You are on page 1of 2

ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ წარსული მოუშუშებელი ტრავმებით გამოწვეული სულიერი და

ემოციური ტკვილისგან გათავისუფლება.

წუთისოფლის ორგემაგეობა და მისი ირონია ადამიანის სულიერებაზე ძლიერ


მოქმედებს. ცხოვრების ბოროტი იუმორი და დროის მუდმივი სრბოლა გვაფიქრებს ჩვენს
არსზე და ეგზისტენციაზე. ვცდილობთ ავხსნათ და გავამრთლოთ რამით საკუთარი
არსებობა. ამ აზრის გრძელ და რთულად სავალი ბილიკის გზაზე, ფიქრთა კორომის
მოლურჯო ჩრდილში მოსასვენებლად შეჩერებულებს, მოულოდნელი უბედურება და
კიდევ ერთი შიშველი და ცხადი მტკიცებულება ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებისა
აღგვიდგება წინ და გვტოვებს რწმენაშერყეულს, დაუძლუერებულსა და მშფოთავს
საკუთარ თავთან. ხანდახან ემოციები იმდენად ჭარბია, რომ შეუძლებელი ხდება მისი
წარსულში დატოვება და როგორც მშიერი ძაღლი იანვრის სუსხიან დილას, ისე
აგედევნება ტრავმა სამუდამოდ ცხოვრების გზაზე.

საანალიზო ტექსტში მკაფიოდ არის წარმოჩენილი ასეთი ტრაგედიის შემდეგ


ქართველი ემიგრანტის ცხოვრება, რომლის ყოველ დღეს აჩრდილივით თან დაჰყვება 9
აპრილის ტრაგედია და ხანდახან ისე ცხადად, რომ უჭირს რეალობის აღქმა .

კუთვნილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის პარლამენტის წინ გამოსული


ათასობით ადამიანის ღირსეული და სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტი და სურვილი
იმპერიალისტური კლანჭებიდან თავის დახსნისა ძალიან სახიფათო და შემაძრწუნებელი
აღმოჩნდა კრემლისთვის, რომელსაც ეგონა, რომ დიდი ხნის მიძინებული, მინავლებული
ეროვნული იდეა აღარ არსებულიყო ქართველი ხალხის გონებასა და გულებში .
თავისუფლების ეს თავხედური და დიდებული დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის დაშლის
უპირობო დასაწყისის მომასწავებელი იყო და ეს იქ მდგარი ქართველებისთვის ,
განსხვავებით კრემლისგან, ნათელი იყო. დათვმა უკანასკნელად მოიქნია ტორი და ენით
აღუწერელი სისასტიკე ბოლოჯერ ჩაიდინა. როდიონოვის მეთაურობით მე -8 სადამსჯელო
რაზმმა რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები დააყენა. ხალხი ტანკებს ხელჯოხებითა
და საკუთარი სხეულით ეღობებოდა. 16 წლის ბავშვების ცივი სხეულებითა და სასანგრე
ბარებით თავგადაჩეხილი მოხუცების მსუბუქი, დაღლილი სხეულები მხუთავი აირის
ბინძურ ნისლსა და ტანკების ხმაურიან სვლაში აირია და ჩაიყლაპა . დილას მხოლოდ
მიცვალებულთა სხეულები და აქა-იქ სისხლის ნაკვალევი იყო, თუმცა, როგორც იქნა,
გათენდა. ეს ღამე აღმოჩნდა გარდამტეხი.

საანალიზო ტექსტში ამ ისტორიული ტრაგედიისგან თითქმის შიზოფრენიამდე მისული


ემიგრანტი ებრძვის და გაურბის ამ ღამის დაუნდობელ ჩვენებას, რომელიც , ალბათ
მთელი ცხოვრება თან გაჰყვება. გაქცევის რაციონალური გადაწყვეტილება უკვე
ინსტიქტად აქვს ქცეული და მაშინ, როდესაც გონება ყველაზე მეტად მოდუნდა და
მტკივნეულმა მოგონებამ თავის დასაღწევად ნაპრალი იპოვა, ემიგრანტი
ირაციონალურმა შიშმა და გაქცევის სურვილმა შეიპყრო. მისმა გონებამ პარლამენტის წინ
1989 წლის 9 აპრილში გადაინაცვლა და გაიქცა. გაიქცა ისე, რომ შიში, ბრაზი და
უსამართლობა ახრჩობდა. თან, გადარჩენაც უნდოდა და გარბოდა: " გიჟივით
გავრდბოდი... თან სულ სადარბაზო კარებს ვუყურებდი, ღია რომელია-მეთქი."
მიუხედავად იმისა, რომ სრული შეუსაბამობაა მის წარმოსახვასა და რეალობას
შორის, ექსტაზის კაიფის ქვეშ მყოფი ემიგრანტი ხვდება და აანალიზებს იმ ფაქტს , რომ
რუსები არ დაინდობდნენ. მას ახსოვს და თვალწინ უდგას მათი სისასტიკე და გაუგონარი
არაადამიანობა, რომლისგან თავის დახსნასაც ახლა, მაშინაც, როცა ეს მოხდა და ალბათ ,
ყოველ ღამით, როცა ძინავს, თავდაუზოგავად, თუმცა უშედეგოდ ცდილობს. გარბის,
მაგრამ ეს კოშმარი ისევ განმეორდება. გარბის, თუმცა თითქოს ჩაკეტილი წრეა . სანამ
ცოცხალია მოუწევს დაემალოს, გაექცეს, ან იქნებ პირისპირ დაუდგეს ამ მოგონებას ,
თუმცა ახლა გარბის და ფიქრობს: " არ არიან ეგენი პოლიციელები, რუსის ოფიცრები
არიან, და დადიან, განგებ არ გამოაცხადეს, რომ უფრო მეტი ხალხი დაიჭირონ და
დახოცონ?"

ვინ იცის, როდემდე თან სდევდა ეს ტრავმა. იქნებ ისე მოკვდა საანალიზო ტექსტის
მთავარი პერსონაჟი, რომ სიკვდილის წინაც თვალწინ ედგა ის ღამე. იქნებ, მის
სიცოცხლეში ქართველს რუსზე ჯავრი რომ ამოეყარა, აფხაზეთი დაებრუნებინა და ერთიც
კარგად მიებომბა - სამაგიეროდ, მისი სულიც დამშვიდებულიყო. თუმცა, არ ეღირსა და ამ
ტვირთით დამძიმებულსა და ათად მოკეცილ მის სულს აღარ მიეცა თავისუფლად
არსებობის საშუალება. მხოლოდ დროებითი თავშესაფრის მოძებნა შეძლო თავისთვის ,
სადაც მოუვლიდნენ და დაიცავდნენ _ მაშინ "არმზი", მერე ინგლისი: "საშინელებაა ,
მაგრამ აი "არმზის" კარი. აქ შემიფარებენ და მომივლიან..."

წარსულის აჩრდილის მოუსვენარი კლანჭი, რომელიც სულს გამუდმებით ფხაჭნის და


მოსვენების საშუალებას არ აძლევს არაერთ ლიტერატურულ ნაშრომში გვხვდება . ჰერმან
ჰესეს "ზიდჰარტა" არა მხოლოდ ინდური ამბავია ბუდას, გასხივოსნებული ,
ზეამაღლებული ადამიანის, ზიდჰარტას შესახებ, არამედ მისი ცხოვრების გზის, რომელიც
ირონიულად მწარედ და რთულად განვითარდა. ზიდჰარტამ ნახა ყველანაირი ტანჯვა ,
როგორიც შეიძლებოდა გამოეცადა და ბოლოს თვითმკვლელობამდე მისულს მდინარეში
თავქვე გადაშვებულს, გაახსენდება წმინდა სიტყვა "ომ" და მის ცხოვრებაში სანსარის
დასასრული დაიწყება და იწყებს ის ნირვანაში შესვლას, როგორც წმინდა და ნათელი
სული და მიაღწევს სულიერების უმაღლეს წერტილს და იქნება " ხილვითა დიდ, ხორცითა
თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო"_
როგორც ამას გიორგი მერჩულე იტყოდა. ის მოუსმენს მდინარის დინებას, რომელიც
შეუბრალებლად დასცინის ზიდჰარტას და მის ცხოვრებას. ბოლოს მებორნედ ქცეული
შეიყვარებს სამყაროს ყოველ ელემენტს და თითოეულ გოჯს და შეძლებს თავი დააღწიოს
ძლიერ ტრავმებს, რომლებიც მის სულს ამძიმებდნენ. "ზიდჰარტა" მხატვრულად
გადმოცემული ამბავია პრინცი ზიდჰარტა გაუტამას შესახებ, რომელმაც ბუდიზმს დაუდო
საფუძველი.

You might also like