You are on page 1of 3

1.

მითისა და მითოლოგიის ცნების განმარტება

მითოლოგია ადამიანის მხატვრული აზროვნების ერთ–ერთი პირველი ნაყოფია, თუმცა


ძველ დროში მას არ თვლიდნენ გამონაგონად, არამედ მიაჩნდათ, რომ მითში მოთხრობილი
ამბავი ნამდვილად მოხდა. მითლოგია არის ადამიანის მიერ აღქმული სამყაროს სურათი,
რომელმაც შემდგომში, თავის მხრივ, ხელი შეუწყო პოეტური აზროვნების განვითარებას. იგი
კოლექტიური შემოქმედების პროდუქტია და ჩვენ ვერასოდეს დავადგენთ მის ავტორს.

მითი (მითოს) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოთხრობას, გადმოცემას, თქმულებას.


ბერძნული ზმნა (მიუთეო) კარგად ასახავს ამ ამბებისადმი ხალხის დამოკიდებულებას. მისი
მნიშვნელობა თხრობას გულისხმობს, მაგრამ ისეთ თხრობას, რომელიც სხვათა ნათქვამის
გადმოცემაა, მართლაც, მითი როგორც ხალხური შემოქმედების სხვა ძეგლები, საუკუნეების
განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მითოსში მოთხრობილია სამყაროს შექმნაზე,
ღმერთების გაჩენასა და მათ მოღვაწეობაზე, ადამიანთა დაბადებასა და საგნების შექმნაზე. ერთი
სიტყვით, ყველაფერზე, რაც კი არსებობს. სწორედ ეს არსებობა, ცოცხალი სინამდვილე იყო
მითის ჭეშმარიტების დასტური. მითოსი მოგვითხრობს საგნებისა და მოვლენების პირველად
შექმნისა და გამოყენების შესახებ. მასში ისეთი ამბავია მოთხრობილი, რომლის შედეგს
თვალსაჩინოდ ხედავს ადამიანი, რადგან მის თვალწინაა ყველაფერი, რის შექმნაზეც მითოსშია
საუბარი (ტყე, მთა, მდინარე, მთელი ბუნება, შრომის იარაღები და სხვა) და ამდენად,
დამაჯერებლობას მატებს მას.

მითოლოგია მითების ერთობლიობაა, მაგრამ არა მექანიკურად შეერთებული. მითოლოგია


სისტემაა, ე.ი. მითებს შორის არსებობს შინაგანი კავშრი, ერთმანეთისაგმი ლოგიკური
დამოკიდებულება, რადგან ისინი ერთი მთელის შემადგენელი ნაწილები არიან. ეს მთელი
სამყაროა. ადამიანის წარმოდგენა სამყაროზე ფართოვდებოდა მისი ცოდნის შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, მითოლოგიაც იცვლიდა სახეს, ე.ი. არა მარტო სხვადასხვა ხალხის
მითოლოგიაა განსხვავებული, არამედ ერთი და იმავე ხალხის მითოლოგია იცვლებოდა დროთა
განმავლობაში.

ძველ საზოგადოებაში მითოსსა და მითოლოგიას მნიშვნელობანი ფუნქცია: იგი იყო ზეპირი


ისტორია და ამავე დროს მოდელი, რომელიც განსაზღვრავდა საზოგადოების სტრუქტურასა და
ცხოვრების წესს.

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. იგი აღწერს დასაბამიერი, „საწყისთა“ საარაკო დროის
მოვლენას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მითი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ზებუნებრივ
არსებათა საგმირო საქმეების წყალობით როგორ იქცა რეალობა არსებობად, იქნება ეს
კოსმოსი თუ მისი რომელიმე ერთი ფრაგმენტი: კუნძული, მცენარის ჯიში, ადამიანთა ქცევა
თუ ინსტიტუტი; მაშასადამე, თხრობა ყოველთვის რაღაცის „შექმნას“ ეხება: მოთხრობილია,
თუ როგორ წარმოიშვა რაღაცა და როგორ დაიწყო მისი ყოფნა. მითი გვიყვება იმას, რაც
ნამდვილად მოხდა, სრულად გაცხადდა. მითების პერსონაჟები ზებუნებრივი არსებები
არიან. ისინი ცნობილნი გახდნენ იმით, რაც გააკეთეს „საწყისთა“ საარაკო დროში.
მაშასადამე, მითები წარმოაჩენენ ამ არსებათა შემოქმედებით აქტივობას და მათი საქციელის
საკრალურობას. მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში. სწორედ
საკრალურის ეს შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს იმად, რაც დღეს
არის. სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით ადამიანი იქცა იმად, რაც დღეს
არის: მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.

იმის გამო, რომ მითი ზებუნებრივ არსებათა საგმირო საქმეებსა და მათ საკრალურ
ძლიერებას წარმოაჩენს, იგი ყველა უმნიშვნელოვანესი ადამიანური ქცევის სანიმუშო
მოდელად გვევლინება („წინაპრებმა ასე გადმოგვცეს“; „ასე იქცეოდნენ წინაპრები“).

ამ მოდელის შენარჩუნება კოსმოსის შენარჩუნების პირობაა. რიტუალური ქმედებების გარდა,


ადამიანები ყოველდღიურ ყოფაში, მის ყველა გამოვლინებაში იმეორებენ მოდელით
ნაკარნახევ ქმედებებს, რომ არ დაირღვეს ხაზი, მემკვიდრეობითობა და სამყარომ იარსებოს
იმ სახით, როგორც ის გადაეცათ ადამიანებს.

მითი ყოველთვის მოგვითხრობს ერთ ფენომენალურ ამბავზე, რომელიც შემდეგ ხდება


გლობალური. მაგალითად, მოთხრობილია, რომ ბურუნდუკი (ზოლიანი ციყვი) იმიტომ არის
ზოლიანი, რომ მას დათვმა გადაუსვა თათი. დათვმა მხოლოდ ერთს გადაუსვა თათი, მაგრამ
ამის შემდეგ ყველა ბურუნდუკი ზოლიანია. ასევე, ერთი სავარცხლიანი ქალი გადაიქცა
ოფოფად და ამის შემდეგ ყველა ოფოფს აქვს თავზე „სავარცხელი“. პირველი ადამიანებიც
არიან წინაპრები ყველა დანარჩენი თაობებისა. რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, მითოსში იგი
თავისებურადაა მოწოდებული. ინცესტი (სისხლის აღრევა) პირველი წყვილისთვის
აუცილებელია (როგორც წესი, ეს და–ძმაა), რომ გამრავლდნენ ადამიანები (ღვთაებებიც).

მითოლოგია ადამიანის მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი პირველი ნაყოფია, თუმცა ძველ


დროში მას არ თვლიდნენ გამონაგონად, არამედ მიაჩნდათ, რომ მითში მოთხრობილი ამბავი
ნამდვილად მოხდა. მითოლოგია არის ადამიანის მიერ აღქმული სამყაროს სურათი,
რომელმაც შემდგომში, თავის მხრივ, ხელი შეუწყო პოეტური აზროვნების განვითარებას. იგი
კოლექტიური შემოქმედების პროდუქტია და ჩვენ ვერასდროს დავადგენთ მის ავტორს.

მითოლოგემა მთელი ტექსტის საშენი მასალაა. ის განსხვავებული კუთხით წარმოადგენენ


კოსმოსის სტრუქტურას. თითოეული მათგანი განშლით წარმოიქმნება მითოლოგიური
ნარატივი. ამგვარად, მითოლოგემა მითოლოგიური ნარატივის ემბრიონია. აქ ჩამოთვლილი
მითოლოგემები კოსმოგონიური მითოსის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ. ცისა და მიწის
გამიჯვნის მითოლოგემა. ამ მითოლოგემით გამოხატულია კოსმოგონიის ელემენტარული
აქტი, სამყაროს შექმნის პირველი ნაბიჯი – თავდაპირველი ერთიანობის განწვალება, ცისა და
მიწის, მტკნარი და მლაშე წყლების... ან კოსმიური კვერცხის შიგთავსის ორ ნაწილად
განწვალება. ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა. ცისა და მიწის დაშორიშორების შემდეგ
რჩება მათ შორის უხილავი კავშირი, ე.წ. სამყაროს დიდი ღერძი, რომელსაც მსოფლიო
მითოლოგიაში სხვადასხვანაირი ხილული განსახება აქვს: მთა, ხე, კვერთხი, ტაძარი, კიბე,
ჯაჭვი... ნებისმიერი ვერტიკალურად აღმართული საგანი.

–სამყაროს შუაგულის მითოლოგემა. ცისა და მიწის კავშირის სიმბოლოები, ძირიტადად,


სამყაროს შუაგულის გამომხატველია. დამატებით, ბერძნებთან დელფოს ტაძრის თეთრი ქვა
– ომფალოს, საყაროს ჭიპი; ასევე აგნის ცეცხლი ანუ სამსხვერპლო ცეცხლი, როგორც ინდურ
წარმოდგენებში; ბერძნული ჰესტია. კერა სამყაროს ცენტრიც არის და სახლისაც. შუაგული
შეიძლება წარმოვიდგინოთ კონცენტრიული წრეების სახით: სამყარო–ქვეყანა–ქალაქი–
სახლი–კერა. ყველა ამათ მსჭვალავს ერთი ღერძი, რომელიც თითოეული მათგანის ცენტრში
გადის. იმდენად ძლიერია ადამიანი საცხოვრებელი ადგილის თუ ქვეყნის წარმოდგენა
სამყაროს შუაგულად, რომ ამგვარი წარმოდგენა ბევრ იდეოლოგიას დაედო საფუძვლად.
ჩინელების წარმოდგენით, მათი ქვეყანა სამყაროს შუაგულში მდებარეობდა. ამიტომაც
ეწოდებოდა ჩინეთს ჯუნგო(შუაგული სამეფო), რომლის გარშემო შემოვლებულმა კედელმა
თვალსაჩინო გახადა ეს მითოლოგემა. ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ შუმერებსაც თავიანთ
ქვეყანაზე (შუმერი – დიდი მთა, ცისა და მიწის ქვეყანა)

– მარადი გაზაფხულის (თუ ზაფხულის) მითოლოგემა, სამოთხის მითოლოგია. მიწიერი


სამოთხე სადაც დრო არ არის, არც სნეულება არც სიბერე. მაგრამ შემდეგ დროის მომყვანს
ფრინველს, ვარსკვლავს ათავისუფლებენ და დრო–ჟამი იწყება. აკრძალვა უნდა დაირღვეს.
თამარზე...

– დაბრუნების მითოლოგემა. ყოველთვის გულისხმობს ამოსავალ წერტილში ანუ ცენტრში


დაბრუნებას. ამ მითოლოგემაზეა აგებული ძველი ეპოსები, ჯადოსნური ზღაპარი... გმირი
უსათუოდ ბრუნდება იქ, საიდანაც გამოვიდა. დაბრუების ადგილი მისი სახლია, მისი
დაბადების ადგილი. ყველა გმირი თავის ქვეყანას, თავის ქალაქს, თავის კერიას, როგორც
ოდისევსი – ითაკას უბრუნდება. ამ მითოლოგოემის გამომხატველია, როგორც ჩამავალი
მზის მითოლოგიური სახელწოდება: „მზე, დედასთან დაბრუნებული“ (უთუ–ამა–არ–გი)

– ხელახლა შობის მითოლოგემა. ეს მითოლოგემა დაბრუნების მითოლოგემის


სახეცვლილებაა. თავისი ასით ისიც კოსმოგონიურია. გმირი უბრუნდება დედის საშოს, რათა
მეორედ დაიბადოს.

– გველეშაპის მითოლოგემა, რომელიც ამ მნიშვნელობთ მსოფლიო მითოლოგიებში ყველაზე


მეტად არის გავრცელებული. გველეშაპი ყლაპავს გმირს და ისევ უკან ამოანთხევს. მის
მუცელში მოხვედრილი გმირი კვდება, რათა, როგორც დედის საშოდან, კვლავ იშვას.
გველეშაპის მიერ შთანთქმა მითოლოგიური გმირის აუცილებელი გამოცდილებაა: მარდუქი,
შუამდინარული მითოლოგიის დემიურფი, კოსმოსის შემქმნელი, სნაამ კოსმოსს შექმნიდეს,
თიამათის – პირველ არსებული ზღვის მუცელში იმყოფება; ასევე ინდოელთა ინდრა –
გველეშაპ ვრიტრას მუცელში; ამირანი, ჰერაკლე, იასკონი და სხვანი ნამყოფი არიან
გველეშაპის მუცელში, საიდანაც ისინი განახლებული ძალით იბადებიან.

You might also like