You are on page 1of 1104

ანთოლოგია

ნობელიანტების
ლექციები

ოთხტომეული

1
წინათქმა

ნობელის პრემიის ისტორია მეოცე საუკუნის ისტორიის თა-


ნამდევია, ამიტომაც, ვფიქრობთ, საუკუნის მახასიათებლად
უდავოდ გამოდგება ამ ჯილდოს ლაურეატთა ლექციები.
ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის
ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღები-
დან ექვს თვეში წაიკითხოს ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ
არის.
წინამდებარე გამოცემა სრულად აერთიანებს ლიტერატურის
დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ლექციებს. XX
საუკუნე (1901-2000) წარმოდგენილია სამტომად, ხოლო XXI
საუკუნე (2001-2010) შესულია მეოთხე ტომში.
სანობელო ლექციების გარკვეული ნაწილი პერიოდულად
ქვეყნდებოდა ჟურნალებში: „არილი“, „საუნჯე“, „საგურამო“,
„ჩვენი მწერლობა“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურა –
ცხელი შოკოლადი“... უმეტესობა კი საგანგებოდ ითარგმნა ამ
სერიისთვის და პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. სათაურე-
ბი რიგ შემთხვევაში პირობითია.
რენე სიული-პრიუდომი
ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ლიტერატურაში
ავადმყოფობის გამო დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო
და სანობელო ლექცია არ წაუკითხავს
1901
თეოდორ მომზენი
ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს
1902
2
ბიორნსტიორნე მარტინუს ბიორნსონი

ცხოვრების სისრულე და უკიდეგანობა

1903
ვიმედოვნებ, რომ ჩემთვის ბოძებული პრემია საზოგადოების
მიერ აღქმული იქნება ვითარცა ძღვენი ერთი ხალხისა მეორის-
თვის. იმ ხანგრძლივი ბრძოლის შემდგომ, რომელსაც მე ვაწარ-
მოებდი უნიაში ნორვეგიის თანასწორი უფლებებისათვის და
რომელიც არცთუ იშვიათად შვედეთში დიდ უკმაყოფილებას იწ-
ვევდა, ის, რაც აქ ხდება, თქვენს ქვეყანას პატივს მიაგებს.
ვისარგებლებ ამ შემთხვევით და საკუთარ მოსაზრებებს გა-
გიზიარებთ პოეზიის დანიშნულებაზე.
ვეცდები, სიტყვა არ გამიგრძელდეს.
დავიწყებ ერთობ უბრალო ხატოვანებით, ჭაბუკობიდანვე თა-
ნამდევი რომ იყო ჩემი. როდესაც დავფიქრდები ხოლმე კაცობ-
რიობის ისტორიაზე, ის უსასრულოდ წარმომესახება, შეუჩერებ-
ლივ მდინარედ. იგულისხმება, რომ ეს სვლა ნიადაგ სწორხაზო-
ვანი არაა, ოღონდ ყოველთვის წინაა მიმართული. მას წაიმ-
ძღვარებს დაუოკებელი ძალა, თავდაპირველად ინსტინქტური,
შემდგომ სულ უფრო და უფრო გაცნობიერებული, ოღონდ არა
ბოლომდე, რადგან ჯერხნობით არავის ხელეწიფება გონებით
მოთოკოს განვითარების ინსტინქტი. ამ გაცნობიერებულისა და
გაუცნობიერებლის ნაზავში პოულობს თავის ადგილს წარმო-
სახვა, თანაც ზოგიერთ ადამიანს წარმოსახვის უნარი ისეთი ძა-
ლით აღუჩნდება, რომ აზრს წინ უბიძგებს. ასეთი ხალხი, გან-
3
ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებული, პირველ რიგებში აღმოჩნდე-
ბა, გზამკვლევია, კაცობრიობის ქარავანს გზას უჩვენებს.
არაფერი ისე არ აყალიბებს ჩვენს ცნობიერებას, როგორც
გამოცდილება იმისა, თუ რა არის საზიანო და რა – სასარგებ-
ლო. ეს გამოცდილება ჩვენი ცნობიერების ნაწილად გადაიქცე-
ვა. აი, რის გამო მეჩვენება უცნაურად განსჯა შესახებ იმისა, რომ
სამუშაოს შედგომისას მწერალმა, თურმე, უნდა უკუაგდოს თა-
ვისი შეხედულებანი კეთილისა და ბოროტის შესახებ, რომ მისი
აზროვნება ვალდებულია დაემსგავსოს ფოტოაპარატს, რომ-
ლისთვისაც სულერთია რას გადაიღებს – კარგს თუ ცუდს, მშვე-
ნიერს თუ უგვანს.
არ შევჩერდები კითხვაზე, ძალმოსილია თუ არა თანამედრო-
ვე ადამიანი, ჯანსაღი, ცხადია, გათავისუფლდეს იმ მემკვიდ-
რეობისაგან, რომელიც წარმართავს კაცობრიობას პრეისტო-
რიული პერიოდიდან მოკიდებული ჩვენს დღეებამდე. მხოლოდ
ერთი კითხვით შემოვიფარგლები: ამ უსაფუძვლო თეორიის
დამცველნი ვითარ ირჩევენ ამა თუ იმ სახეებს და არა სხვაგ-
ვართ? როგორ ხდება ყოველივე ეს? წმინდა მექანიკურად? მა-
შინ, ასეთ შემთხვევაში, რატომაა, რომ ყველა ეს სახე უღირსია?
განა არ არის ეს მიკერძოება? ვფიქრობ, ამაზე პასუხის გაცემა
არ ღირს. ისინი ძალმოსილნი არიან, უკუმოისროლონ ზნეობ-
რივი მემკვიდრეობა იმაზე არც თუ მეტად, ვიდრე ჩვენ. მთელი
განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ამას ვიზიარებთ, ისინი კი ამის საწი-
ნააღმდეგოდ იბრძვიან. სწრაფადვე დავამატებ, რომ ყველაფე-
რი ის, რაც პირველი შეხედვით ამორალურად გვესახება, მარ-
თლა არაა ასეთი. დღეს საზოგადოდ გაზიარებული იდეები
ოდესღაც რევოლუციურნი გახლდათ. მსურს წარმოვაჩინო, რომ
მწერლები, რომელნიც ტენდენციურობის გამო ლიტერატურის

4
მიმართ საყვედურს გამოთქვამენ, საკუთარი შემოქმედებით
ადასტურებენ, რომ მათაც დაეძებნებათ ტენდენციები. ლიტერა-
ტურის ისტორიამ დამარწმუნა: რაც უფრო მეტ სულიერ თავი-
სუფლებას ითხოვს მწერალი, მით უფრო ტენდენციურია იგი.
უდიდესი ბერძენი პოეტები განაგებდნენ ღმერთთა და ადამიან-
თა სამყაროსაც. შექსპირის შემოქმედება უზარმაზარი ვარჰა-
ლაა, ხან შუქით ფენილი, ხან – საავდრო ღრუბლებით მოსილი.
მისთვის ცხოვრება წარმოადგენს აღორძინებას ახალი ბრძო-
ლისთვის, ოღონდ იმგვარი ბრძოლისთვის, რომელიც წარმარ-
თულია პოეტის სიმართლით, მისი მაღალი რწმენითა და ცხოვ-
რების ულევი სიუხვით.
რა ვუყოთ პარიკებსა და მოდურ სამოსში გახვეულ მოლიერ-
სა და ჰოლბერგის პერსონაჟებს? ჩვენ გამოვიხმობთ ხოლმე მათ
საფლავებიდან და ისინიც მორჩილად მოგვეახლებიან, მანერუ-
ლად ჟესტიკულირებენ, ასრულებენ მათზე დაკისრებულ მისიას,
რამეთუ ტენდენციითაა გაჟღენთილი მათი თითოეული სიტყვა.
უკვე ვახსენე ვარჰალა. განა ჩვენი ვერ ვხედავთ, რომ
გოეთემ და შილერმა გერმანული ვარჰალა განაზავეს ბერძნუ-
ლი ელიზიით? ცა ოდნავ მაღალი და თბილი გახდა, ხელოვნება
და ცხოვრება – უფრო მშვენიერი და ხალისიანი. და განა ვერ
ვამჩნევთ, რომ იმათში, ვის პიროვნებაშიც აირეკლა მათი ნათე-
ბა – ცეგნერი, ელენშლეგერი, ვერჰელანი, რომ აღარაფერი
ვთქვათ ბაირონსა და შელიზე – არის რაღაც, ბერძენთა ღმერ-
თებისეული?!
ეს დრო წავიდა, მისი ტენდენციაც მასთან ერთად. ახლა
მსურს მივმართო თანამედროვეობას და ჩვენი დროის ორ უდი-
დეს პიროვნებას. ერთი, ჩემი ძვირფასი მეგობარია, ის ახლა
ავადაა. მან აღმართა შუქურათა წყება ნორვეგიის სანაპიროზე,

5
რომლებიც მთელ მსოფლიოს უნათებენ, საშიშროებას უთვა-
ლისწინებენ. ვხედავ მეორე დიდ მოხუცსაც, რომლის სამშობ-
ლოც აღმოსავლეთით გვესაზღვრება. იგი სიკეთის ზღურბლთან
დგას და შიგნით გვეპატიჟება. ორივეს მრავალწლიანი შემოქმე-
დება გაჟღენთილია ტენდენციით, რომელიც დროდადრო ძლი-
ერდება მსგავსად კოცონის ალისა, ქარი რომ აძლიერებს. არა-
ფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ, სახელდობრ, ტენდენცია ზე-
მოქმედებს ხელოვნებაზე. მას ძალუძს, ხელოვნებას შთაბეროს
განუმეორებელი ცეცხლი, მაგრამ შესაძლოა მიანავლოს კიდეც.
არ ვაპირებ იმის მტკიცებასაც, რომ იქ, სადაც ტენდენცია და
ხელოვნება შეესატყვისებიან ურთიერთს, ყველაფერი სრულყო-
ფილად მშვენიერია. ახლა გავიხსენე ორი დიდი მოხუცი. ხდება
ხოლმე, რომ პირველი ისე მკაცრად გვაფრთხილებს, რომ გვა-
შინებს კიდეც, ხოლო მეორე გვამუნათებს იდეალით, რომელიც
რამდენადმე აღმატებულია ჩვენს შესაძლებლობებზე და ამით
ასევე გვაშინებს. ჩვენთვის კი აუცილებელია ის, რაიც გვმატებს
მხნეობას და არა ის, რაც გვაძაბუნებს. შიშმა გზა-შარადან ვერ
უნდა გადაგვაგდოს, ქარავანი უნდა ვიდოდეს. ჩვენ გვჭირდება
დაჯერებულობა თვით ცხოვრების დაუშრეტელ კეთილდღეობა-
ში, რომ ყველა საშინელებისა და ტრაგიკული დანაკარგის შემ-
დგომ დედამიწას კვლავ გადმოეფინება მათრობელი მდინარე-
ბა, დაუშრეტელი წყაროსთავიდან რომ მოედინება. ეგ წყარო
ასაზრდოებს ჩვენს რწმენას.
აი, რის გამოისობით ვაფასებ ასე ამაღლებულად თანამედ-
როვე პოეტთა შორის ვიქტორ ჰიუგოს. მისი მოკაშკაშე წარმო-
სახვა შეღებილია ცხოვრების უსასრულო სიუხვის შეგრძნებით.
არცთუ იშვიათად საუბრობენ მის ნაკლოვანებებზე, სწამებენ თე-
ატრალობას. დაე, ასე იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს ნაკლოვანებები

6
მხოლოდღა წვრილი ლერწმის ღეროებია, ცხოვრებისეული ნი-
ავქარი რომ წაიღებს მოუსავლეთში.
თვითგადარჩენის ინსტინქტი ითხოვს სიუხვეს, ზესიუხვეს,
რომლის გარეშე ცხოვრება შეწყდებოდა. ყოველი სახე-ხატი,
მოკლებული აღმატებულ სიუხვეს, ყალბია.
ცდება ის, ვინც ამტკიცებს, რომ ცხოვრების ჩრდილოვანი
მხარეები თავისთავადაა ბოროტება.
არა!
რა თქმა უნდა, ყოველთვის დაიძებნება სუსტი სულიერებანი
და მხდალი ეგოისტები, რომელთაც ეშინიათ უხეში სიმართლი-
სა, მაგრამ ჩვენ მათ არ ვგულისხმობთ. თუკი ის, ვინც განასა-
ხიერებს საშინელსა და სამარცხვინოს, ძალმოსილია თავისი
ასახვის საგანზე აღგვამაღლოს დაუმხრობელი დამაჯერებლო-
ბით, ცხოვრების ყოვლისმომცველი ზეიმის სიუხვით, მაშინ
დიახაც ვერწმუნებით: ეს სიტყვები და ქცევები, ეს საშინელება
და სირცხვილი გამოაღებს ცხოვრების საიდუმლოების კარიბჭეს
და ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავიტანოთ საშინელება და სირ-
ცხვილი, ბოლომდე მინდობილნი ნებას წინამძღოლისას, მაგ-
რამ ვაი, რომ მწერალთა უმრავლესობას ვერ ძალუძს ჩვენში ამ-
გვარი შეგრძნების გამოწვევა, თუკიღა, საერთოდ, ისინი ამისა-
კენ ისწრაფვიან. და მაშინ ჩვენ გულაცრუებულნი ვართ ორმა-
გად: პირველ რიგში იმის გამო, რომ ცხოვრება მწირია, მეორე
მხრივ კი იმიტომ, რომ ჩვენი წინამძღოლი უძლურია, უძლურება
კი აუტანელია.
რამდენადაც მძიმეა ტვირთი, რომელსაც წამოიკიდებს ადა-
მიანი, იმდენად ძლიერი უნდა იყოს იგი. ნებისმიერი სიტყვის
წარმოთქმა ეგების, ნებისმიერი საგნის გამოსახვა შეიძლება,
მაგრამ მხოლოდ მისგან, ვისაც ეს ძალედვის.

7
ცხოვრების სისრულე და უკიდეგანობა – აი, რას ვეძიებთ
ჩვენ ხელოვნებაში, მკაცრად მქუხარე ქარიშხალსა და ცვარის
უმცირეს წვეთში. ჩვენ ბედნიერნი ვართ, როდესაც მოვიძიებთ
მათ და ვწუხდებით, როდესაც ისინი განქარდებიან.
უძველესი იდეები ჭეშმარიტებად აღიარებულისა და რთული-
სა, რაც ჩვენს ცნობიერებაშია დავანებული, თავის თავს ავლენს
ცხოვრების ყველა სფეროში; ისინი – სიმართლისა და ცხოვრე-
ბის წყურვილის ძიების ნაწილია. ხელოვნების მიზანია ამ
იდეების გავრცელება, მათი მილიონობით გამრავლება, დარად
ასლებისა, რომელთა რიცხვი არასოდესაა სასრული.
აი, იდეალი, რომელსაც თავდადებით ვემსახურები და რო-
მელსაც ენთუზიაზმით ვიცავ. მათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინაც
მიიჩნევს, რომ მწერალი თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან.
პირიქით, მე ვვარაუდობ, რომ მასზე გაცილებით მეტი პასუხის-
მგებლობა ძევს, ვიდრე სხვებზე; ის, ვინც პროცესიის წინამძღო-
ლია, ვალდებულია, გზა გაკვალოს.
მთელი გულით მადლიერი ვარ შვედეთის აკადემიისა იმის
გამო, რომ დააფასა ჩემი გარჯა. თავს ნებას მივცემ, შემოგთავა-
ზოთ სადღეგრძელო შვედეთის აკადემიის საქმიანობისა, მიმარ-
თული იმისაკენ, რომ ლიტერატურა იყოს ჯანსაღი და ძლიერი.
ფრედერიკ მისტრალი

ხოსე ეჩეგერაი
ნობელიანტები დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრნენ
და ლექცია არ წაუკითხავთ.
1904

8
ჰენრიკ სენკევიჩი

„ E pur si muove!“

1905
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ღია კონკურსებზე
ერები თავიანთი პოეტებითა და მწერლებით არიან წარმოდგე-
ნილნი. აქედან გამომდინარე, აკადემია პატივს მიაგებს არა
მარტო ავტორს, არამედ იმ ერსაც, რომლის შვილიცაა იგი; პრე-
მია მოწმობს, რომ ეს ერი საერთო საქმეში მონაწილეობს, რომ
მისი ძალისხმევა ნაყოფიერია და არსებობის ღირსია მთელი კა-
ცობრიობის საკეთილდღეოდ.
ეს პატივი უსაზღვროდ დიდია პოლონეთის შვილისათვის.
არაერთხელ თქმულა, რომ პოლონეთი მკვდარი, ამოწურული
და დამონებულია, მაგრამ აი მტკიცებულება იმისა, რომ პოლო-
ნეთი ცოცხლობს და იმარჯვებს... ძნელია არ გაიხსენო გალი-
ლეის სიტყვები: „E pur si muove!“ („ის მაინც ბრუნავს!“), როდე-
საც მთელი მსოფლიოს თვალწინ პოლონეთის გენიასა და შე-
მოქმედებით სიდიადეს პატივს მიაგებენ.
პატივს მე კი არ მომაგებენ, – პოლონეთის მიწა ნაყოფიერია
და მისთვის ჩემზე უკეთესი მწერლებია ცნობილი, – არამედ პო-
ლონურ სიდიადეს, პოლონურ გენიას. ამისათვის ნება მიბოძეთ,
როგორც პოლონელმა, შვედეთის აკადემიის წევრების მიმართ
გულითადი მადლიერება გამოვხატო. დავამთავრებ ჰორა-
ციუსის სიტყვებით: „Principibus placuisse non ultima laus est“
(„იოლი არაა მოეწონო ძლიერთა ამა ქვეყნისა“).

9
ჯოზუე კარდუჩი
ნობელიანტი დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო და
ლექცია არ წაუკითხავს.
1906

10
რუდოლფ ეიკენი

ნატურალიზმი თუ იდეალიზმი?

1908
კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად თავს იჩენს ხოლმე სა-
კითხები, რომლებიც ერთდროულად ძალიან ძველიცაა და მუ-
დამ ახალიც: ძველია ისინი, რადგან ნებისმიერ ცხოვრების წესს
შეუძლია გასცეს მათ პასუხი, ახალი კი იმიტომ, რომ პირობები,
რომლებზეც დამოკიდებულია ცხოვრების ესა თუ ის წესი, განუწ-
ყვეტლივ იცვლება, ხოლო ისტორიის შემობრუნების (გარდამ-
ტეხ) მომენტში ეს ცვლილებები იმდენად დიდია, რომ ჭეშმარი-
ტებები, რომლებიც თაობების მანძილზე ეჭვს არ იწვევდა, საეჭ-
ვონი ხდებიან, წარმოშობენ კონფლიქტებს და ჩიხში გვაქცევენ.
ამგვარი საკითხი იწვევს კიდეც წინააღმდეგობას ნატურა-
ლიზმსა და იდეალიზმს შორის, რომლებთანაც გვაქვს საქმე ახ-
ლანდელ დროში. ხშირი ხმარების გამო ამ სიტყვების აზრი ბუნ-
დოვანი გახდა, რასაც არცთუ იშვიათად გაუგებრობამდე მივყა-
ვართ; მხოლოდ ჩვენი სიზარმაცის გამო ვითმენთ ამ მოდურ
სიტყვებს; მაგრამ ნაკლოვანებებს, ფეხი რომ მოიკიდეს სიტ-
ყვებში, არ ძალუძთ დამალონ ის დიდი წინააღმდეგობა, რომე-
ლიც მათ უკან დგას და კაცობრიობას ორ ნაწილად ყოფს. ლაპა-
რაკია ჩვენს დამოკიდებულებაზე რეალობისადმი საერთოდ და
მისგან გამომდინარე მიზანზე, რომელიც მოიცავს მთელს ჩვენ
ცხოვრებას, – მხედველობაში მაქვს ის, რომ მთლიანად განი-
საზღვრება ადამიანი ბუნებით, თუ მასზე ამაღლებაც შეუძლია.

11
არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ადამიანსა და
ბუნებას შორის არსებობს უმჭიდროესი კავშირები, რომლებიც
მან არ უნდა შეწყვიტოს, მაგრამ წამდაუწუმ ჩაღდება ცხარე კა-
მათი იმაზე, განსაზღვრავენ თუ არა ეს კავშირები მთელ მის ყო-
ფას, განვითარებასა და საქმიანობას, თუ შესაძლებელია სხვა
სახის გარღვევა ცხოვრებაში, რეალობის ახალ საფეხურზე რომ
აიყვანს მას. პირველი პოზიცია ახასიათებს ნატურალიზმს,
მეორე – იდეალიზმს, თანაც ორივე სისტემა ამ შეხედულებებისა
სცილდება ერთმანეთს როგორც თავიანთი მიზნებით, ასევე მა-
თი მიღწევის ხერხებით, რადგან, თუ ადამიანის „დამატებითი
ცხოვრება“ მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს, მაშასადამე,
საჭიროა განვდევნოთ ყველა მისი კვალი პირადი აზრებიდან და
საზოგადოებრივი დაწესებულებებიდან; რაც შეიძლება მჭიდ-
როდ მივუახლოვდეთ ბუნებას, ავიყვანთ რა უმაღლეს ხარისხში
ადამიანური ცხოვრების ბუნებრივ ხასიათს, ამით შევძლებთ და-
ვაბრუნოთ სიცოცხლე თავის ჭეშმარიტ საფუძველთან, წყაროს-
თან, რომელსაც იგი გაუმართლებლად მოსწყდა და თავის თავს
დიდი ზიანი მიაყენა. თუ ჩვენ პირიქით, ვაღიარებთ, რომ ადა-
მიანი არის ვიღაც ახალი ელემენტი, ბუნებას რომ აღემატება,
მაშინ გაჩნდება სრულიად ახალი მიზანი – უზრუნველვყოთ ამ
ახალი ელემენტის ყოველმხრივი განვითარება, მაქსიმალურად
დავუპირისპირებთ რა მას ბუნებას და მაშინ სიცოცხლე პოვებს
მასში თავის მთავარ საყრდენ წერტილს და ჯეროვნად შეძლებს
ბუნების აღქმას. განსხვავება ნატურალიზმსა და იდეალიზმს შო-
რის ყველაზე უკეთ ვლინდება იმაში, თუ რა ადგილი უკავია ამ
ორი სისტემიდან სულს. ბუნება, ცხადია, გარკვეულ მონაწი-
ლეობას იღებს სულის არსებობასა და მის სხვადასხვა გამოვლი-
ნებაში, რომლებიც უძლიერეს ზეგავლენას ახდენენ ადამიანურ

12
ყოფაზე. მაგრამ სულის ნამდვილი სიცოცხლე – უფრო თანამდე-
ვი მოვლენაა, ბუნებრივი მატერიალური პროცესის დანამატი.
სულის ძირითადი მიზანი, ჩანს, სხეულებრივი სიცოცხლის შე-
ნარჩუნებაა, რადგან ადამიანის სულიერი ცხოვრების ინტენ-
სიური განვითარება, ჭკუა-გონება და საზრიანობა ზუსტად იმას-
ვე ემსახურება, რასაც ცხოველებთან კუნთების ძალა, მოძ-
რაობის სისწრაფე და გრძნობის ორგანოების სიმახვილე. მაგ-
რამ თვით თავის უმაღლეს გამოვლინებაშიც კი ასეთ სიცოც-
ხლეს არ გააჩნია თავისთავად არც მიზანი, არც აზრი და ცალკე-
ულ მოვლენათა ერთობლიობად რჩება. იგი არ ქმნის შინაგან
ერთიანობას, არ შეადგენს მარტოოდენ მისთვის დამახასიათე-
ბელ შინაგან სამყაროს. ამ შემთხვევაში ადამიანურ მოქმედებას
არ გააჩნია შინაგანი მიზანი და მხოლოდ ცხოვრების შენარჩუ-
ნების უტილიტარულ ამოცანას ემსახურება. ნატურალიზმს, რო-
მელიც ამ ამოცანის გადაწყვეტისკენაა მიმართული, გარდუვა-
ლად დაჰყავს აქამდე მთელი ადამიანური ცხოვრება. იდეალიზ-
მი, პირიქით, ამტკიცებს შინაგანი ცხოვრების თვითღირებულე-
ბას (მნიშვნელობას); ის ცხოვრების ცალკეულ მოვლენებს აერ-
თიანებს ყოვლისმომცველ შინაგან სამყაროში. ამასთანავე,
იდეალიზმი მოითხოვს, რომ ადამიანურ ცხოვრებას მართავდეს
მისთვის დამახასიათებელი ღირებულებები და მიზანი, ჭეშმარი-
ტება, სიკეთე და მშვენიერება. ის ადამიანის ყველა მისწრაფების
დამორჩილებას აღიქვამს როგორც აუტანელ დამცირებას, ადა-
მიანური სიდიადისა და ღირსებისადმი ღალატს. რეალობისადმი
ორი ესოდენ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების ასეთი
ძლიერი განსხვავება და წინააღმდეგობაც კი, როგორც ჩანს,
ურთიერთშეუთანხმებელია: მათ შორის ერთ-ერთის ამორჩევა
გვიწევს.

13
გათვალისწინებულია რა ეს არჩევანი, თანამედროვე სამყა-
რო, ეჭვგარეშეა, გაყოფილია ორ ნაწილად, მით უმეტეს, რომ
თანამედროვე ცხოვრების ხასიათში გამოვლინდა ჩვენ წინაშე
მდგომი პრობლემის ახალი ასპექტები. მრავალსაუკუნოვანმა
ტრადიციამ შეგვაჩვია ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მისწრაფებას
უხილავი სამყაროსადმი და ხილული სამყაროს შეფასებას მხო-
ლოდ მისი ურთიერთკავშირით უხილავისადმი. შუა საუკუნეების
გონება იმქვეყნიურ სამყაროს ადამიანის სამშობლოდ მიიჩნევ-
და, ხოლო თვითონ ადამიანს ყარიბად, უცხო მხარეში რომ
დაეხეტება. ჩვენ არა გვაქვს ნება „გავეკრათ“ მიწიერ სამყაროს,
ის არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ რაიმე დიდი, ჩვენ
არა ვართ მასზე მიჯაჭვულნი. ამ შემთხვევაში ბუნება აღიქმება
როგორც დაბალი სფერო, რომელთან შეხებაც სახიფათოა. რო-
დესაც პეტრარკა მონ-ვენტუს მწვერვალზე ავიდა, იგი ალპების
დიდებულებამ შეძრა, მასში გაიღვიძა ეჭვმა, ხომ არ არის ქმნი-
ლებით აღტაცება უსამართლობა შემოქმედის მიმართ, ხომ არ
წაართმევს ეს მას მის თაყვანისცემას, რომლის ღირსიც ის ერ-
თია. და აი, ის პოულობს თავშესაფარს წმიდა ავგუსტინესთან,
რათა კვლავ მოიპოვოს რელიგიური გრძნობა.
როგორ შეიცვალა ყოველივე მას შემდეგ, რა დიდი როლის
შესრულება იწყო ჩვენთვის უშუალო გამოცდილების სამყარომ,
რამდენმა რამემ შეუწყო ხელი მის გადაქცევას ჩვენს სრულფა-
სოვან სამშობლოდ! ამ მოძრაობის სათავეში მეცნიერება დგას.
მან შეუწყო ხელი ჩვენს დაახლოებას ბუნებასთან, წარმოქმნა
მრავალრიცხოვანი ახალი იმპულსი, რომლებიც არა მხოლოდ
ამდიდრებენ ჩვენს ცხოვრებას საკუთრივ, არამედ დიდ ზეგავ-
ლენას ახდენენ მის საერთო იერსახეზე. გონებაჭვრეტითი და
სუბიექტური აზროვნება წინანდელი ეპოქისა უგულებელყოფდა

14
გრძნობადი აღქმის ანალიზს და არ შეეძლო ჩასწვდომოდა სა-
განთა არსს; აღიარებს რა გარკვეულ კანონზომიერებებს ბუნე-
ბაში, იგი შორს ჩამორჩებოდა ბუნების მათემატიკური კანონე-
ბის დონეს, პირველად გენიალურმა კეპლერმა რომ ჩამოაყა-
ლიბა. ამასთანავე, ადამიანი არათუ ვერ სწვდებოდა ბუნების კა-
ნონებს, არამედ ვერ იყენებდა მათ ძალებს თავისი კეთილ-
დღეობის განსამტკიცებლად. ცალკეული ტექნიკური გამოგონე-
ბები უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე ღრმა გაგების შედეგი.
საერთოდ, ადამიანი კვლავ უმწეო რჩებოდა ბუნების წინაშე. რა
მოუქნელნი და უძლურნი იყვნენ ადამიანები ჯერ კიდევ რაღაც
ერთი საუკუნის წინ ამ თვალსაზრისით! დიდი მოაზროვნეებისა
და პოეტების ეპოქაში რამდენი დრო იკარგებოდა უსარგებლოდ
გარეგნულ სიძნელეთა დასაძლევად, რა ძნელი იყო მოგზაურო-
ბა, რა ზონზროხა ფოსტა! ყველა ამ დარგში არსებითი ცვლილე-
ბები მოხდა, რომლის მსგავსი არ იცოდა მსოფლიო ისტორიამ.
სამეცნიერო ცოდნის დაგროვებას XVII საუკუნეში შედეგად მოჰ-
ყვა XIX საუკუნის ტრიუმფალური შედეგები. ბუნებრივი პროცე-
სების ცალკეული „კვანძების გახსნამ“, პირველად ელემენტებზე
დაკვირვებამ, ამ ელემენტების მოქმედების ფორმულირებამ
მარტივ ფორმულებად, დაბოლოს, ევოლუციის იდეის გამოყენე-
ბამ იმისათვის, რომ გაერთიანებულიყო ყველაფერი, რაც გაყო-
ფილი იყო, – ყოველივე ამის საფუძველზე სამეცნიერო კვლევამ
დაუჯერებლად ახლოს მიგვიყვანა ბუნებასთან და შესაძლებლო-
ბა მოგვცა დავკვირებოდით მას ყველა ასპექტით. ამასთან ერ-
თად, ევოლუციის მოძღვრებამ ნათელყო ადამიანის დამოკიდე-
ბულება ბუნებისადმი: რაც უფრო უკეთ ესმოდა მას ბუნება, მით
უფრო გასაგები ხდებოდა მისი საკუთარი არსი.

15
იდეის შეცვლას თან სდევდა ცვლილებები რეალურ ცხოვრე-
ბაში. ტექნიკაში გამოყენებულ იქნა სამეცნიერო კვლევათა შე-
დეგები და მან (ტექნიკამ) მოახდინა რევოლუცია გარემოსადმი
ადამიანის დამოკიდებულების სფეროში. წინათ ადამიანის
მდგომარეობა სამყაროში ითვლებოდა ერთხელ და სამუდამოდ
დაწესებულ-დადგენილად და ცვლილებებისადმი დაუქვემდება-
რებლად; ადამიანი ვალდებული იყო მიეღო ის, რაც მოუმზადა
მას იდუმალმა ბედმა, ანუ ღვთის ნებამ; მაშინაც კი, როცა იგი
ზოგჯერ ახერხებდა თავისი ტანჯვა-წვალების შემსუბუქებას, მას
არ შეეძლო მოევლო ამ საქმისათვის მთლიანობაში, არ შეეძ-
ლო ასევე ეფიქრა იმაზე, რომ აღმოეფხვრა ეს ბოროტება და ეც-
ხოვრა უფრო მდიდრულად და უფრო მეტი სიხარულით. ახალ
დროში კი, პირიქით, ჩვენ დავნერგეთ იმის რწმენა, რომ კაცობ-
რიობის ერთიან მცდელობას ძალუძს აამაღლოს ცხოვრების
დონე, რომ ირაციონალური ძალების ტირანია თანდათან დაუთ-
მობს ადგილს გონების სფეროს. ადამიანს უფლება აქვს იგ-
რძნოს თავი გამარჯვებულად და კიდევ უფრო მეტი – შემოქმე-
დად. თუნდაც ახლა, ამ მომენტში, მისი ძალები შეზღუდულიც
რომ იყოს, ეს მომენტი ხომ სულ ერთი რგოლია გრძელ ჯაჭვში.
ბევრი რამ იმისგან, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა, განხორცი-
ელდა: ჩვენ გავხდით მოწმენი განსაცვიფრებელი ცვლილებები-
სა, და დავარწმუნეთ თავი, რომ ამ წინსვლით მოძრაობას და-
სასრული არა აქვს. ამგვარმა მიღწევებმა ძალზე გაამდიდრა
ადამიანის ცხოვრება; მისი წარმატებებისა და კვლავ წარმოქ-
მნილი პრობლემების მეშვეობით ის უფრო და უფრო ძლიერ
იზიდავს და თავის გვერდით ინარჩუნებს მას.
ტექნიკური პროგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
და, როგორც სოციალური იდეის გავრცელების შედეგი, მოით-

16
ხოვს, რომ პროგრესის შედეგებით სარგებლობდეს არა მხო-
ლოდ რჩეულთა ვიწრო წრე, არამედ მთელი კაცობრიობა. ეს
მოთხოვნა ბადებს სრულიად ახალ პერსპექტივებსა და ამოცა-
ნებს, რომელთა გადაწყვეტაც დიდ ძალებს მოითხოვს; თუმცა
ისიც ახალ სიძნელეებს და მძაფრ კონტრასტებს იწვევს, რომ-
ლებიც, თავის მხრივ, აძლიერებენ ამ სამყაროში ადამიანის
შრომით ენთუზიაზმს და ამრავალფეროვნებს მის აზრს. გარე-
მოს გარდაქმნა იქცა ადამიანური ცხოვრების მიზნად; ცხოვრება
რეალური ჩანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საგნებთან
აქვს საქმე. ადამიანს აღარ სჭირდება გაიქცეს სხვა, უხილავ სამ-
ყაროში, რათა პოვოს იქ მათი მიღწევის ამაღლებული მიზნები
და საშუალებები.
ჩვენ წინაშე უცილობელი ფაქტია: ჩვენმა მატერიალურმა გა-
რემოცვამ და ჩვენმა დამოკიდებულებამ მისადმი სრულიად უჩ-
ვეულო მნიშვნელობა შეიძინა, ნებისმიერი ფილოსოფია და მას-
ზე დაფუძნებული პრაქტიკული სისტემა ამ ფაქტს ანგარიშს უნდა
უწევდეს. მაგრამ ნატურალიზმი კიდევ უფრო შორს მიდის და ამ-
ტკიცებს, რომ ადამიანი სრულიად განისაზღვრება თავისი დამო-
კიდებულებებით ფიზიკური სამყაროსადმი, რომ ის მხოლოდ და
მხოლოდ ბუნებრივი პროცესის ნაწილია. მაგრამ ეს უკვე სრუ-
ლიად სხვა მტკიცებაა, უაღრესად საფუძვლიან შემოწმებას რომ
მოითხოვს. ისტორია ხომ გვასწავლის, რომ ნებისმიერი მტკიცე-
ბა შეიძლება ადვილად იქნეს გაზვიადებული, როცა რადიკალუ-
რი ცვლილებები არღვევენ აქამდე არსებულ წონასწორობას.
ადამიანი, რომელიც ვერ იცავს თავს შეცდომებისა და ვნებები-
საგან, ერთმანეთში ურევს ფაქტებსა და აზრებს. ამ დროს წარ-
მოიქმნება გარდუვალი აუცილებლობა – დავტოვოთ ფაქტები
განუმარტებლად. მსგავს „წმენდას“ აუცილებლად უნდა დაექ-

17
ვემდებაროს ნატურალიზმიც, რომელიც ფაქტს პრინციპად აქ-
ცევს, განსაზღვრავს ადამიანურ ცხოვრებას მთლიანობაში ადა-
მიანის ურთიერთკავშირით ბუნებასთან და ამის შესაბამისად
ადგენს თავის ღირებულებებს. ადამიანის ცხოვრების მსგავსი
შეზღუდვის საწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი არგუმენტები
გამომდინარეობს არა სუბიექტური რეფლექსიიდან, არამედ თა-
ნამედროვე ისტორიული განვითარების ანალიზიდან. ამ განვი-
თარების სურათი ამჟღავნებს მძლავრ ინტელექტუალურ პოტენ-
ციალს, რომელიც, იმისდა მიუხედავად, ავლენს თუ არა რა-
ციონალურ და ტექნიკურ ბატონობას ბუნებაზე, ამტკიცებს ცხოვ-
რების გარკვეული წესის არსებობას, რომელსაც ვერ ავხსნით.
ადამიანი რომ მხოლოდ ბუნების ნაწილი იყოს, – იმ გაგებით,
როგორშიც წარმოდგება იგი ზუსტ მეცნიერებებში, – მისი არსე-
ბობა წარმოდგენილი იქნებოდა როგორც იზოლირებულ მოვ-
ლენათა სერია. მისი ცხოვრება წარმოიშობოდა გარემოსამყა-
როსთან კონტაქტებიდან და მთლიანად ამით იქნებოდა განსაზ-
ღვრული. არ იქნებოდა არავითარი შესაძლებლობა გრძნობადი
გამოცდილების შეზღუდულობის დაძლევისა, არ დარჩებოდა
ადგილი არც მოქმედებისათვის, წარმართული რომ იქნებოდა
მთლიანი თუ ძლიერი ერთიანობით, და არც ცხოვრების შინაგა-
ნი თანხმობისათვის. ყველა ფასეულობა და მიზანი გაქრებოდა,
და რეალობა დავიდოდა ფაქტობრივ მოცემულობამდე. მაგრამ
ადამიანური მოქმედება-საქმიანობის გამოცდილება სრულიად
სხვა სურათს გვიჩვენებს.
თანამედროვე მეცნიერება წარმოიშვა არა თანდათანობითი
დაგროვების შედეგად, არამედ როგორც განზრახ გაწყვეტის,
დაცილების რეზულტატი ტრადიციული ცოდნის სრული ერთობ-
ლიობით. ეს გაწყვეტა მომწიფდა, რადგან ძველი თეორიები მე-

18
ტისმეტად ანთროპომორფული იყო, ხოლო ბუნების მეცნიერუ-
ლი გაგება გულისხმობს ბუნების სრულ დამოუკიდებლობას
ადამიანისაგან. მაგრამ ჩვენ არ გვექნებოდა ბუნების დამოუკი-
დებლობის იდეა, რომ აზროვნება არ გათავისუფლებულიყო
გრძნობადი შთაბეჭდილებებისაგან, არ დაპირისპირებოდა გა-
რემოს და ანალიზისა და ახალი სინთეზის მეშვეობით არ შეექ-
მნა სამყაროს ახალი სურათი. ამ შექმნას ასტიმულირებდა ჭეშ-
მარიტების ძიება და მისწრაფება გაიგივებისა საგნებთან, რო-
გორც ისინი სინამდვილეში არიან, რათა ამით მივაღწიოთ
ცხოვრების შინაგან განვითარებას. მაგრამ ამ შემთხვევაში რო-
გორ ჩავწვდეთ ბუნებას შემთხვევითობისა და დამახინჯების
ელემენტების გარეშე, განუყოფელი რომ არიან ინდივიდუალუ-
რი პერსპექტივისაგან, თუკი აზროვნებას არ ძალუძს მუშაობა,
მოქმედება გრძნობადი აღქმისაგან დამოუკიდებლად? ის, ვინც
ფიქრობს ბუნებაზე, როგორც რაღაც მთლიანზე, არის არა ბუნე-
ბის შიგნით, არამედ მას ზემოთ და მთელი თავისი ქმედებით ამ-
ტკიცებს, რომ გარესამყარო – ეს ჯერ კიდევ სრულიადაც არ
არის რეალობა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ისე ძალიან
არ უარყოფს ნატურალიზმს მისი წარმოდგენით ბუნების განსა-
კუთრებულობაზე, როგორც თანამედროვე ბუნებისმეტყველება,
რომელიც ბუნებას სააზროვნო კონსტრუქციად გარდაქმნის.
რაც უფრო ძლიერად ვაკეთებთ აქცენტს თანამედროვე ბუნების-
მეტყველების ინტელექტუალურ ბაზაზე, საფუძვლებზე, მით უფ-
რო და უფრო შორს ვცილდებით ნატურალიზმს. ადამიანის უპი-
რატესობა ბუნებაზე არანაკლებად მტკიცდება აგრეთვე თანა-
მედროვე ტექნიკის განვითარებით, რადგან იგი საჭიროებს წი-
ნასწარ წარმოსახვით მუშაობას, ახალი კონცეფციების შექმნას,
ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის უნარს, ზუსტ გამოთ-

19
ვლებს და შემართებას. განა არსებას, მთლიანად ბუნებას რომ
ეკუთვნის, ძალუძს ამგვარი მიღწევები?
სოციალური ძვრები ასევე ამტკიცებენ, რომ ადამიანი არ შე-
მოიფარგლება მუდმივად მოცემული წესრიგით, არამედ, პირი-
ქით, აღიქვამს საგნების არსებულ წესრიგს, მსჯელობს მათზე,
და ემყარება რა საკუთარ ძალისხმევას, ცდილობს მის შეცვლას.
და თუმცა მატერიალური საგნები ჩვენთვის უფრო მნიშვნელო-
ვანი გახდა, ვიდრე ადრე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი
გრძნობადი ასპექტები, არამედ შესაძლებლობა იმისა, რომ გა-
მოვიყენოთ ისინი როგორც ცხოვრების გაუმჯობესებისა და სამ-
ყაროს ათვისების საშუალება. ჩვენს მიზანს შეადგენს არა
გრძნობად სიამოვნებათა მატება, არამედ სიტუაცია, რომლის
დროსაც ყოველი ადამიანი აღწევს თავისი ძალების მაქსიმა-
ლურ განვითარებას. ჯერ მარტო ის, რომ სოციალურ იდეაზე გა-
ნუწყვეტლივ ლაპარაკობენ, მოწმობს ცალკეული ადამიანის მი-
ერ ეგოიზმის დაძლევას და საზოგადოებრივი ინტერესების წინა
პლანზე წამოიწევს. ეს იდეა ვერასოდეს შეიძენდა ასეთ ძალას,
თუ იგი არ აღიქმებოდა ერთდროულად როგორც მოვალეობა
და როგორც პრივილეგია. მისთვის შინაგანად დამახასიათებე-
ლი შინაგანი კომპონენტი ანიჭებს მას ძალაუფლებას ადამიან-
თა სულებზე, თავისთან მოუხმობს მგზნებარე მოციქულებს და
ამარცხებს მასთან უთანხმოებაში მყოფთ. მაგრამ მსგავსი ეთი-
კური კომპონენტისათვის ბუნების სამყაროში უბრალოდ არ
არის ადგილი; ამგვარად, სოციალური მოძრაობა თვითონ თა-
ვისი არსებობით უარყოფს ნატურალიზმს.
ყველა ამ მოსაზრებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ნატუ-
რალიზმი არანაირად არ წარმოადგენს თანამედროვე ცხოვრე-
ბის წესის ადეკვატურ გამოხატულებას, რომელმაც დიდი ხანია

20
განვლო თავისი სათავეები და გაცილებით უფრო მეტ სულიერ
დამოუკიდებლობას ავლენს, ვიდრე საშუალებას აძლევს მას
აღიაროს ნატურალიზმი; თვით ცხოვრება უარყოფს ამგვარ გან-
მარტებას. ის ფაქტი, რომ გარემო ჩვენთვის უფრო მნიშვნელო-
ვანი გახდა, ვიდრე წინათ, ჯერ კიდევ სრულიადაც არ ნიშნავს
იმას, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ნატურალიზმი უშვებს შეც-
დომას, როდესაც აწერს ბუნებას იმ ცვლილებებს, რომელთაც
ახდენს მასში სული, და უშვებს მას იმიტომ, რომ მთელ თავის
ყურადღებას ამახვილებს შედეგებზე, ვერ ამჩნევს რა იმ ძალას,
რომელიც მათ იწვევს.
ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სული საჭიროებს გა-
რემომცველ სამყაროს, როგორც თავისი მოქმედების ობიექტს,
და ამ თვალსაზრისით დამოკიდებულია მასზე. და განა მსგავს
სიტუაციას არ მიჰყავს ცხოვრება გადაუწყვეტელ კონფლიქტამ-
დე? გარემომცველი სამყაროს გარდაქმნა გამოათავისუფლებს
მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ენერგიას, რომლის წყალო-
ბით იზრდება მოთხოვნილება ვიყოთ ბედნიერნი და კმაყოფილ-
ნი. ხომ არ იქნება ცხოვრება აუტანლად შეზღუდული, თუკი ადა-
მიანს საქმე მხოლოდ გარესამყაროსთან ექნება, თუკი ვერ შეძ-
ლებს დაუბრუნდეს თავის თავს და ვერ გამოიყენებს თავის
უზარმაზარ შრომას საკუთარი კეთილდღეობისათვის? თვითონ
მიღწევა დაუჯერებლად შეზღუდული ხდება, თუ მოქმედების სა-
განი გარეთაა და არ შეუძლია გადმოინაცვლოს ჩვენს შინაგან
ცხოვრებაში. მეცნიერება, რომელსაც საქმე აქვს მხოლოდ გა-
რეშე მასალასთან, ვერასდროს გადაიქცევა ნამდვილ, სრულ,
გონებრივად შეთვისებულ შემეცნებად, და ვიდრე ჩვენ ადამიან-
ში დავინახავთ მხოლოდ ჩვენს გვერდით მყოფ ობიექტს, არავი-
თარი შინაგანი ურთიერთობა და ურთიერთსიყვარული არ იქნე-

21
ბა შესაძლებელი. თუ ენერგიას არაფერი არ მართავს, ის ცხოვ-
რებას შინაარსიანს ვერ გახდის; მთელ მის ფაციფუცს და მღელ-
ვარებას არ შეუძლია დაძლიოს ჩვენი შინაგანი სიცარიელე; ეს
მტკივნეული გამოცდილება ძალიან კარგადაა ცნობილი. მაგ-
რამ განა სიცარიელის ასეთი განცდა არ მოწმობს იმას, რომ
ჩვენში დამალულია და დაკმაყოფილებას თხოულობს რაღაც
შინაგანი სიღრმე? მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ხომ არ გადადის
ცხოვრება რაღაცნაირად მიღწეული დონის ფარგლებს გარეთ,
ხომ არ უბრუნდება ის გარკვეულ გარესამყაროში მუშაობიდან
თავის თავზე მუშაობას? პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება მოგვცეს
მხოლოდ ცხოვრების მიმდინარეობამ; ვნახოთ, ხომ არ არის ის
დადებითი. მე ვფიქრობ, რომ ამის ყველა საფუძველი არსებობს.
საკმარისია განვიხილოთ ცხოვრების ცხადი და უცილობელი
გამოვლინებები მთლიანობაში და შევაფასოთ ამ მთლიანობის
მნიშვნელობა, რათა გავიგოთ, რომ ჩვენში მართლაც ხდება
მძლავრი მოძრაობა, რომელიც ცხოვრების თვისებრივად ახალ
წესს წარმოშობს. აქამდე ჩვენ აღვიქვამდით ცხოვრებას რო-
გორც ისეთ რაიმეს, სუბიექტსა და ობიექტს, ადამიანსა და სამყა-
როს, ენერგიასა და მატერიას შორის რომ მიმდინარეობდა,
ამასთანავე, მატერიას ვეხებოდით მხოლოდ გარეთა მხრიდან,
შინაგანი ჩვენთვის უცხო რჩებოდა. ახლა კი ინტელექტუალური
საქმიანობა, მოქმედება განიცდის დიდ ცვლილებას – მატერია
ერთვება ცხოვრების პროცესში, უერთდება სულს, გვეხება და
გვაღელვებს როგორც ჩვენი ცხოვრების ნაწილი. განსაკუთრე-
ბით ნათლად ეს მხატვრულ შემოქმედებაში ვლინდება – მაგა-
ლითად, გოეთესთან. ჩვენ ასეთ შემოქმედებას ობიექტურს ვუ-
წოდებთ; მაგრამ ობიექტურობა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშ-
ნავს, რომ გარესამყარო აისახება ხელოვანის გრძნობად ყოფა-

22
ში სულის მონაწილეობის გარეშე – პირიქით, გარეშე ობიექტე-
ბი სულის ნაწილი ხდება. ენერგია და მატერია ნაყოფიერ ურთი-
ერთკავშირში შედიან, ერთიანდებიან, ერთმანეთს აძლიერებენ
და ახალი ცხოვრების ერთიან მთლიანობას ქმნიან. ამ ცხოვრე-
ბაში მატერიას შთაბერეს სული ან აალაპარაკეს სული, მატე-
რიაში რომ დნება; მატერიასთან თავისი ურთიერთმოქმედების
საშუალებით ენერგია კარგავს თავის თავდაპირველ, პირვან-
დელ განუსაზღვრელობას და იძენს ფორმას. პოეტი წარმოდგე-
ბა გრძნეულად, საგნებს რომ აალაპარაკებს, რომელთა დახმა-
რებით ისინი ამკვიდრებენ თავის შინაგან არსს, მაგრამ ისინი
მხოლოდ პოეტის გულში ეზიარებიან სიცოცხლეს, მის შინაგან
სამყაროში. იმავეს, რაც ხდება ხელოვნებაში, ჩვენ ვხედავთ
პრაქტიკულ ცხოვრებაშიც, ადამიანთა ურთიერთობაში, სამარ-
თალსა და მორალში რომ ყალიბდება. სხვა ადამიანი, სრულიად
გარესამყაროს რომ მიეკუთვნება, თითქოსდა შემოდის ჩვენი
შინაგანი ცხოვრების არეში, როგორც კი ჩვენ იმის უნარი გვეძ-
ლევა, რომ გავაიგივოთ საკუთარი თავი მასთან. ყველაზე ცხა-
დად შინაგანი გათავისება იმისა, რაც უცხოდ გვეჩვენებოდა,
ვლინდება სიყვარულში, ორი პიროვნების ურთიერთობის ამ
მწვერვალში.
სრულიად აშკარაა, რომ ჩვენსა და სხვას შორის არსებული
უფსკრული დაიძლევა და უცხო, სხვა ჩვენი ცხოვრების შემადგე-
ნელი ნაწილი ხდება. და განა შევძლებდით გვყვარებოდა ჩვენი
ხალხი, ჩვენი სამშობლო, კაცობრიობა, თუკი ვერ აღმოვაჩენ-
დით მათში ჩვენს საკუთარ ცხოვრებას, ჩვენს არსს? ჭეშმარიტე-
ბისადმი სწრაფვა ასევე გვასტიმულირებს შინაგანი ცხოვრების
გაფართოებისადმი. სხვაგვარად, აბა, როგორ შეგვიპყრობდა
ასე ძლიერ სამყაროს შეცნობის სურვილი, თუკი ის რაღაც-

23
ნაირად არ იქნებოდა ჩვენში, თუკი მასზე დახარჯული შრომა არ
შეუწყობდა ხელს ჩვენი არსების სრულყოფას?
მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ მშვენიერი, კეთილი და ჭეშ-
მარიტი ერთიანობაში მოწმობს იმას, რომ გარესამყარო შინაგა-
ნი ცხოვრების ნაწილი ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს
ამ პროცესის აზრისა და სტრუქტურის ძირეული ცვლილებების
გარეშე. რადგან ახლა ცხოვრებას, პირველ ყოვლისა, თავის
თავთან აქვს საქმე; ენერგია და მატერია მასში ხვდებიან ერთმა-
ნეთს და წონასწორობის მიღწევას მოითხოვენ. მაგრამ წონას-
წორობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ორივენი ერთ
მთლიანობაში არიან, რაც მათ სიცოცხლეს და დასრულებას გა-
ნაპირობებს. ამგვარად, სიცოცხლე გარკვეულ ურთიერთობაში
შედის თავისსავე თავთან, ის ქმნის თავის თავში სხვადასხვა
დონეს და წარმოშობს ახალ სიღრმეს, რომელიც უზრუნველ-
ყოფს ყოვლისმომცველ და მყარ თანამოქმედებას სამყაროს-
თან. თუ ეს ხდება, მთელი, მთლიანობა შეიძლება იყოს ნებისმი-
ერ თავის ნაწილში და ქმედითად გამოავლინოს საკუთარი თავი.
მხოლოდ ასე წარმოიშობა სხვადასხვა თვალსაზრისი, ხოლო
ხასიათი და პიროვნება იღებენ შესაძლებლობას გამოვლინდნენ
მრავალფეროვან ქმედებაში. მაგრამ ყოველივე, რაც ამ ცხოვ-
რებისეულ პროცესში მონაწილეობს, უცვლელი კი არ რჩება,
არამედ შემდგომ განვითარებას განიცდის; ცხოვრება – არა უბ-
რალოდ ნაძერწია არსებული სინამდვილით, არამედ აღმასვლა
და შემოქმედება; ის კი არ პოულობს მას, არამედ უნდა შექმნას
ის.
ამგვარად, სიცოცხლე მიმართულია არა მხოლოდ გარეთ,
არამედ თავის თავზეც; იგი ქმნის საკუთარ შინაგან სივრცეს.
როგორც მრავალფეროვანი მოქმედების რეზულტატი, წარმოიქ-

24
მნება შინაგანი სამყარო, რომელიც მთლიანად ცვლის რა საწ-
ყის სიტუაციას, ხდება ამოსავალი წერტილი ინტელექტუალური
მუშაობისათვის. მაგრამ ის არ ხდება რაღაც პირადი საკუთრება,
არავითარი ინდივიდუუმი არ არის კეთილის, ჭეშმარიტისა და
მშვენიერის მფლობელი; ჩვენ ვიმყოფებით ყველასათვის საერ-
თო ერთიან სამყაროში და ყოველგვარი ინდივიდუალური მიღ-
წევა ყველასათვის ქმედითი და საზოგადოებრივი მონაპოვარი
ხდება. სწორედ ეს არის ახალი სამყაროს სიდიადე. ახალ ცხოვ-
რებას ყოველ ადამიანში აქვს მსოფლიო ხასიათი და მისადმი
მისწრაფებისას ცალკეული ადამიანი უფრო და უფრო ძალუმად
იძენს თავის ჭეშმარიტ „მეს“ და შორდება ამოსავალ წერტილს.
ბუნებრივი სწრაფვა თვითშენარჩუნებისა უკვე ვეღარ აკმაყოფი-
ლებს მას.
თუკი ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ცხოვრების ამ განვი-
თარებას, მის ახალ ფორმებსა და ენერგიას, მისგან გამოწვეულ
გადატრიალებას და წინა პლანზე წამოწეულ ამოცანებს, დავ-
რწმუნდებით, რომ ის არ წარმოადგენს ადამიანური წარმოსახ-
ვის ნაყოფს, რომელიც განკუთვნილია მისი სიამოვნებისა და კე-
თილდღეობისათვის, რომ ჩვენ წინაშეა – რეალობის ახალი დო-
ნე, ახალ ამოცანებს რომ ისახავს მიზნად. ახალი მიზნებისადმი
სწრაფვა, უფრო ღრმა და პირადი დამოკიდებულება სინამდვი-
ლისადმი, ადამიანის არსებობაში მარადიული ცხოვრების და-
ნერგვა – ყოველივე ამას თვითონ ადამიანი ძნელად თუ წარ-
მოქმნის, ამგვარი რამეები მისთვის ძნელი წარმოსადგენიც კია.
როგორც ჩანს, არის სამყაროში ცხოვრების რომელიღაც დინე-
ბა, რომელიც გაგვიტაცებს, წინ წაგვიყვანს და გვანიჭებს ძალას,
რათა ვიბრძოლოთ ახალი რეალობისთვის, შევიყვანოთ ის ბუ-
ნების სამყაროში და მივიღოთ მონაწილეობა სამყაროს მოძ-

25
რაობაში, ჩვენი სულიერი მისწრაფებები რომ არ იყოს დაფუძნე-
ბული ობიექტურ მოცემულობაზე, ისინი მოკლებული იქნებოდ-
ნენ სიმყარესა და მიზანმიმართულებას. სიცოცხლეს არ ძალუძს
არსებობა და განვითარება, თუ არ არსებობს მთლიანობის
რეალობა, რომელიც შინაგან თვითგანვითარებას ფლობს. თუ
ადამიანის ცხოვრება ასეთ ცვლილებას განიცდის, მაშინ ადა-
მიანის მნიშვნელობა და მისი ცხოვრების დაძაბულობა განუ-
ზომლად იზრდება. მიეკუთვნება რა თავდაპირველადვე ბუნებას,
ის ადის რეალობის ახალ საფეხურზე, სადაც მოქმედებს, იყენებს
რა ერთიანი მთლიანობის ენერგიას და, ამგვარად, არსებული
წესრიგის უმცირესი ნაწილიდან გადაიქცევა სამყაროთა შეჯახე-
ბისა და განვითარების არენად, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე
არენად. და, თუმცა სამყაროს მოძრაობა, მიმდინარეობა მისგან
არ არის გამოწვეული, ის ვერ იქნება ამ საფეხურზე, მისი მოქმე-
დებისა და გადაწყვეტილებების გარეშე. ამგვარად, ადამიანი
ერთვება შემოქმედებით პროცესში, მის სამყაროთა მთლიანო-
ბას რომ მოიცავს, მასში ხდება თავისუფლებისა და დამოუკი-
დებლობის, უსასრულობისა და შეზღუდულობის შეხვედრა. სამ-
ყარო კარგავს თავის გაუცხოებას და სიცოცხლის ფასეულობის
მეშვეობით ჯეროვნად პიროვნული და შინაგანი ხდება.
სრული თვითრეალიზაციისადმი სიცოცხლის მიმდინარეობის
სწორედ ამ იდეას წამოსწევს წინა პლანზე იდეალიზმი და მისგან
გამომდინარე აყალიბებს თავის მიზნებს, ახდენს მასზე თავისი
ძალების კონცენტრირებას და, თუმცა ბუნებრივი დონე, ამასთა-
ნავე, შენარჩუნდება, ადამიანის ინტელექტუალური ცხოვრება
მასთან მუდმივ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში ვითარდება. ურ-
ყევი რჩება ერთი რამ: იდეალიზმი წვდება ბუნებას გონებიდან
გამომდინარე და გონება ბუნებიდან, როგორც ნატურალიზმი.

26
ამ ორ პრინციპს შორის მუდმივად განახლდება ხოლმე კონ-
ფლიქტი და ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია იმას-
თან, რომ ახალი სამყაროს დამკვიდრება, თუნდაც გულის სიღ-
რმეში მას აღვიქვამდეთ როგორც მოცემულობას, შესაძლებე-
ლია მხოლოდ მუდმივ ბრძოლაში, ახალ და ახალ გართულე-
ბებს რომ იწვევს. და აქ საქმე ეხება არა მხოლოდ ცალკეულ
ადამიანს, რომელიც ბუნებას ითვისებს; მთელი კაცობრიობა
იძულებულია აწარმოოს ბრძოლა მისი უფრო გარკვეული ფორ-
მებისათვის, რომლებიც მზად კი არ გვეძლევა, არამედ ჩვენ
თვითონ უნდა წამოვჭრათ და განვახორციელოთ. ისტორიისათ-
ვის ცნობილია სხვადასხვა გზა, მიზნისკენ რომ მივყავართ, მაგ-
რამ არც ერთი არ აღმოჩნდა სრულყოფილი. თავიდან გონების
სამყარო წარმოადგენს არცთუ მთლად ცხად და ცალკეულ მოვ-
ლენებს; ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მას და ამით მივანიჭოთ მთელს,
მთლიანს, გარკვეული ხასიათი, გადავაქცევთ რა მას ჩვენს
საიმედო კუთვნილებად. როგორც ვხედავთ, კაცობრიობა ისტო-
რიის კულმინაციურ მომენტებში მიდის ცხოვრების ამგვარ სინ-
თეზზე, რომელიც მოიცავდა მთელ ყოფიერებას და მისცემდა
მას ფორმას. პირველი, შთაგონებული სწრაფვა-აღტყინებით
ასეთი ცდა წარმატებულია ხოლმე, მაგრამ შემდეგ წარმოიშობა
წინააღმდეგობა, უკუქმედება და, რაც უფრო ძლიერია ის, მით
უფრო ცხადი ხდება, რომ ცხოვრებას მთელი თავისი მთლიანო-
ბით არ ძალუძს თავსდებოდეს მისთვის მიცემულ ფარგლებში.
ინდივიდუალური განვითარება თავისუფლდება წინდაწინ დაწე-
სებული სტრუქტურისაგან, პოზიტიური შემოქმედებისა და ცენ-
ტრისკენული მოძრაობის პერიოდის შემდეგ დგება კრიტიკისა
და დაშლის პერიოდი, რის შემდეგაც ცხოვრების მთლიანობისა-
კენ სწრაფვას ახალ სინთეზამდე მივყავართ. სად ენაცვლება ერ-

27
თმანეთს კონცენტრაციისა და ექსპანსიის ეპოქა და ყოველი
მათგანი, ასე თუ ისე, ემსახურება ადამიანის მისწრაფებას ცხოვ-
რების სულიერი სისავსისადმი? წარსული მიღწევები ყოველ-
თვის მუდამ ძალზე უმნიშვნელო აღმოჩნდება ხოლმე, სულიერი
ცხოვრების შენარჩუნების მოთხოვნილება მუდმივად გვიბიძ-
გებს ახალი მცდელობისაკენ. მიზნის ამ სიმტკიცეში, ამ განუწ-
ყვეტელ წინსვლასა და უსასრულობასთან ბრძოლაში განსახი-
ერდება კაცობრიობის გრანდიოზული სიდიადე.
განსაკუთრებული სიცხადით ახდენს ამ პროცესის დემონ-
სტრირებას ევროპული კულტურის მთელი გამოცდილება, დაწ-
ყებული ანტიკური საბერძნეთიდან. ბერძნული ყოფა-ცხოვრების
წარუვალი მნიშვნელობა ისაა, რომ მან ხალისიანი შემართებით
გადადგა გაბედული ნაბიჯი სამყაროს ორიგინალური სინთეზი-
საკენ, რომელიც განახორციელა ხელოვნების, კერძოდ კი,
პლასტიკური ხელოვნების მეშვეობით და ეს სინთეზი იქცა ამო-
სავალ წერტილად ბერძნული ცივილიზაციის ყველაზე მრავალ-
ფეროვანი გამოვლინებისათვის. მეცნიერება ცდილობდა გამო-
ევლინა მოვლენათა ქაოსში კოსმოსის მუდმივი თანაყოფნა. ინ-
დივიდუუმი სრულ ჰარმონიაში აერთიანებდა თავისი ენერგიისა
და მისწრაფებების მთელ მრავალფეროვნებას. ამას შედეგად
მოჰყვა ცხოვრების რადიკალური შეცვლა, გაიღვიძა აქტიურმა
მოქმედება-საქმიანობამ, გაჩნდა მისწრაფება დაპირისპირებულ
მხარეთა ჰარმონიზაციისადმი, ცხოვრებამ შეიძინა გარკვეულო-
ბა, სიმტკიცე და განიმსჭვალა სიხარულითა და სიხალისით. ყვე-
ლა ეს მიღწევა დიდხანს იქნა შენარჩუნებული, მაგრამ კაცობ-
რიობა ამით ვერ დაკმაყოფილდა. ცხოვრებისეული გამოცდი-
ლება ბადებს უფრო და უფრო გრანდიოზულ ამოცანებს, წარ-
მოიშობა ახალი წინააღმდეგობანი და კონფლიქტები, რომლე-

28
ბიც გადაწყვეტას მოითხოვენ. გამოირკვა, რომ მიზანი დასახულ
იქნა ძალზე ნაჩქარევად და რომ ადამიანის სულში არის სიღ-
რმეები, რომელთაც ის არ შეხებია. წარმოდგენა მთლიანობაზე
გამომდინარეობდა მრწამსიდან ინტელექტის დაუძლეველი ძა-
ლით და უშუალო მონაწილეობით ადამიანის ცხოვრებაში, შემ-
დგომმა ეპოქამ კი ეს ეჭვქვეშ დააყენა. დადგა სხვადასხვა ელე-
მენტის დაშლისა და გათიშვის ეპოქა, მაგრამ ყველა ნეგატიური
ასპექტის მიუხედავად, სწორედ ეს ეპოქა იქცა ახალი სინთეზის
მოსამზადებელ ფაქტორად. ასეთ სინთეზად იქცა ადრეული
ქრისტიანობა, რომელმაც რეალობა მორალურ იდეას დაუქვემ-
დებარა, და ცხოვრების მთელი მრავალფეროვნება – ზნეობრივ
მოვალეობას. მაგრამ მხედველობაში ჰქონდათ რა ზნეობრივი
სისუსტე და გონების ნაკლოვანება, ადამიანურ სამყაროში,
ენერგია მსგავსი ამოცანის გადაწყვეტისათვის გადაიღეს წარ-
მოდგენიდან ზეადამიანური წესრიგის შესახებ. მორალურმა
სინთეზმა რელიგიური ხასიათი მიიღო და ამგვარად, ზეგავლენა
მოახდინა მთელ გარემომცველ სამყაროზე. ამ კონცენტრაციამ
განაპირობა ცხოვრების დაუჯერებლად მზარდი გაღრმავება,
წარმოიქმნა შინაგანი სამყარო თავისი სუფთა სახით და პირვე-
ლად დაამტკიცა სულიერი ცხოვრების უპირატესობა ბუნებრივ-
თან შედარებით.
და, თუმცა შეინარჩუნა ქმედითობა და თავისი უწინდელი
ფორმით ის შეეჯახა ახალი დროის დასაწყისს გაძლიერებული
წინააღმდეგობით, ახალი ადამიანები, აღსავსენი ცხოვრები-
სეული მხნეობით, ძალიან ცოტა შესაძლებლობას პოულობდნენ
მასში თავიანთი ძალების განვითარებისათვის. ამასთან ერთად,
კულტურისადმი მისწრაფება, რომელიც თანაბარი სიყვარულით
მოიცავდა ცხოვრების ყველა დარგს, განიცდიდა ამ მორალურ--

29
რელიგიური სინთეზის შეზღუდულობას. ამის შედეგად გაჩნდა
ახალი სინთეზი, რომლის მსგავსი იდეაა ყველა ძალის თავისუ-
ფალი განვითარება, ხოლო მთავარი მიზანი – სიცოცხლის
გაძლიერება-განმტკიცება. ამ მისწრაფებას მოძრაობაში მოჰ-
ყავს ის, რაც უწინ თითქოსდა მშვიდ მდგომარეობაში იმყოფებო-
და. განუწყვეტელ ცვლილებებს განიცდიდა არა მხოლოდ ბუნე-
ბა, არამედ თვითონ ადამიანიც. როგორც ჩანს, არაფერი ისე არ
განასხვავებს ადამიანს სხვა არსებებისაგან, როგორც უნარი,
ისწრაფოდეს უსასრულობისადმი, მიუხედავად მთელი თავისი
ბუნებრივი შეზღუდულობისა. ეს სიცოცხლე დღესაც მოგვიცავს
ჩვენ ყოველი მხრიდან და სულ უფრო ღრმად აღწევს ჩვენი ყო-
ფის ყველა დონეზე. და მაინც სულის სიღრმეში და გონებრივი
ძალისხმევის მწვერვალზე ჩვენ ვიწყებთ დაეჭვებას მის მიერ შე-
მოთავაზებულ გადაწყვეტილებებში. უპირველეს ყოვლისა, ეჭვი
წარმოიქმნება იმისა, მართლა მონაწილეობს თუ არა მთელი
რეალობა წინსვლით და აღმასვლით მოძრაობაში და ხომ არ
წარმოქმნის ის ახალ პრობლემებსა და სირთულეებს, რომელ-
თა დაძლევაც არ ძალუძს; ხომ არ იწვევს ყველა ძალის გათავი-
სუფლება ასეთ წინააღმდეგობებს და ვნებათაღელვას, რომლე-
ბიც უფრო და უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჩვენს არსებობას. და
თუნდაც უკუვაგდოთ ეს ეჭვები, წარმოიშობა სხვა, უფრო სე-
რიოზული ეჭვები, როცა ისმის კითხვა, მართლა აღავსებს ადა-
მიანის მონაწილეობა განუწყვეტელ მოქმედება-საქმიანობაში
მის ცხოვრებას და დაუკმაყოფილებს გულს? რადგან, თუ მოძ-
რაობა, მიმდინარეობა არ პოვებს წინააღმდეგობას სიმშვიდის
სახით, მას რომ აღემატება, რომლისგან გამომდინარეც იგი
იძენს აზრს, მაშინ, როგორც ასეთი, სიცოცხლის შესაძლებლობა
ქრება. ჩვენ აღარ შეგვიძლია მივანიჭოთ ცხოვრებას აზრი; ის

30
გადაიქცევა უფრო და უფრო განუწყვეტელ და დაუოკებელ მის-
წრაფებად და აღარ უყურებს და აღარ აყალიბებს თავის თავს.
ჩვენ აღარ ძალგვიძს დავიცვათ თავი უსაზღვრო რელატივიზმი-
საგან, თუკი დღევანდელი ჭეშმარიტება ხვალ გაყალბდება. ყო-
ველგვარი მოქმედების, საქმიანობის უწესრიგოდ შესრულება
და აჩქარება, რა წარმატებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის,
ვერ აგვარებს ჩვენი შინაგანი სიცარიელის შეგრძნებას. მიუხე-
დავად უდიდესი ტექნიკური მიღწევებისა სპეციალურ დარგებში,
ადამიანმა, როგორც მთლიანმა, ერთიანმა არსებამ, ბევრი და-
კარგა; დიდი და ორიგინალური პიროვნებები უფრო და უფრო
იშვიათად მოგვევლინებიან.
მაგრამ როგორც კი ჩავწვდებით ცხოვრების თანამედროვე
სინთეზის ზღვრებს და არასრულობას, მისადმი რწმენა შეირყე-
ვა, უწინდელი წესრიგი დაირღვევა და წინააღმდეგობანი მთელი
თავიანთი სიმწვავით წარმოდგებიან. შემოქმედებითი რწმენა
კვლავ უკან დაიხევს რეფლექსური ცნობიერების, გაგების წინა-
შე; პოზიტიური ეპოქა შეიცვლება კრიტიკულით.
მაშასადამე, თუ ცხოვრებას აკლია ერთიანობა, თუ მას არ გა-
აჩნია ცენტრი, თუმცა კი ახორციელებს გრანდიოზულ ქმედებას
გარემოს გარდასაქმნელად, მაინც ცხადი ხდება, რომ ცხოვრე-
ბის წონასწორობა დაკარგულია და აქ სჭარბობს გარეგნული
წარმატება. მიღწევები გვავიწყებს, რა ფასად იქნა ისინი მოპო-
ვებული. წარმოქმნის პროცესი მიმართულია გარედან შიგნით,
და ბოლოს, ადამიანი სრულიად გადაიქცევა, გარდაიქმნება გა-
რემოს პროდუქტად. ყველაფერი ეს კი იმიტომ ხდება, რომ შინა-
გან ენერგიას აღარ ძალუძს დაძლიოს, თავი გაართვას გარესამ-
ყაროს მრავალფეროვნებას, მის სხვადასხვაგვარობას. ასეთი
ატმოსფერო საშუალებას აძლევს ნატურალიზმს იბატონოს სუ-

31
ლებზე; ჩვენ მშვენივრად გვესმის, როგორ ვრცელდება ეს ძალა-
უფლება, ასახავს რა თანამედროვე სიტუაციის თავისებურებებს,
მაგრამ, რაც უფრო ნათლად გვესმის, მით უფრო მეტად ვრწმუნ-
დებით, რომ ნატურალიზმი სულაც არ არის ადამიანური გამოც-
დილების მთელი ჭეშმარიტება.
ნატურალიზმის ცდა, დაიყვანოს ადამიანი ბუნების დონეზე,
შესაძლოა პერსპექტიული მოგვეჩვენოს მხოლოდ იქამდე, სანამ
ადამიანური ცხოვრება წინა პლანზე არ წამოსწევს ახალ ძალებ-
სა და ახალ მიზნებს, მაგრამ, რადგან ჩვენ ვაღიარეთ, რომ ადა-
მიანი რეალობის ახალ საფეხურს წარმოადგენს, შესაძლებლად
რომ ხდის ინტელექტუალურ მუშაობას, ჩვენ არ შეგვიძლია ახ-
ლა უბრალოდ ბუნებას დავუბრუნდეთ. ახალი რეალობა ზოგჯერ
ქრება ადამიანის ცნობიერებიდან, მაგრამ მის სულში ჩაბეჭდი-
ლია ისტორიული გამოცდილების შედეგი ბრძოლის, ეჭვებისა
და ცდომილებათა შუაგულში. უარყოფის მიუხედავადაც კი ისი-
ნი მაღლა სწევენ მას ბუნების დონეზე და ნატურალიზმი შეიძლე-
ბა აღმოჩნდეს ქმედითი მხოლოდ იმიტომ, რომ უყოყმანოდ სეს-
ხულობს იდეალიზმისაგან. თუ გამოვრიცხავთ ამ სესხებას, თუკი
ნატურალიზმი დაემყარება მხოლოდ თავის შესაძლებლობებს,
მაშინ მისი ნაკლოვანება აშკარა გახდება და, რაც უფრო გაბე-
დულად აუმხედრდება ადამიანი ცხოვრების აუტანელ გაუხამსე-
ბას, უმსგავსოებას, მით უფრო ფართოდ გაიშლება მოძრაობა
იდეალიზმისათვის, ცხოვრების ახალი სინთეზის ძიებისათვის.
რადგან უეჭველია: ახალი და მძლავრი მისწრაფება შინაარ-
სიანი ცხოვრებისადმი, მდიდარი შინაგანი სამყაროსადმი, შეუძ-
ლებელია დავიკმაყოფილოთ, თუ კვლავ ძველ გზებს დავუბრუნ-
დებით. მაშინ როგორღა ავხსნათ ჩვენი კოლოსალური ძვრები
თუ ჩვენს თავში დაურწმუნებლობის გრძნობა ცხოვრებაში, თუკი

32
წარუვალი ჭეშმარიტებები, ისტორიულ პროცესში რომ გადმოგ-
ვეცა, თავის თავში შეიცავს საბოლოო ჭეშმარიტებას? ჩვენ გან-
ვიხილეთ ის ღრმა ცვლილებები, თან რომ მოიტანა ახალმა
დრომ და ვაღიარეთ, თუ რა მჭიდროდ დაუკავშირდა ადამიანი
გარემოს, გარესამყაროს და როგორ გაიზარდა მისი მნიშვნე-
ლობა. ამასთან ერთად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რა ძლიერ წინააღ-
მდეგობას წააწყდება არსებობის, ყოფის სრული ინტელექ-
ტუალიზაციისადმი მისწრაფება, ვიცით, რა ღრმა უფსკრულია
ადამიანის უშუალო ყოფასა და ინტელექტუალური ცხოვრების
მოთხოვნილებებს შორის, და გვესმის, ჩვენ უნდა გადავსინჯოთ
ჩვენი წარმოდგენა ადამიანზე, რომ მივაღწიოთ ინტელექ-
ტუალურ ნაყოფიერებას. ჩვენ უფლება აღარ გვაქვს ვიმედოვ-
ნებდეთ, რომ ერთბაშად, ერთი ნახტომით მოვიყვანთ მოძ-
რაობაში მთელს ყოფა-არსებობას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ
უნდა ჩამოვაყალიბოთ ცხოვრების მთავარი აზრი, განვამტკი-
ცოთ ის და შემდეგ გავიდეთ გარესამყაროს დონეზე და თანამიმ-
დევრულად დავეუფლოთ მას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა უახ-
ლეს აღმოჩენას და თანამედროვე ამოცანებს, უპირველეს ყოვ-
ლისა კი, ადამიანის კეთილდღეობის მძლავრ ზრდა--
განვითარებას, რასაც მეცნიერებას უნდა ვუმადლოდეთ. ოღონდ
არ უნდა მივიღოთ, აღვიქვათ ახალი იმ სახით, როგორადაც ის
წარდგება უშუალო აღქმისადმი, – აქ ადვილად შეიძლება და-
ვადგეთ სუბიექტური მსჯელობისა და ტენდენციურობის გზას, –
ჯერ აუცილებელია გამოვყოთ ჭეშმარიტების არსი, რაც მხო-
ლოდ ისტორიული გამოცდილების კონტექსტშია შესაძლებელი.
ყოველგვარი მტკიცება, მრწამსი, რომელიც კაცობრიობას სურს
თავისთვის შეინარჩუნოს, დაიცვას, საჭიროებს თავისი დროის

33
ყველა მისწრაფების ნათელ გააზრებას, მაგრამ ეს სულაც არ
ნიშნავს, რომ პასიურად მივყვებოდეთ მას.
იდეალიზმთან დაბრუნების პროცესი, ცხადია, წააწყდება სიძ-
ნელეებს და წინააღმდეგობას, მაგრამ ეს გადაუდებელი ამოცა-
ნაა და მას თავიდან ვერ ავიცილებთ. თუ კაცობრიობამ ერთხელ
უკვე მიაღწია არსებობის გარკვეულ დონეს, მას აღარ აქვს უფ-
ლება უარი თქვას მასზე და ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმი-
სათვის, რომ ეს არ დაუშვას. თუ ადამიანმა გამოაღწია თანდა-
ყოლილ ცხოვრებისეულ ქსელს, იგი ხელახლა არ უნდა შევიდეს
შიგ, არ უნდა დაუბრუნდეს მას; თუკი იგი ამაღლდა თავისუფალ
ქმედებამდე, მოღვაწეობამდე, იგი აღარ უნდა გადაიქცეს უცნობ
ძალთა სათამაშოდ; თუ იგი ამაღლდა სიცოცხლემდე, უსასრუ-
ლო სამყაროსთან რომ არის დაკავშირებული, ის არ უნდა დაუბ-
რუნდეს თანდაყოლილი ქმნილების, არსების შეზღუდულობას;
თუ მას გადასძლევს სურვილი, დაამყაროს შინაგანი კავშირი
სამყაროსთან, ვერავითარი გარეშე კავშირი მასთან ვერ დააკ-
მაყოფილებს მას. ამგვარად, ყველგან იგრძნობა საჭიროება
იმისა, რომ დავძლიოთ ნატურალიზმი.
განსაკუთრებით დაბეჯითებით მოთხოვნას იდეალიზმის უფ-
ლებების აღდგენაში აყენებს ჩვენი დროის გამოცდილება და
არსებობისათვის სულიერი მოთხოვნილებანი. წარმოების გა-
ნუწყვეტელ ზრდასა და არსებობისათვის ბრძოლის ორომტრი-
ალში ჩვენ დაგვავიწყდა ცხოვრების აზრი და ის ჩვენი ცხოვრე-
ბიდან გავაძევეთ. შეიძლება ვიმედოვნებდეთ მის ხელახლა მო-
პოვებას თუ ადამიანის სული ვერ გაბედავს ინტენსიურ კონცენ-
ტრაციას და აღმასვლას? მთელ თავის სიჭრელესა და მრავალ-
ფეროვნებაში ახალი ცხოვრება აშკარად ავლენს ხანდაზმულო-
ბის ნიშნებს და მასში ძლიერდება მისწრაფება გაახალგაზრდა-

34
ვებისაკენ სუფთა და თავისებურ საწყისამდე. განა ეს მისწრაფე-
ბა სისულელე არ იქნებოდა, ადამიანი მთლიანად ბუნების ძა-
ლაუფლების მონობაში რომ იყოს? ინტელექტუალური შემოქმე-
დება ყოველ დროს გარემოცულია წვრილმანი ინტერესებით,
რომლებიც სწრაფად და დაუდგრომლად იზრდება და სრუ-
ლიადაც არ არის სულერთი, უწევენ ამ მახინჯ ზრდას წინააღმდე-
გობას თუ არა. წინააღმდეგობა რომ წარმოიშვას, საჭიროა ადა-
მიანთა დამრაზმველი ამაღლებული მიზანი; წინააღმდეგ შემ-
თხვევაში უიმედოდ აღმოვჩნდებით ადამიანის ბუნებით თანდა-
ყოლილი წვრილმანების ქვეშ, რომელმაც ახლანდელ დროში
წარმოუდგენლად დიდი მასშტაბები მიიღო. ყოველდღიურ აურ-
ზაურში თითქმის აღარ განასხვავებენ ამაღლებულსა და დაბალ-
ხარისხოვანს, რეალურსა და მოჩვენებითს, ნამდვილსა და
ყალბს, უკუგდებულია წარმოდგენა არსებითზე, აღარ არის სა-
უცხოო ან-ან-ის აღიარება (ე. ი. ყველაფერი ერთ ყალიბშია
მოქცეული), რომელიც მთელ ადამიანურ ცხოვრებას მოიცავს.
ჩვენ უნდა გამოვყოთ მარცვალი ღვარძლისაგან (სარეველა ბა-
ლახი გვხვდება პურეულის ნათესებში) და კონცენტრაციის მეშ-
ვეობით შევკრიბოთ ერთად ყოველივე ის, რაც არის კარგი და
მნიშვნელოვანი, რიგიანი და საღვთო, – რათა სიცოცხლეს ღირ-
სეული და ჯეროვანი შინაარსი მივანიჭოთ. მაგრამ როგორ გან-
ხორციელდება ეს გამიჯვნა და ეს გაერთიანება, თუკი არ მოხდე-
ბა ცხოვრების ახალი სინთეზი, რომელიც აამაღლებს კაცობ-
რიობას უიმედო ინდივიდუალურ რეფლექსიაზე?
წინააღმდეგობა, რომელიც ასახულია ნატურალიზმის ბრძო-
ლაში იდეალიზმთან, არ იფარგლება ცხოვრების ზოგადი დახა-
სიათებით, არამედ ვრცელდება ყველა იმ სფეროზე, სადაც
რწმენის, მრწამსის ერთიანობა ვლინდება. დიდი განსხვავებაა

35
იმაში, ურიგდება თუ არა ადამიანი მოცემულ სიტუაციას, რომ-
ლის ფარგლებში იგი მოქმედებს, თუ აღსავსეა რა რწმენით სამ-
ყაროს აღმავალი მოძრაობისადმი, ძალუძს დამოუკიდებლად
მიიღოს მონაწილეობა მასში, წამოსწევს რა ახალ მიზნებს და
აღმოაჩენს საკუთარ თავში ახალ ძალებს. ეს ლიტერატურასაც
ეხება, რომელზეც იძულებული ვარ ძალიან მოკლედ ვილაპარა-
კო. ნატურალიზმს არ შეუძლია მიანიჭოს ლიტერატურას შინაგა-
ნი დამოუკიდებლობა და ინიციატივა. თუ ლიტერატურა – რაღაც
საათის ისრის მსგავსია დროის ციფერბლატზე, მაშინ მას შეუძ-
ლია მხოლოდ გამოხატოს, დაარეგისტრიროს რაიმე ამბავი. სი-
ნამდვილის მარჯვე ასახვის წყალობით ლიტერატურა საშუალე-
ბას მოგვცემს უკეთ გავიგოთ შესაბამისი დროის მისწრაფებები,
მაგრამ ის მოკლებულია შემოქმედებით ძალებს და ამიტომ ვერ
დაეხმარება ადამიანს მის შინაგან გათავისუფლებასა და ამაღ-
ლებაში. ამასთანავე, ასეთ ლიტერატურას გარდუვალად აკლია
დრამატული სიძლიერე, რომელიც არ არსებობს შინაგანი
ცვლილებისა და აღმავლობის შესაძლებლობის გარეშე; სრუ-
ლიად სხვაგვარად გამოიყურება ლიტერატურის პერსპექტივები
და ამოცანები, თუ ის აღიარებს და ცნობს ადამიანური ცხოვრე-
ბის ძირეულ ცვლილებებს, მის გადასვლას უფრო მაღალ საფე-
ხურზე და გრძნობს მოწოდებას ხელი შეუწყოს ამგვარ გადას-
ვლას. ამ შემთხვევაში მას შეუძლია დახმარების გაწევა ცხოვრე-
ბის ფორმირებაში და ძალუძს წინ გაუძღვეს ეპოქას, რომლის
დროსაც სახეებით განასახიერებს იმ ახალს, ადამიანთა გულებ-
ში რომ ჩაისახება და იმავდროულად ამ ახალსაც რომ წარმარ-
თავს. ლიტერატურას ძალუძს ნათელყოს და განამტკიცოს ახა-
ლი, აღნიშნავს რა დროის ველურ ქაოსში მთავარ ნიშან--
თვისებებს, გვახედებს ჩვენი ცნობიერების უმნიშვნელოვანეს

36
პრობლემებში და გვარკვევს მათში. მას შეუძლია აამაღლოს
ჩვენი ცხოვრება ჩვენს შელახულ, უფერულ ყოველდღიურობაზე
მარადიულ ჭეშმარიტებათა განსახიერების გზით და, ჩვენი
მდგომარეობის გაურკვევლობის მიუხედავად, განამტკიცოს
ჩვენში სიცოცხლის აზრის რწმენა – ამ შემთხვევაში ლიტერატუ-
რის ზეგავლენა იქნება სწორედ ისეთი, როგორზედაც ოცნებობ-
და ალფრედ ნობელი, აკუთვნებდა რა მას საპატიო ადგილს თა-
ვის კეთილშობილურ წამოწყებაში.
მაშასადამე, არსებობს იმის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზე-
ბი, რომ მხარი დავუჭიროთ იდეალიზმის პოზიციებს და შევეცა-
დოთ მივანიჭოთ მას ის იერსახე, რომელიც ჩვენს ერთობლივ
ისტორიულ გამოცდილებას შეესაბამება. მაგრამ ეს ცდა შედე-
გიანი გამოვა მხოლოდ მაშინ, თუ ის გაგებულ იქნება, როგორც
პირადი აუცილებლობა და სულიერი თვითშენარჩუნების ამოცა-
ნა. მხოლოდ ამ მწვავე საჭიროების აღიარებას ძალუძს წარმოქ-
მნას მგზნებარე შემართება და მტკიცე რწმენა, და რწმენა არა
რაღაც შორეულისა თუ გარეშე ამბებისა, არამედ თვითონ ცხოვ-
რებისა, რომელიც მოქმედებს ჩვენში და საშუალებას გვაძლევს
ვეზიაროთ დიდ რეალობას. მხოლოდ ასეთი რწმენა შეგვაძლე-
ბინებს თავი გავართვათ ყველა სიძნელეს და დაგვაჯილდოოს
წარმატების რწმენით.
შენ უნდა გწამდეს, უნდა გაბედო,
რადგან ღმერთები არ იხდიან ვალებს;
მხოლოდ საოცრებას შეუძლია წაგიყვანოს
მშვენიერ საოცრებათა ქვეყანაში.

37
სელმა ლაგერლოფი

გახსოვდეს ვალი

1909
რამდენიმე დღის წინ სტოკჰოლმისაკენ მიმავალ მატარე-
ბელში ჩავჯექი. მოსაღამოვდა. კუპე ოდნავ იყო განათებული,
გარეთ კი სრული უკუნეთი ჩამოწოლილიყო. თავის კუთხეში მი-
კუნჭული ჩემი თანამგზავრი თვლემდა, მე გაუნძრევლად ვიჯექი
და ბორბლების ხმას ვუგდებდი ყურს.
უცებ გამახსენდა ჩემი წინა მგზავრობები სტოკჰოლმში.
ჩვეულებრივ, ამ ქალაქში ძნელი საქმეები მელოდა – გამოცდე-
ბის ჩასაბარებლად ან გამომცემლის საპოვნელად ჩამოვდიოდი
ხოლმე. ახლა ნობელის პრემიის მისაღებად მივდიოდი. და მე
მივხვდი, რომ კვლავ ძნელი საქმე მელოდა. მთელი შემოდგომა
მარტოდმარტომ გავატარე ჩემს ძველ, ვერმლანდის სახლში,
დღეს კი უამრავი ადამიანის წინაშე უნდა წარვდგე. სულ გავურ-
ბოდი ამას, ყოველთვის სიმარტოვე მინდოდა, მაკრთობდა ხალ-
ხში გამოჩენის აუცილებლობა.
მაგრამ სულის სიღრმეში მაინც მიხაროდა ეს საპატიო ჯილ-
დო და შიშის დასაძლევად იმათზე დავიწყე ფიქრი, ვინც ამ სიხა-
რულს ჩემთან ერთად იზიარებდა. ვფიქრობდი ჩემს საყვარელ
მეგობრებზე, და-ძმებზე, მოხუც დედაზე, რომელიც შინ დარჩა
და ძალიან ბედნიერია, რომ ამ შესანიშნავ დღემდე მოაღწია.

38
მერე კი მამა გამახსენდა და საოცრად დამეწვა გული, რომ
ცოცხალი აღარ არის და ვერ ვუამბობ, რომ ნობელის პრემია მი-
ვიღე.
დარწმუნებული ვარ, ვერავის გავახარებდი მასზე მეტად. არ
შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მასავით ეყვარებოდა წიგნები
და მწერლები, და უზომოდ მსურდა გაეგო, რომ მე შვედეთის
აკადემიამ ესოდენ მაღალი ჯილდო მიბოძა... როგორ მითუთ-
ქავდა გულს ფიქრი, რომ ვერასოდეს მოვუყვებოდი მას ამის შე-
სახებ!
ვისაც მატარებლით ღამით უმგზავრია, იცის, რომ ხანგამოშ-
ვებით ვაგონი უეცრად რბილად გაქანდება ხოლმე, ყოველგვა-
რი რყევის გარეშე. ხმაური და გრუხუნი წყდება, ბორბლების კა-
კუნი იავნანას მშვიდ ჰანგად იქცევა. თითქოს ლიანდაგზე კი არ
მიდის, სივრცეში მისრიალებს. აი, სწორედ მაშინ გავიფიქრე,
რომ მინდა მამას შევხვდე. მატარებელი ისე რბილად და უჩქა-
მოდ მიქროდა, რომ სრულიად გადამავიწყდა დედამიწა. ჰოდა,
ფიქრმა გამიელვა: „ახლა უცებ მამასთან რომ აღმოვჩნდე ცა-
ში!.. გამიგია, ასეთი ამბები მომხდარა კიდეც. რატომ არ შეიძ-
ლება, რომ მე შემემთხვას?“
მატარებელი კვლავ სრულ მდუმარებაში მიექანებოდა, მაგ-
რამ უსასრულოდ შორს იყო მიზნისაგან და ამიტომ ფიქრმა გა-
უსწრო მას.
„ახლა მამას დავინახავ, – გავიფიქრე. – სარწეველა სავარ-
ძელში ზის ვერანდაზე, მის წინაა მზით, ჩიტებითა და ყვავილე-
ბით ავსებული ბაღი და, რაღა თქმა უნდა, „ფრისტოფის საგას“
კითხულობს. აი, მხედავს კიდეც, გადადებს წიგნს, შუბლზე
აიწევს სათვალეს და შესაგებებლად წამოიმართება. მეუბნება:

39
„გამარჯობა, შვილო, როგორ მიხარია!“ ან: „აჰ, შენ ხარ, ჩემო
გოგონა? როგორ ბრძანდები?“ – ისევე, როგორც ძველად.
მერე კვლავ სავარძელში ჯდება და მეკითხება, რამ მოგიყვა-
ნაო. „სახლში ხომ არ მოხდა რამე?“ – მკითხავს უეცრად.
„არა, მამა, ყველაფერი კარგადაა-მეთქი“, – და ისაა უნდა
ვუთხრა ჩემი ამბავი, რომ გამიელვა, ჯობია, პირდაპირ კი არა,
თანდათან ვუთხრა სათქმელი. „შენი რჩევა დამჭირდა, მამა, –
ვეუბნები ჩაფიქრებული. – ისე მოხდა, რომ დიდი ვალი დამე-
დო!“ „ვშიშობ, მე ვერაფრით დაგეხმარები, – ამბობს მამა. – ამ
ადგილებში, ისევე როგორც ვერმლანდის ძველ მამულებში,
ყველაფერია გარდა ფულისა“.
„ფული არაფერ შუაშია, ფული არ მისესხია“, – ვპასუხობ.
„უარესი ყოფილა“, – მესმის მამისგან. – „მოდი, კარგად მომი-
ყევი ყველაფერი, შვილო!“ „აუცილებლად უნდა მიშველო, მა-
მა!“ – ვთხოვ მას. – „სინამდვილეში ეს ვალი შენც გადევს. გაიხ-
სენე, როგორ მიუჯდებოდი ხოლმე როიალს და ჩვენ, ბავშვებს,
ბელმანის სიმღერებს გვიმღეროდი, გაიხსენე, როგორ გვრთავ-
დი ნებას, ზამთრის განმავლობაში მერამდენეჯერ გადაგვეკითხა
ტეგნერი, რუნებერგი, ანდერსენი. აი, ჩემი პირველი ვალიც.
რით გადავუხადო მათ იმისთვის, რომ შემაყვარეს ზღაპრები,
საგმირო ლეგენდები, ჩვენი სამშობლო, ადამიანის სიცოცხლე
მთელი თავისი სიდიადითა და არარაობით?“
ვიდრე ამას ვამბობ, მამა სავარძელში იმართება და სახე უბ-
რწყინავს. „ბედნიერი ვარ, რომ დაგეხმარე ამ ვალის დადება-
ში“, – მეუბნება. „იქნებ მართალიც ხარ, მამა, მაგრამ ეს ჯერ არ
არის ყველაფერი. გაიხსენე, რამდენი მევალე მყოლია. გაიხსენე
ყველა ის ღატაკი და ყარიბი, შენი ახალგაზრდობისას ვერმლან-
დში რომ დაეხეტებოდა და თავის სიმღერებს მღეროდა. განა

40
ვალში არა ვარ მათ წინაშე – მათი ოხუნჯობისა და ცელქობის
გამო? გაიხსენე ბერიკაცები და დედაბრები ტყისპირა ხუტორე-
ბიდან, რომლებიც გვიამბობდნენ ალებისა და მთის სულების მი-
ერ შეცდენილი ქალიშვილების თავგადასავალს. მე ხომ მათ შე-
მასწავლეს პოეზიის პოვნა მკაცრ მთებსა და პირქუშ ტყეებში.
მამა, გაიხსენე ფერმკრთალი, თვალებამოღამებული ბერები და
მონაზვნები, რომლებსაც მონასტრების ბნელ სენაკებში ჰქონ-
დათ ხილვები და ესმოდათ ხმები. დავალებული ვარ მათგან, მე
მისარგებლია მათ მიერ შეგროვებული ლეგენდების და გადმო-
ცემების საუნჯიდან. გაიხსენე პალესტინაში გადასახლებული
შვედი გლეხები. განა არ მმართებს მათი? მათმა სასახელო საქ-
მეებმა ხომ წიგნის დაწერა შემაძლებინა! და ეს ყველაფერი კი-
დევ არაა, მამა. ვალი მაქვს არა მხოლოდ ადამიანების, არამედ
ბუნებისაც: მიწის სულდგმულთა და ზეცის ფრინველთა, ყვავი-
ლებისა და ხეების – მათ შემასწავლეს თავიანთი საიდუმლოება-
ნი“.
როცა ამას ვამბობ, მამა თავს მიქნებს და, როგორც ჩანს,
იოტისოდენადაც არ ღელავს. „ხედავ, მამა, რამხელა ვალია? –
ვაგრძელებ სრულიად სერიოზულად. – მიწაზე ვერავინ მასწავ-
ლა, როგორ შეიძლება მისი გადახდა. იქნებ თქვენ, აქ, ზეცაში,
მითხრათ!“ „დიახ, ჩვენ ესეც ვიცით“, – როგორც ყოველთვის,
მშვიდად მპასუხობს მამა. – „ნუ ღელავ, შვილო, შენს შეკითხვას
პასუხი აქვს“.
„მაგრამ არც ესაა ყველაფერი“, – ვაგრძელებ. – „უზარმაზა-
რი ვალი მაქვს მათი, ვინც ქმნიდა ჩვენს ენას, ვინც გამოკვერა
ეს უზადო მახვილი, და ვინც მე გამწაფა მის ხმარებაში; და მათი,
ვინც ჩემამდე წერდა ამბებსა და ლექსებს, ვინც უმშვენიერეს ხე-
ლოვნებად აქცია ლიტერატურა, ვინც მაგალითი და მანათობე-

41
ლი მთიები გახდა სხვათათვის. განა მოვალე არ ვარ იმათი,
ვინც ჩემი ახალგაზრდობის ჟამს უხილავ სიმაღლემდე აზიდა
ლიტერატურა, – დიდი ნორვეგიელებისა და დიდი რუსების; განა
ვალად არ მაწევს, რომ ვცხოვრობდი მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყ-
ნის ლიტერატურას ოქროს ხანა ედგა, რომ წილად მხვდა გამეც-
ნო რიუდბერგის მარმარილოს იმპერატორები, სნოილსკის
პოეტური სამყარო, სტრინდბერგის შხერები, ნეირსტამის სოფ-
ლური იდილია, ანა-შარლოტა ედგრენისა და ერნესტ ალგრენის
თანამედროვე ადამიანები, ჰეიდენსტამის აღმოსავლეთი, სოფია
ელკენას სულჩადგმული ისტორია, ფრედინგისეული ვერმლან-
დის ზეგნები, ლავერტინის ლეგენდები, ხალსტრემის თანატოსი,
კარლფელდტის დალარმის სურათები! ახლაც რამდენი ჩნდება
ჩემი ფანტაზიის აღმძვრელი, შეჯიბრში გამომწვევი, ზმანებათა
შთამაგონებელი ახალბედა!“
„ჰო, ჰო, – მეუბნება მამა, – მართლაც დიდი ვალი გქონია,
მაგრამ ნუ გენაღვლება, რამეს მოვიფიქრებთ“.
„მგონი, არ გესმის, რარიგ მიმძიმს, გაიხსენე, ჩემი მკითხვე-
ლების ვალიც ხომ მაწევს. მათგან ძლიერ ვარ დავალებული:
მოხუცი მეფითა და მისი ნორჩი ვაჟიშვილით დაწყებული, რომ-
ლებიც სამხრეთში სასწავლებლად გამგზავრებაში დამეხმარ-
ნენ, პაწია სკოლის მოწაფით დამთავრებული, რომელმაც თავი-
სი ბატიფეხურით სამადლობელი წერილი მომწერა ნილს ჰოლ-
გერსონის გამო. რა ბედი მეწეოდა, არც ერთ მათგანს რომ არ
მოესურვებინა ჩემი წიგნების წაკითხვა? არ დაგავიწყდეს ისინი,
ვინც წერდა ჩემ შესახებ. გაიხსენე ცნობილი საბავშვო კრიტიკო-
სი, ვინც სულ რამდენიმე სიტყვით მაჩუქა თავის თანამემამულე-
თა სიყვარული. გაიხსენე ის, აწ უკვე განსვენებული შვედი, რო-
მელსაც ისეთი ოსტატობით შეეძლო ნაღველითა და სიამით სას-

42
მელის შემზადება, როგორც არავის. იფიქრე მათზე, ვინც ჩემ გა-
მო ზრუნავდა საზღვარგარეთ. ყველას ვალი მაქვს, მამა, – ქე-
ბისთვისაც და საყვედურებისთვისაც“. „კი, კი“, – მეპასუხება მა-
მა და უკვე აღარ ჩანს უწინდებურად მშვიდი. ახლა უკვე ხვდება,
რომ ჩემი შველა არც ისე იოლი საქმეა.
„ყველა გაიხსენე, ვინც მე მეხმარებოდა“, – ვეუბნები მე. –
„გაიხსენე ჩემი მეგობარი ესელდე, თავისი რწმენით რომ მომეშ-
ველა მაშინ, როცა არავის სჯეროდა ჩემი. გაიხსენე ყველანი,
ვინც ზრუნავდა ჩემზე და უფრთხილდებოდა ჩემს წიგნებს. გაიხ-
სენე ჩემი მეგობარი და თანამგზავრი, რომელმაც მხოლოდ ხე-
ლოვნების ბრწყინვალებას კი არ მაზიარა, არამედ უფრო მეტი
სინათლით და ბედნიერებით შემოსა ჩემი სიცოცხლე. იფიქრე
ჩემთვის ნარგუნებ სიყვარულზე, პატივისცემასა და ჯილდოებზე.
ნუთუ ვერ ხვდები, იმისათვის მოგაკითხე, რომ ამიხსნა, როგორ
გავისტუმრო ეს ვალი!“
მამა ზის, თავჩაქინდრულია, უკვე მთლიანად მიუტოვებია
უწინდელ სიმშვიდეს. „ჰო, შვილო, სულ არ ყოფილა ადვილი
დახმარება შენთვის“, – მპასუხობს. – „თანაც, ალბათ, არც ესაა
ყველაფერი“.
„სულ ცოტა ხნის წინ იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ ახლა კი-
დევ ერთი დამემატა, ყველაზე დიდი ვალი და მის გამო მინდა
გკითხო რჩევა“.
„რა ვალია ასეთი?“
„ოჰ“, – აღმომხდა მე და ვუთხარი რა ვალიც იყო.
„ნუთუ შვედეთის აკადემიამ...“ – ხმა ამოიღო მამამ, თან შე-
მომცქერის და იჯერებს, რომ სიმართლეს ვეუბნები. მოულოდ-
ნელად ცრემლი აუკიაფდა თვალზე.

43
„რა ვუთხრა მათ, ვინც წარმადგინა ამ პრემიაზე და ვინც მო-
მანიჭა ის?“ – კვლავ ვუსვამ კითხვას. – „ცხადია, მთავარი არც
ჯილდოს თანხაა და არც დიდება. მთავარი ისაა, რომ ირწმუნეს
ჩემი, მთელს მსოფლიოში გამომარჩიეს. რით გადავიხადო ამ
მადლიერების ვალი?“
მამა ერთხანს ჩაფიქრებული იყო. შემდეგ მოიწმინდა სიხა-
რულის ცრემლი და უცებ მუშტი დაჰკრა სავარძელს: „მომწყინ-
და თავის მტვრევა იმ შეკითხვაზე, რომლის პასუხი არც მიწაზეა
და არც ცაში. შენ ნობელის პრემია მიიღე და მე ძალიან გახარე-
ბული ვარ. მეტი არაფრის გაგონება აღარ მინდა!“
ქალბატონებო და ბატონებო! მე ვერ მოვუძებნე უკეთესი პა-
სუხი ჩემს კითხვას და ... გთხოვთ, მიიღოთ შვედეთის აკადე-
მიისადმი მიძღვნილი ჩემი სამადლობელი სადღეგრძელო.
პაულ ჰაიზე
ავადმყოფობის გამო ნობელიანტი დაჯილდოების ცერემონი-
ას ვერ დაესწრო და ლექცია არ წაუკითხავს.
1910
მორის მეტერლინკი
ავადმყოფობის გამო მეტერლინკი დაჯილდოების ცერემონი-
ას ვერ დაესწრო და ლექცია არ წაუკითხავს.
1911

44
გერჰარდ ჰაუპტმანი

ყოველთვის გქონდეს უხვი მოსავალი

1912
ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღებისას, მადლობას
მოგახსენებთ ჩემი მისამართით თქმული თბილი და კეთილი
სიტყვებისთვის. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ მე და მთე-
ლი გერმანელი ერი სრულად შევიგრძნობთ და ღირსეულად ვა-
ფასებთ ამ პატივს, რომელიც მე მომანიჭეთ. ნობელის პრემია
მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა გახდა, ხოლო მისმა დამ-
ფუძნებელმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი სახელი მსოფლიო
კულტურას. აწმყოსა და მომავლის გამოჩენილი ადამიანები ისე-
თივე გრძნობით მოიხსენიებენ ნობელის სახელს, როგორითაც
წარსულ დროში ახსენებდნენ წმინდან-მფარველებს, რომლებიც
მუდამ მზად არიან დასახმარებლად მოვიდნენ. ხოლო ნობელის
პრემიის მედალი თაობიდან თაობას გადაეცემა და მოწიწებას
გვგვრის.
ამიტომაც, თავს ვერ მივცემ უფლებას არ გამოვხატო ჩემი
უღრმესი პატივისცემა უდიდესი მწყალობლის მიმართ და ამას-
თანავე, მთელი შვედი ხალხის მიმართ, რომელმაც აჩუქა ეს
ადამიანი სამყაროს და ასე ზუსტად ასრულებს მის კაცთმოყვა-
რულ ანდერძს. ასევე, ნება მიბოძეთ მადლიერება გამოვხატო იმ
ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავი მიუძღვნეს თვალმახვი-
ლი ლინეის შრომას, რათა კეთილი რტოები უფრო გამრავ-
ლდნენ, ხოლო სარეველა სულ უფრო შემცირდეს. მადლობელი

45
ვარ თქვენი და გისურვებთ, რომ დალოცვილმა მოღვაწეობამ
არ დაგღალოთ და ყოველთვის გქონდეთ უხვი მოსავალი.

ჩემს სასმისს ვწევ მაღლა იმისთვის, რომ ნობელის პრემიის სა-


ფუძველში ჩადებული იდეალი რაც შეიძლება სრულად განხორ-
ციელდეს ცხოვრებაში, – მხედველობაში მაქვს ყოვლისმომცვე-
ლი მშვიდობის იდეალი, რომელიც შეიცავს მეცნიერებისა და ხე-
ლოვნების მაღალ იდეალებს. რამეთუ, ხელოვნება და მეც-
ნიერება, რომელიც ომს ემსახურება, არ არის ჭეშმარიტი, – ჭეშ-
მარიტია მხოლოდ ის მეცნიერება და ხელოვნება, რომელთაც
მშვიდობა წარმოშობს და რომლებიც თვითონ წარმოშობენ
მშვიდობას. მაღლა ვწევ სასმისს ნობელის პრემიის ყველაზე
ამაღლებული და სუფთა იდეალებისთვის, რომელთა ღირსი იქ-
ნება კაცობრიობა მაშინ, როდესაც ადამიანთა ურთიერთობებს
შორის უხეში ძალა ისეთივე მიუღებელი იქნება, როგორი
მიუღებელიცაა ცივილურ ადამიანებს შორის, ცივილიზებულ
სამყაროში.
რაბინდრანათ თაგორი
თაგორი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო. ნობე-
ლის კომიტეტს მან გაუგზავნა ტელეგრამა: „გთხოვთ, გადასცეთ
შვედეთის აკადემიას ჩემი ღრმა პატივისცემა ფართო თვალსა-
წიერისათვის, რამაც შორი ახლო გახადა, უცხო კი – მშობ-
ლიური “.
1913
ნობელის პრემია არ გაცემულა
1914
რომენ როლანი

46
მსოფლიო ომის გამო დაჯილდოების ცერემონია არ გამარ-
თულა და ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს.
1915
ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი
მსოფლიო ომის გამო დაჯილდოების ცერემონია არ გამარ-
თულა და ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს.
1916
ჰენრიკ პონტოპიდანი
კარლ გელერუპი
მსოფლიო ომის გამო დაჯილდოების ცერემონია არ გამარ-
თულა და ნობელიანტებს ლექცია არ წაუკითხავთ.
1917
ნობელის პრემია არ გაცემულა
1918
კარლ შპიტელერი
დაჯილდოების ცერემონიას ავადმყოფობის გამო კარლ შპი-
ტელერი ვერ დაესწრო. ჯილდო გადაეცა შვეიცარიის ელჩს შვე-
ციაში. სანობელო ლექცია არ წაუკითხავს.
1919

47
კნუტ ჰამსუნი

...რაც ვიყავი, იგივე დავრჩი

1920
რით შემიძლია ვუპასუხო ამ თქვენს გულისხმიერებასა და
უშურველ გულუხვობას?! თითქოს ტერფები მიწას მოსწყდაო,
თითქოს ჰაერში დავფრინავ და თავბრუ მეხვევა. ამ წუთებში
ძნელია შევინარჩუნო ჩვეული მდგომარეობა. ბოლო ხანებში
ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გამანებივ-
რეთ. მართალია, რაც ვიყავი, იგივე დავრჩი, მაგრამ გამაოგნა
ჩემი ქვეყნის მიმართ მიგებულმა პატივმა და ეროვნული ჰიმნის
ჰანგებმა, ერთი წუთის წინ ამ დარბაზში რომ გაიჟღერა.
ისიც მართალია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც
მიწას მოვწყდი და გონება ამებნა. ჩემს დალოცვილ ყმაწვილკა-
ცობაშიც მრავლად ყოფილა მსგავსი წუთები. მითხარით, რო-
მელ ახალგაზრდას არ განუცდია სულის აღმაფრენა?! ალბათ,
მხოლოდ იმ კონსერვატორი ახალგაზრდებისთვის არის ეს შეგ-
რძნება უცხო, თავიდანვე ხანდაზმულებად რომ იბადებიან, და
არ ესმით სიტყვა „გატაცების“ მნიშვნელობა. რა შეიძლება იყოს
იმაზე უარესი, როდესაც ახალგაზრდა კაცი ან ქალი თავისი ასა-
კისთვის შეუფერებლად დაბრძენებულა და უარს აცხადებს ამ-
ქვეყნიურ სიამეზე?! ღმერთია მოწამე, ამგვარ გატაცებას წლები
ვერაფერს აკლებს. მერე რა მოხდა? ჩვენ ხომ ყოველთვის იმად
ვრჩებით, რანიც ვიყავით. ხალას შეგრძნებებს კი, უეჭველია,
ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს!

48
თუმცა, ასეთ პატივსაცემ საზოგადოებას არ შეჰფერის ჩემი
ტრადიციებით ნაკარნახევი მჭევრმეტყველების მოსმენა. მით
უმეტეს, რომ ჩემ შემდგომ, მეცნიერების წარმომადგენელი წარ-
დგება თქვენ წინაშე. რამდენიმე წუთში, კვლავ დავუბრუნდები
ჩემს ადგილს, მანამდე კი, კიდევ ერთხელ მინდა ვაღიარო: ეს
ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. თქვენი გულმოწყალებით
მრავალ ათასეულთა შორის გამომარჩიეთ და დაფნის გვირგვი-
ნით შემამკეთ. ჩემი ქვეყნის სახელით დიდ მადლობას მოვახსე-
ნებ შვედეთის აკადემიას და სრულიად შვედეთს ამ აღიარები-
სათვის. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მეამაყება, რადგან წილად
მხვდა პატივი, ეს საპატიო ტვირთი მეზიდა.
ერთმა ცნობილმა მომხსენებელმა ამ საღამოს აღნიშნა, რომ
მე წერის საკუთარი მანერა მაქვს. მხოლოდ ამით შემიძლია თა-
ვი მოვიწონო. თუმცა, ისიც მართალია, რომ მეც ყველასაგან რა-
ღაცას ვსწავლობ. რამეთუ, რად ღირს იმ კაცის ცხოვრება, ვინც
მცირედს მაინც არ სწავლობს ამ ყოფისაგან?! მე ბევრი რამ შემ-
ძინა შვედურმა პოეზიამ, განსაკუთრებით კი ბოლო თაობის ლი-
რიკამ. უფრო დაწვრილებით რომ გავცნობოდი ამ ლიტერატუ-
რას და მასთან დაკავშირებულ გვარებს, ალბათ, დაუსრულებ-
ლად მოვყვებოდი მათ ციტირებას და უფრო მძაფრად გავაცნო-
ბიერებდი იმ ტვირთის სიმძიმეს, ამ აღიარებამ რომ დამაკისრა.
თუმცაღა, ჩემნაირი ადამიანისგან ეს მხოლოდ რიტორიკაა, ცა-
რიელი ხმის ეფექტი, რომელსაც გასაძლიერებლად ბასის ერთი
ნოტიც არ ახლავს. ამისათვის უკვე მეტისმეტად მოვხუცდი, ძალ-
ღონე აღარ შემრჩა.
ამ წუთებში, ამ გაჩირაღდნებულ დარბაზში ჩემი სანუკვარი
სურვილია, ეს რჩეული საზოგადოება იმ ყვავილებითა და საჩუქ-
რებით ავავსო, პოეზიას რომ შეუძლია შემოგვთავაზოს. ანუ ის

49
აღმაფრენა შევაგრძნობინო, რაც ახალგაზრდობას ახლავს თან
და კიდევ ერთხელ განვაცდევინო აბობოქრებულ ტალღებთან
თამაში. აი, ეს სურვილი მამოძრავებს ამ ჩემთვის უმნიშვნელო-
ვანეს წუთებში და არ მინდა, ეს ბოლო შესაძლებლობა ხელიდან
გავუშვა. თუმცა, ამისთვის გამბედაობა აღარ მყოფნის, რადგან
ვიცი, უთუოდ შევრცხვები.
დღეს ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გა-
მათამამეთ, მაგრამ ერთი რამ მაინც მაკლია, ეს არის ყველაზე
მნიშვნელოვანი განძი და მას „ახალგაზრდობა“ ჰქვია. ალბათ,
არც ერთი ჩვენგანი არ არის იმდენად ხანდაზმული, რომ სიყმაწ-
ვილე არ ახსოვდეს. ვისაც სიბერე შეჰპარვია, შეშვენის ერთი ნა-
ბიჯი უკან გადადგას და ეს დარბისლურად და ღირსეულად
გააკეთოს. მე არ ვიცი, რა არის მართალი და მცდარი. სასმისს
ვწევ და დავლოცავ შვედეთისა და სრულიად მსოფლიო ახალ-
გაზრდობას, დავლოცავ ყველაფერს, რაც ნორჩია ამ ცხოვრება-
ში.

50
ანატოლ ფრანსი

სიკეთე მაინც იზეიმებს

1921
საკუთარ მოვალეობად ჩავთვალე, ჩემი ცხოვრების მიწუ-
რულს აქ ჩამოვსულიყავი, რათა კიდევ ერთხელ მეხილა თქვენი
მშვენიერი ქვეყანა, ის მიწა, რომელიც მუდამ ძლიერ მამაკაცებ-
სა და ლამაზ ქალებს შობდა. მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რათა
მადლიერებით აღვსილმა მივიღო ჯილდო, რომელიც ჩემს ლი-
ტერატურულ კარიერას აგვირგვინებს. უდიდეს პატივად მივიჩ-
ნევ იმ პრემიის მიღებას, რომელიც ასერიგ კეთილშობილმა
ადამიანმა დააწესა და რომელიც ასეთმა მიუკერძოებელმა,
კომპეტენტურმა მსაჯულებმა მომანიჭეს. როგორც საფრანგეთის
აკადემიის წევრს, თქვენ მიერ აქ მოწვეულს, – იმისათვის, რათა
ლიტერატურაში ნობელის პრემიის კანდიდატთა შერჩევისას
გარკვეულწილად თქვენი მრჩეველი ვყოფილიყავი, – მე არაერ-
თხელ მომცემია სასიამოვნო შესაძლებლობა თქვენი არჩევანის
წარმართვისა. ასე იყო მეტერლინკის შემთხვევაში, მწერლისა,
რომლის შემოქმედებაშიც გაერთიანებულია ბრწყინვალე სტი-
ლი და უჩვეულოდ თვითმყოფადი აზროვნება; ასე იყო რომენ
როლანის შემთხვევაშიც, რომელშიც თქვენ სამართლიანობისა
და მშვიდობის მეგობარი იცანით, იცანით კაცი, რომელიც არ
შეუშინდა არაპოპულარობას და ბოლომდე პატიოსან ადა-
მიანად დარჩა.

51
ალბათ, საკუთარ კომპეტენციას გადავაჭარბებ, თუკი ახლა
ნორვეგიის სტორტინგის მშვიდობის პრემიაზეც გამოვთქვამ სა-
კუთარ აზრს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არ შემიძლია არ მივე-
სალმო სტორტინგის არჩევანს. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ,
ჩემი აზრით, ბრანტინგის სახით ჯილდო ერგო სახელმწიფო
მოღვაწეს, რომელმაც საკუთარი თავი სამართლიანობის მსახუ-
რებას მიუძღვნა. ო, ნეტავ, ხალხთა ბედს ამგვარი ადამიანები
წარმართავდნენ! კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი
ომი საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, მაგრამ ეს უკანასკნე-
ლი სხვა არაფერია, თუ არა ამავე ომის მცირეხნიანი გადავადე-
ბა. ევროპას გარდუვალი კრახი ელის, თუკი იმ დარბაზებში, სა-
დაც მინისტრები და დესპანები ბჭობენ ხოლმე, ბოლოს და ბო-
ლოს კეთილგონიერებისთვისაც არ მოიძებნა ადგილი. მართა-
ლია, რეალურად სათუოა იმის იმედი, რომ ევროპის სახელმწი-
ფოებს შორის ერთობა და თანხმობა დაისადგურებს, მაგრამ მე
მაინც მინდა მჯეროდეს, ბატონებო, რომ თქვენნაირი ურყევი,
პატიოსანი და თავდადებული ადამიანების წყალობით, სიკეთე
ხანდახან მაინც იზეიმებს.
***
როგორც ოფიციალურ წყაროში წერია, მას შემდეგ, რაც ანა-
ტოლ ფრანსმა მეფის ხელიდან უკვე მიიღო ნობელის პრემია,
მოხდა შემთხვევა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც სახელოვანი მწერალი
ხელმეორედ მიემართებოდა ტრიბუნისკენ, გზად იგი შეჩერდა
პროფესორ ვალთერ ნერნსტთან, ნობელის პრემიის ლაურეატ-
თან ქიმიაში, და ხელი ჩამოართვა. გულითადი ურთიერთმი-
სალმება კარგა ხანს გაგრძელდა. ფრანგი, „უკანასკნელი კლა-
სიკოსი“, და გერმანელი, დიდი მეცნიერი, ტიპური ინტელექ-

52
ტუალური სიდინჯითა და მოკრძალებულობით გამორჩეული
ადამიანი, – მოქალაქენი იმ ორი ქვეყნისა, რომელიც დიდი ხნის
მანძილზე ერთმანეთს მტრობდა, – ხელის ჩამორთმევამ, ამ
ძალზე სიმბოლურმა ჟესტმა გააერთიანა. დამსწრე საზოგა-
დოებამ ტაში დაუკრა, რადგან დაინახა, რომ ორი ერი, რომე-
ლიც წლების მანძილზე ერთმანეთს ებრძოდა, შერიგების ნიშ-
ნად ერთმანეთს ხელს ართმევდა.
ხასინტო ბენავენტე
მსოფლიო ომის გამო დაჯილდოების ცერემონია არ გამარ-
თულა და ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს.
1922

53
უილიამ ბატლერ იეიტსი

ირლანდიური თეატრის ჩამოყალიბება

1923
ლექციის თემად ირლანდიური თეატრის ჩამოყალიბება
ავირჩიე, რადგან მახსოვს რა ის დიდი პატივი, რომელიც თქვენ
დამდეთ, არ შემიძლია დავივიწყო ბევრი თქვენთვის ცნობილი
და უცნობი პიროვნება. შესაძლებელია, თეატრის მოღვაწეებს
ჩემი სახელი არც შეეთავაზებინათ თქვენთვის, რომ არ დამეწე-
რა პიესები და კრიტიკული სტატიები თეატრზე, ჩემი ლირიკული
პოეზია რომ არ ფლობდეს სცენური მეტყველების თვისებებს,
თუმცა საეჭვოა, ამ კრიტერიუმებით მათ შეგნებულად ეხელ-
მძღვანელათ. აქ, სამეფო აკადემიის კედლებში, მსურს მოგიყ-
ვეთ ჩემი მეგობრების შრომაზე, სირთულეებსა და გამარჯვებებ-
ზე.

ირლანდიის თანამედროვე ლიტერატურა და უფრო მეტად საზო-


გადოებრივი აზრის მოძრაობა, რომელმაც მოამზადა ანგლო--
ირლანდიური ომი, დაიწყო 1891 წელს, როდესაც პარნელმა ძა-
ლაუფლება დაკარგა. რწმენადაკარგულმა და გაღიზიანებულმა
ირლანდიამ ზურგი შეაქცია საპარლამენტო პოლიტიკას. მოვ-
ლენები მწიფდებოდა, მაგრამ შემდეგ ერთ ადგილას გაიყინა.
ხალხი შეშფოთებული იყო, რომ ამდენი ხნის მოლოდინი არაფ-
რით არ სრულდებოდა. ექიმმა ჰაიდმა დააფუძნა კელტური ლი-
გა, რისი წყალობითაც პოლიტიკური დებატები მრავალი წლით

54
კელტური გრამატიკის შესწავლით შეიცვალა, პოლიტიკური მი-
ტინგები კი – სასოფლო შეხვედრებით, სადაც მღეროდნენ კელ-
ტურ სიმღერებს და ყვებოდნენ კელტურ ზღაპრებს. ამავე დროს,
რამდენადაც თანამედროვე ირლანდია ფიქრობს და აკეთებს
თავის საქმეს ინგლისურად, მე დავაფუძნე ინგლისურენოვანი
მოძრაობა, ანუ რიგი საზოგადოებებისა, სადაც მოხელეებს,
მშრომელებს, ნებისმიერი კლასის ადამიანებს, შეეძლოთ შეეს-
წავლათ ირლანდიელი პოეტები, პროზაიკოსები და ისტორიკო-
სები, რომლებიც წერდნენ ინგლისურად, აგრეთვე კელტური
ლიტერატურის ის ნაწილი, რომელიც თარგმნილი იყო ინგლი-
სურად, მაგრამ ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი მიეჩვია დაუსრუ-
ლებელ პოლიტიკურ გამოსვლებს, კითხულობდა ცოტას, ამიტო-
მაც ჩვენ დასაწყისშივე ვიგრძენით, რომ აუცილებლად გვჭირ-
დებოდა საკუთარი თეატრი. დუბლინის ვერც ერთ თეატრს ჩვენ
ვერ ვუწოდებდით საკუთარს. ესენი იყო ცარიელი შენობები,
რომლებსაც დროდადრო გასტროლებზე ჩამოსული ინგლისური
დასები ქირაობდნენ. ჩვენ კი გვჭირდებოდა ირლანდიური
პიესები და ირლანდიელი მსახიობები. როცა ამ პიესებზე ვფიქ-
რობდით, ვფიქრობდით ყველაფერზე, რაც იყო რომანტიკული
და პოეტური, ვინაიდან ჩვენი ნაციონალიზმი იყო ისეთი ნა-
ციონალიზმი, რომელსაც თითოეული თაობა იმედგაცრუებისას
მიმართავდა. – ის იყო რომანტიკული და პოეტური. ჩვენი ჩანა-
ფიქრის ხორცშესხმა მხოლოდ ლედი გრეგორის წყალობით
გახდა შესაძლებელი, რომელიც 1896 წელს გავიცანი. ის იყო
გოლვეის უძველესი ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც თა-
ვისი ცხოვრება ორ სახლში გაატარა, სახლში, სადაც დაიბადა
და სადაც გათხოვდა. მის მეზობლად ცხოვრობდნენ გლეხები,
ისინი თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ ინგლისურ ენაზე, რომ-

55
ლის სინტაქსი მოგაგონებდათ კელტურს, ხოლო ლექსიკა –
ტიუდორების ეპოქას; არც ისე მალე, სინამდვილეში კი მხოლოდ
მას შემდეგ, რაც ლედი გრეგორმა თავად დაიწყო წერა, ამ სოფ-
ლურ მეტყველებაში ჩვენთვის ყველაზე მძლავრი დრამატული
ინსტრუმენტი აღმოვაჩინეთ. ჩემი პიესები ინგლისური თეთრი
ლექსით იყო დაწერილი, დიალექტების გარეშე, მაგრამ მისი ში-
ნაარსი, ხშირ შემთხვევაში, ირლანდიური ფოლკლორიდან მო-
დიოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამით მიიპყრო ჩვენმა მოძ-
რაობამ ლედი გრეგორის ყურადღება.

ლედი გრეგორის სახლს თავად მისი იქ ყოფნა იცავდა, მაგრამ


სახლი, რომელშიც დაიბადა, ჩვენს შეხვედრამდე რამდენიმე
თვით ადრე მეამბოხეებმა დაწვეს, მსგავსი მოვლენები
არეულობის დროს არცთუ იშვიათად ხდებოდა და ირლანდიის
უდიდესი ნაწილი მოიცვა. უმნიშვნელო კამათს მიწის ერთ აკრზე
შესწევს ძალა მხეცური დაუნდობლობისკენ უბიძგოს ჩვენს
ხალხს: თუ ისინი ინგლისურ პოლიციასთან ბრძოლაში არ
ელოდნენ შეწყალებას, თავადაც არავის ინდობდნენ და მკვლე-
ლობას მკვლელობითვე პასუხობდნენ. თუმცა, უმეცარ და სას-
ტიკ გლეხებს ჯერ კიდევ ახსოვდათ უკეთილშობილესი სილამა-
ზე. გოლვეის საგრაფოში პატარა, ძველი კოშკი მეკუთვნის, რო-
დესაც მის წვერზე ავდივარ, არც ისე შორს შემიძლია დავინახო
მწვანე მინდორი, სადაც ერთ დროს ჩალით გადახურული ქოხი
იდგა, რომელშიც სოფლის განთქმული მზეთუნახავი ცხოვრობ-
და, სატრფო არცთუ მდიდარი ადგილობრივი მიწათმოქმედისა.
მე ვესაუბრე მოხუცებს, ვისაც ის ახსოვდათ, თუმცა, ახლა ყველა
გარდაცვლილია. ისინი საუბრობდნენ მასზე, როგორც მოხუცი
კაცები ტროას კედელთან ელენეზე. ქალებიც და კაცებიც ერ-

56
თსულოვნად ხოტბას ასხამდნენ მას. ერთმა მოხუცმა ქალმა,
რომლის ახალგაზრდობაზეც მეზობლები სათუთად ინახავდნენ
სკანდალურ ამბავს, თქვა: „მე მთლიანად ვცახცახებ, როდესაც
მასზე ვფიქრობ“; და იყო კიდევ ერთი ქალი, მეზობელი მთის
სოფლიდან, რომელმაც თქვა: „მზე და მთვარე არავიზე ანათებ-
და ასე მოხდენილად, მისი კანი იყო ისეთი თეთრი, რომ ცის-
ფრად მოჩანდა და მას ჰქონდა ოდნავ შეწითლებული ლოყები“.
იყვნენ კაცები, რომლებიც ბაზრობის დღეს იკრიბებოდნენ, რა-
თა შეეხედათ მისთვის. და ერთი კაცი, რომელიც „გადახტა მდი-
ნარის გადასაცურად და სიკვდილს შეხვდა“, რათა თვალი მოეკ-
რა მისთვის, ასეთი დიდება ამ მზეთუნახავს მოუტანა სიმღერამ,
რომელიც კელტმა პოეტმა რაფტერმა დაწერა. გლეხები უწინდე-
ბურად მღერიან მას, თუმცა არც ისე ხშირად, როგორც ჩემს
ახალგაზრდობაში.
ო, სინათლის ვარსკვლავო და მზეო თავთავებში,
ო, ქარვის კულულებო, სამყაროს საჩუქარო,
ეს არის მერი ჰაინსი, მშვიდი და უბრალო,
სული და სხეული აქვს მას უბადლო.
ჩვენს ირგვლივ მოულოდნელად გადაიშალა უძველესი სამ-
ყარო წარმოდგენების თავისუფლებით და საოცარი ისტორიები-
სადმი სიყვარულით, ძლიერი მამაკაცებითა და ლამაზი ქალე-
ბით, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვმართებდა იყო ის, რომ
გვესწავლებინა ქალაქისათვის ეფიქრა ისე, როგორც გრძნობდა
სოფელი. მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ქალაქს მხოლოდ ქა-
ლაქის აზროვნებით შეეძლო ეფიქრა.

ქალაქში თქვენ მარტო ხართ საკუთარი ძალმომრეობის, სუ-


ლიერი სიმძიმის და ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ტრაგედიის

57
წინაშე და თუკი გაქვთ მხატვრობის ნიჭი, მაშინ იწყებთ ლამაზი
გრძნობების ძიებას. თქვენ დარწმუნებული ხართ წლის დროთა
ცვლის მარადიულობაში, ამიტომ არ გაღელვებთ მათი გამოხატ-
ვის ფანტასტიკურობა1. ქალაქში, სადაც ჩაფლული ხართ ბრბო-
ში, გეჯავრებათ არა საკუთარი თავი, არამედ თქვენი მეზობელი
და, თუ არ მიისწარფით, დაუნგრიოთ მას ან საკუთარ თავს
ცხოვრება, ან სიცოცხლეც კი მოუსწარფოთ რევოლუციური სი-
გიჟის შემოტევის დროს, მაშინ გჭირდებათ ვინმე, ვინც გასწავ-
ლით ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას, რაღაც დროის მან-
ძილზე თქვენ შეგჯავრდებათ თქვენი მასწავლებელი. მის წიგ-
ნებსა და პიესებს, უნიჭოს, მცდარ გზაზე დამყენებელს, არაჯან-
საღს, ან კიდევ რაიმე ამის მსგავსს უწოდებთ, თუმცა საბოლო-
ოდ, მაინც უნდა დაეთანხმოთ მას. ჩვენ უნდა გვეპოვა საკუთარი
თავი საზოგადოებრივ აზრთან კამათში, რომელიც გვიბიძგებდა
საკუთარი და ჩვენი მსახიობების ნება-სურვილის წინააღმდეგ,
გავმხდარიყავით უფრო რეალისტურნი, გვაიძულებდა, ლექსები
დიალექტით შეგვეცვალა და დიალექტი – ჩვეულებრივი მეტყვე-
ლებით.

ლედი გრეგორის ვუთხარი, რომ ვერ ვხედავდი თეატრისათვის


სახსრების მოძიების შესაძლებლობას და ამის იმედი აღარც უნ-
და გვქონოდა, მაგრამ ის დამპირდა, რომ ფულს თავის მეგობ-
რებში მოიძიებდა. მისმა მეზობელმა, მისტერ ედუარდ მარტინ-
მა, ჩვენი პირველი სპექტაკლები დააფინანსა. ჩვენი პირველი
მსახიობები ინგლისიდან ჩამოვიდნენ, ძალიან მალე კი ირლან-
დიელ მოყვარულთა არცთუ დიდ დასთან დავიწყეთ მუშაობა2.
ლექციის დროს ვიღაცამ მკითხა, „საიდან მოიყვანთ მსა-
ხიობებს?“ რაზეც ვუპასუხე, „შევალ ნებისმიერ ხალხმრავალ შე-

58
ნობაში, თითოეული დამსწრის სახელს ქაღალდის ფურცლებზე
დავწერ, შემდეგ ამ ფურცლებს შლაპაში ჩავყრი და კენჭისყრით
ამოვიღებ პირველ თორმეტს“. ამ წინასწარმეტყველებას ახლა
განცვიფრებული ვიხსენებ, ალბათ, მე ეს წარმოვთქვი, რათა შე-
მეცბუნებინა და საგონებელში ჩამეგდო კითხვის დამსმელი,
მაგრამ ეს ყოველივე თითქმის იდენტურად ამიხდა. მიუხედავად
ამისა, ჩვენი ორი წამყვანი მსახიობი შემთხვევით არ აგვირჩევი-
ა: პირველი – სცენაზე შეყვარებული ადვოკატის თანაშემწე იყო,
მეორე კი – მუშა, რომელიც თეატრალურ დასთან ერთად, რო-
მელსაც ზანგები ხელმძღვანელობდნენ, მთელ ირლანდიაში და-
დიოდა გასტროლებზე. არა მგონია, რომ ბევრი ესწავლოს ამ
დასში. მათი თამაშის მეთოდები უხეში და ხმაურიანი იყო. ზან-
გები ითეთრებდნენ სახეს, როდესაც თეთრკანიანის როლს თა-
მაშობდნენ და იშავებდნენ მას, თუ შავკანიანს თამაშობდნენ.
თუკი მსახიობს სცენაზე წერილის დაწერა უწევდა, როდესაც წე-
რას დაასრულებდა, თითქმის დარწმუნებული, ხელის გულს და-
არტყამდა ფურცელს, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში სცენაზე
იყო მიღებული, ჟესტი, რომელმაც თავისი მნიშვნელობა მრავა-
ლი წლის წინ დაკარგა, მას შემდეგ, რაც საშრობი ქაღალდი ქვი-
შით შეიცვალა. მსახიობი ქალები პატარა პოლიტიკურ საზოგა-
დოებაში ვიპოვეთ, რომლის ოფიციალური მიზანი იყო, ღარიბ-
თა შვილებისათვის განათლება მიეცათ, რაც, ამ საზოგადოების
მოწინააღმდეგეების სიტყვებით ნიშნავდა, ესწავლებინათ მათ-
თვის კატეხიზმო, რომელიც იწყებოდა შემდეგი შეკითხვით, „რა
არის სატანის ფუძე?“ პასუხიც იყო – „ინგლისი“.

ისინი ჩვენთან პატრიოტული მიზნებით მოვიდნენ და ერთი და


იგივე იმპულსი აიძულებდათ ესწავლებინათ და ამავე დროს,

59
სცენაზე ეთამაშათ. მათგან ორი – მის ოლგუდი და მის „მაირა ო
ნილი“ ძალიან ნიჭიერი მსახიობები აღმოჩნდნენ. ისინი დები იყ-
ვნენ, პირველი – თავად უბრალოება. მისი სული ხალხური სიმ-
ღერებითა და მოთხრობებით საზრდოობდა. მეორე – გამოცდი-
ლი, ლირიული, სათუთი. არ ვიცი რა იგრძნეს, როდესაც საკუ-
თარ თავში მსახიობური ნიჭი აღმოაჩინეს, მაგრამ ჩემი აზრით,
სინდისი ქენჯნიდათ, ეჩვენებოდათ, რომ წამყვანი პატრიოტული
იმპულსი გაქრა და უარი თქვეს პატივმოყვარეობასა და ამბი-
ციაზე. დარწმუნებული ვარ, პირველ ხანებში საკუთარი თავის
ვერშეცნობის წყალობით, მათი სასცენო თავისებურება გამომ-
ჟღავნდა. თუკი ისინი ჩვენს თეატრში სუფთად მსახიობური ამბი-
ციებით აღმოჩნდებოდნენ, საქვეყნოდ ცნობილი ინგლისელი
მსახიობების მიბაძვას აუცილებლად დაიწყებდნენ და პოპულა-
რულ ინგლისურ პიესებში როლებზე იოცნებებდნენ. ზუსტად
ასევე არ გამომჟღავნდებოდა მათი ტალანტი, თუკი თავდაპირ-
ველად ჩრდილში არ დავრჩებოდით, თვალისმომჭრელ სინათ-
ლეს არ დავემალებოდით, როგორც ბარტყი თავის ნაჭუჭში, პა-
ტარა დარბაზებში არ ვითამაშებდით, ძირითადად ღარიბულ,
მოუვლელ ადგილებში, ღმერთისაგან დავიწყებულ პატარა ქუ-
ჩებზე. ჩვენ შეგვეძლო ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა და
არაფრის შიში არ გვქონოდა, გარდა პოლიტიკური უთანხმოები-
სა. ფული ცოტა გვქონდა და თავდაპირველად ცოტა გვჭირდე-
ბოდა, ლედი გრეგორმა 25 ფუნტი მოგვცა, 20 ფუნტი ჩემი იყო
და კიდევ რამდენიმე ფუნტი აქა-იქ შევაგროვეთ. ჩვენი თეატრა-
ლური დასი არარაციონალური იყო. მსახიობები და დრამატურ-
გები ხმების უმრავლესობით წყვეტდნენ, რომელი პიესა დაგ-
ვედგა და როგორ გაგვენაწილებინა როლები. მხოლოდ უამრა-
ვი გართულებისა და მრავლდღიანი კამათის შემდეგ (იმ დროს

60
უბრალოდ შეუძლებელი იყო სპექტაკლების გამართვა) მარ-
თვის სადავეები ლედი გრეგორიზე, ჯონ სინგსა და ჩემზე გადმო-
ვიდა. მაყურებელთან ურთიერთობა კიდევ უფრო რთული შეიქ-
ნა. პერიოდულმა გამოცემებმა ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლის წი-
ნააღმდეგ გაილაშქრეს, რადგან იქ გათხოვილი გლეხის ქალი
იყო წარმოდგენილი, რომელსაც საყვარელი ჰყავდა, და როდე-
საც გამოვაქვეყნეთ ძველი არანული ხალხური მოთხრობა, რო-
მელზეც ეს სპექტაკლი იყო დაფუძნებული, მაშინ პრესამ თქვა,
რომ მოთხრობა გადმოწერილი იყო დეკადენტი ავტორის – პა-
გან რომისაგან. ამ პერიოდში ლედი გრეგორმა თავისი პირვე-
ლი კომედია დაწერა. ჩემი პიესები ლექსად იმდენად გრძელი
არ იყო, რომ რომელიმე მათგანი მთელი საღამო გაგრძელებუ-
ლიყო. ამიტომაც თავისი სამეზობლოს დიალექტზე შეთხზა პატა-
რა პიესა – სოფლის სასიყვარულო ისტორია – სოფლელი კაცი
ასი ფუნტით ჯიბეში ამერიკიდან ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ
მისი ძველი მიჯნური გაკოტრებულ ფერმერს ცოლად გაჰყოლია.
ჩამოსული კარტს ეთამაშება ფერემერს და თაღლითობით 100
ფუნტს მოაგებინებს მას. დასმა უარი თქვა, ეთამაშა ეს სპექტაკ-
ლი და განაცხადა, რომ სცენაზე ემიგრანტის გამოჩენას, ჯიბეში
100 ფუნტით, შეეძლო წაექეზებინა ემიგრაცია. ჩვენ დავასახე-
ლეთ მაგალითად ემიგრანტები, რომლებიც გაცილებით მეტი
თანხით ბრუნდებოდნენ, რაზეც განგვიცხადეს, რომ ეს კიდევ
უფრო უარესი იყო. დაუსრულებელი კამათის შემდეგ, რამაც
ყველა მოქანცა, ლედი გრეგორი დასთანხმდა, თანხა 20 ფუნ-
ტამდე შეემცირებინა, და მსახიობები ბოლოს და ბოლოს დანებ-
დნენ. ეს პატარა პიესა სენტინმენტალური და აშკარად კონვერ-
ციული იყო, მაგრამ უკვე შემდგომ პიესაში ლედი გრეგორის ტა-
ლანტი აშკარად წარმოჩინდა. ის მიისწრაფოდა საერთო საქმი-

61
სათვის ემსახურა და მისი ტალანტი, შესაძლოა, მას საოცრებად
ეჩვენებოდა. იმ პერიოდში ის საშუალო ასაკში იყო, პოლიტიკუ-
რი მემუარების წიგნი ჰქონდა დაწერილი და ხსენებულ მოვლე-
ნებამდე, საერთოდ არ აინტერესებდა თეატრი.
ვერც ერთი ადამიანი, წაიკითხავს რა დღეს მის „შვიდ მოკლე
პიესას“, ვერ გაიგებს ერთი-ერთი „ჩამავალი მთვარის“, რომე-
ლიც ახლა ირლადიურ კლასიკად ითვლება, დადგმას რატომ უშ-
ლიდა ხელს პოლიტიკური მიზეზები. პოლიციელი მიაგნებს გაქ-
ცეულ პატიმარ ფენს და გაუშვებს მას, რადგან პატიმარმა თავშე-
საქცევი მეთოდებით შეძლო, მისთვის ახალგაზრდობისდროინ-
დელი, ნახევარად დავიწყებული პატრიოტიზმი გაეღვივებინა.
მსახიობები ამ სპექტაკლში თამაშზე უარს ამბობდნენ. მათი
თქმით, თვით იმ აზრის დაშვება, რომ პოლიციელს პატრიოტუ-
ლი გრძნობები ჰქონდა, ანტიპატრიოტული აქცია იყო. ბრბოს
ერთ-ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა ლიდერმა ერთხელ მომწერა:
„დუბლინის ბრბოსაგან როგორ უნდა ველოდეთ, პოლიციას ებ-
რძოლოს, თუკი დუბლინელები დაიჯერებენ, რომ პოლი-
ციელებს პატრიოტიზმის გრძნობა გააჩნიათ“. როდესაც სპექ-
ტაკლი, ბოლოს და ბოლოს დაიდგა, მაყურებელმა აღტაცებით
მიიღო იგი, მაგრამ ამან მხოლოდ და მხოლოდ ახალი უსიამოვ-
ნებები მოგვიტანა. დუბლინის წამყვანმა უნიონისტურმა გაზეთმა
დაგვადანაშაულა მისი უდიდებულესობის პოლიციის ცილისწა-
მებაში და დუბლინის სასახლემ, ინგლისური ხელისუფლების
ცენტრმა, ირლანდიაში ჩამოგვართვა დუბლინის ყველა თეატ-
რისათვის არსებული საერთო პრივილეგია – სცენის საჭი-
როებისათვის პოლიციელის ძველი ფორმა გვეყიდა. დუბლინის
სასახლემაც და პრესამაც შესანიშნავად იცოდა, რომ პოლი-
ციელები, არცთუ იშვიათად, პოლიტიკურ პატიმრებს უშვებდნენ,

62
მაგრამ ამან საქმე უფრო დაამძიმა. თითოეულ პოლიტიკურ
პარტიას ჰქონდა ერთი და იგივე სურვილი, მოტყუებით შეეცვა-
ლა ცხოვრება, რომელიც როგორც იტყვიან, ერთი და იგივე მდი-
ნარეში ორჯერ არ შედის, უტყუარი დოგმებისა და აქსიომების
ნაკრებით3. პოლიტიკურზე მეტად არც რელიგიურ ორთოდოქ-
სალებს ვუყვარდით. ჩემი „გრაფინია კეტლინი“ კარდინალმა
ლოგმა მწვალებლობად გამოაცხადა, და როდესაც მე დავწერე,
რომ ჩვენ ვაპირებდით დაგვედგა „უცხოური შედევრები“, ნა-
ციონალისტების გაზეთმა გამოაცხადა, რომ „უცხოური შედევ-
რი“ – საკმაოდ სახიფათო ცნებაა. ჩვენ გამოვდიოდით მომცრო
დარბაზებში, რომლებიც ორას მაყურებელს იტევდა. ჩვენი მაყუ-
რებელი კი ძალიან ხშირად ოც-ოცდაათ კაცზე მეტი არ იყო.
სპექტაკლებს თვეში ორჯერ ან სამჯერ ვდგავდით, ხოლო ჩვენი
უთანხმოების პერიოდებში ამდენჯერაც არა. სამაგიეროდ არ
იყო მოწინავე სტატიების ნაკლებობა, გაზეთებმა თავიდანვე იგ-
რძნეს, რომ ჩვენ საზოგადოებისათვის საშიში ვიყავით. გამარ-
ჯვება ორმა მოვლენამ მოგვიტანა: მეგობარმა თეატრისთვის შე-
ნობა მოგვცა და შევხვდით ჯონ სინგს – ძალიან ორიგინალურ
და ნიჭიერ ადამიანს. ერთი, განსაკუთრებით მრისხანე მოწინავე
საგაზეთო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დაშვებული ფარდის
წინ გამოვედი და ასკაციან დარბაზს დახმარების თხოვნით მივ-
მართე. სცენიდან რომ ჩამოვედი, ძველმა მეგობარმა, მის ჰორ-
ნიმანმა, ვისგანაც 20 ფუნტის ოდენობის დახმარებას ველოდი,
მითხრა: „მე მოგიძებნით თქვენ თეატრს“. მან, მართლაც, გვი-
პოვა და ჩვენი საჭიროებისამებრ გარდაგვიქმნა შენობა, რომე-
ლიც ახლა დუბლინის სააბატო თეატრის სახელითაა ცნობილი,
ამასთან, იგი რამდენიმე წლის მანძილზე მოკრძალებული სუბ-
სიდიებითაც გვეხმარებოდა.

63
ჯონ სინგი 1896 წელს პარიზში გავიცანი. ერთმა ნაცნობმა
მითხრა: „თქვენი სასტუმროს ბოლო სართულზე ირლანდიელი
კაცი ცხოვრობს, გაგაცნობთ მას“. მე ძალიან ღარიბი ვიყავი,
მაგრამ ის ჩემზე მეტად ღარიბი აღმოჩნდა. ჯონ სინგი ძალიან
ძველ ირლანდიურ ოჯახს ეკუთვნოდა და თავისი თავაზიანობისა
და უბრალოების მიუხედავად ახსოვდა ეს, იყო მატროსული და
ქედმაღალი. ფული ყოფნიდა მხოლოდ იმისთვის, რომ შიმში-
ლით არ მომკვდარიყო და არა იმისთვის, რომ დანაყრებულიყო.
თავისი ვიოლინოთი მთელს ევროპაში მოგზაურობდა, მესამე
კლასით, ან ფეხით, და გლეხების სახლებში, ან პირდაპირ გზა-
ზე, ღარიბებისთვის უკრავდა. ეს იყო კაცი, რომელიც ჩვენ
გვჭირდებოდა, ერთადერთი ჩემს ნაცნობთაგან, რომელსაც არ
შეეძლო პოლიტიკურად ეფიქრა, ან ჰუმანურ მიზნებს მისცემო-
და. მას შეეძლო მთელი დღე გაეტარებინა რომელიმე ღარიბ
კაცთან, არა იმ მიზეზის გამო, რომ მისთვის სიკეთის გაკეთება
სურდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოსწონდა ის. სინგს
ეწერა, რომ გააკეთებდა ირლანდიისთვის, არა იმდენად საკუ-
თარი შემოქმედებით, რამდენადაც სხვა დრამატურგებზე თავისი
გავლენით, იგივეს, რაც რობერტ ბერნსმა შოტლანდიისთვის
გააკეთა. როდესაც შოტლანდია საკუთარ თავს პირქუშად და
რელიგიურად მიიჩნევდა, განგებამ მათ რობერტ ბერნსი გამო-
უგზავნა, ცდუნებებისა და სმის მომღერალი და ამით ქვეყანას
უშუალობა და მდიდარი წარმოსახვის მქონე სპონტანურობა და-
უბრუნა. მე არ ვიცოდი რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, როდესაც
ვურჩიე ჯონ სინგს წასულიყო რომელიმე შორეულ და უკაცურ
კუნძულზე გოლვეის სანაპიროსთან და მათი ცხოვრება შეესწავ-
ლა, იმიტომ, რომ ეს ცხოვრება „არასოდეს გამოსახულა ლიტე-
რატურაში“. კელტური კოლეჯში ისწავლა, და მე ვუთხარი ზუს-

64
ტად ის, რასაც ვეტყოდი ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელმაც
შეისწავლა კელტური და სურს წეროს. როდესაც მან ეს კუნძული
იპოვა, ცხოვრებაში პირველად თავი ბედნიერად იგრძნო, რად-
გან თავი დააღწია, როგორც თვითონ თქვა: „მდიდრების არა-
რაობასა და ღარიბების უბადრუკობას“. მას სუსტი ჯანმრთელო-
ბა ჰქონდა და არ შესწევდა ძალა დიდხანს აეტანა კუნძულელე-
ბის ხელმოკლე ცხოვრება, ის განუწყვეტლივ მიდი-მოდიოდა
კუნძულსა და დუბლინს შორის.

თავად ბერნსმაც ვერ შეძლო შეკრებილი შოტლანდიური სამ-


ღვდელოება უფრო მეტად განეცვიფრებინა, როგორც სინგმა –
ჩვენი დასი ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს. მსახიობმა ქალებმა
მას სთხოვეს, 1898 წლის აჯანყების შესახებ პიესა დაეწერა, სა-
მართლიანად მიიჩნევდნენ, რომ ასეთ პატრიოტულ თემაზე
პიესას უდიდესი წარმატება ელოდა. ორი კვირის შემდეგ სინგმა
სცენარის მონახაზი მოიტანა, რომელზეც მისთვის დამახასიათე-
ბელი შრომისმოყვარეობით ემუშავა. ორი ქალი, პროტესტანტი
და კათოლიკე, გამოქვაბულში იმალება და თავიანთი რელი-
გიების განსხვავებულ ღირსებებზე დაუსრულებლად კამათობს.
კათოლიკე ქალი ჰერნი VIII-სა და დედოფალ ელისაბედს დაგ-
მობს, პროტესტანტი კი – ინკვიზიციასა და რომის პაპს. ისინი
ჩურჩულით კამათობენ, რადგან ერთს ეშინია, მეამბოხეებს არ
ჩაუვარდეს ხელში, ხოლო მეორეს – რეგულარულ არმიას. სა-
ბოლოოდ, ერთ-ერთი მათგანი, არ ვიცი კათოლიკე თუ პროტეს-
ტანტი, განაცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სახის სიკვდილი-
სათვის, ოღონდაც არ დარჩეს ასეთ უზნეო საზოგადოებაში და
გამოძვრება გამოქვაბულიდან. პიესა არც იყო დაწერილი და
არც დადგმული, მე კი ვერ შევძელი გამერკვია, ესმოდა თუ არა

65
სინგს, როგორ ჩააგდო ყველა შოკში. ცხადია, ის ვერ წარმოიდ-
გენდა, რა უსიამოვნებებს მოგვიტანდა მის პიესათაგან საუკეთე-
სო.
სინგის გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე სათევზაო ორ-
ჩხომელათი არანის კუნძულზე გავემგზავრე. კუნძულელების პა-
ტარა ჯგუფმა, რომლებიც შეიკრებნენ, რათა თვალი ედევნები-
ნათ ჩამოსული უცნობისთვის, მიმიყვანეს „მთელ კუნძულზე ყვე-
ლაზე მოხუც კაცთან“. მან მხოლოდ ორიოდე ფრაზა წარმოთქვა
და წარმოთქვამდა მათ ძალიან ნელა, „თუკი ბატონი დანაშა-
ულს ჩაიდენს, ჩვენ მას დავმალავთ. ერთმა ბატონმა თავისი მა-
მა მოკლა. მე მას ჩემს სახლში სამი თვე ვმალავდი, სანამ ის ამე-
რიკაში არ წავიდა“. სინგმა ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს პიესა
ჩამოგვიტანა, რომელიც ამ მოხუცის მონათხრობის მიხედვით
იყო დაწერილი: ახალგაზრდა კაცი სამიკიტნოში მიდის და მი-
კიტნის ქალიშვილს გაუმხელს, რომ საკუთარი მამა მოკლა.
მომხდარს ის ისე მოყვება, რომ მიკიტნის ქალიშვილი მის მი-
მართ თანაგრძნობით განიმსჭვალება. ყოველ ჯერზე, როდესაც
ის თავის ისტორიას იმეორებს, ახალი გაზვიადებებითა და დამა-
ტებებით, ყოველი ახალი მსმენელი მის მიმართ თანაგრძნობით
იმსჭვალება, რადგან გლეხები კანონის დამრღვევის მხარეზე
დგომას მიეჩვივნენ. გლეხი ფიქრობს, რომ რაც უფრო საშინე-
ლია დანაშაული, მით უფრო დიდი პროვოკაციაა მოსალოდნე-
ლი. თავად ახალგაზრდა კაცი კი, აღელვებული თავისი საკუთა-
რი მონათხრობით, მხიარულდება, უფრო ენერგიული და იღ-
ბლიანი გახდება. ის წარმატებას მიაღწევს სიყვარულში და პირ-
ველ რიგში, ადგილობრივ დოღზე მიდის, შემდეგ რულეტს თამა-
შობს და მთელ მაგიდას აკოტრებს. უეცრად მამამისი ჩნდება –
შეხვეული თავით, მაგრამ ცოცხალი – გლეხები თვითმარქვიას

66
ზურგს აქცევენ. საერთო პატივისცემა რომ დაიბრუნოს, ვაჟი ნი-
ჩაბს აიღებს და შეეცდება მართლა მოკლას მამა. თუმცა, რაც
მონათხრობში გასართობად ჩანს, ცხადში, შემაშფოთებელი აღ-
მოჩნდება. გლეხებმა დამნაშევე დააბეს და აპირებენ პოლიციას
გადასცენ. მამა შვილს ათავისუფლებს და მამა-შვილი ერთად
მიდიან, მაგრამ ვაჟი კვლავაც თავისი ფანტაზიების ზემოქმედე-
ბის ქვეშაა და გამოაცხადებს, რომ ამის შემდეგ ოჯახში უკვე ის
გახდება უფროსი. ამ პიესას, რომელიც იყო ხატოვანი, პოეტური,
ფანტასტიკური, შედევრი – სტილისა და მუსიკის თვალსაზრი-
სით, საუკეთესო იმათ შორის, რაც კი ჩვენს თეატრში დიალექ-
ტზე გვქონდა, გააფთრებამდე მიჰყავდა მაყურებელი. ამ სპექ-
ტაკლს პოლიციელთა დაცვის ქვეშ ვთამაშობდით. უკანასკნელ
საღამოს დარბაზში 70 პოლიციელი იყო, ხოლო ხუთასი, ერთ--
ერთი გაზეთის ცნობით, თეატრის მიმდებარე ქუჩებზე წესრიგს
ამყარებდა. სპექტაკლის ყოველი წარმოდგენისას, ირლან-
დიელი მაყურებელი თუ იკრიბებოდა, მსახიობებს სხვადასხვა
ნივთებს ესროდნენ. ნიუ-იორკში ეს ნივთები აღმოჩნდა – მაჯის
საათი და მოცხარის ნამცხვარი, შემდეგ საათის მეპატრონეს მო-
უხდა უკან გამოეთხოვა კუთვნილი ნივთი.
დუბლინის მაყურებელმა სპექტაკლი დიდი ხნის შემდეგ
მიიღო. რა თქმა უნდა, მათ შეამჩნიეს, რომ ყველა გმირის შეყვა-
რება და საკუთრ საზოგადოებაში მიღება შეიძლებოდა და, რომ
სინგი აღწერდა იმ რეალობას, რომელიც უყვარდა, მართალია,
გაზვიადებული სიმბოლიზმით, მაგრამ იმ უბრალო მიზეზის გა-
მო, რომ უყვარდა ყოველივე ცოცხალი. მას დაუმსახურებლად
მიიჩნევდნენ პოლიტიკანად, რომელიც ინგლისის ინტერესებს
იცავდა, მაგრამ ის არ იყო ამ დონის პოლიტიკოსი, რადგანაც
ამქვეყნად ყველაფერი იტაცებდა, ან თანაგრძნობას იწვევდა

67
მასში. ჯერ კიდევ 1910 წელს, როდესაც სინგი მოკვდა, საზოგა-
დოების მოსაზრება არ შეცვლილა, ჩვენ ცარიელ დარბაზში ვთა-
მაშობდით, პრესა კი გამუდმებით გვამხელდა. საბოლოოდ გა-
მარჯვება მოგვიტანეს ავტორებმა, რომლებმაც სინგისაგან ის-
წავლეს სიმამაცე და სამართლიანობა, თუმცა სულ სხვა სკოლას
ეკუთვნოდნენ. სინგისა და ლედი გრეგორის პიესები, ჩემი –
„ქეთლინ ნი ჰოულიჰენი“ და „ქვიშის საათის“ პროზაული ვარი-
ანტი – ყველა ესენი ჩვენს თავდაპირველ სწრაფვას შეესაბამე-
ბოდა. მათ, სოფლის მცხოვრებთა წარმოდგენები და მეტყველე-
ბა, მთელი პოეტური ტრადიცია, რომელიც შუა საუკუნეებიდან
მოდიოდა, ქალაქის მცხოვრებლებამდე მიიტანეს. სინგის მოს-
წავლეებიდან ძალიან ცოტა თუ იცნობდა ზედაპირულად სოფ-
ლის ცხოვრებას, მათი დიალექტით კი საერთოდ არავინ ინტე-
რესდებოდა. ახალი ავტორების პიესები ზოგჯერ ჩვეულებრივი
ბოროტების წინააღმდეგ იყო მიმართული: მექრთამეობა ფარმა-
ცევტის დანიშვნის დროს, ადგილობრივი პოლიტიკოსების
მცდელობები ემეგობრათ ყველა პარტიასთან. დარწმუნებული
ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მინისტრებსა და პარტიულ აქტი-
ვისტებს თავისუფალ სახელმწიფოში, ამ პიესებმა მისცა განათ-
ლების გარკვეული ნაწილი. არის კიდევ რამდენიმე კომედია,
რომლებიც პოლიტიკურ სატირას არ მიეკუთვნება, თუმცა კავში-
რი აქვს პოლიტიკოსების მიერ მართულ ქალაქის მცხოვრებ-
ლებთან, ამათგან ყველაზე ცნობილია ლენოქს რობინსონის კო-
მედიები; მის „თეთრთავიან ბიჭს“ დგავდნენ ინგლისსა და ამე-
რიკაში. ბოლო წლებში ამ მიმდინარეობამ თითქოს საკუთარი
თავი ამოწურა; სიუჟეტები უმნიშვნელო ვარიაციებით მეორდე-
ბოდა, ხოლო გმირების ხასიათები გარკვეულ სქემებად ჩამოყა-
ლიბდა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მომავალი ელის ჩვენს

68
სცენაზე ბოლო ოთხი წლის მელოდრამებსა და ტრაგედიებს,
მაგრამ თუკი ძველებურად შევძლებთ ჩვენს მსახიობებს გადა-
ვუხადოთ და თეატრი არ დაიხურება, მაშინ ამ ნაწარმოებებს მო-
მავალი ექნება4. ჩვენ ვალებში ვართ, იმიტომ, რომ მსოფლიო
და სამოქალაქო ომები გადავიტანეთ. როდესაც ქუჩებში ისვრი-
ან, აუდიტორია საგრძნობლად იკლებს, და მაინც, იმდენი სირ-
თულე გადავლახეთ, რომ მჯერა ჩვენი იღბალის და ვფიქრობ,
უფლება მაქვს ვთქვა, რომ ლექციას ვამთავრებ ჩვენი თეატრის
ისტორიის შუაში, ან თუნდაც დასაწყისში. ჩემი აზრით, ლექ-
ციაში ნათქვამი საკმარისია, რომ მიხვდეთ, მივიღე რა თქვენი
აკადემიის უმაღლესი ჯილდო თქვენი მეფის ხელიდან, რატომ
ვიფიქრე, რომ ჩემს ერთ მხარეს უნდა მდგარიყო ახალგაზრდა
კაცი, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის და მეორე მხარეს –
მოხუცებული ქალი – ჯან-ღონით აღსავსე. დარწმუნებული ვარ,
რომ სინგსა და ლედი გრეგორის მოეწონებოდათ და ბევრი რამ
დაამახსოვრდებოდათ იქიდან, რაც მე უკანასკნელ კვირას ვნა-
ხე, რადგან ის, რასაც შვედეთმა მიაღწია, წარმოადგენს იმას,
რასაც ჩვენ ირლანდიას ვუსურვებდით. ყველაზე მეტად კი თქვე-
ნი სასახლის დიდებულ სანახაობაზე ვფიქრობ, ხალხისთვის
საყვარელ სამეფო ოჯახზე, რომელსაც გარშემო შემოკრებილი
ჰყავს არა მხოლოდ წარჩინებულთა საუკეთესო ნაწილი, არამედ
ქვეყნის ინტელექტუალური ელიტაც. ირლანდია მოკლებულია
მსგავს სანახაობას, რომელსაც ახასიათებს წესრიგი და კარგი
გემოვნება, არადა, სწორედ მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა ნა-
ციის მოთხოვნილება, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებს ვერც
ერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, შექმნილი ინგლისური და
ამერიკული დემოკრატიის მიერ.

69
შენიშვნები:
1) სამოქალაქო ომის პირველ თვეებში გოლვეის სახლში ვი-
ყავი. რკინიგზის ხიდები აფეთქებული იყო, გზები კი ქვებითა და
ხეებით იყო ჩახერგილი. პირველ კვირას გაზეთები არ მიგვი-
ღია, არც სანდო ცნობები, არ ვიცოდით რომელმა მხარემ
გაიმარჯვა, და მას შემდეგაც კი, რაც გაზეთები უკვე მოდიოდა,
ჩვენ ძველებურად ვერ ვიგებდით რა ხდებოდა გორაკის მეორე
მხარეს, ან მეზობელ კორომში. დროდადრო სახლთან ახლოს
ჩაივლიდნენ „ფორდები“, რომლის სავარძლებს შორის ვერტი-
კალურად იდგა კუბოები, ღამით ზოგჯერ აფეთქების ხმა ისმოდა,
ერთხელ დღისით კვამლი დავინახეთ: მეზობლად დიდი სახლი
იწვოდა. შესაძლოა, ასე ცხოვრობდა ხალხი მრავალი შფოთიანი
საუკუნის მანძილზე. ხალხის ყველაზე დიდი სურვილი იყო, არ
ეგრძნო თავი უბედურად, ან არ გაბოროტებულიყო, არ დაეკარ-
გა ბუნების სილამфზის დანახვის უნარი. შტარე-მა (ასე უწოდებს
დას. ირლანდია შოშიას) ჩემი ფანჯრის ღრმულში ბუდე გაიკეთა
და მე დავწერე ლექსები მასზე და ჩემს მაშინდელ გრძნობებზე:
დაშლილ აგურის ნაპრალებს
ფუტკრები ავსებენ ფიჭით,
და ბარტყებისთვის დედა ჩიტებს მოაქვთ საკვები.
სულ დაბზარულა ჩემი კედელი. მოფრინდით,
ფუტკრებო, გაავსეთ თაფლით ეს ნაპრალები,
დასახლდით შოშიის მიტოვებულ სახლში.
ჩვენ დაგვატყვევა ჩვენი თავის შეუცნობლობამ,
თან, გასაღებიც დაკარგულია; სადღაც
კაცია მოკლული, დაუწვავთ სახლიც

70
და თუნდაც ერთი ნათელი ფაქტი არ ჩანს,
დასახლდით, ფუტკრებო, შოშიის მიტოვებულ სახლში.

ეს, მხოლოდ დასაწყისია, დარჩენილი სტროფებიც ამ სულისკვე-


თებით გრძელდება. მაშინ რაღაც უცნაური რამ მოხდა, თაფლის
სუნს იმ ადგილებშიც ვგრძნობდი, სადაც არ შეიძლება თაფლი
ყოფილიყო, ქვის დერეფნის ბოლოში, ან გზის ქარიან, ორპირ
მოსახვევში და ეს სუნი ყოველთვის განსაზღვრული სახის ფიქ-
რებს მოჰყვებოდა. დუბლინში დაბრუნების შემდეგ აღმოვჩნდი
განრისხებულ ხალხში, რომელთაც ნებისმიერი საბაბით შეეძ-
ლოთ ეკამათათ და ჰქონდათ სურვილი, ზუსტი ფაქტები სცოდ-
ნოდათ. სწორედ ასეთი განწყობა ქმნის რეალისტურ დრამას.
2) ჩვენს პირველ სპექტაკლებს მისტერ ედუარდ მარტინი
აფინანსებდა, მიწათმფლობელი გოლვეიდან, რომელიც XIV ს--
ის სახლში ცხოვრობდა, პრეტენზიული გოთური სტილის მიშენე-
ბებით, რომელიც ირლანდიურ კათოლიკურ ოჯახებს ასე უყვარ-
დათ. მას ჰქონდა უზარმაზარი დარბაზები, – ერთი სახის მოხა-
ტულობით, რომელიც შესრულებული იყო მოსაწყენი მხატვარ--
დეკორატორის – ქრეისის მიერ, სადაც ის უკრავდა ორღანზე პა-
ლესტრინას, ხოლო კაბინეტში, სადაც მას ჰქონდა პოეტების
უხარისხო ფერადი შუშით შესრულებული პორტრეტები, ის იბსე-
ნის და ეკლესიის მამების გარდა სხვა არაფერს კითხულობდა,
ის იყო საღი გონების, მეგობრული, ნიჭიერი, კეთილმოსურნე და
მშვენიერი მანერების მქონე კაცი, თუმცა თავს არიდებდა ქა-
ლებს, როგორც შუა საუკუნეების ბერი და ნებისმიერი ახალი გა-
მოცდილებისაგან გადაულახავი შიში აკავებდა: „თუ მოვიქცევი
ასე და ასე, თუ წავიკითხავ ამას და ამას, შეიძლება ჩემი სული
დავღუპო“. ჩვენი პირველი სპექტაკლები იყო ჩემი – „გრაფინია

71
კეტლინი“ და ედუარდ მარტინის ერთ-ერთი პიესა. ჩემი პიესის
გმირმა სატანას მიჰყიდა სული, თუმცა მას უკანვე დაიბრუნებს,
რადგან „ღმერთი ხედავს საქციელის მოტივს და არა საქციელს“.
კეტლინს კი მშიერი ხალხის გადარჩენა სურდა, რომლებიც მზად
იყვნენ გაეყიდათ სული სხეულის გადასარჩენად, როდესაც
სპექტაკლის შესახებ უკვე გამოცხადებული იყო, მარტინმა გა-
დაწვიტა ჩამოგვშორებოდა და უარი ეთქვა ჩვენთვის სუბსიდიებ-
ზე, რამდენადაც რომელიღაც მღვდლისაგან გაეგო, რომ ჩემი
პიესა მწვალებლური იყო. როდესაც მას ორი მღვდელი მივუყვა-
ნე, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს ასე არ იყო და ჩვენ დემოკრა-
ტიული პრინციპები გვქონდა, ის დამშვიდდა, რამდენიმე თვის
შემდეგ კი მაინც ჩამოგვშორდა, რადგან წინასწარ განჭვრიდა
ახალი საშიშროებები, რომელიც მის სულს ემუქრებოდა. მარტი-
ნი ორი თვის წინ გარდაიცვალა და მასთან ერთად გაწყდა გვა-
რი, რომლის ისტორიაც XII ს-დან მოდის. უბედური, უშვილო,
შრომისმოყვარე, არასრულყოფილი ადამიანი, დამახასიათებე-
ლი მომავალი ირლანდიისათვის.
3) ჯოზეფ სტრჟიგოვსკი თავის „ქრისტიანული კულტურის
წარმომავლობაში“ (ლექციების კურსი წაკითხულია უპსალაში
1919 წ.-ს) ამბობს, რომ ხელოვნება „ქვეყნის ნებისმიერი ადგი-
ლიდან, ყველაზე ნაკლებად სასახლეში იფურჩქნება, ან იმ ადგი-
ლას, საიდანაც გამოდის ძალაუფლება. ყველაფერი ემორჩილე-
ბა პოლიტიკას და მას, ვინც მზადაა მიიღოს ეს ფაქტები, ყოველ-
თვის ხსნილი ექნება გზა, ხოლო ისინი, რომლებიც არ გამოთ-
ქვამენ ამ მზადყოფნას, ან უნდა გადასახლდნენ, ან განზე გად-
გნენ“. დღეისათვის ხელოვნებისა და ლიტერატურისათვის დიდ
საშიშროებას წარმოადგენს ტირანია და რევოლუციური საზოგა-
დოებების მრწამსი, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური

72
პროპაგანდების ფორმა. თანამედროვე ინგლისურ ლიტერატუ-
რას ეს შეხედულებები დიდად უშლის ხელს; დესპოტიზმი, რო-
მელმაც მიგვიყვანა ირლანდიის რევოლუციამდე, ირლანდიელ
დრამატურგებსა და პოეტებს 20 წლის მანძილზე ენერგიის დიდ
ნაწილს ართმევდა. მათ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა უხდე-
ბოდათ, რათა საკუთარი ქმნილებები დაეცვათ. რაც უფრო ბუ-
ნებრივი იყო ქმნილება, მისი დაცვა მით უფრო ჭირდა.
4) მას შემდეგ, რაც ლექცია წავიკითხეთ, მისტერ ო’ქეისის
პიესა „იუნონა და ფარშავანგი“ დავდგით, რომელმაც ბოლო
წლებში ყველაზე დიდი წარმატება მოგვიტანა. პიესაში, სადაც
სცენები და ხასიათები აღებულია დუბლინური ჯურღმულის
ცხოვრებიდან, ავტორი, როემლიც თავისი მსოფლმხედველო-
ბით დოსტოევსკისთან ახლოს დგას, ფიქრობს სამოქალაქო
ომის ტრაგიზმსა და ძალადობაზე. პიესაში არის მკვლელობა,
უეცარი გაღარიბება, ლოთების იუმორი და მხარჯველების ფი-
ლოსოფია, არავითარი ბანალურობა, გარდა გმირების ცდუნე-
ბებისა და რამდენიმე ხუმრობისა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ
ავტორის მხატვრული განათლება ჯერ კიდევ არ არის სრულყო-
ფილი. ის კალატოზად მუშაობდა. ერთხელ ინგლისელი ჯარის-
კაცები შეცდომით, სხვის ნაცვლად აპირებდნენ მის დახვრეტას,
მაგრამ მან ისარგებლა მათი წამიერი უყურადღებობით და გაიქ-
ცა. ო’ქეისი ზედმიწევნით იცნობს ცხოვრებას, რომელსაც აღ-
წერს.
წვეულებაზე წარმოთქმული სიტყვა
დიდად დავალებული ვარ სკანდინავიელი ერისაგან მთელი
ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე. ჯერ კიდევ ყმაწ-
ვილმა მეგობართან ერთად რამდენიმე წელი ინგლისელი
პოეტის ბლეიკის ფილოსოფიის ინტერპრეტაციას შევალიე.

73
ბლეიკი უპირველესად თქვენი დიდი სვედენბორგის მოწაფე
გახლდათ და მერე მგზნებარე მეამბოხე, შემდეგ კი ნახევრად
მეამბოხე და ნახევრად მოციქული.
მე და ჩემს მეგობარს მუდმივ გვიზიდავდა ბლეიკის ზოგიერთ
ბუნდოვან ადგილთა სვედენბორგისეული ინტერპრეტაცია,
რადგანაც ბლეიკი ყოველთვის დაკავებული იყო თავისი მისტი-
კური ნაწარმოებებით, რომლებიც ექსტრავაგანტული, პარა-
დოქსული და ბუნდოვანია. უკანასკნელი ორმოცი წლის განმავ-
ლობაში ბლეიკი ისეთივე გავლენას ახდენდა ინგლისურ წარმო-
სახვით აზროვნებაზე, როგორც კოლრიჯი წინა ორმოცი წლის
მანძილზე; ბლეიკი ყოველთვის ღრმად გაიაზრებდა თავის
პოეზიას, თეორიებსა და მხატვრობას. როგორც ინტერპრეტა-
ტორი, იგი ემეტოქებოდა სვედენბორგს.
ბოლო წლებში სვედენბორგს ხშირად მივმართავთ და, როცა
თქვენი მოწვევა მივიღე სტოკჰოლმში, უმალ მისი ბიოგრაფიის
მოძიება დავიწყე. არა მგონია, ჩვენს ირლანდიურ თეატრს ეარ-
სება, რომ არ ყოფილიყო იბსენისა და ბიორნსონის თეატრი და
ახლა კი ეს დიდი პატივი მომანიჭეთ.
ოცდაათი წლის წინათ ირლანდიელი მწერლები საზოგა-
დოებებში იყრიდნენ თავს და დაიწყეს თავიანთი ქვეყნის ლიტე-
რატურის დაუნდობელი კრიტიკა. მათი ოცნება პროვინციალიზ-
მისგან ლიტერატურის გათავისუფლება იყო, რათა ამ მოძ-
რაობას თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ მოეპოვებინა გამარ-
ჯვება. როცა ირლანდიაში დავბრუნდები, ჩემსავით ხანდაზმული
ადამიანები იმ დიდ პატივში, რომელიც თქვენ მომაგეთ, ძველი
ოცნების განხორციელებას დაინახავენ.
გულის სიღრმეში მჯერა, მათი არსებობის გარეშე რაოდენ
მცირე იქნებოდა ჩემი დამსახურება.

74
ვლადისლავ რეიმონტი
ავადმყოფობის გამო ვლადისლავ რეიმონტი არ ჩასულა
სტოკჰოლმში და ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებუ-
ლი ლექცია არ წაუკითხავს.
1924
ჯორჯ ბერნარდ შოუ
ყოველგვარი პრემიების პრინციპული მოწინააღმდეგე დრა-
მატურგი დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამოცხადდა და სანო-
ბელო ლექცია არ წაუკითხავს.
1925
გრაცია დელედა
ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს.
1926

75
ანრი ბერგსონი

სულთა დაახლოება

1927
ანრი ბერგსონი ვერ დაესწრო 1927 წლის 10 დეკემბერს
სტოკჰოლმის, „გრანდ-ოტელში“ ნობელის პრემიის გადაცემას-
თან დაკავშირებით გამართულ ბანკეტს, მის მიერ გამოგზავნი-
ლი წერილი წაიკითხა ფრანგმა დესპანმა არმან ბერნარმა.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა შორიდან მაინც სიტ-
ყვიერად გადმოგცეთ ის გრძნობები, რომელსაც განვიცდი. ნება
მომეცით, ჩემი ხმა ფრანგი დესპანის, ბ-ნ არმან ბერნარის მეშ-
ვეობით მოგაწვდინოთ, რომელმაც თავაზიანად იკისრა ამ მისი-
ის შესრულება. მთელი გულით ვუხდი მადლობას შვედეთის აკა-
დემიას, რომელმაც უდიდესი პატივი მომაგო, პატივი, რომელ-
საც არათუ არ ველოდი, ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი. მე მით
უფრო ვხვდები მის მნიშვნელობას და, ამასთან, მით უფრო მე-
ტად ვღელავ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული ჯილდო,
რომელიც, ჩემი სახით, ფრანგ მწერალს მიანიჭეს, შეიძლება
განვიხილოთ, როგორც საფრანგეთის მიმართ სიმპათიისა და
კეთილგანწყობის ნიშანი.
პრესტიჟი ნობელის პრემიისა აიხსნება მრავალი მიზეზით,
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი ორმაგი თვისებით –
იდეალისტურითა და ინტერნაციონალურით: იდეალისტურით,
რამეთუ იგი მაღალი იდეებით შთაგონებული ნაწარმოებების-
თვისაა განკუთვნილი, და ინტერნაციონალურით, რადგანაც მი-

76
სი მინიჭება ხდება სხვადასხვა ქვეყნის მიღწევათა საგულდაგუ-
ლო შესწავლისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური
მოღვაწეობის შეჯამების შემდეგ. ყოველგვარი მეორეხარისხო-
ვანი მოსაზრების უარყოფით, – აქ მნიშვნელობა მხოლოდ სუ-
ლიერ ღირებულებებს ენიჭება, – მსაჯულნი გონებით გადადიან
იმ სფეროში, რომელსაც ფილოსოფოსები „გონის საზოგა-
დოებას“ უწოდებენ, რითაც მათ ზედმიწევნით მოჰყავთ სისრუ-
ლეში ფონდის დამაარსებლის ჩანაფიქრი. თავის ანდერძში ალ-
ფრედ ბერნჰარდ ნობელი აცხადებს, რომ სურს ემსახუროს
იდეალიზმსა და ხალხთა შორის ძმობის დამკვიდრების საქმეს.
მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მიზანი, როდესაც ლიტერატუ-
რისა და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაწესებულ ჯილდოებ-
თან ერთად დააწესა „მშვიდობის პრემიაც“.
ეს დიდი ჩანაფიქრი იყო იმ გენიალური გამომგონებლისა,
რომელიც, როგორც ჩანს, არ იზიარებდა თავისი დროის ერთ
ძალზე გავრცელებულ ილუზიას. XIX საუკუნეში, რომელმაც
ტექნიკურ გამოგონებათა სფეროში არნახული აღმავლობა
მოიტანა, ძალზე ხშირად გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ამ გა-
მოგონებებს, მატერიალურ მიღწევათა უბრალო დაგროვების
გზით, უნდა აემაღლებინა კაცობრიობის ზნეობრივი დონეც. მაგ-
რამ ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საზოგა-
დოების ტექნიკური პროგრესი ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს ამ
საზოგადოების წევრთა ზნეობრივ სრულყოფილებას, ხოლო იმ
მატერიალურ რესურსთა გამრავლებას, რომელსაც ფლობს კა-
ცობრიობა, თან სდევს დიდი საფრთხეებიც, თუკი ამ პროცესს არ
ახლავს შესაბამისი სულიერი ძალისხმევანი. ჩვენ მიერ შექმნი-
ლი მექანიზმები ხელოვნური ორგანოებია, რომელიც ბუნებრივ
ორგანოებს ერწყმის, მათ გაგრძელებას ქმნის და, ამგვარად,

77
ადამიანის, კაცობრიობის სხეულს აფართოებს. იმისათვის, რა-
თა მთლიანად ამოივსოს სხეული და მოხდეს მისი მოძრაობების
მართვა, აუცილებელია, რომ, თავის მხრივ სულიც გაფართოვ-
დეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონასწორობა დაირღვევა და
ჩვენ სერიოზულ პრობლემებს შევეჯახებით როგორც სო-
ციალურს, ასევე პოლიტიკურს, ეს პრობლემები კი სხვა არაფე-
რია, თუ არა ანარეკლი იმ დისპროპორციისა, რომელიც არსე-
ბობს ადამიანის სულსა – რომელიც ისეთივე დარჩა, როგორიც
იყო – და კოლოსალურად გაზრდილ სხეულს შორის. აი, ყველა-
ზე განსაცვიფრებელი მაგალითიც: თითქოს ისე ჩანდა, რომ ორ-
თქლისა და ელექტრობის გამოყენებას, მანძილის შემცირებას-
თან ერთად, თავისთავად მოჰყვებოდა ხალხთა ზნეობრივი და-
ახლოება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა და რომ ანტაგო-
ნიზმი არათუ არ გამქრალა, არამედ შეიძლება უფრო გაღრმავ-
დეს კიდეც, თუკი არ იქნა სულიერი პროგრესი და მგზნებარე
სწრაფვა ძმობისკენ. სულთა დაახლოებას ხელს უწყობს საზოგა-
დოებრივი ინსტიტუტები, რომელნიც თავიანთი არსით ინტერნა-
ციონალურია და რომელთაც იდეალისტური სულისკვეთება
აერთიანებს. სწორედ ასეთად მესახება ნობელის ფონდი.
გასაკვირი არაა, რომ ალფრედ ნობელის ჩანაფიქრი დაიბა-
და და განხორციელდა ისეთი მაღალი ინტელექტუალური კულ-
ტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, იმ ხალხის წიაღ-
ში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზნეობ-
რივ საკითხებს, რომელიც მიხვდა, რომ მათ გადაწყვეტაზეა და-
მოკიდებული ყველა სხვა პრობლემის გადაჭრა, ხალხისა, რო-
მელმაც – თუნდაც ერთი მკაფიო მაგალითით რომ ცხადვყოთ –
პირველმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პრობლემები მეტ-
წილად აღზრდის პრობლემებიდან იღებს სათავეს.

78
ამგვარად, ნობელის ფონდის მნიშვნელობა მით უფრო გრან-
დიოზულ მასშტაბს იძენს, რაც უფრო ღრმა აზრს დავინახავთ მის
ამოცანებში და ამიტომ პატივი, რომელიც წილად მხვდა ნობე-
ლის პრემიის სახით, მით უფრო ღირებული და წონადია. ამ პრე-
მიის მნიშვნელობას მე მთელი სიგრძე-სიგანით ვაცნობიერებ.
აი, ეს გახლდათ, რაც მსურდა მემცნო ფრიად პატივცემული
აუდიტორიისათვის, ახლა კი ნება მიბოძეთ იმით დავამთავრო,
რითიც დავიწყე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი თქვენდამი
ღრმა მადლიერება.

79
სიგრიდ უნდსეტი

ნორვეგიული სახლები შვედურს ჰგავს

1928
წინა გამომსვლელმა ორატორებმა უკეთესად შეძლეს გამო-
ხატვა, ვიდრე მე შევძლებ გამოვხატო მადლიერება ჩვენთვის
მონიჭებული პრემიის გამო. მთლიანად ვიზიარებ მათ სიტყვებს.
საერთოდ, მე უკეთესად ვწერ, ვიდრე ვსაუბრობ. განსაკუთრე-
ბით მიჭირს ლაპარაკი საკუთარ თავზე. ნება მომეცით ამის მა-
გივრად მისასალმებელი სიტყვით მივმართო შვედეთს.
სტოკჰოლმში ჩემი გამომგზავრების წინ ზეიმი გაიმართა,
ვფიქრობ, არა ჩემს პატივსაცემად, უფრო ჩემი გამგზავრების
აღსანიშნავად, – და ყველამ, მათ შორის ჩემმა ახლო მეგობარ-
მა, ნორვეგიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, მთხოვა მივ-
სალმებოდი შვედეთს. სკანდინავიის ნახევარკუნძულის გაერ-
თიანება ქმნის მსოფლიოს განსაკუთრებულ ნაწილს. ჩვენი
ტყეები და მთები ერთმანეთს ერწყმიან. ჩვენს მდინარეებს თავი-
ანთი წყლები ჩააქვთ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ნორვეგიული
სახლები შვედურს ჰგავს. მადლობა ღმერთს, ჩვენ მუდამ ამ პა-
ტარა სახლებში ვცხოვრობდით, რომლებიც მარტოსულად არი-
ან მიმოფანტულნი ჩვენი ქვეყნების მიწებზე. თანამედროვე ტექ-
ნიკას ჯერ არ დაუმჩნევია თავისი კვალი ჩრდილოეთის ხალხე-
ბისთვის.
თუმცა, ვუბრუნდები მთავარს, რისთვისაც სიტყვა ავიღე: მე
მივესალმები შვედეთს, – ქვეყანას, რომელსაც მუდამ სიხარუ-

80
ლით ვიხსენებთ და სტოკჰოლმს, – ქალაქს, რომელსაც ჩვენ,
ნორვეგიელები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქად მივიჩ-
ნევთ.

81
თომას მანი

HÖgtidsdag

1929
ჩემთვისაც რომ დადგა ნანატრი წუთი, – მადლიერების წუთი,
ეს ისედაც ნათელია. და ახლა, როდესაც იგი მოვიდა, როდესაც
ეს გადამწყვეტი წამი დამიდგა, იმის საშიშროება ვიგრძენი, რომ
სიტყვა უძლურია გრძნობის წინაშე, როგორც ეს ჩვეულებრივ
ემართება ხოლმე იმას, ვისაც დაბადებიდანვე არ დაჰკვებებია
მჭევრმეტყველების უნარი. მწერლებს მე საზოგადოდ დაბადე-
ბითვე ორატორობის უნარმოკლებულ ადამიანებად ვთვლი: არ-
სებობს ღრმა განსხვავება, უფრო მეტი, წინააღმდეგობაც კი შექ-
მნისა და ზემოქმედების ორატორულ და მწერლურ ხერხს შორის
და, თუ გნებავთ, დამჯდარ მწერალს გულსაც კი უმღვრევს იმ-
პროვიზატორული საწყისი, ყოველგვარი ენამჭევრობის, ლიტე-
რატურასთან ამგვარად მიახლოების წესი. ეს ხომ მხატვრული
ხარვეზის პრინციპია, რომელიც მნიშვნელოვანწილად, უფრო
მეტიც, არსებითად იმედს ამყარებს დამატებითი პიროვნული ზე-
მოქმედების მოხდენაზე. ჩემს შემთხვევაში ამას უნდა დაემატოს
მომენტის უხერხულობაც, რაც ჩემს ტლანქ მჭევრობას წარმატე-
ბის იმედს ნაკლებად უტოვებს – ეს გახლავთ იმგვარი ვითარება
– ამაღელვებელი, თავგზის დამბნეველი და სასიამოვნოდ ამა-
ფორიაქებელი სადღესასწაულო ვითარება – რომელშიც ჩამაყე-
ნეთ თქვენ, პატივცემულო ბატონებო, შვეციის აკადემიიდან.
რაც მართალია, მართალია! ვერც კი წარმომედგინა, ესოდენ მე-

82
ხისებრი ძალა და ზეგავლენა თუ ექნებოდა იმ განმადიდებელ
ზეიმს, რომელსაც თქვენ ფლობთ და რომელიც უნდა მართოთ.
ეპიკური ბუნების კაცი გახლავართ და არა დრამატულისა. ჩემს
სურვილებსა და მიდრეკილებებს, არსებითად, აი, რა შეესატყვი-
სება – წყნარად ვართავდე ჩემს ძაფს და ცხოვრებასა და ხე-
ლოვნებაში ზომიერებას ვინარჩუნებდე. ამიტომაც გასაოცარი
სულაც არ არის: ამგვარი დრამატული ფურორი, რომელიც ჩემე-
ულ განზომილებაში ჩრიდლოეთიდან შემოიჭრა, ჩვეულებრივზე
მეტად რომ ზღუდავს ჩემს ორატორულობას. მას შემდეგ, რაც
შვეციის აკადემიის წიაღში მიღებული გადაწყვეტილება მთელ
მსოფლიოს ემცნო, მე ვიმყოფები განუწყვეტელ საზეიმო ფაცი-
ფუცში, მომხიბვლელ ორომტრიალში, რომლის ფსიქოლოგი-
ურსა და გონებრივ შედეგებს უკეთ განვსაზღვრავ, თუ შეგახსე-
ნებთ გოეთეს ერთ საოცრად ნატიფ სატრფიალო ლექსს. იგი მი-
მართულია თვით კუპიდონისადმი. მხედველობაში მაქვს სტრი-
ქონი – „ჭურჭელი მიგიწევ-მოგიწევია, ყველაფერი გადაგიადგი-
ლებია“ (პწკარედული თარგმანი, – რედ.). ზუსტად ასე, ნობე-
ლის პრემიამ მთელი ჩემი ეპიკური ჯამ-ჭურჭელი და დგამი დაძ-
რა და გადაადგილა. ვიმედოვნებ, არ დავამდაბლებ იმ მაღალ
პატივს, რაც დამდეს, თუკი მის ზემოქმედებას შევადარებ მოწეს-
რიგებულსა და გამოზომილ ყოფა-ცხოვრებაზე ვნებიანი სიყვა-
რულის ზემოქმედებას.
და მაინც, რარიგ უჭირს ხელოვანს თვალდაუხამხამებლად
გაუძლოს ამგვარ აღიარებასა და პატივისცემას, რაიც ამჟამად
თავზე მათოვს. განაღა არსებობს იმგვარი ზნეკეთილი, თვით-
კრიტიკულად განწყობილი არტისტიზმი, რომელსაც ამ დროს
სუფთა სინდისი ექნება? აქ შემწეობა მხოლოდ ზეპიროვნულ, ზე-
ინდივიდუალურ თვალსაზრისს ძალუძს. ინდივიდუალურზე

83
უარის თქმა მუდამ სასარგებლოა, განსაკუთრებით ამგვარ შემ-
თხვევაში. გოეთეს აქვს ამაყი სიტყვები: „მხოლოდ ის არის თავ-
მდაბალი, ვინც არარაობაა“ (პწკარედული თარგმანი, – რედ.).
ეს გახლავთ ძალიან დიდი ბატონის სიტყვები. ამ სიტყვებით მას
ეწადა, ვიღაცის პირმოთნეობისა და ფარისევლობისაგან თავი
დაეცვა. ოღონდაც, ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბა-
ტონებო, ეს სიტყვები უთუმცაო სამართლიანობას როდი
შეიცავს. თავმდაბლობას გონებასთანაც აქვს ერთგვარი დამო-
კიდებულება. მე ასე ვფიქრობ: ნამდვილი ყეყეჩია ის, ვინც იმ-
გვარ აღიარებას, რაც მე მხვდა წილად, თვითგანდიდებისა და
ყოყოჩობის წყაროდ გაიხდის. სრულიად მსოფლიო ჯილდო,
მეტ-ნაკლებად შემთხვევით დაკავშირებული ჩემს სახელთან,
უმჯობესია, ფერხთით დავუდო ჩემს ქვეყანასა და ხალხს, იმ ქვე-
ყანას, რომელთანაც ჩემი გონება-განწყობილების მქონე კაცი
უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად დღეს გრძნობს თავს, ვიდრე
მაშინ გრძნობდა, როდესაც იგი იარაღს აჟღარუნებდა. მაშასა-
დამე, არა მე, არამედ გერმანულ სულს, განსაკუთრებით კი გერ-
მანულ პროზას, მიენიჭა წლევანდელი სტოკჰოლმის მსოფლიო
პრემია და ეს განმეორდა მრავალი წლის შემდეგ. და თქვენ,
ალბათ, ძნელად წარმოიდგენთ ამ დაჭრილი და ხშირად გარე-
შეთაგან გაუგებარი ხალხის თანალმობრივ გულისხმიერებას
მის მიმართ მსოფლიოსაგან გამომჟღავნებული სიმპათიის ამ-
გვარი ნიშნებისადმი.
მაქვს თუ არა უფლება განვმარტო ამ სიმპათიის აზრი რამდე-
ნადმე დაწვრილებით? ყველაფერი, რაც გერმანიაში უკანას-
კნელ თხუთმეტ წელიწადში სულიერ და მხატვრულ სფეროში შე-
იქმნა, იქმნებოდა არაკეთილსასურველ ფსიქოლოგიურსა და
მატერიალურ პირობებში; არც ერთი ნაწარმოები არ მომწიფე-

84
ბულა და არ დასრულებულა უსაფრთხოებასა და სამშვიდეში,
არა, ხელოვნებისა და სულიერი ცხოვრების პირობები – ეს გახ-
ლდათ მწვავე საერთო პრობლემების, გაჭირვების, ფორიაქისა
და ტანჯვის პირობები, თითქმის აღმოსავლური, თითქმის რუსუ-
ლი მტანჯველი ალიაქოთის ვითარება, რომელშიც გერმანულმა
სულმა შეინარჩუნა დასავლური, ევროპული პრინციპი, ფორმის
ღირსება. ფორმა ხომ, – და განა ეს ასე არ არის? – ევროპული
ღირსების საქმეა!.. კათოლიკე არა ვარ, – დიდად პატივცემულო
ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ტრადიცია ისევე, როგორც,
ალბათ, ყველა აქ დამსწრისა, – ეს გახლავთ ღვთის პროტესტან-
ტული უშუალობა. ოღონდაც მყავს და მიყვარს ერთი წმინდანი.
დაგისახელებთ მის სახელს – ეს არის წმინდა სევასტიანე. გაიხ-
სენეთ ბოძთან მდგარი ჭაბუკი, რომელიც, ყოველი მხრიდან ის-
რებითა და შუბებით დაჩხვერილი, მიუხედავად ტანჯვა-წამებისა,
მაინც იღიმის. ტანჯვა-წამებაში მიმზიდველობის შენარჩუნება –
აი, გმირობა, რისი სიმბოლოც გახლავთ წმინდა სევასტიანე. ეს
ხატოვანი შედარება, შესაძლოა, ერთობ თამამიც კი იყოს, მაგ-
რამ ძლიერ მინდა ამგვარი გმირობა მივაწერო გერმანულ
სულს, გერმანულ ხელოვნებას და ვიფიქრო, რომ ამ მაღალ გმი-
რობას სათანადო პატივს მიაგებს გერმანიის სულიერი მიღწევე-
ბის მსოფლიო აღიარება.
თავისი ლიტერატურით გერმანიამ შეძლო მიმზიდველობის
შენარჩუნება. იგი გაუფრთხილდა პოლიტიკურ ღირსებას, რო-
დესაც ტკივილების ანარქიაში კი არ დაიშალა, არამედ შეინარ-
ჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობა; მან შემოინახა სულიერი
ღირსება, როცა შეძლო ტანჯვის აღმოსავლური და ფორმის და-
სავლური პრინციპების შეერთება, როდესაც შეძლო ტანჯვა--
წამების უღელში შებმულს შეექმნა მშვენიერი.

85
დასასრულს, ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ მოვიხსენიო სა-
კუთარი თავი. ჩემს პირველსავე მოსაუბრეებს, რომლებმაც ნო-
ბელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ
მინახულეს, ვეუბნებოდი, თუ რაოდენ გამახარა და ამაღელვა
იმან, რომ ჯილდო ჩემთან მოვიდა, სახელდობრ, ჩრდილოეთი-
დან, სკანდინავიური სფეროდან, რომელთანაც მე, როგორც
ლიუბეკის პირმშოს, სიყრმიდანვე მაკავშირებს ცხოვრების
ყაიდის დიდზე დიდი მსგავსება, ხოლო როგორც მწერალს, –
აღტაცებული ლიტერატურული სიყვარული ჩრდილოური სული-
სა და კოლორიტისადმი. ახალგაზრდობაში დავწერე მოთხრო-
ბა, რომელიც ჯერჯერობით ისევ უყვართ ყმაწვილკაცებს – ეს
გახლავთ „ტონიო კრიოგერი“. მასში საუბარია სამხრეთსა და
ჩრდილოეთზე და მათს შეჯუფთებაზე ერთ პიროვნებაში – რასაც
შედეგად მოსდევს კონფლიქტები და ნაყოფიერი აღრევა. ამ
მოთხრობაში სამხრეთი გახლავთ მთელი სულიერ-გრძნობადი
ავანტიურულობის, მხატვრულობის მთელი ცივი ვნებიანობის
სიმბოლო; ჩრდილოეთი, პირიქით, – ყოველგვარი გულითადო-
ბის, ყოველგვარი ბიურგერული მამულის, ყოველგვარი ღრმად
ფესვებგადგმული გრძნობების, ყოველნაირი იდუმალი ადა-
მიანურობის სიმბოლო. და აი, იგი, ეს ჩრდილოეთი, მთლიანად
მომიცავს და თან გულში მიკრავს როგორც სიხარულით ანთე-
ბული დღესასწაული, ეს გულის საოცნებო მხარე, ეს ტკბილ-
მშობლიური ჩრდილოეთი! დიახ, ეს გახლავთ შესანიშნავი,
ღირსახსოვარი დღე ჩემს ცხოვრებაში, ცხოვრების ნამდვილი
ზეიმი, „högtidsdag“, როგორც ხატოვნად აღნიშნავს ხოლმე შვე-
დური ენა დღესასწაულს საერთოდ. ნება მიბოძეთ, შვედური ენი-
საგან უგერგილოდ ნასესხებ ამ სიტყვას თან თხოვნაც მოვაყო-
ლო, რომლის დროც უკვე დადგა. მოდით, პატივცემულო ქალბა-

86
ტონებო და ბატონებო, ერთობლივი მადლიერების გრძნობით
მივულოცოთ ღვთივკურთხეულსა და საყოველთაოდ მნიშვნე-
ლოვან ფონდს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ამ შესანიშნავ
საღამოს. კეთილი შვედური ჩვეულებისამებრ ნობელის ფონდს
ოთხჯერ შევსძახოთ „ვაშა!“

87
სინკლერ ლუისი

ამერიკელთა შიში ლიტერატურის წინაშე

1930
შვედეთის აკადემიის პატივცემულო წევრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!
ლიტერატურაში ნობელის პრემიის მონიჭება ჩემთვის დიდი
პატივია და, თუ შევეცდებოდი, გამომეხატა ის გრძნობები, რა-
საც ამჟამად განვიცდი, მაშინ, შესაძლოა, გჩვენებოდით სიტ-
ყვამრავალ და არაგულწრფელ პიროვნებად. ამიტომაც დავკმა-
ყოფილდები უბრალო „მადლობის“ თქმით. სამაგიეროდ, ჩემი
წადილია აქ, თქვენ წინაშე, განვსაჯო თანამედროვე ამერიკული
ლიტერატურის ზოგიერთი ტენდენცია, ზოგი მისთვის სახიფათო
ასპექტი და, ამასთანავე, არ მივჩქმალო სასიხარულო პერსპექ-
ტივები. ეს კითხვები რომ აბსოლუტური, ყოველმხრივ შეუზღუ-
დავი გულახდილობით განვსაჯო, შესაძლოა, რამდენადმე
სწორხაზოვნად ვისაუბრო, მაგრამ ვილაპარაკო თქვენ წინაშე
სრული გულახდილობის გამოუმჟღავნებლად, ჩემი ფიქრით,
მოასწავებს თქვენს შეურაცხყოფას. ამიტომაც მომიწევს ერ-
თგვარი უპატივცემულობითაც მოვიხსენიო ჩემი სათაყვანო სამ-
შობლოს ცნობილი ინსტიტუტები და საზოგადო მოღვაწენი.
ოღონდაც გთხოვთ მერწმუნოთ, რომ, ამასთანავე, სრულიადაც
არ მამოძრავებს სააუგო მოტივები.
ბედი საკმაოდ მანებივრებდა. არ გამომიცდია არსებობისათ-
ვის ბრძოლის სიმძიმე, არცთუ რაიმე დიდი უბედურება მწვევია;

88
ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ კეთილ ადამიანს შევხვედრივარ. ეს
კი იყო: დროდადრო მე ან ჩემი წიგნები საკმაოდ სასტიკ და გა-
აფთრებულ თავდასხმებს განვიცდიდით, მაგალითად, ერთმა კე-
თილი განზრახვით აღტყინებულმა კალიფორნიელმა პასტორმა,
„ელმერ გენტრი“ რომ წაიკითხა, მოიწადინა შეეკრიბა ბრბო და
ჩემი ლინჩის წესით გასამართლება მოეწყო, ხოლო მეორე
ღვთის მსახური, მენის შტატის წარმომადგენელი, დაინტერეს-
და, ხომ არ მოიძებნებოდა რაიმე ღირსეული და კანონიერი სა-
შუალება, რათა ციხეში ჩავესვი. მომხდარა სხვაგვარადაც – და
ეგ გახლავთ ზემოაღნიშნულ გააფთრებულ წყევლა-კრულვაზე
უარესი: რამდენიმე ჩემმა ძველმა ნაცნობმა ჟურნალისტმა,
რომლებსაც კლუბში ვხვდებოდი, დაიწყეს ჩემზე წერა, რომ ისი-
ნი, ასე ვთქვათ, პირადად მიცნობდნენ, და რომ მე დიდად ფლი-
დი და უნამუსო კაცი ვარ, ხოლო როგორც მწერალი – სრუ-
ლიადაც არაფერს წარმოვადგენ. და, თუ ზოგჯერ თავში მძიმე
ქვებს მიშენდნენ, ეს სრულიადაც არ მიკვირდა, ვინაიდან არც მე
მისვრია ცოტა კენჭი და ჩემი მხრივ დიდი გულუბრყვილობა იქ-
ნებოდა მეფიქრა, სამაგიერო ხურდას არ დამიბრუნებენ-მეთქი!
არა, პირადად საწყენი არაფერი მაქვს, ხოლო, რაც შეეხება
ამერიკულ ლიტერატურას მთლიანად, და მის მდგომარეობას
ქვეყანაში, სადაც ჰყვავის მრეწველობა, კაპიტალი და მეცნიერე-
ბა, სადაც ხელოვნების ყველა სახეობიდან მხოლოდ არქიტექ-
ტურა და კინო ითვლება აუცილებლად და ყურადღების ღირსად,
აი, აქ, ვიმეორებ, არსებობს უკმაყოფილების საფუძვლიანი მი-
ზეზები.
საილუსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო ინციდენტი, რომე-
ლიც ერთობლივად გვეხება შვედეთის აკადემიასა და მე და რო-
მელიც ამ რამდენიმე დღის წინათ მოხდა, სწორედ ნიუ--

89
იორკიდან შვეციაში ჩემი ზღვით გამომგზავრებისას. ცხოვრობს
ამერიკაში ერთი მეცნიერი და ზნეკეთილი მოხუცი ჯენტლმენი,
ძველი პასტორი, უნივერსიტეტის პროფესორი და დიპლომატი.
იგი ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევ-
რია; მრავალმა უნივერსიტეტმა ღირსყო ის საპატიო ხარისხების
მინიჭებით. როგორც მწერალი, იგი უპირატესად ცნობილია თა-
ვისი ნატიფი სტატიებით თევზჭერის სიამოვნებაზე. არა მგონია,
რომ ნამდვილმა მეთევზეებმა, რომელთა არსებობაც დამოკი-
დებულია ქაშაყისა და ვირთევზას ჭერასა და მაზანდაზე, თევზის
ჭერა გართობად ჩათვალონ, მაგრამ ზემოხსენებული სტატიები-
დან მე ჯერ კიდევ ჭაბუკობაში გავიგე, რომ ანკესით თევზაობაში,
თუკი ამას სჩადიხართ არა ცხოვრებისეული აუცილებლობის გა-
მო, არის რაღაც ერთობ მნიშვნელოვანი და ამაღლებული.
და აი, სწორედ ეს სწავლული კაცი იყო, რომ განაცხადა: რო-
დესაც ნობელის პრემიის მიმნიჭებელმა კომიტეტმა და შვედე-
თის აკადემიამ ნობელის პრემია მიანიჭეს ისეთ კაცს, ვინც დას-
ცინის და აბუჩად იგდებს ამერიკულ დაწესებულებებსა და მიზან-
დასახულობებს, ამით შეურაცხყოფა მიაყენესო ამერიკას. არ ვი-
ცი, როგორც ყოფილი დიპლომატი, იგი შეეცდება თუ არა ამ ვი-
თარებიდან გამოწუროს საერთაშორისო ინციდენტი და მოით-
ხოვს თუ არა, რომ ამერიკის მთავრობამ სტოკჰოლმში გააგზავ-
ნოს საზღვაო ქვეითი ჯარის რაზმები ამერიკული ლიტერატურის
უფლებათა დასაცავად. ვიმედოვნებ, ამას არ გააკეთებს.
საგულვებელი იყო, რომ ესოდენ განათლებული კაცი, რო-
მელმაც მოიპოვა ღვთისმეტყველებისა და ლიტერატურის დოქ-
ტორის ხარისხები და არ ვიცი, კიდევ რამდენი შესანიშნავი წო-
დება, სხვაგვარად მოეკიდებოდა ამ საკითხს. საგულვებელი
იყო, ამგვარად განსჯიდა: „თუმცაღა ამ მწერლის წიგნები პირა-

90
დად არ მომწონს, მიუხედავად ამისა, შვეციის აკადემიამ, მიანი-
ჭა რა მას პრემია, ამით, უწინარეს ყოვლისა, პატივი სცა ამერი-
კას, როდესაც აჩვენა, რომ ამერიკელებს უკვე თვლის არა ბალ-
ღურად ჩამორჩენილ ტომად, იმდენად უმწიფარ ხალხად, რომ
იგი ჯერ კიდევ უფრთხის კრიტიკას, არამედ დავაჟკაცებულ ნაცი-
ად, რომელსაც აქვს უნარი მშვიდად და სერიოზულად მოეკი-
დოს ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერ ანალიზს, რაც უნდა გეს-
ლიანი იყოს იგი“.
მსოფლიო სახლის მქონე სწავლულს შეეძლო მიენიშნებინა,
რომ სკანდინავიას, რომელიც დაჩვეულია სტრინდბერგს, იბსენ-
სა და პონტოპიდანს, ძნელად თუ გააოგნებს მწერალი, რომლის
ყველაზე ანარქისტული მტკიცება ის გახლავთ, რომ ამერიკას,
მთელი თავისი სიმდიდრისა და ძლიერების მიუხედავად, ჯერ კი-
დევ არ შეუქმნია საკმაოდ მაღალი ცივილიზაცია, რათა დააკმა-
ყოფილოს კაცობრიობის ყველაზე არსებითი მოთხოვნილებანი.
არა მგონია, რომ სტრინდბერგს ხშირად ემღერა
„ვარსკვლავიერ-ზოლიანი დროშა“ ანდა წამდაუწუმ გამოსული-
ყო სიტყვით როტარიულ კლუბებში, თუმცაღა შვეცია ამას რო-
გორღაც შეურიგდა.
ჩვენი სწავლული თევზმჭერის კრიტიკულ შენიშვნებს იმიტომ
კი არ დავუთმე ამდენი დრო, რომ ეს შენიშვნები თავისთავად
მნიშვნელოვანია, არამედ იმისათვის, რომ ისინი ერთობ სამაგა-
ლითოა. ამერიკელთა უმრავლესობა – არა მარტო მკითხველ-
ნი, არამედ თვით მწერლებიც კი – ჯერ კიდევ უფრთხის ლიტე-
რატურას, რომელიც გუნდრუკს არ უკმევს ყველაფერს ამერი-
კულს: როგორც ნაკლს, ისე ღირსებებს. ჩვენში რომ ნამდვილად
საყვარელი მწერალი იყო და არა ბესტსელერების უბრალო ავ-
ტორი, უნდა ამტკიცო, რომ ყველაფერი, რაც კი ამერიკულია,

91
გახლავთ მაღალი, ლამაზი, მდიდრული; რომ ამერიკელები პა-
ტიოსნებაზე ჭიპმოჭრილი ხალხია და გოლფის შესანიშნავი მო-
თამაშე; რომ ჩვენი ქალაქების მცხოვრებნი მხოლოდ იმით არი-
ან დაკავებული, რომ ერთმანეთს სიკეთეს უკეთებენ; რომ, თუმ-
ცაღა ამერიკელი გოგონები თავქარიანები და დამთხვეულები
არიან, მათგან ყოველთვის გამოდიან იდეალური მეუღლენი და
დედები, და რომ გეოგრაფიული ამერიკა შედგება ნიუ--
იორკისაგან, მთლიანად მილიონერებით რომ არის დასახლებუ-
ლი, დასავლეთისაგან, რომელიც განუხრელად ინახავს 1870--
იანი წლების მღელვარე, გმირულ სულს, და სამხრეთისაგან, სა-
დაც ყველა ცხოვრობს პლანტაციებში, მუდამ რომ მთვარის
ციალით არის გადანათებული და მაგნოლიის არომატით გაჟ-
ღენთილი.
ჩვენი ისეთი მწერლები, როგორც შვეციაში კარგად ცნობილი
დრაიზერი და უილა კესერი, დღესაც თითქმის ისევ ისე ნაკლებ
პოპულარული და მცირე ზეგავლენის მქონენი არიან, როგორც
ამ ოცი წლის წინათ. საპატიო აკადემიკოს-მეთევზის ზემომოყვა-
ნილი გულახდილი საუბრიდან გამოსჭვივის: ჩვენში უდიდესი
პატივისცემით ძველებურად სარგებლობენ ის მწერლები, რომ-
ლებიც იმ პოპულარულ ჟურნალებში იღვწიან, რომლებიც ერ-
თხმად და დამაჯერებლად ამტკიცებენ, თითქოსდა ამჟამინდელი
ამერიკა, რომლის მოსახლეობამაც 120 მილიონ კაცს მიაღწია,
ისევ ისე მარტივ, უბრალო და ბუკოლიკურ ქვეყნად დარჩა, რო-
გორიც იმ დროს იყო, როდესაც აქ ცხოვრობდა მხოლოდ 40 მი-
ლიონი ადამიანი; რომ ქარხანაში, სადაც 10 ათასი კაცი მუშა-
ობს, ურთიერთობანი მუშებსა და მეპატრონეს შორის ჯერ კიდევ
ისევ ისე კეთილმეზობლური და პატრიარქალურია, როგორც
ფაბრიკაში 1840 წელს, სადაც ხუთიოდე მუშა საქმიანობდა; რომ

92
მამასა და შვილებს, ცოლსა და ქმარს შორის, რომლებიც ოცდა-
ათსართულიანი სასახლეების აპარტამენტებში ცხოვრობენ, სა-
დარბაზოსთან სამი საოჯახო ავტომობილი უყენიათ, წიგნის თა-
როზე ხუთიოდე წიგნი ულაგიათ და მომდევნო კვირაში უცილო-
ბელი გაყრა ელით, ურთიერთდამოკიდებულება სრულებით იმ-
გვარივეა, როგორც ოჯახში, რომელიც ბინადრობდა, მაგალი-
თად, 1880 წელს ხუთოთახიან ვარდ-ყვავილებით მორთულ კო-
ტეჯში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს მწერლები ამტკიცებენ, თითქოს-
და ამერიკა სასოფლო-სამეურნეო კოლონიიდან ისე გადაიქცა
მსოფლიო ზესახელმწიფოდ, რომ მთლიანად შეინარჩუნა და შე-
მოინახაო ძია სემის პატრიარქალურ-პურიტანული უბრალოება.
არა, პირადად დიდად მადლობელი ვარ თავზმჭერი აკადემი-
კოსისა იმის გამო, რომ აუგად მომიხსენია... ამით მან ხელ-ფეხი
გამიხსნა და უფლება მომანიჭა მეც იმგვარივე გულახდილობით
ვილაპარაკო აკადემიაზე, რა გულახდილობითაც იგი ჩემზე სა-
უბრობდა, ხოლო თანამედროვე ამერიკის ინტელექტუალური
ცხოვრების ნებისმიერმა პატიოსნურმა გამოკვლევამ ყურადღე-
ბა უნდა დაუთმოს ამ უცნაურ დაწესებულებას.
თუმცაღა მანამ, სანამ აკადემიას შევეხებოდე, ნება მიბოძეთ,
თქვენი ყურადღება მივაპყრო ფანტაზიას, რომელიც გონებაში
დამებადა ატლანტიკის ოკეანის ქარიშხლიან ტალღებზე რამდე-
ნიმედღიანი მოგზაურობის დროს იძულებითი უსაქმობისას.
თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე იცით, რომ ჩემთვის ნობელის პრემი-
ის მონიჭებას ამერიკაში უენთუზიაზმოდ შეხვდნენ. მსგავსი სი-
ტუაცია, უეჭველია, გეცნობათ. მგონია, რომ მაშინაც კი, როდე-
საც პრემია მიანიჭეთ თომას მანს, ვისი „ჯადოსნური მთა“ მთე-
ლი ევროპის სულიერი ცხოვრების კვინტესენციად მეჩვენება,
მაშინაც კი, როდესაც პრემია არგუნეთ კიპლინგს, ვინც იმოდენა

93
საზოგადოებრივი როლი შეასრულა, რომ მას უწოდებენ ბრიტა-
ნეთის იმპერიის შემქმნელს, მაშინაც კი, როდესაც პრემია
მიანიჭეთ ბერნარდ შოუს, – ამ მწერლების თანამემამულეთა
შორის „აღჩნდნენ“ თქვენი არჩევანით უკმაყოფილო ადამიანე-
ბი.
შევეცდები წარმოგისახოთ, რას იტყოდნენ მავანნი, თქვენი
არჩევანი რომ ჩემ მაგიერ სხვა ამერიკელ მწერალზე შეჩერებუ-
ლიყო, ვთქვათ, თეოდორ დრაიზერზე. თავისი ეული გზით მა-
ვალმა დრაიზერმა, რომელსაც, როგორც წესი, ვერ უგებენ და
ხშირად კიდეც სძულთ, ჩემთვის და სხვა ამერიკელი მწერლები-
სათვის ყველაზე მეტი გააკეთა, გაათავისუფლა რა ამერიკული
ლიტერატურა ვიქტორიანული ჰოუელსიანური გაუბედაობისა
და პრეტენზიულობისაგან და დააყენა იგი ცხოვრების პატიოსა-
ნი, გაბედული, ვნებიანი გამოსახვის გზაზე. მეეჭვება, პირვე-
ლაღმომჩენი დრაიზერის ხელოვნებასთან უზიარებლად რომე-
ლიმე ჩვენგანს ყოფნოდა ძალა და გამბედაობა, აესახა ცხოვრე-
ბა ისეთი, როგორიც იგი არის – მთელი მისი სილამაზითა და სა-
შინელებით. ეს მხოლოდ იმას ძალედვა გაეკეთებინა, ვისაც სა-
ტუსაღოს კედლების ხეხვა ესურვილებოდა.
ჩემმა დიდმა კოლეგამ შერვუდ ანდერსონმა დრაიზერი ჩვენს
წამყვან მწერლად აღიარა. მე მას სიხარულით ვეთანხმები. „და
კერი“ – ეს შესანიშნავი პირველი რომანი დრაიზერისა, რომე-
ლიც ავტორმა გაბედა და ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინათ გა-
მოაქვეყნა, ისე შემოიჭრა მეშჩანური ამერიკის დამყაყებულ ატ-
მოსფეროში, როგორც თავისუფალი დასავლეთის ქარი, და
მარკ ტვენისა და უიტმენის დროიდან მოყოლებული პირველად
ჩვენს მყუდრო შინაურ სამყაროში შემოიტანა მაცოცხლებელი
ჰაერის ახალი ნაკადი.

94
თქვენ რომ მისტერ დრაიზერისათვის პრემია მიგენიჭებინათ,
ამერიკაში გამოჩნდებოდნენ მოწუწუნენი; თქვენ გაგაგონებ-
დნენ, რომ მისი სტილი – დანამდვილებით ვერ მოგახსენებთ,
თუ რა საიდუმლო კატეგორია გახლავთ ეგ „სტილი“, ოღონდ მის
შესახებ ისე ხშირად საუბრობენ მეორეხარისხოვანი კრიტიკო-
სები თავიანთ თხზულებებში, რომ, როგორცა ჩანს, იგი მარ-
თლაც არსებობს, – დიახ, სტილი დრაიზერისა მძიმეა, რომ მწე-
რალს არ გააჩნია სიტყვის გრძნობა და მისი რომანები მეტისმე-
ტად გაჭიანურებულია. და ესეც უდავოა: პატივცემული სწავლუ-
ლი კაცები აღშფოთებით განაცხადებდნენ, რომ მისტერ
დრაიზერის მიერ გამოსახული მამაკაცები და ქალები ხშირად
უბედური, იმედგადაწურული ცოდვილები არიან და არა სიცოც-
ხლის გახელებული ტრფიალნი, მხიარული და სიკეთით აღსავსე
ალალ-მართალი ადამიანები, როგორც ეს ეკადრებათ ნამდვილ
ამერიკელებს, ხოლო, თუკი თქვენი არჩევანი შეჩერდებოდა
მისტერ იუჯინ ო’ნილზე, ვისი დამსახურებაც ამერიკული თეატ-
რის წინაშე იმით გამოიხატება, რომ რაღაც ათი-თორმეტი წლის
განმავლობაში სრულიად გარდაქმნა ჩვენი დრამა, დრამა, რო-
მელიც წარმოადგენდა აკურატულ, ცრუპენტელა კომედიას და
ამ გარდაქმნის გზით აღმოგვაჩენინა შესანიშნავი, საშიში და
ვეებერთელა სამყარო, – შეგახსენებდნენ, რომ ამ შემოქმედს
უფრო დიდი დანაშაული ედება კისრად, ვიდრე უბრალო დაცინ-
ვა და გაჭორვაა ჩვენი ცხოვრების მანკიერი მხარეებისა; რომ
ყოფიერება მას წარმოუდგენია არა როგორც მეცნიერის კაბი-
ნეტში თაროებისდა მიხედვით დაწყობილ-დალაგებულად, არა-
მედ როგორც რაღაც გრანდიოზული, და ხშირად საშინელიც, ქა-
რიშხალს, მიწისძვრას ანდა ყოვლისშთანმთქმელ ხანძარს რომ
ემსგავსება.

95
თუკი პრემიას მისტერ ჯეიმს ბრენჩ კებელს არგუნებდით, მი-
გითითებდნენ, რომ იგი პირდაპირ ფანტასტიკური ბოროტგან-
მზრახველია. აგრეთვე უსათუოდ გეტყოდნენ, რომ უილა კესერ-
მა, მიუხედავად გლეხ ნებრასკის ცხოვრების შესახებ შექმნილი
ნაწარმოებების პატრიარქალური ღირსებებისა, რომან „დაღუ-
პულ დედაკაცში“ იმდენად უღალატა პატენტიან ამერიკელ კეთი-
ლისმყოფლებს, რომ გამოსახა დაცემული ქალი, ქალი, რომე-
ლიც რაღაც მანქანებით თვით კეთილისმყოფელ პირებსაც თავს
მომხიბვლელად აჩვენებს და ამიტომაც ამ ამბავს არავითარი
ზნეობრივი გამართლება არ გააჩნია; გეტყვიან, რომ მისტერ
ჰენრი მენკენი მეტისმეტად გესლიანია: რომ მისტერი შერვუდ
ანდერსონი მეტისმეტ ბოროტებას სჩადის, როცა თავს იტყუებს
და თვლის, რომ სქესობრივი ცხოვრება ისევე მნიშვნელოვანი
ფაქტორია, როგორც ანკესით თევზაობა; რომ მისტერი ეპტონ
სინკლერი, რაკიღა სოციალისტი ბრძანდება, ცოდვას სჩადის,
როდესაც ამერიკულ კაპიტალისტურ სისტემას უარყოფს; რომ
მისტერ ჯოზეფ ხერნეს ჰაიმერი არ არის ნამდვილი ამერიკელი,
რამეთუ ფიქრობს: კარგი მანერები და გარეგნული პეწიანობა
გვეხმარება გადავიტანოთ ყოველდღიური არსებობის სიმძი-
მეები; რომ მისტერ ერნესტ ჰემინგუეი არა მარტო ახალგაზ-
რდაა, არამედ, რაც კიდევ უფრო უარესია, ისეთ გამოთქმებს
იყენებს, რომელიც ჯენტლმენმა არც კი უნდა იცოდეს; რომ იგი
თვლის, თითქოსდა ლოთობა ბედნიერებისაკენ მიმავალი გზაა
და ამტკიცებს, რომ სიყვარული ჯარისკაცისათვის უფრო მნიშ-
ვნელოვანია, ვიდრე ბრძოლის ველზე მტრის მედგარი ხოცვა--
ჟლეტა.
დიახ, ჩემი კოლეგები ერთობ არასაამური ხალხია! და, ნე-
ბისმიერი უჟმური მათგანისათვის რომ მიგეცათ პრემია, თქვენ

96
ისევე საძაგლად მოიქცეოდით, როგორც მაშინ, როდესაც ეს
პრემია მე მარგუნეთ. მე კი, როგორც პატრიოტი და ჭეშმარიტი
ამერიკელი, – ოღონდ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, 1930--
იანი და არა 1880-იანი წლების ყაიდის პატრიოტი, – ბედნიერი
ვარ, რომ ისინი ჩემი თანამემამულენი არიან, და მე ძალმიძს მა-
თი სახელები ამაყად მოვიხსენიო თვით ევროპაშიც თომას მანი-
სა, ჰერბერტ უელსისა, გოლზუორთისა, კნუტ ჰამსუნისა, არ-
ნოლდ ბენეტისა, ფოიხტვანგერისა, სელმ ლაგერლოფისა, სიგ-
რიდ უნსეტისა, ვერნერ ფონ ხაიდენსტამისა, დანუნციოს და რო-
მენ როლანის სახელების გვერდით.
ასეთია ჩემი ხვედრი – ამ სტატიაში ხშირად გადავდიოდე ოპ-
ტიმიზმიდან პესიმიზმზე და პირუკუ, მაგრამ ასე მოიქცევა ყვე-
ლა, ვინც წერს ანდა მსჯელობს ამერიკაზე – თანამედროვე
მსოფლიოს ყველაზე წინააღმდეგობრივ, ყველაზე წარმოუდგე-
ნელ და ყველაზე მღელვარე ქვეყანაზე.
ამრიგად, დაუფარავი სიამაყით რომ ჩამოვთვალე იმათი სა-
ხელები, ვისაც მე თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის შე-
სანიშნავ მოღვაწეებად ვრაცხ, და გამოვტოვე ათობით სხვა სა-
ხელი, რომელთა ხსენებითაც თავს დიახაც მოვიწონებდი, საამი-
სო დრო რომ მქონოდა, ხელმეორედ უნდა მივუბრუნდე ჩემს
თავდაპირველ მტკიცებას, რომ თანამედროვე ამერიკულ ლიტე-
რატურასა და ხელოვნების დანარჩენ დარგებში, არქიტექტურა-
სა და კინოს გარდა, ჩვენ დიახ, დიახ, ჩვენ ესოდენ ნაყოფიერი
კომერციული და სამეცნიერო სფეროს საფუძვლების შემქმნე-
ლებს, არა გვაქვს არავითარი შემოქმედებითი საფუძვლები,
ჯანსაღი კავშირები, ზნეობრივ იდეალად დასახული გმირები,
რომლებსაც, სასურველია, მივბაძოთ; ბოროტმოქმედნი, რო-
მელთა დაკრულვაც საჭიროა; არა გვაქვს დასახული გზები,

97
რომლებითაც საჭიროა ვიაროთ, და არც სახიფათო გზაწვრილე-
ბია მონიშნული, რომლებზე სიარულსაც უნდა ვერიდოთ.
ამერიკელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სკულპტორი ან-
და მხატვარი განწირულია მარტოობისათვის, ეულად მუშაობი-
სათვის; მას არ გააჩნია არავითარი კრიტერიუმები. იგი ხელ-
მძღვანელობს მარტოოდენ საკუთრი სინდისით.
რა თქმა უნდა, მხატვრის ბედი მუდამ ასეთი გახლდათ. ფრან-
სუა ვიიონს, მაწანწალასა და დამნაშავეს, არა ჰქონია თბილი,
მყუდრო ბუდე, სადაც კოხტად მორთულ-მოკაზმული მანდი-
ლოსნები შეძლებდნენ მიჰფერებოდნენ მას და მისი მშიერი სუ-
ლი და კიდევ მეტად დამშეული კუჭი გამოეძღოთ. ამ ჭეშმარი-
ტად დიდ ადამიანს, რომლის ხსოვნაც უფრო ხანგრძლივი აღ-
მოჩნდა, ვიდრე ყველა ჰერცოგისა და ძლევამოსილი კარდინა-
ლისა, რომელთა ტანსაცმლის კალთასაც იგი, საყოველთაო აზ-
რით, ღირსიც არ იყო შეხებოდა, ბედმა მოუმზადა თხრილი და
გამომხმარი პურის ყუა. ამერიკელმა შემოქმედმა არ იცის
მსგავსი სიღატაკე. ჩვენ კარგად გვიხდიან, ძალიან კარგადაც კი
– მწერალთა შორის უიღბლოდ ის ითვლება, რომელსაც არ
ჰყავს სახლის მოურავი, ავტომობილი და ვილა პალმ-ბიჩზე, სა-
დაც შეუძლია, თითქმის როგორც თანასწორმა თანასწორთან,
ურთიერთობა იქონიოს ბანკის მაგნატებთან. ოღონდაც იგი მი-
ათრევს სიღატაკეზე უარეს ტვირთს – ეს გახლავთ იმის შეგნება,
რომ მისი ნაწარმოებები არავის სჭირდება, რომ მკითხველებს
სწადიათ დაინახონ მასში მარტოოდენ დამაშოშმინებელი ანდა
მასხარა, ან კიდევ კეთილშობილურად დაინახონ მასში უწყინა-
რი წუნია და მოზიზღარი, რომელსაც, ალბათ, არავისთვის არ
სურს ავი და რომელიც, ყოველ შემთხვევაში, დიდს არაფერს
წარმოადგენს იმ ქვეყანაში, სადაც აგებენ ოთხმოცსართულიან

98
შენობებს, ამზადებენ მილიონობით ავტომობილსა და ასეულ
ტონობით მარცვლეულს. არ არსებობს იმდაგვარი დაწესებულე-
ბა ანდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც იგი მხარდაჭერისათვის
მიმართავდა, რომლის კრიტიკასაც ანგარიშში ჩააგდებდა, ხო-
ლო შექება გაახალისებდა.
რა დაწესებულებანი გვაქვს?
ამერიკული ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიაში ზო-
გიერთი შესანიშნავი მხატვრის, არქიტექტორისა და სახელმწი-
ფო მოღვაწის გვერდით ირიცხებიან ისეთი მართლაცდა გამოჩე-
ნილი უნივერსიტეტის პრეზიდენტი, როგორიც ბრძანდება ნიკო-
ლას მერეი ბატლერი, აგრეთვე დიდებული, გაბედული მეც-
ნიერი ჟილბერ კროსი და რამდენიმე პირველხარისხოვანი მწე-
რალი: პოეტები ედვინ არლინგტონ რობინსონი და რობერტ
ფროსტი, თავისუფლად მოაზროვნე პუბლიცისტი ჯეიმს ტრეს-
ლოუ ადამსი და რომანისტები ედიტ უორტონი, ჰელიმნ ჰარლენ-
დი, ოუენ უისტერი, ბრანდ უიტლოკი და ბუტ ტარკინგტონი.
ოღონდ აკადემიის წევრთა შორის ვერ ვხედავთ თეოდორ
დრაიზერს, ვერც ჩვენს ყველაზე ბრწყინვალე კრიტიკოს ჰენრი
მენკენს, ვერც ჯორჯ ჯინ ნათანს, ვინც, მიუხედავად ახალგაზ-
რდობისა, უდავოდ, ჩვენი თეატრალური კრიტიკოსების მე-
თაურია; აქ არ ჩანან ჩვენი საუკეთესო დრამატურგი იუჯინ ო’ნი-
ლი, არც ისეთი ჭეშმარიტად ორიგინალური პოეტები, როგორე-
ბიც გახლავან ედნა სენტ-ვინსენტ მილეი, კარლ სენდბერგი,
რობინსონ ჯეფერსი, ვეჩელ ლინდსეი და ედგარ ლი მასტერი,
ავტორი „სპუნ რივერის ანთოლოგიისა“, რომელიც ესოდენ სა-
ოცრად განსხვავდება დანარჩენი ამერიკული პოეზიისაგან. ის
ხომ ისე ცოცხალი, შეუპოვარი და გაბედულია და გამოირჩევა
ისეთი თავდაჯერებითა და სიმამაცით, რომ მთელ აღმოჩენად

99
მოგვევლინა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ამერიკულ პოეტურ
სკოლას. აკადემიკოსთა შორის ვერ ნახავთ ისეთ მწერლებს,
როგორებიც არიან უილა კესერი, ჯოზეფ ხერგეს ჰაიმერი, შერ-
ვუდ ანდერსონი, რინგ ლარდნერი, ერნესტ ჰემინგუეი, ლუის
ბრომფილდი, უილბერ დენიელ სტილი, ფანი ხრესტი, მერი ოს-
ტინი, ჯეიმს ბრენჩ კებელი, ედნა ფერბერი, დაბოლოს, იქ არ
მოღვაწეობს ეპტონ სინკლერი, რომელსაც – როგორადაც არ
უნდა მოეკიდოთ მის მებრძოლ სოციალისტურ შეხედულებებს –
უეჭველია, ამერიკელ მწერალთა, პოეტთა, ფერმწერთა, მოქან-
დაკეთა, მუსიკოსთა და არქიტექტორთაგან მსოფლიო ყველაზე
უკეთ იცნობს.
რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ, რომ აკადემია საკუთარ
თავს ბედნიერყოფს და ყველა ამ მწერალს თავის წევრად გახ-
დის, მაგრამ დაწესებულებას, რომელმაც ვერ მოახერხა რომე-
ლიმე მათგანის თავის საქმიანობაში ჩართვა და ემიჯნება თით-
ქმის ყველაფერს, რაც კი რამ ცოცხალი, განვითარებადი და
ორიგინალურია ამერიკულ ლიტერატურაში, არაფერი აქვს სა-
ერთო ჩვენს ცხოვრებასა და იმედებთან. აკადემია არ წარმოად-
გენს თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას, გარდა ერთა-
დერთი ჰენრი უორდსვორთ ლონგფელოსი.
ამაზე შეიძლება შემომედავონ: ბოლოს და ბოლოს აკადე-
მიაში სულ ორმოცდაათი ადგილია და, ბუნებრივია, ყველა ღირ-
სეულს აკადემიის წევრად ყოფნის პატივს ვერ მიაგებენო.
ოღონდ საქმე ის არის, რომ, თუმცა კი აკადემიაში ადგილი ვერ
დაიმკვიდრეს ჩვენმა დიდებულმა მწერლებმა, მასში შეიყვანეს
სამი მეტისმეტად სუსტი პოეტი, ორი უმნიშვნელო დრამატურგი,
ორი კი მხოლოდ იმით ცნობილი ჯენტლმენი, რომ მათ უკავიათ
უნივერსიტეტების პრეზიდენტის თანამდებობა; გარდა ამისა, კი-

100
დევ ერთი კაცი, რომელიც 30 წლის წინათ ცნობილი გახლდათ
როგორც საკმაოდ მახვილგონიერი კარიკატურისტი და აგრეთ-
ვე რამდენიმე ჯენტლმენი, რომელთა შესახებაც – და აქ კი სინა-
ნულით უნდა ვაღიარო ჩემი უმეცრება – არასოდეს არაფერი
მსმენია.
ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ აღვნიშნო ის ფაქტი, – და ეს
მართლაცდა ფაქტია, – რომ სულაც არ მსურს აკადემიას თავს
დავესხა. ეს ხომ სტუმართმოყვარე, უხვი და უეჭველად სოლი-
დური დაწესებულებაა. და ის ამბავი, რომ მის სისტემაში ვერ
ვხედავთ ჩვენს შესანიშნავ მწერლებს, მარტოოდენ მისი ბრალი
როდია! ზოგჯერ ამაში ბრალეულნი თვითონ მწერლები არიან.
ვერ წარმომიდგენია, რომ მოუხეშავი თეოდორ დრაიზერი დახ-
ვეწილ აკადემიურ სადილებზეც ისე თავისუფლად იგრძნობდა
თავს, როგორც შინ; ხოლო, ამ სადილებს თუ მენკენი დაესწრე-
ბოდა, იგი ყველას გააცოფებდა თავისი გესლიანი ხუმრობებით.
არა, მე ვებრძვი არა აკადემიას, არამედ სინანულით ვლაპარა-
კობ იქ არსებულ ვითარებაზე, რადგან ის გახლავთ უნათლესი
მაგალითი ამერიკის ინტელექტუალური ცხოვრების მოწყვეტისა
ყველა ნამდვილად არსებითი და რეალური მოთხოვნილებისა-
გან.
ცხოვრებისაგან მსგავსივე მოწყვეტა, სამწუხაროდ, შეინიშნე-
ბა უნივერსიტეტების, კოლეჯების, სკოლების უმრავლესობაში.
დადებითად უნდა დავახასიათო ოთხი მათგანი, სახელდობრ,
როლინზ-კოლეჯი ფლორიდაში, მილბერი-კოლეჯი ვერმონტის
შტატში, მიჩიგანისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები (ამ უკანას-
კნელში ასწავლიდა ისეთი ბრწყინვალე მწერალი, როგორიც
გახლავთ რობერტ ხერიკი და ისეთი გაბედული კრიტიკოსი, რო-
გორიც ბრძანდება რობერტ მორის ლოვეტი, რომლებმაც გამო-

101
ამჟღავნეს თანამედროვე ლიტერატურით ნამდვილი დაინტერე-
სება). მაშასადამე, დადებითად დავახასიათე მხოლოდ ოთხი
სასწავლებელი. მაგრამ ამერიკაში ხომ უნივერსიტეტი, კოლეჯი,
კონსერვატორია, საღვთისმეტყველო, სახელოსნო თუ სამხატ-
ვრო სასწავლებელი იმდენივეა, რამდენიც ქუჩებში ავტომობი-
ლი! ყოველთვის, როცა კი დაინახავთ გოთიკური ფანჯრებით
დამშვენებულ საზოგადოებრივ შენობას, დაბრჯნილს ბეტონის
მაგარ ბალავარზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ
წინაშეა კიდევ ერთი უნივერსიტეტი, და ყოველ მათგანში სწავ-
ლობს ორასიდან ოცი ათასამდე სტუდენტი და თითოეულ მათ-
განში ორასიდან ოცი ათასამდე სტუდენტი ერთნაირი გულმოდ-
გინებითა და მუყაითობით ცდილობს თავიდან აიცილოს განათ-
ლების სიძნელენი და ლამობს მოიპოვოს ის საზოგადოებრივი
უპირატესობა, რასაც იძლევა ხელოვნების ბაკალავრის ხარის-
ხი.
ოჰ, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ჩვენი უნივერსიტეტე-
ბი მჭიდრო კავშირს ამყარებენ უფართოეს მასებთან, მაგალი-
თად, როცა საქმე ეხება სპორტს! რომელიმე მსხვილი კოლეჯის
მიერ გამართულ ფეხბურთის მატჩს ესწრება ოთხმოცი ათასამ-
დე გულშემატკივარი, სადაც ყოველ დამსწრეს ბილეთის შესაძე-
ნად ხუთი დოლარი გადაუხდია და მანქანით გამოუვლია ათი-
დან ათასამდე მილი, რათა აღტაცებულმა უცქიროს უცნაურად
დახაზულ მოედანზე თუ როგორ დასდევენ ერთმანეთსა და
ბურთს ოცდაორი კაცი. საფეხბურთო სეზონზე გერგილიანი მო-
თამაშე თითქმის იმდაგვარივე პატივით სარგებლობს, როგორი-
თაც ჩვენი ყველაზე დიდი და საყვარელი გმირები: ჰენრი ფორ-
დი, პრეზიდენტი გუვერი და პოლკოვნიკი ლინდბერგი.

102
თუმცაღა ბიზნესის მეუფენი პატივს მიაგებენ ცოდნის ერთი
სფეროს – მეცნიერების – ენთუზიასტებს... მაგრამ ხელოვნების
სფეროში ჩვენი უნივერსიტეტები იმდენად იზოლირებული და
მოწყვეტილია ცხოვრებასა და შემოქმედებას, რამდენადაც
მჭიდროდ დაკავშირებია საზოგადოებას სპორტულ და სამეც-
ნიერო სფეროში. ამერიკული უნივერსიტეტის მართლმორწმუნე
პროფესორისათვის ლიტერატურა არამც და არამც არ არის
მშობიარობის ტკივილებით შობილი და ისიც ჩვეულებრივი მოკ-
ვდავისაგან, მისი თანამედროვისაგან. არა და არა! ეს გახლავთ
რაღაც მკვდარი, ზეკაცთაგან ჯადოქრული საშუალებებით შექ-
მნილი რამ და ქმნილებათა ავტორები მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეიძლება ჩავთვალოთ ნამდვილ მხატვრებად, თუ ისინი იმ ეშმა-
კურ გამოგონებამდე, როგორიცაა საბეჭდი მანქანა, ასი წლით
ადრე მაინც გარდაიცვალნენ. უნივერსიტეტის დღევანდელ პრო-
ფესორს ეჩოთირება იმის გაფიქრებაც კი, რომ ლიტერატურის
შექმნა შეუძლიათ ჩვეულებრივ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლე-
ბიც დადიან ქუჩაში, აცვიათ არაფრით გამორჩეული შარვლები
და პიჯაკები, ხოლო გარეგნულად დიდად არ განსხვავდებიან
მძღოლისა ან ფერმერისაგან. ჩვენს ამერიკელ პროფესორებს
მოსწონთ ნათელი, ცივი, უბიწო და სავსებით მკვდარი ლიტერა-
ტურა.
არა მგონია, ეს შტრიხი მარტოოდენ ამერიკულ უნივერსიტე-
ტებს ახასიათებდეს! ვიცი, რომ ოქსფორდისა და კემბრიჯის
პროფესურა უზნეობად და საჩოთიროდ მიიჩნევდა ერთმანეთი-
სათვის შეგვედარებინა ის მწერლები, რომლებიც ჯერ კიდევ
უტაქტოდ აგრძელებენ სიცოცხლეს – უელსი, ბენეტი, გოლზუ-
ორთი და ჯორჯ მური ისეთ წარმატებულ და საიმედოდ პატივდე-
ბულ მკვდრებთან, როგორიც იყვნენ სემუელ ჯონსონი და სხვა-

103
ნი. ვიმედოვნებ, შვეციის, საფრანგეთისა და გერმანიის უნივერ-
სიტეტებში საკმაოდ მოიძებნებიან პროფესორები, უპირატესო-
ბას რომ გაგების ანატომირებას ანიჭებენ. არადა თითქოს მოსა-
ლოდნელი იყო, რომ ისეთ ახალგაზრდა, სიცოცხლისუნარიან,
მაძიებელ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ლიტერატურის მას-
წავლებელნი ნაკლებად ასკეტურნი და მეტად ადამიანურნი იქ-
ნებოდნენ, ვიდრე მათი მოძმეები ტრადიციების შემყურე ბებერი
ევროპის ქვეყნებში.
მაგრამ ნურას უკაცრავად!
აგერ ახლახან ამერიკის უნივერსიტეტებიდან დასტა-დასტა
ამოიფრქვა გასაოცარი მოვლენა – „ახალი ჰუმანიზმი“. სიტყვა
„ჰუმანიზმი“ იმდენი გაგებით იხმარება, რომ მან დაკარგა ყო-
ველგვარი აზრი. ამ სიტყვით ამჟამად შეიძლება იგულისხმოთ
და გამოხატოთ ყველაფერი, რაც გნებავთ: დაიწყეთ თუნდაც
იმის მტკიცებით, რომ ძველბერძნული და ლათინური ენები უფ-
რო ამაღლებულია, ვიდრე ის დიალექტი, რომელზედაც თანა-
მედროვე გლეხები უბნობენ და დაასრულეთ იმის მტკიცებით,
რომ ამჟამად მცხოვრები ნებისმიერი გაგრია მიწათმოქმედი გა-
ცილებით უფრო საინტერესო პიროვნებაა, ვიდრე აწ უკვე გარ-
დასული ძველი ბერძენი. ოღონდაც უკვე დამახასიათებელია ის,
რომ ამ გაუგებარმა კულტმა თავის დევიზად ეს გაუგებარი სიტ-
ყვა ამოირჩია.
რამდენადაც მესმის – ხოლო ამჟამინდელ მღელვარე და ბევ-
რისაღმთქმელ მსოფლიოში, როცა ცხოვრება ისეთ საჩუქრებს
გიძღვნით, როგორიც არის ცეპილინები, ჩინეთის რევოლუცია,
ბოლშევიკთა მიერ გაშლილი სოფლის მეურნეობის ინდუს-
ტრიალიზაცია, ორთქლის გემები, საშინელი შიმშილობა,
ღვთისმაძიებლობა, რითაც თითო-ოროლა მეცნიერია დაკავე-

104
ბული, – არც ერთ მწერალს, ბუნებრივია, არ ექნება დრო, რათა
გაერკვეს „ახალი ჰუმანისტების“ გონივრულ ზეაღმტაც იდეებში,
– მით უფრო, რომ ეს უახლესი სექტთაგანი ისევ და ისევ ამტკი-
ცებს ადამიანური ბუნების დუალიზმს. მოუსმინო და დაუჯერო
მათ, ნიშნავს: ლიტერატურა შემოსაზღვრო ადამიანის სულის
ღმერთსა ანდა ეშმაკთან ბრძოლის ასახვით.
ოღონდ აი, რა არის საინტერესო: არც ღმერთი, არც ეშმაკი
არ შეიძლება შემოსილი იყვნენ თანამედროვე ტანსაცმლით.
მათ აუცილებლად სჭირდებათ ბერძენთა ტალავარი. ახალი ჰუ-
მანისტებისათვის ტიპი ტრაგიკული ფიგურაა, ხოლო ადამიანი,
რომელსაც ამ თავაწყვეტილი ვაჭრუკანების სამყაროში მანქანე-
ბის მოზღვავება ემუქრება, მაგრამ მაინც ლამობს საკუთარ არ-
სებაში შეინახოს ღვთის სახე და მსგავსება, ტრაგიკული როდია.
ისინი ამტკიცებენ, რომ ცხოვრების მიზანია თვითშეზღუდვა,
მიუხედავად იმისა, თუ ამით რას მიაღწევ. არავითარი სხვა რამ
ნუგეშინი გაწამებული კაცობრიობისათვის მათ არ მოეპოვებათ.
ბოლოს და ბოლოს, არცთუ ისე ახალი დოქტრინა ახალი ჰუმა-
ნისტებისა იქამდე მიდის, რომ მთავარი ხელოვნებასა და ცხოვ-
რებაში – ეს უარყოფაა. ეგ დოქტრინა გახლავთ ყველაზე შავ-
ბნელი რეაქცია, რომელიც შემოიჭრა ჩვენს მშფოთვარე და
პროგრესისაკენ მიმსწრაფ მსოფლიოში. რაც უნდა უცნაურად
მოგეჩვენოთ, სიკვდილის ამ დოქტრინამ, ცხოვრების სირთუ-
ლეებისა და ხიფათისაგან მყუდრო სამონასტრო უმყოფობაში
გაქცევის ამ ქადაგებამ ჩვენს პროფესორებში ფართო პოპულა-
რობა მოიხვეჭა. არადა მათგან მოსალოდნელი იყო მამაცობა
და სულიერი სიმხნევე. ამის შედეგად მწერლები ვეღარ განიც-
დიან კეთილისმყოფელ ზეგავლენას, რაც შესაძლო იყო, მათზე
უნივერსიტეტებს მოეხდინათ.

105
ოღონდ ასე იყო მუდამ. ამერიკაში არასოდეს ყოფილან
ბრანდესი, ტენი, გოეთე, კროჩე.
შემოქმედებითი ტალანტების ამგვარი სიუხვის ვითარებაში
ჩვენი კრიტიკა უმეტესწილად ცივი და უმნიშვნელოა. ამ საქმეს
ძირითადად ხელს ჰკიდებენ შურიანი შინაბერები, ყოფილი
სპორტული მიმომხილველები და ღვარძლიანი პროფესორები.
ჩვენი ერაზმები ყოფილი სოფლის მასწავლებელი ქალები არი-
ან. საიდანღა გვექნება მხატვრული ნორმები, როცა არავინ არის
მათი შემქმნელი?
XIX საუკუნის შუა ხანების დიდი თანამეგობრობის კემბრიჯ--
კონკორდის ლიტერატურა, რომელსაც ქმნიდნენ ემერსონი,
ლონგფელო, ლოუელი, ჰოლმსი, ოლკოტი, გახლდათ ევროპუ-
ლი ლიტერატურის სენტიმენტალური ანარეკლი. ამ მწერლებს
არ შეუქმნიათ სკოლები, არ მოუხდენიათ არავითარი მნიშვნე-
ლოვანი ზეგავლენა. უიტმენი, თორო, პო და გარკვეულწილად
ჰოთორნი იყვნენ მწვალებლები, მარტოხელა განდეგილები,
ისინი დიდად სძაგდათ და მათ ენალაქარდიანად ლანძღავდნენ
„ახალი ჰუმანისტები“. ლიტერატურაში უილიამ დონ ჰოუელსის
მოსვლისას პირველად გამოჩნდა რაღაც იდეალის მსგავსი.
მისტერ ჰოუელსი გახლდათ ერთი საყვარელი, სასიამოვნო
და უპატიოსნესი ადამიანი, მაგრამ იგი აღიარებდა შინაბერას
კრედოს, ვისი უდიდესი სიხარულიც ის არის, რომ ჩაიზე მიიპა-
ტიჟოს სამწყსოს ხუცესმა. მას ეზიზღებოდა არა მარტო ღვთის-
მგმობლობა და უხამსობა, არამედ ისიც, რასაც ჰერბერტ უელ-
სმა უწოდა „ცხოვრების აღტაცების მომგვრელი უხეშობა“. მას
ცხოვრებაზე ფანტასტიკური წარმოდგენა ჰქონდა, რომელსაც
თვითონ გულუბრყვილოდ თვლიდა რეალისტურად: ფერმერე-
ბი, მეზღვაურები და ფაბრიკის მუშები, შესაძლოა, კიდევაც არ-

106
სებობენ, მაგრამ ფერმერებმა არასოდეს არ უნდა იქონიონ საქ-
მე ნაკელთან, მეზღვაურებმა – არ უნდა იყარყალონ უმსგავსი
სიმღერები, მუშა ყოველთვის უნდა ემადლიერებოდეს კეთილ
მეპატრონეს და ყველანი ერთობლივად უნდა ოცნებობდნენ
ფლორენციაში გამგზავრებაზე, ხოლო, როცა უპოვართა ახირე-
ბულ ჩაცმულობას უცქერენ, მსუბუქად უნდა იღიმებოდნენ.
ხოუელსს ისე გულმხურვალედ სწამდა და სჯეროდა „ახალი
ჰუმანიზმის“ ამ თავაზიანი ფილოსოფიისა, რომ მნიშვნელოვანი
ზეგავლენა მოახდინა თავის თანამედროვეებზე თითქმის 1914
წლამდე, როდესაც დიდი ომის ქარიშხალი ამოიჭრა. მან ისიც კი
მოახერხა, რომ დააშოშმინა მარკ ტვენი, შესაძლოა, ჩვენი
მწერლებიდან ყველაზე დიდი შემოქმედი, გამოაწყო იგი –
მძვინვარე ბებერი ველური – ინტელექტუალურ ფრაკსა და ცი-
ლინდრში. მისი ზეგავლენა ზოგჯერ დღესაც საგრძნობია. მას ამ-
ჟამადაც გუნდრუკს უკმევს ხემლინ ჰარლენდი – მწერალი, რო-
მელსაც შეეძლო ყველა თვალსაზრისით გადაეჭარბებინა
ჰოუელსისათვის, მაგრამ ამ უკანასკნელის ზეგავლენის
ტყვეობაში მოქცეული, პატიოსანი და შესანიშნავი რეალისტი-
დან იგი გარდაიქმნა გულკეთილ, ოღონდ უფერულ მენტორად.
მისტერ ჰარლენდი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის
პატრიარქია, თუკი ჩვენში ამგვარი რამ საერთოდ არსებობს.
როგორც პატრიარქს, მას ძალიან აშფოთებს ახალგაზრდა
მწერლები, რომლებიც, აქვთ რა ცუდი გემოვნება, თავს უფლე-
ბას აძლევენ, სიტყვა გადაგვიკრან იმაზე, რომ კაცები და ქალე-
ბი ყოველთვის როდი ცხოვრობენ ლოცვანის მკაცრი მორალის
მიხედვით და რომ უბრალო ადამიანები ზოგჯერ ხმარობენ ისეთ
გამოთქმებს, რომლებიც ყოვლად მიუღებელია მთავარი ქუჩის
ქალთა ლიტერატურული კლუბის წევრთათვის. ოღონდ ესეც

107
სათქმელია – ახალგაზრდობაში იგივე ხემლინ ჰარლენდი, ბოს-
ტონში გადასახლების წინა დღეებში, გახდა კულტურული და გა-
ნიცადა ჰოუელსიზირება, როდესაც დაწერა ორი გაბედული და
მამხილებელი რეალისტური ნაწარმოები – „გზანი მოგზაურობი-
სანი“ და „დატჩერს-კულის ვარდი“.
ეს ქმნილებანი ყმაწვილობაში წავიკითხე. მაშინ პატარა ქა-
ლაქ მინესოტში ვცხოვრობდი, პრერიებში. სახელდობრ, ამგვარ
გარემოს ხატავდა მისტერ ჰარლენდი. მისი ნოველები ძლიერ
აღმაგზნებდა. ბალზაკსა და დიკენსს რომ ვკითხულობდი, მივ-
ხვდი: შესაძლებელი ყოფილა საფრანგეთისა და ინგლისის უბ-
რალო ადამიანები ზუსტად ისეთებად აღწერო, როგორც ხედავ.
ოღონდაც თავში არასოდეს მომსვლია აზრი, რომ, შესაძლებე-
ლია, ზნეობის წესრიგი არ დაარღვიო და გულახდილად წერო
სოკ-სენტერის, მინესოტის შტატის მცხოვრებთა შესახებაც. ჩვე-
ნი ლიტერატურული ტრადიციებისდა კვალობაზე ჩვენ ყველანი,
შუა დასავლეთის ბინადარნი, ვიყავით წარმოუდგენლად კე-
თილშობილნი და მეტისმეტად ბედნიერნი; და არც ერთი ჩვენგა-
ნი არ გაცვლიდა ჩვენი მთავარი ქუჩის სიზმარეული ცხოვრების
ნეტარებას ნიუ-იორკის, პარიზისა ანდა სტოკჰოლმის წარმარ-
თულსახოვან სიშმაგეზე. მაგრამ „გზანი მოგზაურობისანი“ რომ
წავიკითხე, გავიგე: არსებულა ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ
ზოგჯერ შუა დასავლეთელი ფერმერებიც იბნევიან, ხან შიათ კი-
დეც, ავლენენ გმირულ სულსაც და სიმდაბლესაც. ეს რომ გავი-
გე, თავისუფლება მოვიპოვე. შემეძლო ცხოვრება ისეთადვე ამე-
წერა, როგორიც არის.
ვშიშობ, რომ მისტერ ჰარლენდი არათუ გახარებული დამირ-
ჩებოდა, არამედ დიდად შეურაცხყოფილადაც იგრძნობდა თავს,
როცა გაიგებდა, რომ დამეხმარა ამერიკა ისეთად წარმომესხა,

108
როგორადაც მე მას ვხედავ და არა მისტერ უილიამ დონ ჰოუელ-
სის გაცისკროვნებული ასპექტით. სწორედ ეს გახლავთ მისი
ტრაგედია და ამაში, ამ ტრაგედიაში, ბოლომდე განიხსნება მთე-
ლი ამერიკის ტრაგედია, ტრაგედია თავისუფლების ქვეყნისა,
სადაც ადამიანები, მსგავსნი მისტერ ჰარლენდისა, ახალი გზე-
ბის პირველგამკვალავნი, დროთა მსვლელობის შემდგომ შეზ-
ღუდული ობივატელები ხდებიან.
მაგრამ, ვიდრე ჰოუელსის მსგავსად ადამიანები მთელის ძა-
ლით ცდილობდნენ ამერიკის გადაქცევას მქრქალ წანამსგავ-
სად ღვთისმოსავი პატარა ინგლისური ქალაქისა, სხვანი, ბრა-
ზიანი და ნამდვილი ადამიანები – უიტმენი და მელვილი, ხოლო
შემდგომ დრაიზერი, ხონეკერი და მენკენი, – ჯიუტად ამტკიცებ-
დნენ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტის შემძლეა, ვიდრე დახვეწი-
ლი მანერების კულტივირებაა.
თუმცაღა არა გვქონია არავითარი მხატვრული ნორმები, მა-
ინც გადავრჩით. და ძლიერი ახალგაზრდა ხალხისათვის თუ გნე-
ბავთ უკეთესიც კია, რომ ნორმებით არასოდეს შევბოჭილვართ.
დაბოლოს, ჩემი მშობლიური, მხურვალედ საყვარელი ქვეყ-
ნის შესახებ თუმცა პესიმისტური სულისკვეთებით ვილაპარაკე,
მსურს, ეს პანაშვიდი ოპტიმისტურ ნოტზე დავასრულო.
ამერიკული ლიტერატურის მომავლის იმედითა და რწმენით
აღსავსე გახლავართ. მწამს, რომ ჩვენ გამოვაღწევთ კეთილგო-
ნივრული, საღად მოაზროვნე და წარმოუდგენლად ნაცრისფერი
პროვინციალიზმის სულისშემხუთველი ატმოსფეროდან. ჩვენ
გვყავს ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც წერენ ისეთ ვნები-
ანსა და ნამდვილად მხატვრულ წიგნებს, რომ სინანულით
ვგრძნობ: ერთობ ბებრად გამოვიყურები იმისათვის, რათა მათ
შორის ვიმყოფებოდე.

109
ჩვენ გვყავს ერნესტ ჰემინგუეი, მძვინვარე ახალგაზრდა კაცი,
რომელმაც მკაცრი ცხოვრებისეული სკოლა გამოიარა. ის არის
ჭეშმარიტი მწერალი, საკუთარი თავისადმი მაღალ მომთხოვნე-
ლობაში გამოწაფული, ნამდვილი მხატვარი, ვისთვისაც ცხოვ-
რება – ეს არის მშობლიური და ნაცნობი სტიქია; გვყავს ტომას
ვულფი, წელთა მიხედვით ყრმა, ოცდაათისა ან კიდევ უფრო
ნაკლები ასაკისა, ვისი ერთი და ერთადერთი რომანი „სახლს
მიხედე, ანგელოზო“ დგას ჩვენი ლიტერატურის საუკეთესო ნი-
მუშების სიმაღლეზე. ეს ქმნილება აღსავსეა ცხოვრების რაბლე-
სეული სიხარულით; ჩვენ შორის გახლავთ თორნტონ უაილდე-
რი, ვინც ჩვენს რეალისტურ საუკუნეში ხედავს ძველ, შესანიშნავ
და მუდამ რომანტიკულ სიზმრებს; გვყავს ჯონ დოს-პასოსი თა-
ვისი შესანიშნავი რევოლუციური გზნებით, ვისაც სძულს ბებიტე-
ბის კეთილგანზრახული ფხიზელი იდეალები; გვყავს სტივენ ბე-
ნეტი, რომელმაც კვლავ დაუბრუნა ჩვენს ერთგვაროვან ამერი-
კულ ლიტერატურას ეპიკური პოემის ჟანრი და ამით განადიდა
ხსოვნა ძველი ჯონ ბრაუნისა; გვყავს და გვესახელება მაიკლ
გოლდი, ისტ-საიდის ებრაელთა უბნების დღემდე უცნობ ცხოვ-
რებას რომ გვაზიარა; ასევე გვესახელება უილიამ ფოლკნერი,
ვინც იმას მიაღწია, რომ აღგვიწერა სამხრეთი ხაბარდიანი კაბე-
ბის თვინიერ; გვყავს, კიდევ გვყავს ათობით ახალგაზრდა პოეტი
და პროზაიკოსი, რომელთა უმრავლესობა ამჟამად პარიზში
ცხოვრობს და ბევრი მათგანი გადარეულია ჯეიმს ჯოისის სტი-
ლითა და ტრადიციებით; მაგრამ, რაც უნდა სიშმაგე მოერიოთ,
ყოველგვარი ტრადიციული და უფერული მათთვის უკვე მიუღე-
ბელია.
მივესალმები იმათ და მიხარია, რომ ჩემთვის გასაგები აღ-
მოჩნდა მათი გადაწყვეტილება, მისცენ ამერიკას – მაღალი

110
მწვერვალებისა და უსაზღვრო პრერიების, უზარმაზარი ქალაქე-
ბისა და მიგდებულ მხარეთა ძველა-ძვულა ქოხების, აურაცხე-
ლი სიმდიდრისა და მომავლის დიადი რწმენის ქვეყანას – ისეთი
თვითმყოფადი ლიტერატურა, როგორც რუსულია და ისეთივე
წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, როგორიც ჩინურია, ლიტე-
რატურა – ღირსი ამერიკის სიდიადისა.

111
ერიკ კარლფელდტი

1931
ნობელიანტი გარდაიცვალა 1931 წელს.
სიკვდილიდან ექვსი თვის შემდეგ შვედეთის აკადემიამ ხმა
მისცა კარლფელდტისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას ლი-
ტერატურის დარგში. განსაკუთრებით აქტიურად ამ პრემიის მი-
ნიჭებისათვის შვედეთის აკადემიის წევრი, უპსალის არქიეპის-
კოპოსი ნათან სიოდერბლიუმი იბრძოდა. აკადემიის ამგვარმა
გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით
კი შვედეთში. ამის გამო საჭირო გახდა, შეეხსენებინათ, რომ,
ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებული წესების მი-
ხედვით, სიკვდილისშემდგომი დაჯილდოება შესაძლებელია იმ
შემთხვევაში, თუ კანდიდატურა პირველად წამოყენებული იყო
ჯერ კიდევ ლაურეატის გარდაცვალებამდე. ნობელის პრემია
კარლფელდტის ოჯახს გადასცეს.
ჯონ გოლზუორთი
მძიმედ დაავადებული გოლზუორთი პრემიის გადაცემის ცე-
რემონიას ვერ დაესწრო და სანობელო ლექცია არ წაუკითხავს.
1932

112
ივან ბუნინი

...მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად

1933
თქვენო აღმატებულებავ, მოწყალეო ქალბატონებო, მოწყა-
ლეო ბატონებო!
ცხრა ნოემბერს, შორს, გადაკარგულში, ძველებურ პროვან-
სულ ქალაქში, ღარიბ სოფლურ სახლში ტელეფონმა მამცნო
შვეციის აკადემიის გადაწყვეტილება. გულწრფელი არ ვიქნები,
თუ ვიტყვი, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე მსგავს შემ-
თხვევაში, თითქოს ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება
მთელს ჩემს ცხოვრებაში. სამართლიანად თქვა დიდმა ფილო-
სოფოსმა, რომ სიხარულის გრძნობა, რაგინდ ძლიერიც უნდა
იყოს იგი, თითქმის არაფერია მწუხარების ასეთივე გრძნობას-
თან შედარებით. სრულიადაც არ მინდა სევდა მოვფინო ამ ზე-
იმს, ზეიმს, რომლის წარუშლელ მოგონებას, სიცოცხლის ბო-
ლომდე, სამუდამოდ შემოვინახავ, მაგრამ მაინც თავს უფლებას
მივცემ ვთქვა, რომ უკანასკნელ თხუთმეტ წელიწადში განცდილ-
მა მწუხარებამ დიდად გადააჭარბა სიხარულს და ეს მწუხარება
პირადი როდი იყო, – სრულიადაც არა! თუმცა იმის თქმაც მტკი-
ცედ შემიძლია, რომ მთელს ჩემს სამწერლო ცხოვრებაში გან-
ცდილ სიხარულთაგან თანამედროვე ტექნიკის ამ პატარა საოც-
რებამ, – ტელეფონის ამ ზარმა სტოკჰოლმიდან გრასში – მე,
როგორც მწერალს, ყველაზე უფრო სრული კმაყოფილება მომა-
ნიჭა.

113
თქვენი დიდი თანამემამულის ალფრედ ნობელის მიერ დაწე-
სებული ლიტერატურული პრემია ჭეშმარიტად არის მწერლის
შრომის უმაღლესი დაგვირგვინება! პატივმოყვარეობა თითქმის
ყველა ადამიანს, ყველა ავტორს ახასიათებს და მეც უდიდესი
სიამაყე დამეუფლა, როცა ეს ჯილდო მივიღე ეგზომ კომპეტენ-
ტურ და მიუკერძოებელ მსაჯულთაგან. მაგრამ ცხრა ნოემბერს
განა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი? არა, ეს მეტისმეტი
ეგოისტობა იქნებოდა.
პირველი მოლოცვებისა და ტელეგრამების ნაკადის გამო
მხურვალედ განცდილი მღელვარების შემდეგ, ღამის მდუმარე-
ბასა და მარტოობაში დარჩენილი ვფიქრობდი შვეციის აკადემი-
ის საქციელის ღრმა მნიშვნელობაზე. ნობელის პრემიის დაარ-
სების დროიდან თქვენ პირველად მიანიჭეთ იგი დევნილს. მაშ,
ვინა ვარ მე? დევნილი, რომელიც სარგებლობს საფრანგეთის
სტუმართმოყვარეობით, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვიქ-
ნები მისი. ბატონო აკადემიის წევრებო, ნება მომეცით, მოგახსე-
ნოთ, რომ არაფერი ვთქვათ პირადად ჩემსა და ჩემს ნაწარ-
მოებებზე, რაოდენ მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად.
მსოფლიოში უნდა არსებობდნენ სრული დამოუკიდებლობის
სფეროები. უეჭველია, ამ მაგიდის ირგვლივ სხედან ყველანაირი
აზრის, ყველანაირი ფილოსოფიური და რელიგიური რწმენის
წარმომადგენლები. მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც ურყევი,
ჩვენ ყველას რომ გვაერთიანებს: აზრისა და სინდისის თავისუფ-
ლება, ის, რასაც ცივილიზაციას უნდა ვუმადლოდეთ. მწერლის-
თვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით აუცილებელია, – მის-
თვის იგი დოგმატია, აქსიომაა. თქვენმა ჟესტმა კი, ბატონო აკა-
დემიის წევრებო, ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ თავისუფლე-
ბის სიყვარული არის შვეციის ჭეშმარიტი ნაციონალური კულტი.

114
კიდევ ორიოდე სიტყვა – ამ მოკლე გამოსვლის ბოლოს. მე
მხოლოდ დღეიდან როდი ვაფასებ ასე დიდად თქვენს სამეფო
კარს, თქვენს ქვეყანას, თქვენს ხალხს, თქვენს ლიტერატურას.
ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარული მუდამ ტრადიცია
იყო შვედეთის სამეფო კარისათვის, ისევე, როგორც მთელი
თქვენი კეთილშობილი ერისათვის. დიდი მეომრის მიერ დაარ-
სებული შვედური დინასტია ერთ-ერთი სახელოვანია მსოფ-
ლიოში. დაე, მისმა უდიდებულესობა მეფემ, გმირი ხალხის
გმირმა მეფემ, ინებოს და ნება დართოს უცხოელს, თავისუფალ
მწერალს, შვედეთის აკადემიის ღირსყოფილს, გამოთქვას მის-
დამი უდიდესი პატივისცემის უგულითადესი გრძნობები.

115
ლუიჯი პირანდელო

...ადამიანური გულწრფელობისთვის

1934
ღრმა კმაყოფილებას განვიცდი, რადგან მაქვს შესაძლებლო-
ბა ჩემი მოწიწებული მადლობა მოვახსენო თქვენს აღმატებულე-
ბას, რამეთუ დამდეთ პატივი და მობრძანდით დღევანდელ ბან-
კეტზე. ნება მიბოძეთ, ასევე დიდი მადლობა გამოვთქვა ჩემი
ესოდენ გულითადი მიღებისა და ამ საღამოს შეხვედრისათვის,
რაც გახდა დღევანდელი შეკრების ნამდვილი ეპილოგი, როდე-
საც მე მიმიჩნიეს უსაზღვრო პატივის ღირსად და 1934 წლის ნო-
ბელის ჯილდო საკუთარი დალოცვილი ხელით გადმომცა თავად
მეფემ. მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მადლო-
ბა გადავუხადო შვედეთის წარჩინებულ სამეფო აკადემიას მისი
ღირსეული გადაწყვეტილებისთვის, რამაც დააგვირგვინა ჩემი
ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობა.
ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობაში წარმატების მისაღწევად
ჯერ ცხოვრების სკოლა უნდა გამევლო, რაც ეგებ ზოგიერთ
ბრწყინვალე გონებისთვის არცთუ სასარგებლო იქნებოდა, მაგ-
რამ ერთადერთი გზა იყო ისეთი გონების ადამიანისთვის, რო-
გორიც მე გახლავარ – ყურადღებიანი, დაკვირვებული, თვი-
ნიერი, გულუბრყვილო და ამასთან, ბეჯითი მოწაფე ცხოვრები-
სა, ვინც არასდროს დაივიწყებს ამ გაკვეთილს, შეინარჩუნებს იმ
ცოდნის რწმენასა და ერთგულებას, რაც ამ სკოლამ შთაუნერგა.
სწორედ ეს რწმენა და ერთგულებაა ჩემი ბუნების სისადავის სა-

116
ფუძველი. მუდამ ვგრძნობდი, როგორ მჭირდებოდა დამეჯერე-
ბინა ხილული ცხოვრებისა იმდენად, რომ ოდნავი ეჭვიც არ დამ-
რჩენოდა.
მუდმივმა ყურადღებამ და ღრმა გულწრფელობამ, ბეჯითმა
სწავლამ ამ გაკვეთილების საფუძვლიანად გააზრებასაც მე მა-
ზიარა ცხოვრების მოწიწებულ სიყვარულსა და პატივისცემას,
გამიადვილა შევგეუბოდი იმ მწარე გამოცდილებას და მტკივნე-
ულ იმედგაცრუებას, საშიშ ჭრილობებს და ბავშვურ შეცდომებს,
რაც ასეთ სიღრმესა და ღირსებას სძენს ჩვენ ცხოვრებისეულ გა-
მოცდილებას. გონების ასეთმა წრთვნამ, რაც არცთუ ადვილი
იყო, საშუალება მომცა გავზრდილიყავი და ამავე დროს, შემე-
ნარჩუნებინა თავისთავადობა.
რაც უფრო ვითარდებოდა ჩემი ბუნებრივი ნიჭი, მით უფრო
უუნარო ვხდებოდი ცხოვრებაში, სწორედ ისე, როგორც რჩება
ხოლმე ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც აქვს მხოლოდ ფიქ-
რისა და გრძნობის ნიჭი, ფიქრისა, რამეთუ მე ვგრძნობდი და
გრძნობისა, რამეთუ ვფიქრობდი. იმ ილუზიით შეპყრობილი,
რომ მე ვქმნიდი საკუთარ თავს, ვქმნიდი მხოლოდ იმას, რასაც
ვგრძნობდი და რისიც მწამდა.
განვიცდი უზომო მადლიერებას, სიხარულსა და სიამაყეს
იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ქმნილება მიიჩნიეს ესოდენ მაღალი
ჯილდოს ღირსად და დააფასეს.
დიდი სიხარულით დავიჯერებდი, რომ ეს მაღალი ჯილდო მო-
მანიჭეს არა იმდენად მწერლური ვირტუოზულობისთვის, რაც
მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩემი ნაღვაწის ადამიანური გულ-
წრფელობისთვის.
ნობელის პრემია არ მიუნიჭებიათ
1935

117
იუჯინ გლადსტონ ო’ნილი

ვამაყობ სტრინდბერგის გავლენით

1936
ავადმყოფობის გამო ო’ნილი ვერ ჩავიდა სტოკჰოლმში, მაგ-
რამ გააგზავნა სანობელო სიტყვის ტექსტი.
უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს
იმის გამო, რომ გარემოებებმა საშუალება არ მომცა, შვეციაში
ჩამოვსულიყავი, დავსწრებოდი ბანკეტს და პირადად მომეხსე-
ნებინა ჩემი უღრმესი მადლიერება.
მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა იმისათვის, რომ გად-
მოგცეთ უღრმესი მადლობის გრძნობა, რომელსაც განვიცდი.
განვიცდი იმის გამო, რომ უმაღლესად შეაფასეთ ჩემი შრომა და
ნობელის პრემიით დამაჯილოვეთ. მადლობას მოგახსენებთ ამ
დიდი ჯილდოსათვის, რამდენადაც იგი აღნიშნავს არა მხოლოდ
ჩემს, არამედ ჩემი ამერიკელი კოლეგების შრომასაც: ნობელის
პრემია ნიშნავს იმას, რომ ევროპამ სიმბოლურად აღიარა ამე-
რიკული თეატრის სრულწლოვანება. გარემოებათა სასიამოვ-
ნოდ განვითარების წყალობით, ჩემი პიესები არის მხოლოდ ნა-
წილი ომისშემდგომი წლების ამერიკელ დრამატურგთა შემოქ-
მედებისა, რომელმაც ამერიკული დრამის საუკეთესო ნიმუშები
ბოლოსდაბოლოს აქცია ამერიკელთა სიამაყის საგნად; ეს შე-
მოქმედება იმსახურებს იმას მაინც, რომ ვაღიაროთ მისი ნათე-
საობა თანამედროვე ევროპულ დრამატურგიასთან, იმ წყაროს-
თან, რომლისგანაც ვიღებდით ჩვენ შთაგონებას.

118
შთაგონების წყაროზე ფიქრი საშუალებას მაძლევს ვისარ-
გებლო ბედნიერი შესაძლებლობით და მადლიერების გრძნო-
ბით გაუწყოთ თქვენ და მთელ შვეციას იმ გავლენის შესახებ,
რომელიც ჩემს შემოქმედებაზე მოახდინა თანამედროვე დრამა-
ტურგიის უდიდესმა გენიამ – ავგუსტ სტრინდბერგმა. როცა
1913-1914 წლების ზამთარში წერა დავიწყე, მისმა პიესებმა
მომცა წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს თანამედ-
როვე დრამა, შთამაგონა მე, რომ მეწერა თეატრისთვის. თუ
ჩემს შემოქმედებაში რამე მართლა იმსახურებს ყურადღებას,
ამას ვუმადლი იმ პირველ იმპულსს, რომელიც აღმიძრა სტრინ-
დბერგმა და მასაზრდოებდა მთელ მომდევნო პერიოდში. მაში-
ნაც კი, როცა ხანდახან შთაგონება მიმატოვებდა, ვცდილობდი,
მევლო ამ გენიოსის კვალდაკვალ, რამდენადაც ჩემი ტალანტი
მაძლევდა ამის შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, შვედებისათვის ახალი ამბავი არ არის ის,
რომ ჩემი შემოქმედება ბევრი რამით შთაგონებულია სტრინ-
დბერგისაგან. მისი გავლენა ეტყობა ჩემს ბევრ პიესას და ამას
ყველა ამჩნევს. არც იმათთვის არის ეს ახალი ამბავი, ვინც პი-
რადად მიცნობს, რადგან მე ამას ხშირად აღვნიშნავდი. არასო-
დეს ვეკუთვნოდი იმათ რიცხვს, ვინც იმდენად არის დარწმუნე-
ბული თავის მიღწევებში, რომ თავისი ორიგინალობის დაკარ-
გვის შიშით უფრთხის, აღფრთოვანება გამოხატოს იმის მიმართ,
ვინც გავლენა მოახდინა მასზე.
ამიტომ მე ვამაყობ ჩემზე სტრინდბერგის გავლენით და ბედ-
ნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ხალხს ვუთხრა ამის შე-
სახებ. იგი ისეთივე მოძღვარია ჩემი, თავის დარგში, როგორც
ნიცშე ფილოსოფიაში. თანაც სტრინდბერგი ყოველ ჩვენგანზე
უფრო თანამედროვეა, იგი ჩვენი ლიდერია. დიდი პატივია ჩემ-

119
თვის წარმოვიდგინო: წელს ლიტერატურის დარგში ნობელის
პრემია რომ მომანიჭეს, შესაძლებელია, სტრინდბერგის სული
სიამოვნებით იღიმება და მიაჩნია, მისი მიმდევარი ღირსეული
მოწაფე გამოდგა.

120
როჟე მარტენ დიუ გარი

მე ხომ ევროპის შვილი ვარ

1937
ასეთ ბრწყინვალე საზოგადოებაში ყოფნა – საზოგადოებაში,
რომელიც დღეს აქ შეიკრიბა მისი უმაღლესობის, მემკვიდრე
პრინცის პატრონაჟით – კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს მღელვა-
რებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამ საპატიო ადგილას
ვდგავარ და ეს-ესაა მოვისმინე ჩემი მისამართით ნათქვამი სა-
ქებარი სიტყვები. საკუთარი თავი იმ ბუს მაგონებს, რომელსაც
დღისით-მზისით ბუდიდან წამოაგდებენ და, სიბნელეს შეჩვეულ-
სა და დამფრთხალს, დღის კაშკაშა სინათლით თვალს მოსჭრი-
ან.
მაგრამ, როგორც არ უნდა ვამაყობდე იმ განსაკუთრებული
პატივით, რომელიც შვედეთის აკადემიამ მომაგო, არა და არ
ძალმიძს გაოცებისა და დაბნეულობის დაფარვა. სწორედ იმის
გამო, რომ კარგად მესმის, თუ რაოდენ წონადია – მეტისმეტად
წონადი – ეს ჯილდო, საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რითი შეიძ-
ლება აიხსნას აკადემიის არჩევანი.
თავდაპირველად ყველაფერი ჩემს სამშობლოს დავუკავში-
რე. ბედნიერი ვარ, რომ პატივცემულმა შვედმა აკადემიკოსებმა
წელს არჩევანი ფრანგ მწერალზე შეაჩერეს, რითაც, შესაძლოა,
სურდათ გამორჩეული პატივი მიეგოთ ფრანგული ლიტერატუ-
რისათვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩემს თანამემამულეთა
შორის მრავლად არიან ბრწყინვალე მწერლები, კეთილშობი-

121
ლებით გამორჩეული დიდი მოაზროვნენი, რომელნიც წაქეზება-
სა და დაფასებას ჩემზე მეტად იმსახურებენ. მაშ, რატომ აღმოვ-
ჩნდი ამ საპატიო ადგილას დღეს სწორედ მე?
პატივმოყვარეობის დემონმა, რომლის ძლევა არცთუ ისე
ადვილია, მაშინვე მომაწოდა ჩემი თავმოყვარეობისთვის საამო
რამდენიმე ვარაუდი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გავიფიქრე,
იქნებ ამ ნაბიჯით აკადემიას, რომელმაც ჩემი სახით ჯილდო
მიაკუთვნა „დოგმებისგან თავისუფალ ადამიანს“, – ნება მომე-
ცით განვაცხადო, რომ მე ასეთად მიმაჩნია საკუთარი თავი, –
იმის აღნიშვნა-ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენს დროში, როდესაც
ყოველ ადამიანს რაღაცისა „სწამს“ და რაღაცას „ამტკიცებს“,
ალბათ საჭიროა, რომ იყვნენ „მერყევნიც“, „ეჭვით შეპყრობილ-
ნიც“ და „კითხვათა დამსმელნიც“-მეთქი, ანუ ის დამოუკიდებ-
ლად მოაზროვნენი, რომელნიც არ ნებდებიან წინასწარშექ-
მნილ იდეოლოგიათა ჰიპნოზს, რამეთუ მათი ერთადერთი საზ-
რუნავი ისაა, საკუთარი ცნობიერება განავითარონ და „მკვლე-
ვარის სული“ შეინარჩუნონ იმდენად თავისუფალი, არაწინას-
წარშეგონებული და პატიოსანი, რამდენადაც ეს საერთოდ ხე-
ლეწიფება ადამიანს.
ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა იმის გაფიქრებაც, რომ ეს
მოულოდნელი ჯილდო შესაძლოა გარკვეულ – ჩემთვის ძვირ-
ფას – პრინციპთა დაფასებაზე მეტყველებდეს. შესაძლოა,
„პრინციპები“ მეტისმეტად მტკიცედ იყოს ნათქვამი იმ ადა-
მიანის მხრიდან, რომელიც მუდამ მზადაა, ხშირ-ხშირად გადა-
სინჯოს ისინი; და მაინც, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემს შემოქმე-
დებაში მე გარკვეული ორიენტირები დავისახე და მუდამ ვცდი-
ლობდი მათი მიმართულებით მევლო.

122
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ინგლისე-
ლი მწერლის, ტომას ჰარდის რომანში წავაწყდი ასეთ აზრს, რო-
მელსაც ავტორი გამოთქვამს თავის ერთ-ერთ გმირთან მიმარ-
თებით: „ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებად მას წარმოუდგე-
ბოდა არა იმდენად მისი მშვენიერება, რამდენადაც ტრაგედია“.
ეს აზრი ძალზე ზუსტად გამოხატავდა იმას, რასაც ვფიქრობდი,
ზუსტად ემთხვეოდა ჩემს სიღრმისეულ ინტუიციას, რომელიც
მჭიდრო კავშირში იყო ჩემს მწერლურ მოწოდებასთან. ამის შემ-
დეგ მე იმ დასკვნამდე მივედი (და ეს ახლაც მიმაჩნია სწორ მო-
საზრებად), რომ რომანისტის უმთავრესი ამოცანა ცხოვრების
ტრაგედიის გადმოცემაა. დღეს მე დავამატებდი: ინდივიდუალუ-
რი ცხოვრების ტრაგედიისა, „განხორციელების პროცესში მყო-
ფი ადამიანური ბედის“ ტრაგედიისა.
და აქ, მე არ შემიძლია არ გავიხსენო უკვდავი მაგალითი
ტოლსტოისა, რომლის წიგნებმაც ჩემზე გადამწყვეტი გავლენა
მოახდინა. რომანისტს, რომელიც მართლა რომანისტადაა და-
ბადებული, როგორც წესი, ცნობენ ხოლმე მისი მგზნებარე მის-
წრაფებით შეაღწიოს ადამიანის ცნობიერების ყველაზე დაფა-
რულ სიღრმეებში და თითოეულ გმირში ის ინდივიდუალური
მხარე, ის თავისებურება გვიჩვენოს, რომელიც მას განუმეორებ-
ლობას სძენს. დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი სიცოცხლე
მხოლოდ იმ რომანს უწერია, რომელშიაც ავტორი შეძლებს ინ-
დივიდუალურ ცხოვრებათა რაოდენობრივი და თვისებრივი
მრავალფეროვნების შერწყმას. მაგრამ ეს – ყველაფერი რო-
დია. რომანისტს ზოგადად ცხოვრების აზრი უნდა ესმოდეს აუცი-
ლებლად; მის ნაწარმოებებში სამყაროს ავტორისეული აღქმა
უნდა ჩანდეს. ამაში კი ტოლსტოი უდიდესი მასწავლებელია.
მეტ-ნაკლებად ყველა მისი პერსონაჟი იტანჯება ფილოსოფიურ

123
საკითხთა გადაწყვეტით; ნებისმიერი ადამიანური ბედის თხრო-
ბა, ტოლსტოის ნაწარმოებებში, მჭიდრო კავშირშია არა მარტო
ადამიანის გამოკვლევა-შესწავლასთან, არამედ აღძრავს მარა-
დიულ კითხვასაც ცხოვრების საზრისზე. სიმართლე რომ გით-
ხრათ, მე მინდა მჯეროდეს, რომ სინამდვილეში, ჩემი მწერლუ-
რი შრომის დაგვირგვინებით, შვედეთის აკადემიის წევრებმა
სწორედ ამ მიუღწეველი მოდელის მოწიწებული სიყვარული და-
მიფასეს, დააფასეს ის ძალისხმევა, რომელიც დამჭირდა იმი-
სათვის, რათა ტოლსტოის გენიის გაკვეთილებით მეც მესარგებ-
ლა.
დასაშვებია სხვა, უფრო სერიოზული ვარაუდიც, რომელზე-
დაც შევჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მსურს
დღევანდელი ზეიმის ბრწყინვალება მწუხარებით დავჩრდილო
და კვლავ აღგიძრათ ის მტანჯველი ფიქრები, ყოველ ჩვენგანში
რომ ჩასახლებულა: შესაძლოა, შვედეთის აკადემიას განსაკუთ-
რებული განზრახვა ამოძრავებდა, როდესაც იგი არ შეუშინდა
საგანგებო მინიშნებას და ინტელექტუალური სამყაროს ყურად-
ღება „1914 წლის ზაფხულის“ ავტორისკენ მიმართა.
ასე ჰქვია ჩემს ბოლო ნაწარმოებს. გამოირჩევა თუ არა აღ-
ნიშნული წიგნი განსაკუთრებული ლიტერატურული ღირებულე-
ბით? ამაზე მსჯელობა სხვათათვის მიმინდვია. ყოველ შემთხვე-
ვაში, ის კი დანამდვილებით ვიცი, თუ რისი მიღწევა მინდოდა:
ამ სამ ტომში, მე მსურდა აღმედგინა 1914 წლის მობილიზაციამ-
დელი ევროპის მშფოთვარე ატმოსფერო; მე მინდოდა მეჩვენე-
ბინა მაშინდელ მთავრობათა სიმხდალე, გაუბედაობა, დაუდევ-
რობა, მათი ფარული მიზნები; და, რაც ყველაზე მთავარია, მე
მინდოდა თვალსაჩინოდ მეჩვენებინა მშვიდობიანად განწყობი-
ლი მასების საოცარი პასიურობა იმ კატასტროფის მოახლოები-

124
სას, რომლის მსხვერპლადაც მალე თავად იქცნენ, კატასტრო-
ფისა, რომელმაც ცხრა მილიონი ადამიანი შეიწირა, ათი მი-
ლიონი კი სამუდამოდ სახიჩრად დატოვა.
როდესაც გავიგე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე კომ-
პეტენტურმა და ღირსეულმა ლიტერატურულმა ჟიურიმ ჩემს
წიგნებს თავისი უდავო ავტორიტეტით დაუჭირა მხარი, საკუთარ
თავს ვუთხარი, იქნებ ასე იმიტომ მოხდა, რომ ეს წიგნები იცავენ
გარკვეულ ღირებულებებს, რომელსაც კვლავ საფრთხე ემუქრე-
ბა, და შეუძლიათ ომს, ამ დამღუპველ, დემონურ სენს
ებრძოლონ-მეთქი.
მე ხომ ევროპის შვილი ვარ, სადაც სულ უფრო და უფრო ხმა-
მაღლა გაისმის იარაღის ჩხარუნი! რამდენადაც ჩვენ აქ 10 დე-
კემბერს, ალფრედ ნობელის, ამ მებრძოლი ადამიანის (და არა
„კულისებში მყოფი კაცის“), გარდაცვალების დღეს შევიკრიბეთ,
– ადამიანისა, რომელიც არამც და არამც არ იყო ილუზიებისად-
მი მიდრეკილი და რომელმაც, ცხოვრების დასასრულს, თავისი
უკანასკნელი იმედი ხალხთა ძმობაზე დაამყარა, – ნება მომე-
ცით ვაღიარო, თუ რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის იმის
გაფიქრება, რომ ჩემი შემოქმედებით, რომელიც მისი სახელო-
ბის ჯილდოს ღირსი გახდა, შემიძლია არა მხოლოდ ვემსახურო
ლიტერატურას, არამედ მშვიდობისთვისაც ვიბრძოლო! ამ
შფოთვით აღსავსე დროს, რომელშიც ვცხოვრობთ, როდესაც
დედამიწის ორ უკიდურეს წერტილში სისხლი უკვე იღვრება,
როდესაც ჰაერი თითქმის ყველგან სიღარიბით დასენიანებული
და ფანატიზმით წაბილწულია, ხოლო სამიზნეებისკენ უკვე მი-
მართულ ზარბაზანთა გარშემო ვნებები სულ უფრო და უფრო
მძაფრდება, მაშინ, როცა ყოველივე მოწმობს ფარულ კაპიტუ-
ლანტურ განწყობასა და მორჩილების იმ საყოველთაო სულის-

125
კვეთებაზე, რომელიც სწორედ ომის გაღვივებას უწყობს ხელს,
ახლა, მთელი კაცობრიობისათვის ამ უაღრესად სერიოზულ მო-
მენტში, მე ვისურვებდი, – ყოველგვარი პატივმოყვარეობის გა-
რეშე, თუმცა კი წუხილითა და მღელვარებით აღსავსე გულით, –
რომ ჩემი „1914 წლის ზაფხული“ მუდამ იკითხებოდეს, განიხი-
ლებოდეს და შეახსენებდეს ყველას – მოხუცებსაც, რომელთაც
გულმავიწყობა დასჩემდათ, და ახალგაზრდებსაც, რომელთაც
არაფერი იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ – წარსულის ტრა-
გიკულ გაკვეთილებს.

126
პერლ ბაკი

ჩინური რომანი

1938
ვფიქრობდი რა დღევანდელ გამოსვლაზე, იმ აზრამდე მივე-
დი, რომ მიუხედავად ჩემი ამერიკული წარმოშობისა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ წინაპრებიც ამერიკელები მყავდა და მეც ამ ქვე-
ყანაში ვცხოვრობ და ვიცხოვრებ, მაინც ჩინურ რომანზე უნდა
ვისაუბრო. სწორედ მან განაპირობა ჩემი ძიებანი ლიტერატურა-
ში და არა ამერიკულმა რომანმა. სწორედ ჩინეთში ვიპოვე გასა-
ღები იმისა, თუ როგორ უნდა მოჰყვე და წერო ნაირ-ნაირი ის-
ტორიები და უმადურობა იქნებოდა, დღეს ის არ მეღიარებინა.
მაგრამ არც ისე თავდაჯერებული ვარ, რომ ჩინურ რომანზე მხო-
ლოდ და მხოლოდ პირადი მოტივების გამო ვილაპარაკო. მაქვს
უფრო საფუძვლიანი მიზეზი შევეხო ამ თემას: ჩინურ რომანს, ჩე-
მი აზრით, შეუძლია ბევრი რამ მისცეს დასავლურ ლიტერატუ-
რასა და დასავლელ მკითხველს.
„ჩინურ რომანში“ მე ვგულისხმობ ჭეშმარიტ ჩინურ რომანს
და არა ჰიბრიდს, ის თანამედროვე ჩინელი მწერლები რომ ქმნი-
ან, რომლებიც ძლიერ უცხოურ გავლენას განიცდიან და წარ-
მოდგენაც არა აქვთ თავიანთ მშობლიურ საგანძურზე.
რომანი ჩინეთში არასოდეს მიაჩნდათ ხელოვნებად და არც
ერთი ჩინელი მწერალი არ თვლის თავს შემოქმედად. სწორედ
ამ ფაქტიდან გამომდინარე უნდა განიხილებოდეს ჩინური რო-
მანი, მისი ისტორია, მასშტაბი და ადგილი ცხოვრებაში. რომა-

127
ნისადმი ასეთი მიმართება, უეჭველია, განგაცვიფრებთ თქვენ,
თანამედროვე დასავლელ მეცნიერებს, ასე კეთილგანწყობილთ
და ხელგაშლილთ რომანის ჟანრისადმი.
ჩინეთში ხელოვნებასა და რომანს ყოველთვის უფსკრული
ყოფდა: ლიტერატურა როგორც ხელოვნების დარგი, მხოლოდ
და მხოლოდ მეცნიერთა საქმედ ითვლებოდა – ისინი ლიტერა-
ტურულ ნაწარმოებებს ერთმანეთისთვის ქმნიდნენ განსაზღვრუ-
ლი ლიტერატურული კანონების თანახმად და იქ რომანი ვერ
თავსდებოდა. როლი, რომელსაც ჩინელი მეცნიერები თამაშობ-
დნენ, ჭეშმარიტად დიადი იყო. ისინი ფლობდნენ ფილოსო-
ფიასაც და რელიგიასაც, დამწერლობასა და ლიტერატურასაც,
რაკიღა მხოლოდ მათ ხელთ იყო განათლების იარაღები –
იცოდნენ წერა-კითხვა. ისე ძლევამოსილები იყვნენ, რომ იმპე-
რატორებიც კი უფრთხოდნენ, რომლებმაც ისინი აქციეს საკუ-
თარი განსწავლულობის მონებად, გახადეს რა ოფიციალური
გამოცდები პოლიტიკური კარიერის ერთადერთ საშუალებად.
ეს იყო წარმოუდგენლად რთული გამოცდები, მისთვის მზადება
მთლიანად ნთქავდა ფიზიკურ და სულიერ ძალებს: იმდენი
ენერგია უნდა დაგეხარჯა ძველი კლასიკური შრომების
დაზეპირება-გადაწერაში, რომ ფიქრიც კი აღარ შეიძლებოდა
მათ შეუსაბამობებზე. ამ ძველ მემკვიდრეობაში პოულობდნენ
სწავლულნი და მწიგნობარნი ხელოვნების კანონებს. იქ რომანს
ადგილი არ ჰქონდა და ისინი ვერ ხედავდნენ, რომ იგი მათ
თვალწინ იქმნებოდა, რადგან მას ქმნიდა ხალხი, თვითონ კი,
ვისთვისაც ლიტერატურა ხელოვნება იყო, სრულიადაც არ აინ-
ტერესებდათ უბრალო მოკვდავთა საქმიანობა. და თუ სწავ-
ლულნი არ აქცევდნენ ყურადღებას ხალხს, ისიც, თავის მხრივ,

128
დასცინოდა მეცნიერებს და ანეკდოტებს უთხზავდა. აი, ერთი
დამახასიათებელი მაგალითი:
„ერთხელ ერთი გორაკის თავზე ნადირთა ჯოგი შეიკრიბა.
დათქვეს, რომ ცალ-ცალკე ინადირებდნენ, საღამოს კი შეიკრი-
ბებოდნენ და ნადავლს გაიყოფდნენ. დღის ბოლოს მხოლოდ
ვეფხვი დაბრუნდა ნადირობიდან ცარიელ-ტარიელი. ჰკითხეს
რა მოხდაო და მანაც წაიბურტყუნა: „განთიადისას ერთ სტუ-
დენტს დავადგი თვალი, მაგრამ ისე ქორფა იყო, მივხვდი, გემოს
ვერ ჩაატანდით. შუადღისას მღვდელს წავაწყდი, მაგრამ იმასაც
შევეშვი: სულის მეტი არა აბადია-რა. დრო გადიოდა, კინაღამ
იმედი გადავიწყვიტე, რაკი აღარავინ შემხვდა. ბოლოს ბინდ--
ბუნდში სწავლული დავლანდე. მაგრამ მის აქამდე თრევას აზრი
არა ჰქონდა: ისეთი ხმელი და უხეში იყო, კბილებს დაგვამ-
ტვრევდა“.
სწავლული, როგორც ფსიქოლოგიური ტიპი, ჩინელთათვის
მუდამ დაცინვის ობიექტი იყო. იგი შეიძლება შეგხვდეთ რომა-
ნებში, თანაც, ყოველთვის ერთი და იგივე, რაკიღა ერთი და იმა-
ვე კლასიკური ნაწარმოებებისა და მათი აგების კანონების გა-
მუდმებული შტუდირება ყველა ჩინელ მეცნიერს გარეგნობითაც
და აზრებითაც ტყუპისცალებივით ამსგავსებდა ერთმანეთს.
ჩვენთან, დასავლეთში ასეთი ხალხი კანტიკუნტად თუ შეგვხვდე-
ბა, ჩინეთში კი იგი სწორედ რომ ტიპია. მისი განზოგადებული
პორტრეტი ასეთია: პატარა ხმელ-ხმელი ფიგურა, გამობურცუ-
ლი შუბლი, მჭიდროდ მომუწული ტუჩები, მიჭყლეტილი, ოდნავ
აბზეკილი ცხვირი, პატარა უფერული თვალები სათვალის შუ-
შებს მიღმა, მაღალი ხმა პედანტისა, ისეთ კანონებს რომ იზეპი-
რებს, მის გარდა არავის რომ არ აინტერესებს, უკიდურესი თავ-
დაჯერებულობა, სიძულვილი არა მარტო უბრალოთა, არამედ

129
ყველა კოლეგისა, გრძელი გაცვეთილი ხალათი და ქედმაღლუ-
რი ტაატი იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა საერთოდ ადგილიდან
დაიძვრება. მას მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურულ შეკრე-
ბებზე თუ შეხვდებით. დაკავებულია ძირითადად ძველი წიგნები-
თა და მათი მიმბაძველობით. ეზიზღება ყველაფერი ხალასი და
ორიგინალური, რადგან ისინი არ თავსდება არც ერთ მისთვის
ნაცნობ სტილში. რაკი ამ შეთავსებას ვერ ახერხებს, მიიჩნევს,
რომ ნაწარმოები არ მიეკუთვნება დიადთა კატეგორიას და თა-
ნაც დარწმუნებულია თავის აბსულუტურ სიმართლეში. თუკი ამ-
ბობს: „აი, ხელოვნება“, – სჯერა, რომ ხელოვნება მხოლოდ და
მხოლოდ ესაა, რაკი ის, რასაც იგი არ ცნობს, მისთვის არც არ-
სებობს. და რადგანაც არასოდეს რომანი არ ჩაუთვლია იმად,
რასაც ის ლიტერატურას ეძახის, ამიტომაც რომანი, როგორც
ლიტერატურული ნაწარმოები, მისთვის არ არსებობს.
ერთ-ერთმა დიდმა ჩინელმა ლიტერატურათმცოდნემ იაო ჰა-
იმ 1776 წელს შეადგინა სია იმ თხზულებებისა, რომელთაც იგი
თვლიდა ლიტერატურად: წერილები, სამთავრობო დადგენილე-
ბანი, ბიოგრაფიები, ეპიტაფიები, ეპიგრამები, ლექსები, სამ-
გლოვიარო სიტყვები, ისტორიული ქრონიკები. როგორც ხე-
დავთ, რომანი ამ სიაში არაა, თუმცა იმ დროისათვის ჩინურ რო-
მანს ხალხში გავლილი ჰქონდა განვითარების მრავალსაუკუნო-
ვანი გზა და ყვაოდა. 1772 წელს იმპერატორ ციან ლუნის მიერ
შედგენილი ჩინური ლიტერატურის ვრცელი კომპილაცია „სიკუ
ციუან შუც“ არ აკუთვნებს რომანს ლიტერატურას.
ჩინური რომანის (და რომანისტისაც!) საბედნიეროდ მეც-
ნიერები რომანს ლიტერატურად არ მიიჩნევდნენ. მწერალი და
წიგნი აღმოჩნდნენ მათი კრიტიკისა და იმ მოთხოვნილებათა
მიღმა, რასაც ისინი უყენებდნენ ხელოვნებასა და სტილს, მიღმა

130
საუბრებისა ლიტერატურის რაობაზე და ყოველგვარი კამათისა
იმის თაობაზე, თუ რა არის ხელოვნება, თითქოსდა იგი იყოს რა-
ღაც აბსოლუტური და გაყინული და არა მარადცვალებადი. ჩი-
ნური რომანი თავისუფალი აღმოჩნდა. ის ბუნებრივად აღმოცენ-
და ხალხურ ნიადაგზე საყოველთაო მხარდაჭერით გულგამთბა-
რი და წიგნის მოკირტიკეთა სუსხისაგან შორს მდგომი. ამერი-
კელმა პოეტმა ემილი დიკინსონმა ერთხელ ასეთი რამ ბრძანა:
„ბუნება მოჩვენებათა სახლია, ხელოვნება – სახლი, რომელიც
მოჩვენებებს შეიხმობს“. იგი წერდა:
ბუნება ისაა, რასაც ვხედავთ, (...)
ბუნება ისაა, რაც ვიცით,
მაგრამ არ ძალგვიძს სიტყვებში ჩავტიოთ.
ჩვენს სიბრძნეს არ ძალუძს მოიცვას
მისი უბრალოება.
თუკი ჩინელი წიგნის კაცები მაინც შეიტყობდნენ ხოლმე
რაიმეს რომანის განვითარების თაობაზე, ისიც მხოლოდ ერთა-
დერთი მიზნით: უფრო ქედმაღლურად უარეყოთ იგი. მათდა
საუბედუროდ, ხანდახან იძულებული იყვნენ ყურადღება მიექცი-
ათ რომანებისათვის, რომელთა კითხვაც იმპერატორებს უყვარ-
დათ. უნდა გენახათ მათი გასაჭირი! ასეთი შემთხვევებისათვის
მოიფიქრეს ტერმინი „საზოგადოებრივად სასარგებლო“ და წერ-
დნენ გრძელ-გრძელ ტრაქტატებს, რითაც ამტკიცებდნენ, თით-
ქოს რომანი ლიტერატურა კი არა, საზოგადოებრივად სასარ-
გებლო დოკუმენტია. იგივე ტერმინი – „საზოგადოებრივად სა-
სარგებლო“ – აღმოაჩინეს ამასწინათ ახალგაზრდა ამერიკელ
ლიტერატურათმცოდნეთაგან ყველაზე მოწინავეებმა, თუმცაღა
ჩინელმა მეცნიერებმა ის იცოდნენ ათასი წლით ადრე და ჯერ კი-

131
დევ მაშინ მოითხოვდნენ რომანისაგან საზოგადოებრივ სარგე-
ბელს, ურომლისოდაც იგი ხელოვნებად ვერ ჩაითვლებოდა.
ძველი ჩინელი სწავლულნი რომანზე დაახლოებით ასე მსჯე-
ლობდნენ:
ლიტერატურა – ხელოვნებაა; მისი ყველა დარგი საზოგადო-
ებრივად სასარგებლოა; ეს წიგნი არ არის საზოგადოებრივად
სასარგებლო; მაშასადამე, იგი არ ეკუთვნის ლიტერატურას.
და ამიტომ ჩინეთში რომანი არ იყო ლიტერატურა.
აი, ასეთი სკოლა გავიარე და დავიჯერე, რომ რომანს არაფე-
რი საერთო არა აქვს ლიტერატურასთან. ამას მასწავლიდნენ
სწავლული წიგნის კაცები. ლიტერატურის ხელოვნება, მარიგებ-
დნენ ისინი, განათლებულმა ხალხმა გამოიგონა, მეცნიერები
ქმნიან კანონებს, რათა გააკონტროლონ გენიის გულისთქმანი
– შადრევანი, რომელიც მოჩქეფს ცხოვრების სიღრმეებიდან.
ტალანტი, დიდია იგი თუ მცირე, ნიაღვარია, ხელოვნება კი ხელ-
ქმნილი ფორმა, კლასიკური ან თანამედროვე, რომლითაც უნდა
წარმართო ნიაღვარი, რათა ასიამოვნო მეცნიერებსა და კრიტი-
კოსებს. მაგრამ ჩინელ ხალხს არავის გულის მოგება არ სურდა.
მთხრობელის გენია ნიაღვარივით ისწრაფვოდა, საითაც სურდა,
საითაც უშვებდნენ კლდენი და იზიდავდნენ ხენი, ხოლო უბრა-
ლო ადამიანები მიდიოდნენ მასთან, რათა მოეკლათ წყურვილი,
მოეპოვებინათ სიმშვიდე და სიხარული.
ჩინური რომანი ხალხის გასაოცარი ქმნილებაა, მისი გამორ-
ჩეული საკუთრება. რომანის ენა სწორედ რომ ხალხური ენაა და
არა კლასიკური ვენლი, ენა ლიტერატურისა და მეცნიერებისა.
ვენლი ისევე განსხვავდება ხალხური ენისაგან, როგორც ჩოსე-
რის ძველინგლისური თანამედროვე ინგლისურისაგან, თუმცა
ერთგვარი ირონიაც კია იმაში, რომ ვენლი ოდესღაც საყოველ-

132
თაო მოხმარების ენაც ყოფილა. ოღონდ მეცნიერებმა ფეხი ვერ
აუწყვეს ცოცხალ, ცვალებად ხალხურ ენას. ისინი ებღაუჭებოდ-
ნენ ძველ სალაპარაკო ენას და კლასიკურად აქციეს იგი, მაშინ
როცა ცოცხალი სალაპარაკო ენა განაგრძობდა ჩვეულ გზას, ჩა-
მოიტოვა რა ისინი ძალიან შორს. ჩინური რომანები დაწერილია
ბაიხუაზე, უბრალო ხალხურ ენაზე და მარტო ესეც შეურაცხყოფ-
და მეცნიერ-კლასიკოსებს, რამეთუ ამ ენამ გამოიმუშავა მკით-
ხველთათვის ძალზე იოლად აღსაქმელი სტილი, რომელშიც, მა-
თი აზრით, სავსებით უარყოფილია ლიტერატურული ხერხები.
აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს შეადგენდნენ მეცნიერები,
რომლებიც ჩინეთში ინდოეთიდან მოვიდნენ და მოიტანეს ახა-
ლი რელიგია – ბუდიზმი. დასავლეთში რომანის მტრები დიდ-
ხანს იყვნენ პურიტანელები. აღმოსავლეთში მათ ბუდისტებმა
აჯობეს, – მოხვდნენ რა ჩინეთში, შეამჩნიეს, რომ აქ ლიტერატუ-
რა ხალხისაგან ძალიან შორსაა და ექვსი დინასტიის პერიოდი-
სათვის დამახასიათებელი ფორმალიზმის მარწუხებში იხრჩობა.
პროფესიონალი ლიტერატორები ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ თავ-
გადადებული არა იმისათვის, რა უნდა ეთქვათ, არამედ იმისათ-
ვის, თუ როგორ შეეხამებინათ იეროგლიფები თავიანთ წერი-
ლებსა და ლექსებში და ჯვარზე აკრავდნენ ყველა ქმნილებას,
რომელიც მათ კანონებს არ ექვემდებარებოდა. სწორედ ამ სუ-
ლისმხუთავ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ ბუდისტი მთარგმნელე-
ბი – დიადი განძის, განთავისუფლებული სულის მფლობელნი.
მათ შორის იყვნენ ინდოელებიც და ჩინელებიც, რომელთაც
ამოცანად დაისახეს წიგნის კაცების კანონებს კი არ მორგებოდ-
ნენ, არამედ მარტივად და გასაგებად განემარტათ ხალხისათვის
თავიანთი მოძღვრება. საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს ბუ-
დისტები გადმოსცემდნენ რომანებში ხმარებული სალაპარაკო

133
ენით და რაკი ხალხს ისტორიები უყვარდა, მქადაგებლებმა ისი-
ნი სწავლების საშუალებად აქციეს. ერთ-ერთი ცნობილი ბუდის-
ტური წიგნის „ფა შუ ძინის“ წინასიტყვაობა ქადაგებს: „როცა ღა-
ღადებ ღვთიურ სიტყვებს, ილაპარაკე სადად“. ეს მითითება ჩი-
ნური რომანისტის პროგრამად შეიძლება განვიხილოთ, ვისთვი-
საც ღმერთები ჭეშმარიტად ადამიანები იყვნენ, ხოლო ადა-
მიანები – ღმერთები.
ჩინური რომანი, უწინარეს ყოვლისა, უბრალო ხალხის გა-
სართობად იქმნებოდა. როცა ვამბობ „გასართობად“, ვგულის-
ხმობ არა მარტო სიცილს, თუმცა მსმენელის გაცინება ამ რომა-
ნის ერთ-ერთი ამოცანაა. გაართო – ნიშნავს მთლიანად მოიცვა,
შთანთქა გონების ყურადღება, გააცისკროვნო ცხოვრების სურა-
თებით, ასწავლო სიცოცხლის აზრი. თავის მხრივ, ეს უდრის –
გააღვიძო სული არა ხელოვნებაზე ლაყბობით, არამედ სხვადას-
ხვა კაცთა ამბებით, რითაც დაანახო მსმენელს საკუთარი თავი.
ჩინეთში ღმერთის შესახებ საქადაგებლად მოსული ბუდისტები
დარწმუნდნენ, რომ ადამიანები მაშინ უფრო კარგად უგებენ
ღმერთებს, როცა ხედავენ, ისინიც ისეთსავე მოკვდავებში მოქ-
მედებენ, როგორიც ჩვენ ვართო.
მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩინური რომანი სალაპარაკო ენა-
ზე იმიტომ იწერებოდა, რომ უბრალო ხალხმა წერა-კითხვა არ
იცოდა და ამბავი მხოლოდ სმენით უნდა აღექვა. სოფლის ორა-
სი მცხოვრებიდან შესაძლოა კითხვა მხოლოდ ერთს სცოდნო-
და. და დღესასწაულებზე ანდა საღამოობით, მუშაობის შემდეგ
იგი მოუთხრობდა შეკრებილთ რაიმე ისტორიას, – აი, ასეთი
მარტივი საშუალებით დაიწყო ჩინური რომანის აყვავება. გან-
საზღვრული ხნის შემდეგ მსმენელები ქუდს ჩამოატარებდნენ
შემოწირულობებისათვის, რათა მთხრობელს ყელი გაესველე-

134
ბინა ჩაით, ანდა საზღაური მიეღო გაცდენილი დროისათვის. თუ-
კი ფულადი შემოსავალი საკმაო იყო, იგი ტოვებდა ძველ ხელო-
ბას და პროფესიონალი მთხრობელი ხდებოდა, ხოლო ამბები,
რომელთაც ის კითხულობდა, რომანებად იქცეოდნენ. ასეთი ამ-
ბები არცთუ ისე ბევრი იყო. ისინი წლისთვისაც კი არ კმაროდა,
თუმცაღა ჩინელებს ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ დრამატული
სიუჟეტებისადმი. მთხრობელი იძულებული იყო შეევსო მარაგი:
სწავლობდა მშრალ ისტორიულ ქრონიკებს, მეცნიერთა მიერ
შექმნილს და თავისი ცოცხალი წარმოსახვის წყალობით, თანა-
მოძმეთა ცხოვრებაზე დაყრდნობით ძველ სიუჟეტებს ახალ
სულს ბერავდა, აცოცხლებდა, ჩხრეკდა ისტორიებს სასახლეთა
ინტრიგების თაობაზე, ქალებზე, რომელთა გამო იღუპებოდნენ
დინასტიები, გადადიოდა სოფლიდან სოფელში, აგროვებდა
არაჩვეულებრივი შემთხვევების ამბებს და იწერდა მათ. ზოგი
პირად ცხოვრებაზეც მოუთხრობდა, იგი მათაც იწერდა, რომ,
შემდგომში სხვებისთვის ეამბნა. რასაკვირველია, იგი მათ ალა-
მაზებდა, აკეთილშობილებდა, მაგრამ არა ლიტერატურული
საქცევებითა და გამოთქმებით, რომლებიც არავის სჭირდებო-
და. არა, მას მუდამ ახსოვდა თავისი მსმენელი, რომელსაც ისე-
თი სტილი ხიბლავს, როცა თხრობა მიდის მსუბუქად, სადად,
ნათლად და არაა გადატვირთული უცნობი გრძელ-გრძელი სიტ-
ყვებითა და ლიტერატურული სამშვენისებით, თუ არ ვიგულის-
ხმებთ მცირე-მცირე აღწერებს, აუცილებელს მოქმედების ადგი-
ლის ან გმირის დახატვისათვის.
არაფერმა არ უნდა გააჭიანუროს მოთხრობა. იგია მთავარი,
რაც უნდა მსმენელს.
როცა ვამბობ „მოთხრობა“, ვგულისხმობ არა შემთხვევათა
უაზრო გროვასა და პრიმიტიულ ინტრიგას. ჩინელები ბრძენი

135
ხალხია, ისინი მუდამ მოითხოვდნენ, რომ რომანში ხასიათები
ყოფილიყო. თავიანთი სამი უმთავრესი რომანიდან ერთ-ერთს
„შუი-ხუ ხუანს“ („მდინარის უბეები“) დიდ წიგნად მიიჩნევენ არა
მარტო მძაფრი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მისი
ყველა ას რვა პერსონაჟი წარმოუდგენლად მკაფიოდაა გამოკ-
ვეთილი – თითოეულს საკუთარი სახე აქვს. არაერთხელ მსმე-
ნია ამ რომანის შესახებ: „როცა ას რვა გმირიდან რომელიმე
ლაპარაკობს, მის სახელს აღარ ვკითხულობთ. უმალვე ვცნობთ
თავისი სიტყვებით“. ხასიათის მკვეთრი ინდივიდუალიზაცია –
ესაა უმთავრესი პირობა, რასაც ჩინელები რომანს უყენებენ,
თანაც ისეთი, მოქმედებიდან და საუბრიდან რომ გამოსჭვივის
ბუნებრივად და არა ავტორის განმარტებებიდან.
საყურადღებოა, რომ საჩაიეებში, სოფლებში, ქალაქების
ჩვეულებრივ ქუჩებში უბრალო, უწიგნური მთხრობელების საუბ-
რების პარალელურად რომანი ჩაისახა იმპერატორის სასახლე-
ებშიც. ჩინელ იმპერატორებს ოდითგან ჰქონდათ ჩვეულება
დაექირავებინათ სპეციალური ხალხი (ეგრეთ წოდებული „იმპე-
რატორის ყურები“), ვინც სადად ჩაცმული დადიოდა ქალაქისა
და სოფლის ქუჩებში, იჯდა საჩაიეში და ისმენდა შეკრებილთა
საუბარს. რასაკვირველია, თავდაპირველად მათ მოვალეობად
ითვლებოდა გამოეაშკარავებინათ იმპერატორის ქვეშევრდომ-
თა შორის უკმაყოფილონი და გაერკვიათ, ხომ არ გადაიზრდე-
ბოდა ეს უკმაყოფილება აჯანყებაში, რაც მთავრდება ხოლმე დი-
ნასტიის დამხობით.
მაგრამ იმპერატორებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ
(თუმცა ხშირად განებივრებული და თავნება) და არა სწავლული
მწიგნობრები. და, აი, „იმპერატორის ყურებმა“, რომლებიც
ნაირ-ნაირ საინტერესო და გასაოცარ ამბებს ისმენდნენ, შეამ-

136
ჩნიეს, რომ მათ მეუფე-პატრონებს ზოგჯერ ეს ამბები უფრო იზი-
დავდათ, ვიდრე პოლიტიკა. ამიტომაც პატაკებით დაბრუნებულ-
ნი ცდილობდნენ ეამებინათ რეალური ცხოვრებისაგან მოწყვე-
ტილი და სასახლეში ჩაკეტილი პატრონისათვის და ეამბნათ ის,
რაც მას ყველაზე მეტად ესიამოვნებოდა. მოუთხრობდნენ უბრა-
ლო ხალხის საოცარ თავგადასავლებს და მერე და მერე, რომ
არ დავიწყნოდათ, მათი ჩაწერა იწყეს. არ მეეჭვება, რომ იმპერა-
ტორსა და ხალხს შორის შუამავალნი ერთი მიმართულებით არ
მოქმედებდნენ. მოკვდავებს ისინი უამბობდნენ იმპერატორზე,
იმაზე, თუ რა თქვა ან რა ჩაიდინა, როგორ წაეჩხუბა საკუთარ
ცოლს, რომელიც შვილს არ უჩენდა, როგორ შეეკრა ეს უკანას-
კნელი საჭურისს და როგორ მოწამლეს იმპერატორის საყვარე-
ლი ხარჭა. ეს ამბები აღაფრთოვანებდა მსმენელებს, ყველა
ხალხთაგან უდემოკრატიულეს ჩინელებს უდასტურებდა, რომ
იმპერატორიც, ბოლოს და ბოლოს ისეთივე მოკვდავია, რო-
გორც ისინი და თუმცა ცის შვილია, თავსატეხიც ბლომადა აქვს.
ამგვარად წარმოიშვა რომანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
წყარო, რომელიც შემდგომში გაფორმდა და განმტკიცდა, თუმ-
ცა პროფესიონალი ლიტერატორები მის არსებობას არ
აღიარებდნენ.
ასე თანდათანობით სხვადასხვა ადგილას წარმოიშვა ჩინური
რომანი, მხოლოდ და მხოლოდ სასაუბრო ენაზე და შეისრუტა
ყველაფერი, რაც ხალხს აინტერესებდა, – ლეგენდები და მითე-
ბი, სიყვარული და ინტრიგა, ყაჩაღები და მხედრები, – ყოველი-
ვე ის, რისგანაც შედგება ცხოვრება კაცისა, რა მდგომარეობაც
არ უნდა ეკავოს საზოგადოებაში. განსხვავებით დასავლურისა-
გან, ეს რომანი არ შექმნილა რამდენიმე გამოჩენილი ავტორის
ძალისხმევით: აქ იგი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე რომანისტი.

137
ჩინეთს არ ჰყოლია თავისი დეფო, ფილდინგი თუ სმოლეტი, არც
ოსტინი და ბრონტე, არც დიკენსი და თეკერეი, არც მერედიტი,
არც ჰარდი, აღარაფერს ვამბობ ბალზაკსა და ფლობერზე. მაგ-
რამ აქაც გამოჩნდა ისეთივე დიდებული რომანები, როგორიც
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომანები, რომლებიც შეიძლებოდა
დაეწერა ნებისმიერს ამ დიდ შემოქმედთაგან, ჩინეთში რომ და-
ბადებულიყვნენ. და მაინც ვინ შექმნა ჩინური რომანები?
ასწლეულების შემდეგ ახლა ცდილობენ გასცენ ამ კითხვას
პასუხი თანამედროვე ისტორიკოსები ჩინური ლიტერატურისა.
ბოლო ოცდახუთი წელია დასავლურ უნივერსიტეტებში განათ-
ლებამიღებული ლიტერატურათმცოდნენი დაეწაფნენ საკუთარი
ქვეყნის მივიწყებულ რომანებს. რაც შეეხება ავტორებს, მათი
დადგენა შეუძლებელია. ერთმა დაწერა „მდინარის უბეები“ თუ
სხვადასხვა საუკუნეში ქმნიდა მას მრავალი სხვადასხვა გონი და
ხელი, უმატებდა, ცვლიდა, აღრმავებდა, ავითარებდა, სანამ სა-
ბოლოო სახეს მისცემდა? ვის შეუძლია დღეს უპასუხოს ამ კით-
ხვას? რომანის ყველა ავტორი მკვდარია. ისინი ცხოვრობდნენ
თავის დროში და წერდნენ, რასაც ხედავდნენ და ესმოდათ, სა-
კუთარ თავზე კი სიტყვაც არ დასცდენიათ. ასწლეულების შემ-
დეგ რომან „წითელი კოშკის სიზმრის“ ავტორმა თავისი წიგნის
წინასიტყვაობაში აღნიშნა: „არაა საჭირო ვიცოდეთ ხანის ან ტა-
ნის დინასტიის დროინდელი ამბები. უნდა მოგითხროთ ჩვენს
დროზე“.
და გვიამბობდნენ საკუთარ დროზე, რჩებოდნენ რა ნეტარ უც-
ნობლობაში. არ წაუკითხავთ რეცენზიები და მონოგრაფიები, სა-
დაც მათი შემოქმედება იქნებოდა განხილული და შეფასებული
კლასიკური მეცნიერების კანონებით. აზრადაც არ მოსვლიათ
ესუნთქათ მთის იმ ჰაერით, რომლითაც მეცნიერება იკვებება და

138
არც იმაზე უმტვრევიათ თავი, თუ რაა ის დიადი, რასაც მეც-
ნიერები ამტკიცებენ. წერდნენ ისე, როგორც მოსწონდათ, რო-
გორც შეეძლოთ. ხან კარგად გამოსდიოდათ, ხან უარესად.
კვდებოდნენ ბედნიერ უცნობლობაში, იკარგებოდნენ მასში სა-
მარადისოდ და დღევანდელ ჩინელ მეცნიერებს, მოწადინე-
ბულთ დაგვიანებით მაინც მიაგონ პატივი, აღარ ძალუძთ მათი
მკვდრეთით აღდგენა. მაგრამ ის, რაც შექმნეს, ცოცხალია, რა-
მეთუ უბრალო ჩინელმა არ გასწირა სასიკვდილოდ დიადი რო-
მანი – უწიგნური მდაბიო ხალხი ხელიდან ხელში კი არა, ბაგი-
დან ბაგეში გადასცემდა ერთურთს ამ რომანებს.
მოგვიანებით გამოცემული „მდინარის უბეების“ ერთ-ერთ წი-
ნასიტყვაობაში ში ნაიანი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ამ
წიგნის შექმნას, წერს: „მინდა ხალხმა იოლად აღიქვას, რაც
მოვყევი, ყველას შეუძლია გაიგოს ჩემი წიგნი, კეთილსაც და
ბოროტსაც, მცოდნესაც და უმეცარსაც. არა აქვს მნიშვნელობა,
კარგადაა დაწერილი თუ ცუდად. ვაი, რომ დავბადებულვარ, რა-
თა მოვკვდე. საიდან უნდა ვიცოდე, რას იფიქრებენ ჩემს წიგნზე
ისინი, ჩემს შემდეგ ვინც მოვა? ისიც კი არ შემიძლია ვიცოდე,
თვითონაც რას ვიფიქრებ მასზე, როცა მეორედ მოვალ ამ ქვეყა-
ნაზე სხვა სახით. არ ვიცი, საერთოდ კითხვასაც თუ შევძლებ მა-
შინ. ასე რომ, ღირს კი თავის მტვრევა?“
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მკვლევართა შორის ისე-
თებიც იყვნენ, უსახელოდ გარდასულების რომ შურდათ: საკუ-
თარი ჭირ-ვარამით დამძიმებულნი, რომლის თაობაზეც კრინტს
ვერავისთან ძრავდნენ, ანდა თავისივე შექმნილი მომაბეზრებე-
ლი ხელოვნებისაგან მცირე ხნით მაინც თავდაღწევის მიზნით
თვითონაც ქმნიდნენ რომანებს ფსევდონიმებით. ამ შემთხვევა-
ში ისინი უარყოფდნენ პედანტიზმს და წერდნენ ისევე უბრალოდ

139
და ბუნებრივად, როგორც ნებისმიერი მდაბიო, ვისაც არ ევალე-
ბოდა ეზრუნა წერის მანერაზე და წერდა ისე, როგორც მასალა
ითხოვდა. თუკი მწერალს იცნობდნენ თავისი სტილითა და ლი-
ტერატურული ხერხებით, იგი უკვე აღარ ითვლებოდა კარგ რო-
მანისტად და ლიტერატურული ხელოსნის იარლიყს იწებებდა.
ჩინეთში მასწავლიდნენ, რომ კარგი რომანისტი უნდა იყოს,
პირველ ყოვლისა, ძი ჟანი, რაც ნიშნავს ბუნებრივს, სხვისი გავ-
ლენისაგან თავისუფალს და იმდენად მოქნილსა და მგრძნო-
ბიარეს, რომ სავსებით ფლობდეს მასალას, მისი ერთადერთი
ამოცანაა – გარდასახოს ცხოვრება საკუთარ პრიზმაში და დრო-
ის, სივრცისა და მოვლენათა გრანდიოზულ ქაოსში გამოარჩიოს
მათში ჩადებული თავდაპირველი არსი, წესრიგი, რიტმი და
ფორმა. რომელიმე რომანის კითხვისას ჩვენ ვერ ვცნობთ ავ-
ტორს, რამეთუ როგორც კი ავტორს საკუთარი სტილი აღმოაჩ-
ნდება, იგი უმალვე ციხედ გადაექცევა. ჩინური რომანისტები მა-
ნერას იცვლიან, რათა აკომპანირება გაუწიონ, როგორც მუსიკა-
ში, არჩეულ თემებს.
დასავლური საზომებით ჩინური რომანები არასრულყოფი-
ლია. არაა გეგმური, უარყოფილია ლაკონიზმი, ცხოვრებაც ხომ
ასეა – ყოველგვარი გეგმისა და ლაკონიზმის გარეშე. უმეტესწი-
ლად გაჭიანურებულია, უზომოდ გადატვირთული მოულოდნე-
ლი ამბებითა და მოქმედი პირებით; მასალა – ფაქტებისა და გა-
მონაგონის ნაზავია, მეთოდი – რეალიზმისა და რომანტიზმისა,
რაც საშუალებას იძლევა წარმოუდგენელი, დაუჯერებელი სა-
ოცრებანი და სიზმრები ისეთი სიზუსტითა და გამოწვლილვით
აისახოს, რომ მკითხველი ყოველგვარი საღი აზრის გაუთვა-
ლისწინებლად იჯერებს მათ. პირველი რომანები ფოლკლორი-
თაა გაჯერებული, რადგანაც იმ დროს სწორედ ფოლკლორი

140
განსაზღვრავდა ხალხის აზრებსა და ფიქრებს. თუმცა დღესაც
ძნელია გაიგო ჩინელის გონებრივი წყობა რომანების გარეშე,
რამეთუ ისინი მონაწილეობენ მისი ცნობიერების ფორმირებაში,
ასე რომ, ფოლკლორი ცოცხლობს, როგორც არ უნდა გვიმტკი-
ცებდნენ საწინააღმდეგოს დასავლეთში განსწავლული ჩინელი
დიპლომატები და მეცნიერები. ჩინელის გონებრივი წყობა სა-
ოცრად ჰგავს ირლანდიელისას, რომლის თაობაზეც რასელი
წერდა: „ეს ცნობიერება მზადაა ენდოს ყოველგვარ ფანტაზიას,
შეუძლია წარმოიდგინოს ოქროს ხომალდები ვერცხლის ანძე-
ბით, თეთრი ქალაქები ზღვის პირად, ჯადოქარი მეგობრები და
ფერიათა სამეფო. როცა ასეთი ცნობიერება პოლიტიკას მიემარ-
თება, იქაც ისეთივე ნდობით იმსჭვალება ყველაფრის მიმართ“.
სწორედ ამ ხალხურმა ცნობიერებამ, თხრობაში განსხეულე-
ბულმა და ათასწლოვანი გამოცდილებით გამდიდრებულმა წარ-
მოშვა ჩინური რომანი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ თუ
ბრწყინვალე ჩინური რომანების უეჭველ ავტორებს არ ვიც-
ნობთ, ეს იმით აიხსნება, რომ მათ მარტოსული ოსტატები არ
ქმნიდნენ. მთლად უბრალო ამბავსაც კი ჩამოყალიბების რამდე-
ნიმე სტადია უნდა გაევლო, რათა მრავალრიცხოვანი ოსტატე-
ბის ხელით აგებულ მომხიბვლელ შენობად ქცეულიყო. მაგა-
ლისთვის გავიხსენოთ ცნობილი მოთხრობა „თეთრი გველის
ზღაპარი“, პირველად ჩაწერილი ტანის დინასტიის დროს. პირ-
ველ ვარიანტში ეს ჩვეულებრივი ჯადოსნური ზღაპარია, რომ-
ლის მთავარი გმირი ქალი თეთრი გველია. ასწლეულის შემდეგ
გაჩენილ მომდევნო ვარიანტში გველი გადაიქცევა ვამპირ ქა-
ლად, ბოროტი ძალების სიმბოლოდ. მესამე ვარიანტში უფრო
გულითადი და ჰუმანური მოტივები იკვეთება: ვამპირი ქალი ერ-
თგული ცოლი ხდება, ყოველმხრივ უწყობს ხელს ქმარს და

141
შვილსაც უჩენს. ამგვარად, ამბავი იძენს არა მარტო ახალ პერ-
სონაჟს, არამედ ახალ თვისებასაც – ჯადოქრული ზღაპრიდან
იგი გარდაიქმნება რომანად ადამიანების შესახებ.
ჩინეთის ისტორიის ადრეულ პერიოდში დაწერილი წიგნები
რომანებზე უფრო სარომანო სიუჟეტების კრებულებს შეიძლება
მივაკუთვნოთ, – წყაროებს, რომელთა ფსკერიდანაც, თუკი ეს
შესაძლებლობა მიეცემოდა, შექსპირი პეშვებით ამოკრეფდა
კენჭებს, რომელთაც მერე ბრილიანტებად აქცევდა. ბევრი ამ
წიგნთაგან საბოლოოდ გაქრა, რაკიღა თავის დროზე არაფრად
თვლიდნენ, მაგრამ არა ყველა. შემოგვრჩა, მაგალითად, ხანის
პერიოდის ადრეული ნოველები, ისე ცოცხლად დაწერილი,
დღესაც რომ ცხენთა ქროლვას მოგვაგონებს და უფრო გვიანდე-
ლი მოთხრობები, დინასტიურ ავბედობათა მაუწყებელი. მინის
დინასტიის პერიოდში მრავალი მათგანი მოხვდა დიდ კრებულ-
ში „ტაიბინ გუან ძი“ („ტაიბინის წლების ვრცელი ჩანაწერები“),
რომელიც აერთიანებდა რელიგიურ თქმულებებსა და ცრურწმე-
ნულ ისტორიებს, მოთხრობებს სიკეთესა და გულმოწყალებაზე,
კეთილისა და ბოროტისათვის სამაგიეროს მიზღვაზე, სიზმრებსა
და საოცრებებზე, ურჩხულებსა და ღმერთებზე, ქალღმერთებსა
და მონარქებზე, ვეფხვებსა და მელიებზე, სულთა გადასახლება-
სა და მკვდრეთით აღდგომაზე. ბუდიზმის გავლენის გაძლიერე-
ბის კვალდაკვალ ამ ნოველებში ხშირდება ახალი მოტივები
ჩნდება – ზებუნებრივი ამბები, ქალწულთა მიერ შობილი ღმერ-
თები, ღმერთკაცები, – საოცრებათა და ალეგორიათა მთელი
ნაკადი: ბედი უღიმით ღარიბ სტუდენტებს, ადამიანები ოცნებებს
გადაჰყავთ გოლიათთა და ლილიპუტთა ფანტასტიკურ მხარეებ-
ში, ჯადოქრის ჯოხს ცაში ააქვს უზარმაზარი რკინის გუმბათი.
მაგრამ თითოეული მოთხრობა მაინც თავისი დროის პირმშოა.

142
ასე, მაგალითად: ხანის პერიოდის მოთხრობები, რომელთა
ცენტრში დიდი ადამიანი ან გმირია, აღსავსეა სასიცოცხლო ძა-
ლით და როგორც წესი, უკავშირდება უმნიშვნელოვანეს ისტო-
რიულ ამბებს. ამ ოქროს საუკუნეში მეფობს იუმორი – კოლორი-
ტული, მიწიერი, ჯანსაღი იუმორი, რომელსაც შეიძლება წააწ-
ყდეთ, მაგალითად, ნოველების კრებულში „სიცილის ტყე“,
რომლის შემდგენლად და ნაწილობრივ ავტორადაც ვარაუდო-
ბენ ხან ტანსუანს. შემდგომში ოქროს საუკუნე მიინავლა, მაგრამ
დავიწყებას არ მისცემია, – ჩინელები დღესაც სიყვარულით
უწოდებენ თავიანთ თავს ხანის შვილებს. მომდევნო სუსტსა და
აღვირახსნილ საუკუნეებში მანერაც კი თხრობისა ნოველებში
დუნე და დათაფლულია, ხოლო თემები – დაწვრილმანებული.
როგორც ჩინელები ამბობენ, „ექვსი დინასტიისას წერდნენ
წვრილმანზე – ქალზე, ჩანჩქერზე ან ჩიტზე“.
ხანის დინასტია თუ ოქროსია, ტანის დინასტია ვერცხლისაა
და ვერცხლით ჩამოსხმულია სატრფიალო მოთხრობები, რომ-
ლითაც გაითქვა სახელი ამ ეპოქამ. ეს იყო სიყვარულის ხანა,
როცა ათასობით იქმნებოდა მოთხრობები იმპერატორის უმშვე-
ნიერეს სატრფოზე იან გუიფეიზე და ასევე უმშვენიერეს მის წინა-
მორბედზე მეიფეიზე. ტანის ეპოქის სატრფიალო მოთხრობები
თავისი მთლიანობითა და სირთულით დასავლური რომანის
დონეს უახლოვდება. მათში შეგიძლიათ პოვოთ სიუჟეტის განვი-
თარება, მისი აპოგეა და კვანძის გახსნა, თუმცა ისინი მკაფიოდ
არაა გამოკვეთილი. ჩინელები იტყვიან: „უნდა იკითხოთ ტანის
ნოველები, რამეთუ სულ უმნიშვნელოს თხრობისასაც ისინი ისე
მგრძნობიარედაა დაწერილი, რომ თვალზე ცრემლი მოგადგე-
ბა“.

143
არაა გასაკვირი, რომ უმეტესწილად ამ მოთხრობებში ისეთ
სიყვარულზე კი არაა საუბარი, ქორწინებით რომ მთავრდება,
ანდა ბედნიერი მეუღლეების დღესასწაულს ეძღვნება, არამედ
„აკრძალულ ხილზე“. და იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოთხრობის
თემა ქორწინებაა, თითქმის ყოველთვის იგი ტრაგიკულად
მთავრდება. არაკანონიერი სიყვარულისადმი მიძღვნილი ორი
სახელგანთქმული მოთხრობა „პეი ლი შა“ და „ჩაო ფან ჯი“, ალ-
ბათ, იმ მიზნით დაიწერა, რომ დაემტკიცებინათ წერა-კითხვისა
და სიმღერის მცოდნე ჭკვიანი და ლამაზი კურტიზანი ქალების
უპირატესობა შედარებით ცოლთან, როგორც წესი, უწიგნურ-
თან, რომელსაც ჩინელები დღესაც „ყვითელსახიან ქალად“ მო-
იხსენიებენ.
ეს ტენდენცია ისე მომძლავრდა, რომ ხელისუფლება შეშ-
ფოთდა ამგვარი მოთხრობების პოპულარობით და ისინი სახი-
ფათოდ და მავნებლად შერაცხეს, რამდენადაც ხელყოფდნენ ჩი-
ნური საზოგადოების საფუძველს – ოჯახს. არსებობდა საპირის-
პირო ტენდენციაც, რომლითაც დაღდასმულია, მაგალითად,
მოთხრობა „უკვდავთან შეხვედრა“. ესაა ერთ-ერთი ადრეული
ვარიანტი სახელგანთქმული ნაწარმოებისა, რომელიც მოგვით-
ხრობს ახალგაზრდა მეცნიერზე, მშვენიერი ინ-ინი რომ შეიყვა-
რა, მაგრამ მიატოვა გამომშვიდობებისას წარმოთქმული ამ
ღრმააზროვანი სიტყვებით: „ყველა არაჩვეულებრივი ქალი სა-
შიშია. ისინი ღუპავენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ხანდახან
თვით იმპერატორებსაც კი. მართალია, იმპერატორი არა ვარ,
მაგრამ მაინც მირჩევნია მივატოვო იგი“. ასეც მოიქცა საღი აზ-
რის მქონე ყველა მამაკაცის გასახარად. მოკრძალებული ინ--
ინის პასუხი ასეთი იყო: „თუკი ჩემი მეუფე ხარ, შეგიძლია მიმა-
ტოვო. არ გადანაშაულებ“. მაგრამ ხუთი საუკუნის შემდეგ ჩი-

144
ნელთა სენტიმენტალობამ თავისი გაიტანა და ამ სიყვარულის
ამბავში ყველაფერი თავ-თავის ადგილას განალაგა. მოთხრო-
ბის ბოლო ვარიანტში მეცნიერი და ინ-ინი ცოლ-ქმარი ხდებიან
და ავტორი ასკვნის: „იმედი მაქვს სამყაროს ყველა შეყვარებუ-
ლი წყვილი ბედნიერი ქორწინებით შეუღლდება“. ჩინეთისათვის
ხუთასი წელი არც ისე დიდი ვადაა დაელოდოს ბედნიერ დასას-
რულს.
სხვათა შორის, ეს სიუჟეტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავ-
რცელებულთაგანია ჩინეთში. სუნის დინასტიის დროს იგი ლექ-
სის ფორმით გაიმეორა ჯაო დელიანმა სათაურით „ყვავილებზე
შეყვარებული პეპელა“. იუანის დინასტიის პერიოდში დუნ
ძეიუანმა ამ სიუჟეტზე დაწერა სასიმღერო დრამა. მინის დინას-
ტიისას ერთ ნაწარმოებში ორი სიუჟეტური ვარიანტის გაერ-
თიანებით დაიწერა „ნან ცი ციან ჯი“, შესრულებული სამხრეთუ-
ლი სალექსო ზომით ცი. დასასრულ, უკანასკნელი და ყველაზე
ცნობილი გადამუშავებაა „დასავლეთის ფლიგელი“, რომლის
გმირს ჯანშენს ჩინეთში ბავშვებიც კი იცნობენ.
თუკი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, მე ძალიან დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებ ტანის პერიოდის რომანტიკულ სამიჯნუ-
რო თავგადასავლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ისინია
რომანის განვითარებაში ამ ეპოქის მიერ შეტანილი მთავარი
წვლილი და არა იმიტომ, რომ სხვა მოთხრობები არ არსებობ-
და. საკმარისია გავიხსენოთ მრავალრიცხოვანი იუმორისტული
და სატირული რომანები, აგრეთვე საყურადღებო მოთხრობები
მამლების ჩხუბზე, იმ დროის საყოველთაო გასართობზე, განსა-
კუთრებით სასახლის კარზე რომ უყვარდათ. ამ ჟანრის ერთ--
ერთი საუკეთესო ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ

145
მოიპოვა მოჩხუბარი მამლების ცნობილმა მფლობელმა იმპერა-
ტორისა და ხალხის სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი ცვალებადია. სუნის დინასტიისას რომა-
ნის ფორმა მკაფიოდ გამოიკვეთა, იუანისას კი წარმოუდგენელ
სიმაღლეებს მიაღწია, რასაც შემდგომში მხოლოდ ერთი რომა-
ნი მისწვდა – „ხუნ ლოუ მენი“, ანუ „წითელი კოშკის სიზმარი“,
დაწერილი ცინის დინასტიისას. იქმნება შთაბეჭდილება, თით-
ქოს საუკუნეების განმავლობაში რომანი იქმნებოდა შეუმჩნევ-
ლად, ხალხის ფენებში ღრმად ფესვგადგმული; მერე ამოიზარდა
მისი ღერო, გამოისხა რტოები, ამწვანდნენ ფოთლები და ბო-
ლოს აყვავდა, როცა იუანის პერიოდში ჩინეთი დაიპყრეს მონ-
ღოლებმა საზრდოს დახარბებული ცოცხალი, მშიერი, გაუნათ-
ლებელი გონებით. ასეთ გონებას ვერ გააძღობ კლასიკური ლი-
ტერატურის ჩენჩოთი და ისინი დრამას და რომანს დაეწაფნენ.
ამ ახალ ყოფაში, იმპერატორის წყალობის სხივებით გამთბარ-
ში, მაგრამ მეცნიერთა მიერ ძველებურად ყურადღების მიღმა
დატოვებულში, გამოჩნდა სამი უდიდესი ჩინური რომანიდან
ორი – „მდინარის უბეები“ და „სამმეფობა“ („სან გო“), „წითელი
კოშკის სიზმარი“ მესამეა.
ვისურვებდი, ჩასწვდომოდით, რაოდენ ბევრს ნიშნავდა და
ნიშნავს ეს სამი რომანი ჩინელებისათვის, მაგრამ დასავლურ
ლიტერატურაში მე ანალოგს ვერ ვპოულობ, რამეთუ ჩვენი რო-
მანის ისტორიაში არ მეგულება მომენტი, რომელზეც სრული
უფლებით შეგვეძლო გვეთქვა: „აი, ისიც, მწვერვალი!“ ეს სამი
რომანი ამტკიცებს ხალხური ლიტერატურის არსებობის უფლე-
ბას – ისინი მისი დიადი ძეგლებია, თუნდაც არ ეკუთვნოდეს
უმაღლეს სიტყვიერებას. მას უგულებელყოფდნენ წიგნის კაცე-
ბი, კრძალავდნენ ცენზორები, ჯვარს აცვამდნენ ერთმანეთის

146
მონაცვლე დინასტიები როგორც სახიფათოს, რევოლუციურსა
და დეკადენტურს. მაგრამ ისინი განაგრძობდნენ სიცოცხლეს,
რადგან ხალხი კითხულობდა მათ, მოუთხრობდნენ ერთმანეთს,
გარდაქმნიდნენ სიმღერებად და ბალადებად, გარდასახავდნენ
დრამებად, ასე რომ, ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმაც, თუმცა
უხალისოდ, მაგრამ მაინც შეამჩნიეს. ჩათვალეს კი, რომ ესენი
რომანები კი არა, ალეგორიებია და ამიტომ მაინც შეიძლება
მიეკუთვნოს ლიტერატურას. ხალხი ყურადღებას არ აქცევდა
თეორიებს, არ კითხულობდა მეცნიერების მიერ რომანის დასა-
ცავად დაწერილ გრძელ-გრძელ ტრაქტატებს. ის ხარობდა რო-
მანებით, რომლებიც თვითონვე შექმნა ერთადერთი მიზნით –
მიეღო სიამოვნება მოთხრობილი ამბით, რომლითაც შეეძლო
გამოეხატა საკუთარი თავიც.
ჭეშმარიტად ხალხია ამ რომანების შემქნელი. „მდინარის
უბეები“ არაა ერთი კაცის მიერ დაწერილი, თუმცა თანამედრო-
ვე გამომცემლები მის ავტორად ში ნაიანს ასახელებენ. გრან-
დიოზული და მწყობრი რომანი აღმოცენდა რამდენიმე მოთ-
ხრობიდან ყაჩაღთა ბანდის შესახებ და ეყრდნობა ისტორიულ
ფაქტებს. ყაჩაღთა უძველესი ბუნაგი დღემდეა შემორჩენილი
შანდუნში – ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანებამდე იყო შემორ-
ჩენილი. დასავლური წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში ჩინეთში
საშინელი უწესრიგობა სუფევდა. იმპერატორ ხუეი-ძუნის დროს
დინასტია სულს ღაფავდა. მდიდრები მდიდრდებოდნენ, ღარიბე-
ბი ღატაკდებოდნენ და როცა აღარავინ იყო წესრიგის დამამყა-
რებელი, არენაზე კეთილშობილი ყაჩაღები გამოვიდნენ.
არ შემიძლია დაწვრილებით გიამბოთ, როგორ ყალიბდებო-
და ეს რომანი, როგორ იცვლებოდა ხელიდან ხელში გადასვლი-
სას. ამბობენ, ში ნაიანმა მისი დაუმუშავებელი ვარიანტი წიგნის

147
ძველ ფარდულში იპოვა, შინ მიიტანა და გადაწერაო. მაგრამ
მის შემდეგაც ხომ რომანი არაერთხელ გადააკეთეს და გადაწე-
რეს. დღეისათვის ცნობილია რომანის ხუთი თუ ექვსი რედაქცია:
ამათგან ერთში – „ჯუ ი შუი-ხუ“ – 100 თავია, მეორეში – 127, მე-
სამეში – 100. რომანის პირველსახეში, რომელიც ში ნაიანს
მიეწერება, 120 თავი იყო, იმაში კი, დღეს რომაა გავრცელებუ-
ლი, – 70. ეს ვარიანტი მინის პერიოდში გადაამუშავა სახელგან-
თქმულმა ძინ შენტანმა, რომელსაც უაზრობად მიაჩნდა აეკრძა-
ლა საკუთარი შვილისათვის ამ წიგნის კითხვა – ახალგაზრდო-
ბის წლებში ამ წიგნის კითხვისაგან თავის შეკავება უბრალოდ
შეუძლებელია, – და შვილს რედაქტირებული პირი აჩუქა. არსე-
ბობს აგრეთვე ვარიანტი, დაწერილი ხელისუფალთა ბრძანე-
ბით, რომლებიც დარწმუნდნენ რომანის აკრძალვის უაზრობაში.
ოფიციალური ვერსია სათაურით „ბანდიტების დამორჩილება“
მოგვითხრობს იმას, ბოლოს და ბოლოს როგორ გაანადგურეს
და დასაჯეს ყაჩაღები. მაგრამ ჩინელებისათვის საკუთარი აზრი
უცხო ხილი არაა. ხალხმა არ იწამა ოფიციალური მონაჩმახი და
დღემდე საკუთარ ვარიანტს კითხულობს. გარყვნილი ჩინოვნი-
კების წინააღმდეგ ხალხის ბრძოლის შესახებ ყველამ ძალიან
კარგად იცის.
დავამატებ, რომ „მდინარის უბეების“ ერთი ნაწილი თარგმნი-
ლია ფრანგულად სათაურით „ჩინელი რაინდები“, ხოლო 70--
თავიანი ვარიანტი თვითონ ვთარგმნე ინგლისურად სათაურით
„ადამიანები – ძმები“. ჩინური სათაური „შუი-ხუ ხუანი“ („მდინა-
რის უბეები“) ინგლისურად განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,
იგი სახელია ცნობილი ჭაობიანი ტბის უბეებისა, სადაც ყაჩაღები
ბინადრობდნენ. ეს სიტყვები მარადიული ხსოვნის სიმბოლოა
ჩინელებისათვის და არა ჩვენთვის.

148
გაუძლო რა ათას ქარტეხილს, ამ რომანმა თანამედროვე ჩი-
ნეთში დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. ჩინელმა კომუნის-
ტებმა იგი გამოსცეს წინასიტყვაობით, რომელშიც წიგნი წარ-
მოდგენილია, როგორც ჩინური კომუნისტური ლიტერატურის
პირველი ნაწარმოები. იგი დღესაც ისევე ღაღადებს სიმარ-
თლეს, როგორც ღაღადებდა იმპერატორთა დინასტიების
დროს. მის ფურცლებზე თქვენ შეხვდებით მონაზვნებსა და კურ-
ტიზანებს, ვაჭრებსა და მეცნიერებს, სათნო თუ გარყვნილ ქა-
ლებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს და ონავარ ბიჭებსაც კი.
ვერ წააწყდებით მხოლოდ თანამედროვე მეცნიერს, რომელსაც
დასავლეთში მიუღია განათლება და მეცნიერებათა დოქტორის
დიპლომი. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მას რომ ჩი-
ნეთში იქამდე ეცხოვრა, სანამ ამ წიგნის უკანასკნელი იეროგ-
ლიფი დაიწერებოდა, ისიც აუცილებლად მოხვდებოდა რომან-
ში, არაფრის მაქნისი და სასაცილო თავისი ახალმოდური გან-
სწავლულობით, ისეთივე უსარგებლო და უაზროთი, როგორც
ძონძებზე მიტყეპებული ერთი ბეწო საკერებელი.
ჩინელები ამბობენ: „ახალგაზრდებმა არ უნდა იკითხონ
„მდინარის უბეები“, მოხუცებმა კი – „სამმეფობა“, რადგან პირ-
ველნი შეიძლება აცდუნოს ყაჩაღობამ, მეორენი კი – საქმემ,
რომლისთვისაც მათ ძალა აღარ შესწევთ. „მდინარის უბეები“
თუ ჩინეთის ისტორიის სწორუპოვარი დოკუმენტია, „სამმეფო-
ბა“ – დოკუმენტია ომებისა და სახელმწიფო ძალაუფლებისა,
ხოლო „წითელი კოშკის სიზმარი“ – სიყვარულისა და ოჯახური
ცხოვრებისა.
„სამმეფობა“ ძალიან ჩამოჰგავს „მდინარეთა უბეებს“ – არ-
ქიტექტონიკაც ისეთივე აქვს და ავტორიც ისევე საეჭვო ჰყავს.
თხრობა იწყება ხანის დინასტიის პერიოდში ეპიზოდით, როცა

149
სამი მეგობარი ერთმანეთს ეფიცება მარადიულ ძმობას და
მთავრდება 97 წლის შემდეგ, ექვსი დინასტიის ეპოქაში. საბო-
ლოო სახით რომანი დაწერილია ვინმე ლო გუანჯუნის მიერ,
რომელიც ში ნაიანის მოწაფედ მიაჩნდათ და რომელიც, შესაძ-
ლოა, ეხმარებოდა ამ უკანასკნელს „მდინარის უბეებზე“ მუ-
შაობაში. მაგრამ დავა მათი ავტორობის თაობაზე ისევე დაუს-
რულებელია, როგორც ბეკონისა და შექსპირის შემთხვევაში.
ლო გუანჯუნი დაიბადა იუანის ეპოქის მიწურულში და ცხოვ-
რობდა მინის დინასტიის პერიოდში. იგი მრავალი დრამის ავ-
ტორია, თუმცა ჭეშმარიტი აღიარება მოუტანეს რომანებმა, რო-
მელთაგან ჩინეთში ფართოდაა გავრცელებული ვარიანტი, კან-
სის ხანაში რომ შექმნა მაო ძუნგანმა, რომელმაც არა მარტო გა-
დაამუშავა წიგნი, არამედ კრიტიკულადაც გააანალიზა. მან
რაღაც-რაღაცები შეცვალა, გამოაკლო, დაამატა, შეთხზა რა, მა-
გალითად, ერთ-ერთი მთავარი გმირის ცოლის სუან ფუჟენის ის-
ტორია. მან სტილიც შეცვალა. თუ „მდინარის უბეები“ დღეს ინ-
ტერესს იწვევს როგორც რომანი ხალხის ბრძოლაზე თავისუფ-
ლებისათვის, „სამმეფობის“ მნიშვნელობა განპირობებულია
სამხედრო მეცნიერებისა და ომის ხელოვნების ანალიზით, რო-
გორც იგი ესმით ჩინელებს, – სხვათა შორის, სრულიადაც არა
ისე, როგორც ჩვენ. პარტიზანები, რომლებიც დღეს წარმოადგე-
ნენ ყველაზე უფრო ქმედით ძალას იაპონელებთან ბრძოლაში,
– გლეხები არიან, ზეპირად რომ იციან „სამმეფობა“: თუ რომანი
არ წაუკითხავთ, დაუხსომებიათ მთხრობელთაგან, ზამთრის მო-
საწყენ ღამეებსა და ზაფხულის საღამოებისას საათობით რომ
უამბობდნენ, როგორ იბრძოდნენ „სამმეფობის“ გმირები. ომის
წარმოების ძველ ტაქტიკას ეყრდნობიან თანამედროვე პარტი-
ზანები: როგორი უნდა იყოს მეომარი, როგორ უნდა შეუტიოს ან

150
დაიხიოს უკან, როგორ უნდა განერიდოს მტერს მისი შემოტევი-
სას და როგორ უნდა მისდიოს უკუქცეულს, – ყველაფერ ამას ას-
წავლის რომანი, რომელიც ჩინეთში ყველა მამაკაცმა იცის.
ბოლო და სამი დიადი რომანიდან ყველაზე თანამედროვე
„წითელი კოშკის სიზმარი“ დაიწერა მანჯურთა მმართველობი-
სას. მისი ავტორის, დიდჩინოსანი ცაო სიუეცინისათვის იგი ავ-
ტობიოგრაფიულია. ცაო სიუეცინი შედიოდა მანჯურთა რვავე
სამხედრო ჯგუფში და თავისიანად თვლიდნენ. მან ვერ მოასწრო
რომანის გასრულება და წიგნის ბოლო ორმოცი თავი, როგორც
ვარაუდობენ, დაწერილი უნდა იყოს გაო ეს მიერ. შესაძლოა,
ცაო სიუეცინი რომანში საკუთარი ცხოვრების ისტორიას გად-
მოგვცემს. ოდესღაც იუან მეეს მიერ გამოთქმულ ამ ვარაუდს
ჩვენს დროში ავითარებს ხუ ში. ასეა თუ ისე, წიგნი პირველად
გამოიცა პეკინში, დაახლოებით 1765 წელს დასავლური წელ-
თაღრიცხვით სათაურით „შუტოუძი“ („ჩანაწერები ქვაზე“) და
ხუთ-ექვს წელიწადში (ჩინეთისათვის წარმოუდგენლად მცირე
დროში) უზომოდ პოპულარული გახდა. წიგნის ბეჭდვა მაშინ ძა-
ლიან ძვირი იყო და რომანი ხელიდან ხელში გადადიოდა: რო-
გორც ჩინეთში ამბობენ, „მაძლევ წიგნს – გაძლევ წიგნს“.
რომანის სირთულე ფაბულაში კი არაა, რომელიც საკმაოდ
მარტივია, არამედ ქვეტექსტში, ხასიათთა კვლევასა და ემო-
ციათა გამოხატვაში. ეს თითქმის ავადმყოფობის ისტორიაა, ის-
ტორია დიდი ოჯახისა, ოდესღაც მდიდრისა და მოწყალებას
ჩვეულის იმპერატორისაგან, რომელსაც ამ ოჯახის ერთ-ერთი
ქალიშვილი ხასად დაესვა. ოღონდ რომანი იწყება მაშინ, როცა
ყოველივე სიკეთე წარსულშია და ოჯახი – განსაცდელში. სიმ-
დიდრე იფლანგება და ოჯახი თავზე ენგრევა უკანასკნელ და ერ-
თადერთ ვაჟიშვილს ძია ბაოიუის, ღვთისაგან მომადლებული

151
დიდი ნიჭით შემკულს, რისი დასტურიცაა თუნდაც ის, რომ დაბა-
დებიდან თან დაჰყვა ძვირფასი ეშმის ქვა პირში. წინასიტ-
ყვაობაში ნათქვამია, რომ „ერთხელ ცა გაირღვა და როცა ლაჟ-
ვარდის ღიობი შეაკეთეს, აღმოჩნდა, რომ ერთი ქვა მორჩენო-
დათ – სწორედ იგი გამოდგა ძია ბაოიუის ეშმის ძვირფასი ქვა“.
ასე იკვეთება ჩინელთა ინტერესი ზებუნებრივისადმი, რომელიც
დღემდე წარმოადგენს მათი ცხოვრების ნაწილს.
რომანმა გაიტაცა ჩინელები, პირველ ყოვლისა, იმით, რომ
წამოჭრის იმ ოჯახის ორგანიზაციის პრობლემებს, სადაც ერთპი-
როვნულად ბატონობენ ქალები – ბებიები, დედები და მოახ-
ლეებიც კი. უკანასკნელნი, როგორც წესი, ახალგაზრდები, ლა-
მაზები და ფატალურად არათავისთავადი არიან: ხშირად წარ-
მოადგენენ სათამაშოებს მეპატრონეთა ვაჟების ხელში და საკუ-
თარ თავსაც ღუპავენ და შეყვარებულებსაც. ჩინელი ქალები ბა-
ტონობდნენ სახლში და რამდენადაც ისინი ჩაკეტილი იყვნენ
ოთხკედელშუა და ხშირად უწიგნურნიც, ამდენად, მათ ბატონო-
ბას ყველასათვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. თავიანთი
მოზრდილი ვაჟიშვილები ბავშვებად მიაჩნდათ, ცდილობდნენ
დაეხსნათ ყოველგვარი სირთულისა და გასაჭირისგან. ძია
ბაოიუი სწორედ ასეთი ბავშვია, რომელსაც რომანში ტრაგიკუ-
ლი აღსასრული ელის.
არ შემიძლია გითხრათ, რა ხრიკებს მიმართავდნენ ჩინელი
მეცნიერები იმის დასამტკიცებლად, „წითელი კოშკის სიზმარი“
რომანი კი არა ალეგორიააო, როცა შეიტყვეს, რომანს იმპერა-
ტორიც კითხულობს და ხალხზეც დიდი გავლენა აქვსო. ეჭვი არ
მეპარება, რომ თვითონაც კითხულობდნენ ჩუმ-ჩუმად ამ რო-
მანს: ჩინეთში არაერთი ანეკდოტია მეცნიერებზე, მალულად
რომ კითხულობენ რომელიმე წიგნს და მერე ირწმუნებიან, მას-

152
ზე არაფერი მსმენიაო. ყოველ შემთხვევაში, თავიანთ ტრაქტა-
ტებში ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, „წითელი კოშკის
სიზმარი“ რომანი კი არა, პოლიტიკური ალეგორიაა მანჯურთა
უღელქვეშ ჩინეთის მოქცევისა, ხოლო სათაურის „წითელი“ მან-
ჯურიას ნიშნავსო. ლინ დაიიუი, რომანის გმირი ახალგაზრდა ქა-
ლი, რომელიც ისე კვდება, რომ ვერ გახდა ბაოიუის ცოლი, – ჩი-
ნეთია; ბაოჩაი – მისი იღბლიანი მეტოქე, რომელმაც ეშმის ქვა
დაისაკუთრა, – უცხოეთის ზეგავლენა და ა.შ. თვით სახელი ძიაც
კი „სიყალბეს“ ნიშნავსო, ამტკიცებდნენ ისინი. ასეთი განხილვა
და კლასიფიკაცია თითიდან გამოწოვილია: „წითელი კოშკის
სიზმარი“ დაიწერა როგორც რომანი და სწორედ რომ წარმოად-
გენს რომანს, რომელიც ჩინური ლიტერატურისათვის დამსახა-
სიათებელი რეალიზმისა და რომანტიზმის ნაზავით გვიხატავს
ამაყი და მძლავრი ოჯახის დაქცევის მკაფიო სურათს. იგი უნიკა-
ლური აღწერაა ერთ ჭერქვეშ მოქცეული რამდენიმე თაობის მა-
მაკაცებისა და ქალების ცხოვრებისა.
გამოვყავი რა ეს სამი რომანი, მე ჩინელთა მაგალითს მივბა-
ძე. ახსენეთ სიტყვა „რომანი“ და ჩინელისაგან პასუხად უმალვე
გაიგონებთ – „მდინარის უბეები“, „სამმეფობა“ და „წითელი
კოშკის სიზმარი“. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთში
სხვა რომანი არაა, – ისინი ასეულობითაა. უნდა დაგისახელოთ
„სი იუძი“, ანუ „მოგზაურობა დასავლეთში“, რომანი, რომლის
პოპულარობა თითქმის არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე ცნო-
ბილი სამეულისას. უნდა გავიხსენო „ფენ შენ ჯუანიც“ („ამაღლე-
ბა სულთა რანგში“), მხედრის ისტორია, დაწერილი უცნობი ავ-
ტორის მიერ, სავარაუდოდ, მინის პერიოდში. არის აგრეთვე „ჟუ
ლინ ვაი ში“ („კონფუციანელების არაოფიციალური ისტორია“)
– სატირა ცინის ეპოქის ნაკლოვანებებზე და განსაკუთრებით იმ

153
დროის წიგნის კაცებზე, ქმნილება, სავსე ორმხრივ მწვავე, მაგ-
რამ არა ბოროტი დიალოგებით, მდიდარი მოვლენებით, ერთი
და იმავე დროს ნაღვლიანითა და სასაცილოთი. იგი დასცინის
მეცნიერებს, რომელთაც საკუთარი ხელებით არაფრის კეთება
არ შეუძლიათ, თავს ვერ ართმევენ ჩვეულებრივ საქმეებს და
ისე არიან პირობითობებით შებოჭილნი, რომ მათგან ძნელია
მოელოდე რაიმე თავისთავადს. ამ დიდი მოცულობის წიგნს
მთავარი გმირი არა ჰყავს. პერსონაჟები ერთმანეთს უკავშირ-
დებიან ურთიერთმონაცვლე მოვლენათა მწკრივით და თანაც
გმირები ისე ერწყმიან მოქმედებას, თითქოს, ჩინელი მწერლის
ლუ სინის თქმით, ქმნიან „ერთიან ტილოს ერთმანეთს მიკერე-
ბული აბრეშუმისა და ატლასის ფერადი ნაკუწებით“.
არ შეიძლება გამოვტოვოთ რომანი „ესოუ ჰუიანიც“, ანუ
„სოფლელი ბებრის ამაო სიტყვები“, დაწერილი ქვეყანაში საკ-
მაოდ ცნობილი, კარიერაზე ხელჩაქნეული ძიანინელი სიას მი-
ერ, დაბოლოს, წიგნთა შორის ყველაზე გასაოცარი „ძინ ხუა
იუანი“ („ყვავილები სარკეში“) – ფანტასტიკური რომანი ქალებ-
ზე, ქვეყანასაც რომ მართავენ და მეცნიერებაშიც უდევთ წილი.
ავტორი ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქალები ტოლს არ უდებენ
სიბრძნეში კაცებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ წიგნი მთავრდება
მათ შორის ომით, რის შედეგადაც სუსტი სქესის წარმომადგენ-
ლები მარცხდებიან და ტახტზე იმპერატორი ცვლის იმპერატრი-
ცას.
სამწუხაროდ, დღეს მე შემიძლია დაგისახელოთ მხოლოდ
მცირე ნაწილი ჩინელთათვის საყვარელი ასეულობით რომანი-
სა. მათ რომ იცოდნენ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, აუცილებ-
ლად მთხოვდნენ: „უამბეთ სამ უდიდეს რომანზე – „მდინარის

154
უბეები“, „სამმეფობა“ და „წითელი კოშკის სიზმარი“ – საკმარი-
სია“!
ამ რომანებში ასახულია ცხოვრება, ოდითგანვე რომ ეწევიან
ჩინელები, სიმღერები, რომელთაც მღერიან, ისიც, რაზეც იცინი-
ან და რისი კეთებაც უყვართ. ნაჩვენებია თაობათა მთელი
მწკრივის ცხოვრება და კვლავ და კვლავ რომ გააცოცხლონ ისი-
ნი თავიანთ ხსოვნაში, ჩინელები ისევ და ისევ უბრუნდებიან ამ
წიგნებს, გარდაქმნიან მათ ახალ სიმღერებად, დრამებად, რო-
მანებად. ამ გარდასახვათაგან ზოგიერთი პოპულარობით თით-
ქმის არფრით ჩამორჩება თავის დიდ წინამორბედს, მაგალი-
თად, „ძინ პინ მეი“ („ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში“) –
კლასიკური რომანი ხორციელი სიყვარულის რომანტიკაზე, რო-
მელიც ეფუძნება „მდინარის უბეებიდან“ ნასესხებ ერთ-ერთ ეპი-
ზოდს.
მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი რომანების ჩამოთვლა რო-
დია. ჩემი ამოცანაა თქვენი ყურადღება იმაზე გავამახვილო,
რომ დიადი ხალხის შემოქმედებითი ფანტაზიის ეს გამორჩეული
და ჭეშმარიტად გრანდიოზული მიღწევები თავის დროზე ლიტე-
რატურად არ ითვლებოდა. თავად ტერმინი „მოთხრობა“, ჩინუ-
რად „სიაოშო“ ნიშნავს რაიმე უმნიშვნელოსა და უსარგებლოს,
ხოლო რომანი – „ჩან-პიან სიაოშო“ – უფრო ვრცელს, მაგრამ
ასევე უმნიშვნელოსა და არაფრისათვის გამოსადეგს. ჩინელი
ხალხი წიგნის კაცების დაუხმარებლად ქმნიდა თავის ლიტერა-
ტურას და სწორედ მან მოაღწია ჩვენამდე, რათა გახდეს მომავ-
ლის ლიტერატურის ნაწილი, იმ დროს, როცა ფორმალური ლი-
ტერატურა, რომელსაც ერთ დროს ხელოვნებად მიიჩნევდნენ,
მკვდრად დარჩა. ამ რომანების სიუჟეტები ხშირად დაუმთავრე-
ბელია, სასიყვარულო კოლიზიები არაიშვითად გადაუწყვეტე-

155
ლი, გმირი ქალები ყოველთვის არ არიან ლამაზი, ხოლო კაცე-
ბი – მამაცნი. ამბავიც კი ხშირად არ მიდის ბოლომდე, შუა გზაზე
წყდება, მსგავსად სიცოცხლისა, მოულოდნელი სიკვდილი რომ
გაწყვეტს ხოლმე ნახევარგზაზე.
სახელდობრ, ჩინური რომანის ეს ტრადიცია გახდა ჩემთვის
მშობლიური და მან მაქცია მწერლად. ამიტომ არასოდეს ვეს-
წრაფოდი არც სილამაზეს ლიტერატურაში, არც დახვეწილობას
ხელოვნებაში. დარწმუნებული ვარ, ესაა ყველაზე გონივრული
მიდგომა, რამაც უნდა შეძლოს ბევრი რამ მისცეს დასავლურ
რომანს.
ჩინელი რომანისტების პოზიციის არსი, – შესაძლოა, მათი
რეაქცია „ხელოვნების ქურუმების“ მხრიდან უგულებელმყოფე-
ლი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებისადმი, – შემდგომში
მდგომარეობს. ჩამოვაყალიბებ ჩემივე სიტყვებით. არც ერთ
რომანისტს ეს არ გაუკეთებია.
ხელოვნება როგორც შემოქმედება და ხელოვნება როგორც
ოსტატობა წარმოიშობა სხვადასხვა ინსტინქტებით. საბოლოო
ჯამში, შემოქმედებითი ინსტინქტია, მარტივად თუ ვიტყვით, სა-
სიცოცხლო ძალების კოლოსალური სიჭარბე, ზეენერგია, ამო-
უხსნელი სახით აღმოცენებული ადამიანში და მნიშვნელოვნად
აღმატებული მის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებზე. და მაშინ
ეს ენერგია ანადგურებს თავის თავს, ქმნის რა ახალ სიცოცხლეს
მუსიკალური, ფერწერული, ლიტერატურული თუ ნებისმიერი
სხვა ნაწარმოების სახით, გამომდინარე იქიდან, თუ გამოსახვის
რომელი ფორმაა მისთვის თანდაყოლილი. ადამიანი თავს ვერ
დააღწევს ამ პროცესს, მხოლოდ ამით შეძლებს იგი განთავი-
სუფლდეს ჭარბი და უჩვეულო ენერგიის – ერთდროულად ფიზი-
კურისა და სულიერის – ტვირთისაგან, ენერგიისა, რომელიც

156
მას განასხვავებს დანარჩენი ადამიანებისაგან, ამახვილებს და
აღრმავებს მის გრძნობებს, აიძულებს ტვინს უფრო მძაფრად და
მკვირცხლად გამოეხმაუროს სიგნალებს, რომელთაც იღებს თა-
ვისი გრძნობის ორგანოებიდან ისეთი სიუხვით, რომ რეალობას
გამონაგონად გარდაქმნიან. ეს პროცესი, შიგნიდან მომდინარე,
ყველა უჯრედის დაძაბული მოქმედება ითრევს და წარმართავს
არა მარტო თვით ადამიანს, არამედ ყველაფერ ცოცხალს მის
ირგვლივ, მის შიგნით, მის წარმოსახვაში, – შემოქმედებითი
ღვწის არეალში.
როგორც ამ შემოქმედებითი ღვწით წარმოქმნილი – ყალიბ-
დება ხელოვნება, ოღონდ უკვე მის გარეშე. შექმნა და ფორმის
განსაზღვრა ხელოვნებაში ორი სხვადასხვა პროცესია და ხე-
ლოვნების გააზრება მეორეული პროცესია. ხელოვნებისათვის
გაჩენილ ადამიანს, მაგალითად, რომანისტს არაფერში არგია
ეს მეორეული ღვწა. როცა ის იწყებს ფორმისა და სტილის, მანე-
რისა და სკოლის ძიებას, მეჩეჩზე გამორიყულ ხომალდს ემსგავ-
სება, რომლის ხრახნები გაცოფებული ტრიალებს, მაგრამ ადგი-
ლიდან ვერ ძრავს. მხოლოდ მშობლიური სტიქია გააგრძელები-
ნებს ხომალდს თავის გზას.
რომანისტისათვის მშობლიური სტიქია ის ცხოვრებაა, რო-
მელსაც იგი აკვირდება საკუთარ თავშიც და თავის ირგვლივაც.
ნაწარმოების გამოსაცდელად საკმარისია ვიკითხოთ, წარმო-
შობს თუ არა მისი ენერგია ახლ სიცოცხლეს. ცოცხლობენ მისი
გმირები? კითხვა საკმარისია, მაგრამ პასუხს ვინ გასცემს? მხო-
ლოდ ცოცხალი ადამიანები. მათ არ აინტერესებთ ხელოვნებისა
და მისი შექმნის პრობლემები, მათ საერთოდ არ აინტერესებთ
მაღალი მატერიები – ისინი შთანთქმული არიან საკუთარ თავ-
ში, შიმშილში, განწირულებაში, სიხარულში და ყველაზე უფრო,

157
ალბათ ოცნებებში. მხოლოდ ამ ხალხს ძალუძს სწორად იმსჯე-
ლოს რომანისტის ნახელავზე, მათი მსჯავრი – რეალური ცხოვ-
რების ერთადერთი სამართლიანი მსჯავრია. ლიტერატურულ
ნაწარმოებზე ისინი კანონებით კი არ მსჯელობენ, არამედ მის
რეალობას საკუთარი ყოფის რეალობას უდარებენ.
ასე რომ, მე მასწავლიდნენ: თუმცა რომანისტს ხელეწიფება
აღიქვას ხელოვნება, როგორც სრულყოფილი ფორმები, მას
მხოლოდ მათი მზერით დატკბობა თუ შეუძლია, ისევე, როგორც
ტკბებიან მარმარილოს ქანდაკებებით ხალხისაგან დაცლილ გა-
ლერეაში; მისი ადგილი იქ არაა. მისი ადგილი ქუჩაშია. მხო-
ლოდ იქ, ქუჩის ღრიანცელში, ქალებსა და კაცებში, ქანდაკებე-
ბისაგან განსხვავებით სრულყოფილებათაგან შორს მყოფებშია
იგი ჭეშმარიტად ბედნიერი. ხალხი ქუჩაში არამშვენიერი და
არასრულყოფილია, მათში, ადამიანური ბუნების გათვალისწი-
ნებითაც კი, უამრავი ნაკლია; არავინ იცის, საიდან მოდიან და
სად მიდიან, – მაგრამ ცოცხალი ადამიანები არიან და ამიტომაც
უსასრულოდ საინტერესონი ხელოვნების ქმნილებებთან შედა-
რებით, გაქვავებული რომ მიჰყინვიან თავიანთ პოსტამენტებს.
ჩინელი რომანისტების დარად მეც ვიცი, რომ ასეთი ადა-
მიანისათვის უნდა ვწერო. და თუკი ისინი კითხულობენ მი-
ლიონებისათვის განკუთვნილ ჟურნალებს, მე ვარჩევდი სწო-
რედ იქ დამებეჭდა ჩემი მოთხრობები და არა მათში, რჩეულთა
კასტისათვის რომაა ხელმისაწვდომი. მოთხრობა ხალხს ეკუთ-
ვნის. ისაა ყველაზე სამართლიანი მსაჯული, რამეთუ მისი აღქმა
ხალასია, გრძნობა – თავისუფალი. არა, რომანისტმა თავის მიზ-
ნად არ უნდა დაისახოს წმინდა ხელოვნება, უფრო მეტიც, ის
კარგადაც ვერ უნდა ერკვეოდეს მასში, რაკიღა ხალხი – მისი მა-
სალა იქ არ ცხოვრობს. ის უბრალო სოფლელი მთხრობელია,

158
ქოხში რომ იზიდავს მსმენელებს თავისი ისტორიებით. მან ხმას
არ უნდა აუწიოს, როცა მეცნიერი ჩაივლის, მაგრამ დაფდაფის
ცემა უნდა ატეხოს, როცა ქოხს პილიგრიმები გაუსწორდებიან,
მთებში რომ მიეხეტებიან ღმერთების საძიებლად და გასძახოს:
„მეც ღმერთებზე ვსაუბრობ!“ გლეხებს იგი უამბობს მიწაზე, მო-
ხუცებს – მოსვენებაზე, ქალებს – ბავშვებზე, ქალიშვილებს – ჭა-
ბუკებზე, ჭაბუკებს ქალიშვილებზე. იგი ბედნიერი იქნება, თუ
სიამოვნებით უსმენენ. ასე მასწავლიდნენ ჩინეთში.
ფრანს სილანპია
მსოფლიო ომის გამო დაჯილდოების ცერემონია არ გამარ-
თულა და ნობელიანტს ლექცია არ წაუკითხავს.
1939
ნობელის პრემია არ გაცემულა
1940-1943

159
იოჰანეს იენსენი

სკანდინავიური ძმობა

1944
გამოვხატავ მადლიერებას ღირსეული შვედეთის აკადემიისა
და შვედი ხალხის მიმართ იმ პატივისთვის, რომელიც მათ მე
მომანიჭეს ნობელის პრემიის გადმოცემით. დღეს ჩვენ ყველა
ვიხსენებთ ალფრედ ნობელს, რომლის ხელგაშლილობამ უამ-
რავი სიკეთე ჰყო მეცნიერებისთვის, ლიტერატურისა და მშვი-
დობისთვის მთელს პლანეტაზე. უდიდესმა შვედმა მეცნიერმა და
ჰუმანისტმა შეძლო შვედეთი გაეერთიანებინა მშვიდობის მას-
შტაბურ ხედვასთან, გაავრცელა რა ის თავისი ქვეყნის საზ-
ღვრებს გარეთ იმისთვის, რომ უფრო მჭიდროდ დაეახლოებინა
ყველა ხალხები.
როდესაც განიხილავ დიდ შვედ მეცნიერებს, რომელთა სახე-
ლები მთელს მსოფლიოშია ცნობილი, – აზრი მიემართება მათ
წინამორბედ ალფრედ ნობელისკენ, უდიდეს გენიოს ბუნების-
მეტყველ კარლ ლინეისკენ, რომელმაც ცოცხალ არსებებს აჩუ-
ქა საკადრისი სახელები და დიდი ხნით ადრე მანამდე, სანამ
ვინმე დაფიქრდებოდა ევოლუციაზე, გააერთიანა ანთარი,
მაიმუნი და ადამიანი პრიმატთა ერთიან რიგში. ბუნების მიმართ
გატაცებით სიყვარული, ყველაფრისადმი, რაც ცოცხალია და
სუნთქავს, – მამოძრავებელი ძალა იყო ლინეის გენიისთვის.
საკმარისია გავიხსენოთ სახეობათა საზღვრების დადგენა, ან
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წიგნის გადაშლა, სადაც

160
აუცილებლად გამოჩნდება ლინეის სახელი. მისი გონების სიმ-
ხნევეში და სულის სინათლეში არის რაღაც ისეთი, რაც ჩვენს
წარმოდგენაში სამუდამოდ უკავშირდება შვედეთის მთებს და
ბუნებისკენ შვედურ სწრაფვას.
არ შემიძლია ვისაუბრო ლინეიზე და არ გავიხსენო ჩარლზ
დარვინი, – არა მარტო როგორც მეცნიერი, რომელმაც საზღვა-
რი აღნიშნა ორ ეპოქას შორის, არამედ როგორც ყველაზე კეთი-
ლი, ყველაზე მოსიყვარულე მამა. მის უდიდეს სახელს უკვე მე-
სამე და მეოთხე თაობები ატარებენ. დარვინისთვის ევოლუცია
იყო არა მარტო სიცოცხლის განმავლობაში შესასწავლი საგანი,
არამედ სიცოცხლის დედააზრი, ბუნების საოცრებისა და სიმ-
დიდრის დამადასტურებელი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად
აღმოვაჩენთ და სულში ღრმად აღგვებეჭდება.
თუკი მოგვიწევდა ადამიანთა სიმწიფე განგვესაზღვრა მათი
აზროვნებისა და გაგების უნარებიდან, ინგლისი თავისი ჯანსაღი
აზრის წყალობით პირველ რიგებში აღმოჩნდებოდა. ხოლო
ადამიანი, რომელმაც ამ ტიპურ ინგლისურ ხასიათს ყველაზე უბ-
რალოდ და უშუალოდ ხორცი შეასხა, იყო ჩარლზ დარვინი.
ლინეის მიერ სახეობათა განსაზღვრა ის საფუძველი აღმოჩ-
ნდა, რის მიხედვითაც ჩარლზ დარვინს მიეცა საშუალება დას-
კვნები ჩამოეყალიბებინა მათი წარმოშობის შესახებ. ამ გზით
ანგლოსაქსურმა ჯანსაღმა აზრმა, რომელიც ჩვენი საერთო
ნორდული ფესვებიდან წარმოდგება, სამუდამოდ გაამყარა ადა-
მიანის კუთვნილი ადგილი ბუნებაში.
ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი სახელი მოვიხსე-
ნიო, – ადამ ელენშლეგერი, დანიელი ლიტერატორი, რომელიც
მჭიდრო კავშირშია შვედურ ტრადიციებთან. შეგახსენებთ, რომ
1829 წელს, როდესაც ის შვედეთის ეროვნულ პოეტ ესაიასა

161
ტეგნერას შეხვდა ლუნდში, ის მას მიესალმა როგორც უდიდეს
პოეტს და უბრალო ადამიანს, – ისეთს, როგორიც ის ყოველ-
თვის იყო. ბედმა ისე ინება, რომ ასი წლის შემდეგ, 1929 წელს,
ამ ქალაქში მივიღე სამეცნიერო ხარისხი ლუნდის უნივერსიტე-
ტიდან. მე არ გახლავართ ელენშლეგერის მემკვიდრე, თუმცა
თავს მაინც მივაკუთვნებ მის მიმდევართა და თაყვანისმცემელ-
თა რიგებს.
და აი, სკანდინავიური ძმობის გრძნობით აღსავსემ მინდა
მადლიერება გამოვხატო დიდი და თავისუფალი შვედი ხალხის
მიმართ, რომელმაც ოდესღაც დაფნის გვირგვინით შეამკო ჩემი
თანამემამულე ადამ ელენშლეგერი და ორჯერ მიაგო პატივი
ჩემს ლიტერატურულ ნაშრომებს.

162
გაბრიელა მისტრალი

...ამერიკის იბერიას

1945
პატივი მაქვს მოგესალმოთ, თქვენო სამეფო უდიდებულესო-
ბავ, პრინცებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,
შვედეთის აკადემიისა და ნობელის ფონდის წევრებო, სახელ-
მწიფო და საზოგადო მოღვაწენო!
დღეს შვედეთმა ყურადღება მიაპყრო შორეულ ამერიკის იბე-
რიას, რათა მისი კულტურის მრავალ მოღვაწეთაგან ერთ--
ერთის სახით განადიდოს იგი. კაცობრიობის კეთილდღეობის
მოსურნე ალფრედ ნობელის სულს ეამებოდა, რომ მისი კეთი-
ლი ღვაწლი – კულტურული ცხოვრების მფარველობა – გადას-
წვდა ამერიკის კონტინენტის სამხრეთსაც, რომელსაც ერთხანს
ხეირიანად არც იცნობდნენ აქ.
მე, ჩილეს დემოკრატიის შვილი, დიდად ამაღელვა შვედეთის
დემოკრატიული ტრადიციების ამ გამოვლენამ. თავისებურება
თქვენი ქვეყნისა – ესაა სოციალურ მიღწევათა წყალობით გა-
ნუწყვეტელი განახლება. დრომოჭმულისაგან თავის დაღწევისა
და ყველაზე ღირებულის შენარჩუნების გზით ტრადიციათა დახ-
ვეწას, აწმყოს გულგახსნილად მიღებას და მომავლის შეგებებას
– ამას ყველაფერს ჰქვია შვედეთი, ეს ყველაფერი ევროპის
სიამაყეა და მისაბაძ მაგალითად გამოადგება ამერიკის კონტი-
ნენტს.

163
ახალგაზრდა ხალხის შვილი მივესალმები შვედეთს, მივე-
სალმები ამ ქვეყნის სულიერი გზის გამკვალავთ, რომელთაგან
არაერთხელ მიგრძვნია მხარდაჭერა. მინდა, პატივი მივაგო ამ
ქვეყნის სწავლულთ, სულიერი და მატერიალური საგანძურით
რომ ამდიდრებენ ქვეყანას. მინდა, მოვიგონო ბევრი მასწავლე-
ბელი, ჭეშმარიტად სანიმუშო სკოლების შემქმნელნი; გულ-
წრფელი სიყვარულით მივმართავ სხვა პროფესიის ადამიანებს:
მშრომელებს, ხელოსნებს, მიწათმოქმედთ.
მე წილად მერგო ბედნიერება, რომ ამ წუთებში მოგაწვდი-
ნოთ ჩემი ქვეყნის შემოქმედთა ხმა, ხმა სამხრეთ ამერიკის
პოეტებისა, ორი დიდებული ენის – ესპანურისა და პორტუგა-
ლიურის – მესაიდუმლეთა! ისინი მოხარულნი არიან ჩრდი-
ლოეთის მკვიდრთა ზეიმზე მოპატიჟებისათვის. თქვენი ცხოვრე-
ბა ხომ, აგერ ათასი წელია, წარმოუდგენელია ხალხური სიტყვი-
სა და პოეზიის გარეშე.
უფალი ღმერთი ფარავდეს თქვენი შესანიშნავი ხალხის ნაღ-
ვაწს, მის შემოქმედებას და განამტკიცებდეს აწმყოსთვის თვა-
ლის გასწორების უნარს უძლეველი ზღვაოსანი ხალხისას.
ჩემს სამშობლოს, რომლის წარმომადგენლად აქ ბრძანდება
დიდად პატივცემული ჩვენი ელჩი გახარდო, შვედეთთან აკავში-
რებს მოწიწება და სიყვარული.
აქ გახლავართ, რათა მადლობა მოგახსენოთ ჩვენი ქვეყნის
მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული კეთილმოსურნეობი-
სათვის. ჩილე არ დაივიწყებს თქვენს დიდსულოვნებას და მუდამ
ექნება ყველაზე ნათელ მოსაგონრად.

164
ჰერმან ჰესე

წერილი შვედეთის აკადემიას

1946
გულითადი პატივისცემით მივესალმები თქვენს საზეიმო თავ-
ყრილობას, და, უპირველეს ყოვლისა, სინანულს გამოვთქვამ
იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე, ვყოფილიყავი თქვენი სტუმარი,
რათა პირადად მოგსალმებოდით და თქვენთვის მადლობა მო-
მეხსენებინა.
ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობით გამოვირჩეოდი, მაგრამ
1933 წლის შემდგომმა ქარტეხილებმა იავარყო მთელი ჩემი
ცხოვრების ნაღვაწი, და, თან ისეთი მძიმე მოვალეობებიც დამა-
კისრა, რომ მთლად ხეიბრად მაქცია. მიუხედავად ამისა, სუ-
ლიერად არ დავცემულვარ, და, ვგრძნობ, როგორ მაკავშირებს
თქვენთან ის იდეა, ნობელის პრემიის ფონდს რომ დაედო სა-
ფუძვლად. ეს არის იდეა სულის ზეეროვნულობისა და ინტერნა-
ციონალობისა, და, კიდევ, იდეა ამ სულის მოვალეობისა, ემსა-
ხუროს არა ომსა და ნგრევას, არამედ მშვიდობასა და შემწყნა-
რებლობას. ჩემთვის მონიჭებული ეს პრემია ხომ იმავ-
დროულად გერმანული ენისა, და, საერთოდ, მსოფლიო კულტუ-
რაში, გერმანიის წვლილის აღიარებასაც ნიშნავს, და, მე ამაში
მშვიდობისმოყვარეობას, კეთილ ნებასა და ხალხებს შორის სუ-
ლიერი თანამშრომლობის მცდელობას ვხედავ.
მაგრამ ჩემს იდეალად სულაც არ მესახება ეროვნული თვი-
სებების მოსპობა-განადგურება, რომლის შედეგიც სულიერად
165
უნიფიცირებული კაცობრიობა იქნებოდა. არამც და არამც!
გაუმარჯოს მრავალფეროვნებასა და მრავალგვარობას ამ ჩვენს
საყვარელ დედამიწაზე! განა მშვენიერი არ არის, რომ ამქვეყ-
ნად არსებობს მრავალი რასა და ხალხი, მრავალი ენა თუ გონე-
ბისა და თვალსაზრისების ნაირსახეობები! სხვა მიზეზთა შორის,
ომების, დაპყრობებისა და ანექსიების მოძულე და დაუძინებელი
მტერი იმიტომაც ვარ, რომ ამ შავბნელ ძალებს მსხვერპლად
ადამიანური კულტურის მრავალი, ორგანულად ჩამოყალიბებუ-
ლი, ღრმად ინდივიდუალური და უკიდურესად მრავალფეროვა-
ნი თავისებურება ეწირება. მე მტერი ვარ „გრანდს
სიმპლიფიცატეურს“*-სა და მომხრე ვარ ხარისხისა, და, იმ ყვე-
ლაფრისა, რაც კი სწორუპოვარი და უნიკალურია. ამიტომ, რო-
გორც თქვენი მადლიერი სტუმარი და კოლეგა, მივესალმები
შვედეთს, მის ენასა და კულტურას, მის მდიდარ და საამაყო ის-
ტორიას, და, ასევე, მის შეუპოვრობას, თავისი ბუნებრივი თვით-
მყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისკენ მიმავალ გზა-
ზე.
შვედეთში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ათეული წლე-
ბის წინ, ამ ქვეყნიდან პირველი საჩუქარი მივიღე, და, მას შემ-
დეგ უამრავი კეთილი და მეგობრული ნობათი მომდის. ამ ორ-
მოცი წლის წინ, ეს იყო შვედური წიგნი (პირველი გამოცემა
„ლეგენდები ქრისტეზე“), რომელსაც თავად სელმა ლაგერლო-
ფის მინაწერი ჰქონდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ჩემდა სა-
სიკეთოდ, ურთიერთობა მქონდა თქვენს ქვეყანასთან; ბოლოს
და ბოლოს კი, აი ეს უდიდესი ჯილდო მხვდა წილად, რომლითაც
მან ასე მოულოდნელად დამასაჩქურა. სულით და გულით ვუძ-
ღვნი მას ამისთვის მადლობას!

166
ანდრე ჟიდი

თქვენ დააფასეთ დამოუკიდებლობის სულისკვეთება

1947
იმის გამო, რომ ლაურეატი ვერ დაესწრო 1947 წლის 10 დე-
კემბერს სტოკჰოლმში, ქალაქის რატუშაში ნობელის პრემიის
გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ბანკეტს, მისი სიტყვა
წაიკითხა საფრანგეთის ელჩმა შვედეთში, გაბრიელ პიუომ.
უთუოდ ზედმეტი იქნება იმის თქმა, თუ როგორ ვწუხვარ, ამ
საზეიმო დღეს თქვენს გვერდით რომ არ ვიმყოფები და არ ძალ-
მიძს პირადად გამოვთქვა ჩემი თქვენდამი ღრმა მადლიერება,
რადგან იძულებული ვიყავი ხელი ამეღო მგზავრობაზე, რომე-
ლიც ჩემთვის სასიამოვნოც იქნებოდა და მრავლისმომცემიც.
როგორც მოგეხსენებათ, მე გულგრილი ვარ პატივთა და
ჯილდოთა მიმართ, ყოველ შემთხვევაში, იმ პატივსა და ჯილდო-
ებს ვგულისხმობ, რომელიც შეიძლებოდა ჩემთვის, როგორც
ფრანგისთვის, ჩემს მშობლიურ საფრანგეთში მოეგოთ და
მოენიჭებინათ. მაგრამ სავსებით მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ
მაღალი ჯილდოს მიღება, რომელზეც ყოველი მწერალი ოცნე-
ბობს; გულწრფელად გამოგიტყდებით, ბატონებო, გაოგნების-
გან თავბრუ მესხმის. დიდი ხნის მანძილზე მე მეგონა, რომ ჩემი
შემოქმედება იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა; შემდგომ
ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ მცირეთადმი უნდა ყოფილიყო
მიმართული; დღეს კი თქვენ თვალნათლივ დამიმტკიცეთ, რომ

167
მართალი ვიყავი, როცა მწამდა ამ მცირეთა თავგანწირვისა,
რომელნიც ადრე თუ გვიან მაინც გაიმარჯვებენ.
ბატონებო, ასე მგონია, რომ ჩემთვის ხმის მიცემით, თქვენ
დააფასეთ არა იმდენად ჩემი შემოქმედება, რამდენადაც მისი
მასაზრდოებელი დამოუკიდებლობის სულისკვეთება – ის სუ-
ლისკვეთება, რომელიც ჩვენს დროში ასერიგ ფაქიზია და ყოვე-
ლი მხრიდან დევნას განიცდის. ის ამბავი, რომ თქვენ იგი ჩემში
აღმოაჩინეთ, მოიწონეთ და მისი მხარდაჭერის აუცილებლობა
იგრძენით, მადლიერებისა და პირადი კმაყოფილების გრძნო-
ბით მავსებს. ამასთან ერთად, მე არ მტოვებს იმაზე ფიქრი, რომ,
სულ ახლახან, საფრანგეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის
შემოქმედებაც ჩემსაზე უფრო იყო გამსჭვალული დამოუკიდებ-
ლობის სულისკვეთებით. მხედველობაში მყავს პოლ ვალერი,
რომლისადმი თაყვანისცემაც ნახევარი საუკუნის მანძილზე სულ
უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს მისდამი მეგობრულ განწყო-
ბასთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მისმა
სიკვდილმა შეგიშალათ ხელი იმაში, რომ ჩემს ნაცვლად იგი
აგერჩიათ. უკვე არაერთხელ მითქვამს, თუ როგორი მეგობრუ-
ლი მოწიწებით ვიხრიდი ქედს მისი ულმობელი და ყოვლისშემ-
ძლე გენიის წინაშე, რომლის გვერდითაც თავს მუდამ „ადა-
მიანურად, ძალზე ადამიანურად“ ვგრძნობდი. მე ვისურვებდი,
რომ მისი ხსოვნა ამ საღამოსაც ცოცხლობდეს დღევანდელ ცე-
რემონიალზე, რომელიც, ჩემი აზრით, მით უფრო მეტ ბრწყინვა-
ლებას იძენს, რაც უფრო მეტ ძალას იკრებს ბინდი ჩვენს გარშე-
მო. თქვენ აქ მოიწვიეთ თავისუფალი ადამიანი და გადაეცით –
ისე, რომ ყურადღება არ მიაქციეთ საზღვრებსა და დროებით
განხეთქილებას – ეს შესანიშნავი ჯილდო, რითაც მას საკუთარი
გავლენის უჩვეულოდ განვრცობის საშუალება მიეცით.

168
***

ამ სიტყვას წინ უსწრებდა ნობელის ფონდის თავმჯდომარის მო-


ადგილის, არნე ტისელიუსის შემდეგი განცხადება: „სამწუხა-
როდ, ბ-ნი ანდრე ჟიდი იძულებული შეიქნა, ავადმყოფობის გა-
მო, აქ ჩამოსვლის ადრე გამოთქმულ სურვილზე ხელი აეღო.
ჩვენ ძლიერ ვწუხვართ ამის გამო და გვსურს, ჩვენი სიმპათია და
პატივისცემა გამოვხატოთ ფრანგული ლიტერატურის დიდი მეტ-
რისადმი, რომლის გენიალობამაც ასერიგ ღრმა კვალი დაატყო
ჩვენს დროს“.

169
ტომას სტერნზ ელიოტი

სიმბოლო პოეზიის სიდიადისა

1948
როდესაც ვფიქრობდი იმაზე, რას გეტყოდით ამ საღამოს, გა-
დავწყვიტე უბრალოდ გამომეხატა მადლიერება იმ უმაღლესი
ჯილდოსათვის, რომლის ღირსადაც გამხადა შვედეთის აკადემი-
ამ. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა არც ისე მარტივი აღმოჩ-
ნდა: ჩემი საქმიანობა სიტყვებთან არის დაკავშირებული, მაგ-
რამ ამჯერად მათ უარი მითხრეს დამმორჩილებოდნენ, ხოლო
უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ შეგნებული მაქვს, რომ მივიღე
უმაღლესი საერთაშორისო პრემია, რაზეც ყოველი მწერალი
ოცნებობს, ნიშნავდა იმის თქმას, რაც ისედაც ყველამ კარგად
იცის. იმის გამოცხადება, რომ ამ პრემიის ღირსი არ ვარ, – ნიშ-
ნავს, ეჭვი შევიტანო აკადემიის კომპეტენტურობაში; რომ შევა-
ქო აკადემია – ნიშნავს, რომ მე, როგორც ლიტერატურის კრი-
ტიკოსი, ვეთანხმები ჩემთვის, როგორც პოეტისავის, ამ პრემიის
მინიჭების ფაქტს. ამიტომაც, ნება მომეცით დაგარწმუნოთ იმა-
ში, რომ როგორც კი გავიგე, რომ მომენიჭა ნობელის პრემია,
განვიცადე სიხარულისა და სიამაყის შერეული გრძნობა, რომე-
ლიც ასეთ მომენტში სავსებით ბუნებრივია და უხერხულობა
იმის გამო, რომ უეცრად საზოგადოების ყურადღების ცენტრში
აღმოვჩნდი. ნობელის პრემია რომ ყოფილიყო ზუსტად ისეთი,
როგორიც სხვა პრემიები, ოღონდ გაცილებით მაღალი დონის,
შეიძლება მადლიერების გამოსახატავად კიდევ მეცადა საჭირო

170
სიტყვების მოძიება, მაგრამ რადგანაც ის სხვა ჯილდოებისაგან
სწორედ საკუთარი არსით განსხვავდება, ჩემი გრძნობების გა-
მოსახატავად საჭირო რესურსები არ მეგულება ენაში.
ამდენად, ვალდებული ვარ ეს გრძნობები არაპირდაპირი
გზით გამოვხატო და საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგთავა-
ზოთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მნიშვნელობა.
თუკი ეს იქნებოდა უბრალოდ აღიარება მწერლის დამსახურები-
სა, იმ ფაქტისა, რომ ავტორის რეპუტაციამ გადალახა მშობ-
ლიური ქვეყნისა და მშობლიური ენის საზღვრები, მაშინ შეგვეძ-
ლო გვემტკიცებინა, რომ საეჭვოა, ვინმე იყოს ჩვენს შორის ამ
პრემიის ღირსი უფრო მეტად, ვიდრე სხვები. მაგრამ მე, ნობე-
ლის პრემიაში ვხედავ რაღაც უფრო მეტს, განსხვავებულს, ვიდ-
რე ასეთი აღიარებაა. ის მე მაგონებს ერთი კაცის არჩევნებს,
რომელიც დროდადრო, თითქოს განგების ძალით, ხან ერთი
ერიდან ირჩევა, ხანაც მეორედან, რათა შეასრულოს განსაკუთ-
რებული როლი და იქცეს განსაკუთრებულ სიმბოლოდ. ტარდე-
ბა ცერემონიალი, რომლითაც ადამიანს მოულოდნელად ეკის-
რება მოვალეობები, რომლებსაც ადრე არ ასრულებდა. ამიტომ
საქმე სულაც არ არის იმაში, იგი ღირსეული რჩეულია თუ არა,
არამედ იმაში, შეუძლია თუ არა თავი გაართვას მასზე დაკისრე-
ბულ ვალდებულებებს, შეუძლია თუ არა გახდეს წარმომადგენე-
ლი – რა თქმა უნდა, ადამიანური ძალების შესაბამისად – რა-
ღაც უფრო მნიშვნელოვანის, ვიდრე მისი საკუთარი შემოქმედე-
ბაა.
ტრადიციულად, პოეზია ითვლება ხელოვნების ყველაზე „რე-
გიონალურ“ სახედ. მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტუ-
რით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც
ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის

171
ენა, – სულ სხვა შემთხვევაა. შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს,
რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერ-
თიანებს. მეორე მხრივ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ენა წარ-
მოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწობს ხელს ამ ბა-
რიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენა-
ზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს
ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღ-
წევთ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ევროპული პოეზიის ისტორიაზე
და გავიხსენოთ ის უზარმაზარი გავლენა, რომელსაც პოეზია,
დაწერილი ერთ ენაზე, ახდენდა სხვა ენებზე, დავფიქრდეთ იმა-
ზე, რომ ნებისმიერ დიდ პოეტს აქვს უცხოენოვანი პოეტების გა-
დაუხდელი ვალი; იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ ნების-
მიერი ქვეყნის პოეზია შეიძლება დაკნინდეს და დაიღუპოს, რომ
არ საზრდოობდეს სხვა ქვეყნების პოეზიით. როდესაც პოეტი
ესაუბრება საკუთრ ხალხს, მის ხმაში ჟღერს იმ უცხოენოვანი
პოეტების ხმები, რომლებმაც მოახდინეს მასზე გავლება. ამავე
დროს, თავად ის ესაუბრება სხვა ქვეყნების ახალგაზრდა
პოეტებს, რომლებიც თავის ერს ცხოვრებაზე მისი შეხედულები-
დან და მისი ერის სულისკვეთებიდან რაღაც ნაწილს გადასცე-
მენ. ერთი მხრივ, მისი გავლენით სხვა პოეტებზე, მეორე მხრივ
– თარგმანით, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტორის თანაშემოქ-
მედებას უნდა წარმოადგენდეს და ნაწილობრივ საკუთარი ქვეყ-
ნის მკითხველებით, რომლებიც არ არიან პოეტები, პოეტი ხელს
უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.
ნებისმიერი პოეტის შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, ბევრი
ისეთი რამ უნდა იყოს, რაც განსაკუთრებით მათდამია მიმართუ-
ლი, ვინც ცხოვრობს მის ირგვლივ და საუბრობს მის ენაზე,
მიუხედავად ამისა, უსაფუძვლოდ არ წარმოგვიდგება გაგება

172
„ევროპული პოეზია“ და თვით „პოეზიაც“ კი. მე მეჩვენება, რომ
პოეზიის წყალობით ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც
განსხვავებულ ენებზე საუბრობენ – თუნდაც ნებისმიერ ქვეყანა-
ში ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ – იძენენ ურთიერთგა-
გებას, რომელიც რამდენადაც ცალმხრივი არ უნდა იყოს, ძალზე
მნიშვნელოვანია. პრემიას ლიტერატურის დარგში, რომელსაც
ანიჭებენ პოეტს, მივიჩნევ პირველ რიგში დადასტურებად თეზი-
სისა პოეზიის ზენაციონალური ღირებულების შესახებ. ამ თეზი-
სის მხარდასაჭერად სხვადასხვა ადამიანებს შორის დროდად-
რო აუცილებელია პოეტის გამოყოფა – და აი, მე ვდგავარ
თქვენს წინაშე, მაგრამ არა საკუთარი დამსახურებების გამო,
არამედ როგორც სიმბოლო – რა თქმა უნდა, დროებითი, –
პოეზიის სიდიადისა.

173
უილიამ ფოლკნერი

დაუდუმებელი ხმა ადამიანისა

1949
ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი –
შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ
გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენი-
სათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც
მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ
ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის
ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამე-
ცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგ-
რამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღ-
ლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალიშ-
ვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი.
მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ
დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.
ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომ-
ცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შე-
ვეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერ-
თი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა,
რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავა-
რი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისო-
დაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა
დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.

174
ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შე-
იგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და
სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახე-
ლოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სი-
მართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა,
სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც
ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ
მწერლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ და-
წერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირე-
ბული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნა-
ტამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგ-
რძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სა-
ტირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირ-
კვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახ-
ლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობ-
რიობის აღსასრულისა. ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ
შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც
იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მე-
წამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბო-
ლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა,
სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირ-
წმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კი-
დეც. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათა-
გან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ
იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თა-
ნაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს.
პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწი-
ოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამა-

175
ცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერე-
ბას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარ-
სულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყ-
რდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლე-
ბინოს.
1950 წლის 10 დეკემბერი

176
ბერტრან რასელი

რა არის სასურველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკისათ-


ვის

1950
ეს თემა ავირჩიე ჩემი დღევანდელი ლექციისათვის, რადგან
ვთვლი, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკურ თეორიაზე თანამედ-
როვე მსჯელობისას, როგორც წესი, არასაკმარის ყურადღებას
უთმობენ ფსიქოლოგიას. დაწვრილებით მოჰყავთ ცნობები, რო-
მელიც ეხება ეკონომიკას, სტატისტიკას, კონსტიტუციური მოწ-
ყობის პრინციპებსა და ა. შ. ძნელი არ არის იმის დადგენა, თუ
რამდენი იყო სამხრეთელი და რამდენი ჩრდილოელი კორეელი
კორეის ომის დაწყებისას. თუ საჭირო წიგნებში ჩავიხედავთ,
შეგვიძლია დავადგინოთ ერთ სულ მოსახლეზე მათი საშუალო
შემოსავალი და არმიის რაოდენობა ორივე მხრიდან, მაგრამ,
თუ სურვილი გაგვიჩნდა გავიგოთ, რანაირი ადამიანია კო-
რეელი და არის თუ არა არსებითი განსხვავება ჩრდილოელ და
სამხრეთელ კორეელს შორის, რას ითხოვს ერთი ან მეორე
ცხოვრებისგან, რით არიან უკმაყოფილო, რისი იმედი აქვთ ან
რისი ეშინიათ, ერთი სიტყვით, რითი ცხოვრობენ ეს ადამიანები,
ტყუილუბრალოდ დაიწყებთ ცნობარებში ქექვას. ამიტომ არ შე-
იძლება დანამდვილებით თქმა იმისა, მიესალმებიან თუ არა
სამხრეთელი კორეელები გაერთიანებული ერების ორგანიზა-
ციას, თუ ამჯობინებენ გაერთიანებას თავიანთ ჩრდილოელ მოძ-
მეებთან. ასევე გაუგებარია, მზად არიან თუ არა ისინი უარი

177
თქვან მიწის რეფორმაზე, რათა ხმა მისცენ პოლიტიკას, რის შე-
სახებაც არაფერი სმენიათ. სწორედ იმის გამო, რომ გავლე-
ნიანი ადამიანები, რომლებიც შორეულ დედაქალაქებში სხედან
და ყურადღებას არ აქცევენ ასეთ საკითხებს, არის, ჩვეულებ-
რივ, იმედგაცრუების მიზეზი. თუ პოლიტიკა მეცნიერებად უნდა
იქცეს და ჩვენ მუდმივად არ გვიკვირდეს ამა თუ იმ მოვლენის
მორიგი დასასრული, პოლიტიკური აზროვნება უნდა ცდილობ-
დეს ადამიანთა ქმედებების მიზეზთა ღრმა შესწავლას. რა ზეგავ-
ლენას ახდენს შიმშილი პოლიტიკურ ლოზუნგებზე? როგორ
ცვლის მათ ქმედებას ჩვენს რაციონში კალორიების რაოდენო-
ბა? თუ ერთი ადამიანი შემოგთავაზებთ დემოკრატიას, მეორე კი
– მარცვლეულით გაძეძგილ ტომარას, ორგანიზმის გამოფიტვის
რომელ სტადიაზე ამჯობინებთ მარცვლეულს თავისუფალ სიტ-
ყვას? ასეთ საკითხებს, პრაქტიკულად, არ აქცევენ ყურადღებას.
თუმცა ახლა დავანებოთ თავი კორეელებს და ყურადღება მივაპ-
ყროთ ადამიანთა მოდგმას.
ადამიანთა მთელი საქმიანობა ეფუძნება სურვილებს. პა-
ტიოსანი მორალისტების მიერ წამოყენებული ერთი ძირშივე
მცდარი თეორიის თანახმად, მოვალეობისა და მორალური
პრინციპების ინტერესებით თუ ვიხელმძღვანელებთ, სურვი-
ლებს შეიძლება გავუძლოთ. ვამტკიცებ, რომ ეს თეორია მცდა-
რია არა იმიტომ, რომ არავინ არასდროს არაფერს აკეთებს მო-
ვალეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მოვალეობა წარმართავს
ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვით ადამიანს აქვს
სურვილი დაემორჩილოს მას. თუ გინდათ გაიგოთ, როგორ მო-
იქცევიან ადამიანები, უნდა იცოდეთ არა მარტო და არა იმდე-
ნად მათი მატერიალური მდგომარეობა, არამედ მათი სურვი-

178
ლების სისტემა და თითოეულის შეფარდებითი ძალა მის მი-
მართ.
არსებობს სურვილები, თუნდაც ძალიან ძლიერი, რომელ-
თაც, როგორც წესი, არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არა
აქვს. ადამიანთა უმრავლესობას თავიანთი ცხოვრების გარკვე-
ულ მომენტში უნდა დაქორწინება. ეს სურვილი შეიძლება დაკ-
მაყოფილდეს ისე, რომ იგი არ გახდეს პოლიტიკური ხასიათის
ქმედება. თუმცა არის გამონაკლისი: საბინიელთა მოტაცება...
ჩრდილოეთ ავსტრალიის განვითარებას საკმაოდ აფერხებს ის,
რომ ჯანმრთელი ახალგაზრდები, რომლებიც იძულებული არი-
ან იქ იმუშაონ, მოწყვეტილი არიან ქალთა საზოგადოებას. თუმ-
ცა ასეთი შემთხვევები არატიპურია და მამაკაცისა და ქალის ინ-
ტერესი ერთმანეთისადმი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკაზე ნაკ-
ლებად ზემოქმედებს.
სურვილები, რომელთაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს,
შეიძლება დავყოთ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი
მნიშვნელობის ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს განეკუთვნება ძირი-
თადი ცხოვრებისეული მოთხოვნილებები: საკვებზე, საცხოვრე-
ბელსა და ჩასაცმელზე. როცა ერთი, მეორე ან მესამე საკმარისი
არ არის, მათ შესაძენად ადამიანები ისეთ მონდომებასა და ძა-
ლისხმევას იჩენენ, რასაც ჭეშმარიტად არა აქვს საზღვარი. უძვე-
ლესი ისტორიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ არაბეთის
მოსახლეობამ გვალვების გამო ოთხჯერ მაინც მიმართა აგრე-
სია მომიჯნავე ოლქებისადმი, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი
პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური შედეგები. უკანას-
კნელმა ასეთმა შემთხვევამ გამოიწვია ისლამის აღმოცენება.
გერმანელი ტომების თანდათანობით წინსვლას რუსეთის სამ-
ხრეთიდან ინგლისისკენ და იქიდან კი სან-ფრანცისკოში, ანა-

179
ლოგიური მიზეზები ამოძრავებდა. საკვების მოპოვება, უდავოდ,
იყო და რჩება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენების
ერთ-ერთ მიზეზად.
მაგრამ ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან ერთი მეტად
არსებითი ნიშნით, კერძოდ კი იმით, რომ მისი სურვილები, ასე
ვთქვათ, უსასრულოა. მათი სრულად დაკმაყოფილება შეუძლე-
ბელია და ისინი მოსვენებას არ აძლევს ადამიანს სამოთხეშიც
კი. გამძღარი მახრჩობელა გველი იძინებს და სძინავს მანამდე,
სანამ ხელმეორედ არ მოშივდება. განსხვავებული მდგომა-
რეობაა უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებთან. როდესაც არაბებ-
მა, რომლებიც ადრე ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდნენ,
დაიპყრეს მდიდარი ბიზანტიის იმპერია და ჩასახლდნენ არნახუ-
ლი ფუფუნების მქონე სასახლეებში, ამას ისინი უფრო ნაკლებად
ქმედითები არ გაუხდია. აქ უკვე შიმშილი არაფერ შუაში იყო,
რადგან ბერძენ მონებს თავის ოდნავ დაკვრაზეც კი მოჰქონდათ
მათთვის ყველაზე დახვეწილი ნუგბარი. მაგრამ არაბებს სხვა
სურვილი ამოძრავებდათ და, უპირველეს ყოვლისა, ოთხი, რო-
მელთაც ჩვენ დავარქმევთ სიხარბეს, მეტოქეობას, პატივმოყვა-
რეობასა და ძალაუფლებისმოყვარეობას.
სიხარბე – სურვილი, გქონდეს რაც შეიძლება მეტი ნივთი –
ეს წამქეზებლური მოტივია, რომელიც, ჩემი აზრით, ჩნდება ში-
შისა და იმის სურვილის შერწყმით, რომ გქონდეს ყველაზე
აუცილებელი. ერთხანს ვეხმარებოდი ორ პატარა ესტონელ გო-
გონას, რომლებიც შიმშილობის წლებში გამოფიტვისაგან კინა-
ღამ დაიღუპნენ. ისინი ცხოვრობდნენ ჩვენს ოჯახში და, რა თქმა
უნდა, საკმარისად იკვებებოდნენ. თუმცა მთელ თავისუფალ
დროს ანდომებდნენ იმას, რომ დადიოდნენ მეზობელ ფერმებში,
იპარავდნენ კარტოფილს, რათა მომავლისთვის მარაგი ჰქონო-

180
დათ. ამის მსგავსია როკფელერის ცხოვრება მოწიფულობის ხა-
ნაში, რომელმაც ბავშვობაში დიდი გაჭირვება ნახა. ზუსტად ასე-
ვე, არაბთა ტომების ბელადებს, რომლებიც აბრეშუმის ბიზანტი-
ურ დივნებზე განისვენებდნენ, არ შეეძლოთ უდაბნოს დავიწყება
და იმარაგებდნენ სიმდიდრეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა
მათ ფიზიკურ მოთხოვნილებას. თუმცა რა ფსიქოანალიტიკური
საფუძველიც არ უნდა ედოს სიხარბეს, არავის შეუძლია იმის
უარყოფა, რომ იგია ერთ-ერთი მთავარი წამქეზებლური მოტივი
– განსაკუთრებით მქონებელთა შორის, რადგან სიხარბე, რო-
გორც უკვე აღვნიშნე, განეკუთვნება უსასრულო სურვილების
რიცხვს. რაც უნდა ბევრი გქონდეთ, კიდევ უფრო მეტი მოგინდე-
ბათ: დაკმაყოფილება თქვენთვის იქნება მიუწვდომელი ოცნება.
მაგრამ, რა თქმა უნდა, თუმცა იგი კაპიტალისტური სისტემის
მთავარი მამოძრავებელია, სიხარბე არ არის ადამიანის ქცევის
უმთავრესი მოტივი, როცა შიმშილი დამარცხებულია. კიდევ უფ-
რო ძლიერი მოტივია მეტოქეობის გრძნობა. ისლამური ქვეყნე-
ბის არაერთი დინასტია დაღუპა იმან, რომ სულთნის შვილებს,
რომლებიც მას სხვადასხვა ცოლებისგან ჰყავდა, არ შეეძლოთ
ერთმანეთთან მორიგება, რასაც მოსდევდა სამოქალაქო ომი,
ომს კი – საყოველთაო სიღატაკე. იგივე ხდება თანამედროვე ევ-
როპაშიც. როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა დიდი
სისულელე და ნება დართო კაიზერს დასწრებოდა სამხედრო--
საზღვაო აღლუმს სპილხედში, მას აღეძრა არა ის სურვილები,
რისი იმედიც გვქონდა, არამედ ასე იფიქრა: „მე უნდა მყავდეს
ფლოტი, რომელიც ჩემი ბებიის ფლოტზე ნაკლები არ იქნება“.
აქედან იწყება მთელი ჩვენი შემდგომდროინდელი უსიამოვნე-
ბები. მსოფლიო ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა საცხოვრებ-
ლად, სიხარბე ყოველთვის რომ ამარცხებდეს მეტოქეობას. სი-

181
ნამდვილეში ბევრია მზად მოითმინოს გაჭირვება, თუკი ეს მის
მეტოქეს გააკოტრებს, რასაც ადასტურებს საგადასახადო და-
ბეგვრის ახლანდელი დონე.
უზარმაზარი ქმედითი ძალა აქვს პატივმოყვარეობასაც. ვი-
საც კი ბევრი უმუშავია ბავშვებთან, იცის, რომ ისინი ხანდახან
აწყობენ თავსატეხებს და ამასთან, ითხოვენ: „შემომხედე!“ „შე-
მომხედე!“ – ეს ერთ-ერთი ღრმა ადამიანური გრძნობაა, რო-
მელსაც გამოხატვის უთვალავი ფორმა აქვს – მანჭვიდან სიკ-
ვდილისშემდგომ დიდებამდე. აღორძინების ეპოქის ერთ იტა-
ლიერ მთავარს უკანასკნელი აღსარებისას მოძღვარმა ჰკითხა,
ჰქონდა თუ არა რამე მოსანანიებელი. „დიახ, – უპასუხა მან, –
ერთხელ იმპერატორი და პაპი მეწვივნენ, რათა ჩემი კარმიდა-
მო დაეთვალიერებინათ, მათთან ერთად ავედი კოშკის თავზე
და, სამწუხაროდ, არ ვისარგებლე ამ შემთხვევით, რომ ორივე
იქიდან გადმომეგდო და ამით სამუდამოდ სახელი მომეხვეჭა“.
ისტორია დუმს იმის შესახებ, მიუტევა თუ არა მოძღვარმა მას ეს
ცოდვა. უბედურება ისაა, რომ პატივმოყვარეობას ზრდის ის,
რაც მას კვებავს. რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ შენზე, მით მეტი
გინდა ილაპარაკონ. სიკვდილმისჯილი მკვლელი, რომელსაც
ნებას რთავენ ნახოს, თუ რას წერენ მასზე გაზეთებში, აღშფოთ-
დება, თუ წააწყდა ისეთ გაზეთს, რომელშიც სასამართლო პრო-
ცესი არასრულად არის გაშუქებული. და რაც უფრო მეტს
წაიკითხავს თავის შესახებ სხვა გაზეთებში, მით მეტად აღაშფო-
თებს ის გაზეთი, რომელიც დაწვრილებით ინფორმაციას არ იძ-
ლევა. პოლიტიკოსები და მწერლები – ანალოგიური შემთხვე-
ვაა – რაც უფრო სახელგანთქმულნი ხდებიან ისინი, მით მეტად
უძნელდება გაზეთების ამონარიდების სააგენტოს მათი დაკმა-
ყოფილება. ძნელია პატივმოყვარეობის როლისა და შესაძლებ-

182
ლობების შეუფასებლობა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში
სამი წლის ბავშვიდან დაწყებული ყოვლისშემძლე მბრძანებ-
ლამდე, რომლის წარბის ერთი შერხევაც კი აზანზარებს მსოფ-
ლიოს. კაცობრიობამ (რა მკრეხელობაა) ასეთივე სურვილები
მიაწერა ღმერთსაც, ჩათვალა რა, რომ მას აქვს სურვილი გა-
მუდმებით ადიდებდნენ.
რაც უნდა დიდი იყოს იმ სურვილების გავლენა, რაზეც ვისა-
უბრეთ, არის კიდევ ერთი, რომელიც ყველას აჭარბებს. მხედვე-
ლობაში მაქვს ძალაუფლების სიყვარული. ძალაუფლებისმოყ-
ვარულობა ბევრი რამით პატივმოყვარეობას წააგავს, მაგრამ
არავითარ შემთხვევაში არ არის მისი იდენტური. პატივმოყვა-
რეობა კმაყოფილდება სახელით, ამას კი შეიძლება მიაღწიოთ
ისე, რომ არ ფლობდე ძალაუფლებას. შეერთებულ შტატებში
ყველაზე მეტი სახელით სარგებლობენ კინოვარსკვლავები,
თუმცა მათი თავის ადგილზე დასმა შეუძლია ანტიამერიკული
მოღვაწეობის კომიტეტს, რომელსაც არანაირი სახელი არა
აქვს. ინგლისში მეფე პრემიერ-მინისტრზე დიდი სახელით სარ-
გებლობს, თუმცა პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვს,
ვიდრე მეფეს. ბევრი ადამიანი ძალაუფლებასთან შედარებით
უპირატესობას სახელს ანიჭებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ასეთი
ადამიანები სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენენ მოვლენების
განვითარებაზე, ვიდრე ისინი, ვინც უპირატესობას ძალაუფლე-
ბას ანიჭებს. როდესაც ბლიუხერმა 1914 წელს ნაპოლეონის სა-
სახლეები ნახა, თქვა: „სისულელე არ არის, რომ ფლობდე ყოვე-
ლივე ამას და მოსკოვისკენ მიიწევდე?“ ნაპოლეონი, რომელსაც
არ აკლდა პატივმოყვარეობა, ამჯობინებდა, თუ საქმე არჩევანზე
მიდგებოდა, ძალაუფლებას. ბლიუხერს ასეთი არჩევანი სისუ-
ლელედ მიაჩნდა.

183
ძალაუფლების სიყვარულს, ისევე როგორც პატივმოყვა-
რეობას, საზღვარი არა აქვს – მისი სრულად დაკმაყოფილება
შეუძლია, ალბათ, მხოლოდ ყოვლისშემძლეობას და, რადგანაც
ეს ხინჯი დამახასიათებელია უპირატესად ენერგიული ადამიანე-
ბისათვის, ძალაუფლებისმოყვარეობის ქმედითობას შეუძლია
ბევრად გადააჭარბოს მისი გამოვლენის სიხშირეს. ძალაუფლე-
ბის სიყვარული – ეს ჭეშმარიტად მძლავრი ბერკეტია გამოჩენი-
ლი ადამიანების ცხოვრებაში.
ძალაუფლების სიყვარული საგრძნობლად მატულობს ძალა-
უფლების მოპოვებასთან ერთად და ეს ეხება ამა სოფლის არა
მარტო პატარა, არამედ დიდ ხელისუფლებს. ბედნიერ 1914
წლამდე, როცა შეძლებულ ბანოვანებს ჰყავდათ მომსახურე
პერსონალი, ჰქონდათ ძალაუფლება მზარეულებზე, მოსამსახუ-
რეებსა და მოახლეებზე, წლებთან ერთად ეს მათ სულ უფრო
მეტ სიამოვნებას ანიჭებდა. ზუსტად ასევე ავტოკრატიული რეჟი-
მის დროს ტირანია მით უფრო ძლიერდებოდა, რაც უფრო მე-
ტად იგემებდა მქონებელთა კლასი სიამოვნებას, რომელსაც მას
ძალაუფლება ანიჭებდა. ადამიანებზე ძალაუფლება გამოიხატე-
ბა იმით, რომ აიძულო ისინი, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არ
სურთ. ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანი უფრო მე-
ტად მიისწრაფვის მიაყენოს სხვებს ტანჯვა, ვიდრე მისცეს მათ
უფლება ისიამოვნონ. თუ თქვენ უფროსს სთხოვთ საპატიო მიზე-
ზის გამო გაგათავისუფლოს კანტორაში ყოფნისგან, ის თავის
ძალაუფლებას სრულად დაიკმაყოფილებს უარის თქმით, ვიდრე
იმით, რომ დაგრთოთ ამის ნება. თუ თქვენ კერძო მშენებლო-
ბისთვის ნებართვის ასაღებად წვრილმოხელეს მიმართავთ, მას
მეტ სიამოვნებას მიანიჭებს გითხრათ უარი, ვიდრე თანხმობა.
ამის გამოა ძალაუფლების სიყვარული ასე საშიში.

184
მაგრამ მას თავისებური ხიბლიც აქვს. ცოდნის წყურვილს,
ჩემი აზრით, პირველ რიგში, იწვევს ძალაუფლების სიყვარული,
ისევე როგორც სამეცნიერო კვლევების ყველა მიღწევა. ასევეა
პოლიტიკაშიც, რეფორმატორი შეიძლება დესპოტზე არანაკლებ
ძალაუფლების მოყვარული იყოს. უხეში შეცდომა იქნებოდა ძა-
ლაუფლების სიყვარულის, როგორც ადამიანთა მოღვაწეობის
მამოძრავებელი ძალის, სრულად იგნორირება. იმოქმედებთ ძა-
ლაუფლებისმოყვარეობის მოტივით საზოგადოების საკეთილ-
დღეოდ თუ საზიანოდ – დამოკიდებულია სოციალურ სისტემასა
და თქვენს უნარზე. თუ ნიჭი გაქვთ მეცნიერებისა და ტექნიკის
სფეროში, გაამდიდრებთ მეცნიერებასა და ტექნიკას და თქვენი
მოღვაწეობა, საერთო ჯამში, წაადგება საზოგადოებას. თუ პო-
ლიტიკოსი ხართ, შეგიძლიათ იყოთ ძალაუფლების მოყვარუ-
ლი, მაგრამ თქვენი ეს თვისება, როგორც წესი, მიესადაგება
სურვილს პრაქტიკულად განახორციელოთ ის, რაც თქვენ საჭი-
როდ მიგაჩნიათ, ვიდრე სტატუს კვოა. დიდი მხედართმთავრის-
თვის, როგორიც ალკიბეადეა, ალბათ, სულერთია ვის მხარეზე
იბრძოლებს, მაგრამ ასე თუ ისე, უფრო ხშირად ისინი თავიანთი
სამშობლოსთვის იბრძვიან და, ამდენად, მათ ამოძრავებთ არა
მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული. პოლიტიკოსს შეუძლია
უსასრულოდ გადადიოდეს ერთი პარტიიდან მეორეში, რათა გა-
მარჯვებულის გვერდით აღმოჩნდეს, მაგრამ უფრო ხშირად ისი-
ნი ერთ პარტიას ირჩევენ და მას უმორჩილებენ თავიანთ ძალა-
უფლებისმოყვარულობას. ძალაუფლებისმოყვარულობას პრაქ-
ტიკულად სუფთა სახით ჩვენ ვხვდებით ადამიანთა სრულიად
განსხვავებულ ტიპებში. ერთ-ერთი მათგანია – კონდოტიერი და
მისი ყველაზე მკაფიო მაგალითი – ნაპოლეონი. ნაპოლეონმა,
როგორც მეჩვენება, საფრანგეთი არჩია კორსიკას არა

185
იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ იმი-
ტომ, რომ, კორსიკის იმპერატორი რომ გამხდარიყო, ისეთ დი-
დებას ვერ მიაღწევდა, როგორსაც მიაღწია, როცა თავი ფრან-
გად წარმოაჩინა. თუმცა ამგვარი ადამიანები არცთუ ისე შესა-
ფერისი მაგალითია, რადგან მათ ხასიათში უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს პატივმოყვარეობა. ყველაზე დამახასიათებე-
ლი შემთხვევაა ჩრდილოვანი ძალაუფლება. ასეთი ადამიანი
არასოდეს ჩნდება და თავს იმშვიდებს სანუკვარი აზრით: „ო ამ
მარიონეტებმა რომ იცოდნენ, თუ ვინ მართავს მათ სინამდვი-
ლეში!“ ამ ტიპის შესანიშნავი მაგალითია ბარონი ჰოლშტეინი,
რომელიც აკონტროლებდა გერმანიის იმპერიის პოლიტიკას
1890-დან 1906 წლამდე. ის ცხოვრობდა ჯურღმულებში, არასო-
დეს ჩნდებოდა საზოგადოებაში, გაურბოდა შეხვედრას იმპერა-
ტორთან (ერთადერთი შემთხვევის გამოკლებით, როცა წინააღ-
მდეგობა ვეღარ გაუწია იმპერატორის დაჟინებულ თხოვნას),
უარს ამბობდა მონაწილეობა მიეღო საიმპერატორო კარის
ზეიმებში იმ მიზეზით, ვითომდაც არ ჰქონდა შესაფერისი ტან-
საცმელი. მას ხელი მიუწვდებოდა ისეთ საიდუმლოებებზე, რო-
მელთა მეშვეობითაც შეეძლო შანტაჟი მოეწყო კანცლერისა და
იმპერატორთან დაახლოებული პირებისათვის. შანტაჟს ის მი-
მართავდა არა გამდიდრების, სახელისა ანდა რაიმე სხვა გა-
მორჩენის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მიეღწია სასურველი
საგარეო პოლიტიკის გატარებისათვის. აღმოსავლეთში ადამი-
ანთა ასეთ ტიპს ხშირად შეხვდებით საჭურისებს შორის.
ახლა შევხედოთ სხვა წამქეზებლურ მოტივებს, რომლებიც
შეიძლება არც ისე არსებითია, როგორც ისინი, რაზეც ზემოთ ვი-
საუბრეთ, მაგრამ მათაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. პირვე-
ლი – მძაფრი შეგრძნებების სიყვარული. ცხოველებზე თავიანთ

186
უპირატესობას ადამიანები ამტკიცებენ იმით, რომ განიცდიან
მოწყენილობას. თუმცა ზოოპარკში, მაიმუნებზე დაკვირვებისას,
ხანდახან მიფიქრია, რომ ამ დამთრგუნველი გრძნობის რუდი-
მენტები მათშიც არის. ასეა თუ ისე, გამოცდილება გვიჩვენებს,
რომ მოწყენილობისგან თავის დაღწევა ერთ-ერთი უძლიერესი
სურვილია, რომელიც ყველას ახასიათებს. როდესაც თეთრკა-
ნიანი ადამიანები კავშირს ამყარებენ ველურთა რომელიღაც
გაურყვნელ ტომთან, ისინი მათ სთავაზობენ ათასგვარ სიკეთეს,
სახარებიდან დაწყებული პუდინგით დამთავრებულს. ყველა-
ფერ ამას, ჩვენდა გასაოცრად, ველურთა უმრავლესობა გულ-
გრილად იღებს. ერთადერთი, რასაც ისინი აფასებენ ჩვენი სა-
ჩუქრებიდან, ამგზნები სითხეებია, რომელთა მეშვეობითაც მათ
რამდენიმე წუთს ექმნებათ ილუზია იმისა, რომ ცოცხლად ყოფნა
სჯობს სიკვდილს. წითელკანიანი ინდიელები, სანამ მათ თეთ-
რკანიანთა ცივილიზაცია არ შეეხო, თავიანთ ყალიონს წევდნენ
არა ისე მშვიდად, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, არამედ განსა-
კუთრებული ნეტარებით და იმდენად ღრმად ისუნთქავდნენ,
რომ თავდავიწყების მდგომარეობაში იძირებოდნენ. როდესაც
თამბაქოს ზემოქმედება სუსტდებოდა, პატრიოტი ორატორი მათ
მოუწოდებდა თავს დასხმოდნენ მეზობელ ტომებს, რაც მათ
ისეთსავე კმაყოფილებას ანიჭებდა, როგორც ჩვენ (ჩვენივე ტემ-
პერამენტის მიხედვით) დოღი ანდა საყოველთაო არჩევნები.
აზარტული თამაშებისგან მიღებული თითქმის ყველა სიამოვნე-
ბა ემყარება მძაფრი შეგრძნებების განცდას. ჰუკი წერს იმის შე-
სახებ, თუ როგორ თამაშობდნენ ჩინელი ვაჭრები ზამთრობით
დიდ კედელთან, სანამ არ წააგებდნენ ჯერ მთელ ფულს, შემდეგ
საქონელს, ბოლოს ტანსაცმელს და შიშვლები სულის ამოხდამ-
დე იყინებოდნენ. ჩემი აზრით, ისევე როგორც ცივილიზებულ

187
ქვეყნებში, პირველყოფილ ინდიელთა ტომებშიც მძაფრი გან-
ცდების გრძნობა საყოველთაო აღტაცებას იწვევს. როდესაც
ომი იწყება, ადამიანებს მოიცავს ზუსტად ისეთივე გრძნობა, რო-
გორც ფეხბურთის მატჩის დროს, თუმცა შედეგები ბევრად სავა-
ლალოა ხოლმე.
არცთუ ისე ადვილია იმის გაგება, თუ სადამდე მიდის ფესვები
მძაფრი შეგრძნებების სიყვარულისა. ვფიქრობ, ჩვენი გონება
მოწყობილია ისე, რომ შეესაბამება ადამიანთა განვითარების იმ
სტადიას, როდესაც იგი ნადირობით ირჩენდა თავს. მამაკაცი
მთელი დღე იმით იყო დაკავებული, რომ პრიმიტიული იარაღით
ხელში მისდევდა ირმის ნაკვალევს, დღის ბოლოს კი, გამარჯვე-
ბულს, გამოქვაბულში გატყავებული ცხოველი მიჰქონდა. სანამ
ცოლი ანაწილებდა და წვავდა ხორცს, მას სასიამოვნო მოთენ-
თილობა ეუფლებოდა, ეძინებოდა, ძვლები სტკიოდა, საჭმლის
სუნი კი მისი გონების ყოველ კუთხე-კუნჭულს ავსებდა. საბო-
ლოოდ, გამძღარი, იგი მიეცემოდა ღრმა ძილს. ცხოვრების ასე-
თი პირობების გამო მას არ რჩებოდა არც დრო და არც ძალა
მოსაწყენად. როდესაც მამაკაცმა სოფლის მეურნეობას მოჰკი-
და ხელი და ყველაზე მძიმე სამუშაო მინდვრად ქალს დააკისრა,
მას გაუჩნდა დრო დაფიქრებულიყო ადამიანური ყოფის
ამაოებაზე, შეეთხზა მითები და ფილოსოფიური სისტემები, ეოც-
ნება იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, სადაც შეეძლო მუდმივად ენადი-
რა ვალგალის გარეულ ღორზე. ჩვენი აზროვნება შეესაბამება
მძიმე ფიზიკურ შრომას. როცა ახალგაზრდა ვიყავი, დასვენების
დღეებს ძირითადად ფეხზე მდგარი ვატარებდი. შემეძლო ოცდა-
ხუთი მილი ფეხით გამევლო, საღამოობით კი აღარ მჭირდებო-
და გართობა, რადგან შინ უსაქმოდ ჯდომა და დასვენება უზომო
სიამოვნებას მგვრიდა. თანამედროვე ცხოვრება ვერ აიგება დი-

188
დი ფიზიკური დაძაბულობის პრინციპით. შრომა ჩვენ გვიხდება
ძირითადად მჯდომარე მდგომარეობაში. ხელით შრომის ძირი-
თადი სახეები მოითხოვს მხოლოდ რამდენიმე კუნთის მუ-
შაობას. ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილი ადამიანები, რომ-
ლებიც აღფრთოვანებით მიესალმებიან მთავრობის გადაწყვე-
ტილებას, რომელიც მათ ომში დასაღუპავად აგზავნის, სულ
სხვაგვარად მოიქცეოდნენ, იმ დღეს ოცდახუთი მილი რომ ჰქო-
ნოდათ გავლილი. სამწუხაროდ, ასეთ წამალს ვერ გამოვიყე-
ნებთ მათი ბრძოლის ჟინის ჩასახშობად და, თუ ადამიანთა მოდ-
გმას გადარჩენა უწერია (რაც, შეიძლება არც კი იყოს სასურვე-
ლი), უნდა გამოვძებნოთ სხვა საშუალება, რათა დაგროვილი
ფიზიკური ენერგია, რომელიც მძაფრი შეგრძნებების წყურვილს
იწვევს, უმტკივნეულოდ დაიხარჯოს. ამ საკითხზე მორალისტები
და რეფორმატორები ნაკლებად ფიქრობენ. რეფორმატორებს
ჰგონიათ, რომ მათ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკით-
ხები აქვთ გადასაწყვეტი. მორალისტებს, თავის მხრივ, თრგუ-
ნავს ის, თუ რამდენად არის საშიში საზოგადოების მიერ დაშვე-
ბული მკაცრი განცდების გამოვლინებანი და ეს საშიშროება, მა-
თი აზრით, უმეტესწილად უზნეობიდან მომდინარეობს. საცეკ-
ვაო დარბაზები, კინემატოგრაფი, ჯაზი – ეს ყოველივე, თუ ჩვენ
ყურებს დაეჯერება, ჭიშკარია, რომელიც ჯოჯოხეთის კარს გვი-
ღებს, ხოლო ყველაზე ღირსეული საქმე – ვისხდეთ შინიდან გა-
უსვლელად და ჩვენს ცოდვებზე დავფიქრდეთ. უფლება არა
მაქვს, სრულად დავეთანხმო ადამიანებს, რომლებიც ასეთ გაფ-
რთხილებას იძლევიან. ეშმაკი მრავალნაირად გამოვლინდება.
ერთ-ერთი მათგანი ცდილობს მცდარ გზაზე დააყენოს ახალგაზ-
რდობა, მეორე კი ერთთავად იმის ცდაშია, როგორ მოატყუოს
სერიოზული ადამიანები და მოხუცები. თუკი სატანა ახალგაზ-

189
რდობას აცდუნებს ტკბობით, იგივე სატანა აიძულებს მოხუცებს,
გაკიცხონ ისინი. ხომ შეიძლება გაკიცხვაც მძაფრი შეგრძნებე-
ბის ერთ-ერთი ნაირსახეობა იყოს, რომელიც მოხუცებულობას
შეესაბამება ანდა თავისებური ნარკოტიკი, რომლის დოზის გაზ-
რდა განუწყვეტლივ გვიწევს, რათა სასურველ მიზანს მივაღწი-
ოთ? არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ, როცა ვკიცხავთ კინემა-
ტოგრაფს, თანდათან მივდივართ იქამდე, რომ გავკიცხოთ პო-
ლიტიკური მოწინააღმდეგენი, მემაკარონეები, პოლონელები,
აზიელები, ერთი სიტყვით, ყველა, ვინც ჩვენი კლუბის წევრი არ
არის? სწორედ ამ ტიპის ფართოდ გაშლილი გაკიცხვა შეიძლება
გახდეს ომის მიზეზი. იმის შესახებ კი არასოდეს მსმენია, რომ
ომი დაწყებულიყოს საცეკვაო მოედნიდან.
მკაცრი შეგრძნებების სიყვარული საშიშია იმითაც, რომ მისი
მრავალი ფორმა დამანგრეველია. იგი დამანგრეველია მათ-
თვის, ვისთვისაც უცხოა ზომიერება სპირტიანი სასმელებისა და
აზარტული თამაშების მოხმარებისას. იგი დამანგრეველია მაში-
ნაც, როცა იღებს მასობრივი ძალადობის ფორმას, მაგრამ,
უპირველეს ყოვლისა, იგი დამანგრეველია, როდესაც ომამდე
მივყავართ. ამის მოთხოვნა იმდენად ღრმაა, რომ აუცილებლად
იპოვის საშიშ გამოსავალს, თუ მზად არ გვექნა უმტკივნეულო
გამოსავალი. ასეთი გამოსავალი არსებობს დღესდღეობით
სპორტსა და პოლიტიკაში, რადგანაც პოლიტიკა იზღუდება კონ-
სტიტუციური ჩარჩოებით. ცივილიზებული ცხოვრება მთლიანო-
ბაში ძალიან მდოვრედ მიმდინარეობს და სტაბილურობის შესა-
ნარჩუნებლად საჭიროა გამოვიყენოთ იმ უმტკივნეულო გამო-
სავლის პრინციპები, რომელსაც ჩვენი შორეული წინაპრები ნა-
დირობისას მიმართავდნენ. ავსტრალიაში, სადაც ცოტა ადა-
მიანი და ბევრი ბოცვერია, ვაკვირდებოდი, თუ ადამიანები რო-

190
გორ ოსტატურად ხოცავდნენ ათასობით ბოცვერს და ამით იკმა-
ყოფილებდნენ პირველყოფილ ინსტინქტებს, მაგრამ ლონდონ-
სა და ნიუ-იორკში ასეთივე ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად
სხვა საშუალებების მოძებნაა საჭირო. ყოველ დიდ ქალაქში,
ალბათ, უნდა მოეწყოს ხელოვნური ჩანჩქერები, რომელზედაც
ადამიანებს შეეძლებათ მსუბუქად დაშვება, ამასთანავე, უნდა
იყოს აუზებიც მექანიკური ზვიგენებით. თითოეული ადამიანი,
რომელიც საჯაროდ მოუწოდებს პრევენციული ომისაკენ, უნდა
ამყოფონ დღეში ორი საათი ამ ეშმაკურად კონსტრუირებულ
ურჩხულებთან.
უფრო სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი უნდა ვი-
ღონოთ, რათა მძაფრი შეგრძნებებისადმი ადამიანების სიყვა-
რულმა კონსტრუქციული გამოსავალი პოვოს.
ამქვეყნად ყველაზე მძაფრი შეგრძნება – ესაა მოულოდნელი
აღმოჩენისა ანდა გამოგონების მომენტი და ამ მომენტის გან-
ცდა შეუძლია ბევრად მეტ ადამიანს, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდ-
გენია.
ყოველგვარ პოლიტიკურ მომენტთან გადახლართულია ორი
ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ვნება, რომლისკენაც,
რაც უნდა სამწუხარო იყოს, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება –
ესაა შიში და სიძულვილი. თუ მხედველობაში მივიღებთ პირ-
ველყოფილ ადამიანს, ჩემი აზრით, შეიძლება დავასკვნათ, რომ,
როგორც წესი, ყოველგვარი უცხო მასში იწვევს შიშსა და სი-
ძულვილს ერთდროულად. ის ცხოვრობს თავის თავდაპირვე-
ლად პატარა ჯოგთან ერთად. ამ ჯოგის საზღვრებში, თუკი არ
არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი მტრობისა, ყველა მე-
გობარია, მეორე ჯოგი – პოტენციური ანდა ნამდვილი მტერი.
თუ შემთხვევით ვინმე უცხო ჯოგში მოხვდება, მას კლავენ. უცხო

191
ჯოგს, მდგომარეობისდა მიხედვით, ცდილობენ ან არ შეხვდნენ,
ანდა შეებრძოლონ. დღემდე სწორედ ეს პირველყოფილი მექა-
ნიზმი წარმართავს ჩვენს აღქმას სხვა ხალხის მიმართ. ადა-
მიანი, რომელსაც არასდროს უმოგზაურია, უცხოელების მი-
მართ ისეთივე დამოკიდებულებას იჩენს, როგორსაც ველური
უცხო ჯოგის წევრების მიმართ. მაგრამ ის, ვინც ბევრს მოგ-
ზაურობდა ანდა სწავლობდა საერთაშორისო პოლიტიკას, აღ-
მოაჩენს, რომ მისი საკუთარი ჯოგი, თუ სურს ბედნიერად იცხოვ-
როს, ასე თუ ისე, უნდა გაერთიანდეს სხვა ჯოგებთან. თუ თქვენ
ინგლისელი ხართ და ვიღაც გეუბნებათ: „ფრანგები თქვენი ძმე-
ბი არიან“, პირველი თქვენი გაუცნობიერებელი რეაქცია იქნება:
„სისულელეა! ისინი მხრებს იჩეჩავენ და ფრანგულად ლაპარა-
კობენ. ამავე დროს მსმენია, რომ ბაყაყებსაც ჭამენ“. თუკი იგი
დაგიწყებთ ახსნას, რომ ჩვენ შეიძლება ბრძოლა მოგვიხდეს რუ-
სებთან, ე. ი. რაინის ხაზის დაცვა, ხოლო რაინის დაცვა უფრან-
გებოდ არცთუ ისე ადვილია, მაშინ მიხვდებით, თუ რას გულის-
ხმობდა იგი, როცა ამტკიცებდა, რომ „ფრანგები შენი ძმები არი-
ან“, მაგრამ, თუ სხვა მოგზაური იტყვის: „რუსებიც – შენი ძმები
არიან “, იგი ამას ვეღარ დაგიმტკიცებთ, ანდა დაგიმტკიცებთ
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაიჯერებთ, რომ მარსელები
გვემუქრებიან. ჩვენ გვიყვარს ისინი, ვისაც სძულს ჩვენი მტრები
და, მტრები რომ არ გვყავდეს, ალბათ, ძალიან ცოტა ვინმე თუ
გვეყვარებოდა.
თუმცა ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა იმდენად, რამდენადაც
საქმე ეხება სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. მაგრამ ხომ შე-
იძლება დედამიწაც ჩვენს მტრად ჩავთვალოთ, რადგანაც იგი
ადვილად არ იძლევა საზრდოს და თანაც ძალიან მწირს. შეიძ-
ლება მტრად ჩავთვალოთ დედაბუნება და ადამიანთა ცხოვრება

192
მასთან ბრძოლად განვიხილოთ. თუ ყველა ადამიანი ამ აზრის
იქნება, ადამიანთა მოდგმას თანამშრომლობა ძალიან გაუად-
ვილდება. ადამიანები რომ მიეჩვიონ ამ თვალით უყურონ ცხოვ-
რებას, არ იქნება ძნელი. კარგია, თუ სკოლები, გაზეთები და პო-
ლიტიკოსები ამას თავიანთ მიზნად დაისახავენ. მაგრამ სკოლე-
ბი ისწრაფვიან ბავშვებს პატრიოტიზმი ჩაუნერგონ, გაზეთები –
აღძრან მძაფრი შეგრძნებები, პოლიტიკოსები – ხელახლა იყ-
ვნენ არჩეულები. ამდენად, არც ერთ მათგანს არ ძალუძს კა-
ცობრიობის გადარჩენა ურთიერთმკვლელობისაგან.
ადამიანს შეუძლია შიშს სძლიოს ორი გზით: პირველი – შე-
ამციროს საგარეო საშიშროება, მეორე – ჩვენშივე გამოვიმუშა-
ოთ სტოიკური მოთმინება. ეს უკანასკნელი, თუ არ ჩავთვლით
იმ შემთხვევებს, როცა აუცილებელია დაუყოვნებლივ მოქმედე-
ბა, უნდა გაძლიერდეს, რათა ყურადღება მოვწყვიტოთ შიშის
წყაროს. შიშის დაძლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შიში თა-
ვისთავად დამამცირებელია: ის ადვილად გადაიქცევა საცდუ-
რად, შობს სიძულვილს იმის მიმართ, რისიც გვეშინია და ძალი-
ან სწრაფად მივყავართ უკიდურეს სისასტიკემდე. არაფერი მოქ-
მედებს ადამიანებზე ისე სასიკეთოდ, როგორც უსაფრთხოება.
რომ შეგვეძლოს შექმნა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტე-
მისა, რომელიც შეძლებს ომის საშიშროების მოხსნას, ეს გამო-
იწვევს ჩვეულებრივი ადამიანის გონების კოლოსალურ წინ-
სვლას. მსოფლიო ამჟამად დათრგუნულია შიშით. ატომური ან
ბაქტერიოლოგიური იარაღი ბოროტგანმზრახველი კომუნისტი-
სა ანდა კაპიტალისტის ხელში – სიტუაციიდან გამომდინარე –
შიშის ზარსა სცემს თეთრ სახლსა და კრემლს და სულ უფრო მე-
ტად ითრევს კაცობრიობას უფსკრულში. თუ მდგომარეობის გა-
მოსწორება გვინდა, პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ში-

193
შის შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თანამედროვე მსოფ-
ლიო შეპყრობილია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგი-
ას შორის კონფლიქტით, რომლის ერთი თვალსაჩინო მიზეზი
ჩვენი იდეოლოგიის გამარჯვების სურვილი და საწინააღმდეგოს
დამარცხებაა. ჩემი აზრით, ეს სიღრმისეული სურვილი სრული-
ად დაშორებულია იდეოლოგიისაგან.
როგორც ჩანს, იდეოლოგიური განსხვავება ერთ-ერთი სა-
შუალებაა ადამიანთა ჯგუფებად დაყოფისა და ჩვენ ვდგავართ
ვნებათაღელვის წინაშე, რაც დამახასიათებელია მოწინააღმდე-
გე ჯგუფებისათვის. კომუნისტთა სიძულვილისათვის, რა თქმა
უნდა, არსებობს მრავალი სხვადასხვა მიზეზი. პირველ ყოვლი-
სა, ვფიქრობთ, ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს საკუთრებას,
მაგრამ მძარცველებიც იმავე საფრთხეს ქმნიან და, თუმცა ვკიც-
ხავთ მძარცველებს, ჩვენი დამოკიდებულება მათდამი საგ-
რძნობლად განსხვავდება კომუნისტებისადმი დამოკიდებულე-
ბისაგან. უმთავრესი კი ის არის, რომ ისინი არ იწვევენ ჩვენში
ისეთივე ძლიერ შიშის გრძნობას. მეორე, გვძულს კომუნისტები
იმიტომაც, რომ მათ არ სწამთ ღმერთი, მაგრამ ჩინელებს ღმერ-
თი არ სწამთ XI საუკუნიდან მოყოლებული, ჩვენ კი მათი სიძულ-
ვილი დავიწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ ჩან კაიში გამოჩ-
ნდა. მესამე, გვძულს კომუნისტები იმიტომ, რომ მათ არ სწამთ
დემოკრატიის, თუმცა ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი მიზეზი
ფრანკოს შესაძულებლად. მეოთხე, გვძულს კომუნისტები იმი-
ტომ, რომ ისინი კრძალავენ თავისუფლებას: ჩვენი ემოციები ამ
შემთხვევაში იმდენად ძლიერია, რომ ამაში მათი მიბაძვაც კი
დავიწყეთ. სრულიად ნათელია, რომ ყოველივე ზემოჩამოთ-
ვლილი არ არის ჩვენი სიძულვილის ჭეშმარიტი მიზეზი. ჩვენ
ისინი გვძულს იმიტომ, რომ გვეშინია, რადგან გვემუქრებიან.

194
რუსები უწინდებურად მართლმადიდებლები რომ გახდნენ, რომ
შემოიღონ პარლამენტური მმართველობა, ჰქონდეთ თავისუფა-
ლი პრესა, რომელიც ყოველდღიურად სავსე იქნებოდა ჩვენი
მისამართით გამოთქმული ბოროტი თავდასხმებით, მაშინაც კი
– იმ პირობით, თუ მათი სამხედრო ძალა ისეთივე ძლიერი იქნე-
ბოდა, როგორც ახლა, – მათ მიმართ ჩვენ მაინც გვექნებოდა სი-
ძულვილი, თუ გვაგრძნობინებდნენ, რომ მტრულად არიან ჩვენ
მიმართ განწყობილი. არსებობს, რა თქმა უნდა, ოდიუმ
ტჰეოლოგიცუმ, რომელიც შეიძლება მტრობის მიზეზი გახდეს,
მაგრამ, ჩემი აზრით, ესაა ჯოგური აზროვნების ნაირსახეობა:
სხვა რჯულის ადამიანი უცხოდ გვეჩვენება, ყველაფერი უცხო კი
– აუცილებლად საშიშად. იდეოლოგია ჯოგის შექმნის ერთ--
ერთი საშუალებაა, ფსიქოლოგია კი უცვლელი რჩება იმისდა
მიუხედავად, თუ როგორ იქმნება ჯოგი.
შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, თითქოსდა მე მხო-
ლოდ ცუდი, უკეთეს შემთხვევაში, კი მორალურად ნეიტრალური
განზრახვა მაქვს. ვშიშობ, რომ მთლიანობაში იგი ალტრუის-
ტულზე ძლიერია, მაგრამ არ უარვყოფ, რომ ალტრუისტული
ზრახვებიც არსებობს და ხანდახან ისიც აღწევს თავის მიზანს.
XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისში მონობის საწინააღმდეგო
აგიტაციას უთუოდ ჰქონდა ალტრუისტული საფუძველი და მიაღ-
წია მიზანს. მის ალტრუისტულ ხასიათს ადასტურებს ისიც, რომ
1833 წელს ინგლისელმა გადასახადის გადამხდელებმა
იამაიკის მიწისმფლობელებს მონების განთავისუფლებისათვის
მრავალმილიონიანი კომპენსაცია გადაუხადეს, აგრეთვე იმი-
თაც, რომ ვენის კონგრესზე ბრიტანეთის მთავრობა მზად იყო
სერიოზულ დათმობებზე წასულიყო, რათა სხვა ქვეყნები მიემ-
ხრო, უარი ეთქვათ მონებით ვაჭრობაზე. ესაა წარსულის მაგა-

195
ლითები, მაგრამ თანამედროვე ამერიკაც გვიჩვენებს არანაკ-
ლებ შესანიშნავ მაგალითებს. მათზე აღარ შევჩერდები, რადგა-
ნაც არ მსურს ჩავუღრმავდე მიმდინარე პოლიტიკას.
ჩემი აზრით, უეჭველია ისიც, რომ ადამიანთა ქცევის ჭეშმა-
რიტი მოტივი შეიძლება იყოს თანაგრძნობა. და, რომ ზოგიერთი
ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ხედავს სხვათა
ტანჯვას. ჰუმანურობის მრავალ მაგალითს უკანასკნელი ასი
წლის მანძილზე ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ სწორედ თანაგრძნო-
ბას. ჩვენს აღშფოთებას იწვევს, როდესაც გვესმის სულით ავად-
მყოფთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ და უკვე არსებობს
მრავალი საავადმყოფო, სადაც მათ კარგად ეპყრობიან. თვლი-
ან, რომ დასავლეთის ქვეყნებში პატიმრებს არ აწამებენ და, თუ
ასეთი ფაქტი წამოტივტივდა, იგი საზოგადოების მკაცრ პრო-
ტესტს იწვევს. ჩვენ ვკიცხავთ ისეთ დამოკიდებულებას ობლები-
სადმი, რომელიც „ოლივერ ტვისტშია“ აღწერილი. პროტესტან-
ტულ ქვეყნებში კიცხავენ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას.
ყველა ამ შემთხვევაში თანაგრძნობა პოლიტიკურად ქმედითი
აღმოჩნდა. ის უფრო ქმედითი იქნებოდა შესაძლებელი რომ
იყოს ომის საშიშროების დაძლევა. კაცობრიობის უკეთესი მო-
მავლის იმედი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად შეძ-
ლებს იგი მიანიჭოს თანაგრძნობას მეტი ძალა და გააფართოოს
მისი საზღვრები.
მოვიდა დრო, შევაჯამოთ ჩვენი საუბრის შედეგები. პოლიტი-
კას საქმე აქვს უფრო ჯოგთან, ვიდრე პიროვნებასთან და ამიტო-
მაც პოლიტიკისათვის მთავარია ისეთი გრძნობების წინ წამოწე-
ვა, რომლის მეშვეობითაც ჯოგის სხვადასხვა წევრი ერთსულოვ-
ნებას მიაღწევს. საერთო ქვეცნობიერი მექანიზმი, რომელსაც
პოლიტიკური შენობა ეფუძნება – ესაა თანამშრომლობა ჯოგის

196
შიგნით და სხვა ჯოგების მიმართ მტრობა. ჯოგს შიგნით თანამ-
შრომლობა არ შეიძლება იდეალური იყოს. ჯოგის ზოგიერთი
წევრი არ მიესადაგება საერთო მიღებულ ნორმებს და, სიტყვა-
სიტყვით რომ ვთქვათ, „ფეხს ვერ უწყობს“, ე. ი. მიაბიჯებს
მწყობრს მიღმა. ესენი არიან ისინი, ვინც დაბლა დაეშვა ანდა
ამაღლდა საშუალო დონეზე – იდიოტები, დამნაშავენი, წინას-
წარმეტყველები და ნოვატორები. ბრძენი ჯოგი მოახერხებს იმა-
თი უცნაურობების ატანას, ვინც ამაღლდა საშუალო დონეზე და
სისასტიკის მინიმუმს გამოიჩენს იმათ მიმართ, ვინც მასზე დაბ-
ლა დაეშვა.
რაც შეეხება ურთიერთობას სხვა ჯოგებთან, უნდა აღვნიშ-
ნოთ, რომ ჩვენს დროში ანგარება ეჯახება ინსტინქტებს. უწინ-
დელ დროს ორ ტომს შორის ომი მთავრდებოდა ერთის განად-
გურებით და მისი ტერიტორიის შემოერთებით. გამარჯვებულებს
ეს ოპერაცია უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, მკვლელობა ძვირი
არ ღირდა და, ამასთანავე, სასიამოვნოდ აღაგზნებდა მათ. და
რა გასაკვირია, რომ ამ ვითარებაში ომებს დასასრული არ უჩან-
და, სამწუხაროდ, ჩვენი ემოციები სრულად შეესაბამება პირ-
ველყოფილთა ომებს, მაშინ, როდესაც ომის წარმოების რეალუ-
რი ხასაითი მთლიანად შეცვლილია, მტრის მოკვლა თანამედ-
როვე ომში – ეს საკმაოდ ძვირი ოპერაციაა, თუ გავიხსენებთ,
რამდენი გერმანელი დაიღუპა უკანასკნელ ომში და რამდენი
გადაიხადეს საშემოსავლო გადასახადის სახით გამარჯვებუ-
ლებმა, შეიძლება ვიანგარიშოთ, თუ რა დაჯდა ერთი მოკლული
გერმანელი და აღმოვაჩენთ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი
თანხაა, ამასთან, აღმოსავლეთში გერმანელების მოწინააღმდე-
გეებმა გაიხსენეს დამარცხებულთა განდევნისა და მათი მიწების
ხელში ჩაგდების ძველი ჩვეულება, თუმცა დასავლელმა გამარ-

197
ჯვებულებმა ეს წესი არ გამოიყენეს, ცხადია, რომ ფინანსური
თვალსაზრისით თანამედროვე ომი – არსახარბიელო საქმეა.
ჩვენ ორივე მსოფლიო ომში გამარჯვებული მხარე ვართ, მაგ-
რამ ეს ომები რომ არ ყოფილიყო, ბევრად უფრო მდიდრები ვიქ-
ნებოდით. ადამიანებს რომ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზა-
ნი ამოძრავებდეთ, რასაც (თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამ-
დენიმე წმინდანს) ისინი არ აკეთებენ, თანამშრომლობა მსოფ-
ლიო მასშტაბით შესაძლებელი იქნებოდა, არ იქნებოდა ომები,
არმიები, ფლოტი და არც ატომური ბომბი. არ იქნებოდა მთელი
არმია აგიტატორებისა, რომლებიც აქეზებენ ა ხალხს ბ ხალხის
წინააღმდეგ. არ იქნებოდა ჩინოვნიკების არმია საზღვრებთან,
რომლებიც არ უშვებენ უცხოურ წიგნებს და ეწინააღმდეგებიან
უცხო იდეებს, რაგინდ შესანიშნავიც უნდა იყოს ისინი. არ იქნე-
ბოდა საბაჟო ბარიერები, რომლებიც უზრუნველყოფს მრავალი
პატარა საწარმოს არსებობას, როდესაც ერთი მსხვილი საწარ-
მო ბევრად ეკონომიკური იქნებოდა ეს ყველაფერი ძალიან
სწრაფად განხორციელდებოდა, ადამიანებს საკუთარი ბედ-
ნიერება ისეთი სიძლიერით რომ სწადდეთ, როგორითაც მეზობ-
ლების უბედურება, მაგრამ ერთი მითხარით, რა აზრი აქვს ამ
უტოპიურ ოცნებებს, მორალისტები იზრუნებდნენ იმაზე, რომ არ
გავხდეთ ჩამოყალიბებული ეგოისტები და, სანამ ასეთები არ
გავხდებით, ვერ მოვესწრებით ოქროს ხანას.
არ მინდა შეგექმნათ შთაბეჭდილება, თითქოსდა ლექციას
ცინიკური ნოტით ვამთავრებ, არ ვუარყოფ, რომ არის რაღაც,
ეგოიზმზე უკეთესი და ზოგიერთმა ადამიანმა ამ „რაღაცას“ უკვე
მიაღწია. ამასთანავე, ვამტკიცებ, რომ ძალიან იშვიათია ადამი-
ანთა დიდი ჯგუფები, რომლებიც ეგოიზმზე მაღლა დგანან და
რომელთანაც საქმე აქვს პოლიტიკას, მეორე მხრივ კი, ძალიან

198
ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც მთელი ხალხები ეგოიზმის
დონეზე დაბლა ეშვებიან, თუკი ამაში ვიგულისხმებთ განათლე-
ბულ ანგარებას.

შემთხვევებს, როდესაც ადამიანები ეგოიზმზე დაბლა ეშვებიან


მიეკუთვნება ის, როდესაც ადამიანები დარწმუნებული არიან,
რომ მოქმედებენ იდეალისტური ზრახვებიდან გამომდინარე.
შენიღბულ სიძულვილსა და შენიღბული ძალაუფლების სიყვა-
რულს ხშირად აღიქვამენ როგორც იდეალისტურს, როდესაც
ვუყურებთ ადამიანთა დიდ მასას, რომელსაც ამოძრავებს, თით-
ქოსდა, კეთილშობილური მიზნები, არ გვაწყენდა გაგვეგო, თუ
რა იმალება მის სიღრმეში და რატომ აღწევს ეს მოტივი თავის
მიზანს. ისეთი ფსიქოლოგიური გამოკვლევა, როგორიც ახლა
მე ჩავატარე, საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ კეთილშობილურ
ფასადს შეუძლია ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში. დასას-
რულს მინდა გითხრათ, რომ ის, რაზედაც ვილაპარაკე, თუ მარ-
თალია, მაშინ იმისათვის, რომ მსოფლიო გავაბედნიეროთ, სა-
ჭიროა, უპირველეს ყოვლისა, გონიერება, ეს კი, ბოლოს და ბო-
ლოს, ოპტიმალური დასკვნაა, რადგან გონება შეიძლება განვა-
ვითაროთ ჩვენთვის ცნობილი განათლების მეთოდებით.

199
პერ ლაგერკვისტი

ლეგენდა კაცობრიობაზე

1951
გულითად მადლობას ვუძღვნი შვედეთის აკადემიას ლიტე-
რატურის დარგში ჩემთვის ნობელის პრემიის მონიჭებისათვის.
ეს იმდენად დიდი პატივია, რომ ძალაუნებურად იბადება კით-
ხვა, დაიმსახურე თუ არა იგი. თუმცა ვერ ვბედავ ჩემს თავს ეს
კითხვა დავუსვა, მონაწილეობა არ მიმიღია ამ გადაწყვეტილე-
ბაში, და არ შემიძლია მასზე პასუხისმგებლობა ავიღო. მთელი
პასუხისმგებლობა ეკისრება ჩემს პატივცემულ კოლეგებს, რის-
თვისაც მათ მადლობას ვწირავ.
აქ დღეს უკვე მოვისმინეთ ბევრი შესანიშნავი გამოსვლა, ამ-
დენად, აღარ გამოვალ სიტყვით და წავიკითხავ ნაწყვეტს ჩემი
გამოუქვეყნებელი წიგნიდან. მოხდა ისე, რომ, როდესაც ვფიქ-
რობდი, რა უნდა მეთქვა ამ სადღესასწაულო შემთხვევასთან
დაკავშირებით, უჩვეულო რამ დამემართა. ვიპოვე ჯერ კიდევ
1922 წელს, ოცდაცხრა წლის წინათ, დაწერილი ჩემი ერთი ძვე-
ლი ხელნაწერი. როდესაც მას ვკითხულობდი, წავაწყდი ნაწ-
ყვეტს, რომელიც სრულად გამოხატავდა იმას, რისი თქმაც
მსურდა. იგი დაწერილია, როგორც მოთხრობა და უეჭველია,
რომ ყოველგვარ სიტყვაზე უკეთესი იქნება. მასში ლაპარაკია
ჩვენი ცხოვრების გამოცანაზე, რომელიც კაცობრიობის ბედს
ასეთ დიადსა და მძიმეს ხდის. წიგნი დაწერილია თითქმის ოც-
დაათი წლის წინათ პირენეებში, პატარა სოფელში ხმელთაშუა

200
ზღვის ნაპირზე, დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ახ-
ლა წაგიკითხავთ – შევეცდები, რაც შეიძლება უკეთესად – მის
დასაწყისს.
ერთ მშვენიერ დილას უცხო ქვეყანაში გამოჩნდა ორი ადა-
მიანი – მამაკაცი და ქალი, – ისინი დიდი ხნით არ იყვნენ მო-
სულნი, არ აპირებდნენ იქ დიდხანს დარჩენას. მათ უკვე მრავა-
ლი ქვეყანა ენახათ და ეს ქვეყანა მათთან შედარებით ბევრად
უღიმღამოდ და უბადრუკად ეჩვენებოდათ. მართალია, აქ იყო
მშვენიერი ხეები, მთები, ტყეები და კორომები, ღრუბლებიც
ათასგვარად იცვლიდა მოხაზულობას ცაზე, ქარი შეუმჩნევლად
ამოვარდებოდა ხოლმე დაბინდებისას და უცნაური იდუმალე-
ბით ეხებოდა ყოველივეს, მაგრამ ეს მოსატანიც არ იყო იმ შო-
რეულ ქვეყანასთან შედარებით, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ამი-
ტომაც გადაწყვიტეს არ დაყოვნებულიყვნენ აქ, მაგრამ ცოტა
ხანს მაინც ყოფილიყვნენ, რადგან უყვარდათ ერთმანეთი და
აღმოჩნდა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში მათი სიყვარული არ
იყო ასეთი გასაოცარი. სიყვარული ამ ქვეყანაში არ იყო
ჩვეულებრივი, ისეთი, რაც თავისთავად იგულისხმება. არა, ის
მოგაგონებდათ შორეულ სტუმარს, რომელსაც თითოეული
ელოდება, როგორც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოვლე-
ნას. ის, რაც ასე ნათელი და გასაგები იყო მათ ცხოვრებაში, გა-
მოუცნობია. ბუნდოვანი, ასე ვთქვათ, ფარული გახდა. აქ ისინი
იყვნენ ერთადერთი უცხოელები, თითქოსდა გადმოგდებული
იდუმალი ძალების მიერ. მათ აერთიანებდა სიყვარული, რომე-
ლიც სასწაულს ჰგავდა, რომელიც შეიძლება დაღუპულიყო,
დამჭკნარიყო, მომკვდარიყო, ამგვარად, მათ გადაწყვიტეს აქ
დაყოვნება.

201
ამ ქვეყანაში ყოველთვის არ იყო დღე. საღამო ხანს სინათლე
ქრებოდა, ბინდბუნდი ჩამოწვებოდა და ყველაფერი მასში იძი-
რებოდა, თითქოსდა წყვეტდა არსებობას. ქალი და მამაკაცი
სიბნელეში იწვნენ და ყურს უგდებდნენ ქარის ხმაურს ხეებში.
ისინი მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთი
კითხვა აწუხებდათ – რატომ იყვნენ აქ?
მამაკაცმა ქვებისა და ხავსისაგან სახლი ააგო – ისინი ხომ
დიდხანს არ აპირებდნენ დარჩენას. ქალი იატაკზე სურნელოვან
ბალახს ფენდა და დაბინდებისას მოუთმენლად ელოდებოდა მა-
მაკაცის დაბრუნებას. მათ ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარ-
დათ, ვიდრე წინათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც მათგან
ეს ცხოვრება მოითხოვდა.
ერთხელ მამაკაცი მდელოში დაბორიალობდა. მას მოულოდ-
ნელად მოენატრა თავისი რჩეული, რომელიც ამქვეყნად ყველა-
ზე მეტად უყვარდა. იგი დაიხარა და დაუწყო კოცნა მიწას, რო-
მელზეც ის ოდესღაც იწვა. ქალი კი სიყვარულით უმზერდა
ღრუბლებსა და ხეებს, რომელთა ქვეშ მამაკაცს უნდა გაევლო
შინ დაბრუნებისას და სიყვარულით ელოდა დაბინდებას, რად-
გან მამაკაცი ამ დროს ბრუნდებოდა შინ. ეს გასაოცარი ქვეყანა
იყო და არაფრით ჰგავდა მათ საკუთარ შორეულ სამშობლოს.
და აი, ქალს ვაჟი ეყოლა. დიდი მუხის ხე, რომელიც სახლთან
იზრდებოდა, ნანას უმღერდა პატარას, ბავშვი უსმენდა, გაკვირ-
ვებული იყურებოდა გარშემო და ფოთლების შრიალში იძინებ-
და. საღამოობით მამაკაცი შინ ნადავლით ბრუნდებოდა და დაღ-
ლილი ეშვებოდა მიწაზე. მამაკაცი და ქალი იწვნენ სიბნელეში
და ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მალე დატოვებდნენ აქაურო-
ბას.

202
უცნაური იყო ეს ქვეყანა: ზაფხულის შემდეგ დგებოდა შემოდ-
გომა, შემდეგ – ცივი ზამთარი, ზამთარს მოსდევდა გაზაფხული
– თითქოსდა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთ შეეგრძნოთ, რა
სწრაფად მიდიოდა დრო. დრო კი მართლაც სწრაფად მიქროდა,
მალე ქალს მეორე ვაჟი ეყოლა, რამდენიმე წლის შემდეგ – კი-
დევ ერთი, ბავშვები იზრდებოდნენ, ისინი მთელ დროს ერთად
ატარებდნენ და ყოველდღიურად რაღაც ახალს პოულობდნენ,
ეთამაშებოდნენ ამ გასაოცარ ქვეყანას და მასთან ერთად ყვე-
ლაფერს, რასაც აქ აღმოაჩენდნენ. მამაკაცს ტყესა და მინდორ-
ში მუშაობისაგან ხელები გაუუხეშდა, ქალს სახის ნაკვთები გა-
უმკაცრდა, მოძრაობა შენელებული გაუხდა, მაგრამ ხმა ისევ
ისე რბილი და ჟღერადი ჰქონდა, როგორც წინათ. ერთხელაც,
საღამო ხანს, გრძელი დღის დასასრულს, ის დაღლილი, ბავშვე-
ბით გარშემორტყმული იჯდა სახლში და უცებ წარმოთქვა: „ჩვენ
მალე წავალთ აქედან, მალე დავბრუნდებით სხვა ქვეყანაში, იქ,
სადაც ჩვენი სახლია“. ბავშვებმა მას გაკვირვებით შეხედეს.
„რას ამბობ, დედა? ნუთუ კიდევ არსებობს სხვა ქვეყანა, ამის
გარდა?“ და მაშინ ქალის თვალები შეხვდა მამაკაცისას და ტკი-
ვილმა გული შეუკუმშა ორივეს, ქალმა წყნარად თქვა: „დიახ,
არის სხვა ქვეყანაც“. და დაიწყო მოყოლა. ის ჰყვებოდა ქვეყანა-
ზე, რომელიც სრულიად არ ჰგავდა ამას, ვრცელსა და გა-
საოცარზე, სადაც არასოდეს ღამდებოდა, სადაც არ იყო ხეები,
რომლებიც ისე შრიალებდნენ, როგორც ამ ქვეყანაში, სადაც არ
იყო საჭირო ბრძოლა არსებობისათვის. ბავშვები გაირინდნენ,
ყურს უგდებდნენ დედას და ხანდახან გაოცებულ მზერას მამას
მიაპყრობდნენ. ის კი, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, დასტურის
ნიშნად თავს უქნევდა მათ. უმცროსი ვაჟი დედის ფეხებთან მო-
კალათებულიყო, სახე გაფერმკრთალებოდა, თვალები უც-

203
ნაურად უბრწყინავდა. უფროსი კი, რომელიც თორმეტი წლის
იყო, განზე იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა. შემდეგ
მოულოდნელად ადგა და სიბნელეში გაუჩინარდა.
დედა ყვებოდა, ბავშვები კი ხარბად უსმენდნენ. გეგონებო-
დათ, რომ დედა ხედავდა იმ შორეულ ქვეყანას, ხანდახან ჩუმ-
დებოდა, თითქოს კარგავდა მას, რაღაცა ავიწყდებოდა, შემდეგ
კი განაგრძობდა თხრობას. მისი ხმა სულ უფრო ჩუმად ისმოდა.
კერიაში ცეცხლი ენთო დ მისი ანარეკლი სახეებსა და კედლებზე
ისახებოდა. მამაკაცმა ხელები სახეზე აიფარა – ასე, გაუნძრევ-
ლად ისხდნენ ისინი შუაღამემდე. მოულოდნელად კარი გაიღო,
სახლში სიცივე შემოიჭრა და მასთან ერთად უფროსი ვაჟიც გა-
მოჩნდა. ხელში გასისხლიანებული, დიდი შავი ფრინველი ეჭი-
რა. მან იგი სიცოცხლეში პირველად მოკლა და ფრინველი კე-
რიის მახლობლად, მიწაზე დააგდო. სადგომში თბილი სისხლის
სუნი დატრიალდა. უფროსი ხმაამოუღებლად გაემართა ოთახის
ბნელი კუთხისკენ, დაწვა და მაშინვე ჩაეძინა. სიჩუმე ჩამოწვა.
დედა გაჩუმდა. ისინი შეცბუნებული შეჰყურებდნენ ერთმანეთს,
გეგონებოდათ, თვლემენო, გაკვირვებული გადაჰქონდათ მზერა
მოკლულ ფრინველზე, სისხლის წვეთებზე მის მკერდსა და მიწა-
ზე. შემდეგ ჩუმად ადგნენ და დასაძინებლად წავიდნენ.
ამ ღამის შემდეგ ისინი იშვიათად იკრიბებოდნენ ერთად. თი-
თოეულმა თავისთვის დაიწყო ცხოვრება. დადგა ზაფხული, აბზუ-
ილდნენ ფუტკრები, მინდვრები ბალახით დაიფარა, გაზაფხუ-
ლის წვიმების შემდეგ ხეები მწვანედ შეიმოსა, ჰაერი გამჭვირვა-
ლე გახდა. ერთხელაც, შუადღისას, უმცროსი ვაჟი მივიდა დე-
დასთან, რომელიც სახლის გვერდით ჩამომჯდარიყო. ის ფერ-
მკრთალი და ჩაფიქრებული ჩანდა და სთხოვა დედას მოეყოლა
იმ შორეულ ქვეყანაზე. დედა სადღაც შორს იყურებოდა – „ახლა

204
მოყოლის დრო არ არის, – უპასუხა მან, – წადი, ითამაშე ძმებ-
თან, სანამ მზე მაღლაა“. ბიჭი უსიტყვოდ მოსცილდა მას და ჩუ-
მად, რომ არავის დაენახა, ატირდა.
ამის შემდეგ უმცროს ვაჟს აღარასოდეს გაუმეორებია თავისი
თხოვნა. ის სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა, თვალე-
ბი უცნაურად უბრწყინავდა და ერთ დილასაც ვეღარ ადგა საწო-
ლიდან. ამის შემდეგ იგი მთელი დღეები გაუნძრევლად იწვა,
არაფერს ამბობდა და თავისი უცნაური მზერით სადღაც შორს
იყურებდა, მას ეკითხებოდნენ, სტკიოდა თუ არა რამე, არწმუ-
ნებდნენ, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა და წავიდოდა მდე-
ლოზე, სადაც ახალი ყვავილები გაშლილიყო. ბიჭი პასუხს არ
იძლეოდა, თითქოს არაფერი ესმოდა. დედა ცრემლმორეული
უყურებდა ვაჟს და ეკითხებოდა, ხომ არ სურდა მოეყოლა მის-
თვის რაიმე სხვა ქვეყანაზე. ამაზე იგი უსიტყვოდ იღიმებოდა.
ერთ საღამოს უმცროსმა ვაჟმა თვალები დახუჭა და გარდა-
იცვალა. ყველა მის გარშემო შეიკრიბა – დედამ მკერდზე დაუწ-
ყო პატარა ხელები. ჩამობნელდა. ისინი ბნელ სახლში ისხდნენ
და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ: „აი, მან დატოვა ეს ქვეყანა –
ის უკვე აღარ არის აქ, ის წავიდა სხვა ქვეყანაში, რომელიც ამა-
ზე უფრო ბედნიერი და უკეთესია“, მაგრამ ამას ისინი სევდით ამ-
ბობდნენ და მძიმედ ოხრავდნენ. მათ შეეშინდათ მიცვალებუ-
ლის გვერდით დაწოლისა და მარტო დატოვეს.
დილით ბიჭი დამარხეს. მდელო კეთილსურნელებას აფ-
რქვევდა, მზე ნაზად ასხივებდა ირგვლივ ყველაფერს. „ის უკვე
აღარ არის აქ“, – თქვა დედამ. საფლავზე ვარდის აყვავებული
ბუჩქი იდგა.
გადიოდა წლები. საღამოობით დედა ხშირად იჯდა საფლავ-
თან და შორეულ მთებს გაჰყურებდა. იშვიათად მამაც ჩერდებო-

205
და მის გვერდით, მაგრამ ძმები იქ არასოდეს მიდიოდნენ: იქ ისე
არ იყო, როგორც ყველგან.
ბიჭები გაიზარდნენ. ისინი მაღლები და ღონიერები გახდნენ.
მამაკაცი და ქალი კი დაბერდნენ, გაჭაღარავდნენ, მოიხარნენ.
მამა ჯერ კიდევ დადიოდა ვაჟებთან ერთად სანადიროდ, მაგრამ,
თუ ძლიერ და ავ მხეცს გადაეყრებოდნენ, მას უკვე ვაჟიშვილები
უმკლავდებოდნენ. მოხუცებული დედა მთელი დღეები სახლთან
იჯდა. თვალები ისე დაუსუსტდა, რომ მხოლოდ შუადღისას ხე-
დავდა, როცა მზე ზენიტში იყო; სხვა დროს სინათლე არ ჰყოფნი-
და და ხელების ცეცებით დადიოდა. „რატომაა ირგვლივ ასეთი
სიბნელე?“– კითხულობდა იგი. ერთ შემოდგომაზე ქალი შინ შე-
ვიდა და დაწვა. იგი ყურს უგდებდა შორეული დროიდან ნაცნობ
ქარის ხმაურს. მამაკაცი გვერდით ეჯდა, ხელში მისი ხელი ეჭი-
რა, ისინი ისე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ამქვეყ-
ნად კვლავ მარტონი დარჩნენო, ქალი თანდათან სუსტდებოდა,
მაგრამ შინაგანი სინათლით გასხივოსნებული მისი სახე სულ
უფრო ნათელი ხდებოდა. ერთ საღამოს მან ნაწყვეტ-ნაწყვეტი
ხმით თქვა: „აი, მეც მივდივარ ამ ქვეყნიდან, სადაც ცხოვრება
გავატარე, შინ მივდივარ“ და გარდაიცვალა. ის დამარხეს.
ამიერიდან აქ უნდა წოლილიყო.
კვლავ დადგა ზამთარი და მასთან ერთად სიცივე. მოხუცი
შინგაუსვლელად იჯდა კერიასთან. ძმები ერთად ბრუნდებოდნენ
ნადირობიდან და ერთად ჭრიდნენ ახალ ხორცს. მოხუცი აკანკა-
ლებული ხელით აბრუნებდა შამფურს და უყურებდა, თუ როგორ
იწვებოდა ხორცი ცეცხლზე. გაზაფხულზე იგი კვლავ გავიდა ჰა-
ერზე. თითქოსდა დიდი ხნის განშორების შემდეგ უყურებდა და
თავს უქნევდა ხეებს, მდელოებს. მისთვის ყველაფერი ნაცნობი
იყო ის შეჰყურებდა ყვავილებს – იმ ყვავილებს, ასე რომ მოს-

206
წონდა. მან ისინი ქალს მიუძღვნა აქ მოსვლის პირველ დღეს.
უყურებდა თავის სანადირო იარაღს, რომელსაც ახალი სის-
ხლის კვალი აჩნდა, რადგან მისი შვილები სანადიროდ დადი-
ოდნენ. შემდეგ შინ შევიდა, დაწვა, სასიკვდილო სარეცელთან
მდგარ შვილებს უთხრა: – „აი, მეც მივდივარ იმ ქვეყნიდან, სა-
დაც ჩემი ცხოვრება გავატარე, მეც ვტოვებ მას. ჩვენი სახლი აქ
არ არის“. მან ხელი ჩაჰკიდა შვილებს და, მანამ არ გაუშვა, სა-
ნამ არ მიიცვალა. ის დამარხეს იმ ადგილას, რომელზედაც თვი-
თონვე მიუთითა, სადაც უნდოდა, რომ წოლილიყო.
მოხუცები გარდაიცვალნენ. ძმებმა უეცრად მოულოდნელი
სიმსუბუქე იგრძნეს, თითქოს გათავისუფლდნენ იმისგან, რაც
იჭერდა, აკავებდა იმასთან, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. მეორე
დღეს ისინი ადრიანად ადგნენ. დილა ნედლი ფოთლებისა და
ღამით მოსული წვიმის სურნელს აფრქვევდა. ძმები გამოვიდნენ
ერთმანეთის მხარდამხარ, მაღლები, დავაჟკაცებულები. თით-
ქოს მიწასაც უხაროდა მათი ტარება. მათთვის ცხოვრება მხო-
ლოდ ახლა იწყებოდა. ისინი გამოვიდნენ, რათა დაპატრონე-
ბოდნენ ამ ქვეყანას.

207
ფრანსუა მორიაკი

მკითხველი ტკბილ სიცრუეს მოითხოვს

1952
ბოლოს, რასაც შეიძლება შეეხოს დღეს თქვენგან პატივცემუ-
ლი მწერალი, – როგორც ვფიქრობ, ესაა თვითონ იგი და მისი
შემოქმედება, მაგრამ მეყოფა კი ძალა მოვწყვიტო აზრი იმ ადა-
მიანსა და მის ნაშრომებს, ამ მწარე ისტორიებსა და ამ რიგით
ფრანგ მწერალს, რომელიც შვედეთის აკადემიის წყალობით
მოულოდნელად ასეთი პატივის ღირსი გახდა და ჩვენთვის რომ
ვთქვათ, დამძიმებულია ამით? არა, რა თქმა უნდა, პატივმოყვა-
რეობა არ არის მიზეზი იმისა, რომ თვალი მივადევნო იმ გრძელ
გზას, რომელიც შორეულ ბავშვობაში იკარგება, რომელმაც მო-
მიყვანა აქ და ნება მომცა დამეკავებინა ადგილი თქვენ შორის.
როდესაც ხელში კალამი ავიღე, წარმოდგენაც კი არ შემეძლო,
რომ ჩემს წიგნებში გაცოცხლებული ფრანგული პროვინციის
უწინდელი პაწაწინა სამყარო, რომლის არსებობის შესახებ საფ-
რანგეთშიც კი ცოტა ვინმემ თუ იცოდა, კუთხე, სადაც ვატარებდი
სასკოლო არდადეგებს – რომ ყველაფერ ამას შეეძლო უც-
ხოელი მკითხველის ყურადღება მიეპყრო. ჩვენ მივეჩვიეთ უნი-
კალურებად ჩავთვალოთ თავი და გვავიწყდება, რომ წიგნები,
რომლებმაც ასე მოგვხიბლა (მაგალითად, ჯორჯ ელიოტის ან
დიკენსის, ტოლსტოისა და დოსტოევსკის, სელმა ლაგერლო-
ფის) აღწერენ მხარეებს, რომლებიც სრულიადაც არა ჰგავს
ჩვენსას, ხალხს, რომლებიც სხვა რასასა და რელიგიას განე-

208
კუთვნებიან. ამავე დროს, გვიყვარს ისინი, რადგან მათში ჩვენი-
ვე თავს ვხედავთ. მთელი კაცობრიობა შეიძლება მოვათავსოთ
ერთ გლეხში, მსოფლიოს ყველა პეიზაჟი კი – ჩვენთვის ბავშვო-
ბიდან ცნობილი ჰორიზონტის საზღვრებში. რომანისტის ნიჭი გა-
მოიხატება იმით, რომ შეძლოს განზოგადება იმ სამყაროსი, სა-
დაც დავიბადეთ, ვისწავლეთ სიყვარული და ტანჯვა.
უნდა ვთქვა და მიკვირს, რომ ჩემ მიერ აღწერილი სამყარო
მკითხველების უმეტესობას საფრანგეთსა და მის ფარგლებს გა-
რეთ ძალიან პირქუში ეჩვენებათ. მოკვდავებს იმიტომაც, რომ
ისინი მოკვდავები არიან, ეშინიათ არა მხოლოდ სიკვდილის,
არამედ მისი სახელისაც კი; მათაც კი, ვისაც არასოდეს ჰყვარე-
ბია, მათაც, ვისაც უღალატეს და მიატოვეს, მათაც ვინც ამაოდ
ცდილობდა, მისთვის მიუწვდომელი არსების სიყვარულის მო-
პოვებას, რომელიც არ თვლიდა შეხედვის ღირსად მას, ვინც
მზად იყო ქვეყნის დასალიერამდე გაჰყოლოდა – ასეთი ადა-
მიანებიც კი გაკვირვებული და შეურაცხყოფილი იყვნენ იმით,
რომ რომანისტი გაცხოველებული სიყვარულის დროსაც კი ადა-
მიანს მარტოსულად ხატავდა. „ილაპარაკე ის, რაც მოგვწონს, –
სთხოვდნენ წინასწარმეტყველ ისაიას იუდეველნი. გვითხარი
ტკბილი სიცრუე...“
დიახ, მკითხველი ტკბილ სიცრუეს მოითხოვს, თუმცა ადა-
მიანის მეხსიერებაში რჩება ის ნაწარმოები, რომელშიც მთელი
სისრულითაა აღწერილი ადამიანური დრამა და არ გაურბის გა-
მოუვალ მარტოობას, რასაც გულის სიღრმეში თითოეული ჩვენ-
განი უნდა უწევდეს წინააღმდეგობას სიკვდილამდე, ამ უკანას-
კნელ მარტოობას, რადგანაც, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნიდან
ჩვენ მარტონი მივდივართ.

209
ასეთია რომანისტის სამყარო, რომელიც მოკლებულია
იმედს. ასეთია პირქუში სამყარო, რომლითაც გვიზიდავს დიდი
სტრინდბერგი; ასეთივე შეიძლება გამხდარიყო ჩემი სამყაროც,
მაგრამ, როგორც კი ფეხი შევაბიჯე შეგნებული ცხოვრების
წლებში, უსაზღვრო იმედი დამეუფლა. წყვდიადს, რომელსაც მე
აღვწერდი, იგი ფანტავდა სინათლის სხივით. ჩემი საღებავები
მუქია და ჩემზე მსჯელობენ ამით და არა იმ სხივით, რომელიც
მას ფანტავს და თანდათანობით ნათელს ხდის. ყოველთვის,
როცა საფრანგეთში ცოლი ცდილობს ქმრის მიტოვებას, ანდა
საყვარლის გაგუდვას, მეუბნებიან: „ეს სიუჟეტი ზუსტად თქვენ-
თვისაა...“ ითვლება, რომ ვაგროვებ საშინელებათა კოლექციას,
რომ ვარ ურჩხულების სპეციალისტი. მაგრამ, ძირითადად, ჩემი
გმირები განსხვავდებიან ჩვენი დროის თითქმის ყველა რომა-
ნის გმირებისაგან. ისინი გრძნობენ, რომ აქვთ სული. ევროპაში
ნიცშეს შემდეგ, სადაც კვლავ ისმის ზარატუსტრას ძახილი
„ღმერთი მოკვდა“ და სადაც ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი
ამ სიტყვების საშინელი შედეგები, ჩემ მიერ შექმნილ გმირებს
შეიძლება არ სწამდეთ ღმერთის არსებობის, სამაგიეროდ, ყვე-
ლა მათგანი აცნობიერებს, რომ მათი არსების ნაწილმა შეიცნო
ბოროტება და ის, რომ შეეძლო ეს არ ჩაედინა. მათ იციან, რა
არის ბოროტება. ისინი ხვდებიან, რომ თითოეული მათგანი
თვითონ არის მოქმედი იმისა, რომელიც შემდეგ სხვათა ბედზე
ექოსავით აისახება.
ჩემი გმირებისათვის, რაგინდ უბადრუკნიც უნდა იყვნენ ისი-
ნი, ცხოვრება – განუწყვეტელი მოძრაობის გამოცდილებაა, გა-
ნუწყვეტელი ძალისხმევაა დაძლიოს საკუთარი თავი. ეს ის ხალ-
ხია, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ცხოვრებას აქვს მიმარ-
თულება, აქვს მიზანი და არ შეუძლიათ სასოწარკვეთა. თანა-

210
მედროვე ადამიანის სასოწარკვეთილება დაბადა სამყაროს აბ-
სურდულობამ, სასოწარკვეთაც და მორჩილებაც – მითების სუ-
როგატმა: აბსურდი ადამიანს არაადამიანურად წარმოაჩენს.
როდესაც ნიცშემ გამოაცხადა ღვთის სიკვდილი, მან ამით იგუ-
ლისხმა დრო, რომელიც განვვლეთ და რომელიც უნდა გან-
ვვლოთ. დრო, როდესაც ადამიანი, რომელმაც დაკარგა სული
და ამდენად, თავისი ბედიც, საპალნე საქონლად იქცევა, რო-
მელთაც ნაცისტები და ყველა ის, ვინც ნაცისტურ მეთოდებს იყე-
ნებს, იბრიყვებს პირუტყვზე მეტად. ცხენს, სახედარს, ხარს სა-
ბაზრო ღირებულება აქვს, ადამიანთა ჯოგიდან კი, კარგად ორ-
განიზებული შერჩევის გზით, უსასყიდლოდ შეიძლება მივიღოთ
მხოლოდ შრომის ნაყოფიერება. თუკი მწერალს თავისი შემოქ-
მედების ცენტრში ჰყავს ადამიანი, რომელიც შექმნილია მამა--
ღმერთის სახედ და ხატად, მისი ცოდვები გამოსყიდულია ძე--
ღმერთის მიერ და ავსებულია სული წმიდით, არ შეიძლება მას-
ში დავინახო სასოწარკვეთის შემოქმედი, რაგინდ პირქუში შე-
ფერილობის არ უნდა იყოს იგი. მისი ფერები კი პირქუშია, რად-
გან ხედავს, რომ ადამიანის ბუნება დამარცხებული და დამახინ-
ჯებულია. ცხადია, რომ ადამიანთა ისტორია, რომელზეც
ქრისტიანი-მწერალი მოგვითხრობს, არ უნდა შემოიფარგლოს
იდილიით, რადგანაც მას ანდერძად უდევს, არ შეეპუოს ბორო-
ტების საიდუმლოს.
მაგრამ ბოროტების ზეგავლენაში ყოფნა იგივეა, რაც ყოფნა
ბავშვობაში, სისუფთავეში. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა, ამ
მოუთმენელმა მკთხველებმა, ვერ გაიგეს, თუ რა მნიშვნელოვა-
ნი ადგილი ეთმობა ჩემს რომანებში ბავშვს. ბავშვის ოცნება –
ჩემი წიგნების გასაღებია, სადაც შეხვდებით ბავშვურ სიყვა-
რულს, პირველ კოცნას და მარტოსულობის პირველ შეგრძნე-

211
ბას – ყველაფერ იმას, რაც ასე ძვირფასია ჩემთვის მოცარტის
მუსიკაში. ჩემს რომანებში პოულობენ გველს, მაგრამ ვერ ამ-
ჩნევენ მტრედებს, რომელთაც იქ არაერთი ბუდე გაიკეთეს,
რადგანაც ბავშვობა ჩემთვის დაკარგული სამოთხეა, რომელიც
გვიხსნის ბოროტების საიდუმლოს.
ბოროტების საიდუმლო... მასთან მისასვლელი სხვა გზა არ
არსებობს: ან უნდა უარყოთ ბოროტება, ან უნდა მივიღოთ იგი
ისეთი, როგორიც არის ჩვენში და ჩვენ გარეთ – ჩვენს საკუთარ
ამბავში, რომელსაც ადამიანთა სისხლით წერენ ძალაუფლებას
მოწყურებული იმპერიები. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ინდივი-
დუალურ და კოლექტიურ დანაშაულს შორის მჭიდრო კავშირი
არსებობს და, როგორც ჟურნალისტი, მხოლოდ იმას ვცდილობ,
რომ პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურ სისაძაგლეში აღ-
მოვაჩინო უცნობი ისტორიების თვალსაჩინო შედეგები, რომე-
ლიც ადამიანთა გულის სიღრმეში ხდება. დარჩეს ბოროტება
ბოროტებად. ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება ამაში დარწმუნება –
ვცხოვრობთ იმ ზეცის ქვეშ, სადაც ჯერ კიდევ არ გაფანტულა
კრემატორიების კვამლი, ჩვენ გვინახავს ისინი, რომლებიც ჩვენ
თვალწინ ნთქავდა მილიონობით უდანაშაულოსა და მათ შორის
ბავშვებს. იგივე ამბავი გრძელდება დღესაც. კონცლაგერთა
სისტემამ ღრმად გაიდგა ფესვები იქ, სადაც საუკუნეების მან-
ძილზე უყვარდათ, აღმერთებდნენ და ემსახურებოდნენ მაცხო-
ვარს. ჩვენ შეძრწუნებული ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ვიწ-
როვდება ბალზაკის რომანის შაგრენის ტყავის მსგავსად დედა-
მიწის ის ნაწილი, სადაც ადამიანის სული თავისუფალი რჩება.
ოღონდ, ძალიან გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ მე, მორწმუნე
ადამიანი, ვპირფერობ და ვერ ვხედავ იმ სიძნელეებს, რასაც ბო-
როტება რწმენას უყენებს. ქრისტიანისათვის ბოროტება რჩება

212
ყველაზე მტანჯველ საიდუმლოდ. ადამიანი, რომელიც დანაშა-
ულთა ამბებში ცდილობს შეინარჩუნოს რწმენის სიმტკიცე, გა-
ნუწყვეტლივ ეჯახება ცდუნებას: სულიერი გამოსყიდვის
ამაოებაზე. ღვთისმეტყველთა განმარტებებს, რომლითაც ისინი
ბოროტების ახსნას ცდილობენ, არასდროს დავურწმუნებივარ,
რაგინდ გონივრულიც უნდა ყოფილიყო ისინი, შეიძლება სწო-
რედ მათი გონივრულობის გამო. პასუხი, რომელიც ხელიდან
გვისხლტდება, მიეკუთვნება არა გონებიდან გამომდინარეს,
არამედ მოწყალების რიგს და მთლიანად მოიცავს წმ. იოანეს
შეგონებას: „ღმერთი სიყვარულია“. ცხოველი სიყვარულისთვის
შეუძლებელი არაფერია, მას შეუძლია ყველა თავისკენ მიიზი-
დოს. წმინდა წერილში ამაზეც არის ლაპარაკი.
ნება მომეცით, შევეხო პრობლემას, რომელიც თაობიდან
თაობაში ბადებდა უამრავ კომენტარს, კამათს, ერესს, დევნას,
წამებულს. ბოლოს და ბოლოს, მოგმართავთ მწერალი, რომე-
ლიც თქვენ სხვებს ამჯობინეთ, მაშასადამე, თქვენთვის გარ-
კვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თუ რა შთააგონებდა მას.
ამგვარად, ვადასტურებ, რომ ის, რასაც ვწერდი ჩემი რწმენითა
და იმედით, არ ეწინააღმდეგება იმ მკითხველთა გამოცდილე-
ბას, ვინც არ იზიარებს არც ჩემს რწმენას და არც იმედს. არის
სხვა მაგალითიც: გრემ გრინის მიერ ცხოვრების ქრისტიანული
ხედვა არ იწვევს მის თაყვანისმცემელ ათეისტთა შეშფოთებას.
როგორღაც ჩესტერტონმა შენიშნა, რომ, როდესაც ქრისტიანო-
ბაში რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, აღმოჩნდება ხოლმე,
რომ ასეთივე ექსტრაორდინალური ხდება რეალურ ცხოვრება-
შიც. თუ ამაზე დავფიქრდებით, ალბათ, აღმოვაჩენთ მიზეზს ნა-
წარმოებებს შორის ფარული შესაბამისობისა, რომელიც დაწე-
რილია ისეთი კათოლიკის მიერ, როგორიცაა ჩემი მეგობარი

213
გრემ გრინი და ურწმუნოთა უმრავლესობის მიერ, რომლებიც
ნთქავენ მის წიგნებს და აღმერთებენ მის ფილმებს.
დიახ, ურწმუნოთა უზარმაზარი რაოდენობა! როგორც ანდრე
მალრომ თქვა: „დღეს რევოლუცია ისეთივე როლს ასრულებს,
როგორსაც ოდესღაც სამუდამო ცხოვრება“. და რა იქნება, თუ
აღმოჩნდა, რომ სწორედ მითი იყო რევოლუცია, სამუდამო
ცხოვრება კი – ერთადერთი რეალობა?
რა პასუხიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ვიპოვით შეხების ერთ
საერთო წერტილს: ურწმუნო კაცობრიობა რჩება ჯვარცმულ კა-
ცობრიობად. ჯვარი – სიმბოლო ადამიანთა ტანჯვისა – რა ძა-
ლას შეუძლია მისი დამსხვრევა. სტრინდბერგიც კი, რომელიც
ყველაზე ღრმა უფსკრულამდე დაეშვა, საიდანაც შესძახოდა
მეფსალმუნეებს, სტრინდბერგმაც კი ისურვა, რომ მისი საფლა-
ვის ქვაზე ამოეტვიფრათ ფრაზა, რომელიც საკმარისია იმის-
თვის, მარადისობაში რომ შეაბიჯო: „O crux ave spes unica“ (ო,
ჯვარო, ერთადერთი იმედი ხარ! (ლათ.). რამდენი ცხოვრების-
გან ტანჯული ადამიანი დაუმშვიდებია ამ იმედს, ამ სიყვარულს.
მისი სახელით თქვენი ლაურეატი გთხოვთ, მიუტევოთ მეტად პი-
რადული მსჯელობა, რომელიც შეიძლება ზედმეტად სერიოზუ-
ლი გვეჩვენოს. მაგრამ შეეძლო კი მას, იმ პატივისცემის პასუ-
ხად, რომლის ღირსადაც ცნეს, სხვაგვარად მოქცეულიყო და არ
გაენდო მათთვის არა მარტო გულისნადები, არამედ სულიც.
ისევე როგორც მისი გმირები გიყვებოდნენ მისი ტანჯვის
საიდუმლოებათა შესახებ, ახლა მან გაგაცნოთ თავისი სამყა-
როს საიდუმლო.

214
უინსტონ ჩერჩილი

გულმოწყალე განგება სწორ გზაზე დაგვაყენებს

1953
ნობელის პრემიის მინიჭება ლიტერატურაში ჩემთვის რამდე-
ნადაც დიდი პატივია, იმდენად მოულოდნელიც. ძალიან ვწუხ-
ვარ, რომ სახელმწიფო საქმეებმა არ მომცა საშუალება, ჩამოვ-
სულიყავი სტოკჰოლმში და პრემია თქვენი საყვარელი და დამ-
სახურებულად პატივსაცემი მონარქის ხელიდან თავად მიმეღო.
გმადლობთ, რომ მომეცით უფლება ამ პატივის აღსრულება ჩემი
მეუღლისათვის მიმენდო.
საპატიო სიაში, რომელშიც ამიერიდან ჩემი გვარიც არის შე-
ტანილი, XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის მრავალი გამო-
ჩენილი წარმომადგენლის სახელი შეგვიძლია ვიპოვოთ. მთელ
ცივილიზებულ სამყაროში შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილე-
ბები სამართლიანად, დასაბუთებულად და მიუკერძოებლად ით-
ვლება. ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება, შეიტანოთ ჩემი სახე-
ლი ამ სიაში, უნდა გამოვტყდე, მავსებს არა მარტო სიამაყით,
არამედ გულსაც მოწიწებით მითრთოლებს. ვიმედოვნებ, არჩე-
ვანში არ შემცდარხართ. თქვენც და მეც ეს გადაწყვეტილება
გვანიჭებს დიდ პასუხისმგებლობას, რისი ღირსიც, შესაძლოა,
მე არ ვარ.
მას შემდეგ, რაც 1896 წელს ალფრედ ნობელი გარდაიცვა-
ლა, ჩვენ შევაბიჯეთ ტრაგედიისა და ძვრების საუკუნეში. ადამი-
ანმა ადრინდელზე უფრო კარგად ისწავლა ბატონობა სამყარო-

215
ზე, მაგრამ არა საკუთარ თავზე. პიროვნების ასე უხეშად ფეხ-
ქვეშ გათელვის ქმედებები აქამდე არასდროს განხორციელებუ-
ლა. ძნელია გავიხსენოთ ისტორიის მანძილზე ხალხის აზრი სი-
სასტიკემ ასე სრულად კიდევ როდის შეიპყრო, ხოლო დამოკი-
დებულება საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებისადმი ასე
საყოველთაოდ ინდიფერენტული ყოფილიყოს. ჩნდება შემაძ-
რწუნებელი კითხვა: ხომ არ გამოვიდა სიტუაცია კონტროლი-
დან? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ეს
სავსებით შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ გულმოწყალე განგება
სწორ გზაზე დაგვაყენებს.
ჩვენ, ევროპისა და მთელი დასავლეთ მსოფლიოს მცხოვრებ-
ნი, ოდესღაც სამედიცინო და სოციალურ დაზღვევაზე მეოცნებე-
ნი, აღფრთოვანებით რომ ვხვდებით მეცნიერებისა და ტექნიკის
მიღწევებს, საყოველთაო თავისუფლებასა და სამართლიანობას
ვიმედოვნებთ, საბოლოოდ კი შიმშილის, ტანჯვის, სისასტიკისა
და ნგრევის მოწმენი აღმოვჩნდით, რამაც ატილასა და ჩინგის--
ხანის ბოროტმოქმედებებს გადააჭარბა. ჯერ ერთა ლიგაში, შემ-
დეგ კი გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციაში ჩვენ ვცდილობ-
დით მტკიცე მსოფლიოსათვის ჩაგვეყარა საფუძველი, რაზეც კა-
ცობრიობა დიდი ხანი ოცნებობდა, დავამყარეთ მშვიდობა, რო-
მელსაც ტანჯავდა წინააღმდეგობები და მოსალოდნელი კონ-
ფლიქტები, უფრო გაშმაგებულნი და დამღუპველნი, ვიდრე ისი-
ნი, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპა რომ შეაზანზარეს.
ამ შავბნელ, უღიმღამო ფონზე შეიძლება ღირსებების მიხედ-
ვით შევაფასოთ სიდიადე და იმედი, რამაც ალფრედ ნობელს ეს
აზრი შთააგონა. თავის შემდგომ მან დატოვა კულტურის ჩაუქ-
რობელი სხივი, მიზანსწრაფულობა და შთაგონება, რაც ასეთი
აუცილებელია ჩვენი თაობისათვის. მსოფლიოსათვის ცნობილი

216
მისი ინიციატივა გვიჩვენებს გზას, რომელსაც უნდა მივდიოთ.
მოდით, ყბედობასა და დოგმატიზმს, რომლებიც გარს გვარტყია,
დავუპირისპიროთ მოთმინება, სიმშვიდე და ფართო შეხედულე-
ბანი.
მთელი სამყარო აღფრთოვანებულია და გულწრფელად
უჭერს მხარს სკანდინავიას, სადაც სამი სახელმწიფო ერთი აზ-
რით, ერთი ეკონომიკითა და ერთიანი ჯანსაღი ცხოვრებით
ცხოვრობს, ერთმანეთის დამოუკიდებლობისადმი ყოველგვარი
ზიანის მიყენების გარეშე. მათი მაგალითი, შესაძლოა, მთელი
კაცობრიობისათვის ახალ, სანუგეშო პერსპექტივას გვიხსნიდეს.
ვფიქრობ, ამ გრძნობებმა უნდა აღაფრთოვანოს ისინი, რომ-
ლებზეც შეჩერდა ნობელის კომიტეტის არჩევანი, ვინაიდან სავ-
სებით ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მისი დიდებული დამფუძ-
ნებლის იდეალებსა და იმედებს იზიარებენ.

217
ერნესტ ჰემინგუეი

მარტოკაცის საქმე

1954
ჰემინგუეი ავადმყოფობის გამო სტოკჰოლმში ვერ ჩავიდა.
„კარგადაც რომ ვიყო, – თქვა ნობელიანტმა, – მაინც არ წავალ,
კოსტუმი არასოდეს მცმია და არც ახლა ვაპირებ კოსტუმში გა-
მოწყობასო“.
მწერლის სანობელო სიტყვა ნობელის კომიტეტს ამერიკის
ელჩმა გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო სიტყვის წარმოთქმის ოსტა-
ტი არ გახლავართ და არც რიტორიკასა და მჭევრმეტყველებაში
გავწაფულვარ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ალ-
ფრედ ნობელის უხვ დანატოვარს განკარგავს.
ყოველი მწერალი, რომელმაც იცის, რამდენ დიდ მწერალს
არ მიუღია ეს პრემია, ამ ჯილდოს მოწიწებით იღებს. დიდ მწე-
რალთა ჩამოთვლა არც არის საჭირო – დამსწრეთაგან თი-
თოეულს თავისი სიის შედგენა შეუძლია საკუთარი ცოდნისა და
სინდისის კარნახით.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ელჩს იმ სიტ-
ყვის წარმოთქმა ვთხოვო, სადაც ყოველი მწერალი საკუთარ გუ-
ლისნადებს ატევს. მის ნაწერში შეიძლება ისეთი რამ აღმოჩ-
ნდეს, თავდაპირველ სიცხადეს რომაა მოკლებული და ამით
მწერალმა შესაძლოა მოიგოს კიდეც. ადრე თუ გვიან ეს ყველა-
ფერი სინათლეს შეიძენს და ამაზე, ისევე როგორც მწერლის ნი-

218
ჭიერებაზეა დამოკიდებული, შემოქმედის სახელი მარადიულად
იცოცხლებს თუ დავიწყებას მიეცემა.
მწერლობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მარტოკაცის
საქმეა. სამწერლო ორგანიზაციები ცდილობენ, დაეხმარონ მწე-
რალს ამ სიმარტოვის დაძლევაში, თუმცა მეეჭვება, რომ ამით
ხელი შეუწყონ, შეეწიონ მის შემოქმედებას. იგი იზრდება ხალ-
ხის თვალში, როცა ფართო ასპარეზზე გამოდის, მაგრამ ხშირად
ეს საზიანოა მუშაობისთვის – მწერალი ხომ მარტოკა მუდშაობს
და გამუდმებით იმაზე უნდა ფიქრობდეს, შერჩება თუ არა მომა-
ვალს მისი სახელი.
ნამდვილი მწერლისათვის ყოველი ახალი წიგნი ხელახალი
დაბადებაა, ცდა მიუღწევლის მისაღწევად. იგი მუდამ უნდა ცდი-
ლობდეს შექმნას რაღაც ისეთი, რაც მანამდე არავის გაუკეთე-
ბია, ანდა უცდია, მაგრამ უშედეგოდ. და ხანდახან, თუ ბედიც
წყალობს, გაიმარჯვებს კიდეც.
იოლი იქნებოდა მწერლობა, კარგად დაწერილის სხვაგვა-
რად გადაწერა რომ კმაროდეს. სწორედ იმის გამო, რომ დიდი
მწერლები გვყავდა, დღეს მწერალმა თავისი გზით უნდა იაროს
იქით, სადაც მას ვეღარავინ მიეშველება.
მწერლის კვალობაზე შეუფერებლად გამიგრძელდა სიტყვა.
რაც სათქმელი აქვს, მწერალმა კი არ უნდა ილაპარაკოს, არა-
მედ – დაწეროს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

219
ჰალდორ ლაქსნესი

რას აძლევს მწერალს წარმატება და ცნობადობა?

1955
რამდენიმე კვირის წინ, როდესაც შვედეთის სამხრეთ ნაწილ-
ში ვმოგზაურობდი, ჩემამდე ხმამ მოაღწია, რომ შვედეთის აკა-
დემიის არჩევანი შესაძლოა ჩემზე შეჩერებულიყო. საღამოს
მარტო ვიჯექი სასტუმროს ნომერში. ბუნებრივია, საკუთარ თავს
კითხვა დავუსვი, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს არჩევანი ადა-
მიანისთვის, რომელმაც თავი მიუძღვნა სიღატაკეს და გლახა-
კურ ცხოვრებას. იმ მწერლისთვის, რომელიც დედამიწის ყვე-
ლაზე შორეული კუნძულიდანაა. ეს არჩევანი იმ ინსტიტუტმა
გააკეთა, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით კულტურაში,
არჩევანი, რომელიც ამ ადამიანს მთელი სამყაროს წინაშე წარ-
მოაჩენს.
არაფერია საოცარი იმაში, რომ ჩემი აზრები მაშინ, როგორც
ახლა ამ საზეიმო წუთებში, მიმართული იყო მეგობრებისა და ახ-
ლობლებისკენ. მათკენ, ვინც ჩემი მეგზური იყო ახალგაზრდო-
ბაში და რომლებიც აღარ არიან, ისინი გარდაიცვალნენ უსახე-
ლოდ. სიცოცხლეშიც კი, მათ ცოტა ვინმე თუ იცნობდა, ახლა კი
თითქმის აღარავის ახსოვს. და მიუხედავად ამისა, ეს მათ მოახ-
დინეს ჩემი ფორმირება და მოახდინეს უფრო ძლიერი გავლენა,
ვიდრე ამას შეძლებდნენ უდიდესი ოსტატები და სულიერი მოძ-
ღვარნი. მე ვიგონებ იმ საოცარ მამაკაცებსა და ქალებს, იმ
საოცარ ადამიანებს, რომელთა შორისაც ვიზრდებოდი. ვიხსე-

220
ნებ მამასა და დედას, ჩემს ბებიას, რომელმაც მასწავლა ძველი
ისლანდიური პოეზიის ასობით სტროფი ჯერ კიდევ მანამდე, სა-
ნამ კითხვას ვისწავლიდი.
იმ საღამოს სასტუმროს ნომერში ბევრი ვიფიქრე და დღესაც
ვაგრძელებ ფიქრს იმ მორალურ პრინციპებზე, რომლებიც მან
თანდათანობით ჩამინერგა: არასოდეს ავნო ცოცხალ არსებას;
დაე ყველაზე მთავარნი შენს ცხოვრებაში იყვნენ მცირენი, ღა-
ტაკნი და დამცირებულნი. არასოდეს დაივიწყო ისინი, ვისაც
დევნიან და ავიწროებენ. მათ სხვებზე მეტად სჭირდებათ შენი
სიყვარული და ყურადღება ისლანდიაშიც და მთელ მსოფ-
ლიოშიც. ჩემმა ბავშვობამ გაიარა გარემოში, სადაც სახელო-
ვანნი ამა ქვეყნისა მხოლოდ ზღაპრებსა და სიზმრებში არსებობ-
დნენ; გიყვარდეს და პატივს სცემდე სიცოცხლის მოკრძალებულ
ყოველდღიურობას და მის თავმდაბალ ქმნილებებს, იყო ერთა-
დერთი ზნეობრივი მოთხოვნილება, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ
ბავშვს ჭეშმარიტებად მიმაჩნდა.
ვიხსენებ ჩემს მეგობრებს, რომელთა სახელები მსოფლიოს-
თვის უცნობი დარჩა, მაგრამ რომლებიც ჩემს ყმაწვილობაშიც
და მოწიფულობის წლებშიც წარმართავდნენ ჩემს ლიტერატუ-
რულ შრომას, მიჩვენებდნენ გზას, რომლებზეც ღირდა სიარუ-
ლი. თვითონ არ იყვნენ მწერლები, მაგრამ გააჩნდათ უტყუარი
ლიტერატურული ალღო და ნებისმიერ მხცოვან მწერალზე უკე-
თესად შეეძლოთ თვალი აეხილათ ჩემთვის იმაზე, რაც ყველაზე
მთავარია ლიტერატურაში. ბევრი მათგანი უკვე აღარ არის დე-
დამიწაზე, მაგრამ ისინი ძველებურად ცოცხლები არიან ჩემს
გულში ისე, რომ ხანდახან ვერც ვიგებ ჩემში რა მეკუთვნის მე და
რა ეკუთვნით ჩემს ძველ მეგობრებს.

221
გარდა ამისა, მე ვფიქრობ ასორმოცდაათიათასი ადამიანის
ძმობაზე, ისლანდიელ ხალხზე, წიგნისმოყვარულ ხალხზე. დაწ-
ყებული ჩემი პირველი ნაბიჯებიდან თანამემამულეები ხან მაკ-
რიტიკებდნენ, ხან მამხნევებდნენ, მაგრამ არასოდეს ტოვებ-
დნენ გულგრილობის უდაბნოში ჩემს არც ერთ სიტყვას. რო-
გორც ფაქიზი ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ბგერას იწერს,
ისინი სიხარულით ან უკმაყოფილებით რეაგირებდნენ ყოველ
ჩემ მიერ დაწერილ სიტყვაზე. რა ბედნიერებაა მწერლისთვის
დაიბადოს ისეთ ხალხს შორის, რომელიც საუკუნეების განმავ-
ლობაში ისრუტავდა პოეზიისა და ლიტერატურის ტრადიციებს!
ასევე, ვიხსენებ ისლანდიური საგების ძველ ავტორებს, ჩვენი
კლასიკური ლიტერატურის შემქმნელებს. იმ შთაგონებულ ადა-
მიანებს, რომლებიც ისე მჭიდროდ იყვნენ ხალხთან დაკავშირე-
ბულნი, რომ მათი სახელები, მათივე ნამოღვაწარისგან განსხვა-
ვებით, დრომ არ შემოინახა. ისინი თავიანთ უკვდავ ქმნილებებ-
ში აგრძელებენ სიცოცხლეს და ისლანდიის ისეთივე ნაწილებად
იქცნენ, როგორც მისი პეიზაჟებია. ასწლეულები მისდევდა ას-
წლეულებს, პირქუში და მძიმე. ხოლო ის უსახელო მამაკაცები
და ქალები ისხდნენ თავიანთ ბნელ ქოხებში და ისე, რომ წარ-
მოდგენაც არ ჰქონდათ ჰონორარებზე, ჯილდოებსა და ცნობა-
დობაზე, წიგნებს წერდნენ. მათ ქოხებში ცეცხლიც არ იყო, რათა
სიცივისგან გაყინული თითები გაეთბოთ მაშინ, როდესაც ღამ-
ღამობით წიგნებთან ფხიზლობდნენ. და მაინც, მათ შეძლეს შე-
ექმნათ არა მარტო ლიტერატურული ენა, – ერთ-ერთი ყველაზე
დახვეწილი ენა მსოფლიოში, არამედ ორიგინალური ლიტერა-
ტურული ჟანრიც. სანამ გული ძგერდა, კალამიც ეჭირათ.
იმ საღამოს, სასტუმროში ჩემს თავს ვკითხე: რას აძლევს მწე-
რალს წარმატება და ცნობადობა? გარკვეულ მატერიალურ კე-

222
თილდღეობას? ალბათ. მაგრამ თუ ისლანდიელი მწერალი
დაივიწყებს, რომ ის თავისი ხალხის შვილია, თუ დაკარგავს კავ-
შირს იმ მიწის ღატაკებთან და პატარებთან, რომელთა პატივის-
ცემა მოხუცმა ბებიამ მასწავლა და საკუთარ ვალს იმ ადამიანე-
ბის წინაშე, – მაშინ რად უნდა მას დიდება და კეთილდღეობა?
უდიდესი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში ის, რომ შვედეთის აკა-
დემიამ შესაძლებლად მიიჩნია ჩემი მოკრძალებული სახელი
დაეკავშირებინა საგების უსახელო შემქმნელებთან. მიზეზები,
რის გამოც შვედურმა აკადემიამ სხვებს შორის გამომარჩია, სი-
ცოცხლის ბოლომდე მომცემს შთაგონებას და ასევე სიხარულს
მიანიჭებენ მათ, ვისი მხარდაჭერის გამოც ჩემს შემოქმედებაში
ყველაზე საუკეთესოსთვის, ვალდებული ვარ მათ წინაშე. ეს
ჯილდო მავსებს სიამაყითა და სიხარულით და ამიტომაც, ნება
მომეცით, შვედური აკადემიის მიმართ გამოვხატო მხურვალე
მადლიერება და ღრმა პატივისცემა. დღეს მე მისი უდიდებულე-
სობის ხელიდან მივიღე ნობელის პრემია, მაგრამ მგონია, რომ
ჩემთან ერთად ის მიიღო ჩემმა მრავალრიცხოვანმა დამრიგე-
ბელმა, ისლანდიური ლიტერატურის ჭეშმარიტმა ავტორებმა.

223
ხუან რამონ ხიმენესი

პრემია ჩემს მეუღლეს ეკუთვნის

1956
ხუან რამონ ხიმენესმა მთხოვა, გადმოგცეთ შემდეგი განცხა-
დება:
„მადლიერებით ვღებულობ დაუმსახურებელ მაღალ პატივს,
რომელიც სახელოვანმა შვედურმა აკადემიამ მომანიჭა.
უბედურება და ავადმყოფობა მაიძულებენ დავრჩე პუერტო –
რიკოში და ვერ ვღებულობ უშუალო მონაწილეობას საზეიმო ცე-
რემონიალში. ამ სახით, თქვენ ცოცხალი დადასტურება გაქვთ
პირადი მეგობრობისა, რომელიც პუერტო-რიკოს მიწაზე აღმო-
ცენდა და ხელი შეუწყო მჭიდრო ურთიერთობამ. მე ვთხოვე
ჰაიმე ბენიტესს, იმ უნივერსიტეტის რექტორს, რომელშიც ვმოღ-
ვაწეობ, იყოს ჩემი წარმომადგენელი ყველა ღონისძიებაში, რო-
მელიც ნობელის პრემიის გაცემას უკავშირდება 1956 წელს“.
აქ მე წავაწყდი ხუან რამონ ხიმენესისადმი ისეთ სიყვარულს
და მისი ნაწარმოებების ისეთ გაგებას, რომ ვიმედოვნებ, მომი-
ტევებთ ჩემს პირად მადლიერებას ერთ-ერთი თქვენგანის ბრძე-
ნისა და შორსმჭვრეტელი ადამიანის მიმართ და დარწმუნებული
ვარ, მოხარულნი იქნებით მასში ამოიცნოთ თქვენი სრულუფ-
ლებიანი წარმომადგენელი. მხედველობაში მყავს პოეტი იალ-
მარა გულბერგი, რომლის დღევენდელი გამოსვლა სამუდამოდ
გვემახსოვრება და ხიმენესის პოეზიის მისეულმა ანალიზმა

224
სკანდინავიელებს გაუხსნა ჩვენი ანდალუსიელი ოსტატის გამ-
ჭვირვალე სისუფთავე.
ხუან რამონ ხიმენესმა ასევე მთხოვა მეთქვა შემდეგი:
„ნობელის პრემია სინამდვილეში, ჩემს მეუღლე ზენობიას
ეკუთვნის. რომ არა მისი მეგობრული მხარდაჭერა და შემოქმე-
დებითი მონაწილეობა, მე ვერ შევძლებდი ასეთ ნაყოფიერ შრო-
მას ჩემი სიცოცხლის ორმოცი წლის განმავლობაში. ახლა მის
გარეშე მე უმწეო ვარ და მარტოსული“.
მე მოწმე გახლავართ იმისა, ხუან რამონ ხიმენესის ბაგეებს
როგორ მოსწყდა უიმედობის ამაღელვებელი სიტყვები. ხუან რა-
მონი ხომ ისეთი პოეტია, რომლის ყოველ სიტყვაში განსაკუთ-
რებული სულიერი სამეფო ირეკლება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ
დადგება დღე, როდესაც მისი სევდა შემოქმედებაში შეისხამს
ხორცს და ზენობიას ხსოვნა განახლებულ და ამოუწურავ აღმაფ-
რენას მოუტანს ესპანური ლიტერატურის უდიდეს ოსტატს, რო-
მელსაც ჩვენ დღეს საზეიმოდ მივაგებთ პატივს.

225
ალბერ კამიუ

ყველაზე დიდი ცოდვა ზედაპირულობაა

1957
ერთი აღმოსავლელი ბრძენკაცი ლოცვებში მუდამ იმას შეს-
თხოვდა ზეცას, საინტერესო ეპოქაში ცხოვრება აერიდებინა
მისთვის. რაკი ჩვენ ბრძენკაცები არა ვართ, ზეცამ არ დაგვინდო
და საინტერესო ეპოქაში ცხოვრება გვარგუნა წილად. ყოველ
შემთხვევაში, იგი ერთი წუთით არ გვაკარგვინებს მისდამი ინტე-
რესს. თანამედროვე მწერლებმა ეს კარგად უწყიან. როცა ლაპა-
რაკობენ, მათ თავს ესხმიან და აკრიტიკებენ. თუ ისინი მორიდე-
ბით ჩუმდებიან, იწყება დაუსრულებელი ლაპარაკი მათ დუმილ-
ზე, რისთვისაც ხმამაღლა კილავენ მათ.
მთელ ამ ხმაურში მწერალს იმედიც აღარ რჩება განზე გან-
დგომისა და მისთვის ძვირფას საფიქრალსა და სახეებში ჩაღ-
რმავებისა. აქამდე, ავად თუ კარგად ისტორიაში შესაძლებელი
იყო თვითგანდგომა. ვინც თანახმა არ იყო, შეეძლო ჩუმად ყო-
ფილიყო ან სხვა რამეზე ელაპარაკა. დღეს ყველაფერი შეიცვა-
ლა, დუმილმაც კი მრისხანე აზრი შეიძინა. იმ მომენტში, როცა
თვითგანდგომა განიხილება, როგორც არჩევანი – საქებარი თუ
გასაკიცხავი, ხელოვანი ნებსით თუ უნებლიეთ, „ცეცხლის ქვეშ“
აღმოჩნდება ხოლმე. სიტყვები „ცეცხლის ქვეშ“ მოცემულ შემ-
თხვევაში უფრო შესაფერისად მიმაჩნია, ვიდრე „აყვანილი“.
რადგანაც ხელოვანისთვის ლაპარაკია არა იმდენად იმაზე, რომ
ჩაეწეროს მოხალისეთა არმიაში, რამდენადაც სავალდებულო

226
სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. დღეს ყოველი ხელოვანი მი-
ჯაჭვულია თავისი დროის გალერაზე. იგი უნდა შეეგუოს იმას,
თუნდაც არ მოსწონდეს, რომ იქ ქაშაყის სუნი ტრიალებს, მეტის-
მეტად ბევრი ზედამხედველია და ყოველივე ამას ისიც ემატება,
რომ კურსიც მცდარად არის აღებული. ჩვენ ღია ზღვაში ვიმყო-
ფებით. ხელოვანი, როგორც ყველა, მოვალეა ნიჩაბი მოუსვას
და, თუ მოახერხა, გადარჩეს, მაშასადამე, განაგრძოს ცხოვრება
და შემოქმედება.
სიმართლე ითქვას, ეს ადვილი როდია, და მე მესმის მათი,
ვინც მისტირის დაკარგულ სიმშვიდეს. ცვლილება ნამდვილად
მეტისმეტად მკვეთრია. რასაკვირველია, ისტორიის არენაზე მუ-
დამ იყვნენ წამებულნი და ლომები. პირველნი მარადიულობის
იმედით საზრდოობდნენ, მეორენი – სისხლიანი ისტორიის საკ-
ვებით. მაგრამ შემოქმედი აქამდე მაყურებელთა შორის იდგა.
იგი მღეროდა, უბრალოდ, თავისთვის, ან უკეთეს შემთხვევაში,
წამებულის სანუგეშებლად და იმად, რომ ცოტა ხნით მაინც წა-
ერთმია მადა ლომისათვის. ახლა კი ხელოვანი არენაზეა. მისი
ხმა უნებურად შეიცვალა, გაცილებით უფრო დამაჯერებელი
გახდა. ყველასთვის ნათელია, თუ რას კარგავს შემოქმედება ამ
გამუდმებული დაძაბულობის გამო. უწინარეს ყოვლისა, ბუნებ-
რიობას და იმ ღვთიურ თავისუფლებას, რომლითაც სუნთქავს
მოცარტის ნაწარმოებები. ჩვენ უკვე აღარ გვაოცებს ჩვენი ხე-
ლოვნების ჯიუტი, განრისხებული სახე, მისი შეჭმუხნილი შუბლი
და შეშფოთების უეცარი შეტევები. სავსებით გასაგებია, რატომ
გვყავს მეტი ჟურნალისტი, ვიდრე მწერალი, მეტი ბოისკაუტი
ფერწერაში, ვიდრე სეზანები, დაბოლოს, რატომ დაიკავა ვარ-
დისფერმა ბიბლიოთეკამ ან შავმა რომანმა „ომი და მშვიდობის“
ან „პარმის სავანის“ ადგილი. რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაცი-

227
ას შეიძლება დავუპირისპიროთ ჰუმანისტური წუხილი და გავ-
ხდეთ ის, რისთვისაც ნებისმიერ ფასად უნდოდა მიეღწია სტეპან
ტროფიმოვიჩს „ეშმაკებში“ – განსახიერებული ყვედრება. მაგ-
რამ მწუხარება არაფერს ცვლის რეალურ ცხოვრებაში. ჩემი აზ-
რით, გაცილებით უკეთესია, მისაგებელი მიაგო ეპოქას, რაკიღა
ასე დაჟინებით მოითხოვს, და მშვიდად აღიარო, რომ „ძვირფას
მეტრთა“, კამელიებიანი მხატვრებისა და სავარძლებში ჩაბრძა-
ნებული გენიოსების დრო სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს
ქმნა ნიშნავს – დარტყმა იწვნიო. ნებისმიერი პუბლიკაცია არის
კეთილშობილი საქციელი და ეს საქციელი საუკუნის ვნებათა
ქარცეცხლში გხვევთ, საუკუნისა, რომელიც არაფერს არ გაპა-
ტიებთ. ამიტომ საკითხავი არ არის – საქმის ეს ვითარება სა-
ზიანოა თუ არა ხელოვნებისათვის. მათთვის, ვისაც არ შეუძლია
ხელოვნებისა და უიმისოდ ცხოვრება, რასაც იგი ნიშნავს, სა-
კითხავია ის, თუ ასეთი ოდენობის იდეოლოგიური პოზიციების
არსებობის დროს (რამდენი ეკლესიაა, რა მარტოობაა!) რაღაც
საოცარი გზით შემოქმედებითი თავისუფლება ჯერ მაინც შესაძ-
ლებელია.
საკმარისი არ იქნება ვთქვათ, რომ ხელოვნებას ემუქრება სა-
ხელმწიფო ძალა. ამ შემთხვევაში პრობლემა ადვილი იქნებო-
და: ხელოვანი იბრძოლებდა ან იარაღს დაყრიდა. სინამდვილე-
ში პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზული და საშიშია, რად-
განაც ბრძოლა ხელოვანის არსებაში მიმდინარეობს. ხელოვნე-
ბის სიძულვილი, რასაც ასე ბრწყინვალედ ავლენს ჩვენი საზო-
გადოება, მხოლოდ იმიტომ არის ეგზომ ძლიერი, რომ მას ამჟა-
მად თვით ხელოვანი ადამიანები უჭერენ მხარს. ჩვენი წინაპრე-
ბის იჭვნეულობა მათ საკუთარ ტალანტს ეხებოდა. დღევანდელ

228
ხელოვანთა ეჭვები თვით ხელოვნების საჭიროებას აყენებენ ეჭ-
ვის ქვეშ და, აქედან გამომდინარე, მათ საკუთარ არსებობასაც.
რასინი 1957 წელს, ალბათ, პატიებას ითხოვდა იმისათვის,
რომ „ბერენიკა“ დაწერა, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლა გაეჩა-
ღებინა ნანტის ედიქტის გაუქმებისათვის.
იმ ფაქტს, რომ ხელოვანი ხელოვნებას საეჭვოს ხდის, მრავა-
ლი მიზეზი აქვს, რომელთაგან მხოლოდ ყველაზე ამაღლებულ-
ზე ღირს შეჩერება. საუკეთესო შემთხვევაში ხელოვანს ამისკენ
უბიძგებს იმის შეგრძნება, თითქოს იგი ცრუობდეს ან, უბრა-
ლოდ, უმნიშვნელო ამბებზე ლაპარაკობდეს, იმ შემთხვევაში,
როდესაც არ მიმართავს ისტორიის უკუღმართობას. ეს გასაგე-
ბიცაა, რადგან ჩვენი ეპოქის განმასხვავებელი ნიშანია ღატაკი
მასების შემოჭრა ჩვენი აღქმის არეში. ჩვენ ვიცით მათი არსებო-
ბის შესახებ მაშინ, როდესაც წინათ ერჩივნათ, ისინი არც ხსომე-
ბოდათ. მაგრამ ეს ვიცით არა იმის გამო, რომ ელიტა, შემოქმე-
დებითი იქნება იგი თუ სხვა, უკეთესი გახდა, არა, მსგავსიც არა-
ფერი მომხდარა – ეს იმიტომ ვიცით, რომ მასები გაძლიერდნენ
და თავს აღარ გვავიწყებენ.
ხელოვანთ სხვა, უფრო კეთილშობილური მიზეზებიც აქვთ
ასეთი განდგომისა. მაგრამ რა მიზეზიც უნდა იყოს, მოცემულ
შემთხვევაში მიზანი ერთია: ძირი გამოუთხარონ თავისუფალი
შემოქმედების საფუძველს, რისთვისაც თავს ესხმიან მის მთა-
ვარ პრინციპს – ხელოვანის რწმენას საკუთარი თავისადმი. „ა-
დამიანის მორჩილება საკუთარი გენიისადმი, – როგორც შესა-
ნიშნავად თქვა ემერსონმა, – სწორედ ეს არის რწენა, ამ სიტ-
ყვის სრული მნიშვნელობით“. XIX საუკუნის მეორე ამერიკელმა
მწერალმა დაუმატა: „სანამ ადამიანი თავისი თავის ერთგულია,
ყველაფერი ხელს უწყობს – მთავრობა, საზოგადოება და მზეც,

229
მთვარეც და ვარსკვლავებიც! ეს საოცარი ოპტიმიზმი ამჟამად,
როგორც ჩანს, აღარ სუნთქავს. შემოქმედს უმეტეს შემთხვევებ-
ში, რცხვენია საკუთარი თავისა და თავისი პრივილეგიებისა,
თუკი აქვს. პირველ ყოვლისა, მას ევალება გადაჭრას მტანჯვე-
ლი კითხვა: ხელოვნება სიცრუესთან შერეული ფუფუნება ხომ
არ არის?“
პირველი პატიოსანი პასუხი, რაც აზრად მომდის: დიახ, ხდე-
ბა ხოლმე, რომ ხელოვნება სიცრუესთან შერეული ფუფუნებაა.
გალერის სიმყუდროვეში, ვიცით, რომ ყოველთვის შეიძლება
ვარსკვლავებზე სიმღერა, სანამ კატორღელები ნიჩბებს უსვამენ
და ტრიუმებში ქანცი ძვრებათ; ყოველთვის შეიძლება მაღალი
წრის საუბრები ჩაიწერო ცირკის ამფითეატრში, სანამ ლომის
კბილებში მოქცეული მსხვერპლის ძვლების ტკაცუნი ისმის. თა-
ნაც, ძნელია რაიმე საწინააღმდეგო თქვა ისეთი ხელოვნებისად-
მი, რომელიც წარსულში დიად მიღწევებსაა ნაზიარები. მხო-
ლოდ ეგაა, დრო ცოტათი შეიცვალა და კატორღელთა და წამე-
ბულთა რიცხვმა ჩვენს პლანეტაზე უჩვეულოდ იმატა. ამდენი
უბედურების წინაშე მდგომი ხელოვნება, თუ მას წინანდებურად
ფუფუნებად უნდა დარჩენა, ერთდროულად სიცრუესთან წილის-
ყრასაც უნდა დასთანხმდეს.
სინამდვილეში, რაზე შეუძლია ლაპარაკი ასეთ ხელოვნებას?
თუ იგი ჩვენს საზოგადოებაში უმრავლესობის მოთხოვნებს
შეეგუება, იგი ცარიელ გართობად გადაიქცევა. თუ შემოქმედი
ზურგს შეაქცევს საზოგადოებას და თავის ოცნებებში ჩაიკეტება,
მაშინ ვერაფერს გამოხატავს, გარდა საკუთარი განდგომისა. შე-
დეგად მივიღებთ იმ გამრთობთა ან სტილისტ-გრამატიკოსთა
პროდუქციას, რომელთაც არავითარი ურთიერთობა არა აქვთ
ცოცხალ სინამდვილესთან. ალბათ, უკვე დაახლოებით ერთი

230
საუკუნეა, რაც ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელიც
ფულის საზოგადოებაც კი არ არის (ფულს ან ოქროს შეუძლია
ხორციელი ვნების გაჩენა), უფრო ფულის აბსტრაქტული სიმბო-
ლოების საზოგადოებაა. ვაჭრული საზოგადოება გამორჩეულია
იმით, რომ აქ ნივთები იკარგებიან და ნიშნებით იცვლებიან. რო-
დესაც მმართველი კლასი თავის ქონებას უკვე ითვლის არა მი-
წის არპანებით ან ოქროს ზოდებით, არამედ გაცვლის ოპერა-
ციების შესაბამისი ოდენობის ციფრებით, იგი ვერ დათმობს თა-
ვისებურ მისტიფიკაციას თავისი სამყაროსა და თავისი ცხოვრე-
ბის მოწყობაში. საზოგადოება, დაფუძნებული ნიშნებზე, თავისი
ბუნებით არის ხელოვნური საზოგადოება, სადაც ხორციელი
ადამიანის სიმართლე მისტიფიკაციის ობიექტი ხდება. საკვირ-
ველი არ არის, რომ ამ საზოგადოებამ თავის რელიგიად გაიხა-
და ფორმალურ პრინციპთა მორალი და სიტყვებს – „თავისუფ-
ლება“ და „თანასწორობა“ განურჩევლად წერს როგორც სატუ-
საღოებზე, ისე ფინანსურ ტაძრებზე. მაგრამ სიტყვების პანელზე
გაშვება დაუსჯელად არ შეიძლება. დღეისათვის ყველაზე უფრო
ყბადაღებული ფასეულობა, რა თქმა უნდა, თავისუფლებაა. ზო-
გიერთ ჭკუოსანს (მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ინტელიგენცია
არის ინტელიგენტური და არაინტელიგენტური) თეორიის დონე-
ზე აჰყავს მოსაზრება, თითქოს თავისუფლება სხვა არა იყოს რა,
თუ არა დაბრკოლება ჭეშმარიტი პროგრესის გზაზე. ამ მაღალ-
ფარდოვანი სისულელეების როშვა მხოლოდ იმიტომ გახდა შე-
საძლებელი, რომ ასი წლის განმავლობაში ვაჭრული საზოგა-
დოება სარგებლობდა თავისუფლებით, როგორც მისი განსა-
კუთრებული პრივილეგიით, და მას განიხილავდა უფრო რო-
გორც უფლებას, ვიდრე მოვალეობას და არ ერიდებოდა მცირე
შესაძლებლობისთანავე ფორმალური თავისუფლება სავსებით

231
რეალური ჩაგვრის სამსახურში ჩაეყენებინა. განა უნდა გვიკ-
ვირდეს, რომ ამ საზოგადოებას ხელოვნება სჭირდებოდა არა
როგორც გათავისუფლების საშუალება, არამედ როგორც
სტილში უვნებელი სავარჯიშო ან როგორც ჩვეულებრივი გარ-
თობა? მთელი ელიტა, რომელსაც უმეტესად ფულადი ტანჯვა
აწუხებს, გულითადს კი – მხოლოდ უსიამოვნებად მიიჩნევს,
ათობით წლების განმავლობაში კმაყოფილდებოდა მაღალი
წრის რომანისტთა პროდუქციით და რისი წარმოდგენაც კი შეიძ-
ლება, ყველაზე უვარგისი ხელოვნების, – სწორედ ეს ჰქონდა
მხედველობაში ოსკარ უაილდს, როცა, პატიმრობამდელ თავის
ცხოვრებას რომ იხსენებდა, თქვა: მსოფლიოში ყველაზე დიდი
ცოდვა ზედაპირულობააო.
ბურჟუაზიული ევროპის ხელოვნების ფაბრიკანტებმა (ჯერ
არაფერს ვამბობ ხელოვანთა შესახებ) საუკუნეების მიჯნაზე
პრინციპად გაიხადეს უპასუხისმგებლობა, რადგანაც პასუხის-
მგებლობას თან მოსდევდა საზოგადოებასთან საშინელი გან-
ხეთქილება (ვინც ეს განხეთქილება ირჩია, მათი სახელებია
რემბო, ნიცშე, სტრინდბერგი და ყველასთვის ცნობილია, რა ფა-
სად დაუჯდათ ეს). ამ ეპოქამ შვა თეორია ხელოვნება ხელოვნე-
ბისათვის, რაც სხვა არ იყო რა, თუ არა უპასუხისმგებლობაზე
თავისი უფლების დასაბუთება. ხელოვნება ხელოვნებისათვის,
მარტოსული შემოქმედის გართობა ჭეშმარიტად ხელოვნური
ხელოვნებაა აბსტრაქციების ყალბი საზოგადოებისა. მისი ლო-
გიკური შედეგი გახდა სალონური, წმინდა ფორმალური ხელოვ-
ნება, რომელიც ნატიფი გონებაჭვრეტით იკვებება და სინამდვი-
ლის სრულ დაშლამდე მივყავართ. ერთი მუჭა ნაწარმოებები ატ-
კბობს ერთ მუჭა რჩეულ შემფასებელთ მაშინ, როდესაც უხეშ გა-
მონაგონთა მასა ხრწნის ყველა დანარჩენთ. შედეგად კი ხე-

232
ლოვნება სწყდება საზოგადოებას და ამით საკუთარ მაცოცხლე-
ბელ ფესვებს იკვეთავს. ხელოვანი, ძალიან ცნობილიც კი, თან-
დათანობით მარტოობაში აღმოჩნდება – ყოველ შემთხვევაში,
ხალხი მის შესახებ იგებს მხოლოდ ფართო პრესით ან რა-
დიოთი, რომლებიც იძლევიან ხელსაყრელ და გამარტივებულ
წარმოდგენას. რაც უფრო მიუწვდომელი ხდება ხელოვნება, მით
უფრო საგრძნობია პოპულარიზაციის მოთხოვნილება. მი-
ლიონობით ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს იცნობენ
ამა თუ იმ დიდ ავტორს, რადგანაც გაზეთში წაიკითხეს, რომ იგი
იადონებს ამრავლებს და არასოდეს არ ქორწინდება ნახევარ
წელზე მეტი ხნით. დღეს ყველაზე ფართო მწერლური სახელ-
მოხვეჭა ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქებენ ან გკიცხავენ წაუკით-
ხავად. ყველას, ვისაც სურს სახელი გაითქვას ჩვენს საზოგა-
დოებაში, უნდა ახსოვდეს, რომ ცნობილი იქნება არა თვითონ,
არამედ ვიღაც სხვა მისი გვარით, და ეს სხვა, ბოლოს და ბო-
ლოს, გამოვა მისი კონტროლიდან, და შესაძლოა, მან ერთ
მშვენიერ დღეს ჩაკლას კიდეც მასში ნამდვილი ხელოვანი.
ამიტომ, თითქმის ყველაფერი ღირებული რაც შეიქმნა XIX--
XX საუკუნეების ვაჭრულ ევროპაში – მაგალითად, ლიტერატუ-
რაში – ბუნებრივია, მიმართულია საზოგადოების წინააღმდეგ.
შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის რევოლუციამდე ჩვენი
ლიტერატურა, საერთოდ და მთლიანად, თანხმობის ლიტერატუ-
რა იყო. იმ მომენტიდან, როგორც კი რევოლუციით შობილი
ბურჟუაზიული საზოგადოება მოწესრიგდა, განვითარება დაიწყო
ჯანყის ლიტერატურამ. ოფიციალური ფასეულობანი უარყოფი-
ლია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, ან რევოლუციური ფა-
სეულობების მატარებლების მიერ – რომანტიკოსებიდან რემ-
ბომდე, ან არისტოკრატიული ფასეულობების დამცველთა მიერ

233
– როგორებიც არიან ვინი და ბალზაკი. ხალხი და არისტოკრა-
ტია – ნებისმიერი ცივილიზაციის ორი წყარო – უარყოფს თავი-
სი ეპოქის ხელოვნურ საზოგადოებას.
მაგრამ ამდენი ათწლეულის განმავლობაში ეს პროტესტი
ერთ წერტილზე გაიყინა, თავისი მხრივ, ხელოვნური გახდა და
დღეს გზას უხსნის შემოქმედებითი უნაყოფობის სხვა ფორმას.
ვაჭრულ საზოგადოებაში ნაშობი „წყეული პოეტის“ თემა („ჩა-
ტერტონი“ მისი უმშვენიერესი გამოხატულებაა), გარდაიქმნა
ცრურწმენად, რომლის თანახმად ხელოვანი დიდია მხოლოდ
მაშინ, თუ იგი ეწინააღმდეგება ნებისმიერ საზოგადოებას. ეს
პრინციპი, წარმოშობისას სწორი, როცა იგი გამოხატავდა იმას,
რომ ჭეშმარიტი ხელოვანისათვის შეუძლებელი იყო ფულის
სამყაროსთან საქმის დაჭერა, გაყალბდა, როცა მისგან გა-
მოიტანეს დასკვნა, თითქოს ხელოვანი არის მხოლოდ ის, ვინც
ყველაფერს უჯანყდება ამ ქვეყანაზე. ამის შედეგია, რომ ბევრ
ჩვენს ხელოვანს სწყურია გახდეს „წყეული“, იტანჯებიან იმის გა-
მო, რომ ასეთები არ არიან და ოცნებობენ იმაზე, რომ ერ-
თდროულად უსტვინონ კიდეც და დაფნითაც შეამკონ ისინი. მაგ-
რამ ჩვენი დღევანდელი საზოგადოება დაღლილობისა და გულ-
გრილობის გამო მხოლოდ შემთხვევით უსტვენს ან უკრავს
ტაშს. შედეგად ჩვენი დროის ინტელიგენტი იყინება მაღალფარ-
დოვან ჩაკეტილ წრეში, და იმედი აქვს, რომ იქ შეიძენს სი-
დიადეს. თანამედროვე ხელოვანი უარყოფს ყველაფერს, მათ
შორის თავისი ხელოვნების ტრადიციასაც და წარმოიდგენს,
თითქოს შემოქმედების საკუთარი კანონებს ქმნიდეს, დაბო-
ლოს, თავს ღმერთად სახავს. მას უკვე ეჩვენება, რომ შეუძლია
შექმნას თვით სინამდვილე. თუმცა იგი – საზოგადოებისგან
შორს მდგომი – ქმნის მხოლოდ ფორმალურ უსიცოცხლო ნა-

234
წარმოებებს, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ, როგორც
მხოლოდ ექსპერიმენტი, მაგრამ მოკლებული არიან მაცოცხლე-
ბელ ძალას, რაც ახასიათებს ნამდვილ ხელოვნებას, რომლის
მოწოდებაა ხალხთა გაერთიანების სამსახური. ვთქვათ, ტოლ-
სტოისა და მოლიერის სტილისა და შემოქმედების თანამედრო-
ვე განყენებულ მოხერხებულობას შორის განსხვავება ისეთივეა,
როგორც ჯერ არავის მიერ არნახული მოსავლისათვის გაცემულ
თამასუქსა და თვით ბარაქიან სახნავ მიწას შორის.
მაშასადამე, ხელოვნება შეიძლება იყოს ფუფუნებაც და სიც-
რუეც. ამიტომ აღარ არის საკვირველი, რომ ხალხმა და ხელო-
ვანებმა მოინდომეს უკან, სინამდვილისკენ, მიბრუნება. მათ
უარყვეს ხელოვანის უფლება მარტოობაზე და სიუჟეტად შესთა-
ვაზეს არა ოცნებები, არამედ სინამდვილე – ყველას მიერ გადა-
ტანილი და განცდილი. დარწმუნებულებმა, რომ ხელოვნება ხე-
ლოვნებისათვის როგორც თემების, ისე სტილის მიხედვით მასე-
ბისთვის მიუწვდომელია ან ვერ გამოხატავს მათ სიმართლეს,
მოინდომეს, რომ ხელოვანი ლაპარაკობდეს უმრავლესობაზე
და უმრავლესობისათვის. დაე, მან საერთო ტანჯვა და სიხარუ-
ლი ყველასათვის საერთო ენაზე აამეტყველოს და საერთო
აღიარებაც უზრუნველყოფილი ექნება. რეალობისადმი აბსო-
ლუტური ერთგულებისათვის ჯილდოდ მოიპოვებს ადამიანთა
შორის სრულ ურთიერთგაგებას.
საერთო ურთიერთგაგების ეს იდეალი სინამდვილეში თი-
თოეული ხელოვანის იდეალია. გავრცელებული ცრურწმენის
მიუხედავად, თუ ვინმეს არა აქვს უფლება მარტოობისა, სწორედ
ხელოვანს არა აქვს. ხელოვნება არ შეიძლება იყოს მონოლო-
გი. როცა მარტოსული და უცნობი ხელოვანი შთამომავლობას
მიმართავს, ამით მხოლოდ ამტკიცებს თავისი მოწოდების არსს.

235
მას შეუძლებლად მიაჩნია დიალოგი სმენადახშულ და უყურად-
ღებო თანამედროვეებთან და უფრო ფართო დიალოგს უმარ-
თავს მომავალ თაობებს.
მაგრამ, ყველას რომ ყველაზე ელაპარაკო, საჭიროა ილაპა-
რაკო იმაზე, რაც ყველასთვის ნაცნობია, ეს არის ჩვენთვის ყვე-
ლასთვის საერთო სინამდვილე. ზღვა, წვიმა, გაჭირვება, სურვი-
ლი, სიკვდილი ან ბრძოლა – აი, რა გვაერთიანებს ყველას. რა-
საც ერთად ვხედავთ, ერთად განვიცდით, ყველაფერი ეს გვანა-
თესავებს. თითოეულ ადამიანს სხვადასხვანაირი ოცნება აქვს,
მაგრამ რეალური სამყარო არის ჩვენი საერთო სამშობლო. აქე-
დან გამომდინარე, რეალიზმის სარჩელი კანონიერია, რადგა-
ნაც იგი ღრმად არის დაკავშირებული ხელოვნების ოდისეას-
თან.
მაშ, ასე, გავხდეთ რეალისტები. უფრო სწორად, ვცადოთ
გავხდეთ, თუ ეს შესაძლებელია. რადგანაც ცხადი არ არის, რომ
ამ სიტყვას საერთოდ აქვს აზრი, ცხადი არ არის, რომ რეალიზმი
შესაძლებელია, თუნდაც სასურველი იყოს იგი. თავდაპირვე-
ლად დავფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა რეალიზმი წმინდა
სახით. თუ გასული საუკუნის ნატურალისტების მტკიცებას დავუ-
ჯერებთ, რეალიზმი არის სინამდვილის ზუსტი აღდგენა. ამგვა-
რად, რეალიზმი ხელოვნებასთან მიმართებით იგივეა, რაც ფო-
ტოსურათი ფერწერასთან მიმართებით; პირველი მხოლოდ
აღადგენს მაშინ, როდესაც უკანასკნელი ირჩევს. მაგრამ რას
აღადგენს იგი, და საკუთრივ რა არის რეალობა? ყველაზე უკე-
თესი ფოტოსურათიც კი საბოლოოდ არასაკმარისად ზუსტია,
არასაკმარისად რეალისტურია. არის კი რაიმე უფრო რეალური
ამ ქვეყანაზე, ვიდრე, მაგალითად, ადამიანის ცხოვრება და განა
შეიძლება მისი უკეთესად ჩვენება, ვიდრე რეალისტურ ფილმში?

236
მაგრამ რა პირობებშია შესაძლებელი ასეთი ფილმი? მხოლოდ
წარმოდგენილ პირობებში. საჭიროა წარმოვიდგინოთ რაიმე
იდეალური კამერა, რომელიც მიმართულია ადამიანისაკენ
დღისითა თუ ღამით და განუწყვეტლივ აღბეჭდავს მის უმცირეს
ქცევას. შედეგად ასეთი ფილმის ჩვენება მთელი სიცოცხლე გაგ-
რძელდება, და მისი თავიდან ბოლომდე ხილვის შესაძლებლო-
ბა მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც დასთანხმდება, მთელი სიცოც-
ხლე დაუთმოს სხვისი ცხოვრების დაწვრილებით გაცნობას. და
მაინც, ამ პირობებშიც კი, ჩვენი წარმოდგენილი ფილმი
რეალისტური არ იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადა-
მიანის ცხოვრების რეალობა მთლიანად იქ არ არის თავმოყრი-
ლი, სადაც იგი იმყოფება. იგი სხვა – მისი საყვარელი ადამიანე-
ბის – მათი გადაღებაც საჭირო გახდებოდა – რომლებიც გან-
საზღვრავენ მის საკუთარს, და სხვა, უცნობთა, ძლიერთა თუ
უქონელთა – თანამოქალაქეების, პოლიციელების, მასწავლებ-
ლების, მეშახტეებისა და მშენებლების, უხილველი მუშაკების,
დიპლომატებისა და დიქტატორების, ეკლესიის რეფორმატორე-
ბისა და ხელოვნების – რომელთა მითებმა მასზე გადამწყვეტი
ზეგავლენა მოახდინეს, თავმდაბალ მორწმუნეთა, – ცხოვრება-
ში, დაბოლოს, მის უდიდებულესობა შემთხვევაშიცაა, რომელიც
წარმართავს ყველაზე რიგიან ბედსაც კი. ასე რომ, შესაძლოა
მხოლოდ ერთი რეალისტური ფილმი: ის, რომელსაც უხილავი
პროექტორი სამყაროს ეკრანზე გამუდმებით თვალწინ გვიტ-
რიალებს. ერთადერთი რეალისტი ხელოვანი მაღალი ღმერთია,
თუ იგი არსებობს; დანარჩენ ხელოვანთ, ბუნებრივი მიზეზებით,
ბოლომდე არ შეუძლიათ რეალობის ერთგულება.
ამგვარად, ისინი, ვინც უარყოფენ ბურჟუაზიულ საზოგა-
დოებას და მის ფორმალურ ხელოვნებას, ცდილობენ ილაპარა-

237
კონ რეალობის და მხოლოდ რეალობის შესახებ, მტანჯველ ჩიხ-
ში ექცევიან. მათ სწყურიათ რეალისტობა და ძალა არ შესწევთ.
ისინი მზად არიან თავიანთი ხელოვნება სინამდვილეს დაუმორ-
ჩილონ, მაგრამ რეალობის აღწერა შეუძლებელია შეურჩევ-
ლად, არადა ყოველგვარი შერჩევა მას ხელოვანის ორიგინა-
ლობას უმორჩილებს. ეს წამება რუსული რევოლუციის პირვე-
ლი წლების მშვენიერ და ტრაგიკულ ხელოვნებად გარდაისახა.
მაშინდელმა რუსეთმა – ბლოკმა და დიდმა პასტერნაკმა,
მაიაკოვსკიმ და ესენინმა, ეიზენშტეინმა და პირველმა რომანებ-
მა ფოლადსა და ცემენტზე – გვიძღვნა ფორმათა და სიუჟეტთა
დიდებული ლაბორატორია, ნაყოფიერი შფოთვა, ძიების წყურ-
ვილი. შედეგად უნდა იქცეს პასუხი კითხვაზე – როგორ შეიძლე-
ბა იყოს რეალისტი, როცა რეალიზმი შეუძლებელია. დიქტატუ-
რა, როგორც ყველგან, საკითხს აქაც ერთი დაკვრით წყვეტდა:
რეალიზმი საჭიროა, მაშასადამე, შესაძლებელია, თუმცა იმ პი-
რობით, თუ იგი თავს სოციალისტურად გამოაცხადებს. რას ეყ-
რდნობა ასეთი დებულება?
რეალიზმისთვის მებრძოლნი გულახდილად აღიარებენ, რომ
სინამდვილის ასახვა შერჩევის გარეშე შეუძლებელია, და უარ-
ყოფენ რეალიზმის თეორიას იმ სახით, როგორითაც იგი ჩამოყა-
ლიბდა XIX საუკუნეში. საჭიროა მხოლოდ მიგნება შერჩევის
პრინციპისა, თუმცა არა ჩვენ გარშემო არსებულ რეალობაში,
არამედ ხვალინდელ რეალობაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ –
მომავალში. აწმყო რომ უკეთესად აისახოს, საჭიროა მომავლის
ასახვაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალისტური რეალიზმის
ნამდვილი ობიექტი არის დღევანდელი დღისათვის არარსებუ-
ლი რეალობა.

238
თავისებურად დიდებული წინააღმდეგობრიობაა, მაგრამ არ-
სებითად თვით ტერმინი „სოციალისტური რეალიზმი“ უკვე წინა-
აღმდეგობრივია. მართლაც, როგორ შეიძლება არსებობდეს სო-
ციალისტური რეალიზმი, როცა ჯერ თვით რეალობა არ გამხდა-
რა მთლიანად სოციალისტური? ის არც წარსულში ყოფილა სო-
ციალისტური და არც აწმყოშია. პასუხი მარტივია: დღევანდელ
ან გუშინდელ რეალობაში საჭიროა შეირჩეს მასში აღმოცენებუ-
ლი მომავალი იდეალური საზოგადოების ყლორტები. ავტორი
მოვალეა, ერთი მხრივ, ამხილოს და გაკიცხოს ყველაფერი სო-
ციალისტური ჩვენს რეალობაში, მეორე მხრივ კი – ხოტბა შეას-
ხას მას, რაც უკვე გახდა ან გახდება სოციალისტური. შედეგად
ვიღებთ პროპაგანდისტულ ხელოვნებას, სადაც ადამიანები იყო-
ფიან ცუდებად და კარგებად, თავისებურ ვარდისფერ ბიბ-
ლიოთეკას, რომელიც, ზუსტად ისე როგორც ფორმალური ხე-
ლოვნება, მოწყვეტილია რთულ და ცოცხალ სინამდვილეს.
მსგავსი ხელოვნება ზუსტად იმდენად სოციალისტური აღმოჩ-
ნდება, რამდენადაც დაცლილი იქნება რეალიზმისგან.
ეს ესთეტიკა, თავს რეალისტურად რომ აცხადებს, ახალ
რეალიზმად გარდაიქმნა, ისევე როგორც იდეალიზმია ბურ-
ჟუაზიული. რეალობას საზეიმოდ ეძლევა მთავარი ადგილი, რა-
თა უფრო ადვილი იყოს მისი მოკვდინება. ხელოვნება არა-
რაობადაა ქცეული. იგი მსახურებს და მსახურებისას მონურად
ტიტინებს. ვინც ფრთხილად ეკიდება რეალიზმის ასახვას, მხო-
ლოდ ისინი იწოდებიან რეალისტებად და ქებასაც დაიმსახურე-
ბენ. დანარჩენ ავტორებს ცენზურა კრძალავს, ისინი კი, ვინც
იბეჭდება, მხარს უჭერენ მათ. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში
აღიარებული მწერლის მდგომარეობა ასეთია – მას ან არ კით-
ხულობენ, ან კითხულობენ და ვერ იგებენ, ტოტალიტარულში კი

239
– თვითონ არ იძლევა ნებას, რომ სხვები იკითხონ. და ნამდვი-
ლი ხელოვნება კვლავ მახინჯდება ან პირაკრულია, და საყო-
ველთაო ურთიერთგაგება შეუძლებელი ხდება იმათი შემ-
წეობით, ვინც ყველაზე მეტად ისწრაფვის მისკენ.
ასეთი გამანადგურებელი წარუმატებლობისას ყველაზე მარ-
ტივი იქნებოდა იმის აღიარება, რომ ეგრეთ წოდებულ სო-
ციალისტურ რეალიზმს ცოტა რამ აქვს საერთო დიდ ხელოვნე-
ბასთან და რომ რევოლუციონერები თავად რევოლუციის სასარ-
გებლოდ თავისთვის სხვა ესთეტიკას უნდა ეძებდნენ. მიუხედა-
ვად ამისა, მისი დამცველები კვლავ გაიძახიან, რომ სოციალის-
ტური რეალიზმის გარეშე საერთოდ არავითარი ხელოვნება არ
შეიძლება არსებობდეს. ძახილით კი გაიძახიან, მაგრამ, ჩემი
ღრმა რწმენით, თვითონ არ სჯერათ, რასაც ამბობენ, და უბრა-
ლოდ გულის სიღრმეში გადაუწყვეტიათ, რომ მხატვრული ფა-
სეულობანი ჯერ არს დაუმორჩილონ რევოლუციური მოძრაობის
ფასეულობებს. ამას აშკარად რომ ამბობდნენ, დისკუსიაც ადვი-
ლი გახდებოდა. შეიძლება პატივი სცე იმ ადამიანთა მაღალ
თვითგანწირვას, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონტრასტს უმ-
რავლესობის ტანჯვისა და ზოგჯერ ხელოვანის მდგომარეობას-
თან დაკავშირებულ პრივილეგიებს შორის, ვერ ურიგდებიან
გამთიშველი უფსკრულის არსებობას მათ შორის, ვისაც სიღატა-
კე ამუნჯებს და ვისი მოწოდებაც, პირიქით, უწყვეტი თვითგამო-
ხატვაა. შეიძლებოდა ამ ხალხის გაგება, მათთან დიალოგის გა-
მართვის ცდა, მოსინჯვა იმის სათქმელად, რომ შემოქმედებითი
თავისუფლების მოსპობა, შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო გზა
მონობაზე გამარჯვებისაკენ. და იმ დროის მოლოდინში, როცა
ყველას შეეძლება ლაპარაკი, სისულელეა ლაპარაკის შესაძ-
ლებლობა წაართვა ნაწილს მაინც. დიახ, სოციალისტურმა

240
რეალიზმმა უნდა აღიაროს ნათესაობა პოლიტიკურ რეალიზ-
მთან, ისინი ტყუპისცალები არიან, რადგანაც სოციალისტური
რეალიზმი მსხვერპლად სწირავს ხელოვნებას ხელოვნებისათ-
ვის უცხო, მისი ფასეულობის სკალის მიხედვით, შესაძლოა, უფ-
რო მაღალი მიზნისათვის. ერთი სიტყვით, იგი დროებით აუქმებს
ხელოვნებას, რათა დასაწყისისთვის სამართლიანობა დაამყა-
როს. როცა საბოლოოდ გაურკვეველ მომავალში სამარ-
თლიანობა გამეფდება, ხელოვნებაც აღორძინდება. აქ ხელოვ-
ნებასთან გამოიყენება თანამედროვე (შემეცნების) ოქროს წესი,
რომელიც ღაღადებს, კვერცხები თუ არ დაამტვირე, ტაფამწვარს
ვერ გაიკეთებო. მაგრამ ამ გამანადგურებელმა საღმა აზრმა არ
უნდა დაგვაბნიოს. გემრიელი ტაფამწვრისთვის საკმარისი არ
არის თუნდაც ათასი კვერცხის გატეხვა, და მე მგონია, რომ
კვერცხის ნაჭუჭების რაოდენობით არ განისაზღვრება მზა-
რეულის ღირსება. თანამედროვე ხელოვანნი – მზარეულნი, პი-
რიქით, უნდა გაუფრთხილდნენ კვერცხებიან კალათას, ისე არ
მოხდეს, რომ ნავარაუდევზე მეტი კვერცხი დაამტვრიონ, მაგრამ
ცივილიზაციის ტაფამწვარი ვერ ათქვიფონ, ხელოვნება ვერ
ააღორძინონ. ბარბაროსობა უკვალოდ არ ქრება. არ შეიძლება
დაუსჯელად წავიდეს დათმობაზე, რადგანაც ხელოვნებიდან იგი
აუცილობლად გადაეცემა ზნე-ჩვეულებებს. ამ დროს ხალხის
ტანჯვითა და სისხლით იქმნება ლიტერატურა, სახოტბო სიტყვის
პრესა, ფოტოსურათი-პორტრეტები და ჭკუისმასწავლებელი
პიესები, სადაც სიძულვილს უკავია რელიგიის ადგილი. ასეთ
ხელოვნებას ზღვრამდე მიჰყავს დაკვეთილი ოპტიმიზმი, რაც
ფუფუნების ყველაზე დაუშვებელი სახეობა და ყველაზე სულე-
ლური სიცრუეა.

241
ღირს ამის გაკეთება? ადამიანთა მწუხარება ჭეშმარიტად დი-
დი თემაა, და მისი მიკარების უფლება, ალაბათ, მხოლოდ ისეთ
შემოქმედთ აქვთ, როგორიც არის კიტსი, რომელიც, როგორც
ამბობენ, იმდენად მგრძნობიარე იყო, რომ შეეძლო ხელით შე-
ხებოდა ადამიანის ტკივილს. ამაში ვრწმუნდებით, როცა დაკვე-
თილი ლიტერატურა ცდილობს ტანჯვას ოფიციალური ნუგეში
მოუტანოს. ხელოვნებისათვის ხელოვნების სიცრუე ის იყო, რომ
იგი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ვერ ხედავდა ბოროტებას, შედე-
გად კი თანამონაწილეობაში ბრალდებული ხდებოდა. მაგრამ
სიცრუე რეალიზმისა, რომელიც თამამად აღიარებს კაცობ-
რიობის უბედურებას, იმდენადვე მიუტევებელი ღალატია, რად-
განაც იგი მას იყენებს მომავალი ბედნიერების სახოტბოდ, ბედ-
ნიერებისა, რომელზეც არავინ არაფერი არ იცის და რომელიც
ამის შედეგად დასაშვებად ხდის ნებისმიერ მისტიფიკაციას.
ეს ორი ესთეტიკა, დიდხანს რომ ეწინააღმდეგება ერთმა-
ნეთს, – ის, რომელიც თანამედროვე სინამდვილის სრულ უარ-
ყოფას ქადაგებს, და ის, რომელიც ბრძანებს ყველაფერი განზე
გადაიდოს, დღევანდელი დღის საჭირბოროტოს გარდა, ამჟამად
ერთმანეთს ერწყმის რეალობიდან შორს, მათი გამაერთიანებე-
ლი სიცრუისა და ხელოვნების უარყოფაში. აკდემიზმი მარჯვნივ
ვერ ამჩნევს სიღატაკეს, რომელსაც აკმეიზმი მარცხნივ თავისი
მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელოვნების
უარყოფით სიღატაკე მწვავდება.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სიყალბეა ხელოვნების არსი?
არა, არ ნიშნავს, რადგანაც ორივე ესთეტიკა, რომლებზეც აქამ-
დე მოგახსენებდით, სწორედ იმიტომ არის ყალბი, რომ არაფე-
რი აქვთ საერთო ხელოვნებასთან. მაშ, რა არის ხელოვნება? რა
თქმა უნდა, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. მის არ-

242
სში წვდომა უფრო ძნელია ყველაფრის გამარტივების მოყვა-
რულთა მიერ ატეხილ გნიასში. ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ
გენიოსი განმარტოებულია და განუმეორებელია თავისი დიდე-
ბულებით; მეორე მხრივ – მას აიძულებენ დაემსგავსოს ყველას.
ვაი, რომ ასე არ არის! სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო
რთულადაა. ბალზაკმა ეს ერთი ფრაზით გამოთქვა: „გენიოსი
ყველას ჰგავს, მაგრამ მას არა ჰგავს არავინ“. ასეა ხელოვნებაც:
ურეალობოდ ის არაფერია, მაგრამ რეალობის ფაქტებს უმისოდ
არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ. მართლაც, როგორ შეუძ-
ლია ხელოვნებას სინამდვილის გარეშე არსებობა, ან როგორ
შეუძლია დამორჩილდეს მას? ხელოვანი ირჩევს ობიექტს იმდე-
ნადვე, რამდენადაც ობიექტი – მას. ხელოვნება, გარკვეული აზ-
რით, არასრულყოფილებისა და სამყაროს წარმავლობის წინა-
აღმდეგ ჯანყია: იგი ცდილობს, გადაასხვაფეროს რეალობა და
იმავდროულად შეინარჩუნოს იგი, რადგანაც მისი ემოციური და-
ძაბულობის წყარო მასშია. ამ გაგებით რეალისტები ვართ ყვე-
ლა, თან – არავინ. ხელოვნება არ არის სრული მტრობა ან სრუ-
ლი მიღება არსებულისა. იგი იქმნება ერთდროულად ჯანყისა და
თანხმობისაგან და გამუდმებით მერყეობს მათ შორის. სწორედ
ეს უცვლელი გაორება არის ხელოვანის ხვედრი, რადგანაც მას
არ ძალუძს რეალობის უარყოფა, თუმცა განწირულია მის მარა-
დიულ უსასრულობასთან განუწყვეტელი ბრძოლისათვის. ნა-
ტურმორტის მისაღებად საჭიროა პაექრობა და კეთილისმყოფე-
ლი ურთიერთზემოქმედება ხელოვანსა და ვაშლს შორის. ფორ-
მა უშუქოდ არაფერია, მაგრამ მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი
ჩვენს სამყაროს ნათებაში. რეალური მსოფლიო, რომლის შუქი
ხილულ გამოხატულებას აძლევს სხეულებსა და ქანდაკებებს,
თავისი მხრივ, მათგან ღებულობს სხვა შუქს, რომელიც ცის ნა-

243
თებას აირეკლავს. ამიტომ საჭიროა სტილის სრულყოფილება
ვეძიოთ არა ხელოვანსა და მის ობიექტში, არამედ სადღაც, მათ
შორის შუაგზაზე.
ასე რომ, საკითხავი ის კი არ არის, ხელოვნება უნდა გაურ-
ბოდეს რეალობას თუ ემორჩილებოდეს მას, არამედ მხოლოდ
ის, თუ მხატვრული ნაწარმოები რეალობის კერძოდ რა წილს
უნდა მოიცავდეს, რათა ღრუბლებში არ გაუჩინარდეს ან, პირი-
ქით, ტყვიის წაღები არ ჩაიცვას. ყოველი ხელოვანი ალღოთი
განსაზღვრავს ამ წილს თავის შესაძლებლობების შესაბამისად.
რაც უფრო ძლიერია მისი ჯანყი სამყაროს წინააღმდეგ, რეალო-
ბის მით უფრო დიდი ტვირთით შეიძლება ამ ჯანყის გაწონასწო-
რება. მაგრამ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ტვირთმა ჩაკლას
ხელოვანის შემოქმედებითი აღმაფრენა. ჭეშმარიტად მაღალ
ნაწარმოებს – როგორც ბერძნულ ტრაგედიას, როგორც მელვი-
ლის, ტოლსტოის ან მოლიერის ქმნილებებს – ყოველთვის წო-
ნასწორობაში მოჰყავს რეალობა და ჯანყი და ისინი – ერთმანე-
თის ძალას ზიარებულნი, გაიჭრებიან სინათლისაკენ, როგორც
თვით ხალისიანი და მტანჯველი ცხოვრების მარადმდინარი წყა-
რო. აი, ზოგჯერ მაშინ იბადება სრულიად ახალი სამყარო, გან-
სხვავებული ყოველდღიურისაგან, წმინდა და დაუცველი, რამ-
დენიმე საათის სასიცოცხლოდ გამოწვეული გენიოსის ძალითა
და დაუკმაყოფილებლობით. ეს სამყარო წააგავს კიდეც და არც
წააგავს ჩვენსას. სამყარო ხელოვნებისათვის ყველაფერიცაა და
არაფერიც, ასეთია მარად წინააღმდეგობრივი ძახილი ყოველი
ნამდვილი ხელოვანისა. ეს წინააღმდეგობრიობა აქცევს ხელო-
ვანს ხელოვნად, ნებას არ აძლევს, ერთი წამით მოხუჭოს თვა-
ლი, და მხოლოდ მისი შემწეობით მთვლემარე მსოფლიოში გაკ-
ვრით, მაგრამ ყველასთვის აშკარად ცხადდება რაღაც რეალო-

244
ბის სახე, რეალობისა, რომელსაც ჩვენ ვცნობთ, თუმცა მას არ
ვიცნობთ.
ზუსტად ასევე ხელოვანს არ შეუძლია ზურგი აქციოს თავის
დროს, თუმცა არც მასში ჩაკარგვის უფლება აქვს. თუ ზურგს შე-
აქცევს, მას სიცარიელეში მოუხდება ლაპარაკი. თუ დროს თავის
ობიექტად გაიხდის, თავს დაიმკვიდრებს როგორც სუბიექტი,
რომელსაც არ შეუძლია და არც სურს დამორჩილდეს ობიექტს
მთლიანად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ხელოვანი გა-
დაწყვეტს, ყველას ხვედრი გაიზიაროს, თავს იმკვიდრებს რო-
გორც პიროვნება. ასეთი გაორება მისთვის მარადიული კანო-
ნია. ხელოვანი პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს საერთო ისტორიას
ასახავს თვითონ მის მიერვე ნანახისა და განცდილის მიხედვით,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი დროისა და იმ ცოცხალი ადა-
მიანების მიხედვით, რომლებიც დღეს არსებობენ, და არა დღეს
მაცხოვრებელი ხელოვნისათვის წარმოუდგენელი რომელიღაც
მომავლისადმი დღევანდელი დღის დამოკიდებულებით, თანა-
მედროვე ადამიანის განსჯა მომავლის ადამიანის ნიმუშად და-
სახვით წინასწარმეტყველთა საქმეა. ხელოვანს შეუძლია მხო-
ლოდ შეაფასოს შეთავაზებული მითები რეალურ ადამიანზე მისი
ზემოქმედების თვალსაზრისით. წინასწარმეტყველებს – რელი-
გიურსა თუ პოლიტიკურს, განსჯა შეუძლიათ აბსოლუტური ჭეშ-
მარიტების თვალსაზრისით, და, როგორც ცნობილია, არასოდეს
ამას არ იკლებენ. ხელოვნების მიზანი არის არა კანონების და-
წესება ან მბრძანებლობა, არამედ ადამიანთა გაგება. იგი ზოგ-
ჯერ იძენს მბრძანებლობის უფლებას ამ გაგების შემწეობით.
არც ერთი გენიალური ნაწარმოები არასოდეს არ დამყარებია
სიძულვილსა და ზიზღს. ამიტომ ხელოვანი თავისი აზროვნების
ბოლო წამში, მსჯავრის გამოტანას, პატიებას არჩევს. იგი მსაჯუ-

245
ლი კი არა, დამცველია, მუდმივი ადვოკატი, ადამიანის გამამარ-
თლებელი იმიტომ, რომ იგი ცოცხალია. ხელოვანი იცავს მოყვა-
სისადმი ნამდვილ სიყვარულს, და არა სიყვარულს რაღაც შო-
რეულისადმი, რომელიც თანამედროვე ჰუმანიზმს კატეხიზმოდ
აქცევს, რაც ბრალდებას ემსახურება. ხელოვნების დიადი ნა-
წარმოები არცხვენს ყველა მსაჯულს. ხელოვანი აღტაცების
ხარკს უხდის ადამიანში ყველაზე ამაღლებულს და იმავ-
დროულად თავს უხრის ადამიანურს უკანასკნელ დამნაშავეშიც.
„ყველა ამ უბედურს შორის, – წერს ოსკარ უაილდი საპატიმრო-
ში, – ვინც ჩემთან ერთადაა ჩაკეტილი ამ უბადრუკ და საზარელ
დაწესებულებაში, ვერავის ნახავთ, სიცოცხლის საიდუმლოსთან
სიმბოლურად რომ არ იყოს დაკავშირებული“. დიახ, იგი მართა-
ლია, თანაც სიცოცხლის ეს საიდუმლო ემთხვევა ხელოვნების
საიდუმლოს.
საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ვაჭრული საზოგადოების
მწერლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მიიჩნევდნენ, რომ
შეიძლება იცხოვრო სანეტარო უპასუხისმგებლობაში. ამიტომ
ცოცხლობდნენ და იხოცებოდნენ მარტოობაში. ჩვენ, XX საუკუ-
ნის მწერლები, აღარასოდეს აღარ აღმოვჩნდებით მარტოობაში.
პირიქით, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება სა-
ერთო ტანჯვას დაემალო და რომ ჩვენი არსებობის ერთადერი
გამართლებაა – თუ ასეთი რამ არსებობს – თავისი შესაძლებ-
ლობის ფარგლებში ილაპარაკოს იმათი სახელით, ვინც იძულე-
ბულია მდუმარედ იყოს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმათი სა-
ხელით, ვინც ამ წუთში იტანჯება, ვლაპარაკობდეთ, მიუხედავად
მათი მჩაგვრელი სახელმწიფოებისა თუ პარტიების წარსული თუ
მომავალი დიდებისა; ხელოვნისათვის არ არსებობენ პრივილე-
გიური ჯალათები. აი, ამიტომაა, რომ მშვენიერებას, დღესაც და

246
განსაკუთრებით დღეს, არ შეუძლია ემსახუროს რომელიმე პარ-
ტიას: იგი ემსახურება მხოლოდ ადამიანურ ტანჯვასა და თავი-
სუფლებას – და ამ მსახურებას ადრე თუ გვიან თავისი ნაყოფი
გამოაქვს. მებრძოლი ხელოვანი არის ის, ვინც უარს არ ამბობს
ბრძოლაზე, და უარს ამბობს რეგულარულ ჯარში სამსახურზე,
იგი თავისუფალი მსროლელია. მშვენიერება მას აძლევს არა
ეგოიზმის, თუ იგი მისი გულმოდგინე მოწაფეა, არამედ მკაცრი
ძმობის გაკვეთილს. მშვენიერება ასეთი გაგებით არასოდეს
არავის არ ჩაგრავდა. ათასწლეულების განმავლობაში, დღითი
დღე, ყოველ წამს, იგი, პირიქით, მილიონობით ადამიანს უმსუ-
ბუქებდა მონობას და ისეც ხდებოდა, რომ ზოგს სამუდამოდ ათა-
ვისუფლებდა. ალბათ, ხელოვნების სიდიადე არის ეს მარა-
დიული, დაძაბული გაორება მშვენიერებასა და ტანჯვას, ადა-
მიანებისადმი სიყვარულსა და შემოქმედებისადმი გზნებას, მარ-
ტოობას, წამებასა და ბრბოსაგან გაღიზიანებას, ჯანყსა და თან-
ხმობას შორის. ხელოვნება წონასწორობას იცავს ორ უფ-
სკრულს – ფუქსავატობასა და პორპაგანდას შორის. დიდი ხე-
ლოვანისათვის, მთის თხემზე წინ რომ მიაბიჯებს, ყოველი ნაბი-
ჯი თავგადასავალია, უდიდესი რისკია. ამ რისკში და მხოლოდ
და მხოლოდ მასშია ხელოვნების თავისუფლება. თავისუფლება
– რთული, უფრო ასკეტური დისციპლინის მსგავსი, რომელი ხე-
ლოვანი უარყოფს ამას? რომელი ხელოვანი გაბედავს და განაც-
ხადებს, რომ თვითონ ყოველთვის ამ მარადიული ვალის სიმაღ-
ლეზეა? შემოქმედებითი თავისუფლებისათვის უეჭველად საჭი-
როა სხეულისა და სულის სიჯანსაღე, მოთმინებით შებრძოლე-
ბის უნარი და სულის სიმტკიცის განსაპირობებელი ოსტატობა.
როგორც ყველა თავისუფლება, ისიც მარადიული რისკია, ქან-
ცგამცლელი გამოცდაა. დღეს ბევრი ცდილობს თავი აარიდოს

247
ასეთ რისკს, ისევე როგორც თავს არიდებენ ნებისმიერ რთულ
თავისუფლებას, რათა, მონობის პირველივე შემხვედრ სახეს-
ხვაობაში გადავარდნილებმა უკიდურეს შემთხვევაში სულიერ
სიმშვიდეს მიაღწიონ, მაგრამ, თუ ხელოვნება არ არის სახიფა-
თო გამოცდა, მაშინ რა არის იგი ან რა არის მისი არსი? არა, ხე-
ლოვანის თავისუფლება, როგორც საერთოდ ადამიანის თავი-
სუფლება, შორსაა სიმშვიდისაგან. ჭეშმარიტად თავისუფალი
ხელოვანი მტანჯველი შრომით ადგენს თავის საკუთარ წესრიგს.
რაც უფრო ძლიერ ბობოქრობს სტიქია, რომლის დაცხრომაც
მას სურს, მით უფრო მკაცრია მისი კანონი და საგრძნობი – მისი
თავისუფლება. ანდრე ჟიდს აქვს ერთი გამონათქვამი, რომელ-
საც ყოველთვის ვეთანხმებოდი, თუმცა, შესაძლოა, არასწორი
გაგების საბაბსაც იძლეოდეს. „ხელოვნებას აცოცხლებს იძულე-
ბა და ღუპავს თავისუფლება“. ეს სიმართლეა. თუმცა ისე არ უნ-
და გავიგოთ, თითქოს ხელოვნების მართვა შეიძლებოდეს. ხე-
ლოვნებას აცოცხლებს ნებაყოფლობით არჩეული იძულება: ყო-
ველგვარი სხვა იძულება ხელოვნების დამღუპველია. თუ იგი ამ
ნებაყოფლობით იძულებას უკუაგდებს, მაშინ ბოდვას მოჰყვება
და მოლანდებათა ტყვეობაში აღმოჩნდება. ამგვარად, ნაწარმო-
ებში რაც უფრო მეტად იგრძნობა ჯანყი, იგი მით უფრო მიუახ-
ლოვდება კლასიკურ ნორმას, რადგანაც გვირგვინად ედგმის
უფრო მეტ დაძაბულობას. სანამ ჩვენი საზოგადოების ხელოვან-
ნი უარყოფენ ხანგრძლივ და თავისუფალ დაძაბულობას, სანამ
მას გასართობი ჟანრის უაზრობას ან კონფორმიზმის ხელსაყრე-
ლობას, ხელოვნებისათვის ხელოვნების თამაშობას, ან
რეალიზმის შესახებ ქადაგებებს არჩევენ, მათი ხვედრი ნიჰი-
ლიზმი და უნაყოფობა იქნება. არსებითად ეს იმას ნიშნავს, რომ

248
ჩვენი აღორძინება დღეს დამოკიდებულია სიმამაცესა და სიმ-
ტკიცეზე თვითცდუნებისგან თავის დაღწევაში.
დიახ, ჩვენი აღორძინება ჩვენსავე ხელთაა. ჩვენზეა დამოკი-
დებული, წარმოშობს თუ არა დასავლეთ ანტი-ალექსანდრეებს,
რომლებიც ხელახლა გაკვანძავენ გორდიასის ნასკვს, ხმლის
დაკვრით გაჭრილს. ამისათვის მოვალენი ვართ მთელი რისკი
და თავისუფლების სიძნელეები ჩვენს თავზე ავიღოთ. საკითხავი
ის კი არ არის, შეიძლება თუ არა თავისუფლების შენარჩუნება
სამართლიანობისათვის ბრძოლაში, მთავარია გავიგოთ, რომ
თავისუფლების თვინიერ ვერაფერს მივაღწევთ და ერთბაშად
დავკარგავთ მომავლის სამართლიანობასაც და წარსულის
მშვენიერებასაც. მხოლოდ თავისუფლება იხსნის ხალხს დაცალ-
ცალკევებისაგან, მონობა კი მათ მარტოსულთა ბრბოდ აქცევს.
ხელოვნება, რომლის ზოგადი სახით განსაზღვრაც მე ვცადე, თა-
ვისი თავისუფალი ბუნების გამო აერთიანებს მათ, ვისაც ტირა-
ნია აცალცალკავებს. განა შეიძლება გვიკვირდეს, რომ ხელოვა-
ნი და ინტელიგენცია ყოველთვის თანამედროვე დიქტატურის
როგორც მემარცხენის, ისე მემარჯვენის, პირველი მსხვერპლი
ხდებოდა? ტირანებმა უწყიან, რომ ხელოვნების ნაწარმოები
მოიცავს მონობისგან განთავისუფლებულთა ძალას, რომელიც
მხოლოდ მათთვის არ არის საგრძნობი, ვინც ვერ აღიქვამს ხე-
ლოვნებას. დიადი ნაწარმოები ადამიანის სახეს მეტ მშვენიერე-
ბასა და სიმდიდრეს ანიჭებს და აი, ეს არის მისი საიდუმლოც.
ათასობით ბანაკი და საპატიმროს ცხაური არ იკმარებს იმისათ-
ვის, რომ ხალხს ადამიანური ღირსების ეს შემძრავი მოწმობა
დავუმალოთ. ამიტომ მართალი არ არის, თითქოს შეიძლებო-
დეს, თუნდაც დროებით, კულტურის გაუქმება, ვითომცდა ახლის
მოსამზადებლად. შეუძლებელია შეწყდეს ადამიანთა ტანჯვისა

249
და ადამიანის სიდიადის მარადიული დასტური, ისე როგორც შე-
უძლებელია შეწყდეს სუნთქვა. მაგრამ კულტურა წარსულის
მემკვიდრეობის გარეშე არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია და
არც უნდა ვთქვათ უარი ჩვენს მემკვიდრეობაზე დასავლეთში.
როგორიც უნდა იყოს მომავლის მხატვრული ნაწარმოებები,
ისინი მოიცავენ იმავე საიდუმლოს, იმავე სიმამაცესა და თავი-
სუფლებას, რაც არსებობდა წარსულში და ისინი ატარებენ ყვე-
ლა საუკუნისა და ყველა ხალხის შემართებას. დიახ, თანამედ-
როვე ტირანია მართალია, როდესაც გვაგებინებს, რომ ხელო-
ვანი განმარტოებული შრომის დროსაც მისი სამოქალაქო მტე-
რია, მაგრამ მისი საშუალებით მისაგებელს მიაგებს ადამიანს,
რომლის მოდრეკაც აქამდე ვერაფერმა შეძლო.
დასკვნა მარტივი მექნება. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენი ისტო-
რიის ხმაურისა და მძვინვარებისას შევღაღადოთ: „გიხარო-
დენ!“, გიხაროდენ, რომ ჩვენ თვალწინ მოკვდა ყალბი და მყუდ-
რო ევროპა და მკაცრ ჭეშმარიტებათა წინაშე აღმოვჩნდით. გი-
ხაროდენ, როგორც წარმომადგენლებს კაცობრიობისა, რადგა-
ნაც დაინგრა მრავალწლიანი მისტიფიკაცია და გარკვევით ვხე-
დავთ, თუ რა გვემუქრება. და გიხაროდენ ვითარცა ხელოვანთ,
გამოღვიძებულთ და სმენაგახსნილთ და ჩვენი ნების საწინააღ-
მდეგოდ სიღატაკის, საპყრობილეების, სისხლისღვრის წინაშე
მდგომთ. თუ ამ სანახაობის წინაშე შევძლებთ შევინარჩუნოთ
ბედნიერი დღეებისა და სახეების ხსოვნა და სამყაროს მშვე-
ნიერების წინაშე არ დავივიწყებთ დაჩაგრულთ, მაშინ დასავლუ-
რი ხელოვნება თანდათანობით აღიდგენს ძალასა და მეფურ
ღირსებას. ისტორიაში, რა თქმა უნდა, ცოტა მაგალითს თუ შევ-
ხვდებით, როცა ხელოვანნი ასეთი რთული პრობლემის წინაშე
დგანან. მაგრამ სწორედ იმ ეპოქებში, როდესაც სიტყვები და

250
ფრაზები, სულ უბრალოც კი, თავისუფლებისა და სისხლის ფა-
სად მოიპოვება, მწერალი სწავლობს მათდამი სათუთ დამოკი-
დებულებას და იძენს ზომიერების გრძნობას. საშიშროება მწე-
რალს აიძულებს მიმართოს კლასიციზმს, და ყოველი დიადი, სა-
ბოლოო ჯამში, რისკისგან წარმოდგება.
წავიდა უპასუხისმგებლო ხელოვანთა დრო. შესაძლოა დაგ-
ვენანოს კიდეც, რადგანაც იგი ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი
იქნებოდა, მაგრამ ჩვენ იმდენი კი ძალგვიძს, რომ ვაღიაროთ
ჩვენი მდგომარეობის სირთულე, რაც იმავდროულად ზრდის
ჩვენს შესაძლებლობებს, მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას და ამა-
დაც ვღებულობთ გამოწვევას. ხელოვნებას დიდი ფასი არა აქვს,
როცა მისი ერთადერთი აზრი ხელოვანის სულიერი კომფორ-
ტია. რაიმე ცნება ან პრინციპი საზოგადოებაში რომ დამკვიდ-
რდეს, საჭიროა ბოლო მოეღოს მათ შესახებ სიცრუეს, სხვაგვა-
რად რომ ვთქვათ, ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, მათ-
თვის ის ფასი უნდა გადავიხადოთ, რაც მოგვეთხოვება. თუ თა-
ვისუფლება სახიფათო ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ცდი-
ლობს აღარ იყოს ცარიელი სიტყვა, რომლის შებღალვა დაუსჯე-
ლად შეიძლება. არ შემიძლია დავეთანხმო მათ, ვინც დღეს სიბ-
რძნის დაქვეითებას გვიკიჟინებენ. ეს მხოლოდ მოჩვენებითო-
ბაა. სიბრძნე არასოდეს არ დაქვეითებულა ისე, როგორც იმ
დროს, როცა იგი ბიბლიოთეკების ერთი მუჭა ჰუმანისტთა უშიშ-
როებით თვითტკბობას მსახურებდა. დღეს კი, როდესაც იგი
რეალურ საშიშროებათა წინაშე აღმოჩნდა, სწორედ დღეს არის
იმის ალბათობა, რომ იგი შეძლებს ხელახლა შეიძინოს მთელი
თავისი მნიშვნელობა და დაიბრუნოს საკუთარი თავის პატივის-
ცემა.

251
ამბობენ, ლუ სალომესთან დაშორების შემდეგ მარტოდ დარ-
ჩენილი ნიცშე, უზარმაზარ სამუშაოში ჩაფლული და იმავ-
დროულად დამძიმებული საქმით, რომელიც ყოველგვარი
მხარდაჭერის გარეშე უნდა ეკეთებინა, ღამღამობით გენუეზის
ყურის თავზე აღმართულ გორაკებზე სეირნობდა და ტოტებითა
და ფოთლებით უზარმაზარ კოცონებს აჩაღებდა, მერე კი დიდ-
ხანს შესცქეროდა მათ წვას. მაშ, ჩვენი ეპოქა ერთ-ერთი იმ კო-
ცონთაგანია, რომლის აუტანელი სიმხურვალეც ბევრ ნაწარმო-
ებს უეჭველად ფერფლად აქცევს! სამაგიეროდ, ისინი, რომლე-
ბიც გადარჩებიან, რომელთა ლითონი დაუზიანებელი დარჩება,
საშუალებას მოგვცემენ დაუოკებლად მივეცეთ იმ უმაღლეს გო-
ნებრივ სიხარულს, რომელსაც ეწოდება „აღტაცება“.
რა თქმა უნდა, შეიძლება ვისურვოთ, და მეც სხვებთან ერ-
თად ვისურვებდი, რომ ალი დაცხრეს, ამოგვასუნთქოს, აზრის-
თვის კეთილისმყოფელი დასვენების საშუალება მოგვცეს, მაგ-
რამ, ალბათ, ხელოვანს ნაბოძები არა აქვს სხვა სიმშვიდე, გარ-
და მგზნებარე ბრძოლაში მოპოვებულისა. „ნებისმიერი კედელი
კარია“, – თქვა ემერსონმა. მაშ, მოდით, ვეძებოთ იგი, მხოლოდ
ჩვენს გარშემორტყმულ კედელში გასასვლელად, ვეძებოთ შეს-
ვენება იქ, სადაც ეგების, მაშასადამე – ბრძოლის შუაგულში.
რადგანაც, ჩემი ღრმა რწმენით, – ამით დავასრულებ, – მხო-
ლოდ იქ შეიძლება მისი პოვნა. როგორც ერთხელ ითქვა, დიდი
იდეები ქვეყნად მტრედს მოაქვს თავისი ფეხებით. თუ ყურს მი-
ვუგდებთ, იმპერიებისა და ქვეყნების გრუხუნში ფრთების მოქნე-
ვის მსუბუქ ხმასაც გავიგონებთ – სიცოცხლისა და იმედის ჩქამს.
ერთნი იტყვიან, იმედი რომელიმე ხალხს მოაქვსო, სხვები –
ვინმეს ხალხიდანო. მე კი მიმაჩნია, რომ იმედს დღითი დღე ბა-
დებენ, აღორძინებენ, მხარს უბამენ მილიონობით მარტოხელე-

252
ბი, რომელთა ქმედება და შემოქმედება არღვევს სახელმწიფო-
თა საზღვრებს, უარყოფს ისტორიის უხეშ სიცრუეთ, რათა თუნ-
დაც წამიერად გაიბრწყინოს მარად დევნილმა სიმართლემ, იმ
სიმართლემ ტანჯვისა და სიხარულის შესახებ, რომელიც თი-
თოეულს შეგვაქვს მასში.

253
თანხმობის კიდობანი

ეს სიტყვა ტრადიციისამებრ წარმოთქმულ იქნა სტოკ-


ჰოლმის ქალაქის რატუშაში 1957 წლის 10 დეკემბერს
ბანკეტის ბოლოს, ნობელის პრემიის გადაცემის ცერე-
მონიალზე.

ამ ჯილდოს მიღებისას, რომელიც თქვენმა თავისუფალმა აკადე-


მიამ თავის სულგრძელობით მომანიჭა, უსაზღვრო მადლიერე-
ბის გრძნობამ შემიპყრო. მით უფრო დიდი იყო ჩემი მადლიერე-
ბა, რომ შესანიშნავად ვგრძნობ, ეს წარჩინება რამდენად მე-
ტობს ჩემს პირად, მოკრძალებულ დამსახურებად. ყოველი კა-
ცი, მეტადრე ხელოვანი, სახელის მოხვეჭას ლამობს. მეც არ
მეთქმის გამონაკლისი. მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება რომ
შევიტყვე, ჩემდა უნებურად შევუდარე მისი მნიშვნელობა იმას,
რასაც სინამდვილეში წარმოვადგენ. აბა, რომელ ჯერ კიდევ
ახალგაზრდა შემოქმედს, შრომით განმარტოებასა და ახლო მე-
გობართა წრეში ტრიალს რომაა ჩვეული, ვის ავლადიდებასაც
მარტო გულს დაჩნეული ეჭვები შეადგენს და სამწერლო ოსტა-
ტობითაც დიდად ვერ დაიკვეხნის, არ შეაკრთობდა ცნობა ამ არ-
ჩევნის შესახებ – მარტოსული, თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი კაცი
თვალის დახამხამებაში დიდების სხივებით რომ შემოსა და ყვე-
ლას დასანახად აღაზევა. განა შეეძლო მას არხეინად შეეფერე-
ბინა ეს დიდებული პატივი, მაშინ, როცა ევროპაში იმდენი სხვა,
ჭეშმარიტი დიდი მწერლების სახელებსაც კი არავინ იცნობს?

254
თანაც ახლა, როცა მის სამშობლოს თავს დამტყდარ უბედურე-
ბას ბოლო არ უჩანს...
დიახ, პანიკურმა შიშმა დამრია ხელი, შინაგანმა ძრწოლამ
შემიპყრო; და ხელახლა რომ მეპოვა სულიერი სიმშვიდე, დამ-
ჭირდა ერთმანეთისთვის შემეწონასწორებინა ჩემი მოკრძალე-
ბული პიროვნება და ეს დაუმსახურებლად უხვი საბოძვარი. რა-
კი ამ ჯილდოს ჩემად მიჩნევა ეგზომ მიჭირდა, მხოლოდ საკუ-
თარ დამსახურებათათვის ნაწყალობევად თუ მივიჩნევდი, სხვა
ვერაფერი მოვახერხე გარდა იმისა, რომ საშველად ვუხმე იმას,
რაც მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ძალას მმატებდა: წარ-
მოდგენას ჩემს ლიტერატურულ შემოქმედებაზე და მწერლის
როლზე საზოგადოებაში. მაშ, ნება მიბოძეთ მადლიერებითა და
მეგობრული გრძნობით აღვსილმა აგიხსნათ – რაც შეიძლება
მარტივად, როგორია ჩემი შეხედულება ამ საგანზე.
ამ ჩემი შემოქმედების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. მაგ-
რამ ჩემს დღეში არ დამიყენებია ეს შემოქმედება ყველაფერზე
მაღლა. პირიქით, ჩემი შემოქმედება სწორედ იმისთვის მჭირდე-
ბა, რომ არ დავშორდე ადამიანებს და საკუთარ თავად შთენილ-
მა ზუსტად ისე ვიცხოვრო, როგორც ხალხი ცხოვრობს ჩემს გარ-
შემო. – მე თუ მკითხავთ, შემოქმედება განმარტოებული ხელო-
ვანის თავის შექცევა როდია. იგი ხერხია, რაც შეიძლება მეტი
ადამიანის გრძნობათა გასაღვივებლად, მათთვის ყოველ-
დღიური ტანჯვისა და სიხარულის „რჩეული“, ამაღლებული ხა-
ტის ბოძებით. აი, რატომ აწევს ვალად მხატვარს არ განმარტოვ-
დეს, აი, რატომ უწყობს გამოცდას ხელოვნება სრულიად ბანა-
ლური და საყოველთაო ჭეშმარიტებებით. ხდება ისე, რომ ადა-
მიანი მხატვრის ხვედრს ირჩევს იმის გამო, რომ თავს
„რჩეულად“ გრძნობს, მაგრამ ძალიან მალე რწმუნდება, რომ

255
მის ხელოვნებას, მის რჩეულობას მხოლოდ ერთი წყარო ასაზ-
რდოებს: აღიარება იმისა, რომ მწერალიც გარეშემომყოფთა
მსგავსი და მგვანია. მხატვრის სული სწორედ საკუთარ თავსა და
სხვებს შორის ამ გამუდმებულ მოგზაურობაში იჭედება, სილამა-
ზიდან შუა გზაზე, ურომლისოდაც ყოფნა არ ძალუძს, ადამიანთა
თანამეგობრობისათვის, რომლისგანაც თავის დაღწევის ძალა
არ შესწევს. აი რატომაა, რომ ჭეშმარიტი ხელოვანისათვის უც-
ხოა ქედმაღლური ამპარტავნება: მას თავის მოვალეობად მიაჩ-
ნია გაუგოს ადამიანებს და არ კი გაკიცხოს ისინი. და თუკი უხ-
დება ამქვეყნად ვისიმე მხარის დაჭერა, ის მოვალეა, მხოლოდ
საზოგადოების მხარე დაიჭიროს, სადაც ნიცშეს დიადი გამო-
ნათქვამისა არ იყოს, მეუფება ექნება არა ბედს, არამედ შემოქ-
მედს, მუშა იქნება ის თუ ინტელექტუალი.
იმავ მიზეზის გამო მწერლის როლი განუყოფელია უმძიმეს
ადამიანურ მოვალეობათაგან. დღეს მას არ ძალუძს იმათ მსახუ-
რებდეს, ვინც ქმნის ისტორიას, – პირიქით, იგი სამსახურში უდ-
გას იმათ, ვის თავზედაც ტრიალებს ისტორიის ბორბალი. წინა-
აღმდეგ შემთხვევაში მას მარტოობა და ხელოვანებიდან მოკვე-
თა ელის; და ტირანიის ურიცხვი არმიები თავიანთი მილიონიანი
ლაშქრითურთ ვერ გამოიხსნიან მარტოობის ჯოჯოხეთიდან, მა-
შინაც კი – მეტადრე მაშინ – თუ ხელოვანი დათანხმდება ამ არ-
მიებს აუწყოს ფეხი. მაგრამ ერთი ყველასათვის უცნობი, საწა-
მებლად და სასიკვდილოდ განწირული ტუსაღის დუმილიც კი
სადღაც, ქვეყნიერების დასალიერს, კმარა საიმისოდ, რომ მხატ-
ვარი გათავისუფლდეს გაკიდეგანების სატანჯველისაგან, – ყო-
ველ შემთხვევაში მუდამჟამს, როცა კი შეძლებს თავისუფლები-
საგან ბოძებული პრივილეგიებით აღჭურვილმა გაიხსენოს ეს

256
დუმილი და თავისი ხელოვნების ძალით იგი ყველას წილხვედ-
რი გახადოს.
ჩვენგან არავინაა ამ მოწოდებაზე დიდი. მაგრამ თავისი
ცხოვრების ყველა შემთხვევაში, დროებით სახელ-დიდებით მო-
სილი იქნება იგი თუ სრულიად მარტო, უჩინარი, ტირანიის ხუნ-
დებდადებული თუ გარკვეულ დრომდე სიტყვის თავისუფლებით
განებივრებული, მწერალმა შეიძლება მოიპოვოს სრული სოლი-
დარობის გრძნობა ადამიანებთან – რაც მის არსებობას განსაზ-
ღვრავს – იმ ერთადერთი და აუცილებელი პირობით, რომ რამ-
დენადაც კი ძალა შესწევს, ორ ტვირთს იტვირთავს, მისი საძნე-
ლო ხელობის მთელ დიდებას რომ შეადგენენ: სიმართლის მსა-
ხურებასა და თავისუფლების სამსახურს. რადგანაც მწერლის
მოწოდება იმაში მდგომარეობს, რომ გააერთიანოს რაც შეიძ-
ლება მეტი ადამიანი, სიცრუესა და მონობას კი არ დაეფუძნოს,
რომლებიც ყველგან, სადაც სუფევენ, მარტოობის მეტს არა-
ფერს ამრავლებენ. რა სისუსტენიც არ უნდა სჭირდეს მწერალს,
ჩვენი ხელობის კეთილშობილება სამარადჟამოდ ორ ძნელად
შესამართ მოვალეობაზე შენობს: არასდიდებით არ იცრუო იმა-
ზე, რაც იცი და მუდამ წინ აღუდექ ჩაგვრას.
ოცი თუ მეტი წლის უგონო ისტორიის მანძილზე, მე, ჩემი ტო-
ლებისა არ იყოს, უმწეოდ ვიყავ გადმოტყორცნილი დროის ცო-
ფიან ღვართქაფში და მხოლოდ ბუნდოვანი გრძნობით ვიმხნე-
ვებდი თავს, რომ დღესდღეობით მწერლის პროფესია პატივია,
ღირსებაა, რადგან ეს ხელობა მარტო წერას როდი გვავალებს.
პირადად მე ის მახსენდება, რომ სხვებთან ერთად, ვინც იმა-
ვე ისტორიის მარწუხებში იყო მოქცეული, ვცდილობდი, რაც ძა-
ლა და ნიჭი შემწევდა, ღირსეულად მეტარებინა უბედურების
ჯვარი და იმედის ჩირაღდანი, ყოველივე იმის სიმბოლო, რასაც

257
ჩვენ ერთმანეთს ვუწილადებდით. ყმაწვილებს, ვინც I მსოფლიო
ომის ბოლოს გავჩნდით ამქვეყნად და ოცი წლისანი მოვიყარე-
ნით სწორედ მაშინ, როცა ჰიტლერელებმა იგდეს ხელთ ძალა-
უფლება, ვისაც პირველმა რევოლუციურმა ბრძოლებმა შეგვა-
ხო ფრთები და მერე ესპანეთის ამბებმაც ჩაგვითრია, ბოლოს II
მსოფლიო ომის კოშმარმა მოვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვგვიცვა,
საკონცენტრაციო ბანაკების ჯოჯოხეთში გვიკრა თავი, დღესაც
წამებისა და ციხეების ევროპაში გვიხდება ჩვენი შვილების აღ-
ზრდა. მათ უნდა შევუქმნათ ფასეულობანი სამყაროში, რომელ-
საც ბირთვული კატასტროფა ემუქრება. ამიტომ, ჩემი აზრით,
არავის აქვს უფლება ჩვენგან ოპტიმიზმს ითხოვდეს. მე თუ
მკითხავთ, ჩვენ მოვალენი ვართ გავიგოთ – თანაც ამ უბედურე-
ბასთან ბრძოლის შეუწყვეტლად – იმათი შეცდომა, ვინც ვერ გა-
უძლო სასოწარკვეთილების ძალთა მოსევას, თავს უფლება მის-
ცა პატიოსანი სახელისათვის ჩირქი მოეცხო და თანამედროვე
ნიჰილიზმის უფსკრულში გადაჩეხილიყო. მაგრამ ფაქტი ფაქ-
ტად რჩება: ჩვენთაგან უმრავლესობამ – როგორც ჩემს სამშობ-
ლოში, ასევე ევროპაშიც – დაგმო ეს ნიჰილიზმი და ცხოვრების
ახალი მიზნის ძიებას შეუდგა. ასე მოუხდათ შეეთვისებინათ იმ
ეპოქაში ცხოვრების ხელოვნება, რომელსაც მსოფლიო კატას-
ტროფა წალეკვით ემუქრება, რათა აღორძინდნენ და შეუპოვა-
რი ბრძოლა გაუმართონ სიკვდილის ინსტინქტს1, ჩვენს ისტო-
რიაში ბატონკაცურად რომ მოკალათებულა.
ყოველი თაობა დარწმუნებულია, რომ სწორედ იგია მოწო-
დებული სამყაროს გარდასაქმნელად. ჩემმა თაობამ უკვე იცის,
რომ სამყაროს ვერ გარდაქმნი. მაგრამ მისი ვალი იქნებ უფრო
დიდებულიცაა. იგი მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო დაღუპ-
ვის კარამდე არ მივიდეს. ამ თაობას, რომელმაც მემკვიდ-

258
რეობად მიიღო დასახიჩრებული ისტორია – ჩახშობილ რევო-
ლუციათა მომსწრესა და მონაწილეს, გაგიჟებული ტექნიკის,
მკვდარი ღმერთების, სულთმობრძავი იდეოლოგიების თვით-
მხილველს, მაცქერლის ისტორიისა, სადაც დღეის დღის უნიათო
მმართველებს, რაკიღა მასის დარწმუნება აღარ ძალუძთ, შეუძ-
ლიათ ყველაფერი დაანგრიონ, სადაც გონება ისე დამდაბლებუ-
ლა, რომ ზიზღისა და ჩაგვრის სამსახურში ჩამდგარა, თავის
თავში და თავის ურწმუნოებათა გარშემო უნდა აეღორძინებინა
თუნდაც უმცირესი ნაწილი იმისა, რაც სიკვდილ-სიცოცხლის
ღირსებას შეადგენს. სამყაროში, რომელსაც სიკვდილი დამუქ-
რებია, სამყაროში, რომელიც ჩვენს დიდ ინკვიზიტორებს შეუძ-
ლიათ სამუდამოდ სიკვდილის საუფლოდ აქციონ, ეს თაობა
ვალდებულებას იღებს საათის ისრის ბრუნვის საწინააღმდეგო
შლეგურ სრბოლაში მკვდრეთით აღადგინოს მშვიდობა ერთა
შორის, რომელიც მონურ მორჩილებაზე აღარ იქნება დაფუძნე-
ბული, ეცდება კვლავ შეარიგოს შრომა და კულტურა და ყველა
ხალხთან ერთობით ააგოს თანხმობის კიდობანი. ეჭვი მეპარე-
ბა, რომ იგი ბოლომდე შეძლებს ამ გიგანტური ამოცანის გადაჭ-
რას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან დედამიწაზე მან
უკვე აირჩია ორი რამ – სიმართლე და თავისუფლება – და თუ
დასჭირდა, მოახერხებს სულს ჩანთხეული ზიზღის გარეშე სი-
ცოცხლეც გასწიროს მათთვის. ეს თაობა იმსახურებს იმას, რომ
ყველგან აქებ-ადიდებდნენ და აქეზებდნენ, მეტადრე იქ, სადაც
ის მსხვერპლად ეწირება და მეც მინდა სწორედ მას გადავულო-
ცო თქვენი გულწრფელი აღტაცება. იმედი მაქვს ამგვარად მას
მივაგო პატივი, რომელსაც მე მომაგებთ.
და ახლა, როცა საკადრისს მივუზღავთ მწერლის ხელობას,
მე კიდევ ვინდომებდი განმესაზღვრა მისი ჭეშმარიტი ადგილი

259
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგანაც მას სხვა ტიტულები ან
ღირებულებანი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომლებსაც თავის
თანამებრძოლებთან გაიზიარებდა, – დაუცველ, მაგრამ მედგარ
მწერლებთან, თავიანთი ნაშობი ნაწარმოებებისა რომ არ ერ-
ცხვინებათ, მაგრამ მზაობაც არ მოსდევთ რჯულად, ყველას
თვალწინ რომ მერყეობენ ტანჯვასა და სილამაზეს შორის, მო-
წოდებულნი რომ არიან მხატვრის გაორებული სულიდან გამო-
იხმონ სახეები, რომელთა გაცამტვერებასაც ჯიუტად და ამაოდ
ცდილობს ისტორიის დამანგრეველი ქარიშხალი. ამის შემდეგ
ვინ გაბედავს მოითხოვოს მათგან მზამზარეული გადაწყვეტი-
ლებანი და კეთილსახოვანი მორალი? ჭეშმარიტება იდუმალე-
ბითაა მოსილი, იგი მარადჟამს უსხლტება გონებას, მას კვლავ
და კვლავ მონადირება სჭირდება. თავისუფლება სახიფათოა,
მისი პყრობა ისევე ძნელია, როგორც დამათრობელი. ჩვენ ამ
ორი მიზნისაკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, დაე, გაჭირვებით, მაგ-
რამ მედგრად გავწიოთ წინ და ამთავითვე ვიცოდეთ, რამდენი
მარცხი და დაცემა გველის ამ ეკლიან გზაზე. აბა, რომელი მწე-
რალი გაბედავს, ცხადლივ თუ ესმის ეს ყოველივე, სიქველის
მქადაგებლად გამოვიდეს საზოგადოების წინაშე? მე, ჩემდათა-
ვად, კიდევ უნდა გაგიმეოროთ, რომ სულაც არა ვარ მქადაგებე-
ლი. ვერასდროს შევძელ უარი მეთქვა სინათლეზე, ყოფიერების
სიხარულზე, თავისუფლად ცხოვრებაზე, დაბადებიდან რომ მარ-
გუნა ბედმა (და ვერ განვეშორები). და თუმცა ყოველივე
ამეებისკენ ლტოლვას ვაბრალებ ბევრ ჩემს შეცდომასა და
გზაარეულობას, ცხადია, რომ სწორედ ის მომეხმარა უკეთ გავ-
რკვეულიყავ ჩემს ხელობაში, ის მეხმარება დღესაც, ინსტინქტუ-
რად მაქეზებს არ გავემიჯნო ყველა იმ მდუმარებამისჯილ ადამი-
ანს, მათთვის განწესებულ სიცოცხლეს მხოლოდ მოგონებებით

260
ანდა ბედნიერების ხანმოკლე, მოულოდნელი დაბრუნებებით
რომ იტანენ.
მოკლედ, ჩემს ჭეშმარიტ არსს რომ ვსაზღვრავ, ჩემს შესაძ-
ლებლობებს, ვადებსა და რწმენის ძნელ სიმბოლოს, ვგრძნობ,
რამდენად მიადვილდება ახლა, ამ დასკვნაში გიჩვენოთ უსაზ-
ღვრო გულუხვობა იმ ჯილდოსი, რომელიც მომანიჭეთ; რამდე-
ნად მიადვილდება გითხრათ ახლა ისიც, რომ ვისურვებდი ეს
ჯილდო მიმეღო როგორც ყველა იმათდამი მიგებული პატივი,
ვინც ჩემთან ერთად იზიარებს საერთო ბრძოლის სიმძიმეს, და
არამცთუ არავითარი პრივილეგია არ მიუღია, პირიქით, უბედუ-
რება დაატეხეს თავს და დევნის მსხვერპლად აქციეს. მე ისღა
დამრჩენია, მადლობა გადაგიხადოთ მთელი გულით და, საჯა-
როდ, ნიშნად ჩემი მადლიერებისა, ერთგულების ფიცი დაგი-
დოთ, რომელსაც ყოველი ჭეშმარიტი ხელოვანი ყოველ ცისმა-
რე დღეს მდუმარედ, გულის სიღრმეში აძლევს თავის თავს.

261
ბორის პასტერნაკი

...ვალდებული ვარ უარი ვთქვა

1958
კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის გამო ბორის პას-
ტერნაკი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ნობელის პრემიაზე.
ისტორიული სამართლიანობა 31 წლის შემდეგ, 1989 წელს
აღდგა: გარდაცვლილი მამის კუთვნილი დიპლომი და მედალი
ნობელიანტის შვილს გადასცეს.
სანობელო სიტყვის ნაცვლად, რომელიც ბორის პასტერნაკს
უნდა წარმოეთქვა, გთავაზობთ მისი შვილის, ევგენი პასტერნა-
კის სტატიას.
ბორის პასტერნაკის ასი წლისთავთან დაკავშირებით გამარ-
თულ მოვლენათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნობე-
ლის კომიტეტის გადაწყვეტილებას, აღედგინა ისტორიული სი-
მართლე – იძულებითად და ძალდაკარგულად ეღიარებინა პას-
ტერნაკის უარი ნობელის პრემიაზე და დიპლომი და მედალი გა-
დაეცა გარდაცვლილი ლაურეატის ოჯახისათვის. 1958 წლის შე-
მოდგომაზე პასტერნაკისათვის ლიტერატურაში ნობელის პრე-
მიის მინიჭებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამან ღრმა ტრაგიზ-
მით აღავსო და სიცოცხლე მოუსწრაფა პოეტს. მომდევნო ოცდა-
თი წლის განმავლობაში ეს თემა აკრძალულად ითვლებოდა და
ამოუცნობი რჩებოდა.
პასტერნაკის ნობელის პრემიაზე პირველად ომის შემდგომ
წლებში ალაპარაკდნენ. ნობელის კომიტეტის ამჟამინდელი მე-

262
თაურის ლარს გილენსტენის მიერ მოწოდებული ცნობების მი-
ხედვით, მისი კანდიდატურა თურმე ყოველწლიურად განიხილე-
ბოდა, დაწყებული 1946 წლიდან და დამთავრებული 1950
წლით. მერე მისი სახელი კვლავ გამოჩნდა 1957 წელს, პრემია
კი მიენიჭა 1958 წელს. პასტერნაკი ამის თაობაზე ირიბად – სა-
მამულო კრიტიკის თავდასხმათა გამწვავების მიხედვით – გებუ-
ლობდა. ზოგჯერ იძულებული ხდებოდა თავი ემართლებინა, რა-
თა თავიდან აეცილებინა ევროპაში სახელის მოპოვებასთან და-
კავშირებული პირდაპირი მუქარა: „მწერალთა კავშირის ცნო-
ბით, დასავლეთში ზოგიერთ ლიტერატურულ წრეში ჩემს მოღვა-
წეობას უჩვეულო მნიშვნელობას ანიჭებენ – მისი უბრალოებისა
და უნაყოფობისათვის სრულიად შეუხამებელს“.
მისდამი გამახვილებული ყურადღების გასამართლებლად
იგი დაჟინებითა და ვნებით წერდა რომანს „ექიმი ჟივაგო“, რუ-
სული სულიერი ცხოვრებისადმი მიმართულ მხატვრულ ან-
დერძს.
1954 წლის შემოდგომაზე ოლღა ფრეიდენბერგი ეკითხებო-
და ლენინგრადიდან: „ჩვენთან ხმა დადის, ნობელის პრემია მი-
გიღია. მართალია? აბა, საიდან დაირხა ასეთი ხმა?“. „მსგავსი
ხმები აქაც გაისმის, – პასუხობდა პასტერნაკი, – ოღონდ ჩემამ-
დე სულ ბოლოს აღწევს. მე ყველაზე გვიან ვგებულობ – ...უფრო
მეშინოდა, ვიდრე მინდოდა ჭორი არ გამართლებულიყო. თუმცა
ამ მინიჭებას თან მოჰყვებოდა სავალდებულო გამგზავრება
ჯილდოს მისაღებად, ფართო სამყაროში გაფრენა, აზრთა გაც-
ვლა, მაგრამ, მაინც, მე ვერ შევძლებდი ამ მოგზაურობას
ჩვეულებრივი მოსამართი თოჯინასავით, როგორც მიღებულია
საერთოდ. მე ჩემიანების სიცოცხლე მაფიქრებს, რომანი დაუწე-
რელი მაქვს... ჩანს, ღმერთი მოწყალეა და საფრთხემაც ჩაიარა,

263
ეტყობა, დასახელდა კანდიდატურა, რომელსაც გარკვევით
დაუჭირეს მხარი. ამაზე წერდნენ ბელგიურ, ფრანგულ და დასავ-
ლეთგერმანულ გაზეთებში. ეს უნახავთ, წაუკითხავთ, ასე ყვები-
ან. მერე ხალხმა მოისმინა (როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი), რომ
მე დამასახელეს, იცნობდნენ რა წესებს, წარმომადგენლობას,
რომელიც შუამდგომლობდა, მოსთხოვეს დათანხმებოდა და
ეცადა შოლოხოვის კანდიდატურით ჩემი შეცვალა, რომლის
უარყოფის შემდგომაც კომისიამ დაასახელა ჰემინგუეი, და მას,
ალბათ, მიანიჭებენ კიდევაც პრემიას მე კი გამეხარდებოდა სა-
ვარაუდოდ მაინც მოვხვედრილიყავი იმ რანგში, რომელშიც იყ-
ვნენ ჰამსუნი და ბუნინი, და თუნდაც გაუგებრობისა გამო აღმოვ-
ჩენილიყავი ჰემინგუეის გვერდით“.
რომან „ექიმ ჟივაგოს“ წერა ერთი წლის შემდეგ დასრულდა.
მის ფრანგულ თარგმანს თანაგრძნობით ადევნებდნენ თვალს
ალბერ კამიუ, ნობელის პრემიის 1957 წლის ლაურეატი. თავის
შვედურ ლექციაში იგი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა პას-
ტერნაკზე. 1958 წელს პასტერნაკს მიენიჭა ნობელის პრემია
„თანამედროვე ლირიკულ პოეზიასა და დიდი რუსული პროზის
დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის“.
ნობელის კომიტეტის მდივნის ანდერს ესტერლინგის დეპეშა
რომ მიიღო, პასტერნაკმა 1958 წლის 23 ოქტომბერს ასე უპასუ-
ხა: „მადლობელი ვარ, მიხარია, მეამაყება, დარცხვენილი ვარ“.
მას ულოცავდნენ მეზობლები, მოდიოდა დეპეშები, თავს ეხვე-
ოდნენ კორესპონდენტები. ზინაიდა ნიკოლაევნა ფიქრობდა,
როგორი კაბა უნდა შეეკერა სტოჰოლმში გასამგზავრებლად.
ისე ჩანდა, თითქოს ყოველგვარი უბედურება, შევიწროება რო-
მანის გამოცემასთან დაკავშირებით, ცეკასა და მწერალთა კავ-
შირში გამოძახებები უკან დარჩა, ნობელის პრემია იყო სრული

264
და აბსოლუტური გამარჯვება და აღიარება, პატივი, რომელიც
მთელ რუსულ ლიტერატურას მიაგეს.
მაგრამ მეორე დილით მოულოდნელად მოვიდა კონსტანტინ
ფედინი, რომელმაც გვერდი აუარა სამზარეულოში მოფუსფუსე
დიასახლისს და პირდაპირ პასტერნაკთან, კაბინეტში ავიდა. ფე-
დინმა პასტერნაკს მოსთხოვა დაუყოვნებლივ, დემონსტრა-
ციულად უარი ეთქვა პრემიაზე, თანაც ხვალინდელ გაზეთებში
დევნით ემუქრებოდა. პასტერნაკმა უპასუხა, რომ ვერაფერი
აიძულებს უარი თქვას მისდამი გამოჩენილ ასეთ პატივზე, რომ
მან უკვე უპასუხა ნობელის კომიტეტს, და აღარ შეუძლია მის
თვალში უმადურ მატყუარად გამოჩნდეს. მან აგრეთვე გადაჭ-
რით იუარა ფედინთან ერთად მის აგარაკზე წასვლა, სადაც იჯდა
და ახსნა-განმარტებისათვის ელოდა ცეკას კულტურის განყო-
ფილების გამგე პოლიკარპოვი.
იმ დღეებში ჩვენ ყოველდღე დავდიოდით პერედელკინოში.
მამას ჩვეული რიტმისათვის არ უღალატნია, განაგრძნობდა მუ-
შაობას. მაშინ იგი სლოვაცკის „მარიამ სტიუარტს“ თარგმნიდა,
სახეზე ნათელი დასთამაშებდა, გაზეთებს არ კითხულობდა, ამ-
ბობდა რომ ნობელის პრემიის ლაურეატობის პატივისათვის
მზად იყო ყოველგვარი დანაკლისი აეტანა. სწორედ ასეთი ტო-
ნით მისწერა წერილი მწერალთა კავშირის პრეზიდენტს, სხდო-
მაზეც არ წავიდა, და სადაც გ. მარკოვის მოხსენების მიხედვით
გარიცხულ იქნა კავშირის წევრობიდან. ჩვენ არაერთხელ შევე-
ცადეთ, მაგრამ მწერალთა კავშირის არქივში ამ წერილს ვერ
მივაგენით, ალბათ, გაანადგურეს. მამა ხალისით გვიყვებოდა
მის შესახებ, პერედელკინოში დაბრუნებამდე რომ შემოგვიარა.
წერილი ოცდაორი პუნქტისაგან შედგებოდა, რომელთა შორის
დამამახსოვრდა:

265
„მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია დაწერო „ექიმი ჟივაგო“
და დარჩე საბჭოთა მწერლად, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში
დამთავრდა, როცა გამოაქვეყნეს დუდინცევის რომანი „არა
მხოლოდ პურითა“, რაც დათბობის შთაბეჭდილებას ქმნიდა.
რომანი იტალიის კომუნისტურ გამომცემლობას გადავეცი და
ველოდებოდი ცენზირებული გამოცემის მოსკოვში გამოსვლას.
თანახმა ვიყავი ყველა საჩოთირო ადგილის ჩასწორებაზე. საბ-
ჭოთა მწერლის შესაძლებლობები მე უფრო ვრცელი მეგონა,
ვიდრე ყოფილა. რომანი რომ ჩავაბარე იმ სახით, როგორიც
იყო, იმედი მქონდა, რომ მას კრიტიკოსების მეგობრული ხელი
მოხვდებოდა.
ნობელის კომიტეტში სამადლობელო წერილს რომ ვგზავნი-
დი, მიმაჩნდა, რომ პრემია მომენიჭა არა რომანისათვი, არამედ
მთლიანად ყველაფრისათვის, რაც გამიკეთებია, როგორც აღ-
ნიშნულია მის ფორმულირებაში. ასე შემეძლო მეფიქრა, რადგა-
ნაც პრემიაზე ჩემი კანდიდატურა ჯერ კიდევ იმ დროში დაასახე-
ლეს, როცა რომანი საერთოდ არ არსებობდა, და მის თაობაზე
არავინ არაფერი იცოდა.
ვერაფერი მაიძულებს უარი ვთქვა იმ პატივზე, რაც მომაგეს
მე, თანამედროვე მწერალს, რუსეთში მცხოვრებს, და შესაბამი-
სად საბჭოელს. მაგრამ მე მზად ვარ ნობელის პრემიის ფული
გადავუგზავნო მშვიდობის დაცვის კომიტეტს.
ვიცი, რომ „საზოგადოების აზრის გათვალისწინებით“ დაის-
მება საკითხი მწერალთა კავშირიდან ჩემი გარიცხვის შესახებ.
თქვენგან მე სამართლიანობას არ ველი. თქვენ შეგიძლიათ
დამხვრიტოთ, გადამასახლოთ, გააკეთოთ ყველაფერი, რასაც
ინებებთ. მე წინასწარ შეგინდობთ. ოღონდ ნუ აჩქარდებით. ეს
არც ბედნიერებას შეგმატებთ და არც დიდებას. და გახსოვდეთ,

266
რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაინც მოგიწევთ ჩემი რეაბილი-
ტაცია. თქვენს პრაქტიკაში ეს ხომ პირველად არ ხდება“.
ამაყი და დამოუკიდებელი პოზიცია დაეხმარა პასტერნაკს
პირველი კვირის განმავლობაში მაინც აეტანა ყველა შეურაც-
ხყოფა, მუქარა და ბეჭდვითი სიტყვის ანათემა. ის აწუხებდა, რა-
მე უსიამოვნება ხომ არ მომადგა მე სამსახურში და ლენას უნი-
ვერსიტეტში. რაც შეგვეძლო ვამშვიდებდით, ერენბურგისგან ვი-
გებდი და ვუამბობდი მამას იმის შესახებ, თუ როგორი მხარდა-
ჭერის ტალღა აზვირთდა იმ დღეებში დასავლეთის პრესაში.
მაგრამ უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებდა 29 ოქტომბრი-
დან, როცა მოსკოვში ჩამოვიდა, ტელეფონით ო. ივინსკაიას
ელაპარაკა და ტელეგრაფისაკენ გაეშურა სტოკჰოლმში ტელეგ-
რამის გასაგზავნად: „იმ მნიშვნელობის გამო, რაც ჩემთვის მო-
ნიჭებულმა ჯილდომ შეიძინა საზოგადოებაში, რომელსაც მე ვე-
კუთვნი, ვალდებული ვარ უარი ვთქვა, შეურაცხყოფად ნუ
მიიღებთ ჩემს ნებაყოფლობით უარს“. მეორე ტელეგრამა ცეკა-
ში გაიგზავნა: „დაუბრუნეთ ივინსკაიას სამსახური, მე უარი
ვთქვი პრემიაზე“.
საღამოს პერედელკინოში რომ ჩავედი, მამა ვეღარ ვიცანი.
ნაცრისფერი, ფერდაკარგული სახე, ნატანჯი, უბედური თვალე-
ბი, და ყველაფერზე ერთი და იგივე: „ახლა აღარაფერს ამას
მნიშვნელობა არა აქვს, პრემიაზე უარი ვთქვი“.
მაგრამ ეს მსხვერპლი უკვე აღარავის სჭირდებოდა. ამან ვე-
რანაირად ვერ შეუმსუბუქა მდგომარეობა. ეს არც შეუმჩნევიათ
არც მწერალთა მოსკოვის საერთო შეკრებაზე, ორი დღის შემ-
დეგ რომ გაიმართა... მოსკოველი მწერლები მთავრობას მიმარ-
თავდნენ თხოვნით, ჩამოერთმიათ პასტერნაკისათვის მოქალა-
ქეობა და გაესახლებინათ საზღვარგარეთ. მამა ძალიან მტკივ-

267
ნეულად განიცდიდა ზინაიდა ნიკოლაევნას უარს, რომელიც ამ-
ბობდა, რომ არ შეუძლია სამშობლოს დატოვება და ლენას გა-
დაწყვეტილებას დარჩენილიყო დედასთან. იგი ხალისით შეეგე-
ბა ჩემს თანხმობას ყველგან გავყოლოდი, სადაც უნდა გაესახ-
ლებინათ.
გასახლება დაუყოვნებლივ მოხდებოდა, რომ არა ხრუშჩოვ-
თან ჯავაჰარლალ ნერუს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაც-
ხადა პასტერნაკის დაცვის კომიტეტს ჩასდგომოდა სათავეში.
ყველაფერი თავის ნებაზე რომ მიეშვა, საჭირო იყო პასტერნაკს
ხელი მოეწერა „პრავდაში“ და ხრუშჩოვისადმი ხელმძღვანე-
ლობასთან შეთანხმებულ მიმართვის ტექსტზე. საქმე ის კი არ
არის, ამ წერილების ტექსტი კარგია თუ ცუდი, ან რა ჭარბობს
მათში – მონანიება თუ თვითგანმტკიცება, მთავარი ის არის,
რომ ეს წერილები პასტერნაკის მიერ არის დაწერილი, ხელმო-
წერა იძულებითია. ეს დამცირება, მის ნებაზე ძალადობა განსა-
კუთრებით მწვავდებოდა იმის გამო, რომ ეს აღარავის სჭირდე-
ბოდა.
გავიდა წლები. მე ცოტაღა მიკლია იმ ასაკს, მამა რომ იყო
1958 წელში. სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რომლის ახლო
მეზობლად ცხოვრობდა მამა 1914-1938 წლებში, 1989 წლის 1
დეკემბერს გაიხსნა გამოფენა „პასტერნაკის სამყარო“. შვედე-
თის ელჩმა, ბატონმა ბერნერმა გამოფენაზე ჩამოიტანა ნობე-
ლის პრემიის ლაურეატის დიპლომი. გადაწყვეტილი იყო მედა-
ლი საზეიმოდ გადაეცათ მიღებაზე, რომელსაც შვედეთის აკადე-
მია და ნობელის კომიტეტი მართავდნენ 1989 წლის ლაურეატე-
ბისათვის. ბატონ ბერნერის აზრით, მე სტოკჰოლმში უნდა ჩავ-
სულიყავი და მიმეღო ეს ჯილდო. ვუპასუხე, რომ ვერანაირად
ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ამის მოხერხება. მან

268
ნობელის კომიტეტის თანხმობა მიიღო და საელჩომ და კულტუ-
რის სამინისტრომ რამდენიმე დღეში გააფორმეს საჭირო ქა-
ღალდები, ასე რომ, 7-ში მე და ჩემი მეუღლე საშობაო ეჟვნებით
მორთული თვითმფრინავით სტოკჰოლმში მივფრინავდით.
ჩვენ დაგვხვდა პროფესორი ლარს კლებერგი, ცნობილი 20--
იანი წლების რუსულ ავანგარდზე თავისი ნაშრომებით და ქალა-
ქის საუკეთესო სასტუმრო „გრანდ ოტელში“ წაგვიყვანა, სადაც
იმ დღეებში თავიანთ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად
ცხოვრობდნენ 1989 წლის ნობელის ლაურეატები. ნომერში
მორთმეული ვახშმის შემდეგ დასაძინებლად დავწექით.
დილის მზის სხივებმა ფარდებში შემოაღწია და გამაღვიძა.
საწოლიდან წამოვხტი და დავინახე ზღვის ლაგუნის მკლავი, ხი-
დები, გემები, რომლებიც მზად იყვნენ არქიპელაგის კუნძული-
საკენ გაეცურათ, რომელზეც მდებარეობდა სტოკჰოლმი. მეორე
ნაპირზე გორაკად შემორკალულიყო ძველი ქალაქის კუნძული
თავისი სამეფო სასახლით, ტაძრითა და ბირჟის შენობებით, სა-
დაც შვედეთის აკადემიას მეორე სართული უკავია,ვიწრო ქუჩე-
ბით, საშობაო ბაზრით, დახლებითა და ნებისმიერ გემოვნებაზე
გათვლილი პატარა რესტორნებით. გვერდით ცალკე კუნძულზე
აღმართულიყო პარლამენტის შენობა, მეორეზე – რატუშა, ოპე-
რის თეატრი...
ის დღე პროფესორ ნილს ოკე ნილსონის, რომელიც ოც-
დაათი წლის წინათ გავიცანით პერედელკინოში, როცა 1959
წლის ზაფხულში პასტერნაკთან ჩამოვიდა და პერ არნე ბუდი-
ნის, რომელმაც დაწერა წიგნი იური ჟივაგოს ლექსების ევანგე-
ლისტურ ციკლზე, საზოგადოებაში გავატარეთ. ვსეირნობდით,
ვსადილობდით, ვათვალიერებდით ნაციონალური მუზეუმის დი-

269
დებულ კრებულს. გაზეთების მუშაკები გვეკითხებოდნენ ჩვენი
ჩასვლის მნიშვნელობაზე.
მომდევნო დღეს, 9 დეკემბერს, შვედეთის აკადემიაში სა-
ზეიმო მიღებაზე ნობელის პრემიის ლაურეატების, შვედეთისა
და სსრკ-ის ელჩების, აგრეთვე მრავალრიცხოვანი სტუმრების
თანდასწრებით აკადემიის ნამდვილმა მდივანმა, პროფესორმა
სტურე ალენმა გადმომცა ბორის პასტერნაკის ნობელის მედა-
ლი. მან წაიკითხა მამას მიერ 1958 წლის 23 და 29 ოქტომბერს
გაგზავნილი ორივე ტელეგრამა და თქვა, რომ შვედეთის აკადე-
მიამ პრემიაზე პასტერნაკის უარი ჩათვალა იძულებითად და ახ-
ლა, ოცდათერთმეტი წლის შემდეგ, მედალს გადასცემს მის
ვაჟს, და წუხს იმის გამო, რომ ლაურეატი უკვე აღარ არის ცოც-
ხალი. მან თქვა, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი.
საპასუხო სიტყვა მომცეს მე. მადლობა მოვახსენე შვედეთის
აკადემიასა და ნობელის კომიტეტს მათი გადაწყვეტილებისათ-
ვის და ვთქვი, რომ ჯილდოს საპატიო ნაწილს ვღებულობ ტრაგი-
კული სიხარულის გრძნობით. ბორის პასტერნაკისათვის ნობე-
ლის პრემია, რომელსაც იგი უნდა დაეხსნა მარტოსული და დევ-
ნილი კაცის მდგომარეობიდან, მიზეზი გახდა ახალი ტანჯვისა,
რამაც სიმწრით შეფერა მისი ცხოვრების უკანასკნელი
წელიწად-ნახევარი. ის, რომ იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა
პრემიაზე და ხელი მოეწერა მთავრობისადმი შეთავაზებულ მი-
მართვაზე, აშკარა ძალადობა იყო, რომლის სიმძიმესაც სიცოც-
ხლის ბოლო წუთამდე განიცდიდა. მინდა მჯეროდეს, რომ ის სა-
სიკეთო ცვლილებები, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს,
და რამაც შესაძლებელი გახადა დღევანდელი მოვლენა, ნამ-
დვილად მიიყვანს კაცობრიობას იმ მშვიდობიან და თავისუფალ
არსებობამდე, რისი დიდი იმედიც ჰქონდა მამაჩემს და რისთვი-

270
საც მუშაობდა. მე მეტად მიახლოებით გადმოგცემთ ჩემი სიტ-
ყვების შინაარსს, რადგანაც ტექსტი არ მომიმზადებია...
1989 წლის პრემიების გადაცემისადმი მიძღვნილი 10 დეკემ-
ბრის საზეიმო ცერემონია, ჩემს აღქმაში ქვეშეუცნობლად
დაუკავშირდა შექსპირსა და მის ჰამლეტს. მეგონა, მივხვდი, თუ
რისთვის სჭირდებოდა შექსპირს ამ დრამის სკანდინავიური გა-
რემო, მოკლე საზეიმო სიტყვებისა და ორკესტრის მონაც-
ვლეობა, ზარბაზნის შუშხუნები და ჰიმნები, ძველებური კოს-
ტიუმები. ოფიციალური ნაწილი ფილარმონიაში მიმდინარეობ-
და, ბანკეტი ათას მონაწილეზე და მეჯლისი – რატუშაში. შუა
საუკუნეების მონატრება იგრძნობოდა თვით რატუშის არქიტექ-
ტურაშიც, დარბაზს შემოწყობილ გალერეებშიც, მაგრამ სახალ-
ხო სულისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ცოცხალი
სუნთქვა ისმოდა სტუდენტურ სიმღერებში...
ამ ნადიმზე თვალისა და სმენის დამპყრობ და სულის ამაფო-
რიაქებელ ნოტად იქცა ფართო კიბის ბაქანზე მსტისლავ როს-
ტროპოვიჩის გამოჩენა. თავის გამოსვლას მან წარუმძღვარა
სიტყვები: „თქვენო უდიდებულესობავ, ღრმად პატივცემულო
ნობელის ლაურეატებო, ქალბატონებო და ბატონებო! ამ დიდე-
ბულ ზეიმზე მინდა შეგახსენოთ რუსი პოეტი ბორის პასტერნაკი,
რომელსაც სიცოცხლეში მოაკლდა უფლება მიეღო მინიჭებული
ჯილდო და ესარგებლა ბედნიერებითა და პატივით – ყოფილიყო
ნობელის პრემიის ლაურეატი. ნება მომეცით, როგორც მისმა
თანამემამულემ და რუსული მუსიკის წარმომადგენელმა დაგიკ-
რათ სარაბანდა ბახის სიუიტა დ-მოლიდან ვიოლონჩელოს სო-
ლოსთვის“. კლავდიას ნადიმზე ჰამლეტისეული მონოლოგის
ტრაგიკული ხმით ჟღერდა ვიოლონჩელი, ბახის უძირო მუსიკა-
ში ისმოდა გეთსიმანიის ნოტის სევდანარევი ტკივილი:

271
Гул затих, Я вышел на подностки.
Прислонясь к дверному косяку,
Я ловлю в далеком отголоске,
Что случится на моем веку.
ბანკეტის შემდეგ როსტროპოვიჩმა და გალინა ვიშნევსკაიამ
სასტუმრო ოთახში შეგვიყვანეს, სადაც მეფე და დედოფალი სა-
პატიო სტუმრებს იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე მეგობრული სიტ-
ყვით მივმართეთ ერთმანეთს.
მეორე დილით მოსკოვში გამოვფრინდით.

272
სალვატორე კვაზიმოდო

პოეტი და პოლიტიკოსი

1959
„The night is long that never finds the day“1 – შექსპირის ეს
სიტყვები „მაკბეტიდან“ ზედგამოჭრილია პოეტის მდგომა-
რეობის განსასაზღვრად. მკითხველი, ბავშვობის მეგობრის სა-
ხით რომ ევლინება პოეტს მის მარტოობაში, შესაძლოა, ცოტა
უფრო ამთვისებელი და ფხიზელი იყოს, კითხვას ჩვეული, მაგ-
რამ თავისი შეფასებებისა და მსჯელობების დროს არცთუ
მთლად თავდაჯერებული.

ადამიანის ასლის გადაღება პოეტისათვის სამყაროს უარყოფას


ნიშნავს, არსებობის შეუძლებლობას, თუმცა მისი ყველაზე დიდი
მოთხოვნილება ადამიანებთან საუბარია, სულიერ--
მატერიალური ჭეშმარიტების შესახებ ჰარმონიულ ლექსთა მეშ-
ვეობით მათთან გაერთიანება. გულუბრყვილობა ძლიერი თვი-
სებაა, იგი ხელს უწყობს შეგრძნებათა უკეთ გადაცემას, მეგობ-
რის გულუბრყვილობა კი, პოეტურ სტრიქონთა ლოგიკურ გა-
მართლებაზე რომ ოცნებობს, უტყუარი გზავნილი ხდება, ცენ-
ტრი, რომელიც საშუალებას იძლევა მოიხაზოს პარაბოლის ნა-
ხევარი. დანარჩენი მკითხველები ძველ დროთა პოეტები არიან,
რომელნიც უხრწნადი შორეთიდან ჭვრეტდნენ ახლახან დაწე-
რილ გვერდებს, მათი პოეტური ფორმები უკვდავია და წარმო-

273
უდგენლად ძნელია შექმნა ახალი, რომელსაც მათთან შედარე-
ბა შეეძლოს.
მწერალი ივანებს ადამიანთა წიაღ და ბაძავს მათ, სანამ თა-
ვის პერსონაჟთა შესაძლებლობებს „ამოწურავს“. პოეტი თავის
იდუმალ სამყაროში მარტოა და სავსებით არ ადარდებს, რა
ელის წინ – სასოწარკვეთა თუ იმედი. შემდეგში სახე მრავალსა-
ხე უხდება, მიმიკა კი მოწონების ან განმკიცხველ მსჯელობებად
ექცევა. ასე ხდება პირველი ლექსების გამოქვეყნებისას, როცა
მღელვარებას აღწევ თავს, რადგან პოეტის დაბადება, რომელიც
ლიტერატურული იერარქიის მწვერვალის დაკავებას მიელტვის
მიწყივ, – სახიფათოა არსებული წესრიგისათვის.

პოეტთან უცნაური საზოგადოება იყრის თავს – კრიტიკოსები,


პროვინციელი პროფესორები, ლიტერატორები, – რომლებთა-
ნაც დაძაბული ურთიერთობაი მყარდება. პოეტის ახალგაზრდო-
ბაში ეს ადამიანები მთელი ძალითა და ღონით უნგრევენ მას მე-
ტაფიზიკას, უმახინჯებენ სახეებს, უსწორებენ „შეცდომებს“, რა-
ღაც აბსტრაქტული პოეტური სტანდარტებიდან გამომდინარე.
პოეზია, სხვათა შორის, პოეტის ფიზიკური „მე“-ა, რომლის
გამოყოფაც მისი პოეზიისგან შეუძლებელია. თუმცა ავტობიოგ-
რაფიულ წვრილმანებს ბოროტად არ გამოვიყენებ. ჩემს ქვეყა-
ნაზე საუბრისას, რომელიც, როგორც საყოველთაოდაა ცნობი-
ლი, ყოველ საუკუნეში თავის ჯოვანი დელა კაზას შობს, ანუ ნა-
ტიფი ლექსთწყობისა და მომწიფებული ნიჭიერების ლიტერა-
ტორთ. ტრადიციის ეს ქურუმები ნათელხილვასა და წარმოსახ-
ვას ფლობენ და ფანატიკურად წინასწარმეტყველებენ სამყაროს
მომავალ დაღუპვას. ისინი ვერ იტანენ ქრონიკებს თავისი
წვრილმანებით, მათ სჭირდებათ იდეალური სახეები და კავში-

274
რები: პოეზიის ისტორია მათთვის აჩრდილთა გალერეაა, პოლე-
მიკას თავისი გამართლება აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ
ჩემი ბევრი პოეტური ცდა დიქტატურის პერიოდს დაემთხვა და
„ჰერმეტიზმის“ სახელით ცნობილ მოძრაობას დაუდო დასაბამი.
1930 წელს პირველი წიგნი რომ გამოვეცი, მერე კი მეორე,
მესამე და მეოთხე (ბერძენ პოეტთა თარგმანები, 1940 წელს გა-
მოცემული), პოლიტიკური ფარდისა და კლასიკურ ნიმუშთაგან
განსხვავებული, უხეში პოეტური ფორმების აკადემიური მიუღებ-
ლობის მიღმა მხოლოდ სხვადასხვა ჯურის ხალხი გავარჩიე, პა-
ტივმოყვარე და მორჩილი მკითხველები. წიგნი „ბერძენი ლირი-
კოსები“ ახალ ლიტერატურულ თაობას ერგო და კლასიკის ჭეშ-
მარიტი წაკითხვის საწყისად იქცა მთელ ევროპაში. ახალგაზ-
რდებს ჩემი ლირიკოსებიდან ციტატები მოჰყავთ სასიყვარულო
წერილებში, ცალკეულ სტრიონებს კი პოლიტპატიმრები თავი-
ანთი საკნების კედლებზე წერდნენ. აი, რა დროში ვთხზავდით
ჩვენ ლექსებს, რომლებიც უფრო დიდ მარტოობას გვიქადდა.
ევროპის თავისუფალმა პოეზიამ არა უწყოდა ჩვენი არსებობის
შესახებ: ლათინური პროვინცია ცეზარიზმით იყო დამონებული
და სისხლისთვის მომწიფდა, მაგრამ არა ჰუმანიზმის გაკვეთი-
ლებისთვის.
იმხანად ჩემი მკითხველები ლიტერატორები იყვნენ, თუმცა
მგონია, რომ ისინი სრულიად სხვა ხალხი უნდა ყოფილიყო:
სტუდენტები, მოსამსახურეები, მუშები... ვეძებდი კი მე ჩემს
პოეზიაში რაღაც განყენებულ დამაჯერებლობას? ხომ არ ვიყავი
ზედმეტად თვითკმარი? უფრო, პირიქით, მარტოობას ვძლევდი,
მარტოობას, ამ შექსპირისეულ „გრძელი ღამის“.
პოლიტიკოსს არ ეხატება გულზე (აბისინიური ან რუსული
კამპანიის დროს მას ისეთი პოეტი სჭირდება, როგორიცაა ტირ-

275
ტეი), მაგრამ იგია პოეტის ხვედრი; ევროპული დეკადანსის ხა-
ზის გაყოლით იგი ნეოჰუმანიზმის შავ მონახაზად იჩენს თავს.
ომი, რაზეც არაერთხელ ვილაპარაკე უკვე, აიძულებს ადა-
მიანებს, შეიცვალონ თავიანთი შეხედულებანი, მიუხედავად
იმისა, რომელი მხარე იმარჯვებს. პოეტებსა და ფილოსოფოსთ
შიში იტანთ, როცა „ეცემა ხეები და ინგრევა კედლები“. ჟამთა
სვლა ბირთვული აფეთქებით გაწყდა და პოეტური დეკორუმის
ეპოქასთან კავშირის გაბმასა და ლამაზი სიტყვებით გატაცებაზე
იოლი არა იქნებოდა რა.
სიკვდილის განუსჯელობამ ეჭვის ქვეშ დააყენა ზნეობრივი
პრინციპებიცა და რელიგიური ჭეშმარიტებებიც. ლიტერატორთ,
თავიანთ შეზღუდულ ესთეტიკურ წარმოდგენათა წარმატებას
მოწყურებულთ, ძალა არ შესწევთ აიტანონ პოეზიის საგანგაშო
თანდასწრება. თავისი მარტოობის ღამეში პოეტი აღმოაჩენს
დღეს და მისი სადღიურო ჩანაწერები უძრაობისთვის მომაკვდი-
ნებლად სახიფათო ხდება. პირქუში პეიზაჟი დიალოგს შობს. პო-
ლიტიკოსი და მდარე პოეტი, სიმბოლოებითა და მისტიკური სიწ-
მინდით აღჭურვილნი, ამჯობინებენ თვალი აარიდონ ჭეშმარიტ
პოეტს. ძველი ამბავი მეორდება როგორც მამლის ყივილი, რო-
გორც მამლის მესამე ყივილი.
პოეტი ნონკონფორმისტია; მას არ სჭირდება დამცავ იარაღ-
ში ყელამდე ჩამჯდარი, რიოში ლიტერატურული კულტურის ნი-
ჟარაში მალვა. შეიძლება გვეჩვენოს, რომ იგი ფორმებს ან-
გრევს, სინამდვილეში – ამკვიდრებს მათ. პოეტი ლირიკული
პოეზიიდან ეპიკურზე გადადის, რათა სამყაროსა და სამყაროში
ტანჯვის შესახებ საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეს, და მაშინ
პოეტი სახიფათო ხდება. პოლიტიკოსი ეჭვით უყურებს განთავი-
სუფლებულ კულტურას, კონფორმისტული კრიტიკის მეოხებით

276
ესწრაფვის ყოველგვარი დინამიკა გამოაცალოს პოეზიას. შე-
მოქმედებითი აქტი მისთვის დროის გარეთ მყოფობს და წარმო-
ადგენს საზოგადოებრივად უნაყოფოს, თითქოსდა პოეტი ცოც-
ხალი ადამიანი კი არა, ლიტონი აბსტრაქცია იყოს.
პოეტი წარმოადგენს თანამედროვის სხვადასხვაგვარი „ცდე-
ბის“ ჯამს. მისი ენა სრულიადაც არ არის ავანგარდის ენა, იგი
კონკრეტულია კლასიკური გაგებით. ელიოტი ამბობდა, რომ
დანტეს ენა არის „ჩვეულებრივი ენის უმაღლესი დონე, ოღონდ
ის „სადა სტილი“, რაშიც დანტემ დიდოსტატად გამოავლინა თა-
ვი, სინამდვილეში ძალიან რთული სტილია“. დაბეჯითებით უნ-
და ვესწრაფოდეთ სწორედ ასეთ ენას: იგი არც პარნასელთა
ენაა და არც ლინგვისტური რევოლუცია, როცა ენა დიალექტებ-
თან შეზრდისას კითხვით სხვაობასა და ლიტერატურულ იეროგ-
ლიფებს ქმნის, რადგანაც სამწერლო ენის განახლება ხელარე-
წიფება ფილოლოგებს; ეს უფლება ეკუთვნის პოეტებს. პოეტური
ენა ძნელია არა ფილოსოფიური ანდა სულიერი მიზეზების გამო,
მთელი საქმე შინაარსშია. პოეტები შეიძლება თარგმნო, არ შე-
იძლება თარგმნო ლიტერატორები: ისინი ინტელექტუალურ ოს-
ტატობას იმისთვის იყენებენ, გადაიღონ სხვა პოეტების ტექნიკის
ასლი; ისინი მხოლოდ იმიტომ უჭერდნენ მხარს სიმბოლიზმსა
თუ დეკადენტობას, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ
გოეთეს ან XIX ს-ის დიდი ფრანგი პოეტების დარად მოაქვთ თა-
ვი. იყო საკუთარი ტრადიციის ერთგული, აირიდო ინტერნა-
ციონალიზმი – ესაა აქსიომა პოეტისათვის. ლიტერატორები ევ-
როპასა თუ მთელს მსოფლიოზე ისე ფიქრობენ, თითქოს პოეზია
ყველგან ერთნაირი იყოს, პოეტიკის ამგვარი გაგებისას
ლიტერატორ-ფორმალისტი მიკერძოებული ხდება: იგი შინაარ-
სში უპირატესობას ანიჭებს ერთს და მკვეთრად უარყოფს სხვას.

277
მაგრამ ბარიკადის რომელ მხარესაც არ უნდა იდგე, სულერთია
– პრობლემა შინაარსია.
ამრიგად, პოეტის სიტყვა თავის გზას მიიკვლევს ადამიანთა
გულებისკენ მაშინ, როცა ლიტერატორები თვლიან, რომ ქვეყ-
ნად მხოლოდ ისინი ცხოვრობენ, პოეტი კი პერიფერიაზე არიან.
პოლიტიკოსს სჭირდება ლიტერატორები, რომელთათვისაც უც-
ხოა თანამედროვე სულიერება და რომელთა სულიერი პოზიცია
ჯერ კიდევ ორი თაობის წინათ მოძველდა; ისინი, კულტურული
ერთობის გარეთ მყოფნი, მთელ იმედებს დეკომპოზიციასა და
სოფისტურ ეკვილიბრისტიკაზე ამყარებენ, ხელს უწყობენ რე-
ლიგიური ძალების მიერ გონების დათრგუნვას.
რელიგიური პოეზია, საერო პოეზია, ლირიკა, ეპოსი ადა-
მიანის თვითგამოსახვის კატეგორიებია. ისინი მნიშვნელოვა-
ნია, თუ მნიშვნელოვანია ფორმალური შინაარსის დადასტურე-
ბა. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სულიერი მონაპოვარი,
ადამიანის გარკვეული ემოციური მდგომარეობა (მაგალითად,
რელიგიური) შეიძლება „საზოგადოებრივ მოვლენად“ იქცეს მი-
სი გავრცელების საშუალებით. ასკეტიზმი, სხვა ადამიანის უარ-
ყოფა – ეს სიკვდილის ფორმულაა მხოლოდ, შემოქმედი სული
ხაფანგში მიწყივ ებმება: პოეტური მეტყველება ხშირად მისტიკა-
ზეა დამოკიდებული, სულიერ თავისუფლებაზე, რომელიც დათ-
რგუნულია დედამიწაზე. პოეტი შიშს გვრის თანამოსაუბრეს (მის
აჩრდილს) ფიზიკური ხრწნის სურათებით, საშინელებათა გუ-
ლარხეინი აღწერით, პოეტს არ ეშინია სიკვდილის, მაგრამ სრუ-
ლიადაც არა იმიტომ, რომ გმირის ფანტაზიებს იზიარებს, არა-
მედ იმიტომ, რომ სიკვდილი არასდროს შორდება მის ფიქრებს
და მასთან მშვიდი საუბარი აქვს გამართული.

278
პოლიტიკის ძალაში რომ დარწმუნდე (ეს რელიგიურ გავლენა-
საც ეხება), საკმარისია გაიხსენოთ ათასწლოვანი დუმილი, რო-
მელიც გამეფებული იყო პოეზიასა და კლასიკური ეპოქის შემ-
დეგდროინდელ ხელოვნებაში, ან XV ს-ის ფერწერა, რომელსაც
ეკლესია აძლევდა შეკვეთებს და კარნახობდა შინაარსს.
ფორმალისტური კრიტიკა ხელოვნებას ფორმებზე თავდას-
ხმებით ებრძვის და თავდაჭერილობას შინაარსის ლოგიკურო-
ბასთან მიმართებით იჩენს, რათა დაარღვიოს მხატვრული ავ-
ტონომია აბსოლუტური აზრით. სინამდვილეში პოეზიისათვის
მიუღებელია პოლიტიკოსის „მისიონერული“ ცდები და კრიტი-
კის ნებისმიერი ჩარევები, რა ფილოსოფიური პოზიციებიდანაც
არ უნდა მომდინარეობდნენ ისინი. პოეტი არ გადადის თავისი
ზნეობრივი და ესთეტიკური გზიდან; აქედანაა მისი ორმაგი მარ-
ტოობა – სამყაროს მიმართაც და ლიტერატურული მხედრობის
მიმართაც.
მაგრამ არსებობს კი თანამედროვე ესთეტიკა საერთოდ? რო-
მელი ფილოსოფიიდან შეიძლება მივიღოთ ჭკუაში დასაჯდომი
რჩევა-დარიგება? ეგზისტენციალური და მარქსისტული პოეზია
ჯერ კიდევ არ გამოსულა ლიტერატურულ ასპარეზზე; ახალი
თაობის ფოლოსოფიური დიალოგი (ან ქორო) ვარაუდობს ადა-
მიანის კრიზისს, კრიზისთა სიმრავლესაც კი; პოლიტიკოსი იყე-
ნებს ამ არეულ-დარეულობას ფრაგმენტული პოეზიისათვის
მოჩვენებითი სტაბილურობის მისანიჭებლად.
პოეტისა და პოლიტიკოსის ანტაგონიზმი ცხადია ყველა
დროის კულტურაში. ამჟამად ორი ბლოკი, რომლებიც მსოფლი-
ოს მართავს, ერთმანეთთან მებრძოლი თავისუფლების ორ ვა-
რიანტს აქეზებს, თუმცა სავსებით ნათელია, რომ პოლიტიკოსი-

279
სათვის ერთადერთი თავისუფლებაა შესაძლებელი – ერთი მი-
მართულებით სვლის თავისუფლება. ძნელია ამ ბარიერის დარ-
ღვევა, რომელმაც სისხლით შეღება ცივილიზაციის ისტორია.
კულტურის ისტორიაზე ორი შეხედულება მაინც არსებობს: თა-
ვისუფლება ქვეყანაში, სადაც რადიკალური სოციალური ცვლი-
ლებები მოხდა, ისეთები, როგორც საფრანგეთის რევოლუცია
ან ოქტომბრის რევოლუცია, და თავისუფლება ქვეყნებში, რომ-
ლებშიც მედგარ წინააღმდეგობას ეწეოდნენ, სანამ თავიანთ შე-
ხედულებებს შეიცვლიდნენ მსოფლიოზე.
პოეტსა და პოლიტიკოსს შორის თანამშრომლობა თუა შე-
საძლებელი! ალბათ, სუსტად განვითარებულ ქვეყნებში – ჰო,
და მაინც სრული თავისუფლება ორივესთვის შეუძლებელია, თა-
ნამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსი სხვადასხვა ასპექტით
გამოდის, მაგრამ თანხმობა მასა და პოეტს შორის არ არის,
რადგანაც ერთი ადამიანის შინაგან წყობას სწავლობს, მეორე –
საზოგადოებრივ მოწყობას. ადამიანის შინაგანი სამყაროს გარ-
დაქმნა მხოლოდ გარკვეულ ეპოქაში შეიძლება მიესადაგოს
ახალი საზოგადოების აშენებას.
რელიგიური ძალაუფლება, რომელსაც, როგორც უკვე ვამ-
ბობდი, ხშირად უიგივებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ყოველ-
თვის მთავარი მოქმედი პირი იყო ამ მკაცრ ბრძოლაში, შესახე-
დავად ნეიტრალურიც რომ დარჩენილიყო. მიზეზები, რომელთა
მიხედვით პოეტი (როგორც თავისი ხალხის ზნეობის მაჩვენებე-
ლი) პოლიტიკოსისათვის სახიფათო ხდება, ყოველთვის ისაა,
რაც ჯოვანი ვილანის მოჰყავდა თავის „ვენეციურ ქრონიკაში“.
თანამედროვეთა გასამართლებლად იგი აცხადებს, რომ დანტე
თავის „კომედიაში“ ზომაზე მეტად მიმართავდა დეკლამირებასა

280
და ფანტაზიორობას, და ამის შესაძლო მიზეზი მისი გაძევება
იყოო.
ვილანისაგან განსხვავებით, დანტე ქრონიკებს არ წერდა, და
dlolce stil nuovo-ს ჩინებულ „ჰერმეტულ“ პოეზიას შემდგომში,
თავისი ზნეობრივი მთლიანობისთვის ზიანის მიუყენებლად,
მკვეთრად ემოციური და პოლიტიკური გამოხდომები დაუმატა,
რომლებიც ნაკარნახევი იყო არა გარკვეული ადამიანებისადმი
ანტიპათიებით, არამედ მისთვის ჩვეული წარმოდგენით სამარ-
თლიანობაზე – რელიგიურ სამართლიანობაზე, ამ სიტყვის ფარ-
თო გაგებით. ესთეტებმა მარადისობაში მოგიზგიზე ამ ლექსებს
წანდახედულად მიუჩინეს ადგილი ნიშში „არა-პოეზია“. ისეთი
სტრიქონები, როგორიცაა „Trivia ride tra le ninfe etevne“ ყო-
ველთვის უფრო პოეტური ჩანდა, ვიდრე პიზანელთა ძაგება ან
ლავის ღვარები, ფლორენციელებს რომ დაატყდათ თავს და ბე-
ატრიჩეს მშვენიერი ქალაქი მიწასთან გაასწორა. დანტეს პოეზია
სწორედ თავისი სიდიადით იწვევს ეჭვს. მისი ხსოვნის ლიტონი
კულტი კი ჩვენს დროშიც რიტორიკაა მხოლოდ, – იმდენად პა-
ტარაა მისი „კომედიის“ აუდიტორია. ყველა ხალხსა ჰყავს
პოეტები, რომლებიც იმავე დონეზე დგანან კულტურაში, რაზეც
დანტე, გერმანელებს – შილერი, ინგლისელებს – შექსპირი,
ფრანგებს – მოლიერი და კორნელი, ესპანელებს – სერვანტესი,
რუსებს – დოსტოევსკი; თანამედროვე ავტორები კი დავტოვოთ
ჯერ მათს დაძაბულ უშფოთველობაში. ყველამ იცის, რა როლ-
საც ასრულებს პოეტი საზოგადოებაში. ბოდლერის, მალარმეს,
რემბოს, როგორც საფრანგეთში გარკვეული „ცხოვრების წესის“
შემოქმედთა, მნიშვნელობა დღეს უფრო აშკარაა, ვიდრე მათ
თანამედროვეთათვის, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სიმბოლის-
ტთა პოეზია მხოლოდ და მხოლოდ „ნაღრძობია“ ავანგარდის-

281
ტული ლიტერატურისა, გარდატეხა ენისა, რომელიც იძულებუ-
ლია დათმობაზე წავიდეს პირობით ლირიკულ სინტაქსთან.
ცნობს კი პოლიტიკური პოეტის აქტიურ როლს საზოგადოებაში?
ეტყობა, ჰო, და – იძულებული ვარ გავიმეორო – ამის დასამტკი-
ცებლად საკმარისია გავიხსენოთ, როგორაა გავრცელებული
მლიქვნელობა და მაამებლობა ნებისმიერი ეპოქის კულტურის
მოღვაწეთა შორის.
შემოქმედებითი გონი ყოველთვის ითვლებოდა გადამდებ სე-
ნად. აქედან – ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული –
ყოველგვარი საბაბი მფარველობისთვის (რაინდთა ხოტბა,
გმირთა პანეგირიკი, მადრიგალთა უსასრულო ფიორიტურები),
რამაც ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე მოაღწია, როცა ბურჟუაზია
გონების მარეფლექსებელი ძალის გამოყენებით თავისი თავი-
სუფლების სახელმწიფოს აშენებდა.
ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება გავიხსენოთ, რომ
პლატონმაც კი განდევნა პოეტები თავისი იდეალური სახელმწი-
ფოდან, რამდენადაც მათ უწესრიგობის ელემენტი შემოაქვთ (ა-
ნუ თავისებური წესრიგის, თუ გავითვალისწინებთ ანტიდემოკ-
რატიულ საწყისებზე აშენებული საზოგადოების ნგრევის მათე-
ულ უნარს), მაგრამ პლატონის ოსტრაკიზმი პასუხზე თავის არი-
დების თავისებური ფორმულა აღმოჩნდა მხოლოდ.
თავისუფალი თუა პოეტი დღეს? საზოგადოების აზრით, რო-
მელმაც წარმოქმნა იგი, თავისუფალია, თუ აგრძელებს ფსევ-
დოეგზისტენციალურ განათლებას, თუ პოეტურ ფორმაში ხვევს
მოკრძალებულ ადამიანურ სიხარულს, თუ ღრმად არ იძირება
თავისი დროის დიალექტიკაში, პოლიტიკური შიშის მიზეზით იქ-
ნება ეს თუ უბრალო სიზარმაცით. მაგალითად, XV ს-ში თავისუ-
ფალი იყო ანჯელო პოლიციანო, რომლის „სტანსებში ჯულიანო

282
დე მედიჩის რაინდთა ტურნირისათვის“ დომინიკელთა მესაზე
დამსწრე საერო მანდილოსანთა ჯგუფში იდგა მფრთხალი ნიმ-
ფა; აი, ლეონარდო და ვინჩი კი, როგორც სრულიად განსხვავე-
ბული ყაიდის მწერალი, თავისუფალი არ იყო. თავისუფლება აქ
თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობას იძენს: პოლიტიკური ხელისუ-
ფალნი ნებას რთავენ პოეტს შევიდეს საზოგადოებაში უიარა-
ღოდ. თავისუფალი არ იყვნენ არიოსტო და ტასო, აბატი პარინი,
ალფიერი, ფოსკოლო: ამ დევნილთ მათი რიტორიკა იმათ შო-
რის აქცევს, ვინც ადამიანს ხმას გადასცემდა – ხმას მღაღადებ-
ლისა უდაბნოსა შინა აჯანყებულისა საზოგადოებრივი სიყალბის
წინააღმდეგ.

მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი თუა თავისუფალი? არავი-


თარ შემთხვევაში, სინამდვილეში მის თავს დახვეული კასტები
განაგებენ საზოგადოების ბედს და მართავენ თვით დიქტატორს.
ისტორიის ამ ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული და არათავი-
სუფალი გმირის ირგვლივ (პოეტში ეპოქის ყველა მნიშვნელო-
ვან მწერალს ვგულისხმობთ) დუღს ვნებები და ჩაღდება კონ-
ფლიქტები. შერიგება რევოლუციისა და ომის დროს დგება მხო-
ლოდ: პირველს წესრიგი მოაქვს, მეორეს – შფოთი.
უკანასკნელი ომი სისტემათა, პოლიტიკოსთა და საზოგადო
მოღვაწეთა შეტაკებად იქცა, მისმა სისასტიკემ გამორიცხა თავი-
სუფლების უმცირესი გამოვლინებები. სიცოცხლის საზრისად
მტრული, მაგრამ ცნობილი დამპყრობისადმი წინააღმდეგობა
დაისახა, წინააღმდეგობა კულტურისა და ჰუმანიზმისა, რომელ-
მაც, ვერგილიუსის სიტყვებით, „თავი ასწია მკაცრთა მინდვრებ-
ში“ წინააღმდეგ ძლიერთა ამა ქვეყნისათა.

283
ყველა ქვეყანაში კულტურული ტრადიცია გამოყოფილია
საომარ მოძრაობებს, ტრადიცია არ არის რაღაც დროებითი,
როგორც ბანკირებს მიაჩნიათ, რომლებიც მზად არიან თავიან-
თი ანაბრები ცივილიზაციის „უძრავ ქონებაში“ შეიტანონ. მე და-
ჟინებით ვიმეორებ, რომ ტრადიცია არ არის რაღაც დროებითი,
მით უმეტეს, რომ თანამედროვე კულტურის ბირთვი (ეგზისტენ-
ციალიზმის ჩათვლით) სულისა და გონის ვაებაზე კი არ არის
ორიენტირებული, არამედ ადამიანის გატეხილი ძვლების შეზ-
რდის მცდელობაზე. შიში, უმეცრება, გულგრილობა, უძლურება
დახმარებას ვერ გაუწევს პოეტს, არამეტაფიზიკური ბედის შესა-
ხებ აუწყოს სხვებს.
პოეტს შეუძლია თქვას, რომ ადამიანი დღეს იწყება, პოლიტი-
კოსს – რომ ადამიანი სამუდამოდაა გაბმული თავისივე ზნეობ-
რივი სიმდაბლის ხაფანგში, სიმდაბლისა, რომელიც დაბადები-
დან კი არ დაჰყვა, არამედ გადამდები სენის მსგავსად საუკუნე-
თა მანძილზე შეიძინა – და იგი ამბობს ამას. ეს სიმართლე, მი-
უწვდომელი პოლიტიკური სიბრძნით ფარული, გიკარნახებს
პირველ დასკვნას: პოეტს მხოლოდ ანარქიის პერიოდებში შე-
უძლია ლაპარაკი. წინააღმდეგობა ზნეობრივი სიმტკიცეა და
არა პოეტური; ჭეშმარიტი არასდროს გამოიყენებს სიტყვას მა-
ვანთა დასასჯელად. მისი აზრები წმინდა შემოქმედებით ხასი-
ათს ატარებს და მცნებებზე არ დაიყვანება.
ევროპელებს ესმით წინააღმდეგობის, თანამედროვე შეგნე-
ბის ამ ბრწყინვალე ნიმუშის, აზრი. წინააღმდეგობის მტერი, წე-
ლებზეც რომ იდგამდეს ფეხს, აჩრდილია მხოლოდ, რეალურ ძა-
ლას მოკლებული: მისი ხმა კიდევ უფრო უსახოა, ვიდრე ზრახვა-
ნი, ხალხი არ ცდება პოეტის მდგომარეობისა და მისი მტრების
მდგომარეობის შეფასებისას. როცა ანტაგონიზმი მატულობს,

284
სწორედ პოეზია ენაცვლება დამოუკიდებელ აზროვნებას პოლი-
ტიკოსისა, რომელიც პოეზიისაგან იდეას ქმნის – იდეას შეიძლე-
ბა ექსპლოატაცია გაუწიო ან გაანადგურო.
წინააღმდეგობა აწმყოსა და მომავალს შორის კონფლიქტის
საუცხოო სახეა. სისხლის ენა – ეს არა მარტო ფიზიკური აზრი-
თაა ტრაგედია, არამედ ადამიანის ზნეობრივი „ტექნოლოგიის“
საბოლოო გამოცდაც გახლავთ. ევროპა დაიბადა წინააღმდეგო-
ბისა და აღტაცებისაგან წესრიგის იმ ბუნდოვანი სახეებით, რო-
მელთა შექმნაც ომს ეწადა და რომელნიც ახლა ძირფესვიანა-
დაა ამოგლეჯილი. სიკვდილს თავისი სიზმარი აქვს, მასში არც
ლოგიკის ჩარევა შეიძლება და არც პოლიტიკური გონების ოს-
ტატობისა. პოეტური ლოიალობა უსამართლობისა და სიკვდი-
ლის აზრს მიღმა სუფევს. პოლიტიკოსს უნდა, რომ ადამიანი ვაჟ-
კაცურად კვდებოდეს; პოეტს უნდა, რომ ადამიანი ვაჟკაცურად
ცხოვრობდეს.
მაშინ, როცა პოეტი მუდმივად გრძნობს პოლიტიკოსის ძალა-
უფლებას, პოლიტიკოსი მაშინღა ამჩნევს პოეტს, როცა მისი ხმა
სრულიად სხვადასხვა სოციალურ ფენებამდე აღწევს, როცა ლი-
რიკა და ეპოსი არა მარტო თავის ფორმას ავლენს, არამედ ში-
ნაარსსაც. ამ მომენტიდან პოლიტიკოსსა და პოეტს შორის იდუ-
მალი ომი იწყება. ისტორიაში გადასახლებულ პოეტთა სახელე-
ბი ადამიანურ ხვედრზე დასმული ნიშნებია და თუმც პოლიტიკო-
სი ირწმუნება, რომ კულტურას უწყობს ხელს, სინამდვილეში მი-
სი ძალაუფლების შესუსტებას ესწრაფვის. მისი მიზანი ყოველ-
თვის ერთი და იგივეა: ძირითადი უფლებები წაართვას ადამი-
ანს, რათა იგი, ოდინდელ ციკლს მიცემული, იმას იბრუნებდეს,
რაც წაართვეს.

285
ამჟამად პოლიტიკოსის ომი კულტურასა და პოეტთან სხვადას-
ხვაგვარად წარმოებს: ფარულად და ღიად, და ყველაზე მარტივი
ხერხი აქ თვით კულტურის ცნების დაკნინებაა. მეცნიერულ--
ტექნიკური საშუალებები, რადიო და ტელეხედვა ხელს უწყობენ
ხელოვნებათა დაქსაქსვას, პროპაგანდას უწევენ პოეზიას, რო-
მელიც ლანდებსაც ვერ შეატოკებს. პოლიტოკოსის საყვარელი
პოეზია იგია, რომელიც არკადიას აღადგენს მახსოვრობაში თა-
ნამედროვეობისადმი მხატვრული ზიზღის გულისათვის. სწორედ
აქ ცხადდება ესქილეს სიტყვების აზრი: „ვამტკიცებ, რომ
მკვდრები მუსრს ავლებენ ცოცხალთ“, ჩემი უკანასკნელი წიგნის
„შეუდარებელი მიწა“ ეპიგრაფად რომ მაქვს აღებული. ამ წიგ-
ნში მე ადამიანს ვუდარებ მიწას და, თუ ადამიანურ გონებაზე
ლაპარაკი, მკრეხელობაა (ზედსართავი „საერო“, რომელიც ახა-
სიათებს გონებას, აღნიშნავს მის სავსებით არა შემთხვევით
თვისებას, არამედ შინაგან არსს), სავსებით დასაშვებია ითქვას,
რომ რელიგიური ძალაუფლება აჭარბებს თავის უფლებამორჩი-
ლებას, როცა თავის ძლევამოსილებას დამცირებისათვის იყე-
ნებს და არა შეგნების ცეცხლის გასაღვივებლად.
კულტურის პროფანაცია მასებისათვის, რომელნიც მზად
არიან მასში „ცოდნის სამოთხის“ გამოკრთომა იხილონ, სრუ-
ლიადაც არ არის ახალი პოლიტიკური ფანდი, გამოყენებული
ტექნიკური საშუალებები კი დიახაც ახალია და ქმედითი. ოპტი-
მიზმი რაღაც რეალურად იქცა, მახსოვრობის თამაშად, მითებმა
და ზღაპრებმა (დავარქვათ მათ ზებუნებრივ მოვლენათა
მშფოთვარე მოლოდინი) უფერული დეტექტივის დონეზე ჩა-
მოინაცვლეს და მნიშვნელოვანი მეტამორფოზა განიცადეს დამ-
ნაშევეებსა და პირველაღმომჩენთა შესახებ შექმნილ კინოფილ-

286
მებსა და მოთხრობებში. პოეტსა და პოლიტიკოსს შორის არჩე-
ვანის გაკეთების არავითარი შესაძლებლობა არ არის, „საერო
სინატიფე“, გულგრილობით რომ იკატუნებს ხანდახან თავს და
ირონიული ჩაცინებით მიათრევს კულტურას ისტორიის უბნე-
ლეს კუნძულში, აცხადებს: სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება არ
ღირს. ადამიანური ტანჯვა ყოველთვის იყო, არის და იქნება. რა
თქმა უნდა, ეს ასეა. მაგრამ პოეტმა ის მაინც იცის, რომ ეს დრა-
მაა, და მზარდი დრამა. მან ისიც იცის, რომ ის, ვინც ეპირფერება
კულტურას, ყველაზე გაშმაგებით უთხრის ძირს.
ისტორიის გარკვეულ მომენტებში კულტურა იდუმალი სახით
აერთიანებს თავის ძალებს პოლიტიკოსთა წინააღმდეგ; ეს
დროებითი ერთობა მოწოდებულია ტარანად მოევლინოს დიქ-
ტატურას და ნამსხვრევებად აქციოს იგი. ამგვარი გაერთიანებე-
ბი ნებისმიერი დიქტატორის დროს ჩნდება და ადამიანის ძირი-
თად თავისუფლებათა მოპოვებას ემსახურება. დიქტატურის
დამხობასთან ერთად ერთობა ქრება – და საზოგადოებაც
კვლავ ჯგუფებად იშლება.
პოეტი მარტოა. მის ირგვლივ სიძულვილის კედელია აღმარ-
თული, ლიტერატურული ლაქიების ნასროლი ქვებით ნაგები.
პოეტი კედლის ზემოდან ჭვრეტს სამყაროს, არასდროს ეშვება
მოედანზე მოხეტიალე მომღერლების დარად და არ გამოდის
ინტელექტუალურ წრეებზე ლიტერატორებივით. თავისი სპი-
ლოს ძვლის კოშკიდან, ასე რომ ეხატებათ რომანტიკული სუ-
ლის წამბილწველთ, იგი გამოდის ხალხთან, და არა მარტო მათ
ემოციურ გასაჭირთან, მოშურნე პოლიტიკურ აზრებთანაც.
ეს სრულიადაც არ არის რიტორიკა. მდუმარე ალყაში მოქ-
ცეული პოეტის ამბავი შეიძლება ნახოთ ყველა ქვეყანაში, კა-
ცობრიობის ყველა ქრონიკაში. მაგრამ ლიტერატორებს, რო-

287
მელთაც პოლიტიკოსები უჭერენ მხარს, ბევრი უკლიათ მთელს
ერამდე მისვლაში; ისინი ემსახურებიან (ვიმეორებ: „ემსახურე-
ბიან“) მხოლოდ და მხოლოდ პოეტის ხმის ჩახშობას მსოფ-
ლიოში თუნდაც რამდენიმე წუთით. და ოდესმე, ლეონარდო და
ვინჩის სიტყვებით რომ, ვთქვათ, „არასწორი ხდება სწორი“.

288
სენ-ჟონ პერსი

პოეზია

1960
მე წილად მხვდა პოეზიის სადიდებელი ხოტბა, რომლითაც
იგი აქ ღირსყვეს და ვჩქარობ, ხოტბა მასვე დავუბრუნო.
პოეზიას ხშირად როდი სცემენ პატივს. რადგანაც განხეთქი-
ლება პოეტურ შემოქმედებასა და მატერიალურ სიძნელეებს
დაქვემდებარებული საზოგადოების მოღვაწეობას შორის, რო-
გორცა ჩანს, ღრმავდება. ძლიერდება დაშორიშორება, რომელ-
საც პოეტი მისაღებად თვლის, თუმცა საგანგებოდ არ დაეძებს,
და რომელსაც მკვლევარიც ასევე მოეკიდებოდა, მეცნიერებაში
პრაქტიკული გამოყენება რომ არ ჰქონდეს.
მეცნიერსა და პოეტს აქ საჯარო პატივისცემას მიაგებენ მათი
უანგარო აზროვნებისათვის. დაე, აქ მაინც ნუ დაინახავენ მათში
მეტოქე მოძმეებს. ვინაიდან მსგავსია ის კითხვები, რომლებსაც
ისინი, ერთი და იმავე უფსკრულის პირას მდგომნი, ჩაღრმავები-
ან, განსხვავებულია ოდენ მათში წვდომის ხერხები.
როდესაც შევიცნობთ დრამას თანამედროვე მეცნიერებისა,
რომელიც თვით მათემატიკურ აბსოლუტშიც კი გადაგვიშლის
დასაშვებ ზღვრებს; როდესაც ვხედავთ, რომ ფიზიკაში ორი უდი-
დესი ფუძემდებლური თეორია აყენებს, ერთი მხრივ, ფარდობი-
თობის საყოველთაო პრინციპებს, ხოლო, მეორე მხრივ, – განუ-
საზღვრელობისა და ინდეტერმინიზმის „კვანტურ“ პრინციპს,
რომლის მოწოდებაც არის, სამუდამოდ შეზღუდოს თვით ფიზი-

289
კურ განზომილებათა უტყუარობა; როდესაც გვესმის, რომ ამ ას-
წლეულის უდიდესი მეცნიერული პირველაღმომჩენი, თანამედ-
როვე კოსმოლოგიის ფუძემდებელი და განტოლებაზე აგებული
გრანდიოზული ინტელექტუალური სინთეზის შემოქმედი ინ-
ტუიციას უხმობს გონების დასახმარებლად და, აცხადებს „წარ-
მოსახვა არის მეცნიერული მომწიფების ნამდვილი ნიადაგი“, და
უფრო მეტიც, მეცნიერისათვის მოითხოვს ჭეშმარიტი „მხატვრუ-
ლი ხილვის“ უფლებას, ნუთუ ნება არ გვაქვს ჩვენ, პოეტური ინ-
სტრუმენტი ისეთივე კანონიერ იარაღად მივიჩნიოთ, როგორიც
ლოგიკური ინსტრუმენტია?
მართლაც, გონების ყოველგვარი ქმნილება, უწინარეს ყოვ-
ლისა, არის „პოეტური“ ამ სიტყვის საკუთარი გაგებით. და მეც-
ნიერისა თუ პოეტის შრომა მგრძნობელობითი და სულიერი
ფორმების თანაბარღირებულებით ოდითგანვე იძენენ იგივეობ-
რივ დანიშნულებას. რა მიდის უფრო შორს და რას მივყავართ
უფრო ღრმად: დისკურსიულ აზრსა თუ პოეტურ ელიპსისს? და იმ
პირველქმნილ ღამეში, სადაც ხელისცეცებით მოძრაობს ორი
უსინათლოდ შობილი, ერთი – სამეცნიერო საშუალებებით აღ-
ჭურვილი, მეორე კი მხოლოდ ინტუიციური გამონათებებით
ძალმოდგმული – პირველად პოულობს გამოსავალს, ვინ უფრო
მეტ მოციმციმე ნათებას შეიცავს? პასუხს მნიშვნელობა არა
აქვს. საიდუმლო ერთია. პოეტური სულის დიადი აღმაფრენა
არაფრით არ ჩამოუვარდება თანამედროვე მეცნიერების დრა-
მატულ ზეშთაგონებას. ასტრონომები ააფორიაქა სამყაროს გავ-
რცობის თეორიამ; ოღონდ სხვა სამყაროში – ადამიანის სული-
ერ უსაზღვროებაში – არანაკლები გავრცობა მიმდინარეობს.
რაც უნდა შორს გასწიოს მეცნიერებამ თავისი საზღვრები, ამ
რკალისებური მიჯნების გაყოლებაზე ჩვენ წინანდებურად ვიხი-

290
ლავთ პოეტის მონადირე მწევრების სრბოლას, რამეთუ, იმის
მიუხედავად, რომ პოეზია, როგორც ითქვა, არ მოასწავებს „აბ-
სოლუტურ რეალობას“. იგი, უდავოდ, მისდამი ყველაზე ახლო
მისწრაფებაა, მისი ყველაზე მახლობელი წვდომა, ნათესაობის
უკიდურეს წერტილამდე მისული, სადაც რეალობა პოეზიაში
თითქოსდა საკუთარ თავს შეიმეცნებს.
ანალოგიური და სიმბოლური აზრი, შუალედური სახის შო-
რეული ნათება, მისი შესატყვისობის თამაში ათასობით მეორე-
ხარისხოვან ჯაჭვურ რეაქციასა და ასოციაციასთან, დაბოლოს,
ყოვლისშემძლეობა სიტყვისა, რომელიც გადმოსცემს თვით ყო-
ფიერების მოძრაობას, – ყოველივე ეს პოეტს აღავსებს იმ ზერე-
ლობით, რაც მეცნიერებისათვის სრულიად წარმოუდგენელია.
განა ადამიანს მოეპოვება ამაზე უფრო ზეაღმტაცი და უფრო ყო-
ველმხრივ მამობილიზებელი დიალექტიკა? როდესაც თავად ფი-
ლოსოფოსები უკან იხევენ მეტაფიზიკური ზღურბლიდან, პოეტს
უწევს მეტაფიზიკოსის შეცვლა, და ამჯერად უკვე არა ფილოსო-
ფია, არამედ პოეზია გვევლინება ნამდვილ „განცვიფრების ქა-
ლიშვილად“, როგორც იტყოდა ძველი ფილოსოფოსი (პლატო-
ნი), თუმცა იგი პოეზიას მეტისმეტად უნდობლად ეკიდებოდა.
პოეზია მხოლოდ შემეცნების საშუალება როდია. იგი, უწინა-
რეს ყოვლისა, ცხოვრების წესია – ერთიანი ცხოვრებისა. პოეტი
მღვიმის ადამიანშიც ბინადრობდა. ის იარსებებს ატომის საუკუ-
ნეთა ადამიანშიც, რამეთუ იგი ადამიანის პიროვნების განუყო-
ფელი ნაწილია. პოეტურმა გატაცებამ – თავისი არსით სულიერ-
მა – დაბადა რელიგიები, და პოეზიის ძალა მარად აღვივებს
ადამიანურ კვეს-აბედში ღვთაებრივ ნაპერწკალს. როს მითო-
ლოგიები ირღვევა, სწორედ პოეზიაში პოულობს ღვთაებრივ
თავშესაფარს, შესაძლოა, მომავლის საწინდარსაც. და თვით სა-

291
ზოგადოებრივ სტიქიაში, ადამიანური ყოფიერების არსებობაში,
როდესაც ანტიკური მსვლელობის მეჩირაღდნე ქალწულები მო-
დიან პურის დამტარებელ ქალწულთა შესაცვლელად, სწორედ
პოეტურ წარმოსახვაში კვლავ გიზგიზებს ნათლის მომთხოვნ
ხალხთა მაღალი ვნება.
დიდება გზად დამდგარ ადამიანს, ვინაც იტვირთა მარა-
დიულობის ტვირთი! დიდება გზად დამდგარ ადამიანს, ვინაც
კისრად იდო თავისი ადამიანურობის მთელი სიმძიმე – და ეს მა-
შინ, როცა თვალწინ ეშლება ახალი ჰუმანიზმი, ნამდვილი უნი-
ვერსალური და სულიერად მთლიანი... ერთგული თავისი მოვა-
ლეობისა, – ჩასწვდეს ადამიანურ საიდუმლოებას, ჩვენი
დღეების პოეზია უღრმავდება ძიებებს, რომელთა განვითარებაც
დაკავშირებულია კაცობრიობის სრულ გაერთიანებასთან. ამ
პოეზიაში არ არსებობს არავითარი პაციფიზმი ისე, როგორც არ
არის მასში რაიმე განსაკუთრებული ესთეტიზმი. იგი სრუ-
ლიადაც არ გვევლინება ბალზამირების ან კიდევ მორთულობის
ხელოვნებად. იგი მჭევრმეტყველების ობოლ მარგალიტებს რო-
დი უძღვნის კულტურას, არც ყალბი ნაკეთობებითა და ემბლემე-
ბით ვაჭრობს და ვერც ერთი მუსიკალური ნადიმი ვერ შეძლებს
მის დაკმაყოფილებას. თავისი ხეტიალისას იგი შეჯგუფდება – ეს
გახლავთ უმაღლესი კავშირი! – მშვენიერებას, ოღონდაც მასში
არ ხედავს არც თავის მიზანს, არც ერთადერთ საზრდოს. იგი
თავს ნებას როდი აძლევს, ხელოვნება მოსწყვიტოს ცხოვრებას,
სიყვარული კი – შემეცნებას; იგი ქმედებაა, ვნებაა, ძალაა, მა-
რადიული განახლებაა, რომელიც გეზს ცვლის. სიყვარული მისი
კერაა, დაუმორჩილებლობა მისი კანონია, ხოლო სამყოფელი
მისი ყველგან ჰგიებს და არსი მისი ყოვლის განჭვრეტაა. ის არა-
სოდეს მიეცემა გულგრილობასა და უარმყოფელობას.

292
თუმცაღა იგი საუკუნისაგან არავითარ გამორჩენას არ გა-
მოელის. საკუთარი ბედით შებოჭილი, ყოველგვარი იდეოლო-
გიისაგან თავისუფალი, საკუთარ თავს თვით ცხოვრების თანას-
წორად შეიმეცნებს, რაც არ საჭიროებს არავითარ გამართლე-
ბას. თითქოსდა იყოს ერთიანი უზარმაზარი მსუნთქავი სტროფი,
მთელს თანამედროვეობას გულში იკრავს, ერთიანად მოიცავს
მთელს ნამყოსა და მყოფადს, ადამიანურსა და ზეადამიანურს,
მთელს პლანეტარულ და სამყაროსეულ სივრცესაც. მას საყვე-
დურობენ სიბნელეს, თუმცა ეს სიბნელე გამოწვეულია არა მისი
განსაკუთრებული ბუნებით, რომელიც აიძულებს მას ანათოს,
არამედ, პირიქით, იმ ღამით, რომელსაც ის იკვლევს და რომ-
ლის გამოკვლევასაც საკუთარ ვალად რაცხს, თვით სულისა და
იდუმალების ღამით, რომელშიც დანთქმულია ადამიანის არსე-
ბა. პოეზიის ენა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სიბნელეს, და
ეს ენა არანაკლებ მომთხოვნია, ვიდრე მეცნიერების ენა.
ასე რომ, არსებულთან თავისი უპირობო თანაზიარობის გა-
მო პოეტი გვაკავშირებს ყოფიერების მუდმივობასა და
მთლიანობასთან. და გაკვეთილი მისი ოპტიმისტურია. იგი დარ-
წმუნებულია, რომ სინამდვილის განუყოფელ მსოფლიოს მარ-
თავს ჰარმონიის ერთიანი კანონი. ამქვეყნად ისეთი არაფერი
მოხდება, რაც თავისი ბუნებით გადააჭარბებს ადამიანის დიაპა-
ზონს. თვით ყველაზე საშინელი ისტორიული კატაკლიზმები
მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულებისა და განახ-
ლების უფრო ფართო ციკლის შინა პერიოდული ტაქტის არსია.
და როკაპები, რომლებიც ზეაღმართული ჩირაღდნებით ჩაივ-
ლიან სცენაზე, უსასრულოდ გახანგრძლივებული თემის მხო-
ლოდ რომელიღაც წამს ანათებენ. მომწიფებული ცივილიზა-
ციები სრულიად არ იღუპებიან დასალიერის ტანჯვა-წამებით,

293
ისინი მარტოოდენ კანს იცვლიან. სახიფათოა მხოლოდ უძ-
რაობა. პოეტი არის ის, ვინც ჩვენ მაგივრად წყვეტს ჩვეულების
ძაფს.
ამგვარად, პოეტი უნებლიეთ ისტორიის ბედუკუღმართობას
უკავშირდება. ეპოქის დრამაში მისთვის არაფერია უმნიშვნე-
ლო. დაე, მან ყველასათვის ნათლად გამოხატოს ამ გააფთრე-
ბულ ეპოქაში ცხოვრების გემო! რამეთუ დიდია და ახალი საათი,
როცა ხელახლა პოულობ საკუთარ თავს. და ვისღა დავუთმობთ
ჩვენი ეპოქის პატივს?
„ნუ შიშობ, – ამბობს ისტორია, ერთხელაც მოიხსნის რა თა-
ვის მძვინვარე ნიღაბს და ხელი მისი ჰაერში ხაზავს მომსვრელი
ცეკვით გატაცებული აზიური ღვთაების შემრიგებლურ ჟესტს, –
ნუ შიშობ და ნუ გეეჭვება, რამეთუ ორჭოფობა ამაოა, ხოლო
შიშნეულობა – მონური მორჩილება. უმჯობესია ყური მიუგდო
რიტმულ მაჯისცემას, რომლითაც ცად აპყრობილი შემოქმედი
მარჯვენა ჩემი სისავსეს ანიჭებს მარად ქმნადი ადამიანური
ფრაზის სიდიადეს. ტყუილია, თითქოსდა ცხოვრებას შეეძლოს
საკუთარი თავის უარყოფა. არაფერი ცოცხალი არყოფნიდან არ
გამოდის და არყოფნას არ მიელტვის. ასევე არც არაფერს ძა-
ლუძს შეინარჩუნოს ფორმა და ზომიერება, და გაუძლოს ყო-
ფიერების გამუდმებულ შემოტევას. ტრაგედია მეტამორფოზაში,
როგორც ასეთში, როდია. საუკუნის ჭეშმარიტი დრამა გახლავთ
დროსა და დროის მიღმა მდგარ ადამიანთა შორის განხეთქი-
ლება, რასაც ზრდის საშუალებას აძლევენ. ერთ ფერდობზე
მდგარი გაცისკროვნებული ადამიანი განა მეორეზე უნდა ჩაქ-
რეს? და საზოგადოებაში მისი დაჩქარებული მომწიფება თვინი-
ერ ურთიერთობების ფუჭი მომწიფება ხომ არ იქნება?“

294
განუყოფელი პოეტის მოწოდებაა, ჩვენ შორის დაადასტუროს
ადამიანის ორმხრივი მოწოდება. ეს კი ნიშნავს – გონების წინა-
შე აღმართოს სარკე, რომელიც უკეთესად ასახავს მის სულიერ
შესაძლებლობებს; ეს ნიშნავს – მოვუხმოთ საუკუნის ორომტრი-
ალში ადამიანის დანიშნულებას, რაც ოდინდელი ადამიანის უმ-
თავრეს ღირსებას შეადგენდა. დაბოლოს, ეს ნიშნავს – დიდის
გამბედაობით შევურწყათ მრავალსახა სული მსოფლიო სუ-
ლიერი ენერგიის ცირკულაციას... ატომური ენერგიის გვერდით
განა საკმარისია პოეტის მიზნებისათვის მისი თიხის კანდელი? –
საკმარისია, თუკი ადამიანს თიხა არ დავიწყნია.
და არც პოეტს მოეთხოვება იმაზე მეტი, თუ იგი თავისი ეპო-
ქის ავადმყოფ სინდისს განასახიერებს.
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
1901 სიული პრიუდომი (1839-1907). საფრანგეთი. პოეტური
შემოქმედების მხატვრული სრულყოფისა და მაღალი ლიტერა-
ტურული ღირსებისათვის.
1902 თეოდორ მომზენი (1817-1903). გერმანია. ერთ-ერთ
უდიდეს ისტორიკოს მწერალს, მონუმენტური ნაშრომისათვის –
„რომის ისტორია“.
1903 ბიორნსტიორნე მარტინუს ბიორნსონი (1832-1910).
ნორვეგია. კეთილშობილური, მაღალი და მრავალმხრივი
პოეზიისათვის, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა შთაგონე-
ბის სიცხოველითა და სულის იშვიათი სიწმინდით, აგრეთვე ეპი-
კური და დრამატული ტალანტისათვის.
1904 ფრედერიკ მისტრალი (1830-1914). საფრანგეთი. ცოც-
ხალი და ორიგინალური პოეტური ქმნილებებისათვის, რომლე-
ბიც მართლად ირეკლავენ საკუთარი ხალხის სულსა და ბუნებ-

295
რივ სახეს, აგრეთვე პროვანსული ფილოლოგიის შესწავლაში
შეტანილი დიდი ღვაწლისათვის.
1904 ხოსე ეჩეგარაი (1832-1916). ესპანეთი. მრავალრიცხო-
ვანი და ბრწყინვალე ნაწარმოებებისათვის, რომლებშიც მან ინ-
დივიდუალური და ორიგინალური მანერით ააღორძინა ესპანუ-
რი დრამის დიდი ტრადიციები.
1905 ჰენრიკ სენკევიჩი (1846-1916). პოლონეთი. ეპიკური
რომანის დარგში განსაკუთრებული მიღწევების გამო.
1906 ჯოზუე კარდუჩი (1846-1907). იტალია. სერიოზული მეც-
ნიერული და კრიტიკული გამოკვლევებისათვის, უპირველეს
ყოვლისა კი, შემოქმედებითი ენერგიისათვის, სტილის ორიგი-
ნალურობისა და ღვთით კურთხეული ლირიზმისათვის.
1907 რადიარდ კიპლინგი (1865-1936). ინგლისი. დაკვირვე-
ბულობისათვის, ელვარე ფანტაზიის, იდეების სიმწიფისა და
მთხრობელის შთამბეჭდავი ტალანტისათვის.
1908 რუდოლფ ეიკენი (1846-1926). გერმანია. ჭეშმარიტე-
ბის სერიოზულ ძიებათათვის, აზრის ყოვლისგამმსჭვალავი ძა-
ლისათვის, ფართო თვალსაწიერის, ცხოველმყოფელობისა და
დამაჯერებლობისათვის, რითაც იგი იცავდა და ავითარებდა
იდეალისტურ ფილოსოფიას.
1909 სელმა ლაგერლოფი (1858-1940). შვედეთი. როგორც
აღიარება მაღალი იდეალიზმისა, ნათელი წარმოსახვისა და
ხალხურობისა, რითაც გამოირჩევა ყველა მისი ნაწარმოები.
1910 პაულ ფონ ჰაიზე (1830-1914). გერმანია. ლირიკოსი
პოეტის, დრამატურგის, რომანისტის, ნოველისტის შეუდარებე-
ლი ტალანტისათვის, იდეალიზმისათვის, რომლის დემონსტრი-
რებასაც ახდენს ის თავის ესოდენ ხანგრძლივ და ნაყოფიერ შე-
მოქმედებაში.

296
1911 მორის მეტერლინკი (1862-1949). ბელგია. მრავალ-
მხრივი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით
დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან
წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით.
1912 გერჰარტ ჰაუპტმანი (1862-1946). გერმანია. დრამა-
ტულ ხელოვნებაში მიღწეული სიმაღლეებისათვის.
1913 რაბინდრანათ თაგორი (1861-1941). ინდოეთი. ღრმა
მგრძნობელობისთვის, ორიგინალური და მშვენიერი ლექსები-
სათვის, სადაც განსაკუთრებული ოსტატობით გამოიხატა მისი
პოეტური აზროვნება, რომელიც, მისივე თქმით, დასავლეთის
ლიტერატურის ნაწილი გახდა.
1914 პრემია არ მიუნიჭებიათ.
1915 რომენ როლანი (1866-1944). საფრანგეთი. ლიტერა-
ტურულ ქმნილებათა მაღალი რეალიზმისათვის, სიმართლის,
თანაგრძნობისა და სიყვარულისათვის, სიმართლისა, რომლი-
თაც აღწერს ადამიანთა სხვადასხვა ტიპს.
1916 ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (1859-1940). შვედეთი.
მსოფლიო ლიტერატურის ახალი ეპოქის გამოჩენილ წარმო-
მადგენელს.
1917 ჰენრიკ პონტოპიდანი (1857-1943). დანია. თანამედ-
როვე დანიის ცხოვრების სიმართლით აღწერისათვის.
კარლ გელერუპი (1857-1919). დანია. მრავალსახოვანი
პოეტური შემოქმედებისა და ამაღლებული იდეალებისათვის.
1918 პრემია არ მიუნიჭებიათ.
1919 კარლ შპიტელერი (1845-1924). შვეიცარია. შეუდარე-
ბელი ეპოსისათვის – „ოლიმპიური გაზაფხული“.
1920 კნუტ ჰამსუნი (1859-1952). ნორვეგია. ისეთი მონუმენ-
ტური ნაწარმოებისათვის, როგორიცაა „მიწის მადლი“.

297
1921 ანატოლ ფრანსი (1844-1924). საფრანგეთი. ბრწყინვა-
ლე ლიტერატურული მიღწევებისათვის, თხზულებებისათვის,
რომლებიც გამოირჩევა სტილის დახვეწილობით, ღრმა ჰუმა-
ნიზმითა და ჭეშმარიტი გალური ტემპერამენტით.
1922 ხასინტო ბენავეტე-ი-მარტინესი (1866-1954). ესპანეთი.
ბრწყინვალე ოსტატობისათვის, ესპანური დრამის სახელოვანი
ტრადიციების განგრძობისათვის.
1923 უილიამ ბატლერ იეიტსი (1865-1939). ირლანდია. შთა-
გონებული პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც მაღალ-
მხატვრული ფორმით ასახავს ეროვნულ სულს.
1924 ვლადისლავ რეიმონტი (1867-1925). პოლონეთი. ღირ-
სშესანიშნავი ეროვნული ეპოსისათვის – „გლეხები“.
1925 ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950). ირლანდია.
იდეალიზმითა და ჰუმანიზმით გამორჩეული შემოქმედებისათ-
ვის, ცეცხლოვანი სატირისათვის, რომელიც ხშირად ერწყმის
არაჩვეულებრივ პოეტურ მშვენიერებას.
1926 გრაცია დელედა (1871-1936). იტალია. პოეტური თხზუ-
ლებებისათვის, რომლებშიც პლასტიკური სიცხადითაა აღწერი-
ლი მისი მშობლიური კუნძულის (სარდინიის) ცხოვრება და ადა-
მიანური პრობლემები.
1927 ანრი ბერგსონი (1859-1941). საფრანგეთი. მისი ნათე-
ლი და ცხოველმყოფელი იდეების აღიარების ნიშნად, აგრეთვე
იმ განსაკუთრებული ოსტატობისათვის, რომლითაც ეს იდეები
იქნა ხორცშესხმული.
1928 სიგრიდ უნდსეტი (1882-1949). ნორვეგია. უმთავრესად
შუა საუკუნეების სკანდინავიის შთამბეჭდავი აღწერისათვის.
1929 თომას მანი (1875-1955). გერმანია. რომანისათვის
„ბუდენბროკები“.

298
1930 სინკლერ ლუისი (1885-1951). აშშ. რომანისტის მძლავ-
რი და მეტყველი ნიჭის, მახვილგონივრულობის, იუმორის, ორი-
გინალური ხასიათებისა და ტიპების შექმნისათვის.
1931 ერიკ აქსელ კარლფელდტი (1864-1931). შვედეთი.
პოეტური შემოქმედებისათვის.
1932 ჯონ გოლზუორთი (1867-1933). ინგლისი. თხრობის
უმაღლესი ხელოვნებისათვის, რომლის მწვერვალსაც „ფორ-
საიტების საგა“ წარმოადგენს.
1933 ივან ბუნინი (1870-1953). სსრკ (ემიგრანტი). რუსული
კლასიკური პროზის განვითარებისათვის.
1934 ლუიჯი პირანდელო (1867-1936). იტალია. დრამატურ-
გიული და სცენური ხელოვნების აღორძინებისას შემოქმედები-
თი გამბედაობისა და გამომგონებლობისათვის.
1935 პრემია არ მიუნიჭებიათ.
1936 იუჯინ გლადსტონ ო’ნილი (1888-1953). აშშ. გულწრფე-
ლობისა და გრძნობის სიღრმისათვის დრამატულ ნაწარმოებებ-
ში და ტრაგედიის ჟაანრის ახლებურად გააზრებისათვის.
1937 როჟე მარტენ დიუ გარი (1881-1958). საფრანგეთი.
ადამიანის, აგრეთვე თანამედროვე ცხოვრების ყველაზე უფრო
არსებითი მხარეების ასახვის, მხატვრული ძალისა და სიმარ-
თლისათვის.
1938 პერლ ბაკი (1892-1973). აშშ. ჩინელი გლეხების ცხოვ-
რების მრავალწახნაგოვანი, ჭეშმარიტად ეპიკური ასახვისა და
ბიოგრაფიული შედევრებისათვის.
1939 ფრანს სილანპია (1888-1964). ფინეთი. ფინელი გლეხ-
კაცობის ცხოვრებაში ღრმა წვდომისა და მათი ბუნებასთან კავ-
შირის ჩინებული აღწერისათვის.
1940-1943 პრემია არ მიუნიჭებიათ.

299
1944 იოჰანეს იენსენი (1873-1950). დანია. პოეტური წარმო-
სახვის იშვიათი ძალისა და სიმდიდრისათვის, რომელიც ერ-
წყმის ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედები-
თი სტილის თვითმყოფადობას.
1945 გაბრიელა მისტრალი (1889-1957). ჩილე. ჭეშმარიტი
გრძნობიერი პოეზიისთვის, რომელმაც მისი სახელი აქცია მთე-
ლი ლათინური ამერიკის იდეალისტურ მისწრაფებათა სიმბო-
ლოდ.
1946 ჰერმან ჰესე (1877-1962). შვეიცარია. ზეშთაგონებული
ნაწარმოებებისათვის, რომლებშიც გამოხატულია გაბედულება
და თავად წარმოადგენენ ჰუმანიზმის კლასიკური იდეალების
ორიგინალური სტილის ნიმუშებს.
1947 ანდრე ჟიდი (1869-1951). საფრანგეთი. ღრმა და მხატ-
ვრულად მნიშვნელოვანი ნაწარმოებებისათვის, რომლებშიც
ადამიანური პრობლემები წარმოდგენილია ჭეშმარიტების
შეუპოვარი სიყვარულითა და ღრმა ფსიქოლოგიური გამ-
ჭრიახობით.
1948 ტომას სტერნზ ელიოტი (1888-1965). ინგლისი. თანა-
მედროვე პოეზიაში დიდი ნოვატორული წვლილისათვის.
1949 უილიამ ფოლკნერი (1897-1962). აშშ. მხატვრული მიღ-
წევებისათვის, უნიკალური წვლილისათვის თანამედროვე ამე-
რიკული რომანის განვითარების საქმეში.
1950 ბერტრან რასელი (1872-1970). ინგლისი. ნიშნად დიდ-
მნიშვნელოვანი ნაწარმოებების აღიარებისა, რომლებშიც მწე-
რალი იცავს აზრის თავისუფლებასა და დიად ჰუმანურ
იდეალებს.
1951 პერ ლაგერკვისტი (1891-1974). შვედეთი. მხატვრული
ძალისა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი მსჯელობებისათ-

300
ვის. ის ცდილობდა, თავის შემოქმედებაში მოეძებნა პასუხი მა-
რადიულ კითხვებზე, კაცობრიობის წინაშე რომ დგას.
1952 ფრანსუა მორიაკი (1885-1970). საფრანგეთი. ღრმა სუ-
ლიერებისა და მხატვრული ძალისათვის, რომლითაც თავის
რომანებში ადამიანური ცხოვრების დრამა ასახა.
1953 უინსტონ ჩერჩილი (1874-1964). ინგლისი. ისტორიული
და ბიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებების მაღალი ოსტატო-
ბით შესრულებისათვის, აგრეთვე ბრწყინვალე ორატორული ხე-
ლოვნებისათვის, რომელთა შემწეობითაც შესაძლებელი გახდა
მაღალადამიანურ ფასეულობათა დაცვა-შენარჩუნება.
1954 ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961). აშშ. თხრობის დიდოს-
ტატობისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ დემონსტრირებულ
იქნა მოთხრობაში „მოხუცი და ზღვა“; გავლენისათვის, რაც მან
მოახდინა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე ახალი სტი-
ლის აღმოჩენითა და დამკვიდრებით.
1955 ჰალდორ ლაქსნესი (1902-1998). ისლანდია. გამოკვე-
თილი ეპიკური ძალმოსილებისათვის, რომელმაც ააღორძინა
ისლანდიის დიდი თხრობითი ხელოვნება.
1956 ხუან რამონ ხიმენესი (1881-1958). ესპანეთი. ლირიკუ-
ლი პოეზიისათვის, რომელიც ესპანურ ენაში მაღალი სულიერე-
ბისა და წმინდა ხელოვნების მაგალითს ამკვიდრებს.
1957 ალბერ კამიუ (1913-1960). საფრანგეთი. ადამიანური
სინდისის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის.
1958 ბორის პასტერნაკი (1890-1960). სსრკ. თანამედროვე
ლირიკულ პოეზიასა და დიდი რუსული პროზის დარგში თვალ-
საჩინო დამსახურებისათვის.

301
1959 სალვატორე კვაზიმოდო (1901-1968). იტალია. ლირი-
კული პოეზიისათვის, რომელიც კლასიკური ცხოველმყოფელო-
ბით გამოხატავს ჩვენი დროის ტრაგიკულ გამოცდილებას.
1960 სენ-ჟონ პერსი (1887-1975). საფრანგეთი. აზრთა დიდი
აღმაფრენისათვის, მდიდარი პოეტური ხატოვნებისათვის, რო-
მელიც ფანტასტიკურად ასახავს თანამედროვეობას.

302
ივო ანდრიჩი

...პატარა ქვეყანა სამყაროთა შორის

1961
აღასრულა რა მასზე დაკისრებული საპატიო მოვალეობა,
შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტმა პრემია, დიდი საერ-
თაშორისო აღიარების გამოხატვა, წელს პატარა ქვეყნის (რო-
გორც ითქმის ხოლმე) მწერალს მიანიჭა. და მე ვღებულობ ამ
ჯილდოს. ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს ქვეყანა-
ზე, აგრეთვე რამდენიმე ზოგადი მოსაზრება გამოვთქვა იმ პრო-
ზაიკოსის შემოქმედებაზე, რომლის დაჯილდოებაც თქვენ ინე-
ბეთ.
ჩემი სამშობლო, ერთი ჩვენი მწერლის სიტყვებით, მართლაც
„პატარა ქვეყანაა სამყაროთა შორის“, ქვეყანა, რომელიც ცდი-
ლობს აინაზღაუროს ყველაფერი, რასაც კი მოაკლდა მძიმე,
მღელვარე წარსულში, აინაზღაუროს რაც შეიძლება სწრაფად,
თავგანწირვითა და არნახული მონდომებით, აინაზღაუროს ყო-
ფიერების ყველა სფეროში, მათ შორის კულტურაში. თქვენ ახა-
ლი ლაურეატის არჩევით ნათელი მოჰფინეთ ჩემი ქვეყნის ლი-
ტერატურულ საქმიანობას, თანაც ისეთ დროს, როდესაც ახალი
სახელებისა და ორიგინალური ნაწარმოებების წყალობით მან
ჯეროვანი როლის შესრულება დაიწყო მსოფლიო მწერლობაში.
თქვენ მიერ ჩემი ქვეყნის ერთი მწერლის აღიარება ამ მცდე-
ლობის უეჭველი მხარდაჭერაა და ჩვენგან განსაკუთრებულ

303
მადლიერებას აღძრავს. მახარებს მოცემული შესაძლებლობა
ამ მადლიერების გულწრფელად და სადად გამოხატვისა.
გაცილებით რთულია ითქვას რაიმე შემოქმედებაზე მთხრო-
ბელისა, რომელსაც თქვენ პრემია მიანიჭეთ.
განა სწორია, იმისგან, ვინც თავისი ქმნილებები, თავისი თა-
ვის ნაწილი წარმოგიდგინათ, იმასაც ელოდეთ, რომ მათზე ილა-
პარაკოს კიდეც?! ჩვენ არცთუ იშვიათად ისე ვუცქერთ მხატვრუ-
ლი ნაწარმოებების შემქმნელთ, როგორც მდუმარე და მიუწ-
ვდომელ თანამედროვეთ, ან არადა, როგორც სახელგანთქმულ
განსვენებულებს; თან გვგონია, ქმნილების ენა უფრო სუფთა და
მკაფიო იქნება, თუ მას შემოქმედის ხმა არ დაერთვება. ასეთი
აზრები საკმაოდ გავრცელებულია და არახალია. ჯერ კიდევ
მონტესკიე ირწმუნებოდა: „მწერლები თავიანთი ნაწარმოებების
ცუდი მსაჯულები არიან“. ოდესღაც აღვფრთოვანდი გოეთესთან
წაკითხულით: „ხელოვანის საქმე შექმნაა და არა ლაპარაკი“;
და მოგვიანებით იგივე აზრი, ბრწყინვალედ ფორმულირებული,
მარად სახსოვარ ალბერ კამიუსთანაც აღმოვაჩინე.
ამიტომ მიმაჩნია, ჩემი ხანმოკლე სიტყვის სიმძიმის ცენტრის
გადატანა მოთხრობასა და მთხრობელზე სავსებით სამარ-
თლიანია. ათასობით ენაზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში, საუკუ-
ნიდან საუკუნეში, მოყოლებული უძველესი გადმოცემებიდან,
კერიის პირას რომ ყვებოდნენ ჩვენი წინაპრები ქოხებში, ვიდრე
თანამედროვე მწერლების ქმნილებებამდე, რომლებიც ეს-ესაა
იბეჭდება უდიდეს გამომცემლობებში, მოთხრობილია ადა-
მიანის თავგადასავალი, ბედ-იღბალი. დროისა და გარემოების
კვალად იცვლება გამოსახვის ხერხები და ფორმები, მაგრამ არ
იცვლება მოთხოვნილება ამ მოთხრობაზე, მეტიც, იზრდება კი-
დეც. ხანდახან ისიც გეჩვენება კაცს, რომ კაცობრიობა გონების

304
პირველი გამონათებიდან მოყოლებული, უთვალავ ვარიანტად,
მაგრამ უნისონში თავის სუნთქვასა და გულისცემასთან, ერთსა
და იმავე ამბავს უყვება თავის თავს. იგი ასე ცდილობს გააცუ-
როს ჯალათი. ლეგენდარული შაჰერაზადას მთხრობელებივით,
მას უნდა ბედისწერის უცილობელი განაჩენის გადავადება და
მარადიული ცხოვრების ილუზიის გახანგრძლივება. ან ხომ ისიც
შეიძლება, რომ მთხრობელი ადამიანს ეხმარებოდეს თავისი
თავის პოვნასა და შეცნობაში? ანდა იქნებ ეს მოთხრობა საკუ-
თარი თავის შელოცვაა, მსგავსად იმ ბავშვის საქციელისა, სიბ-
ნელით შეშინებული სიმღერით რომ იმშვიდებს თავს? ან მისი
მოთხრობების მიზანი სულაც იმ ბნელი ბილიკების განათება
ხომ არაა, ჩვენ რომ მივუყვებით ბედისწერის ნებით? ჩვენი
ცხოვრების ჩვენივე თავისთვის ახნის მცდელობა? აკი, კარგი
მთხრობელის ბაგეთაგან რამდენჯერ გაგვიცნობიერებია, რა
შევძელით და რა გავუშვით ხელიდან, რა უნდა გვექნა და რა –
არა. არ არის გამორიცხული, ეს მოთხრობები, ზეპირგადმოცე-
მული თუ წერილობითი, კაცობრიობის ჭეშმარიტი ისტორია
იყოს და შევძლებთ კი ჩვენ ჩავხვდეთ მის არსს? და საერთოდ,
არა აქვს მნიშვნელობა, წარსულისაა ეს მოთხრობები თუ თანა-
მედროვეობის.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, წარსული ამბების მოყოლა გარ-
კვეულად თანამედროვეობის უგულებელყოფა, მისგან შებრუნე-
ბაც კიაო. ჩემი აზრით, ისტორიული მოთხრობებისა და რომანე-
ბის ავტორი არ დაეთანხმება ამ დაუსაბუთებელ აზრს და
აღიარებს, რომ თვითონაც არ იცის, როგორ და როდის გადადის
აწმყოდან წარსულში, რომ იგი ისევე ლაღად და მსუბუქად გა-
დააბიჯებს ხოლმე ასწლეულების ზღურბლს, როგორც სიზმრებ-
ში ხდება. ბოლოს და ბოლოს, განა წარსულშიც და აწმყოშიც

305
ერთსა და იმავე მოვლენებსა და გაუგებრობებს არ ვაწყდებით –
იყო ადამიანი, გაჩენილი დაუკითხავად და შენი ნების გარეშე,
აღმოჩნდე ყოფიერების ოკეანეში ჩაგდებული და მიტოვებული,
იძულებული იყო იცურო, იარსებო, თავი არ დაკარგო, გაუძლო
გარე შემოტევებს, საკუთარ და სხვათა გაუთვალისწინებელ ქცე-
ვას, რაც ხშირად აღემატება ჩვენს ძალას; და რაც უმთავრესია,
გაუძლო ამ ყოველივეს გაცნობიერებას. ერთი სიტყვით, ადა-
მიანი უნდა იყო.
ამრიგად, წარსულისა და აწმყოს წარმოსახვითი საზღვრის
მიღმაც ადამიანის ბედისწერას, ხვედრს ეხება მწერალი. და სწო-
რედ ეს უნდა დაინახოს მან, ღრმად ჩასწვდეს, შეენივთოს, შეერ-
წყას მას, თავისი სული შთაბეროს, თავისი სისხლით ისიც გაათ-
ბოს და ადამიანის ბედისწერა აქციოს თავისი მონათხრობის
ცოცხალ ქსოვილად, თან თხრობა ძალიან კარგი უნდა იყოს, სა-
და და დამაჯერებელი.
როგორ ახერხებენ ამას მწერლები, რაგვარად და რა გზით?
ერთნი, წარმოსახვის ლაღი და უსაზღვრო თამაშით, მეორენი,
ისტორიული და სოციალური ევოლუციის მონაცემების ხან-
გრძლივად და მუყაითად შესწავლით. ერთნი იძულებულნი არი-
ან ჩასწვდნენ გარდასულ ეპოქათა მატერიას და აზრს, მეორენი
წარმატებას სასწაულებრივი სიმსუბუქით აღწევენ, მსგავსად უხ-
ვმოსავლიანი ფრანგი მწერლისა, რომელმაც განაცხადა: „რა
არის ისტორია? ლურსმანი, რომელზეც მე ჩემს რომანებს ვკი-
დებ!“ ერთი სიტყვით, ხერხი ათასობითაა, რომელთა მიხედვით
ქმნის ავტორი, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა
მაინც შედეგს, თვით ნაწარმოებს აქვს.
ისტორიული რომანების ავტორს, ერთხელ და სამუდამოდ
რომ მიეცა განმარტება ყველასათვის, თავისი რომანებისთვის

306
ეპიგრაფად ძველების ნათქვამი შეეძლო წაემძღვარებინა: „მე
გარდასულ დღეებზე ვფიქრობდი და მარადიულობას ვიხსენებ-
დი“. მაგრამ მწერლის შემოქმედება ამას ყოველგვარი ეპიგრა-
ფის გარეშეც ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ოსტატობის, გე-
მოვნების, მეთოდის საქმეა, ხოლო ყოველგვარი მსჯელობა
მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ – გონების თამაში. ის
კი არ არის მთავარი, მწერალი არარსებობიდან წარსულს თუ
გამოიხმობს, აწმყოს თუ დახატავს ლამაზად და გამართული თუ
გასწევს მომავლისკენ; არა, მთავარია სული, რომლითაც გამ-
სჭვალულია მისი მოთხრობა, სათქმელი, რომელიც მის მოთ-
ხრობაშია. ეს კი, ცხადია, არანაირ წესსა და კანონს არ ემორჩი-
ლება. ყველას ისე მიჰყავს თხრობა, როგორი მემკვიდრეობითი
ან შეძენილი საზომი და შეხედულებებიც აქვს, თანახმად თავისი
მხატვრული შესაძლებლობებისა. ყველა მთხრობელს თავისი
ნაამბობის მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, მან სრული-
ად თავისუფლად უნდა განავითაროს თხრობა. მაგრამ ერთი
იმედი მაინც მინდა გამოვთქვა, რომ მოთხრობა, რომელსაც თა-
ნამედროვე მთხრობელი ყვება, ფორმისა და თემის მიუხედავად,
არ იქნება მოწამლული და ხმაჩაწყვეტილი მომაკვდინებელი
იარაღით, რომ მისი მოკარნახე იქნება სიყვარული, გეზის მიმ-
ცემი – ადამიანის თავისუფალი და ნათელი ნება, იმიტომ, რომ
მთხრობელი და მისი ქმნილება ადამიანსა და კაცობრიობას უნ-
და ემსახურონ. ესაა უმთავრესი. აი, ამის ხაზგასმა მინდოდა, და-
ბოლოს, დამრთეთ ნება იმითვე დავასრულო, რითაც დავიწყე:
დიდი და გულწრფელი მადლობა თქვენ!

307
ჯონ სტაინბეკი

სიტყვა და ადამიანი

1962
მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი
ჯილდოს ღირსად რომ ცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის
პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმარ-
თაც პატივისცემითა და მოწიწებით ვარ განმსჭვალული – თუმც,
უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება.
ამ პრემიით დაჯილდოებული ჩვეულებრივ მეცნიერულ ან სა-
კუთარ კომენტარებს გვთავაზობს ლიტერატურის არსისა და
მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ამ
განსაკუთრებულ დროში იქნებ სჯობდეს, ლიტერატურის შემ-
ქმნელთა მაღალი დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესა-
ხებ გვესაუბრა.
ნობელის პრემია და ადგილი, სადაც მე ვდგავარ, ისეთი
პრესტიჟულია, მაგულიანებს მადლიერი და აპოლეგეტური თაგ-
ვივით კი არ ვიწრუწუნო, არამედ ლომივით ვიბრდღვინო იმგვა-
რი სიამაყით, რასაც ჩემი პროფესიისა და იმ ბრწყინვალე, ნი-
ჭიერი ადამიანების გამო განვიცდი, საუკუნეთა მანძილზე ამ ას-
პარეზზე რომ იღვწოდნენ.
ლიტერატურა არ გაუვრცელებია ფერმკრთალ და დასაჭური-
სებულ, ცარიელ ეკლესიებში ლიტანიების მომღერალ შარიან
სამღვდელოებას – არც მონასტერში გამომწყვდეული რჩეულე-

308
ბის, უიმედოდ სასოწარკვეთილი, ტრაბახა მათხოვარი ბერების
საქმე ყოფილა.
ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა
მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირი-
ქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ
ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი. დასაბამიდან-
ვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადა-
მიანთა მოდგმამ დააკანონა.
კაცობრიობა თავგზააბნეულია იმ პირქუში და უკაცრიელი
დროის გამო, რომელშიც გამოსვლა უხდება. ჩემმა დიდმა წინა-
მორბედმა უილიამ ფოლკნერმა აქ გამოსვლისას, ამ დროებას
უწოდა ყოვლისმომცველი შიშის ტრაგედია, რომელიც იმდენ
ხანს გაგრძელდა, რომ სულიერებაც კი დაგვავიწყა. ამიტომ
ადამიანს მხოლოდ თავის გულთან ჭიდილში შეეძლო ამის შესა-
ხებ დაეწერა. ფოლკნერმა კი ყველაზე მეტად უწყოდა როგორც
ადამიანის ძლიერების, ასევე მისი სისუსტის შესახებ. მან იცო-
და, რომ შიშის შეცნობა და დაძლევა მწერლის არსებობის ერთ--
ერთი მთავარი მიზანია.
ეს არახალია. მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეც-
ვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეც-
დომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოიზიდოს ჩვენი
ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორე-
ბის მიზნით.
გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია საჯაროდ განაცხა-
დოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი – მი-
სი გულისა და სულის სიდიადე – მარცხის ვაჟკაცურად აღიარე-
ბა, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასო-
წარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მო-

309
ცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია,
რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის
სრულყოფილებისა, ... არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლი-
ტერატურაში.
დღევანდელი ყოვლისმომცველი შიში ჩვენს ცოდნაში ახალი
მოზღვავებული ტალღისა და მატერიალურ სამყაროში ერთგვა-
რად სახიფათო მოვლენათა ბრუნვა-ტრიალის შედეგია. მართა-
ლია, ურთიერთგაგების სხვა ფაზებმა ჯერ ფეხი ვერ აუწყო ამ
უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ,
ისინი ვერ ან არ ივლიან გვერდიგვერდ. რა თქმა უნდა, ესეც
მწერლის მოვალეობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს მისი აღ-
სრულება. კაცობრიობას ხანგრძლივი, საამაყო ისტორია აქვს
ბუნებრივი მტრების წინააღმდეგ მტკიცედ დგომისა, ზოგჯერ
თითქმის დამარცხებისა და გაქრობის წინაშეც მდგარა. ჩვენ
ვიქნებით მშიშრები და უგუნურნი ბრძოლის ველი რომ უდიდესი
გამარჯვების წინადღეს მივატოვოთ.
გასაგებია, ალფრედ ნობელის ცხოვრებას გავეცანი; რო-
გორც წიგნებში ამოვიკითხე, განდეგილი და მოაზროვნე ყოფი-
ლა. მან შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც უნარი
აქვს შემოქმედებითი სიკეთის ან დამანგრეველი ბოროტებისა,
არჩევანის უქონლობის შემთხვევაში გონება და საღი აზრი რომ
ვერ წარმართავს.
ნობელმა დაინახა, რომ თავის გამოგონებებს სისასტიკისა
და სისხლისღვრის ჩასადენად ბოროტად გამოიყენებდნენ. ეგებ
წინასწარ განჭვრეტილიც კი ჰქონდა თავის გამოკვლევათა სა-
ბოლოო შედეგი – უკიდურესი ძალმომრეობისა და საბოლოო
ნგრევის მისაწვდომობა. ამბობენ, ცინიკოსიც გახლდათ, მაგრამ
არ მჯერა. ვფიქრობ, ის შეეცადა ზემოქმედების – უსაფ-

310
რთხოების სარქველის გამოგონებას, რაც, ჩემი აზრით, საბო-
ლოოდ მხოლოდ ადამიანის გონებასა და სულში პოვა.
მგონი, მისი მოსაზრება ნათლადაა გამოხატული ამ პრე-
მიების ნომინაციაში. ისინი შემოთავაზებულია ადამიანის ცოდ-
ნისა და მისი სამყაროს მუდმივი განვითარებისათვის – ურთი-
ერთგაგებისა და კომუნიკაციისათვის – რაც ლიტერატურის და-
ნიშნულებაა და თავის მხრივ, მშვიდობის შესაძლებლობის დე-
მონსტრირებას გულისხმობს, ყველაფრის მწვერვალს რომ წარ-
მოადგენს.
ორმოცდაათ წელზე ნაკლები გავიდა მისი გარდაცვალები-
დან, რაც ბუნების კარი გაიხსნა და არჩევანის საშინელი ტვირ-
თის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ბევრი იმ ძალის უზურპირება მოვახ-
დინეთ, რაც თავის დროზე ღმერთს მივაკუთვნეთ. შეშინებულებ-
მა და მოუმზადებლებმა მთელი სამყაროს ყველა ცოცხალი არ-
სების სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლება ვიტვირთეთ,
თავზე ავიღეთ. საფრთხე, გამარჯვება და არჩევანი საბოლოოდ
ადამიანზეა დამოკიდებული. მისი სრულყოფილების გამოცდა
ჩვენს ხელთაა.
ვიტვირთეთ რა ღვთიური ძალა, ვალდებულნი ვართ საკუ-
თარ თავში მოვიძიოთ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, რასაც
ერთ დროს ვიღაც ღვთაებას ვევედრებოდით, გვეგონა, ის იქნე-
ბოდა მათი მფლობელი. ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშ-
როება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა
იოანე მოციქულის პერიფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის
სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა.

311
გიორგოს სეფერისი

ახალბერძნული ტრადიციის სამანები

1963
...ჩვენი ენობრივი პრობლემები იმ დროის პირმშოა, როცა
ანტიკური შედევრებით მონუსხულმა ალექსანდრიელმა ფილო-
ლოგებმა წერის მკაცრი წესების შემუშავება დაიწყეს, ანუ სხვა
სიტყვებით, პურიზმს დაუდეს სათავე და დაივიწყეს, რომ ენა
ცოცხალი, მზარდი ორგანიზმია. ასეთ „მოძღვართა“ რჩევებმა
იმდენად დიდი გავლენა იქონიეს, რომ პურისტების ახალ-ახალი
თაობა შვეს და ისინი დღესაც ბევრი არიან. ეს ადამიანები წარ-
მოადგენენ ერთ-ერთ მიმდინარეობას ბერძნული ენისა და ტრა-
დიციის განვითარებაში.
მეორე მიმდინარეობა – რომელსაც დიდი ხნის განმავლობა-
ში აგდებით უყურებდნენ – ხალხური, ზეპირი ტრადიციაა. მახ-
სოვს, როგორ გამაოგნა II საუკუნის პაპირუსმა – ვიღაც მეზ-
ღვაურის მიერ მამისადმი გაგზავნილმა წერილმა. ენის თანა-
მედროვეობით გაოცებულს გული დამწყდა, რომ ადამიანურ
გრძნობათა მთელი სიმდიდრე საუკუნეების განმავლობაში რეგ-
ლამენტირებული მჭევრმეტყველების ქვეშ იყო დაფარული.
ცნობილია, რომ სახარებაც სახალხო ენითაა ჩაწერილი. მოცი-
ქულები ცდილობდნენ, გასაგები ყოფილიყვნენ, რათა ადვილად
გაეკვლიათ გზა მათი გულებისკენ და ამიტომაც ორმაგად გულ-
დასაწყვეტია, როცა ადამიანები წარმოუდგენელ წინდაუხე-
დაობას იჩენენ: გავიხსენოთ გასული საუკუნის დასაწყისის

312
ათენში განვითარებული მოვლენები, როცა უფლის სიტყვათა
თარგმნას კრძალავდნენ, მოითხოვდნენ, რომ სახარება არ
ეთარგმნათ თანამედროვე ენაზე.
თუმცა მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს ორი მიმდინა-
რეობა ლამის ბიზანტიის დაცემამდე ერთმანეთისგან დამოუკი-
დებლად არსებობდა. მეცნიერები თავიანთ ნაწერს რთული რი-
ტორიკული ფიგურებით ამკობდნენ, მდაბიონი კი, სწავლულთა
მიმართ მოწიწების მიუხედავად, გამოხატვის თავისებური მანე-
რის ერთგულები რჩებოდნენ. არ შევეცდები ვამტკიცო, რომ ეს
მიმდინარეობები ბიზანტიაში არასდროს დაახლოებულან. ასე-
თი ტენდენცია პალეოლოგთა მმართველობის უკანასკნელი პე-
რიოდის ფრესკებსა და მოზაიკებში იგრძნობა. მოცემულ შემ-
თხვევაში იმპერიული ტრადიციისა და პროვინციული, სახალხო
შემოქმედების შერწყმა საოცრად უწყობდა ხელს ხელოვნების
განახლებას.
კონსტანტინოპოლის დაცემას წინ ხანგრძლივი აგონია უძ-
ღოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, კონსტანტინოპოლი დაეცა,
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მონობის ხანაც დაიწყო. უამრავი
მეცნიერი კი, ვინც პოეტის სიტყვით, „წინაპართა ნეშტით სავსე
უზარმაზარი ურნებით იყვნენ დამძიმებულნი“, დასავლეთით
გაემართნენ, რათა სათავე დაედოთ ახალი მოვლენისთვის, სა-
ხელად რენესანსი. თუმცა, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ,
ჩვენმა ხალხმა არაფერი უწყოდა აღორძინებისა (ამ სიტყვის
მკაცრი გაგებით, გადასვლა შუა საუკუნეებიდან ახალი
დროებისკენ). მხოლოდ რამდენიმე კუნძული ჩაერთო ამ მოვ-
ლენებში – უპირველეს ყოვლისა კი, კრეტა, რომელიც მაშინ ვე-
ნეციელებს ეპყრათ. დაახლოებით XVI საუკუნეში სწორედ იქ
ჩაისახა პოეზია და პოეტური თეატრი, რომელსაც საფუძვლად

313
საოცრად ცოცხალი, სალაპარაკო ენა ედო. გავიხსენოთ, რომ
იმავე საუკუნეს დაემთხვა კრეტული ფერწერის აყვავება, რის
საუკეთესო მაგალითადაც დიადი კრეტელის, დომენიკოს
თეოტოკოპულოსის, ანუ ელ გრეკოს, შემოქმედება წარმოგვიდ-
გება.
1204 წელს ჯვაროსნების მიერ მიყენებული დარტყმის შემ-
დეგ კონსტანტინოპოლი უკვე განწირული იყო. იგი სულს ღაფავ-
და, კრეტა კი, პირიქით, ყვაოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სევდი-
თა და ერთგვარი ღვითსმოსაობით თავი დავხაროთ იმ ხვედრის
წინაშე, რომელიც ამ ბერძნულ კუნძულს ერგო წილად. მისი ბი-
ნადრები ხომ დიდი მონდომებით ამზადებდნენ ნიადაგს მომავა-
ლი განახლებისათვის, მაგრამ ყველაფერი, მათ მიერ შექმნი-
ლი, ისტორიის ქარმა გაფანტა. ამასთან დაკავშირებით პოეტ
კალვოსის სიტყვები მახსენდება, გენერალ ლაფაიეტს რომ მის-
წერა: „დავრჩით ღვთისა და ჩვენი უიმედობის ამარა“.
და მაინც, კრეტული კულტურული განახლების გავლენა XVII
საუკუნის შუა ხანებამდე იგრძნობოდა, როცა კრეტიდან ლტოლ-
ვილნი იონიის კუნძულებს და სხვა მიწებს მიაწყდნენ და თან „წა-
მოიღეს“ მეხსიერებაში აღბეჭდილი ლექსები, რომლებიც ადვი-
ლად შეეგუა ახალ პირობებს. კრეტულმა პოეზიამ გავლენა მო-
ახდინა კონტინენტური საბერძნეთის სასიმღერო ფოლკლორზე,
რომელიც, როგორც ხალხური თქმულებები, თაობიდან თაობა-
ში გადადიოდა. ზოგიერთი სიმღერა (გარკვეული ნიშნით) წარ-
მართობის ხანას ეკუთვნის, ზოგი კი ბიზანტიის ეპოქას, თუმცა
ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში იცვლიდნენ ფორმას.
ხალხური სიმღერები მოწმობენ, რომ ადამიანების დამოკიდებუ-
ლება შრომის, სიკვდილის, სიყვარულის, ასევე სიხარულისა და
მწუხარების მიზეზები ეპოქებზე არაა დამოკიდებული. უძველეს

314
ადამიანურ გრძნობათა ასე ცოცხლად გამოხატვა კი უცვლელი
ბერძნული მენტალიტეტის საბუთად გამოდგება.
ბერძნული პოეზიის უახლეს ისტორიაში არაერთი საყურად-
ღებო პიროვნება მოიძებნება და მოულოდნელი გარდატეხებიც
ხშირია ხოლმე. მეზღვაური, გლეხი და მეომარი ხალხის პოეზი-
ისთვის სათავე თითქოს უხეში და გულუბრყვილო გრძნობების
მეხოტბეს უნდა დაედო. მაგრამ ყველაფერი პირიქით კი გამოვი-
და. ეს მისია სრულყოფილებისკენ ლტოლვით ანთებულმა ადა-
მიანმა იკისრა. დიონისიოს სოლომოსი კუნძულ ძაკინთოსზე
დაიბადა. აქვე დავაზუსტებ, რომ იმ დროს იონიური კუნძულები
კულტურული თვალსაზრისით წინ უსწრებდა კონტინენტურ სა-
ბერძნეთს. სოლომოსი იტალიაში სწავლობდა. იგი ევროპელი
იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შესანიშნავად ერ-
კვეოდა თანამედროვე პოეზიის ყველა ნიუანსში. სოლომოსს შე-
ეძლო იტალიელი პოეტიც გამხდარიყო. მის იტალიურ ლექსებს
აუარება თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მაინც მშობლიურ
ენაზე წერა ამჯობინა.
სოლომოსი, რა თქმა უნდა, იცნობდა კრეტელი ლტოლვილე-
ბის მიერ მოტანილ პოეზიას. იგი ხალხურ ენას იცავდა და პუ-
რიზმს უპირისპირდებოდა. თავისი შეხედულებები ამის თაობაზე
სოლომოსმა წარმოადგინა ერთ ნაშრომში, სახელად „პოეტისა
და მეცნიერი პედანტის დიალოგი“. იგია ასევე „თავისუფლების
ჰიმნის“ ავტორი, რომელიც ჩვენს პირველ ეროვნულ ჰიმნად იქ-
ცა. კიდევ რამდენიმე მისი ლექსი იქცა სიმღერად, მთელი გასუ-
ლი საუკუნის მანძილზე რომ მღეროდა ხალხი, თუმცა ამით რო-
დი განისაზღვრება სოლომოსის კულტურული მნიშვნელობა. მი-
სი მთავარი დამსახურება ისაა, რომ, რამდენადაც ამის სა-
შუალებას ეპოქა აძლევდა – ბერძნული ენის განვითარების გზე-

315
ბი დასახა. ხალხურ მეტყველებაზე შეყვარებულ სოლომოსს ეს
საერო ენა პოეზიის სიმაღლემდე აჰყავდა. წარმოუდგენელი
იყო, რომ ეს უზარმაზარი სამუშაო ერთ ადამიანს ეკისრა. სო-
ლომოსის მთავარი ქმნილებებიდან (როგორც, მაგალითად,
პოემიდან „თავისუფალი ალყაშემორტყმულნი“, რომელიც პო-
ეტს მესოლონგის ალყამ შთააგონა) მხოლოდ ფრაგმენტები
დარჩა, ნამსხვრევი იმ ძვირფასი ქვისა, რომელიც პოეტთან ერ-
თად დაიმარხა. მხოლოდ ფრაგმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ამ
დიადი სულის ტანჯვათა შესახებ, სულისა, რომელიც მუდამ
მშვილდის ლარივით იყო დაჭიმული. ბერძენ მწერალთა მრა-
ვალმა თაობამ კეთილსინდისიერად შეისწავლა ეს ფრაგმენტე-
ბი. სოლომოსი 1857 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მხოლოდ
1927 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „ძაკინთოსელი ქალი“,
რომელმაც დიდ პოეტს დიდი პროზაიკოსის სახელიც მოუტანა.
ამ ბრწყინვალე პროზამ მთლიანად შეძრა ჩვენი ცნობიერება,
რადგანაც, ბედის წყალობით, გარდაცვალებიდან სამოცდაათი
წლის შემდეგ სოლომოსი თავის შორეულ შთამომავალთა ტკი-
ვილებს გამოეხმაურა. იგი განწირული იყო, საფუძველი ჩაეყარა
ბერძნული პოეზიისთვის.

316
***

სოლომოსის თანამედროვე ანდრეოს კალვოსი ყველაზე


მარტოსული შემოქმედია მთელ ბერძნულ ლიტერატურაში. ჩვე-
ნამდე მის არც ერთ პორტრეტს არ მოუღწევია. კალვოსისა და
იტალიელი პოეტის უგო ფოსკოლოს ხანმოკლე მეგობრობა გან-
ხეთქილებით დამთავრდა. დაიბადა კუნძულ ძაკინთოსზე და
მრავალი წელი კორფუზე გაატარა. ასე რომ, იგი პირადად არც
იცნობდა სოლომოსს. თხელი წიგნი ოცდაათი წლისამ რომ გა-
მოსცა ავტორმა, ოცამდე ოდას მოიცავდა – აი, სულ ეს არის,
რაც კალვოსისგან დარჩა. სიყმაწვილეში იგი ბევრს მოგ-
ზაურობდა: მოიარა იტალია, შვედეთი და ინგლისი.
ეს ამაყი ადამიანი XVIII საუკუნის მაღალი ზნეობრივი
იდეალებით ცხოვრობდა, ებრძოდა ტირანიას. კალვოსის შე-
მოქმედებას მისი სამშობლოს დიადი და მოწამებრივი ხვედრი
ასაზრდოებდა. კალვოსის პოეზია იმითაა გულში ჩამწვდომი,
რომ მის სულში დედისადმი სიყვარული (რომელიც პოეტის ბავ-
შვობისას გარდაიცვალა) სამშობლოს სიყვარულს შეერწყა. მი-
სი ლექსების ენა ძალზე დამუხტულია, რიტმი კი ცვალებადი, უს-
წორმასწორო. იგი კლასიკისკენ ილტვოდა და არ მოსწონდა
„კრეტული სილაბური ლექსის მონოტონურობა“, რომელმაც ამ-
დენი რამ შესძინა სოლომოსის ლექსს. თუმცა ისიც უნდა ით-
ქვას, რომ ცოცხალი და გამოკვეთილი სახეები თითქოს შიგნი-
დან ათბობს მის პოეზიას.
კორფუზე მრავალწლიანი განდეგილობის შემდეგ (რომელიც
მან თვითგანათლებას მიუძღვნა), კალვოსი სამუდამოდ ტოვებს
იონიის კუნძულებს და ინგლისში გადადის საცხოვრებლად.

317
ლონდონში იგი მეორეჯერ დაქორწინდა და მალე მეუღლესთან
ერთად გოგონათა პანსიონიც გახსნა პროვინციულ ქალაქში. იქ
გაატარა მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი თოთხმეტი წელი,
გაწყვიტა ყველანაირი კავშირი საბერძნეთთან. მე წილად მხვდა
ბედნიერება, მემოგზაურა იმ მხარეში, სადაც იგი ცხოვრობდა.
ერთმა მოხუცმა, ვინც კარგად იცოდა იქაური ამბები, მიამბო,
რომ ოდესღაც იცნობდა 80 წლის ქალბატონს, რომელიც ყმაწვი-
ლობისას კალვოსის მოსწავლე ყოფილა. იგი უზარმაზარი პატი-
ვისცემით იხსენებდა თავის მასწავლებელს.

318
***

კალვოსის შემოქმედება მალე დაივიწყეს. ეს გასაგებიცაა,


თუკი გავითვალისწინებთ პირობებს, სადაც წმინდა მწიგნობრუ-
ლი, რომანტიკული რიტორიკა თარეშობდა. არადა, მაშინ მთე-
ლი ათენი მოეცვა ამ ტალღას. კალვოსის პოეზია 1890 წელს ახ-
ლიდან აღმოაჩინა კოსტას პალამასმა. იგი ზუსტად დაემთხვა
ეროვნული აღმავლობის ხანას, როცა ბერძენმა ახალგაზრდო-
ბამ თანამედროვე ენის განმტკიცებისათვის ბრძოლა წამოიწყო.
შესაძლოა, ეს მრავალწლიანი ბრძოლა ზედმეტი გაცხარებით
მიმდინარეობდა, საუბარი ხომ მარტო ლიტერატურას არ ეხებო-
და. ახალგაზრდები ცხოვრების ყველა სფეროს გათანამედრო-
ვეობისკენ ისწრაფოდნენ, უარყოფდნენ სახალხო განათლების
არსებულ სისტემას, ისევე როგორც ჩვენს სხვა ინსტიტუციებს,
ანგრევდნენ ყველანაირ დოგმას. რა თქმა უნდა, ისინი უარს არ
ამბობდნენ კლასიკურ მემკვიდრეობაზე, თუმცა ცდილობდნენ
ცოცხალი ხალხური ტრადიციით შეევსოთ იგი: რას წარმოვად-
გენთ ახლა, ჩვენი არსებობის მოცემულ მომენტში? აი, მათი
მთავარი კითხვა. მოძრაობაში მეცნიერები და სკოლის მასწავ-
ლებლებიც ჩაერთვნენ. იმ პერიოდშივე გამოვიდა პირველი სე-
რიოზული ნაშრომები ბერძნული ფოლკლორის შესახებ.
კოსტას პალამასი ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ახალგაზრდობისას მქონდა ბედნიერება მის ერთ-ერთ საჯარო
ლექციას დავსწრებოდი. პალამასი სწორედ ამ ლექციაზე ვნახე
პირველად: ეს უღონო მოხუცი განცვიფრებდა თავისი უკიდეგა-
ნო მზერით, შეხედულებათა სიღრმით და ჩახლეჩილი, ძალზე
ინტონირებული ხმით. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრა-

319
ვალფეროვანია, პალამასის ნაწერები ათეული წლების მანძილ-
ზე განსაზღვრავდნენ საბერძნეთის ლიტერატურულ ცხოვრებას.
იგი ყველა პოეტურ ჟანრში მუშაობდა – ლირიკულში, ეპიკურში,
სატირულში და, ამასთანავე, გამჭრიახი კრიტიკოსიც იყო, შესა-
ნიშნავად იცნობდა უცხოურ ლიტერატურას, რაც კიდევ ერთხელ
ამტკიცებს, რომ საბერძნეთი ყოველთვის რჩებოდა კულტურათა
გზაჯვარედინად და პლატონიდან და ჰეროდოტედან მოყოლებუ-
ლი ყოველთვის მონაწილეობდა მსოფლიოს კულტურულ პრო-
ცესებში – განსაკუთრებით კი თავისი აყვავებისას.
რა თქმა უნდა, პალამასს არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა,
ხშირად მიმბაძველთა შორისაც. ეს ადამიანი მძლავრ სტიქიად
წარმომიდგება, ვისი ძალმოსილების წინაშეც ნებისმიერი კრი-
ტიკა ძალას კარგავს. თითქოს პურიზმის ათასწლეულების მან-
ძილზე დაგროვილმა ჩახშულმა ძალამ ერთბაშად გაარღვია ჯე-
ბირები. დიახ, ამ ნაკადმა უხვად მორწყა მზით გადამწვარი დაბ-
ლობი, მაგრამ ნუ გვექნება იმის იმედი, რომ აქ მხოლოდ ყვავი-
ლები გაიზრდება. პალამასმა ღრმად შეისწავლა ჩვენი ტრადი-
ცია მთელი თავისი სისავსით – ანტიკური, ბიზანტიური თუ ახა-
ლი. მისი სული მთელ დაფარულ სამყაროს მოიცავდა და მან ამ
სამყაროს თავისუფლება მიანიჭა. შესაძლოა მისი სულიერი სამ-
ყარო ზედმეტად ხვავრიელი იყო, თუმცა სწორედ პალამასის
ლტოლვამ თავისუფლებისკენ უბიძგა 1943 წელს მის დაკრძალ-
ვაზე შეკრებილ ხალხს, რათა, ოკუპანტების მუქარის მიუხედა-
ვად, ერთხმად ემღერათ საკუთარი ეროვნული ჰიმნი – „ჰიმნი
თავისუფლებას“.
***
ას ორმოცდათოთხმეტი ლექსი წარმოადგენს კონსტანტინოს
კავაფისის შემოქმედებით მემკვიდრეობას; მისთვის ნიმუშს სულ

320
სხვა პოეტები წარმოადგენდნენ, განსხვავებით მათგან, ვინც პა-
ლამასის შთაგონების წყაროდ იქცნენ.
იგი ელინისტური ტრადიციის მიმდევარი იყო, ტრადიციისა,
რომელიც იმ დროს ასე ყვაოდა ეგვიპტეში, დღეს კი ჩვენთან
თითქმის მთლიანად მივიწყებულია და კავაფისმაც ხომ – რამ-
დენიმე ხანმოკლე პერიოდს თუ არ ჩავთვლით – მთელი თავისი
ცხოვრება მშობლიურ ალექსანდრიაში გაატარა.
კავაფისის შემოქმედების თავისებურება თვითშეზღუდვითა
და ისტორიის განსაკუთრებული შეგრძნებით გამოიხატება. ის-
ტორიულ მოვლენებში იგი წარსულს კი არა, აწმყოს ხედავდა.
კავაფისს ჰომეროსისეულ პროტევსს შევადრიდი, პროტევსს
ალექსანდრიის სანაპიროდან, რომელსაც ნებისმიერი გარეგ-
ნობით შეეძლო წარმდგარიყო მნახველის წინაშე. სოლომოსისა
და პალამასისაგან განსხვავებით, იგი უეჭველად აკადემიური
ტრადიციის მემკვიდრედ უნდა მივიჩნიოთ. თუკი მათი შთაგონე-
ბის წყარო ხალხური სიმღერები და თქმულებები იყო, კავაფისი
ამჯობინებდა პლუტარქეს ან ანონიმური ქრონოგრაფოსების-
თვის მიემართა, პტოლემაიოსისა და სელევკიდებისდროინდე-
ლი ისტორიული მოვლენები ან ანეკდოტები გამოეყენებინა. კა-
ვაფისის პოეტური მეტყველება მისი ოჯახის გავლენით ჩამოყა-
ლიბდა. ისინი კონსტანტინოპოლიდან იყვნენ გადმოსახლებულ-
ნი. მისმა ლექსებმა ალექსანდრიული ქუჩების ცოცხალი ხმებიც
გაითავისა. იგი სრულუფლებიანი მოქალაქე იყო.
კავაფისისთვის განსაკუთრებით ახლობელი იყო გარდამავა-
ლი ეპოქები, როცა ყალიბდებოდა ზნე და რწმენა. მისი ლექსე-
ბის გმირთა უმრავლესობა ნახევრად ქრისტიანი, ნახევრად წარ-
მართები არიან ან ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორ-

321
ჩეული უბნებისა და რაიონების ბინადრები, „სირიელ-ბერძენ-
სომეხ-მიდიელები“, როგორც თავად იგი იტყოდა.
საკმარისია ცოტათი გავშინაურდეთ მის პოეტურ სამყაროში
და მყისვე გაგვიჩნდება კითხვა: ეს წარსულში ჩაპირქვავებული
თანამედროვეობაა თუ პირიქით – ისტორიის ძლიერი შემოჭრა
ჩვენს ყოველდღიურობაში? ამ ბუნდოვან სამყაროს პოეტმა სის-
ხლსავსე ცხოვრება მიანიჭა. მისმა მეგობარმა ე. მ. ფორსტერმა
როგორღაც გადმომცა კავაფისის განცვიფრებული შეძახილი,
როცა პირველად მოისმინა თავისი ლექსები ინგლისურად.
ფორსტერის თარგმანშია: „But you understand, my dear Foster,
you understand!“ („ე. ი. თქვენ მიხვდით, ძვირფასო ფორსტერ,
მიხვდით!“).
მას შემდეგ კავაფისი ბევრჯერ თარგმნეს სხვადასხვა ენაზე
და აუარება კომენტარიც დაურთეს. საკმარისია იალმარ გულ-
ბერგი გავიხსენოთ, ჭეშმარიტი პოეტი და ღრმა ელინისტი, ვისი
წყალობით კავაფისმა შვედურადაც გაიჟღერა.

322
***

ზემოთქმულის მიუხედავად, არსებობს ბერძნული კულტურის


სფეროები, რომლებიც არ ესმით უცხოელებს. მათ რიცხვს
მიეკუთვნება ანგელოს სიკელიანოსი. მე კარგად ვიცნობდი ამ
პოეტს. შეუძლებელია დაგავიწყდეს მისი მჭექარე ხმა თავისი
ლექსების კითხვისას. სიკელიანოსში უძველესი ბარდის პომპე-
ზურობა და გლეხური სიმღერების მოკრძალებულობა ერთმა-
ნეთს ერწყმოდა. იგი ყველას უყვარდა. გლეხები მას მხოლოდ
სახელით უხმობდნენ, თავისიანად აღიარებდნენ. სიკელიანო-
სის პოეზიაში პარნასული მწყემსის მეტყველება და ყოფა ადვი-
ლად ეგუებოდა იმ წმინდა, საკრალურ სამყაროს, სადაც იგი სახ-
ლობდა.
სიკელიანოსი ღვთაებრივი ძალით იყო აღსავსე, მნიშვნელო-
ბა არ ჰქონდა ღმერთს აპოლონს უწოდებდა, დიონისეს თუ
ქრისტეს. პოეტმა, რომელიც ასეთი ვნებით მოგვიწოდებდა ადა-
მიანისა და სამყაროს განახლებისაკენ, იმავდროულად ასეთი
სიტყვები წარმოთქვა: „სიკვდილი – ერთადერთი ხერხია“. სიკე-
ლიანოსს ესმოდა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ერთ
მთლიანობას წარმოადგენდა, მედლის ორ მხარეს. მე ყოველ-
თვის ვრწმუნდები მის სიმართლეში, როცა საბერძნეთში მიწევს
ხოლმე მოგზაურობა. სიკელიანოსი წლების მანძილზე მძიმედ
იყო ავად, მაგრამ ძალა, რომლითაც იგი იყო აღსავსე, სიკვდი-
ლამდე მასთან დარჩა. ერთხელ გული წაუვიდა და, რომ მოვასუ-
ლიერეთ, მითხრა: „აბსოლუტურ უკუნში ვიყავი და ასეთი მშვე-
ნიერება არასდროს მინახავს“.

323
***

ჩემი მოკლე ისტორიული ექსკურსის დასასრულ მინდა ვახსე-


ნო მწერალი, ვინც მუდამ მახსოვს. ეს ადამიანი ყველაზე უიმე-
დო წუთებშიც კი გვერდით მედგა. ჩვენს ქვეყანაში იგი გამონაკ-
ლისია. ეს ადამიანი არაა ინტელექტუალი. მაგრამ წმინდა აზრი
ხომ ცხოვრების შენაკადს მოითხოვს, ისევე როგორც მიცვალე-
ბულთა აჩრდილებს ესაჭიროებათ ცოცხალი სისხლი, რათა ხმა
გასცენ ოდისევსს. მან წერა-კითხვა ოცდათხუთმეტი წლისამ ის-
წავლა სპეციალურად იმისათვის, რათა თავისი მოგონებები
გადმოეცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შესახებ, იმ ომის
შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ მწერალს იოანე
მაკრიანისი ჰქვია. იგი შეიძლება ძველბერძნულ ზეთისხილს შე-
ვადაროთ, რომლის ყლორტიც ბუნებრივ სტიქიათა ზეწოლის
კვალს ინახავს – და სწორედ ამიტომაც იგი სიბრძნეს გვა-
ზიარებს. მაკრიანისის შემოქმედება თითქოს ასევე ინახავს
დროთა ქარიშხლების კვალს, მრავალი თაობის სულიერი ცხოვ-
რების ანაბეჭდს.
იგი XVIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონტინენტურ სა-
ბერძნეთში, დელფოსის მახლობლად. მაკრიანისი მოგვიყვა,
რომ დედას წინასამშობიარო ტკივილები მაშინ დაეწყო, როცა
ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული და იგი, თურმე, პირდაპირ
ტყეში დაბადებულა.
ეს კაცი არ წერდა ლექსებს, მაგრამ სიმღერა ცხოვრობდა მის
სულში, ისევე როგორც ყველა ბერძნის სულში. ერთხელ მაკ-
რიანისს ფრანგი ესტუმრა. „სუფრაზე სტუმარმა – მოგვითხრობს

324
მაკრიანისი, – მთხოვა ხალხური სიმღერები მემღერა და მეც, რა
თქმა უნდა, იქვე გამოვუცხვე რამდენიმე ახალი ლექსი“.
წერის მისეული მანერა განსაკუთრებულია. მაკრიანისის ნა-
წარმოებები კედელს გვაგონებს, სადაც ქვები ზუსტად არიან
ჩამჯდარი ერთმანეთში: ყოველი სიტყვა მნიშვნელობით არის
გაჯერებული და თავის ადგილასაა გამაგრებული. ზოგჯერ იგი
ჰომეროსისეულ ძალას აღწევს. სწორედ მაკრიანისის ქმნილე-
ბებმა მაგრძნობინა პროზის გემო.
მაკრიანისის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ძველი
ჭრილობები აუტანელ ტკივილს აყენებდა. მას დევნიდნენ,
დააპატიმრეს კიდეც. შემდეგ იყო სასამართლო და განაჩენი.
უიმედობით მოცული, იგი ღმერთს სწერდა ეპისტოლეს: „მაგრამ
შენ ჩვენი არ გესმის... ვერ გვხედავ...“
ასეთი იყო მისი აღსასრული. მაკრიანისი გასული საუკუნის
შუა წლებში გარდაიცვალა. მისი მოგონებები გაიშიფრა და გა-
მოქვეყნდა 1907 წელს. თუმცა გავიდა კიდევ მრავალი წელი,
ვიდრე ახალგაზრდები დააფასებდნენ მის ჭეშმარიტ ძალას.

325
***

ამ მწერლის შესახებ იმიტომ მოგიყევით, რომ მისი აჩრდილი


შვედეთში გამომგზავრებიდანვე მუდამ თანა მდევს. მისი წერის
მანერა ჩემს სულში შობს იმ ადამიანის ხატს, რომელიც საუკუ-
ნეების მანძილზე ხელფეხშეკრული იყო და ბოლოს და ბოლოს,
გაარღვია ეს ბორკილები. ტყვეობას მიჩვეული სხეული დიდხანს
მოუნდება დავიწყებული ჩვევების გახსენებას.
ჩემი ისტორიული ექსკურსი სრულყოფილი როდია. იძულე-
ბული გავხდი, უარი მეთქვა დეტალებზე და ამით სურათი ძალზე
გამარტივდა. ალბათ, მიკერძოებულიც ვიყავი. არ მიხსენებია
დიდი შემოქმედები – ადამანდიოს კორაისი ან ალექსანდროს
პაპადიამანდისი. სამწუხაროდ, არჩევანის გაკეთება მომიწია.
იგი კი ყოველთვის სუბიექტურია ხოლმე.
მართალია, მიზნად მქონდა ჩვენი კულტურული განვითარე-
ბის მხოლოდ რამდენიმე სამანი მომენიშნა, მაგრამ ამ კოლოსე-
ბის მახლობლად (ისევე როგორც არაფრით გამორჩეულ ეპო-
ქებში) უცნობი მუშაკების მთელი თაობები იღვწოდნენ, თანდა-
თანობით ითვისებდნენ ბერძნულ მეტყველებას მთელი თავისი
სიმდიდრით.
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ხალხს; არა მხო-
ლოდ იმ ბუმბერაზ ადამიანებს, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, არა-
მედ ყველასთვის უცხო ადამიანებსაც, ვისაც ერთადერთი წიგნის
კითხვისას ისე ჩაუხრია თავი, თითქოს ხატთან ლოცულობდეს;
სოფლელ ბალღებს, რომელთაც მრავალი კილომეტრის გავლა
უწევთ, სანამ სკოლამდე მიაღწევენ, რათა იქ „კითხვა, ღვთაებ-
რივი მეცნიერება“ შეისწავლონ (როგორც ერთ სიმღერაშია).

326
მინდა, ჩემი მეგობრის, მაკრიანისის კიდევ ერთი ციტატა მოვიყ-
ვანო: „არ თქვა „მე“, უნდა თქვა „ჩვენ“ – რადგანაც მარტოკაცს
არაფრის განხორციელება არ ძალუძს. და ძალიან კარგი, თუკი
მაკრიანისი მართალი აღმოჩნდება. მე მჭირდება ეს სოლიდა-
რობა, რადგანაც, უბრალო ბერძნის სულის შეუცნობლად (მთე-
ლი თავისი ღირსებებითა და ნაკლით), მგონი, მით უმეტეს ვერ
შევძლებ დედამიწაზე მცხოვრები სხვა ხალხების გაგებას.
როგორც ჩანს, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა უფრო შორეული
წინაპრების შესახებაც. XV საუკუნის განმავლობაში, ბიზანტიის
დაცემის შემდეგ, ბერძნებმა თანდათან დაიწყეს კაცობრიობის
ზოგადი კულტურული მემკვიდრეობის ათვისება, ინტეგრირ-
დნენ, პირობითად რომ ვთქვათ, ევროპულ კულტურაში. სასიხა-
რულოა, რომ ამდენი ერი ესწრაფვის ჩასწვდეს ჩვენს ყოფას,
თუმცა საბერძნეთში ყველაფერი როდი შეიმეცნება სხვა ხალხე-
ბის მიერ. ჰომეროსი წერდა: „პჰაოს ჰელიოიო“ და ახლაც ეს
ფრაზა დაახლოებით ისევე ჟღერს: „phos tou iliou“, რაც „მზის
სინათლეს“ ნიშნავს. ჩემთვის ადვილია ჰომეროსთან დიალოგის
გაბმა, უფრო იმიტომ, რომ ეროვნულ სულს ვარ ნაზიარები და
არა ნაკითხობის გამო. შესანიშნავად ვარჩევ მისი ხმის ყველა
ობერტონს, ჩვენ ხომ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ენას კი არა
მხოლოდ გონით, არამედ გულითაც სწვდები. ათასწლოვანი
ევოლუციით დამახინჯებული ჩვენი ენა მაინც საკუთარი თავის
ერთგული დარჩა. მასში ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ყო-
ფა აირეკლა; ამიტომაც ძველბერძნული ტექსტები ჩვენთვის უფ-
რო ხელმისაწვდომი და გასაგებია, ვიდრე სხვა ხალხებისათვის;
საქმე ეთნიკურობა როდია – ვერ ვიტან რასობრივ თეორიებს, –
საქმე ისაა, რომ ჩვენ იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმავე
ჰაერით ვსუნთქავთ, იმავე მთებსა და კლდოვან ნაპირებს გავყუ-

327
რებთ. საჭიროდ არ მივიჩნიე დამეზუსტებინა ის თვალსაჩინო
ფაქტი, რომ ტრადიცია არ ნიშნავს რუტინულ არსებობას. სწო-
რედ ტრადიციის უნარი, დაარღვიოს ცხოვრების ჩვენეული
სვლა, მეტყველებს მის ცხოველმყოფელ ძალაზე.
ასევე არაფერი მითქვამს ჩემი თაობის შესახებ, რომელსაც
მცირე აზიიდან მილიონ-ნახევარ დევნილთან სულიერი ასიმი-
ლაციის უღელის ტარება მოუწია. ჩვენ უნიკალური მოვლენის
მომსწრენი გავხდით საბერძნეთის ისტორიაში: წინაპართა მი-
წას დაუბრუნდნენ დიასპორები, რომლებიც აქამდე გაფანტულე-
ბი იყვნენ.
ასევე არაფერი მითქვამს შემდგომი თაობის შესახებაც, ვისი
ბავშვობა და ყმაწვილობაც უკანასკნელ ომს მსხვერპლად
შეეწირა. მას, რა თქმა უნდა, სხვა შეხედულებები და მიზნები
აქვს. საბერძნეთი ნელ-ნელა ინდუსტრიალიზდება. სულ უფრო
უახლოვდება ერთმანეთს ეროვნული კულტურები. მსოფლიო
იცვლება. დაჩქარდა ისტორიის მსვლელობაც. ვფიქრობ, თანა-
მედროვე სამყაროს მთავარი მისწრაფებაა უფსკრულში ჩაიხე-
დოს – ადამიანის ბნელ სიღრმეებსა თუ სამყაროს მორევში. შე-
იცვალა დროის შესახებ წარმოდგენაც. ახალგაზრდობა იტანჯე-
ბა და შფოთავს. ვგრძნობ, მათი საზრუნავი ბევრით არაფრით
განსხვავდება ჩვენი საზრუნავისაგან. საბერძნეთის თავისუფლე-
ბისთვის მებრძოლი რიგას ფერეოსი გვასწავლიდა: „ის, ვინც
თავისუფლად აზროვნებს, სწორად აზროვნებს“, მაგრამ, ამავე
დროს, მინდა ჩვენს ახალგაზრდობას ვუსურვო, არ დაივიწყოს
უპსალის უნივერსიტეტის ფრონტონზე ამოკვეთილი სიტყვები:
„კარგია თავისუფლად აზროვნებდე, მაგრამ უკეთესია სწორად
აზროვნებდე“.

328
ვამთავრებ. მინდა მადლობა მოგახსენოთ მოთმინებისათვის.
ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ „შვედური გულუხვობის-
თვის“, რომელმაც საშუალება მომცა თავი ისე მეგრძნო, თით-
ქოს „არავინ“ ვარ (იმ გაგებით, რასაც ოდისევსი გულისხმობდა,
როცა ციკლოპ პოლიფემეს არავინ სახელით გაეცნო) და ამი-
ტომ იდუმალებით მოსილი ცნების, „საბერძნეთის“, წიაღში გავ-
თქვეფილიყავი.

329
ჟან-პოლ სარტრი

წერილი ნობელის პრემიის კომიტეტის მდივანს

1964
ბატონო მდივანო! ჩემამდე მოვიდა ხმა, რომ ამ წელს ნობე-
ლის პრემიის მიღების იმედი უნდა მქონდეს. თუმცა, ჩემი
მხრით, რამდენადმე თავდაჯერებულობა იქნება, წინასწარ ჩემ
სასარგებლოდ გადავწყვიტო ჯერ არშემდგარი კენჭისყრის შე-
დეგი, ვბედავ და გწერთ შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასა-
ცილებლად. უწინარეს ყოვლისა, გარწმუნებთ, ბატონო მდივა-
ნო, უდიდეს პატივს ვცემ შვედეთის აკადემიასა და იმ ჯილდოს,
რომელიც არგუნა მან მრავალ მწერალს. მაგრამ მაინც რო-
გორც პირადული, ისე ობიექტური მოსაზრებებით, რომელთაც
ახლა ნუ ჩავეძიებით, მე არ მსურს მოვხვდე ლაურეატთა სიაში.
არ შემიძლია და არ მსურს მივიღო ეს საპატიო ჯილდო არც
1964 წელს, არც მომავალში.
1964 წ. 14 ოქტომბერი.
პრემია მაინც მიანიჭეს.

330
მიხაილ შოლოხოვი

ვარ რეალისტური ხელოვნების მომხრე

1965
ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია ამ საზეიმო კრებაზე
კიდევ ერთხელ მოვახსენო მადლობა შვედეთის აკადემიას, რო-
მელმაც ნობელის პრემია მომანიჭა.
უკვე მქონდა შესაძლებლობა საჯაროდ დამედასტურებინა
ჩემში აღძრული კმაყოფილების გრძნობა არა მხოლოდ იმის გა-
მო, რომ საერთაშორისო აღიარება მიანიჭეთ ჩემს პროფესიულ
დამსახურებას და ჩემთვის, როგორც ლიტერატორისათვის, და-
მახასიათებელ თავისებურებებს. მე ვამაყობ იმით, რომ ეს პრე-
მია მიენიჭა რუს საბჭოთა მწერალს. აქ მე ჩემი სამშობლოს მწე-
რალთა დიდი რაზმის წარმომადგენელი გახლავართ.
უკვე გამოვთქვი კმაყოფილება იმის გამოც, რომ ეს პრემია
არაპირდაპირი მტკიცებაა რომანის ჟანრის დამკვიდრებისა.
უკანასკნელ ხანებში ხშირად მომისმენია და წამიკითხავს, გუ-
ლახდილად რომ ითქვას, გასაოცარი გამოსვლები, რომლებშიც
აცხადებდნენ, რომანის ფორმა მოძველებულია, თანამედრო-
ვეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობსო. არადა, სწორედ რომანი
იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე უფრო სრულად ავსახოთ
რეალური სამყარო, გამოვხატოთ ჩვენი და ჩვენი თანამოაზ-
რეების დამოკიდებულება ცხოვრების მწვავე პრობლემებისად-
მი.

331
რომანი, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მეტად განგვაწყობს
საიმისოდ, რომ შევიმეცნოთ გარემომცველი უზარმაზარი სინამ-
დვილე და არა, იმას ვცდილობდეთ, წარმოვიდგინოთ ჩვენი პა-
წია „მე“ სამყაროს ცენტრად. ეს ჟანრი თავისი არსით ყველაზე
უფრო ფართო ასპარეზია რეალისტი მხატვრისათვის. ხელოვნე-
ბაში გაჩნდა ბევრი ახალი მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს
რეალიზმს იმის მომიზეზებით, რომ მან თითქოს უკვე გააკეთა
თავისი საქმე. არ შევუშინდები ბრალდებას კონსერვატიზმში და
ვაცხადებ, რომ საწინააღმდეგო შეხედულების მომხრე ვარ,
რეალისტური ხელოვნების თავდაჯერებული მომხრე.
ახლა ბევრი ლაპარაკია ეგრეთ წოდებული ლიტერატურული
ავანგარდის შესახებ. ასეთ ავანგარდად მიიჩნევა უაღრესად მო-
დური ცდები ფორმის სფეროში. ჩემი აზრით, ნამდვილი ავან-
გარდისტები ის მხატვრები არიან, რომლებიც თავიანთ ნაწარ-
მოებებში გამოხატავენ ჩვენი საუკუნის ცხოვრების თვისებათა
განმსაზღვრელ ახალ შინაარსს. რეალიზმი საერთოდ და
რეალისტური რომანიც ემყარება წარსულის დიდოსტატთა სამ-
ხატვრო გამოცდილებას, რომელიც განვითარდა და შეიძინა არ-
სებითად ახალი, უაღრესად თანადროული ნიშან-თვისებები.
მე იმ რეალიზმზე ვლაპარაკობ, რომელიც თავის თავში
შეიცავს ცხოვრების განახლების, ადამიანის საკეთილდღეოდ
მისი გადაკეთების იდეას. ცხადია, იმ რეალიზმზე ვსაუბრობ, რო-
მელსაც ჩვენ სოციალისტურს ვუწოდებთ. მისი თავისებურება ის
არის, რომ იგი გამოხატავს მსოფლმხედველობას, რომლისათ-
ვისაც მიუღებელია სინამდვილისადმი ჭვრეტითი დამოკიდებუ-
ლება, მისგან გაქცევა. ეს მსოფლმხედველობა მოგვიწოდებს
ვიბრძოლოთ კაცობრიობის პროგრესისათვის, რაც მილიონო-

332
ბით ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მიაღწიოს სანუკვარ მი-
ზანს, უნათებს მათ ბრძოლის გზას.
კაცობრიობა არ არის დანაწევრებული ცალკეულ პიროვნე-
ბათა, ინდივიდუმთა ჯგუფებად, რომელთა ყოველი წევრი თით-
ქოსდა უწონადობის მდგომარეობაში მოძრაობს კოსმონავტების
მსგავსად. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, ვემორჩილებით დედა-
მიწის კანონებს, ვიზიარებთ მის ჭირ-ვარამს და ვფიქრობთ უკე-
თეს მომავალზე. მოსახლეობის გიგანტურ ფენებს ერთიანი მის-
წრაფება აქვთ, ცხოვრობენ საერთო ინტერესებით, რომლებიც
უმეტესად კი არ აცალკევებს მათ, არამედ აერთიანებს.
ესენი არიან მშრომელი ადამიანები, რომელნიც საკუთარი
ხელითა და ჭკუა-გონებით ქმნიან ყველაფერს. მე იმ მწერალთა
რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც უმაღლეს პატივად და თავისუფლებად
მიაჩნია, თავისი კალმით მშრომელ ხალხს ემსახუროს.
აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. აქედანვე გამომდინა-
რეობს დასკვნაც იმის თაობაზე, თუ როგორ წარმომიდგენია მე
– საბჭოთა მწრალს – მხატვრის როლი და ადგილი თანამედრო-
ვე მსოფლიოში.
ჩვენ შფოთიან წლებში ვცხოვრობთ. მაგრამ დედამიწაზე არ
არის ისეთი ხალხი, რომელსაც ომი სწადდეს. არსებობს ისეთი
ძალები, რომლებიც ხალხებს ომის ცეცხლში უპირებენ ჩაგდე-
ბას. განა შეიძლება, მწერალს არ აწუხებდეს ამ ცეცხლისგან და-
ტოვებული ფერფლი, მეორე მსოფლიო ომის თვალუწვდენი ნა-
ხანძრალები? შეუძლია განა პატიოსან მწერალს, წინააღმდეგო-
ბა არ გაუწიოს იმათ, ვინც მოისურვებს თვითმკვლელობისთვის
გასწიროს კაცობრიობა?!
რა არის მოწოდება, როგორია ამოცანა მხატვრისა, რომე-
ლიც ადამიანთა ტანჯვისადმი გულგრილი ღვთაების ხატებად კი

333
არ მიიჩნევს თავს, არამედ – თავისი ხალხის შვილად და კაცობ-
რიობის მცირე ნაწილად?
მწერლის ამოცანა ის არის, მკითხველს ესაუბროს პატიოს-
ნად, უთხრას ხალხს სიმართლე – ხანდახან მკაცრი, მაგრამ გა-
მამხნევებელი სიმართლე; ადამიანის გულში განამტკიცოს მო-
მავლის რწმენა, რწმენა თავისი ძალისადმი, რომლის მეშვეობი-
თაც მას შეუძლია შექმნას ეს მომავალი; იყოს მთელი მსოფლი-
ოს მშვიდობისათვის მებრძოლი და თავისი სიტყვით აღზარდოს
ასეთივე მებრძოლები ყველგან, სადაც კი სწვდება ეს სიტყვა;
გააერთიანოს ადამიანები და მათი კეთილშობილური, ბუნებრი-
ვი მისწრაფებანი პროგრესისაკენ.
ხელოვნებას ადამიანის გონებასა და გულზე ზემოქმედების
უდიდესი ძალა აქვს. მე მგონია, მხოლოდ იმას აქვს უფლება –
იწოდებოდეს მხატვრად, ვინც ამ ძალას იყენებს ადამიანთა
სულში მშვენიერებისადმი სიყვარულის დასანერგავად, კაცობ-
რიობის საკეთილდღეოდ.
ჩემს ხალხს თავის ისტორიულ გზაზე გატკეპნილი გზით არ
უვლია. ეს იყო პირველაღმომჩენების, ახალი ცხოვრების პიონე-
რების გზა. მე ჩემს მწერლურ ამოცანად მიმაჩნდა და ახლაც მი-
მაჩნია ის, რომ ყველაფრით, რაც დამიწერია და დავწერ, მივე-
სალმო ჩემს მშრომელ ხალხს, მშენებელ ხალხს, გმირ ხალხს,
რომელიც არავის დასხმია თავს, მაგრამ ყოველთვის შეეძლო
ღირსეულად დაეცვა მის მიერ შექმნილი, დაეცვა თავისი თავი-
სუფლება და ღირსება, თავისი უფლება – თავისი არჩევანით
შექმნას თავისივე მომავალი.
ვისურვებდი, რომ ჩემი წიგნები დაეხმაროს ადამიანებს –
გახდნენ უკეთესები, სულით უფრო წმინდანნი, აღვივებდნენ
ადამიანისადმი სიყვარულს, ჰუმანიზმისა და კაცობრიობის

334
პროგრესისათვის აქტიურად ბრძოლის მისწრაფებას. ბედნიერი
ვიქნები, თუ ეს რამდენადმე მაინც შევძელი.
მადლობას ვუძღვნი ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება,
ყველას ვინც, მომესალმა და მომილოცა ნობელის პრემიის მი-
ღება.

335
ნელი ზაქსი

1966
1939 წლის ზაფხულში ჩემი გერმანელი მეგობარი ქალი გა-
ემგზავრა შვედეთში, რათა ენახა სელმა ლაგერლოფი და ეთხო-
ვა მისთვის, მოეხერხებინა ჩემთვის და დედაჩემისთვის თავშე-
საფარის შოვნა შვედეთში.
მე მქონდა ბედნიერება, ყრმობიდანვე მიმოწერა გამება სელ-
მა ლაგერლოფთან. მის ნაწარმოებთა წყალობით იმთავითვე
შემიყვარდა შვედეთი. ევგენი პრონტმა და სელმამ ყველაფერი
გააკეთეს ჩემს გადასარჩენად.
ბევრი წვალების შემდეგ, 1940 წლის დამდეგს, ბოლოს და
ბოლოს ჩამოვედით სტოკჰოლმში. დანია და ნორვეგია უკვე
ოკუპირებული იყო. დიდ მწერალს – სელმას – ცოცხალს ვერ
მივუსწარით. აღმოვჩნდით ქვეყანაში, რომლის ენა არ ვიცო-
დით, არც ნაცნობები გვყავდა აქ, მაგრამ თავისუფლების
ჰაერით კი ვსუნთქავდით.
ახლა, იმ დღიდან ოცდაექვსი წლის შემდეგ, მაგონდება სიტ-
ყვები მამაჩემისა, რომელიც ჩვენს სახლში, ბერლინში, ყოველ
10 დეკემბერს იტყოდა ხოლმე: „ახლა სტოკჰოლმში ნობელის
პრემიის მინიჭებას ზეიმობენ“. შვედეთის აკადემიის არჩევანის
წყალობით ამ ზეიმის ცენტრში დღეს მე აღმოვჩნდი. მეჩვენება,
რომ ზღაპარი სინამდვილედ იქცა.

336
შმუელ აგნონი

...თქვენი არჩჩევანი რომ გამემართლებინა

1966
ჩვენს მოძღვართ, დიდება მათ ხსოვნას, უთქვამთ: „კაცს ეკ-
რძალება დატკბეს ამქვეყნიური სიამენით უფლის კურთხევის
გარეშე“. ვიდრე შეჭამდეს, ანუ შესვამდეს, უფალი უნდა ადი-
დოს, და ეგრეთ ჭამა-სმის შემდეგ. იყნოსავს სურნელებას კე-
თილ ბალახთა, კეთილსურნელებას ნელსაცხებელთა, სუნს კე-
თილ ნაყოფთა, და ადიდებს უფალს ამ სიამეთათვის. ასევეა სა-
ნახაობის მიმართ: იხილავს მზეს დიდ წრეში ნისანის დროს, ნა-
ხავს ხეების დაბერილ კვირტებს ნისანის თვეში, მოიხილავს კე-
თილ ხეთა და მშვენიერ ქმნილებათა და ღმერთს მადლობას
შესწირავს. ეგრევეა გაგონილის მიმართ: თქვენი წყალობით,
ძვირფასო ბატონებო, მოსმენის კურთხევის გამო მეც გადავუხა-
დე უფალს მადლობა. ასე იყო ეს საქმე: მოვიდა ჩემთან შვედი
რწმუნებული და მამცნო, რომ შვედეთის აკადემიამ ნობელის
პრემია მომანიჭა. ვადიდე უფალი და მადლი შევწირე მის უზე-
ნაესობას, – როგორც წესია კაცისა, ვინც სასიკეთო ამბავი შეიტ-
ყო თავისთვის და სხვათათვის: „დიდება მადლსა და მომმადლე-
ბელსა“. ეს მადლი უფალმა აკადემიის დიდებულ ბრძენებს
ჩაუნერგა გულში, რათა წმინდა ენაზე მწერალი ღირსად ეცნოთ
დიდი და საპატიო ჯილდოსი. მომმადლებელი უფალია, რომელ-
მაც წყალობა ჩემზე მოიღო, რათა რჩეული მე ვყოფილიყავი.
ხოლო ახლა, როცა აქ მოვედი, კიდევ ერთ ლოცვას აღვავლენ,

337
როგორც მეფის მნახველ კაცს მართებს მოიქცეს: „დიდება შენ-
და, უფალო ჩვენო, სამყაროს მეუფეო, ვინც პატივი შენი უწილა-
დე ხორციელ მეფეს“. თქვენდამი კი, დიდებულო ბრძენნო, წესი-
სამებრ, დავილოცები: „კურთხეული ხარ შენ, ვინც ხორციელთ
სიბრძნე არგუნე შენი სიბრძნიდან“. გემარაში1 (სანჰედრინი,
23, ა) უთქვამთ: „გონიერნი იერუსალიმში სუფრას ისე არ მიუს-
ხდებოდნენ, თუ არ იცოდნენ, მათი თანამესუფრე ვინ იქნებო-
და.“ ამრიგად, გიამბობთ ვინ ვარ, ვისთან ერთად მიუსხდებით
სუფრას:
იმ ისტორიული კატასტროფის გამო, როცა ტიტუსმა, რომის
მეფემ დაანგრია იერუსალიმი და ისრაელი განდევნა თავისი
ქვეყნიდან, მე დევნილობის ერთ-ერთ ქალაქში დავიბადე, მაგ-
რამ ჩემს თავს მუდამ იერუსალიმში შობილად მივიჩნევდი. სიზ-
მარსა თუ ზმანებაში ვხედავდი ჩემს თავს ჩემს ძმებთან, ლევიტე-
ლებთან ერთად იერუსალიმის ტაძარში მდგარს, როდესაც მათ-
თან ერთად ისრაელის მეფე დავითის საგალობლებს ვასრულებ-
დი. ყურს არაფერი სმენია მათზე უტკბესი დღიდან ჩვენი ქალა-
ქის დანგრევისა და მის მოქალაქეთა წარტყვევნისა. ვეჭვობ,
რომ პოეზიის კარავზე დადგენილ ანგელოზებს ეშინოდათ გა-
მოფხიზლებულს ის ჰიმნები არ მემღერა, რასაც სიზმარში ვაგა-
ლობებდი, და ისინი დღისით მავიწყებდნენ იმას, რასაც ღამით
ვმღეროდი. ვინაიდან, თუ ჩემი მოძმენი მოისმენდნენ, ვერ გაუძ-
ლებდნენ მწუხარებას დაკარგული მადლის გამო. ხოლო, ჩემდა
სანუგეშოდ, მღერა რომ დამიშალეს, საშუალება მომცეს გალო-
ბანი მეწერა.
მე ლევის ტომიდან გამოვედი. ჩემი წინაპრები იერუსალიმის
ტაძარში გალობდნენ. გადმოცემის მიხედვით, ჩემი გვარი სამო-

338
ელ წინასწარმეტყველიდან მომდინარეობს, მე მისი სახელი და-
მანათლეს.
ხუთი წლის ვიყავ, როცა ჩემი პირველი ლექსი დავწერე. მას
აქეთ მრავალი ლექსი შევქმენი. არაფერი გადარჩა ჩემი შეთ-
ხზული ლექსებიდან. მამაჩემის სახლი, სადაც ჩემი ნაწერებით
სავსე ოთახი იყო, პირველ მსოფლიო ომში დაიწვა. და მასთან
ერთად დაიწვა ყველაფერი, რასაც იქ ვინახავდი. ხოლო ჭაბუკი
ხელოსნები, თერძნი და მეწაღენი, რომლებიც შრომის დროს
ჩემს ლექსებს მღეროდნენ, პირველ მსოფლიო ომში დაიღუპ-
ნენ. მათგან, ვინც ომში არ დაღუპულა, ცოტანი თავიანთ დებთან
ერთად ცოცხლად დაიმარხნენ მტრის ბრძანებით მათ მიერვე
გათხრილ ორმოებში, უმრავლესობა კი ოსვენციმის კრემატო-
რიუმებში დაიწვა მათ დებთან ერთად, თავიანთი სილამაზით
ჩვენს ქალაქს რომ ამშვენიერებდნენ, და ტკბილი ხმით ჩემს
ლექსებს აბულბულებდნენ.
ჩემ მიერ მოგვიანებით შექმნილ წიგნებს იგივე ბედი ეწია,
რაც ხანძრისგან განადგურებულ ჩემს ლექსებსა და სიმღერებს.
ყველაფერი ერთ ღამეს ერთად ცეცხლის ალს აჰყვა ზეცას ბად--
ჰამბურგში, ჩემს სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, ხოლო მე
საავადმყოფოში მოვხვდი. დამწვარ წიგნებს შორის იყო დიდი
რომანი, შვიდასგვერდიანი, რომლის პირველი ნაწილის გამოქ-
ვეყნების შესახებ გამომცემლობა უკვე იტყობინებოდა. ამ რო-
მანთან ერთად, რომელსაც „მარადიული სასუფეველი“ ერქვა,
დაიწვა ყველაფერი, რაც ერეც-ისრაელიდან დიასპორაში ჩას-
ვლის დღიდან დავწერე. მათ შორის იყო მარტინ ბუბერთან ერ-
თად დაწერილი წიგნიც. გარდა ამისა, დაიწვა ოთხი ათასი ებ-
რაული წიგნი, რომელთა დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მერგო

339
მამისეული სახლიდან, მცირედი კი მე შევიძინე ლუკმაპურისგან
დანაზოგით.
ერეც-ისრაელიდან1 დიასპორაში ჩასვლის დღიდან-მეთქი,
აქ ვთქვი, მაგრამ არაფერი მითქვამს ჩემი ერეც-ისრაელში
ცხოვრების შესახებ, ასე რომ გიამბობთ:
ცხრამეტი წლის და ნახევრისა ავედი ერეც-ისრაელში, რათა
მიწა დამემუშავებინა და სარჩო ფიზიკური შრომით მომეპოვები-
ნა. რადგან სამუშაო ვერ ვიშოვე, საზრდო სხვა ალაგას ვეძებე.
„ხოვევეი ციონი“-ს („სიონის მოყვარენი“) კომიტეტის მდივანი
გავხდი, ვიყავი მდივანი აგრეთვე ერეც-ისრაელის საბჭოსი, რო-
მელიც ჩანასახი იყო მომავალი პარლამენტისა. აგრეთვე გახ-
ლდით სამოქალაქო სასამართლოს პირველი მდივანი. ამ საქ-
მიანობის წყალობით წილად მხვდა ბედნიერება პირადად გავ-
ცნობოდი ყოველ ადამიანს ისრაელში, ხოლო ვინც იმ სამსახუ-
რების საშუალებით ვერ გავიცანი, მათ ჩემი მოძმეთა სიყვარუ-
ლითა და ცნობის წყურვილით დავუახლოვდი. შეიძლება ით-
ქვას, რომ იმხანად ერეც-ისრაელში არ იპოვებოდა არც კაცი,
არც ქალი, არც ბავშვი, რომელსაც მე არ ვიცნობდი. მას შემდეგ,
რაც მთელი ჩემი ავლადიდება ცეცხლმა შთანთქა, უფალმა სიბ-
რძნე მომადლა ჩემს გულს და კალამს. დავწერე წიგნი მათან--
თორის შესახებ, წიგნი განკითხვის დღეებზე და აგრეთვე წიგნი
ისრაელის წიგნების შესახებ, რაც ისრაელისათვის თორის ბო-
ძების შემდეგ შეიქმნა.
მას აქეთ, რაც ერეც-ისრაელში დავბრუნდი, ორჯერ დავტოვე
იგი. ერთხელ ჩემი წიგნის დაბეჭდვის გამო, რომელიც ზალმან
შოკენმა გამოსცა, ერთხელაც შვედეთსა და ნორვეგიაში გავემ-
გზავრე. მათმა დიდმა პოეტებმა გულში იმდენი სითბო და სიყვა-
რული ჩამიღვარეს თავიანთი ქვეყნისადმი, რომ ვთქვი, წავალ

340
და ვნახავ-მეთქი. ამჯერად მესამედ ჩამოვედი, რათა კურთხევა
მივიღო თქვენგან, აკადემიის ბრძენთაგან.
იერუსალიმში ყოფნის დროს მრავალი დიდი და მცირე ამბა-
ვი დავწერე. მათი ნაწილი დაიბეჭდა, უმრავლესობა კი ხელნაწე-
რია.
უკვე გიამბეთ, რომ პირველად კალამზე ხელი მამის მონატ-
რებამ მომაკიდინა. პირველი სწავლანიც მამისგან მოვიდა, და
აგრეთვე ჩვენი ქალაქის დაიანისაგან. მათ წინ უსწრებდა სამი
მელამედი, რომლებთანაც თანმიმდევრულად ვსწავლობდი სა-
მი წლის და ნახევრიდან, ვიდრე რვა წლის და ნახევრამდე.
ვინ იყვნენ ჩემი მოძღვარნი პოეზიასა და პროზაში? სადავო
საკითხი გახლავთ. ერთნი ჩემს წიგნებში იმ მწერალთა გავლე-
ნას ხედავენ, რომელთა სახელებიც კი არ გამეგო მე ბედკრულს,
მეორენი ჩემს თხზულებებში იმ ავტორთა კვალს ამჩნევენ, ვისი
სახელებიც კი მსმენია, მაგრამ ნაწერები არ წამიკითხავს. სა-
კუთრივ ჩემი აზრი როგორია? ვინ მკვებავდა? ყოველ ადამიანს
როდი ახსოვს იმ ძროხის სახელი, რომლის რძეც დაულევია. და
მაინც, რომ არ გაგაწბილოთ, შევეცდები გავარკვიო, თუ ვისგან
მივიღე ის, რაც მივიღე.
უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ წმინდა წერილი. მისგან
ვისწავლე ანაბანა. მერმე თალმუდი1 , მიდრაშები2 და რაშის3
განმარტებები თორისა. შემდეგ მოდიან ჩვენი სჯულმდებელნი,
წმინდა პოეტები და შუა საუკუნეების ბრძენები რამბამის4, - იდი-
დოს მისმა ხსოვნამ, – თაოსნობით.
მას შემდეგ, რაც გერმანული ასო-ბგერები ერთმანეთს გადა-
ვაბი, ამ ენაზე ყველა წიგნს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარ-
დებოდა. და, რასაკვირველია, მათგან იმას ვიღებდი, რაც ჩემს
სულს ეხმიანებოდა. დროის სიმცირის გამო მათ ბიბლიოგრაფი-

341
ას არ წარმოვადგენ და არც ავტორებს დავასახელებ. თუკი ასეა
საქმე, ებრაული წიგნები რატომ ჩამოვთვალე? იმიტომ, რომ
მათ დამაყენეს ჩემს გზაზე, და გული მეუბნება, რომ ნობელის
პრემიის მოსაპოვებლადაც მათ მიშუამდგომლეს.
გავლენა ყოველი კაცისაგან, ქალისა თუ ბავშვისაგან განმიც-
დია, ვინც ჩემი ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ებრაელი თუ არა-
ებრაელი. ხალხის ნაუბარი, მათი თავგადასავლები ჩემს გულში
ამოიტვიფრა და გულიდან ჩემს კალამზე გადმოვიდა. მე ვალში
ვარ აგრეთვე ბუნებასთან, მკვდარ ზღვასთან, რომელსაც ჩემი
სახლის სახურავიდან გარიჟრაჟზე ყოველდღე ვუმზერდი, მდი-
ნარე არნონთან, სადაც მიყურყუმალავია, ღამეებთან, როცა
ღვთისმოშიშ და ღვთისმოსავ ებრაელებთან ერთად გოდების კე-
დელთან ვიდექი, – ჩემმა თვალებმა მომახილვინეს უფლის ქვე-
ყანა, რომელიც ჩვენ გვებოძა, და ქალაქი, რომელზეც მისი სახე-
ლია დავანებული.
დამსახურებული რომ მივაგო ყველა ქმნილებას, ვალდებუ-
ლი ვარ ცხოველები და ფრინველები გავიხსენო, მათგანაც ბევ-
რი რამ მისწავლია. ჯერ კიდევ იობს უთქვამს (35, 11): „მიწიერ
ცხოველთაგან გვმოძღვრავს და ციურ ფრინველთაგან გვინერ-
გავს სიბრძნეს“. ცოტა რამ, რაც მათგან შევითვისე, ჩემს წიგნებ-
ში ავსახე. თუმცა ვშიშობ, რომ ყველაფერი არ მისწავლია, რაც
მჭირდებოდა. იქ ძაღლის ყეფა მომესმა, იქ ჩიტის ჭიკჭიკი გავი-
გონე, მამლის ყივილი ჩამესმა, და არ ვიცი, ისინი მადლობას
მიხდიან თუ მკიცხავენ ყოველივე იმის გამო, რაც მათ შესახებ
მიამბნია.
ვიდრე ჩემს სიტყვას დავასრულებდე, კიდევ ერთს ვიტყვი.
თუკი მეტისმეტად ვიქე თავი, თქვენთვის შევიქე, რათა თქვენი
არჩევანი გამემართლებინა. განმარტოებულს კი ჩემი თავი

342
თვალში ძალზე მეპატარავება. მთელი ჩემი დღენი არ მშორდება
დავითის გალობა (ფსალმ., 131): „უფალო არ გავდიდგულე-
ბულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდი-
დებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ“. ხოლო თუ ჩემთვის
მტკიცებას მოვიძიებ, თუ რამდენად ვიმსახურებდი მეცხოვრა
ქვეყანაში, რომელზეც უფალმა შეჰფიცა ჩვენს წინაპრებს, რომ
მათ მისცემდა, აჰა, წერილი სიტყვები (ეზეკიელი, 37, 25): „იც-
ხოვრებ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი;
სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მა-
თი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე..“
ერთ პატარა ლოცვას ვიტყვი და ჩემს სათქმელს ამით დავას-
რულებ: „ბრძენთათვის სიბრძნის მიმნიჭებელმა, მეფეთა შემ-
წემ, დაე, უსასრულოდ განამრავლოს თქვენი სიბრძნე და აღა-
მაღლოს თქვენი სამეფო. აწ და მარადის შეეწევა უფალი იუდას
და ისრაელი უშიშრად დამკვიდრდება. გარდამოვა ხსნა სიონსა
ზედა და საუკუნო სიხარული მის მონაგარზე. სანეტარო მშვიდო-
ბა დაივანებს მრავალთა ზედა, იყავნ ნება უფლისა, ამინ.

343
მიგელ ანხელ ასტურიასი

ლათინოამერიკული რომანი – ეპოქის მოწმობა

მე ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო სა-


კითხზე შეხედულებათა გაცვლა-გამოცვლად ქცეულიყო. ჩვენ
დავიწყებთ მთლიანად ლათინურამერიკული ლიტერატურის სა-
თავეების ანალიზით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ნაწარ-
მოებებს მივაპყრობთ, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხების წერ-
ტილი აქვს რომანის ჟანრთან. ჩვენ მივმართავთ სამი უდიდესი
– მაიას, აცტეკებისა და ინკების კულტურების ლამის ათას-
წლიანი სიძველის წყაროებს.
უწინარეს ყოვლისა, ჩვენ წინაშე წარმოდგება კითხვა: არსე-
ბობდა კი ინდიელთა ლიტერატურაში რომანის მსგავსი ჟანრი?
მგონია, არსებობდა. ავტოქთონურ კულტურებში ისტორიოგრა-
ფია, ჩვენი გაგებით, უფრო რომანი იყო, ვიდრე საკუთრივ ისტო-
რია; უნდა გავითვალისწინოთ, რომ აცტეკებთანაც და მაიასთა-
ნაც წიგნები ისტორიაში – მოდით, ისინი სულაც რომანებად მო-
ვიხსენიოთ – ფიგურატული ფორმის ინახებოდა, ესე იგი ინკები-
სათვის ჯერ კიდევ უცნობი ნახატებისაგან შედგებოდა. ამრიგად,
მკითხველი – მთხრობელი – ინდიელები კი არ ასხვავებდნენ
კითხვასა და მოთხრობას, მათთვის ეს ერთი და იგივე იყო, –
ხმამაღლა შიფრავდა ინკტოგრამებს და მათ შინაარსს სასიმღე-
რო ფორმით გადასცემდა მსმენელებს.
კითხვის ოსტატი – იმავდროულად ლეგენდების მომღერალი
ან, როგორც მას უწოდებდნენ, „დიდი ენა“ – ერთადერთი გახ-

344
ლდათ, ვისაც განდობილი ჰქონდა პიკტოგრამების მნიშვნელო-
ბა. იგი აღადგენდა და ხსნიდა ნახატების აზრს, თავისი ხელოვ-
ნებით ატკბობდა მსმენელთ. ეს დახატული ლეგენდები მსმე-
ნელთა მეხსიერებაში რჩებოდა, ზეპირად გადაეცემოდა თაობი-
დან თაობას, სანამ მათ ესპანელები წერილობით დააფიქსირებ-
დნენ აბორიგენების ოდნავ ლათინიზებულ ენებსა ან კასტილი-
ურ კილოზე. აი, ასე, თითქმის შეულახავად, მოაღწიეს ინდურმა
ტექტსებმა ჩვენამდე. ამ დოკუმენტების შესწავლამ საშუალება
მოგვცა გვემტკიცებინა, რომ ამერიკელი აბორიგენების ისტო-
რიოგრაფიას უფრო მეტი თვისება რომანისა აქვს, ვიდრე საკუთ-
რივ ისტორიისა. ამ ნაწარმოებებში რეალურ სინამდვილე წარი-
ხოცება, გამონაგონად, ლეგენდად იქცევა, ლამაზი სამოსელით
იმოსება; ამასთანავე, ფანტაზია ისეთი სიმართლეს დამსგავსე-
ბული დეტალებით შეივსება, რომ, ბოლოს და ბოლოს განსა-
კუთრებული ტიპის სინამდვილედ წარმოგვიდგება, რომლის-
თვისაც სიურეალისტური შეგვეძლო გვეწოდებინა. ფანტაზიის
მეშვეობით რეალობის ამ დამახასიათებელ წაშლასა და სუპერ-
რეალობის აღდგენას ემატება ნამდვილი დროისა და სივრცის
გამუდმებული რღვევა; დაბოლოს, კიდევ ერთი ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი და დამახასიათებელი განსაკუთრებულობა: ერთი
და იმავე საგნის აღსანიშნავად, ერთი და იმავე აზრის, ერთი და
იმავე გრძნობების გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვის ხშირი
პარალელური გამოყენება. დასავლეთის კულტურას ნაზიარები
კაცი ამ პარალელიზმს აღიქვამს, როგორც სიტყვების უაზრო
თამაშს, მაგრამ ინდიელებს ის, უეჭველად, საშუალებას აძლევ-
და პოეტურობის განუზომლად მაღალი საფეხურისათვის მიეღ-
წიათ, ხელს უწყობდა სულიერი განწყობის შექმნას, რაც მა-
გიურად მიიჩნეოდა.

345
ამერიკის აბორიგენულ ხალხთა კულტურაში რომანის მონა-
თესავე ლიტერატურული ჟანრის წარმოშობის საკითხს თუ და-
ვუბრუნდებით, საკმარისი იქნებოდა რომანის ფორმა მისი ჩა-
სახვის სტადიაში ეპოპეასთან გაგვეთანაბრებინა. მონაგონზე
დაფუძნებული გმირული ლეგენდა რაფსოდებით, ტომების „დი-
დი ენებით“ გადმოიცემოდა, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში
გადადიოდნენ და მშობლიური კულტურის სხვადასხვა ტექსტს
კითხულობდნენ.
ამ ეპიკურ, ინდურამერიკულ ლიტერატურაში ეგზომ გავრცე-
ლებული და ჩვენთვის ესოდენ ნაკლებად ცნობილი სიმღერები-
სათვის ნიშანდობლივი იყო ის, რასაც ჩვენ „რომანის ინტრიგას“
ვეძახით და რასაც ესპანელი ბერები და განსწავლული კაცები
აღნიშნავდნენ სიტყვით „მონაგონი“.
რომანული ხასიათის ლეგენდები, რომლებიც ფესვებით უძ-
ველეს დროში იკარგებოდა, სახელოვან გმირობებს გვახსენებ-
და. მსმენელებს მათი ჩადენის სურვილს უღვიძებდა. რეალური
და, ამავე დროს, მოგონილი სინამდვილის ამსახველი ეს ლიტე-
რატურა წყვეტს განვითარებას, როგორც ესპანელები ინ-
დიელებს იმონებენ, რის შემდეგაც ჩვენამდე აღწევს დიდი და-
ღუპული ცივილიზაციების ჭურჭლეულის ნამტვრევების მსგავ-
სად; ოღონდ ის მაინც განაგრძობს არსებობას იმავე დოკუმენ-
ტური ფორმით, თუმცა უკვე არა როგორც სიდიადის მოწმობა,
არამედ როგორც დაცემის ბეჭედი, არა თავისუფლებისა, არა-
მედ მონობისა, არა დამპყრობლებისა, არამედ მონებისა; და აი,
ახალი – ჩასახული ამერიკული ლიტერატურა შეეცდება, შეავ-
სოს იმ ეპოქის დადუმებული სიცარიელეები. იბერიის ნახევარ-
კუნძულზე აყვავებული ჟანრები – რეალისტური რომანი და
დრამა – ამერიკაში ფეხს ვერ იკიდებს. ინდიელთა მოწოდებები,

346
ძალა და სისხლი, მდინარეები, ზღვები თუ მირაჟები – აი, რითი
აქვს გატენილი თავი პირველი და დიდი ამერიკული რომანის
დამწერ ესპანელს: ხომ სწორედ „რომანად“ უნდა ჩაითვალოს
ბერნალ დიას დელ კასტილიოს „ახალი ესპანეთის დაპყრობის
მართალი ამბავი“. შესაძლოა, ვცდები, როცა რომანს ვუწოდებ
იმას, რასაც ჯარისკაცმა ბერნალ დიასმა უბრალოდ ამბავი კი არ
დაარქვა, არამედ „მართალი ამბავი“? განა ხშირად არ ხდება,
რომ რომანები მართალ ამბავს შეიცავენ; ოღონდ ისმის კითხვა:
კადნიერება ხომ არ იქნება, სახელგანთქმული ქრონისტის ქმნი-
ლებას რომანი ვუწოდოთ? მას, ვინც ასე ფიქრობს, უბრალოდ
ვურჩევ ამ ჯარისკაცის ციებცხელებიან, სულის შემგუბებელ
პროზაში ჩაიძიროს და სიტყვას ვაძლევ: უკან მოუხედავად რომ
შეხვალთ იქ, თქვენ თანდათან დაივიწყებთ, რომ მასში მოთ-
ხრობილია ნამდვილად მომხდარი ამბები და წიგნი სუფთა მონა-
გონად მოგეჩვენებათ; აბა, ეგ რა გასაკვირია, თუ თვით ბერნა-
ლიც კი ტენოჩტიტლანის კედლებქვეშ დგომისას გაიძახოდა:
„რა ძალიან წააგავს ეს ამადის წიგნში აღწერილ სასწაულებს!“
ქრონიკა ესპანელის შექმნილიაო, – შემეპასუხებიან, მაგრამ
ესპანური მასში მხოლოდ ის არის, რომ ავტორი ესპანეთის
მკვიდრი გახლავთ და ნაწარმოები ძველკასტილიურ კილოზეა
დაწერილი; იქმნებოდა კი ის სანტიაგო დე კაბალეროს დე გვა-
ტემალაში, სადაც სახელგანთქმული ხელნაწერი ინახება კიდე-
ვაც. კლასიკური ესპანური ლიტერატურის მცოდნენიც კი ამ
პროზას არაჩვეულებრივად დახვეწილად მიიჩნევენ და უკვირთ,
რომ მისი ავტორი უბრალო ჯარისკაცია. ისინი არ დაფიქრდები-
ან იმაზე, რომ ბერნალს არა მარტო მოუსმენია ინდიელთა ლი-
ტერატურის მრავალი ნაწარმოები, არამედ მათი გავლენაც გა-
ნუცდია.

347
არის ამერიკასთან ბერნალის სხვა ნათესაობაც – უფრო მე-
ტად ნათელი. უკვე დამონებული ინდიელები თავიანთ გვიან-
დელ ნაღვლიან სიმღერებში სამართლიანობას მოითხოვენ; სა-
მართლიანობას მოითხოვს ბერნალ დიას დელ კასტილიო, რო-
ცა გულს გვიხსნის და თავის მრისხანებას გზას უკაფავს მოკლე
მწვავე ქრონიკაში. ეს ქრონიკა აპროტესტებს იმ დავიწყებას,
რომელიც ბერნალს ხვდა „ბატალიებისა და კონკისტის“ შემდეგ.
ამ მომენტიდან დაწყებული, მთელი ლათინოამერიკული ლი-
ტერატურა – პროზაცა და პოეზიაც – არა მარტო ყოველი ეპოქის
დოკუმენტური მოწმობა ხდება, არამედ, ვენესუელი მწერლის
არტურო უსლარ პიეტრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბრძოლის
იარაღიც“. მთელი ჩვენი დიდი ლიტერატურა დოკუმენტური და
მომთხოვნია. ეს არ არის გულცივი დოკუმენტი. მის ანთებულ
სტრიქონებს შეუძლია არა მარტო დაგატკბოს, არამედ კიდევაც
დაგარწმუნოს.
ამ დროს, ვის გვაძლევს ჩვენ სამხრეთი ამერიკა? წმინდა მე-
ტისს მთელი მისი თავისებურებით, ამერიკის პირველ გაძევე-
ბულს ინკა გარსილასოს. ეს კრეოლი, რომელმაც სამშობლო
დატოვა, პერუს მჩაგვრელების მხილებისას ინდიელთა უკვე მკა-
ფიოდ გასარჩევ ხმებს უერთდება, ინკას დიდებული პროზა, სა-
მართლიანობის მისეული მოთხოვნები წარმოადგენს არა მხო-
ლოდ ამერიკულ, ისევე როგორც არა მხოლოდ ესპანურ საწყისს
– ეს სულიერი შერევის, ხალხთა ურთიერთზემოქმედების გა-
მოვლენაა.
იმ დროს ინკას პროზაში ჯერ კიდევ ვერავინ ვერ შენიშნა „ი-
დეა“, როგორც ახლა მიღებულია ლაპარაკი. „იდეა“ გამოაშკა-
რავდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს. სწორედ მა-
შინ აღმოაჩინეს, თუ როგორ დასცინის ინკა დამპყრობელ--

348
ესპანელზე ინდიელის უპირატესობის გრძნობას, ორი ხანჯლის
ძალაუფლებას, სხვანაირად, სამოქალაქო და საეკლესიო ცენ-
ზურებს. მოგვიანებით ესპანელი ხელისუფალნი შეიგნებენ ამ-
დენი მახვილგონიერების, ფანტაზიისა და სიმწრის შემცველი ამ
ნაწარმოების მნიშვნელობას; როცა ბოლოს შეიგნებენ, ბრძანე-
ბენ გულდასმით მოიჩხრიკოს ინკა გარსილასოს ცხოვრების ამ-
ბავი და მასში „ბევრ საძრახისს“ მოიძიებენ.
ჩვენი, გამოძევებულთა ლიტერატურა, რომელიც შემდგომაც
დარჩება თავისი ეპოქის დოკუმენტად, სულ სხვადასხვა მწერ-
ლებმა ჩამოაყალიბეს. ასე მაგალითად, ჩვენს გვატემალელ პო-
ეტს რაფაელ ლანდივარს ამბოხების თავისი ფორმა აქვს. მისი
პროტესტი მდუმარეა, იგი ყველა ესპანელს მოკლედ და ყოველ-
გვარი განსაზღვრების – „გისპანის“1 გარეშე მოიხსენიებს; თუმ-
ცა ლანდივარი ნაკლებად ცნობილი პოეტი გახლავთ, მე მის შე-
მოქმედებას შემთხვევით არ მივმართავ, რადგან ვფიქრობ, რომ
ჩვენი მიწების, ბუნებისა და ადამიანების სულის მართალი გამო-
ხატვისათვის მას შეიძლება ამერიკული ლიტერატურის მედრო-
შე ვუწოდოთ. ამაზე წერს პეჰრო ენრიკეს ურენია, „კოლონიური
პერიოდის ყველა ესპანურამერიკულ პოეტს შორის ლანდივარი
პეიზაჟის საუკეთესო ოსტატია, პირველია, ვინც გადაჭრით ემიჯ-
ნება აღორძინების ლიტერატურის პრინციპებს და ამერიკის ბუ-
ნების დამახასიათებელ სამყაროს გვიხსნის მისი ფლორითა და
ფაუნით, მთებითა და ველ-მინდვრებით, ტბებითა და ჩანჩქერე-
ბით. ამერიკელი ხალხების ჩვეულებების, ხელობებისა და გარ-
თობების აღწერა სავსეა გრაციოზული სიცოცხლით, ამასთანა-
ვე, მის პოემაში, თავიდან ბოლომდე, დაიმზირება ღრმა სიმპა-
თია ინდიელთა კულტურებისადმი და მათი სიცოცხლემედეგო-
ბის მცნების გაგება“.

349
რაფაელ ლანდივარის პოემა, 3425 ლათინური ჰეგზამეტრი-
საგან შემდგარი და 10 სიმღერად დაყოფილი, პირველად გა-
მოიცა იტალიურ ქალაქ მოდენაში 1781 წელს სათაურით „სოფ-
ლური მექსიკა“. ერთი წლის შემდეგ ის ხელახლა გამოიცა ბო-
ლონიაში. მენენდეს-ი-პელაიოს მიერ „თანამედროვეობის ვერ-
გილიუსად“ წოდებული პოეტი ევროპელთა წინაშე აქებს ამერი-
კული მიწებისა და ამერიკელ ადამიანთა ღირსებებს. მას გაგი-
ჟებით სურს დაუმტკიცოს ევროპის მოსახლეობას, რომ ვეზუვსა
და ეტნას შეიძლება დაუპირისპირო მექსიკური ვულკანი ხორუ-
ლიო; კასტალიისა და არეტუის სახელგანთქმულ შადრევნებს –
გვატემალის გროტები და ჩანჩქერები სან პედრო მარტირში; და
რომ სენსოტლე – „ყელში 400 ბგერის ფრინველი“ – დიდების
სამეფოში ბულბულზე უფრო აღმატებულია.
იგი უმღერის აუთვისებელი მიწების სიმდიდრეს, ძვირფას
მონეტებს, ბაჯაღლო ოქროსა და ვერცხლს და მეფეთათვის სუფ-
რაზე მირთმეულ შაქრის თავებს.
პოეტს არც იმ ამერიკული სიმდიდრეების გამოანგარიშება
ავიწყდება, რომლებმაც უნდა დააბრმაოს ევროპელი. იგი ჩა-
მოთვლის ცხენის რემებს, ცხვრის ფარებს, კამეჩის ჯოგებს, თხის
არვებს, ღორის კოლტებს; სამკურნალო წყაროებს, ევროპაში
უცნობ ზოგიერთ ხალხურ თამაშს, მაგალითად, თამაშს „მფრი-
ნავი ჯოხი“; ადიდებს გვატემალურ კაკაოსა და შოკოლადს; უნდა
აღინიშნოს კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი: პოეტის
სიყვარული ადგილობრივი მკვიდრებისადმი. იგი თავიდან ბო-
ლომდე ხოტბას ასხამს თავის კეთილშობილურ ინდიურ რასას,
მხატვრულად აღწერს აბორიგენების შექმნილ მშვენიერ მცურავ
ბაღებს, ინდიელებს გულითადობისა და ოსტატობის ნიმუშად

350
წარმოგვიდგენს, მაგრამ, ამასთანავე, არ ივიწყებს მათ აურაც-
ხელ სატანჯველსაც.
ღვარძლიანი, ზარმაცი და ბიწიერი ადგილობრივი მკვიდრის
სახეს, რომელიც ამერიკაში თვით ექსპლოატატორებმა შექმნეს
და ევროპაში გაავრცელეს, ლანდივარი უპირისპირებს ინდი-
ელს სხვა ტიპის კაცს, რომელიც მხრებში იყო მოკაკული და
აუტანელი ჯაფისაგან ახლაც მოკაკულია.
ამ შემთხვევაში მე არა მხოლოდ ჩემს აზრს ვაცხადებ, რო-
მელსაც შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. პოემაში მარ-
თლაც დაწვრილებით არის ნაჩვენები ინდიელთა ცხოვრება:
ჩვენ ვხედავთ, როგორ მოგზაურობს ინდიელი თავისი მოხერხე-
ბული პიროგით ან საქონელს ეზიდება; ჩვენ აღტაცებული ვრჩე-
ბით, როცა ვუკვირდებით, როგორ ამზადებს მეწამულ ფერსა და
ღია ფერს; როგორ ჭიმავს ძაფებს აბრეშუმის ჭუპრისაგან; რა
შეუპოვრად ეჭიდება კლდეს, რომ ააწიწკნოს ძვირფასი, უბიწო
ვარდისფერის მომცემი ნიჟარა; რა მოთმინებითა და სიჯიუტით
ამუშავებს ინდიგოს, შახტებიდან ამოაქვს ბუნებრივი ვერცხლი,
ამოხაპავს ოქროს ძარღვს. ლანდივარის პოემა ადასტურებს
ჩვენს სიტყვებს იმაზე, რომ დიდ ამერიკულ ლიტერატურას არ
შეეძლო პასიური როლით დაკმაყოფილებულიყო იმ დროს, რო-
ცა საკუთრივ მდიდრულ მიწებზე მცხოვრები ხალხი შიმშილობ-
და და ეს იდეა პოეტური თხრობის ფორმით არის ასახული. ორ-
მოცდაათი წლის შემდეგ ანდრეს ბელიომ განაახლა ამერიკული
ლიტერატურა თავის ცნობილ „ამერიკულ სილვებში“.1 ამ უკ-
ვდავ და სრულყოფილ ნაწარმოებში კვლავ ჩნდება ყოვლისმომ-
ცველი ამერიკის ბუნების სურათები, სიმინდით დაწყებული და
კაბესით2 დამთავრებული, რომელიც დგას, „ვითარცა მოზრდი-
ლი ტომის ამაყი ბელადი“; აქ კაკაოც არის „მარჯნის ლარნაკებ-

351
ში“, ტაძრებიც, ბანანებიც, ტროპიკებიც მათი მცენარეული და
ცხოველთა სამყაროს მთელი ძლიერებით, ოღონდ „მდიდარი
მიწების“ ეს გრანდიოზული სურათი კონტრასტს ქმნის ადგი-
ლობრივ მკვიდრთა სიღარიბესთან.
ბელიო ინკა გარსილასოს მოგვაგონებს იმით, რომ სამშობ-
ლოდან მოშორებით ცხოვრობდა; თავისი წარმოშობით იგი,
როგორც ლანდივარი, – ამერიკელია. ორივე პოეტი დაურიდე-
ბელი სითამამით წარმოაჩენს მსოფლიო ლიტერატურის ისტო-
რიაში ამერიკის დღეს.
ამ მომენტიდან დაწყებული ამერიკის ბუნების სახე ევროპაში
განსაკუთრებულ ინტერესს აღვიძებს კონტინენტისადმი, მაგრამ
ეს ინტერესი ვერასოდეს ვერ გახდება ისე გულწრფელად მწვა-
ვე, როგორიც ჰქონდათ ლანდივარსა და ბელიოს. ევროპელებ-
მა თავიანთი ხედვით დაამახინჯეს ჩვენი სინამდვილე, როცა ის
საუცხოო, იდილიური, სამოთხისებური წარმოადგინეს; ამის მა-
გალითია შატობრიანის წიგნები „ატალა“ და „ნატჩეზები“.
ევროპული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ბუნების
აღწერის გამოყენება, როგორც მსუბუქი ფონითი ფარდისა, შემ-
დგომ კრეოლურ რომანტიზმში გადაინაცვლებს. ბუნებას მუდმი-
ვი ადგილი განეწესება იმ ეპოქის პოეტთა და მწერალ--
რომანტიკოსთა ნაწარმოებებში; მაგალითად, ხოსე მარია ერე-
დია უმღერის ნიაგარის ჩანჩქერებს, ხოლო ესტებან ეჩევერია
ლექსში „ტყვე ქალი“ უდაბნოს აგვიღწერს. ამ დროის სხვა რო-
მანტიკოსებზე აღარას ვამბობ.
ამერიკული რომანტიზმი არა მარტო ლიტერატურული მი-
მართულება იყო, არამედ პატრიოტიზმის დროშაც. ისტორიკო-
სები, პოეტები, პროზაიკოსები ქანცს იწყვეტდნენ პოლიტიკურ
მოღვაწეობასა და თავიანთ ქმნილებათა ფანტაზიებს შორის. იმ

352
პოეტებს შორის, რომელთა მუზას სამშობლოს იდეა ასულდგმუ-
ლებდა, გამოირჩეოდა ხოსე მარმოლი, ავტორი რომანისა „ამა-
ლია“; ამ რომანს ამერიკაში ყველაზე მეტად კითხულობენ.
ჩვენ, ვინც თვითონ გამოვცადეთ დიქტატურების დამანგრევე-
ლი ძალა ცენტრალურ ამერიკაში, კანკალით ვფურცლავთ ამ
წიგნის გვერდებს. მარმოლის რომანის გაანალიზებისას კრიტი-
კოსები არცთუ იშვიათად აღნიშნავენ მის უთანაბრობასა და
უწესრიგობას; იმას კი აღარ უფიქრდებიან, რომ, როცა მსგავსი
ამბები იწერება, გული მკერდიდან ამოხტომას ლამობს და ყოვე-
ლი ფრაზა, ყოველი აბზაცი, ყოველი გვერდი ატარებს სამშობ-
ლოსათვის ტკივილით გამოწვეული გულის არითმიის კვალს.
ლათინოამერიკულ რომანებს შორის „ამალია“ ეპოქის ერთ--
ერთი ყველაზე მწვავე დოკუმენტია. მარმოლის რომანი – დიქ-
ტატურის წყევლაა. ის ახლაც აოგნებს მკითხველს და ბევრისათ-
ვის რწმენის სიმბოლოდაც იქცა.
სწორედ ამ მომენტში გაისმის სარმიენტოს ხმა – იმ მწერლი-
სა, რომელმაც წამოაყენა მარადიული დილემა „ბარბაროსობა
თუ ცივილიზაცია“. მისი რომანი „ფაკუნდო“ იქცა კრეოლური
ამერიკის ნამდვილ გამომხატველად – ამერიკისა, რომელსაც
არ სურს მოკვდეს და უკვე საკმარისად მომაგრდა იმისათვის,
რომ გატეხოს სქემატური ანტითეზა „ბარბაროსობა თუ ცივილი-
ზაცია“; გატეხოს და მერე ამ უკიდურესობებს შორის მოძებნოს
საყრდენი წერტილი ხალხთა გაერთიანებისათვის, საკუთარი
ფასეულობების სისტემებისა და თვითმყოფადი დამახასიათებ-
ლების დაურღვევლად.
გასული საუკუნის შუაში გვატემალაში გამოჩნდა მეორე, არა-
ნაკლებ, მგზნებარე რომანტიკოსი ხოსე ბატრეს მონტუფარი. მის
ცოცხალ გონებამახვილურ თხრობაში რომ ჩაიძირება, მკით-

353
ხველს ავიწყდება თავშესაქცეობა, ისე უსმენს პოეტის ხმას; რა
სიმწრით სავსე მოხდენილობით სწვდება იგი თავისი დროის
უარსებითეს პრობლემათა სიღრმეებს!
აი, კიდევ სხვა ხმაც გაისმის, ორივე კონტინენტს რომ ეყურე-
ბა, – ხოსე მარტის ხმა. თავის სამშობლოსა და განდევნილობა-
ში მცხოვრები პოეტისა და პუბლიცისტის მწველი სიტყვები ამჟა-
მადაც აქტუალურია, ისევე როგორც იგი – თავგანწირულობის
მაგალითი.
XX საუკუნის დასაწყისს მრავალი ზერელე პოეტი მოჰყვება,
ძალზე იშვიათი სახელების, მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, უკ-
ვდავი პოეტის რუბენ დარიოსა და ჰონდურასელი ხუან რამონ
მოლინის გამოკლებით. უმეტესობის შემოქმედება კი, ყველა-
ფერ ცოცხალს მოკლებული, ფუჭსიტყვაობად გადაიქცევა. ისინი
კმაყოფილდებიან უცხო ქვეყნების პოეზიის უსუსური მიბაძვით,
უგულებელყოფენ ინდიელი რაფსოდების ნათელ გაკვეთილებს,
ივიწყებენ ჩვენი დიდი ლიტერატურის დამაარსებელთა მაგალი-
თებს და მასხრად იგდებენ მათ, ვინც უმღეროდა გმირებს – თა-
ვისუფლებისათვის მებრძოლებს, ბრალს დებდნენ რა კუთხურ
პატრიოტიზმში.
ერთი მუჭა მხატვრობა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ გამოდის თავისი თვითმყოფადობის მოსაპოვებლად, ინ-
დურ კულტურასა და დედობრივ ესპანურ საწყისთან შესახვედ-
რად; ამ ლაშქრობიდან მათ გამოაქვთ მერმისში მიმსწრაფი
იდეები.
ლათინური ამერიკის ლიტერატურა აღორძინდება უკვე არა
პოეზიის ნიშნით, არამედ თავისი გამოვლინებებით მრავალსა-
ხოვანი და კრიტიკული პროზის ნიშნით. პირველი მისი ნაბიჯები
იქნება რეალურ სინამდვილეში ჩაძირვა – სწორედ ჩაძირვა, და

354
არა ობიექტური ასახვა. მწერლებს მოელით მოვლენათა არსში
ჩაკვირვება, რომ შეიგნონ და გაიგონ მათ უკან მდგარი ყველა
ადამიანური პრობლემა.
სინამდვილესთან შეხებაში წარმოშობილი თანამედროვე
ლათინურამერიკული ლიტერატურისათვის არაფერი ადამიანუ-
რი, არაფერი რეალური უცხო არ არის. ეს, უპირველეს ყოვლი-
სა, რომანს ეხება. უკვე არავის არ ეეჭვება, რომ ჩვენი რომანი
თანდათანობით წამყვანი ხდება მოცემული ჟანრის სფეროში
მთელ მსოფლიოში. ის ყოველ ჩვენს გავლენაში, სულ სხვადას-
ხვა მიმართულების მწერალთა შემოქმედებაში იფურჩქნება,
ამასთანავე, უწინარესად ამერიკულ მასალას ეფუძნება და ამი-
ტომაც ჩვენი ისტორიის დოკუმენტურ ასახვად იქცევა. ჩვენც,
თანამედროვე ლათინურამერიკელმა რომანისტებმა, განვაგ-
რძობთ რა ჩვენი ლიტერატურის ძველ ტრადიციას – ვემსახუ-
როთ ხალხებს, უნდა მოვითხოვოთ უქონელთათვის მიწების,
ხოლო ექსპლოატირებულთათვის მაღაროების გადაცემა; უნდა
დავიცვათ დიდძალი ადამიანების უფლებები, რომლებიც მინ-
დვრებში იღუპებიან, ბანანის პლანტაციებში უძლურდებიან; ამი-
ტომაც ჩემთვის ნამდვილი ამერიკული რომანი – ეს არის სიმ-
წრის ამონაკვნესი, საუკუნეების სიღრმიდან ამომავალი და ასე-
ულ გვერდებზე გადმოღვრილი. ნამდვილი ლათინურამერიკუ-
ლი რომანი ხალხის სულს გადმოსცემს და მთელი ხმით იცავს
მის უფლებებს; ჩვენი ფართოდ გადაჭიმული მიწების სისხლი და
წვენი ხომ ზღვისკენ მიედინება, რათა მეტროპოლიები გაამდიდ-
როს.
შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენი რომანი ნახევრად შენა-
ხული ინდიური ტექსტების სიქორფესა და სიმძლავრეს, აგრეთ-
ვე კრეოლურ თვალებში აღბეჭდილ ნაღველს შეისრუტავს; ეს

355
თვალები განთიადს დაეძებენ კოლონიურ შუაღამეში – ყოველ
შემთხვევაში უფრო ნათელ შუაღამეში, ვიდრე ის სიბნელე--
წყვდიადი, ახლა რომ გვემუქრება. ყველაზე უწინ რომანი
შეიწოვს სიცოცხლის ტრფიალს და იმ მწერალთა მბრწყინავ ოპ-
ტიმიზმს, რომლებმაც, მიიღეს რა ინკვიზიციის გამოწვევა, ადა-
მიანთა შეგნება შეამტვრიეს და ისინი მებრძოლებად აქციეს.
სახარების მცნებათა ტონს მოვიმარჯვებდი და ვიტყოდი: თუ
რომანს წერ, რათა გაერთო, – დაწვი ის! ვინაიდან, თუ თვითონ
არ მოსპობ, მას მოსპობს დროის სრბოლა, ის და შენ მასთან ერ-
თად წარიშლებით ხალხის მეხსიერებაში, სადაც ნებისმიერ პო-
ეტს ან რომანისტს დარჩენის იმედი აქვს. წარსულში რამდენი
გასართობი რომანი დაწერილა! და ასე იყო ყველა ეპოქაში; და
ვიღას ახსოვს ისინი? და, პირიქით, რა ადვილია ჩამოვთვალოთ
იმ ჩვენი მწერლების სახელები, ვინც წერდა, რომ მცნება
დაეტოვებინა... რომანისტი უსტარებს წერს, როგორც მოციქუ-
ლი პავლე წარმართებისათვის; ხომ სწორედ მოციქული პავლე,
როცა ამ ქვეყნიდან თავის დაღწევას განიზრახავს, შეეჯახება გა-
რემომცველი სამყაროს მბრდღვინავ სინამდვილეს – სწორედ
იმ სინამდვილეს, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გვახრჩობს და
გვაბრმავებს; მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ სინამდვილიდან
წასვლა, ის ხომ ხორცს ისხამს მარიანო ასუელის, აგუსტინ
იანიესისა და ხუან რულფოს ნაწარმოებებიდან გადმოსული მექ-
სიკის რევოლუციის მეამბოხეთა სახეებშიც – იმ წერლებისა, ვი-
სი იდეებიც ისევე ალესილია, როგორც მათი გმირების დანებიც;
ხორცს ისხამს ინდიელების ექსპლოატაციისა და ჩაგვრის წინა-
აღმდეგ პროტესტის გოდებაში ხორსე იკასის, სირო ალეგრიისა
და ხესუს ლარის რომანებში და დონა ბარბარას სახეშიც რო-
მეულო გალიეგოსის რომანიდან; რომანებში „ღრმა მდინა-

356
რეები“ ხოსე მარია არგედასისა, „მუქი მდინარე“ არგენტინელი
ალფრედო ვარელასი, „ადამიანის ვაჟიშვილი“ პარაგვაელი
როა ბასტოსისა, „ქალაქი და ქოფაკები“ პერუელი ვარგას
ლიოსასი – ჩვენი მიწების სისხლისაგან დაცლილ მაშვრალთა
სახეებში. ხოსე მანსისი დიორს ჩვენ მივყავართ მენავთობეთა
დასახლებებში, იქითვე მიემართებიან, ტოვებენ რა მშობლიურ
სოფლებს, მიგელ ოთერა სილვას „მკვდარი სახლების“ გმირე-
ბიც. დავით ვინიასი ჩვენ შეგვაჯახებს პათაგონიის ტრაგედიებს,
ენრიკე ვერნიკე გვაიძულებს გამოვცადოთ წყალდიდობით დატ-
ბორილი სოფლების საშინელება; ხოლო ვერბიცკი და მარია დე
ხესუსი მიგვიყვანენ დანტეს ჯოჯოხეთის მსგავს დიდი ქალაქების
რაიონებში მათი სიღატაკითა და ცხოვრების არაადამიანური პი-
რობებით. ვალოდია ტეიტელბოიმის რომანში „გვარგილის ვა-
ჟი“ მოთხრობილია მოსაპოვებელ მძიმე სამუშაოზე; ნაკომედის
გუსმანი გვაიძულებს შევიგრძნოთ ჩილელი ბავშვების ცხოვრე-
ბა მუშათა რაიონებში; ნაპოლეონ როდრიგეს რუისის რომანში
„ხარაგუა“ ნაამბობია სალვადორელ გლეხებზე, დ. ფლაკოლისა
და კლარიბელ ალეგრიას „სიალკოს ფერფლში“ – ჩვენი პატარა
ადგილების ყოფა-ცხოვრებაზე; არ შეიძლება პამპაზე ილაპარა-
კო გუირალდესის „დონ სეგუნდო სომბრის“ წაუკითხავად; სელ-
ვაზე1 – ეუსტასიო რივერას „მორევების“ უცოდინრად; ზანგებზე
– ჟორჟ ამადუს რომანების გაუცნობიერებლად; ბრაზილიის
ლიანოსებზე2 – გიმარაენს როზას „დიდი სერტანის ბილიკების“
წაუკითხავად; თენესუელის დაბლობებზე – რამონ დიას სანჩე-
სის შემოქმედებაზე წარმოდგენის უქონლად.
ლიტერატურის სამყაროში ადგილის დაპატრონებას რომ
ცდილობენ, ჩვენი მწერლები სულაც არ ესწრაფვიან სენსა-
ციურობას ან სისასტიკეს. ჩვენ ჰუმანური ადამიანები ვართ,

357
ამასთანავე, ჩვენ რასობრივად, გეოგრაფიულად და სოციალუ-
რად სიდუხჭირეში მცხოვრებ ასობით, ათასობით და მილიონო-
ბით ამერიკელთან ვართ გაერთიანებული – და ეს ჩვენს დიდე-
ბულ და მდიდარ ამერიკაში. ჩვენი რომანებით ჩვენ ვიწრაფვით
სიცოცხლისათვის გავაღვიძოთ სიკეთის, ჰუმანიზმის გრძნობე-
ბი, მოვუწოდებთ მათ, ვისაც უნარი შესწევს ამ ადამიანებს დაეხ-
მაროს.
უკვე მნიშვნელოვნად წაიწია წინ ლიტერატურის მეტისაციის
პროცესმაც, რომელსაც შეუძლია ბუნების აღწერებს წმინდა
ადამიანური შინაარსი მიუბოძოს; არა ბუნება ღმერთებისათვის,
როგორც ინდიურ ტექსტებში, და არა ბუნება გმირებისათვის,
როგორც რომანტიკოსთა ნაწერებში, არამედ ბუნება ადამიანე-
ბისათვის, რომელიც მძლავრად შეისრუტავს ადამიანურ პრობ-
ლემებს; როგორც ლიტერატურის ყველა მოყვარულს, ჩვენც აღ-
გვიტაცებს სტილის სილამაზე და ამიტომ ნებისმიერი ჩვენი რო-
მანი – სიტყვის გმირობაა, ნამდვილი ალქიმიაა. ჩვენ ვიცით ეს.
იოლი როდია, გაერკვე ნაწარმოებში, სადაც მწერალი ვეებერ-
თელა ძალისხმევითა და სიჯიუტით აღწევს თავისი მასალის, ესე
იგი სიტყვის, სრულყოფილ დაუფლებას. დიახ, ეს უბრალო სიტ-
ყვებია, მაგრამ რამდენი კანონია მათ ხმარებაში, რამდენი წესი!
სიტყვებში გრძნობ მათივე შექმნილი სამყაროების გულისცემას.
ისინი ხმაურობენ, როგორც ხე, როგორც ლითონი. ისინი ხმა-
ბაძვითი არიან. ჩვენს ენასთან მუშაობისას უპირველესად ყუ-
რადღება ხმაბაძვას უნდა მიექცეს. ჩვენი ბუნების რამდენი ერ-
თგზისი და მრავალგზისი გამოძახილი გაისმის ჩვენს სიტყვებსა
და ფრაზებში! სიტყვების ინსტინქტური მოხმარება სარისკოა
პროზაიკოსისათვის. აქ ჟღერადობით უნდა იხელმძღვანელო.
უსმინო შენს გმირებს. გეგონება, თითქოს ჩვენი საუკეთესო რო-

358
მანები მონაყოლია და არა დაწერილი; თვით სიტყვა ითავსებს
საკუთარ თავში პოეზიის დინამიკას და იხსნება ჯერ ჟღერადო-
ბით, შემდეგ კი თავისი მნიშვნელობით.
დიდი ესპანურ-ამერიკული რომანები ამიტომ შეიძლება შევა-
დაროთ თავისებურ მუსიკალურ ნაწარმოებებს.
ენების შეერთებასაც ბევრი მოულოდნელობა შეიძლება მოჰ-
ყვეს. ენების ამერიკულ „შერევაში“, ინდიურის გარდა, იმიგრან-
ტთა ნაკადებიდან შემოტანილია სულ განსხვავებული ევროპუ-
ლი და აზიური ენების ელემენტები. არის კიდევ ერთი ენა – ჩვე-
ნი რომანები არა მხოლოდ სიტყვებით არის დაწერილი, არამედ
სახეებითაც. მრავალნი და მრავალნი ჩვენი რომანების კითხვი-
სას თითქოს მათ კინემატოგრაფიულად ხედავენ და არა მხო-
ლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი მწერლები ელტვიან თავიანთი
თვითმყოფადობის დამკვიდრებას, არამედ იმიტომაც, რომ ისი-
ნი თავს ვალდებულად თვლიან ჩვენი ენის ჟღერადობის, მნიშ-
ვნელობისა და ხატოვნების ყველა სიმდიდრის გამოყენებით გა-
ნაზოგადონ ჩვენი ხალხების ხმები. სახეთა ენა ხელოვნურად
როდია შექმნილი იმისათვის, რომ თავის შიგნით მეტყველების
მთელი შინაარსობრივი სიმდიდრე დაიტიოს ან ეგრეთ წოდებუ-
ლი პოეტური ფრაზა, – ეს ცოცხალი ენაა, მთელი ლირიზმის,
მთელი ფანტაზიის, მოხდენილობის, მთელი ეშმაკურობის შემ-
ნახველი, ყველაფრისა, რაც ლათინურამერიკული რომანის
სტილისტიკისათვის არის ჩვეული. ჩვენი რომანტიკის საფუძ-
ველში ძევს პოეზიის ენა, რომელიც მისი სუნთქვა, ბუნების სუნ-
თქვა ხდება.
ვფიქრობ, უცხოელ მკითხველებს ჩვენს რომანში სწორედ ის
იზიდავს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ენობრივი კოლორიტის დახმა-
რებით, ბუნების მუსიკასთან, და ზოგჯერ ინდიური ენების, ჩვენს

359
პროზაში უნებურად ახმაურებული მათი ძველი მნიშვნელობების
ჟღერადობასთან მეტყველების შერწყმის წყალობით; და აგრეთ-
ვე იმ უზარმაზარი მნიშვნელობის მეოხებით, რასაც ჩვენ ვაძ-
ლევთ სიტყვას. ეგ ხომ აბსოლუტური, სიმბოლური მნიშვნელო-
ბაა. ჩვენი პროზა უარს ამბობს კასტილიური კილოს სინტაქსის
მოწესრიგებულობაზე, ვინაიდან ჩვენთვის სიტყვას ისეთივე მა-
ღალღირებული მნიშვნელობა აქვს, როგორიც მას ჰქონდა ინ-
დიურ ენებში. სიტყვა – მისი მნიშვნელობა, ჟღერადობა და მომ-
ხიბვლელი მდიდარი ინვერსია... ვერავინ ვერ გაიგებს ჩვენს
ლიტერატურას, ჩვენს პოეზიას, თუ არ აღიარებს, რომ სიტყვას
მოხიბვლის ძალა აქვს.
სიტყვა აიძულებს მკითხველს შეესისხლხორცოს ჩვენს ნა-
წარმოებებს, მოეხმარება მკითხველთან ერთიანობას მიაღწი-
ოს, ააღელვოს, შეაშფოთოს იგი; და მკითხველსაც დაავიწყდება
ყოველდღიურობა და გახდება ჩვენი რომანის, ლიტერატურის
სიუჟეტური პერიპეტიების თანამონაწილე, ლიტერატურისა, რო-
მელიც არაფრით არ შერყვნის მის იდეალებს. ლათინურამერი-
კული რომანი ვერ შეძლებს მკითხველის გაფუჭებას, პირიქით,
მას შეუძლია მხოლოდ გაამდიდროს იგი; სწორედ აქეთკენ ის-
წრაფვიან ჩვენი მწერლები შეუპოვრად, სწორედ ამიტომ ჩვენი
რომანი, დაწერილი ფართო ლიტერატურული შესაძლებლობე-
ბის, ფასდაუდებელი სიტყვის მაგიის, ადამიანის გრძნობათა
სამყაროსა და განწყობილებათა ღრმა ასახვის უნარის გამომ-
ხატველი მშვენიერი ენით, ხდება ჩვენი ხალხების იდეების მატა-
რებელი და იმედების მოდასტურე.

360
იასუნარი კავაბატა

ნატიფი იაპონია, რომელმაც შემქმნა

1968
როცა კი ძველი ხელნაწერის ნიმუშის მოყვანა მომიწევს, ხში-
რად ვიმოწმებ ძენის მსახურის – ლოგენის (1200-1253) „საწყის
ხატებად“ წოდებულ ლექსს:
„გაზაფხულზე ყვავილთა კვირტებია,
ზაფხულში – გუგული,
შემოდგომაზე – მთვარე,
ზამთარში – სპეტაკი და ცივი თოვლი“.
და კიდევ ბრძენ მიოეს (1173-1272) შემდეგ ლექსს:
„ღრუბლებიდან გამოსულო,
ჩემო მეგზურო ზამთრის მთვარევ,
ნუთუ ქარმა არ გაგთოშა,
ნუთუ თოვლს არ დაუსუსხიხარ?..“
უტა-მონოგატარის1 მსგავსად, მიოეს ამ ლექსსაც გრძელი
და დაწვრილებითი წინასიტყვაობა ახლავს, საიდანაც ნათელი
ხდება მისი არსი: „გაინენის 1 წლის 12 დეკემბერს (დაახ-
ლოებით 1224 წ) ღამით ცა მოღრუბლულიყო და მთვარეც დაებ-
ნელებინა. სასახლეში შევედი და ძაძენის პოზა მივიღე. ფეხაკ-
რეფით მოვიდა შუაღამე. როცა მედიტაციის მერე ზედა სამლოც-
ველოდან ქვედაში ვბრუნდებოდი, მთვარემ ღრუბლები გაარ-
ღვია და განათებული თოვლიც აელვარდა. მთვარე მეგობრად
მომევლინა და ველზე მგლების ყმუილს ძლიერ არ შევუშინები-

361
ვარ. შევედი ქვემო სამლოცველოში და ცოტა ხანი დავყავი. გა-
მოვედი... მთვარე ისევ ღრუბლებს მიჰფარვოდა. როცა შუაღა-
მის ზარმა დარეკა და ისევ ზედა სამლოცველოს მივაშურე, მიმა-
ვალი დამინახა თუ არა მთვარემ, ღრუბლები მიატოვა და გამომ-
ყვა. მთის წვერს მივაღწიე და მედიტაციის ოთახში შევედი, მთვა-
რე კი ღრუბლებს გამოედევნა; გეგონებოდათ, დაუოკებელი
სურვილი აქვს, მოპირდაპირე მთის წვერს მოეფაროსო. ალბათ,
უსულო მთვარეს სურდა დაეფარა, რომ ჩემი მეგზური იყო“.
ამას მოსდევს ზემოთ მოყვანილი ლექსი და შემდეგ გრძელ-
დება. „როცა მთვარე მთის წვერს მიადგა, მედიტაციის ოთახში
შევედი:
მე მთის წვერისაკენ წავალ, შენც იქ წამოდი, მთვარევ, და
როგორც ამაღამ, ვიყოთ სამარადჟამოდ ერთად“.
ლექსი მიოემ, ალბათ, მაშინ შექმნა, როცა ღამით განმარ-
ტოვდა ძენის რიტუალის ოთახში, ანდა იქ ალიონზე შევიდა: „მე-
დიტაციის დროს თვალები გავახილე. გამთენიის მთვარის შუქი
ფანჯარას დაეცა. მე სიბნელიდან ვუყურებდი ამას და ვერ გამე-
გო – ჩემი ნათელი სულის შუქი იყო იგი თუ მთვარისა – გულის
სიღრმემდე ჩაიჭრება ნათელი იგი და გონებას გააცისკროვნებს.
ნეტავი მთვარეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს მისი შუქია?!“
საიგიოს მოიხსენიებენ საკურას პოეტად, ხოლო მიოე მთვა-
რის მეხოტბედ იწოდება. ნათელო, ნათელო ო, ნათელო, ნათე-
ლო, ო, ნათელო, ნათელო, ო, ნათელო, ნათელო, ო, ნათელო,
ნათელო, ნათელო, მთვარევ!
ესაა ლექსი, სადაც იგრძნობა მხოლოდ და მხოლოდ გულის,
გრძნობის ზეაღმავალი ძახილი!
შუაღამიდან გათენებამდე მიოემ „ზამთრის მთვარეს“ სამი
ლექსი მიუძღვნა, რომელთა საერთო დევიზად გამოდგება

362
საიგიოს სიტყვები: „როცა ლექსს ქმნი, სინამდვილეში არ იფიქ-
რო მის შექმნაზე“.
თითოეული ეს ლექსი მთვარისადმი მიმართული გულღია და
ხალასი ჰიმნია. 31-მარცვლიანი ლექსით1 მიოე ესაუბრებოდა
მთვარეს არა მარტო როგორც მეგობარს, არამედ როგორც უახ-
ლოეს ადამიანს. „ვუყურებ მთვარეს და მთვარედ ვიქცევი. მთვა-
რეც მიყურებს და იქცევა იმად, რაც მე ვარ. ერთმანეთის ბუნე-
ბით ვივსებით, ერთმანეთში ვითქვიფებით“.
ნიშანდობლივია, რომ გამთენიისას, ბნელ ოთახში, მედიტა-
ციაში მყოფი პოეტის „გაცისკროვნებული გონების“ ნათელი –
ალიონის მთვარეს თავისი შუქი ჰგონია. ლექსში – „ჩემი მეგზუ-
რი ზამთრის მთვარე“, როგორც გრძელი შესავლიდანაა ნათე-
ლი, მიოემ, ვისი გონებაც დარბაზში შესვლისას ფილოსოფიასა
და რელიგიაზე ფიქრით იყო გაცისკროვნებული, გადმოგვცა
მთვარესთან შეხვედრით გამოწვეული ნატიფი გრძნობები, მას-
თან უხილავი ურთიერთობა.
რაც შეეხება ჩემ მიერ ნიმუშად ამ ლექსის მოტანას, ამის მი-
ზეზია მათი ალალი სიკეთე და გულისხმიერება. „ალბათ, ზამ-
თრის მთვარე, რომელიც ხან ღრუბლებს ეფარებოდა, ხან კი გა-
მოიხედავდა და, მედიტაციის ოთახისაკენ მიმავალს, გზას მინა-
თებდა, იყო მიზეზი იმისა, რომ მგლების საშინელმა ყმუილმა
ვერ შემაკრთო. ნუთუ შენ, მთვარევ, ან ქარმა არ გაგთოშა, ან
თოვლს არ დაუსუსხიხარ?“
მე ეს ლექსები გაგაცანით, როგორც ბუნებისა და ადამიანები-
სადმი თბილი, ღრმა, ფაქიზი თანაგრძნობის გამომხატველი,
რომლებშიც არეკლილია იაპონური სულის უსაზღვრო სინაზე.
ბოტიჩელის შემოქმედების მკვლევარმა, ძველი და ახალი
აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ხელოვნების მცოდნემ, საქ-

363
ვეყნოდ ცნობილმა დოქტორმა იასირო იუკიომ თქვა: „იაპონური
ხელოვნების დახასიათებისათვის, უწინარეს ყოვლისა, გამოდ-
გება შემდეგი პოეტური ფრაზა: არასოდეს ისე არ ფიქრობ მე-
გობრებზე, როგორც თოვლის, ყვავილებისა და მთვარის აღქმის
დროს“. როცა აღიქვამ თოვლის სილამაზეს, მთვარის სილამა-
ზეს, ერთი სიტყვით, როცა თვითონ შეგძრავს წლის ოთხივე
დროის მშვენიერებასთან შეხება, როცა სილამაზის მარადიული
მოძრაობა სიხარულით აღგავსებს, ახლობლებზე ფიქრი მაშინ
განსაკუთრებით გეუფლება, მოგეძალება სურვილი, რომ ისინიც
ამ ბედნიერების თანაზიარნი გახადო. ერთი სიტყვით, სილამა-
ზის შეცნობაა ადამიანთა ხალასი და ფასეული გრძნობების აღ-
მძვრელი. ამ დროს სიტყვა „ახლობელიც“ ფართო გაგებას
იძენს – „ადამიანს“ აღნიშნავს, სიტყვები „თოვლი, მთვარე, ყვა-
ვილები“, რომლებიც ასახავენ ერთიმეორის შემცვლელი წლის
ოთხივე დროის მშვენიერებას, იაპონიაში ტრადიციულად გამო-
ხატავენ სილამაზეს საერთოდ – მთების, მდინარეების, ბალახე-
ბის, ხეების – მთელი ბუნებისა და ადამიანთა გრძნობების სი-
ლამაზეს. „არასოდეს ისე არ ფიქრობ მეგობრებზე, როგორც
თოვლის, მთვარის, ყვავილების აღქმისას“ – ასევე ხდება ჩაის
ცერემონიალის დროსაც. ჩაის სმის დროს შეხვედრა – ესაა იგი-
ვე გრძნობათა შეხვედრა სასიამოვნო საზოგადოებაში, სა-
სიამოვნო ხალხში და სასიამოვნო დროს. ჰო, მართლა, თუ
მკითხველები ჩემს მოთხრობაში – „ათასფრთიანი წერო“ –
დაინახავენ ჩაის ცერემონიალის მხოლოდ შინაგანი და გარეგა-
ნი ფორმების სილამაზის ჩვენებას, შეცდებიან. ეს ლიტერატუ-
რული ნამუშევარი ამ შემთხვევაში უფრო უარყოფაა, ეჭვებითა
და გაფრთხილებებით სავსე მიმართვაა იმ ვულგარულობის სა-

364
წინააღმდეგოდ, რითაც ხასიათდება თანამედროვე ჩაის ცერე-
მონიალები.
გაზაფხულზე – ყვავილთა კვირტები, ზაფხულში კი – გუგუ-
ლი, შემოდგომაზე – მთვარე, ზამთარში – სპეტაკი და ცივი თოვ-
ლი.
თუ ფიქრობთ, რომ ლოგენის ამ ლექსში წელიწადის ოთხი
დროის სილამაზეზე მხოლოდ მექანიკურად ჩამოთვლილი გა-
ზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ბანალური,
გაცვეთილი და იაპონელებისთვის კარგად ცნობილი სურათე-
ბია, იფიქრეთ! თუ იმასაც იტყვით, რომ ეს ლექსი არც არის,
თქვით! მაგრამ ნახეთ, რარიგ ჰგავს ეს ლექსი მეორე ძველი
პოეტის, რიოკანის (1758-1881) სიკვდილის წინ დაწერილ ქმნი-
ლებას: თუკი სამახსოვროდ ჩემს მერე რაიმე დარჩება, ეს გა-
ზაფხულის ალუბლის ყვავილები, მთებში გუგულის ხმა და შე-
მოდგომის წითელი ფოთლები იქნება.
აქაც, ლოგენის ლექსის მსგავსად, ჩვეულებრივი სახეები და
უბრალო სიტყვები სავსებით ძალდაუტანებლად, ხელშესახები
უბრალოებით მიჰყვებიან ერთმანეთს, ურთიერთს ავსებენ და
იაპონიის სულს გადმოგვცემენ. ამასთანავე, რიოკანის ეს ლექსი
უკანასკნელია.
როგორ გადიან გაზაფხულის ნისლიანი და გრძელი დღენი...
თითქოს ბავშვებთან ბურთს ვთამაშობდე... გრილი ქარია და
კაშკაშებს მთვარე. მომინდა მეგობრებთან ერთად ცეკვა – მო-
ხუცს ცელქობის სურვილმა დამრია ხელი... ადამიანებთან ცხოვ-
რებას შევეწყვე, მათთვის არც უცხო ვარ თითქოს, მაგრამ
რაოდენ კარგია მარტოობის ტყვედ ყოფნა.
რიოკანი იყო საუკეთესო ლექსების ავტორი და კალიგრა-
ფიული სტილის დიდოსტატი. ედოს გვიანი პერიოდის (XVIII-XIX

365
სს. დასაწყისი) იაპონიის ვულგარული გემოვნების უარმყოფე-
ლი და სიძველეთა სინატიფის ერთგული. მისი ნაწერები და
ლექსები დღეს იაპონიაში ძალიან ფასობს. მას თავისი ლექსე-
ბის მსგავსი სული ჰქონდა. ცხოვრობდა განმარტოებით მდგარ
დახავსებულ ქოხში, ატარებდა უბრალო სამოსს, მინდვრის ბი-
ლიკებზე დაეხეტებოდა, თამაშობდა ბავშვებთან, ესაუბრებოდა
გლეხებს რელიგიასა და ლიტერატურის სიღრმეებზე რთულ
მსჯელობებს გაურბოდა. ის მისდევდა ბუდისტურ ფრაზას „მომ-
ღიმარი სახე და ალერსიანი სიტყვები“, სჯეროდა ამ სიტყვების
სიკეთისა. სიკვდილის წინ დაწერილი მისი ზემოთ მოყვანილი
ლექსიდან ჩანს, რომ იგი, ამ სოფლიდან წასული, სამახსოვროდ
არაფერს ტოვებს, არც ფიქრობს რაიმეს დატოვებას. მისი სიკ-
ვდილის მერე ბუნება უფრო მშვენიერი დარჩება და, მისი აზ-
რით, სწორედ ეს იქნება მის მიერ ამქვეყნად დატოვებული სახ-
სოვარი. ამ ლექსით შეიძლება შეფასდეს ძველი იაპონიის
გრძნობადი სამყარო. რიოკანის ამ ლექსში ჩანს მისი სულის
რწმენაც. რა დრო, რა ხანი დამჭირდა ლოდინი, სანამ ის მოვი-
და... ახლა ერთად ვართ... მეტი სხვა რაღა ვინატრო ნეტავ?
რიოკანის ეს სატრფიალო ლექსი ჩემი საყვარელი ლექსია.
სიბერემოძალებული და დასუსტებული რიოკანი 29 წლის მონა-
ზონს, ტეისინს შეხვდა და თავდავიწყებით შეუყვარდა. ამ ლექ-
სში ჩანს საყვარელ ქალთან, როგორც მარადისობასთან, შეხ-
ვედრით გამოწვეული სიხარული და საყვარელი ქალის, რო-
გორც ნანატრი სიყვარულის, მოსვლით გამოწვეული ბედნიერე-
ბა. „მეტი სხვა რაღა ვინატრო, ნეტავ?“ – რა უბრალოდ ამთავ-
რებს პოეტი თავის ლექსს!..
რიოკანი გარდაიცვალა 74 წლისა. იგი დაიბადა პროვინცია
ეტიგოში (ახლა ნიიგატას პრეფექტურა), ჩრდილოეთ მხარეს,

366
რომელსაც „უკიდურეს იაპონიას“ უწოდებენ და სადაც სახეში
გეცემათ ციმბირიდან დაძრული, იაპონიის ზღვაზე გადმოვლი-
ლი ჩრდილოეთის ქარი. ეს კუთხეა აღწერილი ჩემს რომანშიც –
„თოვლიანი მხარე“, რიოკანმა მთელი სიცოცხლე ამ თოვლიან
მხარეში გაატარა. სიბერისაგან დაუძლურებული იყო, გრძნობ-
და სიკვდილის მოახლოებას და, მიუხედავად ამისა, მისმა არსე-
ბამ სატორის1 მიაღწია. ვფიქრობ, მის „მომაკვდავის გამოხედ-
ვაში“ ბუნება გამოიხატა უფრო ნატიფად, ვიდრე ამის წარმოდგე-
ნა შეიძლება. მაქვს „მომაკვდავის გამოხედვად“ წოდებული
ძიუხიცუ.2 აქ ეს სათაური აკუტაგავა რიუნოსკეს (1892-1927)
ნაშრომიდან არის აღებული, რაც მან თვითმკვლელობის გამო
ვერ დაასრულა.
ამ დაუმთავრებელ ნაშრომში არის სიტყვები, რომლებმაც
სულის სიღრმემდე შემძრა: „სიცოცხლისუნარიანობა, სასიცოც-
ხლო ძალა თანდათანობით დამეშრიტა, მე ავადმყოფურ ნერ-
ვთა სამყაროში ვარსებობ, რომელიც ყინულივით გამჭვირვა-
ლეა. ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ოდესმე შევძლებ –
გავბედო და თავი მოვიკლა? ბუნება კი ჩემთვის ჩვეულებრივთან
შედარებით უფრო გალამაზდა. თქვენ შესაძლოა ჩემს პარადოქ-
სებზე სიცილიც დაიწყოთ: ვეტრფი ბუნების სილამაზეს და თვით-
მკვლელობაზე ვფიქრობ. მაგრამ ბუნება იმიტომ არის ასე ლამა-
ზი, რომ ჩემში, როგორც მომაკვდავის გამოხედვაში, ირეკლება
იგი“.
1927 წელს, 35 წლის ასაკში, აკუტაგავამ თავი მოიკლა. მე კი
ჩემს „მომაკვდავის გამოხედვაში“ მიწერია: „რაც არ უნდა და-
გეშრიტოს ამ ქვეყნისადმი ინტერესი, თვითმკვლელობა სატო-
რიმდე არ მიგიყვანს, რაც არ უნდა მაღალი სულისა იყო, თვით-
მკვლელი სრულყოფას ვერ მიაღწევ. არც აკუტაგავა, არც დაძაი

367
ოსამუ (1909-1948), რომელმაც ომის მერე თავი მოიკლა, არც
სხვანი ჩემში არც თანაგრძნობას იწვევენ, არც ხოტბის სურ-
ვილს. მყავდა მეგობარი, მხატვარი-ავანგარდისტი, რომელიც
ახალგაზრდა გარდაიცვალა. სწორედ მას ვახსენებ „მომაკვდა-
ვის გამოხედვაში“. ისიც ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობა-
ზე. მას უყვარდა თქმა: „არ არსებობს სიკვდილზე უფრო მაღალი
ხელოვნება“, ანდა – „სიკვდილი ნიშნავს სწორედ სიცოცხლეს“
(„მომაკვდავის გამოხედვა“). მე მაინც მგონია, ბუდისტურ ტა-
ძარში დაბადებული, ბუდისტურ სკოლაში გაზრდილი ადამიანის
შეხედულება სიკვდილზე განსხვავდება ევროპელის შემდეგი შე-
ხედულებისაგან: მოაზროვნეთა შორის განა არის ისეთი ვინმე,
ვისაც თვითმკვლელობაზე არ უფიქრია? ჩემთვის ცნობილია,
რომ სწორედ იმ იკიუმ (1394-1481) ორჯერ სცადა თავის მოკ-
ვლა. მე აქ ვიხმარე გამოთქმა „სწორედ“ იმიტომ, რომ იგი ცნო-
ბილია ბავშვებისთვისაც კი, როგორც მახვილგონიერი მეზღაპ-
რე. მასზე ფართოდაა გავრცელებული თავისუფალი, ექსტრავა-
განტური, უცნაური ანეკდოტები. თურმე, ჩვეულებად ჰქონდა –
ბავშვებს ჩაისვამდა კალთაში, ისინიც ხელით წვერს უვარ-
ცხნიდნენ, ჩიტები მისი ხელიდან საჭმელს კენკავდნენ. ეს ხომ
უმაღლესი უბრალოებაა. იგი იყო კაცთმოყვარე. მშვიდობიანი
და გულღია. ამასთანავე, ნამდვილად სხარტი, ღრმააზროვანი,
ჭეშმარიტად ძენის პოეტის.
გადმოგვცემენ, რომ იმპერატორის შვილი, 6 წლის იკიუ, ბუ-
დისტურ ტაძარში მივიდა. უკვე მაშინვე ჩანდა გენიალური ყმაწ-
ვილი პოეტის ბრწყინვალება. აქედან იწყება რელიგიასა და ადა-
მიანის ცხოვრების არსში დაეჭვებით გამოწვეული მისი ტკივი-
ლებიც. ყოფილა შემთხვევა, რომ იგი ტბაში გადავარდნილა,
მაგრამ გადაურჩენიათ; „თუ ღმერთი არის, ის მომეხმაროს. და,

368
თუ ღმერთი არ არსებობს, ტბის ფსკერისაკენ დავეშვები და თევ-
ზებს გავაძღობ“. როცა იკიუს ტაძარში – დაიტოკუძიში – ერთ--
ერთმა ბერმა თავი მოიკლა და რამდენიმე კაცი ციხეში ერთი-
მეორის მიყოლებით წაიყვანეს, იკიუ წავიდა მთებში, აღიკვეთა
ჭამა და ელოდა სიკვდილს იმიტომ, რომ „როგორც მხრებზე და-
წოლილ ტვირთს“, ისე გრძნობდა პასუხისმგებლობას.
მან თავისი ლექსების კრებული დაასათაურა, როგორც „შეშ-
ლილი ღრუბლები“. მისი ფსევდონიმიც „შეშლილი ღრუბელი“
იყო. უნდა ითქვას, რომ „შეშლილ ღრუბლებში“ და მეორე კრე-
ბულშიც შუა საუკუნეების იაპონიისათვის დამახასიათებელი
კანსის,1 მით უმეტეს ძენის პოეზიის მაგიერ თვალში გვხვდება
კანონების ჯებირებს გადაცილებული ეროტიკული ლირიკა. იმ
დროისათვის უმაგალითო სიმამაცე იყო ასე დაუფარავად ელა-
პარაკა პოეტს სარეცლის საიდუმლოებებზე. იკიუ ჭამდა თევზს,
სვამდა საკეს, უახლოვდებოდა ლამაზმანებს, არღვევდა ძენის
აკრძალვებსა და ქცევის ნორმებს. თავის თავისუფლებას უპი-
რისპირებდა მონასტრის წესებს, ფიქრობდა ქვეყანაში შინაომე-
ბისა და მორალური გახრწნის ხანაში რელიგიური საფუძვლების
შეცვლას, ცდილობდა პიროვნების არსის შეცნობას, ცხოვრება-
ში ბუნებრიობის აღორძინებას. იკიუს ადგილსამყოფელი
კიოტოში, დაიტოკუძის ტაძარი მურასაკინოში დღესაც ჩაის ცე-
რემონიალის ცენტრია. დიდად ფასობს იკიუს ტუშით ნაწერი ჩა-
ის ოთახების კაკემონოები. ჩემი საკუთრებაა იგიუს დაწერილი
ორი კაკემონო. ერთ მათგანზე ერთ სვეტად წერია: „ბუდას სამ-
ყაროში შესვლა ადვილია, ბოროტი სულის სამყაროში შესვლაა
ძნელი“. ამ სიტყვებზე მიგაქცევინეთ ყურადღება იმიტომ, რომ
მეც ხშირად მომყავს ისინი. რაც შეეხება მათ აზრს, სხვადასხვა-
ნაირად შეიძლება იქნეს გაგებული. თუ ღრმად ჩავუკვირდებით,

369
მათი აზრი უსასრულოა. როცა სიტყვებს „ბუდას სამყაროში შეს-
ვლაა ადვილი“, მოსდევს „ბოროტი სულის სამყაროშია შესვლა
ძნელი“ – იკიუს ასეთი გაგება ძენისა ჩემს სულში იჭრება, ფაქ-
ტია, რომ ხელოვანისათვის, რომლის მიზანია ჭეშმარიტების, სი-
კეთისა და მშვენიერების ძიება, სურვილი „ბოროტ სულთა სამ-
ყაროში შეღწევისა“ შიშის გრძნობით თუ ლოცვებით, დაფარუ-
ლად თუ აშკარად, საბედისწერო აუცილებლობაა. „ბოროტ
სულთა სამყაროს“ გარეშე „ბუდას სამყარო“ არ არსებობს. „ბო-
როტ სულთა“ სამყაროში შესვლა უფრო ძნელია, ამიტომაც
სულმოკლენი ამას ვერასოდეს გაბედავენ.
შეხვდები ბუდას, მოკალი ბუდა. შეხვდები წინაპარს, მოკალი
წინაპარი! – ეს კარგად ცნობილი დოგმაა ძენის მოძღვრებაში.
თუკი ბუდიზმი დაიყოფა სექტებად, რომელთა პრინციპები იქნე-
ბა გარეშე ძალების რწმენით გადარჩენა ან საკუთარი სულის ძა-
ლებით გადარჩენა, მაშინ ძენის სექტა მხოლოდ და მხოლოდ სა-
კუთარი ძალებით გადარჩენის პრინციპს დაემყარება. ეს ჩანს ამ
ძლიერ და მკაცრ დევიზშიც.
ეს ჩანს სინის სექტის (რომელიც რწმენით გადარჩენას ქადა-
გებს) დამაარსებლის სინრანის (1173-1262) სიტყვებში: „სა-
მოთხეში სიკეთეზე უწინ ბოროტება აღორძინდება“. ამ ფრაზასა
და იკიუს „ბუდას სამყაროს“ და „ბოროტ სულთა სამყაროს“ სა-
ერთო აზრიც აქვთ და, ამავე დროს, განსხვავდებიან კიდეც ერ-
თმანეთისაგან. სინრანმა თავის სიტყვებს ეს დაუმატა: „ჩემს
ცხოვრებას არც ერთი მიმდევარი არ ეყოლება“.
„თუ წინაპარს შეხვდი, მოკალი წინაპარი“ და „არც ერთი მიმ-
დევრის დატოვება“ – ეს ორი ფრაზა, ალბათ, გვიჩვენებს ხე-
ლოვნებაში არსებულ მკაცრ ბედისწერას. ძენის სექტა არ გუ-
ლისხმობს კერპთაყვანისცემას, თუმცა ძენის ტაძრებში ზოგან

370
მაინც დგას ბუდას გამოსახულება. იმ დარბაზებში კი, რომლე-
ბიც სწავლის ადგილადაა მიჩნეული და სადაც ხდება ძაძენის
პოზაში გარინდება, არ არის არც ბუდას გამოსახულება, არც
წმინდა ნაწერები. ესაა ადგილი, სადაც თვალდახუჭული სხედან
დიდხანს, ჩუმად და გაუნძრევლად. ამ დროს ხდება სიცა-
რიელის, არარაობის სამყაროში შესვლა. ქრება „მე“ და ისადგუ-
რებს სიცარიელე. ეს „სიცარიელე“ ევროპული არარაობა რო-
დია. იგი უფრო საწინააღმდეგოს ნიშნავს. ესაა სივრცე სულისა,
უკიდეგანობა, სადაც უსაზღვროებაა, სადაც ყველაფერი თავის-
თავადია და მაინც ძალდაუტანებლადაა შერწყმული ერთმანეთ-
თან. ძენის მოძღვრების დასაუფლებლად აუცილებელია მასწავ-
ლებელი, რომელიც თვითშეცნობაში დახელოვნებას ხელმძღვა-
ნელობს, საუბრობს პიროვნებასთან, აცნობს კლასიკურ ლიტე-
რატურას ძენზე. მედიტაციაში მყოფი პიროვნება თავის თავს
ეკუთვნის და ეს შეგრძნება უკიდურესობამდეა მისული. მხო-
ლოდ ასე, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მიიღწევა სატორი,
როცა ლოგიკას გადასძალავს ინტუიცია. სატორი შეცვლის შეძე-
ნილ ცოდნას. რაც შეეხება ჭეშმარიტებას, იგი „სიტყვებში ვერ
ეტევა“ და „სიტყვათა მიღმა რჩება“ (ძენის ფრაზები). ეს აზრი
უმაღლეს წერტილს აღწევს „ვიმალაკირტა სუტრაში“1 – „დუმი-
ლი ჭექა-ქუხილსა ჰგავს“.
ამბობენ, რომ ჩანის (იაპონურად ძენი) სექტის მამამთავარი
ჩინეთში ბოდჰიდჰარმა 9 წელი მდუმარედ იჯდა გამოქვაბულში
კედლისკენ პირშექცეული; ამიტომ უწოდეს მას „9 წელს კედ-
ლისკენ პირით მჯდომელი“. თვითშეცნობის დროს მან მიაღწია
სატორს. სწორედ მისგანვე იღებს სათავეს ძაძენის პოეზია. რო-
დესაც გეკითხები, პასუხს მაძლევ, არ გეკითხები, და დუმხარ.

371
ნეტავ, რაიმეზე თუ ფიქრობს შენი გონება, ო, ბრძენო ჰოდჰიდ-
ჰარმა!... (იკიუ).
აი, კიდევ იკიუს ასეთივე ლექსი: ვინ იტყვის, ნეტავ, რა არის
გული? ალბათ, ის სუმიეში ჩახატული ხმაა ფიჭვებში ქარის
ხმაურისა.
სუმიე აღმოსავლური წერის მანერაა, რომლის სული მის დიდ
სივრცეში, ფართო ფონსა და ფუნჯის ხაზების სიმცირეშია. „ხა-
ტავ ტოტს და გესმის ქარის ხმა, რომელიც მას არხევს“ (ჩინ ნუნ-
გი), ხოლო ძენის მასწავლებელს დოგენს ეს სიტყვები ეკუთვნის:
„განა ბამბუკის შრიალზე არ მისულხართ სატორიმდე? განა სა-
კურას ყვავილები სულს არ გინათებთ?“
იაპონელი მეყვავილის, იკებანას ცნობილი სპეციალისტის,
იკონებო სენოს (1632-1554) ნათქვამია: „მხოლოდ წყლის
ცვარმა და ხის ნაფოტმა შეიძლება წარმოგვადგენინონ მთები
და მდინარეები. სულ მცირე დროში შეიძლება განიცადო მათი
ათასგვარი გარდაქმნა. გეგონება, ჯადოქრის საუფლოში ხარ“
(„საიდუმლო ჩანაწერები“).
იაპონური ბაღი დიდი ბუნების სიმბოლოა. დასავლეთში ბა-
ღების უმეტესობა სიმეტრიულადაა დაკვალული, თითქმის ყვე-
ლა იაპონური ბაღი ასიმეტრიულია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ
ასიმეტრიას სიმეტრიასთან შედარებით უფრო შეუძლია გამოხა-
ტოს ბუნების მრავალფეროვნება და სივრცე. ეს ასიმეტრიულო-
ბა, რასაკვირველია, განპირობებულია იაპონელთა დახვეწილი
და სათუთი მგრძნობელობით – შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრი-
ვი ჰარმონიულობა. იაპონური ბაღების მრავალფეროვანი, უზუს-
ტესი დაგეგმვის მეთოდებზე რთული, ალბათ, ამქვეყნად არაფე-
რია. მარტო „მშრალ ლანდშაფტად“ წოდებული მეთოდი რადა
ღირს? იგი ემყარება კლდის ლოდებისა და ქვების განლაგებას.

372
ეს „ქვების გროვა“ გამოხატავს აქ არარსებულ მთებსა და მდი-
ნარეებს, დიდი ოკეანის ტალღების მოხეთქებასაც კი. მასალის
ასეთი კონცენტრირების დაუფლების შედეგად გაჩნდა ბონსაი
და ბონსეკი.1
რაც შეეხება სიტყვას „ლანდშაფტი“ (სანსუი), იაპონელისათ-
ვის ის აღნიშნავს მთებსა და მდინარეებს, ბუნების პეიზაჟებს, აგ-
რეთვე ლანდშაფტურ მხატვრობას, ბაღებს და სხვა – ამ ცნებები-
დან დაწყებული „მარტოობით“ და „მიტოვებული და გაპარტახე-
ბული“ ადგილით დამთავრებული.
თუ „ვაბი, საბი“,2 რომლითაც განთქმულია ჩაის ცერემო-
ნიალი და რომლის არსია: სიმშვიდე, მოკრძალება, სიფაქიზე და
განმარტოება – გამოხატავენ ადამიანის სულის სიმდიდრეს, მა-
შინ ოსტატურად დაპატარავებული უბრალო ჩაის ოთახი უსას-
რულო სივრცისა და უსაზღვრო სილამაზის სიმბოლოდ გვევლი-
ნება.
ერთი ყვავილი უკეთესად გადმოგვცემს ყვავილთა სამყარო-
ზე შთაბეჭდილებას, ვიდრე ასი ყვავილი. რიკიუ ასწავლიდა, –
არასოდეს ჩაედგათ ლარნაკში მთლიანად გადაშლილი ყვავი-
ლი. დღესაც იაპონიაში ჩაის ცერემონიალის დროს ოთახის ნი-
შაში (ტოკონომა) უმეტესად მხოლოდ ერთი გაუშლელი ყვავი-
ლი იდგმება, თუ ზამთარია, ირჩევენ ზამთრის სეზონის ყვავი-
ლებს; მაგალითად, კამელიებს – „თეთრ მარგალიტს“ ან „ვაბი-
სუკეს“. ისინი სხვა ყვავილებისაგან სიპატარავითა და სითეთ-
რით გამოირჩევიან. იდგმება ერთი კოკორი – თეთრი, რომელ-
საც სხვა ელფერი არ გადაჰკრავს, ყველაზე უმანკო ფერია და,
ამასთანავე, ყველა ფერს იტევს. კოკორში აუცილებლად ნამი
უნდა იყოს. ყვავილს წყლის რამდენიმე წვეთს აპკურებენ და ისე
დგამენ. მაისში ჩაის ცერემონიალს ყველაზე მეტად უხდება ღია

373
მწვანე ფერის ლარნაკში თეთრი პიონები. მათ, ზემოაღნიშნუ-
ლის მსგავსად, აქვთ ერთი კოკორი და ნამით არიან დაცვარუ-
ლი. არა მარტო ყვავილებს ნამავენ წყლით, არამედ ხშირად
ყვავილების ლარნაკსაც წყლის ცვარი ეპკურება და მერე იდგმე-
ბა შიგ ყვავილები.
იაპონიაში ყვავილების კერამიკულ ლარნაკებს შორის ყვე-
ლაზე გამორჩეულია ძვეილ იგა (V-VI სს.). თუ იგას წყლით და-
ვასველებთ, თითქოს ცოცხლდება, სიხალისეს აფრქვევს. იგას
გამოწვა ხდებოდა ჩალის ძლიერ ალზე. საწვავის ფერფლი და
კვამლი ლარნაკებს გარს ერტყმოდა, ამას მოსდევდა ტემპერა-
ტურის დაცემა და ლარნაკიც თითქოს ჭიქურით იფარებოდა. აქ
კერამიკის ოსტატის უნარი კი არ არის მთავარი, ღუმლის შიგ-
ნით თვით ბუნება იღვწოდა, მასალას გარდაქმნიდა და ყოველ-
ნაირ ფერთა შეხამებას ქმნიდა. ძველებური იგას რბილი, მა-
სიური, მკვეთრი ნახატები სინესტის მოხვედრისას მომხიბლავ
შუქს ასხივებს. ყვავილების ცვარი და ლარნაკი ერთად სუნთქა-
ვენ. ჩაის ცერემონიალის ჩვევები ითხოვს, რომ ჩაის ფიალაც
ხმარების წინ წყლით დაინამოს და ამით მას ბუნებრიობის სი-
ლამაზე მიენიჭოს. იკენობო სენო „საიდუმლო ხმებში“ ამბობდა:
„მინდვრები, მთები, ნაპირები იქმნებიან თავიანთი ფორმებით“.
მან შექმნა თავისი სკოლა და შემოიტანა სიახლე ყვავილთა აღ-
ქმაში. მანვე აღმოაჩინა, რომ დამსხვრეულ ლარნაკში და გამ-
ხმარ ტოტებშიც შეიძლება ყვავილთა ხილვა და სწორედ ამ წარ-
მოსახვით „ყვავილებს“ შეუძლიათ ადამიანი სატორიმდე მიიყვა-
ნონ. „ძველად, ყვავილების გამოყვანისას, უდიდეს სიბრძნეს
აღწევდნენ“, მისმა სულმაც ძენის ზეგავლენით მიაღწია იაპონუ-
რი სილამაზის შეცნობას. ის – იაპონიის სილამაზე – მძაფრად

374
იგრძნო ქვეყანაში გამეფებული ხანგრძლივი შინაომების გარე-
მოში მცხოვრები ადამიანის სულმა.
ლირიკულ ამბავთა უძველეს იაპონურ კრებულში – „ისე მო-
ნოგატარი“, რომელიც მრავალ პატარა ნოველად ჩაწერილ ამ-
ბავს შეიცავს (ეს კრებული X ს. უნდა ეკუთვნოდეს), მოთხრობი-
ლია, თუ როგორი ყვავილები ჩადგა ლარნაკში არივარა ნარი-
ხირამ მოწვეული სტუმრებისათვის: „ის ნატიფი გემოვნების ადა-
მიანი იყო. ლარნაკებში ყვავილები ჩააწყო. მათ შორის იყო
საოცარი გლიცინიები. მათი ყვავილოვანი მტევნები 3 სიაკუსა
და 6 სუნის სიგრძისა იყო“.1 გლიცინიის მტევნები 3 სიაკუ და 6
სუნის სიგრძისა იმდენად საოცარია, რომ მის სინამდვილეში ეჭ-
ვი მეპარება. მაგრამ ამ ყვავილებში ხეიანის კულტურის გამოვ-
ლინებას ვგრძნობ. გლიცინია იაპონური სტილის ყვავილია. ქა-
ლური სინატიფით სავსე, თავმოდრეკილი ყვავილოვანი მტევნე-
ბი სუსტ ნიავზეც კი ირხევიან. ლამაზნი, კდემამოსილი და ნაზი
არიან, ზაფხულის დამდეგს სიმწვანეში ხან ჩაიმალებიან, ხან გა-
მოანათებენ. თითქოს თვითონ არიან „მონო ავარე“ (გასაგნებუ-
ლი სილამაზე). ალბათ, აქედან იღებს სათავეს ის ბრწყინვალე
საოცრება, რომ ამ ყვავილების მტევნები 3 სიაკუ და 6 სუნი აღ-
მოჩნდა.
დაახლოებით 1000 წლის წინათ რომ ეზიარა რატანის კულ-
ტურას, იაპონიამ შექმნა თავისთავადი, ბრწყინვალე ხეიანის
კულტურა და ვფიქრობ, რომ იაპონელებში სილამაზის შეგრძნე-
ბის ჩამოყალიბება ისეთივე შესანიშნავი საოცრებაა, როგორც
თვით „საოცარი გლიცინიების“ ყვავილობა.
იაპონური კლასიკური კულტურის უმაღლეს შედევრებად
გვევლინებიან: პოეზიაში – იმპერატორის მიერ შეკრებილი ლი-
რიკული პოეზიის პირველი ანთოლოგია „კოკინსიუ“ (905 წ.),

375
პროზაში – „ისე-მონოგატარი“, მურასაკი სიკიბუს (დაახლ. 970--
1002) „გენძი-მონოგატარი“, სეი სენაგონის (996-1017, სიცოც-
ხლის ბოლო თარიღი) „ჩანაწერები სასთუმალთან“ და სხვა. მათ
მიერ შექმნილი იაპონური სილამაზის ტრადიციები თითქმის
800 წლის განმავლობაში არა მარტო გავლენას ახდენდა მომ-
დევნო ხანების ლიტერატურაზე, არამედ მთლიანად განსაზ-
ღვრავდა კიდევაც მის ხასიათს.
განსაკუთრებით „გენძი-მონოგატარი“ არის ყველა დროის
იაპონური პროზის უმაღლესი ნაწარმოები. ჩვენს დრომდე მისი
ტოლფასი თხზულება არ შექმნილა. ახლა საზღვარგარეთაც ბევ-
რმა აღიარა მსოფლიო საოცრებად ის ფაქტი, რომ X საუკუნეში
დაწერილი „გენძიმონოგატარი“ თანამედროვე ჟღერადობისაა.
ყმაწვილობაში ძველებურ ნაწერებს (რომელთა შორის ხეიანის
კლასიკაც ბევრი იყო) ვკითხულობდი, თუმცა კარგად ვერც ვი-
გებდი. „გენძი-მონაგატარი“, მგონი, თავისთავად შეესის-
ხლხორცა ჩემს სულს. მისი შექმნის დღიდან იაპონური პროზის
ამ მწვერვალისაკენ მიისწრაფიან, ხშირად ბაძავენ მას და სახის
შეცვლაც კი დაუპირეს, მაგრამ „გენძი-მონოგატარი“ დღემდე
რჩება უსაზღვრო, უკიდეგანო მშვენიერების შთაგონების წყა-
როდ ხელოვნების ყველა დარგში – გამოყენებითი ხელოვნები-
დან დაწყებული ბაღების დაგეგმვით გათავებული, პოეზიაზე
ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მურასაკი სიკიბუ, სეი სენაგონი და ცნობილი პოეტები: იძუმი
სიკიბუ (გარდ. 979) და აკაძომე ემონი (დაახლ. 975-1041) – იმ-
პერატორის კარის სეფექალები იყვნენ. ხეიანის კულტურა ხომ
ძირითადად სასახლის კარზე ვითარდებოდა. თავისი ხასიათით
ის ნაზი, ქალური ბუნების კულტურა იყო. „გენძი--
მონოგატარისა“ და „სასთუმალთან ჩანაწერებში“ იაპონიის სა-

376
იმპერატორო კარის კულტურის გაფურჩქვნის ხანაა ნაჩვენები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს კულტურის სრული სიმ-
წიფე აპოგეას აღწევს და იწყება დაცემა. ატმოსფეროს ნაღველი
ჟღენთავს, რაც გარდუვლად მოჰყვება ხოლმე საზოგადოების
განვითარების უმაღლეს წერტილს.
მალე საიმპერატორო კარი დასუსტდა და პოლიტიკური ძა-
ლაუფლებაც უმაღლესი არისტოკრატიიდან სამურაების ხელში
გადავიდა. დადგა კამაკურას ერა (1192-1333 წწ.). სამურაების
პოლიტიკა გრძელდებოდა მეიძის I წლამდე (დაახლ. 700 წელი).
თუმც ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ მონარქიული სისტემა და სა-
იმპერატორო კულტურა საერთოდ გაქრა. კამაკურას პერიოდის
დასაწყისის ლირიკული ანთოლოგია „სინკოკინსიუ“ (1205 წ.)
კვლავ აგრძელებს ხეიანის „კოკინსიუს“ ოსტატურ სალექსო კა-
ნონებს, თუმცა უკვე თავს იჩენს სიტყვათქმნადობის მდარე მანე-
რა, მნიშვნელობა ენიჭება იონს, იუგენს, იოძიოს, ამას ემატება
გრძნობადი ფანტაზია და გამოდის თანამედროვე სიმბოლური
პოეზიის მსგავსი რაღაც.
საიგიო ხოსი (1118-1190) იყო ტიპური წარმომადგენელი იმ
პოეტებისა, რომლებმაც შეაერთეს ეს ორი პერიოდი: ხეიანი და
კამაკურა. გაუთავებლად მასზე ვფიქრობდი, ჩაძინებულსაც იგი
მესიზმრა. მე რომ მცოდნოდა, სიზმრად იყო, გავიღვიძებდი განა
ოდესმე?... მე ჩემს სიზმრებში ყოველღამე მისკენ მივილტვი და
არ ვიცი, რა არის დაღლა. ცხადში კი იგი არასოდეს არ შემხვედ-
რია.
ეს ლექსები „კოკინსიუს“ პოეტ ქალ ონო ნო კომატის ეკუთ-
ვნის. მან ოცნებაზე ლექსებითაც კი შეძლო ეჩვენებინა ხალასი
რეალიზმი. „სინკოკინსიუს“ შექმნის შემდეგ კამაკურას ბოლო
პერიოდის იმპერატორის ტიფუკუს (1271-1342) ლექსებში

377
მკვიდრდება უნაზესი რეალიზმი. ეს ლექსები წარმოადგენს
იაპონური ნატიფი მელანქოლიის სიმბოლოს და, ჩემი აზრით,
ბევრი რამით ეხმაურება თანამედროვეობას. ბამბუკებში ბეღუ-
რების გუნდი ხმიანობს, თვით ბამბუკებზე მზე ირეკლება, ალ-
ბათ, ამიტომ მზის სხივთა ათინათი შემოდგომის ფერად გადაიქ-
ცა... ქარი ბაღისა, სადაც შემოდგომაზე ხაგის ფოთლები ცვივა,
ჩემს სულში იჭრება. ჩამავალი მზის ჩრდილი კედელს ადნება.
ლექსის – „სუფთა და ცივი თოვლი ზამთარში“ – ავტორი, ძე-
ნის მსახური დოგენი და „ჩემი მეგზური ზამთრის მთვარის“ ავ-
ტორი ბუდისტი მიოე უფრო „სინკოკინსიუს“ ეპოქის წარმომად-
გენლები არიან. მიოე და საიგიო ლექსებით ესაუბრებოდნენ ერ-
თმანეთს პოეზიაზე.
როცა კი საიგიო მოვიდოდა, ლიტერატურაზე იწყებდა ლაპა-
რაკს. ამბობდა, რომ პოეზიაზე მას თავისი, განსხვავებული შეხე-
დულება ჰქონდა: „თუმცა მე ლექსებში ვუმღერ ყვავილებს, გუ-
გულს, მთვარეს, თოვლს, ათას რაიმეს, მაგრამ ეს ყველაფერი
ხილვაა მხოლოდ. ისინი თვალებს მივსებენ და სმენას მიხშო-
ბენ. ანდა შექმნილ ლექსებში არის კი სინამდვილის ორეული
სიტყვები? როცა ლექსს ყვავილებზე ქმნი, სინამდვილეში ხომ
არც ფიქრობ ყვავილებზე? ვწერ ლექსს მთვარეზე და არც კი მახ-
სენდება ნამდვილი მთვარე. მხოლოდ იმის მსგავსს ვქმნით, რაც
გვინდა და რაც გვიტაცებს. მეწამული ცისარტყელა გადაიხრება
და თითქოს ცა წითლად იღებება, თეთრი მზე გამოანათებს და
სუფთა ცა გაცისკროვნდება. მაგრამ ცა ხომ თავისთავად არც
ნათდება, არც იღებება. ჩვენც ასევე ჩვენს სულში შეუმჩნევლად
ვღებავთ სხვადასხვა საგანს სხვადასხვა ფერად ამ სუფთა ცის
მსგავსად. სწორედ ასეთ ლექსებს შეუძლიათ გამოხატონ ბუდას

378
ჭეშმარიტება“ (მიოეს შეგირდის კიკაის ნაშრომი „მიოეს ბიოგ-
რაფია“).
იაპონურ, საერთოდ აღმოსავლურ, „სუფთა ცაში“ გულისხმო-
ბენ სიცარიელეს, არარაობას. ჩემს მოთხრობებშიც პოულობენ
ამ არარაობას, მაგრამ ეს ის არ არის, რაც დასავლეთში ნიჰი-
ლიზმად იწოდება. რადგან მგონია, რომ ჩვენი თვით სულიერი
საწყისები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამის გასაგებად საკ-
მარისია დოგენის ლექსები, რომელთა სათაურია „საწყისი ხატე-
ბა“ და რომლებიც უმღერიან წლის ოთხივე დროის სილამაზეს,
აი, ჭეშმარიტი ძენი!
სემუელ ბეკეტი
ნობელიანტი დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო და
ლექცია არ წაუკითხავს.
1969

379
ალექსანდრ სოლჟენიცინი

ლიტერატურას შეუძლია მშფოთვარე ჟამსდაეხმაროს


კაცობრიობას

1970
საბჭოთაა კავშირის მთავრობამ ალ. სოლჟენიცინს სამშობ-
ლოს ღალატი დასწამა და გასაგები მიზეზების გამო ნობელიან-
ტი სტოკჰოლმში ვერ გაემგზავრა. შვედეთის მეფე ცერემო-
ნიისას მიესალმა სცენაზე დადგმულ ცარიელ სავარძელს.
წინამდებარე ლექციის ტექსტი დაიწერა 1971 წლის ბოლოს,
საიდუმლოდ გაიგზავნა შვედეთში და 1972 წელს დაიბეჭდა ნო-
ბელის კომიტეტის ოფიციალურ კრებულში რუსულ, შვედურ და
ინგლისურ ენებზე.

380
1

იმ ველურის დარად, გაოგნებულს ხელთ რომ ჩაუვარდა, იქ-


ნებ ოკეანიდან გამორიყული უცნაური საგანი თუ ქვიშაში ჩაფ-
ლული რამ ანდა ზეციდან ჩამოვარდნილი გაუგებარი ნივთი? –
ძნელსაცნაურად ჩახლართული, ხან ბუნდოვნად მომზირალი,
ხან ნათელსხივოსნობით აელვარებული, – უტრიალებს იქიდა-
ნაც და აქედანაც, უტრიალებს და ეძიებს, როგორ მიუსადაგოს
საქმეს, ეძიებს მისთვის ხელსაწიფებელ უმდაბლეს მსახურებას
და ფიქრადაც არ მოსდის უზენაესი.
ასევე ჩვენც, ხელთ გვიპყრია ხელოვნება და თავდაჯერებუ-
ლად მივიჩნევთ საკუთარ თავს მის ბატონ-პატრონად, გაბედუ-
ლად წარვმართავთ, განვაახლებთ, რეფორმებს ვუტარებთ, სა-
მანიფესტაციოდ ვიმეტებთ, ფულზე ვყიდით, მისით ძლიერებს
ვაამებთ, ხან გასართობად ვიყენებთ – საესტრადო სიმღერებისა
და ღამის ბარის დონეზე, ხან საცობად ან კეტად მოვაქცევთ
ხოლმე, როგორც მოგვეხელთება, – წარმავალი პოლიტიკური
და შეზღუდული სოციალური საჭიროებებისათვის. ხელოვნება
კი ჩვენი მცდელობით არ იბღალება, თავის წარმოშობას არ ღა-
ლატობს, ყოველთვის და ყოველნაირი გამოყენებისას თავის ში-
ნაგან იდუმალ ნათელმოსილებას გვიწილადებს.
მაგრამ მივწვდებით კი მთელ ამ ნათელმოსილებას? ვინ გა-
ბედავს თქვას, რომ ხელოვნება განსაზღვრა, ყველა მისი წახნა-
გი ჩამოთვალა? იქნებ, გასულმა საუკუნეებმა უკვე შეიცნეს და
სახელდვეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით დიდხანს ამაზე
შეჩერება: მოვუსმინეთ და მაშინვე უგულებელვყავით, უკუვაგ-
დეთ, როგორც ყოველთვის, სულმა წაგვძლია, რომ გაგვეცვალა

381
ყველაზე საუკეთესოც კი, ოღონდ ახალზე! და, როცა ისევ ძველს
მოგვაგონებენ, ვეღარც ვიხსენებთ, რომ ეს უკვე იყო.
ერთი ხელოვანი თავს გვიჩვენებს დამოუკიდებელი სო-
ციალური ცხოვრების შემოქმედად, საკუთარ ზურგზე იკიდებს ამ
სამყაროს, მისთვის პასუხისმგებლობის მტვირთველი მოსახ-
ლეობის ქმნადობის აქტს, – მაგრამ ფეხი უცურდება, რადგან ამ-
გვარ დატვირთვას ვერ გაუძლებს მომაკვდავი გენიოსი; ეს ისე-
ვეა, როგორც ადამიანმა, რომელმაც თავისი თავი ყოფიერების
ცენტრად გამოაცხადა, ვერ შექმნა გაწონასწორებული სულიერი
სისტემა. და, თუ მარცხდებიან, ისინი ამას მიაწერენ სამყაროს
მარადიულ დისჰარმონიას, თანამედროვე აწეწილი სულის სირ-
თულეებს ანდა ხალხის მხრივ გაუგებრობას.
მეორე – თავს ზემოთ გრძნობს უზენაეს ძალმოსილებას და
აღფრთოვანებით იღვწის როგორც ღვთის ზეციერებას შეფარე-
ბული პატარა ქარგალი, თუმცა უფრო მკაცრია მისი პასუხის-
მგებლობა ყოველი დაწერილისა და დახატულის, აღმქმელი სუ-
ლების მიმართ. სამაგიეროდ: ეს სამყარო მისი შექმნილი არაა,
იგი როდი მართავს მას, არ ეჭვობს მის საფუძვლებში, ხელო-
ვანს მარტოოდენ ხელეწიფება სხვაზე უფრო მწვავედ შეიგ-
რძნოს სამყაროს ჰარმონიულობა, მასში ადამიანური წვლილის
სიმშვენიერე და უმგვანობა, – მწვავედ გააცნოს ეს ხალხს. მარ-
ცხის დროსაც, თვით მდაბიო ყოფიერებაშიც – სიღატაკეში, საპ-
ყრობილეში, ავადმყოფობისას – მას არ შეიძლება ტოვებდეს
მყარი ჰარმონიულობის შეგრძნება.
მაგრამ ხელოვნების მთელი ირაციონალობა, მისი დამაბ-
რმავებელი ჩახვეულობა, წინასწარ გაუთვალისწინებელი მიგნე-
ბები, მისი სულისშემძვრელი ზემოქმედება ადამიანებზე, – ერ-
თობ ჯადოსნურია საიმისოდ, რომ ისინი ამოვწუროთ ხელოვა-

382
ნის მსოფლგაგებით, მისი ჩანაფიქრით ან უღირსი თითების მუ-
შაობით.
არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს ადამიანის არსებობის ისე-
თი ადრეული სტადიები, როცა ხელოვნება არ გვქონდა. ჯერ კი-
დევ კაცობრიობის გარიჟრაჟულ ბინდში ჩვენ ისინი გვიბოძეს ხე-
ლებმა, რომელთა თვალის შევლება ვერ მოვასწარით. და ვერ
მოვასწარით გვეკითხა: რისთვის გვიძღვნიან ამ საჩუქარს, რო-
გორ მოვეპყროთ მას?
და ცდებოდა, და შეცდება ყველა წინასწარმეტყველი, რომ
თითქოს ხელოვნება გაიხრწნება, ამოწურავს თავის ფორმებს,
მოკვდება. დავიხოცებით ჩვენ, ხოლო იგი დარჩება. და ჩავწვდე-
ბით კი ჩვენს აღსასრულამდე მის ყველა წახნაგსა და ყველა და-
ნიშნულებას?
ყველაფერს ვერ გამოთქვამ. ზოგი რამ სიტყვების მიღმა ძევს.
ხელოვნება თვით გათოშილ და დაბნელებულ სულსაც კი უზენა-
ეს სულიერ გამოცდილებას აზიარებს. ხელოვნების მეოხებით
ჩვენ ზოგჯერ ბუნდოვნად და ხანმოკლედ ისეთ ზეშთაგონებას
გვიწილადებენ, როგორსაც განსჯითი აზროვნებით ვერ გამოვი-
მუშავებთ.
თითქოსდა ზღაპრების პაწაწინა სარკეაო: მასში ჩაიხედავ და
იხილავ – არა შენს თავს, – წამიერად დალანდავ მიუწვდომელს,
მას ბედაურით ვერ მიეახლები, იქამდე ვერ მიფრინდები. და
მხოლოდ სული წუხს...

383
2

დოსტოევსკიმ ერთხელ უცნაური სიტყვა მოგვიგდო: „სამყა-


როს იხსნის მშვენიერება“. რა არის ეს? დიდხანს მეგონა, რომ
უბრალო ფრაზაა. როგორაა ეს შესაძლებელი? როდის ხდებოდა
ასე სისხლდახარბებულ ისტორიაში, მშვენიერება ვის და რისგან
იხსნიდა? დიახ, აკეთილშობილებდა, ამაღლებდა – მაგრამ ვინ
დაიხსნა?
თუმცა მშვენიერების არსებაში არის ამგვარი თავისებურება,
ხელოვნებაში განივთებული თავისებურება: ჭეშმარიტი მხატ-
ვრული ქმნილების დამაჯერებლობა სავსებით უცილობელია და
წინააღმდეგობის გამწევ გულსაც კი იმორჩილებს. პოლიტიკური
სიტყვა, შემტევი პუბლიცისტიკა, სოციალური ცხოვრების პროგ-
რამა, ფილოსოფიური სისტემა ხილულობის მხრივ შეიძლება
გამართულად, მწყობრად ჩამოაყალიბო, მაგრამ მცდარობასა
და სიყალბეზე დააფუძნო; ხოლო, რაც დაფარულია, რაც გამრუ-
დებულია – ერთბაშად როდი ჩანს. როცა საპაექროდ ვიხილავთ
საპირისპიროდ მიმართულ სიტყვას, პუბლიცისტიკას, პროგრა-
მას, სხვა სტრუქტურიან ფილოსოფიას, – ყველაფერი ასევე
მწყობრად და გამართულად, ასევე მორგებულად გამოიყურება.
აქედან მომდინარეობს მათდამი ნდობა – თუმცა ნდობა არც
არის.
ზერელე მტკიცებაა, რასაც გული არ ეკარება.
ხოლო მხატვრული ნაწარმოები თვითონვეა საკუთარი თავის
შემმოწმებელი, მოგონილი და ნაძალადევი კონცეფციები ვერ
უძლებენ სახეობით გამოცდას, ერთნიც და მეორენიც იშლებიან,
უძლურდებიან, ფერმკრთალდებიან, ვერავის არწმუნებენ. ის

384
ქმნილებები კი, რომლებიც სწვდებიან ჭეშმარიტებებს და ჩვენ
ცხოველ-შედედებულად წარმოგვიდგებიან, გვიტაცებენ, მბრძა-
ნებლურად თავისკენ გვიხმობენ, – და არავინ, არასოდეს,
საუკუნის შემდეგაც კი, არ შეეცდება მათ უარყოფას.
იქნებ სწორედ ესაა ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერე-
ბის ძველისძველი სამება და არა უბრალოდ საპარადო დრო-
მოჭმული ფორმულა, როგორც გვეგონა ჩვენი თავდაჯერებული
მატერიალისტური სიჭაბუკის ხანაში? თუ, როგორც მკვლევარე-
ბი ამტკიცებდნენ, ამ სამი ხის კენწეროები ერთდებიან, მაგრამ
ჭეშმარიტებისა და სიკეთის ერთობ აშკარად გამოკვეთილი, ერ-
თობ პირდაპირი ნაყარი დათრგუნვილი და გადასხლეპილია,
წინ არ უშვებენ, – მაშინ შესაძლოა მშვენიერების უცნაური, წი-
ნასწარამოუცნობი, მოულოდნელი ნაყარი გზას გაიკაფავს და
დაიჭერს იმავე ადგილს, და ასე შეასრულებს სამივე მათგანის
სამუშაოს?
და, იქნებ, მაშინ დოსტოევსკის არ წამოსცდენია, მაგრამ წი-
ნასწარმეტყველურად კი გვაუწყა: „სამყაროს იხსნის მშვენიერე-
ბა“? მას ხომ ბევრის დანახვა შეეძლო, საოცარი გასხივოსნება
ეწვეოდა ხოლმე.
და, იქნებ, მაშინ ხელოვნებასა და ლიტერატურას ძალუძთ
ნამდვილად დაეხმარონ თანამედროვე სამყაროს?
ის მცირეოდენი, რაც მე შევძელი წლების მანძილზე ამ ამო-
ცანაში განმეჭვრიტა, შევეცდები დღეს აქ გადმოგცეთ.

385
3

ამ კათედრაზე, რომლიდანაც კითხულობენ ნობელის ლექცი-


ას, კათედრაზე, რომელიც სრულებით არ ეთმობა ყველა მწე-
რალს და ვისაც ეთმობა, მასაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ,
მე ავედი არა სამი-ოთხი მისადაგებული საფეხურით, არამედ
ასობით და ათასობითაც კი უშვერილო, უფსკრულზე გამავალი,
გათოშილი საფეხურით, მოვემართებოდი სიბნელიდან და სიცი-
ვიდან, სადაც მე გადავრჩი, ხოლო სხვები – შესაძლოა ჩემზე
უფრო ნიჭიერები და ძლიერები – დაიღუპნენ. მათგან მე მხო-
ლოდ ზოგიერთს შევხვდი არქიპელაგ გულაგ-ში, რომელიც გა-
ფანტული იყო უამრავ დანაწევრებულ კუნძულად, თანაც მკაცრი
თვალთვალისა და უნდობლობის ვითარებაში ყველას როდი ვე-
საუბრებოდი, ზოგზე მარტო მსმენია, მესამეთა შესახებ კი მარ-
ტო მიხვედრა შემეძლო. ის, ვინც იმ უფსკრულში გადაიჩეხა უკვე
მოპოვებული ლიტერატურული სახელით, ცნობილი მაინც დარ-
ჩა, – მაგრამ რამდენია უცნობი, საჯაროდ ერთხელაც დაუსახე-
ლებელი! და თითქმის ვერავინ შეძლო დაბრუნება. მთელი
ეროვნული ლიტერატურა იქ დარჩა არა მარტო უკუბოოდ, არა-
მედ უქვედასაცვლოდ, შიშვლად, ფეხის თითზე საჭდემიბმულად
დამარხული. ერთი წამითაც არ შეჩერებულა რუსული ლიტერა-
ტურა! – გარედან კი უდაბნოდ გამოიყურებოდა, სადაც შეიძლე-
ბოდა თანაწყობილი ტყე წამოზრდილიყო, მთელი ამ ტყეკაფვის
შემდეგ ორი-სამი შემთხვევით გვერდაქცეული ხე შემორჩა.
და მე დღეს, დაცემულთა აჩრდილები რომ მომაცილებენ, და
თავდახრილი საკუთარ თავს წინ რომ ვუშვებ სხვისი, უფრო ად-

386
რე ღირსეულთა ადგილისაკენ, დღეს როგორ უნდა ჩავხვდე და
გამოვთქვა ის, რის თქმაც მათ სურდათ?
ეს ვალი დიდი ხანია ტვირთად გვაწვა და ჩვენ იგი გვესმოდა
ვლადიმერ სოლოვიოვის სიტყვებად:
მაგრამ ბორკილგაყრილებმაც ჩვენვე უნდა გადავლახოთ
ის არეალი, რომელიც ღმერთებმა მოგვიზომეს.
სულისამომხდელ ბანაკურ ხეტიალში, პატიმართა მწკრივში,
ფარნების წყებით განათებულ მიმწუხრის ყინვიან წყვდიადში
ბევრჯერ სათქმელი ყელში მოგვბჯენია, რომ მთელი მსოფ-
ლიოსათვის შეგვეძახა, თუკი მსოფლიო ოდესმე შეძლებდა რო-
მელიმე ჩვენგანის მოსმენას. მაშინ ეს ერთობ ნათლად გვეჩვე-
ნებოდა: რას იტყვის ჩვენი იღბლიანი წარგზავნილი – და რა მყი-
სიერი თანაგრძნობით გამოეხმაურება მას მსოფლიო. ჩვენი
თვალსაწიერი ცხადლივ იყო ავსებული ხორციელი საგნებითაც
და სულიერი მოძრაობითაც, და გაუორებად სამყაროში ისინი
არავის არ ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს აზრები წიგნებიდან
არავის ამოუკრეფია და გამართულობისათვის არავის უსესხები-
ა: ისინი დაიბადნენ აწ დაღუპულ ადამიანებთან საუბრის დროს,
პატიმართა საკნებსა და ტყეში აგიზგიზებულ კოცონებთან, იმ
ცხოვრებით არიან შემოწმებული, იქიდან მომდინარეობენ.
ხოლო, როცა გარეგანი ზეგავლენა შესუსტდა, ჩემი და ჩვენი
თვალთახედვაც გაფართოვდა, და, თანდათან, თუმცა ჭუჭრუტა-
ნიდან, „მთელი მსოფლიო“ გამოჩნდა და გაცნაურდა. და ჩვენდა
გასაოცრად „მთელი მსოფლიო“ სრულებითაც არ აღმოჩნდა
ისეთი, როგორსაც მოველოდით, როგორსაც ვიმედოვნებდით:
„არა იმით“ მსუნთქავი, „არა იქითკენ“ მიმართული, დაჭაობებუ-
ლი ჭანჭრობისათვის შემძახებელი – „რა მომხიბლავი მდელო-
ა!“, ყელსმოხვეულ ჩაკირულ ხუნდებზე მთქმელი – „რა ნატიფი

387
ყელსაბამია!“, და სადაც ზოგიერთებს შეუშრობელი ცრემლი
სდით, იქვე სხვები უდარდელ ჰანგებზე დავლურს უვლიან.
როგორ მოხდა ეს? საიდან გაჩნდა ეს ხახადაღებული უფ-
სკრული? ნუთუ ჩვენ უგრძნობლები ვიყავით? ნუთუ უგრძნობე-
ლია მსოფლიო ანდა, იქნებ, ეს ენათა განსხვავებიდან იღებს სა-
თავეს? რატომ არ ძალუძთ ადამიანებს ერთმანეთს გაუგონ მკა-
ფიოდ ნათქვამი ყოველი სიტყვა? სიტყვები გაიხმაურებენ ხოლ-
მე და მერე მიედინებიან წყლის დარად – უგემოვნოდ, უფერუ-
ლად, უსურნელოდ და უკვალოდ.
იმის კვალობაზე, თუ როგორ ვხვდებოდი ამას, იცვლებოდა
და წლების მანძილზე იცვლებოდა ჩემი შესაძლო სიტყვის შე-
მადგენლობა, საზრისი და ტონი. დიახ, ჩემი დღევანდელი სიტ-
ყვისა...
და იგი უკვე ცოტათი თუ ჩამოჰგავს მას, ყინვიან ბანაკურ მიმ-
წუხრში თავდაპირველად ჩაფიქრებულს.

388
4

ადამიანი ოდითგანვე ისეა მოწყობილი, რომ მისი მსოფ-


ლმხედველობა, თუ იგი ჰიპნოზით არაა ჩაგონებული, იმის დასა-
ბუთებანი და შეფასებათა სკალა, მისი ქმედებანი და ზრახვანი
განისაზღვრება მისივე პიროვნული და ჯგუფური ცხოვრები-
სეული გამოცდილებით. როგორც რუსული ანდაზა ამბობს, „ნუ
ენდობი ღვიძლ ძმას, ენდე საკუთარ ბრუციან თვალს“ და ეს
გარშემო არსებულის გაგებისა და მასში ქცევის განსაზღვრის
ყველაზე ჯანსაღი საფუძველია. და მრავალი საუკუნის განმავ-
ლობაში, სანამ ჩვენი სამყარო ყრუ იდუმალებით იყო გარემო-
ცული, სანამ იგი კავშირურთიერთობათა ერთიანი ხაზებით გა-
ნიმსჭვალებოდა, ერთიანი ჟინით ავსებულ გუნდად შეიკვრებო-
და, – ადამიანები შეუმცდარად სარგებლობდნენ საკუთარი
ცხოვრებისეული გამოცდილებით თავიანთ შემოფარგლულ ად-
გილსამყოფელში, თავიანთ თემში, თავიანთ საზოგადოებაში,
დაბოლოს, თავიანთ ეროვნულ ტერიტორიაზეც. მაშინ შეიძლე-
ბოდა ცალკეული ადამიანური თვალით გვეხილა და მიგვეღო
რაღაცნაირ ზოგადშეფასებათა სკალა: რა მივიჩნიოთ სა-
შუალოდ, რა დაუჯერებლად; რა სიმკაცრედ, რა ბოროტების
მიღმა არსებულად; რა პატიოსნებად, რა სიყალბედ. და თუმცა
მიმოფანტული ხალხები ერთობ განსხვავებულად ცხოვრობ-
დნენ და მათი საზოგადოებრივ შეფასებათა სკალა შესაძლოა
სრულებითაც არ ემთხვეოდა ერთმანეთს, როგორც არ ემ-
თხვეოდა მათი ზომა-წონის სისტემები, ეს სხვაობა მარტოოდენ
იშვიათ მოგზაურებს აკვირვებდნენ, ჟურნალებში საოცრებადაც

389
ინათლებოდნენ, თუმცა არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ ჯერ
კიდევ გაუერთიანებელ კაცობრიობას.
მაგრამ აი, ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე კაცობრიობა
შეუმჩნევლად და ანაზდეულად ერთიანი გახდა – იმედის მომცე-
მად ერთიანი და სახიფათოდ ერთიანი, იმგვარად, რომ მისი ერ-
თი ნაწილის შეტორტმანება და აალება თითქმის ელვისებურად
გადაეცემა სხვებს, რომელთაც ყოველივე ამისადმი ზოგჯერ
არავითარი იმუნიტეტი არ გამოუმუშავებიათ. კაცობრიობა ერ-
თიანი გახდა, – მაგრამ ისეთნაირად კი არა, როგორც ადრე მყა-
რად ერთიანი წარმოჩინდებოდა თემი, ერიც კი: თანდათანობი-
თი ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით კი არა, საკუ-
თარ თვალთა მეშვეობით კი არა, გულკეთილად ბრუციანი რომ
უწოდეს, გასაგები მშობლიური ენის მეშვეობითაც კი არა, არა-
მედ ყველა დაბრკოლებაზე ზედგომით, საერთაშორისო რა-
დიოსა და ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. ჩვენში იჭრება აზვირ-
თებული მოვლენები, ნახევარი მსოფლიო ერთ წუთში შეიტყობს
მათ ხმაურიან ამოფრქვევას, მაგრამ საწყაოს, თუ როგორ გავ-
ზომოთ ის მოვლენები და შევაფასოთ ჩვენთვის უცნობი მსოფ-
ლიოს ნაწილების კანონების მიხედვით, ვერ გვაწვდის და ვერც
მოგვაწვდის ეთერითა და საგაზეთო ფურცლებით: ეს საზომი ერ-
თობ დიდხანს ყალიბდებოდა და ცნაურდებოდა ცალკეული
ქვეყნისა და საზოგადოების განსაკუთრებული ცხოვრებით. მათი
სულმოუთქმელი ურთიერთგადატანა არ შეიძლება, სხვადასხვა
მხარეში მოვლენებს უსადაგებენ საკუთარ, სიმწრით მოპოვე-
ბულ შეფასებათა სკალას – და ჯიუტად: თავდაჯერებით მსჯელო-
ბენ მხოლოდ თავიანთი და არა სხვისმიერი სკალით.
და ამგვარი ერთმანეთისაგან განსხვავებული სკალა მრავ-
ლად თუ არ მოგვეძევება, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მაინ-

390
ცაა მსოფლიოში: სკალა ახლო და სკალა შორი მოვლენებისათ-
ვის; სკალა ძველი და სკალა ახალგაზრდა საზოგადოებებისათ-
ვის; სკალა ბედნიერთა და უბედურთათვის. სკალებად დაყოფა
მკვეთრი თანმთხვევა როდია, აფერადებულია, თვალს გვჭრის
და, ჩვენთვის მტკივნეული რომ არ იყოს, ხელს ვიღეთ ყველა
სხვისმიერ სკალაზე, როგორც უაზროსა და ყალბზე, – და მთელი
მსოფლიოს შესახებ თავდაჯერებით ვმსჯელობთ საკუთარი ში-
ნაური სკალის მიხედვით. ამის გამოისობით დიდად მტკივ-
ნეულად და აუტანლად მიგვაჩნია არა ის, რაც ნამდვილად დი-
დი, მტკივნეული და აუტანელია, არამედ ის, რაც ჩვენთან უფრო
ახლოსაა. და მაინც ის შორეული, პირდაპირ დღეს რომ არ გვე-
მუქრება, ჩვენი სახლის კარიბჭესაც მოაღწევს, ჩვენ ვაღიარებთ
მას მთელი თავისი კვნესა-ვაებით, მოგუდული ყვირილით, და-
ღუპული სიცოცხლით და თუმცა მსხვერპლი მილიონობითაა, –
საერთოდ ამას სავსებით მოსათმენ და ასატან ოდენობად მივიჩ-
ნევთ.
ერთ მხარეს დევნილობის ნიშნით, რომელიც ტოლს არ უდებ-
და ძველრომაულს, ცოტა ხნის წინათ ღმრთის რწმენის გული-
სათვის სიცოცხლე მოუსპეს ასობითათას უხმო ქრისტიანს.
მეორე ნახევარსფეროში ვიღაც გადარეულმა (და, ალბათ, იგი
მარტო როდია) ოკეანე გადალახა, რათა მღვდელმთავრისათ-
ვის ფოლადის ძგერებით ჩვენ რელიგიისაგან გავეთავისუფლე-
ბინეთ! ასე განსაჯა მან თავისი სკალით ყველა ჩვენგანის მაგი-
ერ!
ის, რაც ერთი სკალის მიხედვით შორიდან შესაშურ ნეტარ
თავისუფლებად წარმოჩნდება, მეორე სკალის მიხედვით ახლო-
დან დასანან იძულებად აღიქმება, ავტობუსების გადაბრუნებას
რომ მოგვიწოდებს. ის, რაც ერთ მხარეში საოცნებოა, ვითარცა

391
დაუჯერებელი კეთილდღეობა, მეორე მხარეში გვაშფოთებს, ვი-
თარცა ველური ექსპლუატაცია, რომელიც დაუყოვნებლივ გა-
ფიცვას მოითხოვს. განსხვავებულია სტიქიური უბედურების სკა-
ლები: წყალდიდობა, რომელმაც ორასი ათასი კაცი შეიწირა,
უფრო მცირე ტრაგედიად გვგონია ჩვენს საქალაქო შემთხვევებ-
თან შედარებით. განსხვავებულია პიროვნების შეურაცხყოფის
სკალები: სად ირონიული ღიმილიცა და გვერდზე გამწევი მოძ-
რაობაც დამამცირებელია, სად მწარე ცემა-ტყეპაც მისატევებე-
ლია როგორც უხეირო ხუმრობა. განსხვავებულია დასჯის, ბო-
როტმოქმედების სკალები. ერთი სკალის მიხედვით ერთთვიანი
პატიმრობა ან სოფელში გადასახლება, ან „კარცერში“ ჩაყუდე-
ბა, სადაც თეთრი ფუნთუშითა და რძით უმასპინძლდებიან –
წარმოსახვას, აფორიაქებას, საგაზეთო გვერდებს მრისხანებით
აღავსებს. ხოლო მეორე სკალის მიხედვით ჩვეულებრივი და ნა-
პატიებია – 25 წლით საპყრობილეში გამწესებაც, კარცერიც, სა-
დაც კედლებზე ყინულებია და ამ დროს ტანსაცმელს გხდიან,
საცვლებისამარა გტოვებენ, ნაპატიებია, ჭკუაზე შეშლილთა სახ-
ლებიც ჯანმრთელების მოსათავსებლად, უთვალავი საზღვრის-
პირა დახვრეტებიც უგუნური ადამიანებისა, რომლებიც რატომ-
ღაც სადღაც მიეშურებიან. ხოლო გული განსაკუთრებით დამ-
შვიდებულია იმ ეგზოტიკური მხარის გამო, რომლის შესახებაც
საერთოდ არაფერია ცნობილი, იქიდან ვერავითარ ამბავს ვერ
ვგებულობთ, მხოლოდ მცირერიცხოვან კორესპონდენტთა დაგ-
ვიანებულ და უკბილო მიხვედრებს ვეცნობით.
და ამგვარი გაორების გამო, სხვისი შორეული წუხილის ამ-
გვარი მკვეთრი გაუგებრობის გამო არ შეიძლება ვუსაყვედუ-
როთ ადამიანის მხედველობას: რას იზამ, ასეა ადამიანი მოწყო-
ბილი. მაგრამ ერთიან გუნდად შეკრულ მთელ კაცობრიობას

392
ასეთი ურთიერთგაუგებრობა ახლო და მშფოთვარე დაღუპვით
ემუქრება. ექვსი, ოთხი, თუნდაც ორი სკალის პირობებშიც კი არ
შეიძლება გვქონდეს ერთიანი სამყარო, ერთიანი კაცობრიობა:
ჩვენ დაგვშლის რიტმის ეს განსხვავებულობა, რხევათა განსხვა-
ვებულობა. ჩვენ ვერ შევძლებთ თანაცხოვრებას ერთ მიწაზე,
როგორც არ ეცხოვრება ადამიანს ორი გულით.

393
5

მაგრამ ვინ და როგორ შეათავსებს ამ სკალებს? ვინ უბოძებს


კაცობრიობას ათვლის ერთიან სისტემას – ბოროტქმედებისა და
კეთილქმედებისათვის, მოუთმენელისა და მოსათმენისათვის,
როგორ გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისაგან სადღეისოდ? ვინ გა-
ნუმარტავს კაცობრიობას, თუ რა არის ჭეშმარიტად მძიმე და
აუტანელი და არა მხოლოდ სიახლოვის გამო გვიბურძგლავს
კანს, – და რისხვა მივმართოთ იმისკენ, რაც უფრო საზარელია
და არა იმისკენ, რაც უფრო ახლოსაა? ვინ შეძლებდა უმოქმედო
და ჯიუტი ადამიანური არსებისათვის გაეთავისებინა სხვისი შო-
რეული წუხილი და სიხარული, იმ მასშტაბებისა და ცთომილება-
თა წვდომა, როგორიც თავად არასოდეს გადახდენია? აქ უძლუ-
რია პროპაგანდაც, იძულებაც, მეცნიერული დასაბუთებაც. მაგ-
რამ, საბედნიეროდ, სამყაროში არსებობს ასეთი საშუალება!
ესაა ხელოვნება. ესაა ლიტერატურა.
ისინი აღწევენ ამგვარ სასწაულს: ძლევენ ადამიანის საზიანო
თავისებურებას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნო-
ბით სწავლის შესახებ და ხდება ისე, რომ იგი გარედან იღებს
სხვის გამოცდილებას. ხელოვნება ავსებს ადამიანის ხანმოკლე
მიწიერ დროებას და კაციდან კაცზე გადააქვს სხვისი ხანგრძლი-
ვი ცხოვრებისეული გამოცდილების მთელი ტვირთი ყველა თა-
ვისი წუხილით, ფეროვნებითა და სისხლ-ხორცით, სხეულებრივ
ქმნის სხვისმიერ გამოცდილებას და მავანს საშუალებას აძლევს
გაითავისოს ის როგორც საკუთარი.
და უფრო მეტიც, გაცილებით უფრო მეტიც: ქვეყნებიც და
მთელი კონტინენტებიც დაგვიანებით, ზოგჯერ მთელი საუკუ-

394
ნეების დაგვიანებით, ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ, რო-
ცა, თითქოსდა, ყველაფერი ასე თვალნათლივ ჩანს! დიახ: ის,
რაც ერთმა ხალხმა უკვე განიცადა, გაიაზრა და უკუაგდო, უცბად
სხვებისათვის უახლეს სიტყვად გვევლინება. აქაც იგივეა: ჩვენ
მიერ განუცდელი გამოცდილების ერთადერთი შემცვლელი ხე-
ლოვნებაა, ლიტერატურა. მათ სასწაულებრივი უნარი აქვთ:
ენის, წეს-ჩვეულების, საზოგადოებრივი წესწყობილების გან-
სხვავების მიუხედავად, ცხოვრებისეული გამოცდილება მთელი
ერიდან გადააქვთ მთელ მეორე ერზე, რომელსაც არასოდეს
ჰქონია ასეთი ძნელი მრავალათწლიანი ეროვნული გამოცდი-
ლება, ბედნიერ შემთხვევაში მთელ ერს იცავს ზედმეტი ანდა
მცდარი, ანდა დამღუპველი გზისაგანაც კი და ამით კვეცავს ადა-
მიანთა ისტორიის მიხვეულ-მოხვეულებს.
ხელოვნების ამ დიად კეთილშობილურ თვისებაზე გადაჭრით
შეგახსენებთ დღეს ნობელის ტრიბუნიდან.
და ლიტერატურას უცილობელი შედედებული გამოცდილება
კიდევ ერთი ფასდაუდებელი მიმართულებით გადააქვს: თაობი-
დან თაობაზე. ასე ხდება იგი ერის ცოცხალი მეხსიერება. ასე იწ-
ვის იგი შინაგანად და მის დაკარგულ ისტორიას ინახავს სახეში,
რომელიც შერყვნასა და ცილისწამებას არ ექვემდებარება.
ამით ლიტერატურა ენასთან ერთად ეროვნული სულის დამცვე-
ლია.
(ბოლო დროს მოდაშია საუბარი ერის ნიველირებაზე, თანა-
მედროვე ცივილიზაციის ქურაში ხალხების გაქრობაზე. მე ამას
არ ვეთანხმები, მაგრამ მისი განხილვა ცალკე საკითხია, აქ კი
უპრიანია ითქვას: ერების გაქრობა უფრო ნაკლებად როდი გაგ-
ვაღარიბებდა, ვიდრე ყველა ადამიანის ერთმანეთის დამსგავსე-
ბა, ერთი ხასიათის, ერთი იერსახის ჩამოყალიბება. ერები კა-

395
ცობრიობის სიმდიდრეა, მისი განზოგადებული პიროვნებებია;
მათგან ყველაზე მცირერიცხოვანსაც აქვს თავისი განსაკუთრე-
ბული ელფერი, თავის თავში მოიცავს ღვთიური ჩანაფიქრის
განსაკუთრებულ წახნაგს).
მაგრამ ვაი იმ ერს, რომლის ლიტერატურა წყდება ძალის ჩა-
რევით; ეს მარტო „პრესის თავისუფლების“ აღკვეთა როდია, ეს
ეროვნული გულის ჩარაზვაა, ეროვნული მეხსიერების დაკუწვაა,
ერს აღარ ახსოვს საკუთარი თავი, ერი კარგავს სულიერ ერ-
თიანობას, – და თითქოსდა საერთო ენის პირობებში უცბად თა-
ნამემამულეებს აღარ ძალუძთ ერთმანეთის გაგება. წუთისო-
ფელს მოჭამენ და იღუპებიან მუნჯი თაობები, რომლებმაც თავი-
ანთი თავის შესახებ ვერ მოუთხრეს საკუთარ თავს და ვერც შთა-
მომავლობას. თუ ისეთი ოსტატები, როგორებიცაა ახმატოვა ან-
და ზამიატინი, მთელი ცხოვრების მანძილზე ცოცხლად იყვნენ
დასამარებული, მისჯილი ჰქონდათ სამარის პირამდე ჩუმად ეღ-
ვაწათ, არ მოესმინათ გამოხმაურება თვიანთ დაწერილზე, – ეს
მარტოოდენ მათი პიროვნული უბედურება კი არ არის, არამედ
მთელი ერის უბედურებაა, მთელი ერის საფრთხეა.
ხოლო სხვა შემთხვევაში – მთელი კაცობრიობისაც: როცა
ამგვარი დუმილის შემდეგ მთელი ისტორია თავიდან ბოლომდე
აღარ ესმით.

396
6

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ცხარედ, ბრაზიანა-


დაც და სიტყვაკაზმულადაც კამათობდნენ იმაზე, ხელოვნებამ
და ხელოვანმა თავიანთი თავისათვის უნდა იცხოვრონ თუ მუ-
დამ ახსოვდეთ საზოგადოების წინაშე მოვალეობა და ემსახუ-
რონ მას, თუმცა წინასწარ აუკვიატებლად. ჩემთვის აქ სადავო
არაფერია, მაგრამ ხელახლა არ მივმართავ საბუთების წყებას.
ამ თემაზე ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოსვლა იყო ალბერ კამი-
უს ასევე ნობელის ლექცია და მის დასკვნებს სიამოვნებით ვუ-
ერთდები. რუსულ ლიტერატურასაც ათწლობით ჰქონდა ასეთი
გადახრილობა – ძალუმ არ ეცქირა საკუთარი თავისათვის, ძა-
ლუმ არ ეფრინა უდარდელად, და მე არ მრცხვენია განვაგრძო
ეს ტრადიცია შემძლეობის კვალობაზე. რუსულ ლიტერატურაში
ჩვენ ოდითგანვე გვამოყვრებდნენ იმ წარმოდგენებს, რომ თა-
ვის ხალხში მყოფ მწერალს ბევრი რამ ძალუძს და უნდა გააკე-
თოს კიდეც.
ფეხქვეშ არ გავთელავთ ხელოვანის იმ უფლებას, რომ განსა-
კუთრებით გამოხატოს საკუთარი განცდები და თვითდაკვირვე-
ბები, უგულებელყოს ყოველივე, რაც დანარჩენ სამყაროში ხდე-
ბა. ხელოვანისაგან არ მოვითხოვთ, – მაგრამ დაყვედრების,
მაგრამ თხოვნის, მაგრამ გადაძახილისა და ჩვენკენ მოხმობის
უფლებას კი ვიტოვებთ. იგი ხომ საკუთარ ნიჭიერებას მხოლოდ
ნაწილობრივ ავითარებს თავად, მეტწილად მასში იგი დაბადე-
ბიდანვე მზამზარეულადაა შთაბერილი და ნიჭთან ერთად ბოძე-
ბულია პასუხისმგებლობაც თავისუფალი ნებისათვის. დავუშ-
ვათ, ხელოვანს არავისი არაფერი მართებს, მაგრამ მტკივ-

397
ნეულია ვხედავდეთ, რა ძალუძს მას, როცა თავის მიერ შექმნილ
სამყაროში ანდა სუბიექტური ჭირვეულობის სივრცეში იკეტება,
ხოლო რეალურ სამყაროს ხელში აჩეჩებს ანგარებიან, ზოგჯერ
არაფრის მაქნისს, ზოგჯერ უჭკუო ადამიანებსაც კი.
ჩვენი XX საუკუნე წინამორბედებზე უფრო მკაცრი აღმოჩნდა
და მისი პირველი ნახევრით არ დამთავრებულა მთელი მის-
მიერი საშინელება. იგივე ძველი, გამოქვაბულისჟამინდელი
გრძნობები – სიხარბე, შური, თავაწყვეტილობა, ურთიერთუკე-
თურობა გზადაგზა ეფარებიან რიგიან ფესვდონიმებს თითქოს-
და კლასობრივი, რასობრივი, მასობრივი, პროფკავშირული
ბრძოლის სახით, გლეჯენ და აქოთებენ ჩვენს სამყაროს. კომ-
პრომისების გამოქვაბულისჟამინდელი მიუღებლობა თეორიულ
პრინციპადაა აღიარებული და ორთოდოქსალურობის სათ-
ნოებად ითვლება. იგი გაუთავებელ სამოქალაქო ომებში მი-
ლიონობით მსხვერპლს მოითხოვს, იგი სულში გვინერგავს,
რომ არ არსებობს სიკეთისა და სამართლიანობის ზოგადკაცობ-
რიული მდგრადი ცნებები, რომ ისინი წარმავალი არიან, იც-
ვლებიან და ამიტომაც ყოველთვის უნდა მოიქცე ისე, როგორც
შენი პარტიისათვის არის სასარგებლო. ნებისმიერი პროფე-
სიული ჯგუფი, როგორც კი იპოვის თუნდაც დაუმსახურებელი,
თუნდაც მოჭარბებული ლუკმის მოკბეჩის ხელსაყრელ მომენტს,
უმალ მოკბეჩს მას, მერე კი არად დაგიდევს მთელი საზოგა-
დოების დაშლასაც. დასავლეთის საზოგადოების ქვასრო-
ლიობის ამპლიტუდა, როგორც გარედან ჩანს, იმ ზღვარს უახ-
ლოვდება, რომლის იქით სისტემა მეტასტაბილური ხდება და უნ-
და დაიშალოს. ძალადობა თანდათან ნაკლებად იზღუდება მრა-
ვალსაუკუნოვანი კანონიერების ფარგლებით და იგი თავხედუ-
რად, ძლევამოსილად დააბიჯეს მთელ მსოფლიოში, არ დარ-

398
დობს, რომ ისტორიამ უკვე მრავალგზის გამოავლინა და დაასა-
ბუთა მისი უნაყოფობა. უბრალოდ უხეში ძალაც კი არ ზეიმობს,
არამედ მისი მყვირალა გამართლება: მსოფლიო აღვსებულია
თავხედური თავდაჯერებით, რომ ძალმოსილებას ძალუძს ყვე-
ლაფერი, ხოლო სიმართლეს – არაფერი. დოსტოევსკის ეშმაკნი
– თითქოსდა გასული საუკუნის კოშმარული პროვინციული ფან-
ტაზიის ნაყოფნი, ჩვენ თვალწინ მთელ მსოფლიოში დახეტიალე-
ბენ, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მათი წარმოდგენაც არ შეეძ-
ლოთ, – და აი, ბოლო წლებში მომხდარი თვითმფრინავების გა-
ტაცებით, მძევლების შეპყრობით, აფეთქებითა და ხანძრებით
გვამცნობენ თავიანთ გადაწყვეტილებას, შეძრან და გაანადგუ-
რონ ცივილიზაცია! და ეს მათ სავსებით ხელეწიფებათ. ახალ-
გაზრდობა ამ ასაკში, როცა ჯერ კიდევ არ ფლობს სხვა გამოც-
დილებას, სექსუალურის გარდა, როცა ზურგზე ჯერ კიდევ არ
აუკიდებია საკუთარი წვალებისა და საკუთარი გაგების წლები,
საზეიმოდ იმეორებს XIX საუკუნის რუსულ შერცხვენილ უკა-
ნალს და ჰგონია, რომ რაღაც ახალს მიაგნო. ახალმოვლენილ
ხუნვეიბინურ დეგრადაციას იგი უბადრუკობამდე დაშვებით სა-
სიხარულო ნიმუშად მიიჩნევს. ძველისძველი ადამიანური არსე-
ბის ზერელე გაუგებრობა, უცხოვრისი გულების გულუბრყვილო
თავდაჭერილობა: აი ამ ულმობელ, ხარბ შემვიწროებლებს,
მმართველებს გავრეკავთ, ხოლო შემდგომნი (ჩვენ!) ხელყუმბა-
რებსა და ავტომატებს გვერდზე გადადებენ, სამართლიანი და
თანამგრძნობი იქნებიან. როგორღაც ასე არ არის!... ხოლო
ვინც იცხოვრა და ვისაც ესმის, ვისაც ამ ახალგაზრდებთან შედა-
ვება ძალუძს, – ბევრი შედავებას ვერ ბედავს, პირფერობს კი-
დეც, ოღონდ „კონსერვატორად“ არ წარმოჩნდეს, – კვლავ რუ-

399
სული, XIX საუკუნის მოვლენაა, დოსტოევსკი ამას უწოდებდა
„მოწინავე პაწაწინა იდეებისადმი დამონებას“.
მიუნხენის სულისკვეთება სრულებითაც არ განეკუთვნება
წარსულს, იგი ხანმოკლე ეპიზოდი როდია. მე იმის თქმასაც გავ-
ბედავ, რომ მიუნხენის სულისკვეთება ბატონობს XX საუკუნეში.
დამფრთხალმა ცივილიზებულმა მსოფლიომ უეცრად თავის ნე-
ბაზე მიშვებული კბილდაკრეჭილი ველურობის შემოტევის დასა-
პირისპირებლად სხვა ვერაფერი გამონახა, ვიდრე დათმობა და
ღიმილია. მიუნხენის სულისკვეთება სვეკეთილი ადამიანების
ნებისყოფის სნეულებაა, იგი ყოველდღიური მდგომარეობაა მი-
სი, ვინც დანებდა განცხრომის წყურვილს, რაც არ უნდა მოხდეს,
მატერიალურ კეთილდღეობას, როგორც მიწიერი ყოფიერების
მთავარ მიზანს. ამგვარი ადამიანები – დღევანდელ მსოფ-
ლიოში კი ისინი უმრავლესობას შეადგენენ – ამჯობინებენ პა-
სიურობასა და უკანდახევას, ოღონდ შემდგომ გაგრძელდეს
ჩვეული ცხოვრება, ოღონდ დღეს ნუ შევაბიჯებთ სიმკაცრეში,
ხოლო ხვალ, ვნახოთ, გვერდი აევლება... (მაგრამ არასოდეს
გვერდი არ აევლება! – მხდალობის საზღაური მხოლოდ მეტი
ბოროტება იქნება. ვაჟკაცობა და ძლევამოსილება მხოლოდ მა-
შინ გვეწვევა, როცა თავგანწირვას გავბედავთ).
და კიდევ დაღუპვით გვემუქრება ის, რომ ფიზიკურად შებო-
ჭილ და შევიწროებულ მსოფლიოს არ აძლევენ სულიერი შერ-
წყმის, ცოდნისა და თანაგრძნობის მოლეკულებს, არ აძლევენ
ერთი ნახევრიდან მეორეში გადაბარგების საშუალებას. ეს ულ-
მობელი საფრთხეა: პლანეტის ნაწილებს შორის ინფორმაციის
შეწყვეტა. თანამედროვე მეცნიერებამ იცის, რომ ინფორმაციის
შეწყვეტა ენტროპიის, საყოველთაო განადგურების გზაა. ინ-
ფორმაციის შეწყვეტა საერთაშორისო ხელმოწერებსა და ხელ-

400
შეკრულებებს მოჩვენებად აქცევს: დაყრუებული ზონის შიგნით
ძალზე იოლია ნებისმიერი ხელშეკრულების ახლებური გაგება
და უფრო მარტივია მისი დავიწყება, თითქოს იგი არც არსებობ-
და არასოდეს (ეს მშვენივრად გაიგო ორუელმა). დაყრუებული
ზონის შიგნით თითქოს დედამიწის მცხოვრები კი არ ცხოვრობს,
არამედ მარსიდან მოსული საექსპედიციო კორპუსი, მათ აზ-
რიანად არაფერი იციან დანარჩენი დედამიწის შესახებ, და მზად
არიან გადათელონ იგი იმ წმინდანური თავდაჯერებულობით,
რომ „ათავისუფლებენ“.
მეოთხედი საუკუნის წინათ კაცობრიობის დიდი იმედების ვი-
თარებაში იშვა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ვაგლახ,
უზნეო მსოფლიოში ისიც უზნეო გამოიზარდა. ეს გაერთიანებუ-
ლი ერების ორგანიზაცია კი არა, არამედ გაერთიანებული მთავ-
რობების ორგანიზაციაა, სადაც ერთმანეთთან გათანაბრებულია
თავისუფლად არჩეულიც, ძალით თავსმოხვეულიც, ძალაუფლე-
ბის იარაღით დამპყრობიც. გაერო-ს უმრავლესობა ანგარებითი
მიკერძოებით საეჭვოდ ზრუნავს ერთი ხალხის თავისუფლები-
სათვის და უგულებელყოფს მეორეთა თავისუფლებას. პირფე-
რული კენჭისყრით მან უარყო კერძო საჩივრის განხილვა –
ცალკეული მცირერიცხოვანი უბრალო ხალხის, ასეთი დიდი
ორგანიზაციისათვის ერთობ პაწაწინა მუმლის კვნესა, ყვირილი
და ხვეწნა-მუდარა. 25 წლის მანძილზე თავისი საუკეთესო დო-
კუმენტი – ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, გაერო-მ ვერ
შეძლო მთავრობებისათვის გაეხადა სავალდებულო, მათი წევ-
რობის პირობა, და ასე მიანდო პატარა ადამიანების ბედი მათ
მიერ აურჩეველი მთავრობების ნებას.
თითქოსდა: თანამედროვე მსოფლიოს იერსახე მთლიანად
მეცნიერთა ხელშია, კაცობრიობის ყველა ტექნიკურ ნაბიჯს ისი-

401
ნი წყვეტენ. თითქოსდა: სწორედ მეცნიერთა მსოფლო თანამე-
გობრობასა და არა პოლიტიკოსებზე უნდა იყოს დამოკიდებუ-
ლი, თუ საით გაემართება მსოფლიო. მით უმეტეს, რომ ერ-
თეულების მაგალითები გვიჩვენებს, რაოდენ დიდად შეუძლიათ
მათ ყველაფერი ერთად დაძრან. მაგრამ არა, მეცნიერებმა არ
გამოავლინეს კაცობრიობის მნიშვნელოვან დამოუკიდებელ
მოქმედ ძალად ჩამოყალიბების მკვეთრი მცდელობა. ისინი
მთელი კონგრესებით ზურგს აქცევენ სხვათა ტანჯვა-ვაებას: უფ-
რო მოსახერხებელია მეცნიერების ფარგლებში მოკალათება.
ჩვენს თავზემოთ კვლავ იმავე მიუნხენის სულისკვეთებამ გაშა-
ლა თავისი დამაუძლურებელი ფრთები.
მაინც როგორია ამ სასტიკ, დინამიკურ, ფეთქებად მსოფ-
ლიოში – მისი ათჯერადი დაღუპვის ზღვარზე – მწერლის ადგი-
ლი და როლი? ჩვენ ხომ სრულებითაც არ ვუშენთ რაკეტებს, უმ-
ნიშვნელო დამხმარე ურიკასაც კი არ მივაგორებთ, ჩვენ მთლად
აბუჩად გვიგდებენ ისინი, რომლებიც მარტოოდენ მატერიალურ
ძლიერებას სცემენ პატივს. ნუთუ ბუნებრივი არ იქნება, რომ
ჩვენც უკან დავიხიოთ, დავკარგოთ სიკეთის ურყევობის, სიმარ-
თლის დაუნაწევრობის რწმენა და მსოფლიოს ვაუწყოთ ჩვენი
მწარე გარეშე დაკვირვებების შესახებ, თუ რა უიმედოდ არის გა-
ფუჭებული კაცობრიობა, როგორ დააკნინეს ადამიანები და რო-
გორ უძნელდებათ მათ შორის ყოფნა ფაქიზ მშვენიერ სულებს?
მაგრამ ჩვენ ასეთი გაქცევისაგანაც თავს ვიკავებთ. ერთხელ
სიტყვა რომ წამოგვცდება, შემდეგ უკვე ვეღარასოდეს გადაუხ-
ვევ: მწერალი თავისი თანამემამულეებისა და თანამედრო-
ვეების გარეშე მსაჯული კი არ არის, არამედ ყველა იმ ბოროტე-
ბის თანამონაწილეა, რომლებიც მის სამშობლოში ხდება, რომ-
ლებსაც მისი ხალხი სჩადის. და, თუ მისი სამშობლოს ტანკებმა

402
სისხლით მორწყეს დედაქალაქის ასფალტი, მაშინ მწერლის სა-
ხეზე სამუდამოდ დამჩნეულია მოწითალო ლაქები. და, თუ საბე-
დისწერო ღამეს დაახრჩვეს მძინარე მიმნდობი მეგობარი, –
მწერლის ხელისგული იმ თოკისაგანაა დალურჯებული. და, თუ
მისი ახალგაზრდა თანამოქალაქეები მოურიდებლად ქადაგებენ
გარყვნილების უპირატესობას თავმდაბალ შრომაზე, ნარკოტი-
კებს ემონებიან, მძევლებს ატყვევებენ, – მაშინ ეს სიმყრალე
მწერლის სულისთქმასთანაა წილნაყარი.
გვეყოფა თუ არა გამბედაობა განვაცხადოთ, რომ ჩვენ პასუ-
ხი არ მოგვეთხოვება დღევანდელი მსოფლიოს წყლულებისათ-
ვის?

403
7

მაგრამ მე მახარებს ლიტერატურის როგორც იმ ერთიანი


უზარმაზარი გულის ცოცხალი შეგრძნება, რომელსაც ბაგაბუგი
გააქვს ჩვენი სამყაროს ყველა კუთხეში მაინც თავისებურად
წარმოსახულ და წარმოჩენილ ამ საზრუნავსა და გასაჭირში.
ძველისძველ ეროვნულ ლიტერატურებთან ერთად წარსულ
საუკუნეებშიც არსებობდა მსოფლიო ლიტერატურის როგორც
ეროვნული მწვერვალების თავდგომისა და როგორც ლიტერა-
ტურულ ურთიერთზეგავლენათა ერთობლიობის ცნება. მაგრამ
ხდებოდა დროში შეყოვნება: მკითხველები და მწერლები დაგ-
ვიანებით, ზოგჯერ საუკუნეების დაგვიანებით ეცნობოდნენ
სხვაენოვან მწერლებს, ამიტომ ურთიერთზეგავლენაც იგვიანებ-
და და ეროვნულ ლიტერატურულ მწერალთა თავდგომა უკვე
შთამომავალთა და არა თანამედროვეთა თვალწინ ხდებოდა.
დღეს კი ერთი ქვეყნის მწერლებსა და მეორე ქვეყნის მწერ-
ლებსა და მკითხველებს შორის არსებობს თუ მყისიერი არა,
მასთან მიახლოებული ურთიერთდამოკიდებულება მაინც. ამას
საკუთარ თავზე განვიცდი. ვაგლახ, სამშობლოში დაუბეჭდავმა
ჩემმა წიგნებმა, ნაჩქარევი და ხშირად ცუდი თარგმანის მიუხე-
დავად, სწრაფად იპოვეს თავისი გულშემატკივარი მსოფლიო
მკითხველი. მის კრიტიკულ გარჩევას ხელი მოჰკიდა დასავლე-
თის ისეთმა გამოჩენილმა მწერალმა, როგორიცაა ჰაინრიხ
ბიოლი. მთელი ამ ბოლო წლების მანძილზე, როცა ჩემი მუ-
შაობა და თავისუფლება გაცამტვერებას გადაურჩა, როცა მიზი-
დულობის კანონის საპირისპიროდ თითქოსდა ჰაერში დაეკიდა,
თითქოსდა არაფერს – თანამგრძნობი საზოგადოებრივი ფირის

404
უხილავ, ყრუ ძაფს გამოება, – მე მადლიერი გულთბილობით,
ჩემთვის სავსებით მოულოდნელად შევიტყვე მწერალთა მსოფ-
ლიო საძმოს მხარდაჭერაც. ჩემი 50 წლისთვის დღეს გაკვირვე-
ბული დავრჩი, როცა ცნობილი ევროპელი მწერლების მოლოც-
ვა მივიღე. ჩემზე ნებისმიერი ზემოქმედება შეუმჩნეველი არ
რჩებოდა. მწერალთა კავშირიდან გარიცხვის ჩემთვის სახიფა-
თო რამდენიმე კვირაში მსოფლიოს გამოჩენილი მწერლების
მიერ აღმართულმა კედლებმა უარესი დევნისაგან დამიხსნეს,
ხოლო ნორვეგიელი მწერლები და მხატვრები სამშობლოდან
მოსალოდნელი გაძევების შემთხვევაში სტუმართმოყვრულად
მიმზადებდნენ თავშესაფარს. დაბოლოს, თვითონ ნობელის
პრემიაზე ჩემი წარდგენა იმ ქვეყანაში კი არ მოხდა, სადაც
ვცხოვრობ და ვწერ, არამედ ეს ფრანსუა მორიაკმა და მისმა კო-
ლეგებმა ითავეს. და, კიდევ უფრო გვიან, მთელმა ეროვნულმა
მწერალთა გაერთიანებებმა მხარდაჭერა აღმითქვეს.
ასე ჩავხვდი და საკუთარ თავზე განვიცადე: მსოფლიო ლიტე-
რატურა უკვე განყენებული თავდგომა, უკვე ლიტერატურათ-
მცოდნეების მიერ შექმნილი განზოგადება კი აღარ არის, არა-
მედ რაღაცნაირი საერთო სხეული და საერთო სულია, ცოცხალი
გულითადი ერთიანობაა, რომელშიც ასახულია კაცობრიობის
მზარდი სულიერი ერთიანობა. კვლავ მეწამულია დენიანი მავ-
თულხლართებითა და ავტომატის ჯერებით გავარვარებული სა-
ხელმწიფო საზღვრები, ზოგიერთი შინაგან საქმეთა სამინისტრო
კვლავ ფიქრობს, რომ ლიტერატურაც მათი საქვეუწყებო ქვეყნე-
ბის „შინაური საქმეა“, კვლავ ვხვდები საგაზეთო სათაურებს:
„მათ უფლება არა აქვთ ჩაერიონ ჩვენს შინაურ საქმეებში!“. ამ
დროს კი შინაური საქმეები საერთოდ აღარც დარჩა ჩვენს შე-
ვიწროებულ დედამიწაზე! და კაცობრიობის ხსნა მხოლოდ ისაა,

405
რომ ყველას მიუწვდეს ხელი ყველაფერზე: აღმოსავლეთის ადა-
მიანებისათვის მთლად სულერთი არ უნდა იყოს, თუ რას ფიქ-
რობენ დასავლეთში; დასავლეთის ადამიანებისათვის – მთლად
სულერთი, თუ რა ხდება აღმოსავლეთში. და მხატვრულმა ლი-
ტერატურამ – ადამიანის არსების ყველაზე ფაქიზმა და თანამ-
გრძნობმა ინსტრუმენტმა – ერთ-ერთმა პირველმა უკვე გა-
დაიღო, შეითვისა და გაითავისა კაცობრიობის მზარდი ერ-
თიანობის ეს გრძნობა. და აი, მე მტკიცედ მივმართავ დღევან-
დელ მსოფლიო ლიტერატურას – ასობით მეგობარს, რომელ-
თაც ცხადში არასოდეს შევხვედრივარ და შესაძლოა ვერც ვერა-
სოდეს შევხვდე.
მეგობრებო! ვცადოთ შველა, თუ რამედ ვღირვართ! საკუთარ
ქვეყნებში, რომლებიც პარტიების, მოძრაობების, კასტებისა და
ჯგუფების უთანხმოებით არიან დაფლეთილნი, ოდითგანვე ვინც
წარმოადგენდა გამთიშავ კი არა, არამედ გამაერთიანებელ ძა-
ლას? ასეთია არსებითად მწერალთა: იმ ეროვნული ენის გამომ-
ხატველთა მდგომარეობა, რომელიც ერის, ხალხის მიერ დაკა-
ვებული მიწა-წყლის, საბედნიერო შემთხვევაში კი, აგრეთვე
ეროვნული სულის მთავარი შემდუღაბებელია.
ვფიქრობ, რომ მსოფლიო ლიტერატურას ძალუძს ამ მშფოთ-
ვარე ჟამს დაეხმაროს კაცობრიობას ზუსტად შეიცნოს საკუთარი
თავი იმის მიუხედავად, თუ რას შთააგონებენ მიკერძოებული
ადამიანები და პარტიები; გადაიტანოს შედედებული გამოცდი-
ლება ერთი მხარიდან მეორეში ისეთნაირად, რომ თვალი არ
გვიჭრელდებოდეს და ორად არ გვეჩვენებოდეს, სკალებად და-
ყოფა ერთმანეთს ეთავსებოდეს, და ერთი ხალხები სწორად და
შეკუმშულად ეცნობოდნენ სხვების ჭეშმარიტ ისტორიას იმგვა-
რი ძალის გაცნობითა და მტკივნეული შეგრძნებით, რომ თით-

406
ქოს ყველაფერი ეს თვითონ გადახდათ თავს, – და ამით განარი-
დონ ისინი დაგვიანებულ მწარე შეცდომებს. ხოლო ჩვენ ამ გზით
იქნებ შევძლებთ მსოფლიო ხედვის გამომუშავებასაც: თვალის
ცენტრით, ყოველი ადამიანის მსგავსად, ახლომდებარეს დავი-
ნახავთ, თვალის კიდეებით კი დავიწყებთ იმის გარჩევასაც, რაც
დანარჩენ სამყაროში ხდება. ასე შევეწყობით, ასე დავიცავთ
მსოფლიო პროპორციებს.
და ვინ, თუ არა მწერალმა, უნდა გაკიცხოს არა მარტო თავი-
სი უგერგილო მმართველები (ზოგიერთ სახელმწიფოში ეს ყვე-
ლაზე იოლი საქმეა, ამით დაკავებულია ყველა, ვისაც არ ეზარე-
ბა), არამედ თავისი საზოგადოებაც, იქნებ ლაჩრული დამცირე-
ბულობისა ან თავდაჯერებული სისუსტის, მაგრამ აგრეთვე
ახალგაზრდობის ზერელე გამოხდომებისა და ჭაბუკ მეკობრეთა
მოქნეული დანების გამო?
გვეტყვიან: რა შეუძლია ლიტერატურას აშკარა ძალმომ-
რეობის ულმობელი შემოტევის საწინააღმდეგოდ? თუმცა: ნუ
დავივიწყებთ, რომ ძალმომრეობა არ არსებობს ეულად და არც
ძალუძს ეულად ყოფნა, იგი უცილობლად სიყალბესთანაა წილ-
ნაყარი. მათ შორის ყველაზე ნათესაური, ყველაზე ბუნებრივი
ღრმა კავშირია დამყარებული: ძალმომრეობას არაფერი იცავს,
სიყალბის გარდა, ხოლო სიყალბეს არაფრით არ შეუძლია თა-
ვის შენარჩუნება ძალმომრეობის გარეშე. ყველამ, ვინც ერ-
თხელ ძალმომრეობა გამოაცხადა თავის მეთოდად, უცილობ-
ლად უნდა აირჩიოს სიყალბე თავის პრინციპად. ძალმომრეობა
გაჩენისთანავე ღიად მოქმედებს და თავსაც იწონებს, მაგრამ,
როგორც კი მომაგრდება და განმტკიცდება, იგი გრძნობს თავის
გარშემო ჰაერის შეთხელებას და შემდგომი არსებობა ძალუძს
მხოლოდ სიყალბის ნისლში გახვეულს, მისი ტკბილსიტყვაობით

407
დაბინდულს. იგი უკვე ყოველთვის და უსათუოდ პირდაპირ რო-
დი ყლაპავს, უფრო ხშირად ქვეშევრდომებისაგან მოითხოვს
მარტოოდენ სიყალბისადმი ფიცს, მარტოოდენ სიყალბეში თა-
ნადგომას.
და უბრალო ვაჟკაცური ადამიანის უბრალო ნაბიჯია: არ მო-
ნაწილეობდეს სიყალბეში, მხარი არ დაუჭიროს ყალბ მოქმედე-
ბებს! დაე, ეს ემართებოდეს მსოფლიოს და ბატონობდეს კიდეც
მსოფლიოში, – მაგრამ ჩემი მეშვეობით კი არა. ხოლო მწე-
რალს, ხელოვანს მეტის მიღწევაც შეუძლია: დაამარცხოს სი-
ყალბე! ხელოვნება სწორედ სიყალბესთან ბრძოლაში იმარჯვებ-
და მუდამ და გაიმარჯვებს მუდამ! – თვალშესავლებად, ყველა-
სათვის უცილობლად! სიყალბეს ძალუძს ბევრ რამეს გაუძლოს
მსოფლიოში, მაგრამ ხელოვნებას კი ვერა.
და როგორც კი გაიფანტება სიყალბე, – მთელი სისაძაგლით
თვალწინ წარმოჩნდება ძალმომრეობის სიშიშვლე, და მიხრწნი-
ლი ძალმომრეობაც დაეცემა.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მეგობრებო, რომ ჩვენ უნარი შეგ-
ვწევს დავეხმაროთ მსოფლიოს მისი გავარვარების ჟამს. უარი
კი არ ვთქვათ უიარაღობის გამო, უზრუნველ ცხოვრებას კი არ
დავეწაფოთ, – არამედ ბრძოლა გავაჩაღოთ!
რუსულ ენაში გამორჩეულია ანდაზები სიმართლის შესახებ.
ისინი მტკიცედ გამოხატავენ არცთუ ცოტაოდენ და მძიმე სახალ-
ხო გამოცდილებას, ზოგჯერ განსაცვიფრებლადაც:
ერთი მართალი სიტყვა მთელ მსოფლიოს გადაიბირებს.
მასისა და ენერგიის შენარჩუნების სწორედ ამგვარ
მოჩვენებით--ფანტასტიკურ დარღვევაზეა დაფუძნებული საკუთ-
რივ ჩემი მოღვაწეობაც, და მთელი მსოფლიოს მწერლებისადმი
ჩემი მოწოდებაც.

408
მადლობა არასახაზინო რუსეთის სახელით

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა -


1974 წლის 13 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება სოლ-
ჟენიცინის საზღვრებს გარეთ გაძევების თაობაზე. მწე-
რალი ძალით ჩასვეს თვითმფრინავში და მეუღლესა და
ოთხ ვაჟთან ერთად გაასახლეს რუსეთიდან. კუთვნილი
პრემია ნობელიანტმა 1974 წელს მიიღო.

თქვენო უდიდებულესობავ! თქვენო სამეფო უმაღლესობავ!


ქალბატონებო და ბატონებო!
თქვენ წინაშე ამ დარბაზში მრავალი ლაურეატი გამოსულა,
მაგრამ, საფიქრებელია, შვედეთის აკადემიასა და ნობელის
ფონდს იმდენი დავიდარაბა არავისთან არ გადახდენია თავს,
რამდენიც ჩემთან. მე ერთხელ უკვე ვიყავი აქ, თუმცა ხორ-
ციელად კი არა; ასევე ერთხელ პატივდებული კარლ რაგნარ გი-
როვი ჩემკენ გამოემართა, და აი, ბოლოს, მეც მოვედი და კუთ-
ვნილი რიგის დაუცველად დავიკავე ზედმეტი სკამი. ოთხი წელი
დასჭირდა იმას, რომ ჩემთვის მოეცათ სამწუთიანი სიტყვა, ხო-
ლო აკადემიის მდივანი იძულებული გახდა უკვე მესამე სიტყვით
მიემართა ერთი და იმავე მწერლისათვის.
ამიტომაც ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ ესოდენ ბევრი საზ-
რუნავი გავუჩინე თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებული სა-
მადლობელი გითხრათ 1970 წლის ცერემონიისათვის, როცა
თქვენი აწ განსვენებული მეფე და ყველა თქვენგანი გულთბი-
ლად მიესალმეთ აქ დადგმულ ცარიელ სავარძელს.

409
მაგრამ დამეთანხმებით, რომ არც ლაურეატისთვისაა ეს
იოლი: ოთხი წელიწადი უბით ატარო სამწუთიანი სიტყვა. როცა
პირველად თქვენთან გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი,
გულს არ ეკარებოდა არავითარი მოცულობა, ქაღალდის არავი-
თარი ფურცლები, რათა გამომეთქვა მოსაზრებები ჩემი ცხოვ-
რების პირველი თავისუფალი ტრიბუნიდან. არათავისუფალი
ქვეყნის მწერლისათვის პირველივე ტრიბუნა და პირველი სიტ-
ყვა არის სიტყვა ქვეყნიერებაზე ყველაფრის შესახებ, თავისი
ქვეყნის ყველა სატკივარზე, – თანაც მისატევებელია დაივიწყო
ცერემონიის მიზანი, შეკრებილთა შემადგენლობა და საზეიმო
სასმისს წუხილიც გაურიო. მაგრამ იმ წლიდან, აქეთ რომ არ გა-
მოვეშურე, მე მივეჩვიე ჩემს ქვეყანაშიც გულახდილად მეთქვა
თითქმის ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. ხოლო გამოგდებულ-
სა და დასავლეთში მოხვედრილს მით უფრო მომეცა შეუზღუდა-
ვი შესაძლებლობა ვილაპარაკო რამდენიც მსურს, სადაც მსურს,
რასაც აქ არც კი უფრთხილდებიან. და ამიტომაც საჭირო აღარ
არის დავამძიმო ეს მოკლე სიტყვა, თანაც ამისათვის სრულიად
შეუფერებელ ვითარებაში.
თუმცა განსაკუთრებულ უპირატესობასაც განვიცდი იმის გა-
მო, რომ ნობელის პრემიის მონიჭებას მხოლოდ რამდენიმე
წლის შემდეგ ვპასუხობ. მაგალითად, ოთხი წლის მანძილზე შე-
გიძლია შეიგრძნო, უკვე რა როლი შეასრულა ამ პრემიამ შენს
ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში – ერთობ დიდი. იგი დამეხმარა
გამეძლო სასტიკი დევნისათვის. იგი დაეხმარა ჩემს ხმას გაეგო-
ნათ იქ, სადაც ჩემს წინამორბედებს ვერ უსმენდნენ და ვერ უგებ-
დნენ ათწლეულობით. იგი დამეხმარა ისეთის კეთებაში, რასაც
უიმისოდ ვერ შევძლებდი.

410
შვედეთის აკადემიამ ჩემს შემთხვევაში ერთი საკმაოდ იშ-
ვიათი გამონაკლისი დაუშვა: პრემია მომანიჭა შუახანს მიტანე-
ბულს, ხოლო ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის გათვალის-
წინებით – ბალღობის ასაკში, მხოლოდ რვა წლისას. აკადემიამ
ამით დიდი რისკი გასწია. იმხანად ხომ ჩემ მიერ დაწერილი წიგ-
ნების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გამოქვეყნებული.
იქნებ, ნებისმიერი ლიტერატურული და სამეცნიერო პრემიის
საუკეთესო ამოცანა სწორედ მოძრაობის თემშარაზე თანადგო-
მაა.
და მე გულითად სამადლობელს მოვახსენებ შვეციის მეც-
ნიერებათა აკადემიას იმისათვის, რომ 1970 წელს გაკეთებული
თავისი არჩევანით მხარი საგანგებოდ დაუჭირა ჩემს მწერლურ
შრომას. გავბედავ მადლობა ვუთხრა მას იმ ფართო არასახაზი-
ნო რუსეთის სახელით, რომელსაც აკრძალული აქვს ხმამაღლა
საკუთარი თავის გამოხატვა, რომელსაც სდევნიან წიგნების წე-
რისთვისაც და მათი წაკითხვისთვისაც კი. აკადემიამ ბევრი საყ-
ვედური მიიღო ამ თავისი გადაწყვეტილების გამო – თითქოსდა
ეს პრემია პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. მაგრამ ამას
გაჰყვიროდნენ ხრინწიანი ხმით, რომელიც რაიმე სხვაგვარ ინ-
ტერესებს არც იცნობს.
ჩვენ კი თქვენთან ერთად ვიცით, რომ ხელოვანის შრომა არ
თავსდება უბადრუკ პოლიტიკურ სიბრტყეში, როგორც მასში მო-
თავსებული არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება და როგორც მასში
ვერ ჩავკეტავთ ჩვენს საზოგადოებრივ შეგნებას.
1974 წლის 10 დეკემბერი.

411
პაბლო ნერუდა

გზად გასხივოსნებული ქალაქისკენ

1971
ჩემი სიტყვა იქნება ხანგრძლივი მოგზაურობა; მე გავივლი
შორეულ და სრულიად უცნობ მხარეებში, რომლებიც ძალიან
ჰგავს ჩრდილოეთის უდაბნოების რაიონებს. მე მოგახსენებთ
ჩემი სამშობლოს სამხრეთზე. ჩილე გადაჭიმულია მთელი კონ-
ტინენტის გასწვრივ სამხრეთ პოლუსამდე და იქ, იმ უკიდურეს
სამხრეთში ჩილეს ბუნება ჰგავს შვედეთის ბუნებას, რომელიც
თავით ებჯინება ჩვენი პლანეტის თოვლიან ჩრდილოეთს.
ზუსტად იმ შორეულ განაპირა მიწებზე მიმიყვანა უკვე ჩავ-
ლილმა მოვლენებმა. მე უნდა გადამელახა ანდები და მომეძებ-
ნა არგენტინის საზღვარი. უღრანი ტყეები ფარავს ამ გაუვალ
რაიონებს და ჩვენ როგორც გვირაბში, მალულად მივდიოდით.
ვცდილობდით ვინმეს ყურადღება არ მიგვეპყრო და ძლივს ვიკ-
ვლევდით გზას უზარმაზარ ტყის მასივში. არ იყო გზა, ბილიკი და
ჩვენი გაუმართავი კავალკადა – ოთხი ჩემი თანამგზავრი და მე
გვერდს ვუვლიდით გზად ჩახერგილ ბუმბერაზ მორებს, გა-
დაულახავ მდინარეებს, აზვირთულ კლდეებს, უდაბნოს მყინვა-
რებს და ალალბედზე ვეძებდით გზას ჩემი თავისუფლებისკენ.
ჩემმა თანამგზავრებმა იცოდნენ როგორ გასულიყვნენ ტევრში,
მაგრამ ცხენებზე ამხედრებულნი თავს იზღვევდნენ და მაჩე-
ტეებით ტოვებდნენ ჭდეებს ბუმბერაზ ხეებზე, რათა მას მერე,

412
რაც ადგილზე მიმიყვანდნენ და ბედს მიმანდობდნენ, უკან და-
საბრუნებელი გზა ადვილად ეპოვათ.
თავს ტყვეებად ვგრძნობდით ამ დაუსრულებელ და უკიდეგა-
ნო უღრანში, ამ მწვანე და თეთრ მდუმარებაში. ხეები, უზარმაზა-
რი ლიანები, სკორე, რომელიც ასწლეულების მანძილზე გროვ-
დებოდა. ჩამოხერგილი ხეები გადაულახავ ბარიერად გაწოლი-
ლიყო ჩვენს გზაზე. ეს ყველაფერი ბუნება იყო, თვალისმომჭრე-
ლი და იდუმალი, მაგრამ მის უკან იმალებოდა საფრთხე – სიცი-
ვე, თოვლი, დევნა. აქ ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა: უდა-
ბურება, საფრთხე, სიჩუმე და ჩემი მისიის მნიშვნელოვნება.
ხანდახან ვპოულობდით ძლივს გასარჩევ კვალს, რომელიც
იქნებ კონტრაბანდისტებს ან გაქცეულ დამნაშავეებს ეკუთვნო-
დათ. ვინ იცის, მათგან რამდენი დაიღუპა ზამთრის ყინულოვანი
თათებით შებოჭილი საშინელი თოვლიანი ქარბუქებით, რომ-
ლებიც ცოცხლად ფლავენ მოგზაურებს ანდებში თვალუწვდენე-
ლი სიმაღლის თეთრი საფარის ქვეშ.
ბარდებში გახვეულ ძნელად გასარჩევ ბილიკზე ძლივს ვამ-
ჩნევდი ადამიანის ნაკვალევს. გარშემო ნაზამთრალი ფიჩხი
გროვებად ეყარა. ეს იყო ბუნების ნობათი ყინვაში მოყოლილი
მოგზაურებისთვის. ხის ბოძები საფლავის ბორცვებზე, რათა
გვხსომებოდა დაღუპულები და დავფიქრებულიყავით მათზე,
ვინც ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და სამუდამოდ დარჩა
თოვლის ქვეშ. ჩემი მეგზურები დროდადრო მაჩეტეებით კაფავ-
დნენ ტოტებს, რომლებიც თავზე გვეხვეოდა. ისინი მარადმწვანე
გოლიათებიდან ეშვებოდნენ და მუხებიდან, რომლის გადარჩე-
ნილი ფოთლები თრთოდნენ, წინასწარ გრძნობდნენ რა მოახ-
ლოებულ ზამთრის ქარბუქებს. და მეც ყველა საფლავის ბორ-
ცვზე ვტოვებდი ხსოვნას – ხის ნაფოტს ან ტყისთვის გამორთმე-

413
ულ რტოს, რათა მომერთო ჩემთვის უცნობი მოგზაურების საფ-
ლავები.
ერთ ადგილას მდინარე უნდა გადაგველახა. ანდების მწვერ-
ვალებში დაბადებული მდინარეები თავიდან პატარები არიან.
მიჰქრიან, გზადაგზა ფანტავენ თავბრუდამხვევ და ყოვლის-
მშთანთქმელ ენერგიას, იქცევიან ჩანჩქერებად, აფეთქებენ მი-
წასა და კლდეებს იმ ძალითა და სიჩქარით, რომელიც ცისქვეშა
მწვერვალებიდან წამოიყოლეს. ამჯერად ჩვენს წინ უზარმაზარი
წყნარი წყლის სარკე იყო. მასზე გადასვლა ფონით შეიძლებო-
და. ცხენები წყალში შევიდნენ და მას მერე, რაც ფლოქვებქვეშ
ფსკერი დაკარგეს, ნაპირისკენ გაცურეს. ჩემი ცხენი თითქმის
მთლიანად დაფარა წყალმა. ვიგრძენი როგორ მეცლებოდა საყ-
რდენი და ვცდილობდი რა ზედაპირზე დავრჩენილიყავი, უთავ-
ბოლოდ ვიქნევდი ფეხებს. ცხენი მთელი ძალ-ღონით ცდილობ-
და წყლის ზემოთ შეეკავებინა თავი. ასე გადავაღწიეთ მდინარის
იქითა ნაპირზე. ჩემმა გამყოლმა გლეხებმა ღიმილით მკითხეს:
– შეგეშინდა?
– ძალიან. უკვე ვფიქრობდი, რომ ეს დასასრულია, – ვუპასუ-
ხე მე.
– უკან მოგყვებოდით. – მიპასუხეს მათ.
– ზუსტად ამ ადგილას, – დაამატა ერთმა, – მამაჩემი ჩავარ-
და და დინებამ წაიღო. თქვენ კი ეს ნამდვილად არ შეგემ-
თხვეოდათ.
გზა გავნაგრძეთ იმ ბუნებრივ გვირაბამდე, რომელიც კლდე-
ებში ოდესღაც წყალუხვ, ახლა კი დაკარგულ მდინარეს გაეჭრა.
ან იქნებ ჩვენი პლანეტის რომელიღაცა შერყევის გამო დარჩა
მთებში ეს ქმნილება, გრანიტის შედევრი. ცხენებს ფეხები უცუ-
რავდათ, ცდილობდნენ თავი შეეკავებინათ ქვა-ღორღზე. ბორ-

414
ძიკობდნენ და ნალებიდან ნაპერწკლებს ყრიდნენ. არაერთხელ
ჩამოვვარდი და ქვებზე დავენარცხე. ჩემს ცხენს ნესტოებიდან
სისხლი სდიოდა. ფეხები დაბეჟილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ
ჯიუტად ვაგრძელებდით რთულ, დიდებულ და გრძელ გზას.
ველური სელვის შუაგულში ჩვენ რაღაც გასაოცარი გველო-
და. მოულოდნელად, თითქოს ფანტასტიკური ყოფილიყოს,
ჩვენს წინ ამოიმართა პატარა მყუდრო მდელო, მიმალული მთის
ქედებს შორის. გამჭვირვალე წყალი, მწვანე ბალახი, მინდვრის
ყვავილები, მდინარის ხმაური. ხოლო ზემოთ – ცისფერი ცა და
ცინცხალი სინათლე, რომელსაც ბუმბერაზი ხეების ვარჯები ვე-
რაფერს აკლებდა.
შევჩერდით. თითქოს მაგიურ წრეში შევაბიჯეთ, როგორც
იდუმალი ტაძრის სტუმრებმა და ძალიან დროული იყო ცერემო-
ნია, რომლის მონაწილეც მე აღმოვჩნდი. მეგზურები ჩქარობ-
დნენ. მდელოს შუაში, თითქოს რიტუალისთვის განკუთვნილი
იდო ხარის თავის ქალა. ჩემი თანამგზავრები მდუმარედ, ერთი-
მეორის მიყოლებით მივიდნენ და თვალების ბუდეებში მონეტე-
ბი და პური ჩადეს. მეც გავიღე ჩემი წილი. ის განკუთვნილი იყო
გზასაცდენილი მოგზაური ოდისეებისთვის, გაქცეულთათვის.
მათ თვალის ფოსოებში უნდა ეპოვათ პური და ფული.
თუმცა, დაუვიწყარი ცერემონია ამით არ დასრულებულა.
ჩემმა მეგობარმა გლეხებმა ქუდები მოიხადეს და უცნაური ცეკვა
წამოიწყეს; ისინი ცალ ფეხზე დახტუნავდნენ თავის ქალის გარ-
შემო წრეზე, რომელიც უამრავი მოცეკვავე ფეხით იყო გატკეპ-
ნილი, – მათი ფეხებით, ვინც მანამდე ყოფილა აქ. და მაშინ ჩემი
შეუცნობადი მეგობრების შემყურე ინტუიტიურად მივხვდი, რომ
ეს იმ ადამიანების ურთიერთობა იყო, რომელთაც ერთმანეთი
არასდროს ენახათ. მე შევიცანი, რომ ჩვენი სამყაროს ყველაზე

415
შორეულ და უღრან კუთხეებშიც კი დამკვიდრებულია ზრუნვა,
ვედრება და თანაგრძნობა.
ღამით, თითქმის საზღვართან, რომელიც მრავალი წლის
განმავლობაში გამაშორებს სამშობლოს, ჩვენ გავიარეთ მთის
ბოლო ხეობა. მოულოდნელად ცეცხლი გაკრთა, ეს კი ნიშნავდა,
რომ ახლოს ადამიანის საცხოვრებელი იყო. მაშინ ჩვენ ახლოს
მივედით და დავინახეთ რამდენიმე მიგდებული შენობა, ნახევ-
რად დანგრეული ფიცრულები ერთი შეხედვით ცარიელი რომ
გეგონებოდა. ერთ-ერთ მათგანში შევედით. ფიცრულის შუაში
გიგანტური მორები იწვოდა. ისინი იწვოდნენ დღედაღამ და
კვამლი, რომელიც სახურავის ღრიჭოდან გადიოდა, ლურჯ ფარ-
დად მიემართებოდა ცის სიღრმეში. დავინახეთ ყველის თავების
გორები იმ ადამიანთა მიერ დაწყობილი, რომლებიც ამ სიმაღ-
ლეზე აკეთებდნენ ყველს. ცეცხლთან, როგორც ტომრები, მიწ-
ყობილები იწვნენ კაცები. სიჩუმეში ჩვენამდე გიტარის ხმა და
სიმღერის სიტყვები აღწევდა. სიმღერა იბადებოდა ალიდან და
სიბნელიდან. ის იყო ადამიანის პირველი სიტყვა, რომელიც
ჩვენ ამ გზაზე მოვისმინეთ. ეს იყო სიმღერა სიყვარულსა და გან-
შორებაზე, ეს იყო ტირილი, სავსე სიყვარულითა და სევდით,
მიძღვნილი შორეული გაზაფხულისადმი, იმ ქალაქებისადმი,
საიდანაც ჩვენ მოვედით, სიცოცხლის უსასრულობისადმი. მათ
არ იცოდნენ ვინ ვიყავით, არაფერი გაეგონათ ჩემს გაქცევაზე,
არ იცნობდნენ ჩემს ლექსებს, არ იცოდნენ ჩემი სახელი, ან იქ-
ნებ გაეგონათ და იცოდნენ? რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ცეც-
ხლთან ვისხედით, მათთან ერთად ვმღეროდით და გეახლებო-
დით, ხოლო შემდეგ, ღამის სიბნელეში საბანაოდ წავედით. ზუს-
ტად ამ ადგილას მოჩქეფდა ცხელი წყარო. ჩვენ შევედით მასში

416
და სითბომ, რომელიც მთებიდან მოდიოდა, მიგვიღო თავის წი-
აღში.
ვჭყუმპალაობდით. სიამოვნებით ვირეცხავდით ხანგრძლივი
მოგზაურობის ტვირთს და როდესაც ისევ გზას გავუდექით, რათა
გაგვევლო უკანასკნელი კილომეტრები წყვდიადით მოცულ სამ-
შობლოს მიწაზე – თავს განახლებულად ვგრძნობდით, როგორც
ახალმონათლულნი. ამხედრებულები მივდიოდით და ვმღერო-
დით. ვსუნთქავდით მთელი მკერდით და რაღაცა ძალა მიგვაქა-
ნებდა წინ სამყაროს ფართო შარაგზაზე. მახსოვს, როდესაც
გვინდოდა რამდენიმე მონეტა დაგვეტოვებინა სიმღერისთვის,
საკვებისთვის, რომელიც მოგვცეს, ცხელ წყალში ბანაობისთვის
და ერთი სიტყვით, მიღებისა და შეფარებისთვის, – შემთხვევით
შეხვედრილმა ადამიანებმა სასტიკი უარი განგვიცხადეს. მათ
ყველაფერი მოგვცეს „ისე, უბრალოდ“. ეს ძუნწი „ისე, უბრა-
ლოდ“ უამრავ რამეს შეიცავდა. შესაძლოა იმას, რომ გვიცნეს,
ან იქნებ ისეთივე ოცნებებს, როგორიც ჩვენია.
წიგნებში ვერ მიპოვია რეცაპტი თუ როგორ იწერება ლექსები
და ამიტომაც, არანაირ რჩევებს არ მოგცემთ. მომავალ პოეტებს
ვერ დავუტოვებ მითითებებს მანერასა და სტილზე, რათა ჩემს
სავარაუდო სიბრძნის ერთი წვეთი იგემონ. თუ სიტყვით გამოს-
ვლისას წარსულის მოვლენები გიამბეთ, თუ ამ შემთხვევითობის
წყალობით მარად დაუვიწყარი ნაამბობი გავაცოცხლე, რომე-
ლიც ამ გამორჩეული ადგილისათვის სავსებით შეუფერებელია,
– მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების სავალ გზაზე ყოველ-
თვის სადმე მაინც იმ ჭეშმარიტებას, იმ რეცეპტს ვაწყდებოდი,
რომელიც არა მხოლოდ ჩემის სიტყვებს ამართლებდა, არამედ
საკუთარი თავის ამოცნობის შესაძლებლობასაც მაძლევდა.

417
იმ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ჩავწვდი, როგორი თა-
ნაფარდობაა პოეზიისთვის აუცილებელი. მივხვდი, როგორია
მასში მიწისა და სულის წვლილი. ვფიქრობ, რომ პოეზია – წარ-
მავალი თუ ამაღლებული, ქმედებაა, რომელშიც თანაბრად მო-
ნაწილეობენ მარტოობაც და ერთობაც, გრძნობასა და ქმედე-
ბაც. პოეტის შინაგანი სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო
ბუნების ფარული გულწრფელობაა. ასევე ღრმად მწამს, რომ ეს
ყველაფერი – ადამიანი და მისი ჩრდილი, ადამიანი და მისი საქ-
მიანობა, ადამიანი და მისი პოეზია, ერთმანეთს ერწყმის., მჭიდ-
როდ არის გადახლართული ურთიერთქმედებაში, სადაც მუდმი-
ვად ჩაბმული ვართ რეალობასა და ოცნებასთან, რამეთუ,
პოეზია ამ გზით აერთიანებს. ამდენი წლის შემდეგ გეუბნებით:
ის გაკვეთილები, რომელიც მივიღე მდინარეზე ფონით გადას-
ვლისას, ან მაშინ, ხარის თავის ქალის გარშემო როდესაც ვცეკ-
ვავდი, ან მაშინ, როდესაც მაღალი მთების წყაროში ვიბანდი, –
არ ვიცი ეს ყველაფერი ჩემგან მოდიოდა, რათა შემდეგ მრა-
ვალთა მიღწევად ქცეულიყო, თუ ეს იყო გზავნილი სხვა ადა-
მიანებისგან, რომელთათვისაც ეს საარსებო მოთხოვნილება
გახლდათ. არ ვიცი, ეს ყველაფერი გადამხდა თუ დავწერე. არ
ვიცი ეს სინამდვილე იყო თუ პოეზია, გარდამავალი თუ მარა-
დიული, თუ სტრიქონები, რომლებიც იმ მომენტში განვიცადე, ან
სულაც ცოცხალი გამოცდილება, რომელსაც ქება შევასხი მოგ-
ვიანებით.
აქედან, მეგობრებო, შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ. პო-
ეტმა ხალხთან უნდა ისწავლოს. არ არსებობს დაუძლეველი
მარტოობა. ყველა გზას ერთგან მივყავართ: თანაზიარ და ღრმა
ურთიერთობამდე. აუცილებელია გადალახო მარტოობა, ხა-
სიათის სირთულე, ურთიერთობის უუნარობა, რათა მისწვდე იმ

418
მაგიურ ფენას, სადაც შეგვიძლია ვიცეკვოთ მარტივი ცეკვები და
ვიმღეროთ სევდიანი სიმღერები, რამეთუ სწორედ ამ ცეკვებსა
და სიმღერებშია თავმოყრილი უძველესი წეს-ჩვეულებანი, რომ-
ლებმაც შექმნეს ჩვენი ცნობიერება და გაცნობიერება იმისა,
რომ ადამიანი და ჩვენი რწმენის საზოგადო დანიშნულება ხვედ-
რის თანაზიარობაა.
შესაძლოა ვიღაც, ან სულაც მრავალი სექტანტად მიმიჩნევს.
უუნაროდ, რომელსაც არ შეუძლია ყველას გაუნაწილოს მეგობ-
რობა და პასუხისმგებლობა. თავს არ გავიმართლებ და არც
ვფიქრობ, რომ ბრალის დადება ან თავის მართლება პოეტს
სჭირდება. რაც არ უნდა იყოს, ჯერ არც ერთ პოეტს არ გამოს-
ვლია დირექტივები პოეზიაში. და თუ რომელიმე მათგანი შეჩე-
რებულა თავისივე მსგავსთათვის ბრალის დასადებად და შესაძ-
ლებლად მიუჩნევია სიცოცხლე ფლანგო თავდასაცავად, თანაც
ისე, რომ საპასუხოდ დაახვედრო ბრალდებანი. გონიერი ან სუ-
ლელური, – მაშინ მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მხო-
ლოდ პატივმოყვარეობას ხელეწიფება გზიდან აგვაცდინოს და
მსგავს უკიდურესობაზე წაგვაქეზოს. ვთვლი, რომ არ შეიძლება
პოეზიის მტრები იყვნენ მათ შორის, ვისაც უყვარს პოეზია,
აღიარებს და უფრთხილდება, – ისინი ჩნდებიან, როდესაც პო-
ეტს უთანხმოება აქვს საკუთარ თავთან. და ამიტომაც, პოეტს არ
ჰყავს მტერი უფრო საშინელი, ვიდრე საკუთარი უძლურება,
იპოვოს საერთო ენა თანამედროვეებთან, გაუნათლებელ,
უმოწყალოდ ექსპლუატირებულ ხალხთან. და ეს ასულდგმუ-
ლებს ეპოქებსა და ქვეყნებს.
პოეტი არ არის „პატარა ღმერთი“. არა, ის არავითარ შემ-
თხვევაში არ არის „ღმერთი“, ის არ არის მონიშნული იდუმალი
ბედისწერით, რაც სხვა პროფსიებსა და საქმიანობაზე მაღლა

419
დააყენებდა. ხშირად მითქვამს, რომ საუკეთესო პოეტი ის ადა-
მიანია, რომელიც გვაწვდის პურს არსობისა. ხაბაზი ხომ არ
თვლის თავს ღმერთად. მისი დიდებული და თავმდაბალი საქ-
მიანობაა ცომის მოზილოს, ღუმელში შედგას, გამოაცხოს და
ყოველდღე მისცეს ადამიანებს პური. ის ამას ასრულებს რო-
გორც საზოგადოებრივ ვალდებულებას. თუ პოეტი შეძლებს მი-
აღწიოს თავისი მოვალეობის ასეთ უბრალო გაგებას, ეს შესაძ-
ლოა იქცეს მისი ხელოვნების კოლოსალურ ნაწილად. მარტივი
თუ რთული აღმშენებლობის ნაწილად, რაც საზოგადოების,
ჩვენს გარშემო მიმდინარე სოციალური სახეცვლილებების სა-
წინდარია: პური, ჭეშმარიტება, ღვინო, ოცნებები. თუ პოეტი ჩა-
ერთვება ამ დაუსრულებელ ბრძოლაში იმისთვის, რომ ყოველ-
მა ხელიდან ხელში გადასცეს გულისხმიერების, სინაზისა და
ჩართულობის თავისი წილი საყოველთაო ყოველდღიურ შრო-
მაში, მაშინ ეს იქნება პოეტის წვლილი, ჩვენი წვლილი კაცობ-
რიობის საერთო ოფლსა, პურსა, ღვინოსა და ოცნებებში. და
ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ამ გზაზე, რომელიც, როგორც საზო-
გადოებრივი არსებისთვის, ადამიანისთვის არის მინიჭებული,
დავაბრუნებთ პოეზიას სიცოცხლის ვრცელ სფეროებში, რო-
მელსაც ყველა ეპოქა კვეცავს, რომლებსაც ყველა ეპოქაში ვაჭ-
რით ჩვენ თვითონ.
შეცდომები, რომლებმაც ფარდობით ჭეშმარიტებასთან მი-
მიყვანა, იმ ჭეშმარიტებასთან, რომელმაც არაერთხელ შემიყვა-
ნა შეცდომაში, – არც ერთი და არც მეორე არ მაძლევდა სა-
შუალებას და მეც არასოდეს მივილტვოდი იმისკენ, რასაც შე-
მოქმედებითი პროცესის მართვა, დაგეგმვა და ხელმძღვანელო-
ბა ჰქვია, რომელიც ლიტერატურის რთულ და სახიფათო გზას
მიუყვება. ერთ რამეს კი მივხვდი: ჩვენი მითოლოგიის მოჩვენე-

420
ბებს ჩვენ თვითონვე ვქმნით. იმისგან, რაც ჩვენ დღეს შევქმე-
ნით, იმისგან რას ვაკეთებთ, ან ვაპირებთ ახლა გავაკეთოთ,
წარმოიშობა დაბრკოლება ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის.
ჩვენ აუცილებლად მივდივართ რეალობასთან. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვა, ჩვენი გარემომცველი სამყაროს მკვეთრ გაცნო-
ბიერებასა და იმ გზების გაგებასთან, რომელიც სინამდვილეს
გარდაქმნის. და მერე, როდესაც უკვე გვიანია, ვხვდებით, რომ
თვითონ ვქმნით ამდენ შეზღუდვებს, რომ ვკლავთ ცოცხალს
იმის მაგივრად, რომ სიცოცხლეს მივცეთ ყვავილობის საშუალე-
ბა. ჩვენივე თავს ვახვევთ ისეთ „რეალიზმს“, რომელიც ფსკე-
რისკენ გვითრევს როგორც ქვა, რომლითაც ჯობია ის შენობა
ავაგოთ, რომლის აღმართვაც ჩვენს პირველ მოვალეობად მიგ-
ვაჩნია. მეორე მხრიდანაც, თუ ჩვენ ვქმნით კერპს მხოლოდ
რჩეულთა გასაგებად ან ვერგასაგებად, ვქმნით კერპს იდუმა-
ლისგან, თუ გავინაპირებთ რეალურ ქმედებას და მის ნაწარმო-
ებს, ძალიან მალე აღმოვჩნდებით მერყევ ნიადაგზე და ამ ჭან-
ჭრობში ჩაგვეფლობა ფეხები და დაგვახრჩობს ურთიერთობათა
მტანჯველი უძლურება.
რაც შეგვეხება ჩვენ, უსაზღვრო ამერიკული სივრცეების
მწერლებს, – დაუცხრომლად გვესმის მოწოდება, რომ ეს უზარ-
მაზარი სივრცეები გავავსოთ სისხლითა და ხორცით შექმნილი
არსებებით. ვაცნობიერებთ ჩვენი, როგორც ამ მიწის შვილების
ვალდებულებას, მაგრამ ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთა-
ვარი ვალია ამ უდაბურ და უსამართლობით სავსე სამყაროს
კრიტიკულად მივუდგეთ. ჩვენს ვალად მიგვაჩნია ანგარიში გა-
ვუსწოროთ ძველ ტკივილებსა და დარდებს და გულით
ვგრძნობთ ოცნებებს, რომლებსაც ქვის სტატუებში, უძველეს
დანგრეულ ქანდაკებებში, პამპების უკიდეგანო მდუმარებაში,

421
ქუხილით მომღერალ მდინარეებში სძინავთ. ჩვენ ვაცნო-
ბიერებთ აუცილებლობას, დაუნჯებული მატერიკის სივრცეები
სიტყვებით ავავსოთ და ჩვენ გვათრობს ეს სამუშაო – შევქმნათ
მითები და სახელები დავარქვათ საგნებსა და მოვლენებს. შე-
საძლოა, ამითაც აიხსნება ჩემი მოკრძალებული პირადი გამოც-
დილება. მოცემულ მომენტში ჩემი რიტორიკა მეტი არ არის,
ვიდრე ამერიკის კონტინენტის ჩვეულებრივი მცხოვრების ყო-
ველდღიური საქმიანობაა. ყოველი ჩემი ლექსი ცდილობს გახ-
დეს შეგრძნებადი, ყველა პოემა ცდილობს იყოს სასრგებლო ინ-
სტრუმენტი მუშაობისას. ყველა სიმღერა ერთობაა სივრცესთან,
სადაც ყველა გზა ერთმანეთს უერთდება, ქვის ნატეხია, ან ხე,
რომლებზეც ვინმე სხვა როცა მოვა, შეძლებს ახალი ნიშნები და-
ტოვოს.
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთია პოეტის მოვალეობა.
მართალი ვარ თუ ვცდები, ყველა აქედან გამომდინარე შედეგე-
ბით, მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი მოღვაწეობა საზოგადოება-
ში და სიცოცხლის წინაშე უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებ-
რივი ცხოვრების მოკრძალებულ ნაწილს. ამ დასკვნამდე მას
შემდეგ მივედი, რაც ვნახე სახელოვანი მარცხიც, მარტოხელა
გამარჯვებაცა და დამაბრმავებელი შემუსრვაც. და ამერიკის
კონტინენტზე გაფენილ ბრძოლის პანორამაში ჩაბმულმა მივ-
ხვდი, ჩემი, როგორც ადამიანის მისია იმაში მდგომარეობს,
რომ ორგანიზებული ხალხის ვრცელ ძალაუფლებაში გავერიო,
შევერწყა სისხლითა და სულით, მთელი გრძნობითა და იმედე-
ბით, რამეთუ, მხოლოდ აქ შეიძლება მწერლებისა და ხალხის-
თვის აუცილებელი გზის დასაწყისის ნახვა. შესაძლოა, ჩემი პო-
ზიცია იწვევს წინააღმდეგობებს, მწარეს ან ალერსიანს. მე სხვა
გზას ვერ მოვიაზრებ ჩვენს ვრცელ და მკაცრ ქვეყნებში მცხოვ-

422
რები მწერლისთვის. თუ არ გვინდა, რომ გაიმარჯვოს წყვდიად-
მა, ვილტვოდეთ იქით, რომ მილიონი ადამიანი, რომელსაც არ
შეუძლია წაკითხვა იმიტომ, რომ კითხვა არ იცის და არ შეუძლი-
ათ დაწერონ ჩვენზე იმიტომ, რომ არ იციან წერა, ამ მილიონმა
ადამიანმა ადამიანური ღირსება შეიძინოს, რომლის გარეშე თა-
ნამედროვე მსოფლიოში ადამიანად ყოფნა უაზროა.
ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო: საუკუნეების წყევლის
ტვირთი აწევს ჩვენს ამერიკელ ხალხს. ყველაზე სუფთა ადა-
მიანებს, მათ ვინც იმსახურებს ღირსეულ ლამაზ სიცოცხლეს,
ადამიანები, რომლებიც ოდესღაც საოცარ კოშკებს აშენებდნენ
ქვისა და ლითონისაგან. ქმნიდნენ გასაოცარ სამკაულებს და
რომლებსაც მერე მთელი ეპოქების განმავლობაში მიწასთან ას-
წორებდა და აიძულებდა გაჩუმებულიყვნენ – საშინელი კოლო-
ნიური მონობა, რომელიც დღემდეც გრძელდება.
ჩვენი გზის მანათობელი ვარსკვლავებია – ბრძოლა და იმე-
დი. მაგრამ არ არსებობს ბრძოლა და იმედი ცალ-ცალკე. ადამი-
ანში ერთიანდება წარსული ეპოქები, ჩამორჩენილობა, დაბ-
ნეულობა, ვნებები, საარსებო მოთხოვნილებები, განვლილი ის-
ტორია. რა ვიქნებოდი მე, რამე ფორმით რომ მემსახურა დიდე-
ბული ამერიკის კონტინენტის ფეოდალურ წარსულთან? ვითომ
შევძლებდი მაღლა მჭეროდა თავი, ნუთუ მერგებოდა ის პატივი,
რომელიც ახლა მომაგო შვედეთმა, თუ არ ვიქნებოდი ამაყი
იმისგან, რომ მცირე წვლილი მაინც შემაქვს ჩემი სამშობლოს
დღევანდელ გარდაქმნაში.
ვუყურებ ამერიკის რუკას, ვაკვირდები მის კოსმიურად უხვი
სივრცეების გრანდიოზულ მრავალფეროვნებას და ვხვდები, რა-
ტომ ეთაკილება ბევრი მწერალს მისი წარსული – დალაქავებუ-

423
ლი უნამუსობითა და ძარცვა-გლეჯვით, რომლითაც პირქუშმა
შავბნელმა ძალებმა დააჯილდოეს ამერიკელი ადამიანები.
მე რთული გზა ავირჩიე. გზა, რომელზეც პასუხისმგებლობას
ვიზიარებ სახვა ადამიანებთან ერთად და ავირჩიე ერთი ინდივი-
დის სამყაროს ცენტრად აღიარების მაგივრად, მოკრძალებუ-
ლად ვიმსახურო ურიცხვ მეომერთა რიგებში, რომლებიც ზოგ-
ჯერ შეცდომაში შედიან, მაგრამ დაუღალავად მიაპობენ გზას წინ
და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევენ დრომოჭმულ ახირებებსა
და თვითკმაყოფილ ქედმაღლობას. მჯერა, რომ პოეტის ვალდე-
ბულება მაკისრებს ვენათესაო არა მარტო ვარდსა და ჰარმონი-
ას, აღმატებულ სიყვარულს და უკიდეგანო სევდას, არამედ ადა-
მიანთა მკაცრ საქმიანობას, რომელიც ჩემი პოეზიის ნაწილი
გახდა.
ზუსტად ასი წლის წინ ერთმა ღატაკმა და ბრწყინვალე პოეტ-
მა, ალბათ ყველაზე უფრო სასოწარკვეთილმა სასოწარკვეთილ-
თა შორის, დაწერა ასეთი წინასწარმეტყველება: „A l’ aurora,
armes d’ une ardent patience, nous entrerons aux splendides
villes“.
მჯერა რემბოს წინასწარმეტყველების. მე თვითონ მიყრუებუ-
ლი პროვინციიდან ვარ წარმოშობით. ქვეყნიდან, რომელიც
ულმობელი გეოგრაფიის წყალობით დანარჩენი ქვეყნიერების-
გან მოწყვეტილია. მე ვიყავი პოეტთაგან ყველაზე მივიწყებული
და ჩემი პოეზია გახლდათ ვიწროდ ადგილობრივი, ნაღვლიანი
და წვიმიანი. მაგრამ მე ყოველთვის მწამდა ადამიანის, არასო-
დეს ვკარგავდი იმედს და შესაძლოა, ამიტომაც აღმოვჩნდი აქ
ჩემი პოეზიითა და ჩემი ბაირაღით.
დასასრულს, მინდა ვუთხრა ყველა კეთილი ნების ადამიანს,
მშრომელებს, პოეტებს, რომ მთელი მომავალი რემბოს ამ ფრა-

424
ზაშია: მხოლოდ აალებული მოთმინებით შეიარაღებულნი შევ-
ძლებთ დავიპყროთ ბრწყინვალე ქალაქი, რომელიც მოგვცემს
სინათლეს, სამართლიანობასა და ღირსებას.
ეს კი ნიშნავს, რომ პოეზია ცარიელი ღიღინი არ არის.
„განთიადისას, აალებული მოთმინებით შეიარაღებულნი, შე-
ვალთ გასხივოსნებულ ქალაქებში“. არტურ რემბო – „ზაფხული
ჯოჯოხეთში“.

425
ჰაინრიხ ბიოლი

პოეზიის გონებაში წვდომის მცდელობა

1972
საქმეში ჩახედულ ადამიანებში ეჭვს არ იწვევს, ნაკლებად ჩა-
ხედულებს კი სადავოდ გაუხდიათ ისეთი, ერთი შეხედვით, რა-
ციონალური საკითხი, რომელიც გაანგარიშებებს ექვემდებარე-
ბა და, ამასთან, არქიტექტორების, მხაზველების, ინჟინრებისა
და მუშების ერთობლივ შრომის ნაყოფს წარმოადგენს; მიუხედა-
ვად ამისა, ამ დროს ყველასგან გაუთვალისწინებლად, წესები-
დან რამდენიმე მილიმეტრით გადახრა მაინც ხდება ხოლმე. ამ-
რიგად, ამ კარგად დამუშავებულ და ჩამოყალიბებულ
მთლიანობაში გაპარული წუნის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ წი-
ნასწარ ვერავინ ვერ გაითვალიწინებს, რა შედეგი შეიძლება
მოჰყვეს ტექნიკური მასებისა და ქიმიური ელემენტების ურთი-
ერთრეაქციას, მით უფრო, რომ ამ დროს მოქმედებაში ჩაერთვე-
ბა ოთხი ისეთი კლასიკური სტიქიონი, როგორიცაა: ჰაერი, წყა-
ლი, ცეცხლი და მიწა.
როგორც ჩანს, პრობლემას ამ დროს ქმნის არა იმდენად თა-
ვად იდეა ან ტექნიკურ-ქიმიური და სტატისტიკური სინთეზი, რო-
მელიც მუდმივად მოწმდება და კონტროლს ექვემდებარება,
რამდენადაც ის პროცესი, რომელსაც მე იდეის სისრულეში მოყ-
ვანას ან განხორციელებას დავარქმევდი. მაგრამ რა ვუწოდოთ
იმ გაუთვალისწინებელ წუნს, რომელიც, მართალია, მილიმეტ-
რებში იზომება, მაგრამ დეფორმაციის დროს ასევე გაუთვალის-

426
წინებელი განსხვავებების სახით იჩენს ხოლმე თავს? რას მა-
ლავს ეს ხვრელი? იმას ხომ არა, რასაც ჩვეულებრივ ირონიას
ვეძახით, ან იქნებ ეს თავად ღმერთი, წინააღმდეგობა ან, თანა-
მედროვე ენით რომ ვთქვათ, ირეალობაა?
ერთმა, ამ საქმეში ჩახედულმა მხატვარმა, რომელიც ადრე
ხაბაზი ყოფილა, ასეთი რამ მითხრა: ფუნთუშების გამოცხობას
ჩვეულებრივ, უთენია დილით, გარიჟრაჟზე უნდა შეუდგეს კაცი;
ეს არცთუ მთლად იოლი საქმეა, რადგან ამ დროს აუცილებლად
გარეთ უნდა გამოყო ცხვირი, რათა გუმანით მივხვდე, რა ტემპე-
რატურას, ინგრედიენტებს და დროს საჭიროებს ფუნთუშების გა-
მოცხობა, რადგან უფალი ყოველ ცისმარე დღეს ითხოვს დილის
საუზმის ამ მნიშვნელოვან და წმიდათაწმიდა კომპონენტს მათ-
თვის, ვინც საკუთარი მხრებით ეწევა ახალ დღის ჭაპანსო. ჰო-
და, რა დავარქვათ ამ მოვლენას, რომლის გათვალისწინებაც
თითქმის შეუძლებელია? იქნება მისთვის ირონია, პოეზია,
ღმერთი, წინააღმდეგობა ან ირეალობა გვეწოდებინა? როგორ
გავალთ ფონს მის გარეშე? მით უფრო, რომ ჯერაც არაფერი
გვითქვამს სიყვარულზე. ჩვენ ხომ ვერასოდეს ვერ შევიტყობთ,
რამდენ რომანს, ლექსს, მოსაზრებას, აღიარებას, ტანჯვასა და
სიხარულს იტევს სიყვარულის კონტინენტი, რომელიც დღემდე
გამოწვლილვით არავის შეუსწავლია?!
როდესაც მეკითხებიან, როგორ ან რატომ დავწერე ესა თუ ის
ნაწარმოები, ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ამა-
ზე არათუ ამ შეკითხვის ავტორს, საკუთარ თავსაც სიამოვნებით
გავცემდი პასუხს, მაგრამ საამისოდ სავსებით უძლური ვარ. დი-
ახ, არ უნდა მოვინდომო, არ ძალმიძს, აღვადგინო ამასთან და-
კავშირებული ურთიერთმიმართებები, რათა თუნდაც საკუთარი
საქმიანობა – ლიტერატურა უფრო ნაკლებად მისტიკური პრო-

427
ცესის სახით წარმოვადგინო, ვიდრე ეს ხიდების მშენებლობა ან
ფუნთუშების ცხობაა.
და, რაკი ლიტერატურას შეუძლია ადამიანებს თავისუფლება
მოუტანოს და შესწევს უნარი, თხრობის წყალობით, სხვადასხვა
ხერხით ხორცი შეასხას ამ საქმეს, ერთობ სასარგებლო იქნებო-
და იმის ახსნა, თუ როგორ ახერხებს იგი ამ ხორცშესხმას, რათა
ამით უფრო აქტიური გახადოს ამ პროცესში საკუთარი თანამო-
ნაწილეობა. მაგრამ, რა ჰქვია ამ საქმიანობას, რომელსაც ნამ-
დვილად ვეწევი, მაგრამ მიახლოებითაც კი არ შემიძლია ამის
ახსნა? რა ხდება ამ დროს, როდესაც მე ყველა სტრიქონი თავი-
დან ბოლომდე გადამაქვს ქაღალდზე, ათასნაირად ვცვლი, ვა-
მუშავებ და საკუთარ თარგზე ვჭრი მათ, მაგრამ მერე გადის
დრო და ეს სტრიქონები თითქოს გვერდით ჩამიქროლებენ, უჩი-
ნარდებიან და ფორმაში ჩამოსხმული საზრისის სახით, განსაზ-
ღვრულ მნიშვნელობას სხვებისთვის იძენენ. თეორიულად შე-
საძლებელია ეს პროცესი სრულად აღვადგინოთ და წარმოვად-
გინოთ როგორც ოქმის მსგავსი რამ, რომლის წარმოებაც ლი-
ტერატურული საქმიანობის პარალელურად ხდება, რათა ამ ოქ-
მში დაწვრილებით იქნეს აღნუსხული ეს მრავალგანზომილე-
ბიანი შრომა. ოქმი აუცილებლად უნდა მოიცავდეს არა მხო-
ლოდ ინტელექტუალურ და სოციალურ, არამედ გრძნობად და
მატერიალურ ასპექტებსაც; მან უნდა დაადგინოს და გამოავლი-
ნოს როგორც კვების, ნივთიერებათა ცვლისა და გუნება--
განწყობის, ასევე გარემო პირობების მნიშვნელობა, და, ეს ყვე-
ლაფერი, მხოლოდ მასალა კი არ უნდა იყოს, არამედ ფონსაც
უნდა ქმნიდეს. მაგალითად, რომელიმე სპორტულ გადაცემას
ზოგჯერ ცალი თვალით ვუყურებ ხოლმე, და, უნდა გითხრათ,
ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში აზროვნება, თავისებურად იდუ-

428
მალი საქმიანობა მგონია. ამიტომაც გამოდის, რომ ყველა ეს
გადაცემა, ყოველგვარი შემოკლების გარეშე, შეტანილ უნდა იქ-
ნეს ზემოხსენებულ ოქმში, რადგან შესაძლოა ისე მოხდეს, რომ
რომელიმე დარტყმამ ან ნახტომმა ჩემს გაფანტულ ფიქრებში
გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამასთან, ეს შეიძლება ხელის
ერთი მოძრაობა, ღიმილი, კორესპონდენტის სიტყვა ან რეკლა-
მაც იყოს. რა თქმა უნდა, ამ დროს უყურადღებოდ არ უნდა დარ-
ჩეს არც ერთი სატელეფონო საუბარი, მოსალოდნელი ამინდი,
მიღებული კორესპოდენცია და ყოველი ახალი სიგარეტიც კი;
მოკლედ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველაფერი, რაც
ხელს უშლის მოვლენებს შორის კავშირის დამყარებას, იქნება
ეს სადღაც ხმაურით მიმავალი მანქანა, პნევმატიური უროს გრუ-
ხუნი თუ ქათმის კაკანი.
მაგიდის სიმაღლე, რომელზედაც ახლა ვწერ, 76,5 სმ-ია; მი-
სი ზედაპირის სიგრძე 111 სმ-ს, ხოლო სიგანე 69,5სმ-ს შეად-
გენს. მაგიდას გრძელი ფეხები და დიდი უჯრა აქვს, თავისი არ-
სებობის 70 თუ 80 წელს ითვლის და ჩემი ცოლის ბებიდის სა-
კუთრებაა; ქალს ქმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდა-
ეცვალა, რის შემდეგაც იგი უფრო პატარა ბინაში გადავიდა, მა-
გიდა კი თავის ძმას, ანუ ჩემი ცოლის პაპას მიჰყიდა; მერე კი
როდესაც პაპა გარდაიცვალა, ეს სავსებით უფუნქციო მაგიდა
ჩვენს ოჯახში მოხვდა, და, ვერ გეტყვით, საერთოდ სად იყო შე-
კუჭული, ვიდრე ერთ დღეს, სხვა ბინაში გადასვლის დროს, უეც-
რად არ მოგვხვდა თვალში; ამასთან, აღმოჩნდა, რომ მაგიდას
ზედაპირი დაზიანებული ჰქონდა, რადგან მეორე მსოფლიო
ომის დროს, დაბომბვისას, ჭურვის ნამსხვრევი მოხვედროდა;
ასე და ამრიგად, წმინდა სენტიმენტალური ფასეულობების გარ-
და, ეს მაგიდა თითქოსდა იმ სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში

429
შესასვლელი, კარიბჭე აღმოჩნდა რომლის მოხსენიებაც აქ უპ-
რიანი იქნება. დიახ, მაგიდას ამიერიდან ამ სივრცეში შესვლის
საშუალებად აღვიქვამდი. ამასთან, მტვირთავი, რომელიც მაგი-
დის გადატანაზე ვაივაგლახით დავითანხმე, მისმა დანახვამ ისე
აღაშფოთა, რომ მისი ეს აღშფოთება ლამის არის უფრო მნიშ-
ვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ნივთის ამჟამინდელი დანიშ-
ნულება; მაგრამ ეს შემთხვევითი ამბავი, რა მოსატანი იყო იმ
დაჟინებულობასთან შედარებით, რომელიც ჩვენ არა გულაჩუ-
ყებულობით ან წარსულისადმი პატივისცემით, არამედ იმის გა-
მო გამოვიჩინეთ, რომ მაგიდა ნაგავსაყრელზე გადასაგდებად
არა და არ გვემეტებოდა. და, რაკი ამასობაში ამ მაგიდაზე
რაღაც-რაღაცების დაწერაც მოვასწარი, მის მიმართ დროდად-
რო ნაზი გრძნობებიც კი გამიჩნდა და ეს „დროდადრო“ ხაზგას-
მით მინდა აღვნიშნო. ახლა აღარაფერს ვიტყვი ნივთებზე, მაგი-
დაზე რომ აწყვია. ისინი მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ,
რადაგნ მათ მაგივრობას ნივთებიც გასწევენ, და, მათი არსებო-
ბა შემთხვევითია, თუ არ ჩავთვლით 1957 წელს გამოშვებულ
„რემინგტონის“ მარკის საბეჭდ მანქანას, რომელსაც ისე შევეჩ-
ვიე, რომ იგი ჩემთვის რაღაც საწარმოო იარაღის ტოლფასი გახ-
და.
ამ ნივთისადმი საგადასახადო უწყებამ უკვე კარგა ხანია ინ-
ტერესი დაკარგა, თუმცა იგი ნამდვილად უწყობდა და დღესაც
უწყობს ხელს შემოსავლების ზრდას. ამ მანქანას საქმეში ჩახე-
დული კაცი ალბათ დამცინავ მზერას თუ შეავლებს, მე კი მისი
წყალობით ოთხი რომანი და ასობით სტატია თუ კომენტარი
დავწერე. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საწერი მანქანა ჩემ-
თვის ამის გამო არ არის ღირებული, და ჩემი ამგვარი დამოკი-
დებულება ისევ და ისევ იმ პრინციპით აიხსნება, რომ იგი ძვე-

430
ლებურად მუშაობს და ადასტურებს, თუ რაოდენ მცირე სა-
შუალებები გააჩნია მწერალს კაპიტალდაბანდებებისათვის.
მაგიდასა და საბეჭდ მანქანაზე ჩამოვაგდე სიტყვა, რათა თა-
ვად დავწმუნებულიყავი, რომ სულაც არ მესმის თვით ამ პირვე-
ლადი მოხმარების ორი საგნის მნიშვნელობა; ამიტომ, თუკი შე-
ვეცდებოდი მათი წარმოშობისა თუ მატერიალური, საწარმოო
და სოციალური ისტორიის წვრილმანებიც მათთვის საკადრისი
გულისხმიერებით შემესწავლა, შედეგად ნამდვილად მივიღებ-
დი კომპენდიუმს ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის საწარ-
მოო და სოციალური განვითარების შესახებ. მაგრამ ჩვენ ხომ
ჯერაც არაფერი გვითქვამს იმ სახლზე და ოთახზე, სადაც ეს მა-
გიდა დგას, იმ მიწაზე, რომელზედაც აღმართულია ეს სახლი;
მით უფრო, არ გაგვიხსენებია ამ სახლის ცოცხალი თუ აწ გარ-
დაცვლილი ბინადარნი, და, ის ადამიანები, რომლებიც გვამარა-
გებენ ნახშირით, რეცხავენ ჭურჭელს, დაატარებენ წერილებსა
და გაზეთებს, და მით უფრო, ისინი, ვისთანაც უბრალოდ ახ-
ლობლობა, უფრო მეტი ახლობლობა და ყველაზე დიდი ახლობ-
ლობა გვაკავშირებს; ისე კი, საჭიროა ამ საქმეში ჩაგვერთო აბ-
სოლუტურად ყველაფერი, იქნებოდა ეს მაგიდა თუ ზედ დაგდე-
ბული ფანქარი, ამასთან, მოგვეთხრო ყოველი ნივთის ისტორია
და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლობელ, უფრო ახლობელ თუ ყველა-
ზე ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ამბები. განა ამ
დროს ნაკლებად გვექნებოდა საქმე მონარჩენებთან, ხვრელებ-
თან, წინააღმდეგობებთან, პოეზიასთან, ღმერთთან და
ირეალობასთან, ვიდრე ეს ყველაფერი ხიდის მშენებლობის ან
ფუნთუშების ცხობისას იჩენს თავს?
არ გამიჭირდება ამის თქმა, და, მართალიც ვიქნები, თუ ვიტ-
ყვი, რომ ენა მხოლოდ მასალაა, წერის დროს კი რაღაცის მატე-

431
რიალიზაცია ხდება, მაგრამ, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ
როგორც ხანდახან ამბობენ, ამ დროს სიცოცხლის მსგავსი
ჩაისახება, რომელიც ხორცს შეასხამს მათ ბედ-იღბალსა და გა-
რემოებებს, და ეს ხორცშესხმა სადმე სხვაგან კი არა, სიცოც-
ხლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებულ ქაღალდის ფურ-
ცელზე ხდება; დიახ, ამ ფურცელზე ავტორის წარმოსახვა დღემ-
დე ამოუცნობი წესით მკითხველის წარმოსახვას უკავშირდება;
სწორედ აქედან იწყება მათი მსვლელობა საერთო გზაზე, რომ-
ლის რეკონსტრუქციაც შეუძლებელია, რადგან თვით ყველაზე
გონივრული და ალღოიანი ინტერპრეტაციაც კი მასთან მიახ-
ლოების მხოლოდ მეტ-ნაკლებად წარმატებულ მცდელობას
წარმოადგენს. მართლაცდა, აბა, როგორ შეიძლება იმის ზუს-
ტად აღნუსხვა და აღწერა, თუ ყოველ ჯერზე როგორ გადაინაც-
ვლებს მწერლისა და მკითხველის ცნობიერი მათ არაცნობიერ-
ში; და, ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ მწერალსა და
მკითხველს შორის არსებული ეროვნული, გეოგრაფიული, რე-
ლიგიური და მსოფლმხედველობრივი განსხვავებები და მათი
ურთიერთმიმართების მუდმივი ცვალებადობა, რომელსაც ერ-
თიც გრძნობს და მეორეც; მერედა, როგორ გინდა აღწერო ის
უეცარი ფერისცვალება, რომლის წყალობითაც ერთი მათგანი
მეორედ გარდაისახება და ამგვარი მოულოდნელი მონაც-
ვლეობის გამო, მათ ერთმანეთისაგან უკვე ვეღარ განასხვავებ?
რაც გინდა დაარქვი ამას, მონარჩენი თუ წუნი, ის ყოველთვის
დარჩება ამოუცნობ საიდუმლოდ, და თუ გნებავთ, იგი არსებობს
და იარსებებს თუნდაც სულ პაწაწინა ღრიჭოს სახით, რომელშიც
ადამიანის გონებას შეღწევა არ ძალუძს, რადგან იქ იგი გადააწ-
ყდება პოეზიისა და წარმოსახვის აქამდე ამოუცნობ გონებას,

432
რომელიც ჩვენთვის, ხორცშესხმულიც კი ქალის, მამაკაცისა თუ
თვით ცხოველის სხეულივით შეუცნობელი დარჩება.
წერა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ჟინია, აქამდე ამოუცნო-
ბი სხეულის დამორჩილებას რომ ელტვის. ეს არის მოძრაობა
არსაიდან არსაითკენ, რაღაც იდუმალის შესაცნობად, ამ დროს
წინასწარ არასოდეს არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ყველაფე-
რი, თუმცა, როდესაც „დამთავრებაზე“ ვლაპარაკობ, კლასიკურ
დრამაში კვანძის გახსნა არა მაქვს მხედველობაში; აქ მე იმ
რთული და მრავალმხრივი ექსპერიმენტის შედეგს ვგულის-
ხმობ, რომელშიც წარმოსახვაში ამოტივტივებული და უწესრი-
გოდ მიმოფანტული ეს სულიერი, ინტელექტუალური თუ გრძნო-
ბადი მასალა ხორცშესხმას ელტვის – და, თანაც ქაღალდის
ფურცელზე! ამ აზრით, საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს
წარმატებული ლიტერატურა, წარმატებული ფერწერისა და წარ-
მატებული მუსიკის მსგავსად, რადგან არავის არ ძალუძს, წინას-
წარ დაინახოს სხეული, რომელსაც ელტვის; ამიტომაც ხელოვ-
ნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომელსაც აღნიშნავენ ზერელე
სიტყვით „თანამედროვე“ (უფრო კი უპრიანი იქნებოდა, მისთვის
„ცოცხალი“ გვეწოდებინა), ექსპერიმენტსაც წარმოადგენს, აღ-
მოჩენასაც და დროების გამოვლინებასაც, რამდენადაც მისი შე-
ფასება და სხვა ნაწარმოებებთან შედარება მხოლოდ ისტორი-
ულ პერსპექტივაშია შესაძლებელი; ამასთან, მარადიულ ფა-
სეულობებზე ლაპარაკი და მათი მოძიება არცთუ მთლად აუცი-
ლებელი მგონია. მაშ, როგორღა გავიდეთ ფონს იმ ხვრელისა
თუ მონარჩენების გარეშე, რომელსაც შეიძლება ირონიაც ვუწო-
დოთ, პოეზიაც, ღმერთიც, ირეალობაც და წინააღმდეგობაც?
სახელმწიფოებიც კი მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ იმის
განხორციელებას, რასაც უკვე არსებულად აცხადებენ; არ არსე-

433
ბობს სახელმწიფო, რომელსაც არ ექნებოდა ხვრელები კონსტი-
ტუციასა და მის მოქმედებას შორის. ეს ის მორჩენილი სივრცეა,
რომელშიც ღვივდება, – და ღმერთმა ქნას, რომ ყვაოდეს! –
პოეზია და წინააღმდეგობა. ამ ხვრელის გარეშე ვერ იარსებებს
ვერც ერთი ლიტერატურული ჟანრი: ნებისმიერ, თვით ყველაზე
დახვეწილ რეპორტაჟშიც კი, რაღაცის გამოტოვება ხდება; მაგა-
ლითად, ყოფითი საგნების გამოწვლილვით აღწერა ვერ მოხერ-
ხდება მონტაჟისა და ადგილმონაცვლეობის გარეშე. ამ შემ-
თხვევაში ვერც ინტერპრეტაცია და ვერც მუშაობის პროცესში
წარმოებული ოქმი იმიტომაც ვერ გაგვიწევს დახმარებას, რომ
ენის მასალა არ დაიყვანება ყველასათვის გასაგებ ინფორმაცი-
ამდე, რადგან ყოველ სიტყვას ამძიმებს ისტორიის, მითების,
ეროვნული და სოციალური განვითარებისა თუ ისტორიული
პერსპექტივის ტვირთი; ჰოდა, ამ ტვირთის გადმოტანაც აუცი-
ლებელია და ამის ჩვენებას ჩემი საწერი მაგიდის მაგალითზე
შევეცადე. მნიშვნელობის განმარტება მხოლოდ ერთი ენიდან
მეორე ენაზე თარგმნის პრობლემა არ არის; იგი ბევრად უფრო
სერიოზულად იჩენს ხოლმე თავს ერთი ენის საზღვრებში, სადაც
შესაძლოა, განმარტებამ მსოფლმხედველობის მნიშვნელობა
მიიღოს, და, ამ დროს, მსოფლმხედველობა ომის დაწყებას ნიშ-
ნავდეს. გავიხსენოთ თუნდაც რეფორმაციის შემდგომი ომები,
რომლებიც მხოლოდ ძალაუფლებისა და პოლიტიკური ბატონო-
ბისათვის ბრძოლას კი არ უკავშირდება, არამედ რელიგიური
თვითგამორკვევის ბრძოლებსაც წარმოადგენს. სხვათა შორის,
უნდა შევნიშნო, რომ, თუ უგულებელვყოფთ ტვირთს, რომლის
ზიდვაც ყოველ სიტყვას მისმა რეგიონალურმა და, თუნდაც, ად-
გილობრივმა ისტორიამ დააკისრა, მაშინ, რა თქმა უნდა, ენაც
ცვლილებას განიცდის. თავად მე, როდესაც გერმანულს ვკითხუ-

434
ლობ ან ვისმენ, ეს ენა უფრო მეუცხოება, ვიდრე შვედური, რო-
მელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ მესმის.
პოლიტიკოსები, იდეოლოგები, ღვთისმეტყველნი და ფილო-
სოფოსები კვლავაც ცდილობენ შემოგვთავაზონ ისეთი ვარიან-
ტები, სადაც ყველაფერი, ყოველგვარი მონარჩენის გარეშე,
მკაფიოდ და ნათლად წყდება. ეს მათი მოვალეობაა, ხოლო ჩვე-
ნი, მწერლების ვალია, შევაღწიოთ იმ ხვრელში, რადგან ვიცით,
რომ არც ერთი საკითხი არ გადაიჭრეს იმ მონარჩენისა და წინა-
აღმდეგობის გარეშე. უამრავი ამოუცნობი და აუხსნელი მონარ-
ჩენების მთებია აღმართული ირგვლივ. ადამიანები, რომლებიც
აშენებენ ხიდებს, აცხობენ ფუნთუშებს და წერენ რომანებს, რო-
გორც წესი, თავიანთ მონარჩენებს, ასე თუ ისე, აუდიან, და მათ-
თვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სუფთა და ანგაჟირე-
ბულ ლიტერატურაზე როცა ვლაპარაკობთ, მათ ერთმანეთს ვუ-
პირისპირებთ ხოლმე; ეს არასწორად მიმაჩნია, და, ამ საკითხს
მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები. საქმე ისაა, რომ ამ დროს
ყოველთვის არ ვაცნობიერებთ ანდა ვცდილობთ აზრები ქვეც-
ნობიერში გადავიტანოთ, როდესაც საქმე სუფთა და ანგაჟირე-
ბულ ფულს ეხება. როდესაც ვხატავთ და გვესმის, როგორ მსჯე-
ლობენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები ისეთ, ერთი შეხედ-
ვით, რაციონალურ საკითხზე, როგორც ფულია, მაშინ ზემოხსე-
ნებული სამი პროფესიის ფარგლებში არსებული იდუმალი, და,
ლამის არის, მისტიკური სფერო, საოცრად უწყინარი ჩანს. მაგა-
ლითისთვის ავიღოთ ამასწინათ ჩატარებული ღონისძიება, რო-
მელიც დოლარის თავხედურ შემოტევას უკავშირდება (და თავ-
მდაბლობით დოლარის კრიზისად რომ მოიხსენიებენ). ჩემისთა-
ნა უნიჭო დილეტანტსაც კი თვალში მოხვდა ერთი გარემოება,
რომელსაც თავის სახელს არავინ არქმევდა: ორ სახელმწიფოს,

435
რომელსაც ეს კრიზისი სხვებზე მეტად შეეხო, დაჟინებით უბიძ-
გებდნენ, ერთი უაღრესად უცნაური საქმისაკენ (თუკი, რა თქმა
უნდა, ამ დროს „თავისუფლების“ ცნებას უბრალო ფიქციად არ
ჩავთვლით): მათ საქონელი იძულების წესით უნდა შეეძინათ,
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალი უნდა გადაეხადათ. ამ ორ
ქვეყანას, ისტორიულად რაღაც საერთო გააჩნია; ესაა წაგებული
მეორე მსოფლიო ომი, და, თუ ჭორებს დავუჯერებთ, – მუყაითო-
ბა და სიბეჯითე. ნუთუ ამ დროს არ უნდა ავუხსნათ იმას, ვისაც ეს
ამბავი უშუალოდ ეხება, ვინც ხურდა ფულს აჩხრიალებს ჯიბეში
და ჰაერში აფრიალებს სახელმწიფო სიმბოლოებით აჭრელე-
ბულ კუპიურებს, დიახ, ნუთუ მას არ უნდა ავუხსნათ, რა არის მი-
ზეზი იმისა, რომ, თუმცა ის უწინდელზე ნაკლებს არ შრომობს,
მაგრამ ამ ფულით უფრო ნაკლებ პურს, რძესა და ყავას ყიდუ-
ლობს, ამასთან, ტაქსისთვის უფრო ნაკლები ფული რჩება?
მერედა, რამდენი ხვრელი აღმოჩნდება ხოლმე ფულის მის-
ტიკაში და რომელ სეიფებში ინახება ამ მისტიკის პოეზია?
იდეალისტურად განწყობილი მშობლები და აღმზრდელები
დღენიადაგ შთაგვაგონებდნენ, ფული ხელის ჭუჭყიაო. ჩემთვის
ეს ყოველთვის გაუგებარი იყო, რადგან ფულს მხოლოდ საკუთა-
რი შრომით ვშოულობდი (აქ არ ვგულისხმობ იმ უზარმაზარ
პრემიას, შვედეთის აკადემიამ რომ მომანიჭა), ამიტომ, ვინც
თვით ყველაზე ჭუჭყიან სამუშაოს ასრულებს, იმიტომ, რომ სხვა
გამოსავალი არა აქვს, ამ სამუშაოში აღებული ფული სუფთა ფუ-
ლია; მას და მის ახლობლებს იგი ხომ არსებობისთვის სჭირდე-
ბათ! ფული შრომის საზღაურია, ლაპარაკი კი მხოლოდ სუფთა
შრომაზე შეიძლება. თავად შრომასა და შრომით მონაგარს შო-
რის, რა თქმა უნდა, რჩება ის ამოუცნობი მონარჩენი, რომლის
ახსნაც ისეთი ბუნდოვანი ფორმულირებით, როგორიცაა „კარგი

436
და ცუდი ხელფასი“, უფრო რთულია, ვიდრე იმ ხვრელის ამოვ-
სება, რომელიც წარმოიქნება რომანის ან ლექსის ანალიზის
შემდეგ.
ლიტერატურაში არსებული გაურკვეველი მონარჩენები, ფუ-
ლის მისტიკაში არსებულ აუხსნელ ხვრელებთან შედარებით,
გვაოცებენ თავისი უწყინარობით, და, მაინც, ჯერ კიდევ არსებო-
ბენ ადამიანები, დანაშაულებრივი ქარაფშუტობით რომ გვიქა-
დაგებენ თავისუფლებას; ამით ისინი, რა თქმა უნდა, ხელს უწ-
ყობენ გარკვეული მითისადმი მორჩილებას და აკმაყოფილებენ
ამ მითის პრეტენზიებს ბატონობაზე. ასეთ შემთხვევებში გაისმის
ხოლმე მოწოდება პოლიტიკური სიფხიზლისაკენ, ეს კი, სახელ-
დობრ, იქ ხდება, სადაც არამცთუ სიფხიზლეს, არამედ უბრა-
ლოდ პრობლემის განხილვასაც კი უამრავ წინააღმდეგობას უქ-
მნიან. ჩემი საბანკო ჩეკის ქვედა კიდეზე ოთხ ჯგუფად ჩამორი-
გებულ ციფრებს ვხედავ; მთლიანობაში ეს 32 ნიშანია, რომელ-
თაგან ორი იეროგლიფებს მაგონებს. ამ ოცდათორმეტი ნიშნი-
დან ხუთს ვცნობ: სამი მათგანი ჩემი ანგარიშის ნომერია, ორი
კი – ბანკის განყოფილებებზე მიუთითებს; მაგრამ, რა მოვუხერ-
ხო იმ დანარჩენ ოცდაშვიდ ნიშანს, უამრავი ნულით რომაა აღ-
ჭურვილი? დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ყველა ამ ნიშნის
გონივრულად, გააზრებულად, და, – როგორ ვთქვა უფრო ლამა-
ზად, – გამჭვირვალედ ახსნა. მაგრამ ჩემს ტვინსა და ცნობიერე-
ბაში ვერ გამოინახა ადგილი ამგვარი გამჭვირვალე განმარტე-
ბისათვის, და, ამ საიდუმლო დამწერლობიდან მეხსიერებას
მხოლოდ იმ ციფრების მისტიკა შემორჩა, რომელიც თავისი
პოეზიითა და სიმბოლიკით ბევრად უფრო მიუწვდომელია ჩემ-
თვის, ვიდრე მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ ან
„ვესობრუნული ლოცვა“. ერთადერთი რამ, რასაც ჩემგან ეს 32

437
ნიშანი მოითხოვს, არის სრული ნდობა, რომელიც ამ დროს უნ-
და გამოვიჩინო და დავიჯერო, რომ მათ სისწორეში ეჭვი არ მე-
პარება, და, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგებია ყოველგვა-
რი მონარჩენის გარეშე; ამასთან, ოდნავ მაინც რომ მომენდო-
მებინა, შესაძლოა, ჩემთვისაც კი ძნელი არ ყოფილიყო ამ ნიშ-
ნების გაგება; მიუხედავად ამისა, ჩემში კვლავაც რჩება მისტიკი-
სა და თვით ბევრად უფრო ძლიერი შიშის შეგრძნება, ვიდრე ეს
შეეძლო გამოეწვია ნებისმიერ პოეტურ ნაწარმოებს. ეჭვი მაქვს,
რომ ეს ფინანსურ-პოლიტიკური ამბები სავსებით მათთვისაც კი
არ უნდა იყოს მთლად გასაგები, ვის ფულზეც აქ მიხდება ლაპა-
რაკი.
აი, კიდევ, ოცდაათ ციფრს სატელეფონო ანგარიშზე და რამ-
დენიმეს სადაზღვევო პოლუსებზე ვხედავ, ამას გარდა, მართვის
მოწმობის, მანქანისა და ტელეფონის ნომრებიც ხომ არსებობს?!
ჰოდა, არ შემწევს ძალა, ჩამოვთვალო ყველა ის ციფრი, რომ-
ლებიც უნდა დავიმახსოვრო ან სადმე ჩავიწერო, რათა ნებისმი-
ერ დროს შევძლო, ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. ახ-
ლა ჩემი ჩეკის ოცდათორმეტ ციფრს ექვსზე ან, ოდნავ გამარტი-
ვებული სახით, ოთხზე თუ გადავამრავლებ, მერე ამ ნამრავლს
ჩემი დაბადების წელს და რამდენიმე ციფრულ კოდსაც მივუმა-
ტებ, ჩემს აღმსარებლობასა და ოჯახურ მდგომარეობას რომ აღ-
ნიშნავენ, შევძლებ კი, ბოლოს და ბოლოს, ვეზიარო დასავლურ
აზროვნებას, მისთვის აგრერიგად ნიშნეული შეკრება--
გამოკლებითა და გამრავლებით? ვინ იცის, ეს ჩვენ მიერ გაცნო-
ბიერებული და აღიარებული გონება, რომელიც ჩვენივე შემეც-
ნებასაც გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენეული, დასავ-
ლური ზესთამჩენობაა, მთელ მსოფლიოში კოლონიზაციისა და
მისიონერობის საფარქვეშ რომ ვავრცელებდით, როგორც დათ-

438
რგუნვის იარაღს? ვისაც ეს ეხება, დაე, მათთვის არავითარი
მნიშვნელობა არ ჰქონოდა განსხვავებებს ქრისტიანობას, სო-
ციალიზმს, კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის, დაე, ამ გონე-
ბის პოეზიას ხანდახან რაღაც შეეგონებინა მათთვის, განა გა-
მარჯვებული მაინც მათი პოეზიის გონება არ დარჩებოდა? რაში
მდგომარეობდა ინდიელების მთავარი დანაშაული, როდესაც
ისინი პირისპირ შეეჯახნენ ამერიკაში ჩატანილ ევროპულ გონე-
ბას? დიახ, მათ არ ესმოდათ ოქროს ფასი, ფულის ფასი! მერე ინ-
დიელებმა იმის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რასაც დღეს-
დღეობით ჩვენც ვებრძვით, და ეს ჩვენი გონების უახლესი მიღ-
წევა გვგონია. ისინი იბრძოდნენ სამყაროსა და ბუნების განად-
გურების, სიმდიდრის მოსახვეჭად მიწის გამოყენების წინააღ-
მდეგ, და, ეს ყველაფერი ამ ადამიანებისთვის ბევრად უფრო უც-
ხო იყო, ვიდრე ჩვენთვის მათი ღმერთები და სულები არიან. რა
შეეძლო მიეცა ინდიელებისთვის ქრისტიანობას ან თუნდაც სი-
კეთის მაუწყებელ ხმას, როდესაც ხედავდნენ, მათი დამპყრობ-
ლები კვირაობით ეკლესიებში რა გიჟური და პირმოთნე თვით-
კმაყოფილებით შეჰღაღადებდნენ მაცხოვრად წოდებულ
ღმერთს, ორშაბათობით კი, როგორც წესი, აღებდნენ ბანკებს,
სადაც ყველაფრის ღირებულებას ფული, საკუთრება და მოგება
განსაზღვრავს? წყლის, ქარის, კამეჩებისა და ბალახის პოეზიას,
რომელიც ინდიელთა ცხოვრების არსს შეადგენდა, დაცინვით
ვუყურებდით. ჩვენ, დასავლეთის ადამიანები, ჩვენი ყოვლის-
მომცველი გონების უკანასკნელ ქმნილებებში – ქალაქებში გა-
მოვიკეტეთ (სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ითქვას, რომ
ჩვენ საკუთარი თავიც არ დავინდეთ), და ახლაღა ვიწყებთ იმის
გაცნობიერებას, თუ რას ნიშნავს წყლისა და ქარის პოეზია და,
რას განასახიერებს იგი! ეკლესიის ტრაგედია ის კი არ არის, რა-

439
საც განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდი-
ნარე, შეიძლება მისი არაგონივრულობა ვუწოდოთ; არა, ეს
არის სასოწარკვეთილი და მარცხისთვის განწირული, უიმედო
მცდელობა, დაეწიოს და გაუსწროს გონებას, რომელიც ვერასო-
დეს ვერ შეეგუება ისეთ აშკარა უგონობას, როგორიცაა სხეულ-
მოვლენილი ღმერთი. მითითებები, წესდებები, სპეციალისტთა
დასკვნები, დანომრილი დირექტივებისა და ცრურწმენების
ურიცხვი რაოდენობა ჩაბეჭდილია ჩვენში და მიედინება ისტო-
რიის სწავლების კონვეიერზე; ეს ყველაფერი კი იმისთვის ხდე-
ბა, რომ, რაც შეიძლება, მეტად მოხდეს ადამიანთა გაუცხოება.
ევროპის უკიდურეს დასავლეთშიც მის გონებას რაღაც ისეთი
უპირისპირდება, რასაც ჩვენ არაგონივრულობას ვუწოდებთ.
ჩრდილოეთ ირლანდიის საშინელი პრობლემა სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ ორი სხვადასხვა გონება ასწლეულობით
ჩაბმულია ბრძოლაში, რომელსაც არა და არ უჩანს ბოლო.
ისტორიამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა უზარმაზარი სფე-
როები, რომელთა არსებობასაც უარვყოფთ და სიძულვილით
ვუყურებთ. ჩვენი გონების გამარჯვების მაუწყებელი დროშები
უკვე ფრიალებს მთელი კონტინენტების თავზე. მოსახლეობის
სხვადასხვა ფენა კვლავინდებურად უცხო რჩებოდა ერთმანეთის
მიმართ, თუმცა თითქოს ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდა.
ცოლქმრობის ევროპულმა ნიმუშმა მაორგანიზებელი საწყისის
სახე მიიღო, მაგრამ, ამასთან, მიჩუმათებული იყო ის ფაქტი,
რომ ეს ნიმუში პრივილეგიას წარმოადგენდა, და, მაშასადამე,
მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ ბოგანო გლეხებსა და მოჯამაგი-
რეებს, რომლებსაც ზეწრის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდათ;
საქმე ისაა, რომ მათ ეს ფული გინდაც დაეგროვებინთ ან ქურ-
დობით ეშოვათ, მერე მაინც ვერ იყიდიდნენ საწოლს, რომელზე-

440
დაც ამ ზეწარს გადააფარებდნენ. ამგვარი გულგრილობის წყა-
ლობით, გლეხები კანონგარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას,
არადა, მათ ხომ ამასობაში შვილები უჩნდებოდათ! თუმცა
საიდანაც არ უნდა შეგეხედა, ამ საქმეში ყველაფერი თითქოს
მონარჩენების გარეშე გადაწყვეტილი იყო. ფსევდოკატეხიზმოს
წყალობით ყველაფერზე ზუსტი პასუხები, ზუსტი კითხვები და
ზუსტი მითითებები არსებობდა. ჰოდა, აბა, რა გასაკვირია, რომ
პოეზიას ყოველთვის აღიქვამდნენ როგორც არამიწიერ მოვლე-
ნას, რომელიც არანაირად არ იყო დაკავშირებული ამქვეყნიურ
ცხოვრებასთან. ახლა კი ძველ წესრიგს მისტირიან და გაკვირ-
ვებას ვერ მალავენ, როდესაც მათთვის საძულველ, მიგდებულ
პროვინციაში მღელვარება იწყება, რასაც ესა თუ ის პარტია, რა
თქმა უნდა, საკუთარი მატერიალური და პოლიტიკური მიზნე-
ბისთვის იყენებს. იმასაც კი ცდილობენ, სქესობრივ სიყვარუ-
ლად წოდებული დღემდე შეუსწავლელი კონტინენტი იმ მკაცრი
მითითებების ჩარჩოებში მოაქციონ, დამწყები ფილატელისტე-
ბისთვის მიცემულ მითითებებს რომ მოგვაგონებს. ასე და ამგვა-
რად, ზუსტად ჰქონდათ დადგენილი ნებადართული და აკრძა-
ლული ნაზი გრძნობების ნუსხა, და, აი, შეძრწუნებულმა ღვთის-
მეტყველებმა და იდეოლოგებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ იმ
კონტინენტზე, რომელიც მშვიდი, მოწესრიგებული და ჩამცხრა-
ლი ეგონათ, თურმე მაინც დარჩენილა მოქმედი ვულკანები, და,
თვით თავდადებულ მეხანძრეებსაც კი აღარ ძალუძთ მათი ჩაქ-
რობა. მერე კი, რა ცოდვა აღარ აჰკიდეს უფალ ღმერთს, სიბრა-
ლულის ღირს ამ ინსტანციას, რომლის სახელსაც გამუდმებით
ბოროტად იყენებენ. დიახ, ყველაფერს, რაც ისევ და ისევ პრობ-
ლემად რჩება, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური და სექ-
სუალური საკითხები, მას აბრალებენ, ყველა გზა მისკენ მიდის,

441
მასზე გადააქვთ შეურიგებელი სიძულვილი და ყველა გზა მის-
კენ მიდის და ყველა იმ მშფოთვარე „მონარჩენსაც“ მის სახელს
უკავშირებენ; თუმცა იმავდროულად სხეულმოვლენილ ღმერ-
თზე ლაპარაკობენ და არ სურთ დაფიქრება იმაზე, რომ, დაე,
თუნდაც ვაღიაროთ ეს სხეულმოვლენილი ღმერთი, მაინც არც
ის შეიძლება, რომ ადამიანი მოახვიო თავს ღმერთს, და, არც ის,
ღმერთი მოახვიო თავს ადამიანს. მაშ, რაღად გვიკვირს, რომ
ღმერთი გადარჩა იმ ადგილას, რომელსაც უღმერთობას
მიაწერდნენ, ხოლო ქვეყნისა და საზოგადოების უბადრუკობას,
დოგმატური კატეხიზმოს და იმ სულ უფრო და უფრო შორეული
მომავლის მეშვეობით ამართლებდნენ, აუცილებლად პირქუშ
აწმყოდ რომ გადაიქცეოდა ხოლმე? ჩვენ კი ისევ და ისევ მხო-
ლოდ აუტანელ ზესთამჩენობას ვიჩენთ და, თავს უფლებას ვაძ-
ლევთ, ამაზე ისე ვიმსჯელოთ, თითქოს ეს რეაქციული პროცესი
იყოს; ჩვენი ზესთამჩენობა კი იმ სახისაა, რომელიც ადგილობ-
რივ ჩინოვნიკ ღვთისმსახურებს აგულიანებს, რათა ღმერთი,
თითქოსდა საბჭოთა კავშირში რომ გადარჩა, თავისად მიიჩნი-
ონ, მაგრამ ისე, რომ არ გაწმინდონ ის ჩვენი ნაგავსაყრელები,
სადაც ეს ღმერთია ჩამარხული; ამგვარად, ღმერთის მოვლინე-
ბას იქ იმისთვის გამოიყენებენ, რათა გაამართლონ გარკვეული
საზოგადოებრივი წყობის არსებობა აქ. როდესაც თავი მოგ-
ვაქვს ჩვენი რწმენით, სულერთია, ქრისტიანული იქნება ის თუ
ათეისტური, გამუდმებით იქითკენ მივილტვით, რათა ესაა თუ ის
კატეგორიულად გამოხატული აზრთა წყობა ჩვენს სასარგებ-
ლოდ გამოვიყენოთ. ამ დროს ჩვენი სიგიჟე და ზესთამჩენობა
ასამარებს ერთსაც და მეორესაც: სხეულმოვლენილ ღმერთს,
ანუ ღმერთკაცსაც, და, კაცობრიობის იმ ნათელ მომავალსაც, ამ
ღმერთის ადგილას რომ აღმართულა. ისეთ კანონმორჩილ არ-

442
სებებს, როგორებიც ჩვენ ვართ, არ გაგვაჩნია ერთი საგულის-
ხმო თვისება, სახელდობრ კი, თვინიერება, რომელიც არ უნდა
გავაიგივოთ თავმდაბლობასთან, და, მით უფრო, მორჩილებას-
თან. არადა, სწორედ ასე მოვექეცით კოლონიალურ ხალხებს,
როდესაც მათთვის დამახასიათებელი თვინიერება და ამ თვი-
ნიერების პოეზია დამცირების იარაღად გამოვიყენეთ; ყოველ-
თვის დათრგუნვისა და დაპყრობის ჟინით რომ ვიყავით შეპყრო-
ბილი, კაცმა რომ თქვას, ეს არც გასაკვირია იმ ცივილიზა-
ციისათვის, რომლის უცხოურ ენაზე საკითხავ ნაწარმოებებსაც,
წლების მანძილზე, იულიუს კეისრის „ბელლუმ ჩალლიცუმ-ი“
წარმოადგენდა, ხოლო თვითკმაყოფილების მომგვრელ სავარ-
ჯიშოებად იმ კატეხიზმოს მარტივი და მკაფიო პასუხები გამოიყე-
ნებოდა, რომელიც უცდომელობისა და „მონარჩენების“ გარეშე,
სწრაფად გადასაჭრელი პრობლემების ნიმუშად იყო მიჩნეული.
ასე და ამრიგად, რამდენადმე დავშორდი ხიდების მშენებ-
ლობის, ფუნთუშების ცხობისა და რომანების შექმნის საკითხს
და ყურადღება ხვრელებზე, ირონიაზე, ფანტასტიკის სფეროზე,
და, ასევე „მონარჩენებზე“, ღმერთებზე, მისტიფიკაციასა და წი-
ნააღმდეგობაზე გადავიტანე. რატომღაც ვიფიქრე, ეს რთული
საკითხები უფრო საჭიროებს ახსნა-განმარტებას, ვიდრე ის ამო-
უცნობი კუთხე-კუნჭულები, რომლებშიც ჩვენი დამთრგუნველი
გონება კი არა, ის პოეტური გონება იმალება, აგრერიგად რომ
ახასიათებს, მაგალითად, რომანს. ის ორასი ციფრი, რომლებიც
ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წყვილ კოდთან ერთად,
ზედმიწევნით ზუსტად, მეხსიერებაში, ანდა, უკიდურეს შემთხვე-
ვაში, ქაღალდზე მაინც უნდა შემოვინახო, ჩემს არსებობას ადას-
ტურებს, თუმცა ვერა და ვერ გამიგია მათი მნიშვნელობა. ჰოდა,
ეს ორასი ციფრი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ზოგადი

443
პრეტენზიისა და იმ ბიუროკრატიის არსებობის ფაქტზე მიუთი-
თებს, რომელიც არამცთუ უბრალოდ თავს იკატუნებს, რომ გო-
ნიერია, არამედ ნამდვილად გონიერია. ამ ბიუროკრატიისადმი
ბრმა ნდობას შთამაგონებდნენ და შემაჩვიეს კიდეც ამას, მაგ-
რამ ისიც ხომ შესაძლებელია, რომ პოეზიის გონებასაც არა
მხოლოდ ნდობით მოეკიდებიან, არამედ მის მომძლავრებასაც
შეუწყობენ ხელს და მხოლოდ სიმშვიდეში კი არ ამყოფებენ,
არამედ, პირიქით, მოახერხებენ, სიმშვიდესა და სიამაყეში მიბა-
ძონ მას; ეს სიამაყე ხომ სათავეს იმ თავმდაბლობაში იღებს, არა
ზემდგომის, არამედ ქვემდგომის წინაშე რომ წარმოჩნდება. ამ-
გვარ გონებაში იმალება პატივისცემაც და სინატიფეც, სამარ-
თლიანობაც და სურვილიც, აღიაროს სხვა და აღიარებულ იქნეს
სხვის მიერ.
აქ არ ვაპირებ რაიმე ახალი მისიონერული გზებისა და სა-
შუალებების შემოთავაზებას, მაგრამ რატომღაც მგონია, როდე-
საც თვინიერებაზე, სინატიფესა და სამართლიანობაზე ვლაპა-
რაკობ, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბევრ მსგავსებასა და სიახლო-
ვეს ვხედავ, ერთი მხრივ, „უცხოს“ კამიუსეულ თვალსაზრისსა
და კაფკას გმირების გაუცხოებას, ხოლო, მეორე მხრივ, სხეულ-
მოვლენილ ღმერთს შორის, რომელიც ასევე უცხო დარჩა, მაგ-
რამ, რომელსაც თუ არ მივიღებთ მხედელობაში რამდენიმე
ემოციურ აფეთქებას – ნამდვილად ახასიათებს სინატიფე და
სიტყვიერი სიზუსტე.
რატომ ხდებოდა, კათოლიკური ეკლესია ძალიან დიდხანს, –
თქმაც კი მიჭირს, რამდენ ხანს, გმანავდა წმინდა ტექსტებთან
მისასვლელ ყველა გზას და მათ მხოლოდ ლათინურ და ბერ-
ძნულ ენებზე არსებობის უფლებას აძლევდა, რაც იმას ნიშნავ-
და, რომ ამ ტექსტებზე მხოლოდ განდობილთ მიუწვდებოდათ

444
ხელი? ამის მიზეზი ალბათ ის უნდა ყოფილიყო, რომ ეკლესია
ცდილობდა თავიდან აეცილებინა პოეზიის ხორცშესხმულ სიტ-
ყვაში დანახული საფრთხე, რათა საკუთარი გაბატონებული გო-
ნება ამ გზით დაეცვა პოეზიის სახიფათო გონებისაგან. შემთხვე-
ვით არ იყო, რომ რეფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვან წარმა-
ტებად ენებისა და მათი შინაგანი ქსოვილის აღმოჩენა იქცა.
განა შესაძლებელია იმპერიის არსებობა ენობრივი იმპე-
რიალიზმის, ესე იგი, საკუთარი ენის საზღვრების გაფართოები-
სა და დამარცხებულთა ენების დათრგუნვის გარეშე?
სახელდობრ, ამასთან დაკავშირებით განვიხილავ არა იმპე-
რიალისტურ, არამედ, ერთი შეხედვით, ანტიიმპერიალისტურ
მცდელობებს, სახელი გაუტეხონ პოეზიას, ენის მგრძნობელო-
ბას, მის სხეულებრივ ქსოვილსა და წარმოსახვას (რამდენადაც
ენა და წარმოსახვა ერთ მთლიანობას ქმნის) და ძველი „გათიშე
და იბატონეს“@ პრინციპის თანახმად, წამოაყენონ მორიგი,
მცდარი ალტერნატივა: ინფორმაცია თუ პოეზია. ამ ახალი გონე-
ბის ახალთახალ და საყოველთაოდ გავრცელებულ ზესთამჩე-
ნობას შეუძლია აღიაროს, ვთქვათ, ინდიელების პოეზია, იმ ძა-
ლად, ბრძოლისკენ რომ მოუწოდებს და ძირეულ აუცილებლო-
ბას რომ წარმოადგენს ქვეყანაში კლასების გასათავისუფლებ-
ლად, თუმცა მას მაინც ურჩევნია, საკუთარ პოეზიას დაუჭიროს
მხარი. მაგრამ პოეზია კლასობრივ პრივილეგიას არ წარმოად-
გენს და არც არასოდეს ყოფილა ასეთი. ფეოდალიზმისა და ბურ-
ჟუაზიული ეპოქის ლიტერატურა იმ ენაში იღებს დასაბამს, სა-
ზეიმოდ @ხალხურ ენას@ რომ უხმობდნენ, დღეს კი „ჟარგონი“
და „სლენგი“ ჰქვია. მაშინაც კი, თუ ამ პროცესს ენობრივ ექ-
სპლოატაციად მოვნათლავთ და მის ყალბ ალტერნატივად ინ-
ფორმაციასა და პოეზიას თუ წამოვაყენებთ, ექსპლოატაციის ამ

445
პროცესში ვერაფერს ვერ შევცვლით. ნოსტალგიასთან შერ-
წყმული სიძულვილი, რომელსაც მალავენ სიტყვები: „ხალხური
ენა“, „სლენგი“ და „ჟარგონი“, ჯერ კიდევ არ გვაძლევს საფუძ-
ველს, სანაგვეზე მოვისროლოთ პოეზია, და, მასთან ერთად
სხვა გამომსახველობითი ფორმები და საშუალებები. აქ ერთობ
ძლიერად იგრძნობა სამღვდელოების ხელი: იგი ცდილობს მიჩ-
ქმალოს სხვა სახით სხეულმოვლენილი მგრძნობელობა, და,
იმავდროულად შექმნას ახალი კატეხიზმო, რომელშიც ლაპარა-
კი იქნება ერთადერთ სწორ, და, საფუძველშივე ყალბი გამოხატ-
ვის საშუალებებზე.
შეუძლებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ინფორმაციისა და
იმ გამოხატვის ძალა, რომელიც ამ ინფორმაციას გააჩნია.
ღვთისმეტყველების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს ნაწი-
ლობრივ მოგვაგონებს ზიარების ორი სახეობის გარშემო ატე-
ხილ, საკმაოდ მოსაწყენ, მაგრამ მნიშვნელოვან დებატებს. რის
შედეგადაც კათოლიკურ სამყაროში სხეულმოვლენილი ღმერ-
თის უარყოფა უკავშირდება ზიარების პურის ფერს, რომელსაც,
კაცმა რომ თქვას, პურსაც ვერ დაარქმევ! უკვე აღარაფერს ვამ-
ბობთ მილიონობით ჰექტოლიტრ გადამალულ ღვინოზე! აქ საქ-
მე ეხება არა მხოლოდ მატერიის ამპარტავნულ არაღიარებას,
არამედ იმასაც, თუ რას უნდა განასახიერებდეს ეს მატერია.
არავითარი ლაპარაკი არ შეიძლება იყოს რაიმე კლასის გა-
თავისუფლებაზე, თუკი მას წინასწარ რაღაცას უმალავ; დაე, მა-
ნიხეიზმის ახალი მიმართულება საკუთარ თავს არარელი-
გიოზურს, და, ანტირელიგიოზურსაც კი უწოდებს, მას მაინც გად-
მოაქვს იმ საეკლესიო ხელისუფლების მოდელი, რომლის თა-
ნახმადაც ჰუსი კოცონზე დაწვეს, ლუთერი კი – ეკლესიიდან
მოკვეთეს.

446
რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება კამათი „მშვენიერის“
კატეგორიაზე, შეიძლება ახალი ესთეტიკური თეორიების შექ-
მნა, რომლებიც საკუთარ თავს თვითონვე გამოუყვანენ წირვას,
მაგრამ არაფრით არ შეიძლება რაიმე საქმის მალულად დაწყე-
ბა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ სივრცის გადალახვის უნარი,
რომელიც გააჩნია ლიტერატურას.
დიახ, ლიტერატურას შეუძლია გადაგვიყვანოს სამხრეთ ან
ჩრდილოეთ ამერიკაში, შვედეთში, ინდოეთსა და აფრიკაში, და,
ზუსტად ასევე შეიძლება აღმოვჩნდეთ სხვა კლასში, დროში, რე-
ლიგიასა თუ რასაში. თვით ბურჟუაზიულ ლიტერატურასაც კი
არასოდეს არ დაუსახავს მიზნად ადამიანების გაუცხოება; პირი-
ქით, იგი ყოველთვის ცდილობდა ამ გაუცხოების გადალახვას.
და დაე კლასმა, რომელიც აქამდე ქმნიდა მას, ისტორიულად
ამოწურა თავი, მაგრამ ამ კლასის მიერ შექმნილი ლიტერატურა
არცთუ იშვიათად ქცეულა მისდამი გამოვლენილი წინააღმდე-
გობების თავშესაფრად.
რა თქმა უნდა, ამ წინააღმდეგობამ უნდა შეინარჩუნოს საერ-
თაშორისო ხასიათი, რომლის წყალობითაც ერთ-ერთი მათგანი
– ალექსანდრ სოლჟენიცინი – მორწმუნე ხდება, მეორე კი –
არაბალი, – რელიგიისა და ეკლესიის გააფთრებულ მოწინააღ-
მდეგედ გადაიქცევა. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გავიგოთ, რო-
გორც რაიმე მექანიზმი ან რეფლექსი, რომელიც ერთ შემთხვე-
ვაში ღმერთისადმი რწმენას, ხოლო მეორე შემთხვევაში უღმერ-
თობას ბადებს. მას უნდა მივუდგეთ, როგორც ისტორიულად არ-
სებული სულიერი კავშირების განხორციელებას, ჩვენ მიერ
უარყოფილ სფეროებსა და იქ აღმოჩენილ ნარჩენებს შორის
რომ გამოვლინდა; ამასთან, ეს წინააღმდეგობა უნდა გვესმო-
დეს როგოც სოლიდარობის აღიარება, რომლისთვისაც უცხოა

447
ამპარტავნობა და უცდომელობაზე პრეტენზია. მართალია, პო-
ლიტპატიმარს ან დისიდენტს საბჭოთა კავშირში, შესაძლოა,
არასწორად, და, სიგიჟედაც კი მოეჩვენოს დასავლეთის პრო-
ტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, რაც ციხის საკანში ან საზო-
გადოებრივ იზოლაციაში მყოფი ადამიანის მხრიდან ფსიქოლო-
გიურად სრულიად გასაგებია. მაგრამ იგი იმაში მაინც დაგვე-
თანხმება, რომ ერთი ადამიანის დანაშაული მეორეს დანა-
შაულით არ გამოისყიდება, და, რომ ვიეტნამის მხარდასაჭერად
გამართული დემონსტრაცია მასაც უჭერს მხარს! სწორედ ეს
ფაქტი მიმაჩნია ახალი ინტერნაციონალიზმისა და ახალი ნეიტ-
რალიტეტის ერთადერთ შესაძლებლობად, რაგინდ უტოპიურა-
დაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ვერც ერთი მწერალი ვერ დაეთანხმე-
ბა ყურით მოთრეულ, ყალბ დაპირისპირებებსა და შეფასებებს;
ამიტომაც თვითმკვლელობის ტოლფასი მგონია ჩვენი გაუთავე-
ბელი მსჯელობა სუფთა და ანგაჟირებული ლიტერატურის დაპი-
რისპერების თაობაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ერთი
ლიტერატურის აღიარების შემთხვევაში მეორეს არსებობაც უნ-
და ვაღიაროთ! არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ყალბ ალ-
ტერნატივასთან ერთად გადმოგვაქვს დაპირისპირების ბურ-
ჟუაზიული პრინციპიც, რომელიც გვთიშავს და ერთმანეთს გვა-
შორებს. ეს კი ამცრობს არა მხოლოდ სავარაუდო ძალას, არა-
მედ – გავბედავ და, დაუმორცხვებლად ვიტყვი, – სავარაუდო
სილამაზის წარმოჩენასაც, რადგან ამ სილამაზეს, ზუსტად გა-
მოთქმული აზრის მსგავსად, შესწევს უნარი, მოგვანიჭოს თავი-
სუფლება; ამას კი იგი მოიმოქმედებს თავისთავადაც და მასში
არსებული გამოწვევის საშუალებითაც.
ერთიანი ლიტერატურის ძალა მიმართულებათა ნეიტრალი-
ზაციაში კი არა, დაპირისპირების ინტერნაციონალურ ხასიათში

448
მდგომარეობს, რომელიც მოიცავს პოეზიას, გამომსახველობას,
მგრძნობელობას, წარმოსახვასა და სილამაზეს. რელიგიის ახა-
ლი მანიხეისტური ბრძოლა მიზნად ისახავს, წაგვართვას ეს ყვე-
ლაფერი და, ამასთან ერთად, მთელი ხელოვნება; იგი გვძარ-
ცვას არა მარტო ჩვენ, არამედ იმათაც, ვისი სახელითაც სჩადის
ამას. არავითარი შეჩვენება და სისასტიკე, ამა თუ იმ კლასის სა-
სოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ არავითარი ინფორმა-
ცია არ შეიძლება არსებობდეს პოეზიის გარეშე; თვით მისი შეჩ-
ვენების შემთხვევაშიც კი, ჯერ აუცილებლად უნდა აღიარო მისი
არსებობა. ნახეთ როზა ლუქსემბურგის ჩანაწერები, ანდა, ყუ-
რადღება მიაქციეთ, ვისი ძეგლების აღმართვა ბრძანა ლენინმა
თავდაპირველად; ეს იყო გრაფი ტოლსტოი, რომელზედაც იგი
ამბობდა, რუსულ ლიტერატურას ამ გრაფის მსგავსი ვაჟკაცი არ
ჰყოლიაო, მეორე ძეგლი კი „რეაქციონერი“ დოსტოევსკისთვის
უნდა დაედგათ.
გარდაქმნათა ასკეტური გზის არჩევის შემთხვევაში, ნებისმი-
ერ ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ხელოვნებასა და ლიტე-
რატურაზე, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძ-
ლება სხვების მაგიერ, ვიდრე ეს სხვები თავად არ გააცნობიერე-
ბენ, რაზე აპირებენ უარის თქმას. უარის თქმა ნებაყოფლობითი
აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამღვდელოების მიერ შე-
მოგდებულ, მორიგ მითითებად, ახალი კატეხიზმოს მსგავს მოვ-
ლენად გადაიქცევა, რის შემდეგაც მთელ ამ კონტინენტს, სიყვა-
რულის კონტინენტის მსგავსად, გვალვა მოსრავს. ლიტერატურა
და ხელოვნება სულაც არ ისახავს მიზნად გართობას ან ვინმეს
შოკში ჩაგდებას, როდესაც დროდადრო ახალ ფორმებს გვთავა-
ზობს, ექსპერიმენტის პროცესში რომ იქმნება.

449
ბევრი რამ თვით ყველაზე ახალ ფორმებში შეისხამს ხორცს,
და, თითქმის არასოდეს არ წარმოადგენს უკვე ნაცნობის გან-
მეორებას; და, როდესაც ამ ფორმებს ანადგურებენ, რჩება კი-
დევ ერთი შესაძლებლობა: ეშმაკობა. ხელოვნება დღემდე შესა-
ნიშნავ სამალავს წარმოადგენს, ოღონდ აქ მალავენ არა დენთს,
არამედ ნელი მოქმედების სულიერ და სოციალურ ნაღმებს. აბა,
მაშ, სხვაგვარად როგორ მოხერხდებოდა მისი ასეთი მრავალ-
მხრივი გამოვლინება? და, სწორედ ამ თავისი საძულველი სი-
ლამაზითა და გაუმჭვირვალობით, ხელოვნება საუკეთესო სამა-
ლავი გამოდგა იმ კაუჭისთვის, მოულოდნელი ბიძგის ან უეცარი
აღმოჩენის პროვოცირებას რომ ახდენს.
დასასრულ, დასკვნის სახით უნდა დავძინო: ჩემი მოსაზრებე-
ბისა და მსჯელობის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იმ გონე-
ბის ტრადიციას, რომელშიც, საბედნიეროდ, არცთუ მთლად
წარმატებით, თავად ვიზრდებოდი, იმავე გონების საშუალებე-
ბით ვაყენებ ეჭვქვეშ, და, რაღა თქმა უნდა, ყველა თვალსაზრი-
სით უსამართლობა იქნებოდა ამ გონებისთვისს სახელის გატე-
ხა.
აშკარაა, რომ ეს გონება ხანდახან ახერხებდა თავის უნივერ-
სალობაში და ეჭვის შეტანას, და იმასაც ეჭვის თვალით უყურებ-
და, რასაც მე ამპარტავნობა შევარქვი; ასევე ახერხებდა, შე-
მოენახა მახსოვრობაში ის, პოეზიის გონებად რომ მოვიხსენიებ.
და, ჩემის აზრით, არასწორი იქნებოდა და თუ მას პრივილეგიად
ან ბურჟუაზიული აზროვნების წესად გამოვაცხადებდით. ეს გო-
ნება შეგიძლია სხვებს გადასცე, და, სწორედ იმის გამო, რომ
სიტყვაში ხორცშესხმული, იგი უცხო და უცნაური გვეჩვენება, მას
შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს საკუთარ უცნაურობასა და გა-
უცხოებას, და, კიდევაც გადალახოს იგი. „უცხო“ ხომ „უცნაურს“,

450
„საოცარს“ და „უჩეულოსაც“ ნიშნავს. რასაც თვინიერებაზე (რა-
ღა თქმა უნდა, ერთობ მიახლოებით) ვამბობდი, ამას არც რელი-
გიურ აღზრდას ვუმადლი და არც მეხსიერებას, რომელიც მკარ-
ნახობდა, თვინიერებაზე საუბრის დროს, ჩვეულებრივ „დამცი-
რება“ აქვთ ხოლმე მხედველობაში, სიჭაბუკეში ან უფრო მოგ-
ვიანებით წაკითხული დოსტოევსკის გავლენითო. უდიდესი ლი-
ტერატურული მოვლენა მგონია ის საერთაშორისო მოძრაობა,
რომელიც უკლასო ან კლასობრივი ნიშნით თავისუფალი ლიტე-
რატურისთვის და მთელი რიგი ადრე განადგურებული იმ სფე-
როების გამოსავლენად იბრძვის, ამჟამად რომ გაწმენდილია
ნაგვისაგან; დიახ, სწორედ ამის გამო, მინდა გავაფრთხილო
ყველა, რომ არსებობს პოეზიის განადგურების, მშრალი მანიქე-
იზმის და რელიგიური ბრძოლის საფრთხე; ეს უკანასკნელი, ჩე-
მი აზრით, დამახასიათებელია იმ ფანატიზმისათვის, რომელიც
დაბანილ წყალს არათუ გადააყოლებს ბავშვს, არამედ საერ-
თოდ წყლის ხსენებასაც კი გაურბის. უაზრობად მიმაჩნია, ახალ-
გაზრდებისა თუ მოხუცების გაკიცხვა ან ქება. ასევე უაზრობაა,
იმ ძველ წესრიგზე ოცნება, რომლის აღდგენაც ალბათ მხოლოდ
მუზეუმში თუ მოხერხდება; უაზრობა მგონია ასევე „კონსერვა-
ტიული პროგრესიული“ ტიპის ალტერნატივის წამოყენებაც. იმ
ნოსტალგიის ახალი ტალღა, რომელიც ძველ ავეჯს, ტანსაც-
მელს, გამომსახველობით საშუალებებს და ფასეულობათა სის-
ტემებს ებღაუჭება, მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ახალ სამ-
ყაროს სულ უფრო და უფრო მოეძალა გაუცხოება და, თუ გონე-
ბამ, რომელსაც ასე შევფოფინებდით და ვენდობოდით, ვერ შეძ-
ლო, მოეახლოებინა ჩვენთვის ეს სამყარო, გამოდის, რომ
„რაციონალობა-ირაციონალობის“ ალტერნატივა მცდარი ყო-
ფილა. აქ ბევრ რამეს ავუარე გვერდი და ბევრიც გამოვტოვე,

451
რადგან თავში აზრები ერთმანეთს უსწრებს, და, ყველა კონტი-
ნენტის შემოვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. აი მაგალითად,
იძულებული გავხდი, გვერდი ამევლო იუმორისათვის, რომე-
ლიც ასევე წარმოადგენს კლასობრივ პრივილეგიას. ჰოდა,
იუმორში ვერც პოეზიას გრძნობენ და ვერც ფარულ დაპირისპი-
რებას.

452
პატრიკ უაიტი

გული მწყდება

1973
ნობელიანტის სახელით სიტყვა წაიკითხა ავსტრალიელმა
მხატვარმა სიდნეი ნოლანმა.
გული მწყდება, რომ არ შემიძლია ვეწვიო სტოკჰოლმს, გან-
საკუთრებით დღევანდელი მოვლენების დროს. თუმცა სტოკ-
ჰოლმში აზრობრივად ვიმყოფებოდე, ჩემთვის რთული არ არის
იმიტომ, რომ მოგონება ჩემს ერთ-ერთ ადრეულ მოგზაურობაზე
სტოკჰოლმის რატუშას უკავშირდება. თექვსმეტი წლის ვიყავი
მშობლებთან ერთად მალმედან რომ ჩამოვედი მატარებლით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო და ჩვენი ვიზიტიც
ხანმოკლე გახლდათ, ჩემს მეხსიერებას შემორჩა ხიდები, სტოკ-
ჰოლმის სანაპირო ქუჩებზე სეირნობა და მაშინ სულ ახალი რა-
ტუშა (დავამატებ, რომ სწორედ სტოკჰოლმში დავაგემოვნე პირ-
ველად ღვინო). თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, კიდევ ერ-
თხელ სიამოვნებით მოვალ აქ და ჭაბუკურ მოგონებათა შორის
მოხუცი კაცის თვალებით გავხედავ ქალაქს, რომელშიც მე ასე-
თი პატივი მხვდა წილად.

453
ჰარი მარტინსონი, ეივინდ იონსონი

მთავარი მიზანი: სამართლიანობა ყველასათვის

1974
საკუთარი და ჰარი მარტინსონის
სახელით ეივინდ იონსონმა თქვა:
შევეცდები მოკლედ მოვყვე საკუთარ თავზე და ჰარი მარტინ-
სონზე. იმაზე, თუ როგორ გვესმის მდგომარეობა, რომელშიც
ამჟამად აღმოვჩნდით.
პოეტი ან პროზაიკოსი არცთუ იშვიათად იხედება უკან და
განვლილი წლების სიმაღლიდან აფასებს თავის შემოქმედებას.
აღმოჩნდება ხოლმე, რომ მიღწეულის ნაწილი მეტად აკმაყოფი-
ლებს, ნაწილი ნაკლებად. ამ სახის თვითკრიტიკა სასარგებლოა
თუნდაც იმიტომ, რომ ის ჩვენს ცხოვრებას პერსპექტივას აძ-
ლევს. ის აღვიძებს ან აძლიერებს მოგონებებს მასწავლებლებ-
ზე, ადამიანებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს
ჩვენს ბედისწერაში. ისინი შეიძლება იყვნენ დიდი ხნის წინ გარ-
დაცვლილი მწერლები ან მოაზროვნენი, რომელნიც სიცოც-
ხლეს თავიანთ წიგნებში აგრძელებენ. ისინი შეიძლება იყვნენ
თანამედროვე მწერლები, მოხუცები ან ახალგაზრდები, ისინი,
რომლებიც ჩვენთვის მადლიერებით აღსავსე აღმაფრენის წყა-
როდ იქცნენ, ჩვენი საკუთარი ძიების საწყის წერტილად.
ისინი, შესაძლოა, იყვნენ წარსულის კეთილი მასწავლებლე-
ბი, რომელნიც არც ისეთი მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩვენთვის

454
სკოლის წლებში, როდესაც გვასწავლიდნენ გრიფელის დაფაზე
ასოების წერასა და წინადადებების აწყობას.
ბევრი მწერალი უბრუნდება თავის რეალურ ცხოვრებისეულ
გამოცდილებას, რომელიც საფუძვლად ედება ლექსს ან მოთ-
ხრობას, თუმცა გამოგონილიც აუცილებელია მწერლისთვის,
რათა ააღორძინოს რეალობის ჭეშმარიტი სურათი ისე, როგო-
რიც არის ის, ან როგორადაც თვითონ მიაჩნია. შთაგონების
ქროლვისას, აზრების თავბრუდამხვევ ქარიშხალში მწერალს
ხელეწიფება დაინახოს და აღბეჭდოს აზრისა და სიტყვის ერთა-
დერთი და სწორი შეთანხმება. და მას არ შეუძლია არ განიცა-
დოს ღრმა სიხარული თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრის აღ-
მოცენების, დამწიფებისა და განხორციელების დროს.
ჭეშმარიტი ლიტერატურის ცენტრში ყოველთვის იყო და რჩე-
ბა ადამიანი თავისივე მსგავსებით, ბუნებითა და ტექნიკით, ძა-
ლადობითა და გულმოწყალებით გარშემორტყმული, ყველაფ-
რით, რაც ახარებს და აღონებს, ყველაფრით, რაც წარმოადგენს
მის პირად და საზოგადო ბედს. დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვი-
ცით ტანჯვა, შიში, სხეულებრივ და სულიერ ტკივილებზე უფრო
მეტი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში. მრავალი მეც-
ნიერი და მწერალი თავისებურად იყენებდა სხვადასხვა გზასა
და საშუალებას, რათა შეექმნათ სამყარო, ასე თუ ისე, ყველას-
თვის შესაფერისი. ჩვენ გვჯერა, რომ იმედი და ნება დაგვაახლო-
ებს ყველაზე მთავარ მიზანთან: სამართლიანობა ყველასთვის,
უსამართლობა – არავისთვის!
ჰარი მარტინსონთან ერთად მადლობას ვუხდი შვედურ აკა-
დემიას ჩვენთვის მონიჭებული პატივისთვის. იმისთვის, რომ
აკადემიას ეყო სიმამაცე ჩვენი ან ნებისმიერი თქვენგანის თან-
ხმობის გარეშე ჩავეყენებინეთ ახლანდელ მდგომარეობაში.

455
ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ფონდს, რომელიც ალფრედ
ნობელის სახელს ატარებს – იმისთვის, რომ მან არ გამოხატა
წინააღმდეგობა და თავაზიანად დაგვრთო ნება აქ დასასწრე-
ბად.

456
ეუჯენიო მონტალე

ნუთუ შესაძლებელია კიდევ პოეზია?

1975
ამ წელს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნობელის პრემი-
ის მინიჭება სამოცდამეთხუთმეტეჯერ ხდება. და, თუ მეცნიერები
და მწერლები, ეს საპატიო ჯილდო რომ დაიმსახურეს, ბევრი იყ-
ვნენ, ახლა გაცილებით ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღევანდე-
ლობამდე მოაღწია და მუშაობას განაგრძობს. ზოგიერთი მათ-
განი დღეს აქ იმყოფება და მე, უწინარეს ყოვლისა, მათ მივმარ-
თავ მისალმებისა და მადლიერების გამომხატველი სიტყვებით.
უკანასკნელ ხანს – სხვადასხვა წინასწარმეტყველის ძალისხმე-
ვით, რომელთა ნდობაც ყოველთვის არ შეიძლება, – საკმაოდ
ფართოდ გავრცელდა აზრი, რომ ან წელს, ან, ვთქვათ, ახლო
მომავალში მთელ მსოფლიოში (ან მის იმ ნაწილში მაინც, ცივი-
ლიზებულად რომ ითვლება) მოხდება არნახული მასშტაბების
ისტორიული ძვრები. ცხადია, ლაპარაკი არ არის ქვეყნიერების
დასასრულზე ან კაცობრიობის დაღუპვაზე, არამედ ახალი სო-
ციალური ჰარმონიის დასაწყისზე, რომლის მომასწავებელი ნიშ-
ნებიც აქამდე მხოლოდ უტოპიის ვრცელ სფეროში იყო დაფარუ-
ლი. იმ დროისათვის ნობელის პრემიას, ალბათ, ასი წელი შეუს-
რულდება და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი შეჯამება და
ნობელის ფონდისა და მისი პრემიის წვლილის შეფასება საზო-
გადოებრივი ცხოვრების ახალი სისტემის ფორმირებაში, იმის-
გან დამოუკიდებლად, გადაიქცევა ის საყოველთაო კეთილ-

457
დღეობად, თუ, პირიქით, ბედუკუღმართობად, რაც მოხდება,
ისეთი მასშტაბის იქნება, რომ ბოლოს შეწყდება – რამდენიმე
ასწლეულით მაინც – მრავალწლიანი დავა სიცოცხლის აზრის
შესახებ. მხედველობაში მაქვს, თვით ადამიანის ცხოვრება და
არა რამდენიმე მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი ამინომჟავე-
ბი, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ადამიანის გაჩენა და,
ალბათ, უკვე შეიცავდნენ თავის თავში მის პროექტს. ამ შემ-
თხვევაში, რა გრძელია იდუმალი ღმერთის გზა – eus
absconditus! მაგრამ მე არ ვაპირებ გადავუხვიო თემას, მხო-
ლოდ ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას, გამართლებულია თუ არა
შეხედულება, რომელსაც ემყარება ნობელის პრემიის წესდება,
სახელდობრ კი ის, რომ მეცნიერებანი (არა ყველა თანაბარწი-
ლად) და ლიტერატურული ნაწარმოებები ხელს უწყობდნენ ახა-
ლი, „ჰუმანიტარული“ – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ღირებუ-
ლებების გავრცელებასა და დაცვას? პასუხი ამ კითხვაზე უეჭვე-
ლად დადებითია, ყველა რომ დავასახელოთ, კაცობრიობას რა-
ღაც რომ დაუტოვეს და ნობელის პრემიის სახით სასურველი
აღიარება მოიპოვეს, საკმაოდ გრძელი სია გამოვა. მაგრამ
უსასრულოდ უფრო ხანგრძლივი და პრაქტიკულად განუხორ-
ციელებელი საქმეა იმათი სახელების დადგენა, მთელ არმიას
რომ ქმნიან, და ვინც, ასე თუ ისე კაცობრიობის კეთილდღეობას
ემსახურება, და ხშირად ანგარიშმიუცემლად აკეთებს ამას, არ
მოელის რა ამ დროს არავითარ ჯილდოს, რადგან არ წერს წიგ-
ნებს, აკადემიურ ნაშრომებს თუ სამეცნიერო სტატიებს, და, მით
უმეტეს არ ისწრაფვის, როგორც იტყვიან, „გაძვრეს პრესის
ფურცლებზე“. და მაინც ასეთი ლაშქარი, სპეტაკი და უმწიკვლო
ადამიანებისაგან რომ შედგება, ცხადია, არსებობს, სწორედ ის
ქმნის ზღუდეს (სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არასაკმარისს), რომე-

458
ლიც აფერხებს უტალიტარიზმის სულისკვეთების გავრცელებას,
რაც – ცხადია, სხვადასხვაგვარად, – იწვევს კორუფციას, დანა-
შაულებებს და ყოველგვარ ძალადობას. სტოკჰოლმელმა აკა-
დემიკოსებმა არაერთხელ განაცხადეს თავიანთი მტკიცე „არა“
შეუწყნარებლობის, სისასტიკისა და ფანატიზმის მისამართით,
დაგმეს რა დევნის ინსტინქტი, რაც ასე ხშირად ამოძრავებს
ძლიერს სუსტის წინააღმდეგ და მჩაგვრელს ჩაგრულის წინააღ-
მდეგ. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება თვითონ ლიტერატურული
ნაწარმოებების შერჩევას, რადგან წიგნებიც არის დამღუპველი,
თუმცა, ცხადია, ვერ შეედრება მსოფლიო მასშტაბით ისეთ უკვე
მომწიფებულ „ხის ნაყოფს“, როგორიც ატომური ბომბია. ამაზე
არ შევჩერდები, რადგან მე არც ფოლოსოფოსი ვარ, არც სო-
ციოლოგი, არც მორალისტი.
მაშასადამე, ვწერდი ლექსებს და ამისათვის ვიღებ პრემიას,
თუმცა, გარდა ამისა, ვიყავი აგრეთვე ბიბლიოთეკარი და მთარ-
გმნელი, ლიტერატურული და მუსიკალური კრიტიკოსი და უმუ-
შევარიც კი, რადგან ჩამთვალეს არასაკმარისად ლოიალურ პი-
რად იმ რეჟიმის მიმართ, რომლის შეყვარებაც არ შემეძლო. ამ
დღეებში მესტუმრა ერთი უცხოელი ჟურნალისტი ქალი, რო-
მელმაც მკითხა: „როგორ შეძელით შეგეთანხმებინათ ესოდენ
სხვადასხვაგვარი საქმიანობა? თქვენ ამდენ და ამდენ საათს უთ-
მობდით პოეზიას, ამდენს და ამდენს თარგმანს, ასევე სამსა-
ხურს და უბრალოდ ცხოვრებასაც“. შევეცადე ამეხსნა მისთვის,
რომ ცხოვრების დაგეგმვა ისე, როგორც გეგმავენ სამრეწველო
ობიექტს, შეუძლებელია. ამქვეყნად საკმარისია ადგილი უსარ-
გებლო რამეებისათვის და ჩვენი დროის ერთ-ერთ საშიშ-
როებად სწორედ უსარგებლო, რაღაცით ვაჭრობა იქცა – ეს გან-
საკუთრებით ყველაზე ახალგაზრდებს ახასიათებს.

459
ყოველ შემთხვევაში მე აქ თქვენ წინაშე სწორედ იმიტომ ვარ,
რომ ვწერდი ლექსებს – ეს არის აბსოლუტურად უსარგებლო,
მაგრამ თითქმის ყოველთვის უვნებელი პროდუქტი – კეთილ-
შობილების ერთ-ერთი ნიშანი, მაგრამ არა ერთადერთი, რად-
გან პოეზია გახლავთ შემოქმედება ან ავადმყოფობა, აბსოლუ-
ტურად ენდემური და განუკურნელი.
მე აქ იმიტომ მოვხვდი, რომ ლექსებს ვწერდი: ექვსი წიგნი,
თუ არ ჩავთვლით მრავალრიცხოვან თარგმანსა და კრიტიკულ
სტატიას. „მას ბევრი არ გამოუქვეყნებია“ – თქვეს ჩემზე, თით-
ქოსდა პოეტი – საქონლის მწარმოებელია და პოეტური მანქანა
ვალდებულია მთელი სიმძლავრით იმუშაოს. საბედნიეროდ,
პოეზია არა საქონელია, არამედ მოვლენა, რომლის შესახებაც
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ტყუილად როდი ეთანხმება ერ-
თმანეთს ორი ისეთი განსხვავებული ფილოსოფოსი, როგორი-
ცაა ისტორიკოსი – იდეალისტი კროჩე და კათოლიკე ჟილსონი
იმაში, რომ შეუძლებელია პოეზიის ისტორიის დაწერა. რაც შე-
მეხება მე, თუ პოეზიას განვიხილავთ როგორც ობიექტს, ვფიქ-
რობ, ის წარმოიშვა იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ადა-
მიანის ხმა (მეტყველება) შეუერთდეს პირველყოფილი ტომის
თავდაპირველი მუსიკის რიტმს. მხოლოდ ბევრად უფრო გვიან
გაჩნდა შესაძლებლობა რაღაცნაირად ჩაეწერათ მეტყველება
და მუსიკა და ისინი ერთმანეთისაგან გამოეყოთ. ასე წარმოიქ-
მნება სამწერლო პოეზია, მაგრამ მისი თავდაპირველი ნათე-
საობა მუსიკასთან თავს იჩენს ხოლმე. პოეზია ესწრაფვის იმას,
რომ გამოვლინდეს არქიტექტონიკულ ფორმებში – ჩნდება მეტ-
რიკა, სტროფი, ეგრეთ წოდებული მყარი ფორმები. ძველ თქმუ-
ლებებში ნიბელუნგებზე, მოგვიანებით კი რომანულ ეპოსში
პოეზიის ჭეშმარიტი მასალა იყო ბგერა, ხმა. მაგრამ უკვე პრო-

460
ვანსალელებში გაჩნდა სხვაგვარი პოეზია, რომელიც მიმართუ-
ლი იყო არა მხოლოდ სმენისადმი, არამედ აგრეთვე ხედვისად-
მი, მზერისადმი. პოეზია თანდათანობით ხილული ხდება, რად-
გან ხატავს სახეებს, რჩება რა მუსიკალური, – ის ორ ხელოვნე-
ბას ერთად აქცევს. ფორმალური სქემები, ბუნებრივია, პოეზიის
ვიზუალური მხარის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. წიგნის ბეჭ-
დვის გამოგონების შემდეგ პოეზია იძენს ვერტიკალურ ფორმას,
ის არ ავსებს თეთრი ფურცლის მთელ სივრცეს, ბევრია ახალი
სტრიქონები და გამეორებები. ზოგჯერ ხომ სიცარიელეც რაღა-
ცას ნიშნავს, სხვა საქმეა პროზა, რომელიც ფურცლის მთელ
სივრცეს იკავებს და არ იძლევა არავითარ მითითებას იმის
თაობაზე, როგორ უნდა გამოითქვას იგი. ამ ეტაპზე მეტრიკული
სქემები იქცნენ იდეალურ ინსტრუმენტად თხრობის ხელოვნები-
სათვის, ე. ი. რომანისათვის. სწორედ თხრობის ასეთი ინსტრუ-
მენტი იყო ოქტავა – ფორმა, რომელიც უკვე XIX საუკუნის და-
საწყისისათვის გაიყინა, ბაირონის „დონ ჟუანის“ წარმატების
მიუხედავად (პოემა, რომელიც მაინც დაუმთავრებელი დარჩა).
მაგრამ XIX საუკუნის დასასრულისათვის მყარი პოეტური ფორ-
მები ვეღარ აკმაყოფილებს ვერც ხედვას, ვერც სმენას. რაღაც
ამის მსგავსი ხდება, სხვათა შორის, ინგლისურ თეთრ ლექსში
და იტალიურ თეთრ თერთმეტმარცვლოვანში. ამის პარალელუ-
რად მიმდინარეობს ნატურალიზმის გამალებული დაშლა, რო-
მელიც არაპირდაპირი ხვდება ფერწერასაც. ამგვარად, ხან-
გრძლივი პროცესის შედეგად, რომელზე ლაპარაკიც შორს წაგ-
ვიყვანდა, მიდიან დასკვნამდე, რომ აზრი არა აქვს სინამდვი-
ლის, რეალური საგნების კოპირებას და უსარგებლო დუბლიკა-
ტების შექმნას. ახლა წარმოაჩენენ, აჩვენებენ საგნებს და სახე-
ებს ვიტროში, ანდა ნატურალური სიდიდით, რომელთაგან კარა-

461
ვაჯო ან რემბრანდტი შექმნიდა ფაქსიმილეს, შედევრს. რამდე-
ნიმე წლის წინათ ვენეციის დიდ გამოფენაზე ექსპონირებული
იყო ვინმე მონგოლოიდის პორტრეტი: საგანი იყო ტრéს დე
გოუტანტ, რატომაც არა? ხელოვნებას ყველაფრის გამართლება
შეუძლია, თუკი, რა თქმა უნდა, მისი ახლოს გაცნობისას არ გა-
მოირკვევა, როგორც იყო მოცემულ შემთხვევაში, რომ ჩვენ წი-
ნაშეა არა პორტრეტი, არამედ თვით ხორცშესხმული უბედური.
ცდა შეწყდა, მაგრამ წმინდად თეორიული თვალსაზრისით ის
სავსებით მართლზომიერია. უკვე მრავალი წელია ხელოვნე-
ბათმცოდნეები, უნივერსიტეტის კათედრებს რომ განაგებენ, ქა-
დაგებენ ხელოვნების კვდომის აბსოლუტურ აუცილებლობაზე
ვინ იცის რომელი აღორძინების თუ განახლების მოლოდინში,
რომლის უმცირესი ნიშანწყალიც არ შეიმჩნევა.
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ყოველივე ზემოთქმული-
დან? სავსებით ცხადია, რომ ხელოვნებაში, ვიზუალური ხელოვ-
ნების ყველა სახეობაში, მიმდინარეობს დემოკრატიზაციის
პროცესი ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. ხელოვნება აწარ-
მოებს მოხმარების საგნებს – რომელთაც ჩვენ ვხმარობთ, შემ-
დეგ კი ვაგდებთ – მსოფლიოს ახალი მოწყობის მოლოდინში,
სადაც, ბოლოს და ბოლოს ადამიანი შეძლებს ყოველივესგან
გათავისუფლებას, მათ შორის საკუთარი შეგნებისაგან. მაგალი-
თი, რომელიც მოვიყვანე, შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკის მი-
მართაც, გამაყრუებელი და დაუნაწევრებელი მუსიკისა, რო-
მელსაც უსმენენ იმ ადგილებში, სადაც იკრიბება ათასობით
ახალგაზრდა ერთადერთი მიზნით – გაექცეს საშინელ მარ-
ტოობას. მაშ, რატომ ეშინია ცივილიზებულ ადამიანს დღეს ისე,
როგორც არასდროს, საკუთარი თავისა?

462
ვჭვრეტ მოსალოდნელ კონტრარგუმენტებს. რა შუაშია აქ სა-
ზოგადოების დაავადებები, რომლებიც მუდამ არსებობდა, მაგ-
რამ რომლებზეც ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, რადგან ინფორმა-
ციის წინანდელი საშუალებები არ იძლეოდნენ შესაძლებლობას
გამოგვეცნო ავადმყოფობა და დაგვესვა სწორი დიაგნოზი. მაგ-
რამ მე მაშფოთებს ის, რომ აპოკალიფსის საყოველთაო მოლო-
დინი ერწყმის ცხოვრებისეული კომფორტის მუდმივ ზრდას და
აგრეთვე ის, რომ კეთილდღეობა (სადაც ის მიღწეულია, ე.ი. საკ-
მაოდ შეზღუდულ სივრცეებში) აღბეჭდილია სასოწარკვეთილე-
ბის მკვდრისებურად ფერმიხდილი ლაქებით. თანამედროვე კე-
თილდღეობის მუქ ფონზე აღარ გამოირჩევიან ხელოვნების
დარგები, ისინი იჩრდილებიან, კარგავენ თავიანთ სახეს. მასობ-
რივი კომუნიკაციის საშუალებებმა, რადიომ და განსაკუთრებით
ტელევიზიამ განიზრახეს, და შეიძლება ითქვას, არცთუ წარუმა-
ტებლად, მოუსპონ ადამიანს ყოველგვარი შესაძლებლობა დარ-
ჩეს მარტო საკუთარ თავთან, უბრალოდ ჩაფიქრდეს. დროის
მსვლელობა ისეთი სისწრაფით ხდება, რომ უკანასკნელი წლე-
ბის ნაწარმოებები უკვე „მოძველებულად“ გვეჩვენება, ხოლო
ხელოვანის ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ადრე თუ გვიან მო-
უსმინონ მას, გადაიქცევა ნერვიულ მისწრაფებად საჭირბორო-
ტოსა და წუთიერისადმი. აქედანაა ჩვენი დროის ახალი ხელოვ-
ნება – სპექტაკლი; ეს არის სანახაობა, არა აუცილებლად თეატ-
რალური, სადაც გვეძლევა ყველა ხელოვნების რუდიმენტი და
რომელიც ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე, მსმენელსა და
მკითხველზე – რომელიც აღმოჩნდება – ერთგვარი ფსიქოლო-
გიური წნეხის ქვეშ. როლს ამ ახალმოვლენილ შეკრებილობაში
ასრულებს რეჟისორი. მისი ამოცანაა არა მარტო ის, რომ მოახ-
დინოს მიზანსცენის ორგანიზაცია, არამედ ისიც, რომ მიანიჭოს

463
ნაწარმოებებს, რომლებშიც ის არის ან არ არის, – სრულიად
სხვა აზრი. ყოველივე ამაში მე ვხედავ ასეთ უნაყოფობას, ასეთ
საოცარ უნდობლობას ცხოვრებისადმი! რა ადგილის დაკავება
შეუძლია პოეზიას – ყველაზე უფრო მოკრძალებული, არათ-
ვალშისაცემი ხელოვნების დარგებში – ისტერიკული ექსჰიბი-
ციონიზმის ამ სურათში! ის, რაც მიღებულია იწოდებოდეს ლი-
რიკად, ეს არის შრომა, მარტოობისა და განცდილი შთაბეჭდი-
ლებების შედეგი. ლირიკული პოეზია დღესაც ასეთი რჩება, თუმ-
ცაკი უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება. გაცილებით უფრო
ხშირად ის, თავის თავს პოეტს რომ უწოდებს, თანამედრო-
ვეობას უსადაგებს თავს. და მაშინ ეს პოეზია აკუსტიკური და ვი-
ზუალური ხდება. სიტყვები იფანტება სხვადასხვა მხარეს, რო-
გორც ჭურვის სკდომის დროს, არ არსებობს ჭეშმარიტი აზრი,
მხოლოდ სიტყვების ჯანჯღარი, რყევა ეპიცენტრების სიმრავ-
ლით. არავითარი გაშიფვრა საჭირო არ არის, უმეტეს შემთხვე-
ვაში ფსიქოანალიტიკოსის კონსულტაციები დაგვეხმარება.
პოეზიაში სჭარბობს ვიზუალური რგოლი, შესაძლებელი ხდება
მისი თარგმნა და ეს, უეჭველია – ახალი მოვლენაა ესთეტიკის
ისტორიაში. სრულიადაც არ მინდა ვთქვა, რომ ყველა ახალი
პოეტი – შიზოფრენიით იყოს დაავადებული. ზოგიერთ მათგანს
შეუძლია დაწეროს ტრადიციული კლასიკური პროზა და ფსევ-
დოლექსები, რომლებიც მოკლებულია ყოველგვარ აზრს. გარ-
და ამისა, არსებობს აგრეთვე ლექსები, რომლებიც იმისთვისაა
დაწერილი, რომ წამოიყვირონ მოედანზე აღფრთოვანებული
ხალხის თვალწინ, – ასეთი ლექსები განსაკუთრებით გავრცე-
ლებულია ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში. პოეტური ვოკა-
ლის ათლეტები ყოველთვის როდი არიან უნიჭონი. მოვიყვან
ერთ მაგალითს და წინასწარვე ვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ

464
ეს მე პირადად მეხება, მაგრამ ეს შემთხვევა, თუკი მას მარ-
თლაც ჰქონდა ადგილი, გვიჩვენებს, რომ ჩვენს დროში ორი
პოეზია არსებობს: ერთი გათვალისწინებულია ერთჯერად ხმა-
რებაზე, გამოყენებაზე და წარმოთქმისთანავე კვდება, ხოლო
მეორეს შეუძლია თავისუფლად თვლემდეს. ერთ მშვენიერ დღეს
ის გაიღვიძებს, თუკი, ცხადია, მას ამის ძალა ეყოფა.
ნამდვილი პოეზია ჰგავს სურათს, რომლის შესახებაც არავინ
იცის, გარდა რამდენიმე პოეზიასთან ნაზიარები პირისა, თუ ვის
კოლექციაში ინახება ისინი. მაგრამ ლექსები ცოცხლდება არა
მხოლოდ წიგნებსა და სასკოლო ქრესტომათიებში. პოეტმა არ
იცის და შესაძლოა ვერც ვერასოდეს გაიგოს თავისი ნამდვილი
ადრესატი. აი, მაგალითი ჩემი გამოცდილებიდან. იტალიური
გაზეთების არქივებში ინახება ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯანმრთე-
ლი ადამიანების ნეკროლოგები. მათ „ნიანგებს“ უწოდებენ, არ-
ცთუ ისე დიდი ხნის წინათ „კორიერე დელლა სერას“ რედაქ-
ციაში მე წავაწყდი ჩემს „ნიანგს“, ხელმოწერილი რომ არის
ტაულერო ზულბერტის მიერ, რომელიც კრიტიკოსი, მთარგმნე-
ლი და პოლიგლოტია. მასში ეწერა, რომ დიდმა რუსმა პოეტმა
მაიაკოვსკიმ, წაიკითხა რა როგორღაც ჩემი ლექსების რუსული
თარგმანები, წამოიძახა: „აი, პოეტი, რომელიც მე მომწონს! და-
სანანია, რომ არ შემიძლია მისი წაკითხვა იტალიურად“. ეს ამ-
ბავი სრულიადაც არ არის დაუჯერებელი. ჩემი პირველი ლექსე-
ბი დაიბეჭდა 1925 წელს, ხოლო მაიაკოვსკიმ (რომელიც ბევრს
მოგზაურობდა ევროპასა და ამერიკაში) სიცოცხლე თვით-
მკვლელობით დაასრულა 1930 წელს. მაიაკოვსკი იყო პოეტი,
რომელიც შეიარაღებული იყო პანტოგრაფითა და მეგაფონით
და, თუკი მან წარმოთქვა რაიმე მსგავსი, მაშინ მე უფლება მაქვს
ვთქვა, რომ ჩემმა ლექსებმა მოვლითი და რაღაცნაირი უცნობი

465
გზებით თავისი ადრესატი იპოვნა. ამასთანავე, ეს სრულიადაც
არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ სოლიფსისტურ შეხედულებას
პოეზიაზე. იდეა იმის შესახებ, რომ წერა საჭიროა ეგრეთწოდე-
ბული ინდივიდებისათვის, მუდამ უცხო იყო ჩემთვის. სინამდვი-
ლეში კი ხელოვნება არსებობს ყველასა და არავისთვის. მაგრამ
მუდამ გამოუცნობი რჩება მისი ნამდვილი, მისი ადრესატი. ხე-
ლოვნება – სპექტაკლის წინაშე, მასობრივი ხელოვნებისა, ხე-
ლოვნებისა, რომელიც ცდილობს მოემსახუროს თავის სავა-
რაუდო მომხმარებელს ფსიქოლოგიური მასაჟით, იშლება უსაზ-
ღვრო შესაძლებლობები, რადგან დედამიწის მოსახლეობა გა-
ნუწყვეტლივ იზრდება. მაგრამ ამგვარი ხელოვნების ზღვარი აბ-
სოლუტური სიცარიელეა. შეიძლება გამოვიტანოთ წყვილი
ფლოსტები ჩარჩოში (მე მომიხდა მენახა ჩემი ფეხსაცმელები ამ
როლში), მაგრამ არ შეიძლება გამოვფინოთ ჩარჩოში მინის
ქვეშ პეიზაჟი, ტბა ან ბუნების სხვა ნებისმიერი დიდებული მოვ-
ლენა.
ლირიკულმა პოეზიამ უდავოდ მოსპო საკუთარი საზღვრები.
პოეზია არის პროზაშიც, ყოველგვარ დიდ პროზაში, რომელიც
არ შემოიფარგლება უტილიტარული და ზნეობის მქადაგებელი
ამოცანებით. არიან პოეტები, რომლებიც წერენ პროზით ისე,
რომ ის მეტად თუ ნაკლებად პროზას გვახსენებს. დაბოლოს, მი-
ლიონობით პოეტი წერს ლექსებს, არაფერი საერთო რომ არა
აქვს პოეზიასთან, მაგრამ თავისთავად ამას არა აქვს მნიშვნე-
ლობა. კაცობრიობა იზრდება, და მისი მომავალი არავისათვის
არ არის ცნობილი. და მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ მა-
სობრივმა კულტურამ, მთელი თავისი მოჩვენებითობის და ეფე-
მერულობის მიუხედავად, არ წარმოშვას – როგორც აუცილებე-
ლი დაპირისპირება, წინააღმდეგობა – სხვა კულტურა, რომე-

466
ლიც იქნება მისთვის ზღუდე და გააზრება. აი, ამ მომავლისკენ
უნდა მივმართოთ ჩვენი მუშაობა. ადამიანის სიცოცხლე სწრაფ-
წარმავალია, მოკლეა, მაგრამ კაცობრიობის სიცოცხლე შეიძ-
ლება თითქმის უსასრულოდ გაგრძელდეს.
თავიდან მსურდა ჩემი მოკლე მოხსენება ასე დამესათაურე-
ბინა: „შეინარჩუნებს პოეზია სიცოცხლეს მასობრივი ინფორმა-
ციის საშუალებათა სამყაროში?“ მრავალი ადამიანი სვამს ახლა
ამ შეკითხვას, მაგრამ, თუ ჩავუფიქრდებით, პასუხი შეიძლება
იყოს მხოლოდ დადებითი. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ
პოეტურ ბელეტრისტიკას, აქ ყველაფერი ნათელია, მისი წარ-
მოება დაუბრკოლებლად გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით. თუ-
კი ჩვენ შემოვიფარგლებით პოეზიით, რომელიც ზიზღით უარ-
ყოფს თვითონ სიტყვა „წარმოებას“, მართლაც რაღაც სას-
წაულით რომ წარმოიშობა და უვნებლად ინარჩუნებს თავის
ეპოქას, ენასა და კულტურას, – აქაც პოეზიის კვდომა შეუძლე-
ბელია.
უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ პოეტური ენის პროზაულზე
ზემოქმედება ჰგავს შოლტის დარტყმას გადამწყვეტ მომენტში.
საოცარია, რომ დანტეს „ღვთაებრივმა კომედიამ“ ვერ გამოიწ-
ვია შემოქმედებითი ძალით მისი ტოლფასი პროზის აღმაფრენა,
ან ის, რომ ეს მომხდარიყო მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემ-
დეგ. თუ ავიღებთ, მაგალითად, ფრანგულ პროზას რონსარამდე
და „პლეადას“ – და მათ შემდეგ, ადვილად შევნიშნავთ, როგორ
თავისუფლდება ის მისთვის დამახასიათებელი უსიცოცხლობი-
საგან, რის გამოც მას თავიდან ლათინურ და ბერძნულ პროზაზე
გაცილებით უფრო დაბლა აყენებდნენ, და აკეთებს დიდ ნახ-
ტომს მომწიფებისაკენ. ზეგავლენა ფრიად საინტერესოა.

467
„პლეადას“ არ მოუცია ერთნაირ, თანაგვარ ლექსთა კრებუ-
ლები, იტალიურ კრებულთა დოლცე სტილ ნუოვო-ს (ახალი
საამო სტილი) მსგავსი (რომელიც უდავოდ მის ერთ-ერთ წყა-
როდ ითვლებოდა), მაგრამ ზოგჯერ გვაჯილდოვებდა ჭეშმარიტი
„ანტიკური“ ნიმუშებით, რომლებიც იმსახურებდნენ დაეკავები-
ნათ ადგილი პოეზიის წარმოსახვითი მუზეუმის კოლექციაში.
მთელი საქმე გემოვნებაშია, რომელიც შეიძლება განვსაზ-
ღვროთ როგორც ნეობერძნული, – ეს არის ის, რომლისკენაც
რამდენიმე საუკუნის შემდეგ წარუმატებლად ისწრაფოდნენ
„პარნასელები“. აქედან გამომდინარე, დიდი ლირიკული
პოეზია შეიძლება მოკვდეს, აღორძინდეს და კვლავ მოკვდეს,
რჩება რა ამ დროს ადამიანური სულის ერთ-ერთ უდიდეს მიღწე-
ვად. შევეცადოთ გადავხედოთ ჟოაშენ დიუ ბელლეს ერთ-ერთ
სიმღერას – პოეტისა, რომელიც დაიბადა 1522 წელს და გარდა-
იცვალა, როდესაც მხოლოდ 35 წელი შეუსრულდა. იყო რა კარ-
დინალის ძმისწული, იგი ერთხანს ცხოვრობდა ბიძამისთან
რომში, საიდანაც გამოჰყვა ღრმა სიძულვილი ბიწიერებაში ჩაფ-
ლული პაპის გარემოცვისადმი. დიუ ბელლე ნაყოფიერი პოეტი
იყო და ასე თუ ისე, მოხერხებულად ბაძავდა პოეტ--
პეტრარკისტებს. მაგრამ მისი ლექსი, რომელიც დაწერილია
(ალბათ, რომში) ნავაჯეროს ლათინური ლექსების ზეგავლენით
და რომელმაც დიუ ბელლეს სახელი მოუხვეჭა, – ეს არის მტან-
ჯველი კაეშნის ნაყოფი საოცნებო ველებზე მისგან მიტოვებული
ლუარასი. ყველანი, სენტ-ბევიდან უოლტერ პეიტერამდე, რო-
მელმაც დიუ ბელლეს ცნობილი ნარკვევი მიუძღვნა, მოკლე
„მარცვლეულის გამნიავებელთა სიმღერა“ მსოფლიო პოეზიის
რეპერტუარში შექონდათ. შევეცადოთ კიდევ ერთხელ გადავი-

468
კითხოთ ის, თუ გამოგვივა, რადგან ეს არის პოეზია, რომელშიც
გარკვეული როლი ხედვას ენიჭება.
თქვენ, ქართა მსუბუქო ჭავლებო,
ფრთებს რომ შლით,
და მიჰქრით შორს
და მორაკრაკე სიმღერით
უღრან დაჩრდილულ ტყეებს
მსუბუქად არხევთ, –
თქვენთვის მომაქვს ყვავილები,
ლურჯი იები,
მინდვრის მიხაკი
და ასევე ეს ვარდები,
ამქვეყნად ყველაზე ცოცხალნი,
და შროშანების მთელი კონა, –
ამოისუნთქეთ ველებზე
და მსუბუქი ფრთებით
დააცხრეთ დღის პაპანება
ვიდრე, სიცხისგან მიბნედილი
ჩემს მარცვალს ვანიავებ
შუადღის ჟამს.
არ ვიცი, მართლა დაიწერა თუ არა „სიმღერა“ რომში მოსაწ-
ყენ სამსახურებრივი მოვალეობებს შორის არსებულ შესვენე-
ბებზე, მაგრამ თავის ახლანდელ სიცოცხლეს ის პეიტერს უმად-
ლის. საუკუნეთა შემდეგ ლექსს შეიძლება თავისი განმმარტებე-
ლი გამოუჩნდეს.
დასასრულს მომიწევს ვუპასუხო იმ კითხვას, ჩემი მოკლე
სიტყვის სათაურად რომ დავასახელე. რა ხვედრი ელის პოეზიას
თანამედროვე საზოგადოებრივ გამოყენებაში, ადამიან--

469
რობოტის ცივილიზაციაში, რომელიც ახალი ხალხებისა და ენე-
ბის ისტორიულ სცენაზე გამოსვლის მოწმე აღმოჩნდა? ამაზე შე-
იძლება ბევრი პასუხი იყოს. პოეზია – ხელოვნებაა, რომელიც
ტექნიკური თვალსაზრისით ყველა ადამიანისათვის მისაწვდო-
მია: აი, ფანქარი, აი, ქაღალდის ფურცელი და ლექსიც მზად
არის. მხოლოდ შემდეგ ჩნდება გამოცემისა და გავრცელების
პრობლემები. ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძარმა შთანთქა
ბერძნული ლიტერატურის მესამედი. ახლა თვით მსოფლიო ხან-
ძარი ვერ მოერეოდა თანამედროვე პოეზიის ზვავისებურ პრო-
დუქციას. მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ აქ ლაპარაკია პრო-
დუქციაზე, წარმოებაზე, ე. ი. იმ საგნებზე, რომლებიც გაკეთებუ-
ლია ხელით და ემორჩილება მოდის ნიშნებს. ის, რომ დიდ გრი-
გალებს შეუძლიათ გაატიალონ მუზების ბაღი – არა მხოლოდ
სავსებით შესაძლებელია, არამედ უეჭველიც კია. მაგრამ ასევე
უეჭველად მესახება ისიც, რომ მრავალი ნაბეჭდი ფურცელი და
მრავალი ლექსის წიგნი გაუძლებს დროის სრბოლას.
სულ სხვაგვარად დადგება ჩვენი საკითხი, თუ მხედველობაში
გვექნება ძველი პოეტური ტექსტის სულიერი გაცოცხლება, აღ-
დგენა, მისი აქტუალიზაცია, მისი გახსნილობა ახალი ინტერ-
პრეტაციებისათვის. დაბოლოს, მუდამ გაურკვეველი რჩება, რა
ზღვრებსა და ფარგლებში გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ
პოეზიაზე. მრავალი რამ დღევანდელი პოეზიიდან გამოხატულია
პროზით. მრავალი ამჟამინდელი ლექსი – პროზაა, თანაც ცუდი
პროზა. თხრობის ხელოვნება, რომანი მურასაკიდან პრუსტამდე
ქმნის დიდ პოეტურ ნაწარმოებებს. და თეატრი? „ლიტერატურის
ისტორიის“ უმეტესობა საერთოდ არ არის ამით დაკავებული,
მხოლოდ გამოყოფს ზოგიერთ გენიას და მათ ცალ-ცალკე განი-
ხილავს. ან კიდევ: რით აიხსნება ის გარემოება, რომ ძველი ჩი-

470
ნური პოეზია ნებისმიერ თარგმანს იტანს, ხოლო ევროპული კი
მშობლიურ ენაზეა მიჯაჭვული? შეიძლება ეს ძალიან მარტივად
აიხსნას და ჩვენ მხოლოდ ვფიქრობთ, რომ ვკითხულობთ ბო
ცზუის, სინამდვილეში კი ეს არტურ ხეილის ბრწყინვალე მიბაძ-
ვის ნაყოფია? შეგვიძლია რამდენიც გვინდა დავსვათ კითხვები
– პასუხი ერთი იქნება: არა მხოლოდ პოეზია, არამედ აგრეთვე
მხატვრული შემოქმედების მთელი სამყარო, ან ის, თავს ასე
რომ უწოდებს, კრიზისში შევიდა, რაც ძალზე მჭიდროდაა დაკავ-
შირებული ადამიანური არსებობის პირობებთან, ჩვენს ადა-
მიანურ ყოფა-ცხოვრებასთან, ჩვენს რწმენასა თუ ილუზიასთან,
თითქოს ჩვენ – პრივილიგირებული, ერთადერთი არსებები
ვართ, რომლებიც თავს ჩვენი ბედის გამგებლად ვთვლით, და იმ
დანიშნულების შემსრულებლები, რომელთაც უკვე აღარ აქვს
ტრაბახის უფლება არც ერთ ცოცხალ არსებათაგანს. ამიტომ
უაზრობაა დავსვათ კითხვები ხელოვნების შესახებ მომავალში.
ეს იგივეა, რომ ვიკითხოთ, შეუძლია განა ხვალინდელ ადამი-
ანს, თუნდაც ძალზე შორეული მომავლის ადამიანს, გადაწყვი-
ტოს ის ტრაგიკული წინააღმდეგობები, რომლებშიც იგი შექმნის
პირველ დღიდანვე ფართხალებს (ან შეიძლება კი ვილაპარა-
კოთ ამ დღის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, საუკუნოდაც გა-
ჭიანურდა?).

471
სოლ ბელოუ

მწერლებს ძალიან აფასებენ

1976
ორმოცზე მეტი წლის წინათ ვიყავი მეტად თავისებური სტუ-
დენტი – უფროსკურსელი. ჩვეულებრივ, პროგრამაში ვირჩევდი
რომელიმე კურსს და შემდეგ მთლიანად ვეფლობოდი სულ სხვა
საგნის სწავლაში. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ დამეზეპი-
რებინა სახელმძღვანელო „ფული და საბანკო საქმე“, გატაცე-
ბით ვკითხულობდი ჯოზეფ კონრადის რომანებს და შემდეგ
არასდროს არ მინანია ეს. შესაძლებელია, კონრადმა იმით მი-
მიზიდა, რომ მასში არის რაღაც ამერიკელისთვის დამახასიათე-
ბელი: წარმოშობით პოლონელი, რომელმაც საბოლოოდ და-
ტოვა სამშობლო, – იგი სერავდა ეგზოტიკურ ზღვებს, ლაპარა-
კობდა ფრანგულად და წერდა არაჩვეულებრივად ძარღვიანი და
ლამაზი ინგლისური ენით. ცხადია, ჩემთვის, ემიგრანტის შვი-
ლისათვის, ჩიკაგოს ემიგრანტთა ერთ-ერთ რაიონში გაზრდი-
ლისთვის, არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ სლავი გახდა ბრი-
ტანული გემის კაპიტანი, ზეპირად იცოდა მარსელი და ბრწყინ-
ვალედ წერდა ინგლისურად. მაგრამ კონრადის ნამდვილ ცხოვ-
რებაში არაფერი იყო უცნაური. მისი თემები მარტივია – ერთგუ-
ლება, კანონისადმი მორჩილება, საზღვაო ტრადიციები, იერარ-
ქია, დაუწერელი კანონები, რომელთაც ასრულებენ მეზღვაურე-
ბი, შტორმში რომ მოჰყვნენ. მას სწამდა ამ კანონების ურყეობა,
რომელთა დარღვევაც თითქოსდა ასე ადვილად შეიძლებოდა

472
და სწამდა თავისი ხელოვნება.თავისი შეხედულებები ხელოვნე-
ბაზე კონრადმა ძალიან ზუსტად ჩამოაყალიბა. ის წერს, რომ ხე-
ლოვნება – ეს არის ცდა იპოვნო ამ სამყაროში, თვითონ მის მა-
ტერიასა და ცხოვრებისეულ მოვლენებში რაიმე ფუნდამენტური,
არსებითი, წარუვალი. მეთოდი, რომლითაც სარგებლობენ
მწერლები, რათა გამონახონ ეს არსებითი რამ, განსხვადება ფი-
ლოსოფოსის ან მეცნიერის მეთოდისაგან, რომლებიც, კონრა-
დის სიტყვებით, შეიცნობენ სამყაროს სისტემატური გამოკვლე-
ვების მეშვეობით. ამოსავალი წერტილი ხელოვნებისათვის – ეს
თვითონ იგია: მხოლოდ მაშინ, როცა თავის თავს ჩაუღრმავდე-
ბა, თავისი „მეს“ ფარულ კუთხე-კუნჭულებს, მას ესმის, „რისკენ
უნდა მოუწოდოს“. „ის მოუწოდებს, – ამბობს კონრადი, – ჩვენი
არსების იმ ნაწილისკენ, რომელიც ჩვენ გვებოძა, მოგვენიჭა, და
არა შევიძინეთ, – ჩვენი უნარ-შესაძლებობებისკენ – გვიხარო-
დეს და გვიკვირდეს, ჩვენი სიბრალულისა და თანაგრძნობისა-
კენ, ყოველივე არსებულისადმი თანაზიარობის ფარული გან-
ცდისაკენ – შეიძლება მერყევი, მაგრამ შეუდრეკელი ძმობის
რწმენისკენ, რომელიც გააერთიანებს განმარტოებულ გულთა
ურიცხვ უმრავლესობას... და გააერთიანებს მთელ კაცობ-
რიობას: მკვდრებს ცოცხლებთან, ხოლო ცოცხლებს კი ჯერ
დაუბადებლებთან“.
ეს მგზნებარე სიტყვები დაიწერა ოთხმოცი წლის წინათ და
შესაძლოა, მათი კითხვისას სკეპტიკურად გაგვეღიმოს. მე ვე-
კუთვნი მკითხველთა იმ თაობას, რომლისთვისაც სულიერად
ახლოა მაღალფარდოვან სიტყვათა გრძელი სია, – მსგავსად
ამისა – „ურყევი რწმენა“, „კაცობრიობა“ და ა. შ. – სიტყვები,
რომელთაც ზურგი შეაქციეს ე. ჰემინგუეის ტიპის მწერლებმა.
ჰემინგუეი ლაპარაკობდა პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცთა

473
სახელით, ფრონტზე რომ წავიდნენ ვუდრო ვილსონისა და სხვა
ენაწყლიანი პოლიტიკოსების მოწოდებებით შთაგონებულნი,
რომელთა ხმამაღალმა სიტყვებმა ყოველგვარი აზრი დაკარგეს
სანგრებში, ამოვსებული რომ იყო გაშეშებული გვამებით. ჰემინ-
გუეის ახალგაზრდა მკითხველები დარწმუნებული იყვნენ, რომ
XX საუკუნის საშინელებებმა გაანადგურეს და ჩაკლეს ჰუმანის-
ტური იდეალები თავიანთი მომაკვდინებელი რადიაციით, და
ამიტომ მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ შეიძლება ავყვეთ
კონრადის რიტორიკას, მაგრამ, ამასთან ერთად, არასოდეს
ვთვლიდი, რომ კონრადი მართალი არ არის, იგი უშუალოდ მე
მომმართავდა. ადამიანი, რომელიც თავს, თურმე, სუსტ ადა-
მიანად გრძნობდა: იგი არაფერს გრძნობს, საკუთარი სისუსტის
გარდა, მაგრამ, თუ იგი ცნობს, აღიარებს ამ სისუსტეს, თავის სი-
მარტოვეს და საკუთარ თავს ჩაუღრმავდება, ხდება რა ამით კი-
დევ უფრო განმარტოებული, მაშინ იგი გამოავლენს თავის კავ-
შირს სხვა მარტოხელა ადამიანებთან.
არ ვგრძნობ მოთხოვნილებას, კონრადის სენტენციები სკეპ-
სისით შევაზავო. მაგრამ არიან მწერლები, რომლებისთვისაც
კონრადის რომანი, როგორც ყოველი სხვა, მას რომ მოგვაგო-
ნებს, წარსულმა შთანთქა... ის აღარ არსებობს. აი, მაგალითად,
ალენ რობგრიიე – „ვეშჩიზმის“ ერთ-ერთი მასწავლებელი – ის
წერს, რომ ცნობილ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებ-
ში, როგორიცაა სარტრის „გულისრევა“, კამიუს „უცხო“, კაფკას
„კოშკი“, ხასიათები არ ჩანს; ამ წიგნებში თქვენ ხედავთ არა
ცალკეულ პიროვნებებს, არამედ, ასე ვთქვათ, ვიღაც არსებებს,
„ხასიათების რომანი“ – წერს იგი, – მთლიანად ისტორიას
ეკუთვნის. ის ასახავს პერიოდს, რომელშიც ინდივიდუალობის
განვითარებამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია. არ შეიძლება

474
ვამტკიცოთ, რომ ამით რომანი უკეთესი გახდა, და რობ გრიიე
ამას აღიარებს, – მაგრამ, რომ შეიცვალა, ეჭვს არ იწვევს. ინდი-
ვიდუალობა უკვე წაიშალა, თანამედროვე პერიოდი – ეს ადმი-
ნისტრაციული ერთეულების ეპოქაა, ჩვენ აღარ ვუკავშირებთ
სამყაროს ბედს გარკვეული ოჯახებიდან გამოსული გარკვეული
ადამიანების აღმასვლას და დაცემას. შემდეგ ის ამბობს, რომ
ბალზაკისდროინდელი ბურჟუაზიის ვითარებაში მნიშვნელოვა-
ნი იყო გქონოდა სახელი და ხასიათი, ამასთანავე ხასიათი ას-
რულებდა იარაღის როლს გადარჩენისა და წარმატებისათვის
ბრძოლაში, „იმ სამყაროში, სადაც არის პიროვნება, – ნების-
მიერი საქციელი – მოქმედების საშუალება და მიზანი, გქონოდა
შენი სახე, ცოტას როდი ნიშნავდა“. რაც შეეხება ჩვენს სამყა-
როს, – ასკვნის რობ გრიიე, – მისი პრეტენზიები გაცილებით
უფრო მოკრძალებულია, ის უარყოფს პიროვნების ყოვლისშემ-
ძლეობას, მაგრამ, ამასთან ერთად, ის უფრო პატივმოყვარეცაა,
რადგან უფრო შორს იყურება. ადამიანურის, „კაცობრიულის“
კულტმა ადგილი დაუთმო უფრო ფართო და ნაკლებად ანთრო-
პოცენტრისტულ გაგებას, თუმცა, – გვამშვიდებს იგი, ჩვენ წინ
არის ახალი გზები, ჩვენ გველის ახალი აღმოჩენები.
ისეთ დღეს, როგორიც დღესაა, მე არ მსურს ჩავება კამათში,
თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რას ნიშნავს „გმირებისაგან“ დაღ-
ლა, ადამიანური ტიპები ყალბი და მოსაბეზრებელი გახდა. დ. ჯ.
ლოურენსმა ჩვენი საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა, რომ ჩვენ
ვართ ადამიანები ინსტინქტით, პურიტანული მორალით დასა-
ხიჩრებული, რომელიც ჩვენთვის აღარაფერს ნიშნავს, და ერ-
თმანეთის მიმართ ფიზიკურ ზიზღს ვგრძნობთ. – თანამგრძნობე-
ლი გული გატეხილია, – ამბობს იგი, – უფრო მეტიც: „ჩვენ ვე-
ღარ ვიტანთ ერთმანეთს“. გარდა ამისა, კლასიკის გავლენა ევ-

475
როპაში საუკუნეების მანძილზე ისეთი იყო, რომ ყოველმა ქვეყა-
ნამ შექმნა „თავისი“ მდგრადი, მყარი ტიპები პიროვნებებისა,
გადაიღო რა ისინი მოლიერისა და რასინისაგან, დიკენსისა და
ბალზაკისაგან. საშინელი მოვლენაა! აქ უადგილო არ იქნება გა-
ვიხსენოთ ფრანგული გამონათქვამი: „თუ ხასიათია, მაშინ უსა-
თუოდ ცუდია!“ წარმოიქმნება აზრი, რომ ადამიანთა გვარი, არ
გამოირჩევა რა განსაკუთრებული ორიგინალობით, მისთვის სა-
ჭიროს და აუცილებელს იქიდან იღებს, რაც მას ხელთ აღმოჩ-
ნდება, – მსგავსად იმისა, ახალ ქალაქებს არცთუ იშვიათად ძვე-
ლი ქალაქების ნანგრევებზე რომ აშენებენ ხოლმე, დაუმატეთ აქ
ხასიათის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია უსახური და უსიცოც-
ხლო სტრუქტურისა, რომელსაც უნდა დაექვემდებაროთ, ნაც-
ვლად იმისა, რომ სიხარულით მივიღოთ ის. ტოტალიტარიზმის
იდეოლოგები ასევე თავს ესხმოდნენ ბურჟუაზიულ ინდივი-
დუალიზმს, აიგივებდნენ რა ხშირად ხასიათს საკუთრებასთან.
რობ გრიის მსჯელობაში არის მინიშნება ამაზე. პიროვნების
უარყოფას, უკეთურ ნიღბებს, ყალბ ყოფა-ცხოვრებას მივყავართ
გარკვეულ პოლიტიკურ შედეგებამდე.
ამჟამად მე მაინტერესებს, სახელდობრ რა უნდა იქცეს ხე-
ლოვანი ადამიანის შემოქმედების ამოსავალ წერტილად. საჭი-
როა კი, სწორი იქნება კი დავიწყოთ ისტორიული ანალიზიდან,
იდეიდან, სისტემიდან? „დაბრუნებულ დროში“ – პრუსტი ლაპა-
რაკობს ახალგაზრდა ინტელიგენტ მკითხველთა ინტერესის
ზრდაზე ანალიტიკური, მორალური და სოციოლოგიური მიმარ-
თულების ნაწარმოებისადმი. იგი შენიშნავს, რომ რომანისტ
ბერგოტს (პერსონაჟი მისი ეპოპეისა „დაკარგული დროის
ძიებაში“) ისინი ამჯობინებენ მწერლებს, რომლებიც მათ უფრო
ღრმააზროვნად მიაჩნიათ. – მაგრამ, – ამბობს პრუსტი, – რო-

476
გორც კი ხელოვნების ნაწარმოებზე იწყებენ მსჯელობას გონები-
თი ჭვრეტიდან გამოდინარე, ისინი კარგავენ ყოველგვარ სიმყა-
რეს და სიმტკიცეს და მაშინ შეგიძლია ამტკიცო, რაც მოგესურ-
ვება“.
რობ გრიიეს იდეა ახალი არ არის. მისი არსია: ჩვენ აუცი-
ლებლად უნდა დავაღწიოთ თავი ბურჟუაზიულ ანთროპოცენ-
ტრიზმს და დავექვემდებაროთ დახვეწილი ავანგარდული კულ-
ტურის მოთხოვნებს. რაც შეეხება ლიტერატურულ გმირს, რობ
გრიიეს სიტყვებით, „ვერც ნახევარსაუკუნოვანმა ავადმყოფო-
ბამ, ვერც ნეკროლოგებმა, ხელმოწერილი რომ არის ყველაზე
სერიოზული კრიტიკოსების მიერ, – ვერ შეძლეს ჩამოეგდოთ
იგი იმ პიედესტალიდან, რომელზეც აიყვანა XIX საუკუნემ. ამჟა-
მად ის იქცა მუმიად, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, წი-
ნანდებურად წამოჭიმულია ტახტზე იმავე – ყალბი დიდებულე-
ბით იმ ფასეულობათა გარემოცვაში, ტრადიციული კრიტიკა
რომ თაყვანს სცემს“.
რობ გრიიეს ესსეს ეწოდება „ზოგიერთი მოძველებული ცნე-
ბის შესახებ“. თვითონაც მომბეზრდა მოძველებული ცნებები და
ყოველგვარი მუმიები, მაგრამ რომანის ოსტატები არასდროს
მწყინდება. როგორღა მოვეკიდოთ მათი ნაწარმოებების გმი-
რებს? საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ადამიანის ხასიათის გამოკ-
ვლევებზე? ნუთუ მოკვდა ახლა ის, რაც ასე ცოცხლად და ცხო-
ველმყოფლად იყო მათთან? ნუთუ მართლა მოექცა ინდივი-
დუუმი ჩიხში? მართლაც ასე ძლიერ არის ადამიანის ინდივი-
დუალობა დამოკიდებული ისტორიულ თუ კულტურულ პირო-
ბებზე? ასე უცილობელია აღწერა ამ პირობებისა, რომელთაც
ესოდენ „ავტორიტეტულად“ გვახვევენ თავზე? ჩემი აზრით, უნდა
ვწუხდეთ არა ბუნებრივი ინტერესის გამო ადამიანის პიროვნე-

477
ბისადმი, არამედ ამგვარი იდეისა და განწყობილების გამო, მა-
თი ბანალურობა და უსაფუძვლობა ზიზღს გვგვრიან, წუხილის,
აღელვების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
ის ფაქტი, რომ „ნეკროლოგები“ ხასიათისათვის ხელმოწე-
რილ იქნა „ყველაზე სერიოზული კრიტიკოსების“ მიერ, ნიშნავს
იმას, რომ მუმიის კიდევ ერთმა გაერთიანებამ – ჩვენი ინტელექ-
ტუალური საზოგადოების ყველაზე დაფასებულმა წარმომადგენ-
ლებმა – შემოიღო თავისი ახალი კანონები. მინდა ვიცოდე, მა-
ინც ვინ მისცა ამ „სერიოზულ კრიტიკოსებს“ უფლება ხელი
მოაწერონ ნეკროლოგებს ლიტერატურულ ჟანრებზე? განა ხე-
ლოვნება უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის კანონებს? აქ რა-
ღაც რიგზე ვერაა!
რომანისტს უფლება აქვს უარი თქვას ხასიათის ასახვაზე, თუ-
კი ამას მოითხოვს მის მიერ არჩეული სტრატეგია, მაგრამ სისუ-
ლელეა ამის გაკეთება ზოგადთეორიული წინაპირობიდან გა-
მომდინარე იმ ვარაუდით, რომ პიროვნების უმაღლესი განვითა-
რება დასასრულს მიუახლოვდა. ინტელექტუალები ჩვენზე არ
უნდა მბრძანებლობდნენ, ჩვენ მათ ცუდ სამსახურს ვუწევთ, რო-
დესაც საშუალებას ვაძლევთ, განაგებდნენ ხელოვნებას. განა
როდესაც რომანებს კითხულობენ, მათში მხოლოდ თავიანთი
შეხედულებების დადასტურებას უნდა ხედავდნენ? ნუთუ იმიტომ
მოვედით ამქვეყნად, რომ მსგავს თამაშებში ვმონაწილეობდეთ?
როგორც ერთხელ ელიზაბეტ ბოუენმა თქვა, მწერლები არ
ქმნიან თავიანთ წიგნების გმირებს. ისინი უკვე არსებობენ ცხოვ-
რებაში და მწერლების საქმეა მხოლოდ მიაგნონ მათ, იპოვონ
ისინი. თუ ჩვენ მათ ვერ ვპოულობთ ან არ ძალგვიძს გამოვსა-
ხოთ, ამაში არავინ, ჩვენ გარდა, დამნაშავე არ არის. თუმცა გმი-
რების გამონახვა არც ისე ადვილია. ახლა, როგორც არასდროს,

478
ძნელია ადამიანთა არსებობის პირობების განსაზღვრა. ისინი,
რომლებიც ამბობენ, ჩვენ მსოფლიო ისტორიის ადრეულ სტა-
დიაში ვართო, ალბათ, მართლები არიან. ჩვენ უფრო და უფრო
მეტნი ვხდებით და თითქოსდა ახალი შეგნების, ცნობიერების
შობის ტკივილებსა და ტანჯვას განვიცდით. ამერიკაში ბოლო
ორმოცი წლის მანძილზე მილიონობით ადამიანმა მიიღო „უ-
მაღლესი განათლება“ – ზოგჯერ ფრიად საეჭვო სიკეთეა! ბობო-
ქარ სამოციან წლებში ჩვენ პირველად გავიგეთ, სადამდე შეიძ-
ლება მიგვიყვანოს თანამედროვე მოძღვრებებმა, კონცეფციებ-
მა, თეორიებმა, გამოვავლინეთ თანამედროვე ფსიქოლოგიის,
პედაგოგიკისა და პოლიტიკის იდეათა ბიწიერება.
ყოველწლიურად გამოდის მრავალი წიგნი და სტატია, რო-
მელთა ავტორები გონივრული, გულუბრყვილო, მიამიტი, შეუსა-
ბამო, უღიმღამო თუ უგუნური მსჯელობის მეშვეობით აუწყებენ
ამერიკელებს იმის შესახებ, რა მდგომარეობაში იმყოფებიან
ისინი. ისინი ეხებიან ჩვენს გადასატან კრიზისებს და გვიჩვენე-
ბენ, როგორ გავართვათ მათ თავი. თანაც თვითონ ეს ანალიტი-
კოსები – იმავე არეულ-დარეულობის და უთავბოლობის წარმო-
შობილი არიან, რომლისგანაც ისინი ჩვენს გათავისუფლებას
ცდილობენ. მათი უზომო მორალური გულშემატკივრობა,
სრულყოფისადმი სწრაფვა, საზოგადოებრივ ბიწიერებათა დაგ-
მობა, მოთხოვნათა ამაღელვებელი, კომიკური მაქსიმალიზმი,
მათი წუხილი, გაღიზიანება, მგრძნობიარობა, შორმჭვრეტელო-
ბა, ზნეობრიობა, ნევროზულობა, მათი განუსჯელი ექსპერიმენ-
ტები ნარკოტიკებით, სამკურნალო მასაჟითა და ბომბებით, –
ყოველივე ამას მე აღვიქვამ მხოლოდ და მხოლოდ როგორც
მწერალი. ყოფილი იეზუიტი მალაქია მარტინი თავის წიგნში ეკ-
ლესიის შესახებ თანამედროვე ამერიკელს ადარებს მიქელანჯე-

479
ლოს ქანდაკება „ტყვეს“: ის ძაბავს მთელ თავის ძალებს, რათა
თავი დააღწიოს, დაუსხლტეს ქვის ლოდს. მარტინი წერს, რომ
ამერიკელ ტყვეს ამ ბრძოლაში ზიანს აყენებს ინტერპრეტა-
ციები, ჭკუის დარიგებები, გაფრთხილებები, შეფასებები, რო-
მელთაც მას თავზე ახვევენ თვითმარქვია წინასწარმეტყველები,
მღვდლები, მოსამართლეები და მისი ტანჯვის მშტამპავები“.
მოდით, ცოტაოდენი დრო დავკარგოთ და ვნახოთ, რა
ტანჯვა-წვალებაზეა ლაპარაკი. პირად ცხოვრებაში – აურზაური,
რომელიც პანიკამდეა მისული. ოჯახებში – უთანხმოება და
უსიამოვნება ცოლსა და ქმარს, მშობლებსა და ბავშვებს შორის.
მოქალაქეობრივ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში, სექ-
სუალურ სფეროში (მთელ სიას არ ჩამოვთვლი) – ასეთივე
მოუწესრიგებლობაა. ქაოსს პირად ცხოვრებაში თან სდევს სა-
ზოგადოებრივი არეულობანი. გაზეთებში ვკითხულობთ იმის შე-
სახებ, რაც ოდესღაც გვართობდა, როგორც სამეცნიერო ფან-
ტასტიკა: „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს მომაკვდინებელ სხივებზე და
კოსმოსურ ომებზე რუსულ და ამერიკულ თანამგზავრებს შო-
რის. „ენკაუნტერის“ ნოემბრის ნომერში ისეთი საღად მოაზროვ-
ნე და პასუხისმგებელი ეკონომისტი, როგორიც აქ მყოფი მილ-
ტონ ფრიდმანია, აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი სა-
ხელმწიფოებრივი ხარჯების გამო მალე დაემსგავსება ისეთ ღა-
ტაკ ქვეყანას, როგორიც ჩილეა. საკუთარი პროგნოზი მას ძრწო-
ლას ჰგვრის: „ნუთუ თავისუფლებისა და დემოკრატიის ის კე-
თილშობილური ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თა-
ვისუფლების დიდმა ქარტიამ, შესაძლოა დიქტატურით დამთავ-
რდეს?! იმისთვის, ვინც ამ ტრადიციით აღიზარდა, მტკივნეულია
თქვას, რომ ბრიტანეთი რისკავს დაკარგოს თავისუფლება და
დემოკრატია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ასეა!“

480
მიუხედავად მსგავსი ფაქტებისა, ფეხქვეშ ნიადაგს რომ გვაც-
ლიან, როგორღაც მაინც ვცდილობთ ვიცხოვროთ. მე რომ პო-
ლემიკას ვეწეოდე პროფესორ ფრიდმანთან, მაშინ ვთხოვდი მას
გაეთვალისწინებინა არსებულ ინსტიტუტთა წინააღმდეგობა,
კულტურული განსხვავებანი დიდ ბრიტანეთსა და ჩილეს შორის,
ეროვნული ხასიათისა და ტრადიციების თავისებურებანი, მაგ-
რამ არ ვაპირებ, ჩავება კამათში, რომელშიც მაინც ვერ გავი-
მარჯვებ. მე სხვა მიზანი მაქვს – გავამახვილო თქვენი ყურადღე-
ბა იმ საშინელ წინასწარმეტყველებებზე, იძულებულნი რომ
ვართ ანგარიში გავუწიოთ და რომლებიც ქმნიან თანამედროვე
ქაოსის ფონს, რათა განვჭვრიტოთ მომავალი კატასტროფა.
თითქოსდა ერთი ამგვარი სტატია საკმარისი უნდა ყოფილიყო
ჟურნალისათვის, მაგრამ „ენკაუნტერის“ იმავე ნომერში პროფე-
სორი ხიუ სეტონ-უოტსონი ახდენს ჯორჯ კენონის ბოლო მოხსე-
ნების რეცენზირებას ამერიკული ცივილიზაციის გადაგვარებისა
და ამ გადაგვარების ავბედითი შედეგების შესახებ მთელი
მსოფლიოსათვის. აღწერს რა ამერიკის დაცემას, კენონი ლაპა-
რაკობს დანაშაულისა და რღვევის პროცესებზე დიდ ქალაქებში,
ნარკომანიისა და პორნოგრაფიის, თავაშვებულობისა და გა-
ნათლების დონის დაცემის შესახებ და მიდის დასკვნამდე, რომ
ჩვენი კოლოსალური სიძლიერე გახვრეტილ გროშ-კაპიკადაც
არა ღირს. ჩვენ არ შეგვიძლია გავიყოლიოთ თან სამყარო და,
ვართ რა საკუთარი ცოდვებით დაუძლურებულნი, საეჭვოა თა-
ვის დაცვა შევძლოთ. პროფესორი სეტონ-უოტსონი წერს: „ვე-
რაფერი იხსნის საზოგადოებას, თუ მისმა მეთაურმა – 100 000
მამაკაცმა და ქალმა, რომლის ნაწილი იღებს საპასუხისმგებლო
გადაწყვეტილებებს, ხოლო ნაწილი კი – გავლენას ახდენს მათ
აზროვნებაზე, აშკარად განიზრახა კაპიტულირება“.

481
თუმცა საკმარისია ლაპარაკი კაპიტალისტური ზესახელმწი-
ფოს შესახებ. და როგორ აქვთ საქმე მათ იდეოლოგიურ მოწინა-
აღმდეგეებს? ვათვალიერებ „ენმკაუნტერნის“ ფურცლებს და
ვკითხულობ კემბრიჯელი ინგლისური ენის მასწავლებლის ჯორჯ
უოტსონის მოკლე ინფორმაციას მემარცხენეთა რასიზმის შესა-
ხებ. ის წერს, რომ სოციალ-დემოკრატიული ფედერაციის დამა-
არსებელმა ჰინდმანმა ომს სამხრეთ აფრიკაში თავის დროზე ებ-
რაული ომი უწოდა, რომ რესკინმა, კარლაილმა, ჰაქსლიმ რა-
სისტული შეხედულებები გამოთქვეს, ხოლო ენგელსმა აღმო-
სავლეთ ევროპის პატარა სლავურ ხალხებს კონტრრევოლუ-
ციური ეთნოგრაფიული ნაყარ-ნუყარი უწოდა. დასასრულს მის-
ტერ უოტსონი ახდენს ულრიკა მაინჰოფის – „ფრაქცია წითელი
არმიის“ დასავლეთ გერმანელი ხელმძღვანელის საჯარო გან-
ცხადების ციტირებას სასამართლო მოსმენაზე 1972 წელს, რო-
მელშიც მან მოიწონა „რევოლუციური განადგურება“. ჰიტლე-
რული გერმანიის ანტისემიტიზმი – ეს მისთვის სხვა არაფერია,
თუ არა ბრძოლა. „ოსვენციმი“, – წერს იგი თავის სტატიაში, –
ნიშნავდა იმას, რომ ექვსი მილიონი ებრაელი დახოცეს და გა-
დაყარეს ევროპის ნაგავსაყრელზე იმისათვის, – რომ ისინი იყ-
ვნენ ებრაელი სქელჯიბიანები“.
მე ვიხსენიებ ამ მემარცხენე რასისტებს მხოლოდ იმიტომ,
რომ ვაჩვენო – ამორჩევა სინათლის შვილებსა და სიბნელის
შვილებისა არც ისე იოლია, კეთილი და ბოროტი სიმეტრიულად
ნაწილდებიან პოლიტიკური მიჯნების ორივე მხარეზე, მაგრამ
სრულიად ნათელია ერთი რამ: მღელვარებას, წუხილს ვერსად
წაუვალთ, ყოველივეს წახდენა და დაკნინება ამქვეყნად – პი-
რად ცხოვრებაშიც და საზოგადოებრივშიც – აი, ჩვენი საარსებო
შიში.

482
მაგრამ ხელოვნება და ლიტერატურა? როგორ არის მათი
საქმე? რას იზამ, გარშემო ყველაფერი თავდაყირა მიდის, მაგ-
რამ ჯერ კიდევ მთლად არ დაგვიკარგავს თავი, ჩვენ შეგვიძლია
ვიფიქროთ და გავარჩიოთ ცუდი კარგისაგან, ვიგრძნოთ. მოღ-
ვაწეობისას უფრო ფაქიზი, დახვეწილი და ამაღლებული სა-
ხეობები არ ემორჩილებიან სიშმაგესა და აბსურდს, აქამდე არ
გატეხილან და არ შეშინებულან. მწერლები განაგრძობენ წიგნე-
ბის წერას, მკითხველები კი მათ კითხვას. შეიძლება, ძალიან
ადვილი არ იყოს ჩავწვდეთ თანამედროვე ადამიანის შეგნებას,
რომლის თავში სრული არეულობაა, მაგრამ, ყველა ამ ხმაური-
სა თუ დაბრკოლების მიუხედავად, კვლავ ხერხდება სიმშვიდის
ზონაში შეღწევა, და აქ ჩვენ დავინახავთ, აღმოვაჩენთ ჩვენს ერ-
თგულად მომლოდინე მსმენელს, რაც უფრო არეულია ცხოვრე-
ბა, მით უფრო ძლიერია მისწრაფება მისი სათავეებისკენ, კრი-
ზისთა უსასრული ცვლამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომი-
დან დაიწყო, ჩამოაყალიბა პიროვნების თავისებური ტიპი, –
ადამიანისა, საშინელი და უჩვეულო განსაცდელნი რომ განვლო
და ამის შედეგად თავი დააღწია თითმის ყველა ცრურწმენას,
უკუაგდო გაუმართლებელი იდეოლოგიები და შეუძლია შეითავ-
სოს რაც გნებავთ უგუნურება, გრძნობს რა ამ დროს კოლოსა-
ლურ მოთხოვნილებას, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ზოგადკაცობ-
რიული სარგებლობის საგნებისადმი: ისეთებისადმი, მაგალი-
თად, როგორიცაა სიმართლე, თავისუფლება და სიბრძნე. არა
მგონია ვაჭარბებდე; ამის მრავალი მტკიცება არსებობს. რღვე-
ვა, დაშლა? რას იზამ, ბევრი რამ მართლაც იშლება. მაგრამ ჩვენ
გავდივართ თავისებურ განწმენდას, თანაც ეს პროცესი უკვე დი-
დი ხანია გრძელდება, ვუბრუნდები რა პრუსტის „დაბრუნებულ
დროს“, ვხედავ, რამდენად კარგად ესმოდა მას ყოველივე ეს.

483
პრუსტის რომანი, რომელიც ასახავს პირველი მსოფლიო ომის-
დროინდელ ფრანგულ საზოგადოებას, ადასტურებს მისი ხე-
ლოვნების ძალას – ხელოვნების გარეშე, რომელსაც არ ეშინია
არც პირადი და არც საზოგადოებრივი კატაკლიზმებისა, – დაჟი-
ნებით ამბობს პრუსტი, – ჩვენ ვერ შევიცნობთ ვერც საკუთარ
თავს და ვერც ჩვენს ახლობლებს, მხოლოდ ხელოვნება სძლევს
ყველა დაბრკილებას, რომელთაც ქმნის ქედმაღლობა, ვნებათა
ღელვა, გონება და ჩვევა, – ჩვენი სამყაროს მოჩვენებითი
რეალობა, მაგრამ არის ასევე სხვა უტყუარი რეალობა, რომელ-
საც ჩვენ წამდაუწუმ ვუშვებთ მხედველობიდან, ეს რეალობა
ჩვენ გვიგზავნის სიგნალებს, რომელთა მიღება შეუძლებელია
ხელოვნების გარეშე, პრუსტი მათ „ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებს“
უწოდებს, უხელოვნებოდ არაფერი დაგვრჩებოდა, გარდა ლექ-
სიკონისა, „იმ პრაქტიკულ მიზნებს რომ გამოსახავს, რომელ-
თაც ჩვენ შეცდომით ცხოვრებას ვუწოდებთ“, მსგავსი მნიშვნე-
ლობით განმარტა ეს პრობლემა ტოლსტოიმაც. მის ნაწარმოებ-
ში „ივან ილიჩის სიკვდილი“ ლაპარაკია ასევე „პრაქტიკულ მიზ-
ნებზე, რომლებიც ჩვენგან სიცოცხლესაც და სიკვდილსაც მალა-
ვენ. სიკვდილისწინა ტანჯვის დროს ივანე ხდება პიროვნება,
„გმირი“, რომელიც უკუაგდებს ყოველგვარ ყალბს და იძენს
უნარს დაინახოს აქამდე მისთვის ფარული „პრაქტიკული მიზნე-
ბი“.
პრუსტმა შეძლო შეენარჩუნებინა წონასწორობა ხელოვნება-
სა და რღვევას შორის; იგი ამტკიცებდა, რომ ხელოვნება – ეს
არის ცხოვრებისეული მოთხოვნილება, გრანდიოზული თავისუ-
ფალი რეალობა, რაღაც მაგიური ძალა. მაგრამ ხელოვნებამ
კარგა ხანია დაკარგა წინანდელი კავშირი ადამიანური ყოფის
საფუძვლებთან, ისტორიკოსი ედგარ ვინდი ნაშრომში „ხელოვ-

484
ნება და ანარქია“ შენიშნავს, რომ უკვე ჰეგელთან ხელოვნება
აღარ განასახიერებს უმნიშვნელოვანეს ადამიანურ იმპულსებს,
ახლა ამ იმპულსებს ემსახურება მეცნიერება თავისი „რაციონა-
ლური შემეცნების მყარი, ძლიერი გონით“. ხელოვნებამ უკანა
პლანზე გადაიწია, სადაც წარმოიქმნა „ვრცელი და გასაოცრად
მრავალფეროვანი ფონი“ – მეცნიერების საუკუნეშიც ადამიანე-
ბი განაგრძობდნენ ხატვას და ლექსების წერას, – ამბობს ჰეგე-
ლი, – მაგრამ, რაც უნდა საუცხოონი იყვნენ ღმერთები ხელოვ-
ნების თანამედროვე ნაწარმოებებში, რა კეთილშობილებით და
სრულყოფილებითაც უნდა გვაცვიფრებდნენ ჩვენ „მამა ღმერ-
თისა და დედა მარიამის სახებანი“, – ყოველივე ამაოა: ჩვენ
მუხლს აღარ ვიდრეკთ მათ წინაშე, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ
მოწიწებით მუხლის მოდრეკა, კარგა ხანი გავიდა. გამომგონებ-
ლობამ, თამამმა აღმოჩენებმა და სიახლემ შეცვალა ხელოვნე-
ბის „უშუალობა“. ჰეგელის თანახმად, სპეტაკი ხელოვნების უმ-
ნიშვნელოვანესი მიღწევა ისაა, რომ, გათავისუფლდა რა თავისი
ძველი მოვალეობისაგან, ის აღარ არის „სერიოზული“ და ახლა
ფორმის სიფაქიზის წყალობით ეხმარება ადამიანს თავი დააღ-
წიოს არსებობის არასრულფასოვნებასთან მტანჯველ კავშირს,
მართლაც არ ვიცი, თუ ვინმე გაბედავს დღეს გამოვიდეს ხელოვ-
ნების დამცველად, ხელოვნებისა, რომელიც აღამაღლებს სულს
ხელოვნებაზე, არ ვარ დარწმუნებილი იმაშიც, რომ ამჟამად
სწორედ რაციონალური შემეცნების სული (გონი) ნთქავს მეც-
ნიერებაში ადამიანის ძირითად იმპულსებს. არ არის გამორიც-
ხული, რომ ახლა ისინი მიპყრობილნი არიან (შესაძლოა
დროებით) ჩემ მიერ აღწერილ კრიზისზე.
XIX საუკუნეში ევროპაში კიდევ იყვნენ მწერლები, რომელ-
თაც პრინციპულად არ სურდათ უგულებელყოთ ლიტერატურის

485
კავშირი ადამიანური ყოფა-არსებობის საფუძველთან, ამაზე
ფიქრიც კი ტოლსტოისა და დოსტოევსკის მკრეხელობად მოეჩ-
ვენებოდათ, მაგრამ დასავლეთში დიდმა ოსტატებმაც კი ზურგი
შეაქციეს ფართო საზოგადოებას, ახდენენ რა თავიანთი სიძულ-
ვილის დემონსტრირებას საშუალო მკითხველისა და ბურ-
ჟუაზიული ბრბოს მიმართ, მათ შორის საუკეთესოებს საკმაოდ
კარგად ესმოდათ, თუ რა ტიპის ცივილიზაცია წარმოქმნა ევრო-
პამ – „შესანიშნავი, მაგრამ არამყარი, სუსტი, გარდამავალი, კა-
ტასტროფისათვის განწირული“, – როგორც წერს ისტორიკოსი
ერიკ აუერბახი; ზოგიერთი ამ მწერალთაგანი, – განაგრძობს
იგი, – ქმნიდა „უცნაურ და გაუგებარ შიშისმომგვრელ ნაწარ-
მოებებს“, ანდა ახდენდნენ მკითხველის შოკირებას პარადოქ-
სული და უკიდურესი აზრებით. მათი უმეტესობა არც კი ცდი-
ლობდა გაეთვალისწინებინა საკუთარი ნაწარმოებების მსოფ-
ლგაგება – ან ბრბოსადმი ზიზღის გამო, ან საკუთარი შთაგონე-
ბისადმი მოკრძალებისა და ან კიდევ რომელიღაც ტრაგიკული
სისუსტის გამო, რომლებიც ხელს უშლიდა მათ ყოფილიყვნენ
ერთდროულად უბრალონიც და გულწრფელნიც“.
XX საუკუნეში ეს მწერლები ინარჩუნებენ თავიანთ გავლენას,
რადგან, მიუხედავად მოჩვენებითი რადიკალიზმისა და ნოვატო-
რობისა, ჩვენი თანამედროვენი ძალიან კონსერვატულები არი-
ან, ისინი კვალდაკვალ მისდევენ თავიანთ XIX საუკუნისდროინ-
დელ ბელადებს ძველი დროშებით, განმარტავენ რა ისტორიას
და საზოგადოებას წინა საუკუნის კანონებით. მაშინ რაღა ქნას
მწერალმა, თუკი მას დღეს ესმის, რომ ლიტერატურას კვლავ შე-
უძლია გახდეს ენერგიის ცენტრი, თუ იგი აღიარებს, რომ გაჩნდა
მწვავე საჭიროება დავუბრუნდეთ პერიფერიიდან შუაგულს – უბ-
რალოსა და უტყუარს? რა თქმა უნდა, ვერ დავუბრუნდებით

486
შუაგულს, ცენტრს მხოლოს იმიტომ, რომ ასე გვსურს. მაგრამ
დროა გავიგოთ, რომ ჩვენგან ამას ელიან და კრიზისის ძალა იმ-
დენად დიდია, რომ გული, ალბათ, თავისთავად ცენტრისკენ
გაგვიწევს, აქ ვერავითარი მზა რეცეპტი ვერ გვიშველის, არ შე-
იძლება მწერლების დამოძღვრა, მათმა წარმოსახვამ გზა თვი-
თონ უნდა მოძებნოს. შეიძლება მხოლოდ მხურვალედ იოცნე-
ბო, რომ მათ – ე. ი. ჩვენ, დავბრუნდეთ ცხოვრების პერიფე-
რიიდან და შევწყვიტოთ კაცობრიობის არასარწმუნოდ ასახვა.
როგორ აფასებენ საკუთარ თავს ჩვეულებრივი ამერიკელები,
და როგორ ვაფასებთ მათ ჩვენ – ფსიქოლოგები, სოციოლოგე-
ბი, ისტორიკოსები, ჟურნალისტები და მწერლები? დებენ რა
ჩვენთან ხელშეკრულებას საჯაროობის შესახებ, ადამიანები ხე-
დავენ თავიანთ თავში მხოლოდ იმას, რაც ჩვენთვის ისედაც მე-
ტისმეტად ნაცნობია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სა-
ჯაროობის ეს მაგალითები, რომლებმაც თავი მოაბეზრა რო-
გორც რობ გრიიეს, ასევე მეც, თანამედროვე მსოფლმხედვე-
ლობიდან მომდინარეობს. ჩვენს წიგნებში ვაცხოვრებთ მომხმა-
რებელს, მოსამსახურეს, ფეხბურთის მოყვარულს, შეყვარე-
ბულს, ტელემაყურებელს, ხელშეკრულების შუქზე საჯაროობის
შესახებ მათი ცხოვრება – ეს ერთგვარი სიკვდილია. მაგრამ
არის სხვა ცხოვრებაც, ჩვენი ჭეშმარიტი „მეს“ დაჟინებული,
შეუპოვარი განცდით რომ წარმოიქმნება, რომელიც უარყოფს
ხელშეკრულების ყველა იარლიყს, სწორედ ისე, როგორც მთელ
ამ ყალბ სიცოცხლეს – სიცოცხლეს როგორც სიკვდილს. და, ის
რომ ყალბია, ეს ჩვენ მშვენივრად ვიცით და ვაგრძელებთ – მა-
ლულად, უწესრიგოდ მისდამი წინააღმდეგობას, რადგან ასე
გვიკარნახებს ჩვენი ინტუიცია. შესაძლოა, კაცობრიობას არ ძა-
ლუძს რეალობის ძალიან დიდი დოზით ატანა, მაგრამ ასევე

487
აუტანელია მისთვის სიცრუისა და სიყალბის მეტისმეტად დიდი
დოზები.
ჩვენ არ ვართ მაღალი აზრისა ჩვენს თავზე – უბრალოდ არ
ვუფიქრდებით იმას, რას წარმოვადგენთ. ჩვენ გამართლებას ვუ-
ძებნით თავს კოლექტიურ საქმეთა შესრულებებით, რომლებიც
გაცილებით უფრო „მნიშვნელოვანია“ ჩვენზე, რეაქტიული
თვითმფრინავი, რომლითაც ჩვენ, ყოვლად ჩვეულებრივი ადა-
მიანები, გადავლახავთ ატლანტიკის ოკეანეს ოთხ საათში, განა-
სახიერებს იმ ღირებულებებს, რომლებზედაც ჩვენ შეგვიძლია
პრეტენზია განვაცხადოთ. და უეცრად ვიგებთ, რომ დროა
დაიხუროს დასავლეთის ბაღები, რომ ახლოვდება ჩვენი კაპიტა-
ლისტური ცივილიზაციის დასასრული. რამდენიმე წლის წინათ
სირილ კონოლი წერდა, რომ ჩვენ მოგველის „აბსოლუტური გა-
დაგვარება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე კაპიტალისტური
სისტემის მარცხი, – ეს იქნება თვითონ სინამდვილის ბუნების
გრანდიოზული ცვლილება, რომლის განჭვრეტა არ შეეძლო
არც კარლ მარქსს და არც ზიგმუნდ ფროიდს“. სხვა სიტყვებით,
ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისად არ დავქუცმაცებულვართ და კიდევ
უფრო უნდა დავქუცმაცდეთ. არ ვიცი, ვუწოდო ამას ჭკვიანური
ანალიზი თუ ჭკვიანის ანალიზი. ეს კატასტროფაა და, მეტი რომ
არ ვთქვათ, სისულელე იქნებოდა გვეწოდებინა მისთვის გამარ-
ჯვება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს. მინდა
თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ინტელექტუალუ-
რი საზოგადოების განკარგულებაშია საყოველთაოდ მიღებული
წარმოდგენების მთელი რეესტრი – საზოგადოების, ადამიანური
ბუნების, სოციალური კლასების, პოლიტიკის, სექსის, ცნო-
ბიერების, ფიზიკური სამყაროს და ევოლუციის შესახებ. ცოტა
მწერალმა – ყველაზე საუკეთესოებმაც კი – თუ მოიცალა გა-

488
დაესინჯა, გადაეთვალიერებინა ეს წარმოდგენები, ეს სხვადას-
ხვა ჭეშმარიტება. ჯოისმა და ლოურენსმა მხოლოდ სხვებზე ნათ-
ლად გამოხატეს ისინი თავიანთ ნაწარმოებებში. ჩვენ მათ ყველ-
გან ვამჩნევთ და არავინ სერიოზულად არ აყენებს ამას ეჭვქვეშ.
რამდენმა მწერალმა გადაიკითხა ლოურენსი კრიტიკულად 20--
იანი წლების შემდეგ ან გამოთქვა თავისი დამოუკიდებელი
თვალსაზრისი სექსის ძალაზე და ადამიანური ინსტინქტების
სამრეწველო ცივილიზაციისადმი დამოკიდებულებაზე? უკვე
თითქმის ერთი საუკუნეა ლიტერატურა ახდენს მსგავსი იდეების,
მითებისა და სტრატეგიის ექსპლოატაციას, „ყველაზე სერიოზუ-
ლი კრიტიკოსები ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე“, – ამ-
ბობს რობ გრიიე, – დიახ, მართლაც – სტატიები თუ წიგნები გა-
მუდმებით ადასტურებენ ამ ყველაზე სერიოზული კრიტიკოსების
ყველაზე სერიოზულ აზრებს (რომლებიც მომდინარეობენ ბოდ-
ლერიდან და ნიცშედან, მარქსიდან და ფროიდიდან და ა. შ.). ის,
რასაც რობ გრიიე ლაპარაკობს ხასიათის შესახებ, შეიძლება მი-
ვაკუთვნოთ იდეებსაც, რომლებიც წარმოადგენს ყოველგვერი
ბანალობის გამეორებას მასობრივი საერთო საზოგადოების,
დეჰუმანიზაციის შესახებ და ა.შ. როგორ მოგვაბეზრეს მათ თა-
ვი! და რა ცუდად გამოხატავენ ისინი ჩვენ არსს! მათეული ასახვა
ჩვენ უფრო მეტად არა გვგავს, ვიდრე წყალხმელეთა თუ სხვა
მონსტრების ფიტულები, პალეონტოლოგიურ მუზეუმში რომ
ინახება. სინამდვილეში კი ჩვენ გაცილებით უფრო მოძრავი და
მოქნილი ვართ, ენაწყლიანები და საერთოდ უფრო რთული და
თანაც ეს ყველას მშვენივრად ესმის.
მაშ, რაღა არის ახლა შუაგულში? ამჟამად აქ – არც ხელოვ-
ნებაა, არც მეცნიერება, არამედ თვითონ ცდა მშფოთვარე და
დაბნეული ადამიანებისა, გაიგონ – გადარჩებიან თუ საბოლოდ

489
დაიღუპებიან, ადამიანთა მთელი მოდგმა, ერთად თუ ცალ--
ცალკე, ამაში მონაწილეობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, ბალას-
ტისაგან გათავისუფლება (ზედმეტი ტვირთი), უნდა მოვიცილოთ
თავიდან ყოველგვარი ზედმეტი, თავისი წარმოსახვითი ტვირ-
თით და საყოველთაოდ ცნობილი უხამსობით, მივენდოთ საკუ-
თარ შეფასებებს და ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად. კონრადი
მართალი იყო, მოუწოდებდა რა ჩვენი „მეს“ იმ ნაწილს, ზემო-
დან რომ გვაქვს მონიჭებული. სწორედ ის უნდა ვიპოვნოთ უამ-
რავი სისტემის ნამსხვრვებში. ამ სისტემების კრახს შეუძლია
მოგვიტანოს კეთილსასურველი და ესოდენ აუცილებელი გათა-
ვისუფლება იარლიყებისაგან – გათავისუფლება ცნობიერებისა,
რომელიც დატანჯულია გაცვეთილი და ცრუ განსაზღვრებებით.
მე სულ უფრო და უფრო ხშირად ვამბობ უარს იმ შეხედულე-
ბაზე, რომელთაც ასე დიდხანს ვუჭერდი მხარს ან კიდევ ვთვლი-
დი, რომ მხარს ვუჭერ, რადგან მათ ყველა ეთანხმება, ვცდილობ
გავერკვე, რით ვცხოვრობ სინამდვილეში და რით, რის საფუძ-
ველზე ცხოვრობენ სხვები. რაც შეეხება ხელოვნებას, როგორც
ის ჰეგელს ესმოდა, – ხელოვნებას – გათავისუფლებულს „სე-
რიოზულობისაგან“, რომელიც იფურჩქნება და გადადის რა უკა-
ნა პლანზე, და ფორმის სიფაქიზის წყალობით სულს არსებობის
არასრულყოფილების მტანჯველი კავშირისაგან იხსნის, – ახ-
ლა, კაცობრიობის გადარჩენისათვის ბრძოლის ეპოქაში, მას
უბრალოდ ადგილი აღარ რჩება. თუმცა, აქედან არ უნდა დავას-
კვნათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმუ-
ლი, ჰუმანიზმის მხოლოდ რუდიმენტები (რაიმე გამქრალი მოვ-
ლენის კვალი, ნაშთი) გააჩნიათ, შორს არიან კულტურისაგან და
ხელოვნების არაფერი გაეგებათ, ჩვენი მანკიერებები და ნაკ-
ლოვანებები მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი შეგნებისა და კულ-

490
ტურის სიმდიდრეს. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით და ბევრ რა-
მეს ვგრძნობთ. ბრძოლას, რომლისგანაც შეძრწუნებულია კა-
ცობრიობა, მივყავართ უბრალოებისაკენ, ის ახლებურად გაგვა-
აზრებინებს ღირებულებებს და გვიხსნის იმ ტრაგიკული სისუს-
ტისაგან, რომელიც ხელს უშლის მწერლებს – ისევე როგორც
მკითხველებს – იყვნენ ერთდროულად უბრალონიც და გულ-
წრფელნიც.
მწერლებს ძალიან აფასებენ. მათ საოცარი მოთმინებით
იტანს ინტელიგენცია, განაგრძობს რა – მიუხედავად მრავალი
იმედგაცრუებისა – მათ კითხვას იმ იმედით, რომ ხელოვნება
აუწყებს მათ ისეთ რასმე, რასაც ვერ მოისმენ, ვერ გაიგონებ
ღვთისმეტყველების, ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და საბუნე-
ბისმეტყველო მეცნიერებისაგან. ბრძოლამ არსებობის შიგ
შუაგულში გამოიწვია კოლოსალური, მტანჯველი მოთხოვნილე-
ბა, წყურვილი – კიდევ უფრო ფართო, დახვეწილი, უფრო სრუ-
ლი, თანმიმდევრული და ყოველმხრივი წარმოდგების შესაქმნე-
ლად იმის შესახებ, რას წარმოვადგენთ ჩვენ, რანი ვართ და
რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ყოფიერების შუაგულში
ადამიანი ებრძვის კოლექტივის დიქტატს თავისი თავისუფლები-
სათვის, ინდივიდი ებრძვის დეჰუმანიზაციას თავისი სულისთვის,
და, თუ მწერლები არ უბრუნდებიან ამ შუაგულს, არა იმიტომ,
რომ ის ვიღაცამ დაიკავა. არა, ის თავისუფალია და მათ შეუძ-
ლიათ შევიდნენ შიგ, თუკი მონდომებენ.
აზრი მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, –
რთულ, არეულ, არაჯანსაღ მდგომარეობაში, – ვლინდება იმ გა-
ელვებების წყალობით, პრუსტი და ტოლსტოი „ჭეშმარიტ შთა-
ბეჭდილებებს“ რომ უწოდებდნენ. ეს აზრი მჟღავნდება და კვლავ
იმალება, გვტოვებს რა პირისპირ ჩვენს ეჭვებთან, მაგრამ ჩვენ

491
აღარასოდეს დავკარგავთ კავშირს იმ სიღრმეებთან, საიდანაც
მოაღწიეს ჩვენამდე ამ ნაპერწკლებმა, შეგრძნება ჩვენი რეალუ-
რი შესაძლებლობისა – იმ ძალებისა, თვითონ სამყაროში რომ
მოვიპოვებთ და შევიძენთ, ასევე მოდის და მიდის. ჩვენ არ მი-
ვისწრაფით ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან ვერაფერს ვამტკი-
ცებთ, ვერ გამოვხატავთ სიტყვებით და, საერთოდ, ცოტა ვინმე
თუ გაბედავს დაიწყოს ასეთი ლაპარაკი, რადგან მაშინ მოგვი-
წევდა გველაპარაკა სულზე. ამას კი ჩვენთან ტაბუ ადევს. აი, რა-
ტომ არ იღებს ხმას არავინ, თუმცა თითქოს ყველამ იცის ამის
შესახებ.
ლიტერატურის მნიშვნელობა გამოიხატება ამ – ხან ფეთქე-
ბად, ხან კიდევ ქრობად – „ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებში“. რომა-
ნი გამუდმებით მერყეობს საგნების, საქციელ-მოქმედებების, სა-
ხეების და სხვა სამყაროებს შორის, „ჭეშმარიტ შთაბეჭდილე-
ბებს“ რომ გვიგზავნის და გვარწმუნებს: სიკეთე, რომელსაც ასე
ჯიუტად ვებღაუჭებით ხოლმე ბოროტების საპირისპიროდ, –
სრულიადაც არ არის ილუზია.
ყოველმა რომანისტმა, ლიტერატურას თავისი ცხოვრების
წლები რომ მიუძღვნა, არ შეიძლება არ იცოდეს ამის შესახებ.
არ შეიძლება შევადაროთ რომანი ეპოსს ან პოეტური დრამის
ძეგლებს, მაგრამ რომანი – ეს არის საუკეთესო, რისი უნარიც
ჩვენ დღეს გვაქვს. ის ერთგვარი გვიანდელი მინაშენია – ქოხი,
რომელშიც სული თავშესაფარს პოულობს, რომანი, როგორც
ქანქარა, იძვრის, მოძრაობს, რამდენიმე ჭეშმარიტ შთაბეჭდი-
ლებასა და ცრუ შთაბეჭდილებათა უმრავლესობას შორის, რომ-
ლებიც შეადგენენ იმის დიდ ნაწილს, რასაც ჩვეულებრივ სიცოც-
ხლეს უწოდებენ, ის გვაუწყებს, რომ ყოველ ადამიანს ეძლევა
სხვადასხვა ეგზისტენციის (არსებობა) უმრავლესობა, რომ ერ-

492
თიანი ყოფა, არსებობა – ეს, ნაწილობრივ, ილუზიაა, და ეს სხვა-
დასხვაგვარი ეგზისტენცია რაღაცას ნიშნავს, რაღაცას ესწრაფ-
ვის, რაღაცას ახორციელებს. რომანი გვპირდება ჩვენ აზრს,
ჰარმონიას და სამართლიანობასაც კი. კონრადი მართალი იყო:
ხელოვნება ცდილობს მოძებნოს, იპოვნოს სამყაროში, მატე-
რიაში, ისევ როგორც ცხოვრებისეულ მოვლენებში, რაიმე ფუ-
ძემდებლური, არსებითი, წარუვალი.

493
ვისენტე ალეიქსანდრე

...ესოდენ მნიშვნელოვან ჟამს

1977
ესოდენ მნიშვნელოვან ჟამს მწერლის ცხოვრებაში, მსურს
საუკეთესო სიტყვებით, რისი უნარიც კი მაქვს, გამოვხატო
გრძნობა, რომლითაც აღსავსე ვარ და მადლიერება, რომელსაც
განვიცდი დღევანდელი მოვლენის მიმართ.
დავიბადე ბურჟუაზიულ ოჯახში, მაგრამ ბედმა გამიღიმა,
რადგან იქ სუფევდა ლიბერალური წარმოდგენები და გულახდი-
ლი შეხედულებები. ჩემი მოუსვენარი ბუნება ერთი პროფე-
სიიდან მეორეზე გადამისროდა ხოლმე. მე ვასწავლიდი სავაჭ-
რო საქმეს, ვიყავი სარკინიგზო კომპანიის მოსამსახურე, გაზე-
თის ეკონომიკური მიმომხილველი. ეს მოუსვენარი ბუნება, რო-
მელიც ვახსენე, ადრინდელ წლებშივე მაძლევდა სტიმულს გან-
საკუთრებული სიამოვნება მიმეღო კითხვის დროს და შემდეგ კი
თხზვის პროცესშიც.
პირველი ნაბიჯი პოეზიაში 18 წლის ასაკში გადავდგი, მალუ-
ლად ვთხზავდი რა სახელდახელო ლექსებს ხმაურიან ფუსფუსში
ჩემი მაშინდელი ცხოვრებისა, რომელსაც ახლა მე სარისკოს
დავარქმევდი, რადგან მას ნამდვილი საფუძველი არ ჰქონდა.
ჩემი ცხოვრების ბედი, მისი მიმართულება განსაზღვრული იყო
ჩემი ფიზიკური უძლურებით, რადგან სერიოზულად დავსნეულ-
დი, ავადმყოფობა ქრონიკული გამოდგა. იძულებული გავხდი,
უარი მეთქვა ფიზიკურ დატვირთვაზე, გავმგზავრებულიყავი სო-

494
ფელში და თავი დამენებებინა წინანდელი საქმიანობისათვის.
წარმოქმნილი სიცარიელე შეავსო საქმემ, რომელიც არ მოით-
ხოვდა ფიზიკურ დაძაბვას და რომელიც საშუალებას მაძლევდა
შემესრულებინა ექიმის მითითება – დამეცვა სიმშვიდე. ამევსო
ქაღალდი სტრიქონებით – ეს იყო საქმე, მოულოდნელად და
მთლიანად რომ გამიტაცა; პოეზიამ სრულიად შთანთქა მთელი
ჩემი თავისუფალი ენერგია, მე სრული თავდავიწყებით დავიწყე
წერა და მაშინ, სწორედ მაშინ შემიპყრო ჟინმა, დღევანდლამდე
რომ შემომრჩენია.
მარტოობის საათებმა, შემოქმედებითმა საათებმა, ფიქრის
ჟამმა, მარტოობამ და ფიქრებმა ჩემში წარმოშვეს ახალი
გრძნობა, გადამიშალეს პერსპექტივა, რომელსაც მე უკვე აღარ
ვკარგავდი: ადამიანებთან სოლიდარობის პერსპექტივა. მას
შემდეგ სულ მუდამ ვამტკიცებ, რომ პოეზია არის ურთიერთობა
ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი გაგებით.
პოეზია – ეს არის თანმიმდევრობა კითხვებისა, წამდაუწუმ
რომ სვამს პოეტი. ყოველი ლექსი, ყოველი წიგნი – შეკითხვაა,
მოთხოვნაა, თხოვნაა; პასუხი მასზე – დუმილია – მკითხველი
თანდათან წარმოთქვამს მას თავისთვის კითხვის დროს. შესა-
ნიშნავი დიალოგია, რომელშიც პოეტი კითხვას სვამს, მკითხვე-
ლი კი უსიტყვოდ უპასუხებს. მე მინდა გამოვნახო შესაფერისი
სიტყვები, რათა ვთქვა, რას ნიშნავს ნობელის პრემია პოეტი-
სათვის. მაგრამ ეს შეუძლებელია; შემიძლია მხოლოდ ვთქვა:
თქვენთან ვარ სულითა და გულით, რომ ნობელის პრემია – ასე-
ვე პასუხია, მაგრამ არა მდუმარე, არა თანმიმდევრულად წარ-
მოქმნილი, არამედ ანაზდეული, განმაზოგადოებელი და გამა-
ერთიანებელი, რომელიც საოცარი გულუხვობით აერთიანებს
მრავალ ხმას ერთ ხმად. ამგვარად, მადლიერების გრძნობით

495
ვიღებ პრემიას, როგორც ამ გამაერთიანებელი ხმის სიმბოლოს,
მჟღერი ხმისა, – ვიდრე შეკითხვა ჯერ კიდევ ისმის, რომელსაც
შვეციის აკადემიის ნებით სულითა და გულით ვისმენ უაღრესად
გულწრფელი მადლიერების გრძნობით.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, ავტორისათვის ამგვარი პრემიის მი-
ნიჭება, – ყოველთვის და გამონაკლისის გარეშე, – ზეიმია ლი-
ტერატურული ტრადიციისა, ავტორი რომ ჩამოაყალიბა (ამ შემ-
თვევაში მე). პოეზია ხომ ხელოვნებაა – ეს, ცხადია, ყოველთვის
და, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციაა, ხოლო ნებისმიერი ავტო-
რი ტრადიციაში – სხვა არაფერია, თუ არა რგოლი მხატვრული
გამომსახველობის ცვლილებათა ჯაჭვში. სხვა მეტაფორას რომ
მივმართოთ, პოეტის მთავარი ამოცანაა – გადასცეს ანთებული
ჩირაღდანი ახალგაზრდა თაობას, მისი ამაღლებული ბრძოლის
გამგრძელებელს. პოეტი შეიძლება ფლობდეს შესანიშნავ ბუ-
ნებრივ მონაცემებს იმისთვის, რომ შეასრულოს თავისი დანიშ-
ნულება, მაგრამ ის ცოტას გააკეთებს, ან საერთოდ ვერაფერს,
თუკი ვერ შეძლებს შეუერთდეს, მიემხროს ძლიერ და მნიშვნე-
ლოვან ნაკადს ხელოვნებაში, და, პირიქით, ნაკლებ ნიჭიერმა
პოეტმა შეიძლება არანაკლები როლი შეასრულოს, თუ იგი შემ-
თხვევის წყალობით ცოცხალი, ჭეშმარიტად შემოქმედებითი
ლიტერატურული მოძრაობის ცენტრში აღმოჩნდება.
ამ თვალსაზრისით მე ბედნიერ ვარსკვლავზე გავჩნდი ამ-
ქვეყნად, რადგან ჩემს დაბადებამდე ხანგრძლივი პერიოდის
მანძილზე ესპანური ლიტერატურა, როგორც ყველასთვის ცნო-
ბილია, მძლავრი აღორძინების ხანაში იმყოფებოდა, ისეთი რო-
მანისტი, როგორიცაა გალდოსი, ისეთი პოეტები, როგორებიცაა
მაჩადო, უნამუნო, ხუან რამონ ხიმენესი, უფრო ადრე კი ბეკერი,
ფილოსოფოსი – ორტეგა-ი –გასეტი, პროზაიკოსები – ასორინი,

496
ბარუხა, დრამატურგი – ვალიათე – ინკლანი, მხატვრები პიკას-
მიტო, მუსიკოსი ფალია, – უეცრად და შემთხვევით არ ჩნდებიან
ხოლმე.
ეს ნაყოფიერი გარემო და წრე გვამდიდრებდა, ჩემი თაობა
გარემოსილი იყო თბილი, მამობრივი მზრუნველობითა და
მხარდაჭერით, ურომლისოდაც, ალბათ, ვერაფერს მივაღწევ-
დით.
მოგმართავთ რა დღეს ამ ტრიბუნიდან, მინდა გავიხსენო შე-
სანიშნავი პლეადა ჩემი თანამემამულეებისა, რომლებმაც თა-
ვის დროზე და სრულიად სხვადასხვა გზით მოახდინეს ჩვენი
ფორმირება, და ამით მე და ჩემი თაობის ადამიანებს მოგვცეს
საშუალება დაგვეკავებინა ის ადგილი, საიდანაც ჩვენ შევძე-
ლით გველაპარაკა ჩვენი საკუთარი, ნამდვილი ენით.
მე მხოლოდ ისინი არ მყავს მხედველობაში, ვინც ჩვენზე
უშუალო და აშკარა ზეგავლენა მოახდინა, დავასახელებ სხვა
ტრადიციასაც, უფრო ძველს, რომელსაც, თუმცა დაშორებულია
ჩვენგან დროის მიხედვით, მაგრამ უნარი შესწევს შემოვიდეს
ჩვენთან მჭიდრო კავშირში, – ეს არის ტრადიცია, ოქროს საუკუ-
ნის ისეთმა კლასიკოსებმა რომ შექმნეს, როგორებიც იყვნენ
გარსი ლაროსი, ფრაო ლუის დე ლეონი, ხან ხუან დე ლა კრუსი,
გონგორა, კევედო, ლოპე დე ვეგა; ეს არის ტრადიცია, რომელ-
საც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რომელმაც ჩვენ ძალზე ბევრი
რამ მოგვცა.
ესპანეთმა შეძლო აღორძინება. მან ჯერ გალდოსის თაობის,
შემდეგ კი 1898 წლის თაობის დახმარებით გამოავლინა თავისი
თავი და გახდა მისაწვდომი, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სასი-
ცოცხლო ძალთა მძლავრი ნაკადი შორეული წარსულიდან.

497
1927 წლის თაობას არ სურდა მხედველობიდან გამორჩენო-
და რაიმე წარსულის ცოცხალ მოვლენათა უმეტესობიდან, უეც-
რად რომ წარმოუდგა ჩვენს მზერას წარუვალი სილამაზის ნა-
თელ შუქზე.
ჩვენ არ უარვყოფდით არაფერს, უნიჭობის გარდა; ჩვენს
თაობას გული მიუწევდა ყველაფრისკენ, რაც მკვიდრდებოდა და
ფრთებს გვასხამდა, ჩვენ არ გვიყვარდა სკეპტიციზმი და უსი-
ცოცხლო, დუნე სანახევრო ლაპარაკი, ჩვენ ძალიან გვაინტერე-
სებდა ყოველივე მნიშვნელოვანი, საიდან გამომდინარეც არ უნ-
და ყოფილიყო იგი და, თუ ჩვენ გავხდით რევოლუციონერები,
და, თუ შესაძლებელი გახდა, ეს მომხდარიყო, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ჩვენ ოდესღაც შევიყვარეთ და აღვიქვით, შევითვისეთ
ის ღირებულებები, რომელთა წინააღმდეგაც ახლა ვილაშ-
ქრებთ. ჩვენ მტკიცედ ვემყარებოდით მას, რათა განვმსჭვალუ-
ლიყავით შთაგონებით და შეუპოვარი აღტყინებით შევბრძოლე-
ბოდით ჩვენს ხვედრს.
ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ პოეტი, რომელიც თავიდან
სიურეალისტი იყო, დღეს ხოტბას ასხამს ტრადიციას. ტრადიცია
და რევოლუცია – ერთი და იგივეა.
აი, კიდევ ერთი ტრადიცია, არა ვერტიკალური, არამედ ჰო-
რიზონტალური; ის მოვიდა ჩვენს დასახმარებლად ძმური შეჯიბ-
რების სახით, როდესაც ჩვენ გვერდი გვერდ მივისწრაფოდით
საერთო გზით. მხედველობაში მაქვს ახალგაზრდების ის წრე
(მაშინ მეც ყმაწვილი გახლდით), რომლებთან ერთადაც მომი-
წია „რბენა ერთი გარბენით“. ეს ჭეშმარიტი ბედნიერებაა – იც-
ხოვრო და განვითარების ეტაპი განვლო საუცხოო პოეტებთან
ერთად, მე ბედმა გამიღიმა, ვყოფილიყავი მათი თანამედროვე.

498
მიყვარდა ყველანი და მიყვარდა სწორედ იმიტომ, რომ თვითონ
ვეძებდი რაღაც სხვას – არა იმას, რასაც ისინი ეძებდნენ, არა-
მედ იმას, რისი მოძებნაც შეიძლებოდა მხოლოდ კამათში, კონ-
ტრასტში სხვა პოეტებთან, ჩემს ამხანაგებთან. ჩვენ ნამდვილ
თვითმყოფადობას ვაღწევდით სხვებს შორის, სხვებში, მათთან
ერთად, ახლობლებთან პირისპირ. რაც უფრო მაღალია ადამი-
ანთა წრის, გარემოს თვისებები, რომელშიც ვითარდება პიროვ-
ნება, მით უკეთესია მისთვის.
შემიძლია ვთქვა, რომ აქაც გამიმართლა: მე ვასრულებდი
ჩემს დანიშნულებას ისეთი ხალხის კომპანიაში, რომლის უკე-
თესს ვერც ვინატრებდი. დროა დავასახელო ისინი: ფედერიკო
გარსია ლორკა, რაფაელ ალბერტი, ხორხე გილიენია, პედრო
სალინასი, მანუელ ალტოლაგირე, ემილიო პრადოსი, დამასო
ალონსო, ხერარდო დიეგო, ლუის სერნუდა.
მაშასადამე, სოლიდარობა, ერთობა, მაგრამ იმავდროულად
კონტრასტიც. ეს გრძნობა, როგორც არც ერთი სხვა, ღრმად და
უცვლელად ცოცხლობს ჩემს გულში და სხვებზე მკაფიოდ ისმის
ჩემი ლექსების მაჯისცემაში. რა გასაკვირია, რომ ჩემი შეხედუ-
ლებები ცხოვრებასა და პოეზიაზე მჭიდროდ არის დაკავშირებუ-
ლი ამ გრძნობასთან. პოეტი, ნამდვილი პოეტი – მუდამ პირვე-
ლაღმომჩენია; იგი, არსებითად, წინასწარმეტყველია. მაგრამ
იგი წინასწარმეტყველებს არ მხოლოდ მომავალზე, არამედ ასე-
ვე წარსულზე; ის წინასწარმეტყველებს დროის გარეთ; პოეტი –
გაბრწყინების, გაცისკროვნების შემოქმედია და სინათლის წყა-
რო, იგი აღვიძებს ხალხს, გამოეცხადება რა მათ მოულოდნელ
სტუმრად, პოეტი – ჯადოსნური სიტყვის მფლობელია. ეს სიტ-

499
ყვაა „სეზამ!“ რომელიც რაღაც იდუმალებით მისი ბედის სიტყვა
ხდება.
ბოლოს და ბოლოს, პოეტი... ეს არის ადამიანი, რომელსაც
შეუძლია იყოს რაღაც კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი: ის
ხომ, ამასთანავე, პოეტიცაა, პოეტი აღსავსეა სიბრძნით, მაგრამ
უფლება არა აქვს ამით იამაყოს, რადგან სიბრძნე მას არ ეკუთ-
ვნის, მისი საკუთრება არ არის, მისი პირით ლაპარაკობს
საიდუმლო სული – სული მისი გვარისა და ჯიშისა, ტრადიციის
სული. პოეტი მტკიცედ დგას მიწაზე, და არნახული, გაუგონარი –
ტალღად ეხება ფეხებზე, ცდილობს რა მოიცვას მთელი მისი
სხეული და მიაღწიოს ენას. აი, ის, მიწა, აი, ის, სიღრმისეული
ნიადაგი, რომელიც ცეცხლის ენებით გამოდის მის სხეულიდან,
მაგრამ, აი, პოეტი მაღლდება, ზევით მიიწევს, მისი თავი ცის კა-
მარას ეხება, ხმა აღწევს მნათობებს და ექოთი აირეკლება
მთელს სამყაროში, მკერდში კი იჭრება ვარსკვლავთა ქროლვა,
ყოველივე ახლობელი და გასაგები ხდება, პაწაწკინტელა ჭიან-
ჭველა, უწვრილესი ბალახის ღერო, რომელსაც პოეტი, მოლზე
რომ წევს, ლოყით ეხება, განუყრელია პოეტისაგან, პოეტს შეუძ-
ლია გაუგოს მათ, ჩაწვდეს მათ საიდუმლოებებს, გაიგონოს
ჭექა-ქუხილის დროს ძლივს გასარჩევი ჩურჩული.

არა მგონია, რომ პოეტმა ყველაფერი წინასწარ იცოდეს თა-


ვისი მომავალი საიუველირო სამუშაოს შესახებ. ის იმედოვნებს,
თანდათანობით მიაღწიოს თავისი ნაწარმოების სრულყოფას,
და მის ფაქტურის შთაგონებას, გასულიერებას და ძალიან ცო-
ტას ნიშნავს პოეტისეული გადმოცემა, თუკი ის შესრულებულია
არასრულყოფილი ან შეუსაბამო ფორმით, მაგრამ სიცარიელეს

500
იუველირის დაუცხრომელი შეუპოვრობაც ვერას უშველის. არის
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პოეტური გამოსახვის ხერხს
კი არ ეხება, არამედ მის ამოსავალ წერტილს: „უმცირესობის“
პოეტები. ეს ოსტატები თავიანთი ნიჭის მასშტაბისაგან დამოუკი-
დებლად ახდენენ მიმართებას ჩვენი დეტალებით მდიდარი ცი-
ვილიზაციის ფაქიზი საგნების, ნატიფი წვრილმანების (რა ნატი-
ფი და ღრმა ლექსები დაწერა მალარმემ მარაოს შესახებ!), შე-
უჩნეველი და განუმეორებელი თავისებურებებისადმი.
სხვა პოეტები (მასშტაბს არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნე-
ლობა) ეხებიან შეუცვლელს, უცვლელობას ადამიანში, არა
იმას, მერყევ განსხვავებას რომ ავლენს ადამიანთა შორის, არა-
მედ იმას, რაც მათ არსებითად აერთიანებს. ისინი უყურებენ
ადამიანს, გარემოცული რომ არის თანამედროვე ცივილიზაცი-
ით, – და მისი უხეში სამოსის მიღმა ხედავენ მის სიშიშვლეს.
სიყვარული, სევდა, სიძულვილი, სიკვდილი უცვლელი რჩება,
ასეთი პოეტები თავიანთ ფესვებს ეძებენ, ისინი მიმართავენ
პირველადს, ელემენტარულ – ადამიანურს, ისინი არ მიეკუთ-
ვნებიან უმცირესობის პოეტებს, ჩემს თავს ამგვარი პოეტების
რიცხვს ვაკუთვნებ. პოეტი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, მოწო-
დებულია გააერთიანოს, მისი სურვილია, რომ მისი ხმა ყოველი
ადამიანის მკერდში ჟღერდეს, რადგან მისი ხმა – ეს არის ადა-
მიანთა საზოგადოების ხმა, რომელმაც მცირე ხნით აირჩია თა-
ვის რუპორად მისი მხურვალე სიტყვები. აქედან არის მისი მოთ-
ხოვნილება, რომ იგი თარგმნილი იქნეს სხვა ენებზე.
პოეზია მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება თარგმნას.
მაგრამ ხარისხოვანი და სარწმუნო თარგმანის დარგი საშუალე-
ბას აძლევს პოეტს სრულიად ახლებურად მიმართოს ყველა
ახალ ადამიანს და მიაღწიოს გაგებას; და მაშინ ხდება რაღაც

501
მოულოდნელი, მკითხველი სასწაულებრივად აღმოჩნდება
კულტურაში, სრულიად რომ განსხვავდება მისი საკუთარისაგან
და მასში თავისი მაჯისცემა ესმის. ამიერიდან ის ცხოვრობს ორ
რელობაში: თავის წინანდელში და იმაში, სადაც გულთბილად
მიიღეს და თავშესაფარიც პოვა. იგივე შეიძლება ითქვას პოეტის
მიმართ, რომელიც სხვა ენაზე თარგმნეს. პოეტი ორეულივითაა,
ზოგჯერ სიზმარში რომ ვხედავთ. ის თავის თავში ორ პერსონაჟს
აღმოაჩენს, ახალს, უჩვეულო სიტყვიერი სამოსელის მატარე-
ბელს და წინანდელს, რომელიც აგრძელებს არსებობას ახალი
სამოსელით.

ვამთავრებ ჩემს გამოსვლას, ვამტკიცებ რა პოეტის სიმბო-


ლურ მნიშვნელობას, რომელიც განასახიერებს თავის თავში კა-
ცობრიობასთან ერთიანობის მძაფრ სურვილს, რომლის წასახა-
ლისებლადაც არის დაარსებული ნობელის პრემია.

502
ისააკ ბაშევის ზინგერი

პოეტს შეუძლია ყველა ჩვენგანის ხსნა

1978
მწერალი ჩვენს დროში, ისევე როგორც ნებისმიერ ხანაში,
უნდა იძლეოდეს სულიერ საკვებს – ამ სიტყვების პირდაპირი
გაგებით, და არ უნდა იზღუდებოდეს სოციალური თუ პოლიტი-
კური იდეალების ქადაგებით. ძნელია იმის წაკითხვა, რაც მო-
საწყენი ჩანს, ამიტომ არავითარი გამართლება არ მოეძებნება
ლიტერატურას, რომელიც ვერ იტაცებს ადამიანს, ვერ აღამაღ-
ლებს მას, ვერ ანიჭებს სიხარულსა და ვერ განაცდევინებს თავ-
დავიწყებას, როგორც ამას ნამდვილი ხელოვნება სჩადის.
თუმცა, ისიც მართალია, რომ ჩვენი დროის სერიოზული მწე-
რალი ღრმად უნდა განიცდიდეს თავისი თაობის პრობლემებს.
მან არ შეიძლება არ დაინახოს, რომ რელიგიის ძალა, განსა-
კუთრებით კი რწმენა ღვთაებრივი ზეშთაგონებისა, დღეს გაცი-
ლებით უფრო სუსტია, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის ნებისმი-
ერ ეპოქაში. სულ უფრო მეტი ბავშვი იზრდება ღვთის რწმენის
ჩაუგონებლად, სანაცვლოს მიგებისა და განკითხვის რწმენის
თვინიერ. მათ არ სწამთ სულის უკვდავება და, ასე განსაჯეთ,
ეთიკასაც კი არად დაგიდევენ.
ნამდვილად თანამედროვე მწერალს კი არ ძალუძს ყურად-
ღების მიღმა დატოვოს ის ფაქტი, რომ ოჯახი კარგავს სულიერ
საფუძვლებს... ვერავითარი ტექნიკური რევოლუცია ვერ უშვე-
ლის თანამედროვე ადამიანის გულგატეხილობას, მის მარ-

503
ტოობას, მის არასრულფასოვნების შეგრძნებას, მის შიშს ომის,
რევოლუციებისა და ტერორის მიმართ. ჩვენმა თანამედროვეებ-
მა დაკარგეს არა მარტო ბედისწერის რწმენა, მათ დაკარგეს
თვით ადამიანის, მისი ინსტიტუტების და იმათი რწმენაც, ვინც
ადამიანს ძვირფასად და ახლობლად მიაჩნია.
მრავალი ადამიანი, მიეცა რა სასოწარკვეთილებას, დაკარგა
რა ნდობა ჩვენი საზოგადოების ხელმძღვანელებისადმი, ნუგე-
შისათვის მიმართავს მწერალს, სიტყვის ოსტატს. ისინი სა-
სოებას ამყარებენ სასწაულზე, იმედი აქვთ, რომ ნიჭიერმა და
თანამგრძნობმა ადამიანმა შეიძლება იტვირთოს ცივილიზაციის
გადარჩენა. ან, ეგების, ხელოვანში მართლაც იფარება წინას-
წარმეტყველის ნაპერწკალი?
მე, როგორც შვილი ხალხისა, რომელმაც გადაიტანა ყველა-
ზე საშინელი დარტყმები, რისი მიყენებაც კი შეუძლია ადამიანის
უგუნურებას, ვალდებული ვარ, ვიფიქრო მომავალ საშიშროება-
ზე.
ხშირად მზად ვყოფილვარ, შევრიგებოდი აზრს, რომ გამოსა-
ვალი აღარ არსებობს. მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდა ახალი
იმედი, რაც საშუალებას მაძლევდა, რომ ჯერ კიდევ არ არის
გვიან შედეგების შეჯამება და გადაწყვეტილების მიღება.
მე გავიზარდე ადამიანის თავისუფალი ნების რწმენით და,
თუმცა მუდამ მეეჭვებოდა ღვთისადმი ჩემი რწმენა, არასოდეს
არ შემეძლო სამყაროს შესახებ იდეა მიმეღო როგორც რაღაც
ფიზიკურ-ქიმიური შემთხვევითობა, ბრმა ევოლუციის შედეგი.
თანდათანობით ვისწავლე გამომეცნო სიცრუე, შტამპები და
ადამიანის გონების კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ მაინც
დავრჩი ზოგი ჭეშმარიტების მიმდევრად, რომლებსაც, როგორც
ვფიქრობ, ოდესმე ყველა ჩვენგანი გაითავისებს.

504
ხომ უნდა არსებობდეს რაღაც შესაძლებლობა, რომ ადამიან-
მა ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, ძალითა და ცოდნით, რისი
მოცემაც ბუნებას ძალუძს, და იმავე დროს თავი შესწიროს
ღვთაების არა სიტყვის, არამედ საქმის ღვთაების სამსახურს,
რომლის ენაც არის კოსმოსი!
არ მრცხვენია ვაღიარო: ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომელ-
თაც წარმოუდგენიათ, რომ ლიტერატურას შესწევს უნარი –
თვალწინ გადაგვიშალოს ახალი ჰორიზონტები და ახალი შესაძ-
ლებლობები – ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური და
სოციალურიც კი.
ძველი ებრაული ლიტერატურა დიდ განსხვავებას როდი ხე-
დავდა პოეტებსა და წინასწარმეტყველებს შორის. ჩვენი ძველი
ლექსები ხშირად კანონების სახეს ღებულობენ და ცხოვრებისე-
ულ გზებს განსაზღვრავენ.
ზოგი ჩემი მეგობარი ნიუ-იორკში, გაზეთ „ჯუიშ დეილი ფორ-
ვარდის“ ახლოს მდებარე კაფეტერიიდან პესიმისტსა და დეკა-
დენტს მიწოდებს. ოღონდაც თვინიერების მიღმა მუდამ დგას
რწმენა. მე დიდ ნეტარებას განვიცდი, როცა ვკითხულობ ისეთ
„პესიმისტებსა და დეკადენტებს“, როგორებიც არიან ბოდლერი,
ვერლენი, ედგარ პო და სტრინდბერგი.
სულიერი პრობლემებისადმი ინტერესმა მომანიჭა ისეთ მის-
ტიკოსთა შეცნობის სიხარული, როგორებიც არიან სვედენბორ-
გი, ბრასლავერი, აგრეთვე ჩემი დროის შესანიშნავი პოეტი ცე-
იტლინი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა და
დაგვიტოვა უზარმაზარი მნიშვნელობის ლიტერატურა, რომლის
დიდი ნაწილი იდიშზე არის დაწერილი.
შემოქმედი ადამიანის პესიმიზმი დეკადენტობა კი არა, უფრო
ადამიანის ხსნის დაუძლეველი წყურვილია. პოეტი თავისი შე-

505
მოქმედებით განაგრძობს მარადიული ჭეშმარიტების, ცხოვრე-
ბის საზრისის ძიებას. იგი საკუთარი საშუალებებით ცდილობს
ჩასწვდეს დროისა და ცვალებადობის საიდუმლოს, ახსნა უპო-
ვოს ტანჯვას, აღმოაჩინოს სიყვარული სისასტიკისა და უსამარ-
თლობის უფსკრულში. ეს სიტყვები შეიძლება უცნაურადაც
ჟღერდეს, მაგრამ მე ხშირად ვამბობ ხოლმე – როცა გაბათილ-
დება ყველა სოციალური თეორია, როცა ომები და რევოლუ-
ციები კაცობრიობას წყვდიადში მოაქცევს, პოეტი, ვინც პლა-
ტონმა განდევნა თავისი რესპუბლიკიდან, შეძლებს ამაღლდეს
და ყველა ჩვენგანი იხსნას.

506
ოდისეას ელიტისი

ხელოვნება ანალოგიის ენით მეტყველებს

1979
ნება მიბოძეთ, ვთქვა რამდენიმე სიტყვა კიაფისა და გამჭვირ-
ვალობის თაობაზე. ეს ორი მდგომარეობაა ძირითადი მახა-
სიათებელი სივრცისა, რომელშიც ცხოვრება და თვითგადარჩე-
ნა მომიხდა. ყოველთვის ვგრძნობდი ამ ორი მდგომარეობის
შერწყმას ჩემში თვითგამოხატვის აუცილებლობასთან ერთად.
რასაკვირველია, სამართლიანი იქნებოდა თითოეულის პი-
რადი გამოცდილება და საკუთარი ენის შესაძლებლობანი გამ-
ხდარიყო ხელოვნებაში მისი წვლილის საფუძველი – განსაკუთ-
რებით პირქუშ ეპოქებში, როცა მზერას მართებს იყოს, რაც შე-
იძლება მახვილი.
მე არა ვლაპარაკობ საყოველთაო და ბუნებრივ უნარზე – აღ-
ვიქვათ საგნები ყოველგვარი წვრილმანებითურთ, უფრო მეტა-
ფორა მაქვს მხედველობაში: გამოვკვეთოთ მათი არსი და ისეთი
სიწმინდე მივანიჭოთ, რომ მათი მეტაფიზიკური აზრი აღმოჩე-
ნად მივიჩნიოთ.
ვფიქრობ იმაზე, რა ხელმარჯვედ ეუფლებოდნენ ციკლოპური
პერიოდის მოქანდაკენი მასალას, გამოჰქონდათ რა მისგან ის,
რაც თითქოსდა საერთოდ არ გააჩნდა. ასევე ვფიქრობ ბიზანტი-
ელ ხატთმწერებზე, რომელთაც ხელეწიფებოდათ ერთადერთი
წმინდა ფერის საშუალებით გადმოეცათ „ღვთაებრივი“.

507
რეალობაში ასეთი ჩარევა, ერთდროულად შემღწევი და გარ-
დამქმნელი, ჩემი აზრით, ყველა დროში იყო პოეზიის უზენაესი
მოწოდება. არ დასჯერდეს იმას, რაც არის, ესწრაფოდეს იმას,
რაც შეიძლება იყოს. სინამდვილეში ამგვარი საქციელი იძრახე-
ბოდა. შეიძლება ამას ხელს უშლიდა მასობრივი ნევროზი, შეიძ-
ლება უტილიტარიზმი არ ანებებდა ადამიანს, ფართოდ გახელი-
ლი თვალებით შეეხედა სამყაროსათვის. სილამაზე, სინათლე –
ხშირად ეს ცნებები მოძველებულად, უსარგებლოდ მიაჩნიათ და
მაინც! ანგელოზის იპოსტასთან მიახლოებისათვის აუცილებე-
ლი სულის მოძრაობა, ჩემი აზრით, უზომოდ უფრო მტანჯველია,
ვიდრე ის, მეორე, ყოველგვარ დემონებს რომ ბადებს.
რა თქმა უნდა, არსებობს გამოცანა, არსებობს იდუმალება,
მაგრამ იდუმალება არაა სპექტაკლი, აგებული შუქისა და ჩრდი-
ლის თამაშზე ერთადერთი მიზნით – განგვაცვიფროს. იგი ისაა,
რაც იდუმალებად რჩება კაშკაშა სინათლის დროსაც. მხოლოდ
მაშინ იქცევა იგი იმ მომნუსხველ კიაფად, რასაც სილამაზეს ვე-
ძახით.
ურიცხვი საიდუმლო ნიშანი, რომლებითაც მოფენილია სამ-
ყარო და რომლებიც ქმნიან უცნობი ენის უთვალავ მარცვალს,
გვაიძულებენ შევადგინოთ სიტყვები, სიტყვებისაგან ფრაზები,
რომელთა ახსნასაც მივყავართ ღრმა ჭეშმარიტების ზღურ-
ბლთან.
და მაინც სადაა ჭეშმარიტება? დაუძლურებასა და სიკვდილ-
ში, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ ირგვლივ თუ ბუნებრივ მიდ-
რეკილებაში, გვწამდეს, რომ სამყარო მარადიული და ურღვე-
ვია? ვიცი, რომ გაცილებით გონივრულია თავი დავაღწიოთ მრა-
ვალსიტყვაობას. უამრავი კოსმოგონიური თეორია, ერთი-
მეორის მიყოლებით რომ წარმოიშვნენ, ბოროტად იყენებდა

508
მას. ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ებრძოდნენ, თავიანთი დრო მო-
ჭამეს და გაქრნენ.
მთავარი კი დარჩა. და – რჩება.
პოეზია, რომელიც იქ წამოიმართება, სადაც რაციონალური
იარაღს ყრის, ესტაფეტას იღებს, რომ იაროს წინ, აკრძალულ
ზონაში, რითაც დაამტკიცოს, რომ იგი ყველაზე ნაკლებად ექ-
ვემდებარება დაუძლურებას, თავისი ფორმების სიწმინდით იგი
იცავს მარადიულ ფასეულობებს, რაც ცხოვრებას კვებავს სასი-
ცოცხლო ძალებით. მისი სიფრთხილის გარეშე ეს ფასეულობები
ისევე ჩაიკარგებოდნენ ცნობიერების ჯურღმულებში, როგორც
უამრავი რამ, კაცთა ხსოვნაში გამქრალი.
აი, ამიტომაა საჭირო გამჭვირვალობა. თვალთახედვიდან არ
უნდა გაგვისხლტეს სიმი, საუკუნეებს რომ ერთმანეთთან აკავში-
რებს და ძალას გვაძლევს გავძლოთ ამ მიწაზე.
ეს კავშირები, ჩვენ რომ აშკარად ვგრძნობთ, ჰერაკლიტედან
პლატონთან მიდის, პლატონიდან – იესოსთან. ჩვენამდე მოღ-
წეული, მკაფიოდ შეგრძნებადი, ისინი სხვადასხვა ენით, არსები-
თად ერთსა და იმავეს ღაღადებენ: რომ ამ სამყაროს შიგნით
არის სხვაც, რომ, ამასთან ერთად, იცვლება ის, სხვა, მეორე
რეალობა, რომელიც აღემატება ჩვენსას, სადაც ასე არაბუნებ-
რივად ვარსებობთ. მხედველობაში მაქვს რეალობა, რომელზე
უფლებაც ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ ჩვენივე უნიათობის წყა-
ლობით მისი უღირსები შევიქენით.
და შემთხვევითი როდია, რომ გონითა და სიბრძნით დაღდას-
მულ ეპოქებში სილამაზე სიკეთეს ერწყმის, სიკეთე კი – მზეს.
ცნობიერების განწმენდასა და ნათლით ავსებასთან ერთად მისი
ბნელი მხარეები უკუიქცევიან და იკარგებიან, ტოვებენ სიცა-
რიელეებს, რომლებიც ფიზიკური კანონების შესაბამისად ახალ

509
შინაარსს იძენენ, ამრიგად, ის, რაც შედეგად რჩება, ერ-
თდროულად ორ საყრდენს იქმნის: „აქ“ და „იმ მხარეს“. განა ჰე-
რაკლიტე არ ლაპარაკობდა ორი ურთიერთმებრძოლი ძალის
ჰარმონიაზე?
და არა აქვს მნიშვნელობა, სახელდობრ ვინ: აპოლონი თუ
ვენერა, ქრისტე თუ ქალწული მარია განასახიერებენ იმ მოთ-
ხოვნილებას, რომელსაც ვგრძნობთ ინტუიციით და რომელსაც
გვწყურია მივცეთ საგნობრივი, თვალსაჩინო ფორმა. მთვარია,
რომ უკვდავების სიო ვიგრძენით. ჩემი მოკრძალებული აზრით,
ყოველგვარი დოქტრინის გვერდის ავლით პოეზია ნებას
გვრთავს ვეზიაროთ უკვდავებას.
როგორ არ გავიხსენოთ აქ ჰელდერლინი, დიდი პოეტი, რო-
მელიც ერთნაირად უმზერდა ოლიმპიურ ღმერთებსაც და ქრის-
ტესაც? სიმტკიცე, მან რომ მიანიჭა თავისი ხედვის მანერას, ჭეშ-
მარიტად ფასდაუდებელია, ხოლო სივრცე, მან რომ გაგვიხსნა,
– უზარმაზარი. მე ვიტყოდი – დამაფრთხობლად უზარმაზარი,
და ამიტომ იღრიალა მან იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ჩასახვის
სტადიაში იყო ბოროტება, დღეს რომ გვახრჩობს: „რისთვისაა
საჭირო პოეტები არშემდგარ დროში?“ (wozu Dichter in durftiger
Zeit?)
ადამიანისათვის ყოველი დროება, სამწუხაროდ, არშემდგა-
რია, ამასთანავე, პოეზიას არასდროს უღალატია საკუთარი მო-
წოდებისათვის. სწორედ ეს ორი თავისებურება – ერთიმეორის
საპირწონე – ყოველთვის იქნება ჩვენი ამქვეყნიური ბედის თან-
მხლები. განა შეიძლება სხვაგვარად? მზის წყალობით ვამჩნევთ
ღამესა და ვარსკვლავებს. თუმცა გავიხსენოთ ძველი ბრძენის
კვალად, რომ, თუ ზომიერებამ უღალატა, მზეც შეიძლება ბორო-
ტი გახდეს, რომ ვიცოცხლოთ, აუცილებელია გარკვეული მანძი-

510
ლით ვიყოთ დაშორებული წარმოსახვითი მზისგან, ისევე, რო-
გორც ჩვენი პლანეტა – ნამდვილისაგან. ოდესღაც ჩვენც ვცდე-
ბოდით უცოდინარობით, დღეს შეცდომებს ვუშვებთ მეტისმეტად
ღრმა ცოდნის „გამო“. ამასთანავე, სრულიადაც არ მინდა ტექნი-
კური პროგრესის მაგინებელთა გრძელ მწკრივს შევუერთდე.
სიბრძნე, ისეთივე ძველი, როგორც ქვეყანა, საიდანაც მე ვარ,
მასწავლის ვიწამო ევოლუცია სავსებით და ავითვისო პროგრე-
სი „ბირთვითა და ნაჭუჭით“.
და მაინც რა სჭირს პოეზიას? რას წარმოადგენს იგი ასეთ სა-
ზოგადოებაში? ამ კითხვას მე ასე ვუპასუხებდი: პოეზია ერთა-
დერთი დარგია, სადაც რაოდენობა არაფერს ნიშნავს – და
თქვენი გადაწყვეტილება – ჩემი სახით პატივი მიაგოთ პატარა
ქვეყნის პოეზიას, გამოავლენს ჰარმონიას, მჭიდროდ დაკავში-
რებულს უანგარო ხელოვნების ცნებასთან, ერთადერთთან, რო-
მელიც როდისმე დაპირისპირებია ყოვლად ძლიერსა და ყოვ-
ლისშემძლე რაოდენობრივ ფასეულობებს.
პიროვნულ გარემოებათა დამოწმება ზრდილობის უგულე-
ბელყოფას ნიშნავს. მით უფრო დასაძრახია საკუთარი სახლის
ქება, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელი ხდება იმდენად, რამდენა-
დაც გვეხმარება ცხადად გავერკვეთ ვითარებაში. ვფიქრობ, ამ-
ჟამად სწორედ ასეთია გარემოება.
ძვირფასო მეგობრებო! მე ვწერ იმ ენაზე, რომელზეც სულ
რამდენიმე მილიონი კაცი ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს
უმნიშვნელო ცვლილებებით უკვე ორი ათას ხუთას წელზე მე-
ტია. გასაოცარი და ანალოგის არმქონე ეს სივრცობრივ--
დროითი მონაკვეთი თავსდება ჩემი ქვეყნის კულტურულ--
ისტორიულ საზღვრებში, სივრცე, რომელიც მას უკავია, მცირეა,
დროითი მანძილი კი – უსასრულო. და, თუ მე ამაზე ვსაუბრობ,

511
არა იმიტომ, რომ ვიტრაბახო, არამედ გაგაცნოთ სიძნელენი,
რომელსაც აუცილებლად გადაეყრება პოეტი, როცა მისთვის
ძვირფასი საგნების აღსაწერად უნდა გამოიყენოს იგივე სიტყვე-
ბი, რაც, მაგალითად, საფომ ანდა პინდარემ იხმარეს, როცა
აღარც ის აუდიტორია ჩანს სადმე და აღარც ის ყურადღება, რი-
თაც ძველი ბერძნები იყვნენ გარემოსილი მთელ ცივილიზებულ
სამყაროში.
ენა რომ მხოლოდ ურთიერთობის საშუალება იყოს, არავი-
თარი პრობლემა არ წარმოიჭრებოდა. მაგრამ არის შემთხვევე-
ბი, როცა იგი „მაგიის“ ინსტრუმენტი ხდება. ამასთანავე, მან
მრავალი ასწლეულის მანძილზე არსებობის განსაკუთრებული
ფორმა შეიძინა, უზენაეს სიტყვად იქცა. და ეს ბევრს გვავალდე-
ბულებს.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოცდახუთი საუკუნიდან სწო-
რედ რომ ბერძნულად დაიწერა უამრავი პოეტური ქმნილება,
ტრადიციის დიად ტვირთად რომ გვაწევს მხრებზე. თანამედრო-
ვე ბერძნული პოეზია ამის ნათელ წარმოდგენას იძლევა.
სფეროს, რომელსაც ეს პოეზია შეადგენს, ნებისმიერი სფე-
როს დარად ორი პოლუსი აქვს. ერთზე იმყოფება დიონისიას
სოლომოსი, რომელმაც ჯერ კიდევ ევროპულ ლიტერატურაში
მალარმეს გამოჩენამდე მკაფიოდ და თანმიმდევრულად ჩა-
მოაყალიბა წმინდა პოეზიის კონცეფცია: გრძნობა დაექვემდება-
როს გონებას, გაკეთილშობილდეს გამოსახვის საშუალებანი,
გამოყენებულ იქნეს ენის ყველა შესაძლებლობა და ორიენტი-
რად იქცეს საკვირველება, მეორე პოლუსზეა კავაფისი, რომელ-
მაც ელიოტთან ერთად მიაღწია უკიდურეს ლაკონიურობასა და
გამოთქმის წარმოუდგენელ სიზუსტეს, სავსებით გამორიცხა რა
მაღალფარდოვნება და ღვარჭნილობა.

512
ამ ორ პოლუსს შორის მეტ-ნაკლები თანაბრობით განლაგე-
ბული არიან ჩვენი დიდი პოეტები: კოსტას პალამასი, ანგელოს
სიკელიანოსი, ნიკოს კაზანძაკისი, გიორგოს სეფერისი.
ასეთია ზერელე და მიახლოებითი სურათი თანამედროვე
ბერძნული პოეზიისა.
ჩვენთვის კი, მათ კვალდაკვალ რომ მივდივართ, აუცილებე-
ლი იყო დავუფლებოდით ნაანდერძევ უმაღლეს ცოდნას და შეგ-
ვეხამებინა იგი თანამედროვე აღქმისათვის. ყოველგვარი ტექ-
ნიკური საზღვრების მიღმა უნდა მიგვეღწია სინთეზისათვის, რო-
მელიც, ერთი მხრივ, ასიმილირებულყოფდა ბერძნული ტრადი-
ციის ყველა ელემენტს და, მეორე მხრივ, – ფეხს აუწყობდა ჩვე-
ნი დროის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, – მთელი სისრულით გაგვეცნო-
ბიერებინა ახლანდელი ევროპულ-ბერძნული რეალობა და გვე-
ცადა შეგვეფასებინა იგი. მე ვლაპარაკობ არა იმაზე, საბოლოო
ჯამში, რისი გაკეთებაც შევძელით, არამედ მცდელობაზე. ლიტე-
რატურის შესწავლისას ხომ მნიშვნელოვანია არა მარტო შედე-
გები, არამედ განზრახვანიც.
მაგრამ როგორ შეძლებს განვითარდეს ქმნილება თავისუფ-
ლად და დამოუკიდებლად, როცა ჩვენი ცხოვრების პირობები
ანადგურებს და ანიველირებს შემოქმედს? და როგორ შეიქმნე-
ბა კულტურული საზოგადოება, როცა ენობრივი განსხვავებანი
გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევიან? ჩვენ ერთმანეთს ვუ-
გებთ იმ 20-30 პროცენტით, რაც ნაწარმოებში რჩება მისი გადა-
თარგმნის შემდეგ. უფრო საცნაურია ეს მათთვის, ვინც სოლო-
მოსის კვალს მიჰყვება და სიტყვისაგან სასწაულებს ელის: ნა-
პერწკალი შეიძლება გაჩნდეს ზუსტად და თავის ადგილას ნათ-
ქვამ ორ სიტყვას შორის.

513
არა, ჩვენ ვრჩებით მუნჯებად, ვერგაგებულებად და გაუგებ-
ლებად. ვიტანჯებით საერთო ენის უქონლობით. და ამ უქონლო-
ბის შედეგები შეიძლება დავინახოთ – არა მგონია, ვაჭარბებდე,
– ჩვენი საერთო სამშობლოს, ევროპის, პოლიტიკურ და სო-
ციალურ სინამდვილეში.
ვამბობთ, – და ეს დიდი ხანია ცნობიერების ნაწილად გვექცა,
– რომ ვცხოვრობთ ზნეობრივ ქაოსში, მაგრამ, ამასთანავე, ხდე-
ბა აქამდე არნახული განაწილება ყოველივესი, რაც მატე-
რიალურ არსებობას ეხება. ხდება მეთოდურად და, ვიტყოდი,
სალდაფონურად მკაცრად და უხეშად. ძალზე მნიშვნელოვანი
წინააღმდეგობაა. თუ ერთი კიდური ჰიპერტროფირდება, მეორე
აუცილებლად ატროფირდება. ევროპის ხალხების ყოველმხრივ
მოსაწონი მისწრაფება გაერთიანდნენ პითაგორულ ერთიან მო-
ნადად, ფერხდება იმის გამო, რომ შეუძლებელი ხდება ჩვენი ცი-
ვილიზაციის ატროფირებული და ჰიპერტროფირებული ნაწილე-
ბის ჰარმონიაში მოყვანა. ჩვენს ფასეულობებს, სამწუხაროდ, სა-
ერთო ენა არა აქვთ.
პოეტისათვის – შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგ-
რამ ჭეშმარიტი სიმართლე კია – ერთადერთი საერთო ენა,
რომლითაც სარგებლობს, მისი საკუთარი შეგრძნებანია. ძალა,
რომელიც ორ სხეულს იზიდავს და ურთიერთშეხებისაკენ იწ-
ვევს, ძველთაძველია და ათასწლეულებმა ვერ შეცვალეს. ამას
გარდა, ეს ძალა კონფლიქტებს არ წარმოქმნის, განსხვავებით
ორი ათეული დოქტრინისა და იდეოლოგიისა, სისხლში რომ
ჩაგვახრჩეს და გაგვაღატაკეს.
როცა შეგრძნებებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არა
უშუალოდ აღსაქმელს, პირველი ან მეორე დონისას, არამედ

514
იმას, საზღვრებამდე რომ მივყავართ, – „შეგრძნებათა ანალო-
გებს“, ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბებულთ.
ხელოვნება ანალოგიის ენით მეტყველებს. პირდაპირი და
ირიბი ხაზი, მაღალი და დაბალი ბგერა ძალმოსილი არიან გად-
მოგვცენ ნებისმიერი კავშირი, ნებისმიერი შეხება, – ხილვითაც
და სმენითაც. ზღვის ხატი, როგორსაც ჰომეროსთან ვხედავთ,
უცვლელად მოვიდა ჩვენამდე. რემბო იტყვის: „ზღვა, მზეში ათ-
ქვეფილი“. და ამატებს: „აქ – მარადისობაა“. გოგონა არქილო-
ქეს ლექსებიდან ცოცხლდება მატისის ნახატში და ხმელთაშუაზ-
ღვისეული გაგება სიწმინდისა უფრო ხელშესახები ხდება. თუმცა
ბიზანტიურ ხატებზე გამოსახული ღვთისმშობელი განა ბევრად
განსხვავდება ერის ქალებისაგან? სულ მცირე რამაა საჭირო
ჩვეულებრივი სინათლის ზებუნებრივ ციმციმად გარდასახვი-
სათვის და პირიქით. სამყაროსეულმა აღქმებმა, ანტიკურობი-
დან ნაანდერძევმა და შუა საუკუნეებიდან მიღებულმა შობეს კი-
დევ ერთი, მესამე, რომელიც ისევე ჰგავს მათ, როგორც შვილი
მშობლებს. ძალუძს კი პოეზიას ამ გზით სიარული? ძალუძთ კი
შეგრძნებებს განწმენდის განუწყვეტელი პროცესის შედეგად მი-
აღწიონ წმინდანის მდგომარეობას? მაშინ ისინი ანალოგების
სახით მობრუნდებიან მატერიალურ სამყაროში, რათა გარდაქ-
მნან იგი.
საკმარისი არაა ჩვენი ოცნებანი გარდავქმნათ ლექსებად –
ეს ძალზე ცოტაა. არც სიტყვების პოლიტიზება გვარგებს – ეს ძა-
ლიან ბევრია. მატერიალური სამყარო, არსებითად, მხოლოდ
მასალის გროვაა. მოგვიწევს გავხდეთ კარგი ან ცუდი არქიტექ-
ტორები, შევქმნათ ან სამოთხე, ან ჯოჯოხეთი. სწორედ ამის კე-
თება არ ბეზრდება პოეზიას, განსაკუთრებით არშემდგარ დრო-
ებში: მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.

515
ხშირად მიცდია მესაუბრა მზიურ მეტაფიზიკაზე. დღეს არ ვა-
პირებ ვიმსჯელო, როგორ შეესაბამება ამ კონცეფციას ხელოვ-
ნება. ხელმოსაჭიდად მაქვს მხოლოდ ერთი ფაქტი: მაგიურ ინ-
სტრუმენტად ქცეულ ბერძნულ ენას ძალზე მჭიდრო ურთიერთო-
ბა აქვს მზესთან – რეალურთანაც და სიმბოლურთანაც. მზე გა-
მოკვეთს არა მარტო გარკვეულ ცხოვრებისეულ პოზიციას და
ამდენად, ლექსის პირველად აზრს, არამედ იგი აღწევს მის კომ-
პოზიციაში, სტრუქტურაში და (თუ დღევანდელ ტერმინოლოგიას
ვიხმართ) ბირთვში, რომლისგანაც შედგება უჯრედი, ჩვენ რომ
ლექსი დავარქვით.
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს სიტყვა წმინდა ფორ-
მას შეეხებოდეს. ფორმის აზრი, აღმოსავლეთიდან რომ მივი-
ღეთ, ესაა ერთგვარი მუდმივი სიდიდე, სამი-ოთხი მოდელით
წარმოდგენილი; სამი-ოთხი, თუ შეიძლება ითქვას, სამსხმელო
ფორმა, რომელშიც ნაირგვარ მასალას ასხამდნენ. დღეს ეს უკ-
ვე შეუძლებელია. საბერძნეთში ერთ-ერთმა პირველმა მე დავ-
გმე ეს გზა.
მაინტერესებდა ჯერ ბუნდოვნად, მერე და მერე მკაფიოდ,
განსაზღვრული მასალიდან ყოველ ცდაზე შემექმნა ახალი და
ახალი არქიტექტურული ფორმები. ამის გასაგებად არაა საჭი-
რო მივმართოთ პართენონის ამგები წინაპრების სიბრძნეს. საკ-
მარისია გავიხსენოთ ჩვენი სახლების მოკრძალებული მშენებ-
ლები და შევეცადოთ ვიპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტა, თი-
თოეულ შემთხვევაში – საკუთარი, პრაქტიკული და, ამავე
დროს, ლამაზი, დაბოლოს, ისეთი, რომლის წინაშეც ქედს მოიხ-
რის და აღფრთოვანდება თვით ლე კორბუზიეც.
ეტყობა, სწორედ ამ ინსტინქტმა გაიღვიძა ჩემში, როცა პირ-
ველად მოვკიდე ხელი ისეთ დიდ თხზულებას, როგორიცაა

516
„ღირსეული“. მაშინ მივხვდი, რომ, თუკი ნაგებობას პროპორცი-
ებსა და პერსპექტივებს არ მივუსადაგებდი, ვერასდროს მიაღ-
წევდა იმ მონუმენტურობას, რომელიც მასში მსურდა მეხილა.
და მაშინ მე მივბაძე პინდარესა და ბიზანტიელ რომან
ტკბილმგალობლის მაგალითს, რომლებიც თითოეული სიმღე-
რისა და ოდისათვის ახალ ფორმას იგონებდნენ. დავინახე, რომ
ლექსთწყობის ზოგიერთი ელემენტის გამეორება მოცემული ინ-
ტერვალებით ჩემს ნაწარმოებს შეუქმნიდა ისეთ მრავალმხრივ-
სა და იმავდროულად სიმეტრიულ საფუძველს, როგორიც ჩავი-
ფიქრე. მაგრამ ამ შემთხვევაში განა ცხადი არაა, რომ ლექსი,
გარემოცული მის ორბიტაში მყოფი, მისი მიზიდულობის ზონაში
არსებული მრავალრიცხოვანი ნაწილებით, გარდაისახება პატა-
რა მზედ? ეს მსგავსება, რომლის მიღწევასაც ვცდილობ, მგონია,
პოეტის უმაღლესი იდეალია.
გეჭიროს მზე, მაგრამ არ დაიწვა, გადასცე იგი მომდევნოს,
როგორც ჩირაღდანი, – მტანჯველი და, ღრმადა მწამს, წმინდა
ქმედებაა. ჩვენთვის იგი აუცილებელია. ერთხელაც იქნება,
დოგმები, ადამიანს რომ თავგზა აუბნიეს, განქარდებიან გაბ-
რწყინებული გონების წინაშე, რომელიც შეერწყმება მზეს და
მიგვიყვანს ადამიანური ღირსებისა და თავისუფლების სამყა-
როში.

517
ჩესლავ მილოში

ოცნება მშვიდობისა და სამართლიანობის მეუფებაზე

1980

ამ ტრიბუნაზე ჩემი დგომა უნდა იქცეს ყველასათვის, ვინც


ჩვენთვის ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის მადიდებელია, კი-
დევ ერთ საბუთად მისი სასწაულებრივი მოულოდნელობებისა.
სკოლაში სწავლისას გატაცებით ვკითხულობდი ვარშავაში გა-
მოცემულ „ნობელის პრემიის ლაურეატთა ბიბლიოთეკის“ ტო-
მებს და დღემდე მახსოვს მათი შრიფტი და ფერი. მაშინ მეგონა,
რომ ნობელის პრემიის ლაურეატები არიან პროზაიკოსები,
დიდ-დიდი რომანების ავტორები და, როცა გავიგე, მათში
პოეტებიც ურევიაო, დიდხანს არ მჯეროდა, და, რაღა თქმა უნდა,
როცა 1930 წელს ჩვენს საუნივერსიტეტო გაზეთში გამოქვეყნდა
ჩემი პირველი ლექსები, სულაც არ მქონია მწერლობის პრეტენ-
ზია. უფრო მოგვიანებითაც კი, როცა საკუთარ ხვედრად მარ-
ტოობა ავირჩიე და საფრანგეთსა და ამერიკაში მცხოვრები პო-
ლონურ ენაზე ლექსების მთხზველი პოეტის უცნაურ სიტუაციაში
აღმოვჩნდი, ვცდილობდი შემენარჩუნებინა ცნობიერებაში ჩარ-
ჩენილი პოეტის იდეალური ხატი, რომელიც, თუკი ფიქრობს სა-
ერთოდ დიდებაზე, ისიც მხოლოდ მშობლიური ქალაქისა და
სოფლის მასშტაბით...
518
ბავშვობისას წაკითხულმა ნობელის პრემიის ერთ-ერთი
ლაურეატის წიგნმა უზარმაზარი გავლენა იქონია პოეზიის ჩემე-
ულ წარმოდგენაზე და მიხარია, რომ დღეს ამის თქმის საშუალე-
ბა მომეცა.
ეს ნობელიანტი სელმა ლაგერლოფია. „ნილს ჰოლგერსონის
საოცარ მოგზაურობაში“ მან თავისი გმირი ორმაგი მზერით
დააჯილდოვა. იგი მაღლა-მაღლა დაფრინავს, ზეციდან დამზერს
დედამიწას და, ამავე დროს, მასზე ყოველგვარ წვრილმანს ამ-
ჩნევს.
ასეთი ორმაგი ხედვა შესანიშნავი პოეტური მეტაფორაა.
მსგავს მეტაფორას წავაწყდი მოგვიანებით XVII საუკუნის
პოეტის, თავის დროზე მთელი ევროპისათვის კაზიმირის ფსევ-
დონიმით ცნობილი მაცეი სერბევსკის ლათინურ ოდაში. ოდეს-
ღაც იგი პოეტიკას ასწავლიდა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში.
ოდაში ის აგვიწერს, თუ როგორ იმგზავრა პეგასზე ამხედრე-
ბულმა ვილნოდან ანტვერპენში მეგობარი პოეტის მოსანახუ-
ლებლად. ნილს ჰოლგერსონის მსგავსად ისიც ხედავს ქვევით
მდინარეებს, ტბებს, ტყეებს, ანუ დედამიწის რუკას, ერ-
თდროულად შორიდან და გარკვევით. აი, ორი უმნიშვნელოვა-
ნესი თვისება პოეტისა: სწრაფვა დანახვისა და წყურვილი დანა-
ხულის აღწერისა.
მაგრამ ვისაც პოეზია ესმის როგორც „მისწრაფება დანახვისა
და აღწერისა“, მანვე უნდა შეიგნოს, რომ ებმება სერიოზულ და-
ვაში თანამედროვეობასთან, მოჯადოებულთან ურიცხვი თეორი-
ით პოეტური ენის „თავისთავადი ფასეულობის“ შესახებ.
ყველა პოეტი დამოკიდებულია წინამორბედზე, მისსავე ენაზე
რომ წერდა, ითვისებს ადრე მოღვაწეთა სტილსა და ფორმებს.
ამასთანავე, გრძნობს, რომ გამოთქმის ძველი საშუალებანი არ

519
შეესაბამება მის საკუთარ გამოცდილებას. მათზე მორგებისას
ესმის შინაგანი ხმა, რომელიც მოუწოდებს სხვისი სამოსისა და
ნიღბების უარყოფისაკენ. და პროტესტანტი თანამედროვეთა,
ავანგარდის სხვადასხვა მიმართულებათა ტყვეობაში ექცევა.
სამწუხაროდ, საკმარისია ლექსების პირველი წიგნი გამოს-
ცეს და უკვე ტყვეა. სტამბის საღებავი ვერ ასწრებს შეშრობას,
რომ ღრმად პირადული ქმნილება უკვე სხვისად ეჩვენება, სხვა-
თა აშკარა გავლენას ატყობს. დამარცხების სიმწრისაგან თავ-
დაღწევის ერთადერთი გზა ძიების გაგრძელება და ახალი წიგ-
ნის გამოცემაა, რის შემდეგაც ყველაფერი ისევ თავიდან იწყე-
ბა... შეიძლება ისედაც მოხდეს, გველის ტყავივით მოიცილოს
წიგნები, განერიდოს უკვე შექმნილს და ნობელის პრემიის
ლაურეატი აღმოჩნდეს.
რომელი იდუმალი იმპულსი არ ანებებს დასჯერდეს მიღწე-
ულს?
ეტყობა, რეალობის ძიება.
ამ სიტყვას ვხმარობ მისი ნაივური და ამაღლებული გაგებით,
არაფერი საერთო რომ არა აქვს ბოლო საუკუნეების ფილოსო-
ფიურ დავებთან. ესაა დედამიწა, რომელსაც ბატის ზურგზე გა-
დამჯდარი ნილსი და პეგასზე ამხედრებული ლათინური ოდის
ავტორი ხედავენ. უეჭველია, რომ ეს დედამიწა არსებობს და მის
სიმდიდრეს ვერავითარი აღწერა ვერ ამოწურავს. საწინააღმდე-
გოს მტკიცების მსურველმა გონებიდან უნდა ამოიგდოს კითხვა,
დღეს რომ ასე ხშირად გვესმის: „რა არის რეალობა?“ რამეთუ
იგი არაფრით განსხვავდება პილატე პონტოელის კითხვისაგან:
„რა არის ჭეშმარიტება?“
თუკი ჩვენთვის ჩვეულ დაპირისპირებათაგან განსაკუთრებუ-
ლი მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობას სიცოცხლესა და სიკ-

520
ვდილს შორის, არანაკლები მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგო-
ბას სიმართლესა და სიცრუეს, რეალობასა და ილუზიას შორი-
საც.

521
2

სიმონა ვეილმა, რომლის შემოქმედებითაც დიდად დავალე-


ბული ვარ, ბრძანა: „სიშორე – მშვენიერების სულია“. სამწუხა-
როდ, ყოველთვის ვერ ხერხდება აღმოჩნდე შორს. მე „ევროპის
შვილი“ ვარ, როგორც ერთ-ერთ ლექსში ვამბობ, მაგრამ ეს მწა-
რე, სარკასტული აღიარებაა. ამასთანავე, ავტორი ვარ ავტობი-
ოგრაფიული წიგნისა, ფრანგულ თარგმანში „Une autre europe“
რომ ჰქვია. უდავოა, არსებობს ორი ევროპა და ისე მოხდა, რომ
სხვა ევროპის მცხოვრებნი აღმოვჩნდით XX ასწლეულის
„წყვდიადის გულში“. არ ძალმიძს ვილაპარაკო პოეზიაზე ზოგა-
დად, მე შემიძლია ვილაპარაკო მასზე მხოლოდ დროისა და სივ-
რცის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით. ახლა,
დროითი დისტანციიდან, გარკვევით ჩანს იმ კატასტროფულ
მოვლენათა კონტურები, თავიანთი მომაკვდინებელი გაქანებით
რომ გადააჭარბეს ჩვენთვის ცნობილ სტიქიურ უბედურებებს, ჩე-
მი და ჩემი ტოლების, ტრადიციონალისტებისა თუ ავანგარდის-
ტების პოეზია კი არ აღმოჩნდა მზად ამ კატასტროფებისათვის.
ბრმების მსგავსად ხელის ცეცებით ვეძებდით გზას და ვაწყდებო-
დით ყველა იმ ცდუნებას, რომლითაც იტყუებს ხოლმე თავს გო-
ნება.
არც ისე იოლია გამოარჩიო რეალობა ილუზიისაგან, განსა-
კუთრებით მაშინ, როცა დიად გარდატეხათა ეპოქაში ცხოვრობ,
რამდენიმე საუკუნის წინათ რომ დაიწყო ევროპის კონტინენტის
დასავლეთ კიდეზე, რათა სულ რაღაც ერთი ადამიანის სიცოც-
ხლის მანძილზე მოეცვა მთელი პლანეტა მეცნიერებისა და ტექ-
ნიკის საერთო კულტით. განსაკუთრებით ძნელი იყო წინააღ-

522
მდეგობის გაწევა ინტელექტუალური ცდუნებისათვის ევროპის
იმ ნაწილში, სადაც ადამიანსა და ბუნებაზე გაბატონების დეკა-
დენტურმა იდეებმა რევოლუციებისა და ომების პაროქსიზმებამ-
დე მიგვიყვანეს და გამოიწვიეს ფიზიკურად თუ სულიერად გა-
ნადგურებულთა მილიონობით მსხვერპლი. შესაძლოა, ჩვენი
ყველაზე ძვირფასი შენაძენი ჩაფიქრება კი არ იყოს იმ იდეების
არსზე, რომელთა ძალა რეალურად ვიწვნიეთ საკუთარ თავზე,
არამედ პატივისცემა და მადლიერება ყოველივე იმისადმი, რაც
იცავს ადამიანებს შინაგანი ნგრევისა და ძალადობის წინაშე
მორჩილებისაგან. სწორედ ეს აცოფებდათ ბოროტ ძალებს:
პირველ ყოვლისა, ორგანულად, თითქოსდა დამოუკიდებლად
არსებული კავშირი ადამიანებს შორის, განმტკიცებული ოჯა-
ხით, რელიგიით, მეზობლობით, საერთო მემკვიდრეობით. სხვა-
ნაირად, ყოველივე ადამიანური, ზოგჯერ აუხსნელი და ალოგი-
კურიც, რომელსაც ასე ხშირად დასცინოდნენ პროვინციული
გულმიდრეკილობისა და ერთგულების გამო. მრავალ ქვეყანაში
ეს ტრადიციული კავშირები თანდათან ეროზირდება და მოქა-
ლაქეები თავისდა შეუმჩნევლად კარგავენ ძვირფას მემკვიდ-
რეობას. მაგრამ ეს არ ხდება იქ, სადაც კრიტიკულ სიტუაციაში
უეცრად იფეთქებს ასეთ კავშირთა დამცველი, ცხოველმყოფე-
ლი ღირსება. ასე იყო იმ მიწაზეც, სადაც მე დავიბადე. ჩემი აზ-
რით, მართებულია წარმოვთქვა ლოცვის სიტყვები იმ წყალობი-
სათვის, მე და ჩემს მეგობრებს რომ გვერგო ევროპის ჩვენეულ
ნაწილში.
რამხელა ბედნიერებაა დაიბადო პატარა ქვეყანაში, სადაც
ბუნება არ თრგუნავს ადამიანს, სადაც საუკუნეების განმავლო-
ბაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვადასხვა ენები და რელი-
გიები! ვგულისხმობ ლიტვას, პოეზიისა და მითების ქვეყანას. ჩე-

523
მი წინაპრები უკვე XVII საუკუნიდან ლაპარაკობდნენ პოლონუ-
რად, ისევე, როგორც ბევრი ოჯახი ლაპარაკობს ფინეთში შვე-
დურად, ირლანდიაში – ინგლისურად და ამიტომ პოლონელი
პოეტი ვარ და არა ლიტველი, თუმცა ლიტვის პეიზაჟი და სული
სამარადისოდ ჩარჩა ჩემში. რამხელა ბედნიერებაა ბავშვობი-
დანვე გესმოდეს ლიტურგია ლათინურად, სკოლაშივე თარგმნი-
დე ოვიდიუსს, სწავლობდე კათოლიკურ დოგმატიკასა და აპო-
ლოგეტიკას. ჭეშმარიტად ბედის წყალობაა სწავლობდე ისეთ ქა-
ლაქში, როგორიც ვილნოა! საოცარი ქალაქი ჩრდილოეთის
ტყეებში გადატანილი ბაროკოს არქიტექტურით, თითოეულ ქვა-
ში რომ ისტორია აღუბეჭდავს, ორმოცი კათოლიკური კოსტელი-
სა და მრავალი სინაგოგის ქალაქი. იმ დროს ებრაელები ვილ-
ნოს ჩრდილოეთის იერუსალიმს უწოდებდნენ. მოგვიანებით,
როცა ამერიკაში ლექციებს ვკითხულობდი, გავაცნობიერე, რამ-
დენი რამ მომცა ჩვენმა ძველმა უნივერსიტეტმა, გაზეპირებულ-
მა რომის სამართლის კანონებმა, ძველი პოლონეთის ისტორი-
ამ და ლიტერატურამ, ასე რომ განაცვიფრებენ ახალგაზრდა
ამერიკელებს დამახასიათებელი ნიშნებით: შემწყნარებლური
ანარქიით, მძაფრ კამათს რომ იუმორით ათვინიერებს, ერ-
თიანობის თანდაყოლილი გრძნობით, ყოველგვარი ცენტრალი-
ზებული ხელისუფლებისადმი უნდობლობით.
ასეთ სამყაროში გაზრდილი პოეტისათვის შესაფერისი იქნე-
ბოდა მჭვრეტელი გამხდარიყო. მისთვის სანუკვარი უნდა ყოფი-
ლიყო პატრიარქალური წესრიგი, ზარების რეკვა, მონასტრული
სენაკის მყუდროება. და, თუკი წიგნიც აღმოჩნდებოდა მის მაგი-
დაზე, ისიც მხოლოდ ღვთისგან შექმნილი სამყაროს მიუწვდო-
მელ თვისებაზე – ყოფიერებაზე. და უცებ ყველაფერი ეს ინგრე-
ვა ისტორიის ჭეშმარიტად დემონური ხელით, ამჯერად რომ სის-

524
ხლისმსმელი ღვთაების სახე მიიღო. დედამიწა, რომელსაც
პოეტი თავისი აღმაფრენიდან უჭვრეტდა, ახლა უფსკრულიდან
უხმობს და არ ანებებს ზემოდან უყუროს. წარმოიქმნება გადაუჭ-
რელი წინააღმდეგობა, შემაძრწუნებლად რეალური, მოსვენე-
ბას რომ არ იძლევა არც დღე, არც ღამე, როგორც არ უნდა და-
ვარქვათ – წინააღმდეგობა ყოფიერებასა და მოქმედებას შო-
რის, ან, სხვა დონეზე, წინააღმდეგობა ხელოვნებასა და ადა-
მიანურ სოლიდარობას შორის. რეალობა მოითხოვს მოაქციო
იგი სიტყვებში, მაგრამ აუტანელია და, თუ ძალიან ახლოს მიხ-
ვალ, პოეტი თავს ვერ დააღწევს იობის ჩივილს: აღმოჩნდება,
რომ ხელოვნება არაფერია სინამდვილესთან შედარებით. იმი-
სათვის, რომ იწამო რეალობა სიკეთისა და ბოროტების, იმედი-
სა და განწირულობის მარადიული ხლართით, აუცილებელია
დასცილდე განსაზღვრული დისტანციით, აუცილებელია ამაღ-
ლდე მასზე, რაც, თავის მხრივ, ზნეობრივ ღალატადაა მიჩ-
ნეული.
ასეთი იყო წინააღმდეგობანი, XX საუკუნის ძირითადი მახა-
სიათებელი, გენოციდით წაბილწულ დედამიწაზე რომ იხილეს
პოეტებმა. რას ფიქრობს ერთი მათგანი, რომელმაც შექმნა
ლექსები, თავისებური ძეგლები იმ დროის ხსოვნის საბუთად? ის
ფიქრობს, რომ მისი ლექსები ავადმყოფური წინააღმდეგობების
ნაყოფია და უმჯობესი იქნებოდა, თუკი იგი ამ წინააღმდეგობებს
აღმოფხვრიდა იმის ნაცვლად, რომ ლექსები ეწერა.

525
3

მფარველი განდევნილი პოეტებისა, მოგონებებშიღა რომ


მოიხილავენ ხოლმე მშობლიურ სანახებს, რასაკვირველია,
დანტეა. მერედა როგორ გაიზარდა მას შემდეგ ფლორენციათა
რიცხვი! პოეტის განდევნა – ჩვეულებრივი შედეგია არცთუ ისე
დიდი ხნის წინანდელი აღმოჩენისა: ძალაუფლების მქონეს ენის
გაკონტროლება შეუძლია არა მარტო ცენზურული აკრძალვე-
ბით, არამედ სიტყვის აზრის შეცვლითაც. განსაკუთრებული
მოვლენაა – შეზღუდული საზოგადოების ენა – რაღაც მდგრად
თვისებებს რომ იძენს. რეალობის სახესხვაობათა მთელი წყება-
ნი წყვეტენ არსებობას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ
სახელწოდება არა აქვთ. მგონია, არსებობს საიდუმლო კავშირი
თეორიებს შორის, რომელთა თანახმადაც ლიტერატურა არის
ის ენა, რომელიც იკვებება საკუთარი თავით და ტოტალიტარულ
სახელმწიფოთა ზრდით. ყოველ შემთხვევაში ასეთ სახელმწი-
ფოს არა აქვს განსაკუთრებული მიზეზი აკრძალოს „ექსპერი-
მენტული“ პოეზია ან პროზა, როგორც საკუთარ საზღვრებში ჩა-
კეტილი ურთიერთობების ავტონომიური სისტემები. მხოლოდ
ის პოეტია საშიში, რომელიც გამუდმებით ისწრაფვის რეალო-
ბის ძიებისას თავი დააღწიოს ნასესხებ სტილს. დარბაზში, სადაც
დამსწრენი ერთსულოვნად უჭერენ მხარს დუმილის შეთქმულე-
ბას, ერთი მართალი სიტყვაც კი ტყვიის გავარდნასავით აღიქმე-
ბა. სამწუხაროდ, მისი წარმოთქმის ცდუნება აუტანელი ქავილი-
ვით აკვიატებულ იდეად იქცევა და სხვა რაიმეზე ფიქრს აღარ გა-
ნებებს. ამიტომ ირჩევს პოეტი განდევნილობას, გარეგანს თუ
შინაგანს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ამოძრავებს

526
განსაკუთრებული, საჭირბოროტო გარემოებანი. შეუძლია თა-
ვისუფლება ეძებოს სადმე სხვა ქვეყანაში, სხვა მხარეში, სადაც
მცირე ხნით მაინც უერთგულებს თავის ჭეშმარიტ მოწოდებას –
ყოფიერების ჭვრეტას.
თუმცა ეს იმედი ილუზორულია, რადგან „სხვა ევროპიდან“
მოსული, სადაც არ უნდა მოხვდეს, აღმოაჩენს იმას, თუ როგორ
აუცხოებს საკუთარი გამოცდილება ახალ გარემოსთან და შეიძ-
ლება ახალ აკვიატებულ იდეად იქცეს. ჩვენს პლანეტაზე, წლი-
თიწლობით რომ პატარავდება მასობრივი ინფორმაციის სა-
შუალებათა ფანტასტიკური განვითარების წყალობით, მიმდინა-
რეობს მეხსიერების დაკარგვის პროცესი, რომლის განსაზ-
ღვრაც ძნელია. წარსულ საუკუნეთა უწიგნურმა ადამიანებმა –
ისინი კი კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ – არც ისე
ბევრი რამ იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორიისა და კულტუ-
რის შესახებ. სამაგიეროდ, თანამედროვე უმეცართა თავებში,
წერა-კითხვაც რომ არ იციან და სკოლებსა და უნივერსიტეტებ-
შიც კი ასწავლიან, ისტორია ბინადრობს, მაგრამ რაღაც ვინეგ-
რეტისმაგვარი: მოლიერი ნაპოლეონის თანამედროვეა, ვოლ-
ტერი – ლენინისა. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ბოლო ათ-
წლეულების მოვლენებზეც, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანზე,
რამდენადაც მათდამი ჩვენს მიმართებაზეა დამოკიდებული კა-
ცობრიობის მომავალი, – ისინი იკარგებიან და მკრთალდებიან,
იცლებიან ყოველგვარი ენერგიისაგან, თითქოსდა აღსრულებუ-
ლიყოს ფრიდრიხ ნიცშეს წინასწარმეტყველება ევროპული ნიჰი-
ლიზმის თაობაზე. „ნიჰილისტის თვალი, – წერდა იგი 1887
წელს, – არ ენდობა მოგონებებს: ნებას აძლევს მათ ჩამოიმ-
სხვრენ და მისიკვდილდნენ... და, რაკი ნიჰილისტს უნარი არა
აქვს საკუთარ თავს არგოს, ვერც მთელი კაცობრიობის წარ-

527
სულს არგებს: დასაღუპავად გასწირავს“. დღეს ჩაფლული ვართ
წარსულის შესახებ სიცრუეთა მორევში, ყოველგვარ საღ აზრსა
და კეთილისა და ბოროტის თაობაზე ელემენტარულ წარმოდგე-
ნას რომ ეწინააღმდეგება. როგორც ამას წინათ გაზეთი „ლოს--
ანელეს ტაიმსი“ იუწყებოდა, უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა
ქვეყანაში გავრცელდა ასამდე წიგნი, რომლებშიც ამტკიცებენ,
თითქოსდა ჰოლოკოსტი არ არსებობდა, რომ ის ებრაული პრო-
პაგანდის გამონაგონია. თუკი შესაძლოა ასეთი უგუნურება, განა
ნაკლებ შესაძლებელია მეხსიერების სრული ატროფია? და განა
ის უფრო მეტად სახიფათო არაა, ვიდრე გენური ინჟინერია და
გარემოს დაბინძურება?
„სხვა ევროპელი“ პოეტისათვის ჰოლოკოსტთან დაკავშირე-
ბული მოვლენები დროითი რეალობის მხრივ იმდენად ახლო-
საა, რომ მეხსიერებიდან მათი გამოდევნა, მაგალითად, დავი-
თის ფსალმუნების თარგმნისას თუ შეუძლია. მაგრამ იგი შეშფო-
თებულია იმით, რომ სიტყვა „ჰოლოკოსტმა“ თანდათანობითი
ცვლილება განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ ებრაელი ხალ-
ხის ისტორიის კუთვნილებად იქცა, თითქოსდა მისი მსხვერპლი
არ ყოფილიყვნენ მილიონობით პოლონელი, რუსი, უკრაინელი
და სხვა ხალხთა შვილები. იგი შეშფოთებულია იმითაც, რასაც
ეს წინასწარმეტყველება მოასწავებს. ახლო მომავალში ისტო-
რიას შერჩება მხოლოდ ის, ტელევიზორებში რომ აჩვენებენ,
ხოლო სიმართლეს, რომლის გაგებაც ძალზე რთულია, არქი-
ვებში მიმალავენ და დაივიწყებენ. არის მსგავსი სხვა ფაქტებიც,
მაგრამ დასავლელისათვის ძნელად გასაგები, რომლებიც ამ-
ტკიცებენ ჰერბერტ უელსის „დროის მანქანაში“ ნაწინასწარმეტ-
ყველების უტყუარობას: დედამიწა, დასახლებული დღის შვილე-
ბით – უზრუნველებით, მეხსიერებისა და სწორედ ამის გამო ის-

528
ტორიის უქონელნით, უძლური აღმოჩნდება მიწისქვეშა გამოქ-
ვაბულთა ბინადრების – ღამის სისხლისმსმელი შვილების წინა-
შე.
ტექნიკური პროგრესით გატაცებულთ ნათლად გვაქვს შეგნე-
ბული, რომ დადგა დრო ჩვენი პლანეტის ყველა ხალხის გაერ-
თიანებისა, საერთაშორისო თანამეგობრობის აუცილებლობი-
სა. ერთა ლიგისა და შემდეგ გაეროს შექმნის თარიღები ღირ-
სია, სამუდამოდ აღიბეჭდოს ჩვენს ხსოვნაში. სამწუხაროდ, თა-
ვისი მნიშვნელობით ისინი ჩამორჩებიან სხვა თარიღს, რომე-
ლიც უნდა აღგვენიშნა ყოველწლიურად, როგორც სამგლო-
ვიარო, თუმცა ახალ თაობებს შეიძლება არც სმენიათ 1939
წლის 23 აგვისტოს შესახებ. ორმა დიქტატორმა დადო ხელშეკ-
რულება საიდუმლო ოქმით საკუთარი დედაქალაქების, მთავ-
რობებისა და პარლამენტების მქონე მეზობელი სახელმწი-
ფოების დაყოფის თაობაზე! ამ პაქტმა არა მარტო საშინელი ომი
გააჩაღა, არამედ ააღორძინა კოლონიური პრინციპებიც, რომ-
ლის თანახმად ხალხი ჯოგია, რომელიც შეგიძლია გაყიდო და
იყიდო და რომლის ბედიც მთლიანად დამოკიდებულია დროები-
თი მმართველის ხუშტურებზე. არსებობა შეწყვიტეს საზღვრებმა,
თვითგამორკვევის უფლებამ, პასპორტმა. საოცარი ისაა, რომ
დღესაც კი, როცა სიტყვა ჩამოვარდება ორი დიქტატორის მიერ
ორმოცი წლის წინათ გამოყენებულ ამ პრინციპებზე, ადამიანები
ლაპარაკობენ ჩუმად, ტუჩზე თითის მიდებით.
დანაშაულობანი ადამიანურ უფლებათა წინაშე, დღემდე გა-
მოუქვეყნებელი და საჯაროდ არდაგმობილი, ძირს უთხრიან
ხალხთა შორის მეგობრობის შესაძლებლობას. პოლონური
პოეზიის ანთოლოგიაში მოხსენიებულია ორი ჩემი მეგობრის –
ვლადისლავ სებილასა და ლეხ პივოვარის სახელები და გარ-

529
დაცვალების წელი – 1940. აბსურდია, რომ დღემდე იკრძალება
დაიწეროს, თუ როგორ დაიღუპნენ ისინი, თუმცა პოლონეთში
ყველამ იცის სიმართლე: მათ გაიზიარეს ხვედრი მრავალი ათა-
სი პოლონელი ოფიცრისა, რომლებიც განაიარაღეს, ინტერნი-
რებულყვეს და საერთო სამარეში ჩაყარეს ჰიტლერის მაშინ-
დელმა თანამზრახველებმა. განა არ უნდა იცოდეს დასავლეთის
ახალგაზრდა თაობამ, თუკი საერთოდ სწავლობს იგი ისტორიას,
იმ 200 000 ადამიანის შესახებ, 1944 წელს რომ დახვრიტეს ვარ-
შავაში, ქალაქში, რომელსაც ორმა თანამზრახველმა პირისაგან
მიწისა აღგვის განაჩენი გამოუტანა?
ორი დიქტატორი-ჯალათი ცოცხალი აღარაა, მაგრამ, ვინ
იცის, იქნებ, მათ გაცილებით უფრო ხანგრძლივი გამარჯვება
მოიპოვეს, ვიდრე მათი არმიების ტრიუმფი იყო? ატლანტური
ქარტიის მიუხედავად, პრინციპი, რომლის თანახმადაც ხალხები
ვაჭრობის საგანი და ვიღაცათა სათამაშო ფსონია, დადასტურდა
ევროპის გაყოფით ორ ზონად, ხოლო გაეროში სამი ბალტიური
სახელმწიფოს არყოფნა ყოველთვის გვახსენებს ორი დიქტატო-
რის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას. ომამდე ეს სახელმწი-
ფოები ერთა ლიგაში შედიოდნენ, მაგრამ 1939 წლის პაქტის
საიდუმლო დამატების წყალობით ევროპის რუკიდან გაქრნენ.
იმედი მაქვს, მომიტევებთ, რომ ასე შეუბრალებლად გავაშიშ-
ვლე მეხსიერების ეს სისხლიანი იარა. ის, რაზეც ვსაუბრობ,
უშუალო კავშირშია ჩემს ფიქრებთან სიტყვა „რეალობის“ შესა-
ხებ, ხშირად დამახინჯებულის, მაგრამ მაინც პატივისცემის ღირ-
სის. კაცთა უბედურებანი, იმაზე უფრო გამცემლური შეთქმულე-
ბანი, ვიდრე თუკიდიდესთან ამოკითხული, ნეკერჩხლის ფოთ-
ლის მოხაზულობანი, ოკეანის თავზე მზის სხივების ლივლივი,
მიზეზთა და შედეგთა მთელი ეს ჯაჭვი, ბუნებას დავარქმევთ თუ

530
ისტორიას, მიგვანიშნებს სხვა რეალობაზე, იდუმალზე, შეუცნო-
ბელზე, რომლის მბრძანებლური მიზიდულობა მეცნიერებისა და
ხელოვნების მამოძრავებელი ძალაა. ხანდახან მგონია, რომ
ჩავსწვდი „სხვა ევროპის“ ხალხების მიერ გადატანილ ტანჯვათა
აზრს: ტანჯვა-წამებამ მათ შეუნარჩუნა მეხსიერება მაშინ, როცა
„პირველ ევროპასა“ და ამერიკას თაობების ცვლასთან ერთად
იგი თანდათან უქრება.
შესაძლოა, ტკივილის მეხსიერების გარდა, არც არსებობს
სხვა მეხსიერება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლის ბიბლია,
ისრაელის მწუხარებათა წიგნი, რომელიც ხანგრძლივი დროის
მანძილზე ეხმარებოდა ევროპის ხალხებს შეენარჩუნებინათ
მემკვიდრეობითობის გრძნობა – ოღონდ ამ სიტყვას მოდურ
ტერმინ „ისტორიულობასთან“ ნუ გავაიგივებთ.
იმ ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც საზღვარგარეთ
ვცხოვრობ, ყოველთვის უფრო პრივილეგირებულად ვგრძნობ-
დი თავს, ვიდრე ჩემი დასავლელი კოლეგები – მწერლები და
ლიტერატურის მასწავლებლები: ახლო თუ შორეული წარსულის
მოვლენები ჩემ თვალწინ წარმოდგებოდნენ უფრო ზუსტად და
მკაფიოდ.
დასავლურ აუდიტორიას, რომლისთვისაც მიუღებელია პო-
ლონური, ჩეხოსლოვაკური და უნგრული ლექსები, რომანები
და ფილმები, ალბათ, ესმის, რომ ისინი ნაყოფია განსაკუთრებუ-
ლი ცნობიერებისა, ცენზურულ შეზღუდვებთან განუწყვეტელ
ბრძოლაში რომ ჩამოყალიბდა. ასე რომ, მეხსიერება იქცა ძა-
ლად, რომელიც გვიცავს ფუჭი სიტყვებისაგან, სუროსავით რომ
ჩაიხვევიან, როცა კედლის ან ხის სახით საყრდენს ვერ პოვებენ.

531
რამდენიმე წუთის წინათ ვსაუბრობდი წინააღმდეგობებზე,
რომელიც წარმოიშობა პოეტის მიერ დისტანციის მოთხოვნი-
ლებასა და ადამიანური სოლიდარობის გრძნობას შორის.
და, თუ მაღლა ფრენა პოეტის მოწოდების მეტაფორაა, ძნელი
არაა შევამჩნიოთ მასში ერთგვარი წინააღმდეგობა, რომელიც
მაშინაც კი ინარჩუნებს ძალას, როცა პოეტი შედარებით თავისუ-
ფალია ისტორიის ბორკილებისაგან, რადგან როგორ უნდა
შეახამო ერთმანეთთან შორს, მაღლა ფრენა და იმავდროულად
მიწაზე ყოველგვარი წვრილმანის შემჩნევა?
მაგრამ წინააღმდეგობათა მერყევ წონასწორობაში ერთგვა-
რი ჰარმონიის შეტანა ხდება იმ დისტანციის წყალობით, რო-
მელსაც დროთა მდინარება ქმნის.
„ხედავდე“ არ ნიშნავს აუცილებლად თვალწინ გქონდეს
რაიმე, მაგრამ მეხსიერებაში კი უნდა არსებობდეს. „ხედავდე და
აღწერო“ შეიძლება წარმოსახვით შექმნასაც გულისხმობდეს.
დროის იდუმალებით წარმოშობილმა დისტანციამ მოვლენები,
პეიზაჟები, ადამიანთა სახეები არ უნდა აქციოს მიმქრალი
ჩრდილების ხლართად.
პირიქით, დისტანციიდან ისინი შეიძლება მთელი სიცხადით
გაარჩიო და მაშინ ნებისმიერი ფაქტი, ნებისმიერი თარიღი
შეიძენს თავის გამოხატულებას და დარჩება სამარადისო ხსოვ-
ნად როგორც ადამიანის დაცემის, ასევე ადამიანის სიდიადისა.
ცოცხლები მანდატს იღებენ მკვდრებისაგან. ისინი თავიანთ
ვალს აღასრულებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეცდებიან
ზუსტად აღადგინონ წარსული, გამონაგონისა და ლეგენდების
დაუხვავებლად.
ერთიცა და მეორეც – დედამიწა, მაღლიდან განჭვრეტილი
თავის მარადიულ დღევანდელობაში და დედამიწაც, რომელიც

532
გრძელდება ახლად შეძენილ დროში, ერთნაირი მასალაა
პოეზიისათვის.

533
4

არ ვისურვებდი, შეგქმნოდათ წარმოდგენა, თითქოს ჩემი


ფიქრები წარსულისკენაა მიმართული. ეს ასე არაა. ჩემი თანა-
მედროვეების მსგავსად მეც მიდრეკილი ვიყავი სასოწარკვეთი-
ლებისაკენ, ვგრძნობდი კატასტროფის მოახლოებას და საკუ-
თარ თავს ვსაყვედურობდი ნიჰილისტური ცდუნებების გამო.
მაგრამ უფრო ღრმა დონეზე ჩემი პოეზია, ვფიქრობ, დარჩა ჯან-
საღი და შავბნელ დროში გამოხატავდა ოცნებას მშვიდობისა და
სამართლიანობის მეუფებაზე. თავს ვალდებულად მივიჩნევ,
ვახსენო დღეს აქ ადამიანი, რომელიც მასწავლიდა, როგორ და-
მეღწია თავი სასოწარკვეთილებისაგან. ჩვენ ძღვენს ვიღებთ
არა მარტო საკუთარი სამშობლოსაგან, მისი ტბების, მდინა-
რეების, მისი ტრადიციებისაგან, არამედ ადამიანებისაგანაც,
განსაკუთრებით მაშინ, თუ სიყმაწვილისას გვხვდება ნათელი და
ძლიერი პიროვნება. მე გამიმართლა: ჩემმა ნათესავმა ოსკარ
მილოშმა, განდეგილმა და წინასწარმეტყველმა, საკუთარი შვი-
ლივით მიმიღო. როგორ გახდა იგი ფრანგი პოეტი, ამის ახსნა
შეეძლო მხოლოდ მისი წინაპრებისა და იმ სახელმწიფოს დახ-
ლართულ ისტორიას, ოდესღაც რომ ლიტვის დიდი სამთავრო
ერქვა. ასეა თუ ისე, პარიზის ამასწინანდელ გაზეთებში გამოქ-
ვეყნდა სინანულის სიტყვები იმის გამო, რომ უმაღლესი საერ-
თაშორისო პრემია ნახევარი საუკუნის წინათ არ მიენიჭა პოეტს,
რომელიც ატარებდა იმავე გვარს, როგორსაც მე.
მისგან ბევრი რამ ვისწავლე. იგი დამეხმარა უფრო ღრმად
ჩავწვდომოდი ძველი და ახალი აღთქმის რელიგიებს, შემაჩვია
მოთხოვნილებებს მკაცრი, ასკეტური იერარქიისას ყველაფრის

534
მიმართ, რაც სულის ცხოვრებას შეეხება, მათ შორის ხელოვნე-
ბასაც, სადაც მისთვის უდიდეს ცოდვად ითვლებოდა მეორეხა-
რისხოვანისა და მთავარის გათანაბრება, მაგრამ, უპირველეს
ყოვლისა, მასში ვხედავდი წინასწარმეტყველს, რომელსაც, მი-
სივე სიტყვებით, ადამიანები უყვარდა „უძველესი სიყვარულით,
სიბრალულის, მარტოობისა და მრისხანებისაგან ღონემიხდი-
ლით“ და ამიტომ ცდილობდა გაეფრთხილებინა ეს შეშლილი
სამყარო, კატასტროფისაკენ რომ მიექანებოდა. კატასტროფა
ახლოაო, ამბობდა, ხოლო მისი ნაწინასწარმეტყველევი ხანძა-
რი მხოლოდ ერთი აქტი აღმოჩნდა იმ უშველებელი დრამისა,
ბოლომდე რომ უნდა გათამაშდეს.
მომავალი კატასტროფის სიღრმისეულ მიზეზებს იგი ხედავ-
და მცდარ მიმართულებაში, XVIII საუკუნის მეცნიერებამ რომ
აირჩია, რამაც, თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.
უილიამ ბლეიკის მსგავსად ისიც წინასწარმეტყველებდა ახალ
დროებას, წარმოსახვის ახალ აღორძინებას, დღესდღეობით შე-
ბილწულს მეცნიერული ცოდნით, მაგრამ, როგორც თვითონ მი-
აჩნდა, არა ყველანაირით და ყველაზე ნაკლებად იმით, მომავ-
ლის ადამიანები რომ დაეუფლებიან. მნიშვნელობა არ აქვს,
მწამდა თუ არა სავსებით მისი წინასწარმეტყველებისა, უფრო
მნიშვნელოვანი მათი ზოგადი მიმართულებაა.
ოსკარ მილოში, ისევე როგორც უილიამ ბლეიკი, შთაგონე-
ბას ემანუელ სვედენბორგის თხზულებებიდან ღებულობდა, რო-
მელმაც ყველაზე ადრე განჭვრიტა სამყაროს ნიუტონისეულ მო-
დელში ადამიანის კრახი. როცა ჩემი ნათესავის გავლენით სვე-
დენბორგის ყურადღებიანი მკითხველი გავხდი, თუმცა ისე რო-
დი აღვიქვამდი, როგორც რომანტიზმის ეპოქაში იყო მიღებუ-

535
ლი, – წარმოდგენაც არ შემეძლო იმ გარემოებებზე, მის სამშობ-
ლოში რომ მიმიყვანდნენ.
ჩვენი საუკუნე დასასრულს უახლოვდება და მნიშვნელოვან-
წილად ახლახან ნახსენები გავლენების წყალობით მასზე ძვირს
ვერ ვიტყვი, რადგან იგი სხვებთან ერთად რწმენისა და იმედის
საუკუნეც იყო. სამყაროში ღრმა ცვლილებები ხდება, რომელ-
თაც ძნელად ვაცნობიერებთ, რაკიღა თვითვე ვართ მისი ნაწი-
ლი. ეს ცვლილებები უკავშირდება, ოსკარ მილოშის სიტყვებით,
„დიად საიდუმლოს მშრომელი მასებისას, რომლებიც ისე ქმე-
დითუნარიანი, გახსნილი და გატანჯული არიან, როგორც არას-
დროს“. მათი საიდუმლო, ჭეშმარიტი ფასეულობების მათ მიერ
გაუცნობიერებელი მოთხოვნილება იმ ენას ვერ პოულობს,
რომლითაც შეიძლება გამოითქვას და ამისათვის უდიდესი პასუ-
ხისმგებლობა ეკისრებათ არ მარტო მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებს, არამედ ინტელექტუალებსაც. თუმცა ცვლილებე-
ბი გრძელდება და სავსებით შესაძლებელია, ყველა უბედურები-
სა და საშიშროების მიუხედავად, ჩვენი დრო იქცეს მშობიარო-
ბის ტკივილების გარდუვალ და მტანჯველ იმ პერიოდად, რომე-
ლიც ადამიანის მიერ ახალი ცნობიერების შეძენის წინამორბე-
დია. მაშინ წარმოიქმნება ფასეულობათა ახალი სისტემა და,
დარწმუნებული ვარ, სიმონა ვეილსა და ოსკარ მილოშს, მწერ-
ლებს, რომელთა ბეჯითი მოწაფეც მე ვიყავი, სათანადო პატივი
მიეგებათ. მიმაჩნია, რომ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს
სიყვარულზე ძვირფასი სახელების მიმართ, რადგან ამით გაცი-
ლებით უფრო მკაფიოდ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას, ვიდრე
იმათი დასახელებით, ვის წინააღმდეგაც თავგამოდებით ვიბ-
რძვით. ვიმედოვნებ, რომ ამ ლექციაში, მიუხედავად აზრის არა-
ერთგზის მოულოდნელი მიმოხრისა (ასეთია პოეტების პროფე-

536
სიული თავისებურება), ჩემი „ჰო“ და „არა“ აღიქმებოდა საკმა-
ოდ ნათლად, ყოველ შემთხვევაში, იქ მაინც, სადაც სულიერ
მოძღვრებზე ვსაუბრობდი, ვინაიდან ჩვენ ყველა – მეც, მოსაუბ-
რე, და თქვენც, მსმენელები, – რგოლები ვართ ერთი ჯაჭვისა
წარსულსა და მომავალს შორის.

537
ელიას კანეტი

არ შემეძლო არ მომეგონებინა...

1981
ჩვენ დიდად ვართ დავალებული იმ ქალაქებისაგან, რომელ-
თაც ვიცნობთ, მაგრამ ქალაქი, რომელსაც გვინდოდა გავცნო-
ბოდით, ქალაქი, რომლისკენაც დიდხანს ამაოდ მივისწრაფო-
დით, შესაძლოა უფრო მეტად გვავალდებულებს. მაგრამ მგო-
ნია, რომ ადამიანის სულში არსებობს განსაკუთრებული ღვთა-
ებრივი ქალაქები. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალაქები იყო ვენა,
ლონდონი და ციურიხი.
შესაძლებელია, ეს სამი ქალაქი რომ აღმოჩნდა ასეთი, შემ-
თხვევას მივაწეროთ, მაგრამ მაშინ ამ შემთხვევას უნდა ვუწო-
დოთ ევროპა. იგია პასუხისმგებელი იმაზე, რომ არჩევანი ამ სამ
ქალაქზე შეჩერდა. რამდენი რამ და რამდენი ვინმე წარმოშვა
ევროპამ!.. და დღეს, როცა ევროპას თავს დასტრიალებს ატო-
მის შავი აჩრდილი, რომლის ქვემოთაც ვცხოვრობთ ყველანი,
ჩვენ შიშით გვაცახცახებს, უწინარეს ყოვლისა, ევროპის გამო.
ასეა, რადგანაც ამ მრავალი სიკეთის მომტან კონტინენტს კის-
რად ადევს დიდი დანაშაულიც და მას უთუოდ სჭირდება დრო,
რომ გამოისყიდოს შეცოდებანი თვისი.
ჩვენი მგზნებარე სურვილია – ევროპამ გამონახოს ეს დრო,
დრო, როცა კეთილი საქმენი აღესრულება დედამიწაზე, დრო,
რომელიც იმდენად კურთხეულ იქნება, რომ დედამიწის არც
ერთ მკვიდრს არ ექნება საფუძველი, დასწყევლოს ევროპა.

538
ასეთი ბებერი, ჭეშმარიტი ევროპის ადამიანები ჩემს ცხოვრე-
ბაში იყო ოთხი კაცი, რომელთა სახელს მე ვერასოდეს დავივიწ-
ყებ. მათი წყალობაა, რომ მე აქ ვდგავარ ახლა. დღეს მინდა ვახ-
სენო მათი სახელები. პირველია კარლ კრაუსი – უდიდესი სატი-
რიკოსი იმათგან, ვინც გერმანულად წერდა. მან მასწავლა მოს-
მენა, მასწავლა, თავდავიწყებით მეგდო ყური ვენის ხმაურისათ-
ვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან შემაძულა ომი, ამიცრა
ომის საწინააღმდეგოდ და იმ დროს ასეთი აცრა ბევრისთვის
აუცილებლად საჭირო იყო. ჩვენს დროში, ხიროსიმას შემდეგ,
ყველამ იცის, რა უბედურებაა ომი, და ეს ჩვენი ერთადერთი ნუ-
გუშია. მეორეა ფრანც კაფკა, კაცი, რომელმაც იცოდა, როგორ
დაპატარავებულიყო და ამის წყალობით ხელიდან გასხლტომო-
და ხელისუფლებას. მთელ ჩემს სიცოცხლეში ვიძენდი კაფკასა-
გან ამ ცოდნას, რომელიც იმ დროს ძალიან საჭირო და აუცილე-
ბელი იყო. მესამე და მეოთხე ასეთი კაცი ჩემთვის იყვნენ რო-
ბერტ მუზილი და ჰერმან ბროხი. ისინი მაშინ გავიცანი, როცა ვე-
ნაში ვცხოვრობდი. რობერტ მუზილის შემოქმედება დღესაც
მხიბლავს, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, მხოლოდ ბო-
ლო წლებში ჩავწვდი მას მთლიანად. მაშინ, ვენაში ყოფნისას,
მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობდი. მუზილისაგან ვისწავლე ურ-
თულესი რამ: ვისწავლე შემეგნო, რომ შეიძლება რაიმე საქმე
რამდენიმე ათეული წლით ადრე ჩაიფიქრო და წინასწარ არ
იცოდე, მოხერხდება თუ არა მისი დამთავრება, ღირს თუ არა
ისეთი თავგანწირული და თამამი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც
უდიდეს მოთმინებასა და არაადამიანურ შეუპოვრობას მოით-
ხოვს. ჰერმან ბროხთან მეგობრობა მაკავშირებდა. არა მგონია,
რომ მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ

539
ბროხთან პირადი ურთიერთობით შევძელი მე მისი შემოქმედე-
ბითი ნიჭის შეცნობა.
არ შემეძლო დღეს არ მომეგონებინა ეს ადამიანები. რომე-
ლიმე მათგანი რომ ცოცხალი იყოს, ჩემ მაგივრად ის იქნებოდა
აქ. ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვებს თავდაჯერებულად, რადგან სუ-
ლაც არა მაქვს განზრახვა განვსაჯო ის, რაც ჩემი განსასჯელი არ
არის. მაგრამ მე დღეს ვერ შევძლებდი, გულითადი მადლობა
მომეხსენებინა თქვენთვის, თუ არ მოვიგონებდი, რა დიდად ვარ
დავალებული იმ ადამიანებისაგან.

540
გაბრიელ გარსია მარკესი

ლათინური ამერიკის მარტოობა

1982
ანტონიო პიგაფეტამ, ფლორენციელმა ზღვაოსანმა, მაგელა-
ნის თანამგზავრმა მსოფლიოს გარშემო პირველ ნაოსნობაში,
ლათინური ამერიკის შესახებ ეჭვმიუტანელი მონათხრობი დაგ-
ვიტოვა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სათუო
ჩანს. მან დაწერა, რომ ნახა ღორები, რომლებსაც ზურგზე ჰქონ-
დათ ჭიპი, და უფეხო ჩიტები – ისეთები, დედლები მამლის ზურ-
გზე რომ ჩეკდნენ ბარტყებს, და სხვანაირი ჩიტებიც, უენო ვარ-
ხვის მსგავსები, კოვზნისკარტები. მან აღწერა მახინჯი ცხოველი
სახედრის თავ-ყურით, აქლემისტანიანი და ირმისფეხება, რომე-
ლიც ცხენივით ხვიხვინებდა. იგი გვიამბობს, როგორ ჩაახედეს
სარკეში პატაგონიის მკვიდრი, გოლიათური აღნაგობის კაცი,
რომელმაც გონება დაკარგა თავისი ანარეკლის ხილვისას.
ეს პაწია, სასეირო წიგნი, რომელიც უკვე შეიცავდა თანამედ-
როვე ლათინოამერიკული ლიტერატურის ჩანასახებს, არცთუ
ყველაზე გასაოცარი ნაამბობია იმდროინდელი სინამდვილისა.
ლათინური ამერიკის ჟამთააღმწერლებმა ასეთ მონათხრობთა
ზღვა დაგვიტოვეს. ელდორადო, ეს მიმზიდველი და ხელთუქმნე-
ლი მხარე, არაერთგზის იცვლიდა ადგილმდებარეობასა და მო-
ხაზულობას გეოგრაფიულ რუკებზე კარტოგრაფთა წარმოსახ-
ვის აკვიატების გამოისობით. მარადიული ახალგაზრდობის წყა-
როს საპოვნელად წასული, ლეგენდად ქცეული ალვარო ნუნიეს

541
კაბესა დე ბაკა რვა წელიწადი იკვლევდა მექსიკის ჩრდილოეთს;
მისი თავზეხელაღებული ექსპედიციის მონაწილეებმა ჯერ ამო-
ხოცეს, მერე კი შეჭამეს ერთმანეთი, ექვსასი მოლაშქრიდან
უკან ხუთიღა დაბრუნდა. იმ ეპოქის მრავალ ამოუხსნელ საიდუმ-
ლოთაგან ერთ-ერთია უგზოუკვლოდ გაუჩინარებული თერთმე-
ტი ათასი სასაპალნე ჯორი, თითოეული ასობით ფუნტი ოქროთი
დატვირთული; ამ ჯორებს ატაუალპოს გამოსასყიდი მიჰქონდათ
კუსკოდან, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს.
მოგვიანებით, კოლონიალურ ხანაში, კარტახენა-დე-ლას-
ინდიასში ვაჭრობდნენ მონალექ მიწაზე გაზრდილი ქათმებით,
ამ ქათმების კუჭში ოქროს ნამსხვრევებს პოულობდნენ. სულ
ცოტა ხნის წინ კი ოქროს ციებ-ცხელება გვაზანზარებდა.
ჯერ კიდევ წინა საუკუნეში პანამის ყელის გავლით ტრან-
სსაოკეანო რკინიგზის მშენებლობის შესაძლებლობის დასადგე-
ნად ჩამოსულმა გერმანელმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ
პროექტის განხორციელება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძ-
ლებოდა: ლიანდაგი უნდა ჩამოსხმულიყო არა რკინისაგან, რო-
მელიც ამ მხარეში იშვიათი წიაღისეულია, არამედ ოქროსაგან.
ესპანელთა ბატონობისაგან თავდახსნილნი, ვერ გავთავი-
სუფლდით სიგიჟისაგან. გენერალმა ანტონიო ლოპედ დე სანტა-
ანამ, მექსიკის სამგზის დიქტატორმა, საზეიმო დაკრძალვა მო-
უწყო საკუთარ მარჯვენა ფეხს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ნამ-
ცხვრების ომში დაკარგა. გენერალი გაბრიელ გარსია მორანო
თექვსმეტი წელიწადი განაგებდა ეკვადორს, ვითარცა აბსოლუ-
ტური მონარქი. როდესაც მოკვდა, მისი ცხედარი, სააღლუმო
ფორმაში გამოწყობილი, სრული რეგალიებით, პრეზიდენტის
სავარძელში ჩასვეს გამოსათხოვარი ცერემონიისათვის. გენე-
რალმა მაქსიმილიანო ერნანდეს მარტინესმა, თეოსოფმა, სალ-

542
ვადორის ტირანმა, ვინც ცამეტი ათასი გლეხი ამოჟლიტა სის-
ხლიან სასაფლაოზე, ქანქარისმაგვარი მოწყობილობა მოიფიქ-
რა საკვებში შხამების აღმოსაჩენად, ხოლო ქუნთრუშის ეპიდე-
მიასთან გასამკლავებლად ქუჩის ლამპიონებზე წითელი ქაღალ-
დის შემოხვევა ბრძანა. ტეგუსიგალპას მთავარ მოედანზე აღ-
მართული გენერალ ფრანსისკო მორასნას ძეგლი კი სინამდვი-
ლეში მარშალ ნეის ქანდაკებაა, პარიზში შეძენილი.
თერთმეტი წლის წინ ჩილელმა პაბლო ნერუდამ, თანამედ-
როვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა პოეტმა, თავისი გამოსვლით
ღირსყო ეს კედლები. მას აქეთ კეთილი – ხანდახან კი არცთუ
კეთილი – ნების ევროპელები სულ უფრო მზარდი დაძაბულო-
ბით აკვირდებიან ფანტასმაგორიულ მოვლენებს ლათინურ ამე-
რიკაში, ამ უსაზღვრო სამეფოში დაუდგრომელ მამაკაცთა და
არაჩვეულებრივ ქალთა, რომელთა უსამანო სიმტკიცეც ლეგენ-
დად იქცა. ჩვენ წუთითაც არ გვღირსებია მოსვენება. პრეზიდენ-
ტი, რომელიც პრომეთეს ემსგავსა თავისი ხალხის თვალში,
დაიღუპა ხანძარწაკიდებულ სასახლეში გამომწყვდეული,
ეულად მებრძოლი მთელი არმიის წინააღმდეგ; ორმა უცნაურმა
ავიაკატასტროფამ, რომელთა მიზეზები გამოუცნობი დარჩა,
შეიწირა კიდევ ერთი კეთილშობილი გულის პრეზიდენტი და თა-
ვისი ხალხის ღირსების აღმდგენელი სამხედრო-დემოკრატი. აქ
იბობოქრა ხუთმა ომმა, მოხდა ჩვიდმეტი სამხედრო გადატ-
რიალება, ხელისუფლებაში მოვიდა დემონური სულისკვეთების
დიქტატორი, რომელმაც ღმერთის სახელით ახალი დროის პირ-
ველი ლათინოამერიკული გენოციდი მოაწყო. ამასობაში მოკ-
ვდა ორ წლამდე ასაკის ოცი მილიონი ლათინოამერიკელი ბავ-
შვი – უფრო მეტი, ვიდრე 1970 წლიდან დაიბადა ევროპაში. პო-
ლიტიკური რეპრესიების შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგა

543
ასოცი ათასი ადამიანი – ეს იგივეა, ქალაქ უპსალას მთელი მო-
სახლეობა უეცრად რომ გამქრალიყო. უამრავმა პატიმარმა
ფეხმძიმე ქალმა იმშობიარა არგენტინის ციხეებში და ახლა შე-
უძლებელია მათი შვილების ადგილმდებარეობისა და ვინაობის
გამორკვევა, რადგან სამხედრო ხელისუფლება აშვილებდა ან
ობოლთა თავშესაფარში აბარებდა მათ. არსებული რეჟიმის
შეცვლით მოწადინებული ორასი ათასი მამაკაცი და ქალი,
მცხოვრები ამ კონტინენტისა, დაიღუპა, თანაც დაღუპულთაგან
ასი ათასზე მეტი ცენტრალური ამერიკის სამ მრავალნატანჯ ნამ-
ცეცა სახელმწიფოზე – ნიკარაგუაზე, სალვადორსა და გვატემა-
ლაზე მოდის. თუკი ამგვარს შეერთებულ შტატებში წარმოვიდ-
გენთ, ამ ციფრების ტოლფასი იქნებოდა მილიონ ექვსასი ათასი
ძალადობრივი სიკვდილი ოთხი წლის განმავლობაში.
მილიონი ადამიანი გაიქცა ჩილედან, ტრადიციული სტუმარ-
მასპინძლობის ქვეყნიდან; ეს ათი პროცენტია იქაური მოსახ-
ლეობისა. კონტინენტის ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოს
პრეტენზიის მქონე პატარა ურუგვაის ორმილიონნახევრიანი
მოსახლეობიდან ყოველი მეხუთე დევნილობაში იმყოფება.
1979 წლიდან ყოველ ოც წუთში ერთი ლტოლვილი ტოვებს სა-
მოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ სალვადორს. ლათინუ-
რი ამერიკიდან დევნილთა და ლტოლვილთა მიერ შექმნილი
ქვეყანა რომ წარმოვიდგინოთ, აღმოჩნდება, რომ მოსახ-
ლეობის რაოდენობით ის ნორვეგიას გადააჭარბებს.
ვბედავ ვივარაუდო, რომ, სახელდობრ, ამ ფანტასტიკუმა სი-
ნამდვილემ, და არა მარტოოდენ მისმა ლიტერატურულმა ასახ-
ვამ, მიიპყრო შვედეთის აკადემიის ყურადღება. სინამდვილე,
აღბეჭდილი არა ქაღალდზე, არამედ ჩვენი ცხოვრების ყოველ-
დღიური თანამგზავრი, შეუჩერებლად სთესს სიკვდილს ჩვენ შო-

544
რის; სინამდვილეა თავი ჩვენი შემოქმედების უშრეტი წყაროსი,
აღსავსე ტანჯვითა და მშვენიერებით. პოეტები და მაწანწალები,
მუსიკოსები და წინასწარმეტყველნი, მეომრები და ავაზაკები –
ჩვენ ყველანი შვილები ვართ ამ მოუთვინიერებელი სინამდვი-
ლისა და თუ რამეს არ ვუჩივით, ალბათ, წარმოსახვის ნაკლებო-
ბას. ეს გახლავთ, მეგობრებო, არსი ჩვენი მარტოობისა. და თუ-
კი ამგვარი სიძნელე წინ გვეღობება ჩვენც კი, ვისთვისც ეს ყოვე-
ლივე ჩვეული რამაა, ბუნებრივია, რომ ევროპის რაციონალურ
გონებს, დატყვევებულთ საკუთარი კულტურის ჭვრეტით, არ ძა-
ლუძთ ჩვენი გაგება. ცხადია, ისინი საკუთარი საზომით გვიდგე-
ბიან, ავიწყდებათ, რომ ყველა თავის მსხვერპლს იღებს ცხოვ-
რებაში და რომ ახლა ჩვენ ისეთივე წვალებითა და სისხლით ვი-
პოვებთ საკუთარ თავს, როგორც ოდესღაც იპოვებდნენ ისინი.
თუკი ჩვენი სინამდვილის ამოხსნას უცხო საზომით ცდილობენ,
ჩვენ უფრო გაუგებარნი, უფრო ნაკლებად თავისუფალნი, უფრო
მარტონი ვხდებით. პატივცემული ევროპა უფრო იოლად მიგვიხ-
ვდებოდა, თავისსავე წარსულში რომ ცდილიყო ჩვენს აღმოჩე-
ნას; თუკი გაიხსენებდა, რომ ლონდონს სამასი წელი დასჭირდა
ქალაქის გალავნის ასაშენებლად და კიდევ სამასი – ეპისკოპო-
სის დასასმელად; რომ რომი საუკუნის განმავლობაში ითანგე-
ბოდა გაურკვევლობაში, ვიდრე ეტრუსკთა მეფემ არ მოაქცია
ისტორიაში; რომ დღეს აგრერიგ მშვიდობისმოყვარე შვეიცა-
რიელები, უნაზესი ყვავილებითა და უზუსტესი საათებით გამხა-
რებელნი ჩვენნი, სულ ახლახანს – XVI საუკუნეში სისხლის
ტბებს აყენებდნენ ევროპაში მეომარი არმიებისათვის დაქირა-
ვებულთა მიწოდებით. აღორძინების ხანის გაზაფხული იდგა,
როდესაც იმპერიის ჯარში მომსახურე ოცმა ათასმა ლანდსკნეხ-

545
ტმა გაძარცვა და გააპარტახა რომი, მახვილზე ააგო მისი რვა
ათასი მოქალაქე.
მე არ ვიზიარებ ტონიო კრეგერის ილუზიებს – მისმა მოსაზ-
რებამ გაწონასწორებული ჩრდილოეთის და მგზნებრე სამხრე-
თის კავშირის თაობაზე ორმოცდაცამეტი წლის წინათ სწორედ
ამ ადგილზე მდგარი თომას მანის აღფრთოვანებული მხარდა-
ჭერა მოიპოვა. თუმცა ვფიქრობ, რომ ის შორსმჭვრეტელი ევ-
როპელები, რომლებიც სამარათლიანი და ჰუმანური საფუძვლი-
სათვის იღვწიან, შეძლებენ გაცილებით მარგი დამხარების აღ-
მოჩენას, სხვაგვარი მზერა რომ მოაპყრონ ჩვენკენ. სოლიდა-
რობა ჩვენი მისწრაფებების მიმართ ვერ დაგვიხსნის მარტოობი-
საგან, თუკი არ გადაიქცევა იმ ხალხთა პრაქტიკულ შემწეობად,
რომლებიც ცისქვეშეთში თავიანთ ადგილზე ოცნებობენ.
ლათინურ ამერიკას არ სურს და არც უნდა იყოს უუფლებო
პაიკი; მინდა ვირწმუნო, რომ მის ლტოლვას დამოუკიდებლობი-
სა და თვითმყოფადობისაკენ თანაგრძნობით მოეკიდებიან და-
სავლეთში. თუმც კი, ზღვაოსნობის წინსვლამ, აგრერიგ რომ შე-
ამცირა დაშორება ამერიკასა და ევროპას შორის, მგონი, პირი-
ქით, გამოააშკარავა, რამდენად შორს ყოფილან ჩვენი კულტუ-
რები ერთიმეორისაგან.
მაგრამ რატომღაა, რომ თვითმყოფადობას სიამოვნებით
აღიარებენ ჩვენს ლიტერატურასთან მიმართებაში და ეჭვის თვა-
ლით უცქერენ და უკუაგდებენ მას, როცა საქმე საზოგადოებრი-
ვი გარდაქმნების ჩვენეულ მცდელობებს შეეხება? რატომ არ შე-
იძლება, რომ საზოგადოებრივი სამართლიანობა, რომელსაც
ესწრაფვიან მოწინავე ევროპელები, გახდეს მიზანი ლათინური
ამერიკისა, საკუთარი გზებითა და სულ სხვა პირობებში არსებუ-
ლი სინამდვილით? არა, უსასრულო ძალადობა და ტანჯვა, რო-

546
მელთაგანაც ნაქსოვია ჩვენი ისტორია, – ესაა შედეგი საუკუნო
უსამართლობისა და ჩაკირული სისატიკისა და არა ჩვენგან ათა-
სობით კილომეტრში მოწყობილი შეთქმულებისა. აკი, სწორედ
იმ მოხუცთა მიამიტობით, რომელთაც დავიწყებიათ, თუ როგორ
დუღდა მათი სისხლი სიჭაბუკეში, აზროვნებდა ბევრი ევროპელი
ლიდერი და ფილოსოფოსი. თითქოსდა შეუძლებელია სხვაგვა-
რი ხვედრი, თუ არა მსოფლიოს ორ ყოვლისშემძლე პატრონზე
დამოკიდებული არსებობა. ასეთი გახლდათ, ჩემო მეგობრებო,
მასშტაბი ჩვენი მარტოობისა.
და მაინც, ჩვენი პასუხი ჩაგვრის, ყაჩაღობის, ღალატის მი-
მართ არის – სიცოცხლე. არც წყალდიდობას, არც ჭირს, არც
შიმშილს, არანაირ ქარტეხილს და არც საუკუნეების მანძილზე
ერთმანეთის მონაცვლე ომებს არ ძალუძთ შეარყიონ სიცოც-
ხლის უდრეკი ზეობა სიკვდილზე. უპირატესობა სიცოცხლისა
უფრო და უფრო იზრდება: დაბადებულთა რაოდენობა ყოველ-
წლიურად სამოცდათოთხმეტი მილიონით ჭარბობს გარდაც-
ვლილთა ოდენობას. ეს ახალი სიცოცხლეები იკმარებდა ერთ
წელში ნიუ-იორკის მოსახლეობის შვიდჯერ გასაზრდელად. და-
ბადებულთა უმეტესობა ყველაზე უფრო ღატაკ ქვეყნებზე მოდის,
ცხადია, ლათინური ამერიკის ქვეყნების ჩათვლით. და პირიქით,
ყველაზე აყვავებულმა ქვეყნებმა მოახერხეს თავი მოეყარათ
ისეთი გამანადგურებელი ძალისთვის, რომლითაც შესაძლებე-
ლია ასჯერ განადგურდეს არა მხოლოდ ყველა ადამიანი, არა-
მედ ჩვენი მრავალტანჯული პლანეტის ყოველი სულდგმული.
ისეთივე დღეს, როგორც ახლაა, ჩემმა მასწავლებელმა,
უილიამ ფოლკნერმა თქვა: „მე უარს ვამბობ ადამიანის აღსას-
რულთან შეგუებაზე“. მე არ ვიქნებოდი ღირსი იმ ადგილზე დგო-
მისა, სადაც იგი იდგა, თუკი ვერ გავაცნობირებდი, რომ უზარმა-

547
ზარი ტრაგედია, რომლის შესაძლებლობაც მან ოცდაცამეტი
წლის წინ უარყო, აწ გაცხადებულია. ამ საშინელი სინამდვილის
პირისპირ, რომელიც მუდამჟამს უტოპია ეგონა კაცობრიობას,
ჩვენ, მთხზველებს, ვისაც ყველაფრის დაჯერება ძალგვიძს,
გვაქვს უფლება ვირწუმოთ ისიც, რომ ჯერაც არაა დაგვიანებუ-
ლი, შევუდგეთ აზრობრივად სრულიად საპირისპირო უტოპიის
შექმნას – ახალი ულამაზესი სიცოცხლის უტოპიას, სადაც არა-
ვინ გადაწყვეტს სხვის ნაცვლად, როგორ უნდა მოკვდეს, სადაც
დაივანებს ჭეშმარიტი სიყვარული და ნებადართული იქნება
ბედნიერება, და თაობები, გაჩენის დღიდან განწირულნი მარ-
ტოობის ასი წლისთვის, აწ და მარადის მიიღებენ დიდ ქვეყნიურ
ხვედრს.

548
ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა

ადამიანის არსებობის ერთადერთი კონკრეტული მტკი-


ცებულება

თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო სამეფო აღმატებულებავ,


მეგობრებო. მადლობას მოვახსენებ შვედეთის მეცნიერებათა
აკადემიას პრემიისათვის, რომლის წყალობითაც იმ ადამიანთა
ნუსხაში მოვხვდი, რომელნიც ჩემს, როგორც მკითხველის,
წლებს ამდიდრებდნენ და გზას უკვალავდნენ იმ უსახელო შეშ-
ლილობის ბილიკებზე, რასაც მწერლის საქმიანობა ჰქვია. მათი
დიდება და შემოქმედება დღესდღეობით მფარველ ლანდებად
წარმომიდგება, თუმცა ხშირად იმ დამთრგუნველ რეალობადაც
მესახება, რაც ამ დიდებას ახლავს. ეს მტანჯველი დიდებაა, რო-
მელიც ამ ადამიანებთან მიმართებით მუდამ უბრალო სამარ-
თლიანობად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღვიქვამ, რო-
გორც მათთან ურთიერთობის კიდევ ერთ გაკვეთილს, რამეთუ
განგება ხშირად გაოცებს ხოლმე, განგება, რომელიც კიდევ უფ-
რო აშკარას ხდის ჩვენი – გამოუცნობი შემთხვევითობის სათა-
მაშოთა – ცხოვრების პირობას, ამ შემთხვევითობის ერთადერ-
თი და სამწუხარო საზღაური კი, უმეტეს შემთხვევაში, გაუგებ-
რობა და დავიწყების საბურველია.

ამიტომ, თითქმის ბუნებრივიცაა იქ, იმ ფარულ შინაგან სამყა-


როში, სადაც ხშირად გულწრფელობით გადავინაცვლებთ ხოლ-
მე, საკუთარ თავს ვკითხო: რა იქცა ჩემი შემოქმედების მუდმივ

549
საყრდენად, შემოქმედებისა, რომელმაც ასეთი მკაცრი მსაჯუ-
ლების ყურადღება მიიპყრო, ყოველგვარი ფარისევლური მოკ-
რძალების გარეშე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ამ მიზეზის პოვნა
მართლაც გამიძნელდა, მაგრამ, მინდა მჯეროდეს, რომ ეს სა-
ფუძველი სწორედ ის უნდა იყოს, რასაც თავად ვისურვებდი. მე-
გობრებო, მინდა მჯეროდეს, რომ ეს საღამო პოეზიის პატივსაცე-
მად გამართული კიდევ ერთი ზეიმია – იმ პოეზიისა, რომლის
ძალითა და შემწეობითაც, მხცოვანი ჰომეროსის მიერ ილიადა-
ში ჩამოთვლილ ხომალდთა უზარმაზარ ნუსხას ქარი დაბერავს
და მათ მარადიული, ჰალუცინაციური სისწრაფით გააქროლებს
ზღვებზე; პოეზიისა, რომელსაც დანტეს ტერციტების ნატიფ ხა-
რაჩოებში შუა საუკუნეების კოლოსალური ქმნილებების წყარო
შემოუნახავს; პოეზიისა, რომელმაც ჩვენი ამერიკა იხსნა ბუმბე-
რაზი პაბლო ნერუდას უკვდავი ქმნილებით მაკჩუ პიკჩუს ცის
ტატნობზე, სადაც ჩვენი აუხდენელი ოცნებების ათასწლოვანი
სევდა იღვენთება; დაბოლოს, პოეზიისა, ჩვენი ცხოვრების იმ
საიდუმლო ენერგიისა, რომელიც სამზარეულოშიც ტრიალებს,
სიყვარულითაც გვაავადებს და სარკეში ჩვენს გამოსახულებებ-
საც ირეკლავს. თითოეულ სტრიქონში, მეტ-ნაკლები წარმატე-
ბით, ვცდილობ პოეზიის ჯიუტ სულებს ვუხმო; ვცდილობ ყოველ
სიტყვას ჩემი ღვთისმოსაობის ნაკვალევი დავატყო, რაც სიკვდი-
ლის პირქუში ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული მარა-
დიული გამარჯვების დასტურია. ჯილდო, რომელიც ეს-ესაა მი-
ვიღე, კრძალვით აღვსილს იმის ნუგეშისმომგვრელ დადასტუ-
რებად წარმომიდგება, რომ ჩემს გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია.
ამიტომაც, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ შევსვათ
პოეზიისათვის, რომელსაც ჩვენმა დიდმა პოეტმა, ლუის კარდო-

550
სა ი არაგონმა1 ადამიანის არსებობის ერთადერთი კონკრეტუ-
ლი მტკიცებულება უწოდა.

551
უილიამ გოლდინგი

სინამდვილის პოეზია

1983
ისინი, რომელთაც ბრიტანული პრესის მაღალფარდოვანი
სტატიების მიხედვით უკვე ჩამოუყალიბებია საკუთრი მოსაზრე-
ბა თქვენს წინაშე გამომსვლელის შესახებ, ალბათ, ნახევარ-
საათიანი აუტანელი მოწყენილობისათვის მოემზადნენ. თანაც,
ერთი თვალის შევლებაც კი ამ თეთრწვერა მოხუცისათვის საკ-
მარისია, რომ თქვენი ჭმუნვა გადაიქცეს უძირო ბნელეთად. ბნე-
ლეთი... ბნელეთი... ბნელეთი დღის ნათელში, – უსხივო ბნელე-
თი, სრული წკვარამი, მაგრამ, ძალიანაც ნუ დაფრთხებით. მე,
ნობელის ლაურეატთაგან ერთ-ერთ უხუცესს, მომეტევება მცი-
რეოდენი – ჩურჩულით ვიტყვი რაც – ფრივოლურობა. მხოლოდ
გევედრებით, ცუდად არ გამიგოთ. მოცეკვავე გოგონები, სამწუ-
ხაროდ, არ წამომიყვანია. მე არ ვიმღერებ, არ ვიჟონგლიორებ,
არც ვიჯამბაზებ – ისე, ხომ არ მეცადა? არ ვიცი! შეჰფერის კი
კაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება პესიმისტად რაცხდნენ, ისე-
თი ფრივოლური საქმიანობა, როგორიც ჟონგლიორობაა?
იცით, ასეთი გაწაფული საზოგადოების წინაშე გამოსვლა
ძნელია ნებისმიერ ასაკში. ფიქრიც კი ამგვარი გამოსვლის შესა-
ხებ სერიოზულობისაკენ გიბიძგებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე,
რომ ხანდაზმულობას არ შეშვევნის ქარაფშუტობა. ნათქვამია,
ბრიყვზე უარესი ბებერი ბრიყვიაო.

552
ისე, არც შუა ხნის ბრიყვია რამით უკეთესი. ოცდახუთი წლის
წინ დაუფიქრებლად შევეგუე „პესიმისტის“ სახელს, აზრადაც არ
მომსვლია, რომ სამუდამოდ შემერქმეოდა, რაც მოხდა კიდეც
ზუსტად იმგვარად (მაგალითს სხვა სფეროდან მოვიხმობ), რო-
გორც რახმანინოვს აედევნა თავისი პრელუდია სი-დიეზ მინო-
რი: მის შეუსრულებლად სცენას ვერ ტოვებდა, მსმენელი არ უშ-
ვებდა. ეფლობოდნენ ჩემი კრიტიკოსები ჩემს წიგნებში და მა-
ნამდე არ ამოაღწევდნენ, ვიდრე რაიმე, ასე ვთქვათ, უიმედოს
არ აღმოაჩენდნენ. ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომაა, რომ მე
ჩემდათავად ვერანაირ სასოწარკვეთას ვერ ვგრძნობ. ერთხელ
ვცადე კიდეც ამეხსნა და კრიტიკოსის შეკითხვას ასე ვუპასუხე –
სამყაროსეული პესიმისტი, მაგრამ კოსმიური ოპტიმისტი
გახლავართ-მეთქი. ალბათ, იმის იმედი მქონდა, რომ ყოველი,
ენის გუმანით დაჯილდოებული ადამიანი მიხვდება, ნივთიერი
მნიშვნელობით რომ არ ვიყენებ სიტყვა „კოსმიურს“. თუმც ის და
სიტყვა „სამყაროსეული“ თავდაპირველად ფარდნი არიან. ხო-
ლო თუ ვგულისხმობთ სამყაროს, აგებულს მეცნიერის მიერ იმ
კანონებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მისეული კონსტრუქ-
ციის განმეორებასა და ზუსტად ასახვას, – პესიმისტი ვარ და
მუხლს ვიყრი დიადი ქალღმერთის, ენთროპიის წინაშე; მაგრამ
ოპტიმისტი ვარ, როდესაც ვიაზრებ სულიერ განზომილებას,
რომელზეც თვალს ხუჭავს მეცნიერი, რადგანაც ამას ითხოვს მი-
სი მეცნიერება. ნობელის პრემიის ხიბლი იმხელაა, რომ ჩემი ნა-
წარმოებების ციტირება საყოველთაოდ წამოიწყეს და ახლა მეც
შემიძლია ადვილად ჩავერთო ამ მოდურ თამაშში. ოცი წლის
წინ შევეცადე ჩემი გმირის ნააზრევში ჩამომეყალიბებინა გან-
სხვავება ცნობიერების ორ ტიპს შორის, მაგრამ ყველაფერი
ავურიე. ჩემი გმირი ციხეში ზის.

553
„ლიანდაგებზე ერთიმეორეს მიჰყვებიან მატარებლები. მზის
დაბნელებები შეიძლება განჭვრიტო. პნევმონია პენიცილინით
იკურნება. ატომი იშლება. განუწყვეტელი აღმოჩენები და ახსნა--
განმარტებები, წლიდან წლამდე მზარდი, ფარდას ხდიან
საიდუმლოებებს და გვიცხადებენ რეალობას – სასარგებლოს,
გასაგებს, მიუკერძოებელს. აქ უძლურია სკალპელი და მიკროს-
კოპი, უფრო ოსცილოგრაფი გამოდგება.
და მაინც, ყველაფერი განუწყვეტლივ იწონება სასწორზე და
აღმოჩნდება არა სასარგებლო ან უნაყოფო, კეთილმყოფელი ან
საზიანო, არამედ კეთილი ან ბოროტი, რადგანაც ის, რასაც ჩვენ
სულს ვუწოდებთ, თავისი სუნთქვით სამყაროს მოიცავს, მაგრამ
არ ეხება მას; ეხება მხოლოდ მქრქალს, დატყვევებულს, განკვე-
თილს ქვეყნიერებისაგან. ეხება, განიკითხავს, უდგენს განაჩენს
და შორდება. ორივე სამყარო რეალურია, და არ არის ხიდი მათ
შორის.“
რა უცნაურია, რომ ხიდი მაინც არის, და ის სრულიად
მოულოდნელ ადგილას გაიდო, თან მას შემდეგ, რაც ეს სიტყვე-
ბი დაიწერა. ამიერიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ სამყაროს
ჰქონდა დასაბამი (ისე, ყოველთვისაც ვიცოდით ეს. მე მოვიყვან
მარტივ მტკიცებულებას და თქვენ გიკრძალავთ მის შემოწმებას.
რომ არ ყოფილიყო დასაბამი, გაივლიდა უსაზღვროდ დიდი
დრო და ჩვენ ვეღარ აღმოვჩნდებოდით ამ წამში, რომელშიც ამ-
წამს ვიმყოფებით). ვიცით ისიც, ანდა, ყოველ შემთხვევაში, მეც-
ნიერება ვარაუდობს, რომ „შავი ხვრელის“ შუაგულში ბუნების
კანონები არ მოქმედებს. რადგანაც მეცნიერთა უმრავლესობა
რამდენადმე მაინც რელიგიურია, ხოლო რელიგიური ადამიანე-
ბი, თავის მხრივ, ძალზე იშვიათად არიან გულგრილნი მეც-
ნიერების მიმართ, კაცობრიობა ერთობ სასაცილო ვითარებაში

554
იმყოფება. მის მეცნიერულ გონს სჯერა სასწაულებისა „შავი
ხვრელის“ შიგნით, ხოლო რელიგიურ გონს სჯერა სასწაულები-
სა მის გარეთ. ერთსაც და მეორესაც, არსებითად სჯერა სას-
წაულების, ჩრედიმუს ქუია აბსურდუმ ესტ¹. დიდება მამაზეცი-
ერს! თქვენ ვერ ეღირსებით ჩემგან მოჟამულ პესიმიზმს.
ყველაზე უარესი, რაც ახლა გემუქრებათ, ისაა, რომ მოხუცი
მასწავლებელი გაერთობა და დაავიწყდება, სკოლის მოსწავლე-
ებს რომ არ მიმართავს. სამოცდაათ წელს მიტანებული ადა-
მიანი იქნებ ცდუნებაშიც კი ჩავარდეს და გადაწყვიტოს, რომ
განვლილმა წლებმა სწავლებისა და რჩევა-დარიგებების უფლე-
ბა შესძინა, რომ ყველაფერი გადახდენია და ყველაფერი უწყის.
„საწყალი შექსპირი, ბეთჰოვენი, – ფიქრობს ის, – რა ცოტა იც-
ხოვრეს, რაღაც ორმოცდათორმეტი თუ ორმოცდაცამეტი წელი-
წადი, რა უნდა უწყოდნენ ყმაწვილებმა!“ მაგრამ ახალწლის ღა-
მეს, როდესაც ჩამოკრავს ზარი და კიდევ ერთ წელიწადს მიით-
ვლის, მას შეუძლია გაცილებით მკაფიოდ შეიგრძნოს თავისი
ხნოვანების ნაკლი და არა უპირატესობა. ის შეძლებს უფრო
ღრმად ჩასწვდეს „სინამდვილის პოეზიად“ სახელდებულ გამო-
ნათქვამს; გამონათქვამს, რომელიც ერთხელ უნებურად წამოს-
ცდა ერთ-ერთს ამ ყმაწვილთაგან, სწორედაც წამოსცდა, თორემ
გააზრება მას არ ძალუძდა ცხოვრებისეული გამოცდილების არ-
ქონის გამო.
უნდა მივიღოთ მის ჟამს სიკვდილი,
ვითარ მივიღეთ დღე დაბადების.
ასეთმა მოსაზრებამ კი შეიძლება დააოკოს ბებრის სიცოც-
ხლისმოყვარეობა. აქვს კი მოხუცებულს ბედნიერების უფლება?
რაღაც უხამსი ხომ არ ახლავს აღსასრულის მოახლოებით ჯან-
საღ ტკბობას?

555
მას თითქოს ამუნათებენ მეორე ინგლისელი პოეტის სიტყვე-
ბი:
ლხინში ეცხოვრა ორ მეფეს –
სოლომონსა და დავითს.
ულევი ესვათ მხევალი,
შეეცნოთ ურიცხვი ქალი.
მაგრამ უწია სიბერემ,
მრავალი ამცნო ბრალი. –
იგავნი ჰკინძა სოლომონ,
ფსალმუნს იმღერდა დავით.
მაგარი ნათქვამია, არა?! შესაძლებელია ორგვარი ხედვა
მოვლენებისა; და რაკიღა თქვენი ყურადღება უკვე მივაქციე ნაწ-
ყვეტს ჩემი პროზისას, რომელსაც, საერთოდ, პოეტურად მიიჩ-
ნევენ, ჩემს ლექსსაც წაგიკითხავთ, ის თამამად შეიძლება პრო-
ზად ჩაითვალოს.
სოფოკლე, ბრძენი ბერძენი,
ამბობდა სრული შეგნებით:
ვინც ტრფობას დაიოკებსო,
ველურ მხეცს ის აჯობებსო.
მეტი გონება განა უთქვამს ვის?
კაცი კი იყო ოთხმოციოდე წლის.
ხოლო ქალბატონ ნინონ დე’ლანკლოს
ეს სჯა არ უჩნდა ასე უნაკლოდ.
უთქვამს: გეთაყვა, მე მაგ ასაკში
ვერვინ მჯობნიდა ტრფობის ლაზათში.
როგორც ჩანს, ასაკთან ერთად არაა გარდუვალი ჩვენი
ჭკნობა, ჩვენი უსასრულო მრავალფეროვნება უცილობლად არ
იკარგება. მოდით, ვცადოთ ვისაუბროთ სერიოზულად თუ არა,

556
დაფიქრებით მაინც. მე პირადად სულ სხვა რამ მაფიქრებს. ჩემი
მშობლიური ენა – ეს არაა პატარა ტომის ენა, ვთქვათ, ნიგერი-
ის ექვსასი ენიდან ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, ენის ღირსების გა-
მოთვლა შეუძლებელია. ნობელის პრემიის 1979 წლის ლაურე-
ატმა, ბერძენმა პოეტმა ელიტისმა ბრძანა: შეუძლებელია ლიტე-
რატურული ნაწარმოების მნიშვნელობა ხმების დათვლით განი-
საზღვროსო. მე მგონი, ნობელის კომიტეტის უდიდეს დამსახუ-
რებად უნდა ჩაითვალოს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა და-
ედგინა ნაწარმოების ფასეულობა იმის მიუხედავად, თუ რამდენ
ადამიანს ძალუძს ან არ ძალუძს მისი წაკითხვა. ყმაწვილი ჯონ
კითსი ამბობდა, რომ ბერძენი მგოსნები „უდრტვინველად აღეს-
რულებოდნენ მწვანე მდელოზე და დიდ პოეზიას უტოვებდნენ
პატარა ტომს“. უსათუოა, მცირეს ძალუძს მშვენიერება. მინდა
წაგიკითხოთ კიდევ ერთი პოეტის სიტყვები, სიტყვები ბენ ჯონ-
სონისა – თუმცა პროზაიკოსი გახლავართ, თქვენ, ალბათ, უკვე
ხვდებით, ვის ეკუთვნის ჩემი გული.
ესე არაა ხე წარმოების,
სამშენებლო ან ზღუდე მორევის,
არცა მუხაა,
სამასწლოვანი რომ დაეხეთქოს, ძირში დამზრალი,
კენწეროში კი კვლავაც წარმტაცი.
ესე შროშანი არის აისის,
თვალსასეირო ფერი მაისის.
მოკლე აქვს ჟამი, ერთი მზის ტოლი,
მაგრამ სოფელში ჰყავს განა ტოლი?!
ძალგვიძს მცირეშიც ვჭვრიტოთ წმინდა მშვენიერება,
ხანმოკლეც იტევს სრულქმნილებას ამა სიცოცხლის.

557
ვფიქრობ, ჩემს მშობლიურ ინგლისურ ენას პოეტთა და მწე-
რალთა საკმაო დასი ჰყავს, რათა არ შეუშინდეს შედარებას სხვა
– ძველ თუ თანამედროვე – ენებთან. მაგრამ დღეს შესაძლოა
დაკნინდეს ზედმეტად გავრცელებულობის და არა ზედმეტად ჩა-
კეტილობის გამოისობით; შესაძლოა, ის უმალ აღმოჩნდეს მუხა,
ვიდრე შროშანი. დღეს ის ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მას
იყენებენ რეკლამაში, ზღვაოსნობასა და მეცნიერებაში, მოლა-
პარაკებებსა და კონფერენციებზე. ის ყოველდღე პირზე აკერია
ასობით პოლიტიკურ პარტიას. მეშინია, რომ ენა, რომელსაც ამ-
გვარად წელავენ, სადღაც გაწვრილდეს. ინგლისურად მოლაპა-
რაკე ადამიანი ვარაუდობს, რომ მიმართავს თავის ნაცნობ მცი-
რერიცხოვან აუდიტორიას, თავის ოჯახს, მეგობრებს; ის ფიქ-
რობს ამ ენაზე, ძილშიც კი ლაპარაკობს მასზე. თანდათან კი აღ-
მოაჩენს, რომ მისდა უნებურად მიმართავდა მსოფლიოს მნიშ-
ვნელოვან ნაწილს. შემაცბუნებელია. თუმც კი წელს, როდესაც
ამერიკელ ლაურეატთა გარემოცვაში აღმოვჩნდი, სიამოვნებით
შევნიშნე: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლიური ენის სახეც-
ვლაზე ლაპარაკობს გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ცხოვ-
რობს ბრიტანეთის კუნძულებზე, ისინი მაინც იმის განსხვავებულ
დიალექტებზე მეტყველებენ, რაც დღემდეც ინგლისურ ენად
რჩება. ვერ ვიტყვი, უფრო მანძილი აშორიშორებს ამ დიალექ-
ტებს, თუ ტელევიზია და თანამგზავრები აახლოებენ, მაგრამ ამ-
ჟამად ინგლისელი მწერლის მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც
ესმის თითქმის მილიარდ ადამიანს. მისი კრიტიკოსების რიცხვი
მხოლოდ იმ ადამიანთა რაოდენობითაა შემოსაზღვრული, ვი-
საც მისი ნაწარმოების წაკითხვა შეუძლია. ამას კიდევ არა უშავ-
და. რა მიყრუებულშიც არ უნდა დაიბეჭდოს მისი განმაქიქებელი
სტატია, ყოველთვის მოიძებნება კეთილი მკითხველი, – ვუწო-

558
დოთ მას იქსი, – რომელიც გამოუგზავნის მას ამ წერილს, თან-
დართულს აღშფოთებული განმარტებებით, რომ იგი, იქსი, არ
ეთანხმება ავტორის არც ერთ სიტყვას. მე ძრწოლით შევიგ-
რძნობ ხოლმე თავს ხან მოძრავ, ახლა კი, ეჭვგარეშეა, უძრავ
სამიზნედ, რომელსაც შეუძლია ესროლოს ნებისმიერმა წყებე-
ბად ჩამწკვრივებულ სნაიპერთაგან. ჩემი განთქმული და გამო-
ჩენილი თანამემამულე უინსტონ ჩერჩილიც კი აღმოჩნდა ერ-
თხელ ცეცხლქვეშ. როდესაც ლიტერატურული პრემია მიანიჭეს,
ერთმა კრიტიკოსმა ქეძაფში ამოვლებული მახვილგონიერებით
შენიშნა: „ხომ არ იცით, რისთვის მიიღო – პოეზიისთვის თუ
პროზისთვის?“ ალბათ, რაიმე ამგვარის გაგონების შიშით ვწერ-
დი ამ ლექციას უფრო მეტი რუდუნებით, ვიდრე დავწერდი ამავე
მოცულობის ნებისმიერ სხვა ტექსტს, მოტანებული სასკოლო
მერხიდან. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, რომ დღეს დიდ
მერხს ვუზივარ და ჩემი ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი გახდე-
ბა.
ალბათ იკითხავთ, როდისღა ალაპარაკდება ეს მოხუცი იმა-
ზე, რასაც აკეთებსო? ილაპარაკებს კი რომანის შესახებო? მაშ,
კეთილი, იყოს ეგრე, ცოტა მასზეც ვისაუბროთ, ოღონდ ცოტა
და, ასე ვთქვათ, შესახებ. საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერ
საქმიანობას, რისთვისაც პრემიას ანიჭებენ, მართალია, თავისი
საკუთარი, განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ და-
მოუკიდებლად, თავისთავად არსებობა არ შეუძლია. და თვით
რომანიც კი საკმარისია ჩაიკეტოს სპილოს ძვლის კოშკში, რომ
ვეღარ იპოვის სხვა მკითხველს იმათ გარდა, ვინც საკუთარ სპი-
ლოს ძვლის კოშკში გამოკეტილია. ყოველთვის მეჩვენებოდა,
რომ რომანს საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს. ნება მომე-
ცით, კვლავაც ჩემი ციტატა მოვიშველიო (წერის დროს მე ვგუ-

559
ლისხმობდი მოზარდებს, არა რაღაც განსაკუთრებულებს, არა-
მედ ყველაზე ჩვეულებრივებს):
„ბავშვებს არ აინტერესებთ წიგნის ხარისხი. ისინი ჟანრებად
ყოფენ მათ – წიგნები ომის შესახებ, წიგნები მოგზაურობაზე,
ვესტერნები, სამეცნიერო ფანტასტიკა. ბავშვი უმალ მისთვის
ნაცნობი ჟანრის წიგნის კითხვას შეუდგება, ვიდრე რამე ახალს
წაეტანება. მას სჭირდება ბოთლზე მიწებებული ეტიკეტი, რომე-
ლიც დაარწმუნებს, რომ ეს ზუსტად ის წამალია. დეტექტივი
აუცილებლად მწვანეყდიანი უნდა იყოს, თორემ მკითხველი და-
ეჭვდება, ხომ არ შეატყუეს ისეთი, სადაც არ არის არც ერთი
მკვლელობა. ვგულისხმობ უბრალო ადამიანებს, ჩვენს უმრავ-
ლესობას, არცთუ გამორჩევით ინტელიგენტებსა და ნიჭიერებს,
მაგრამ კეთილგანწყობილთ, თუმცაღა ტექნიკური სიახლითა და
დახვავებული, გაუცნობიერებელი ფაქტებით დაბნეულთ. აქვს
თუ არა ლიტერატურას ძალა იმისა, რომ კონკურენცია გაუწიოს
დახვეწილ გასართობ ჟანრებს, დღედაღამ რომ გვთავაზობენ?
ჩემი აზრით, მათთვის ლიტერატურა საკმაოდ მოსაწყენ რამედ
იქცა იმისთვის, დრო რომ გამოსტაცონ ტელევიზიით შემოთავა-
ზებულ ვესტერნებს. ცხადია, მათი ცხოვრება გაცილებით იოლი
იქნება, ვიდრე მათ წინაპრებს ჰქონდათ XIX საუკუნეში. ისინი
უფრო ნაკლებად მრწმენნი იქნებიან და ნაკლებად მოშიშნი.
მაგრამ მსგავსად იმისა, ვითარცა ჭუჭყიანი ფული აძევებს პატი-
ოსნად ნაშოვარს, მდაბიო კულტურაც აძევებს მაღალს. თუკიღა
ყოველგვარი შესაძლებლობა შემფასებლური მსჯელობისა დაქ-
ვეითებულია და განუვითარებელი, მაშინ როგორი მომავალი
ელოდება პოეზიას, მხატვრულ ლიტერატურას, ჭეშმარიტად გამ-
ბედავ თეატრს, რომანს, რომელიც ცდილობს ახლებურად გან-

560
ჭვრიტოს ცხოვრება, ერთი სიტყვით, – ყოველივე თვითმყო-
ფადს?“
მე ეს დავწერე დაახლოებით ოცი წლის წინ და მას შემდგომ,
თუკი რომანზე ვიტყვით, მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლი-
ლა. ჟანრთა სამანები უფრო გამოიკვეთა, მასობრივი ინფორმა-
ციის საშუალებათა მხრიდან კონკურენცია უფრო გამკაცრდა,
მაგრამ, უნდა ითქვას, ბოლოს და ბოლოს, რომანს მათთან არა-
ფერი აქვს გასაყოფი – ის ხომ უკვდავების პრეტენზიის მქონეა.
„მოთხრობა“, რა თქმა უნდა, სხვა საქმეა. ჩვენ მოგვწონს
მოვლენათა თანამიმდევრულად მოთხრობა, და მათი უეჭველო-
ბა კი, ვითარცა გვითვალისწინებს ჩვენი პრესის გამოკვლევანი,
არცთუ ისე მნიშვნელოვანია. მსგავსად აწ განსვენებული სემ
ჰოლდუინისა, რომელსაც სურდა, რომ ყოველგვარი ისტორია
დაწყებულიყო მიწისძვრით და თანდათანობით მიეღწია კულმი-
ნაციისათვის, ჩვენც გვიყვარს თავშესაქცევი დასაწყისი, მაგრამ
უპირატეს სიამოვნებას გვანიჭებს კეთილი დასასრული. ყველა-
ზე უბრალო და თვალნათელი მაგალითი – ბავშვი, რომელიც
ჭირვეულობს რაღაც ბავშვური უსიამოვნების გამო ან უბრალოდ
იმიტომ, რომ დაიღალა. საკმარისია ჩავისვათ კალთაში და და-
ვიწყოთ: „იყო და არა იყო რა...“ და იგი მსწრაფლ დამშვიდდება
და ყურადღებით მოგვისმენს. მოთხრობა ნიადაგ ჩვენიანია, მაგ-
რამ ის წიგნივითაა იმ გაგებით, როგორადაც დასავლეთი იყე-
ნებს სიტყვას „რომანი“... რა მოუვა მას? ცხადია, თუკი რაიმეს
მიმართ მოთხოვნილება არა აქვთ ადამიანებს, დაე, გაქრეს.
ჩვენ სირთულეები ისედაც საკმაოდა გვაქვს ცხოვრებაში. რას
იზამ, დაე, ასეთ შემთხვევაში რომანი გაქრეს, მაგრამ კიდევ რა
გაქრება მასთან ერთად? რაღაც წარმოუდგენლად მნიშვნელო-
ვანი ადამიანის სულისათვის! რომანი მოვლენათა აღქმის უკი-

561
დეგანო თვალსაწიერს გვაძლევს იმის მიხედვით წავიკითხავთ
თუ გადავიკითხავთ მას, წაღმა უკუსვლით. წიგნში მონათხრობი
– თავმდაბლური და გულითადი, დაუზარებელი და ხელმისაწ-
ვდომი, არც ჩაერთვის და არც გამოირიცხება, უბრალოდ იღება
და სხვა დროისათვის გადაიდება და, ამდენად, გრძელდება მთე-
ლი სიცოცხლის მანძილზე.
მხოლოდ რომანი გვაძლევს საშუალებას ასე ახლოს გავეც-
ნოთ გმირს და ასე ხანგრძლივად ვიარსებოთ მასთან ერთად.
მისი მაღალი დანიშნულებაა ადამიანის ღირსებისა და ინდივი-
დუალობის დაცვა და შენარჩუნება, იქნება იგი მამაკაცი, ქალი
თუ ბავშვი. დარწმუნებული ვარ, ხელოვნების არც ერთ სხვა
დარგს არ ხელეწიფება იმგვარად შეიჭრას ადამიანის სულსა და
ხორცში, იმგვარად განგვაცდევინოს სხვისი ცხოვრება, ვითარცა
ლიტერატურას. ყოველ შემთხვევაში, რომანის დამსახურებაა,
რომ ადამიანს მიაქცევენ მზერას ვითარცა რაღაც დიდს და არა
ვითარცა ერთი მილიარდის ერთ მემილიარდედ ნაწილს.
მე ვილაპარაკე სპილოს ძვლის კოშკსა და ჩვენი ყოველგვა-
რი საქმიანობის უნიკალობის შესახებ. ახლა კი, რომანის ხსენე-
ბისას, ვალდებული ვარ დავამატო: საბოლოო ჯამში, ყველაფე-
რი ეს ერთმანეთს შეერწყმება – ლიტერატურა და სხვა დანარჩე-
ნი. ვთქვათ პირდაპირ, ჩვენს წინაშე დგას დილემა: ჩვენ ან მყის
აღვიგვებით პირისაგან მიწისა, ან თანდათანობით გავძარცვავთ
მიწისეულ სიმდიდრეს, ვიდრე საბოლოოდ არ დავანგრევთ მას.
ჩემი მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლობა, რომ თქვენ ატომუ-
რი ბომბით დამეშინებინეთ. ამის შესახებ თქვენთვის ყველაფე-
რია ცნობილი ჩემზე უკეთ. ჩვენ ხშირად მივმართავთ შექსპირს
გამოუსახველის გამოსახვისა და გაუგონარის გააზრებისათვის.
მე მინდა გაგახსენოთ ჰამლეტის მიმართვა თავის ქალასადმი:

562
„რატომ ეს მაინც არ შეგიძლიან, რომ სასაცილოდ შენი კბილე-
ბის კრეჭა აიგდო? სად არის შენი სავსე, მოცინარი ლოყები? წა-
დი ახლა ამა და ამ ქალბატონის ოთახში და უთხარ, რომ თუნდ
ერთი ადლის სისქე ფერ-უმარილი წაითხუპნოს, იმის ბოლო მა-
ინც ეს არის. უთხარ ეს ამბავი და გაიცინე“.
ვშიშობ, უსამართლო ვარ ქალთა მიმართ, რადგან თავის ქა-
ლები, ცხადია, იქნება განსხვავებული ფორმის, ზომისა და სქე-
სის. მე ვმსჯელობ საზოგადოდ. აი, კიდევ ერთი ნიმუში რეალო-
ბის პოეზიისა და ვერავითარი სხვა ციტატით ამ საზიზღრობას
ვერ გადმოსცემ. მე დამჭირდა, რომ აღმენიშნა მაინც პირველი
საშიშროება და გამეკეთებინა ეს როგორღაც მოკვეთით. ახლა
ამას შეიძლება წერტილიც დავუსვათ.
მეორე საფრთხეში გარკვევა გაცილებით რთულია. როგორც
ბრძანა ერთმა ნობელიანტმა, ჩვენი სამყაროს არსებობა, ალ-
ბათ, გასრულდება „არა აფეთქებით, არამედ მოთქმით“. 60 თუ
70 წლის წინათ აღმოვაჩინე ერთი ჯადოსნური ადგილი, რომლი-
თაც მთლიანად მოვიხიბლე. ეს იყო ინგლისის დასავლეთ სანა-
პიროზე, ზღვის ქარაფებთან. მე ადრეულად შევიცანი დედამი-
წის, მთვარისა და მზის ონავრობები და ვტკბებოდი ამით, თუმც
ნიადაგ მაჯერებდნენ, რომ მეცნიერული თვალთახედვით ადამი-
ანს ვერ ძალუძს რაიმეს მართვა შორ მანძილებზე. როდესაც
მთვარე იმყოფებოდა ერთ გარკვეულ ფაზაში, ზღვის მიქცევა
იყო განსაკუთრებით ძლიერი და ჩემი თვალთახედვის არეში ექ-
ცეოდა რაღაც ღრმული, რომელიც დამამახსოვრდა ვითარცა
გამოქვაბული. ერთი ნაპრალი, ყველაზე გრძელი, როგორც
ჩანს, წარმოსახვის ნებით, მთელი არდადეგების მანძილზე ერ-
თხელ თუ ორჯერ იქცეოდა თავშესაფარად ისეთ საოცარ მაც-
ხოვრებელთათვის, როგორიც მე მთელი სიცოცხლის მანძილზე

563
აროდეს მეხილა. ახლა ვიხსენებ და კიდეც განვიცდი, თუმცა,
სამწუხაროდ, არ ძალმიძს ზუსტად აღვწერო ის განსაკუთრებუ-
ლი აღგზნება, მღელვარება და არა სიმპათია თუ ანტიპათია,
მაგრამ ცხოველი შემეცნება ცოცხალი ქმნილებებისა მთელი
თავისი საიდუმლოებითა და არაჩვეულებრიობით. ეს ქმნილება-
ნი ისეთივე რეალურნი გახლდნენ, როგორც მე. მეჩვენებოდა,
თითქოს ჩემი მზერა მისწვდა ჩვენი სამყაროს ცენტრს – ოღონდ
გაიშვირე ხელი, ოღონდ უმზირე! ისინი ყვაოდნენ ზღვიდან რამ-
დენიმე დიუმის მოშორებით – რუხი, მწვანე, ლაჟვარდოვანი ფე-
რისანი, ხელთშესახებად ცოცხალნი – აღმოჩენა, შეხვედრა და
არა მხოლოდ ჩვეულებრივი ინტერესი თუ კმაყოფილება. ისინი
თვით სიცოცხლესავით იყვნენ, და ჩვენ ერთად ვიყავით განსაც-
ვიფრებელნი. როდესაც საზაფხულო არდადეგები დასრულდა
და მე წავედი ზღვისაგან იმდენად შორს, რამდენადაც ეს შესაძ-
ლებელია ინგლისში, მე თან წარვიტანე – ვითარცა რაღაც სა-
განძური – ხსოვნა ამ ქვაბულისა – საოცარი სახით თან წარვიღე
ეს გამოქვაბული თავისი მობინადრეებით, ასე საოცრად რომ
ყვაოდნენ... მოგვიანებით მე იქ კვლავ აღმოვჩნდი. ის ღრმული
– ახლა ეს იყო ჩემთვის ოდენ ღრმული – ძველებურად იქვეა და
ძლიერი უკუქცევისას, თუკი გაიჭირვებ და დაიხრები, შეიძლება
მასში ჩახედვა. იქ უკვე აღარავინ სახლობს. ბედის ირონიით,
ნაპრალი სრულიად ცარიელია – წმინდა სილა, კამკამა წყალი,
სუფთა ნაპრალი. იქ, სადაც ოდესღაც ქანდაკდებოდა მრავალი
ცოცხალი არსება, დარჩა ორი ხვრელი, თითქოს ორი სათვალე,
ასე რომ, თუ ცოტას იფანტაზიორებ, შეიძლება წარმოიდგინო,
რომ უყურებ თავის ქალას.
ოღონდ ეგ კი რისთვისღა? ბუნებრივი პროცესი? ნავთობი?
შესაძლოა, ჩემი ბავშვობის ჯადოსნური ზღაპარი ჩამდინარე

564
წყლებმა ან რომელიღაც ქიმიკატებმა დაღუპა? არ ვიცი და ეს
არცაა მნიშვნელოვანი. ანგარიშგასაწევია სხვა გარემოება
(თუმცაღა ეს მხოლოდ ერთი ციცქნა მაგალითია, მილიონიდან
ერთი): აი, ასე ვაპარტახებთ ჩვენ იმ ერთადერთ პლანეტას, რო-
მელიც გამოყოფილი გვაქვს სიცოცხლისათვის.
ბოლოს და ბოლოს რა უნდა იღონოს ლიტერატურამ ამ
მხრივ? ჩვენს ხელთაა კომპიუტერები და თანამგზავრები, ჩვენს
ტექნიკას ხელეწიფება სხვა პლანეტაზე ურთულესი დანადგარე-
ბის მიტანა და იქიდან სიგნალების მიღება; და ასე შემდეგ და
სხვა მისთანანი. ყველაფერი ეს კარგადაა თქვენთვის ცნობილი.
ლიტერატურის ძალმოსილება ოდენ სიტყვებია, ისეთივე პრიმი-
ტიული ინსტრუმენტი, როგორიცაა ქვის ცული ან, ვთქვათ,
ბლაგვი რვალის საჭრეთელი, რითაც თავდაპირველად გამოკ-
ვეთა ადამიანმა თავისი მინამსგავსი. ეს ინსტრუმენტი იმაზე მე-
ტის საშუალებას ვერ იძლევა, რამდენსაც კაჟის ნატეხი... მაგრამ
გავიხსენოთ ჩერჩილი. რაც არ უნდა თქვას მასზე ცინიკოსმა
კრიტიკოსმა, ერთი აშკარაა, ჩერჩილმა ნობელის პრემია ლექ-
სებისა და პროზის გამო არ მიიღო. მან ის დაიმსახურა რამდენი-
მე უბრალო სენტენციისთვის, რაიც არც პოეზიაა და არც პროზა
– იმისთვის, რაც ცნობილია მოქნილი სათაურით – „სინამდვი-
ლის პოეზია“. მან ნობელის პრემია მიიღო ვნებიანი გამონათ-
ქვამების გამო, რაშიც მოქცეულია საკუთრივ არსი ადამიანური
მამაცობისა და გაბედულებისა. მათთვის, ვინც მის დროს ცხოვ-
რობდა, ცნობილია, რომ ჩერჩილის „სინამდვილის პოეზიამ“
შეცვალა ისტორიის მდინარება.
გამოდის, რომ ბრინჯაოს სატეხი არცთუ ისეთი უბადრუკი
იარაღი ყოფილა. უბიწო მსახურების, ოსტატობის, მგზნებარები-
სა და ნიჭის მეოხებით სიტყვები, შესაძლოა, წარმოუდგენლად

565
ძლიერ ძალად იქცნენ. მათ ძალუძთ ერთმანეთთან საუბრისკენ
უბიძგონ ადამიანებს, რამეთუ მწერლის ბაგეს დამცდარი სიტ-
ყვები გამოხატავენ არა იმდენად საკუთრივ მის ფიქრს, არამედ
უფრო ფიქრს დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწი-
ლისა. მათ შეუძლიათ დაალაპარაკონ კაცი კაცთან, მგზავრი –
თანამგზავრთან, დაალაპარაკონ იმგვარად, რომ ყოველ ერში
აღიძრას ტალღა საღი აზრისა და გონიერი სიფხიზლისა, ტალღა,
რომელსაც ვეღარ უგულებელყოფენ მმართველები და მოვაჭ-
რეები, და ერები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწავლით ჩვენი პრეტენზიების დაოკებასა
და წინდახედულებას; ბუნების ძღვენთაგან არა უმეტესის აღე-
ბას, ვიდრე გვჭირდება. შესაძლოა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყურ-
ნი კაცობრიობისანი, წიგნების, მოთხრობების, ლექსების, ლექ-
ციების საშუალებით შევძლებთ სულ ოდნავ მაინც მივუახლო-
ვოთ ადამიანი ომებისაგან თავისუფალ მსოფლიოს. ეს ვერ მი-
იღწევა პირდაპირი პროპაგანდის მექანიზმებით. პირადად მე ეს
არ მეხერხება, ვერ ვწერ მოთხრობებს, რომლებიც ფრთხილ
საქციელს ჩააგონებდა ადამიანებს; მაგრამ არსებობენ ისინი,
ვისაც შეუძლია ეს, ისინი ყოველთვის არსებობდნენ. ჩვენ
გვჭირდება მეტი ადამიანურობა, მეტი მოფრთხილების უნარი,
მეტი სიყვარული. ერთნი თავიანთ იმედებს ყოველივე ამის მომ-
ცემ პოლიტიკურ სისტემაზე ამყარებენ; მეორენი მიიჩნევენ, რომ
ამგვარი პოლიტიკური სისტემის გაჩენა მხოლოდ სიყვარულს
ძალუძს. პირადად მე მგონია, რომ ჭეშმარიტება სადღაც შუაშია
და ჩვენ მაინც ადამიანურად მოვიქცევით, ანუ ვივლით ბორძი-
კით, ვიქნებით ხან მშვენიერნი და კეთილშობილნი, ხანაც – ქა-
რაფშუტები და არცთუ გონიერები, ვიდრე მკაფიოდ არ დავინა-

566
ხავთ იმ ძალადობის უგუნურებას, რომლითაც ჩვენ პლანეტას
ვეპყრობით.
ადამიანი ხომ ქმნადობის გვირგვინია. მე მახსენდება ერთი
შესანიშნავი ქალი, ხუთასი წლის წინ გარდაცვლილი, იულიანა
ნორიჯელი. ერთი წინასწარმეტყველური ხილვისას მან დაინახა
რაღაც, რაც ხელისგულზე დაეტეოდა, კაკლის ზომისა. მას ჩაეს-
მა, რომ ესაა ჩვენი სამყარო, მას უამბეს ბევრი არაჩვეულებრი-
ვი, გასაოცარი და საზარელი, რაც გადახდება ამ სამყაროს. ბო-
ლოს მავანმა წარმოთქვა, რომ ყოველივე კეთილად დასრულ-
დება, რომ ყველაფერი დამშვიდდება, თანაც უკეთესზე უმჯობე-
სად.
დღეს ჩვენ ყოველგვარი სულიერი ხილვების გარეშე ვაკვირ-
დებით ჩვენს დედამიწას, მშობელს ჩვენსას, Gaia Mater, დაკი-
დულს კოსმოსში, ვითარცა ძვირფას ქვას. ჩვენ არ გვეპატიება
უმადური უცოდინარობა მისი საუნჯის ამოურწყველობისა და სა-
სიცოცხლო სივრცის უსასრულობის შესახებ. ჩვენ ვართ შვილე-
ბი ამ ლაჟვარდი და წმინდა ძვირფასი ქვისა. ჩვენს დედასთან,
მიწასთან ერთად ჩვენ ვართ ნაწილი მზის სისტემისა, და მასთან
ერთად – სამყაროს ნაწილი. „სინამდვილის პოეზიის“ შესანიშ-
ნავი ენით თუ ვიუბნებთ, ჩვენ ვარსკვლავების შვილები ვართ.
ჯობია, მაინც დავეშვა მიწაზე. ჩერჩილი, იულიანა ნორიჯელი,
ბენ ჯონსონი, შექსპირი – ღმერთო ჩემო, რა საზოგადოებაა! დი-
დება მოვალს და წარვალს, და ყველა გვირგვინი დაჭკნება. ამ-
ბობენ, ერთი ძალიან პრაქტიკული ადამიანი, იულიუს კეისარი,
– რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, მე ჩემთვის მუდამ ფელ-
დმარშალ ლორდ კეისარს ვუწოდებ, – იმიტომ ატარებდა დაფ-
ნის გვირგვინს, რომ სიქაჩლე დაეფარაო. თუკი პრინციპშიაც კი
დავეთანხმებით ლაურეატობის იდეას, არ უნდა დავივიწყოთ, თუ

567
კერძოდ რას დაფარავს ეს დიდების გვირგვინი, მხოლოდ სიქაჩ-
ლეს ხომ არა. მოკლედ რომ ვთქვათ, ლაურეატი ზედმეტი სე-
რიოზულობით არ უნდა მოეკიდოს თავის ლაურეატობას. საბედ-
ნიეროდ, განგებამ – ნამდვილად აღარ ვიცი, სხვა რა დავარქვა
ამას, – კიდევ ერთხელ და ყველაზე ბუნებრივად შემახსენა ჩემი
პიროვნების მოკრძალებული სიდიადე. სწორედ იმის მეორე
დღეს, როდესაც გავიგე, რომ 1983 წლის ნობელის ლაურეატი
გავხდი ლიტერატურაში, ერთ პროვინციულ ქალაქში ჩავედი და
აკრძალულ ადგილზე რამდენიმე წუთით დავტოვე მანქანა. უკან
დაბრუნებულს საქარე მინაზე მიწებებული საჯარიმო ბარათი მე-
ლოდა. შორიახლოს მდგომი პოლიციელი ქალბატონის იერი
საიმედოს არაფერს მიქადდა. მან კედელზე დაკიდულ ნიშანზე
მიმითითა და „თქვენ რა – კითხვა არ იცით?“ – შემეკითხა. მე
თვინიერი გამომეტყველებით ჩავჯექი მანქანაში და დაბალი
სიჩქარით შევუხვიე კუთხეში, სადაც კიდევ ორი პოლიციელი
შევნიშნე.
დავამუხრუჭე მათ სიახლოვეს და ჩემი ბარათი ამოვაძვრინე.
რომ მომიახლოვდნენ, შევეკითხე: რადგანაც ძალიან ვჩქარობ,
ხომ არ შეიძლება, ადგილობრივი პოლიციის უბანში შევიარო
და იქ გადავიხადო ჯარიმა? „არა, სერ, – მიპასუხა უფროსმა პო-
ლიციელმა, – ვშიშობ, რომ არ შეიძლება“. თან იმგვარი ღიმი-
ლით გამაბედნიერა, როგორიც, ალბათ, განკუთვნილია იმ დამ-
რღვევთათვის, რომლებიც განსაკუთრებულ საშიშროებას არ
წარმოადგენენ, ოღონდ ოდნავ მოსულელონი არიან. მან მიმი-
თითა ბარათის ცარიელ გრაფაზე, რომელზეც ეწერა: „გამგზავ-
ნის სახელი და მისამართი“. „აქ თქვენი სახელი, გვარი და მისა-
მართი უნდა ჩაწეროთ, – ამიხსნა. – შემდეგ გამოწერეთ ჩეკი ათ
ფუნტზე აქ მითითებული იუსტიციის სამინისტროს მისამართზე.

568
შემდეგ დაწერეთ იგივე მისამართი კონვერტზე, კონვერტს მარ-
ჯვენა ზემოთა კუთხეში მიაწებეთ თექვსმეტპენსიანი მარკა და
ფოსტით გააგზავნეთ, და ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ლიტერა-
ტურაში ნობელის პრემიის მიღება, სერ“.

569
იაროსლავ სეიფერტი

ლირიკული და პათეტიკური ცნობიერება

1984
არცთუ იშვიათად მეკითხებიან, განსაკუთრებით უცხოელები,
რით შეიძლება აიხსნას პოეზიისადმი უდიდესი სიყვარული ჩემს
ქვეყანაში, რატომ არის, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ გვაინტერე-
სებს ლექსები, არამედ განვიცდით პოეზიის უდიდეს მოთხოვნი-
ლებას. შესაძლებელია, ჩემს თანამემამულეებს მეტი უნარი
აქვთ მისი აღქმისა, ვიდრე სხვა ადამიანებს.
ჩემი აზრით, ეს არის ჩეხი ხალხის ბოლო ოთხასი წლის ის-
ტორიის და, უპირველეს ყოვლისა, XIX საუკუნის დასაწყისში
ჩვენი ეროვნული აღორძინების შედეგი. ოცდაათწლიანი ომის
დროს ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვამ მოგვისპო სუ-
ლიერი და პოლიტიკური ელიტა. ისინი, ვინც არ დასაჯეს, გაჩუმ-
დნენ და იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. ამან გა-
მოიწვია არა მარტო კულტურული განვითარების შენელება,
არამედ ენის დაქვეითებაც; არა მარტო ძალდატანებითი დანერ-
გვა კათოლიციზმისა, არამედ ქვეყნის ძალდატანებითი გერმა-
ნიზაციაც.
XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის რევოლუციამ და
რომანტიზმმა გააღვიძა ჩვენში სწრაფვა დემოკრატიული
იდეალებისადმი, მშობლიური ენისა და ეროვნული კულტური-
სადმი. ენა გახდა ჩვენთვის თვალსაჩინო საშუალება ეროვნული
თვითმყოფადობის გამოსახატავად.

570
აღმოჩნდა, რომ პოეზია, ერთ-ერთი პირველი ლიტერატუ-
რულ ჟანრებს შორის, დაუბრუნდა ცხოვრებას კულტურული და
პოლიტიკური გამოღვიძების ცხოველმყოფელი ძალით. უკვე მა-
შინ, მცდელობა შექმნილიყო ჩეხური ლიტერატურული ტრადი-
ცია, ხალხმა მიიღო დიდი მადლიერებით. ჩეხებმა, რომელთაც
დაკარგული ჰქონდათ პოლიტიკური წარმომადგენლობა და ჩა-
მორთმეული ჰქონდათ პოლიტიკური ხმა, აღმოაჩინეს ეს წარ-
მომადგენლობა ლიტერატურაში, რომელიც გახდა მათი სუ-
ლიერი ძალების ცენტრი. ამის შედეგია პოეზიის მნიშვნელობის
წარუვალობა ჩვენი კულტურისათვის. ამით აიხსნება ჩეხური
პოეზიის კულტი XIX საუკუნეში, მაგრამ არა მარტო მაშინ ასრუ-
ლებდა პოეზია დიდ როლს. ის აყვავდა XX საუკუნის დასაწყისში
ორ მსოფლიო ომს შორის და განსაკუთრებით, მეორე მსოფ-
ლიო ომის პერიოდში. იმ საშინელ დროს, როდესაც თვით ერის
არსებობას საფრთხე დაემუქრა, პოეზია გახდა ჩეხური ეროვნუ-
ლი კულტურის გამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალება.
მიუხედავად გარედან თავსმოხვეული შეზღუდვებისა, ცენზური-
სა, პოეზია ქმნიდა სულიერ ღირებულებებს, რომელიც ხალხს
აძლევდა ძალასა და იმედს. ომის შემდგომი პერიოდის ბოლო
ორმოცი წლის განმავლობაში პოეზია ასევე დიდ როლს ასრუ-
ლებდა ჩვენს კულტურაში. თითქოს, ლირიკა მოწოდებულია
ესაუბროს ადამიანებს არა მარტო ყველაზე უფრო ახლობელსა
და ინტიმურზე, არამედ გახდეს ჩვენი საიმედო თავშესაფარი,
დაგვიცვას უბედურებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ვერც ვაცნო-
ბიერებთ.
არის ქვეყნები, სადაც ასეთი თავშესაფარი ეკლესია და სამ-
ღვდელოებაა. არის ქვეყნები, სადაც ხალხი თავის ბედს აღიქ-
ვამს, როგორც კათარსისს ანტიკურ ტრაგედიაში, ამ ბედს კი მათ

571
პოლიტიკური ლიდერები განუმარტავენ. არის ქვეყნები და ხალ-
ხები, რომლებიც ბრძენი ფილოსოფოსების ნაწარმოებებში
პოულობენ პრობლემების გადაწყვეტას. ზოგჯერ მსგავს როლს
ასრულებენ ჟურნალისტები და მასმედია (მასობრივი ინფორმა-
ციის საშუალებები). ჩეხურმა ეროვნულმა სულმა, რომელიც მი-
ისწრაფვოდა თავისი ხორცშესხმისაკენ, მიუთითა პოეტებზე და
ისინი გახადა თავის წარმომადგენლებად. პოეტებმა ჩამოაყა-
ლიბეს ეროვნული შეგნება, იყვნენ წარსულში ჩვენი იმედების
გამომხატველები, ისინი აყალიბებენ ჩვენს ცნობიერებას დღე-
საც. ჩეხი ხალხი მიეჩვია სამყაროს ისე დანახვას, როგორც ამას
ჩეხი პოეტები ხედავენ.
პოეტის თვალთახედვით, ეს შესანიშნავია, მაგრამ... ხომ არა
აქვს ამას მეორე მხარეც? პოეზიის სათავეში ყოფნით ხომ არ
ირღვევა კულტურული წონასწორობა? ხალხთა ისტორიაში
არის პერიოდები ან იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც პოეზიის
ენა არის ყველაზე შესაფერისი და ბუნებრივი, ერთადერთი სა-
შუალებაც კი, თუ გავითვალისწინებთ მის უნარს შთააგონოს,
გამოიყენოს ქარაგმები და მეტაფორები, იმისათვის, რომ წარ-
მოაჩინოს ყველაზე არსებითი – დაფარულად, დაუმალოს ის
არაგანდობილებს... მე ვაღიარებ, რომ პოეტური ენა, განსაკუთ-
რებით პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის დროს, არ-
ცთუ იშვიათად, იყო ჩვენთვის ჩასანაცვლებელი ენა, აუცილებ-
ლობის ენა, რადგანაც ყველაზე კარგად გამოხატავდა იმას, რი-
სი პირდაპირი თქმაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა,
ჩვენს ქვეყანაში პოეზიის გაბატონებული მდგომარეობა დიდ-
ხანს არ მაძლევდა მოსვენებას, მით უმეტეს, რომ დავიბადე და
მთელი ცხოვრება პოეტად დავრჩი. ვეჭვობ, რომ ლირიკისადმი
მიდრეკილება და სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ცნო-

572
ბიერების მდგომარეობის განსაზღვრა. რა ღრმადაც უნდა
სწვდებოდეს სინამდვილეს ლირიკა, რა მდიდარი და მრავალ-
მხრივიც უნდა იყოს მისი შეხედულება საგნებზე, რა არაჩ-
ვეულებრივადაც უნდა წარმოადგინოს და, ამავე დროს, შექმნას
პიროვნების შინაგანი მრავალმხრივობა, მაინც შეზღუდულია
გრძნობებით და ემოციებით. ისინი კვებავენ ლირიკას და თავის
მხრივ, ლირიკაც ასაზრდოებს მათ.
ხომ არ ნიშნავს გრძნობებსა და ემოციებზე დაყრდნობილი
ლირიკის უპირატესობა იმას, რომ გონება, რომელიც მიდრეკი-
ლია ანალიზის, სკეპტიციზმისა და კრიტიკისაკენ, შევიწროებუ-
ლია და გადასულია უკანა პლანზე? უფრო მეტიც, ხომ არ იწვევს
ეს იმას, რომ ნება თავისი დინამიზმით და პათოსით ვერ ახერ-
ხებს სრულ გამოვლენას?
ხომ არ ემუქრება კულტურას ასეთი ცალმხრივი ორიენტაცი-
ით, ვერ შეასრულოს თავისი დანიშნულება? ყოველთვის ეყოფა
კი ძალა საზოგადოებას, რომელიც განსაკუთრებულ და უპირა-
ტეს მნიშვნელობას ანიჭებს ლირიკას, დაიცვას თავი და უზრუნ-
ველყოს საკუთარი არსებობა?
სინამდვილეში, ძალიან არ მაღელვებს კულტურის იმ ელე-
მენტის შესუსტება, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ინტელექ-
ტუალური შესაძლებლობებიდან, წარმოადგენს გონების ნა-
ყოფს და მაქსიმალური ობიექტურობით (რამდენადაც ეს შესაძ-
ლებელია) გამოხატავს არსებითს და საგნების ურთიერთკავ-
შირს. ეს რაციონალური ელემენტი, რომლისთვისაც დამახა-
სიათებელია საგნების მიკერძოებული ხედვა და ინტელექ-
ტუალური წონასწორობა (ვინაიდან დაპროგრამებულია არ
დაემორჩილოს ლირიკულ განწყობილებებს, გრძნობებსა და პა-
თეტიკურ ვნებებს), არ აძლევს თავს მიძინებისა და დამშვიდების

573
უფლებას, მაგრამ არც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს ამა
თუ იმ ზნეობრივი ამოცანის გადასაწყვეტად. ჩვენს რაციონა-
ლურ, უტილიტარულ, პრაქტიკულ ცივილიზაციაში ის საკმაოდ
მყარად ფესვგადგმულია ადამიანის მისწრაფებით ცოდნისაკენ,
ინფორმაციის დაგროვებითა და გამოყენებით. დაწყებული რე-
ნესანსიდან, ეს რაციონალური ელემენტი ვითარდებოდა უწყვე-
ტად და თვითნებურად. ზოგჯერ ის აწყდებოდა საყოველთაო
მტრულ დამოკიდებულებას და გარედან შექმნილ დაბრკოლე-
ბებს, თუმცა მისი მდგომარეობა თანამედროვე კულტურისათვის
დღემდე გაბატონებული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მის წი-
ნაშე რთული პრობლემებია, ის ვალდებულია მოძებნოს ახალი
საშუალებები კულტურაში შესაღწევად. გონებამ უნდა შეიძინოს
ახალი ფორმები და არ უნდა დარჩეს ტექნოლოგიამდელი ეპო-
ქის დონეზე. ვუწევ რა ანგარიშს იმას, რომ ეს ელემენტი არაფ-
რით არ არის ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემ მიერ უკვე ნახ-
სენები, თუმცა არ ვაპირებ მას განსაკუთრებული ყურადღება და-
ვუთმო ახლა, რადგანაც რაციონალურ აზროვნებას არა აქვს
ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის განსაკუთრებული მნიშ-
ვნელობა. შემოვიფარგლები ცნობიერების ორი უკიდურესი
მდგომარეობით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედების ძლიერ
იმპულსებს. მკითხველისა და მაყურებლის მიერ მათი აღქმა
უდიდეს გავლენას ახდენს ეროვნული კულტურის ფორმირება-
ზე.
ყველაზე მეტად მაღელვებს ეჭვი პათეტიკის არსებობის შესა-
ხებ. დღეს იშვიათად ვხვდებით ამ სიტყვას, და, თუ მაინც ვიყე-
ნებთ, ამას ვაკეთებთ ერთგვარი უხერხულობით. მას ვთვლით
ყავლაგასულად და ძველმოდურად, მსგავსად პროვინციული
თეატრის რომანტიკული დეკორაციისა, რომელიც გამოდგება

574
მხოლოდ ზედაპირული უღიმღამო დეკლამაციისათვის. ჩვენ
თითქოსდა დავივიწყეთ, რომ პათეტიკა ნიშნავს დაძაბულობის
დრამატულ მდგომარეობას, მიზანსწრაფულ, ენერგიულ და ურ-
ყევ ნებას, წყურვილს – მაგრამ არა მატერიალურის ფლობისა
ან მოხმარებისა, არამედ სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა. პა-
თეტიკა – ეს გმირობის განსაკუთრებული თვისებაა, გმირობა კი
მიისწრაფვის ტანჯვისა და წამებისაკენ, და, თუ საჭიროა მსხვერ-
პლშეწირვისაკენაც. ვიყენებ რა სიტყვა „გმირობას“, მივმართავ
არა უძველეს მაგალითებს ისტორიის ქრესტომათიიდან, არა
საომარ გმირობას, არამედ მის თანამედროვე სახესხვაობას;
გმირობა, რომელიც არ აჟღარუნებს იარაღს, ბუნებრივ გმირო-
ბას, თავშეკავებულს, ძალიან წყნარს, მშვიდობიანსა და ცივი-
ლიზებულს.
დარწმუნებული ვარ, რომ კულტურას შეიძლება ეწოდოს
სრულყოფილი, მომწიფებული და მზად მყოფი განვითარები-
სათვის იმ შემთხვევაში, თუ მასში არსებობს პათეტიკა, თუ გვეს-
მის და ვაფასებთ მას და, რაც ყველაზე მთავარია, თუ თვითონ
გვაქვს პათეტიკის უნარი.
რა მაძლევს ამ ფიქრის საფუძველს? პათეტიკა თავისი გმი-
რობით სრულიად წარმოუდგენელია და არ იქნებოდა პათეტიკა,
თუ მას თან არ ახლავს საგნების არსის ღრმა წვდომა, კრიტიკუ-
ლი და ყოველმხრივი გაგება, განსხვავებით იმისა, რისი უნარიც
შესწევს ყველაზე სრულყოფილ პოეზიას; პოეზია, ლირიკა, უცი-
ლობლად, არაკრიტიკულია, აკლია დისტანციის შეგრძნება. მის-
თვის მთავარია საკუთარი სუბიექტი, შერწყმული თავისავე
დროსთან. სუბიექტი, რომელიც ქმნის ერთობას თავის ობიექ-
ტთან. პათეტიკა არ იქნებოდა პათეტიკა, თუ არ აღმოცენდებო-
და ღრმა კონფლიქტიდან, რომელიც წარმოიქმნება იმათ შო-

575
რის, რაც არის და რაც უნდა იყოს. იმისათვის, რომ საზოგა-
დოებამ შეიძინოს პათოსის უნარი, ხოლო კულტურამ –
მთლიანობა, საჭიროა დროის შეგრძნება, არა მარტო ლირიკის
ჭრილში. იქ სადაც არ არის პათეტიკა, არ არის მზადყოფნა
ბრძოლისა და მსხვერპლისათვის.
მხოლოდ ლიტერატურას, რომელშიც რაციონალურ აზროვ-
ნებასა და ლირიკასთან ერთად არის პათეტიკა, დრამა, ცოცხა-
ლი ტრაგედია, აქვს უნარი მისცეს საკმარისი სულიერი და ზნე-
ობრივი ძალა იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც წარ-
მოიქმნება საზოგადოების წინაშე. მხოლოდ ტრაგედიის ხელოვ-
ნებით ქმნის და პოულობს საზოგადოება ნიმუშებს უმნიშვნელო-
ვანეს ზნეობრივ და პოლიტიკურ საკითხებთან ურთიერთობი-
სათვის; ის ტრაგედიიდან სწავლობს პრობლემების თანმიმდევ-
რულად გადაწყვეტას, რათა არ გაჩერდეს შუა გზაზე. მხოლოდ
ტრაგედიის ხელოვნება, თავისი მწვავე კონფლიქტით პირად ინ-
ტერესებსა და არაპირად ღირებულებებს შორის აღვიძებს, ავი-
თარებს და ნერგავს ადამიანში საზოგადოებრივ მიმართულე-
ბას. ის გვაქცევს საზოგადოების წევრად და გვეხმარება თავი
დავაღწიოთ მარტოობას. მხოლოდ ტრაგედიის ხელოვნება ლი-
რიკისაგან – „მარტოობის ხელოვნება“ – განსხვავებით, სა-
შუალებას გვაძლევს გამოვყოთ საზოგადოებისათვის არსებითი
არაარსებითისაგან. მხოლოდ ტრაგედიის ხელოვნება გვასწავ-
ლის ვიპოვოთ დამარცხებაში გამარჯვება და გამარჯვებაში –
დამარცხება.
ამიტომ, გამახარა რა პოეზიის მოყვარულთა აღმოჩენამ ჩემ
გარშემო და მათმა კეთილგანწყობამ, მინდა გავხდე მოწმე არა
ტრაგედიის სიკვდილისა, არამედ პათეტიკური საწყისისა და
მძლავრი ვნებების წყალობით, მისი აღორძინებისა; იქნებ მაშინ

576
გაიღვიძოს ჩვენში რაღაცამ, რაც გვაიძულებს მივისწრაფოდეთ
იმისაკენ, რასაც ვთვლით სამართლიანად და წინ აღვუდგეთ
იმას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას სამართლიანო-
ბაზე.
თუ ლირიკული ცნობიერება დამოუკიდებელი ინდივიდუუმი-
სა, რომელიც ადასტურებს საკუთარ უნიკალურობას, ეთანხმება
და ემთხვევა ობიექტისას, მაშინ ასეთი ერთიანობა სუბიექტისა
და ობიექტისა მოკლებულია პათეტიკურ ცნობიერებას. ის აღმო-
ცენდება, როგორც დაძაბულობის შედეგი რეალობასა და პი-
როვნებას შორის, რეალობასა და პიროვნების მიერ წარმოდგე-
ნას რეალობის შესახებ, როგორც დაძაბულობის შედეგი ძალასა
და გონებას, პოლიტიკასა და მორალს შორის. ლირიკული ცნო-
ბიერება არ ასხვავებს იმას, რაც არის და რაც უნდა იყოს. ლირი-
კული ობიექტისათვის არა აქვს მნიშვნელობა, რითია განპირო-
ბებული მისი შემოქმედებითი იმპულსი: რეალობით თუ ფანტა-
ზიით, ნამდვილით თუ გამოგონილით; ილუზია არის მისთვის
ისეთივე რეალობა, როგორც რეალობა – ილუზია. ლირიკულ
ცნობიერებას ნაკლებად აინტერესებს ეს განსხვავებები; ის არ
უპირისპირებს ერთმანეთს და თვითონაც არ ეწინააღმდეგება
მათ. პათეტიკური „მე“ არა მარტო ხედავს განსხვავებებს, არა-
მედ თავის თავს აღიქვამს ამ შეჯახების მონაწილედ; მას ესმის,
რომ ორი შესაძლებლობა, ორი ვარიანტი უპირისპირდება ერ-
თმანეთს, ხოლო „მე“ – ჩათრეულია მათ ურთიერთდაპირისპი-
რებაში. სწორედ დაპირისპირებას მოჰყავს მოძრაობაში. მოძ-
რაობა გამოწვეულია წუხილით, დაუკმაყოფილებლობით, გაღი-
ზიანებით. მისი მიზანია შექმნას ან მიაღწიოს ისეთ მდგომა-
რეობას, რომელიც არის გონივრული, ბუნებრივი და სასიამოვ-

577
ნო, რომელსაც შეესატყვისება სამართალი, სამართლიანობა,
თავისუფლება, ადამიანური ღირსება.
პათეტიკის ზნეობრივი სიდიადე და ამ მისწრაფების მნიშვნე-
ლობა არ ცვლის იმას, რომ საკუთარ მიზანს გამუდმებით და უწ-
ყვეტად შორდება, რომ არც ერთი აკორდი ესოდენ სასურველ
ჰარმონიაში არ არის უკანასკნელი. ხელოვნების ნიმუშის აღქმი-
სას პათეტიკის მოძრაობა ჰგავს ესთეტიკურ გრძნობათა მოძ-
რაობას. ეს გრძნობა მუდმივია, მაგრამ ამაოდ ისწრაფვის ნათ-
ლად და ამომწურავად გაიგოს ქმნილების ღირებულებები სრუ-
ლად, აგრეთვე დატკბეს მისი სტრუქტურითა და ფორმით; ის
ცდილობს მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხელოვნე-
ბის ნიმუშის გაგებით მიღებული კმაყოფილება და მისი აღქმით
გამოწვეული სიხარული გახდება ერთდროულად მაქსიმალური
და მყარი.
პათეტიკა ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ. ის არ კმა-
ყოფილდება დღევანდელი დღით, საზრდოობს სხვა საკვებით,
ვიდრე არის ნექტარი „აქ და დღეს“ – ამაზე მას სავსებით შეუძ-
ლია უარის თქმა. ის მზად არის თვითკონტროლის, დისციპლი-
ნისა და ასკეტიზმისათვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე აიძუ-
ლებს, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, იცის რის-
თვის აკეთებს ამას. ის ვერ ხედავს ვერანაირ სიძნელეს, უბრა-
ლოდ არ შეუძლია დარჩეს გულგრილი. მშვენიერია! წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, საზოგადოება გაჩერდებოდა, მოექცეოდა
ჩიხში, სიმართლე გადაიქცეოდა ძალაუფლების მსახურად, სა-
მართლიანობა – უხეში ძალის იარაღად ან გადაიზრდებოდა
უუფლებობასა და უსამართლობაში. სამართლის გამარჯვება არ
იყო და არც იქნება შესაძლებელი პათეტიკის გარეშე, თუმცა პა-
თეტიკის არსებობა თავისთავად არ განაპირობებს გამარჯვებას.

578
მაგრამ პათეტიკა თვით დამარცხებას – კატასტროფას, უიმედო-
ბას, კრახს – გარდაქმნის უფრო დიდ მოვლენად. ის აძლევს და-
მარცხებას თავგანწირვის ხასიათს, ამაღლებს მას მიზნისკენ სა-
ერთო სწრაფვამდე, აქცევს მოვლენად, ინარჩუნებს რა თავის
აზრს და ასრულებს თავის დანიშნულებას – მოძრაობა მიზნისა-
კენ, რომელიც შეიძლებოდა მიღწეული ყოფილიყო ან შესაძლე-
ბელია როდესმე იქნეს მიღწეული. ვიდრე არ დაგვიკარგავს პა-
თეტიკა, იმედი ჩვენთანაა. შეუძლებელია პათეტიკა საბოლოოდ
დაამარცხო: დამარცხებული იგი კვლავ აღორძინდება. პირადი
და სახალხო პათეტიკა დამარცხებას სერიოზულად, სიამაყით
და ღირსეულად იღებს. ის წარუმატებლობაზე მაღლა დგას. ამ-
გვარად, პათეტიკა ერთდროულად მაღლდება და ამაღლებს
იქაც კი, სადაც უიმისოდ გამეფებული იქნებოდა უუნარობა და
უბადრუკობა.
ახლა, როდესაც გამოვთქვი და განვთავისუფლდი იმ აზრები-
საგან, რომელიც დიდი ხანია მიპყრობდა, ვგრძნობ, უფლება
მაქვს და მოვალეც ვარ დავუბრუნდე ლირიკასა და ლირიკულ
ცნობიერებას.
მაქვს ამის განსაკუთრებული მიზეზი. მე დავიბადე და ყოველ-
თვის ვრჩებოდი ლირიკოსად. სულის ლირიკული მდგომარეობა
ყოველთვის იყო ჩემთვის სიხარულის წყარო, და უმადური ვიქ-
ნებოდი, არ მეღიარებინა ეს. ვგრძნობ აუცილებლობას დავიცვა
და გავამართლო ჩემს თვალში ლირიკული პოეზია, მიუხედავად
იმისა, რომ ჩემს ლექსებში არაერთხელ გაიჟღერა თავისებურმა
პათეტიკამ. სინაზესაც ხომ თავისი პათეტიკა აქვს. ის იყო ჩემს
დარდთან, ჩემს აფორიაქებასთან, ჩემს შიშთან.
მაგრამ მე მინდა გავაკეთო რაღაც უფრო მეტი. მინდა დავსვა
კითხვა ლირიკული ცნობიერების შესახებ. მას შემდეგ, რაც ვა-

579
ღიარე ჩემი პატივისცემა პათოსისადმი, მინდა დავიცვა სიცოც-
ხლისადმი ლირიკული დამოკიდებულება, აღვნიშნო მისი უპი-
რატესობა. ამას ჩემგან მოითხოვს არა მარტო სამართლიანობა,
არამედ აუცილებლობაც. მე ვგულისხმობ საყოველთაოდ ცნო-
ბილ გარემოებას, რომ განმანათლებლობის ეპოქიდან მოყო-
ლებული, დასავლეთის კულტურა ვითარდება რაციონალური
აბსტრაქტული აზროვნების მძლავრი გავლენით, რომელმაც
(ერთსულოვანია ჩვენი ნების ევოლუციისა) საზოგადოება მიიყ-
ვანა სრულიად დაუკმაყოფილებელ მდგომარეობამდე. გვესმის,
რომ აუცილებელია მისი შეცვლა და პრობლემის გადასაწყვე-
ტად ახალი გზის პოვნა, განსაკუთრებით, ნებისყოფის უზარმაზა-
რი დაძაბვის ფონზე და დრამატული კონფლიქტების გამძაფრე-
ბის ტენდენციების დროს, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. ვგრძნობ,
რომ ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან საზოგადოებრივ
ურთიერთობებში იმატა აგრესიულობამ, მიუხედვად იმისა, არის
თუ არა ეს გამოწვეული რაიმენაირი პათეტიკის არსებობით ან
უბრალოდ, დესტრუქციული, და არა აქვს უნარი არანაირი პათე-
ტიკისა. ვეცდები, ყველა ამ პრობლემის გათვალისწინებით ვაჩ-
ვენო, თუ რა უპირატესობა აქვს ლირიკას ამჟამად.
იმ დროს, როდესაც პათეტიკური ცნობიერება იწვის მოუთ-
მენლობით და შეპყრობილია ჟინით, ცდილობს რა გადალახოს
ის, რაც მიაჩნია არადამაკმაყოფილებლად, და ხშირად ამას აკე-
თებს კეთილშობილური განზრახვით, მაგრამ ზედმეტად ცალ-
მხრივი და სწორხაზოვანი თვითდაჯერებულობით, ლირიკული
ცნობიერება თავისუფალია ნებისყოფის დაძაბვისა და მიზანდა-
სახულობისაგან, უშფოთველია, ვერ იტყვი, რომ მომთმენი ან
სულსწრაფია, ის მშვიდად მოიხმარს იმ ფასეულობებს, რომელ-
საც ეყრდნობა ყველაზე ღრმა, ყველაზე არსებითი, ყველაზე

580
მნიშვნელოვანი ბურჯი ადამიანური წონასწორობისა. მისი უნა-
რი იცხოვროს ამ ქვეყანაზე, იცხოვროს ისე, როგორც კი ეს შე-
საძლებელია – ჰელდერლინის სიტყვებით რომ ვთქვათ –
პოეტურად, ლირიულად.
პათეტიკა აღგვაგზნებს, გვღრღნის, მას შეუძლია, როდესაც
ვღელავთ ან ვდარდობთ განუხორციელებელი იდეალების გა-
მო, მიგვიყვანოს მსხვერპლამდე და თვითგანადგურებამდე, ლი-
რიკა კი ნაზად გვიხუტებს გულში. ჩვენ განვიცდით არა სხვადას-
ხვა მიმართულების ძალთა ბრძოლას, არამედ წონასწორობის
სასიამოვნო სიხარულს, რომელიც დევნის ჩვენი თვალთახედვი-
დან და გვათავისუფლებს მათი სიმძიმისაგან. იმის ნაცვლად,
რომ გადავლახოთ გარე სამყაროს საზღვრები, ჩვენ მასთან ერ-
თად მივისწრაფვით ერთიანობისა და იგივეობისკენ.
პათეტიკას ყოველთვის ჰყავს მოწინააღმდეგე: პათეტიკა აგ-
რესიულია. ლირიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ ესა-
ჭიროება მოწინააღმდეგე და, თუ ის ვინმეს მიმართავს თავისი
სიმყუდროვიდან და ესაუბრება მას, ეს სულაც არ არის მოწინა-
აღმდეგე. ადამიანთან დაპირისპირებული, იქნება ეს ბუნება, სა-
ზოგადოება თუ მეორე ადამიანი – გადაიქცევა თითქოს მის ნა-
წილად, ლირიკული მონოლოგის კიდევ ერთ მონაწილედ. იმას,
რაც სხვა პირობებში წინააღმდეგობას გაგვიწევდა ჩვენ, ნებას
ვრთავთ შეგვერწყას, ვინაიდან ჩვენ თვითონაც ვერწყმით მას.
ამგვარად, ჩვენ ვაღწევთ ნამდვილ თვითმყოფადობასა და
მთლიანობას. ასეთი თვითუარყოფით ვაღწევთ უვნებლობას.
პათეტიკა აქტიურია: ის მიისწრაფვის დასახული მიზნისაკენ.
ლირიკული მდგომარეობისას არაფერს ვაღწევთ, უბრალოდ
ვცხოვრობთ მოცემულ გარემოში, ვუძღვნით ჩვენს თავს დღე-
ვანდელობას, არსებულს, მაშინაც კი, როცა ის შეიცავს მოგონე-

581
ბებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს ზნეობრივ გულგრილობას. ჩვენ მი-
ვემართებით ან უფრო სწორად, ვიმყოფებით აზროვნების,
გრძნობათა, სურვილების სხვა სიბრტყეზე. იქ, სადაც ნებისყოფა
უანგაროა. საუბარია არა ნებისყოფის არარსებობაზე, არამედ
შედეგის მისაღწევად მის სრულ დაუინტერესებლობაზე.
მაშინ, როდესაც პათეტიკამ სამოქმედოდ უნდა გამოიყენოს
ძალა, იყოს დინამიკური და ჰქონდეს ძალდატანების უნარი, ლი-
რიკა არ იყენებს ყოველივე ამას. მას არ ესაჭიროება ძალდატა-
ნება, არ სჭირდება აიძულოს საკუთარი თავი მოიპოვოს სიმშვი-
დე. ის მშვიდობას ფართოდ უხსნის გულს და ეს სიყვარულის ნი-
შანია. მას არ აწუხებს გონებისა და ვნებების საზრუნავი. არ
ეჯიბრება დროს, მაგრამ შეუძლია წინ აღუდგეს დროის დინებას
და თავისი შეხედულებებით ძალუძს შეერწყას მას გარკვეული
უძრაობით, სადაც მხოლოდ ერთს აქვს მნიშვნელობა, – თვით
ამ მდგომაროებაში ყოფნას.
ლირიკული ცნობიერება არ ცდილობს ვინმე დაარწმუნოს, ის
უბრალოდ მონაწილეობის მიღებას სთავაზობს იმაში, რასაც ის
გრძნობს და განიცდის, არც მეტი და არც ნაკლები. მას თავისი
აზრიც კი არა აქვს, არ ყოფნის დისტანციის დაცვის უნარი, ბო-
ლოს და ბოლოს, ის ერწყმის ცხოვრებას. აზრის უქონლობა არ
აძლევს კამათის საშუალებას.
მაგრამ შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და დავ-
სვათ კითხვა, შეუძლია თუ არა ლირიკულ ცნობიერებას მოახ-
დინოს გავლენა, ვთქვათ, ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე, პოლიტი-
კაზე. შეიძლება ვიკითხოთ, რა როლს ასრულებს ლირიკული
ცნობიერება მთლიანად კაცობრიობის ცნობიერების რევოლუ-
ციაში, რა გავლენას ახდენს ადამიანის წვდომასა და აღქმაზე
(რომელიც ჩვენთვის აუცილებელია); შეიძლება თუ არა ტრადი-

582
ციული ქცევის ფორმები შევცვალოთ (ვითვალისწინებთ, რომ
ისინი დღევანდელ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან) სხვა ფორ-
მებით. საინტერესოა ლირიკის როლი ცნობიერების ორიენტა-
ციის შეცვლის დროს, როდესაც აბსტრაქტული აზროვნება (das
begriffliche Denken) იცვლება გონებრივი აღქმით (vernünftige
Wahrnehmung, Vერნუნფტ-ჭაჰრნეჰმუნგ) მაშინ, როდესაც ჩვენ
ვართ იმ მდგომარეობაში, რომელიც კ. ფ. ვაიცზეკერმა („Wege
in der Gefahr“)1 დაახასიათა შემდეგნაირად: („Wir haben
unsere Gesellshaft in einer Weise stilisiert, die weder der
Wahrnehmung der Affekte noch der Wahrnehmung der Vერ-
ნუნფტ ენტსპრიცჰტ. დიე ფოლგე ისტ ეინე დესინტეგრატიონ
დერ აფფეკტე უნდ ეინ Vერსტუმმენ დერ Vერნუნფტ“)2 .
ლირიკულ ცნობიერებას – რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს –
შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ცივილიზაციისათვის სა-
ღი აზრის დაბრუნებაში. მაგალითად, ხელი შეუწყოს იმას, რომ
ტექნიკურ პროგრესს მართავდეს გონება, რომელიც ჩაწვდება
ცხოვრებას და ბუნებას არა რაციონალური აბსტრაქციებით, ანუ
ეს გონება არ იქნება რაციონალური და უტილიტარული.
გარდა ამისა, ლირიკული ცნობიერება წარმოადგენს ჩვენი
აგრესიული დინამიკური სულისათვის, თვითდამამკვიდრებელი
ნებისათვის დამამუხრუჭებელ ფაქტორს. აღიარებულია, რომ
დინამიზმი და ნებისყოფა – აბსტრაქციულად მოაზროვნე კულ-
ტურისათვის – წარმოადგენდა ტექნიკური და ეკონომიკური
პროგრესის, საწარმოო რევოლუციების წყაროს. მაშასადამე,
ხელს უწყობდნენ ჩვენს ძლიერებასა და გავლენას მსოფლიოში.
მაგრამ, ამავე სულიერებამ წარმოშვა არცთუ ცოტა პრობლემა
და ნეგატიური გამოვლინება დასავლურ ცივილიზაციაში, რომე-
ლიც ჩვენი დინამიკური და აგრესიული სულის ყოველი ახალი

583
წარმატებისას, სულ უფრო და უფრო იწევდა წინ. ეს არის სული
დამორჩილებისა და დაპყრობის, სული, რომელსაც სწყურია
მართოს როგორც ბუნება, ისე ადამიანები, ხალხები და მთელი
ცივილიზაციებიც, სული, რომელიც აცნობიერებს თავის სურ-
ვილს – ჰქონდეს ძალაუფლება ბუნებასა და ადამიანზე. ეს გონე-
ბის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ჩვენი ნება ოცნებობს იბა-
ტონოს ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლება. მიისწრაფვის სიმდიდ-
რისა და ყველაფრის ფლობისაკენ, იმის მაგივრად, რომ დაპ-
ყრობის გარეშე, უბრალოდ სამყაროთი ხარობდეს. სწორედ
მიუკერძოებელი ნების ლირიკულ მდგომარეობას შეუძლია
გააწონასწოროს, შეაჩეროს და თავიდან ააცილოს ამ წარმოუდ-
გენლად ძლიერ ნებას ისეთი მიზეზები, როგორიცაა აგრესიული
სიხარბე. როგორც ე.ფ. შუმახერი წერდა (წიგნში „ცოტა – მშვე-
ნიერია“): „ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს სიხარბე და შური,
კარგავს უნარს აღიქვას საგნები ისეთად, როგორებიც ისინი
არიან ან აღიქვას ისინი სრულად და მთლიანად. ამ დროს მას
წარმატებაც კი მარცხით მოუბრუნდება. თუ მთელი საზოგა-
დოება დაავადებულია ასეთი მანკიერი თვისებებით, ის შეძლებს
მიაღწიოს წარმოუდგენელ შედეგებს, მაგრამ სულ უფრო ნაკ-
ლები უნარი ექნება გადაწყვიტოს ყოველდღიური არსებობის
ელემენტარული პრობლემები“.
განა (დამატებით ღირებულებათა განახლებისათვის, რის შე-
სახებაც მრავალი მწერალი საუბრობს) არ არის ლირიკული
ცნობიერება საფუძველი ბუნების და გარე სამყაროს ერთიანო-
ბისა, ერთ-ერთი შესაძლო წყარო ადამიანის შინაგანი ცვლილე-
ბებისა და – ამის გამო – ერთ-ერთი საშუალება, აიძულოს იგი
უარი თქვას თვითმარქვიას შეუმდგარ როლზე, რომელმაც თავი
დაიყენა ბუნების გარეთ, ბუნებაზე და მის საწინააღმდეგოდ? შე-

584
უძლია ლირიკულ ცნობიერებას თავი დააღწიოს რწმენას, რომ
ბუნება მინდობილია ადამიანს, მის ძალასა და კომპეტენციას და
რომ უფლება აქვს იბატონოს მასზე, მოექცეს როგორც ნა-
დავლს, გამოიყენოს თავისი გაუმაძღარი მესაკუთრული ინსტინ-
ქტების დასაკმაყოფილებლად? ხომ არ მიდის ლირიკული ცნო-
ბიერება საბოლოოდ ცხოვრებისადმი დამოკიდებულების იმ
ცვლილებისაკენ, რომელზეც საუბრობს ჰაიდეგერი და რომე-
ლიც ცხოვრებას აძლევს უფლებას იყოს ისეთი, როგორიც ის
არის, თვითონ გაამჟღავნოს თავი და ჩვენ წინაშე წარდგეს ისე,
რომ იყოს აღქმული?
შეიძლება არ დავინახოთ ის, რომ ლირიკა დიამეტრალურად
საწინააღმდეგოა ძალისა, ძალაუფლების კულტისა და წარმო-
ადგენს სრულიად ბუნებრივ გამანეიტრალებელს ჩვენი მიდრე-
კილებისა, გადავჭრათ სოციალური პრობლემები ძალისმიერი
მეთოდებით და ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული, პო-
ლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით – ნებისმიერ შემთხვე-
ვაში, ეს არის ნაყოფი არასრულყოფილი გაგებისა „ეin Produkt
unvollstandiger Einsicht“.
ასევე შეიძლება დავუპირისპიროთ ლირიკა საქმიანობისა და
წარმატების კულტს, რომელიც შეპყრობილია იდეით მართოს
და ექსპლოატაცია გაუწიოს ბუნებასა და ადამიანს, მით უმეტეს
რომ, როგორც ყოველთვის, ძალაუფლება თვლის საკუთარ
ეფექტურობასა და ძალოვანი სისტემების სრულყოფილებას მე-
ტად მნიშვნელოვან საქმედ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემე-
ბი, ობიექტური თვალსაზრისით, ნაკლებეფექტურია და თავის
მოვალეობას ასრულებს ადამიანური ღირსების (არა მარტო მა-
ტერიალური, არამედ ზნეობრივი თვალსაზრისით), ადამიანის

585
მიერ შინაგანი ჰარმონიის და სხვა ადამიანებთან ურთიერთო-
ბის დაკარგვის ხარჯზე.
ბევრს კარგად ესმის, რომ ეს მძლავრი მესაკუთრული ინ-
სტინქტი, ეს ჟინი დაპყრობის, ექსპანსიისა და ექსპლოატაციისა,
საჭიროა შეკავდეს და შეიზღუდოს, რათა სოციალურ ცხოვრება-
ში მათ მიერ გამოწვეულმა ზიანმა არ გადააჭარბოს მიღებულ
სარგებლობას. მაგრამ ამის მხედველობაში მიღება არ არის
საკმარისი. იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხ-
დეს (და ეს, რა თქმა უნდა, უარის თქმაა ძალაუფლებისაკენ
სწრაფვასა და საყოველთაო ექსპანსიაზე, რომელიც ზიანს აყე-
ნებს ადამიანს), საჭიროა ცვლილებები ჩვენს ცნობიერებაში,
ჩვენს სულში, რაც მშვენივრად იყო ოდესღაც აღნიშნული: „გო-
ნებისა და გულის რევოლუცია“.
არ მინდა გადავაქციო პოეზია და მით უმეტეს პოეტები პოლი-
ტიკურ ძალად ან პოლიტიკურ იარაღად, წავართვათ პოეზიას
(და საერთოდ ხელოვნებას) მისი განსაკუთრებული, განუ-
მეორებელი, ნამდვილი სახე, ისევე, როგორც არ მინდა დავუქ-
ვემდებარო მისთვის უცხო ინტერესებს, მიუხედავად ამისა, მეს-
მის (და ვბედავ, განვაცხადო საქვეყნოდ), რომ ლირიკული ცნო-
ბიერება სცილდება ლირიკისა და პოეზიის ფარგლებს და ასევე
ხელოვნებას, როგორც ასეთს. ამით მას ეძლევა საშუალება ახ-
ლებურად გამოამჟღავნოს თავი და დაამჩნიოს თავისი კვალი
საზოგადოებრივ მოწყობას, ხელი შეუწყოს ცნობიერების რადი-
კალურ გარდაქმნას, უფრო სწორად პროცესს, რომელშიც ძა-
ლიან ბევრი იღებს მონაწილეობას: უმეტესობა – ხელოვნების
წარმომადგენლები, მცირე რაოდენობით კი ისინი, ვინც თავს
მისცა უფლება პოლიტიკური თამაშებით ყოფილიყვნენ გატაცე-
ბული. ეს ლირიკულ ცნობიერებას აძლევს საშუალებას შეასრუ-

586
ლოს ფუნქცია, რომელიც უახლოვდება მისტიკურ მედიტაციას,
რომელიც, სხვათა შორის, ყოველთვის ახლოს იყო ლირიკას-
თან, მაგრამ მასთან შედარებით არის მხოლოდ საშუალება და
იარაღი. ეს აძლევს უფლებას ჩაუნერგოს ადამიანებს იმის მის-
წრაფება, რომ „der Willen werden zu lassen und das Licht zu
sehen, das sich erst dei still gewordenem Willen zeight.“1
rogorc mistikuri meditacia is iqneboda „eine Schule der
Wahrnehmung, des Kommenlassens der Wirklichkeit“2 (კ.ფ.
ვაიცზეკერი).
ყველა კულტურას არ შეუძლია ამ ამოცანის შესრულება. გან-
საკუთრებით იმ კულტურას შეუძლია, რომელიც ნერგავს და
სრულყოფს იმას, რაც წარსულიდან მივიღეთ. ჩვენს წინაშე ხომ
ისევ ის ტრადიციული კულტურაა ნებისა და გონების. ვთქვათ,
დავივიწყეთ, რომ კულტურა შეიძლება იყოს არა მარტო შეუწ-
ყნარებელი (მიუხედავად გაბატონებული აზრისა, რომ შემწყნა-
რებლობა კულტურის კატეგორიაა), არამედ ასევე დამთრგუნვე-
ლი, თვითდაჯერებული, მესიანური, რომ მას არ შეუძლია აღიქ-
ვას და გაიგოს უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, მეორე
მხრივ კი, თავს მოგვახვიოს ბევრი რამ, სრულიად მოკლებული
ღირებულებას, შეუძლებელია არ შევამჩნიოთ, რომ ტრადი-
ციული კულტურული ღირებულებების საფუძველი მთლიანად
მორყეულია.
დღეს ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ის კულტუ-
რა, რომელიც სათავეს იღებს არსებითად შეცვლილი ცნობიერე-
ბიდან, სხვა მდგომარეობაში მყოფი სულიერებიდან. სწორედ აქ
ვხედავ მე უზარმაზარ შესაძლებლობასა და ამოცანას პოეზიისა,
პოეტების ლირიკული ცნობიერებისათვის, რომელიც ხასიათდე-
ბა მშვიდობასთან, გულშემატკივრობასთან, თანაგრძნობასა და

587
უანგარო ნებასთან შერწყმით; და, თუმცა ისეთი ირაციონალური
ელემენტი, როგორიც სიყვარულია, შეასრულებს მნიშვნელოვან
როლს ამ კულტურისათვის, ის სრულებით არ იქნება ნაკლებად
ბრძნული, ვიდრე თანამედროვე კულტურა.
უფრო მეტიც, მე მინდა განვაცხადო, რომ მხოლოდ ამ შემ-
თხვევაში გახდება ის ბედნიერი კულტურა, როგორიც უნდა იყოს
კიდეც.
და კიდევ ერთი კითხვა დამებადა, მას შემდეგ, რაც ეს სიტყვა
წარმოვთქვი – კითხვა წმინდად რიტორიკულია: ხომ არ იღებს
პათეტიკა თავის ძალებს საგნების ასეთი ბედნიერი ხედვიდან და
მათი ბრძნული თანაარსებობიდან, რომელიც არსებობს ურთი-
ერთსიმპათიის საფუძველზე? კ. ფ. ვაიცზეკერის თქმით, მსგავ-
სად „სიყვარულის, როგორც წინასწარმეტყველური მდგომა-
რეობა სულის, რომელიც არ ცნობს არსებობისათვის ბრძო-
ლას?“ ხომ არ არის პათეტიკა იმის მცდელობა, რომ გაექცე სა-
კუთარ აჩრდილს და დაბრუნდე არკადიაში, სადაც გონივრული,
სამართლიანი და ბუნებრივი ჭეშმარიტად შეესატყვისებიან? ხომ
არ არის პათეტიკა იდილიაში დაბრუნების მცდელობა – ან
მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ არ განვიცდით სხვის გავლენას,
სადაც კონფლიქტი მათ შორის რაც არის და რაც უნდა იყოს,
ამოწურულია, რომელშიც გონიერებასა და ძალაუფლებას, მო-
რალსა და პოლიტიკას შეუძლიათ შეთანხმება? დაბოლოს, ხომ
არ არის დაკარგული სამოთხე პათეტიკის მიერ მოპოვებული
ლირიკის სამყარო? ხომ არ არის ლირიკა ერთ-ერთი მთავარი
შემქმნელი და ამ სამოთხის ხედვის განმმარტებელი?
როდესაც ამ სიტყვას ვწერდი, გავიფიქრე, ბევრად უკეთესია
იყო პოეტი მრწამსით, საკუთარი არჩევანით, ვიდრე პოეტი მო-
წოდებით.

588
კლოდ სიმონი

თხრობის ავანტიურა

1985
გრძნობები, რომელთაც განიცდის ლაურეატი, შვედეთის აკა-
დემიის მიერ გამორჩეული, საუცხოოდ გამოხატა ერთ-ერთმა
ჩემმა „ნობელურმა თანამოძმემ“, როგორც დოქტორი ანდრეი
ლვოვი გვიწოდებს ჩვენ ჩემს სახელზე თავაზიანად გამოგზავ-
ნილ წერილში. „თუ მეცნიერული მუშაობა თამაშია მხოლოდ, –
წერდა იგი თავის სამადლობელ სიტყვაში, – მაშინ არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს, თეორიულად მაინც, ვინ იგებს და ვინ
აგებს, მაგრამ მეცნიერები (და მწერლები – დავუმატებდი მე)
ბავშვებს გვაგონებენ ხშირად: მათ, როგორც ბავშვებს, მხო-
ლოდ მოგება სურთ და, როგორც ბავშვებს, უყვართ, რომ აქე-
ბენ. გულის სიღრმეში, – განაგრძობს ანდრეი ლვოვი, – ყველა
მეცნიერს (და ყველა მწერალს, – ისევ დავუმატებდი მე) აღიარე-
ბა სურს“.
გაანალიზება რომ მეცადა, რისგან შედგება ეს მრავალმხრივ
ბავშვური კმაყოფილება, ვიტყოდი, რომ აქ ურევია სიამაყე
იმით, რომ ყურადღების ღირსი არა მარტო ჩემი პიროვნება გახ-
და, არამედ ქვეყანაც, რომელსაც საბედნიეროდ თუ საუბედუ-
როდ საკუთარ სამშობლოს ვეძახი, და სადაც, მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, არსებობს მტკიცე პროტესტი, არსებობს მასხრად აგ-
დებული, დისკრედიტირებული, ზოგჯერ პირმოთნედ დევნილი,
მაგრამ უეჭველი სიცოცხლე სულისა, რომელსაც მხოლოდ ერ-

589
თი მიზანი და ერთი მიზეზი აქვს – საკუთარი არსებობა, და რო-
მელიც ამ ქვეყნიდან ქმნის ადგილს, სადაც, მიუხედავად ინერ-
ციისა, თვით ხელისუფალთა მტრობისაც კი, მაინც გადარჩა
გარკვეული სულიერი ფასეულობები, ესოდენ პატივაყრილი ამ-
ჟამად.
შვედეთის აკადემიის წევრებისადმი მიმართვისას ვისურვებ-
დი გაეგოთ ჩემთვის: როცა ვამბობ, რამდენადაც ვარ აღელვებუ-
ლი მათი არჩევანითა და მადლიერი მისთვის, – ეს უბრალი
ტრადიციული რიტუალი ან ჩვეულებრივი თავაზიანობის ხარკი
არ არის.
მგონია, შემთხვევითი სრულიადაც არ უნდა იყოს, რომ ეს და-
წესებულება მდებარეობს და ფუნქციონირებს შვედეთში, უფრო
ზუსტად სტოკჰოლმში, ანუ თითქმის გეოგრაფიულ ცენტრში ან,
თუ გნებავთ, სკანდინავიის მკვიდრი ოთხი ერის გადაკვეთაზე,
სკანდინავიისა, რომელიც მოსახლეობით არცთუ დიდია, მაგრამ
თავისი კულტურით, ტრადიციებით, მორალითა და კანონებით –
იმდენად დიადი, თითქოს ჩვენი საცხოვრებლის,– რკინისა და
ძალადობის სამყაროს – საზღვრად პრივილიგირებული და სა-
ნიმუშო კუნძული მდებარეობდეს.
არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩემი უკანასკნელი წიგნის „გე-
ორგიკების“ პირველი თარგმანები ნორვეგიულ, შვედურ და და-
ნიურ ენებზე თარგმანი იყო, და მით უმეტეს არაა შემთხვევითი,
რომ ტყეებსა და ტბებს შორის ჩაკარგული პატარა სოფლის წიგ-
ნის მაღაზიის თაროზე შარშან ზამთარს შეიძლებოდა სხვა თარ-
გმანი გენახათ, ამჯერად ფინურ ენაზე (თუ მხოლოდ ერთზე ვი-
ლაპარაკებთ ორ გიგანტურ მონსტრთაგან, თავისი სიმძიმით
რომ გაგვსრისეს), ამავე დროს, ნობელის კომიტეტის გადაწყვე-
ტილების შესახებ განცხადების შემდეგ, გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმ-

590
სი“ ამაოდ ეკითხებოდა ამერიკელ კრიტიკოსებს, ჩემი თანამე-
მამულენი გამალებით გავარდნენ პრაქტიკულად უცნობი ავტო-
რის შესახებ თუნდაც რაიმე ცნობების საძებნელად, პრესა კი,
ჩემი წიგნების კრიტიკული ანალიზის უქონლობის გამო, ჩემს
ცხოვრებასა და სამწერლო მოღვაწეობაზე ვრცელი მონაჩმახის
გამოქვეყნებას შეუდგა.
რა თქმა უნდა, იმდენად თავდაჯერებული და გულუბრყვილო
არა ვარ, არ მესმოდეს, ხელოვნებასა და ლიტერატურაში ნების-
მიერი არჩევანი რომ სადავოა და გარკვეულწილად სუბიექტუ-
რი, და დარწმუნებული ვარ – ყველგან, მათ შორის საფრანგეთ-
ში, არაერთი მწერალი მოიძებნება, ამ პრემიის ღირსი ჩემზე
არანაკლებ იყოს, იქნებ, მეტადაც. მათ მიმართ გულწრფელი პა-
ტივისცემითა ვარ გამსჭვალული.
თუკი მე გავიხსენე ყველა ეს, ზოგჯერ საკმაოდ სკანდალური,
აბდაუბდა, ოფიციალურ პრესაში რომ პოვა ასახვა (ხანდახან უბ-
რალოდ საშინელი: ასე, ერთმა მსხვილმა ფრანგულმა ყოველ-
კვირეულმა მიზნად დაისახა გაერკვია – საბჭოთა სუკ-ი ხომ არ
ხრწნის შვედურ აკადემიას), სრულიადაც არ ვისურვებდი, შექ-
მნილიყო შთაბეჭდილება, რომ ჩემი მხრიდან ეს უკბილო დაცინ-
ვაა ან იაფი წარმატებისკენ სწრაფვა; მაგრამ მთელმა ამ აღშფო-
თებამ და გულისწყრომამ საოცრად ნათელყო, რომ ლიტერატუ-
რისა და ხელოვნების დარგში კონსერვატული ძალები უპირის-
პირდებიან სხვა ძალებს, რომლებსაც მე „პროგრესულთ“ ვერ
ვუწოდებ აქ (ხელოვნების დარგში ეს სიტყვა სავსებით უაზროა),
მაგრამ ასე ვთქვათ: უპირისპირდებიან ნებისმიერ ცვლილებას,
სულ უფრო და უფრო ავლენენ განხეთქილებას ცოცხალ ხე-
ლოვნებასა და საზოგადოებას შორის, რომელიც გონებრივი

591
აპათიის მდგომარეობაშია და ყველაზე უფრო ქვეყნად ნებისმი-
ერ ცვლილებებს უფრთხის.
თავი გავანებოთ ყველა იმ იარლიყს, „რთულ“, „მოსაწყენ“,
„ძნელსაკითხავ“, „გაუგებარ“ ავტორად რომ წარმომადგენენ და
უბრალოდ გავიხსენოთ, რომ მსგავს საყვედურებს ნებისმიერი
მხატვარი იღებდა, თუკი რამდენამდე არღვევდა ჩვეულ ნორმებ-
სა და დადგენილ წესრიგს და გავიხაროთ, რადგან იმათი შვი-
ლიშვილები, ვინც იმპერატორთა სურათებში, უფორმო ნათხაპ-
ნის გარდა, ვერაფერს ხედავდა (ჩვენს შემთხვევაში – „ძნელსა-
კითხავი“), დღეს უსასრულოდ რიგებს ადგენენ სწორედ ამ
თხუპნიათა ნამუშევრების გამოფენაზე.
იმ გადაკრულ სიტყვებსაც ვანებოთ თავი, თითქოს აკადე-
მიაში პოლიტიკანები იყვნენ მოკალათებულნი და თავის ნებას
გვახვევდნენ. თუმცა საკმაოდ საინტერესოა შევნიშნოთ, რომ
გარკვეული წრეებისათვის საბჭოთა კავშირი დღემდე რჩება
სიმბოლოდ მრისხანე მადესტაბილიზებელი ძალებისა, რომელ-
თა თანამოსანგრედაც სიხარულით ვიგულვებდი თავს მე, უბრა-
ლო მწერალი, რადგან ეგრეთ წოდებული, „წმინდა ხელოვნე-
ბის“ ეგოიზმი და ამაოება იმდენად მკაცრად დაგმეს ყველგან,
რომ ჩემთვის ჭეშმარიტად დიდი ჯილდოა ჩემი წიგნების ხილვა
რევოლუციური და მადესტაბილიზებელი ქმედების ზოგიერთი
იარაღის გვერდით.
რასაც განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მივიჩნევ – და
რაზეც, ჩემი აზრით, ღირს შეჩერება, – ესაა ჩემი შემოქმედების
წინააღმდეგ გამოთქმული აზრები, რომლებიც თავისი ხასიათი-
თაც და ენითაც სრულიადაც არ ავლენენ გაუგებრობებს გარ-
კვეული ტრადიციის მომხრეებსა და იმას შორის, რასაც მე ცოც-
ხალ ლიტერატურას ვეძახი; ისინი, ეს აზრები, ავლენენ სიტუაცი-

592
ის ჭეშმარიტ მოტრიალებას (თუ გნებავთ, გადატრიალებას),
რადგანაც ნებისმიერი ტერმინი, დამამცირებელი აზრით ნახმა-
რი, სავსებით მართებული ჩანს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ
კრიტიკოსების ზრახვათა წინააღმდეგ, მე მათ პოზიტიური აზ-
რით აღვიქვამ.
მე კიდევ დავუბრუნდები საყვედურს, რომ ჩემს რომანებს
„არც თავი აქვთ, არც ბოლო“, ეს გარკვეული აზრით ასეცაა, მა-
ნამდე კი მინდა შევჩერდე დამამცირებელი აზრით ნახმარსა და
ბუნებრივად ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, გარდუვალად გაერ-
თიანებულ ორ ზედსართავზე; ისინი მაშინვე გვიჩვენებენ, სა-
კუთრივ რა არის პრობლემა: ეს ზედსართავები ჩემს ნაწარ-
მოებებს განსაზღვრავენ როგორც „გულმოდგინე“ და, მაშასადა-
მე, „ხელოვნური“ მუშაობის შედეგს.
უკანასკნელ ზედსართავს ლექსიკონი შემდეგ განსაზღვრებას
აძლევს: „ხელოვნურად ნაკეთები“ ამ კიდევ: „ის, რაც ადამიანუ-
რი საქმიანობის შედეგია და არა ბუნებისა“, – განსაზღვრა იმდე-
ნად ზუსტია, რომ მას შეიძლება დასჯერდე კიდეც, თუ დამატები-
თი მნიშვნელობანი არა, რომელთაც ჩვეულებრივ დამამცირე-
ბელი აზრი აქვთ, რაც მათი ფრიად ყურადსაღები შესწავლისას
გამოირკვა. მართლაც, როგორც ლექსიკონშია ნათქვამი, თუ
„ხელოვნური“ აგრეთვე „არაბუნებრივს, გამოგონილს, ყალბს,
მცდარს, ნაკეთებს, რიოშს“ ნიშნავს, მაშინ თავში უეცრად მო-
დის აზრი, რომ ხელოვნება – გამონაგონია – ასევე არის რაღაც
ყალბი და ნაკეთები (სიტყვა, რომელიც თავის უფლებებში უნდა
აღდგეს); გარდა ამისა, ხელოვნება, – ეს მიბაძვაა (და, მაშასა-
დამე, უთუოდ მაცდუნებელი). მიუხედავად ამისა, აუცილებელია
დაზუსტდეს ამ მიბაძვის ბუნება, რადგან ხელოვნება, კაცმა რომ
თქვას, თვითმიბაძვის აქტიდან იშვება: მსგავსად იმისა, რო-

593
გორც მხატვრად ხდის არა ბუნების ასახვის სურვილი, არამედ
მუზეუმთა ხიბლი, ასევე წერის სურვილი, დაწერილი სიტყვის
მიმზიდველობით ნაშობი, ხდის მწერლად. ბუნებას რაც შეეხება,
იგი, როგორც გონებამახვილურად შენიშნა ოსკარ უაილდმა,
მხოლოდღა „ბაძავს ხელოვნებას“.
მრავალი საუკუნის მანძილზე – რენესანსამდე, რენესანსის
დროს და შემდეგ – სწორედ ხელოვნების ენაზე ლაპარაკობენ
მხატვრები და მუსიკოსები (ამასთანავე, ზოგიერთ მათგანს ისე
ექცეოდნენ როგორ მსახურთ), რომლებიც ბრძანებით ქმნიდნენ
და ყველა საფუძველი ჰქონდათ ეთქვათ (მახსენდება იოჰან სე-
ბასტიან ბახი, ნიკოლა ჰუსები...), რომ მათი ნაწარმოებები გულ-
მოდგინედ და კეთილსინდისიერადაა გაკეთებული. რატომაა
ზოგიერთი კრიტიკოსის თვალში შრომისმოყვარეობის ცნება იმ-
დენად დისკრიდიტირებული, რომ მწერალზე თქმა, თითქოს მის
ნაწარმოებებში რუდუნებითი მუშაობა ჩანს, ლამის უკიდურეს
დაცინვად ჩანს? იქნებ, ღირდეს კიდეც მოცემულ პრობლემაზე
გაჩერება – ეს მერწმუნეთ, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე უჟ-
მური გუნების ახირება.
„რაიმე საგნისა თუ საქონლის ღირებულება, – წერდა მარქსი
„კაპიტალის“ პირველ თავში, – არის მხოლოდ და მხოლოდ მა-
ტერიალიზებული ადამიანური შრომა“. ამრიგად, შრომა არის
ნებისმიერი ღირებულების ათვლის წერტილი. არც ფილოსოფო-
სი ვარ და არც სოციოლოგი, მაგრამ მინდოდა თქვენი ყურადღე-
ბა მიმექცია იმაზე, რომ XIX საუკუნეში მექანიზაციის განვითა-
რებასა და მკაცრ ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, ერთი
მხრივ, შეინიშნება მზარდი არაკეთილსინდისიერება, მეორე
მხრივ კი, – თვით მუშაობის ცნების გაუფასურება: მწერალი
უარყოფს საკუთარი ძალისხმევის მნიშვნელობას ეგრეთ წოდე-

594
ბული „შთაგონების“ სასარგებლოდ, რომელიც მას ჩვეულებრივ
შუამავლად, რაღაც ზებუნებრივ ძალთა მაუწყებლად აქცევს. და
აი, ყოფილი დაქირავებული მსახური ან გულმოდგინე ხელოსა-
ნი აღმოაჩენს, რომ იგი, როგორც პიროვნება, მეტად აღარ არის
საჭირო, უკეთეს შემთხვევაში იგი ასლის გადამღები ხდება, ვი-
ღაცის მიერ უკვე დაწერილი წიგნის ეტიკი, იდუმალი „არაყო-
ფიერებიდან“ ნაკარნახევი უსტარის ჩვეულ ენაზე გამშიფრავი
მანქანა.
სტრატეგია, ერთდროულად ელიტარული და ნიჰილისტური,
ცხადია აქ: მწერალი, მთვრალი პითონის ამ ორაკულის როლში
აღიარებული, რადგან თავისთავად სრულიადაც არაფერს არ
წარმოადგენს, მაინც მიეკუთვნება რჩეულთა რაღაც კასტას, რო-
მელშიც იღებენ არა შრომის ან დამსახურების მიხედვით. სწო-
რედ პირიქით: შრომა, როგორც ოდესღაც არისტოკრატთა წრე-
ში, აქ რაღაც სამარცხვინოდ და დამამცირებლად ითვლება. ნა-
წარმოებზე მსჯელობისას სახმარ მცნებად ირკვევა, და ეს სავსე-
ბით ბუნებრივია, რელიგიური ტერმინი „მადლი“, მადლს კი, მო-
გეხსენებათ, ვერც სათნოებით დაიმსახურებ, ვერ ასკეზით.
მწერალს, პრივილეგიურ მფლობელსა და მცველს ცოდნის ამ
მადლისა („რა გაქვთ სათქმელი?“ – ხშირად კითხულობდა სარ-
ტრი, – ან სხვა სიტყვებით: „რა ცოდნას ფლობთ?“), რომელზეც
მოკვდავთა უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი, ესმის, რომ მი-
სი მისია მათი დამოძღვრაა, და რომანი სავსებით ბუნებრივად
ირგებს რელიგიური ჭკუის სწავლების, ანუ იგავის, არაკის ენას.
თუ მწერლის პიროვნება ნადგურდება (მან „ადგილი უნდა და-
უთმოს“ თავის პერსონაჟებს), მაშინ მისი შრომაც კი ნადგურდე-
ბა და შრომის შედეგიც, ყველაფერი, რაც დაწერილი აქვს.

595
„საუკეთესოა სტილი, რომელიც შეუმჩნეველია“, – ვი-
მეორებთ ცნობილ ფორმულირებას, რომლის თანახმადაც რო-
მანი მხოლოდ და მხოლოდ „სარკეა, რომელიც გზაზე მიაქვთ“:
სწორი, გლუვი ზედაპირი, უსწორმასწორობისა და ხორკლიანო-
ბის გარეშე, გაპრიალებული ლითონის თხელ ფირფიტაზე გულ-
გრილად და ობიექტურად ენაცვლება ერთმანეთს სახეები, სხვა
სიტყვებით, „სამყარო, რომელსაც მე არ ვჭირდები“, – როგორც
ირონიულად განსაზღვრა „რეალიზმი“ ბოდლერმა.
„კლოდ სიმონისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით ხომ არ
უნდოდა აკადემიას დაედასტურებინა მოარული ხმა რომანის სა-
ბოლოოდ სიკვდილის შესახებ? – კითხულობდა კრიტიკოსები-
დან ერთი. ეტყობა, მან თვითონაც ვერ გაიგო, რომ სიტყვაში
„რომანი“ თუ XIX ს-ში ფრიად გავრცელებულ ლიტერატურულ
მოდელს გულისხმობს, მაშინ ეს რომანი მართლაც მოკვდა,
თუმცა რომელიმე ვაგზლისპირა ჯიხურებში იყიდება და კვლა-
ვაც დიდხანს გაიყიდება ბედნიერი ან, პირიქით, ცუდი ბოლოს
მქონე ათასობით სასიამოვნო ან შიშისმომგვრელი ავანტურუ-
ლი მოთხრობა, რომელშიც, მათი სახელწოდებების მიხედვით,
საქვეყნოდ იხსნება ისეთი ჭეშმარიტებები, როგორიცაა „ხვედრი
კაცისა“ , „იმედი“ და „თავისუფალი გზები“...
გაცილებით საინტერესოდ მეჩვენება შევნიშნო, რომ, როცა
XX ს-ის დასაწყისში ორმა გენიოსმა – პრუსტმა და ჯოისმა – ახა-
ლი გზები გახსნეს, ამით მდორე ევოლუციას მისცეს სანქცია,
რომლის შედეგადაც ეგრეთ წოდებულმა რეალისტურმა რომან-
მა თავი მოიკლა.
„მე ვცდილობდი, – წერდა მარსელ პრუსტი, – სილამაზე მე-
პოვნა იქ, სადაც მისი არსებობა არც წარმომედგინა ადრე: ყვე-
ლაზე ჩვეულებრივ საგნებში, ნატურმორტთა სიღრმისეულ სი-

596
ცოცხლეში“. რუსი მწერალი ტინიანოვი კი, 1927 წელს სა-
თაურით „ლიტერატურული ევოლუციის შესახებ“ გამოქვეყნე-
ბულ სტატიაში წერდა: „უხეშად რომ ვთქვათ, ძველ რომანებში
ბუნების აღწერით ჩვენ, გარკვეულ ლიტერატურულ სისტემაში
მყოფთ, გული გაგვიწევს დავიყვანოთ დამხმარე როლზე, შეკავ-
შირების ამ დამუხრუჭების როლზე (და ამრიგად, გამოგვეტოვე-
ბინა თითქმის), სხვა ლიტერატურულ სისტემაში მყოფნი, ჩვენ
მთავარ, დომინირებულ ელემენტად ჩავთვლიდით მათ, რადგა-
ნაც შესაძლებელია ისეთი მდგომარეობა, რომ ფაბულა მხო-
ლოდ დასაბუთება (მოტივირება), საბაბი იყოს „სტატიკურ აღწე-
რათა“ გასაშლელად“.
ეს ტექსტი, რომელიც, გარკვეული აზრით, წინასწარმეტყვე-
ლური აღმოჩნდა, მგონი, ზოგიერთ განმარტებას თხოულობს.
უპირველეს ყოვლისა, შევნიშნოთ, რომ პირველი მნიშვნელობა
სიტყვისა „ფაბულა“ (იგავი) ლექსიკონის მიხედვით ასეთია:
„მოკლე ამბავი, რომლიდანაც გამომდინარეობს მორალი“. და
იქვე ჩნდება საწინააღმდეგო აზრი: სინამდვილეში იგავი პირდა-
პირ საწინააღმდეგო სქემით იქმნება, ფაბულა გამომდინარეობს
მორალიდან და არა პირიქით, ავტორს ჯერ მორალი მოჰყავს
(„საუკეთესო სიმართლე ძლიერის სიმართლეა“ ან „პირფერი
იმის წყალობით ცხოვრობს, ვინც მას უსმენს“) და მხოლოდ შემ-
დეგ – ამბავი, რომელიც ასურათებს მტკიცებას, დარიგებას თუ
თეზისს და რომლის საშუალებითაც ავტორი ცდილობს ზედმი-
წევნით მკაფიო გახადოს ისინი.
საფრანგეთში ეს ტრადიცია შუასაუკუნეობრივი ფაბლიოს,
იგავის, XVII ს-ის ხასიათთა კომედიისა და XVIII ს-ის ფილოსო-
ფიური ზღაპრის გავლით მივიდა თითქოსდა რეალისტურ რომა-
ნამდე, რომელიც ქადაგებს სათნოებას „თქვენ და კიდევ ზოგი-

597
ერთი სული, ისევე მშვენიერი როგორც თქვენი, – წერდა ბალზა-
კი, – გაიგებს ჩემს აზრს, თუ „ცეზარ ბიროტოს“ კვალდაკვალ
წაიკითხავს „ნუსინგენის სახლს“. ხომ არაა მოცემული ამ დაპი-
რისპირებაში მთელი სოციალური სწავლება?
ბალზაკის რომანი, გაბედულ-ნოვატორული თავის დროს
(რასაც ივიწყებენ გვიანდელი ეპიგონები და საუკუნე-ნახევრის
შემდეგ მას აღიქვამენ როგორც სანიმუშოს) საზრდოობდა აღ-
მაფრენითა და მხატვრული გაზვიადებით, რომლებიც ჩანაფიქ-
რზე გაცილებით მნიშვნელოვანს ხდიდა მას, მომავალში გადაგ-
ვარდა და შვა ქმნილებები, რომლებშიც, გარდა ცარიელი დი-
დაქტიკისა, არაფერი დარჩა.

ამ თვალსაზრისით ყოველგვარი აღწერა არა მარტო ზედმეტი


ჩანს, არამედ, როგორც ტინიანოვი უსვამს ხაზს, აბეზარი, რად-
განაც იგი პარაზიტობს მოქმედებაზე, ანელებს მის სვლას და
აყოვნებს იმ მომენტს, როცა მკითხველი, ბოლოს და ბოლოს,
ჩასწვდება ისტორიის არსს. „როცა რომანის კითხვისას რომე-
ლიმე აღწერამდე მივდივარ, უბრალოდ ვფურცლავ გვერდს, –
ამბობს ანრი დე მონტერლანი, ანდრე ბრეტონი კი (ყოველ-
მხრივ საპირისპირო მონტერლანისა) „სიურეალიზმის მეორე
მანიფესტში“ აცხადებს, რომ რასკოლნიკოვის ოჯახის აღწერი-
სას მოწყენილობა კლავდა, და აღშფოთებით წამოიძახებს: „რა
უფლებით გვჩრის ავტორი თავის ღია ბარათებს ჩვენ!“
ტრადიციულ რომანში (ფრანგული მაინც) სოციალური და
ფსიქოლოგიური ტიპები გამარტივებულია კარიკატურამდე.
„გარპაგონი ძუნწია მხოლოდ, – წერს სტრინდბერგი „მად-
მუაზელ იულიას“ წინასიტყვაობაში. – იგი შეიძლება თან მუნი-
ციპალიტეტის შესანიშნავი წევრი იყოს ან ოჯახის ჩინებული მა-

598
მა ან კიდევ ვიღაც, მაგრამ არა – მხოლოდ ძუნწი“! ტრადი-
ციული რომანის პერსონაჟები ჩაბმული არიან ჯაჭვური რეაქცი-
ის ყაიდაზე მოწყობილი, თითქოსდა ურყევი მიზეზ შედეგობრივი
კანონებით მართული თავგადასავლების რიგში, რომელიც თან-
დათან მიდის კვანძის გახსნამდე, ეგრეთ წოდებულ „რომანის
ლოგიკურ დასასრულემდე“, რომელიც გვიჩვენებს ავტორი-
სეული ჩანაფიქრის საფუძვლიანობას და აუწყებს მკითხველს,
სახელდობრ, რა უნდა იფიქროს მან მამაკაცებსა და ქალებზე,
საზოგადოებასა და ისტორიაზე...
გულის დამამძიმებელია ის, რომ ეგრეთ წოდებული განსაზ-
ღვრული და განმსაზღვრელი მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ
იმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ვინც მათზე გიამბობთ. მი-
სი ახირებით ერთი პერსონაჟი ხვდება მეორეს (ან შორდება
მას). უყვარს იგი (ან სძულს), კვდება (ან ცოცხალი რჩება). და ეს
მოვლენები, თუნდაც სავსებით შესაძლებელნი, შეიძლებოდა
სულაც არ მომხდარიყო. როგორც კონრადი წერს თავისი რომა-
ნის „ზანგი „ნარცისიდან“ წინასიტყვაობაში, ავტორი თხოვნით
მიმართავს ჩვენს უსაფუძვლობას, რაც შეეხება ხასიათების
„ლოგიკას“ ან სიტუაციების „ლოგიკას“, მათზე „უსასრულოდ შე-
იძლება კამათი. მაგალითად, ანრი მარტინო, სტენდალის გამო-
ჩენილი მკვლევარი, გვარწმუნებს, რომ რომანის „წითელი და
შავი“ დასაწყისიდანვე ჟულიენ სორელი განწირულია ესროლოს
მადამ დე რენალს, მაშინ, როცა ემილ ფოტე, პირიქით, ამგვარ
ფინალს დაუშვებლად და ყალბად მიიჩნევს.
ამაში ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი პარადოქსისა, რომ
რეალისტური რომანი დაბადებიდანვე თვითგანადგურებისთვის
იღვწოდა? მართლაც, ყველაფერი ისე ხდება, თითქოსდა ავტო-
რები, რომელთაც შეგნებული აქვთ თავიანთი დიდაქტიკური

599
ეპისტოლეების საუწყებლად მომარჯვებული ხერხის სისუსტე,
ბუნდოვნად გრძნობენ თავიანთი ამბებისათვის მეტი დამაჯერებ-
ლობის, მეტი მატერიალურობის მინიჭების აუცილებლობას.
ისეთ რომანებსა თუ ფილოსოფიურ ზღაპრებში, როგორიცაა
„კლევის პრინცესა“, „კანდიდი“, „სახიფათო კავშირები“ ანდა
სულაც „ახალი ელიოზა“, რუსოს, ბუნების ბრწყინვალე მცოდ-
ნის, დაწერილი, აღწერა არაარსებითია და მხოლოდღა გადაღე-
ჭილი შტამპების სახით იჩენს თავს: ყველა სიმპათიური ქალი
„ვარდსა და შროშანს“ გვაგონებს, „საროს ტანი“ აქვს, დედაბრე-
ბი „უშნონი“ არიან, ჩრდილი აუცილებლად „გრილია“, უდაბნო
– „საშინელი“ და ასე შემდეგ. ბალზაკთან (იქნებ, სწორედ ესაა
მისი გენია) ჩნდება მოქმედების ადგილებისა და პერსონაჟების
გრძელი და საგულდაგულო აღწერები, დროთა ვითარებაში ეს
აღწერები არა მარტო უფრო მრავალრიცხოვანი ხდება, და არა
მაინცდამაინც თხრობის დასაწყისში ან პერსონაჟთა პირველი
გამოჩენისას, ისინი ნაწილდებიან, ერევიან მოქმედებაში და,
ბოლოს და ბოლოს, ერთგვარ ტროას ცხენად ქცეულნი, მათ-
თვის სიცოცხლის მიმნიჭებელ ფაბულას შორს აძევებენ. თუ
ჟიულიენ სორელის ტრაგიკული აღსასრული ეშაფოტზე, ემა ბო-
ვარის სიკვდილი დარიშხანით მოწამვლით, ან ანა კარენინას,
მატარებელს რომ ჩაუვარდა, შეიძლება ჯერ კიდევ მათი ცხოვ-
რებისეული გზის ლოგიკურ დასასრულად მივიჩნიოთ და მასში
თუნდაც მორალი დავინახოთ, რაღა გამოდის ალბერტინას სიკ-
ვდილიდან, რომელიც პრუსტმა აიძულა სავსებით ბანალურად,
საგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულიყი (ლამის თქვა „თავი-
დან მოიშორაო“?).
შეიძლება საინტერესო პარალელი გავავლოთ XIX ს-ში რო-
მანის ევოლუციასა და ფერწერის ევოლუციას შორის, რომელიც

600
გაცილებით ადრე დაიწყო. „ქრისტიანული ხელოვნების მიზანია,
– წერდა ერნსტ ჰომბრიხი, – წმინდანთა და საღრმთო ამბავთა
მაყურებლისათვის დამაჯერებლად და ამაღელვებლად მოცემა“.
ყოველი აღბეჭდილი მოვლენა ბიზანტიელებთან დიდაქტიკურ
მიზნებს ემსახურება და გამოისახება მკაფიო და მარტივ იეროგ-
ლიფთა საშუალებით, რომელთა გაგება უფრო ადვილია, ვიდრე
დანახვა. ხე, მთა, ნაკადული, კლდე აღინიშნება პიქტოგრა-
ფიული „ნიშნებით“, „მაგრამ თანდათან ახალი მოთხოვნილება
ჩნდება: ისე გაკეთდეს, რომ მაყურებელი თითქოსდა მოვლენის
მოწმე გახდეს“. ასე თანდათან ვითარდება ნატურალიზმი, რომ-
ლის ერთ-ერთი შემოქმედი ჯოტო იყო. ნატურალიზმის ევოლუ-
ცია, როგორც ჰომბრიხი ხსნის, მივიდა ნატურალური პეიზაჟის
უკანა პლანის გაჩენამდე, რომელიც შუა საუკუნეების ხელოვნე-
ბის ჩარჩოებში ასურათებდა ანდაზებს და შთააგონებდა მორა-
ლის გაკვეთილებს, მაგრამ ახლა ავსებს პერსონაჟებსა და მოქ-
მედებას მოკლებულ ადგილებს, XVI ს-ში მოიცავს წინა პლანს
და უმაღლეს აყვავებას აღწევს ისეთ ოსტატებთან, როგორიცაა
იოაჰიმ პატინირი, რომელიც რაღაც გარკვეულ საგნებსა და
პერსონაჟებს კი არ უსადაგებს პეიზაჟს, არამედ ასახავს მასში,
როგორც მუსიკაში, მთელი სამყაროს ჰარმონიას“.
ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად მხატვრის ფუნქცია შებ-
რუნდა: შეგნება ან, თუ გნებავთ, გრძნობა მოქმედების ერთი
მხარიდან მეორეზე გადადის და, უწინ თუ იგი წინ უძღოდა შე-
მოქმედებას, ახლა მისი შედეგი გახდა. ასე რომ, მოქმედება უკ-
ვე აღარ გამოხატავს გრძნობას. იგი წარმოშობს მას.
იგივე ხდებოდა ლიტერატურაშიც და ამიტომ ახლა სავსებით
ბუნებრივია მოითხოვო რომანისაგან (თუ რომანისათვის) უფრო
საიმედო უეჭველობა, ვიდრე ის ფრიად სადავო უეჭველობა, რო-

601
მელსაც ნებისმიერ გამონაგონში ნახავ; ეს უეჭველობა განპი-
რობებული იქნება ტექსტის ელემენტებს შორის კავშირებით; სა-
ერთო კომპოზიცია ახლა არა გარეშე, „ლიტერატურულ ფაქტს“
მიღმა მდებარე, მიზეზებზეა დამოკიდებული, როგორიცაა, მაგა-
ლითად, ფსიქო-სოციალური რიგის მიზეზები, რაც ტრადიციულ
რეალისტურ რომანს ახასიათებს, – არამედ შინაგან მიზეზებზე,
იმ გაგებით, რომ ერთი მოვლენა მოსდევს მეორეს ან წინ უს-
წრებს მას მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ნიშანდობლივი შინა-
განი თავისებურებების მიხედვით.
მე არ შემიძლია ვერწმუნო daen ex machina-ს, რომელიც
ზედმიწევნით დროულად უწყობს ხელს პერსონაჟების შეხვედ-
რასა და გაყრას, მაგრამ სავსებით მჯერა, რადგანაც იგი ესადა-
გება მოვლენათა გონივრულ წესრიგს, როცა პრუსტს უცებ გადა-
აქვს მოქმედება გერმანტთა სახლის ეზოდან ვენეციაში, წმ. მარ-
კოზის ტაძრის კარიბჭეზე, როცა გმირი ორ ქვას სინჯავს; ასევე
დამაჯერებელია, რომ მოლი ბლუმი შეიძლება თავის ეროტი-
კულ ოცნებებს მიეცეს ხილის გახსენებაზე, რომელიც ბაზარში
უნდა იყიდოს ხვალ; მჯერა, რომ ფოლკნერის უბედური ბენჯი,
მოჰკრავს თუ არა ყურს გოლფის მოთამაშეთაგან სიტყვას
„caddie“1, მაშინვე მორთავს სასოწარკვეთილ ზლუქუნს, და ეს
იმიტომ, რომ ამ საგნებს შორის, შეგრძნებებსა და მოგონებებს
შორის, არსებობს თვისებათა აშკარა ერთობა, სხვა სიტყვებით,
რაღაც ჰარმონია, რომელიც მოცემულ მაგალითებში ასო-
ციაციისა და ასონანსთაგან იშვის, მაგრამ შეიძლება, როგორც
ფერწერასა და მუსიკაში, კონტრასტთა და დისონანსთაგანაც იშ-
ვას.
აქ შეიძლება პასუხი გაეცეს ყბადაღებულ კითხვებს „რატომ
წერთ?“ და „რა გსურთ ამით?“ ვპასუხობ, რომ მე არ მინდოდა

602
თქმა, მინდოდა კეთება, და რომ, სახელდობრ, ჩემმა განზრახ-
ვამ კეთებისა ისურვა, რომ მეთქვა, მზადა ვარ გავარჩიო ეს პა-
სუხი პუნქტების მიხედვით: თუ მწერლის მოყვანილი მოტივები
ასე მრავალფეროვანია, მაშინ, შესაძლოა, აღიარების აუცილებ-
ლობა, რაზეც ანდრეი ლვოვი საუბრობდა, არცთუ უაზრო იყოს,
უწინარესად ხომ ეს თვითაღიარების აუცილებლობაა, რაც ვა-
რაუდობს ცნებას „კეთება“ (მე ვაკეთებ – მე ვქმნი – მაშასადამე,
ვარსებობს), მიუხედავად იმისა, რაზეა ლაპარაკი – ხიდის თუ
ხომალდის აგებაზე, მოსავლის მოყვანასა თუ კვარტეტების შეთ-
ხზვაზე. რახან ლიტერატურას ჩავუღრმავდით, უნდა გავიხსე-
ნოთ, ბერძნული სიტყვა „კეთება“, საიდანაც წარმოიშობა სიტყვა
„პოეზია“, რომლის ბუნებასაც უნდა გავეცნოთ, რადგან, თუ ჩვენ
მიჩვეული ვართ გარკვეული ენობრივი თავისუფლება მივანი-
ჭოთ მას, ვისაც შეთანხმებით ვუწოდებთ პოეტს, მაშინ რის სა-
ფუძველზე ვეუბნებით უარს მწერალ-პროზაიკოსს და ვიტოვებთ
ერთადერთ მისიას, მისიას მოამბისა და ყურადღებას არ ვაქ-
ცევთ სხვა თავისებურებებს ენისა, რომელიც უნდა გამოიყენოს
მან როგორც ურთიერთობის ჩვეულებრივი საშუალება? არ უნ-
და დავივიწყოთ მალარმეს სიტყვები, რომ „ყოველგვარი სტი-
ლისტური ძალისხმევა წარმოადგენს ვერსიფიკაციას“ ანდა კით-
ხვა, რომელიც ფლობერმა დაუსვა ჟორჯ სანდს წერილში: „რო-
გორ ჩნდება აუცილებელი კავშირი ზუსტ სიტყვასა და მუსიკა-
ლურ სიტყვას შორის?“
მე უკვე აღარა ვარ ახალგაზრდა და, როგორც ჩვენი ბებრუ-
ცუნა – ევროპის მოსახლეთა უმრავლესობის, ჩემი სიცოცხლის
პირველი ნახევარიც მოვლენებით მდიდარი აღმოჩნდა: ვიყავი
რევოლუციის მოწმე, ვიბრძოდი განსაკუთრებით სახიფათო პი-
რობებში (მიწერილი ვიყავი ერთ-ერთზე იმ პოლკთაგან, რო-

603
მელთაც საომარ ქმედებათა დასაწყისში გულგრილად სწირავენ
ჩვენი შტაბის მეთაურები; ერთ კვირაში მისგან არაფერი დარ-
ჩა). მოვხვდი ტყვედ, ვიწვნიე შიმშილი და ქანცგამწყვეტი მუ-
შაობა. გავიქეცი, მძიმე ავადმყოფობა გადავიტანე, რამდენჯერ-
მე სიკვდილის პირს ვიდექი – ბუნებრივის, ძალდატენებითის,
ვხვდებოდი ათასგვარ ხალხს – მღვდლებსა და ღვთის მგმობთ,
მშვიდობიან ბურჟუებსა და ანარქისტებს, ფილოსოფოსებსა და
წერა-კითხვის უცოდინართ, ლუკმაპურს ვიყოფდი მაწანწალებ-
თან, ბოლოს, მოვიარე მსოფლიოს ნახევარი... და მაინც, 72
წლისა ვარ და ვერ გამიგია, რა აზრია ყველაფერ ამაში, ბარტის
თქმისა არ იყოს, შექსპირის კვალდაკვალ, „თუ ეს სამყარო
რაიმეს ნიშნავს, მაშინ იმას, რომ არაფერს ნიშნავს“. მე დავუმა-
ტებდი: „გარდა იმისა, რომ ის არსებობს“.
როგორ ხედავთ, არაფერი მაქვს სათქმელი (ამ სიტყვის სარ-
ტრისეული გაგებით). თუმცა მე რაიმე სერიოზული ჭეშმარიტება
რომც გამეხსნას სოციალურ, ისტორიულ ან რელიგიურ დარგში,
სასაცილოდ არ მეყოფოდა ამ ჭეშმარიტების გადმოსაცემად რა-
ღაცის თხზვა და მოგონება დამეწყო იმის მაგივრად, რომ სოლი-
დური შრომა დამეწერა ფილოსოფიაში, სოციოლოგიასა თუ
ღვთისმეტყველებაში.
გამოდის, რომ, ვალერის სიტყვებს თუ დავუბრუნდებით, „კე-
თებას“ გარდუვალად მივყავართ კითხვასთან: „რისგან კეთება?“
როცა ჩემ წინ ქაღალდის სუფთა ფურცელი დევს, სცილასა და
ქარიბდას შორის ვხვდები: ერთი მხრივ, ბუნდოვანი არეულობა
ემოციებისა, მოგონებებისა, სახეებისა, რომლებიც დავანებუ-
ლია ჩემში, მეორე მხრივ კი – ენა, სიტყვები, რომელნიც უნდა
ვიპოვო მე ყველაფერი ამის გამოსასახავად, და სინტაქსისი,

604
რომლის საშუალებითაც ეს სიტყვები წესრიგში მოდის და რომ-
ლის წიაღ ისინი გარკვეული აზრით იწყებენ ფორმის შეძენას.
და მაშინვე პირველი დასკვნა: ის, რომ მწერალი წერს (ან აღ-
წერს), არასოდეს არაა ის, რაც სამუშაოს დაწყებამდე მოხდა,
არამედ ის, რაც იქმნება (ამ ტერმინის ყველა გაგებით), სახელ-
დობრ, მუშაობის პროცესში, ამ წუთში, და ბუნდოვან ჩანაფიქ-
რსა და ენას შორის სიმბიოზს (და არა კონფლიქტს მათ შორის)
მივყავართ შედეგამდე (უკიდურეს შემთხვევაში – მე), რომელიც
დასაბამით ჩანაფიქრზე განუზომლად ვრცელი და მდიდარი გა-
მოდის.
„ლიტერატურული აწმყოს“ ამ ფენომენს იცნობდა სტენდალი,
რომელმაც რომანში „ანრი ბრიულარის ცხოვრება“ სცადა ეამ-
ბნა იტალიურ არმიასთან ერთად გრან-სენ-ბერნარის უღელტე-
ხილზე თავისი გადასვლის შესახებ. თხრობისათვის დამაჯერებ-
ლობის მისაცემად იგი, მისივე სიტყვებით, შეუდგა ამ მოვლენა-
თა ამსახველი გრავიურის აღწერას, რომელმაც, როგორც თვი-
თონ აღიარებს, „ჩემში რეალობის ადგილი დაიჭირა“. სტენდა-
ლი რომ ჩაფიქრებოდა მომხდარს, მიხვდებოდა – ძნელი არაა
წარმოვიდგინოთ, რამდენი რამაა გამოსახული ასეთ გრავიურა-
ზე: ქვემეხები, საზიდავები, ჯარისკაცები, ცხენები, მყინვარები,
კლდეები და ა. შ. მარტო ჩამოთვლას დასჭირდება რამდენიმე
გვერდი, მაშინ როცა სტენდალთან აღწერამ დაიჭირა სულ ერთი
– იგი მიხვდებოდა, რომ ამ გრავიურას კი არ აღწერს, არამედ
მის რაღაც სახეს, რომელიც ჩამოუყალიბდა მას და ის გრავიურა
შეუცვალა, რომელსაც თითქოსდა აღწერდა.
თავისი აღქმისა და მახსოვრობის არასრულყოფილების გა-
მო მწერალი სუბიექტურად არჩევს, იცილებს ან, პირიქით, გა-
მოყოფს რამდენიმე ელემენტს ასობით და ათასობიდან: იგი

605
სრულიადაც არ არის მიუკერძოებელი სარკე, გზაზე რომ გადა-
ადგილდება, როგორც ამტკიცებდა თვით სტენდალი.
ხელოვნების ისტორიაში თუკი ისევ მოხდა გარდატეხა, რადი-
კალური ცვლილება, მხოლოდ იმიტომ, რომ მხატვრებმა, მათ
კვალდაკვალ კი მწერლებმაც, ხილული სამყაროს ნაცვლად
მისგან მიღებული შთაბეჭდილების გამოსახვა დაიწყეს.
„ჯანმრთელი კაცი, – წერდა ტოლსტოი, – სწრაფად ფიქ-
რობს, ერთდროულად საგანთა ურიცხვ სიმრავლეს გრძნობს და
იხსენებს“. ეს დაკვირვება ფლობერის სიტყვებს გაგახსენებთ ემა
ბოვარის შესახებ: „მასში მყოფი ყველა მოგონება, სახე სხლტე-
ბოდა გამალებით, ერთი აჩქეფებით, როგორც ფეიერვერკის
ათასობით მაშხალა, მან მკაფიო, ცალკეულ სურათებად დაინა-
ხა თავისი მამა, ლეონი, ლერეს კაბინეტი, მათი ოთახი, რაღაც
პეიზაჟი, უცნობი სახეები“.

თუ ფლობერი ასე ლაპარაკობს ავადმყოფ ქალზე, რომელიც ბო-


დავს, ტოლსტოი უფრო შორს მიდის და აზოგადებს: „ჯანმრთე-
ლი კაცი“. ისინი თანახმა არიან, რომ ყველა ეს მოგონება, ემო-
ცია და აზრი ჩნდება ერთდროულად, „ერთი აჩქეფებით“, მაგრამ
ფლობერი აზუსტებს, რომ ლაპარაკია „ცალკეული სურათებზე“,
ანუ სხვა სიტყვებით, ფრაგმენტებზე, და რომ ისინი წარმოგვიდ-
გებიან „შეთავსებათა“ სახით, ახლა ცხადია ტირიანოვის გამო-
ნათქვამის სისუსტე; იგი ტრადიციულ რომანს დრომოჭმულად
თვლიდა, მაგრამ არ შეეძლო განეჭვრიტა მომავლის რომანი,
რომელშიც ფაბულა მხოლოდღა საბაბად იქცეოდა „სტატიკურ“
აღწერათა „დასახორავებლად“. ეს ლიტერატურის ერთ-ერთი
პარადოქსია: ეგრეთ წოდებული სტატიკური, „შინაგანი პეიზა-
ჟი“, რომლის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ აქ არაფერია

606
არც ახლოური, არც შორეული, სწორედ ეს პიეზაჟი ხდება არა
სტატიკური, არამედ დინამიკური; მწერალი, რომელიც იძულე-
ბულია ენის ხაზოვანობის გამო ერთიმეორის მიყოლებით გა-
დათვალოს ამ პეიზაჟის შემადგენლები (რაც უკვე გულისხმობს
რაღაც არჩევანს, ფასეულობათა სუბიექტურ იერარქიას), სანამ
ქაღალდზე დაწერდეს სიტყვას, ხვდება რაღაც სასწაულებრივ
ერთობას, იდუმალ ხლართს ურთიერთობებისა და კავშირებისა,
რომლებიც დადგენილია ენაში და ენის მიერ; ენა, როგორც
ცნობილია, „ჩვენზე ადრე ლაპარაკობს ეგრეთ წოდებული „ხერ-
ხების“ დახმარებით, როგორიცაა ტროპები, მეტონიმიები, მეტა-
ფორები, და ყველა ის, ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების
შემადგენელი ნაწილი, სრულიადაც არაა შემთხვევითი.
და, თუ, შკლოვსკის მიხედვით, „ლიტერატურულ ფაქტს“ გან-
ვსაზღვრავთ როგორც „ჩვეული აღქმის ობიექტის გადატანას
ახალი აღქმის არეში“, მაშინ სადღა აღმოაჩენს ავტორი მექა-
ნიზმს, რომელიც ამ, როგორც ჩანს, „დაცალკევებულ სურათთა“
„უზარმაზარ რაოდენობას“ უყრის თავს და თითქოსდა მისი
მეორე „მე“ ხდება – სად, თუ არა ენაში, რადგან ენაც მისი
მეორე „მეა“, მოაზროვნე და მოსაუბრე ინსტრუმენტი, რომლის
წიაღში, რომლის სიბრძნესა და ლოგიკაში იმალება ურიცხვი აზ-
რობრივი გადატანა და ძვრა. სიტყვები, ლაკანის აზრით, უბრა-
ლო „ნიშნები“ კი არ არის, არამედ მნიშვნელობათა ბუდე ან,
როგორც „ბრმა ორიონის“ მოკლე წინასიტყვაობაში ვწერდი –
აზრთა გზაჯვარედინი, რადგანაც უკვე ლექსიკონში გვთავაზობს
ენა ათასგვარ „კომბინაციას“, რომელთა წყალობითაც „თხრო-
ბის ავანტიურა“, რაზეც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს
მწერალი, ბოლოს გაცილებით უტყუარი გამოდის, ვიდრე ყველა

607
ეს ნატურალური მოთხრობა – მით უფრო თავდაჯერებული, რაც
უფრო საეჭვოა მისი ღირებულება და შესაძლებლობა.
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
1961 ივო ანდრიჩი (1892-1975). იუგოსლავია. ეპიკური ტა-
ლანტის ძალმოსილებისათვის, რომლის წყალობითაც მთელი
სისრულით წარმოაჩინა ადამიანური პრობლემები, დაკავშირე-
ბული თავისი ქვეყნის ისტორიასთან.
1962 ჯონ სტაინბეკი (1902-1968). აშშ. მსუბუქ იუმორთან და
სერიოზულ სოციალურ მსოფლმხედველობასთან შეხამებული
რეალისტური და პოეტური ნიჭისათვის.
1963 გიორგოს სეფერისი (1900-1971). საბერძნეთი. დიდე-
ბული პოეტური ნაწარმოებებისათვის, რომლებიც შთაგონებუ-
ლია ბერძნული კულტურის სამყაროსადმი ერთგულებისა და
სიყვარულის მგზნებარე გრძნობით.
1964 ჟან-პოლ სარტრი (1905-1980). საფრანგეთი. მდიდრუ-
ლი შემოქმედებითი იდეების, თავისუფლების სულისკვეთების,
ჭეშმარიტების ძიებისათვის, რამაც უზარმაზარი გავლენა მოახ-
დინა მთელ ჩვენს თაობაზე.
1965 მიხაილ შოლოხოვი (1905-1984). სსრკ. რუსეთისათვის
გარდატეხის პერიოდში დონელი კაზაკების ცხოვრების ამსახვე-
ლი რომანის მხატვრული ძალისა და ეპიკური სიფართოვისათ-
ვის.
1966 ნელი ზაქსი (1891-1970). შვედეთი. ღირსშესანიშნავი
ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომლებიც
მღელვარე შთაგონებითა და დიდი მხატვრული ძალით გვისუ-
რათებს ისრაელისა და მისი ხალხის ბედ-იღბალს.

608
შმუელ აგნონი (1888-1970). ისრაელი. ებრაელთა ხალხური
ყოფაცხოვრების მოტივებზე შექმნილი ნაწარმოებებისათვის,
უაღრსად გულში ჩამწვდომი თხრობის ხელოვნებისათვის.
1967 მიგელ ანხელ ასტურიასი (1899-1974). გვატემალა.
ბრწყინვალე ლიტერატურული შემოქმედებისათვის, რომლის
ფესვები ლათინური ამერიკის ინდიელთა კულტურასა და ტრა-
დიციებშია გადგმული.
1968 იასუნარი კავაბატა (1899-1972). იაპონია. მწერლური
ხელოვნებისათვის, რომლითაც იგი გადმოსცემს იაპონური გო-
ნიერების არსს.
1969 სემუელ ბეკეტი (1906-1989). ირლანდია. პროზისა და
დრამატურგიის დარგში ნოვატორობისათვის, რომლის წყალო-
ბით თანამედროვე ადამიანის დაცემაშიც კი შეიძლება დავინა-
ხოთ მისი ამაღლება.
1970 ალექსანდრ სოლჟენიცინი (1918- 2008). რუსეთი. იმ
ზნეობრივი ძალისათვის, რითაც იგი რუსული ლიტერატურის
დიდებულ ტრადიციებს აგრძელებს.
1971 პაბლო ნერუდა (1904-1973). ჩილე. პოეზიისათვის,
რომელიც სტიქიური ძალმოსილებით ასახავს მთელი კონტინენ-
ტის ბედსა და ოცნებას.
1972 ჰაინრიხ ბოილი (1917-1985). გერმანია. მისი ეპოქის
ფართოდ აღქმისა და ოსტატური დახასიათებისთვის, რითაც
გერმანული ლიტერატურის აღორძინებასა და განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1973 პატრიკ უაიტი (1912-1990). ავსტრალია. ეპიკური და -
ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლის წყა-
ლობითაც აღმოჩენილ იქნა ახალი ლიტერატურული მატერი-
კი.

609
1974 ეივინდ იონსონი (1900-1976). შვედეთი. თხრობის ხე-
ლოვნებისათვის, რომელიც ასხივოსნებს დროსა და სივრცეს და
ემსახურება თავისუფლებას.
ჰარი მარტინსონი (1904-1978). შვედეთი. შემოქმედებისათ-
ვის, რომელიც ნამს გამოსახავს და მთელ კოსმოსს ირეკლავს.
1975 ეუჯენიო მონტალე (1896-1981). იტალია. მნიშვნელო-
ვანი მიღწევებისათვის პოეზიაში, რომლის მეშვეობითაც ადა-
მიანური ღირებულებების დანახვა ხდება ილუზიებისაგან სავსე-
ბით თავისუფალი ცხოვრების გადმოსახედიდან.
1976 სოლ ბელოუ (1915-2005). აშშ. ნაწარმოებებისათვის,
რომლებშიც ადამიანური ყოფიერების ღრმა ცოდნა შერწყმუ-
ლია თანამედროვე კულტურის ანალიზთან.
1977 ვისენტე ალეიქსანდრე (1898-1984). ესპანეთი. ღირ-
სშესანიშნავი პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ასახავს
ადამიანის მდგომარეობას კოსმოსსა და თანამედროვე საზოგა-
დოებაში და, ამავე დროს, წარმოგვიდგება როგორც დიდებული
დადასტურება ესპანური პოეზიის ტრადიციების აღორძინებისა
მსოფლიო ომებს შორის პერიოდში.
1978 ისააკ ზინგერი (1904-1991). აშშ. შთაგონებული თხრო-
ბითი ხელოვნებისათვის, რომლითაც პოლონურ-ებრაული ტრა-
დიციების ძირებს სწვდება და პასუხობს ადამიანური არსის თა-
ნამდევ, მარადიულ კითხვებს.
1979 ოდისეას ელიტისი (1911-1996). საბერძნეთი.
პოეზიისათვის, რომელიც ბერძნული ტრადიციების კვალდაკ-
ვალ გრძნობის სიძლიერითა და ინტელექტუალური გამჭრიახო-
ბით გვიხატავს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლე-
ბისა და შემოქმედებისათვის.

610
1980 ჩესლავ მილოში (1911-2004). პოლონეთი – აშშ. პო-
ეტს, რომელმაც განსაცვიფრებელი ოსტატობითა და წვდომით
ასახა თანამედროვე ადამიანის მდგომარეობა კონფლიქტებით
შეძრულ მსოფლიოში.
1981 ელიას კანეტი (1905-1994). ინგლისი. ლიტერატურული
ნაწარმოებებისათვის, რომლებიც გამოირჩევა ფართო ხედვით,
იდეათა სიმდიდრით და მხატვრული ოსტატობით.
1982 გაბრიელ გარსია მარკესი (1928- 2014 ). კოლუმბია.
რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტაზია და
რეალობა უჩვეულოდ და ფაქიზადაა გადახლართული კონ-
ფლიქტებით შეძრული მთელი სამხრეთამერიკული კონტინენ-
ტის ცხოვრებისა და სამყაროს წარმოსახვით სურათებში.
1983 უილიამ გოლდინგი (1911-1993). ინგლისი. რომანები-
სათვის, რომლებიც მითის მრავალსახოვნებასა და უნივერსა-
ლურობასთან შეხამებული რეალისტური თხრობითი ხელოვნე-
ბის სიცხადით გვეხმარებიან ჩავწვდეთ ადამიანის არსებობის
პირობებს თანამედროვე სამყაროში.
1984 იაროსლავ სეიფერტი (1901-1986). ჩეხეთი. პოეტური
ხელოვნებისათვის, რომელიც გამოირჩევა სიახლით, მგრძნო-
ბელობით, მდიდარი წარმოსახვით, და ადასტურებს ადამიანის
სულის დამოუკიდებლობასა და მრავალმხრივობას.
1985 კლოდ სიმონი (1913-2005). საფრანგეთი. რომანში
პოეტური და ფერწერული საწყისების შერწყმისათვის, ადა-
მიანის ცხოვრების აღწერისას დროის ფაქტორის ღრმად შემეც-
ნებისათვის.

611
ლექციები

ერთხელ, ლონდონის ერთ თეატრში სპექტაკლის დროს, კუ-


ლისებს მიღმა გათამაშდა საკმაოდ უცნაური სცენა, რასაც
პიესის ტექსტი სულაც არ ითვალისწინებდა. აი, რა მოხდა: მსა-
ხიობმა უარი თქვა როლის შესრულებაზე და სცენაზე არ გამოვი-
და. მოქმედება შეჩერდა. ერთმა კოლეგამ სცადა მსახიობის და-
ყოლიება, მაგრამ იგი ჯიუტად აქნევდა თავს. ამას მოჰყვა შეხ-
ლაშემოხლა. მეორე მსახიობმა იფიქრა, რამპის თვალისმომ-
ჭრელ სინათლეზე მაყურებლის თვალწინ რომ აღმოჩნდება, უნ-
და თუ არ უნდა, გაჯიუტებული კაცი როლის თამაშს გააგრძე-
ლებსო. უეცრად წაავლო ხელი გაკერპებულ კოლეგას და სცადა
კინწისკვრით გაეყვანა სცენაზე. ეს არ მოხერხდა, გაიმართა ხან-
მოკლე, მაგრამ მძაფრი ცემატყეპა. როლის თამაშზე რომ უარი
თქვა, ის მსახიობი შეშფოთებული და დაბნეული გამოიყურებო-
და, რადგან ბრძოლა მაყურებლის თვალწინ ხდებოდა.
უნდა განვმარტო, რომ ეს სპექტაკლი იყო იმპროვიზაცია
კონკრეტულ, წინასწარ მოცემულ თემაზე. რეჟისორის ჩანაფიქ-
რის მიხედვით, მსახიობებს შეეძლოთ შეეწყვიტათ თამაში, თა-
ვიანთი სურვილისამებრ ხელახლა ეთამაშათ პიესის ნების-
მიერი ეპიზოდი, სცენაზე მოეწვიათ მაყურებლები, ერთმანეთში
გაეცვალათ როლები და კოსტიუმები. და ეს ყველაფერი ხდებო-
და პუბლიკის თვალწინ, ამიტომ სპექტაკლის მონაწილეებს ად-
ვილად შეეძლოთ, საბოტაჟის მომწყობთან კონფლიქტი თავი-
დან აეცილებინათ, რაც მათ დიდი გულმოდგინებით შეასრუ-
ლეს. გაჯიუტებულმა მსახიობმა სცენა დატოვა სწორედ იმ ეპი-
ზოდის დაწყების წინ, რომლის გააზრებას იგი არ ეთანხმებოდა.
612
იგი რეპეტიციების დროსვე აფრთხილებდა რეჟისორს, რომ ამ
ეპიზოდში მონაწილეობას არ მიიღებდა. ბოლოს და ბოლოს მან
თავისი სიტყვა შეასრულა, მაგრამ მრავალი კვირის განმავლო-
ბაში მოსვენებას არ აძლევდა ის, რაც მოხდა. მას უნდოდა გაერ-
კვია, რატომ დასცილდა ასე ერთმანეთს მისი და პარტნიორების
პოზიცია. ამას გარდა, ვერც იმას ურიგდებოდა, რომ მაყურებ-
ლებმა იგი ჩათვალეს იმ კაცად, რომელსაც არ შეუძლია გარე-
მომცველ სინამდვილეს დაუპირისპირდეს, არა აქვს სასცენო
გარდასახვის ნიჭი, დათრგუნულია სასტიკი რეალობით და კი-
დევ უარესი: ნებას აძლევს თავის ემოციებს, დათრგუნონ პრო-
ფესიული ოსტატობა. მაგრამ თვითონ ხომ კარგად იცოდა, რომ
ეს არ იყო მთავარი. ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად
გახლდათ. განსხვავებით თავისი კოლეგებისაგან, რომელნიც,
სხვათა შორის, იზიარებდნენ მის პოლიტიკურ შეხედულებებს
სცენაზე წარმოდგენილი ამბების შესახებ, ეს მსახიობი ფიქრობ-
და, რომ მათი გამოსახვის ხერხები არ იძლევა საშუალებას, ნაჩ-
ვენებ იქნეს მთელი სიმახინჯე იმისა, რაც ხდება. ამიტომ მიაჩ-
ნდა მას, რომ არ ჰქონდა უფლება მდგარიყო ამ სცენაზე, ამ თე-
ატრში, იმ მაყურებელთა წინაშე, რომელთაც თვლიდა დამნაშა-
ვედ სინამდვილის დეჰუმანიზაციაში.

ახლა, მოდი, ცოტათი ფარდა ავხადოთ საიდუმლოს და რამდე-


ნადმე ნათელვყოთ აღწერილი ეპიზოდი. მოქმედება მიმდინარე-
ობდა ლონდონის სამეფო თეატრში 1958 წლის ერთერთ კვირა
საღამოს. ეს საღამოები ეთმობა შესანიშნავი რეჟისორის ჯორჯ
დევინის ექსპერიმენტულ დადგმებს. დევინმა განაახლა ინგლი-
სური თეატრი, აღმოაჩინა ისეთი ტალანტები, როგორიცაა ჯონ
ოსბორნი, ნ. ფ. სიმპსონი, ედვარდ ბონდი, არნოლდ უესკერი,

613
ჰაროლდ პინტერი, ჯონ არდენი და ა. შ. მან იმ წლების კონსერ-
ვატიული ინგლისური პუბლიკა აიძულა ეღიარებინა სემუელ ბე-
კეტი და ბერტოლდ ბრეხტი თავიანთი სკანდალური სტილისტი-
კითა და იდეოლოგიით. საღამო, რომლის შესახებაც არის
საუბარი, ეძღვნებოდა „ცოცხალი თეატრის“ ერთერთ ნაირსა-
ხეობას; მთავარ სიუჟეტს ერქვა „თერთმეტი სიკვდილი ჰოლა-
ში“. მსახიობთა შორის პროფესიონალები პრაქტიკულად არც
ყოფილან. როლებს ასრულებდნენ მწერლები, რომლებიც სცე-
ნარისტებიც იყვნენ და დამდგმელებიც. ვისაც პოლიტიკური მეხ-
სიერება კარგი აქვს, ალბათ, ახსოვს ის ამბები, რაც მოხდა კე-
ნიაში, ბანაკში ჰოლა, განმათავისუფლებელი მოძრაობა მაუმა-
უს დროს. ბრიტანეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ გადაწყვი-
ტა, ჯანყის ჩაქრობას მოვახერხებთ, თუ ადგილობრივ მცხოვ-
რებთ საგანგებო ბანაკებში შევრეკავთ, აჯანყებულებს გავთი-
შავთ ეჭვმიტანილებად და თანამგრძნობებადო. შეგიძლიათ
მერწმუნოთ, ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. ერთერთი ასე-
თი ბანაკი იყო ჰოლაში, სადაც დაიღუპა თერთმეტი დატუსაღე-
ბული – ოფიცრებმა და მცველებმა ცემით მოკლეს ისინი. ამ
ფაქტის თაობაზე ჩატარდა მოკვლევა, რომლის შესახებ ანგარი-
ში დაედო სწორედ საფუძვლად დადგმას.

ახლა ისღა დაგვრჩენია გავამჟღავნოთ იმ ჯიუტი მსახიობის ვი-


ნაობა (თუ აქამდე თვითონ ვერ მიხვდით): დიახ, დიახ, ის ჯიუტი
მე გახლდით, თქვენი უმორჩილესი მონა. დღემდე წარმოუდგე-
ნელი სიზუსტით მახსოვს ის, რაც მაშინ მოხდა: ასე სამარადი-
სოდ აღიბეჭდება მსახიობის მეხსიერებაში გონების უეცარი დაბ-
ნელება, როცა გავიწყდება არა მხოლოდ ტექსტი, არამედ პიესის
სიუჟეტიც. მე უნდა შემესრულებინა ერთერთი მკვლელის – ბა-

614
ნაკის მცველის როლი. მოგვცეს მსხვილი ხელკეტები და როცა
წამყვანი მოწმეთა ჩვენებებს კითხულობდა, ჩვენ ბანაკის ხელ-
მძღვანელის ბრძანებით ეს ხელკეტები დინჯი, თითქმის რი-
ტუალური მოძრაობით უნდა აგვეწია და ტუსაღთათვის თავში
ჩაგვერტყა. ეს იყო სიურრეალისტური სცენა! რეპეტიციის
დროსვე ცხადად ჩანდა, რომ ეს სცენა სიურრეალისტი მხატვრის
ტილოს მოგვაგონებდა. დგას წამყვანი მაღლობზე შუქჩრდილ-
ში; სულის მოსახსენიებელ ლოცვასავით მონოტონურად მჟღე-
რი სიტყვები გადმოგვცემს ფაქტებს, რომლებიც ამჟღავნებს
მსხვერპლთა და მწვალებელთა ფსიქოლოგიურ მდგომა-
რეობას. მჭიდრო უძრავ რკალად დგანან ოფიცრები – ყველა
თეთრკანიანია, ყველა შეიარაღებულია. ერთი მათგანი მცველს
ხელიდან გამოგლეჯს ხელკეტს, რათა ყველას დაანახოს, რო-
გორ უნდა დაარტყა კაცს, რომ ცემის კვალი არ დარჩეს. შუაში
არიან ერთად თავმოყრილი ტუსაღები, რომელთა ერთადერთი
იარაღია პასიური დაუმორჩილებლობა. ისინი გაიფიცნენ –
აღარ წავიდნენ სამუშაოდ და თხოულობენ ცხოვრების პირობე-
ბის გაუმჯობესებას. მათი მდუმარე პროტესტი იმით გამოიხატე-
ბა, რომ ჩაცუცქულან, მუხლებზე ხელი შემოუჭდიათ და არ იძ-
ვრიან ადგილიდან. ისმის ბრძანების ხმა. მუქკანიანი მცველების
წრე ვიწროვდება, ისინი ძალით ააყენებენ ტუსაღებს, იღლიებში
ხელებს ამოსდებენ, გაშეშებული გომბეშოებივით მიჰყავთ და
ჯგუფებად ყოფენ.

მსხვერპლთა სახეები სრულ გულცივობას გამოხატავს. ისინი


შეთანხმდნენ, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გასწიონ. იწ-
ყება ცემატყეპა. ურტყამენ გვერდებში, ზურგში, ხელებზე – მარ-
ჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან. ეს კეთდება ძალიან

615
რიტმულად – ხელკეტებს ასწევენ და დაუშვებენ ერთიანი რიტ-
მით. თეთრკანიანი მცველების სახეზე პროფესიული კმაყოფი-
ლებაა აღბეჭდილი. ხანდახან ერთმანეთს ანიშნებენ, ახლა მომ-
დევნოზე გადავიდეთო, ან ყურადღებას აქცევენ ჯერ ხელუხლე-
ბელ ადგილებს. სცენა დადგმულია კოხტად და ნარნარად, თით-
ქმის ისე, როგორც ბალეტი.
შემდეგ კონტრასტის შესაქმნელად სცენაზე თამაშდება ოფი-
ციალური ვერსია, ის, თუ როგორ ახსნა ხელისუფლებამ ტუსაღ-
თა სიკვდილი: თურმე პატიმრებმა მოწამლული წყალი დალიეს
და იმიტომ დაიხოცნენ. ეს ვარიანტიც დავდგით. პატიმრები,
რომლებიც იხრჩობიან წყურვილისაგან, მწკრივად მიადგებიან
წყლიან ცისტერნას. როცა რამდენიმე მათგანმა მოსვა წყალი და
ტკივილისაგან იგრიხება, ჰუმანური მცველები ცდილობენ
შეაჩერონ დანარჩენები, მაგრამ ამაოდ – წყურვილისაგან გაცო-
ფებული ადამიანები გაარღვევენ მცველთა კორდონს და მოწამ-
ლულ წყალს მიაწყდებიან. ბრბო კვნესის და ყვირის, ემართებათ
კონვულსია, ვარდებიან აგონიაში, რასაც მოსდევს მტანჯველი
სიკვდილი. ასეთი გახლდათ ბანაკის ხელმძღვანელთა ვერსია.
სიუჟეტი საკმაოდ უბრალოა, ფორმა – განსაზღვრული ესთე-
ტიკური მიდგომის ფარგლებში – გასაგებია და ადვილად მისახ-
ვედრი. მაშ, რატომღა გაჩნდა პრობლემა – პრობლემა, რომე-
ლიც ჩემი ღრმა რწმენით, დგას თითქმის ყველა მწერლის წინა-
შე? როდის უპირისპირდება ხელოვნება სინამდვილეს? რა დო-
ზით არის შესაძლებელი გამონაგონი? შეუძლია თუ არა ხელოვ-
ნებას რაიმე შეცვალოს? დრამატურგიული მიდგომის ერთერთი
უდავო ღირსება ის არის, რომ იგი შეჩერებული დროის ეფექტს
ქმნის, ძალაუნებურად გვაფიქრებინებს: „აქ ნამყოფი ვარ“, „ეს
ნანახი მაქვს“, „ეს წარსულია აწმყოს სახით“. ჩვენს შემთხვევაში

616
შეჩერებული დროის ეფექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც
მაგიური ფორმულა, როგორც თვითგამოხატვის უფლება და –
განსაკუთრებით ასეთი აუდიტორიის წინაშე – როგორც ნარკო-
ტიკიც კი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს მაყურებელთა
უმრავლესობას მიაჩნია, თავისუფლებისათვის ყოველ მებ-
რძოლს ტყვია უნდა ესროლოო, რომ მისი მოკვლა ურჩხულის,
ცხოველის, არაკაცის მოკვლაა და არა გმირის მოწამებრივი აღ-
სასრულიო.
თუმცა ცხოვრება გვიდასტურებს, რომ ჩვენს ღონისძიებებს
მაინც შეუძლია რაღაც შეცვალოს, სტატისტიკური და საგაზეთო
ანგარიშების სცენური გარდასახვით შეიძლება გადატრიალება
მოახდინოთ ხავსმოდებულ ტვინში, შეიძლება გაჩნდეს შეხედუ-
ლებათა გადასინჯვის, შეცვლის მოთხოვნილება. ასეც მოხდა:
ჩვენი პიესის დადგმის შემდეგ ინგლისის პარლამენტში საკითხი
წამოიჭრა – და ძალიან მწვავედაც წამოიჭრა. ლიბერალებმა,
ჰუმანისტებმა, რეფორმატორებმა ხმა აიმაღლეს მსხვერპლთა
დასაცავად, ზოგნი კენიაშიც კი გაემგზავრნენ, რათა მოეპოვები-
ნათ დამატებითი ცნობები და უარეყოთ ოფიციალური სიცრუე.
ის მღელვარება, რომელმაც როლის თამაშზე უარი მათქმევინა,
მაყურებელთა დარბაზიდან გარეთ გაიჭრა და მე ბოლოს და ბო-
ლოს მივხვდი, სად არის მისი სათავე: საკუთარი თავი ვიგრძენი
ფეხქვეშ გათელილი ჰუმანიზმის მსხვერპლად. მეჩვენებოდა,
რომ ჩვენს დადგმაში არის რაღაც ბუნების საწინააღმდეგო, რომ
იგი ჰგავს კეთროვანის დასახიჩრებულ ხელს, რომელიც თანაგ-
რძნობის გამოწვევის მიზნით გაუწვდია მას ჯანმრთელი ადა-
მიანისაკენ. მე მგონია, სწორედ ეს იყო მიზეზი სულის სიღრმი-
დან მომდინარე იმ შეუცნობელი პროტესტისა, რომელმაც ახ-
ლებურად დამანახა ჩემი ხელობა, მიჩვენა მისი უმაქნისობა და

617
სასაცილოდ გახადა ჩემი კოლეგების გულწრფელობა. მსოფ-
ლიოში გამეფებული არაადამიანურობა, რომლის მხოლოდ ნამ-
ცეცი იყო ნაჩვენები იმ სცენაში, თითქოსდა მოგვძახოდა ჩვენ:
„თქვენი იაფფასიანი სენტიმენტალობა თქვენთვის შეინახეთ,
გეთაყვა!“
ეს ეპიზოდი გავიხსენე, როგორც ილუსტრაცია ღრმა შინაგა-
ნი პროცესისა, ყოველი ხელოვანის სულში რომ მიმდინარეობს,
პროცესისა, რომელიც მწერლისათვის ორმაგ საფრთხეს
შეიცავს: გახდეს სავსებით გულქვა ან კალამი შეცვალოს მიუღე-
ბელ სინამდვილესთან ბრძოლისათვის უფრო ქმედითი მეთო-
დებით. ამას გარდა, ჰოლას ბანაკში მომხდარი ამბები მშვენიერ
შესაძლებლობას იძლევა ჩემი კონტინენტის ცხოვრების იმ მხა-
რეთა გასაშუქებლად, რომლებიც ჩვენთვის – მის მკვიდრთათ-
ვის, – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დედამიწაზე მშვიდობის
შესანარჩუნებლად. არის თავისებური სევდიანი სამართლიანო-
ბა იმაში, რომ სწორედ წელს, როცა მოკლეს თქვენი სტუმარ-
თმოყვარე ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე პრემიერმინის-
ტრი, წელს, როცა რასობრივი უპირატესობის მომაკვდავი
თეორიის მომხრეთა ხელით დაიღუპა სამორა მაშელი, ამ ტრი-
ბუნაზე დგას აფრიკის წარმომადგენელი შავკანიანი კაცი. თუმცა
ულოფ პალმეს სიკვდილის გარემოებებში ბევრი რამ დღესაც
საეჭვოა, მისი ცხოვრება მცირეოდენ ეჭვსაც არ იწვევს. რასობ-
რივ ნიადაგზე ჩაგვრას პალმე გადაჭრით უარყოფდა და თავის
სიტყვას საქმით ამტკიცებდა. შესაძლებელია, ისინი, ვისაც
შეურაცხყოფდა ეს რასობრივი „გამცემლობა“, თავიანთი სიბე-
ცის გამო ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცის სიკვდილი აღკვეთს
მის შეხედულებათა გავრცელებას, შესაძლებელია, ეს იყო კი-
დევ ერთი აფეთქება ტერორიზმის ეპიდემიისა, რომელსაც ჩვენს

618
დროში ასულდგმულებს არა გონება, არამედ შიში. ახლა ამას
მნიშვნელობა არ აქვს. თეთრი რასის სინდისის მაუწყებელი იძუ-
ლებით ჩააჩუმეს და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია თქვენ-
თვისაც და ჩემთვისაც. ასევე იდუმალებით მოცულ ვითარებაში
დაიღუპა სამორა მაშელი, სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც
გაბედა და ბრძოლაში გაიწვია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
დიახ, ჩვენ ყველას გვახსოვს ნკომატის შეთანხმება, რომელმაც
არარაობად აქცია ყველა აფრიკელის კეთილი ნების ზეიმი. მა-
შელის მტრებს საზღვარგარეთ სრული საფუძველი აქვთ უხარო-
დეთ მისი სიკვდილი, მაგრამ, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერ-
დეს, მაინც უნდა ითქვას: სამორა მაშელის დაღუპვა შავი რასის
თავისებური ტრიუმფია.
ხომ არ არის ეს მეტისმეტად აღმაშფოთებელი წინააღმდეგო-
ბა? მაგრამ, მოდი, კვლავ ჰოლას ბანაკში დავბრუნდეთ. რო-
გორც ცნობილია, მათრახითა და კეტით ათვინიერებენ პირუტ-
ყვებს – ცხენებს, ყოჩებს, სპილოებსა და მისთანებს. ზოგჯერ
მათ ისე სცემენ, სიკვდილის პირამდე მიიყვანენ ხოლმე. მაგრამ
ჰოლაში მომხდარი ამბიდან ოცდაათი წლის შემდეგაც დასაშვე-
ბად მიიჩნევა აზრი, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი აფ-
რიკელის მოსაკლავად უთუოდ საჭიროა რთული ელექტრონუ-
ლი ტექნიკა. ამით რასისტები ძალაუნებურად აღიარებენ იმას,
რასაც მთელ მსოფლიოს უმალავდნენ: ჩვენ, რჩეულ თეთრ რა-
სას, ახლა სულ სხვანაირად წარმოგვიდგენია მტერი, რომელიც
ჰოლას ამბების დროს არსებობდაო. რასისტები ძალიან დაშორ-
დნენ იმ დროს, როცა შარპევილში ზურგში ესროდნენ უიარაღო
აფრიკელებს; მეტისმეტად გრძელი გზა გაიარეს 1930 წლიდან
და ძალიან დაშორდნენ იმ დროს, როცა მოხდა პირველი ორგა-
ნიზებული გამოსვლა პასპორტების გაუქმების მოთხოვნით: დინ-

619
გაანის დღეს (ასე ეწოდა ზულუსთა ლიდერის დამარცხების სახ-
სოვრად) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შავკანიანმა მოსახ-
ლეობამ გადაწყვიტა პროტესტი გამოეთქვა აფრიკელთა სავალ-
დებულო პასპორტიზაციის სისტემის წინააღმდეგ; გადაწყვიტა
და გაანადგურა ეს დამამცირებელი პასპორტები. დაწვეს ათასო-
ბით პასპორტი, რის საპასუხოდ დურბანის პოლიცია თავს დაეს-
ხა უიარაღო ხალხს, მოკლეს ხუთი და დაჭრეს ასობით კაცი. ამ
აქციას დაემატა „გადაბუგული მიწის“ ტაქტიკა, რის შედეგადაც
ათასობით აფრიკელი გარეკეს მშობლიური ადგილიდან, დააპა-
ტიმრეს ან გაასახლეს. მაგრამ 1930 წლის რეპრესიები მაინც
წინსვლად ჩაითვლება იმასთან შედარებით, რაც მოხდა 1919
წელს: ჩაახშეს აფრიკელთა სავალდებულო პასპორტიზაციის წი-
ნააღმდეგ სტიქიური გამოსვლა – პოლიციელებმა უცერემონი-
ოდ ცხენებით გასრისეს ადამიანები, დაუშინეს მათრახები, ფა-
რას მოწყვეტილი ცხვრებივით გროვაგროვად შეტენეს ვიწრო
ქოხმახებში. რასობრივი ტერორის აქტები თანდათან უფრო
დახვეწილი და სისხლიანი ხდება, რაც იმასაც მოწმობს, რომ
ჩაგრულთა მოძრაობას სულ უფრო მეტად უწევენ ანგარიშს და
ახლოვდება ჟამი თავისუფლებისა.

თუ ახლა კვლავ წარმოვიდგენთ ჰოლას ბანაკში ჩადენილ დანა-


შაულს, მე ყველაზე მეტად მაოცებს ის, რაც იგრძნობოდა ყველა
თეთრკანიანი ოფიცრის ჩვენებაში: ისინი პირდაპირ ან არაპირ-
დაპირ ამჟღავნებდნენ სრულ გულგრილობას იმ მკვლელობის
მიმართ, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ თეთრკა-
ნიან ზედამხედველებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მსხვერ-
პლნი, მართალია, მათი მსგავსი არა, მაგრამ მაინც ადამიანები
იყვნენ. სრულიად ცხადად ჩანდა, რომ ისინი ტუსაღებს ადა-

620
მიანებად ვერ აღიქვამდნენ; ისინი მიაჩნდათ პირუტყვებად, შე-
საძლებელია, რომელიმე შხამიან მცენარედ, მაგრამ არა ადა-
მიანებად. არაფერს ვამბობ კოლონიური ხელისუფლების შესა-
ხებ, იმათ შესახებ, ვინც წამოაყენა და მხარი დაუჭირა კოლო-
ნიალიზმის თეორიას, ვინც აფრიკაში გზავნიდა „მაქსიმეს“ ტყვი-
ამფრქვევებს და ხელმძღვანელობდა ბრიტანულ ანსამბლს. მა-
თი აზრით, აქ რომ იმპერიები არსებობდა, ისინი უნდა დაინ-
გრეს, საუკუნოვანი ცივილიზაცია უნდა განადგურდეს. აღმოჩ-
ნდა, რომ მითი „უმდაბლეს რასაზე“, რომელიც წყალობასავით
ელოდება „ცივილიზატორულ მისიას“, სხვა არაფერია, თუ არა
იმპერიული სიძუნწის ნამცხვარზე თვალის გასახარად მოყრილი
შაქრის ფხვნილი. მაგრამ ხომ იყვნენ უბრალო შემსრულებლე-
ბიც, რომელნიც სხვის ბრძანებას ემორჩილებოდნენ (მაგალი-
თად, აიხმანი თეთრ კონტინენტზე). მათ – ჩინოვნიკებს, ტექნი-
კოსებს, ბანაკთა უფროსებს – ვერაფრით წარმოედგინათ, რომ
შავკანიანებიც ადამიანები არიან. მე მგონია, რომ სამხრეთ აფ-
რიკის რესპუბლიკის თეთრკანიან მცხოვრებთა უმრავლესობის
გონებაში გასული საუკუნის ბოლოდან ამ მხრივ დიდი რამ
ცვლილება არ მომხდარა.
ვნახოთ, მაგალითად, ამ ქვეყნის ერთერთი ყველაზე განათ-
ლებული, უფრო მეტიც – მოწინავე ადამიანის გულახდილი
აღიარება: „მხოლოდ გამოსაშვებ კლასში უცბად მივხვდი, რომ
შავკანიანებს, მასას, რომელსაც ხმის უფლება ჩამორთმეული
აქვს, აქვთ რაღაცნაირი დამოკიდებულება სოციალიზმთან, მე
რომ ვაღიარებდი. მივხვდი, რომ მათაც გარკვეული როლი უნდა
შეასრულონ გრანდიოზულ სოციალურ რევოლუციაში, რომე-
ლიც მაშინ გარდუვალი ჩანდა. „მშრომელები“, რომელთაც უნ-
და აეშენებინათ ახალი მსოფლიო, ჩემთვის იყვნენ, რა თქმა უნ-

621
და, თეთრკანიანი დურგლები და ქვისმთლელები, შოფრები და
მაღაროელები – პროფკავშირის წევრები და ლეიბორისტთა
მხარდამჭერები. აზრადაც არ მომივიდოდა, პოლიტიკაზე მესა-
უბრა შავკანიან ბიჭთან, ასევე ფიქრადაც ვერ გავივლებდი, სახ-
ლში მიმეწვია იგი სათამაშოდ, დამეპატიჟა სადილად ან წამეყ-
ვანა საფეხბურთო კლუბში „კარნარვონი“. აფრიკელები სხვა
სამყაროს ეკუთვნოდნენ, ისინი ადამიანები კი არ იყვნენ, არა-
მედ – პეიზაჟის ნაწილი, როგორც ძაღლები, ძროხები ან ხეები,
მათ მიმართ არ გამაჩნდა არანაირი გრძნობა – არც ინტერესი,
არც სიძულვილი, არც სიყვარული; ისინი საზოგადოების შესა-
ხებ ჩემი ცნობიერების მიღმა იმყოფებოდნენ. ასე მტკიცედ
მქონდა მე ათვისებული იმდროინდელი ტრადიციული შეხედუ-
ლებანი“.
ამას ამბობს ედი რუ – აფრიკანერი (ბური) სწავლული და პო-
ლიტიკოსი. მგონია, რომ ედი რუს ეს აღიარება ასახავს იმ შეხე-
დულებას, რომელიც დღესაც დამახასიათებელია აფრიკანერთა
(ბურების) უმრავლესობისათვის. „არავითარი გრძნობა – არც
ინტერესი, არც სიძულვილი, არც სიყვარული“ შედეგია „ტრადი-
ციულ შეხედულებათა“ ათვისებისა. ამ სიტყვებში გამოსჭვივის
რასობრივი ცრურწმენების თავისებური ტაბულა რაზა, ისეთი,
როგორც იყო იგი XX საუკუნის პირველ ათწლეულში, ესე იგი
დაახლოებით იმ დროს, როცა დააწესეს ნობელის პრემიის მინი-
ჭება. მაგრამ ყველაზე უფრო სუფთა დაფაზეც კი, თუ მასზე მოქ-
მედებს სუფთა ან ჭუჭყიანი ჰაერი, ჩნდება ნადები. ახლა კი,
1986 წელს, ეს ზემოქმედება თითქმის ერთი საუკუნის ხდება,
რადგან იგი დაიწყო მხარეთა პირველი შეტაკებიდან, იმ პრო-
ტესტიდან, რომელიც მიმართული იყო დამამცირებელი დაღის

622
წინააღმდეგ – აფრიკელთა სავალდებულო პასპორტიზაციის კა-
ნონის წინააღმდეგ.
ედი რუმ, როგორც ასობით და ათასობით მისმა თანამემამუ-
ლემ, ძალიან მალე შეიცვალა შეხედულება. მის ხალხს ჰყავს
რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი თავისი მარტიროლოგი. დღე-
საც შეუძლებელია, დიდი ტკივილის გარეშე მოვიგონოთ რუფ
ფერსტი, რომელიც აპარტეიდის გრძელი ხელით ნატყორცნი
ბომბის აფეთქებისაგან დაიღუპა. იყვნენ სხვებიც: ანდრე ბრინ-
კი, აბრამ ფიშერი, ელენ სუზმანი, ბრაიტონ ბრაიტენბახი. მათი
სულების ჭრილობებიდან დღესაც მოწვეთავს მოწამებრივი სის-
ხლი.
ინტელიგენტები, მწერლები, მეცნიერები, უბრალო მუშები,
პოლიტიკოსები – ყველანი ოდესღაც აღწევენ ზღვარს, რომლის
მიღმა საზოგადოებრივი რეალობა აღარ აღიქმება, როგორც
ქსოვილის მიკროსკოპული ანათალი ანდა როგორც სახეთა სის-
ტემა წიგნში, მხატვრულ ტოლოზე ან სცენაზე. რა თქმა უნდა,
შავკანიანთათვის პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა არსე-
ბობს; მე არ მჭირდება მოვუწოდო მათ. შესანიშნავად ვიცით, რა
არის ჩვენი მიზანი, მე ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლო-
ბით მოვუწოდო სხვებს, არა მხოლოდ წყეული ბანაკის საზ-
ღვრებში ჩაკეტილთ, არამედ იმათაც, ვინც ცხოვრობს მის ფარ-
გლებს გარეთ, ცნობიერების პერიფერიაზე. განსაკუთრებით
იმათ მოვუწოდებ, ვინც ნელნელა, მაგრამ უსირცხვილო თავდა-
ჯერებულობით მორალურ გამართლებას უძებნის თავის უმოქ-
მედობას და პოლიტიკანის გაბღენძილობით წარმოთქვამს: „პი-
რადად მე იმ აზრისა ვარ, რომ ნებისმიერი სანქცია კიდევ უფრო
საძრახისი იქნებოდა“. და რა უნდა ითქვას ლიდერზე, რომელ-
საც მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მი-

623
მართ შემოღებული ეკონომიკური სანქციები აფრიკულ აპარტე-
იდზე ვერ იმოქმედებს. ეს ბუფონადის ოსტატი მზად არის მთელი
მსოფლიოს გასაგონად იყვიროს: „ხელები შორს პოლონეთისა-
გან!“, მაგრამ რადიომიმღებს გამორთავს მაშინ, როცა მსოფ-
ლიო ყვირის: „ხელები შორს ნიკარაგუისაგან!“1 მაგრამ ვიკმა-
როთ ლიდერებზე, მათს ყალბ სიტყვებსა და სულმდაბლურ მო-
რალზე საუბარი.
ცოტათი მაინც რაციონალური გონებისათვის ეს ყველაფერი
სრული აბსურდია, საშინელი, ავის მაუწყებელი აბსურდი. შესაძ-
ლებელია თუ არა, კონტინენტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ
შესწევს ემპირიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გონივრული
მოქმედების უნარი, კონტინენტი, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე
მეტი ხნის წინათ (ეს ხომ ორისამი თაობის ცხოვრების ხანაა)
წარმოშვა ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბანტინგი, რუა, უოლ-
ტონი, სოლი საქსი, გიდეონ ბოტა, – შესაძლებელია თუ არა,
ორმოცდაათი, სამოცი, სამოცდაათი წლის შემდეგაც კი ამ კონ-
ტინენტზე ცხოვრობდნენ ისტორიაში იმდენად უვიცი ადამიანე-
ბი, რომ 1919 წელს პასპორტების დაწვისას გახმიანებული მო-
წოდებანი მიაჩნიათ მხოლოდ სამწუხარო გაუგებრობად, რომე-
ლიც დიდი ხნის წინათ უნდა დაგვევიწყა?!

აშკარად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ატავიზმის საშინელ, მეცნიერუ-


ლად გაუგებარ შემთხვევასთან, ევოლუციის პროცესის შეყოვნე-
ბასთან, რაც საეჭვოდ ხდის ადამიანის მთელ ცოდნას! ბუნებრი-
ვია, შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: რა კატაკლიზმის შედე-
გად შეიცვალა ეს ხალხი? როგორ აღვადგინოთ იმ მკვდარი უჯ-
რედების ფუნქცია, რომლებსაც ევალებათ ისტორიული შორ-
სმჭვრეტელობა? გვიშველის თუ არა ისეთი საჯარო გამოსვლები

624
და შეხვედრები, დღეს რომ გვაქვს? გავბედავთ თუ ვერა, დავ-
ძლიოთ ქედმაღლობა და ვუთხრათ მათ: „მიმოიხედეთ ირ-
გვლივ! თქვენ პასუხისმგებლობა მოგიწევთ. როცა ცდილობთ
დაამტკიცოთ, რომ თქვენ პასუხისმგებლობას ვერ დაგაკისრე-
ბენ, ამით თქვენ კლავთ, ანადგურებთ, ასახიჩრებთ, ტანჯავთ,
თავსა კვეთთ და აუბედურებთ ასობით ათას არსებას, რომელ-
თაც აი, ასეთი კანი, ასეთი თმა აქვთ, არსებებს, რომელნიც
ამაყნი და კმაყოფილნი იყვნენ იმითაც, რომ არსებობენ. გულის
გადანერგვის პრობლემის შესწავლის საქმეში რამდენი პოტენ-
ციური პარტნიორი დაკარგეთ? ვინ იცის, სამხრეთ აფრიკის რეს-
პუბლიკიდან რამდენი შავკანიანი სწავლული და მწერალი იდ-
გებოდა დღეს აქ, თქვენ რომ თავი შეგეწუხებინათ და მთელი
მსოფლიოსათვის განგემარტათ, რა მშვენიერია ის საზოგა-
დოება, რომელშიც ყველა რასა თანასწორია!“

ჯეკ კოუპმა დაწერა წიგნი „შინაური მტერი“, რომელიც ეძღვნება


დისიდენტობას აფრიკანერთა ლიტერატურაში. წინასიტყვაობა-
ში ავტორი წერს: „დღეს რომ უკან მივიხედავთ, მგონია, დარ-
წმუნებით შეიძლება ითქვას: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ
1924 წელს აფრიკანერთა ლიდერებმა სწორი გზა ვერ აირჩიეს.
ისინი თვითონ იყვნენ ყველაზე სასტიკი ფორმის იმპერიალიზ-
მის მსხვერპლნი, მაგრამ ტანჯვა და ადამიანთა ურიცხვი მსხვერ-
პლი არ გამოადგა მათ აუცილებელ ისტორიულ გაკვეთილად.
ისინი იქცნენ ნეოიმპერიალისტებად, როცა ბრიტანული კოლო-
ნიალიზმის მანტია თვითონ მოირგეს, ისინი წინ უნდა აღდგო-
მოდნენ აგრესიას, დაპყრობას, კოლონიურ ექსპლუატაციას,
ჩაგვრას, რასობრივ ცრურწმენას, აშკარა სიცრუეს, რომელთა
მსხვერპლი თვითონვე აღმოჩნდნენ. ისინი ხელგაშლილი უნდა

625
შეჰგებებოდნენ ჰუმანისტურ იდეებს, კულტურის გავრცელებას
და თვალუწვდენი ტერიტორია და მისი უთვალავი სიმდიდრე
მეორე ამერიკად გადაიქცეოდა.
ამის მაგივრად ისინი ყველანაირად ცდილობდნენ შეეჩერე-
ბინათ ჟამთასვლა. მათ ბრიტანეთის იმპერიისგან დაითრიეს
მბრძანებლობის უფლება ათიოდე მილიონ ადგილობრივ
მცხოვრებზე და მათ ჩამოართვეს ის ცოტაოდენი უფლებები,
რაც მოპოვებული ჰქონდათ ასწლიანი ბრძოლის შედეგად, უფ-
რო მაგრად მოუჭირეს ხალხს კოლონიური მონობის მარწუხე-
ბი“.
შესაძლებელია, ჩაკის, დინგაანისა და დინგისვაიოს წინააღ-
მდეგ ომები მაშინ ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ თქვენი ბანაკის
ადამიანებს. ჩვენ ხომ გამუდმებით ვიხსენებთ, რომ იმ დროიდან
მთელი საუკუნე გავიდა, საუკუნე, რომლის განმავლობაში კა-
ცობრიობამ, თუ წინანდელ ტემპს გავითვალისწინებთ, სამი
საუკუნით მაინც წაიწია წინ. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველა რა-
სის წარმომადგენელს უნარი შესწევს ჩაწვდეს ბუნებისა და კოს-
მოსის ყველაზე ფარულ საიდუმლოებას. ადამიანის აზრმა
გააკეთა დიდი ნახტომი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული
მეცნიერების ყველა დარგში, ჩვენს თვალწინ დაიმორჩილა
მტრული გარემომცველი სამყარო, გამოიყენა იგი, შეცვალა,
მოათვინიერა, ჰარმონიული გახადა და დათრგუნა კიდეც. ახლა
დროა, გამოვასწოროთ შეცდომები და დავიბრუნოთ დაკარგუ-
ლი ტერიტორია. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ კაცობრიობას
კიდევ აქვს შესაძლებლობა მოირჩინოს ადრინდელი ჭრილობე-
ბი და კვლავ მიაყურადოს სულის ძახილს.

რაც შეეხება ისტორიას, ცრუ და წინასწარ აკვიატებული თვალ-

626
საზრისი მის შესახებ უკვე გადასინჯულია, აღდგენილია ჭეშმა-
რიტება, რადგან ისინი, ვინც სხვის ისტორიას ამახინჯებდა, მიხ-
ვდნენ, რომ, რაც უფრო შორს შეტოპავენ, მით უფრო მეტად გა-
დაეღობებათ წინ თეთრი ლაქები, რომლებსაც ისინი განზრახ
ტოვებდნენ სხვა ხალხთა ისტორიაში. საკუთარმა ინტერესებმა
უბიძგა მათ იმისკენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ რევი-
ზიონიზმის გზაზე და დაიწყეს წვრილმანი, უმნიშვნელო დათმო-
ბებით, მაგრამ კაშხალი უკვე გარღვეულია და სტიქია კონ-
ტროლს არ ექვემდებარება. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გამოჩ-
ნდებოდა კავშირგაბმულობის კოსმოსურ თანამგზავრებზე დაყე-
ნებული ურთულესი ტელეკამერები, ჯუნგლის შუაგულიდან წა-
მოიმართნენ მთელი ცივილიზაციები, რომლებმაც თავიანთი
არსებობის უტყუარ საბუთად წარმოადგინეს ფერწერა და იკო-
ნოგრაფია. კიდევ უფრო საოცარია ჩანაწერები ძველი დროის
მოგზაურებისა – პირველაღმომჩენი ვაჭრებისა, რომელნიც იმ
დროს ცხოვრობდნენ, როცა ევროპა ჯერ კიდევ არ ცდილობდა
იმ კონტინენტზე ბატონობას, საიდანაც შეიძლებოდა მიეღოთ
ნედლეული თავისი ქარხნებისათვის. ზღვაოსანთა და პირვე-
ლაღმომჩენთა ამ მიუკერძოებელი დაკვირვებებით დადასტურ-
და ის, რაც დიდი ხანია ცნობილია არქეოლოგიური გათხრების
შედეგად. ეს ჩანაწერები გვიამბობს ცხოვრებას თემისა, რომე-
ლიც დამოუკიდებლად აწესრიგებს შინაურ ურთიერთობებს,
გაცხოველებული კავშირი აქვს ბუნებასთან, იკმაყოფილებს
მოთხოვნილებებს და სხვის დაუხმარებლად უზრუნველყოფს
თავის მომავალს. ჩანაწერები, რომელთა ავტორებს არ ჰქონ-
დათ ბინძური მიზანი – შეენიღბათ დამოუკიდებელ ხალხთა და-
მონების სურვილი, ბრალს სდებენ ევროპელ მეცნიერებს, ფი-
ლოსოფოსებს, ადამიანის ევოლუციის საკითხთა სპეციალის-

627
ტებს. ყველამ იცის, ვინ არის გობინო, მაგრამ რაღა გობინო! ევ-
როპული აზროვნების ისტორიას რომ გადავხედავთ, ჩვენ, აფ-
რიკელებსაც კი გვახსენდება, რომ ყველაზე უფრო გამოჩენილი
ევროპელი ფოლოსოფოსებიც – ჰეგელი, ლაოკი, მონტესკიე,
იუმი, ვოლტერი (ეს სია ძალზე გრძელია) – რასობრივი უპირა-
ტესობის თეორიის მიმდევრები იყვნენ და ზიზღით უყურებდნენ
აფრიკელ ხალხს, აფრიკის ისტორიას. რაც შეეხება რევოლუ-
ციური მოძრაობისა და კლასობრივი ბრძოლის ყველაზე გამო-
ჩენილ თეორეტიკოსებს, მათზე აღარაფერს ვიტყვი: მივუტევოთ
მათ თავიანთი ცდომილება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ადა-
მიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის მოსპობაზე ოცნებობ-
დნენ.
თუმცა ჩემი მიზანი გახლავთ არა ის, რომ წარსული შევაჩვე-
ნო, არამედ ის, რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო შიგნიდან
ხრწნად აწმყოს, რომელიც ჩამორჩა დროს. მინდა ვუთხრა ამ მი-
ლეულ აწმყოს: შენა ხარ პირმშო სიცრუის, ნახევარსიმართლის
და მოტყუების საუკუნისა, მანკიერებებისა, რომლებიც მომდინა-
რეობს ყველაზე მაღალი სფეროებიდან და მათ შორის წმიდა-
თაწმიდა მეცნიერული ობიექტურობიდან. სამყარო იზრდება,
შენ განზრახ რჩები ბავშვად, ჯიუტ, სისასტიკისადმი მიდრეკილ,
მაგრამ მაინც ბავშვად, რომელსაც შეუძლია ყველაფერი მოს-
პოს ირგვლივ. მე მინდა, მსოფლიო კვლავ ჩაუფიქრდეს თავის
ისტორიულ წარსულს, სავსე რომ არის სიცრუით, წარსულს, რო-
მელსაც ბევრი დღესაც ებღაუჭება და რომელმაც ხელი შეუწყო
იმ ბავშვის ცუდი მონაცემების სწრაფად განვითარებას. სულაც
არ არის გასაკვირი ის, რომ ჩვენ, შეგნებული მოტყუების
მსხვერპლნი, მოვითხოვთ, მსოფლიომ, რომელიც გონს მოეგო
ბოლოს და ბოლოს, თავისი ცოდვები გამოისყიდოს. მოვით-

628
ხოვთ, რომ მან კონკრეტული ქმედებით ჩამოირეცხოს ის სირ-
ცხვილი, რომელიც ჭამა იმ ურჩხულის წარმოშობით. ეს მით უფ-
რო საჭიროა, რომ ამ საზარელ ბავშვს საკვები, ჟანგბადი და სა-
ყოველთაო მხარდაჭერა კვლავ მოსდის ოკეანეებსა და კოსმოს-
ზეც კი გადაჭიმული ჭიპლარით, რაც ხორციელდება ეგრეთ წო-
დებული ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის მეშ-
ვეობით. ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მაგრამ მტკიცე: გადაჭერით
ჭიპლარი! უწოდეთ ამას საერთაშორისო სანქცია, ბოიკოტი, ფი-
ნანსური ბლოკადა, რაც გნებავთ, ის უწოდეთ, მაგრამ გადაჭე-
რით ჭიპლარი და ის გადაგვარებული ან დაუძლურებისაგან
მოკვდება, ან გარდაიქმნება აქამდე მისგან უარყოფილი ჰუმა-
ნიზმის საფუძველზე. დაე, დაიღუპოს საშინაო სოციალური კონ-
ფლიქტებისაგან, ეკონომიკური გადახრებისაგან, ქანცგამცლე-
ლი ომისაგან, რომელსაც გამოუცხადებენ მწარმოებლურ შრო-
მას; დაე, გახმეს, როგორც დედის საშოდან გამოგდებული ჩანა-
სახი, რადგანაც იგი კვლავ გონებას უხშობს და არაქათს აცლის
ადამიანებს.
განწირულთა საზოგადოება, როგორიც არის სამხრეთ აფრი-
კა აპარტეიდის რეჟიმის პირობებში, ამასხარავებს ადამიანის
ცნობიერებას. აი, ამის მაგალითი: როდესაც მთელი მსოფლიო
მოითხოვდა ნელსონ მანდელას განთავისუფლებას, სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ თავაზიანად განმარტა, ნელ-
სონ მანდელა ციხეში ზის იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჰყავთ
დაპატიმრებული მოკავშირეებს რუდოლფ ჰესიო! ამნაირი გან-
ცხადება სრულიად ცხადად გამოხატავს საყოველთაო მიდრეკი-
ლებას უაზრობისადმი. ბუნებრივია, რომ ამან შთამაგონა, დამე-
წერა რაღაც სატირული პოემის მსგავსი – რუდოლფ ჰესი ნელ-
სონ მანდელას როლში! რა უნდა ქნას მწერალმა, რომ ამისთანა

629
შემზარავი ბრალდებისაგან დაიცვას თავისი ხალხი? ნელსონ
მანდელას გათანაბრება სუპერდამნაშავე რუდოლფ ჰესთან ხომ
იმას ნიშნავს, რომ ცინიკურად ამართლებ შენს დამოკიდებულე-
ბას მანდელასადმი – მას ადამიანად არ მიიჩნევ.
აპარტეიდის დაღდასმული მიწა – ეს ჩემი სამშობლოა, რომე-
ლიც სულითა და გულით მიყვარს. მე გავაკეთე არჩევანი და ბუ-
ნებრივად მიმაჩნია, რომ ახლა აქ ვარ. მშობლიურ მიწაშია ჩემი
ფესვები, ეს მიწა ისეთი უხვია, ისეთი მდიდარია, მის ხალხს კი
ისე ცხადად აქვს შეცნობილი თავისი თავიც და თავისი ბედიც,
რომ არ ეშინია არც სხვა ხალხებთან ურთიერთობის და არც
იმის, რომ მოუსმინოს მათ. ასეთია ჩვენი მსოფლაღქმის, ჩვენი
შემოქმედების საფუძველი. მაშასადამე, ჩვენი ხედვა მხოლოდ
ჩვენი სულისაკენ არ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემ-
თხვევაში ვერ გავიგებთ, ვინ არის ჩვენი მტერი და როგორ უნდა
განვაიარაღოთ იგი. როცა სამხრეთ აფრიკის მთავრობა მსოფ-
ლიოსადმი თავის მიმართვებში აცხადებს, რომ ეს მიწაწყალი
ცივილიზაციის უკანასკნელი საყრდენია, რომელიც უპირისპირ-
დება ბარბაროსთა ურდოებს, ქვეყნის ჩრდილოეთიდან რომ
გვიტევენ, ჩვენ მხოლოდ მოწყალედ გვეღიმება. ამ მთავრობას
მიაჩნია, რომ საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე ყოფილი აფ-
რიკელი ლიდერი, რომელნიც ჩამოსცილდნენ შავთა მოძ-
რაობას (ფსიქოპათები, მძარცველები, მდიდრები, რომელთა
მსხვერპლი ჩვენ თვითონ გავხდით, რის თაობაზეც წარამარა ვე-
უბნებით მთელ მსოფლიოს) და დავინახავთ ჩვენი მომავლის
რეალურ სურათს, რის თავიდან აცილება მხოლოდ ჩემს პოლი-
ტიკას შეუძლიაო. ეს მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ კონტინეტზე
მხოლოდ ნგრევა შეუძლიათ, რომ აქ მცხოვრებ რასას აბსოლუ-
ტურად არაფერი არ ჩაუგდია ადამიანური ცოდნის ყულაბაში.

630
ჩვენ ვართ ვაკუუმი, გაუმაძღარი სტომაქი, რომელიც ნთქავს
მრავალსაუკუნოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაყოფს და ამო-
ანთხევს მხოლოდ ნარწყევს. გამოდის საოცარი უაზრობა: სა-
ხელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ხიფათის მიუხედა-
ვად მაინც პროგრესისკენ მივყავართ, თვითონ შუა საუკუნეების
ილუზიებით იკვებება, განცხრომას მისცემია და ვერ გრძნობს,
რომ ფაქტობრივად იგი არის მექანიზმი, რომელიც ევროიუდე-
ისტური მოძღვრების მოძველებული დოგმატების საფუძველზე
მოქმედებს.
მაგალითად, გავსინჯოთ წარმოდგენები (განსაკუთრებით წი-
ნანდელი) ღმერთისა და კანონის თაობაზე. შავ რასას საკმარის-
ზე მეტი ისტორიული საფუძველი აქვს იმისათვის, რომ უნდობ-
ლად მოეკიდოს თავის ბედიღბალში სხვისი რელიგიის ჩარევას.
აპარტეიდის მომხრეთა იდეოლოგია, მათივე კატეგორიული
მტკიცების მიხედვით, დღესაც ხომ იმას ემყარება, რომ წარუმა-
ტებელი იყო ცდა იმ რელიგიის მემკვიდრეობით გადაცემისა,
რომელსაც მე ქრისტიანობას ვერ დავარქმევდი. აპარტეიდის
მომხრენი არიან, ერთი მხრივ, ქამის შვილობილები, მეორე
მხრივ კი – სემის შთამომავალნი და ისიც უნდა ითქვას, რომ
პირველი სალანძღავი სიტყვებით იხსენიებიან მარად. კანონ-
თან მიმართებით კი ასეთი ვითარებაა: უმაღლესი ხელისუფლე-
ბა თანაბარ უფლებას არ აძლევს შავკანიანებს – მონაწილეობა
მიიღონ პოლიტიკურ მმართველობაში და ამას იმით ასაბუთებს,
რომ აფრიკელები პატივს არ სცემენ კანონს, არა აქვთ არავითა-
რი მიდრეკილება კანონისადმი, ესე იგი არ ცნობენ, რომ საზო-
გადოებრივსა და საკუთარს შორის რაიმენაირი ზღვარი არსე-
ბობს.

631
არიან აპარტეიდის შედარებით ნამუსიანი, ზომიერი, ლიბერა-
ლური მომხრეები, კაცმა რომ თქვას, არა აპარტეიდის, არამედ
რაღაც სტატუსკვოს შენარჩუნების მომხრენი, მაგრამ ისინიც კი
თავის შეხედულებას იმით ასაბუთებენ, რომ შავკანიანთა ცნო-
ბიერებაში კანონის ცნება არ არსებობს. საკმარისია გავიხსე-
ნოთ ახლახან გამოქვეყნებული ავტობიოგრაფია ქირურგისა,
რომელმაც სახელი გაითქვა გულის გადანერგვის ოპერა-
ციებით. ის არის ფრიად ღირსეული პიროვნება, რომელიც, ალ-
ბათ, იმსახურებს ნობელის პრემიას მედიცინის დარგში. ფრიად
სამწუხაროა, რომ აფრიკანერები, სულ სხვადასხვა ინტელექ-
ტუალური დონის ადამიანები, შავკანიანებზე მსჯელობენ ცრურ-
წმენით, რომელსაც ედი რუ ასე გამოთქვამს: „დროს ტრადი-
ციულად წარმოდგენის“ სავსებით გაზიარების ნაყოფი. ცნობი-
ლია, რომ ისინი ფრიად „ღირსეული“ მასწავლებლების ნაკვა-
ლევზე მიაბიჯებენ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ციტირება ჰეგე-
ლისა, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნდა ეთქვა: აფრიკელებმა
ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს იმ დონეს, როცა „შეიძლება რეალიზე-
ბულ იქნეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ობიექტური არსნი, როგო-
რიცაა ღმერთი და კანონი, რომლებსაც ემყარება ადამიანის ნე-
ბასურვილი და რომელთა მეშვეობით ახდენს კაცი საკუთარი
არსის რეალიზებას“.
და ისევ ჰეგელი: „თავიანთი დაუნაწევრებელი ერთფეროვანი
არსებობით აფრიკელები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ერთმანეთი-
საგან გამიჯნონ ინდივიდუალური პიროვნება და საყოველთაო
ყოფიერება; მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ არსებობს აბსოლუ-
ტური გონი, ადამიანის ცოდნაზე აღმატებული უზენაესი ძალა“.

632
მე აღარ დავხარჯავ დროს ამ ბანალური მცდელობის უარსა-
ყოფად და დავკმაყოფილდები იმით, რომ მივიღო იგი იმ გაკვე-
თილად, რომელიც დღესაც ვერ მიუღია მათ, ვისაც მიაჩნია, ადა-
მიანური ინტელექტის გამოვლენის მწვერვალი მხოლოდ ის
არისო, წარმოიდგინო საკუთარი თავი რაღაც უზენაეს გონებად.
რამდენადაც ვიცი, არსებობს ჯანსაღი ფილოსოფიური მოძ-
ღვრება, რომელიც არა მარტო უპირისპირდება ჰეგელიანურს,
არამედ შექმნა ეფექტური სოციალური მექანიზმები, რომელნიც
მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად იმ შთაგონებული და
პროდუქტიულიც კი ფილოსოფიური მითებისაგან, თავგზას რომ
უბნევენ ადამიანს.

თავი უნდა დავანებოთ აფრიკელთა გონებრივი უნარის თაობაზე


ცილისწამებათა შესახებ დავას და მიუკერძოებლად გამოვიკ-
ვლიოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი საზოგა-
დოება: ის, რომელიც, ჰეგელისა და კომპანიის აზრით, ვერას-
დროს მოახერხებს ყოვლადძლიერ გარღვევას უსასრულო სივ-
რცეში, და ის, რომელმაც ეს უკვე მოახერხა. ეს არის განსხვავე-
ბა ეკონომიკისა თუ მხატვრული შემოქმედების, სოციალურ ურ-
თიერთობათა თუ მეცნიერული კვლევის დარგებში, სხვანაირად
რომ ვთქვათ, ადამიანთა ურთიერთობის ყველა დარგში, რო-
მელშიც მტკიცებულება შეიძლება შეამოწმო და არ დააფუძნო
რასის შეჩვენების თეორიაზე. როცა ამნაირად მივუდგებით საქ-
მეს, ერთ ფრიად საინტერესო ფაქტს წავაწყდებით. აფრიკის სა-
ხელმწიფოთა კოლონიალიზმამდელი ისტორია (ვგულისხმობ
ევროქრისტიანულსა და არაბულისლამისტურ კოლონიზაციას)
ნათლად გვიჩვენებს, რომ თავიანთი განვითარების არც ერთ პე-
რიოდში ამ სახელმწიფოებს რელიგიური ომი არ ჰქონიათ. შავი

633
რასის წარმომადგენლებს არასოდეს გამოუჩენიათ „წმიდათაწ-
მიდა“ გულმოდგინება და არ უცდიათ, დაემორჩილებინათ და
თავიანთ რჯულზე მოექციათ რომელიმე სხვა ხალხი. იყო ომები
ეკონომიკური მოტივით, პოლიტიკური მოტივით, მაგრამ არას-
დროს ყოფილა რელიგიური ომი. ვინ იცის, ეგებ ამ არაჩ-
ვეულებრივმა ფაქტმა უკარნახა ჰეგელს ზემოთ ნახსენები აზრი?
თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ უმთავრესმა მსოფლიო რელიგი-
ებმა (როგორც უწოდებენ მათ გამოჩენილი ფილოსოფოსები)
თვითშემეცნებამდე მისვლა შეძლეს მხოლოდ სისხლიანი ომე-
ბით, რომელიც ალაგალაგ დღესაც მიმდინარეობს.
დღეს, XX საუკუნის მიწურულს, საუკუნეებია გასული ჯვაროს-
ნული ლაშქრობებისა და ჯიჰადებიდან, რომელთა შედეგად ის-
პობოდა ძველი ცივილიზაციები, ნადგურდებოდა მათი საზოგა-
დოებრივი ურთიერთობის სისტემები, სპობდნენ სხვა ხალხთა
სულიერ ფასეულობებსა და კულტურას. და ეს ხდებოდა უხილა-
ვი ღმერთების სამსჯავროს წინაშე შიშის გამო. როცა ახლაც
ვხვდებით ხალხს, ვისი სოციალური მისწრაფებანი ბიბლიური
კანონებით განისაზღვრება, უფლება არ გვაქვს მივიჩნიოთ, რომ
წყვდიადის ეპოქა დამთავრებულია. ის სახელმწიფო, რომელიც
ამართლებს მკვიდრი მოსახლეობის განადგურებას და ეს მო-
სახლეობა ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობაა, ამართლებს
წმინდა წიგნების მოშველიებით, სახელმწიფო, რომელიც თავი-
სი კეთილდღეობის საფუძვლად მიიჩნევს ნაციონალიზმს, დიდ
საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. სხვანაირად რომ ვთქვათ,
ასეთი სახელმწიფო წარსულს ეკუთვნის. ჩვენც გვაქვს მითები,
მაგრამ არასდროს გამოგვიყენებია ისინი სხვა ხალხთა დასამო-
ნებლად. ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ მსოფლიოში და მზად ვართ

634
მისი კეთილდღეობისთვის სიცოცხლე გავწიროთ, რადგან სხვა
არჩევანი არა გვაქვს.
მსოფლიოზე რომ ვლაპარაკობთ – რეალური იქნება თუ მი-
თიური, – უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოვალეობა; შესაძლებელია,
ჩვენი უკანასკნელი კაცური მოვალეობაა მოვაგონოთ ჩვენს
დაუძინებელ მტრებს და საზღვარგარეთელ მათ მხარდამჭერებ-
საც, რომ აფრიკისადმი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას
აქვს გრძელი ისტორია, რომელშიც ყველაზე უფრო გულღვარ-
ძლიანნი ცდილობენ ვერ შეამჩნიონ ის, რაც მათ ხელს არ აძ-
ლევს. შეიძლება, ყველაზე დროული ის იქნებოდა, მოვაგონოთ
რასისტულ სახელმწიფოს, რომ ჩვენმა აფრიკამ, მისმა კულტუ-
რამ და ფილოსოფიურმა მოღძვრებებმა მნიშვნელოვანი გავლე-
ნა მოახდინა თეთრკანიან მოსახლეობაზე, მათსავე ქვეყნებში
წარმოიშვა მრავალნაირი მიმდინარეობანი როგორც მღვრიე,
ისე ანკარა შენაკადებით.
აფრიკული კულტურის მიღებაც და არმიღებაც, რა თქმა უნ-
და, იმით არის გამოწვეული, რომ არსებობს მისწრაფება ახალ
მიმართულებათა შექმნისა, მსოფლიოში შეუწყვეტელი მექანი-
ზაციის საფუძველთა ძიებისა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცდი-
ლობენ, მიაგნონ ცხოვრების საიდუმლოების ახალ აზრს, უნდათ
აღმოფხვრან ის სოციალური სნეულებანი, რომლებიც გამოიწ-
ვია დასავლეთის ცივილიზაციის მიღწევებმა. და თუმცა დიდ პა-
ტივს მიაგებენ აფრიკას იმ ყველაფრისათვის, რაც მან შეიტანა
მსოფლიო ცოდნის ყულაბაში, მაინც არ უჩანს ბოლო სამწუხა-
რო ჩვეულებას – დაამცირონ აფრიკული სამყარო. თუ ზოგი
უზომოდ აღმერთებს აფრიკელებს, გვეთაყვანებიან, ვითარცა
მეფეებს, სხვები უაღრესად პრიმიტიულ შიშს განიცდიან შავკა-
ნიანთა წინაშე, შიშს, რომელიც სიძულვილით არის შეზავებუ-

635
ლი. ასეთი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეფასებანი არავითარ
გავლენას არ ახდენს ჩვენს ყოფიერებაზე, რადგან შავმა რასამ
უამისოდაც იცის ის, რაც უნდა იცოდეს – იგი იცნობს თავის
თავს. ეს დასავლეთის სამყაროა, თავისთვის დამახასიათებელი
გულმოდგინებით რომ ცდილობს ჩასწვდეს თავის არსს წინააღ-
მდეგობათა მეშვეობით, რომლებსაც იგი, სხვათა შორის, აფრი-
კის გამოცდილების ათვისებით აღმოაჩენს ხოლმე.
მაგალითისთვის მოვიხმოთ ევროპული ექსპრესიონიზმი,
რომელმაც აღმოაჩინა, რომ აფრიკული ხელოვნება, მუსიკა და
წესჩვეულებანი ადამიანზე ზემოქმედების იმავე სფეროს ეკუთ-
ვნის, რასაც განეკუთვნება სავსებით თავისებური, ერთმანეთ-
თან შეუთავსებელი იდეები, იდეოლოგია, სოციალური კონცეფ-
ციები ფროიდის, კარლ მარქსის, ბაკუნინის, ნიცშესი; ასეთივე
ყოფილა თავისუფალი სიყვარული, კოკაინი. რაკი ასეა, რატომ
უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბაკოტას, ნიმბას, იორუბას, დოგონას,
დანას და სხვა ტომთა პლასტიკურმა და სულიერმა ერთიანობამ
შთააგონა ევროპელები, განსაკუთრებით ტევტონები და გალე-
ბი, და თავს დაატეხა მათ გაშმაგებული წყევლაკრულვა XIX და
XX საუკუნეების სულ ცოტა ოთხი ათწლეულის განმავლობაში.
კაცობრიობის ნათელ მიზნად დღესაც რჩება სრული განთავი-
სუფლება ადამიანისა, მის გამოუყენებელ შესაძლებლობათა
განთავისუფლება, რათა მან ახალი სამყარო ააშენოს მარმარი-
ლოს ლოდებისაგან, სამყარო, რომელიც არ იქნება შებოჭილი
ევროპულ ბურჟუაზიულ მოძღვრებათა ჩარჩოებით, რათა გააჩა-
ღოს ქურა და გამოჭედოს „ახალი მშვენიერი სამყაროს“ შვილ-
თა ახალი ძმობა. ამრიგად, თუ ერთიან მოძრაობად შევკრავთ
ევროპულ მოძღვრებათა მთელ სპექტრს ფაშიზმის, ანარქიზმისა
და რევოლუციური კომუნიზმის ჩათვლით, მივაღწევთ იმას, რომ

636
რეალობა, რომელსაც აფრიკა ჰქვია, ყოველთვის იყოს კეთილ-
სურნელოვანი, გვიღიზიანებდეს ყნოსვას და გემოვნებას, ჭამ-
დეს და სვამდეს, აბოყინებდეს კიდეც, იხვეჭდეს საშოვარს,
შიოდეს და სწყუროდეს, იყოს აღთქმული ქვეყანა და შეჩვენებუ-
ლიც თავისი შემოქმედებითი ენერგიის შეუჩერებელი დუღი-
ლით.
გავიხსენოთ ოსკარ კოკოშკა: ამ მხატვარმა და დრამატურგმა
აფრიკული წესჩვეულებისაგან აიღო ის, რაც დაინახა მათში –
სადიზმი, სექსუალური უკუღმართობა და საერთო თვითკმაყო-
ფილება. ამათი მეშვეობით მან მოგვცა ნიცშეანელობის აპოკა-
ლიფსური ქადაგება, რომელიც გამსჭვალულია ექსტაზური სი-
ძულვილით სოციუმისადმი, ესე იგი მთელი მსოფლიოსადმი. ვა-
სილი კანდინსკიმ კი, გაეცნო რა აფრიკული ხელოვნების პრინ-
ციპებს, აღმოაჩინა, რომ „ხელოვნების თეორია წარმოიშვა
ფართო საფუძველზე, რომელიც თავისი ხასიათით ინტერნა-
ციონალურია“. იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „ხელოვნების
მხოლოდ ევროპული თეორიის შექმნა საინტერესოა, მაგრამ,
რაღა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“. კანდინსკის აზრით, ხე-
ლოვნების თეორიამ „უნდა მოგვცეს ყოვლისმომცველი სინთე-
ზი, რომელიც გასცილდება ხელოვნების საზღვრებს და ადა-
მიანურისა და „ღვთაებრივის“ ერთიანობას გვიჩვენებს“.
ამ მიმდინარეობას, რომლის გაჩენიდან ასი წლისთავს
ოციოდე წლის შემდეგ აღნიშნავენ ევროპული ქვეყნების დედა-
ქალაქთა მხატვრები, მიეკუთვნებიან ისეთი პარადოქსული პი-
როვნებები და ევროპული ფერწერის საყოველთაოდ აღიარებუ-
ლი ტიტანები, როგორიც არიან მოდილიანი, მატისი, გოგენი,
პიკასო, ბრანკუსი და სხვები, მხატვრები, რომელთაც მეტნაკლე-
ბად ყველგან აქებენ და ადიდებენ, მხატვრები, რომელთა სა-

637
ლოცავად იქცა აფრიკული და პოლინეზიური ხელოვნება, თავი-
სი ექსპრესიონისტული სიშმაგით ცნობილი იოჰანეს ბეხერიც კი,
რომელმაც დაიფიცა, ახალ სამყაროს შევქმნიო, მიუხედავად
მოარული სნეულებებისა: „ზანგთა ტომებში გავრცელებულია
ციებცხელება, ტუბერკულოზი, ვენერული სენის ეპიდემიები, გო-
ნებრივი და ფიზიკური მანკიერებანი, – ვებრძვი ამათ და დავა-
მარცხებ კიდეც“.
ისე მოხდა, რომ ამ მგზნებარე განცხადების ერთდროულად
იორუბას ტომის დედაქალაქი და აკვანი ილეიფე ინახულა კიდევ
ერთმა ენთუზიასტმა, გერმანელმა ლეო ფრობენიუსმა, რომე-
ლიც ექსპრესიონისტად არ მიიჩნევდა თავს და არც მაინცდამა-
ინც აინტერესებდა იგი. ფრობენიუსი გააოცა იორუბას ტომის
ჭკუითა და ხელით შექმნილმა მშვენიერმა ნაკეთობებმა, რომ-
ლებზეც აღბეჭდილიყო კლასიკური გამომხატველობა და ჰარ-
მონიული სიცხადე. იგი ამბობს: „ჩვენს თვალწინ იყო ბრინ-
ჯაოსაგან ჩამოსხმული საოცრად მშვენიერი, საოცარი მუქმწვა-
ნე ელფერის პლატინით მოვარაყებული თავი, რომელიც ცოცხა-
ლივით გამოიყურებოდა. ეს გახლდათ აფრიკის ატლანტიკის
პოსეიდონის – ოლოკუნის თავი“.
ახლა ვნახოთ, რას წერს ფრობენიუსი იმ ადამიანების შესა-
ხებ, რომელთა ნახელავმა აგრძნობინა მას სილამაზის მთელი
სიდიადე: „ღრმად შეძრული დიდხანს ვიდექი იმის წინაშე, რაც
შემორჩა ატლანტიკის წყლის ყოფილი ბატონისა და მბრძანებ-
ლის ქანდაკებისაგან. ჩემი თანამგზავრები ჩემზე არანაკლებ
გაოცებული იყვნენ. დიდხანს ვიდექით მდუმარედ, თითქოს წი-
ნასწარ შეთანხმებული ვიყავით. შემდეგ თვალი შევავლე შავ
წრეს, რომელშიც გამოსახული არიან „მისი მაღალღირსება“ ქუ-
რუმის შვილები, მისი უწმინდესობა ოუნის მეგობრები და მრჩევ-

638
ლები. როცა გავიფიქრე, რომ ამ ჭკუასუსტი გადაგვარებულების
ბრბო არის ასეთი საუნჯის მემკვიდრე, სევდა შემომაწვა გულზე
და სიტყვა ვერ დავძარი“.
თეთრი კაცი, რომელიც ყველაფრის ნებას აძლევს თავს, აშ-
კარად მოუწოდებს – ძველთაძველ პატრონებს ჩამოერთვათ სა-
კუთრების უფლებაო და ამას იმით ამართლებს, ისინი (ძველი
პატრონები) თითქოს ღირსი არ არიან. ეს გვახსენებს სხვა ში-
ზოფრენიულ განცხადებებსაც, რომლებიც საფუძვლად დაედო
კიდევ უფრო უკუღმართ თეორიებს. ასეთია, მაგალითად, ვან
ლვიკ ლოუვას მიერ შეთხზული მითები. ნაციზმის ეს მომხრე თა-
ვის თანამემამულე რასისტებს ასეთ ტირადებს უტენიდა ტვინში:
„ღმერთო, გვასწავლე, რას ნიშნავს „ჩვენი“, ღმერთო გვასწავ-
ლე! და მაშინ, როცა შავკანიანების, თეთრკანიანების, ყავის-
ფერკანიანების და მათი საქმიანობისადმი სიძულვილს დავ-
თრგუნავთ, მხოლოდ მაშინ გავბედავ წარვდგე შენი სამსჯავროს
წინაშე“.
ხშირად ვფიქრობ იმის თაობაზე, თუ რა მშვენიერი გაკვეთი-
ლი მისცა მსოფლიოს შავმა რასამ თავისი მიმტევებლობის უნა-
რით, რაც მისი მსოფლმხედველობისა და ძველთაძველი რწმე-
ნის ეთიკური საფუძვლების ნაწილია. ეს მსოფლმხედველობა და
რწმენა მთლიანად ვერ მოსპო უცხოელთა რელიგიისა და მის-
თვის დამახასიათებელი ეთნოცენტრიზმის დანერგვამ. ავად სა-
ხელგანთქმული ფრობენიუსი, რომელმაც შეაჩვენა არა მარტო
მთელი რასა, არამედ თავისი თვალით ნანახი მისი ფრიად ფა-
სეული შემოქმედებითი საგანძურიც, აღმოჩნდა ევროპიდან მო-
სული ერთერთი პირველი მძარცველი არქეოლოგი. ევროპელ-
თა დაუოკებელი სიხარბის საბუთები მათსავე მუზეუმებში ინახე-
ბა. მესამე სამყაროს ქვეყნების კულტურის სამინისტროებისა და

639
იუნესკოს სასოწარკვეთილება იმას მოწმობს, რომ მოპარული
საგანძურისადმი ევროპელთა სიყვარული ურყევია. განა საკ-
ვირველი არ არის, რომ აფრიკის სკოლებსა და ინსტიტუტებში
დღესაც ადიდებენ ფრობენიუსს, შავკანიან ლიდერებს ცამდე აჰ-
ყავთ იგი? მის საიუბილეოდ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს
მართავენ შავ კონტინენტზე; იმის მიუხედავად, რომ მისი
თეორია სულაც არ არის, თანმიმდევრული და მწყობრი, არავი-
სა აქვს უფლება, დაეჭვდეს ამ რასისტის ღვაწლში აფრიკის შეს-
წავლისა და მისი კულტურის გაგების საქმეში.
ყოფილი კოლონიების ყველა ხალხი დიდსულოვანია იმის
მიუხედავად, რომ ბევრმა მათგანმა თავის თავზე გამოსცადა
პლანტატორული კოლონიალიზმის ყველაზე უფრო სასტიკი
ფორმა, როცა გაუმაძღარი ექსპლოატაციის თანმხლები ადამი-
ანთა დეგრადაცია და უკუღმართობა აიძულებდა აფრიკელებს,
სამრეწველო წარმოებაში თავიანთი მარცხი საკუთარი თვალის,
ცხვირისა თუ ხელის ფასად გამოესყიდათ. განმათავისუფლებე-
ლი ომების ტანჯვაწვალებაში გამოვლილი ადამიანები, რომელ-
თა მიწაწყალი გაჟღენთილია უდანაშაულო მსხვერპლთა თუ უც-
ნობ მოწამეთა სხეულებით, დღეს გუშინდელ მჩაგვრელთა
გვერდით ცხოვრობენ და ხშირად თავიანთ ბედიღბალს ანდობენ
იმათ, ვინც სულ რამდენიმე წლის წინათ საკუთარ მოძმეთა და-
ხოცვისაკენ მოუწოდებდა. ისინი ისე იქცევიან, თითქოს აღორ-
ძინებისაკენ სწრაფვით ქრისტიანულ გულმოწყალებაზე მაღლა
დგანან. ძალიან ადვილად შეიძლება, თანამშრომლობის ეს სუ-
ლისკვეთება ზოგიერთი ლიდერის ვერაგულ ხრიკებში აგვერი-
ოს, ლიდერებისა, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოებისათვის
კომპრომისებზე მიდიან და საკუთარივე სარფისათვის მზად არი-
ან ყოფილი პატრონების გალაქულ ფეხსაცმელებს უდარაჯონ.

640
ასეთები არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ, ისეთი მაგალითების
მოტანაც შეიძლება, როცა თავისი ხალხის ერთგული მთავრობე-
ბი შავი კონტინენტისა იზიარებენ ზუსტად ასეთივე პოლიტიკურ
ფილოსოფიას. ყველა შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილე-
ბის მიღება ხალხის ნებაა და მხოლოდ საკუთარ გამოცდილება-
ზე დამყარებულ მის დასკვნებს უნდა მიეცეს კანონიერი აზრის
ძალა, დავკმაყოფილდები მხოლოდ ამის შეხსენებით. ბოლოს
და ბოლოს ევროპის ისეთი ხალხებიც არსებობს, რომლებიც
დღემდე ცხოვლად ინახავენ ხსოვნას უცხოთა ბატონობის შესა-
ხებ და განთავისუფლებიდან ორასი წლის შემდეგ ოცნებობენ
შური (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) იძიონ ყოფი-
ლი დამპყრობლების შთამომავალთაგან. ვყოფილვარ ისეთ
ქვეყნებში, რომლებშიც უცხოელ დამპყრობთა უღელქვეშ ყოფ-
ნის მკაცრი ისტორიის შესახებ ხსოვნა შემონახულია ძეგლებში,
პარკებში, ეკლესიებსა და მუზეუმებში, დოკუმენტებში, გრა-
ვიურებსა და ფოტოგრაფიებში; ისინი ვიტრინებშია გამოფენი-
ლი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტის მთქმელია ის, რომ კოლო-
ნიზატორთა შთამომავალნი მდუმარე თანხმობით შეურიგდნენ
თავიანთი სოციალური სტატუსის დადაბლებას, სამოქალაქო
უფლებათა და პრივილეგიების შეზღუდვას, ითმენენ უმცირესო-
ბაში ყოფნას. ყველაფერი ეს გამოიხატება დახრილი თვალებით,
ქედმოდრეკილობით, ოდესღაც ქედმაღალი რასის წარმომად-
გენელთა ბრალდებულის ტონით. მე ეს იშვიათად მინახავს,
რადგან მათ ხშირად როდი შევხვედრივარ. ამის თაობაზე ბევრი
რამ უკვე დაიწერა, იყო მსჯელობა საერთაშორისო შეხვედრების
დროსაც. მაგრამ მომხდარის სიმბოლური სამართლიანობა
პრინციპულად რომც ვაღიაროთ, მაინც გასაკვირია ერთი რამ:
უფალი ღმერთი, რომელმაც უზომოდ დიდი ფასი დაადო ახალ-

641
დაბადებული ადამიანის რამდენიმე გირვანქა ხორცს, როგორ-
ღა აიძულებს მას, მეათე და მეთორმეტე მუხლის წინაპართა
ცოდვებიც მოინანიოს.
ჩამოქვეითებული უმცირესობის რასობრივი და კულტურული
მედიდურობის ასეთ დაცხრომას რომ ვხედავ, კვლავ ვუბრუნდე-
ბი ფიქრს ჩვენს საზოგადოებაზე, რომელშიც ჯერ კიდევ ცოცხა-
ლია ასეთი დამოკიდებულების მიზეზთა ხსოვნა, ვუბრუნდები
ჩემს მიწაწყალს, სადაც ოდესღაც აყვავებული სახელმწიფოების
ნანგრევები და მბოლავი ნახანძრალები ფრიად მჭევრმეტყველი
ბრალდებაა კოლონიალიზმისა და რასიზმის პოლიტიკის წინა-
აღმდეგ. ჩვენს ქუჩებს ყოფილ დამპყრობელთა სახელები ჰქვია,
მოედნებზე დგას ძეგლები და დამონების სხვა სიმბოლოები.
ჩვენს ხალხს საკმარისად აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა და
თავდაჯერებულობა – იგი ვერ ირწმუნებს, რომ ეს ძეგლები და
სიმბოლოები ქალაქთა მორთულობაა, მით უფრო, რომ მათ ძა-
ლიან ეტანებიან მტრედები და ღამურები. ჩვენს ბიბლიოთეკებში
ინახება ძველი წიგნები; ჩვენი ახალგაზრდობა კითხულობს
ფრობენიუსის, იუმის, ჰეგელის, მონტესკიეს და სხვა მათ მსგავ-
სთა წიგნებს, რომლებზეც უნდა იყოს და არ არის შტამპი:
„ფრთხილად იყავით! ეს წიგნები საშიშია თქვენი რასობრივი
ღირსებისათვის“.
მაგრამ შერიგების ყველა ეს ნიშანი, იქნება იგი მნიშვნელო-
ვანი თუ მიზერული, საზოგადოებრივი, დაკანონებული თუ პირა-
დი, არ უნდა მივიჩნიოთ აფრიკელთა უსაზღვრო მოთმინების
მოწმობად. არსებითად ისინი ერთგვარი ტესტია, მოთხოვნათა
კრებული, მდუმარე მოწოდება თანხმობისაკენ, რომლის მიღწე-
ვა შეიძლება სავსებით კონკრეტული ვალის გადახდით. ეს გახ-
ლავთ ელემენტები ხიდისა, რომელსაც აშენებენ უფსკრულის

642
მხოლოდ ერთი ნაპირიდან და – უნდათ ეს მშენებლებს თუ არა
უნდათ – მატერიის კანონების თანახმად, იგი ეჭვიანობის, იმედ-
გაცრუებისა და საყოველთაო სიძულვილის უძირო უფსკრულში
ჩაინგრევა. ჩვენთვის სასინჯ ქვად იქცა სამხრეთ აფრიკა – ბიბ-
ლიურ საშინელებათა და პრიმიტიული ცრურწმენების ციტადე-
ლი. მშვიდობის მომხრეებმა უნდა აირჩიონ ორი შესაძლებლო-
ბიდან ერთი: ან უნდა შეიყვანონ იგი თანამედროვე ცივილიზაცი-
ის ფარგლებში, საშუალება მისცენ თანასწორი პარტნიორობის
სულისკვეთებით მოაწყოს გონივრული ცხოვრება, რის უნარი
უკვე გამოავლინა აფრიკის განთავისუფლებულმა ქვეყნებმა, ან-
და სასტიკად დაამციროს იგი იმით, რომ არ მისცეს დანარჩენ
მსოფლიოსთან ურთიერთობის საშუალება. არჩევანი როგორიც
უნდა იყოს, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შემზარავი გამოწვევა
მიიღონ ჩვენგან XXI საუკუნის ადამიანებმა, კაცობრიობის სიმ-
ბოლური სრულწლოვანების, საზეიმო საუკუნისა, რომლის დად-
გომას ყველგან თავისებურად აღნიშნავენ დედამიწაზე მცხოვ-
რები ხალხები. კალენდარი სხვადასხვანაირია, მაგრამ ერ-
თიანია მისი მოთხოვნები. ამათგან ყველაზე უფრო გარდუვალი,
ყველაზე უფრო აუცილებელი ჩვენი არსებობისათვის, ჩვენი სი-
ცოცხლისათვის, ადამიანური სახის შენარჩუნებისათვის, არის
რასიზმის, ხალხთა უთანასწორობისა და მათი მხარდამჭერი სო-
ციალური ინსტიტუტების მოსპობა. ნობელის პრემია უსიტყვოდ
აღიარებაა იმისა, რაც უპირისპირდება რასიზმსა და ხალხთა
უთანასწორობას: საყოველთაო სწრაფვა მშვიდობისა და თან-
ხმობისაკენ.

643
იოსიფ ბროდსკი

...თუ უკან მოვიხედავ

1987

კერძო ადამიანისათვის, მისთვის, ვინც ეს განკერძოება


რაიმე საზოგადოებრივ როლს ამჯობინა, ადამიანისათვის, რო-
მელმაც ამგვარ მჯობინებაში საკმაოდ შორს შეტოპა, კერძოდ,
სამშობლოდან მოშორებით, რადგან უპირატესობა მიანიჭა უკა-
ნასკნელ ხელმოცარულობას დემოკრატიის პირობებში, ვიდრე
წვალებულად ან ფიქრთა მპყრობელად შერაცხვას დესპოტურ
მმართველობაში, – ამ ტრიბუნაზე უეცრად მოხვედრა დიდი
უხერხულობა და გამოცდაა.
ამ შეგრძნებას აღრმავებს არა იმდენად მათზე ფიქრი, ვინც
ჩემამდე აქ იდგა, რამდენადაც მათი მოგონება, რომელთაც ეს
პატივი ასცდათ, ვინც ვერ შეძლო ამ ტრიბუნიდან, როგორც იტ-
ყვიან, „ურბი ეტ ორბი“ (მთელი სოფელქვეყნის გასაგონად) მო-
მართვა და რომელთა საერთო დუმილი თითქოსდა ეძიებს, მაგ-
რამ ვერ პოულობს თქვენთან მოსასვლელ გზებს.
ერთადერთი, რაც თქვენ ასეთ მდგომარეობას შეგარიგებთ,
ის მარტივი მოსაზრებაა, რომ – უპირველესად სტილისტურ მი-
ზეზთა გამო – მწერალს არ ძალუძს ილაპარაკოს მწერლის მა-
644
გიერ, განსაკუთრებით – პოეტს პოეტის მაგიერ; ამ ტრიბუნაზე
ოსიპ მანდელშტამი, მარინა ცვეტაევა, რობერტ ფროსტი, ანა ახ-
მატოვა, უისტან ოდენი რომ გამოსულიყვნენ, ისინი ძალაუნებუ-
რად სწორედ თავიანთ თავზე ილაპარაკებდნენ და, შესაძლოა,
ასევე გარკვეული უხერხულობა ეგრძნოთ.
ეს აჩრდილები მე მუდამ მაცდუნებდნენ და დღესაც მაცდუნე-
ბენ. ყოველ შემთხვევაში, ისინი სამჭევრმეტყველოდ როდი მა-
ქეზებენ. საკუთარი თავი საუკეთესო წუთებში როგორღაც მათ
შენაერთად მეჩვენება – მაგრამ ყოველთვის ნაკლებად, ვიდრე
თითოეული მათგანია ცალცალკე. ასეა, რადგან ქაღალდზე და-
წერილით მათზე უკეთესობა შეუძლებელია; შეუძლებელია მათ-
ზე უკეთესობა ცხოვრებაშიც; და სწორედ მათი ცხოვრება, რო-
გორი ტრაგიკული და მწარეც უნდა იყოს იგი, ხშირად მაიძუ-
ლებს – ეტყობა, უფრო ხშირად, ვიდრე ეს საჭიროა – სინანული
გამოვთქვა დროის მდინარების გამო. თუ იმქვეყნიური სამყარო
არსებობს, ხოლო მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაზე
მათთვის უარის თქმა მე უფრო არ ძალმიძს, ვიდრე მათი ამქვეყ-
ნიური არსებობის დავიწყება – თუ იმქვეყნიური სამყარო არსე-
ბობს, მაშინ ისინი, ვიმედოვნებ, მაპატიებენ იმის თვისებრივ
რაობას, რის გადმოცემასაც ვაპირებ: ბოლოს და ბოლოს, ჩვენი
პროფესიის ღირსება ტრიბუნაზე ქცევით როდი იზომება.
მე დავასახელე მხოლოდ ხუთეული, რომელთა შემოქმედება
და ბედიღბალი ჩემთვის ძვირფასია თუნდაც იმიტომ, რომ, თუ
ისინი არ იარსებებდნენ, ჩემი როგორც ადამიანისა და როგორც
მწერლის ფასი ცოტა იქნებოდა: ყოველ შემთხვევაში, დღეს აქ
არ ვიდგებოდი. ისინი, ეს აჩრდილები – უკეთესია ვთქვათ: სი-
ნათლის წყარონი – ლამპრები? ვარსკვლავები? – რაღა თქმა
უნდა, მეტნი იყვნენ, ვიდრე ხუთეულია და ნებისმიერ მათგანს

645
ხელეწიფებოდა თავგანწირვა აბსოლუტური სიმუნჯისათვის. მა-
თი რიცხვი დიდია ყოველი შეგნებული ლიტერატორის ცხოვრე-
ბაში; ჩემს ცხოვრებაში იგი ორმაგდება იმ ორი კულტურის წყა-
ლობით, რომელთაც ბედის განგებით მივეკუთვნები. ვითარებას
არ ამსუბუქებს აგრეთვე ფიქრები ორივე ამ კულტურაში თანა-
მედროვეთა და კალმოსან თანამოძმეთა შესახებ, ფიქრები
პოეტებსა და პროზაიკოსებზე, რომელთა ნიჭიერებას საკუთარ-
ზე მაღლა ვაყენებ, და, ისინი ამ ტრიბუნაზე რომ მოხვედრილიყ-
ვნენ, უკვე კარგა ხნით ადრე საქმეზე გადავიდოდნენ, რადგან
მათ მსოფლიოსათვის ჩემზე მეტი აქვთ სათქმელი.
ამიტომ თავს ნებას მივცემ გამოვთქვა ზოგიერთი შენიშვნა –
შესაძლოა გაუმართავი, არეულდარეული, დაუკავშირებლობით
თქვენი შემფიქრიანებელი. მაგრამ აზრების მოსაკრებად ჩემ-
თვის გამოყოფილი დრო და თავად პროფესია, იმედი მაქვს, ნა-
წილობრივ მაინც დამიცავენ ქაოსურობის საყვედურებისაგან.
ჩემი პროფესიის ადამიანი იშვიათად აცხადებს პრეტენზიას აზ-
როვნების სისტემურობაზე. უარეს შემთხვევაში იგი სისტემაზე
აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ ესეც, როგორც წესი, ნასესხებია:
გარემოდან, საზოგადოებრივი წესწყობილებიდან, სათუთ ასაკ-
ში ფილოსოფიური განსწავლულობიდან. ხელოვანს უფრო არა-
ფერი არ არწმუნებს იმ საშუალებათა შემთხვევითობაში, რომ-
ლებითაც იგი სარგებლობს ამა თუ იმ – თუნდაც მუდმივი – მიზ-
ნისათვის, ვიდრე თვით შემოქმედებითი პროცესი, თხზვის პრო-
ცესი. ლექსი, ახმატოვას სიტყვებით, ნამდვილად ნაგავიდან
წარმოიქმნება; პროზის ძირები უფრო კეთილშობილური როდი-
ა.

646
II

თუკი ხელოვნება რაიმეს გვასწავლის (და უპირველესად –


ხელოვანს), ეს ადამიანური არსებობის განკერძოებულობაა,
კერძო მეწარმეობის ყველაზე ძველი და ყველაზე ანბანური
ფორმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანს სწორედ ინდივი-
დუალობის, უნიკალურობის, განცალკევების შეგრძნებას უღვი-
ვებს და ამით მას საზოგადოებრივი ცხოველიდან პიროვნებად
გარდაქმნის. შეიძლება გაიყო ბევრი რამ: პური, სარეცელი,
რწმენა, შეყვარებული, მაგრამ ლექსის, ვთქვათ, რაინერ მარია
რილკეს ლექსის გაყოფა არ შეიძლება. ხელოვნების ნაწარ-
მოები, ლიტერატურა განსაკუთრებით და ლექსი კერძოდ, ადა-
მიანს „ტეტატეტ“ მიმართავს, მასთან პირდაპირ უშუამავლო ურ-
თიერთობას ამყარებს. სწორედ ამიტომ საყოველთაო კეთილ-
დღეობის ქომაგნი, მასების მბრძანებლები, ისტორიული აუცი-
ლებლობის მქადაგებელნი ითვალწუნებენ ხელოვნებას საერ-
თოდ, ლიტერატურას განსაკუთრებით და პოეზიას კერძოდ. ეს
ასეა, რადგან იქ, სადაც ხელოვნებამ შეაღწია, სადაც ლექსი
წაიკითხეს, ისინი მოსალოდნელი თანხმობისა და ერთსულოვ-
ნების ადგილზე აღმოაჩენენ ხოლმე გულგრილობასა და ხმაშე-
უწყობლობას, გაბედული მოქმედების ადგილზე – უყურადღებო-
ბასა და გულავარდნილობას. სხვა სიტყვებით, პატარა ნუ-
ლიანებს, რომელთა გამოყენებას საყოველთაო კეთილ-
დღეობის ქომაგნი და მასების მბრძანებლები ცდილობენ, ხე-
ლოვნება უმატებს „წერტილწერტილმძიმეს მინუსით“ და ამით
ყოველ პატარა ნულიანს მუდამ მიმზიდველს თუ არა, ადამიანურ
სახეს მაინც ანიჭებს.

647
დიდმა ბარატინსკიმ, როცა თავის მუზაზე ლაპარაკობდა, იგი
დაახასიათა, როგორც „არასაერთო გამოხატულების სახე“. ეტ-
ყობა, სწორედ ამ არასაერთო გამოხატულების შეძენაშია ინდი-
ვიდუალური არსებობის საზრისი, რადგან ამ არასაერთოობი-
სათვის ჩვენ უკვე თითქოსდა გენეტიკურად ვართ მომზადებულ-
ნი. იმის დამოუკიდებლად, ადამიანი მწერალია თუ მკითხველი,
მისი ამოცანა, პირველ ყოვლისა, ისაა, რომ იცხოვროს თავისი
საკუთარი და არა თავსმოხვეული, გარედან მიტმასნილი, თუნ-
დაც ყველაზე კეთილად გამომზირალი ცხოვრებით. რადგან იგი
ყველა ჩვენგანს მარტოოდენ ერთი აქვს ნაბოძები და ყველამ
კარგად ვიცით, ყოველივე ეს რით მთავრდება. დასანანი იქნე-
ბოდა ეს ერთადერთი შანსი გამოგვეყენებინა სხვისი გარეგნო-
ბის, სხვისი გამოცდილების გასამეორებლად, ტავტოლო-
გიისათვის – მით უფრო დასანანია, რომ ისტორიული აუცილებ-
ლობის მქადაგებელნი, რომელთა წაქეზებით ადამიანი ტავტო-
ლოგიას ეგუება, სამარეში მასთან ერთად არ ჩაწვებიან, ამისათ-
ვის მადლობას არ ეტყვიან.
ენა და, საფიქრებელია, ლიტერატურაც უფრო ძველი, გარ-
დუვალი და ხანგრძლივი არსებობის საგნებია, ვიდრე საზოგა-
დოებრივი ორგანიზაციის რომელიმე ფორმა. ხშირად ლიტერა-
ტურის მიერ სახელმწიფოს მიმართ გამოხატული აღშფოთება,
ირონია და გულგრილობა, არსებითად, მუდმივის, უმჯობესია
ვთქვათ – უსასრულოს რეაქციაა დროებითისა და განსაზღვრუ-
ლისადმი. უკიდურეს შემთხვევაში, სანამ სახელმწიფო თავს ნე-
ბას აძლევს ჩაერიოს ლიტერატურის საქმეებში, ლიტერატურას
უფლება აქვს ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში. პოლიტიკური
სისტემა, საზოგადოებრივი წყობილების ფორმა, როგორც ყვე-
ლანაირი სისტემა საერთოდ, განსაზღვრების მიხედვით, წარსუ-

648
ლი დროის ფორმაა და ცდილობს თავს მოეხვიოს აწმყოს (ხში-
რად მომავალსაც) და ადამიანიც, რომლის პროფესია ენაა, უკა-
ნასკნელია, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს დართოს ამის დავიწ-
ყების ნება. მწერლისათვის ნამდვილი საფრთხე იმდენად სა-
ხელმწიფოს მხრივ დევნის შესაძლებლობა (ხშირად რეალობა)
კი არ არის, რამდენადაც იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწი-
ფომ დააჰიპნოზოს იგი, საფრთხობელას დამსგავსებით ანდა
უკეთესობისაკენ ცვლილებების მოხდენით, მაგრამ ყოველთვის
– დროებითი მოხაზულობით.
სახელმწიფოს ფილოსოფია, მისი ეთიკა, თუ არაფერს ვიტ-
ყვით მის ესთეტიკაზე, მუდამ „გუშინაა“, ენა, ლიტერატურა კი
მუდამ „დღესაა“ და ხშირად – განსაკუთრებით ამა თუ იმ პოლი-
ტიკური სისტემის ორთოდოქსულობის შემთხვევაში – აგრეთვე
„ხვალეც“. ლიტერატურის ერთერთი დამსახურება სწორედ ისაა,
რომ ეხმარება ადამიანს დააზუსტოს თავისი არსებობის დრო,
გამოარჩიოს საკუთარი თავი როგორც წინამორბედთა, ასევე
თავის მსგავსთა ბრბოსაგან, განერიდოს ტავტოლოგიას, ესე იგი
იმ წილხვედრს, რომელსაც სხვანაირ საპატიო სახელად „ისტო-
რიის მსხვერპლი“ ჰქვია. ხელოვნება საზოგადოდ და ლიტერა-
ტურა კერძოდ იმითაა ღირსშესანიშნავი, იმით განირჩევა ცხოვ-
რებისაგან, რომ ყოველთვის გაურბის გამეორებას. ყოველდღი-
ურ ცხოვრებაში თქვენ შეგიძლიათ მოჰყვეთ ერთსა და იმავე
ანეკდოტს სამჯერ და სამჯერ გამოიწვიოთ სიცილი, საზოგა-
დოების სული და გული გახდეთ. ხელოვნებაში ქცევის მსგავს
ფორმას „კლიშე“ ჰქვია. ხელოვნება უტყუარი იარაღია და მისი
განვითარება განისაზღვრება არა ხელოვანის ინდივიდუალო-
ბით, არამედ მასალის დინამიკითა და ლოგიკით, იმ საშუალება-
თა წინარე სვებედით, რომლებიც მუდამ მოითხოვენ (ანდა გვი-

649
კარნახებენ) თვისებრივად ახალ ესთეტიკურ გადაწყვეტას. ხე-
ლოვნება ფლობს საკუთარ გენეალოგიას, დინამიკას, ლოგიკა-
სა და მომავალს, იგი ისტორიის სინონიმური კი არ არის, არა-
მედ საუკეთესო შემთხვევაში მისი პარალელურია და მისი არსე-
ბობის წესი ყოველთვის ახალი ესთეტიკური რეალობის შექმნაა.
აი, ამიტომ იგი ხშირად გვევლინება „პროგრესის სათავეში“, ის-
ტორიის სათავეში და მისი ძირითადი ინსტრუმენტი – ხომ არ
დავაზუსტოთ მარქსი? – სწორედ კლიშეა.
სადღეისოდ ერთობ მოარული მტკიცება, რომ თითქოს მწე-
რალმა, განსაკუთრებით პოეტმა თავის ნაწარმოებებში უნდა გა-
მოიყენოს ქუჩის ენა, ბრბოს ენა, მთელი თავისი მოჩვენებითი
დემოკრატიულობისა და ხელშესახები პრაქტიკული სარგებ-
ლიანობის მიუხედავად, მწერლისათვის ეს მტკიცება მონაჩმახია
და იმის ცდაა, რომ ხელოვნება, მოცემულ შემთხვევაში ლიტე-
რატურა, ისტორიას დაუმორჩილონ. თუ ჩვენ მხოლოდ ის გა-
დავწყვიტეთ, „რომ „საპიენსი“ (გონიერი) დროა შეჩერდეს თავი-
სი განვითარების გზაზე, ლიტერატურამ ხალხის ენაზე უნდა
ილაპარაკოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ხალხმა უნდა ილა-
პარაკოს ლიტერატურის ენაზე. ყოველი ახალი ესთეტიკური
რეალობა ადამიანისათვის აზუსტებს ეთიკურ რეალობას. ეს
ასეა, რადგან ესთეტიკა ეთიკის დედაა. „კარგისა“ და „ცუდის“
ცნებები უპირველესად ესთეტიკური ცნებებია, რომლებიც გადა-
ხარშავენ ხოლმე „სიკეთისა“ და „ბოროტების“ კატეგორიებს.
ეთიკაში „ყველაფერი არაა დასაშვები“, ასეა იმიტომაც, რომ
სპექტრში ფერების რაოდენობა განსაზღვრულია. როცა უგუნუ-
რი ჩვილი ტირილით გაურბის უცნობს ანდა მისკენ მიისწრაფ-
ვის, გაურბის თუ მიისწრაფვის, ინსტინქტურად აკეთებს ესთეტი-
კურ და არა ზნეობრივ არჩევანს.

650
ესთეტიკური არჩევანი ყოველთვის ინდივიდუალურია და ეს-
თეტიკური განცდა ყოველთვის კერძო განცდაა. ყოველი ახალი
ესთეტიკური რეალობა განმცდელ ადამიანს გარდაქმნის უფრო
კერძო პირად და ეს კერძოობა, რომელიც ზოგჯერ ლიტერატუ-
რული (ან სხვა რაიმე) გემოვნების ფორმას იღებს, თავისთავად
შეიძლება გახდეს, თუ გარანტია არა, დამონებისაგან დამცავი
ფორმა მაინც. ეს ასეა, რადგან გემოვნებიანი, კერძოდ, ლიტე-
რატურული გემოვნების მქონე, ადამიანი ნაკლებად მიელტვის
გამეორებებსა და პოლიტიკური დემაგოგიის ნებისმიერი ფორ-
მისათვის დამახასიათებელ რიტმულ შელოცვებს. საქმე იმდე-
ნად ის კი არ არის, რომ სათნოება არაა შედევრის შექმნის გა-
რანტია, რამდენადაც ის, რომ ბოროტება, განსაკუთრებით პო-
ლიტიკური, მუდამ ცუდი სტილისტია. რაც უფრო მდიდარია ინ-
დივიდის ესთეტიკური გამოცდილება, რაც უფრო მტკიცეა მისი
გემოვნება, მით უფრო გამოკვეთილია მისივე ზნეობრივი არჩე-
ვანი, მით უფრო თავისუფალია იგი – თუმცა შესაძლოა უფრო
ბედნიერი არც იყოს.
დიახაც ამგვარი, უფრო გამოყენებითი და არა პლატონური
აზრით, უნდა გავიგოთ დოსტოევსკის შენიშვნა, რომ „სამყაროს
იხსნის მშვენიერება“, ანდა მეტიუ არნოლდის გამონათქვამი –
„ჩვენ გადაგვარჩენს პოეზია“. სამყაროს გადარჩენას, საფიქრე-
ბელია, უკვე ვეღარ შევძლებთ, მაგრამ ცალკეული ადამიანის
გადარჩენა ყოველთვის შეიძლება. ადამიანის ესთეტიკური ალ-
ღო ძალზე სწრაფად ვითარდება, რადგან მაშინაც კი, როცა ბო-
ლომდე არა აქვს გააზრებული, თუ რას წარმოადგენს იგი და სი-
ნამდვილეში რაა მისთვის აუცილებელი, ადამიანმა, როგორც
წესი, ინსტინქტურად იცის, რა არ მოსწონს და რა არ აძლევს
ხელს. ანთროპოლოგიური გაგებით, ვიმეორებ, ადამიანი უწინა-

651
რესად ესთეტიკური არსებაა, ვიდრე ეთიკური. ამიტომ ხელოვ-
ნება და კერძოდ ლიტერატურა სახეობრივი განვითარების თა-
ნანაწარმი პროდუქტი კი არ არის, არამედ ვითარება ზუსტად სა-
პირისპიროა. თუ ის, რითაც ჩვენ განვირჩევით ცხოველთა სამე-
ფოს სხვა წარმომადგენლებისაგან, არის მეტყველება, მაშინ
ლიტერატურა და კერძოდ, პოეზია, რომელიც სიტყვიერების
უმაღლესი ფორმაა, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს სახეობრივ მი-
ზანს შეადგენს.
მე შორს ვარ ლექსის წერისა და კომპოზიციის საყოველთაო
სწავლების იდეისაგან და, ამის მიუხედავად, საზოგადოების და-
ყოფა ინტელიგენციად და ყველა სხვა დანარჩენად, მიუღებლად
მიმაჩნია. ზნეობრივი თვალსაზრისით, ასეთი დაყოფა საზოგა-
დოების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფის მსგავსია, მაგრამ,
თუ სოციალური უთანასწორობის არსებობისათვის, ასე თუ ისე,
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაც წმინდა ფიზიკური, მატე-
რიალური დასაბუთებანი, ინტელექტუალური უთანასწორობი-
სათვის ეს წარმოუდგენელია. რაც გინდა იყოს, ამ გაგებით თა-
ნასწორობა ჩვენ ბუნებისაგან გვაქვს გარანტირებული. ლაპარა-
კია არა განათლებაზე, არამედ მეტყველების წარმოქმნაზე, რო-
მელშიც უმცირესი მიახლოებულობაც კი შეიცავს ადამიანის
ცხოვრებაში ყალბი არჩევანის შეღწევის საფრთხეს. ლიტერატუ-
რის არსებობა გულისხმობს ლიტერატურის დონეზე არსებობას
და არა მარტო ზნეობრივად, არამედ ლექსიკურადაც. თუკი მუ-
სიკალური ნაწარმოები ადამიანს ჯერ კიდევ უტოვებს შესაძლებ-
ლობას გააკეთოს არჩევანი მსმენელის პასიურ როლსა და შემ-
სრულებლის აქტიურ როლს შორის, მონტილეს სიტყვებით რომ
ვთქვათ, უიმედოდ სემანტიკური ლიტერატურის – ხელოვნების
ნაწარმოები მას მხოლოდ შემსრულებლის როლს არგუნებს.

652
მგონია, ადამიანი უფრო ხშირად უნდა გამოდიოდეს ამ
როლში, ვიდრე რომელიმე სხვაში. უფრო მეტიც, მგონია, პოპუ-
ლაციური აფეთქებისა და ამასთან დაკავშირებით საზოგა-
დოების ავტომიზაციის სულ უფრო ზრდის შედეგად, ესე იგი ინ-
დივიდის თანდათან მზარდი იზოლაციის პირობებში, ეს როლი
უფრო გარდუვალი ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ ცხოვრების შე-
სახებ მეტი ვიცი ჩემი ასაკის ნებისმიერ ადამიანთან შედარებით,
მაგრამ მიმაჩნია, რომ თანამოსაუბრედ წიგნი უფრო საიმედოა,
ვიდრე მეგობარი ანდა შეყვარებული ქალბატონი. რომანი ან
ლექსი მონოლოგი არ არის, მაგრამ მწერლის საუბარი მკით-
ხველთან, ვიმეორებ, ერთობ კერძოა, ყველა დანარჩენის გა-
მომრიცხავია, თუ გნებავთ, ორმხრივ მიზანთროპიულია. და ამ
საუბრის მომენტში მწერალი თანასწორია მკითხველთან, ისევე
როგორც, სხვათა შორის, პირიქითაც, იმის მიუხედავად, დიდი
მწერალია ის თუ არა. ეს თანასწორობა ცნობიერების თანასწო-
რობაა და იგი ადამიანს თან ახლავს მთელი სიცოცხლის მან-
ძილზე მეხსიერების, ბუნდოვანი ან ნათელი მეხსიერების სახით
და ადრე თუ გვიან, დროულად თუ არადროულად განსაზღვრავს
ინდივიდის ქცევას. სწორედ ესა მაქვს მხედველობაში, როცა
შემსრულებლის როლზე ვლაპარაკობ, მით უმეტეს იმ ბუნებრი-
ვი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ რომანი ან ლექსი
მწერლისა და მკითხველის თანაზიარი განმარტოების პროდუქ-
ტია.
ჩვენი სახეობის ისტორიაში, „საპიენსის“ ისტორიაში, წიგნი
ანთროპოლოგიური ფენომენია, არსებითად ბორბლის გამოგო-
ნების ანალოგიურია. წიგნი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ წარმოდ-
გენა გვქონდა არა იმდენად წარმოშობის სათავეებზე, რამდენა-
დაც მასზე, თუ რა ძალუძს „საპიენსს“ და იგი სივრცეში გამოც-

653
დილების გადაადგილების საშუალებაა გადაფურცლული გვერ-
დების სიჩქარით. ეს გადაადგილება, თავის მხრივ, როგორც ყო-
ველგვარი გადაადგილება, გვევლინება საერთო მნიშვნელოვან
გაქცევად, იმის მცდელობიდან გაქცევად, რომ ეს ზღვრული
მნიშვნელი, რომელიც ადრე არასოდეს ასულა სარტყელს ზე-
მოთ, თავს მოახვიონ ჩვენს გულს, ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს
წარმოსახვას. ეს გაქცევა არის გაქცევა სახის არასაერთო გამო-
ხატულებისაკენ, პიროვნებისაკენ, კერძოსაკენ. ვის ხატად და
მსგავსად არ უნდა ვიყოთ გაჩენილნი, ჩვენ უკვე ხუთი მილიარ-
დი ვართ და ადამიანს არა აქვს სხვა მომავალი, გარდა ხელოვ-
ნების მიერ მოზომილისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვე-
ლოდება წარსული – პირველ ყოვლისა, პოლიტიკური წარსუ-
ლი, მთელი თავისი მასობრივი პოლიციური სიმშვენიერით.
ყოველ შემთხვევაში, ვითარება, რომლის დროსაც ხელოვნე-
ბა საერთოდ და ლიტერატურა კერძოდ საზოგადოების უმცირე-
სობის ავლადიდებად (პრეროგატივად) ითვლება, ჩემი აზრით,
არაჯანსაღი და საშიშია. მე სახელმწიფოს ბიბლიოთეკით შეც-
ვლის მომწოდებელი არ გახლავართ, თუმცა თავში ასეთი აზრი
არაერთხელ მომსვლია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ჩვენი მეუფე-
ნი მკითხველობითი გამოცდილების მიხედვით რომ აგვერჩია
და არა მათი პოლიტიკური პროგრამების საფუძველზე, დედამი-
წაზე ნაკლები უბედურება დატრიალდებოდა. მგონია, ჩვენი ბე-
დიღბლის პოტენციურ მეუფეს უპირველესად უნდა ვკითხოთ არა
ის, თუ როგორ წარმოუდგენია საზღვარგარეთული პოლიტიკის
კურსი, არამედ ის, თუ როგორ ეკიდება იგი სტენდალს, დიკენსს,
დოსტოევსკის. მარტო ერთი იმითაც, რომ ლიტერატურის არსო-
ბის პურად სწორედ ადამიანური მრავალფეროვნება და უმგვა-
ნობა ითვლება. იგი, ლიტერატურა, საიმედო შხამსაწინააღმდე-

654
გო საშუალებაა ყველანაირი – ცნობილი და მომავალი – ადა-
მიანური არსებობის პრობლემის გადაჭრისადმი ტოტალური, მა-
სობრივი მიდგომის საპირისპიროდ. სხვა რომ არაფერი იყოს,
როგორც ზნეობრივი დაზღვევის სისტემა, იგი გაცილებით ეფექ-
ტურია, ვიდრე ესა თუ ის მორწმუნეობის სისტემა ან ფილოსო-
ფიური დოქტრინა.
იმის გამო, რომ არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომე-
ლიც დაგვიცავს საკუთარი თავისაგან, არც ერთი სისხლის სა-
მართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ლიტერატურის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. და ამ დანაშაულთა
შორის ყველაზე მძიმეა არა ავტორთა დევნა, არა საცენზურო
შეზღუდვები და მათი მსგავსნი, არცა წიგნების კოცონზე დაწვა.
არსებობს უფრო მძიმე დანაშაული – წიგნების უგულებელყოფა,
მისი წაუკითხაობა. ამ დანაშაულისათვის ადამიანი პასუხს აგებს
მთელი თავისი სიცოცხლით, თუ ასეთ დანაშაულს ერი სჩადის,
ამას თავისი ისტორიით გამოისყიდის. იმ ქვეყანაში თუ ვიცხოვ-
რებდი, რომელშიც ვცხოვრობ, პირველი ვიქნებოდი მზად დამე-
ჯერებინა, რომ არის გარკვეული პროპორცია ადამიანის მატე-
რიალურ კეთილდღეობასა და მის ლიტერატურულ უვიცობას
შორის; მაგრამ ამისაგან მაკავებს იმ ქვეყნის ისტორია, რომელ-
შიც დავიბადე და გავიზარდე. რადგან მიზეზშედეგობრივი მინი-
მუმითა და უხეში ფორმულით გამოხატული რუსული ტრაგედია
სწორედ იმ საზოგადოების ტრაგედიაა, სადაც ლიტერატურა უმ-
ცირესობის, ცნობილი რუსული ინტელიგენციის, პრეროგატივა
აღმოჩნდა.
არ მინდა ამ თემაზე უფრო ვრცლად შევჩერდე, არ მინდა ეს
საღამო დავამძიმო მილიონების ხელითვე ათობით მილიონი
ადამიანის დაღუპულ სიცოცხლეზე ფიქრით, რადგან ის, რაც რუ-

655
სეთში მოხდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, ავტომატური
სასროლი იარაღის დანერგვამდე მოხდა – იმ პოლიტიკური
დოქტრინის გამარჯვებისათვის, რომლის უსაფუძვლობა, სა-
ხელდობრ, ისაა, რომ თავისი არსებობისათვის ადამიანურ
მსხვერპლს მოითხოვს. ვაგლახ, გამოცდილებაზე დაყრდნობით
კი არა, არამედ მხოლოდ თეორიულად. მარტო იმას ვიტყვი,
რომ დიკენსის წამკითხველ კაცს რომელიმე იდეის სახელით
თავის მსგავსისათვის სროლა უფრო გაუძნელდება, ვიდრე იმ
კაცს, რომელსაც დიკენსი არ წაუკითხავს. მე ვლაპარაკობ სწო-
რედ დიკენსის, სტენდალის, დოსტოევსკის, ფლობერის, ბალზა-
კის, მელვილის და სხვათა წაკითხვაზე, ესე იგი ლიტერატურის
წაკითხვაზე და არა წიგნიერებაზე, განათლებაზე. წიგნიერმა, გა-
ნათლებულმა კაცმა სავსებით შესაძლებელია წაიკითხოს ესა
თუ ის პოლიტიკური ტრაქტატი და მოკლას თავისი მსგავსი, თა-
ნაც რწმენითი აღმაფრენა დაეუფლოს. ლენინი იყო ნაკითხი,
სტალინი იყო ნაკითხი, ასევე ჰიტლერიც; მაო ძე დუნიც, მაო
ლექსებსაც კი წერდა. მიუხედავად ამისა, მათ მსხვერპლთა სია
ბევრად აღემატება მათ მიერ წაკითხულის ნუსხას.
მაგრამ პოეზიაზე გადასვლის წინ მინდოდა დამემატებინა,
რომ გონივრული იქნებოდა რუსული გამოცდილება განგვეხი-
ლა, როგორც გაფრთხილება მარტო იმის გამოც, რომ დასავლე-
თის სოციალური სტრუქტურა საერთოდ დღემდე იმის ანალო-
გიურია, რაც რუსეთში 1917 წლამდე არსებობდა (სხვათა შო-
რის, სახელდობრ, ამით აიხსნება XIX საუკუნის რუსული ფსიქო-
ლოგიური რომანის პოპულარობა და თანამედროვე რუსული
პროზის შედარებითი წარუმატებლობა დასავლეთში. XX საუკუ-
ნის რუსეთში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთო-
ბანი, ეტყობა, მკითხველს არანაკლებ საოცრებად ესახება, ვიდ-

656
რე პერსონაჟთა სახელები, რაც მას ხელს უშლის საკუთარი თა-
ვი მათთან გაათანაბროს). მარტო პოლიტიკური პარტიები, მაგა-
ლითად, რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების წინ
არაფრით არ იყო იმაზე ნაკლები, რამდენიც დღეს ამერიკის შე-
ერთებულ შტატებში ან დიდ ბრიტანეთშია. სხვა სიტყვებით,
მიუკერძოებელ ადამიანს შეუძლია შენიშნოს, რომ გარკვეული
აზრით დასავლეთში XIX საუკუნე ჯერ კიდევ გრძელდება. რუ-
სეთში იგი დამთავრდა. და, თუ მე ვამბობ, რომ იგი ტრაგედიით
დამთავრდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა მსხვერპლის
ოდენობის გამო, რაც შედეგად მოჰყვა განხორციელებულ სო-
ციალურ და ქრონოლოგიურ ცვლილებას. ნამდვილ ტრაგე-
დიაში გმირი კი არ იღუპება, იღუპება გუნდი.

657
III

თუმცა ადამიანისათვის, რომლის მშობლიური ენა რუსულია,


პოლიტიკურ ბოროტებაზე ლაპარაკი ისევე ბუნებრივია, რო-
გორც საჭმლის მონელება, ახლა მაინც მსურს თემის შეცვლა.
თვალნათლივზე ლაპარაკის ნაკლი ისაა, რომ იგი აუზნეურებს
ცნობიერებას თავისი სიმსუბუქით, სიმართლის იოლი დაუფლე-
ბის შეგრძნებით. ესაა მისი ცდუნება, რომელიც ამ ბოროტების
წარმომშობი სოციალური რეფორმატორის ცდუნებას ჰგავს. ამ
ცდუნების გაცნობიერება და მისგან განდგომა გარკვეული პასუ-
ხისმგებლობაა ბევრი ჩემი თანამედროვის ბედისათვის, რომ
აღარაფერი ვთქვათ კალმოსან თანამოძმეებზე, პასუხისმგებ-
ლობა მათი კალმით შექმნილ ლიტერატურაზე. ეს ლიტერატურა
არ ყოფილა არც ისტორიიდან გაქცევა, არც მეხსიერების დახ-
შობა, როგორც ეს შეიძლება გარედან მოგვეჩვენოს. „როგორ
შეიძლება აუშვიცის შემდეგ მუსიკის დაწერა?“ – კითხვას სვამს
ადორნო, და რუსეთის ისტორიას გაცნობილ ადამიანს ძალუძს
გაიმეოროს იგივე კითხვა, მასში მხოლოდ ბანაკის სახელწოდე-
ბის შეცვლით, – გაიმეოროს, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი უფ-
ლებითაც კი, რადგან სტალინურ ბანაკებში დასამარებულ ადა-
მიანთა რაოდენობა ერთობ აჭარბებს გერმანულ ბანაკებში და-
სამარებულთა რაოდენობას. „როგორღა შეიძლება აუშვიცის
შემდეგ სადილობა?“ – რაღაცნაირად შენიშნა ყოველივე ამის
გამო ამერიკელმა პოეტმა მარკ სტრენდმა. თაობას, რომელსაც
მე ვეკუთვნი, ყოველ შემთხვევაში, აღმოაჩნდა ამ მუსიკის დაწე-
რის ნიჭი.

658
ეს თაობა, რომელიც ზუსტად მაშინ დაიბადა, როცა აუშვიცის
კრემატორიუმები მთელი სიმძლავრით მუშაობდნენ, როცა სტა-
ლინი იმყოფებოდა თავისი ღვთისდარი, აბსოლუტური, თით-
ქოსდა, თავად ბუნებით ხელდასმული ძალაუფლების ზენიტში,
ყველაფრის მიხედვით რომ განვსაჯოთ, სამყაროს მოევლინა
იმისათვის, რათა განეგრძო ის, რაც თეორიულად ამ კრემატო-
რიუმებსა და სტალინური არქიპელაგის უსახელო საერთო სა-
საფლაოებში უნდა შემწყდარიყო. ის ფაქტი, რომ ყველაფერი არ
შეწყდა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში, – მნიშვნელოვანწილად
ჩემი თაობის დამსახურებაა და მე მისდამი მიკუთვნება არანაკ-
ლებ მეამაყება, ვიდრე ის, რომ დღეს აქ ვდგავარ. და ის ფაქტი,
რომ დღეს აქ ვდგავარ, კულტურის წინაშე ამ თაობის დამსახუ-
რების აღიარებაა, მანდელშტამი გამახსენდა და დავუმატებ –
მსოფლიო კულტურის წინაშე. თუ უკან მოვიხედავ, შემიძლია
ვთქვა, რომ ჩვენ ვიწყებდით ცარიელ – უფრო ზუსტად, თავისი
სიცარიელით შიშის მომგვრელ ადგილზე, და უფრო ინ-
ტუიციურად, ვიდრე შეგნებულად, იქითკენ მივისწრაფვოდით,
რომ შეგვექმნა სწორედ კულტურის უწყვეტობის ეფექტი, აღ-
გვედგინა მისი ფორმები და ბილიკები, მისი ცოტაოდენი გადარ-
ჩენილი და ხშირად სავსებით სახელგატეხილი ფორმები შეგვევ-
სო საკუთრივ ჩვენეულით, ახლით ან ჩვენ ასეთი რომ გვეჩვენე-
ბოდა, თანამედროვე შინაარსით.
ალბათ, არსებობდა სხვა გზაც – შემდგომი დეფორმაციის
გზა, ნამსხვრევებისა და ნანგრევების, მინიმალიზმის, მოგუდუ-
ლი სუნთქვის პოეტიკის გზა. თუ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, სრუ-
ლებითაც იმის გამო კი არა, რომ ეს თვითდრამატიზაციის გზად
გვეჩვენებოდა, არც იმიტომ, რომ ერთობ აღფრთოვანებული ვი-
ყავით ამ ჩვენთვის ცნობილი კულტურის ფორმების მემკვიდ-

659
რეობითი კეთილშობილების შენახვის იდეებით, რომლებიც
ჩვენს ცნობიერებაში ადამიანური ღირსების ფორმების ტოლფა-
სია. ჩვენ უარი ვთქვით იმის გამო, რომ არჩევანი სინამდვილეში
ჩვენ არ გვეკუთვნოდა, არჩევანი კულტურამ გააკეთა და ეს არ-
ჩევანი ისევ და ისევ ესთეტიკურია და არა ზნეობრივი. რაღა
თქმა უნდა, ადამიანისათვის უფრო ბუნებრივია საკუთარი თავი
განიხილოს არა როგორც კულტურის იარაღი, არამედ, პირი-
ქით, როგორც მისი შემოქმედი და დამცველი. მაგრამ დღეს სა-
პირისპიროს თუ ვამტკიცებ, იმიტომ კი არა, რომ XX საუკუნის
მიწურულს ჩნდება პლოტინის, ლორდ შეფსტბერის, შელინგის
თუ ნოვალისის პარაფრაზირების გარკვეული მომხიბვლელობა,
არამედ იმიტომ, რომ ვინვინ და პოეტმა ყოველთვის იცის, რომ
ის, რაც მდაბიურად მუზის ღაღადისად ინათლება, სინამდვილე-
ში ენის დიქტატია, რომ ენა კი არ არის მისი ინსტრუმენტი, არა-
მედ თვითონაა ენის საშუალება თავისი არსებობის გასაგრძე-
ლებლად. თავად ენას, მაშინაც კი, როცა მას რაიმე სულიერ არ-
სებად ჩავთვლით (რაც მხოლოდ სამართლიანი იქნებოდა),
ეთიკური არჩევანის უნარი არ გააჩნია.
ადამიანი ლექსს წერს სხვადასხვა მოსაზრებით: შეყვარებუ-
ლის გულის მოსაგებად, გარემომცველი რეალობისადმი თავისი
დამოკიდებულების გამოსახატავად, პეიზაჟი იქნება ეს თუ სა-
ხელმწიფო, იმ სულიერი მდგომარეობის აღსაბეჭდად, რომელ-
შიც ამჯერად იმყოფება, როგორც ამ წუთში ფიქრობს, დედამიწა-
ზე კვალის დასატოვებლად. იგი მიმართავს ამ ფორმას – ლექსს
– უპირატესად არაცნობიერიმიმბაძველობითი მოსაზრებით:
სიტყვების შავი ვერტიკალური შენაჯგუფი ქაღალდის თეთრი
ფურცლის შუაგულზე, ეტყობა, ადამიანს შეახსენებს სამყაროში
საკუთარ მდგომარეობას, სივრცის პროპორციას თავისი

660
სხეულის მიმართ. მაგრამ იმ მოსაზრებათა დამოუკიდებლად,
რის გამოც მან ხელი მოჰკიდა კალამს, იმ ეფექტის მიუხედავად,
რომელსაც მისი კალმიდან ხელდასხმული ახდენს, აუდიტორიის
გაუთვალიწინებლად, დიდი იქნება ის თუ პატარა, ამ წამოწყების
დაუყოვნებლივი შედეგია ენასთან პირდაპირი კონტაქტის დამ-
ყარების შეგრძნება, უფრო სწორად, იმის შეგრძნება, რომ
დაუყოვნებლივ დამოკიდებული ხარ მასზე და ყველაფერზე, რაც
მისი მეშვეობით უკვე გამოთქმული, დაწერილი და განხორ-
ციელებულია.
ეს დამოკიდებულება აბსოლუტურია, დესპოტურია, მაგრამ
იგი უღლისაგან განთავისუფლებს კიდეც. ასეა, რადგან მწე-
რალზე ყოველთვის ხანდაზმულ ენას, ამავე დროს, აქვს უზარმა-
ზარი ცენტრიდანული ენერგიაც, ბოძებული დროის პოტენ-
ციალით – ესე იგი მთელი წინამდებარე დროით და ეს პოტენ-
ციალი განისაზღვრება არა იმდენად ამ ენაზე მოლაპარაკე ერის
რაოდენობრივი შემადგენლობით, თუმცა ამითაც განისაზღვრე-
ბა, რამდენადაც ამ ენაზე დაწერილი ლექსის თვისებრივი
რაობით. საკმარისია მოვიგონოთ ბერძნული და რომაული ან-
ტიკურობის ავტორები, საკმარისია მოვიგონოთ დანტე. სად-
ღეისოდ, მაგალითად, რუსულად ან ინგლისურად შეთხზული უზ-
რუნველყოფს ამ ენების არსებობას მომავალ ათასწლეულებში.
პოეტი, ვიმეორებ, ენის არსებობის საშუალებაა. ანდა, როგორც
დიდმა ოდენმა ბრძანა, პოეტი ისაა, ვისი წყალობითაც ენა ცოც-
ხლობს. აღარ ვიარსებებ მე, ამ სტრიქონების დამწერი, აღარ იქ-
ნებით თქვენ, მათი წამკითხველნი, მაგრამ ენა, რომელზეც ისი-
ნია დაწერილი და რომელზეც თქვენ მათ კითხულობთ, დარჩება
არა მარტო იმიტომ, რომ ენა ადამიანზე დღეგრძელია, არამედ
იმის გამოც, რომ იგი უკეთესად ეგუება მუტაციას.

661
მაგრამ ლექსის მწერალი მას იმიტომ კი არ წერს, რომ სიკ-
ვდილის შემდგომ დიდებას უმიზნებს, თუმცა ხშირად იმედოვ-
ნებს, რომ მისი ლექსი მცირედით მაინც მასზე დიდხანს იცოც-
ხლებს. ლექსის მწერალი მას იმიტომ წერს, რომ ენა შეახსენებს,
ანდა უბრალოდ კრანახობს მომდევნო სტრიქონს. ლექსის დაწ-
ყებისას პოეტმა, როგორც წესი, არც იცის, რით დამთავრდება
იგი და ზოგჯერ ძალზე გაკვირვებულიცაა იმით, რაც გამოვიდა,
რადგან ხშირად უკეთესი გამოდის, ვიდრე იმედოვნებდა, ხში-
რად მისი ფიქრები უფრო შორს სწვდება ნავარაუდებთან შედა-
რებით. სწორედ ესაა ის მომენტი, როცა ენის მომავალი ერევა
მის აწმყოში.
როგორც ვიცით, არსებობს შემეცნების სამი მეთოდი: ანალი-
ზური, ინტუიციური და მეთოდი, რომლითაც სარგებლობდნენ
ბიბლიური წინასწარმეტყველნი – გამოცხადების მეშვეობით.
პოეზიას ლიტერატურის სხვა ფორმებისაგან გამოარჩევს ის,
რომ იგი ერთბაშად სარგებლობს სამივეთი (უპირატესად მეორე
და მესამე იზიდავს), რადგან სამივე მათგანი მოცემულია ენაში;
და ზოგჯერ ერთი სიტყვით, ერთი რითმით ლექსის მწერალს ძა-
ლუძს აღმოჩნდეს იქ, სადაც მანამდე არავის მიუღწევია – იქნებ
უფრო შორსაც, ვიდრე თვითონ სურდა. ლექსის მწერალი მას
უპირველესად იმიტომ წერს, რომ ლექსის თხზვა ცნობიერების,
აზროვნების, მსოფლშეგრძნების უდიდესი დამჩქარებელია. თუ
ეს დაჩქარება ერთხელ განიცადა, ადამიანს უკვე აღარ ძალუძს
უარი თქვას ამგვარი გამოცდილების გამეორებაზე, ის ამ პრო-
ცესზე დამოკიდებული ხდება, როგორც ემართებათ ნარკოტი-
კებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთ. ადამიანი, რომელიც
ამგვარ დამოკიდებულებაშია ენის მიმართ, ჩემი აზრით, პოეტად
იწოდება.

662
სიტყვა, წარმოთქმული საზეიმო ბანკეტზე

ძნელია აჯობო ლექსის მკითხველ ადამიანს...


პატივცემულო შვედეთის აკადემიის წევრებო, თქვენო უდი-
დებულესობავ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დავიბადე და
აღვიზარდე ბალტიის მეორე ნაპირზე, პრაქტიკულად მის მოპირ-
დაპირე რუხ, მოშრიალე მხარეში. ზოგჯერ, ნათელ დღეებში,
განსაკუთრებით შემოდგომით, სადღაც კელომიაკიშის პლაჟზე
რომ ვიდექით, ჩემი მეგობარი თითს გაიშვერდა წყლის სარკის
ჩრდილოდასავლეთით და მეუბნებოდა: „ხედავ, მიწის ცისფერი
ზოლი რომ მოჩანს? ეგ შვედეთია“.
რა თქმა უნდა, ხუმრობდა: ოპტიკის კანონთა მიხედვით, ადა-
მიანის თვალი ღია სივრცეში მხოლოდ 20 მილს სწვდება. სივ-
რცე კი ღია როდი იყო.
და მაინც, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის ფრიად სა-
სიამოვნოა იმის გაფიქრება, რომ ჩვენ ერთი ჰაერით ვსუნთქავ-
დით, ერთსა და იმავე თევზს მივირთმევდით, ვსველდებოდით
ერთი – ზოგჯერ რადიოაქტიური – წვიმით, ვცურავდით ერთ
ზღვაში და ერთი და იმავე წიწვნარის სურნელი გველამუნებოდა.
ღრუბლებს, მე რომ ფანჯრიდან გავცქეროდი, ჯერ თქვენი თვა-
ლი ხვდებოდა, ხან პირიქით – ჩემი, გააჩნია, საიდან უბერავდა
ქარი. ჩემთვის სასიამოვნოა იმის გაფიქრება, რომ ჩვენ მანამ-
დეც გვქონდა რაღაც საერთო, სანამ ამ დარბაზში შევიკრიბებო-
დით.
რაც შეეხება ამ დარბაზს, ვფიქრობ, სულ რამდენიმე საათით
ადრე იგი ცარიელი იყო და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ
დაცარიელდება. ამ დარბაზის კედლების თვალთახედვით ჩვენი,
663
და განსაკუთრებით ჩემი, აქ ყოფნა სრული შემთხვევითობაა. სა-
ერთოდ, სივრცის თვალთახედვით, ნებისმიერი არსებობა სივ-
რცეში შემთხვევითობაა, თუ იგი არა ფლობს პეიზაჟის უცვლელ
და, როგორც წესი, უსულო განსაკუთრებულობას, მაგალითად,
როგორიცაა მორენები, მთის მწვერვალები, მდინარის კლაკნი-
ლები.
და სწორედ გაუთვალისწინებელი რაღაცის ან ვიღაცის გამო-
ჩენა სივრცეში, რომელიც სრულიად შეგუებულია იმას, რაც მას-
შია, ქმნის მოვლენის შეგრძნებას.
ამიტომ, გამოვხატავ რა მადლიერებას ლიტერატურაში ჩემ-
თვის ნობელის პრემიის მონიჭების გამო, არსებითად მადლო-
ბას მოგახსნებთ ჩემს შრომაში უცვლელობის ნიშნის აღიარები-
სათვის, რომელიც ლიტერატურის ფართო პეიზაჟში მყინვართა
ნამსხვრევებს წააგავს. კარგად მესმის, რომ ეს შედარება შეიძ-
ლება სახიფათო გამოდგეს მასში დაფარული სიცივის, უსარგებ-
ლობის, ხანგრძლივი თუ სწრაფი ეროზიის გამო, მაგრამ, თუ ამ
ნამსხვრევებში გასულიერებული მადნის თუნდაც ერთი ძარღვი
მოიძებნება, – გავკადნიერდები, ამის იმედი მქონდეს, – მაშინ,
შესაძლოა, ეს შედარება საკმაოდ ფრთხილიც გამოდგეს.
რაკიღა სიფრთხილეზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა დავძინო,
რომ ჩვენთვის თვალმისაწვდომ წარსულში პოეტური აუდიტო-
რია იშვიათად ითვლიდა მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტს.
აი, ამიტომ იყო, რომ ანტიკური და აღორძინების ხანის პოეტები
სამეფო კარისკენ, ძალაუფლების ცენტრებისკენ მიისწრაფოდ-
ნენ. აი, ამიტომაა, რომ დღეს პოეტები უნივერსიტეტებში, ცოდ-
ნის ცენტრებში იყრიან თავს.
თქვენი აკადემია ორივეს ნაერთია. და, თუ მომავალში, სა-
დაც ჩვენ აღარ ვიქნებით, ეს პროცენტული თანაფარდობა დაცუ-

664
ლი იქნება, ეს მნიშვნელოვანწილად თქვენი ძალისხმევით მოხ-
დება.
იმ შემთხვევაში, თუ მომავლის ასეთი ხედვა მრუმედ გეჩვენე-
ბათ, იმედი მაქვს, აზრი დემოგრაფიული აფეთქების შესახებ ხა-
ლისს შეგმატებთ. ამ პროცენტის თუნდაც მეოთხედი დღესაც კი
მკითხველთა მთელი არმია იქნებოდა.
ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი მადლიერება
სულ მთლად ეგოისტური როდია. მადლიერი ვარ იმათ მაგიერ,
ვისაც თქვენი გადაწყვეტილება დღესაც და ხვალაც ლექსების
კითხვის სურვილს აღუძრავს. მაინცდამაინც არა მჯერა, რომ
ადამიანი გაიმარჯვებს, როგორც ერთხელ განაცხადა, მგონი,
სწორედ ამ დარბაზში, ჩემმა დიდმა ამერიკელმა თანამემამუ-
ლემ, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვარ: ვინც ლექსს არ
კითხულობს, ადვილიდ დაჯაბნი, ძნელია აჯობო ლექსის მკით-
ხველ ადამიანს.
რა თქმა უნდა, გზა სანკტპეტერბურგიდან სტოკჰოლმამდე სა-
შინლად მიხვეულმოხვეულია, მაგრამ ჩემი პროფესიის კაცის-
თვის იმის წარმოდგენამ, რომ სწორი ხაზი უმოკლესი მანძილია
ორ წერტილს შორის, დიდი ხანია დაკარგა მომხიბვლელობა.
ამიტომაც ჩემთვის სასიამოვნოა იმის გაგება, რომ გეოგრა-
ფიასაც აქვს თავისი სამართლიანობა.
გმადლობთ.

665
ნაჯიბ მაჰფუზი

ფარაონული და ისლამური ცივილიზაცია


1988
ბატონებო და ქალბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, შვედეთის აკადემიისა და მისი ნობე-
ლის კომიტეტის მადლობელი ვარ, ჩემი გულმოდგინე და მრა-
ვალწლიანი ძალისხმევა მისი ყურადღების ღირსი რომ გახდა.
ვიმედოვნებ, გულგახსნით მიიღებთ ჩემს ნაუბარს ბევრი თქვენ-
განისთვის უცნობ ენაზე. არადა, სინამდვილეში სწორედ ამ ენამ
დაიმსახურა ნობელის პრემია და საჭიროდ მიმაჩნია, მისმა ჰან-
გებმა კულტურისა და ცივილიზაციის ამ თქვენს ოაზისში შემო-
ცურონ პირველად და დიდი იმედი მაქვს, არა უკანასკნელად.
ვიმედოვნებ ასევე, რომ ჩემი ერის შვილ ლიტერატორებს კვლავ
ექნებათ პატივი და ბედნიერება, თქვენს საერთაშორისოდ
აღიარებულ მწერალთა შორის დასხდნენ, იმათ შორის, ვინც
ჩვენს საწუხრით სავსე წუთისოფელს სიბრძნისა და სილამაზის
კეთილსურნელებას ჰფენს.
ბატონებო,
ერთერთი უცხოური გაზეთის კორესპონდენტმა კაიროში შე-
მატყობინა, რომ ნობელის პრემიით ჩემი დაჯილდოების გამოც-
ხადების მომენტში სიჩუმე ჩამოვარდნილა. ბევრი თურმე ერ-
თმანეთს ეკითხებოდა, ვინ ვიყავი. ნება მიბოძეთ, საკუთარი თა-
ვი წარმოგიდგინოთ იმდენად ობიექტურად, რამდენადაც ადა-
მიანური ბუნება მომცემს ამის საშუალებას.
მე ერთ დროს წარმატებული ქორწინებით დაწყვილებული
ორი ცივილიზაციის შვილი ვარ. პირველი – ფარაონული ცივი-
666
ლიზაცია, 7 ათასი წლისაა, მეორის ასაკი კი 1400 წელია და ის-
ლამური ცივილიზაცია გახლავთ. ალბათ, არავითარი საჭი-
როება არ არსებობს, რომელიმე თქვენგანს რომელიმე ამ ცივი-
ლიზაციათაგანი გავაცნო. თქვენ ხომ ნაღები საზოგადოება,
სწავლულები ხართ! თუმცა არაფერი დაშავდება, თუ შეგახსე-
ნებთ რამეს. ჩვენ ხომ ურთიერთგაცნობისა და ურთიერთგანდო-
ბისათვის ვიმყოფებით აქ.
ფარაონულ ცივილიზაციაზე საუბრისას სიტყვას არ გავაგ-
რძელებ მის დაპყრობებსა და სამეფოების მშენებლობაზე. ეს მი-
სი ყავლგასული დიდებაა, რომლის გახსენებაც, მადლობა
ღმერთს, თანამედროვეთ დიდ სიამოვნებას არ ანიჭებà. არც
იმაზე ვილაპარაკებ, როგორ შეუდგა ეს ცივილიზაცია პირვე-
ლად ღვთის გზას, – მაღალიმც არს იგი და დიდებული, – და რო-
გორ აღმოაჩინა მან უფალი ადამიანური ცნობიერების გარიჟ-
რაჟზე. ეს დიდ დროს წაიღებდა, ეგეც არ იყოს, თქვენს შორისაც
არავინ მეგულება ისეთი, კარგად რომ არ იცნობდეს ფარაონქუ-
რუმის ეხნატონის ისტორიას. მეტიც, არც ხელოვნებასა და ლი-
ტერატურაში ეგვიპტური ცივილიზაციის მიღწევებზე ვისაუბრებ,
არც მის ისეთ სახელგანთქმულ საოცრებებზე ვიტყვი რამეს, რო-
გორიცაა პირამიდები, სფინქსი და კარნაკი. ვისაც მათი ნახვის
ბედნიერება არ ხვდომია წილად, წაუკითხავს მაინც მათზე და
წარმოსახვით წარმოუდგენია.
ნება მიბოძეთ, ფარაონული ცივილიზაცია ერთი მოთხრობით
წარმოგიდგინოთ. მით უფრო, რომ ისე მოხდა, უკვე დიდი ხანია,
რაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა მაიძულა, მთხრობელი
გავმხდარიყავ. მაშ, მოისმინეთ ეს ისტორიული ამბავი: პაპირუ-
სები მოგვითხრობენ, რომ ერთ ფარაონს ამბავი მიუტანეს, თით-
ქოს მისი ჰარემის ქალებს ცოდვიანი კავშირი გაებათ სასახლის

667
კარისკაცებთან. მოსალოდნელი იყო, რომ ფარაონს ისინი
დაეხოცინებინა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა იმ
დროის ìóäòì გათვალისწინებით. მაგრამ მან საუკეთესო სამარ-
თლისმცოდნენი მოიხმო თავისთან და მოსთხოვა იმ ამბის გამო-
ძიება, რაც აცნობეს. ფარაონმა მათ უთხრა, რომ ჭეშმარიტების
შეტყობა სურდა, რათა სამართლიანად განესაჯა. ეს საქციელი,
ჩემი აზრით, სამეფოს მშენებლობაìï და პირამიდების აგებაზე
უფრო დიდებულია! წარმატებული ცივილიზაციის უფრო საგუ-
ლისხმო მახასიათებელია, ვიდრე ბრწყინვალება და ფუფუნება!
ეს სამეფო გაქრა, წარსულის კუთვნილებად იქცა. ერთ მშვენიერ
დღეს გაქრებიან პირამიდებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და სამარ-
თლიანობა დარჩება მანამ, სანამ კაცობრიობაში იარსებებს
ცნობისწადილით აღვსილი გონი და მღვიძარე სინდისი.
არც ისლამურ ცივილიზაციაზე ვისაუბრებ ბევრს – უფლის
ფრთის ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების მოწოდებაზე თავი-
სუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის საფუძველზე!
არც მისი მოციქულის ძლევამოსილებაზე ვიტყვი რამეს. განა
თქვენი მოაზროვნენი არ არიან ისინი, ვინც იგი კაცობრიობის
ისტორიაში ერთერთ ყველაზე დიდებულ ადამიანად აღიარეს?!
არც ისლამური ცივილიზაციის დაპყრობით ომებìï და გამარჯვე-
ბებზე ვიტყვი რამეს, ათასობით მინარეთი რომ მიმოფინა დედა-
მიწის უზარმაზარ ტერიტორიაზე – ინდოეთისა და ჩინეთის მი-
სადგომებიდან საფრანგეთის საზღვრებამდე. ეს მინარეთები
ღმერთის თაყვანისცემისკენ, ღვთისმოშიშობისï და კეთილის
ქმნისïკენ უხმობდა ყველას. არც რელიგიათა და რასათა იმ ძმო-
ბაზე ვიტყვი რამეს, ამ ცივილიზაციის საფარქვეშ რომ განხორ-
ციელდა ისეთი ტოლერანტული სულით, კაცობრიობას მსგავსი
რომ არ სმენია არც მანამდე და არც შემდგომ. მე მას ერთი
668
გულში ჩამწვდომი, დრამატული სიტუაციით წარმოვადგენ, რო-
მელიც მოკლედ გადმოგვცემს ამ ცივილიზაციის ერთერთი ყვე-
ლაზე თვალსაჩინო ნიშანთვისების არსს.
ბიზანტიის იმპერიასთან ერთერთ წარმატებით დაგვირგვინე-
ბულ ბრძოლაში ბიზანტიელი ტყვეები ფილოსოფიის, მედიცი-
ნისï და მათემატიკის ძველბერძნული მემკვიდრეობის კუთვნილ
გარკვეული რაოდენობის წიგნებში გაცვალეს. ეს ფასეული მოწ-
მობაა მეცნიერებისა და ცოდნისკენ ადამიანის სულის სწრაფვი-
სა, მიუხედავად იმისა, რომ ცოდნის მაძიებელი ზეციური ცხოვ-
რების მაღიარებელი მორწმუნე იყო, საძიებელი კი – წარმარ-
თული ცივილიზაციის ნაყოფი.
ბატონებო,
ბედისწერამ ამ ორი ცივილიზაციის კალთაში დაბადება მარ-
გუნა წილად. ორივეì რძე მაქვს ნაწოვი და ორივეì ლიტერატუ-
რითა და ხელოვნებით ვარ ნაკვები. შემდეგ თქვენი მდიდარი და
მომხიბლïâი კულტურის ნექტარს დავეწაფე. ამ ყველაფრის შთა-
გონებით და ზედ ჩემი პირადი განცდების დამატებით იშვნენ
ჩემში სიტყვები. მათ წილად ხვდათ ბედნიერება, თქვენი საპა-
ტიო აკადემიის მაღალი შეფასება დაემსახურებინათ. ამ აკადე-
მიამ ჩემს ძალისხმევას გვირგვინად ნობელის უდიდესი პრემია
დაადგა. მადლობას მოვახსენებ მას ჩემი სახელით და ამ ორი
ცივილიზაციის აწგარდაცვლილი დიდებული აღმაშენებლების
სახელითაც.
ბატონებო,
თქვენ ალბათ კითხულობთ: ეს კაცი, „მესამე მსოფლიოდან“
მოსული, როგორ ახერხებს, გონება საზრუნავისგან გამოითავი-
სუფლოს და მოთხრობები წეროსë?! ეს სავსებით მართებული
კითხვაა.
669
მე ვალების სიმძიმით წელში მოკაკვული სამყაროდან მოვ-
დივარ. ამ ვალების დაფარვა მას შიმშილით ან შიმშილის პირას
მისვლით ემუქრება. მისი ხალხის ნაწილი აზიაში წყდება წყალ-
დიდობებით, სხვებს კი აფრიკაში შიმშილი უღებს ბოლოს. სამ-
ხრეთ აფრიკაში მილიონობით მოქალაქე უუფლებობისïთვის
არის განწირული ამ ადამიანის უფლებათა ეპოქაში! ისინი თით-
ქოს ადამიანთა შორისაც კი არ ითვლებიან. მდინარე იორდანეს
დასავლეთ ნაპირისა და ღაზას სექტორის მოსახლენი დაკარ-
გულნი და გზაკვალარეულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სა-
კუთარ მიწაზე ცხოვრობენ, მამაპაპისა და წინაპრების მიწაწ-
ყალზე. ისინი აღდგნენ იმ უპირველესი უფლების მოთხოვნით,
რომელიც პირველყოფილმა ადამიანმაც კი განახორციელა –
საკუთარი საცხოვრისის უფლების მოთხოვნით, რომელსაც მა-
თად ცნობენ და აღიარებენ. და ამ მამაცი, ღირსეული ხალხის –
კაცების, ქალების, ახალგაზრდობის, ბავშვების საზღაური ამ
ყველაფრისთვის ძვლების მტვრევა და ტყვიებით სიკვდილია,
სახლკარის მიწასთან გასწორება და ციხეებსა და საპატიმროებ-
ში წამება. და ეს მაშინ, როცა მათ ირგვლივ 150 მილიონი არაბი
ცხოვრობს და მრისხანებითა და გულისტკივილით ადევნებს
თვალს მომხდარს. ეს ყველაფერი კი რეგიონს კატასტროფით
ემუქრება, თუკი საყოველთაო და სამართლიანი მშვიდობის
მსურველთა სიბრძნე არ გაიმარჯვებს.
დიახ, მართალია, როგორ უნდა შეძლოს „მესამე მსოფ-
ლიოდან“ გამოსულმა ადამიანმა გონება საზრუნავისგან გა-
მოითავისუფლოს და მოთხრობები წეროს?! საბედნიეროდ, ხე-
ლოვნება სულგრძელია და შემწყნარებელი. ის თანაცხოვრობს
ბედნიერებთან, მაგრამ ამავდროულად არც უბედურთ აქცევს

670
ზურგს. ორივეს თანაბრად აძლევს იმის გამოხატვის შესაფერ
საშუალებას, რაც მათ გულებში ტრიალებს.
ცივილიზაციის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში წარმო-
უდგენელი და დაუშვებელი იქნება, კაცობრიობის კვნესაოხვრა
შეუსმენელი დარჩეს! უდავოა, კაცობრიობამ სულ მცირე, სიმწი-
ფის ასაკს მაინც მიაღწია. ჩვენი დრო გიგანტი სახელმწიფოების
მორიგებისï და დაზავების იმედს იძლევა და ჭკუაგონებას უხ-
მობს ნგრევაგანადგურების გამომწვევი ყველა ფაქტორის გადა-
საჭრელად. და როგორც მეცნიერები ეკოლოგიური გარემოს
სამრეწველო დაბინძურებისგან გასაწმენდად ძალღონეს არ
იშურებენ, ინტელექტუალები ასევე დაუღალავად უნდა იღვწოდ-
ნენ კაცობრიობის ზნეობრივი დაბინძურებისგან გასაწმენდად.
ჩვენი უფლება და მოვალეობაა, მოვითხოვოთ ცივილიზებულ
სახელმწიფოთა დიდი ლიდერებისï და მათი ეკონომისტებისგან
ნამდვილი ნახტომი, ისეთი, რაც მათ ჩვენი ეპოქის ფოკუსში მო-
აქცევდა და ჩვენი დროის მოთხოვნებისთვის ფეხს ააწყობინებ-
და.
უწინ ყოველი ლიდერი მხოლოდ თავისი ერის კეთილ-
დღეობისïთვის ირჯებოდა და სხვა ერებში ან მოქიშპეებს ან ექ-
სპლუატაციის ობიექტებს ხედავდა. საკუთარი უპირატესობისა
და პირადი განდიდების გარდა სხვა საზრუნავი და ფასეულობა
არ გააჩნდა. იმ წლებში ილახებოდა ზნეობა, პრინციპები, ფა-
სეულობები. გამართლებული იყო მიზნის მისაღწევი უღირსი
გზები. ამ ყველაფერს ეწირებოდა უთვალავი სიცოცხლე. სიც-
რუე, მზაკვრობა, პირისმტეხლობა და სისასტიკე გამჭრიახობის
ნიშნად და ძლევამოსილებისï და დიდებულების საბუთად მიიჩ-
ნეოდა.

671
დღეს ასეთი ხედვა ძირეულად უნდა შეიცვალოს. დღეს ცივი-
ლიზებული ლიდერის ძლევამოსილება მისი თვალსაწიერის სი-
ფართოვითï და მთელი კაცობრიობის წინაშე საკუთარი პასუხის-
მგებლობის შეგნების გრძნობით უნდა შეფასდეს. განვითარებუ-
ლი მსოფლიო და „მესამე მსოფლიო“ კი სხვა არაფერია, თუ არა
ერთი ოჯახი, სადაც თითოეულ ადამიანს ამ ოჯახის მიმართ თა-
ვისი პასუხისმგებლობა აკისრია საკუთარი ცოდნის, სიბრძნისა
და ცივილიზებულობის დონის შესაბამისად.
ალბათ, ჩემს უფლებამოსილებას არ გადავაჭარბებ, თუ მივ-
მართავ მათ „მესამე მსოფლიოს“ სახელით: ნუ იქნებით ჩვენი
ტრაგედიების შორიდან მაყურებლები! თქვენ მასში ღირსეული
როლი უნდა შეასრულოთ, თქვენი შესაძლებლობების შესაფე-
რისი. თქვენ თქვენი აღმატებულობის პოზიციიდან პასუხისმგე-
ბელნი ხართ მცენარეთა თუ ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ
არასწორ განვითარებაზე და მით უფრო ადამიანზე, ქვეყნიერე-
ბის რომელ კუთხეკუნჭულსა თუ დასალიერშიც უნდა იმყოფებო-
დეს იგი!
კმარა სიტყვები! ახლა მოქმედების დრო დადგა! მოვიდა
დრო, ბოლო მოეღოს შარაგზის ყაჩაღობასï და მევახშეობას!
ჩვენ ახლა პლანეტის ბედზე პასუხისმგებელი ლიდერების ეპო-
ქაში ვცხოვრობთ! მაშ, იხსენით სამხრეთ აფრიკაში დამონებუ-
ლი ხალხი! გადაარჩინეთ აფრიკაში დამშეულები! იხსენით პა-
ლესტინელები ტყვიებისა და წამებისაგან და, მეტიც, გადაარჩი-
ნეთ ისრაელელნი თავიანთი დიდებული სულიერი მემკვიდ-
რეობის წაბილწვისა და შერყვნისაგან! იხსენით ვალებში მყოფ-
ნი მოუქნელი ეკონომიკური კანონებისგან! დაანახეთ, რომ მათი
პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე უფრო წინ უნდა დააყე-

672
ნონ, ვიდრე ვალდებულებების შესრულება მეცნიერების იმ კა-
ნონებით, რომლებიც, შესაძლოა, დრომ უკვე უკან მოიტოვა.
ბატონებო,
მომიტევეთ, თუ მშვიდი გუნებაგანწყობილება გაგიფუჭეთ,
მაგრამ მაშ, რას მოელოდით „მესამე მსოფლიოდან“ მოსული
კაცისïგან? კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების.
განა ასე არაა? ეგეც არ იყოს, საკაცობრიო ოხვრა სად პოვებს
უკეთეს ექოს, რომ გაიხმიანოს, თუ არა კულტურისა და ცივილი-
ზაციის ამ თქვენს ოაზისში, რომელიც მისმა დიდმა დამაარსე-
ბელმა მეცნიერების, ლიტერატურისა და უმაღლეს ადამიანურ
ფასეულობïàï სამსახურისთვის დააფუძნა! და როგორც მან უძ-
ღვნა ერთ დღეს თავისი მატერიალური სიმდიდრე სიკეთისა და
მეცნიერების სამსახურს ღვთისგან საკუთარი ცოდვების გამოს-
ყიდვის თხოვნითა და იმედით, ჩვენ, „მესამე მსოფლიოს“ შვილ-
ნი, გთხოვთ თქვენ, ცივილიზაციის ყველა სიკეთით განებივრე-
ბულებს, ვისაც ამის ძალა შეგწევთ, მიბაძოთ მის მაგალითს,
გაითავისოთ მისი მორალი და მისი ხედვა!
მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ვალ-
დებული ვარ, ბოლომდე ოპტიმისტად დავრჩე. ვერ დავეთანხმე-
ბი ფილოსოფოს კანტს, რომ სიკეთე იმარჯვებს, ოღონდ
საიქიოში – არა! ის გამარჯვებას აღწევს ყოველდღე. მეტიც, ბო-
როტება იმაზე ბევრად სუსტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის
უტყუარი საბუთი კი თვალწინ გვაქვს: სიკეთე რომ არ იმარჯვებ-
დეს, ეს მოხეტიალე ადამიანთა მოდგმა ჯეროვნად როგორ გაუმ-
კლავდებოდა ველური ბუნების, სტიქიური უბედურებების, ეპი-
დემიების, შიშისა და ეგოიზმის პირისპირ დგომას. გეუბნებით,
სიკეთე რომ არ იმარჯვებდეს, კაცობრიობა განვითარებასა და
გამრავლებას ვერ შეძლებდა, ერებად ვერ ჩამოყალიბდებოდა,

673
აღმოჩენებს, შემოქმედებით მიღწევებს, გამოგონებებს ვერ გა-
ნახორციელებდა, კოსმოსს ვერ დაიპყრობდა და ადამიანის უფ-
ლებებს საჯაროდ ვერ გამოაცხადებდა. თუმცა ამïìàïí დაკავშირე-
ბით ისიც უნდა ითქვას, რომ ბოროტება შფოთისთავი,
ხმაურიანი და მყვირალაა. ადამიანს კი, ჭეშმარიტად, სატკივარი
მეტად ახსოვს, ვიდრე სასიხარულო! მართალი იყო ჩვენი პოეტი
აბუ ლალა ალმაარი, როცა თქვა:
„მართლაც მწუხარება სიკვდილის ჟამს ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე სიხარული დაბადებისას“.
ბატონებო,
დასასრულ კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ
და მომიტევეთ.

674
კამილო ხოსე სელა

ქებათა ქება მითს

1989
ბატონო მეცნიერებო,
ჩემს ძველ მეგობარსა და მასწავლებელს – პიო ბაროხას,
ნობელის პრემიის გარეშე რომ დარჩა (ბედის ლამპარი ღირსე-
ულს ყოველთვის როდი უნათებს), კედლის საათი ჰქონდა. ცი-
ფერბლატზე ამოტვიფრული წარმავალი დროის სამოძღვრებო,
სულის შემძვრელი დევიზი იკითხებოდა: „ყოველი საათი გვსე-
რავს, უკანასკნელი – გვკლავს“. ჩემს გულსა და სულშიც საათმა
ბევრჯერ ჩამოჰკრა. ამ საათის ისრები უკუსვლას არასდროს
ცნობს. ცხოვრების დიდი ნაწილი უკან ჩამოვიტოვე და იმედით
ვცოცხლობ, დღეს კი თქვენს წინაშე წარვდექი, რათა კეთილი
ნებით და შესაძლოა, წარმატებითაც კი, ვილაპარაკო სიტყვაზე,
ვიმსჯელო ლიტერატურასა და თავისუფლებაზე. არ ვიცი, განგე-
ბა სიბერის ზღვარს სად გაგვივლებს, მაგრამ ყოველი შემთხვე-
ვისათვის, ფარად დონ ფრანსისკო დე კევედოს1 სიტყვებს ავი-
ფარებ: „ყველას მოხუცებულობამდე მიღწევა გვწადია, თუმცა
უკვე ხანში შესულებს ამის აღიარება გვიძნელდება“. რაც სავსე-
ბით ნათელია – თავს ვერ აარიდებ და ვერც იმას უარყოფ, რომ
კალენდარი ულმობელი იარაღია. მე კი ამ ორ ცნებას უგულე-
ბელვყოფ და თქვენთან ყოველგვარი იმპროვიზაციისა და შთა-
გონების გარეშე ვისაუბრებ.

675
დღეს, ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ ჟამს, ასე რთულად მი-
საღწევი ტრიბუნიდან მოგმართავთ და ეჭვი მიპყრობს, ჩემს შემ-
თხვევაში, მედიდურმა სიტყვამ არ დაჩრდილოს ის ჭეშმარიტი
ღირსება, რომელიც თქვენ მიერ ბოძებულ ჯილდოს, შესაძლოა,
არც კი იმსახურებს. რთული არაა ესპანურ ენაზე წერო. ეს მად-
ლი ხომ უფალმა ესპანელებს უბოძა, რაზეც მხოლოდ მწირ ცნო-
ბას ვფლობთ. სულ უფრო მეტად განმიმტკიცდა ის აზრი, რომ
ჯილდოს თავად ეს დიდებული ენა იმსახურებს და არა მისი მორ-
ჩილი, ენის ტყვე, რომლის შემწეობით შეუძლია თქვას: კაცთა
სიამისა და მოძღვრებისათვის იქმნება ლიტერატურა, ხელოვნე-
ბა – ყოველთა და ყველასათვის, რომელსაც მხოლოდ შენი
დროისა და შენი კუთხის იდუმალი და უსახელო ხმა ემორჩილე-
ბა.
მარტოობაში ვწერ და მარტოობაზე ვსაუბრობ. მათეო ალემა-
ნი1 რომანში „გუსმან დე ალფარაჩე“ და ფრანსის ბეკონი ესეში
„მარტოობის შესახებ“ თითქმის ერთდროულად ავითარებს
აზრს, რომ მარტოობის მაძიებელ ადამიანში ან ღვთიური, ან
ცხოველური საწყისია დაბუდებული. მარტოობა არ მიძებნია,
თუმცა ვიპოვე და მას აქეთ, ვფიქრობ, მორჩილად, მშვიდად ვაზ-
როვნებ, ვწერ, ვსაუბრობ, ვმუშაობ და ვცხოვრობ. ჩემი მარტო-
სულობის მუდმივი მეგზური ძველი მეგობრისა და მასწავლებ-
ლის – პაბლო პიკასოს მოსაზრებაა: „უკვდავი შედევრი მხო-
ლოდ სრულ მარტოობაში იქმნება“. რადგან ცხოვრებაში მებ-
რძოლის როლი მერგო, მარტოობაზე დაუბრკოლებლად – მე-
ტიც, მადლიერებითა და შემწყნარებლობით ვისაუბრებ.
ყველაზე დიდი ჯილდო არის ის, როცა იცი რისი თქმა შეგიძ-
ლია, ხმა გამოსცე, სიტყვები გამოსცრა ემოციის, მოვლენებისა
თუ საგნების აღსანიშნავად.

676
ტრადიციულად ფილოსოფოსები ამტკიცებენ, რომ განსაზ-
ღვრო ადამიანი ნიშნავს, გამოიყენო სტანდარტული საშუალება
– მისთვის ახლობელი ბიოლოგიური სახეობა და მათი სპეციფი-
კური განმასხვავებლები, ანუ ის, რაც მიგვანიშნებს ჩვენს ცხოვე-
ლურ ზნეჩვეულებებსა და სხვაობათა მიზეზებზე. დაწყებული
არისტოტელეს მოძღვრებიდან „პოლიტიკური ცხოველი“ – დე-
კარტის „მოაზროვნე სუბსტანციით“ დამთავრებული, ამგვარი
დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იყო, რათა ერთმანეთისაგან
ადამიანი და ცხოველი გაგვერჩია. შესაძლოა, ეთოლოგებმა1
ჩემი სიტყვები ეჭვქვეშ დააყენონ, მაგრამ რთული არაა მოიძებ-
ნოს ის უტყუარი მტკიცებულება, რომ სწორედ ენა არის ადა-
მიანური ბუნების განმსაზღვრელი და ის განასხვავებს მათ, სა-
ბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ცხოველებისაგან.
დიახ, ჩვენ განვსხვავდებით ცხოველებისაგან და დარვინის
წყალობით ისიც ვიცით, რომ მათი ჩამომავალნი ვართ. ენის
ევოლუციის საკითხი, მაშასადამე, პირველხარისხოვან მნიშვნე-
ლობას იძენს, რასაც ვერ უარვყოფთ. კაცობრიობის ფილოგენე-
ზი იმ ევოლუციის პროცესს მოიცავს, როცა სამეტყველო ორგა-
ნოებისა და ტვინის ფორმირება ხანგრძლივი დროის მანძილზე
მიმდინარეობდა, რაც თავად კაცობრიობის წარმოშობას გუ-
ლისხმობს, არც ერთი შემდგომი მოვლენა, დაწყებული პოემით
„სიმღერა ჩემს სიდზე“ და „დონ კიხოტიდან“ კვანტური თეორი-
ით დამთავრებული, არ შეედრება, ნიშანდობლივ იმას, რასაც
პირველად ყველაზე ელემენტალური საგნების სახელდება
ჰქვია. თუმცა, ცხადია, ენის ევოლუციას არა მისი ფუნდამენტუ-
რი და პირველყოფილი მნიშვნელობით ვგულისხმობ, ამ შემ-
თხვევაში ეს უფრო მეორეხარისხოვანია; ხაზს ვუსვამ ენის ევო-
ლუციის განსაკუთრებულ დანიშნულებას მათთვის, ვინც უფრო

677
ლიტერატორულ, ვიდრე საუკუნოვანი ტრადიციის მატარებელ
საზოგადოებაში იშვა.
ისეთი გამოჩენილი ეთნოლინგვისტის მოსაზრებით, როგო-
რიცაა ა. ს. დაიმონდი, ენის ისტორია გარკვეულ საფეხურებს გა-
დის, მარტივი, პრიმიტიული წინადადებებიდან დაწყებული –
რთული სინტაქსითა და სემანტიკური დატვირთვით დამთავრე-
ბული. ამ ისტორიულად დამოწმებული ტენდენციის ექსტრაპო-
ლარიზაციას თუ მოვახდენთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ენამ
მარტივი საფეხურიდან რთულისაკენ მაშინ იწყო სვლა, როდე-
საც სამეტყველო ურთიერთობა, ძირითადად, ზმნების მეშ-
ვეობით ხორციელდებოდა, თანდათანობით კი იმ ეტაპს მიაღ-
წია, როდესაც ფრაზის ელფერი და ხორცშესხმა არსებითი სახე-
ლი, ზედსართავი და ზმნიზედა გახდა. ეს თეორია თუ სარწმუნოა
და ფანტაზიასაც მოვიშველიებთ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ
პირველი სიტყვა იყო ზმნა, ფრიად საჭირო და უშუალო მნიშვნე-
ლობით – იმპერატივში.
იმპერატივი დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას-
თან ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო, რაც ენის, არცთუ
ისე მარტივი, წესების ძირფესვიან ცოდნას ითხოვს. უადგილო
ადგილას გამოყენებულმა იმპერატივმა, შესაძლოა, საპირისპი-
რო შედეგებამდე მიგვიყვანოს, რამეთუ ჯონ ოსტინის ცნობილი,
სამგვარი განსაზღვრების თანახმად (ლოკუტორული, ილოკუ-
ტორული და პერლოკუტორული ენა) მახვილგონივრულადაა
გამოთქმული თეზისი, რომ პერლოკუტორული ენა თანამოსაუბ-
რეზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. ამაოა უბრძანო მას, ვინც
ამ ბრძანებას შეგნებულად უგულებელყოფს და იმას გააკეთებს,
რაც მოესურვება.

678
ასე რომ, „პოლიტიკური ცხოველიდან“ – „მოაზროვნე სუბ-
სტანციით“ დამთავრებული, საკმაო ზღვარი გაივლო საძოვარზე
გაშვებულ პირუტყვსა და მომღერალ ადამიანს შორის, რომლის
სიმღერაც ყოველთვის მელოდიური როდია.
კრატილე, პლატონის ამავე სახელწოდების „დიალოგის“
გმირი, საკუთარი ტუნიკის ნაკეცებში ჰერაკლიტეს მალავს. მისი
თანამოსაუბრის, ჰერმოგენეს პირით, დემოკრიტე სავსებასა და
სიცარიელეზე საუბრობს და შესაძლოა, სოფისტი პროტაგორაც,
სამყაროს არსებობა რომ არ სწამდა, ამტკიცებს – „ადამიანი
ყველაფრის საზომია“: არსებულისა, რომ ის არსებობს და არარ-
სებულისა, რომ ის არ არსებობს.
პლატონისეულ კრატილეს ენის პრობლემა აწუხებდა:
რეალურად რას წარმოადგენს ენა, რას არ წარმოადგენს და
სწორედ ამ პრობლემას განიხილავს ის შემდგომ საუბარში ჰერ-
მოგენესთან ერთად. კრატილე მიიჩნევს, რომ საგნის სახელწო-
დებები მის არსთან უშუალო კავშირშია. საგნებს გამოიგონებენ,
აღმოაჩენენ, ქმნიან თუ თავად ჩნდებიან – თავიდანვე ის ჭეშმა-
რიტი სახელები აქვთ გათავისებული, რომელიც მათ განსაზ-
ღვრავს და სხვებისაგან გამოარჩევს. კრატილეს პარადოქსალუ-
რი მოსაზრება, ამ შემთხვევაში იგი ჰერაკლიტეს ოპონენტია,
ეფუძნება განუყოფლობასა და ერთიანობას. ასე მაგალითად,
დღე ღამეს ცვლის; ისევე, როგორც ძაღლი კატის გარეშე, სიყვა-
რული კი სიძულვილის გარეშე წარმოუდგენელია.
ჰერმოგენე საპირისპირო მოსაზრებას გვიზიარებს. ის
თვლის, რომ სიტყვები სხვა არაფერია თუ არა ის შეთანხმება,
რომელსაც ხალხი ერთადერთი მიზნით აღწევს: გაუგონ ერთმა-
ნეთს. საგნები ადამიანის თვალწინ ჩნდება და ისიც პირველი
დანახვისთანავე, სახელს არქმევს. საგნის მნიშვნელობა ტყეში

679
მიგნებული წყარო კი არა, ადამიანის ხელით ამოთხრილი ჭაა.
ეს ალეგორიული საზღვარი, რომელიც ჰერმოგენეს სახით შე-
ნიღბულმა დემოკრიტემ, დროდადრო კი პროტაგორამაც გაავ-
ლო, შესაძლოა, რამდენიმე ადგილას ერთდროულად გავარ-
ღვიოთ: ადამიანი, რომელიც ყველაფრის განმსაზღვრელია,
მოდგმას თუ ინდივიდს განეკუთვნება? საგნების საზომი – ეს სა-
კუთრივ ეპისტომოლოგიური ცნებაა? საგნებში – მხოლოდ მატე-
რიალური ნივთები, თუ შეგრძნება და შემეცნება მოიაზრება?
ჰერმოგენე, რომელმაც ყოფა ილუზიამდე დაიყვანა, ჩანასახში-
ვე კლავს ჭეშმარიტებას. ერთადერთი, სარწმუნო, საპირისპირო
მტკიცებულება მხოლოდ ისაა, რომლის ფორმულირებასაც ადა-
მიანი თვითონ და თავისთვის ახდენს, ჭეშმარიტებასაც და სიც-
რუესაც რეალობად აქცევს. გავიხსენოთ, რომ ადამიანს, ვიქ-
ტორ ანრის ცნობილი აფორიზმის თანახმად, ძალუძს საგანთა
სახელდება, სახელის წართმევა კი – არა; მას შეუძლია ენაში
ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ არა ისე, როგორც მოესურვება.
პლატონი დიდი სიფრთხილით ეკიდება ჭეშმარიტი სახელწო-
დებების საკითხს და კრატილეს დასკვნებს, მართალია, შენიღ-
ბულად, მაგრამ მაინც ემხრობა: საგნებს ის სახელები აქვს, რაც
უნდა ერქვას (უტყუარი თეორია, რომელიც პოსტულატის სახით
ჩამოყალიბდა), და არა ის, რაც ადამიანს მოესურვება (არამ-
დგრადი დასკვნა, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
მხოლოდ ახლანდელზეა დამოკიდებული, რაც არ ითვალისწი-
ნებს უწინ წამოჭრილ სავარაუდო მოსაზრებებს).
ეს მტკიცებულება, რომანტიკული, შემდგომ კი დემაგო-
გიური, ამოსავალ წერტილად იქცა იმ ლათინელი პოეტებისა,
რომელთა სათავეშიც ჰორაციუსი იდგა. სწორედ ეს მტკიცებუ-

680
ლება იქცა ჩვენი უბედურებების სათავედ, საიდანაც გამოსავა-
ლი დღემდე ვერ ვიპოვეთ.
ჰორაციუსი ნაწარმოებში „პოეტური ხელოვნებისათვის“
(7072 ტაეპი) იმ ჩვეულებას უმღერის, რომელიც ენის ევოლუცი-
ის თანამდევია, თუმცა სარგებელი ყოველთვის როდი მოაქვს:
„ბევრი გარდასული სიტყვა კვლავ აღდგება ხოლმე,
ხოლო ის სიტყვათქმანი, ახლა რომ ღირსებაპატივშია,
დავიწყებას მიეცემა, თუ ეს მოისურვა ჩვეულებამ,
რომლის ხელთაა ძალა, სამართალი და მეტყველების წესი

და რიგი“1.
ეს სიტყვები საათის მექანიზმზე მომუშავე ასაფეთქებელს
მოგვაგონებს; ერთი შეხედვით, ავტორის კეთილი ზრახვების
მიღმა გაცილებით უფრო სიღრმისეული დასკვნების გამოტანაც
შეიძლება: ენას ქმნის ხალხი და ადამიანის გარდა არავის არ ძა-
ლუძს ენას ლოგიკური სახე მიანიჭოს. ჰორაციუსის ეს თამამი
მტკიცებულება, თითქოს „ჩვეულება განკარგავს ჩვენი მეტყვე-
ლების წესსა და რიგს“, მიზნად ისახავდა სარეველებისაგან იმ
ჭეშმარიტი გზის გაწმენდას, რომელზე დამდგარი კაცი ენის თა-
ვისუფლებისათვის ჰაერში აფრიალებული დროშით, კვლავაც
ჯიუტად მონობას დასჯერდებოდა.
შესაძლოა, ჰორაციუსი, თავის მხრივ, მართალიც იყო, ამაზე
უარს ვერ განვაცხადებთ და შესაძლოა, არც იყო მართალი, რა-
ზეც თვალს ვერ დავხუჭავთ – მაშინ კრატილესა და ჰერმოგენე-
საც თავიანთი ადგილი უნდა მივუჩინოთ. კრატილეს მტკიცებუ-
ლება სავსებით შეესაბამება ბუნებრივ ან ჩვეულებრივ ენას, რო-
მელიც ერთსა და იმავე ისტორიულ და ფსიქოლოგიურ გზაზე მი-
მავალი მუდმივი გამოყენების პროდუქტია, ჰერმოგენეს აზრით

681
კი – ხელოვნური თუ სპეციალიზებული ენა ან ჟარგონი შეიძლე-
ბა განისაზღვროს, როგორც ლოგიკურ საფუძველზე აღმოცენე-
ბული, მეტნაკლებად ფორმალური შეთანხმების პროდუქტი,
მოკლებული ისტორიულ და ფსიქოლოგიურ ტრადიციას. დღეს-
დღეობით ჰერმოგენეს პოზიციის საუკეთესო გამოხატულებას
ვიტგენშტაინის „ლოგიკურფილოსოფიური ტრაქტატი“1 წარმო-
ადგენს. ამ მხრივ, ძნელია ვისაუბრო კრატილეს, ანუ ბუნებრივი,
ადამიანური თუ ჰერმოგენეს ხელოვნური ან ზეადამიანური ენის
შესახებ. ცხადია, ჰორაციუსის მსგავსად, მეც პირველს – სიცოც-
ხლისა და ლიტერატურის ენას ვამჯობინებდი, რომლისთვისაც
უცხოა ყოველვგარი ტექნიკური გამიჯნვა და აკრძალვა. მაქს შე-
ლერს2 და ზოგადად, ყველა ფენომენოლოგს, კრატილეს ენა
მხედველობაში აქვთ მაშინ, როდესაც საუბრობენ ენაზე, რო-
გორც სიმპტომზე, მეხსიერებასა და გამოთქმაზე. ასევე კარლ
ბიულერი ენის სამ ფუნქციას გამოყოფს: ეს არის სიმპტომი, სიგ-
ნალი, სიმბოლო.
ზედმეტად მეჩვენება ვთქვა, რომ ჰერმოგენეს ენა თავის ხე-
ლოვნურ წარმომავლობას აღიარებს, კრატილესი კი – იმ უცხო
ნიადაგს ვერ ეთვისება, სადაც მისი გამჭვირვალე სული საფ-
რთხეშია.
სარისკოა დავუშვათ ის აზრი, რომ ბუნებრივი, კრატილეს ენა
მარჯვე დროისა და ხალხის მაგიური ურთიერთკავშირის ნაყო-
ფია. არა, ხალხი არ ქმნის ენას, სამაგიეროდ, მისი ხასიათის
განმსაზღვრელია. ზემოთ ხსენებულის გასამართლებლად შეიძ-
ლება ითქვას, რომ ხალხი, გარკვეულწილად, ენის საიდუმლოს
ხსნის, საგნის სახელწოდებების ამოცნობას ლამობს, თუმცა შე-
უძლია ენას უორგულოს და ის გადააგვაროს კიდეც. რომ არა
ერისათვის დაგებული მახეები, რომლის შესახებ ცოტა ხნის წინ

682
ვისაუბრეთ, ყველაფერი გაცილებით მარტივი და სწორი იქნე-
ბოდა. თუმცა ის სიმართლის მარცვალი, რომელიც ენის სიღ-
რმეშია დამალული, არც ჩემთვისაა ხელმისაწვდომი, არც არა-
ვისთვის და არავის არ ძალუძს რაიმე შეცვალოს.
კრატილეს ენა, ფერდინანდ დე სოსიურის1 ენა, სტრუქტურა
თუ სისტემა ხალხიდან კი არა, თავად ხალხშივე იბადება, მწე-
რალთა წყალობით კი – ფორმასა და თვითმყოფადობას იძენს.
უმრავლეს შემთხვევაში ის აკადემიის დადგენილი ნორმებით
რეგულირდება. მეორე მხრივ, ეს სამი შემადგენელი ნაწილი –
ხალხი, მწერლები, აკადემიები ყოველთვის როდი ასრულებენ
თავიანთ მოვალეობებს. ხშირად ისინი უცხო სფეროებშიც იჭრე-
ბიან. შეიძლება ითქვას, აკადემიებს, მწერლებსა და ხალხს სა-
კუთარი მოვალეობის შესრულება არ უყვართ და ამჯობინებენ,
ყოველგვარი საფუძველის გარეშე, სხვისი როლი გაითავისონ.
შესაძლებელია, ამას კეთილი ზრახვით სჩადიან, მათი ყურადსა-
ღები საგანი კი – თავის განსაზღვრებასა და გაგებას კარგავს.
რაც ყველაზე სავალალოა, ბოლოს ის საერთოდ დავიწყებას ეძ-
ლევა. დავიწყებას ეძლევა ენა – სიტყვა, რომელიც ყველაზე
გამჭვირვალე უნდა იყოს. ოხ, ეს მათემატიკური სიზუსტის იარა-
ღი, ერთადერთი ფასეულობაც უსარგებლოდაა და თავს იჩენს
უკიდურესად მწვავე ფორმით მიგელ დე უნამუნოს ნაწარმოებში
„სიყვარული და პედაგოგიკა“.
დაბოლოს, გადამწყვეტი ფაქტორი, სახელმწიფო, რომელიც
არც ხალხს, არც მწერალს და არც აკადემიას წარმოადგენს, სა-
მაგიეროდ, საკუთარ პირობებს აყენებს და ყველაფერს საზ-
ღვრავს, ყოველგვარი საშუალებით ენის ფუნქციებში შეჭრას
ცდილობს (მოხელეთა ჟარგონი, მთავრობის წევრთა სიტყვით
გამოსვლა, ტელემაუწყებლობა და ა. შ.), აკრძალვით კი არა,

683
ურიგო მაგალითით ლამობს ქაოსი, უწესობა და გაუგებრობა შე-
ნიღბოს.
ხალხთა, ლიტერატორთა, აკადემიკოსთა თუ სახელმწიფოთა
უწესობაზე პასუხი არავის მოეთხოვება. ამიტომაც ენა იმ გზით
მიდის, საითკენაც მას გავლენიანი ძალები უბიძგებენ.
ხალხი, რომელსაც გაუთავებლად ჰორაციუსის ლექსებს
უმეორებენ, თვლის, რომ ენა ჭეშმარიტად განვითარების გზას
ადგას. ამიტომაც ცდილობს ენა ინტუიციურად ან ქვეცნობიერად
გაჩენილი გრამატიკული კონსტრუქციებითა და გამოთქმებით
კი არ გაამდიდროს, რაც გაცილებით ფასეული იქნებოდა, არა-
მედ იმ უდიერი ფრაზებით, რომელიც უდროო დროს გაცნო-
ბიერებულად და გამიზნულად ებადება.
მწერლები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გარემოსათვის
დამახასიათებელ დეფექტებს ითავისებენ და ენას ისეთი ჩახ-
ლართული გამოთქმებით ამდიდრებენ, რაც ენის სულიერი სამ-
ყაროსათვის უცხოა.
აკადემიების პრობლემა ორჭოფობაშია: ისინი კონსერვატო-
რულნი არიან და ეშინიათ, სწორედ ეს არ წამოაყვედრონ.
დროთა განმავლობაში ჰერმოგენესეული ენა სულ უფრო მე-
ტად კრატილეს ენას გაუთავისდა, ცოცხალ, ბუნებრივ ენას კი –
განადგურება და ხელოვნურით შეცვლა დაემუქრა. როგორც უკ-
ვე აღვნიშნე, ეს საფრთხე გამოგონილი, უმიზეზოდ ჩართული,
თუ უდროოდ აღმდგარი გაცოცხლებული ენითაა გამოწვეული.
სავსებით შესაძლებელია, გარკვეული პოლიტიკური მიზეზე-
ბიც იმალებოდეს იმპულსის მიღმა, რის გამოც ენის პრინციპები
ისევ მტრული ძალების გათელვის საგანი ხდება. ვფიქრობ, საფ-
რთხე უტოპიურ, შორეული მომავლის სარგებლიანობაზე გაცი-
ლებით დიდია. პურიტანი ნამდვილად არ ვარ, თუმცა უპირვე-

684
ლესად გონიერებისაკენ მწერლებს ვუხმობ, ყველაზე ნაკლებად
კი – აკადემიასა და სახელმწიფოს: თავიდან ავიცილოთ მოსა-
ლოდნელი ქაოსი. ენა განუწყვეტლივ ვითარდება, ნებისმიერი
სისტემის საზღვრებს არღვევს, ჩვენ კი – მათ შემოფარგვლას
ვლამობთ, უდავოდ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენის ბუ-
ნებრივი საზღვრები უნდა შევცვალოთ, ასე თუ მოხდა, ჩვენ სრუ-
ლი, გაუგონარი მარცხი გველის.
ეს ღვთით მომადლებული ნიჭი, მოდით, ენის დაცვას მოვახ-
მაროთ! ვიმეორებ – ენების დაცვას და მუდამ გვახსოვდეს, რომ
ენის კანონებში ჩარევა, ანუ სულიერ ფასეულობათა ბუკვალუ-
რით შეცვლა, უსათუოდ იმ უსამართლობამდე მიგვიყვვანს, რაც
იმავდროულად უწესრიგობის საფუძველიც გახდება.
აზროვნება განუყოფლად უკავშირდება ენას. მეტიც, თავი-
სუფლებაც, შესაძლოა, გარკვეულ ენობრივ და აზრობრივ ფორ-
მებთან იყოს დაკავშირებული. ერთობლიობაში კი ისინი სივ-
რცეს ქმნიან, სადაც ის ზრახვები იყრის თავს, ერთი მხრივ, კა-
ცობრიობის საზღვრების ძიებასა და გაფართოებას რომ ემსახუ-
რება, მეორე მხრივ – ადამიანური სტატუსის უარყოფას. რაინ-
დისა და ბრიყვის სულში თავისუფლება და აზროვნება თანაბრა-
დაა ჩასახული. ეს განზოგადება იმისთვისაა საჭირო, რეალუ-
რად განსაზღვრო, თუ რას ნიშნავს – იაზროვნო და იყო თავისუ-
ფალი. ჩვენს ცნობიერებაში არსებული სიტყვა „აზროვნება“
ადამიანისათვის „თავისუფლებაზე ფიქრს“ ნიშნავს. სადავო გახ-
და ის საკითხი, რომ თავისუფლება ეს იყო კონკრეტული, თუ
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის აზროვნების პროდუქტი. ერ-
თმა ესპანელმა ფილოსოფოსმა აღნიშნა: ილუზია და თავისუფ-
ლების რეალური სახე ერთი და იგივეა; თუ ადამიანი არ არის
თავისუფალი, შებოჭილია, რისი ახსნაც ფსიქოლოგიას,

685
ბიოლოგიას, სოციოლოგიასა და ისტორიას სწადია, ის თავისდა
უნებურად ამ ილუზორული, თუ უნივერსალური იდეის – თავი-
სუფლების მატარებელია; ჩვენ თუ თავისუფლება გვწყურია, სა-
კუთარ სამყაროსაც თავისუფალი ადამიანის მსოფლმხედველო-
ბით ვაგებთ. სწორედ ამ არქიტექტორული გეგმის საფუძველზეც
ჩვენი საზოგადოების ურთულესი კარკასის აღმართვას, კაცობ-
რიობის თავისუფლების საძირკველის ჩაყრას, მეტნაკლები წარ-
მატებით, ვცდილობდით და ამ პრინციპით ვაფასებდით, ვადი-
დებდით, ვკიცხავდით, უარვყოფდით და ვიღვწოდით. თავისუფ-
ლების ზენიტი ხომ ის სულია, სადაც ჩვენი მორალური კოდექსი,
პოლიტიკური პრინციპები და იურიდიული კანონებია თავმოყ-
რილი.
ჩვენ ვიცით, რომ ვაზროვნებთ და ვაზროვნებთ იმიტომ, რომ
თავისუფალნი ვართ. აზროვნებისა და თავისუფლების ურთიერ-
თკავშირი თევზს მოგვაგონებს, რომელიც საკუთარ კუდს ებ-
ღაუჭება, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარი კუდის დაჭერას ლამობს,
რამეთუ თავისუფლება უშუალოდ ძიებაცაა და აზროვნების სა-
არსებო პირობაც. აზროვნების მეშვეობით, ადამიანს სურვილი-
სამებრ ძალუძს ბუნების კანონებს განერიდოს, ან გაითავისოს
და დამორჩილდეს. სწორედ ამან მოუტანა წარმატება და პრეს-
ტიჟი იმ ქიმიკოსს, ფლოგისტონის თეორიის1 საზღვრებს რომ
გასცდა. თუმცა აზროვნებაში აბსურდული სამეფოს მახლობ-
ლად ლოგიკის იმპერიაც არსებობს, რამეთუ ადამიანს მხოლოდ
არსებულზე, შესაძლოზე როდი შესწევს ფიქრი. გონებას ძალუძს
ზრახვები ათას ნაწილად გახლიჩოს და ისინი სულ სხვა ჭრილში
გვიჩვენოს. ამგვარად, ემპირიულ პრინციპებზე დაყრდნობით,
სამყაროს იმდენი რაციონალური ინტერპრეტაცია ექნება, რამ-
დენიც თავისუფლად მოაზროვნეს მოესურვება. თავისუფალი აზ-

686
როვნება, ვიწრო გაგებით, ემპირიული სამყაროს ანტიპოდად
რომ გვევლინება, თვითგამოხატულებას მითებში პოვებს. ამდე-
ნად, შეგეძლოს რაიმე შეთხზა – ადამიანური სტატუსის მესამე
კომპონენტია (დანარჩენი ორი – აზროვნება და თავისუფლება-
ა); მითის წყალობით მცდარი აზრიც კი ჭეშმარიტების სახეს ღე-
ბულობს.
აზროვნების შემწეობით, ადამიანს ძალუძს სამყაროს შენიღ-
ბული ჭეშმარიტება აღმოაჩინოს, შეუძლია საკუთარი სამყაროც
შექმნას, ყველაფერი ეს – მითის დამსახურებაა. ჭეშმარიტების,
აზრის, თავისუფლებისა და მითის ურთიერთკავშირი საეჭვო და
ერთობ ჟინიანია. ის სხვადასხვა მიმართულებით განტოტვილ
ბნელ კორიდორს ჰგავს; ეს ის ლაბირინთია, საიდანაც გამოსა-
ვალი არ ჩანს. მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხე თუ შეაგუ-
ლიანებს ადამიანს თავგადასავალი ეძიოს.
მითი და მეცნიერული ჭეშმარიტება არა მხოლოდ აზროვნე-
ბის ფორმებია, არამედ სხვადასხვაგვარი მნიშვნელობების მა-
ტარებელიც. მათი დაპირისპირება შეუძლებელია, რამეთუ აბ-
სოლუტურად განსხვავებულ კანონებსა და მეთოდებს ემორჩი-
ლება. მოდით, ადამიანის გათავისუფლებისათვის გამართული
შერკინებისას, ლიტერატურის დროშას ნუ ავაფრიალებთ! მე-
ტიც, მიმაჩნია, რომ ზღვარი უნდა გაივლოს ისეთ ლიტერატურა-
სა და მეცნიერებას შორის, რომელიც ადამიანში, ერთი მხრივ,
თავისუფლების ნებისმიერ იდეას კლავს და მეორე მხრივ, იმედს
არ ჩაახშობს. ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზე აღმატე-
ბული ბრმა რწმენაც კი დასტურია ჩვენ მიერ წინგადადგმული
ნაბიჯისა, მაგრამ ეს საკმარისი როდია. უნდა ვაღიაროთ, რომ
მეცნიერება თავისუფლებას დანატრული ადამიანის დაცვის ნაც-
ვლად, მას სულ სხვა მიმართულებას აძლევს. თავისუფლება და

687
ნება – აი, ის, რასაც მეცნიერება უნდა ეყრდნობოდეს, რათა
უტილიტარიზმი დაძლიოს. აქვე უნდა დავძინო, რომ ლიტერატუ-
რა და მეცნიერება ნაირგვარობის მიუხედავად, ვერ განსაზ-
ღვრავს, იზოლირებულად, საკუთარი გავლენის სფეროებს, რა-
საც ორი მიზეზი აქვს: ეს არის ენის სტატუსი (აზროვნების მთავა-
რი იარაღი) და საჭიროება – განარჩიო, განსაზღვრო ის, რაც ქე-
ბას, და პირიქით, გაკიცხვას იმსახურებს.
ლიტერატურა შემოქმედ მექანიზმად მესახება, რომელიც იმ
ორ მთავარ საყრდენს ეფუძნება, ფასეული ლიტერატურული ნა-
წარმოების ფრიად აუცილებელ ხერხემალს რომ ქმნის. პირველ
რიგში, ეს არის ესთეტიკური საყრდენი, რომელიც მოითხოვს
თხრობა (პოემა, დრამა, კომედია) მინიმალურ სტანდარტს
შეესაბამებოდეს, ანუ გამოირჩეოდეს იმ ფსევდოლიტერატურუ-
ლი სამყაროსაგან, რომლის შემოქმედებაც მკითხველის ემოცი-
ას არ შეეფერება. სოციალისტური რეალიზმიდან ურიცხვი ლი-
ტერატურული ექსპერიმენტების ჩათვლით, ჩვენს წინაშეა ფსევ-
დოლიტერატურა, რომელიც მოკლებულია ესთეტიკურობას და
ამავე დროს, უძლურია ფასეული ლიტერატურული ნაწარმოებე-
ბი შექმნას.
ლიტერატურის მეორე საყრდენი – ეთიკაა, რომელიც ესთე-
ტიკას ავსებს და უამრავი საერთო აქვს აზროვნებასა და თავი-
სუფლებასთან. რა თქმა უნდა, ეთიკა და ესთეტიკა განსხვავებუ-
ლი ფასეულობების მატარებელია. ლიტერატურულ ნაწარმოებს
შეუძლია ესთეტიკითაც დაკმაყოფილდეს, რასაც ადასტურებს
გამონათქვამი „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, და მეტიც, ეს-
თეტიკას არცთუ იშვიათად, გაცილებით მეტი გულისყურით ეკი-
დებოდნენ, ვიდრე ეთიკას. ჩვენ ჯერ კიდევ ჰომეროსის პოემები-
სა და შუა საუკუნეების ეპოსს ვადიდებთ, თუმცა კარგა ხანია

688
მიგვავიწყდა ფეოდალური ევროპისა და ძველბერძნული ქალა-
ქების ზნეობრიობა. საკუთრივ „ხელოვნება ხელოვნებისათვის“
საკმაოდ რთული საქმეა, რომელსაც გამუდმებით საფრთხე და
ის სიყალბე ემუქრება, მის ჭეშმარიტ არსს ფასეულობას რომ
უკარგავს.
ვფიქრობ, ეთიკა ის ელემენტია, რომელიც ნაწარმოებს ღირ-
სეულ ადგილს მიუჩენს იმ ლიტერატურაში, მითის საფუძველზე
რომ გაჩნდა. ვეცდები განვმარტო, რას ვგულისხმობ. ვინაიდან
ლიტერატურული მითი თავისუფლების უტოპიური სურვილისა
და ადამიანის აზროვნების ურთიერთკავშირის გამომხატველი
საშუალებაა, არ შეიძლება ის მხოლოდ ეთიკას ეყრდნობოდეს.
რამდენადაც მესმის, ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილია
კავშირი ავტორის ეთიკურ შეხედულებასა და მის თავისუფალ
იდეებს შორის. გასაგებია, რომ, ყველაზე ჭკვიან და ჰარმონიულ
მწერალსაც კი არ ძალუძს ადამიანური ბუნების საზღვრებს გას-
ცდეს; ნებისმიერს შეიძლება უსინათლოდ დარჩენა დაემუქროს,
მით უმეტეს მაშინ, როცა თავისუფლების სახელით სარგებლობს
და საბედისწერო შეცდომებს უშვებს. ესთეტიკური თავისებურე-
ბების ათვისება სახელმძღვანელოს სქემებით როდი შეიძლება.
ამრიგად, ლიტერატურული მითი ეთიკასაც და ესთეტიკასაც
ეფუძნება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ უფრთხის არც მო-
დის ახირებულ ტენდენციებს, არც უსაფუძვლო ახსნაგანმარტე-
ბებს. კაცობრიობის ისტორია ცვალებადი და რთული გზით
მიიწევს წინ, ამ მხრივ არც ესთეტიკას და ეთიკას გაუმართლა.
არსებობენ ისეთი ლიტერატორები, რომლებიც თაობათა მაჯის-
ცემას აჰყვნენ და საზოგადოებაში გამეფებული წყობილების გა-
მოჩენილ წარმომადგენლებად იქცნენ, შემოქმედება კი – მათ-
სავე ანარეკლად. სხვები, პირიქით, უმადურ, თავისუფლებისა

689
და შემოქმედების უმძიმეს მოვალეობას იტვირთავენ და იმ გზას
დაადგებიან, რომელსაც არსად არ მივყავართ. ეს არის ერთა-
დერთი საშუალება, რომლის მეშვეობით ლიტერატურა საკუთარ
მოვალეობას ასრულებს, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ერთადერთი
სწრაფვა, რომელსაც შეიძლება ჭეშმარიტი ლიტერატურა ეწო-
დოს. საზოგადოება მხოლოდ გენიოსების, წმინდანებისა და გმი-
რების იმედად როდი უნდა დარჩეს.
თავისუფლების ძიების პროცესში მითი იმ უპირატესობებით
სარგებლობს, შინაგანად დათრგუნული ლიტერატურული ნა-
წარმოებებისაგან რომ წარმოდგება. მითი არ საჭიროებს არანა-
ირ კანონს, რომელმაც ის შესაძლოა შეზღუდოს, მოულოდნე-
ლობები და სიახლეები აღკვეთოს. აზროვნების სხვა გამოხატუ-
ლებებისგან განსხვავებით, მითი თავს მოვალედ თვლის უტოპი-
ის სახელით წარმოგვიდგეს. ამიტომაც პოლიტიკური ფილოსო-
ფიის ტრაქტატების ძალზედ ფრთხილი ავტორები, ლიტერატუ-
რული ნაწარმოების ნიღაბს ამოფარებულნი, უტოპიურ აზრებს
მალავდნენ, ხოლო საზოგადოებას მათ აღსაქმელად დრო ესა-
ჭიროებოდა. მითს ძალუძს ნებისმიერი სახის უტოპია ასახოს,
რამეთუ თავადაც უტოპიაზეა დაფუძნებული.
ლიტერატურის უპირატესობა მხოლოდ უტოპიური მტკიცებუ-
ლებებით როდი შემოიფარგლება. თხრობის შინაგანი პლასტი-
კა, სიუჟეტის ტრანსფორმირების შესაძლებლობა, პერსონაჟები
და მოვლენები – ის მაგიური ბრძმედია, რომლის საფუძველზეც
მთელი რიგი ნაწარმოებების სახელოსნო, ან თუ გნებავთ, ადა-
მიანის ყოფაქცევის საექსპერიმენტო ლაბორატორია იქმნება.
მითი, რა თქმა უნდა, უტოპიით არ შემოიფარგლება. მას ასევე
შეუძლია გულმოდგინედ გაანალიზოს საკუთარი ზრახვები (ჩა-

690
ფიქრებული პროგნოზიდან დაწყებული ყველაზე დაუჯერებელი
აბსურდით დამთავრებული), შემოქმედების შედეგები.
ლიტერატურა, როგორც ექსპერიმენტული ლაბორატორია,
არაერთხელ შეასრულებს მნიშვნელოვან როლს სამეცნიერო-
ფანტასტიკურ ნაწარმოებებში, იმ მომავალი ეპოქების გაშუქები-
სას, რომელშიც თავად ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. კრიტიკა მოწა-
დინებულია აღტაცებით შეეგებოს იმ მწერლებს, რომლებიც სა-
კუთარ შემოქმედებაში კაცობრიობის განვითარების გზებს წი-
ნასწარმეტყველებენ. მითის, როგორც ექსპერიმენტალური
ბრძმედის, დანიშნულება არა ტექნიკური წინსვლის ზუსტი დეტა-
ლების აღწერაა, არამედ სამყაროს მრავალრიცხოვანი ასპექ-
ტის (აქტუალურის თუ მომავლის) ასახვაა. ეს ფაქტი თავისთა-
ვად წარმოადგენს ადამიანური დათმობის, ტრაგიკული ექსპე-
რიმენტებისა და სიტუაციების ძიებას, რაც ააშკარავებს ორჭო-
ფულ არჩევანს (იგულისხმება ის მოთხოვნილებები, რომელსაც
მომავალი თუ თანამედროვე სამყარო ადამიანს უყენებს). სწო-
რედ ეს აქცევს ლიტერატურის მხატვრულ ფრესკას ექსპერიმენ-
ტალურ ლაბორატორიად. ლიტერატურის, როგორც ადამიანთა
ყოფაქცევის საექსპერიმენტო საშუალების, მნიშვნელობა ნაკ-
ლებადაა კავშირში წინასწარმეტყველებებთან, რამეთუ ადა-
მიანის ყოფაქცევას, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, წარსული, აწ-
მყო და მომავალი გააჩნია. თუმცა ადამიანურ ბუნებას სხვა,
შთამბეჭდავი ურყეობით გაჯერებული ასპექტებიც აქვს. მათი
წყალობით ჩვენ იმ ისტორიის ნაწილი გავხდით, რომელიც სრუ-
ლიად სხვა დროს აღწერს. საუბარია იმ „უნივერსალურ ადამიან-
ზე“, რომელსაც უდიდესი ჯილდო ხვდა წილად – შეექმნა ლიტე-
რატურული მითი იმ ექსპერიმენტულ სახელოსნოში, რომელიც
არც საზღვრებს, არც სივრცეს და არც დროს ემორჩილება. დონ

691
კიხოტი, ოტელო, დონ ჟუანი დასტურია იმისა, რომ ლიტერატუ-
რული მითი – ჭადრაკია, რომლის თამაშიც, ფიგურების განლა-
გების მიუხედავად, ხელახლად შეგიძლია.
სავსებით შესაძლებელია ვინმემ იფიქროს, რომ ვცდილობ
თავისუფლებას განვერიდო, თავისუფლებას, რომელსაც ვიცავ.
ავტორის უწყვეტი, მრავლისმეტყველი და ბუნდოვანი როლი
რომ არა, ეს ასეც იქნებოდა. შეილოკის მაგია ვერ აღმოცენდე-
ბოდა გენიალური ბარდის გარეშე, რომელსაც გაცილებით ხან-
მოკლე არსებობა ხვდა წილად, ვიდრე მის გმირს, სიკვდილის-
გან რომ იხსნა და სიცოცხლე უბოძა. რაღა უნდა ვთქვათ იმ უსა-
ხელო სასულიერო პირებსა და ხუგლარებზე, რომელთაგანაც
მხოლოდ ნიჭიერების ნაყოფი შემოგვრჩა? დავივიწყოთ ისტო-
რია და სოციოლოგია და გავიხსენოთ ავტორი – ის ჩვენს კე-
თილ მოგონებათა ნუსხაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს.
უწინ, ახლა და მომავალშიც ნაწარმოები იყო და იქნება ავტორ-
ზე დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, ავტორი იმ ეთიკური და
ესთეტიკური წინასწარმეტყველებების, რაზეც უკვე ვისაუბრეთ,
ერთადერთი წყაროა. ის არის საზოგადოებაში მიმდინარე პრო-
ცესების ფილტრი. ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთკავ-
შირი, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატავდეს ადამიანის პარა-
დოქსალურობას: ადამიანი ამაყობს თავისი ინდივიდუალურო-
ბით და ამასთან, მჭიდრო კავშირშია კოლექტივთან, რომლის
მიტოვებაც მისთვის სიგიჟის ტოლფასია. აქედან დასკვნა: ლიტე-
რატურის საზღვრები ადამიანური ბუნების საზღვრებს კვეთს, ამ
საზღვრებს მიღმა მხოლოდ ღმერთები და დემონები სახლობენ.
ჩვენს აზროვნებას დემიურგების1 წარმოსახვაც ძალუძს, ამის
დასტური ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიებია. ლიტერატუ-
რული მითის შემქმნელი ადამიანი დემიურგების არსებობას ამ-

692
ტკიცებს. ჩვენ ჰომეროსის შემდგომაც არ შეგვიწყვეტია შემოქ-
მედება. მაგრამ ვერც ეს შეცვლის ადამიანურ ბუნებას, ვერ ჩააქ-
რობს თავისუფლების მბჟუტავ ალს იმ მონის გულში, რომელსაც
შეიძლება მორჩილება აიძულოთ, მაგრამ სიყვარული კი არა,
შეიძლება სიკვდილამდე აწამოთ, მაგრამ ჩანაფიქრს ვერ შეაც-
ვლევინებთ.
უსინათლო და თავმომწონე რაციონალისტმა როცა განაახ-
ლა ბიბლიური ცდუნება: „ღმერთებივით იქნებით“, – მხედვე-
ლობაში არ ჰქონია ის, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია ამ გზას
ადგას. არარაობა და სიამაყე, საუკუნეების მანძილზე რომ ის-
წრაფოდა ადამიანები „ღმერთებად ექცია“, გაცილებით უკეთეს
შედეგამდე მიგვიყვანს: ძალისხმევა და წარმოსახვის უნარი და-
ეხმარება მათ ადამიანებად იქცნენ და მე არ დავიღლები, სიამა-
ყით გავიმეორო, რომ ნებისმიერ დროსა და გარემოებაში სწო-
რედ ლიტერატურული მითი თამაშობს გადამწყვეტ როლს. სწო-
რედ ის გვიჩვენებს, რომ თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა
უსასრულოა.

693
ოქტავიო პასი

აწმყოს ძიება

1990
ჩემს გამოსვლას ვიწყებ იმ სიტყვით კაცობრიობის დასაბამი-
დან რომ თქმულა: მადლობა. ეს არის სიტყვა, რომელსაც შესატ-
ყვისი ყველა ენაზე მოეძებნება და ამასთანავე, მნიშვნელობათა
მრავალფეროვანი გამაც გააჩნია. რომანულ ენებში სიტყვა
„გრაცია“ს სულიერი დატვირთვა ფიზიკურით შეიცვალა: სიკვდი-
ლისა და ცთომილებისაგან კაცობრიობის გამოსახსნელად
ღვთით ბოძებული მადლი იმავდროულად შეიძლება მოცეკვავე
გოგონას გრაციოზულ სხეულზე ან შამბნარში კატისებრთა ოჯა-
ხის წარმომადგენლის ანცობაზეც მიუთითებდეს. რომანულ
ენებში ეს სიტყვა წყალობისა და მიტევების, შემწეობისა და
ქველმოქმედების, დიდებისა და ზეგარდმო შთაგონების, მხატ-
ვრობასა და მჭევრმეტყველობაში დახელოვნების, დახვეწილი
მანერებისა, დაბოლოს, დიდსულოვნების გამომხატველია. ეს
მადლი უანგაროა, უფლის ძღვენია; ვისაც ემადლიერებიან – ის
დაჯილდოებულია და თუ არ წახდა, მადლობასაც გადაიხდის.
ჩემი მოკრძალებული სიტყვებით სწორედ ამას ვლამობ. ვიმე-
დოვნებ, რომ ჩემი ემოცია ამ მჩატე სიტყვებს ნამდვილად
სძლევს. თითოეული მათგანი წყლის წვეთივით გამჭვირვალე
რომ იყოს, დაინახავდით იმას, რასაც ვგრძნობ: ეს მადლიერება
და გულწრფელობაა, რომელსაც თან ახლავს შიშის, პატივისცე-
მისა და გაოცების განცდა იმ საზოგადოების წინაშე, მსოფლიო

694
ლიტერატურის სავანესა და იმავდროულად შვედური ლიტერა-
ტურის კერას რომ წარმოადგენს.
ენები გაცილებით მეტი რეალობის ამსახველია, ვიდრე ის ის-
ტორიული თუ პოლიტიკური ერთიანობები, რასაც ჩვენ ერს ვუ-
წოდებთ. ამის ნათელი მაგალითია ის ევროპული ენები, რო-
მელზეც ამერიკაში ვსაუბრობთ. სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავში-
რებული ჩვენი ლიტერატურის განსხვავებული ვითარება საფ-
რანგეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ლიტერატურასთან მი-
მართებაში: საუბარია ჩვენს ლიტერატურაზე, რომელიც უცხო
მიწაზე გადარგული ენებისაგან შეიქმნა. ენა იბადება და გარკვე-
ულ ნიადაგში იზრდება; მას ზოგადი ისტორია ასაზრდოებს.
მშობლიურ ნიადაგსა და ტრადიციას მოწყვეტილმა, დაკარგულ
და უსახელო სამყაროში დარგულმა ევროპულმა ენებმა ფესვე-
ბი ახალ ნიადაგში გაიდგა, ამერიკულ საზოგადოებას ეზიარა და
სახეცვლილებებიც განიცადა. ეს ენები თითქოს არის და არც
არის ერთი ნერგის განშტოება. ჩვენს ლიტერატურაში სახეშეც-
ვლილი ენების დაუდგრომელობას უკვალოდ არ ჩაუვლია: ამ
პროცესის თანამონაწილენი ჩვენც გავხდით და გავუსწარით კი-
დეც. სულ მალე ჩვენი ლიტერატურა ნამდვილ ტრანსატლანტი-
კურ ანარეკლს დატოვებს, რაც, ერთი მხრივ, ევროპული ლიტე-
რატურის პაექრობის, ხოლო, მეორე მხრივ, მიბაძვის საგანი
ხდება.
ასეთი დაუდგრომელობის ჟინზე ლიტერატურული ურთიერ-
თობები არ გაწყვეტილა. ჩემი კლასიკოსები ჩემსავე ენაზე ამეტ-
ყველებული მწერლები არიან, მე კი – ნებისმიერი ესპანელი
მწერლის მსგავსად, საკუთარ თავს ლოპე დე ვეგასა და კევედოს
შთამომავლად მივიჩნევ... მაგრამ მე არ ვარ ესპანელი. ვფიქ-
რობ, რომ კანადელი, ბრაზილიელი, ამერიკის შეერთებული

695
შტატებისა და ლათინოამერიკელი მწერლების უმრავლესობას
იგივეს თქმა შეუძლია ინგლისური, პორტუგალური და ფრანგუ-
ლი ლიტერატურის ტრადიციასთან მიმართებაში. რათა უკეთ გა-
ვაანალიზოთ ამერიკელი მწერლების განსხვავეუბლი პოზიცია,
საკმარისია დავფიქრდეთ, თუ როგორ მართავს დიალოგს არა-
ბი, ჩინელი ან იაპონელი მწერალი ამა თუ იმ ევროპულ ლიტე-
რატურასთან: ეს არის განსხვავებული ცივილიზაციებისა და ენე-
ბის საშუალებით დამყარებული დიალოგი. სამაგიეროდ ჩვენი
დიალოგი ამ ენისავე წიაღში შედგა. ვართ და არც ვართ ევრო-
პელები. მაშინ ვინ ვართ? ძნელია განსაზღვრო – ვინ ვართ,
თუმცა ჩვენზე გაცილებით მეტს, თავად ჩვენივე ქმნილებები იტ-
ყვიან.
ლიტერატურული თვალსაზრისით, საუკუნის უდიდეს მოვლე-
ნად, ამერიკული ლიტერატურის აღმოცენება ითვლება. თავდა-
პირველად ანგლოამერიკული ლიტერატურა იშვა, ხოლო XX
სის II ნახევარში ლათინოამერიკული ლიტერატურა თავისი ორი
განშტოებით: ესპანურამერიკული და ბრაზილიური. მიუხედავად
დიდი სხვაობისა, სამივე ლიტერატურას ერთი მახასიათებელი
აერთიანებს: ეს არის უფრო იდეოლოგიური, ვიდრე ლიტერატუ-
რული ბრძოლა კოსმოპოლიტურ და მშობლიურ ტენდენციებს,
ევროპეიზმსა და ამერიკანიზმს შორის. რას მივაღწიეთ ამ ბრძო-
ლის შედეგად? პოლემიკა გაქრა – ქმნილებები შემორჩა. ამ ზო-
გადი მსგავსების გარდა, სამივე ლიტერატურა ძირეული და მრა-
ვალრიცხოვანი სხვაობითაც ხასიათდება. ერთერთი მათგანი
უფრო ისტორიული ხასიათისაა, ვიდრე ლიტერატურული: ან-
გლოამერიკული ლიტერატურის განვითარება მსოფლიო ძალა-
უფლების მპყრობელი ამერიკის შეერთებული შტატების ისტო-
რიულ აღმავლობას ემთხვევა; ჩვენი ლიტერატურის აღზევება კი

696
ჩვენივე ხალხის სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურო-
ბისა და უბედურებების ფონზე შედგა. ეს ყოველივე სოციალური
და ისტორიული დეტერმინიზმის კიდევ ერთი ნათელი დადასტუ-
რებაა; ზოგჯერ იმპერიების დაცემისა თუ საზოგადოებრივი
მღელვარების ხანაში, ლიტერატურისა და ხელოვნების უკვდავი
შედევრები იქმნება: ასე მაგალითად, პოეტები ლი ბო და დუ ფუ
ჩინეთის იმპერატორთა დინასტიის – ტანის დაცემის მომსწრენი
გახდნენ; ველასკესი ფილიპე IVის სამეფო კარის მხატვარი იყო;
სენეკა და ლუკიანე სამოსატელი ნერონის თანამედროვეებად
და მსხვერპლად იქცნენ. დანარჩენი ცვლილებები უფრო ლიტე-
რატურული ხასიათისაა და მეტწილად ნაწარმოებებს უკავშირ-
დება, ვიდრე ლიტერატურულ ზნეჩვეულებებს. ნეტავ თუ აქვს
ლიტერატურას ხასიათი, თუ ფლობს იმ ზოგად ნიშნებს, რომლი-
თაც ერთი ლიტერატურა მეორისაგან განსხვავდება? ვფიქრობ,
რომ არა. ლიტერატურის განსაზღვრა ქიმერული, მოუხელთებე-
ლი ხასიათით შეუძლებელია. ის უფრო უნიკალურ ქმნილებათა
საზოგადოებაა, რომელიც დაპირისპირებულ და ნათესაურ კაშ-
ვირებს ემყარება.
პირველი და ძირეული სხვაობა ლათინოამერიკულ და ან-
გლოამერიკულ ლიტერატურას შორის მათ წარმომავლობაში
უნდა ვეძიოთ. ერთნიც და მეორენიც ევროპული პროექტის გან-
ხორციელების გზას დაადგნენ. ისინი კუნძულიდან გამოემარ-
თნენ და ჩვენ – ნახევარკუნძულიდან. საუბარია კულტურით, ის-
ტორიითა და გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავებულ ორ
ექსცენტრიულ რეგიონზე. მათ უკან ინგლისი და რეფორმაცია
დგას, ჩვენს უკან – ესპანეთი, პორტუგალია და კონტრრეფომა-
ცია, ანუ ის, რაც ესპანეთს სხვა ევროპელებისაგან განასხვავებს
და მას ორიგინალურ ისტორიულ სახეს ანიჭებს. ესპანეთი ინ-

697
გლისზე არანაკლებ ექსცენტრიულია, თუმცა სულ სხვა ფორმით.
ინგლისური ექსცენტრიულობა კუნძულოვანი წარმომავლობი-
საა და განმარტოებით ხასიათდება: ეს კარჩაკეტილი ექსცენ-
ტრიულობაა. ესპანური, ნახევარკუნძულოვანი წარმომავლო-
ბის, ექსცენტრიულობა კი – განსხვავებული ცივილიზაციებისა
და წარსული ეპოქების თანაარსებობას ეფუძნება: ეს ღია ექ-
სცენტრიულობაა. საუბარია იმ კათოლიკურ ესპანეთზე, რომელ-
საც არიანული ერესის მქადაგებლად ვესტგოთები მოევლინნენ,
რომ აღარაფერი ვთქვათ არაბული ცივილიზაციის გამეფებისა
და ებრაული აზროვნების გავლენის, რეკონკისტისა და სხვა თა-
ვისებურებების შესახებ.
ამერიკაში ესპანური ექსცენტრიულობა იბადება და მრავ-
ლდება, განსაკუთრებით ისეთ უძველეს და ბრწყინვალე ცივი-
ლიზაციის ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა და პერუ. ესპანელებ-
მა მექსიკაში არა მარტო გეოგრაფიულ, არამედ ისტორიულ წყა-
როებსაც მიაკვლიეს და ეს ისტორია ჯერ კიდევ ცოცხლობს. ის
არა წარსულის, არამედ აწმყოს ენით გვესაუბრება. კოლუმბიამ-
დელი მექსიკა თავისი კერპებითა და ტაძრებით, თითქოს ნან-
გრევებად ქცეულა, მაგრამ ამ სამყაროს მასაზრდოებელი სული
არ მომკვდარა. ეს სული ლეგენდების, მითების, საერო ხელოვ-
ნებისა და ზნეჩვეულებების ენით გვესაუბრება და თანაცხოვრე-
ბის ამა თუ იმ ფორმებში პოულობს თვითგამოხატულებას. იყო
მექსიკელი მწერალი ნიშნავს – გესმოდეს, რას გეუბნება ეს აწ-
მყო, წინამძღოლი სული. გესმოდეს, ესაუბრებოდე, შეიცნო...
შესაძლოა, თემიდან მცირე გადახვევა მინიშნებად იქცეს იმ უჩ-
ვეულო კავშირის დასამყარებლად, რომელიც ევროპულ ტრა-
დიციასთან გვაახლოებს და, იმავდროულად, გვრიყავს კიდეც.

698
განდეგილობა ჩვენი სულიერი ისტორიის განუწყვეტელი მეგ-
ზურია. შინაგანი უთანხმოებითა და დაბეჩავებული შეგნებით გა-
ჩენილი იარა ხან თავს გვახსენებს და საკუთარ თავთან გამოც-
დას გვიწყობს, ხან გვიწვევს, გვიბიძგებს, რათა ვიმოქმედოთ,
შევეგებოთ „სხვებს“, სხვა სამყაროს. ცხადია, განდეგილობის
გრძნობა უნივერსალურია და არა ლათინოამერიკელთა პრივი-
ლეგია. ის ჩვენთან ერთად იბადება და ძალაგამოცლილებს უც-
ხო მიწაზე გვანარცხებს. ამ გამოცდილებამ მოუშუშებელი წყლუ-
ლის სახე მიიღო და თითოეული ადამიანის უძირო სევდად იქცა.
ნებისმიერი ჩვენი წამოწყება თუ ოცნება სხვა სამყაროსთან და-
მაკავშირებელი ჩატეხილი ხიდის გამრთელებას ემსახურება. ამ
თვალსაზრისით, თითოეული ადამიანის თუ ადამიანთა კოლექ-
ტიური ისტორია შეიძლება შეფასდეს, როგორც პირვანდელი სი-
ტუაციის აღსადგენად მიმართული მცდელობა: უთანხმოების აღ-
საკვეთად გამიზნული დაუსრულებელი და უსასრულო ცდა. მხო-
ლოდ ამით შემოვიფარგლები და ამ გრძნობის დახასიათებას
აღარ მოვყვები. ხაზგასასმელია მხოლოდ ის, რომ ჩვენში მას
განსაკუთრებით ისტორიულ ტერმინთა ნუსხაში მოიხსენიებენ.
ამრიგად, ის ჩვენი ისტორიული მეხსიერების კუთვნილებაა. რო-
დის და როგორ ჩნდება ეს გრძნობა და როგორ აისახება ის ცნო-
ბიერებაში? ამ ორსახოვანი შეკითხვის პასუხი რომელმე
თეორიის ან პირადი გამოცდილების საფუძველზე უნდა ვეძიოთ.
მე მეორეს ვამჯობინებდი: უამრავი თეორია არსებობს, თუმცა
მათგან სარწმუნო არც ერთია.
განდეგილობის გრძნობა ჩემს ძალზე ძველ და ბუნდოვან მო-
გონებებში, პირველ ტირილთან და პირველად განცდილ შიშ-
თან ერთად ცოცხლდება. როგორც ყველა ბავშვი, მეც სხვა სამ-
ყაროსთან, „სხვებთან“ დასაკავშირებლად ოცნების კოშკებს ვა-

699
გებდი. მექსიკის გარეუბნის ძველ, მინგრეულმონგრეულ სახ-
ლში ვცხოვრობდი, რომელსაც წიგნებით გამოჭედილი ოთახი
და გაველურებული ბაღი ამშვენებდა. პირველი თამაში და პირ-
ველი ცხოვრებისეული გაკვეთილიც ამ სახლთან ასოცირდება.
ბაღი ჩემთვის სამყაროს ეპიცენტრად, ხოლო ბიბლიოთეკა –
მოჯადოებულ მღვიმედ გადაიქცა. ჩემს თანაკლასელებთან და
ბიძაშვილებთან ერთად ვკითხულობდი და ვთამაშობდი. ბაღს
ლეღვის ხე, ხის პატარა სალოცავი, ოთხი ძირი ფიჭვი, სამი ძირი
იფანი, „ღამის ლამაზმანი“ კაკტუსი და ბროწეულის ხე ამშვენებ-
და. ეკალბარდების წყალობით ნაკაწრები გვილურჯდებოდა.
კედლები აზელილი ტალახით იყო ამოყვანილი. დრო თითქოს
მოქნილი, სივრცე კი – მბრუნავი იყო. უკეთ რომ ვთქვა:
რეალურ თუ წარმოსახვით დროში „ახლანდელი“ იგულისხმე-
ბოდა. სივრცე, თავის მხრივ, უწყვეტ სახეცვლილებას განიცდი-
და: იქაური აქ იყო და საერთოდ, ყველაფერი აქ იყო: ბარი, მთა,
შორეული ქვეყანა, სამეზობლო. ჩვენს წარმოსახვას ძირითა-
დად ისტორიული ჟანრის დასურათებული წიგნები ამდიდრებდა
ხარბად რომ ვფურცლავდით: უდაბნო და სელვა, სასახლეები და
ქოხმახები, მხედარნი და დედოფალნი, გლახაკები და მონარქე-
ბი. სინდბადთან და რობინზონთან ერთად ჩაძირული ხომალდის
შედეგად გადავრჩით, დარტანიანთან ერთად ვიბრძოდით, სი-
დის წყალობით კი – ვალენსია ავიღეთ. რა დიდი სიამოვნებით
დავრჩებოდი კუნძულ კალიფსოზე! ზაფხულში ლეღვის ხე თავის
მწვანე ტოტებს ისე არხევდა, როგორც კარაველას ან მეკობრის
ხომალდის იალქანს. ამ მაღალი, ქარისაგან გაბერილი ანძიდან,
კონტინენტებისა და კუნძულების აღმოსაჩენად, ცდებს ვატარებ-
დი – ეს ის მიწები იყო, სულს რომ ღაფავდნენ. სამყარო უკიდე-

700
განო, თუმცა ყოველთვის ახლობელი და ხელშესახები იყო, გა-
ნუწყვეტელი აწმყო კი – გაჯანჯლებული.
როდის დაიმსხვრა ეს გრძნეული სამყარო? უეცრად არა!
ნელნელა, თანდათანობით. გვიჭირს შევეგუოთ მეგობრის ღა-
ლატს, საყვარელი ქალის ტყუილს, გამათავისუფლებელ იდეას
– მტარვალის ნიღაბს. პროცესი, რასაც ჰქვია „საკუთარი თავის
წინაშე ანგარიშით წარდგე“ ხანგრძლივი და ჟინიანია, ვინაიდან
საკუთარი შეცდომებისა და სიცრუის თანამონაწილენი თავად
ჩვენ ვართ. და მაინც, ერთი შემთხვევა მახსენდება, მალევე რომ
მიეცა დავიწყებას. ის განგაშის პირველი მანიშნებელი იყო. ექ-
ვსიოდე წლის ვიქნებოდი, როცა ჩემზე შედარებით უფროსმა ბი-
ძაშვილმა გოგონამ ამერიკულ ჟურნალში, შესაძლოა ნიუიორ-
კის დიდ მოედანზე, მარშით მოსიარულე ჯარისკაცების ფოტო
მიჩვენა. „ომიდან ბრუნდებიან“, – მითხრა მან. ამ სიტყვების გა-
გონებამ ისე შემძრა, თითქოს სამყაროს დასასრული ან ქრის-
ტეს მეორედ ზეაღსვლა მამცნეს. ბუნდოვნად ვაცნობიერებდი,
რომ იქ, სადღაც შორს, წლების წინ ომი დამთავრდა და მწყობ-
რში მოსიარულე ჯარისკაცები საკუთარ გამარჯვებას ზეიმობ-
დნენ.
ჩემთვის ის ომი წარსულის სულ სხვა განზომილებაში მოხდა,
არც ახლა და არც აქ. ფოტომ იმედები დამიმსხვრია. ერთი სიტ-
ყვით, ვგრძნობდი, რომ მე აწმყოდან დევნილი ვიყავი.
მას შემდეგ დრო სულ უფრო და უფრო მკორტნიდა, სივრცე
კი – იმსხვრეოდა. მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება არა-
ერთხელ მივიღეთ. ნებისმიერი ამბავი, უღიმღამო ფრაზა, გაზე-
თის სახელწოდება თუ მოდური სიმღერა გარესამყაროს არსე-
ბობის მტკიცებულებასა და ჩემი ირეალობის მხილებას ემსახუ-
რებოდა. ვიგრძენი, სამყარო რღვევას განიცდიდა, მე კი აწმყო-

701
ში არ ვიმყოფებოდი. ჩემი „აწმყო“ დანაწევრდა: ჭეშმარიტი
დრო სულ სხვაგან იყო. ბაღში, მეგობრებთან თამაშში, შუადღის
სამ საათზე მცხუნვარე მზის ქვეშ ბალახებში თუ გადამსკდარი,
ნაღვერდალივით მოელვარე ტკბილი და ცინცხალი ლეღვის
ჩატკბარუნებაში გატარებული ჩემი დრო – ფიქცია იყო. ჩემი
გრძნობების მიუხედავად, ჭეშმარიტი, რეალური აწმყო იქ იყო,
„სხვებს“ ეკუთვნოდათ. დაუშვებელი დავუშვი: წამოვიზარდე და
ჩემი აწმყოდან განდევნაც ასე დაიწყო.
ვთქვა, რომ აწმყოდან გაგვაძევეს, შეიძლება პარადოქსად
მოგეჩვნოთ. არა! ეს ის მწარე გაკვეთილია, რომელიც ოდესღაც
ყველამ ვიგემეთ; ვიღაცამ ეს თავდაპირველად გამოტანილ გა-
ნაჩენად აღიქვა, შემდგომ კი გააცნობიერა, ამოქმედდა. აწმყოს
ძიება არც მიწიერი სამოთხის და არც მარადისობის ძიებაა: ის
ჭეშმარიტი რეალობის ძიებაა. ჩვენ, ლათინოამერიკელებს,
ჩვენს ქვეყნებში რეალური აწმყო არც გვქონია: იყო დრო, როცა
ცხოვრობდნენ სხვები: ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები;
იყო ნიუიორკის, პარიზის, ლონდონის დრო. საჭირო იყო აწმყოს
ძიება და ჩვენს მიწაზე მისი დამკვიდრება. გარდა ამისა, მთელი
ის წლები ჩემს ლიტერატურულ აღმოჩენებსაც უკავშირდება.
პოემების წერას შევუდექი. არ ვიცი, წერის ბიძგს რა მაძლევდა.
გაურკვეველი შინაგანი მოთხოვნილება მამოძრავებდა. მხო-
ლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემს ე. წ. „დევნილობასა“ და პოემებს
შორის რაღაც ფარული კავშირი არსებობდა. პოეზიას ხომ გა-
ელვება უყვარს, რათა ეს ჩქამი ლექსად გააცოცხლოს, დინებას
მოსტაცოს და ურყევ აწმყოდ გარდაქმნას. მაგრამ იმხანად ისე
ვწერდი, რომ შეკითხვაც არ დამბადებია, ამას რატომ ვაკეთებ-
დი. აწმყოში შესაბიჯებლად კარიბჭეს ვეძებდი: მინდოდა ვყოფი-
ლიყავი ჩემი დროისა და ეპოქის კაცი. სულ მალე ეს ახირება

702
იდეად გადაიქცა: გავმხდარიყავი თანამედროვე პოეტი. ასე და-
ვიწყე თანამედროვეობის ძიება.
რა არის თანამედროვეობა? უპირველეს ყოვლისა, ეს არის
არაერთმნიშვნელოვანი ტერმინი: რამდენი საზოგადოებაცაა –
იმდენივე თანამედროვეობაა. ამ სიტყვის დატვირთვა ისეთივე
გაურკვეველი და პირობითია, როგორც წინამორბედი, შუა
საუკუნეების პერიოდი. თუ ჩვენ შუა საუკუნეების კვალობაზე თა-
ნამედროვენი ვართ, შესაძლოა თანამედროვეობის ფონზე შუა
საუკუნეების ეპოქაში ჩარჩენილებადაც კი გამოვიყურებოდეთ.
სახელწოდება, რომელიც დროსთან ერთად იცვლება, განა ჭეშ-
მარიტი სახელწოდებაა? თანამედროვეობა ეს ის სიტყვაა, რომე-
ლიც ჯერ კიდევ თავისი მნიშვნელობის ძიებაშია. შესაძლოა ის
იდეა, მირაჟი ან ისტორიულად ღირებული ჩქამია. თანამედრო-
ვეობის შვილები ვართ, თუ ის არის ჩვენი პირმშო? დანამდვი-
ლებით არავინ იცის. სულერთია. ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ,
თვალყურს ვადევნებთ თანამედროვეობას. იმ წლებში ჩემთვის
თანამედროვეობა აწმყოსთან ასოცირდებოდა, უკეთ რომ
ვთქვა, აწმყოს ქმნიდა. აწმყო – მისი დამაგვირგვინებელი იყო.
ჩემი შემთხვევა არც ერთადერთი და არც გამონაკლისია: სიმბო-
ლისტებიდან მოყოლებული, ამ მიმზიდველი და იმავდროულად
წარმავალი დროით მონუსხული, ჩვენი ეპოქის ყველა პოეტი
სწორედ მისკენ ისწრაფოდა. პირველად იყო ბოდლერი. მის-
თვის გახდა ის სწორედ ხელშესახები და აღმოაჩინა კიდეც, რომ
თანამედროვეობა სხვა არაფერია, თუ არა დრო, რომელიც თი-
თებშუა გეპარება. ყურადღებას აღარ გავამახვილებ ჩემს
ურიცხვ თავგადასავალზე, თანამედროვეობის ძიებისას რომ გა-
დამხდა: ამაში არც ჩვენი ეპოქის პოეტები ჩამომრჩებიან. თანა-
მედროვეობა ხომ საყოველთაო ვნებად იყო ქცეული. 1850 წლი-

703
დან ის ჩვენთვის ქალღმერთიც იყო და დემონიც. ბოლო დროს
მასთან ანგანრიშსწორება განიზრახეს, ვინაიდან „პოსტმოდერ-
ნიზმზე“ ალაპარაკდნენ. მაგრამ რა არის პოსტმოდერნიზმი თუ
არა უფრო მეტად თანამედროვე თანამედროვეობა?
ჩვენთვის, ლათინოამერიკელებისათვის, პოეტური თანამედ-
როვეობის ძიება საკუთარი ერის მოდერნიზაციის მცდელობის
პარალელურია. ეს ტენდენცია XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება და
თავად ესპანეთზეც ახდენს გავლენას. ამერიკის შეერთებული
შტატები თანამედროვეობასთან ერთად იშვა და უკვე 1830 წლი-
სათვის, როგორც ტოკვილმა განაცხადა, უკვე მომავლის ჩანა-
სახსაც ატარებდა. ჩვენი აღმოცენება იმ პერიოდს დაემთხვა,
როცა ესპანეთმა და პორტუგალიამ თანამედროვეობას ზურგი
აქცია. ამიტომაც საუბრობენ ჩვენი ქვეყნების „ევროპეიზაციაზე“.
რადგან თანამედროვეობა საზღვრებს გარეთ არსებობდა, საჭი-
რო იყო მისი იმპორტირება. მექსიკაში ეს პროცესი დამოუკი-
დებლობისათვის ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე იწყება. მოგ-
ვიანებით კი ის დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური ბატალი-
ის სახეს ღებულობს, რამაც XIX საუკუნის განმავლობაში მექსი-
კელთა განხეთქილება და ტანჯვა ასახა. ეჭვქვეშ დადგა არა რე-
ფორმატორული პროექტის კანონიერება, არამედ მისი ცხოვრე-
ბაში დანერგვის მანერა: საუბარია მექსიკის რევოლუციაზე. XX
საუკუნის სხვა რევოლუციებისაგან განსხვავებით, მან უტო-
პიური იდეოლოგიის გამოხატულების გამო კი არა, უფრო გათე-
ლილი ფსიქიკისა და ისტორიული რეალობის საფუძველზე
იფეთქა. ეს რევოლუცია სულაც არ იყო იმ იდეოლოგთა ნამოქ-
მედარი, პოლიტიკური თეორიის დანერგვა რომ ეწადათ. ეს იყო
სახალხო ამბოხი, რომელმაც ყოველგვარი დაფარული გამოამ-
ზეურა. ეს რევოლუცია კი არა, გამოაშკარავება იყო. მექსიკა აწ-

704
მყოს საზღვრებს გარეთ ეძებდა და ქვეყნის შიგნით მიაკვლია,
დამარხულს, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალს. თანამედროვეობის
ძიების წყალობით ჩვენი ანტიკური ისტორია, ანუ დიდი ხნის შე-
ნიღბული ეროვნული სახე აღმოვაჩინეთ. საბოლოო ჯამში,
მოულოდნელი ისტორიული გამოცდაც გავიარეთ, რამაც ცხად-
ყო, რომ ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის მჭიდრო
კავშირი არსებობს. თანამედროვეობის გარეშე დარჩენილი
ტრადიცია გაქვავებულია, თანამედროვეობა კი – აორთქლებუ-
ლი. თანამედროვეობა ტრადიციას ასულდგმულებს, ხოლო ეს
უკანასკნელი თანამედროვეობას წონასა და მნიშვნელობას მა-
ტებს.
პოეტური თანამედროვეობის ძიებას ნამდვილ „ქუ&-
#234;ტე“ს1 დავარქმევდი, იმ ალეგორიული და რაინდული
მნიშვნელობით, რომელიც ამ სიტყვას XII საუკუნეში გააჩნდა.
მართალია, გრაალი ბრძოლით ვერ დავიხსენი, სამაგიეროდ ში-
შისმომგვრელ ტომებთან დავბანაკებულვარ, სარკეებიანი სა-
სახლეების სტუმარიც ვყოფილვარ და მრავალი „წასტ ლანდ“იც
შემომივლია. რაც მთავარია, თანამედროვე ტრადიციას მივაკ-
ვლიე. თანამედროვეობა არა პოეტური სკოლა, არამედ სხვა-
დასხვა კონტინენტზე გაბნეული თაობაა, ოჯახია, რომელმაც
ორსაუკუნოვან განსაცდელსა და ცვალებადობას, საზოგადოებ-
რივ გულგრილობას, მარტოსულობას, რელიგიური, პოლიტიკუ-
რი, აკადემიური და სექსუალური მართლმორწმუნეების სამსჯავ-
როს გაუძლო. ვინაიდან თანამედროვეობა ტრადიციაა და არა
დოქტრინა, მას როგორც დამკვიდრების, ასევე ცვალებადობის
შესაძლებლობაც გააჩნია. მისი მრავალფეროვნებაც ამაში
მდგომარეობს: ყოველი პოეტური თავგადასავალი განსხვავებუ-
ლია და ყოველ პოეტს საშუალება ეძლევა ამ სიტყვამარჯვე ნაკ-

705
რძალში საკუთარი შემოქმედებით თითო ხე დარგოს. თუ ნაწარ-
მოებები ერთმანეთისაგან განსხვავდება და თუ შემოქმედებისა-
კენ მიმავალი უამრავი გზა არსებობს, მაშინ რა აერთიანებთ
პოეტებს? მათ ესთეტიკა კი არა – ძიება აერთიანებთ. ჩემს
ძიებას ქიმერულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, თუმცაღა თავად
თანამედროვეობის იდეა მირაჟს, გაელვებას ჰგავდა. ერთ მშვე-
ნიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ წინსვლის მაგივრად, ისევ საწყის
მდგომარეობას ვუბრუნდებოდი, თანამედროვეობის ძიებას სა-
თავეებისაკენ მივყავდი. თანამედროვეობამ ჩემს ფესვებთან,
ძველ დროში დამაბრუნა. განხეთქილება დაზავებით შეიცვალა.
ამრიგად, მივხვდი, რომ პოეტი თაობათა მაჯისცემაა.
თანამედროვეობის იდეა ისტორიული კონცეფციის, როგორც
განუმეორებელი, უწყვეტი და სწორხაზოვანი პროცესის ფონზე,
მეორეხარისხოვნად გამოიყურება. ეს იდეა შორს დგას ქრის-
ტიანული დოქტრინისაგან. ქრისტიანობამ კერპთაყვანისმცე-
მელთა ციკლური პერიოდი შეამცირა: ისტორია არ მეორდება,
მას ჰქონდა დასაწყისი და ექნება დასასრული; ქრიტისნობაში
შემდგომი პერიოდი ეს იყო ისტორიის მსოფლიო დრო, დავ-
რდომილთა თეატრი და მაინც იმ დროის ხელქვეითი, რომელ-
საც არც დასაწყისი და არც დასასრული უჩანდა. საშინელი სამ-
სჯავროს შემდგომ მომავალი არც ზეცაში და არც ჯოჯოხეთში იქ-
ნება. მარადისობაში არაფერი ხდება, რადგან იქ ყველაფერია.
აქ უფრო ყოფიერება იმარჯვებს, ვიდრე მყარ საფუძველზე დგო-
მა. ახალი დრო, ჩვენი დრო, ორისტიანული დროის მსგავსად
სწორხაზოვანია, უსასრულობისკენაა გახსნილი და არა მარადი-
სობაზე დამოკიდებული. ჩვენი დრო – მსოფლიო ისტორიის
დროა. შეუქცევადი და განუწყვეტლივ უსასრულო დრო არა და-
სასრულის, არამედ მომავლისაკენ მიექანება. ისტორიის მანა-

706
თობელი მომავალია, მომავლისაკენ მიმართულ მოძრაობას კი
– პროგრესი ეწოდება.
ქრისტიანისათვის წუთისოფელი, ანუ როგორც უწინ იტყოდ-
ნენ, მიწიერი ცხოვრება სულის გადარჩენისა თუ წარწყმედის
განსასჯელ ადგილად მოიაზრებოდა. ახლებური კონცეფციის მი-
ხედვით, ისტორიის სუბიექტი არა ინდივიდუალური სული, არა-
მედ კაცთა მოდგმაა, ზოგ შემთხვევაში როგორც ერთი მთლიანი
და ზოგჯერ წარმოდგენილი გარკვეული ჯგუფის სახით: დასავ-
ლეთის განვითარებული ერები, პროლეტარიატი, თეთრკანიან-
თა რასა და ა. შ. ქრისტიანთა და კერპთაყვანისმცემელთა ფი-
ლოსოფიურმა ტრადიციამ ყოფიერება, სავსება, სრულყოფა გა-
ნადიდა, რომელიც ცვალებადობას არასდროს ეპუება; ჩვენ პი-
რიქით, ქედს ვიხრით ცვლილების, პროგრესის იმ მამოძრავებე-
ლი ძალის წინაშე საზოგედოების მოდელს რომ აყალიბებს. ცვა-
ლებადობა ორი ძირითადი სახით ვლინდება: ეს არის ევოლუცია
და რევოლუცია, სირბილი და ნახტომი. თანამედროვეობა ისტო-
რიული მოძრაობის მწვერვალია, რევოლუციისა თუ ევოლუციის
ხორცშესხმაა, პროგრესის ორი სახეა. დაბოლოს, პროგრესი
ტექნიკისა და მეცნიერების იმ ორმაგი მოქმედების წყალობით
ხორციელდება, რომელიც ბუნების ათვისებისა და ურიცხვი რე-
სურსების გამოყენებისკენაა მიმართული.
თანამედროვე ადამიანმა საკუთარი თავი ისტორიულ არსე-
ბად მოიაზრა. ზოგიერთმა საზოგადოებამ კი ამჯობინა ცვლილე-
ბას განსხვავებული იდეებითა და ღირებულებებით შეჰგებებო-
და: ბერძნები – პოლისსა და წრეს ეთაყვანებოდნენ და არ ცნობ-
დნენ პროგრესს, სენეკას – სტოიკოსების მსგავსად, მარადიული
დაბრუნება ეზმანებოდა, წმინდა ავგუსტინეს – სწამდა, რომ სამ-
ყაროს დასასრული გარდუვალი იყო, თომა აკვინელმა – შექმნა

707
სკალა, ყოფიერების საფეხურები, პირმშოდან – შემოქმედემდე.
ეს იდეები, თუ რწმენები ერთმანეთის მიყოლებით განაგდეს.
ვფიქრობ, პროგრესის იდეას მსგავსი რამ მოელის, რაც საკუთა-
რი თავის, ისტორიისა და დროის ჩვენეულ ხედვასაც. ჩვენს
თვალწინ მომავალი ჩაესვენა. თანამედროვეობის იდეა გაუფა-
სურებას განიცდის, „პოსტმოდერნიზმი“ კი სავარაუდო ცნებაა,
თუმცა ხელოვნებისა და ლიტერატურის შთაგონების წყარო
მხოლოდ ეს ორი ფენომენი როდია: ორ საუკუნეზე მეტია საფუძ-
ვლიანი იდეებისა და რწმენის კრიზისს განვიცდით. ეს თემა უწინ
განვავრცე, აქ კი მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილავ.
უპირველეს ყოვლისა, უსასრულობისაკენ მიმართული, ფარ-
თო მოძრაობის, როგორც უწყვეტი პროგრესის კონცეფცია ეჭ-
ვქვეშაა დასაყენებელი. ყველასათვის ცხადია, რასაც ვგულის-
ხმობ: ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია და ერთ მშვენიერ
დღეს ამოიწურება. გარდა ამისა, გარესამყაროს იმდენი ზიანი
მივაყენეთ, რომ საფრთხის წინაშე თავად კაცობრიობა დადგა.
მეორე მხრივ, პროგრესული იარაღი – მეცნიერება და ტექნიკა
ერთ დღეს შეიძლება დამანგრეველ საშუალებადაც მოგვევლი-
ნოს. დაბოლოს, ბირთვული იარაღის არსებობა ისტორიის განუ-
ყოფელ პროგრესულ იდეას ეწინააღმდეგება. ამას შეიძლება და-
მანგრეველი წინააღმდეგობაც ეწოდოს.
მეორე მხრივ, XX საუკუნეში საგულისხმოა ისტორიული სუ-
ბიექტის, ანუ სახოგადოების ბედიღბალი. იშვიათად ამდენი რამ
ერს ან ცალკეულ ადამიანს გადაეტანა: ორი მსოფლიო ომი, ხუთ
კონტინენტზე გამძვინვარებული დესპოტური რეჟიმი, ატომური
ბომბი, დაბოლოს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი
და მომაკვდინებელი ინსტიტუტის – საკონცენტრაციო ბანაკის
გავრცელება. მართალია, თანამედროვე ტექნიკას ურიცხვი უპი-

708
რატესობა გააჩნია, მაგრამ შეუძლებელია ჩვენი ეპოქის მი-
ლიონობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, წამებაზე,
დამცირებასა და გაკიცხვაზე თვალი დახუჭო.
მესამეც, პროგრესის ნდობის შესახებ. ჩვენი წინაპრებისა თუ
მშობლებისათვის ისტორიული ნანგრევები, გვამები, უკაც-
რიელი ბრძოლის ველები, თუ მიწასთან გასწორებული ქალაქე-
ბი ისტორიული პროგრესის არსებითი ღირებულების დასტური
იყო. ეშაფოტები და ტირანია, ბრძოლები და ბარბაროსული სა-
მოქალაქო ომები, პროგრესის საფასურად, იმ სისხლის ფასად
დაგვიჯდა, ისტორიის ბომონს რომ შევწირეთ. ბომონს? დიახ,
ღმერთად შერაცხულ, ცბიერ ჰეგელისეულ ბომონს და აი, ისტო-
რიის სავარაუდო გონიერებაც გაუჩინარდა. ფიზიკისა და ზუსტი
მეცნიერებების სფეროში უბედური შემთხვევებისა და კატას-
ტროფების მოძველებული ცნებები ცოცხლდება. სწორედ ამ შე-
მაშფოთებელმა აღდგინებამ ათასწლოვან საშინელებებსა და
ყოველი კოსმიური ციკლის ბოლოს დანაღვლიანებულ აცტეკთა
წინათგრძნობებზეც დამაფიქრა.
დაბოლოს, ამ ნაჩქარევი ჩამონათვალის დასასრულს მოგახ-
სენებთ ყველა იმ ფილოსოფიური და ისტორიული ჰოპოთეზის
რღვევის შესახებ, ერთ დროს თავს ისტორიული განვითარების
კანონთა ბატონპატრონად რომ აცხადებდა. ამ ჰიპოთეზის თავ-
დაჯერებულმა მიმდევრებმა, თითქოს ისტორიის გასაღებს რომ
ფლობდნენ, ცხედრებით დახვავებულ გორაკებზე უზარმაზარი
სახელმწიფოები წამოჭიმეს. ეს ამაყად მდგარი კონსტრუქციები,
თეორიულად კაცთა მოდგმის გათავისუფლებას რომ ემსახურე-
ბოდა, მალე გიგანტურ ციხეებად იქცა. დღეს ჩვენ ამ ციხეების
განადგურების მომსწრენი ვართ. მათი დამხობის საბაბად არა
იდეოლოგიური მოწინააღმდეგენი, არამედ დაღალული ახალი

709
თაობის განმათავისუფლებელი მღელვარება იქცა. დადგა უტო-
პიების დასასრული? უკეთ რომ ვთქვათ, დადგა დასასრული იმ
ისტორიული იდეის, ფენომენის, რომლის განვითარებაც წინდა-
წინვე იყო ცნობილი. როგორც ჩანს, ისტორიული დეტერმინიზმი
სისხლიანი და ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ისტორია
მოულოდნელობებითაა აღსავსე, რამეთუ მისი მამოძრავებელი
ძალა – ადამიანიც ამოუხსნელი ფენომენია.
ეს მოკლე მიმოხილვა ნათლად ასახავს, რომ ჩვენ ერთი ის-
ტორიული პერიოდიდან მეორეში გადავინაცვლეთ. ეს თანამედ-
როვე ეპოქის დასასრულია თუ მოდიფიკაცია? ძნელი სათქმე-
ლია. ყოველ შემთხვევაში, უტოპიების რღვევის შედეგად დიდი
უფსკრული გაჩნდა არა მარტო იმ ქვეყნებში, სადაც ის გამოც-
დას გადიოდა და ბედმა უმუხთლა, არამედ იქაც კი, სადაც იმე-
დითა და ენთუზიაზმით ელოდნენ. პირველად ისტორიის მან-
ძილზე ადამიანებს სულიერი უამინდობის ჟამი დაუდგათ, უწინ
ისინი პოლიტიკური და რელიგიური სისტემის ჩრდილქვეშ იმყო-
ფებოდნენ, ერთდროულად შევიწროებასა და ნუგეშისცემას რომ
იწვევდა. საზოგადოებები ისტრიის კუთვნილებაა, თუმცა მათი
გზამკვლევი და შთაგონების წყარო მეტაისტორიული იდეები და
რწმენებია. ჩვენი საზოგადოება პირველია, რომელიც ცხოვრე-
ბას მეტაისტორიული დოქტრინის გარეშე აპირებს, რამეთუ ჩვე-
ნი რელიგიური, ფილოსოფიური, ეთიკური და ესთეტიკური ფა-
სეულობანი არა კოლექტიური, არამედ კერძოა. ეს სარისკო გა-
მოცდილებაა. შეუძლებელია იცოდე ტრადიციულად საზოგადო-
ებრივი ცხოვრების კუთვნილ იდეათა, ქმედებათა, თუ რწმენათა
მიკერძოებით გამოწვეულ კონფლიქტებს ძალუძთ თუ არა საზო-
გადოებრივი წყობილების ნგრევამდე მიგვიყვანოს. ადამიანები,
შესაძლოა, ნაციოანალური ფანატიზმისა და რელიგიურ

710
სნეულებათა მსხვერპლნი ხელმეორედ აღმოჩნდნენ. შემზარავი
იქნებოდა, აბსტრაქტული იდეოლოგიის კერპის დამხობას რე-
ლიგიურ, სექტანტურ ან გაუჩინარებულ ტომთა ვნებების გამოღ-
ვიძება რომ მოჰყოლოდა. საუბედუროდ, საგანგაშო ნიშნები უკ-
ვე გამოიკვეთა.
დაკნინებული იდეოლოგიები, რომელთაც ისტორიის გეზი და
დასასრული მიეწერებათ და მეტაისტორიული ვუწოდე, გლობა-
ლური პრობლემების გადაჭრისას დუმილს ამჯობინებენ. ჩვენ
სულ უფრო მეტად გვამძიმებს, კარგი გაგებით, კონკრეტული
პრობლემების გადასაწყვეტად არსებული შეზღუდული სა-
შუალებები. უმჯობესია, თავი შევიკავოთ და მომავალს არ ვუბ-
რძანოთ, მაგრამ აწმყოსთვის ყურადსაღები მხოლოდ დაუყოვ-
ნებელი მოთხოვნები როდია, ის ჩვენგან აზროვნების გლობა-
ლურობასა და სიზუსტეს მოითხოვს. უკვე დიდი ხანია მწამს და
ეს რწმენა საფუძვლიანია, რომ მომავლის დაცემა – აწმყოს
დადგომას მოასწავებს. იფიქრო დღევანდელ დღეზე, უპირვე-
ლეს ყოვლისა, ნიშნავს მას კრიტიკული თვალით შეხედო. მაგა-
ლითად, საბაზრო ეკონომიკის ტრიუმფი, თუ მოწინააღმდეგე
მხარის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი, მხოლოდ გან-
ცხრომის საბაბს როდი იძლევა. ბაზარი ეფექტური მექანიზმია,
მაგრამ ნებისმიერი მექანიზმის მსგავსად, მას არც ზნეობრიობა
და არც კაცთმოყვარეობა მოეკითხება. საჭიროა ეს ბაზარი სა-
ზოგადოებასთან შეთანხმებულ, მართლმსაჯულებისა და თანას-
წორობის იარაღად იქცეს. განვითარებულმა დემოკრატიულმა
საზოგადოებებმა აღზევების ხანას მიაღწიეს და მაინც მსოფლიო
სიღარიბის ოკეანეში ჩაფლულ კუნძულებს ჰგვანან. საბაზრო
თემა გარესამყროს დამაზიანებელ ფაქტორებთან მჭიდრო კავ-
შირშია: დაბინძურება არა მხოლოდ ჰაერს, მდინარეებსა და

711
ტყეებს, არამედ ჩვენს სულებსაც ემუქრება. სულ უფრო მეტი და
მეტი წარმოებისა და მოხმარების მანიაკალური სენით დაავადე-
ბული საზოგადოება საკუთარ იდეებს, გრძნობებს, ხელოვნებას,
სიყვარულს, მეგობრობას, დაბოლოს, საკუთარ თავსაც კი მოხ-
მარების საგნად აქცევს. ფაქტობრივად, ყველაფერი შეიძლება
იყიდო, მოიხმარო და სანაგვეზე მოისროლო. არც ერთ საზოგა-
დოებას არ დაუხვავებია ამდენი ნაგავი, რამდენიც ჩვენ. საუბა-
რია, როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ ნაგავსაყრელზე.
ახლანდელზე ფიქრი არც წარსულის დავიწყებას და არც მო-
მავლის უარყოფას გულისხმობს. აწმყო სამივე დროის შეხვედ-
რის ადგილია. მას ვერც სრულყოფილებას მოკლებულ ევდემო-
ნიზმს შევადარებდი. ხე ცნობადისა წარსულ ან მომავალ დროში
კი არ ხარობს, არამედ სწორედ ახლანდელში. სიკვდილიც,
ცხოვრების გარდუვალი ნაწილი, აწმყოს ნაყოფია. ღირსეული
სიცოცხლე – ღირსეული სიკვდილის საწინდარია. სიკვდილს
თვალებში უნდა ჩავხედოთ. ხან თვალისმომჭრელი და ხანაც
ბუნდოვანი აწმყო ის სფეროა, სადაც მოქმედება და განჭვრეტა
იყრის თავს. როგორც მომავლისა და წარსულის, მარადიულო-
ბისა და არარაობის ფილოსოფიებს ვფლობდით, ხვალ აწმყოს
ფილოსოფიას მოვიპოვებთ. პოეტური გამოცდილება ამ ფილო-
სოფიის ერთერთი საფუძველი გახდება. რა ვიცით აწმყოს შესა-
ხებ? არაფერი, ანუ თითქმის არაფერი. მაგრამ პოეტებს ცოტა
რამ მაინც გაგვეგება: აწმყო – ყოფიერების წყაროა.
თანამედროვეობის საძებრად, ჩემი ხანგრძლივი მოგზაურო-
ბის გზაზე, საკუთარი თავი ბერვჯერ დავკარგე და აღმოვაჩინე.
ჩემს წარმომავლობას ჩავუღრმავდი და დავასკვენი, რომ თანა-
მედროვეობა გარეთ კი არა, თავად ჩვენშია. ის დღესდღეობით
არსებობს და თან ყველაზე მოძველებულია, ხან ხვალინდელ

712
დღეს და სამყაროს დასაბამს ეკუთვნის და ხანაც ახალშობილია.
ის ნაჰუატლურ ენაზე გვესაუბრება, გამოხატულებას IX საუკუნის
ჩინურ იეროგლიფებში პოვებს და ტელევიზორის ეკრანზეც
ჩნდება. ხელუხლებელ, ახლახან აღმოჩენილ აწმყოს, საუკუნო-
ვანი მტვერი რომ გაიბერტყა, ღიმილი ეფინება. ის სარკმლიდან
გაუჩინარებას ლამობს. დრო და ყოფიერება ერთმანეთს ერ-
წყმის. თანამედროვეობა ახლო წარსულთან კავშირს წყვეტს,
რათა ათასწლოვანი წარსული დაიხსნას და ნაყოფიერების ქალ-
ღმერთის ნეოლითური ფიგურა თანამედროვედ აქციოს. ჩვენ
მუდმივად ცვალებად თანამედროვეობას მივდევთ, თუმცა ხელი
ვერასდროს შევავლეთ. ის ყოველთვის თავს იძვრენს, მასთან
ყოველი შეხვედრა გაქცევით მთავრდება. საკმარისია, ხელი
მოვხვიოთ, რომ უმალვე ჰაერში განიბნევა. ის წამიერია, ჩიტი-
ვით ყველგან ფრენს, მაგრამ მაინც არსადაა. მისი ცოცხლად
შეპყრობა გვწადია, ის კი – ფრთებს შლის, სივრცეს ერწყმის და
მარცვლების სახით გვეპკურება. ჩვენ ხელმოცარულნი ვრჩე-
ბით. სწორედ მაშინ აღქმული სამყაროს კარიბჭე იღება და ის
„სხვა“, ჭეშმარიტი დრო ჩნდება, რომელსაც გაუცნობიერებლად
ვეძებდით: ეს არის აწმყო – მყოფადი!

713
ნადინ გორდიმერი

მწერლობა და ყოფიერება

1991
პირველად იყო სიტყვა.
თავდაპირველად სიტყვა იყო ღმერთთან და აღნიშნავდა
ღვთის სიტყვას, რომლის გარეშეც არაფერი შექმნილა, მაგრამ
კაცობრიობის კულტურის საუკუნეობრივი არსებობის მანძილზე
სიტყვამ შეიძინა სხვა მნიშვნელობებიც როგორც საერო, ისე სა-
სულიერო. სიტყვის არსებობა ნიშნავს იმას, რომ გაგაჩნდეს
სრული უფლებამოსილება, პრესტიჟი, მოწიწების ან შიშის აღ-
მძვრელი რჯული, გყავდეს ტელე და რადიო თოქშოუს უამრავი
მსმენელი, რომ გაგაჩნდეს უბრალო საუბრის და ასევე, სხვადას-
ხვა ენებზე ლაპარაკის ნიჭი. სიტყვამ გამოარღვია სივრცე, განე-
რიდა თავის თანამგზავრებს და ახლა უფრო ახლოსაა იგი ზე-
ცასთან, ვიდრე ოდესმე, საიდანაც, როგორც ჩვენ გვჯერა, იგი
გაჩნდა. მაგრამ ჩემთვის და ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ,
სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდა დიდი ხნის
წინათ, როდესაც ის პირველად ამოკაწრეს ქვის ფირფიტებზე ან
ამოკვეთეს პაპირუსზე, როდესაც იგი განვითარდა ბგერიდან სა-
ნახაობამდე, სმენადობიდან მხედველობითი ნიშნების სერიამ-
დე, შემდეგ გადაიქცა ხელნაწერად და დაიწყო მოგზაურობა
დროში – პერგამენტიდან გუტენბერგამდე. ეს ყოველივე არის
ავტორის წარმოშობის ისტორია – ისტორია, რომელმაც მოუწო-
და მას სიცოცხლისაკენ.

714
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს იყო ორმაგი პრო-
ცესი, რომელიც ერთდროულად ბადებს, როგორც მწერალს, ისე
ავტორის დანიშნულებას. – ერთგვარი მუტაცია, მსოფლიო
კულტურის ჯაჭვში. ეს იყო ინდივიდუმის წარმოშობისა და განვი-
თარების ონტოგენეზი და ბუნებაში არსებული ამ ინდივიდუმის
ადაპტაცია ონტოგენეზის შეცნობასთან, ინდივიდუალური ყო-
ფიერების წარმოშობა და განვითარება. რადგანაც, ჩვენ, მწერ-
ლები მოვლენილნი ვართ ჩვენი შრომისთვის, როგორც წყვდი-
ადში იაგუართან ერთად ჩაკეტილი ტუსაღები, ბორხესის მოთ-
ხრობა „ღვთაებრივი მწერლობიდან“, რომლებიც ცდილობდნენ
სინათლის სხივზე, რომელიც იქ დღეში ერთხელ ჩააღწევდა,
ამოეკითხათ ცხოველის ტყავზე აღნიშნული, არსებობის მნიშ-
ვნელობა. ჩვენც ასევე წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას და ვცდი-
ლობთ განვმარტოთ სამყარო, რომლის ნაწილნიც ვართ, იმ
სიტყვის გამოყენებით, რომლის მნიშვნელობა მივიღეთ საზოგა-
დოებისაგან. სწორედ ამ გამოუხატავ, გამოუთქმელ თანამონა-
წილეობას ვიღებ მხედველობაში, როდესაც ვამბობ, რომ ლიტე-
რატურა არის ერთდროულად საკუთარი თავისა და სამყაროს,
ინდივიდუალური და საერთო ყოფიერების, შეცნობა.
ყოფიერება აქ.
ხალხი, ეს ერთადერთი საკუთარი თავის შემცნობი ცხოველი,
კურთხეული ან დაწყევლილია მტანჯველი უმაღლესი ხვედრით,
და მათ უნდათ იცოდნენ, რატომ ხდება ყოველივე ასე და არა
სხვაგვარად და ეს არ არის უბრალოდ უდიდესი ონტოლოგიური
შეკითხვა „საერთოდ რატომ ვარსებობთ?“, რაზეც რელიგია და
ფილოსოფია ცდილობდა სწორი პასუხი გაეცა სხვადასხვა ხალ-
ხისთვის, სხვადასხვა ეპოქაში. მეცნიერება კი ექსპერიმენტალუ-
რად სინჯავდა რაღაც დამაბრმავებელი ახსნაგანმარტების ნაწ-

715
ყვეტებს. შესაძლებელია ჩვენ ყველა გავწყდეთ როგორც დინო-
ზავრები, ისე რომ ვერც კი მივუახლოვდებით ამ პასუხის გაგე-
ბას. იმ დროიდან, როდესაც ხალხმა შეიცნო საკუთარი თავი,
მათ ტანჯავდა უბრალო მოვლენების ამოხსნის სურვილი – ჩა-
სახვის, სიკვდილის, წლის დროთა ცვლის, დედამიწის, ზღვის,
ქარისა და ვარსკვლავების, მზისა და მთვარის სიუხვისა და სი-
ღარიბის. მითოლოგიის გაჩენასთან ერთად მწერლების წინა-
მორბედებმა, – ზეპირად მთხრობელებმა, ისტორიის შესაქმნე-
ლად, იდუმალში წვდომის ძალის გამოყენებით, დაიწყეს ამ
საიდუმლოს, ყოველდღიური ცხოვრების ელემენტების – ადვი-
ლად შესაცნობი რეალობისა და წარმოსახვის უნარის, სინჯვა და
ფორმულირება.
როლანდ ბარტი სვამს შეკითხვას: „რა არის დამახასიათებე-
ლი მითისთვის?“ და პასუხობს: „მნიშვნელობის ფორმაში გარ-
დაქმნა“. მითები ამბებია, რომლებიც ამ გზით, შუამავლობენ
ცნობილსა და იდუმალს შორის. კლოდ ლევისტროსი ათავსებს
დემითოლოგიზებულ მითს, როგორც ჟანრს, სადღაც ჯადოსნურ
ზღაპარსა და დეტექტივს შორის. ყოფიერება აქ; ჩვენ არ ვიცით
ვისთან ვართ ვალში. მითი – ეს არის საიდუმლო პლუს ფანტა-
ზია, ღმერთები, ანტროფომორფული ჩიტები და ცხოველები, ქი-
მერები, ფანტასმაგორიული არსებები – ეს ყოველივე გვაძლევს
უფლებას თვალი მივადევნოთ საიდუმლოს თავისებურ განმარ-
ტებას. ადამიანები და მათ გარშემო მყოფი არსებები იქცნენ ლი-
ტერატურის მასალად, მაგრამ როგორც ერთხელ ნიკოს კაზანზა-
კისმა დაწერა: „ხელოვნება არის არა სხეულის გამოხატულება,
არამედ იმ ძალების, რომლებმაც შექმნეს სხეული“.
არსებობს ბუნებრივი მოვლენების ბევრი დასაბუთებული ახ-
სნა, მაგრამ იმ შეკითხვების გვერდით, რომლებზეც ჩვენ შევძე-

716
ლით პასუხის გაცემა, კვლავაც და კვლავაც ჩნდება ახალი კით-
ხვები. ამ მიზეზის გამო, მითის ჟანრი არასდროს არ არის
მთლიანად უარყოფილი, რაგინდ არქაულადაც უნდა მოგვეჩვე-
ნოს იგი.
ზოგიერთ საზოგადოებაში მითი დაიყვანება ზღაპრის დონე-
ზე, რომლებსაც ბავშვებს ძილის წინ უყვებიან. მსოფლიოს იმ ნა-
წილში კი, რომელიც დაცულია ინტერნაციონალური მეგაკულ-
ტურისაგან ტყეებითა და უდაბნოებით, ის აგრძელებს ცხოვრე-
ბას, რათა აქციოს ხელოვნება შუამავლად ინდივიდუმსა და ყო-
ფიერებას შორის. მითი გრიგალივით დაბრუნდა სივრციდან,
იკაროსი – ბეტმენისა და მის მსგავსთა გარეგნობით, ისინი არა-
სოდეს ვარდებიან წარუმატებლობის ოკეანეში, ემორჩილებიან
რა ცხოვრების მიზიდულობის ძალას. ეს ახალი მითები ცდილო-
ბენ არა იმდენად გასცენ რაიმე პასუხი, რამდენადაც გადაუტა-
ნონ ყურადღება, შექმნან ფანტასტიკური სამყარო მათთვის, ვი-
საც არ სურს ნახოს პასუხების აჩრდილებიც კი საკუთარი საზა-
რელი არსებობის შესახებ (იმის ცოდნა, რომ ხალხს შეუძლია
გაანადგუროს თავისი პლანეტა, შიში, რომ ისინი გახდნენ ღმერ-
თები, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ არსებობაზე, შესაძლე-
ბელია ასულდგმულებდეს „მითოლოგიურ ესკაპისტებს“ შესაბა-
მის კომიქსებსა და კინოფილმებში). ყოფიერების ძალა რჩება.
ეს არის ის, რომელთანაც მწერლებს, განსხვავებით თანამედ-
როვე მითის შემქმნელებისგან, დღესაც აქვს საქმე და რომელ-
თან დაკავშირებასაც ცდილობდნენ მითის უძველესი ფორმები.
როგორ ჩაებნენ მწერლები ამ საქმეში და როგორ გააგრძე-
ლეს მასზე ექსპერიმენტები – იყო და არის ლიტერატურათ-
მცოდნეების შესწავლის საგანი, შესაძლოა, უფრო მეტად ვიდე-
რე ოდესმე. მწერალი – შესამჩნევი რეალობის ბუნებასთან და

717
მის მიღმა შეუმჩნეველ რეალობასთან კავშირში, არის ყველა ამ
კვლევის ბაზისი, მიუხედავად იმისა, რომელ თეორიულ დას-
კვნებს განეკუთვნება და რა კატეგორიებად დაიყოფიან მწერ-
ლები ლიტერატურის ისტორიაში. რეალობა შედგება მრავალი
ხილული და უხილავი, გამოხატული და გამოუხატავი ელემენტი-
სა და არსისგან ჩვენი გონების სივრცეში. ის, რომ მოდერნიზმი
და პოსტმოდერნიზმი, სტრუქტურალიზმი და პოსტსტრუქტურა-
ლიზმი კვალიფიცირდება როგორც ძველმოდური ფიქოლო-
გიური ანალიზი, გვიჩვენებს, რომ ყველა ლიტერატურათმცოდ-
ნე ისახავს ერთ მიზანს – გამოარკვიოს შეთანხმებულობა – (რა
არის შეთანხმებულობა, თუ არა პრინციპი ჩამალული პრობლე-
მაში), საბოლოოდ განსაზღვროს მეთოდების გამოყენებით, რო-
გორ შეიცნობს მწერალი ყოფიერების ძალებს, თუმცა ცხოვრება
თავისთავად შემთხვევითობაა. ყოფიერება გამუდმებით ხან წინ
წამოიწევს და ხან იმალება ვითარებისა და ცნობიერების გან-
სხვავებული ხარისხის შესაბამისად. არ არსებობს წმინდა ყო-
ფიერება და შესაბამისად, არ არსებობს წმინდა ტექსტი, „ჭეშმა-
რიტი ტექსტი“ მთლიანად დამოუკიდებელია შემთხვევითობის-
გან. იგი ვერ მიიღწევა ვერანაირი კრიტიკული მეთოდით, რამ-
დენადაც საინტერესო არ უნდა იყოს ეს ცდა, ტექსტის დეკონ-
სტრუქცია საწინააღმდეგო პროცესია, თუმცა დეკონსტრირება
არის სხვა კონსტრუქციის შექმნა მისი ნაწილებისგან, რომელ-
საც მიმართა და არაჩვეულებრივად წარმოგვიდგინა როლანდ
ბარტმა ბალზაკის მოთხრობის „სარაზინას“ ლინგვისტიკურ და
სემანტიკურ ანალიზში. შედეგად ლიტერატურათმცოდნე გადა-
იქცევა თავისებურ მთხრობელად.
შესაძლოა, სხვა გზა, ხელოვნების გარდა, არც არსებობს ყო-
ფიერების არსის გასაგებად. მწერლები არ აანალიზებენ იმას,

718
რასაც აკეთებენ. ანალიზი იქნებოდა უფსკრულში ჩახედვა კანი-
ონზე გადასვლის დროს. ეს არ არის წერის პროცესის მისტიფი-
კაცია. მწერლის შინაგანი კონცენტრაციის ხატოვანი გამოხატუ-
ლება აუცილებელია იმისთვის, რომ დაიპყროს შემთხვევითო-
ბის უფსკრული და დაუმორჩილოს სიტყვას, მსგავსად მოგ-
ზაურისა, რომელიც აღმართავს დროშას დაპყრობილი მთის
მწვერვალზე. იეტოვსკის მფრინავის „მარტოსული ბედნიერება“
და მისივე „მკაცრი სილამაზე“, რომლებიც აღმოცენდნენ სა-
ხალხო ამბოხებაზე, მიუხედავად წინააღმდეგობრიობისა, ერ-
თმანეთსაც ავსებენ. ე. მ. ფორსტერის მორჩილი „ერთადერთი
კავშირი“, ჯოისის მიერ არჩეული ცბიერი „დუმილი, ოსტატობა
და განდევნა“; ჩვენს დროში გაბრიელ გარსია მარკესის ლაბი-
რინთი, რომელშიც არის სხვებზე მბრძანებლობა, ერთადერთი
და დაუძლეველი ძალაუფლება – სიკვდილი, მის პერსონაჟს –
სიმონა ბოლივარს, მონად გადააქცევს. დაუსრულებლად გან-
სხვავებული გზების, ყველა ეს მაგალითი მწერალს სიტყვის სა-
შუალებით, ყოფიერების მდგომარეობასთან მიაახლოებს. მას
აქვს იმედი, რომ შეასრულებს ჯიბის ფანრის ფუნქციას მაინც,
მაგრამ თუ საუბარი ეხება გენიოსს, ეს არის ყოფიერებისა და
ადამიანური გამოცდილების სისხლიან, მაგრამ ლამაზ ლაბი-
რინთში, უეცარი გამონათება.
ენტონი ბერჯესმა ერთხელ განმარტა ლიტერატურა, რო-
გორც „სამყაროს ესთეტიკური გამოკვლევა“, ჩემი აზრით, მწერ-
ლობა ამით იწყება, რადგანაც ის არკვევს ბევრ სხვა რამესაც,
რომელიც მხოლოდ ესთეტიკურ ტერმინებში გამოიხატება.
როგორ იქცევა მწერალი მწერლად, როგორ პოულობს ის
თავის სიტყვას? არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი პირადი
გამოცდილება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მას ბევრი აქვს საერთო

719
ადრე აღწერილ სხვათა გამოცდილებებთან, რისი შედეგიც არის
ეს ყოველწლიური შეკრება, რომლის წინაშეც წარდგება მწერა-
ლი. რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ფაქტი,
რომელზეც ვწერ ან ვყვები, იქნება ისეთივე მართალი, როგორც
ჩემი შეთხზული. ცხოვრება, შეხედულებები – არ არის საქმე,
რადგანაც ის არის დაძაბული მდგომარეობა განზე დგომასა და
შიგჩართულობას შორის, რადაც წარმოდგენა გარდაქმნის ორი-
ვეს. ნება მომეცით რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს შესახებ. რო-
გორც ჩანს, მე ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც
შეგვიძლია ვუწოდოთ მწერლებად დაბადებულები. არასდროს
მიმიღია გადაწყვეტილება გავმხდარიყავი მწერალი, დასაწყისში
არ ველოდი, რომ ჩემი ნაწერებით ვირჩენდი თავს. მე ვწერდი,
როგორც გახარებული ბავშვი, დაუფლებული სიცოცხლეს ჩემი
გრძნობებით – ხედვით, ყნოსვით და საგნების შეგრძნებით.
სულ მალე ემოციების გარეშე, რაც მაფიქრებდა და მამძვინ-
ვარებდა, აღმოვაჩინე განათლება, ნუგეში და სიამოვნება, რა-
მაც დაწერილი სიტყვის ფორმა მიიღო. არსებობს კაფკას პატა-
რა იგავი, რომელიც ასე ჟღერს: „მე მყავდა სამი ძაღლი, ხელში
დაიჭირე, ხელი სტაცე და არასდროს. ხელში დაიჭირე და ხელი
სტაცე იყვნენ ჩვეულებრივი ინგლისური ნაგაზები და არავინ მი-
აქცევდა მათ ყურადღებას, თუ მარტონი იქნებოდნენ. მაგრამ
იყო კიდევ არასდროს – ნაჯვარი დანიური დოგი. მას ჰქონდა გა-
რეგნობა, რომელსაც ამ საუკუნეში ვერანაირი შეჯვარების სა-
შუალებით ვერ მიიღებ. არასდროს არის ბოშა“. სამხრეთ აფრი-
კის ოქროსმომპოვებელთა პატარა ქალაქში, სადაც მე ვიზრდე-
ბოდი, მე ვიყავი ნაჯვარი არასდროს (თუმცა მე არ ვგავდი დანი-
ურ დოგს), მოკლებული ჩვეულებრივი მოქალაქის თვისებებს.
მე ვიყავი ბოშა, მკალავი სიტყვების გამოყენებაში. ჩემი ლიტე-

720
რატურული გამოცდილება იზრდებოდა იმით, რომ ვსწავლობდი
იმას, რასაც ვკითხულობდი, რადგან ჩემი სკოლა იყო ადგილობ-
რივი ბიბლიოთეკა. პრუსტი, ჩეხოვი, დოსტოევსკი იყვნენ ჩემი
მასწავლებლები, რომლებსაც უნდა ვუმადლოდე ჩემს მწერლად
ჩამოყალიბებას. ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, დიახ, მე დარ-
წმუნებული ვიყავი თეორიაში, რომ წიგნებს ქმნიან სხვა წიგნე-
ბისგან... მაგრამ ეს არც ისე დიდხანს გაგრძელდა და ვგონებ,
რომ ასე არც ერთი პოტენციური მწერალი დიდხანს არ ფიქ-
რობს.
სიჭაბუკეში ხდება პირველი შეხება გარემო სამყაროსთან,
რომელიც დაკავშირებულია სექსუალურობასთან, ბავშვების უმ-
რავლესობას აქვს წარმოსახვის ნიჭი, რომელსაც ავლენენ თა-
მაშში და ეს წარმოსახვა იძირება სიყვარულისა და ვნების მო-
რევში, მაგრამ მათ, ვინც აპირებენ გახდნენ მხატვრები, პირვე-
ლი კრიზისი ცხოვრებაში აძლევს კიდევ რაღაცას დამატებით.
მისი ფანტაზიები ძლიერდება და ვრცელდება ახალი მღელვარე
გრძნობების მოზღვავების ხარჯზე. შედეგად ჩნდება ახალი გაგე-
ბა. მწერალი ფლობს შესაძლებლობას ჩასწვდეს სხვის ცხოვრე-
ბას, იწყება გაუცხოებისა და დაახლოების პროცესი.
მე თავადაც ვერ ვხვდებოდი, რომ მივმართავდი ყოფიერების
პრობლემას, როდესაც ჩემს პირველ მოთხრობებში ავსახე ბავ-
შვური ფიქრები სიკვდილსა და მტრედზე, რომელსაც ასახიჩრებ-
და კატა, თავზარდაცემა და ადრეული შეგნება რასიზმისა, რასაც
სკოლაში სიარულისას გადავაწყდი. ერთხელ სკოლისკენ მიმა-
ვალმა ჩავუარე გამყიდველებს (ისინი თვითონ იყვნენ ემიგრან-
ტები აღმოსავლეთ ევროპიდან და იდგნენ საზოგადოებრივი
იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე დანარჩენ თეთრებს შო-
რის მაღაროელთა ქალაქში). ისინი უხეშად შეურაცხყოფდნენ

721
შავკანიან მაღაროელებს, რომლებიც იყვნენ მაღაზიის მომხმა-
რებლები. მათ კოლონიური საზოგადოება აყენებდა ყველაზე
დაბალ საფეხურზე და საერთოდ, ადამიანებად არ თვლიდა.
მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ თუ მე
ვიქნებოდი ამ საზოგადოების კუთვნილება, ანუ შავკანიანი, ვე-
რასდროს გავხდებოდი მწერალი, რადგან ბიბლიოთეკა, რო-
მელმაც მომცა მე ამის შესაძლებლობა, დაკეტილი იყო შავკა-
ნიანი ბავშვებისთვის. რაც შეეხება ჩემ სასკოლო განათლებას,
ის, რბილად რომ ვთქვათ, არასრული იყო.
მწერლის განვითარების შემდგომი ეტაპი იწყება სხვებთან
მიმართვით. გამოვცე წიგნი ნებისმიერისთვის, ვინც წაიკითხავს
იმას, რაც მე დავწერე, ასეთი იყო ჩემი გულუბრყვილო წარმოდ-
გენა წიგნის გამოცემის მნიშვნელობაზე და იგი არ შეცვლილა
დღევანდლამდე. მე ვიცი, რომ ხალხის უმრავლესობას არ სჯე-
რა, რომ მწერალს არ ჰყავს მხედველობაში რომელიმე კონკრე-
ტული აუდიტორია; და ვიცი ცდუნება გაცნობიერებული და გაუც-
ნობიერებელი, რომელიც აიძულებს მწერალს თვალი ეჭიროს
მათზე, ვინც მოიწონებს ან დაიწუნებს მის დაწერილს, ცდუნება,
რომელიც ევრიდიკის მსგავსად, დააბრუნებს მწერალს უკან, და-
ღუპული ტალანტების ჩრდილში.
ალტერნატივა სულაც არ არის სპილოს ძვლის კოშკის წყევ-
ლა, შემოქმედების კიდევ ერთი დამღუპველი. ბორხესმა ერ-
თხელ თქვა, რომ წერდა თავისი მეგობრებისთვის და დროის გა-
საყვანად. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გაღიზიანებული კაცის ქა-
რაფშუტული პასუხი უტაქტო შეკითხვაზე, რომლის დასმაც ასე
უყვართ – „ვისთვის წერთ თქვენ?“
სარტრის სიტყვების მსგავსად დგება დრო, როდესაც მწე-
რალმა უნდა შეწყვიტოს წერა და იმედგაცრუებულმა გადაუჭრე-

722
ლი კონფლიქტით ჩვენი სამყაროს არასრულყოფილებასა და
იმის ცოდნას შორის, რომ ერთდერთი რისი გაკეთებაც ყველაზე
კარგად შეგიძლია არის წერა, არსებობისთვის სხვა გზა მოძებ-
ნოს. ბორხესს და სარტრს, რომლებიც თავისებურად უარყოფ-
დნენ ლიტერატურის სოციალურ დანიშნულებას, რა თქმა უნდა,
მშვენივრად ესმოდათ, რომ ლიტერატურა იძიებს ყოფიერების
არსებას, თამაშობს საზოგადოებაში უპირობო და შეუცვლელ
როლს, საიდანაც ყველა სხვა როლი, პირადი – მეგობრებს შო-
რის, საზოგადოებრივი – საპროტესტო დემონსტრაციებზე, გა-
მომდინარეობს. ბორხესი სულაც არ წერდა მეგობრებისთვის,
რადგან აქვეყნებდა თავის წიგნებს და ჩვენ ყველას გვერგო წი-
ლი მისი შემოქმედებიდან. სარტრის არ შეუწყვეტია წერა, თუმცა
1968 წელს ბარიკადებთან იდგა.
მიუხედავად ამისა – კითხვა, ვისთვის ვწერთ ჩვენ, ტანჯავს
მწერალს, რადგან იგი მიბმულია ყოველი გამოქვეყნებული წიგ-
ნის კუდზე, როგორც ცარიელი კონსერვის ქილა. პრინციპში ის
გვიჩვენებს მწერლის ტენდენციურობას – დაუმსახურებლად
ადიდებს თუ ცილს სწამებს. კამიუმ საუკეთესოდ განიხილა ეს
საკითხი. მან თქვა, რომ უყვარს ის ხალხი, ვისაც „შესწევს ძალა
შეიცნოს წარმოსახვით უფრო მეტი, ვიდრე გამოხატოს ლიტერა-
ტურაში“. „შენ მთლიანად ემსახურები ადამიანს, ან საერთოდ
არ ემსახურები. თუ ადამიანს სჭირდება პური და მართლმსაჯუ-
ლება, მაშინ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ეს არის
დააკმაყოფილო მისი საჭიროება – მაგრამ მას აგრეთვე სჭირ-
დება ნატიფი სილამაზეც, რაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნე-
ლობის საქმეს წარმოადგენს“. ასე რომ, კამიუ მოითხოვს სიმა-
მაცეს ცხოვრებაში და ტალანტს შრომაში. მარკესი კი შემდეგი
საშუალებით ახლიდან განსაზღვრავს ტენდენციურ ლიტერატუ-

723
რას: „მწერლისთვის საუკეთესო საშუალება, რომ ემსახუროს
რევოლუციას, – არის წეროს იმდენად კარგად, რამდენადაც შე-
უძლია“.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი მსჯელობა შეიძლება გახ-
დეს რწმენის სიმბოლო ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვწერთ. მარ-
თალია, ისინი ვერ წყვეტენ იმ კომფლიქტებს, რომლებიც ტანჯა-
ვენ და კვლავაც დატანჯავს თანამედროვე მწერლებს, მაგრამ
სამაგიეროდ გვაძლევენ საშუალებას, ჩვენ თვითონ, სამარ-
თლიანად და ღიად გადავწყვიტოთ ისინი; ჩვენ ისინი ჩვენი ყო-
ფიერების მხარეს გვაყენებენ, გვაძლევენ იმის მიზეზს, რომ ვი-
ყოთ მწერლები და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომ-
ლებიც სხვა ადამიანების მსგავსად მოქმედებენ სოციალურ გა-
რემოში.
ყოფიერება აქ: კონკრეტულ დროში და ადგილზე. ასეთია ეგ-
ზისტენციალური პოზიცია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ლიტერატურისთვის. ჩისლა მილოშევს როგორ-
ღაც წამოსცდა: „რა არის პოეზია, თუ ის არ ემსახურება ერებს ან
ხალხს?“ ბრეხტი კი წერდა დროზე, „როცა წერ ხეებზე, თითქმის
დანაშაულია“. ჩვენს უმრავლესობას როცა გვიწევს ცხოვრება
და წერა ასეთ დროში და ასეთ ადგილზე, თავში მოსდის ამდენი-
ვე უიმედო აზრი; სარტრის განცხადებას, საეჭვოა, რომ აზრი
ჰქონოდა სამყაროსთვის, სადაც მწერლები ექვემდებარებოდნენ
და ახლაც ექვემდებარებიან ცენზურას, სადაც მათ უკრძალავენ
წერას, მაგრამ სადაც ისინი არ ამბობენ უარს სიტყვაზე, საფ-
რთხეში იგდებენ სიცოცხლეს, რათა ციხის გისოსების მიღმიდან
გადმოგვცენ თავისი ნაშრომი დაწერილი ქაღალდის ფურცლებ-
ზე. ყოფიერების მდგომარეობა, რომლის ონტოგენეზსაც ჩვენ
განვიხილავთ, საკმარისად შეიცავს ასეთ გამოცდილდებას. ჩვე-

724
ნი მცდელობები ნიკოს კაზანზაკისის სიტყვებით, უნდა იყოს იმ-
დენად გაბედული, რომ ჩვენი ცხოვრების საშინელ რიტმს ჰარ-
მონიზება გაუწიონ.
ზოგიერთი ჩვენგანის წიგნები წლობით არ იკითხება სამშობ-
ლოში, ჩვენ კი განვაგრძობთ წერას, ბევრმა მწერალმა გაიარა
ციხეები – მარტო აფრიკას რომ გადავხედოთ: სოინკა, ნგუჩი ვა
გიონგჩი, ჯეკ მაპანია – თავიანთ სამშობლოში; ჩემს სამშობლო-
ში კი – სამხრეთ აფრიკაში – ჯერემი კრონინი, მანიანე ვალი სე-
როტი, ბრიტენ ბრიტენბახი, დენის ბრუტოსი, ჯეკი სეროკი – ყვე-
ლა ისინი მოხვდნენ ციხეში ვაჟკაცობის გამო და როგორც
პოეტები განაგრძობდნენ თავისი უფლების დაცვას, ესაუბრათ
ხეებზე. დიდ ადამიანთაგან ბევრმა, დაწყებული თომას მანიდან
და დამთავრებული ჩინუა აჩებეთი, დევნისა და პოლიტიკური
კონფლიქტების გამო დატოვეს თავისი ქვეყანა, მიიღეს განდევ-
ნით გამოწვეული ტრავმა, მწერლისთვს განუკურნებელი და ხან-
დახან სასიკვდილოც კი. მე ვფიქრობ სამხრეთ აფრიკელებზე –
კან ტემბე, ალექს ლა გუმა, ნატ ნაკასასა და ტოდ მაჩიკიზაზე, და
ზოგიერთ მწერალზე იოზეფ როტადან მილან კუნდერამდე, რო-
მელთაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში უწევდათ თავისი
ახალი ნაშრომების სხვა ენაზე გამოცემა.
1988 წელს ჩვენი დროის საშინელი რიტმი დაჩქარდა, გახდა
გადარეული და მწერალს მოუხდა დაემორჩილებინა მისთვის
თავისი სიტყვა. დიდი ხნის განმავლობაში, დაწყებული განათ-
ლების ეპოქიდან, მწერლებს ამცირებდნენ, კრძალავდნენ მათ
წიგნებს და არაპოლიტიკური ნიშნით კიდეც დევნიდნენ. ფლო-
ბერი გაასამართლეს უხამსობისთვის „მადამ ბოვარში“, სტრენ-
ბერგი კი ღვთის გმობისთვის, როდესაც მისი „ქორწინება“ გა-
მოიცა, ლოურენსის „ლედი ჩატერლეის საყვარელი“ აკრძალეს,

725
სადაც იყო ფარისევლური ბურჟუაზიული მორალის ე. წ. შეურაც-
ხყოფის მრავალი მაგალითი, ისევე როგორც პოლიტიკური დიქ-
ტატურის ღალატის მაგალითები. მაგრამ იმ პერიოდში, როდე-
საც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, შვეცია და დიდი
ბრიტანეთი, თავისუფლების მსგავსი შეზღუდვები უკვე შეუძლე-
ბელი გახდა, გამოჩნდა ძალა, შემაძრწუნებელი ავტორიტეტი,
რომელიც დაფუძვნებულია, რაღაც უფრო ფართოდ გავრცელე-
ბულზე, ვიდრე საზოგადოებრივი მორალია, და უფრო ძლევამო-
სილზე, ვიდრე ცალკეული პოლიტიკური რეჟიმის ძალაა. ერ-
თერთი მსოფლიო რელიგიის სასამართლომ მწერალს სასიკ-
ვდილო განაჩენი გამოუტანა.
უკვე სამ წელზე მეტია სალმან რუშდის, სადაც კი არ უნდა
აფარებდეს თავს, სადაც არ უნდა წავიდეს, ემუქრება მუსლიმან-
თა განაჩენი – ფატვა. არსად აქვს თავშესაფარი. ყოველ დი-
ლით, როცა ეს მწერალი საწერ მაგიდას მიუჯდება, მან არ იცის
იცოცხლებს თუ არა ამ დღეს. მან არ იცის შეავსებს თუ არა მო-
რიგ გვერდს. სალმან რუშდის წილად ხვდა ბედნიერება დაბადე-
ბულიყო ბრწყინვალე მწერლად, და რომანი „სატანური ლექსე-
ბი“, რისთვისაც გაასამართლეს, არის ნოვატორული გამოკვლე-
ვა ყოფიერების ერთერთი ყველაზე მძლავრი ექსპერიმენტისა
ჩვენს დროში, გმირის მოგზაურობა ორ კულტურას შორის, რომ-
ლებიც თანაარსებოდნენ პოსტკოლონიურ სივრცეში. შესაძლე-
ბელია ყველაფრის გადახედვა ადამიანის წარმოსახვის კუთხით,
სექსუალური და მშობლიური სიყვარულის მნიშვნელობა. საზო-
გადოებრივი რიტუალები, რელიგიური რწმენის მნიშვნელობა
ადამიანებისთვის, რომელიც გადადის სუბიექტურობიდან სხვა
ცხოვრებისეულ კონტექსტში, რწმენის ორი სისტემის, რელი-
გიურისა და საეროს დაპირისპირებით. მისი რომანი არის ჭეშმა-

726
რიტი, უტყუარი მითოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მან პოს-
ტკოლონიური ევროპული ცნობიერებისთვის გააკეთა იგივე,
რაც გიუნტერ გრასმა პოსტნაციზმისთვის თავისი „თუნუქის დო-
ლით“ და „ძაღლური წლებით“, ასევე, სცადა მიეღწია იმისთვის,
რაც ბეკეტმა გააკეთა ჩვენი ეგზისტენციალური წამებისთვის თა-
ვისი ნაწარმოებით, გოდოს მოლოდინში“, მისი მიღწევა უმნიშ-
ვნელო აღმოჩნდა, მაგრამ რუშდი, რომც მივიჩნიოთ საშუალო
მწერლად, მისი სიტუაცია ეხება ყოველ ახალგაზრდა მწერალს
მთელს მსოფლიოში, რომც არ ჩავთვალოთ მისი პირადი შეჭირ-
ვებული მდგომარეობა, დაფიქრდით, რა ახალ საშიშროებას
წარმოშობს ის მწერლებისთვის. ეს უნდა ესმოდეს ყველას და
პირველ რიგში, ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამ-
ცველ ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში. დიქტატორული რე-
ჟიმი, რომელიც გამოიყენებს საერთაშორისო ტერორიზმს, უდი-
დესი და საპატივსაცემო რელიგიის სახელით, უნდა განიხილე-
ბოდეს დემოკრატიულ ხელისუფალთა და გაერთიანებული ერე-
ბის ორგანიზაციის მიერ, როგორც დანაშული კაცობრიობის წი-
ნაშე.
ვბრუნდები იმ საშინელი მუქარიდან ერთი ადამიანის მი-
მართ, მასთან, რაც საერთოა ჩვენი საუკუნის მწერლებისთვის,
უკვე ამ საუკუნის ბოლოს და ვაჯამებ ათწლეულს. რეპრესიული
რეჟიმის დროს, ნებისმიერ ადგილას, თუნდაც, ეს იყოს საბჭოთა
ბლოკი, ლათინური ამერიკა, აფრიკა ან ჩინეთი, მწერლების უმ-
რავლესობას, რომლებიც დააპატიმრეს, დევნიდნენ მათი მოქა-
ლაქეობრივი საქმიანობისთვის, მათი ბრძოლისთვის თავისუფ-
ლებისთვის მჩაგვრელების წინააღმდეგ. სხვები დაისაჯნენ იმის
გამო, რომ წერდნენ ისე, როგორც შეეძლოთ; ესთეტიკური გამ-
ბედაობა აღმოჩნდება ფეთქებადსაშიში, როდესაც მხატვარი,

727
რომელიც მიისწრაფვის წარმოაჩინოს ყოფიერების სისრულე,
აჩენს ნამდვილ სახეს ჩვენი გარემომცელი ცხოვრებისა და გა-
მოაქვს დღის შუქზე მისი საზარელი საიდუმლო. ლიტერატურუ-
ლი თემები და პერსონაჟები უცილობლად ფორმირდება საზო-
გადოებით, რომელშიც მწერალი ცხოვრობს, მსგავსად მეთევ-
ზის ცხოვრებისა, რომელიც განისაზღვრება ზღვით. პარადოქსი
იმაშია, რომ ესთეტიური ერთობის მიღწევით, მწერალი რის-
კავს, თავის თავზე აიღოს, ერთი მხრივ, განკიცხვა მთავრობის
მხრიდან და მეორე მხრივ, უკმაყოფილება გამათავისუფლებე-
ლი ძალებისგან, რომლებიც ელიან მისგან თავის თავზე აღებუ-
ლი ვალდებულებების დაუფიქრებელ შესრულებას. მწერალს
არა აქვს უფლება ჩაიძიროს მენიქიალური „ბალანსის“ ტყუილ-
ში. ეშმაკი ყოველთვის მიიღებს თავისას თუ ჩვენ დავუტოვებთ
ადგილს სამყაროში. მაგრამ მარკესის მსჯელობის პერეფრაზი-
რებას თუ გავაკეთებთ, რომელიც გამოთქვა, როგორც მწერალ-
მა და როგორც სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლმა, მწე-
რალს აქვს უფლება შეისწავლოს, აღწეროს და ა. შ., მტრებიც,
თანამებრძოლებიც, რადგან მხოლოდ სიმართლის ძიებაშია
ცხოვრების აზრი და მხოლოდ სიმართლის ძიება გვაახლოებს
კანონთან. ლიტერატურაში ვსაუბრობთ რა ცხოვრებაზე,
ჩვენ ვფურცლავთ ერთმანეთის სახეს,
ჩვენ ვკითხულობთ მომზირალ თვალებს,
ღირს ცხოვრება, რომ აკეთო ეს.
ეს სიტყვები ეკუთვნის მშვიდობისა და სამართლიანობისათ-
ვის მებრძოლ სამხრეთ აფრიკელ პოეტს მონანე სეროტას.
მწერალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დგას კაცობრიობის სამ-
სახურში, თუკი ის გამოიყენებს სიტყვებს თავისი ჩვეულების წი-
ნააღმდეგაც კი, მიენდობა ყოფიერების მდგომარეობას, თუ ის

728
ფლობს ძაფების უმძიმეს გადახლართვას, რომელსაც მივყა-
ვართ ჭეშმარიტებასთან, თუ მას შესწევს უნარი შეკრას ისინი
თავისი ხელოვნების საშუალებით, თუ მისი ნდობა ყოფიერები-
სადმი ეხმარება მას შეაერთოს დაქსაქსული ფრაზები სიმარ-
თლისა, რომელიც არის ტექსტის უკანასკნელი სიტყვა, ის არას-
დროს იცვლება, მიუხედავად ჩვენი არასწორი ცდებისა, წარმოვ-
თქვათ ის და დავწეროთ, არასდროს იცვლება ტყუილით, სემან-
ტიკური სოფიზმებითა და უხამსობებით, რომელიც გამსჭვალუ-
ლია რასიზმით, სავსეა შოვინიზმით, ცრურწმენით, ბატონობის
წყურვილით, მოწოდებით ნგრევისაკენ, წყევლითა და მლიქვნე-
ლობით.
დერეკ უოლკოტი

729
ანტილის კუნძულები: ეპიკური ხსოვნის
ფრაგმენტები

1992
ფელისითი არის სოფელი ტრინიდადში, კარონის დაბლობ-
თან, სადაც დღემდე ხარობს ლერწამი, რომლის მოსაჭრელად
ყმათა გათავისუფლების შემდეგ მუშების საგანგებოდ დაქირა-
ვება დაიწყეს. ფელისითის მოსახლეობას ძირითადად ინ-
დოელები შეადგენენ. შაბათის იმ საღამოსაც, ამერიკელ მეგობ-
რებთან ერთად რომ ვეწვიე სოფელს, გზად ინდოელთა სახეები
შემოგვხვდნენ. მართლაც მშვენიერი სანახავი იყო, როგორ
მიიწევდნენ ისინი იქ, სადაც რამლეელა – ინდური ეპოსის, რა-
მაიანას ინსცენირება უნდა გამართულიყო. მინდორი, რომელ-
ზეც სოფლის კოსტიუმირებული მსახიობები იყრიდნენ თავს, ფე-
რადი დროშებით მოერთოთ და ის ახალ ბენზინგასამართ სად-
გურს მოგაგონებდათ. შავწითელ სამოსში გამოწყობილი ლამა-
ზი ინდოელი ბიჭები საღამოს ბინდბუნდში ქაოტურად ისროდნენ
მშვილდებიდან ისრებს. ჰორიზონტზე დაბალი, ლურჯი მთები
მოჩანდა. ხასხასა ბალახი, დაისის შუქით შეფერილი ღრუბლე-
ბი... ფელისითი! რა სასიამოვნო და შესაფერი ანგლოსაქსური
სახელწოდებაა ეპიკური ხსოვნისთვის.1
მინდვრის განაპირას, ღია ფარდულში აღმართული ბამბუკის
ორი უზარმაზარი კარკასი უშველებელ გალიებს ჰგავდა. ეს
ღვთაების სხეულის ნაწილები იყო – გიგანტური გამოსახულება,
რომელიც ეპიკური წარმოდგენის დასასრულს უნდა დაეწვათ.
კონსტრუქცია შელის სონეტს მოგაგონებდათ ოზიმანდიას დან-

730
გრეული ქანდაკებისა და დაცემული იმპერიის შესახებ – „შემზა-
რავი კატასტროფა“ ცარიელ უდაბნოში.
მედოლეებს ჩარდახში კოცონი აენთოთ. ცეცხლის ალზე უად-
ვილდებოდათ დაფებზე ტყავის გადაჭიმვა. ალისფერი ცეცხლი,
მწვანე ბალახი, ღვთაების ხელნაკეთი კონსტრუქცია, რომელიც
ცოტა ხანში დაიწვებოდა არა რომელიმე უდაბნოში, სადაც იმპე-
რიის ძალაუფლება საბოლოოდ დაემხო, არამედ იქ, სადაც ყო-
ველწლიურად მეორდება რიტუალი, როგორც ლერწმის მოსავ-
ლის აღება – ამგვარი მსხვერპლშეწირვის აზრი მის გამეორება-
შია, დანგრევის საზრისი ცეცხლში განახლებაშია.
მინდორში ღვთაებები შემოაბრძანეს. ერთერთი ღია ფარდუ-
ლიდან გაისმა მუსიკა, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ „ინდურს“
ვუწოდებთ. გამოჩნდნენ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობე-
ბი, ჩემი ვარაუდით, ღმერთები და უფლისწულები... რა სამწუხა-
რო აღიარებაა! „ალბათ, ღმერთებია...“ – ამგვარად მხრების
აჩეჩვა ჩვენს აფროაზიურ დიასპორასაც სჩვევია. ხშირად მიფიქ-
რია რამლეელაზე, მაგრამ არასოდეს მინახავს ის. არასოდეს
მინახავს ეს თეატრი, ღია მინდორი სოფლელი ბავშვებით,
მლოცველებით, უფლისწულებითა და ღვთაებებით. აზრზე არ
ვიყავი, რომელი ეპიკური ისტორია თამაშდებოდა, ვინ იყო მისი
გმირი ან ვის ებრძოდა ის. ახლახანს შევისისხლხორცე ინგლი-
სური თეატრის ოდისეა, ვვარაუდობდი, რომ მაყურებელი იც-
ნობდა მცირე აზიის სხვა ეპოსის გმირის, ოდისევსის ხიფათიან
თავგადასავლებს, თუმცა ტრინიდადში არავინ იცოდა ჩემზე მე-
ტი რამაზე, კალიზე, შივაზე, ვიშნუზე, გარდა ინდოელებისა – ამ
გამოთქმას შეგნებულად ვხმარობ აქ ისე, როგორც ხშირად შე-
იძლება გაიგონოთ ტრინიდადში – „გარდა ინდოელებისა“.

731
თითქოს ძირითადი დაბლობის მიღმა კიდევ სხვა ვაკე ადგი-
ლი არსებობდა. იქ, ლერწმის ოკეანეში საცოდავად უნდა წარ-
მოედგინათ რამაიანა. თუმცა ეს იყო ჩემი, როგორც მწერლის
ხედვა ამ მოვლენისა, მცდარი ხედვა. მე რამლეელას ფელისი-
თიში ვუყურებდი როგორც თეატრს მაშინ, როცა სინამდვილეში
ის რწმენა იყო.
ჩემი ვარაუდით, მსახიობს, გადაცმულსა და გარდასახულს,
სცენაზე გასვლის წინ სარკეში უნდა ჩაეხედა იმ ფიქრით, რომ ის
რეალობაა, რომელმაც ილუზიაში უნდა შეაბიჯოს. სინამდვილე-
ში კი ასე არ ხდებოდა, რადგან ისინი არ იყვნენ მსახიობები.
ისინი შეირჩნენ ან თავად შეარჩიეს საკუთარი თავი როლები-
სათვის, რომელიც ცხრა დღის მანძილზე, საღამოობით, ორისა-
მი საათის განმავლობაში უნდა მოერგოთ. ისინი მოყვარულები
ან პროფესიონალები კი არ იყვნენ, არამედ მორწმუნეები. არ
არსებობს თეატრალური ტერმინი, რომელიც განსაზღვრავდა
მათ. ამ „მსახიობებს“ არ სჭირდებოდათ მუშაობა საკუთარ თავ-
ზე, ფსიქოლოგიური მომზადება როლების სათამაშოდ. მათი თა-
მაში უნდა ყოფილიყო ისეთივე მსუბუქი და ცოცხალი, ისეთივე
ბუნებრივი, როგორც ეს ისრები, საღამოს საძოვრებს რომ კვეთ-
დნენ. მათ სწამდათ იმისა, რასაც თამაშობდნენ, სჯეროდათ ინ-
დოეთის წონისა თუ ტექსტის სიწმინდისა მაშინ, როცა მე ჩემი
მწერლური ჩვევების გამო ვეძებდი ელეგიის, დანაკარგის შეგ-
რძნებას, უსუსურ მიმიკას მლოცველი ბიჭების ბედნიერ სახეებსა
თუ სოფლელი უფლისწულების ჰერალდიკურ პროფილებში. აღ-
ფრთოვანებითა და ეჭვებით ვაბინძურებდი საღამოს. მცდარად
ვკითხულობდი ჩემ თვალწინ გადაშლილ მოვლენას ისტო-
რიული ექოს ჭრილში – ლერწმის მინდვრები, მოლაპარაკებები,
სადღაც გაუჩინარებული ჯარის მოწოდება, ტაძრები და სპი-

732
ლოების ბღავილი – მაშინ, როცა ჩემ გარშემო სულ სხვა რამ
ხდებოდა: ამაღლებული განწყობა, ბიჭების მხიარული შეძახი-
ლები, მტკიცე რწმენის სიხარული და არა დანაკარგი. სახელწო-
დება ფესილითი ხორცს ისხამდა, აზრს იძენდა.
წარმოიდგინეთ, რომ მთელი აზია შემდეგ ფრაგმენტებამდე
დავიწროვდა: ლერწმის მინდვრებში მიმოფანტული თეთრი მი-
ნარეთები და ქვის ტაძრები. შეიძლება გასაგებიც იყოს იმ ადა-
მიანების გაღიზიანება და ერთგვარი თვითირონია, რომლებიც
აღნიშნულ რიტუალში პაროდიასა და გადაგვარებას ხედავენ.
ამგვარი პურისტები ცერემონიას ისე აკვირდებიან, როგორც
გრამატიკოსები – დიალექტს, როგორც ქალაქები უყურებენ
პროვინციებს, ხოლო იმპერიები – თავიანთ კოლონიებს. ხსოვ-
ნა, რომელსაც სწადია წარსულთან შეერთება, სხეულის ნაწილი,
რომელსაც უნდა, ხელნაკეთი ღვთაების ბამბუკის ღეროების
მსგავსად, ტანს შეერწყას, სხვა სიტყვებით, გზა, რომელსაც კა-
რიბიელი ისევ გაჰყურებს, უკანონოა, აკრძალულია. „იქ არ
არის ხალხი“ – როგორც ფრუდი იტყოდა – „ამ სიტყვის ნამდვი-
ლი გაგებით“. არ არის ხალხი, არის მხოლოდ ნამდვილი ხალ-
ხის ფრაგმენტები და ექოები, არაორიგინალური, დამტვრეულ-
დამსხვრეული.

რიტუალური წარმოდგენა დიალექტს ჰგავდა, ორიგინალი ენის


განშტოებას, მის შეზღუდულ ფორმას, მაგრამ არა დამახინჯებას
ან თუნდაც დამცირებას ეპიკური მასშტაბურობისა. აქ, ტრინი-
დადში აღმოვაჩინე, რომ ერთერთი ყველაზე დიდებული ეპიკუ-
რი ნაწარმოები ყოველ სეზონზე იდგმებოდა არა უიმედო, უპერ-
სპექტივო მორჩილებით კულტურის შენარჩუნების აუცილებლო-
ბის წინაშე, არამედ რწმენის ღიაობით. ეს რწმენა კი ისეთივე

733
მყარი იყო, როგორც კარონის დაბლობზე მქროლავი ქარი. სამ-
წუხაროდ, სპექტაკლის დაწყებამდე უნდა დაგვეტოვებინა
იქაურობა, კარონის ჭაობთან უნდა მივსულიყავით, მიმწუხრზე
შინ დაბრუნებული ალისფერი იბისებისთვის რომ მიგვესწრო.
იბისების წარმოდგენა კი ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც
რამლეელას მსახიობების მიერ დადგმული. ვუყურებდით ბუმბუ-
ლებს, რომლებიც ისე ბრწყინავდა, როგორც მეისრე ბიჭების
ალისფერი სამოსი, როგორც წითელი დროშები. ბუმბულებით
დაფარული პატარა ადგილი აყვავებულ ხეს დაემსგავსა. ისტო-
რიის ნიშანწყალი აქ აღარაფერს ნიშნავს. ამ ორმა სანახაობამ
– რამლეელამ და იბისებმა – მადლიერების გრძნობით აღგვავ-
სო. კარიბიში ბუნებრივი რამაა სანახაობით აღფრთოვანება,
რაც აქაური პეიზაჟებიდან და ხედებიდან თავისთავად მოდის,
ხოლო ამ სილამაზის პირისპირ აღმოჩენილი ისტორიული ნიშა-
ნი სადღაც ქრება.
ჩვენ ხშირად ვოხრავთ წარსულის გამო. თავი პრივილიგირე-
ბულად ვიგრძენი, როცა იბისები და ფელისითის მშვილდოსნები
აღმოვაჩინე.
ისტორიული ნიშნები ნანგრევების გარშემო ჩნდება და არა
პეიზაჟებში. ანტილიში ცოტაა ასეთი ნანგრევები, თუ არ ჩავ-
თვლით მიტოვებულ პორტებსა თუ ლერწმის მიგდებულ ნაკვე-
თებს. ნელა მიმოვიხედე გარშემო, როგორც ამას კამერა გააკე-
თებდა – კადრში მოხვდებოდა დაბალი ლურჯი გორაკები, ესპა-
ნეთის პორტი, სოფლის გზა და სახლები, მებრძოლი მშვილ-
დოსნები, ღვთაებების როლის შემსრულებლები და მათი გამ-
წვრთნელები. მუსიკაც მზადაა. საოცრად მომინდა ფილმი გადა-
მეღო ფელისითიზე. მთელი საღამო ვცდილობდი, მახსოვრობა-
ში აღმედგინა დაკარგული ინდოეთი. მაგრამ რატომ „მახსოვ-

734
რობაში“? რატომ არ უნდა შევხაროდე „რეალურ აწმყოს“? რა-
ტომ უნდა დაიკარგოს „ინდოეთი“, როცა ამ სოფლელთაგან არც
ერთს არ სცოდნია იგი ოდესმე, და რატომ არ უნდა გაგრძელ-
დეს, სამუდამოდ რატომ არ უნდა შენარჩუნდეს სიხარული ფე-
ლისითისა თუ ცენტრალური დაბლობის სხვა ადგილებში? რა-
ტომ ვერ გავიხარე მთელი გულით? ვცდილობდი, გამეხარა ნე-
ბისმიერი სხვა ტრინიდადელივით. მქონდა უფლება, ჰუსეინის
დღესასწაულს დავსწრებოდი, ხელი მიმიწვდებოდა მუსლიმური
ეპიკური ტაძრების სარკეებსა თუ ჩინური დრაკონის ცეკვაზე, შე-
მეძლო მენახა ერთერთ ქუჩაზე მდებარე დიდებული ებრაული
ტაძრის რიტუალები. მე მხოლოდ ერთი მერვედი ნაწილი ვარ იმ
მწერილსა, რაც სინამდვილეში შეიძლებოდა ვყოფილიყავი,
ტრინიდადის ყველა დანაწევრებული ენა რომ მცოდნოდა.
თუკი ლარნაკი გატყდება, სიყვარული, რომელიც მის ნაწი-
ლებს შეაწებებს, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის სიყვარული,
ჭურჭლის სიმეტრია რომ აღიქვა მანამ, სანამ ის მთელი იყო. წე-
ბო, რომელიც ნატეხებს შეაერთებს, ლარნაკის თავდაპირველი
ფორმის გამკვრივებაა, სიმტკიცეა. ასეთი უნდა იყოს სიყვარუ-
ლი, რომელიც ჩვენს აფრიკულ და აზიურ ნაწილებს შეაგრო-
ვებს. ოჯახის დაზიანებულ ნივთზე გაჩენილი თეთრი ნაწიბურები
მიგვანიშნებს, რომ ის რესტავრირებულია. ანტილიზე ზრუნვა,
მისი ტკივილი დაზიანებული ნაწილების შეგროვებაა. და თუ ნა-
წილები კიდევ უფრო განცალკევდება, მათი ტკივილი თავდა-
პირველად არსებული მთელის ტკივილს გადააჭარბებს. ხატებსა
და წმინდა ჭურჭელს შთამომავლობით მიღებულ, საგვარეულო
ადგილებში უნდა მივუჩინოთ ბინა. ანტილის ხელოვნება ჩვენი
დანაწევრებული ისტორიის გამთელებაა, გაბნეული სიტყვების

735
მარაგის აღდგენაა, ის არის არქიპელაგი, რომელიც ძირითადი
კონტინენტიდან მოგლეჯილი ნაწილების სინონიმი ხდება.
ზუსტად ამავე პროცესს წარმოადგენს პოეზიის შექმნა, რასაც
არა „კეთება“, არამედ „გადაკეთება“ უნდა ერქვას. ფრაგმენტუ-
ლი მახსოვრობა, აღმართული ღვთაების ფორმა, მის გარშემო
გამართული რიტუალები; ლერწამლერწამ, ღეროღერო, სათი-
თაოდ შეგროვილი ღმერთი, ფელისითის ხელოსნების მიერ აღ-
მართული მისი წმინდა ექო...
პოეზია სრულყოფილების ოფლია, თუმცა ის უნდა ჩანდეს
ისეთივე ცინცხალი, როგორც წვიმის წვეთი ქანდაკების წარბზე.
პოეზია აერთიანებს ბუნებრივს და მარმარილოსგან გაკეთე-
ბულს, აკავშირებს ორ დროს: წარსულსა და აწმყოს. თუკი წარ-
სული ქანდაკებაა, აწმყო არის ნამის წვეთები ან სულაც წვიმაა
წარსულის შუბლზე. არსებობს დაფლული ენა და არსებობს ინ-
დივიდის ლექსიკა. პოეზიის წერის პროცესი გათხრისა და თვი-
თაღმოჩენის მსგავსია. ენის იმპერიული კონცეფციისაგან გან-
სხვავებით, ინდივიდის ხმა თავისი გამორჩეული ინტონაციით ის
დიალექტია, რომელიც საკუთარ აქცენტს, საკუთარ ლექსიკასა
და მელოდიას აყალიბებს. სულ სხვაა ოზიმანდიას, ბიბლიოთე-
კების, ლექსიკონების, სასამართლოების, კრიტიკოსების, ეკლე-
სიების, უნივერსიტეტების, პოლიტიკური დოგმისა და ინსტიტუ-
ციების ენა. პოეზია კუნძულია, ძირითად ნაწილს ჩამოცილებუ-
ლი. ჩემი არქიპელაგის დიალექტები ისეთივე ქორფად და ნედ-
ლად მეჩვენება, როგორც წვიმის წვეთები ქანდაკების შუბლზე.
ეს არ არის ოფლი მარმარილოზე მუშაობის ძალხმევისას დაღ-
ვრილი, ეს მაცოცხლებელი ელემენტების – წვიმისა და მარი-
ლის კონდენსაციაა.

736
მშობლიური, ორიგინალური ენის გარეშე დარჩენილმა დაპ-
ყრობილმა ტომებმა თავიანთი საკუთარი ენა შექმნეს, რომელ-
შიც აზიური და აფრიკული ეპიკური ლექსიკის წილიც შევიდა,
მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს მამაპაპისეულ, სისხლში გამ-
ჯდარ აღფრთოვანებულ რიტმს, ვერც მონობა და ვერც შეთან-
ხმებამოლაპარაკებები. თუმცა სახელწოდებებიც გადარ-
ქმეულია და სოფლებისთვის შერქმეული სახელებიც – ფელისი-
თის მსგავსად – მიღებულია. დედაენა, მეტაენა ისე ქრება დიდი
მანძილის გადალახვისას, როგორც ბაყაყი, ოკეანის გადაცურ-
ვას რომ ცდილობს. თუმცა გადარქმევის, ახალი მეტაფორების
პოვნის ეს პროცესი იმის მსგავსია, რასაც პოეტი აწყდება ყოვე-
ლი სამუშაო დღის დასაწყისში. ის რობინზონ კრუზოსავით საკუ-
თარ იარაღს აკეთებს, აუცილებელ სიტყვებს აგროვებს, რო-
მელთა შორის, უნდა თუ არ უნდა, სახელგადარქმეულ ფელისი-
თისაც გამოიყენებს. სრულიად გაშიშვლებული კაცი თავის-
დაუნებურად უკან დაიხევს, ქვეცნობიერის კარნახით. ეს არის
ანტილის გამოცდილების საფუძველი – არა საცოდავი, არამედ
ძლევამოსილი ექოების, ფრაგმენტების, უზარმაზარი ტომის
სიტყვების ნარჩენების, ნაწილობრივ დამახსოვრებული წეს-
ჩვეულებების წარუმატებლობა და კრახი – თუმცა ისინი არ არი-
ან გახრწნილნი და გადაგვარებულნი, არამედ კვლავ ინარჩუნე-
ბენ ძალას. მათ გადაარჩინეს აფრიკელი მონები, ჯერ ევროპაში
რომ მიჰყავდათ და იქიდან ტყვეებად რომ ყიდდნენ ამერიკაში.
გემმა Fatel Rozack მადრასის პორტიდან ფელისითის ლერწმის
მინდვრებისაკენ ინდოელი მუშების პირველი ნაკადი გადაიყვა-
ნა ისე, როგორც გადაჰყავდა კრომველის პატიმარი, ებრაელი,
ჩინელი თუ ლიბანელი ვაჭარი.

737
ყველანი აქ არიან, კარიბის ერთადერთ ქალაქში, ესპანეთის
პორტში, ეს „არა ხალხი“, ბაბილონის გოდოლივით აღრეულნი,
მრავალენოვანნი, ისტორიის არმქონენი, როგორც ზეცა. ახალ
მსოფლიოში სწორედ ასეთი ქალაქია მწერლის ზეცა.
ჩვენ ვიცით, რომ კულტურა მისი ქალაქებით იქმნება.
კიდევ ერთი პირველი დილა შინ... ძილგატეხილი მოუთმენ-
ლად ველი მზის ამოსვლას. ხუთ საათზე ჯერ ისევ ბნელა, ფარ-
დების გადაწევა არ ღირს; და შემდეგ... უეცარ შუქზე, კრემის-
ფერკედლებიანი და ყავისფერჭერიანი პოლიციის უბანი, რომე-
ლიც ესაზღვრება კოლონიურ სტილში ჩამწკრივებულ მოკლე
სამეფო პალმებს... მათ მიღმა უფრო მაღალი პალმებია... სარ-
დაფში შეფრენილი მტრედი... ერთ დროს მოდერნული საცხოვ-
რებლის ნაშთები... დილის გზა პოლიციის უბნამდე არცთუ ისე
გადატვირთულია. ეს ყოველივე გასაოცარი სიმშვიდის ნაწი-
ლია. ამგვარი სიჩუმე ყოველი ვიზიტისას მეორდება ქალაქში,
რომელიც ღრმადაა ჩემში ჩასახლებული. სასიამოვნოა ყვავი-
ლებისა და ბორცვების დანახვა, რადგან ეს სწორედ ისაა, რის
ნახვასაც ელი, მაგრამ აი, არქიტექტურა პირველივე დილას გეჩ-
ხირება თვალში. ამერიკული ცდუნებიდან დაბრუნებული უმალ
იგრძნობ, რომ რაღაც არ არის სრულყოფილი, რაღაცა გამოტო-
ვებულია, რაღაცას დასრულება უნდა ისევე, როგორც ამ ბეტო-
ნის ნასახლარებს. ფანჯრის რაფაზე დარჩენილი ჯამი და ბალახ-
ბულახით დაფარული ფეხსალაგი... ქალაქი ცდილობს გაიზარ-
დოს, გაუხეშდეს, ამერიკულს დაემსგავსოს, ისეთივე ტრაფარე-
ტულობით იყოს დაღდასმული, როგორც კოლუმბუსი ან დე-
მოინი. აქ ვლინდება ძალაუფლების სიმტკიცე, მისი დეკორა-
ტიულობა, შენობებზე მიმაგრებული ჰაერის კონდიციონერები
და სითბოს მოკლებული, არაგულღია დაწესებულებები სულ

738
სხვა კლიმატის იმიტაციაა. აქ გეუფლება სინანული და მონატ-
რება, სიცივის განცდის სიძულვილი.
დიდ ქალაქებში, ნაცრისფერ, გაწელილ ზამთრებში მოკლე
დღეებით, თითქოს მთელი დრო შეკრულ პალტოებში გადის,
თითოეული სახლი უნიათო ბარაკად მოჩანს, რომლის ფანჯრე-
ბიდან სინათლე გამოდის. და როცა უეცრად თოვლი წამოვა,
ზამთრის ლიტერატურულობის, ზღაპრულობის გამო თავი რუ-
სულ რომანში გეგონება, XIX საუკუნეში. კარიბიში ჩამომ-
სვლელმა კი უნდა იგრძნოს, რომ ის ღია ბარათების გაუთავე-
ბელ მწკრივში მოხვდა. ორივე კლიმატი თავისი განსაკუთრებუ-
ლობით ხასიათდება, ყველას წაგვიკითხავს მათ შესახებ. შეუძ-
ლებელია, კარიბიში მოხვედრილი ტურისტისთვის კარგი ამინ-
დი, მზის სხივები, მხიარულება სერიოზულად აღიქმებოდეს. ზამ-
თარი ცხოვრებასაც და ლიტერატურასაც თავისებურ სიღრმესა
და სიბნელეს სძენს, ხოლო ტროპიკულ, გაუთავებელ ზაფხულში
ვერც სიღარიბე და ვერც პოეზია (ანტილიში ხომ თავად სიღარი-
ბეა პოეზია, როგორც ადგილობრივების, ისე ემირგაციაში
მყოფთა მოუწყობელი ცხოვრებისა) ვერ გამოჩნდება ისე აშკა-
რად, მთელი თავისი სიღრმითა და ტრაგიზმით, რადგან გარშე-
მო ბუნება ხარობს, ყველაფერი მუსიკასავით აღგაფრთოვანებს.
მხიარულებაზე დაფუძნებული კულტურა კი ზედაპირულობისკე-
ნაა მიდრეკილი. ნაღველს იწვევს საკუთარი თავის გაყიდვა (კა-
რიბიელი ხომ სიცარიელის და უაზრო ყოფის ტრფიალია) რო-
გორც ზამთრისგან გაქცეულების ადგილისა, ასევე იმ სერიოზუ-
ლობისგან გამოქცეულებისა, რომელიც მხოლოდ ოთხი სეზო-
ნის კულტურას ახასიათებს. ამგვარად, როგორ შეიძლება აქ იც-
ხოვროს ხალხმა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით?

739
კარიბიში მცხოვრებმა ადამიანებმა არაფერი იციან იმ სეზო-
ნების შესახებ, როცა ხეებს ფოთლები სცვიცა, შენობების სახუ-
რავები ბურუსში იკარგება ან სულაც თეთრდება, ბუხრებში კო-
ცონი ინთება. ისინი ცხოვრობენ იმ მხარეში, სადაც გეოგრაფიის
რიტმი, მისივე მუსიკის მსგავსად, ორი ძირითადი აქცენტით გა-
ნისაზღვრება: სიცხე და ნამი, მზე და წვიმა, სინათლე და ჩრდი-
ლი, დღე და ღამე. ამიტომაც არ შეუძლია ამ ხალხს დაპირისპი-
რებების, კონფლიქტების, უკიდურესობების დახვეწილი და
ღრმა ანალიზი, მხატვრული თუ წარმოსახვითი კოლიზიების გა-
აზრება.
ჩვენი ქალაქები არ არის ჩვეულებრივი ქალაქები, თითქოს
არც ერთ მათგანს სურს, რომ ასეთი იყოს. სხვები გვკარნახობენ
საკუთარ პროპორციებს, საკუთარ განსაზღვრებებს. პროზაც
ამახინჯებს რეალობას. დღეს სენტ ჯეიმსი ის ქუჩები და ეზოებია,
ნაიპოლი რომ აღწერს თავის მოგონებებში, სადაც ქალაქის შუ-
კები ისეთივე მოკლე და ბრწყინვალეა, როგორც ტრინიდადელ-
ბრიტანელი მწერლის წინადადებები. სადღაც გაქრა ტუნაპუნას
ხმაური და მხიარულება, მისი ადგილი კი ჯეიმზის წარმოსახვამ
დაიკავა წიგნში „საზღვრებს მიღმა“. რაც შეეხება სოფელ ფელი-
სითის კარონის დაბლობზე, ის სამ სელვონის სოფლად იქცა. ასე
ემართებათ კუნძულებსაც: ჯინ რისის ძველი დომინიკა, როგორ-
საც მწერალი ქალი აღწერს, ახლაც ძალიან აქტუალურია; სეზე-
რის ადრეული მარტინიკი, პირსის გვადელუპა, ტყავის ჩაფხუტე-
ბისა და ვირების გარეშე. რა მშვენიერი სანახავი იყო ეს ლიტე-
რატურა – ერთი ლიტერატურა რამდენიმე იმპერიის ენაზე ამეტ-
ყველებული – ინგლისურად, ფრანგულად თუ ესპანურად –
მწვანე, ღია კუნძულები კულტურის განთიადზე, არც შებოჭილი
და არც ხელოვნურად შექმნილი. ეს არ არის აგრესიული კვეხნა,

740
მხოლოდ იმის აღნიშვნაა, რომ რაც მოხდა, ყველაფერი გარდუ-
ვალი, შეუქცევადი იყო.
ცხელ ნაშუადღევს უჩვეულო სინათლით განათებულა ესპანე-
თის პორტის ხეივანი, რომლის ზემოდან სიყვარულით ეშვება ვა-
ზი, მოშორებით პალმებია და ნისლში ჩაძირული მთები, და გახ-
სენდება ვანისა თუ ჰერბერტის „პალმებით დაჩრდილული ქა-
ლაქი“ ან ჰამონდის ორღანო კასტრის ხის ეკლესიაში, სადაც გა-
ლობდნენ „ოქროს იერუსალიმს“. მიჭირს, ასეთი სიცარიელე გა-
კოტრებად, მოოხრებად და გაჩანაგებად აღვიქვა. ეს მოთმინე-
ბაა, რომელიც აფართოებს ანტილურ ყოფას. ნუ მოვთხოვთ მას
ამბიციას, რომელიც ანტილის მკვიდრს საერთოდ არ აინტერე-
სებს. ჩამოსული მოგზაური კი ყოველივე ამას აღიქვამს, რო-
გორც აპათიას, მოდუნებას, ინდიფერენტულობას.
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ აქ არ არის საკმარისი
წიგნები, თეატრები, მუზეუმები, რომ აღარ იცი, რა აკეთო. თუკი
ადამიანს უწიგნოდ დატოვებ, ის დაიწყებს ფიქრს, რა მოიმოქმე-
დოს. შეიძლება შეუკვეთოს წიგნი ან სულაც გადაწეროს. თუ
ამის საშუალებაც არ არის, მაშინ დაიზეპიროს. წიგნის არქონას
დადებითი მხარეც აქვს – ადამიანი თავს დააღწევს გაუფერულე-
ბულ ნაკადს, რადგან დღეს წიგნების შექმნა კი არა, უკვე არსე-
ბულის გადაკეთება ხდება. დიახ, ქალაქები ქმნიან კულტურას.
თვალწინ გვეშლება გამაოგნებელი, თვალისმომჭრელი საბაზ-
რო ქალაქები, მაგრამ როგორია იდეალური კარიბული ქალა-
ქი? ის გარშემორტყმულია ფოთლებით დაფარული გარეუბნე-
ბით, სოფლის ტიპის დასახლებებით და თუ გაუმართლა, მის
მიღმა ღია ვაკე იშლება, რომლის ბოლოს ლამაზი მთები და ინ-
დიგოსფერი ზღვაა. წაწვეტებულსახურავებიანი კოშკების გარ-
შემო სკვერები იყრიან თავს. მტრედები ფრენენ ცაში და თან

741
მკითხველების რწმენის მოგონება გადააქვთ. ქალაქის ცენტრში
დაინახავთ ცხენებს, დიახ, ცხენებს, რომლებსაცმევროპის ქუ-
ჩებში XIX საუკუნის ბოლოს შეხვდებოდით, ეკიპაჟებით რომ გა-
დაჰყავდათ მაღალქუდიანი ბატონები და ქალბატონები. ეს ცხე-
ნები, რომლებიც ნალების კაკუნის ელეგიური ექოს გარეშე
ცხოვრობენ ახლანდელ დროში, სავანნას დედოფლის პარკში
განთიადისას გამოჩნდებიან ხოლმე მაშინ, როდესაც ნისლი ცი-
ვი მთებიდან სახურავებზე ეშვება. სეზონურად ცხენების შეჯიბ-
რსაც მოაწყობენ და მაშინ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნე-
ბათ, XIX საუკუნის ცხოველის გრაციოზულობასა და სისწრაფეს
უგულშემატკივრონ. სანახაობა მეტად არეულია – წარმოდგენი-
ლია აფრიკული, აზიური, ევროპული, ხმელთაშუა ზღვის კულტუ-
რა. ხალხის სიჭრელე ჯოისის დუბლინის მრავალფეროვნებასაც
კი აჭარბებს. ადგილობრივ მცხოვრებთა ინსტინქტებით და არა
ტრადიციულობის შეგნებით განპირობებული შერეული ქორწი-
ნებები იმდენად ხშირია, რომ მათ შვილებს ხანდახან უჭირთ სა-
კუთარი გენეალოგია გამოიკვლიონ. ქალაქის ქუჩები საკმაოდ
რთული და საშიშია ფეხით მოსიარულეთათვის, კომერციული
უბნები კი – კაკოფონიური, არაკეთილხმოვანი, ძველი ენის
ფრაგმენტებით გაჯერებული. კვირაობით, ხუთი საათისთვის ეს
ხმებიც წყდება.
ასეთია ჩემთვის ესპანეთის პორტი, იდეალური ქალაქი თავი-
სი კომერციული და ადამიანური პროპორციებით, ფეხით მო-
სიარულე მოქალაქეებით. ალბათ, ასეთი იყო ათენი მანამ, სა-
ნამ ის კულტურის ცენტრი გახდებოდა.
ესპანეთის პორტის არაჩვეულებივ სილუეტს მისი ოსტატები
ქმნიან. აქ ნახავთ ხის შესანიშნავ, უსაზღვრო წარმოსახვით შეს-
რულებულ ნაკეთობებს. ქალაქს მიღმა კარონის დაბლობია თა-

742
ვისი სოფლებით, სალოცავი დროშებით, ხილით მოვაჭრეებითა
და დროშებივით მოფარფატე იბისებით. რა ფოტოგენურია! არის
ყოველივე ამაში ღია ბარათების სევდა. სულაც არ ვცდილობ
ახალი ედემის შექმნას; „ანტილიში“ ვგულისხმობ სინათლის,
შრომის, გადარჩენის რეალობას, ვგულისხმობ სოფლის გზის
განაპირას მდებარე სახლს, კარიბის ზღვას, რომლის სუნიც ძა-
ლების აღდგენისა და გადარჩენის სუნია. გადარჩენა სიჯიუტის
გამარჯვებაა, სულიერი გამძლეობაა, ამაღლებული სისულე-
ლეა, სწორედ ესაა ის, რაც აძლებინებს პოეზიას მაშინ, როცა
ბევრი რამ არსებობს, რასაც უნდა დაეცარიელებინა იგი. ყველა-
ფერი კი ერთ სიტყვაში ეტევა – „სამყარო“.
მაშ, ესაა ანტილის ხილული პოეზია – გადარჩენა.
თუ გსურთ, ჩასწვდეთ იმ დამამშვიდებელ თანაგრძნობას,
რომლითაც კუნძულებს ეპყრობოდნენ, დააკვირდით ანტილის
ტყეების შეღებილ გრავიურებს პალმებითა და ჩანჩქერებით.
მათ აქვთ ცივილიზებული წესიერება, ბოტანიკური ბაღებივის-
თვის დამახასიათებელი მოწესრიგებულობა, თითქოს ცა მინის
ჭერია, რომლის ქვეშაც კოლონიზებული მცენარეები და მათ
შორის გაყვანილი გზები რიგებად ჩამწკრივებულა. ხედები იმა-
ვე პათოსითაა გამსჭვალული, გრავიორის იარაღს ან ტოპოგრა-
ფის ფანქარს რომ ამოძრავებს. ირონიაა, მაგრამ სწორედ ამ პა-
თოსით არქმევენ ფელისითის მსგავს სოფლებს სახელებს.
საუკუნემ ამ მწვანე მიწას მცდარ შუქზე და მცდარი თვალით შე-
ხედა. ამგვარი სურათი კიდევ უფრო მოწყენილი და სევდიანია,
ვიდრე თავად ტროპიკები. შაქრის საფქვავებისა თუ ნავმისად-
გომების, ადგილობრივ სამოსში გამოწყობილი ქალების ეს დახ-
ვეწილი გრავიურები ისტორიის ნაწილია, იმ ისტორიისა, რომე-
ლიც ჯერ გრავიორის, მოგვიანებით კი ფოტოგრაფის მზერაში

743
მოხვდა. ისტორია სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა თვალით
უყურებს და აღიქვამს რეალობას. მას შეუძლია გადაარქვას სა-
ხელები ნოსტალგიიდან ექომდე. ისტორიას ძალუძს ტროპიკუ-
ლი სინათლის ბრწყინვალება პროზის ელეგიურ მონოტონურო-
ბად, კონრადის სასამართლოს ტონად, ტროპოლის სამოგ-
ზაურო ჟურნალებად გადააქციოს.
მოგზაურებს თავიანთი დაავადების ინფექცია ჩამოჰქონდათ.
ჩამომსვლელთა პროზამ აქაური პეიზაჟი მელანქოლიური გახა-
და, მას საკუთარი თავისადმი პატივისცემა დააკარგვინა. თი-
თოეული მცდელობა, არქიტექტურით დაწყებული, მუსიკით დამ-
თავრებული, იმიტაციამდე, კოპირებამდე, მიბაძვამდეა დამცი-
რებული. ფროიდის აზრით, რაკი ისტორია მიღწევებზეა დაფუძ-
ნებული და რაკი ანტილის ისტორია სისხლისღვრით, მონობითა
და დაპყრობებით გენეტიკურად ასე იყო დამახინჯებული და გა-
ფუჭებული, კულტურა აქ მიუწვდომელი იქნებოდა და გავერანე-
ბულ პორტებსა თუ შაქრის ფეოდალურ ნაკვეთებში ვერაფერი
შეიქმნებოდა. ამ მოსაზრებას არაფრად აგდებს არა მხოლოდ
ანტილის მთების სინათლე, არამედ ადგილობრივი მოსახ-
ლეობის უბრალო, ხალხური ენერგია და მრავალფეროვნება.
დადექი ახლოს ჩანჩქერთან და ვეღარ გაიგებ მის ხმას. ცხენები-
ვით XIX საუკუნეში ჩარჩენა, როგორც ბროდსკი ამბობდა, შე-
საძლოა არც ისე ცუდი ხვედრი იყოს. ანტილიში ცხოვრების
რიტმიც გასულ საუკუნეს მოგაგონებთ, დასავლური ინდური რო-
მანის მსგავსს.
ისეთ სიახლის მოყვარულ ავტორთანაც კი, როგორიც გრემ
გრინი გახლავთ, კარიბიელი ელეგიური პათოსითაა დახატული.
ამ გაუთავებელ ნაღველს ლევიშტრაუსი ტროპიკულ სევდას
უწოდებს, სადაც სიტყვა სევდა კარიბული მტვერისადმი, წვიმი-

744
სადმი, უსისტემოდ გამრავლებული მცენარეებისადმი, იმ ქალა-
ქების პროვინციული ამბიციისადმი დამოკიდებულებას ასახავს,
სადაც თანამედროვე არქიტექტურის სიუხეშეს პატარა სახლები
და მოხდენილი ქუჩები დაუჯაბნია. განწყობა გასაგებია – მე-
ლანქოლია, როგორც ინფექცია, როგორც მზის ჩასვლის ცხე-
ლება, როგორც ქოქოსის პალმის ოქროსფერი ფოთლები...
თუმცა რაღაც არის უცხო და საფუძველშივე მცდარი ისეთ სევ-
დასა და ავადმყოფურობაში, როგორსაც ინგლისელი, ფრანგი
ავტორები ან სხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი მწერლები აღწე-
რენ. ყოველივე დაკავშირებულია სინათლის და იმ ხალხის ბო-
ლომდე ვერგაგებასთან, ვისაც ეს შუქი ეცემა.
ეს მწერლები აღწერენ ჩვენი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ქა-
ლაქების ამპარტავნებას, ამბიციებს, თუმცა კარიბული ქალაქის
მშენებლობა შეიძლება დასრულდეს იქ, სადაც ის თავის საკუ-
თარ მასშტაბებს დააკმაყოფილებს, ისევე, როგორც კარიბული
კულტურა, რომელიც ევოლუციის პროცესში კი არ არის, არამედ
უკვე ჩამოყალიბებულია. ქალაქის პროპორციებს ვერც ჩამოსუ-
ლი მოგზაურები განსაზღავენ და ვერც ემიგრაციაში წასულები,
არამედ მისი მკვიდრნი და მისივე არქიტექტურა. ასეთი პასუხია
საჭირო მათი მისამართით, ვინც გვეუბნება, რომ თქვენ ჯერ არ
ხართ ქალაქი და ჯერ არ ხართ კულტურა. მე არა ვარ თქვენი ქა-
ლაქი და თქვენი კულტურა. ყოველივე ამის შემდეგ ტროპიკული
სევდაც შესაძლოა ნაკლები იყოს.

ამ კათედრიდან სიხარულით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი


მიწა და ისტორია „ბოლოს და ბოლოს“ ცნეს. ბოლოს და ბოლოს
– ასე ჰქვია კარიბიზე დაწერილ ერთერთ პირველ წიგნს, რომ-
ლის ავტორია ვიქტორიანელი მოგზაური ჩარლზ კინგსლი. ეს

745
გახლავთ ანტილისა და მისი ხალხის ინგლისურ ლიტერატურა-
ში გამოჩენის ერთერთი ადრინდელი მცდელობა.აარასოდეს წა-
მიკითხავს ეს წიგნი, მაგრამ ვფიქრობ, მისი ტონი კეთილგაწყო-
ბილი იქნება. ანტილის არქიპელაგის შესახებ წერდნენ ტრო-
ლოპი და პატრიკ ლეიფერმორსი, მაგრამ ამას ისე აკეთებდნენ,
როგორც მე აღვწერდი სოფლის წარმოდგენას ფელისითიში,
როგორც თანაგრძნობით სავსე აუტსაიდერი, რომელიც ცდი-
ლობს, გაერთოს, თუმცა სანახაობის მოწონების მიუხედავად
დისტანცირებულია, რეალურად შორს არის ინდოელთა სოფ-
ლისაგან. შეუძლებელია იმის შეყვარება, რაც დაფარულია.
მოგზაურს ვერ ეყვარება, რადგან სიყვარული სტატიკურია, მოგ-
ზაურობა კი მოძრაობას გულისხმობს. თუ ადამიანი დაუბრუნდე-
ბა იმას, რაც უყვარს, თუ თავის მიწაზე დარჩება, ის აღარ იქნება
მოგზაური, არამედ ერთ ადგილზე დასახლებული, მობილიზებუ-
ლი და კონცენტრირებული, დედამიწის ამ ნაწილზე შეყვარებუ-
ლი ადგილობრივი მცხოვრები. ბევრი ამბობს, რომ უყვარს კა-
რიბი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ინახულებს
ამ მიწას, მაგრამ აქ არასოდეს დარჩება, ვერ იცხოვრებს. ეს
ჩვეულებრივი მოგზაურის ჩვეულებრივი განცდაა. საუკეთესო
შემთხვევაშიც კი ტურისტი გამვლელად რჩება. ვიქტორიანულმა
პროზამ პატივი მიაგო ჩვენს კუნძულებს, თუმცა მათი სილამაზე
შვებულების დამთავრებისთანავე დავიწყებას მიეცა.
ალექსის ლეჟე, რომლის ფსევდონიმი სენ ჟონ პერსი იყო,
პირველი ანტილელი გახლდათ, ნობელის პრემია რომ დაიმსა-
ხურა პოეზიაში. ის გვადელუპაში დაიბადა და წერდა ფრანგუ-
ლად, თუმცა არაფერია ისეთი სუფთა და ხალასი გრძნობით სავ-
სე, როგორც მისი ბავშვობისდროინდელი ლექსები, როცა ის ან-
ტილელი პლანტაციების მფლობელის პრივილეგირებული თეთ-

746
რკანიანი შვილი იყო. პერსის პირველ პოეტურ კრებულებში
„Pour Feter une Enfance“, „Eloges“ და „Iმაგეს ა ჩრუსოე“ რო-
გორც იქნა, შეაღწია პირველმა ნიავმა, პალმის ხეების ხმებმა და
ყავის არომატივით დატრიალდა.
კარიბულ გენიას მიესაჯა, საკუთარ თავს დაპირისპირებოდა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერსის გახსენებით ვიხსენებთ პლან-
ტაციების ძველ სისტემას, ტერასებს და მულატ მოსამსახურეებს,
ფრანგულ ენას თეთრ ტროპიკულ ქუდში, მფარველების რიტო-
რიკასა და ქედმაღლობას. პერსს საკუთარი წარმომავლობაც
რომ უარეყო – დიდ მწერლებს ხომ ახასიათებთ ერთგვარი ახი-
რება, მიჩქმალონ საკუთარი წარმომავლობა – ჩვენ ვეღარ ვიტ-
ყვით მასზე უარს, რადგან უკვე გვყავს აფრიკელი ემე სეზერი. ეს
არ არის თავშესაფარი, ეს პოეზიის ირონიული რესპუბლიკაა.
და მაინც, როდესაც მზის ჩასვლისას პალმების დიდი ფოთლების
რხევას ვუყურებ, მგონია, ისინი პერსს კითხულობენ ხმამაღლა.
პერსის კეთილსურნელოვანი, პრივილეგირებული პოეზია,
რომელიც პოეტმა თეთრი ბავშვობის და ფელისითის მუქკანიან
მშვილდოსნებთან ჩაწერილი მუსიკის სამახსოვროდ შექმნა,
მასში ასახული პალმები და ანტილის ცა მეც მაღელვებს, იმავე
სიამაყეს ვგრძნობ ლექსებსა და სახეებში. რატომ არ უნდა იყოს
ანტილის ეს ისტორია ასეთი ღირსშესანიშნავი და მნიშვნელო-
ვანი? მსოფლიოს ისტორია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ევროპას
ვგულისხმობთ, ტომთაშორისი დაპირისპირებებისა და ეთნიკუ-
რი წმენდის გრძელი ჯაჭვია. როგორც იქნა! გამოჩნდა კუნძულე-
ბი, რომელზეც არაფერი დაუწერიათ, მაგრამ, რომელმაც საკუ-
თარი თავი დაწერა. პალმები და მუსლიმური მინარეთები ანტი-
ლეს აღფრთოვანების საგანია. როგორც იქნა! გვადელუპეს სა-
მეფო პალმები ზეპირად ამბობენ ელეგიებს.

747
მოგვიანებით გამოსულ კრებულში – Anabase – პერსმა წარ-
მოსახვითი ეპოსის ფრაგმენტები მოაგროვა – გრანდიოზული
ჭიშკარი თეთრი კბილებით, უნაყოფო დაბლობები შხამიანი ტბე-
ბით და ცხენოსნები უდაბნოს ქვიშის ქარებში, და ეს ყველაფერი
გრილი კარიბული დილის ნაცვლად. თვალნათლივია კონტრას-
ტი, ერთი მხრივ, ფელისითის მუქკანიან მშვილდოსან ბიჭებს –
საკრალურ ტექსტს რომ უსმენენ დროშებით მორთულ მინდორ-
ში, რომელიც სპილოებითა და ღვთაებების ქანდაკებებითაა
სავსე, და მეორე მხრივ, გვადელუპეში მცხოვრებ თეთრკანიან
ბავშვს შორის, რომელიც საკუთარი ეპოსის ფრაგმენტებს აგრო-
ვებს ანტილის ცაზე, ლერწმის მინდვრებში, თავისი მამულების
ეტლებიდან და რქოსანი საქონელიდან, ბამბუკის ფოთლების
კალიგრაფიიდან, ისეთი უძველესი ენებიდან, როგორიცაა ინ-
დური, ჩინური, არაბული. რამაიანადან ანაბასისამდე, გვადე-
ლუპედან ტრინიდადამდე არსებული მთელი არქეოლოგიური
მასალა აფრიკის დამხობილი სამეფოებიდან, სირიიდან თუ ლი-
ბანიდან მიწაში კი არ არის მიმოფანტული, არამედ ჩვენს
ხმაურიან, უწესრიგო, უბრალო, ხალხურ ქუჩებში.
სუსტთვალებიანი ბიჭი ეგეოსის ყურის ლივლივა წყალზე მის-
რიალებს. მისი მოძრაობა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქმე-
დება ილიადასა და ოდისეას მოგაგონებთ. მეორე ბავშვს ბამბუ-
კის მშვილდები მიაქვს სოფლის ფესტივალზე, სხვა კი პალმების
შრიალს უსმენს მზის ამოსვლისას. სწორედ ამ ხმებიდან, რომე-
ლიც ტომობრივი მითოლოგიის ფრაგმენტებს შეიცავს, პერსის
ეპოსის შეზღუდული ექსპედიცია იწყება ისე, რომ საუკუნეები და
არქიპელაგები გათვალისწინებული არ არის. თითოეული
პოეტისთვის ყოველთვის დილაა ამ სამყაროში. ისტორია და-
ვიწყებული, უძილობით დატანჯული ღამეა. ისტორია და სტი-

748
ქიური თრთოლვა ყოველთვის ჩვენი საწყისია. პოეზიის ბედის-
წერა სამყაროს შეყვარებაა ისტორიული ქარტეხილების მიუხე-
დავად.
გასაგებია ზეიმის, დღესასწაულის ნამდვილობა, წარმატების
აღნიშვნა, როდესაც მწერალი იმ კულტურის განთიადის მოწმე
ხდება, რომელმაც საკუთარი თავი უნდა გამოკვეთოს. თვითგან-
საზღვრის ამგვარ გარიჟრაჟს, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო-
ზე, მზის ამოსვლის რიტუალი ამშვენებს. ასეთ ვითარებაში სა-
ხელწოდება „ანტილი“ ჟღერს, როგორც კამკამა წყალი. ფოთ-
ლების, პალმების, ჩიტების ხმა ადგილობრივი ენის, სუფთა
დიალექტის ბგერებია. პერსონალური ლექსიკა, ინდივიდუალუ-
რი მელოდია, რომლის საზომი კონკრეტული ბიოგრაფიაა, უერ-
თდება ამ ბგერებს და მთელი სხეული ისე მოძრაობს, როგორც
მოსიარულე, ახლად გამოღვიძებული კუნძული.
აი, ამგვარი წყალობა აღინიშნება ზეიმით, ახალი ენა, ახალი
ხალხი... ადგილი აქვს შიშნარევ მორჩილებას.
აქ მე მათი სახით თუ არა, მათი სახელით მაინც ვდგავარ, მა-
თი დიალქეტების სახელითაც, რომლებიც ისე გამოიცვალეს,
როგორც ხე იცვლის ფოთლებს. ფოთლების სახელები – მწვანე,
დრეკადი... – ლ

aurier canelles, boisflot, boiscanot, მინდვრების სახელები –


Fond St. Jacques, Matoonya, Forestier, Roseau, Mahaut ან და-
ცარიელებული სანაპიროების სახელები –

L’Anse Iვროგნე, ჩასე ენ ბას, პარადის – მაშინ, როდესაც ყველა


სიმღერა და ისტორია ადგილობრივ სალაპარაკო ენაზეა და არა
ფრანგულად.

749
ზოგიერთი ისე აღიზარდა, რომ პარალელურად ორი ენა ეს-
მოდა – ხეების ენა და იმ სკოლის ენა, სადაც ბავშვებს ინგლისუ-
რად უნდა დაესწავლათ:

I ამ მონარცჰ ოფ ალლ I სურვეყ,მყ რიგჰტ ტჰერე ის ნონე ტო


დისპუტე;ფრომ ტჰე ცენტრე ალლ როუნდ ტო ტჰე სეაI ამ ლორდ
ოფ ტჰე ფოწლ ანდ ტჰე ბრუტე.ოჰ, სოლიტუდე! წჰერე არე ტჰე
ცჰარმსთჰატ საგეს ჰავე სეენ ინ ტჰყ ფაცე?ბეტტერ დწელლ ინ
ტჰე მიდსტ ოფ ალარმს,თჰან რეიგნ ინ ტჰის ჰორრიბლე პლაცე
...
[მე ვარ ყველაფრის მბრძანებელი, რასაც ჩემი თვალი სწვდე-
ბა,
არავის შეუძლია ჩემი უფლება სადავო გახადოს;
ცენტრიდან მოყოლებული ზღვის ჩათვლით
ვარ ფრინველებისა და ცხოველების ბატონი.
ო, მარტოობავ! სად არის მომხიბვლელობა,
ბრძენკაცებმა რომ ნახეს შენში?
სჯობს ბრძოლის განგაშში ყოფნა
ამ საშინელი ადგილის მართვას...]
მაშინ, როცა სოფლელი გოგონა სახელად სენსენი ხელნაკე-
თი ვიოლინოს, ჩაკჩაკისა და თხის ტყავისგან გაკეთებული და-
სარტყამი ინსტრუმენტის თანხლებით იმავე საზომის სიმღერას
მღეროდა:

Si mwen di ‘ous ça fait mwen la peine‘Ous kai dire ça vrai.


რომ მეთქვა, ეს ტკივილს მანიჭებსმეთქი,
მეტყოდი, მართალიაო.Si mwen di ‘ous ça pentetrait
mwen‘Ous peut dire ça vrai
750
რომ მეთქვა, ჩემი გული განგმირემეთქი,
მეტყოდი, მართალიაო.

Ces mamailles actuellementPas ka faire l ‘amour z’autres pour


un rien.
დღეს აღარავის უყვარდება ერთმანეთი
არაფრის გამო.
ეს ისტორია მზის ამოსვლით ვერ გაქრება, რადგან ის თვით
ანტილის გეოგრაფიაში, მის მცენარეებშია ფესვგადგმული.
ზღვა ტირის და ღელავს აფრიკიდან წამოყვანილი მილიონობით
ადამიანის გამო, რომლებიც ევროპიდან ამერიკაში გადაჰყავ-
დათ და ტყვეებად ჰყიდდნენ, რასაც აბორიგენი მოსახლეობის
უმოწყალოდ ხოცვა ემატებოდა. ზღვის მოქცევასაც კი არ ძა-
ლუძს აფრიკული ხსოვნის ამოშლა. შაქრის ლერწმები, რო-
გორც დატყვევებული აზიელების შთამომავლების – ფესილი-
თის მოსახლეობის მწვანე ციხე, კვლავ ემსახურება დროს.
აი, რას ვკითხულობდი ჩემი პატარაობიდან, იმ პერიოდიდან,
როდესაც განსაკუთრებული მონდომებით დავიწყე ლექსების წე-
რა. ხისმჭრელების მუქწითელი ხეები, დათხუპნული სახე, ნახში-
რის სანთურები, კაცი მხარზე ჯვარედინად გადაკიდებული
ხმლით, რომელიც სანაპიროზე დგას ხაკისფერ უსახელო ძაღ-
ლთან ერთად; მეორეს თბილი ტანსაცმელი ჩაუცვია დილით,
რადგან როცა ადგა, ჯერ კიდევ ბნელოდა და ციოდა, და წავიდა
თავის ბაღში მაღლობზე, რომელიც მილებითაა მისი სახლიდან
დაცილებული. აღარაფერს ვამბობ მეთევზეებზე, ლაქიებზე,
სულ რომ ოხრავენ უკმაყოფილოდ. დღეს აფრიკული ფრაგმენ-
ტები თავისთავადობით, მხოლოდ ოდნავ სახეცვლილი, კუნძუ-
ლებშია ფესვგადგმული. ეს ადამიანები წერაკითხვის უცოდინ-

751
რები არიან ისევე, როგორც ფოთლები. მათ არ იციან კითხვა,
სხვამ უნდა წაიკითხოს ისინი და თუ სრულყოფილად წაიკითხა-
ვენ, დაინახავენ, რომ ეს ხალხი საკუთარ ლიტერატურას ქმნის.
თუმცა ჩვენს ტურისტულ ბროშურებში კარიბი ცისფერი
აუზია, რომელშიც რესპუბლიკა თავისუფლად აქანავებს ფლო-
რიდის გამოშვერილ ფეხებს, როგორც გაბერილი რეზინის კუნ-
ძულებს. აი, როგორ ყიდიან კუნძულები თავიანთ თავს გამოუვა-
ლი სირცხვილისაგან. ეს არის იდენტობის სეზონური რღვევა. ეს
მხიარული გამეორება ერთი და იმავე ტიპის მომსახურებისა,
რომელსაც ვერ განასხვავებ კუნძულიდან კუნძულზე გადასვლი-
სას, გემების დაბინძურებული სადგომები, მიწა, რომელზეც მი-
ნისტრები მართავენ მოლაპარაკებებს. ყოველივე ამას თან ახ-
ლავს ბედნიერი საათის მუსიკა და ღიმილი. რას ნიშნავს მი-
წიერი სამოთხე აქ ჩამომსვლელთათვის? ორი კვირა წვიმის გა-
რეშე და მაჰაგონის რუჯი. მზის ჩასვლისას კი ადგილობრივი
მომღერლები ჩალის ქუდებითა და ყვავილებიანი პერანგებით
უკანასკნელი ძალების გამოლევამდე იმღერებენ „ყვითელ
ჩიტს“ და „ნავის სიმღერას“. ეს უფრო ფართო ტერიტორიაა,
ვიდრე რუკაზეა შემოსაზღვრული – უსაზღვრო ზღვა და ყველა-
ფერი ის, რაც მას ახსოვს.
მთელი ანტილი, მისი თითოეული კუნძული ხსოვნის, მახსოვ-
რობის ძალისხმევაა. ყოველი ნააზრევი, ყოველი რასის ბიოგ-
რაფია დავიწყების ბურუსითაა მოცული. მზის შუქი ალაგალაგ
მოჩანს ნისლში და უეცრად გაჩენილ ცისარტყელებს შორის. ეს
სინათლე იმ ანტილელების წარმოსახვის ძალისხმევას მოგაგო-
ნებთ, რომლებმაც ხელახლა, რუდუნებით აღმართეს ღმერთები
ბამბუკებისგან.

752
არუს კუნძულების უკანსვლა ანტილის ისტორიის ჩამონ-
გრეული ჭერია. და უსაფრთხო დაავადება, რითაც ტურიზმმა შე-
იძლება დააავადოს კუნძულის ყველა ხალხი არა თანდათანო-
ბით, არამედ წარმოუდგენელი სისწრაფით, ვიდრე გუანოთი გა-
თეთრებული თითოეული ნატეხი კლდისა თეთრ სასტუმროდ,
პროგრესის თაღად არ გადაიქცევა.
სანამ ყველაფერი არ გამქრალა, სანამ რამდენიმე ხეივანი
შენარჩუნებულია, სანამ წინსვლა და განვითარება ყველა ხე-
ლოვანს ანთროპოლოგისტად და ფოლკლორისტად არ აქცევს,
ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომლებსაც მოვლაპატრონო-
ბა სჭირდება. ისინი არ წარმოადგენენ იდეების ექოს, ჯერ არ
ემუქრებათ ცვლილებების საფრთხე. ეს გახლავთ არა ნოსტალ-
გიური ხედები, არამედ შემოფარგლული სიწმინდეები, ისეთივე
უბრალო, როგორც მზის შუქი. იშვიათი სილამაზის ადგილებს
ემუქრებათ პროზა, ბულდოზერით გადათხრა, ნუშის ხეებს – ტო-
პოგრაფის საზომით გადაზომვა, მთის დაფნას – დაავადება.
უკანასკნელი ეპიტაფია: სუფრიერის გარეუბანში, მინდორში
დიდი ეკლესიის ქვაა. გორაკებს სახლები თითქოს ყავისფერ
მდინარესთან მიუყრიათ, მზე ირეკლება პრიალა ფოთლებზე. არ
შეიძლება აქ ინვესტიცია ჩადო და ეს ადგილი გადაყლაპო, მისი
ხსოვნა მოსპო. კვირაობით აფრიკელი ბავშვები ჩვეულებრივი
ბეტონის კიბეებით ჩამოდიან ეკლესიაში. ბანანის ფოთლები
ბრწყინავს. ეზოში სოფლის ბოსტნეული იყიდება, მოხუცი ქალი
ბარბაცით მიდის ტაძრის შესასვლელისკენ. ეს ის ადგილია, სა-
დაც ნამდვილი ფრესკა დაიხატებოდა, შესაძლოა არც ისეთი
მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაღდი რწმენით, რუკისა და ისტორიის
გარეშე.

753
რა სწრაფად შეიძლება გაქრეს ეს ყველაფერი?! რაღაც გვი-
ბიძგებს, წავიდეთ იქით, სადაც ვიმედოვნებთ, რომ არის ხელუხ-
ლებელი ადგილები, იდუმალი სიმწვანე სადღაც, დანგრეული
გზის ბოლოს, არის ხელუხლებელი სანაპიროები უბრალო მე-
თევზეებით და არა სასტუმროებით, მისი მკვიდრი მოსახ-
ლეობისთვის კარიბი არ არის იდილიის ადგილი. ამ მიწიდან
ისინი ორგანულად იღებენ მამოძრავებელ ძალას, ენერგიას,
როგორც ხეები. აქაური გლეხები და მეთევზეები იმისთვის კი არ
არიან აქ, რომ შეგიყვარდეს ისინი ან სურათი გადაუღო მათ.
გლეხები არიან დანამული, გაოფლილი ხეები, რომელთა ქერქი
გაჯერებულია მარილით. თუმცა ყოველდღე რომელიმე კუნ-
ძულზე ბიზნესმენებს დიდ გადასახადებს აკისრებენ და ამასთან,
ზღვას, პიკანტურ დაფნასა და მთებზე შეფენილ ფესვიან ხეებს
აბინძურებენ. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დილას მთავრობამ
იკითხოს, რა მოუვიდა არა მხოლოდ ტყეებსა და ყურეებს, არა-
მედ ანტილის მთელ ხალხსო.
აი, აქ არიან, ისევ დაბრუნდნენ სახეები, კორუმპირებული ან-
გელოზები, გადაგლესილი შავი კანითა და სიხარულისგან გა-
ფართოებული, თეთრი თვალებით. ასეთივე ანთებული თვალე-
ბი ჰქონდათ რამლეელას მონაწილე აზიელ ბავშვებსაც; ორი
სხვადასხვა რელიგია, ორი სხვადასხვა კონტინენტი, ორივე ავ-
სებს გულს ტკივილით, რომელიც სიხარულია.
მაგრამ რა არის სიხარული შიშის გარეშე? ეგოიზმით, თავ-
მოყვარეობით გამოწვეული შიში, როცა აქ მსოფლიო ყურადღე-
ბის ცენტრში ვარ მოქცეული მე და არა ისინი, მსურს, მათი უბ-
რალო, პრიმიტიული სიხარული დაუზიანებლად მოვიტანო
თქვენამდე არა იმიტომ, რომ ის ზედმეტად ნაივურია, არამედ
იმიტომ, რომ ნამდვილია. ის ისეთივე ნაღდია, როგორც პერსმა

754
გაიგონა მცირე აზიაზე დაწერილი საკუთარი ეპოსის ფრაგმენ-
ტები მოშრიალე პალმებში, რომ აზიის შუაგულში წარმოსახვები
ხეტიალობენ, რომლებიც ჩვენი მოდგმის კოლექტიურ მახსოვ-
რობას უპირისპირდებიან. ეს სიხარული ისეთივე ნამდვილია,
როგორც იმ პატარა ბიჭის კმაყოფილება, ბამბუკის მშვილდს
რომ ისროდა ფელისითის დროშებით მორთულ მინდორში. ახ-
ლაც ისეთივე სიამოვნებისმომგვრელია სიხარული და ისეთივე
კურთხეულია შიში, როგორც პატარა ბიჭისა, თავისი სახელ-
მძღვანელო რომ გადაშალა, სადაც ჩარჩოში საგანგებოდ გა-
მოკვეთილი ლექსი გაურკვევლობით კურთხეული კუნძულის
მთების სინათლეს შეიცავს.

755
ტონი მორისონი

სიტყვათქმნადობა – ამაღლებული პროცესი

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედაბერი, ბრმა, ოღონდ


ბრძენი“... თუმცა ეგებ დედაბერი კი არა, სულაც მოხუცი, ვინმე
გურუ ან ექიმბაში, მოტირალ ბავშვებს რომ ამშვიდებს. ამგვარი,
ან თუ მსგავსი მონათხრობი, მრავალი ხალხის ცნობიერებაში
არსებული, არაერთგზის მომისმენია.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედაბერი, ბრმა, ბრძენი“...
ჩემთვის ცნობილი ვარიანტით, დედაბერი მონების ქალიშვი-
ლი გახლდათ, ამერიკელი ზანგი, და განმარტოებით ცხოვრობ-
და პატარა სოფლურ სახლში. მის სიბრძნეში ეჭვი არავის ეპარე-
ბოდა. თავის ხალხში სანიმუშოდაც ითვლებოდა და, იმავ-
დროულად, გამონაკლისადაც აღიქმებოდა. მოკრძალება და
რიდი, რასაც იგი მეზობლებში აღძრავდა, ფართოდ გახმიანდა,
უწია ქალაქსაც, სადაც სოფლელი წინასწარმეტყველების სიბ-
რძნე, როგორც წესი, გაუგებრობადაა მიჩნეული.
ერთხელ ამ ქალთან მისი ნათელმხილველობის მითის გასა-
ფანტავად და იმ ზრახვით, რათა ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი
ეს გაუგებრობაა, მოზარდები მივიდნენ. მათი გეგმა ერთობ მარ-
ტივი გახლდათ: შესულიყვნენ მასთან სახლში და ისეთი კითხვა
დაესვათ, რაზეც, მათი ღრმა რწმენით, მოხუცს არ ძალუძდა პა-
სუხის გაცემა, რადგან ბრმა იყო. ისინი დედაბრის წინ შედგნენ
და ერთმა თქვა: „მე ხელში ჩიტი მიჭირავს, გვიპასუხე, ცოცხა-
ლია ის თუ მკვდარი?“

756
დედაბერმა შეკითხვაზე არაფერი უპასუხა. იგი ბრმა იყო და
ვერ ხედავდა სტუმრებს, მით უფრო, არ უწყოდა, თუ რა ეკავათ
ხელში. მან არ იცოდა მათი ვინაობა, სადაურობა, გვარტომობა,
მათი სახის ფერი, ოღონდ კი მიუხვდა განაზრახს.
დედაბერი ხანგრძლივად დუმდა და მოზარდებმა სიცილი ვე-
ღარ შეიკავეს.
ბოლოს და ბოლოს მან იწყო უბნობა – ხმადაბლა, ოღონდ
დაჯერებით:
– არ ვიცი... არ ვიცი, ჩიტი ცოცხალია თუ მკვდარი, მაგრამ
ვუწყი, ის თქვენს ხელშია, ის თქვენს ხელშია.
დედაბრის პასუხი ასეთ რამეს გულისხმობდა: თუკიღა ჩიტი
მკვდარია, მაშასადამე, ის ან მკვდარი იპოვეთ, ან თქვენ თვით
მოკალით, ხოლო თუ ცოცხალია, თქვენ ძალგიძთ მისი მოკვდი-
ნება, ჩიტის სიცოცხლე თქვენს ხელშია. ნებისმიერ შემთხვევაში
ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
მოზარდებს, რომელთაც ეწადათ საკუთარი ძალმოსილებისა
და დედაბრის უძლურების დემონსტრირება, მიანიშნეს, რომ
მათ აძევთ პასუხისმგებლობა მოხუცი ადამიანის მასხრად აგდე-
ბისა და სიცოცხლის პატარა მწიკვის მიმართაც, რისი სამსხვერ-
პლოზე მიტანისათვის ისინი მზაობას ამჟღავნებდნენ, ოღონდ კი
საკუთარი მიზნისათვის მიეღწიათ. ბრმა დედაბერმა საუბარი
ძალმომრეობის შესახებ გადაიტანა იმათზე, ვისაც ძალმომ-
რეობა მოაქვს მზისქვეშეთში.
აზრი შესახებ იმისა, თუ რას გულისხმობს ჩიტი ხელში (მე არ
ვგულისხმობ მის მოკვდავ სხეულს), ხშირად მომსვლია ფიქრად
და ახლაც დამეუფლა, როდესაც ჩემ შესახებ და ჩემი შემოქმე-
დების ირგვლივ ვფიქრობ ხოლმე, რის გამოისობითაც მე აქ აღ-
მოვჩნდი. ნება მიბოძეთ, ჩიტად ენა ვიგუმანო, ხოლო დედაბერი

757
– მწერლად. მოხუცს აწუხებს ის, რომ ენა, რომელზეც იგი აზ-
როვნებს, მეტყველებს და რომელიც დღიდან დაბადებისა მისი
საკუთრებაა, ვიღაცის მსახურად ქცეულა, წაურთმევიათ მის-
თვის რაღაც მზაკვრული მიზნით. რაკიღა მწერალია, იგი ენას
წარმოისახავს ვითარცა სისტემას, ნაწილობრივ – ვით ცოცხალ
არსებას, რაც ემორჩილება მწერალს, მაგრამ პირველ რიგში –
ვითარცა ქმედებას, რაც იწვევს სათანადო შედეგებს. ამის გამო
კითხვა, რომელსაც დედაბერს უსვამენ მოზარდები: „ცოცხალია
ის თუ მკვდარი?“ მისთვის აზრს მოკლებული არაა, რამეთუ იგი
ენას ისეთ რამედ მიიჩნევს, რაც შეიძლება დაიღუპოს, რისი დაქ-
ვემდებარებაც შეიძლება და რისი გადარჩენაც მხოლოდ ნების-
ყოფის დაძაბვითაა შესაძლებელი. დედაბერი დარწმუნებულია,
რომ თუკი ჩიტი, სტუმრის ხელში მყოფი, მკვდარია, ამის გამო
პასუხისმგებელი თვით იგია. მისთვის მკვდარი ენა არაა მხო-
ლოდ უბრალოდ ენა, რომელზეც აღარ საუბრობენ და აღარ წე-
რენ, არამედ ბერწი ენაა, საკუთარი დამბლობით მოხიბლული.
ისევე როგორც ნებისმიერი სტატიკური ენა, ის ზედამხედვე-
ლობს და მასზე ზედამხედველობენ. მას, შეუბრალებელს საზო-
გადოებრივ ცხოვრებაში, არ გააჩნია სხვა ვნება, სხვა მიზანი
იმის მიღმა, რომ იმყოფებოდეს ნარკოტიკულ ნარცისიზმში, მო-
სილი საკუთარი გამორჩეულობით, თავისი გაბატონებული
მდგომარეობით. მას ხელეწიფება გონების მოდუნება, სვინდი-
სის ჩახშობა, ადამიანური შესაძლებლობების დათრგუნვა. ის
უტყვია მისკენ მიმართული კითხვებისადმი, არ ძალუძს ახალი
იდეების წამოჭრა და მათი წაქეზება, არ შეუძლია აღიქვას ახა-
ლი აზრები, მოყვე ახალი ისტორიები, შეავსოს არსებული სიცა-
რიელე. ოფიციალური ენა, მოწოდებული უმეცრებისა და სო-
ციალური პრივილეგიების წინააღმდეგ, გამოიყურება წრთობილ

758
და ბზინვარე ფოლადად, მაგრამ ეს მხოლოდ გარსია, რაინდუ-
ლი მასში დიდი ხანია აღარაფერია. ასეთია ენა: მუნჯი, მტაცებე-
ლი, სენტიმენტალური, ენა, რომელიც იწვევს მოწაფეთა რევე-
რანსს, აძლევს თავშესაფარს დესპოტებს, აყალიბებს ილუზიებს
საზოგადოებაში სტაბილურობისა და ჰარმონიის ირგვლივ. დე-
დაბერი დარწმუნებულია, რომ თუკი ენა განქარდება – უზრუნვე-
ლობის, უგულისყურობის, უპატივცემულობის, გულგრილობისა
გამო – ან თუ როდესაც მას დეკრეტით აუქმებენ, არათუ მხო-
ლოდ ის, არამედ ყველანი, ვინაც ამ ენაზე საუბრობს, მეტყვე-
ლებს, ვინც ქმნის მას, ერთნაირად პასუხისმგებელი არიან მისი
გადაშენების გამო. მათ ქვეყანაში ბავშვებმა ენა გადაყლაპეს და
უბნობა იწყეს, უბნობა ტყვიებით იმის სანაცვლოდ, რომ არ წაეყ-
რუებინათ ენაჩლუნგობა, არ დაეკრათ კვერი დამახინჯებული და
დამასახიჩრებელი მეტყველების მიმართ, გაფრთხილებოდნენ
ენას, რომელზეც მოზრდილები უკვე აღარ კამათობენ, არ ასწავ-
ლიან, მით სიყვარულს აღარ უხსნიან ერთურთს. დედაბრისათ-
ვის ცხადი ხდება, რომ არა მხოლოდ ბავშვები ღუპავენ ენას.
ესაა გზა, ჩვეულებრივი ინფანტილურ პოლიტიკოსთათვის და
მძლავრი ვაჭრუკანებისათვის, ვისი ღატაკი, უსახური ენა უძლუ-
რია გამოხატოს ის, რაიც შემორჩათ ადამიანური ინსტინქტები-
დან, რამეთუ ისინი ესაუბრებიან მხოლოდ იმათ, ვინც მორჩი-
ლია, თანაც იმისათვის, რომ აიძულონ, მორჩილნი იყვნენ.
ენის სისტემატური ძარცვის განსაკუთრებული ნიშანია მოსა-
უბრეთა მიერ უარის თქმა მერყევ, რთულ, მემკვიდრეობით მო-
წეულ დამხმარე თავისებურებებზეა, საფრთხისა და იძულები-
თობის სახელით. მაიძულებელი ენა არა მხოლოდ საკუთრივ ძა-
ლადობას გამოსახავს, არამედ თვითაა ძალადობა; ის არა მხო-
ლოდ ამჟღავნებს შემეცნების სამანებს, არამედ შემოსაზღვრავს

759
კიდეც ცნობიერებას, იყოს ეს თუგინდ მოფილოსოფოსო პოლი-
ტიკური ენა, ან თუ ენა – მულიაჟი მასობრივი გამოტვინების სა-
შუალებებისა; იქნება ის თვითდაჯერებული, მაგრამ გაქვავებუ-
ლი აკადემიური ენა ან მანიპულაციებისათვის გამიზნული სა-
მეცნიერო ჟარგონი, არაზნეობრივი კანონების დამღუპველი
ენა, ან თუ ენა, გამიზნული უმცირესობის იზოლაციისათვის, თა-
ვის რასისტულ სარგებელს რომ მალავს გამობერილ ლიტერა-
ტურულ ყბებში – ყველაფერი ეს უნდა იქნეს მხილებული, უკუგ-
დებული, გადაკეთებული. ესაა ენა სისხლისმსმელი, მოსილი
წყლულებით, ენა, რომელიც ფაშისტურ ჩექმებს ხაბარდული
რესპექტაბელურობისა და პატრიოტიზმის ნიღბით უხილავს
ხდის, ფსკერისაკენ მიემართება და თან ითრევს გონებას. სექ-
სტანტური ენა, რასისტული ენა, თეისტური ენა – ყველა ეს,
მეუფეობის ენები – ჩვენთვის შეუცნობლად ანგრევენ რაღაცას,
თრგუნავენ იდეათა თავისუფალ მიმოქცევას.
დედაბერი დარწმუნებულია, რომ მისი მოსაზრება ვერ დაარ-
წმუნებს ვერც ინტელექტუალურ დაქირავებულს, ვერც დიქტა-
ტორს, ვერც გამყიდველ პოლიტიკოსს, ვერც თვალთმაქც ჟურ-
ნალისტს. არის და იქნება აღმგზნები ენა, რომლის მიზანია, იყო-
ლიოს მოქალაქეები მზაობაში, მოკლას და დაღუპოს საზოგა-
დოებრივ პარკებსა და სასამართლოებში, საფოსტო განყოფი-
ლებებსა და სპორტულ მოედნებზე, საძინებლებსა და ბულვა-
რებში; – მოსასოე, პათეტიკური ენა, რომელიც ყველასაგან ფა-
რავს ტკივილსა და უსარგებლო ამაოებით სიკვდილს. არის და
იქნება დიპლომატიური ენა, რომელიც წამქეზებელია ძალადო-
ბისა, ტანჯვაწამებისა, დასჯისა. არის და იქნება ენა მაცდუნებე-
ლი, გამხრწნელი, მოწოდებული ქალთა მიხრჩობისათვის, მათ
ხმას რომ ახშობს, – ასე სტენიან ბატის შიგთავსს ბატისავე პაშ-

760
ტეტით; ენა პოლიტიკისა და ისტორიისა, მილიონობით ხმაჩაკ-
მედილი მოქალაქეების ტანჯვას რომ მოითვლის; ენა, რომელიც
უკმაყოფილების გრძნობას მეზობლის მიმართ აგრესიად აქ-
ცევს; ქედმაღალი, ფსევდოიმპერიული ენა, შემოქმედებითი წყე-
ბის ხალხს რომ შეამწყვდევს არასრულფასოვნებისა და სასო-
წარკვეთის უჯრედებში.
მიუხედავად ყოველივე ამ ენამზეობისა, მომხიბვლელობისა
და წიგნიერი ასოციაციისა, თუნდაც იყოს ის ამაღელვებელი და
მაცდუნებელი – ამგვარი ენის გული ოდნავ ფეთქავს, ან სულაც
გაჩერებულია: ჩიტი მკვდარია.
დედაბერი ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ინტელექ-
ტუალური ისტორია ცოდნის ნებისიმიერი დარგისა, რომ არ შე-
ხებოდა მას სივრცისა და დროის დაცარიელება, რითაც დავა-
ლებულნი ვართ რაციონალიზმისა და ბატონობისაკენ სწრაფვი-
საგან.
ბაბილონის გოდოლის ისტორიის საზოგადოდ გაზიარებული
მორალი ისაა, რომ გოდოლის დაქცევა უბედურება იყო; ის, რომ
გოდოლი ჩამოიქცა უამრავი ენით დატვირთვის გამო; რომ ერ-
თი მონოლითური ენა ხელს შეუწყობდა მშენებლობის გასრუ-
ლებას და მშენებლები ცას მისწვდებოდნენ. – რომელ ცას? –
კითხულობს დედაბერი. რომელი ცა იგულისხმება? შესაძლებე-
ლია, სამოთხის მიღწევა ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო, ერთობ
ნაჩქარევი, უკეთუ ხალხს არ ეყო დრო, შეემეცნა უცხო ენები,
უცხო შეხედულებანი, უცხო თქმულებანი. მათ რომ ძალა შეს-
წევნოდათ ამისა, ისინი მისწვდებოდნენ ზეცას, რომელზეც ოც-
ნებობდნენ, ფეხქვეშ რომ ეგულებოდათ. ეს ცხოვრება დამახინ-
ჯებული, საეჭვო, მაგრამ მაინც ზეციურობის გამოხატულებაა;
სიკვდილის შემდგომ ზეცა არ არსებობს.

761
დედაბერს არ სურს, რომ ყმაწვილ სტუმართ ისეთი შთაბეჭ-
დილება შეექმნათ, თითქოს ენა მხოლოდ იმიტომ უნდა გადარ-
ჩეს, რომ არსებობდეს. ენის ცხოველმყოფელობაში მოიაზრება
მისი ძალმოსილება ჭეშმარიტი, წარმოსახვითი და შესაძლებე-
ლი ცხოვრების, მოუბნეთა, მწიგნობართა, მწერალთა არსობის
წარმოსახვის მხრივ. მართალია, სიტყვიერი შეხლაშემოხლანი
დროდადრო ეხმარება მას შეინარჩუნოს წონასწორობა, მაგრამ
ყველაფერ ამას არ ძალუძს წონასწორობის შეცვლა. ენა ეძიებს
იმ საყრდენს, სადაც ბუდობს აზრი. როდესაც აშშის პრეზიდენ-
ტმა მზერა მიაპყრო სასაფლაოს, რადაც იქცა მისი ქვეყანა,
თქვა: „სამყარო არ მიაქცევს ყურადღებას, თუ რის შესახებ ვსა-
უბრობდით ჩვენ აქ და მალე ამას დაივიწყებს, მაგრამ მის მეხ-
სიერებას ყოველთვის შემორჩება ის, რაიც ჩვენ აქ მოვიმოქმე-
დეთ“. მაშინ მისი უბრალო სიტყვები დამუხტული იყო სიცოც-
ხლისმიერი ძალით, რადგან ამ სიტყვებმა უარი განაცხადეს,
დაემალათ რეალობა 600 ათასი ადამიანისა, რასობრივ ბრძო-
ლაში რომ დაიღუპა. უარი ეთქვა რა პათეტიკას, „უკანასკნელ
სიტყვასა“ და პუნქტუალურ „საბოლოო დასკვნას“, აღიარა რა
საკუთარი უძლურება „რაიმეს მომატებისა ან რაიმეს დაკლები-
სა“, მისი სიტყვები, აღსავსენი მოკრძალებით იმ უცნობ სიცოც-
ხლეთა მიმართ, სამგლოვიარო გახლდათ. მსგავსი მოკრძალე-
ბანი აღძრავს დედაბერს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს,
რომ ენა არასოდეს შეერწყმება ცხოვრებას, რომ ეს არ მოხდე-
ბა. ენა არასოდეს არ „გაეარშიყება“ მონობას, გენოციდს, ომს.
ის არცაა ეგეთი ქედმაღალი, რომ ამისაკენ ისწრაფვოდეს. მისი
ძალა და ბედნიერება გამოუთქმელისკენ სწრაფვაშია.
იგი რომ მძლავრი იქნეს ან, თუნდაც, მწირი, ხრწნადი, დან-
გრეული ანდა წმინდანობას მოკლებული, იცინის ის მთელი

762
ხმით თუ მოთქვამს უჩუმარი ზარით, რაც არ უნდა იყოს მასში –
წარმმართველი სიტყვა თუ რჩეული დუმილი, – ენა თავისთავად
მიემართება ცოდნისაკენ და არა ნგრევისაკენ, მაგრამ ვინ არ
უწყის, რომ ლიტერატურას არცთუ იშვიათად კრძალავენ, რო-
დესაც ის იწყებს შეკითხვების დასმას, ახდენენ მის დისკრედიტა-
ციას, თუკი ინებებს ვინმეს კრიტიკას, ინდომებენ მის აღგვას პი-
რისაგან მიწისა, თუკი ის კამათობს? რა ჟამამდე ძალგვიძს, წინ
აღვუდგეთ ენის თვითმკვლელობას?
– სიტყვათქმნადობა ამაღლებული პროცესია, – იზრახავს
დედაბერი, – რამდენადაც ისაა დაბადება; ის ქმნის აზრს, რომე-
ლიც იცავს ჩვენს ადამიანურ ინდივიდუალობას, იმ გზას, რო-
მელზეც მდგარნი, ჩვენ არავის არ ვგავართ.
ჩვენ მოკვდავნი ვართ. ასეთია, როგორც ჩანს, ცხოვრების
დედააზრი, მაგრამ ჩვენ ვქმნით ენას. ასეთია, როგორც ჩანს,
ჩვენი ცხოვრების საზომი.
„იყო და არა იყო რა. იყო ერთი დედაბერი“... და აი, მომხდუ-
რი სტუმარნი მას შეკითხვას უსვამენ. ვინ არიან ეს მოზარდები?
რა დასკვნა გამოიტანეს მათ ამ შეხვედრიდან?.. რა გაიგონეს
უკანასკნელ სიტყვებში: „ჩიტი თქვენს ხელთაა“? ფრაზა, რო-
მელმაც ახალი შესაძლებლობანი წარმოაჩინა, თუ მათ წინ აღ-
მართული ჩარაზული კარი?.. შესაძლოა, მათ მოისმინეს: „ეს მე
არ მეხება, მე მოხუცი ვარ, შავკანიანი, ბრმა. მთელი ჩემი სიბ-
რძნის მიუხედავად, არ ძალმიძს, რითიმე დაგეხმაროთ. ენის
მომავალი თქვენს ხელთაა“.
აი, ისინი დგანან მის წინაშე. დავუშვათ, რომ მათ ხელთ არა-
ფერი აქვთ. დავუშვათ, მათი ვიზიტი მხოლოდღა ფანდია და
სურთ ოდენ ერთი რამ: ყურადღების ცენტრში მოქცევა, სხვათა-
გან სერიოზულად აღქმა – ადრე ასეთი რამ არ მომხდარა. შე-

763
საძლებლობა მიეცათ ზრდასრულ სამყაროსთან შეკამათებისა,
ეღირსათ ჭკუადამჯდარი განსჯანი. მათ წინაშე წამოჭრილია გა-
დაუდებელი კითხვები, ერთს ასე აყენებენ: „ცოცხალია ჩიტი თუ
არა?“ ალბათ, ეს ნიშნავს: „ვინ გვიპასუხებს, თუ რა არის სიცოც-
ხლე? რა არის სიკვდილი?“ და არავითარი ფანდები, არავითარი
სისულელე, პირდაპირი პასუხი, მოხუცი და ბრძენი ადამიანის
შესაფერი და თუკი იგი, მოხუცი და ბრძენი, არ გასცემს პასუხს,
რომელმაც უკვე განვლო ცხოვრების მთელი გზა და სიკვდილის
ზღურბლთან დგას, მაშ, ვინღა გასცემს?
დედაბერი კი ამას არ მოიმოქმედებს; იგი ფარავს საკუთარ
საიდუმლოს, თავმოყვარეობას, თავის აფორისტულ განსჯებს,
თავის უანგარო ხელოვნებას. იგი იცავს დისტანციას, ზრდის მას
და იძირება საკუთარ გამორჩეულობაში, მარტოსულობაში, დახ-
ვეწილ, პრივილეგირებულ სამყაროში.
სიტყვა კი არაა თანამდევი მისი განცხადებისა, უკანდახევისა,
მხოლოდ დუმილი – ღრმა, უღრმესი, ვიდრე წარმოთქმული
სიტყვების დედააზრი. ის ვიბრირებს, ეს დუმილი, და გაღიზიანე-
ბული მოზარდები სასწრაფოდ ამოავსებენ ამ სიცარიელეს სიტ-
ყვებით.
– ნუთუ შენ არაფერი გაქვს სათქმელი? – ეკითხებიან. – ძნე-
ლად დაიძებნება სიტყვები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენ გა-
მოვიდეთ ამ ნანგრევებიდან? იმ ცოდნის მეოხებით, რაც შენ
მოგვაწოდე და რომლის თანახმადაც არავითარი ცოდნა არ არ-
სებობს, ჩვენ კი მთელი გულისყურით ვადევნებთ თვალს ყველა-
ფერ იმას, რასაც შენ უბნობ და მიღმა ამისა, რასაც აკეთებ?..
კედლის მიღმა, რომელიც შენ აღმართე დიდსულოვნებასა და
სიბრძნეს შორის?

764
– ჩვენ ხელთ ჩიტი არ გვიჭირავს, არც ცოცხალი, არც მკვდა-
რი. აქა ვართ მხოლოდ ჩვენ და ეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი
შეკითხვა, მაგრამ ხომ არაა ჩვენს ხელებში კიდევ ისეთი რამ,
რაის მოხილვაც შენ არ ძალგიძს, რის შესახებაც არ ხელგეწი-
ფება გუმანისყოფა? განა გახსოვს შენი ბავშვობის წლები, რო-
დესაც ენა იყო ჯადოსნური და აზრს მოკლებული? როდესაც შენ
არ შეგეძლო გაგეაზრებინა, თუ რას უბნობდი? როდესაც ის, რა-
იც ცდილობდა განეჭვრიტა შენი წარმოსახვა, უხილავი იყო?
როდესაც კითხვები, პასუხს რომ ითხოვდნენ, იმგვარად ნათ-
ლად იფეთქებდნენ, რომ შენ თრთოდი მრისხანებისაგან, გესმო-
და საკუთარი უძლურება პასუხთა გაუცემლობის გამო?..
– შესაძლებელია, ჩვენ გვეხსნება გონება, რომ გმირმა მამა-
კაცებმა და გმირმა ქალებმა, შენმა მსგავსებმა, უკვე წააგეს თა-
ვიანთი ბრძოლები და ჩვენ ხელცარიელი დაგვტოვეს, თუ არ
ჩავთვლით იმას, რაც, როგორც შენ გესახება, ამ ხელებშია? შე-
ნი პასუხი მომხიბვლელია, ეს გვამდაბლებს ჩვენ და ეგების შენც
დაგამციროს. შენი პასუხი ერთობ თვითდაჯერებულია. ის ნათ-
ქვამია „სატელევიზიო“ მანერით და მოკლებულია ყოველგვარ
აზრს, თუკი ჩვენს ხელთ არაფერია.
– რატომ არ შეგვეხე მგრძნობიარე თითებით, რის გამო არ
გადაავადე ეს მტკივნეული გაკვეთილი, რატომ ვერ შეიცანი, თუ
ვინა ვართ? ნუთუ შენთვის ისე ამაზრზენია ჩვენი ფანდი, რომ
ვერ შეიმეცნე – ჩვენ მხოლოდ ისა გვსურს, ყურადღება მოგვაქ-
ციო... ჩვენ ახალგაზრდები და გამოუცდელები ვართ. მთელი
ჩვენი ცხოვრების მანძილზე მხოლოდღა საუბრები გვესმის საკუ-
თარ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ რას ნიშნავს ყოველივე ეს იმ
კატასტროფასთან შედარებით, რომელსაც მოაწევს სიტყვა, რო-
დესაც, პოეტის თქმით, „არაფრის ჩვენება არაა საჭირო, ყველა-

765
ფერი უკვე ხილულია“. მემკვიდრეობად ოდენ შეურაცხყოფანი
გვრჩება. შენ გსურს, რომ თვალები დაგვევსოს და დაგვეფაროს
ლიბრით იმდენად, რომ მხოლოდ სისასტიკისა და მდარის გარ-
ჩევა შეგვეძლოს? შენ იმედოვნებ, რომ ჩვენ იმდენად სულელე-
ბი ვართ, თითქოს ძალგვიძდეს კვლავდაკვლავ შევიბოჭოთ ნა-
ციონალური ერთიანობის ფიქციით? ვით ბედავ, გვესიტყვო
ჩვენს მოვალეობებზე, თუკიღა კისრამდე ვართ ჩაფლულნი შენი
წარსულის ჭანჭყოში?
– შენ გვამცირებ ჩვენ და იმ ჩიტსაც, რომელიც არაა ჩვენს
ხელთ. ნუთუ ეს არაა კონტექსტი ჩვენი ცხოვრებისათვის? არა
სიმღერები, არა ლიტერატურა, არა ლექსები, სიცოცხლით სავ-
სენი, არც ისტორიები, განმსჭვალულნი გამოცდილებით, რაის
გადმოცემაც შეგეძლო ჩვენთვის, რათა დაგვეხმარებოდი, გავ-
მხდარიყავით უფრო ძლიერნი? შენ ზრდასრული ხარ, ბრმა,
ბრძენი... ნუ იფიქრებ იმაზე, რომ შეინარჩუნო საკუთარი ღირსე-
ბა. იფიქრე ჩვენს ცხოვრებაზე, მოგვიყევი საკუთარ სამყაროზე.
შეგვითხზე ისტორია, მოთხრობა – ეს არის რადიკალური სა-
შუალება ჩვენი შექმნისა იმ მომენტში, როდესაც ის გამოითქმის.
არ გაგიკითხავთ, თუკიღა ნაამბობი შენი ჩვენს გაგებას გადაამე-
ტებს; თუკი შენი სიტყვები, ექიმის თავშეკავებულობის დარად,
მხოლოდღა მოწვავენ ნასისხლარ ადგილებს. ვუწყით, ეს არ
ძალგიძს ერთხელ და სამუდამოდ. ვნებები აქ უკმარია, ხელოვ-
ნებაც. და მაინც – სცადე შენ და ჩვენ გამო – აღნიშნე შენი ვი-
ნაობა, გვითხარი, როგორი სამყარო განიხვნა სიბნელეში,
ოღონდ ნუ გვეტყვი, თუ რას ვერწმუნოთ და რისი გვეშინოდეს,
უბრალოდ გადაგვაფარე რწმენის მოსასხამი, გაგვახსნევინე ში-
შის კვანძები. შენ, დედაბერი, კურთხეული სიბრმავით, უბნობ იმ
ენაზე, რომელიც გაგვიმხელს იმას, რაიც ხელეწიფება ოდენ

766
ენას: ვითარ ვიმზიროთ თვალგაუხელელად. ენა – ერთადერ-
თია, რაც გვიცავს ჩვენ შიშისაგან წინაშე უსახელო საგნებისა.
ოდენ ენა არის მედიტაცია.
– გვამცნე, რას ნიშნავს, იყო ქალი და ჩვენ გავიგებთ, რა
არის მამაკაცი. რა ძალა გსასოებს შენ, როდესაც უწიე ბოლო
კიდეს? რას ნიშნავს, არ გქონდეს სახლი? რას ნიშნავს იმათი მი-
ტოვება, ვისაც ოდესღაც იცნობდი? რას ნიშნავს, ცხოვრობდე ქა-
ლაქის განაპირას და არ გყავდეს ახლობელი?
– მოგვიყევი იმ გემების შესახებ, რომელთაც კვირას შენი
სამშობლოს ნაპირებიდან აფრა აუშვეს. მოგვიყევი საზიდარის
შესახებ, მონებით რომაა გატენილი; იმაზე, თუ ვით მღერდნენ
ისე მშვიდად, რომ მათი სუნთქვა ზეცით მოსულ თოვლზე ჩუმი
იყო. როგორ იგებდნენ ისინი მეზობლის მოხრილი ზურგის მი-
ხედვით იმას, რომ მორიგი გაჩერება მათთვის საბოლოო იქნე-
ბა; როგორ ფიქრობდნენ სიცხეზე, მზეზე. ზეცას აღაპყრობდნენ
სახეებს, თითქოს სურდათ, რაღაცას მისწვდომოდნენ. უკან იხე-
დებოდნენ, თითქოს რაიმეს შეკავება სურდათ. ისინი ჩერდე-
ბოდნენ სადგომ ეზოებში. მესაზიდრე გოგონა და მისი ამხანაგი
სტოვებენ მათ და ჭრაქით შედიან შიგნით. ჩლიქებს შუა გაჩრი-
ლი ცხენის ნაკელიდან ორთქლი ადის და მონებს შურთ მათი.
– თავშესაფრის სახლის კარი იღება: იქიდან სინათლის სვეტ-
ში ილანდებიან გოგონა და ბიჭი. ისინი სხდებიან საზიდარში. სა-
მი წლის შემდეგ ბიჭს ექნება თოფი, მაგრამ ჯერჯერობით მას მო-
აქვს ჭრაქი და ჭიქა თბილი სიდრისა. მონები გადასცემენ მას ხე-
ლიდან ხელში. გოგონა არიგებს პურს, ხორცს და რაღაც უფრო
მნიშვნელოვანს; ელვარებაა იმათ თვალებში, ვისაც იგი მიმარ-
თავს. ისინი მიმოიხედავენ. შემდეგი გაჩერება საბოლოოა, მაგ-
რამ არა ეს. მათთვის აქ სითბოა.

767
და ისევ სიჩუმე ისადგურებს – მოზარდები ყუჩდებიან,
საუბარს იწყებს ქალი:
– ჰო, კარგი, კარგი, – ამბობს იგი, – ახლა მე თქვენი მჯერა.
გერწმუნებით იმ ჩიტის შესახებ, რომელიც თქვენს ხელთ არაა,
რადგან ის თქვენ მართლაც დაგიჭერიათ. ვერაფერს იზამ. მო-
დით, ერთად ვიმოქმედოთ!

768
ქენძაბურო ოე

იაპონია, გაორებულობა და მე

1994
უკანასკნელი კატასტროფული მსოფლიო ომის დროს პატარა
ბიჭი ვიყავი და ვცხოვრობდი აქედან ათასობით მილის დაშორე-
ბით, იაპონიის არქიპელაგის კუნძულ სიკოკუზე, მიყრუებულ
ტყისპირა სოფელში. იმ დროს აღტაცებაში მოვყავდი ორ წიგნს
„ჰეკლებერი ფინის თავგადასავალსა“ და „ნილს ჰოლგერსონის
საოცარ მოგზაურობას შვედეთში“. მაშინ მთელ მსოფლიოს გა-
დაუარა შიშის ტალღამ. ჰეკლებერი ფინის მსგავსად ღამღამო-
ბით მთაში ავდიოდი, მეძინა ხეებს შორის, სადაც თავს უფრო
უშიშრად ვგრძნობდი, ვიდრე შინ. „მოგზაურობის“ მთავარი გმი-
რი, პატარა კაცუნად ქცეული, რომელსაც ფრინველების ენა ეს-
მის, დაადგება თავგადასავლებით სავსე გზას. ამ წიგნმა ბევრი
სასიამოვნო წუთი განმაცდევინა. ერთი ის, რომ ვცხოვრობდი
ტყეში კუნძულზე, ოდითგან რომ სახლობდნენ ჩემი წინაპრები
და აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო და ცხოვრების ასეთი წესი ჭეშ-
მარიტი თავისუფლების მომნიჭებელია. მეორეც, თანავუგ-
რძნობდი ნილსს, წარმოვიდგენდი თავს მის ადგილას, ცელქ ბი-
ჭად, რომელიც მოგზაურობს შვედეთში, ცხოვრობს გარეულ ბა-
ტებთან ერთად, ესარჩლება მათ, ინარჩუნებს სიწმინდეს და ხდე-
ბა გულდაჯერებული და თავმდაბალი. ბოლოს შინ დაბრუნებუ-
ლი საუბრობს მშობლებთან. ვფიქრობ, ყველაზე დიდ სიამოვნე-
ბას მანიჭებდა ნაწარმოების ენა, იმდენად, რამდენადაც ვი-

769
მეორებდი რა ნილსის სიტყვებს, საოცარ სიფაქიზესა და სული-
ერ აღმავლობას ვგრძნობდი.
„დედავ და მამავ! – წამოიძახა მან. – მე დიდი ვარ, მე ისევ
ადამიანი ვარ!“
განსაკუთრებით მხიბლავდა ფრაზა „მე ისევ ადამიანი ვარ!“
ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრე-
ბის სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან
ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის
მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-
ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ
ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: „მე
ისევ ადამიანი ვარ!“ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში
საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი
ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ
ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი სა-
ზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს. ვიმედოვ-
ნებ, რომ მომიტევებთ, თუ კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკებ საკუ-
თარ გამოცდილებაზე.
ნახევარი საუკუნის წინ მიყრუებულ ადგილას წავიკითხე
„ნილსის საოცარი მოგზაურობა“ და იქ ორი წინასწარმეტყველე-
ბა ვიპოვე. ერთის თანახმად ოდესმე ფრინველების ენას დავე-
უფლებოდი, მეორე მიქადდა საყვარელ ბატებთან ერთად გაფ-
რენას... შეიძლება, სკანდინავიაში. როცა დავოჯახდი, პირველი
შვილი გონებასუსტი გამიჩნდა. მას ხიკარი დავარქვით, რაც ჩვე-
ნებურად „სინათლეს“ ნიშნავს. ჩვილობისას იგი რეაგირებდა
მხოლოდ გარეული ფრინველების გალობაზე და არავითარ ყუ-
რადღებას არ აქცევდა ადამიანის ხმას. ერთხელ ზაფხულში,
როცა იგი ექვსი წლისა იყო, ვცხოვრობდით ქალაქგარეთა სახ-

770
ლში. ბავშვმა მახლობელი ტბიდან ჭაობის ქათამურას რაკრაკის
ხმა გაიგონა და ფრინველთა გალობის ჩანაწერის ხმით წარ-
მოთქვა: „ეს ჭაობის ქათამურაა“. ეს იყო მისი პირველი სიტყვე-
ბი. ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი სიტყვიერი ურთიერ-
თობა შვილთან.
ახლა ხიკარი სწავლობს გონებრივად ჩამორჩენილთა პრო-
ფესიული მომზადების ცენტრში, შვედებიდან ნასესხები იდეების
საფუძველზე შექმნილ ორგანიზაციაში. ამასთანავე, იგი თხზავს
მუსიკალურ ნაწარმოებებს. ფრინველთა წყალობით იგი ქმნის
ადამიანურ მუსიკას. საჩემო წინასწარმეტყველება ხიკარის აუხ-
და, მას ესმის ფრინველთა ენა. ისიც მინდა დავამატო, რომ ვერ
შევძლებდი მეცოცხლა, რომ არა ჩემი ცოლის ძალა და სიბრძნე.
ის განხორციელებაა აკისა – ნილსის ბატების გუნდის წინამძღო-
ლისა. ჩვენ ერთად ჩამოვფრინდით სტოკჰოლმში და მეორე წი-
ნასწარმეტყველებაც, ჩემდა საბედნიეროდ, ამიხდა.
იასუნარი კავაბატამ, პირველმა იაპონელმა მწერალმანობე-
ლიანტმა ამ ტრიბუნიდან წაიკითხა ლექცია სათაურით „იაპო-
ნია, მშვენიერი და მე“. ლექცია იყო ერთდროულად მშვენიერიც
და ბუნდოვანიც. ესაა ბუნდოვანება, უკვე სათაურშივე მინიშნე-
ბული, რომელიც განზრახ შექმნა კავაბატამ. იგი შეიძლება ასეც
ითარგმნოს: „მე ვეკუთვნი მშვენიერ იაპონიას“ (...).
ამ ლექციაში კავაბატა ლაპარაკობს უნიკალურ მისტიციზმზე,
რომელიც შეიმჩნევა არა მარტო იაპონურ, არამედ მთელ აღმო-
სავლურ აზროვნებაში. ვთქვი რა „უნიკალური“, მხედველობაში
მქონდა ძენბუდიზმის ტრადიციები. XX საუკუნის მწერალმა კა-
ვაბატამაც კი გამოიყენა შუა საუკუნეების მონაზვნების მიერ შექ-
მნილი პოეტური ხერხები თავისი განწყობისა და აზრის მდინა-
რების აღსაწერად. ბუდისტი ბერების ლექსთა უმრავლესობის

771
თემაა ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატვის შეუძლებელობა.
მათი აზრით, სიტყვა ნაჭუჭშია გამომწყვდეული. მკითხველს არ
უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე სიტყვები გამოვლენ ლექსე-
ბიდან და ჩვენამდე მოაღწევენ. ძენის ამ ლექსების არც გაგება
შეიძლება, არც თანაგანცდა, თუკი როგორმე არ შეაღწევ ნაჭუჭ-
ში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის, ნებაყოფლობით იტყვი რა
უარს საკუთარ „მე“ზე.
რატომ მიიღო კავაბატამ ასეთი თამამი გადაწყვეტილება –
წაეკითხა ეს უკიდურესად ეზოთერიკული იაპონური ლექსები
სტოკჰოლმის აუდიტორიის წინაშე? თითქმის ნოსტალგიით ვიხ-
სენებ მისი შესანიშნავი კარიერის დასასრულისათვის მიღწეულ
გამბედაობასა და გულახდილობას, რითაც მან საკუთარი რწმე-
ნა აღიარა. კავაბატა ათეულობით წლების მანძილზე მოხე-
ტიალე იყო და ამავე დროს, შექმნა უამრავი ნაწარმოები. მოგ-
ზაურობის წლების შემდეგ, იკმარა რა იმის აღიარება, რომ
აღაფრთოვანებდა ეს მიუკარებელი იაპონური ლექსები, რო-
მელთა სრულყოფილი გაგების ყოველგვარი ცდა ამაოა, შეეძ-
ლო ეთქვა: „იაპონია, მშვენიერი და მე“, – მაშასადამე, ესაუბრა
სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობდა და ლიტერატურულ ნაწარ-
მოებებზე, რომელიც შექმნა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კავაბატამ თავისი გამოსვლა
ამ სიტყვებით დაასრულა:
„ჩემს ნაწარმოებებს ყოველთვის მოიხსენიებდნენ როგორც
სიცარიელის ნაწარმოებებს, ოღონდ ეს სიცარიელე არ უნდა გა-
ვიგოთ, როგორც დასავლური ნიჰილიზმი. სულიერი საფუძველი
სულ სხვაგვარია. დოგენმა თავისი ლექსი წელიწადის დროებზე
დაასათაურა როგორც „თანდაყოლილი რეალობა“ და მაშინაც

772
კი, როცა წელიწადის სხვადასხვა დროის სილამაზეს უმღეროდა,
ღრმად იყო ჩაძირული ძენში“.
აქაც ვპოულობ გაბედულ და გულახდილ თვითდამკვიდრე-
ბას. ერთი მხრივ, კავაბატა აცხადებს თავის არსებით მიკერ-
ძოებულობაზე ძენის ფილოსოფიის ტრადიციისა და იმ ესთეტი-
კის მიმართ, რომლითაც იკვებება აღმოსავლეთის კლასიკური
ლიტერატურა. მეორე მხრივ, ცდილობს განასხვაოს ერთმანე-
თისაგან თავისი ქმნილებების სიცარიელე და დასავლური ნიჰი-
ლიზმი. ამბობდა რა ამას, გულწრფელად მიმართავდა კაცობ-
რიობის მომავალ თაობებს, ვისი დიდი იმედი და რწმენა ჰქონდა
ალფრედ ნობელს.
მართალი რომ ითქვას, ჩემს თანამემამულე კავაბატაზე უფ-
რო, ამ ტრიბუნაზე რომ იდგა ოცდაექვსი წლის წინ, ძლიერ სუ-
ლიერ ახლობლობას ვგრძნობ ირლანდიელ პოეტ უილიამ ბატ-
ლერ იეიტსთან, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა სამოცდა-
თერთმეტი წლის წინ. მაშინ იგი დაახლოებით იმ ხნისა იყო, რა
ხნისაც მე ვარ. რა თქმა უნდა, თავს არ ვადრი გენიალურ პოეტს,
მე მხოლოდ მისი მოკრძალებული მიმდევარი ვარ შორეული
ქვეყნიდან (...).
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვწერდი ტრი-
ლოგიას, რომელიც ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის კულ-
მინაციად უნდა იქცეს. დაიბეჭდა მხოლოდ ორი ნაწილი. ამას წი-
ნათ დავამთავრე მესამე, დასკვნითი ნაწილი და ვუწოდე „მოგიზ-
გიზე მწვანე ხე“. ეს სათაური მიკარნახა იეიტსის პოემის ამ
სტროფმა:
„არის ხე, რომელიც ყველაზე ზედა რტოდან (ნახევრად რომ
სულ მოციმციმე ალისფერია, ნახევრად – სულ მწვანე) დაფარუ-
ლია ცვარნამით სველი ფოთლებით“.

773
მართლაცდა, ჩემი ტრილოგია გაჟღენთილია იეიტსის მთელი
პოეზიის გავლენით. იეიტისისათვის ნობელის პრემიის მინიჭე-
ბასთან დაკავშირებით ირლანდიის სენატმა გამოაქვეყნა მი-
ლოცვა, რომელშიც ასეთი სიტყვებით ურევია: „... აღიარება,
რომელიც პოვა ხალხმა მსოფლიო კულტურაში შეტანილი
წვლილისათვის იეიტსის წარმატების წყალობით“, „... ხალხი,
რომლის კანონებსა და ზნეჩვეულებებს აქამდე სხვა ერები არ
ცნობდნენ“, „... იეიტსის სახელი ჩადგა ჩვენი ცივილიზაციის და-
ფასების სამსახურში“, „... ყოველთვის იარსებებს იმის საშიშ-
როება, რომ ბრბომ გაიყოლიოს ნგრევით გატაცების უგუნურე-
ბისაგან შორს მდგომი ადამიანებიც“.
იეიტსი ის მწერალია, რომლის მიბაძვასაც ვისურვებდი. ვი-
სურვებდი იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებითაც, რომ-
ლის კანონები და ზნეჩვეულებანიც ახლა უკვე ცნეს სხვა ერებმა,
თუმცა, ეტყობა, მხოლოდ ელექტრონული და საავტომობილო
მრეწველობის მიღწევების წყალობით. მისი მიბაძვა იმიტომაც
მინდა, რომ წარმომადგენელი ვარ იმ ხალხისა, რომელიც ნგრე-
ვით გატაცების უგუნურებაში იყო ჩაბმული როგორც საკუთარი,
ასევე მეზობელი ხალხების ტერიტორიებზე.
როგორც ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს თანამედროვე
სამყაროში, ისეთში, როგორიცაა, და როგორც ადამიანმა, რო-
მელსაც წარსულთან მწარე მოგონებები აკავშირებს, არ შემიძ-
ლია კავაბატასთან ერთად წარმოვთქვა ფრაზა: „იაპონია, მშვე-
ნიერი და მე“. ზემოთ შევეხე კავაბატას ლექციის სათაურისა და
შინაარსის „ბუნდოვანებას“. ჩემი ლექციის დარჩენილ ნაწილში
მინდა გამოვიყენო სიტყვა „გაორებული“, ვითვალისწინებ რა
განსხვავებას, რომელიც აღნიშნა ცნობილმა ბრიტანელმა
პოეტესამ კეტლინ რეინმა უილიამ ბლეიკზე საუბრისას: იგი იმ-

774
დენად ბუნდოვანი არაა, რამდენადაც გაორებულიო. საკუთარ
თავზე არ შემიძლია ვთქვა სხვა რამ, გარდა ამისა: „იაპონია,
გაორებულობა და მე“.
ჩემი დაკვირვებით, ას ოცი წლის მოდერნიზაციის შემდეგ,
რაც ქვეყანა ღია გახდა გარე სამყაროსათვის, თანამედროვე
იაპონია იხლიჩება გაორებულობის ორ პოლუსს შორის. და მე,
როგორც მწერალს ამ პოლარიზაციამ ღრმა დაღი დამასვა.
ეს ორაზროვნება, მძლავრი და ყოვლისგამმსჭვალავი,
ხლეჩს ქვეყანასა და ხალხსაც და ვლინდება სხვადასხვა ფორ-
მით. იაპონიის მოდერნიზაცია მიმართული იყო იქით, რომ გვეს-
წავლა დასავლეთისაგან და მიგვებაძა მისთვის. მაგრამ იაპონია
აზიური ქვეყანაა და დღემდე ჯიუტად ერთგულია თავისი ტრადი-
ციული კულტურისა. ორაზროვანმა ორიენტაციამ იაპონია იქამ-
დე მიიყვანა, რომ აზიის აგრესორად იქცა. მეორე მხრივ, ახალი
იაპონიის კულტურა, რომელსაც განზრახული ჰქონდა სრულად
გახსნილიყო დასავლეთისათვის, დიდხანს ბნელით მოცული
იყო მისთვის, მიუწვდომელი და, უფრო რბილად, ძნელად გასა-
გები. უფრო მეტიც, იაპონია იზოლირებული აღმოჩნდა სხვა
აზიური ქვეყნებისაგან არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სო-
ციალურად და კულტურულადაც.
თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში ყველაზე გულწრფე-
ლები, თავის მისიაში ყველაზე უფრო დარწმუნებული იყვნენ ეგ-
რეთ წოდებული „ომისშემდგომი მწერლები“, სამწერლო არენა-
ზე ბოლო ომის დამთავრებისთანავე გამოსულნი, კატასტროფი-
საგან ღრმად ტრავმირებულნი, მაგრამ აღორძინების მაინც დი-
დად მოიმედენი. ისინი მთელი ძალღონით ცდილობდნენ გამო-
ესყიდათ იაპონიის არმიის მიერ აზიის ქვეყნებში ჩადენილი
არაადამიანური დანაშაულობანი, აგრეთვე გაედოთ ხიდი ღრმა

775
უფსკრულზე, რომელიც იაპონიას ყოფდა არა მარტო დასავლე-
თის განვითარებული ქვეყნებისაგან, არამედ აფრიკისა და სამ-
ხრეთ ამერიკისაგანაც. ამით მათ სურდათ შერიგებოდნენ და-
ნარჩენ მსოფლიოს. ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი ბო-
ლოში მაინც ვმდგარიყავი იმ ავტორთა რიგში, ამ მწერალთა
ტრადიციები რომ აითვისეს.
იაპონიისა და მისი ხალხის მდგომარეობა თანამედროვე,
პოსტმოდერნიზაციის პერიოდში არ შეიძლება არ იყოს ამბივა-
ლენტური. იაპონიის მოდერნიზაციის შიგ შუაგულში დაიწყო
მეორე მსოფლიო ომი – ომი, რომელიც გამოიწვიეს თვით მო-
დერნიზაციის პროცესში მომხდარმა გადახრებმა. ორმოცდაათი
წლის წინ განცდილმა მარცხმა იაპონიასა და იაპონელებს, ამ
ომის აქტიურ მონაწილეებს, მისცა შანსი კვლავ აღორძინებუ-
ლიყვნენ სიღატაკისა და ტანჯვის ჯოჯოხეთიდან, რომელსაც ასა-
ხავდნენ სწორედ „ომის შემდგომი მწერლები“. ზნეობრივი ბაზა
ამ აღორძინების მსურველი იაპონელებისა იყო დემოკრატიის
იდეები და გადაწყვეტილება, აღარასოდეს დაეწყოთ ომი. პარა-
დოქსულია, რომ ხალხიც და სახელმწიფოც, ვინც ეს ზნეობრივი
საფუძველი აირჩია, წარსულისაგან ლაქამოცხებული იყვნენ
აზიის სხვა სახელმწიფოებში შეჭრით. ამ ზნეობრივ საფუძველს
მნიშვნელობა ჰქონდა მათთვისაც, ვინც ჰიროსიმასა და ნაგასაკ-
ში ატომური იარაღით დაიღუპა, მათთვისაც, ვინც გადარჩა და ამ
გადარჩენილთა შთამომავლებისთვისაც, რომელთაც რადიაცი-
ის ზემოქმედებამ თავისი კვალი დაატყო (ათეულ ათასობით იმ
ადამიანის ჩათვლით, რომელთა მშობლიური ენა კორეული
იყო).
ბოლო წლებში იაპონიის მისამართით გაისმის საყვედურები,
რომელთა აზრიც ისაა, რომ მან მეტი სამხედრო ძალა უნდა გა-

776
მოყოს გაეროსათვის და ამით უფრო აქტიური როლი ითამაშოს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მშვიდობის შენარჩუნებასა და
აღდგენაში. სამწუხაროა ეს საყვედურები. მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ იაპონიისათვის კატეგორიულ იმპერატივად იქცა
ომების სამუდამო უარყოფა, რაც აისახა კიდეც ახალი კონსტი-
ტუციის მთავარ მუხლში. იაპონელებმა აირჩიეს მარადიული
მშვიდობის პრინციპი, როგორც ზნეობრივი საფუძველი ომის-
შემდგომი აღორძინებისათვის.
მგონია, რომ ამ პრინციპს ძალიან კარგად გაიგებენ დასავ-
ლეთში, სადაც არსებობს დიდი ხნის ტრადიცია რელიგიური მო-
საზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმისადმი შემწყნარებ-
ლური დამოკიდებულებისა. თვით იაპონიაში არიან ადამიანები,
უცხოელთა ზემოქმედებით რომ ცდილობენ კონსტიტუციიდან ამ
მუხლის ამოღებას. მაგრამ კონსტიტუციიდან მარადიული მშვი-
დობის მუხლის ამოღება ღალატი იქნება აზიის სხვა ხალხებისა
და ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბით დაღუპულთა წი-
ნაშე. მწერალს არ მიჭირს წარმოვიდგინო რა მოჰყვება შედე-
გად ამ ღალატს.
იაპონიის ომამდელ კონსტიტუციას, რომელიც ამკვიდრებდა
აბსოლუტურ ძალაუფლებას ნებისმიერ დემოკრატიაზე უფრო,
მაშინ მოსახლეობის ერთგვარი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ახ-
ლანდელი კონსტიტუცია ორმოცდაათი წლისაა, მოსახლეობის
ნაწილს მაინც ძველი ურჩევნია. თუკი იაპონია ოფიციალურად
სხვა პრინციპს გააფორმებს და არა იმას, რომელსაც ორმოც-
დაათი წელია ვიცავთ, ნანგრევებად ქცეულ ქვეყანაში ჩვენ მიერ
მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო ადამიანურობის
პრინციპის უზენაესობის თაობაზე არარაობად იქცევა. აი, ასეთი
აჩრდილი წარმომიდგება თვალწინ უბრალო ადამიანს.

777
რასაც ჩემს ლექციაში იაპონიის „გაორებულობას“ ვუწოდებ,
თანამედროვე ეპოქაში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული
დაავადებაა. იაპონიის ეკონომიკური აყვავებაც არაა მისგან თა-
ვისუფალი, რამდენადაც პოტენციური საფრთხეა მსოფლიო ბაზ-
რის ცვალებადობაც და გარემოს დაბინძურებაც. „გაორებულო-
ბა“ ამ აზრით ძლიერდება. და ეს, ალბათ, უფრო შესამჩნევია გა-
რეშე კრიტიკული თვალისათვის, ვიდრე ჩვენთვის, იაპონიაში
მცხოვრებთათვის. ომისშემდგომი სიღატაკის სულ ბოლო წერ-
ტილზე მყოფებმა გავძელით და გაჯანსაღების იმედი არ დაგვი-
კარგავს. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჩვენგან ნაკლებ ძა-
ლისხმევას არ ითხოვს დღევანდელი შიში, რომ ახლანდელი აყ-
ვავება დიდხანს არ გასტანს. თუ ამას სხვაგვარად შევხედავთ,
იქმნება ახალი სიტუაცია, რომლის დროსაც იაპონიის კეთილ-
დღეობა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება მთლიანად
აზიაში მზარდ წარმოებასა და მოხმარებაზე.
მე ერთი იმ მწერალთაგანი ვარ, რომელიც ცდილობს შექ-
მნას სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, არაფერი საერ-
თო რომ არა აქვს ფართო სამომხმარებლო ბაზრისათვის გათ-
ვალისწინებულ რომანებთან. როგორი უნდა გავხდე მე, რო-
გორც იაპონელი?
უ. ჰ. ოდენმა ერთხელ რომანისტი ასე დაახასიათა:
იგემე მოწყენილობა ცხოვრებისა და ცდუნების,
სურვილებს და მისწრაფებებს, დაგჭირდეს, ურტყი წიხლები,
კეთილს კეთილად მოექეც, ბოროტს ნუ ესალბუნები,
შენც ებოროტე, სიძვასაც ემონე, ნუ ეტიხრები.
და როცა ყელში ამოვა სისაძაგლეთა ყურება,
წვრილწვრილად გეცოდინება, კაცთ სჭირთ რა უბედურება.

778
ესაა ის, რაც ჩემს „ცხოვრებისეულ ჩვევად“ იქცა, რაკიღა
პროფესიით მწერალი ვარ.
პიროვნების სასურველი იაპონური ტიპის აღსაწერად გამო-
ვიყენებდი სიტყვა „ზრდილობიანს“, ჯორჯ ორუელის მიერ მის-
თვის სასურველი ხასიათის ტიპების ასახვისათვის ხშირად გა-
მოყენებულ ზედსართავს, ისეთებთან ერთად, როგორიცაა „ჰუ-
მანური“, „გონიერი“ და „სასიამოვნო“. ეს მაცდურად მარტივი
ეპითეტი შეიძლება მკვეთრად დაუპირისპირდეს სიტყვა „გაორე-
ბულს“, რომლითაც დავახასიათე საკუთარი თავი სათაურში
„იაპონია, გაორებულობა და მე“. არსებობს ძალიან დიდი და
ირონიული შეუსაბამობა მათ შორის, როგორები არიან იაპონე-
ლები გარეშე თვალისათვის და როგორები უნდათ, რომ გამოჩ-
ნდნენ.
ვიმედოვნებ, ორეულს საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა,
თუკი სიტყვა „ზრდილობიანს“ ვიხმარ როგორც სინონიმს „ჰუმა-
ნისტისა“ რამდენადაც ერთიც და მეორეც მოიცავენ ისეთ თვისე-
ბებს, როგორიცაა შემწყნარებლობა და კაცთმოყვარეობა. ჩვენს
წინამორბედებში გვხვდებიან პირველმკვალავები, იაპონელის
გადაქცევას რომ ცდილობდნენ „ზრდილობიანად“ და „ჰუმანის-
ტად“.
ერთერთი ასეთი ადამიანი იყო განსვენებული პროფესორი
კაძურო ვატანაბე, ლიტერატურისა და ფრანგული რენესანსის
იდეების სპეციალისტი. ომამდელი და მეორე მსოფლიო ომის
დროინდელი პატრიოტული ისტერიის ვითარებაში მარტოსული
ვატანაბე ოცნებობდა ჰუმანისტური შეხედულებანი დაემყნო
მშვენიერებისა და ბუნებისადმი იაპონელთა ტრადიციულ მიდ-
რეკილებებზე, ჯერ კიდევ სავსებით რომ არ იყო დაკარგული.
ვჩქარობ აღვნიშნო, რომ მშვენიერებისა და ბუნების ვატანაბე-

779
სეული გაგება განსხვავდება იმისაგან, რასაც ვეცნობით კავაბა-
ტას ლექციაში „იაპონია, მშვენიერი და მე“.
გზამ, რომლითაც იაპონია ცდილობდა ახალი სახელმწიფოს
აშენებას, კატაკლიზმამდე მიგვიყვანა. სხვა გზებით იაპონელი
ინტელექტუალები ცდილობდნენ უაღრესად სიღრმისეულ დონე-
ზე გადაელახათ უფსკრული დასავლეთსა და მათ ქვეყანას შო-
რის. ეს, ალბათ, მეტად ძნელი სამუშაო იყო, მაგრამ სიხარულის
მომგვრელი. ფრანსუა რაბლესადმი მიძღვნილი პროფესორ ვა-
ტანაბეს გამოკვლევა იყო იაპონიის ინტელექტუალური ცხოვრე-
ბის ერთერთი უშესანიშნავესი მიღწევა.
მეორე მსოფლიო ომამდე ვატანაბე პარიზში სწავლობდა.
როცა მან თავის სამეცნიერო ხელმძღვანელს განუცხადა, რაბ-
ლე მინდა ვთარგმნო იაპონურადო, მან პასუხად ასეთი ფრაზა
წარმოთქვა: გაუგონარი წამოწყება უთარგმნელი რაბლეს თარ-
გმნისა იაპონურად. მეორე ფრანგმა მეცნიერმაც არ დამალა
განცვიფრება: პანტაგრუელისეული წარმტაცი წამოწყება. ამის-
და მიუხედავად, ვატანაბემ არა მარტო გაასრულა თავისი დიადი
წამოწყება ომისდროინდელი უკიდურესი სიღატაკისა და ამერი-
კული ოკუპაციის წლებში თავგანწირული მუშაობით, არამედ
მთელი ძალღონით ცდილობდა დაბნეული, ორიენტაციადაკარ-
გული იმდროინდელი იაპონიისათვის მაგალითად დაესახა
ცხოვრება და აზროვნება ფრანგი ჰუმანისტებისა, ფრანსუა რაბ-
ლეს წინამორბედთა, თანამედროვეთა და მიმდევართა.
ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც ყოველთვის ვატანაბეს
მოწაფე ვიყავი. მან ჩემზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა ორი
ასპექტით. პირველია – ჩემი როგორც რომანისტის მეთოდი.
უშუალოდ რაბლეს მისეული თარგმანიდან გავიგე ის, რაც მიხე-
ილ ბახტინმა განსაზღვრა, როგორც „გროტესკული რეალიზმის

780
სახეობრივი სისტემა, ანუ ხალხური სიცილის კულტურა“; გავიგე
მატერიალური და ხორციელი პრინციპების მნიშვნელობა, კოს-
მოსური, სოციალური და ხორციელი პრინციპების ურთიერთშე-
სატყვისობა, განუწყვეტელი კავშირი სიკვდილსა და ახლადშო-
ბისაკენ მისწრაფებას შორის და როლი სიცილისა, თავდაყირა
რომ აყენებს იერარქიულ ურთიერთობებს.
ამ სახეობრივმა სისტემამ მისცა შესაძლებლობა მოეძია ლი-
ტერატურული მეთოდები კაცობრიულის მისაღწევად ისეთ ადა-
მიანს, როგორიცა ვარ მე, დაბადებული და გაზრდილი პერიფე-
რიული, მარგინალური და განაპირა ქვეყნის იაპონიის პერიფე-
რიულ, მარგინალურ და განაპირა რაიონში. ასეთი წარმოშობის
კაცი გამოვხატავ არა აზიას – ახალ ეკონომიკურ ძალას, არამედ
აზიას – სიუხვეში აღრეული მარადიული სიღატაკით გაჟღენ-
თილს. ძველი ნაცნობი და მაინც ისევ ცოცხალი მეტაფორები
უფლებას მაძლევს დავაყენო ჩემი თავი ისეთი მწერლების გვერ-
დით, როგორებიცაა კორეელი კიმ ჯიხა და ჩინელები გხონ ი და
მუ ჯენი. ჩემთვის მსოფლიო ლიტერატურის ძმობა ასეთი კონ-
კრეტულად გამოხატული ურთიერთობებისაგან შედგება. ერ-
თხელ მონაწილეობა მივიღე შიმშილობაში ერთი ნიჭიერი კო-
რეელი პოეტის პოლიტიკური უფლებების დასაცავად. ახლა
ღრმად ვარ შეშფოთებული ნიჭიერი ჩინელი მწერლების ბედით,
თავისუფლება რომ აღუკვეთეს ტიანიანმენის მოედანზე მომხდა-
რი ამბების შემდეგ.
მეორე ასპექტი ჩემზე ვატანაბეს გავლენისა, მისი ჰუმანიზმის
იდეაა. ჰუმანიზმი მიმაჩნია ევროპის როგორც ცოცხალი
მთლიანობის კვინტესენციად. ასეთივე აზრი შეიძლება შევამ-
ჩნიოთ მილან კუნდერას მიერ რომანის სულის განსაზღვრებაში.
ისტორიული წყაროების გულდასმით შესწავლის შემდეგ ვატანა-

781
ბემ დაწერა რამდენიმე კრიტიკული ბიოგრაფია, რაბლეს ბიოგ-
რაფიის მოთავეობით, ისტორიული პიროვნებებისა ერაზმ რო-
ტერდამელიდან სებასტიან კატელონამდე და ჰენრიხ მეოთხეს-
თან დაახლოებულ ქალთა ბიოგრაფიები მარგარიტა ნავარელი-
დან გაბრიელა დესტრემდე. ამ შრომით ვატანაბემ განიზრახა
იაპონელთათვის მოეთხრო ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის
მნიშვნელობის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანი
მსხვერპლი ცრურწმენებისა და თავის მიერვე შექმნილი მანქა-
ნებისა. გულახდილობამ დაამოწმებინა ჩემს მასწავლებელს და-
ნიელი ფილოლოგის ქრისტოფერ ნიულოპის ნათქვამი: „ვინც
ომს პროტესტს არ უცხადებს, ის მისი მომხრეა“. დასავლური აზ-
რის ძირითადი დასაყრდენის ჰუმანიზმის იაპონურ ნიადაგში გა-
დასანერგად ვატანაბე გაბედულად იმეორებდა „გაუგონარ წა-
მოწყებასა“ და „პანტაგრუელისეულ წარმტაც წამოწყებასაც“.
როგორც ადამიანი, რომელზეც ვატანაბეს ჰუმანიზმმა მოახ-
დინა ზემოქმედება, ჩემს მწერლურ ამოცანად მივიჩნევ მივცე შე-
საძლებლობა, ვინც საკუთარ თავს სიტყვის საშუალებით გამო-
ხატავს და მათ მკითხველებსაც, თავი დააღწიონ საკუთარ და
თავისი დროის ტანჯვაწამებას და მოიშუშონ სულის ჭრილობები.
უკვე ვთქვი, რომ ვიხლიჩები იაპონელი ხალხისათვის დამახა-
სიათებელი გაორებულობის ორ პოლუსს შორის. ყოველთვის
ვცდილობ განვიკურნო ამ ტკივილისა და იარებისაგან ლიტერა-
ტურის მეშვეობით. ვლოცულობ ჩემი თანამემამულე იაპონელე-
ბის განკურნებისთვისაც.
თუ ნებას მომცემთ, ისევ ჩემს შვილს გავიხსენებ. ჩიტების
ხმებმა მიიყვანეს ხიკარი ბახისა და მოცარტის მუსიკასთან და
ახლა თვითონაც ქმნის საკუთარ ნაწარმოებებს. პირველივე მი-
სი შეთხზული პიესები აღსავსე იყო სიხარულითა და ჭაბუკური

782
ხიბლით, ჩამოჰგავდნენ ბალახის ფოთლებზე მოციმციმე ცვარ-
ნამს (...).
ხიკარი განაგრძობდა მუსიკის თხზვას და არ შემეძლო არ შე-
მემჩნია მის ქმნილებებში „მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა“.
თუმცა გონებრივად ჩამორჩენილია, ბეჯითმა შრომამ ნაყოფი
გამოიღო, ოსტატობა მოემატა, მუსიკა უფრო ღრმა გახდა. ამან,
თავის მხრივ, აპოვნინა საკუთარი სულის სიღრმეში ბუნდოვანი
სევდის შენადედი, რომლის გამოხატვაც სიტყვებით მან ვერ შეძ-
ლო.
„მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა“ მშვენიერია და ის, რომ
ხიკარი მას მუსიკის საშუალებით გამოსცემს, კურნავს მას ბუნ-
დოვანი სევდისაგან. უფრო მეტიც, აღიარეს, რომ მისი მუსიკა
აგრეთვე კურნავს თანამედროვე მსმენელებსაც. ესაა ჩემთვის
საფუძველი, მწამდეს ხელოვნების დიადი განმკურნავი ძალა.
ჩემს რწმენას ჯერაც ვერ უპოვია სრული დადასტურება. და
თუმცა „სუსტი ბუნებისა“ ვარ, ამ რწმენის შეწევნით ვისურვებდი
„უსიხარულოდ ვიტანჯო იმ ბოროტებათათვის“, XX საუკუნეში
რომ დაგროვდა საზარელი ტექნიკური პროგრესის შედეგად.
როგორც ადამიანი, რომელიც ეწევა პერიფერიულ, მარგინა-
ლურ და განაპირა ცხოვრებას ამ სამყაროში, მინდა გავერკვე, –
იმედი მაქვს, ეს იქნება მოკრძალებული ჰუმანისტური წვლილი,
– როგორ შევძლო დავეხმარო კაცობრიობას განიკურნოს და
მიაღწიოს საყოველთაო შერიგებას.

783
შეიმას ჰინი

ნდობა პოეზიისადმი

1995
როცა პირველად გავიგონე ქალაქ სტოკჰოლმის სახელი,
ფიქრადაც არ გამივლია, ოდესმე იქ თუ მოვხვდებოდი, არათუ
შვედეთის აკადემიისა და ნობელის ორგანიზაციის სტუმარი ვიქ-
ნებიმეთქი. იმ დროს, რომელზეც ვლაპარაკობ, ეს ნაკლებ მოსა-
ლოდნელი კი არა, დაუჯერებელიც იყო. ორმოციანი წლებია.
უფროსი შვილი ვარ ოჯახისა, რომელიც გამუდმებით იზრდება.
ვცხოვრობთ თივით გადახურული ფერმის სამ ოთახში, როგორც
ბუნაგში, მეტნაკლებად რომ გვიცავს ემოციურადაც და ინტე-
ლექტუალურადაც გარეშე სამყაროსაგან. ეს იყო გულითადი,
ფიზიკური და სულიერი თანაარსებობა, ერთმანეთს რომ უთავ-
სებდა საძინებელი ოთახის კედლის იქითა თავლიდან ცხენების
ჭიხვინს და მეორე საძინებლის მეზობელი სამზარეულოდან გა-
მომავალი უფროსების საუბარს. ბავშვები ყველაფერს ვისრუ-
ტავდით – წვიმის წვეთების ხმაურს, ჭერში თაგვების საქმიანო-
ბას, ორთქლმავლის რახრახს ეზოს გადაღმიდან, მაგრამ ვისრუ-
ტავდით ისე, თითქოს ლეთარგიულ ძილში ვიყავით. ისტორიის
გარეშე, სექსის ჩათვლით, მოძველებულსა და თანამედროვეს
შორის რომ გაჩხერილიყო, აღქმის უშუალობითა და მგრძნო-
ბიარობით ვგავდით სასმელ წყალს, სამზარეულოს სათლში
რომ გვესხა: ყოველთვის, მატარებელი რომ გაივლიდა და მიწა

784
აძიგძიგდებოდა, წყლის ზედაპირი იფარებოდა უჩუმარი, უჩ-
ვეულო ციმციმით.
მაგრამ მარტო მიწა კი არ ძიგძიგებდა: ჰაერიც სიგნალებს
გვაწვდიდა ყოველ მხრიდან. როცა ქარი წიფლის ტოტებს ახ-
მაურებდა, იგი გუგუნებდა მავთულებშიც, წაბლის ზედა ტოტზე
რომ იყო მიბმული; შემოიჭრებოდა ქვევიდან, სამზარეულოს
ფანჯრის კუთხეში არსებული ნახვრეტიდან, პირდაპირ რა-
დიომიმღებს მიაწყდებოდა, საიდანაც ხანმოკლე წრიპინისა და
ღმუილის ნარევის მერე ისმოდა ბიბისის დიქტორის ხმა, რაიმე
მოულოდნელს რომ გვაუწყებდა; უფროსების საუბარში აღ-
რეული იგი საძინებელშიც გვესმოდა. გვესმოდა ყოველგვარი
ხმაურის გადამფარავი მორზეს ანბანის საშინელი, გულგამგმი-
რავი სიგნალებიც. შეგვეძლო გაგვერჩია ჩვენი მშობლების მი-
ერ ადგილობრივი აქცენტით წარმოთქმული მეზობლების სახე-
ლები, დიქტორის ჟღერადი ინგლისურით წარმოთქმულში კი –
ბომბდამშენებისა და დაბომბილი ქალაქების დასახელებანი,
ცნობები სამხედრო ფრონტებისა და დივიზიების, ჩამოგდებული
თვითმფრინავებისა და ტყვეების რაოდენობის, კატასტროფებსა
და ჯარების შეტევებში დახოცილთა და დაჭრილთა შესახებ. და,
რაღა თქმა უნდა, ყოველთვის გამოვარჩევდით განსხვავებულ,
სერიოზულ და ერთმანეთთან საოცრად დაკავშირებულ სიტ-
ყვებს: „მტერი“ და „მოკავშირე“. ყოველივე ამის მიუხედავად იმ
მსოფლიო კატაკლიზმების თაობაზე არც ერთი ახალი ცნობა
შიშს არ მგვრიდა. რადიოკომენტატორის ხმას კიდეც რომ ეუწყე-
ბინა რაიმე ავის მომასწავებელი, ჩვენ არ შეგვეძლო მისი გაც-
ნობიერება. თუმცა კი დასაძრახია აპოლიტიკურობა იმ დროს და
იმ ქვეყანაში, ამის შედეგად მე უშიშრად ვგრძნობდი თავს და
სწორედ ეს იყო დადებითი მომენტი. სხვა სიტყვებით, ომის წლე-

785
ბი ჩემთვის იყო ფიქრებამდელი და ლიტერატურამდელი დრო.
მაშასადამე, ერთგვარად, ისტორიამდელიც. წლების შემდეგ,
როცა უკვე საზრიანად შემეძლო მოსმენა, ჩვენი დიდი დივანის
სახელურზე შევდგებოდი, რომ ყური მიმედო რადიომიმღები-
სათვის, თუმცა ახალი ამბები არც მაშინ მაინტერესებდა. გატა-
ცებული ვიყავი მიმზიდველი რამეებით, მაგალითად, დეტექ-
ტიური სერიალით ბრიტანელთა სპეციალური აგენტის დიკ ბარ-
ტონის შესახებ, შეიძლება კაპიტან უ. ნ. ჯონსის ზღაპრული თავ-
გადასავლების რადიოვერსიებითაც, სამხედროსაჰაერო ძალე-
ბის სახელგანთქმული მფრინავის ბიგლზის გმირობითაც. ახლა,
როცა სხვა ბავშვებიც წამოიზარდნენ და სამზარეულოშიც ყო-
ველთვის რაღაცა ხდებოდა, იძულებული ვიყავი თითქმის მივწე-
ბებოდი რადიომიმღებს, რომ არაფერი გამომრჩენოდა. რეგუ-
ლატორის მეზობლობამ მიმასწავლა უცხოურ სადგურებთან –
ლაიფციგთან, ოსლოსთან, შტუტგარდტთან, ვარშავასთან და,
რასაკვირველია, სტოკჰოლმთან.
ამასთანავე, რეგულატორის ბიბისიდან ირლანდიის რა-
დიოზე, ლონდონური ინტონაციიდან დუბლინურზე გადართვი-
სას მივეჩვიე მესმინა უცხოური ლაპარაკის ნაწყვეტები და თუმ-
ცა არაფერი გამეგებოდა, უკვე დავიწყე მოგზაურობა გარე სამ-
ყაროს ყველა განედზე. თავის მხრივ, ეს იქცა ენების განედებზე
მოგზაურობად, რომლის დროსაც ყოველი ახალი პუნქტი –
მნიშვნელობა არა აქვს, პოეზიაა იგი თუ ვისიმე ცხოვრება, უფ-
რო საშუალებაა ხოლმე, ვიდრე მიზანი და სწორედ ასეთმა მოგ-
ზაურობამ მომიყვანა დღეს ამ საპატიო ადგილას. ტრიბუნაც
კოსმოსურ სადგურს მაგონებს და არა მიზნის მიღწევის სა-
შუალებას, ამიტომ ვაძლევ თავს ამჯერად ფუფუნების უფლებას,
არ ვგრძნობდე ფეხქვეშ მიწას. მწამს, რომ პოეზიას ძალუძს სივ-

786
რცეში განავარდება. ამაში დარწმუნებული ვარ იმ სტრიქონის
გამო, ახლახან რომ გარკვევით გამოვთქვი, დავარიგე რა საკუ-
თარი თავი (აბა, სხვას ვის შეეძლო გაეგონა) – „იფრინე, მიწა
არ იგძნო ფეხქვეშ, მიუხედავად საღი აზრისა“. თუმცა ეს იმიტო-
მაც მჯერა, რომ პოეზიას შეუძლია შექმნას გარეშე ზემოქმედები-
სათვის ისეთივე შესაფერი და პოეტური არსის შინაგანი კანონე-
ბისადმი ისეთივე მგრძნობიარე წესრიგი, როგორიც ციმციმს,
წყლის ზედაპირს ფარავდა სამზარეულოს ვედროში ორმოც-
დაათი წლის წინათ. წესრიგი, რომლითაც შეგვიძლია განვა-
ხორციელოთ ყველაფერი, რაც გვიგროვდებოდა, სანამ ვიზრდე-
ბოდით. წესრიგი, რომელიც გიკმაყოფილებს ყველაფერს, რა-
საც გონებრივი შესაძლებლობებიდან ელოდები და გეხმარება
გაერკვე გრძნობებში. სხვანაირად, მწამს, რომ პოეზიას შეუძ-
ლია, თავისთავადიც იყოს და იმაშიც დაგეხმაროს, შესაძლებე-
ლი გახადო ცვალებადი და ძალის მომცემი კავშირი გონების
ცენტრსა და პერიფერიას შორის, რადიომიმღებზე სიტყვა
„სტოკჰოლმის“ ამომკითხველ ბავშვსა და იმ მამაკაცს შორის,
პირისპირ რომ წარუდგა ამ დიდად საზეიმო მომენტში კეთილ-
განწყობილ და ოფიციალურ პირებს სტოკჰოლმში. მწამს ეს,
იმიტომ რომ რწმენა ყოვლისშემძლეა ჩვენს დროშიც და ყველა
დროშიც თავისი ცხოვრებისეული სიმართლით, ამ სიტყვის ყვე-
ლანაირი გაგებით.
დავიწყებ იქიდან, რომ მინდოდა ცხოვრებისეული სიმართლე
კონკრეტული უტყუარობით დაღდასმული ყოფილიყო და ძალზე
მიხაროდა, ლექსი რომ სიწრფელით, სიმართლით ასახავდა
სამყაროს, რომელშიც ამ სიმართლეს ძალუძდა გაეძლო კიდეც,
თავიც დაეცვა და წინააღმდეგობაც გაეწია. სკოლის წლებშივე
მიყვარდა ჯონ კიტსის ოდა „შემოდგომას“, იმისათვის, რომ იგი

787
ენისა და განცდების ურთიერთდამაკავშირებელი თაღი იყო;
ყმაწვილობისას შემიყვარდა ჯერარდ მენლი ჰოპკინსი ღრმა
განცდებისათვის, ასე რომ აწონასწორებდნენ აღტაცებასა და
ტკივილს, – არც ვფიქრობდი, თვითონაც თუ განვიცდიდი მათ,
სანამ მისი ლექსები არ წავიკითხე; მიყვარდა რობერტ ფროსტიც
ფერმერული გულმოდგინებისა და ეშმაკური მიწიერებისათვის;
ჩოსერიც, მეტწილად, იმავე თვისებებისათვის. მოგვიანებით აღ-
მოვაჩინე აკურატულობისა და სულიერი მიწიერების ახალი სა-
ხეობა, – რომელიც მაღელვებდა და მიზიდავდა, – უილფრედ
ოუენის ლექსებში ომზე, პოეზიაში, სადაც ახალი აღთქმის მოწ-
ყვლადობა ითრგუნება და იმსჭვალება უახლესი ბარბაროსული
საუკუნის ძრწუნებებით. შემდგომში ელიზაბეტ ბიშოპის სტილის,
რობერტ ლოუელის სრული ქედუხრელობისა და პატრიკ კავანა-
გის ღია კონფრონტაციის ზუსტი მიბაძვით ხელახლა აღმოვაჩინე
მრავალი მიზეზი, რომ მერწმუნა პოეზიის ყოვლისშემძლეობა –
და პასუხისმგებლობაც, – უნარი იმის თქმისა, რაც ხდება, „შეებ-
რალოს პლანეტა“, რომ „არ აინტერესებს პოეზია“.
არაგულგრილი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, სე-
რიოზულისა და საგნებისათვის ზუსტი სახელების დამრქმევი-
სადმი, განმიმტკიცდა ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბადების, აღ-
ზრდისა და ცხოვრების გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ
ბოლო ოცდახუთი წელია, სხვაგან ვცხოვრობ. დედამიწის არც
ერთ კუთხეში არსად არ ამაყობენ ასე თავისი სიფხიზლითა და
რეალიზმით, არსად არ კიცხავენ ასე კანის გამო რაიმე განსხვა-
ვებას ანდა თავშეუკავებლობას. ამიტომაც, ნაწილობრივ იმის
გამო, რომ თვითონაც ავითვისე ყველაფერი ეს, რაკი იქ გავი-
ზარდე და ნაწილობრივ სქელკანიანობის გამო, რაც თავდაცვი-
სათვისაა საჭირო, ისე ვიცხოვრე, ხან თავს ვარიდებდი, ხანაც

788
ვებრძოდი ფუფუნებასა და ექსპენსიურობას ისეთი განსხვავებუ-
ლი პოეტებისას, როგორებიც არიან უოლეს სტივენსი და
რაინერ მარია რილკე; არცთუ ძალიან ვენდობოდი ემილი დი-
კინსონის გამჭვირვალე არსს, ასოციაციების ამ ზიგზაგისებურ
გაელვებებსა და ტეხილებს; ვისაკლისებდი ელიოტის მოჩვენე-
ბით უცნაურობებს. და ეს მეტნაკლებად თავდაჭერილი დამოკი-
დებულება განმტკიცებული იყო პოეტისათვის იმაზე მეტი უფლე-
ბის მიცემაზე უარის თქმით, რაც ყოველ მოქალაქეს ეკუთვნის.
შემდგომშიც იგი გამოწვეული იყო პოეტის მოქმედებით განუწ-
ყვეტელი პოლიტიკური სიმკაცრისა და საზოგადოების მოლო-
დინის სიტუაციაში. უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ესაჭი-
როება პოეზია არა თავისთავადი, არამედ პოლიტიკური მდგო-
მარეობის შესაფერი, სხვადასხვანაირად რომ იმსახურებს მო-
წონებას ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების მიერ.
გონება ჯერ კიდევ ცდილობს მოდუნდეს ასეთ ვითარებაში,
სემიუელ ჯონსონმა ერთხელ კეთილშობილური რწმენით „სი-
მართლის შეურყევლობა“ რომ უწოდა, როცა გაცნობიერებული
აქვს საკუთარი მოქმედებებისა და მოთხოვნილებების ბუნებაც.
არ საჭიროებს რა თეორიულ დასაბუთებას, ცნობიერება სწრა-
ფად იწვრთნება განასხვაოს დაპირისპირებულები. ბავშვი, ერ-
თდროულად რომ უსმენს შინაურების ირლანდიურსაქცევებიან
საუბარს და ოფიციალურ ბრიტანულ მაუწყებლობას, თან ათას-
გვარ უბედურებათა სიგნალებს, უკვე მიჩვეულია დიდობაში თა-
ვისი მდგომარეობის სირთულეს, იმას, რომ მომავალში მას
მოუწევს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა გულისწადილს შო-
რის: ეთიკურის, ესთეტიკურის, მორალურის, მატერიალურის,
პოლიტიკურის, სკეპტიკურის, კულტურულის, თემატურის, სიმ-
ბოლურის, პოსტკოლონიალურისა, და თუ ყველას თავს მოვუყ-

789
რით, უბრალოდ შეუთავსებელთა შორის. აი, ასეთად ვიპოვე მე
საკუთარი თავი სამოცდაათიანი წლების შუა ხანებში დუბლინის
სამხრეთით სხვა პატარა სახლში ახლად შექმნილი ოჯახითა და
ნაკლებად შთამბეჭდავი რადიოწერტილით. მესმოდა ფოთლე-
ბის შრიალში არეული წვიმის ხმაური და ცნობები დაბომბვათა
შესახებ, – ახლა უკვე სახლთან ახლოს, – არა მხოლოდ იმათი,
„დროებითთა“ პარტია (ერა) რომ აწყობდა, არამედ ასეთივე
სასტიკი შეიარაღებული შეტაკებების ნაყოფი პარამილიტარის-
ტების მომხრეებთან დუბლინის ჩრდილოეთით. ვგრძნობდი რა
საკუთარ მტკიცებულებათა არარაობას მას შემდეგ, ოსიპ მან-
დელშტამის 1930იან წლებში კანონზომიერტრაგიკული დაღუპ-
ვის თაობაზე რომ წავიკითხე, ასეთსავე არარაობას ვგრძნობ და
მეეჭვება ჩემი მოქალაქეობრივი მდგომარეობაც კი, როცა მეს-
მის, მაგალითად, რომ განსაკუთრებით გულჩვილი ერთი ჩემი
სკოლის მეგობარი შეიპყრეს და საქმის გარჩევის გარეშე დააკა-
ვეს როგორც პოლიტიკური მკვლელობის მზადებაში ეჭვმიტანი-
ლი. გაშმაგებით მსურდა აბსოლუტური სტაბილურობა კი არა,
ფარდობითობის ჭაობიდან გაქცევა, ვოცნებობდი მივნდობოდი
პოეზიას სავსებით და გაბედულად. ლექსში „დაუცველობა“
ვწერდი:
რომ შემძლებოდა მეტეორიტით მოვფრენილიყავი!..
ამის ნაცვლად კი სველ ნეშოში დავხეტიალობ.
გასრულდა შემოდგომის კეთილნაქნარი,
თავი რომ მოჰქონდა ჭენჭყოს გმირად
და მისი საჩუქარიც
შურდულიდან გატყორცნილ ქვასავით
უიმედობამ წარიტაცა.
ნეტა მეც ასე გავსრულდე.

790
ხშირად წარმოვიდგენ მეგობართა რჩევებს.
ისინი პრიზმულად ლამაზები არიან
და ურო აცხრება თავზე ყველას,
ვისაც ვეზიზღები.
სანამ ვიჯექი და ვულოლიავებდი
ჩემს ნამუსიან რენომეს,
რისათვის? საამბობლად? ხალხისათვის?
რისათვის ამბობენ უკან – დაიხიე?
თხმელის ტოტებში იღვრება წვიმა
მისი დაბალი სასიამოვნო ხმა
ბუტბუტებს იმედგაცრუებებსა და მსხვრევებზე
და თითოეული წვეთი იხსენებს
ალმასის აბსოლუტებს.
არც წვეული ვარ, არც მაბეზღარა,
შინაგანი ემიგრანტი ვარ. „გრძელთმიანად“ აღზრდილი
და ჩაფიქრებული; ტყის ყაჩაღი,
ჩაკვლას რომ გადაურჩა,
ყიჟინისა და ლულისაგან
თავდასაცავი შეფერილობა რომ მიიღო,
ვცახცახებ ქარის ყოველ ქროლაზე;
ვინც, ამ ნაპერწკლებს რომ აჩაღებს
ნამცეცა სითბოსათვის,
ერთადერთი ცხოვრებისეული შანსი დაკარგა
ამაღლდა მფეთქავ კომეტად.
ჩემი თაობის სტუდენტებისათვის კარგად ცნობილ ერთ ლექ-
სში, რომელზეც შეიძლება ითქვას, სიმბოლისტური მოძრაობის
ვიტამინებს იღებდა და კაფსულის ფორმით გამოსაყენებლად აქ-
ცევდაო, ამერიკელი პოეტი არჩიბალდ მაკ ლეიში ამტკიცებდა,

791
რომ „ლექსებს შეუძლიათ იყვნენ ტყუილი“. როგორც მოურიდე-
ბელი დადასტურება პოეტური ნიჭისა, თქვას სიმართლე, მაგრამ
ცოტცოტაობით, ეს უეჭველი და კორექტულია. დიახ, არის შემ-
თხვევები, როცა ჩნდება უფრო ღრმა საჭიროება, როცა გვინდა
ლექსი იყოს არა მხოლოდ წესისმიერი, არამედ აუცილებლად
ბრძნული, არა მხოლოდ მოულოდნელი ვარიაცია, მთელი სამ-
ყაროსადმი მიმართული, არამედ თავად სამყაროს ახალხატი.
გვინდა გაოცებამ ისე განგვმსჭვალოს, როგორც ნათება აღად-
გენს ხოლმე უეცრად გამოსახულებას ტელეეკრანზე ანდა ელექ-
ტროტალღა უბრუნებს გულის კუნთს ჩვეულებრივ რიტმს. გვინ-
და იგივე, რაც უნდოდა ქალს, სიცივისაგან გალურჯებული რომ
იდგა ლენინგრადის სატუსაღოსთან კომუნისტური რეჟიმის სა-
შინელებათა მედგრად გადამტანი და ჩურჩულით ეკითხებოდა
ანა ახმატოვას, ძალუძდა კი მას აღეწერა ყოველივე, რაც ხდე-
ბოდა, თუკი შეიძლებოდა საერთოდ ამის გაკეთება ხელოვნების
მეშვეობით. მეც გამჩენია ეს მოთხოვნილება გაცილებით უფრო
ხელსაყრელ პირობებში ჩემს მშობლიურ კუთხეში, როცა ვწერ-
დი სტრიქონებს, ახლახან რომ გაგაცანით. პოეზიისათვის აუცი-
ლებელია გულისხმიერება ობიექტური რეალობის ზემოქმედე-
ბისადმი და ალღო პოეტური არსის შინაგანი კანონებისა. ეს
თვისებები განსაზღვრავენ პოეზიის სახელს.
ობიექტური რეალობა და შინაგანი მამოძრავებელი მოვლე-
ნები 19681974 წლების ჩრდილოეთ ირლანდიაში სიმპტომატუ-
რი იყო საერთო თვალსაზრისით მკვეთრი, მაგრამ აქ მცხოვრე-
ბი უმცირესობისათვის მაინც დიდი ხნის ნანატრი გარდაქმნები-
სათვის. ეს ადრეც უნდა მომხდარიყო, სამოციანი წლების სა-
ხალხო მღელვარების შედეგად, მაგრამ არ მოხდა და ინკუბა-
ტორში დაბუდებული მუდმივი საფრთხე ძალიან მალე გამოიჩე-

792
კა. სანამ ზოგიერთში მთვლემარე „ქრისტიანი მორალისტი“
ცრემლებს ღვრიდა ირას მკვლელობათა და აფეთქებათა კამპა-
ნიის მხეცური სისასტიკის გამო, „უბრალო ირლანდიელი“ კი
სხვათა გულებში შეძრწუნებული იყო ბრიტანული არმიის სის-
ხლიანი კვირით დერიში 1972 წელს, მოქალაქეთა უმცირესობა,
აღზრდილი იმ შეგნებით, რომ მისი კლასი ეჭვმიტანილი და შე-
ვიწროებულია როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური
საშუალებებით, სიტუაციას პოეტური სიმართლით აღიქვამდა და
მიაჩნდა, რომ ირლანდიის კეთილდღეობისათვის გარდაქმნები
აუცილებელი იყო. მაგრამ მოქალაქის ეს აღქმა თანაარსებობ-
და იმ სიმართლესთან, რომ გარდაქმნების მისაღწევად ერას მი-
ერ გამოყენებული მეთოდების უკიდურესი სისასტიკე დამღუპვე-
ლი იქნებოდა სწორედ იმ სიმართლისათვის, საფუძველი რომ
უნდა გამხდარიყო ახალ შესაძლებლობათათვის.
მიუხედავად ამისა, მანამდე, სანამ ბრიტანეთის მთავრობა
სანინგდეილის 1974 წლის კონფერენციის შემდეგ თავს დაეს-
ხმოდა ძალადობის მომხრე ოლსტერელ ლოიალისტებს (დიდი
ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფის მოწინა-
აღმდეგეებს), რაციონალური გონი ცდილობდა ჩასწვდომოდა
მომხდარის არსს, გაეწონასწორებინა დაპირებული და ნამოქმე-
დარი, ერთი სიტყვით, ექნა ის, რის მიღწევასაც ლამობდა ნახე-
ვარი საუკუნის წინ იეიტსი, სახელდობრ, „ერთმანეთთან მოერი-
გებინა წარმოსახვაში რეალობა და კანონიერება“. თუმცა 1974
წლის შემდეგ მთელი ოცი წლის განმავლობაში, 1994 წლის აგ-
ვისტოში ცეცხლის შეწყვეტამდე, ამ იმედს აღსრულება არ ეწე-
რა. სისასტიკემ ქვემოდან არაფერი მოიტანა, გარდა საპასუხო
სისასტიკისა ზემოდან, ფიქრი სამართლიანობაზე აღიქმებოდა
როგორც რეალობის გულგრილობა, ხალხი კი, 25 წლის მან-

793
ძილზე რომ იტანჯებოდა ფიზიკურადაც და სულიერადაც, პოლი-
ტიკური სოლიდარობის, ემოციური თავდაცვის ამ ერთადერთი
იმედის ანაბარაღა დარჩა.
ჩრდილოეთ ირლანდიის ტანჯვაწამების ისტორიის ერთერთი
უმწვავესი მომენტი მაშინ დადგა, 1976 წლის იანვრის ერთ სა-
ღამოს ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შინ მომავალი მუშე-
ბიანი მიკროავტობუსი რომ გააჩერეს, გვერდზე გადააყენეს,
ტყვეები გაამწკრივეს და ერთერთმა ჯალათმა ბრძანა: „თუ
თქვენ შორის ვინმე კათოლიკეა, წინ გამოვიდეს!“ თითქოსდა
საგანგებოდ ეს სპეციფიკური ჯგუფი ერთის გარდა მთლიანად
პროტესტანტებისაგან შედგებოდა და უნდა ევარაუდებინათ,
რომ ნიღბიანები პროტესტანტი პარამილიტარისტები იყვნენ და
განზრახული ჰქონდათ სექტანტური, შურისგებითი მკვლელობა
შემთხვევითი კათოლიკესი, იმ ერთადერთისა, რომელშიც შეიძ-
ლებოდა დაეჭვებულიყავი, ერასა და მისი აქციებისადმი სიმპა-
თიითაა განწყობილიო. ეს იყო უმძიმესი წუთი კათოლიკე მუში-
სათვის, შიშსა და მოწმეებს შორის მოქცეულისათვის, მაგრამ
მაინც დააპირა წინ გამოსვლა. მაშინ, როგორც შემდგომში
თქვეს, მეზობელმა პროტესტანტმა მუშამ ხელი ხელზე მოუჭირა
იმის ნიშნად, თითქოს ეუბნებოდა, არ გაინძრე, არ გაგცემთ,
არავის საქმე არაა, რომელი რწმენისა თუ პარტიისა ხარო. ამა-
ოდ. კაცი გამოვიდა მწკრივიდან, მაგრამ ტყვიის ნაცვლად მუჯ-
ლუგუნები მიიღო, გვერდზე გააგდეს, მწკრივი კი ერთიანად ჩაც-
ხრილეს, რაკიღა ნიღბიანები პროტესტანტი ტერორისტები კი
არა, უნდა ვივარაუდოთ, ერას „დროებითი“ პარტიის წევრები
აღმოჩნდნენ.
ხანდახან ძნელია არ იფიქრო, რომ ეს იმდენად ჭკუის სასწავ-
ლებელი ისტორია არაა, რამდენადაც სასაკლაო; რომ მართა-

794
ლი იყო ტაციტუსი, – სამყარო მხოლოდ სიცარიელეა, დაუნდო-
ბელი ძალის გადამწყვეტი მოქმედების შემდეგ რომ რჩება. მახ-
სოვს, მაგალითად, როგორ ვიყავი შოკირებული სამოცდაათიან
წლებში პოლიტიკურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი ჩემი
მეგობრის დაპატიმრების გამო: ვფიქრობდი, თუნდაც დამნაშავე
იყოს, ალბათ, უკეთესი მომავლისათვის ზრუნავს, რეპრესიული
ფორმების აღკვეთისა და ახალ შესაძლებლობათა გამოთავი-
სუფლებისათვის იმ ერთადერთი საშუალებით, რომლითაც შე-
იძლება რაიმეს მიაღწიო, სასტიკით, მაგრამ, ფართო გაგებით,
ნაღდი საშუალებით. ეს იყო წუთით, მაგრამ ისეთით, თითქოს
კოსმოსურ გამყინვარებაში მოვხვდი, შიგნით თუ გარეთ შემზა-
რავ სტიქიაში, ადამიანურმა არსებამ რომ ყოველივე უნდა გან-
ჭვრიტოს და საკუთარი ბედი განაგოს. მაგრამ ეს მხოლოდ წუ-
თიერი ფიქრი იყო. ის მომავალი, რომელზედაც ვოცნებობთ,
განპირობებულია იმით, რაც განიცადა შიშისაგან გონდაკარ-
გულმა კათოლიკემ მაშინ, როცა მეზობლის ხელმა ხელზე
მოუჭირა და არა მაშინ, როცა ცეცხლმა მთელი მწკრივი მოცე-
ლა და იგი ეულად და მარტოსულად აქცია იმ მუსიკალური ფრა-
ზის ნაწყვეტივით, მომხდარს რომ გვაუწყებს. როგორც მწერ-
ლებსა და მკითხველებს, როგორც ცოდვილებსა და მოქალაქე-
ებს ჩვენი რეალიზმი და ესთეტიკური გრძნობა იძულებულს
გვხდის ეჭვით მოვეკიდოთ დადებითი თვისებებისადმი ნდობას.
ტყვიის ცეცხლი გვამაგრებს, სისასტიკე კი სულს უდგამს ბრძო-
ლას, იწვევს კვლავაც დაუპირისპირდეს მას. ჩვენ სათანადოდ
გვაძრწუნებს პოლ ცელანის პოეზიის კრუნჩხვები და აღტაცებას
გვგვრის სემიუელ ბეკეტის სუნთქვაშეკრულობა, რამდენადაც
ისინი გვიდასტურებენ, რომ ხელოვნებას ძალუძს აღმოჩნდეს
მოწოდების სიმაღლეზე და ასე თუ ისე შედეგი იყოს ჰოლოს-

795
ტოკს თავდაღწეული ცელანის გასაოცარი ბედისა და საფრანგე-
თის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის სემიუელ ბეკეტის თავ-
დაჭერილი გმირობისა. უფრო მეტიც, სამართლიანი ეჭვი გვაქვს
იმის მიმართ, რაც დიდად გვანუგეშებს მოცემულ ვითარებაში.
ულმობელობა ჩვენი ცოდნისა XX საუკუნის დასასრულს დიდი
გამოცდის წინაშე აყენებს ბევრ რამეს ჩვენი კულტურული მემ-
კვიდრეობიდან. მხოლოდ ყველაზე ბრიყვსა და ყველაზე გლა-
ხაკს არ ჰგონია, რომ ცივილიზაციის საბუთებიც სისხლითა და
ცრემლებითაა დაწერილი, არა ნაკლებ რეალურით, თუმცა კი
შორეულით. და როცა ეს ინტელექტუალური წინასწარგანწყობი-
ლება თანაარსებობს ოლსტერის, ისრაელის, ბოსნიის, რუანდი-
სა და დედამიწის სხვა კუთხეთა სისხლიანი იარების რეალობას-
თან, საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ არ ვენდოთ ადამიანის ბუ-
ნებას, არამედ ისიც, რომ არ ვენდოთ მეტისმეტად დადამბითსაც
ხელოვნებაში. აი, ამიტომ ვიყავი წლების მანძილზე მიჯაჭვული
ჩემს საწერ მაგიდასთან, როგორც მოქადაგე ანალოესთან, ვა-
ყურადებდი საკუთარ ცნობიერებას, რათა გამომეწურა სამყა-
როს ტკივილების ნაწილი მაინც, თუმცა ძალზე შორს ვიყავი გმი-
რობისა და ზვარაკობისაგან, ჩემი პრინციპების გამო იძულებუ-
ლი ვხდებოდი კვლავ და კვლავ გამემეორებინა ჩემი მცდელო-
ბანი. გამეჩაღებინა ნაპერწკლები მათი ნამცეცა სითბოსათვის.
დამევიწყებინა რწმენა და მისწრაფება კეთილაღნაგი საქმეები-
სადმი. გამომეჩინა გულგრილობა ალმასის აბსოლუტებისადმი,
რომელთა შორისაც საკმაო რაოდენობა შეიძლებოდა ყოფილი-
ყო აბსოლუტურად გამოსახვადი. მერმე, საბოლოოდ და საბედ-
ნიეროდ, არა ჩემი მშობლიური მხარის სამწუხარო გარემოება-
თა გამო, არამედ სწორედ მათ მიუხედავად, წელში გავიმართე.
რამდენიმე წლით ადრე ვცადე შემექმნა აზროვნებითი და წარ-

796
მოსახვითი სივრცე როგორც მშვენიერის, ასევე მომაკვდინებ-
ლისთვისაც. და ერთხელ კიდევ ვცდი ამ შეცვლილი ორიენტაცი-
ის მნიშვნელობა დავუკავშირო ირლანდიის ამბებს. ესაა მოთ-
ხრობა ბერზე, მედგრად რომ გადაიტანა სულიერი ცდუნებანი.
ყვებიან, თითქოს ერთხელ წმინდა კევინი დაჩოქილიყო, ხელებ-
გაწვდილი ლოცულობდა ირლანდიის საეკლესიო მამულ გლენ-
დალუში უიკლოუს ახლოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ერთერთ
ყველაზე ტყიან და ნესტიან ადგილას ქვეყანაში. ასე იყო თუ ისე,
სანამ კევინი ლოცულობდა, მისი გაწვდილი ხელისგული შავ
შაშვს შეცდომით რაღაც ქანდარის მსგავსი ჰგონებია, ჩამჯდარა,
კვერცხი დაუდვია, მერე ბარტყების გამოჩეკაც მოსურვებია, რა-
კი ხელი ხის ტოტად მიუჩნევია. წმინდა კევინს, სიბრალულით
აღსავსეს და ყოველი ღვთიური ქმნილების, დიდის თუ პატარის
მიმართ სიყვარულით განმსჭვალულს, ფეხი არ მოუცვლია
საათების, დღეების, ღამეების, კვირების განმავლობაში, სანამ
ბარტყები არ დაიჩეკნენ და დაფრთიანდნენ...
წმინდა კევინის ისტორია ირლანდიის ისტორიაა, თუმცა კი
მგონია, რომ ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ინდოეთში, აფ-
რიკაში, არქტიკაში და ორივე ამერიკაში. არც ის მგონია, რომ
იგი შეიძლება მხოლოდ ფოლკლორული ზღაპრების რიგს მივა-
კუთვნოთ, ან დავეჭვდეთ მის ღირებულებაში, ვარკვიოთ რა
კულტურის საზღვრები მრავალკულტურულობის პროცესის ჩარ-
ჩოებში. პირიქით, მისი საიმედოობა და გავრცელებულობა უნდა
უზრუნველყონ სწორედ გარემო პირობებმა. რა თქმა უნდა, ეს
გარემო დღეს შემიძლია წარმოვიდგინო განადგურებულად,
როგორც კოლონიალიზმის ცნებათა სისტემა, სადაც კევინი ფი-
გურირებს უწყინარ იმპერიალისტად (ან მისიონერად იმპე-
რიალისტის კილვატერში), რომელიც ერევა აბორიგენების

797
ცხოვრებაში და აზიანებს მათ თავდაპირველ ეკოლოგიას. უნდა
ვაღიაროთ: არის ერთგვარი ირონია იმაში, რომ სწორედ კევი-
ნია ის, ვინც უკვდავყო და შემოგვინახა ირლანდიური მემკვიდ-
რეობის ჭეშმარიტი მშვენიერება: მისი ამბავი მოთხრობილია
ჟირალდუს კამბრენსისის თხზულებაში, ერთერთისა იმ ნორმა-
ნებიდან, XII საუკუნეში რომ დაიპყრეს ირლანდია და რომელ-
საც ხუთასი წლის შემდეგ ირლანდიურენოვანმა ისტორიკოსმა
ჯოფრი კიტინგმა უწოდა „ხარი იმ ჯოგიდან, რომელმაც დაწერა
ირლანდიის ყალბი ისტორია“. ამ შემთხვევაშიც კი არ მინდა და-
ვიჯერო, რომ ადრეული ქრისტიანული ცივილიზაციის ასეთი გა-
მოვლინება მთლიანობაში უნდა აიხსნას ისევე მარტივად, რო-
გორც გზა რაღაც ექსპლოატატორულისა და პირველყოფილისა-
კენ ჩვენს ისტორიაში, წინათაც და ახლაც. მთელი კონცეფცია
უფრო იმ ნამუშევრების ერთგვარ სახესხვაობად მიმაჩნია, რამ-
დენიმე კვირის წინ სპარტის ერთერთ მუზეუმში რომ ვნახე სწო-
რედ იმ დღეს, როცა გამოაცხადეს ლიტერატურაში ნობელის
პრემიის მინიჭების თაობაზე. ეს იყო ხელოვნება, გამოჩეკილი
რელიგიიდან, არაფერი საერთო რომ არ ჰქონდა წმინდა კევი-
ნის რწმენასთან. იქაც გამოსახული იყო მჯდომარე ჩიტი, უც-
ნაური მხეცი და შთაგონებული ადამიანი, ოღონდ ამჯერად ადა-
მიანი ორფეოსი იყო, აღფრთოვანება კი უფრო მუსიკით იყო გა-
მოწვეული, ვიდრე ლოცვით. ეს იყო პატარა რელიეფური კვეთი-
ლობის ნიმუში და არ შემეძლო არ გადმომეხატა; ისიც გადმოვ-
წერე, რასაც თანმხლები ბარათი იუწყებოდა. ნახატმა შემძრა
სიძველითა და მარადიულობით, ბარათის ტექსტმაც გული ამი-
ჩუყა, რამდენადაც მისახელებდა და მიმტკიცებდა იმის რწმენას,
რასაც ოცდაათი წელია ვაკეთებ. „აღთქმათა ნუსხა, – ეწერა ბა-
რათში, – ალბათ, ორფეოსისთვის ადგილობრივი პოეტის მიერ

798
მირთმეული. ელინისტური პერიოდის აქაური ოსტატის ნამუშე-
ვარი“. კვლავ ვიმედოვნებ, რომ არ გამოვიყურები სენტიმენტა-
ლურად ან უბრალოდ კერპთაყვანისმცემლად ყოველივე ადგი-
ლობრივის მიმართ. პირიქით, მინდა ვივარაუდო, რომ ნახატები
და ამბები, დღეს რომ აქ გავიხსენე, ფასეულობათა მატარებლის
ფუნქციას ასრულებენ. ჩვენი საუკუნე მოწმე გახდა ნაციზმის გა-
ნადგურებისა შეიარაღებულ ძალთა მიერ; მაგრამ საბჭოთა რე-
ჟიმი მოიშალა, სხვა მრავალ რამესთან ერთად, თავსმოხვეული
იდეოლოგიის მორჩილებისათვის შეუპოვარი წინააღმდეგობის
გაწევით, მათ შორის, კულტურულ ფასეულობათა დაპირისპირე-
ბითა და ფიზიკური წინააღმდეგობითაც, იმათ მსგავსად, რაც შე-
მოგვინახეს ამ ნახატებმა და ისტორიებმა. კიდეც რომ გვესწავ-
ლა, სამართლიანად და სერიოზულად გვეშინოდეს ნებისმიერი
ხალხის კულტურის სხვადასხვა ფორმის განვითარებისა და კონ-
სერვატიზმისა ნორმალური და განსაკუთრებული სისტემებისას,
კიდეც გვქონოდა უეჭველი დამამტკიცებელი საბუთები, რომ სა-
კუთარი ღირსების გრძნობა ეთნიკურ და რელიგიურ მემკვიდ-
რეობაში მალე გადაიზრდება ფაშიზმში, ჩვენი სიფხიზლე ამის
საფუძველზეც კი ვერ გამოდევნიდა სიყვარულსა და უკეთესი-
სადმი რწმენას ადამიანის ბუნებიდან. და, პირიქით, ამ უკეთესის
უდრეკობისა და განვრცობილობის იმედმა უნდა ჩაგვინერგოს
ნდომა, რომ სამყარო გახდება ისეთი, სადაც ყოველი ტრადიცი-
ის მნიშვნელობისათვის პატივისცემა წარმოშობს შემოქმედებას
და უზრუნველყოფს ხელსაყრელი პოლიტიკური სივრცის შენარ-
ჩუნებას. მიუხედავად ნგრევისა და განუწყვეტელი ხოცვაჟლეტი-
სა მოწმე გავხდით ნდობის კოლოსალური აქტებისა, რომლები-
თაც აღინიშნა ახალი ურთიერთობანი პალესტინელებსა და ებ-
რაელებს, სამხრეთაფრიკელ თეთრკანიანებსა და ფერადკა-

799
ნიანებს შორის, გამოიძებნა საშუალებანი ევროპაში კედლების
დასანგრევად და რკინის ფარდის ჩამოსახსნელად, ყოველივე
ეს კი იმედს გვაძლევს, ახალი პერსპექტივების გათვალისწინე-
ბით ირლანდიაც ამოისუნთქავს თავისუფლად. ამ პრობლემის
არსი გულისხმობს მოცემულ მომენტში კუნძულის დაყოფას
ბრიტანულ და ირლანდიურ იურისდიქციებად და პრაქტიკულად
ასეთსავე მუდმივ დანაწილებას გავლენებისას ჩრდილოეთ ირ-
ლანდიაში ბრიტანულ და ირლანდიურ მემკვიდრეობათა შორის.
მაგრამ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს იმის იმე-
დი, რომ მთავრობები თავიანთი ძალაუფლებით შეძლებენ შექ-
მნან ისეთი ორგანოები, რომლებიც ამ დაყოფებს დაამსგავსე-
ბენ ჩოგბურთის ბადეს, სადემარკაციო ხაზს, რომელიც ითვა-
ლისწინებს ურთიერთდათმობებს, შეჯიბრებასა და მეტოქეობას,
მომავლის განჭვრეტას, სადაც ცხოველუნარიანობა, თავდაპირ-
ველად გამომდინარე ისეთი უცნაურად დაწყვილებული სიტყვე-
ბიდან, როგორიცაა „მტერი“ და „მოკავშირენი“, ბოლოსდაბო-
ლოს მიღწეული იქნება ნაკლებად გაორებული და მთლიანობა-
ში ნაკლებად მაიძულებელი სიტყვიერი მარაგით. როცა უ. ბ.
იეიტსი სამოცდაათი წლის წინათ ამ საკითხს წამოჭრიდა, ირ-
ლანდია თანდათანობით აღწევდა თავს ტკივილებს სამოქალა-
ქო ომისას, აუცილებლად რომ თან სდევდა ხოლმე ბრიტანელ-
თა წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. თანამდევი
ომი ამჯერად ხანმოკლე იყო. იგი დასრულდა 1923 წლის მაისი-
სათვის, შვიდი თვით ადრე იეიტსის სტოკჰოლმში გაფრენამდე,
მაგრამ შერკინება იყო სისხლიანი, სასტიკი და ღრმააზროვანიც,
იგი კარნახობდა პოლიტიკურ პირობებს ახალ თაობებს ირლან-
დიის ოცდაექვსი დამოუკიდებელი საგრაფოდან – კუნძულის იმ
ნაწილიდან, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო

800
როგორც ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო, შემდგომში კი
როგორც ირლანდიის რესპუბლიკა. თავის სანობელო სიტყვაში
იეიტსი თითქმის არ შეხებია სამოქალაქო და დამოუკიდებლო-
ბისათვის ომებს. მასზე უკეთ არავის ჰქონდა შეგნებული კავში-
რი სახელმწიფო დაწესებულებათა შექმნასა და დაშლას, კულ-
ტურული ცხოვრების საფუძველჩაყრასა და ჩაფლავებას შორის,
მაგრამ ამ შემთხვევაში ნაცვლად ასეთი მწვავე თემისა მან საჭი-
როდ მიიჩნია ელაპარაკა ირლანდიის თეატრალურ მოძრაობა-
ზე. ხაზი გაუსვა მის შემოქმედებით მიზნებს და დასაბამითვე გა-
მართლებას, რაც იმით გამოიხატა, რომ თავად იეიტსის გარდა
მას მხარს უჭერდნენ მისი ნიჭიერი მეგობრები ჯონ მილინგდონ
სინჯი და ლედი აუგუსტა გრეგორი. თქვა, რომ შვეციაში ჩამოვე-
დი, რათა მსოფლიოსათვის მეუწყებინა, ჩვენი პოეტებისა და
დრამატურგების მუშაობა ისევე საჭირო რომაა ქვეყნისათვის,
როგორც პარტიზანთა რაზმების ჩასაფრებანიო. და მისი სიამა-
ყის საგანი ამ ამაღლებულ პროზაში არსებითად ისეთი იყო, რო-
გორც აგვიწერა ათი წლის შემდეგ პოემაში „კვლავ მუნიციპა-
ლურ გალერეაში“. აქ იეიტსი თავს წარმოიდგენს პორტრეტებსა
და ბატალურ ტილოებს შორის, ახლო წარსულის გმირებსა და
მოვლენებს რომ ხოტბას ასხამენ და უეცრად აცნობიერებს, რომ
მოხდა ჭეშმარიტად ეპოქალური რამ. „ირლანდია ეს მიცვალე-
ბული კი არა, ისაა, მხიარული და მრისხანე, პოეტის ფიქრში
ჩარჩენილი“. ამ ლექსის დამამთავრებელია ყველაზე უფრო
ცნობილი ორი სტრიქონი:
რაა დიდება, რითაც ტკბებიან?
ჩემი დიდება მეგობრებია.
გახსნილი და ამაღელვებელი ეს სტრიქონები მაგალითია
პოეზიისა, რომელიც კი არ იყინჩება, არამედ ამჟღავნებს საკუ-

801
თარ თავს; ესაა საპატიო წრე პოეტისა და ამ მხრივ ისინი ჩამოჰ-
გავენ იმას, რის თქმასაც ვცდილობ ჩემს ლექციაში. საქმე საქმე-
ზე თუ მიდგება, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით სხვა
სტრიქონებსაც მოვიყვან ამ ლექსიდან: „მთლად იქ როდი ვარ,
რასაც მელნით ფურცელზე ვწერდი, მე აქაცა ვარ, ახლა, თქვენს
გვერდით“. ამის მაგივრად, გთხოვთ ის ვქნათ, რასაც იეიტსი
სთხოვდა თავის აუდიტორიას და წარმოვიდგინოთ რა წარმატე-
ბებს მიაღწიეს ბოლო ორმოცი წლის მანძილზე ირლანდიელმა
პოეტებმა, დრამატურგებმა, რომანისტებმა, რომელთა შორისაც
სიამაყით გამოვარჩევ ჩემს დიდ მეგობრებს. ლიტერატურის სა-
კითხებში რჩევის მიცემისას ეზრა პაუნდი აღნიშნავდა, სათვა-
ლავში არ ჩააგდოთ იმისი აზრი „ვისაც თვითონ არ შეუქმნია
მეტნაკლებად საყურადღებო ნაშრომი“ და მე მაქვს პრივილე-
გია, მივდიო ამ რჩევას, რამდენადაც იგი გამორჩეულ შემოქ-
მედთა შესანიშნავი შეფასებაა, – არა მარტო ჩემს თანამემამუ-
ლეთა, – მხარს რომ უჭერდნენ ჩემს ძალისხმევას მას შემდეგ,
რაც წერა დავიწყე ბელფასტში ოცდაათი წლის წინათ. ირლან-
დია, სადაც ახლა ვცხოვრობ, ისაა, რომლის წარმოდგენაც გამი-
ადვილეს ჩემმა ირლანდიელმა თანამედროვეებმა. და მაინც
იეიტსი არამც და არამც არ იყო ძნელად საცნაური. ჩვენს საუკუ-
ნეში პოეზიისადმი ნდობის გამომხატველად უეჭველად ჩაით-
ვლება, თუკი შეიძლება ამის განსჯა, მისი ლექსების ორი ციკლი
სათაურით „ათასცხრაასცხრამეტი“ და „ფიქრები სამოქალაქო
ომისას“, რომელთაგან უკანასკნელში შეხვდებით ცნობილ ლი-
რიკულ პწკარებს ჩიტის ბუდეზე, შოშიამ რომ გაიკეთა პოეტის
ფანჯარასთან. იეიტსი მაშინ ცხოვრობდა ნორმანთა კოშკში,
ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს რომ წარმოადგენდა
წარსულ და ამასთანავე, შფოთიან ეპოქებში და შთაგონება წარ-

802
მართა ცივილიზაციათა ირონიისაკენ, სასტიკმა და მძლავრმა
დამპყრობლებმა რომ შეაკავშირეს, დაბოლოს, მხატვრებსა და
არქიტექტორებსაც ნიშნავენ. ლექსში ასოციაციითაა ურთიერ-
თდაკავშირებული ბარტყების დამპურებელი დედაჩიტისა და
თაფლის დამგროვებელი ფუტკრის სახეები, ღრმა ფესვები რომ
გაუდგამთ პოეტურ ტრადიციაში და ყოველთვის განგვაწყობენ
ფიქრისათვის ენერგიული, მშვიდობისმოსურნე და მზრუნველი
თანამეგობრობის იდეალზე.
კოშკის კედლებში ეძებენ ბინას,
ფუტკრის ოჯახმა არ იცის დაღლა,
ფუტკრებო, ნუ გსურთ ეგ ქვა და რკინა,
შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.
ვიღაცა შიშით ვერ ტოვებს სოროს,
სიღატაკემაც ძვალრბილი დახრა,
განუწყვეტელად ხვადაგთა ქორო
ამრავლებს წყვდიადს, ავსულს და ბოროტს:
შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.
ბარიკადებზე სიკვდილი დადის,
სისხლი და ცრემლი იმატებს ახლა,
საქმე ვერ მოსდევს მამაცის ქადილს,
საფრთხეა მტერთა მახის და ბადის.
შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.
უხეში ხდება თანდათან სული,
აღარ მიილტვის მაღლა და მაღლა.
მაცდურს შეეკრას, ზოგს ურჩევს გული,
თაფლის ქურუმნო! დამიცხრეთ წყლული,
შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.

803
ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე ხშირად მსმენია, როგორ
იმეორებდნენ ირლანდიელები ამ ლექსს მთლიანად თუ ნაწილ-
ნაწილად და ამაში არაფერია გასაკვირველი, იგი ხომ ისეთივე
სათნო და ყურადღებიანია ცხოვრების მიმართ, როგორც წმინდა
კევინი და ისეთივე მრისხანე, როგორც ჰომეროსი. ცხადია, რომ
კვლავ და კვლავ ექნება ადგილი მხეცურ სისასტიკეს შარაგზაზე,
კვლავ გაამწკრივებენ მიკროავტობუსიდან ჩამოყრილ მუშებს
და რამდენიმე წუთში დახვრეტენ. მაგრამ მწამს გაწვდილი ხე-
ლისგულის რეალურობაც, სიმპათიის უტყუარობაც, ერთი არსე-
ბის მიერ მეორის გამოქომაგებაც. პოეზია აცხრობს წინააღმდე-
გობრივ საჭიროებებს, რომელთაც ცნობიერება წარმოშობს სა-
განგებო კრიზისებისას, ერთი მხრივ, იმისას, რომ თქვა სიმარ-
თლე, მკაცრი და დამთრგუნველი და მეორე მხრივ, – არ გაამ-
ძვინვარო გონება იმ მიჯნამდე, რომლის იქითაც იგი უარს ამ-
ბობს რწმენისა და სიკეთისაკენ მგზნებარე სწრაფვაზე.

804
ვისლავა შიმბორსკა

პოეტი და სამყარო

1996
სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე ძნელი პირველი ფრაზაა.
მაშასადამე, ეს მე უკან ჩამოვიტოვე... მაგრამ ვგრძნობ, იოლი
არც მომდევნო ფრაზები – მესამე, მეექვსე, მეათე და არც სულ
ბოლო იქნება. მე ხომ პოეზიაზე ვაპირებ საუბარს. ამ თემაზე
აზრს იშვიათად, უკიდურესად იშვიათად გამოვთქვამ. მაგრამ
ყოველთვის ისეთი განცდა მეუფლება, რომ ამას მაინცდამაინც
კარგად ვერ ვახერხებ. ამიტომაც სიტყვას მეტისმეტად არ გავაგ-
რძელებ.
დღევანდელი პოეტი სკეპტიკოსი და ეჭვიანიც კია, მაგრამ,
შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. სა-
კუთარ თავს ხმამაღლა უხალისოდ ეძახის პოეტს – თითქოსდა
რცხვენია კიდეც. ჩვენს მყვირალა ეპოქაში ბევრად უფრო
იოლია საკუთარი ნაკლის აღიარება, თუკი, რასაკვირველია,
იგი ეფექტურია, ვიდრე ღირსებისა, რომელიც ღრმად არის და-
ფარული და რომლის არსებობაშიც თავიდან ბოლომდე არ
ვართ დარწმუნებულნი... სხვადასხვა ანკეტებსა და შემთხვევით
თანამგზავრთან, როცა პოეტი იძულებულია აღნიშნოს საქ-
მიანობის სახეობა, ამჯობინებს გაურკვეველ ფრაზას: „ლიტერა-
ტორი“ ანდა თავის სხვა სპეციალობას ასახელებს. ჩინოვნიკები
თუ ავტობუსის მგზავრები სიტყვა „პოეტს“ ერთგვარი უნდობ-
ლობითა თუ სიფრთხილით ეკიდებიან. ვგრძნობ, ამგვარ რეაქ-

805
ციას აწყდება ხოლმე ფილოსოფოსიც. თუმცა ფილოსოფოსი მა-
ინც უკეთეს მდგომარეობაშია: მას, უმეტესწილად, შესაძლებ-
ლობა აქვს თავისი პროფესია რამდენიმე სამეცნიერო წოდებით
დაამშვენოს. ფილოსოფიის დოქტორი – ეს უკვე ღირსეულად
ჟღერს.
პოეზიის დოქტორები კი არ არსებობენ. ასე რომ ყოფილიყო,
„პოეტის“ პროფესია უეჭველად მოითხოვდა საგანგებო განათ-
ლებას, გამოცდების თანმიმდევრულ ჩაბარებას, ბიბლიოგრა-
ფიითა და სქოლიოებით განმტკიცებულ შრომებს, დაბოლოს,
საზეიმოდ გადაცემულ დიპლომებს. ეს კი, თავის მხრივ, მაუწყე-
ბელი იქნებოდა იმისა, რომ საკმაოდ არ იყო შევსებული ფურცე-
ლი – თუნდაც უშესანიშნავესი ლექსებით: პოეტად რომ ითვლე-
ბოდე, საჭიროა და აუცილებელი პირობაც გახლავთ რაღაც ბე-
ჭედდასმული ფურცელი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ასეთი ფურ-
ცლის უქონლობის გამო იყო გადასახლებული ნობელის პრემი-
ის მომავალი ლაურეატი, რუსული პოეზიის სიამაყე – იოსიფ
ბროდსკი.
რამდენიმე წლის წინათ მისი პირადად გაცნობის პატივი და
ბედნიერება მხვდა წილად. შევამჩნიე, რომ ჩემს ნაცნობ მელექ-
სეთაგან მხოლოდ ის უწოდებდა საკუთარ თავს „პოეტს“ და ამ
სიტყვას შინაგანი წინააღმდეგობის გაუწევლად, ასე განსაჯეთ,
რაღაც გამომწვევი სილაღით წარმოთქვამდა. ვფიქრობ, იმი-
ტომ, რომ ახალგაზრდობისას განცდილი საშინელი დამცირება
ჯერაც არ დავიწყებოდა.
უფრო ბედნიერ ქვეყნებში, სადაც ადამიანური ღირსება ასე
იოლად ხელწამოსაკრავი არ გახლავთ, პოეტები, რასაკვირვე-
ლია, ოცნებობენ, რომ მათი ლექსები დაიბეჭდოს, წაიკითხონ,
გაიგონ, არაფერს ან თითქმის არაფერს აკეთებენ იმისათვის,

806
რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ მყოფთაგან რაიმეთი
გამოირჩეოდნენ. არადა, არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი
საუკუნის პირველ ათასწლეულში, პოეტებს უყვარდათ ხალხის
განცვიფრება უცნაური სამოსით, ექსცენტრული ყოფაქცევით.
თუმცაღა ეს მხოლოდ საზოგადოებისათვის თავშესაქცევ სა-
ნახაობას წარმოადგენდა.
მაგრამ ადრე თუ გვიან დგებოდა ჟამი, როცა პოეტი კარს
მიიხურავდა, თავიდან იცილებდა ფურფუშელას, ბრჭყვიალა
სამკაულსა და პოეტურ აქსესუარს და სრულ სიჩუმეში რჩებოდა
საკუთარი თავის მოლოდინში, ჯერაც სუფთა ფურცლის პირის-
პირ, რადგან, არსებითად, მთავარი სწორედ ეს არის.
დამახასიათებელი მოვლენა: უამრავ ბიოგრაფიულ ფილმს
იღებენ გამოჩენილ მეცნიერებსა და მხატვრებზე. პატივმოყვარე
რეჟისორები მიზნად ისახავენ ზუსტად წარმოაჩინონ შემოქმედე-
ბითი პროცესი, რომლის შედეგადაც მიღწეულ იქნა უმნიშვნე-
ლოვანესი მეცნიერული აღმოჩენები ანდა შეიქმნა ხელოვნების
ესა თუ ის თვალსაჩინო ნაწარმოები. შესაძლებელია, საკმაო სი-
ზუსტით აჩვენონ მეცნიერის სამუშაო: ლაბორატორია, სხვადას-
ხვა ხელსაწყო, – მოქმედ მექანიზმს შეუძლია გარკვეული დრო-
ის განმავლობაში მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. ამას
გარდა, ეკრანზე შესაძლებელია ერთობ დრამატულად წარმოჩ-
ნდეს მერყეობის, დაძაბული მოლოდინის წუთები: წარმატებით
დაგვირგვინდება თუ არა უკვე მეათასედ – ოღონდ უმცირესი
ცვლილებებით – განმეორებული ექსპერიმენტი?
სანახაობრივია აგრეთვე მხატვრობაზე შექმნილი ფილმებიც.
იოლად შეიძლება ნახატის შექმნის ყველა სტადიის განმეორება
– პირველი მონასმით დაწყებული ტილოზე ფუნჯის უკანასკნელ
შეხებამდე. კომპოზიტორებზე გადაღებული ფილმები სავსეა მუ-

807
სიკით – შემოქმედის არსებაში ჩასახული პირველი ტაქტიდან
მოყოლებული თვით საბოლოოდ მომწიფებულ ინსტრუმენტირე-
ბულ ხორცშესხმამდე. ყოველივე ეს, არც მეტი, არც ნაკლები,
გულუბრყვილობაა და არაფერს გვეუბნება სულის უცნაურ
მდგომარეობაზე, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, შთაგონებას
ეძახიან, თუმცაღა მაყურებელს რაღაცის დანახვა და მოსმენა
მაინც შეუძლია.
უფრო ცუდადაა პოეტების საქმე. მათი სამუშაო, სამწუხა-
როდ, სრულიად არაფოტოგენურია. ადამიანი მაგიდას უზის ან-
და ტახტზე წევს – კედელსა თუ ჭერს თვალმიშტერებული –
დროდადრო შვიდ ხაზს დაწერს, რომელთაგან ერთერთს თხუთ-
მეტიოდ წუთის შემდეგ გადახაზავს, მერე კიდევ ერთი საათი
არაფერი ხდება... რომელი მაყურებელი გაუძლებს ამგვარ
რაიმეს?
ზემოთ შთაგონება ვახსენე. კითხვაზე: „რა არის ეს?“ – თუკი
იგი მართლა არსებობს, თანამედროვე პოეტები ორჭოფულად
უპასუხებენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არასოდეს განუცდიათ ამ
შინაგანი იმპულსის მადლი.
მიზეზი სხვაა. იოლი არ არის, ვინმეს აუხსნა ის, რაც შენთვი-
საც გაუგებარია.
მე თავადაც, როცა ამაზე მეკითხებიან, საქმის არსს შორიდან
ვუვლი. ამგვარად ვაძლევ პასუხს: შთაგონება სრულიადაც არ
გახლავთ პოეტებისა თუ, საერთოდ, მხატვრების უპირატესობა.
არის, იყო და ყოველთვის იქნება გარკვეული კატეგორია ხალ-
ხისა, რომელთაც შთაგონება ეწვევათ ხოლმე. ისინი შეგნებუ-
ლად ირჩევენ საქმეს და სიყვარულითა და ფანტაზიით იღვწიან.
არსებობენ ასეთი ექიმები, არსებობენ ასეთი მასწავლებლები,
არსებობენ ასეთი მებაღენი; შეიძლება კიდევ ასეულობით სხვა

808
პროფესიის ჩამოთვლა. ამ ხალხისათვის სამუშაო შეიძლება იქ-
ცეს მარადიულ მომხიბვლელ თავგადასავლად, თუკი უყურად-
ღებოდ არ დატოვებენ მისგან შემოთავაზებულ არც ერთ გამოწ-
ვევას. სიძნელის, მარცხის მიუხედავად, მათ ცნობისმოყვა-
რეობას ბოლო არ უჩანს. ყოველ გადაჭრილ პრობლემას თან
სდევს ახალი შეკითხვების მთელი ჯაჭვი. შთაგონებას, რაც არ
უნდა იყოს იგი, მუდმივი „არ ვიცი“ შობს.
ოღონდ ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. დედამიწის
მკვიდრთა უმეტესობა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად
შრომობს, დიახ, შრომობს, რადგან ვალდებულია – იმუშაოს.
სამუშაოს ისინი გულის კარნახით კი არ ირჩევენ, მათ მაგივრად
არჩევანს ცხოვრებისეული მდგომარეობა აკეთებს: მოსაწყენი,
საძულველი სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აფასებ,
რომ (თვით ასეთიც კი) ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის;
მწარე უბედობა, ყველაზე მძიმე, როგორიც კი შეიძლება წილად
ხვდეს ადამიანს. და ამას ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს ას-
წლეულებშიც სასიკეთო არაფერი მოხდება.
და მაინც, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ: თუმცა პოეტებს
მონოპოლიას ვართმევ შთაგონებაზე, მათ მაინც ვათავსებ ბე-
დის მიერ განებივრებულ რჩეულთა ჯგუფში. აქ მსმენელებს, შე-
საძლოა, ეჭვი გაუჩნდეთ, ყველა ჯურის ჯალათებს, დიქტატო-
რებს, ფანატიკოსებს, დემაგოგებს რამდენიმე და, რაც მთავა-
რია, მყვირალა ლოზუნგებით ხელისუფლებისათვის მებრძო-
ლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო და მას გულმოდგინედ და
გერგილიანად ასრულებენ. დიახ, მაგრამ მათ „იციან“. მათ იცი-
ან ის, რაც იციან, მათთვის სრულიად საკმარისია და სხვა აღა-
რაფერი აღელვებთ, რამეთუ, შესაძლოა, მერე საკუთარ სიმარ-
თლეში დაეჭვდნენ. ხოლო ყოველნაირი ცოდნა, მორიგ კით-

809
ხვებს რომ ბადებს, ერთობ მალე კვდება, სიცოცხლისათვის
აუცილებელ მხურვალებას კარგავს. ყველაზე უკიდურეს შემ-
თხვევაში, და ამის მაგალითებიც არსებობს როგორც უძველეს,
ასევე უახლოეს ისტორიაშიც, იგი შეიძლება საზოგადოებისათ-
ვის მეტად საშიშ იარაღად იქცეს.
ამიტომაცაა, რომ ასე ძალიან ვაფასებ ორ მოკლე სიტყვას:
„არ ვიცი“. პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლე სიტყვები, თვალწინ
რომ გადაგვიშლიან სივრცეებს, თვით ჩვენს წიაღშივე ჩამალულ
სივრცეებს, რომელთა შორის ჩაკარგულია ჩვენი ნამცეცა დედა-
მიწა. ისააკ ნიუტონს რომ არ ეთქვა „არ ვიცი“, მის ბაღში ვაშლი
ყველას თვალწინ ჩეჩქივით ჩამოცვივდებოდა, მას კი, დიდიდი-
დი, აეკრიფა და გემრიელად ეჭამა... ჩემს თანამემამულე მარი
სკლოდოვსკაიაკიურის საკუთარი თავისთვის რომ არ ეთქვა „არ
ვიცი“, ის, ალბათ, ქიმიის მასწავლებელი იქნებოდა კეთილშო-
ბილ ქალთა პანსიონში და სრულიად ღირსეულ საქმიანობაში
გალევდა წუთისოფელს, მაგრამ მან თქვა „არ ვიცი“ და სწორედ
ამ სიტყვებმა მოიყვანეს იგი და, ამასთან ორჯერ, სტოკჰოლმში,
სადაც დაუდგრომელი და მარად მაძებარი სულის ადამიანებს
ნობელის პრემიას ანიჭებენ.
და პოეტიც, თუკი იგი ჭეშმარიტი პოეტია, საკუთარ თავს გა-
ნუწყვეტლივ უნდა უმეორებდეს: „არ ვიცი“. ყოველი თავისი
ლექსით იგი რაღაცის ახსნას ცდილობს, მაგრამ წერტილს დას-
ვამს თუ არა, უმალვე ეჭვი იპყრობს და ხვდება, რომ მისეული
ახსნა არც საბოლოოა და არც ამომწურავი. და იგი კიდევ ერ-
თხელ ცდის ბედს, და კიდევ ერთხელ, და მერე, მისი უკმაყოფი-
ლების მტკიცებებს ლიტერატურის ისტორიკოსები ვეებერთელა
სამაგრით შეკრავენ და „შემოქმედებით ბარგს“ დაარქმევენ.

810
ხანდახან სრულიად არარეალურ სიტუაციებს წარმოვიდგენ.
მაგალითად, ვკადნიერდები და წარმოვისახავ, თითქოს სა-
შუალება მეძლევა გავესაუბრო ეკლესიასტეს – ნებისმიერი ადა-
მიანური წამოწყების ამაოების უჩვეულოდ ამაღლებული გოდე-
ბის ავტორს. თავს მდაბლად დავუხრიდი, რამეთუ იგი ყველაზე
მნიშვნელოვანი პოეტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მერე
ხელს ჩამოვართმევდი. „ახალი არაფერია ამა მზის ქვეშე“ – შე-
ნი ნათქვამია, ეკლესიასტევ. მაგრამ მზის ქვეშე შენ იშვი ახალი
და შენი შექმნილი პოემაც ახალია მზის ქვეშე, რადგან შენამდე
იგი არავის შეუქმნია. და ახლები არიან მზის ქვეშე შენი მკით-
ხველებიც, რამეთუ შენამდე მისი წაკითხვა არ შეეძლოთ და კვი-
პაროსიც, რომლის ჩრდილშიც შენ ჩამოჯექი, ამ ქვეყნის დღი-
დან არ ამოზრდილა. მას სული ჩაუდგა რომელიღაც სხვა კვიპა-
როსმა, შენმა მსგავსმა, მაგრამ არა ზუსტად ისეთივემ. ამას გარ-
და, ნება მიბოძე, ეკლესიასტევ, გკითხო, ახალი რა გსურს დაწე-
რო კიდევ, რამე ისეთი, რაც შეავსებდა შენს მსჯელობებს, თუ
ცთუნებას ვერ სძლევ, რომელიმე მათგანი რომ არ გააბათილო?
უკვე დაწერილ პოემაში, სხვათა შორის, შეამჩნიე სიხარულიც –
თუმც წარმავალი, მაგრამ მერე რა? ეგებ, სწორედ მას უნდა ამ
მზის ქვეშე ახალი პოემა? უკვე გაქვს რაღაც შენიშვნები, წინას-
წარი მონახაზები? იმედია, არ იტყვი: „მე ყველაფერი დავწერე,
დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“. ასეთ რამეს დედამიწის ზურ-
გზე არ იტყვის არც ერთი პოეტი, მით უფრო, შენნაირი.
სამყარო, რაც უნდა ვიფიქროთ მასზე, მისი უსაზღვრობითა
და მისდამი უმწეობით შეშინებულებმა, ნაწყენებმა მისი გულ-
გრილობის გამო სხვადასხვა არსებათა – ადამიანების, მხეცე-
ბის და, შესაძლოა, მცენარეთა ტანჯვისადმი, საიდანაც დაედო
სათავე ამ თავდაჯერებულობას, რომ მცენარეები არ იტანჯები-

811
ან, რაც უნდა ვიფიქროთ ვარსკვლავთა გამოსხივებით განმსჭვა-
ლულ სივრცეებზე, ვარსკვლავებისა, რომელთა ირგვლივაც
თანდათანობით აღმოაჩენენ ამა თუ იმ პლანეტებს – უკვე
მკვდრებს? კიდევ მკვდრებს? – ვინ იცის; რაც უნდა ვთქვათ ამ
სამყაროსეულ თეატრზე, სადაც, მართალია, ბილეთი კი გვაქვს,
მაგრამ რომელსაც მეტისმეტად მოკლე – ორი გარკვეული თა-
რიღით შემოსაზღვრული ვადა აქვს, დიახ, რაც უნდა ვიფიქროთ
ამ სამყაროზე – იგი განსაცვიფრებელია.
მაგრამ განსაზღვრებაში „განსაცვიფრებელი“ ერთგვარი
ლოგიკური მხარე იმალება; ჩვენ ხომ, ჩვეულებრივ, გვანცვიფ-
რებს ის, რაც ცნობილ და ზოგადად მიღებულ ნორმას სცილდე-
ბა, არ ეტევა უკვე ჩვეულ სიცხადეში. მაგრამ ასეთი ცხადი სამყა-
რო, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენი განცვიფრება უნებლიეა და
არ გამომდინარეობს რაიმესთან შედარებიდან.
თანახმა ვარ, რომ საყოფაცხოვრებო მეტყველებაში, რომე-
ლიც ყოველ სიტყვაზე დაფიქრებას არ გვაიძულებს, ხელგაშლი-
ლად ვხმარობთ განსაზღვრებებს. „ჩვეულებრივი ცხოვრება“,
„ჩვეულებრივი სამყარო“, „ჩვეულებრივი წესრიგი“... მაგრამ
პოეზიაში, სადაც ყოველი სიტყვა სასწორზე მისხალმისხალ იწო-
ნება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორ-
ცვი და ამ ბორცვების თავზე არც ერთი ღრუბელი, არც ერთი
დღე და არც ერთი მომდევნო ღამე და, რაც მთავარია, ამქვეყ-
ნად არავის არსებობა. ეტყობა, პოეტებს ყოველთვის ბევრი სა-
მუშაო ექნებათ.

812
დარიო ფო

ჩონტრა ჟოგულატორეს Oბლოქუენტეს

1997
ბატონებო და ქალბატონებო. ჩემს საუბარს ასეთი სახელი
მინდა დავარქვა: Gontra jogulatores obloquentes. უკვე მიხ-
ვდით, ეს ლათინურია, შუა საუკუნეების ლათინური. ასე იწყებო-
და კანონი, იმპერატორმა ფრიდრიხ II რომ გამოსცა იტალიაში
1221 წელს. სკოლაში გვასწავლიან, რომ ფრიდრიხ II განათლე-
ბული და უაღრესად ლიბერალური მონარქი იყოო, მაგრამ ლი-
ბერალობისა რა მოგახსენოთ. აბა, თავად განსაჯეთ: მოგახსე-
ნებთ, რას ნიშნავს Gontra jogulatores obloquentes. იგი ასე
ითარგმნება – „აბეზარი და თავხედი მასხარების წინააღმდეგ“.
კანონი ქალაქის მცხოვრებლებს მასხარების შეურაცხყოფისა
და ცემის უფლებას აძლევდა, ხოლო, თუ მასხარა ვინმეს გააღი-
ზიანებდა, შეეძლოთ ცემით სიკვდილის პირამდე მიეყვანათ. აქ-
ვე გაგახარებთ: კანონი უკვე აღარაა ძალაში. ასე რომ, შემიძ-
ლია მშვიდად გავაგრძელო. ბევრმა ჩემმა იტალიელმა მეგო-
ბარმა – ცნობილმა მსახიობებმა, მწერლებმა, პოეტებმა, მხატ-
ვრებმა, არქიტექტორებმა – სატელევიზიო თუ რადიოინტერ-
ვიუების დროს ნობელის პრემიასთან დაკავშირებით ასეთი რამ
განაცხადეს: დღევანდელ დღეს შვედეთის მეცნიერებათა აკადე-
მიის წევრები დიდ ჯილდოს იმსახურებენ. მათ გაბედეს და ეს დი-
დებული ოსკარი მასხარას გადასცეს.

813
მათ სავსებით ვეთანხმები და ტაშს ვუკრავ. ძვირფასო აკადე-
მიის წევრებო: თქვენ გამოიჩინეთ უჩვეულო გამბედაობა, ერ-
თგვარად პროვოკაციულიც კი. ერთი შეხედვით, იმას რა უბედუ-
რება მოჰყვა: გაიხსენეთ არამიწიერი პოეტები, სულ მაღლა ცაში
რომ დაფრინავენ და ჩვეულებრივ არ ფიქრობენ იმათზე, ვინც
ცოტა ქვევით მიმოიქცევა. ახლა ამ პოეტებს ნიავის ნაცვლად
ნამდვილი ტორნადო დააქროლებს და ისინი პირდაპირი სახით
ეფლობიან ყოველდღიური ცხოვრების ჭუჭყში. ზოგიერთმა შე-
იძლება უკანალიც გადაიყვლიფოს, ბევრ პოეტსა თუ მწერალს
ნერვული შეტევა დაემართა, ნაღვლის ჩაქცევის შემთხვევებიც
იყო. ბოლო დროს იტალიის აფთიაქში დამამშვიდებელი სა-
შუალებებიც გამოილია. მავანნი უშვერად ლანძღავდნენ იმ
ხალხს, ვინც ამ პრემიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო: აკა-
დემიის წევრებსაც და მთელ მათ ჯილაგს. მავანთ ღმერთიც კი
დაავიწყდათ, თვით მეფის წინააღმდეგ გაილაშქრეს – „ძირს
ნორვეგიის მეფეო!“ – გაჰყვიროდნენ. ამ ვნებათაღელვაში მეფე
ვინ იყო, – ნორვეგიისა თუ შვედეთის – ისიც კი აღარ ახსოვდათ.
მაგრამ ეს გაშმაგებული ხალხი თავისებურად მართალი იყო.
ძვირფასო ჟიურის წევრებო: ამჯერად თქვენ ჩარჩოებს თავი და-
აღწიეთ. ეს პროცესი, ჩემი აზრით, 11 წლის წინათ დაიწყო, რო-
ცა პრემია შავკანიანს მიანიჭეთ: ნობელის პრემია – ფერადკანი-
ანს. ამაზე არ შეჩერებულხართ, პრემია ჯერ ებრაელს გა-
დაეცით, ახლა კი – მასხარას. როგორც ნეაპოლში ამბობენ:
უგუნურებას საზღვარი არა აქვს. უგუნურება ზოგჯერ სამღვდე-
ლოებაშიც კი იჩენს ხოლმე თავს – უმაღლეს სამღვდელოებაში,
– Opus Dciს რომ მიეკუთვნება. ეპისკოპოსებმა, კარდინალებმა,
ლეგატებმა მოითხოვეს აღედგინათ კანონი, რომელიც მასხარე-
ბის კოცონზე დაწვის ნებას იძლეოდა. გთხოვთ, მოედანზე ნუ გა-

814
მათრევთ: მე ისედაც ვიწვი ნელ ცეცხლზე, მაგრამ ეს სულ სხვა
ამბავია.
და მაინც მინდა გითხრათ, აუარება ხალხმა გაიხარა ჩემთან
ერთად, მაგალითად, თეატრალებმა, მსახიობებმა, კომედიან-
ტებმა. გაიხარეს დიდი სიხარულით. თავს ნებას მივცემ თქვენამ-
დე მოვიტანო მოხეტიალე კომედიანტების, მასხარების,
კლოუნების ტაკიმასხარების მხიარული შეძახილები თუ ჭეშმა-
რიტად მქუხარე აპლოდისმენტები (აი, აქამდე მოვაღწიეთ).
ჰო, მართლა, ტაკიმასხარებზე გამახსენდა: მინდოდა მეამბნა
თქვენთვის მეზღაპრეებზე, ლაგომაჯორეს ახლოს რომ ცხოვრო-
ბენ, იმ მხარეში, სადაც დავიბადე და სადაც მეზღაპრეობის ხე-
ლოვნების უძველესი ტრადიცია არსებობს. საუკუნეთა მანძილ-
ზე მუშაობენ იქ მინის ბერვის ოსტატები და ათასგვარ ამბებს,
დაუჯერებელ ზღაპრებს ჰყვებიან. მეც მათგან შევისწავლე სახუ-
მარო და მახვილგონივრული ზღაპრის მოყოლის ხელოვნება.
მახსოვს, ბავშვობაში როგორ შემოვუსხდებოდით ხოლმე გარ-
შემო ამ ოსტატებს, ისინი კი, ცვლებს შორის შესვენება როცა
ჰქონდათ, თავიანთ ამბებს გვიამბობდნენ, ირონიითა და გრო-
ტესკით სავსეს. იქ, სადაც საჭირო იყო, მორჩილად ვიცინოდით,
მაგრამ მოულოდნელად სიცილი სახეზე გვაშრებოდა და ღიმი-
ლად გადაიქცეოდა ხოლმე – ანაზდად ჩვენი გონებაც შეიმეც-
ნებდა შეფარული ირონიის, სატირისა თუ საშინელი ალეგორი-
ის არსს. იყო ერთი კაცი, რომელიც უეჭველად ზარზეიმით შეხ-
ვდებოდა ამ პრემიას, ეს კაცი, რა თქმა უნდა, რუცანტეა – ყვე-
ლასათვის უცნობი, მაგრამ უდიდესი თეატრალური მოღვაწე
იყო, იტალიური და, შეიძლება ითქვას ევროპული რენესანსის
წარმომადგენელი, XVI საუკუნის დიდი დრამატურგი. რუცანტე
ჩემი მასწავლებელი იყო: ბეოლკო, მეტსახელად რუცანტეხუმა-

815
რა. ის და მოლიერი – აი, ჩემი მასწავლებლები. გასაოცარია,
რომ ორივე ეს დრამატურგი მსახიობობდა კიდეც, ისინი იყვნენ
უდიდესი კომიკოსები და თვითონვე დგამდნენ საკუთარ სპექ-
ტაკლებს. ორივემ საკუთარ თავზე გამოსცადა ხელისუფლების
და სამეფო კარის პოეტების ქედმაღლობა და შეურაცხყოფა –
არ მოსწონდათ მათი დადგმის თავისებურება. ეს კომიკოსები
იმიტომაც არ უყვარდათ, რომ საკუთარ პიესებს დგამდნენ, ეს
პიესები კი უბრალო ცხოვრებაზე გვიამბობდნენ, ფარისევლობა-
სა და ძალადობას გმობდნენ; თანაც მათი ყველაზე დიდი დანა-
შაული ის იყო, რომ ყველაფერ ამაზე სიცილით ლაპარაკობ-
დნენ. ძალაუფლებას კი სიცილი არ უყვარს. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ რუცანტემ თავისი ენა შექმნა. მან შეაზა-
ვა ჩრდილო იტალიის ყველა დიალექტი, ამას დაუმატა ესპანუ-
რი, ლათინური, ფრანგული, გერმანული სიტყვები და შექმნა –
უნივერსალური ხმაბაძვითი თეატრალური ენა და მინდა მათ
მადლობა ვუთხრა, რადგან რუცანტეს წყალობით ვისწავლე,
როგორ უნდა მოვიშორო თავიდან ლიტერატურული პირობი-
თობების ენა, მისგან ვისწავლე სიტყვების, ფორმებისა და გამო-
ნათქვამების შეთხზვა, რიტმისა და ნათქვამის ჟღერადობით
ტკბობა.
რამდენიმე დღის წინათ ერთმა ახალგაზრდა, ძალიან ნიჭი-
ერმა მსახიობმა მითხრა: „მაესტრო, თქვენ უნდა აღძრათ ახალ-
გაზრდობა თქვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით. თქვენ უნდა გა-
დასცეთ მათ მუხტი. თქვენ უნდა გაუზიაროთ პროფესიული ჩვე-
ვები და გამოცდილება“. მე და ფრანკამ, ჩემმა ცოლმა, ერთმა-
ნეთს გადავხედეთ და ჩავულაპარაკეთ: „მართალს ამბობს“. მაგ-
რამ ჩვენი ხელოვნება სხვებს რომ ვასწავლოთ, ჩვენი ფანტაზი-

816
ის ნაყოფი სხვებს რომ გავუზიაროთ, აქვს კი ამას აზრი? განა
რას მოგვიტანს?
ბოლო ხანს მე და ფრანკამ არაერთი საუნივერსიტეტო კამპუ-
სი მოვინახულეთ და სასტუდიო და სასემინარო მეცადინეობათა
მთელი ციკლი ჩავუტარეთ ახალგაზრდა აუდიტორიას. განგვაც-
ვიფრა კი არა და, ძალიან შეგვაფიქრიანა იმან, რომ აქ ახალ-
გაზრდები მთლიანად ჩამოშორებული არიან დროს, რომელშიც
ვცხოვრობთ, ჩვენ მათ ვუყვებოდით, რომ თურქეთში მიმდინა-
რეობს სასამართლო. დამნაშავეებს ბრალად ედებათ მასობრი-
ვი ხოცვაჟლეტა სივასში. ქვეყნის ოცდაჩვიდმეტი მოწინავე, დე-
მოკრატიულად განწყობილი ინტელექტუალი, რომლებიც ამ
ანალოგიურ ქალაქში შეიკრიბნენ, ოტომანის ეპოქის ცნობილი
შუა საუკუნეების მასხარას ხსოვნისათვის პატივი რომ მიეგოთ,
სასტუმროში გამოკეტილი ცოცხლად გამობუგეს ღამეულ სიბნე-
ლეში. ხანძარი ფანატიკოსი ფუნდამენტალისტების ჯგუფმა მო-
აწყო. მათ ზურგს უკან ვიღაც მთავრობის კაცი იდგა. ერთ ღამეში
ამ ქვეყნიდან გაუჩინარდა ოცდაჩვიდმეტი ცნობილი ქურთი
მხატვარი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი და მოცეკვავე.
ფანატიკოსებმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს თურქუ-
ლი კულტურის განუმეორებელი ჰიპოსტასი. ათასობით სტუდენ-
ტი გაოცებული გვისმენდა, ყურებს არ უჯერებდა. არც კი გაეგო-
ნათ ამ სასაკლაოს ამბავი, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაკ-
ვირვა, რომ მათმა ხელმძღვანელებმა და პროფესორებმაც კი
არაფერი იცოდნენ. თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს,
თითქმის ჩვენს მოპირდაპირე მხარეს. ეს ქვეყანა ევროპის ქვეყ-
ნების თანამეგობრობაში შესვლისკენ ისწრაფვის, მაგრამ იქ
მომხდარ მკვლელობაზე არავის არაფერი სმენია.

817
სამართლიანად შენიშნა ცნობილმა იტალიელმა დემოკრატ-
მა სალვინიმ: „უსამართლობის მთავარი საყრდენი უმეცრებაა –
არცოდნა იმისა, რაც მსოფლიოში ხდება“. ახალგაზრდობის ერ-
თგვარი განდგომა არსებული სინამდვილისაგან თავსმოხ-
ვეულია. თავსმოხვეულია იმ ხალხისაგან, ვინც მათ მითითებები
უნდა მისცეს და ასწავლოს: ჩვენი დროის განდგომილ, ყოვლად
უინტერესო ხალხს შორის, პირველ ყოვლისა, სკოლის მასწავ-
ლებლები და, საერთოდ, ახალგაზრდობის აღმზრდელები უნდა
დავასახელოთ.
ახალგაზრდობა დაუცველია იმ საშინელი ბანალურობისა და
უხამსობის მასობრივი შემოტევების წინაშე, რასაც ყოველდღე
განიცდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წყალობით.
ავიღოთ თუნდაც უმოწყალო სატელევიზიო ფილმები, სადაც
სულ რაღაც 10 წუთის მანძილზე ხდება სამი გაუპატიურება, ორი
მკვლელობა, ერთხელ ვიღაცას სცემენ, ამას თან მოჰყვება დიდი
ავტოკატასტროფა – ხიდზე ათობით მანქანა შეეჯახება ერთმა-
ნეთს; ხიდი ჩაინგრევა, და ყველა, ყველა – ავტომანქანები,
მძღოლები, მგზავრები – ზღვაში ცვივიან... მარტო ერთი ადა-
მიანი გადარჩება, მაგრამ იმასაც, თურმე, ცურვა არ სცოდნია და
ამიტომ იძირება წინა პლანზე საიდანღაც შეჯგუფებულ დოყლა-
პიათა მხიარული გადაძახილების ფონზე.
სხვა უნივერსიტეტში მოიფიქრეს პროექტი – და ეს პროექტი,
სამწუხაროდ, განხორციელდა კიდეც – მანიპულაცია გენეტიკუ-
რი მასალის საფუძველზე, უფრო ზუსტად, წინადადება ევროპის
პარლამენტის მისამართით, ცოცხალ ორგანიზმებზე ოპერირე-
ბის საპატენტო უფლებების მინიჭების თაობაზე. პირდაპირ ტან-
მა გვიგრძნო, როგორ აცახცახდა აუდიტორია შიშისაგან. მე და
ფრანკამ ავუხსენით, რომ ძლიერი მულტინაციონალისტებისგან

818
(და ასეთები ყველგან არიან) წაქეზებული ჩვენი ევროკრატები
ამზადებენ პროექტს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ფან-
ტასტიკურ საშინელებათა ფილმს, სახელწოდებით „ტახი –
ფრანკენშტეინის ძმა“. ისინი ცდილობენ კანონის მხარდაჭერა
მოიპოვონ (თითქმის მოიპოვეს კიდეც). ამ კანონის თანახმად,
ფარმაცევტული საწარმოები შეძლებენ პატენტის მიღებას ცოც-
ხალ არსებებზე ან მათ ორგანოებზე, რომლებიც გენური ინჟინე-
რიითაა მიღებული.
ყველაფერი შემდეგნაირად მოხდება: ღორის გენეტიკური მა-
ნიპულაციის განხორციელების პროცესში მეცნიერი შეეცდება,
რაც შეიძლება მეტად დაამგვანოს ის ადამიანს. ამისთვის უმჯო-
ბესი იქნება, თქვენს არჩევანზე დაყრდნობით ამოუღოს ღორს
ნებისმიერი ორგანო – ღვიძლი ან თირკმელი და გადაუნერგოს
ადამიანს. მაგრამ გადანერგილი ორგანოები ორგანიზმმა რომ
შეიგუოს, საჭიროა ღორისაგან ადამიანს გადაეცეს გენეტიკური
ინფორმაციის გარკვეული ნაწილიც. ამგვარი ცდის შედეგად
წარმოიქმნება ადამიანიღორი (თუმცა თქვენ შეგიძლიათ
თქვათ, რომ ასეთები ისედაც მრავლადაა).
ახალი ქმნილების, გაადამიანებული ღორის სხეულის ყველა
ნაწილი დაპატენტდება. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ნების-
მიერი ორგანოს მიღებას, თუ ჰონორარს გადაუხდის კომპანიას.
ეს აფიორა ხომ „მოიგონა“! მსუბუქი ავადმყოფობა, შემაძრწუნე-
ბელი სიმახინჯეები, გადამდები დაავადებები – ყველაფერი გა-
რიგების საგნად ქცეულა, ყველაფერს ფასი ადევს.
რომის პაპმა დაგმო ეს საზარელი გენეტიკური ჯადოქრობა.
მან ამ პროექტს კაცობრიობის, ადამიანური ღირსების შეურაც-
ხყოფა უწოდა და ხაზი გაუსვა ამ პროცედურის უზნეობას.

819
გასაკვირია, რომ ამავე დროს ერთმა ამერიკელმა მეცნიერ-
მა, სახელგანთქმულმა ჯადოქარმა – თქვენ, ალბათ, წაგიკით-
ხავთ მის შესახებ გაზეთებში – ბაბუინის თავის გადანერგვა სცა-
და. თავები წააჭრა ორ ბაბუინს და მათ ადგილები შეუცვალა.
ოპერაციის შემდეგ ბაბუინები თავს კარგად ვერ გრძნობდნენ. ის
კი არადა. მალე დაიხოცნენ კიდეც. მაგრამ ექსპერიმენტი შედგა
და ეს ხომ დიდებული რამაა.
მაგრამ აი, სადაა დაბრკოლება: ეს თანამედროვე ფრანკენ-
შტეინი, ვინმე პროფესორი უაიტი ვატიკანის მეცნიერებათა აკა-
დემიის საპატიო წევრია. ასეც უნდა იყოს. პაპსაც ხომ უნდა მო-
უფრთხილდეს ვიღაც. ეს კრიმინალური ფარსები გადავუშალეთ
თვალწინ უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისინი სიცილით იხოცე-
ბოდნენ. „სასწაული ვიღაცეები არიან, რას არ მოიგონებენ“, –
ამბობდნენ ბავშვები ჩემსა და ფრანკაზე, მაგრამ ერთი წამითაც,
თვით მეექვსე გრძნობის დახმარებითაც კი, არ უფიქრიათ, რომ
საშინელ სიმართლეს ვუამბობდით.
შეხვედრებმა უფრო მეტად დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენი
ამოცანა, დიდი იტალიელი პოეტის – სავინიოს სიტყვებით რომ
გამოვხატო, „საკუთარი ამბების როშვაა“ – ამოცანა ინტელექ-
ტუალებისა, ხალხის, ვინც კათედრიდან ან სცენიდან ქადაგებს,
რომლებიც, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებს მიმართა-
ვენ, – ჩვენი ამოცანა ის კი არაა, მათ იარაღის ხმარება, სუნ-
თქვის რეგულირება, მუცლის დაოკება ვასწავლოთ, ვასწავლოთ
ლაპარაკი ნორმალური ხმით, ფალცეტით, contraccampo. არც
ის კმარა, შევასწავლოთ მათ ტექნიკური ილეთები და გავაცნოთ
სტილის კანონები: ვალდებულნი ვართ ვაჩვენოთ, რა ხდება
გარშემო. მათაც უნდა შეძლონ „საკუთარი ამბების როშვა“. არც

820
თეატრი, არც ლიტერატურა, არც ხელოვნება არაფერს ნიშნავს,
თუ ის თავისი დროის სახელით არ ლაპარაკობს.
ამას წინათ მონაწილეობას ვიღებდით დიდ კონფერენციაში,
სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ვცდილობდი ამეხსნა –
განსაკუთრებით ახალგაზრდა მონაწილეებისათვის – იტალიაში
ერთი სასამართლო პროცესის მიზეზი. პირვანდელი საქმე შვიდ
დამოუკიდებელ პროცესში გადაიზარდა, რომელთა შედეგადაც
სამ იტალიელ მემარცხენე პოლიტიკოსს 21 წლით პატიმრობა
მიუსაჯეს, თითოეულს ბრალად ედებოდა პოლიციის კომისრის
მკვლელობა. პროცესების დოკუმენტები შევისწავლე – ისევე
როგორც მაშინ, როცა „ანარქისტის უნებლიე მკვლელობაზე“
ვმუშაობდი და კონფერენციაზე წარმოვადგინე აბსურდული ფაქ-
ტები, რომლებიც დროდადრო ფარსსაც კი ემსგავსებოდა. გა-
მოსვლის დროს უეცრად ვიგრძენი, რომ ყრუმუნჯებს ვუქადაგებ-
დი, პუბლიკამ არც ამ პროცესის ამბავი იცოდა, არც ხუთიათი
წლის წინ მომხარი ამბები: ძალადობა, ტერორიზმი. არაფერი
გაეგოთ იტალიაში დაწყებულ მასობრივ ხოცვაჟლეტაზე, აფეთ-
ქებულ მატარებლებზე, მალულ ნაღმებზე, სასამართლო ფარ-
სებზე, რომლებიც დღემდე დაუსრულებლად გრძელდება.
ყველაზე დიდი სირთულე კი აი, რა არის: როცა მინდა მოვ-
ყვე, თუ რა ხდება დღეს, წარსულის მოვლენებს უნდა დავუბრუნ-
დე და ისე წავიდე წინ, რომ მხედველობიდან არაფერი გამომ-
რჩეს. მარტო თანამედროვეობაზე საუბარი უსარგებლოა. მიაქ-
ციეთ ყურადღება: აქ მარტო იტალიაზე არ არის ლაპარაკი,
ყველგან იგივე ხდება მთელ ევროპაში. ესპანეთშიც ვცადე სიტ-
ყვით გამოსვლა და იმავე სიძნელეს წავაწყდი; საფრანგეთშიც
ვცადე, გერმანიაშიც: შვედეთი ჯერ კიდევ წინა მაქვს.

821
დაბოლოს, ნება მიბოძეთ ჩემი ჯილდო ფრანკასაც გავუ-
ზიარო.
ფრანკა რამე, ჩემი ერთგული მეგობარი ცხოვრებაშიც და ხე-
ლოვნებაშიც, რომელიც თქვენ მოიხსენიეთ,პატივცემულო აკა-
დემიის წევრებო, როგორც მსახიობი და დრამატურგი, მონაწი-
ლეობას იღებდა ჩემს პიესებში, ჩვენი თეატრისათვის რომ დავ-
წერე.
(ახლა, ამ წუთას, ფრანკა ერთი იტალიური თეატრის სცენაზე
გამოდის, ზეგ კი აქ ჩამოვა. თვითმფრინავი ნაშუადღევს ჩამოფ-
რინდება. თუ მოისურვებთ, შეგვიძლია ერთად გავემართოთ
აეროპორტში დასახვედრად).
ფრანკა მეტისმეტად გონიერი ქალია, შემიძლია ამაში და-
გარწმუნოთ. ერთმა ჟურნალისტმა მას ასეთი შეკითხვა დაუსვა:
„რას გრძნობს ნობელის პრემიის ლაურეატის მეუღლე? ხომ არ
გიფიქრიათ, რომ თქვენს სახლში ძეგლი დაიდგა?“ შეკითხვაზე
მან უპასუხა: „ეს არ მაღელვებს. კარგა ხანია ვვარჯიშობ. ყოველ
დილით ვარჯიშის დროს ოთხზე ვდგები და ახლა შესანიშნავად
შემიძლია ძეგლს კვარცხლბეკად გამოვადგე. ჩემგან მშვენიერი
კვარცხლბეკი დადგება“.
როგორც ვთქვი, ძალიან გონიერი ქალია. ზოგჯერ თავის
თავსაც კი ირონიულად უყურებს.
ფრანკა რომ გვერდით არა მყოლოდა, ალბათ, ვერასოდეს
შევქმნიდი იმას, რაც თქვენ ჯილდოს ღირსად მიიჩნიეთ. ერთად
დავდგით და ვითამაშეთ ათასობით სპექტაკლი: თეატრებში, გა-
ფიცულ ფაბრიკებსა და უნივერსიტეტში, პროფანთა ტაძრებშიც
კი; ციხეებსა თუ ქალაქის პარკებში, მზეშიც და თავსხმა წვიმა-
შიც – ყველგან ერთად. გვლანძღავდნენ, პოლიცია გვდევნიდა,
სამართალდამცავები შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ძალადო-

822
ბის მსხვერპლნიც გავმხდარვართ. ყველაზე მეტს მაინც ფრანკა
ითმენდა. დამცირებულთა სოლიდარობისთვის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი მთა-
ვარი მიზანი.
იმ დღეს, როცა გამოაცხადეს, რომ ნობელის პრემია მომენი-
ჭა, მილანში ვიყავი, ვია დე პორტა რომანზე, თეატრის წინ. ამ
თეატრში ფრანკა ჯორჯო ალბერტაცისთან ერთად თამაშობდა.
უცებ გარს შემომერტყა რეპორტიორების, ფოტოგრაფებისა
და ვიდეოკამერებიანი ტელევიზიის მუშაკთა გუნდი. მოულოდ-
ნელად იქვე ტრამვაიც გაჩერდა, ვატმანი გადმოხტა და მომე-
სალმა, მას მგზავრებიც მოჰყვნენ: იყო აპლოდისმენტები, ყვე-
ლას უნდოდა ხელი ჩამოერთმია და მოელოცა... რაღაც მომენ-
ტში ერთ ადგილას გაშეშდნენ და ერთხმად დამაყარეს შეკით-
ხვები: „ფრანკა სადაა?“ მერე ყვიროდნენ „ფრანკააა“, სანამ, ბო-
ლოს და ბოლოს, ფრანკა არ გამოჩნდა, შეცბუნებული, თვალ-
ცრემლიანი, გულაჩუყებული. მოირბინა და მაკოცა.
ამ დროს საიდანღაც ორკესტრი გამოჩნდა, სადაც მარტო საყ-
ვირები და დასარტყამი ინსტრუმენტები უკრავდნენ. ორკეს-
ტრანტები იყვნენ ქალაქის ბავშვები, პირველად უკრავდნენ ერ-
თად. სამბას რიტმით დაიწყეს სიმღერა „პორტა ღომანა ბელ-
ლა“. ყველა თავისას მიერეკებოდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ლა-
მაზი მუსიკა, რაც კი მე და ფრანკას ოდესმე მოგვისმენია.
მერწმუნეთ, პრემია ნამდვილად ორივეს გვეკუთვნის.
მადლობას მოგახსენებთ.

823
სიტყვა, წარმოთქმული საზეიმო ბანკეტზე

მსურს შევსვა სადღეგრძელო – თუმც კი ჭიქის გარეშე – უდიდე-


სი დედოფლისა, თქვენი დედოფლისა, რომელიც სამი საუკუნის
წინ ცხოვრობდა და რომელსაც კრისტინა ერქვა.
კრისტინა იტალიაში XVII საუკუნის II ნახევარში ჩამოვიდა,
პირდაპირ რომში ჩამობრძანდა, როგორც უკვე ითქვა, და რა-
საკვირველია, გაიცნო პაპი, პაპი კი მაშინ ალექსანდრე VII იყო.
ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც ცდილობდა აღედგინა ის
კულტურული გარემო, რომელიც სწორედ რომში იყო დაკარგუ-
ლი. რამდენიმე წლით ადრე იმ რეაქციამ, რომელმაც კონტრრე-
ფორმასთან ერთად იფეთქა, პიკს მიაღწია. ალექსანდრე იტა-
ლიაში აბრუნებდა თეატრის ხალხს, რომელიც ამ კონტრრე-
ფორმის შედეგად იქნა განდევნილი; ასე რომ, დედოფალმა
კრისტინამ გაიცნო ყველაზე დიდი იტალიელი კომედიანტები,
რომელნიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
ამ დროისთვის მას უკვე უყვარდა თეატრი, ჰოდა, იტალიელი
ავტორების, იტალიური თეატრის გაცნობით კიდევ უფრო შეუყ-
ვარდა. საფრანგეთში ჩასულმა მოლიერი გაიცნო და როდესაც
იტალიაში დაბრუნდა, მასთან აქტიური მიმოწერა გააბა. გარ-
კვეული ხნის შემდეგ მოლიერმა მას თავისი ერთერთი კომედია,
ტარტიუფი გაუგზავნა. პიესის ჯერ მხოლოდ მონახაზი იყო.
კრისტინამ მოლიერს სთხოვა, ნება დამრთე პიესა იტალიაში
თვითონ დავდგაო, და პაპსაც შეუთანხმდა.
პაპმა, რომელიც ძალზე გონებამახვილი ადამიანი გახლდათ,
დედოფალს უთხრა: „შენ რა, სახელი გინდა გამიტეხო ამ შენი
კომედიით?! ეგ... კარდინალები მომხსნიან.“

824
მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოლიერმა ვეღარ დაუთმო კომე-
დია დედოფალს, რადგან მეფემ იგი თავისთვის დაიტოვა.
ჰოდა, დაიდგა ეს კომედია – ტარტიუფი... ჯერ დასრულებუ-
ლი არ გახლდათ. ეს იყო მკაცრი კომედია, რომელიც ირონიით
წარმოადგენდა ფარისევლობას, პირველ რიგში კათოლიკეთა
და, განსაკუთრებით, შინაურთა ფარისევლობას.
წარმოდგენა კრახით დასრულდა. ცენზურამ ის დაგმო და ზე-
დიზედ სამი წლით აკრძალა. როდესაც პიესა გარკვეული ხნით
ისევ დაბრუნდა სცენაზე, ისევ რამდენიმე წლით აკრძალეს.
რა თქმა უნდა, მოლიერს კრისტინასთვის რომ დაეჯერებინა
და პიესის რომში დადგმას დათანხმებოდა, მის აკრძალვას ვერც
ვერავინ გაბედავდა. კრისტინას თავად პაპი მფარველობდა,
პაპს კი, აბა, ვინ შეეხებოდა?
ჰოდა, მე გთხოვთ თქვენ, დედოფალო, და ვთხოვ პრინცე-
სებს, რომელნიც ამ საღამოს აქ ბრძანდებიან, თუკი გიყვართ
თეატრი, მხარი დაუჭირეთ მას ისევე, როგორც კრისტინა უჭერ-
და მხარს.
რა ვიცი...? უკვე დაამთავრე რეპლიკა? აბა? რეპლიკა ჩამიგ-
დო! ჯერ არა? კიდევ კარგი, კიდევ კარგი!
იმას ვამბობდი, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა თეატრი
ირონიული, გროტესკულია, ის უნდა დაიცვათ, იმიტომ რომ სი-
ცილის თეატრი – ცივილიზაციის თეატრია.
და თუკი პრობლემები შეგექმნათ, დახმარებისთვის პაპს მი-
მართეთ. დარწმუნებული იყავით, ყველაფერი კარგად იქნება.
გაუმარჯოს კრისტინას!

825
ჟოზე სარამაგუ

როგორ ასწავლიან გმირები ავტორს ხელობას

1998
ყველაზე ბრძენმა ადამიანმა მათ შორის, ვინც კი როდისმე
შემხვედრია ცხოვრების გზაზე, არც წერა იცოდა, არც კითხვა.
დილის ოთხ საათზე, როცა რიჟრაჟი ჯერ კიდევ სადღაც საფრან-
გეთის თავზე თუ ილანდებოდა, იგი უკვე ფეხზე იდგა და ექ-
ვსიოდე ღორს მიერეკებოდა საძოვარზე – მათით ედგათ სული
მას და მის ცოლს. დედაჩემის მშობლები სწორედ ამიტომ იყვნენ
ცოცხლები, რომ ასე მწირი რაოდენობის ღორები ჰყავდათ, გო-
ჭებს კი მეზობლებზე ყიდნენ, ალენტაჟუს პროვინციის სოფელ
აზინიაგაში. ბაბუას ერქვა ჟერონიმო მერლინიო, ბებიას – ჟოზე-
ფა კაიშინია. არც ერთმა არ იცოდა წერაკითხვა. ზამთრის ღამე-
ებში, როცა ისე ციოდა, რომ გეჯაში წყალი იყინებოდა, ყველაზე
სუსტი გოჭები საღორიდან სახლში მოჰყავდათ და ლოგინში იწ-
ვენდნენ. უხეში საბნები და ადამიანთა სხეულების სითბო გაყინ-
ვისაგან და ნამდვილი სიკვდილისაგან იცავდნენ უძლურ გო-
ჭებს. ბებია და ბაბუა გულკეთილები კი იყვნენ, მაგრამ ამას სიბ-
რალულის გამო კი არ სჩადიოდნენ: მათთვის სენტიმენტალობა
უცხო რამ იყო, ისინი უფრთხილდებოდნენ იმას, რაც ლუკმას აძ-
ლევდათ და ეს სავსებით ბუნებრივი იყო იმ ხალხისათვის, თავის
გასატანად რომ მხოლოდ ლუკმაპურზე ფიქრობს. ხშირად ვეხ-
მარებოდი ბაბუას მუშაობაში: ვბარავდი ბოსტანს, ვჩეხავდი შე-
შას, ვატრიალებდი რკინის მძიმე ბორბალს, რომელსაც სოფ-

826
ლისათვის წყლის საქაჩავი ტუმბო მოჰყავდა მოქმედებაში, სათ-
ლებით ვეზიდებოდი წყალს. ხშირად განთიადისას დარაჯებისა-
გან მალულად ფოცხებით, თოკებითა და ტომრებით შეიარაღე-
ბულნი სიმინდის ყანებში გავდიოდით და მოსავლის აღების შემ-
დეგ დარჩენილი ღეროები და ფოთლები ღორების საფენად მიგ-
ვქონდა. ხანდახან კი, პაპანაქება ზაფხულში, ვახშმობის მერე
ბაბუა მეტყოდა: „ჟოზე ამაღამ ლეღვის ქვეშ გავათევთ“. ახლოს
ორი სხვა ლეღვის ხეც იდგა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომელ-
ზე იყო ლაპარაკი – ყველაზე დიდზე, მაშასადამე, ყველაზე
ძველზე და თითქმის უკვდავზეც... ღამის სიჩუმეში რტოებს შო-
რის ხან გამოკრთებოდა ვარსკვლავი, ხან იკარგებოდა და საკ-
მარისი იყო ცოტა შორს გამქცეოდა თვალი, რომ „წმინდა იაკო-
ბის გზის“ მოციმციმე კრებული დამენახა, როგორც მაშინ სო-
ფელში ეძახდნენ ირმის ნახტომს.
ძილი არ მეკარებოდა, ღამეს ბაბუას მონაყოლი ავსებდა:
ლეგენდები და ნამდვილი ამბები, აჩრდილები და საშინელება-
ნი, დაუჯერებელი შემთხვევები, დიდი ხნის წინანდელი სიკვდი-
ლები, ჩხუბები მარგილებითა და ქვებით, წინაპართა ჩვენთა მა-
რადცოცხალი სიტყვებით, რომლებიც არც მაძინებდნენ და თა-
ნაც მსუბუქად მინანავებდნენ.
დღემდე არ ვიცი, ჩუმდებოდა ბაბუა, რაკი ნახავდა ძილმა
წაიღოო, თუ ისევ განაგრძობდა, რომ უპასუხოდ არ დაეტოვები-
ნა ჩემი აუცილებელი „მერე?“, მყისვე რომ გაისმოდა, როცა იგი
განზრახ შეწყვეტდა თხრობას ყველაზე საინტერესო მომენტში.
შეიძლება იგი თავის თავს უმეორებდა ამ ამბებს, რათა არ და-
ვიწყნოდა, ანდა ახალი დეტალებით მოეკაზმა. ზედმეტია იმის
თქმა, რომ მე, ალბათ, ისევე, როგორც ყველას ამ ასაკში, ბაბუა
ერონიმო მიმაჩნდა მსოფლიო სიბრძნის ყოვლისმცოდნე მცვე-

827
ლად. როცა რიჟრაჟისას ჩიტების გალობა მაღვიძებდა, იგი
აღარსად ჩანდა, – არ მაღვიძებდა, ისე მიდიოდა ღორების სამ-
წყესად. წამოვხტებოდი, დავახვევდი საბანს და ფეხშიშველი, –
14 წლის ასაკამდე ყოველთვის ფეხშიშველი დავდიოდი, –
თმებში გაბლანდული ღერაკებიანი გავრბოდი შინ. ბებია, უც-
ვლელად რომ ბაბუაზე ადრე დგებოდა, ყავაში პურჩაყრილ
ტოლჩას დამიდგამდა და მეკითხებოდა, კარგად თუ გეძინაო.
თუკი ბაბუას ნაამბობის მერე რაიმე საშინელი მესიზმრებოდა,
აუცილებლად მეტყოდა: „თავიდან ამოიგდე, სიზმრებს არ
დაუჯერო“. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისი სიბრძნის
მიუხედავად, იგი ვერასოდეს მიაღწევდა ბაბუას სიმაღლეს, რო-
მელსაც შეეძლო შვილიშვილის გვერდით მწოლიარეს რამდენი-
მე სიტყვით მოძრაობაში მოეყვანა მთელი სამყარო. მრავალი
წლის შემდეგ, როცა ბაბუა უკვე აღარ იყო ცოცხალი და მეც დი-
დი გავხდი, აღმოვაჩინე, რომ თურმე ბებიას სიზმრებისა სწამდა.
აბა, სხვანაირად როგორ ავხსნა, როცა ერთ საღამოს თავისი
სახლის ზღურბლზე მჯდარმა, სადაც უკვე მარტო ცხოვრობდა,
ახედა გიგანტური და მილეული ვარსკვლავებით დაფარულ ცას
და თქვა: „რა ლამაზია ქვეყნიერება და როგორ მენანება, რომ
მოვკვდები“. ის კი არა თქვა, „მეშინიაო“, არამედ „მენანებაო“,
თითქოს მძიმე, ქანცგამწყვეტი შრომით განვლილი მისი ცხოვ-
რება მიწურულში ერთგვარი მადლით შეიმოსა, უზენაესი და
უკანასკნელი მიტევების მადლით, გარემოს სილამაზით მოგ-
ვრილი შვება რომ უძღვნა.
იგი იჯდა იმ სახლის ზღურბლზე, რომლის მსგავსი მთელ ქვე-
ყანაზე არ მეგულება, – აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, გოჭებს
რომ იწვენდნენ ლოგინში საკუთარი შვილებივით და სიცოც-
ხლესთან განშორებისას მხოლოდ იმას წუხდნენ, ქვეყანა რა

828
მშვენიერიაო. ასეთი იყო ბაბუა ჟერონიმოც, მეღორე და მეზღაპ-
რე, რომელიც, გრძნობდა რა, სიკვდილი მალე მეწვევა და წა-
მიყვანსო, ბაღში ხეებს გამოეთხოვა, თითოეულს ცალცალკე:
მივიდოდა, მოეხვეოდა, იტირებდა, რაკი იცოდა, რომ მეტად ვე-
ღარ ნახავდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პირველად დავწერე ჟერონი-
მოსა და ჟოზეფაზე (დამავიწყდა მეთქვა, მისი ახალგაზრდობის
მოწმეთა ცნობით, ბებია არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირ-
ჩეოდა), საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანე-
ბი ლიტერატურულ გმირებად ვაქციე. შეიძლება ეს იყო ჩემ მიერ
მოფიქრებული საშუალება, არ დამევიწყებინა ისინი – აღმედგი-
ნა და აღმებეჭდა მათი ნიშანთვისებები იმ ფანქრით, რომელიც
გარდასახავს თავად მეხსიერებას; გაანათებს და გააფერადებს
მოსაწყენი, თვალსაწიერს მოკლებული ყოველდღიურობის მო-
ნოტონურობას, თითქოსდა მეხსიერების ცვალებად რუკას ქვეყ-
ნის ზებუნებრივ არარეალობას დააშენებს, სადაც ვიღაცამ თავი-
სი დრო უნდა მოჭამოს. იმავე გრძნობებმა მაიძულეს ჩემი
მეორე ბაბუის, ბერბერის, უცნაურად მომხიბლავი ფიგურის გახ-
სენებისას ასე აღმეწერა ძველი (ახლა კი იგი ოთხმოცი წლისაა)
სურათი: ჩემი მშობლები „ორივე ახალგაზრდა და ლამაზია, ფო-
ტოგრაფს უყურებენ საზეიმოსერიოზული სახეებით, შეიძლება
ოდნავ შემკრთალითაც აპარატის ხილვის გამო, რომლის ეშმაკი
მინები სადაცაა გააქვავებენ წამს, რომელიც უკვე აღარასოდეს
იქნება, რაკიღა ეს დღე ულმობლად გადადის მომდევნოში... დე-
და მარჯვენა ხელის იდაყვით მაღალ ბალიშს დაყრდნობია, თი-
თებში ყვავილები უჩანს. მამა ზურგიდან მოხვევია და მისი კოჟ-
რიანი ხელი ცოლის მხრებიდან ფრთასავით გამოიყურება. ისი-
ნი მორცხვად დგანან რტოების ორნამენტებიან ხალიჩაზე, ფო-

829
ნად კი სურათია, რომელზეც გადღაბნილად და უაზროდაა აღ-
ბეჭდილი რაღაც ფსევდოანტიკური...
დადგება დღე, როცა მოვყვები ამას. ჩემ გარდა ეს არავის
ეხება. ბაბუა ჩრდილოეთ აფრიკელი ბერბერია, მეორე ბაბუა –
მეღორე, ზღაპრულად ლამაზი ბებია, სერიოზული, ლამაზი სა-
ხეები მშობლებისა, ყვავილი სურათზე – სხვა რა გენეალოგია
ვეძებო? კიდევ რომელ საგვარტომო ხეს უნდა მივეჭუჭკო?“ ეს
დავწერე ოცდაათი წლის წინათ ერთადერთი მიზნით – აღმედგი-
ნა და აღმებეჭდა წუთები იმ ადამიანთა ცხოვრებისა, რომელ-
თაც ჩემს არსებობას უნდა ვუმადლოდე და რომლებზე ახლობე-
ლიც არავინ მყავს. მჯეროდა, რომ ეს საკმაოზე მეტია, რათა ცხა-
დი გახდეს, საიდან მოვდივარ, რა მასალისაგან შევდგები, რა-
ტომ გავხდი ის, რაც ვარ. ვცდებოდი – ყველაფერი როდი აიხ-
სნება ბიოლოგიით, რაც შეეხება გენეტიკას, საიდუმლოდ უნდა
დარჩეს გზები, რომლებითაც იგი ასე შორს მიდის... ჩემი საგ-
ვარტომო ხე (მეპატიოს ერთგვარი ყოყლოჩინობა, რამეთუ მისი
ფესვებით ნაკვები ნაყოფი უმნიშვნელოა) ნაკლულია და აკლია
არა მარტო ის რტოები, დრომ და ცხოვრებისეულმა შეხლაშე-
მოხლამ რომ მოასხეპა, არამედ ისინიც, რომელნიც დაეხმარე-
ბოდნენ ფესვებს შეეღწიათ ნიადაგის უღრმეს ფენებში, ისინიც,
ვინც შეაფასებდა მისი ნაყოფის სიმწიფესა და სურნელებას, ისი-
ნიც, ვისაც შეეძლო განევრცო და განემტკიცებინა მისი ვარჯი,
გადამფრენი ფრინველები რომ პოვებდნენ თავშესაფარს და
დაიბუდებდნენ. გამოვსახავდი რა საკუთარ მშობლებს, ბებიებსა
და ბაბუებს ლიტერატურის მეშვეობით, ვაქცევდი რა ჩვეულებ-
რივ ხორციელ ადამიანებს ლიტერატურულ პერსონაჟებად, ჩემს
ცხოვრებასაც რომ ახლებურ ყაიდაზე აწყობდნენ, თურმე ჩემდა
შეუმჩნევლად ვკვალავდი ბილიკს, – და შემდეგ სწორედ ამ ბი-

830
ლიკით სხვები, ჩემ მიერ გამოგონილი გმირები, უკვე სავსებით
წიგნისანნი, მომიტანენ მასალასა და იარაღებს, რომელთა დახ-
მარებით – სასიკეთოდ თუ სააუგოდ, სახეიროდ თუ საზიანოდ,
რაღაცაში ნაკლებად, რაღაცაში მეტად, – ჩემგან გამოვა ისეთი
რამ, რადაც ახლა შემიძლია ვცნო საკუთარი თავი, მაშასადამე,
შემოქმედი ყველა ამ ხატისა და მათი ქმნილისა. ერთგვარი აზ-
რით, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ასოდან ასომდე, სიტყვიდან
სიტყვამდე, ფურცლიდან ფურცლამდე, წიგნიდან წიგნამდე თან-
დათანობით ვნერგავდი და ვასახლებდი საკუთარ თავში ჩემ მი-
ერ შექმნილ სახეებს.
მწამს, რომ უიმათოდ ისეთი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ვარ
ახლა. ალბათ, უიმათოდ ჩემი ცხოვრება დაუმთავრებელი და ზე-
რელე ჩანახატი იქნებოდა; დაპირება, რომელსაც, როგორც ხში-
რად ხდება, აღსრულება არ უწერია; არსებობა კაცისა, რომელ-
საც თითქოსდა მართლაც შეეძლო რაღაცა გაეკეთებინა, მაგრამ
ვერ გააკეთა.
ახლა მე ცხადად ვხედავ ცხოვრების ამ ოსტატებს, ბეჯითად
და შეუპოვრად რომ მასწავლიდნენ არსებობის უმძიმეს ხელო-
ბას, თვალწინ მიდგანან ჩემი რომანებისა და პიესების გმირთა
ათეულები, მამაკაცები და ქალები, ქაღალდისა და მელინისაგან
შექმნილნი, თითქოსდა მხოლოდ ჩემი საავტორო ნებით მარ-
თულნი, მორჩილნი ჩემი ახირებებისა, როგორც თოჯინები, რო-
მელთა საქციელს არ შეეძლო ჩემზე უფრო მეტი გავლენა მოეხ-
დინა, ვიდრე იმ ძაფის უკუქმედებას, რითაც მათ ვამოძრავებდი.
და მათ შორის პირველი, უეჭველია, იყო საშუალო ნიჭის პორ-
ტრეტისტი, რომელსაც უბრალოდ X. დავარქვი, მთავარი გმირი
ისტორიისა, რომელიც, ალბათ, საფუძველს მოკლებული არაა
მივიჩნიოთ ისტორიად ორმაგი ინიციაციისა (მისი საკუთარისა

831
და, ცნობილი აზრით, ჩემისაც), სათაურად რომ ვუწოდე „ფერწე-
რისა და კალიგრაფიის სახელმძღვანელო“. მან, ჩემმა პერსო-
ნაჟმა მომცა პირველდაწყებითი ცოდნა იმის თაობაზე, რომ ყო-
ველგვარი მიდებმოდების გარეშე მეღიარებინა საკუთარი შეზ-
ღუდულობა: რამდენადაც არ შემეძლო და არც იმედი მქონდა
წარმატებას მივაღწევმეთქი, თუკი ჩემი პატარა სიუჟეტური „ნაკ-
ვეთის“ მიღმა გავაბიჯებდი, ისღა დარჩენოდა – მეთხარა და
მეთხარა, უფრო ღრმად და ღრმად, სანამ ფესვებამდე არ მივაღ-
წევდი.
საკუთარ ფესვებამდე – და სამყაროს ფესვებამდეც, თუკი ნე-
ბადართულია ასეთი წრეგადასული ამბიცია. რასაკვირველია,
თვითონ ვერ შევაფასებ, რამდენად ნაყოფიერი იყო ამ ძალის-
ხმევის შედეგები, მაგრამ ჩემთვის დღეს სავსებით თვალნათლი-
ვია: ჩემი მუშაობა ახლაც ამ პრინციპს ექვემდებარება და ამ მი-
ზანს ისახავს.
მერმე ალენტუჟუს პროვინციის მცხოვრებთა რიგიც დადგა,
მიწას მიჯაჭვულთა იმ საძმოსი, რომელსაც ეკუთვნოდნენ ჩემი
ბაბუა ჟერონიმო და ბებია ჟოზეფა, უბრალო გლეხები, იძულე-
ბულნი რომ იყვნენ საკუთარი მარჯვენის ძალა, საკუთარი შრო-
მა გაეყიდათ იმ ფასად და იმ პირობებით, რომელიც „საზიზღა-
რის“ გარდა სხვა შეფასებას არ იმსახურებს: ისინი თითქმის
უფასოდ გასცემდნენ იმას, რასაც ჩვენ, ჩვენჩვენი ცივილიზებუ-
ლობითა და კულტურით მოამაყენი, გარემოებებისდა მიხედვით
ვუწოდებთ ფასდაუდებელს, წმინდას, უზენაეს ნიჭს. დადგა უბრა-
ლო და ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანების რიგი, რომელ-
თაც თავგზას უბნევდა ეკლესიაც და ხელისუფლებაც, განუწყვეტ-
ლივ ადევნებდა თვალყურს პოლიცია, წამდაუწუმ ხდებოდნენ
თვითნებობისა და მართლმსაჯულების უსამართლობის მსხვერ-

832
პლნი. მაუტემპოს გლეხური ოჯახის სამი თაობის მიერ ჩვენი
საუკუნის დასაწყისიდან 1974 წლის აპრილის რევოლუციამდე
განვლილი ცხოვრებაა ნაჩვენები რომანში „მიწიდან აღმდგარ-
ნი“, და ამ მთელი ტანით წამომართულმა ადამიანებმა, თავდა-
პირველად რეალურმა, მერე კი ჩემ მიერ მოგონილმა, – მასწავ-
ლეს მოთმინება, მასწავლეს მივნდობოდი დროს, მქონოდა მისი
იმედი, რამეთუ დრო ერთდროულად კიდეც გვანგრევს და კიდეც
გვაშენებს, რათა ხელახლა აგვაშენოს და ხელახლა დაგვაქცი-
ოს. ოღონდ ერთადერთი რამ ვერ აღვიქვი და ავითვისე სრულ-
ყოფილად, ერთადერთი მათი თვისება, უმძიმესი გამოცდილე-
ბის წყალობით რომ ღირსებად იქცა, – ესაა ბუნებრივი და არა
მოჩვენებითი სიმკაცრე ცხოვრებასთან ურთიერთობაში. ვითვა-
ლისწინებ რა, რომ გაზეპირებული გაკვეთილი ამ ოცზე მეტი
წლის განმავლობაში არ გაქრა ჩემი მეხსიერებიდან და ყოველ-
დღიურად ვგრძნობ სულში მის დაჟინებულ და მომკითხველ არ-
სებობას, მინდა ვთქვა: სავსებით არ დამიკარგავს იმედი იმისა,
რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდები ამ დიდებული ღირსების მა-
ტარებელთა ნიმუშებს, ალენტეჟუს თვალუწვდენელმა სივრცე-
ებმა რომ წარმოაჩინა ოდესღაც.
და როგორ გაკვეთილს მომცემდა XVI საუკუნეში მცხოვრები
პორტუგალიელი, რომელმაც „ლუზიადაში“ უმღერა დიდებას და
დაიტირა ბედშავობა და ვაებანი თავისი სამშობლოსი და რომე-
ლიც იყო აბსოლუტური გამოხატულება პოეტური გენიისა, ჩვენს
სიტყვიერებაში უდიადესისა, როგორადაც არ უნდა გაეღიზიანე-
ბინა ამ გარემოებას ფერნანდო პესოა, საკუთარ პერსონას რომ
„ზეკამოენსი“ უწოდა? ერთი რამ ძალმედვა ამეთვისებინა, მხო-
ლოდ ერთი გაკვეთილი მარგებდა, ყველაზე იოლი ლუის დე კა-
მოენსის წმინდა ჰუმანიზმის შემოთავაზებულთაგან – ამაყი

833
მორჩილების მაგალითი, რომლითაც ბევრს აუტალახა კარები
იმის ძებნაში, იქნებ ვინმემ გამომიცეს წიგნიო, – გაწამებული
დიდგვაროვანი უვიცების სიძულვილით, მეფისა და მისი ძლევა-
მოსილი კარისკაცების არაფრადჩამგდები გულგრილობით, და-
ცინვით, რითაც ათაბაბადან ხვდება სამყარო პოეტების, წინას-
წარმეტყველებისა და მასხარების გამოჩენას. ცხოვრებაში ერ-
თხელ მაინც აღმოჩნდება, თუ უკვე არ ყოფილა, თითოეული
მთხზველთაგანი ლუის დე კამოენსის როლში, თუნდაც არ
დაეწეროს „ზარები გვიხმობენ ღვთის ტაძარში...“ და აი, დიდე-
ბულთა, კარისკაცთა და წმინდა ინკვიზიციის ცენზორთა ბრბო-
ში, წარსულ გატაცებათა და ნაადრევი სიბერით იმედგაცრუება-
თა წრეში, შემოქმედებითი ტანჯვისა და შექმნის სიხარულის
ტყვეობაში აღმოჩნდება ეს ავადმყოფი კაცი, ღატაკად დაბრუნე-
ბული ინდოეთიდან, სადაც უამრავნი მიეშურებოდნენ მხოლოდ
იმისათვის, რათა გამდიდრებულიყვნენ. ცალთვალა ჯარისკაცი
იარებით დაჩეხილი სულით, ხელმოცარული მოარშიყე, არასო-
დეს რომ აღარ უწერია, თავგზა აუბნიოს სასახლის ლამაზმა-
ნებს, სცენაზე გამოდის პიესაში, რომელსაც დავარქვი „რას ვუ-
ზამ ამ წიგნს?“, სულ სხვაგვარი შეკითხვით რომ მთავრდება, ერ-
თადერთით, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა აქვს პა-
სუხი, თუნდაც რომ გვიპასუხონ „რას უზამთ ამ წიგნს?“
ასეთი მორჩილება სიამაყეზე მეტია – ხელთ გეპყრას უკვდა-
ვი შედევრი, ქვეყნის მიერ უსამართლოდ უარყოფილი. სიამა-
ყესთან ერთად ამ მორჩილებაში შეპყრობილობაცაა: აუცილებ-
ლად გვინდა ვიცოდეთ, რა მიზნებს მოემსახურებიან ხვალ წიგ-
ნები, დღეს რომ იწერება და ამასთანავე, ეჭვი გვღრღნის იმისა,
დიდხანს (მაინც რამდენ ხანს?) იარსებებენ თუ არა მოსაზრება-
ნი, დასამშვიდებლად რომ გვთავაზობენ ან თვითონვე რომ ვთა-

834
ვაზობთ საკუთარ თავს. ყველაზე იოლი იმის მოტყუებაა, ვისაც
უნდა მოტყუებული იყოს.
და, აი, ჩვენს წინაშეა მამაკაცი, რომელმაც ომში მარცხენა
ხელი დაკარგა და ქალი, რომელიც იდუმალი ნიჭის მფლობე-
ლია, იხილოს მზერისაგან დაფარული. კაცის სახელია ბალთა-
ზარ მათეუსი, მეტსახელი კი შვიდი მზე, ქალს ჰქვია ბლიმუნდა,
მეტსახელი – შვიდი მთვარე, რამეთუ ძველთაგან ნათქვამია: სა-
დაც მზეა, იქ მთვარეც უნდა იყოს იმიტომ, რომ მათი ჰარმო-
ნიული შერწყმა, რასაც სიყვარული ჰქვია, აქცევს ჩვენს პლანე-
ტას საცხოვრებლად გამოსადეგად. გამოჩნდება იეზუიტი ბარ-
ტოლომეუ, ისეთი მანქანა რომ გამოუგონებია, რომლითაც შე-
გიძლია ცაში იფრინო და რომელსაც მხოლოდ ადამიანის ნების-
ყოფა ამოძრავებს, ნებისყოფა, თურმე ყველაფერი რომ ხელეწი-
ფება, მაგრამ დღემდე არ შეუძლია, არ სურს და არ იცის, რო-
გორ გახდეს უბრალო სიკეთის ანდა უფრო უბრალო პატივისცე-
მის მზე და მთვარე. ეს სამი ახირებული ცხოვრობს XVIII საუკუ-
ნის პორტუგალიაში: ეპოქა და მხარე მოცულია ცრურწმენებითა
და ინკვიზიციის კოცონებით, პატივმოყვარეობითა და გიგანტო-
მანიით შეპყრობილი მეფე კი შენობას აგებს – ერთდროულად
მონასტერს, სასახლესა და ტაძარს, რომელმაც უნდა გააოცოს
გარემომცველი სამყარო, რაღა თქმა უნდა, თუკი იგი, – რაც
ნაკლებ მოსალოდნელია, მზერას მიაპყრობს პორტუგალიას,
ესე იგი, ბლიმუნდას თვალებივით, თუკი მის თვალებსაც ძა-
ლუძთ იხილონ უხილავი... და გამოდის მრავალათასიანი ბრბო
ტალახიანი, კოჟრიანი ხელებით, გატანჯულიც და არაქათგაც-
ლილიც მონასტრის კედლების, სასახლის უზარმაზარი დარბა-
ზების სვეტებისა და პილასტრების, სამრეკლოებისა და გუმბა-
თების შენებაში ოფლის ღვრისაგან... და ჩვენამდე აღწევს ხმები,

835
რომელსაც აფრქვევს კლავესინი დომენიკო სკარლატისა, თავა-
დაც რომ ვერ გაუგია, ტირის თუ იცინის... ესაა „ბალთაზარისა
და ბლიმუნდას“ ისტორია და ამ წიგნის ავტორქარგალმა იმის
წყალობით, რაც აითვისა ბაბუა ჟერონიმოსა და ბებია ჟოზეფას
დროს, შეძლო დაეწერა ცნობილ პოეტურობასთან არცთუ ისე
მწყრალად მყოფი სტრიქონები: „ქალის სიტყვებთან ერთად
მხოლოდ ოცნებები აკავებენ სამყაროს თავის ორბიტაზე. იგივე
ოცნებები ადგამენ თავზე მთვარის გვირგვინებს, ამიტომაა ადა-
მიანთა თავებში მთვარე იგივე დიდება და ბრწყინვალება, თუმ-
ცა ცა ერთი – ერთადერთია, ის, რომელიც ადამიანთა თავებში-
ა“. დე, ასე იყოს.
პოეზიაზე ყმაწვილს უკვე ჰქონდა ერთგვარი წარმოდგენა სა-
ხელმძღვანელოებისა და ქრესტომათიების წყალობით მაშინ,
ლისაბონის ტექნიკურ ლიცეუმში რომ დადიოდა იმ ასპარეზზე
გამოსვლისათვის მოსამზადებლად, ცხოვრებისეული გზის და-
საწყისში რომ ხვდა წილად – უფრო ზუსტად, მექანიკოსობას
რომ სწავლობდა. შეიძინა პოეზიის კარგი მასწავლებლები საღა-
მოობით საჯარო ბიბლიოთეკაში კატალოგების ქექვისას და ყო-
ველგვარი ხელმძღვანელობისა და მითითებების გარეშე აკე-
თებდა აღმოჩენებს, რომელიც იმ მოგზაურისას ჰგავდა, ჯერაც
ფეხდაუდგმელ მიწებს რომ აღწევს. „რიკარდუ რეიშის სიკვდი-
ლის წელი“ იქ დაიწყო, სასწავლებლის ბიბლიოთეკაში, სადაც
ჭაბუკი (ისის იყო ჩვიდმეტი წლისა გახდა) მექანიკოსი გადააწ-
ყდა ჟურნალს რიკარდუ რეიშის ლექსებით და ლიტერატურულ
სამყაროში ნაკლებ გათვითცნობიერებულმა ჩათვალა, რომ
მართლაც არსებობდა ასეთი პორტუგალიელი პოეტი. სხვათა
შორის, მალე გაირკვა, ლექსების ავტორი იყო ვინმე ფერნანდო
ნოგეირა პესოა, რომელიც თავის ლექსებს ურიგებდა მხოლოდ

836
ფანტაზიაში არსებულ პოეტებს. მათ ის „ჰეტერონიმებს“ უწო-
დებდა. ეს სიტყვა მაშინდელ სიტყვარებში არ იყო და ამიტომ
დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა მიხვედრას, რომ ჩვენს ლიტერა-
ტურულ ქარგალს მისი მნიშვნელობა არ ესმოდა. რიკარდუ
რეიშის ბევრი ლექსი ზეპირად იცოდა („თუ დიდება გსურს,
მთლიანი იყავ, სხვა არაფერი... და ყოველ საქმეს შეეჭიდე მთე-
ლი არსებით, თუნდ ფუჭი იყოს“), მაგრამ თავისი ახალგაზრდუ-
ლი უვიცობის მიუხედავად არ შეეძლო დათანხმებოდა ასეთი
ამაღლებული გონების მიერ შობილ პოსტულატს: „ბრძენი ისაა,
ვინც კმაყოფილდება სამყაროს ჭვრეტით“. ბევრი, ბევრი წლის
შემდეგ გაჭაღარავებულმა და ცოტაც დაბრძენებულმა ქარგალ-
მა გადაწყვიტა დაეწერა რომანი, სადაც „ოდების“ ავტორს აჩვე-
ნებდა, რაც ხდებოდა 1936 წელს მსოფლიოში – ნაცისტებმა და-
იპყრეს რაინის ოლქი, ესპანეთში ფრანკომ ომი დაიწყო რესპუბ-
ლიკელებთან, სალაზართა პორტუგალიის ლეგიონი ჩამოაყა-
ლიბა. ქარგალი თითქოს ეუბნებოდა: „აი, როგორია დღევანდე-
ლი მსოფლიოს სურათი, მწარე სიმშვიდისა და ნატიფი სკეპსი-
სის პოეტო. დატკბი, უჭვრიტე, რაკი ამაშია მთელი შენი სიბ-
რძნე“.
„რიკარდუ რეიშის სიკვდილის წელი“ მთავრდება მელანქო-
ლიური სიტყვებით: „აქ, სადაც თავდება ზღვა და იცდის მიწა“.
იგულისხმებოდა, რომ პორტუგალიას აღარ ძალუძს დიადი აღ-
მოჩენები და განწირულია უცნობი მომავალის უსასრულო მო-
ლოდინთათვის... მაშინ ქარგალმა მოიაზრა, რომ შეიძლება გა-
მოინახოს საშუალება და ხომალდები კვლავ გავიდნენ ზღვაში –
ამისათვის საჭიროა თავად მიწა დაიძრას ადგილიდან. უშუალო
გამოძახილად ევროპის ქვეყნების მხრიდან პორტუგალიისა (და
პირადად ჩემი) აბუჩად აგდებისა და შეურაცხყოფისა იქცა ჩემი

837
რომანი „ქვის ტივი“, სადაც აღწერილია, როგორ დაიძრა ადგი-
ლიდან იბერიის ნახევარკუნძული, როგორ მოსწყდა კონტი-
ნენტს და გადაიქცა უზარმაზარ მცურავ კუნძულად ყოველგვარი
საჭისა და იალქნების გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ ნიჩბის
ხრახნებზე. „და მიდის მიწისა და ქვის გიგანტი, დაფარული ქა-
ლაქებითა და სოფლებით, მდინარეებითა და ტბებით, ჭალებითა
და მდელოებით, ქარხნებითა და ფაბრიკებით, უღრანი ტყეებითა
და ბარაქიანი ყანებით, ხალხითა და მხეცებით, მერმე გადაიქცე-
ვა ხომალდად, ნავსაყუდელიდან რომ გამოვიდა და ოდესღაც
ვიღაცის მიერ აღმოჩენილ და ისევ ხელახლა აღმოსაჩენ ზღვაში
შეცურა“, რათა ეძებოს ახალი უტოპია. ორი ცივილიზაციის – პი-
რენეისა და იმისი, ატლანტიკის იქითა მხარეს რომ ელოდება, –
შეხვედრა უნდა აღქმულ იქნეს, როგორც პირდაპირი გამოწვევა
(აი, რას მიემართებოდა ჩემი სტრატეგიული ჩანაფიქრი) სულ-
შემხუთავი კანონებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ
მოახვიეს თავს ამ რეგიონს... ეს ორმაგი უტოპია პოლიტიკურ
ჩანაფიქრს აქცევდა უფრო კეთილშობილურ და ადამიანურ მე-
ტაფორად, რომლის აზრითაც ევროპა – მთელი ევროპა! – უნდა
დაიძრას სამხრეთის შესახვედრად, რათა აღდგეს წონასწორობა
სამყაროში და ამით გამოისყიდოს თავისი წარსული და ახლან-
დელი კოლონიალური ავკაცობანი. „ქვის ტივის“ პერსონაჟები –
ორი ქალი, სამი მამაკაცი და ძაღლი მგზავრობენ პირენეის ნა-
ხევარკუნძულით, ის კი ოკეანეში მიცურავს. სამყარო გარდაქ-
მნადია და გმირებმა იციან, რომ საკუთარ თავში უნდა გამოძებ-
ნონ თვისებები ახალი ადამიანისა, რომლადაც ოდესღაც იქცე-
ვიან (ძაღლი, რა თქმა უნდა, სათვალავში ჩასაგდები არაა, რამ-
დენადაც იგი ისედაც არა ჰგავს სხვა ძაღლებს). მერმე ქარგალ-
მა გაიხსენა, რომ ერთ დროს, არცთუ ახლო წარსულში, კორექ-

838
ტორად მუშაობდა და „ქვის ტივი“ თუ მომავალის მოხილვა იყო,
ურიგო არ იქნებოდა წარსულიც მიმოეხილა – ასე იშვა რომანი
„ლისაბონის ალყის ისტორია“. მისი გმირი, გამომცემლობის
კორექტორი მუშაობს ამავე სახელწოდების წიგნზე, ოღონდ ნამ-
დვილ ისტორიულ გამოკვლევაზე და იღლება რა „ისტორიით“,
თანდათან რომ კარგავს გაოცების მომგვრელ უნარს, გადაწ-
ყვეტს ერთ ადგილას ჩასვას ნაწილაკი „არ“, რითაც მოიხსნის
„ისტორიული სიმართლის“ ტვირთს. კორექტორი რაიმუნდო
სილვა, უბრალო და ჩვეულებრივი, სხვებისაგან მხოლოდ იმით
გამოირჩევა, რომ სჯერა: ყველაფერს ამ ქვეყანაზე აქვს ხილუ-
ლი მხარეც და უხილავიც და სანამ არ ვისწავლით განვასხვაოთ
ისინი, საგანთა და მოვლენათა არსს ვერ ჩავწვდებით. აი, მისი
საუბარი „ისტორიის“ ავტორთან: „შეგახსენებთ, რომ კორექტო-
რები სერიოზული ხალხია, ლიტერატურაც იციან და ცხოვრებაც.
– არ დაგავიწყდეთ, რომ მე ისტორიას ვწერ. – სენიორ, რაც ლი-
ტერატურას არ ეკუთვნის, ცხოვრებას ეკუთვნის. – ისტორია? –
ნუ გეწყინებათ და განსაკუთრებით ისტორია. – ფერწერა და მუ-
სიკა? – მუსიკა თავიდანვე ეწინააღმდეგება, მოდის და მიდის,
ცდილობს გაექცეს ამ სოფელს, ვფიქრობ, შურისა გამო და იმ
განზრახვითაც, რომ ბოლოს და ბოლოს დანებდეს. – ფერწერა?
– ესეც ლიტერატურაა, ოღონდ ფუნჯითა და საღებავებით შექ-
მნილი, ვიმედოვნებ, არ დაგვიწყნიათ, რომ კაცობრიობამ ხატვა
დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე წერას ისწავლიდა. ხომ გაგი-
გონიათ, ვინც წერა არ იცის, ხატავსო. ასე იქცევიან ბავშვები. –
გინდათ თქვათ, რომ ლიტერატურა მანამდე არსებობდა, სანამ
ქვეყანას მოევლინებოდა? – სწორედ ასეა. ზუსტად ადამიანი-
ვით, რომელიც დაბადებამდეც არსებობს. – სამწუხაროა, რომ
ფილოსოფოსი არ გახდით, ეს შეგეფერებოდათ, ანდა ისტორი-

839
კოსი, ამ პროფესიათათვის საჭირო ალღო და ტემპერამენტი
გაქვთ. – განათლება არ მყოფნის. უიმისოდ კი შორს ვერ წახ-
ვალ: ისედაც გამიმართლა, რომ კარგი შთამომავლობითი მო-
ნაცემებით გავჩნდი, თუმცა ეს ნედლეულია და სკოლა კი მხო-
ლოდ საშუალო დავამთავრე. – შეგიძლიათ თავი მიიჩნიოთ
თვითნასწავლად, რომელმაც სიბრძნე შეიძინა საკუთარი ძა-
ლისხმევის წყალობით, ეს სამარცხვინო როდია, ადრე საზოგა-
დოება ამაყობდა ასეთი თვითნაბადებით. – ის დრო წავიდა.
პროგრესმა ეს ყველაფერი შთანთქა. თვითნაბადებად დღეს შე-
იძლება ჩავთვალოთ ერთეულები, თავშესაქცევ ლექსებსა და
მოთხრობებს რომ ქმნიან, მე კი, გამოგიტყდებით, არავითარი
ლიტერატურული ნიჭი არ გამაჩნია. – ფილოსოფიას მოჰკიდეთ
ხელი. – გატყობთ, იუმორის გრძნობა გაქვთ, ირონიული გონებ-
რივი წყობა და რად გინდოდათ ისეთი სერიოზული და ღრმა
დისციპლინა, როგორიც ისტორიაა? – ირონიული მხოლოდ
ცხოვრებაში ვარ. – ყოველთვის მიკვირდა, რომ ისტორია ცხოვ-
რება კი არა, ლიტერატურაა და სხვა არაფერი. – მერედა, ისტო-
რია ხომ რეალური ცხოვრება იყო, სანამ ისტორიად იქცეოდა? –
გჯერათ, რომ ისტორია რეალური ცხოვრებაა? – რა თქმა უნდა.
– მინდოდა მეთქვა: „რომ ისტორია რეალური ცხოვრება იყო?“
– უეჭველად. – რა გვეშველებოდა, ვიღაცას რომ კორექტურუ-
ლი ამოგდების ნიშანი არ გამოეგონებინა, – ამოიოხრა კორექ-
ტორმა“.
ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ კორექტორმა რაიმუნდო სილ-
ვამ ავტორქარგალს ეჭვიანობის გაკვეთილი ჩაუტარა. იგი ძალ-
ზე თანამედროვე აღმოჩნდა. გამორიცხული არაა, რომ ამ ათვი-
სებულმა ეჭვმა აიძულა დაეწერა „იესოს სახარება“. მართლაც-
და, როგორც თავად ავტორმა თქვა, სათაური თვალთახედვის

840
ცდუნებად გვეჩვენება, მაგრამ საკითხავია, რამდენად დამნაშა-
ვეა ამაში ცუდი მაგალითის მომცემი კორექტორი, თუმცა დიდ-
ხანს ამზადებდა იმ ნიადაგს, რომლიდანაც ახალი რომანი
ამოიზარდა. ამჯერად საქმე იმით არ მოთავებულა, რომ ავტორი
ცდილობდა ჩასწვდომოდა ახალი აღთქმის სიღრმეებს წინააღ-
მდეგობებისა და შეუთავსებლობების მისაკვლევად, იგი ცდი-
ლობდა ზედაპირიც ახალი კუთხით გაეშუქებინა, როგორც ამას
ძველი ოსტატების ტილოების მიმართ სჩადიან, რათა გამოსახუ-
ლებას მეტი რელიეფურობა მიანიჭონ, იპოვონ შეცოდების, სუ-
ლიერი მღელვარების კვალი. და სახარების გმირებს შორის
მოქცეული ქარგალი თითქოს პირველად კითხულობს ჩვილთა
გაჟლეტის სცენას, კითხულობს და ბევრი რამ ვერ გაუგია. ვერ
გაუგია, რატომ წარმოშვა რელიგიამ წამებულნი, რომლის
თაობაზეც შემოქმედმა მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ გვაუწ-
ყა; ვერ გაუგია, ერთადერთმა კაცმა, ვისაც შეეძლო ბეთლემელი
ბიჭების გადარჩენა, რატომ ვერ გაბედა ეს. ვერ გაუგია, ოჯახი-
თურთ ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებმა რატომ ვერ იგრძნო
პასუხისმგებლობის ტვირთი, რატომ არ განიცადა სინდისის ქენ-
ჯნა, დანაშაულის სინანული, ცნობისმოყვარეობა მაინც რად არ
აღეძრა? არადამაჯერებელია საბუთიც, თითქოს ბეთლემელი
ჩვილები უნდა დაღუპულიყვნენ იესოს გადარჩენის ფასად:
უმარტივესი საღი აზრი, რომელიც უნდა წარმართავდეს ყოველ
ღვთიურ და ადამიანურ ქმედებას, შეგვახსენებს, რომ მამაღმერ-
თი არამც და არამც არ გამოგზავნიდა საკუთარ ძეს დედამიწაზე,
თანაც არა ისე, უბრალოდ, არამედ კაცობრიობის ცოდვათა გა-
მოსასყიდად, თუკი ამ ძეს ჩვილობაშივე ელოდა იროდის მეომ-
რების ხელით სიკვდილი... სახარებაში, ქარგალმა რომ ისეთი
დიდი მოწიწებით დაწერა, როგორიც ამ დიად დრამას ეკადრება,

841
იოსები იტანჯება თავისი დანაშაულის გამო, სინდისის ქენჯნაში
ხედავს სასჯელს ჩადენილი ცოდვებისათვის და ემორჩილება გა-
ნაჩენს ისევე, როგორც ემორჩილება სიკვდილსაც, ყოველგვარი
წინააღმდეგობის გარეშე, – იგი მისთვის წუთისოფელთან ანგა-
რიშის გასწორების ერთადერთი საშუალებაღაა. „იესოს სახარე-
ბა“, მაშასადამე, მორიგი ჭკუის სასწავლი ლეგენდა კი არაა
ღმერთებსა და მადლითმოსილ ადამიანებზე, არამედ ისტორია
იმისა, როგორ მოექცა რამდენიმე კაცი ძლევამოსილი ძალის
გავლენის ქვეშ – ებრძვიან, მაგრამ ვერ ჯობნიან. იესომ მამი-
სეული მტვრიანი წაღების გარდა მემკვიდრეობით მიიღო ტრა-
გიკული განცდა საკუთარი დანაშაულისა და პასუხისმგებლობი-
სა და იგი მას არ ტოვებს ჯვარცმისასაც, როცა წარმოთქვამს:
„შეუნდეთ, რამეთუ არა უწყის, რასა იქმს!“ ეს სიტყვები, უეჭვე-
ლია, ღმერთსაც ეხება, რომელმაც იგი დასასჯელად წარმოგზავ-
ნა და შეიძლება (თუკი სასიკვდილო აგონიისას გაახსენდა იგი)
იოსებსაც, მის „მიწიერ მამას“, ხორციელად რომ წარმოშვა ამ-
ქვეყნად. თვითონ ხართ მოწმე, რამხელა გზა უნდა გამოევლო
ქარგალს, თავისი მკრეხელური სახარების ის ეპიზოდი რომ შე-
ეთხზა, სადაც იესოსა და მწიგნობარის საუბარია გადმოცემული:
„დანაშაული მგელია, რომელმაც მამა შესანსლა და შვილს ტან-
ჯავს. – და ამ მგელმა შეჭამა მამაჩემი? – დიახ, ახლა კი შენი ჯე-
რია. – თვითონაც გაწამეს, გჭამდნენ? – არათუ მაწამეს და მჭა-
მეს, ამომანთხიეს კიდეც“.
კარლოს დიდს რომ ჩრდილოეთ გერმანიაში მონასტერი არ
დაეარსებინა, ამ მონასტერს რომ დასაბამი არ მიეცა ქალაქ მი-
უნსტერისათვის, მიუნსტერს რომ თავისი 1200 წლისთავის სად-
ღესასწაულოდ ოპერა არ დაედგა, რომელიც XVI საუკუნის საში-
ნელ ამბავს – კათოლიკეებსა და პროტესტანტანაბაბტისტებს

842
შორის გაჩაღებულ ომს შეეხებოდა, ქარგალიც არ შეთხზავდა
თავის პიესას „ღვთის გულისათვის“. და ისევ ვისიმე დაუხმარებ-
ლად, მხოლოდ საკუთარი გონების სუსტი ათინათის შემწეობით
უნდა შეეღწია რელიგიურ რწმენათა ბნელ ლაბირინთში, ასე
იოლად რომ სწირავენ ადამიანებს მკვლელობისა და სიკვდი-
ლისათვის. და იქაც იხილა შეუწყნარებლობის საზარელი ხატი,
მიუნსტერში რომ სიგიჟის ზღვრამდე მიაღწია, შეუწყნარებლო-
ბისა, წარუშლელ ლაქად რომ დააჩნდა სწორედ იმ საქმეს, რომ-
ლის სიწმინდისთვისაც იბრძოდნენ დაპირისპირებული მხა-
რეები, რამეთუ ომი მიმდინარეობდა არა მტრადმოკიდებული
ღმერთების, არამედ ერთისა და იმავე ღმერთისათვის. რწმენით
თავბრუდასხმული მიუნსტერელი კათოლიკეები და ანაბაპტის-
ტები უნარმოკლებული იყვნენ მისულიყვნენ უმარტივეს და ყვე-
ლაზე უფრო დამაჯერებელ დასკვნამდე: განკითხვისას, ღვთის
სამსჯავროზე, სადაც ორივე მხარე წარდგებოდა ჯილდოს მისა-
ღებად იმ ტანჯვათათვის, რაც მიწიერ ცხოვრებაში განიცადეს,
ღმერთს – თუკი მისი მოქმედება ოდნავ მაინც თანხვდება ადა-
მიანურ ლოგიკას, ერთიც და მეორეც სასუფეველში უნდა განემ-
წესებინა იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ მათ სწამთ მისი არსე-
ბობა. მიუნსტერის მხეცურმა ხოცვაჟლეტამ ასწავლა ქარგალს:
არსად არც ერთი რელიგია, რასაც არ უნდა გვიქადდეს იგი, არ
გამოუყენებიათ ხალხის შესაკავშირებლად და ყველა ომთაგან
უსაზიზღრესი და უაზრო სწორედ წმინდა ომია, რაკი უნდა გა-
ვითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ღმერთს არ ძალუძს, კი-
დეც რომ მოინდომოს, – ომი გამოუცხადოს საკუთარ თავს...
სიბრმავე. „ჩვენ ბრმები ვართ“, – გაიფიქრა ერთხელ ქარ-
გალმა, რის შემდეგაც დაწერა „ესსე სიბრმავეზე“, რათა მოაგო-
ნოს მის შესაძლო მკითხველებს, რომ სიცოცხლის დამცირებით

843
ვრყვნით გონს, რომ ადამიანური ღირსება ხელყოფილია ძლი-
ერთაგან ამა ქვეყნისა, რომ ჭეშმარიტებათა სიმრავლე შეცვლი-
ლია ერთი უნივერსალური სიცრუით და რომ ადამიანმა დაკარ-
გა საკუთარი თავის პატივისცემა, რაკი დაკარგა იგი მათდამიც,
ვინც პატივისცემის ღირსია.
და მაშინ ქარგალმა, თითქოსდა იმიტომ, როგორმე გონების
სიბრმავით გალაღებული ეშმაკები განვდევნოო, დაწერა თავისი
ისტორიებიდან ყველაზე მარტივი: ერთი ადამიანი ეძებს მეორეს
იმიტომ, რომ იცის – უფრო საჭიროს ცხოვრება ვერაფერს მოს-
თხოვს. ამ წიგნს ჰქვია „ყველა სახელი“. ყველა ჩვენი სახელი,
დაუწერელიც კი, აქაა. სახელები ცოცხლებისა და სახელები
მკვდრებისა.
დაბოლოს ვიტყვი, რომ ამ ფურცლების წამკითხველ ხმას
სურდა ექო ყოფილიყო ჩემი გმირების ხმათა ქოროსი. სხვა ხმა
არ გამაჩნია, თუკი, რაც ჩემთვის ყველაფერია, თქვენ მცირედ
და უმნიშვნელოდ მოგეჩვენათ.

844
გიუნტერ გრასი

გაგრძელება იქნება...

1999
შვედეთის აკადემიის პატივცემული წევრებო, ქალბატონებო
და ბატონებო!
„გაგრძელება იქნება“... – სწორედ ამ განცხადებით ხორცი-
ელდებოდა XIX საუკუნეში პროზაული ნაწარმოებების ბეჭდვა.
ჟურნალები და ყოველკვირეული გაზეთები მათ უხვად უთმობ-
დნენ „სარდაფებს“. რომანი გაგრძელებით გაფურჩქვნის ხანაში
იყო. როდესაც ცალკეული თავები სწრაფი თანამიმდევრობით
იბეჭდებოდა, მოთხრობის შუა ნაწილი იწერებოდა, ბოლო ნაწი-
ლი კი ჯერ მოფიქრებულიც არ იყო, მაგრამ მკითხველს ატყვე-
ვებდა არა მხოლოდ საშინელი ამბები და სულის შემძვრელ ვნე-
ბათაღელვანი. ცალკეულ მონაკვეთებად გამოდიოდა დიკენსის
ზოგიერთი რომანი, ტოლსტოის „ანა კარენინა“ გაგრძელებებად
იბეჭდებოდა. ბალზაკს, ჯერ კიდევ გამოუცდელ მწერალს, თით-
ქმის უკვე ბოლო სვეტზე დაძაბულობის, დრამატიზმის გამწვავე-
ბის ტექნიკა ასწავლა. ასევე ფონტანეს თითქმის ყველა რომანი
ჯერ გაზეთებსა და ჟურნალებში იბეჭდებოდა გაგრძელებით, მა-
გალითად, „ცდომილებანი და უწესრიგობანი“, რის გამოც „ფო-
სიშე ცაიტუნგის“ უფროსმა აღშფოთებით წამოიძახა: აღარ უნდა
დამთავრდეს ეს ბილწი ისტორია?
მაგრამ, ვიდრე განვიხილავ ჩემი მოხსენების ძირითად აზრს
ან გადავალ არაძირითადზე, უნდა აღვნიშნო, რომ, წმინდა ლი-

845
ტერატურული თვალსაზრისით, ეს დარბაზი და შვედური აკადე-
მია, რომელმაც მომიწვია, ჩემთვის ნაცნობია. ჩემმა რომანმა,
რომელიც თითქმის თოთხმეტი წლის წინათ გამოვიდა, და რომ-
ლის კატასტროფული მიმდინარეობა, პერიპეტიები, თხრობის
დრამატულ სიბრტყეში, ალბათ, ახსოვს ჩემს ზოგიერთ მკით-
ხველს, – აქ სტოკჰოლმში, დაახლოებით ამავე არაერთგვარო-
ვანი საზოგადოების წინაშე – ვირთხამ, უფრო ზუსტად ლაბორა-
ტორიის ვირთხამ, დიდი ქება დაიმსახურა.
მან ნობელის პრემია მიიღო, – ბოლოს და ბოლოს, უნდა ით-
ქვას, რადგან ის კარგა ხანს იყო პრეტენდენტთა სიაში. თანაც
ფავორიტად ითვლებოდა. მილიონობით ექსპერიმენტული ცხო-
ველის წარმომადგენელს, – ზღვის გოჭიდან დაწყებული, მაკაკა
– რეზუსით დამთავრებული, – თეთრბეწვიან, ლაბორატორიის
წითელთვალებიან ვირთხას ახლა პატივი დასდეს. მან, უპირვე-
ლეს ყოვლისა, მან – ამას ამტკიცებს მთხრობელი ჩემს რომან-
ში, – შესაძლებელი გახადა ყველა ნობელის პრემიით დაჯილ-
დოებული გამოკვლევა და გამოგონება მედიცინის დარგში, ხო-
ლო, რაც შეეხება ნობელის პრემიის ლაურეატებს უოტსონსა და
კრიკს, მათ შესაძლებელი გახადეს განუსაზღვრელი ექსპერი-
მენტული ძიებანი გენური მანიპულაციის სფეროში, სხვადას-
ხვაგვარი მკვლელობის შესახებ. შურისძიება, განსაკუთრებით
კი სისხლიანი შურისძიება (სისხლის აღება) ბევრ სათხრობ მა-
სალას იძლეოდა. უკვე ძველ დროში ხალხთა ხოცვაჟლეტა
ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გარდა ამისა, იყო ცნობები აგრეთ-
ვე წყალდიდობების, გვალვების, ნაყოფიერი თუ უნაყოფო წლე-
ბის შესახებ. ხშირად ხდებოდა პირუტყვთა, ადამიანთა და მათ
მესაკუთრეთა ჩამოთვლა, არც ერთი მოთხრობილი ამბავი არ
ითვლებოდა სარწმუნოდ, თუ დართული ექნებოდა გრძელი საგ-

846
ვარტომო ნუსხა – ვინ ვის შემდეგ და ვისგან – მოდიოდა. ამგვა-
რადვე იქმნებოდა თქმულებები გმირთა შესახებ. დღემდე პოპუ-
ლარულია „სასიყვარულო სამკუთხედის“ ამბავი, ასევე ბევრს
ჰყვებოდნენ ურჩხულების შესახებ, ნახევრად ადამიანისა და ნა-
ხევრად მხეცის სახე რომ ჰქონდათ და რომლებიც ლაბირინ-
თებს დარაჯობდნენ ან სანაპირო ლელქაშებში იყვნენ ჩასაფრე-
ბული. უამრავი ლეგენდა ღმერთებსა და კერპებზე, სათავგადა-
სავლო საზღვაო მოგზაურობანი თხრობის სახით გადაეცემოდა
თაობიდან თაობას. ამ ამბებს ავსებდნენ, ხვეწდნენ, ცვლიდნენ,
რომლის დროსაც ისინი ხშირად რაღაც სრულიად საწინააღმდე-
გოს სახეს იღებდნენ ხოლმე. ბოლოს ყველაფერ ამას იწერდა
ვინმე მთხრობელი, სავარაუდოდ, ჰომეროსს რომ უწოდებდნენ,
ან მთხრობელთა კოლექტივი, – როგორც ეს ბიბლიის შემთხვე-
ვაში მოხდა და ა. შ. აქედან დაიწყო ლიტერატურა ჩინეთში,
სპარსეთში, ინდოეთში, პერუს მთიანეთსა თუ სხვა ადგილებში,
სადაც დამწერლობა იქმნებოდა, იყვნენ მთხრობელები, რომ-
ლებმაც, როგორც წერაკითხვის მცოდნეებმა, ცალცალკე თუ
კოლექტიურად სახელი მოიხვეჭეს, ან არადა, უცნობნი დარ-
ჩნენ. წერილობითი სიტყვების გარდა, ჩვენ გვახსოვს აგრეთვე
ზეპირი მონათხრობი, რაც ლიტერატურის თავწყაროა. თუ ჩვენ
დაგვავიწყდება ის, რომ ყოველი თხრობა, მოყოლა იმთავითვე
ზეპირად, სიტყვიერად ხდებოდა, ხან ენაბლუდ, ბორძიკით, ხან
შიშნარევად სწრაფად და ხანაც ჩურჩულით, რათა მნიშვნელო-
ვანი საიდუმლო სხვებს არ გაეგოთ, ან პირიქით, ხმას მაღლა
რომ აუწევდნენ საზეიმო წამოძახილებისა და შეკითხვების
დროს, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ შეეტყოთ საქმის
არსი, – თუკი დაწერილისადმი ნდობა ამას დაგვავიწყებს, მაშინ
ჩვენი მონათხრობი იქნება მშრალი, მხოლოდ წიგნიერი, და

847
ცხოველმყოფელ სუნთქვას მოკლებული. რა კარგია, რომ ხელ-
თა გვაქვს საკმარისი წიგნები, რომელთაც, ხმადაბლა ვკითხუ-
ლობთ თუ ხმამაღლა, მუდამ ჩვენთან არიან, ისინი სამაგალი-
თონი იყვნენ ჩემთვის. ისეთმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ
მელვილი და დიობლინი და ასევე ლუთერის გერმანულმა ბიბ-
ლიამ მიბიძგა იმისაკენ, რომ წერის დროს ხმამაღლა მეკითხა.
მელანი კი ნერწყვისათვის შემერია. ეს არც შემდეგ შეცვლილა
და ჩემი საამური საქმიანობის მეხუთე ათწლეულშიც მე ვღეჭავ
და ვღეჭავ ურჩ და დაუყოლიებელ ფრაზებს, ვიდრე ისინი არ გა-
დაიქცევიან ადვილად მოსანელებელ მასად, რაღაცას ვბუტბუ-
ტებ ცხვირში ჩემს ნეტარ განმარტოებაში და ვწერ ქაღალდზე
მხოლოდ სმენით დაჭერილ ტონსა და მის გამოძახილს.
დიახ, მიყვარს ჩემი პროფესია. მან მომიპოვა საზოგადოება,
რომლის მრავალხმიანობა ჩემგან ზუსტ და შესატყვის წერას მო-
ითხოვს. ყველაზე დიდი სიამოვნებით კი ჩემს წიგნებს ვხვდები,
რომლებიც დიდი ხანია ჩამომშორდნენ და ექსპროპრირებულია
მკითხველთა მიერ, როდესაც მკითხველთა წინაშე ვკითხულობ
იმას, რაც მშვიდად ისვენებს ნაბეჭდ ფურცელზე და მაშინ რო-
გორც ახალგაზრდული, უკვე სიტყვიერებას გადაჩვეული მსმენე-
ლებისთვის, ასევე ჭაღარა, მაგრამ ჯერ კიდევ კითხვისმოსურნე
პუბლიკისათვისაც დაწერილი თუ დაბეჭდილი სიტყვა კვლავ
გახმიანდება. და ხდება საოცრება – კვალავ და კვლავ. ეს შამა-
ნი მოიპოვებს მწერალში თავის ლუკმაპურს. ის წერს დროის დი-
ნების საწინააღმდეგოდ, უამრავ რამეს მოჩმახავს მყარ ჭეშმა-
რიტეტებზე და სწამთ მისი უთქმელი დაპირებისა – გაგრძელება
იქნება...
მაგრამ როგორ გავხდი მწერალი, პოეტი, მხატვარი – და ყვე-
ლაფერი ერთად – შემაშინებლად თეთრ ქაღალდის ფურცელზე?

848
და რანაირმა დიდგულობამ თუ ყოყოჩობამ გადაადგმევინა
ბავშვს ასეთი უცნაური ნაბიჯი? თორმეტიოდე წლის ვიყავი, რო-
ცა ჩემთვის ცხადი შეიქნა, მხატვარი უნდა გავმხდარიყავი. ეს
იყო მაშინ, როცა ჩვენთან სახლში, დანციგლანგფურის გა-
რეუბანში, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. პროფესიაში დახე-
ლოვნების შესაძლებლობა მწერლობის დარგში მომეცა მხო-
ლოდ ომის მეორე წელს: ჰიტლერული ახალგაზრდობის ჟურ-
ნალში მაცდუნებელი შეთავაზება წავიკითხე – გაუწოდე დახმა-
რების ხელი! – ეს იყო განცხადება ლიტერატურული კონკურსის
შესახებ. იყო დაპირება აგრეთვე პრიზებისა. მაშინვე შევუდექი
ჩემი პირველი რომანის ჯერ შავ ეგზემპლარად წერას. დედაჩე-
მის ჩემთვის ცნობილ ცხოვრებისეულ გარემოებათა გავლენით
რომანს „კაშუბები“ ვუწოდე; მაგრამ მისი მოქმედება ხდებოდა
არა კაშუბთა თითქმის უკვე გამქრალი, ძალზე მცირერიცხოვანი
ხალხის თანამედროვე მტკივნეულ ხანაში, არამედ XIII საუკუნე-
ში, უმეფობის ხანაში, საშინელ დროს, როდესაც თავზე ხელაღე-
ბულ ადამიანებსა და მძარცველებს მიტაცებული ჰქონდათ გზე-
ბი და გადასასვლელები, და გლეხების დაცვა მხოლოდ საკუთარ
უფლებას – საიდუმლო სამსჯავროს (თვითგასამართლებას) შე-
ეძლო. მახსენდება, რომ კაშუბთა დასახლების ადგილების მოკ-
ლე ეკონომიკური განხილვის შემდეგ მაშინვე დავიწყე ძარცვის,
ჭრაჩეხვისა და ხოცვაჟლეტის აღწერა. იმდენი დახრჩობა და გა-
გუდვა იყო აღწერილი, იმდენი ხანჯლის ჩაცემა, შუბით განგმირ-
ვა, საიდუმლო სამსჯავროები, ჩამოხრჩობებით და თავის მოკვე-
თით რომ მთავრდებოდა, – რომ პირველი თავის ბოლოს ყველა
მთავარი მოქმედი პირი და მეორეხარისხოვან მოქმედ პირთა
უმრავლესობა მკვდარი იყო, ხოლო მათი სხეულები ან მიწაში
იყო ჩაფლული, ან კიდევ ყვავყორნების საჯიჯგნად ეყარა, რად-

849
გან ჩემი სტილი უფლებას არ მაძლევდა ეს მკვდრები აჩრდილე-
ბად გამომეყვანა, ხოლო რომანი მოჩვენებებითა და საშინელე-
ბებით ამევსო, იძულებული გავხდი ფარხმალი დამეყარა და
სიტყვებისათვის „გაგრძელება იქნება“ უეცრად წერტილი და-
მესვა; არა ყოველთვის და არა სამუდამოდ, მაგრამ დამწყებმა
მწერალმა მკაცრი გაკვეთილი მიიღო იმისა, რომ მომავალში
უფრო ფრთხილად და გამოზომილად მოპყრობოდა ფიქციურ
პერსონაჟებს.
თუმცაღა, თავიდან ძალიან გულმოდგინედ ვკითხულობდი.
ვკითხულობდი თავისებურად: ყურები საჩვენებელი თითებით
მქონდა დაცული. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ მე და ჩემი უმცრო-
სი და ძალზე შეზღუდულ პირობებში გავიზარდეთ, სახელდობრ
კი, ოროთახიან ბინაში, სადაც არ გვქონდა საკუთარი ოთახი და
საკუთარი კუთხეც კი. მოგვიანებით ამან სარგებლობაც კი მომი-
ტანა – ადრეულ ასაკში ვისწავლე ყურადღების მოკრება და ამ
დროს არ მაწუხებდა სხვა ადამიანების ლაპარაკი თუ რაიმე
ხმაური. როდესაც ვკითხულობდი, თითქოს ყველის თავსახური-
ან ჭურჭელში ვიჯექიო, მთლიანად წიგნში და მასში მოთხრო-
ბილ ამბავში ვიყავი ჩაფლული; დედაჩემმა, რომელსაც ხუმრო-
ბა უყვარდა, მეზობელი ქალისათვის რომ დაემტკიცებინა, თუ
როგორ მავიწყდებოდა მე ყველაფერი წიგნის კითხვის დროს,
კარაქიანი პური, რომელიც წიგნის გვერდით მედო და დროდად-
რო ვუკბეჩდი ხოლმე, ერთი ნაჭერი საპნით შემიცვალა – მგონი,
ეს „პალმოლივი“ იყო, – რის შემდეგაც ორივე ქალი – დედაჩემი
ერთგვარი სიამაყითაც – მოწმენი გახდნენ, როგორ ავიღე საპო-
ნი, ვუკბიჩე და ერთი წუთის განმავლობაში ვღეჭავდი, ისე, რომ
წიგნისთვის თვალი არ მომიშორებია, ვიდრე წიგნის შთაბეჭდი-
ლებისაგან გავთავისუფლდებოდი.

850
ასეთი კონცენტრაციის უნარი დღესაც მაქვს, მაგრამ აღარა-
სოდეს წამიკითხავს იმგვარი ჩაღრმავებით – „შეპყრობილი-
ვით“. წიგნები პატარა კარადაში გვეწყო, ლურჯი შტორების
უკან. დედაჩემი წიგნის კლუბის წევრი იყო. იქ ეწყო ტოლსტოისა
და დოსტოევსკის რომანები, რომელთა გვერდით შენიშნავდით
აგრეთვე ჰამსუნის, რააბეს და ვიკი ბაუმის ნაწარმოებებს, იქვე
იდო ასევე სელმა ლაგერლოფის „გიოსტა ბერლინგი“. მოგ-
ვიანებით სულიერ საზრდოს ქალაქის ბიბლიოთეკაში
ვპოულობდი, მაგრამ პირველი სტიმული მაინც დედაჩემის წიგ-
ნებმა მომცა. მას ანგარიშიან და საქმიან ქალს, საქმის დაჭერა
უხდებოდა არასაიმედო კლიენტებთან, ვაჭრობდა რა მათთან
საბაყლო საქონლით. დედას უყვარდა ხელოვნება, რადიომიმ-
ღებით უსმენდა ოპერებსა და ოპერეტებს, სიამოვნებით უგდებ-
და ყურს ჩემს იმედის მომცემ ნაწერებს, დადიოდა ქალაქის თე-
ატრში და ზოგჯერ მეც თან მივყავდი, მაგრამ ეს მხოლოდ სწრა-
ფად მოხაზული ეპიზოდები, წვრილბურჟუაზიული გარემოს ფარ-
გლებში რომ გავატარე, და რომლებიც ათწლეულების წინ სხვა
ადგილას გამოგონილი პერსონაჟებით ეპიკურად ფართოდ ავ-
სახე, მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, – დამეხმაროს ვუპასუხო
შეკითხვას: როგორ გავხდი მწერალი? მიდრეკილება ხან-
გრძლივი ოცნებისადმი, სურვილი კალამბურისა და სიტყვიერი
თამაშისა, მისწრაფება ტყუილისადმი ისე, რომ აქედან არ მოვე-
ლოდი არავითარ სარგებლობას – უბრალოდ, რათა სიმარ-
თლის აღწერა ძალიან მოსაწყენი არ ყოფილიყო, – მოკლედ,
იმით, – რასაც ცოტა ბუნდოვან ტალანტს უწოდებენ, – ნამდვი-
ლად დაჯილდოებული ვიყავი. მხოლოდ ის იყო, რომ პოლიტი-
კის ადრეულმა შეჭრამ ოჯახურ იდილიაში ხელი შეუწყო მსუბუ-
ქად მიმქროლავ ტალანტს აღჭურვილიყო მეტი სიმტკიცით და

851
გარკვეული სიღრმისეული ძალით. დედაჩემის საყვარელი ბი-
ძაშვილი – ისიც კაშუბიდან იყო – მუშაობდა თავისუფალ ქალაქ
დანცინგის პოლონურ საფოსტო განყოფილებაში. იგი იყო ჩვენი
სახლის სასურველი სტუმარი. როდესაც ომის დაწყებისას ჰავე-
ლიუსის მოედანზე მდებარე საფოსტო შენობა ესესელთა შეტე-
ვებს ერთხანს იგერიებდა, ბიძაჩემი კაპიტულანტებს – დამარ-
ცხებულებს შორის მოხვდა; ისინი სამხედრო – საველე სასამარ-
თლომ გაასამართლა, რის შედეგადაც ყველანი დახვრიტეს,
უეცრად ეს ბიძია გაქრა. უეცრად და ხანგრძლივად მასზე ლაპა-
რაკი შეწყვიტეს, მაგრამ მაშინ, როცა თითქოს წავიდა, იგი ჩემში
ცხოვრობდა, შეუმჩნევლად, და წლების განმავლობაში, რომ-
ლის დროსაც მე თხუთმეტი წლის ასაკში უკვე მუნდირი მეცვა.
თექვსმეტი წლისამ ვისწავლე, რა იყო შიში, ჩვიდმეტი წლისა
ამერიკელებს ტყვედ ჩავუვარდი, თვრამეტი წლისა გავთავისუფ-
ლდი და შავ ბაზარზე ვვაჭრობდი, ბოლოს ქვის მთლელის და
სკულპტორის პროფესია შევისწავლე, ვემზადებოდი სამხატვრო
აკადემიაში შესასვლელად, ვწერდი და ვხატავდი, ვხატავდი და
ვწერდი მსუბუქ, ზერელე ლექსებს, გროტესკულ ერთაქტიან
პიესებს. ასე გრძელდებოდა, ვიდრე მე, ესთეტიკური ტკბობის
გრძნობა თანდაყოლილივით რომ მქონდა შეთვისებული, უშვე-
ლებელი მასალა არ დამიგროვდა, ზვინივით რომ იყო აკოკო-
ლავებული, და ამ გროვაში იწვა დედაჩემის საყვარელი ბიძაშვი-
ლი, დახვრეტილი პოლონელი ფოსტის მოსამსახურე, მიწაში
ჩაფლული, რათა იგი მე – აბა, სხვას ვის? – მეპოვნა, მიწიდან
ამომეღო და სხვა სახელით და სხვა სახით მკვდრეთით აღმედ-
გინა ლიტერატურის ხელოვნური სუნთქვით. მაგრამ ამჯერად
რომანში ძირითადი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მრა-
ვალი თვის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მხნეობასა და სი-

852
ცოცხლის სიყვარულს, ხოლო ზოგიერთი მათგანი წიგნის ბო-
ლომდე ძლებს და ამით საშუალებას აძლევს მწერალს შეასრუ-
ლოს თავისი მუდმივი დაპირება – „გაგრძელება იქნება“.
ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი ორი პირველი რომანის „თუ-
ნუქის დოლი“ და „ძაღლური წლები“ და მათ შორის ასევე მოთ-
ხრობის „კატა და თაგვი“ დაბეჭდვის მეშვეობით მე, ჯერ კიდევ
შედარებით ახალგაზრდა მწერალმა, ადრევე ვისწავლე, რომ
წიგნებს შეუძლიათ შეურაცხყონ ადამიანები, გამოიწვიონ მათი
გულისწყრომა, სიძულვილი. ის, რასაც მშობლიურ ქვეყანას ვუ-
კიჟინებთ სიყვარულისაგან გამომდინარე, საკუთარი ბუდის გა-
ბინძურებად იქნა მიჩნეული. მას შემდეგ ვითვლები მწერლად,
რომლის გარშემოც კამათი მიმდინარეობს.
ამასთან, – თუკი მე სხვა მწერლებთან ერთად ციმბირში ან
სხვაგან გამაგზავნიან, ეს ნიშნავს, რომ კარგ საზოგადოებაში
ვიმყოფები, ამის გამო ბედს არ უნდა ვუჩიოდეთ. უფრო მეტიც,
ჩვენ მუდმივი პოლემიკა უნდა აღვიქვათ გამამხნევებელ ფაქტო-
რად, რისკის ელემენტად, რომელიც გარდუვალია პროფესიის
არჩევის დროს. ისე ხდება, რომ სიტყვიერი ბატალიების ავტო-
რები სიამოვნებით და განზრახ შეურაცხყოფენ ძლიერთა ამა
ქვეყნისათა, რომლებიც მუდამ მოიპოვებენ ხოლმე ადგილს გა-
მარჯვებულის კვარცხლბეკზე, რაც ლიტერატურის ისტორიას გა-
ნუსხვავებელს ხდის ცენზურის მეთოდების განვითარებისა და
სრულყოფის ისტორიისაგან.
ძალაუფლების მფლობელთა არაკეთილგანწყობამ აიძულა
სოკრატე ბოლომდე დაეცალა შხამის ფიალა, ოვიდიუსი სამშობ-
ლოდან განდევნეს, სენეკამ კი ვენები გადაიჭრა. მრავალი საუც-
ხოო ლიტერატურული ნაყოფი, მოყვანილი დასავლეთ ევროპის
კულტურის ბაღებში, საუკუნეების მანძილზე ამშვენებდა კათო-

853
ლიკური ეკლესიის ინდექსს. რამდენად დააბრკოლა ევროპული
განათლება საცენზურო დევნამ მბრძანებელთა მხრიდან, რომ-
ლებიც ფლობდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას? რამდენ გერმა-
ნელ, იტალიელ, ესპანელ და პორტუგალიელს წაართვა ფაშიზ-
მმა სამშობლო და ენობრივი სივრცე? რამდენი მწერალი გახდა
ლენინურსტალინური ტერორის მსხვერპლი? და რა შევიწ-
როებას განიცდიან დღესაც ჩინეთის, კენიისა და ხორვატიის
მწერლები?
მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც წიგნებს წვავდნენ, ჩვენ ვიცით,
რომ საძულველი წიგნის განადგურება ჯერ კიდევ ანდა კვლავ
შეესაბამება ჩვენი დროის სულისკვეთებას და სათანადო გამო-
ხატულებას პოულობს მასობრივ მაყურებელში, მაგრამ ყველა-
ზე ცუდია ის, რომ მწერლების დევნა, მკვლელობის მუქარა და
თვითონ მკვლელები მთელ მსოფლიოში იზრდება და მთელი
მსოფლიო ტერორს ეჩვევა. მართალია, ის ნაწილი, რომელიც
თავს თავისუფალს უწოდებს, ხმამაღლა გამოხატავდა აღშფო-
თებას, როდესაც 1955 წელს ნორვეგიაში მწერალი კენ საროვი-
ვა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს იმიტომ, რომ მათ
ხმა აღიმაღლეს მათი ქვეყნის დაბინძურების წინააღმდეგ, მაგ-
რამ შემდეგ ეს ნაწილი გადადის დღის წესრიგზე, რადგან ეკო-
ლოგიურად დასაბუთებულ პროტესტს შეეძლო ხელი შეეშალა,
შეებრკოლებინა ნავთობის გიგანტ „შელის“ საქმეები. რის გამო
ხდებიან წიგნები და მათთან ერთად მწერლები ისეთი სახიფა-
თონი, რომ ეკლესია და სახელმწიფო, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებები და პოლიტბიუროები იძულებული არიან მიმარ-
თონ საწინააღმდეგო ზომებს? მკაცრი ზომები და ხმის ამოღების
აკრძალვა არა იშვიათად არის გაბატონებულ იდეოლოგიაზე
პირდაპირი შეტევის შედეგი. ხშირად საკმარისია ლიტერატურუ-

854
ლი დამოწმება, რომ ჭეშმარიტება არსებობს, მხოლოდ მრავ-
ლობით რიცხვში, – ისევე როგორც ის, რომ არსებობს არა მხო-
ლოდ ერთი ჭეშმარიტება, არამედ მრავალი მათგანი, ამგვარ
მტკიცებაში ერთი და ერთადერთი ჭეშმარიტების დამცველნი სა-
სიკვდილო საშიშროებას ხედავენ. მწერლებს, თავიანთი პრო-
ფესიული მოწოდების თანახმად, არ შეუძლიათ თავი დაანებონ
წარსულს, ისინი მზად არიან გაკვეთონ ძალიან სწრაფად შე-
ხორცებული ჭრილობები, ამოთხარონ ჩაკეტილ სარდაფებში
გვამები, შევიდნენ აკრძალულ ოთახებში, შეჭამონ წმინდანად
შერაცხული ძროხის ხორცი ან როგორც ეს ჯონათან სვიფტმა
გააკეთა, ურჩიონ მიიტანონ ინგლისელი ბატონების სუფრაზე
ირლანდიელი ბავშვების ხორცისაგან დამზადებული კერძი, –
მათთვის არაფერი, კაპიტალიზმიც კი წმინდა არ არის, ყოველი-
ვე ეს მათ მიაჩნიათ საეჭვოდ, დასჯის ღირსად. მწერალთა ყვე-
ლაზე ცუდი დანაშაული მაინც ის არის, რომ მათ თავიანთ წიგ-
ნებში არ სურთ მეგობრულად იყვნენ გამარჯვებულებთან, ისტო-
რიული პროცესის დროს, პირიქით, უფრო სიამოვნებით იქით-
კენ მიდიან, სადაც ისტორიულ პროცესში დამარცხებულები
დგანან, რომელთაც შეეძლოთ ბევრი რამ ეთქვათ, მაგრამ სიტ-
ყვა არ მისცეს. ვინც მათ სიტყვას აძლევს, გამარჯვებას საეჭვოდ
ხდის, ვისაც გარს დამარცხებულები ახვევია, ის მათ რიცხვს
ეკუთვნის.
ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლებს, დროის ამ თუ
იმ სამოსელით რომ არიან მორთული, ჩვეულებრივ არაფერი
აქვთ საწინააღმდეგო ლიტერატურის მიმართ. ის მათ სურთ,
როგორც სამშვენისი და მზად არიან კიდეც, წაახალისონ იგი.
დღეს ლიტერატურა უნდა იყოს გასართობი და ემსახურებოდეს
თავშესაქცევ კულტურას, მაშასადამე, მხოლოდ ნეგატიურს კი

855
არ უნდა ხედავდეს, არამედ უგზავნიდეს გაჭირვებულ ადა-
მიანებს იმედის სხივებს. არსებითად, ლიტერატურისაგან მოით-
ხოვენ, – თუნდაც არა ისე ღიად, როგორც კომუნისტების დროს,
– „დადებით გმირს“. მას შეუძლია, რემბოს მსგავსად გააღწიოს
უსაზღვრო თავისუფალი ეკონომიკის ჯუნგლებში და გზა წარმა-
ტებისკენ სიცილით მოფინოს გვამებით. ეს ქარაფშუტა მზად
არის სროლასა და სროლას შორის მანძილი სწრაფად გაირბი-
ნოს, ის გამარჯვებულია, რომელიც უკან ჩამოიტოვებს უიღბლო-
ებს, მოკლედ ის გმირია, ჩვენს გლობალიზებულ სამყაროს თა-
ვის სურნელოვან ნიშანს რომ ასვამს. და ასეთი სასურველი, ან-
ცი და დაუდგრომელი ყმაწვილკაცი სახეზეა და მასობრივი ინ-
ფორმაციის საშუალებები ახორციელებენ შეკვეთას: ჯეიმს ბონ-
დმა მრავალი მისი მსგავსი მარიონეტი წარმოაჩინა. მისი მანე-
რის მიხედვით კეთილს შემდეგშიც შეუძლია გაიმარჯვოს ბო-
როტზე.
იქნება მისი ანტიპოდი ან მოწინააღმდეგე უარყოფითი გმი-
რი? არ არის აუცილებელი. მე მივეკუთვნები, როგორც ეს წიგნე-
ბის კითხვისას შენიშეთ, სატირული რომანის მავრიტანულესპა-
ნურ სკოლას. ამის მოდელად იყენებენ ქარის წისქვილებთან
ბრძოლას საუკუნეების განმავლობაში. პიკარო ცხოვრობს და-
მარცხების კომიზმით. პიკარო ასველებს შარდით სასახლის სვე-
ტებს, ხერხს უმარჯვებს მის ტახტს. თუმცა იცის, რომ ვერც სასახ-
ლეს დააანგრევს და ვერც ტახტს გადააყირავებს, აი, პიკარო წა-
ხეტიალდა ცოტა წინ და დიდებული ნაგებობა მთლად საცოდა-
ვად გამოიყურება და ტახტიც, ცოტა არ იყოს, ირყევა. მისი იუმო-
რი სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს. როდესაც
რჩეული საზოგადოების წინაშე ბაიროითში (ქალაქი ბავარიაში)
გრძელდება და გრძელდება „ღმერთების აღსასრული“ (ვაგნე-

856
რის ოპერაა), ჩვენ გვესმის მისი ხითხითი, რადგან მის თეატრში
კომედია და ტრაგედია ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. იგი
დასცინის ბედის მიერ აქეთა მხარეს გადმოსროლილ ჯარისკა-
ცებს, მათ მარშით სვლას და მათ კვანტს უდებს. მართალია, მის
მარცხზე გვეცინება, მაგრამ მისგან გამოწვეული სიცილი სხვაგ-
ვარი თვისებისაა: ის ყელში გვეჩხირება; მისი მახვილგონიერი,
ხუმრობით შეფერილი ცინიზმიც ტრაგიზმითაა აღსავსე. ამასთა-
ნავე, სხვადასხვა ჯურის კრიტიკანთა აზრით, იგი ფორმალისტია
და პირველხარისხოვანი მანევრისტიც კი მას ბინოკლი უკუღმა
უჭირავს. დროს ისე ეპყრობა, როგორც მატარებლის განმანაწი-
ლებელ სადგურს, იგი ყველაგან სარკეებს დგამს. არასდროს
იციან, ვისი მუცლით მეზღაპრეა ახლა. მიმზიდველი პერსპექტი-
ვისათვის პიკარო ზოგჯერ ქონდრისკაცებს და გოლიათებსაც
უშვებს მანეჟზე. რაბლე მთელი თავისი შემოქმედებითი წლების
განმავლობაში გაურბოდა პოლიციისა და წმინდა ინკვიზიციის
დევნას, იმის გამო, რომ მისმა გარგანტუამ და პანტაგრუელმა
უზომოდ ცხოველმყოფელმა პერსონაჟებმა – თავდაყირა დააყე-
ნეს მთელი სქოლასტიკური სამყარო. რა ჯოჯოხეთური ხარხარი
გამოიწვიეს მათ მაშინ! როდესაც სქელდუნდულებიანი გარგან-
ტუა ნოტრდამის კოშკზე იჯდა და იქიდან შარდვის დროს მთელ
პარიზს თავისი შარდით ავსებდა, ამ წყალდიდობისაგან გადარ-
ჩენილი ხალხი სიცილით იხოცებოდა. ანდა მოვიყვანოთ მოწ-
მედ კიდევ ერთხელ სვიფტი: მისი კულინარიული საკაზმებით შე-
ნელებული წინადადება – ირლანდიაში შიმშილის შემცირების
შესახებ შეუძლიათ დღესაც აიტაცონ და უახლოეს მსოფლიო
ეკონომიკურ სამიტზე, სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთათ-
ვის გაწყობილ სუფრაზე შემოიტანონ არა მხოლოდ მშიერი ირ-
ლანდიელი ბავშვების, არამედ ბრაზილიისა და სამხრეთ სუდა-

857
ნის ქუჩის ბავშვების ხორცისაგან გაკეთებული რჩეული საჭმე-
ლები. ხელოვნების ამ ფორმას სატირა ჰქვია. მისთვის კი, რო-
გორც ცნობილია, ნებადართულია ყველაფერი, – თვით საშინე-
ლებითაც კი გართობა თუ თავის შექცევა.
როდესაც 1973 წლის 2 მაისს ჰაინრიხ ბიოლმა აქ თავისი სა-
ნობელო ლექცია წაიკითხა, რომელშიც გონებისა და პოეზიის
პოზიციები, ეგზომ წინააღმდეგობრივად რომ გვეჩვენება, კიდევ
უფრო დიდ კონფრონტაციამდე მიიყვანა, თავისი სიტყვის და-
სასრულს დაიჩივლა, რომ ვერ მოასწრო შეხებოდა კიდევ ერთ
საკითხს: „მე მომიხდა დუმილით ამევლო გვერდი იუმორის-
თვის, რომელიც არ გახლავთ კლასობრივი პრივილეგია, მაგ-
რამ მაინც იგნორირებულია როგორც პოეზიის წყარო და წინა-
აღმდეგობის თავშესაფარი“. ჰაინრიხ ბიოლმა იცოდა, თუ რა
შორს იმყოფება ნახევრად დავიწყებული ჟან პოლი გერმანელი
სულიერების ოსტატების პანოპტიკუმში, როგორი ირონიის ეჭ-
ვქვეშ იდგა თომას მანის ლიტერატურული მემკვიდრეობა მე-
მარცხენეთა თუ მემარჯვენეთა თვალსაზრისით; და მინდა დავ-
ძინო: ახლაც დგას. ბიოლს მხედველობაში ჰქონდა, ცხადია, არა
საყოველთაოდ ხმარებული, „ჩასაცინებელი იუმორი“, არამედ
ჩუმი სიცილი სტრიქონებს შორის, თავისი კლოუნის ქრონოლო-
გიური სევდა, სასოწარკვეთილი კომიზმი შემგროვებლისა, რო-
მელიც თავის არქივში დუმილს ინახავდა. ასეთმა პრაქტიკამ,
სხვათა შორის გავრცელება პოვა მასობრივი ინფორმაციის სა-
შუალებებში ცნობის სახით – „გაგრძელება იქნება“ – და რო-
გორც თავისუფალი დასავლეთის „ნებაყოფლობითი თვითკონ-
ტროლი“, ცენზურის მოსახერხებელი საფარველია.
50იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე სრულიად შეგნებუ-
ლად დავიწყე წერა, ჰაინრიხ ბიოლი უკვე ცნობილი იყო, თუმცა

858
არ გახლდათ ყველასაგან აღიარებული ავტორი. ვოლფგანგ
კიოპენთან, გიუნტერ აიხთან და არნო შმიდტთან ერთად იგი
განზე იდგა იმ დროს აღდგენის პროცესში მყოფი კულტურული
ინდუსტრიისაგან. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ომის შემდგომ-
დრონდელი ლიტერატურა სიძნელეებს განიცდიდა გერმანულ
ენასთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალურსოციალიზმის
ბატონობის პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა და გაფუჭდა,
გარდა ამისა, ბიოლის თაობას და ასევე უფრო ახალგაზრდა ავ-
ტორებსაც, რომელთა რიცხვს ჩემს თავსაც მივაკუთვნებდი, გზას
გვიღობავდა თეოდორ ადორნოს ამკრძალავი ფრაზა. ვახდენ
ციტირებას: „ოსვენციმის შემდეგ ლექსების წერა – ბარბაროსო-
ბაა და ეს ახდენს იმ გაგების კოროზიას, რატომ გახდა დღეს შე-
უძლებელი ლექსების წერა...“.
მაშასადამე, „გაგრძელება იქნება“... აღარ არის. მაგრამ ჩვენ
მაინც ვაგრძელებდით წერას; როგორც ადორნო თავის 1951
წელს გამოცემულ წიგნში – „მინიმა მორალია, ფიქრები დან-
გრეული ცხოვრებიდან“ წერს – აქ უნდა განხილულიყო ოსვენ-
ციმი როგორც ცენზურა და გამოუსწორებელი რღვევა და წყვეტა
ცივილიზაციის ისტორიაში. მხოლოდ ასე შეიძლებოდა გვერდის
ავლა ადორნოსეული აკრძალვისათვის. ადორნოს წინასწარ-
მეტყველური გაფრთხილება დღესაც ძალაში რჩება, ჩემი
თაობის ლიტერატორები მას აშკარად ვებრძვით. ჩვენ არ
გვსურდა და არ შეგვეძლო გაჩუმება, ჩვენ უნდა გაგვეთავისუფ-
ლებინა გერმანული ენა ჩვეულებრივი დინებისაგან, იდი-
ლიურობისა და რომანტიკული ოცნებების ჩაკეტილობისაგან.
ჩვენ – ომისგან დასუსხულ ბავშვებს – წილად გვხვდა უარგვეყო
აბსოლუტური სიდიდეები, იდეოლოგიური დაყოფანი შავად და
თეთრად. ეჭვები და სკეფსისი ჩვენს თანამგზავრებად იქცნენ,

859
გარშემო უღიმღამობა და უფერულობა სუფევდა. მე, ყოველ შემ-
თხვევაში, ვიტვირთე ეს ასკეტიზმი, რათა შემდეგ გამეხსნა ჩემი
ბრალდებული ენის სიმდიდრე, მისი მაცდუნებელი სიმსუბუქე,
მისი მისწრაფება ღრმა აზრისადმი, მისი მოქნილი სიმკვრივე,
მისი დიალექტების ჭრელი ხმოვანება, უბრალოება და მრავალ-
მნიშვნელობა, ახირებულობა და მისი კავშირებითი კილოს კონ-
სტრუქციებში აყვავილებული მშვენიერება და სილამაზე. კვლავ
შეძენილი კაპიტალი ღირდა გაგვეზარდა და გაგვეთავისუფლე-
ბინა – ადორნოსა და მის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მიუხე-
დავად. მხოლოდ ასე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო წერა ოს-
ვენციმის შემდეგ – იქნებოდა ეს პოეზიის თუ პროზის სფერო.
მხოლოდ ასე, იქცა რა მეხსიერებად, დასამახსოვრებელ ფაქტო-
რად, ხოლო წარსულს დამთავრების საშუალებას არ აძლევდა –
შეეძლო გერმანულენოვან ომისშემდგომდროინდელ ლიტერა-
ტურას თავისი თავის და შემდგომი თაობისთვისაც გაემართლე-
ბინა საყოველთაოდ დაკანონებული წესი „გაგრძელება იქნე-
ბა“... მხოლოდ ასე მოხერხდა ჭრილობის ღიად დატოვება, ხო-
ლო სასურველი და ჩვეული დავიწყება წარსულისა შეცვლილი-
ყო მუდმივი – „იყო ერთხელ...“ით
რა ხშირად ხდებოდა, რომ ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდი-
ნარე, შეჯამებას რომ მოითხოვდა, დასტურდებოდა დაბრუნება
ნორმალურ ცხოვრებაში და სამარცხვინო წარსული თითქოსდა
გადადიოდა ისტორიის სფეროში, ხოლო ლიტერატურა ეწინააღ-
მდეგებოდა ამ გასაგებ, მაგრამ განუსჯელ, უგუნურ სფეროს, და
სრულიად სამართლიანად! რადგან ყოველთვის, როდესაც გერ-
მანიაში აცხადებდნენ „ნულოვან პუნქტს“ და საჯაროდ ამბობ-
დნენ, – ომისშემდგომი პერიოდი დასრულდაო, – ბოლოს ეს
იყო ათი წლის წინათ, როდესაც დაანგრიეს ბერლინის კედელი

860
და გერმანიის ერთიანობა ქაღალდზე დაამტკიცეს, – წარსული
კვლავ გვეწეოდა და წინ გვიხვდებოდა.
1990 წლის თებერვალს, მაინის ფრანკფურტში სტუდენტებს
წავუკითხე ლექცია სათაურით „მწერლობა ოსვენციმის შემდეგ“.
ჩემთვის შევადგინე ბალანსი, სათითაოდ გადავარჩიე, გადავ-
სინჯე ჩემი წიგნები. ჰოდა, დადგა კიდეც ჩემი 1972 წელს გამო-
ცემული წიგნის „ლოკოკინას დღიურის“ რიგი, რომელშიც წარ-
სულისა და აწმყოს ხაზები მრავალჯერ კვეთენ ერთმანეთს, ასე-
ვე ურთიერთპარალელურად მიდიან, ზოგჯერ ერთმანეთს უერ-
თდებიან. ამ წიგნებში მოცემულია პასუხი ჩემი ვაჟიშვილების
თხოვნაზე – განმესაზღვრა ჩემი პროფესია, მომეცა მისი გან-
მარტება: „მწერალი, ბავშვებო, არის ის, ვინც დროის დინების
საწინააღმდეგოდ წერს“. მე ვუთხარი სტუდენტებს: ამგვარი სამ-
წერლო პოზიცია თვლის, რომ მწერალი არ ახდენს განცალკევე-
ბას და თავისი თავის იზოლირებას, არამედ ჩვენ წინაშე დგას
როგორც თანამედროვე ადამიანი, უფრო მეტიც, მისი მოქმედე-
ბა უნდა შეესაბამებოდეს მიმდინარე ცხოვრებისა და ყოფის
ცვლილებებს; იგი უნდა ჩაერთოს მიმდინარე მოვლენებში და
მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ მიმართულებას. ამგვარი ჩარევისა
თუ მიმხრობის შედეგად გაჩენილი რისკი ცნობილია; მწერლის
წინაშე ჩნდება საშიშროება დაკარგოს არჩეული დისტანცია. მის
ენას კი ნახევრად შიმშილი მოუწევს; პირობებისა და გარემოს
სიმწირემ, სივიწროემ შეიძლება მისი თავისუფალ ბრძოლას
მიჩვეული წარმოსახვის ძალაც შეზღუდოს, და იქმნება საშიშ-
როება, რომ სუნთქვა შეეკრას, ქოშინი აუვარდეს.
ზემოხსენებული რისკი მე ათწლეულების განმავლობაში თა-
ნა მდევს, მაგრამ, აბა, რა იქნებოდა მწერლის პროფესია
გაურისკავად? დავუშვათ, ლიტერატურული ჩინოვნიკის მსგავ-

861
სად მას შეეძლოს თავისი უხილაობის დანახვა, მისი გააზრება,
მაგრამ აწმყოს მიმართ ის იქნებოდა მასთან შეხების შიშის
ტყვეობაში. იმის შიშით, რომ დისტანცია არ დაეკარგა, იგი
შორს გაიჭრებოდა, იქ, სადაც შუქს ასხივებენ მითები, ხოლო
ამაღლებული კი თვითგანდიდებას ახდენს. მაგრამ არა, მუდმი-
ვად წარსულად გადამქცევი აწმყო მას დაეწევა და მკაცრ დაკით-
ხვას მოუწყობს. ყოველი მწერალი თავისი დროის შვილია, რამ-
დენიც არ უნდა ამტკიცოს მან, რომ ძალიან ადრე მოვიდა თუ ძა-
ლიან გვიან. იგი თვითონ თავისით არ ირჩევს თემას, ის მას ეძ-
ლევა. მე, ყოველ შემთხვევაში, არ მქონია საშუალება ეგ თავი-
სუფლად გადამეწყვიტა; რადგან, ყოველივე მხოლოდ ჩემზე და
ჩემს კაპრიზებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ჩემს თავს
წმინდად ესთეტიკური კანონების მიხედვით გამოვცდიდი და
იუმორისტის არასაძნელო და უწყინარ როლს ავირჩევდი, მაგ-
რამ ასე არ მოხდა. გაჩნდა წინააღმდეგობები. ჩემ წინ ნანგრევ-
თა გროვები და დახოცილთა გორები იდგა, გერმანიის ისტორი-
ამ რომ მოამრავლა. ეს ზღვა მასალა კიდევ უფრო მრავლდებო-
და და, როცა მის გადარჩევას ვახდენდი, თვალები მქონდა აჭრე-
ლებული. ამასთანავე, მე ლტოლვილთა ოჯახს ვეკუთვნი. ამი-
ტომ ყოველივე იმას, რაც მწერალს სტიმულს აძლევს წეროს და
წეროს წიგნები – ჩვეული პატივმოყვარეობა, მოწყენილობის ში-
ში, ეგოცენტრული მოტივები – დაემატა კიდევ ერთი: სამშობ-
ლოს სამუდამო დაკარგვის შეგნება. ვყვებოდი რა ისტორიას, მე
ვცდილობდი, უკან კი არ დამებრუნებინა დანგრეული, დაკარგუ-
ლი ქალაქი დანციგი, შელოცვებით მაინც გამომეხმო იგი. წერის
ეს აკვიატებული სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა. არ მაკ-
ლდა რა შეუპოვრობა, მინდოდა მეჩვენებინა ჩემთვისა და მკით-
ხველისთვისაც, რომ, რაც დაიკარგა, დავიწყების მორევში კი არ

862
უნდა ჩაინთქას, არამედ, პირიქით, ლიტერატურის ძალმოსილე-
ბით კვლავ მკვდრეთით აღდგეს – როგორც თავისი სიდიადით,
ასევე უბადრუკი უმნიშვნელობით, თავისი ეკლესიებითა და სა-
საფლაოებით, გემთსაშენთა ხმაურით და ბალტიის ზღვის ზანტი
ზვირთცემის სუნით, ქანცგაცლილი ენით, თბილი თავლის ბუნ-
დოვანი ფაჩუნით, შეცოდებებით, აღსარება რომ უხდება და და-
ნაშაულებრივი მოქმედებებით, რომელთა გამოსყიდვაც არ ხერ-
ხდება.
ამგვარი დანაკარგი სხვა მწერლებისათვისაც იქცა ნოყიერ
მასაზრდოებელ საშუალებად ხანგრძლივი და ფანატიკური
თხრობისათვის. ყოველ შემთხვევაში, წლების წინათ ჩატარე-
ბულ საუბარში მე და სალმან რუშდი შევთანხმდით, რომ ისევე
როგორც მე – ჩემი დაკარგული დანციგი, ასევე მას თავისი და-
კარგული ბომბები ესახება წყაროდ და სანარცხზე ორმოდ, ათ-
ვლის წერტილად და სამყაროს შუაგულად, ამგვარი დიდი წარ-
მოდგენა, ამგვარი ეგზალტირება ლიტერატურას ახასიათებს.
ემყარება რა მათ, მთხრობელი ამრავალფეროვნებს გამომხატ-
ველ საშუალებათა მისეულ დიაპაზონს. დახვეწილი ფსიქოლო-
გიური ანალიზის ნატიფი ხელოვნება უძლურია მასალის ასე სა-
ოცრად დიდი რაოდენობის წინაშე, ასევე გამოუსადეგარია
რეალიზმის ის მეთოდები, ბუნების კოპისტობას რომ იჩემებს. რა
დავალებულიც არ უნდა ვიყოთ გონების განმანათლებლური
ტრადიციებისაგან, ისტორიის აბურდული სვლა უკუაგდებს ყო-
ველგვარ ცდას, ლოგიკურად ახსნას იგი. ლიტერატურა თვითონ
ნობელის პრემიას ჰგავს: მის საფუძველში, თუკი ჩამოვხსნით,
ავხდით მას საზეიმო საფარველს, აღმოვაჩენთ დინამიტს, რომე-
ლიც, ისევე როგორც ადამიანური გონების სხვა ნაყოფები, წარ-
მონაშობები – იქნებოდა ეს ატომის გახლეჩა თუ გენუმის გაშიფ-

863
ვრა, ასევე ნობელის პრემიით რომ აღინიშნა, – კაცობრიობი-
სათვის კეთილდღეობასაც ნიშნავდა და უბედურებასაც; ლიტე-
რატურასაც აქვს ფეთქებადი ძალა, თუმცა არა წამიერი და მყი-
სიერი, არამედ ერთგვარად დროში გაჭიმულგაგრძელებული
ძალა, რომელიც სამყაროს ცვლის, რისგანაც ის ასევე აბედ-
ნიერებს კაცობრიობას ან მას მწარე ცრემლებით ატირებს. რამ-
დენი დრო დასჭირდა ევროპულ განმანათლებლობას – მონტე-
ნიდან ვოლტერამდე, დიდრომდე, კანტამდე, ლესინგამდე და
ლიხტენბერგამდე, რომ შეეტანა სინათლის ცოდნის სხივი სქო-
ლასტიკური უმეცრების ბნელ კუთხეებში. ხშირად სინათლე
ქრებოდა. ცენზურა აფერხებდა გონებრივ განათლებას, მაგრამ,
როდესაც გონება მთელი ძალით გავრცელდა, იგი მოქმედებდა
მხოლოდ ტექნიკურად მისაწვდომი სფეროს ფარგლებში, ხოლო
ინტერესები შემოფარგლული იყო ეკონომიკური და საზოგადო-
ებრივი განვითარებით, და თავისი თავიდანვე მტრულად ურთი-
ერთგანწყობილი შვილები – კაპიტალიზმი და სოციალიზმი აღ-
ჭურვა რეზონიორული ჟარგონით და წარმართა ნებისმიერი სა-
შუალებით, უმეტესად კი სწორად – პროგრესის გზით.
დღეს ჩვენ ვხედავთ, სადამდე მიგვიყვანეს განმანათლებლო-
ბის ამ „გენიალურად უხეირო“ უიღბლო შვილებმა, შეგვიძლია
განვსაჯოთ, რა სახიფათო ადგილზე მოგვისროლა ნელმა აფეთ-
ქების ტალღამ, სიტყვამ რომ წარმოშვა. ცხადია, განმანათლებ-
ლობის საშუალებებით – სხვა საშუალებები ჩვენ არ მოგვეპოვე-
ბა – ვცდილობთ გამოვასწოროთ საქმე, და გვიპყრობს რა საში-
ნელების გრძნობა, ვხედავთ, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ,
რაც მისი ძმა სოციალიზმი მკვდრად გამოაცხადეს, განდიდების
მანიამ შეიპყრო და მძვინვარებს. იგი იმეორებს თავისი
მკვდრად გამოცხადებული ძმის შეცდომებს. ახდენს თვითდოგ-

864
მატიზებას (დოგმის ხარისხში აყვანა), აცხადებს თავისუფალ სა-
ბაზრო ეკონომიკას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას, თავი-
სი განუსაზღვრელი შესაძლებლობებისაგან გაბრუებული ისეთ
უგუნურობებს სჩადის, როგორიცაა გლობალური შერწყმაშეერ-
თება, რომლის მიზანია მაქსიმალური სარგებლობის მიღება. რა
გასაკვირია, რომ კაპიტალიზმს, ისევე როგორც თავისი თავის
გამგუდველ კომუნიზმს, რეფორმების უნარი არა აქვს. მის დიქ-
ტატს გლობალიზაცია ჰქვია. იღებს რა უცოდველის პოზას, ის ამ-
ტკიცებს, რომ მას (გლობალიზაციას) ალტერნატივა არ გააჩნია.

ამგვარად, ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. დამაინტრიგებე-


ლი „გაგრძელება იქნებას“ გარეშე. იქნებ, ან უნდა ვიმედოვ-
ნოთ, რომ, თუ პოლიტიკა არა, რომელმაც ყოველგვარი მმარ-
თველობის სათავეები ისედაც ეკონომიკას გადაულოცა, ლიტე-
რატურა მაინც მოიფიქრებს რამეს, რაც ახალ დოგმატიზმს შე-
არყევს? შეიძლება სუბვერსიულ თხრობას დინამიტის თვისება
მივანიჭოთ? და მოვესწრებით კი ჩვენ მისი შენელებული აფეთ-
ქების შედეგებს? ვინ იცის, რა ფორმებად ჩამოყალიბდება წიგნი
მომავალში და შეძლებს კი საერთოდ შენარჩუნებას? და ხომ არ
მიდის საქმე იქითკენ, რომ ლიტერატურას ასპარეზს დაატოვები-
ნებენ და ახალგაზრდა ავტორებს როგორც სათამაშო მოედანს,
ისე შესთავაზებენ ინტერნეტის სათამაშოდ? დროის მარაგი
უსაზღვრო როდია, შეიძლება კოლაფსის პერიოდიც დადგეს.
დასავლეთის სამყარო თავისი კულტურით და წარმოებით სულ
უფრო ემსგავსება რაღაც მწარე ხვედრს. რა ვქნათ?
მე ჩემი უღვთობით, ღვთის ურწმუნოებით სხვა არაფერი
მრჩება, თუ არა ის, რომ მოვიდრიკო მუხლი წმინდანის წინაშე,
რომელიც აქამდე მუდამ მეხმარებოდა და რომელსაც შეუძლია

865
ადგილიდან დაძრას ყველაზე მძიმე ლოდი. ჰოდა, გევედრები:
წმიდაო სიზიფე, კამიუს წყალობით ნობელის პრემია რომ დაიმ-
სახურე, გევედრები, იზრუნე იმაზე, რომ ეს ქვა ზემოთ არ დარ-
ჩეს, რომ ის იქიდან დავძრათ, რათა ამ ქვით ჩვენ – ისევე რო-
გორც შენ შენით – ბედმა გაგვიღიმოს და მოთხრობას ჩვენი არ-
სებობის ძნელბედობასა და საზრუნავზე ბოლო არ ჰქონდეს.
შესმენილი იქნება ჩემი ლოცვა? თუ ახალი თვალსაზრისის
მიხედვით ადამიანის მოდგმის ისტორიის გამგრძელებელი იქ-
ნება ხელოვნურად გამოყვანილი ადამიანი, კლონირებული არ-
სება?
ამგვარად, ვუბრუნდები ჩემი სიტყვის დასაწყისს და კვლავ
ვშლი რომან „ვირთხას“ ფურცლებს, რომლის მეხუთე თავში
ლაპარაკია ლაბორატორიის ვირთხისათვის ნობელის პრემიის
მინიჭებაზე, ლაბორატორიის ვირთხაზე, როგორც მილიონობით
ლაბორატორიის ცხოველთა წარმომადგენელზე, – მეცნიერების
მოღვაწეებზე, და ჩემთვის მაშინვე ცხადი ხდება, რამდენად
შორს არის წინანდელი მეცნიერული აღმოჩენები, ჯილდოები
რომ დაიმსახურეს, იმისაგან, რომ ააცილოს კაცობრიობას თა-
ვისი მუდმივი უბედურება – შიმშილი. ამასთანავე, ყველას, ვინც
კი გადაიხდის, ახალ თირკმელს გაუკეთებენ. შესაძლებელია
გულის გადანერგვაც. უმავთულოდ შეგვიძლია დავრეკოთ
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენ გარშემოა, და ჩვენ გვემ-
სახურებიან თანამგზავრები და კომოსური სადგურები. პრემი-
რებული სამეცნიერო გამოკვლევების მეშვეობით დაამუშავეს
და შექმნეს შეიარაღების სისტემები, რომელთა მეპატრონეებს
ახლა მოწინააღმდეგეებთან ერთად მრავალგზის შეუძლიათ
გაანადგურონ საკუთარი თავიც. ადამიანური გონების აღმოჩე-
ნებმა საოცარი გამოხატულება პოვა, მაგრამ შიმშილს არაფერი

866
ეშველა, ის უფრო მატულობს, ჩვეულებრივი სიღარიბე იქცა სა-
სოწარკვეთილ, უკიდურეს გაღატაკებად. მთელ მსოფლიოშია
მოდებული ლტოლვილთა ნაკადები, რომელთაც შიმშილი თან
სდევს, და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მეც-
ნიერულ ცოდნასთან ერთად დაუპირისპირდებოდა მუდმივად
მზარდ შიმშილს.
1973 წელს, როდესაც ჩილეში ამერიკელთა ხელშეწყობით
ტერორი გაჩაღდა, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ვილი
ბრანდტმა პირველმა წარმოთქვა შესავალი სიტყვა გაერთიანე-
ბული ერების ორგანიზაციის წინაშე. მან ილაპარაკა საყოველ-
თაო მსოფლიო გაღატაკების შესახებ. მისმა წამოძახილმა –
შიმშილიც ომია! – ისეთი დამაჯერებელი შთაბეჭდილება იქო-
ნია, რომ მისი სიტყვები აპლოდისმენტებმა შთანთქა. მაშინ
დარბაზში ვიმყოფებოდი. იმ დროისათვის უკვე დაწერილი რო-
მანი „კამბალა“, რომელშიც ლაპარაკია საჭმელზე, როგორც
ადამიანური არსებობის პირველსაფუძველზე, – ე. ი. გაჭირვება-
სა და სიმდიდრეზე, ღორმუცელა და ასევე უამრავ შიმშილისგან
ძალმილეულ ადამიანზე, გემრიელი საჭმელებით მოგვრილ
სიამოვნებაზე და მდიდართა სუფრაზე შემორჩენილ ნამცეცებზე.
ეს თემა ისევ აქტუალური რჩება. მზარდ სიმდიდრეს წინ
ხვდება სიღატაკე მოსახლეობისა, რომლის რიცხვი უფრო და
უფრო მატულობს. მდიდარ ჩრდილო და დასავლეთის ქვეყნებს,
თავიანთი უსაფრთხოების პრობლემებით რომ არიან შეწუხებუ-
ლი, სურთ გაემიჯნონ ღატაკ სამხრეთს, მაგრამ მათ მისწვდება
და წალეკავს ლტოლვილთა ნაკადი – მშიერთა მოწოლას ვერა-
ფერი გაუძლებს.
ყოველივე ამაზე მომავალში იქნება საუბარი. ბოლოს და ბო-
ლოს, ჩვენი საერთო რომანი უნდა გაგრძელდეს. და, თუ ოდესმე

867
არაფერს დაწერენ, არაფერს დაბეჭდავენ, თუ წიგნები, როგორც
გადარჩენის წყარო, აღარ გვექნება, გაჩნდებიან მთხრობელები,
რომლებიც ყურში ჩურჩულით ძველ ისტორიებს ახლებურად
მოგვიყვებიან: ხმამაღლა და ჩუმად, ქშენითა და ბორძიკით,
ზოგჯერ სიცილით, უფრო ხშირად კი ცრემლმორევით.

868
გაო სინძიანი

ლიტერატურის დასაბუთება

2000
არ ვიცი, ბედია თუ არა, ამ ტრიბუნაზე რომ ვდგავარ, მაგრამ
სავსებით მართებულია, გამონაკლის ამბავს, რომელიც მრავა-
ლი ბედნიერი დამთხვევის წყალობით ხდება, ბედი ვუწოდოთ.
თავს ათეისტად მივიჩნევ და ამიტომ ვერ გავბედავ მტკიცებას,
თითქოს სამყაროში არსებობს უზენაესი შემოქმედი, თუმცა
სულში ყოველთვის ვგრძნობდი თრთოლვას შეუცნობლის წინა-
შე.
ადამიანს არ შეუძლია სულად იქცეს, მით უმეტეს ვერ დაიკა-
ვებს უზენაესი ღვთაების ადგილს. ზეადამიანის მსოფლიოზე გა-
ბატონება ნიშნავს, რომ სამყარო გახდეს უფრო ქაოტური და
აუტანელი. ნიცშეს შემდგომმა საუკუნემ მოიტანა ყველა ის დიდი
უბედურება, რისი შექმნაც ადამიანის გონებას შეეძლო, მაგრამ
ვერც ერთი პატივმოყვარე ფილოსოფოსის ბოდვა ახლოსაც ვერ
მოვა იმათ დანაშაულთან, ვინც თავს ხალხის ბელადებად, სა-
ხელმწიფოს ლიდერებად და ერის მხედართმთავრებად ასაღებ-
დნენ და ძალადობის მეთოდებს განსაკუთრებული ოსტატობით
ხვეწდნენ. არ ვაპირებ ეს ტრიბუნა ჩემი პოლიტიკური ან საის-
ტორიო შეხედულებების პროპაგანდისთვის გამოვიყენო, უბრა-
ლოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, როგორც მწერალმა,
თქვენამდე მოვაწვდინო ერთი ადამიანის, ერთი პიროვნების
ხმა.

869
მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ აღქმის უნარი
აქვს შედარებით გამძაფრებული. საერთოდ, ფაქიზი გრძნობის
ადამიანი, როგორც წესი, საცოდავია. მწერალი იმიტომ არ ლა-
პარაკობს, რომ იგი ხალხის რუპორი ან ჭეშმარიტების განსა-
ხიერებაა, შეიძლება ზოგჯერ მისი ხმა არც კი ისმოდეს, მაგრამ,
ვინაიდან ეს არის კონკრეტული პიროვნების ხმა, ამიტომ აღვიქ-
ვამთ მას დიდ სიმართლედ და სიწრფელედ.
უნდა მოგახსენოთ, რომ შეიძლება ლიტერატურაც ცალ-
კეული პიროვნების ხმად მივიჩნიოთ და, კაცმა რომ თქვას, ეს
ყოველთვის ასე იყო, მაგრამ, როგორც კი ლიტერატურა ხდება
სახელმწიფო ჰიმნი, ერის დროშა, პარტიის რუპორი ან რომე-
ლიმე პარტიული თუ პოლიტიკური დაჯგუფების მებაირახტრე,
მაშინვე კარგავს თავის ოდინდელ შინაარსს და აღარავითარი
მნიშვნელობა აღარ აქვს, პროპაგანდის რა მეთოდებს მიმარ-
თავს და რა ყოვლისმომცველ ძალასა და ენერგიას გამოავ-
ლენს. იგი უკვე აღარ არის ლიტერატურა, რადგან ძალაუფლე-
ბის პროდუქტად და გამორჩენის საშუალებადაა ქცეული. გან-
ვლილ საუკუნეში ეს გახლდათ ლიტერატურის უბედურება. პო-
ლიტიკისა და ძალაუფლების დამღა იყო გაცილებით ძლიერი,
ვიდრე რომელიმე სხვა ეპოქაში. საგრძნობი გახლდათ აგრეთვე
ის აკრძალვები, რაც მწერლებმა თავიანთ თავზე გამოსცადეს.
ლიტერატურამ უნდა შეძლოს თავისი არსებობის დასაბუთება
და, ამავდროულად, გამოვიდეს პოლიტიკის დიქტატიდან, რის-
თვისაც აუცილებელია დაუბრუნდეს ცალკეული ინდივიდუუმის
ხმას. ვინაიდან ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანურ
გრძნობებს მიმართავს, ამდენადვე იგი ამ გრძნობათა ნაყოფს
წარმოადგენს, რაც, სხვათა შორის, სრულიადაც არ ნიშნავს,
რომ მწერლობა აუცილებლად მოწყვეტილი უნდა იყოს პოლი-

870
ტიკისაგან, ანდა – პირიქით, რაღაცით ზემოქმედებდეს მასზე.
ლიტერატურის ეგრეთ წოდებული ტენდენციურობა, მწერლის
პოლიტიკური ორიენტირებულობა და მისი ჩართვა იდეოლოგი-
ურ ბრძოლებში იყო მძიმე სენი, რომელმაც განვლილ საუკუნე-
ში უდიდესი ზიანი მიაყენა ლიტერატურას. კონსერვატიზმისა და
რევოლუციურობის ფორმით მოწოდებული ტრადიციონალიზმი-
სა და განახლების იდეები, საბოლოო ჯამში, მოწინავისა და რე-
აქციულის ბრძოლად გადაიქცა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შე-
უწყო იდეოლოგიის აბსოლუტურ გაბატონებას. როცა იდეოლო-
გია სახელმწიფო ხელისუფლებას ერწყმის და რეალურ ძალად
იქცევა, მაშინ ლიტერატურა და ცალკეული პიროვნება კვდომას
იწყებენ.
მიზეზი XX საუკუნის ჩინურ ლიტერატურაზე თავს დატეხილი
დაუსრულებელი და განუწყვეტელი უბედურებებისა, რის შედე-
გადაც ჩვენი მწერლობა არსებობის უკანასკნელ ზღვართან აღ-
მოჩნდა, გახლდათ ის, რომ ლიტერატურას პოლიტიკა მბრძა-
ნებლობდა. ლიტერატურულმა რევოლუციამ, ისევე, როგორც
რევოლუციურმა ლიტერატურამ, მწერლობა და თვით ადამიანუ-
რი ბუნება დაღუპვის პირას მიიყვანა. ტრადიციული კულტურის
წინააღმდეგ რევოლუციის სახელით გალაშქრებამ გამოიწვია
ის, რომ დაიწყეს წიგნების აკრძალვა და დაწვა. მწერლებს ხო-
ცავდნენ, აპატიმრებდნენ, აგზავნიდნენ გადასახლებასა და კა-
ტორღაში. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი. ჩინეთის ისტორიაში
მსგავსი ბარბაროსობა არც ერთ მონარქიას არ გამოუჩენია.
წარმოუდგენლად ძნელი გახდა ლიტერატურული ნაწარმოების
ჩინურ ენაზე შექმნა, შემოქმედების თავისუფლებაზე ლაპარაკი
ხომ ზედმეტია!

871
თუკი მწერალს სურდა აზროვნების თავისუფლების მოპოვე-
ბა, მის წინაშე მხოლოდ ორი გზა არსებობდა: გაქცევა ან სრული
მდუმარება. ხანგრძლივი დუმილი მწერლისთვის თვითმკვლე-
ლობის ტოლფასია. ამიტომ შემოქმედი, რომელიც თავს ვალდე-
ბულად თვლიდა ხმა ამოეღო, იძულებული ხდებოდა გაქცეული-
ყო და ამგვარად აეცილებინა თვითმკვლელობა ან სიკვდილით
დასჯა. ლიტერატურის ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება
ითქვას, რომ მსგავსი რამ მარტო აღმოსავლეთში კი არა, დასავ-
ლეთშიც ხდებოდა: ძიუ იუანიდან დანტემდე, შემდგომ – ჯოისი,
თომას მანი, სოლჟენიცინი, დაბოლოს, ჩინელი ინტელიგენტე-
ბი, რომლებიც მასობრივად გარბოდნენ 1989 წელს ტიანანმე-
ნის მოედანზე მომხდარი მოვლენების შემდეგ. ასეთია იმ პოეტე-
ბისა და მწერლების ბედი, რომლებიც საკუთარი ხმის შენარჩუ-
ნებას ცდილობენ.
მაგრამ საყოველთაო დიქტატურის დროს, რომელსაც მაო
ძედუნი ახორციელებდა, გაქცევაც კი შეუძლებელი იყო, ვი-
ნაიდან მთის ტაძრებს, სადაც ფეოდალურ ეპოქაში თავს აფა-
რებდნენ ლიტერატორები, ჩხრეკდნენ ან პირდაპირ ანადგურებ-
დნენ. სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდათ იმ მწერლებსაც,
რომლებიც მალულად წერდნენ. ვინც ვერ ელეოდა დამოუკიდე-
ბელი აზროვნების ჩვევას, იძულებული ხდებოდა მხოლოდ საკუ-
თარ თავთან ესაუბრა, ოღონდ მეტისმეტად ფრთხილად. მინდა
საგანგებოდ აღვნიშნო, რომ სწორედ იმ დროს, როცა ლიტერა-
ტურა ესოდენ აუტანელ პირობებში იმყოფებოდა, განსაკუთრე-
ბული სიმძაფრით ვიგრძენი მისი აუცილებლობა, რაც იმის ნიშა-
ნი უნდა ყოფილიყო, რომ ლიტერატურა ადამიანს აძლევს შე-
საძლებლობას შეინარჩუნოს პიროვნული შეგნება.

872
შეიძლება ითქვას, რომ საუბარი საკუთარ თავთან ლიტერა-
ტურის ამოსავალი წერტილია და ამ ფორმით ადამიანებთან ურ-
თიერთობის დამყარება ყველაზე უფრო მისაღებია. ადამიანი
თავის გრძნობებსა და აზრებს სიტყვის ფორმაში ახვევს და წიგ-
ნში გადააქვს. ასე იბადება ლიტერატურა. ამ დროს ავტორი არ
ფიქრობს გამორჩენასა და სარგებელზე, იგი უბრალოდ წერს
და, ცხადია, არც ახსენდება, რომ შეიძლება ნაწერი ოდესმე გა-
მოსცეს. წერის პროცესი მას ერთდროულად ანიჭებს სიხარულს,
სიამოვნებასა და ჯილდოს. რომან „სასწაულმოქმედ მთებზე“ მუ-
შაობა იმ დროს დავიწყე, როცა აიკრძალა ჩემი ნაწარმოებები,
რომლებსაც, სხვათა შორის, თვითონვე დავუწესე უმკაცრესი
ცენზურა. ჩემთვის ვწერდი, სევდას ვიქარვებდი, გამოქვეყნებაზე
წამითაც არ მიფიქრია.
საკუთარ სამწერლო გამოცდილებაზე დაკვირვება მაფიქრე-
ბინებს, რომ წიგნის წერის დროს მწერლისთვის ლიტერატურა
წარმოადგენს პირადი თვითღირებულების გააზრების საშუალე-
ბას. საკუთარ შრომას ავტორი უძებნის ერთგვარ დასაბუთებას,
სტიმულს. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, იბადება მწერ-
ლის სურვილში, მიიღოს კმაყოფილება, რაც შეეხება სოციალურ
უკუგებას, ის მხოლოდ ნაწარმოების დასრულების შემდგომ მო-
დის. სხვათა შორის, უკუგების ხარისხი სრულიადაც არ არის და-
მოკიდებული ავტორის სურვილზე.
ლიტერატურის ისტორიაში უამრავია მსოფლიო დონის ისე-
თი ნაწარმოები, რომელიც ავტორს სიცოცხლეში არ გამოუქვეყ-
ნებია. საკითხავია, თუ ავტორი არ გრძნობდა შინაგან მოთხოვ-
ნილებას, მაშინ რატომ წერდა? დღესაც, შექსპირისა არ იყოს,
ძნელი გასაგებია ცხოვრება იმ ოთხი უნიჭიერესი პიროვნებისა,
რომლებმაც შექმნეს ჩინური ლიტერატურის ისტორიაში ყველა-

873
ზე საუკეთესო ნაწარმოებები: „მოგზაურობა დასავლეთში“,
„მდინარის ქარხნები“, „ძინი, პინი, მეი“ და „წითელი კოშკის
სიზმარი“. მაგალითად, ში ნაიანმა საკუთარი თავის შესახებ ერ-
თადერთი ჩანაწერი დატოვა. მაშ, რატომ ჩადო მან მთელი სასი-
ცოცხლო ძალა უზარმაზარ ნაწარმოებში, რომელსაც მისთვის
არავითარი ჯილდო არ მოუტანია? ნუთუ ასეთივე ბედი არ ერგო
თანამედროვე რომანის ფუძემდებელ ფრანც კაფკას ან XX
საუკუნის ერთერთ საუკეთესო პოეტ ფერნანდო პესოას? ისინი
წერდნენ და სრულებით არ ფიქრობდნენ სამყაროს გარდაქმნა-
ზე, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ ადამიანს, თუნდაც უსუსურს,
შეუძლია თქვას ძალიან საჭირო სიტყვა. აი, ეს არის კიდეც ენის
მაგიური ძალა.
ენა არის ადამიანური ცივილიზაციის უმაღლესი, კრისტალი-
ზებული სუბსტანცია. ფაქიზი და მოუხელთებელია, მაგრამ, ამა-
ვე დროს, შეუძლია შეაღწიოს ჩვენს გრძნობებში, გაიაროს
ყველგან და ყველაფერში და დააკავშიროს გრძნობები სამყა-
როს შემეცნების უნართან. დაწერილი სიტყვის, ამ ესოდენ გან-
საცვიფრებელი და მომხიბვლელი საგნის, მეშვეობით ენა ყველა
ადამიანს, მიუხედავად ეროვნებისა და კიდევ იმისა, თუ რომელ
ეპოქას მიეკუთვნება, აძლევს შესაძლებლობას დაამყაროს კონ-
ტაქტი სამყაროსთან. ასე იყრის თავს ერთ მთლიანობაში ლიტე-
რატურული შემოქმედება, მარადიული სულიერი ფასეულობანი
და მკითხველი.
საეჭვოდ მიმაჩნია მოსაზრება, რომ ჩვენ დროში მწერალი
განსაკუთრებით უნდა გამოკვეთდეს თავის გენეტიკურ კავშირს
ამა თუ იმ ნაციონალურ კულტურასთან. მაგალითად, თუკი ვი-
ლაპარაკებთ ჩემ წარმომავლობასა და მშობლიურ ენაზე, უნდა
მოგახსენოთ, რომ, რა თქმა უნდა, შინაგანად ვატარებ ჩინეთის

874
კულტურულ ტრადიციებს და ეს სავსებით ბუნებრივია. კულტურა
მჭიდროდაა დაკავშირებული ენასთან, რის საფუძველზეც ყა-
ლიბდება გრძნობის, აზროვნებისა და აზრის გამოხატვის გარ-
კვეული ფორმები. მწერლის შემოქმედება იწყება ენობრივ გა-
რემოში და ბუნებრივად გადადის ის სუბსტანციაში, რის გამოთ-
ქმასაც სიტყვები ვერ ასწრებენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც თა-
ვის ბედს სიტყვიერ ხელოვნებას უკავშირებს, მოვალე არ არის
დაიკრას მზა, მკვეთრად გამოხატული ეროვნული იარლიყი.
ლიტერატურული ნაწარმოებები თარგმანის მეშვეობით გა-
დალახავენ ქვეყნებისა და ენების საზღვრებს, არღვევენ სხვა-
დასხვა ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებში ჩამოყალიბე-
ბულ სოციალურ და ადამიანურ ურთიერთობათა ჩარჩოებს და
განამტკიცებენ კაცობრიობის ერთობას. უნდა ითქვას, რომ თა-
ნამედროვე მწერლები ძალაუნებურად გადიან ეროვნული კულ-
ტურის საზღვრებიდან და განიცდიან სრულიად განსხვავებულ
ფასეულობათა გავლენას, ამიტომ ხაზგასმული ლაპარაკი ამა
თუ იმ ნაციონალურკულტურულ კუთვნილებაზე (თუ ეს, რა თქმა
უნდა, ტურისტული რეკლამისათვის არ არის გამიზნული) მკით-
ხველში უმალ უნდობლობის გრძნობას ბადებს.
ლიტერატურა გადალახავს იდეოლოგიურ ზღუდეებს, სახელ-
მწიფო საზღვრებსა და ეროვნული ცნობიერების ფარგლებს.
ადამიანის არსებობაც ხომ, ზუსტად ასევე, არ ამოიწურება ამა
თუ იმ „იზმით“. თვით არსებობა გაცილებით უფრო მნიშვნელო-
ვანია, ვიდრე გაუთავებელი მსჯელობა და ათასგვარი სამეც-
ნიერო დისკუსიები ამ თემაზე. ლიტერატურისთვის არავის
დაუწესებია ტაბუ, რომ საჯაროდ არ გააცხადოს ადამიანური ყო-
ფიერების სიმძიმე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გაისმოდა
ხმები ლიტერატურაში სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების შესა-

875
ხებ. ეს ხმები მოდიოდა პოლიტიკოსებისგან, საზოგადო მოღვა-
წეებისგან, გარკვეული ტიპის მორალისა და ზნეობის დამცველ-
თაგან, რომლებიც ცდილობდნენ ლიტერატურა გაეშალაშინები-
ნათ, მკაცრ ჩარჩოებში ჩაესვათ და სამკაულად ექციათ.
მაგრამ ლიტერატურა არ არის ხელისუფლების დანამატი ან
რაღაც მოდის მიგნება. მას აქვს ფასეულობათა საკუთარი სის-
ტემა, საკუთარი ესთეტიკური მრწამსი, რომელიც მჭიდროდ გახ-
ლავთ დაკავშირებული ადამიანის გრძნობებთან და წარმოად-
გენს ლიტერატურული ნაწარმოების შეფასების უდავო კრიტე-
რიუმს, რაც, სხვათა შორის, ადამიანისავე გავლენით იცვლება,
რადგან ადამიანები სხვადასხვანაირად გრძნობენ, ამიტომ ეს-
თეტიკური შეფასების სუბიექტურობა მიჩნეულია საყოველთაოდ
აღიარებულ ნორმად. ესთეტიკური გააზრების უნარი, რომელიც
ლიტერატურული აღზრდის მეშვეობით ჩნდება, ადამიანებს სა-
შუალებას აძლევს კითხვისას ხელმეორედ განიცადოს ის
პოეტურობა და სილამაზე, რომელიც ავტორმა ჩადო თავის ნა-
წარმოებში: ამაღლებული და სასაცილო, სევდა და აბსურდი,
იუმორი და ირონია – ერთი სიტყვით, ყველაფერი.
თუმცა პოეტურობა ყოველთვის არ გამომდინარეობს ნაწარ-
მოების ლირიკული ხასიათიდან. თავშეუკავებელი ნარცისიზმი
საყმაწვილო სენია, რომელიც თავს მაშინვე იჩენს, როგორც კი
ავტორი თხზვის ანბანის შესწავლას იწყებს. აქვე დავძენ, რომ
თვით ლირიკულობის ცნება გულისხმობს მრავალ შრეს, რო-
მელთაგან უმაღლესია მოვლენის მშვიდი და „ცივი“ განხილვა.
ყოფიერების დისტანციური ასახვის დროს ავტორი ჩრდილში ექ-
ცევა. ასეთი პოზიცია მწერალს საშუალებას აძლევს შეიძინოს
ეგრეთ წოდებული „მესამე თვალი“, რომელიც ყველაფერს
აკონტროლებს წიგნის პერსონაჟებისა და თვით ავტორის ჩათ-

876
ვლით. ნეიტრალური ხედვა საჭიროა იმისთვისაც, რომ ავტორი
მეტისმეტად არ გაერთოს ადამიანური ყოფიერების ჭუჭყისა და
კატასტროფების ჩხრეკით. ამასთან ერთად, ავტორის მიერ გამ-
ჟღავნებულ ნაღველს, ზიზღსა თუ სიძულვილს შეუძლია ადა-
მიანებში გააღვიძოს სიცოცხლის სიყვარული, თანაგრძნობა და
სიბრალული.
როგორც ჩანს, ადამიანურ გრძნობათა წიაღში აღმოცენებუ-
ლი ესთეტიკური სილამაზე არ ბერდება, თუმცა ლიტერატურაში,
ისევე, როგორც საერთოდ ხელოვნებაში, არსებობს მოდა, რო-
მელიც წლიდან წლამდე იცვლება და შესაბამისად შეფასების
კრიტერიუმიც განისაზღვრება პრინციპით: კარგია მხოლოდ ის,
რაც უფრო ახალი და თანამედროვეა. ბაზრის სამოქმედო მექა-
ნიზმი ყველაფერში მჟღავნდება, გამონაკლისი არც წიგნის ბაზა-
რია, მაგრამ, თუ ავტორის ესთეტიკურ დონეს მხოლოდ საბაზრო
კონიუნქტურის მიხედვით განვსაზღვრავთ, ეს ლიტერატურის
თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე
გვაქვს თანამედროვე „სამომხმარებლო“ საზოგადოებასთან. ჩე-
მი აზრით, ამ შემთხვევაში ლიტერატურამ სწორედაც რომ უნდა
შეინარჩუნოს „სიცივე“.
ათი წლის წინათ, როცა დავამთავრე რომანი „სასწაულმოქ-
მედი მთები“, რომელსაც ჩემი ცხოვრების შვიდი წელიწადი შე-
ვალიე, დავწერე პატარა სტატია ამ ტიპის ლიტერატურის შესა-
ხებ. ვწერდი:
„ლიტერატურას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკას-
თან, რადგან ის სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდუუმის პირადი
საქმე. მისი დაკვირვებები, მოგონებები, ცხოვრებისეული გა-
მოცდილების ანალიზი, ფიქრი სხვადასხვა შთაბეჭდილებაზე და
ცდა თავისი სულიერი მდგომარეობის გამოხატვისა – ყოველივე

877
ეს ცხადყოფს, თუ რა სიამოვნება მოაქვს ავტორისთვის აზროვ-
ნების პროცესს.
ეგრეთ წოდებული მწერალი სრულიად უბრალო ადამიანია,
რომელსაც შეუძლია წერა და საუბარი საკუთარ თავთან, თანაც
გარეშე ადამიანებს უფლება აქვთ მისი სიტყვა არც მოისმინონ
და არც წაიკითხონ. მწერალი არ არის გმირი, რომელსაც ხალ-
ხის სახელით გამოსვლის უფლება აქვს და არც არის საჭირო
მისგან კერპის შექმნა, მით უმეტეს არ შეიძლება მწერლის დამ-
ნაშავედ ან ხალხის მტრად გამოცხადება. სიძნელეები, რომლე-
ბიც წარმოიშობა ავტორისა და მისი ნაწარმოების წინაშე, მარ-
ტივი ასახსნელია – ვიღაცას ეს ძალიან სჭირდება. როცა ხელი-
სუფლება მასების ყურადღების გადასატანად მტრის ხატის შექ-
მნას გადაწყვეტს, უწინარეს ყოვლისა, მწერალს მიადგება. ყვე-
ლაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ზოგიერთი გონებაარეული
მწერალი უდიდეს პატივად მიიჩნევს მსხვერპლის როლში გა-
მოსვლას.
მწერლისა და მკითხველის ურთიერთობა წარმოადგენს აზ-
რთა სულიერ გაცვლას. აუცილებელი არ არის შეხვედრა და ურ-
თიერთგაცნობა, ისინი ერთმანეთს ლიტერატურული ნაწარ-
მოების მეშვეობით უკავშირდებიან. ლიტერატურა ადამიანის
საქმიანობის ის აუცილებელი ფორმაა, რომელშიც სრულიად
შეგნებულად არის ჩართული ორივე მხარე – მკითხველი და ავ-
ტორი. აი, რატომაა, რომ ლიტერატურას არავითარი განსაკუთ-
რებული მოვალეობა არ აკისრია ფართო მასების წინაშე.
ლიტერატურას, რომელსაც შეუძლია თავისი ჭეშმარიტი არ-
სის რეალიზება, „ცივ ლიტერატურას“ ვუწოდებდი. ის სწორედ
იმიტომ ცოცხლობს, რომ კაცობრიობას, მატერიალურის გარდა,
წმინდა სულიერი მოთხოვნილებებიც აწუხებს. რასაკვირველია,

878
ასეთი ლიტერატურა დღეს არ დაბადებულა და, როცა გაჩნდა,
იმისთვის გაჩნდა, რომ საჭირო იყო ბრძოლა პოლიტიკური და
გარკვეული საზოგადოებრივი ძალების რეაქციის წინააღმდეგ.
ამჟამად მის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სამომხმარებლო
საზოგადოების ფართოდ გავრცელებული ზნეობრივი ნორმები
და ყოვლისმომცველი საბაზრო ფასეულობანი. მწერლობამ, თუ
მას სურს, რომ გადარჩეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუძლოს
თავის მარტოობას.
სრულიად ნათელია: ლიტერატურული შრომის იმედად დარ-
ჩენილ მწერალს ცხოვრება მეტისმეტად უჭირს. იგი იძულებუ-
ლია, სადღაც, სამწერლო მოღვაწეობის გარეთ, ეძებოს საარსე-
ბო საშუალებები. სერიოზული ლიტერატურა დიდი ფუფუნებაა,
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სულიერ მოთხოვნილებებს ემ-
სახურება. თუ „ცივი ლიტერატურის“ ნიმუშები გამოდის და
მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ეს მხოლოდ ავტორისა და მისი
მეგობრების დამსახურებაა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვა-
ნოთ ძაო სიუეძინი და კაფკა, რომლებსაც სიცოცხლეში წიგნი
არ გამოუქვეყნებიათ, ამდენად, არც ლიტერატურული მოძ-
რაობები შეუქმნიათ და არც კაშკაშა ვარსკვლავებად წარმოჩე-
ნილან თანამედროვეთა თვალში. ასეთი მწერლები საზოგა-
დოების პერიფერიებში ცხოვრობენ ეულად, მარტოდ და
მთლიანად ჩაფლული არიან სულიერ მოღვაწეობაში, რომლის-
განაც ღებულობენ სიამოვნებას და არავითარ შემთხვევაში
იმედს, რომ საზოგადოება მათ რამენაირად ცნობს და დააფა-
სებს.
„ცივი ლიტერატურა“ არის გაქცევა, სადაც ავტორი მოიპო-
ვებს სულიერ ძალებს იმისათვის, რომ წინ აღუდგეს საზოგა-
დოების მომაკვდინებელ ულმობლობას. როცა ქვეყანა არ

879
აღიარებს ისეთ ლიტერატურას, რომელიც უარყოფს ყოველ-
გვარ გამორჩენასა და სარგებელს, მაშინ ეს მარტო მწერლების
უბედურება კი არა, მთელი ერის ტრაგედიაა“.
ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა დიდი პატივი – მომენიჭა
შვედეთის სამეფო აკადემიის ჯილდო. ამ აღიარებას ვუმადლი
მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეში და მრავალი წლის განმავლობაში უანგაროდ, უსას-
ყიდლოდ თარგმნიან, ბეჭდავენ და სცენაზე დგამენ ჩემს ნაწარ-
მოებებს. მინდა ყველას მიმართ გამოვხატო უდიდესი პატივის-
ცემა, მაგრამ მაპატიონ, თუ სათითაოდ ვერ დავასახელებ, რად-
გან სია საკმაოდ გრძელია.
ასევე გამოვხატავ მადლიერებას საფრანგეთის მიმართ, რო-
მელმაც მიმიღო. ამ ქვეყანაში, რომელიც განთქმულია თავისი
ლიტერატურითა და ხელოვნებით, მოვიპოვე თავისუფალი შე-
მოქმედების პირობები, შევიძინე მკითხველები და მაყურებლე-
ბი. ბედნიერი ვარ, რომ სულ მთლად მარტო არ დავრჩი, თუმცა
ჩემი საქმე, ესე იგი, მთხზველობა, მეტად პირადი და ინდივი-
დუალურია.
ამასთანავე, უნდა მოგახსენოთ: ცხოვრება არ არის ზეიმი და
დღესასწაული, ჩვენი დედამიწა კი არ ჰგავს მშვიდობიან შვე-
დეთს, სადაც უკვე ას ოთხმოცი წელიწადია ომი არ ყოფილა. გა-
სულმა საუკუნემ მრავალი კატასტროფა გადაიტანა, მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ასწლეულში მსგავსი აღარ განმე-
ორდება. მეხსიერება, ბიოლოგიური გენივით, მემკვიდრეობით
არ გადმოგვეცემა. კაცობრიობა გონიერია, მაგრამ არა იმდე-
ნად, რომ წარსულის გამოცდილება სასიკეთოდ გამოიყენოს.
მეტიც, ადამიანის გონებას შეუძლია დაბადოს ისეთი საშინელე-
ბა, კაცობრიობის არსებობას რომ დაემუქრება.

880
აუცილებელი არ არის კაცობრიობამ იაროს პროგრესის ერ-
თი საფეხურიდან მეორემდე, ხოლო ცივილიზაცია – აქ იძულე-
ბული ვარ შევეხო სწორედ ადამიანური ცივილიზაციის ისტორი-
ას – არ გახლავთ მხოლოდ წინსვლითი მოძრაობა. საკმარისია
გავიხსენოთ ევროპული განვითარების შეჩერება შუა საუკუნეებ-
ში, ახალი ეპოქის ქაოსი და ნგრევა აზიის კონტინენტზე, დაბო-
ლოს, ორი მსოფლიო ომი XX საუკუნეში! ამ ხნის განმავლობაში
კიდევ უფრო დაიხვეწა ადამიანთა განადგურების მეთოდები, და
ეს მაშინ, როცა სამეცნიეროტექნიკური პროგრესის თვალსაზ-
რისით მსოფლიო ცივილიზაციას მაინცადამაინც დიდი ნახტომი
არ გაუკეთებია. კაცობრიობის ისტორიის ზოგიერთი ფაქტი მარ-
ტო მეცნიერების მეშვეობით ვერ აიხსენება, ისევე, როგორც ამ
ფაქტებს ვერ აღადგენ ილუზორულ დიალექტიკაზე აღმოცენებუ-
ლი რაღაც ისტორიული კონცეფციებით. საუკუნეზე მეტი ხნის
განმავლობაში მიმდინარეობდა უტოპიების აქტიური ციებცხე-
ლება, მაგრამ ამ უწყვეტი რევოლუციური სულისაგან დღეს კვა-
ლიც აღარ არის დარჩენილი. ბედის წყალობით ვინც გადარჩა,
ისიც სიმწრით იგონებს წარსულს. იქნებ, ასე არ არის?
უარყოფის უარყოფას ყოველთვის არ მივყავართ მტკიცებას-
თან და არც ყველა რევოლუცია გულისხმობს ქმნადობას. უტო-
პიური წარმოდგენა ახალ სამყაროზე თავისთავად გამორიცხავს
ძველი სამყაროს არსებობას. სოციალური რევოლუციის მსგავ-
სი თეორიები ლიტერატურაშიც შეაქვთ, რითაც შემოქმედებითი
სულის ეს ნაკრძალიც ბრძოლის არენად გადაიქცა: „დავამხოთ
წინამორბედები, გავთელოთ კულტურული ტრადიციები და ყვე-
ლაფერი ნულიდან დავიწყოთ – კარგია მხოლოდ ის, რაც ახა-
ლია.“ ამგვარად, ლიტერატურის ისტორია აიხსნება როგორც
განუწყვეტელი ნახტომები და კატასტროფები.

881
სინამდვილეში მწერალს არ შეუძლია შეასრულოს შემოქმე-
დის როლი და საკუთარ თვალში ვერც იესო ქრისტემდე ამაღ-
ლდება, ხოლო, ვინმე უგუნური თუ მაინც გაბედავს, მისთვის გა-
რესამყარო გადაიქცევა ქიმერად და ჯოჯოხეთის ბჭედ, სადაც
არსებობა წარმოუდგენელია. როგორც კი ავტორის „მე“ თავის
თავზე კონტროლს დაკარგავს, დანარჩენ ადამიანებსაც სამყა-
რო ქვესკნელად მოეჩვენებათ. ნუთუ ასე არ არის? ერთი კაცი
რომ თავს მსხვერპლად შესწირავს მომავლის იდეალს, ამით
ქვეყანა არ გადაშენდება, მაგრამ უბედურება ისაა, სხვებიც რომ
მის კვალს მიჰყვებიან.
თუმცა ნუ ვიჩქარებთ, ნუ გამოვუტანთ ნაადრევ განაჩენს XX
საუკუნის ისტორიას. ვინც შეეცდება მის ჩასმას რომელიმე
იდეოლოგიის ჩარჩოებში, ჩათვალოს, რომ ამაოდ გაისარჯა, –
შთამომავლობას უთუოდ ხელმეორედ მოუწევს ისტორიის დაწე-
რა.
მწერალი არც წინასწარმეტყველია, მაგრამ, სამაგიეროდ,
არის ჩვენი თანამედროვე, რომელსაც შეუძლია ფარდა ახადოს
სიყალბეს, გამოასწოროს შეცდომები, დაგვანახოს, რა ხდება
გარესამყაროში და, ამასთანავე, გულდასმით მოიხილოს თავი-
სი შინაგანი არსება. სრულიად შესაძლებელია, თვით მწერლის
„მე“ იმყოფებოდეს გაურკვევლობაში. ამიტომ, სადაც მწერალი
სამყაროსა და ადამიანებს აკვირდება, კარგი იქნებოდა, იქ თა-
ვის თავშიც გარკვეულიყო. საერთოდ, ყველა უბედურება და
განსაცდელი გარედან მოდის, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი შიშის,
გაუბედაობისა და უბრალოდ სისულელის გამო თავსაც ვნებს და
სხვასაც აუბედურებს.
ხშირად აუხსნელია მოკვდავის საქციელი. ადამიანს უჭირს
თავისი თავის დანახვა. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა,

882
სწორედ მზერის საკუთარ თავზე მიპყრობას გულისხმობს.
თვითჭვრეტის მომენტში გამობრწყინდება რაღაც სხივი, რომე-
ლიც ადამიანს შიგნიდან ანათებს.
ლიტერატურა თავისი ბუნებით არ არის დამანგრეველი და
დამამხობელი. მისი ღირსება ისაა, რომ ამჩნევს და ჩვენც დაგ-
ვანახებს ქვეყნიერებისა და ადამიანის ჭეშმარიტ სახეს, რომ-
ლის შესახებ ჩვენი ცოდნა ძალიან მწირი და არასწორია, რად-
გან მცდარი შეხედულებების ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩემი აზ-
რით, სწორედ სიმართლე არის ლიტერატურის ყველაზე მთავა-
რი და ურყევი ნიშანი.
ახალი საუკუნის ზღრუბლზე ვდგავართ, მაგრამ, სიმართლე
გითხრათ, არ ვიცი, რამდენად ახალია იგი. იმის თქმა კი შემიძ-
ლია, რომ იდეოლოგიის კრახის შემდეგ ლიტერატურული რე-
ვოლუცია და რევოლუციური ლიტერატურა ჩიხში შევიდნენ. გაქ-
რა აჩრდილი, რომელიც ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში
სოციალური უტოპიით აბრუებდა სამყაროს. ათასნაირი „იზმები-
საგან“ თავდახსნილი ლიტერატურა კვლავ უნდა დაუბრუნდეს
ადამიანური ცხოვრების რთულ და წარუვალ რეალობებს, რად-
გან ჩვენი ყოფიერების სიმძიმე არსებითად არ შეცვლილა და ეს
თემა ლიტერატურის მთავარ და მოუწყინარ საკითხთა ველში
რჩება.
როგორც ვატყობ, ახალი საუკუნე არ უნდა იყოს დაპირებები-
სა და წინასწარმეტყველებათა ეპოქა, რაც, ჩემი აზრით, კარგია.
მწერალმა ამოწურა პროფეტისა და არბიტრის როლი. გასულ
საუკუნეში გაკეთებული ბევრი პროგნოზი ყალბი აღმოჩნდა. ნუ-
თუ არ ჯობს მომავალ ეპოქას ყურადღებით დავაკვირდეთ, ვიდ-
რე ახალი ცრურწმენების ქსოვა დავიწყოთ? რაც შეეხება მწე-
რალს, დროა მან დაიბრუნოს მოწმისა და მოვლენათა თვით-

883
მხილველის როლი, რათა უკეთ შეძლოს ცხოვრებისეული სი-
მართლის წარმოჩენა.
ეს კი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ლიტერატურა ფაქტების
აღნუსხვად გადავაქციოთ. ასეთი ტიპის ტექსტებში წარმოდგენი-
ლი ფაქტები და მტკიცებულებები, როგორც წესი, იმდენად მწი-
რია, რომ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზებსა და მექანიზმებს უფრო
მალავენ, ვიდრე განმარტავენ. ნამდვილ ლიტერატურას კი შე-
უძლია მოვლენა გვიჩვენოს დაწვრილებით იმდენად, რამდენა-
დაც ხსნის მომხდარი ფაქტის განვითარების ლოგიკას და ყოვე-
ლივე ამას ადამიანური სულის სიღრმეებიდან მიმოიხილავს. აი,
ეს არის ლიტერატურის ძალა, თუ, რა თქმა უნდა, მწერალი ამ-
დაგვარად ქმნის ადამიანური ყოფიერების ნამდვილ სურათს და
არ მიმართავს უაზრო მანიპულაციებს.
ნაწარმოების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ-
დენად ღრმად სწვდება მწერალი ცხოვრებისეულ სიმართლეს,
ანუ სინამდვილეს, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი სიტყვა-
თა თამაში და მხატვრული ძიებანი. თუმცა ცხოვრებისეულ სი-
მართლეზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება, მაგრამ საქ-
მე ისაა, რომ სხვადასხვა ადამიანს სულ სხვადასხვანაირად ეს-
მის ეს საკითხი. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვაც საკმარისია,
რომ მიხვდე, თუ კონკრეტულ ნაწარმოებში რაოდენ დამაჯერე-
ბელია, ან პირიქით, რაოდენ ყალბია ცალკეული პიროვნების ან
ადამიანთა საზოგადოების ყოფის აღწერა. ისიც აღსანიშნავია,
რომ სიმართლისა და სიყალბის განხილვას – როგორც მხო-
ლოდ და მხოლოდ საბაბს შორს მიმავალი დასკვნებისათვის –
მიმართავს განსაზღვრული იდეოლოგიური ტიპის ლიტერატუ-
რული კრიტიკა, რომლის მთავარი სააზროვნო პრინციპი დოგ-

884
მების დაცვაა. საბედნიეროდ, ასეთი რაღაცები ლიტერატურის-
გან საკმაოდ შორს დგას.
რაც შეეხება მწერლის ფიგურას, მისი სწრაფვა ცხოვრები-
სეული სიმართლისაკენ არ დაიყვანება შემოქმედებითი მეთო-
დის პრობლემამდე – ეს არის ავტორის პოზიცია. მისი კალმით
აღწერილი სიმართლე თუ სიცრუე იძლევა წარმოდგენას იმის
შესახებ, რამდენად გულწრფელი იყო ავტორი, როცა კალამს
ჰკიდებდა ხელს. ამ შემთხვევაში სიმართლე ასრულებს არა
მარტო ლიტერატურული ფასეულობის საზომის როლს, არამედ
იმავდროულად ეთიკური აზრის მნიშვნელობასაც იძენს. მწერა-
ლი მოვალე არ არის იტვირთოს მორალის მასწავლებლის მი-
სია. სხვადასხვა ადამიანის მრავალსახოვანი სამყაროს გამო-
ხატვით იგი საკუთარ თავს გახსნის – გვიჩვენებს სულის ყველა
იდუმალ კუნჭულს. მწერლისთვის ლიტერატურული სიმართლე
ლამის მორალის ტოლფასია, თვით ლიტერატურისთვის კი –
უმაღლეს მორალს წარმოადგენს.
მერე რა, რომ ლიტერატურა გამონაგონზეა დაფუძნებული,
ჭკვიანი შემოქმედის წარმოდგენაში ის ყოველთვის გულის-
ხმობს ადამიანური არსებობის სინამდვილის გამოხატვას. სი-
მართლიდან იკრებდნენ სასიცოცხლო ძალებს უკვდავი ქმნილე-
ბები ძველ ეპოქებში და ასეა დღესაც. აი, რატომაა, რომ არასო-
დეს ბერდება ბერძნული ტრაგედიები და შექსპირის ნაწარ-
მოებები.
ლიტერატურა არ არის სინამდვილის ანაბეჭდი. იგი აღწევს
სინამდვილის არა მარტო გარე შრეებში, არამედ სიღრმეებშიც
ჩადის. გარდა იმისა, რომ სიყალბეს ამხელს, მას შეუძლია საჭი-
რო სიმაღლიდან მოიხილოს ყოფიერების ყოველდღიური მოვ-
ლენები და გვიჩვენოს მათი მიზეზობრივი კავშირები.

885
რა თქმა უნდა, ლიტერატურა სახეობრივი გამოხატვის ფორ-
მას იყენებს, მაგრამ სულის ხეტიალი არ წარმოადგენს თვითმი-
ზანს. ტანჯული სიმართლის გარეთ დაბადებული ხატი სხვა არა-
ფერია, თუ არა ცარიელი კონსტრუქცია, რომელიც მოწყვეტი-
ლია ადამიანურ ემპირიას და მხოლოდ ავტორის შემოქმედებით
სიბერეზე მეტყველებს. ნაწარმოები თუ ავტორმა არ ირწმუნა,
იგი ვერც მკითხველის სულის სიმებს შეარხევს. სინამდვილეში,
ლიტერატურა სრულიადაც არ მიმართავს ოდენ ყოველდღიური
ცხოვრების რეალიებს, მწერალი კი ყოველთვის არ შემოიფარ-
გლება საკუთარი გამოცდილებით. შემოქმედი კიდევ რაღაცას
ხედავს და ესმის, მაგალითად, კითხულობს იმას, რაც მისმა წი-
ნამორბედებმა დაწერეს და ისეთი თავისებური გადამცემის მეშ-
ვეობით, როგორიც არის ენა, გაატარებს საკუთარ გრძნობებში.
ეს გახლავთ ლიტერატურის ენის მაგიური ძალა.
ენა თავის თავში იფარავს გრძნებისა და კურთხევის ძალას –
სულის შემძვრელ ფენომენს. ენის ხელოვნება იმით გამოიხატე-
ბა, რომ მთხრობელს შეეძლოს თავისი გრძნობები ადამიანებს
გადასცეს. ის არასოდეს მიუდგება ენას როგორც ნიშანთა სის-
ტემას, სემანტიკურ კონსტრუქციას ან გრამატიკულ სტრუქტუ-
რას. თუკი გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ სხვა ყველაფერთან
ერთად ენა ცოცხალი, მოლაპარაკე ადამიანიცაა, ძნელი აღარ
არის ნაწარმოების აზრის დაყვანა ინტელექტუალური თამაშის
დონემდე.
ენა არ არის მარტო ცნებებისა და წარმოდგენების საცავი.
უშუალო შეგრძნებების დახმარებით მას შეუძლია გააღვიძოს
ინტუიცია და გრძნობა – კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ
არ შეუძლია ნიშანს ან მშრალ ინფორმაციას შეცვალოს ცოცხა-
ლი ადამიანის ენა. წარმოთქმული სიტყვის, ხმის მოდულაციისა

886
და მოლაპარაკის ინტონაციის მიღმა მართლაც იმალება ადა-
მიანის ჭეშმარიტი ზრახვანი და საქციელის მოტივები. ისინი არ
დაიყვანება ცარიელ სემანტიკასა და სტილისტიკაზე. ლიტერა-
ტურის ენას ევალება მკითხველამდე ისე მიიტანოს ცოცხალი
ადამიანის სიტყვა, რომ მას ყური დაუგდონ. ენა არ არის მხო-
ლოდ აზროვნების ინსტრუმენტი და, ამავე დროს, იგი ადამიანს
არც მარტო იმისათვის ესაჭიროება, რომ აზრი გამოხატოს, არა-
მედ იმისთვისაც, რომ მოუსმინოს საკუთარ თავს, ცნოს და
აღიაროს თავისი არსებობა.
მწერალთან მიმართებით დეკარტის აფორიზმი ასე გამოით-
ქმება: „გადავცემ, ესე იგი ვარსებობ.“ მწერლის „მე“ შეიძლება
იყოს ავტორის ხმა, შეიძლება გაუიგივდეს მთხრობელს, ანდა
გადაიქცეს წიგნის პერსონაჟად, და აი, მაშინ არ იქნება „იგი“ ან
„შენ“, ესე იგი, მთხრობელი დანაწევრდება სამ იპოსტასად. სა-
განთა და მოვლენათა დასახელება მიჩნეულია ავტორის მსოფ-
ლშეგრძნების გამოხატვის ამოსავალ წერტილად, რაც არის
თხრობის სხვადასხვა ხერხის არსებობის მიზეზი.
ჩემს რომანებში გმირთა სახელებს ხშირად ნაცვალსახელე-
ბით ვცვლი. ხდება ისეც, რომ სხვადასხვა ნაცვალსახელებში –
„მე“, „შენ“, „ის“ – ერთსა და იმავე პერსონაჟს ვგულისხმობ, რი-
თაც ვაძლიერებ მისდამი ყურადღებას. როცა პერსონაჟს სამი
წერტილიდან უყურებ, მაშინ ძალაუნებურად იბადება განცალკე-
ვებულობის განცდა. მაგალითად, თეატრში ამ ხერხის გამოყენე-
ბა მსახიობს როლის ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის სა-
შუალებას აძლევს. ამიტომ პიესებშიც ხშირად ვიყენებ მოქმედი
პირის სხვადასხვა ფორმით დასახელების ხერხს.

887
ამოუწურავია პროზისა და დრამის შესაძლებლობები. ჩემი
აზრით, აბსურდულია განცხადებები ლიტერატურისა და ხელოვ-
ნების ამა თუ იმ ჟანრის სიკვდილის შესახებ.
ენას, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციასთან ერთად და-
ბადებულ ფენომენს, ახასიათებს გასაოცარი თვისება: ყველგან
და ყოველთვის შეინარჩუნოს გამომსახველობითი ძალა. მწერ-
ლის ამოცანა ისაა, რომ გახსნას და გვიჩვენოს ენაში დამარხუ-
ლი პოტენციური შესაძლებლობები. მწერალი არსთა განმრიგე
არ არის, რომ პირისაგან მიწისა აღგავოს ძველი, დაბერებული
სამყარო, მას არც ახალი, იდეალური ან თუნდაც აბსურდული,
გაუგებარი სამყაროს შექმნა ძალუძს, მაგრამ თავისი შესაძლებ-
ლობების შესაბამისად, შეუძლია თქვას რაიმე განსხვავებულ წი-
ნამორბედთა მიერ წამოჭრილ თემაზე, ან განაგრძოს საუბარი
იმ ადგილიდან, სადაც ძველები გაჩერდნენ.
მოწოდებები ლიტერატურის დამხობის შესახებ კულტურული
რევოლუციის მყვირალა ლოზუნგებს მაგონებს. როგორ შეიძ-
ლება ლიტერატურა მოკვდეს, როცა თვით მწერლის გატეხა, და-
მარცხება წარმოუდგენელი რამ გახლავთ. ყველა ავტორს თავი-
სი ადგილი აქვს წიგნის თაროზე და ცოცხლობს მანამ, სანამ
მკითხველი არ დაელევა. მწერალს უდიდეს ნუგეშად გაჰყვება,
თუ მან შეძლო და კაცობრიობის უმდიდრეს ლიტერატურულ სა-
უნჯეში დატოვა წიგნი, რომელსაც ხვალაც წაიკითხავენ.
თუმცა ლიტერატურა – მნიშვნელობა არ აქვს, ლაპარაკია
მწერალსა თუ მის შემოქმედებაზე, მკითხველსა თუ მის აღქმაზე
– საინტერესოა სწორედ დღეს, მოცემულ მომენტში. მსჯელობა-
ნი იმის შესახებ, რომ ნაწარმოებები მომავლისათვის იქმნება,
სხვა არაფერია, თუ არა უქმი ლაყბობა, თავის მოტყუება და
მკითხველისათვის თვალში ნაცრის შეყრა. ლიტერატურა იქმნე-

888
ბა ცოცხალი ადამიანებისთვის და წარმოადგენს კონკრეტულ
დროში კონკრეტული პიროვნების თვითდამკვიდრების ფორმას.
სწორედ მოცემული მომენტი, რომელიც თავის თავში მარა-
დიულობას იტევს, აღიარებს პიროვნების არსებობის ფაქტს. აი,
ურყევი დასაბუთება იმისა, რომ ლიტერატურა არის ლიტერატუ-
რა – ამას ვამბობ ყოველი შემთხვევისათვის, თუ, რა თქმა უნდა,
ამხელა მოვლენას საერთოდ დასჭირდა დასაბუთება.
თუ შემოქმედება არსებობს არა ცხოვრების სახსრის მოსაპო-
ვებლად, არამედ სიამოვნების მისაღებად, თუ ავტორს ავიწყდე-
ბა, ვისთვის და რისთვის წერს, მაშინ შემოქმედება იქცევა აბსო-
ლუტურ აუცილებლობად და მწერალი წერს მხოლოდ და მხო-
ლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლია არ წეროს. ამ შემთხვევაში ლი-
ტერატურა თავისთავად იბადება, იგი არ არის აგებული გამორ-
ჩენისა და სარგებლის გათვლაზე და ესაა ლიტერატურის არსი.
ამასობაში კი, შრომის დანაწილების პირობებში, ლიტერატურუ-
ლი შემოქმედება პროფესიად იქცევა, რაც, არ მგონია, მისი გან-
ვითარების საუკეთესო შედეგი იყოს. ამან შეიძლება მწერალს
მეტისმეტად მწარე ნაყოფი აკრეფინოს.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა ჩვენს დროში,
ანუ იმ ეპოქაში, როცა საბაზრო ეკონომიკა აღწევს ყველა სფე-
როში, წიგნები კი საქონლად იქცევა. უნაპირო, ბრმა ბაზრის პი-
რობებს ვერ გაუძლებს არათუ მწერალიმარტოსული, არამედ
ნებისმიერი ასოციაცია თუ მოძრაობა, რომელთა მსგავსი წარ-
სულშიც არსებობდა. თუ მწერალს არ სურს დაემორჩილოს ბაზ-
რის გავლენას და დაიწყოს კულტურის პროდუქტების წარმოება,
რომელიც სავსებით აკმაყოფილებს თანამდროვე მოდის მოთ-
ხოვნებს, მაშინ მან არსებობის სხვა საშუალებები უნდა გამო-
ძებნოს. არც ის შეიძლება, რომ ლიტერატურა მარტო ბესტსე-

889
ლერებსა და პოპულარულ ათეულებამდე დავიყვანოთ. ტელევი-
ზიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აღტაცებული
ყურადღების ობიექტი არის არა მწერალი, არამედ, უპირველეს
ყოვლისა, რეკლამა. თუმცა შემოქმედების თავისუფლებას ვერ
იყიდი, ვერც ვერავინ გაჩუქებს სამადლოდ, იგი შინაგანი მოთ-
ხოვნილების წესმა უნდა დაბადოს.
კარგია სულში ბუდაზე ფიქრი, მაგრამ უმჯობესია სულის თა-
ვისუფლებაზე ლაპარაკი. ოღონდ საქმე ისაა, თავისუფლებას
როგორ გამოიყენებ. თუ სხვა რაღაცაზე გაცვლი, ჩიტივით გა-
გიფრინდება. ასეთია თავისუფლება.
მწერალი იმიტომ არ ქმნის, რომ ჯილდოს ელოდება, არც
მარტო თვითდამკვიდრების სურვილი კლავს, მისი მიზანია სა-
ზოგადოების გამოწვევა, რაც არ მიიჩნევა ხელოვნურ, დაყენე-
ბულ პოზად. არ არის საჭირო, მწერალმა თავისი თავისაგან შექ-
მნას გმირი ან მებრძოლმეომარი. სხვათა შორის, გმირი და
მეომარი იბრძვიან რაღაც დიდი საქმისთვის ან გმირობის, რო-
გორც ასეთის, ჩასადენად. ლიტერატურულ ნაწარმოებს კი ეს არ
ეხება. საზოგადოების გამოწვევაც რა არის – სიტყვა, რომელსაც
მწერალი ნაწარმოების პერსონაჟთა პირით წარმოთქვამს ან
წერს გარკვეული სიტუაციების აღწერისას. ეს არის და ეს. ყველა
სხვა შემთხვევაში მას ლიტერატურისთვის ზიანის მეტი არაფერი
მოაქვს. ლიტერატურა არც მრისხანე შეძახილია, არ შეიძლება
ადამიანის პროტესტი მწერალმა მგლოვიარის ურვად გადააქცი-
ოს. ავტორის პირადი გრძნობები ლიტერატურის ფაქტად მაშინ
იქცევა, როცა ისინი მის ნაწარმოებს ჩაექსოვება. მხოლოდ ამ
შემთხვევაში შეიძლება, ავტორის სიტყვამ გაუძლოს დროის გა-
მანადგურებელ დარტყმებს, ანუ ეზიაროს მარადიულობას.

890
აქედან გამომდინარე, მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ
საზოგადოების გამოწვევა ავტორის კი არა, ნაწარმოების მიზე-
ზით ხდება. მწერლის ქმნილება, რომელიც უძლებს დროის გა-
მოცდას, არის დამაჯერებელი პასუხი თანამედროვე ეპოქისა და
საზოგადოების რეაქციაზე. არ არსებობს რაიმე სხვა, უცხო ბგე-
რა – არის მხოლოდ ნაწარმოებიდან მომდინარე ხმები, რომლე-
ბიც წარმოთქვამენ მკითხველისათვის საჭირო სიტყვებს.
სინამდვილეში ამგვარ გამოწვევას არ შეუძლია საზოგა-
დოების შეცვლა, ეს ხომ არცთუ იოლად შესამჩნევი ჟესტია ადა-
მიანისა, რომელიც ცდილობს გადალახოს ვიწრო სოციალური
ჩარჩოები. რაც უნდა უცნაურად ჩანდეს ეს პოზიცია, იგი მაინც
საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი პიროვნებად იგ-
რძნოს. თუ ადამიანთა მოდგმა თავისი ისტორიის განმავლობა-
ში მხოლოდ ნაკლებად გასაგები კანონზომიერებებით იცხოვ-
რებს, ბრმად გაჰყვება დინების მიმართულებას და ყურს არ და-
უგდებს განსხვავებულ ხმებს – ცალკეულ ადამიანთა სიტყვებს –
მაშინ მას არ ასცდება ურვა და ტანჯვის მორევი. საკითხის ამგვა-
რი გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლიტერა-
ტურა ისტორიის პირდაპირი დამატებაა. მაშინაც კი, როცა ის-
ტორიის დიდი კანონზომიერებანი თავის ნებაზე მართავენ ადა-
მიანებს, თითოეული პიროვნება მოვალეა შეინარჩუნოს საკუ-
თარი ხმა. კაცობრიობას, ისტორიის გარდა, ლიტერატურაც ესა-
ჭიროება – გამონაგონი გმირები თავის თავში ატარებენ მცირე,
მაგრამ მეტისმეტად საჭირო ცოდნას ჩვენ შესახებ.
აკადემიის პატივცემულო წევრებო, მადლობას გწირავთ იმი-
სათვის, რომ ნობელის პრემიით დააჯილდოეთ თავისუფალი და
გაუტეხელი ლიტერატურა, რომელიც არ გაურბის ადამიანურ
სატანჯველს, არ ეშინია პოლიტიკური ჩაგვრისა და არ პირფე-

891
რობს პოლიტიკანების წინაშე. დიდად მადლობელი ვარ იმისათ-
ვის, რომ ამ ყველაზე პრესტიჟულ პრემიას ანიჭებთ საბაზრო
აჟიოტაჟისაგან შორს მდგარ ნაწარმოებს, რომელიც შესაძლოა
განსაკუთრებულ ყურადღებას არც იმსახურებს, მაგრამ იმად მა-
ინც ღირს, რომ ხალხმა წაიკითხოს. მადლობას მოვახსენებ აგ-
რეთვე შვედეთის სამეფო აკადემიას, რომ შესაძლებლობა მომ-
ცა ამოვსულიყავი ტრიბუნაზე, რომლისკენაც ახლა მსოფლიოს
ყურადღებაა მოპყრობილი, და იმისთვისაც, რომ ჩემი მოკრძა-
ლებული პიროვნების სუსტ და შეუმჩნეველ ხმას, რომელიც სუ-
ლაც არაა განებივრებული მასობრივი ინფორმაციის საშუალე-
ბათა ყურადღებით, მთელი მსოფლიო მოისმენს.

892
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში

1986 vole Soiinka (1934 ). nigeria. უზარმაზარი კულტურული


პერსპექტივის მქონე თეატრის შექმნისა და პოეზიისათვის.
1987 iosif brodski (19401996).
აშშ

. ყოვლისმომცველი შემოქმედებისათვის, რომელიც განმსჭვა-


ლულია აზრის სიცხადითა და ლექსის მაღალი მგრძნობელო-
ბით.
1988 ნაჯიბ მაჰფუზი (19112006). egvipte. მდიდარი ელფერის
მქონე რეალისტური და ორაზროვანი ნაწარმოებების შექმნის-
თვის, რითაც არაბული პროზა მთელი კაცობრიობის კუთვნილე-
ბად აქცია.
1989 kamilo xose sela (19162001). espaneTi. მდიდარი და
გამომხატველობითი პროზისათვის, რომელშიც ავტორი გული-
თადად თანაუგრძნობს უმწეო ადამიანს.
1990 oqtavio pasi (19141998). meqsika. ვნებიანი თხრობი-
სათვის, რომელიც გამოირჩევა ფართო თვალსაწიერით,
გრძნობიერი გამჭრიახობითა და გულწრფელი ჰუმანიზმით.
1991 nadin gordimeri (1923 ). სამხრეთ აფრიკის რესპუბლი-
კა. დიდებული პროზაული ნაწარმოებებისათვის, რომელთა მეშ-
ვეობით, ალფრედ ნობელის „ანდერძის“ სიტყვებით რომ
ვთქვათ, ფასდაუდებელი სამსახური გაუწია კაცობრიობას.

893
1992 derek uolkoti (1930 ). sent luisi. ნათელმოსილი
პოეზიისათვის, რომელიც ისტორიის სიყვარულსა და ადამიანუ-
რი კულტურის მრავალსახეობას ეფუძნება.
1993 toni morisoni (1931 ).
აშშ

. მისი რომანების პოეტურობისა და მათში არსებული წინასწარ-


მეტყველური ხილვებისათვის, რომლებშიც გადმოცემულია თა-
ნამედროვე ამერიკული ყოფის ყველაზე საჭირბოროტო საკით-
ხები.
1994 qenZaburo oe (1935 ). იაპონია. თავისი პოეტური ნიჭის
ძალით შექმნა წარმოსახვითი სამყარო, რომელმაც რეალური
ცხოვრებისა და მითის ერთურთში შერწყმით გაამჟღავნა თანა-
მედროვე ადამიანის ფათერაკებისა და ბედუკუღმართობის სევ-
დიანი სურათი.
1995 Seimas hini (1935 ). ირლანდია. ნაწარმოებებისათვის,
ლირიკული სილამაზითა და ზნეობრივი სიღრმით რომ ადიდე-
ბენ ყოველდღიურობის საოცრებებსა და ცოცხალ წარსულს.
1996 vislava Simborska (1923 ). პოლონეთი. პოეტური ქმნი-
ლებებისათვის, რომლებშიც ირონიითა და სიზუსტით, ყოველ-
დღიური ცხოვრების ეპიზოდების ჩვენებით გაშუქებულია ყო-
ფიერების ისტორიული და ბიოლოგიური ასპექტები.
1997 dario fo (1926 ). იტალია. მას, ვინც ამა ქვეყნის ხელისუ-
ფალთა გაქილიკებისა და ჩაგრულთა ღირსების დაცვისას შუა
საუკუნეების ყველა ოხუნჯი დაჯაბნა.
1998 Joze saramagu (1922 2010). პორტუგალია. მას, ვინც
თანაგრძნობისა და ირონიის იგავური წარმოსახვით გვიადვი-
ლებს ჩავწვდეთ მოუხელთებელ რეალობას.

894
1999 giunter grasi (1927 ). გერმანია. აზრით დატვირთული
მაღალმხატვრული პროზაული ნაწარმოებებისა და შავი იუმო-
რით განმსჭვალული იგავებისათვის, რომელთა მეშვეობით
თვალწინ წარმოგვიდგება მივიწყებული ისტორია.
2000 gao sinZiani (1940 ). საფრანგეთი. ზოგადსაკაცობრიო
მნიშვნელობის თხზულებათათვის, პასუხისმგებლობის მტკიცე
გრძნობისა და ენობრივი ოსტატობისათვის, რითაც ახალი გზები
გაეხსნა ჩინურ პროზასა და დრამატურგიას.

895
ვიდიადჰარ ს. ნაიპოლი

ორი სამყარო

ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. საერთოდ, სათ-


ქმელს ზეპირად კი არა, ნაწერებით ვამბობ ხოლმე. როცა მით-
ხრეს, სიტყ ვა უნდა წარმოთქვაო, ვუპასუხე, ზეპირად სათქმელი
არაფერი მაქვსმეთქი. მართლაც ასეა. შეიძლება, უცნაურად მო-
გეჩვენოთ, რომ კაცს, რომელსაც აგერ ორმოცდაათი წელია,
სიტყვებთან, გრძნობებთან და აზრებთან აქვს საქმე, გასაცემი
აღარაფერი დარჩენია. მაგრამ, თუკი რამ ღირებული გამაჩნია,
ყველაფერი ჩემს წიგნებშია; ამის გარდა თუ მაქვს რამე, ის სა-
ბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, წესიერად არც ვიცი, რა
არის; უბრალოდ, მომავალ წიგნს ელოდება. თუ ბედმა გამიღი-
მა, წერის პროცესში მოვა და თვითონვე გამაკვირვებს. წერისას
სწორედ გაკვირვების ამ ელემენტს ვეძიებ, მის მიხედვით ვაფა-
სებ საკუთარ შრომას – რაც საკმაოდ ძნელი საქმეა.
პრუსტი ღრმად სწვდებოდა სხვაობას მწერალსა და ავტორის
პიროვნულობას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აზრე
ბი გადმოცემულია ესეებში „სენტბევის წინააღმდეგ“ – ადრეული
ნაწერებისგან შედგენილ წიგნში.
XIX საუკუნის ფრანგ კრიტიკოსს სენტბევს მიაჩნდა, რომ
მწერლის გასაგებად აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი იცოდე
მის გარეგნულ სახესა და ცხოვრების დეტალებზე. ადამიანის
გამოყენება ამა თუ იმ ნაწარმოებისთვის ნათლის მოსაფენად
მაც დური მეთოდია. შეიძლება, ამგვარი მეთოდი მიუდგომელიც

896
ჩან დეს, მაგრამ პრუსტს ძალზე დამაჯერებლად შეუძლია მისი
უარ ყოფა. „სენტბევის მეთოდი, – წერს პრუსტი, – უგულებელ-
ყოფს, რომ მცირეოდენი თვითშეცნობაც კი გვასწავლოს: წიგნი
ნაყოფია იმ „მე“სი, რომელიც განსხვავდება ჩვენი ჩვევებით, სო-
ციალ ური ცხოვრებით, მანკიერებებით წარმოდგენილი „მეს-
“სგან. თუ შევეცდებით, გავიგოთ ეს კერძო „მე“, იგი საკუთარ
თავში უნდა ვეძიოთ; ვცადოთ, საკუთარ გულს ჩავწვდეთ და მა-
შინ შეიძლება,
„მე“სთანაც მივიდეთ“.
პრუსტის ეს სიტყვები თან გვდევს, როცა ვკითხულობთ ბიო
გრაფიას მწერლისა თუ ნებისმიერი ადამიანისა, ვინც შთაგონე
ბაზეა დამოკიდებული. ცხოვრების ყოველი წვრილმანი, მეგობ-
რო ბის ყოველგვარი ნიუანსი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ
დარჩება ნაწერის იდუმალება. ამას ვერ გვაზიარებს ვერანაირი
დოკუმენ ტაცია, რამდენიც არ უნდა იყოს იგი და რა მომხიბვლე-
ლობაც არ უნდა ჰქონდეს. მწერლის ბიოგრაფია – ან თუნდაც
ავტობიოგრა ფია – ყოველთვის არასრულყოფილი იქნება.
პრუსტი გავრცობის ოსტატია და მინდა, ისევ დავუბრუნდე
წიგნს „სენტბევის წინააღმდეგ“ – მხოლოდ ერთი მიზეზით.
პრუსტი წერს: „ეს ყველაზე ღრმა და ფარული „მე“ს მიერ მარ
ტოობაში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაწერილი საიდუმ-
ლოა, რომელსაც კაცი საზოგადოებას წარუდგენს. ის, რითაც მა-
ვანი პი რად ცხოვრებას ალამაზებს საუბარში ან სასტუმრო
ოთახის ეს ეებში, ბევრით რომ არ სჯობია ნაბეჭდ საუბრებს,
არის სრულიად ზერელე „მე“ს ნაყოფი და შორსა დგას ღრმა,
იდუმალი „მე“სგან, რომელსაც კაცი მიაღწევს მხოლოდ სამყა-
როსა და მისი გამომსახ ველი „მე“ს უგულებელყოფით“.

897
ამ სიტყვების წერისას პრუსტს ჯერ კიდევ არა აქვს ნაპოვნი
ის, რაც უდიდესი სალიტერატურო შრომის ბედნიერებისაკენ მი
უძღოდა. ციტატის მიხედვით შეგიძლიათ თქვათ, რომ პრუსტი
იყო კაცი, რომელსაც სწამდა საკუთარი ინტუიციისა და ელოდე-
ბოდა იღბალს. ეს ციტატა ადრე სხვაგანაც მომიყვანია, რადგან
იგი გან
საზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას საკუთარი საქმისადმი.
მე ალ ღოსი მწამდა. ასე იყო დასაწყისში. ასეა ახლაც. წარმოდ-
გენა არა მაქვს ხოლმე, როგორ მობრუნდება საქმე, წერისას სა-
ით წავალ. მწამდა საკუთარი ალღოსი და ალღოთი ვწერდი. თა-
ვიდან, როცა წერას ვიწყებ, მაქვს იდეა, მაქვს ფორმა. მაგრამ
მხოლოდ რამდენ იმე წლის შემდეგ ვხვდები ბოლომდე, რა და-
მიწერია. წეღან ვთქვი, თუ რამ ღირებული მაქვს, ჩემს წიგნებ-
შიამეთქი. ახლა მეტსაც გეტყვით. მე ყველა ჩემი წიგნი ვარ ერ-
თად. ყოველი წიგნი – ინ ტუიციურად გააზრებული და, თუ პრო-
ზაული ნაწარმოებია, ინ ტუიციურად გამომუშავებული, – იმას
ეყრდნობა, რაც ჩავლილია. ვგრძნობ: ჩემი ლიტერატურული
მოღვაწეობის ყოველ საფეხურზე შემეძლო მეთქვა, რომ უკანას-
კნელი წიგნი შეიცავდა ყველა და ნარჩენს.
ეს განაპირობა გარემომ, სადაც აღვიზარდე. ჩემი ძირები
ერთ დროულად განსაკუთრებულად უბრალოა და განსაკუთრე-
ბულად შემაცბუნებელი. დავიბადე ტრინიდადში. ესაა პატარა
კუნძული ვენესუელაში, დიდ მდინარე ორინიკოზე. ასე რომ,
ტრინიდადს დაბეჯითებით ვერც სამხრეთ ამერიკას დაარქმევ და
ვერც კა რიბის ზღვის აუზს. წარმოიშვა და განვითარდა, რო-
გორც ახალი სამყაროს პლანტაციური კოლონია. მე რომ დავი-
ბადე, 1932 წელს, მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 400
000ს აღწევდა. აქედან

898
150 000 ინდიელები, ინდუსები და მაჰმადიანები იყვნენ,
თითქმის ყველა გლეხური წარმოშობისა, თითქმის ყველა გან-
გის ველე ბიდან. ძალზე პატარა დასახლება იყო. ინდოეთიდან
მიგრაცი ის ეს ტალღა 1880 წლის შემდეგ წამოვიდა. ხალხი
ხუთწლიანი ხელშეკრულებებით მუშაობდა მამულებში. ვადის
გასვლის შემდეგ იღებდნენ ან მიწის პატარპატარა ნაკვეთებს
(ხუთიოდე აკრს) ან საშვს ინდოეთში დასაბრუნებლად. 1917
წელს განდისა და სხვათა აგიტაციის გამო სახელშეკრულებო
სისტემა გაუქმდა. შესაძლე ბელია, სწორედ ამიტომ, ან რაღაც
სხვა მიზეზით მოგვიანებით ამოსულებს სამარცხვინოდ მიაჩ-
ნდათ მიწის დაგირავება ან რე პატრიაცია. გაუბედურებული
ხალხი იყო. დედაქალაქის – პორტ ოფსპეინის ქუჩებში ეძინათ.
ბავშვობისას მინახავს. ახლა მგონია, რომ მაშინ ვერ ვხვდებო-
დი მათ მდგომარეობას – ამას გაცილებით
გვიან მივხვდი – და მაინცდამაინც დიდ შთაბეჭდილებას არ
ახ დენდა ჩემზე. პლანტაციური კოლონია სასტიკი იყო.
დავიბადე პარიას ყურიდან ორისამი მილით დაშორებულ პატ
არა დაბაში, რომელსაც ჩაგუანა ერქვა. ჩაგუანა უცნაური სახე-
ლი იყო წარმოსათქმელად და ინდიელთა უმეტესობა – ამ არე-
მარეში ინდიელები სჭარბობდნენ – თავიანთ ყაიდაზე უძახდნენ:
ჩაუჩანი. ოცდათოთხმეტი წლისამ გავიგე, რა ერქვა ჩემი დაბა-
დების ადგილს. უკვე თექვსმეტი წელი იყო, ინგლისში ვცხოვ-
რობდი. მეცხრე წიგნს ვწერდი – ტრინიდადის ისტორიას, ადა-
მიანების ისტორიას; ვცდილობდი, ხელახლა შემექმნა ადა-
მიანები და მათი ამბები. ბრიტანულ მუზეუმში დავდიოდი, ესპა-
ნურ დოკუმენტებს ვკითხულობდი იმ რეგიონის შესახებ. ესპანუ-
რი არქივებიდან ამოღებული ამ დოკუმენტების ასლები ბრიტა-
ნეთის მთავრობ ისთვის 1890იან წლებში მომზადდა, ვენე-

899
სუელასთან საზღვრის გამო საძაგელი დავისას. დოკუმენტები
მოიცავდა პერიოდს 1530
წლიდან ესპანეთის იმპერიის გაქრობამდე.
ვკითხულობდი ელდორადოს ბრიყვულ ძიებასა და ამ საქმე-
ში ინგლისელი გმირის სერ უოლტერ რალეის სისხლიანი მონა-
წილეო ბის შესახებ. 1595 წელს ის ტრინიდადს დაესხა თავს.
უამრავი ეს პანელი გაჟუჟა და ორინიკოში გადავიდა ელდორა-
დოს საძიებლად. ვერაფერი იპოვა, მაგრამ ინგლისში დაბრუნ-
და და თქვა, საბადოს მივაგენიო, საჩვენებლად თან ოქროს ნა-
ტეხი და ცოტა ქვიშა ჩაიტანა. თქვა, ოქრო ორინიკოს ნაპირზე
კლდეს ჩამოვატეხეო. სამეფო ზარაფხანაში გასასინჯად მიტა-
ნილ ქვიშაზე უთხრეს, ეს უბრალო ქვიშააო, ხმა დადიოდა, რა-
ლეის ოქრო ადრევე ჰქონდა ჩამოტანილი ჩრდილოეთ ამერიკი-
დანო. მერე თავისი თვალსაზ რისის დასამტკიცებლად წიგნი გა-
მოაქვეყნა და ადამიანებს ოთხი საუკუნის განმავლობაში სჯე-
როდათ, რომ რალეიმ რაღაც იპოვა. რალეის ამ მართლაც მძი-
მე წასაკითხი თხზულების გრძნეული ძალა მის უსაშველოდ
გრძელ სათაურშია: „გუანას დიდი, მდიდარი და მშვენიერი იმპე-
რიის აღმოჩენა, რომელიც უკავშირდება დიდე ბულ ოქროს ქა-
ლაქს მანოას (ესპანელები ელდორადოს რომ ეძახ იან), ემერი-
ას, არომაიას, ამაპაიას და სხვა ქვეყნების პროვინციებს მიმდე-
ბარე მდინარეებთან ერთად“. ჰა, როგორია! არადა, კაცმა არ
იცის, რალეი ორინიკოს მთავარ ტოტზე საერთოდ ყოფილა
თუ არა.
მერე, როგორც ხანდახან ემართებათ თავდაჯერებულ ადამი
ანებს, რალეი საკუთარი ფანტაზიების მახეში გაება. ოცდაერთი
წლის შემდეგ, ბებერი და სნეული, ლონდონის საპყრობილედან
გამოუშვეს, რათა გუანაში წასულიყო და ეპოვნა ოქროს საბა

900
დოები, რომლებზეც ამბობდა, აღმოვაჩინეო. ამ თაღლითურ
ავან ტიურაში დაიღუპა მისი ვაჟი. მამამ საკუთარი რეპუტაციის
გამო, საკუთარი ტყუილების გამო ვაჟი სასიკვდილოდ გაგზავნა.
დამ წუხრებული, უსახსროდ დარჩენილი რალეი ლონდონში
დაბრუნდა, რათა სიკვდილით დაესაჯათ.
ეს ამბავი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ესპანური მე
მუარები ძალზე გრძელი იყო – უთუოდ იმიტომ, რომ მიმოწერა
იმჟამად შენელებული გახლდათ. ტრინიდადიდან გაგზავნილ
წერ ილს ორი წლის შემდეგ კითხულობდნენ ესპანეთში. ამ ამბე-
ბიდან რვა წლის შემდეგ ტრინიდადისა და გუანას ესპანელები
ყურეში ისევ ანგარიშს უსწორებდნენ ინდიელებს. ერთ დღეს
ბრიტანე თის მუზეუმში წავაწყდი ესპანეთის მეფის წერილს ტრი-
ნიდადის მმართველისადმი. წერილი 1625 წლის 12 ოქტომბრი-
თაა დათარი ღებული.
„მე გთხოვეთ, გეცნობებინათ ამბავი ინდიელთა ერთი ტომი-
სა, რომელსაც ჩაგუანა ჰქვია, – წერდა მეფე, – თქვენ ამბობთ,
რომ მათი რიცხვი ათასს სჭარბობს, და ისე გვმტრობენ, რომ
სწორედ ეგ ხალხი მოუძღოდა ქალაქის დამპყრობელ ინგლისე-
ლებს. მათი დანაშაული დაუსჯელი დარჩა, რადგან ჯარები ამ
მიზნისთვის ვერ გამოდგება და რადგან, ინდიელთა სიტყვით,
უფროსებმა მათ არაფერი ჰკითხეს, თქვენ გადაწყვიტეთ მათი
დასჯის საკითხი. შეასრულეთ, რაც გიბრძანეთ და მაცნობეთ,
როგორ მიდის საქმე“. არ ვიცი, როგორ მოიქცა მმართველი.
გარდა ამისა, ბრიტა ნეთის მუზეუმში ვერ ვიპოვნე ვერც ერთი
დოკუმენტი, სადაც ჩაგუანები იქნებოდა ნახსენები. შესაძლოა,
სევილიაში, ესპანური საბუთების მთასავით წამომართულ გრო-
ვაში ყოფილიყო კიდეც ამ ხალხის დოკუმენტები, მაგრამ ბრიტა-

901
ნულმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია, ან საჭიროდ არ
მიიჩნია მათი ასლის გა
დაღება. სიმართლე კი ისაა, რომ პარიას ყურესგარშემო
მცხოვრე ბი ათასკაციანი ტომი ისე აღიგავა პირისაგან მიწისა,
რომ ქალაქ ჩაგუანასა თუ ჩაუჩანში მათ შესახებ ყურმოკვრითაც
არავინ არაფერი იცოდა. მუზეუმებში ვიფიქრე, რომ 1675 წლის
შემდეგ მე ალბათ პირველი კაცი ვიყავი, ვისთვისაც ესპანეთის
მეფის წერილს მნიშვნელობა ჰქონდა და რომ ეს წერილი არქი-
ვებიდან მხოლოდ 1896 ან 1897 წელს ამოიღეს.
გაუჩინარება და მერე დუმილი – საუკუნეობით.
ჩვენ ჩაგუანას მიწაზე ვცხოვრობდით. სწავლის პერიოდში (ი-
სის იყო, სკოლაში დავიწყე სიარული), ბებიაჩემის სახლიდან გა-
მოსული, ყოველდღე ჩაუვლიდი ორსამ დიდ მაღაზიას, ჩინურ
სალონს, საიუბილეო თეატრს და პორტუგალიურ ფაბრიკას, სა-
იდ ანაც მძაფრი სურნელი იფრქვეოდა – დილაობით გრძელ
დახლე ბზე ფენდნენ გასაშრობად ფაბრიკაში დამზადებულ, იაფ-
ფასიან, ლურჯ და ყვითელ საპონს. ჩაგუანას სახელმწიფო სკო-
ლაში მი მავალი ყოველ დილით ჩავუვლიდი შენობებს, რომლე-
ბიც მაშინ მარადიული მეჩვენებოდა. სკოლის იქით, პარიას ყუ-
რემდე, შაქრის ლერწმის პლანტაციები გადაჭიმულიყო. ხალხს,
ვისაც ოდესღაც ყველაფერი წაართვეს, ერთ დროს საკუთარი
სოფლის მეურნეობა, საკუთარი კალენდარი, საკუთარი ქცევის
წესები, საკუთარი წმინ და ადგილები ჰქონდა. სწორედ ისინი უგ-
დებენ ყურს ორინიკოს წყალუხვი ნაკადების ხმას პარიას ყურე-
ში. მერე ყველაფერი წაიშ ალა – ყველაფერი, რაც ამ ადა-
მიანებს უკავშირდებოდა.

902
მსოფლიო გამუდმებით იცვლება. ადამიანები გარკვეულ პე
რიოდში ყველგან რაღაცას კარგავენ. გაოგნებული დავრჩი,
როცა
1967 წელს აღმოვაჩინე ჩემი დაბადების ადგილი. მანამდე
მასზე წარმოდგენა არ მქონდა. სოფლურ კოლონიაში ყველა ასე
ცხოვ რობდა – ბრმად. ხელისუფლებას აზრადაც არ მოსდიოდა,
რომ სიბნელიდან თავი უნდა დაგვეღწია. ვფიქრობ, უბრალოდ
თავს არ იტკიებდნენ – ჩაგუანების ამბის უცოდინრობა უფრო
მარტი ვი იყო; ცოდნას არაფრად აგდებდნენ, ჩაგუანების ამბის
აღდგენა იოლი არ იქნებოდა. ეს პატარა, აბორიგენული ტომი
გახლდათ; მათი მსგავსი ხალხი ისედაც ვიცოდით. მთავარ მიწა-
ზე, რომელ
საც ბრიტანულ გუანას უძახდნენ, მათ ისე უყურებდნენ, რო-
გორც ერთგვარ თავშესაქცევს. ამ ხმამაღალ, უსაქციელო
ხალხს ყველა იცნობდა, ასეთი იყო ტრინიდადზე მცხოვრები ყვე-
ლა ჯგუფი, ვთქვათ, უორაჰუნი. თავიდან ეს შეკოწიწებული სიტ-
ყვა მეგონა; ალბათ ველურობის გამოსახატავად გამოიგონეს-
მეთქი. მხოლოდ მოგვიანებით, ორმოც წელს გადაცილებულმა,
ვენესუელაში რომ დავიწყე მოგზაურობა, მივხვდი: ეს იყო სახე-
ლი საკმაოდ მოზრდი ლი აბორიგენული ტომისა.
ბავშვობიდან კიდევ ერთი ბუნდოვანი ამბავი მახსენდება. ახ-
ლა ეს ძალიან შთამბეჭდავ ისტორიად მეჩვენება. გარკვეულ
დროს აბორიგენები კანოეებით გადმოიყვანეს მთავარი მიწი-
დან, ისინი ტყეების გავლით კუნძულის სამხრეთით გაეშურნენ
და ერთ ადგილას რაღაც ხილი დაკრიფეს თუ მსხვერპლი შესწი-
რეს, მერე პარიას ყურე გადმოიარეს და ორინიკოს ნესტიან ნა-
პირებთან და ბრუნდნენ. ამ რიტუალს, ეტყობა, უდიდესი მნიშ-
ვნელობა ჰქონდა, რაკი წინ უსწრებდა ტრინიდადში აბორიგენე-

903
ბის გაქრობას და რაკი ოთხასწლიან დუმილს გაუძლო – მაინც
მოაღწია ჩვენამდე ლეგენდის სახით. თუმცა ვინ იცის, ტრინი-
დადსა და ვენესუელას ერთნაირი ფლორა კი აქვთ, მაგრამ იქ-
ნებ მხოლოდ რაღაც ხილის დასაკრეფად მივიდნენ. არ ვიცი, არ
მახსოვს, ვინმეს ეს საქმე გამოეკითხოს. და ახლა ეს ამბავი აღა-
რავის ახსოვს. ის ადგილი თუ საერთოდ არსებობდა, უბრალო
მიწადაა ქცეული.
წარსული ჩავლილია. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი განწყობი-
ლება და ჩვენ, ინდოელებს, ინდოეთიდან წამოსულ იმიგრან-
ტებს ეს გან წყობა გვქონდა. უმეტესად რიტუალური ცხოვრებით
ვცხოვრობ დით და ჯერ არ შეგვწევდა უნარი თვითშეფასებისა,
რომელიც სწავლასთან ერთად იწყება. ჩაგუანას ამ მიწაზე ჩვენ-
გან ნახევარს ეჩვენებოდა – იქნებ არც ეჩვენებოდა, იქნებ უბრა-
ლოდ გრძნობდა, და არასოდეს აყალიბებდა იდეად – რომ თან
მოვიყოლეთ ერთგ ვარი ინდოეთი, რომელიც შეგვეძლო ხალი-
ჩასავით გაგვეფინა ვაკე ადგილას.
დედაჩემის სახლი ჩაგუანაში ორი ნაწილისაგან შედგებოდა,
წინა ნაწილი, აგურითა და ბათქაშით ნაშენი მხარე თეთრად იყო
შეღებილი. ინდურ სახლს ჰგავდა, დიდი ბალუსტრადით, ზედა
სართულით, და მის თავზე სამლოცველო ოთახით. მედიდუ-
რად გამოიყურებოდა დეკორატიული დეტალებით, ლოტოსებით
მორ თული სვეტებით, ინდურ ღვთაებათა ქანდაკებებით. ეს ყვე
ლაფერი იმ ხალხის გაკეთებული იყო, ვინც ინდოეთის დამახა
სიათებელი სახლების მიხედვით, იქაურობის ხსოვნით მუშაობ-
და. ტრინიდადში ეს არქიტექტურული ახირება იყო. ამ სახლის
უკან იდგა ხის ნაგებობა, რომელსაც სახლთან ხიდივით აკავში-
რებდა ერთი ოთახი, – ფრანგული კარიბის სტილის შენობა. შე-
სასვლელი ჭიშკარი განზე იყო, ორ სახლს შუა – მაღალი ჭიშკა-

904
რი გოფრირე ბული რკინისგან ხის ჩარჩოზე. ეს საკუთრების
მძაფრ შეგრძნებას იძლეოდა, ასე რომ, ბავშვობაში ორი სამყა-
როს შეგრძნება მქონდა. სამყარო იმ მაღალი, გოფრირებული
რკინის ჭიშკარს მიღმა და სამყარო შინ – ან, ყოველ შემთხვევა-
ში, ბებიაჩემის სახლის სამ ყარო. ეს იყო გადმონაშთი ჩვენი კას-
ტის შეგრძნებისა, ის, რაც გამოგვარჩევდა და გვაცალკევებდა
ტრინიდალში, სადაც როგორც ახალმოსულებს, მაწანწალების-
გან დიდად არ გვასხვავებდნენ, ეს გამომსახველი იდეა ერთგვა-
რი დაცვა იყო, ეს შეგვაძლებინებდა
– დროებით, მხოლოდ დროებით – ჩვენებურად, ჩვენი წესე-
ბის თანახმად გვეცხოვრა ჩვენს საკუთარ ინდოეთში, თანდათან
რომ ხუნდებოდა. ეს უჩვეულო თვითჩაღრმავებისკენ გვიბიძგებ-
და. შიგ ნით ვიხედებოდით; საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ-
დით. გარე სამყარო არსებობდა, ოღონდ ერთგვარ წყვდიადში;
ჩვენ არაფერს ვკითხულობდით. მეზობლად მაჰმადიანის მაღა-
ზიასახელოსნო იყო. ბებიაჩემის მაღაზიის პატარა ლოჯია იმ კა-
ცის შიშველი კედელის პირდაპირ მთავრდებოდა. კაცს მიანი
ერქვა. მხოლოდ ეს ვიცოდი. ალბათ ნანახი მეყოლებოდა, მაგ-
რამ ახლა გონებაში ვერ აღმიდგენია მისი გარეგნობა, არაფერი
ვიცოდი მაჰმადიანე ბზე. უცხოობის, თავის შორს დაჭერის იდეა
სხვა ინტერესებზეც ვრცელდებოდა. მაგალითად, შუადღისას
ბრინჯს ვჭამდით და საღ ამოობით – ხორბალს. იყო ზოგი უჩ-
ვეულო კაცი, ვინც უკუღმა აბრუნებდა ამ ბუნებრივ რიგს და
ბრინჯს საღამოობით ჭამდა. ამ ხალხს უცხოებად მივიჩნევდით.
იმჟამად შვიდიოდე წლისა თუ ვიქნებოდი. როცა შვიდის გავხდი,
ჩაგუანაში ბებიაჩემის ახლის
ცხოვრება ჩემთვის დამთავრდა. დედაქალაქში გავემგზავ-
რეთ და მერე ჩრდილოდასავლეთის მთებისკენ დავიძარით.

905
მაგრამ ამ შიდა და გარე ცხოვრებით წარმოშობილი ჩვევები
კარგა ხან გამყვა. მამაჩემს ნოველები რომ არ ეწერა, თითქმის
არაფერი მეცოდინებოდა ჩვენი ინდური კომუნის ცხოვრების შე-
სახებ. ამ მოთხრობებმა მომცა ის, რაც ცოდნაზე მეტია, მომცა
ერთგვარი სიმტკიცე. მომცა რაღაც, რითაც მყარად ვიდგებოდი.
ვერ წარმომიდგენია, როგორი ვიქნებოდი ამ მოთხრობების გა-
რეშე. გარე სამყარო ერთგვარ წყვდიადში არსებობდა და არც
არაფერი გვაინტერესებდა. უკვე მოზრდილი ვიყავი საიმისოდ,
რომ გარკვეული წარმოდგენა მქონოდა ინდურ ეპოსზე, კერ-
ძოდ,
„რამაიანაზე“. ჩვენს დიდ ოჯახში ჩემზე დაახლოებით ხუთი
წლით უმცროს ბავშვებს აღარ გაუმართლათ. ჰინდის არავინ
გვასწავ ლიდა. ხანდახან ვინმე ამოგვიწერდა ხოლმე ანბანს
სასწავლად და სულ ეს იყო; დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა გაგ-
ვეკეთებინა. ასე რომ, ინგლისურმა თანდათანობით დაგვაკარ-
გვინა ჩვენი ენა. ბებიაჩემის სახლი რელიგიით იყო სავსე; უამ-
რავი ცერემონია, ბევრი საკითხავი. ზოგიერთი რიტუალი
დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენთვის ისი-
ნი არავის აუხსნია; საკითხა ვიც არავის უთარგმნია, ჩვენ კი ეს
ენა აღარ გვესმოდა. ასე რომ, წინაპრების რწმენა ხუნდებოდა,
იდუმალებას იძენდა, აღარ შეეფ ერებოდა ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებას.
არც არაფერს ვკითხულობდით ინდოეთსა ან ოჯახის იმ წევ-
რე ბზე, ვინც უკან დაგვრჩა. როცა აზროვნება შეგვეცვალა და
დავინ ტერესდით, უკვე ძალიან გვიან იყო. არაფერი ვიცოდი მა-
მაჩემის მშობლების შესახებ იმის გარდა, რომ ზოგი ჩვენი წინა-
პარი ნე პალიდან წამოვიდა. ორი წლის წინ ერთმა კეთილმა ნე-
პალელმა, რომელსაც ჩემი სახელი მოეწონა, რამდენიმე ფურ-

906
ცლის ასლი გამომიგზავნა 1872 წლის საგაზეთო ყაიდის ბრიტა-
ნული თხზულე ბიდან ინდოეთის, ჰინდის კასტებისა და ტომების
შესახებ. აქ უა მრავ სახელს შორის ჩამოთვლილი იყო ნეპა-
ლელთა ის ჯგუფები, წმინდა ქალაქი ბანარიდან, ვინც ატარებდა
სახელს – ნაიპალი. სულ ესაა, რაც გამაჩნია.
უამრავი რამ უცნობი იყო ბებიაჩემის სახლის სამყაროდან
მოშორებით; იმ სამყაროდან, სადაც შუადღისას ბრინჯს ვჭამ-
დით და საღამოობით ხორბალს. – არადა, ამ კუნძულზე სულ
400 000 კაცი ცხოვრობდა. უმრავლესობა აფრიკული წარმოშო-
ბის – პოლი ციელები, მასწავლებლები, ერთერთი მათგანი ჩემი
მასწავლებე ლი იყო ჩაგუანას სამთავრობო სკოლაში; წლების
განმავლობაში აღფრთოვანებით ვიხსენებდი ამ ქალს. იყო დე-
დაქალაქი, სადაც მალე ყველა უნდა წავსულიყავით განათლე-
ბის მისაღებად და სა მუშაოდ, და სადაც სამუდამოდ დავმკვიდ-
რდებოდით, უცხოელებს შორის. იქ თეთრკანიანები ცხოვრობ-
დნენ. ინგლისელების გარდა იყვნენ პორტუგალიელები, ჩინე-
ლები, ერთ დროს ისინიც ემიგრან ტები ყოფილან ჩვენსავით.
მახსოვს კიდევ უფრო იდუმალი ხალხი, ვისაც ესპანურად პა-
ნიოლები ერქვათ, შერეული, თბილი, ყავის ფერი ადამიანები,
იმ ესპანური დროიდან, სანამ კუნძული ვენესუ ელასა და ესპა-
ნურ იმპერიას გამოეყოფოდა – ბავშვური გაგების მიღმა მიმავა-
ლი ისტორია.
ჩემი გარემო რომ აღგიწეროთ, უნდა გამოვიხმო ცოდნა და
აზ რები, რომლებიც გაცილებით გვიან მოვიდა, უმთავრესად,
წერი სას. ბავშვობაში თითქმით არაფერი ვიცოდი, არაფერი
იმის გარ და, რაც ბებიაჩემის სახლში მივიღე. ყველა ბავშვი, ჩე-
მი აზრით, სამყაროში ასე შედის, არც იციან, ვინ არიან. მაგრამ,
ვთქვათ, ფრანგ ბავშვს ეს ცოდნა ელოდება. ეს ცოდნა სულ მის

907
გარშემო იქნება. თანდათანობით, შეუმჩნევლად მოვა უფროსე-
ბის საუბრი დან, გაზეთებიდან, რადიოდან, სკოლიდან, სადაც
სწავლულთა თაობების ნამუშევარი სახელმძღვანელოებშია
შეგროვილი, ჩამო წერილი და წარმოდგენას მისცემს საფრან-
გეთსა და ფრანგებზე.
ტრინიდადში ნათელი ბიჭი კი ვიყავი, მაგრამ გარშემო წყვდი
ადს დაესადგურებინა. სკოლა არაფერს არ განმიმარტავდა. შე-
მო ჯარული გახლდით ფაქტებითა და ფორმულებით. ყველაფე-
რი დასაზეპირებელი იყო; ყველაფერი აბსტრაქტულად მეჩვენე-
ბოდა და კვლავ ვიტყვი, რომ არა მგონია, ყოფილიყო რამე გეგ-
მა ან სის ტემა ჩვენი კურსების ასე შესადგენად. სტანდარტული
სასკოლო მეთოდით გვასწავლიდნენ. სხვაგან ეს გამართლებუ-
ლი იქნებოდა და უკიდურეს შემთხვევაში, მარცხის მიზეზი საკუ-
თარ თავში უნდა
მეძებნა. ჩემი შეზღუდული სოციალური გარემოს გამო, მიძ-
ნელდე ბოდა წარმოსახვითად შესვლა სხვა, მოშორებულ საზო-
გადოებაში. მომწონდა წიგნები, მაგრამ მიჭირდა მათი კითხვა.
უკეთ ვეგუე ბოდი ისეთ ავტორთა ნაწერებს, როგორიცაა ანდერ-
სენი და ეზოპე, თხზულებებს დროის, ადგილის გარეშე. და თუ
კოლეჯის ბოლო კლასში გული მიმივიდა ჩვენს ლიტერატურულ
ტექსტებზე – მო ლიერზე, სირანო დე ბერჟერაკზე – მე მგონი
იმიტომ, რომ მათ ზღაპრის თვისებები აქვთ.
მწერალი რომ გავხდი, გარშემო ჩამოწოლილი წყვდიადი
გახდა ჩემი თემა. მიწა. აბორიგენები. ახალი სამყარო. კოლო-
ნია. ისტო რია. ინდოეთი. მაჰმადიანური სამყარო, რომელთა-
ნაც ნათესაობას ვგრძნობდი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, რო-
ცა ვთქვით, რომ ჩემი წიგნები ერთიმეორეზე დგას და რომ მე
ვარ ყველა ჩემი წიგნი ერთად. სწორად ამას ვგულისხმობდი,

908
როცა ვთქვი, რომ ჩემი გარემო, წყარო და ჩემი სამუშაოს შთა-
მაგონებელი ერთ დროულად გამორჩეულად მარტივი და გა-
მორჩეულად რთული იყო. თქვენ ნახავთ, როგორი მარტივი იყო
ის დაბა ჩაგუანაში. და ვფიქრობ, მიხვდებით, თუ რა რთული იყო
ის ჩემთვის, როგორც მწერლისთვის. განსაკუთრებით, თავდა-
პირველად, როცა ლიტერა ტურული მოდელები, რაც მქონდა –
მოდელები, რომლებიც მომცა იმან, რასაც მხოლოდ ყალბი
სწავლა შეიძლება ვუწოდო – დაკავშ ირებული იყო სავსებით
განსხვავებულ საზოგადოებასთან. მაგრამ შეიძლება იგრძნოთ,
რომ მასალა ისე მდიდარი იყო, რომ ძნელი სულაც არ იქნებოდა
დაწყება და გაგრძელება. ის, რაც გარემოზე ვთქვი, წერით შეძე-
ნილი ცოდნიდან მოდის; და უნდა დამიჯეროთ, როცა გეუბნებით,
რომ ჩემს ნამუშევარში სტრუქტურა მხოლოდ ბოლო ორიოდ
თვეში გამოიკვეთა. პასაჟები ძველი წიგნებიდან ბევრ რამეს მე-
უბნებოდა. მას მერე ჩემთვის უდიდესი პრობლემა იყო საკუთარ
ნაწერებზე ლაპარაკი; თქმა, რა გავაკეთე.
უკვე მოგახსენეთ, რომ ინტუიციური მწერალი ვარ. ასე იყო
და ახლაც ასეა, როცა ლამის ბოლოში ვარ გასული. გეგმა არა
სოდეს მქონია. სისტემას არასოდეს მივყოლილვარ. ინ-
ტუიციურად ვმუშაობდი. ჩემი მიზანი ყოველთვის წიგნის დაწერა
იყო, შექმნა
რაღაცისა, რაც ადვილი და საინტერესო წასაკითხი იქნებო-
და. ყოველ საფეხურზე მხოლოდ საკუთარი ცოდნით, მგრძნობე-
ლო ბით, ნიჭითა და მსოფლმხედველობით შემეძლო მუშაობა.
ამბე ბი წიგნიდან წიგნამდე ვითარდებოდა. უნდა მეწერა ის წიგ-
ნები, რასაც ვწერდი. რადგან არ არსებობდა წიგნები, რომლე-
ბიც იმას მომცემდა, რაც მინდოდა. თვითონ უნდა მომეწესრიგე-
ბინა ჩემი სამყარო, განმემარტა იგი საკუთარი თავისთვის. უნდა

909
მომეძებნა დოკუმენტები ბრიტანულ მუზეუმში და სხვაგან, უნდა
მომეხ ერხებინა კოლონიის ისტორიის ჭეშმარიტი შეგრძნება. მე
უნდა მემოგზაურა ინდოეთში, რადგან ვერავინ მეტყოდა, როგო-
რი იყო ინდოეთი, საიდანაც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ. იყო
ნერუსა და განდის ნაწერები; უცნაურია, მაგრამ განდის სამხრე-
თაფრიკული გამოცდილება მეტს მაძლევდა, თუმცა ეს არ მყოფ-
ნიდა. იყო კი პლინგი; იყვნენ ბრიტანელინდოელი მწერლები,
როგორიცაა ჯონ მასტერსი (რომელიც მომძლავრდა 1950იან
წლებში გამოცხადე ბული გეგმის მიხედვით და მერე მიივიწყეს,
ვშიშობ, ოცდათხუთ მეტი რომანის გამო ბრიტანული ინდოეთის
შესახებ); იყო რომანე ბი ქალი მწერლებისა. იმხანად გამოჩენი-
ლი რამდენიმე ინდოელი მწერალი, საშუალო კლასის ხალხი
იყო, ქალაქის მკვიდრნი, მათ არ იცოდნენ ინდოეთი, საიდანაც
ჩვენ მოვედით.
როცა იმ ინდოელებს თავისი მივაგე, სხვებიც გამოჩნდნენ:
აფ რიკა, სამხრეთ ამერიკა, მაჰმადიანთა სამყარო. მიზანი ყო-
ველთვის ერთი იყო. ჩემი სამყაროს სურათის შევსება; ეს მიზანი
მოდის ჩემი ბავშვობიდან, სურვილიდან, უფრო ღრმად ჩავ-
წვდომოდი საკუთარ თავს. კეთილი ხალხი ხანდახან მწერდა და
მთხოვდა მეწერა, ვთქ ვათ, გერმანიაზე ან ჩინეთზე. მაგრამ ამ
ადგილებზე უკვე უამრავი კარგი რამ დაწერილა; არ მინდა, და-
მოკიდებული ვიყო იმ ნაწერ ებზე, რაც უკვე არსებობს. ის რა-
მეები სხვებისთვისაა. ეს არ იყო ნაწილი იმ წყვდიადისა, რასაც
ბავშვობაში ვგრძნობდი. ასე რომ, თუკი ჩემს ნამუშევარში იგ-
რძნობა წინსვლა, თხრობის ხელობის ცოდნა, მგრძნობელობის
განვითარება, ეს არის ერთგვარი ერთო ბა, ფოკუსი, თუმცა შე-
იძლება ისე ჩანდეს, თითქოს სხვადასხვა მიმართულებით მივ-

910
დივარ. როცა დავიწყე, წარმოდგენა არ მქონ და, წინ რა გზა მე-
დო, მხოლოდ წიგნის დაწერა მსურდა; წერას
წლობით დავრჩი, მეჩვენებოდა, რომ ის, რაც ვიცოდი, ძალზე
მყ იფე იყო, ნამდვილად არ გამოდგებოდა წიგნების მასალად.
ვერც ერთ წიგნში ვერ ვნახავდი იმას, რაც მიუახლოვდებოდა
ჩემს გარე მოს. ახალგაზრდა ფრანგი ან ინგლისელი, რომელ-
საც წერა სურდა, ცხოვრების გზაზე რამდენსაც მოისურვებდა,
იმდენ მოდელს ნახ ავდა, და რაც უნდოდა, იმას ამოირჩევდა. მე
– ვერა. მამაჩემის მოთხრობები ჩვენს ინდურ საზოგადოებაზე
წარსულს ეკუთვნოდა. ჩემი სამყარო სრულიად განსხვავებული
იყო, უფრო ურბანული, უფრო ჭრელი. მარტივი ფიზიკური დეტა-
ლები ჩვენი დიდი ოჯახის ქაოსური ცხოვრებისა – საძინებელი
ოთახები ან საძინებელი ადგ ილები, ჭამის დრო, ადამიანთა უჩ-
ვეულო რაოდენობა – უცნაური ჩანდა. ბევრი რამ იყო ასახსნე-
ლი, ჩემს შინაურ ცხოვრებაზეც და გარე სამყაროზეც. არადა,
უამრავი რამ ჩვენს შესახებ – ჩვენს წინაპრებსა და ისტორიაზე,
უბრალოდ არ ვიცოდი.
ბოლოს ერთ დღეს აზრად მომივიდა დამეწყო პორტოფსპეი
ნის ქუჩიდან, სადაც საცხოვრებლად გადავედით ჩაგუანადან. აქ
არა გვქონდა დიდი, გოფრირებული რკინის ჭიშკარი, რომელიც
სამყაროსგან გაგვაცალკევებდა. ამ ქუჩის ცხოვრება ჩემთვის
ღია იყო. ძალიან მიყვარდა ვერანდიდან მისი თვალიერება.
სწორედ ამ ქუჩის ცხოვრებაზე დავიწყე წერა. მსურდა, სწრაფად
მეწერა, თავი ამერიდებინა მეტისმეტად ბევრი შეკითხვების-
თვის, და ასე გავამარტივე საქმე. უარი ვთქვი მთხრობელი ბავ-
შვის გარემოზე. უგულებელვყავი ქუჩის რასობრივი და სო-
ციალური სირთულეები. მე არაფერს ვხსნიდი. ვრჩებოდი, ასე
ვთქვათ, საწყის დონეზე. ადამიანებს მხოლოდ ისე წარმოვად-

911
გენდი, როგორებიც ქუჩაში ჩანდნენ. დღეში ერთ მოთხრობას
ვწერდი. პირველი მოთხრობები ძალიან მოკლე იყო. არ მასვე-
ნებდა მასალა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გამყვა. მაგრამ მე-
რე ნაწერებმა ჯადოქრობა დაიწყეს. მასალა თვითონ მოდიოდა.
მოთხრობები უფრო გრძელი გახდა; ერთ დღეში ვერღარ იწერე-
ბოდა და მაშინ შთაგონება, რომელიც ერთ საფეხურზე ძალიან
იოლი მეჩვენებოდა და მაქეზებდა, ამოი წურა. მაგრამ წიგნი
დაიწერა და ჩემს გონებაში მწერალი გავხდი. მანძილი მწერალ-
სა და მის მასალას შორის გაიზარდა ორი გვიან
დელი წიგნით; თვალთახედვა გაფართოვდა, მერე ინტუიციამ
მიმ იყვანა დიდ წიგნთან ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, ამ წიგნზე
მუშა ობისას წერის ამბიციამაც იმატა. მაგრამ როცა წიგნი დამ-
თავრდა, ვიგრძენი, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი დავწერე
ჩემს ცხოვრე ბაზე. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჩავუღ-
რმავდი ამ თემას, მეტს ვეღარაფერს გამოვიგონებდი.
მაშინ შემთხვევამ გადამარჩინა. მოგზაურობა დავიწყე. კარი
ბის რეგიონში ვიმოგზაურე და გაცილებით მეტი გავიგე კოლო
ნიურ დასახლებაზე, რომლის ნაწილიც ვიყავი. ერთი წლით წა-
ვედი ინდოეთში ჩემი წინაპრების მიწაზე; ეს იყო მოგზაურობა,
რომელ მაც ცხოვრება ორად გამიყო. ამ ორ მოგზაურობაზე და-
წერილმა წიგნებმა ემოციის ახალ სამფლობელოში შემიყვანა,
მომცა მსო ფლმხედველობა, რაც არასდროს მქონია, ხელი გა-
მიწაფა პროზაში. ამის შემდეგ ინგლისზე ისევე შემეძლო წერა,
როგორც კარიბის რეგიონზე – არადა, რა ძნელი იყო ამის გაკე-
თება.
ეს ახალი პროზა იყო, კოლონიურ სირცხვილსა და ფანტა-
ზიაზე. იმაზე, თუ როგორ ცრუობს უმწეობა, როგორ ატყუებს სა-
კუთარ თავს, რადგან ესაა მისი ერთადერთი წყარო. წიგნს ერ-

912
ქვა „იმიტა ტორი“ და ეს იყო წიგნი კოლონიელ კაცებზე, ვინც
ვაჟკაცობდნენ, ვინც იმისთვის გაიზარდნენ, რომ საკუთარ თავ-
თან დაკავშირებით არაფერი არ დაეჯერებინათ. ამას წინათ ამ
წიგნის ზოგიერთი ფურცელი წამიკითხეს – ოცდაათი წელი იქნე-
ბა, არ ჩამიხედავს, – და ვიფიქრე, კოლონიურ შიზოფრენიაზე
დამიწერიამეთქი. მაგრამ წერისას ასე არ ვფიქრობდი. არასო-
დეს მიხმარია აბსტრაქტული სიტყვები ჩემი რომელიმე მწერ-
ლური მიზნის აღსაწერად. ასე რომ მოვქცეულიყავი, იმ წიგნს ვე-
რასოდეს მივიყვანდი ბოლომდე. წიგ ნი ინტუიციურად შეიქმნა...
ჩემი კარიერის დასაწყისს მოკლედ იმიტომ გადავავლე თვა-
ლი, რომ თქვენთვის მეჩვენებინა საფეხურები, რომელთა მეშ-
ვეობით, ათ წელიწადში იცვლებოდა ან ვითარდებოდა ჩემი და-
ბადების ადგილი ჩემს ნაწერებში: ქუჩის ცხოვრების კომე-
დიიდან ფართოდ გავრცელებულ ერთგვარ შიზოფრენიაზე დაკ-
ვირვებამდე. ის, რაც მარტივი იყო, გართულდა.
ქმისათვის. ალბათ მიხვდებით, ჩემთვის რატომაა ყველა
ლიტ ერატურული ფორმა თანაბრად მისაღები. მაგალითად,
როცა შე ვუდექი ჩემი მესამე წიგნის წერას ინდოეთის შესახებ
(პირველი წიგნის დაწერიდან ოცდაექვსი წელი იყო გასული),
ვიფიქრე, რომ სამოგზაურო წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანია
ის ხალხი, ვისაც ხვდებოდა მოგზაურობისას მწერალი. ხალხს
უნდა განესაზღვრა საკუთარი თავი. საკმაოდ მარტივი იდეაა,
მაგრამ ეს ახალი ყაიდის წიგნს ითხოვდა; ახლებური მოგ-
ზაურობისკენ მიხმობდა. და ეს იყო სწორედ ის მეთოდი, რო-
მელსაც მივმართე, როცა მეორედ წავედი მაჰმადიანურ სამყა-
როში. მე ყოველთვის მხოლოდ ინტუიციით ვმოქმედებდი. არა
მაქვს სისტემა – ლიტერატურული თუ პოლი ტიკური. არა მაქვს

913
წარმმართველი პოლიტიკური იდეა. მგონი, ეს წინაპრებიდან
მომდგამს. წელს გარდაცვლილ ინდოელ მწერალს
– ნარაიანს, არ ჰქონდა პოლიტიკური იდეა. მამაჩემს, რომე-
ლიც მოთხრობებს ძალზე ბნელ დროში წერდა და ამისთვის
არანაირ ჯილდოს არ ელოდა, არ ჰქონდა პოლიტიკური იდეა.
იქნებ ამიტო მაცაა, რომ საუკუნეების განმავლობაში შორს ვიყა-
ვით ხელისუ ფლებისაგან. ეს განსაკუთრებულ თვალთახედვას
გვაძლევს. ვგრ ძნობ, რომ გვერჩივნა იუმორითა და სინანულით
შეგვეხედა მოვ ლენებისათვის.
დაახლოებით ოცდაათი წლის წინათ არგენტინაში წავედი.
პარ ტიზანული ომის კრიზისის დრო იდგა. ხალხი ბებერი დიქტა-
ტორის
– პერონის დევნილობიდან დაბრუნებას ელოდა. ქვეყანა სი-
ძულ ვილით იყო სავსე. პერონისტები ძველი ანგარიშის გასას-
წორე ბლად ემზადებოდნენ. ერთმა ასეთმა კაცმა მითხრა: „არის
კარგი წამება და ცუდი წამება“. კარგი წამება ის იყო, რასაც
ხალხის მტრებს უკეთებდი. ცუდი წამება ის იყო, რასაც ხალხის
მტრები შენ გიკეთებდნენ. მეორე მხარესაც იმავეს ამბობდნენ.
ნამდვილად არაფერზე კამათობდნენ. იყო მხოლოდ ვნება და
ევროპიდან ნას ესხები პოლიტიკური ჟარგონი. მე დავწერე: „სა-
დაც ჟარგონი ცოცხალ პრობლემებს აბსტრაქციებად აქცევს და
სადაც ჟარგონი
ჟარგონთან შეჯიბრით მთავრდება, ადამიანებს აღარაფერი
რჩე ბათ. მათ მხოლოდ მტრები ჰყავთ“.
არგენტინის ვნებები დღემდე ბობოქრობს, ჯერ კიდევ ამარცხ
ებს გონებას და შთანთქავს უამრავ სიცოცხლეს. საშველიც არა
ჩანს.

914
ახლა ჩემი მოღვაწეობის ბოლოს ვუახლოვდები. მიხარია,
რომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე; მიხარია შემოქმედებითად.
საქმისთვის გულმოდგინება არ დამიკლია. ინტუიციური გზის გა-
მო, რომლი თაც ვწერდი, და ჩემი მასალის გამაოგნებელი ბუნე-
ბის გამო, ყო ველი წიგნი კურთხევად მეჩვენება. ყოველი წიგნი
მაოცებს; წერის მომენტამდე არ ვიცოდი მისი არსებობა. მაგრამ
ჩემთვის უდიდესი სასწაული – დაწყება იყო. ვგრძნობ – და ეს
ახლაც მაღელვებს და ახლაც მაფორიაქებს, რომ შეიძლებოდა
იოლად დავმარცხებული ყავ, სანამ დავიწყებდი.
დავამთავრებ, როგორც დავიწყე, ფრაგმენტით ერთი საუც-
ხოო პატარა ესედან პრუსტის წიგნიდან „სენტბევის წინააღ-
მდეგ“: „ის მშვენიერი რამეები, რაზედაც დავწერთ, თუ ნიჭი
გვაქვს, ჩვენშია, გაურკვეველია, როგორც ხსოვნა საამური მე-
ლოდიისა, რომელიც გვატკბობს, თუმცა ვერ ვახერხებთ მისი
კონტურის მოხელთე ბას. ის, ვინც შეშლილია ამ ბუნდოვანი
ხსოვნით სინამდვილისა, რომელიც არასდროს სცოდნია,
ღვთისგანაა დაჯილდოებული... ტალანტი ერთგვარი ხსოვნაა,
რომელიც შეაძლებინებს საბოლოოდ ეს გაურკვეველი მუსიკა
უფრო დაიახლოოს, მკაფიოდ გაიგონოს, ჩაიწეროს...“ ტალან-
ტიო, ამბობს პრუსტი. მე ვიტყოდი, იღბალი და თავაუღებელი მუ-
შაობა.

915
იმრე კერტესი

ევრიკა!
უნდა დავიწყო აღიარებით, შეიძლება, უცნაური, მაგრამ სავ-
სებით გულწრფელი აღიარებით. როგორც კი თვითმფრინავში
ჩავჯექი, სტოკჰოლმში რომ ჩამოვსულიყავი და მიმეღო 2002
წლის ლიტერატურის ნობელის პრემია, იმ წუთიდანვე ზურგს
უკან ვგრძნობ უხილავი გულცივი მეთვალყურის მკაცრ მზერას.
და ახლა, ამ საზეიმო ჟამს, როცა მოულოდნელად აღმოვჩნდი
საყოველთაო ყურადღების ცენტრში, უფრო იმ მკაცრ მეთვალყუ
რედ მიმაჩნია თავი, ვიდრე მწერლად, რომლის მკითხველი უც-
ბად გახდა მთელი მსოფლიო. მე მხოლოდ იმაზე ვამყარებ
იმედს, რომ სიტყვა, რომლის წარმოთქმის საშუალება მომეცა
ესოდენ მნიშ ვნელოვანი შემთხვევის გამო, დამეხმარება თავი
დავაღწიო ამ გაორებას, მომცემს საშუალებას გავამთლიანო
ჩემში არსებული ორი პიროვნება.
ჯერჯერობით მე თვითონაც არ ვიცი კარგად, რა არის არსი
ძვირფას ჯილდოსა და ჩემს მწერლობას, ჩემს ცხოვრებას შორის
არსებული აუხსნელი წინააღმდეგობისა. შეიძლება, მე მეტისმე-
ტად დიდხანს და არაერთგზის ვცხოვრობდი დიქტატურის პირო-
ბებში, მტრულ, უსაშველოდ უცხო სულიერ ატმოსფეროში და
ამის გამო ვერ შევიძინე მწერლური თვითშეგნება; მის შესახებ
არც კი
მიფიქრია არასოდეს. თანაც ყველა იმას მაგრძნობინებდა,
რომ ჩემთვის საინტერესო საკითხები, ის „თემა“, რომელსაც
ვუტრია ლებ, სულაც არ არის საინტერესო და აქტუალური. მოკ-
ლედ რომ ვთქვათ, ზემოთ ხსენებული მიზეზითაც ყოველთვის
916
მიმაჩნდა, რომ მწერლობა უაღრესად კერძო საქმეა, მით უფრო,
რომ ეს სავსებით შეესაბამებოდა ჩემს რწმენას.
რა თქმა უნდა, კერძო არასერიოზულს არ ნიშნავს, თუმცა სე-
რიოზულობა ცოტათი სასაცილოდ გამოიყურებოდა იმ სამყა
როში, რომელშიც სერიოზულად მხოლოდ სიცრუეს მიიჩნევ-
დნენ. აქ ხომ სუფევდა ფილოსოფიური აქსიომა, რომლის თა-
ნახმად სამყარო არის ჩვენს გარეშე არსებული ობიექტური
რეალობა. მე კი 1955 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს
აღმოვა ჩინე, რომ არსებობს ერთადერთი რეალობა და ეს
რეალობა ვარ თვითონ მე, ჩემი სათუთი სიცოცხლე, რომელიც
გაურკვეველი ვადით მიბოძა ბუნებამ და რომელიც უცხო იდუ-
მალმა ძალამ მიითვისა, გააეროვნულა, თავისებურად განსაზ-
ღვრა და დაშტამპა. მე იძულებული ვარ წავართვა ჩემი სიცოც-
ხლე ეგრეთ წოდებულ ისტორიას – ამ საზარელ მოლოხს. უნდა
წავართვა, რადგან ეს ნაბოძვარი მხოლოდ მე მეკუთვნის და იგი
უნდა გამოვიყენო ჩემი შეხედულების შესაბამისად.
რაღა თქმა უნდა, ჩემმა ასეთმა პოზიციამ დამაპირისპირა
მთელ გარემოსთან, ყველაფერ იმასთან, რაც თუმცა არა ობიექ-
ტური, მაგრამ მაინც უეჭველი რეალობა იყო. ვგულისხმობ კო-
მუნის ტურ უნგრეთს, სოციალიზმს, რომელიც ყოველდღიურად
უფრო და უფრო „ჯანსაღდებოდა და მშვენიერდებოდა“. თუ სამ-
ყარო ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური რეალო-
ბაა, მა შინ ადამიანის პიროვნებაც ობიექტია (თავის თავისთვი-
საც კი), მისი ცხოვრების ისტორია კი სხვა არაფერია, თუ არა ის-
ტორიულ შემთხვევითობათა უთავბოლო მწკრივი, რასთანაც
ადამიანს თითქმის არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და
მხოლოდ უნდა აკვირვებდეს მათი არსებობა. ამ ცხოვრების
ერთ მთლიანობაში წარმოდგენას აზრი არა აქვს, რადგან მასში

917
შეიძლება აღმოჩნდეს იმდენად ობიექტური მომენტები, რომ სუ-
ბიექტური ადამიანური
„მე“ მათზე პასუხისმგებლობას ვერ იკისრებს.
ცია. ისტორიისათვის მცირე ხნით ქვეყანაში გაიმარჯვა სუბი
ექტურობამ, მაგრამ საბჭოთა ტანკებმა სწრაფად აღადგინეს
ობიექტური რეალობა.
მე სულაც არ ვლაპარაკობ ირონიულად, მაგრამ, თუ ჩემს
სიტყვებში მაინც იგრძნობა ირონია, გთხოვთ, ჩაუფიქრდეთ
იმას, თუ რა დაემართა XX საუკუნეში ენას, სიტყვას. მთავარი და
შემაძ რწუნებელი აღმოჩენა ჩვენი ეპოქის მწერლობისა, ალ-
ბათ, ის არის, რომ ის ენა, რომელიც გადმოგვეცა ჩვენი მამაპა-
პათა კულტურ ისაგან, ახლა აღარ ვარგა რეალური პროცესების
აღსაწერად, იმ ცნებათა გამოსახატავად, ოდესღაც ფრიად ერ-
თმნიშვნელოვანი რომ იყო. გავიხსენოთ კაფკა, გავიხსენოთ
ორუელი, რომელთა ხელში წინანდელი ენა დაიფშვნა; მათ
თითქოს ცეცხლის ალში გაატარეს ენა, რათა წარმოგვიდგინონ
ფერფლი, რომელშიც მოჩანს ახალი, აქამდე უცნობი ნიშნები.
მაგრამ მინდა დავუბრუნდე ჩემს კერძო საქმეს – მწერლო-
ბას. იმ საკითხებს, რომლებიც მწერლობასთან დაკავშირებით
წამოიჭრება, ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცი, ჩვეულებრივ არ
უფიქრდება. მაგალითად, ჟანპოლ სარტრიმ პატარა წიგნი უძ-
ღვნა საკითხს იმის შესახებ, თუ ვისთვის ვწერთ. ეს საკითხი რამ-
დენადაც საინტერესოა, იმდენადვე სახიფათოცაა, ამიტომ მე
მადლიერი ვარ ჩემი ბედისა, რომ არასოდეს დამჭირვებია, მე-
ფიქრა მასზე. მართლაც, რატომ არის ეს საკითხი სახიფათო? მა-
გალითად, თუ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოვალეობაა არა მარ-
ტო ესთეტიკური სიამოვნება მივანიჭოთ რომელიმე საზოგადო-
ებრივ კლასს, არამედ გავლენაც მოვახდინოთ მასზე, უწინარეს

918
ყოვლისა, მოგვიხდება შევაფასოთ საკუთარი სტილი: გამოდგე-
ბა თუ არა იგი საჭირო გავლენის მოსახდენად? მალე მწერალს
ეჭვი შეიპყრობს და იძულებულია თავის თავს ჩაუღრმავდეს:
საიდან უნდა ვიცოდე მე, რა სჭირდება ჩემს მკითხველს, რა მოს-
წონს მას? ყოველ კაცს ხომ არ გამოვკითხავ? ანდა რას მომცემს
ეს? მკითხველთა შესახებ მხოლოდ ჩემს წარმოდგენებს ვემყა-
რები, ვითვალისწინებ იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც მე მივა-
წერ მათ, ნამდვილად კი?.. მაშ, ვისთვის წერს მწერალი? პასუხი
ერთია: თავისთვის.
ყოველ შემთხვევაში, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს
პასუხი არაპირდაპირი გზით არ მიმიღია. მართალი რომ ვთქვა,
ჩემი საქმე უფრო იოლი იყო: მე მკითხველები არ მყავდა და არც
ვინმეზე გავლენის მოხდენა მსურდა. წერა დავიწყე არა მიზან
დასახულად, არამედ ისე, რომ რასაც ვწერდი, არავისთვის არ
იყო განკუთვნილი. თუ ჩემს მუშაობას მაინც ჰქონდა რაღაც მი-
ზანი, იგი იყო ერთადერთი: ენისა და ფორმის მხრივ შემოქმედე-
ბის საგნის ერთგული ვყოფილიყავი. ანგაჟირებული ლიტერა-
ტურის სახელმწიფოებრივი რეგულირების სასაცილო და თანაც
პირქუშ ეპოქაში ზემოხსენებული მიზნის გარკვევა ჩემთვის სუ-
ლაც არ იყო უმნიშვნელო საქმე.
უფრო ძნელია ვუპასუხოთ მეორე კითხვას, რომელიც სავსე-
ბით მართლზომიერია, უამრავ ეჭვს კი იწვევს: რისთვის ვწერთ?
პი რადად მე ამ მხრივაც ბედმა გამიღიმა, რადგან კითხვის პასუ-
ხის საპოვნელად თავისტეხა არ დამჭირვებია. ბარემ აქვე ვიტ-
ყვი, რომ ეს შემთხვევა დამაჯერებლად მაქვს აღწერილი რომან-
ში „ფიასკო“. მოხდა კი შემდეგი: ერთი სახაზინო დაწესებულე-
ბის ცარიელ დერე ფანში ვიდექი, როცა ჩემთვის უხილავი გვერ-
დითი დერეფნიდან ჩემს ყურამდე მოაღწია ნაბიჯების ხმამ. უც-

919
ნაური აღელვება ვი გრძენი: ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა და
უცბად მომეჩვენა, რომ მრავალი ათასი ადამიანის ფეხის ხმა
მესმის, თუმცა დერეფანში, ალბათ, მხოლოდ ერთი კაცი მო-
დიოდა. მწყობრით მომავალი რაზმი მიახლოვდებოდა თითქოს
და უცბად ვიგრძენი, რომ ეს რაზმი და ნაბიჯების ხმაური უცვლე-
ლი ძალით მიზიდავდა. ვიდექი დერეფანში და იმ წუთებში მივ-
ხვდი, რას ნიშნავს თვითაღკვეთის ექსტაზი, რას ნიშნავს გამაბ-
რუებელი ტკბობა მასაში გათქვეფით, რასაც ნიცშემ, მართალია,
სხვა, მაგრამ ჩემი შემთხვევისთვისაც შესაფერის, კონტექსტში,
დიონისური განცდა უწოდა. თითქოს რაღაც ძალა მიზიდავდა,
მიბიძგებდა, შევერთებოდი იმ რაზმს, და მე იძულებული გავხდი
კედელს ავკროდი, რათა თავი დამეღწია ამ ჯადოსნური სწრაფ-
ვისაგან.
ჩემი ცხოვრების ამ დაუვიწყარ წუთებზე ისე გიამბობთ, რო
გორც განვიცადე იგი. წყარო ამ მოლანდებისა, ალბათ, ჩემში კი
არ იყო, არამედ სადღაც ჩემს გარეთ. ხელოვნების ადამიანთათ-
ვის
უწოდებდნენ.
მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ესთეტიკურ განცდათა კატე
გორიას მივაკუთნოთ ის, რაც მე განვიცადე. მე ვიტყოდი, რომ ეს
უფრო ეგზისტენციური განჭვრეტა იყო. და ამ განჭვრეტამ გამი-
კაფა გზა არა ხელოვნებისკენ, რომლის ხერხებს მე შემ დგომში
დიდხანს ვეუფლებოდი, არამედ დამიბრუნა თითქმის უკვე და-
კარგული სიცოცხლე. განვიცადე მარტოობის გრძნობა, შეგ-
რძნება უფრო რთული ცხოვრებისა, რომელთანაც უნდა მიმ იყ-
ვანოს იმან, რის შესახებაც ახლახან ვამბობდი – დახავსებული
წყობილებისაგან თავის დაღწევის მისწრაფებამ, იმ ისტორიისა-
გან თავის დაღწევის მისწრაფებამ, რომელიც გართმევს პიროვ-

920
ნულ სახესა და ბედნიერებას. საშინელება იყო იმის შეტყობა,
რომ ნა ცისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნების
სულ რაღაც ათი წლის შემდეგ, ცალი ფეხით კვლავ სტალინური
ტერორის შემზარავ კოშმარში ჩაფლულს, იმ საშინელებათა შე-
სახებ შემომრ ჩენია მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებანი და რამ-
დენიმე ანეკდოტი. როგორც ასეთ შემთხვევაში იტყვიან, ყველა-
ფერი ეს თითქოს მე არ გადამხდენია თავს.
ეტყობა, ასეთ წუთიერ გაცისკროვნებას თავისი წინაისტო
რია აქვს. ალბათ, ზიგმუნდ ფროიდი ჩათვლიდა, რომ აქ ხდება
რომელიღაც მტანჯველი შთაბეჭდილების გაძევება გონებიდან.
ვინ იცის, შესაძლებელია, ის მართალი იყოს. რამდენადაც მეც
რაციონალისტი უფრო ვარ და არავითარ მისტიციზმსა და ექ-
სტაზს არ ვცნობ, ამდენად, ზმანება ჩემთვის არის რაღაც რა-
ციონალური, მაგრამ ზებუნებრივ გარსში გახვეული. იგი არის
უეცარი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური აფეთქება ჩემში დი-
დი ხანია მომწიფე ბული აზრისა, არის რაღაც ისეთი, ძველები
რომ გამოხატავდნენ წამოძახილით „ევრიკა!“ – „ვიპოვე!“ მაგ-
რამ, კაცმა რომ თქვას, რა ვიპოვე მე?
ოდესღაც ვთქვი, რომ ეგრეთ წოდებული სოციალიზმი ჩემ-
თვის იმავეს ნიშნავს, რასაც მარსელ პრუსტისთვის ნიშნავდა
ჩაიში დამბალი ნამცხვარი „მადლენი“, რომელმაც დაკარგული
დროის გემო და სურნელება უეცრად გაგვახსენა. 1956 წლის
რევოლუ ციის ჩახშობის შემდეგ გადავწყვიტე უნგრეთში დავ-
რჩენილიყავი,
უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ არ მსურდა ენა დამეკარგა.
ახლა უკვე არა ბავშვს, არამედ მოზრდილ ადამიანს შესაძლებ-
ლობა მომეცა, დავკვირვებოდი მოქმედ დიქტატურას. ვნახე,
როგორ აიძულებდნენ ხალხს, უარი ეთქვა თავის იდეალებზე,

921
შევამჩნიე ჯერ გაუბედავი ფუსფუსი ადამიანებისა, რომელნიც
ცდილობდნენ შეჰგუებოდნენ რეჟიმს, და მივხვდი, რომ იმედი
ეშმაკის ინსტრუ მენტია, რომ მორალი, კანტის კატეგორიული
იმპერატივი სხვა არაფერია, თუ არა მორჩილი მსახური თავ-
დაცვისა.
იმაზე მეტი თავისუფლება რაღა იქნება, ვიდრე ის, რომელიც
აქვს მწერალს შედარებით შეზღუდული, შეიძლება ითქვას, ქანც
გაწყვეტილი, უფრო მეტიც, დაკნინებული დიქტატურის პირო-
ბებში? სამოციან წლებში უნგრული დიქტატურა იმდენად კონ-
სოლიდირე ბული გახდა, რომ სურვილის შემთხვევაში შეიძლე-
ბოდა მისთვის გვეწოდებინა საზოგადოებრივი კონსესუსი, რო-
მელსაც მოგვიანებით დასავლეთის სამყარომ გულკეთილი შემ-
წყნარებლობით უწოდა
„გულიაშკომუნიზმი“. როგორც ჩანს, დასავლეთი თავიდან კი
გამოთქვამდა ერთგვარ უკმაყოფილებას, მაგრამ შემდეგ უნ-
გრული კომუნიზმი მისთვის მოსაწონ კომუნიზმად იქცა. ასეთი
კონსესუსის ჭაობიან საფლობში კაცი ან საბოლოოდ უარს ამ-
ბობდა ბრძოლაზე, ან მაინც პოულობდა დაკლაკნილ ბილიკებს,
რომელიც შინაგან თავისუფლებამდე მიიყვანდა მას. მწერლის
ხელობა მაინცდამაინც ხარჯიანი არ არის, წერისათვის საკმარი-
სია ქაღალდი და ფანქარი. ყოველდღე, გავიღვიძებდი თუ არა
მოჟამული და გულდამძიმე ბული, მაშინვე აღმოვჩნდებოდი იმ
სამყაროში, რომლის აღწერაც მსურდა. ძალიან მალე მივხვდი,
რომ აღვწერ იმ ადამიანს, რომელიც იტანჯება ტოტალიტარული
ლოგიკის უღელქვეშ, გადამყავს იგი სხვა ტოტალიტარიზმის
სისტემაში და ჩემი რომანის ენა ორი რეალობის ჰიპნოზურ მე-
დიატორად იქცეოდა. ჩემი მაშინდელი მდგომარეობა გულახდი-
ლად რომ შევაფასო, უნდა ვთქვა: დასავ ლეთში, თავისუფალ

922
საზოგადოებაში რომ მეცხოვრა, არა მგონია, სწორედ ის წიგნი
დამეწერა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც რომანი „უიღ-
ბლო“ და რომელიც შვეციის აკადემიამ უმაღლესი ჯილდოს
ღირსად ცნო.
არა, ალბათ, შევეცდებოდი სხვანაირად მეწერა. რა თქმა უნ-
და, ისევ სიმართლეს დავწერდი, მაგრამ რომელიღაც სხვანაირ
სიმა
რთლეს. წიგნისა და იდეების თავისუფალ ბაზარზე, ალბათ,
მეც გამიჩნდებოდა თავსატეხი – მეპოვა უფრო მკაფიო, მიმზიდ-
ველი ფორმა რომანისა: მაგალითად, შემეძლო დამერღვია
დროთა კავ შირი რომანში, რათა ყველაზე უფრო შთამბეჭდავი
ეპიზოდები გადმომეცა. მაგრამ ჩემს თხრობაში საკონცენტრა-
ციო ბანაკში ჩაგდებული გმირი საკუთარი დროით როდი ცხოვ-
რობს, მას წართ მეული აქვს ყველაფერი – დროც, ენაც, პიროვ-
ნებაც. მას არაფერი აგონდება, იგი მხოლოდ არსებობს. ამიტომ
ჩემს უბედურ გმირს ისღა დარჩენია, გაითოშოს თხრობის თან-
მიმდევრობის უსაშველო ერთფეროვნებაში, მას არ შეუძლია
გვერდი აუაროს თავის მტან ჯველ წვრილმანებს. ღირსსახსოვა-
რი, ტრაგიკული დიადი წუთების ნაცვლად მან განიცადა ყველა-
ფერი, რაც არანაკლებ მტანჯველი და ერთფეროვანია, ვიდრე
თვით ცხოვრება.
მაგრამ ამ გამოცდილებამ გასაოცარი გაკვეთილები ჩამიტა-
რა. თხრობის თანმიმდევრობის პრინციპმა მოითხოვა უკლებ-
ლივ ყველა წარმოქმნილი სიტუაციის წარმოსახვით აღდგენა. ეს
პრინციპი არ მაძლევდა უფლებას, ვთქვათ, იოლად გამომეტო-
ვებინა ოცი წუთი, არ მაძლევდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ოცი
წუთი თვალწინ მედგა, როგორც იდუმალი და შემზარავი შავი
ორმო, რომელიც საძმო საფლავს მოგაგონებდათ. მე ვსაუბრობ

923
იმ ოცი წუთის შესახებ სიკვდილის ბანაკ ბირკენაუს რკინიგზის
ბაქანზე, რომლის გავლის შემდეგ ვაგონებიდან ჩამოსული ხალ-
ხი „სელექციონერი“ ოფიცრის წინ აღმოჩნდა. ბუნდოვნად მახ-
სოვს ეს ოცი წუთი, მაგრამ რომანი მოითხოვდა, რომ არ დავჯე-
რებოდი საკუთარ მეხსიერებას. ბევრი ანგარიში, უწყება და მო-
გონება წავიკითხე, მაგრამ თითქმის ყველა ერთხმად მოწმობ-
და, რომ მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა და რაიმეს დანამ-
დვილებით შეტყობა შეუძლებელი იყო: ვაგონის კარები უცბად
იღებოდა, ისმოდა ყვირილი და ძაღლების ყეფა, აცალკევებდნენ
ქალებსა და კაცებს, საშინელ არეულობაში ბოლოს ადამიანები
აღმოჩნდებოდნენ ოფიცრის წინ, რომელიც თვალს გადაჰკრავ-
და მათ, ხელს საითკენღაც გაიშვერდა და ისინი უკვე ტუსაღები
იყვნენ.
ეს ოცი წუთი მე სხვანაირად დამამახსოვრდა. პირველწყარო-
ებს რომ ვეძებდი, პირველ რიგში, წავიკითხე თადეუშ ბოროვ-
სკის გულგამგმირავი და თვითგვემასავით სასტიკი მოთხრობე-
ბი, მათ
შორის, ისიც, რომლის სათაურია „ბატონებო და ქალბატონე-
ბო, შებრძანდით გაზის კამერაში!“. შემდეგ ხელთ ჩამივარდა იმ
ფო ტოსურათების სერია, რომელნიც ამერიკელებმა იპოვეს და-
ხაუს ბანაკის გათავისუფლებისას: ბირკენაუს რკინიგზის სად-
გურზე ესესელი ჯარისკაცი იბარებს ცოცხალ საქონელს. თავ-
ზარდ აცემული ვუყურებდი ამ ფოტოებს. ქალთა ლამაზი მოღი-
მარი სახეები, ცნობისმოყვარე მზერა ახალგაზრდებისა, რო-
მელნიც მზად არიან კეთილი საქმისა და თანამშრობლობისათ-
ვის. და მე მივხვდი როგორ, რატომ გაქრა მათ მეხსიერებაში
უმოქმედობისა და უმწეობის ეს სამარცხვინო წუთები. და როცა
ჩავუფიქრდი იმას, რომ ეს ყველაფერი იმავე ფორმით მეორდე-

924
ბოდა ყოველდღე, ყოველკვირა, ყოველთვე მრავალი წლის გან-
მავლობაში, ჩემთვის გასაგები გახდა იმ საშინელების ტექნო-
ლოგია, რომელიც ხსნის, თუ როგორ შეიძლება თვით ადამიანუ-
რი არსი დავუპირისპიროთ ადამიანის სიცოცხლეს.
ასე ნაბიჯნაბიჯ მივიწევდი წინ აღმოჩენათა უსასრულო გზაზე.
ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი ევრისტიკული მეთოდი.
მალე გავიცნობიერე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის
კი არ არის, ვისთვის ვწერ, და არც ის, რატომ ვწერ, მხოლოდ
ერთი შეკითხვა მაღელვებს: რა არის ის, რაც საერთოდ ჯერ კი-
დევ მაკავშირებს ლიტერატურასთან? ხომ ვიცოდი, რომ ლიტ
ერატურისაგან, იმ იდეალებისა და სულიერებისაგან, რომელიც
ასოცირდება ლიტერატურის ცნებასთან, გამიჯნული ვარ გა
დაულახავი ზღვარით, და ამ ზღვარს, ისევე როგორც ბევრ სხვა
რამეს ჩემს ცხოვრებაში, ეწოდება ოსვენციმი. როცა ოსვენციმის
შესახებ ვწერთ, უნდა გავიგოთ, რომ მან – ოსვენციმმა ლიტერა
ტურა ერთგვარად შეუძლებელ საქმედ აქცია. ოსვენციმის შესა-
ხებ მხოლოს შავი რომანის დაწერა თუ მოხერხდება ან თუ
დაიწერება იაფფასიანი კიჩი (მომიტევეთ ასეთი გამოთქმა), რო-
მელიც იწყება ოსვენციმში და დღევანდლამდე გრძელდება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოსვენციმის შემდეგ ისეთი არაფერი
მომხდარა, რაც მას უარყოფდა. ჩემს ნაწარმოებებში ჰოლოკოს-
ტი არასოდეს მიჩვენებია წარსული დროის მოვლენად.
ჩემზე ამბობენ – ხან საქებრად, ხანაც აგდებულად – ერთი
თემა აქვსო მწერლობაში, ჰოლოკოსტის თემა. არაფერი
მაქვს
საწინააღმდეგო, ერთგვარი შესწორებებით მართლაც შეიძ-
ლება ის ადგილი დავიკავო, რომელსაც მითმობენ ბიბლიოთე-
კის შესაბამის თაროებზე. განა არსებობს თანამედროვე ავტო-

925
რი, რომელიც ჰოლოკოსტის თემაზე არ წერდეს? მიმაჩნია, იმი-
სათვის, რომ ადა მიანმა გაიგონოს ის დათრგუნული ხმა, რომე-
ლიც ათწლეულების განმავლობაში ისმის თანამედროვე ევრო-
პულ ხელოვნებაში, სულაც არ არის აუცილებელი შემოქმედე-
ბის თემად ჰოლოკოსტი ავირჩიოთ. მეტის თქმაც შეიძლება: არ
ვიცნობ ისეთ ნამდვილ, ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომელშიც არ
იგრძნობოდეს ეს დათრგუნულობა. იგი გვაგონებს სვეგამწარე-
ბულ ადამიანს, რომელიც კოშმარული ღამის შემდეგ უმწეოდ
აცეცებს თვალებს გარემომცველ სამყაროში. იმ საკითხებს,
რომლსაც მოიცავს ცნება ჰოლოკოსტი, არასოდეს ვთვლიდი
რაღაც გადაუწყვეტელ კონფლიქტად გერმანელთა და ებრაელ-
თა შორის; მე არასოდეს მიმიჩნევია ჰოლოკოსტი ებრაელთა
ტანჯვის ისტორიის უახლეს თავად, რომელიც ლოგიკურად გა-
მომ დინარეობს მანამდელი განსაცდელისაგან; არასოდეს ჩა-
მითვლია იგი ეგრეთ წოდებული ისტორიის შემთხვევით და ერ-
თეულ მოვ ლენად, არ ვთვლიდი მას ისეთ დარბევად, რომელიც
მხოლოდ თავისი მასშტაბით განსხვავდება წინამორბედი დარ-
ბევებისაგან, არც ებრაული სახელმწიფოს წარმოშობის წანამ-
ძღვრად მიმაჩნია იგი. მე ჰოლოკოსტში აღმოვაჩინე ადამიანუ-
რი სიტუაცია, დიდი მოგზაურობის ბოლო წერტილი, რომელსაც
მიაღწია ევროპელმა კაცმა თავისი ორი ათას წელზე მეტი ხნის
მორალურეთიკური კულტურით.
დღეს ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, საით ვიმოძრა-
ოთ ასეთი ტვირთით. ოსვენციმის პრობლემა არ დგას ასე: გა-
ვავლოთ აქ ზღვარი თუ არ გავავლოთ; გვახსოვდეს იგი თუ ის-
ტორიის ყუთში გადავუძახოთ; დავუდგათ თუ არა ძეგლი მი-
ლიონობით დაღუპულს და თუ დავუდგათ, როგორი უნდა იყოს
იგი. ოსვენ ციმის ჭეშმარიტი პრობლემა ის გახლავთ, რომ იგი

926
იყო, მოხდა და ამ ფაქტს ვეღარ შეცვლის ვერც ყველაზე კეთილი
და ვერც ყველაზე ბილწი ზრახვანი. ეს მძიმე სიტუაცია, ალბათ,
ყველაზე ზუსტად დაახასიათა უნგრელმა კათოლიკე პოეტმა
იანოშ პილინ სკიმ, როცა მას „სკანდალი“ უწოდა. ცხადია, პოეტ-
მა ის იგულისხმა, რომ ოსვენციმის ტრაგედია დატრიალდა
ქრისტიანული კულტურის
სფეროში და ამიტომ სულიერმეტაფიზიკური მნიშვნელობით
გა მოუსწორებელია ის, რაც მოხდა.
ძველი წინასწარმეტყველება გვეუბნება, რომ ღმერთი მოკ-
ვდა. ოსვენციმის შემდეგ, უეჭველია, მარტონი დავრჩით. საკუ-
თარი ფასეულობანი ახლა თვითონვე უნდა შევქმნათ, შევქმნათ
ყო ველდღიური შეუპოვარი შრომით. დაე, ვერავინ შეამჩნიოს
ეს შრომა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს იქნებ მოგვცეს შედე-
გი და შექმნილი ფასეულობანი საძირკვლად დაედება ახალ ევ-
როპულ კულტურას. პრემიას, რომელიც შვეციის აკადემიამ
სწორედ ჩემს ნაშრომს უბოძა, მე მივიჩნევ იმის მაუწყებლად,
რომ ევროპისათ ვის კვლავ მნიშვნელოვანი გახდა ის გამოცდი-
ლება, რომელიც შეიძინეს ოსვენციმის, ჰოლოკოსტის მომსწრე
ადამიანებმა. თუ ნებას მომცემთ, ასე ვიტყოდი: შვეციის აკადე-
მიის პოზიცია მოწ მობს ერთგვარ გაბედულებას და რისკისათ-
ვის მზადყოფნასაც კი, რადგან ვინც გადაწყვიტა, ეს ტრიბუნა და-
ეთმო ჩემთვის, ცხადია, კარგად იცოდა, რაზე ვილაპარაკებდი
აქ. უეჭველია, ჩვენ ვალ დებული ვართ ვიცოდეთ ყველაფერი,
რაც შეიტყო მსოფლიომ ენდლöსუნგ ის (იგულისხმება ებრალთა
საკითხის „საბოლოოდ მოგვარება“), „საკონცენტრაციო სამყა-
როს“ მეშვეობით; მხოლოდ ამ ბოლო წერტილის ჩვენ მიერ გაც-
ნობიერება იქნება შემოქმედებით ძალთა გადარჩენისა და შე-
ნარჩუნების ერთადერთი გარანტია. განა ცხადად დანახვა თა-

927
ვისთავად არ არის ნაყოფიერი? გონების დიად გაბრწყინებაში,
თუნდაც გაუნელებელი ტრაგედიის პირობებში, ყოველთვის
არის თავისუფლების მარცვალი – უდიდესი ევრო პული ფა-
სეულობა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს ანიჭებს რაღაც უპირა-
ტესობას, გვაფხიზლებს ჩვენი ყოფიერების რეალურობის და
მასზე ჩვენივე პასუხისმგებლობის შესაცნობად.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს აზრები გა-
გიზი აროთ თქვენ ჩემს მშობლიურ ენაზე – უნგრულად. მე წარ-
მოშობით ბუდაპეშტელი ვარ, ებრაული ოჯახიდან, რომელიც
დედის მხრივ მომდინარეობს ტრანსილვანიის კოლოჟვარიდან,
მამის მხრივ კი ბალატონის სამხრეთდასავლეთით მდებარე ად-
გილებიდანაა. ჩემი ბებია და ბაბუა შაბათის შესახვედრად პა-
რასკევობით ჯერ კიდევ ანთებდნენ სანთლებს, მაგრამ თავიან-
თი გვარი უკვე შეცვლილი ჰქონდათ უნგრულად. მათ ბუნებრი-
ვად მიაჩნდათ, რომ ებრაელობა
მათთვის რელიგიაა, სამშობლო კი უნგრეთია. დედაჩემის
მშობლები ჰოლოკოსტის ქარცეცხლში დაიღუპნენ, მამაჩემის
მშობლები კი რაკოშის კომუნისტურმა დიქტატურამ გაისტუმრა
იმქვეყნად, როცა ებრაელ მოხუცებულთა სახლი ბუდაპეშტიდან
უნგრეთის ჩრდილოეთ საზღვართან გაასახლეს. მგონია, ეს
მოკლე ოჯახური ისტორია სიმბოლურად განასახიერებს უახ-
ლოეს ეპოქაში ჩემი ქვეყნის ტანჯვის ისტორიას. ეს ყველაფერი
მასწავლის იმას, რომ მწუხარება მოიცავს არა მარტო სიმწარეს,
არამედ დიდ ზნეობრივ პოტენციალსაც. ვიყო თუ არა ებრაელი?
ჩემი აზრით, ჩვენს დროში ეს, უწინარეს ყოვლისა, კვლავ ეთიკუ-
რი პრობლემაა. თუ ჰოლოკოსტს დღეს კულტურის შექმნის უნა-
რი შესწევს და ქმნის კიდეც, მიზანი მხოლოდ ერთია: გამოუსწო-

928
რებელი რეალობიდან სულის ძალისხმევით იშვას ერთადერთი
შესაძლებელი მონანიება
– კათარსისი. ეს მისწრაფება შთამაგონებდა მე ყველაფერ
იმას, რასაც ვაკეთებდი.
თითქმის ყველაფერი ვთქვი, რის თქმაც მინდოდა, მაგრამ
პატიოსნად უნდა ვაღიარო: მაინც ვერ მოვახერხე სულის დამამ-
შვიდებელი წონასწორობა დამემყარებინა ჩემს ცხოვრებასა,
მწერლობასა და ნობელის პრემიას შორის. ამ წუთებში ვგრძნობ
მხოლოდ უღრმეს მადლიერებას იმ სიყვარულისათვის, რომელ-
მაც გადამარჩინა და დღევანდლამდე მაცოცხლებს. მაგრამ მა-
ინც უნდა დამეთანხმოთ, რომ ჩემ მიერ გავლილი ძლივს შესამ-
ჩნევი გზა, ჩემი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „კარიერა“ რაღაცით
საოცარია, აბსურდულია, რაღაც ისეთის მომცველია, რისი შეც-
ნობა შეუძლე ბელია, თუ არ ავყევით ცდუნებას, რომ არსებობს
ზებუნებრივი სინამდვილე, წინასწარხედვა, მეტაფიზიკური სა-
მართლიანობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, თავი უნდა მოვიტყუ-
ოთ, ე. ი. შევიქმნათ საფრთხე, რომ დავეჯახებით რიფებს, დავი-
ღუპებით, დავკარგავთ რა სიღრმისეულ და მტანჯველ კავშირს
მილიონობით დაღუპულთან, ვინც ისე დაიღუპა, არ გაუცნო-
ბიერებია, შებრალების გრძნობა რომ არსებობს ამ ქვეყანაზე.
ძნელია იყო გამონაკლისი: და რაკი ბედმა ასეთი ხვედრი გვარ-
გუნა, უნდა შევურიგდეთ აბსურდულ სინამდვილეს, რომელიც
დახვრეტის შესახებ მოულოდნელად გაცემულ ბრძანებასავით
განაგებს ჩვენს სიცოცხლეს – არაადა მიანური ხელისუფლებისა
და კოშმარული დიქტატურის მძევალს.
ერთი რამ მაინც უნდა გიამბოთ: როცა აქ სიტყვის წარმო
სათქმელად ვემზადებოდი, მოხდა ერთი არაჩვეულებრივი ამბა-
ვი, რომელმაც რამდენადმე აღმიდგინა სულიერი წონასწორო-

929
ბა. ფოსტით მივიღე დიდი ყავისფერი კონვერტი, რომელსაც
მიგზა ვნიდა მემორიალური კომპლექსის „ბუხენვალდის“ დი-
რექტორი დოქტორი ფოლკჰარდ კნიგე. თავაზიან მილოცვას-
თან ერთად პაკეტში იდო კიდევ ერთი პატარა კონვერტი, რომ-
ლის შესახებ დოქტორმა კნიგემ ცალკეც მომწერა, თუ მე არ მე-
ყოფოდა ძალა მის გასახსნელად. კონვერტში იდო ბანაკის პი-
რადი შემადგენლობის შესახებ ყოველდღიური ცნობა 1945
წლის 18 თებერვლისათვის. ცნობის გრაფაში „აბგäნგე“ („დანაკ-
ლისი“) წავიკითხე: მოკვდა
#64921 ტუსაღი იმრე კერტესი, 1927 წელს დაბადებული, ებ-
რაელი,
ქარხნის მუშა. დაბადების წლისა და საქმიანობის შესახებ
ცრუ ცნობები შემთხვევით არ მოხვედრილა ბანაკის სტატისტი-
კაში: როცა ბუხენვალდის კანტორაში ჩემს მონაცემებს იწერ-
დნენ, ორი წელი მოვიმატე, რომ ბავშვთა კატეგორიაში არ მოვ-
ხვედრილი ყავი, მუშად და არა მოსწავლედ კი იმიტომ გამოვაც-
ხადე თავი, რომ ბანაკის ხელმძღვანელობას უფრო სასარგებ-
ლო პიროვნებად მივეჩნიე.
ასე რომ, მე ერთხელ უკვე მოვკვდი – მოვკვდი იმისათვის,
რომ მეცოცხლა. ალბათ, სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი ისტო-
რია. ჩემს წიგნებს, რომლებიც ბავშვის სიკვდილისაგან იშვა,
ვუძღვნი მილიონობით დაღუპულს და ყველას, ვისაც კი ახსოვს
ისინი. და რაკი საუბარია ლიტერატურაზე, რომელიც, თქვენი
აკადემიის განსაზღვრით, ეპოქის მოწმობაც არის, შესაძლებე-
ლია ჩემი შრომა მომავლისათვის უსარგებლო არ აღმოჩნდეს,
უფრო მეტიც, სულითა და გულით ვისურვებდი, რომ ჩემი წიგნე-
ბი მომავალს ემსახუროს. მე ასე წარმომიდგენია, რომ ოსვენცი-
მის ტრავმაზე ფიქრით ვუახლოვდები თანამედროვე ადამიანის

930
სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითი შესაძლებლობის
ფუნდამენტურ საკითხებს. სწორედ ასე რომ ვფიქრობ ოსვენციმ-
ზე – დაე, პარადოქსულად ჟღერდეს! – ვფიქრობ არა წარსულზე,
არამედ მომავალზე.

931
ჯონ მაქსველ კუტზეე

ის და მისი მონამორჩილი

„ახლა კი კვლავ ჩემს ხიზანს მივუბრუნდეთ. კარგი ვინმე იყო და


მიზნად დავისახე ისე გამეწვრთნა, კარგ და გამოსადეგ მწედ
რომ მექცია. მაგრამ ჯერ ლაპარაკი უნდა ესწავლა, რათა ჩემი
ნათქვამი გაეგო და თავადაც შეძლებოდა რაიმეს თქმა. რაც
მართალია, მართალია, ასეთ ბეჯით შეგირდს ბევრი ვერ დაიკ-
ვეხნიდა“.

932
დანიელ დეფო, „რობინზონ კრუზო“

ლინკოლნშირის სანაპიროზე გაშენებული ბოსტონი მეტად


ლამაზი ქალაქიაო, – წერს მისი მსახური. საუკეთესო ნავსადგუ-
რია და, თურმე, მთელი ინგლისი რომ მოიაროთ, ვერსად წააწ-
ყდებით ისეთ მაღალ სამრეკლოს, აქ რომ აღუმართავთ. ქალა-
ქის ირგვლივ კი ჭანჭრობია, სადაც წყლის ბუღები ბინადრობენ.
ეს ავბედითი ფრინველები ისე სულისშემძვრელად გაჰკივიან,
რომ ორი მილის მანძილზეც კი თოფის ჭახანივით გაისმის მათი
ხმა. ამ ჭანჭრობში სხვა ფრინველებსაც ნახავთო, იხვნისკარ-
ტებს, ჭიკვარებსა და იხვინჯებს. ყველა ამათ დასაჭერად იქაური
მოსახლეები შინაურ იხვებს იყენებენ, რომელთაც სატყუარა იხ-
ვებს ეძახიან. ჭან ჭრობი ერთიანად წყალს დაუფარავს. მართა-
ლია, ასეთი ადგილები
მთელ ევროპაშია, მთელ მსოფლიოში, მაგრამ მათ ჭანჭრო-
ბად არ მოიხსენიებენ. ჭაობნარი, საფლობი, ლამპალო, რაც
გნებავთ, ის უწოდეთ, ჭანჭრობი კი მხოლოდ ინგლისის საკუთ-
რებაა, მორჩა და გათავდა!
მერე კიდევ იმას წერს მისი მსახური, რომ ლინკოლნშირის ეს
სატყუარა იხვები საგანგებო გუბურებში გამოჰყავთ და ხელით
აჭმევენ. მერე კი, წელიწადის შესაფერის დროს, ჰოლანდიასა
და გერმანიაში გზავნიან, სადაც ისინი თავიანთ თანამოძმეებს
ხვდებიან. იხვები ხედავენ, რა საბრალონი არიან მათი უც-
ხოელი ნათესავები, როგორ იფარება ყინულით იქაური მდინა-
რეები ზამთარში და რა მძიმედ თოვს. ისინიც მაშინვე უხსნიან
მათვის გასაგებ ენაზე, რომ ინგლისში, საიდანაც ესტუმრნენ,
სულ სხვაგვარი მდგომარეობაა: მდინარეები იქ ლაღად მიედი-
933
ნება და ნაპირზეც მაძღრისად შეი ძლება დანაყრება. იქ ბევრი
ტბაა, ბევრი ნაკადული, გინდ ღია, გინდ მყუდრო, დაბურულნა-
პირებიანი გუბურები... მოსავლის აღების შემდეგ მიწა ნუგბარი
საკენკით იფარება. არც ასეთი გაუსაძლისი ყინვაა და არც ასე
უღვთოდ თოვს.
ამგვარი ზღაპრებით უჭედავენ ყურებს სატყუარა იხვები თა-
ნამოძმეებს, მერე ერთად უყრიან თავს და, შეიძლება ითქ ვას,
იტაცებენ! ჰოლანდიისა და გერმანიის ზღვებით მიჰყავთ ლინ-
კოლნშირის სანაპიროებისკენ, თან თავიანთ ენაზე ეყბედებიან,
აი, ეს არის ის გუბურები, მაშინ რომ გითხარით, აი, აქ იცხოვ-
რებთ უსაფრთხოდ და ბედნიერადო. და, ვიდრე ეს მაცდური
ფრინველები ასე ეჭუკჭუკებიან ამ სულელებს, მათი პატრონები
ლერწმისაგან აგებულ საფრებში იმალებიან და პეშვით აბნევენ
საკენკს წყლის ზედაპირზე. სატყუარა იხვებიც ასე წყალდაწყალ
მიუძღვიან თავის უცხოელ თანამოძმეთ და ორსამ დღეში იმ ად-
გილს აღწევენ, სადაც ბადეებია გადაჭიმული, თანაც გზადაგზა
სულ იმას გაიძახიან, აი, ხომ ხედავთ, რა კარგად ვცხოვრობთ
ინგლისშიო.
მერე მათი პატრონები დაგეშილ ძაღლებს უქსევენ იხვებს,
მშვენივრად გაწვრთნილთ, მშვენივრად მოცურავეთ. ისინიც ყე-
ფით გადაეშვებიან წყალში და ამ საზარელ არსებათა დანახვაზე
იხვები ზევით აფრენას ეშურებიან, მაგრამ ზემოთ გადაჭიმული
ბადე აბრკოლებთ. ორში ერთი დარჩენიათ: ან წინწინ უნდა იცუ-
რონ,
ანდა დაიღუპონ. ბადე თანდათან ვიწროვდება, იქ კი, ბოლო-
ში, ის კაცები დგანან და ტყვეები სათითაოდ ამოჰყავთ წყლი-
დან. იმ თავიანთ სატყუარებს ბუმბულს უსწორებენ და ელო-
ლიავებიან, იმათ სტუმრებს კი თავში ერთი დარტყმით აფრთხო-

934
ბინებენ სულს, იქვე პუტავენ და მერე ყიდიან, ყიდიან ასობით და
ათასობით.
ლინკოლნშირის ეს ამბები მის მსახურს ლამაზი, გაკრული
ხელით გადაუტანია ფურცელზე. საწერად ბატის ფრთის კალ-
მებს იყენებდა, რომელსაც, ვიდრე საქმეს შეუდგებოდა, ყოველ-
თვის გულმოდგინედ თლიდა პატარა ჯაყვით.
მისი მსახური იმასაც წერს, რომ ჰალიფაქსში, მოედანზე,
იქამდე იდგა სიკვდილის მანქანა, ვიდრე ჯეიმს პირველმა არ
მოაშორებინა იქიდან. ეს მანქანა ასე მუშაობდა: სიკვდილმის-
ჯილს თავს კუნძზე ადებინებდნენ, შემდეგ ჯალათი ხის სოლს
ამოაძრობდა, რომელიც მძიმე დანას აკავებდა. ისიც მაშინვე ჩა-
მოცურდებოდა უშველებელ, ეკლესიის კარიბჭისოდენა ჩარჩო-
ზე და ისე ოსტატურად წააცლიდა თავს სიკვდილმისჯილს, რო-
გორც ყასბის დანა საკლავს.
მაგრამ აქ ასეთი ადათიც არსებობდა: სოლის ამოძრობის
შემდეგ, თუ კაცი მოასწრებდა და ფეხზე წამოხტებოდა დანის ჩა-
მოცურებამდე, მერე გორაკზე დაეშვებოდა და მდინარესაც ისე
გადაცურავდა, რომ ჯალათს არ დაეჭირა, სიცოცხლეს უნარჩუ
ნებდნენ და ათავისუფლებდნენ. თუმცა, ვიდრე ის მანქანა იქ იდ-
გა, ეს ვერც ერთ სიკვდილმისჯილს ვერ მოეხერხებინა.
ახლა კი ის (ამჯერად თავად ის და არა მისი მსახური) ბრის
ტოლის ზღვისპირა სასტუმროს ოთახში მოკალათებულა და ამ
ნაწერებს კითხულობს. წლები დასტყობია, მოხუციც კი ეთქმის.
ტროპიკული მზით დამწვარჩაშავებული სახე ოდნავ გაფერმკრ
თალებია. იქ, კუნძულზე, მზე საშინლად უწვავდა კანს, ვიდრე არ
მოიფიქრა და პალმის ფოთლებისგან საჩრდილობელი არ
გაიკეთა. ახლა აღარაა ისეთი გარუჯული, მაგრამ კანი მაინც

935
პერგამენტივით გახეშეშებია და ცხვირზეც აჩნევია ძველი იარა,
ტროპიკული მზის საჩუქარი.
საჩრდილობელი ახლაც ოთახის კუთხეშია მიყუდებული, ის
თუთიყუში კი, თან რომ ჩამოიყვანა, უკვე ცოცხლებში აღარ წე
რია. „საბრალო რობინი!“ ყვიროდა ხოლმე თავისი ქანდარი-
დან,
„საბრალო რობინ კრუზო! ვინ შეეწევა საბრალო რობინს?“.
მის ცოლს გულს უწვრილებდა თუთიყუშის მოთქმა, ერთხელაც
იქნება კისერს მოვუგრეხო, გაიძახოდა, მაგრამ მუქარის შესრუ-
ლება ვერ გაებედა.
მას შემდეგ, რაც ის უკაცრიელი კუნძულიდან ინგლისში დაბ
რუნდა თუთიყუშით, საჩრდილობლითა და განძით სავსე სკივ-
რით, ცოტა ხანს მშვიდად ცხოვრობდა ჰართინგთონში შეძენილ
ადგილ მამულში ხანდაზმული მეუღლის გვერდით – უკვე მდი-
დარი კაცი იყო, მერე კი კიდევ უფრო გამდიდრდა, როცა წიგნად
გამოსცა თავისი თავგადასავალი. მაგრამ მისთვის, ვინც ამდენი
წელი გაატარა კუნძულზე და მერე კი, პარასკევასთან ერთად
მოგზაურობისას ამდენი რამ გადახდა თავს („საბრალო პარას-
კევა“, მოთქვამდა ის თავისთვის – აბა, თუთიყუში პარასკევას
სახელს ვერ ამბობდა), ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამხდარიყო
ოჯახის მყუდრო გარემო. გული სულ თავლისკენ მიუწევდა, თა-
ვის ცხენებთან, რომლებიც, მისდა საბედნიეროდ, მისი ცოლი-
ვით ყბედობით არ აბეზნებდნენ თავს, მხოლოდ ნაზად ხვიხვი-
ნებდნენ მის დანახვაზე, თითქოს იმის თქმა უნდოდათ, გიცანით,
ვიცით, ვინცა ხარო და მერე მორჩილად ისუსებოდნენ.
იმ კუნძულიდან დაბრუნებულს, სადაც პარასკევას გამო ჩე-
ნამდე სულ მარტო იყო, მოეჩვენა, რომ ხალხი ძალიან ბევრს
ლაპარაკობდა. როცა თავისი მოქაქანე მეუღლის გვერდით იწ-

936
ვა, ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს თავზე ჩხრიალ-
ჩხრიალით ეყრებოდა კენჭები... სწორედ მაშინ, როცა ძილის მე-
ტი არაფერი უნდოდა.
მერე მისი ცოლიც მიიცვალა. წესისა და რიგის მიხედვით გა-
მოიგლოვა, მაგრამ დარდით თავი არ მოუკლავს. დაასაფლავა
და, ხანმა რომ განვლო, ბრისტოლის სანაპიროზე სასტუმრო
„ჯოლი თარში“ ოთახი დაიქირავა. ჰართინგთონის ადგილმა-
მული კი ვაჟს დაუტოვა. აუცილებელი ნივთების გარდა, ბრის-
ტოლში მხოლოდ პალმის ფოთლების საჩრდილობელი და თუ-
თიყუშის ქანდარაზე მიმაგრებული ფიტული ჩაიტანა, ორად ორი
სახსოვარი იმ უკაცრიელი კუნძულისა, ასე საქვეყნოდ რომ გა-
უთქვა სახელი უკან დაბრუნებულს. იქიდან მოყოლებული სულ
აქ ცხოვრობს, ამ
სასტუმროში, დღისით სანაპიროზე დაეხეტება, ჩიბუხს აბო-
ლებს და დასავლეთს გაჰყურებს, სამისოდ ჯერ კიდევ უჭრის
თვალი. სადილვახშამი მისთვის ოთახში მიაქვთ, სულ აღარ იზი-
დავს საზოგადოება, კუნძულზე ხომ მარტოობას მიეჩვია!
წიგნების კითხვით თავს არ იწუხებს, ამ საქმეში სიამოვნებას
ვერ პოულობს. აი, საკუთარი თავგადასავლის გადმოცემამ კი
წერას დააჩვია. წერა ახლა მისთვის გართობა და დასვენებაა.
ყოველ საღამოს იღებს ქაღალდის ფურცლებს, ბატის ფრთის კა
ლამს წვერს წაუმახავს და სანთლის ალზე ერთორ გვერდს მა-
ინც დაწერს თავის მსახურზე, კაცზე, რომელიც ცნობებს უგზავ-
ნის მაცდურ იხვებზე, ჰალიფაქსის უზარმაზარ სიკვდილის მანქა-
ნაზე (რომლისგანაც შეიძლებოდა თავის დაღწევა, თუ მოას-
წრებდი და დანის დაცურებამდე ფეხზე წამოხტებოდი, მერე კი
გორაკიდან დაეშვებოდი და მდინარეს გადაცურავდი) და კიდევ
ბევრ, ძალიან ბევრ რამეზე. რომელი მხარეც არ უნდა მოინახუ-

937
ლოს მისმა მსახ ურმა, იქაურობის აღწერას ეშურება. ეს არის ამ
საქმიანი კაცის უპირველესი მოვალეობა.
რობინი („საბრალო რობინი“, როგორც თუთიყუში მოიხსენი-
ებდა) ნავსადგურის ჯებირის გაყოლებით მისეირნობს და ჰალი-
ფაქსის მანქანაზე ფიქრობს. აი, შეჩერდა, ზღვაში კენჭი ჩააგდო
და მიაყურადა. სულ ერთი წამი, წამზე ნაკლები და კენჭიც წყლის
ზედაპირს ეცემა. უფალი შველას არ აგვიანებს, მაგრამ ამქვეყ-
ნად რა უნდა იყოს ნაწრთობი ფოლადის ეშაფოტის დანაზე უფ-
რო სწრაფი, რომელიც ამ კენჭზეც გაცილებით მძიმეა და ქონი-
თაც გაუპოხავთ? ნეტავი, რა გვიხსნის ამ საშინელებისგან და ნე-
ტავი, რა ჯურისა უნდა იყოს ადამიანი, წინ და უკან რომ დაქრო-
დეს მთელ სამეფოში, სიკვდილით დასჯის არც ერთი შემთხვევა
რომ არ გამოეპაროს და მერე გულმოდგინედ აღწეროს ეს საზა-
რელი სანახაობა?
ალბათ, ვინმე საქმის კაცი, ასკვნის თავისთვის. მარცვლეუ
ლით ან ტყავით მოვაჭრე, ან სულაც კრასიტების მწარმოებელი
იმ მხარიდან, სადაც თიხა თავზე საყრელად აქვთ, მაგალითად,
უოფიდან. და რომელიც სულ გზაზეა გაკრული, თავისი ნაწარმი
რომ კარგად გაასაღოს. წარმატებულია, ჰყავს მოსიყვარულე
ცოლი, რომელსაც ბევრი ქაქანი არ სჩვევია და უჩენს ბავ-
შვებს (ძირითადად, გოგონებს, რა თქმა უნდა!), მოკლედ, ზო-
მიერად ბედნიერია. მერე კი ერთბაშად წაართვით ყველაფერი.
ვთქვათ, ტემზა ადიდდა ზამთარში და ნაპირებიდან გადმოვიდა,
წყალმა წაიღო კრამიტის გამოსაწვავი ყველა ღუმელი, მარ-
ცვლეულის საწყობი თუ სადაბაღო; ახლა კი წასულია ამ კაცის
საქმე, მევა ლეები სვავებივით ესევიან და ისიც ტოვებს მშობლი-
ურ კერას, ცოლშვილს და გარეგნობაშეცვლილი სხვისი სახე-
ლით ღარიბ ღატაკთა უბანს აფარებს თავს. ეს ყველაფერი –

938
წყალდიდობა, გაკოტრება, გაქცევა, სიღატაკე, ძონძმანები, სი-
მარტოვე – განა არ მოგვაგონებს გემის დაღუპვასა და იმ კუნ-
ძულს, სადაც საბრალო რობინმა ოცდაექვსი წელი გაატარა,
ვიდრე კინაღამ ჭკუიდან არ შეიშალა (კაცმა რომ თქვას, ცოტა
არ იყოს, შეიშალა კიდეც)?
ანდა, ვთქვათ, ეს კაცი მეუნაგირეა, აქვს სახლი და დუქანი
უაითჩეპელში, ნიკაპზე კი – ხალი; ჰყავს მოსიყვარულე ცოლი,
ისეთი, ბევრს რომ არ ლაყბობს და შვილებსაც უჩენს (ძირითა-
დად, რა თქმა უნდა, გოგონებს). უეცრად ქალაქს შავი ჭირი და-
ატყდება თავს. 1665ში ხდება, დიდ ხანძრამდე კიდევ ერთი წე-
ლია. ჯერ მხოლოდ საშინელი სენი უტევს ქალაქს: დღითი დღე
მატულობს დაღუპულთა რაოდენობა, მდიდრებიც იხოცებიან და
ღარიბებიც, რამეთუ ჭირი არ დაგიდევთ საზოგადოებრივ მდგო-
მარეობას. დაგროვილი ქონება ვერაფერს უშველის მეუნაგი-
რეს, ცოლსა და გოგონებს სოფელში გზავნის, თვითონაც აპი-
რებს ქალაქის და ტოვებას, მაგრამ რატომღაც არსად მიდის.
ბიბლიას ალალბედზე შლის და კითხულობს: ნუ შეგაშინებს ღა-
მეული საფრთხე და არც დღისით გატყორცნილი ისარი გიწევს,
არც წყვდიადის ჟამიანობა მოგეკარება, არც მიწის პირისაგან
აღგვა გემუქრება შუადღისას; ათასი დაიღუპება შენ გვერდით
და ათი ათასი შენ მარჯვნივ, მაგრამ შენ არაფერი გევნებაო.
ამ სიტყვებით გულმოცემული ფეხსაც აღარ იცვლის ჟამიანი
ლონდონიდან და ნანახგაგონილზე ანგარიშის შედგენას შეუდ-
გება. ერთხელ ქუჩაში ბრბოს გადავაწყდიო, წერს, ერთი ქალი
ცისკენ იწვდიდა ხელს და გაიძახოდა: „უყურეთ, ხალხნო, რო-
გორ იქნევს ცეცხლისმფრქვეველ ხმალს თეთრადმოსილი ანგე-
ლოზი!“ ხალხიც

939
კვერს უკრავდა, ნამდვილად ასეა, ანგელოზს ხმალი უჭირავს
ხელშიო. მაგრამ ჩვენი მეუნაგირე ვერც ანგელოზს ხედავს და
ვერც ხმალს. ერთადერთი, რასაც ცაზე არჩევს, უცნაური ფორ-
მის ღრუბელია, რომლის ერთი კიდეც მზეს მეორეზე მეტად
გაუნათებია.
„ეს ნიშანია!“, ყვირის ქალი. მაგრამ ის, გინდ მოკალი, ვერა-
ნაირ ნიშანს იქ ვერ ხედავს. ასეც წერს თავის ბატონს.
ერთხელაც, როცა მისი მსახური (ადრე მეუნაგირე, ახლა კი
უსაქმოდ დარჩენილი) მდინარის პირას მისეირნობს უოფინგში,
სახლის პარმაღზე გადმომდგარ ქალს ხედავს. ქალი გამწარე-
ბით უყვირის კაცს, რომელიც პატარა ნავით მიცურავს: „რო-
ბერტ! რობერტ!“. კაცი ნაპირს მიადგება, ნავიდან ტომარას
იღებს, ლოდზე ტოვებს და კვლავ მიცურავს. ქალი ძალიან სევ-
დიანია, მძიმე ტომარას იღებს და სახლში შეაქვს.
ჩვენი გმირი რობერტს გამოელაპარაკება. თურმე, ის ქალი
მისი ცოლია, ტომარაში კი მთელი კვირის სარჩოა მისთვის და
მათი ბავშვებისთვის, ხორცი, ფქვილი, კარაქი... მაგრამ რო-
ბერტს ვერ გაუბედავს მათთან მიახლოება, რადგან ყველას,
ცოლსაც და ბავშვებსაც, შავი ჭირი შეჰყრიათ. რობერტს გული
უკვდება, მაგრამ მაინც ვერ მიდის მათთან. და ეს ყველაფერი –
რობერტი და მისი ცოლი, რომელიც მას ნაპირიდან ეხმიანება,
ლოდზე დატოვებული ტომარა – თითქოს ერთგვარი გამოძახი-
ლია მისი, რობინზონის მარტოსული ცხოვრებისა კუნძულზე,
საიდანაც ის სასოწარკვეთილი უხმობდა თავისიანებს, გადამარ-
ჩინეთ, ინგლისში დამაბრუნეთო. თანაც ისიც ხომ ხშირად აკით-
ხავდა ჩაძირულ გემს რაიმე სარჩოს მოსაპოვებლად.
აი, იმდროინდელი კიდევ ერთი ამბავი: მავანს აღარ ძალუძს
საშინელი ტკივილის ატანა საზარდულსა და იღლიაში, ტანსაც

940
მელშემოძარცული ღრიალით გამოვარდება სახლიდან და სწო-
რედ ამ დროს, უაითჩეპელის შუკაში ხედავს მას კრუზოს მეუნა-
გირე. ეს უკანასკნელი უყურებს, როგორ ხტის და იგრიხება საბ-
რალო, როგორ მისდევს მას ცოლშვილი და უყვირის, დაბრუნ-
დიო. და ეს ხტუნვაგრეხა, ალბათ, რობინზონის უსასოობის მე-
ტაფორაა: როდესაც გემი ჩაიძირა, ის გამწარებული დაქროდა
ნაპირზე, რათა თავისი ამხანაგები ეპოვნა, მაგრამ ცალცალი
ფეხსაცმლის მეტი
ვერაფერი აღმოაჩინა. მაშინ მიხვდა, რომ მარტოდმარტო
დარჩე ნილიყო უდაბურ კუნძულზე და დასაღუპავად იყო განწი-
რული.
(„განა ის სნეული კაციც ასეთსავე უიმედობას არ შეუპყრია?“
ფიქრობდა რობინი, როცა მის ამბავს კითხულობდა. „ნაპირს
მომ დგარი განა რაზე მოთქვამს წლების სიღრმიდან?“).
ერთი წლის წინათ მან, რობინზონმა, ვიღაც მეზღვაურის გან
ორ გინეად შეიძინა ბრაზილიიდან ჩამოყვანილი თუთიყუში.
მართალია, ეს ფრინველი თავის კუნძულელ წინამორბედთან
ვერ მოვიდოდა, მაგრამ მაინც მშვენიერი იყო თავისი მწვანე
ბუმბუ ლით და ალისფერი ქოჩრით, და, თუ მეზღვაურს დაეჯერე-
ბოდა, შესანიშნავი მოლაპარაკეც უნდა ყოფილიყო. იქ, ბრის-
ტოლის სასტუმროში, წამოყუნცულიყო თუთიყუში თავის ქანდა-
რაზე, ფეხზე ძეწკვი ჰქონდა გამობმული, რომ არ გაფრენილი-
ყო, და გაიძახოდა: „საბრალო პოლი! საბრალო პოლი!“. იქამდე
ყვიროდა, ვიდრე პატრონი გალიას რამე ნაჭერს არ გადააფა-
რებდა. სხვა ვერაფერი ისწავლა. „საბრალო რობინს“ ვერ ამ-
ბობდა. ალბათ, საამისოდ მეტისმეტად ბებერი იყო.
საბრალო პოლი ვიწრო ფანჯრიდან გაჰყურებდა გემის ან-
ძებს და ატლანტიკის ნაცრისფერ ტალღებს: „ნეტავი, რა კუნძუ-

941
ლია? ეს სად ამომაყოფინეს თავი? რა ცივი, რა საშინელი ადგი-
ლია! სად იყავი, ჩემო მხსნელო, როცა ასე ძალიან მჭირდებო-
დი?“
აი, კიდევ რას სწერდა მსახური რობინს: ვიღაც გამობრუჟულ
ჯეელს ხეიბართა თავშესაფრის ჭიშკართან ჩასძინებია. ამასობა-
ში გვამებით დატვირთული ურიკა ჩამოატარეს (ჯერ კიდევ იქა
ვართ, იმ დროში, შავი ჭირი რომ მძვინვარებდა). მისი მეზობ-
ლები ფიქრობენ, მომკვდარაო, და ურიკაზე დებენ, გვამებთან.
მერე ურიკა იმ ორმოს უახლოვდება, რომელიც გვამების ჩასაფ-
ლავად გაუთხრიათ და მეურიკეც ხელს სტაცებს ლოთს, ორმოში
რომ გადაუძახოს. ის იღვიძებს და გაოგნებული გაიბრძოლებს.
„სადა ვარ?“. „ამ მკვდრებთან ერთად უნდა დამემარხე“, – ეუბ-
ნება მეურიკე. „მაშ, გამოდის, რომ მკვდარი ვარ?“ – კითხუ-
ლობს კაცი. უკაცრიელ კუნძულზე გარიყული კრუზოს კიდევ ერ-
თი მეტაფორა. ლონდონელები განაგრძობენ ჩვეულ საქმიანო-
ბას, სჯერათ, რომ გადაურჩნენ საშინელ სენს, მაგრამ შავი ჭირი
მათ სისხლში
ჩაბუდებულა, და, როცა სნეულება მათ გულს მიაღწევს, ისინი
წამსვე იღუპებიან, თითქოს მეხი დასცემოდეთ (ასე წერს მისი
მსახური). ეს უკვე თვით ცხოვრების მეტაფორაა. თადარიგი! თა-
დარიგი უნდა დავიჭიროთ სიკვდილის დასახვედრად, თორემ
ადგილზევე განვიგმირებით. რობინზონმაც ხომ შეიგნო ეს, რო-
ცა უეცრად ადამიანის ფეხის ანაბეჭდი აღმოაჩინა ქვიშაზე. ეს
იყო კვალი და ამდენად, რაღაცის მანიშნებელი: ფეხის, ადა-
მიანის. და უფრო მეტისაც: „შენ მარტო არა ხარ, რაც უნდა შორს
გაცურო, სადაც არ უნდა მიიმალო, ყველგან მოგაგნებენ!“
მსახური წერს, რომ ჟამიანობისას ბევრმა, შიშით თავზარ და-
ცემულმა, მიატოვა სახლკარი, ცოლშვილი და ლონდონიდან

942
რაც შეეძლო შორს გადაიხვეწა. როცა გადაიარა ამ უბედურებამ,
მათი გაქცევა ერთხმად იქნა დაგმობილი და ლაჩრობადაც მოი
ნათლა. მაგრამ, – წერს მსახური, – ჩვენ გვავიწყდება, რა ნები
სყოფის მოკრება იყო საჭირო ამ სენთან შესარკინებლად. ამას
ვერ დავარქმევ ჯარისკაცის ჩვეულ გაბედულებას, ჯარისკაცისა,
რომელიც იარაღშემართული უტევს მტერს: ეს უფრო ფერ-
მკრთალ რაშზე ამხედრებული სიკვდილის გამოწვევას ჰგავდა!
თუთიყუში, რომელსაც რობინზონი თავის მსახურზე მეტად
სწყალობდა, მხოლოდ იმას ამბობდა, რასაც მისი პატრონი დაას
წავლიდა, მაშ, რითი ავხსნათ, რომ ამ კაცს, რომელიც, გარ-
კვეული გაგებით, თავადაც თუთიყუშია და თანაც ამ ფრინველზე
ნაკლებად უყვართ, თავისი პატრონივით და, შეიძლება ითქვას,
მასზე უკეთაც უჭრის კალამი? ფერმკრთალ რაშზე ამხედრებუ-
ლი სიკვდილის გამოწვევა! რობინს საბუღალტრო საქმიანობა
ემარჯვებოდა, ანგარიშების წარმოებაში იყო დახელოვნებული
და არა ფრა ზების აწყობაში. „ფერმკრთალ რაშზე ამხედრებული
სიკვდილი“. ასეთი რამე აზრადაც არ მოუვიდოდა. მსგავს გამო-
ნათქვამებს მის ნაწერებში მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა თა-
ვის მსახურს უთმობს ასპარეზს.
ან თუნდაც ის სატყუარა იხვები: რა იცოდა რობინმა მათ შე-
სახებ? არც არაფერი, ვიდრე მსახურმა არ მისწერა მათ შესახებ.
ლინკოლშირის ჭანჭრობის იხვები, ჰალიფაქსის სიკვდილის
მანქანა... „ეს ყველაფერი ხომ მისმა მსახურმა ბრიტანეთის კუნ
ძულის შემოვლისას აღმოაჩინა. განა მსახურის მოგზაურობა
მისი პატრონის მოგზაურობის ალეგორიად არ აღიქმება? მაშინ
რობინმა თვითნაკეთი ორჩხომელით შემოუარა თავის კუნძულს
და მის შორეულ კიდეზე გაცილებით პირქუში და მტრული ადგი-
ლებიც აღმოაჩინა. მერე ყოველთვის უქცევდა გვერდს იქაურო-

943
ბას. თუმცა, შესაძლოა, მომავალში კოლონისტებს ეს არემარეც
აეთვისებინათ. კიდევ ერთი მეტაფორა სულის ნათელსა და
ბნელ მხარეზე.
როცა პლაგიატორთა და მიმბაძველთა პირველი გუნდები გა-
მოჩნდნენ და მკითხველს მარტოსულ ცხოვრებაზე რაღაც მო-
ნაჩმახით დაახვიეს თავბრუ, რობინმა ისინი ისეთ კაციჭამიებად
აღიქვა, მისი სხეულის, ესე იგი მისი სიცოცხლის, ჩანთქმას რომ
ლამობდნენ და უყოყმანოდ განაცხადა: „როდესაც თავს ვიცავ-
დი კანიბალთა ხროვისგან, რომლებიც მზად იყვნენ მოვეკალი,
შევე ბრაწე და გადავესანსლე, მეგონა, რომ მხოლოდ მათ ვებ-
რძოდი! რა ვიცოდი მაშინ, რომ მათი მოქმედება მხოლოდ ალე-
გორია იყო გაცილებით უფრო საზარელი გაუმაძღრობისა, რო-
მელიც თვით ჭეშმარიტების არსს დაუწყებდა ღრღნას მომავალ-
ში?“
მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტს ფიქრობს ამაზე, მით უფრო მე-
ტად თანაუგრძნობს ამ მიმბაძველებს. ხედავს, რომ ამქვეყ ნად
ძალიან, ძალიან ცოტაა მოსაყოლი. და, თუ ახალგაზრდებს უფ-
როსებისგან რაღაცრაღაცების სესხებას ავუკრძალავთ, მაშინ
დადუმების მეტი აღარაფერი დარჩენიათ.
კუნძულზე გატარებული წლების აღწერისას იხსენებს, ერთ
ღამეს თუ როგორ გაეღვიძა თავზარდაცემულს. მაშინ ეჭვიც არ
შეჰპარვია, რომ უზარმაზარ ძაღლად განსხეულებული სატანა
დასწოლოდა მძინარეს. მყისვე წამოხტა და დაშნის ქნევას მოჰ-
ყვა თავდასაცავად, თუთიყუში კი, მისი საწოლის გვერდით რომ
ეძინა ჩვეულებმისამებრ, გამყინავი ხმით ჩხაოდა და ფართხა-
ლებდა. მართალია გვიან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მიხ-
ვდა რობინი, რომ მაშინ არც სატანა დასწოლოდა და არც ძაღ-
ლი, უბრალოდ, ფეხი გაშეშებოდა ძილში. აქედან კი მხოლოდ

944
ის შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველა სახის ავადმყოფობა (მათ
შორის დამბლა და გაშეშება) სატანისგან მოდის და თავადაც სა-
ტანაა; და კიდევ ის, რომ თავსდატეხილი ავადმყოფობა შეიძლე-
ბა სატანის (ან ძაღ
ლად განსხეულებული სატანის) სტუმრობად აღვიქვათ ან, პი-
რი ქით, მართლაც, სატანის სტუმრობა ავადმყოფობად მოგვეჩ-
ვენოს, როგორც ამას მეუნაგირის მიერ აღწერილი ჟამიანობის
ამბებიდან ვიგებთ. სწორედ ამიტომ არ შეიძლება, ვინც კი სატა-
ნასა თუ შავ ჭირზე წერს, ყველა ცრუპენტელად მოვნათლოთ.
დიდი ხნის წინ, როცა საკუთარი თავგადასავლის ქაღალდზე
გადატანა გადაწყვიტა, იგრძნო, რომ სიტყვები არა ყოფნიდა,
თითებიც თითქოს გახევებოდა და კალმის დამორჩილება უჭირ-
და. მაგრამ დღითი დღე, ნაბიჯნაბიჯ ეუფლებოდა წერის ხელოვ-
ნებას და, როცა ყინულოვან ჩრდილოეთში პარასკევასთან ერ-
თად თავს გადახდენილი ამბების აღწერას შეუდგა, იმ დროის-
თვის უკვე აღმაფრენაც ეწვია და ყველაფერი იოლად და ძალ-
დაუტანებლად გამოსდიოდა.
უნდა ითქვას, რომ ახლა ასე ლაღად ვეღარ წერს. როცა
ზღვისპირა სასტუმროს ოთახში ფანჯარასთან მიდგმულ პატარა
საწერ მაგიდას მიუჯდება, კალმის ხელში აღება ისევე უძნელდე-
ბა, როგორც მაშინ, როცა მწერლობისა ჯერ არაფერი გაეგებო-
და.
ნუთუ მისი მსახური მასზე უკეთ ფლობს კალამს? მისი მონათ-
ხრობი იხვებზე, სიკვდილის მანქანასა და ლონდონის ჟა მიანო-
ბაზე ხომ ნაკადულივით ლაღად მირაკრაკებს. მაგრამ ერთ
დროს თავად რობინიც ასე წერდა! იქნებ, ჯეროვნად ვერ აფა-
სებს ბატონი ამ მკვირცხლ, ფეხმარდ ახალგაზრდას, ნიკაპზე ხა-
ლი რომ დაკოსებია? იქნებ, ახლაც ზის სადმე ამ უკიდეგანო

945
ქვეყნის რომელიმე სასტუმროში, და შემოქმედებითი წვით გა-
თანგული გამალებით აწობს მელანში კალამს?
მაინც ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის, რობინი და ის, მე
ორე? ბატონი და მონა? ძმები? ტყუპები? თანამებრძოლები თუ
სულაც მტრები? რა დაარქვას ამ უსახელო ადამიანს, რომელთა-
ნაც ატარებს საღამოებს და ზოგჯერ ღამეებსაც, რომელსაც მხო-
ლოდ დღისით თუ შორდება, იმ დროს, როცა სანაპიროზე დაეხე-
ტება და ახლად ჩამოსულ მგზავრებს აკვირდება, ის მეორე კი
დაქრის მთელ სამეფოში და ცნობებს აგროვებს თავისი პატრო-
ნისათვის? ნუთუ ეს კაცი, მთელ ქვეყანას რომ სერავს, არას-
დროს ჩავა ბრისტოლში? რობინი ოცნებობს მასთან პირისპირ
შეხვედრაზე,
ოცნებობს ხელი ჩამოართვას. სიხარულით გაუყვებოდა მას-
თან ერთად სანაპიროს, გულდასმით მოისმენდა მის თავგადასა-
ვალს: თუ როგორ იმოგზაურა კუნძულის პირქუშ ჩრდილო მხა-
რეში ან რა წარმატებას მიაღწია კალმოსნობაში. მაგრამ იცის,
რომ ასეთი შეხვედრა არ შედგება, ყოველ შემთხვევაში, ამქვეყ-
ნად მაინც და, თუკი ოდესმე მოუხდება საკუთარი თავისა და იმ
მეო რის ერთმანეთთან შედარება, ალბათ, დაწერს, ჩვენ იმ ორ
გემს ვემსგავსებით, საპირისპირო მიმართულებით რომ მიცურა-
ვენ, ერთს დასავლეთისკენ აუღია გეზი, მეორე კი აღმოსავლე-
თისკენ მიემართებაო. ანდა უკეთესი: ისინი მეზღვაურები არიან
და გემ სართავებს შესჭიდებიან, ოღონდ სხვადასხვა ხომალდზე,
ერთი იმ ხომალდზე, დასავლეთისკენ რომ მიცურავს, მეორე კი
იმაზე, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება. მათი ხომალდები
ერთმანეთს ისე ახლოს ჩაუვლიან, რომ ხმის მიწვდენა, მისალ-
მებაც კი შეი ძლება. მაგრამ ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს,
წყალი თვა ლებში ეშხეფებათ, გემსართავს ჩაჭიდებული ხელები

946
უხურთ. ისე ჩაივლიან, ერთმანეთს ხელსაც არ დაუქნევენ,
საამისოდ ერთობ დაკავებული ბრძანდებიან.

947
ელფრიდე იელინეკი

მიღმას იქით
რაში გამოიხატება წერის ნიჭი, იქნებ ეს სინამდვილესთან ჩა-
ხუ ტება და მასთან სიამტკბილობაა? სიამოვნებით ჩავეხუტებო-
დი, მაგრამ მერე რა მომივა? საერთოდ რა მოსდით მათ, სინამ-
დვილეს რომ ნამდვილად არ იცნობენ? ის კი ერთი თმაგაწეწი-
ლი ვინმეა. არ არსებობს სავარცხელი, მისი დავარცხნა რომ
მოახერხოს. პოეტები გადიგამოდიან, სასოწარკვეთით ცდილო-
ბენ მის დავარცხნას და ვარცხნილობასაც კი უძებნიან, მაგრამ
მოსვენებას მომენტალურად კარგავენ და ღამღამობით კოშმა-
რები არ ასვენებთ. გარეგნულად რაღაცა ისე ვეღარ არის. ლა-
მაზად აკრეფილი თმა ოცნებების მშობლიური კერიდან შეიძლე-
ბა კვლავ გამოიდევნოს, თუმცა არც მანამდე იყო იოლად დასა-
მორჩილებელი. ან კვლავ ჩამოიშალოს და სახეს ჩადრივით ჩა-
მოეფაროს, ისე რომ, უკან შეკვრა ვერც კი მოასწრო. ან სულაც,
ყველაფერი იმის შემხედვარე, რაც ირგვლივ ხდება, შეიძლება
უნებურად ყალყზეც კი დადგეს. მისი მოწესრიგება შეუძლებე-
ლია. არ უნდა და იმიტომ. რამდენიც გინდა, იმდენი უსვი ეს
ალაგალაგ კბილებჩამტვრეული სავარცხელი – არ უნდა და
მორჩა. არა, რაღაცა მართლა ვერ არის. ნაწერი, რომელიც
მომხ დარს აღწერს, თითებშუა დროსავით გისხლტება და არა
მარტო იმ დროსავით, რომლის განმავლობაშიც ეს იწერებოდა
და ცხოვრება ჩერდებოდა. ვერავინ იტყვის, რომ რაიმეს მოცდა,
თუკი არ უცხოვრია.
ვერც ცოცხალი იტყვის და ვერც მოკლული დრო, მკვდარი
ხომ მით უმეტეს ვერ იტყვის. როგორც კი რაიმე დაიწერება, ეს
948
დრო მაშინვე შეიჭრება ხოლმე სხვა პოეტთა ნაწარმოებებში.
დროა და ამიტომაც ერთდროულად ყველაფერი შეუძლია: საკუ-
თარ ნამუშევარშიცაა და სხვებსაც სტუმრობს, მათ აწეწილ ქოჩ-
რებსაც დაერევა ხოლმე უე ცრად ამოვარდნილი ქარივით, რო-
მელიც სინამდვილის წიაღში ჩაისახა და მასავით ცინცხალია,
თუმცა ზოგჯერ შეიძლება მუხთალიც იყოს. ვინც თავს ერთხელ
მაინც წამოსწევს, მერე უცბადვე უკან აღარ დახრის. გამძვინვა-
რებული ქარი უბერავს და ყველაფერს გლეჯს. აქეთიქით ატ-
რიალებს, მაგრამ არასდროს უკან, ამ სინამდვილეში არ აბრუ-
ნებს, რომელიც უნდა აღწერილიყო. ყველგან მიაქვს, მარტო იქ
არა. სინამდვილე არის ის, რომელიც თმას გიწეწავს, კაბის კალ-
თის ქვეშ გიძვრება და სწორედ ამ დროს სხვაგან გარბის, ხელი-
დან გისხ ლტება. როგორ უნდა გაიცნოს პოეტმა სინამდვილე,
როცა ის მასში შედის და მერე მოუხელთებელი ხდება, სულ
გვერდზე გაურბის. გარედან კი, ერთი მხრივ, სინამდვილე უკე-
თესი დასანახია, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ნამდვილ გზას
ასცდე. პოეტის ადგილი იქ არაა. მისი ადგილი ყოველთვის სი-
ნამდვილის მიღმაა. რასაც გარედან გადმოიძახებს, მხოლოდ
იმას თუ მიიღებს ხალხი, თან მხოლოდ იმი ტომ, რომ ორაზროვ-
ნად ამბობს. არსებობს მხოლოდ ორი საჭირო და სწორი რამ,
რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ არაფერი არ ხდება, ორ მი-
მართულებას გვიჩვენებენ, იმ ძირისძირობამდე ჩადიან, რომე-
ლიც სავარცხლის მთავარი მოსადები კბილებივით უკვე კარგა
ხანია ჩამ ტვრეულია. ან ნამდვილი ან მცდარი. ეს ადრე თუ გვი-
ან მოხდებოდა, იმიტომ, რომ საფუძველი ხომ ნამდვილად არა-
საიმედო იყო. როგორ შეიძლებოდა, რომ ფუტურო ხვრელზე
რამე აგებულიყო? მაგრამ ის არასაკმარისიც კი, რომელიც პო-
ეტთა თვალსაწიერში მაინც ხვდება, მათთვის საკმარისია იმ რა-

949
ღაცისთვის, რაც მათ შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში უგუ-
ლებელყონ. მათ შეუძლიათ იმ რაღაცას შეეშვან და ეშვებიან კი-
დეც. მათ შეუძლიათ ისევე დატოვონ და ტოვებენ კიდევაც. სი-
ცოცხლეს არ უსწრაფებენ. მხოლოდ დანისლულ მზერას შეავ-
ლებენ ხოლმე, მაგრამ ამ დანისლული მზერით ის ნებისმიერად
ვერ იქცევა. მზერა მიზანში ხვდება. ამ მზერის ობიექტი ღონე-
მიხდილია, თუმცა ჯერ წესიერად არც შეუთვალიერებიათ, ჯერ
საზოგადოების პირუთ ვნელ სამსჯავროზე არც კი წარმდგარა.
ის არასოდეს იტყვის, რომ
შეიძლებოდა სულ სხვა ვინმე ყოფილიყო, სანამ ამ აღწერის
მსხვერ პლი შეიქმნებოდა. ის ზუსტად იმას ადასტურებს, რაც უმ-
ჯობესია საერთოდ არ თქმულიყო (რადგან მისი უკეთესად თქმა
შეიძლებოდა?), რაც ყოველთვის ბუნდოვანი და თვალშეუვლები
უნდა დარჩენილიყო. მეტისმეტად ბევრნი ჩაფლულან უკვე მას-
ში მუცლამდე. ეს მოძრავი ქვიშაა, მაგრამ არაფერს ამოძრა-
ვებს. თვალშეუვლებია, მაგრამ არა უძირო. ნებისმიერია, მაგ-
რამ არა საყვარელი.
მიღმასიქითა იმ ცხოვრებას ემსახურება, რომელიც ზუსტად
იქ არ მიედინება, თორემ ჩვენ შუაგულში აბა საიდან აღმოვ-
ჩნდებოდით, ამ სისხლსავსე ადამიანური ყოფის შუაგულში. ის
ემსახურება აგრეთვე იმ ცხოვრებაზე დაკვირვებას, რომელიც
მუდამ სადღაც სხვაგან ჩქეფს. იქ, სადაც ჩვენ არა ვართ. რატომ
უნდა გალანძღო გზაზე დამდგარი ადამიანი, სულერთია ეს
ცხოვრების გზა იქნება, მოგზაუ რის, თუ ცხოვრებაში მოგ-
ზაურის, რომელიც უკან ვეღარ ბრუნდება, რომელიც უბრალოდ
გადაიტანეს და ეს გადატანა არ ნიშნავს ვინმეს ატანას და სხვა-
თა შორის, არც გატანას. უბრალოდ ფეხსაცმელზე მოდებული იმ
მტვერივით გადაიტანეს, დიასახლისი დაუნდობლად რომ ებ-

950
რძვის, თუმცა ეს დაუნდობლობა აქ რა მოსატანია იმასთან შე-
დარებით, ადგილობრივები რომ იჩენენ ხოლმე ჩამოსულების
მიმართ. საინტერესოა, როგორია ეს მტვერი? რადიოაქტიურია
თუ უბრალოდ მარტო აქტიური? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ
გზაზე უცნაურ მანათობელ კვალს ტოვებს. იქნებ გზაა ის, ამ
კვალს გვერდით რომ მიჰყვება და მწერალს ვერასდროს ხვდე-
ბა? ან იქნებ მწერალია ის, გვერდით რომ ასდევნებია და მიღმას
იქით გარბის? მიცვალე ბული ჯერ ვერ არის, თუმცა გარდასუ-
ლებში უკვე შეიძლება მისი მოხსენიება. იქიდან აკვირდება
იმათ, მისგან და ერთმანეთისგანაც თავიანთი მრავალფეროვნე-
ბით რომ განსხვავდებიან, რათა მერე მათი გულუბრყვილობა
წარმოაჩინოს, ფორმაში ჩასვას, რადგან ფორმა ძალიან მნიშ-
ვნელოვანია, ასე რომ, იქიდან ყველაფრის დან ახვა უფრო ად-
ვილია. მაგრამ ამას არ უვიწყებენ და მის ანგარიშზე ცარცით წე-
რენ. ამდენად, წერის გზა ცარცის და არა მანათობელ ნივთიერე-
ბათა ნაწილაკების კვალით ყოფილა მონიშნული. ყოველ შემ-
თხვევაში, ეს ისეთი მონიშვნაა, რომელიც მიანიშნებს და იმა
ვდროულად ჩქმალავს და მის მიერვე გაყვანილ კვალს თვითონ-
ვე მონდომებით შლის. იქ საერთოდ არ ყოფილხარ. მაგრამ რა
ხდება,
მაინც იცი. ეს ვიღაცას ეკრანიდან აუწყეს, ტკივილისგან შეშ-
ლილი, გასისხლიანებული სახეებით, მოცინარი გაგრიმული სა-
ხეებით, პომადის წასასმელად გამზადებული წინგამობუშტული
ტუჩებით ან სხვებისგან გაიგეს, რომლებმაც სატელევიზიო
შოუში დასმულ კითხვას სწორად უპასუხეს, ან იმ ადამიანებმა
გააგებინეს, რომლე ბიც მხოლოდ საამბოროდ არიან გაჩენილე-
ბი, ქალები, რომელთაც არაფრის შეცვლა არ ძალუძთ და არც
ცდილობენ, ფეხზე წამომდ გარან, ქურთუკები გაუხდიათ, რათა

951
თავიანთი ახლად გამაგრებული მკერდი კამერას უკეთესად
დაანახონ. ის ადრე გაწვრთნილი იყო და მამაკაცებს ეკუთვნო-
და. ამას ემატება უამრავი ყელი, რომელთაგანაც რაღაც სიმ-
ღერსიმღერით ამოდის. პირის სუნს ჰგავს, მაგრამ უფრო ხმამა-
ღალია. ეს ის არის, გზაზე რომ შეიძლებოდა დაგენახა, კვლავ იქ
რომ ყოფილიყავი. გზაზე დამდგარი ამ გზას უგანებ. ვინ იცის,
იქნებ შორიდან დაინახო კიდეც იგი, მარტო რომ დარჩები, და
რა სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ გზა დასანახადაა კარგი და
არა სა სიარულოდ. ახლა ამ ბილიკმა ხომ არ გაიფაჩუნა? იქნებ
ამ ფაჩუნითაც ცდილობს მიიქციოს ყურადღება და ბრდღვიალი,
ხმამაღალი წივილი და გაბრდღვიალებული კივილი აღარ ყოფ-
ნის? იქნებ და ამ გაუვალ გზას ეშინია, საერთოდ არავინ გამეკა-
რება და უცოდველი დავრჩე ბიო, იმ დროს, როდესაც იქ უამრავ
ცოდვას სჩადიან, გამუდმებით, იქნება ეს წამება, დანაშაული,
ქურდობა, მძიმე გაჭირვება, ძლიერი იძულება, იძულებითი სიძ-
ლიერე მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი პიროვნებების ბედის-
წერების ფორმირებისას. გზას რა ენაღვლება. ის ყველაფერს
თავის ტანზე ატარებს, მყარად, თუმცა უნიადაგოდ. ნიადაგის გა-
რეშე. დაკარგულ მიწაზე. როგორც ვთქვი, თმა ყალყზე მიდგას,
და ერთი ღერიც კი არ არის ისეთი სიმყარის, ძირს დაშვება რომ
ვაიძულო. თვით ჩემს თავშიც ვერ ვგრძნობ სიმყარეს. არც ჩემ-
ზე, არც ჩემში. მიღმის იქით რომ მოხვდები, სულ მზად უნდა იყო,
კიდევ ცოტა, კიდევ ცოტათი გვერდზე გახტომა და უკვე არარაში
ხარ, რომელიც იქვეა, მიღმისიქეთის იქეთ. მიღმისიქეთს კი თან
თავისი მიღმისიქეთის ხაფანგები მოუტანია, რომელიც სულ მო-
მართულია, პირს აღებენ, რომ ადამიანი რაც შეიძლება შორს
გაიტყუონ. შორს გატყუება კი სხვა არაფერია, თუ არა შეტყუება.
არ მინდა, გეთაყვა, ის გზა მხედველობის არედან დავკარგო,

952
რომელსაც არ ვადგავარ. მინდა ის წესიერად, უპირველეს ყოვ-
ლისა კი, სწორად და ზუსტად
აღვწერო. რადგან უკვე ვუყურებ, ამან რაღაცა უნდა მომიტა-
ნოს. მაგრამ ეს გზა ჩემთვის არაფერს არ იმეტებს. არაფერს არ
მიტოვებს. მაშ, რაღა დამრჩენია? შუალედური გზაც დახშული
მაქვს, წინ დიდი ვაივაგლახით მივიწევ. წასული ვარ, თუმცა წინ
ვერ წავსულვარ. იქაც გარანტია მინდა ჩემი საკუთარი არა-
საიმედოობისაგან თავის დასაცავად, აგრეთვე იმ მიწის არა-
საიმედოობისაგან, რომელზეც ვდგავარ. ჩემი ენა კი ჩემს გვერ-
დზე მოცუნცულებს. ჩემი უს აფრთხოების გარანტია, თუმცა აქ
ჩემს დასაცავად კი არ მოსულა, არამედ იმას აკონტროლებს,
აბა, რამდენად სწორად ვიქცევი, რამ დენად სწორი სიყალბით
აღვწერ სინამდვილეს, რადგან მისი აღწერა მხოლოდ ყალბადაა
შესაძლებელი, სხვანაირად წარმოუდგენელია. იმდენად ყალ-
ბად, რომ ვინც კი წაიკითხავს და გაიგონებს, მაშინვე შენიშნოს
მისი სიყალბე. დიახაც, ცრუობს! ეს ენა კი, რომელმაც ძაღლი-
ვით უნდა დამიცვას, სხვა რაში მჭირდება, ის ხომ პირიქით, ჩემ-
ზე იწევს?! ჩემივე მცველი მესხმის თავს და დაკბენას ცდილობს.
ის ერთადერთი იყო, ნაწერში მოხვედრისაგან რომ მიცავდა. ენა
ხომ იმისთვის გინდა, რომ პირიქით, რაღაცა სხვა, შენგან გან-
სხვავებული, აღგაწერინოს, მაგიტომაც ვწერ ამდენს, საკუთარ
თავს ფურცლებით ვეღარ ავუდივარ. ან იქნებ ენა აქ მხოლოდ
იმისათვისაა, რომ თავი მოიკატუნოს, შენ გიცავო და და ამ
დროს თავს დამესხას? მეგონა, რომ თუკი გამუდმებით გზაში
ვიქნებოდი და ვილაპარაკებდი, ენა ჩემთვის საიმედო თავშესა-
ფარი იქნებოდა და თავის დაცვას წერით ვცდილობდი, მაგრამ
ყველაფერი უკუღმა შემომიტრიალდა. არც არის გასაკვირი. მა-
შინვე შევატყვე, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. რა შენიღბვაზეა ლაპა-

953
რაკი, როცა იმის მაგივრად გაუჩინარდე, მთლად თვალსაჩინო
ხდები.
შეიძლება, ენა შეცდომით ხანდახან გზაზე გავიდეს, მაგრამ
გზი დან არასოდეს გადაუხვევს. ენით ლაპარაკი ნებაყოფლობი-
თი პრო ცესი არ არის. ეს ისეთი რამეა, როცა იძულებითი ნება-
ყოფლობითი ხდება, უნდა ეს ვინმეს თუ არა. ენამ იცის, რაც უნ-
და. ძალიანაც კარგი მისთვის, მე კი არ ვიცი და არც სახელები
ვიცი. ლაქლაქი იქნება ეს თუ უბრალოდ საუბარი, იგი მიღმასი-
ქითაც გრძელდება, იმიტომ რომ ეს დაუსრულებელი პროცესია,
არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, მაგრამ ეს ლაპარაკი არაა.
იქ, გადაღმა, სადაც ყოველთვის მხოლოდ სხვები ჩერდებიან.
იმიტომ საუბრობენ, რომ არ უნდათ
გაჩერდნენ, ძალიან დაკავებულები არიან. იქ, გადაღმა, მხო-
ლოდ ისინი არიან. მე იქ არა ვარ. მარტო ენა ჩამომშორდა
ხოლმე ხანდახან და ხალხს აედევნება, სხვა ხალხს კი არა, ნამ-
დვილ, ნაღდ ადამიანებს. აქ შეუძლებელია დაიბნე, ყოველ ფე-
ხის ნაბიჯზე მიმართულების მაჩვენებლებია. ჰოდა, დაყვება ამ
ხალხს ვიდეოკამერასავით, მათი არც ერთი მოძრაობა არ გა-
მოეპარება, იქნებ ცხოვრებას მათგან მაინც გაუგოს რამე, რა
ხდება, როგორია, იმიტომ რომ ზუსტად ის არ არის. ეს ყველაფე-
რი მერე ხომ იმაში უნდა აღწერილ იქნეს, რაც სწორედ ის არ
არის. ვსაუბრობთ იმაზე, კიდევ ერთხელ ხომ არ წავ სულიყავით
პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე. უცბად კი ისე მკაცრად ავლა-
პარაკდებით, თითქოს არჩევანი გვქონდეს, ვილაპარაკოთ თუ
არა. მთავარი ისაა, რომ თუ ენა მიგანებს, მე განზე დავრჩები.
ენა მიდის. მე ვრჩები, ოღონდ განზე. და არა გზაზე. ენა განზე
მრჩება. არა, ის ჯერ კიდევ აქაა. საინტერესოა, მთელი ამ დროის
განმა ვლობაში სულ აქ იყო და იმაზე მარჩიელობდა, ნეტავი, ვი-

954
სი დამორ ჩილება შემიძლიაო? აი, აგერ შემამჩნია და მაშინვე
დამიცაცხანა, სწორედაც ამ ენამ. აი, ასეთ ქედმაღლურ მოქცევს
მიბედავს, ხელსაც კი წევს ჩემზე, არ ვუყვარვარ, ვერ მიტანს.
გზად მიმავალი ის სათნო ხალხი კი უყვარს, გვერდზე ძაღლივით
რომ ასდევნებია და თავს მორჩილად აჩვენებს. სინამდვილეში,
მარტო მე კი არ მეურჩე ბა, არამედ ყველას. ის მარტო თავის თა-
ვისკენ არის. ღამეს მისი ყვირილი აპობს, იმიტომ რომ გზის გა-
ყოლებაზე სინათლის გაყვანა დაავიწყდათ, რომლის ენერგიის
წყარო მხოლოდ მზეა და შტეპ სელში არაფრის შეერთება არ იქ-
ნება საჭირო. გზისათვის ნორმალ ური სახელის დარქმევაც
დაავიწყდათ. თუმცა მას უკვე იმდენი სახელი ჰქვია, მათ ჩამოთ-
ვლასაც ვერ აუხვალ. მე მივდივარ და მი ვყვირი, ჩემს გარდასუ-
ლობაში გარდაცვლილთა საფლავებს ვქელავ, რადგანაც ამ
დევნაში გზას ყურადღებას ვეღარ ვაქცევ და სადაც მომიხდება,
იქ ვაბიჯებ. მარტო ერთი სურვილიღა მამოძრავებს, როგორმე
იქ მოვხვდე, სადაც ჩემი ენა უკვე მისულა და იქიდან დამცინავად
მეჭყანება. მან ხომ იცის, რომ თუ მე ოდესმე ცხოვრე ბას მოვინ-
დომებ, მაშინვე ცივ წყალს გადამავლებს. ჯერ დამასვე ლებს,
მერე კიდევ დამამარილებს. კარგი, ბატონო. ახლა მე ვუყრი გზა-
ზე სხვებს მარილს, ისე ვაყრი, რომ ყინული დნება. დაფქულ მა-
რილს ვყრი, იქნებ ენას ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალოს. თუმცა
მას
ხომ ისედაც უკვე დიდი ხანია ყველანაირი საყრდენი გამოც-
ლილი აქვს. ეს რა გაუგონარი თავხედობაა მისი მხრიდან! მე
რომც არ ვიდგე მყარად მიწაზე, ენას ეს მაინც არ ეპატიება. ისე,
მაგაზე ახია! რატომ ჩემთან ერთად არ დარჩა, იქ, მიღმასიქით?
რატომ მომშ ორდა? რა, ჩემზე მეტის ნახვა უნდოდა? იქ, მთავარ
გზაზე მოუნდა ხომ გასვლა, სადაც ბევრად უფრო მეტი და სა-

955
სიამოვნო ხალხი მოძრაობს, ერთმანეთს საამურად რომ ეჟღურ-
ტულებიან? რა, ჩემზე მეტი უნდოდა ცოდნოდა? ისედაც ხომ ჩემ-
ზე მეტი იცოდა, მაგრამ უფრო მეტი უნდოდა. მე ხომ ვიცი, ჩემი
ენა რაცაა, დაიბოღმება და იმდენს იზამს, გულს გამოიჭამს და
შეეწირება კიდევაც. სინამდვილეს გასკდომამდე მიაძღება. ახია
მაგაზე! მე ის ამოვაფურთხე, თვითონ კი არაფრის ამოფურთხე-
ბა არ უნდა, ყველაფერს დედის რძესავით ირგებს. ჩემი ენა მე
გაღმიდან მეძახის, გამოღმა მეძახის, სწორედ აქეთ დაძახება
უყვარს ყველაზე მეტად. დიდი დამიზნება აუცილე ბელი არცაა,
რადგან თავის მიზანს უეჭველად აღწევს, თან ისე, რომ რამის
თქმა არც სჭირდება, უბრალოდ „მოძალადის სისასტიკით“ ლა-
პარაკობს, როგორც ჰაიდეგერი ამბობდა თრაკლთან დაკავში-
რე ბით. ის მირეკავს კიდეც, დიახაც, ენა მირეკავს, ეს ხომ დღეს
ყველას შეუძლია, რადგან თავისი ენა ყველას თანა აქვს, პატა-
რა აპარატში გამომწყვდეული, რათა ილაპარაკოს, აბა სხვა შემ-
თხვევაში, ვის რაში სჭირდებოდა მისი შესწავლა? ზუსტად მაშინ
მირეკავს ხოლმე, ხა ფანგში რომ ვარ გაბმული და ვფართხა-
ლებ. თუმცა არა, ტყუილს ვამბობ, ჩემი ენა კი არ მირეკავს, ის
ხომ გამქრალია ჩემსავით, ჩემი ენა ხომ მე თვითონვე ამიორ-
თქლდა. ახლა იძულებულია იქიდან მირეკოს, ყურში რაღაცა
ჩამძახოს, რა მნიშვნელობა აქვს აპარატს, სულ ერთი არაა,
დიქტაფონი იქნება ეს, მობილური, ან თუნდაც ტელეფონავტო-
მატი. მისი ღრიალი ყურს იქიდან მიჭედავს, შენს ლაპარაკს არა-
ფერი აზრი არა აქვსო, მხოლოდ ის თქვი, რასაც მე გიკარნახე-
ბო. მაშინ რაღა აზრი აქვს იმ საყვარელ ადამიანთან ლაპარაკს
და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მისი ნდობა მართლაც შეიძ-
ლება, მერე რა, რომ წაიქცა და უეცრად ვერ წამოხტა, რომ ვიღა-
ცას უკან გამოკიდებოდა და მასთან ლაპარაკით გული ეჯერე ბი-

956
ნა. არა, არავითარი აზრი არა აქვს. ჩემი ენის მიერ იქ, გადაღმა,
საამურ გზაზე ნათქვამი (ვიცი, რომ ის გზა ჩემს გზაზე მეტად საა
მურია, ჩემი გზა ხომ გზა არცაა. მაგრამ ზუსტად არც იმ გზის და
ნახვა შემიძლია, თუმცა ვიცი, რომ იქ ყოფნა მირჩევნია), მა-
საშადამე, ჩემი ენის ნათქვამი მომცილდება თუ არა, მაშინვე გა-
მონათქვამად იქცევა ხოლმე. არა ვინმესთან საერთოდ ნათქვა-
მად, არამედ გამ ონათქვამად. თავის გამონათქვამს თვითონვე
უსმენს ხოლმე, ჰო, ჩემ ენაზე ვამბობ, თავის თავს თვითონვე უს-
წორებს, რადგან გამოთქ მის გამოსწორება ყოველთვის შეიძ-
ლება. ჰო, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გამოსწორება, საერ-
თოდაც იმიტომ არსებობს, რომ მუდმივად აუმჯობესო და მერე
ახალი ენობრივი ნორმები დაადგინო, ისიც იმიტომ, რომ მერე
ამ წესების დაუყოვნებლივ დარღვევა შეგე ძლოს. ეს ენა მერე
გზად და ხიდად იქცევა ცხონების გზაზე, განთა ვისუფლებას ვგუ-
ლისხმობ, რასაკვირველია. სახედრის სავალ საცალ ფეხო ხი-
დად. მაცალე, არ შეიძლება, ჩემო საყვარელო ენა, სანამ რამეს
იტყოდე, ერთხელ მაინც მომისმინო? რატომ და იმიტომ, რომ
იქნებ რამე შეისმინო, გამოთქმის ეს წესები ბოლოსდაბოლოს
შეისწავლო ... რა გაყვირებს მანდ, რა ხელებს იქნევ? იმიტომ ბა-
ქი ბუქობ, რომ გინდა ჩემი კეთილგანწყობა კვლავ მოიპოვო? მე
კი მეგონა, აქეთ პირსაც აღარ იზამდი! არასოდეს გიგრძნობინე-
ბია, ჩემთან დაბრუნება თუ გინდოდა, თუმცა ნიშნის მოცემას აზ-
რი არ ჰქონდა, მაინც ვერ გავიგებდი. რაო, ენად მხოლოდ იმ
შემთხვევაში იქცეოდი, თუ ჩემგან წახვიდოდი? ამით ჩემს წინ-
სვლასაც უზრუნ ველყოფდი? მერედა რა არის უზრუნველყოფი-
ლი? ყოველ შემთხ ვევაში, შენი ამბავი რომ ვიცი, შენ საერთოდ
არაფერ შუაში ხარ. არა, საერთოდ ვეღარ გცნობ. რა, ნებაყოფ-
ლობით მიბრუნდები? აი, მე კი აღარ გიშვებ ჩემთან, აბა, ახლა

957
რას იტყვი? გზა გზაა. გზა გზა არ არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ჩემი გარდასულობა, ყველას გან გამოკლებულობა, გაღმა-
სიქით უსასრულო ყურყუტი. ინებებენ და ენის თავის ადგილზე
დასაბრუნებლად ჩემთან პერსონალურად მობრძანდებიან, რა-
თა ჩემს კალთაში უსაფრთხოდ და საიმედოდ თავშეფარებულმა
ენამ ბოლოსდაბოლოს იმ მშვენიერი ბგერის მო ძებნა და ამოთ-
ქმა შეძლოს. ამ ყველაფერს აზრი მაშინ ექნებოდა, თუკი ენა
მოახერხებდა და ამ ბგერის, ამ ჰაერშეპარული სირენასა ვით
გულგამგმირავი ბღავილის მეშვეობით, მიღმასიქეთისკენ კიდევ
უფრო მეტად წამიბიძგებდა. ენის უკუცემის შედაგად, დიახ სწო-
რედ ამ ენის, რომელიც მე თავადვე შევქმენი და მერე გამექცა
(იქნებ მაგიტომაც შევქმენი? მაშინვე რომ ჩემგან გაქცეულიყო,
იმიტომ
რომ მე თვითონ ვერაფრით მოვახერხე ჩემს თავს გავ-
ქცეოდი), სულ უფროდაუფრო მეტად ვიდევნები მიღმასიქითა
სამყაროში. ჩემი ენა კი ნებიერად კოტრიალობს თავის გუბეში,
გზაზე გათხრილ დროებით პატარა საფლავში, ზევით იყურება,
სუფთა ჰაერს ეძებს. ზურგზე ტრიალებს, მოთვინიერებული მხე-
ცივითაა, ცდილობს ნებისმიერი წესიერი ენის მსგავსად, ადა-
მიანებს თავი მოაწონოს. გორავს, ფეხებს ფართოდ შლის, იქნებ
ვინმე მომეფეროსო, აბა სხვა რა ენდომება. გიჟდება, ხვევნა-
კოცნა ისე უყვარს. ეს ართობს და მკვდრებს აღარ უყურებს. მე
კი იმიტომ ვუყურებ, ვიცი, მერე მათაც მე ამკიდებენ. ამიტომაც
ჩემი ენის შესაჩერებლად არ მცალია, ის კი უსირცხვილოდ
ტრიალებს და უამრავი ხელი ეფერება. არადა ეს მკვდრებიც იმ-
დენია, რომლებზეც თვალი უნდა მეჭიროს. ეს ტიპიური ავ-
სტრიული გამოთქ მაა და ნიშნავს, რომ მე მათზე უნდა ვიზრუნო,
კარგად მოვეპყრა. მაგრამ ჩვენ ზუსტად იმით არა ვართ ცნობი-

958
ლი, რომ ყველას კარგად ვექცევით. ნუ გეშინია, მსოფლიო უკვე
ხედავს ამას. ეს ჩვენი სადარდებელი აღარ არის. მაგრამ რაც
უფრო ნათლად ხმიანდება ჩემში ეს მოთხოვნა, მკვდრებს მიხე-
დეო, მით უფრო ვეღარ ვაქცევ ყურადღებას ჩემს სიტყვებს.
მკვდრებს უნდა მივხედო და ამ დროს კი გამვლელები ჩემს ენას
ხელს უსვამენ და უღუტუნებენ, ჩემი მკვდრები კი მაინც ოდნავა-
დაც არ ცოცხლდებიან. ამაში დამნაშავე არავინაა. მათ შორის
არც მე. მერე რა, თუ მეც გაწეწილი ვარ ჩემი თმასავით, რა ჩემი
ბრალია, მკვდრები რომ ვერ ცოცხლდებიან. მინდა, რომ იქ,
გაღმა, ჩემი ენა გაჩერდეს, უცხო ხელებს მონად ნუღარ დაუდგე-
ბა. მერე რა, თუ ეს სიამოვნებას ანიჭებს. მსურს, რომ მან ბო-
ლოს და ბოლოს დაიწყოს და მოთხოვნები კი არ წამოაყენოს,
არამედ თვითონ იქცეს მოთხოვნად. მოთხოვნას უნდა დაემორ-
ჩილოს, მაგრამ არა ხვევნაკოცნის მოთხოვნას, არამედ იმას,
ჩემთან დაბ რუნება რომ ჰქვია. ენა ყოველთვის მაგრად უნდა
იდგეს, მაგრამ მან ეს ყოველთვის არ იცის და მეც არ მისმენს.
მოთხოვნაზე ის უნდა გამოცხადდეს, რადგან ის ადამიანები, რო-
მელთაც ბავშვის ნაცვლად მისი მიღება უნდათ – ენა ხომ ასეთი
საყვარელია, მისი წაღმა უკუღმა სიყვარული შეიძლება – ისინი
არასოდეს ცხადდებიან. ისინი წესებს საზღვრავენ, მაგრამ თვი-
თონ არასოდეს ცხადდებიან. მრავალმა მათგანმა თანაზიარო-
ბაში თავიანთი გაწვევის ბრძანება მაშინვე გაანადგურა, დახია,
დაწვა და დროშაც თან მიაყოლა. აი,
ასე. მის მოთხოვნას კი რაც მეტი ხალხი გამოეხმაურება და
მუცელ ზე ხელს მოუფათურებს, მიჭმუჭნმოჭმუჭნის, მის თვი-
ნიერებასა და მიმნდობლობას სიყვარულით მიიღებს, მით უფრო
შორს წავბორძიკ დები. მორჩა, საბოლოოდ დავკარგე ჩემი ენა,
მათ წამართვეს, იმიტომ რომ უკეთესად ექცევიან. აი, უკვე თით-

959
ქმის მივფრინავ. ეს გზა აქ ასე უცბად საიდან გაჩნდა, რომელიც
მის დასაწევად მჭირდება? სად მივდივარ, რომ მივდივარ, რა
მინდა? როგორ მივალ იმ ადგილას, სადაც შემეძლება ჩემი ინ-
სტრუმენტი ამოვიღო, სინამდვილეში კი მხოლოდ შენახვა შე-
მეძლო? სადღაც იქით, ტოტებშუა, შუქი ცრია ტობს. იქნებ ეს
სწორედ ის უსაფრთხო ადგილია, სადაც ჩემი ენა სხვებს ჯერ მო-
ფერებით სიქას აცლის, უნანავებს, რათა მერე თვი თონაც ეღირ-
სოს დარწევა, თუნდაც ერთხელ. იქნებ კვლავ კბენას აპირებს?
მას ხომ თვალი სულ საკბენად უჭირავს, ეგ არის, რომ სხვებმა
ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან. პირველად გაანებივრებენ და
გააღუღუნებენ ხოლმე ამ ვითომცდა მოშინაურებულ ცხოველს.
ასეთი ხომ ისედაც ყველას ჰყავს უკვე სახლში, უცხოს სახლში
შეყვანა რაღაში სჭირდებათ? რატომ უნდა იყოს ეს ენა იმისაგან
განსხვავებული, რაც მათ უკვე იციან? და თუ განსხვავებულია,
მაშინ მისი წაყვანა სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძ-
ლება ვერც კი შეეწყოს იმ ენებს, რომლებიც მათ უკვე ჰყავთ.
რაც უფრო მეტი მეგობრულად განწყობილი უცხო ხალხი არსე-
ბობს, რომელთაც საერთოდ ესმით, როგორ უნდა იცხოვრონ,
თუმცა ამის გამო თავი ანთ ცხოვრებას კიდევ დიდხანს ვერა-
ფერს უგებენ, რადგან მოფე რების სურვილს აყვებიან ხოლმე,
თუმცა რაღაცას ხომ ყოველთვის უნდა აჰყვე, – მით უფრო ძნე-
ლად არჩევს ჩემი მხედველობა გზას უკან, ენისაკენ. მაშ ვის უნ-
და გაერჩია რამე, თუ არა მხედველობას? რა, ლაპარაკმა უნდა
აიღოს თავის თავზე ხედვაც? სანამ გაიხედავდე, უნდა ილაპარა-
კო? აგერ წამოკოტრიალებულა, მის ტანზე ხელები დაფუთფუ-
თობენ, ქარი ახმაურებს, ქარიშხალი ანებივრებს, ყურთას მენა
კი იმდენად შეურაცხოფს, რომ საერთოდ აღარ ისმენს.მორჩა,
აბა, ყველაფერი გაიგონეთ! ვისაც არ უნდა გაგონება, უნდა ისე

960
ილაპარაკოს, რომ არავინ მოისმინოს. თითქმის არავის უსმე-
ნენ, თუმცა ლაპარაკით კი ლაპარაკობენ. მე კი მისმენენ, მაგ-
რამ სამაგი ეროდ ჩემი ენა არ მიგონებს, თუმცა უკვე ძლივსღა
ვხედავ. მის ზურგს უკან ბევრ რამეს ამბობენ. ამდენად, თვითონ
ბევრს ვერაფერს
იტყვის. ესეც საქმეა. უსმენენ, როგორ აყოლებს ხმას ვიღა-
ცის ლაპარაკს. ამ დროს კი წითელ კლავიშზე ვიღაც თითს
აჭერს, რასაც საშინელი აფეთქება მოჰყვება. ენას მხოლოდ ის-
ღა დარჩენია, რომ წარმოთქვას: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ...
შეუძლებელია მე მგუ ლისხმობდეს, თუმცა ჩემი ენისათვის მე
ხომ ბოლოსდაბოლოს მამა ვარ და მაშასადამე დედა ვარ. მე ჩე-
მი დედაენის მამა ვარ. დედაენა თავიდანვე აქ იყო, ჩემში იყო.
მამა კი არსად ჩანდა, რომ შესაბამ ისად ისიც აქ ყოფილიყო. ჩე-
მი ენა ხშირად არ შემესაბამებოდა ხოლმე, ამას ცხადად მაგ-
რძნობინებდნენ, მაგრამ ამის გაგება მე არ მსურდა. ჩემი ბრა-
ლია. მამამ დედასთან ერთად მიატოვა ეს პატარა ოჯახი. მართა-
ლიც იყო. მის ადგილზე მეც არ გავჩერდებოდი. ჩემი დედაენაც
მამის კვალს გაჰყვა, წავიდა. როგორც ვთქვით, ის ახლა იქ
არის, გაღმა. გზაზე მიმავალ ხალხს აყურადებს. იმ გზაზე მიმა-
ვალს, ადრე მამა რომ წაჰყვა. ახლა ისეთი რამე იცის, რაც შენ
არ იცი, რაც მამამ არ იცოდა. მაგრამ რაც უფრო მეტი იცის, მით
უფრო არაფრისმთქმე ლი ხდება იგი. არა, სულ რაღაცას კი ამ-
ბობს, მაგრამ მაინც არაფრისმთქმელია. და აი, გარდასულობა
გვემშვიდობება. ის არავის არაფერში გამოადგა. ვერავინ ხე-
დავს, რომ მე შიგნითა ვარ, ამ გარ დასულობაში. არავინ მაქ-
ცევს ყურადღებას, არა, შეიძლება მე კი მამჩნევენ, მაგრამ არა-
ფერს ჩემსას არ აქცევენ ყურადღებას. როგორ მივაღწიო იმას,
რომ ყველა ამ სიტყვამ ჩემზე და ჩვენთვის რაღაცის თქმა შეძ-

961
ლოს? ლაპარაკით ამას ვერ მივაღწევ. არა, შემიძლია საერ
თოდ არ ვილაპარაკო, ჩემი ენა სამწუხაროდ ამჟამად სახლში
არაა. იქ, გაღმა, რაღაცა სხვა რამეს ამბობს, რაც მე მისთვის არ
დამივა ლებია. მან ხომ ჩემი ბრძანება მაშინვე დაივიწყა. ამას
არ მეუბნება, თუმცა ჩემია, მე მეკუთვნის. ჩემი ენა მე თუ არა-
ფერს მეუბნება, სხვებს როგორღა ეტყვის? ამრიგად, ის არაფ-
რისმთქმელიც არ არის. თქვენ ეს უნდა აღიაროთ! რაც უფრო
შორსაა ჩემგან, მით უფრო მეტს ამბობს, დიახ, სწორედ მაგ
დროს ბედავს ისა თქვას, რისი თქმაც თვითონ უნდა. მერე კი ბე-
დავს მე არ დამემორჩილოს, წი ნააღმდეგობა გამიწიოს! საერ-
თოდ, რამე საგანს დიდხანს თუ უყურებ, თითქოს თანდათანო-
ბით გშორდება, თან მით მეტად, რაც უფრო მეტხანს უყურებ.
ლაპარაკს თუ დაიწყებ, მის დაჭერას კვლავ მოახ ერხებ, მაგრამ
დიდხანს მაინც ვერ შეინარჩუნებ. თავს აიშვებს და საკუთარ და-
სახელებას გაეკიდება, იმ უამრავ სიტყვას, რომელიც მე
შევქმენი და რომლებიც მერე დავკარგე. სიტყვათა საკმარისი
რა ოდენობა გაიცვალგამოიცვალა, გადაცვლის კურსი კი საშინ-
ლად ცუდია და მერე სულ მარტო ეს კურსია: საშინელი. რასაც
ვამბობ, დასაწყისშივე დასავიწყებლადაა განწირული. სიტყვა-
საც ეს უნდა, ის ხომ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობს. გამოუთ-
ქმელი ყოველდღე ითქმის, მაგრამ ის, რასაც მე ვამბობ, წესით
არ უნდა თქმულიყო. ეს ნათქვამის მხრიდან სულმდაბლობაა.
ენით გამოუთქმელი სულმდ აბლობაა. ნათქვამს არ სურს, რომ
მე მეკუთვნოდეს. რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა მერე ითქვას:
სიტყვა საქმედ იქცა. დიდად კმაყო ფილი დავრჩებოდი, თუკი ჩე-
მი ენა თავს მოიკატუნებდა, ვითომ შენი ვარო, მაგრამ წესით
ხომ მართლა მე მეკუთვნის. რა უნდა გავაკეთო, რომ ცოტათი
მაინც შევიჩვიო? სხვებს ვერაფერს გამორჩება, მე კი საკუთარ

962
თავს ვთავაზობ. დამიბრუნდი! უკან დაბრუნდით, ძალიან
გთხოვთ! მაგრამ შენც არ მომიკვდე! გადაღმა, ბილიკზე, ეს ჩემი
ენა ისეთ საიდუმლოებებს ისმენს, მე რომ არ უნდა ვიცოდე და
მერე ამ საიდუმლოებებს სხვებს გადასცემს, რომელთაც მისი
გაგონებაც არ უნდათ. მე კი სიამოვნებით მოვუსმენდი, მომიხ-
დება კიდეც, მათ შორის სახეზეც. დიახ, მაგრამ ის ხვდება მერე
ამას? სალაპარაკოდაც არ მიჩერდება. ის სიცარიელეშია, რაც
სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ჩემგან განსხვავებით, იქ ბევ-
რნი არიან. სიცარიელე გზაა. მე კი წარმოიდგინეთ, რომ სიცა-
რიელის მიღმა ვარ. გზა მივატოვე. ყოვ ელთვის მარტო სხვების
ნათქვამს ვიმეორებდი. ჩემზეც ბევრი ცუდი უთქვამთ, მაგრამ
ყველაფერი მართალი კი არ არის. მე თვითონ სხვის ნათქვამს
ვიმეორებდი და ვამტკიცებ: ნამდვილი თქმა ამჟამად სწორედ
ამას ჰქვია. როგორც უკვე ითქვა, უბრალოდ ენით გამოუთქ მე-
ლია! უკვე დიდი ხანია, ამდენი არ თქმულა. მოსმენას ვეღარ ას-
წრებ, თუმცა უნდა უსმინო, რაღაცა რომ შეძლო. ამ თვალთა-
ხედვით, რაც სინამდვილეში თვალთა არიდებაა, მათ შორის ჩე-
მი თავის მიმართაც, ჩემზე ვერაფერს იტყვიან, სათქმელი არც
არაფერია, თქმა არაფრის მომცემია. ცხოვრებას სულ თვალს
ვაყოლებ, ენა ზურგს მიჩვენებს, რათა უცხო ხალხთან სასიყვა-
რულოდ მუცელი უკეთესად მოიმარ ჯვოს, ეგ უსირცხვილო, ეგა.
მე ზურგს მიჩვენებს, ისიც საერთოდ თუ მიჩვენა. უფრო ხშირად
კი ნიშანსაც არ მაძლევს და არც არაფერს მეუბნება. ზოგჯერ
იქით სხვებში ვეღარც კი ვარჩევ ხოლმე. ამიტომაც ახლა ვეღარ
ვამბობ „როგორც უკვე ვთქვი“. მართალია, ასე ხშირად
მითქვამს, მაგრამ ახლა ვეღარ ვამბობ, სიტყვები შემომაკ-
ლდა. ხან დახან მათ ზურგსა და ფეხების ქვედა ნაწილებს ვხე-
დავ, ძლივ ძლივობით რომ მიათრევენ, სიტყვებს ვგულისხმობ,

963
მაგრამ ჩემს გასწრებას მაინც ყოველთვის ახერხებენ, თან უკვე
დიდი ხანია. მე რაღას ვაკეთებ? მაგიტომაა ასე არხეინად რომ
წამოწოლილია ეს ჩემი ძვირფასი ენა აგერ, ჩემგან ორ ნაბიჯში?
ბუნებრივია, ასე ყოვ ელთვის გამასწრებს, წამოხტება და გაიქ-
ცევა, როგორც კი მე ჩემ მიღმასიქეთა ადგილს დავტოვებ და მის
მოსაყვანად გადავალ. ისიც არ ვიცი, რატომ უნდა მოვიყვანო.
იმიტომ ხომ არა, რომ თვითონ არ მომიყვანოს? იქნებ იმიტომაც
გამირბის ის, ვინც ეს ამბავი იცის? ვინც მე არ მომყვება? ვინც
სხვების ნათქვამს და მზერას ასდევნებია. ვერავინ იტყვის, რომ
მას ჩემსა და მათ შორის განსხვავების დან ახვა არ შეუძლია.
ისინი სხვანაირები არიან, იმიტომ რომ სხვები არიან. არავითარ
სხვა საფუძველზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვები არიან.
ეს ჩემი ენისათვის უკვე საკმარისია. მთავარია, მე არ ვაკეთებ
ამას, რასაც ლაპარაკი ჰქვია. სხვები, ყოველთვის სხვები,
ოღონდ მე არა. მათ ეკუთვნის კიდეც ეს ჩემი ტკბილი ენა. მეც
დიდი სიამოვნებით მოვეფერებოდი, როგორც ამას გაღმა სხვე-
ბი აკეთებენ, მაგრამ ვერსად გამოვიჭირე. ამიტომაცაა იქით,
გაღმა, რომ მე მისი გამოჭერა ვერ შევძლო.
როდის იქნება, რომ აქედან უხმაუროდ აიბარგება? როდის
დალაგდება ყველაფერი ისე, რომ ხმაური აღარ იქნება? რაც უფ-
რო ხშირად მიიპარება ხოლმე ენა იქით, მით უფრო ხმამაღალი
ლაპარაკი ისმის იქიდან. იგი ყველას პირზე აკერია, მარტო ჩემს
პირს ვერ ეკ არება. ღამის წყვდიადმა მომიცვა. გონება არ დამი-
კარგავს, მაგრამ ღამის წყვდიადში მოვხვდი. უძილობისაგან გა-
ტანჯულმა ჩემ ენას ზღვის შუქურასავით სულ თვალი უნდა ვაყო-
ლო, იმ შუქურასა ვით, რომელმაც ვიღაცას სახლის გზა უნდა
გაუნათოს და ამიტომ თვითონაც განათლებული უნდა იყოს. თა-
ვისი ღერძის ირგვლივ ტრიალისას შუქურა სიბნელეს სულ სხვა

964
რაღაცას გამოსტაცებს ხოლმე, რომელიც იქ იმის მიუხედავა-
დაა, გაანათებს მას შუქურა თუ არა. ეს ის შუქურაა, არავის რომ
არ ეხმარება ხოლმე, თუმცა ზოგიერთ წყალში ჩავარდნილს ეს
ძალიან გამოადგებოდა და წყალში სიკვდილისაგანაც იხსნიდა.
რაც უფრო ვინდომებ მის გამორთვას, მით მეტად მეჯიუტება და
არ ქრება, ჰო, ჩემს ენაზე ვამბობ. ენის
ალს ახლა მექანიკურად ვთიშავ, დროებით ალზე გადამყავს.
ძალიან ვცდილობ მის მოგუდვას, გრძელი ჯოხი მიკავია, რო-
მელსაც ბოლოში ალის მოსაგუდი სპეციალური მოწყობილობა
ამაგრია. ასეთი ჯოხი ბავშვობიდან მახსოვს, ეკლესიაში სან-
თლებს აქრობდნენ ხოლმე. მოკლედ, ალის მოგუდვას რაც უფ-
რო ვცდილობ, მე მგონი, მით მეტი ჰაერი მიეწოდება. მით უფრო
ხმამაღლა ყვირის, ათასობით კეთილად მოფუთფუთე ხელებშუა
იკლაკნება, მე ხომ საუბედუროდ, ასე არა სოდეს მოვქცევივარ
და ჩემითვის რაა სასიკეთო, ისიც კი არ ვიცი. ახლა კი ასე იმი-
ტომ გაჰყვირის, რომ უნდა როგორმე ჩამომიშოროს. სხვების
გასაგონად ყვირის, რათა მათაც ბუკი და ნაღარა შემოკრან და
მასავით აყვირდნენ, რომ რაც შეიძლება დიდი ხმაური ატყდეს.
იმიტომ ყვირის, რომ არ უნდა, მე მივუახლოვდე. საერთოდ არ
არის საჭირო ვინმესთან ზედმეტი დაახლოება. და ნათქვამიც კი
ახლოსაც არ უნდა მიდიოდეს იმასთან, რისი თქმაც გინდოდა.
საკუთარ ენას ძა ლიან არ უნდა დაუახლოვდე, ეს შეურაცხმყო-
ფელია. ენა შეიძლება ისე გამოვიდეს მდგომარეობიდან, რომ
მისივე ნათქვამი იმეოროს, თანაც ისე ხმამაღლა, რომ ვერავინ
გაიგოს, რომ მას ამის გამოთქმა წინას წარ ასწავლეს. დაპირე-
ბებსაც კი მაძლევს, ოღონდ თავი დავანებო. ოღონდ არ მივუახ-
ლოვდე და რას არ მპირდება. მილიონობით ადამიანს აქვს ამის
უფლება, მე კი არა მაქვს! ამ დროს, ჩემია! აბა, როგორ მოგ-

965
წონთ ეს ამბავი? თვითონ ვერ გეტყვით, მომწონს თუ არა. ენას
ნამდვილად დასაწყისი დაავიწყდა, აბა, მისი საქციელი სხვა-
ნაირად როგორ ავხსნა? ყველაფერი ხომ ჩემთან დაიწყო. მაშინ
სულ პატარა იყო. არა, იმის თქმაც არ ღირს, ამხელა როგორ
გაიზარდა! საერთოდ ვეღარ ვცნობ. ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი,
როცა სულ პატარა იყო. ირგვლივ კი ისეთი სიწყნარე სუფევდა,
მაშინ ხომ ენა ჯერ კიდევ ჩემი შვილი იყო. ახლა კი გაიზარდა და
უეცრად გოლიათად იქცა. ჩემი შვილი აღარაა. მართალია, ბავ-
შვი მოზრდილად არ ქცეულა, მაგრამ დიდი კია, თუმცა არ იცის,
რომ ჯერ ჩემი მზრუნველობის ასაკიდან არ გამოსულა, თუმცა
საკმაოდ საზრიანია. იმდენად საზრი ანია, რომ თავის თავსაც
უხურავს, იმხელას ყვირის. და ყველა მათ, ვინც კი მასზე ხმამაღ-
ლა იყვირებს. მერე კი დაუჯერებელ სიმაღლეს აღწევს ხოლმე.
უნდა დამიჯეროთ, ამის გაგონებას ნამდვილად არ გისურვებთ!
სულაც არ ვამაყობ ამ ბავშვით, ესეც დამიჯერეთ, ძა ლიან
გთხოვთ! როცა იწყებდა, სულ იმას ვნატრობდი, ნეტა, სულ
ასეთი წყნარი იყოსმეთქი, როგორც მაშინ იყო, როცა ლაპა-
რაკი არ შეეძლო. არც ახლა მომწონს, ასე ქარიშხალივით რომ
გადაუვლის ხოლმე რაღაცრაღაცებს, სხვებს კიდევ უფრო ხმა-
მაღლა ააბღავ ლებს, მკლავს მოაღერებინებს და მაგარმაგარ
საგნებს აქეთიქით ასროლინებს, რომელთა დაფიქსირება და
დაჭერა ჩემს ენას უკვე არ შეუძლია, ის ხომ ყოველთვის ძალიან
არასპორტული იყო და ესეც ჩემი ბრალია. ენა არ იჭერს. ის ის-
ვრის, მაგრამ დაჭერა არ შეუძლია. მე კი გამოჭერილი ვყავარ,
რომც წავიდეს, მაინც მასში ვარ. ჩემმა ენამ დამიჭირა, თვითონ
კი ჩემი საპატიმროს მცველია. უცნაურია, მაგრამ საერთოდ არ
მიცავს! რა, ამდენად დარწმუნებულია ჩემში? იმდენადაა დარ-
წმუნებული, რომ არ გავიქცევი, რომ სჯერა, შეუძლია დამტო-

966
ვოს? აი, მოდის აქ ერთი და რაღაცას მელაპარაკება, თუმცა მიც-
ვალებულია და ეს მისთვის გათვალისწინებული არ არის. ამის
ნება აქვს, ახლა ბევრმა მკვდარმა წამოყო უკვე თავი და მოგუ-
დული ხმით რაღაცას მელაპარაკებიან, თავს ამის უფლებას აძ-
ლევენ, რადგან ჩემი ენა მე არ მიცავს. იცის, არ არის საჭირო და
იმიტომ. ჩემგან გაქცევა რომ მოინდომოს, მე მაინც არ დავიკარ-
გები. მე კი ვყავარ ხელებში გამომწყვდეული, მაგრამ სამა-
გიეროდ თვითონ მისხლტება ხელიდან. მე მაინც ვრჩები. მაგ-
რამ რაც რჩება, იმას პოეტები არ წყალობენ. რაც დარჩა, მისი
საქმე წასულია. მაღლამაღლა ფრენას ბოლო მოეღო. არაფერი
და არავინ არ ჩამოსულა. და თუკი რამე, ყოველგვარი საღი აზ-
რის მიუხედავად, არ ჩამოსულა, მაგრამ სულ ცოტა ხნით მაინც
შეყოვნდა, მაშინ ის ყველაზე უფრო წარმავალიც კი გაქრება,
რაც დარჩენილი იყო და ეს არის ენა. სამუშაოს სხვა შემოთავა-
ზებას გამოეხმაურა. ყოველთვის სხვაგან მიდის ის, რაც უნდა
დარჩენილიყო. ყოველ შემთხვევაში, აქ არაა. ჰოდა, იყავი ახლა
ასე, სხვა მაინც რაღა დაგრჩენია.

967
ჰაროლდ პინტერი

ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა


1958 წელს ასეთი რამ დამიწერია:
„არ არის მკვეთრი განსხვავება რეალურსა და ირეალურს,
ჭეშ მარიტებასა და სიცრუეს შორის. ესა თუ ის მოვლენა, თავის-
თა ვად, არ არის მხოლოდ სიმართლე ან ტყუილი: ის შეიძლება
ორივე ერთად იყოს“.
მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრება დღემდე აქტუალურია და ახლაც
დაგვეხმარება, რათა რეალობას ხელოვნების მეშვეობით ჩავწვ
დეთ. ამას მოგახსენებთ როგორც მწერალი, მაგრამ როგორც
მო ქალაქემ მაინც უნდა ვიკითხო: რა არის ჭეშმარიტება? რა
არის სიცრუე?
დრამატურგიაში ჭეშმარიტება ოდითგანვე მოუხელთებელ
ცნებად ითვლებოდა. მისი აღმოჩენა მუდამ გვიჭირს, თუმცაღა,
ძალაუნებურად, სულ მის ძიებაში ვართ. ეს ძიება აშკარად ით-
ხოვს ძალისხმევას, ეს ჩვენი მოვალეობაა. ხშირად გაუცნო-
ბიერებლად გადავეყრებით ხოლმე წყვდიადში ჭეშმარიტებას,
უბრალოდ შევე ფეთებით, ანდა მხოლოდ თვალს ვკიდებთ იმ ხა-
ტებასა და ფორ მას, რომელიც სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ
ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ დრამატურგიაში არ მოიძევება
ერთადერთი ჭეშ მარიტება: ის იქ ბევრია. ეს ჭეშმარიტებები ერ-
თმანეთს კიდეც
უგებენ და ერთმანეთის ვერაფერი გაუგიათ. ზოგჯერ გეჩვენე-
ბათ, რომ წამიერი ჭეშმარიტება მოიხელთეთ, მუჭში გაქვთ გა-
მომწყვ დეული, მაგრამ შემდეგ ის ხელიდან გისხლტებათ და გე-
კარგებათ. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ იბადება ჩემი
968
პიესები. ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩემი საკუთარი პიესების
განხილვაც გამი ჭირდება. იმასღა თუ გეტყვით, რომ იქ ასე მოხ-
და, ასეთი რამ
ითქვა.
ჩემი პიესების უმრავლესობას, ძირითადად, ერთი ფრაზა,
სიტყვა ან ხატება აძლევს დასაბამს. სიტყვას მაშინვე მოსდევს სა
ხე, ხატება. მაგალითად, დაგისახელებთ ორ ამოსავალ წერ-
ტილს, მოულოდნელად რომ მეწვია საიდანღაც. შემდეგ მათ
წარმოსახვაც მოჰყვა... მეც მივყევი.
„დაბრუნებასა“ და „ძველ დროებაზე“ მოგახსენებთ. „დაბ რუ-
ნების“ დასაბამი გახლავთ „სად წაიღე მაკრატელი?“ „ძველი
დროების“ – „მუქი, სიბნელე.“ პიესების დაწერამდე ამის მეტი
მეც არაფერი ვიცოდი.
აშკარა იყო, რომ პირველ პიესაში ვიღაც მაკრატელს ეძებდა
და მის შესახებ ეკითხებოდა სხვა ვიღაცას, რომელსაც, სავარაუ
დოდ, მის მოპარვას აბრალებდა. ისიც ვიცოდი, რომ ეჭვმიტანი-
ლი არც იმ მაკრატელს დაგიდევდათ და არც მის მაძიებელს.
„მუქი“ ვიღაცის თმა უნდა ყოფილიყო, ვიღაც ქალის. სწორედ
ეს „მუქი“ იყო პიესის გასაღები. ორივე შემთხვევაში იძულებუ-
ლი ვიყავი ამ ორ ამოსავალ წერტილს დავყრდნობოდი. ეს ყვე-
ლაფერი ვიზუალურად ხდებოდა. ჩემ თვალწინ... თანდათანო-
ბით გადადი ოდა ბნელიდან ნათელში.
პიესის წერას ყოველთვის ჩემებურად ვიწყებ: პერსონაჟებს
ას, ბს და ჩს ვარქმევ.
პიესაში, შემდგომ „დაბრუნებად“ რომ დასათაურდა, ვხე დავ-
დი, როგორ შედიოდა ვიღაც ერთობ გაპარტახებულ ოთახში და
მაკრატელზე ეკითხებოდა თავისზე ახალგაზრდა კაცს, რომელ
იც გაქუცულ დივანზე მოკალათებულიყო და გაზეთს კითხულობ

969
და – კერძოდ, დოღის ამბებს ჩაღრმავებოდა. ჩემი ვარაუდით, ა
მამა იყო, ბ – მისი შვილი. მხოლოდ ვარაუდით, დარწმუნებული
არ ვიყავი. ამაში მერეღა დავრწმუნდი, როდესაც ბმ (მოგ-
ვიანე ბით ლენიმ) უთხრა ას (მოგვიანებით მაქსს): „მამა, მოდი
რა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაღაც მინდა გკითხო. აი, სადი-
ლად რაც ვჭამეთ, იმას რა ჰქვია? საერთოდ, რა არის? ძაღლს
რატომ არა ყიდულობ? შენ ხომ ძაღლების მზარეული ხარ. გეფი-
ცები. ძაღლებისთვის ამზადებ საჭმელს“. ასე რომ, რახან ბ ას
„მამას“ უწოდებდა, სავსებით ლოგიკური მომეჩვენა მათი მამაშ-
ვილობა. თანაც საჭმლის მომზადება აშკარად ას მოვალეობა
გახლდათ, თუმცაღა მისი ეს საქმიანობა მაღალ შეფასებას არ
იმსახურებდა. ეს იმაზე ხომ არ მიგვანიშნებდა, რომ ოჯახში დე-
და არ იყო? ჯერ არ ვიცოდი. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი,
დასაწყისმა ხომ არასდროს იცის დასასრულიმეთქი.
„მუქი, სიბნელე“. ფართო ფანჯარა. საღამოს ცა. კაცი – ა
(შემდგომ – დილი) და ქალი – ბ (შემდგომ – ქეითი) ოთახში
სხედან და სასმელს წრუპავენ. „მსუქანი, გამხდარი?“ კითხუ-
ლობს კაცი. ვისზე ლაპარაკობენ? ჰოდა, მეც ვხედავ ქალს, ჩს
(შემ დგომ – ანას). ფანჯარასთან დგას სიბნელეში. მათკენ ზურ-
გით. მუქი თმა აქვს.
უცნაური წამია – შექმნა პერსონაჟები, რომლებიც აქამდე არ
არსებობდნენ. შემდეგ ხდება რაღაც მოულოდნელი, ელდის
მომგვრელი, საოცარი და ზოგჯერ უეცრად მოვარდნილ ზვავს
ემსგავსება. ავტორი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მას თით-
ქოს პერსონაჟები არ სწყალობენ, არ ემორჩილებიან. ძნელია
მათთან შეგუება, შეუძლებელია მათი ჩარჩოში მოქცევა. მათ ვე-
რაფერს უკარნახებ. გარკვეულწილად, ავტორი მათ უსასრულო
თამაშს ეთამაშება – კატათაგვობანას, აბა, გამოიცანის, დამა-

970
ლობანას. მა გრამ ბოლოს ხელში ცოცხალი ადამიანები შეგ-
რჩება – ადამიანები სურვილებითა და გრძნობებით, ადამიანე-
ბი, რომლებსაც ვეღარ შეცვლი, ვერ მართავ და ვერც დაამახინ-
ჯებ.
ასე რომ, ხელოვნებაში ენა ერთობ ორაზროვანი რამეა. ეს
არის ქვიშა, რომელიც ფეხქვეშ გეცლება, ყინული, რომელიც
ფეხ ქვეშ გიტყდება.
ლი. შეუძლებელია ამ პროცესის გადადება. მას იმავე წამს
უნდა გაუსწორო თვალი, სახვალიოდ ვერ შემოინახავ.
აი, პოლიტიკური თეატრი კი სულ სხვა პრობლემებს წამოჭ
რის. ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ დამოძ-
ღვრას, ჭკუის სწავლებას. აქ მთავარი ობიექტურობაა. პერსონა-
ჟებმა თვი თონ იციან თავიანთი საქმე. ავტორმა არ უნდა შეზღუ-
დოს ისინი, არ უნდა მოაქციოს საკუთარი გემოვნების, განწყო-
ბადამოკიდე ბულების თუ სიმპათიების ჩარჩოში. მწერალი პერ-
სონაჟებს სხვა დასხვა კუთხით უნდა მიუდგეს, ლაღად, თავისუფ-
ლად, ანაზდად უნდა „დაესხას თავს“ და, ამავე დროს, გარკვე-
ულწილად გზაზე არ გადაეღობოს. თუმცაღა, ეს ყოველთვის არ
ხერხდება. პოლიტი კური სატირა ამ წესებს არ ემორჩილება.
ფაქტობრივად, სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებს, რაც არის
კიდეც მისი ნამდვილი ფუნქცია.
„დაბადების დღეში“ ჩემი პერსონაჟები თავისუფლად დაეხე-
ტე ბიან შესაძლებლობათა უღრან ტყეში... იქამდე, ვიდრე საბო-
ლოოდ დამემორჩილებოდნენ.
აი, „მთების ენაში“ კი მსგავსი არაფერი ხდება. ეს პიესა შე-
კუმშული, სასტიკი და უხეშია. და მიუხედავად ამისა, მასში ჯა-
რისკაცები მაინც ახერხებენ გართობას, მაინც ხალისობენ. არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯალათი იოლად იღლება, მალე ამოს-

971
დის ყელში თავისი საქმიანობა. ცოტაოდენი სიცილი მასაც
სჭირდება გასამხნევებლად. ეს ხომ ბაღდადში აბუ ღურაიბის
მოვლენებმაც დაადასტურა. „მთების ენა“ მხოლოდ 20 წუთს
გრძელდება, მაგრამ ის შესაძლოა განუწყვეტლივაც მიმდინარე-
ობდეს, დღითი დღე, დაუსრულებლად.
პიესაში „მიწა მიწადვე“ მოქმედება წყალქვეშ უნდა ხდებო-
დეს: ქალი იხრჩობა, ტალღებიდან ხან მოჩანს მისი ხელი, ხანაც
ქრე ბა. ეს ხელი ცდილობს ვიღაცას მოეჭიდოს, მაგრამ ამაოდ:^
ვერც წყალქვეშ პოულობს ვინმეს და ვერც ზედაპირზე. იქ მხო-
ლოდ ჩრდილები, ანარეკლი და წყლის ნაკადია. სასიკვდილოდ
განწირუ ლი ქალი წყალწაღებულ ქვეყანაში... თავს ვერ აღწევს
საფრთხეს, რომელიც თითქოს სხვებს უნდა დამუქრებოდა და
არა მას.
მაგრამ ისიც სხვებივით იღუპება.
პოლიტიკოსთა ენა ვერ ბედავს ამ სფეროში შეჭრას, რადგან
პოლიტიკოსთა უმრავლესობას (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილ
ია) აინტერესებს არა ჭეშმარიტება, არამედ ძალაუფლება და ამ
ძალაუფლების განმტკიცებაშენარჩუნება. ძალაუფლება რომ გა-
ნი მტკიცონ, ხალხი უთუოდ უმეცარი უნდა იყოს, არ იცოდეს სი-
მა რთლე – სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზეც კი. ჩვენ ტყუილე-
ბის გაუვალ ქსელში ვართ გახლართული და სიცრუით ვსაზ-
რდოობთ. ყველამ ვიცით,რითიც ამართლებენერაყისდაბომ-
ბვას. გვითხრეს, სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ისეთ
იარაღს ფლობს, რომელთაგან ზოგიერთი 45 წუთში აღგვის პი-
რისაგან მი წისა ყველაფერსო. ხომ გვჯეროდა, ხომ მიგვაჩნდა
სიმართლედ. ტყუილი კი აღმოჩნდა. ისიც გვითხრეს, ერაყს კავ-
შირი აქვს ალ ქაიდასთან და პასუხს აგებს 2001 წლის 11 სექ-
ტემბრის ტრაგედი აზეო. ეგეც დავიჯერეთ. არ უნდა დაგვეჯერე-

972
ბინა. გვითხრეს, ერა ყი მსოფლიოს კეთილდღეობას ემუქრე-
ბაო. დავიჯერეთ და კვლავ შევცდით. სიმართლე კი სულ სხვა
რამ ყოფილა. გვიჯობს გავიაზ როთ, როგორ ესმის აშშს თავისი
როლი და რა გზით ცდილობს
მის შესრულებას.
მაგრამ ვიდრე აწმყოს დავუბრუნდებოდე, მინდა ახლო წარ
სულზეც, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშს საგარეო პო-
ლიტიკაზე გითხრათ ერთიორი სიტყვა. მგონი, მოკლედ მაინც
უნდა მიმოვიხილოთ ეს პერიოდი.
ყველამ ვიცით, რა მოხდა საბჭოთა კავშირსა და მთელ აღ
მოსავლეთ ევროპაში ომის შემდგომ პერიოდში: სისტემატური
ძალადობა, მხეცობა, თავისუფალი აზრის ჩახშობა. ეს ყველაფე-
რი დოკუმენტურად არის დადგენილი და დადასტურებული.
ვფიქრობ, რომ აშშს მაშინდელი დანაშაულებრივი მოქმედე-
ბა მხოლოდ ზედაპირულად არის გაშუქებული. არც დოკუმენტუ-
რი მასალა, არც აღიარებული ბოროტმოქმედება (თუკი საერ-
თოდ თვ ლიან ამას ბოროტმოქმედებად)! ეს უნდა ითქვას, და ეს
სიმართლე უშუალოდ უკავშირდება დღევანდელ მსოფლიოს.
მართალია, აშშს გარკვეულწილად ზღუდავდა საბჭოთა კავში-
რის არსებობა, მაგრამ
ლად მოწმობს, რომ ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.
აშკარა ინტერვენცია სუვერენულ სახელმწიფოში, ფაქტობრი
ვად, არასდროს ყოფილა ამერიკის ჩვეული მეთოდი. ის იმას
უფრო ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავად „დაბალი ინტენ-
სიურობის კონფლიქტს“ უწოდებს. „დაბალი ინტენსიურობის
კონფლიქტში“ კი ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ ათასობით ადა-
მიანი კვდება, კვდება ნელა, დიდხანს და არა ისე, როგორც მხე-
ცური დაბომბვის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გუ-

973
ლი დააავადო, ხელი შეუწყო იქ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას
და თვალი ადევნო მის ლპობას. და მაშინ, როცა მოსახლეობა
დამორჩილებული ანდა სასიკვდილოდ განწირულია (ეს ხომ,
ფაქტობრივად, ერთი და იგივეა) და როცა ძალაუფლებას შენი
საკუთარი მეგობრები, სამხედროები და დიდი კორპორაციების
მფლობელები დაჰპატრონებიან, შენ კამერის წინ აცხადებ, რომ
დემოკრატია ზეიმობს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ წლე-
ბის ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.
როგორ შემიძლია გვერდი ავუარო ნიკარაგუას ამბებს. ეს
ხომ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ წარმოედგინა ამერი-
კას სა კუთარი როლი – მაშინაც და ახლაც.
1980იანი წლების მიწურულს ლონდონში აშშს საელჩოში
სხდომას ვესწრებოდი.
აშშს კონგრესს უნდა გადაეწყვიტა, დამატებით დაეფინანსე
ბინა თუ არა „კონტრას“ კამპანია ნიკარაგუას წინააღმდეგ. მე იმ
დელეგაციის წევრი გახლდით, რომელიც ნიკარაგუას სახელით
ლაპარაკობდა, მაგრამ ამავე დელეგაციის გაცილებით მნიშ ვნე-
ლოვანი წარმომადგენელი იყო ღირსი მამა ხონ მეტკალფი.
აშშს კორპუსის ლიდერი იყო რაიმონდ საიცი (მაშინ მეორე კაცი
ელჩის შემდეგ, მოგვიანებით – თავად ელჩი). ღირსმა მამა მეტ
კალფმა გვითხრა:
„ბატონებო, მე ნიკარაგუას ჩრდილოეთ მხარეში ვმოღვაწე-
ობ. ჩემმა მრევლმა ააშენა სკოლა, ჯანმრთელობისა და კულტუ-
რის ცენტრები. ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ რამდენი-
მე თვის წინათ „კონტრას“ ძალებმა იერიში მიიტანეს ჩემს სამ-
წყსოზე. ყვე ლაფერი გაანადგურეს – სკოლაც და ჯანმრთელო-
ბისა და კულ ტურის ცენტრებიც. ძალა იხმარეს მომვლელებსა
და მასწავლე

974
ბლებზე, მხეცურად ამოხოცეს ექიმები. ნამდვილი ველურები-
ვით იქცეოდნენ. გთხოვთ, აუკრძალოთ აშშს მთავრობას ამ თავ-
ზარ დამცემი ტერორისტული აქტების მხარდაჭერა“.
რაიმონდ საიცი ერთობ გონიერი, სანდო და გამოცდილი ადა
მიანის რეპუტაციით სარგებლობდა. მას დიდად სცემდნენ პა-
ტივს დიპლომატიურ წრეებში. მან მოუსმინა სასულიერო პირს,
წამით დაფიქრდა და დინჯად მიუგო: „მამაო, ერთ რამეს გეტ-
ყვით. ომის დროს ყოველთვის უდანაშაულონი ისჯებიან“. დარ-
ბაზი გაირინდა. ყველა საიცს შევყურებდით, მას კი წარბიც არ
შეუხრია.
უდანაშაულონი მართლაც ყოველთვის ისჯებიან.
ბოლოს ვიღაცამ თქვა: „მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულო
ხალხი თქვენი მთავრობის მხარდაჭერით ჩადენილ ერთერთ მხ
ეცურ ქმედებას ემსხვერპლა. თუ კონგრესი კვლავაც გა-
მოუყოფს
„კონტრას“ თანხებს, კიდევ არაერთი ასეთი ძალადობის მოწ-
მენი გავხდებით. განა ასე არ არის? განა თქვენი მთავრობა და-
ნაშაულს არ სჩადის, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მო-
ქალაქეთა დარბევაამოჟლეტას უჭერს მხარს?“
საიცს არც ამჯერად შეუხრია წარბი, შესაშურ სიმშვიდეს ინ
არჩუნებდა: „არა მგონია, აქ წარმოდგენილი ფაქტები რაიმეს
ამტ კიცებდეს“.
როდესაც საელჩოდან გავდიოდით, ერთმა ამერიკელმა სამ-
ხე დრომ მითხრა, ძალიან მომწონს თქვენი პიესებიო. მე მის-
თვის ხმა არ გამიცია.
უნდა შეგახსენოთ, რომ იმხანად პრეზიდენტმა რეიგანმა გა
ნაცხადა, „კონტრა“ ჩვენი ქვეყნის მამამთავრების მორალური
ეკ ვივალენტიაო.

975
40 წლის მანძილზე უჭერდა აშშ მხარს ნიკარაგუაში სომო ზას
სასტიკ დიქტატურას. ნიკარაგუელმა ხალხმა ეს რეჟიმი 1979
წელს დაამხო სანდანისტების მეთაურობით. მან უდავოდ დიდი
რევოლუცია მოახდინა.
იმასაც ვიტყვი, რომ სანდანისტები ანგელოზები არ ყოფი-
ლან. ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ და მათი
პოლიტი კური ფილოსოფია მთელ რიგ ურთიერთგამომრიცხავ
ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ გონიერი და ცივილიზებული
ხალხი ნამდვილად
იყო. მათ სტაბილური, პლურალისტური საზოგადოება შექ-
მნეს, გააუქმეს სიკვდილით დასჯა: ასობით ათასმა ღარიბღატაკ-
მა გლეხმა შვებით ამოისუნთქა; ასი ათას ოჯახს გადაეცა მიწა
დასა მუშავებლად; აშენდა 2000 სკოლა. შესანიშნავმა საგანმა-
ნათლე ბლო კამპანიამ ქვეყანაში წერაკითხვის უცოდინართა
რიცხვი საგრძნობლად შეამცირა (მოსახლეობის 1/7მდე); გა-
ნათლება და სამედიცინო მომსახურება უფასო გახდა; სამჯერ
შემცირდა სიკვდილიანობა ბავშვთა შორის. ძირფესვიანად
ამოიძირკვა პო ლიომიელიტი.
აშშმ ეს ყველაფერი მარქსისტულლენინურ მავნებლობად
მონათლა. ამერიკის მთავრობა შეშფოთდა: თუკი ნიკარაგუას
ნება მიეცა დაედგინა სოციალურეკონომიკური სამართლიანო
ბის ნორმები, აემაღლებინა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო
სტანდარტები, მიეღწია სოციალური ერთიანობისთვის და და-
ემკვ იდრებინა ეროვნული ღირსების გრძნობა, რა გასაკვირი
იქნებოდა, მის მეზობელ ქვეყნებსაც რომ აემაღლებინათ ხმა.
აშშ, ცხადია, ყოველ ღონეს იხმარდა, ელ სალვადორსაც რომ
არ მიებაძა ნი კარაგუასთვის.

976
წეღან ვახსენე „სიცრუეთა ქსელი“, რომელშიც თავფეხიანად
ვართ გახლართული. პრეზიდენტმა რეიგანმა ნიკარაგუას, არც
მეტი, არც ნაკლები, „ტოტალიტარული საპყრობილე“ უწოდა. ეს
მაშინვე აიტაცა მასმედიამ და ბრიტანეთის მთავრობამ და უტყუ
არ და სამართლიან დახასიათებად მიიჩნია. არადა, სანდანის-
ტური რეჟიმის პერიოდში არანაირ ხოცვაჟლეტას არ ჰქონია ად-
გილი; არ ყოფილა წამების შემთხვევა; არ მომხდარა სისტემა-
ტური და ოფიციალური სამხედრო ძალადობა: ნიკარაგუაში
არავინ ხოცავ და სასულიერო პირებს. ის კი არადა, ფაქტობრი-
ვად, მთავრობაში სამი მღვდელიც იყო – ორი იეზუიტი და ერ-
თიც მისიონერი. სადაც სამართალია, ტოტალიტარული საპყრო-
ბილეები იქვე, მეზობლად იყო – სალვადორსა და გვატემალაში.
აშშმ 1954 წელს დაამხო გვატემალაში დემოკრატიული გზით
არჩეული მთავრობა და რო გორც ცნობილია, ამის შედეგად ხე-
ლისუფლებაში მოსულ სამხე დრო რეჟიმებს 200 000ზე მეტი
ადამიანი ემსხვერპლა.
1989 წელს ექვსი საქვეყნოდ ცნობილი იეზუიტი მხეცურად
იქნა მოკლული სან სალვადორის ცენტრალურ ამერიკულ უნი-
ვერ სიტეტში ალკატლის ბატალიონის მიერ, რომელიც წვრთნას
აშშში გადიოდა – ჯორჯიაში, ფორტ ბენინგში. მამაცი ადამიანი,
არქიე პისკოპოსი რომერო ვერაგულად მოკლეს მესის დროს.
დაიღუპა
75 000 ადამიანი. რატომ დახოცეს ეს ხალხი? პასუხი ერთია:
მათ სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა ცხოვრების გაუმჯობესება.
ასეთმა რწმენამ ისინი დაუყოვნებლივ კომუნისტების რიცხვს მი-
ათვალა. ისინი იმიტომ მოკლეს, რომ გაბედეს და ხმა აიმაღლეს
არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. სამართლიანად იბ-

977
რძოდნენ სიღატა კის, ეპიდემიების, დეგრადაციისა და ძალადო-
ბის აღმოსაფხვრე ლად.
აშშმ, ბოლოს და ბოლოს, დაამხო სანდანისტების მთავრობა.
მართალია, ამას რამდენიმე წელი მოანდომა და დიდ წინააღმდე
გობასაც წააწყდა, მაგრამ გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ძალა-
დობამ და 30 000 ადამიანის დაღუპვამ სულიერად გატეხა ნიკა-
რაგუელი ხალხი. კვლავ სიღატაკეში ჩაცვივდნენ, კვლავ ამოერ-
თვათ სული. ქვეყანაში გაიხსნა კაზინოები და წერტილი დაესვა
უფასო ჯან დაცვასა და განათლებას. დიდებით დაბრუნდა დიდი
ბიზნესი.
„დემოკრატიამ“ იზეიმა!
ასეთი „პოლიტიკა“ მარტო ცენტრალური ამერიკის მიმართ
როდი გამოიყენებოდა. არა, მან მთელი მსოფლიო მოიცვა და
დასასრულიც არ უჩანს. შთაბეჭდილებას კი ისეთ გვიქმნიან,
თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარიყოს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ მხარს უჭერდა და უმეტეს
შემთხვევაში თავადვე უდგამდა სულს ყველა მემარჯვენე სამხე
დრო დიქტატურულ რეჟიმს მთელ მსოფლიოში. გაიხსენეთ ინ-
დონ ეზია, საბერძნეთი, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი, ჰაიტი,
ფილ იპინები, გვატემალა, ელ სალვადორი და, რა თქმა უნდა,
ჩილე. არ შეიძლება იმ საშინელების პატიება, რაც აშშმ 1973
წელს დაატეხა თავს ჩილეს; ამ დანაშაულს ის ვერასდროს გამო-
ისყიდის.
ზემოხსენებულ ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
მოხდა თუ არა ეს? ახასიათებს თუ არა ასეთი რამ აშშს საგარეო
პოლიტიკას? პასუხი ერთია: დიახ, ეს მოხდა, ხალხი გაიჟლიტა
და

978
ეს ჩვეულებრივი ამბავია აშშს საგარეო პოლიტიკისთვის,
მაგრამ ვითომც არაფერი!
თითქოს არაფერი მომხდარა. არასდროს. თურმე მაშინაც კი
არ ხდებოდა, როცა ხდებოდა! ბევრს არაფერს ნიშნავდა, უმნიშ
ვნელო რამ გახლდათ. აშშს დანაშაულებრივი მოქმედება სის
ტემატური იყო, აულაგმავი, სასტიკი და არაადამიანური, მაგრამ
ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობდა. ეს მართლაც არ უნდა და
ვუკარგოთ ამერიკას. საყოველთაო ბედნიერებისთვის მებრძო-
ლის ნიღაბს ამოფარებული, ის მთელ მსოფლიოში უმსგავსოდ
მანიპუ ლირებდა საკუთარი ძალაუფლებით. ის ხომ ჰიპნოზის
დიდოსტა ტია.
აშშ უდავოდ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა. კი არის ულ
მობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კი-
დევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს სა-
კუ თარი თავის სიყვარულით. და გამარჯვებულიც ის არის. დააკ
ვირდით, რამდენჯერ ახსენებენ „ამერიკელ ხალხს“ ტელევიზო-
რის ეკრანიდან ამერიკის პრეზიდენტები: „მივმართავ ამერიკელ
ხალხს, რომ დადგა ლოცვისა და ამერიკელი ხალხის უფლებათა
დაცვის ჟამი და მე ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ენდოს თავის პრე-
ზიდენტს და მხარი დაუჭიროს მის ქმედებას, რომელიც ამერიკე-
ლი ხალხის საკეთილდღეოდ არის მიმართული“.
ბრწყინვალე ფანდია! აქ ენა აზრის დასაფარავად გამოიყენე-
ბა. სიტყვები „ამერიკელი ხალხი“ კარგი სატყუარაა. ბევრი ფიქ-
რი არ სჭირდება კაცს. გადაწექი ბალიშზე და მიეცი ნეტარებას!
მერე რა, რომ ეს ბალიში ახშობს შენს აზროვნებას, შენს უნარს
კრი ტიკულად შეაფასო მოვლენები, სამაგიეროდ მოხერხებული
ხომ უდავოდ არის! მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება 40 მილი-

979
ონ ღარიბღატაკს და იმ 2 მილიონ ქალსა და მამაკაცს, ამერიკის
საპყრობილეებში რომ იტანჯება.
აშშ აღარ დაგიდევთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს.
აღარაფერში სჭირდება თავშეკავება ან რაიმეს მიკიბმოკიბვა.
ის ახლა თამამად მოქმედებს, უშიშრად და დაუფარავად. აშშს,
უბრალოდ, არ ანაღვლებს არც გაერთიანებული ერების ორგანი
ზაცია, არც საერთაშორისო კანონმდებლობა და არც განსხვავე
ბული აზრი. ამ უკანასკნელს უსუსურად და უადგილოდ მიიჩ-
ნევს. გარდა ამისა, მას ერთი პატარა ბეკეკაც ჰყავს, რომელსაც
საბე ლით მიათრევს და რომელიც ერთობ საწყალობელი და
ინერტული ვინმეა: დიდი ბრიტანეთი.
სად არის ჩვენი მორალი? ოდესმე კი გვქონია ასეთი რამ?
რას ნიშნავს ეს სიტყვა? აქვს მას რაიმე კავშირი დღესდღეობით
იშვიათ ად გამოყენებულ ტერმინთან – „სინდისი?“ სინდისთან,
რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ, არამედ სხვათა მოქმე-
დებასაც აკონ ტროლებს? ნუთუ მოკვდა ეს ყველაფერი! აი, თუნ-
დაც გუანტანა მოს ყურე ავიღოთ. სამი წლის მანძილზე იქ
ასეულობით ადამი ანია დაპატიმრებული – ბრალწაუყენებლად,
გაუსამართლებლად. ფაქტობრივად, იმ ხალხს სამუდამო პატიმ-
რობა აქვს მისჯილი. ამ აშკარა უკანონობის ჩამდენნი არ დაგი-
დევენ ჟენევის კონვენციას და ე. წ. „საერთაშორისო საზოგა-
დოებაც“ არა მარტო უშვებს ამ უკანონობას, არამედ საერთოდ
ხუჭავს მასზე თვალს. ეს დანაშაუ ლებრივი ძალადობა ჩაიდინა
ქვეყანამ, რომელიც საკუთარ თავს
„თავისუფალი სამყაროს ლიდერად“ ასაღებს. ვფიქრობთ,
გუანტა ნამოს ყურეს მცხოვრებლებზე? რას გვაუწყებს მათზე
მასმედია? მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაგვაბედნიერებს მწირი
ცნობებით. ის ხალხი კი გადაგზავნილია ამ უკონტროლო ადგი-

980
ლას, საიდანაც ალბათ დაბრუნება აღარ უწერია. ახლა იმ ადა-
მიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს და მათ იძულებით კვებავენ
– მათ შორის ბრიტანე თის მოქალაქეებსაც. ცუდის მეტს ვერა-
ფერს ვიტყვი ამ იძულებით კვებაზე. მათ არც ტკივილგამაყუჩე-
ბელს აძლევენ და არც ანესთ ეზიას უკეთებენ. მილაკს ჩასჩრიან
ცხვირში და ხახაში და სულ ეს არის! ისინი კი სისხლს არწყევენ.
განა ეს წამება არ არის? რა გვითხრა ამის შესახებ ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა? რა და არაფერი. ბრიტანეთის
პრემიერმინისტრი რაღას ამბობს? ისიც არაფერს. რატომ დუ-
მან? იმიტომ, რომ აშშმ გააფრთხილა:
„გუანტანამოში ჩვენი მოქმედების გაკრიტიკება არამეგობ-
რული
საქციელია. ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან ჩვენს წინააღმდეგ“.
ჰოდა, ბლერმაც პირში წყალი ჩაიგუბა.
ერაყზე თავდასხმა ბანდიტური აქცია გახლდათ, აშკარა გამო
ვლინება სახელმწიფო ტერორიზმისა, რომელიც შეურაცხყოფს
საერთაშორისო სამართალს. ერაყში შეჭრა თვითნებური
სამხედრო ოპერაცია იყო – უტიფარი სიცრუის, დამორჩილებუ-
ლი მასმედი ისა და საზოგადოების მიერ ინსპირირებული. ამ აქ-
ციის მიზანია ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური კონტრო-
ლის გაძლიერება შუა აღმოსავლეთზე. აშშს ამ შემთხვევაში გან-
მათავისუფლებლის ნიღაბი აუფარებია (ეს არის თავის მარ-
თლების უკანასკნელი საშ უალება – ყველა სხვა დანარჩენმა არ
გაამართლა). ამას ვუწოდებ სამხედრო ძალის საზარელ გამოვ-
ლინებას, რომლის სინდისზეც ათასობით უდანაშაულო ადა-
მიანის სიკვდილი და დასახიჩრებაა.
ჩვენ ერაყელ ხალხს დავაყარეთ კასეტური ყუმბარები, გაღარ
იბებული ურანი, თავს დავატეხეთ უბედურება, წამება, განუკითხ

981
ავი ხოცვაჟლეტა, დეგრადაცია და ყველაფერ ამას „შუა აღმოსავ
ლეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამყარებას“ ვარ-
ქმევთ. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ადამიანი უნდა მოკლა, მა-
სო ბრივი მკვლელი და სამხედრო დამნაშავე რომ გიწოდონ?
ასი ათასი? გარწმუნებთ, ეს საკმარისზე მეტია. სწორედ ამიტომ
უნდა წარდგნენ ბუში და ბლერი საერთაშორისო სასამართლოს
წინაშე. მაგრამ ბუში ჭკვიანია: ბლერისაგან განსხვავებით, მას
არ მოუხდენია საერთაშორისო სასამართლოს რატიფიკაცია.
ამი ტომ თუ რომელიმე ამერიკელი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი
აღ მოჩნდება საბრალდებო სკამზე, ბუში მაშინვე ძალას მიმარ-
თავს. აი, ტონი ბლერის გასამართლება კი შეიძლება. თუ სასა-
მართლოს სურს, შემიძლია მისი მისამართიც გავუმხილო: ლონ-
დონი, დაუნ
ინგ სტრიტ 10.
ამ შემთხვევაში ბუშსა და ბლერს ნაკლებ ადარდებთ დახო
ცილი ადამიანები. მათ ეს მეორეხარისხოვან საკითხად აქციეს.
ვიდრე ერაყში ამბოხება დაიწყებოდა, ამერიკულმა ყუმბარებმა
და რაკეტებმა სულ ცოტა 100 000 ერაყელი მაინც იმსხვერპლა.
იმ ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ვითომ არც მოუკლავთ. არსად
არის დაფიქსირებული მათი სიკვდილი. „ჩვენ არ ვითვლით მიც-
ვალებუ ლებს“, განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენ-
კსმა.
სულ ცოტა ხნის შეჭრილი იყო აშშ ერაყში, როცა ბრიტანუ ლი
გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ტონი ბლერის ფოტო, რო-
მელიც ერაყელ ბიჭუნას ლოყაზე კოცნის. „მადლიერი ბავშვი“
– ასეთი გახლდათ მინაწერი. რამდენიმე დღის შემდეგ კი გა-
ზე თის შიდა გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სხვა ოთხი წლის ბი-
ჭისა, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა მოწყვეტილი. გაზეთი

982
გვამცნობ და, რომ მისი ოჯახი აფეთქებას ემსხვერპლა და ის
იყო ერთად ერთი ცოცხლად გადარჩენილი. „როდის დამიბრუ-
ნებენ ხელებს?“ კითხულობდა ბიჭუნა. ამაზე კომენტარი არ გა-
კეთებულა. დიახ, ის ბავშვი არ ჰყავდა ხელში აყვანილი ტონი
ბლერს, არც სხვა დასახიჩრებული პატარა, არც ვინმეს გასის-
ხლიანებული გვამი აეხუტებინა გულზე. სისხლი ბინძურია! ის
გისვრის პერანგსა და ჰალსტუხს, როდესაც ტელეეკრანიდან
გულწრფელი სიტყვით მიმართავ მაყურებელს.
2000 მოკლული ამერიკელი დიდ უხერხულობას ქმნის. მათ
ღამით მარხავენ. პანაშვიდები უხმაუროა (შორს ცოდვისგან!).
დასახიჩრებულნი თავიანთ საწოლებში ლპებიან – ზოგიერთ
მათ განს წამოდგომა აღარ უწერია. ასე რომ, მკვდრებიც ლპები-
ან და სახიჩარნიც, ოღონდ განსხვავებულ საფლავებში.
გთავაზობთ ნაწყვეტს პაბლო ნერუდას ლექსიდან „ახლა ცო-
ტა რამ უნდა აგიხსნათ“:
ერთ დილას ცეცხლი ეკიდა ზეცას, ათასმა კოცონმა იფეთქა
ერთად
და შთანთქა ყველა დაბადებული მერე სულ იყო ცეცხლის
ენები, იყო დენთი და იყო სისხლი.
სიკვდილის მაცნე თვითმფრინავიდან, სიკვდილის მაცნე –
ხელბეჭდიანი, ფარჩით მოსილი.
შავი ბერები ლოცვას გვითვლიდნენ, ციდან გვიკლავდნენ
ბავშვებს. ბავშვების სისხლი ქუჩებს ღებავდა, მიწანწკარებდა
ნელა, მორჩილად,
სულ ისე, როგორც ბავშვების სისხლი.
ტურები, ტურებს რომ ეჯავრებათ, ქვები, ეკლებიც რომ ვერ
იტანენ, გველები, გველებს რომ ეზიზღებათ.
მე და შენ ვნახეთ

983
ესპანური სისხლის მდინარეები, სისხლის ტალღებმა
გშთანთქეს და გაგანადგურეს.
თქვენ გეუბნებით, მოღალატე გენერლებო: მოდით და ნახეთ
ჩემი სახლი იავარქმნილი, მოდით და ნახეთ ესპანეთი აოტე-
ბული:
ყველა ფანჯრიდან ყვავილთა ნაცვლად ალმოდებული ლი-
თონი ცვივა.
ორმოდ ქცეულა ესპანეთი.
მოკლულ ბავშვთაგან იარაღი იბადება, დანაშაული კი ტყვიას
ბადებს,
ერთ დღეს გულში რომ დაგეძგერებათ.
და მეკითხებით:
თუ პოეტი ხარ, რად არ უმღერი სიზმრებს და ფოთლებს,
რად არ უმღერი შენი ქვეყნის ცნობილ ვულკანებს?
მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში. მოდით და ნახეთ
ქუჩებში სისხლი.
მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში.
ნერუდას ლექსიდან ნაწყვეტი იმიტომ კი არ შემოგთავაზეთ,
რომ რესპუბლიკური ესპანეთი სადამ ჰუსეინის ერაყისთვის შემ
ედარებინა. ეს ლექსი მხოლოდ იმიტომ შეგახსენეთ, რომ თანა-
მედ
როვე პოეზიაში, მგონი, არავის შეუქმნია მოსახლეობის და-
ბომბვის ასეთი შთამბეჭდავი სურათი.
ზემოთ შევნიშნე, აშშ ახლა უკვე ღიად მოქმედებსმეთქი. მარ-
თლაც ასეა. მისი ოფიციალური პოლიტიკა ამჟამად „ყოვლის
მომცველ დომინირებად“ მოიხსენიება. ჩემი მოგონილი ტერმი-
ნი არ გეგონოთ: ეს მათი ტერმინია და მთელ მიწაწყალზე, ჰაერ-

984
ზე, კოსმოსზე, ყველა რესურსზე კონტროლის დაწესებას ნიშ-
ნავს.
აშშ ახლა 702 სამხედრო ობიექტსა ფლობს 132 ქვეყანაში
(მხო ლოდ შვედეთია ბედნიერი გამონაკლისი). გაურკვეველია,
როგორ მოხვდა იმ ქვეყნებში, მაგრამ ფაქტია, იქ არცთუ ური-
გოდ გრ ძნობს თავს.
აშშს საბრძოლო მზადყოფნაში აქვს 8000 ბირთვულ ქობი-
ნიანი რაკეტა. მათგან 2000 უკვე შემართულია: 15 წუთი თუ
სჭირდ ება მათ ამოქმედებას. ეს გახლავთ ბირთვული იარაღის
ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და მას „ბუნკერის გამანადგუ-
რებელი“ ეწოდება. და ბრიტანეთიც, არასდროს რომ ეუბნება
აშშს უარს თანამშრომლობაზე, მზად არის შეცვალოს საკუთარი
ბირთვული რაკეტა „ტრაიდენტი“. ნეტავ ვიცოდე, ვის უმიზნებენ!
უსამა ბინ ლადენს? მე? შენ? იმას? ჩინეთს? პარიზს? მოდი და
გაიგე! ერთი კი ცხადია: ეს ინფანტილური შეშლილობა, ანუ ჩვე-
ნი დაშინე ბა ბირთვული იარაღით ამერიკის თანამედროვე პო-
ლიტიკური ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია. უნდა გვახ-
სოვდეს, რომ აშშ მუდამ სამხედრო მზადყოფნაშია და არც აპი-
რებს დაძაბულობის შესუსტებას.
თავად აშშს ათასობით (თუ არა მილიონობით) მოქალაქე გა-
ბეზრებული, დარცხვენილი და განრისხებულია საკუთარი მთავ
რობის მოქმედებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები ჯერ
არ ქცეულან ერთიან პოლიტიკურ ძალად. თუმცაღა, როგორც
ჩანს, ეს დღითი დღე მზარდი მღელვარება და შეშფოთება აღარ
შენელდება.
ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს ბუშს ჰყავს მთელი რი-
გი კომპეტენტური ადამიანებისა, რომლებიც მოხსენებებს უწ
ერენ. სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც – აი, თუნ

985
დაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას (თითქოს უკვე ვხე-
დავ
მას ტელეეკრანზე: დინჯია, საგულდაგულოდ თმადავარცხნი-
ლი, თავდაჯერებული, გულწრფელი, შიგადაშიგ მაამებელი,
მზაკვრუ ლად მოღიმარე, სიმპათიური... ერთი სიტყვით, კაცური
კაცი):
„ღმერთი სახიერია. ღმერთი დიდია. ღმერთი სახიერია. ბინ
ლადენის ღმერთი კი ცუდია. ის ცუდი ღმერთია. სადამის ღმერ
თიც ცუდი იყო, თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი. სადამი ბარბარო
სია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები. ჩვენ ადამიანებს თავებს არ
ვაყრევინებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ღმერთსაც უნდა. მე არა
ვარ ბარბაროსი. მე ვარ მშვიდობისმოყვარე დემოკრატიის მიერ
დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერი. ჩვენ გულჩვილი სა-
ზოგა დოება ვართ. გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექ-
ტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექცი-
ას. ჩვენ დიადი ერი ვართ. მე არა ვარ დიქტატორი. ის კი არის.
მე არა ვარ ბარბა როსი. ის კი არის. ის ნამდვილი ბარბაროსია.
ისინი ყველანი ბარ ბაროსები არიან. მე ვფლობ მორალურ ავ-
ტორიტეტს. ამ მუშტს ხედავთ? აბა, უსუნეთ“.
მწერალი ადვილად მოწყვლადი, თითქმის უმწეო არსებაა.
მაგრამ ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ. მწერალი აკეთებს საკუ თარ
არჩევანს და მას ვეღარსად გაექცევა. ფაქტია, რომ მწერ ალი
დაუცველია, ქარი მას ყოველი მხრიდან უტევს – ზოგჯერ მარ-
თლაც საკმაოდ სუსხიანი. მწერალს სულ რაღაც ემუქრება, სულ
საფრთხე ელის. ვერც თავშესაფარს პოვებს და არც არა ვინ
დაიცავს... რა თქმა უნდა, თუ არ იცრუა. თუკი იცრუებს, მა შინ
მფარველიც გამოუჩნდება და, შესაძლოა, პოლიტიკოსობასაც
გამოჰკრას ხელი.

986
ამ საღამოს რამდენჯერმე ვახსენე სიკვდილი. ახლა კი ჩემ სა
კუთარ ლექსს შემოგთავაზებთ. მისი სათაურია „სიკვდილი“.
სად იპოვეს მოკლული?
ვინ იპოვა მოკლული?
როცა იპოვეს, მართლა მკვდარი იყო მოკლული?
როგორ იპოვეს მოკლული?
ვინ იყო ის მოკლული?
ვინ იყო მიტოვებული მოკლულის მამა, შვილი, ძმა,
ან ბიძა, ან დედა?
მკვდარი იყო მოკლული, როცა მიატოვეს?
მიატოვეს მოკლული?
ვინ მიატოვა?
მოკლულის სხეული შიშველი იყო, თუ სამოგზაუროდ გამოწ-
ყობილი?
რამ გაიძულათ მოკლულის მკვდრად გამოცხადება?
გამოაცხადეთ მოკლული მკვდრად?
კარგად იცნობდით მოკლულს?
რა იცით, რომ მოკლული მოკვდა?
განბანეთ მოკლულის სხეული, დაუხუჭეთ მოკლულს თვალე-
ბი, დამარხეთ მოკლული,
თუ მიატოვეთ?
ეამბორეთ მოკლულის სხეულს?
როდესაც სარკეში ვიყურებით, გვეჩვენება, რომ გამოსახულე
ბა ზუსტია, მაგრამ, აბა, ერთი მილიმეტრით მაინც გაიწიეთ გან-
ზე და უსასრულო ჯაჭვს შევყურებთ. მწერალმა ზოგჯერ უნდა და-
ამ სხვრიოს სარკე, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება სარკის მიღ-
მა იმალებოდეს.

987
მჯერა, რომ არსებულ უთანხმოებათა მიუხედავად, ჩვენი, რო
გორც მოქალაქეების მტკიცე, ურყევი და მარადიული ვალია
ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სურათის
წარმო ჩენა. ფაქტობრივად, სხვა გამოსავალი არც გვაქვს.
თუ ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებში არ აისახება ასეთი ნე-
ბა, მაშინ არც იმის დაბრუნების რაიმე იმედი უნდა გვქონდეს,
რაც თითქმის დავკარგეთ კიდეც – ადამიანური ღირსების.

988
ორჰან ფამუქი

მამაგჩემის გჩემოდანი
გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, მამაჩემმა თავისი ნაწე-
რე ბით, ხელნაწერებითა და რვეულებით სავსე პატარა ჩემოდა-
ნი გადმომცა და ჩვეული იუმორითა და ირონიით, უმალვე
მოაყოლა, რომ სურდა, მას მერე წამეკითხა, ის რომ აღარ იქნე-
ბოდა, ანუ მისი გარადაცვალების შემდეგ.
– „მიდი, ერთი, გადახედე“ – თქვა ცოტა არ იყოს დარცხვე
ნილმა – „ეგებ, რამე სასარგებლო აღმოაჩინო, შეარჩიო და
ჩემს შემდეგ გამოაქვეყნო“.
ჩემს სამუშაო ოთახში, წიგნების გარემოცვაში ვსაუბრობ-
დით. თითქოს, მტკივნეული, რაღაც ძალზე ინტიმური ტვირთის-
გან ეწადა განთავისუფლება, არ იცოდა სად დაედო და ოთახს
თვალი მიმოავლო. მერე კი, ჩემოდანი, აქამდე რომ ხელში ეკა-
ვა, თვალ ისგან მოფარებულ ერთ კუთხეში ფრთხილად დადო.
როგორც კი უხერხულობის ორივესთვის დაუვიწყარი წუთები
გასრულდა, ჩვენს როლებს, კიდევ უფრო თავქარიან, სასაცი-
ლო, სარკასტულ ცხოვრებისეულ პერსონაჟებს დავუბრუნდით
და ამოვისუნთქეთ. ამინდზე, წყალზე, ცხოვრებაზე, თურქების
პოლიტიკით გაჯერე ბულ უკიდეგანო დარდზე, მამაჩემის უამრავ
წარუმატებელ საქ მეებზე ჩვეულებრივზე უფრო სევდიანად ვი-
ლაპარაკეთ.
მამაჩემის წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღე ჩემოდანს არ
გავკარებივარ, არ გამიხსნია, მახსოვს, ზევითქვევით როგორ ავ
დიჩამოვდიოდი. პატარა, შავი ტყავის ჩემოდანი, მისი გასაღები,
მისი მომრგვალებული კიდეებიც კი, ბავშვობის მოგონებებში აღ
989
ბეჭდილიყო. ხანმოკლე მოგზაურობებისას, ზოგჯერ კი სახლი-
დან სამსახურში რაიმეს წასაღებად, მამაჩემს სწორედ ეს ჩემო-
დანი დაჰქონდა. მახსოვს, ბავშვობაში მოგზაურობიდან დაბრუ-
ნებული პატარა ჩემოდანს როგორც კი გახსნიდა, მის ნივთებში
ვიქექე ბოდი, იქიდან ამოფრქვეული ოდეკოლონისა და უცხო
მხარის სურნელი მიზიდავდა. ჩემოდანს, წარსულსა და ჩემს ბავ-
შვობას რომ მახსენებდა, ბევრი რამ გადაეტანა და ერთობ მომ-
ხიბლავი რამ გახლდათ, მაგრამ ახლა მასთან გაკარებაც არ
მსურდა. რა ტომ? უთუოდ, ჩემოდანში მოთავსებული იმ საკრა-
ლური ტვირთის სიმძიმის გამო.
ახლა ამ სიმძიმის რაობაზე მოგახსენებთ. ლიტერატურის არ-
სი იმ ადამიანის ქმედებაა, ოთახში რომ განმარტოვდება, მაგი-
დას მი უჯდება და საკუთარი თავის გამოსახატად, რომელიღაც
კუთხე კუნჭულიდან გამოღებულ ქაღალდსა და კალამს მოიმარ-
ჯვებს.
მამაჩემის ჩემოდანს არ შევხებივარ, არ გამიხსნია, მაგრამ
შიგ რომ რვეულები მეგულებოდა, ზოგიერთის შესახებ ვიცოდი,
ზოგიერთი კი იმ პერიოდიდან დამამახსოვრდა, რაღაცრაღაცებს
რომ წერდა. ჩემოდანში მოთავსებული ტვირთი ის არ აღმოჩ-
ნდა, თავდაპირველად რომ მეგონა. მამაჩემს დიდი ბიბლიოთე-
კა ჰქონ და. ახალგაზრდობაში, ასე, 1940იანი წლების ბოლოს
სტამბოლში პოეტობა მოუწადინებია, ვალერი თურქულად
უთარგმნია, მაგრამ ღატაკ ქვეყანაში მკითხველის სიმწირის გა-
მო, ლექსების წერითა და ლიტერატურით ცხოვრების გართუ-
ლებას მორიდებია. მამაჩე მის მამა, პაპაჩემი მდიდარი, საქ-
მიანი კაცი გახლდათ. მამაჩემ მა ბავშვობისა და სიყმაწვილის
ბედნიერი წლები განვლო და არ უნდოდა, ლიტერატურული საქ-

990
მიანობითა და წერით სირთულეები შექმნოდა. ცხოვრება მთე-
ლი თავისი მშვენიერებით უყვარდა. მეს მოდა მისი...
მამაჩემის ჩემოდანში მოთავსებულ ტვირთს იმიტომ არ ვეკა
რებოდი და შეშფოთებაც იმის გამო მეუფლებოდა, მეშინოდა,
რომ
წავიკითხავდი, რაც იქ მეგულებოდა, შესაძლოა, არ მომწო-
ნებოდა. მამაჩემმა ეს მშვენივრად იცოდა და ამიტომაც ზომები
წინასწარ მიუღია, სერიოზულად რომ ვერ აღიქვამ, ჩემოდანში
იმგვარი ატ მოსფერო შეუქმნია. ოცდახუთი წლის მწერლური
ცხოვრების შემ დეგ, ამ ყველაფრის ყურება მტანჯავდა, მაგრამ
მამაჩემზე ვერც კი ვბრაზდებოდი, რადგან ვიცოდი, ლიტერატუ-
რას სერიოზულად არ აღიქვამდა... შიშის მთავარი მიზეზი, რისი
ცოდნა კი არა, გაგო ნებაც არ მსურდა, ის გახლდათ, რომ შეიძ-
ლებოდა, მამაჩემი კარგი მწერალი აღმოჩენილიყო. ჩემოდანს
ამიტომაც არ ვხსნიდი, ამის მეშინოდა. თანაც, მიზეზს საკუთარ
თავსაც ვერ ვუმხელდი. რად გან თუკი ჩემოდანში მართლაც დი-
დი ლიტერატურა აღმოჩნდებო და, მაშინ უთუოდ უნდა მერწმუ-
ნა, რომ მამაჩემში ვიღაც სრუ ლიად სხვა ადამიანი სახლობდა.
ეს, მართლაც, შიშისმომგვრელი რამ გახლდათ. რადგან ჩემი
აღმასვლის წლებშიც კი, მეწადა, მწერალი კი არა, მამაჩემი,
მარტოოდენ მამაჩემი ვყოფილიყავი.
იყო მწერალი, ნიშნავს, ადამიანში დავანებული, წლობით
რუდუნებით მოღვაწე მეორე არსების მიერ შექმნილი სამყარო
აღმოაჩინო. მწერლობა, უწინარესად, რომანები, ლექსები, ლი
ტერატურული მეთოდი როდია – ოთახში განმარტოება, მაგი
დასთან ჯდომა, საკუთარ თავთან დარჩენა, საკუთარ არსებაში
დაბრუნებაა, რომლის წყალობითაც, ჩემს თვალწინ, სიტყვებით
ახალი სამყაროს მშენებელი კაცი წამოიმართება. ამ კაცს, ან

991
ქალს საბეჭდი მანქანის ხმარება, კომპიუტერით თავისუფლად
სარ გებლობა, ანდა ჩემსავით, ოცდაათი წლის მანძილზე ავტო-
კალმით ქაღალდზე წერა ემარჯვება. წერისას, შესაძლოა, ყავას,
ჩაის სვამ დეს, ანდა სიგარეტს ეწეოდეს. დროდადრო მაგიდი-
დან წამოხტება, ფანჯრიდან გარეთ, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს,
თუ წარმატებუ ლია, ხეებსა და ხედებს, ან გაშავებულ კედელს
გახედავს. ლექსის, პიესის ანდა, ჩემსავით, რომანის წერა ხელე-
წიფება. სხვაობა მათ შორის, უმთავრესად, საქმით, მაგიდასთან
ჯდომითა და მოთმინე ბით საკუთარ თავთან მიბრუნების მერე
იწყება. წერა, შინაგან არსში დაბრუნების ჭვრეტისას მიღებულ
შთაბეჭდილებათა სი ტყვებით გამოხატვაა, ადამიანის შინაგანი
არსიდან მომდინარე, რაღაც უცნობი სამყაროს მოთმინებით,
ჯიუტად და ნეტარებით
კვლევაა. ცარიელ ფურცლებს ნელნელა ახალახალი სიტყვე-
ბით ვავსებ და მაგიდასთან დღეებს, თვეებს, წლებს რომ ვატა-
რებ, ჩემში დავანებული სხვა ადამანი, ვგრძნობ, სწორედ ისე,
ხიდის, ანდა გუმბათის შენებისას აგურს აგურზე რომ ადებენ,
ახალ სა მყაროს ხორცს ასხამს. ჩვენთვის მწერლობის აგური
სიტყვებია. მათ ხელს ვავლებთ, მათ შორის კავშირს ვგრძნობთ,
ხან შორიდან გავხედავთ და შევათვალიერებთ, ხან, ჩვენივე თი-
თებითა და კალ მის წვერით, თითქოს, ვეფერებით, სიმძიმეს ვუ-
მოწმებთ, ყოველ სიტყვას კუთვნილ ადგილს მივუჩენთ და წლო-
ბით ჯიუტად, მოთ მინებითა და იმედით ახალ სამყაროებს ვაშე-
ნებთ.
ჩემთვის მწერლობის საიდუმლო შთაგონებაში კი არა,
საიდან გვეწვევა ხოლმე ვერაფრით რომ გამიგია, სიჯიუტესა და
მოთმი ნებაშია. მშვენიერი თურქული ხალხური გამოთქმა, „ნემ-
სით ჭის თხრა“, ვგონებ, სწორედ მწერლობას ეხება. ძველ ლე-

992
გენდებში სიყვარულისთვის მთებს რომ ანგრევს, ფერჰადის ის
მოთმინე ბა მხიბლავს და მესმის მისი. რომანში, „ჩემი სახელი
წითელია“, მართალია, ერთ მოხუც ირანელ მინიატურისტზე
ვლაპარაკობ, რომელიც ძლიერი ვნებით შეპყრობილი, ერთსა
და იმავე ცხენს წლობით ხატავს და თითოეული ხაზი ისე გაუზე-
პირებია, მშვე ნიერ ბედაურს თვალდახუჭულიც კი დახატავს, ვი-
ცი, სინამდვი ლეში მკითხველს მწერლობაზე, ჩემს ცხოვრებაზე
ვესაუბრები. თანდათან ხვდები, შენი საკუთარი ცხოვრება რომ
სხვათა ამბავია, ხოლო ეს რომ მთელი არსებით გაითავისო,
მჯერა, მაგიდასთან ჯდომას, დახელოვნებასა და დაოსტატებას
წლები უნდა შეალიო და თან, აუცილებელი ოპტიმიზმით განიმ-
სჭვალო. შთაგონების ან გელოზს, ზოგს საერთოდ რომ არ ეწვე-
ვა, ხოლო ზოგიერთის ხშირი სტუმარია, ამგვარი რწმენა და ოპ-
ტიმიზმი ხიბლავს და მწერალს უკიდურესი მარტოობის განცდის,
რუდუნების, ფანტაზიისა და სა კუთარი ნაწერების ღირსებაში
უკიდურესი დაეჭვების ჟამს, ანუ, როდესაც ფიქრობს, რომ რა-
საც მოგვითხრობს, მარტოოდენ, მისი ამბავია და სხვა არავისი,
მსოფლიოსთან გამაერთიანებელ მოთხ რობებს, სურათებს, ოც-
ნებებს, შინაგანი არსიდან გადმოღვრილ სამყაროსთან ერთად,
შენების სურვილს, მწამს, უმალვე შესთა ვაზებს. მთელი ჩემი
ცხოვრება მწერლობის საქმეს შევალიე და
განცდა, რამაც განსაკუთრებით შემძრა და უსაზღვრო სიხა-
რული მომანიჭა, ზოგიერთი წინადადება, აზრი, ფურცელია, რა-
საც მე კი არა, ვგონებ, რაღაც სულ სხვა ძალამ მიაგნო და გუ-
ლუხვად გა მომიწოდა.
მამაჩემის ჩემოდნის გახსნისა და რვეულების წაკითხვის მე
შინოდა, რადგან მჯეროდა, პრობლემები, მე რომ ცხოვრებაში
შემხვედრია, მისთვის სრულიად უცხო ხილი გახლდათ. განმარ

993
ტოება კი არა, მეგობრები, ხალხმრავლობა, სალონები, ოხუნ-
ჯობა, საზოგადოებაში ტრიალი უყვარდა. მაგრამ მალე სულ
სხვა ფიქრი მომეძალა: ეს აზრები, ტანჯვაწამებისა და დათმენის
ილუზიები, შესაძლოა, პირადად ჩემი ცხოვრებიდან და მწერ-
ლობის საკუთარი ექსპერიმენტიდან მომდინარე აკვიატება გახ-
ლდათ. საკმაოდ ბევრი ბრწყინვალე მწერალი ვიცი, ხალხმრავ-
ლობის, ოჯახური ცხოვრე ბის, მაღალი საზოგადოების ბედნიერ
ჟღურტულში რომ წერდა. ამასთან, მამაჩემს, ჩვენს ბავშვობაში
ოჯახური ცხოვრების იდი ლია მობეზრებია და მივუტოვებივართ,
პარიზში წასულა, სასტუმ როს ნომერში – სხვა, საკმაოდ კარგი
მწერლებივით, რვეულები გაუვსია. ჩემოდანში იმ რვეულების
რაღაც ნაწილი მეგულებოდა, რადგან კიდეც რომ არ მოეტანა,
წინა წლებში, მისი ცხოვრების ამ პერიოდზე, უკვე თავად მიამ-
ბობდა. ბავშვობაშიც მესაუბრე ბოდა იმ წლებზე, მაგრამ საკუ-
თარ სისუსტეზე, პოეტობის წყურ ვილზე, სასტუმროს ნომრებში
დავანებულ მარტოობის სევდაზე ხმას არ იღებდა. მიყვებოდა,
რაოდენ ხშირად ხვდებოდა პარიზის ტროტუარებზე სარტრის.
წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებ ზე უაღრესად მნიშვნე-
ლოვან ინფორმაცას რომ გვაწვდის სწორედ იმ კაცივით, ემო-
ციურად და გულში ჩამწვდომად ლაპარაკობდა. თავიდან არ
მშორდება ფიქრი, რომ ჩემს მწერლად ჩამოყალიბე ბაში, მამა-
ჩემს, უთუოდ, ლომის წილი მიუძღოდა, რადგან სახლში ფაშებსა
და მრავალ დიდ სულიერ ლიდერზე, მსოფლიო ლიტე რატურაზე
ხშირად მესაუბრებოდა. ამას რომ ვფიქრობდი, ეგებ უნდა გამ-
ხსენებოდა, დიდი ბიბლიოთეკებისგან რაოდენ დავალე ბული
ვარ და მამაჩემის რვეულები წამეკითხა. ერთად ცხოვრები სას,
უთუოდ უნდა შემენიშნა, რომ მამაჩემს, ზუსტად ჩემსავით,
ოთახში წიგნებთან და ფიქრებთან განმარტოება სწყუროდა და

994
მისი ნაწერების ლიტერატურული ღირსებისთვის ყურადღება
არ უნდა მიმექცია.
მაგრამ მამაჩემის დანატოვარ ჩემოდანს თრთოლვით რო-
გორც კი შევავლებდი თვალს, ვგრძნობდი, სწორედ ამას ვერ ჩა-
ვიდენ დი. ხანდახან მამაჩემი ბიბლიოთეკის წინ, ტახტზე წამოწ-
ვებოდა, ხელში წიგნს ან ჟურნალს დაიკავებდა და ღრმა ფიქ-
რებსა და ოც ნებებს მიეცემოდა. ხუმრობის, კამათის, პატარპა-
ტარა უთანხმო ებათა ფონზე, გარეგნულად საოჯახო ცხოვრება,
თითქოს, ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა, მაგრამ იმხანებში
მამაჩემს სახეზე რომ შევხედავდი, ჩემთვის ნათელი ხდებოდა,
რაოდენ განსხვავებული გამომეტყველება ჰქონდა, მისი მზერა
სულის სიღრმეში მიემართე ბოდა, განსაკუთრებით, ბავშვობისა
და სიყმაწვილის წლებში, მა მაჩემის შეშფოთებისა მესმოდა და
საგონებელში მაგდებდა. ახლა, წლების მერე მივხვდი, ეს შეშ-
ფოთება, ადამიანს რომ წერის იმ პულსს ანიჭებს, ერთერთი
იმათგანია. მწერალი რომ გახდე, ვიდ რე მოთმინებითა და რუ-
დუნებით შრომას შეუდგებოდე, აუცილე ბელია, ძალა გეყოს და
ჩვენს შიგნით დაბუდებულ არეულობას, საზოგადოებას, ბანა-
ლურ ყოველდღიურობას, ყველაფერს, რითიც თითოეული ჩვენ-
განი სულდგმულობს, როგორმე თავი დააღწიო და განმარტოვ-
დე. დათმენა და ნუგეში წერით ღრმა სულიერი სა მყაროს შესაქ-
მნელად გვჭირდება. მაგრამ პირველი, რაც ქმედების კენ გვი-
ბიძგებს, ოთახში, წიგნებით სავსე ოთახში განმარტოების წადი-
ლია. ვინც ამ წიგნებს სიამოვნებით კითხულობს, მარტოოდენ,
საკუთარი სინდისის ხმას აყურადებს, სხვების სიტყვას წონის და
წიგნებით თავისი ოცნების სამყაროს ქმნის, თავისუფალი, ლაღი
მწერლის პირველი დიდი ნიმუში, თანამედროვე ლიტერატურის
სა თავეებთან რომ დგას, ჭეშმარიტად, მონტენია. მონტენია, ვი-

995
საც მამაჩემი ხშირად მიბრუნებია და მირჩევდა, წამეკითხა. სა-
დაც არ უნდა იყოს, დედამიწის რომელ კუთხეში – აღმოსავ-
ლეთში, გინდ დასავლეთში, მსურს, საზოგადოებისგან განდგო-
მისა და ოთახში წიგნებთან განმარტოების მწერლური ტრადი-
ციის რაღაც ნაწი ლად ვიგრძნო თავი. პირადად ჩემთვის, ჭეშმა-
რიტი ლიტერატურა ოთახში განმარტოებული ადამიანით იწყე-
ბა.
მაგრამ ოთახში განმარტოებულნი თავად რომ მგონია, ისე
მარტონიც როდი ვართ. ჩვენზე, უწინარესად, სხვათა სიტყვა,
სხვათა ამბები, სხვათა წიგნები, ან ტრადიციად წოდებული ის
რაღაც ახდენს გავლენას. მწამს, ლიტერატურა ყველაზე ძვირფა
სი მონაპოვარია, რაც კაცობრიობას საკუთარ რაობაში გასარკ
ვევად შეუქმნია. საზოგადოებრივი გაერთიანებები, თემები, ერე
ბი, ყველა, ვისთვისაც ლიტერატურა ძვირფასია, მწერლობას აყ
ურადებს, ტკბება, სულიერად მდიდრდება და მაღლდება. ამას-
თან, თითოეულმა მშვენივრად იცის, რომ წიგნების დაწვა, მწერ-
ლების დამცირება, ერებისთვის შავბნელ, უგუნურ დღეთა მაუწ-
ყებელია. მაგრამ ლიტერატურა, მარტოოდენ, ეროვნული თე-
მით არასოდეს შემოიფარგლება. წიგნებთან ოთახში განმარ-
ტოებულ, უწინარესად, საკუთარ არსებაში წლობით სამოგ-
ზაუროდ წასულ მწერალს, დღის სინათლეზე ის ნორმები გამო-
აქვს, რაზეც კარგი ლიტერა ტურა ვერასოდეს იტყვის უარს. ლი-
ტერატურა, ჩვენი ამბებისა და სხვათა მონათხრობის, ასევე,
სხვათა ამბებისა და ჩვენი მონათხ რობის გადმოცემის ოსტატო-
ბაა. ამისთვის სხვათა ნაამბობითა და საკუთარი წიგნებით მი-
ვუყვებით გზას.
მამაჩემს ერთი მწერლისთვისაც კი სრულიად საკმარისი ბი
ბლიოთეკა ჰქონდა, სადაც ათას ხუთასი წიგნი ინახებოდა. ოცდა

996
ორი წლისას, უმეტესობა, შესაძლოა, არც კი წამეკითხა, მაგრამ
თითოეულ წიგნს ვიცნობდი. ზოგი სერიოზული, ზოგი გასართო
ბი და იოლად წასაკითხი, ზოგი კლასიკა, რომელიღაც კი ისეთი,
მსოფლიო რომ ვერასოდეს აუვლის გვერდს, ზოგიერთი ჩვენს
ისტორიას რომ შეგვახსენებს, დროის მოსაკლავად წასაკითხი,
ზოგი კი, მამაჩემისთვის ესოდენ ძვირფასი, ფრანგი მწერლების
ნაწარმოებები გახლდათ. ამ ბიბლიოთეკას ხანდახან შორიდან
რომ გავხედავდი, ვოცნებობდი, ერთ მშვენიერ დღეს, სხვა სახ-
ლში ამ გვარ ბიბლიოთეკას, თანაც გაცილებით უკეთესს – წიგ-
ნებით ჩემ სამყაროს, როგორ შევქმნიდი. მამაჩემის ბიბლიოთე-
კა შორიდან ზოგჯერ მთელი სამყაროს პაწია ხატად მესახებოდა.
მაგრამ ეს, ჩვენი თვალსაწიერიდან, სტამბოლიდან დანახული
სამყარო გახლ დათ. ბიბლიოთეკაც ამას მეტყველებდა. ეს ბიბ-
ლიოთეკა მამაჩემ მა საზღვარგარეთ მოგზაურობისას, პარიზსა
და ამერიკაში ნაყიდ
წიგნებთან ერთად, ახალგაზრდობაში, სტამბოლში 1940იან,
ორ მოცდაათიან წლებში უცხოური ლიტერატურით მოვაჭ-
რეების წყა ლობით შეაგროვა და თითოეული, მეც რომ კარგად
ვიცნობდი, სტამბოლის იმ ძველი და ახალი წიგნების გამყიდვე-
ლებისგან მოი ხელთა. ლოკალურთან, ეროვნულთან ერთად,
დასავლურის ნაზავია ჩემი სამყარო. 1970იანი წლებიდან, საკუ-
თარი, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის შექმნას მივყავი ხელი.
ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მქონდა გადაწყვეტილი, გავმხდარი-
ყავი თუ არა მწერალი, მაგრამ როგორც ჩემს წიგნში, „სტამბო-
ლი“ რომ ვუწოდე, ვამბობ, უკვე ვგრძნობდი, მხატვარი რომ არ
გამოვიდოდი, თუმცა, ცხოვრების რა გზას დავადგებოდი, ბო-
ლომდე კარგად ვერ ვაცნობიერებდი. ერთი მხრივ, ყველაფრი-
სადმი დაუოკებელი ინტერესი და უკი დურესი ოპტიმიზმი, კით-

997
ხვისა და ცოდნის წყურვილი ძალუმად იჩენდა თავს, მეორე
მხრივ კი, ვგრძნობდი, ჩემი ცხოვრება, რამ დენადმე, „სრულფა-
სოვანი“ არ იქნებოდა, სხვებივით ვერასოდეს ვიცხოვრებდი. ჩე-
მი ამგვარი აღქმის პირველ ნაწილს, სწორედ ისე, მამაჩემის
ბიბლიოთეკის თვალიერებისას რომ მიგვრძნია, ფიქრით ცენ-
ტრიდან შორს გადავყავდი. ეს იყო პროვინციული ცხოვრების
განცდა, იმხანად სტამბოლში ყველა რომ მოიცვა. არასრულფა-
სო ვანი ცხოვრებით კიდევ ერთი შეშფოთება, რაც გნებავთ ხატ-
ვაში, გნებავთ ლიტერატურაში მჟღავნდებოდა, ბუნებრივია, ის
გახლ დათ, რომ ბოლომდე ვერ გამეაზრებინა, ისეთ ქვეყანაში
რომ ვც ხოვრობდი, რომელიც ხელოვანთა მიმართ დიდ დაინ-
ტერესებას არ იჩენდა და იმედის ნაპერწკალს არ აღვივებდა.
1970იან წლებში, გეგონებოდათ, არასრულფასოვანი ცხოვრე-
ბისგან გაქცევა სწა დიაო, მამაჩემისგან ნაჩუქარი ფულით, სტამ-
ბოლის ძველი წიგნე ბით მოვაჭრეებთან, გაცრეცილ, ნახმარ,
მტვრიან წიგნებს ხარბად დავეწაფე. ბუკინისტური მაღაზიების,
გზების გასწვრივ, მეჩეთე ბის ეზოებში, ჩამონგრეული კედლების
კიდეებზე მოკალათებული წიგნების გამყიდველთა ღატაკი, და-
მაბნეველი და ადამიანში ხან გრძლივად უიმედობის აღმძვრე-
ლი, არეულდარეული ატმოსფერო წაუკითხავი წიგნებივით მი-
ზიდავდა.
უმთავრესი, რაც სამყაროში, ისევე როგორც ცხოვრებასა და
ლიტერატურაში ჩემი ადგილის გამო განვიცადე, ის გახლდათ,
რომ „ცენტრში არ ვიმყოფებოდი.“ მსოფლიოს ცენტრში ადა-
მიან ებს ჩვენზე უფრო შეძლებული, ასატანი ცხოვრება ჰქონდათ
და მე, თითოეულ სტამბოლელთან და თურქთან ერთად, ამ
ყველ აფრის მიღმა ვრჩებოდი. ვფქრობ, დღეს ამ გრძნობას
მსოფლიოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან ერთად ვი-

998
ნაწილებ. სწო რედ ასევე, არსებობდა მსოფლიო ლიტერატურა,
რომლის „ცენ ტრი“ ჩემგან ძალზე შორს გახლდათ. მაგრამ უმ-
თავრესი, რაზეც ხშირად მიფიქრია, მსოფლიო კი არა, დასავ-
ლური ლიტერატურაა, რომლის მიღმაც ასევე აღმოვჩნდით
ჩვენ, თურქები. მამაჩემის ბი ბლიოთეკაც ამას ადასტურებდა.
მაგრამ, ერთი მხრივ, ლოკალური მსოფლიო ვართ, დეტალები
რომ იტაცებს და ამ გატაცებას ვერა და ვერ შელევია. სტამბოლ-
შიც შეხვდებით წიგნებსა და მწერლო ბას, თანაც, ისეთს, მას
რომ სრულებით არ ჰგავს და თან გვაწუ ხებს, თანაც გვაიმედებს
დასავლეთის ლიტერატურისგან ეს განსხ ვავება.
წერა და კითხვა, ვგონებ, რომელიღაც სამყაროდან გამოსვ
ლასა და სხვა, განსაკუთრებულ, საოცარ, უჩვეულო გარემოში
ნუგეშის პოვნას ჩამოჰგავს. ზოგჯერ ვგრძნობდი, მამაჩემიც, ზუ
სტად ისევე, მოგვიანებით თავად რომ დამჩემდა, ამ რომანების
კითხვით, საკუთარი ცხოვრებიდან დასავლეთში გაქცევას ლა
მობდა. ანდა, იმხანად, წიგნები ისეთი რამ გახლდათ, სხვადას-
ხვა კულტურული არასრულფასოვნების გრძნობის გადასალა-
ხად რომ მივმართავდი. მარტოოდენ კითხვა კი არა, წერაც ჩვე-
ნი სტამბო ლური ცხოვრებიდან დასავლეთში წასვლასა და უკან
დაბრუნებას მაგონებდა. ჩემოდანში მოთავსებული რვეულების
უმეტესობის შესავსებად, მამაჩემი პარიზში გაემგზავრა, სასტუმ-
როს ნომერში განმარტოვდა და ნაწერები უკან, თურქეთში ჩა-
მოიტანა. მამაჩემის ჩემოდნის თვალის შევლებისას, შეშფოთება
ამიტომაც მეუფლებო და. ოცდახუთი წლის ასაკში თურქეთში
მწერალი რომ გავმხდარი ყავი და ფეხზე დავმდგარიყავი, საკუ-
თარ ოთახში გამოვიკეტე და მივხვდი, მწერლისთვის საზოგა-
დოებიდან, სახელმწიფოდან, ერი დან განმარტოება ისეთივე

999
გარდუვალია, როგორც მწერლობის ჩვენი არსებიდან მომდინა-
რეობა. მამაჩემის ჩემოდნის ყურებისას,
უკვე აღშფოთება მეუფლებოდა. მეტწილად იმიტომ ვბრაზობ-
დი, რომ მწერლობას ჩემსავით სერიოზულად არ აღიქვამდა.
მამაჩემმა ჩემგან სრულიად განსხვავებულად იცხოვრა. მცი
რეოდენი კონფლიქტიც კი საზოგადოებაში არავისთან მოს-
ვლია. ვბრაზობდი, მეგობრებთან და მიჯნურებთან ერთად,
მხიარული და ბედნიერი ცხოვრება რომ ეწადა. მაგრამ გონება
მკარნახობს,
„გაბრაზების“ ნაცვლად, მართებული იქნებოდა მეთქვა, რომ
მისი
„მშურდა“ და ეს მაწუხებდა. იმხანად, მოვალეობის ჩვეული
შეგნე ბით, შეშფოთებული ხმით საკუთარ თავს ვეკითხებოდი:
„რა არის ბედნიერება?“ ოთახში განმარტოება და სულიერი
ცხოვრება, თუ რწმენა იმისა, რომ საზოგადოების საერთო ფერ-
ხულში ხარ ჩაბ მული და გინდა იწამო, რომ მშვიდად ცხოვრობ?
მართლაც და, რა უნდა იყოს ეს, ბედნიერება, თუ უბედურება,
როდესაც, ერთი მხრივ, სრულიად უკონფლიქტოდ ცხოვრობ,
მეორე მხრივ კი, გან მარტოებული, სხვებისგან მალულად წერ?
თუმცა, ამაზე უფრო გამაღიზიანებელი, შემაშფოთებელი კით-
ხვებიც არსებობს. თანაც, საიდან მოვიტანე, რომ კარგი ცხოვ-
რების საზომი ბედნირებაა? ადამიანები, გაზეთები ისე ირჯებიან,
ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ცხოვრების უმთავრესი საზომი
ბედნიერებაა. თუნდაც მარ ტოოდენ ამის საპირისპირო ჭეშმა-
რიტების კვლევას განა, მნიშვ ნელოვან თემასთან არ მივყა-
ვართ? საერთოდ, ჩვენგან, ოჯახიდან გაქცეულ მამაჩემს ვიც-
ნობდი კი წესიერად, შემეძლო მისი შეშფო თების მიზეზებში გავ-
რკვეულიყავი?

1000
ერთი სიტყვით, პირველად ასეთი განწყობით გავხსენი მამა-
ჩე მის ჩემოდანი. მისი ცხოვრების ჩემთვის უცნობი მხარე, მის
ნაწე რებში დავანებული უბედურება იყო ეგებ, ის საიდუმლო,
რასაც უნდა დავყრდნობოდი? როგორც კი ჩემოდანი გავხსენი,
მაშინვე სამოგზაურო ჩანთის სურნელი გამახსენდა, ზოგიერთი
რვეული ვიცანი, მამაჩემმა რომ ვერ მოითმინა და წლების წინ
მაჩვენა. ყვე ლას სათითაოდ შევავლე ხელი, ჩემ მიერ არეულ-
დარეული რვეუ ლების უმეტესობა, ახალგაზრდობის იმ წლები-
დან შემორჩენოდა, პარიზში რომ წავიდა და ჩვენ მიგვატოვა.
თანაც, მისი ბიოგრაფი ის მსგავსი ამბები წავიკითხე. მამაჩემის-
გან იმის გაგება მეწადა, რასაც ჩემი საყვარელი მწერლების
კითხვისას ვეშურებოდი, მაინ
ტერესებდა, ჩემს ასაკში რას წერდა და რაზე ფიქრობდა. იმა-
საც მივხვდი, ამგვარ რამეებს მასთან მყისვე ვერ წავაწყდებოდი.
სამა გიეროდ, მამაჩემის რვეულებში, აქაიქ, ის შეშფოთება და-
ვინახე, მწერლის ხმაში რომ იგრძნობა ხოლმე და, ეს მამაჩემის
ხმა არ არისმეთქი, გავიფიქრე. ნამდვილად მისი არ იყო, ანდა,
მამას რომ ვუწოდებ და ნამდვილ მამად მიმაჩნია, იმ კაცისა არ
გახლდათ ეს ხმა. მის ნაწერებში, ვგონებ, შეშფოთებაზე უფრო
მძიმე, იმ გვარ შიშს დაესადგურებინა, მამაჩემისას რომ არ
ჰგავდა, ჩემთვის ნამდვილად უცნობ შიშს. მამაჩემის ნაწერებს
აქამდე სათანადოდ რომ ვერ ვაფასებდი, ახლა მისი სხვა ნაწე-
რების უკეთ გაცნობის სურვილი მომეძალა. განსაკუთრებით
ახალგაზრდობაში რომ დამ მართნია, თითქოს საკუთარი არსე-
ბობა, მთელი ჩემი ცხოვრება, წერის სურვილი და ჩემი ნაწერები
მისვამდნენ კითხვებს და ჩიხ ში შევყავდი. რომანების წერის
დაწყებიდან პირველი ათი წელი, შიში კიდევ უფრო გამიღრმავ-
და, წინააღმდეგობის გაწევა ერთობ გამიჭირდა. მარცხი რომ

1001
განვიცადე და ხატვას შევეშვი, ხანდახან ვშიშობდი, ერთ მშვენი-
ერ დღეს, ამ შეშფოთების გამო, რომანების წერაც არ მიმეტოვე-
ბინა.
ჩემოდანი როგორც კი დავკეტე და ავწიე, ჩემში უმალვე ორ-
მა მთავარმა გრძნობამ გაიღვიძა: გრძნობამ, რომ პროვინციაში
ვი მყოფებოდი და შეშფოთებამ, რომ შესაძლოა, რეალურად,
მართ ლაც ასე იყო. ამგვარი შიშისმომგვრელი განცდები მთელ
ჩემს არსებას პირველად როდი დაეუფლა. ეს განცდები, მთელი
თავი სი სიგრძესიგანითა და შედეგებით, ნერვიულობის სათავი-
თა და შინაგანი კავშირებით, მთელი თავისი მრავალფეროვნე-
ბით, წლე ბის მანძილზე, საკუთარ მაგიდასთან ჯდომითა და წე-
რაკითხვით ვიკვლიე, დღის სინათლეზე გამოვიტანე, გავაღრმა-
ვე. ამ გაუცნო ბიერებელი ტკივილებით, განცდებით, სიმოვნებას
ხელიდან რომ გაცლის, ამასთან, არეულდარეული გონებით,
ცხოვრებამ და წიგნებმა რომ დამაჯილდოა, განსაკუთრებით ახ-
ლგაზრდობა ში, მართლაც, კარგა დიდხანს მიცხოვრია. თუმცა,
მიუხედავად ამისა, თუნდაც მარტოოდენ პროვინციელობის გან-
ცდისა და ნაღ დი შეშფოთების გამო, მოვახერხე და წიგნები
დავწერე (მაგა ლითად, პროვინციელობის განცდით „თოვლი“,
„სტამბოლი“, ჭეშ
მარიტი შეშფოთებით „ჩემი სახელი წითელია“, ანდა „შავი
წიგნი“). მწერალობა, შინაგანად განცდილ, ზოგჯერ მარტოოდენ
ჩვენთვის ნაცნობ, ფარულ ჭრილობებზე დაკვირვება, მათი რუ-
დუნებით გა მომზეურება, გაცნობა, დღის სინათლეზე ოსტატუ-
რად გამოტანა და, საკუთარი ნაწერებისა და ვინაობის გაცნო-
ბიერებით, ამ ჭრი ლობებისა და ტკივილებისთვის, ჩვენივე უნა-
რითა და ოსტატობით, სათანადო ფორმის მინიჭებაა.

1002
მწერლობა იმაზე საუბარია, რაც ყველამ იცის და თან არ იცი-
ან, რომ მათ ეს იციან. ამ ცოდნის მზის სინათლეზე გამოტანა,
განვრცობა და მკითხველისთვის ძალზე ნაცნობ სამყაროში, სა-
უც ხოო მოგზაურობით ტკბობაა მწერლობა. ამ სიამოვნებას,
მთელი ჩვენი ცოდნის, ყოველივეს ნაწერებში გულწრფელად
გადმოღვრის ხელოვნება გვანიჭებს. ოთახში წლობით განმარ-
ტოებითა და ოსტა ტობის დახვეწით მწერალი ახალი სამყაროს
შენებას ცდილობს, საქმეს საკუთარი ფარული ჭრილობებით იწ-
ყებს და, აცნობიერებს ამას თავად, თუ არა, კაცობრიობას რწმე-
ნას უნერგავს.
სხვათა მსგავსი ჭრილობები, ამ გზით მიღწეული ურთიერთ
გაგება და ურთიერთმსგავსება, მოვალეობის შეგნების განცდა –
ყველაფერი გამოვიარე. ყოველი ჭეშმარიტი ლიტერატურა, ადა-
მი ანთა ურთიერთმსგავსების ბავშვურ და ოპტიმისტურ რწმენას
ეყრდნობა. განმარტოებითა და წლობით წერის გზით მწერალს
იმ სამყაროსთვის ხმის მიწვდენა სწადია, რომელიც არც ჰუმანუ-
რია და არც ცენტრი.
მაგრამ მამაჩემის ჩემოდნიდან და, ბუნებრივია, სტამბოლში
ჩვენ მიერ გატარებული უღიმღამო დღეებიდან იმის გაგება მოვა
ხერხე, რომ მსოფლიოს ცენტრი ჩვენგან ძალზე შორს იმყოფებო
და. სასიცოცხლო იმპულსის მომნიჭებელ ამ უმთავრეს გრძნობა
ზე, პროვინციის ჩეხოვისეულ განცდაზე, სხვაგვარად რომ
ვთქვათ, შედეგის მომტან ჭეშმარიტ შეშფოთებაზე ჩემს წიგნებში
ხშირად მისაუბრია. მოსახლეობის უმეტესობა დედამიწაზე
მსგავსი განც დებით ცხოვრობს. ამასთან, ხუთი თითივით ვიც-
ნობ იმათ ყოფას, კიდევ უფრო დაბეჩავებულნი რომ არიან და
საკუთარი თავისადმი უნდობლობისა და დამცირების შიშით

1003
ძრწიან. დიახ, კაცობრიობის უპირველესი საფიქრალი, კვლავ
უქონლობა, შიმშილი, უბინაობაა.
. . მაგრამ ამ უმთავრეს ნაღველზე, ტელევიზორები, გაზეთე-
ბი, გა ცილებით სწრაფად და მარტივად მოგვითხრობენ.ლ მთა-
ვარი და აუ ცილებელი, რაც დღეს ლიტერატურამ უნდა ახსნას
და იკვლიოს, კაცობრიობის უპირველესი სატკივრის მიღმა დარ-
ჩენა, საკუთარი არარაობის შეგნებისგან, მისგან გამომდინარე
განცდებისგან: ამა თუ იმ საზოგადოებაში მცხოვრებთა შელახუ-
ლი თავმოყვარეობის გან, იმედგაცრუებისგან, განაწყენებისგან,
დამცრობისგან, მრა ვალზე მრავალი აღშფოთებისა და სიბრა-
ზისგან, გაუთავებელი, შეურაცხმყოფელი ილუზიებისგან და მა-
თი ძმა და მეგობრის, ერო ვნული თავმოთნეობისა და გადიდკა-
ცებისგან განთავისუფლებაა... კარგა ხანია, რომელიმე ენაზე
გამოხატული, ამგვარი უგუნური და უკიდურესად ემოციური შე-
ხედულებების, ჩემს არსებაში დაბუდე ბული წყვდიადის ყოველ-
მხრივ აღქმა შემიძლია. ყველანი მოწმენი ვართ, ჩემ მიერ იდენ-
ტიფიცირებულ, დასავლეთისგან დაშორებულ სამყაროს,
არეულობებით, საზოგადოებისა და ერების დამცირე ბით გამოწ-
ვეული შეშფოთება და ილუზიები, სიბრიყვემდე დასუ ლი შიში,
დროდადრო, როგორ ასაზრდოებს. ისიც ვიცი, ჩემ მიერ იდენტი-
ფიცირებულ დასავლურ სამყაროში რენესანსს, განმანათ ლებ-
ლობის ეპოქას, მოდერნიზმს, პერიოდულად, ცალკეული ერე
ბის, სახელმწიფოების მიერ სიმდიდრით უკიდურესი, ბრიყვული
სიამაყე და თვითკმაყოფილება სააშკარაოზე როგორ გამოჰ-
ქონდა. ასე რომ, მარტო მამაჩემი კი არა, ჩვენც, მთელი მსოფ-
ლიოს ცენტრად ყოფნის იდეას, ერთობ გაზვიადებულ მნიშვნე-
ლობას ვანიჭებთ. მაშინ როდესაც, წლობით ოთახში განმარ-
ტოებისა და წერისას, საპირისპირო რწმენა გვეუფლება; ერთ

1004
მშვენიერ დღეს, ვინც ამ ჩემს ნაწერებს წაიკითხავს, მიხვდება,
ეს არის რწმენა, რომ დედამიწის ყველა კუთხის ადამიანები ერ-
თმანეთს ჰგვანან, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან და მამა-
ჩემის ნაწერებიდან ვიცი, გარდა ქვეყნის კიდეზე, ცენტრის გა-
რეთ დარჩენის აღშფო თებისა, ეს ნაიარევი, სევდიანი ოპტიმიზ-
მია. მთელი ცხოვრების მანძილზე დასავლეთისადმი დოსტოევ-
სკისეული სიყვარული და სიძულვილი ძალზე ხშირად თავადაც
განმიცდია. მაგრამ მთავა რი, რაც მისი წყალობით დავინახე, ამ
დიდი მწერლის ოპტიმიზმის მთავარი წყარო, დასავლეთისადმი
სიყვარულითა და სიძულვილით
რომ მიუყვება გზას, მის მიერ შექმნილი სრულიად სხვა სამ-
ყაროა. ყველა, ვინც მწერლობის საქმეს მთელი ცხოვრება
შეალია, მშვე ნივრად წვდება ამ ჭეშმარიტების არსს: მაგიდას
საწერად წლობით რომ მივუსხდებით, რწმენით ვაშენებთ სამყა-
როს, რომელიც მერე სულ სხვა სივრცეში გადაინაცვლებს. სევ-
დიანად და აღშფოთე ბით მაგიდასთან მსხედარნი, იმ მაგიდი-
დან ამ გრძნობებს სხვა მხარეს, სრულიად სხვა სამყაროს ვუწი-
ლადებთ. განა, ერთ ამგვარ სამყაროს არ მიაგნო მამაჩემმაც?
ხანგრძლივი საზღვაო მოგზაუ რობის გასრულებისას ნისლი
რომ აიკრიფება და ჩვენს თვალწინ კუნძულივით წამომართული
ახალი სამყაროს ფერები თანდათან უმშვენიერეს გრძნობებს
წამოშლის, ანდა, ბევრის მნახველი და სავლელი მოგზაურები
სტამბოლს სამხრეთიდან გემით რომ მოად გებიან, დილის ნის-
ლი აიკრიფება და მათ წინაშე საოცარი სანა ხაობა გადაიშლება,
მათ მიერ განცდილ გრძნობას ვამსგავსებ ამ ყოველივეს. იმე-
დით აღსავსე, მიმზიდველი, ხანგრძლივი მოგზაუ რობის დასას-
რულს – მეჩეთები, მინარეთები, სახლები, ქუჩები, შემაღლებუ-
ლი ადგილები, ხიდები, აღმართები, მთელი ქალაქი – მთელი

1005
სამყაროა. ადამიანს, წიგნის ფურცლებში ჩაძირული ლიტე რა-
ტურის ტრფიალივით, მის წინაშე აღმართულ ახალ სამყაროში
მყისვე შესვლა და გაუჩინარება სწადია. ქქვეყნის კიდეზე, პრო-
ვინ ციაში, უცხოეთში, შეშფოთების, ანდა უკიდურესი მოწყენი-
ლობის ჟამს მაგიდას რომ მივუსხდებით და ახალ სამყაროებს
ვქმნით, სწორედ ამგვარ გრძნობებს შევახსენებთ მკითხველს.
ბავშვობისა და სიყმაწვილის განცდათა საპირისპიროდ, დე-
და მიწის ცენტრი ჩემთვის უკვე სტამბოლია. მარტოოდენ იმი-
ტომ კი არა, რომ რაც არ უნდა იყოს, მთელი ცხოვრება იქ გავა-
ტარე, ოც დაცამეტი წელია საკუთარი თავი თითოეულ ქუჩას-
თან, ხიდთან, ადამიანთან, ძაღლთან, სახლთან, მეჩეთთან, წყა-
როსთან, საოცარ გმირებთან, დუქნებთან, ნაცნობებთან, ბნელ
უბნებთან, ღამეებ თან და დღეებთან გავაიგივე, ეს ყველაფრი
რომ გადმომეცა. გავა დრო და ეს სამყაროც, წარმოსახვით რომ
შევქმენი და ოცნებებში ვიცხოვრე, იმ ქალაქზე უფრო რეალური
აღმოჩნდება. მაშინ ყვე ლა ის ადამიანი და ქუჩა, ნივთი და სახ-
ლი, მე რომ თავდაპირ ველად ვერ აღვიქვი, ერთმანეთს შეეხ-
მიანება, ურთიერთობებს
დაამყარებენ და ამიერიდან, ჩემს წარმოსახვასა და წიგნებში
კი არა, დამოუკიდებლად გაუყვებიან ცხოვრების გზასავალს.
ნემსით ჭის თხრასავით, წარმოსახვაში რუდუნებით შექმნილი ეს
სამყარო, მაშინ ჩემთვის ყველაფერზე უფრო რეალური აღმოჩ-
ნდება.
მამაჩემმაც, ეგებ, მწერლობას წლები რომ შეალიეს, იმათი
ბედნიერებანი აღწერა. ამიტომაც არა მაქვს უფლება, განვიკით
ხო, ვამბობდი ჩემოდანს რომ ვუყურებდი. მამაჩემი, თავისთა-
ვად, ის მამა არ იყო, რომელიც მბრძანებლობს, კრძალავს,
ავიწროებს, სჯის. არასოდეს არ მზღუდავდა, ყოველთვის უაღრე-

1006
სად გულთ ბილად მექცეოდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.
ბავშვობისა და სიყმაწვილის მრავალი მეგობრისგან განსხვავე-
ბით, მამაჩემის არასოდეს მეშინოდა. ზოგჯერ მჯერა, სწორედ
ამიტომ, ჩემი ფანტ აზია, დროდადრო, თავისუფლად, ანდა ბავ-
შვურად ნავარდობდა, ზოგჯერ კი დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ
მწერალი იმიტომ გა ვხდი, თავად მამაჩემს რომ ეწადა ახალგაზ-
რდობაში მწერლობა. უნდა მივმხვდარიყავი და მოთმინებით წა-
მეკითხა, რაც მამაჩემმა სასტუმროს ნომრებში დაწერა. მის მი-
ერ დატოვებულმა, დღემდე იმევე ადგილზე მდგარმა ჩემოდან-
მა, ამგვარი ოპტმისტური ფი ქრები აღმიძრა, ძალღონე მოვიკ-
რიბე და ზოგიერთი რვეული და ფურცელი წავიკითხე. ნეტა, მა-
მამ რა დაწერა? პარიზის სასტუმ როებიდან დანახული ხედები
მახსენდება, ზოგი ლექსი, ზოგი პა რადოქსი, გონების სავარჯი-
შო... ავარიის შემდეგ კაცი ძლივს რომ იხსენებს თავს რაც გა-
დახდა, თან უჭირს, თანაც არ სურს გახსე ნება, ახლა იმგვარი
განცდა მეუფლება. ბავშვობაში ჩემს მშობ ლებს შორის ურთი-
ერთობა სერიოზულად რომ იძაბებოდა, ანუ იმ მრავალი მომაკ-
ვინებელი მდუმარებიდან ერთერთის დაწყებისას, მამაჩემი ვი-
თარების განსამუხტად, მყისვე რადიოს რთავდა. მუსი კა ყოვე-
ლივეს, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, სწრაფად გვავიწყ ებდა.
მეც, რამდენადმე, ვგრძნობ, მუსიკის ამგვარ ფუნქციას და ორი-
ოდ სიტყვით, სიამოვნებით სხვა თემაზე გადავდივარ.
მოგეხსენებათ, ჩვენ, მწერლებს ძალზე ხშირად მოგვმართა-
ვენ კითხვით, რომელიც მომეტებულად უყვართ: – რატომ
წერთ? მე წერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით
ნორმალურ სა ქმეს ვერ ვაკეთებ! ჩემნაირ წიგნებს თუ დაწერ,
წავიკითხავმეთქი,

1007
ვამბობ და ვწერ. ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან
გაბრაზე ბული რომ ვარ, იმიტომაც ვწერ. ძალზე მხიბლავს
ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ. დღემდე
რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მე, სხვებმა,
ჩვენ ყველამ სტამ ბოლში, თურქეთში, როგორ ვიცხოვრეთ და
ვცხოვრობთ, მთელ მა მსოფლიომ უნდა გაიგოსმეთქი, და ვწერ.
ქაღალდის, კალმის, მელნის სუნი მიზიდავს და იმიტომ ვწერ,
მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ოსტატობისა
და ვწერ. ჩვევისა და ძლიე რი წადილის გამო ვწერ. მეშინია,
რომ არ დამივიწყონ და ვწერ. მხიბლავს სახელი და პოპულარო-
ბა რომ მოაქვს და იმიტომაც ვწერ. განმარტოებისთვის ვწერ.
ეგებ როგორმე გავარკვიო, ყვე ლაზე, თითოეულზე ასე ძლიერ
რატომ ვბრაზობმეთქი, და ვწერ. კითხვა მიყვარს და იმიტომ
ვწერ. ერთხელ დაწყებულ რომანს, ნა წერს, გვერდს, ბარემ და-
ვამთავრებმეთქი და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის და მეც
ვწერ. ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნე ბის თაროზე შემო-
დების ბავშვური რწმენის გამო ვწერ. ცხოვრება, სამყარო წარ-
მოუდგენლად მშვენიერი და საოცარი რომ არის, იმი ტომ ვწერ.
მთელი თავის მშვენიერებითა და მრავალფეროვნებით, ცხოვ-
რების სიტყვებით გამოხატვა რომ მწადია, იმიტომ ვწერ. ამ ბის
გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ერთი ადგილია, ყველა
რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, ზუსტად
იმგვარად, თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. იმისთვის ვწერ,
ამ გრძნობისგან რომ გავთავისუფლდე. ბედნიერებას რომ ვერა
და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ. ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის
ვწერ.
ჩემს სამუშაო ოთახში რომ შემოვიდა და ჩემოდანი დატოვა,
ერთი კვირის თავზე, მამაჩემი, ჩვეულებისამებრ, შოკოლადე-

1008
ბით სავსე პარკით (დაავიწყდა, რომ ორმოცდარვა წლის ვიყა-
ვი), კვლავ მეწვია. ისევ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე ვისაუბრეთ,
საოჯახო ჭო რები გავიხსენეთ და ვიცინეთ. უცებ მამაჩემმა კუთ-
ხეში მიდგმულ ჩემოდანს ჰკიდა მზერა და მიხვდა, გახსნილი და
დათვალიერე ბული რომ მქონდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს
შეხვდა. გულის შემძვრელი, სამარცხვინო დუმილი ჩამოვარდა.
როდი ვუთხარი, რომ ჩემოდანი გავხსენი და მისი ნაწერების წა-
კითხვას შევეცადე. თვალი მოვარიდე, მაგრამ მიმიხვდა. მეც
მივხვდი, რასაც ის მი
თიერთმიხვედრილობის ჟამმა, სულ რამდენიმე წამს, რამდე-
ნიც საჭირო იყო, იმდენხანს გასტანა. მამაჩემი თვითდაჯერებუ-
ლი, მშვიდი და ბედნიერი კაცი იყო და მყისვე გაიცინა. წასვლა
რომ განიზრახა და ოთახიდან გადიოდა, ის სასიამოვნო, გული-
თადი სიტყვები, ჩვეულებრივ, მამები შვილებს რომ ეუბნებიან
ხოლმე, კვლავ გამიმეორა.
მამაჩემის მხიარული, უდარდელი, მშვიდი ხასიათი მშურდა
და მზერა გავაყოლე. მაგრამ მახსოვს, იმ დღეს სირცხვილისა და
ბედ ნიერების მსუბუქი თრთოლვა მთელ სხეულში როგორ მივ-
ლიდა. მართალია, მასავით უდარდელი არ ვიყავი, მასავით
მშფოთვარე და ბედნიერი ცხოვრება არ განვვლე, მაგრამ სამა-
გიეროდ, მისეულ აღქმას სიტყვით გამოხატვის უფლება მივანი-
ჭე, მიმიხვდით ალ ბათ... მრცხვენოდა, მამაჩემის მიმართ ამას
რომ ვგრძნობდი. მით უმეტეს, იმ ცენტრივით, ცხოვრება არ გა-
მიმწარა, თავისუფლება მომანიჭა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ
წერასა და ლიტერატურა სთან, ჩვენი ცხოვრების ცენტრში დაბუ-
დებულ არასრულფასოვნე ბასთან ერთად, ყოველივე ბედ-
ნიერებისა და უბედურების აღქმას სიღრმისეულად უკავშირდე-
ბოდა.

1009
მაგრამ სიმეტრიაა, რაც მთელ ამ ნაამბობში დანაშაულის
განცდას კიდევ უფრო მიმძაფრებს. იმ დღეს, მყისვე, მისი მეო
რე ნაწილი გამახსენდა. ოცდასამი წლით ადრე, ვიდრე მამაჩემი
ჩემოდანს დატოვებდა, ოცდაორი წლის ასაკში ყველაფერი მივა
ტოვე და რომანების წერა გადავწყვიტე. ოთახში განვმარტოვდი
და ოთხი წლის თავზე პირველი რომანი, „ჯევდეთ ბეი და მისი
ვაჟები“ დავასრულე, წიგნი ჯერ არ გამომექვეყნებინა, რომ გა
დავბეჭდე და ასლი მამაჩემს აკანკალებული ხელით გავუწოდე,
წაიკითხე და შენი აზრი მითხარიმეთქი, ვთხოვე. მარტოოდენ
იმიტომ არა, რომ მსიამოვნებდა და მის გონიერებას ვენდობო
დი, დედაჩემისგან განსხვავებით, მამაჩემი, წინააღმდეგი არ
იყო, მწერალი გავმხდარიყავი, ამიტომაც ვანიჭებდი მის მხარ-
დაჭერას ასეთ მნიშვნელობას. იმხანად მამაჩემი ჩვენგან შორს
იმყოფებო და. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი. ოორმა
კვირამ რომ განვლო და დაბრუნდა, კარის გასაღებად სულმო-
უთქმელად გავი
ქეცი. არაფერი უთქვამს, მაგრამ ერთბაშად ისე მომეხვია,
მივხვ დი, წიგნი ძალიან მოეწონა. უცაბედად, უკიდურესი გული-
თადობის ფონზე, უმწეო დუმილი ჩამოვარდა და ორივენი გა-
მოუვალ ვითა რებაში აღმოვჩნდით. მცირე ხნის შეყოვნების
შემდეგ საუბარი რომ წამოვიწყეთ, მამაჩემმა ნდობა ჩემი პირვე-
ლი წიგნის მიმართ, აღელვებულმა, ზეაღმატებით გამოხატა და
მითხრა, რომ დადგე ბოდა დრო და იმ ჯილდოს მომანიჭებდნენ,
დღეს რომ სიამოვნე ბით ვიღებ.
ეს სიტყვა იმისთვის არ უთქვამს, რომ დავერწმუნებინე, ანდა
შეეხსენებინა, ეს ბევრისთვის რაოდენ დიდი მიზანია, არამედ,
მხარდასაჭერად, გამბედაობისთვის, თურქი მამა თავის ვაჟს
რომ ეტყვის: „მოვა დრო და ფაშა გახდები!“ – იმ გაგებით მით-

1010
ხრა. წლების მანძილზე, ყოველთვის, როცა კი მნახულობდა, გა-
სამხნე ვებლად მუდამ ამ სიტყვას მიმეორებდა.
მამაჩემი 2002 წელს, დეკემბერის თვეში გარდაიცვალა. შვე-
დეთის ამ ჯილდოს, პატივისა და ღირსების მომნიჭებელი
აკადემიის ძვირფასო წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, გუ-
ლით მე წადა, რომ მამაჩემი დღეს ჩვენს შორის ყოფილიყო.

1011
დორის ლესინგი

ნობელის პრემიის მიუწვდომლობის გამო


ზღურბლზე ვდგავარ, მორიალე მტვრის ღრუბლებში იქით ვი-
ყურები, სადაც, როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ გაუკაფავი ტყეა.
გუშინ მანქანით გავიარე რამდენიმე მილი კუნძებსა და შავად
ჩანახშირებულ ნახანძრალებს შორის – იქ, სადაც 1956 წელს
ყველაზე საოცარი ტყე იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველაფე-
რი განადგურებულია. ხალხს ჭამა უნდა. მათ საწვავი სჭირდე-
ბათ ცეცხლის დასანთებად.
ეს ჩრდილოდასავლეთ ზიმბაბვეა – ადრეულ ოთხმოციან
წლებში და მე აქ მეგობარს ვესტუმრე, რომელიც სკოლის მას
წავლებელი იყო ლონდონში. ის, როგორც ვამბობთ ხოლმე, „აფ
რიკას ეხმარება“. ფაქიზი სულის, იდეალისტი ადამიანია და იმ
ყველაფერმა, რაც სკოლაში აღმოაჩინა, შოკში ჩააგდო, სრულ
დეპრესიამდე მიიყვანა, რომლიდან გამოსვლაც ძალიან
გაუჭირდა. ეს სკოლა ყველა იმ სკოლას ჰგავს, ქვეყნის და-
მოუკიდებლობის შემდეგ რომ ააშენეს. აგურის ოთხი დიდი
ოთახია, გვერდიგვერდ, პირდაპირ მტვერში ჩადგმული: ერთი –
ორი – სამი – ოთხი და ბოლოში ნახევარი ოთახი, რომელიც
ბიბლიოთეკას წარმოადგენს. საკლასო ოთახებში დაფები კი
არის, მაგრამ ჩემს მეგობარს ცარცი ჯიბით დააქვს – სხვა შემ-
თხვევაში, მოიპარავენ. სკოლაში
არც ატლასებია, არც გლობუსი, არც სახელმძღვანელოები,
არც რვეულები და კალმები, ვერც ბიბილიოთეკაში ნახავთ ისეთ
წიგნებს, რომელთა წაკითხვაც მოსწავლეებს მოუნდებათ: აქ
ამერიკული უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილი ტომებია – ისე-
1012
თი მძიმე, რომ აწევა გაგიჭირდებათ, თეთრკანიანთა ბიბ-
ლიოთეკების მაკულატურა, დეტექტიური მოთხრობები, ან წიგ-
ნები ასეთი სათაურებით: „უიკენდი პარიზში“, ან „კეთილ-
დღეობა პოვებს სიყვარულს“.
აქ ერთი თხაც არის, რომელიც საკვების პოვნას ცდილობს
აქა იქ შერჩენილ გადამხმარ ბალახში. დირექტორმა სკოლის
ფონდი გაფლანგა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც იმ
კითხვას ბადებს, რომელსაც ხშირად ვსვამთ ხოლმე, თუმცა,
ჩვეულებრივ, უფრო ფართო კონტექსტში: რატომ იქცევიან ადა-
მიანები ასე, როცა იციან, რომ ყველა მათ უყურებს?
ჩემს მეგობარს ფული არა აქვს, იმიტომ რომ მოსწავლეებიც
და მასწავლებლებიც მისგან სესხულობენ, როგორც კი ხელფასს
იღებს და ვალსაც ალბათ არასდროს დაუბრუნებენ. მოსწავ-
ლეების ასაკი ექვსიდან ოცდაექვს წლამდე მერყეობს, რადგან
ზოგიერთი, ვინც მანამდე სკოლაში ვერ იარა, აქ სწორედ ამის
გამოა მოსული. ყოველდღე ზოგ მოსწავლეს გრძელი გზის გავ-
ლა უხდება, წვიმასა თუ მწველ მზეში, ხანდახან – მდინარეების
გადალახვაც. ისინი საშინაო დავალებებს ვერ ასრულებენ, რად-
გან სოფლებში შუქი არ არის და ძნელია ცეცხლმოდებული კუნ-
ძის შუქზე ისწავლო რამე. გოგოებმა წყალი უნდა მოიტანონ და
სადილი მოამზადონ, როგორც კი შინ დაბრუნდებიან და დი-
ლით, სანამ ისევ სკოლის გზას დაადგებიან.
როცა ჩემს მეგობართან ერთად მის ოთახში ვზივარ, იქაურე-
ბი მორცხვად შემოდიან და ყველა, ყველა წიგნებს თხოულობს:
„ძალიან გთხოვთ, წიგნები გამოგვიგზავნეთ, როცა ლონ-
დონში დაბრუნდებით“. ერთმა კაცმა კი მითხრა: „კითხვა გვას-
წავლეს, მაგრამ წიგნები არა გვაქვს“. ყველა, ვისაც შევხვდი,
წიგნებს ითხოვდა.

1013
იქ რამდენიმე დღე დავრჩი. ირგვლივ მტვერი ირეოდა, წყა
ლი არ იყო, იმიტომ რომ საქაჩი გაფუჭდა და ქალები წყალს ისევ
მდინარიდან ეზიდებოდნენ.
კინაღამ შეიშალა, როცა ნახა, რასაც წარმოადგენდა ეს „სკო-
ლა“. ბოლო დღეს, რომელიც სემესტრის დასასრულს დაემთხვა,
მათ
თხა დაკლეს, პატარპატარა ნაჭრებად დაახვავეს და დიდ
ქვაბში მოხარშეს: ამას ისე ელოდებოდნენ – სემესტრის დასას-
რულის ნადიმს, მოხარშულ თხასა და ფაფას. როცა ეს ხდებოდა,
მანქანით სადღაც წავედი, ისევ ტყის შავად ჩანახშირებულ ნა-
ხანძრალებსა და კუნძებს შორის ვიარე.
არა მგონია, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა ოდესმე პრე-
მიები მიიღონ.
მომდევნო დღეა და უკვე ჩრდილოეთ ლონდონის სკოლაში
ვარ, ძალიან კარგ სკოლაში, რომლის სახელიც ყველამ ვიცით.
ეს ბიჭების სკოლაა. მშვენიერი შენობა, მშვენიერი ბაღი.
ყოველკვირა ამ მოსწავლეებს რომელიმე ცნობილი ადა
მიანი სტუმრობს და ბუნებრივად ხდება, რომ მოწვეულთა შო
რის მოსწავლეების მამები, ნათესავახლობლები, დედებიც კი
აღმოჩნდებიან ხოლმე. პოპულარული ადამიანის სტუმრობა
მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
ჩრდილოეთ ზიმბაბვეს მორიალე მტვერში გახვეული სკოლა
ისევ გონებაში მიტრიალებს, ვუყურებ ამ თითქოსდა მომლო დი-
ნე სახეებს და იმის მოყოლას ვცდილობ, რაც წინა კვირაში ვნა-
ხე. საკლასო ოთახები წიგნების, სახელმძღვანელოების, ატლა
სების, კედელზე მიმაგრებული რუკის გარეშეც კი. სკოლა, სა-
დაც მასწავლებლები გვთხოვენ, წიგნები გამოგვიგზავნეთო –
იმისთვის, რომ იცოდნენ, როგორ ასწავლონ. თვითონ მხოლოდ

1014
თვრამეტი ცხრამეტი წლისანი თუ იქნებიან და წიგნებს ითხოვენ.
ამ ბიჭებს ვეუბნები, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა წიგნებს
ითხოვს:
„ძალიან გთხოვთ, წიგნები გამოგვიგზავნეთ“. დარწმუნებუ-
ლი ვარ, აქ, თითოეულისთვის, ვისაც კი ოდესმე სიტყვა წარმო-
უთქვამს, ნაცნობი იქნება ის წუთი, როცა არაფრისმთქმელ, უში-
ნაარსო სახეებს უყურებ. მსმენელებს თითქოს არ ესმით, რასაც
ამბობ: მათ გონებაში არ მოიძებნება ის სურათები, რომლებსაც
თქვენს ნათქვამს დაუკავშირებდნენ. ამ შემთხვევაში – მტვრის
ღრუბლებში
გახვეული სკოლის სურათები, სადაც წყალი არ მოდის და სე-
მესტ რის დასრულებას ზარზეიმით დაკლული, დიდ ქვაბში მო-
ხარშული თხით აღნიშნავენ.
ნუთუ ნამდვილად არ შეუძლიათ ამ ბიჭებს ასეთი უკიდურესი
სიღარიბე წარმოიდგინონ?
ლამის ტყავიდან გამოვძვრე. ისინი ზრდილობიანად მისმე-
ნენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ისი-
ნიც
იქნებიან, ვინც პრემიებს მიიღებენ.
მერე ეს ყველაფერი მთავრდება და მე მასწავლებლებთან
ვრჩები. როგორც ყოველთვის, ვეკითხები, როგორი ბიბლიოთე-
კა აქვთ და მოსწავლეები თუ კითხულობენ. და აქ, პრივილეგი-
რებულ სკოლაში, მესმის ის, რაც ყოველთვის მესმის, სკოლებსა
და უნივერსიტეტებშიც კი:
„ხომ იცით, როგორც ხდება. ბევრ ბიჭს საერთოდ არაფერი
წაუკითხავს და ბიბლიოთეკაც მხოლოდ სანახევროდ მუშაობს“.
„ხომ იცით, როგორც ხდება“. ჰო, რა თქმა უნდა, ვიცით, რო-
გორც ხდება. ყველამ კარგად ვიცით.

1015
ჩვენ ფრაგმენტებად დანაწევრებად კულტურაში ვცხოვრობთ,
სადაც ის, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ ეჭვს არ იწვევდა, უკ-
ვე საეჭვო გამხდარა და ახალგაზრდა კაცებმა და ქალებმა,
წლობით რომ იღებდნენ განათლებას, ჩვეულებრივ, არაფერი
იციან სამყაროს შესახებ, არაფერი წაუკითხავთ, მხოლოდ ესა
თუ ის სპეციალობა ესმით, მაგალითად, კომპიუტერები.
ის, რაც თავს დაგვატყდა, განსაცვიფრებელი გამოგონება
– კომპიუტერები, ინტერნეტი, ტელევიზია – მთელი რევოლუ
ციაა. და ეს არ არის პირველი რევოლუცია, რომლის წინაშეც
ჩვენ, ადამიანთა მოდგმა აღმოვჩნდით. ტიპოგრაფიულმა რევო
ლუციამ, რომელიც რამდენიმე ათწლეულს კი არ გრძელდებო-
და, არამედ გაცილებით დიდი დრო მოიცვა, მსოფლმხედველო-
ბა და აზროვნების მანერა შეგვიცვალა. დაუფიქრებლად მივი-
ღეთ ეს ყველაფერი – როგორც ყოველთვის, არც კი გვიკით-
ხავს:
„რას მოგვიტანს ბეჭდვის გამოგონება?“ ასევე, ერთხელაც არ
მოგვსვლია აზრად, რომ გვეკითხა: როგორ შეგვცვლის, როგორ
შეცვლის ჩვენს გონებას ინტერნეტის სიახლეები, რომელმაც
მთელი თაობა არაფრისმაქნისად აქცია, ისე რომ სრულიად საღ
გონებაზე მყოფნიც კი აღიარებენ: როგორც კი მიეჯაჭვნენ, თა-
ვის დაღწევა გაუჭირდათ და ხშირად აღმოუჩენიათ, რომ თურმე
მთელი დღე გაუტარებიათ ბლოგებსა და ბლაგებსა და ჯანდაბა-
ში. სულ ახლახანს, ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე
ადამიანიც კი პატივს სცემდა სწავლაგანათლებასა და ასევე,
კრძალვით ეპყრობოდა ჩვენს დიდ ლიტერატურულ ფონდს. რა
თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ როცა ეს ბედნიერი ხანა სუფევ-
და, ხალხი თავს იტყუებდა, თითქოს კითხულობდა, თითქოს
სწავლას პატივს სცემდა, მაგრამ ისიც ხომ დამტკიცებულია,

1016
რომ მშრომელ კაცებსა და ქალებს კითხვის დიდი მოთხოვნი-
ლება ჰქონდათ. XVIII და XIX საუკუნეების მუშათა ბიბლიოთეკე-
ბი, ინსტიტუტები,
კოლეჯები ამის ნათელი დასტურია.
კითხვა, წიგნები ოდესღაც ზოგადი განათლების ნაწილს წარ-
მოადგენდა.
ახალგაზრდებთან საუბრისას ასაკოვანმა ხალხმა უნდა გააც
ნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა
კითხვა განათლების მიღების პროცესში, რადგან, დღეს, ახალ-
გაზრდებმა ასე ცოტა რამ იციან. და თუ ბავშვებს არ შეუძლიათ
კითხვა, ეს იმიტომ, რომ მათ არაფერი წაუკითხავთ.
ყველამ ვიცით ეს სევდიანი ამბავი. მაგრამ არ ვიცით მისი და-
სასრული.
ერთი ძველებური გამოთქმა გვახსენდება – „კითხვა სისრუ
ლეს მატებს ადამიანს“ – დავივიწყოთ ჭარბ კვებასთან დაკავში
რებული ანეკდოტები – კითხვა მართლაც ავსებს ქალსა თუ კაცს
ინფორმაციით, ისტორიით, ყოველგვარი ცოდნით.
ჩვენ ხომ ერთადერთი ხალხი არა ვართ მსოფლიოში. არც
ისე დიდი ხნის წინ მეგობარმა დამირეკა, რომელმაც მითხრა,
რომ ზიმბაბვეს ერთერთ სოფელში მოხვედრილა, სადაც სამი
დღე ღამე არაფერი უჭამიათ, მაგრამ წიგნებსა და მათი მოპოვე-
ბის გზებზე საუბრობდნენ, განათლებაზე ლაპარაკობდნენ.
მე ერთი პატარა ორგანიზაციის წევრი ვარ, რომელიც იმ მიზ-
ნით შეიქმნა, რომ სოფლებში წიგნები ჩაეტანა. სხვათა
შორის, ამ ხალხის ერთმა ჯგუფმა მთელს ზიმბაბვეში იმოგ-
ზაურა. როგორც გვაცნობეს, სოფლები – განსხვავებით იმისგან,
რასაც ამბობენ ხოლმე – სავსეა მოაზროვნე ადამიანებით, პენ-
სიონერი მასწავლებლებით, ყოფილი მასწავლებლებით, არდა-

1017
დეგებზე მყოფი ბავშვებით, მოხუცებით. მე თვითონ პატარა გა-
მოკვლევა დავაფინანსე – იმის შესახებ, თუ რისი წაკითხვა სურ-
და ხალხს და აღმოვაჩინე, რომ შედეგები შვედური გამოკვლე-
ვისას თანხვდე ბოდა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი.
ხალხს იმის წაკითხვა უნდოდა, რისი წაკითხვაც ევროპაში
სურთ, თუ საერთოდ სურთ
– ყველანაირი რომანების, სამეცნიერო ფანტასტიკის, პოეზი-
ის, დეტექტივების, პიესების, შექსპირის, პრაქტიკული სახელ-
მძღვანე ლოები კი – მაგალითად, როგორ გავხსნათ საბანკო
ანგარიში – სულ ბოლო იყო სიაში. შექსპირის ყველა ნაწარ-
მოები უნდათ: სახელი გაუგონიათ. სოფლელების წიგნებით მო-
მარაგების პრობლემა ის არის, რომ მათ არ იციან, რომელია
ხელმისაწვდომი. ასე რომ, პროგრამული ნაწარმოები, მაგალი-
თად – „კასტერბრიჯის მერი“ პოპულარული ხდება, რადგან მათ-
თვის ეს ნაცნობია. „ცხოველთა ფერმა“, გასაგები მიზეზების გა-
მო, ყველაზე პოპულარულია რომანებს შორის.
ჩვენი პატარა ორგანიზაცია წიგნებს შოულობდა, რა გზითაც
შეეძლო, მაგრამ გვახსოვდა, რომ ინგლისიდან ჩამოტანილი,
კარგი რბილყდიანი წიგნი ერთი თვის ხელფასი ჯდებოდა: ეს მუ-
გაბეს ტერორისტულ რეჟიმამდე იყო. ახლანდელი ინფლაციის
პირობებში კი, რამდენიმე წლის ხელფასი მაინც დაჯდება. თუმ-
ცა წიგნებით სავსე ყუთის სოფელში ჩატანისას – და გაიხსენეთ,
იქ საშინლად ჭირს ბენზინის შოვნა – ამ ყუთს ცრემლებით
შეეგებებიან. შეიძლება, „ბიბლიოთეკა“ მხოლოდ ხის ძირას
აგურებზე გადებულ ფიცარს ერქვას, მაგრამ მთელი კვირის მან-
ძილზე აქ წერაკითხვის გაკვეთილები გაიმართება – ხალხი, ვი-
საც კითხვა შეუძლია, ასწავლის იმათ, ვისაც არ შეუძლია – და
ეს იქნება ნამდვილი მოქალაქეობის გაკვეთილები. ერთ შორე-

1018
ულ სოფელში კი, იმის გამო, რომ ტონგაზე რომანები არ იყო,
ორი ყმაწვილი დაჯდა და რომანების წერა დაიწყო ამ ენაზე. ზიმ-
ბაბვეში დაახლოებით ექვსი
ძირითადი ენაა და ყველა მათგანზეა რომანები – ძალადო-
ბით, ინცესტით, დანაშაულითა და მკვლელობებით სავსე.
ჩვენს პატარა ორგანიზაციას ჯერ ნორვეგიამ დაუჭირა მხა
რი, მერე კი – შვედეთმა. ამ მხარდაჭერის გარეშე წიგნების მა
რაგი მალე ამოიწურებოდა. ზიმბაბვეში გამოცემული რომანები
და აგრეთვე, პრაქტიკული სახემძღვანელოები იმ ხალხთან იგ-
ზავნება, ვისაც ისინი ენატრება.
ამბობენ, ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსა ხუ-
რებსო, მაგრამ არა მგონია, ზიმბაბვეს შემთხვევაში, ეს მარ თა-
ლი იყოს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნებისადმი პატი ვის-
ცემა და წყურვილი მუგაბეს რეჟიმიდან კი არ მომდინარეობს,
არამედ თეთრკანიანთა ბატონობის ეპოქიდან. საოცარი მოვლე-
ნაა ეს წიგნების წყურვილი და ყველგან, ყველგან ჩანს, კე-
ნიიდან მოყოლებული – იმედის კონცხამდე.
ეს უდავოდ ერთ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს: მე, პრაქ ტი-
კულად, ჩალით გადახურულ მიწურში გავიზარდე. ასეთ სახლს
ყველა დროში ყველგან აშენებდნენ, სადაც კი ლელქაში ან ბა-
ლახი მოიძებნებოდა, ასევე, აყალო მიწა, ბოძები – კედ ლების-
თვის. მაგალითად, საქსონურ ინგლისში. ის ქოხი, სადაც ვიზ-
რდებოდი, ერთის ნაცვლად, გვერდიგვერდ მოთავსებული ოთხი
ოთახისგან შედგებოდა და რაც მთავარია, წიგნებით იყო სავსე.
ჩემმა მშობლებმა წიგნები მხოლოდ ინგლისიდან აფრიკაში კი
არ ჩაიტანეს, არამედ ბავშვებისთვის დედაჩემი ინგლისიდანაც
იწერდა ხოლმე მათ, დიდი ყავისფერი ქაღალდის ამანათები ჩე-

1019
მი სიყმაწვილის მთავარი სიხარული იყო. წიგნებით სავსე მიწუ-
რი.
ზოგჯერ წერილებს იმ ხალხისგან ვიღებ, რომლებიც სოფელ-
ში ცხოვრობენ, იქ, შესაძლოა, შუქი არ იყოს, ან წყალი არ მო-
დიოდეს ონკანში (როგორც იმ გრძელ მიწურში, რომელშიც ჩვე-
ნი ოჯახი ბინადრობდა), მაგრამ „მეც მწერალი ვიქნები, იმიტომ
რომ მეც ისეთივე სახლი მაქვს, როგორშიც თქვენ ცხოვრობ-
დით“.
მაგრამ, აი, აქ არის სირთულე.
მწერლები იმ სახლებში არ იბადებიან, სადაც წიგნები არ
არის. აი, აქ არის უფსკრული. აი, ეს არის სირთულე.
ზოგიერთი თქვენი ბოლოდროინდელი პრემიის ლაურეატის
სიტყვებს გადავხედე. თუნდაც განსაცვიფრებელი ფამუქი ავი-
ღოთ. მან თქვა, რომ მამამისს 1500 წიგნი ჰქონდა. მისი ნიჭი
ჰაერიდან არ მოსულა, ის დიდ ტრადიციას უკავშირდებოდა.
ავიღოთ ვ. ს. ნაიპოლი. ის ამბობს, რომ ინდური ვედები
ღრმად იყო ჩაბეჭდილი მისი ოჯახის მეხსიერებაში. წერისკენ მა-
მამისმა უბიძგა. და როცა ინგლისში ჩამოსვლის უფლება
მოიპოვა, მან ბრიტანულ ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული. ასე
რომ, ის დიდ ტრადიციას დაუახლოვდა.
ავიღოთ ჯონ კუტზეე. იგი მხოლოდ დიდ ტრადიციას კი არ
უკავშირდებოდა, არამედ თვითონ წარმოადგენდა ტრადიციას:
ლიტერატურას ასწავლიდა ქეიფ თაუნში. და რა საწყენია, რომ
არასდროს დავსწრებივარ მის გაკვეთილს, ჩემთვის არასდროს
უსწავლებია ამ არაჩვეულებრივად მამაც, შეუპოვარ გონს.
იმისთვის, რომ წერო, იმისთვის, რომ ლიტერატურა შექმნა,
მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეს ბიბლიოთეკებთან, წიგნებთან,
ტრადიციასთან.

1020
მე მყავს ერთი მეგობარი ზიმბაბვეში. მწერალი, შავკანიანი.
და ეს არის მთავარი. მან თვითონ ისწავლა კითხვა მურაბებისა
და ხილის კომპოტების ქილებზე მიწებებული ეტიკეტებიდან. იმ
ადგილას გაიზარდა, მე რომ მანქანით მოვიარე, სოფლელი შავ-
კანიანების გარემოში. მიწა ხრეშნარევ ქვიშას წარმოადგენს,
მეჩხერი, დაბალი ბუჩქებით. ქოხები ღარიბულია, შედარებაც კი
არ შეიძლება მდიდრების მოვლილ ქოხებთან. სკოლა – ასეთი
ხომ უკვე აღვწერე. მან გადაგდებული საბავშვო ენციკლოპედია
იპოვა ნაგავსაყრელზე და იქიდან სწავლობდა.
1980 წელს, დამოუკიდებლობის მიღებისას, ზიმბაბვეში კარ-
გი მწერლების ჯგუფი არსებობდა, მოჭიკჭიკე ჩიტების ნამ დვი-
ლი ბუდე. ისინი ძველ სამხრეთ როდეზიაში გამოიჩეკნენ, თეთ-
რკანიანთა ბატონობის დროს – მისიონერულ სკოლებში, ბევ-
რად უკეთეს სკოლებში.
იმ მწერლებმა რთული გზა გაიარეს წიგნიერებამდე, რამაც
ისინი მწერლებად აქცია. ვიტყოდი, რომ მურაბების ქილებზე
მიწებებული ეტიკეტები და გადაგდებული ენციკლოპედიები
სულაც არ იყო გამონაკლისი. ჩვენ ხომ იმ ხალხზე ვსაუბრობთ,
ვისაც ნორმალური განათლების წყურვილი კლავდა, რაც მათ-
თვის ბოლომდე მიუწვდომელი რჩებოდა. ქოხი თუ ქოხები ბევ-
რი ბავშვით, მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი დედა, ბრძოლა საკ-
ვებისა და ტანსაცმლისათვის...
და მაინც, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მწერლები გაჩ
ნდნენ და კიდევ არის რაღაც, რაც არ უნდა დავივიწყოთ. იმ
დროს ზიმბაბვე ფიზიკურად ნაკლებად დაპყრობილი ქვეყანა
იყო, ვიდრე ასი წლის წინ. ამ ხალხის ბაბუები და ბებიები შეიძ-
ლება თავისი კლანის მეზღაპრეებიც კი იყვნენ. არსებობდა ზე-
პირსიტყვიერი ტრადიცია. ერთმა ან ორმა თაობამ ამბები დაიხ-

1021
სომა და ნაბეჭდ ტექსტებში, წიგნებში გადაიტანა. აი, ნამდვილი
მიღწევა!
ამასწინათ რამდენიმე ანგარიში გადმომიგზავნეს აფრიკის
საგამომცემლო სფეროდან. უფრო პრივილეგიურ ადგილებში,
როგორიც ჩრდილოეთ აფრიკაა, თავისი განსხვავებული ტრა
დიციით, საგამომცემლო სივრცის შესახებ საუბარი სრულიად
განხორციელებადი ოცნებაა.
აქ იმ წიგნებზე ვსაუბრობ, რომლებიც არასდროს დაწე რილა,
მწერლებზე, მათი შექმნა რომ ვერ შეძლეს, რადგან იქ გამომ-
ცემლები არ არიან. არგაგონილი ხმები. შეუძლებელია, ამ გაფ-
ლანგული ტალანტისა და პოტენციალის შეფასება. თუმცა წიგ-
ნის შექმნის იმ სტადიის წინ, რომელიც გამომცემელს, მხარდა-
ჭერას, ხელშეწყობას ითხოვს, კიდევ არის რაღაც, რაც მათ აკ-
ლიათ.
მწერლებს ხშირად ეკითხებიან: როგორ წერთ? პროცესო-
რით? ელექტროსაბეჭდი მანქანით? ბატის ფრთით? ხელით? მაგ-
რამ მთავარი კითხვაა: მონახეთ ადგილი, ის თავისუფალი ადგი-
ლი, რაც თქვენს ირგვლივ უნდა იყოს, როცა წერთ? ამ სივრცე-
ში, რომელიც მოსმენისა და ყურადღების მოკრებისთვის გჭირ-
დებათ, თავისით მოვა სიტყვები, სიტყვები, რომლებითაც თქვე-
ნი პერსონაჟები ისაუბრებენ, მოვა იდეები, მოვა შთაგონება.
თუკი მწერალს ამ სივრცის პოვნა არ შეუძლია, მაშინ ლექსე-
ბი და მოთხრობები შეიძლება მკვდრადშობილი დაიბადოს.
როცა მწერლები ერთმანეთს ესაუბრებიან, მათი კითხვები
ყოველთვის ამ სივრცეს ეხება, ამ პარალელურ დროს. „იპოვე?
ჩაებღაუჭე?“
მოდით, ახლა სრულიად განსხვავებულ სივრცეში გადავი
ნაცვლოთ. ჩვენ ლონდონში ვართ, ერთერთ მეგაპოლისში. აქ

1022
ახალი მწერალი გამოჩნდა. ცინიკურად ვკითხულობთ: როგორი
ძუძუები აქვს? ლამაზია? თუ კაცია, მაშინ – ქარიზმატულია? სიმ-
პათიურია? ვხუმრობთ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის.
ამ ახალ აღმოჩენას ტაშს უკრავენ, ხშირად ბევრ ფულსაც აძ-
ლევენ. მათ საბრალო ყურებთან პაპარაცების ზუზუნი იწყება.
ზეიმებს უმართავენ, აქებენ, მთელს მსოფლიოში დააქროლე-
ბენ. რაც შეეხება ძველებს, რომლებსაც ეს ყველაფერი უნახავთ,
ებრალებათ ახალბედა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ
რა ხდება სინამდვილეში.
ის მეტად ნაამები და კმაყოფილია.
მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჰკითხეთ, რას ფიქრობს. მათ გან-
ვე მომისმენია: „ეს ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე თავს დამ-
ტეხია“.
ზოგიერთ დიდად რეკლამირებულ ახალბედა მწერალს აღა-
რაფერი დაუწერია, ან ის არ დაუწერია, რაც უნდოდა, ან ის, რა-
საც აპირებდა.
და ჩვენ, ძველებს, გვინდა, მათ უმანკო ყურებში ჩავჩურ ჩუ-
ლოთ: „უკვე იპოვე შენი სივრცე? შენი საკუთარი, ყველაზე საჭი-
რო ადგილი, სადაც შინაგანი ხმა გესაუბრება, სადაც ოცნებას
შეძლებ. ჩაეჭიდე ამას, ხელიდან არ გაუშვა“.
მაგრამ ერთგვარი განათლებაც აუცილებელია.
ჩემი გონება სავსეა აფრიკის იმ დიდებული მოგონებებით,
რომლებიც შემიძლია, გავაცოცხლო და მათი მზერით დავტკბე,
როცა კი მოვისურვებ. ვთქვათ, ჩამავალი მზის სხივები, ოქროს-
ფრად, მეწამულად და ნარინჯისფრად რომ ეფინება საღამოს
ცას. ან პეპლები, ქინქლები და ფუტკრები, კალაჰარის უდაბნოს
სურნელოვან ბუჩქებს რომ შესევიან. ან მე თვითონ, ზამბეზის
პირას ჩამომჯდარი, სადაც ის გადახუნებულ ბალახოვან ნაპი-

1023
რებს შორის მიედინება – მშრალი სეზონია – მუქი მწვანე და
კრიალა, აფრიკის ჩიტებით დახუნძლული. ჰო, სპილოები, ჟირა-
ფები, ლომები და სხვა დანარჩენები. და ღამის ცა, ჯერ კიდევ
სუფთა, შავი და შესანიშნავი ცა, მოუსვენარი ვარსკვლავებით
სავსე.
თუმცა სხვა მოგონებებიც არსებობს. თვრამეტიცხრამეტი
წლის ბიჭი, ცრემლებით სავსე თვალებით, თავის „ბიბლიოთე
კასთან“ დგას. ამერიკელმა სტუმარმა, რომელმაც ეს უწიგნო
ბიბლიოთეკა ნახა, კარგა მოზრდილი ამანათი გამოუგზავნა,
მაგრამ ამ ბიჭმა თითოეული წიგნი კრძალვით აიღო და ცელო
ფანში გაახვია. „კი, მაგრამ“, – ვეუბნებით, – „წიგნები ხომ აშკა
რად წასაკითხად გამოგიგზავნეს“, ის გვპასუხობს: „არა, ესენი
დაისვრება და მერე სადღა ვიშოვი“.
მას უნდა, რომ ინგლისიდან წიგნები გამოვუგზავნოთ, რა თა
ისწავლოს, თუ როგორ ასწავლოს. „მხოლოდ ოთხი წელი დავ-
დიოდი კოლეჯში“, – ისევ გვეხვეწება, – „მაგრამ არასდროს უს-
წავლებიათ, როგორ უნდა ვასწავლო“.
მე ვნახე მასწავლებელი იმ სკოლაში, სადაც არ იყო სახელ
მძღვანელოები, ცარცის ნატეხიც კი არ იდო დაფასთან – მოე პა-
რათ. ის მტვერში ქვებს გადაანაცვლებდა ხოლმე: „ორჯერ ორი
ოთხია“ და ასე შემდეგ. ვნახე ერთი გოგოც, ოც წელზე მეტის არ
იქნებოდა, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სახელმძღვანელოები,
რვეულები, კალმები – არაფერი და ანბანის ასოებს ჩხირით ხა-
ზავდა მიწაზე, როცა მზე აჭერდა და ირგვლივ მტვერი ირეოდა.
აი, აქ ჩანს განათლების ის დიდი წყურვილი, რომელიც იგრძნო-
ბა აფრიკაში, ნებისმიერ ადგილას მესამე სამყაროში, ან რაც არ
უნდა დავუძახოთ სამყაროს იმ რეგიონებს, სადაც მშობლები

1024
ნატრობენ, რომ მათმა შვილებმა განათლება მიიღონ, რომე-
ლიც მათ სიღარიბისგან იხსნის და საშუალებას მისცემს, რომ
ამ უპირატესობით ისარგებლონ.
ჩვენი განათლების უპირატესობით, რასაც, დღეს, ასეთი საფ-
რთხე ემუქრება.
მინდა წარმოიდგინოთ, რომ სამხრეთ აფრიკაში ხართ, რომე
ლიღაც ინდურ მაღაზიაში, ღარიბულ ადგილას, საშინელი გვალ-
ვის დროს. აქ ხალხის რიგია, ძირითადად ქალების, ყველა სახის
ჭურჭელით. შუადღით ამ მაღაზიაში ქალაქიდან ცისტერნით წყა-
ლი მოაქვთ ხოლმე და ხალხიც ამ ძვირფას წყალს ელოდება.
ინდოელი ხელისგულებით დახლზე დაყრდნობილა და შავ
კანიან ქალს უყურებს, რომელიც სქლად აკინძულ ფურცლებს
მისჩერებია – თითქოს რომელიღაც წიგნიდან ამოუგლეჯიათო.
ის
„ანა კარენინას“ კითხულობს.
ნელა კითხულობს, ტუჩების ცმაცუნით. რთული წიგნი ჩანს.
ეს ქალი ახალგაზრდაა, ორი პატარა ბავშვით, ფეხებზე რომ
ეკონწიალებიან. ორსულადაა. ინდოელს გული სტკივა, რადგან
ახალგაზრდა ქალის თავსაფარი, რომელიც თეთრი უნდა იყოს,
მტვერს გაუყვითლებია. მისი მკერდი და მკლავებიც მტვერს
დაუფარავს. კაცს მყიდველთა რიგებიც სტანჯავს – ყველას სწყუ-
რია, მაგრამ მას საკმარისი წყალი არა აქვს. გაბრაზებულია,
რადგან იცის, რომ აქ ხალხი კვდება, ამ მტვრის ღრუბლებში. მი-
სი უფროსი ძმა ადრე მუდმივად ამარაგებდა, მაგრამ მერე თქვა,
შესვენება მჭირდებაო და ქალაქში წავიდა – მართლა ცუდად
იყო, გვალვას ვეღარ უძლებდა.
კაცი ცნობისმოყვარეა. ახალგაზრდა ქალს ეკითხება: „რას
კითხულობთ?“

1025
„რუსეთზეა“, – ამბობს გოგო.
„იცი, სად არის რუსეთი?“ – არც თვითონ იცის კარგად. ახალ-
გაზრდა ქალი პირდაპირ სახეში შეჰყურებს, ღირსებით
სავსე, თუმცა მტვრისგან თვალები დასწითლებია, – „საუკე-
თესო ვიყავი კლასში. მასწავლებელმა თქვა, რომ საუკეთესო
ვიყავი“.
კითხვას აგრძელებს: სურს, აბზაცის ბოლომდე ჩავიდეს. ინ-
დოელი ორ პატარა ბავშვს უყურებს და ფანტას გადას
წვდება, მაგრამ დედა ამბობს: „ფანტა უფრო მოაწყურებს“.
ინდოელმა იცის, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც
მისწვდება გვერდით მიდგმულ დიდ პლასტმასის ბიდონს,
დახლს უკან და წყალს პლასტმასისავე ჭიქებში ჩამოასხამს,
რომლებ საც ბავშვებს მიაწვდის. არც ის გამორჩება, რომ გოგო
ტუჩებს
ამოძრავებს, როცა ხედავს: მისი შვილები წყურვილს იკლა-
ვენ. კაცი ახლა მას აწვდის წყლით სავსე ჭიქას. გული ეწურება,
როცა უყურებს – თურმე როგორ საშინლად სწყურია.
შემდეგ ის აწვდის ინდოელს პლასტმასის ბიდონს, რომელ-
საც კაცი ბოლომდე ავსებს. ახალგაზრდა ქალი და ბავშვები ხე-
ლებში მისჩერებიან, სულ ცოტაც არ დაექცესო.
მერე გოგო თავს ისევ წიგნში ჩარგავს. ნელა კითხულობს,
მაგრამ ამ აბზაცით მოიხიბლება და მას კიდევ ერთხელ წაიკით
ხავს:
„ვარენკა, შავ თმაზე გაკრული თეთრი თავსაფრით, ბავშ ვე-
ბის გარემოცვაში, რომლებსაც მხიარულად და ხალისიანად
დაჰფოფინებდა და ამავე დროს თვალშისაცემად აღელვებული
იმაზე ფიქრით, რომ ალბათ, ხელს სთხოვდა კაცი, რომლის მი
მართაც გულგრილი არ იყო, მეტად მიმზიდველად გამოიყურე-

1026
ბოდა. კოზნიშევმა გვერდით ჩაუარა და აღტაცების გამომხატვე-
ლი მზერა შეაგება. როცა უყურებდა, კაცს ყველა ის საამური
სიტყვა ახსენდებოდა, რაც მისი ბაგეებიდან სმენოდა, ყველა-
ნაირი სიკეთე, რაც მის შესახებ იცოდა და უფრო და უფრო კარ-
გად აცნობიერებდა, რომ გრძნობა, რომელიც მის მიმართ გაუჩ-
ნდა, მეტად იშვიათი იყო – რაღაც, რაც ერთხელ განიცადა, მაგ-
რამ დიდი, დიდი ხნის წინ, ადრეულ სიყმაწვილეში. ქალის სიახ-
ლოვით გამოწვეული სიხარული თანდათან იზრდებოდა და სა-
ბოლოოდ ისეთ წერტილს მიაღწია, რომ როცა უზარმაზარი არ-
ყის სოკო, წერწეტა ყუნწითა და ზემოთ აპრეხილი ქუდით, კა-
ლათში ჩაუდო, თვალებში ჩახედა და იქ მხოლოდ სიხარულის
მოზღვავებასა და შიშნარევ მღელვარებას გადააწყდა, რაც ვა-
რენკას სახეს ალმურში ხვევდა. კაცი ცოტა დაბნეული იყო და
უხმოდ გაუღიმა, რითიც საკმაოდ ბევრი რამ თქვა“.
ნაბეჭდი ტექსტის ერთი ნაწილი დახლზე დევს, ჟურნალების
ძველი ნომრების, გაზეთის ფურცლების, ბიკინებიანი გოგოების
ფოტოების გვერდით.
დროა, ინდური მაღაზიის სამოთხე დატოვოს და ოთხი მილი
გაიაროს – უკან, სოფლისკენ. დროა... გარეთ მომლოდინე ქა-
ლების რიგები აჩოჩქოლდნენ და უკმაყოფილებით აბუზღუნ-
დნენ. მაგრამ ინდოელი ისევ ისე ზოზინებს. იცის, რის ფასად და-
უჯდება ამ
გოგოს შინ დაბრუნება, ორი ჩამოკონწიალებული ბავშვით.
კი გაატანდა პროზის ამ ნაგლეჯს, რამაც ასე ძალიან მოხიბლა,
მაგრამ ვერაფრით დაიჯერებს, რომ ამ მუცელგამობერილ, გაჩ-
ხიკინებულ გოგოს ნამდვილად შეუძლია მისი გაგება.
საიდან გაჩნდა „ანა კარენინას“ თითქმის მესამედი შორეული
ინდური მაღაზიის დახლზე? ალბათ ასე:

1027
ვიღაც მაღალმა თანამდებობის პირმა, გაერთიანებული ერე-
ბის ორგანიზაციიდან, როგორც ხდება ხოლმე, ეს რომანი წიგ-
ნის მაღაზიაში შეიძინა, სანამ დიდ მოგზაურობას შეუდგებოდა
ზღვებისა და ოკეანეების გადასალახად. თვითმფრინავის ბიზნეს
კლასის სავარძელში მოკალათებულმა სამად გახია ეს წიგნი.
ამის ჩადენისას სხვა მგზავრებს გადახედა, რადგან იცოდა, რომ
შოკის, ცნობისმოყვარეობის, ერთგვარი მხიარულების გამომ-
ხატველ სახეებსაც კი წააწყდებოდა. როცა მოკალათდა, ღვედი
მაგრად მოიჭირა და ხმამაღლა თქვა იმათ გასაგონად, ვისაც ეს-
მოდა:
„ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა ხანგრძლივ მოგზაურობას
ვიწყებ. სად უნდა ათრიო მძიმე, სქელი წიგნი!“ რომანს თხელი
ყდა ჰქონდა, მაგრამ მართლაც დიდტანიან ტომს წარმოადგენ-
და. ეს კაცი მიჩვეული იყო, რომ საუბრისას მას ხალხი უსმენდა.
„ყოველთვის ასე ვიქცევი მოგზაურობისას“, – გაანდო მათ, –
„მგზავრობა ჩვენს დროში ხომ ისედაც საკმაოდ მძიმეა“. როცა
სხვებიც კომფორტულად მოთავსდნენ სავარძლებში, მან „ანა
კარენინას“ ერთი ნაწილი გადაშალა და კითხვას შეუდგა. რო-
გორც კი ვინმე მის საქციელს მეტნაკლები ცნობისმოყვარეობით
შეხედავდა, უმალვე გაენდობოდა ხოლმე: „არა, მხოლოდ ასე
თუ შეიძლება მგზავრობა!“ იცოდა ეს რომანი, მოსწონდა და
კითხვის ამგვარი ორიგინალური მანერა უფრო პიკანტურ ელ-
ფერს აძლევდა იმას, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
კარგად იცოდა.
ამასობაში, იმ ინდურ მაღაზიაში, ახალგაზრდა ქალი დახლს
ეყრდნობა, შვილები ქვედაკაბაზე ეკონწიალებიან. მას ჯინსი აც-
ვია, რადგან თანამედროვე ქალია, მაგრამ ზემოდან მძიმე შა-
ლის ქვედაკაბა ჩაუცვამს, თავისი ხალხის ტრადიციული სამო-

1028
სის ნაწილი: ბავშვებს იოლად შეუძლიათ მის სქელ ნაკეცებზე
ჩამოკიდება.
მან მადლიერი მზერით შეხედა ინდოელს, რადგან იგრძნო,
რომ კაცს მოეწონა და მასზე გული შესტკივა, მერე კი გარეთ,
მორიალე ღრუბლებში გამოვიდა.
ბავშვებს ტირილის თავიც აღარ ჰქონდათ, ყელი მაინც
მტვრით
ავსებოდათ.
ეს მძიმე იყო, ჰო, მეტად მძიმე იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ერ-
თი ფეხი, მერე – მეორე, მტვერში, რომელიც მცირე ზომის მატ-
ყუარა ბორცვებად წამომართულიყო მის ფეხებთან. მძიმე, მძიმე
– მაგრამ ის მიჩვეული იყო სიმძიმეს – რა, არა? მისი გონება
ისევ იმ ამბავში დარჩა, რასაც კითხულობდა. ასე ფიქრობდა:
„თეთრთავსაფრიანი ქალი მე მგავს, ისიც ბავშვებს უვლის. შეიძ-
ლებოდა, სულაც მე ვყოფილიყავი ეს რუსი გოგო. იმ კაცს უყ-
ვარს და ცოლად გაყოლას სთხოვს (მან მხოლოდ ის ერთი აბზა-
ცი ჩაიკითხა), ჰო, ეს კაცი ჩემთან მოვა და ამ ყველაფრისგან ძა-
ლიან შორს წამიყვანს, მე და ბავშვებს წაგვიყვანს, დიახ, ვეყვა-
რები და მომივლის“.
ის ნაბიჯს დგამს წინ. მხარზე შემოდგმული წყლის ბიდონი ემ-
ძიმება. მაინც მიდის. ბავშვებს კარგად ესმით, როგორ ჭანჭყა-
რებს ბიდონში წყალი. ნახევარ გზაზე ჩერდება, ბიდონს ჩამოდ-
გამს. ბავშვები ბუზღუნებენ და ჭურჭელს სწვდებიან. ის ფიქ-
რობს, რომ თუ გახსნის, შიგ მტვერი ჩავა. არა, ვერაფრით ვერ
გახსნის ამ ბიდონს, სანამ სახლში არ მივა.
„მოიცადეთ“, – ეუბნება ბავშვებს, – „მოიცადეთ“.
მან ძალღონე უნდა მოიკრიბოს და გზა გააგრძელოს. ფიქ-
რობს: „მასწავლებელმა მითხრა, რომ ერთი ბიბლიოთეკა

1029
იყო, სუპერმარკეტზე დიდი შენობა და სულ წიგნებით სავსე“.
სიარულისას ახალგაზრდა ქალი იღიმება, თუმცა მტვერი სახეში
ეყრება. „ჭკვიანი ვარ“, – ფიქრობს ის, – „მასწავლებელმა თქვა,
რომ ჭკვიანი ვარ. მან მითხრა, სკოლაში ყველაზე ჭკვიანი ხარო.
შვილებიც ჩემსავით ჭკვიანები მეყოლება. მათ წიგნებით სავსე
ბიბლიოთეკაში წავიყვან. ისინი სკოლაში ივლიან, მასწავლებ-
ლები იქნებიან – იმან მითხრა, რომ მეც შემეძლო მასწავლებე-
ლი გავმხდარიყავი. ჩემი შვილები აქედან შორს იქნებიან,
ფულს იშოვნიან. ისინი დიდ ბიბლიოთეკებთან ახლოს იცხოვრე-
ბენ“.
შეიძლება მკითხოთ, თუ რა ბედი ეწია რუსული რომანის იმ
ნაწილს, ინდური მაღაზიის დახლზე?
მშვენიერი მოთხრობა გამოვიდოდა. იქნებ ვინმემ დაწეროს
კიდეც.
მიდის საბრალო გოგო. წელში გამართული იმის გამო, რომ
წყალი მიაქვს, რომელსაც ბავშვებს დაალევინებს, როცა სახ-
ლში მივა და თვითონაც მოსვამს ცოტას. მიდის... აფრიკული
გვალვის შემზარავ მტვერში.
ჩვენც ქანცგაწყვეტილები ვართ – ჩვენს სამყაროში, რო მელ-
საც ამდენი რამ ემუქრება. მაგრები ვჩანვართ ირონიასა და ცი-
ნიზმში. ზოგიერთი სიტყვა თუ იდეა ძლივსღა გამოიყენება, ისე
გაცვდა და გაიცრიცა. მაგრამ ხომ შეიძლება კვლავ გვინდოდეს
იმ სიტყვებიდან ზოგიერთის აღდგენა, რომლებმაც შინაგანი ძა-
ლა დაკარგეს?
ჩვენ საგანძური გვაქვს – დიდძალი განძი – ლიტერატუ რისა,
რომელსაც ეგვიპტელებთან, ბერძნებთან, რომაელებთან მივყა-
ვართ. აქ ყველაფერია, ეს ლიტერატურული სიმდიდრეა, ისევ და
ისევ რომ უნდა აღმოაჩინოს ვინმემ, ვინც საკმარისად იღბლიანი

1030
იქნება. განძი. დავუშვათ, რომ ის არ არსებობს. რო გორი ღა-
რიბღატაკნი, როგორი ცარიელნი ვიქნებოდით, არა?
ჩვენ ენების, ლექსების, ამბების მემკვიდრეობას ვფლობთ და
ეს არასდროს ამოიწურება. ეს ყოველთვის აქაა.
ასევე, მემკვიდრეობით გვერგო ამბები და ზღაპრები იმ მოხუ-
ცი მეზღაპრეებისგან, რომელთაგან ზოგის სახელი ვიცით, მაგ-
რამ ზოგის – არა. მეზღაპრეების ჯაჭვი უფრო და უფრო შორს მი-
დის, ტყის ტაფობამდე, სადაც დიდი კოცონი გიზგიზებს და მოხუ-
ცი შამანები ცეკვავენ და მღერიან, რადგან ჩვენამდე მოღწეული
ამბების მემკვიდრეობა ცეცხლში, მაგიაში, სულების სამყაროში
იწყება. და დღესაც მათთანაა.
ჰკითხეთ ნებისმიერ თანამედროვე მეზღაპრეს და გეტყვით,
რომ ყოველთვის დგება წუთი, როცა მას ცეცხლი ედება, რა საც
ჩვენ შთაგონებას ვეძახით ხოლმე და ამას უფრო და უფრო
შორს მივყავართ – ადამიანთა მოდგმის საწყისებთან, ცეც-
ხლთან,
ყინულთან და იმ დიდ ქარებთან, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი
სამყარო გამოგვძერწეს.
მეზღაპრე ღრმად ჩამალულა თითოეულ ჩვენგანში. მეზღაპ-
რე ყოველთვის ჩვენთანაა. დავუშვათ, რომ სამყარო ომმა მოიც-
ვა, იმ საშინელებებმა, რაც ყველასთვის იოლი წარმოსადგენია.
დავუშვათ, რომ წყალდიდობებმა გადარეცხა ჩვენი ქალაქები,
ზღვები ნაპირებიდან გადმოვიდა... მეზღაპრე მაშინვე იქ გაჩ-
ნდება, რადგან ჩვენ საკუთარი წარმოსახვა გვაყალიბებს, გვა-
ცოცხლებს, გვქმნის – ავისა და კარგისთვის. ჩვენი ამბები და
მეზღაპრე თავიდან შეგვქმნიან, როცა შუაზე გავიხლიჩებით,
ტკივილები გამოგვხრავენ, ან სულაც გავნადგურდებით. მეზღაპ-

1031
რე, მეოცნებე, მითების შემქმნელი – ეს ისაა, რაც ჩვენში საუკე-
თესოა, ამ დროს ყველაზე მეტად შემოქმედებითები ვართ.
ნუთუ მართლა ვფიქრობთ, რომ იმ საბრალო გოგოზე უკეთე
სები ვართ, ფეხებს ძლივს რომ მიათრევს მტვერში და შვილების
განათლებაზე ოცნებობს – ჩვენ, ყელამდე სავსენი საკვებით,
ტანსაცმლით გამოტენილი კარადებით, ყველაფრის სიჭარბით
რომ ვიხრჩობით?
ვფიქრობ, რომ ის გოგო და ქალები, რომლებიც წიგნებსა და
განათლებაზე საუბრობდნენ, როცა სამი დღის განმავლობაში
ლუკმა არ ჩაედოთ პირში, შესაძლოა დღეს ჩვენზე ლაპარაკო-
ბენ.

1032
ჟანმარი გუსტავ ლე კლეზიო

პარადოქსების ტყეში
რატომ ვწერთ? წარმომიდგენია, რომ ყველა თავისებურად
უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას. არსებობს მისწრაფებები, გარე
მო, გარემოებები. აგრეთვე უნიჭობაც. თუ ვწერთ, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ არ ვმოქმედებთ, რომ რეალობასთან პირისპირ დარ-
ჩენილნი დიდ გასაჭირში ვიმყოფებით, რომ რეაქციის სხვა გზა,
კომუნიკა ციის სხვა ფორმა ავირჩიეთ, როგორც გარკვეული
მანძილი, დრო ფიქრისა და განსჯისთვის.
თუ იმ გარემოებებს ჩავუღრმავდები, რომლებმაც წერა დამაწ
ყებინა – ამას თვითკმაყოფილებით კი არ ვაკეთებ, არამედ უფ-
რო სიზუსტის სიყვარულით – ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაფე-
რი ომით დაიწყო. არა ომით, როგორც ეპოქალური ძვრების,
დიდი ისტო რიული მოვლენების ხანით. ასეთი უნდა ყოფილიყო,
მაგალითად, საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია, ვალმის ბრძო-
ლის მონაწილე მხარეებმა დაწვრილებით რომ აღწერეს: გერმა-
ნელთა მხრიდან – გოეთემ და რევოლუციონერთა არმიის მხრი-
დან – ჩემმა წინაპარმა ფრანსუამ. ეს უდავოდ ამაღელვებელი,
პათეტიკით სავსე წუთები იქნებოდა. არა, ჩემთვის ომი ის არის,
რაც უბრალო მოქალაქე ებმა გადაიტანეს, პირველ რიგში კი –
მცირეწლოვანმა ბავშვებმა. ერთხელაც არ ჩამითვლია იგი ის-
ტორიულ მოვლენად. გვციოდა,
გვშიოდა, გვეშინოდა და ომი მეტი არც არაფერია. მახსოვს,
ერთხ ელ ჩემს ფანჯარასთან მარშალ რომელის ჯარის ნაწილმა
ჩაიარა, რომელიც ალპებისკენ მიემართებოდა, რათა გზა ეპოვა
ჩრდილო ეთ იტალიასა და ავსტრიაში გადასასვლელად. მეხ-
1033
სიერებაში არც ისე მკაფიოდ ჩამრჩა ეს სურათი. სამაგიეროდ,
კარგად მახსოვს, როგორ გვაკლდა ყველაფერი მომდევნო
წლებში, განსაკუთრებით საწერსაკითხავი. მელნისა და ქაღალ-
დის ნაკლებობის გამო სა სურსათო ტალონების უკანა გვერდებ-
ზე დავიწყე წერა და ხატვა, თან მშენებლებს რომ დაჰქონდათ,
ისეთ ლურჯწითელ ფანქარს ვიყენებდი. აი, აქედან მოდის ჩემი
გატაცება უხეში ქაღალდითა და უბრალო ფანქრებით. რადგან
იმ დროს საბავშვო წიგნები არსად იყო, ბებიაჩემის ლექსიკონე-
ბი გადავიკითხე. ეს საოცარ კარიბჭეს წარმოადგენდა, რომლის
ზღურბლის გადალახვითაც მთელს სა მყაროს გაიცნობდი, აღმა-
დაღმა იხეტიალებდი და რუკებით, ილუსტრაციებით, უცნობი
სიტყვებით გარშემორტყმული უსა სრულოდ იოცნებებდი. უფრო
მეტიც, პირველ წიგნს, რომელიც ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში
დავწერე, „დედამიწის დამწნილება“ (ლე ჩლობე à მარინერ) ვუ-
წოდე. ამას უმალვე მოჰყვა გამოგონილი მეფის ბიოგრაფია,
რომელსაც დანიელ მესამე ერქვა (ნეტა შვედი ხომ არ იყო?). მე-
რე კი ერთი მოთხრობა დავწერე, სადაც თოლია თავის ამბავს
ჰყვებოდა. ეს მარტოსულობის ხანაში ხდებოდა. ბავშვებს გარეთ
თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან ბე ბიაჩემის სახ-
ლის ირგვლივ მოედნები და ბაღები მთლიანად დანა ღმული
იყო. მახსოვს, ერთხელ ზღვის ნაპირას სეირნობისას შემ თხვე-
ვით წავაწყდი მავთულხლართებიან ღობეს, რომელზეც აბრა
მიემაგრებინათ ფრანგული და გერმანული წარწერებით: უცხო
პირებს იქ შესვლას უკრძალავდნენ და მუქარის ნიშნად თავის
ქალაზე მიუთითებდნენ.
ვხვდები, რომ ეს კონტექსტი გაქცევის სურვილს ბუნებრივად
გვიმძაფრებდა – ოცნებისა და ნაოცნებარის აღწერისკენ გვიბი
ძგებდა. გარდა ამისა, დედის მხრიდან ჩემი ბებია არაჩვეულებ-

1034
რივი მეზღაპრე იყო, რომელიც საათობით ჰყვებოდა ხოლმე ნა-
ირნაირ ამბებს. მისი ზღაპრები ყოველთვის საოცრად ამაღელ-
ვებელი იყო, მოქმედება კი ძირითადად ტყეში ხდებოდა – ალ-
ბათ, აფრიკაში ან მავრიკიზე, მაკაბელთა ტყეში. მთავარი პერ-
სონაჟი, ცბიერი და
გამჭრიახი მაიმუნი ყველაზე დიდ ხიფათსაც იოლად დაუძ-
ვრებო და ხოლმე. მოგვიანებით აფრიკაში ვიმოგზაურე და ნამ-
დვილი ტყე აღმოვაჩინე, სადაც თითქმის არც ერთი ცხოველი
აღარ ბინად რობდა. მიუხედავად ამისა, კამერუნის საზღვართან
სოფელ ობუ დუს გამგებელმა ახლომდებარე გორაკზე შეკრები-
ლი გორილების ბრაგაბრუგი მაინც მომასმენინა, როცა ისინი
მკერდზე მჯიღის ცემით იყვნენ გართულნი. ამ მოგზაურობიდან,
აქ გატარებუ ლი წლებიდან (ნიგერიაში, სადაც მამაჩემი ბუჩქებს
უვლიდა და წამლობდა) არა მხოლოდ მომავალი რომანების მა-
სალა დამჩრა, არამედ ერთგვარი მეორე „მე“ც, მეოცნებე და
ამავე დროს ნამ დვილი ცხოვრებით მოხიბლული, რაც მთელი
სიცოცხლის მან ძილზე გამომყვა. ეს წინააღმდეგობრივი განზო-
მილება, საკუთარი თავისგან გაუცხოება იყო, რასაც ზოგჯერ
მტკივნეულად განვიც დიდი. ცხოვრება ისე მდორედ მიედინება,
რომ მისი ძალიან დიდი ნაწილის გავლა დამჭირდა იმის მისახ-
ვედრად, თუ რას ნიშნავდა ეს წინააღმდეგობა.
ჩემს ცხოვრებაში წიგნები ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა.
მას შემდეგ, რაც მამაჩემის მემკვიდრეობა სხვებმა დაინაწილეს,
ის კი კუნძულ მავრიკიზე, მოკაში მდებარე მშობლიური სახლი-
დან გა მოაძევეს, მან მაინც მოახერხა და რამდენიმე ბიბ-
ლიოთეკის ნარ ჩენები როგორღაც შეაკოწიწა. აი, სწორედ მა-
შინ გავაცნობიერე ჭეშმარიტება, რომელიც არც ისე იოლი აღ-
საქმელია ბავშვები სათვის: წიგნები ბევრად უფრო ღირებულ

1035
განძს წარმოადგენ და, ვიდრე უძრავი ქონება ან საბანკო ანგა-
რიშები. ამ ტომებში, რომელთა უმრავლესობა ძველი და მკვიდ-
რად აკინძული იყო, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ტექსტე-
ბი აღმოვაჩინე: ტონი ჟოანოს მიერ ილუსტრირებული „დონ კი-
ხოტი“, „ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება“, „ინგოლდსბის
ლეგენდები“, „გულივერის მოგზაურობა“, ვიქტორ ჰიუგოს დი-
დი, განსაცვიფრებელი რომანე ბი: „ოთხმოცდაცამეტი წელი“,
„ზღვის მუშაკნი“, „კაცი, რომელიც იცინის“, აგრეთვე ბალზაკის
„თავშესაქცევი ზღაპრები“. ყველაზე ღრმა კვალი კი მაინც სა-
თავგადასავლო მოთხრობების კრებულებ მა დამიტოვა, რო-
მელთა უმრავლესობაში ინდოეთის, აფრიკისა და მასკარენიეს
კუნძულების ამბები იყო მოთხრობილი, აგრეთვე დი უმონ დ’ი-
ურვილის, აბე როშონის, ბუგენვილის, კუკის დიდებულმა
სამეცნიერო გამოკვლევებმა და, რა თქმა უნდა, მარკო პო-
ლოს
„საოცრებათა წიგნმა“. მზის გულზე გარინდული პატარა პრო-
ვინცი ული ქალაქის უფერულ ცხოვრებაში ამ წიგნებმა ფათერა-
კების გემო გამასინჯა, ნამდვილი სამყაროს სიდიდე შემაგრძნო-
ბინა, შესაძლებლობა მომცა, რომ იგი უფრო მეტად ინსტინქტი-
თა და შეგრძნებებით აღმექვა, ვიდრე ცოდნით. მათი წყალო-
ბით, ადრეულ ასაკშივე ვიგრძენი ბავშვის ცხოვრების წინააღ-
მდეგობრივი ბუნე ბა: ის ხომ მუდამ თავშესაფრისკენ მიილტვის,
სადაც ძალადობასა და მუდმივ კონკურენციას გაექცევა და, ამა-
ვე დროს, ფანჯრიდან გარესამყაროს თვალიერებაც უდიდეს
სიამოვნებას ანიჭებს.
სანამ შევიტყობდი, რომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად
შვედეთის აკადემიას დავუჯილდოებივარ, სტიგ დაგერმანის
ერთ პატარა წიგნს თავიდან ვკითხულობდი. პოლიტიკური

1036
ესეების კრე ბულია, სათაურით: „ესსäერ ოცჰ ტეხტერ“ (ფრანგუ-
ლი ვერსიით, „სევდის დიქტატურა“). შემთხვევითი არ იყო, რომ
სწორედ ასეთი მძაფრად სარკასტული წიგნის კითხვით ვიყავი
გართული. შვედეთში უნდა ჩავსულიყავი იმ პრემიის მისაღებად,
რომელიც გასულ ზაფხულს დაგერმანის მეგობრების ასოციაცი-
ამ მომანიჭა და თან ის ადგ ილებიც უნდა მომენახულებინა, სა-
დაც მწერალმა ბავშვობა გაატა რა. ყოველთვის მხიბლავდა და-
გერმანის ნაწარმოებები, ბავშვური სინაზის, მიამიტობისა და
სარკაზმის თავისებური ნაზავი. ასევე მისი იდეალიზმიც. შორ-
სმჭვრეტელობაც, რომლითაც ომის შემდ გომი გაჭირვების
წლებს განსჯის – მისთვის მოწიფულობის, ჩემ თვის კი – მხო-
ლოდ ყრმობის ხანას. ერთი ფრაზა განსაკუთრებით მომხვდა
გულზე და მომეჩვენა, რომ იმ დროს სწორედ მე მომ მართავდა,
რადგან სულ ახალი გამოქვეყნებული იყო ჩემი ბოლო რომანი
„შიმშილის სიმღერა“. აი, ეს ფრაზა, უფრო სწორად, პას აჟი:
„როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ისე მოიქცე, თითქოს ლიტ
ერატურაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არაფერი იყოს, მეორე
მხრივ კი, ირგვლივ მხოლოდ იმ ხალხს ხედავდე, შიმშილს რომ
ებრძვის და ყველაზე ღირებულ რამედ თვის ბოლოს აღებულ ჯა
მაგირს თვლის? აქ ის (მწერალი) ახალ პარადოქსს ეჯახება: იმ
დროს, როცა მათთვის სურდა ეწერა, ვისაც შიმშილით კუჭი უხ
მება, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ისინი თუ ამჩნევენ მის არსებო-
ბას, ვინც კარგად დანაყრებულია“ („მწერალი და ცნობიერება“).
სწორედ მწერლობის სამეფოა – ადგილი, საიდანაც ხელოვა-
ნი კი არ უნდა გარბოდეს, არამედ, პირიქით, იქ უნდა „დასახ-
ლდეს“, რათა ყველა წვრილმანი მოჩხრიკოს, ყველა ბილიკი შე-
ისწავლოს, თითოეულ ხეს სახელი მოუძებნოს. ასეთი მოგ-
ზაურობა ყოველთ ვის სასიამოვნო ვერ იქნება. ერთ კაცს ეგონა,

1037
რომ თავშესაფარი იპოვა, ერთი ქალი კი ფურცელს ისე ენდო-
ბოდა, როგორც უახ ლოეს და უერთგულეს მეგობარს, მაგრამ
ახლა ეს მწერლები რე ალობას შეეჯახნენ – არა მხოლოდ რო-
გორც დამკვირვებლები, არამედ როგორც მოქმედი პირები. თა-
ვად უნდა გადაწყვიტონ, რომელ მხარეს დადგებიან. ციცერონ-
მა, რაბლემ, კონდორსემ, რუ სომ, მადამ დე სტალმა, სულ ახ-
ლახან კი სოლჟენიცინმა, ჰუანგ სოკიონგმა, აბდელატიფ
ლააბიმ, მილან კუნდერამ სხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, რად-
გან მეტი გზა არ დარჩათ. მე, ვისაც ყოველთ ვის მქონდა გადა-
ადგილების შესაძლებლობა – გარდა ომის ხან მოკლე პე-
რიოდისა – იმ ადგილას ცხოვრების აკრძალვა, რომელიც ადა-
მიანმა თავად აირჩია, ისეთივე მიუღებლად მიმაჩნია, როგორც
თავისუფლების წართმევა.
თუმცა მოძრაობის თავისუფლების, როგორც პრივილეგიის,
შედეგიც პარადოქსულია. შეხედეთ: აი, ხე პირბასრი ეკლებით
იმ ტყის შუაგულში, სადაც მწერალი ცხოვრობს – განა ეს კაცი
თუ ეს ქალი, თავაუღებლად რომ წერს და საკუთარ სიზმრებს
თხზა ვს, ყველაზე იღბლიან რჩეულ უმცირესობას არ ეკუთვნის?
მოდი, წარმოვიდგინოთ უკიდურესად დაძაბული, შემაძრწუნებე-
ლი სიტუ აცია – სწორედ ისეთი, როგორშიც ჩვენი პლანეტის
მოსახლეო ბის დიდი ნაწილი ცხოვრობს. და ოდესღაც ცხოვ-
რობდნენ ისინი, ვისაც არისტოტელეს დროს ან თუნდაც ტოლ-
სტოის ეპოქაში გა ნუსაზღვრელი სტატუსი ჰქონდა: მონები, მო-
ახლეები, გლეხები შუა საუკუნეების ევროპაში, ან ის ხალხი,
რომლებსაც განმანა თლებლობის ხანაში აფრიკის სანაპირო-
დან იტაცებდნენ და ყიდ დნენ გორეში, ელ მინაში, ზანზიბარში.
დღესაც კი, როცა თქვენ გესაუბრებით, არის ზოგიერთი ადა-
მიანი, ვისაც სიტყვის უფლება აქვს წართმეული, ვინც ენის მიღ-

1038
მა იმყოფება. ასე რომ, დაგერ მანის პესიმისტური ნააზრევი
გულზე უფრო მეტად მხვდება, ვი დრე გრამშის საბრძოლო
მზაობა ან სარტრის ილუზიებისგან და
ცლილი რისკი. იდეა, თითქოს ლიტერატურა მმართველი
კლასის ფუფუნებაა და უმრავლესობისთვის სრულიად უცხო
იდეებითა თუ სურათხატებით იკვებება – აი, რა ქმნის იმ უხერ-
ხულობას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის (მათ მივ-
მართავ, ვინც წერს და კითხულობს). ხომ შეგვეძლო, გვეცადა
და ჩვენი სიტყვა მათთან მიგვეტანა, ვისაც ის ხელებიდან გა-
მოაცალეს, სულგრძე ლად მიგვეპატიჟებინა ისინი კულტურის
ნადიმზე? რატომ არის ეს ასეთი რთული? დამწერლობის არმქო-
ნე ხალხმა, როგორც ანთრო პოლოგებს უყვართ ხოლმე თქმა,
სრულფასოვანი კომუნიკაციის არხის გაჭრა შეძლო, სიმღერე-
ბისა და მითების მეშვეობით. რატომ არის დღეს ეს შეუძლებელი
ჩვენს ინდუსტრიალიზებულ საზოგა დოებაში? ნუთუ თავიდან უნ-
და გამოვიგონოთ კულტურა? ნუთუ უშუალო, პირისპირ ურთი-
ერთობას უნდა დავუბრუნდეთ? იქნებ ავყვეთ ცდუნებას და დავი-
ჯეროთ, რომ ჩვენს ეპოქაში კინო ას რულებს ამ როლს, ან პოპ-
მუსიკა თავისი რიტმებით, რითმებით, საცეკვაო მელოდიებით.
იქნებ ჯაზიც, ან სულ სხვა ცის ქვეშ – კალიფსო, მალოია, სეგა.
ეს პარადოქსი გუშინდელი დღით არ თარიღდება. ყველაზე
დიდმა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა რაბლემ ჯერ კიდევ როდის
გამოუცხადა ომი სორბონელ სწავლულთა პედანტიზმს, როცა
სასაუბრო ენიდან ამოკრეფილი სიტყვები მათ პირდაპირ ცხვირ
პირში მიახალა. ნეტა იმ ადამიანებსაც თუ ესაუბრებოდა, ვისაც
შიმშილით კუჭი ეწვოდა? სიმაძღრე, გალეშვა, ქეიფი. მან სი
ტყვებში ჩააქსოვა მათი საკვირველი მადა, ვინც გლეხებისა და
მუშების სიგამხდრის ხარჯზე ისხამდა ფერხორცს – კარნავალის

1039
დროს, როცა სამყარო თავდაყირა იყო ამობრუნებული. რევო-
ლუ ციის პარადოქსი, როგორც მწუხარე სახის რაინდის მოგ-
ზაურობის ეპოპეა, მწერლის ცნობიერებაში ხდება. და თუ მის კა-
ლამს ერთი ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, ის არასდროს არ უნ-
და ემსახუ როს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხოტბადიდებას, თვით
უმცირესი მაამებლობაც არ ეპატიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ
ხელოვანი ამ ღირსებით გამოირჩევა, იგი არ უნდა თვლიდეს,
რომ ყოველ გვარი ეჭვი საბოლოოდ ჩამოერეცხა. მისი უარი, ამ-
ბოხი, წყევლა ბარიერის ერთ მხარეს რჩება, ამა ქვეყნის ძლი-
ერთა ენის მხარეს. ზოგიერთი სიტყვა, ზოგიერთი ფრაზა მაინც
გასხლტება ხოლმე,
დაგვიანების ელეგანტური ფორმა. ჰო, ხანდახან იუმორიც
გვხ ვდება, რომელიც სასოწარკვეთის გამომხატველი თავა-
ზიანობა კი არ არის, არამედ არასრულყოფილთა სასოწარკვე-
თაა – პლაჟი, სა დაც უსამართლობის აქოჩრილმა ტალღებმა
ისინი გამორიყა.
მაშ, რატომ ვწერთ? კარგა ხანია, რაც მწერალი აღარ არის
მტკიცედ დარწმუნებული, რომ სამყაროს შეცვლის და თავისი
მოთხრობებითა თუ რომანებით უკეთეს ცხოვრებას დაუდებს და
საბამს. უბრალოდ, მას სურს, მოწმე გახდეს. შეხედეთ ამ მეორე
ხეს პარადოქსების ტყეში. მწერალს სურს, მოწმე იყოს, სინამდ
ვილეში კი, უმეტესწილად, მხოლოდ უბრალო დამკვირვებლად
გვევლინება ხოლმე.
ზოგჯერ ხელოვანი მართლაც მოწმე ხდება: დანტე „ღვთაე
ბრივ კომედიაში“, შექსპირი „ქარიშხალში“ და ემე სეზერი ამ
პიესის შესანიშნავ ადაპტაციაში, სადაც დენთის კასრზე გადამ
ჯდარი კალიბანი იმუქრება, რომ თავს აიფეთქებს და საძულველ
ბატონებსაც დღის შუქს ჩაუქრობს. ხანდახან ისეთი პირუთვნე-

1040
ლი მოწმეც შეგვხვდება, როგორიც პრიმო ლევი ან ევკლიდეს
და კუ ნიაა „შორეული მხარის ამბოხში“. სამყაროს აბსურდუ-
ლობას ვხე დავთ „პროცესში“ (ასევე ჩარლი ჩაპლინის ფილმებ-
ში), მის არას რულყოფილებას კი – კოლეტის „დღის დაბადება-
ში“, ფანტასმა გორიას – იმ ირლანდიურ სიმღერაში, რომელიც
ჯეიმს ჯოისმა
„ფინეგანის ქელეხში“ ააჟღერა. მისი მშვენიერება დამაბრმა-
ვე ბლად ელვარებს პიტერ მატიესენის „თოვლის ლეოპარდსა“
თუ ალდო ლეოპოლდის „ქვიშის საგრაფოს ალმანახში“. სიავე
– უილ იამ ფოლკნერის „ტაძარსა“ თუ ლაო შეს „პირველ თოვ-
ლში“. ბავშ ვური უმწეობა – დაგერმანის „გველში“.
მწერალი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო მოწმე, როცა ამ
როლს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უნებურად ითავსებს.
პარადოქსია, რომ იგი იმის მოწმე ნამდვილად არ არის, რაც
დაინახა, იმისაც კი არა, რაც გამოიგონა. მწარე ნაღველს და ხან
დახან სასოწარკვეთასაც გრძნობს იმის გამო, რომ მისი ჩვენება
საბრალდებო დასკვნაში ვერასდროს ვერ მოხვდება. ტოლსტო-
იმ მთელი სიღრმით დაგვანახა საშინელება, რაც ნაპოლეონის
არმიამ რუსეთს თავს დაატეხა, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვა-
ლა ისტო
რიის მსვლელობაში. კლერ დე დიურასმა „ურიკა“ დაწერა,
ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ კი – „ბიძია თომას ქოხი“, თუმცა საკუთა-
რი ბედის წერა მაინც დამონებულმა ხალხმა შეცვალა, რომე-
ლიც ერთ დღეს აჯანყდა და უსამართლობას არალეგალურად
შექმნილი წინააღმ დეგობის მოძრაობით დაუპირისპირდა ბრა-
ზილიაში, გვიანაში, ან ტილის კუნძულებსა და შავკანიანთა პირ-
ველ რესპუბლიკაში კუნ ძულ ჰაიტიზე.

1041
მწერალს ყველაზე ძალიან მოქმედება სურს. მოწმედ ყოფნა-
ზე მეტადაც. უნდა, რომ წეროს, წარმოიდგინოს, ოცნებებს მიენ-
დოს, რათა მისმა სიტყვებმა თუ გამონაგონმა სინამდვილეში შე-
აღწიოს, მკითხველთა გული და გონება შეცვალოს, უკეთესი
სამყაროს კარი გაუღოს მათ. და მაინც, სწორედ ამ წამსაც კი მას
შინაგანი ხმა კარნახობს, რომ სიტყვები მხოლოდ სიტყვებია,
რომლებსაც საზოგადოების შიგნით მოთარეშე ქარები გააქრო-
ბენ, რომ ოცნე ბები მხოლოდ ქიმერაა. რა უფლებით ჰგონია,
რომ სხვებზე უკე თესია? ნუთუ გამოსავლის ძებნა მართლაც
მწერლის საქმეა? განა ის იმ მეველის მდგომარეობაში არ იმყო-
ფება, მიწისძვრის შევე დრება რომ უნდა ჟიულ რენარის პიესაში
„ნოკი, ანუ მედიცინის ზეიმი“? ან კი როგორ უნდა იმოქმედოს
მწერალმა, როცა მას მხო ლოდ წარსულის გახსენება შეუძლია?
მარტოობა მუდამ მისი ხვედრი იქნება. ყოველთვის ასე იყო.
ბავშვობისას ეს ბიჭუნა ხომ სუსტი, გულდამძიმებული, ზედმე-
ტად მგრძნობიარე არსება იყო, ან ის გოგონა, კოლეტმა რომ
აღწერა, რომელიც უმწეოდ იდგა და მშობლების ჩხუბს დაძაბუ-
ლობისგან გაფართოებული, ტკივილით სავსე შავი თვალებით
შეჰყურებდა. მარტოობა ბუნებრივად იზიდავს მწერლებს, მხო-
ლოდ მის გვერ დით თუ სწვდებიან ისინი ბედნიერების არსს. ეს
წინააღმდეგობრი ვი ბედნიერებაა, ტკივილნარევი, სიამეში გა-
ზავებული, მოჩვენები თი ზეიმი, ყრუ და ყოვლისმომცველი
უამური შეგრძნება, როგორც საიდანღაც აკვიატებული მელო-
დია. მწერალმა ყველაზე უკეთ იცის იმ შხამიანი და საჭირო მცე-
ნარის მოვლაპატრონობა, რო მელიც მხოლოდ მისი უძლურე-
ბით გაჯერებულ ნიადაგზე ამოდის. მას სურდა ესაუბრა ყველას
ნაცვლად, ყველა ეპოქაში: ხან აქ ვხედავთ, ხან – იქ, საკუთარ

1042
ოთახში განმარტოებულს, ცარიელი ფურცლის გადაფითრებულ
სარკესთან დარჩენილს, იმ აბაჟურის
ქვეშ გარინდულს, იდუმალ შუქს რომ ასხივებს. ან კომპიუტე-
რის მეტად კაშკაშა ეკრანთან, კლავიატურის ღილაკებს თითებს
რომ უკაკუნებს და ამ ხმაურს უსმენს. აი, ეს არის ის ტყე. მწე-
რალმა მისი ყოველი ბილიკი ზეპირად იცის, ხოლო თუ ზოგჯერ
ხელი დან მაინც გაუსხლტება რამე, როგორც ალიონზე ძაღლის
ყეფით დამფრთხალი ჩიტი, მის ჩრდილს გაოგნებული მზერა
მიაცილებს
– ეს შემთხვევით მოხდა, ამ კაცის უნებურად, ამ ქალის სურ-
ვილის წინააღმდეგ.
სულაც არ მინდა, უარყოფითი ემოციების ფრქვევით გული
მოვიოხო. ლიტერატურა – აი, ამის სათქმელად ვემზადებოდი –
არქაული გადმონაშთი არ არის, რომელსაც ლოგიკურად უნდა
ჩაენაცვლოს აუდიოვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრე-
ბით, კინო. ის კომპლექსური, რთული გზაა, მაგრამ მე მჯერა,
რომ დღეს იგი უფრო საჭიროა, ვიდრე ბაირონისა თუ ვიქტორ
ჰიუგოს ეპოქაში.
ეს საჭიროება ორი მიზეზით არის განპირობებული:
პირველ რიგში, იმით, რომ ლიტერატურას ენა ქმნის. სიტყვა
„მწერლობის“ უპირველესი მნიშვნელობაა: „ის, რაც დაწერი-
ლია“. ფრანგული სიტყვა „რომან“ (რომანი) იმ პროზაულ ნაწარ-
მოებებს აღნიშნავს, რომლებშიც შუა საუკუნეების შემდეგ პირ-
ველად გამოიყენეს ახალი ენა, რომელზეც ყველა საუბრობდა –
რო მანული ენა. აგრეთვე სიტყვა „ნოუველლე“ (ნოველა, მოთ-
ხრობა) ამ სიახლის იდეიდან მოდის. თითქმის იმავე ეპოქაში
საფრანგეთში შეწყვიტეს სიტყვა „რიმეურ“ს (გამრითმავი, მე-
ლექსე – სიტყვიდან:

1043
„რიმე“ რითმა, ლექსი) ხმარება პოეზიასა და პოეტებთან
(ბერძნუ ლი ზმნიდან: „პოიეინ“ – შექმნა) მიმართებაში. პოეტი,
მწერალი, რომანისტი შემოქმედნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ
ისინი ენას თავიდან იგონებენ, არა, მას იდეების, სახეების, მშვე-
ნიერების შეს აქმნელად იყენებენ. ამიტომაც, მათ გარეშე საერ-
თოდ ვერაფერს გავხდებოდით. ენა კაცობრიობის ყველაზე უც-
ნაური გამოგონებაა, რომელიც ყველაფერს წინ უსწრებს და ყვე-
ლაფერს ანაწევრებს. უენოდ არც მეცნიერება იარსებებდა, არც
ტექნიკა, არც კანონები, არც ხელოვნება, არც სიყვარული. თუმ-
ცა ეს გამოგონება თანა მოსაუბრესთან ურთიერთობის გარეშე
სრულიად უსარგებლო ხდება. ის შეიძლება სისხლისგან დაიცა-
ლოს, გაღარიბდეს, სრუ
ლიად გაქრეს. მწერლები, გარკვეული აზრით, მისი მცველე-
ბი არიან. როცა ისინი რომანებს, ლექსებს, პიესებს წერენ, ამით
ენას აცოცხლებენ. ეს ადამიანები სიტყვებს კი არ იყენებენ, არა-
მედ, პირიქით, თავად ემსახურებიან ენას – განადიდებენ, პირს
ულე სავენ, სახეს უცვლიან, რადგან იგი მხოლოდ მათით და
მათში ცოცხლობს და ფეხს უწყობს ეპოქის სოციალურ თუ ეკო-
ნომიკურ ტრანსფორმაციებს.
როდესაც გასულ საუკუნეში რასისტული თეორიები გაჩნდა,
მა შინვე კულტურებს შორის არსებული სიღრმისეული განსხვა-
ვებები გაიხსენეს. რაღაც აბსურდული იერარქიით ერთმანეთს
დაუკავ შირეს კოლონიზატორთა ეკონომიკური წარმატება და ე.
წ. კულ ტურული უპირატესობის ცნება. ეს თეორიები, როგორც
არაჯან საღი, სახიფათო იმპულსები ახლაც კი ხან სად იჩენს
თავს და ხან სად, რათა ნეოკოლონიალიზმისა თუ იმპერიალიზ-
მის გამართლება სცადოს. ზოგიერთი, ვისაც თანაბარი უფლება
არ მისცეს ენას თან მიმართებაში, რადგან ეკონომიკურად ჩა-

1044
მორჩენილები იყვნენ, ან მოძველებულ ტექნოლოგიებს ფლობ-
დნენ, მაჩანჩალას როლში აღმოჩნდა. ნუთუ ვერავინ შენიშნა,
რომ მსოფლიოს ყველა ხალხი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და
როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ენას იყენებს? თი-
თოეული ენა კი ერთმანეთს ჰგავს, რადგან ლოგიკურ, კომ-
პლექსურ, კონსტრუირებულ და ანალიტი კურ მთლიანობას
წარმოადგენს, რომელიც სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძ-
ლევა, რომელზეც მეცნიერების შექმნა ან მითების შეთხზვაა შე-
საძლებელი.
მას შემდეგ, რაც ისეთი გაორებული და ცოტა ჩამორჩენილი
არსება დავიცავი, როგორიც მწერალია, მინდა, ლიტერატურის
არ სებობის მეორე მიზეზი გაგიმხილოთ, რამდენადაც ეს უკანას-
კნე ლი, პირველ რიგში, გამომცემლის საქმიანობას ეხება.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ გლობალიზაციაზე და ივიწყებენ,
რომ ეს მოვლენა აღორძინების ეპოქის ევროპაში დაიწყო, კო-
ლო ნიალიზმის ხანასთან ერთად. თავისთავად, მონდიალიზა-
ცია სუ ლაც არ არის ცუდი. კომუნიკაცია პროგრესს აჩქარებს,
მედიცი ნასა თუ ზოგადად, მეცნიერებაში. ისე, შესაძლოა, ინ-
ფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობამ კონფლიქტები
კიდევ უფრო გაართულოს. ჰიტლერის დროს ინტერნეტი რომ
ყოფილიყო, თა
ვისი მუხანათური ჩანაფიქრის განხორციელებას ის ნამდვი-
ლად ვერ მოახერხებდა – დაცინვის შიში გადააფიქრებინებდა.
ჩვენ ინტერნეტისა და ვირტუალური კომუნიკაციის ეპოქაში
ვცხოვრობთ. ეს კარგია, მაგრამ რისი მაქნისია საკვირველი გა-
მო გონებები, თუ მწერლობის გაცნობასა და წიგნებს არ მოხ-
მარდე ბა? თხევადკრისტალური მონიტორებით კაცობრიობის
უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფა უტოპიაა. ჰოდა, განა ახალ

1045
ელიტას არ ვქმნით, ახალ გამყოფ ხაზს არ ვავლებთ, რომელიც
სამყაროს ორ ნაწილად გაყოფს: აქეთ დარჩებიან ერთნი, ვისაც
ხელი მიუწვდე ბათ კომუნიკაციასა და ცოდნაზე, ხოლო იქით –
მეორენი, ვინც უბრალოდ არადანს წარმოადგენენ? დიდი ერე-
ბი, დიდი ცივილი ზაციები გაქრნენ, რადგან ეს ვერ გააცნო-
ბიერეს. ზოგიერთმა უძველესმა კულტურამ, რომელთაც უმცი-
რესობებს ვუწოდებთ, დღემდე იმის წყალობით მოაღწია, რომ
ცოდნასა და მითებს თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადასცემ-
და. მეტად საჭირო, კეთილგონივრული ნაბიჯი იქნება მათი დამ-
სახურების აღიარება. თუმცა, ჩვენი სურვილისა და იმის მიუხე-
დავად, მკაცრ რეალო ბაში ცხოვრებისთვის მომწიფებულნი
ვართ თუ არა, კარგა ხანია, მითების ხანაში უკვე აღარ ვცხოვ-
რობთ, შეუძლებელია სხვისი პატივისცემა დავიმსახუროთ და
საყოველთაო თანასწორობა და ვამყაროთ, თუ თითოეულ
ბავშვს წერის სიკეთეს არ ვაზიარებთ.
დღეს, დეკოლონიზაციის მომდევნო ეპოქაში, ლიტერატურა
ერთერთი საშუალებაა თანამედროვე კაცებისა და ქალებისთ
ვის საკუთარი იდენტობის გამოსახატად, აგრეთვე იმისთვის,
რომ სიტყვის უფლება მოითხოვონ და დანარჩენებს თავისი მრა-
ვალ ხმიანობა გააგონონ. მათი ხმის, მათი ძახილის გარეშე
სრულიად მდუმარე სამყაროში ვიცხოვრებდით.
ლიტერატურის ადგილი მსოფლიოში ყველას თანაბრად გვა
ღელვებს. პირველ რიგში კი, ამაზე მკითხველები, სხვაგვარად
თუ ვიტყვით, გამომცემლები არიან პასუხისმგებელნი. ცხადია,
უსამართლობაა, რომ კანადის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვი
დრმა ინდიელმა დამპყრობელთა ენაზე – ფრანგულად ან ინ-
გლი სურად უნდა წეროს, რათა საკუთარი ხმა გაგვაგონოს. რა
თქმა უნდა, თავს მოვიტყუებთ, თუ დავიჯერებთ, თითქოს მავრი-

1046
კის ან ანტილიის კუნძულების კრეოლურ ენას მსოფლიოში ყვე-
ლა ისევე
იოლად გაიგებს, როგორც იმ ხუთექვს ენას, რომლებსაც
დღეს სრულიად დაპყრობილი აქვთ მედიასივრცე. თუმცა თარ-
გმანის მეშვეობით მაინც შეიძლება მსოფლიომ მათი ხმა მოის-
მინოს, ეს კი რაღაც ახალი და იმედისმომცემი ამბავი იქნება.
კულტურა, როგორც ვამბობდი, ჩვენი, მთელი კაცობრიობის სა-
ერთო ქონე ბაა. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ყველას თანაბარი
შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხე-
ლი კულტურაზე. ამისთვის კი იდეალური იარაღი წიგნია, მთელი
თავისი არქაუ ლობით. პრაქტიკულია, მოსახერხებელია, ეკო-
ნომიურია. განსა კუთრებული ტექნოლოგიური დამუშავება არ
სჭირდება და ნები სმიერ კლიმატურ პირობებში კარგად ინახე-
ბა. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ – აი, აქ განსაკუთრე-
ბით გამომცემლებს მივმართავ – ბევრი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ
ძნელად ხელმისა წვდომია. მავრიკიზე რომანისა თუ ლექსების
კრებულის ფასი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეად-
გენს. აფრიკაში, სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში, მექსიკაში,
ოკეანიის კუნძულებზე წიგნი წარმოუდგენელ ფუფუნებად ით-
ვლება. ამ უბედურებას საშველი აქვს. განვითარებად ქვეყნებ-
თან ერთად განხორციელე ბული ერთობლივი გამოცემები,
ფონდების შექმნა ბიბლიოთეკები სა თუ ბიბლიობუსებისთვის,
ზოგადად, უფრო მეტი ყურადღება ამ ხალხის მოთხოვნებისა და
იმ მწერლობის მიმართ, რომელიც ე. წ. უმცირესობის ენაზე იქ-
მნება (ზოგჯერ უმრავლესობას რომ წარმოადგენს). ამ გზით ლი-
ტერატურა ისევ დარჩებოდა საკუთარი თავის შეცნობისა თუ
სხვისი გაცნობის საოცარ საშუალებად, რაც შესაძლებლობას
მოგვცემდა, ერთ დღეს კაცობრიობის კონცერტი მოგვესმინა,

1047
მთელი თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი თემე ბითა თუ
ვარიაციებით.
სიამოვნებით ვისაუბრებდი კიდევ ამ ტყეზე. ალბათ იმის გა-
მო, რომ სტიგ დაგერმანის ფრაზა ჩემს მეხსიერებაში ისევ
ხმიანობს, მისი წაკითხვა და გადაკითხვა, მასში შეღწევა მინდა.
არის ამ ფრაზაში რაღაც სასოწარმკვეთი და ამავე დროს სა-
ზეიმო, რადგან მხოლოდ მწარე ნაღველით თუ მივაგნებთ იმ
ჭეშმარიტების მარ ცვალს, რასაც ყველა ვეძებთ. ბავშვობაში ამ
ტყეზე ვოცნებობ დი ხოლმე. მაშინებდა და იმავდროულად მიზი-
დავდა – ალბათ ცეროდენას ან ჰენზელსაც მსგავსი შეგრძნება
ექნებოდათ, როცა
ისინი შუაგულ ტყეში აღმოჩნდნენ, საფრთხეებითა და საოც-
რე ბებით გარემოცულნი. ტყეში საზღვრები არ არსებობს. შეიძ-
ლე ბა დაიკარგო კიდეც გაბარდულ ხეებსა და ირგვლივ გამეფე-
ბულ წყვდიადში. ამავეს ვიტყოდი უდაბნოსა თუ ღია ზღვაზე, სა-
დაც თითოეული ტალღა, თითოეული ბორცვი თავისსავე მსგავ-
სში გა დადის, ზუსტად იმავენაირ ტალღას, იმავენაირ ბორცვს
წარმოქმ ნის. მახსოვს, პირველად რომ მივხვდი, რა შეიძლება
ყოფილიყო ლიტერატურა – ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილ-
ში“, უფრო სწორად, იმ პასაჟში, თოვლში დაკარგული ერთერთი
პერსონაჟი რომ იგრძნობს, როგორ ნელნელა იტანს სიცივე მა-
შინ, როცა მგლების ხროვა თანდათან უახლოვდება. ის გაქვავე-
ბულ ხელს შესცქერის და ცდილობს, თითოეული თითი ერთმა-
ნეთის მიყოლე ბით აამოძრაოს. ამ აღმოჩენას ჩემნაირი ბავ-
შვისთვის ნადვილად ჯადოსნური ელფერი ჰქონდა. ამას თვით-
შემეცნება ერქვა.
ტყეს უნდა ვუმადლოდე ერთერთ უდიდეს ლიტერატუ რულ
ემოციას ზრდასრულობის ასაკშიც. ეს ოცდაათი წლის წინ მოხ-

1048
და, ცენტრალური ამერიკის რეგიონში, რომელსაც ელ ტა პონ
დე დარიენი ჰქვია. მაშინ (და როგორც ვიცი, მას შემდეგ არაფე-
რი შეცვლილა) სწორედ დარიენის ხეობამდე მოდიოდა და ვე-
ღარ გრძელდებოდა პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც
ორი ამერიკის დასაკავშირებლად გადაეჭიმათ, ალასკიდან ცეცხ
ლოვანი მიწის კიდემდე. ამ ნაწილში პანამის ყელი ახლაც საშინ
ლად გაუვალი ტყით არის დაფარული, რომელშიც მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეაღწევ, თუ მდინარეებს ადგილობრივი წარ-
მოების გრძელი და წვრილი ნავით აუყვები. ამ ტყეში ამერიკე-
ლი ინდი ელები ცხოვრობენ, ორ ნაწილად დაყოფილნი: ემბე-
რას ტომად და ვონანას ტომად. ორივენი გეპანოკარიბის ლინ-
გვისტურ ოჯახს მიეკუთვნებიან. იქ შემთხვევით მოვხვდი და ამ
ხალხით იმდენად მოვიხიბლე, რომ რამდენჯერმე დიდი ხნითაც
ვესტუმრე, დაახ ლოებით სამი წლის მანძილზე. მთელი ამ დრო-
ის განმავლობაში მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ სახლიდან
სახლში ალალბედზე დავდიოდი – ეს ხალხი უარს ამბობდა
სოფლებად დაჯგუფებაზე
– და რასაც მანამდე მივეჩვიე, იმისგან სრულიად განსხვავე-
ბული რიტმით ცხოვრებას ვსწავლობდი. როგორც ყველა ნამ-
დვილი ტყე, ესეც გამორჩეულად მტრული და საშიში იყო. იძუ-
ლებული გავხდი,
ყველა საფრთხე და აგრეთვე მათგან თავის დაღწევის გზები
ორ გრძელ სიად ჩამომეწერა. უნდა ვთქვა, რომ, საერთოდ, ემ-
ბერები ძალიან ბევრს მითმენდნენ, ჩემს მოუქნელობაზე იცი-
ნოდნენ და ალბათ მეც გადავუხადე სამაგიერო, როცა მათ სიბ-
რძნეებზე, ცოტა არ იყოს, ვიხალისე. მაშინ ბევრს არ ვწერდი.
ტყე ნამდ ვილად არ არის იდეალური ადგილი ამისათვის. ნესტი
ქაღალდს ალბობს, სიცხე მელანს ახმობს. არც ერთი მექანიზმი,

1049
რაც ელე ქტროენერგიით მუშაობს, დიდხანს არ ძლებს. იქ იმ
რწმენით ჩავედი, რომ წერა პრივილეგია იყო და ნებისმიერ
სირთულეს მუ დამ დამაძლევინებდა. ჩემი პატარა თავშესაფა-
რი, წარმოსახვითი სარკმელი, რომელშიც მაშინვე გადავძვრე-
ბოდი, როცა ქარიშხალი ამოვარდებოდა.
მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავითავისე პირველყოფილი კო
მუნიზმის სისტემა, ისევე როგორც ავტორიტეტებისადმი ის ღრმა
სიძულვილი, რაც ამერიკელ ინდიელებს ახასიათებთ და აგრეთ-
ვე, ბუნებრივი ანარქიისკენ მათი სწრაფვა, მივხვდი, რომ ხე-
ლოვნე ბა, როგორც ინდივიდუალური თვითგამოხატვის ფორმა,
ტყეში არაფრად ვარგოდა. სხვათა შორის, ამ ხალხში იმის
მსგავსიც კი არაფერი იყო, რასაც მომხმარებელთა საზოგა-
დოებაში ხელოვნე ბას ვუწოდებთ. სურათების დახატვის ნაც-
ვლად, კაცები და ქა ლები სხეულებს იხატავდნენ და არაფრით
არ სურდათ რაიმე ისეთის შექმნა, რაც დროს გაუძლებდა. მერე
მითებიც მოვის მინე. როცა ჩვენს წიგნიერ სამყაროში მითებს
ახსენებენ, თითქოს რაღაც ძალიან შორეულზე ლაპარაკობენ –
დროში ან სივრცეში დაშორებულზე. მეც მჯეროდა ამ მანძილი-
სა. და აი, მითები თვი თონ მოდიოდა ჩემთან, განუწყვეტლივ,
თითქმის ყოველ ღამით. იმ კოცონის წინ, სახლების სიღრმეში
სამი ქვით მოწყობილ კე რიაზე რომ გიზგიზებდა, კოღოებისა და
ღამის პეპლების ცეკვის თანხლებით, მეზღაპრე კაცებისა თუ ქა-
ლების ხმები ამ ისტო რიებს, ლეგენდებს, ამბებს ისე აცოცხლებ-
დნენ, თითქოს ყოველ დღიურ სინამდვილეზე მოგვითხრობ-
დნენ. მეზღაპრე გამკივანი ხმით მღეროდა, მკერდზე მჯიღს იცემ-
და, სახის გამომეტყველე ბას იცვლიდა პერსონაჟთა განცდების,
ვნებების, მღელვარების მიხედვით. ეს შეიძლებოდა სულაც რო-

1050
მანი ყოფილიყო და არა მითი. ერთ ღამეს კი ახალგაზრდა ქალი
მოვიდა. მას ელვირა ერ
ქვა. ემბერას ტყის მიდამოებში ზღაპრების ოსტატურად თხრო
ბით იყო განთქმული. თავგადასავლების მაძიებლად ითვლებო-
და, რომელიც უქმროდ და უშვილძიროდ ცხოვრობდა, – ამბობ-
დნენ, ცოტა ლოთია და ცოტა ბოზიცო, მაგრამ არაფერი მჯერა –
და სახლიდან სახლში იმისთვის დადიოდა, რომ ემღერა, საფა-
სურად კი სადილი, ერთი ბოთლი მაგარი სასმელი, ხანდახან კი
მცირე ოდენი ფულიც მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ
ზღაპრე ბის თარგმანს ვისმენდი – ემბერას ენას ლიტერატურუ-
ლი ვერსია აქვს, რომელიც ყოველდღიურ ენაზე გაცილებით
რთულია – მა შინვე მივხვდი, რომ ის დიდი ხელოვანი იყო, ამ
სიტყვის საუკე თესო მნიშვნელობით. მისი ხმის ტემბრი, ხელე-
ბის რიტმი, როცა მათ მკერდზე ირტყამდა, ვერცხლის მონეტე-
ბით დამძიმებულ ყელ საბამებად და ამ ყველაფერთან ერთად
შეშლილის იერი, რომელიც სახესა და თვალებს საოცარი შუქით
უნათებდა – ეს მოზომილი და რიტმული ტრანსი თანაბარი ძა-
ლით მოქმედებდა ყველაზე, ვინც იქ იყო. მითების მარტივ
სიუჟეტებს – თამბაქოს გამოგონებას, პირველ ტყუპებს, ღმერ-
თებისა და ადამიანების უხსოვარი დროის ამბებს ის საკუთარ
თავგადასავალს უმატებდა, თავისი ხეტიალის, სიყვარულის, ღა-
ლატისა და ტანჯვის, ხორციელი ტკბობის სიამე ების, ეჭვიანო-
ბის მწარე ნაღველის, სიბერისა და სიკვდილის შიშის ისტორი-
ებს. ის გაცოცხლებული პოეზია, ანტიკური თეატრი და, ამავე
დროს, მეტად თანამედროვე რომანი იყო. ამ ყველაფერს წარ-
მოუდგენელი ცეცხლითა და მგზნებარებით ასრულებდა. კუ ნა-
პეტ ტყეში, მწერების, გომბეშოების, ღამურების გუნდის გარე
მოცვაში იმ განცდას ძერწავდა, რასაც სილამაზის გარდა სხვა

1051
სახელს ვერ დაარქმევ. თითქოს მისი სიმღერა ბუნების ჭეშმარი-
ტი ძალის გამოვლინება იყო – ალბათ, ყველაზე დიდი პარადოქ-
სიც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს განმარტოებული ადგილი,
ლიტერა ტურის ხელოვნურ სირთულეებს განრიდებული ტყე
ისეთ ადგი ლად ქცეულიყო, სადაც ხელოვნება ყველაზე ძლევა-
მოსილი და თავისთავადი სახით იქმნებოდა.
მერე წამოვედი ამ ქვეყნიდან და არც ელვირა, არც დარიე
ნის ტყის სხვა მეზღაპრეები აღარასდროს მინახავს. თუმცა იმა
ზე უფრო მეტი რამ დამრჩა, ვიდრე ნოსტალგიაა – რწმენა, რომ
ლიტერატურას მაინც შეეძლო არსებობა, მიუხედავად გადაღე-
ჭილი
პირობითობებისა და კომპრომისებისა, მიუხედავად იმისა,
რომ მწერლები სამყაროს შესაცვლელად უძლურნი იყვნენ.
ზოგჯერ რაღაც დიდი და ძლიერი, რაც მათზე ბევრად აღმატებუ-
ლია, ამ ადამიანებს გამოაცოცხლებს და თავიდან ბოლომდე
ცვლის, ბუნების ჰარმონიას დაუბრუნებს ხოლმე. რაღაც ახალი
და იმავ დროულად ძალიან ძველი, ქარივით მოუხელთებელი,
ღრუბლები ვით უსხეულო, ზღვასავით უსასრულო. ეს ის არის,
რაც ჯალალ ალდინ რუმის პოეზიასა თუ ემანუელ სვედენბორ-
გის ვიზიონ ერულ არქიტექტურაში ფეთქავს. თრთოლა, კაცობ-
რიობის ისეთი საუკეთესო ტექსტების კითხვისას რომ გვიპ-
ყრობს, როგორიც ის სიტყვაა, რომლითაც XIX საუკუნის ბოლოს
ლუმნის ტომის ინდი ელების წინამძღოლმა სტელსმა ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა, სანამ მიწას სა-
ბოლოოდ დაუთმობდა: „ჩვენ ალბათ ძმები ვართ...“.
არის რაღაც უბრალო და ნამდვილი, რაც მხოლოდ ენაში არ
სებობს. ხიბლი, ხანდახან ცბიერი სვლები, თვალშისაცემად მყვი

1052
რალა ცეკვა თუ სიჩუმის დიდი პლაჟები. დაცინვის ენა, შორისდე
ბულების, წყევლის და აი, აქვე, სამოთხის ენა.
სწორედ ელვირას წინაშე მინდა ვალის მოხდა – მას ვუძღვნი
ამ პრემიას, რომელიც შვედურმა აკადემიამ გადმომცა. მას და
ყველა იმ მწერალს, რომლებთან სიახლოვე – ზოგჯერ კი და პი-
რისპირებაც – ჩემი ცხოვრების ნაწილია. აფრიკელებს: უოლე
შოიინკას, ჩინუა აჩებეს, აჰმადუ კურუმას, მონგო ბეტის, ალან
პეიტონის „საყვარელი ქვეყნის გამოტირებას“, ტომას მოფო-
ლოს
„ჩაკას“. დიდ მავრიკელს მალკოლმ დე შაზალს, სხვა წიგნებ-
თან ერთად, „იუდას“ ავტორს. მავრიკელ რომანისტს, აბიმანიუ
უნ უთს, რომელიც ჰინდის ენაზე წერს, „სისხლის სუნისთვის“.
რო მანისტს, რომელიც ურდუს ენაზე წერს, ჰიდერ ქურატულენს,
ეპოპეისთვის „ცეცხლის მდინარე“. რეუნიონელ შეუპოვარ დან
იელ უაროს, მალოიას სიმღერებისთვის, კანაკ პოეტ ქალს დეუე
გოროდეს, რომელმაც კოლონიზატორები ისე გამოიწვია, რომ
საქმე საციხედ გაიხადა. ამბოხებულ აბდურაჰმან ვაბერის. ხუან
რულფოს, „პედრო პარამოსა“ და სხვა მოთხრობებისთვის, რომ
ლებშიც მექსიკური სოფლის უბრალო და ტრაგიკული სურათები
გვაჩვენა. ჯონ რიდს „ამბოხებული მექსიკისთვის“, ჟან მეიერს,
რომელიც აურელიო ასევედოსა და კრიტეროს ამბოხებულე-
ბის სახელით ლაპარაკობდა ცენტრალურ ამერიკაში. ლუი გონ-
სალესს,
„ჰაერში გამოკიდებული სოფლის“ ავტორს. ჯონ ნიკოლს,
ვინც ყამირი მიწის შესახებ მოგვითხრო წიგნში „ომი მილაგროს
ცერც ვის ველებზე“, ჰენრი როთს, ჩემს მეზობელს ნიუიორკის
ქუჩაზე, ალბუკერკში (ნიუმექსიკო), წიგნისთვის „ესეც ძილია“.
ჟან პოლ სარტრის, იმ ცრემლებისთვის, რომლებითაც მისი

1053
პიესა „უს აფლავო მკვდრებია“ გაჯერებული. უილფრიდ ოუენს,
პოეტს, რო მელიც მარნის მისადგომებთან გარდაიცვალა 1914
წელს. სელინ ჯერს, რადგან მან იმ თოთხმეტი წლის ყმაწვილად
გვაგრძნობინა თავი, რომელსაც ჰოლდენ კოლფილდი ჰქვია.
ამერიკის პირველი ერების მწერლებს: სიუ შერმან ალექსის, ნა-
ვაჯო სკოტ მომადეის,
„სახელებისთვის“. რიტა მესტოკოშოს, მინგანელ (კვებეკის
პრო ვინციის მკვიდრ) პოეტ ქალს, რომელმაც ხეები და ცხოვე-
ლები აამეტყველა. ხოსე მარია არგედას, ოქტავიო პასს, მიგელ
ანხელ ასტურიასს. უალატას ოაზისის პოეტებს, შინგეტში. ალ-
ფონს ალე სა და რაიმონ კენოს, საოცარი წარმოსახვისთვის.
ჟორჟ პერეკს წიგნისათვის: „პატარა ველოსიპედი მონიკელებუ-
ლი თვლებით დიდი რბოლის შუაგულში“. ანტილიელ ედუარ
გლისანს და პატრიკ შამუაზოს, ჰაიტელ რენე დეპესტრს, ასევე
შვარცბარტს წიგნისთ ვის „უკანასკნელი მართალნი“. მექსიკულ
პოეტს ომერო არიდისს, რომელიც ტყავისბაკნიანი კუს ცხოვრე-
ბას თვალწინ გადაგვიშლის და სამეფო პეპლებით სავსე იმ
ფორთოხლისფერ მდინარეებზე გველაპარაკება, კონტპეკში, მი-
სი სოფლის ქუჩებში რომ მიედინე ბა. ვენუს კური გატას, ვინც
ისე საუბრობს ლიბანზე, როგორც ტრაგიკულ და უძლეველ სატ-
რფოზე. ხალილ ჯიბრანს. რემბოს. ემილ ნელიგანს. რეჯენ დუ-
შარმს – არსებობისთვის.
ვუძღვნი იმ უცნობ ბავშვს, რომელსაც ერთხელ მდინარე ტუ
ირას ნაპირას გადავეყარე, დარიენის ტყეში. ღამით, მაღაზიის
იატაკზე წამომჯდარი ნავთის ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა
და წინ გადახრილი რაღაცას წერდა კიდეც. ირგვლივ ყურადღე
ბას არაფერს აქცევდა, არც უხერხულობა აწუხებდა, არც
ხმაური, არც უწესრიგობა, არც მწარე და სასტიკი ცხოვრება,

1054
რომელიც მის გვერდით მიედინებოდა. აი, ეს ბავშვი, მაღაზიის
იატაკზე ფეხ მორთხმული რომ იჯდა ტყის შუაგულში და ლამპის
ალის შუქზე
კითხულობდა, შემთხვევით არ მიხსენებია. ის ძმასავით
ჰგავს იმ ბიჭუნას, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, მშენებ-
ლის ფან ქრით სასურსათო ტალონის უკანა გვერდზე რაღაცის
დაწერას რომ ცდილობდა ომის შემდგომი სიბნელის წლებში. ის
კაცობრი ობის ისტორიის ორ დიდ ამოცანას შეგვახსენებს, რო-
მელიც, სამ წუხაროდ, ჯერ კიდევ არ გადაგვიჭრია: შიმშილის
დამარცხება და უწიგნურობის აღმოფხვრა.
სტიგ დაგერმანის ფრაზა, მთელი თავისი პესიმიზმით იმ მწერ
ლის ფუნდამენტური პარადოქსის შესახებ, რომელიც უკმაყო
ფილოა, რადგან არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს მათ, ვისაც საკვე-
ბიც აკლია და ცოდნაც – უფრო დიდ სიმართლეს გვიმხელს.
უწიგნუ რობის აღმოფხვრა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა
მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვერც ერთს ვერ გა-
დავჭრით წარმატებით მეორის გარეშე. ორივე ითხოვს და მო-
ითხოვს, რომ რაღაც ვიღონოთ. ამ მესამე ათასწლეულში, რომე-
ლიც სულ ახ ლახან დაიწყო, ჩვენს პლანეტაზე არც ერთი ბავშვი,
რა სქესის, ენისა თუ რელიგიისაც არ უნდა იყოს, შიმშილისა და
უმეცრების ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეს, შორიდან არ უნდა
უყურებდეს სხვების ზეიმს. ეს ბავშვი საკუთარ თავში ადამიანუ-
რი მოდგმის მომავალს ატარებს. მისია მეუფება, როგორც დიდი
ხნის წინ ბერ ძენმა ჰერაკლიტემ ბრძანა.

1055
ჰერტა მიულერი

ყოველი სიტყვა ეშმაკისეულ წრესთან წილნაყარია


„ცხვირსახოცი თუ გაქვსო“? – მეკითხებოდა დედაჩემი დი
ლაობით ჭიშკართან, ვიდრე ქუჩაში გავიდოდი. ცხვირსახოცი
არ მქონდა, ამიტომ სახლში შევბრუნდებოდი ხოლმე, რომ ამე-
ღო. ასე ხდებოდა ყოველ დილას, და, მეც დილაობით ამ შეკით-
ხვის მოლო დინში ვიყავი. ჩემთვის ცხვირსახოცის გახსენება
დასტური იყო იმისა, რომ დილაობით დედა ჩემზე ზრუნავდა; მე-
რე კი, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი საქმიანობის
დროს, საკუთარი თავის ამარა ვრჩებოდი. შეკითხვა: „ცხვირსა-
ხოცი თუ გაქვს?“ შეფარულად გამოხატულ სინაზეს ნიშნავდა.
აშკარა სინაზის გამ ოვლინება უხერხულობას გამოიწვევდა:
გლეხებს ასეთი რამ არ სჩვეოდათ. ეს ადამიანები სიყვარულს
შეკითხვით ნიღბავდნენ. დედაჩემსაც მხოლოდ ასე მშრალად,
ბრძანების კილოთი შეეძლო ეთქვა ეს და, ამ დროს სიტყვები
მარჯვედ შესრულებული სამუშა ოს მსგავსი იყო. მისი ხმა მკაც-
რად რომ გაისმოდა, სწორედ ეს გამოარჩევდა ამ სინაზეს. ასე,
ყოველ დილით, ერთხელ უცხვირ სახოცოდ, მეორედ კი – უკვე
ცხვირსახოცით ხელში, ვიდექი ხოლ მე ჭიშკართან, და ქუჩაში
რომ გავიდოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ცხვირსახოც-
თან ერთად, დედაჩემიც გვერდით მყავდა.
ამასობაში ოცი წელი გავიდა. უკვე დიდი ხანია ქალაქში მარ-
ტო ვცხოვრობდი და ერთერთ მანქანათმშენებელ ქარხანაში
მთარგმნელად ვმუშაობდი; დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, შვი
დის ნახევარზე კი – მუშაობას ვიწყებდი. ყოველ დილით, ქარ-
ხნის ეზოში, რეპროდუქტორიდან სახელმწიფო ჰიმნი ისმოდა,
1056
შუად ღით მშრომელთა გუნდები ასრულებდნენ სიმღერებს. შეს-
ვენებაზე ქარხნიდან გამოსულ მუშებს არაფრისმთქმელი თვა-
ლები თეთრ თუნუქს მიუგავდათ, ხელები მანქანის ზეთით ჰქონ-
დათ გაპოხილი და, ვიდრე გაზეთის ქაღალდში გახვეული ქონის
კუთვნილ ნაჭერს შეჭამდნენ, მას ჯერ დანით სტამბის შავ საღე-
ბავს ააფხეკდნენ ხოლმე. ორ წელიწადს გრძელდებოდა ამგვა-
რი უსახური ყოველ დღიურობა, როცა ყოველი დღე მომდევნოს
ჰგავდა.
მესამე წელს ერთფეროვნება დაირღვა. ერთი კვირის განმავ
ლობაში, ჩემს ოფისში, დილაადრიან, უშიშროების სამსახური-
დან სამჯერ მომაკითხა ვიღაც ჩაკურატებულმა ახმახმა, რომე-
ლიც ცისფერი თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდა.
პირვე ლად რომ მოვიდა, არ დამჯდარა, გამომლანძღა და წავი-
და. მეო რედ სტუმრობისას, ლაბადა გაიხადა, კარადის სახე-
ლურზე დაკიდა და დაჯდა. იმ დილით სახლიდან ტიტები წამოვი-
ღე და ისის იყო, ყვავილებს ლარნაკში ვაწყობდი. ახმახი ერ-
თხანს მაკვირდებოდა, მერე რატომღაც შემაქო და მითხრა, ადა-
მიანის შეცნობის საო ცარი ნიჭი გაქვსო. ამ დროს ისეთი მზაკ-
ვრული ხმა ჰქონდა, ჩემდა უნებურად შიშმა ამიტანა. მისგან ასე-
თი შექება ერთობ საეჭვოდ რაკი მომეჩვენა, შევეცადე, ჩემის
მხრივ, ამეხსნა, რომ ტიტებში კარგად ვერკვეოდი, ადამიანებში
კი – ვერა. ამაზე ახმახი გა ბრაზდა და მითხრა: მე რომ გიცნობ,
ნამდვილად არ შეიძლება, ტიტებში შენ ისე კარგად ერკვეოდეო.
მერე ლაბადა მკლავზე გა დაიგდო და წავიდა.
მესამედ რომ მეწვია, სკამზე ჩამოჯდა, მე კი ფეხზე ვიდექი,
რადგან ახმახმა თავისი პორტფელი ჩემს სკამზე დადო, და მისი
იატაკზე გადმოდგმა ვერ გავბედე. მერე ის იყო, ჩემს ლანძღვა
გინებას მოჰყვა. რაღას არ მიწოდებდა! მეუბნებოდა, ჩერჩეტი,

1057
სულელი, მცონარა და თავქარიანი ხარ, მაწანწალა ძაღლს მა-
გონ ებო. მერე ტიტებიანი ლარნაკი მთლად მაგიდის კიდესთან
მისწია,
შუა მაგიდაზე ცარიელი ქაღალდის ფურცელი და კალმისტა-
რი დადო და დამიღრიალა: „ახლა დაწერე!“ ფეხზე მდგომი ვწერ
დი, რასაც მკარნახობდა. თავდაპირველად ჩემი სახელი, გვარი,
დაბადების თარიღი და მისამართი დამაწერინა; მერე გამაფრთხ
ილა, ახლა რასაც დაწერ, ამაზე ახლობლებთან და ნაცნობმეგო
ბრებთან ხმაკრინტს არ დაძრავო, და, აი... ის საშინელი სიტყვა
„ცალაბორეზ“ წარმოთქვა, რაც მათთან „თანამშრომლობას“
ნიშნავდა. ეს სიტყვა აღარ დამიწერია. კალმისტარი დავდე, ფან-
ჯარასთან მივედი და მტვრიან ქუჩას გავხედე. ოკრობოკრო, უას-
ფალტო ქუჩაზე ჩამომწკრივებული, უბადრუკი შენობები მოჩან-
და. ამ ორ მოებიან, გადათხრილ, პატარა ქუჩას რატომღაც
შტრადა გლორიეი, ანუ
„დიდების ქუჩა“ ერქვა. გარეთ, ტოტებგაშიშვლებულ თუთის
ხეზე ქარხნის კატა შემომჯდარიყო; ყური დაფლეთილი ჰქონდა,
დილის მზე კი ყვითელი დაირასავით შემოსდგომოდა თავზე. მე-
რე ვთქვი: ნამ ცარაცტერუმ, რაც ნიშნავდა: ეს ჩემს ხასიათს ეწი-
ნააღმდეგება მეთქი. სიტყვა „ხასიათის“ ხსენებაზე სპეცსამსახუ-
რის მუშაკს ის ტერიკა დაემართა, ქაღალდის ფურცელი ნაკუწე-
ბად აქცია და ია ტაკზე მიმოფანტა. ცოტა ხანში, ეტყობა, გაახ-
სენდა, ჩემთან თანა მშრომლობის მცდელობის დოკუმენტი თა-
ვისი შეფისთვის რომ უნდა წარედგინა; ამიტომ დაიხარა, ქა-
ღალდის ნაკუწები უკლე ბლივ შეაგროვა და პორტფელში ჩაიყა-
რა; მერე ღრმად ამოიოხრა და დამარცხებულმა, ყვავილებიანი
ლარნაკი კედელს მიანარცხა. ლარნაკი ისეთი წრიალით დაიმ-
სხვრა, გეგონება, ჰაერში კბილებმა დაიღრჭიალაო. ამის შემ-

1058
დეგ ახმახმა პორტფელი იღლიაში ამოიჩ არა და ჩუმი ხმით მით-
ხრა: „საქმეს სანანებლად გაგიხდით; იცოდე, მდინარეში ჩაგახ-
რჩობთ!“ ისე ვუპასუხე, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკებო-
დი: „ჰო, მაგრამ, ამ ქაღალდს ხელს თუ მოვაწერ, ჩემი სიცოც-
ხლე მაინც არაფრად ეღირება და თავი მოსაკლავი მექნება; ამი-
ტომ, ჯობია, თქვენვე ითავოთ ეს საქმე“. ოფისის კარი ღია იყო
და ახმახი ოთახიდან გავიდა. გარეთ, შტრადა გლორიეი ზე, კა-
ტამ სწორედ ამ დროს, ხიდან სახლის სახურავზე ისკუპა, და, და-
ვინახე, ხის ტოტი, რომელზეც იჯდა, ზამბარასავით როგორ გაიზ-
ნიქა.
მეორე დღიდან კი ჩემი ტანჯვაწამება დაიწყო. ახლა ჩემი თა-
ვიდან მოშორება უნდოდათ. ქარხნის დირექტორი ყოველ დი-
ლით, შვიდის ნახევარზე, თავის ოთახში მიბარებდა, სადაც
პროფკავშირის თავმჯდომარე და პარტკომის მდივანიც მელოდე
ბოდნენ. დედაჩემი დილაობით რომ მეკითხებოდა: „ცხვირსახო-
ცი თუ გაქვსო?“, ახლა უკვე, ყოველ დილას, დირექტორი მის-
ვამდა ერთსა და იმავე შეკითხვას: სხვა სამსახური თუ იშოვნე?
მეც ისევ და ისევ ვუმეორებდი: „არავითარ სხვა სამსახურს არ
ვეძებ. ქარხ ანაში მუშაობა მომწონს და არსად წასვლას არ ვა-
პირებ, ვიდრე პენსიაზე არ გავალმეთქი“.
ერთ დილას, სამსახურში რომ მივედი, ჩემი უზარმაზარი
ლექსიკონები ოფისის გვერდით, დერეფანში, იატაკზე დაყრილი
დამხვდა. ოთახის კარი რომ შევაღე, დავინახე, რომ ჩემს სა წერ
მაგიდას ვიღაც ინჟინერი მისჯდომოდა, რომელმაც მითხრა:
„შენთვის არ უსწავლებიათ, რომ, ვიდრე ოთახში შეხვალ, უნ-
და დააკაკუნო? ეს ჩემი ადგილია და აქ აღარაფერი გესაქმება“.
შინ ვერ დავბრუნდებოდი, რადგან საბაბი მიეცემოდათ და, არა-
სა პატიო მიზეზით გაცდენის გამო, სამსახურიდან დამითხოვ-

1059
დნენ. მართალია, სამუშაო ოთახი აღარ მქონდა, მაგრამ სამსა-
ხურს ვე რაფრით ვერ გავაცდენდი, და, იქ, ჩვეულებისამებრ, ყო-
ველდღე, აუცილებლად უნდა გამოვცხადებულიყავი. სამსახუ-
რიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, მე და ჩემს მეგობარ გოგონას
ის უბადრუკი შტრა და გლორიეი უნდა ერთად გაგვევლო; ჰოდა,
ამ დროს მას ყველაფერს ვუყვებოდი. მერე მეგობარმა, პირველ
ხანებში სამუშაოდ საკუთარი მაგიდის ერთი კუთხე დამითმო,
მაგრამ ერთ დილას, ოფისის კარ თან დამხვდა და მითხრა: „იცი,
ჩემთან ვეღარ შემოგიშვებ! შენზე ამბობენ, რომ „ჩამშვები ხარ!“
მერე, როდესაც ამ ავბედითმა ჭორ მა შენობის ქვედა სართულე-
ბამდეც ჩააღწია, კოლეგებს შორის მითქმამოთქმა ატყდა. და,
ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ის იყო. თავს როცა გესხმი-
ან, შეგიძლია თავდასხმა მოიგერიო, ცილი სწამება კი ფარ-
ხმალს გაყრევინებს. ყოველდღე რაღაცის, მათ შორის, სიკვდი-
ლის მოლოდინშიც ვიყავი, მაგრამ ასეთ ვერაგობას მაინც არ ვე-
ლოდი, და, მასთან შეგუება არ შემეძლო. ცილისწამე ბა ლაფში
გსვრის და სული გეხუთება, რადგან თავდაცვის უნარს
კარგავ. კოლეგების თვალში ახლა სწორედ ის ვიყავი, რაზეც
უარი ვთქვი. მათ დაბეზღებაზე თანხმობა რომ განმეცხადებინა,
ამის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ და მათთვის კვლავაც სან-
დო ადამიანი ვიქნებოდი. ახლა კი, საერთო ჯამში, სწორედ იმის
გამო მსჯიდნენ, რომ ისინი დავინდე.
ახლა კი, სამსახურში ჩემი გამოუცხადებლობა, ნამდვილად,
აღარ შეიძლებოდა; მაგრამ რაკი სამუშაო ოთახი აღარ მქონდა,
და მეგობარი გოგონაც თავისთან ვეღარ შემიშვებდა, გაუბედა
ვად ვიდექი შენობის შესასვლელში. მერე კიბე რამდენჯერმე
რომ ავიარჩავიარე, უეცრად დედაჩემი გამახსენდა და თავი ისევ
ბავშ ვად წარმოვიდგინე, რადგან ცხვირსახოცი ახლაც თან

1060
მქონდა. მერე ცხვირსახოცი პირველ და მეორე სართულებს შო-
რის, კიბის ერთერთ საფეხურზე დავაფინე, ხელი გულდასმით
გადავუსვი და ზედ ჩამოვჯექი. ჩემი სქელი ლექსიკონები მუხ-
ლებზე დავილაგე და ჰიდრავლიკური მანქანების ინსტრუქ-
ციების თარგმნას შევუდ ექი. ახლა უკვე „კიბის თვალთმაქცი“
ვიყავი, ოფისის მაგივრობას ცხვირსახოცი რომ უწევდა. შუად-
ღის შესვენებაზე ჩემი მეგობარი გვერდით მომიჯდებოდა ხოლმე
და ისევ ერთად ვჭამდით, რო გორც ეს ადრე, მასთან ან ჩემთან,
ოფისში გვჩვევოდა ხოლმე. ქარხნის ეზოში, რეპროდუქტორი-
დან, მშრომელთა გუნდები კვლავ ხალხის ბედნიერ ცხოვრებას
უმღეროდნენ. მეგობარი გოგონა კი ჭამდა და თან ტიროდა; ის
მე დამტიროდა, მე კი არ ვტიროდი, რადგან ახლაც და, მერე კი-
დევ დიდხანს, სიმტკიცე მმართებდა. ასე განვლო რამდენიმე
უსასრულო კვირამ, ვიდრე ბოლოს და ბო ლოს, სამსახურიდან
არ დამითხოვეს.
„კიბის თვალთმაქცად“ რომ ვიქეცი, იმხანად ლექსიკონი გა
დავშალე და სიტყვა „კიბის“ განმარტება მოვძებნე. ჰოდა, მხო
ლოდ ახლა გავიგე, რომ კიბის პირველ საფეხურს თურმე „აღ
სავალი“ ჰქვია, უკანასკნელს კი – „დასავალი“; კიბის აღმავალი
საფეხურის გვერდებს „ჩანებად“ მოიხსენიებენ, ხოლო ცალკე-
ულ საფეხურებს შორის თავისუფალ სივრცეს „კიბის თვალებ-
საც“ კი უწოდებენ. ვიცოდი, რომ ჰიდრავლიკური მანქანების
ტექნიკური ზეთით გაპოხილ კონსტრუქციებს მშვენიერი სიტყვე-
ბი: „მერ ცხლის კუდი“ და „გედის ყელი“ ერქვა; ახლა კი, ზუსტად
ასევე
გამაოცა კიბის ნაწილების პოეტურმა სახელწოდებებმა და ტე
ქნიკის ენის სილამაზემ. თუკი კიბეს „ჩანები“ და „ლოყები“ აქვს,
ესე იგი მას სახე ჰქონია! როგორ ახერხებენ ადამიანები, თვით

1061
ყველაზე გრანდიოზულ კონსტრუქციებში გამოყენებულ მკვდარ
მასალაში, იქნება ეს ხე, ქვა, ბეტონი თუ ტყვია, ადამიანის სხეუ
ლის ნაწილების დანახვასა და მათ პერსონიფიკაციას?! ვინ იცის,
იქნებ ტექნიკური დარგებისათვის დამახასიათებელ ხისტ საქმი
ანობას სპეციალისტები სწორედ ამ დაფარული სინაზის წყალო
ბით ეგუებიან?! იქნებ ნებისმიერ შრომასაქმიანობა იმ სინაზეს
გულისხმობს, დედაჩემი ცხვირსახოცის მომიზეზებით დასმულ
შეკითხვაში რომ მალავდა?!
ბავშვობის დროიდან მახსოვს: ოჯახში ერთი უჯრა გვქონდა,
სადაც ცხვირსახოცების დასტები სამ რიგად იყო ჩამომწკრივებუ
ლი. ხელმარცხნივ მამაჩემისა და პაპაჩემის ცხვირსახოცები ეწ-
ყო, ხელმარჯვნივ დედაჩემის და ბებიაჩემისა, შუა ადგილი კი
ჩემს ცხვირსახოცებს ჰქონდა დათმობილი.
ეს უჯრა ჩვენი ოჯახის სურათს „ცხვირსახოცის ფორმატში“
განასახიერებდა. კაცების ცხვირსახოცები ყველაზე დიდი ზომი
სა იყო, კიდეებზე მრეში, ნაცრისფერი ან შინდისფერი ზოლები
დაუყვებოდა. ქალების შედარებით პატარა ცხვირსახოცების კი-
დეე ბზე ცისფერი, წითელი და მწვანე ფერები სჭარბობდა. საბავ-
შვო ცხვირსახოცებს ზოლიანი კიდეები არ დაჰყვებოდა, სამა-
გიეროდ, თეთრი გულები ყვავილებითა და ცხოველებით ჰქონ-
და მოხატუ ლი. ამ სამი სახეობიდან სულ წინა რიგში ყოველ-
დღიურად სახ მარი ცხვირსახოცები ეწყო, სადღესასწაულო
ცხვირსახოცებს კი უჯრაში, უკანა რიგი დაეკავებინათ. ისინი
აუცილებლად ტანსაც მლის ფერთან უნდა ყოფილიყო შეხამებუ-
ლი, გინდაც გამოსაჩენ ადგილას არ ეხმარათ.
ოჯახში არც ერთი სხვა ნივთი, თავად ჩვენი ჩათვლით, ცხვირ
სახოცზე უფრო მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, რადგან
უნი ვერსალური დანიშნულებისა იყო და მისი გამოყენება ყვე-

1062
ლაფერში შეიძლებოდა, სურდო იქნებოდა ეს თუ ცხვირიდან
სისხლის დენა. ამასთან, ის ნატკენი ხელის, იდაყვებისა და მუხ-
ლის გადასახვე ვადაც გამოდგებოდა და ტირილის დასაოკებ-
ლად, შეგეძლო ცხვირ
სახოცზე სიმწრით გეკბინა; სველ და ცივ ცხვირსახოცს თავის
ტკივილის დროს შუბლზე იდებდნენ; რაღაცის დასამახსოვრე
ბლად, ზედ ოთხ კვანძს გამოჰკრავდნენ, მძიმე ჩანთების ტარე
ბისას ხელზე გადაიხვევდნენ, სადგურზე, მატარებლის გასვლი
სას, ახლობლებს ცხვირსახოცს უფრიალებდნენ ხოლმე; და, რა-
კი მატარებელს რუმინულად „ტრენი“ ჰქვია, ბანატურ დიალექ-
ტზე კი სიტყვა „ტრენი“ „ცრემლს“ ნიშნავს, მატარებლის ბორ-
ბლებ ის რელსებზე ღრჭიალი ყოველთვის ტირილის ხმად ჩა-
მესმოდა. სოფელში ვინმე თუ მოკვდებოდა, ყბებს მაშინვე
ცხვირსახოცით აუკრავდნენ, რომ მოესწროთ და გაცივების შემ-
დეგ მიცვალე ბულს პირი ღია არ დარჩენოდა. თუ ქალაქში ვინ-
მე გამვლელი ქუჩაში წაიქცეოდა, აუცილებლად გამოჩნდებოდა
ადამიანი, ვინც მიცვალებულს სახეზე თავის ცხვირსახოცს
წააფარებდა, და, ამ რიგად, ცხვირსახოცი ახლა უკვე მარა-
დიული არსებობის მაუწყე ბელ, პირველ ნიშნად გადაიქცეოდა.
ზაფხულის ცხელ დღეებში, გვიან საღამოს, მშობლები ბავშ
ვებს სასაფლაოზე, ყვავილების მოსარწყავად გვაგზავნიდნენ.
ორორი ან სამსამი ბავშვი ჯგუფებად ვერთიანდებოდით და საფ-
ლავებს ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად ვრწყავდით; მერე
ეკლესიის კიბეზე გვერდიგვერდ ჩამოვსხდებოდით და ვუყურებ
დით, ზოგზოგი საფლავიდან როგორ ამოდიოდა თეთრი ჯანღი,
ორიოდ წამით შავ სივრცეში გაიკიაფებდა და გაქრებოდა. ჯან-
ღის ბოლქვებს, მიცვალებულის სულები რომ გვეგონა, ცხოვე-
ლების, სათვალის, ბოთლების, ფინჯნების, ხელთათმანებისა და

1063
წინდების ფორმა მიეღოთ; მათ შორის, აქაიქ, ღამეული, მრუმე
კიდეებით შემორაგული, თეთრი ცხვირსახოციც გამოჩნდებოდა
ხოლმე.
მოგვიანებით, როდესაც ოსკარ პასტიორის1 შრომაგასწო-
რებ ის ბანაკში დეპორტაციის შესახებ წიგნი უნდა დაგვეწერა,
მასთან ხშირად მიხდებოდა საუბარი. ერთხელ მომიყვა, მოხუც-
მა რუსმა
ქალმა როგორ აჩუქა თეთრი ბატისტის ცხვირსახოცი. ქალს
უთქ
1 ოსკარ პასტიორი (19272006) – გერმანელი პოეტი: უკანას-
კნელ წლებში მუშაობდა წიგნზე დეპორტაციის შესახებ, ჰერტა
მიულერთან ერთად, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ
მიულერმა დაამთავრა (მთარგმნ. შენიშვნ.)
ვამს: „იქნებ ორივეს, შენც და ჩემს შვილსაც, გაგიღიმოთ
ბედმა და შინ ცოცხლები დაბრუნდეთ“. ამ ქალის ვაჟიც ოსკარ
პასტიორ ის ხნისა ყოფილა და თურმე ფრონტზე იბრძოდა, ქალ-
მა კი თურმე დასძინა: „ოღონდ ის სხვა მიმართულებით, ერ-
თერთ „სადამ სჯელო ბატალიონში წაიყვანეს“. დამშეული ოს-
კარ პასტიორი ამ ქალის სახლს მათხოვარივით მისდგომია და
კარზე დაუკაკუნე ბია; უფიქრია, ერთ ბრიკეტ ნახშირს პურში
გავცვლიო. ქალს პასტიორი სახლში შეუყვანია და ცხელი
წვნიანით გამასპინძლე ბია; მერე როცა დაუნახავს, რომ მას
ცხვირიდან თეფშში წვეთ ები ჩამოსწანწკარებდა, მისთვის თეთ-
რი ბატისტის ახალთახალი ცხვირსახოცი გაუწოდებია. აჟურულ-
კიდეებიან ცხვირსახოცზე აბრეშუმის ძაფის პაწაწინა ვარდები
და ხაზები ყოფილა ნატიფად ამოქარგული. ეს მშვენიერი ცხვირ-
სახოცი საბრალო მათხოვარს, ერთი მხრივ, გულზე მალამოდ
დასდებია, მაგრამ იმავდროულად გულიც მოუკლავს მისთვის.

1064
დიახ, ბატისტის ცხვირსახოცს გამოყ ოლილი ნუგეში მისთვის
ახლა მალამოდ ქცეულიყო; ცხვირსახო ცის კიდეებზე აბრეშუ-
მის ძაფით ამოქარგული პატარა თეთრი ხა ზები კი ის საზომი
იყო, მის მიუსაფრობასა და გულისტკივილის მიზეზი გამხდარი-
ყო. ოსკარ პასტიორი თავადაც მალამო გამოდგა ამ ქალისთვის,
რადგან ის მის სახლში შემოხეტებული, ქვეყნიერ ებისთვის უც-
ხო მათხოვარი და იმავდროულად ამ სამყაროში ჩა კარგული,
საკუთარი პირმშოც იყო. ორ პიროვნებად გარდასახული პას-
ტიორი გააბედნიერა და განცდებით აღავსო ქალის საქციელ მა,
რომელიც მასშიც ორ პიროვნებად გარდასახულიყო; ის ერთ
დროულად უცხო, რუსი ქალიც იყო და მზრუნველი დედაც,
კვლავ რომ იმეორებდა შეკითხვას: „ცხვირსახოცი თუ გაქვს?“
ეს ამბავი რომ შევიტყვე, ერთი კითხვა მეც დამებადა: „შე-
კითხ ვას „ცხვირსახოცი თუ გაქვს?“ საყოველთაო მოქმედების
ძალა ხომ არ გააჩნია? ხომ არ მოუცავს მას მოციმციმე თოვ-
ლში, ყინვასა და ლღობას შორის გადაჭიმული სამყარო? ვინ
იცის, იქნებ იგი ყველა საზღვარს გადალახავს, მთებსა და ვე-
ლებს დაივლის და, სადამ სჯელო თუ შრომაგასწორების ბანაკე-
ბით გადავსებულ იმპერი ამდეც ჩააღწევს? ნუთუ, შესაძლებე-
ლია, შეკითხვა „ცხვირსახო ცი თუ გაქვს?“ ჩაქუჩითა და ნამ-
გლით, სტალინიზმის უთვალავი აღმზრდელობითი ბანაკის მეშ-
ვეობით მოისპოს და ამოიძირკვოს?
აი უკვე ათეული წლებია, რუმინულად ვლაპარაკობ, და, მხო
ლოდ ოსკარ პასტიორთან საუბრის დროს დამებადა აზრი, რომ
ცხვირსახოცს რუმინულად „ბატისტა“ ჰქვია. მერე ჩემს წინაშე
ისევ და ისევ წარმოდგა მგრძნობიარე რუმინული ენა, სიტყვებს
თავისდაუნებურად საგნების გულისგულში უბრალოდ რომ გამო
ატარებს. ამ ენაში მასალა არ ირჩევს მიხვეულმოხვეულ გზებს

1065
და საკუთარ თავს, ანუ მზა ცხვირსახოცს „ბატისტა“ს უწოდებს,
თითქოსდა ნებისმიერი ცხვირსახოცი ყველგან და ყოველთვის
ბა ტისტისა ყოფილიყოს.
ოსკარ პასტიორმა ბატისტის ცხვირსახოცი თავისი მრჩობლი
დედისაგან მიიღო, რომელსაც ასევე მრჩობლი ვაჟიშვილი ჰყავ-
და. ამ ცხვირსახოცს ოსკარ პასტიორი ჩემოდანში რელიკვიასა-
ვით ინ ახავდა, ბანაკში გატარებული ხუთწლიანი ტყვეობის შემ-
დეგ კი – შინ წამოიღო. რატომ? იმიტომ, რომ თეთრი ბატისტის
ცხვირსახ ოცი მისთვის იმედსა და შიშს განასახიერებდა; და კი-
დევ იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს იმედი და შიში ხელიდან
გამოეცლება, იგი კვდება.
თეთრ ცხვირსახოცზე საუბრის შემდეგ, ნახევარი ღამე ოსკარ
პოსტიორისთვის კოლაჟს ვადგენდი და თეთრ ბარათზე სიტ-
ყვებს ვაწებებდი:
აქ წერტილები ცეკვავენ ამბობს ბეა გრძელფეხა ჭიქაში ჩა-
დის რძე
სარეცხი თეთრ მომწვანო რუხ ცინკის აბაზანაში ფასდადებით
გადახდის შემდეგ ერთმანეთის შესაგვანია თითქმის ყველა მა-
სალა
აქეთ მომხედე
მე ვარ მგზავრობა მატარებლით და ალუბალი სასაპნეში
არასოდეს ელაპარაკო უცხო მამაკაცებს და არ ელაპარაკო
ტელეფონით
ერთი კვირის შემდეგ ოსკართან მივედი, რომ მისთვის კოლა-
ჟი მეჩუქებინა. მაშინ მითხრა: ამას კიდევ უნდა დააწებო სიტყვე-
ბი:

1066
„ეძღვნება ოსკარს“. ამაზე მივუგე: „რაკი შენ გიძღვნი, მაშა-
სადამე, შენ გეკუთვნის, ეს ხომ მშვენივრად იცი“. მან კი მითხრა:
„მაინც
მოგიწევს დაწებება, რადგან არა მგონია, ბარათმა ეს იცო-
დეს“. კოლაჟი შინ წამოვიღე და ზედ დავაწებე: „ეძღვნება ოს-
კარს“. ერთი კვირის შემდეგ საჩუქარი ისევ რომ მივუტანე, ისე-
თი გრ ძნობა მქონდა, თითქოს პირველად ჭიშკრიდან უცხვირ-
სახოცოდ გამოვბრუნდი, მეორედ კი, ჭიშკართან ვიდექი და
ცხვირსახოცი თან მქონდა.
კიდევ ერთი ამბავი მთავრდება ცხვირსახოცით:
ბებიაჩემსა და პაპაჩემს ერთი ვაჟიშვილი ჰყავდათ; მაცი ერ-
ქვა.
30იან წლებში მშობლებმა ტემეშვარის კომერციულ სკოლა-
ში გაგ ზავნეს სასწავლებლად, რათა სამომავლოდ მარ-
ცვლეულით ვაჭრო ბის საქმეებში გარკვეულიყო და საკუთარი
სასურსათო მაღაზი ისთვისაც მიეხედა. სკოლაში გერმანული
რაიხის პირწავარდნილი ნაცისტები მუშაობდნენ მასწავლებლე-
ბად. სკოლის დამთავრების შემდეგ, მაცი, შესაძლოა, კომერ-
სანტულ საქმიანობაში, ასე თუ ისე, ერკვეოდა, მაგრამ ძირითა-
დად მაინც ნაცისტად ჩამოყალიბდა და „ტვინების გეგმურ გამო-
რეცხვაში“ გაიწაფა; ასე და ამრიგად, სწავლაგანათლების მიღე-
ბის შემდეგ, მისგან გულმხურვალე, მე დროვე ნაცისტი დადგა;
გაჰკიოდა ანტისემიტურ ლოზუნგებს და დებილივით შეუვალი
იყო. პაპაჩემმა მაცი ბევრჯერ გვარიანად შეახურა, ეუბნებოდა,
მთელ ჩემს ქონებას მხოლოდ საქმიანი ებრაელი მეგობრების
კრედიტებს უნდა ვუმადლოდეო; და, როცა ამანაც არ გაჭრა, პა-
პაჩემმა რამდენჯერმე სილაც გააწნა; მაგრამ ყველაფერი ამაო
იყო; მაცის გონებაზე ბინდი გადაჰფარებოდა, თავი სოფლის

1067
იდეოლოგად მოჰქონდა და გასაქანს არ აძლევდა თანატოლ ბი-
ჭებს, რომლებიც ფრონტზე წასვლას თავს არიდებდ ნენ. ბოლოს
მაციმ რუმინული არმიის კანცელარიაში მოხელედ დაიწყო მუ-
შაობა; მაგრამ, რაკი გული პრაქტიკული საქმიანო ბისკენ
მიუწევდა, საკუთარი ნებით შევიდა „ესეს“ში და ფრონტზე წას-
ვლის სურვილი გამოთქვა. მერე რამდენიმე თვეში ისევ შინ და
ბრუნდა, რათა ომში ნანახი ბოროტმოქმედებებით ჭკუაარეულს,
იმხანად მოქმედი ჯადოსნური ფორმულით ესარგებლა და ომს
რამდენიმე დღით მაინც გამორიდებოდა. ამ ჯადოსნურ ფორმუ
ლას „საქორწინო შვებულება“ ერქვა. ბებიაჩემი თავისი ვაჟის
ორ ფოტოსურათს ერთერთი უჯრის სიღრმეში ინახავდა. ერთ
ფო
ტოზე მაცის ქორწინება, მეორეზე – მისი სიკვდილი იყო აღბე
ჭდილი. ქორწინების სურათზე, თეთრებში გამოწყობილი პატარ
ძალი სიძეზე მთელი თავით მაღალია, გამხდარი, სერიოზული
სახე თაბაშირში ჩამოსხმულ ღვთისშობელს მიუგავს, ცვილის
გვირგვი ნი ისე ადგას, გეგონება თავზე დათოვლილი ფოთლები
აყრიაო. პატარძალს ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი მაცი
უმშვენებს მხარს, რომელსაც სიძეობისა არაფერი ეტყობა და
თავი ისევ ჯარისკაცივით უჭირავს. ის თავისი ქორწინებისა და,
იმავდროუ ლად, საკუთრივ თავის სამშობლოს უკანასკნელი ჯა-
რისკაცია. მაცი ფრონტზე დაბრუნდა და სულ მალე მისი სიკვდი-
ლის მაუწ ყებელი ფოტო მოვიდა. ეს ნაღმზე აფეთქებული ჯარის-
კაცის გა მოსახულებაა. ფოტოსურათზე, ხელისგულზე რომ
დაეტევა, შავი მინდორი მოჩანს; შუაგულ მინდორში, თეთრ ზე-
წარზე ადამიანის ყომრალი ნაფლეთები ყრია. ღამის წყვდიადში
თეთრი ზეწარი სა ბავშვო ცხვირსახოცს ჰგავს, რომელსაც გულ-
ზე უცნაური ნახატი აქვს ამოქარგული. ბებიაჩემისთვის ეს ფოტო

1068
იყო გულის მალამო. თეთრ ცხვირსახოცზე მოკლული ნაცისტი
იწვა, მის მახსოვრობას კი ცოცხალი შვილი შემორჩენოდა. ბე-
ბიაჩემი ამ სურათს წლების მანძილზე თავის „ლოცვანში“ ინა-
ხავდა და ყოველდღე ლოცულობ და. ვინ იცის, იქნებ ეს ლოცვაც
მარაგით ზრახვასთან იყო წილ ნაყარი და იმ ნაპრალს მიუყვე-
ბოდა, საყვარელ შვილსა და სიგი ჟით შეპყრობილ ნაცისტს შო-
რის რომ გაჩენილიყო?! იქნებ უფალ ღმერთს შესთხოვდა, მისი
შვილი ჰყვარებოდა, იმ ნაცისტისთვის კი ცოდვები შეენდო?!
პაპაჩემი პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცი იყო და იცოდა,
რას ამბობდა, როცა საკუთარ ვაჟს გაიხსენებდა და მწარედ იტ
ყოდა ხოლმე: „ჰო, ასეა, დროშები რომ აფრიალდება, გონება
მათ საყვირის ხმით აჰყვება“. ეს გაფრთხილება იმ დიქტატურა-
საც ეხ ებოდა, რომელშიც თავად ვცხოვრობდი, რადგან ყოველ
ცისმარე დღეს ვხედავდი, დიდი და პატარა მედროვეების ტვინი
როგორ უწყობდა მას საყვირის ხმას. ჰოდა, გადავწყვიტე, საყ-
ვირზე არა სოდეს არ დამეკრა.
ბავშვობაში მაიძულებდნენ, ჩემი სურვილის საწინააღმდე
გოდ, აკორდეონზე დაკვრა მესწავლა, რადგან სახლში დაღუპუ-
ლი
ჯარისკაცის, მაცის წითელი აკორდეონი გვქონდა. რაკი საკ-
რავის ღვედები ჩემთვის ძალიან გრძელი იყო, აკორდეონის მას-
წავლე ბელმა ისინი ზურგზე ცხვირსახოცით მიმიბა, რომ მხრე-
ბიდან არ ჩამომცურებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულო ერთობას სწორედ პატარა
საგნები ქმნიან, იქნება ეს საყვირი, აკორდეონი თუ ცხვირსახო-
ცი. ეს საგნები წრეზე ტრიალებენ, მაგრამ მათ უჩვეულო თვისე-
ბების განმეორება ახასიათებთ, რაც ამ საგნებს ეშმაკისეულ
წრესთან წილნაყარს ხდის. ამის შეიძლება გჯეროდეს, მაგრამ

1069
თქმით არ თქვა. თუმცა, რასაც ვერ იტყვი, შეგიძლია დაწერო,
რადგან წერა უხმო ქმედებაა, ადამიანის თავიდან ხელის მტე-
ვანზე რომ გა დაინაცვლებს და პირს ლაპარაკის მცდელობას
რომ ჩაუხშობს. დიქტატურის დროს ბევრს ვლაპარაკობდი, რად-
გან გადავწყვიტე, საყვირი არ დამეკრა. ჩემს ლაპარაკს ხშირად
საშინელი შედე გები მოჰყოლია. წერა კი დუმილმა დამაწყებინა
და იქ, ქარხნის კიბეზე შემახსენა თავი, სადაც საკუთარ პიროვ-
ნებაში იმაზე მეტი რამ უნდა აღმომეჩინა, ვიდრე ეს სათქმელად
შესაძლებელი იყო. მომხდარი ამბები ახლა უკვე სიტყვებით გახ-
მოვანებას აღარ საჭიროებდა, დიდიდიდი, მათთვის დამატებით
რაღაც შენიშვნები დამერთო, მათი განზომილება არ იცვლებო-
და; ეს უკანასკნელი შემეძლო სიტყვების ეშმაკისეულ წრეში
მხოლოდ გონებით, უხმოდ ჩამერთო. სიკვდილის შიშს სიცოც-
ხლის წყურვილით ვპასუხობდი, და ეს სიტყას დახარბებული
წყურვილი იყო. მხოლოდ სიტყვების რბოლას შეეძლო ჩემი გან-
ცდების წვდომა. ის თავის ადგილს მი უჩენდა ხოლმე ყველა-
ფერს, რაც ხმოვანი სიტყვით არ ითქმოდა. განცდილ გრძნობებს
სირბილით მივდევდი სიტყვების ეშმაკისეულ წრეში, ვიდრე რა-
ღაც ისეთი არ ამოტივტივდებოდა, რაც მანამდე არ განმეცადა.
ამ დროს რეალობის პარალელურად, სიტყვების პანტომიმა იწ-
ყებდა მოქმედებას. ეს უკანასკნელი არცთუ დიდი პატივისცემით
ეკიდება რეალურ განზომილებებს, ამცრობს უმთავრეს ამბებს
და გზას უხსნის მეორეხარისხოვანს. სიტყვების ეშმაკისეული
წრე განცდილ ამბებს უმალ შეაგონებს ხოლმე ჯა დოსნურ ლო-
გიკას. პანტომიმა მძვინვარეა და შემაშინებელი და ვნებათა-
ღელვით შეპყრობილი, იმავდროულად მომაბეზრებელი
ცაა. ბუნებრივია, დიქტატორის თემა აქ მთავრდება, რადგან
იმ თავისთავად სიცხადეს დაბრუნება აღარ უწერია, თუკი ადამი-

1070
ანს იგი თითქმის მთლიანად წაართვეს. რა თქმა უნდა, ეს თემა
და ფარულად მაინც არსებობს, მაგრამ ჩემზე ახლა სიტყვები ბა
ტონობენ და თემას იქით გაიტყუებენ, საითაც მოესურვებათ. ახ-
ლა უკვე აღარაფერი შეესაბამება სიმართლეს, არადა, ყველა-
ფერი მართალია. „კიბის თვალთმაქცად“ რომ მაქციეს, თავს
ისევე მარტოსულად ვგრძნობდი, როგორც ბავშვობაში, როდე-
საც მდი ნარის პირას, ველზე, ძროხებს ვმწყემსავდი, თან ფოთ-
ლებსა და ყვავილებს ვღეჭავდი, რომ მათი თანაზიარი გავმხდა-
რიყავი, რად გან მათ იცოდნენ, როგორ უნდა იცხოვროს ადამი-
ანმა, მე კი არ ვიცოდი ეს. მცენარეებს სახელებით მივმართავ-
დი, ვიცოდი, რომ
„რძიანი ნარშავი“ ნამდვილად ეკლიანი მცენარე უნდა ყოფი-
ლი ყო და რძიანი ღეროები უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამ სახელზე
არ მეხმიანებოდა; მერე ვცდილობდი, მისთვის გამოგონილი სა-
ხელე ბით მიმემართა, „ეკალნეკნა“ და „ნემსიწვერა“ შევარქვი,
რადგან ამ სახელებში არც „რძე“ ერია და არც ნარშავი. შერქმე-
ულ სახე ლებთან დაკავშირებით, ნაღდი მცენარის წინაშე, სიცა-
რიელეში, დიდი ღრიჭო აღებდა პირს. სირცხვილი მცენარესთან
კი არა, სა კუთარ თავთან ლაპარაკი იყო, მაგრამ ამ სირცხვი-
ლის შეგრძნება მსიამოვნებდა. მე ძროხებს ვპატრონობდი, სიტ-
ყვათა ხმოვანება კი მე მპატრონობდა.
ვგრძნობდი:
ყოველი სიტყვა ეშმაკისეულ წრესთან წილნაყარია, მაგრამ
არ ამბობს ამას.
სიტყვის ხმოვანებამ იცის, რომ იძულებულია, ტყუილი თქვას,
რადგან საგნების მასალა და გრძნობების თანმხლები ჟესტები
იტყუებიან. სიტყვის ხმოვანება თავისი გამოგონილი რეალობით
სწორედ იქ მოიკალათებს, სადაც მასალისა და ჟესტების

1071
ტყუილი ერთმანეთს გადაკვეთს ხოლმე. წერის დროს არ შეიძ-
ლება ნდო ბაზე იყოს ლაპარაკი, აქ საქმე უფრო მოტყუების კე-
თილშობილე ბას ეხება.
იმხანად, როდესაც ქარხანაში „კიბის თვალთმაქცი“ ვიყავი,
ოფისად კი ცხვირსახოცი მქონდა, ლექსიკონში კიდევ ერთი
მშვე
ნიერი სიტყვა ვიპოვნე: „საფეხურებიანი პროცენტი“. ეს სეს-
ხის აღმავალ, მზარდ პროცენტებს ნიშნავს. აღმავალი პროცენ-
ტები ვისთვის გასავალია, ვისთვის კი – შემოსავალი. წერის
დროს, რაც უფრო ვუღრმავდები ტექსტს, მით უფრო ხშირად
მაქვს ორივე სახეობასთან საქმე. რაც უფრო მეტს წამგლეჯს
ხოლმე ნაწერი, მით უფრო უკეთ დაანახვებს თავად გარდასულ
ამბავს, რა აკლდა მასში განცდილს; ამის აღმოჩენა კი მხოლოდ
სიტყვებს ძალუძთ, რადგან ეს მანამდე უცნობი იყო მათთვის. იქ,
სადაც სიტყვები გარდასულ ამბავს გააოგნებენ, სწორედ მაშინ
შეუძლია ამ ამბავს ყველაზე უკეთ გაცხადება. სიტყვები აიძულე-
ბენ გარდასულ ამბავს მტკიცედ ჩაებღაუჭოს მათ, რათა არ მოწ-
ყდეს და არ ჩამოიშალოს. ასე მგონია, სიტყვები არ იცნობენ-
მეთქი თავის მასალას, ჟესტებმა არაფერი იციან საკუთარი
გრძნობების შესახებ, ხოლო სიტყვებს ეუცხოებათ ის ბაგე, მათ
რომ წარმოთქვამს. მაგრამ, იმ ისათვის, რომ ჩვენი არსებობა
უზრუნველვყოთ, საგნები, ჟესტები და სიტყვები გვჭირდება. და,
რაც უფრო მეტი სიტყვების გამოყ ენების უფლებას ვაძლევთ
თავს, განა მაშინ უფრო თავისუფალი ადამიანები არ გვეთქმის?!
როცა ხმის ამოღება გვეკრძალება, ვცდილობთ, ჟეტებისა და
თვით საგნების მეშვეობით დავიმ კვიდროთ თავი. მათი ახსნა
ვერ ხერხდება, ამიტომ ისინი ერთხანს
სარწმუნოდ გამოიყურებიან.

1072
ცოტა ხნით ადრე, ვიდრე რუმინეთიდან ემიგრაციაში წავი
დოდი, დედაჩემს, ადრიანი დილით, სოფლის პოლიცია წასაყვა-
ნად დასდგომია თავზე. უკვე ჭიშკართან მისულს, „ცხვირსახოცი
თუ გაქვს?“ გახსენებია. პოლიციელი აჯაჯღანებულა, მაგრამ დე-
დაჩე მი მაინც შებრუნებულა სახლში და ცხვირსახოცი აუღია.
განყო ფილებაში რომ მიიყვანეს, იქ ვიღაც თავაწყვეტილ პოლი-
ციელს მისთვის ყვირილი დაუწყია. დედაჩემმა რუმინული ცუ-
დად იცოდა და ვერ მიხვდა, რატომ უყვიროდა ეს კაცი. მერე პო-
ლიციელი ოთახიდან გასულა და კარი გარედან ჩაუკეტავს. ასე
ჩაკეტილი ჰყოლიათ დედაჩემი მთელი დღე. საბრალო ერთხანს
თურმე მაგი დასთან იჯდა და ტიროდა. მერე წამომდგარა, ოთახ-
ში გაუვლ გამოუვლია და ცრემლით დასველებული ცხვირსახო-
ცით ავეჯზე მტვერი გადაუწმენდია; ოთახის კუთხეში წყლით სავ-
სე სათლი
რომ დაუნახავს, ლურსმანზე დაკიდებული პირსახოცი ჩა-
მოუღია და იატაკი მოურეცხავს. მისმა მონაყოლმა შემძრა და
ვკითხე: რა გრჯიდა, პოლიციელს ოთახი რატომ დაულაგემეთ-
ქი, უდრტვინვე ლად მომიგო: „დრო რომ გამეყვანა, ჩემთვის
რაღაც საქმე უნდა გამომენახა. თანაც, ოთახში საშინელი სიბინ-
ძურე იყო. და, რა კარ გია, დიდი ცხვირსახოცი რომ მქონდა წა-
მოღებული თან“.
ახლაღა მივხვდი, თავისი ამგვარი ზედმეტი, მაგრამ ნებაყო
ფლობითი დამცირებით, დედაჩემმა რა ღირსეულად წარმოაჩი-
ნა საკუთარი თავი. მერე ის იყო, ერთერთ კოლაჟში ამას სიტყვე-
ბიც მოვუძებნე:
ვფიქრობდი გულში გაჯგიმულ ვარდზე საცერივით დაცხრი-
ლულ უსარგებლო სულზე მაგრამ მფლობელმა მკითხა:

1073
ვის მხარეზე იქნება უპირატესობა ვუთხარი: კანის გადარჩე-
ნის მხარეზე მან დაიყვირა: კანი
შეურაცხყოფილი ბატისტის ლაქაა მხოლოდ მას გონება არ
გააჩნია.
ჩემს თავს ვუსურვებდი, ერთი წინადადება მეთქვას ყვე ლას-
თვის, ვისაც დიქტატურის დროს, ყოველ ცისმარე დღეს ღირსე-
ბას ართმევდნენ და დღესაც ართმევენ. დაე, ამ წინადადება ში
იყოს სიტყვა „ცხვირსახოცი“, დაე, ეს იყოს შეკითხვა: „ცხვირ სა-
ხოცი თუ გაქვთ?“
შესაძლოა, შეკითხვა ცხვირსახოცზე, კარგა ხანია, სულაც
აღარ გულისხმობს „ცხვირსახოცს“ და მხოლოდ ადამიანის გუ-
ლის მომკვლელ მარტოობას ნიშნავს.

1074
მარიო ვარგას ლიოსა

წერაკითხვისა და მხატვრული წარმოსახვის ქებათა ქება


წერაკითხვა ხუთი წლისამ სალიეს კოლეჯში, წმინდა ძმის,
ხუსტინიანეს კლასში ვისწავლე. კოლეჯი ბოლივიის ქალაქ კო
ჩაბამბაში მდებარეობდა. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, და სამოცდაათი წლის შემდე-
გაც ნათლად მახსოვს ის საოცარი განცდა, რომლის წყალობი-
თაც სი ტყვები სურათხატებად გარდაისახებოდა და ჩემს ცხოვ-
რებას ამდიდრებდა. ამან შემაძლებინა გადამელახა დროისა და
სივრ ცის საზღვრები, კაპიტან ნემოსთან ერთად 80 ათასი კი-
ლომეტრი წყალქვეშ გამეტარებინა, დარტანიანის, ათოსის,
პორთოსისა და არამისის მხარდამხარ, კარდინალ რიშელიეს
ხრიკების წინააღმდეგ მებრძოლა, დედოფალს განადგურებით
რომ ემუქრებოდა. პარიზის მიწისქვეშეთშიც ამოვყავი თავი და
ჟანვალჟანადაც გადავიქეცი, მარიუსის უსიცოცხლო სხეული
ზურგზე რომ მოეკიდებინა.
ამრიგად, ჩემთვის, პატარა ბიჭისთვის, წერაკითხვა ცხოვრებ
ისეულ ოცნებად გადაიქცა და ოცნების სამყაროს მაზიარა. მახ-
სოვს, დედაჩემი მიამბობდა: პირველი თხზულებების წერა რომ
დაიწყე, ხან წაკითხული ამბების გაგრძელებას ცდილობდი,
რადგან ბოლოში რომ გადიოდი, გული გწყდებოდა, ხანაც ამ ამ
ბებს შენებურად გადააკეთებდი ხოლმეო. იმ დროს ჩემს საქ-
ციელს ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი, რადგან წაკითხული
ამბები ჩემს ბავშვობას აღფრთოვანებითა და თავგადასავლე-
ბით ავსებდა და დროში გრძელდებოდა, მე კი ამასობაში ვიზ-
რდებოდი, ვვაჟკაცდე ბოდი და ვბერდებოდი.
1075
რა ბედნიერი ვიქნებოდი, დედაჩემი ახლა ყველაფერ ამას
რომ ხედავდეს! ეს ის ქალი იყო, ამადო ნერვოსა და პპაბლო ნე-
რუდას პოემების კითხვისას ტირილს რომ ვერ იკავებდა. გამი-
ხარდებოდა, ამ ცერემონიალს ჩემი გრძელცხვირა, თავმოტ-
ვლეპილი პაბლო პა პაც თუ დაესწრებოდა, გამუდმებით ჩემი
ლექსების ქებაში რომ იყო! არც ბიძაჩემი ლუჩო იშურებდა ძა-
ლებს, რათა შთავეგონებინე, მთელი ჩემი არსება წერისთვის მი-
მეძღვნა, თუმცა ეს საქმე იმ ხანად არცთუ დიდად შემოსავლიანი
იყო. მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარს ის ადამიანები
მეხვია, ვისაც ვუყვარდი და შთაგონებით მავსებდა, ხოლო ეჭვე-
ბით შეპყრობილს მამხნევებდა და რწმენას მინერგავდა. სწო-
რედ ამ ადამიანებისა და ჩემი და ჟინებული ხასიათის, თუმცა,
ალბათ იღბლის წყალობითაც, შევძე ლი ჩემი დიდი და საუკეთე-
სო დრო ამ გატაცებისთვის მიმეძღვნა. ეს ამაღელვებელი საოც-
რება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფი-
ნებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შე ფარება რომ შეგიძ-
ლია; შენს თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად
გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარ მოგიდგება,
წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამა ზებს სიმა-
ხინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლე-
ნად აქცევს.
წერა სულაც არ ყოფილა ადვილი საქმე. ხელში კალმის აღე-
ბი სთანავე, ჩანაფიქრი უძლურდება ქაღალდზე, იდეები და სა-
ხეები კი თვალს ეფარება. ჰოდა, როგორღა ჩავუდგათ მათ სი-
ცოცხ ლე? საბედნიეროდ, არსებობდნენ მასწავლებლები, რომ-
ლებმაც ამის სწავლა შემაძლებინეს. ფლობერმა, მაგალითად,
მასწავლა, რომ ნიჭიერება მკაცრ დისციპლინასა და უსაზღვრო
მოთმინე ბას მოითხოვს. ფოლკნერის აზრით, წერა და წერის

1076
პროცესი ერთგვარი ფორმებია, ხან რომ ამდიდრებენ, ხან კი
აღარიბებენ თემებს. მარტორელის, სერვანტესის, დიკენსის,
ბალზაკის, ტოლ
სტოის, კონრადისა და თომას მანის აზრით, რომანის წერის
დროს ამბიციასა და მოცულობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს,
როგორც სათანადო სტილსა და თხრობის სტრატეგიას. სარტრი
ამბობს: სი ტყვები ქმედების ის სახეობაა, რომლის წყალობითაც
აქტუალურ რომანს, პიესას თუ ესეს, შეუძლიათ ისტორიის
მსვლელობა სასიკ ეთოდ შეცვალონ. კამიუსა და ორუელის აზ-
რით, ზნეობას მოკლე ბული ლიტერატურა ჰუმანური ვერ იქნება,
ხოლო მალრო ამტ კიცებს, რომ ჰეროიკული და ეპიკური პოეზი-
ის არსებობა, დღეს ისევე შესაძლებელია, როგორც „არგონავ-
ტების“, „ილიადასა“ და
„ოდისეას“ ეპოქაში.
ჩემს გამოსვლაში ყველა იმ მწერლისთვის რომ მიმეგო პატი-
ვი, ვისგანაც მეტნაკლებად დავალებული ვარ, აქ მყოფთ ალბათ
მარ ტო ამ სახელების ხსენებაც კი გვაგრძნობინებდა მათ ბუმბე-
რაზო ბას. მათი წყალობით თხრობის საიდუმლოს ვეზიარე და
შევძელი ჩავწვდომოდი ადამიანის შინაგან სამყაროს, რომე-
ლიც აღმაფრ თოვანებდა და იმავდროულად მაძრწუნებდა თავი-
სი სისასტიკით. დიახ, ეს მწერლები იქცნენ ჩემს გულითად და
უშურველ მეგო ბრებად, ჩემს მოწოდებას შთაგონებით რომ ავ-
სებდნენ. სწორედ მათ წიგნებში ამოვიკითხე, რომ თვით ყველა-
ზე მძიმე მდგომარეო ბაშიც კი არ უნდა დაკარგო იმედი, რომ
ცხოვრებაში არსებობს იმედგაცრუება, თუმცა ეს არაფერია სი-
ცოცხლესთან შედარებით, რადგან მის გარეშე ვერც კითხვას და
ვერც მხატვრულად აზ როვნებას ვერ შევძლებდით.

1077
ხანდახან ვეკითხებოდი საკუთარ თავს: პერუს მსგავს ქვეყ
ნებში, სადაც ამდენი ღარიბღატაკი, უქონელი და წერაკითხვის
უცოდინარი ადამიანი და ასე ცოტა მკითხველი არსებობს, სადაც
კულტურის სიკეთე, მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ფე-
ნის ხვედრია, წერა მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არისმეთქი.
მაგრამ ამგვარი ეჭვები ვერ ახშობდა ჩემს მოწოდებას და ისეთ
რთულ პერიოდშიც კი, ჯიუტად ვაგრძელებდი საქმეს, როდესაც
მთელი ჩემი დრო საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრს მიჰქონ-
და. მგო ნია, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ლიტერატურის
წყალობით, საზოგადოება, პირველ რიგში, მაღალ კულტურას
უნდა ზიარებო და, უნდა ესწავლა თავისუფლების, სამარ-
თლიანობისა და კეთილ
დღეობის ფასი, რადგან ამის გარეშე თვით ლიტერატურა ვე-
რა სოდეს ვერ იარსებებდა.
წარმოსახვისა და შთამაგონებელი ჟინის წყალობით, ლიტე-
რა ტურა რეალობას გამოგვარიდებს და, როდესაც ოცნების მოგ
ზაურობიდან ვბრუნდებით, ადამიანური ყოფა ნაკლებად სასტი-
კი გვეჩვენება, როგორც ეს იმხანად მოხდა, მთხრობელებმა
ცხოვრე ბას თავდაპირველად რომ მიანიჭეს ადამიანური სახე.
ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამო-
ვავლენ დით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკ-
ლებად ზე შთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა
პროგრესის მაუ წყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე რო-
გორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძ-
ლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვა-
ნებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს. ჩვენთვის სა-
ჩუქრად ნაბოძებ სიცოცხ ლეს არ შესწევს უნარი, სრულიად დაგ-
ვიკმაყოფილოს შემეცნების წყურვილი, მაგრამ ეს სიცოცხლე

1078
ადამიანური არსის საფუძველია და გვინდა, რომ ის უკეთესად
გამოიყურებოდეს. ამიტომაც ვქმნით მხატვრულ სახეებს; ამ სა-
ხეების წყალობით შესაძლებლობა გვე ძლევა, უამრავი სიცოც-
ხლის თანამონაწილეც გავხდეთ, რადგან თავად ჩვენ მხოლოდ
ერთადერთი სიცოცხლე გაგვაჩნია.
მხატვრული აზროვნების გარეშე ნაკლებად გავაცნობიერებ
დით თავისუფლების მნიშვნელობას, აზრად არ მოგვივიდოდა,
რომ ეს ცხოვრება უფრო ადამიანური გაგვეხადა და ჯოჯოხეთად
არ გვექცია, ტირანიას, იდეოლოგიას ან რელიგიას ფეხით რომ
არ გაეთელა. ლიტერატურა მშვენიერებას რომ გვაზიარებს და
ოცნების სამყაროში გვამყოფებს, იმავდროულად სხვა საფრთხე
ებისგანაც გვიცავს. ჰოდა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, საკუთარ
თავს ჰკითხოს: მაშ, რატომ აკონტროლებს ყველა რეჟიმი ადა
მიანის ნებისმიერ საქციელს დაბადებიდან კუბოს კარამდე, ასე
ძალიან რატომ ეშინია მავანს და მავანს მისი ქმედებებისა, რომ
დასათრგუნად ცენზურას აწესებს და უნდობლობით ეკიდება შე-
მოქმედ მწერლებს. ცხადია, ასე იმიტომ იქცევიან, რომ იციან,
თუ ადამიანების წარმოსახვა წიგნის ფურცლებზე გადავა, მაშინ
ამბოხებული მკითხველი ცენზურას თავისუფლების მოთხოვნას
დაუპირისპირებს. ნაწარმოების ქარგას რომ თხზავს, მწერა-
ლი მკითხველში უნებლიეთ უნდობლობას იწვევს, რადგან ამ
დროს იმის გაცხადება ხდება, თუ რა უსამართლოდაა მოწყობი-
ლი ეს ქვეყანა. მწერლის წარმოსახვითი სამყარო კი ამ დროს
ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ადამიანის ყოველდღიური
ცხოვრება. თუ ეს მოსაზრება მკითხველის გონებაში ფესვებს გა-
იდგამს, მათ შენ ჭკუაზე ვეღარ მოაქცევ და ვეღარ დააჯერებ,
თითქოს გისოსებს მიღმა, გამომძიებლებისა და ციხის ზედამ-

1079
ხედველების გარემოცვა ში, უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრება
ელით.
ნაღდ ლიტერატურას ადამიანებს შორის ხიდების გადება შეუ
ძლია. ის გვაიძულებს სიამოვნება, აღტაცება ან გაოცება დაგვეუ
ფლოს. ლიტერატურა ერთმანეთთან გვაკავშირებს ენით, წარმო
შობით, უნარჩვევებით, ჩვეულებებით, ცრურწმენებით და, იმა
ვდროულად, ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს დაგვანა-
ხებს. როცა დიდმა თეთრმა ვეშაპმა ზღვაში კაპიტანი აჰაბი
შთანთქა, ამან ერთნაირად ატკინა მკითხველს გული ტოკიოშიც,
ლიმაშიც და ტომბუკტუშიც; როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს,
ანა კკარ ენინა მატარებელის ბორბლებს უვარდება, ჟულიენ სო-
რელი ეშა ფოტზე აჰყავთ და ბორხესის მოთხრობის „სამხრე-
თის“ პერსონაჟი ხუან დალმანი დუქნიდან დანამომარჯვებული
გარბის, რათა მავან ჩხუბისთავს ანგარიში გაუსწოროს, ანდა
ცნობილი ხდება, რომ კო მალაში, პედრო პარამოს სოფლის
არც ერთი მოსახლე ცოცხალი აღარ არის, აი ამ დროს ყველა
აღმსარებლობისა თუ წარმომავ ლობის მკითხველს, ერ-
თნაირად იპყრობს თანაგრძნობა, და მნიშნ ელობა არა აქვს,
იგი ბუდას მიმდევარია, კონფუცის, ქრისტესი თუ ალაჰის, ან სუ-
ლაც აგნოსტიკოსია, პიჯაკი აცვია და ჰალსტუხით დადის, ხიჯაბ-
ში, კიმონოში თუ ბომბაჩაშია გამოწყობილი. ლიტ ერატურა
ადამიანებს აერთიანებს და შლის საზღვრებს, იდეოლ ოგიების,
რელიგიების და ენათა შორის განსხვავების წყალობით რომ არ-
სებობს.
ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა, ჩვენ დროებას კი ფა
ნატიზმი ახასიათებს. ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანე-
ლო ბენ, თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთ-

1080
ხეში მოხ ვდებიან, უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველ-
თაო შეურა
ცხყოფას, აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშ-
მარიტ რჯულზე მოაქცევს. მათ ამ რწმენას მსოფლიოში ყოველ-
დღიურად ურიცხვი ადამიანი ეწირება მსხვერპლად, მკვლელები
კი აბსოლუ ტური ჭეშმარიტების მქადაგებლებად შერაცხავენ სა-
კუთარ თავს. გვეგონა, რომ ტოტალიტარული იმპერიების ნგრე-
ვასთან ერთად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანთა მშვიდო-
ბიანი თანაცხოვრება, პლურალიზმთან ერთად დამკვიდრდებო-
და ჰუმანური კანონები სადმი პატივისცემა და სამყარო მსხვერ-
პლშეწირვებს, გენოციდს, დაპყრობით და გამანადგურებელ
ომებს დააღწევდა თავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
მკვიდრდება ფანატიზმისა და ველუ რობის ახალი სახეობები,
მასობრივი განადგურების იარაღის წარ მოება რომ უმაგრებს
ზურგს. არ არის გამორიცხული, ამ „მხსნე ლი“ შეშლილების
რომელიმე გაერთიანების წყალობით ერთ დღეს, მსოფლიო
ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილე-
ბელია ამ ბოროტების აღმოფხვრა, მასთან ბრძოლა და ბოლომ-
დე განადგურება. ისინი არცთუ ისე ბევრნი არიან, მაგრამ თავი-
ანთი მოქმედებებით მთელ პლანეტას შიშით აზანზარებენ, და
არ უნდა დავუშვათ, რომ მათ დაგვაშინონ, ის თავისუფლება წაგ-
ვართვან, კაცობრიობამ ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირო
ბის ფასად რომ მოიპოვა. აუცილებელია, დავიცვათ ლიბერალუ-
რი დემოკრატია, რომელიც, ყველა შეზღუდვის მიუხედავად,
ისევ და ისევ პოლიტიკური პლურალიზმის, თანაარსებობის,
ადამიანის უფლებების დაცვის, კრიტიკის პატივისცემის, კანო-
ნიერების, თა ვისუფალი არჩევნების და ხელისუფლებაში ცვლი-
ლებების შეტანის პრინციპებს იცავს. სწორედ ამ პრინციპების

1081
წყალობით დავაღწიეთ თავი ველურ არსებობას, თუმცა ვერ შევ-
ქმენით იმ სრულყოფილი ცხოვრების მოდელი, რომელსაც ლი-
ტერატურის მეშვეობით მხო ლოდ ქაღალდზე დაწერილსა და წა-
კითხულს შევიცნობთ ხოლმე. მკვლელი ფანატიკოსების წინა-
აღმდეგ ბრძოლით, საკუთარ ოც ნებებსა და იმ უფლებებს ვი-
ცავთ, ამ ოცნებების რეალურად განხორციელებაში რომ დაგ-
ვეხმარება.
ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერლის მსგავსად,
მეც მარქსისტი ვიყავი და, ვიმედოვნებდი, რომ სოციალიზმი ტო
ტალური უსამართლობისა და ექსპლუატაციის აღმოსაფხვრე-
ლად
საუკეთესო საშუალება იქნებოდა. ეს იდეოლოგია იმხანად
ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და, ზოგადად მთელს
მსოფლი ოში იკიდებდა ფეხს. ჩემმა იმედგაცრუებამ მონოპო-
ლისტური სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, მოგვიანებით დე-
მოკრატად და ლიბერალად გარდამქმნა, რაც დღეს ვარ, ან
ვცდილობ ასეთად დავრჩე; ეს ხანგრძლივი და საკმაოდ რთული
პროცესი იმ ცვლი ლებების შემდეგ დაიწყო, კუბის რევოლუციამ
რომ განიცადა და პირველ ხანებში აღმაფრთოვანებდა. ამის მი-
ზეზი ასევე საბჭოთა კავშირის ავტორიტარული, ვერტიკალური
მოდელი, გულაგის მა ვთულხლართებს გამოვლილი დისიდენ-
ტების ჩვენებები და ვარშა ვის პაქტის მონაწილე ქვეყნების ჩე-
ხოსლოვაკიაში შეიარაღებული შეჭრა იყო. მაგრამ ისეთი მოაზ-
როვნეების წყალობით, როგორიც რაიმონდ არონი, ჟან ფრან-
სუა რეველი, ისაია ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ, ჩემში
დღევანდელი დემოკრატიული და არადე მოკრატიული საზოგა-
დოების ღირებულებების გადაფასება მოხდა. ეს ადამიანები გან-
მანათლებლობისა და სიმამაცის მაგალითებს გვაძლევდნენ,

1082
როდესაც დასავლეთის ქარაფშუტა და ოპორტუნის ტული ინტე-
ლიგენცია დაბრმავებული იყო საბჭოთა სოციალიზმის ყალბი
მომხიბვლელობით, ან კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რე-
ვოლუციის სისხლიანი შაბაშის მიმართ გულგრილი რჩებოდა.
ბავშვობიდან ვოცნებობდი პარიზზე, რადგან ფრანგული ლი-
ტერატურით თავბრუდახვეულს მეგონა, იქ ცხოვრება და იმ
ჰაერით სუნთქვა, ბალზაკი, სტენდალი, ბოდლერი და პრუსტი
რომ სუნთქავდნენ, დამეხმარებოდა ნამდვილ მწერლად ჩამოვ-
ყა ლიბებულიყავი. ვიცოდი, პერუდან თუ არ წავიდოდი, ჩემგან
ერთი ჩვეულებრივი, თავშესაქცევი, ვაიმწერალი დადგებოდა.
ჰოდა, უნდა ვაღიარო, რომ ვალში ვარ საფრანგეთის, ფრანგუ-
ლი კულ ტურისა და განმანათლებლობის წინაშე. ლიტერატურა
ხომ ისე თივე თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, როგორც ნების-
მიერი სხვა საქმიანობა. საფრანგეთში იმ დროს მომიხდა ცხოვ-
რება, როცა ჯერაც ცოცხალი კამიუ და სარტრი აქტიურად იღ-
ვწოდნენ და სწორედ იმ წლებში, იქ, იონესკო, ბეკეტი, ბატაი და
სიორანიც მოღვაწეობდნენ. იმხანად აღმოვაჩინე ბრეჰტის თე-
ატრი, ინგ მარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის „ნაციონალუ-
რი სახალხო
თეატრი“, ლჟან ლუი ბაროს თეატრი „ოდეონი“, „ახალი ტალ-
ღა“ და
„ახალი რომანი“, ანდრე მალროს უმშვენიერესი თეატრალუ-
რი პიე სები კი იმ დროისთვის, ევროპაში ალბათ ყველაზე საინ-
ტერესო სანახაობა იყო; იქ იმართებოდა პრესკონფერენციები
და ისმოდა გენერალ დე გოლის ოლიმპიური ჭექაქუხილი. მაგ-
რამ საფრან გეთს ყველაზე მეტად იმაში ვემადლიერები, რომ
მისი წყალო ბით ხელახლა აღმოვაჩინე ლათინური ამერიკა.
სწორედ პარიზ ში გავაცნობიერე, რომ პერუს თავისი ისტორია

1083
და გეოგრაფია, სოციალური გარემო, პოლიტიკა და კეთილხმო-
ვანი ენა ჰქონდა, რომელზეც წერდნენ და ლაპარაკობდნენ.
სწორედ იმ წლებში ჩაეყარა ამ კონტინენტზე საფუძველი თანა-
მედროვე და სწრაფად განვითარებად ლიტერატურას. საფრან-
გეთში გავეცანი ბორხესს, ოქტავიო პასს, კორტასარს, გარსია
მარკესს, ფუენტესს, კაბრერას ინფანტეს, რულფოს, ონეტის,
კარპენტიერს, ედვარდსს, დონოსოს და ბევრ სხვას, რომელთა
ქმნილებებმაც ესპანური ენის ნარაცი ულ სფეროში გარდატეხა
გამოიწვიეს და რევოლუცია მოახდინეს. სწორედ მათი წყალო-
ბით გაიცნო ევროპამ, მერე კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აღ-
მოაჩინეს, რომ ლათინური ამერიკა მხოლოდ ომებისა და ამბო-
ხებების, კომიკური პერსონაჟების, წვერიანი მეომრების, „მამ-
ბო“ს, „ჩა ჩა ჩა“ს და „მარაკა“ს სამშობლო არ იყო და იდეების,
არტისტული ფორმების და მხატვრული აზ როვნების კონტინენ-
ტსაც წარმოადგენდა. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს ხა-
ტოვნად აზროვნება და უნივერსალურ ენაზე ლაპარაკი შეეძ-
ლოთ.
ამ დროიდან ლათინურმა ამერიკამ განვითარების გზით დაი
წყო სიარული, თუმცა ეს გზა წინააღმდეგობებითა და შეცდომე
ბით იყო აღსავსე. სწორედ ამას გულისხმობს სეზარ ვალიეხო თა
ვის ლექსში, როცა ამბობს: „ძმებო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გა
საკეთებელი“. დიქტატურა ახლა ძველებურად აღარ გვთრგუ-
ნავს და ამ კონტინენტს მხოლოდ კუბა, მისი თანამოაზრე ვენე-
სუელა და ბოლივიისა და ნიკარაგუის პოპულისტური, ტაკიმას-
ხარა ფსევ დოდემოკრატიაღა შემორჩა. კონტინენტის დიდ ნა-
წილში კი ავად თუ კარგად, დემოკრატია მაინც მუშაობს. ფარ-
თო, პოპულარულ ერთსულოვნებისა და ისტორიის პრინციპებს
იზიარებენ მემარ

1084
ცხენეები და მემარჯვენეები ბრაზილიაში, ჩილეში, ურუგ-
ვაიში, პერუში, კოლუმბიაში, დომენიკის რესპუბლიკასა და მექ-
სიკაში; თითქმის მთელი ლათინური ამერიკა პატივისცემით ეკი-
დება მარ თლმსაჯულებას, არჩევნებს, კრიტიკის თავისუფლებას
და ცვლი ლებებს ხელისუფლებაში. ეს მართებული გზაა და, თუ
ამ ქვეყნებმა დაჟინებით გააგრძელეს კორუფციასთან ბრძოლა
და მსოფლიოში ინტეგრირება მოახდინეს, ლათინური ამერიკა
ბოლოს და ბოლოს დაემშვიდობება მომავლის კონტინენტის სა-
ხელს და დღევანდელი დღის კონტინენტად გადაიქცევა.
არც ერთ ქვეყანაში არ მქონია იმის განცდა, რომ უცხოელი
ვიყავი. ყველგან, სადაც კი ცხოვრება მომიხდა, პარიზში იქნებო-
და ეს, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვა-
შინგტონში, ნიუიორკში, ბრაზილიასა თუ დომენიკის რესპუბლი-
კაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველ-
თვის ვპოულობდი ნავსაყუდელს, სადაც შემეძლო მშვიდად მეც-
ხოვრა, მემუშავა, სამყარო შემეცნო, ოცნებებით ვყოფილიყავი
შთაგონებული და ერთგული მეგობრებიც შემეძინა; შემეძლო
საინტერესო წიგნების წაკითხვა და საწერი თემის გამონახვა.
მაგრამ ფიქრადაც კი არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა ამის გა-
მო „მსოფლიო მოქალაქედ“ გადავქცეულიყავი, რადგან მაშინ
მნიშვნელობას დაკარგავდა ის ცნება, „ფესვებს“ რომ ეძახიან
და, ჩემს ქვეყანასთან რომ მაკავ შირებდა. პერუდან გამოყოლი-
ლი გამოცდილება ვეღარ გამომკვე ბავდა როგორც მწერალს და
ჩემი წარმოდგენები ამ ქვეყანაზე, ყოველ ჯერზე, ვეღარ აისახე-
ბოდა ჩემს ნაწარმოებებში, როგორც ეს პერუდან მოშორებით
აღწერილ ამბებშიც კი ხდებოდა.
ასე მგონია, იმ ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრებამ, სადაც
დავიბადე, გაამყარამეთქი ჩემი კავშირი მასთან. უფრო მეტიც,

1085
უკეთეს შუქში დამანახა და ნოსტალგიით გამსჭვალა. ამ სიტყვას
ესმის მისგან ნაწარმოებ ზედსართავსა და არსებით სახელს შო
რის განსხვავება და ჯიუტად აირეკლავს მოგონებებს. სულაც არ
არის სავალდებულო ის ქვეყანა გიყვარდეს, სადაც დაიბადე, მა
გრამ მისდამი, შენდა უნებურად, იმავე გრძნობით გიძგერს გუ-
ლი, შეყვარებულების, მამის, შვილებისა და მეგობრების სიყვა-
რულს რომ სჩვევია ხოლმე.
პერუს გულით ვატარებ, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე,
დავვაჟკაცდი და ახალგაზრდული თუ ყმაწვილკაცური გამოც
დილებაც შევიძინე, შემდგომში ჩემი პიროვნების ჩამოყალიბე-
ბას რომ შეუწყო ხელი და, საკუთარი მოწოდებისადმი ლტოლ-
ვაც გამიძლიერა. და, კიდევ იმიტომ მიყვარს პერუ, რომ იქ შეყვა
რებული ვიყავი, მძულდა, დაბრკოლებებს ვუმკლავდებოდი და
ვოცნებობდი. ამიტომ სხვა ქვეყნების ბედზე მეტად, ჩემი ქვეყნის
ბედი და იქ მიმდინარე მოვლენები უფრო ახლოს მიმაქვს გულ-
თან და მაფორიაქებს. დიახ, ეს ასეა, თუმცა ზოგიერთი ჩემი თა-
ნამე მამულე სამშობლოს ღალატსაც მაბრალებდა; მერე უკანას-
კნელი დიქტატურის დროს კინაღამ პერუს მოქალაქეობაც ჩამო-
მართვეს, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს
თხოვნით მი ვმართე, ეკონომიკური და დიპლომატიური სან-
ქციების გამოყ ენებით, დაესაჯათ არსებული რეჟიმი. სწორედ
ასე ვიქცეოდი ნებისმიერი დიქტატურის წინააღმდეგ, იქნებოდა
ეს პინოჩეტისა თუ ფიდელ კასტროსი; ავღანეთის თალიბების,
ირანის იმამების, სამხრეთ აფრიკის აპართჰეიდებისა და ბირმის
უნიფორმიანი სა ტრაპების მიმართ. ხვალაც ასე მოვიქცევი, თუ-
კი ვინმე ქვეყნის კეთილდღეობას და პერუელების ნებას არ დაჰ-
ყვება. ჩვენი მყ იფე დემოკრატიის განადგურების შემთხვევაში,
პერუ როგორც სახელმწიფო დაინგრეოდა და ამას უზარმაზარი

1086
მსხვერპლი მო ჰყვებოდა. ეს დემოკრატია არც ნაჩქარევი ყოფი-
ლა და არც სა განგებოდ მგზნებარე, როგორც მას ზოგიერთი
ვაიპოლიტიკოსი აფასებდა; ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ საკუ-
თარი პატარკაცო ბიდან გამომდინარე განეკითხათ. ჩემი ლოგი-
კით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დიქტატურამ სისასტიკითა და კო-
რუფციით ქვეყანა უფსკრულის პირამდე მიიყვანა და ის ღრმა
ჭრილობები დააჩნია, რომელთა მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო
სჭირდება. სწორედ ეს კლავს მომავლის იმედს, ნერგავს არაჯან-
საღ ჩვევებსა და გამოც დილებას მომავალ თაობებში და აფერ-
ხებს დემოკრატიის ფეხზე წამოდგომას. ამიტომაც დიქტატო-
რებს არ უნდა ჰქონდეთ შენ დობა, და, ჩვენს ხელთ არსებული
ყველა საშუალებით, მათ შორის ეკონომიკური სანქციების მეშ-
ვეობითაც, დამხობილი უნდა იქნენ. რა სამწუხაროა, როცა ხე-
დავ, რომ დემოკრატიული მთავრობები, ნაცვლად იმისა, სოლი-
დარობა გამოუცხადონ „კუბელ თეთრსა
მოსელიან მანდილოსნებს“, ვენესუელელ მებრძოლებს ან
აუგ სან სუ ჩუის და ლუი სიაობოს, რომლებიც მამაცურად იბ-
რძვიან დიქტატურის წინააღმდეგ, საქმეს სწორედ მათ მტრებ-
თან იჭერენ. ეს გულადი ადამიანები ხომ მხოლოდ საკუთარი
თავის კი არა, ჩვენს გამოც იბრძვიან.
ჩემი თანამემამულე ხოსე მარია არგედასი პერუს „აღრეული
სისხლის ქვეყანას“ უწოდებს. არა მგონია, ამ აზრის გამოხატ ვა
ამაზე უკეთესად შეიძლებოდეს. ჰო, ასეთია ჩვენი შინაგანი ბუნე-
ბა, მოგვწონს ეს თუ არა; ამ ქვეყანამ ტრადიციებს, რასებს, წარ-
მომავლობებს და კულტურას, სამყაროს ოთხივე კუთხიდან
მოუყარა თავი. მეამაყება, რომ წინარეესპანური კულტურის მემ
კვიდრე, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების შთამომავალი ვარ,
ქსო ვილებისა და ფრინველის ბუმბულისგან მოსასხამებს რომ

1087
კერავდ ნენ. ჩემი წინაპრები ინკები იყვნენ, რომელთა კერამიკა
მსოფლი ოს საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს; ასევე მაკჩუ პიკ-
ჩუს, გრან ჩიმუს, ჩან ჩანის, კუელაპის, სიპანის ძეგლების, სო-
ლის და ლუნას ყორღანების მშენებლების და, ამავდროულად,
ესპანელების მემ კვიდრეც ვარ, ჩაცმულობა, ხმლები, ცხენები,
ებრაულესპანური ტრადიცია, აღორძინება, სერვანტესი, კებე-
დო, გონგორა რომ ჩაი ტანეს პერუში, საბერძნეთსა და რომში
და, რაც მთავარია, ნატიფი კასტილიური ენა დაამკვიდრეს, რო-
მელიც ანდების მკვიდრმა მო სახლეობამ კიდევ უფრო კეთილ-
ხმოვანი გახადა. ესპანეთთან ერ თად პერუში შემოვიდა აფრი-
კაც, თავისი ცეცხლოვანი ბუნებით, მუსიკით, ამაღელვებელი
წარმოდგენებით და უფრო გაამდიდრა ამ ქვეყნის ჰეტეროგენუ-
ლი სივრცე. თუ სიღრმეებს ჩავყვებით, დავინახავთ, რომ პერუ,
ბორხესის „ალეფის“ მსგავსად, მთელი სამყაროს წიაღში აღმო-
ცენებული პატარა სამყაროა. მართლაც და, საოცარი პრივილე-
გიაა ქვეყნისათვის, არ ჰქონდეს საკუთარი იდენტურობა, მაგ-
რამ ამ იდენტურობას ყველა ქვეყანაში ვხედავ დეთ.
ამერიკის დაპყრობაც, საერთოდ ყველა დაპყრობითი ომის
მსგავსად, სასტიკი და ძალადობრივი ქმედება იყო და, კრიტიკას
იმსახურებს, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ ის ესპანელი წინაპრე
ბი, უკეთურების ჩასადენად ამერიკაში რომ გაემგზავრნენ და იქ
მოახდინეს ასიმილაცია, და არა ისინი, თავიანთ მიწაზე, ესპა-
ნეთში რომ დარჩნენ.
ამ კრიტიკას სამართლიანობისთვის, აუცილებლად თვით
კრიტიკა ესაჭიროება; მართალია, ორასი წლის წინ ესპანელე-
ბის უღლისგან გავთავისუფლდით, მაგრამ მერე, ძველ კოლონი-
ებ ში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ნაცვლად ინდიელე-
ბის დაცვისა და სამართლიანობის აღდგენისა, ესპანელებმა,

1088
როგორც ნამდვილმა დამპყრობლებმა, ხალხის ექსპლუატაცია
კიდევ უფრო მეტი სიხარბითა და სისასტიკით განაგრძეს; რამ-
დენიმე ქვეყანაში კი მთლიანად ამოჟლიტეს და გაანადგურეს
ადგილობრივი მო სახლეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ,
ორი საუკუნის შემდეგ ინდიელების გათავისუფლება მხოლოდ
ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ვერ აღვასრულეთ. აღნიშნული
პასუხისმგებლობა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება
მთელ ლათინურ ამერიკაში და ამ შეურაცხმყოფელ და სამარ-
ცხვინო მდგომარეობაში ერთი გამო ნაკლისიც კი არ შეინიშნე-
ბა.
ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ და ამ ქვეყნის წი ნა-
შე ჩემი ვალი ჩემი მადლიერების ტოლფასია. რომ არა ესპა ნე-
თი, ვერასოდეს მოგმართავდითყ ამ ტრიბუნიდან, არც ცნობილი
მწერალი და გამომცემელი არ ვიქნებოდი და, შესაძლოა, ბევრი
ჩემი ხელმოცარული კოლეგის გვერდით ვმდგარიყავი, მკითხვე
ლი რომ არ ჰყავთ, მერე კი მათ ნიჭს, ერთ დღესაც, მომავალი
თაობა სევდიანი ნუგეშით აღმოაჩენს. ჩემი ყველა წიგნი ესპა-
ნეთ ში დაიბეჭდა, აქ მოვიპოვე გადაჭარბებული აღიარება და
ჩემმა მეგობრებმა, კარლოს ბარარიმ და კარმენ ბალსელსმა
ძალღონე არ დაიშურეს, რათა ჩემს ნაწარმოებებს მკითხველი
ჰყოლოდა; ესპანეთმა მიბოძა მეორე მოქალაქეობა, როცა საკუ-
თარი თითქ მის დავკარგე. მცირედი გაუცხოვებაც არასოდეს
მიგრძვნია იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი, თუმცა ესპანური
პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპა-
ნეთი და პერუ მედლის ორი მხარე იყო და, არა მხოლოდ ჩემი
პატარა პიროვნების გამო, არამედ სინამდვილეში, ეს ისტორი-
ის, კულტურის და ენის საფუძ ველზე ხდებოდა.

1089
იმ დროიდან მოყოლებული, რაც ესპანეთის მიწაზე დავდ გი
ფეხი, სუნთქვაშეკრული, აღფრთოვანებით ვიგონებ იმ ხუთ წე-
ლიწადს, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჩემს საყვარელ
ბარსელონაში რომ გავატარე. ფრანკოს დიქტატურა ჯერ ისევ
მძვინვარებდა, ბრძოლით ისევ იბრძოდა, მაგრამ უკვე სულს ღა
ფავდა. ეს განსაკუთრებით აისახებოდა კულტურაზე, რომლის
კონტროლი რეჟიმს უკვე აღარ ძალუძდა. გაიხსნა ყველა ღრიჭო
და გასასვლელი, ცენზურა უკვე ვეღარ აკონტროლებდა მდგო
მარეობას და ესპანური საზოგადოება სულმოუთქმელად დაეწა-
ფა ახალ იდეებს, წიგნებს, აზროვნების ნაკადს, მხატვრულ ფორ-
მებსა და ფასეულობებს, აქამდე ქვეყნის დამაქცევრები რომ
კრძალავდ ნენ. ესპანეთის ვერც ერთმა ქალაქმა იმხელა წარმა-
ტებას ვერ მი აღწია ამ სფეროში, როგორც ბარსელონამ. ის ეს-
პანური კულტუ რის დედაქალაქად და იმ ადგილად გადაიქცა,
სადაც თავისუფლად შეიძლებოდა სუნთქვა. ბარსელონა იმავ-
დროულად ლათინური ამერიკის დედაქალაქიც იყო იმ მხატვრე-
ბის, მწერლების, გამომ ცემლების და მსახიობების გამო, ამერი-
კიდან მრავლად რომ წა მოსულიყვნენ და ახლა აქ მოღვაწეობ-
დნენ, ან უბრალოდ მოგზა ურობდნენ. სწორედ ამ ქალაქში უნდა
გეცხოვრა, თუ გინდოდა, რომ ჩვენი დროების პოეტი, მწერალი,
მხატვარი ან კომპოზიტო რი ყოფილიყავი. ჩემთვის ის წლები,
მართლაც, დაუვიწყარი იყო მეგობრობისა და ნაყოფიერი ინტე-
ლექტუალური მუშაობის თვალ საზრისით. პარიზის მსგავსად
ბარსელონაც ბაბილონის გოდოლი, კოსმოპოლიტური და უნი-
ვერსალური ქალაქი იყო, რომელიც სტიმულს აძლევდა ცხოვ-
რებას და მუშაობას, სადაც სამოქალაქო ომის პერიოდიდან მო-
ყოლებული, ესპანელი და ლათინოამერიკელი მწერლები პირ-
ველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დაძმობილდნენ და, რაკი

1090
თავი ერთი და იმავე ტრადიციის პატრონებად შეიცნეს, საერთო
საქმითა და იდეით გაერთიანდნენ; ისინი ღრმად იყვნენ დარ-
წმუნებულები იმაში, რომ დიქტატურის დასასრული გარდუ ვა-
ლი იყო და დემოკრატიულ ესპანეთში კულტურა ძირითად და
მთავარ ძალად გადაიქცეოდა.
თუმცა მთლად ასე არ მომხდარა. ესპანეთის გადასვლა დიქ-
ტა ტურიდან დემოკრატიაზე თანამედროვეობის ერთერთი მნიშ
ვნელოვანი მოვლენა და მაგალითი იყო იმისა, თუ როდის და რა
ფორმით ვითარდებოდა რაციონალიზმი და საღი აზრი, როცა
პოლიტიკური მტრები ფარხმალს თავად ყრიდნენ. მოვლენები
ისე
სწრაფად ვითარდებოდა, როგორიც მაგიური რეალიზმის
ჟანრის ნაწარმოებში. ამ დროს ესპანეთში ავტორიტარულ რე-
ჟიმს თავი სუფლება ცვლის, ჩამორჩენილი ეკონომიკა იწყებს
განვითარებას, საზოგადოებაში არსებულ სოციალური კონ-
ტრასტების და მესამე სამყაროსათვის დამახასიათებელი უთა-
ნასწორობის ფონზე, ქვეყ ანაში საშუალო ფენა იქმნება. ევრო-
პაში ქვეყნის ინტეგრაციამ, დემოკრატიულ კულტურასთან-
სწრაფმაადაპტაციამ, მთელი მსოფლიო გააოცა. ჩემთვის, მარ-
თლაც, ამაღელვებელი იყო, ამ მოვლენებთან ასე ახლოს დგო-
მა, რამაც დიდი შემეცნებითი გა მოცდილება შემძინა. კარგი იქ-
ნება, თუ ნაციონალიზმი განუკურ ნებელი სენით რომ აავადებს
თანამედროვე სამყაროს, მათ შორის ესპანეთსაც, არ დაამახინ-
ჯებს ისტორიის ამ ბედნიერ ფურცლებს. მძულს პროვინციული
ნაციონალიზმის და, მით უფრო, რელიგი ური იდეოლოგიის ყვე-
ლანაირი გამოვლინება. ის ინტელექტუალურ ჰორიზონტს ავიწ-
როებს, თავის თავში ეთნიკურ და რასისტულ ცრურწმენებს მა-
ლავს და უმაღლეს ფასეულობად, მორალურ და ონტოლოგიურ

1091
პრივილეგიად ადამიანის წარმომავლობას აღი არებს. რელიგი-
ასთან ერთად ნაციონალიზმი ისტორიის ყველაზე საშინელი სა-
საკლაოების მიზეზად იქცა. ამის თვალნათელი მაგა ლითია ორი
მსოფლიო ომი და ახლო აღმოსავლეთში დაღვრილი სისხლი.
სწორედ ნაციონალიზმმა შეასრულა ყველაზე დიდი როლი, რა-
თა ლათინური ამერიკა სისხლით მორწყულიყო, უგუნურ ბრძო
ლებში, ანგარიშსწორებებში ჩაბმულიყო და უზარმაზარი ფული
გაენიავებინა იარაღის საყიდლად, ნაცვლად იმისა, რომ სკო-
ლები,
ბიბლიოთეკები და ჰოსპიტლები აეშენებინა.
არ უნდა გავაიგივოთ „ყურითმოთრეული“, ძალადობრივი ნა
ციონალიზმი იმ ნაციონალიზმთან, რომელიც პატრიოტიზმით,
ნაზი და სენტიმენტალური სიყვარულით მსჭვალავს ადამიანს
მშობლიური მიწის მიმართ. აქ მან პირველად იხილა მზის სინა
თლე, აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები და, მისი პირველი ოცნე
ბაც ამ ადგილს უკავშირდება. ეს ის ნაცნობი პეიზაჟები და საყვა
რელი ადამიანები არიან, მოგონებებად რომ გადაიქცევიან და
მარ ტოობასთან ბრძოლაში გეხმარებიან. დროშა, ჰიმნი და
ეროვნული გმირების უკვდავსაყოფად ნათქვამი მაღალფარდო-
ვანი სიტყვები
არ განასახიერებენ სამშობლოს. სამშობლო იმ ნაცნობ ადგი-
ლე ბსა და ადამიანებს გულისხმობს, ჩვენს მეხსიერებაში რომ
ჩაბე ჭდილან და სევდიანი, თბილი მოგონებებით გვავსებენ;
ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს სად იქნები, რადგან იცი რომ არ-
სებობს მშობლიური კერა, სადაც ყოველთვის შეგიძლია დაბრუ-
ნება.
პერუ ჩემთვის არეკიპაა, სადაც დავიბადე, მაგრამ არასოდეს
მიცხოვრია; ქალაქზე სევდით მიყვებოდნენ დედაჩემი, პაპაჩემი,

1092
ბებიაჩემი, ბიძაჩემი და დეიდაჩემი და, იმ აზრს შთამაგონებ-
დნენ, რომ ამ „თეთრ ქალაქზე“ მოგონება მუდამ თან მეტარები-
ნა, რადგან ჩემი საგვარეულო აქედან იყო წარმოშობით და, რო-
გორც ყველა მომთაბარე არეკიპელს, ეს არ უნდა დამვიწყებო-
და. ქა ლაქი პიურა, სადაც ბავშვობა გავატარე, უდაბნოშია გაშე-
ნებული; აქ კერატის ხეებია აღმართული და თვინიერი ვირები
დადიან; მახსოვს, ჩემს ყმაწვილკაცობაში ამ, მართლაც ლამაზ
ცხოვე ლებს ნაღველნარევ მეტსახელს „მაშველ ფეხებს“ რომ
ეძახდნენ. აქ აღმოვაჩინე, რომ ჩვილი ბავშვები წეროებს კი არ
მოჰყავთ, არამედ მოკვდავთა გადაცდომების შედეგად ჩნდები-
ან. პიურაში სან მიგელის კოლეჯი და „ვარიეტეს თეატრია“, სა-
დაც პირველად ვნახე საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული
წარმოდგენა. აქვეა დიეგო ფერესა და კოლუმბის შესახვევი და
ლიმური „მირაფლო რესიც“ „სიხარულის უბანს“ რომ ვეძახით.
პირველად აქ ჩავიცვი შორტების ნაცვლად გრძელი შარვალი,
მოვწიე პირველი სიგარე ტი, ვისწავლე ცეკვა, აქ მიყვარდა და
გოგოებს ვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში. აქ არის გაზეთი „ქრო-
ნიკის“ ძველი და მშფოთვარე რედაქციაც, სადაც თექვსმეტი
წლისამ, ძალა პირველად მოვსინ ჯე ჟურნალისტიკაში. ამ საქ-
მიანობამ, ლიტერატურასთან ერთად, მთელი ჩემი ცხოვრება
მოიცვა და, ისევე როგორც წიგნების, მისი წყალობითაც ვისწავ-
ლე, როგორ უნდა მეცხოვრა უფრო ნაყოფი ერად, უკეთ როგორ
უნდა შემეცნო სამყარო და დავმეგობრებოდი კარგ, ცუდ და სა-
ზიზღარ ადამიანებსაც კი. პიურაშია „ლეონსიო პრადოს“ სამ-
ხედრო აკადემია, სადაც მასწავლეს, რომ პერუ არ არის მხო-
ლოდ საშუალო ზომის სავარჯიშო მოედანი, სადაც, თავს თუმცა
დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ ისე ვცხოვრობდი თითქოს გადა-
სახლებაში ვიყავი. აქ მასწავლეს, რომ ეს დიდი ენერგიის

1093
მქონე, ცვალებადი და ფეთქებადი ქვეყანაა, საკუთარი სოცი-
ალ ური ქარიშხლები რომ ატყდება თავს. აქ კაუიდეს მიწისქვე-
შეთის საკნებში, სანმარკინოელ სტუდენტებთან ერთად, მსოფ-
ლიო რევო ლუციისთვის ვემზადებოდი. ამასთან, პერუს „თავი-
სუფალი მოძ რაობის“ ყველა იმ მეგობართან ვაიგივებ, ვისთან
ერთადაც, სამი წლის განმავლობაში, ბომბების, ელექტროენერ-
გიის გათიშვისა და ტერორისტი მკვლელების წინააღმდეგ ვიბ-
რძოდი დემოკრატიისა და ეროვნული კულტურის დასაცავად.
პერუ ჩემი აპრეხილცხვირიანი და დაუდგრომელი ბიძაშვი
ლი პატრისიაა, რომელზეც 45 წლის წინ ვიქორწინე. ის დღემდე
უდრტვინველად ეგუება ჩემს უცნაურ ხასიათს, ნევროზს და წამი
ერ აფეთქებას და ასე მეხმარება წერაში. რომ არა ეს ქალი, დი-
დი ხნის წინ უკვე წამიღებდა ავბედითი ქარიშხალი, არ გაჩნდე-
ბოდ ნენ ალვარო, გონსალო, მორგანა, არ მეყოლებოდა ექვსი
შვილიშ ვილი, ასე რომ მიხანგრძლივებენ და მიხალისებენ სი-
ცოცხლეს. პატრისიას ყველაფერი გამოსდის ხელიდან. ის აგვა-
რებს პრობ ლემებს, უძღვება საოჯახო მეურნეობას და წესრიგს
ამყარებს ყველაფერში, ამასთან, აბეზარ ადამიანებს და ჟურნა-
ლისტებს არ აძლევს ზედმეტის თქმის საშუალებას, უფრთხილ-
დება და იცავს ჩემს დროს, გეგმავს შეხვედრებსა და მოგზაურო-
ბებს, მეხმარება ჩემოდნების ჩალაგებაამოლაგებაში და, მარ-
თლაც შესანიშნავია ის წუთები, როცა თავად ჰგონია, რომ მეჩ-
ხუბება, სინამდვილეში კი ჩემი ქებადიდება გამოსდის და მეუბ-
ნება: „მარიო, ერთადერთი საქმე, რაც უნდა აკეთო, წერაა“.
და ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ. ბავშვობისდროინდე-
ლი სამოთხე ჩემთვის ლიტერატურული მითი კი არა, იმდროინე-
ლი რე ალობაა, როცა კოჩაბამბაში, დიდ, საგვარეულო, სამე-
ზოიან სახლ ში ვცხოვრობდი. აქ ჩემს ბიძაშვილებთან და მეგობ-

1094
რებთან ერთად ვანსახიერებდი ტარზანს და სალგარის რომანის
სხვა გმირებს. ამასვე ვაკეთებდი პიურაში ცხოვრების წლებშიც.
მახსოვს ის პრეფექტურა, რომლის სხვენშიც ღამურები ბუდობ-
დნენ, ირგვ ლივ უხმო ლანდები დაბორიალობდნენ და მიწის
სიმხურვალით გაჟღენთილ ვარსკვლავებიან ღამეებს იდუმალე-
ბით ავსებდნენ. იმ წლებში წერა ჩემთვის თამაში იყო, ამ თამაშ-
ში მთელი ოჯახი იყო
ჩართული და ქებასაც არ იშურებდნენ, რადგან ვის შვილიშ-
ვილად და ვის ძმისშვილად ვეკუთვნოდი; საერთოდ კი უმამო
ბავშვი ვი ყავი, რადგან მამა იმხანად უკვე გარდაცვლილი მყავ-
და და მისი სული ზეცაში იყო. მამაჩემის ფოტო მაგიდაზე მედო;
იქიდან მეზ ღვაურის ფორმაში გამოწყობილი ტანმაღალი, მშვე-
ნიერი ყმაწვი ლი მიმზერდა. ძილის წინ მუდამ ვლოცულობდი
და სურათს ვკოც ნიდი. ერთ დაუვიწყარ დილას, დედაჩემმა სი-
მართლე გამიმხილა და მითხრა, მამა თურმე ცოცხალია და
დღესვე მასთან ლიმაში საცხოვრებლად გადავდივართო. იმხა-
ნად თორმეტი წლის ვიყავი და მივხვდი, რომ ამ შემთხვევამ
ჩემს ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. მაშინ ვიგრძენი, რომ
დავემშვიდობე გულუბრყვილობას და სიმარტოვემ შემიპყრო.
მერე კი ძალაუფლების წყურვილი და მოზრდილი ადამიანის-
თვის ჩვეული შიში ვიგრძენი. ხსნად კითხვა მექცა. კარგი წიგნე-
ბის კითხვა საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა სამყაროში მე-
პოვნა თავშესაფარი, სადაც ცხოვრება ამაღელვებე ლი და სა-
სიამოვნოდ დაძაბული იყო; მერე თავგადასავალს თავგა დასა-
ვალი მოსდევდა, შემეძლო თავისუფლება შემეგრძნო და ბედ
ნიერი ვყოფილიყავი. ფარულად ვწერდი, თითქოს რაღაც დაუშ
ვებელსა და სამარცხვინოს ჩავდიოდი და, ლიტერატურა ჩემ-
თვის უკვე თამაში აღარ იყო. ახლა ის საშუალებას მაძლევდა

1095
მძიმე სიტუაციებს გავმკლავებოდი, პროტესტი გამომეთქვა, წი-
ნააღმდე გობა გამეწია. აქედან მოყოლებული, დღემდე, ყოველ-
თვის, როცა თავს დამცირებულად, დათრგუნულად ვგრძნობდი
და უიმედობით ვიყავი შეპყრობილი, მთელ ჩემს არსებას წერას
ვუძღვნიდი. წერა ჩემთვის სინათლე იყო, გვირაბის გასასვლელ-
ზე რომ მიმანიშნებდა და იმ მაშველ რგოლს გადმომიგდებდა,
ნაპირზე გამოსვლაში რომ მეხმარებოდა.
დიდი შრომა გავწიე, ოფლიც საკმაოდ დავღვარე და, რო
გორც ყველა მწერალი, ახლაც ვგრძნობ ხოლმე უკმარისო ბის
მუქარას, ფანტაზიის ერთგვარ გაღარიბებას. ცხოვრებაში არა-
ფერი არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც თვეებისა და
წლების განმავლობაში ისტორიების შეთხზვა და ქაღალდზე გა
დატანა. წარმოდგენები, მოგონებას რომ შემოუნახავს, ისევ და
ისევ ბრუნდებიან, ღელვით და შემართებით იდგამენ ოცნებაში
ფესვებს, რათა შემდგომ, რომელიმე ბურუსით მოცული პრო
ექტისა თუ გადაწყვეტილების განხორციელებისას, ისტორიებად
გადაიქცნენ. „წერა ცხოვრების შეცნობის ერთერთი საშუალე ბა-
ა“, – თქვა ფლობერმა. დიახ, სწორედ ასეა. ამ დროს მანამდე
ებრძვი წარმოდგენებითა და სიყვარულით ანთებულ ცეცხლო-
ვან სიტყვებს, ვიდრე ბოლომდე არ დაიმორჩილებ. წერა სამყა-
როს შეცნობაა და, როგორც მონადირე მისდევს კვალდაკვალ
თავის მსხვერპლს, მწერალიც ისევე ცდილობს დაედევნოს საკუ-
თარ ფან ტაზიებს და ჩააცხროს მათი დაუოკებელი რბოლა. მე-
რე, გრძნობ თხზულების განვითარებასთან ერთად წარმოდგე-
ნები ნელნელა როგორ შთანთქავენ დანარჩენ ისტორიებს. მარ-
თალაც რომ თავ ბრუდამხვევია იმის შეგრძნება, როგორ იწყებს
შენზე ბატონობას ნაწარმოების ქარგა, როდესაც წერის ამა თუ
იმ ფორმას ირჩევ და ცხოვრებას საკუთარ წარმოსახვას მოარ-

1096
გებ. ხატავ პერსონაჟებს, რომლებიც გადაადგილდებიან, მოქმე-
დებენ, ფიქრობენ, განიცდი ან, პატივისცემასა და ყურადღებას
მოითხოვენ. მათ თვითნებუ რად უკვე ვეღარ მართავ, ვერც უფ-
ლებებს ვეღარ წაართმევ თუ, რასაკვირველია, სასიკვდილოდ
არ გაიმეტებ. ეს განცდა ყოველ თვის ხელახლა მაჯადოებს და
ისეთი საამო და თავბრუდამხვევია, თითქოს დღეების, კვირები-
სა და თვეების განმავლობაში მუდმი ვად შეიგრძნობდე საყვა-
რელი ქალის ალერსს.
როდესაც წარმოსახვასა და ფანტაზიაზე ვლაპარაკობდი, ძი-
რითადად ლიტერატურულ ნაწარმოებს ვგულისხმობდი, ხოლო
თეატრსა და მის ამაღელვებელ ფორმებზე კი თითქმის არაფერი
მითქვამს, რაც აშკარად უსამართლობაა. თეატრისადმი სიყვა-
რუ ლი იმ წუთიდან ვიგრძენი, როდესაც ჩემს ახალგაზრდობაში,
ლი მის „ტეატრო სეგურაში“, არტურ მილერის სპექტაკლი „კო-
მივოია ჟერის სიკვდილი“ ვნახე. წარმოდგენამ ყოველგვარ მო-
ლოდინს გადააჭარბა და მიბიძგა ინკებზე დრამა დამეწერა. ორ-
მოცდა ათიანი წლების ლიმაში, თეატრალური ჟანრის არსებო-
ბის შემთხ ვევაში, დრამატურგობას მივყოფდი ხელს, მაგრამ იმ
დროისთვის უპერსპექტივო ჟანრი იყო და მეც რომანების წერა
უფრო მარ თებულად მივიჩნიე, თუმცა თეატრისადმი სიყვარუ-
ლი არასოდეს გამნელებია; იგი პროზაული თხზულებების
ჩრდილქვეშ თვლემდა,
ნოსტალგიას, როცა რომელიმე ამაღელვებელ პიესას ვუყუ-
რებდი. მახსოვს, სამოცდაათიანი წლების ბოლოს გონებაში ბე-
ბიაჩემის დის, ასი წლის მამაეს ამბავი ამომიტივტივდა. ამ ქალ-
მა, თავის დროზე, რეალობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვი-
ტა და მო გონებებისა და ოცნებების სამყაროს შეაფარა თავი. ამ
ადამია ნის ცხოვრება ჩემთვის პიესის შთაგონებად იქცა და მივ-

1097
ხვდი, ეს სიუჟეტი სპექტაკლისთვის უჩვეულო და, თან საინტერე-
სო თემა იქნებოდა, რომელიც სცენარში გაცოცხლდებოდა და
საოცარ ემო ციებს გამოიწვევდა. პიესის წერა ახალბედასთვის
ჩვეული ხელის კანკალით და დიდი მოწიწებით დავიწყე; მოგ-
ვიანებით კი, როდე საც სცენაზე მთავარი გმირის როლში ნორმა
ალეანდრო ვნახე, უჩვეულო კმაყოფილება ვიგრძენი. ამ
დროიდან მოყოლებული, პიესის წერას შიგადაშიგ ისევ მივუბ-
რუნდებოდი ხოლმე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სა-
მოცდაათი წლის ასაკში სცენაზე თუ ავიდოდი (უფრო სწორად
ავფორთხდებოდი) და მაყურებლის წინაშე როლს შევასრულებ-
დი. ამ გაბედული გადაწყვეტილების წყა ლობით, პირველად შე-
ვიგრძენი საკუთარი სხეულის მნიშვნელობა და გავაცნობიერე
ამ საოცრების არსი. ვინც მთელი ცხოვრება პერსონაჟებს იგო-
ნებდა, ხორცს ასხამდა მათ და საკუთარი შრო მის ნაყოფს საზო-
გადოების წინაშე წარმოაჩენდა, მისთვის ეს მართლაც რომ სა-
ოცრება იყო. ვერასოდეს შევძლებ, საკადრისი მადლიერება მი-
ვუზღო ჩემს მეგობრებს, რეჟისორ ხოან ოლეს და მსახიობ აიტა-
ნა სანჩეს ხიხონს, რომლებმაც შთამაგონეს მათთან ერთად მე-
მუშავა როლზე და, ეს უჩვეულო გამოცდა, რომელსაც
თან შიშიც ახლდა, ღირსეულად ჩამებარებინა.
ლიტერატურაში ცხოვრება მოჩვენებითი გულწრფელობით
წარ მოგვიდგება, მაგრამ, ამასთან ერთად, მის უკეთ შეცნობაში
გვეხ მარება და გზას იმ ლაბირინთში გვიკვლევს, სადაც ვიბადე-
ბით, სიცოცხლეს ვაგრძელებთ და ვკვდებით. ლიტერატურა
გარკვეულ წილად დაგვიამებს უიღბლობისა და დანაკლისის
შეგრძნებას, რაც რეალობას არ სჩვევია. სწორედ ლიტერატუ-
რის წყალობით ნაწილობრივ ვხდით ფარდას იმას, რაც ცხოვრე-

1098
ბაში უფრო მე ტად გვაეჭვებს, ვიდრე იმას, რაც დარწმუნებით
ვიცით. ამ დროს
ქედს ვიხრით ისეთი თემების წინაშე, როგორიცაა: ტრანსცენ-
დენ ტურობა, ინდივიდუალური ან კოლექტიური ბედისწერა,
ადამიანის სული, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბები, ამ-
ქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს რაციონალური შეცნობა.
ყოველთვის აღტაცებაში მოვდიოდი, როდესაც წარმოვიდ-
გენდი იმ იდუმალ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი წინაპრები
აღმოჩნდ ნენ. ამ არსებებმა, ცხოველებისაგან ჯერ ოდნავ რომ
განსხვავდე ბოდნენ, ახლად ამოდგმული ენით დაიწყეს ერთმა-
ნეთთან ურთი ერთობა და გამოქვაბულებში, ჭიაკოკონების
გარშემო, ბნელ და საშიშ ღამეებში, წვიმის, ჭექაქუხილის, მტა-
ცებელი ცხოველების ხმების თანხლებით ამბების თხზვა დაიწ-
ყეს. ის დრო კაცობრიობის მომავალი ბედიღბლის განმსაზ-
ღვრელი იყო, რადგან ამ პრიმიტი ული არსებების ფანტაზიიდან,
ცივილიზაციამ დაიწყო არსებობა და საკმაოდ გრძელი გზა გან-
ვლო, ვიდრე ნელნელა ადამიანებად, შემდგომ კი უკვე და-
მოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოვყალიბდე ბოდით, საკუთარ
ტომსა თუ თემს გამოვეყოფოდით, ხელოვნებას, კანონმდებლო-
ბას, თავისუფლებას ვეზიარებოდით, თან ბუნებას, საკუთარ სხე-
ულს, სივრცეს დავაკვირდებოდით, დაბოლოს, ვარ სკვლავების-
კენ გაფრენას მოვინდომებდით. ის პირველქმნილი თხზულებე-
ბი, მითები, ფაბულები და ლეგენდები, სამყაროს შეუც ნობელი
იდუმალებით და ხიფათებით შეშინებულ მსმენელს თავდა პირ-
ველად ახალი მუსიკასავით ჩაესმა ყურში. ეს იმ არსებებისათ
ვის მხოლოდ ჭამაზე, თავშესაფარზე, ნადირობასა და მრუშობა-
ზე რომ ფიქრობდნენ, რაღაცის მაუწყებელი ნიშანი უნდა ყოფი-
ლიყო. როცა ადამიანებმა კოლექტიურად დაიწყეს ოცნება და

1099
ერთმანეთს საკუთარი ფანტაზიები სიტყვიერად გაუზიარეს, მა-
შინ შეწყვიტეს თვითგადარჩენაზე ფიქრი და მათზე, როგორც
ცხოვრების უმ თავრეს მიზანზე, უარი თქვეს. ამრიგად, მათ
ცხოვრებაში ოც ნებები, ფანტაზიები, და რევულუციური მისწრა-
ფებები გაჩნდა, რის წყალობითაც ადამიანმა დაიწყო ბრძოლა,
რათა დაემსხვრია ბორკილები, გაეუმჯობესებინა ან შეეცვალა
თავისი ცხოვრება და დაეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილები
და ამბიციები. ეს კი წარმოსახულ სამყაროში არსებობას უკავ-
შირდებოდა და ადამია ნის ირგვლივ გამეფებულ იდუმალებას
უარყოფდა.
რაც ადამიანებმა წერა ისწავლეს. მოსმენის გარდა, ახლა
მათ კითხვაც დაიწყეს, ახლა უკვე შეეძლოთ ლიტერატურის გავ-
ლენა მუდმივად განეცადათ. ამიტომ ახალ თაობებს დაუსრუ-
ლებლად უნდა ვუმეოროთ და დავარწმუნოთ, რომ მხატვრული
წარმოსახვა თამაშსა და გართობაზე, და, თვით ინტელექ-
ტუალურ წრთვნაზე მეტს ნიშნავს, რადგან იგი ამძაფრებს აღ-
ქმას და აღვიძებს კრი ტიკულ სულს. ეს აუცილებელია, რათა ცი-
ვილიზაციამ არსებობა განაგრძოს და ჩვენში საუკეთესო თვისე-
ბები შემოინახოს. ადა მიანი ველურ არსებობას აღარ უნდა და-
უბრუნდეს და ცხოვრება მხოლოდ იმ პრაგმატულ აზროვნებამ-
დე არ უნდა დაიყვანოს, სპე ციალისტებს საგნების ძირეულად
კვლევის დროს რომ სჩვევიათ, რადგან ამ დროს ისინი ვერ
აღიქვამენ დანარჩენ მოვლენებს, ამ საგნებს თან რომ ახლავს
ან მათ გაგრძელებას შეადგენს. ეს საჭიროა, რათა ჩვენივე ხე-
ლით შექმნილი მანქანების მონებად არ ვიქცეთ, რომლებიც
ჩვენვე უნდა გვემსახურონ. ლიტერატურის გარეშე სამყარო
სურვილებისა და იდეალებისაგან დაცლილი იქნე ბოდა. რობო-
ტების ხანა კი იმას უნდა ემსახუროს, რათა ადამიანი უფრო ჰუ-

1100
მანური გახადოს. საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადა-
მიანის სხეულში გადასახლების უნარი ჩვენივე ოცნების თიხის-
განაა გამოძერწილი და ამ უნარს გამოქვაბულიდან ცათა მბჯე-
ნებამდე, კომბლიდან მასობრივ გამანადგურებელ იარაღამდე,
ერთფეროვანი ტომობრივი ყოფიდან გლობალიზაციამდე მივყა
ვართ. მხატვრული ნაწარმოებებიდან მიღებულმა გამოცდილე-
ბამ ნაყოფი გამოიღო და არ დაუშვა, რათა ადამიანი ლეთარგი-
ულ ძილს მისცემოდა და სრულ მორჩილებას შეჰგუებოდა. არა-
ფერს არ გამოუწვევია ისეთი მშფოთვარება და არ აუფორიაქე-
ბია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც იმ გამოგო-
ნილი ამბე ბით ცხოვრებას, რომელსაც ლიტერატურა გვთავა-
ზობს. ამ ამ ბებსა და წარმოდგენებს ხშირად საკუთარსაც ვუმა-
ტებთ და ისეთ თავგადასავლებს ვიგონებთ, ცხოვრებაში ვერა-
სოდეს რომ ვერ გადაგვხდებოდა. ნაწარმოებში ამოკითხული
გამოგონილი ამბები, ფანტაზიის საშუალებით სიმართლედ გარ-
დაიქმნება. მხატვრული
წარმოსახვის დაუოკებელი სურვილი გვტანჯავს და მუდმივად
ეჭ ვის თვალით ვუყურებთ ამ არადამაჯერებელ რეალურ სურა-
თებს. მართლაც ნამდვილი ჯადოქრობაა, როცა მხატვრული წარ
მოსახვა რაღაც არარსებულის მესაკუთრედ გადაგაქცევს, იმ
არსებად აღგაქმევინებს საკუთარ თავს, არასოდეს რომ არ ყო
ფილხარ, იმ საოცარ სამყაროში ჩაგასახლებს, სადაც, წარმარ
თული ღმერთების მსგავსად, მოკვდავნიც ვართ და უკვდავნიც;
ამ წარმოსახვას ჩვენს სულებში ნონკონფორმიზმისა და ამბო-
ხის სურვილი შემოაქვს. ამის წყალობით კი შემცირდება ადა-
მიანებს შორის ძალადობა, თუმცა შემცირება მთლიანად გაქ-
რობას არ ნიშ ნავს. აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ნება და
არჩევანი შეწყვეტს არსებობას და შევძლებთ, გავაგრძელოთ

1101
ოცნება, ვიკითხოთ და ვწეროთ. ეს ყველაზე ეფექტური სა-
შუალებაა, რათა საკუთარი მდგომარეობა შევიმსუბუქოთ, დავა-
მარცხოთ დრო და მისი თან
მხლები სევდა, მერე კი შეუძლებელი შესაძლებლად ვაქცი-
ოთ.

1102
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში

2001 ვიდიადჰარ ს. ნაიპოლი (1932 ). ინგლისი. ოსტატურად


თხრო ბისა და მიუკერძოებელი დაკვირვების უნარის ერთმა-
ნეთთან შერწყმის წარმატებული მცდელობისათვის თხზულებებ-
ში, რომლებიც გვაიძულე ბენ თვალყური მივაპყროთ ნაკლებად
ცნობილი ქვეყნების ისტორიას.
2002 იმრე კერტესი (1929 ). უნგრეთი. ისტორიის ბარბარო-
სული თვითნებობის წინააღმდეგ ადამიანის თავგანწირული
ბრძოლის აღ წერისათვის.
2003 ჯონ მაქსველ კუტზეე (1940 ). სამხრეთ აფრიკა. გარეშე
პირთა მოულოდნელი გჩარევის უამრავი მანერით აღწერისათ-
ვის.
2004 ელფრიდე იელინეკი (1946 ). ავსტრია. ნოველებსა და
პიესებში წინააღმდეგობრივ ხმათა მუსიკალური დინებისათვის,
რომელიც გასა ოცარი ენობრივი გულმოდგინებით ამჟღავნებს
საზოგადოებისა და მისი დამპყრობელი ძალის აბსურდულობას.
2005 ჰაროლდ პინტერი (19302008). ინგლისი. თავის
პიესებში ყოველ დღიური ყბედობის მიღმა არსებული უფსკრუ-
ლის გამოაშკარავებისა და ჩაგვრის დილეგში შეღწევისათვის.
2006 ორჰან ფამუქი (1952 ). თურქეთი. თავისი მშობლიური
ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებისას კულტურათა
სხვაობისა და გადაკვე თის ახალი სიმბოლოების აღმოჩენის-
თვის.
2007 დორის ლესინგი (1919 ). ინგლისი. ეპიკური ქალური
გამოც დილებისათვის, რომელმაც სკეპტიციზმით, ცეცხლით,
1103
წარმოსახვის ძალითა და კრიტიკული განსჯის უნარით გავლენა
მოახდინა გახლეჩილ ცივილიზაციაზე.
2008 ჟანმარი გუსტავ ლე კლეზიო. (1940 ) საფრანგეთი.
თხრობის ახალ შესაძლებლობათა აღმოჩენისთვის, პოეტური
თავგადასავლებისა და გრძნობიერი ექსტაზისათვის, ადამიანუ-
რობის კვლევისათვის გაბა ტონებული ცივილიზაციის მიღმა.
2009 ჰერტა მიულერი. (1953 ). გერმანია. უსახლკაროთა
ხვედრის აღწერისათვის სიღრმისეულ პოეზიასა და გულწრფელ
პროზაში.
2010 მარიო ვარგას ლიოსა. (1936 ). პერუ. ძალაუფლების
სტრუქტუ რის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი
და დამარცხე ბული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის.

1104

You might also like