You are on page 1of 26

გვანცა ჭიღლაძე

,,ადამიანი არის შუახიდზე ცხოველსა და ზეკაცს შორის’’

ფრიდრიხ ნიცშე იყო გერმანელი მოაზროვნე, რომელიც რადიკალურად აკრიტიკებდა


,,მოდერნისტულ’’ ეპოქას. კრიტიკის ფონზე იგი ნათლად უპირისპირდებოდა აქამდე
დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს, სრულიად ცვლიდა ადამიანების აქამდე ნაცნობ
სახეს და პოლიტიკური წყობის თუ რელიგიური ნიუანსების უარყოფით ახალ
,,ჭეშმარიტებას’’ ქმნიდა. ამისთვის მას ადამიანების ცხოვრების არსის დაკონკრეტებაც კი
დასჭირდა.

ფრიდრიხ ნიცშეს აზრით, ადამიანებისთვის მთავარია, რაღაც ზეაღმატებულს


მიაღწიონ. თუკი ჰობსთან და ლოკთან, ან თუნდაც მილთან ადამიანთა ძირითადი
მოტივი თავისუფლების და თანასწორობის მოპოვებაა, რითაც ისინი ღირსეული
ცხოვრების შესაძლებლობასაც იღებენ, ნიცშესთან ადამიანთა თანასწორობა, მათი
გასაშუალება, ადამიანთა გვარის დამცირებასა და მოსპობას ნიშნავს. მის მიერ
აღიარებული ნორმებით, ადამიანის ცხოვრების არსი სხვაზე აღმატებულობის
მოპოვებაა. ,,სიცოცხლე თავისი არსით მოხვეჭა, სხვისი დაზიანება, უცხოსა და სუსტზე
ძალადობა, ჩაგვრა, სისასტიკე, საკუთარი წესების [სხვაზე] თავს მოხვევა, მითვისება და
სულ მცირე, ყველაზე რბილ ვარიანტში, ექსპლუატაციაა’’ (ნიცშე 2018,62). შესაბამისად,
თანასწორობის იდეა, რომელიც სხვა ავტორების მთავარი ლაიტმოტივი იყო, ნიცშესგან
სრულიად უარყოფილია.

ნიცშესთვის მისი ეპოქის ადამიანი ყველაზე მეტად აკნინებს და ამდაბლებს ადამიანის


მოდგმას, რამეთუ ცხოვრების არსი- ზეაღმატებულობის განცდა მათში დემოკრატიის
მარწუხებმა ჩაახშო. სწორედ ამიტომაა, რომ ნიცშე მათ ,,ბოლო ადამიანებს’’ უწოდებს.
მისი ეპოქის ადამიანები ბედნიერები არიან იმ ყოფით, რაც მათ ბედმა არგუნა.
ცხოვრობენ უდრტვინველად, სიამოვნებთ სიმშვიდის განცდა, გვერდით ჰყავთ
საყვარელი ადამიანები, არ გრძნობენ ტკივილს და ბედნიერად გრძნობენ თავს. მაგრამ
მათ აღარ აქვთ ის დიადი ვნებები, ამბოხების და მწვერვალების დაპყრობის ძალა,
ზიზღიც კი აღარ გააჩნიათ საკუთარი თავის მიმართ, რაც ნიცშესთვის ასე
მნიშვნელოვანია. კრიტიკის საგნად შინაგანი ქაოსის არქონაც იქცევა, ის, რისი
საშუალებითაც უნდა იშვას ,,მოცეკვავე ვარსკვლავი’’, ის, რამაც კაცს მხეცსა და ზეკაცს
შორის გადებული ხიდი და მისი შუალედური რგოლი- ადამიანი უნდა გადაალახინოს.

ნიცშეს მიერ მორალის უარყოფა უშუალოდ შეგვიძლია დავაკავშიროთ ქრისტიანულ


რელიგიურ მოძღვრებასთან. თუმცა ძნელია, ზუსტი ახსნა მოვუნახოთ მის მიერ
ღმერთის მკვდრად გამოცხადებას. მთიდან დაბრუნებული ზარათუსტრა აცხადებს, რომ
ღმერთი მკვდარია, შესაბამისად, მის მიერ დაწესებული ვალდებულებები, ე.წ. ,,შენ
უნდა’’ გაუქმებულია. თითქოს ზარათუსტრა განმარტოვების, ცეცხლად აღდგომის
პერიოდში ვერსად ხედავს ღმერთის ხელს ამ ყოველივეში და მხოლოდ მიწიერი
არსებობის ჭეშმარიტებას გრძნობს. ეს, ჩემი აზრით, შეიძლება თვითონ ხალხის
გაუცხოებულ მორალს დავუკავშიროთ. კერძოდ, ნიცშესთვის ქრისტიანობის
ერთადერთი წარმომადგენელი ის ღმერთია, რომელიც განკაცდა და ხალხმა უარყო.
შემდეგ მის მიერ დატოვებული ქრისტიანული მორალი კი მათ სწორად ვერ შეიცნეს,
შესაბამისად, ღმერთის არსებობის გაგრძელების იდეაც ვერ დაინახა. მან მხოლოდ
მიწიერი არსებობა ირწმუნა და ადამიანიც მის წინააღმდეგ მიმართულ ჯერ აქლემის,
შემდეგ ლომის, ბოლოს კი ბავშვის სახეცვლილებად აღიქვა.

,,ღმერთის სიკვდილის’’ განცხადების შემდეგ ცხადი ხდება, რომ ნიცშესთვის


გარკვეული წარმოდგენები ჩამოშლილია. კერძოდ, იგი უარყოფს ყოველგვარ
ტრადიციულ დიქოტომიებს. ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს, პლატონის
მიხედვით კი, გრძნობითა და გონებით საწვდომი სამყაროს იდეა სრულიად შეცვალა
ამქვეყნიური, მიწიერი სამყაროს ცნებამ. მაშასადამე, ახლა უკვე მიწაა უდიადესი რამ,
რასაც ხალხმა პატივი უნდა სცეს და ცოდვა მოარიდოს. ,,ახლა ყველაზე საშინელი
ცოდვა მიწის მიმართ მკრეხელობაა, და კიდევ ის, რომ ამოუცნობის წიაღი მიწის
საზრისზე მაღლა დააყენო’’ (ნიცშე 2018,46).

ნიცშეს მიხედვით, ადამიანთა შორის ორი მორალია დამკვიდრებული- ბატონების და


მონების. მონების მორალი უშუალოდ იგივდება ქრისტიანულ მორალთან, რადგან
თავმდაბლობისკენაა მიდრეკილი. ბატონების მორალი კი სიძლიერეზე და სხვის
დამორჩილებაზეა ორიენტირებული. არისტოკრატიული და მონური მორალის
შეპირისპირება, კარგისა და ცუდის, კეთილისა და ბოროტის სხვადასხვაგვარ გაგებაზეა
ორიენტირებული. ,,მონების მორალის თანახმად, „ბოროტება“ შიშისმომგვრელია,
მაშინ როდესაც ბატონთა მორალი „კარგს“ სწორედ იმას ეძახის, რაც შიშს იწვევს და
უნდა გამოიწვიოს, ხოლო „ცუდი“ისაა, ვინც შეიძლება აბუჩად აიგდო. ’’( ნიცშე 2018,65).
რადგან ნიცშესთვის სიცოცხლის საზრისი ძალაუფლებისკენ ლტოლვაა და არა
მშვიდობით და ბედნიერად ცხოვრება, მისთვის მთავარ დასაყრდენად ბოროტის და
კეთილის არისტოკრატიული მორალისეული გაგება იქცევა. ამიტომაცაა, რომ იგი
თავგამოდებით იცავს ბატონების წრეს, როგორც ადამიანთა გვარის ერთადერთ შესაძლო
განვითარების საშუალებას.

ნიცშეს ნააზრევი მეტად უპირისპირდება ადამიანურ მორალს, დემოკრატიასა და


ქრისტიანულ ცნებებზე დამყარებულ ადამიანურ საზრისს. მისი იმორალიზმი მას
გამოუსწორებელ ნიჰილისტად აქცევს. მართალია, მისი აზრები თანხვედრაში არაა
ადამიანთა საკმაო ნაწილის შეხედულებასთან, შეიძლება მას უარყოფენ კიდეც, თუმცა,
ვფიქრობ, ყოველთვის საჭიროა მეორე მხრიდან შეხედო ყველაფერს, არც ადამიანის
ბუნება და ნორმებია გამონაკლისი.

ნიკა მაზმიშვილი

ფრიდრიხ ნიცშე, გერმანელი მოაზროვნე რომელიც მოღვაწეობდა (1844 - 1900) წლებში,

მაშინდელი მცხოვრები ადამიანების შეხედულებებს ეწინაამღდეგებოდა პოლიტიკური,

ფილოსოფიური თუ რელიგიურ სფეროებში და ქმნიდა სრულიად სხვა, ახალ

შეხედულებებს, ძველ შეხედულებებსა და ნორმებს კი რადიკალირად აკრიტიკებდა.

ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ნიცშეს „ნიჰილისტი“ ავტორის როლი უკავია, იმ დროს,

როდესაც მისივე დროინდელი ეპოქას, „პოზიტივიზმის ხანად“ მოიხსენიებდენ.

ფრიდრიხ ნიცშე, ასევე ცნობილია თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნამაშრომით „ესე

იტყოდა ზარადუსტრა“ რომელზეც თვით ნიცშე ამბობდა „წიგნი ყველასთვის და

არავისთვის“, ამ ნაშრომში იგი გადმოგვცემს ადამიანის როლს სხვადასხვა გარემოებაში

ეს იქნება ბუნებსა თუ საზოგადოებაში.

ავტორს, ნაშრომში „ესე იტყოდა ზარადუსტრა“, გადმოცემული აქვს ერთი ბიჭის

ზარადუსტრას ამბავი, იგი ოცდაათი წლის ასაკში ის წავიდა თავისი მიწა - წყლიდან,

მიატოვა ყველაფერი და გადაიხვეწა მთაში, სადაც ცხოველებთან ერთად და მარტოობით

ბუნების სილამაზით ტკბებოდა. ამ ყველაფერმა ათ წელს გასტანა. ერთ მზიან დილას

ზარადუსტრა ადრიანად ადგა და მზეს მიუგო, რომ თუ რაში ნახავდა ბედნიერებას იმ

დროს, როდესაც არაფერი და არავინ იქნებოდა დედამიწაზე?! ის ხომ ჩვენთვის ამოდის

ყოველ დილას და ანათებს ჩვენ კი ამისთვის ყოველღევ შევმადლით. ზარადუსტრამ კი


თავი მზეს შეადარა და ამბობს, რომ: „შემომხედე! მეც, როგორც ჭარბი თაფლით

გაჯერებულ ფუტკარს, ჩემმა სიბრძნემ თავი შემაწყინა; ჩემკენ გამოწვდილი ხელები

მჭირდება. მსურს გავიღო და გავცე, სანამ კაცთა შორის ბრძენნი თავისი სიბრიყვით

გაიხარებენ, ხოლო - ღარიბი თავისი სიმდიდრით“ (ნიცშე, 16, 2015). ანუ ზარადუსტრას

უნდა, რომ თავისი შეხედულებები, სიბრძნე და გამოცდილება გაუზიაროს ყველას,

აუხილოს ბნელი თვალები და დაანახოს ჭეშმარიტება. ამასთანავე მან იცის რომ ხალხის

ბრბოს, რომელსაც ცვლილებები არ უყვარს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი,

ძნელია დაანახოს ჭეშმარიტება. ამის შემდეგ ხდება მისი წასვლა მთიდან ბარში. მას

გზად ხვდება ბერი კაცი, რომელმაც უთხრა იმ სირთულეებზე, რაც შეიძლება

წარმოიშვას მას და ხალხს შორის, იმიტომ რომ მათ არ უყვართ განსხვავებულად

მოაზროვნე ადამიანი და შეიძლება ეს მისთვის სასიკვდილოდ დამთვარდეს, ან სხვა

ხერხით დასაჯონ. როდესაც იგი მივიდა ტყის პირას მდებარე ქალაქში, აქ ნახა ხალხის

ბრბო, რომელიც ელოდებოდა ტოკზე მოცეკვავის წარომდგენას. ზარასუსტრამ კი ხალხს

მიმართა: „მე თქვენ ზეკაცს გასწავლით. კაცი ისაა რაც დასაძლევია“ (ნიცშე, 18, 2015).

ნიცშე ხშირად ახსენებს ზეკაცის იდეას, იმიტომ, რომ ავტორისთვის ზეკაცი არის

სრულყოფილი ადამიანი, მისი შეხედულებით თითოეული ადამიანი ერთგვარი ხიდია

ზეკაცსა და მხეცსს შორის. „შეხედეთ! მე გაჩვენებთ ბოლო ადამიანს! რა არის

სიყვარული? რა არის ქმნა? რა არის ლტოლვა? რა არის ვარსკვლავი? - კითხულობს

ბოლო ადამიანი და თვალებს ახამხამებს“. (ნიცშე, 22, 2015). ავტორისთვის ბოლო

ადამიანი არის საზოგადოებისთვის მიუღებელი პიროვნება. ასეთ პიროვნებას საერთოდ

არ გააჩნია ზიზღის გრძნობა, არც სხვისდამი და არც საკუთარი თავისადმი, ბოლო

ადამიანს სჯერა, რომ მან მიაღწია მწვერვალებს და ის არ ისწრაფის

წარმატებულობისკენ, ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთობიან და მართო იმაზე

ზრუნავენ, რომ ამ გართობით არ გადაიტვირთონ. ისინი ამბობენ რომ მხოლოდ მათ


ჰპოვეს ბედნიერება, მაგრამ ნიცშეს აზრით მარტო ბოლო ადამიანია ზიზღის ღირსი,

რადგან ისინი არიან უღირსნი და მდაბიოები, პრობლემებს ემალებიან, რომლებსაც არ

უჩნდებათ და არასდროს გაუჩნდებათ იმის სურვილი რომ შეცვალონ რამე, თუნდაც

ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა. როგორც ავღნიშნე, ზეკაცი ნიცშესთვის იყო

„პოზიტიური იდეალი“ ამიტომ ავტორი „ზეკაცამდე“ მისასვლელად წარმოგვიდგენს

მეტაფორას, ნიცშეს თქმით ადამიანმა საჭიროა გაიაროს სამი ეტაფი: აქლემის, ლომისა

და ბავშვის, ანუ როგორ იქცევა სული აქლემად, აქლემი - ლომად, ბოლოს კი ლომი -

ბავშვად. პირველი არის აქლემი, ამ დროს არის ისეთი პიროვნება წარმოდგენილი,

რომელიც ყოველგვარი წუწუნის გარეშე მზიდავის როლს ასრულებს და წილად ხვდება

უმძიმესი ტვირთი. ტვირთში კი გულისხმობს არა იმას თავი დაიმცირო, რომ საკუთარი

ამპარტავნება დათრგუნო, არამედ აკეთო სიკეთე, მიაღწიო მწვერვალებს, შეცვალო

სასიკეთოდ რამე, გიყვარდეს ის ვისაც ეზიზღები და დახმარების ხელი გაუწოდო მას

ვისაც შენთის ცუდი უნდა. ამ ყველა ტვირთს ატარებს აქლემი, მაგრამ ამ დროს იწყება

მეორე ეტაპი, ლომად გადაქცევა, რომელიც ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს

თავისუფლების მოპოვებისთვის და ძალაუფლების ხელში აღებისთვის, „თავს რომ

თავისუფლება მოუპოვო და მოვალეობასაც ღვთაებრივი უარი დაახვედრო - ძმებო,

ამისთვისაა საჭირო ლომი“ (ნიცშე, 28, 2015). ლომი თავისუფლებისთვის მებძოლის

სულის კვალს ტოვებს, ძლიერების სიმბოლოდ წარმოგვიდგება და ამ დროს ჩნდება

სიტყვა „მე მინდა“. ბოლოს, კი ბავშვად გადასვლის ეტაფი, ესაა ყველაზე სრულყოფილი

ეტაპი, უმანკოება, ვისი საშუალებითაც ყოველთვის ჩნდება ახალი საწყისები.

თითოეული სახეცვლილების გადასვლის მიზანი არის ახალი ღირებულების შექმნა,

რომლის ძალაც მხოლოდ ბავშვის ეტაპს შესწევს.


lika darsalia

ფრიდხრიხ ნიცშე მე-19 საუკუნის ფილოსოფოსია და ის დრო,რომელშიც ნიცშე


ცხოვრობდა და მოღვაწობდა,მეტ ნაკლებად ხდებოდა
დაპირისპირებები,ომები.ამიტომაც მის ეპოქას შეგვიძლია ვუწოდოთ მშვიდი
ხანა,ვიდრე სხვა ფილოსოფოსების მოღვაწეობის დროს.ნიცშეს ძალა,ნიჭი და ყურადღება
გადართული იყო მის შემოქმედებაში.შეეძლო მთელი დღე დაეთმო ამ
ყველაფრისთვის,რადგან სხვა გასაჭირი და საფიქრალი არ ჰქონდა.ის,რომ გავუგოთ
ნიცშეც,ცოტა არ იყოს რთულია,რადგან მისი წერის მანერა,ნააზრევი არის
რადიკალურად განსხვავებული და ორიგინალური,ვიდრე სხვა ფილოსოფოსების.მის
შემოქმედებას ღრმად უნდა ჩასწვდე,რომ იპოვო რეალობა,თუ რისი თქმა უნდოდა
ჩვენთვის. მნიშვნელოვანია გააზრება,პოლიტიკის სფეროს თვალსაზრისით ნიცშეს
ნაშრომებში.ვხვდებით ორ დაპირისპირებულ იდეოლოგიებს.ეს არის ლიბერალიზმი და
სოციალიზმი.ერთი გვთავაზობს თავისუფლებას და ადამიანების ნაკლებ
შეზღუდვას,თავისუფლების მხრივ,ხოლო მეორე გვთავაზობს,მშვიდობას და
სამართლიანობას,სადაც ყველა იქნება,რაღაც მხრივ თანსწორი.იდოელოგია
მოაზროვნეებს ორ ნაწილად ყოფდა და იდეოლოგიურ ჭრილში აქცევდა.ზოგი ერთ
მხარეს ინაცვლებდა,ზოგი მეორე მხარეს.ნიცშეს არ აინტერესებდა იდეოლოგიები,ის
იდეოლოგიებზე ზევით იყო.ნიცშე,აკრიტიკებდა მათ და მას,იმის გამო,რომ ყველაფერს
უარყოფდა “ნიჰილისტად” იხსენიებდნენ.თუმცა,ნიცშე არ უარყოფდა
ყველაფერს,უბრალოდ ჰქონდა ყველა თემაზე თავისი აზრი და განსხვავებული
შეხედულებები სამყაროსადმი.მისმა კრიტიკამ უფრო დაამახსოვრა ადამიანებს
თავი,ვიდრე მისმა შემოქმედებამ.ამიტომ ნიცშეს მოიხსენიებენ “ნიჰილისტად”,რადგან
ის,უარყოფდა ყველანაირ აზრს,რაც იმ დროინდელ ეპოქაში არსებობდა და მისთვის
მიუღებელი იყო.”ღირებულებათა გადაფასება” არის,გაბატონებული აზრის უარყოფა და
დაკნინება.ნიცშე,არის ადამიანი და კრიტიკოსი,რომელმაც მისი ადგილი ამ კრიტიკით
დაიმკვიდრა აზროვნების ისტორიაში.მისი კრიტიკა არ მოიცავდა,მხოლოდ
იდეოლოგიებს,ის აკრიტიკებდა რელიგიასაც,მაგრამ არა იმ გაგებით,როგორც კარლ
მაქსი აკრიტიკებდა ქრისტიანობის დებულებებს და ათეისტურ მოწოდებებს
აკეთებდა,არამედ ნიცშესვის ევროპული მიმდინარეობა იყო ქრისტიანული
ღირებულების მატარებელი.შეიძლება იყო ათეისტი,მაგრამ მაინც ატარებდე
ქრისტიანულ ღირებულებებს.მისი კრიტიკა გასცდა იმ ფილოსოფოსების
ზღვარს,რომლებიც აკრიტიკებდნენ რელიგიას,ადამიანებს,ან თუნდაც ამ ცხოვრების
ამაოებას.ის,იყო ფილოსოფოსი,რომელმაც ყველა სტერეოტიპი დაანგრია და ცდილოვდა
ადამიანეებისთვის შეექმნა,რაღაც ახალი და ღირებული.ის,ცალსახად
უპირისპირდებოდა

იმ დროინდელ საუკუნეს.ნიცშე,სწორედ იმიტომ არის განსაკუთრებული


მოაზროვნე,რადგან ის,იდეოლოგიებზე ზევით იმყოფება,ცდება ყველანაირ კანონებსა
და ჩარჩოებს და გადის რეალური სამყაროდან. ნიცშეს გაგება რთულია.შეგვიძლია
გავიგოთ ის თუ რა შეიძლება არ მოსწონდეს ან მოსწონდეს მას,მაგრამ უფრო
რთულია,იმის გაგება და გააზრება,რას გვეუბნება ნიცშე,რისი გაგება და მინიშნება სურს
ჩვენთვის.ნიცშე ამბობს რომ ადამიანის პროცესის გადალახვა აუცილებელია და უნდა
გადაილახოს “ზეკაცისკენ”.ნიცშვე გვთავაზობს სამ გარდამავალ ფაზას ამ
გზისაკენ:აქლემის ფაზას,ლომის ფაზას და პატარა ბავშვის ფაზას.სწორედ ამ სამი ფაზის
გადალახვის შემდეგ ხდება ადაამიანი “ზეკაცი”.აქლემი მოგვეცემა,როგორც
ქრისტიანული მორალის მატარებელი,რომელიც რაღაც დადგენილი ნორმით და წესით
ფუნქციონირებს და ასევე მოწიწების და მოვალეობის მატარებელი არსებაა.ამ
დადგენილი ნორმების გავლის შემდეგ,ვინაცვლებთ უკვე ლომის ფაზაში.ლომი
სიძლიერის ნიშანია.ლომს ადარებდბენ ნიცშეს,რადგან გაბატონებულ აზრებს
უარყოფდა და “ნიჰილისტად” იხსენიებდნენ,მაგრამ ნიცშე იმაზე ბევრად მეტია,ვიდრე
“ნიჰილისტი” და რაღაც დადგენილი წესების არმცნობი.მესამე ფაზა “ზეკაცის” ანუ
ბავშვის ფაზაა,რაც ნიშნავს სიცოცხლის უნარიანობას და თავისუფლებას.ბავშვი მაშინაა
თავისუფალი,როდესაც ის არის თავის სტიქიაში და აკეთებს,იმას რაც სურს.ხოლო
თავუსფლება მაშინ ეკარგება,როცა რაღაც კურსით ვცდილობთ შევცვალოთ მისი
ცხოვრების გზა.მივუთითონ თუ რა აკეთოს და სწორედ ამ დროს ჩნდება
იდეოლოგიური ჯაჭვი.ბავშვი ანუ “ზეკაცის იდეალი” ნიცშესთვის არის იდეალური
ფაზა,რადგან ბავშვი თავისუფალია ყველაფრისგან.მას არ აინტერესებს რა ხდება
სამყრაოს მიღმა და იგი ბედნიერია,იმითი რასაც გრძნობს,ხედავს და განიცდის.”ზეკაცი”
მივა ადამიანებთან,რომ უთხრას მისი იდეის შესახებ და მას ვერ უგებენ,ამიტომ იყოფა
ადამიანები ფაზებად,ანუ საფეხურებად.ადამიანებს უჭირთ ამ ფაზების გადალახვა და
ვერ აღწევენ ისინი თავისუფლებას.”ზეკაცი თითო-თითოდ ვერ მივა და ვერ აუხსნის
ყველას რაც სურს,მას სჭირდება ერთი ადამიანი,რომელიც მის აზრებს ჩასწვდება და
გაუგებს.ნიცშეს სძულს იდეოლოგიები.მას სურს “ზეკაცები” გახდნენ ადამიანები და არა
“ზეკაცის მიმდევრები.ნიცშეს არ სურს,რომ ვინმემ ის გააღმერთოს და თაყვანი სცენ
მას.აი ეს არის “ზეკაცის იდეალი”. მისი აზროვნება არ შემოიფარგლებოდა,მხოლოდ
ფილოსოფიით.მან გავლენა მოახდინა სხვა სფეროებზეც.მაგალითად: მუსიკა,ხელოვნება
და სხვა.ის,ვერც იფიქრებდა,რომ მისი ცხოვრება ესე წარიმართებოდა,მაგრამ მალევე
მიხვდა,თუ რა სურდა და ფილოსოფიისკენ გადაიხარა.მისი ნაწარმოებები,არავინ არ
აინტერესდებოდა თავიდან.დროთა განმავლობაში ნიცშემ ხალხს თავი გააცნო და
დააინტერესდა თავისი შემოქმედებით.მათ,დაიწყეს ნიცშეს აზრების გაზიარებაც.ნიცშე
სიცოცხლის ფილოსოფოსად იწოდება.მას აქვს სიცოცხლის ჟინი და ინტერესი.ის არ
ექცევა ბორკილებში და მიდის საპირისპირო მიმართულებით.ის საკუთარი თავის
ფილოსოფოსია.არ სჭირდება არავინ,არც ღმერთი,რადგან ამის საჭიროებას ვერ
ხედავს.სიცოცხლე წარმოადგენს მუდმივ სწრაფვას განვითარებისაკენ.პროგრესმა
გამოიწვია სხვადასხვა აზრების გაჩენა და ჩამოყალიბება ადამიანებში.იმ პერიოდს
უწოდეს “პოზიტივიზმის ხანა”.ანუ რელიგიამ გადაინაცვლა მეორე ფლანგზე და
მეცნიერებამ გადმოინაცვლა პირველზე.გამოჩდნენ ისეთი ფილოსოფოსები,რომლებიც

უკვე ერთმანეთის ნააზრევებში ნაკლს ხედავდნენ.ამ ყველაფერში ფრიდრიხ ნიცშეს


განსაკუთრებული ადგილი აქვს მინიჭებული.

მარიამ ბეჟიტაშვილი

ფრიდრიხ ნიცშე იყო 19-ე საუკუნის გერმანელი მოაზროვნე, რომელიც იმდროინდელ

მეცნიერულ პროგრესსა და ადამიანთა თანასწორობაზე აგებულ იდეალებში სერიოზულ

დეფექტებს პოულობდა. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ეპოქის რადიკალური

კრიტიკოსი.

ნიცშე აკრიტიკებდა ქრისტიანობას, არა როგორც რელიგიას, რომელიც ზეციურ

სამყაროში გადარჩენას გვპირდება, არამედ პირველრიგში ევროპული ცივილიზაციის და

სოციალისტურ ღირებულებათა ძირითად საფუძველს. ამის მიხედვით, ნიცშესთვის

ყველა ადამიანი, რომელიც ევროპისკენ მიილტვის ქრისტიანია, რელიგიური მრწამსის

მიუხედავად. ნიცშე აკრიტიკებს ასევე ქრისტიანობის წინამორბედს- პლატონს.


უფრო კონკრეტულად, ნიცშეს კრიტიკის ობიექტი არის საზოგადოების და

პიროვნების სასურველი მდგომარეობა, რომელიც სოციალიზმსაც მოიცავს. მართალია,

იმდროინდელი ღირებულებები კლასიკურ ლიბერალიზმს თითქოს უპირისპირდება,

მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული. ,,თავისუფლება“ და

,,თანასწორობა“ არის მათი განუყოფელი ნაწილი, განსხვავება არის ის, რომ

ლიბერალიზმის დროს ყოველივე ნაკლებად რადიკალური ფორმებით გვხვდება.

ნიცშე ლიბერალიზმს ,,განმანათლებლობის მსოფლმხედველობასთან“ აიგივებს,

რომლის მიხედვითაც, ნამდვილი საზოგადოება არის იქ, სადაც რაციონალური

ინდივიდები საკუთარ აზრსა და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და თანასწორად

აღიარებენ ყველა ინდივიდს, რომელსაც შეუძლია საკუთარი გონებით მოქმედება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განმანათლებლური მსოფლმხედველობა

გვხვდება ორი სახის: კლასიკური ლიბერალიზმის და სოციალიზმის სახით, რომლებიც

ადამიანს ანიჭებენ მაქსიმალურ თავისუფლებას და მოუწოდებენ თანასწორობისკენ.

ნიცშე უპირისპირდება ყოველივეს, რადგან თვლის, რომ ეს ყველაფერი ხდება

ინდივიდებთან შეუთანხმებლად, ანუ ეს კლასიკური ლიბერალიზმის და სოციალიზმის

ცნებები, ბოჭავს პიროვნების თავისუფალ არჩევანს, შესაბამისად ადამიანი ხდება

იძულებული, განვითარდეს ამ ცნებებთან შეჯიბრების ხარჯზე, ანუ საჭიროა ბევრი

,,ლომი“, რომელიც გაბატონებული კულტურის უარმყოფელი და ,,ნიჰილისტია“. ,,თავს

რომ თავისუფლება მოუპოვო და მოვალეობასაც ღვთაებრივი უარი დაახვედრო- ძმებო,

ამისთვისაა საჭირო ლომი.“ (ნიცშე.55)

ასევე, ნიცშე თვლის, რომ დემოკრატია, რომელსაც თანასწორი ადამიანების

კეთილდღეობა აქვს მიჩნული საბოლოო წერტილად, ხელს უწყობს ადამიანის

გამდაბიურებას და დაკნინებას. ამიტომ, უარყოფითად აფასებს ნიცშე დემოკრატიას,

ვინაიდან იგი თვლის, რომ ადამიანისთვის მთავარია განვითარება და წინსვლა.


ნიცშე ბოლო ადამიანად განიხილავს მას, ვინც ფიქრობს რომ მიაღწია განვითარების

ზენიტს, გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, კმაყოფილდება იმით რაც აქვს და

მაქსიმალურად არის მოშორებული ზეკაცის ცნებას. მეტიც, ზეკაცის თვალში ,,ბოლო

ადამიანი“ დასაცნია, ისევე როგორც ადამიანისთვის არის დასაცინი მაიმუნი. იგი

თვლის, რომ ადამიანს აუცილებელია გააჩნდეს ზიზღის გრძნობა მდაბიოს მიმართ,

რადგან მეფე მდაბიოზე აღმატებულია, რადგან ის უფრო ძლიერი სულის აღმოჩნდა და

მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო მდაბიომ. ამიტომ, მდაბიოს მიმართ ზიზღი ჩვეულებრივი

მოვლენაა, რადგან არაფერი აქვს მას შენგან პატივსაცემი, და თუ ადამიანი დაკარგავს

ზიზღის გრძნობას სხვის მიმაღთ, მაშინ საკუთარი თავი უნდა შეიძულოს რომ ასე

დამდაბლდა. ,, ყველაზე უფროა ზიზღის ღირსი, ვსაც საკუთარი თავის ზოზღი აღარ

შეუძლია.“ (ნიცშე.49)- ბოლო ადამიანის მსგავსად. ,,ჩვენ ვპოვეთ ბედნიერება“ (ნიცშე.49)

- ამბობენ ბოლო ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ქვეყანა, რომელშიც ცხოვრება

უძნელდებოდათ, ახამხამებენ თვალებს და ფიქრობენ, რომ უყვართ მოყვასი,

ეხახუნებიან მას რადგან უნდათ სითბო. შრომობენ ისე, თითქოს ერთობოდნენ, მაგრამ

ამავედროს იაზრებენ რომ ამ გართობითაც არ უდნა დაიღალონ. ადამიანები ეგუებიან

ბოლო ადამიანს, მეტიც მოსწონთ კიდეც ის. ზარათუსტრა, რომელიც ადამიანების

განსანათლებლად მიდის, რათა ამოიყვანოს ისინი ბოლო ადამიანის წუმპედან,

დაგმობის და დაცინვის ობიექტი ხდება, რადგან ზარათუსტრას ,,ყურები მათი

ბაგეებისთვის არ არის შექმნილი.“ (ნიცშე.50) ისინი ისედაც კმაყოფილნი არიან

თავიანთი არაფრისმომცემი ყოფით.

ბოლო ადამიანის საპირისპირო მხარედ ,,ზეკაცი“ უნდა გავიაზროთ, რადგან ის არის

ადამიანის ის სრულყოფილი ნაწილი, რომელიც არასდროს წყვეტს განვითრებას და

მიილტვის ამაღლებისკენ, იგი არ მოიხსენიებს ყველას თავის თანასწორად და არც

თავისზე მაღლა აყენებს ვინმეს, მათშორის არც ღმერთს. ადამიანს, რომელიც არ


მიილტვის განვითარებისთის და მადლობელია ღმერთის, იმისთვის რაც აქვს ,, ბოლო

ადამიანი“ უწოდა ნიცშემ, ხოლო განვითარების მუდმივ გზაზე მდგარ ადამიანს ,

რომელიც არ კმაყოფილდება მიცემულით და მიილტვის ,,გაუთანაბრდეს ღმერთს’’

ზეკაცი.

ფრაზით ,,ღმერთი მოკვდა“ ვფიქრობ, ნიცშემ შეძლო ,,ევროპული ნიჰილიზმის

პროგნოზირება“, რომელიც გულისხმობდა რომ ადამიანის არსებობას არ აქვს არანაირი

აზრი ან მიზანი და ეს აზრი ღრმად გამჯდარია საზოგადოებაში. ,,ღმერთი მოკვდა“ და

სწორედ ეს გახდა ყოველი უბედურების და ყველა ფასეულების ნგრევის საწინდარი, ამ

მომენტიდან მორალმა დაკარგა წინააღმდეგობრივი ძალა, მასთან ერთად განადგურდა

ყველა განხილვა, რომელიც ახერხებდა ყოფილი ნორმების და ფასეულობების

შენარჩუნებას, ვფიქრობ, მორალის გაქრობაზე წუხილს გამოხატავს ნიცშე სიტყვებით:

,,ღმერთი მოკვდა.“

ღმერთის სიკვდილს უკავშირებს ნიცშე ზეკაცსაც, ზეკაცი გაიაზრება ბავშვის სახე

სიმბოლოთი, რომელიც უმანკოა და დგას კეთილსა და ბოროტს მიღმა. თუ არსებობს

ზეკაცი, რომელიც ზემოთ აღვნიშნე მიილტვის სრული თავისუფლებისკენ, უარს

უცხადებს თანასწორობას და მიიწევს იმ უმაღლესი წერტილიკენ, სადაც ყველა

ადამიანზე უფრო ამაღლდება, რაც თავისთავად გულისხმობს თანასწორობის არ

არსებობას.

სულს ნიცშეს მოსაზრებით აქვს სამი სახეცვლილება: თავიდან აქლემი, რომელიც

ქრისტიანული მორალის და წესების მოწიწებით მატარებელია, ლომი, რომელიც

დამკვიდრებული კულტურის უარმყოფელი- ნიჰილისტია, ხოლო ბოლოს ზეკაცი არის

გაიგივებული ბავშვის მეტაფორასთან, ვინაირად როგორც ბავშვია კეთილსა და ბოროტს

შუა, ისეა ზეკაციც.

აქლემის ტვირთი ის ცნებები და გადაფასებული ღირებულებებია რომელსაც


ქრისტიანობა გვიქადაგებს, მაგალითად: გიყვარდეს მოყვასი შენი, არა კაც კლა და

თანასწორობა.

რაც შეეხება ტკივილს ფილოსოფოსებისთვის, ნიცშეს მიაჩნია რომ ფილოსოფოსი

ტკივილის განცდის შემდეგ ხდება უკეთესი, ვინაიდან სხვა თვალით უწყებს ცხოვრებას

ყურებას, უფრო ტკებება მისით, რადგან გადარჩა.

ნიცშესეული გაგებით, ბატონები ყმებზე ძლიერები არიან არა ფიზიკურად, არამედ

სულიერად. არსებობს ბატონის და მონის მორალი. ბატონთა მორალი მიუღებელი და

უსიამოვნოა თანამედროვეთათვის, რადგან მათი მორალით ადამიანი მოვალე მხოლოდ

საკუთარ თანასწორებთან შეიძლება იყოს, დაბალი რანგის წარმომადგენლებს ან

სრულიად უცხოებს კი შეგვიძლია ისე მოვექცეთ, როგორც მოგვესურვება. სწორედ ამ

დროს ადამიანი იმყოფება კეთილსა და ბოროტს მიღმა. სწორედ კეთილსა და ბოროტს

მიღმა არსებობს თანასწორობის და მისთანების ცნება, უნარი შეინარჩუნო მადლიერების

და შურისძიების გრძნობა დიდხანს. სხვა მხრივ, ბოროტების ცნებაში ჩადებულია ძალის

და ხიფათის განცდა, რაღაც ისეთის რაც შიშისმომგვრელია, რაც თავს აბუჩად არავის

აგდებინებს. ბატონთა მორალით ,,კარგი“ არის ის რაც შიშს იწვევს, ხოლო ,,ცუდი“

აბუჩად ასაგდებია.

ნიცშესთვის ზიზღი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა, ის თვლის რომ ადამიანი

მანამდეა პატივსაცემი სანამ საკუთარი თავის ან სხვის მიმართ ზიზღის გრძნობა გააჩნია.

ნიცშე ზიზღს და სიძულვილს ერთმანეთისგან გამოყოფს, იგი თვლის, რომ ზიზღის

ღირსია ის, ვინც არ იმსახურებს შენგან პატივისცემას, მაგალითად: ბატონისთვის

მდაბიო, ვინაიდან მდაბიოს არაფერი აქვს ისეთი, რისგამოც პატივი უნდა სცეს ბატონმა.

ნიცშე ასევე ამობს, რომ თუ არ გაქვს სხვის მიმართ ზიზღი, მაშინ საკუთარი თავის

მიმართ მაინც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ არ გეზიზღრება არავინ, ანუ არ ხარ

სათანადო სიმაღლეზე.
ქრისტიანობის მორალს ნიცშე მონების მორალად მოიაზრებს, ვინაიდან მონების

მორალის მიხედვით უნდა იყო შემწყნარებელი, თანასწორი, არავისზე მაღლა აიყვანო

საკუთარი თავი, არავისზე იბატონო, თითქმის იგივე ცნებებს მოიაზრებს ქრისტიანობაც,

ამიტომ ვფიქრობ, ნიცშეს მხრიდან ორივე დაგმობის ობიექტი ხდება.

ნატო კუტალაზე

გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე თავის ნაშრომში „ასე იტყოდა ზარათუსტრა“

გვესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვროს საზოგადოებამ იმ სამყაროში,

სადაც ღმერთი მოკვდა, სადაც საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს და აღიაროს მიწიერი

სამყარო, რადგან ზეციური სამყარო უკვე აღარ არსებობს. ნიცშე ამ ყოველივედან

გამომდინარე ჰქმნის ზეკაცის იდეას. ,,ზეკაცი“ ეს არის ადამიანის ის სრულყოფილი

ნაწილი, რომელიც არასდროს წყვეტს განვითარებას და ყოველთვის მიილტვის

ამაღლებისკენ, იგი არის ყოველივე ახალის დასაბამი.

ნაშრომში „ასე იტყოდა ზარათუსტრა“ ავტორს გადმოცემული აქვს ერთი ბიჭის

ზარათუსტრას ამბავი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბუნებაში

ცხოველებთან ერთად , როგორც განდეგილი. ერთ მზიან დილას ზარათუსტრა მიუგებს

მზეს თუ რაში ნახავდა იგი ბედნიერებას, როცა დედამიწაზე არავინ და არაფერი აღარ

დარჩებოდა?! მზე ხომ ხალხისთვის ამოდის ყოველ დილას და ამისთვის ხალხიც

ყოველთვის შეჰმადლის მას და ზარათუსტრაც ხვდება,რომ მან უკვე დააგროვა

საკმარისზე მეტი ცოდნაც კი და ახლა სურს,რომ ეს ცოდნა უქადაგოს ხალხს. იგი ამ 10

წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნით ხვდება რომ ღმერთი ამ სამყაროში მოკვდა


და ფიქრობს რომ უკვე დროა ხალხსაც გაანდოს ეს ცოდნა და ასწავლოს მათ ზეკაცი.

ზარათუსტრას სურს, რომ საზოგადოებას აუხილოს თვალები, დაანახოს ჭეშმარიტება

მათ და გაჰფანტოს მათი ბნელი, მაგრამ მან ისიც იცის, რომ ეს გზა რთული გასავლელია,

რადგან ხალხს არ უყვარს განსხვავებული და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი,

ამიტომ რთული იქნება მათ დაანახოს ჭეშმარიტება. სწორედ ეს ყოველივე განაპირობებს

ზარათუსტრას მთიდან ბარში წასვლას. მას გზად ხვდება მოხუცებული წმინდანი,

რომელიც აფრთხილებს რომ ადამიანებთან წასვლას მხეცებთან ყოფნა ჯობია, რადგან

ხალხი ბრბოა რთულია მათ დაანახო ჭეშმარიტება. იგი ურჩევს ზარათუსტრას ,რომ
დარჩეს ისევ ტყეში და იცხოვროს დათვად დათვებს შორის და ჩიტად ჩიტებს შორის,
თუმცა ზარათუსტრა მაინც მიდის ქალაქში და გზაში ფიქრობს „ნუთუ ეს
შესაძლებელია? ამ ბებერ წმინდანს ჯერ არ გაუგია თავის ტყეში, რომ ღმერთი მოკვდა!“ (
ნიცშე 2018. 45)

როდესაც, ზარათუსტრა ქალაქში ჩადის მას ხვდება ცენტრში გასართობად შეკრებილი

ხალხი, რომელიც ელოდება ჯამბაზის გამოსვლას, რომელმაც უნდა გაიაროს ორ შენობას

შორის გაბმულ თოკზე. ზარათუსტრა კი ეუბნება ხალხს „მე თქვენ ზეკაცს გასწავლით.
კაცი ისაა, რაც დასაძლევია“ (ნიცშე 2018. 45) . რას გულისხმობს ნიცშე ამ ფრაზაში? ნიცშე

ხშირად ახსენებს ზეკაცის იდეას, რადგან მისთვის ზეკაცი არის სრულყოფილი


ადამიანი,

რომელიც მიილტვის განვითარებისკენ , ახალი ღირებულებებისკენ, მაგრამ სანამ

ადამიანი მიაღწევს ზეკაცამდე მან აუცილებლად უნდა დაძლიოს ადამიანური ყოფა,

რომელიც სავსეა ერთფეროვნებით და უმოძრაობით, ხალხს აღარ გააჩნია ზიზღის

გრძნობა და კმაყოფილნი არიან არსებულით. კაცი ერთგავრი ხიდია ზეკაცსა და მხეცს

შორის, ამ გზას ყველა ვერ გაივლის და შეიძლება დაიღუპოს კიდეც, რადგან ადამიანმა

უნდა დაძლიოს ის ყოფა რომელშიც იგი ცხოვრობს, მან უნდა აღიაროს მიწიერი

სამყოფელი და პატივი სცეს მას, რადგან სწორედ მიწიერ სამყოფელში არსებობს ზეკაცი,

ზეკაცი რომელიც არის მიწის საზრისი. როგორც მაიმუნი არის ხალხის თვალში
დასაცინი
და სამარცხვინო ასევეა ზეკაცისთვის კაცი, ამიტომ ადამიანებმა უნდა შეცვალოს

თავიანთი უმოძრაო ცხოვრება და მიჰყვნენ ზეკაცის გზას. და სწორედ ისეთ ადამიანს


უწოდებს ნიცშე ,, ბოლო ადამიანს“, რომელსაც არ გააჩნია ზიზღის გრძნობა არც

საკუთარი თავის მიმართ და არც სხვის მიმართ, კმაყოფილია იმით რაც გააჩნია, არ

მიილტვის განვითარებისაკენ. ბოლო ადამიანს უკვე სჯერა, რომ მან მიაღწია

სრულყოფილებას, ბედნიერებას და ისინი ახლა მხოლოდ ერთობიან და ცდილობენ ამ

გართობისგან ზედმეტად არ გადაიღალონ. ნიცშე თვლის, რომ მხოლოდ ბოლო


ადამიანია

ზიზღის ღირსი, რადგან ისინი არიან უღირსნი და მდაბიოები, ისინი გაურბიან არსებულ

პრობლემებს და არ ცდილობენ შეცვალონ თავიანთი მდორე ყოფა-ცხოვრება.

ნიცშესთვის ზეკაცი არის ერთგვარი იმედი და იდეალი. ნიცშე იყენებს სულის სამი

სახეცვლილების მეტაფორას , რათა დაგვანახოს თუ რაოდენ რთული გასავლელია ეს


გზა

და ასევე ამ ეტაპების გავლის შემდეგ ადამიანს შეუძლია მივიდეს ზეკაცის იდეამდე, ან

შეიცნოს იგი ან თავად გახდეს ზეკაცი. სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს სულის სამი

სახეცვლილების მეტაფორა. როგორც ნიცშე ამბობს ადამიანმა, რომ შეიცნოს ან


მიაღწიოს

ზეკაცის იდეამდე საჭიროა გაიაროს სულის სახეცვლილების სამი ეტაპი ესენია აქლემის,

ლომის და ბავშვის. თითეულ ეტაპს აქვს თავისი მნიშვნელობა და მიზანი. პირველი

სახეცვლილება ეს არის აქლემი. აქლემის მდგომარეობაში არის ნაჩვენები მორწმუნე

ადამიანის მტანჯველი სული ,რომელიც ცხოვრობს ,, მე უნდას“ ტერმინით, ანუ მე უნდა

გავაკეთო ყველაფერი, მე უნდა ვიმარხულო, მე უნდა ვზიდო ტვირთი და იგი იღებს

საკუთარ თავზე ყოველგვარ ვალდებულებებს, რასაც ღმერთი უქადაგებს მას და იგი


ცხოვრობს უბრალოდ „მე უნდას“ პრინციპით, თუმცა დგება მომენტი როდესაც აქლემი

იწყებს იმაზე ფიქრს თუ რატომ ცხოვრობს ასეთი ტანჯული ცხოვრებით, იგი უარყოფს
„მე უნდას“ პრინციპს და გადადის სახეცვლილების შემდეგ ეტაპზე ესაა ლომის
მდგომარეობა. ამ დროს ლომი გადადის „მე უნდას“ პრინციპიდან „მე მინდას“
პრინციპზე, ანუ ლომი იღებს ძალაუფლებას საკუთარ ხელში, ანადგურებს აქლემში

არსებულ ყველა ღირებულებას და იგი ხდება ახლა თავისუფალი სული,რომელიც

ცხოვრობს მე მინდას პრინციპით, თუმცა ლომს არ შეუძლია შექმნას ახალი

ღირებულებები, იგი დაცლილია მანამდე არსებული ღირებულებებისგან და დგება

მომენტი , რომ შეიქმნას ახალი ღირებულებები, რადგან მათ გარეშე ადამიანებს


ცხოვრება

არ შეუძლია და სწორედ ამის გამო გადადის ლომი მესამე სახეცვლილების ეტაპზე ესაა

ბავშვის მდგომარეობა, ბავშვი არის ახალი სიცოცხლე, ყოველივე ახალის დასაწყისი,იგი


არის უმანკოება. „უმანკოებაა ბავში და დავიწყება, ახალი დასაწყისი, თამაში, თავისით
გაგორებული ბორბალი, პირველი მოძრაობა, ღვთაებრივი დასტური.“ (ნიცშე 2018. 56)

სწორედ ამ დროს იქმნება ახალი ღირებულებები, რადგან ბავშვი არის ყველანაირი

ბოროტისა და კეთილის მიღმა, იგი არის ახალი სუფთა ფურცელი.

ნატო სირაბაძე

ყველა დროსა და სივრცეში ჩვეულებრივი ადამიანები, განსაკუთრებით კი

ფილოსოფოსები ეძიებიან ჭეშმარიტების გზას. მათი ჭეშმარიტება გარკვეულწილად

განსხვავებულია ერთმანეთისგან, რადგან მათი ეპოქა და გარემო სხვადასხვაა. ეს

ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც არ არის გასაკვირვი თუ რატომ ეწინააღმდეგება

ფილოსოფოსების გონება ერთმანეთს. ნიცშესთვის, პლატონისგან განსხვავებით

,ღმერთზე მაღალი ღირებულება პიროვნებაა.რა თქმა უნდა, ნიცშეს ზოგიერთი

მოსაზრება ზედროულია, თუმცა თანამედროვე საზოგადოებაში პარადოქსულია


ნიცშეს

დამოკიდებულება დომინანტობის, ბატონობის შესახებ.


თვით ნაწარმოების „ასე იტყოდა ზარათუსტრა“ მთავარი კონცეფცია არის ის

ინდივიდუალიზმი და რაციონალურობა, რომელიც ასე დააკლა ნიცშეს. ნიცშე

მიეკუთვნება იმ მე-19 საუკუნის მოაზროვნეთა რიგს, რომელიც საყოველთაო


იდეალებში

ნაკლოვანებებს ხედავდა და ცდილობდა ღირებულებების შეცვლას. იმ


ღირებულებების,

რომლებმაც ასე დააბრმავა სოციუმი და ერთ უსულო გროვად აქცია. ნიცშეს

ინტერპრეტაციით, ადამიანი ზედაპირული და აპათიური არ უნდა იყოს.


რასაკვირველია,

ესთეტიკური მინიჭების უნარი უნდა გააჩნდეს სამყაროს მიმართ, მაგრამ ასევე ღრმადაც

უნდა ჩაიხედოს და დაინახოს რეალური მდგომარეობა, რომელიც არც ისე სახარბიელოა.

ანუ, ლიბერალობა, კეთილდღეობა, დაბრმავება საბოლოოდ დადებით შედეგს ვერ

მოიტანს.

პიროვნებას ცხოველისაგან განასხვავებს ის, რომ მას აქვს შინაგანი სამყარო. რას

გულისხმობს შინაგანი სამყარო? ადგილი, სადაც არის ყველა თვისება თავმოყრილი

სიკეთე და ბოროტება, ხელგაშლილობა და ხელმომჭირვეობა და ა.შ. მაშინ, როცა ყველა

უარყოფს განდევნის ნიცშე ამბობს, რომ ადამიანობისათვის და არა არსებობისათვის

აუცილებელია უარყოფითი თვისებები გქონდეს. ზიზღი კი არის ერთ-ერთი მათგანი.

რატომ მიიჩნევს ზიზღს უარყოფითად საზოგადოება? ის ხომ გვეხმარება მტრის

დამარცხებაში, ასე ხსნის ნიცშე. „რა არის უმაღლესი, რაც შეგიძლიათ განიცადოთ? ეს

დიადი ზიზღის ჟამია. ჟამი, ოდეს თქვენი ბედნიერებაც გძაგთ, თქვენს გონებასა და

სიქველესთან ერთად.“(ნიცშე 2019, 46) მართლაც, ზიზღის ფუნქცია არის გძულდეს ის,

რაც ნამდვილად შესაძულებელია. როცა ადამიანი აანალიზებს, რომ რაღაც „ცუდია“ მას

ნამდვილად უნდა გაუჩნდეს პირველ რიგში-ზიზღი, რათა შემდეგ აღმოფხვრას ეს

„ცუდი“.ნიცშე ასევე განიხილავს, არისტოკრატიას და მდაბიოს შორის განსხვავებას.


არისტოკრატს სძულს ის, რაც მდაბიოსთვის მისაღებია. ის არასოდეს იკადრებს იმის

გაკეთებას, რასაც სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენელი გააკეთებს. გერმანელი

ფილოსოფოსისთვის, ეს სრულიად ბუნებრივი მდგობარეობაა და აუცილებელიც კია.

სწორედ მათ შორის განსხვავება განაპირობებს სოციუმის ზრდას- გონივრულად თუ

სულიერად.

ეპოქას, რომელშიც ფრიდრიხ ნიცშე ცხოვრობდა, უწოდებენ „პოზიტივიზმის ხანას“,

რადგან კაცობრიობა სრულიად ბედნიერი იყო. სინამდვილეში კი ნიჰილიზმით

შეპყრობილნი არიან. ფილოფოსისთვის უტოპია არის ლიბერალიზმი, როგორც

ბედნიერების ინდექსის მაჩვენებელი, მისთვის მთავარი განვითარებაა, უფროსწორად


კი-

ზეკაცის გზა. სანამ ზეკაცის მწვერვალს, ანუ თვითრეალიზაციის მწვერვალს მიაღწევს

სამი ეტაპი უნდა გაიაროს ინდივიდმა: 1. აქლემი; 2. ლომი; 3. ბავშვი. გასაკვირვი არ არის

თუ რატომ წარმოადგინა ავტორმა განვითარების პირველ საფეხურზე აქლემი. აქლემი

არის ის ცხოველი, რომელიც არსებულ რეალობაზე თვალს ხუჭავს და თავი არა ზემოთ,

არამედ ქვემოთ, მიწისკენ აქვს მიპყრობილი. მეორე მხვრივ კი, მას ცხოვრების მძიმე

ტვირთი აწევს. „მზიდავი სული ყველა ამ უმძიმეს ტვირთს იკიდებს:როგორც

დატვირთულ აქლემს ეჩქარება უდაბნოში წასვლა, ისე მიიჩქარის ის თავისი

უდაბნოსკენ“(ნიცშე 2019,55). ლომი კი თავისუფლების სიმბოლოა. სიმბოლო,


რომლითაც

ნიცშემ იდეალურ პიროვნებასთან მიაახლოვა ადამიანი. თუმცა, საბოლოოდ არა, რადგან

მისი აბსოლუტური გულგრილობა შეუსაბამო და მიუღებელია.ანუ მას გააჩნია

თავისუფლება, მაგრამ აკლია სიღრმე. როგორც ვხედავთ, ბავშვი არის ზეკაცის

მწვერვალი. რატომ მაინც და მაინც ბავშვი? როგორც ვიცით, ბავშვი მოქმედებს

თავისთავად, ანუ მოქმედების გადაწყვეტილებისას არ უწევს ფიქრი. ის მიყვება გონების

გზას, რომელიც საბოლოოდ შეიძლება სრულიად არ იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ ამ


შემთხვევაში მთავარი ეს არ არის. მთავარი გონების თავისუფლებაა, სულის კარნახის

გარეშე. ბავშვის თავისუფლება განსხვავდება ლიბერალიზმისგან, რადგან მას არანაირი

სახელმწიფო კანონი არ უძღვება წინ. ბავშვის თავისუფლება ბუნებრივად მოდის მისი

სისპეტაკით, ღია გონებითა და სულით.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ნიცშეს მსოფლმხედველობა საზრიანია, რადგან ის

გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ კრიტიკულად მოაზროვნე, მაძიებელი ადამიანი. მის

დამოკიდებულებას კი დამადასტურებელი არგუმენტებით ამყარებს. თუმცა, ის ფაქტიც

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტორი საბოლოოდ იმედს კარგავს მისთვის დაბალი

სოციალური ფენისთვის, რადგან ისინი ცხოვრების მარტივ გზას ირჩევენ.

არისტოკრატები კი შფოთვაში არიან, ანუ განვითარებაში. ადამიანი მუდმივად უნდა

შფოთავდეს,თუ ის ილტვის მომავლისკენ, განვითარებისკენ.თუ ადამიანი არ

ნერვიულობს, არ არის გაურკვევლობაში, მაშინ ის მუდამ ერთ საფეხურზე იმყოფება და

მის ცხოვრებაში ახალი არაფერი არ ხდება. სწორედ ამას გვეუბნება ის ეტაპებისკენ სვლა

რთულია და ეს მხოლოდ არისტოკრატებს შეუძლიათ.

ჩემეული გაგებით, ნიცშე მიეკუთვნება იმ ფილოსოფოსთა რიცხვს, რომელიც სრულიად

ჭეშმარიტებას არ ღადადებს. რა თქმა უნდა, მისი მოსაზრებები განვითარებასთან,

ზრდასთან სრულიად ჭეშმარიტია, თუმცა ჩემთვის მიუღებელია ადამიანების

სეპარატიზმი სოციალური ფენით. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მისი გონებრივი

და სულიერი შესაძლებლობები არ არის დამოკიდებული წოდებაზე. ვფიქრობ, თუ

ლიბერალობის და ტოლერანტობის კოეფიციენტი პიროვნებას მაღალი აქვს

განვითარებულია, რადგან ამ თვისებათგანი არც ერთი არ მოდის განათლების გარეშე.


ფრიდიხ ნიცშე-,,ასე იტყოდა ზარათუსტა“ (-----)

ფრიდიხ ნიცშე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოაზროვნეა

გერმანიაში. მან არა მარტო გამოიგონა ფილოსოფიის სტილი, არამედ მან შექმნა

თავის ახლებული ენა.მის ნააზრევში განსაკუთრებით მწვავედ დგას რელიიგისა და

ღმერთის კრიტიკი.

ნიცშე აზროვნების ისტორიაში გამოირჩეოდა თავისი მწვავე კრიტიკით.იგი

ცდილობს ყველა ღირებულება ამოაყირავოს, აღმოფხვრას, რაც იმას ნიშნავს, რომ

ეჭვი შეაქვს მათი სიმართლეში და მასში ხედავს საშუალებას იმისა, რომ ადამიანები

შეგნებულად იქნენ არასწორ გზაზე დაყენებულნი, რომელზეც დგას კაცობრიობა და

აზროვნებს საზოგადოება.ღირებულების გადაფასებას განსაკუთრებული

მნიშვნელობა უჭირავს ნიცშეს თხზულებაში.იგი ღირებულებას რაღაც მომენტში

განიხილიავს ქრისტიანობის საფუძველზე, ანუ იგი ქრისტიანობას თვლის არა

იმქვეყნიურ სამყაროში სულის ხსნად, არამედ როგორც ევროპული ცივილიზაციის

ძირითად ღირებულებად და მას უწოდებს მონათა მარალს.. ფრიდიხ ნიცშე,

ღირებულების გადაფასებაში ასევე მოიაზრებს ,,განმანათლებლობის

მსოფლმხედველობას“. იგი როდესაც ხედავს, რომ არსებულ ღირებულებაში სიცრუე

და უსამართლობაა, იგი ცდილობს ეს ყოველივე მიიტანოს ინდივიდებამდე და

ადამიანებში ჩაკლას ყოველგვარი ინდივიდუალიზმი. ნიცშესთვის შეიძლება რაღაც

ღირებული იყოს, მაგრამ ამავედროს ის წარმოადგენდეს მისთვის მეორეხარისხოვან

ნიუანსს.მაგალითად, ავიღოთ დემოკრატია, რომლიც ადამიანებს თავისუფლებას და

თანასწორობას ანიჭებს,მაგრამ მან შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანის დაკნინებას,

ანუ დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია ერთმანეთის

მიმართ, არსებობს ისეთი სახელმწიფო სადაც არის დემოკრატიული მმართველობა,


მაგრამ ადამიანებს შორის მაინც არსებობს რაღაც განსხვავება. ნიცშესთვის

მიუღებელია ისეთი ადამიანის არსებობა, რომელიც არის უმოქმედოდ,

უბრძოლველად და სურს მიაღწიოს სტაბილურ კეთილდღეობას. მისთვის

მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც ამბიცია გააჩნია და მხოლოდ

არსებული კეთილდღეობით არ კმაყოფილდება. ზოგადად, შიძლება ვთქვათ, რომ

ნიცშე განსაკუთრებით აფასებს ადამიანის დაუკმაყოფილებელ ჩვევას, რომელიც

საკუთარ თავს საფრთხეში აგდებს, რათა იცხოვროს უკეთესად.

რაც შეეხება, სულს ნიცშეს მოსაზრებით, აქვს სამი სახე ცვლილება:აქლემი,

რომელიც გამოხატავს ქრისტიანული მორალის ნორმებს, ლომი, რომელიც შეიძლება

შევადაროთ ნიჰილისტ ადამიანს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ იგი საზოგადოებაში

გავრცელებული ღირებულების გადამფასებელი და კულტურის

უარმყოფელია.ხოლო ბოლოს, ეს არის ზეკაცის იდეალი ბავშვში, რომელიც არ

ემორჩილება საზოგადოდ არსებულ ნორმებს და მისთვის არ არსებობს რაიმე ისეთი

დაბრკოლება, რომლის გადალახვა ევალება, იგი ყველანაირად თავისუფალია. სულის

აქლემთან გაიგივებით, ჩვენ შიძლება დავინახოთ ის სიძნეელები, რომელსაც სული

განიცდის. აქ მოიაზრება მზიდავი სული, რომელიც აქლემის მსგავსად უმძიმეს

ტვირთს ატარებს, და თავისუფლებისაკენ მიიჩქარის, რის გამოც იგი ლომად იქცევა,

ამიტომ ცდილობს მასზე ძლიერს შეებრძოლოს. აქ შეიძლება დაგვებადოს ასეთი

შეკითხვა, რატო არ აკმაყოფილებს სულს, მტვირთმზიდავ აქლემად ყოფნა?

ღირებულების შექმნა, როგორც ვიცით, არც ლომს შეუძლია, მაგრამ მას გააჩნია

თავისუფლება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ღირებულებაზე. სწორედ,

ამიტომ მოინდომებს სული ლომად გადაქცევას, მაგრამ ეს თავისუფლება ცხადია

დიდხანს არ გაგრძელება თუ იგი არ დაამარცხებს მასზე ძლიერს. და ბოლოს, როგორ

ვიცით სული არც ამას დასჯერდება და იგი მოინდომებს ბავშვად გადაქცევას.მაშ, რა


შეუძლია ბავშვს ისეთი, რაც არ შეუძლია ლომს? ბავშვს , ლომისაგან განსხვავებით

შეუძლია ღვთაებრივი დასტური რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.ამ შემთხვევაში

ბავშვს, აქვს არა სახელმწიფოს კანონებით დადგენილი თავისუფლება, არამედ

თამაშის თავისუფლება, სილაღე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი შეზღუდვა

სახელმწიფოს მიერ. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, ბავშვის უმანკოება, რომელიც

ბოროტებასა და სიკეთეს შორის დგას.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება მივიჩნიოთ თავისუფალ ადამიანად, იგი

მაინც შედარებითი ხასიათისაა,ამიტომ შეუძლებელია მხოლოდ მასზე დაყრდნობით

ადამიანის კეთილდღეობაზე მსჯელობა. რა უნდა იყოს ადამიანისთვის იმედის

მომცემი?ადამიანთა უმრავლესობა დაბრმავებულია სხვადასხვა იდეით და არ სურ

სიმართლის შეთვისება, მაგრამ გამოჩნდება ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებსაც

გააჩნიათ მტკიცე ხასიათი და გამოირჩევიან განსაკუთრებული ინტელექტით. ნიცშე

ამბობს, რომ ღმერთი მოკვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ადამიანის

ხედვა სამყაროზე.ადა აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნდა

იყოს მიწა და არა ზეცა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ,,სიცოცხლის

ფილოსოფია“,რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და არა

მიისწრაფვოდეს მისკენ. თუ ადამიანი არ იქნება თავისუფალი მაშინ იგი

დაემსგავსება აქლემს,რომელიც ცდილობს უდაბნოში გაქცევას რადგან სხვებს

დაასწროს თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ამას რამდენად შეძლებს ეგ ჩვენთვის

უცნობია. ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის განმტკიცებას და

თავისუფლებისაკენ სწრაფვას, არამედ იგი უნდა იყოს მტკიცე,შეუპოვარი, და რაც

ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი. ადამიანად მხოლოდ მაშინ ჩაითვლები,

როცა გააცნობიერებ, რომ შენს ზემოთ არ არსებობს არავითარი ძალა, არ არსებობს

სიკეთე და ბოროტება. ცოცხალი ადამიანი არ შეიძლება ვუწოდოთ ისეთ ადამიანს,


რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მხოლოდ არსებული და არ ცდილობდეს მის

გაფართოვებას.ამრიგად ნიცშესთვის ძალაუფლებას წარმოადგენს სიცოცხლე, რადგან

მხოლო ცოცხალ არსებას შეუძლია იყოს თავისუფალი, მტკიცე და შეუპოვარი.

ვახტანგ სებისკვერაძე

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელი მწერალი, რომელიც ყველაფერს

განსხვავებული რაკურსით ხედავდა. მისი ნაშრომი შეიძლება შევაფასოთ ცოტა

არაორდინალურად. მან ახალი ფურცელი დაწერა ფილოსოფიაში. ის გამორჩეული იყო

თავისი კრიტიკით, ინდივიდუალიზმით. ნიცშე უპირისპირდება ბრბოს და აკრიტიკებს

კიდეც მათ და პროგრესისკენ მოუწოდებს.

ნიცშე საკუთარ ნაშრომში რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს ეხება. მათ შორის

ერთ-ერთი არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ძალაუფლებისკენ სწრაფვა სხვა არაფერია

თუ არა საკუთარი თავის დაძლევა და მბრძანებლობის ახალ საფეხურზე გადასვლა.

აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალაუფლება მუდმივი პროგრესია. ერთ ადგილზე

გაჩერება შესაძლოა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. ნიცშეს შეხედულება

ძალაუფლებაზე განსხვავებულია სხვა მოაზროვნეებისგან. ის თვლის, რომ

ძალაუფლებისკენ სწრაფვა მოითხოვს სხვის ჩაგვრას, მათზე კონტროლის მოპოვებას,

რადგან საკუთარი ნებისამებრ ამოქმედო. ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ძლიერი

ბატონობდა სუსტზე. ამ შემთხვევაშიც ასეა. არისტოკრატი, რომლის ხელშიც იყო

ძალაუფლება, ყოველთვის ბატონობდა მასზე სუსტზე და ცდილობდა კიდევ უფრო

მეტისთვის მიეღწია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე აქ


აუცილებელია განვიხილოთ ორივე კატეგორია. როგორც სუსტები, ასევე ძლიერებიც.

ორივეს სურვილია ძალაუფლება. შეიძლება ადამიანი სუსტი და ნაკლული იყოს, მაგრამ

ძალაუფლებისკენ ლტოლვა მაინც ჰქონდეს.

ეს კარგად გამოიხატება მონებისა და ბატონების მორალში. მორალური ნორმები

კონკრეტულ ჯგუფს ანიჭებს უპირატესობას. მაგ. ,,ბატონის“ მორალისთვის

უპირველესია ,,ძალა, სიამაყე, ვაჟკაცობა, ,,მაგარი გული“, ეგოიზმი, წარსულის და

იერარქიის პატივისცემა“.( ნიცშე 2018,39) ასეთი ადამიანებისთვის დაცემა პრობლემას არ

წარმოადგენს, მეტიც, მათ ფეხზე წამოდგომა და პროგრესი სიამოვნებთ კიდეც. მათგან

განსხვავებით ნიცშე ,,მონის“ ფსიქოლოგიის ადამიანებად მიიჩნევს ყველას, ვისაც

პროგრესის ეშინია. ისინი საკუთარი რეალობით უკმაყოფილონი არიან, არ სურთ

ჰქონდეთ მეტი და იმ მცირედითაც კმაყოფილნი არიან, სჯერდებიან იმათ რაც აქვთ.

ნიცშეს თქმით, მათი მიზანია: ,, შეზღუდოს ის, რისაც ყველაზე მეტად ეშინია-ძალა,

რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს“ (ნიცშე 2018, 39) ამიტომ მათთვის

პრივილეგირებულია თავმდაბლობა და მორჩილება. ისინი ვერ იაზრებენ იმას, თუ

რამხელა ძალაა მათ ხელში, ამიტომ უმოქმედობას ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი

ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებს აშინებს სიახლე, რპგორესი და პასუხისმგებლობის

გრძნობა. ისინი მორჩილებას ამჯობინებენ. : ,, ის ადამიანებისგან მოითხოვს

მოყვასისადმი კეთილგანწყობას, მოთმინებას, თავმდაბლობას და ა.შ (ნიცშე 2018,39)

ნიცშე შეჯამების სახით ამბობს, რო რეალობისთის ადამიანთა ორივე კატეგორიის

არსებობა საჭიროა სხვადასხვა მიზეზის გამო. ნიცშეს თქმით ადამიანის ანვითარებას

აფერხებს მიღწეულით დაკმაყოფილება. ადამიანს ეშინია ძალაუფლებისკენ ლტოლვის,

რადგან ეს გზა ძნელად გასავლელია და ბევრ შრომას, ფიქრს მოითხოვს, შესაძლოა

ბევრჯერ იმედგაცრუების მსხვერპლიც გავხდეთ, მაგრამ არ უნდა შეგვაჩეროს და ხელი

არ უნდ შეგვიშალოს, არამედ პირქიით მოტივაციის და შთაგონების საბაბი უნდა


გახდეს ჩვენთვის, არ უნდ მივცეთ საკუთარ თავს დანებების საშუალება და

წარუმატებლობის მიუხედავად უკან არ დავიხიოთ და საბოლოოდ მაინც მივაღწიოთ

დასახულ მიზანს, ზუსტად ამ იდეოლოგიას ემხრობა ნიცშეც, მისთვის

პრიორიტეტულია წინსვლა და განვითარებაზე ფიქრი.

ნიცშე საკუთარ ნაშრომში საუბრობს ღირებულებების გადაფასებაზე, რა დროსაც

ადამიანი მანამდე არსებულ ღირებულებებს კარგავს, ივიწყებს. იმას, რაც მისთვის

მანამდე მნიშვნელოვანი ან ისტორიული იყო. ნიცშეს აზრით, საჭიროა ძველის

დავიწყება,გადაფასება, ის სწორედ ამ შეხედულებისა და თეორიის მომხრეა ბერი

მოაზროვნისგან განსვავებით. მისი თქმით საჭიროა ძველის ახლით ჩანაცვლება.

საზოგადოება ვალდებულია ახალი რეალობა შეითვისოს და ძველი დაივიწყოს.

ადამიანი უნდა იყოს ლომის მდგომარეობაში, ანუ უნდა დაივიწყოს აქამდე არსებული.

უარი თქვას მორალურ პრინციპებზე. ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს

პროგრესზე, მისთვის საჭიროა აზროვნება, რადგან გაიაზროს და მიხვდეს რა არის

ძველი, უჩვეულო პროგრესისთვის და საკუთარ ცხოვრებაში შემოიტანოს სიახლე. აქ

ნიცშე გულისხმობს არა მარტო იდეალების ჩანაცვლებას, არამედ მოძველებული

კანონების განახლებას. ნიცშესთვის ღირებულებათა გადაფასება გულისხმობს

ზეკაცისკენ მიმავალ გზას. საჭიროა პიროვნება საკუთარ თავთან მარტო დარჩეს და ეს

ყველაფერი გაითავისოს.

ნიცშე საკუთარ ნაშრომში ზეკაცის იდეალს გვიხსნის. ეს არის მისაბაძი

იდეალური პიროვნება, რომლის მიბაძვასაც უნდა ცდილობდნენ. ნიცშეს თქმით:

,,ზეკაცის იდეალი ბავშვი უნდა იყოს“(ნიცშე 2018,40) მარტივი მისახვედრია რატომ

ადარებს ზეკავს ბავშვს ავტორი. ბავშვი ის იდეალური ქმნილებაა, რომელმაც არც

კეთილი და არც ბოროტის მნიშვნელობა არ იცის. ის არ ცდილობს პირფერობას,

თვალთმაქცობას, მოკლედ ბავშვი სრულიად თავისუფალი პიროვნებაა. ის არ ექცევა


არანაირ ჩარჩოებში, ის უნდა განვითარდეს სწორი მიმართულებით. ზეკაცი სწორედ

პროგრესის გამოვლინებაა. ზეკაცი უნდა იყოს ყველას იდეალი, მისაბაძი. ის არის

წმინდა, მასში არაფერია უარყოფითი, რეგრესული, რითაც შესაძლოა ადამიანი

დაზიანდეს და არასწორი მიმართულება აირჩიოს განვითარების, არამედ პირიქით,

ზეკაცის გზაა სწორედ ის გზა რაზეც ნიცშე საუბრობს და ამიტომაც გვიღწერს ზეკაცს ასე

დეტალურად. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზეკაცის არსის შეცნობა საკუთარ თავში,

ამიტომ ყველა ვერ უგებს და ვერ უბამს მხარს ამ პროგრესს. როდესაც ზარათუსტრა

ბრბოს ზეკაცის იდეალს უხსნის ის ამ დროს დაცინვის ობიექტი ხდება, სადაც კიდევ

ერთხელ მტკიცდება, რომ ზეკაცის იდეის შეცნობა არც ისე მარტივია.

You might also like