You are on page 1of 150

„ქართ ზღაპარი ანი ბანი „

აი ია
მონალიზა

კარგად იგრძნობა მზერაში ვრცელში,


რომ ის დედაა ვაჟით მუცელში.

ვაჟით რომელიც არ უშობია,


მარცხნივ, თვალთანაც არ შეშრობია

სქემა, რომელიც იმ საწყისს იცავს


სამ-ოთხის მარტივ აზრს რაც შეიცავს.

ღვთიური ცეცხლი, მიწა და წყალი,


მათი ხელი კი, ღვთიური ქარი.

ქარის კი ქართა ველზე ჟღერს ქნარი,


როგორც ქართ ველთა ამბობს ზღაპარი.
წინასიტყვაობა
ლექსი პირველი

ამბავი ჩიტმა მომიტანაო,


მეუბნებოდა პატარას დედა.
ორმოცი წლისას მან მაიძულა,
მე ლექსად წერა რომ გამებედა.

ეს იყო ჩიტი, ჩიტი ღვთიური,


ღვთის კალთებიდან გამოგზავნილი,
სხეული მერცხალს ჩამოუგავდა,
მზერით მიმინო იყო ნამდვილი.

გავუმასპინძლდი, არა შეჭამა.


წყალიც არ შესვა არც ერთი წვეთი,
შემდეგ უსიტყვოდ შემეხმიანა
და შემახსენა საერთო ღმერთი.
მითხრა: ისმინე ძამიკო,
ამბავი გარდამოსული.
მამაღმერთისას გადმოგცემ,
დედაღმერთიდან მოსული.

ლოცე ფრინველი ყოველი


ვითარცა სვეტიცხოველი,
მათი გალობით თენდება
და ხიდიც მათით შენდება!

სთხოვე შავ ყორანს, რომ არ ჩაშალოს,


და ფარშევანგმა კუდი გაშალოს...
სულთა სამეფოს წარმოსაჩენად,
ლურჯი ფრინველის აღმოსაჩენად
და დედაღმერთის გადასარჩენად.

გვითხრა:_ წლებში რომ ოთხი იქნება


და ქვეყანაზედ იმეფებს ქალი,
მართალი რწმენის მადიდებელად
ამეტყველდება ცეცხლი და წყალი.
რომ იღაღადოს ოთხის გარშემო
ის შეუძახებს გულიდან სხეულს,
და გადააქცევს ყველას მლოცველად,
შურიანს, მკვლელს და სხვა გონ არეულს.

თავად რომ განსჯის კეთილი წყეულს,


ვეღარ დატოვებს ვერავის ეულს,
გადააფარებს ის თავის კალთებს
ყველა უსახურს და ფარისეულს.

საყდარშიც ვეღარ დაიმალება


ვისაც ათბობდა სულთა წვალება.
ვერავინ ვერსად ვერ გაიქცევა
ზღვა რომ გორგონად გადაიქცევა.

როცა გაივლის ადამიანი


გახსნილ ზვირთებში იმ ერთადერთის,
სხვაგვარად იგრძნობს თუ რა მადლია
შეხება მასთან, რაც არის ღმერთის!

გადმოცემული დედის ხორციდან,


სული, დედიდან შვილში მავალი.
მხოლოდ ეს იგრძნო? რჩეულმა ხალხმა,
ვინც ხსნილ ზღვაშია გამომავალი?!

არ დაუმალო ამბავი მავანს,


უფალმა შენში რაც გაატარა.
მშიშარას ღმერთი ვერ ენახვება,
რომ არ გაუსკდეს გული პატარა.

ათასჯერ ძნელი ასატანია


უბედურებას ვერც შეედრება
მოულოდნელად თავს დატეხილი
ზომაზე დიდი ბედნიერება.
პროლოგი.
1
ეს ლექსი არის ნაკარნახები!
ნაკარნახევი ისეთი ძალის,
რომელიც თავის თავში შეიცავს
ერთობას: ცეცხლის, მიწის და წყალის!
და უცილობლივ კაცის და ქალის!

2
თან სიხარული და სიყვარული,
არა ფარული ყველასთვის თქმული.
ისეთი სრული რომ ყველა გული,
ყოველი სული და მოარული,

3
თუ შეეხება მას იგი ძალა?!
თუ ისმინა და არ დაემალა,
ვერავინ შესძლებს მის უარყოფას,
გადაკეთებას ან მის დაყოფას.

4
ძალა რომ მართლაც არსებობს იგი
ამას ამტკიცებს ამ სტროფთა რიგი.
სად შემიძლია მტვერს მე უსუსურს
ამდენის წერა, თან როგორც მე მსურს.

5
მე მხოლოდ ვიწერ ყურში თქმულს ლამის,
ხოლო დამწერი ერთია ამის.
გადა-მწერები ვყოფილვართ ყველა!
და ვინც გვკარნახობს მასთან არ ბნელა!
6
ჩემში აღარ ზის შიში არც ყინვის,
არც ცეცხლში დაწვის და არც დაცინვის,
მაგრამ ერთია რაც ჩემში შიშს შობს,
ერთია რაზეც ეს გული შიშობს.

7
ძალა რომ იგრძნოს მისი მძლეველი
არ გაფაციცდეს ფარისეველი.
რადგან ეს ძალა, რაც მაიძულებს
და მე მკარნახობს სტრიქონებს ულევს

8
მათ განიკითხავს მე დამიჯერე!
იწყე კითხვა და გული იჯერე.
აქ მთავარია მიდგომა გრძნობით
და არა ყოვლის უგულველყოფით,

9
რომ სიყვარულით შეეხო ამას,
როცა ჩაივლი ამ სტროფთა გამას.
მან დამასესხა ნათელსაც, ბნელსაც
და თავად ეფრემ ასურეთელსაც.

ამ წრეში შემოდი, მისგანგადაიღე


და რასაც გადმომცემს შენთავზეაიღე ...
აი ია სააქაო_ხეთი.
ლექსი მეორე.
10
მან მე მაჯაზე მომკიდა ხელი
და მკითხა:-_მოგწონს ეს მწვანე ველი?
შეხედე, ნახე რა ლამაზია,
რა მიმზიდველი და რა ნაზია.

11
მკითხა:_ არ მოგწონს ბუნების ხმები?
ჩიტის ჭიკჭიკი, მთა-ბარის ხედი. . .
ქარს უხმო, ჩართო რაღაც მანქანა
და ქართან ერთად მეც გამაქანა.
12
მიუახლოვდით: მწვანეა ველი,
ია წვეთების მძივებით სველი,
ფოთლებთან ცოცხალ ჩიტს ყლაპავს გველი,
შევძრწუნდი; მე სულ სხვა სურათს ველი. . .

13
ბალახის ტყეში, მუხლუხოს მკვლელი
ჭიანჭველების ჯარია მთელი.
ნაზად ირხევა ობობის ქსელი,
ბუზი დამდნარი, სურათი ბნელი. . .

14
ჯოჯო ხეებში მგლებს ვხედავ სისხლში,
შველის ბარძაყი აგდია ჩრდილში,
პატარა მუხაც იქა დგას ხმელი,
დიდის ჩრდილია მისი მომკვლელი!

15
შორით ბუღი დგას, ტკივილი მაშთობს:
მამალი ლომი ფურ-ირემს ახრჩობს,
ხარი ირემი ბღავის, თავს აკლავს,
მაგრამ ამაოდ, ვერ ართმევს საკლავს.

16
ჭრელი აფთრებიც შორს გაჰკივიან,
მათ რა დარჩებათ, იმას ჩივიან
და სწორედ ამ დროს ის მე მომმართავს,
უკვე შეშლილს და უკვე ცოცხალ-მკვდარს.
17
_შორით გახედე იმ ცეცხლის ხაზებს,
იმ უცნაურ ველს რომ ალამაზებს,
როგორ კაშკაშებს და როგორ ელავს,
ვნახოთ? იქით რა ტალღები ღელავს?!

18
მასთან შეხვედრას უფრთხის ყოველი!
ვნახოთ? ყველაზე დიდი ცხოველი?!
სასოწარკვეთამ წამართვა ძალა,
წავყევი უხმოდ, დაღლას ვერ მალავ.

19
ჩვენ შევიჭერით ფერად ცეცხლებში,
ბეტონის ჯუნგლის ოქრო-ვერცხლებში,
სხვანაირია ლამაზი ველი,
მეტად ნათელი და მეტად ვრცელი.
20
ბოლოს შევჩერდით ყველაზე მდიდრულ,
ყველაზე ლამაზ სარკმელთან ახლოს.
მითხრა: _ ამათში არვის სწადია,
ღონიერმა რომ სუსტი დაჩაგროს.

21
აქ არ აცხია არავის სისხლი,
ბაღ-ბოსტანია შველის ბარძაყზე,
ერთ ქალს მოუჩანს შიშველი ტერფი
და იმ ლომის ტყავს უსვამს ფაფარზე.
22
იმ მუხის ჩრდილსაც, პატარას მკვლელსას,
აქ მხოლოდ სკამის ფორმა აქვს მრუდი.
სკამზე კაცი ზის და ქამრადა აქვს
მას შემორტყმული იმ გველის კუდი.

23
რქებს ვხედავ, ალბათ იმ ჩვენს ხარ-ირემს
გზად გადაჰყრია კაენთა გუნდი,
მასზედ ჰკიდია იმ მგლების ქურქი
და იმ ჩიტების ბუმბულის ქუდი.
24
ასსე კაცნი კი კვლავ განაგრძობენ,
ზოგჯერ მსჯელობენ, ჩხუბობენ ხანაც,
შემდეგ თავიანთ აზრებს თანწყობით
ალაგებენ და იწერენ თანაც.

25
ჟანრობრივადაც, მათი ქმედება
არა ჰგავს დრამას არსებულს ტყეში.
ესენი იმათგან განსხვავებით
სიბრძნეს აფრქვევენ მათ ვიწროწრეში.

26
შემდეგ ამ სიბრძნეს იმ წიგნად ჰკრავენ,
სხვებს რომ კანონად შთააგონებენ,
ეს კი მათი ის პრინციპებია,
სუსტებს რომ ძალით უკანონებენ.
27
მითხრა:_ ეს უფრო მკრეხელობაა!
ასიათასჯერ, თავის შეცნობით!
ვიდრე ცხოველთა ნადირშაჰობა,
გამოწვეული შიმშილის გრძნობით.

28
თქვენ განსხვავებით სხვა ცხოველისგან
გამაძღართ მაინც გსურთ ნადირობა!
აბა მაძღარმა ლომმა რა იცის?!
თუ რა გრძნობაა გაუმაძღრობა!
29
ყალბი ღიმილი, ყალბი მიმოხვრა,
სხვის დასანახად შეცვლილი ტონი!
გონიერისას რას შეედრება,
უგნური მხეცის გამონაგონი.

30
მაგრამ შეიცნობს? იმ ნეტარებას,
სულის არმქონე, ამაყი ლომი,
როდესაც მაცდურ ვნებას ამარცხებს
ლოცვა! და არა მუდმივი ომი.
31
არა და ვერა, მას ხომ არა სწამს
სალოცავის და ეკლესიების?!
მხოლოდ კაცშია რწმენა და შიში
ღმერთის წინაშე მონანიების!

32
არა, არა სჯობს უგუნურობა.
სჯობს გონიერი არ იქცეს ხარბად.
ასე გაივლის სული გამოცდას
და სამოთხეშიც მოხვდება ალბათ?!

33
მაგრამ არცოდნაც რომ არცოდვაა,
უგუნურობა სჯობდეს იქნება?!
და ვეუბნები:_ მირჩიე რამე,
სანამ შემშალეს შმაგმა ფიქრებმა.

34
მითხრა:_ თავადვე უნდა შეიგრძნო!
რჩევა ეს არის! უკვე გირჩიე!
წამოდი, ახლა ზემოდან ვნახოთ,
მერე კი შენით ამოირჩიე

35
და ამიტაცა ზემოთ და ზემოთ,
წყვდიადში დარჩა ველი ნათელი.
სიცივის სუსხიც მოჰყვა უკუნეთს,
ჩაქრა იმედის ყველა სანთელი.
ესეთი საიქიო
36
მხოლოდ სიბნელე არის გარშემო,
მე დედამიწას ვხედავ შორიდან
ეს რა ყოფილა, უარესია
და მაღრიალებს _დედასთან მინდააა!!!

37
ენით უთქმელი უძირო სუსხი
სერავს და ხეთქავს ჩემ სახის ნაკვთებს.
მხოლოდ სახე ვარ და იმას ვხვდები,
სასტიკი სუსხი ალბათ დამამსხვრევს.

38
_ რომ დაგამსხვრიოს?! _ ის მეუბნება;
_ იქ მიბრუნდები! დედასთან! გინდა?
მაგრამ უყურე, ხედავ ყვითელ სხივს,
დედამიწაზე რომ აციმციმდა?!

39
ეს ის ახსენეს, ვინც აქეთ მოხვდა
და ის მიჩვენებს სხვა ტანჯულ სახეს.
გვერდში ყინულის ასი სახეა,
ველი, რომ ვნახავ ასივეს ნამსხვრევს.
40
მათი სხეული მიწაზე დარჩა,
სახით სულია გამოსახული.
მასში სინდისის ქეჯნაა მხოლოდ
ჩაგუბებული და ჩასახული.
41
მაგრამ უეცრად ყვითელი სხივი
შეეხო ერთ-ერთს, მეორეს_ყველას,
მე კი სახეებს ნაკვთებზე ვამჩნევ,
ყოველი ღვთიურ მზისფერში ღელავს.

42
თუ რა სითბოა გრძნობებში მათში
ენა ვერ აღწერს, ვერ შეძლებს ამდენს
და ას სახეში ნელ-ნელა ვარჩევ:
რუსთაველს, მოცარტს, ბაირონს, როდენს.

43
დედამიწიდან მოედინება
ოქროსფერ სხივთა მთელი მდინარე.
ყველას ეხება ყვითელი სხივი,
მაგრამ იქიდან გამომდინარე,
44
ვინ რა დატოვა ცისფერ სფეროზე,
რით მოიხადა თავისი ვალი,
იმის მიხედვით განიკითხება,
ყინულის სახის კაცი თუ ქალი.

45
სხივთა სათავეს წარმოქმნის ჰანგთა
კაკაფონია, ვაკჰანალია.
ვიღაც ლექსს ამბობს, ვიღაცა მღერის,
ვიღაც, მოღვაწის მოტრფიალეა.

46
ვიღაც უბრალოდ ახლობელს ტირის,
სადღეგრძელოს სვამს, იგი მთვრალია
და ეს ჰანგები შველაა, ხსნაა,
იმათთვის, ვინც კი სული დალია.

47
ზოგს სხივი მოსწყდა, დაიმსხვრა ბევრი.
სახის ადგილას სივრცეა ბნელი,
მითხრა: _ არავინ აღარ იხსენებს,
მოუკვდათ ბოლო ოჯახის წევრი.

48
თან შემომხედა: ის არის სივრცე,
თანაც შეკრული, თანაც გაშლილი.
სახის ნაკვთები ემჩნევა მაინც,
გრძნობა ერთი აქვს _ გრძნობა აშლილი,
49
მითხრა:_ უყურეეე! როგორ მოქმედებს,
იქ რაც დატოვეს და რაც ხალხშია.
რით დაეხმაროს ან რა შეუნდოს,
აბა აქ ღმერთი რა შუაშია?!!!

50
იმას ვერ კრძალავს მოწყალე ღმერთი,
მის შვილებს ძვირად რაც დაუჯდება.
თავის ქება რომ მათ აუკრძალოს,
ძალიან ბევრი დაუმუნჯდება.

51
მითხრა:_ შენსავე თავს დაუკვირდი,
სხვა რომ გჯობია, თუ გიხარია?!
და ვინც არ გიყვარს, იქნებ იმიტომ,
შენზე კარგები რადგან არიან?

52
მაგრამ ბევრია? ვინმე ცოცხალი
თავის თავზე რომ აუგს აიღებს?
თანაც ნაწყენიც რომ არ დაგრჩება
როდესაც თავზე მართალს გაიგებს?!
53
მათ მიაძინეს ღვთისშვილის ჯიში
თესეს შური და სიკვდილის შიში.
ისინი ხეებს აჯოჯოებენ,
და ხელოვნურად ასაზრდოებენ.

54
მათი შეჯიბრი ფულის ყმობაა,
სადაც ილეთი ეშმაკობაა.
ეშმაკობა კი ჟლეტს ყველა ცხოველს
და ერთ დიდ ქვაბში ადუღებს ყოველს.
55
ჯოჯო-ხეთია მათი სოფელი
და ყველა კაცი მასში მყოფელი
ვერ ხვდება რისი მონაწილეა,
ვისი ყმაა და რარიგ მცირეა.
56
ეშმაკები კი იცავენ წყობას,
ქმნიან ცრუ მონებს და ცრუ განწყობას.
ცოდვათ ითვლება წყობის დაქცევა,
თვითმკვლელობა და მათგან გაქცევა.
57
და რაც დიდი ხნით გეხება სხივი,
მითხრა:_ შენც იცი, თუ რა ფასი აქვს.
წადი, გასწიე, დაეშვი უკან,
ის რომ დათესო, რაც ლამაზია.

58
უამბე ყველას, რომ თვითონ არის
თავის განკითხვის იგი უფალი
და გადაეცი, რომ უფრო მძიმედ
აღიქვან ცნება "თავის_უფალი".

ლურჯი ფრინველი
59
ვკითხე: _ რა არის ცისფერი სფერო?
რატომ შეიქმნა სიცოცხლე მასზე?
თანაც ისეთი, თავს რომ გაიტან
მხოლოდ ცოდვების ჩადენის ხარჯზე?!

60
მან შემომხედა… და მე ვიგრძენი
არ არსებობდნენ მისთვის დროები
მითხრა:_ გახსოვდეს! ყველა ცოცხალი,
არის ცოცხალის ნაწარმოები!
61
და დამანახა მთავარი მხეცი,
რომლის ბრუნვასაც მისდევს ყოველი:
ადამის მოდგმაც, ბუნების სუნთქვაც,
ყველა მწერი და ყველა ცხოველი.

62
მითხრა:_ შეხედე როგორ მოქმედებს
და მის თანამგზავრს შეახო ხელი,
მხეცი თან შეკრთა თან შეიშმუშნა,
მისი ბაკანი თიხაა სველი.

63
თიხიდან ბურთი ამომიძერწა,
სულით ჩამიდო ის ხელის გულში
მითხრა:_ შეეხე მაგრამ ფაქიზად,
ერთი ფორმა ზის ორივეს სულში.

64
სველი თიხის ბურთს თითით შევეხე
და მე ვიგრძენი ერთობა მათში.
როგორც ვექცევი თიხის ბურთულას
იმ განცდებს ვთესავ დედამიწაში.
65
მითხრა_ თქვენით ჭირს უბედურება
ადრე ედემი იყო სოფელი.
თქვენ ჯოჯოხეთი შემოაშენეთ
და გაუმეფეთ მეფისტოფელი!

66
მითხრა _ შეხედეე, როგორ ბობოქრობს,
გმინავს და სუნთქავს, ბრუნავს და ფიქრობს,
და რაც მოხვდება მის სიახლოვეს
ჭამს და იზიდავს, შთანთქავს და იწოვს.

67
ყველა მტაცებელ ფრინველზე მეტად
მას უყვარს სისხლი, თან სულ სწყურია.
სხვა არსებათა უბედურება,
მისთვის სათნო და საამურია.

68
მისი წესებით, თუ არ სდევს ჭირი,
არაფერია ბედნიერება!
და თუ არ ახლავს თან სიმახინჯე,
მაშინ აზრს კარგავს მშვენიერება.

69
მე კი ვუყურებ სახეთა მსხვრევას,
როდის მოუწევს ვიღაცას რიგი,
და მრგვალ ლურჯ ფრინველს მით უფრო ვ.....5
რაც უფრო ძლიერ მიყვარდა იგი.
70
რამდენი ხნითაც გეხება სხივი,
ახლა კი ვხვდები, თუ რა ფასი აქვს.
რომ დავეშვები, მე უსათუოდ
დავთესავ იმას, რაც ლამაზია.

71
ვუამბობ ყველას, რომ თვითონ არის
თავის განკითხვის იგი უფალი,
და უფრო კარგად დავუკვირდები,
რას ნიშნავს ცნება _ თავის-უფალი.

72
კვლავ ვეკითხები: _ სად არის სახე
ვინც კი დაიმსხვრა, წეღან თუ ვნახე?
მითხრა :_სფეროში დაეშვა ყველა,
მათთვის აქ ცივა, მათთვის აქ ბნელა.
იქ დაიბადა თავიდან ყველა.
მათთვის აქ ცივა.
მათთვის აქ ბნელა.
შავი ზღვის ნაამბობი.

ლექსი-მესამე.
73
მითხრა:_ სიბნელე არის საბაბი,
ყველამ აანთოს თითო სანთელი,
თუკი სიბნელე არ იარსებებს?
სად ჩაისახოს აბა ნათელი?!

74
დასაწყისია ბნელი_ნათელის!
სიუხვე_შურის! ტკივილი_შვების!
ცოდვები მათი მონანიების!
დაბადება კი გარდაცვალების!

75
მითხრა:_ ცხოვრება ერთი მთა არის,
მასზედ ადიხართ ლოცვა ლოცვითა,
მაგრამ ვაი, რომ მეორე მხრიდან
ჩამოუყვებით ცოცვა_ცოცვითა.

76
ნეტავ რას ეძებთ სხვადასხვა რწმენა,
როდესაც თქვენ-თქვენ ხატებს ლოცულობთ?
იქნებ სიმშვიდეს დაეძებთ ყველა,
რასაც საფლავის სახით პოულობთ.

77
ვკითხე:_ რაღად ღირს მაშინ ცხოვრება,
თუ მასში შვება არ იშოვნება?
მითხრა: _ცხოვრება მხოლოდ ძაფია,
რითაც სიცოცხლე მოიქსოვება.
78
ნორჩს გადაეცი ღვთისგან ნასწავლი,
ის ხმალი იყოს შენ კი სალესი.
სალესავი ხომ თავად ვერა ჭრის,
მხოლოდ ხმალი ჭრის მისგან ნალესი.

79
ვკითხე:_ცოდნა თუ სიცოცხლესა ქსოვს,
სულელის ოქრო რატომღა ფასობს?
მითხრა:_ ის ოქრო მალე ილევა
ხოლო ნასწავლი თაობებს ახსოვს.

80
უმეცარს ოქრო ვერას უშველის,
ოქრო, გონებით მოსაღობია.
ცოდნით და გონით მტკიცე ქალაქი,
ციხე-გალავნით მტკიცეს ჯობია.

81
ფულის და ძალის ქმნილი სიმართლით,
მითხრა:_ვერცერთი გულს ვერ იჯერებთ.
ბრძენიც რომ იყოთ, მაინც ვერ ახსნით,
თუ ქართულ ზღაპარს არ დაიჯერებთ.

82
ამ ჯოჯოხეთის საპირისპიროდ
სამოთხეც არის განლაგებული,
იქ არ არსებობს ფული და ჭუჭყი,
არც გლახაკი და არც დიდებული.
83
იქ შეგრძნებები სიმშვიდეშია.
იქ ღმერთის ძალა სხვა სოფელშია.
მითხრა და ჩემს წინ ჩამოატარა,
მზის სისტემაა... მხოლოდ პატარა.

84
შუაში მზეა, ჩამესმის ხმები.
მის გარშემო კი სხვა პლანეტები
გარს ევლებიან სიყვარულს ნათელს,
შემოქმედების ანთებენ სანთელს.

85
აქ არ არსებობს წინაღობები,
შენ კი გეხება მათი გრძნობები,
სიყვარულია, გრძნობათა შთამგონი
და გარინდული ათი ქალბატონი
მოხეტიალე მამრს ელოდებიან,
ტრიალებენ და ცეკვით ტკბებიან.

86
მზე მართავს მათში ყველა ქმედებას,
მრავალ ურთიერთ ზემოქმედებას,
რაც ერთმანეთზე აფიქრებს მარად,
ატარებს მშვიდად, ამყოფებს წყნარად.
87
მას შეუძლია შექმნას სხეული
ურთიერთ ნდობით გამოწვეული,
ყველა ცნებისგან თავისუფალი
ერთი ღვთაება, ერთი უფალი.

88
_ აი, რა არის თურმე ღვთიური,
ნდობით და ტრფობით მარადიული.
ცხადში კი - ყოფა ყოველდღიური
ხორციელი და ამქვეყნიური,

89
შეიცავს მხოლოდ თავის წვალებას,
წართმეულ ვნებას, ფარულ ზმანებას.
მკითხა: _ რა გიჯობს, რაიმე ვნება?
თუ შემოქმედთან გამთლიანება?!

90
მე ვერ ვპასუხობ, ვერ ვიკრებ ძალას,
ის კი განაგრძობს და არ მიმალავს,
რომ არც ის არის მარადიული,
ყოფა ამგვარი, ყოფა ღვთიური.
91
დედად აღქმული მრგვალი სხეულის,
მამა მზის სხივით ამორჩეულის.
ერთ დროს ქალწულის და გაყინულის,
აწ სამშობიაროდ გარინდულის.

92
_სამშობიაროდ? მე ვეკითხები,
უსუსურია ჩემი კითხვები.
მითხარ, მოვლენა როდის მოხდება?
ის მეუბნება _ ცოტა დრო რჩება. . .

93
და ის მიჩვენებს როგორ ფეთქდება,
მზიდან მესამე შემოქმედება.
ეს, ფეხმძიმობის დრომ გაიარა
და დედამ მამრი იმშობიარა.
94
მე კი ვუყურებ თუ როგორ გასკდა
და აგიზგიზდა დედის სხეული,
გამოისროლა პლატინის მამრი,
გაიმეორა როლი ჩვეული.

95
მხურვალე მამრიც გამოემართა,
ჩამოუქროლა მბჟუტავ სიყვარულს.
მზე აფეთქების ტალღამ ჩააქრო.
თან დასდევს მწუხრი ყოველ სიხარულს.
96
და მზედ ქცეული დედა მშობელი,
ჩამქრალ მზისადმი დაუნდობელი
აალდა სხივით შეუპოვარით
ღვთაებრივი ძის დანატოვარით.

97
მის გარშემო კი ზე-ძალის ძალას,
როგორც სხეული ხერხემლის მალას
გარს შემოერტყენ სხვა პლანეტები
რომ შემოხაზონ ორნამენტები.
98
ზოგმა სასწორი, ზოგმა მერწყული,
ყველას თავისი როლი აქვს სრული.
მათში ერთს ერგო ის სიყვარული,
რომ შეიერთოს მამრი სხეული.

99
და აი, ისიც მიუახლოვდა,
კვლავ გარდასახვის მოვიდა ჟამი,
თან მოიტანა სრული თანხმობა,
მზეში ჩაიწვა წითელი შხამი.

100
სრული თანხმობა ბატონობს ბირთვში
სხვადასხვა სახის ელემენტების,
რომლის შედეგად იქმნება ველი,
ველი ღვთიური შემოქმედების.
101
ღვთიური ველი არის ჰაერი,
გამჭვირვალე და ზემგრძნობი ნისლი,
ეს იმიტომ რომ არ შეხებია
არც ერთი წვეთი, წითელი სისხლი.

102
ის არის ხიდი, მამრს და მდედრს შორის,
გულის და ზურგის ქვეყნების ხიდი,
ყველა სხვა ველზე ნაყოფიერი,
ზემგრძნობი, სუფთა, სპეტაკი, მშვიდი.

103
და შეჯახების ელვარე შუქი
შავ-ბნელ სივრცეში ყინულით ხატავს.
მამალი ბირთვი ქალწულის სხეულს
წვრილ ნაწილებად ამსხვრევს და ფანტავს.

104
რომ დაიკავოს ადგილი ბირთვში,
მომავალ დედად გადაქცეულში
და გამორიყოს მის თანამგზავრად
რაც ადრე ჰქონდა ქალწულს სხეულში.
105
შემდეგ კი ჩალღვა და ნამსხვრევები
თავის გარშემო შემოიერთა.
წვრილი ნამსხვრევი ყინულის არის.
კვლავ წყალი ამოირჩია ღმერთმა.
106
ამას ბუტბუტებს ოკეანეში
მიმობნეული ყველა ვულკანი,
შემომქმედს ზურგზე გულიდან მოსდგამს,
ყოვლის საწყისი და დასაბამი.
107
ორი ცოცხალით მესამე იქმნა,
ორის ერთობას პასუხობს ღმერთი,
მდედრში მამრი ზის და შობს მესამეს,
სამობით არის, რომ არის ერთი.

108
ყველა პლანეტა შემოქმედია,
იმის, რაც მასზედ წარმოიშვება.
მოხეტიალე პლატინის ბირთვმა
გადმოიტანა ყველა ქმნილება,

109
რაც კი მზედ ქცეულ შემოქმედს ჰყავდა
ზურგზე შეზრდილი, თავის შვილებად.
კაცი, მცენარე, თევზი, ცხოველი,
მწერი, ფრინველი და სხვა ქმნილება.

110
ის არს მამალი მოხეტიალე,
რომელსაც დააქვს ადამის ძვალი
და იწყეს ერთი შემოქმედება,
შვილს ხომ ორი ქმნის, კაცი და ქალი.
111
და სიყვარული ათბობს ორივეს,
მზეა ეს გრძნობა აგიზგიზებით,
ზუსტად ისეთი რაც ქალ-ვაჟსა აქვთ,
თვითშეგრძნებებითა და მიზნებით.

112
რაც ასხივოსნებს შემოქმედებას,
სადაც ყოველი არის მსახური;
ღვთიური ველის შექმნილი ჯაჭვის,
სანამ გასწყვეტდეს მას უსახური.

ედემი
113
სანამ გაწყდება ჯაჭვი ღვთიური,
არის სამოთხე ამქვეყნიური.
ღმერთის სამი ჭა მეოთხესა ქმნის,
ქარი-ჰაერიც სიკეთით დაქრის,

114
ყველა არსება ერთმანეთს ჰკურნავს,
ღვთიური ველიც სიკეთით ბრუნავს,
სიკეთით ბრუნავს თვით შემოქმედი
და კანონები მასზედ მოქმედი,
არის ყოველი შვილისთვის ერთი:
ერთნი ვართ ყველა, ერთი გვწამს ღმერთი!!!

115
მრგვალი სამების მორწმუნე მრევლი,
მართალი რწმენის მადიდებელი.
ყოველ საღამოს ბრწყინდება ველი
და ინაბება ირგვლივ ყოველი.
116
იქ არ არსებობს ამპარტავნობა,
იქ მუდმივია ცნება ბავშვობა.
უფალს პირისპირ ეხება ყველა,
შუამავლური არ უნდათ შველა.

117
მრგვალი ქალღმერთის მორჩილი მრევლი
არ ტირის როცა ვინმე უკვდება;
იცის, რომ სული ცოცხალში კვდება,
თორემ მკვდარიდან თავისუფლდება.

118
მათი ვნებები საზღვრებს არ სცდება,
იმას არ უფრთხის რაც არ ასცდება.
იქ არ არსებობს სიკვდილის შიში,
რასა, ნაცია, ერი და ჯიში.

119
ყველას აქვს ღმერთის დიდი კალათა,
ყოველის სულში ჰკიდია იგი,
ნახევარს გასცემს რასაც აგროვებს
დედა ქალღმერთი რომ იყოს მშვიდი.

120
ყოველს იზიდავს დედა იზიდა,
ის თვითონ აჩენს, უვლის და არჩენს.
ყველა არსებას თანაბრად კვებავს,
ათბობს და ათრობს, ჰკურნავს და არჩენს.

121
იქ არ იბრძვიან გადარჩენისთვის,
უფალში ცხოვრობს ყველა ცხოველი.
ყველა ცხოველშიც უფალი ცხოვრობს
და ერთმანეთზე ზრუნავს ყოველი.
122
მითხრა:_ უკუღმა შეხედე
ასე იგრძენი ტრფიალი
ეგება წაღმა შებრუნდეს
ქვეყნის უკუღმა ტრიალი

123
ერთნაირია, ყველას საკვები,
იქ ყველა ლუკმას ერთი სუნი აქვს.
მისი გულისთვის არა ღირს ომი,
ის ყველას ყელში ამოსული აქვს.

124
უკუღმა დროში იზრდება იგი,
არც მოვლა უნდა არც სხვა ქმედება.
დროის უკუღმა მიმართულებით
სულ სხვაა ღმერთის შემოქმედება.

125
მითხრა_შეხედე! ხედავ იმ ირემს?
მიწიდან ჩონჩხი ამოდის, ვხედავ,
და ვეკითხები: ის მიწამ შობა?
მკითხა: _ ქალღმერთი ვის ჰქვია, ნეტავ?!!

126
პირველად ძვალი შექმნა უფალმა,
მერე კი იწყო შემოქმედება,
სცენას ავლინა ანგელოზები
ანგელოზებმა იწყეს ქმედება.
127
თავიდან ბუზმა შემოაქსოვა
ირემის ძვალზე ნაზი მასალა,
მას ნედლეულიც ქალღმერთმა მისცა,
წაღმა უკუღმა ფიქრიც ასწავლა.

128
ნაირ-ნაირი ანგელოზები
შემოიკრიბეს ირემის ძვლებმა.
თეთრმა ჭიებმა ტყავი შეასხეს,
ხორცი სვავებმა, კუნთები მგლებმა.

129
ბოლოს კი ლომმა შთაბერა სული,
და ჩვენს წინაშე ქმნილება სრული,
მოსჩანს ღვთისშვილი ბუნების წილი.
ირემი ღვთიდან ამოძერწილი.

130
დროის ფირფიტა უკუღმა ბრუნავს
აქ ქალღმერთია ყოვლის მშობელი,
აქ ყველას შობას ზარები გრძნობენ,
მამრი ბირთვისგან განუყოფელი.

131
და ყველა ზარი კაცებით რეკავს
იმას, რომ უყვარს დიდი მშობელი.
ლურჯი ფრინველი, დედა ვეშაპი,
და მრგვალი ღმერთის კეთილსოფელი.
131
ახლად გაჩენილს, ღმერთის განგებით,
დადგენილი აქვს ასაკი მისი.
მას ყველაფერი თავისი ჰყოფნის,
შეჩვეულია, არ უნდა სხვისი.

132
აი, ამოაქვთ მუხის პერანგი,
იქ შემოქმედის ქმნილებას სძინავს.
შემოქმედიდან ამოზელილი
შეიცავს აზოტს, ამიაკს, რკინას.

133
უკლებლივ ყველა ნივთიერებას
დედა ვეშაპში რაც კი არსებობს.
გარდა იმისა, რითაც უფალი
თავისას შვება და შემოქმედობს.

134
მკითხა:_ თქვენა ხართ უფალის ყმები?
მიწათმოქმედნი და გიორგები?
გაგიბნევიათ შაქარი წყალში?
გადაგიღვრიათ თაფლი ბოსტანში?
135
ქალღმერთს ხომ ძლიერ სჭირდება ტკბილი,
შვილს რომ დაუტკბოს სპეტაკი გული.
ის ხომ დედაა ვაჟით მუცელში.
სამშობიაროდ გამზადებული.

136
მითხრა:_ორსულის შეგრძნებები კი
დედის ზურგზეა ჩამწკრივებული,
დრო მოვა, იგრძნობს ყოველი შვილი
სად რა ფენაა განლაგებული.

137
ადამიანშიც ფენა-ფენაა
ყველა შეგრძნება თანმიმდევრობით.
რა წამს შეშინდა, რა წამს გაბრაზდა,
ან იხალისა რა წამს ღრეობით.
138
იმის მიხედვით დანაწილდება
მცირე ქიმია დიდ ქიმიაში,
რა შეგრძნებებიც შეისისხლხორცა
განცდების მიერ მის ცხოვრებაში

139
და როს შეერწყმის დიდ სხეულს მცირე,
განცდილ გრძნობათა თანმიმდევრობით,
არ იმალება ადამიანში
არცერთი გრძნობა, თუნდაც შენდობით.

140
არც კი ჭირდება გარდაცვალება,
ცოცხალ კაცსაც გრძნობს მისი უფალი.
ააშკარავებს კაცის განწყობას
თითო ჩასუნთქვა თავისუფალი.

141
საკმარისია თითით შეეხოს
კლდეში მომავალს წყაროს ანკარას,
რომ იმავე წამს ყველა ზღვა იგრძნობს
რა განცდები აქვს სხეულს პატარას.

142
სიარულზეც კი ემჩნევა ყოველს
ღვთის მოშიშეა თუ ყმაა ფლიდი.
ქალღმერთის ზურგზე როგორ აბიჯებს
თავხედურად თუ ღმერთის აქვს რიდი.
143
აისახება ცეკვებში ერთა,
ქუსლით ცემა და ზნე დამპყრობელთა.
ზოგი კი უსვამს ფერებ-ფერებით,
ეთაყვანება თითის წვერებით.

144
ვკითხე:_მითხარი შენ როგორ ხედავ?
ფეხის დაბანა რას ნიშნავს ნეტავ?
მას რომ ღვთის კაცნი თავმდაბალნი ვართ?
თუ მას რომ ღმერთის ზურგზე დავდივართ?!
145
კაცო, კლდე ხარო, იესოს უთქვამს.
კეფა და კლდე ხომ სიტყვაა ერთი.
ქალღმერთის კეფა კლდე ხომ არ არის?!
მითხრა: _ მანდ უნდა შეიცნოთ ღმერთი!

146
თქვენ სისხლში ახრჩობთ ღმერთვეშაპს მაგრამ,
ის თავის სათქმელს მაინც იძახის,
შენ მთავარია მიუყურადო:
ჩურჩულს ნიავის, სუნთქვას ვენახის.

147
და კარგად იგრძნობ ადამიანი
რა შეხება გაქვს მუდამ უფალთან.
ყოველი წამით, წუთით, საათით;
ჰაერთან, მზესთან, მიწასთან, წყალთან.
148
მას ფეხშიშველი უნდა შეეხო,
შენ კი ქალღმერთზე იატაკს აგებ,
უფალს უფრო და უფრო შორდები
და სანდლის შეხსნის ღირსად არ აგდებ.

149
მისი ზემგრძნობი ორგანოები
ამოგიძერწავს ზურგზე მიწიდან,
მასში ცხოვრობ და მასზედ დადიხარ.
განკითხვაზე ხარ დაბადებიდან.

150
ყველა კედელი სმენაა ღმერთის.
ჰაერი, ყნოსვა! ცა, მხედველობა!
ნაკადულით ხომ ოკეანე გრძნობს
რას ფიქრობს მისი შთამომავლობა.

151
მითხრა: _ უსმინე; უყურე ამას!
წაღმა-უკუღმა აკრეფილ გამას.
დედის შექმნილი მიწაში შედის,
მიწის შექმნილი: მუცელში_დედის.
152
დედა ერთია! დედაც ღმერთია!
დედა მიწაა! მიწა ერთია!!!
მამაც ღმერთია! დედაც ღმერთია!
ის სულ ყველასთვის ერთადერთია!

153
დროის უკუღმა მიმართულებით
შობს დედამიწა სხეულს კაცისა.
ეს სხეული რომ ბავშვად იქცევა,
შევა სხეულში დედაკაცისა.

154
გარდაიქმნება იქ სიყვარულად
და დაიყოფა ის ორ ნაწილად.
ერთი დარჩება დედის სხეულში,
მეორე მამას ერგება წილად.

155
დროის ჩვეული მიმართულებით
შობს დედაკაცი სხეულს კაცისა.
და ეს სხეული როს დაბერდება,
შევა სხეულში დედა მიწისა.

156
გარდაიქმნება იქ სიყვარულად
და დაიყოფა ის ორ ნაწილად.
ერთი ნაწილი მიწად იქცევა,
ხოლო მეორე_მამა მზის სხივად.
157
დროის ყოველი მიმართულებით
დედა დედაა, დედა ქალია.
ხოლო მამა მზის ნატყორცნი გული
ბინადრობს მასში, ისიც მრგვალია.

158
როდესაც ვუცქერ უფალს შორიდან,
ნათელ ძე ღვთისას დედაში ერთში,
სწორედ აქედან მოჩანს მთლიანი,
ღმერთი ყველაში, ყველა კი ღმერთში.

159
სწორედ მაშინ ჩანს როცა ვერ ხედავ
და არვის უყრი თვალებში თვალებს.
ცოცხალი გული ცოცხალ სხეულზე
აერთიანებს კაცებს და ქალებს.

160
მზე, დედამიწა, ადამიანი,
ეს არის ერთი! ერთი მთლიანი.
და ადამიანს შესწევს უნარი
რომ მზის და მიწის ის იყოს ქნარი.

161
დედა მიწაზე მიხორცებული.
მამა მზის სხივით გაჯერებული.
ერთმანეთისგან განუყოფელი
გარდამავალი წუთისოფელი.
162
ერთიანია სარდაფი სხვენთან,
სხეული_სულთან, სული_ჰაერთან,
ცეცხლი_მიწასთან, წყალი_ღრუბელთან,
მიწის ქვეშეთი, ცასთან და მზესთან.

163
მცენარე_თევზთან, ცხოველი_კლდესთან,
ფრინველი_მწერთან, ერი კი ერთან!!!
და ეს ყოველი ერთიანდება
შემოქმედების ვეშაპთან! ღმერთთან!!!

164
ის ბუნებრივი ღმერთის+ტანია!
ანარქიული „ანი ბანი“ ა!
მზე დედამიწა და პლანეტები.
ღმერთის ნაწილი მზის სისტემები!

165
მითხრა:_ მასშიც ხართ, მზის სისტემაში
და არა მხოლოდ დედამიწაში.
მაგრამ მრწამს რომელ უფალში ნახავ?
თუ დედა ქალღმერთს ვერ დაინახავ!
166
მოლეკულების ყოველ ატომში,
რომელიც ყოველ პატარა ბავშვში
შეიცავს მრავალ ნეიტრონებად
იმას, რაც ხდება გალაქტიკაში.

167
მითხრა:_რად უნდა ძებნა-მიგნება,
ესე იყო და ასე იქნება!
სამოთხის კარი მუდამ ღიაა
თუ ბუნებრივი ანარქიაა!

168
სანამ ჩამოვლენ უსახურები,
ეშმაკის შვილნი და მსახურები.
სანამ კაენმა მოკლა აბელი
და დაიგეშა ბატკანზე მგელი.

უსახურები.
169
მითხრა:_ არიან ფარისევლები,
იმათგან მოდის მთელი წყევლები,
სხვადასხვა რწმენა, ბევრი მრევლები,
ბევრი სისხლი და ბევრი ცრემლები.

170
მახინჯ დედ-მამას ლამაზი შვილი
ხომ გასჩენიათ ღვთისაგან ქმნილი,
ან კი პირიქით _ ლამაზ დედ-მამას
მახინჯი შვილი ჰყოლია ხანაც.

171
სხვა ქმნილებაა უსახურები,
იმ ხილის გემო გასინჯულები.
მიწიდან ცაში ასახლებულნი
და ასამღვრევად დასაქმებულნი!

172
ვერ ამოიცნობს ადამიანი,
ვერც_მუსულმანი, ვერც_ქრისტიანი,
ვერც_ბუდისტი და იუდეველი,
ვინ არს უსახურ-ფარისეველი?!
173
უსახური კი მალავს თავის თავს,
ის უღმერთოა და ყველას მართავს,
ვინც შემოქმედის ძეა მსახური,
ღმერთისგან ქმნილი და ჩასახული.

174
ის მუდამ ფხიზლობს, არ სვამს არ სძინავს,
იგი ფრთოსანი ცეცხლით დაფრინავს.
ის არც ქალია და არც კაცია,
ის არც ერია და არც ნაცია.

175
ის მოშორდება დედაღმერთს კვლავაც,
დაელოდება ვარსკვლავთ სივრცეში,
გარდაცვალებას დედაღმერთისას
მზეში და სხვა სახის შემოქმედში.

176
რბოლას იწყებენ შემდეგ დროები,
უსახურისთვის ამაოები,
სხვადასხვა სივრცეს სხვადასხვა დრო აქვს.
აჩქარებასაც შედეგი მოაქვს.
177
სადღაც რომ გავა ორიოდ წამი,
სადღაც ჩაივლის მრავალი ჟამი
და დაეშვება ცეცხლოვან ფრთებით
ეტლი ანგელოს უსახურებით.

178
ასახავს ამას ძველი ცეკვები
რომ ცით დაეშვნენ ვითომ ღმერთები,
არის ეს მითი ერში ყოველში,
თუნდაც ფრესკაზე სვეტიცხოველში.

179
რომ ცით დაეშვა ცეცხლოვან ფრთებით
ეტლი ანგელოს უსახურებით,
და რომ გაჰყარონ ღვთისშვილებს ღმერთი,
მასზედ ეცემა წითელი წვეთი.
180
თორემ მანამდე შოთაც ამბობდა,
მგელი და კრავი რომ ერთად სძოვდა.
რა ქნას, როგორღა შეგეხმიანოს?!
შოთაც წაფხაჭნა, ადამიანო.

181
იქნებ ძველ ხუცურ სიმბოლოებში,
სამოთხის კარის გასაღებია.
და ვეფხის ტყავზე გამოწერილი,
სულ სხვანაირად გასაგებია,

182
იქნებ ვაჭრობა ფუჭი ხარჯია?
უსახური კი შოთას ქაჯია?!
მხეცი და ვეფხვი ცოდვის შვილია
და ცოდვილთ ხელით დახოცილია?!
183
იქნებ ფრიდონი ენერგიაა,
ბიო სამყაროს ველთა მომცველი?!
იქნებ ნესტანი რელიგიაა,
ტარიელი კი მისი მლოცველი?!

184
იქნებ როსტევან მამა ღმერთია,
სხვა ძე არ ესვა, რას ნიშნავს ნეტა?
იქნებ ედემი არაბეთია,
სადაც ბატონობს ქალი და დედა.

185
მითხრა:_ დაფიქრდენ აღმზრდელნი ქალთა!
შვილებს აბერტყონ ბუნების კალთა!
თუ ქალი ბუნებას დაეძებს კაცში,
კაცი ბუნებას შეუშვებს თავში!

186
მკითხა:_იქნებ და დედამიწაზე,
ალქაჯი ქალის გასაკიცხია?!
მითხრა _ გახსოვდეს! დიადი შოთა
კიდევ მრავალჯერ წასაკითხია!
187
მეთხუთმეტედან თვრამეტის ჩათვლით,
წინასწარმეტყველებას ჩახედა,
წიგნი გადადო, ამხედ-დამხედა
და წარსულ დროში გადამახედა.
ღვთიური დევები.
188
მითხრა:_ ცხოვრობდა ქვეყნად პირქუში,
გამორჩეული ფარისეველი.
უსახურების მონა-მორჩილი,
დევების რისხვა დამარბეველი.

189
უსახურების ლახტის მფლობელი,
ლახტი რკინისა, ცეცხლის მშობელი,
ამოეწყვიტა რათა დევები,
არის ხევსური ამის მთხრობელი.

190
დევებს შეეძლოთ ნდობა მიწისა,
მაგრამ ვერასდროს ფიქრი იმისა
რომ შეჯვარდება მათთან წყეული,
ჩაისახება ფარისეული.
191
ეშმაკი თავად უსახურია!
ფარისეველი კი მსახურია.
ის მსახურია უსახურისა,
დევებში მათით ჩასახულისა.

192
უსახური კი მალავს სიმართლეს,
დევებს ურჩხულად მოიხსენიებს,
დევის ქალებს კი კოცნის და ეტრფის,
ფარისეველებს ამრავლებინებს.

193
იყვნენ იმ დროში ფარისევლები,
უსახურნი და ღმერთის დევები.
ვერ იფიქრებდნენ ამას დევები
ნეანდერტალელ_ატლანტელები,
რომ ახდებოდა ყველა წყევლები
და მათ გაჟლეტდენ ფარისევლები.
194
ფარისეველი ყველა ერშია.
ვერვინ ვერ შეძლო გამოერჩია,
ღვთის შვილისაგან ფარისეველი,
ყოველი მეფის ყოვლისმრჩეველი.

195
მითხრა :_ღვთის წიგნი ვისი ქმნილია?
გადამწერალთა შეგროვილია!
ფარისეველი ყველგან ერია,
გადამწერებშიც გამოერია.

196
და ეშმაკური ის გააკეთა
რომ ბევრი სტროფი გადააკეთა,
მრავალი სიტყვაც ფანდად აქცია
და გამოცანად გადააქცია.
197
იცის წყეულმა, იდუმალება
მცირე დეტალში რომ იმალება,
სიტყვას თუ ასო დაემატება
ღვთიური ველი გ-ველი გახდება.

198
ცხრაკლიტულს კეტავს მთავარ+მთარგმნელი!
მისი შეგირდი გადამწერია!
ცხრავე კლიტე რომ გამოცანაა,
ყოველი ენის ზღაპრად წერია!

199
მითხრა:_ აბელი ადამისგან ჰყავს,
ხოლო კაენი  უსახურისგან. 
ევამ შვა არა+ადამიანი
დაბრმავებული შავი შურისგან.
200
პირველი სისხლის ტახტის მფლობელი!
პირველი მეფე მეფისტოფელი!
და ბაქტერიაც შეჭამს მეორეს!
რასაც ყოველიც გაიმეორებს!

201
გემს ათამაშებს შავი ტალღები,
კაენელები არ იღლებიან,
ჯიშით შიშის რომ არ შეეშინდეთ,
ცის ანგელოსებს ევედრებიან.
202
ცის ანგელოსი უსახურებიც,
მფრინავი ცეცხლით თან დაჰყვებიან,
გზას უკვალავენ, წინ მიუძღვიან,
ემხრობიან და ეხმარებიან!

203
საფრთხეს შეიგრძნობს დედაქალღმერთი!
თავს იცავს მთელი შემოქმედებით:
მეხით, ტალღებით, ქარით, კლდეებით,
ზღვის სირინოზთა ჯადოსნურ ხმებით.

204
უსახური კი საქმეს განაგრძობს.
დედას მწვალებლის სიტყვას უსრულებს!
იცის წყეულმა ის საიდუმლო,
დედა ქალღმერთს რაც დააუძლურებს.
205
გემიც მიაპობს კლდეების ტალღებს
უსახურები ცეცხლით გმინავენ
სირინოზები ამაომობენ
არგონავტები დაღლას ქშინავენ

ოქროს ვერძი.
206
შორს მოსჩანს მიწა ღმერთით გამთბარი,
აბელის შვილთა ღვთიური სახლი.
კაენის მოდგმაც  უახლოვდება,
ღმერთის სახლში რომ ჩაუდგან დახლი!

207
ადამ+იანი რას იფიქრებდა,
რომ მასაც ძალუძს ღმერთის წვალება,
და გაუმხილეს მათ, არგონავტელ
კაენის მოდგმას იდუმალება!
208
ოქროს ძაფებით ნაქარგ დართული,
რუკა ცხვრის ტყავზე ამოშანთული.
სამი ჭა არის დედამიწაზე,
რომელთა კავშირს გმობს უსახური.

209
ჭებიდან სამი ღვთის ხე იზრდება,
მათი ფესვები მიწის გულს სწვდება.
სხვა ხენი მათი მადლით თბებიან,
სხვა სხეულნი კი ინკურნებიან!
210
ღვთიური ცეცხლი, მიწა და წყალი.
სამი ჭა, სამი ძალა, სამება.
მათი დაყოფა დანცალკევებით
იწყება დედამიწის წამება.

211
ხოლო ამ სამი ძალის ერთობა
არის ქალღმერთთან ურთიერთობა.
ხეთა ნაშობი ნივთიერება,
ედემის ბაღის… მთელ ხილს ედრება,

212
ღვთიურ სამ(წ)ყაროდ ჰაერს ერწყმება
სამ ნაკადულად ჟანგბადს ერთვება,
რომ შვილთ ასუნთქოს ურთიერთობა
და დაუკარგოს შიმშილის გრძნობა.

214
მაგრამ კვლავ შეძლო ფარისეველმა,
სამთა ერთობის დამანგრეველმა,
ყოველიც შეძლებს ქალღმერთის ვნებას,
თუ ხელს მოკვეთავს ღვთიურ სამებას.
215
სამება: მიწა, ცეცხლი და წყალი.
ხელი კი მათი ქმნილება, ქარი!
ვერა ძლებს ქარი რომ არ იწივლოს
და მან ფარსმანი არ შეიწიროს.

216
სამი დღის ქროლვით, ერთი მათგანი!
ფარისეველი ვითომ ბატკანი.
უძველესია მათი ანბანი.
კვლავ ახმაურდა მათი არღანი!

217
მყისვე მოკვეთეს ხენი ღვთიურნი,
ჭებს დააშენეს ციხე-აბჯარი,
ვერვინ დაანგრევს სამი ქვის აბჯარს,
მუდმივად იცავს მას სამი ჯარი,
218
რომელთა შორის მუდამ ქიშპია,
ბრძოლა, შეჯიბრი, პაექრობანი
და იაზონის შვილთა ნაყოფი
ხუთ ბეჭდიანი თამაშობანი.

219
სვეტში ჩაკეტეს მოჭრილი ხელი
და მიაძინეს მათ ღვთის მშობელი.
ბეჭდის ზომაა სამი ჭის ხვრელი
დაიქანცება მისი მძებნელი.
213
და ელჩი ქალი ვეფხვად ქცეული,
ვითომ უჩუმრად გამოქცეული,
ამოშლის შვილებს ქაჯთა მრევლიდან,
რომელიც მან შვა ფარისევლიდან!

220
მათ არ სურთ ჩანდნენ ქვეყნად პირველნი.
ყველაზე მეტი ოქროს მფლობელნი.
ღვთის სიტყვის აღქმაც არ ეხერხებათ,
ოქრო კი პლატინის ძეს ეხება.
221
გადაეცემა ღვთის სიტყვა ოქროს
პლატინის ბირთვიდან მომავალი.
ოქროდან სპილენძს და სხვა ლითონებს,
აზრი ესეა გადმომავალი!

222
მიწის გულიდან მიწის ზურგამდე.
ეს არის ოქროს დანიშნულება,
ოქროს გვირგვინში ღვთის სიტყვა ისმის
და უსახურის არის ცდუნება.
უსახურს ოქრო გაუჭირდება?
ვარსკვლავთ სივრცეშიც უხვად ჭირდება!
223
იგი მუდმივად აგროვებს ოქროს
და ელოდება ეშმა თავის დროს,
ვარსკვლავთ სივრცეში როს აიწევა
და ანგელოსად გადაიქცევა.

224
სამი რამ არის მათი სამებაც:
სისხლი, ოქრო და იდუმალება.
შემდეგ კაენით გაიმეორებს
და ბაქტერია შეჭამს მეორეს.
225
იგი გმობს ხალხთა ერთიანობის
უმძიმეს ჯვარის მთაზე ატანას,
და ვინც ამ ჯვარის ზიდვას ეცდება,
მას წინასწარვე არქმევს სატანას.
ის თავად არის სატანა ამ დროს,
ვინც დახლეჩილის შეერთებას გმობს.

226
მითხრა: _ ერთია გამოსავალი!
თუკი შეერთდა სამი ჭის წყალი?!
ფიქრებით თავიც არ ატკივდება,
ფ-ეკალი ისე ატივტივდება!

227
და თუ სადმე არ გაირიყება,
ის უსათუოდ გარდაიქმნება,
წყალს შეერევა და გაიხრწნება,
შემდეგ კი ფსკერზე დაილექება,
სიმთლიანესთან უმალ წახდება
და ის თვითონაც წყალი გახდება.

228
ნუ დაამცირებ მას, დამარცხებულს!
უფრო ვერ შეცვლი გაბოროტებულს,
გზა დაუტოვე ღმერთს პატიების,
ნება რომ დართოს მონანიების!

229
ის კაცი მუდამ ქების ღირსია
ვინც დღეს და ღამეს ლოცვით ასწორებს,
მაგრამ ის უფრო საქები იყოს
ვინც ძველ შეცდომებს გამოასწორებს.
230
შურისძიება გინდა? დაფიქრდი!
ბოროტებით ხომ ეშმამ იხარა?!!!
იმ კაცს არასდროს არ დაემსგავსო,
ცუდის კეთებით ვინც გაგამწარა.

231
და წაღმა იწყებს ტრიალს ბორჯღალო,
რომ გამოსახოს წყალში, გრძნეულში;
მრგვალია დროც და ლურჯი ფრინველიც,
რომელსაც მრგვალი ძე ჰყავს სხეულში.

232
ის მზიდან მოსული ფეთქავს გულში,
ეს სიმხურვალე ყველას გაქვთ სულში,
მისი ზურგიდან ამოძერწილებს,
მისი სხეულის მეტყველ ნაწილებს.

233
მისი ხორცით და სულით შექმნილებს,
მისგან მომწყდართ და მისგან ძებნილებს.
გმართებთ, მიუგდოთ ლურჯ ფრინველს ყური,
ახსნათ სამი ჭა, დათესოთ პური.

234
რა ქნას, როგორღა შეგეხმიანოს,
ზღვა ხომ გაგიხსნა, ადამიანო?
ხომ გაუმკვრივა მის რჩეულს წყალი?!
მაყვლის ბუჩქსაც ხომ შეუნთო ალი?!

235
ხომ შეასია ეგვიპტეს ყმები
მისი ელჩები და საცეცები?!
კალიები და გომბეშოები,
მისი ცოცხალი ორგანოები!
236
ხომ ამოტვიფრა კლდეზე მცნებანი?!
ხომ ჩაიბარა აღსარებანი?!
რა ქნას? როგორღა შეგეხმიანოთ,
მისმა შვილებმა რომ აღიაროთ?!

237
მითხრა:_ შეხედე, როგორ მეტყველებს,
მიწისძვრით, ქარით, მეწყერით, სეტყვით,
ცეცხლით, წყალით და ჭექა_ქუხილით,
უფრო ხმამაღლა როგორღა გეტყვით,

238
რომ გამოფხიზლდეთ! მიუგდოთ ყური.
არ ხოცოთ ძმანი, დათესოთ პური.
თქვენ კი უფრო და უფრო უძრახით,
ღვთის სიტყვებს კატაკლიზმებს უძახით.

239
მისი ღაღადი არვისას არ ჰგავს,
დაფად იყენებს ძე რასაც დარგავს.
ხორბლის ყანებზე ხაზავს და ქარგავს,
შემიცნობენო იმედს არ კარგავს.
240
მას ის უნდა, რომ დროში გატაროთ.
თქვენ კი გინდათ, რომ დრო გაატაროთ
და ის წითელი ნივთიერება,
რომელსაც შხამიც ვერ შეედრება,

241
ზურგზე ეღვრება და გულში შრება,
თუ არ უწამლებთ, ის ვერც მორჩება
და ვერ აღიდგენს იმ ნეტარ ვნებას,
მხურვალე გულით ზურგის შეგრძნებას

242
და ვერ აღსდგება ის ძველი ველი,
რომლის მკვლელია სისხლი წითელი!
სისხლი რომელმაც განგმირა იგი,
როცა კაენმა მოკლა აბელი
243
ველი ღვთიური, ველი ნათელი,
ველი ზემგრძნობი და ძველთა ძველი,
რომლის შეგრძნებით და მეშვეობით
ტკბებოდით ღმერთთან ურთიერთობით.
ველები
244
ქალღმერთის ველებს დაყვება ყველა,
თევზი_ელექტროს! სპილო_ვიბრო-ველს!
მათ არ სჭირდებათ მარშრუტის რუკა,
უფალი მართავს მის ნაშობ ცხოველს.

245
მითხრა:_ფრინველიც ღმერთის ველს დაჰყავს,
თბილი ქვეყნის გზას კარნახობს ველი.
ზოგს ულტრა ბგერითი ველი მართავს,
ზოგს_მაგნიტური, ზოგს_ბიოველი.

246
მრგვალი ქალღმერთი მოიცავს ყოველს,
მასშია ყველას გრძნობის კრებული.
რაც კი გრძნობა აქვს მის ნაშობ ცხოველს,
ათასკეცად აქვს მას შეგრძნებული.

247
როგორც ატომი და ნეიტრონი,
და როგორც ვაჟით ორსული ქალი,
ის ცოცხალია, თანაც ზემგრძნობი.
უბრალოდ მრგვალი ფორმა აქვს მრგვალი!.

248
ზღვის კუებს ქვიშაში დაჩეკილებს,
მართავთ ინსტინქტი წყალთან შერთვისა?
მითხრა:_ უგრძნობო! რა ინსტინქტები?!
ეს ხომ ველია დედაღმერთისა!
249
წყლის ვეშაპებსაც ღვთის ველი მართავს,
უნდა არ უნდათ ველს დაჰყვებიან
და ჭირშეყრილი ველების გამო
ხშირად ხმელეთზეც ირიყებიან.

250
ასე დაყვება ყოველი უფალს,
მის კარნახს ისმენს და იმეორებს,
მაგრამ ფარსმანი უსისხლავს ირგვლივ
და აჭმევინებს ერთიმეორეს.

251
ამ სნეულების განკურნებას კი
მითხრა:_ შენ შეძლებ, ადამიანი!
სისხლის ღვრა შეწყდეს თუნდაც სამი დღით,
სანამ არ არის კიდევ გვიანი.
"არც ერთი წვეთი სისხლის გარშემო
გაერთიანდეს ყველა სვიანი".
252
მითხრა:_ ვერ ხვდებით არ გაქვთ ის გრძნობა,
ერთი წვეთიდან როგორც იგრძნობა.
ერთ წვეთში ცხოვრობს ის მკვლელი გენი!
ცხრა ზღვის იქით გრძნობს ამას ზვიგენი,
253
სასაკლაოებ-ფაბრიკ-ფერმებმა
აღარ ჩააქრონ ზემგრძნობი ნისლი,
თუნდაც სამი დღე აღარ დაღვარონ
ქალღმერთის ზურგზე ცხოველთა სისხლი.

253
და წამსვე იგრძნობს ლურჯი ფრინველი,
რომ აღარ არის ქრისტე ჯვარცმული
და გაბრწყინებულ ჯვარს მომავლისას,
დაუფასდება სისხლის წარსული!
254
მითხრა:_ხომ შესწევთ ხატებს უნარი,
მადლი მლოცველებს გადასდიოდეთ.
ღვთის ორგანიზმის წილ საღებავებს,
ღმერთის მირონი ცრემლად სდიოდეთ.
255
ყური მოუკრავს ხატების მწერალს,
რომ უცნაური ვიღაც მეურვე,
სადღაც, სხვადასხვა ცხოველის მიერ
შექმნილ ნახატებს ყიდისო, თურმე.
256
ფარსმანი ყველა სურათს ყიდულობს,
ფულიც ბევრი აქვს, ხარჯავს და ფანტავს.
თევზი, ცხოველი, მწერი, ფრინველი,
თურმე ყოველი რაღაცას ხატავს.

წმინდა კედარი.
257
მარად მწვანეა ხე წიწვოვანი:
კედარი, ნაძვი, სოჭი და ფიჭვი.
მარად მწვანეა მარადიული,
მესაიდუმლე უფალის ნიჭის.
258
ბევრ საიდუმლოს ინახავს იგი,
მაგრამ ერთია ყოვლის მომცველი,
ისეთი სუფთა, ისე ადვილი,
რომ აიტაცებს ყველა მლოცველი.

259
უფალის ასაკს წიწვები თვლის,
ერთი შეხედვით უტყვი და მუნჯი.
მითხრა :_ საქმე ქნა ბრძენმა მხატვარმა,
როს შეამჩნია კედარის ფუნჯი.
260

და წერას იწყებს წმინდა კედარი,


ფუნჯს ამოძრავებს ტოტი გრძნეული,
ეს ნიშნები კი სხვადასხვა დროში
და ანბანშია მიმობნეული.

261
ნიშნები რითაც შესდგება სიტყვა,
წინადადება და სტროფი ერთი,
ქართულ_არაბულ თანმიმდევრობით
ღმერთი მრგვალია! მრგვალია ღმერთი!

262
მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ,
მყისვე იწყება განა მთავრდება,
სადაც საწყისი დასასრულს ერთვის
ჭეშმარიტებაც იქ იბადება.

263
ამბობს:_ გახსენით სვეტიცხოველში
მეოთხე კარი,
რომ გამოიხსნათ ტყვე ფარსმანისა
ღვთის ხელი ქარი.

264
მიმოაპნიეთ მიწაზე, წყალში,
ცოტა შაქარი
და კვლავაც ჩამრგეთ იქ, საიდანაც მომჭერით,
მე, ყოვლის მკურნალი წმინდა კედარი.
265
როცა ამოხსნით
მეოთხე კარის ქვაზე რა წარწერაა.
ყველა იწამებთ, რომ დედა ღმერთის
გულამდე ფესვების გადგმა
ჩემი ბედისწერაა.

266
და დავბრუნდები ის მკურნალი
რომელსაც ყოველი ასე მომელით.
და ლურჯი ფრინველიც განიკურნება
თვისი ფლორა-ფაუნა შვილებითა და სვეტიცხოველით.
მეფე.
267
ბევრ საიდუმლოს კარნახობს ღმერთი
შვილებს მის ზურგზე მიხორცებულებს,
ცდილობს, რომ მეფეს შეაგნებინონ
მიუყურადოს დატყვევებულებს.

268
ადამიანი მეფეა მათი
და ჯერჯერობით იმას ვერ ხვდება,
ყველა პირუტყვი და სულიერი,
გამოფხიზლებას რომ ევედრება.
269
იგი განაგებს მუსიკის ბგერებს,
ჰანგთა თანწყობას ბადალი არ ჰყავს,
ოქროს საწმისის მცველი დრაკონი
მას მორჩილების ბრანაზე გაჰყავს.

270
ჰანგებს შეიგრძნობს ყველა ღვთიური,
ყველა არსება ანსხვავებს ბგერებს.
იმის მიხედვით ხარობს მორჩილი,
რომელი მეფე როგორ უმღერებს!

271
მითხრა:_ ღვთის შვილმა გაბატონება,
ჯერ სულით, თავის სხეულზე იწყოს.
თუ ბედავს იყოს სხვათა ბატონი,
ჯერ თავის თავის ბატონი იყოს.

272
თანაც ახსოვდეს: ღვთისშვილი მეფე,
ძველი განწყობით ვეღარსად მივა.
რადგან ხელმწიფე ცეცხლივით არის,
ახლოს იწვი და შორით კი გცივა.
273
ეხლა კი მეფის სიმდიდრე ვნახოთ.
თქვა და ფანჯარა გამომისახა?!
ეს სულ შენია! მითხრა და მერე
ოქროს ზოდების მთა დამანახა.

274
მკითხა:_ რა იგრძენ? ბედნიერი ხარ?
ან რა ფიქრებით გამოხსნი სარკმელს?
მოვდივარ  მთებო, დებო და ძმებო,
ეხლა მეც გეტყვით ყველას ჩემ სათქმელს?!

275
ყველას  მოგხედავთ,  დაგეხმარებით,
სიხარულს მოგგვრით ადამიანებს.
ვიმოგზაურებთ, ყველაფერს ვნახავთ,
წყალობას არვის დაუგვიანებთ!?
 
276
ქვეყნად ყველაფრის გემოს გავსინჯავთ!
არ მოგვბეზრდება ახალ ახალი!
რა მრავალფეროვანი ყოფილა
სიმდიდრისა და ოქროს ზღაპარი!
 
277
ეხლა მეორე სარკმელი ვნახოთ,
თქვა და თვალებზე დამადო ხელი,
თვალთ დამიბნელდა და შევიგრძენი
სიკაშკაშეში გადადის ბნელი.
 
278
გესმის ჩურჩული, ხმები, გალობა
სიტყვებს ვერ არჩევ , არის ქაოსი,
მაგრამ  ყოველის სულთა განწყობას
კარგად შეიგრძნობ სათითაოსი!
 
279
სიკაშკაშეში ფორმებსაც არჩევ,
ნაირნაირი  აგებულებით.
უთვალავია მაგრამ თითქოსდა
ყველას ეხები შენი ბუნებით.
 
280
ღვთიურ ფანჯარას მივუახლოვდი,
სარკმელია თუ სამოთხის კარი?!
მთელი ბუნება გეჩურჩულება,
აქ არ არსებობს მტერი და  მკვდარი!
 
281
ჩიტები თავის ზღაპრებს გითხრობენ,
ხეები თავის ცოდნას გიმხელენ!
მწერები გრძნობებს გიზიარებენ
თუ რამეს ეტყვი შენც მოგისმენენ!
 
282
მკითხა:_ მართლაც რომ მოითათბიროთ
და კლიტეც გახსნათ სამოთხის კარის,
ამ სიმდიდრეზე დიდგვაროვნული
ნეტავ  რომელი სიმდიდრე არის?
 
283
ქვეყნად მრავალი ცოდვა ტრიალებს,
მეფე მეფის და ძმა ძმის მტერია.
ბედნიერება მაშინ ბატონობს
თუ ქვეყნად ყველა ბედნიერია!

284
გაცილებით მეტს ითხოვს ქალღმერთი
მისგან, ვინც მისი მოციქულია.
სწორედ მეფეა ასეთი კაცი
და კეფით გრძნობდეს ვალდებულია.

285
კეფიდან, თანაც კლდიდან შეიგრძნოს,
რასაც კარნახობს მისი უფალი.
ის კი ღაღადებს რომ ყველა მეფე
იყოს ყოველის ჭირისუფალი.

286
ყოველი გლეხის, კომლის, თუ სოფლის,
ქალაქის, ქვეყნის, სხვა ქვეყნის, თუნდაც.
გაიზიაროს ყველას გრძნობები
ის მოვალეა, უნდა არ უნდა!
287
არ განასხვავოს სხვისი შვილისგან
თავისი შვილი, თუნდ ერთადერთი.
და სწორედ ამ შვილს მოითხოვს მისგან,
სამართლიანი უფალი ღმერთი.

288
მითხრა: _ სირთულეს პირდაპირ შეხვდით,
გვერდის აქცევა ბევრად რთულია,
კაცი თუ მუდამ ტანჯვას გაურბის
იგი ხომ უფრო დატანჯულია.

289
და სხვა რა არის უაზრო ტანჯვა,
თუ არა შიში მკვდარი ხორცისა,
ღმერთში გარდაცვლის გამოტირება,
ნაცვლად ქალღმერთის მადლის ლოცვისა.

290
დედაღმერთში ხომ ელავს, კიაფობს,
შედი-გამოდის სადაც ყოველი.
გული მხურვალე წიაღსა შიგან
სად განისვენებს ყველა ცხოველი.

291
და მის ცხელ გულში, პლატინის ზღვაში,
ღვთიურ სითბოში და განცხრომაში
განისვენებენ მისი შვილები,
მიწის და ცეცხლის წარმოქმნილები.

292
გარდამავალნი სხვა ცხოვრებაში,
მწერში, ცხოველში, სხვა არსებაში!
დედამიწაში! ღვთაებრივ წყალში!
ღვთიურ ცეცხლში და ჰაერის ქარში!
სამ-ოთხე

293
მითხრა:_ გეყოფა სტრიქონ -სტროფები,
თავს გადაგხდება თუ წამომყვები!
წრეში შემოდი! წარმოიდგინე!
ხან იცურავე, ხანაც იფრინე...

294
უნდა გატარო გამოგზაურო,
ხან გაჭექო და ხან გახმაურო.
ქვეყნად სამ-ოთხე უფრო მიქია...
თქვა და დახატა ოთხი სტიქია...

295 
ცეცხლი ხარ! ალი თავისუფალი,
დედა ქალღმერთის გული და თვალი.
შენით ხარობს და შენზე ლოცულობს,
ქვეყნად ყოველი კაცი და  ქალი!

296 
_ყველაფერს ხედავ! ყველგან ანთიხარ!
სხეული არ გაქვს, ათინათი ხარ!
ყველა ოჯახში თავს გევლებიან.
შენით ცოცხლობენ შენით თბებიან!
297
მითხრა:_წამოდი შევცუროთ ზღვაში,
აღფრთოვანება დაემჩნა ხმაში,
გრილი სისველე შეუშვა ალში
და გარდამსახა ღვთაებრივ წყალში.
298
გარდაიცვალე ღვთაებრივ წყალში,
წვეთში ცეცხლივით თავისუფალში.
ყველგან ხარ ტბაში, ზღვაში თუ ცაში,
მდინარეში და დედამიწაში.
299 
მზის სხივნი მუდამ გეფერებიან.
მყინვარწვერები გელოდებიან.
შენც მიუყვები ღრუბლებად ქარებს.
მდინარეებად აღებ ზღვის კარებს.
 
300
შენში არსება ბინადრობს ბევრი.
მათი სახლი ხარ და გუნდის წევრი!
ყველა ოჯახში გელოდებიან.
წყურვილს იკლავენ სუფთავდებიან.

301
კვლავ გარდამცვალა. მიწად მაქცია.
ერთი ხელი გაქვს ისიც ცაცია.
ცეცხლი და წყალი შენი შვილია.
მიწა ხარ. მიწა ხელგაშლილია!

302
მხურვალე გულით აღრიცხავ ხანებს.
ზურგზე ფურცლებად ილაგებ ქანებს.
შენში ინახავ მთელ ისტორიებს.
ანიჭებ ნიჭს და კატეგორიებს.

303
შენში ბინადრობს სხეული ყველა.
გულში ცეცხლია არასდროს ბნელა.
ყველას აზრები შენამდე მოდის.
ყველა სხეულის ყოველი კოდის.

304
ყველა კუნჭულში გეკერებიან!
გუთნის დედებით გეფერებიან!
ისე უყვარხართ ვერ თანხმდებიან!
შენს გამო ერთ-ურთს ემტერებიან!
305
მითხრა:_ ეხლა კი მეოთხე ნახე.
ედემ-სამოთხის ნამდვილი სახე.
იქროლე ცაში, მთაში თუ ბარში
და გარდამცვალა ღვთის ხელში!
ქარში!

306
ქარი ხარ ღვთიურ სამების ხელი!
ზოგან ცივი ხარ და ზოგან ცხელი!
ჰაერი შენი ორგანიზმია
შენშია ქვეყნად რაც ქარიზმია!

307
გიჟი ხარ, ცელქი თავისუფალი!
სამი ჭა არის შენი უფალი.
მათი ნათება თუ დასრულდება
შენი სხეული დასნეულდება.

308
ყველგან ხარ ყველა გემორჩილება!
ყველა სული და ყველა ქმნილება!
თუ გინდა ზღვაში წაითევზავებ!
თევზით იწვიმებ! ხალხს დააზავებ!

309
მითხრა:_ ყანებშიც ჩაინავარდებ!
ხორბალს მოიმკი! ხალხს არ ადარდებ!
ძნებად დაუდგამ სხვადასხვა ველზე
რომ სულ ილოცონ სამების ხელზე!
310
შემდეგ წისქვილებს აუმუშავებ!
არვის არაფერს არ დაუშავებ!
ციდან ჩაუყრი ღვთიურ მანებსაც!
შემოუბერავ იალქანებსაც!
311
ღმერთის ხელი ხარ. სამების შვილი.
სამთა მეოთხე. სამ+ოთხე თბილი.
ეს როცა სამი ჭაა ახსნილი!
და სამთა ხელი საზღვრებ გახსნილი!

312
ახლა კი ტყვეა გამოკეტილი,
ვეღარ არს უხვი და ვერც კეთილი.
დამწყვდეულია ქართ შეყრის ველში
და ქართა ველის სვეტი ცხოველში...
რეინკარნაცია
313
მითხრა და კიბორჩხალად მაქცია.
რვაფეხას შიშით აძგერდა გული,
რვაფეხაც მყისვე მომიახლოვდა
რომ ამომწოვოს ძვლიდან სხეული.

314
და ეს მოხდება კვლავაც და კვლავაც,
სანამ სიბერეს არ იგრძნობ ძვალში.
მითხრა:_ თუ შენი სიკვდილით მოკვდი,
მაშინ გადახვალ სხვა არსებაში.

315
გარემოებამ სახე იცვალა,
ვგრძნობ კიბორჩხალამ როგორც იწვალა!
ჩემი სული კი კიბორჩხალიდან
თოთო სხეულში გარდაიცვალა!
316
ბუდეში ჩამსვა შორს არ მატარა,
ვხედავ სისხლშია მართვე პატარა.
მითხრა:_ მიგიძღვის ამაში წვლილი
დაკორტნილია და გარდაცვლილი,

317
შენ კი მართვე ხარ! მეფე ფრინველთა!
არწივი! შვილი დის და ძმის მკვლელთა!
მოიმკის ქვეყნად რაც კი მხეცია!
იმას რაც კაენს დაუთესია!

318
შემდეგ ჩამსახა ფაფრიან ლომში!
შემაგდო კაენ აბელის ომში!
ეჭვიანობა დამალოცინა!
სხვათა ბოკვერნი დამახოცინა!

319
გადმომიშალა სისხლის დავთრები!
შემომასია ჭრელი აფთრები,
მიახლოვდება მკვლელების ხროვა,
ჩემმა ცოდვებმა რომ შემიგროვა.

320
მე ვერც ვინძრევი, ვერც ვუმკლავდები.
ვხვდები რომ მათი ლუკმა გავხდები,
ბებერ ტორებში აღარ მაქვს ძალა
და ამ დროს კაენში გარდამცვალა!
321
სილა გამაწნა: შემაჯანჯღარა.
გამოხსენიო მეფის ფანჯარა!
მითხრა:_ თესეთ და არიგეთ პური!
მოსპეთ შიმშილის შიში და შური!

322
შენი გულისთვის რასაც თხოვ ყოველს
ისე მოეპყარ დანარჩენ ცხოველს!
გარდაიცვლები განა მოკვდები
მოინანიე ძველი ცოდვები!

323
თორემ ისინი წინ დაგხვდებიან!
სხვა სხეულებში გადმოგყვებიან!
მეორეშიც და მერვე მეცხრეშიც!
მეათეშიც და მეთერთმეტეშიც!

324
მეთორმეტეში როცა გადახვალ
და როს იქნები უღვთოდ ჭკვიანი,
რვაფეხა სულ არ გემახსოვრება,
რადგან იქნები ადამიანი.
325
მითხრა:_ საწყისი ბუნდოვანია,
იდუმალება ეს არის დიდი!
სააქაო თუ დასაბამია,
აქ საიდანღა გადმოდის ხიდი?

326
ამ ჟამს თუ ხართ და გარდაიცვლებით,
საიდან გარდმოიცვალეთ მაშინ,
და როგორც წინა ყოფას ვერა გრძნობთ,
იქნებ ასეა სხვა ცხოვრებაშიც?!

327
განა წამია, წუთი-სოფელი.
ათასწლეულში გადადის ქმნილი!
ბაბუს ნაჭამმა მკვახე ყურძენმა,
შვილთა შვილიშვილს მოკვეთა კბილი!

328
მითხრა:_ თუ ღვთისშვილს ეცოდინება,
რომ იქ ჩასახავს უფალი ღმერთი,
რის მიხედვითაც დანაწილდება
დიდ ქიმიაში პატარა ერთი,

329
იგი ყოველთვის მოერიდება,
გარდაცვალებას დაწყევლილ გვამში,
და დაწყევლილიც გადაშენდება,
თუ სული არ ჩაისახა მასში.

330
ერთია, კაცმა თავად გაწყვიტოს
წყეულ სულებთა მქონე სხეულნი,
ხოლო მეორე; _ ისე მოიქცეს,
რომ აღარ იყვნენ სულნი წყეულნი.
331
ისე მოიქცეს, როგორც ხელმწიფე,
ჯოჯოხეთური წყობის დამქცევი.
ისე მოიქცეს, როგორც ცხოველს სურს,
რომ ექცეოდეს კეთილი დევი.

332
და დარჩებიან მხოლოდ ღვთისშვილნი,
არ შეუჭამენ შველს თვალწინ ნუკრის,
მუდამ იმ მეფეს აბატონებენ,
ვინც მათ უთესავს, უხნავს და უმკის.

ბრძენი ვაჭარი.
333
ვკითხე:_ რა არის მშვიდი ცხოვრება,
ბედნიერება და ნეტარება.
ყოვლის მოხვეჭა და შეგროვება?
თუ ყველაფერთან გამოთხოვება?

334
მითხრა: _ ნივთს თავის ფიქრები ახლავს,
და თუ აღარ გაქვს შენ არაფერი,
სანერვიულოც არაფერზეა.
არაფერში დევს ის ყველაფერი.

335
ვკითხე:_ თუ ნეტარება დევს ნოლში,
რა საჭიროა მაშ, ერთი გროში?!
მითხრა: _ ეს იყო უხსოვარ დროში,
უკვე სისხლ დაღვრილ სახელმწიფოში.
336
სადაც ბატონობს ქრთამი და ვალი
და ქარავანთა მთავრდება კვალი,
თურმე ერთ ვაჭარს განუზრახია
რომ გაეყიდა ქალაქში წყალი.

337
საქმის დაწყება არ არის რთული,
თუ კი არსებობს ტალანტი, ფული.
ფული ხომ სწორედ იმ ხეთს ანათებს,
ადამიანი სადაც განაგებს.

338
ყველას ეკუთვნის საქმიდან წილი,
თუ ამ საქმეში მიუძღვის წვლილი.
და სიას ადგენს ვაჭარი ბრძენი,
ვის რა ეკუთვნის, თანაც რამდენი.
339
ათი პროცენტი_ქალაქის თავი,
მეორე ათი_კასრის მზიდავი,
მესამე_დაცვა, შემდეგ_ვექილი,
ხოლო გამყიდველს მეხუთე წილი.

340
ორმოცდაათი პროცენტი სხვაზე!
გაჰყო ნადავლი ბრძენმა შუაზე.
ორმოცდაათი თავის თავს მისცა,
ასე მოითხოვს ღვთისშვილის ქისა.

341
ოქროს თემიდას ოქროს სასწორი!
ურთიერთობა ზე თანასწორი!
მსუბუქი თასის ცოდვით დატვირთვას,
სჯობს მძიმე თასის მისგან განტვირთვა!

342
ოქრო თუ კაცის ბატონი არის,
ეგეთი ოქრო არად ვარგია!
მაგრამ თუ იგი გემსახურება,
მაგ შემთხვევაში ოქრო კარგია.

343
და ღრმად ჩაფიქრდა ვაჭარი ბრძენი,
კი უნდა გასცეს ხარჯი ამდენი,
მაგრამ საქმემ რომ ვერ გაამართლოს,
ვაჭარმა თავი ვისთან იმართლოს?
344
იქნებ აზრია ფუჭი და მცდარი,
სიტყვა! იდეა! აი, მთავარი!!!
და გაახსენდა ვაჭარს უფალი,
ჭეშმარიტება თავისუფალი.

345
ვინ არის ქვეყნის ჭირისუფალი?!
ვისია მიწა?! ვისია წყალი?!!!
ყველას ხომ ღმერთი აძლევს იდეას,
სადაც ღმერთია იქ სიმშვიდეა.

346
დაწყნარდა ბრძენი, ესმის ამდენი,
და შეეცადა ღმერთს მისცეს ძღვენი.
თაბახზე, სადაც სტროფთა სვეტია,
მეექვსე ძღვენი ვერ დაეტია.

347
ციფრების ზემოთ დარჩა ადგილი
და გამოვიდა უფრო ადვილი,
პირველი_ღმერთი ყოვლის მხედავი,
ხოლო მეორე_ქალაქის თავი.

348
"ბრძენს ეზარება საქმის კეთება"!
ყოველ ციფრს უნდა გადაკეთება,
და შეამჩნია რომ სხვათაშორის,
პლიუს და მინუს რიცხვებთა შორის,
349
როგორც მორების გამპობი სოლი,
მათ შუაში ჰყოფს ნიშანი ნოლი.
და ნიშანია ნოლი თუ ციფრი?!
სწორედ ამაზე ღირს ბევრი ფიქრი.

350
ის ნიშანია ყოვლის საწყისი,
არა აქვს ბოლო და დასაწყისი.
იგი სუფთაა, იგი მრგვალია,
იდეალური იდეალია!

351
ყველაფერს ვერვინ ვერ შეაგროვებს!
ყველა ფერს, იქნებ აკლდეს სხვა ფერი?!
და ამ დროს ეგებ სწორედ ნოლში და
არაფერში დევს ის ყველაფერი?!

352
ბრძენ ვაჭარს თავი ფიქრით ევსება,
კალამი თაბახს თრთოლვით ეხება,
რომ დაუფასოს მთავარი როლი
და მიუწეროს შემოქმედს ნოლი.
353
აბა, აქ ვაჭარის რა ბრალია,
ნოლიც და ქალღმერთიც რომ მრგვალია.
იგი ცეცხლი და მიწა-წყალია,
და ჩვენი ბრძენი რა საწყალია?!

354
როდესაც პროცენტს მიუახლოვდა,
რომელსაც ღმერთი ვაჭარს არ თხოვდა.
და როს დაჭეჭყა აზრების გრდემლი,
ბრძენ ვაჭარს წასკდა თვალიდან ცრემლი.

355
განა სჭირდება ფიქრი ამდენი
არ სურს შემოქმედს ეს თქვენი ძღვენი.
ღმერთი არავის არაფერს არ თხოვს,
ის მხოლოდ გასცემს და სულ არ ახსოვს,

356
ვის რა პროცენტი ემართა მისი,
არადა როგორ?! არადა ვისი?!
ერთს დასთეს ათასს უკან გიბრუნებს
თავისი ყოფნის არ უნდა სხვისი!
ან ძღვენი როგორ უნდა აიღოს?
სად უნდა მისცე?! ან სად წაიღოს?!
357
თქვენ კი მასზედ ღვრით სხვადასხვა სისხლებს.
ზოგი მწყემსიც რომ არაფერს იკლებს?!
რამაც განგმირა ღვთიური ველი,
სწორედ ეგ არის სისხლი წითელი.

358
თქვენ ბევრ ღმერთს სწირავთ
სისხლით შესაწირს,
მთელი სისხლი კი ერთზე იღვრება.
ხანძარს რომ მუდამ ნავთი უმატო
ის ხომ არასდროს აღარ ჩაქვრება?!

359
ყველა ცოცხალი, ხორცია თქვენთვის,
დასანაყრებლად გამზადებული.
ღმერთს სხვა კანონი განუვითარეთ,
მას კი სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული.

იმედი
360
მითხრა:_ ერთია მისი ოცნება!
წვეთი სისხლი რომ არ დაიღვაროს.
მსოფლოი მარხვის თუ იქნა ნება
ეგება ყველამ ერთად იხაროს?!
361
იქნებ რომ აღდგეს ის ძველი ველი,
რომლის მკვლელია სისხლი წითელი.
ყველამ აანთოს თითო სანთელი
და ყველა გახდეს დედამიწელი?!!!

362
ზემგრძნობიარე მრგვალი სხეული:
სუფთა, სპეტაკი, ღმერთი გრძნეული.
თავის ზემგრძნობი ორგანოებით,
ფლორა_ფაუნით და სათნოებით.

363
ის არც კაცია, ის არც ქალია.
თანაც ორივე, თანაც მრგვალია.
მრგვალი ქალწულის მამალი გული
ვაჟით ორსული მდედრი სხეული.

364
ვკითხე:_- მითხარი, რადგან სუფთაა,
ბავშვივით სუფთა რასა გრძნობს ნეტავ?
მითხრა:_ ბავშვივით მიამიტია,
სჯერა რომ ბნელში არ გამოკეტავ.

365
მით უფრო დასნეულდება
ქვეყნად ქალღმერთის განგება,
როცა მუდმივი იმედი,
ხშირ-ხშირად დაეკარგება.

366
მშვენივრად იცის ეშმაკმა,
სულელ ღვთისშვილთა ვნებები,
და ყველგან მიმოუფანტავს,
კლიტეთა გასაღებები.
367

მითხრა:_ ღვთისშვილნო! თუ შეგვწევთ ძალა,


და ერში ნიჭი არ დაიცალა,
მაშინ ერთ სიტყვას გადაასწორებთ
და ძველ შეცდომებს გამოასწორებთ.

368
დაწერილია ერთ ქვაზე სიტყვა,
რომ სოლომონის ტაძარში ითქვა,
ხალხი რაღაცას გადაასწორებს
და ძველ შეცდომებს გამოასწორებს.

369
სადაც ქარები დაქრიან ველზე,
სადაც სვეტი დგას სამების ხელზე,
სწორედ იმ ქართ ველს ღმერთი ახსენებს
და ქვეყნის მხსნელად აღმოაცენებს.
370
სწორედ იმ ქვეყნის, რომელსაც ღმერთი,
გარკვევით ეტყვის რომ სავანეთი,
მთებზე კოშკებად ელოდებოდა
და ერთ ასოში ემალებოდა,

371
სწორედ იმ ქვეყნის, სადაც გრაალი,
ცნობილ ფრესკაში გამოვლინდება.
და თასიხმალის სადარაჯოზე,
ვარდების მიღმა ამობრწყინდება.
372
ამობრწყინდება და დაირწევა
ოქროს აკვანი უძირო ტბაში
რომ გააბრწყინოს მან მრგვალი ჯვარი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

373
და გაბრწყინდება ზემგრძნობიარე,
აწ წოდებული დედად და ღმერთად,
და იბერიაც გადაბრწყინდება
დედაქალღმერთის სხეულთან ერთად.
ეპილოგი
374
როგორც ფუტკარი სინჯავს ბევრ ყვავილს,
და ცოტაოდენს იყენებს თაფლში,
მითხრა:_ თქვენც გმართებთ ბევრის მოსმენა
და სარგებელის შერჩევა მასში.

375
როგორც გლახაკი ცდილობს მდიდრობას
და ოქროს წყაროს მიგნება უნდა,
ეგრეც ყოველი უნდა ცდილობდეს,
ჭეშმარიტების ძიებას მუდამ.

376
და როს მიხვდებით ღმერთის კაცები,
რომ ამოიცნეთ თქვენ თავსატეხი,
უკვე ისეთი გვიან იქნება
რომ ვერ დაიტევს მას ქვის ნატეხი.

377
სწორედ ისეთი, რომელიც თქვენთან
წარსული დროის ხელით მოვიდა.
მითხრა: _ იგივე განმეორდება,
წინა ყოფაში რაც გამოვიდა.

378
კვლავ გააცილებთ ზე-ცაში ტაშით,
უსახურიდან წარმომავლობას
და კვლავაც გვიან დაფაცურდებით,
სად დაუწეროთ შთამომავლობას.
379
ის, რომ კოსმოსში დაუჩეკიათ,
თურმე ფარსმანებს უსახურები
და ღმერთს მოწყვეტილ რკინის ბუდეში
ტყუილად არ აქვთ ნამსახურები.
380
კვლავ ვერ მოასწრებთ თქვენ ამოტვიფრას,
კვლავაც შავ ქვაზე, ჭეშმარიტების!
და კვლავ მოუწევთ მარჩიელობა
გამოქვაბულში სტალაგმიტების,

381
ახალ ღვთისშვილებს იგივე კითხვით,
თუ რატომ ჩაქრა ღვთიური ველი?!
და კვლავაც დასასრულთან მიხვდება
იმას, რომ შეცდომით სძულდა გველი!
გველი
382
გველი რომელიც სულ არ აწვალებს
ისე უხუჭავს მომაკვდავს თვალებს
ხოლო ჯანმრთელებს იმ დოზით კოცნის
ბრანების შეცვლას რა დოზაც ყოფნის.
383
სწორედ გველს დააქვს ის სიყვარული,
ადამმა გულთან რაც მიიტანა,
ღვთიური გრძნობა მიწის გულიდან,
მის ზურგზე გველმა ამოიტანა.

384
წვრილ-წვრილ ელვებზე დაცოცავს გველი,
უფალს შეიგრძნობს სხეული მთელი.
ის არის ელჩი ღმერთს და კაცს შორის;
ყოველი ამბის მაუწყებელი.
385
მითხრა: _ ეს არის გველის დასტური
მასზედ, რომ ყველა ერთიანნი ხართ.
ღმერთის წიაღში იყავით ერთნი,
ხოლო მის ზურგზე სხვადასხვანი ხართ.

386
თითქოს ერთმანეთს დაგაცალკევეს,
ცალ-ცალკე სხეულში დაგატყვევეს
და როს შეიგრძნობთ ქალ-ვაჟი ამას,
რაღაც მშობლიურს, სათნოს და ლამაზს,

387
ფიქრობთ ერთ-ურთის მუდამ იცოდით
და რომ ერთმანეთს მუდამ იცნობდით.
გამოასხივებს გულიდან ღმერთი,
კვლავაც შეერთდეს რაც იყო ერთი.
388
ვკითხე:_გვირჩიე ნათელო,
როგორ მიუდგეთ სიყვარულს,
რომ განდეგილის სხივ-ქალი
არ შეიცავდეს აკრძალულს.

389
ერმა და ბერმა როგორ ვქნათ,
როგორ მოვთოკოთ სხეული?
მის დაოკებას რომ ვცდილობთ,
ქალს მაინც ითხოვს წყეული...

390
მითხრა:_ გრძნობებს ნუ მოთოკავთ,
არად ღირს თავის წვალება.
სიყვარულს არვინ აკრძალავს.
თუ თავად არ ეკრძალება.

391
რატომ იკვალავთ ბილიკებს,
გზა უკვე გაკვალულია.
ღმერთი სიყვარულს არ კრძალავს
ის თვითონ სიყვარულია!...
392
ხოლო ამ გრძნობას ვინც კი გაურბის
და ღმერთის ნებას ვერ ხედავს მასში,
სწორედ ის მალავს ოქროს გასაღებს
და არვის უშვებს სამოთხის კარში!

393
ჰოდა აუნთედ საპირისპიროდ
ფარსმანთ მხედრიონს ღვთიური ჯარი,
და ვერ დაჩრდილავს ინდიგოს ნათელს
ვერანაირი მხედართმთავარი.
394
და შეიქმნება ეს გიორგეთი
თაყვანისმცემლად ყოველი ფესვის!
ვეშაპზეც უმალ გამოიდარებს,
რომ მუდამ იყოს დრო მკის და თესვის.

395
და არ არსებობს ამქვეყნად მხეცი,
მწერი, ფრინველი და სხვა ცხოველი,
რომ არ იკმაროს პური ღვთიური,
თუ ღვთისშვილია მისი მომვლელი.

396
გამოცხობაც კი არ დაჭირდება,
ისედაც შეჭამს ველზე ამოსულს
და ვინც არ შეჭამს, მას გამოუცხვე,
ყველა მხეცსა და მტაცებელ ავსულს.

397
და წამსვე იგრძნობს ყორანი ამას,
რომ გაეღვიძა ანგელოზს მთავარს.
და უფალს შესთხოვს ყოველი გველი,
რომ აკიაფდეს ღვთიური ველი.
398
რომ კვლავ დაბრუნდეს, რაც იყო რისი,
ამუსაიფდეს საერთო ენა.
კვლავ დამეგობრდეს ვეფხვთან კურდღელი
და განმეორდეს პირველი სცენა.

399
მითხრა:-გონების მეორე სფერო
ეგებ გაიხსნას კაცში და ქალში;
ეგებ, აზრები წაღმა შებრუნდეს
ქვეყნის უკუღმა ორომტრიალში.
ეშმაკი.

400
ჭკუა-გონებას ორი მხარე აქვს,
ნახევარსფერო ორია მასში,
ის ერთი მხარე რაც ჩართულია,
ანგარიშშია მუდამ და თვლაში.

401
სწორედ მაგ მიმართულებით ცოცხლობს,
ეშმაკობა და თავის გატანა.
და თუ ყოველმა თავში არ სძლია,
ისე არ ქრება ფლიდი სატანა.
402
მითხრა:_მიჩვენე ერთი რქიანი,
კუდიანი და ჩლიქებიანი,
რომ იყოს ფლიდი, ცრუ ან ბოროტი,
ან გაიძვერა, ან შურიანი.

403
მითხრა:_ თქვენში ზის, ადამიანში;
გოლიათის მკვლელ შურდულიანში.
მხოლოდ კლასიკურ ნაკვთებიანში
და თავზე ოქროს გვირგვინიანში!

404
ყველაზე ძნელი აღმოსაჩენი
და გასაკიცხი ის ეშმაკია,
რომელიც ტვინის ნახევარში ზის!
და ც(თ)ოფიანი ავაზაკია!

405
მკითხა:_ვის ძალუძს სხვა დანარჩენი
დაამწყვდიოს და ბნელში ჩაკეტოს?
ერთი იფიქროს, მეორე თქვას და
გაკეთებით კი სულ სხვა აკეთოს?!
406
მითხრა:_ ეშმას ვერ განგმირავთ!
სჯობს მიაძინოთ ზღაპრებით!
თორემ აქლემის ნეხვის სუნს
შეიგრძნობთ ! სანამ გაქრებით!

407
ჩემ მწერებს გამოგიგზავნით!
შეგიტევთ ღმერთის ჯარებით!
მათ ვერსად ვერ გაექცევით!
და ვერსად დაემალებით!

408
სუნით გიცნობენ ცბიერებს!
გარდაგცვალებენ წვალებით!
უკურნებ სენებს შეგყრიან!
სულაც არ შეებრალებით!

409
ზემგრძნობი ბაქტერიები,
განასხვავებენ ქებულებს!
იგრძნობენ ეშმაკ მღვიძარებს!
და ეშმაკ მიძინებულებს!

410
ცალი ტვინით ხართ ეშმაკელები;
ხეების დამაჯოჯოებლები,
სხვა მცირე ძმათა დამპყრობელები
და ცეცხლზე ქვაბით შემომდგმელები!
411
ხოლო მეორე ნახევარსფერო,
მხოლოდ სიზმართა ეხება სოფელს,
სწორედ სიზმარში თქმული ზღაპარი,
გაანადგურებს იმ მეფისტოფელს,

412
რომელიც ზუსტად იმით საზრდოობს,
რომ ამ ორ სოფელს მოუსპო ხიდი,
ფხიზელ კაცს სულების ეშინია
და ამით არის ეშმაკი მშვიდი.

413
თორემ, თუ სძინავს, ისიც კი მხნეა,
ვინც სიფხიზლეში უფრთხოდა ყოველს,
ორი სოფელის შემკვრელი ხიდი
ჩახერგილი აქვთ ღმერთსა და ცხოველს.

414
დიდი ხანია ცდილობენ სულნი
ხორცისთვის მათი გრძნობების ახსნას.
კლიტე დადებულ განზომილებებს
აწ უპირებენ ისინი გახსნას.
415
მითხრა:_ შეიგრძნობთ ამას ყოველი,
გიორგეთიდან რასაც მოველი.
ცხრაკლიტულს გახსნის ენა ქართული,
ღმერთისგან არის ნებადართული.

416
მითხრა:_ ეს არის წილხვედრი მიწა!
ქართა ველს სხვა ველს ვერ ვადრი ვფიცავ!!
აქ დაიწყოო მადლმა წყალობა,
და ერთა შორის ერთიანობა!

417 
ეს მადლი ყველა ერს მიეცემა
და მთელ მსოფლიოს გადაეცემა!
მითხრა:_ თქვენა ხართ მაუწყებელი
რომ ერთობაა შესაძლებელი!
 
 418
იმერნო ბაღი აღადგინეთო!
მეგრელნო ნანა უღიღინეთო!
კახელნო ვენახს თქვენ მიხედეთო!
რაჭველნო პური მიაშველეთო!
 
419
გურულნო კრიმანჭული აქეთო!!
ხევსურნო ჩოხა თქვენ მოქარგეთო!
სვანნო დედ-უშგულს უერთგულეთო!
თქვენ აჭარლებო ზღვას გაუგეთო!

420 
გენნო ოსთა და აფხაზთა ბრძენთა!
ქართლელებივით აქეთო მცხეთა!
თქვენით დაიწყოს ძმობაო ერთა!
თქვა ღვთისმშობელმა და შეგაერთა!

421 
აქ დაიდოსო სიკეთემ ბინა!
ეს დაიბარა და მიიძინა!
გენდოთ გამზრდელებს!
მშობლებს და ბიძებს,
დრო კი ცოტა გაქვთ!
უკვე იღვიძებს!!!
422
მითხრა:_ მჯერა რომ ასე იქნება!
ეშმა თქვენშივე გარდაიქმნება!
დაუძლურდება და მიიძინებს!
წაიყოლიებს ზულუქ ნადიმებს!

423 
ღვარძლიც ჩაჭკნება სიკეთის ჩრდილში!
სიზმარშიდაც რომ ვერ ნახოთ ძილში!
ბოღმას ჩააქრობს ცოცხალი წყალი!
გასუფთავდება კაცი და ქალი!

424 
ვთხოვე, გვითხარი ჩვენ რა მოგველის?
ღვთიურ ქართა ველს რა ბედი ელის?
მითხრა:_ ახდება ნება ნებისა
აღაღადდება ხმა ბუნებისა!

425 
ღვთისმშობელს რომ სურს ისე მოხდება!
მისი წილხვედრი არ აოხრდება!!
ოხრობით განა ვინმემ იხარა?
თქვა და ღერძიდან გადაიხარა.
426 
კვლავ გამოუყვა მის ნაცნობ გამას,
ზღვები ადიდდნენ არ ერქვა ამას!
წყალნი ხმელეთზე აღმოჩნდენ უცებ,
მითხრა:_სხვაგვარად ვერ მოვიშუშებ!

427 
ხვალინდელ ქათმებს კვერცხი ვარჩივნე!
შეუბღალავი გადავარჩინე!
და გაატანა წამხდარნი ლავას!
ემბრიონიდან რომ იწყოს კვლავაც!

428 
საწყისი ფორმის ბაქტერიებით,
სუფთა, სპეტაკი მატერიებით,
კვლავაც რომ აღდგეს სიწმინდე ჩვილში!
სახე შეცვლილში და გარდაქმნილში!
429
კვლავაც რომ იშვას ედემის ბაღი
გრძნობები სუფთა გონება საღი
იქ სადაც სამ ჭას არ ადევს ლუქი
და ღვთაებრივი იღვრება შუქი

430
მითხრა:_ დევების გამოქვაბულში,
ქვესკნელ-ჯურღმულში და მიწის გულში,
არის სოფელი იმ სხივის ფერი,
სადაც ერთდება ყოველი ერი.

431
და მან მიჩვენა ქალღმერთის გული,
მთვარისოდენა გამოქვაბული
სადაც დევები იმალებიან,
და ძე ღვთის შუქით იკვებებიან.
სხვა მზე ამ სოფელს არ უნახია
მზეთ უნახავი მისი ხალხია.
432
ქვე-ყანა, მნათი მამრი გულისა,
ჟამი მუდმივი გაზაფხულისა,
მუდამ იმ შუქით ანთებულისა
და სიყვარულით ავსებულისა.

433
ფერები მზისა, სურნელი ღვთისა,
ხმელეთი ბროლის, ცა ალმასისა.
ერთობა ორი გრაალ თასისა,
დედაში ვაჟის ჩანასახისა.

434
ქვე-ყანა ღვთიურ სილამაზისა,
წნული, წალამით ოქროს ვაზისა,
აქ ცა და მიწა ერთიანია,
წრე არსად წყდება, ის მთლიანია.

435
წრე ყველა რწმენის გზებ შესაყარი,
ქვე-ყანა სულთა თავშესაფარი.
სოფელი სადაც სულნი თბებიან,
არ შობენ მაგრამ იბადებიან.

436
სადაც ძე გული, ღვთის სხივებს აფრქვევს,
რომელიც ყოველს იმ საზრდოს აძლევს,
რითაც სამი ჭა ედემს კვებავდა,
სანამ ფარსმანი მათ ჩახერგავდა.
437
დედა ღმერთის და ძე ღმერთის ხიდი
მითხრა :_ იმ შემთხვევაში აღსდგება,
როდესაც სულთა და კაცთა ნდობა
ამ ორი სოფლის შორის ჩადგება.

438
ოქროს და სამოსს ნურვის შეუქებ
თორემ იმ ხიდზე ვერას უშველი,
ყველა იმ ხიდზე გასასვლელია,
თან უსათუოდ და თან შიშველი.

რჩევები
439
მითხრა:_ ფულს ადრე ტალანტი ერქვა!
დღეს ბოროტების საზღვრებს სცილდება!
მაშინ ამარცხებს ის ბოროტებას
ხალხში თანაბრად თუ ნაწილდება!

440
ზოგს იმდენი გაქვთ ჭირში გადაგდით!
სა-ჭიროც თავად უწოდეთ სწორედ!
ძმანი შიმშილით გეხოცებიან!
მკითხა:-თვალს თვალში როგორ უსწორებთ?!
441
გიჯობს გაუყო რაცა გაქვს ყოველს,
ხშირად რომ გქონდეს მათაც რომ სურდეთ.
გიჯობს დაგცინონ სიღარიბეზე,
ვიდრე რომ შენი სიმდიდრის შურდეთ.

442
კაცის კვლა მხოლოდ შურით იწყება,
არავის არ სურს საფლავში იწვეს,
მაგრამ იმისკენ მაინც მიილტვის,
რაც ბევრი კაცის შურს გამოიწვევს.

443
თუკი სოფელი დამშეულია
შვილს ნუ გამოზრდი თაფლის კვერებში,
გიჯობს ის მშიერ ძერად დაგირჩეს,
როს მსუქან მამლად მშიერ ძერებში.

444
ვკითხე:_ გონს უნდა სხეული რათა,
ჭეშმარიტების მთაზე ავიდეს?
თუ სხეულს უნდა გონება რათა,
მორჩილების ზღვარს არ გადავიდეს?!

445
ახალ მეგობარს როგორ მოვექცე,
მეგობრებს შორის სად გადის ხიდი?
მითხრა:_ მიწვევას ლხინში ელოდე,
ხოლო ჭირში კი შენ თვითონ მიდი.
446
უშიშარ ვაჟკაცს უფრო მიენდე,
მას არ სჩვევია ჩარაზვა კარის,
აბა, ვისაც რომ შენი შიში აქვს?!
ის უფრო მეტად საშიში არის!

447
ვაჟკაცმა კაცმა სხვას არ წაართვას
რაც კი რომ მისთვის არ უჩუქნია.
მითხრა:_ რამდენიც შემოაკვდება,
ათი იმდენი ის შეუქმნია,

448
ვინც დაიტირა თავის ცხედარი,
ვისაც აწყნარებს მკვლელის სიკვდილი.
მასთან გადაყრა არავის არ სურს,
და ურჩევნიათ ის გარდაცვლილი.
სხვა გრძნობას არ აქვს აღქმა ამგვარი,
რასაც განიცდის დედა შვილმკვდარი.
449
მითხრა:_ ჩაფიქრდეს ყოველი კაცი,
ნაცოდვილარზეც არ არის გვიან.
იმ კაცს რომელიც ასე არ უყვართ,
მოსიარულე ცხედარი ჰქვია?!

450
ვინც სხვას აღიქვამს უსულო ლეშად,
და შეუძლია მოკლას მხედარი,
ის თავად კვდება ჭირისუფალში
და მოარული ხდება ცხედარი!!

451
უფალი მხოლოდ ბოლოში უთვლის
ყოველს თავისას და აზღვევინებს.
ერთია ის ვინც მეორესა კლავს,
მეორე_ ვინც მას თავს აკვლევინებს.

452
თავს აკვლევინებს კლაკვნით და გრეხვით,
სხვისი თავისი ჰგონია როცა.
გამიმეორა:_ დაიმახსოვრე!
ის იმყოფინე, რაც ღმერთმა მოგცა!

453
სულია ნიჭიერი თუ ხორცი?
ვკითხე:_რას მეტყვი მასწავლებელი,
გონება არის ნიჭიერი, თუ
სულია ნიჭის მატარებელი?!
454
მითხრა:_ იყო და მუდამ იქნება
უფალის კალმით რაც დაიწერა;
„ღვთის ნიჭით გონება ყალიბდება,
ხოლო გონებით? ღვთის ნიჭი ვერა.“

455
ამ ქვეყანაზე გმირ კაცს სახელი,
ხშირად შემთხვევით გაუვარდება.
ნიჭიერის კი: ყოველდღიური
საქციელით და ყოფით გვარდება.

456
ღმერთის მადლმოსილს უნდა რცხვენოდეს,
სხვაზე მეტი რომ მას დარჩენია.
თავმდაბლობა თუ გიყვარს?! შენია.
მომხვეჭელობა ვის შერჩენია.

457
როგორც მარხვის დროს სუფრიდან წასვლა,
არც მსუყედ რომ ხარ და არც მშიერი.
ცხოვრებიდანაც ეგრე თუ წახვალ,
სწორედ მაშინ ხარ კაცი ძლიერი.

458
ღვთის მადლს ხომ ვერვინ ყიდულობს ფულით,
ცრუ მეფეც ამას განიცდის გულით.
ქვეყნის ხელმწიფე თუკი მწირია
იმ ქვეყანაში ნიჭი ჭირია.
459
_თქვა და ბიბლია გადამიშალა,
ამომაკითხა სწორედ ის ლექსი,
სადაც ღაღადებს იესო ქრისტე,
რომ ქვეყნად ივლის ბევრი ცრუ მწყემსი.

460
და ღვთის სახელით ილაპარაკებს,
რომ წუთისოფლის ეკუთვნის სხვენი,
ეს კი მოხდება სწორედ იმ დროში,
ქვეყნად რომ იფრენს ღვთის რისხვა სენი.

461
ხოლო სიმართლეს იქ ადევს კლიტე,
სადაც რომ ყოველს მიგიწევთ გული,
მითხრა: _ ეს კარგად დაიმახსოვრე!
კლიტეს ხელყოფა იქნება რთული.

462
ფარსმანებისგან გაიკიცხებით!
ხატის ამოხსნის ეგ არის ფასი!
თორზე შეაგდო თეთრი მერანი,
ნათლიმირონით აავსო თასი,
წმინდა გიორგი
463
მითხრა :_ გიორგის ორი ხატია!
ერთში ურჩხული სწორად ხატია.
ხოლო მეორე მირონით ტირის,
აქ სხვა ცნებაა ლახვარში გმირის.
464
ამ ხატის დამწერს, ბოროტის არსში
სულ სხვა აზრი აქვს შეპარებული,
და მეტყველ ხატში, ურჩხულის ნაცვლად
დედამიწაა ჩაფიქრებული.

465
ეგებ-და სჯობდეს ძეგლი ქებული
ქართველის ხელით დამზადებული,
სადაც რომ ფლორა-ფაუნას ნაცვლად,
ბოროტებაა დამარცხებული.

466
მითხრა:_ ასახავს ხატმწერის ხელით
ღმერთი, წრეებით შედგენილ სქემას.
ენად იყენებს შარავანდედებს
და როლს ანიჭებს ყოველ ემბლემას.
467
გრეხილ გრძნობათა მტკიცე თოკია!
მეტყველ სამოსთა კაბადოკია.
მაგრამ ღვთისკაცნი ვერც კი ხვდებიან,
დიდ საიდუმლოს რომ ეხებიან.

468
თითო ფრესკაზე, თითო სამოსში,
ღვთის სიტყვებია ამოქარგული.
წამკითხავი კი არსაიდ არ ჩანს,
რადგან სხვა ხეხილი აქვს ჩარგული.

469
და ამ წალკოტის მნათი_მნათობი,
მხოლოდ ერთია! ნიჭი ღვთიური!
მას ვერ დაჩრდილავს სხვა სილამაზე,
მხოლოდ ნიჭია მარადიული.

470
რომელსაც ყოფა ებრძოდა მუდამ,
რადგანაც ნიჭი არ არის ფარა,
ფარა რომელიც იმ მწყემსს მიჰყვება,
რომელსაც ცხვარი არასდროს კმარა.

471
მითხრა:_ დაფიქრდნენ ღმერთის კაცები,
რა საჭიროა ფუჭი განცდები,
სიყმაწვილეს ხომ სიბერე შეცვლის,
ხოლო მოხუცებს _ ყმაწვილკაცები!
472
ერთი მეორეს ადგილას ჩადექ
და დამშვიდდებით კაცი ყოველი,
მშობელს ისეთი პატივი ეცი
შენი შვილისგან რასაც მოელი.

დედა.
473
თავდაპირველად ახალშობილ ჩვილს
ჯერ დედა უვლის და დედა კვებავს.
დედა მიიყვანს იმ დიდ ტაძართან,
რომელსაც მამა მრავალფრად ღებავს.
474
_ჰოდა, შე კარგო, დედ-მამის შვილო,
აღმოაჩინე ჯერ შენი დედა,
ის კი მამამდე ისე მიგიყვანს,
არ დაგჭირდება მსხვერპლი და სევდა.

475
ის ბუმბერაზი! რომ ვერ ამჩნევდი,
ამოგეთლება ვეება კლდეში.
ბუმბერაზობა კიდევ რაშია
თუ არა მთა და ოკეანეში.

476
თუ არ მოშორდი, ისე არა სჩანს,
დედის სახე და გაშლილი მკერდი.
მითხრა:_ ეგება შეძლო დანახვა,
ასე მორჩილად რასაც იწერდი!

477
შეხედე, ნახე რა ლამაზია_
გორგონას თმებით! ბუნების ხმებით!
ის ხომ დედაა_თქვენი მშობელი
მასზე მიზრდილი მისი შვილებით!

478
სადაც ზღვები და მთები მღერიან,
სადაც კლდეები უსმენენ დროებს,
სადაც ხეები სწერენ ასოებს
და შემოქმედი_დიდ ნაწარმოებს,
479
იქ ხომ არ არის ყველასთვის ახლო
და მშობლიური ყველასი კერა?!
ეს ხომ არ არის ის ანაფორა
შემომქმედმა რომ თქვენთვის შეკერა?!

480
იგი სუფთაა, იგი მრგვალია,
იგი ცეცხლი და მიწა-წყალია!
ის სიმბოლოა ყოვლის საწყისი,
არა აქვს ბოლო და დასაწყისი.

481
მისი სათავე დასასრულს ერთვის,
ასე დადიან მისი დროები.
ის ცოცხალია და სხვა ცოცხალი,
არის მისივე ნაწარმოები!

482
რაც ადრე იყო, კვლავ მეორდება,
წრეზე მავალნი უკან ბრუნდებით,
ამას ამბობდა წმინდა კედარი,
რომ ბოლოს ქალღმერთს დაუბრუნდებით.

483
მითხრა:_ გკარნახობთ სამება ღმერთი!
რომ დედა ღმერთის შვილიც ხართ ყველა,
ის ცოცხალია და მის სხეულში
ღვთის სინათლეა, სულაც არ ბნელა.
484
სხვადასხვა კერპის ლოცვის მაგიერ
მიწიდან იგრძენ მადლი ღვთიური.
ის ყოველ სარწმუნოებაშია!
ყველასთვის ახლო და მშობლიური!

485
მაგრამ ვაი რომ ცოტანი თუ გრძნობთ,
მიწის და ცეცხლის თქვენთან სიმრთელეს.
რადგან მხდალია ადამიანი
და ღვთის წიაღში უფრთხის სიბნელეს.

486
რაც უფრო ზევით მიიწევს კაცი
და მზის ნათებას უახლოვდება,
დათბობის ნაცვლად მით უფო სცივა!
ეს იმიტომ რომ ღვთის გულს შორდება!

487
ზარების რეკვით, მოლას გალობით,
ლამა რაბინის მედიტაციით,
მიესალმება ღვთისშვილი დედას
ერთი მრევლით და ერთი ნაციით.

488
ერთიც ნათლად ჩანს, ისე არ ბნელა,
სხვის გაკვალულზე დადიხართ ყველა,
შენს ნაკვალევზეც მოდიან სხვები,
ნუ დაამადლი! შენც სხვას მიჰყვები!
489
ჰოდა, წავიდეთ ერთად ვიაროთ,
ქვეყანა ლოცვით შემოვიაროთ,
ამას მეტყველებს ბოშათა გვარი
რომ არ არსებობს ქვეყნად საზღვარი.

490
ერთიანია რასა ჯანმრთელი:
ზანგი, ჩინელი, რუსი, ქართველი.
ერთი მთლიანი ვყოფილვართ ყველა
და მეკითხება: _ რა, კიდევ ბნელა?!

ბოლოსიტყვაობა
491
სიცოცხლის ბოლოს მივხვდებით მხოლოდ,
თუ რა გვეამა და რა გვეწყინა.
ისეთ ზღაპარში ვცხოვრობდით თურმე,
როგორიც ჩვენით წარმოგვედგინა.

492
და იქნებ ღირდეს წუთისოფელში,
ცხოვრება ზღაპრულ იდეალებით,
თორემ ყოფა და რეალურობა
ისედაც არის სავსე წვალებით.

493
იდეის გამო მავანთ და მავანთ
ხომ შეუცვლიათ წესი და წყობა?!
აქ არ გჭირდება რევოლუცია,
აქ მთავარია მხოლოდ განწყობა.
ჯამი
494
მეორედ მოსვლის ჟამი იდგება!
ინდიგო რასას ხანა იქნება!
როდესაც კაენ-კაცობრიობა
ქართულ ენაზე განიკითხება!

495
ოქროს ძაფებით ნაქარგ დართული
სიტყვა ცხვრის ტყავზე ამოშანთული,
ცხრაკლიტულია სამოთხის კარი,
რომელსაც გვიხსნის ენა ქართული.

496
სწორედ მას გვიხსნის ენა ქართული,
რომ უფლისაგან ნებადართული,
მრავალჟამიერ თავი ინახა
და ღმერთის სახე შემოგვინახა.

497
ის არს სამ-ოთხე ჩვენი გამჩენი
და ჯოჯო-ხეთი ჩვენით ნაშენი.
ის არს ქალ-წული, დედა-იზიდა,
ვინც გაგვაჩინა და მიგვიზიდა.

498
ის არს ზე-ცაც და ის არს ქვე-ყანაც,
ქართა-ველიც და რუსთ-ველის ყ-ანაც.
ბუ-ხარის სა-ჭირ ბ-ალახ_ტ-ალახიც.
წყ-ალიც და ქრისტეც, ბუ-დაც, ალაჰიც.
ის არს ყო-ველიც და ის არს ერთიც,
ლურჯი ფრინ-ველიც და დედა ღმ-ერთიც.
499
მრგვალი ქალღმერთი მოიცავს ყოველს,
მასშია ყველა გრძნობის კრებული.
რაც კი გრძნობა აქვს მის ნაშობ ცხოველს,
ათასკეცად აქვს მას შეგრძნებული.

500
ვით მზეჭაბუკით ორსული ქალი,
ვით მარჯანი და მორცხვი მიმოზა,
ის ცოცხალია თანაც ზემგრძნობი,
უბრალოდ მრგვალი ფორმით იმოსა!

501
ჩვენ კი ვაწამებთ! ვატყავებთ! ვჯიჯგნით!
სისხლს ვწოვთ! ვაფეთქებთ!
ვანგრევთ და ვჩიჩქნით!
მისი სენი ვართ! მისი სიკვდილი!
განაჩენი ვართ მისთვის მისჯილი!

502
ქალის ღირსება ის კი არ არის
სილამაზით რომ ბატონობს სხვაზე!
ღირსება ქალში მაშინ ჩანს მხოლოდ
როს მიატოვებს  მას სილამაზე!

503
და ის ვეღარ გვსჯის, ვეღარ გვიწყრება,
რადგან მის ხმაზე გული გვისკდება.
მაგრამ არსებობს ყველაფრის ზღვარი
და სანამ დროა შემოვკრათ ზარი.
504
ამბობენ როცა წყალს სვამს ფრინველი,
ღმერთს არ ახედოს ისე ვერ ძლებსო.
ცა მიწისაა, სარკეა დედის;
საფიქრალია რა თქვა იესომ:
“კაცო კლდე ხარო”!
ღმერთში შენც ხარო.

505
ფრაზა რომ ბრძანა უნეტარესმა,
ყოველი ერის ლოცვად ჩაგვესმა.
აი, ასე ჟღერს ფრაზა ფრთიანი:
“ღმერთი! სამშობლო! ადამიანი!“
დაადასტურებს ქვეყნად ვინ-ცაა
მას; რომ სამშობლო დედამიწაა!
506
იგი თუ ცეცხლია! იგი თუ წყ-ალია!
იგი თუ მიწაა! რომელიც ქალია!
იგი თუ დედაა და თან ცოცხალია?!
მაშ, ისიც ღმ-ერთია! და იგი მგრვალ-ია!

507
გადი გამოდი გუთანო,
ზურგი რომ ფრთხილად უფხანო.
დედას ჩვენგანაც უთხარო,
მოველთ! ნუღარა სწუხარო!
508
ქვეყნად მრავალი წიგნია:
თორა, ყურანი, ბიბლია......
როდესაც დედა ღმერთდება
ყოველი წიგნი ერთდება!

P.S
ბოლოს კი მითხრა ხომ გამიცანი ? ახლა კი შენით გამოიცანი.
იქნებ დედაა რომ მოგზაურობს და მზედ ასანთებ მამრებს პოულობს ???
ნოსტრადამუსი.
ოდეს მეტყველებს წინასწარ მთქმელი,
ყოველმა იცის მისი სახელი.
რომ იღრიალებს უდაბნოს ლომი
და დაიწყება მესამე ომი.
და რომ იქნება ქვეყანას ზედა;
ჭირი, ტერორი და გაჭირვება.
იქნება სანამ მამა და დედა,
არ იქუხებს და არ აინთება,
და არ იყვავებს მანამდის ყანა,
სანამ დიადი ორი ქვეყანა,
არ გაუწვდიან ერთმანეთს ხელებს
და წუთისოფლის არ შობენ მხსნელებს.
სწორედ ის ორი მცირე ქვეყანა,
რომლებიც დღემდე დიდად არ სჩანან,
რომლის შემქმნელნი და მშენებლები
არიან ძმები და ღვთისშვილები.
სწორედ ის ძმები, რომელნიც დღესაც
ერთ-ურთის ქიშპით არ იღლებიან,
გამიმეორა_მეტყველებს იგიიი!!!
რომ ძმები ბოლოს შერიგდებიან.

ფერისცვალება.
მითხრა;:- როგორც შენ შენში შემოუშვებ დედა ბუნებას,
ისიც ზუსტად ისე შემოვაო!
დააჩქარეო!!! თორემ მერე არ იყოსო გვიანი...
ღმერთო ნეტავი ერთი წამით მაინც დამანახა როგორ
გამოიყურება წყლისა და ჰაერის ციცინათელებით მოსილი
ადამიანი...

2004 აგვისტო. კვარიათი.


ბევრი იმსჯელეს კაენელეთში,
რით ამოხადონ აბელეთს სული.
_გადავწვათ? არრრა!  მოდი ვაწვალოთ!
მოდი ისე ვქნათ; არ ჰქონდეთ ფული!
_თუ არ გექნება?! იყავი წყნარად!
შენზე უფულოდ ვიქნები მარად!
არ გახდე არვის ფინია!
ვარგიხარ!!!
ნუ გეშინია!  

კაენელო აბელებოოოოო......
გონს მოვეგოთ ქართველებო.

You might also like