You are on page 1of 10

ეროსი

(განხილვა პლატონის „ნადიმის“ მიხედვით)

მარიამი სანდროშვილი

რესტავრაციის\ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტი

I კურსი

საგანი: ფილოსოფიის საფუძვლები

ხელმძღვანელი: ზაზა ფირილაშვილი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

თბილისი, 2021

1
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს


ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს,
რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების
შესაბამისად.

მარიამი სანდროშვილი

14.11.2021

2
სარჩევი
Contents
შესავალი..............................................................................................................................................4

ნადიმი..........................................................................................................................................................5

დასკვნა...........................................................................................................................................9

გამოყენებული ლიტერატურა.................................................................................................10

3
შესავალი
შეუძლებელია იმის გაგება, თუ როდის ჩისახა პირველად ადამიანის გულსა და
გონებაში სიყვარული, როდის გაუსინჯა მან ამ ერთდროულად ტკბილ და
მწარე ნექტარს გემო, როდის დაერქვა, ამ გულის ამაფრთხიალებელ, სხეულის
ამაცახცახებელ და სულში უამრავი ფერის ჩმღვრელ გრძნობას სიყვარული.
ვიღცისთვის სიყვარული ადამიანს გაჩენისთანვე დაჰყვა, სხვას სჯერა, რომ ეს
თვად იესო ქრისტე და მაღლი ღმერთია და სწორედ მათ შთაჰბერეს
კაცობრიობას ეს გრძნობა, ჩემთვის სიყვარული გამოცანაა, პლატონისთვის კი
ეროსი, სიყვარულის ღვთება, რომელიც ერთდროულად ყველაფერი და
არაფერია. მისთვის ეროსი, ჭეშმარიტება, უკვდავებისკენ სწრაფვა, სიკეთე,
მშვენიერება, დაკარგულის ძიება, გაბრწყინება, სულიერი და ხორციელი
ტრფიალია, ეროსი სიყვარული და ტკივილია, ჩსუნთქვა და ამოსუნთქვაა იგი
ყველგანაა და აარსადაა, მაგრამ პლატონი განა ამ ყველაფერს თავისი პირით
გვეუბნება? არამც და არამც. ეს დიდებული ფილოსოფოსი თვის ნაწარმოებში
„ნადიმი“ აგათონთნ პურობას აღწერს და სწორედ ესა ის ადგილი, სადაც ჩვენს
წინაშე ეროსი მთელი თვისი სიდიადით და სიმდაბლით წარსდგება. ამბავს
ფალენორელი აპოლოდოროსი ჰყვება, რომელსაც თვად არისტოდემოსმა
უამბო მომხდარი, რომელიც სოკრატეს მაშინდელ ყველაზე მხურვალე
თყვანისცემელად ითვლებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმოებში
ამ ორივე პერსონაჟს თითქმის ერთი და იგივე როლი აქვს, რადგან ორივე ამბის
გამგონე და მთხრობელია, თუმცა იმ ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვან
საუბარში, რომელზეც მთელი ნაწარმოებია აგებული, არც ერთი მათგანი არ
მონაწილეობს. ნაწარმოები შემდეგნაირად იწყება, აპოლოდეროსი ჰყვება
ამბავს გამარჯვებული აგათონის ლხინის შესახებ, სადაც სოკრატეს, პავსანიას,
ერიქსიმახოსს, არისტოფანეს, ფედროსს, ალკიბიადეს და აგათონს მოეყარა
თავი. პურობის შემდეგ დასალევაად დამსხდრებმა გადაწყვიტეს ღვინოს არ
მიძალებოდნენ და მშიდად ესაუბრათ ფედროსის არჩეულ თემაზე-ეროსზე, რა
თქმა უნდა ყველამ მოიწონა ეს აზრი, ეს ხომ ის საზოგადოებაა, რომელთნაც
მხოლოდ პურის ჭამა კი არა, დავა და მსჯელობაც უაღრესად სასიამოვნო და
მრავლისმომცემია. როგორც ავღნიშნე პლატონი საკუთრ მოსაზრებას ეროსის
შესახებ შვიდი ერსონაჟის მიხედვით აყალიბებს, ის 7 განსხვავებულ
კონცეფციას გვთვაზობს და ნელ-ნელა აყალიბებს სიყვარულის მთვარ იდეას
და არსს.

4
ნადიმი
თვმოყრილი ინტელექტუალური საზოგადოებიდან, სიყვარულზე საუბარს
იდეის ავტორი, მორცხვი და მოკრძალებული ფედროსი იწყებს, რომელიც
როგორც ერიქსიმახოსის სიტყვებიდან ჩანს გაოცებული იყო კაცთა
უგუნურებით, რომლებიც ყველა მაღლ ღერთს და მარილსაც კი უძღვნიან
პოემებს, თვით ამ შესანიშნავ ღვთებაზე კი ერთი ლექსიც კი არ დაწერილაო
არასდროს. ფედროსი წარმოთქმულ სიტყვაში ნათლად წარმოაჩენს თავის
შეხედულებას იმის შესახებ თუ რაოდენ დიდი ღმერთია მისთვის ეროსი, მისი
სიტყვებით, ეროსს არ ჰყავდა მშობლები, იყო მიწა და იყო ეროსი, „ პირველად
ქმნულ იქნაო ქაოსი, შემდეგ კი ვრცელკალთიანი დედამიწა, უკვდავი ფუძე
ყველა საგანთა არსებულთა და სიყვარული“, ჯერ იყო ის და მერე ყველა
დანარჩენი. მეტიც, მისთვის „ეროსი ყველაზე ძველი, ყველაზე ძალმორჭმული,
ყველაზე პატივსაცემი ღვთებაა უკვდავთა შორის, რადგან ყველაზე მეტად მას
ძალუძს სათნოებასა და ნეტარებას აზრიაროს კაცი, როგორც ამ ქვეყნად ისე
საიქიოშI“, ხოლო შეყვარებული ადამიანი ყველაზე მამაც, კეთილ და
აღმატებულ არსებად მიაჩნია მთელს სამყაროში. ფედროსის შემდეგ პავსანიამ
გამოთქვა თვისი აზრი, მისთის მიუღებელი აღოჩნდა ეროსის მხოლოდ ქება და
მსმენელს ორი ღვთაება, ორი აფროდიტე წაარუდგინა, იმიტომ რომ „არ
არსებობს აფროდიტე ეროსის გარეშე, და რახან აფროდიტე ორია ეროსიც ორი
გამოდის“. პავსანიამ მიწიერი და ციური აფროდიტე სათითაოდ და ძალიან
საინტერესოდ განიხილა, მან თქვა რომ აფროდიტესავით ეროსიც ორგვარია,
ზეციური სიყვარული, რომელიც სულიერ ტრფიალს და რაღაც მშვენიერ
გრძნობას გულისხმობს და მიწიერი, რომელიც თვის თავში ხორციელ
განცხრომას მოიცავს და არაფერი აქვს საერთო ზეციურ აფროდიტესთნ,
პავსანიასთვის ციური სიყვარული მამაკაცთა, ანუ ძლიერი და მოაზროვნე
სქესის სიყვარულია, სწორედ ესაა ის გრძნობა რომელიც გამორჩეული და
ნამდვილია და რომელიც შორსაა გახრწნილებისა და ხორციელი
აფროდიტესგან. როდესაც სოფისტმა პავსანიამ თვისი სიტყვა მოამთავრა ჯერი
ექიმ ერიქსიმახოსზე მიდგა, რომელმაც საკმაოდ ფერმკრთლი და
არაფრისმომცემი სიტყვა წარმოთქვა სიყვრაულის შესახებ და მიუხედავად
იმისა, რომ პლატონს არ ახასიათებს რთული ფილოსოფიური ენით საუბარი,
ერიქსიმახოსის გამოსვლამა სწორედ ასეთი გამოუვიდა. მოკლედ რომ ვთვათ
ერიქსიმახოსმა სიყვარული ბიოლოგიურ დონეზე აღწერა და თქვა, რომ

5
ჯანმრთელი სხეულის სიყვარული მისაღებია სნეულის კი არა. მისი გრძელი
და უგემური სიტყვის შემდეგ, რომელიც თითოს პავსანიას ნათქვამის
გაგრძელებას ჰგავდა, ეროსზე საუბარი კომიკოსმა არისტოფანემ განაგრძო, მან
ხუმრობით დაიწყო საუბარი შემდეგ კი რადიკალურად შეატრიალა ის და
მთელი სერიოზულობით დაგვანახა მისეული ეროსი. არისტოფანესთვის
ეროსი ყველაზე კაცთმოყვარე ღმერთია, რომელსაც, ადამიანებს ოდანავ მეტი
შეგნება რომ ჰქონოდათ, უამრავ ტაძარსა და ბომონს აუგებდნენო. მან ეროსზე
საუბარი კაცთა ბუნების გაცნობით დაიწყო და თქვა, რომ დასაბამიდან
ადამიანის სამი სქესი არსებობდა და დღეს ჩენ ყველანი მთელის ნახევრები
ვართ, დაახლოებით ისეთვე ნახევრები, როგორც შუაზე გაჭრილი ვაშლია, და
რომ მთელ ჩენს ცხოვრებას სწორედ ამ ჩმონაჭერის ძებნაში ვატარებთ. ჩვენ
მზის, დედამიწის და მთვარის შვილები ვართ, რომლებმაც თვიანთი ნახევრები
დაკარგეს და დღეს ეძებენ იმათ ვისთნაც იყვნენ გასისხლხორცებულნი,
ანდროგინონ ანუ ქალის და კაცის ერთობა მთვარისგანაა შობილი და ამიტომაა
რომ მათი ჩმონაჭერი ქალი და კაცი ერთნეთს ეტრფიან. მზისგან შობილი
არსების ჩმონაჭერი კაცი კაცთა სქესს მიელტვის, ხოლო დედამიწისგან
შობილი ქალი ქალთა სქესს, ხოლო როდესაც ეს დიდი ხნის დაშორებული და
ჩამოჭრილი ნახევრები საბოლოოდ ერთმანეთს იპოვიან ორი მაგნიტივით
გადაეჭდობიან და მიეტმასნებიან ერთმანეეთს სიკვდილის ბოლომდეო.
არისტოფანეც პავსანიასი არ იყოს, მამაკაცთა სიყვარულს მიელტვის და
განადიდებს. მისთვისაც ეს ყველაზე მშვენიერი და სასიამოვნო გრძნობაა და
თვლის, რომ ასეთი მამაკაცები ცოლს და შვილებს მხოლოდ კანონის გამო თუ
იყოლიებენ სულიერად კი მაინც კაცზე იქნებიან შეყვარებულები და
გადაჯაჭვულნი. არისტოფანეს ამ ფრიად მრავლისმეტყველ და სერიოზულ
განცხადებას ნადიმის მასპინძლის, აგათონის სიტყვა მოჰყვა, რომელიც
თავისთავად მშვენიერებით და ორიგინალურობით არაფრით ჩმორჩებოდა
მანამდე თქმულ სიტყვებს და ფრიად ლამაზიც იყო. მისი თქმით ერსიო თვად
მშენიერება, ნეტარება და სიკეთეა ხოლო შეყვარებული ადამიანი სწორედ ამ
ყველაფრისკენ მიიღვწის. ეროსი სიმახინჯის დაუძინებელი მტერია და
სწორედ ამიტომ მუდმივად გაურბის დამახინჯებულს სულებსა და გულებსო.
მას „მთელი არსებით სძულს სიბერე და ერთ ნაბიჯზეც არ ეკარება მას, ის
ნორჩია და ამიტომაც ჭაბუკთ წრეში ტრიალებს მუდამ და წამითც არ სტოვებს
მათ“ ამასვე ამბობს რუსთველიც, როცა მიჯნურისთვის საჭირო თისებებს
ჩამოთვლის, მათშორისაა სიჭაბუკე და ახალგაზრდობა, რადგან ამის გარეშე
უბრალოდ შეუძლებელია „მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვით

6
მზეობა, ენა, გონება, დათმობა, სიყრმე და მოცალეობა“. აგათონი მას შემდეგ
რაც ეროსის სილამაზეს, მშვენიერებას, სათნოებისა და სიკეთეს აღწერს, თვის
ლამაზ სიტყვას შემდეგნაირად ამთვრებს „ეროსი შრომაში, კრთომაში,
ტანჯვაში, საუბარში-მესაჭე, თნამდგომი, გუშაგი და ნამდვილი მხსნელია,
ღმერთთა და კაცთა ჯავარი, უმშვენიერესი და უკეთესი ჰეგემონია ჩვენი,
რომელსაც უნდა მისდევდეს კიდეც ყველა მოკვდავი და ადიდებდეს იმ
დიდებულ საგალობელთა გალობით, რომელსაც ღმერთთა და კაცთა
გულმოსალბობად გალობს იგი.“ ოვაციებით დაგვირგვინებულ აგათონის
სიტყვას, პლატონის შემოქმედების ძირითდი პერონაჟი და მოქმედი გმირი
სოკრაატე აგრძელებს და შეიძლება ითქვას კრავს კიდეც საერთო საუბარს.
სოკრატეს გამოსვლა შეიძლება ყველაზე შთამბეჭდავად და მრავლისმომცემად
ჩაითვალოს მთელი ნაწარმოების მანძილზე, რადგან ესაა დაგვირგვინება
პლატონის მსჯელობისა ეროსის შესახებ, და სწორედ სოკრატეა ის ვისი
პირიდანაც გვაცნობს პლატონი სიყვარულის არსს. სოკრატე, რომელიც შუა
პურის ჭამის დროს ეახლა აგათონს და რომელსაც სულ ბოლოს მოუწია
საუბარი თვის სიტყვას მასპინძის და მანამდე თქმული სიტყვის ქებით იწყებს
და ნელ-ნელა აპარებს აგათონს ისეთ შეკითხვებს, რომლითც მას ნათლად
აჩვენებს თვისი წარმოთქმული ლამაზი სიტყვის არაფრისმომცემისობასა და
არასწორობაში. სოკრატემ სულ რამდენიმე შეკითხვით ამოატრიალა აგათონის
ნათქვამი, თნ ისე ოსტატურად, რომ მას თითქმის არაფერი დაუმტკიცებია,
რადგან ამაზე თვად აგათონმა იზრუნა და აღიარა, რომ ადამიანი მიელტვის
იმას რაც არ აქვს და თუ ეროსი მშვენიერებას მიელტვის მაშინ ის მშენიერი
არაა, ხოლო თუ ის მშვენიერი არაა არც კეთილი გამოდის რადგან ერთის
მეორეს გარეშე წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელიაო. სოკრატემ სათითოდ
გაკრა კბილი ყველა მოსაუბრეს და ყველას სიტყვას უპოვნა ნაკლი და
გააქარწყლა მათი მართებულობა. ასეთი ძლიერი და ამავდროულად უბრალო
საუბრის შემდეგ, სოკრატე მთავარ თემაზე, თვად ეროსზე გადავიდა.
ფილოსოფოსი საუბაარს ერთი ქალის დიოტიმას ნათვამის მიხედვით
წარმართავს, რომელმაც აუხსნა მას თუ რა იყო სინამდვილეში ეროსი და რას
ვერ ხედავს ადამიანთ მოდგმა.ეროსი სიმახინჯესა და სიბოროტეს
შორისაა.ეროსი დემონია, რომელიც ღმერთებსა და აადამიანებს შორის
ცხოვრობს, ჩვენს ლოცვა-ვედრებას ღმერთებს გადასცემს და წყალობასაც
გვიბრუნებს ღმერთებისგან. ის სწრაფვაა მარადისობისკენ და თვად ეროსია
მარადისობა, რომელიც მხოლოდ წმინდა სიყვარულის ჩნასახით მიიღწევა.
სულიერი ჩნასახი ორ ადამიანს შორის ღრმა კავშირი და მარადიულობაა,

7
ხორციელი ჩნასახიც მარადიულობაა ასევე, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ ეს
ყველაფერი იმ არსებაში მოხდება, რომელიც მშვენიერებას მიუახლოვდება,
ნეტარებას ეზიარება და ბედნიერებას გაუგებს გემოს. რადგან სიყვარულის
ნაყოფი, ანუ შვილები არიან ისინი ვინც ადამიანებს მადადისობას უქადიან,
მათში არსებული ჩვენი ნაწილი განაგრძობს არსებობას სამარადჟამოდ და თუ
ეს ნაწილი ბოროტი და მახინჯია შვილიც სწორედ ასეთი იქნება. ჩვენ ყველანი
დავიხოცებით, ჩვენი სხეულიც და სულიც, რადგან ეს შეუქცევადი პროცესია,
ერთნი მოდიან მეორენი კი მიდიან, მაგრამ „ყველა ხრწნადი და წარმავალი
თავის სანაცვლოდ ტოვებს ახალს, თავისივე მსგავსს.... ეს გზა ერთდერთი
გზაა. ამიტომ ნუ გაგაოცებს ის, რომ ყველა სულდგმული თვისი ბუნებით
აფასებს და პატივს სცემს თვის შთამომავლობას: უკვდავების წყურვილი
იწვევს ამ სიყვარულს და გულმოდგინებას.“ ამის შემდეგ სოკრატემ კიდევ
გააგრძელა ეროსის ქება და ძაგებაც და როდესაც სიტყვა დაასრულა, მეშვიდე
პერსონაჟი, ალკიბიადეც გამოჩნდა. როგორც უკვე ვახსენე ნაწარმოებში
საუბრში 7 პერსონაჟი ერთვება, სიყვარულის 7 რადიკალური გაგებით,
ალკიბიადეც მათ შორის იყო, თუმცა ჭაბუკმა სხვებივით ეროსზე თეორიული
საუბრის მაგივრად, მისთის უკვე საყვარელ საგანზე სოკრატეზე ისაუბრა.
ალკიბიადე ფილოსოფოსს მაღალმორალურ ადამიანად თვლის, რომლის
წინაშეც რცხვენია თავისი საქციელის გამო. სოკრატესთვის, ამბობს
ალკიბიადე, სულ ერთია, ლამაზია თუ არა ადამიანი. დასადასტურებლად
ჰყვება ამბავს, როგორ უპირებდა ერთხელ სოკრატეს ცდუნებას. ვერც
გიმნასტიკამ, ვერც ერთობლივმა ვახშამმა, რომლის შემდეგ სოკრატე აიძულა
ღამის სათევად (ალკიბიადესთან ერთად) დაწოლილიყო, ვერ მოახდინა მასზე
გავლენა და იგი შეურყეველი დარჩა. ასე დაიპყრო სოკრატემ ალკიბიადე.
ყველაზე გასაოცარი კი ალკიბიადესთვის ის არის, რომ სოკრატე „არ ჰგავს არც
ერთ ადამიანს არც ძველებიდან და არც ცოცხლებიდან“, რომ მას ვერავის ვერ
შეადარებ, მხოლოდ სილენებსა და სატირებს. მისი სიტყვები ღვთაებრივია,
„თავის თავში მოიცავენ ქველმოქმედების მრავალ ქანდაკებას და ეხება მრავალ
საკითხს, უფრო სწორად, ყველა საკითხს, რომელსაც უნდა იხილავდეს იგი,
ვისაც სურს მიაღწიოს უმაღლეს კეთილშობილებას“. ალკიბიადეს სიტყვებში
ნათლად იგრძნობა ის უსაზღვრო სიყვარული და უზომო პატივისცემა,
რომელიც ჭაბუკს მასწავლებლისადმი ჰქონდა.

ნადიმი ალკიბიადეს სიტყვებით მთვრდება, რადგან მოსაუბრეებს უბრალოდ


აღარ ეძლევათ საშუალება საუბარი გააგრძელონ უეცრად მოსული ხალხის

8
გამო, რომლებმაც უზომო სმას მიჰყვეს ხელი და ჩვენი მოსაუბრენიც
აიყოლიეს. საბოლოო ნაწილში დილით მაინც ფხიზელი სოკრატე ორ
შემორჩენილ მსმენელს ესაუბრებოდა და ეს ძლიერი მოაზროვნე
ფილოსოფოსი, სმაშიც რომ ძლიერი გამოდგა მარტო გაუყვა სახლის გზას.

დასკვნა
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ აუცილებელია გაგვიჩნდეს კითხვა: და მაინც,
რა არის სიყვარული? აუცილებელია, რადგან დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ
სიყვარული ბედნიერებაა, მშვენიერება და სიკეთეა, ის ამ ყველაფრისკენ
სწრაფვაა, სიმახინჯესა და მშვენიერებას, სიბრძნესა და უმეცრებას შორის
ყოფნაა, სიყვარული მთელის ნახევრის ძიებაა, ის ჩხუტებაა, სულიერი
სიმშვიდე და სილამაზეა, ის ორია და მაინც მთლიანია, ისაა ადამიანის
გამხარებელი და დამსევდიანებელი, ეროსი ყველაფერი და არაფერია, მაგრამ
რაც მთავარია, სიყვარული მარადიულობაა. ჩვენი ყოველი გრძნობა
სიყვარულისა კი მარადიულობისკენ სწრაფვა, მშვენიერებასთნ მიახლოვებაა,
სიყვარული თავად ჩვენ და ჩვენი შთამომავლები არიან, ესაა სამყარო
ერთდროულად ლამაზით და მახინჯით, კარგტ და ცუდით სავსე, სადაც თვად
უნდა აირჩიო რა გსურს და როგორ. სიყვარული თავად პლატონის ნადიმია, ეს
შესანიშნავი ლიტერატურულ-ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც გასაღებია
სიყვარულის არსის ჩსაწვდომად. სიყვარულია ის ყველაფერი რაც
გვაბედნიერებს და გვახარებს, რის სამუდამოდ დანახვასაც ვინატრებდით და
რასაც თვად გარდავქმნიდით მარადისობად.

9
1. პლატონი- „ნადიმი“
2. ლევან ბერძენიშვილის ლექცია „სიყვარული
უკვდავებისკენ სწრაფვაა“ https://www.youtube.com/watch?
v=kHjiRHER17I&t=1072s

3. მაკა ლაშხიას ნაშრომი „ ეროსის ბუნების განსაზღვრა


პლატონის ფილოსოფიაში“ http://eprints.iliauni.edu.ge/

10

You might also like