You are on page 1of 5

იუვალ ნოა ჰარარი

გამოჩენილი მოაზროვნე და მწერალი იუვალ ნოა ჰარარი საუბრობს ცივილიზაციის


განვითარებაზე, და განიხილავს, იმ ფუნდამენტურ საწყისებს, რომლებმაც ხელი
შეუწყვეს განვითარების პროცესს პირველყოფილი ადამიანიდან, საპიენსამდე. სამყარომ
ხანგრძლივი და საკმაოდ რთული გზა გამოიარა მანამ, სანამ ის სრულყოფისა და
პროგრესის მწვერვალს მიაღწევდა. ჰარარი თანდათანობით გვიხატავს უძველესი
ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ცვლილების საფეხურებს, ახსენებს
გარემომცველ ბუნებასა და იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეცვალეს საპიენის
შეხედულებები და გავლენა იქონიეს მათ მიერ გარემომცველი სამყაროს შეცნობაზე,
შიდა მწარმოებლურ მეურნეობებზე თუ ჯგუფურ გაერთიანებებზე. რა თქმა უნდა,
ყოველივე ეს ჩამოთვლილი პპროცესები განხორცილდა მაშინ, როდესაც საპიენსმა
თავისი აღქმისა და კომუნიკაციური სისტემის გამომუშავების შემდგომ მოხერხა
დანარჩენებთან დაკავშირება და გაერთიანებების ჩამოყალიბება. ეს გაერთიანებები მათ
ერთობლივ საქმიანობასა და საერთო ინტერესების განხორციელებაში უნდა
დახმარებოდათ.

ჰარარი საუბრბს იმაზე, რომ საპიენსი რაც გასცდა აფრიკის საზღვრებს და თითქმის
ყველა კონტინენტი მოიცვა, დაიწყო ცხოვრება და საქმიანობა, გარემო პირობების
გაანალიზებასთან და ადაპტაციასთან ერთად საპიენსებმა დაიწყეს თავიანთი
შთაბეჭდილებების და ნანახის ასახვა და გადმოცემა სხვადასხვა საშუალებებით,
მაგალითად, ხელოვნებით, გამოქვაბულის კედლებზე ნახატებისა თუ სხვადასხვა სახის
გამოსახულებების ასახვა. ყოველდღიური საჭიროებები დაწყებული საყოფაცხოვრბო
ნივთებიდან და საშუალებებიდან, დამთავრებული სანადირო ხელსაწყოებით საპიენსს
უბიძგებდა საკუთარი ხელით შეექმნა, ისრები, ნაჯაახები, წერაქვი, ჭურჭელი
საკვებისათვის დ სხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოები. ერთმანეთთან საერთო მიზნებისა
თუ საჭიროებების გამო დაახლოება ხელს უწყობდა გარკვეული ჯგუფური
გაერთიანებების ჩამოყალიბებას, სადაც საკმაოდ ბევრი საპიენსი იმყოფებდა.
ნებისმიერი სახის საქმიანობის სფერო, რელიგიური წარმოდგენები, კულტურული
ღირებულებები თუ გარკვეული სახის კავშირები წარმოუდგენელია მეტყველებისა და
1
ერთმანეთს შორის საუბრის გარეშე, მეტყველებასა და დიდი ინფორმაციული მასალის
გადაცემას დიდი როლი გააჩნადა. ის რაც ჰომო საპიენს გამოარჩევს და
განსაკუთრებულს ხდის ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის მსგავსი არსებებებისგან ესაა
სამეტყველო ენა, რომელმაც საპიენსს საშუალება მისცა, მოერგო გარემო ბუნებრივი
პირობები და არსებული რესურსები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, მან მოიცვა
ყველა დარგი და დაამარცხა ყველა სახის წინააღმდეგობა, გაუსწრო თავისი
ინფორმაციული შესაძლებლობებით ნეანდერტანელ ადამინს და განვითარების მხრივ
უკან მოიტოვა საკუთარი წინამორბედები. საპიენსმა საუბრის უნარი გამოიყენა
გადასარჩენად და ტომების გასაერთიანებლად, ასევე მათთან თანამშრომლობისთვის
და ეფექტური ცხოვრების პირობებისთვის. ინფორმაციიისა და სიახლეეების გაცვლა-
გამოცვლა დაეხმარა საპიენსს თავისი იდენტობის შენარჩუნებასა და მის ფართო
მასშტაბებზე გავრცელებაში ,,რამდენიმე ათეული ინდივიდის მუდმივად ცვალებადი
ურთიერთობების კონტროლი უზარმაზარი ინფორმაციის ათვისებასა და შენახვას საჭიროებს’’
(ჰარარი 2018, 453).

ჰარარის აზრით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რამაც საპიენსები მცირე სახის
დაჯგუფებებიდან დიდი, კოლოსალური სახის გაერთიანებებამდე მიიყვანა არის
,,ჭორაობის უნარი’’ შეიძლება ეს ერთი შეხედვით არც თუ ისე სახარბიელო სიტყვად
ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჭორაობამ დიდი როლი შეასრულა საპიენსების
დაახლოებისა და და მათ შორის ნდობითი ფაქტორების წარმოქმნის პროცესში.
თავიდან ჯგუფური კავშირები იყო მცირე მასშტაბების, ამიტომ მისი წევრები
ერთმანეთთან მარტივად ამყარებდნენ ურთიერთობებს და ერთობლივად საქმიანობდენ,
მაგრამ იმის შემდეგ რაც გაერთიანებაში მყოფთა რიცხვმა იმატა, საპიენსები
დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ ამ წევრების სანდოობაში და ჰქონდათ მათ მიმართ
გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის შესაძლებლობების იდენტიფიცირება
და მათ ინდივიდუალურ შეხედულებებზე ინფორმაციის მიღება. სოციალური
ურთიერთობები თანადათან უფრო რთული და მჭიდრო ხდებოდა, ამიტომაც
აუცილებელი იყო თუ ჯგუფი სწორ წევრებს შეარჩევდა სამომავლო საქმინობების,
მეგობრული ურთიერთობისა თუ საერთო მიზნებზე გათვლილი მოქმედებების

2
განსახორციელებლად ,,კოგნიტური რევოლუციის დადგომასთან ერთად, ჭორაობის უნარმა
ჰომო საპიენსს უფრო დიდი და სტაბილური ერთობის ფორმირების საშუალება მისცა’’ (ჰარარი

2018, 455). ერთმანეთის ზურგს უკან საუბარი საპიენსებს საშუალებას აძლევდა


შეეფასებინათ არა მხოლოდ ტომის წევრების პოტენციალი მათი ძლიერი თუ სუსტი
მხარეები, აგრეთვე სათანადოდ შეესწვლათ მოწინააღმდეგის უანრები და მათ
საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ, ნადირობისა თუ საცხოვრებლის დაკავების
პროცესში. საპიენსთა ჯგუფები ერთმანეთს კონკურენციას უწევდენენ საკვები და
ტერიტორიული რესურსების გამო, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ჭორაობის
გამოყენებით ჯგუფში სანდო და ძლიერი ადამიანების აყვანა, ყოველდღიური სახის
პრობლემებთან გასამკლავებლად და, აგრეთვე ერთმანეთში მეგობრული და
იერარქიული ხასიათის ურთიერთობების დასამყარებლად.

ჰარარის აზრით, საკმარისი არაა მხოლოდ დიდი ჯგუფური გაერთიანებები,


აუცილებელია, რომ ამ კავშირი წევრობს თანამშრომლობისა და ერთობლივი
საქმიანობისთვის რაღაც საერთოსი სჯეროდნენ და მას იზიარებდნენ ერთხმად.
მაგალითად, საპიენსებს უძველეს დროში სწამდათ სხვადასხვა სახის ბუნების ძალებისა
თუ იმ მითების, რომლებსაც თავადვე ქმნიდნენ. საერთო რწმენა, თაყვანისცემა თუ შიში
უბიძგებდა საპიენსებს, რომ ყოფილიყვნენ ერთად და, რადგან ერთიან ღირებულებებს
და მითებს იზიარებდნენ, ჯგუფურად ნაყოფიერად ემუშავათ. ამან მისცა საშუალება
ადამიანთა რასას გაეძლიერებინა თავისი შესაძლებლობები უსაზღვროდ და პლანეტის
ყოველი წერტილი მოეცვა, ჩამოეყალიბებინათ სახელმწიფო, ეკონომიკური და
რელიგიური ერთობები. თითოეული მიმდინარეობა ნებისმიერი სფეროსი ეფუძნება
ადამიანთა საერთო ინტერესებს და მათ რწმენა-წარმოდგენებს, კონკრეტული საკითხისა
თუ ავტორიტეტებისადმი, ეს ფაქტორები აძლევს საშუალებას ადამინებს, რომ
მუდმივად სიახლოვეში იყვნენ და საერთო მიზნების გარშემო იმოქმედონ, სწორედ ამას
წარმოადგენს ,,ფიქციები’’, რომლებიც ადამიანების წარმოსახვის შედეგია და მათ მიერვე
დადგენილი წესებით იმართება, ამ ერთ მთლიანი სტრუქტურის საფუძველს
წარმოადგენს ადამიანთა დარწმუნებისა და დაჯერების პრინციპი, რომელიც არქაული
პერიოდიდან მოყოლებული დღეს, თანამედროვე სამყაროში უფრო წარმატებულად

3
აგრძელებს ფუნქციონირებას. როდესაც საპიენსი მიზნისამებრ ახერხებს გამოგონილი
რეალობის შექმნას და ილუზიის სახით დიდ მასებს მართავს, ამით ის დიდ
ძალაუფლებას იღებს და ფართო საზოგადობებზე გამოგონილი რეალობის დაჯერებას
ცდილლობს ,,როდესაც ეს პროცესი წარმატებით სრულდება, საპიენსი იღებს უზომო ძალას,
რადგან მილიონობით უცხო ადამიანს საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობის

საშუალება ეძლევა’’ (ჰარარი 2018, 460). ცივილაზიის ევოლუციის პროცესმა საპიენსები

,,ფიქციებით’’ რელიგიური შეხედულებებიდან და მითებიდან, მიიყვანა თანამედროვე


კომპანიებამდე და შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციებამდე. ადამიანების
წარმოსახვებითა და მათ მიერ გამოგონილი მეთოდებითა და ინსტრუმენტებით
იმართება მთელი კაცობრიობა და განაგრძობს ინდივიდების საერთო სურვილებისა და
ინტრესების გარშემო გაერთიანებას.

4
გამოყენებული ლიტერატურა

იუვალ ნოა ჰარარი ,,საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია’’. წიგნი შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 428-454. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი, 2018.

You might also like