You are on page 1of 2

ჰრეფსიმე ნალბანდიან

მერი უილსტონკრაფტი

შესავალი
მერი უოლსტონკრაფტი ცნობილია, როგორც მოაზროვნე ქალი, რომელმაც დაიწყო
ბრძოლა ქალთა უფლებების დასაცავად. ის აკრიტიკებს გავრცელებულ
სტერეოტიპებს ქალის სისუსტისა და გონებრივ ჩამორჩებაზე. ის გარკვეული
არგუმენტების მეშვეობით უპირისპირდება რუსოს აზრებს, რომელმაც (ძირითადად
განათლების სფეროში) მამაკაცებს ანიჭებს დომინანტურ უფლებებს .

მიმოხილვა

მერი წერს, რომ როდესაც გავრცელდება რაღაც უხეში შეცდომა სამწუხაროდ ბევრს
მას მხარეს უჭერს. ამ შეცდომებზე საზოგადოებამ აკეთებს მცდარ დასკვნას. მან ასეთ
უხეშ შეცდომად თვლის იმ აზრს, რომ ქალები დაბადებიდანვე სუსტნი არიან.
ყველაზე ცუდია ის, რომ ქალები თავად იყვნენ თანახმა ამ მოსაზრებაზე. ამის მიზეზს
წარმოიდგენს ქალური მომხიბვლელი და მოხდენილი სისუსტე, რომლითაც ისინი
საპირისპირო სქესის ყურადღების ქვეშ იმყოფებიან და მათგან მოიპოვებენ
,,პატივისცემას’’. მამაკაცებს უყვარდათ ქალების სუსტე და დაუცვლელობა,
ამასთანავე სისუსტის გამოა, რომ მამაკაცები იცავენ ქალებს. ე.ი. ქალები თავიანთ
მოხდენილობით, მგრძნობარეობის წარმოჩენითა და სუსტი სხეულით მოიპოვებენ
მფარველს მამაკაცთა სახით. ისინი მისდევდნენ სტერეოტიპულ შეხედულებას,
რომლის მიხედვით ქალი მაინც და მაინც სუსტი უნდა იყოს. აქედან გამომდინარეობს
მათი სიამაღე და თვითკმაყოფილების გრძნობა.
მერი ამტკიცებს, რომ ბევრ შეცდომას უშვებენ გოგონების აღზედაში. ამ შეცდომებმა
სათავეს იღებენ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან, როდესაც ბავშვს სათამაშოს აძლევენ
სქესის მიხედვით(მაგ. გოგოს სათამაშო თოჯინაა და არა მანქანა). პატარა ასაკიდანვე
გოგონას მარტო არ ტოვებენ, რის შედეგადად მან არასდროს იქნება თავის თავზე
პასუხისმგებელი. ის ყოველთვის იქნება ვიღაცაზე დამოკიდებული და რაც რომ
ყველაზე სამწუხაროა საზოგადოებამ ამას ბუნებრივად თვლის. მერის აზრით
შეცდომაა, როდესაც გოგნას აიძულებენ იჭდეს სახლში, უყუროს თუ როგორ
იპრანჭებიან ქალები და დაიწყოს თოჯინის მორთვა, ეს ხდება იმ შემთხვევაში როცა
ბიჭბი გარეთ ლაღად თამაშობენ. მერი ამბობს, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ლაღდ
თამაში ბიჭებისავით, მათ თამაშის სურვილიც კი გააჩნიათ, უბრალოდ მათ ხელს
უშლის გავრცელებული აზრები. გოგოებში დანერგული სტერეოტიპები,
რომელთაგანაც ერთ ერთია რუსოს აზრები გოგოს აღზრდაზე, ხელს უშლიან
გოგებისა და ბიჭების თანასწორ და ერთნაირ ქცევაზე. მერი ამტკიცებს, რომ როცა
ქალებს შეზღუდული აქვთ სხეულისა და გონების განვითარების უფლება ისინი
არასდროს იქნებიან კარგი ცოლი ან დედა. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ქალი
ამ შემთხვევაში დაკავებულია ავადმყოფობისგან დაცვაზე და გადარჩენაზე.
უოლსტონკრაფტის აზრით არ შეიძლება, რომ ქალების მდგომარეობა იგივენაირად
დარჩეს და ისინი მუდმივად დარჩნენ გენდერულ სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ.
ქალმა არ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და უფრო მეტიც უნდა აიძულოს მას, რომ
სადაც განიხილავს ქალის ნაკლს არ დაავიწყდეს საკუთრს. ქალებმა უნდა იბრძოდნენ
საკუთარი ღირსების დასაბრუნებლად. ქალებს სჭირდება, რომ ჰქონდეთ ფიქრის და
მოქმედების უფლება ვიღაცაზე დამოუკიდებლად. მერი კითხვას სვამს, რატომ
ქალებმა უნდა დაემორჩილოს მამაკაცებს? ისინი ხომ ქალებს აღიქვამენ როგორც
დამოკიდებულ არსებებს, რომლებიც სხვის(მამაკაცის) ნებასა და ძალას უნდა
დაემორჩილონ. აქედან გამომდინარე ქალი ემსგავსება მონას, რომელიც არის თავის
პატრონის ქვეშევრდომი.
მერი აღნიშნავს, რომ ამ სფეროში ცვლილებების შესატანად საკმაოდ დიდი დრო
სჭირდება, რადგან გავრცელებული ცრურწმენების ფესვი საკმაოდ ღრმაა.
მაგრამ, ქალებმა უნდა განუვითარონ საკუთარი აზროვნება და იმსახურონ
პატივისცემა. უნდა მიიღოს განათლება და გონივრულად ძლიერნი, მათ არ უნდა
ჰქონდეთ არც ერთი დამოკიდებულება კაცებისადმი. ქალებმა უნდა შევიდნენ
საზოგადოებრივ განსხვავებულ სფეროებში და შეიცვალონ თავიანთ ცხოვრების წესს,
რადგან ესაა რევოლუციის მთავარი გზა.
იმ დროს როდესაც უოლსტონკრაფტმა მოღვაწეობდა არსებობდა სტერეოტიპი,
რომლის თანახმად ქალი მხოლოდ მამაკაცისთვის არსებობს. ამის მიზეზს
წარმოადგენს ის, რომ იმ დროს ქალებისთვის მიღებული იყო გარკვეული
მოვალეობები და შეზღუდვები. ქალის საქმიანობის საზღვრები მთავრდებოდა
პირადულ სფეროში, სადაც ძირითადად შედიოდა პირადი ურთიერთობები და
ოჯახზე ზრუნვა. სამაგიეროდ კაცის უფლებები ვრცელდებოდა როგორც პირად ასევე
საზოგადო სფეროში, რომელშიც შედის ეკონომიკურ-პოლიტიკური საქმიანობა და
სხვა.
ქალთა უფლებების დისკრიმინაცია იწყებოდა ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როდესაც
ქალს მიანიჭებდნენ პრანჭვას, ჭორაობას და ის დაბადებულიყო დიასახლისად. ქალი
უნდა აღზრდილიყო გათხოვებისთვის, მან უნდა იზრუნოს ქმარზე, დააკმაყოფილოს
მისი სურვილები, საკვები მოამზადოს და ურეცხოს თეთრეულს. ამის ნათელ
მაგალითს წარმოადგენს რუსოს წიგნი, სადაც იგი ქალს მოიხსენებს, როგორც
მხოლოდ ოჯახის დიასახლისს და არ აკეთებს აკცენტს მის აღზრდაზე.
შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ სტერეოტიპებიდან და მაშინდელ საზოგადო
შეხედულებებიდან გამომდინარეობს ის მოსაზრება თუ ქალი მხოლოდ
მამაკაცისთვის არსებობს.

ბიბლიოგრაფია
უოლსტონკრაფტი, მერი. 2017, 233-273. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.
თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like