You are on page 1of 2

სამყაროს ღერძი

ცისა და მიწის გამიჯვნის მითოლოგემა. ამ მითოლოგემით გამოხატულია კოსმოგონიის


ელემენტარული აქტი, სამყაროს შექმნის პირველი ნაბიჯი – თავდაპირველი ერთიანობის

განწვალება, იქნება ეს ცისა და მიწის თუ მლაშე და მტკნარი წყლების ერთიანობა... ან კოსმიური


კვერცხის შიგთავსის ორ ნაწილად (ცილისა ცად და კვერცხისგულისა მიწად) გაყოფა... – ცისა და
მიწის კავშირის მითოლოგემა. ცისა და მიწის დაშორიშორების შემდეგ რჩება მათ შორის
უხილავი კავშირი, ე. წ. სამყაროს დიდი ღერძი, რომელსაც მსოფლიო მითოლოგიაში
სხვადასხვანაირი ხილული განსახება აქვს: მთა, ხე, კვერთხი, ტაძარი, კიბე, ჯაჭვი...

ნებისმიერი ვერტიკალურად აღმართული საგანი. ქართული მითოლოგია იცნობს ამ


მითოლოგემას, რომელიც უხვად არის წარმოდგენლი ერთ ფშაურ საწესო ლექსში:

წმიდა გიორგი მეც ვიყავ,

ცას ვები ოქროს შიბითა (ჯაჭვითა),

ხმელგორზე (მთაზე) მედგა ბერმუხა (ბებერი მუხა),

ზედ ავდიოდი კიბითა,

ჩემს საყმოთ შემონაძღვენი

ღმერთთან ამქონდა იქითა.

I. პირველი, ეს არის მთა, რომელიც როგორც ცისა და მიწის კავშირის ერთ-ერთი უნივერსალია,
ყველა მითოლოგიაში არის წარმოდგენილი. ყველგან იგი, იმავდროულად, შუაგულის
მითოლოგემის შინაარსსაც ითავსებს: ცისა და მიწის შემაერთებელი ღერძი სამყაროს შუაგულში
გადის. თუმცა იგი ფშავის მიყრუებულ კუთხეშია აღმართული, მაგრამ მითოლოგიურად იგი
კოსმიურ მთას განასახიერებს.

II. მეორე, ეს არის ჯაჭვი (შიბი), როგორც ცისა და მიწის დამაკავშირებელი საშუალება.
რამდენადაც საკრალურია, მასზეა მიბმული წმიდა გიორგი, ამდენად ოქროსია. ამგვარი ოქროს

უხილავი შიბები აკავშირებს ერთმანეთთან ფშავ-ხევსურეთის ღვთისშვილებს, მათი


საშუალებით ისინი სტუმრობენ ერთმანეთს. შემონახულია ვაჟა-ფშაველას დედის ხილვა,
რომელიც მას უხილავს ახალგაზრდობაში: `მე და ჩემ ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია
თიანეთში, ზ. კ.) დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა
ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში, გავიხედე და მთელი ცა
განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე
სხლოვანის გორითა,გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და
ისეთ წმინდა ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის
ყურიო [ყუბანეიშვილი: 55).

III. მესამე, ეს არის ხე, ფშაურ ლექსში ბერმუხის სახით წარმოდგენილი. ლაშარის ბერმუხა
ტიპური კოსმიური ხეა, რომლის ტიპოლოგიური ანალოგები ყველა მითოლოგიურ ტრადიციაში
გვხვდება. ყველაგან ამგვარ ხეს სხვადასხვა განზომილებები აქვს: იგი არის სამყაროს ცენტრი,
ცისა და მიწის მაკავშირებელი,ზეაღსავლელი, როგორც გზა ქვემო სფეროდან ზემო
სფეროებისკენ. სწორედ ასეთი გამოყენება აქვს წმიდა გიორგის ხეს (`ხმელგორზე მედგა
ბერმუხა, ზედ ავდიოდი...~).

IV. მეოთხე, ეს არის კიბე, ადამიანის ხელით შექმნილი, არა ბუნებრივი საგანი, რომლის
პირდაპირი დანიშნულება ერთი სიბრტყიდან სხვა სიბრტყეში გადაყვანაა. შუამდინარული
საფეხურებიანი ტაძარი ზიქურათი კიბის განსახიერებაა, რომლის შვიდი საფეხური ყოფიერების
განსხვავებულ დონეებს შეესატყვისება. ვერტიკალურად აღმართული კიბე და მისი საფეხურები
თანდათანობით, არა ნახტომისებურ, ზეაღსვლას გამოხატავს მიწიერი სფეროდან ზემო
სფეროებამდე, ტრანსცენდენტური რეალობისკენ – კიბის ძირი მიწაზე დგას, მისი თავი ღვთის
კარზეა მიბჯენილი.

V. თუმცა მსხვერპლი (`შემონაძღვენი~), რომელიც ამ ლექსში ყველაზე ბოლოს არის


მოხსენიებული, მითოლოგემებს არ ეკუთვნის, მაგრამ, თუ რელიგიის კუთხით განვიხილავთ
ტექსტს, იგი მიწისა და ცის კომუნიკაციის არა მხოლოდ საშუალება, არამედ მიზანი აღმოჩნდება.
ხილული მხვერპლი (საკლავი, ქადები, საკულტო ნამცხვრები და სხვა), რომელიც მლოცველის
მიერ არის მიტანილი სალოცავში, უხილავად ადის ღმერთამდე, ამყარებს რა კავშირს ადამიანსა
და ღმერთს შორის. მსხვერპლთან ერთად მაღლა ადის ლოცვა-ვედრება და ქებადიდება,
რომელთაც მუხის ძირში მყოფნი აღავლენენ.მაგრამ მსხვერპლი (საკლავი), როგორც ნივთიერი,
ისე სიტყვიერ- სულიერი (ლოცვა), გულისხმობს პასუხს, რომელსაც მლოცველნი წყალობის
სახით გამოელიან ღვთისგან.

VI. და, ბოლოს, ყველა ჩამოთვლილი მითოლოგემის შემკრები და შემაჯამებელი და თავის


თავში მომცველი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ამამოძრავებელი ფიგურა წმიდა გიორგია,
რომელიც თითოეულ მათგან იყენებს ინსტრუმენტად ღვთის კარამდე ასასვლელად. მაგრამ
თავადაც იგი, დურანქის დინამიკური გამომხატველი, თავისი ასვლით აღავლენს ადამიანთაგან

შეწირულ მსხვერპლს და სიტყვას ლოცვა-ვედრების სახით, რათა გამოსთხოვოს


შემწირველთათვის მადლი უზენაესს. სამყაროს შუაგულის მითოლოგემა.ცისა და მიწის
კავშირის სიმბოლოები, ძირითადად, სამყაროს შუაგულის გამომხატველია. დამატებით,
ბერძნებთან დელფოს ტაძრის თეთრი ქვა – ომფალოს, სამყაროს ჭიპი; ასევე აგნის ცეცხლი ანუ
სამსხვერპლო ცეცხლი, როგორც ინდურ წარმოდგენებში; და, საზოგადოდ, ყოველი კერა, სადაც
ცეცხლი ანთია; ბერძნული ჰესტია. კერა სამყაროს ცენტრიც არის და სახლისაც. შუაგული
შეიძლება წარმოვიდგინოთ კონცენტრიული წრეების სახით: სამყაროქვეყანა- ქალაქი-სახლი
კერა. ყველა ამათ მსჭვალავს ერთი ღერძი, რომელიც თითოეული მათგანის ცენტრში გადის.
იმდენად ძლიერია ადამიანთა საცხოვრებელი ადგილის თუ ქვეყნის წარმოდგენა სამყაროს
შუაგულად, რომ ამგვარი წარმოდგენა ბევრი ქვეყნის იდეოლოგიას დაედო საფუძვლად.
ჩინელების წარმოდგენით, მათი ქვეყანა სამყაროს შუაგულში მდებარეობდა. ამიტომაც
ეწოდებოდა (და დღესაც ეწოდება) ჩინეთს ჯუნგო (`შუაგული სამეფო~), რომლის გარშემო
შემოვლებულმა კედელმა თვალსაჩინო გახადა ეს მითოლოგემა. ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ
შუმერელებსაც თავიანთ ქვეყანაზე (`შუმერი – დიდი მთა, ცისა და მიწის ქვეყანა~).

You might also like