You are on page 1of 1

რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს იმ საზოგადოების

ზეგავლენას, რომელშიც ცხოვრობს?

‘ვინ ვარ მე?’ ეს სწორედ ის შეკითხვაა, რომელიც სრულფასოვნად მოაზროვნე არსებას ,


ჰომო-საპიენსს უჩნდება მაშინ, როდესაც ცხოვრებისეული ქარ-ცეცხლი ატყდება თავს , ან
თუნდაც მაშინ, როდესაც ხორციელი არსებობის ჩვეულ რიტმს დინჯად მიჰყვება .

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეკითხვები აუცილებელია გარკვეული ინტერესის


გასაღვივებლად, რომელსაც წინ აუცილებლად საკუთარი ადგილის დამკვიდრების ჟინი
უნდა უძღოდეს. ყოველი ცოცხალი არსება მიილტვის სრულფასოვნებისაკენ ,
ძალაულფებისაკენ, რაც ხშირად მოისაზრება, როგორც საკუთარი ადგილის
დამკვიდრების მცდელობა, ამიტომაც, სავსებით ბუნებრივია, რომ როგორც ლომები
ცდილობენ პრაიდის სათავეში ჩადგომას, ასევე ადამიანებიც ცდილობენ ძალაუფლების
ხელში ჩაგდებას; სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში ოდითგანვე იერარქია და გავლენათა
დისბალანსი არსებობდა.

მოგეხსენებათ, როდესაც სასწორის ერთ მხარეზე მძიმე მასის მქონე ნივთია


განთავსებული, მეორე ფიალა ჰაერში რჩება- ეს არის დისბალანსის ყველაზე მარტივი
მაგალითი, საზოგადოებრივი უთანასწორობა კი, გაცილებით კომპლექსურია .

ხშირად, ‘ჰაერში დარჩენილთათვის’, რთული და შეუძლებელიც კია ოპონენტის დაჩაგვრა


და გადაწონვა, ამიტომაც საზოგადოების დიდი ნაწილი უმეტესწილად ირჩევს იოლ ,
მარტივ და უხიფათო გზას- დუმილს; თუმცა კი, რამდენადაა შესაძლებელი ამ
ზეგავლენისაგან თავის დაღწევა და ღირს თუ არა იგი ამად?

ჯემალ ქარჩხაძის რომანი „ქარავანი“ პირდაპირ ეხმიანება აღნიშნულ საკითხს :

„ეს ქვეყანა კაცუნებითაა სავსე“, ამბობს სამსონი. ვინ არიან ეს კაცუნები? ისინი ხორცის
ამარად დარჩენილი სათამაშო მარიონეტები არიან, რომელნიც აშმორებულ , ჭაობიან
ქალაქში ცხოვრობენ. ეს ქალაქი კი ითრევს საღად მოაზროვნეებს, განათლებულებს ,
რომელთაც საბოლოოდ მშრალი ცოდნის მეტი არაფერი რჩებათ და ცხოვრებას
უმწეობაში ამთავრებენ, როგორც ეს გედეონ რევიას დაემართა.

მარიონეტებს არ გააჩნიათ სული, ამიტომაც ისინი ადამიანები ვერასდროს იქნებიან ; მათ


გაყიდეს ღვთის მიერ ნაბოძი ტალანტი მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამ ქვეყნად
დარჩენილმა ხორცმა კი, ქალაქის ჭაობი წარმოშვა, რომელიც დარჩენილ პიროვნებებსაც
ითრევს და ალპობს.

რა თქმა უნდა, ავტორი ამ სიტყვებით ახასიათებს მონის ფსიქოლოგიით მოაზროვნე


ბრბოს, რომელიც ბრმად ენდობა ძალაუფლების მქონე დროებით ‘კაცუნებს ’, რომლებიც
ვერასდროს იქნებიან ჩამოყალიბებული პიროვნებები, რადგან მათ არ გააჩნიათ ინდივი :
კრიტიკული აზროვნების უნარი, სამართლიანობის შეგრძნება და სულიერი სიმაღლე

You might also like