You are on page 1of 30

ბუხართან…

(ო’ჰენრის გახსენებისას, ცოტა - დეკარტისაც და კიდევ...)

„გირჩევთ არ წაიკითხოთ,
რადგან ამ ტექსტთან შეხებისას
ან უნდა მოკვდეთ, ან მართლა
გაცოცხლდეთ. თუ არც ერთი
დაგემართათ და არც მეორე,
მაშინ უკვე დიდი ხნის გვამი
ყოფილხართ და აღარაფერი
გეშველებათ“.

იბერიის ნახევარკუნძულზე მიკვლეული ატლანტების კრიპტოგრამიდან.

იანვარ-თებერვლის შესაყარზე ღამე მუქ, მძიმე ფარდად ჩამოეშვა ლეგა, მრუმე ღრუბლებიდან და
უჩუმრად, მაგრამ ტოტალურად გაბატონდა მიდამოზე.
რა ხანია ჩაევლო ქრისტეშობისთვის დღეებს და საგალობლებს… დ ე კ ე მ ბ რ ი ს
ლ ე ქ ს ე ბ ს . გარეთ კი, გარეთ …თუმცაღა თოვლი კვლავ ირეოდა და თეთრი უმანკოებით მოსავდა,
ფარავდა ყოველივეს, ეს მაინც უკვე სხვა თოვა იყო უბადრუკ, უკუღმართ და ამიტომაც გაავებულ, დაუნდობელ
ამა სოფელზე.
სუსხი ყინვაში გადადიოდა. სასტიკი, შემაჟრჟოლებელი შეხებით აშეშებდა, სპობდა ყოველგვარ
წინააღმდეგობას, თითქოს მთელ სამყაროს ყინულის ბორკილებს ადებსო. იდგა წყვდიადი და მდუმარება -
სუნთქვაშეკრული ღამე. ვიღაც თუ რაღაც ულმობელს აუტანელი სიცარიელის უძირო ორმო გაეთხარა, დრო და
ყოფიერებაც იქ დაესამარებინა და ყოველგვარი იმედი, მოლოდინი, რაიმე მსგავსიც კი მოლოდინისა უკვე
დიდი ხანია განედევნა. იყო უჟამო ჟამი ჟამიანობისა. თუ ამას საერთოდ შეიძლება ეწოდოს ყ ო ფ ნ ა .
იქ კი, იქ... სადაც ეს თითქოსდა შეუძლებელი ჩანდა ბუხრის წინ სივრცე ახლად აალებული ცეცხლის
სითბოთი, ირეალური სინათლითა და ინტიმით ივსებოდა, სასიცოცხლო ძალებს იკრებდა. სხვა აღარც იყო
საჭირო იქ მყოფისთვის, კითხვას ი გ ი ამჯერად მაინც არ აპირებდა. ჰოდა, აბა დანარჩენს ალი
ეთამაშებოდა, აჩენდა. ხან მკაფიოდ გამოკვეთდა, ხან თითქოს ნიღაბს მიაფენდა, ან სულაც უხილავს ხდიდა.
ერთი, ორი, სამი... თითქმის ხუთი. იატაკზე დაფენილ ფაფუკ სპარსულ, ზღაპრულად ნაქარგ ხალიჩაზე
იჯდა საშინაო ხალათმოსხმული. ძველებურ დივანზე ზურგით მიყრდნობილს, გაშლილი მკლავები
ჯვარცმულივით მასზე ჩამოეწყო და ცეცხლის აღმავალ როკვას მონუსხული შესცქეროდა. ალი კი სულ უფრო
მძლავრობდა, თამამად იკლაკნებოდა, ბუხრის გარეთ მოიწევდა, იქაურობას ეუფლებოდა, წითელ ენას
დროდადრო თითქმის ფეხის გულებამდე უწვდენდა პირისპირ მოკალათებულ, გარინდებულ მამაკაცს;
გაიტკაცუნებდა და ნაპერწკლებს გამომწვევად შეაფრქვევდა, ენერგიას უღვიძებდა.

1
ყავა მოუნდა. არა, აღარ სციოდა, მაგრამ ყავა – და ამჯერად არა ჩაი – მაინც ისურვა. ვისაც ზამთრის ცივ,
ბნელ ღამეს ბუხართან, ცეცხლის პირას უგემნია ცხელი ქაფქაფა ყავა, მან იცის რა ნება-ნება სიამოვნება, რა
განცხრომაა ეს სულის, გონებისა და ნამდვილ კოფეინს მონატრებული სისხლძარღვებისთვის.
ხუთი, ოთხი… ერთიი… როგორ გადადიხარ რაღაც სხვა განზომილებაში, როგორი სიმხურვალე
გიპყრობს შიგნიდან, როგორ ერთიანდები შენ წინ ელვარე ცეცხლთან და ხვდები რატომაა თვით სამყარო
მ ა რ ა დ ც ო ც ხ ა ლ ი ც ე ც ხ ლ ი … მიუხედავად კოსმოსური სიცივისა და ე. წ. homo sapiens-თა
მოდგმის კიდევ უფრო მეტად გამყინავი გულგრილობისა.
ყავა მართლაც კარგი იქნება ახლა, მაგრამ არ არის აუცილებელი გამთბარი სხეული წამოწიოს,
წამოდგეს, თვითონ მოიდუღოს. ამას ქალიც გააკეთებს, ის, მალე რომ ამოვა, ამოიზიდება აბაზანიდან.
გაწკრიალებული, სურნელოვანი, ოდნავ წითური მდედრი მკვრივი ბარძაყებით, გამაოგნებელი ძუძუ-მკერდით,
გაზიდულ თვალთა ჭრილში ჩაღვრილი ფატალური ვნებით და დამყოლი სხეულით.…
ჰო, ასე აჯობებს. თქმაც არ დასჭირდება ისე შემოუტანს ცხელ, ზედაპირზე ბუშტუკებით დასვრეტილ, ვნების
ამშლელ ელექსირ ყავას და, რა თქმა უნდა, სიგარეტსაც. ბუხარში, ცეცხლისა და უკვე წარმოქმნილი
ნაკვერჩხლების მაგიურ კალეიდოსკოპში, თითქოს წამით დალანდა შეკითხვა – რატომ მაინცდამაინც ეს ქალი
ამ ღამით? იმიტომ, რომ წითურია – მოეჩვენა, რომ პასუხიც იქვე ამოიკითხა, და კიდევ იმიტომ, რომ აქვს
აღნაგობაში რაღაც ანტიკური: პროპორციულია და ჯანსაღი სისადავით სავსე. ეს შეფასება უკვე თვითონ
გამოძერწა. ცეცხლისკენ აღარ იხედებოდა. თვალდახუჭული იხსენებდა თუ სად, ან როდის ამოიკითხა წითური
ქალების მიმართ რომაელთა განსაკუთრებული სიმპათიის შესახებ, ან რამდენად შეეფერებოდა ეს იმ შორეულ
სინამდვილეს. მაშინ ძალიან გატაცებული იყო ძველი მსოფლიოს, განსაკუთრებით ელადის და რომის
ისტორიით, მოხიბლული ამ მატიანეთა დრამატული ოპტიმიზმით და განცდის ლაკონიურად ჩამოქნის უნარით –
Roma tibi subito motibus, ibit amor. შემდეგ, ამას რომში მომხდარი ერთი, ერთადერთი არდადეგებიც დაემატა...
ბუხრიდან ისევ ამოიფრქვა ნაპერწკლები, ცეცხლის ენამ კვლავ აულოკა ფეხისგულები. თვალები
გაახილა, აგერ ისიც – ქალი, ძუ, უიშვიათესი ჯიშის ჯიქი, ანტიკურობის ტალღებს გამოყოლილი. გამომწვევად
მოსხმული ხალათი არც თუ უფარავს სხეულს – ლ უ რ ჯ ი ე ქ ს ც ე ს ე ბ ი ს პერსპექტივას შლის დ ა
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს უ მ ა ღ ლ ე ს ი ს ხ ვ ა ნ ე ტ ა რ ე ბ ა , რ ო ც ა უ ე ც რ ე თ ი ს
ჩ ე მ თ ვ ა ლ წ ი ნ ა მ ო ბ რ წ ყ ი ნ დ ე ბ ა ...
ლანგარი უჭირავს. აკი ვთქვი: ყავას თვითონ შემომიტანს – მეთქი. რბილად მოსრიალებს.
ერთი, ორი… ხუთი. მოხდენილად, რიტუალურად მოიკალათა ჩემ გვერდით. მოთენთილი მეჩვენა
ცხელი აბაზანის შემდეგ. ცოტა უნდა დავაცადო, მოითქვას სული. მეც ჯერ ყავა მაქვს დასალევი. თან ეს
გრძნეული ცეცხლიც ბუხარში ისე ჯადოქრობს, ისეთ რიტმს მთავაზობს, რომ მკვეთრი მოძრაობები
გამორიცხულია. უცნაურია, ეს იმპულსური გამონათებები ერთდროულად როგორ მწველად, ზანტად, მაგრამ
ზუსტად მიჩენს, მიმითითებს, მიმხელს გვერდით მოკალათებული მდედრის სხეულის კონტურებს… და ჩემი
ხელიც უნებურად შეუყვა ამ ნატიფ ხვეულებს, თითები ცეცხლთან ერთად თამაშ-თამაშით მიიკვლევენ გზას…
ერთი წუთით, სულ ერთი წუთით - მე კი მომმართა, მაგრამ მაინც თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა ქალმა.
ფინჯანი ყავა აიღო, მოსვა. ალს თვალს არ აშორებს. მომეჩვენა, რომ ცეცხლის ფსკერზე ნაკვერჩხალს ვერ
წყვეტს მზერას. ერთხელ კიდევ მოსვა. ნელა მოატრიალა კისერი. შემომხედა. ნაკვერჩხლები ახლა მის
თვალებში ღვიოდნენ. ასევე აუჩქარებლად მომიტანა ბაგესთან ფინჯანი საიდანაც თვითონ სვამდა. მეორე ჭიქა
ეულად დარჩა ლანგარზე. მოწოდებული მოვსვი. ქალი კვლავ ფართოდ გახელილი თვალებით მიმზერდა,
მაგრამ თითქოს უკვე ჩემს მიღმა რაღაცას ენაბებოდა, ნებდებოდა, რაღაც ეზმანებოდა... დ ა
ს ა ი დ უ მ ლ ო შ ე ნ ი მ შ ვ ე ნ ე ბ ი ს , ს ი ც ო ც ხ ლ ი ს ა ხ ს ნ ი ს ა რ ი ს
ტ ო ლ ფ ა ს ი , წამიერად გამიელვა გონებაში და ვიდრე ამ აღმოსავლურად ნატიფი ფრაზის ჟრუანტელი
მთლიანად გამსჭვალავდა, ქალის სხეულიდან იმ ქვეცნობიერის იდუმალმა პულსაციამ გამოარღვია ყველა შრე,
ფენა, ჩამოიცილა ყველა გარსი და გუგებში დაკვესებული ნაკვერჩხლების სახით ითხოვა აალება, აგიზგიზება,
2
აფეთქება! მოვიზიდე, მის ტანზე შემოტმასნული ქსოვილი აფრად მოვისროლე უსასრულობაში და
აზვირთებული სტიქიაც უმალ შემომეგება, შემომენთო, განწირული მზადყოფნით შემომესალტა, დამენდო და
აჰა, შეიხსნა ა თ ა ს ი ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი ს კ ა რ ი ბ ჭ ე ...
ერთი, ორი, სამი... ზედა მანტია... კიდევ, კიდევ უფრო ღრმად, გავარვარებული მაგმისკენ მიიწევს ისარი...
უკვე იგრძნობა როგორ მატულობს სეისმური ტალღების სიხშირე... მდედრის ცხელი, გახშირებული სუნთქვა
მიღადრავს ყელს, ხაოიანი ენით მილოკავს მკერდს,… ცეცხლმაც სულ აიშვა თავი ბუხარში, ლამის მოედოს
აქაურობას და გადაბუგოს ყოველივე; აჰა, მაგმაც…და ქალის გმინვა, არა, უკვე კივილი ერთვის გაშმაგებული
ცეცხლის ტკაცატკუცს. ეს ორი სტიქიონი შერწყმია ახლა ერთმანეთს და მიმაქროლებს სადღაც
უ გ ზ ო უ კ ვ ლ ო დ , სივრცეში, რომელსაც შ ო რ ე უ ლ ი ც ი ს ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ე ც
ახლავს და უკუნეთის უსაზღვრო, გაუვალი სიბნელეც, მაგრამ ორივე ჩემ ხელთაა, ჩემს მიერაა გამოწვეული აქ,
ამ ჯოჯოხეთში, რათა წყვდიადმა საბოლოოდ არ მშთანთქას, ვერ გამანადგუროს, ვერ გამყინოს...
ერთი პირობა კინაღამ მომწვდა კიდეც, ზედ ჩემ სახესთან გაიკლაკნა ყველაზე თამამი ალის ენა... ქვედა
მანტია... ძუმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, გაიზნიქა, უკანასკნელ ტალღად შემომასკდა, შემომესხვრა, რაღაც
ძალიან ღრმა, კოსმიური აღმოხდა და ღონემიხდილი, ნება-ნება დაეფერფლა ხალიჩას. ხუთი... სამი... ერთი.
სამყარო გადადნა. ცეცხლი ბუხარში მიიყუჟა. წამით იქით გავიხედე სადაც იდეაში სარკმელი მეგულება. იქ
ალბათ ი ს ე ვ თ ო ვ ლ ი ი რ ე ვ ა დ ა ყ ვ ე ბ ა თ ა ვ ი ს უ ბ რ ა ლ ო ა მ ბ ა ვ ს .
ეჰ, რა კარგია როცა ეს ყველაფერი უბრალოდ – ხდება.
თამბაქო გავაბოლე. კარგად წავიდა. მეორე, უფრო ღრმა ნაფაზმა ფილტვებს სიმწარე აგრძნობინა. რას
იზამ, ასეა ყოველთვის როცა კარგა ხნის წინ ჩამქრალ ნამწვავს უკიდებ. წარსულის სიმწკლარტემ ნერწყვად
გამოჟონა და კბილებმა ნიკოტინთან ერთად ტყვიის გემოც იგრძნეს. რას ვაჭმევინებ ჯანს ამ საწამლავს. არა,
უნდა გადავაგდო ეს ტიალი. ისე, ფილტვები მართლა მაგარი აღმომაჩნდა, თორემ აქამდე დამხრავდა ჭლექი.
კიდევ ერთი ნაფაზი ბუხრისკენ გავუშვი. სავსე ფინჯანი მომხვდა თვალში. თბილი ჩანს ისევ. ცეცხლთან ახლოს
იდგა, მაგრამ ყავა ცხელია, კარგია. როგორც ტალეირანი იტყოდა: ყ ა ვ ა უ ნ დ ა ი ყ ო ს ... მარცხენა
მკლავზე შეხება ვიგრძენი. ქალი მეტმასნება. უხმოდ მანიშნებს – მეც მომაწევინეო. არ მინდა გავიმეტო ასეთი
სიმძაფრით გაჟღენთილი თუთუნისთვის, მაგრამ ჯიუტად მთხოვს და როცა ქალს დაჟინებით სურს, ბევრიც არ
უნდა ახვეწნინო. სიგარეტი ტუჩებთან მივუტანე. მოქაჩა. გაირინდა. ემწარა, თუმცა არ შეიმჩნია. არც მისთვის
უნდა იყოს ეს გემო უცხო. მის ცხოვრებაშიც უკვე ყოფილა უმზეო, უყვავილო, ჩაკლული გაზაფხულები. მანაც
ბუხრისკენ გაუშვა კვამლი. ცეცხლიდან გამოვარდნილი ნაღვერდლისა და ამოშვებული ნაფაზის ნისლიანი
კვალის შერწყმას მივადევნე თვალი…
რაღაც ბუნდოვნად აღიძრა მეხსიერებაში, აიმღვრა, თითქოს ზღვის ფსკერზე ლოდი დაეცა, სილა აშალა
და ხილვადობა გააძნელაო. ბუხრიდან ზანტად გამოწელილმა ნაცრისფერმა ბურუსმა ხსოვნის ლაბირინთებში
შემოაღწია, ფსკერიდან აშლილი სილა მძიმედ დამაწვა გულზე. სუნთქვა შემეკრა, ადრეც მომსვლია მსგავსი
რამ, ამას რაღაც გარდასულის გაცოცხლება უნდა მოჰყვეს, რაღაც სცენა უნდა ამოიზიდოს ცნობიერების
სიღრმეებიდან...
ა ხ ლ ა ც ხ ო მ ვ ი ღ ა ც კ ე დ ლ ე ბ ს ა წ ყ დ ე ბ ა ...
„ გ ვ ი ნ დ ა ს ა ხ ე ლ ი , მ ხ ო ლ ო დ ს ა ხ ე ლ ი !
ა რ ა მ ბ ო ბ ? ...“ ო თ ხ ნ ი ა რ ი ა ნ ჯ ა ლ ა თ ე ბ ი ...
რ ა გ უ ლ მ ო დ გ ი ნ ე დ ა მ უ შ ა ვ დ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი ს ც ე ლ ი ,
-რ- ა- - -გ- -ა -ა- -ფ- თ
--რ
- - ე- -ბ- ი- -თ- - -გ- ა- -ბ- ო
- -რ
- -ო
- -ტ
- დ ა მ ტ ე რ ი წ ყ ე უ ლ ი ...
ერთი, ორი, სამი... ნელა ილექება სილა ფსკერზე...
...მანქანების სასაფლაო ღამით. ჯართად ქცეული ავტომობილების გროვაში ციხიდან გამოქცეული,
უკიდურესად დაძაბული ახალგაზრდა კაცი ჩამალულა. დევნით დაქანცული გაფაციცებით ელის ვიღაცას თუ

3
რაღაცას. ალბათ, უკანასკნელ შანსს, იმედს. ქალი შემოდის კადრში. დიდი ხნის წინ, ბავშვობაში დათქმული
ნიშანი – მხოლოდ მათთვის ცნობილი მელოდიის სტვენა. ეს ანაა, დევნილის ცოლი. საპასუხო სტვენა და კაცი
საფარიდან გამოდის. შეხვედრა. მონატრებული, მაგრამ ორწლიანი განშორების შემდეგ უკვე გაუცხოებით
დაღდასმული, ხანმოკლე ამბორი. შემდეგ, დევნილი ქალის თითებში მოქცეულ დაუმთავრებელ სიგარეტს
დაეწაფა – აჰ, რა ნაფაზია! (ალბათ ყველაზე დრამატული კინოს ისტორიაში). ერთი, მეორეც... ოდნავი
თავბრუსხვევა ნარბენ-ნაშიმშილევზე. სათქმელი ბევრი აქვთ, მაგრამ ახლა სანტიმენტების დრო არ არის (თუ
საერთოდ არის როდისმე). დასწრებაზეა საქმე. მანქანაა საჭირო, ახლავე, ამ წუთს… ი ს ე ვ
უ თ ვ ლ ი ა ნ წ ა მ ე ბ ს ... მაგრამ რა ხდება? აქ თურმე არის კიდევ ვიღაც, ვინც აქამდე მოიყვანა ანა, ისიც
ბავშვობის მეგობარი, თუმცა, მათგან განსხვავებით, მილიონერის ძე – ერთადერთი. აგერ ისიც, მესამე,... და
შეიკრა უდანაშაულო-დამნაშავეობის, ერთგულებისა და ღალატის კლასიკური სამკუთხედი. წამის მეათედში
ყველაფერი უსიტყვოდ გასაგები ხდება დევნილისთვის და იწყებს იგი თავის მწარე მონოლოგს, დამძიმებულს ამ
ქვეყნის აუტანელი უსამართლობით, ეს ერთგვარი რეინკარნაცია ჰამლეტისა, იმ განსხვავებით, რომ ყოფნა-
არყოფნის საკითხი მისთვის უკვე მოხსნილია. სრულიად ცხადად გაუცნობიერებია ეს. ამბობს თავისას და განა
მხოლოდ მისას - რომ თავისუფლებას, ამ უმთავრეს ფასეულობას ადამიანისას, ალტერნატივა არ გააჩნია თვით
სიცოცხლის ფასადაც კი; ამბობს საბედისწერო ზღვარზე ნაწრთობი სიმტკიცით და იქვე შეძენილი ჭეშმარიტი
სიბრძნისთვის დამახასიათებელი სევდით; უკვე არავის მიმართ საყვედურით, მაგრამ იმ ინტონაციით,
უკანასკნელ აღსარებას რომ მსჭვალავს, იმ გამოუვალ ხლართში მოქცეულის ხმით, საიდანაც მხოლოდ ერთი
ნაბიჯიღა რჩება და ისიც მხოლოდ სიკვდილისკენ... და რომ ა მ გ ზ ა ზ ე ზ ღ ა პ ა რ ი ა
მ გ ო ს ა ნ თ ს ი თ ა მ ა მ ე ...
ღმერთო, ეს საიდანღა წამოტივტივდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას? ასე ყველაფრის გაშიფვრა რომ
ხდებოდეს, და რომც შეიძლებოდეს, რა საჭიროა.
იქ კი, მანქანების სასაფლაოზე ისეთმა ხანძარმა ალეწა იქაურობა ცოტა ხანში, ისეთი გრუხუნით
ფეთქდებოდა ყოველივე, როგორც მეორედ მოსვლისას… და ისეთი ვნებები ჩაიფერფლა იქ სამუდამოდ. ის
დევნილი მაინც მოკლეს. აკი უგრძნობდა კიდეც გული, რომ უკანასკნელ მიჯნაზე იდგა. თუმცა, ციხეში
დაბრუნებას ასე ერჩივნა. შერიფმაც ვერ იხსნა, თვით იმ შერიფმაც. ეეჰ, ამერიკა, შენც აგრე?!.
ერთი, ორი, სამი... ხუთი. აპოკალიფსური ზმანება ქრება. სუნთქვა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. შვებას
ვგრძნობ, დროებით.

მ ო მ ხ დ ა რ ი ს თ ა ვ ი დ ა ნ ა ც ი ლ ე ბ ა შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ი ყ ო . ე ს
ბ ე დ ი ს წ ე რ ა ა . უ ა რ ე ს ე ბ ი ც მ ო მ ხ დ ა რ ა
– წარწერა ლაბირინთში, ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე. იქ, სადაც თეზევსაც არ შეუღწევია.

ეს წითური ქალი სადღა გაქრა. ფინჯანიც გაუტანია. ალბათ ახალს მოადუღებს და მალე დაბრუნდება ჩემი
ამაღამდელი დედოფალი, მოქნილი სახელით ელა – ცისარტყელა წყვდიადში. ისე, დაბადებისას კი ევა
დაურქმევიათ, მაგრამ შემდეგ, არ ვიცი ელინიზაციის შედეგად, თუ ვესტერნიზაციის გავლენით თვითონ ისურვა
ელა ყოფილიყო... რაც მთავარია ალღომ არ მიმტყუნა. ერთობ სექსუალური აღმოჩნდა, თანაც მის ქცევაში
იოტისოდენა სიყალბე არ იგრძნობა. ნამდვილი ქალია! ეს კი დიდი გამოგონებაა: ნამდვილი, ბუნებრივი ქალი,
თითქმის ამოუცნობი, ზოგჯერ თავსატეხი, მოუხელთებელი, მისტიკური მწვანე თვალების საბედისწერო
გამოხედვით, მომაჯადოებელი როკვით გამომწვევი ყველაზე სარისკო თამაშში, რომელიც შეიძლება კაცმა
ისურვოს, გამოსცადოს – amor fati.
ოღონდ გადაჭარბებული სერიოზულობა არ არის საჭირო ამ მაცდური მოდგმის მიმართ. ამას თვითონაც
ვერ იტანენ და რაც მთავარია წკეპლა, წკეპლა არ უნდა დაგვავიწყდეს, როცა მათთან ვიჭერთ საქმეს. ასე არ
არის, ძმაო ზარატუსტრა. დროულად, დროულად შემახსენე თავი. აბა, რა გასაკვირია, განა შენც ღამით
სიარულს ჩვეული, ეული მგზავრი არ ხარ!
4
ერთი, ორი, სამი... ხუთს ვერ გავცდი. იქნებ ძალიან ფართოდ ვაბიჯებ, მაგრამ ასე თუ არ ვიარე, ხომ
ვერასოდეს დავეწევი იმ თავზეხელაღებულ არიელს, რომლის ტემპთან შედარებით ფეხმარდი აქილევსიც კი
კუს ნაბიჯით მოზოზინე მოჩანს, და რომელიმე ვირტუალურ, რომანტიკულ მერანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰოდა, წინ ! – homo viator.
აგერ ელა... და ყავაც. მუხლმოდრეკით, მაგრამ წელგამართული ჩამომიმჯდა. არც ისე ხშირად ხდება
გსიამოვნებდეს თვალწინ ქალი, რომელსაც ეს წუთია ფლობდი. ეს იშვიათი ქალის უნარია – ხელახლა,
ცოცხლად, ხელუხლებელივით წარმოგიდგეს, წარმოგიჩინოს საგანძურნი თვისნი იმ თანდაყოლილი
უშუალობით, მხოლოდ ჭეშმარიტ სილამაზეს რომ გააჩნია. ასეთი სრულყოფილებისთვის ხომ – როგორც
ღიმილით იტყოდა ერთი ქართველი თავადი, გვარად სავარსამისძე – უცხოა მორცხვობის გრძნობა. რაც ასე
მომაჯადოვებლად დაადასტურა რემედიოს მშვენიერმა შორეული მაკონდოდან.
მაკონდო... ეჰ, პოლკოვნიკო ბუენდია რა ამაოდ გავისარჯეთ, რა ბრძოლებში დავიხარჯეთ!
სამართლიანობის დამკვიდრება მოვინდომეთ და ისიც სად? ამ ცისქვეშეთს რა შეცვლის, მხოლოდ ღვინო
ოხერტიალი... თ ა ო ბ ა მ ი დ ი ს , თ ა ო ბ ა მ ო დ ი ს . ე ს ქ ვ ე ყ ა ნ ა კ ი
უ ც ვ ლ ე ლ ი ა უ კ უ ნ ი ს ა მ დ ე დ ა რ ო ს ღ ა გ ვ ე ღ ი რ ს ო ს ჩ ვ ე ნ
გ ა ღ ვ ი ძ ე ბ ა ? ... ე ჰ , ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ , წ ი ნ ა ს წ ა რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ს პ ა ტ ი ვ ი
ა რ ა ქ ვ ს თ ა ვ ი ს ს ა მ შ ო ბ ლ ო შ ი …
თქვენ, მეამბოხე პოლკოვნიკო, როგორც მახსოვს ყოველ დილით, სისხამზე უშაქრო ყავას მიირთმევდით.
მეც ასე ვამჯობინებ. მართალია, ჩემი ყავა თქვენსას ვერ შეედრება, მაგრამ ასეც რომ იყოს, ახლა კარგი მამა-
პაპური, ორნახადი ჭაჭა მირჩევნია ყველაფერს, თორემ ყავა ვეღარ შველის საქმეს. აქ უკვე ყინვა იგრძნობა. აი,
დაახლოებით ისეთი, პოლკოვნიკო, დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომს ჟრუანტელად რომ
დაგივლის, თითქოს ყინულს მიეყრდენიო ზურგით, ან პირველ ბრძოლაში, ცეცხლის ხაზზე იერიშის
წამოწყებისას წამიერად რომ გადაგკრავს და ხელისგულებს გაგიოფლიანებს. თუმცა, დროა საქმეს მივხედოთ.
არ შეიძლება მოდუნება. ნებისყოფაა მთავარი. ხომ დავრწმუნდი, რომ ყ ო ვ ე ლ გ ვ ა რ ნ ი ჭ ს
კ ლ ა ვ ს უ ქ ო ნ ლ ო ბ ა ნ ე ბ ი ს ყ ო ფ ი ს ა , ნ ე ბ ი ს ყ ო ფ ა კ ი , ყ ვ ე ლ ა
ნ ი ჭ ზ ე დ ი დ ი ნ ი ჭ ი ა .
ბუხარში ცეცხლი განვაახლე და შემოთავაზებულ ყავას მივუბრუნდი. ამასობაში ელას ხალათი მოუსხამს.
მის წითურ, მძიმე, წაბლისფერნარევ თმას ცეცხლის ათინათი აელვარებს და ასე მგონია თვითონ ის გამოსცემს
ნათებას. ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საჩუქარს, თანაც რაიმე განსაკუთრებულს, ამ ღამის განუმეორებელი
ეპიზოდის სამახსოვროდ, ამ ფეერისათვის მადლობის ნიშნად; ასეთი გამოსხივების აღსანიშნავად, ვინ იცის
როდიდან ჩამოწოლილ ამ გაუსაძლის უკუნეთში, მდუმარესა და ნესტიანში, როგორც სამარე.
ღ მ ე რ თ ო , ღ მ ე რ თ ო , ნ უ თ უ ს უ ლ მ ი მ ა ტ ო ვ ე , ნ უ თ უ მ ა რ თ ლ ა ...
მ ო კ ვ დ ი ? არა, ეს შეუძლებელია! და ასეც რომ იყოს მე გაგაცოცხლებ! აბა რა გაათენებს უშენოდ ამხელა
ღამეს. უ შ ე ნ ო დ ხ ო მ მ ზ ე ც ა რ ჩ ნ დ ე ბ ა ც ი ს კ ა მ ა რ ა ზ ე , თ ვ ი თ მ ზ ე ც
ა რ მ ზ ე ო ბ ს უ შ ე ნ ო დ !
ისევ ჯიუტად მივაბიჯებ... და ასე ვივლი სანამ მართლა დავმიწდებოდე... სამი, ორი, ერთი. აღარაფერი.
მხოლოდ კედელი მკვდარი, რომელსაც ისევ ამაოდ შეგიძლია ახალო შუბლი შუაღამისას, როცა უფსკრულს კი
არ ჩასცქერი, ან მით უარესი - უფსკრული თვითონ შემოგცქერის, არამედ თავად ხარ მოქცეული მარტოობის
საზარელ ქვესკნელში, დროისა და სივრცის მიღმა.
და მაინც! ორი... სამი... შვიდი. ნაღდად შვიდი. აღვდგეთ! ვბრძანებ, მაგრამ როდემდე მივმართო ამ
თვითრეანიმაციას, როდემდე ვიკმარო ხელოვნური თუ ხელოვნების სუნთქვა ნიჰილიზმის ამ ვაკუუმში. მით
უმეტეს როცა აქ, ამ უღრმეს ფსკერზე, შლამსა და ტალახში მივხვდი, უკვე ვიცი რატომ მიიწევდა ის ლეოპარდი
კილიმანჯაროს თოვლიანი, სპეტაკი მწვერვალისკენ… და რატომ ვერ მიაღწია - ისიც. მერედა რაში მარგია
ახლა ამის ცოდნა. ვიღა ამიშვებს იმ სიმაღლეზე, ისევე როგორც დიდიმსა და ესტრაგონს – სამყაროს გარეთ,
5
უღმერთოდ დარჩენილ ორ მიუსაფარ სულს – აღარ აუშვებენ ეიფელის კოშკზე, რათა იქიდან წამიერ, მაგრამ
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ვარდნაში დაასრულონ ამ აბსურდულ წუთისოფელში ჩამწარებული არყოფნა. თუმცა,
თვითმკვლელობა რომ საქმეს შველოდეს, რამეს ნიშნავდეს გარდა უმწეობისა... ეჰ, ერნესტ!
კილიმანჯარო მაინც უნდა ვცადო. ასეთი სიმაღლეების ასაღებად ნებართვას არ თხოულობენ, შტურმით
იღებენ როგორც არკოლეს ხიდს, ანისს, ნორმანდიის სანაპიროს, ბერლინს ან გოლანის მაღლობებს; თუნდაც
სუ-ალტოს, ან ვატერლოოთი ამთავრებენ. და ასეც რომ მოხდეს, ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის ამ რისკის
გაწევა, ამ განწირული გადალახვის, დაძლევის მცდელობა. ამჯერად ყოველგვარი რომანტიკული შარავანდის
გარეშე, მკაცრად რეალისტურ მონახაზში.
ამიტომ, კვლავ მწყობრში გიხმობთ პოლკოვნიკო აურელიანო ბუენდია, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
მებრძოლო მაქსიმუს, მამაცო შოტლანდიელო უოლეს, ბატონო ქაიხოსრო, თქვენ მოწვევაც არ გჭირდებათ,
ისედაც ჩვენთან ხართ. ჰო, მართალია ა რ მ ი ა ა ღ ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს ,
პ ა რ ტ ი ზ ა ნ უ ლ ა დ ვ ო მ ო ბ თ , … მაგრამ მერედა რა: ა მ ა ს ა რ უ ნ დ ა ჩ ი ჩ ი ნ ი
ს ხ ვ ი ს ი , კ ა რ გ ა ხ ა ნ ი ა ვ ი ც ი თ , მ ი წ ყ ი ვ მ ც ი რ ე ნ ი ვ ი ყ ა ვ ი თ
რ ი ც ხ ვ ი თ , მ ტ ე რ ი გ ვ ჭ ა რ ბ ო ბ დ ა მ ი წ ყ ი ვ … მაგრამ განა ნაღდი არ არის, რომ
ა ს ი , ა თ ა ს ს ა ა ჯ ო ბ ე ბ ს თ უ გ ა მ ო რ ჩ ე ვ ი თ მ ქ მ ნ ე ლ ი ა , სამასი ხომ - მით
უმეტეს!
ჰოდა, უკვე ვხედავ როგორ წამოიმართა გედეონის სამასი მეომარი, მდინარის პირას წყურვილის
მოკვლისასაც რომ არ შეუშვეს ხელი მახვილებს, მეფე ლეონიდეს სამასი სპარტელიც კვლავ ერთგულია მათ
ფარებზე ამოტვიფრული დევიზისა, აგერ, ო მ ი თ გ ა უ მ ა ძ ღ ა რ ი სამასი არაგველიც მოუთმენლად
აღრჭიალებს კბილებს, მხოლოდ ბრძანებას, იერიშზე წასვლის ნაღდ ბრძანებას ელიან, რომ ხმლები იშიშვლონ
და ჰ კ ა მ ა გ ა ს ა ! … რაო? მეჩვენება თუ ისევ მესმის ვიღაცის წკმუტუნი: ამ ბირთვული და
ელექტრონული ტექნოლოგიების ერაში, რაღა დროს ხმლებიაო? თქვენთან პოლემიკამდე არ დავეშვები
კაცუნებო, თქვენ ყოველთვის გამოძებნით მიზეზ-მიზეზებს რომ ომს თავი აარიდოთ, ხვრელებში შეიყუჟოთ. ისე,
ყოველ შემთხვევისთვის მაინც შეგახსენებთ ერთი ძალიან კომპეტენტური პირის აზრს, რომელიც მახვილის ანუ
საბრძოლო საშუალებების და სულისკვეთების, ანუ მხედრული შემართების ურთიერთმიმართების და ძალთა
თანაფარდობის განსაზღვრისას, გადამწყვეტ უპირატესობას სულის ძლიერებას ანიჭებდა. ის კაცი გვარად
ბონაპარტი გახლდათ, კარლოსა და ლეტიციას ნაშიერი, პატარა კუნძულ კორსიკიდან… თუმცა, თქვენ ამას
მაინც ვერ გაიგებთ. ა რ ა შ ე ჯ დ ა მ წ ყ ე რ ი ხ ე ს ა ... სამაგიეროდ, მიუხედავად ყველა
ბარიერისა, ჩვენი ხმა მიწვდება საფრანგეთში ბედის უკუღმართობით გადახვეწილ და მამლუქივით ეგვიპტეში
ნაწრთობ გენერალ ამილახავარს. მისი და ბევრ სხვა მამულიშვილთა კეთილშობილი გზნება მოისწრაფვის
ჩვენკენ – ა მ ღ ე რ დ ა ს ი ს ხ ლ ი … დ ა დ ა ა თ რ ო ს უ ლ ი დ ა გ უ ლ ი , თ უ
მ ზ ე მ ო მ პ ა რ ე თ , გ ა მ ი ნ ა თ ე ბ ს ბ ნ ე ლ შ ი ფ რ ა ნ გ უ ლ ი , წ კ რ ი ა ლ ა
ხ ა ნ ჯ ლ ე ბ ს … - და განა სხვაგვარად, უომრად იქნება? ეჰ, დიმა, დიმიტრი ... ეჰ, ირაკლი - მაინც
დ ა ხ რ ა უ ბ ე დ ო ბ ი ს ტ ა ი ჭ მ ა დ ა რ ჩ ე ნ ი ლ ი ი მ ე დ ი ? და შენც უკვალოდ
გამქრალო, მეოცნებე სოხუმელო არკადიო... ეჰ!
ერთი, ორი, სამი... შვიდი, ექვსი, ხუთი...

„ ა რ ი ტ ყ ვ ი ს ა ხ ე ლ ს ? ! ”
ჭ ე რ ი ბ რ უ ნ ა ვ ს , რ ო გ ო რ ც მ ი ნ ე ბ ი ი მ ს ხ ვ რ ე ვ ი ა ნ დ ა
მ თ ე ლ დ ე ბ ი ა ნ კ ე დ ლ ე ბ ი ...
ა რ ა ვ ი ს გ ა გ ც ე მ თ .

ისევ დამძიმდა სუნთქვა, შენელდა მაჯისცემა. სპაზმი მეწყება, მაგრამ მაინც უნდა მოვასწრო საჩუქარი
ხსოვნისათვის, სანამ ჩამოჭკნა, ვიდრე მოწყდა, ჩამოფარფატდა უკანასკნელი ფოთოლი, სადაც არ უნდა
6
ხდებოდეს ეს: ამჰერსტსა თუ ნიშაბურში, შემოდგომის ბოლდინოსა თუ ტევტობურგის ტყეში, ოქროსფერი
ოქტომბრის მოალერსე მზითა და შოპენის აკომპანიმენტით გასხივოსნებულ ხეივანში თუ ოგინსკის პოლონეზით
დაფერფლილ მიწაყრილზე, სადღაც ვარშავის გარეუბანში ან ავდრიანი ნოემბრის მიწურულს ვაგნერის
ვალკირიების დაუნდობელი ქარაშოტში - ფოთოლი მაინც მოწყდება, დაეშვება, უჩუმრად დაიკვნესებს...
დ ა ე ც ე მ ი ა ნ მ თ ე ბ შ ი ი რ მ ე ბ ი , გ უ ლ ს ს უ რ ვ ი ლ ე ბ ი გ ა ე ც ლ ე ბ ი ა ნ ,
ა ლ ა ზ ნ ი ს ვ ა ზ ე ბ ს დ ა ს ც ვ ი ვ ა თ ო ქ რ ო , … ვ ი ნ ი ჯ ა დ ო ქ რ ო ს ? ... ვინ, ვინ
ჰქმნას სასწაული? ცეცხლმა, ცეცხლმა უნდა ჰქმნას! როგორც იქ, მაშინ, მაყვლოვანში. ესღაა გადარჩენის
ერთადერთი შანსი. თუმცაღა თ ვ ა ლ ე ბ ი ა მ ო მ ი ღ ა მ დ ა შ ე ნ ი მ ო ლ ო დ ი ნ ი თ
ღ მ ე რ თ ო ე რ თ ა დ ე რ თ ო , მაგრამ არა ისე, როგორც ბეკეტის გმირებს, იმიტომ რომ აქაც კი,
ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში, რომელთან შედარებით იმქვეყნიური (თუკი არსებობს) საბავშვო „მულტიკი“ იქნება,
მწამს შენი და უარვყოფ აბსურდს, ამ ოსტატურად შენიღბულ ნარკოტიკს. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ისტორიას
აქვს თავისი აზრი და მიზანდასახულობა და იგი არ არის „ქოთანი“, რომელსაც ადგილობრივ თარგზე
გამოჭრილ - გამოჩარხულ „მეცნიერებათა დოქტორების“ კორპორაცია (კოდური სახელწოდებით კოზა-
ნოსტრა) ან, აგრეთვე, ადგილობრივ ვიგინდარა პოლიტიკანთა სინდიკატი (ეს „უმანკო“ პრომისკუიტეტის
პალატა), ყურს საითაც უნდა იქიდან მოაბამს.
ა რ ა რ ი ს ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა მ ა თ ბ ა გ ე ე ბ შ ი , ბ ი ლ წ ი ა მ ა თ ი
შ ი გ ნ ე უ ლ ო ბ ა , მ ა თ ი ხ ო რ ხ ი ღ ი ა ს ა ფ ლ ა ვ ი ა , მ ა თ ი ე ნ ე ბ ი
ქ ლ ე ს ა ო ბ ე ნ .
ვიზიარებ დეკარტის მეთოდოლოგიურ სკეპტიციზმს, მათემატიკურ ხედვას (ძირითადში) და თუნდაც
ამიტომ არ შემიძლია ვიყო ათეისტი ან მორწმუნე მხოლოდ კონფესიური კუთვნილების გაგებით; დუელში ვიწვევ
ყველა დროისა და ჯურის პროკრუსტეს და პროტესტს ვაცხადებ ილია ჭავჭავაძის ჯერ გლეხთა ექსპლუატატორ
მემამულედ გამოცხადების, შემდეგ კი ფეტიშად შერაცხვის, ან პირიქით, ყოვლად დაუშვებელი შეურაცხყოფების
გამო; კატეგორიულად არ ვეთანხმები ვაჟა-ფშაველას პანთეისტად მონათვლას, გრიგოლ რობაქიძის, მით
უმეტეს კი რუსთაველის ფაშისტად გამოცხადებას, ან მის ჩარიცხვას რომელიღაც „მთარგმნელობითი კომისიის“
წევრად. ეს დაახლოებით იგივეა: ნიცშეს კონფორმიზმი დავწამოთ, ფროიდს - ფარისევლობა, ხოლო
სალვადორ დალის ნახატები სოციალისტური რეალიზმის ნიმუშებად გამოვაცხადოთ?! და რამდენი მსგავსი და
გაცილებით უარესი რამ გვსმენია ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლებული, უნივერსალური
„ექსპერტებისგან“, თანაბარი წარმატებით რომ ,,ერკვევიან „ ასტრონომიასა და პროქტოლოგიაში, კლასიკურ
ფილოლოგიასა თუ გეოპოლიტიკაში, კონსტიტუციურ სამართალსა თუ მეძროხეობა-მეცხვარეობაში, საბანკო–
საკრედიტო ოპერაციებსა და ორნიტოლოგიაში?! ბასკები ასეთ შემთხვევაში ამბობენ - სად ერეკლე და სად
ჩვენი ხულიოს გოგო შუშანიკი-ო. ჩვენთან, ქიზიყში უფრო დელიკატურად შენიშნავენ ხოლმე, რომ ეს...
ნონსენსია ბატონებო (ႬႳႬႱႤႬႱႤ< nonsense - უძველესი კახური გამოთქმაა, რომელიც ეტიმოლოგიასთან
ერთობ მწყრალად მყოფმა, იაზონის შთამომავალმა ნუვორიშმა ევროპელებმა მიისაკუთრეს და ახლა თავსაც
არ იწუხებენ მიუთითონ საიდან შეითვისეს ეს).
კარგი, ისევ ჩვენი სატკივარი ვიკითხოთ - მაინც საიდან წერა-კითხვის უცოდინარი ამდენი „სწავლული“,
წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული დასტა-დასტა „აკადემიკოსი“ (იქნებ მეც მივწერო მოხსენებითი
ბარათი აკადემიას – რას იტყვი? ფრანც. თუმცა ვინაა წამკითხველი და გამგები, ან აკადემია სადღაა?!). ამათი
შემხედვარე მართლა გაგიჟდება კაცი. არა, ცოტა უნდა ავიყვანო თავი, ცოტა უნდა დავმშვიდდე.
ერთი, ორი, სამი... გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ს ს ა ღ ა მ ო ა მ შ ვ ი დ ი , ხ ი დ ა ნ ხ ე ზ ე
გ ა დ ა ფ რ ი ნ დ ა ჩ ი ტ ი (ბეღურა? იქნებ გუგული, ოჰ, ეს გადაფრენები) წ ი ნ მ ე შ ლ ე ბ ა
ს ხ ვ ა ო ც ნ ე ბ ი ს ა რ ე ... В темно красном будет петь для мня моя Дали, в черно–белом своем
преклоню перед нею главу, и заслушаюсь я, и умру от любви и печали, а иначе зачем... მართლაც და „Зачем“?
Задавай вопросы не проси ответа, лучше и вопросов друг не задавай – მირჩევს პოეტი. ეჰ, ს წ ო რ ი
7
პ ა ს უ ხ ი ს ა დ ა ა თ ო რ ე მ , კ ი თ ხ ვ ა ი ს ე დ ა ც ყ ვ ე ლ ა ს წ ო რ ი ა ,
ადასტურებს ჩვენი ქართველი ძმა. გეთანხმებით, გეთანხმებით მგოსნებო და ამიტომ, ახლა სჯობს ყავას
მივუბრუნდე, თორემ ეს ჭიქაც გამიცივდება.
ელას ცარიელი ფინჯანი უკვე იატაკზე დაუდგამს. ნიკაპით მუხლებს დაყრდნობია და ბუხარს მისჩერებია.
არის მის მზერაში და მთლიანად ამ პოზაში რაღაცის მოლოდინი... მ ო ლ ო დ ი ნ ი ... იქნებ ახლაც
გასცქერის ზღვას, იქ ბიჭვინთის სანაპიროზე, ქვაში გაცოცხლებული სიყვარული.
ეს კი აქ, ქალი წითური, ჩემ გვერდით ცეცხლის ალზე ბზინავს, ოდნავ გადაიხარა, ზურგით სანახევროდ
გადაწვა ტახტზე და თვალები მილულა როგორც რენუარის ჩაძინებულმა მობანავემ. ნეტავ თუ ხვდება რა
მომხიბლავია ახლა. რაღა თქმა უნდა იცის. ამ ქვეყნად თუ რაიმემ იცის საკუთარი თავის ფასი, ეს ჯიში და
სილამაზეა. მერე და რამდენი მტერი ჰყავს მას – მ ე ჩ ა მ ა ფ ი ქ რ ე ბ ს ბ ე დ - ი ღ ბ ა ლ ი
შ ე ნ ი მ შ ვ ე ნ ე ბ ი ს , დ რ ო ი ს უ დ ა ბ ნ ო კ ი დ ე ვ ბ ე ვ რ ჯ ე რ
მ ო ს ა ვ ლ ე ლ ი ა ...
ელა რაღაცამ გამოაფხიზლა. გასწორდა. წითური ფაფარი შეარხია. დაძაბული გაირინდა. წეღანდელი
ნეტარი გამომეტყველება გაუქრა. პროფილი გამოკვეთილი გაუხდა და მისმა იერმა ამორძალის შტრიხები
შეიძინა. გუმანით თუ იგრძნო ძუმ ჩემი გამძაფრებული მზერა. მოვიზიდე, დამყვა, მკერდზე მომეწება, ინიციტივას
იჩენს, მლოკავს, რას იზამ, კატისებურთა ოჯახისაა. თავზე ხელი გადავუსვი. თმები კეფაზე გადავუყარე, სახე
ავაწევინე. გაკვირვებულმა ამომხედა, თითქოს მეუბნება – ამ სცენარში ეს გათვალისწინებული არ არისო.
შუბლზე ვაკოცე. ნილოსის ცხელი ქვიშისა და აფრიკული ყავის სურნელი ასდის მის წითურ ფაფარს... მივუშვი
ნებაზე და მეც მივეშვი...
პ ი რ ა მ ი დ ე ბ თ ა ნ ტ ი რ ო დ ა რ ა შ ი ... სფინქსის გამომეტყველება აღარ იყო ისეთი
იდუმალი. თითქოს კიდეც მიღიმოდა და შორეულად მაგონებდა მოხუც ლეონარდოს. არა, მეჩვენება, და ვინჩი
აქ არაფერ შუაშია. მაშ რა ხდება. სფინქსი რაღაც ადამიანური, იქნებ მეტისმეტად ადამიანურიც კი გახდა. ჰო, რა
თქმა უნდა: მზის ქორწილია და ნადიმს სფინქსი თამადობს, სიყვარულის სადღეგრძელოს წარმოთქვამს:
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი , მ შ ვ ე ნ ი ე რ შ ი ჩ ა ს ა ხ ვ ი ს დ ა დ ა ბ ა დ ე ბ ი ს
ს უ რ ვ ი ლ ი ა ო . აჰა, ესე იგი ჰომერული ხანაც გაგვივლია, დიდი კოლონიზაციის ეპოქაც (სხვაგვარად აქ
როგორ მოვხვდებოდი) და უკვე კლასიკურ პერიოდში ვყოფილვართ. მეგონა რაიმე უფრო არქაულს და
ორიგინალურს იტყოდა. ეს კი, ვგონებ, უფრო თავისუფალი ვარიაციებია პლატონის თემაზე (დაახლოებით
ისეთი პაბლო სარასატეს რომ აქვს ფანტაზიები ბიზეს კარმენზე) ან იქნებ პლატონმა გაიგო ოდესღაც ეს
ჭეშმარიტება სფინქსისგან. ზოგი გადმოცემის თანახმად ხომ თითქოსდა დაძვრებოდა ეგვიპტეში. თუმცა, ეგ სად
არ დაეხეტებოდა. ნეტავ კოლხეთშიც თუ ყოფილა, ოქროს საწმისის მხარეში, ჰელიოსის შთამომავალთა
საბრძანებელში. ალბათ არა, თორემ ხომ დაწერდა პლატონურად, ვთქვათ ასე – რ ა ც უ ფ რ ო
შ ო რ ს ხ ა რ , მ ი თ უ ფ რ ო ვ ტ კ ბ ე ბ ი , მ ე შ ე ნ შ ი მ ი ყ ვ ა რ ს ო ც ნ ე ბ ა
ჩ ე მ ი , მ ი უ წ ვ დ ო მ ე ლ ი რ ო გ ო რ ც მ ზ ი ს ს ხ ი ვ ი ... თუ, ვერ დაწერდა, „რასსა“ არ
ეყოფოდა? რას იტყვით გრიგოლ ბატონო. არა, არ უნდა იყოს ეგ კაცი კოლხეთში ნამყოფი. დიოგენე
ლაერტელს მაინც არ გამორჩებოდა ეს ფაქტი. საერთოდ კი (ეს პლატონს აღარ ეხება. ამას ხაზგასმით
ავღნიშნავთ, არავის ეგონოს, რომ სათანადოს არ მივაგებთ მის იდეალიზმს), ვეღარ გაიგეს ამ სიბარიტმა
ევროპელებმა თავიანთ ჰორიზონტალურ ფუფუნებაში, რომ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ვ ე რ ტ ი კ ა ლ უ რ ი ა
დ ა თ ა ნ ა ც ... დიახ, რა თქმა უნდა, ბ რ უ ნ ვ ა დ ი .
კარგი, დავუბრუნდეთ ნადიმს. ამ ფარაონებს მშვენიერი საფერავი ჰქონიათ, უხვად შემცველი ტანინის,
მალე მომეკიდა. შავშეთ-კლარჯეთიდან თუ ამარაგებენ, ან ამჟამად ხაშმიდან. დრო მერევა ერთმანეთში,
საკმაო დამილევია.
(დრო კი არა, მთელი ეპოქები გერევა და დალევითაც საკმარისზე მეტი დალიე, მთვრალი ხარ უკვე.

8
–შ ე ნ გ ა ჩ უ მ დ ი , შ ე ნ გ ა ჩ უ მ დ ი ! შენ არავინ გეკითხება. რას მეჩხირები რაღაც
მორალიზმებით. ვსვამ, ჩემთვის ვკაეფობ. მთვრალი კაცი - კაი კაცი.
– მე შენთვის გეუბნები. არ მინდა ზედმეტი მოგივიდეს. ერთხელ უკვე ძვირი დაგიჯდა ეგ.
– თუ არავინ ამიხირდა, არავის ვერჩი. რა დროს მაგეების გახსენებაა. მირონივით ღვინოს ვსვამ და
საერთოდაც ძალიან კარგი სიმთვრალე მაქვს – in vino veritas. ჰოდა, ახლა ნერვები არ ამიშალო. დროზე
აითესე აქედან, შენი ძალიან ფხიზელი ჭკუაც...)
ოჰ, უკაცრავად, კინაღამ რაღაც ზედმეტი წამომცდა. მოთმინებიდან გამომიყვანეს, ბოდიშს ვიხდი
სუფრასთან. იცით, მაინც ვერ ვარ ბოლომდე გამოსწორებული. ვაღიარებ... და გულწრფელი აღიარება ხომ
არის შემამსუბუქებელი გარემოება. ხომ არის? ხმა ამოიღეთ „იურისტებო“! რას გაყუჩებულხართ, თუ
მაინცდამაინც ზემოდან უნდა დაგირეკონ ან დიდი მაყუთი აიღოთ, რომ ერთი უბრალო სიმართლე
დაუდასტუროთ კაცს. ვაი, თქვენს პატრონს...
ჩამოასხი ერთი ეხნატონ, ჩამოასხი! მე ვიყო სტუდენტი, ამათთან თავის გაყადრება თუ ღირდეს. არ
გავარტყი გარდი–გარდმო ვინც სწორად ვერ გაგვიგებს. ვახტანგურად მინდა დავლიო შენთან და შემდეგ
ძველებურად, მონოთეისტურად წავიღიღინოთ: შ ე ნ ე რ თ ა დ ე რ თ ი ი , ხ ა რ ჩ ე მ ი
ღ მ ე რ თ ი ი ... აი, ასე. ვაჰ! ეს ტუტანჰამონიც რა მსმელი გამოდგა! მუმია უძახე შენ... და ნეფერტიტიც
მართლა რა ნაშა ყოფილა! რის ნაომი კემბელი, რა კლაუდია შიფერი, რის თუნდაც სოფი მარსო ან მონიკა
ბელუჩი. თუმცა, ესთერს მაინც ვერ შეედრება, ვერც ჩემ თამუნიას და რა თქმა უნდა, ვერც ავა გარდნერს. ავა
კვლავ მიუწვდომელია, როგორც კილიმანჯარო...
ეჰ, ამათთან ქეიფი კი კარგია, მაგრამ ამდენ ხანს ერთ ადგილზე ყოფნა დამღლელია. თანაც სუფრა უკვე
აირია, დათვრნენ ფარაონები, ახმაურდნენ, საკმაოდ აგრესიულადაც. bon ton-ს აღარ და ვეღარ იცავენ.
ერთმანეთს ძველ ცოდვებს უხსენებენ. იგინებიან კიდეც. ისე, რაც ამათ შინაური თუ გარეული ჰყავთ დაბრედილი
ძალაუფლებისათვის მძვინვარე ბრძოლებში, ან რაც ამათ და ამათვე ქურუმებს დაუნდობელი ინტრიგები აქვთ
ნახლართი, ვინ მოთვლის. თუმცა უამისოდ რომელი ეპოქა ყოფილა... ეჰ, ა წ გ ა რ დ ა ს უ ლ ს
მ ხ ო ლ ო დ ღ მ ე რ თ ი გ ა მ ო ი ძ ი ე ბ ს ! დ ა მ ე ც ნ ა ღ ვ ე ლ ი
გ ა რ დ ა ს უ ლ ი , ი ს ე ვ მ გ ვ რ ი ს ს ე ვ დ ა ს .
წავალ, გავივლი ცოტას, გავისეირნებ. მგონი ისედაც დიდ ხანს შევყოვნდი. რამსეს, გამატარე! გამიშვი შე
კაი დედმამისშვილო, რას გაქვავებულხარ. ეს უკვე გათიშულია. აღარაფერი ესმის. აბა, რა მოუვიდოდა. მთელი
ნადიმი იმ ბოზანდარა კლეოპატრას გვერდით იჯდა. მაინც რამ გააგიჟა თავის დროზე ჯერ იულიუსი, შემდეგ კი
ანტონიუსი, რომში ვითომ ამაზე უკეთესი ქალი არ მოიძებნებოდა? მაგრამ ეგზოტიკით მოიხიბლნენ. ჰოდა აბა,
პოლიტიკა და ხიბლი?! თუნდაც ეგზოტიკური. იმიტომაც დაიჭირეს კარგი ჩიტი. მოკლედ, ერთი სტანდარტული
წაკლაა ეს ეგვიპტის დედოფალი. თუმცაღა, ძალიან გაწაფული იმაში რასაც ისევ და ისევ ქიზიყში ars amandi–ს
ვუწოდებთ. მაგ მხრივ, რაღა ეს და რაღა მატა ხარი, ან თუნდაც ჩვენი ჯულია, საყვარელი – o, pretty woman! ეს
ეგვიპტელი ელიტა ისე ყოფილა შეშლილი სექსზე, მიმიქარავს ჰოლივუდი. წავედი ახლა აქედან სანამ იმ აშარმა
დედაკაცმა, ფოტიფარის ცოლმა კიდევ შემოიხია კაბა, ან მე შემომახია ჩოხა, თორემ ხომ ვიცი,
დ ა მ ბ რ ა ლ დ ე ბ ა მ ა ი ა მ ბ ა ვ ი მ ე ...
ძალიან კი ჩამოცხა. ფენა–ფენა ბუღი ასდის ქვიშას. გავარვარებულია ჰაერი... და ეს რაღაა? ნუთუ მირაჟი -
ძ ლ ი ვ ს მ ო ბ ა რ ბ ა ც ე ბ ს მ თ ვ რ ა ლ ი ყ ა ყ ა ჩ ო … ომარ! შენ მოაცილებ? სად ხარ ძმაო
აქამდე! მაგრამ მოიცა, ყაყაჩო ქვიშაში? ვითომ რა მოხდა მერე: ვარდი თუ შეიძლება სილაში, ყაყაჩო რატომ
არა - ქვიშაში, თანაც ჩვენებური სურით მოაქვს ღვინო, ქ ა რ თ უ ლ მ ა რ ა ნ შ ი დ ა ნ ა ხ ა ნ ი ა ...
ფრთხილად ანა, არ დაგექცეს ეგ დალოცვილი ვაზის ნაჟური, თვითონაც დალოცვილო. რა ლამაზი ყაყაჩოები
სცოდნია აქაც, მაგრამ კრწანისის მაინც სულ სხვაა... და უფლისციხის?! ეეჰ...
წასვლისას თამადას არ დავემშვიდობო? ისე, თუ მოიფიქრა და ალავერდს ჩემთან გადმოვიდა, როგორც
სტუმართან, მე, ალგეთს გაზრდილმა ბიჭმა - ვიცი როგორი სადღეგრძელო ვაჯახო ახლა, აქ, როცა
9
ს უ ლ შ ი გ ე ნ ი ი თ ა ტ ე ხ ი ლ ი რ ე კ ა ვ ს ლ ე რ წ ა მ ი , ამ პირამიდებთან, საიდანაც უკვე
ორმოცი კი არა (როგორც ზოგიერთებს ეგონათ), არამედ ორმოცდაათი საუკუნე გადმომყურებს...
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
და მეც, ლოთი - შფოთი და ა მ გ ვ ა რ ა დ მ თ ვ რ ა ლ ი , ერთ პირამიდას მივუახლოვდი –
ა ვ ყ ე ვ კ ი ბ ე ე ბ ს , ს ა დ ა ც ს ფ ი ნ ქ ს ი ქ ვ ე ბ ს ე ფ ე რ ე ბ ა დ ა შ ი შ შ ი
ვ გ რ ძ ნ ო ბ დ ი , რ ო მ ა ხ ლ ო ა ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა , … რ ო მ ჩ ე მ
გ ვ ი რ გ ვ ი ნ ზ ე წ ა შ ლ ი ლ ი ა შ ა ვ ი ნ ა პ რ ა ლ ი (და რა მცდარი აღმოჩნდა ეს განცდა.
ისევე, როგორც ბევრი სხვა, თუ ყველა არა)… რაღაც წარწერა იკითხება თითქოს, მაგრამ ვერ ვარჩევ. ეს
ე ლ ე ნ ე მართლაც ძალიან ა ბ ნ ე უ ლ ა დ წერს (და მგონი კიდევ უფრო საბედისწეროდ იქცევა,
ვიდრე ტროაში გაქცეული მისი შეუდარებელი წინამორბედი), ამის გარჩევას თავისი შამპოლიონი უნდა, ან
თუნდაც საკუთარი პაოლო. მე ახლა სად მაქვს მაგის დრო. ამ რაშს თუ მერანს რაღა მოუვიდა. ერთობ
აღტკინებულია, თუმცა რაღა რა? სამუმის მოახლოვებას გრძნობს, ყალყზე შემდგარა სტიქია. მის აქოჩრილ
ტალღებზე მოგელავს ჩემი ღამის ამორძალი ელა. გაშლილი წითური თმა ეკლაკნება, ცხელი გამალებით
სუნთქავს, მაგრამ არ ჰყოფნის ჰაერი. არ გაიგუდოს, არ დამეხრჩოს ეს ქალი. უწინ ალბათ მოესწრებოდა
მდინარისკენ წყნარად წასვლა და ს ი ლ ი ა ნ ი ს ხ ე უ ლ ე ბ ი ს მ წ ვ ა ნ ე ტ ა ლ ღ ე ბ შ ი
გ ა ნ ბ ა ნ ა , მაგრამ არა ახლა, ამჯერად დროში ვიწვებით, მზის დაბნელება იწყება. რის ელინური პერიოდი,
გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, საერთაშორისო ტერორიზმის პირობებში დიდია ბირთვული ღამის თუ
ზამთრის ალბათობა…
მაგრამ რა ვუყო ამ ქალს, როგორ გადავარჩინო, როგორ დავიხსნა ვნების კლანჭებიდან უკვე ყოველივე
ეგზისტენციურს გაცდენილი. ეჰ, სხვა რაღაც დამრჩენია - მ ა რ ჯ ვ ე ნ ა პ რ ა ლ ი დ ა ნ
ვ ე ს რ ო ლ ე მ დ ი ნ ა რ ე ს ქ ა ლ ი გ ა ფ ა ტ რ უ ლ ი . ვიდრე სულ ჩამობნელდებოდა
ერთხელ კიდევ გავხედე სფინქსს, აღარ იღიმებოდა, რაღაც ზემკაცრი მარქსისტული იერი მიეღო,მომნუსხველ
მზერას არ მაშორებდა და დაუნდობლად აბოლებდა ჩიბუხს გ ა ბ რ წ ყ ი ნ ე ბ უ ლ ა წ მ ყ ო ს ა და
კიდევ უფრო ნ ა თ ე ლ მ ო მ ა ვ ა ლ ს . რაღა დამრჩენოდა... თავადაც ნილოსის ტალღებს
მ ი ვ ე ც ფ ი ქ რ ი ჩ ე მ ი შ ა ვ ა დ მ ღ ე ლ ვ ა რ ე .
ერთი, ორი, სამი... ხუთი.
აღარ ტიროდა რაში, აღარც დ რ ო დ ა ჩ ე მ ი ლ ე ქ ს ი , იმიტომ, რომ აღარ იყო არც დრო
და არც ლექსი, ა ღ ა რ ც ხ მ ა უ რ ი დ ა მ ძ ვ ი ნ ვ ა რ ე ბ ა , თქვენ წარმოიდგინეთ - აღარც
შ ი შ ი დ ა ძ რ წ ო ლ ა . მარტოდმარტო ვეგდე გულშემზარავი არქიპელაგის საგულდაგულოდ
ლოკალიზებულ, უფერო და უსახო ირეალობის კუნძულზე, სადაც აღარაფერი ითქმის. მხოლოდ საშინლად
ყრუ მდუმარებაა. Ссылка вечная, ночь бесконечная, тьма безразличная, душа многобитая ... проклята ты
Kолыма. (ესეც შენი კიდევ ერთი,მაგრამ უკვე სხვაგვარი, ფატალური - იქნებ ლეტალურიც - კოლონიზაცია).
სადღაც, შორეულ გალაკტიკაში ალბათ კვლავ გოდებდა იერემია. თუმცა, ეს აქ მხოლოდ
იგულისხმებოდა და არაისმოდა. დ ა ი ყ ო მ ი წ ა უ ს ა ხ ო , დ ა ს ა დ ღ ა ი ყ ო
ნ ა თ ე ლ ი ? უ ძ ლ უ რ ი ქ მ ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ყ ო ვ ე ლ ი , მაგრამ მოიცათ! თუ მიუხედავად ამ
ჯურღმულის სრული დახშულობისა, მაინც შევიგრძნობ წინასწარმეტყველის მოთქმას, რატომ არ უნდა დავუშვა
სადღაც, თუნდაც მიუწვდომელში, მაგრამ მაინც, ჩაკრულოს ჟღერადობა. თუმცა, რატომ მიუწვდომელში, ეს ჩემ
გენში ფეთქავს, ჩემ სისხლში ჩქეფს ჩაკრულოს ექო, ჩემ სულს აცოცხლებს, სისხლი, ხომ სულია! მაინც რა
სისხლი მქონია – რ ა მ ხ ნ ე , რ ა მ დ ი დ ა რ ი ...
აჰ, გ ო ნ ე ბ ა მ ი უ წ ვ დ ო მ ე ლ ა რ ი ა ნ მ ს ჯ ა ვ რ ნ ი უ ფ ლ ი ს ა ნ ი დ ა
ა რ ა ს ა ც ნ ა უ რ კ ვ ა ლ ნ ი მ ი ს ნ ი , მაგრამ ხომ ვიცით, რომ ს ა ნ თ ე ლ -
ს ა კ მ ე ვ ე ლ ი თ ა ვ ი ს გ ზ ა ს ა რ დ ა კ ა რ გ ა ვ ს დ ა ა დ ა მ ი ა ნ ი ა რ ა
მ ხ ო ლ ო დ გ ა უ ძ ლ ე ბ ს , ა დ ა მ ი ა ნ ი გ ა ი მ ა რ ჯ ვ ე ბ ს ... ჰოდა, ა რ გ ა ბ ე დ ო
10
ს ი კ ვ დ ი ლ ი ვ ი დ რ ე ც ო ც ხ ა ლ ი ხ ა რ ! და ისე როგორ იქნება, რომ ჯერ არნახული
დრიბლინგით არ გავარღვიო ამ კატენაჩოს ეშელონები, ფანტასტიკური ფინტით ჩამოვიტოვო უკანასკნელი
ცენტურიონი, ხელის ერთი მოსმით ჩამოვიცილო წარსულის წურბელები, ვამპირ თანამედროვეობას ხახაში
ჩავცე ჩემი გორდა და წარმოუდგენელი ვირაჟით არ გავაღწიო უკიდეგანო, სასიცოცხლო სივრცეებში…
ს ი ა ხ ლ ე ქ ა რ ი ს , ს ი ლ ა ღ ე ო რ ბ ი ს ! … მომყევ თოლია ჯონათან! თუ მართლა გისწავლია
ღამით ფრენა, უმაღლესი პილოტაჟი და მკვდარი მარყუჟიდან უვნებლად გამოსვლა დიდი ავდრების შემდეგ –
elan vital. განა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა რ ნ ი შ ნ ა ვ ს გ ა ვ ი ჭ რ ა ი ქ ი თ , ს ა ი თ ა ც
მ ს უ რ ს და არ გამაგონოთ დიპლომატიურ-დეკადანსურად რაფინირებული жизнь как подстреленная
птица, подняться хочет и не может... ან თუნდაც ძალიან ვაჟკაცური – ა რ წ ი ვ ი ვ ნ ა ხ ე
დ ა ჭ რ ი ლ ი ... და როგორც იტყვიან a la guerre comme a la guerre!
(ცოტა სარი გამო, ძმაო, აზრზე მოდი. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს შენი furiosi eroico
ყოველდღიურობის ჭაობში ჩაეფლოს. აქ შენ კონკრეტული მოწინააღმდეგე და ხელშესახები ზღუდე გაქვს
დასაძლევი. იქ, ობივატელთა რუტინულ წუმპეში ჩაბუდებულ უხილავ ასპიტ-მორიელთა გესლსა და სამსალაზე
იმუნიტეტი გეყოფა? იქ ხომ პირისპირ არავინ შეგებრძოლება, უბრალოდ ნელა და მეთოდურად, დიდი
სიამოვნებით და ხელების ფშვნეტით, წვეთ-წვეთად შხამით აგივსებენ წუთისოფლის ფიალას და როგორც
მათთან ცხოვრებისთვის აუცილებელ მიქსტურას, ისე შემოგაპარებენ და იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ შენ
გაბედე და აირჩიე ყოფნა! თანაც საკუთარი პრინციპების შესაბამისად. ამას გაუძლებ? გაფრთხილდი,
ჩ ვ ე უ ლ ე ბ ა დ ა რ გ ე ქ ც ე ს ყ ვ ე ლ ა მ ა თ ი უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ი ს ა ტ ა ნ ა და
ისიც გახსოვდეს, რომ თ ვ ი თ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ა დ ი დ ი ს ა ქ მ ი ს ჩ ვ ე ნ შ ი
დ ა წ ყ ე ბ ა . მცოცავი ობსკურანტიზმის საცეცები არ მოუშვა ახლოს, სასიცოცხლო ენერგიას გამოგწოვენ.
თანაც, თავისუფლების მოპოვებამ ან აღმოჩენამ ხომ შეიძლება ჭეშმარიტების სათუოობის, ან მისი
ფარდობითობის შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დაგაყენოს. და შენ ხომ თავისუფლება სწორედ
ჭეშმარიტებასთან მისაახლოვებლად გინდა, ფიქრობ ამაზე თუ არა, ამბობ ამას თუ არა. არც იმის წარმოდგენა
უნდა გაგიძნელდეს, როგორ აყეფდება, ასისინდება, აყიყინდება, აწკმუტუნდება მთელი ეს პუბლიკუმი,
ოფიციალურ სტატუსსა და აკადემიურ წოდებებს ამოფარებული არარაობების არმია, თუ ყოველივე ამას პირში
მიახლი. იცოდე, ისე გაგიმწარებენ ცხოვრებას, აქამდე გადატანილი მოგონილი იქნება. ჭორსა და
ცილისწამებაში აქვს ჭიპი მოჭრილი ამ მოდგმას. განსაკუთრებით სუფთა სისხლსა და მაღალ სულზე არიან
დაგეშილები. შენისთანებისთვის ჩაუმწარებიათ წუთისოფელი?! ასეთ ღვარცოფებს ითვალისწინებ?
– არ ვიცი, ახლა ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, განვედ ჩემგან, მომწყდი თავიდან. შენი სკეპტიკური
სიფათი აღარ დამანახო. პასუხს რეალურ მეორე მოქმედებაში გაგცემ, მაგრამ ერთს ახლავე გეტყვი: არასოდეს
არ ჩავებმები უსინდისობის კონკურსში და არც უზრდელობის შეჯიბრში მივიღებ მონაწილეობას).
დიახ, რაც არ უნდა მოხდეს და მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ჩავებმევი ყველაზე სახიფათო და რთულ
თამაშში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია: ე რ თ ი ი მ ე დ ი თ - რ ა თ ა ი გ ი მ ა რ ა დ
გ ა გ რ ძ ე ლ დ ე ს დ ა გ ა ნ მ ე ო რ დ ე ს ა ქ , ა მ ქ ვ ე ყ ნ ა დ , რა ვქნა,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა ვ ! არანაკლებ ვიდრე იმ ზეკაცს უყვარდი. ვიცი, რომ წამიერი ხარ,
ერთი გაელვება მხოლოდ, და რა უნდა მოასწრო კაცმა ამ გაელვებისას, რას შეავლო თვალი: ჯოკონდას
ღიმილს? ნისლიან განთიადს ვატერლოოს ხიდზე? ვეზუვის ამოფრქვევას? აპოლონის ნატყორცნ ისარს
მიადევნო მზერა თუ ვარსკლავი იხილო ბეთლემის ცაზე; იქნებ ერთი კელაპტარი აანთო
ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ე ლ ი ს დ ი დ ტ ა ძ ა რ შ ი და თვითონაც სიტყვად აელვარდე! მაგრამ როგორი
ალქიმიის ქურაში უნდა იყოს ნაწრთობი ეს სიტყვა, როგორი ხელით ნაკურთხი, რომ საკრალური არსით
განიმსჭვალოს, უკვდავებას ეზიაროს. მაშ, დ ა უ კ ა რ ი თ , რ ო მ ძ ვ ე ლ ხ ა ნ ჯ ა ლ ს
ე ლ დ ა ე ც ე ს ... ელვად დაკვესოს! ჯ ე რ ხ ო მ ს ი ს ხ ლ ი გ ვ ი დ უ ღ ს ძ ა რ ღ ვ შ ი ...
ყ ო ვ ე ლ დ ა წ ე რ ი ლ თ ა შ ო რ ი ს მ ი ყ ვ ა რ ს ი გ ი , რ ა ც ა დ ა მ ი ა ნ ს
11
თ ა ვ ი ს ი ს ი ს ხ ლ ი თ დ ა უ წ ე რ ი ა ... ს ი ს ხ ლ ი ს უ ლ ი ა . მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა ვ !
მაგრამ ჯერ საჩუქარი, მთავარია ვიყოთ სამართლიანნი, ყოველთვის, ყველგან და ყველას მიმართ,
თუნდაც ათასმა თრასიმაქემ მიმტკიცოს, რომ ეს არახელსაყრელი, წამგებიანი და დამღუპველიც კია. ეს ქალი კი
მართლაც იმსახურებს საჩუქარს, სრულიად განსაკუთრებულს, თვითონაც განსაკუთრებული.
თავად განსაჯეთ: არ მივუტოვებივარ მაშინ, როდესაც მორიგმა განრისხებულმა იმპერატორმა (მართალია
რომანიზებულმა, მაგრამ მაინც ბარბაროსმა) სიკვდილი მომისაჯა. ისე, მე თუ მკითხავთ ნებისმიერი იმპერატორი
მეტ-ნაკლებად მაინც ბარბაროსია (ამ სიტყვის ფართო გაგებით) და ნაბოკოვიც მართალია, როდესაც ამბობს,
რომ პოლიტიკოსს სინამდვილეში არ ესმის ლიტერატურა. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკა თავისი არსით
ყოველთვის მოითხოვს შემოქმედებაზე, განსაკუთრებით ლიტერატურაზე კონტროლს ამა თუ იმ დოზით და (აქ
კი უკვე ორუელს უნდა დავეთანხმოთ) შემოქმედება ხომ პირველყოვლისა გრძნობაა, ხოლო გრძნობების
კონტროლირება გარედან შეუძლებელია... ლიტერატურას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს რაიმე
ფასეულობა, თუ მას ვინც წერს, სწამს ჭეშმარიტება თავის მიერ გადმოცემულისა.ამის გარეშე შემოქმედების
ინსტინქტი ქრება. ამიტომ უნდა თქვას უარი მწერალმა თვალი დახუჭოს, თავი მოიტყუოს და სხვაც დააბრმავოს
მოვლენების ჭეშმარიტი არსის თაობაზე, რის შენიღბვასაც ყოველთვის და ყველგან ცდილობდა, ახერხებდა,
ცდილობს და ახერხებს კიდეც პოლიტიკა. ეს ალბათ იმ შემთხვევებზეც ვრცელდება, როცა ამა თუ იმ
სახელმწიფო მოღვაწეს, პოლიტიკოსს თავადაც შეუძლია არცთუ ურიგო ლიტერატურული სტრიქონები წეროს
(ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ ექიმების პრეროგატივა არ არის - კარგი პროზა); ზოგჯერ ლექსიც. მაგ.,
„ვ ა რ დ ს გ ა ე ფ უ რ ჩ ქ ნ ა კ ო კ ო რ ი …“ ასე არაა, ამხანაგო სტა...უკაცრავად, სიტყვა „ამხანაგო“
წამომცდა. წამიერად დამავიწყდა, რომ „Мой товарищ брянский серый волк, „ хотя по-прежнему, и „по-совести
не знаю за что сижу? „ მაგრამ ეს ხომ მარადიული მოვლენა და სამყაროსავით ძველი კითხვაა…
გთხოვთ პოლიტიკურად გაუნათლებელ და უმწიფარ პერსონად ნუ მიმიჩნევთ. მე რა თქმა უნდა მესმის და
ვხვდები თანამედროვე გლობალური საერთაშორისო სისტემის თავისებურებებს – Yes, yes, o Guantanamo, o
Bagram, Abu Ghraib და რამდენი კიდევ ლოკალური Alcatraz, „Kресты“, ვლადიმირის „კრიტი“, ერთ დროს
„გუბერსკი“, თუ ახლანდელი გლდანის იზოლატორი.

„ა რ ი ტ ყ ვ ი ს ა ხ ე ლ ს ? ” მ უ ც ე ლ შ ი დ ა რ ტ ყ მ ა ჯ ო ჯ ო ხ ე თ უ რ ს
ა ყ ე ნ ე ბ ს ტ კ ი ვ ი ლ ს , მ ო ც ე ლ ი ლ ი ვ ი თ დ ა ე ც ე მ ა ს ი ს ხ ლ ი თ
დ ა მ ბ ა ლ ი , მ ლ ა შ ე ტ უ ჩ ე ბ ზ ე ტ კ ი ვ ი ლ ი კ ი ვ ი ს .

ისე, გინდ გამაციმბირონ, გინდა ჯუნგლებში ჩამაგდონ (ვითომ უფრო უარეს ადგილზე არ ვიყო), ან
უდაბნოში უწყლოდ დამტოვონ, მაინც ვიტყვი: ლიტერატურის არსი მართლა რომ გცოდნოდა კობა (он же
Нижарадзе, он же Чижиков, он же Давид, он же Иванович, он же „чудеснъй грузин“, значит… ს ა ხ ე ლ ი
მ ი ს ი ლ ე გ ი ო ნ ი ა ) მწერლებზე არ იტყოდი ადამიანის სულის ინჟინრები არიანო. ეს, რა -
სახარებისეულ სულის მებადურებზე პარაფრაზია? მიპასუხე - ყოფილო სემინარისტო!
თუმცა, ესეც უკვე განვლილი ეტაპია. წავედით. წინ დიდი და უსწორმასწორო გზაა (გზას ვიტყვი თორემ...
გაუვალი ტევრია). მაგრამ, ჯერ დასკვნის სახით მაინც უნდა ითქვას, რომ ამ იმპერატორებს ერთობ
გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ ე. წ. ლეგიტიმურ ძალადობაზე და არ უნდათ შეიგნონ ის უბრალო
ჭეშმარიტება, რომ ბ ე წ ვ ი ს გ ა დ ა ჭ რ ა მ ხ ო ლ ო დ მ ა ს შ ე უ ძ ლ ი ა , ვ ი ნ ც ე ს
ბ ე წ ვ ი შ ე ა ბ ა .... და საერთოდაც იდეის, აზრის, სიტყვის მოკვლა შეუძლებელია; სულის ჩაკვლაც. ეს
ყოველთვის მწამდა. მაშინაც, როცა ეს ქალბატონი სულ სხვა სახით გამომეცხადა პავიის კაზემატში და
ხანგრძლივი საუბრისას ვუთხარი, რომ გულწრფელი მოშურნე ვიყავი ჭეშმარიტებისა და დაუნდობელი მტერი
სიყალბის, და რამდენიმე საუკუნის შემდეგაც, როდესაც იმავე პრინციპების ერთგულების გამო, ისევ და ისევ

12
წყეული კითხვებით მარტოობის კედელზე მილურსმული სულს ვღაფავდი, კვლავ მეწვია, ჩემ სანუგეშებლად
დაეშვა ატლასის მთებიდან. ამჯერად, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად მომინახულა...
ალბათ ამიტომაც არ მივუტოვებივარ არც ადრე, როდესაც სტიქსის წყლებში შევტოპე და არც მაშინ, როცა
ლეთე უკან გადმოვცურე (მაინც როგორ გაბედა, როგორ შემომყვა იმ მღვრიე ღელვაში, ხომ თითქმის
არავითარი შანსი აღარ მქონდა აქეთა ნაპირზე გამოღწევის); არლში, ღამის კაფეშიც იზიარებდა ჩემ
მარტოობას და მ ზ ე ს უ მ ზ ი რ ე ბ შ ი ც ჩემთან იყო, მუდამ ერთი და იგივე და ყოველთვის
სხვადასხვანაირი...
მგონი უკვე მაბოდებს. არცაა გასაკვირი, ведь снова я о д и н о к , к а к п о с л е д н и й
г л а з у и д у щ е г о к с л е п ы м ч е л о в е к а ... ეს, ალბათ, სავსებით კანონზომიერია -
აბა, ბ რ ბ ო შ ი რ ა ვ ნ ა ხ ე მ ე ს ი ხ ა რ უ ლ ი
Tired with all these, for restful death I cry,
As to behold desert a beggar born,
And needy nothing trimmed in jollity,
And purest faith unhappily forsworn,
And gilded honour shamefully misplaced,
And maiden virtue rudely strumpeted,
And right perfection wrongfully disgraced,
And strength by limping sway disablèd
And art made tongue-tied by authority,
And folly doctor-like controlling skill,
And simple truth miscalled simplicity,
And captive good attending captain ill.
Tired with all these, from these would I be gone…
– ეი, ყმაწვილო რა გემართება? არ გეკადრება ამგვარი ლამენტაციები. თუნდაც, ასეთი
მაღალმხატვრული ფორმის. გამაგრდი, ერთი წამითაც არ დაივიწყო, რომ მ ა რ ტ ო ო ბ ა ვ ე რ ა ს
გ ი ზ ა მ ს , გ ც ა ვ ს თ უ ც ი ს ა ძ ა ლ თ ა დ ა ს ი და ისიც, რომ წ ე ს ი ა რ ი ს
მ ა მ ა ც ი ს ა მ ო ჭ ი რ ვ ე ბ ა , ჭ ი რ თ ა თ მ ე ნ ა , ა რ ვ ი ს ძ ა ლ - უ ც
ხ ო რ ც ი ე ლ ს ა გ ა ნ გ ე ბ ი ს ა გ ა რ დ ა ვ ლ ე ნ ა .
– ძმა ხარ, შოთა. ნაღდად ძმა
აბა, სანამ გავყინულვარ წავიდა აზიდვა ხელებზე იატაკიდან, ტემპში და თან ტაშის შემოკვრა, ვაჩვენოთ იმ
თავგადაპარსულ კოვბოის ნამდვილი სისწრაფე და რეაქცია... უუჰ, კარგია, ოცდაათამდე ავედი. ცუდი შედეგი
არ არის, ამ პირობებისთვის, ამოძრავდა სისხლი ძარღვებში. ახლა ხელის თითებიც გავავარჯიშოდ და წავედით
– მ ე კ ა რ გ ა დ ვ ი ც ი ვ ი ნ ა ვ ა რ , რ ა ვ ა რ , ს ა ი დ ა ნ მ ო ვ ე ლ , ა ნ
ს ა ი თ წ ა ვ ა ლ , რ ა ს ვ ე ლ ო დ ე ბ ი , ა ნ რ ა მ ო მ ე ლ ი ს , და ისიც ვიცი, რომ
ც ო დ ვ ე ბ ი ჩ ე მ ი მ ი უ ტ ე ვ ე ბ ე ლ რ ჩ ე ბ ა ც ო დ ვ ე ბ ა დ .
ნეტავ მაინც რა დროა ახლა, რომელი საათი უნდა იყოს? დავიჯერო სადღაც ი ს ე ვ
ნ ე რ ვ ი უ ლ ა დ რ ე კ ა ვ ს ტ ე ლ ე ფ ო ნ ი , რ ო მ ე ლ ი ს ა ა თ ი ა , რ ო მ ე ლ ი
ს ა ა თ ი ა ? მაგრამ რა საჭიროა ასეთი კითხვებით თავის მტვრევა, რა თქმა უნდა ყველაფერი ისევ ძველ-
ახლებურად გ ე ნ ი ა ლ უ რ ა დ ა ა ამ მინიმალიზებულ, გეოპოლიტიკურად მკაცრ ტერიტორიულ
დიეტაზე გადაყვანილ კოპწია Georgia-ში. აი, ეს იცის უსასრულო „თრობის“ და ტკბობის საათებმა და „ნიჭიერი
ხალხის“ ქრონიკულმა ნარცისიზმმა.
ერთი, ორი... ხუთი… ისე, ჩვეულებრივ ვითარებაშიც (არა აუცილებლად სტიქსის წყლებში) არის რაღაც
ინტიმური თუ ქალმა შენთან ერთად გარკვეული მანძილი გამოსცურა და ერთად გამოხვედით ნაპირზე. ეს
13
მართლაც უჩვეულო სიახლოვის განცდას ბადებს, ურთიერთლტოლვას იწვევს. წყლის სტიქიიდან გამოსულებს
მიწა, ხმელეთი გიღებთ შინაურულად, მზესაც უხარია თქვენი ერთად ყოფნა. სამყარო ისეთი ახალია,
ხალისიანი, ალერსით სავსე და ღამის ნეტარების შეპირებით დამათრობელი...
ა რ დ ა ვ ი წ ყ ე ბ ი ს მ წ ვ ა ნ ე კ ო ნ ც ხ თ ა ნ ზ ღ ვ ა , რ ო გ ო რ ც მ ა შ ი ნ ,
ი ქ ნ ე ბ ა მ შ ვ ი დ ი , ვერცხლად გადმოღვრილ მთვარის ბილიკზე უხილავ როიალს ვიღაცის თითები
მიეალერსება და უკვდავ ჰანგებად გაეპაექრება მარადისობას. შენ მომენდობი... აუხდენელი კოცნის ტკივილი
დასერავს გულებს, ტალღათ ჩურჩულში ჩავიძირებით და დავიამებთ იარებს დროის.ბედნიერების ცრემლი
დანამავს ღამეს (. . . დ ა ნ ა მ ა , დ ა ნ ა მ ა დ ა ნ ა მ ა , ეს დიდი ღამეც დ ა ნ ა მ ა , ვ ი ნ ც
ჩ ვ ე ნ ზ ე ც უ დ ი რ ა მ ე თ ქ ვ ა ს – გ უ ლ ი გ ა უ პ ო ს დ ა ნ ა მ ა ). მე ვეღარ
გავარჩევ სად მთავრდება ციაგი მთვარის და იწყება ბზინვა შენი სხეულის. შენ დაივიწყებ წარსულს, მომავალს,
ყველას, ყველაფერს და ჩემ მკლავებში შეუერთდები სამყაროს და ცაზე ერთდროულად იქნება ორი მნათობი -
მზე და მთვარე, როგორც ჩემი და შენი სხეულის შესისხლხორცებული ანარეკლი...
...ოთხი, ხუთი.აი, ეს არის მშვენიერში ჩასახვა არისტოკლ, და დაბადებაც, გასაგებია!
ისევ მაბოდებს. აბა რა იქნება - ვგონებ მართლა მერვე დღე თუ წრე წავიდა, იქნებ საბედისწერო –
მეცხრეც. მეშვიდე დღეს თვით ღმერთმაც კი დაისვენა, მასაც კი დასჭირდა დასვენება. არა, მშვენივრად მესმის,
რომ დ ღ ე ე რ თ ი შ ე ნ ი უ ფ ა ლ ო , ვ ი თ ა რ ც ა წ ე ლ ი ი გ ი ა თ ა ს ი და ისიც,
რომ წ ე ლ ი ე რ თ ი დ ა ა თ ა ს ი ბ ა რ დ ა ბ ა რ ი ა ჟ ა მ ი ს ა , მაგრამ დასვენება, ხომ
ყოვლისშემძლესაც მოუნდა, ხომ საინტერესოა! ნეტავ როგორია ბიბლეისტების კომენტარი ამაზე.ღმერთო,
რამდენი რამ მინდა ვიცოდე და არ კი ვიცი.
(შე კაი დედ-მამიშვილო, რამდენჯერ მითქვამს: ასეთების ცოდნა თუ გსურდა ს წ ა ვ ლ ი ს თ ვ ი ს
დ ა გ ე დ ო გ უ ლ ი , ხ ო მ გ ე ქ ნ ე ბ ო დ ა შ ე ნ ც ზ ო გ – ზ ო გ ი ვ ი თ ,
ს ა კ უ თ რ ა დ , ა რ ა ს ა უ ც ა ბ ე დ ო დ თ ბ ი ლ ი ჭ ე რ ი დ ა რ ბ ი ლ ი
ლ ო გ ი ნ ი . ქ უ ჩ ა ს , ც უ დ ბ ი ჭ ე ბ ს თ ა ვ ი ა რ ი დ ე , რ ა მ დ ე ნ ჯ ე რ
გ ი თ ხ რ ე ს ხ ვ ე წ ნ ა – მ უ დ ა რ ი თ ... ახლა კი, წ ე რ დ ა მ ხ ა რ ს უ კ ა ნ დ გ ა ს
ს ი ნ ა ნ უ ლ ა დ ი მ დ რ ო ი ს მ თ ე ლ ი ნ ა ც უ ღ ლ უ ტ ა რ ი .
მომაშორეთ ეს კაცი, უდროო დროს მეჩხირება ფიქრებში, მომაკვლევინებს თავს.)
და ვინმემ იცის? და თვით ღმერთმაც კი იცის, ან თავისივე ქმნილების ურჯუკი ხასიათი თავიდანვე იცოდა?
თუ ასეა, მაშინ რატომ აღმოჩნდა ადამისა და მისი მოდგმის ქმედებები ასე მოულოდნელი და მიუღებელი
მისთვის. და საერთოდ რატომ არის ღმერთი აგრე მიუწვდომელი, გონებით გასააზრებლად შეუძლებელი
მისივე, მის მსგავსად და ხატად, შექმნილი არსებისათვის. fides quaerens intellectum - ასეა ანსელმ? ვინ გამცემს
ამაზე პასუხს, აღმოსავლელი მოგვები? რაბინები? წმინდა მამები? გერმანელი მისტიკოსები? შტაინერი? ივანე
კარამაზოვი? ვეღარ, მაგას თავის გაჭირვებაც ეყოფა. დალაი-ლამა? ბლავატსკაია? რერიხი? გურჯიევი? ისე
მაგას რა ვუთხარი! ყველაზე კარგად, ალბათ, მაინც განდი გამიგებდა, ძველი არესტანტი - მაჰათმა.
ახლა კი გვეყოფა, ახლა შევჩერდეთ სანამ მთლად არ შევშლილვარ...
ერთი, ორი, სამი... ხუთი. დავიღალე. სიარულით დავიღალე. შეჩერებაა საჭირო. პაუზა. მეტყველი
დუმილის პაუზა... თუმცა ძალიან ცივა, მაგრამ ჩამოჯდომა რომ იყოს შესაძლებელი, ერთ-ორ წუთს მაინც
შევისვენებდი. ერთი მორყეული სკამი რომ იდგეს; აი, თუნდაც ისეთი, ვან-გოგის. თანაც ზედ ჩიბუხი. ესე იგი
გაბოლების საშუალება. ეეჰ, მეც მოვინდომე რა, ნებისმიერი პრეზიდენტის სავარძელში დაბრძანება უფრო
შესაძლოა, ვიდრე ვან-გოგის სკამთან მიახლოება. მარტოობით დანისლული სევდითა და ალალი ადამიანური
სითბოთი გამსჭვალულ ამ ნახელავთან, რომლის სისადავესთან მონარქთა ტახტების ბრწყინვალებაც
ფერმკრთალდება. აი, ის მიუწვდომელი უბრალოება, როცა ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა ს ც დ ე ბ ა თ ა ვ ი ს
ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ს , ი მ ა რ ჯ ვ ე ბ ს ს ა კ უ თ ა რ თ ა ვ ზ ე დ ა ს ი ც ო ც ხ ლ ე დ
ი ქ ც ე ვ ა – ასე არ არის, ჰენრი, პარიზში ჩაბუდებული აღვირახსნილო ანტიასკეტო!
14
გვეყოფა დასვენება და ეს არასაცნაური რემინისცენციები. რა დროს დაღლაა?! წინ! მიუხედავად
ყველაფრისა და ს ი ტ ყ ვ ა ა რ წ ა მ ო გ ც დ ე ს , ს ი ტ ყ ვ ა ც ა რ წ ა მ ო გ ც დ ე ს ,
რ ო მ შ ე ნ დ ა ი ღ ა ლ ე , გ ა ნ ზ ე გ ა დ ე ქ ი დ ა ტ ყ ვ ი ა დ ა ი ხ ა ლ ე . და არც
წამომცდება. ეგ კი არადა ღიმილსაც შევინარჩუნებ და დავრჩები იმად, რაც ვარ სინამდვილეში. რას იტყვი,
ალან! აბა სხვაგვარად როგორ იქნება - O Lucky Man,... Lucky Man!
ჰო, მართლა! იმ როიალზე თაიგული იდო. უფრო სწორად - რამდენიმე ყვავილი იყო მიმოფანტული.
ჰოდა, როგორი საჩუქარიც არ უნდა შევურჩიო ჩემ ცისარტყელას, თაიგულიც აუცილებლად თან უნდა ახლდეს.
ქალის გულიც ხომ თაიგულია. რა მძლავრად და ამავე დროს ნაზად ფეთქავს ის, როცა ძუძუთა კერტებს უკოცნი,
რა არომატიც ასდის! ჰოდა, ასეთ თაიგულს რომ დაეწაფო, თვითონაც სუფთა უნდა იყო. ერთი სიტყვით,
საჩუქარი, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ ვიდრე მივართმევდეთ, ჯერ განვიბანოთ, გავსუფთავდეთ,
განვაახლდეთ.
აბა, კარგი თბილისური აბანო და მაგის ჯანი. განა ხანგრძლივი ყინვების შემდეგ, მამაკაცის ცხოვრება
ხელახლა აბანოდან არ იწყება?!
ვნახოთ, დღეს რომელი მექისე დამხვდება ჟორა (გიორგი) თუ მიშა. მართალია „მაიორას“ ვერც ერთი
ვერ შეედრება (აფსუს, ვერის აბანო!), მაგრამ ამათაც არა უშავთ. ჟორა თუ დამხვდა, მომიწევს მასთან საუბარი
საქართველოს ისტორიის საკითხებზე. მაგალითად პასუხის გაცემა (უკვე მერამდენედ) კითხვაზე: თამარ მეფე
დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო თუ შვილთაშვილი; ან, ვთქვათ როდის გაუქმდა მეფობა
საქართველოში, ბოლშევიკების შემოსვლისას თუ უფრო ადრე. გაერთიანებული ქართული სამეფოს პირველი
მეფე ვინ იყო, ჟორამ (იმავე გიორგიმ) –- ბარე ორი მინისტრისგან განსხვავებით – იცის. აუცილებლად რაიმეს
მკითხავს სტალინზეც, მის წარმომავლობაზე. მომდევნო საკითხად ჟორა - გიორგის თავისი სასწაულმოქმედი
ფიტოთერაპიისა და ჰომეოპათიის არარეალიზებული ეფექტიანობა შემოაქვს. ეს, როგორც წესი, ქისით
გახეხვის შემდეგ, გასაპვნისას ხდება ხოლმე; დაიჩივლებს, რომ ჯანდაცვისა და „კიდევ რაღაცის სამინისტრო“
ჯიუტად ეუბნება უარს ლიცენზიის გაცემაზე, მაგრამ იგი იმედს არ კარგავს და ამასობაში ჩემ დაბანასაც მორჩება.
თხემით ტერფამდე საპნის ქაფით მოცულს თბილ წყალს გადამავლებს, გაამოსო - მეტყვის, „შლჲოპანცებს“
მომიწევს და მეც ას მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს ახალი რეკორდსმენივით, ხალისითა
და ჯანით აღვსილი გავწევ შხაპისკენ...
მიშას ასეთი ინტელექტუალური საუბრები არ უყვარს. ის გაცილებით პრაგმატულია. ხმადაბლა, თავისთვის
ღიღინებს, თან ქისით გხეხავთ, თან სხვათაშორის გკითხავთ: „სამსახური თუ გაქვს, სად მუშაობ, ჯამაგირს
რამდენ გიხდიან“. ეს უკანასკნელი შეკითხვა მექისე მიშას მხრიდან უშუალოდ ჟღერს. აბა, მიშას ეს როგორ
ჩავუთვალოთ უტაქტობაში, როცა აგერ, რომელიღაც კოლეგა-პროფესორი ისე უცერემონიოდ დაინტერესდება
– ხელფასი რამდენი გაქვსო – წუთითაც არ დააფიქრებს ასეთი შეკითხვის უხერხულობა. თუმცა, რა დროს
„პროფესორებია“ საჩუქარი გვაქვს შესარჩევი. უკვე განვიბანეთ, გავსუფთავდით და თაიგულზეც უნდა
ვიზრუნოთ, თანაც ისეთზე დუბლინში, 16 ივნისსაც კი, თვალი რომ ზედ დარჩებოდა ყველას.
საჩუქარზე ალბათ ისიც ფიქრობს, ჩემი პენელოპე, და რა შეიძლება მოხდეს... ის შეიჭრის თმას და მიყიდის
საათის სამაჯურს? მაგრამ რად მინდა სამაჯური და თვით საათიც, დროის მიღმა მყოფს. ამაზე ქალი
დაფიქრდება? ან იქნებ დროში ჩემი დაბრუნება სურს. ასეთ შემთხვევაში მას სავარცხელი უნდა ვაჩუქო? მაგრამ
ეს უკვე იყო, წინა თუ იმის წინა, რომელიღაც ცხოვრებაში, ზუსტად არ მახსოვს, თანაც ე რ თ ს ა დ ა
ი მ ა ვ ე მ დ ი ნ ა რ ე შ ი ო რ ჯ ე რ შ ე ს ვ ლ ა ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა და რომც შეიძლებოდეს
უკვე უინტერესოა. ჰოდა, როგორ მოვიქცე ამჯერად, რა ვაჩუქო, რა ვუსახსოვრო სამარადჟამოდ. იქნებ... იქნებ,
ეს ტექსტი, ა? მაგრამ „შმონზე“ რომ „დაწვან“? რაღა ეს ხელნაწერი, რაღა ეს დაიწვება. ერთხელ ხომ შევძელი
და გადავარჩინე ის გზავნილი, ის წერილი ალტაირიდან და ახლა ამას დავაწვევინებ? თუმცა შეიძლება უარესიც
მოხდეს: უკეთურმა თვალმა იხილოს, თვალთმაქცმა თავისებურად წაიკითხოს, წაბილწოს, აკუწოს. დასაშვებია?
დაუშვებელია! ვეღარ აკუწავენ. უკვე ვეღარ. მე არ დავუშვებ.
15
ჰოდა, საქმეს მივხედოთ, საქმეს. ხომ მართალს ვამბობ ლუკა. ხომ ისევ გვაქვს საქმე, თანაც როგორი
სამახარობლო! და ამ მისიის გაუქმება იქნება?! ათასი წელია ასეთი მართალი წიგნი აღარ ჰქონიათ (იმ გურჯმა
კი მგონი ამჯერადაც მოგვაკვლია).

ბუხარში კი ნაღვერდალი მინავლებულა, აბა, შევუბეროთ! ერთი, ჰუუ, ორი ჰუუუ... სამი... ცოტაცა, ძმაო,
ცოტაცა და... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი შ ე ნ ე რ თ ი მ ა ი ნ ც , ა რ ი ტ ყ ვ ი ,
რ ო გ ო რ ც ი ტ ყ ვ ი ა ნ ს ხ ვ ე ბ ი ... უნდა გაუძლო! ა დ ა მ ი ა ნ ი მ ა შ ი ნ კ ი ა რ
კ ვ დ ე ბ ა , რ ო დ ე ს ა ც უ ნ დ ა მ ო კ ვ დ ე ს ა რ ა მ ე დ მ ა შ ი ნ რ ო დ ე ს ა ც –
შ ე უ ძ ლ ი ა მ ო კ ვ დ ე ს . უკანასკნელი ძალების მოკრებაა საჭირო. უკანასკნელი ზოგჯერ
თავდაპირველზე ძლიერია, გამოცდილებაც ერთვის. თანაც, არჩევანიც აღარ გაქვს, შენღა დარჩი. თვითონ
შეიძლება ვერ გადარჩე, მაგრამ ხსოვნა უნდა გადაარჩინო. ერთი ვინმე ამისათვის ყოველთვის რჩება. ის, ვინც
გზიდან არ გადაუხვევს, ივლის... ეს გზა კი ყოველთვის სიკვდილ – სიცოცხლის, ყოფნა – არყოფნის
გადახლართულ მიჯნაზე გადის და ეს მიჯნაც ხშირად ძალიან შენიღბულია, ზოგჯერ კი შემაძრწუნებლად აშკარა.
მაგრამ ა ქ ა ვ დ გ ა ვ ა რ დ ა ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ ა რ ძ ა ლ მ ი ძ ს ! ეს ჩემი პროტესტის
ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა Via crucis – via lucis და ა რ ა ვ ი თ ა რ ი ს ხ ვ ა გ ზ ა , ს ხ ვ ა
ხ ს ნ ა ა მ ა ზ ე მ ე ტ ი ა რ გ ა მ ა ჩ ნ ი ა .
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
ღმერთო მომხედე, შენ ხომ მაინც ყველაფერს ხედავ და ხარ არსთა გამრიგე. ჰოდა, ამ ბრძოლაშიც
შემეწიე. შემინდე ყოველი უსჯულოებანი, მომიტევე შეცოდებანი ჩემნი აურაცხელნი და მათქმევინე, რომ
მართლაც ხარ ის რომელიც ხარ და საერთოდაც... გენიალური ვინმე ხარ. თუმცა არა, სჯობს სხვა გამოთქმას,
უფრო არსებით ეპითეტს მივმართო, უფრო ახლობლურად მოგმართო (გენიალურს ახლა იმდენის და ისეთების
მიმართ ხმარობენ, რომ ძალიან ტრივიალური გახდა და შენ ვეღარ გკადრებ), მაგრამ საჭირო სიტყვას რომ
ვერ ვპოულობ. აქ თავდაპირველი სიტყვაა მოსახმობი. ჰოდა, აბა 21–ე საუკუნეში და ისიც მხოლოდ ჩვენი
წელთაღრიცხვით, თავდაპირველი სიტყვა საიდან? მოდი მოკლედ და თბილისურად გეტყვი – ჯიგარი ხარ და
მჯერა მუდამ ასეთი იქნები. აბა შენ რა შეგცვლის! ოღონდ არ მითხრა ახლა ეს ყველაფერი მეილზე მომწერე და
თანაც ინგლისურადო. არ არის ეს ინგლისური ენა იმდენად მდიდარი და გამომსახველი რომ „ჯიგარ“–ის ზუსტი
შესატყვისი ან სხვა მსგავსი ფუნდამენტური ცნების აღმნიშვნელი ჰქონდეს. არ არის და რა ვქნათ? არ განუცდია
სპარსულის გავლენა: „სპარსთა ენისა სიტკბობამ“ ინგლისელებს ვერ „ასურვა მუსიკობანი“. როგორც ჩანს
ლინგვისტური თვალსაზრისით საკმაოდ უპრეტენზიო (?) ხალხია. მათი ლიტერატურის სრულად ცოდნაზე თავს
ვერ დავდებ, მაგრამ არ წამიკითხვას და არც სხვისგან გამიგია ინგლისელებს ეთქვათ, რომ შენ მეორედ
მოსვლისას ადამის მოდგმას მათ ენაზე განიკითხავ. ასეთი ამბიცია ანგლოსაქსებს არც მაშინ ჰქონიათ როდესაც
„მზე არასოდეს ჩადიოდა ბრიტანეთის იმპერიის თავზე“ (თუმცა კი მიუთითეს მსოფლიოს – მნათობი
გრინვიჩიდან ამოდისო) და მით უმეტეს არც ახლა, როდესაც წყნარად არიან შეყუჟულები თავის ნისლიან
ალბიონზე (თუ არ ჩავთვლით საფეხბურთო ფანების ხანმოკლე დესანტებს კონტინენტურ ევროპაში),
მშვენივრად მოიხმარენ ადრე მოხვეჭილ–მოპოვებულს და იშვიათად, ისიც მოუსვენარი ამერიკელების
წაქეზებით და მოთხოვნით, უხალისო – ხალისით ებმევიან „დემოკრატიული მშვიდობის“ გლობალურად
დამკვიდრების ისტორიულ (სტრატეგიულ) აუცილებლობაში. აი, იანკი სხვა საქმეა. ოო, ძია სემი მოგეხსენებათ...
თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ახლა ამაზე მსჯელობას ვერ დავიწყებ. ბოლოს და ბოლოს ლექციას ხომ არ
ვკითხულობ საერთაშორისო ურთიერთობებზე. თავადაც კარგად იცი ვინ რას წარმოადგენს, რას და რისთვის
თამაშობს დიდი საჭადრაკო დაფით დეკორირებულ „გლობალურ ჯუნგლებში“, სადაც ჩემი პატარა, ტურფა
საქართველო ახლომდებარე მტაცებლებისგან გასაჯიჯგნადაა განწირული, ხოლო შორეული „მოყვრებისთვის“
ცივილიზებულად, დელიკატურად, ნორმების სრული დაცვით მოსახმარ მხარეს, ტერიტორიას, პლაცდარმს

16
წარმოადგენს. ასეა, თ უ შ ვ ი ლ ნ ი ა რ ვ ე ვ ა რ გ ე ნ ი თ , რ ა ქ ნ ა ს ს ა მ შ ო ბ ლ ო
მ ი წ ა მ ა .
ეჰ, მამულო – შ ე ნ ი წ ი ნ ა ს წ ა რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ნ ი ც რ უ დ ა ს უ ლ ე ლ უ რ
ხ ი ლ ვ ე ბ ს ხ ე დ ა ვ დ ნ ე ნ შ ე ნ თ ვ ი ს ... დ ა კ ა რ გ უ ლ ი ს
დ ა ს ა ბ რ უ ნ ე ბ ლ ა დ , მ ხ ო ლ ო დ ც რ უ ს ა დ ა მ ა ც დ უ ნ ე ბ ე ლ გ ა ნ ა ჩ ე ნ ს
ხ ე დ ა ვ ე ნ შ ე ნ თ ვ ი ს .
უფალო, ვითომ რა მოხდება ცოტა აქტიურად რომ ჩაერიო ამ ანარქიული სისტემის რეგულირებაში,
ეთიკური განზომილების საფუძველზე მისთვის სტაბილურობის მინიჭების საქმეში. ძალიან იდეალისტურად
ვმსჯელობ? არა, არ მავიწყდება, რომ შენგან მთლად მიტოვებულები არ ვართ. ჯერ კიდევ გვახსოვს ვის
წილხვედრ ქვეყანას წარმოვადგენთ, გვყავს 365+1 წმინდა გიორგი (ისე, ერთხელ, არაწმინდა ფსევდოგიორგიც
შემოგვაპარეს და რა ვიხეირეთ მაგით, კი ხედავ თვითონ), წმინდა ნიკოლოზიც კვლავ გვმფარველობს და რა
თქმა უნდა ნ ი ნ ო ზ ე დ ა ნ დ ო ბ ი თ დ ა მ ი ს ი შ ე ნ დ ო ბ ი თ ა რ
გ ა დ ა ვ შ ე ნ დ ე ბ ი თ , მაგრამ მაინც სულ ისეთი გრძნობა გვაქვს (განსაკუთრებით ამ უკანასკნელ ხანს),
რომ შენი ხელი მოგვაკლდა...
– როგორ? თუ შეიძლება უფრო მკაფიოდ გვითხარი.
– თვითონ გავანძრიოთ ხელი ანუ ტვინი და გვიშველი?
– ეჰ, ტვინი სადღაა თორემ?!...
– რაო?
– არც მთლად მასეა საქმე? ერთი–ორი მართალი, დაუსრულებელ გზაზე შემდგარი კაცი კიდევ
მოგვეძებნება?
– ჰოდა, თუ მასეა ამ ერთი–ორის ხათრით მაინც ნუ მოასპობინებ მტარვალებს ჩემ ქვეყანას. ზოგიერთ
რამეს შეგახსენებ, თორემ შენ იშვიათად, მაგრამ მაინც რაღაც გულმავიწყობის მსგავსი გემართება ხოლმე
(გოდ. 2,1). ხომ შეისმინე თავის დროზე აბრაამის აპელაცია (დაბ. 18–23–33), მოსეს არგუმენტები (გამ. 32, 11–14).
– რა ბრძანე? იქ საქმე რჩეულ ხალხს ეხებოდაო?
– კარგი რა, ღმერთო, შენთანაც მოსულა ჩემი, შენი, რჩეული, პრივილეგირებული, ელიტა? თუ ღმერთი
ხარ ყველასათვის უნდა იყო, თორემ ამიტომაცაა ზოგიერთები (გვარებს არ დავასახელებ), რომ იწყებენ
მტკიცებას თითქოს შენ საერთოდ არ არსებობდე, ან რომ კი არსებობდი, მაგრამ მოკვდი. მართალია, ეს
ძალიან ძვირი უჯდებათ ხოლმე, მაგრამ ვიდრე თავისი მიეზღვებათ, მანამდე რაებს სჩადიან?! და შენ, დავიჯერო
ამის ხილვა გსიამოვნებს? ნუღა მეტყვი, რომ შენი გზები და სამართალი ჩვენთვის მიუწვდომელია, ყველაფერი
ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის და ამ არსებულს შევეგუოთ. განა ყველა შენი ნამდვილი წინასწარმეტყველი
და მოციქული პირწმინდა მეამბოხე არ იყო? მარტო ამოსი რად ღირს (ამოს. 5. 10–24) ან თუნდაც ესაია (1.4–17)
სხვათა სახელებიც შეგახსენო? არა, ასეთი თავხედიც არ ვარ. ხომ თვითონაც აღარ გჯერა, ახლა მაგის. ჰოდა,
შენ და კონფორმიზმი?!
გამეცი პასუხი – კაცი არ ხარ? აღარ მელაპარაკები ხომ, აბა, ახლა ჩემთან დიალოგის გაწყვეტა იქნება? ვინ
მყავს შენს მეტი დამლაპარაკებელი. მოდი შევრიგდეთ. რაც იყოს იყოს. არ გინდა ახლა თავის მომკვდარუნება,
ხომ ვიცი, რომ ცოცხალი ხარ.
– და გაისმა ხმა – ახალმოსულო!
– მიუგო - აქ ვარ.
მეტისმეტი მოგდის. რატომ მოითხოვ ჩემგან პასუხს იმაზე, რასაც თვითონ უნდა ხვდებოდე. როდემდე
გინდათ ასე მზამზარეული რეცეპტების მიღება თქვენ წყლულებზე სამკურნალოდ და არა დაფიქრება იმაზე, თუ
რატომ გჭირთ ეს სნეულებანი.
– მიუგო - ყველას მაგივრად როგორ ან რატომ უნდა გიპასუხო. ერთი უსწავლელი, გაუნათლებელი კაცი
ვარ („ხარისხიც“ კი არ მაქვს დაცული).კალამი მე არ მიჭრის და სიტყვა; დიქცია არ მივარგა, ძმაც არ მყავს, რომ
17
საჭირო დროს ჩემ ნაცვლად ილაპარაკოს. არც მასმედიაზე მიმიწვდება ხელი, ვერც სოციალურ ქსელებში
მოვხვდები, ისეთ ღრმა და ბნელ იზოლაციაში (კინაღამ წამომცდა – კოლეგიალობაში) ვარ მოქცეული. თანაც
უკვე დიდი ხანია, შენ კი „ახალმოსულოო“ მომმართავ.
– კვლავ გაისმა - ახლმოსულო! მსგავსი მსჯელობა და ტონი ადრეც მსმენია. შენ არც პირველი ხარ და არც
უკანასკნელი. საოცარია, როგორ გაურბიხართ პასუხისმგებლობას როცა საქმე საქმეზე მიდგება ხოლმე.
მაგისთვის მოგეცათ ნება თავისუფალი, ნებისყოფა, გადაწყვეტილების მიღების უნარი?
– მიუგო – რომ გიპასუხო კვლავ ზედმეტობაში ჩამითვლი?
– არა – იყო პასუხი. - თქვი რასაც ფიქრობ.
– მიუგო – ჰოდა, თუ მასეა, განა შენ არ განგიცდია რაღაც სინანულის მსგავსი ან დაეჭვება მოსახდენის
აუცილებლობაში? ვთქვათ, წარღვნის შემდეგ (დაბ.8,21) ან ზეთისხილი მთაზე (მარკ.14,26 – 41; ლუკ. 39–42),
გოლგოთაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ (მათ.27,46; მარკ.15,3)
– გაისმა - ჰო, მაგრამ განა პირდაპირ და გასაგებად არ მითქვამს ყველაფერი? განა რომელიმე ჩემი
ანგელოზისთვის დამიკისრებია პასუხისმგებლობა მომხდარის გამო. ყურადღება მიაქციე როგორ ვიცავ ჩემ
სიტყვას და სიტყვაც როგორ გიცავთ თქვენ. ამით დავამთავროთ ეს დისკუსია, ამჯერად მაინც. შენ კი იცოდე,
ადგილი სადაც იმყოფები, სინამდვილეში წმინდაა და ნათელი. შესაბამისად იმოქმედე. იმავე საწყაოთი
მოგეზღვევა.
– არ გამაგიჟო, ღმერთო! ეს წუმპე და წყვდიადია წმინდა და ნათელი?! დამცინი კიდეც?
– იყო ხმა - აი, ასეთები ხართ ადამიანები. დაუფიქრებლად და ხელაღებით მომაწერთ ხოლმე თქვენ
თვისებებს. დაცინვა მე საერთოდ არ ვიცი რა არის. ხუმრობა, კი ბატონო, იუმორის გრძნობაც საკმარისი მაქვს,
ზოგჯერ შეიძლება ზომიერი ირონიაც ჩავაქსოვო ისტორიის მსვლელობაში, ისიც იმიტომ, რომ თვალი
აგეხილოთ მეტისმეტად თავდაჯერებულებს, მაგრამ დაცინვა არა, არავითარ შემთხვევაში. გაახილე თვალი!
დამნახავები ყოველთვის ხედავდნენ. შენც შეგიძლია, თუ მოინდომებ, ნამდვილად თუ მოინდომებ სინათლესაც
დაინახავ და სიწმინდესაც. მეტსაც გეტყვი, თუმცა, არა, დანარჩენს თვითონ მიხვდი, ყველა მონაცემი გიბოძე
სამაგისოდ.
– ღმერთო, ეს მაინც მითხარი, აი ლეგიტიმურია თუ არა...
– უმალ გაისმა - პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს მე არ ვაკეთებ, ეგ სფერო ჩემი ანტაგონისტის
კომპეტენციაა.
ისევ მძიმე და ყრუ მდუმარებაში ჩაესვენა ყოველივე. უაზრო და უსახო ნიჰილიზმის გამოშიგნულ
სიცარიელეში ყინვამ იმატა.
ეს რა გამაოგნებელი რამ მითხრა ბოლოს – ფიქრს განაგრძობდა ი გ ი . როგორ, ისტორიას განაგებს
და პოლიტიკურ მოვლენებს ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სფეროს, რომელიც ფაქტობრივად მთელ ჩვენ
ცხოვრებას განაპირობებს თავისი ანტიპოდის გამგებლობაში ტოვებს?! აბა, იმას რა ვუყოთ, ერთი ძალიან
ავტორიტეტული, დამასკოს მისადგომებთან გასხივოსნებული თუ დასხივებული პროზელიტი დამაჯერებლად,
რომ გვიმტკიცებდა „...ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს ხ ე ლ მ წ ი ფ ე ბ ა , თ უ ა რ ა ღ მ რ თ ი ს გ ა ნ “
– ო.(რომ. 13,1) და თანაც ამას ამბობდა პოლითეისტური რომის იმპერიის არსებობისას და მის ფარგლებში. ხომ
არ იჩენს აქ თავს მოციქულის მცდელობა ევანგელისტური შინაარსი ელინური აზრისა და ენის ფორმაში
მოაქციოს, ასე გადმოგვცეს და აქედან ხომ არ მომდინარეობს ის, რომ როდესაც სახელმწიფოსადმი
ლოიალობის საკითხი დგება ქრისტეს უკანა პლანზე გადაანაცვლებენ ხოლმე. ნიბურისგან განსხვავებით
დარწყმუნებული არ ვარ ამაში, მაგრამ იმ ფაქტსაც ვერსად წაუვალთ, რომ ეს „ხელმწიფება“ ძალაუფლება
პირველ რიგში პოლიტიკური ცნებაა. მაშინ რა გამოდის, რაღაც გამოუვალ წინააღმდეგობაში ვარდებით
(თუნდაც ეს წინააღმდეგობა ვარდებით იყოს მოფენილი, საკითხი თავის სიმწვავეს არ კარგავს). თუმცა, თუ
დავუშვებთ (გვაქვს ამის საფუძველი), რომ პავლე მოციქული მშვენივრად ითავსებს იმას, რასაც მისმა ერთმა
უფროსმა, თითქმის თანამედროვე დიდმა სწავლულმა პოლიტიკური თეოლოგია უწოდა, ან თუნდაც
18
გარკვეულწილად ასეთი თეოლოგიის წინამორბედად მივიჩნევთ შაულ-სავლედ ყოფილს (თეოლოგიური
პროპაგანდა ხომ ნაღდად სახეზეა, თანაც როგორი ოსტატობის), მაშინ ზოგიერთი საკითხი ნაწილობრივ მაინც
გასაგები ხდება, მაგრამ შეკითხვა რა არის თვითონ პოლიტიკა, ძალაში რჩება. ვთქვათ, ის მართლაც
შესაძლებლის ხელოვნებაა („წარმართთა მოციქულის“ მოღვაწეობა ამას ნამდვილად ადასტურებს) მაშინ
მთელი ჩვენი ცხოვრება პოლიტიკა ყოფილა. განა სულ შესაძლებლობებს და მათი რეალიზების საშუალებებს
არ ვეძებთ? განა საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ ვართ ან არ უნდა ვიყოთ
დაკავებულნი?
ოღონდ ხელები არ გაასავსავოთ ახლა და არ შეიცხადოთ, რომ ეს პოლიტიკის მეტისმეტად პრაგმატული,
რიშელიესეული (raison d’etat) ან ბისმარკისეული (Real politik) ევროპული გაგებაა, უფრო ფართო გაგებით,
დასავლური, ვილსონის იდეალიზმით შენიღბულ-შელამაზებული ხედვაა და ქართველებს, ამ პოლიტიკურადაც
„კაცია – ადამიანებს?!“ ეს არ გვეხება ან, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გვეხებოდეს.
გვეხება, ძალიანაც გვეხება. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მოგვწონს თუ არა, იმიტომ, რომ ჩვენ მათი (არა
მხოლოდ მათი) შესაძლებლობების რეალიზების სფეროში ანუ გლობალური გეოპოლიტიკური კოდის
არეალში ვართ მოქცეულნი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თვით დასავლეთი – დოუსონის, უაითისა თუ სხვათა პირით
ამბობს, გვეუბნება, თითქოს გვაფრთხილებს კიდეც, რომ დ ა ს ა ვ ლ უ რ ც ი ვ ი ლ ი ზ ა ც ი ა ს
მ ს ო ფ ლ ი ო ს ს ხ ვ ა ც ი ვ ი ლ ი ზ ა ც ი ე ბ ი ს გ ა ნ მ ი ს ი ო ნ ე რ უ ლ ი ბ უ ნ ე ბ ა
გ ა ნ ა ს ხ ვ ა ვ ე ბ ს ა ნ უ ს ხ ვ ა ხ ა ლ ხ ე ბ ი ს თ ვ ი ს მ ი ს ი გ ა დ ა ც ე მ ა
ს უ ლ ი ე რ მ ო ძ რ ა ო ბ ა თ ა უ წ ყ ვ ე ტ ნ ა კ ა დ შ ი ... დ ა ს ა ვ ლ უ რ ი
ც ი ვ ი ლ ი ზ ა ც ი ა მ ს ო ფ ლ ი ო შ ი ც ვ ლ ი ლ ე ბ ე ბ ი ს გ ა მ ო მ წ ვ ე ვ ი დ ი დ ი
ძ ა ლ ა ა , რ ა დ გ ა ნ ა ც მ ს ო ფ ლ ი ო ს შ ე ც ვ ლ ა მ ი ს ი კ უ ლ ტ უ რ უ ლ ი
ი დ ე ა ლ ი ს გ ა ნ უ ყ ო ფ ე ლ ნ ა წ ი ლ ა დ ი ქ ც ა . მერედა განა უკვე არ ვიცით, ისტორიულად
დადასტურებული არაა, რომ ეს მისიონერობა, არცთუ იშვიათად, მახინჯ ფორმებს იღებს, რომ იმ სულიერ
მოძრაობათა უწყვეტ ნაკადში ჩართულ – ჩაწნულია ეკონომიკური ინტერესი, მატერიალური ეგოიზმი,
ფინანსური მომხვეჭელობა...
პროტესტანტული ეთიკა – დასავლური მისიონერობის ეს ერთ-ერთი უმძლავრესი გამოვლინება – და
კაპიტალიზმის სულისკვეთება, როგორც ერთიანი, განუყოფელი ფენომენი, განა ისევ დასავლელმა
მოაზროვნემ, ვებერმა არ დაგვანახა თვალნათლივ. დღეს კი რა დარჩა იმ ასკეტური, რაციონალური ეთიკიდან
ან იმ პურიტანული პრედესტინაციის სულისკვეთებამ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა – სერიოზული
საკითხავია. თუმცა, რატომ დარჩა? აბა სათავეებსაც შევხედოთ ვარდისფერი სათვალეს გარეშე. ვითომ
შემთხვევით ათქმევინებს სტაინბეკი თავის ერთ-ერთ გმირს, საკუთარ ქალაქზე მსჯელობისას, რომ
„დარწყმუნებული ვარ, მისი დამფუძნებლები და ჩემი წინაპრები იმ მოუსვენარ, თავზეხელაღებულ, მუხანათ და
დაუნდობელ მეზღვაურთა შვილები იყვნენ, ვისგანაც ელისაბედის მეფობის დროს, ევროპას თავი მოძულებული
ჰქონდა, კრომველის დროს დასავლეთი ინდოეთი თავის საკუთრებათ მიაჩნდათ, მერე კი ტახტზე დაბრუნებულ
კარლოს სტიუარტის სიგელმომარჯვებულებმა ჩრდილო სანაპიროზე დაიბუდეს. მარჯვედ შეახამეს
ერთმანეთთან მეკობრეობა და პურიტანიზმი, თუმცა უფრო ღრმად თუ ჩაწვდები, ეს ორი რამ დიდად არ
განსხვავდება ერთმანეთისგან. ვერც ერთი და ვერც მეორე წინააღმდეგობას ვერ იტანს და სხვის დოვლათზე
ორივეს ერთნაირი სიხარბით უჭირავს თვალი. შეკავშირების შემდეგ მათ გამძლე და მაგარი მაიმუნების ჯიში
გამოიყვანეს...“
რაო, რა ბრძანეთ – „ეს მხატვრული ნაწარმოებია, ასე ვთქვათ სიტყვაკაზმული მწერლობა და მკაცრი
(თუნდაც არამკაცრი) მეცნიერული მსჯელობისას მისი მოხმობა არცთუ სარწმუნო, ნაკლებად დამაჯერებელი,
იქნებ, არაკორექტულიც კია“?

19
ჯერ ერთი უნდა მოგახსენოთ – ის გარემოება, რომ ბელეტრისტიკა, როგორც წინასწარგანჭვრეტისას,
ასევე პოსტფაქტუმ აღწერაში არ არის შეზღუდული სამეცნიერო ტერმინოლოგიით, თეორიული
მოდელის/მოდელების/ შექმნის აუცილებლობით და დეფინიციური „დისკომფორტით“, მას გარკვეულ
უპირატესობას ანიჭებს პრობლემის მკაფიოდ და ცოცხლად წარმოჩენის, ასე ვთქვათ, ექსპრესიულობის
თვალსაზრისით იმ დასტა–დასტა „მშრალ“ თეორიულ განაზრებებსა და ხშირად ჩიხში შემავალ მსჯელობებთან,
რომელთა შემეცნებითი ღირებულება საარქივო განსასვენებლებში ჰპოვებს ხოლმე ადგილს. მაგალითად,
თქვენ შეიძლება სპეციალური ლიტერატურის ტომები წაიკითხოთ დიქტატორული მმართველობის შესახებ,
მაგრამ ამით მიღებული წარმოდგენა და ცოდნა გადაწონოს მარკესის ერთმა რომანმა – „პატრიარქის
შემოდგომა“.
ეს ისე, სიტყვისათვის. მაგრამ თქვენ არგუმენტს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება. კი ბატონო, მაშინ
იმავე საკითხის შესახებ (თავზეხელაღებულობა, მეკობრეობა, პურიტანიზმი) სპეციალისტს, ამ შემთხვევაში
პოლიტოლოგს მოვუსმინოთ.
ვის?

ვის და თუნდაც, ბიძია (გნებავთ, ბაბუა) ზბიგნევს, რომელიც იმავე ფენომენის შესახებ ასე, უფრო
რესპექტაბელურად, მსჯელობს: „ჩრდილოეთ ატლანტიკის დასავლეთევროპულ სანაპიროზე მდებარე
სახელმწიფოები მიზანმიმართულად და აქტიურად პირველნი გაეშურნენ ჩვენი პლანეტის გამოსაკვლევად.
ფაქტორთა მძლავრი ერთობლიობა – სანავიგაციო ხელსაწყოების განვითარება, საკუთარ რწმენაზე სხვა
ხალხთა მოქცევა, მონარქიული და პირადი დიდების წყურვილი, და რა თქმა უნდა, გამდიდრებისკენ
დაუოკებელი ლტოლვა – ამოძრავებდა მათ“.

უფრო ზემოთ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით სოციოლოგიას თუ მივმართავთ, მაშინ თუნდაც


პარეტოს შემაშფოთებელი პროგნოზი რად ღირს დემოკრატიის პლუტოკრატიად გადაგვარებისა და
დემაგოგიური პლუტოკრატიის ციკლის შესახებ, რომელშიც ვგონებ, სწორედ ახლა ასე ღრმად ჩაეფლო ჩვენი
(?!)გასხვისებული, სხვა Saაkapтвელო - ეს გონებრივი ცვედანობის, ზნეობრივი კრახისა და ფიზიკური
გადაგვარების ზონა, სადაც ყველა ბუშს - და ბუშის ბუშსაც - პრეზიდენტობა სწადია და ყველა ექსკრემენტს შუშა
ოქროდ მოაქვს თავი. ან სხვაგვარი როგორ შეიძლება იყოს ეს ათასწლობით ურჯუკი ცხოვრებით მოთრეული,
რის ვაი–ვაგლახით გადარჩენილი, შემდეგ ტოტალიტარიზმის წნეხით დასრესილ–დადამბლავებული და აგერ
ახლა გლობალიზაციის ვირუსებით „გაპოხიერებული“ მ ხ ა რ ე ე რ თ ი ც ი დ ა.
აბა, იმისთვის ვიღას სცალია, რომ საკუთარი ლოკალური კოდი შევიმუშავოთ, ჩვენივე გეოპოლიტიკურ
თვითიდენტიფიცირებაზე დავფიქრდეთ და ამის ნაცვლად მაინცდამაინც ვიღაცაზე მიკედლება, ვიღაცის
კმაყოფაზე გვსურს არხეინობა, ჩვენი ლამისაა სამიათასწლოვანი (?) ინფანტილიზმისა და შეძენილი, სულ ცოტა
ხუთსაუკუნოვანი მარაზმის სიურრეალისტური სიმბიოზის დაკონსერვებული პრაქტიკით –
ქ ე დ დ რ ე კ ი ლ ე ბ ს , მ ა დ ლ ი ე რ ე ბ ს , უ შ ფ ო თ ვ ე ლ ე ბ ს დ ა
ქ ვ ე მ ძ რ ო მ ე ლ თ ... ა რ გ ა მ ტ ა ნ ე ბ ს დ ა ც ბ ი ე რ ე ბ ს , მ ტ რ ი ს ა რ
მ ც ნ ო ბ ე ბ ს , მ ო ყ ვ რ ი ს მ გ მ ო ბ ე ბ ს ...
ისე სიტყვამ მოიტანა და რადგან წეღან დასავლური სწავლებები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ რომ მტერ-
მოყვარის დანახვისა და გარჩევის პოლიტიკურად გამოკვეთილი გაგებაც ისევ და ისევ დასავლეთმა მოგვცა.
ეჰ, მეფევ ერეკლე, ხმალს მამულისთვის შესაშური ვაჟკაცობით, მტრისთვის ა ვ ა დ იქნევდი,
სამხედრო ტაქტიკისა და იქნებ სტრატეგიის ცოდნაშიც მაინც და მაინც ვერ შემოგედავებად კაცი, კახთ ბატონო,
მაგრამ ომი ხომ პოლიტიკის გაგრძელებაა (მარტო 2008 წლის აგვისტო რად ღირს ამის საილუსტრაციოდ) და
ამ გაგრძელების საშუალებებს როგორ კარგადაც არ უნდა ფლობდე, თავი და თავი პოლიტიკა თუ არ გესმის,
არ გივარგა ან ხელს არ გიწყობს მაშინ... ვაჰ, დრონი, დრონი!

20
ვ ე რ ა ვ ი ნ დ ა ვ ე რ ა ფ ე რ ი ვ ე რ გ ა ე ქ ც ე ვ ა დ ა უ ნ დ ო ბ ე ლ
შ ე დ ე გ ე ბ ს პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ს ა !
რას ვიზამთ, ვ ე რ ი დ ა ვ ი თ ა პ ა ტ ა რ ა კ ა ხ მ ა , ვ ე რ ი დ ა ვ ი თ ა ! და ეს
ფაქტის კონსტატაციად უნდა მივიღოთ და არა როგორც საყვედური ან მით უმეტეს ბრალდება. საქართველოს
ისტორიის უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო ერეკლემ; მაგ ამბავს ორი აღმაშენებელიც აღარ ეყოფოდა უკვე -
ს ხ ვ ა ხ ა ლ ხ ი ს ი ს მ ო დ ა ა ქ ჟ რ ი ა მ უ ლ ი , შინაურის თუ გარეულისა, ხოლო როცა
რ ო მ ე ლ ი მ ე ხ ა ლ ხ ი უ ფ რ თ ხ ი ს , ე შ ი ნ ი ა , გ ა უ რ ბ ი ს პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი
ე გ ზ ი ს ტ ე ნ ც ი ი ს გ ა მ ო ვ ლ ი ნ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს გ ა რ ჯ ა ს , ძ ა ლ ი ს ხ მ ე ვ ა ს ა
დ ა ხ ი ფ ა თ ე ბ ს , მ ა შ ი ნ მ ო ი ძ ე ბ ნ ე ბ ა , გ ა მ ო ჩ ნ დ ე ბ ა რ ო მ ე ლ ი ღ ა ც
ს ხ ვ ა ხ ა ლ ხ ი , რ ო მ ე ლ ი ც ი კ ი ს რ ე ბ ს ა ს ე თ ძ ა ლ ი ს ხ მ ე ვ ა ს ა დ ა
გ ა რ ჯ ა ს , თ ა ვ ი ს თ ა ვ ზ ე ა ი ღ ე ბ ს მ ი ს დ ა ც ვ ა ს გ ა რ ე შ ე
მ ტ რ ე ბ ი ს გ ა ნ დ ა ა მ ი თ პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ბ ა ტ ო ნ ო ბ ა ს ა ც ; მ ფ ა რ ვ ე ლ ი
( s c h u t z h e r r ) , დ ა ც ვ ა ს ა ( s c h u t z ) დ ა მ ო რ ჩ ი ლ ე ბ ა ს შ ო რ ი ს
ა რ ს ე ბ უ ლ ი დ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ი ს ო დ ი ნ დ ე ლ ი უ რ თ ი ე რ თ კ ა ვ შ ი რ ი ს
ძ ა ლ ი თ , გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ა ვ ს შ ე მ დ ე გ მ ტ ე რ ს .
კრწანისთან (1795) ირანმა, ბატონყოფილმა დაგვსაჯა რუსეთთან - ახალ სიუზერენთან - დაახლოვების
გამო და რუსეთმა თითიც არ გაანძრია დასახმარებლად. თუმცა კი საამისო ვალდებულება უკვე ნაკისრი
ჰქონდა. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (1992-1993; 2008) უკვე რუსეთი გვსჯის ამერიკასთან - ახალ ბატონთან -
დაახლოვების გამო და დასავლეთს (რუსეთისგან აგვისტოში ასეთი მწარე ალიყურის შემდეგ) ისღა დარჩენია
სამედიცინო, ძირითადად ტრავმატოლოგიური მასალები გამოგვიგზავნოს სამკურნალოდ და თავი იმით
იმართლოს, რომ ფორმალურად მას არავითარი ვალდებულებები ჩვენს მიმართ ნაკისრი არ ჰქონდა. ეს
მხოლოდ ჩვენ ვყოფილვართ ვალდებულნი მონაწილეობა მივიღოთ მათ სამხედრო ოპერაციებში და
დავიხოცოთ კიდეც...
რაღაც ძალიან ჯიუტად არ გვინდა შევიგნოთ (იქნებ აღარც ამის შეგნებისა და მით უმეტეს რეალიზების
უნარი შეგვწევს), რომ ს ი ტ ყ ვ ა „ დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა “ ა რ ა მ ხ ო ლ ო დ
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს , ა რ ა მ ე დ ს ა კ უ თ ა რ ი ძ ა ლ ე ბ ი ს ი მ ე დ ა დ
ყ ო ფ ნ ა ს ა ც ნ ი შ ნ ა ვ ს (ისე, კაცმა რომ თქვას, როგორ გინდა საკუთარი ძალების იმედად ყოფნა ამ
ოფიციალურად გაქსუებული ზ ა ქ ი ჭ ა მ ი ე ბ ი ს ამარა).
მტერ-მოყვრის ამოცნობაში დაიბნა ერეკლე შინაც (ვიწრო თუ ფართო გაგებით) და გარეთაც.
პოლიტიკაში ხომ მარადიული მტრები ან მეგობრები არ არსებობენ, არამედ მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ეს
სიტყვები, ეს უნივერსალური ფორმულა ერეკლეს დროს ჯერ წარმოთქმული არ იყო, მაგრამ ჭეშმარიტება და
კანონზომიერებები პოლიტიკაშიც კი, ამ თითქოსდა მოუხელთებელ ფენომენში - მათი დადგენისა და
გაჟღერების გარეშეც ხომ თავისთავად არსებობენ. არც „მტრისა“ და „მეგობრის“ ევროპაში გააზრებული
პოლიტიკური თეორია არსებობდა, როცა ჩრდილოეთისკენ ვდგავდით საბედისწერო ნაბიჯებს, მაგრამ ისიც ხომ
ფაქტია, რომ შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია და სამხრეთი ან აღმოსავლეთი თუ გვთავაზობდა რაიმე
გარიგებას, ისიც მხოლოდ ქართველობისთვის მიუღებელი ალტერნატივის სახით, მაშინ როცა „Великая Русь“
სივრცობრივი ექსპანსიის ფატალური გარდაუვალებით მოიწევდა, მოაბოტებდა, მობაჯბაჯებდა ჩვენკენ –
რადგან „России нет, есть Российская империя“. აი, ასე არიან დაპროგრამირებულნი და ბარემ ესიც ვთქვათ,
არა მხოლოდ ისინი.
ერთი სიტყვით დღევანდელი გადასახედიდან ერეკლეს პასუხს ნუ მოვთხოვთ და ვერც მოვთხოვთ. სჯობს
თანამედროვეობის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობაზე დავფიქრდეთ, თუ შეგვრჩა ფიქრის თავი. მაგრამ ნურც
იმას იტყვის ვინმე - სად ერეკლე და სად კლაუზევიცი, ლორდი პალმერსტონი ან მით უმეტეს კარლ შმიტი თავის
პოლიტიკურის ცნებითო. ასეთი და მსგავსი კატეგორიალური „გასაღებების“ მორგება ისტორიულ წარსულსა თუ
21
თანამედროვეობის მაღალფარდოვანი რიტორიკით კამუფლირებულ დახურულ სექტორებზე, ერთობ
ეფექტური მეთოდია თუნდაც იმის გასაცნობიერებლად, რომ გარემომცველი სამყარო (ნებისმიერ რადიუსში)
ისეთი გულუბრყვილო არ არის – მუქთად გვარჩინოს. ალტრუიზმი პოლიტიკურ კატეგორიათა რიგს არ
განეკუთვნება. ამიტომაც ვართ ასეთ დღეში, როგორშიც ვართ და იქნებ ამიტომაც აღმოვჩნდით „იმის“
კომპეტენციაში. შველას კი,ხელის გაუნძრევლად ღმერთს ვთხოვთ.
აი, ასეთ პოლიტიკურ პარაზიტიზმს ვართ მიჩვეულნი ასწლეულებია, მერე კი გვიკვირს რატომ გვენგრევა
ქვეყანა თავზე და ან „სათხოვართა პუნქტებს“ ვადგენთ ან უმწეოდ ვკითხულობთ – „გვეშველება რამე?“
(დასცდებოდა აკაკის, აბა არ დასცდებოდა: „ფურთხის ღირსი ხარ...“)
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ, იმედგაცრუებულებმა, გავიზიარეთ თეზისი „ღმერთი მკვდარია“, არც
ინტელექტუალური მზადყოფნა გვქონდა სამაგისო და არც გამბედაობა და კაცმა რომ თქვას ეს არც იყო
საჭირო. ვერც ღმერთის არარსებობის ლოზუნგმა იზეიმა სრული გამარჯვება ამერ – იმერში. ჩვენ ორივეზე
უარესი რამ ჩავიდინეთ: ჯერ ღმერთი ჩავანაცვლეთ კერპით, უფრო მეტიც–კერპით კი არა, ანტიღმერთით და
მისი ბრიგადით და კიდევ უარესი, როდესაც არც მათი აღარ გვჯეროდა, ისე გავაგრძელეთ ცხოვრება თითქოს
მსგავსი არაფერი ჩაგვედინოს და ძალიან კომფორტულად ჩავეშვით სიყალბის უძირო,მოჩვენებითი
ფასეულობებისა და გამხრწნელი ბაბილონური შოუს ჭაობში, რითაც ღმერთის სიკვდილს ვერა, მაგრამ
საკუთარ კვდომას ნამდვილად მოვაწერეთ ხელი. ამიტომაც ვრჩებით იმ უხსენებლის კომპეტენციის სფეროში.
მერედა როგორი რეკრუტები ჰპოვა ადგილობრივ მედროვეებში?! როგორი კამარილია შემოიკრიბა?!
აი, ასე ვგონებ რაღაცას მივხვდი, ნაწილობრივ მაინც. მადლობა ღმერთს.
(ეს კაცი ვერ არის კარგად – შეამჩნევდით ალბთ. ამას კი გაუგია, ვიღაცეები მიჰქარავენ – ღმერთი
მომკვდარაო, მაგრამ შედეგები ვერ წარმოუდგენია სრულად. ამან არ იცის, რა ხანგრძლივობისა და
მასშტაბების ანთროპოლოგიური კატასტროფა მოჰყვა ღმერთის მკვლელობის, სამყაროდან მისი განდევნის
მცდელობას. ეს ჩვენი ა ლ გ ე თ ს გ ა ზ რ დ ი ლ ი ბიჭი, ადამიანებთან (თუნდაც, მათ ყველაზე
უარყოფით გამოვლინებაში) შესახვედრად ემზადება და ის კი არ იცის, რომ თანამედროვე სუპერტექნიკით
აღჭურვილ პითეკანტროპებთან, კომპიუტიზირებულ ნეანდერტალელებთან,მობილურზე მიერთებულ
მანქურთებთან, ვიკიპედიის „სიბრძნეებსა“ და სხვა მსგავს საგანძურებში ქსენოტრანსპლანტირებულ,
ზომბირებული რეგვენოიდების კონვეიერთან მოუწევს შეჯახება; ვერც იმას ხვდება (ჯერ–ჯერობით), რომ ის დრო
წავიდა, როდესაც ჯერ დანაშაული იყო და შემდეგ სასჯელი. ახლა ჯერ სასჯელია, შემდეგ ისევ სასჯელი და ისევ
და ისევ... რატომ? იმიტომ, რომ დანაშაულის პროვოცირება თუ არა, იმიტირება მაინც უნდა მოხდეს, შემდეგ
ყველაფერი „ლაგდება“. მთავარია მოქალაქეზე, პიროვნებაზე იყოს კომპრომატი (მნიშვნელობა არ აქვს
როგორ მოპოვებული და რამდენად ნამდვილი). როცა კომპრომატებს განაგებს თანამედროვე სახელმწიფო,
ეს ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული და ვერცხლისმოყვარე, თავისი არსით ტოტალიტარული ურჩხული –
რომელთან შედარებით ჰობსის ლ ე ვ ი ა თ ა ნ ი ბავშვთა სამყაროში ნაყიდ სათამაშო „კრაკადილჩიკად“
მოჩანს – მშვიდად და დაჯერებულად გრძნობს თავს. მას მყისვე შეუძლია გამოიყენოს თავისი
ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ი ძალადობა, თუ კომპრომეტირებულს უმართავობის სიმპტომებს შენიშნავს.
ძალადობაზე და თანაც ლეგიტიმურზე კი აბა სად, სამყაროს რომელ კუთხეში – ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში,
აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში – იტყვიან უარს. მხოლოდ გამოვლინების და გამოყენების ფორმები შეიძლება
იყოს სხვადასხვა.
ეს შედეგი გინდოდა? ნიკოლო, ამას უწოდე stato? ან ის იდეალური სახელმწიფო სად არის ბოლოს და
ბოლოს, თქვენო უდიდებულესობავ, უტოპისტო პლატონ? რომელ მეცხრე ცაში? ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ
ყველა საშინელება „1984“–ში დამთავრდა და „სიყვარულის სამინისტროები“ და 101-ე საკანი აღარ არსებობს,
ან, რომ „ანგლსოცი“ ყველაზე საშიში იდეოლოგია იყო და მან 1991 წლის დეკემბერში შეწყვიტა არსებობა. (აჰ,
ფრენსის, ფრენსის, გეკადრებოდა ასეთი გულუბრყვილობა „ისტორიის დასასრულისა“ და ლიბერალიზმის
საყოველთაო თუ სამარადისო ზეობის შესახებ? იაპონელი მაინც არ იყო წარმოშობით)
22
არა, თქვენ არ იცით (არც გინდათ იცოდეთ) და ვერც გაიგებთ რა ხდებოდა და ხდება:
ა ღ მ ო ჩ ე ნ ი ლ ი ქ მ ნ ა ჯ ო ჯ ო ხ ე თ უ რ ი ჯ ა დ ო , ს ი კ ვ დ ი ლ ი ს რ ა შ ი
მ ო ჟ ღ რ ი ა ლ ე ღ ვ თ ა ე ბ რ ი ვ ი დ ი დ ე ბ ი ს ს ა მ კ ა უ ლ ი თ . დ ი ა ხ ,
ა ღ მ ო ჩ ე ნ ი ლ ი ქ მ ნ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი , რ ო მ ე ლ ს თ ა ვ ი მ ო ა ქ ვ ს
ს ი ც ო ც ხ ლ ე დ ... ა მ ა ს ვ უ წ ო დ ე ბ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , ს ა დ ნ ე ლ ი ს
თ ვ ი თ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ს ყ ო ვ ე ლ თ ა „ ც ხ ო ვ რ ე ბ ა “ ე წ ო დ ე ბ ა . შ ე ხ ე დ ე თ
ა მ ზ ე დ მ ე ტ თ ! ი გ ი ნ ი ი პ ა რ ა ვ ე ნ ა ღ მ ო მ ჩ ე ნ თ ა ს ა ქ მ ე თ დ ა
ს ა უ ნ ჯ ე ს ბ რ ძ ე ნ თ ა ; გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა ს უ წ ო დ ე ბ ე ნ თ ვ ი ს ქ უ რ დ ო ბ ა ს ...
შ ე ხ ე დ ე თ ა მ ზ ე დ მ ე ტ თ ! მ ა რ ა დ ს ნ ე უ ლ ნ ი ა რ ი ა ნ .
გ ა მ ო ა ნ თ ხ ე ვ ე ნ თ ვ ი ს ნ ა ღ ვ ე ლ ს დ ა ა მ ა ს გ ა ზ ე თ ს , მას-მედიას, სიტყვის
თავისუფლებას ან სულაც „cohabitation“ – ს უწოდებენ (ეს კი ნაღდად არ არის ძველი კახური გამოთქმა).
ე რ თ მ ა ნ ე თ ს შ თ ა ნ თ ქ ა ვ ე ნ დ ა ე რ თ მ ა ნ ე თ ს ა ც ვ ე რ ი ნ ე ლ ე ბ ე ნ ...
შ ე ხ ე დ ე თ ა მ ზ ე დ მ ე ტ თ ! შ ე ი ძ ე ნ ე ნ ს ი მ დ ი დ რ ე ს დ ა ა მ ი თ
ღ ა ტ ა კ დ ე ბ ი ა ნ . ხ ე ლ მ წ ი ფ ე ბ ა ჰ ს უ რ თ დ ა უ ფ რ ო ს ა დ
ს ა ჭ ე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ ი ს ა ... შ ე ხ ე თ , ვ ი თ მ ი ც ო ც ა ვ ე ნ , ე ს მ ა რ ჯ ვ ე
მ ა ი მ უ ნ ე ბ ი ! ე რ თ ი მ ე ო რ ე ს თ ა ვ ს ე ჭ ი დ ე ბ ა დ ა შ თ ა ა გ დ ე ბ ს
ტ ა ლ ა ხ ა დ დ ა უ ფ ს კ რ უ ლ ა დ .
ი გ ი ნ ი ტ ა ხ ტ ი ს კ ე ნ ი ს წ რ ა ფ ვ ი ა ნ : ე ს ე ა მ ა თ ი შ ე შ ლ ი ლ ო ბ ა –
თ ი თ ქ ო ს ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ტ ა ხ ტ ს ი ჯ დ ე ს ! ხ შ ი რ ა დ ტ ა ლ ა ხ ი ტ ა ხ ტ ს ა
ზ ი ს – დ ა ხ შ ი რ ა დ ტ ა ხ ტ ი ტ ა ლ ა ხ ს ა ზ ე . შ ე შ ლ ი ლ ე ბ ი ა რ ი ა ნ
ი გ ი ნ ი , მ ც ო ც ა ვ ნ ი მ ა ი მ უ ნ ე ბ ი დ ა დ ა ს ი ც ხ უ ლ ნ ი , ს ი მ ყ რ ა ლ ი თ
ს ა ვ ს ე ა მ ა თ ი კ ე რ პ ი , ც ი ვ ი ს ა შ ი ნ ე ლ ი მ ხ ე ც ი : ს ი მ ყ რ ა ლ ი თ
ს ა ვ ს ე ა კ რ ე ბ უ ლ ი მ ა თ ი ... ს ა დ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო თ ა ვ დ ე ბ ა ,
მ ხ ო ლ ო დ ი ქ ი წ ყ ე ბ ა ა დ ა მ ი ა ნ ი ... ს ა დ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო თ ა ვ დ ე ბ ა –
ი ქ ი თ გ ა ი ხ ე დ ე თ , ძ მ ა ნ ო !)
ეს სკეპტიკოსი ოპონენტი ვერ მოვიშორე თავიდან. თუმცა, კაცმა რომ თქვას ბოლო პასაჟი
ზარატუსტრადან (მცირეოდენი ჩანართით) კარგად გამოუვიდა. ისე, სახელმწიფოც შეიძლება მოიაზრებოდეს,
როგორც სიცოცხლის ფორმა, თანახმად იმ შვედის მოძღვრებისა (ნებსით თუ უნებლიეთ გეტერბორგელი
პროფესორი, შესაძლოა, სიცოცხლის ფილოსოფიის აპოლოგეტსაც ეხმიანებოდა.გერმანოფილი იყო, სხვა თუ
არაფერი), მაგრამ არა მგონია ეს კონცეფცია ნიცშეს გაეზიარებინა. რაც შეეხება მაკიაველის, ასე ცალმხრივად
მის ინტერპრეტირებას კატეგორიულად არ ვეთანხმები: ნიკოლო სულაც არ იყო სქემატურად და
სწორხაზოვნად მოაზროვნე. ყველაზე კარგად ეს, ვგონებ, ისევ ნიცშემ გაიგო (ჩემი თუ არ გჯერათ, ლეოს
ჰკითხეთ, შტრაუსს). ვფიქრობ, პლატონთან დაკავშირებითაც გადააჭარბა ამ ვაჟბატონმა (ალბათ, პოპერის
გავლენას განიცდის) და თუ ასე გააგრძელა, მოუწევს პლატონის „კრიტიკოს – კომენტატორთა“ უპერსპექტივო
გრძელ რიგში ჩადგომა, თანაც მკაცრი დატუქსვა ტატიშვილისგან.
საერთოდ კი, სანამ ძალიან გავბრაზებულვარ და წესიერად გელაპარაკები, სჯობს თავი დაანებო ამ
პოლიტოლოგიურ ექსკურსებს, სოციალურ – ფსიქოლოგიურ ნოტაციებს და ფსიქოანალიტიკურ წიაღსვლებს.
გაფრთხილებ, ბოროტად ნუ სარგებლობ alter ego-ს სტატუსით და პრივილეგიებით. ასე შეიძლება
შიზოფრენიამდე მიხვიდე! ვიმეორებ – რაც უნდა მოხდეს და მიუხედავად ყველაფრისა, ამ ამბავს, ამ საქმეს
ბოლომდე მივიყვან. სათქმელს სრულად ვიტყვი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, happy end-ის არავითარი
შანსი არ არსებობს. ჰოდა, მით უკეთესი. თუ მაინც გაქვს რაიმე შეკითხვა, ვერონაში შევხვდეთ, მორიგ
კონგრესზე და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი; შეგვიძლია ლუ სალომესაც გავესაუბროთ – უცნაური, იდუმალი
მაგრამ ერთობ საინტერესო და რაც ძალიან იშვიათია, კომპეტენტური იყო როგორც ქალი; გნებავს ციურ
23
ბადეთა კუნძულზე გადავინაცვლოთ ან თუნდაც, ქალაქში, რომელსაც ერთ დროს თბილისი ერქვა და სადაც
ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ. იქ მოგიყვები ერთ ისტორიას დაკავშირებულს ღამის თევებთან,
მორიგეობებთან, გადარევებთან და... ნამსხვრევებთან. არა, ამას არ მოგიყვები. ამას არავის მოვუყვები.
ისიც იცოდე, რომ ფინალურ ეპიზოდში ვერავის ვიახლებ. ვერც შენ და ვერც ჩემ დულცინეას. იმ
უკანასკნელ, გადამწყვეტ მონაკვეთზე უნდა ვიყო სრულიად მარტო და ს რ უ ლ ი ვ ი თ ა რ ც ა
მ ა მ ა ი ჩ ვ ე ნ ი ზ ე ც ა თ ა ი ს რ უ ლ ა რ ს !

შ ე ს ა ძ ლ ო ა ხ ს ნ ა უ კ ვ ე ა რ ც ი ს ე შ ო რ ს ა ა , შ ე ნ კ ი ა მ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ ჯ ე რ ა რ ი ც ი .
წარწერა ისევ ლაბირინთში...
რაღაც გზამკვლევი მაინც არსებულა და თანაც უფრო ნაღდი და საიმედო.

ა ბ ა , მ უ ზ ა ვ მ ო ფ რ ი ნ დ ი დ ა ე რ თ ხ ე ლ ა ც გ ვ ი მ ღ ე რ ე ა მ ბ ა ვ ი
ო მ შ ი წ ა ს უ ლ ი ვ ა ჟ ი ს ა ... თ უ ს ა წ უ თ რ ო მ ა ნ დ ა მ ა მ ხ ო ს , ყ ო ვ ე ლ თ ა
დ ა მ ა მ ხ ო ბ ე ლ მ ა ნ . . . ტ ყ ვ ე ს ა კ ნ ი თ ნ ა ა ზ ა ტ ე ბ ი ... ვ ე რ
დ ა მ ი ტ ი რ ო ს მ შ ო ბ ე ლ მ ა ნ ; ხ ე კ ო რ ძ უ ლ ა ს წ ყ ა ლ ი მ ი ს ვ ა მ ს ,
მ ც ხ ე თ ა ი ს ე ა მ ი გ ი ა , დ ა მ ი ჭ ი რ ე ს მ კ ლ ა ვ ი მ ო მ ჭ რ ე ს , რ ა ტ ო მ
კ ა რ გ ი ა გ ი გ ი ა ; არა, ვერ ეღირსებით! – ბ ე ვ რ ჯ ე რ ვ ყ ო ფ ი ლ ვ ა რ ა მ დ ღ ე შ ი ,
მ ა გ რ ა მ ა რ დ ა მ ი კ ვ ნ ე ს ი ა ; კ ა ი ყ მ ა , მ გ ე ლ ი , ა რ წ ი ვ ი ა რ ც ე რ თ
ა რ გ ა ი წ უ რ თ ე ბ ა , მ გ ე ლ ი ა რ მ ა შ ლ ი ს მ გ ლ ო ბ ა ს ა , კ ა ი ყ მ ა
მ ა მ ა ც ო ბ ა ს ა , ა რ წ ი ვ ი მ ა ღ ლ ი თ ფ რ ე ნ ა ს ა , კ ლ დ ი ს ყ უ რ ე თ
ნ ა დ ი რ ო ბ ა ს ა ... გ ა ნ კ ი თ ხ ვ ი ს დ ღ ე მ გ ა მ ო ა ჩ ი ნ ო ს ს ა ი თ ა რ ი ა ნ
მ ა რ თ ა ლ ნ ი დ ა ს ა ი თ მ ტ ყ უ ა ნ ნ ი . ღ მ ე რ თ ი გ უ ლ თ ა მ ხ ი ლ ა ვ ი ა :
მ ი ნ ა მ ს ა ქ მ ე ს ს ა ს წ ო რ ზ ე დ ა დ ე ბ დ ე ს , ჯ ე რ გ უ ლ შ ი ჩ ა ხ ე დ ა ვ ს
ა დ ა მ ი ა ნ ს . მ ე ჩ ე მ ი გ ზ ა მ ა რ თ ლ ი ს გ ზ ა მ გ ო ნ ი ა .
... და თქვენ ადამიანები ხართ? ჰ ო ი , ი ქ ე დ ნ ე თ ა ნ ა შ ო ბ ნ ო ! ა ნ რ ა
დ ა მ რ ჩ ე ნ ი ა ა მ ქ ვ ე ყ ნ ა დ , ს ა დ ა ც უ ღ ი რ ს ს პ ა ტ ი ვ ი მ ი ე გ ე ბ ა
დ ა გ მ ო ბ ი ს ნ ა ც ვ ლ ა დ დ ა ბ რ ძ ნ ა დ გ ვ ა ჩ ვ ე ნ ე ბ ს თ ა ვ ს რ ე გ ვ ე ნ ი
გ ა მ ო ბ რ ძ მ დ ი ლ ი დ ა ს ი ს უ ლ ე ლ ე დ ე ჩ ვ ე ნ ე ბ ა ს ი მ ა რ თ ლ ე
ს მ ე ნ ა ს ... ს ა დ ა ც მ ზ ა კ ვ ა რ ნ ი შ ე ჰ ღ ი მ ი ა ნ ე რ თ მ ა ნ ე თ ს ტ კ ბ ი ლ ა დ
და ბილწ დროებას გაუმართავს აღლუმი თვისი. ე ჰ , რ ა ტ ო მ ა რ მ ო ვ ე დ წ ვ ი მ ა დ ,
წ ა რ ღ ვ ნ ა დ ა ? ! ხომ იქნებოდა შემდეგ ყველაფერი ისე სადა, ბუნებრივი და ალალი, როგორც ერთ
დროს ჩ ე მ ი თ ბ ი ლ ი ს ი დ ა ფ ი რ ო ს მ ა ნ ი ... (არ მოკვდე ნიკალა, შენ წმინდა გიორგის
გაფიცებ, სიყალბეში მოფუთფუთე ამ ქვეყნის ჯინაზე მაინც არ მოკვდე) ღმერთო, რა ცხონება იქნებოდა ახლა, ამ
სიცივეში, თამბაქოს კვამლით, ხაშის ოხშივრითა და ნივრის სუნით გაჟღენთილი სარდაფი, სადმე ოქროს უბანში
ან ორთაჭალაში, თუნდაც ვერაზე და შორეულ კუთხეში, მაგიდასთან განმარტოებულ ნიკალასთვის ჭიქა არყის
მიჭახუნება!

იქნებ გათენდეს კიდევ, რ ო გ ო რ მ ე ... მზე მენატრება... და ვივალდი... და აგვისტოს გამონათება


აჰა, გასრულდა ესე ამბავიც, ვითა ზღაპარი, ათჯერ ათასი ღამისა... წ ე ლ ი ც ე რ თ ი დ ა ა თ ა ს ი
ხ ო მ ნ ა ღ დ ა დ ბ ა რ დ ა ბ ა რ ი ა ჟ ა მ ი ს ა ... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა ვ ! ასე გპასუხობს ჩემი გული.

საკნის კარები მძიმე ღრჭიალით შეიღო. ციხის მორიგე ოფიცერმა, პოდპოლკოვნიკმა ოყაჯადომ,
რომელმაც „ვალჩოკიდან“ უკვე დაინახა, რომ პატიმარი უძრავად იწვა კარცერის სიღრმეში, კედელზე ასაკეც
24
ნარზე, ერთი ნაბიჯი კი შედგა საკანში, მაგრამ მყისვე გვერდზე გადგა და გზა რანგით უფროსებს დაუთმო.
კარცერში ჯერ გენერალმა ლედნიკოვმა შეაბიჯა, შემდეგ მისი ადიუტანტი ფალავანდოვი აჩრდილივით მიჰყვა
და თავისი მბრძანებლის ხელმარცხნივ, ოდნავ უკან აიტუზა. ყოველთვის ლოყებღაჟღაჟა, პატიმრებისთვის
განკუთვნილი ულუფიდან ურცხვად ნაპარავი ხორცით გაქსუებული მაიორი ყორღანაშვილიც გამოჩნდა.
რატომღაც ნირწამხდარი ჩანდა (შეიძლება ლედნიკოვისგან მოხვდა). ოყაჯადოს ზურგს ამოფარებულმა,
თავდახრილი დგომა ამჯობინა, თუმცა, თვალებს ძველებურად აქეთ–იქით აცეცებდა. ლეიტენანტი კოლი
კარცერის ზღურბლზე შეჩერდა.
– მადლობა ღმერთს, ეს მაინც აღარ შემოვიდა – გაიფიქრა პატიმარმა. იგი უკვე წამომჯდარიყო ნარზე და
უძილობითა და გაყინულ კარცერში მთელი ღამე წინ და უკან სიარულით გათანგული, ღრმად ჩავარდნილ
თვალებში ჩამდგარი საუკუნო სევდით სავსე მზერით, ირონიითა და ერთგვარი სიბრალულითაც კი შესცქეროდა
შემოსულებს.
– ამდენი მინოტავრი ერთად მეტისმეტია. მაინც სად შეიკრიბნენ ეს შობელძაღლები – კვლავ გაუელვა
ფიქრმა. ესეც შენი ორმაგი კი არა და, ვგონებ უკვე სამმაგი ოკუპაცია. ასეთი „მხიარული“, „ლაღი“ ხალხი ვართ
ქართველები: ვცხოვრობთ პერმანენტული ოკუპაციის პირობებში და ამის გარეშე აღარც შეგვიძლია. ეს ჩვენ
ნაციონალურ - ნარკოტიკულ დამოკიდებულებად, სადო – მაზოხისტურ კომპლექსად იქცა - ელვაზე
უსწრაფესად მძლავრობდა პატიმრის გონება. კი, სწორეა, ზოგჯერ (!) ვამბობთ „არა, ოკუპაციას“, მაგრამ რაღაც
ნაკლებდამაჯერებლად ან სულაც ყალბად. აბა, როგორ უნდა ჟღერდეს ეს სარწმუნოდ, როდესაც ამას ამბობს
ის ან ისინი ვინც ნებსით თუ უნებლიედ, სრულიად შეგნებულად თუ სულმდაბლური უგუნურების გამოისობით
თავად შეუწყო და ახლაც უწყობს ხელს ოკუპაციას. არა, ზოგჯერ „ვიბრძვით“ კიდეც ამ ოკუპაციის წინააღმდეგ.
მაგალითად სცენაზე ოკუპანტების თვალწინ უბრალოდ კი არ ვიცეკვებთ მათ ჯინაზე ხორუმს (რომელიც კარგა
ხანია აღარ არის ქართული ცეკვა), არამედ ჩვენ ეროვნულ დროშასაც ავუფრიალებთ. რამდენათ ეროვნულია
თვით დროშა ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მაინც ფრიალებს, სულ ცოტა, კრწანისის ღირსი მაინც უნდა იყოს და
არა უღირსი კრემლის, რომელსაც კულუარებში დღესაც ბევრი „კატკოვი“ ჰყავს და უფრო უარესებიც...
– აი, ჩვენ კი ილია აღარ გვყავს. მოვკალით!!! აკაკიც მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, გალაკტიონმა ვიცით თვითონ
გაშალა ფრთები... ლადოს შიმშილით ამოხადეს სული. თქვენ კიდევ მოინდომებთ ბარე ორის ჯვარზე გაკვრას,
მაგრამ ასე ადვილად ვეღარ მოგართვეს, ბატონებო. ისედაც ბევრი სისხლი ხვრიპეთ.
ეს ვიღაა? ასეც ვიცოდი, რა თქმა უნდა პილატე. აი, ამ პერსონაჟის ატანა კი ნაღდად აღარ მაქვს. უკვე
მეცოდება კიდეც: საჭიროა თუ არა ყველა სიუჟეტსა თუ ფაბულაში ამას ტენიან. რა ქნას ამ საცოდავმა, შეცდა
ერთხელ, (ზოგი ვერსიით – შეაცდინეს). ისე, რომელი ადმინისტრატორი, რომელი მეტროპოლიის ჩინოვნიკი
არ შეცდებოდა მის ადგილზე. მე შენ გეტყვი და რაიმე პრეცედენტით შეეძლო ეხელმძღვანელა. მაგის შემდეგ
უფრო უარესებს არ სჩადიან?! ამან ის მაინც არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე და რასა იქმოდა.ჰოდა, მას შემდეგ
ასე დაათრევენ. ერთი ძველი ნაცნობი ისტორიკოსი კი მიმტკიცებდა, პილატემ უკვე თანამდებობიდან
გადაყენებულმა, კალიგულას მმართველობის დროს თავი მოიკლაო, მაგრამ ეგ ვერსია სარწმუნოდ არასოდეს
მიმაჩნდა, აგერ ფაქტი სახეზეა: ახლა აქ, როგორც დიდი ხნის უმუშევარს პატარა ლუკმის შოვნის საშუალებას
აძლევენ, „ბალანდიორად“ ამუშავებენ. ამათი ჯილაგიისაა, არ გაწირეს მაინც. ძალიან მოტეხილი კი ჩანს.
რაღაც გაბზარული სათვალე ჩამოუდევს ცხვირზე.ისე, შიგა და შიგ მაინც ავად კი აუციმციმდება ხოლმე მინები,
მაგრამ ეს უკვე ატროფირებული, კბილებდაცვენილი ტოტალიტარული სიავეა. რაო ლავრენტი – ვარლამ... 37
წელზე გაქვს ნოსტალგია ხომ?
ისე თქვენ არც ახლა აკლებთ და უარესსაც იზამდით, ხანდახან ისევ ძია სემი რომ არ გიწევდეთ ყურს
(ფორმალურად მაინც, კულისებში) ან ის ა ნ გ ე ლ ო ზ ი ვ ი თ ფრაუ, რომ არ გტუქსავდეთ და სანატრელი
კლუბის კარს ცხვირწინ არ გიჯახუნებდეთ.
ჰოდა–დასჯერდი ახლა შენ კრახს. ეს სავსებით კანონზომიერია და შენთვის очень даже нормально
(ყოველ შემთხვევისთვის გაითვალისწინონ ეს თანამედროვე ჩვენმა „კეთილმოსურნე“ პროკურატორებმა).
25
ისე, ამათი ხელიდან „პაიკა“ რავარი მისაღებია?! იესო, ალბათ, კიდევ შეძლებდა და მიუტევებდა თუ ეს
მონსტრები მოინანიებდნენ, მართლა მოინანიებდნენ, მაგრამ მე – ვერა.მხოლოდ პირადად რომ მეხებოდეს ეს
ამბავი, კიდევ ჰო, ჯანდაბას, მაგრამ ჩემი ხალხის სისხლი აქვთ ნათქვლეფი, ჩემი ხალხის ხორცს ჯიჯგნიან... რა
ვქნა, ვერა ვარ ქრისტე ღმერთი. შემინდოს უფალმა.
– დღესაც არ მიიღებ საჭმელს? – ამოიღრინა ოყაჯადომ.
– არა – იყო პასუხი.
– ჩამოდი ნარიდან უნდა ავკეცო – ისევ დაიყეფა ცერბერმა.
– იყოს, ჯერ ექიმმა გასინჯოს – მოულოდნელად და თანაც ქართულად, თუმცა კი აქცენტით წარმოთქვა
გენერალმა ლედნიკოვმა (ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტრაქტატის არც ერთი არტიკული არ
ავალდებულებდა ლედნიკოვს ქართული ენის ცოდნას, ეს მისი სამსახურეობრივი სპეციფიკით იყო
გამოწვეული). ოყაჯაღოს წამიერად კი შეეტყო გაკვირვება, მაგრამ შეპასუხებას სიზმარშიც ვერ გაბედავდა და
მყის ყორღანაშვილს მიუგდო განკარგულება – ექიმი შემოიყვანეო.
ლეიტენენტი კოლი (კელი, იგივე ნავოლე, იგივე მეკოკე) გაიწია. პატიმარმა მის ზურგს უკან კიდევ ერთი
სილუეტი დალანდა. ეს „პუსტა–პუსტა“ არავაია იყო ანუ „ключник“–ი. მართალია ჯერ პატარა, მაგრამ ესეც
მინოტავრი და როგორც ჩანს, მზარდი.
საკანში ექიმი შემოუშვეს. თუმცა, მანამდე თითქოს დერეფანში აპირებდნენ პატიმრის გაყვანას.
ესკულაპუსმა დინჯად, გულდასმით გასინჯა ტუსაღი. გარდა წმინდა პროფესიული ინტერესისა თუ რა ემართება
ადამიანს ნესტიან საკანში ცხრადღიანი შიმშილობის შემდეგ – რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამას,
დაუნდობელი დაკითხვებითა და ხანგრძლივი პატიმრობით ისედაც შერყეული ჯანრთელობისთვის – იყო მის
მოქმედებაში რაღაც სხვაც, უფრო მეტი, უფრო კეთილშობილური. არესტანტს მოეჩვენა, რომ სადღაც უკვე
ნანახი ჰყავდა ეს კაცი. პალატა N 6 – ?, იქნებ მდინარის გაღმა ახლად აშენებულ კლინიკაში... დოქტორი
სტრავინსკი? არა, მეშლება, კამორა? – მეხსიერებას ძაბავდა პატიმარი. თითქოს ოთო ექიმსაც მიამსგავსა,
მაგრამ ხველა აუტყდა და სადღაც აბასთუმნისკენ გაექცა ფიქრი – ა ბ ა ს თ უ მ ა ნ ი ,
ხ ა ბ ა ზ თ უ ბ ა ნ ი ... ე ჰ , რ ა კ ა რ გ ი ი ყ ო ბ ა რ დ ნ ა ლ ა ...
დოქტორმა ჩეხოვმა კი, თითქოს იქ მათ გარდა არავინ ყოფილიყოს, მოულოდნელად ხმადაბლა უთხრა:
„ხომ იცი შიმშილობით ვერაფერს მიაღწევ, რას იკლავ თავს (თითქმის ჩურჩულით კი დაამატა: ამათაც ეგ
უნდათ). დიდი–დიდი ციხის საავადმყოფოში გადაგიყვანონ და ხელოვნური კვება დაგინიშნონ. ხეიბარი გინდა
ციხიდან გახვიდე? თუ საერთოდ გააღწიე.“
– „Ваше дело осмотреть заключенного, и не более этого“ – გაისმა ლედნიკოვის მკაცრი შენიშვნა.
– „Так он долго не протянет, мой долг предупредить больного“ – მიუგო ექიმმა ვერესაევმა, შესაბამისი
ჩანაწერი გააკეთა თავის დღიურში და პატიმარს კიდევ ერთხელ ყურადღებით დააცქერდა.
– გაუძლებს, გაუძლებს, ეგეთები ასე ადვილად არ კვდებიან – ჩაიღრინა ოყაჯადომ. თუ არადა, თავის თავს
დააბრალოს, მომინდომა აქ სამართალი და სამართლიანობა – გამოსცრა ბოლოს კბილებში. შემდეგ
გენერალს გოშიას მორჩილებით ახედა, უსიტყვო ნებართვა მიიღო და უკანასკნელად ჰკითხა პატიმარს: ესე იგი,
აგრძელებ შიმშილობას? არესტანტის თვალებში იმ ელვამ დაკვესა ბნელ საკანში ნათევი ღამეების შემდეგ რომ
უჩნდება ადამიანს.
– ვაგრძელებ – კარცერის სიცივე გაკვეთა ფოლადმა.
გენერალი ლედნიკოვი შებრუნდა, ლეიტენანტმა კოლიმ გზა დაუთმო, თუმცა, კი - უხალისოდ და ჰოი
საოცრებავ, წამიერად წარმოქმნილ ღრიჭოში, პატიმარმა თეთრხალათიანი მედდა, ხოლო მის გვერდით
უნიფორმაში გამოწყობილი ქალის სილუეტი დალანდა – „სპეციალისტები“ რეიჩელი და ლინდა? კარგად ვერ
გაარჩია... მდედრი მინოტავრები – ეს უკვე ბიოლოგიური კატაკლიზმია. ამის გაფიქრება კი მოასწრო.

26
ამასობაში ადიუტანტი ფალავანდოვი ისევ აედევნა თავის სიუზერენს, ოყაჯადომ „პუსტა–პუსტას“ ანიშნა
ნარი აკეცეო და ისიც შეფს მიჰყვა. ყორღანაშვილმა „პუსტა–პუსტას“ მოქმედება გააკონტროლა და მასთან
ერთად გაიძურწა. პილატეც გამქრალიყო.
უცხოური ინგრედიენტებით შეზავებულმა - სწორუპოვარი, გაუმაძღარი ქართული კანიბალიზმისა და
კიდევ უფრო ამაზრზენი, ასევე ნაციონალური კონფორმიზმის ამ ბუკეტმა საკანი დატოვა და კარები კვლავ
საგულდაგულოდ გადაურაზა პატიმარს.
ელოდე ახლა როდის გაიწოვება ამათი სიმყრალე. ადრე თუ გვიან ამათაც მოუწევთ გელიყარის
კლდიდან თავდაყირა გადაშვება - dura lex, sed lex და მიუხედავად ყველაფრისა fiat justicia, pereat mundus.
სანთელ–საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს – ფიქრებში იძირებოდა პატიმარი. იგი უკვე კარგავდა
აწმყო-რეალობის გრძნობას, უფრო ზუსტად, მოჩვენებითი, წარმავალი სინამდვილედან , მისთვის ბუნებრივ,
ნამდვილ სამყაროში გადადიოდა - a relibus ad realiora. სული და გონება საოცრად ნათელი ჰქონდა და უღრმეს
ნეტარებას განიცდიდა ამით. თითქოს მან უძვირფასესი, ო ბ ო ლ ი მ ა რ გ ა ლ ი ტ ი ს
ძ ე ბ ნ ი ს ა ს გ ა მ ო ს ც ა დ ა წ ა მ ე ბ ა დ ა გ ა ვ ი დ ა მ ი ს ი ქ ი თ ა მ ხ ა რ ე ს ,
სადღაც მიღმა ხეობაში, მ ა ღ ა ლ ქ ე დ ზ ე , ს ი ს წ ო რ ე ზ ე რ ო მ ლ ი ს
ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი ა ხ ო მ ლ ი ს და საიდანაც შეიძლება ითქვას სიტყვა: – ჰოი, ძმებო, თუ სადმე კიდევ
დარჩით, ამჯერად მაინც იყავით ფხიზლად, გახსოვდეთ გეთსემანეში,კედრონის ხევს გაღმა ბაღის გაკვეთილი
და კიდევ ერთხელ გთხოვთ: ნ უ დ ა უ ყ რ ი თ მ ა რ გ ა ლ ი ტ ე ბ ს ღ ო რ ე ბ ს დ ა ნ უ
მ ი ს ც ე მ თ ს ი წ მ ი ნ დ ე ს ძ ა ღ ლ ე ბ ს ... ახლა მაინც არ დატოვოთ ჩემი სიტყვები ხ მ ა დ
მ ღ ა ღ ა დ ე ბ ლ ი ს ა უ დ ა ბ ნ ო ს ა შ ი ნ ა !
შენ, კი, ქ ა რ თ ვ ე ლ ო , ს წ ა ვ ლ ი თ ა ს ა მ შ ო ბ ლ ო გ ა ა ხ ა რ ე ო ...
(აუჰ!!! საით გაუბერა... ხომ გეუბნებოდით ეს კაცი ვერ არის – მეთქი კარგად. აბა, ასეთი ღია ტექსტით
გამოსვლა იქნება?! ან ვიღა გაიგებს ახლა ასეთ მიმართვებს. ეს პერმანენტულად „ბედნიერი ერი“, უფრო
ზუსტად კი – უბედნიერესი ერი, რომელიც დაუსრულებლად მისტირის წარსულს (თანაც გამოგონილს), წუწუნებს
აწმყოზე, თავს იტყუებს ილუზორული მომავლით და გულხელდაკრეფილი, პირდაფჩენილი ელოდება როდის
მოართმევენ ხონჩით ამ მომავალს ჰუმანიტარული და დიპლომატიური მოწყალების სახით (რომლის ლომის
წილსაც „ერის მამიკოები, დედიკოები და მათ ნაბუშარი შვილიკოები“ შეთქვლეფენ, გამოხრავენ, გამოიყენებენ);
თანაც იხტიბარს არ იტეხს და ყალბი პათოსით მაინც მღერის „ ს ო ფ ლ ი ს შ ე ნ ე ბ ა ს რ ა
უ ნ დ ა , ე რ თ ი ს ა დ ღ ე გ რ ძ ე ლ ო ს თ ქ მ ა უ ნ დ ა . “ – ეს ხალხი გაიგებს ამას?! ან, რომც
გაიგოს ვინმემ, შეეცდება კი იგი რაიმე შეცვალოს ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია შეგუებულნი არიან იმას, რომ
მოსამართლე არ არის ის, ვისთანაც სამართალს იპოვის კაცი, მასწავლებელი ვეღარ არის ის ვინც ცოდნას
გადასცემს, ექიმმა დაკარგა მკურნალის ფუნქცია (ამას ვიღა ჩივის, ხშირად სრულიად საპირისპიროს სჩადის);
ქვეყანაში, რომელიც ასწლეულებია მიჩვეულია ტოტალურ თვალთმაქცობას, კარიკატურული ლიდერების
იდიოტური გადაწყვეტილებების ბრმად მორჩილებას და კერპებად იხდის მულტიპლიკაციურ „წინამძღოლებს“,
უკანმოუხედავად, რომ მოკურცხლავენ ხოლმე პირველივე შემოტევისას (აჰ, რა ტრაგიკული კლოუნადაა, ახია
ჩვენზე! უჰ, რა ნატურაა, რა პერსონაჟებია ბოსხის ხომალდისთვის!)
ისე, მაინც და მაინც ნუ აღელდებით ამ სტრიქონების კითხვისას (თუ ჯერ კიდევ კითხულობთ) ა მ
ქ ვ ე ყ ა ნ ა ს თ ქ ვ ე ნ მ ა ი ნ ც ვ ე რ გ ა ა ს წ ო რ ე ბ თ დ ა ძ ი ლ ი რ ა ღ ა ზ ე
უ ნ დ ა დ ა ი კ ლ ო თ .
... და ამიტომაც მოხდა, რომ იმძლავრა უწვართთა კაცებისა სულსა შინა ზნემ რამემ მიმალულმა და
ვერსაჩინარმა, რომლის არს იყო მონება მამონისა. რა არღა აპყრია ერმან გონებისა თვალი ზნესა მას კნინსა –
განღვივდა იგი და შთავარდა თესლად ცდუნებისა, იმძლავრა ფესვმან უკეთურმან ნიადაგსა შინა ლბილსა,
შთასწვდა გეენისა შესრუტვად ცოდვისა შხამთა, აღმოცენდა ყვავილი კეკლუცი – გარნა დამალპობელი
ხორცისა, სურნელოვანი – გარნა დამთრგუნველი სულისა. იხილა და იყნოსა ყვავილი იგი ერმან და უხაროდის,
27
რამეთუ იყო უბრყვილ მიმართ არსისა და უმეცარ მიმართ შედეგისა. ... განიხვნა გზა სვლად მორიელისა და
იმძლავრა წყურვილმან ხვეჭისა ილეკროთა, აღაშფოთნა თვალნი უკეთესობითა ყოფმან სხვისმან, მოიცვა
გული შხამმან სიხარბისამან და დააბნელა გონება შურმან...
... გარნა იმატა უფრორე: გამცემლობამან ძმათა და მრუშებამან მეუღლეთა, უმადურებამან
ჩადლფენილთა და ამპარტავნებამან ხელისუფალთა, ლიქნმან ხელქვეითთა და მზაკვრობამან მეცნიერთა;
სიმდიდრის წყურვილმან მცონარეთა, აღზევებისა სურვილმან უმეცართა და სიცრუვემან მერჯულეთა.
ჰოდა, ჰრქვა ბრბომან: ვიეთთაგან მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგინი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!... და
იქმნა: სინდისი – ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირის მეტყველთაგან; ძალა –
იარაღად დათრგუნვისათვის მოყვასისა; სიკეთე ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა; დედაკაცი –
განმართლებად მეძავობისა და ბერწობისა; მეგობარი – მალამოდ შიშისათვის წუთისოფლისა და საგნად
სხვათა ფარულთა ანგარებათა; ერი – ასპარეზად ნივთთა მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუეთა;
ვენახი და მინდორი – ადგილად მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა; პური და საქონელი ყოველი – სივრცედ
შურისა მოიგებისა და სიძულვილისა, რაიც იქმნა კერპად...
აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი.
საზარდელი მისი – სული და ხორცი კაცთა. მუცელი მისი – აღუვსებელი მარად...
შვა ამა ვითარებამან სიბრჯგუე გონებისა და სიბნელე სულისა.
ე ს მ ო ხ დ ა ქ ვ ე ყ ნ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ თ ა ც ო დ ვ ე ბ ი ს დ ა მ ი ს
მ ღ ვ დ ე ლ თ ა შ ე ც ო დ ე ბ ე ბ ი ს გ ა მ ო , მ ა რ თ ა ლ თ ა ს ი ს ხ ლ ს , რ ო მ
ღ ვ რ ი დ ნ ე ნ ...
... დრო კი გადიოდა, უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა და თან მიჰქონდა უკანასკნელი შანსი
გამოფხიზლების და წამოდგომისა!
იქნებ ახალგაზრდებს მიმართავს. ჰო, აქ კიდევ შეიძლება იმედის ნაპერწკალი გამოკრთეს. თუმცა,
ახლანდელ ტენდენციას თუ გადავხედავთ (ალბათ არა მხოლოდ ახლანდელს, მაგრამ ამჟამად
განსაკუთრებით მომძლავრებულს) ეს ყამწვილები უცხოეთში სწავლას ამჯობინებენ, რაც სულაც არ არის
სასაყვედურო, ადგილობრივი განათლების სისტემის – ამ გრანდიოზული ბლეფის – გათვალისწინებით,სულ
ცოტა ბოთე ვასილისა და გველმელა ედუარდის დროიდან რომ უმზადებდა ჩანასახშივე კორუმპირებულ,
ნეპოტიზმის ინცესტით სანქცირებულ კადრებს, ფიქციას სახელწოდებით „ქართული საბჭოთა მეცნიერება“ –
შესაბამისად სხვა სფეროებსაც –– და ახლაც რომ უჩეკავს უმეცრების ნეოფიტებს იმას, რასაც სახელსაც ვერ
მოუძებნი კაცი. სამწუხარო ისაა, რომ შემდეგ იქ დარჩენას ამჯობინებენ, რაშიც ასევე ვერ გაამტყუნებ აქაური
ჭაობის, საქაჯეთისა და საგიჟეთის შემხედვარე. იქ კი, ჩვენგან განსხვავებით, ნიჭის ფასი კარგად იციან და
საუკეთესოებსაც ამიტომ იტოვებენ. და ასე ხდება ქართული ნიჭი და უნარი სხვათა გამოსაყენებელი. ამაში კი,
ბადალი ნამდვილად არ გვყავს. მერე და რა კარგად იყენებდნენ და იყენებენ იქ, იქით და იქაც –
იდეოლოგიური და ინფორმაციული ვირტუოზობის ცენტრებში – ქართველების ამ უნარს (ისევე როგორც
ადგილზე დარჩენილთა გონებაჩლუნგობასა და გაიძვერობას) ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ! განა
სამშობლოს გასახარად სწავლისკენ მომწოდებელი სემინარისტი გორიდან, შემდგომში კი კრემლის
ძლევამოსილი დიქტატორი თვითონვე არ წარმოადგენს ამის ყველაზე „დიად“ ილუსტრაციას!
ერთი სიტყვით, ვერ ვხვდები, ვის მიმართავს და რისი თქმა სურს ამ ჩვენ ავტორს, რა კვებავს მის რწმენას?
მაგრამ ალბათ უნდა ვეცადოთ და გავუგოთ: მძიმე ბავშვობა ჰქონია, ახლაც ექსტრემალურ ვითარებაში
იმყოფება – შიმშილობს პროტესტის ნიშნად, თავადაც ხედავთ როგორ სტრესს განიცდის (თანაც, ეს მისთვის,
როგორც ჩანს უკანასკნელი granzsituation არ იქნება) და რწმენის უფლებაც წავართვათ? რატომ, სჯობს
მივანდოთ დამაიდებელ, დამაწყნარებელ პოსტულატს – ნ ე ტ ა რ ა რ ი ა ნ მ ო რ წ მ უ ნ ე ნ ი ,
იქნებ ცოტათი მაინც გავანეიტრალოთ. თუმცაღა ვფიქრობ, ეს თავისას მაინც არ მოიშლის – მ გ ლ ი ს

28
თ ა ვ ზ ე ს ა ხ ა რ ე ბ ა ო თ ქ მ ა ა ღ ი მ ი ლ ი ს მ გ ვ რ ე ლ ი – აი, ნახეთ ისევ რაღაცის
თქმას აპირებს).
ჩ ე მ ზ ე ა მ ბ ო ბ ე ნ : „ი ს ს ი ა ვ ე ს ქ ა რ თ ვ ლ ი ს ა ს ა მ ბ ო ბ ს ,
ბ რ ი ყ ვ ნ ი ა მ ბ ო ბ ე ნ ...“ თანაც, გაბოროტებული ბრიყვები. მაგათ დეფიციტს ამ ქვეყანაში აბა როდის
განვიცდიდით . ახლა ხომ პირდაპირ ეშელონებად გვყავს. გ ა თ ა მ ა მ ე ბ უ ლ ს ი ბ რ ი ყ ვ ე ს ა ნ
კ ი რ ა შ ე ე წ ო ნ ე ბ ა ...
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა – რ ა მ დ ე ნ ი რ ა მ ე გ ა ვ ი ა რ ე , ჯ ე რ კ ი დ ე ვ
მ ე ლ ი ს დ ე ლ გ მ ა თ ხ ი ლ ვ ა , ნ ა მ ქ ე რ თ ა გ ა ვ ლ ა ,
დ ა ვ კ ა რ გ ა ვ მ რ ა ვ ა ლ ს ... ე რ თ ა დ ე რ თ ი შ ე მ რ ჩ ე ბ ა დ ა ვ ლ ა :
ძ ა ლ ა ფ ი ქ რ ი ს ა მ ო ნ ო ბ ა ს თ ა ნ შ ე უ რ ი გ ა ლ ი ს
მ ა რ ა დ დ ა ყ ვ ე ლ გ ა ნ ...
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს! გ ა დ ი – გ ა მ ო დ ი გ უ თ ა ნ ო ო ! ...
(არა, მოდი და ნუ აღშფოთდები. ჩვენ დროში ასეთი არარაციონალური მსჯელობა და თანაც მოქმედება
იქნება? როგორ უნდა გაიგოს ნორმალურმა ადამიანმა ეს: როგორც ყოველგვარი დამაბრკოლებლის,
ჩახლართულის, გორდიას კვანძის ჩ ა ჭ რ ა , ჩ ა ქ ა რ ა ბ ა კ ე ბ ა და კრისტალიზებულ
ჭეშმარიტებასთან პირისპირ დგომის რისკი თუ თავზეხელაღებული თვითმისტიფიკაცია. გაფრთხილდით, ეს
კაცი სიკვდილ–სიცოცხლის ბაგირზე ბალანსირებს ყოველგვარი დაზღვევის გარეშე და თუ მიჰყვებით მასთან
ერთად არ გადაიჩეხოთ (თანაც იგი ერთდროულად პარალელური და საწინააღმდეგო კურსითაც მოძრაობს და
მოქმედებს. როგორ ახერხებს ამას, წარმოუდგენელია. აი, ამოცანა სივრცობრივი, რაოდენობრივი და
ხარისხობრივი აზროვნებისათვისაც), ხოლო თუ გააღწია... თუმცა, ამის შანსი ფანტასტიკის სფეროდანაა. ერთი
სიტყვით, მე ხელები დამიბანია. აკი თვითონვე მითხრა უარი ბოლომდე მასთნ ერთად ვყოფილიყავი. ისე,
სიმართლე რომ ვთქვა, იმ ინტენსივობის მისტერიისთვის ეგ რომ იმეტებს თავს, მე ჩემი პრაგმატიზმითა და ცივი
გონებით, ნამდვილად აღარ გამოვადგები.ვხვდებოდე მაინც,რაში სჭირდება ეს auto-de-fe. ვაღიარებ, სრულად
არასდროს მესმოდა მისი. ჰოდა, სხვა ვიღა გაუგებდა. ეჰ, ღმერთმა ხელი მოუმართოს...)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––
აბა, ინდიელო, ჩვენი ოდისეა ამ არქიპელაგზე დასასრულს მიუახლოვდა, ახლა კი დროა – ა რ ა
ვ ი ქ მ თ , ც ო დ ნ ა რ ა ს გ ვ ა რ გ ე ბ ს ფ ი ლ ო ს ო ფ ო ს თ ა ბ რ ძ ნ ო ბ ი ს ა –
წავედით! ვცადოთ!!!
... დ ა ა ს ე ს დ უ მ დ ა ...
მ ა ს ა რ ც ფ ე რ ა დ ი ს ი ტ ყ ვ ა , ა რ ც ქ ე ბ ა უ ნ დ ა . მ ა გ რ ა მ
ყ ვ ე ლ ა ნ ი ფ ე ხ ზ ე ა ვ დ გ ე თ , მ დ უ მ ა რ ე დ უ ხ მ ო დ . დ ა ვ ხ ა რ ო თ
თ ა ვ ი მ ი ს წ ი ნ ა შ ე , ვ ი ნ ც ა ს ე ს დ უ მ დ ა .
შემდეგი შემოვლისას ციხის მორიგე ზედამხედველებს პატიმარი საკანში აღარ დახვდათ. მხოლოდ რაღაც
უცნაური და დამაბნეველი სურათი ნახეს: საკნის აღმოსავლეთ კედელზე ტყე იყო მიხატული, უსიერი, ოდნავ
შესამჩნევი ვიწრო ბილიკით, მის სიღრმეში რომ იკარგებოდა. სხვა მხრივ კარცერში ყველაფერი უცვლელი
ჩანდა: გისოსები მთელი და ხელუხლებელი და არც არავითარი „პადკოპი”.
ვერავინ მიხვდა, რომ პატიმარი სწორედ იმ ბილიკს, მის მიერ შექმნილს დაადგა და გაუჩინარდა...

მაშ, მომავალ შეხვედრამდე, მარადიული დაბრუნების ურჩი ოცნებით, უტეხი ნების საბედისწერო,
მარგინალურ ვირაჟებზე.
Vincit omnia veritas...Sapere aude!

29
... გ ა ს ა უ ქ მ ე ბ ლ ა დ კ ი ა რ ა , ა ღ ს ა ს რ უ ლ ე ბ ლ ა დ მ ო ვ ე დ ი !
სანთელ–საკმეველი თავის გზას
არ კარგავს...

„რაც მტრობას დაუნგრევია,


სიყვარულს უშენებია!“

უკანასკნელი კოდი ატლანტების კრიპტოგრამიდან, რომლის გაშიფრვაც მოხერხდა.

ესე ამბავი, სახელად - ეს ჩემგან არის, აღმოსავლეთ–დასავლეთის გლობალურ პრობლემათა კვლევების


დახურულ წიგნსაცავში მოიძია, ex fontibus თარგმნა და კომენტარები დაურთო აბდურაჰმან რაბინთრანათ ესაია
აინ ალბრეხტ დე საიდ აკვაზიმო ლამორჩელ ბენ ზოსიმე ლაო–კო(ო)ნ მაოჰიტო კოხანამუკო – ვაისმიულერ
დონ რურველ ჩანგ ფრიდრიხ რანდოლფ პატრიკ მაკ-მერფიმ – გურჯმა მეუდაბნოემ.

30

You might also like