიო ზღუდით, რომელიც შეიძლება იყოს მთა, მდინარე, ზღვა (ქართ.
„საზღვარი“), მთაგრეხილი. ბევრი ხალხი თავის ქვეყანას უწოდებს „შუა მიწას“ (მაგ., ძვ
ინდური მაგადხა). ჩინეთის სახელწოდება ჩინურად ნიშნავს „შუა სამყაროს“.
სკანდინავიურში „მიდგარდი“ არის შუა სივრცე, ადამიანთა სამყარო.

მითოლოგიურ ცნობიერებას საფუძვლად უდევს უძველესი რელიგიური წარმოდგენები –


ანიმიზმი, ტოტემიზმი, მაგიზმი. . . მათგან უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია
ანიმიზმი, რაც გასულიერებას ნიშნავს (ანიმა = სული). ძველი ადამიანის წარმოდგენით,
ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია თავისი სული. Aამიტომ ისევე მოქმედებს,
როგორც ადამიანი. ასეთმა წარმოდგენებმა უბიძგა ადამიანს, შეეთხზა მოთხრობები,
რომლებმაც მითოსის სახელწოდება მიიღეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძველ
საზოგადოებაში მითი ცოცხალი სინამდვილე იყო, ნამდვილად მომხდარი ამბავი, რომელიც
წინაპრებმა გადმოსცეს თავიანთ შთამომავლებს და რომელიც მათ გარემომცველ სამყაროში
აგრძელებდა თავის ყოფიერებას.

მითოსური აზროვნება არის სახეებით აზროვნება, მისი თვისებაა მუდმივი ძიება, კითხვებზე
პასუხის გაცემა და მაგიური მოთხრობით (სიტყვით) სამყაროს მოდელირება. მითიური
აზროვნების თავისებურებები გაპირობებულია იმით, რომ ძველი ადამიანი
(„პირველყოფილი“) ჯერ კიდევ მკვეთრად არ გამოყოფდა თავის თავს გარემომცველი
სამყაროსგან და ბუნებრივ ობიექტებზე გადაჰქონდა თავისი თვისებები.

3. ოლიმპოს ღმერთები
4. მითების ჯგუფები

You might also like