You are on page 1of 18

პლატონი - „სახელმწიფო“

საგანი : კლასიკური პოლიტიკური თეორიები


სტუდენტები : ეკა თეიმურაზიშვილი და სალომე
ტოლიაშვილი
ლექტორი : ბაქარ ბერეკაშვილი
სასაუბრო საკითხები :

 „მეფე- ფილოსოფოსის“ ცნება


 ფილოსოფიის გააზრება
 სამართლიანობისა და სიკეთის გააზრება ( მზის შედარება )
 ხილული და გონით საწვდომი სამყარო
 მმართველობის ფორმები
რატომ შეიძლება დაიშალოს სახელმწიფო?
როგორ იბადება ტირანი?
ადამიანთა სულის სამი სახე
სამართლიანობა და უსამართლობა.
“მეფე-ფილოსოფოსები”

 ფილოსოფოსების ორი ტიპი ( კანონების ასრულება )


 „ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარე სიყრმითგანვე მთელი არსებით
უნდა ესწრაფვოდეს ჭეშმარიტებას“
 ადიმანტე - ფილოსოფოსებს პატივს არ სცემენ (ზღაოსნის
მაგალითი)
 მეხსიერება, სწავლის უნარი, დიდსულოვნება და დახვეწილობა
ფილოსოფიის გააზრება

• ღირსეული და კეთილი ფილოსოფოსს - უნდა ახასიათებდეს


ჭეშმარიტების სიყვარული
• ფილოსოსფიას ხრწნის - ის, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს:
სილამაზე, სიმდიდრე, გავლენიანი ნათესაობა და სხვა.
• მნიშვნელოვანია ფილოსოფოსის სწორი აღზრდა სიყრმიდანვე
• უნდა იცოდეს კარგისა და ცუდის გარჩევა და განსხხვავება
• ფილოსოფიასთან ურთიერთობა ძალიან რთულია, მცირეა იმ
ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეუძლია ჭეშმარიტი კავშირის
დამყარება მასთან
იდეალური ფილოსოფოსები

• ცოდნის ადვილად შეთვისების უნარი, მეხსიერება,


მახვილგონიერება, გამჭრიახობა
• მეორეს მხრივ, გაწონასწორებული, ურყევი და მტკიცე ხასიათის
ხალხი უფრო სანდოა, ბრძოლის ველზე საიმედო და საფრთხის
წინაშე წარბშეუხრელი.
• მარტო შრომაში კი არა, ლხინშიც და ჭირშიც უნდა გამოვცადოთ
ისინი.
სიკეთის გააზრება

 სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი - სამართლიანობაცა და


ყველა სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო
და ვარგისი.
 სიკეთეს მიელტვის ყოველი სული და მისი გულისთვისვე
აკეთებს ყველაფერს
 შეუძლებელია სამართლიანობისა და მშვენიერების ღირსეული
მცველი იყოს ის, ვინც არ იცის, რა აკავშირებს ან ერთსა და ან
მეორეს სიკეთესთან.
 მზესთან შედარება
მასვე ვამტკიცებ მე იმის თაობაზედაც, რასაც თავის მსგავსებად ბადებს სიკეთე . რასაც
ნიშნავს სიკეთე აზრობრივ ადგილას, გონებისა და გონით საწვდომთა მიმართ , იმასვე
ნიშნავს მზეც ხილულ ადგილას, მზერისა და მზერით საწვდომთა მიმართ.
არის ორი მეუფე: ერთი გონით საწვდომი
სამყაროს ყველა გვარსა და მთელ საუფლოზე
მბრძანებლობს, მეორე კი – ყოველივე ხილულზე.
ახლა აიღე სწორი ხაზი და ორ თანაბარ მონაკვეთად
გაყავი. ერთი ხილულ სამყაროს აღნიშნავს, მეორე
კი – გონით საწვდომს. თვითეული მონაკვეთი, თავის
მხრივ, იმავე თანაფარდობით გაყავი ორად; თანაც,
ხილული სამყაროს აღმნიშვნელი ამ ორი
მონაკვეთიდან ერთი მკაფიო უნდა იყოს, მეორე კი –
მქრქალი. პირველი მონაკვეთი ხატებათა შემცველი
იქნება, ხოლო ხატებებს მე ვუწოდებ, უწინარეს
ყოვლისა, ლანდებს, მეორე მონაკვეთზე კი ადგილს
მიუჩენ ამ ლანდების შესატყვის საგნებს – ყველა
ცოცხალ არსს, ყველა მცენარეს თუ ხელთქმნილ
საგანს.
ოთხ დანაყოფს მიუსადაგე სულის
ქმედითობის ოთხი უნარი: ყველაზე მაღლა
დააყენე გონება, შემდეგ – გონივრული
განსჯა, მესამე ადგილზე – რწმენა, ბოლოს
კი – წარმოსახვა, და ეცადე სიცხადის
ხარისხის მიხედვით განალაგო ისინი: ისე,
რომ, რაც უფრო მეტი წილი უდევთ
თვითეული მათგანის საგნებს
რატომ შეიძლება დაიშალოს
სახელმწიფო?
სამართლიანობა, ჰარმონია და თანასწორება თუ დაირღვევა ამის
გამო შეიძლება დაიშალოს სახელმწიფო
მცველებს უნდა ახასიათებდეს ყველა ის თვისება რაც მან თქვა.

ადამიანები არ არიან თანასწორნი:


ღარიბები (რკინა და სპილენძი)
მდიდრები (ვერცხლი და ოქრო)
შედეგი : ინაწილებენ მიწა-წყალს
მმართველობის 5 ფორმა
ტიმოკრატია

• „ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილება რაღაც


საშუალოა არისტოკრატიასა და ოლიგარქიას შორის.“

• მმართველების ინტერესს წარმოადგენს მათი პირადი ამბიციები და


პატივმოყვარეობა
• ადამიანი - სამხედრო ნიჭით,მონების მიმართ
სასტიკი,ხელისუფლების წინაშე მორჩილი,უფრო
თავდაჯერებული,მიელტვის სიმდიდრისკენ . ადარებს გლავკონს
• “რაც უფრო მეტ პატივს სცემენ სახელმწიფოში სიმდიდრესა და
მდიდრებს, მით უფრო დაბლა იწევს სიქველისა და ქველთა ფასი. „
• ბრბო ყოველთვის მიელტვის იმას რაც ფასეულდაა მიჩნეული
(სიმდიდრე), და, პირიქით, ზურგს აქცევს იმას, რაც უფასურია.
(სიკეთე)
ოლიგარქია

• ეს სახელმწიფოებრივი წყობილება ქონებრივ მდგომარეობაზეა დამყარებული.


ხელისუფლების სათავეში მდიდრები დგანან, ღარიბები კი არ მონაწილეობენ ქვეყნის
მართვაში.
• ოლიგარქიულ სახელმწიფოებში კანონად იქცევა ქონებრივი ზღვრის დაწესება;
მდიდრების და ღარიბების დაყოფა
• არც ისაა დიდი სიკეთე, რომ ოლიგარქებს არ შეუძლიათ ომში ჩაებან, რადგანაც მაშინ
თავიანთი ხალხი უნდა შეეიარაღებინათ და მისი შიში უფრო ჰქონოდათ, ვიდრე
მტრებისა, ან უარი ეთქვათ ხალხის აღჭურვაზე და თვით ომშიაც კი ნამდვილ
ოლიგარქებად დარჩენილიყვნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიძუნწის გამო
ომისთვის საერთოდ არ გაიღებდნენ ფულს.
• – მხოლოდ მოჩვენებითად იყო მმართველი, სინამდვილეში კი მფლანგველის მეტი
არაფერიც არა ყოფილა
• იქ თითქმის ყველა ღარიბია, მმართველებს გარდა.
დემოკრატია

• „დემოკრატიული წყობილება, ჩემის აზრით, მაშინ მყარდება, როცა


ღარიბები გამარჯვებას აღწევენ და თავიანთი მტრებიდან ზოგს
სპობენ, ზოგსაც აძევებენ, დანარჩენებთან ერთად კი თანაბრად
ინაწილებენ სამოქალაქო უფლებებსაც და სახელმწიფო
თანამდებობებსაც, რასაც უმეტესწილად კენჭისყრა წყვეტს. „
• უწინარეს ყოვლისა, დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე
თავისუფალი ადამიანია, რადგანაც იქ თავისუფლება და
გულახდილობა სუფევს, ასე რომ, ვისაც რა სურს, იმას აკეთებს.
• მართლაც სანატრელი წყობილებაა, მრავალფეროვანი და
ანარქიული, ერთმანეთს თავისებურად რომ უთანაბრებს ყველას –
თანასწორთაც და არათანასწორთაც.
ტირანია

• დაუცხრომელი ლტოლვა მხოლოდ ერთისკენ და ყოველივე დანარჩენის


უგულებელყოფა ამახინჯებს ამ წყობილებას და ტირანიის მოთხოვნილებას
ბადებს.
• მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის, ისე სახელმწიფოსთვისაც,
როგორც ჩანს, მეტისმეტ მონობად იქცევა
• ტირანი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს, ვინ არის მამაცი, ვინ არის
დიდსულოვანი, ვინ ჭკვიანი ან მდიდარი, რადგანაც მისი კეთილდღეობა იმაზეა
დამოკიდებული, რომ, უნდა თუ არა, ყველას მახეს უგებდეს, ვიდრე სახელმწიფოს
მთლიანად არ გაწმენდს მათგან.
• ესაა ტირანიული ძალაუფლების საყოველთაოდ აღიარებული თავისებურება.
როგორც იტყვიან, “კვამლს გაექცა და ცეცხლში ჩავარდაო”. ისეა სწორედ:
თავისუფალ ადამიანთა მბრძანებლობას გარიდებული ხალხი დესპოტური
ძალაუფლების მონობაში ამოყოფს თავს და მეტისმეტ თავისუფლებას ყველაზე
მძიმე და აუტანელ მონობაზე – მონების მონობაზე გაცვლის.
როგორ იბადება ტირანი ადამიანი?

• ტირანია იბადება დემოკრატიისგან.


• „საღად მოაზროვნე“ ადამიანებში, რასაც ხელს უწყობს უგუნურობა
ჩნდება ტირანი.
• ტირანული ბუნების ადამიანს არასოდეს უგემია თავისუფლებისა თუ
ნამდვილი მეგობრობის მადლი.
• ტირანულად მართული სულიც, აუცილებლობის ძალით, ყოველთვის
ღარიბი იქნება და დამშეული.
• ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ფიქრობს, ნამდვილი ტირანი
ნამდვილი მონაა, უკიდურესი სიმდაბლისა და მონობისთვის განწირული
და, იმავდროულად, იძულებულიც, ურცხვად მლიქვნელობდეს უკეთურთა
წინაშე.
ადამიანთა სულის სამი სხვადასხვა სახე

 სიბრძნის მოყვარენი
პატივმოყვარენი
ვერცხლისმოყვარენი
სამართლიანობა და უსამართლობა
არისტოკრატია უფრო მაღლა დგას ვიდრე ტირანია
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like