You are on page 1of 4

თიკა არღვლიანი; 23-01-02; სამართალი; მე-3 ესე

შეაბიჯო იქ სადაც რომანტიზმია

თომას მორანი ,,ზღვის პეიზაჟი’’

ყველაფერი იწყება ჯადოქრობით. განა შესაძლებელია რაციონალურად აიხსნას, ის რაც


ემართება ადამიანს ერთ მშვენიერ დღეს, მშვნეიერ წამს, მოულოდნელად... სამყარო იცვლის
ელფერს და უკიდეგანობა იშლება თვალწინ. გრძნობები ჩვეულებრივზე მეტად
გაფაქიზებულია და ამ სამყაროში აღმოჩნდები მარტო - კა .

იმაზე საუბარი თუ რა არის რომანტზიმი , ახსნის საცოდავი მცდელობა იქნება ჩემგან,


თუმცა რას წერენ შემოქმედები და რა პოსტულატებს იზიარებენ ისინი - ნამდვილად იქნება
მშვენიერი ინტერესის საგანი. ედგარ ალან პოს მოთხრობა ,, მალსტრემში დანთქმა’’
თვალსაჩინოა რომანტიზმის იდეური განხორციელების დასაწყისისა. მასში როგროც ბუნების
აღწერა ისე პერსნაჟების გდათამაშება კლასიკური ხასიათისაა, ძალიან ჰგავს მერი
შელის ,,ფრანკენშტაინს’’ , სადაც პერსონაჟი, რომელიც ხსნის ნაწარმოებს გადაინაცვლებს
მსმენელის როლში, და ნარატორად (მთავარ გმირად) გვევლინება ახალი პერსონაჟი,
რომელსაც ისეთი რამ გდახდენია, რაც ამ უკანასკნელისთვის საინტერესო და
მნიშვნელოვანია. ამიტომაა, რომ ჰყვება და უზიარებს თავის გამოცდილებას, სწორედ იმ
მოტივით, რომელსაც ბარათაშვილი ამბობს : ,,და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა
გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!’’.
საინტერესოა ის პასაჟი სადაც, იონას რამუსის ნარკვევი - მორევის შესახებ კრიტიკდება. ეს აჩვენებს
იმას, თუ რამდენად მეტია ის ყველაფერი რასაც მოლსტრემის მორევი ასახავს, და რამდენად არა
კომპეტენტურია რამუსი. მისი სახით გამოხატულია უფრო ობიექტური აზრი, ხალხი და არა
პიროვნება, კრებსითი ხასიათი და არა ინდივიდუალურობა. შესაბამისად ის ვინც აკრიტიკებს იონას
რამუსს მასზე დახვეწილი და ფაქიზი მგრძნობელობის არის, მას ძალუძს დაინახოს და შეიგრძნოს
იმაზე მეტი ვიდრე რამუსის აღწერილობაა. რაც ადასტურებს პერსონაჟის ღირსეულ მსმენელობას -
თხრობის მანერა კი მკითხველს მის გვერდით აყენებს. ასე საოცრად და შეფარვით ხდება შეთანხმება
ავტორსა და მკთიხველს შორის პერსონაჟების კვალდაკვალ. თითქოს კოდური სიტყვა იყოს, რომლის
წარმოთქმის შემდეგაც იშლება მიღმიერი სამყარო, რომელიც ყვლაზე ცხადია, რომელიც აქ არის და აქ
არის ყველაზე მეტად. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჰყვება იმაზე, თუ როგორ შევიდა
ახალგაზრდა ბიჭი ამ ზღვის მორევში და გამოვიდა თეთრი მოხუცი. წყლის სიმბოლიკა
ინტელექტუალურად , გრძნობების მეშვეობით შემეცნებაა, თავი რომ დავანებოთ მის დამანგრეველ
ძალას და მასშტაბურობას. სამყაროს შეცნობისა და მასთან ზიარების დამანგრეველი მოვლენების
ამსახველია ეს პასაჟი, ეს ხომ პირდაპირი გაგებითაც ნათლობაა, რიტუალური ხასიათის. ზღვაში
შესვლა ამ კატეგორიის პერსონაჟბისთვის სამყაროსთან გახსნის პირველი ნაბიჯია. მის უკან რჩება ის
ნათელი პიროვნებები, როგორებიც აქამდე იყვნენ. ბაირონის დონ ჟუანის გარდატეხვაც იწყება ზღვის
კატასტროფით, რომელიდანაც გამოდის ისეთი სულიერი ჭრილობებით, რომლის ბოლომდე
მოშუშების შანსი არც თუ ისე დიდია. ნახატებას თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში დამსხვრეული
და მოტივტივე შუქურები სხვა არაფერია , თუ არა პრომეთეს სულისკვეთების ტრაგიკული ბედი. პოს
პერსონაჟიც ხომ ამისკენ მიილტვის, იგი ხომ ძალიან კარგად იცნობს მოლსტრემის მორევს, მაგრამ
მაინც შედის მასში, ავლენს ურჩობას და სიმამაცეს, სწორედ ამდროს იცვლება სამყარო, ის სამყარო
რომლისკენაც ასე ისწრაფვიან ეს პერსონაჟები, მათი ამბიციები და წყურვილი სრულქმნის ერეკება მათ
ამ გზაზე და ამაღლებულ, ჰეროიკულ ტონს ერწყმის მელანქოლია, ტკივილი რადგან წარმოუდგენლად
დიდია ზღვა მოვლენების. ამ მოვლენას, მიჰყავს თავისი მსხვერპლები (ეს იქნება ჟუანის ძაღლი და
მეგობარი თუ პოს გმირის ძმები) და იმას ვინც გადაურჩა და შეიგრძნო იგი ყოველი უჯრედით,
სამარადჟმოდ ასვავს დაღს. მოვლენები, როგორ მოულოდნელადაც იწყება, ისე მოულოდნელად
მთავრდება, მაგრამ პროცესს ასევე მოულოდნელი გარიყულობა ახლავს, თითქოს შენსა და ყველა
სულიერს შორის უხილავი ბარიერია, რომელიც მათგან კილომეტრებით გაშორებს, ეს კი ბადებს
შეგრძნებას, რომ აჩრდილი ხარ, ეს კი თავის მხრივ უკიდეგანო სივრცეში განკარგვის სურვილს გიჩენს,
რადგან შენს მდგომარეობასთან ყველაზე აკურატულია. ამ ყოფაში იგონებ წარსულს, გარდასულ
დღეთა იმ ლამაზ წუთებს, როდესაც ყველაფერი სხვანაირად იყო, როგორც ბაირონის ,, ბარათი
ავგუსტს’’ დასაწყისს :
,, ორი რამ შემრჩა ამქვეყნად ბოლოს: მიწა, რომელიც მიჩენს იარებს
და სახლი, რომლის კარგიც და ცუდიც: დაო, მე და შენ გავიზიარეთ,
მაგრამ პირველი რა იქნებოდა, მე რომ ნამდვილად მქონდეს მეორე, ...’’.

ამ განცდების ქარტეხეილებს არაჩვეულებრივად ასახვს Pink Floyd -ის ,, hey you’’ მით უფრო გიტარის
სოლოთი, რომლის დასასრულს შემდეგი ტექსტია:
,,But it was only fantasy
The wall was too high
As you can see
No matter how he tried
He could not break free
And the worms ate into his brain’’
სამყაროსა და ადამიანის ბრძოლის თავგანწირვის ტრაგიკული მხარეა წარმოჩენილი. დიახ -
გარდაუვალია მარცხი, მგრამ ბრძოლას მაინც აქვს აზრი, ბრძოლისათვის თუ, არა გამარჯვებისთვის,
და შველის სასოწარკვეთილი ძახილი მათ მიმართ, რომლებიც უფსკრულით არიან დაშორებული
შენგან - ვინ არის ეს თუ არა ბაირონისეული ეროგანტული გმირი, სწორედ იმის გამო, რომ ამ
ყველაფერშია არა ინერციით ან ინსტიქტით, არამედ პირადი ჟინით.
,, ... ამ შეცდომების მიზეზიც მე ვარ და ჯილდოც ჩემთვის დავიმსხურე;
და სევდის ლურჯი და ვრცელი ფრთები ანგელოზებმა კვლავ დამახურეს.
მე კი ვიბრძოდი გაჩენის დღიდან. მრავალ ქარიშხალს დავუხვდი ურჩად.
და არ მეგონა, თუ მკაცრი ბედი ჩემს სიცოცხლესაც აქცევად ფუჭად.
მე ბრძოლა ბევრჯერ გამჭირვებია, ბევრჯერ მიგვრძვნია შიში და დაღლა-
და ამ ქვეყნიურ ტვირთის სიმძიმეს მოვიშორებდი,
ძვირფასო, ახლაც,
რადგან სხეული დატანჯეს უკვე ჩემი უხეში ბედის ლოდებმა.
მაგრამ მე მაინც მინდა გავიგო, რამიე კარგი
თუ მელოდება...‘’ - (ალბათ ყველაფერი იწყება რწმენით , რომ შენ ის ერთი ხარ, ვისაც ძალუძს ... )
როგორც ტაეპის დასასრულს ისე pink Floyd – ის მუსიკის ბოლოს კრთება იმედი- იმედის ქონის:
,, Hey you, don't tell me there's no hope at all
Together we stand, divided we fall’’. და სწორედ ეს არის მიზეზი დაუსრულებელი ბრძოლის. სწორედ ეს
ემართება პრომეთეს ყოველ ჯერზე, იქ სადაც თითქოს ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი იწყება
თავიდან. ამ მინორულ ტონალობაშია შეფარული, ბედისგან დაბეჩავებული ადამიანის დიადი
მისწრაფება .
როგორც იქნა ამ ეპოქაში ადამიანმა იპოვა რომანტიკა ადამიანობაში და თავისუფლება მის
საზღვრებში.

,, The hand that mocked them, and the heart that fed;
And on the pedestal, these words appear:
My name is Ozymandias, King of Kings;
Look on my Works, ye Mighty, and despair!’’

Percy Bysshe Shelley

 ედგარ ალა პო - ,, მალსტრემში დანთქმა’’


 ჯორჯ გორდონ ბაირონი - ,, ბარათი ავგუსტს‘’ (ოთარ ჭილაძის თარგმანი)
 ჯორჯ გორდონ ბაირონი - ,, დონ ჟუანი’’
 პერსი ბიში შელი - ,,ოზიმანდიასი’’
 Pink Floyd - ,, Hey You’’
https://www.youtube.com/watch?v=TFjmvfRvjTc

You might also like