You are on page 1of 12

კითხვები ამოკრებილი

1. პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ეკითხება მოხუც კეფალეს, ძნელია თუ არა მისთვის


სიბერე. რას პასუხობს კეფალე და სიბერის რა დადებით/უარყოფით მხარეებს ასახელებს?
კეფალესთვის სიბერე ძნელი არაა, მას მოსწონს კიდეც ის. მისთვის სიბერე ახალგაზრდული
ვნებებისგან გათავისუფლების გზა აღმოჩნდა და ამით იგი ძალიან ბედნიერია.კარგი
კაცისთვის სიბერეც კარგი იქნება, ხოლო იმისთვის, ვინც სიჭაბუკეშიც ავი ზნის იყო, სიბერეც
ავი აღმოჩნდება. სიბერე, ესაა პერიოდი, როდესაც სიკვდილს მიახლოებული ადამიანები
ყველაზე უკეთ იაზრებენ მათ განვლილ ცხოვრებას და ზოგს შიში იპყრობს, ზოგი კი
გულდამშვიდებულია. ცუდი სწორედ ეს სიკვილთან სიახლოვეა.
მეორე პასუხი- კეფალე პასუხობს რომ მისთვის სიბერე სულაც არ არის ძნელი და არა იმიტომ
რომ ის მატერიალურად უზრუნველყოფილია. კეფალეს აზრით მოხუცებულობის ამს
ადამიანი თავისუფლდება მატერიალური საზრუნავებისგან და ამ დროს მას ეძლევა
საშუალება მშვიდად იფიქროს. თუმცა, სიბერე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ძნელი,
როდესაც სამართლიანი ცხოვრებით აქვს ადამიანს ნაცხოვრები და დანაშაულის გრძნობა არ
აწუხებს.

2. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ სამართლიანობა ისაა, რაც ხელსაყრელია


(და არაა საზიანო) ძლიერთათვის. როგორ აკრიტიკებს სოკრატე თრასიმაქეს ამ მოსაზრებას?
თუკი ძლიერი მიიღებს მცდარ კანონს, რომელიც ჰგონია, რომ კარგია და მისი ქვეშევრდომები
იძულებულნი არიან დაემორჩილონ მას, მაშინ გამოვა, რომ ისინი ემორჩილებიან მცდარ
კანონს, რომელიც ვნებს ძლიერს მისგან დამოუკიდებლად, რადგანაც ჰგონია, რომ სწორი
კანონი მიიღო.
3. არისტოტელეს აზრით, რატომ მიიჩნევა ბრძენად/მცოდნედ ის, ვინც იცის ზოგადი და რა
მიმართებაშია ზოგადი და შეგრძნებები ერთმანეთთან?
ბრძენად მიიჩნევა ზოგადის მცოდნე, ვინაიდან მან იცის "როგორ?" ე.ი მან იცის არა მხოლოდ
ფაქტები ცალკეულად, არამედ მათი მიზეზებიც, ამ მიზეზებამდე იგი განსჯის, აზროვნების
საფუძველზე მიდის. მხოლოდ შეგრძნებების დონეზე ვინც აღიქვამს მოვლენებს, მას
არისტოტელე ბრძენს არ უწოდებს. შეგრძნებები უფრო კონკრეტულია, კონკრეტულის
შეცნობას ესწრაფვის და პასუხობს კითხვებზე: რა? სად? როდის? და არ პასუხობს კითხვაზე
რატომ? ზოგადმა და ბრძენმა კი სწორედ ამ "რატომ?"-ს უნდა გასცეს პასუხი.
4. რის გამო თვლის არისტოტელს (და პლატონიც), რომ სოფისტიკის ობიექტი არარსებულია?
რა აზრით უახლოვდება შემთხვევითი არარსებულს?
შემთხვევითი არარსებულს უახლოვდება იმ აზრით, რომ როდესაც რაღაც არსებობს
შემთხვევით, ნიშნავს, რომ იგი უმეტესად არ არსებობს, არამედ ხანდახან. როდესაც იგი
უმეტესად არ არსებობს, ე.ი არარსებულია. მაგალითად, ზაფხულში ცხელი დღეები
ნორმალურია, ცივი დღეები კი იშვიათი, ცივი დღეები ხანდახანაა, შემთხვევითია, ე.ი
უმეტესწილად არარსებულია. აქედან გამოდის, რომ შემთხვევითი ნამდვილად უახლოვდება
არარსებულს. სოფისტიკის ობიექტიც არარსებული იმ გაგებითაა, რომ სოფისტიკა
მსჯელობდა შემთხვევთ საგნებზე.
კითხვა1: პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ სამართლიანობა ისაა, რაც
ხელსაყრელია (და არაა საზიანო) ძლიერთათვის. როგორ აკრიტიკებს სოკრატე თრასიმაქეს ამ
მოსაზრებას?
პასუხი: დავუშვათ, რომ სახელმწიფოს მმართველი ძიერია. ის შეიძლება შეცდეს და მიიღოს ისეთი
კანონი, რაც საზიანო იქნება მისთვის. ქვეშევრდომები ამ კანონს აღასრულებენ, რაც სამართლიანია,
მაგრამ გამოდის, რომ ის, რაც სამართლიანია, საზიანოა მმართველისთვის, ანუ ძლიერისთვის.

1. პლატონის ‘სახელმწიფოს’ თანახმად, სოკრატე თვლის, რომ სამართლიანი


ადამიანისთვის არაა ნიშნეული ვინმესთვის (მტერი იქნება ის თუ მოყვარე),
ვნების/ზიანის მიყენება. როგორ ასაბუთებს სოკრატე ამ მოსაზრებას?

როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ავნებს, იგი ამით მეორეს ხდის უარესს და ბღალავს
მისს ღისებას. და ეს საქციელი არ არის სამართლიანი, რადგან სამართლიანი კაცი
სამართლიანობის მეშვეობით ადამიანსვერ გახდის უსამართლოს. აქედან
გამომდინარე სამართლიან კაცს არ შეუძლია არავის ვნება, არც მეგობრის და არც
მტრის.
2. პლატონის ‘სახელმწიფოში’ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება: ‘სამართლიანობა არის
სიმართლე და იმის უკანვე დაბრუნება, რაც მიგიღია’. რა მაგალითი მოაქვს სოკრატეე
იმის საჩვენებლად, რომ ზოგ შემთხვევაში ისეთი ქმედება, რომელსაც გულისხმობს ეს
მოსაზრება, უსამართლობად ითვლება?

სოკრატეს მოჰყავს ასეთი მაგალითი: ვთქვათ, ვიღაცას იარაღი აჩუქა მისმა მეგობარმა,
რომელიც შემდეგ ჭკუიდან შეიშალა და საჩუქრის უკან დაბრუნება მოითხოვა. ამ
შემთხვევაში იარაღის დაბრუნებაც ხომ უსამართლობა იქნებოდა და ამ უბედურ
დღეში ჩავარდნილი კაცისთვის მთელი სიმართლის გამხელაც.
3. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ მოკვდავთათვის უფრო
ხელსაყრელია უსამართლობა, ვიდრე სამართლიანობა. წარმატებას აღწევს ის, ვინც
არაფრად აგდებს სამართლიანობას, ის კი, ვინც ვერ გაბედა სამართლიანობის
წინააღმდეგ წასვლა და თავად იწვნია უსამართლობა, სიბრალულის ღირსია.
უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ შიშის გამო ჰგმობენ უსამართლობას. ძლიერი
და თავისუფალი ადამიანისთვის კი უფრო ნიშნეული უსამართლობაა. თრასიმაქეს
საწინააღმდეგოდ, სოკრატეს არ სჯერა, რომ უსამართლობა სამართლიანობაზე
სასარგებლოა/ხელსაყრელია. რა არგუმენტებს უპირისპირებს სოკრატე თრასიმაქეს
ნააზრევს და რით ცდილობს საკუთარი რწმენის (იმის, რომ უსამართლობა არაა
სამართლიანობაზე ხელსაყრელი) დასაბუთებას?

სოკრატე თრასიმაქეს საწინააღმდეგოს, ამომბს, რომ უსამართლობა ურთიერთობას,


თანაარსებობას ნებისმიერი ირთიანობის პრინციპს უშლის ხელს, იქნება ეს
სახელმწიფო, ჯარი თუ სხვა რა. ნებისმიერი ურთიერთობა სწორედ იმიტომ შეიძლება
შედგეს, რომ ადამიანები ბოლომდე უსამართლოები არ არიან. ამასთან, სოკრატე
ამბობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება, ისევე როგორც ღირსება. სწორედ
ამ ღირსების საშუალებით ასრულებს ის თავის დანიშნულებას. სულისთვის ამგვარი
ღირსება სამართლიანობას წარმოადგენს, ხოლო ამ ღირსებით შეიარაღებულის სული
კი ვერ იქნება უბედური.

4. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ სამართლიანობა ისაა, რაც


ხელსაყრელია (და არაა საზიანო) ძლიერთათვის. როგორ აკრიტიკებს სოკრატე
თრასიმაქეს ამ მოსაზრებას?

სოკრატეს მოჰყავს მაგალითი სამკურნალო ხელოვნებაზე და ამბობს, რომ


სამკურნალო ხელოვნება განიხილავს იმას რაც ხელსაყრელია სხეულისათვის და არა
თვითონ ხელოვნებისათვის. ასეა ცხენოსნობის ხელოვნებაზეც, განიხილავს იმას, რაც
ხელსაყრელია ცხენებისთვის და არა ცხენოსნებისთვის. ყველა ხელოვნებაზეც
ანალოგიურად, განიხილავს და აწესებს იმას, რაც უძლიერესისათვის კი არა, მასზე
უფრო სუსტი და უმწეო ქვეშევრდომისთვისაა სასარგებლო. გარდა ამისა, სოკრატე
ამბობს, რომ არავის არ სურს ნებაყოფლობით მმართველობა, რადგან აწესებს იმას რაც
სასარგებლოა თავისი ქვეშევდრომებისათვის.

5. პლატონის ‘სახელმწიფოში’ პოლემარქე პოეტ სიმონიდეს ნააზრევის მოშველიებით


სამართლიანობად მიიჩნევს იმას, რომ ყველას თავისი კუთვნილი მიეგოს. მეგობრის,
მოყვრის მიმართ კეთილი უნდა იყო, მტრის მიმართ კუთვნილის მიგება კი მისთვის
(მტრისთვის) ბოროტების მიგებაა. სოკრატე ამ მოსაზრებას რამდენიმე ასპექტით
აკრიტიკებს. ჩამოაყალიბეთ ერთი არგუმენტი მაინც, რომელიც მოაქვს სოკრატეს
პოლემარქეს მოსაზრების საპირისპიროდ.

სოკრატეს ერთ-ერთი არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მეგობრებად ითვლებიან ისინი,


ვინც ღირსეულნი არიან, ხოლო მტრებად - უღირსნი. თუმცა, ადამიანები ძალიან
ხშირად ცდებიან ამ მხრივ, არაერთ უღირსს მიიჩნევენ ღირსეულად და პირიქით.
პოლეარქეს ნააზრევს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სამართლიანია უღირსი
ხალხის მიმართ კეთილები უნდა ვიყოთ, ღირსეულების მიმართ კი პირიქით. ხოლო
ღირსეული ადამიანები ხომ სამართლიანები არიან და არ სჩადიან უსამართლობას.
აქედან გამოდის, რომ სამართლიანობა არის ბოროტების გაკეთება იმათთვის ვინც არ
სჩადის უსამართლობას.
თავდაპირველად სოკრატე ამბობს, რომ ხშირად ადამიანები ცდებიან იმის
განსაზღვრისას, თუ ვინაა ღირსეული და ვინ უღირსი, ასე რომ შეიძლება უღირსი
ჩათვალონ მეგობრად და ღირსეული მტრად, ანუ ღირსეულს ავნონ და უღირსს
კეთილი უყონ. მეორე არგუმენტი კი ის იყო, რომ სამართლიან კაცს არ შეუძლია,
ვინმეს ავნოს. ეს მხოლოდ უსამართლო კაცს შეუძლია.
6. პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ეკითხება მოხუც კეფალეს, ძნელია თუ არა
მისთვის სიბერე. რას პასუხობს კეფალე და სიბერის რა დადებით/უარყოფით
მხარეებს ასახელებს?

კეფალე პასუხობს, რომ მოხუცები ერთად იკრიბებიან ხოლმე, სადაც სინანულით


იხსენებენ ახალგზრდობაში განცდილ სიამოვნებებს- ქეიფს, სასიყვარულო
განცხრომას და სხვ. ზოგიერთი შინაურებს შესჩივის, არაფერად აღარ მაგდებენო და
ყველა უბედურებას სიბერეს აბრალებენ. თუმცა, კეფალეს აზრით, სიბერეს სიმშვიდე
და ვნებათაღელვისაგან განთავისუფლება მოაქვს. ვნებათა დაცხრობა კი სასტიკი
მბრძანებლისაგან გამოქცევას ჰგავს. ბერიკაცების წუწუნი კი არა სიბერის, არამედ
მათი ხასიათის ბრალია.წესიერი და თავდაჭერილი კაცისთვის სიბერე არც ისე ძნელი
ასატანია, უწესოს და აღვირახსნილს კი სიბერის გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისაც.

7. პლატონის ‘სახელმწიფოში’, იმისათვის, რომ სოკრატესაგან მოისმინოს


სამართლიანობის დაცვა და დარწმუნდეს მის (სამართლიანობის) უპირატესობაში
უსამართლობასთან შედარებით, გლავკონი ამ უკანასკნელს (უსამართლობას) ასხამს
ხოტბას და ჩამოთვლის მის ‘უპირატესობებს’ (მაგ. ‘უჩინმაჩინის ბეჭედი’ რომ მივცეთ
სამართლიან ადამიანსაც და უსამართლოსაც, ისინი ერთნაირად იმოქმედებენ; ან:
ვინც უსამართლო ქცევით, შესაბამისად, უფრო ადვილად, სძლევს დანარჩენებს და
გამდიდრდება, მეგობრებისთვისაც და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი იქნება,
ვიდრე სამართლიანი კაცი). რა მაგალითებს/არგუმენტებს უპირისპირებს სოკრატე
გლავკონის ნათქვამს?

კითხვა3: პლატონის ‘სახელმწიფოს’ თანახმად, სოკრატე თვლის, რომ სამართლიანი


ადამიანისთვის არაა ნიშნეული ვინმესთვის (მტერი იქნება ის თუმოყვარე),
ვნების/ზიანის მიყენება. როგორ ასაბუთებს სოკრატე ამ მოსაზრებას?

ჩემი პასუხი: ვნების მიყენებით ადამიანი არ ხდება უკეთესი. ამიტომ სამართლიანი


უსამართლოს ან სამართლიანს ზიანს არ მიაყენებს იმ განზრახვით,რომ ის
გამოასწოროს. თუ სამართლიანს უნდა უსამართლო დაიმსგავსოს, მას ზიანს არ
მიაყენებს, რადგან ზიანის მიყენებით ვერ დაიმსგავსებს.
ახალი პასუხი: რაიმე თბილმა რომ გაათბოს რაიმე სხვა, რაც ცივია, ის (თბილი) ამას
გაციებით ვერ შეძლებს, ასევე სამართლიანი ადამიანი ვერ დაიმსგავსებს უსამართლო
ადამიანს უსამართლობით (ვნების მიყენებით) და სამართლიან ადამიანს არც
შეუძლია ვინმესთვის ვნების მიყენება. იმისათვის, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ,
ამისათვის, სულ მცირე, უსამართლობას უნდა ვიყო ზიარებული, რადგან ვინმესთვის
ზიანის მიყენება უსამართლობაა და ამის გარეშე ზიანს ვერ მივაყენებთ,
სამართლიანი ადამიანისთვის კი უცხოა უსამართლობა და მაშასადამე ზიანის
მიყენებაც, რაც უსამართლობის გამოხატულებაა, ამიტომ ერთი, რომ სამართლიანი
ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის და მეორე, რომ სამართლიანი ადამიანი ზიანის
მიყენებით ვერ დაიმსგავსებს (გამოასწორებს) უსამართლო ადამიანს.
კითხვა5: რა მიზეზს ასახელებს სოკრატე იმის ასახსნელად, რომ ის მხოლოდ კერძო
საუბრებითაა დაკავებული და თავს აიდებს საჯარო გამოსვლებს,საზოგადო
მოღვაწეობას?
ჩემი პასუხი: რა მოხდებოდა ამ კითხვის ნაცვლად რომ მომსვლოდა: "როგორ
აკრიტიკებს (შეუმჩნევლად) სოკრატე ძენონის მტკიცებას, რომ მრავალი არარსებობს?"
დავწერდი:
ძენონი საკუთარ ნაშრომში ცდილობს დაამტკიცოს დებულება, რომ მრავალი არ
არსებობს, ამისთვის კი ის იყენებს მრავალ არგუმენტს, გამოდის რომმრავალი
არსებობს და, მართალია არგუმენტებით ამ დებულების გამყარებას ცდილობს, მაგრამ
სინამდვილეში ის აბათილებს იმ მიზეზით, რომმრავლის არ არსებობის
გამყარებისთვის, მრავლის არსებობას იყენებს, გამოდის რომ მრავალი არსებობს და
დებულება, რომელსაც ამყარებს მცდარია.სოკრატე მართალია ამას შენიშნავს, მაგრამ
ამის დანახვა რთულია :)
ახალი პასუხი: საჯარო გამოსვლას ის თავს არიდებს იმიტომ, რომ დიალოგი უფრო
ეფექტიანია მაშინ, რაც უფრო ცოტა ხალხია. რაც შეეხება საჯარო მოღვაწეობას,
სოკრატე ამისთანა მოღვაწეობასაც განუდგება. ამისთვის ის მოიშველიებს მაგალითს.
იყო დრო როცა მას და კიდევ რამდენიმეს დაავალეს უდანაშაულო ადამიანის
ჩამოყვანა და სიკვდილით დასჯა, მაგრამ იმისთვის, რომ სოკრატე არასამართლიანად
არ მოქცეულიყო არა კანონის ფარგლებში, არამედ საკუთარი მორალიდან
გამომდინარე, განუდგა ბრძანებას და არ წავიდა აღნიშნული ადამიანის
ჩამოსაყვანად. საჯარო სამსახურში ყოფნისას შეიძლება ისეთი რამის შესრულება
მოგიწიოს/დაგავალონ, რაც არაა სამართლიანი და მისი შესრულებით ჩავიდენთ
უსამართლობას, ამიტომ სოკრატეს არ მოსწონს საჯარო მოღვაწეობა.
მესამე პასუხი : სოკრატეს აზრით მას თუ სურს დიდხანს იცოცხლოს მან თავი უნდა შეიკავოს საჯარო
გამოსვლებისა და საზოგადო მოღვაწეობისაგან. ასევე უს არ არის დაწმუნებული საკუთარ
ყოვლისმცოდნეობაში, სხვა „ვითომ“ ბრძენი ადამიანებისგან გასნხვავებით და ურჩვებნია თავი
აარიდოს საჯარო გამოსვლებს.

არისტოტელეს მოჰყავს მეგარელების შეხედულება, თუ რა შემთხვევაში არსებობს მათი აზრით უნარი/შესაძლებლობა, შემდეგ
კი აკრიტიკებს მათ. ჩამოაყალიბეთ მეგარელების შეხედულებაც და მისი (ამ შეხედულების) არისტოტელესეული კრიტიკაც.
მეგარელების აზრით უნარი, როგორც შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მისი დემონსტრაცია ხდება.
არისტოტელე უპირისპირდება ამ მოსაზრებას და მოჰყავს როგორც მინიმუმ ოთხი უტყუარი არგუმენტი. პირველი ასე
შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მეგარელების აზრით, თუ ადამიანი ზის, მაშინ მას აქვს მხოლოდ ჯდომის უნარი, არაფერი სხვა
და ის ვერ ადგება (მაგალითად, ან ვერ გაივლის) და უნდა იჯდეს სამუდამოდ, რაც სიმცდარეა მეორე: დავუშვათ, მშენებელს
აქვს შენების უნარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის აშენებს, ( ანუ ვერ ექნება თეორიული ცოდნა შენების შესახებ და როგორ
ააშენოს იცის მხოლოდ მაშინ, როცა აშენებს) ვთქვათ, მშენებელმა ააშენა სახლი და ახლა არ აშენებს (რადგან, მაგალითად,
ისვენებს) რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი სახლს ვეღარ ააშენებს, რადგან, მას უნარი(ანუ ცოდნა) შენებისა აღარ ექნება,
რაც სიმცდარეა. მესამე: სიტკბოება, სიმყარე და სუბსტანციის სხვა ასეთი (შეგრძნებადი) თვისებები არსებობენ მხოლოდ
მაშინ, როდესაც მათ ვინმე შეიგრძნობს, (ანუ მათი არსებობისათვის აუცილებელია შემგრძნებელი) რაც გულისხმობს იმას,
რომ, მაგალითად, რაღაც საჭმელში - თაფლში არ არის სიტკბოების ნივთიერება ზოგადად და ჩნდება მხოლოდ მაშინ,
როდესაც ჩვენ მას ვსინჯავთ, რაც სიმცდარეა. მეოთხე: თუ დავუშვებთ იმას, რომ რაღაც სუბსტანცია არის წარმოშობილი
მხოლოდა მხოლოდ წარმოშობის პროცესში, (ანუ მას წარმოშობის უნარი მხოლოდა მხოლოდ წარმოშობის, როგორც
დემონსტრირებული, ცხადყოფილი შესაძლებლობის დროს აქვს) მაშინ თუ სუბსტანციის წარმოშობის პროცესის მომსწრენი
არ ვართ, მაშინ ის წარმოშობილი არ არის, რაც სიმცდარეა
რის გამო თვლის არისტოტელს (და პლატონიც), რომ სოფისტიკის ობიექტი არარსებულია? რა აზრით უახლოვდება
შემთხვევითი არარსებულს?
არისტოტელე ეთანხმება პლატონს და ამბობს რომ სოფისტიკის ობიექტი არარსებულია, რადგან მათი განსჯის საგანია
ვთქვათ ერთი და იგივეა თუ არა "განათლებული" და "წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი," "თეთრი შეფერილობის მქონე
ადამიანი" და "სოკრატე," სოფისტების აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი წყვილები ორი სხვადასხვა და ერთმანეთისგან
განყენებული ცნებებია.ასეთი შემთხვევა კი რეალურად არ არსებობს, ანუ ისინი მსჯელობენ რაღაც არარსებულზე.
არისტოტელე კი თვლის, რომ ორი ცნება შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, მაგალითად, "თეთრი ადამიანი" შეიძლება იყოს
"განათლებულიც" ეს დამთხვევა კი შემთხვევითობაა და სწორედ ამის გამო, შემთხვევით არსებული უახლოვდება
არარსებულს.

1. რა მიზეზს ასახელებს სოკრატე იმის ასახსნელად, რომ ის მხოლოდ კერძო


საუბრებითაა დაკავებული და თავს აიდებს საჯარო გამოსვლებს, საზოგადო
მოღვაწეობას?

სოკრატე თვლის, რომ აქამდე დაღუპული იქნებოდა საზოგადო მოღვაწეობასთვის,


რომ მოეკიდა ხელი. მას მიაჩნია, რომ იგი მართალი ადამიანია, ხოლო როდესაც
საზოგადო სამსახურში იყო ბევრჯერ ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, სადაც უნდა
აერჩია ან თავი გადაერჩინა და ეღალატა პრინციპებისათვის ან არ ეღალატა და თავი
ცუდ მდგომარეობაში ჩაეგდო. მაგალითად მოჰყვას, როდესაც ტირანმა უდანაშაულო
კაცის მოყვანა დაავალა, მან კი არ შეასრულა ბრძანება. სოკრატე მიიჩნევს, რომ მას
უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, როდესაც კერძო საუბრებით ცდილობს ხალხს თვალი
აუხილოს.
სოკრატეს რაღაც იდუმალი ხმა უკრძალავს საჯარო გამოსვლებს. რომ არ
უკრძალავდეს, მისი სახსენებელიც კი აღარ იქნებოდა აქამდე, ტყუილუბრალოდ
დაიღუპებოდა ისე, რომ ვერც თავის თავს არგებდა რამეს და ვერც ქალაქს.

8. რის გამო აკრიტიკებს პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ჰომეროსს, ჰესიოდესა და


სხვა პოეტებს?
სოკრატე სვამს კითხვა, რომ თუ ღმერთი არის სამართლიანი და კეთილი - რატომ
მრუშობს და რატომ კლავს? ის არ აკრიტიკებს პოეტებს ის აკრიტიკებს ღმერთების
ბუნებას, როგორსაც მას პოეტები აღწერენ. მისი მოთხოვნაა, რომ ღმერთებზე არ
დაწერონ ისეთი რამ, რაც ღმერთებს, წესით, არ ახასიათებთ.

და აქედან მოდის შემდეგ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუზსნელი


კითხვა. „კარგია და ამიტომ ღმერთებს მოსწონთ (რაღაც), თუ ღმერთებს რომ
მოსწონთ, იმიტომაა კარგი?“
9. რის გამო უჩივლეს სასამართლოში სოკრატეს? დაასახელეთ მისთვის წაყენებული
ბრალდებები და, ასევე, ჩამოაყალიბეთ როგორ იცავს თავს სოკრატე თითოეული
ბრალდებისგან.
წაყენებული ბრალდებები: სოკრატე მკრეხელობს, არ იცავს კანონებს, რყვნის
ახალგაზრდობას, ასწავლის ცრუ რაღაცეებს და არ აღიარებს ღმერთის არსებობას.
„სოკრატე მკრეხელობს და ფეხქვეშ თელავს კანონს, თავხედურად ცდილობს,
ჩასწვდეს ქვესკნელისა და ზესკნელის საიდუმლოს, სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და
სხვებსაც ამასსვე აჩვევს.“
სოკრატე ამბობს, რომ ამ საქმისა არა გაეგება რა, იგი არ ცდილობს ხალხის აღზრდას
და ამით ფულის გაკეთებას.
სოკრატე უმტკიცებს მელეტოსს, რომ იგი არ რყვნის ახალგაზრდობას:
თავდაპირველად მიდიან ამ დასკვნამდე, რომ მხოლოდ სოკრატე რყვნის მათ,
დანარჩენი კი ყველა მოქალაქე სრულყოფს ახალგაზრდობას. ამის საპირისპიროდ
სოკრატეს მოჰყავს მაგალითი, რომ ცხენის გახედვნა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია,
სხვები კი პირიქით, აფუჭებენ მას. ბედნიერები იქნებოდნენ ახალგაზრდები, მხოლოდ
ერთი კაცი რომ აფუჭებდეს მათ, დანარჩენები კი სრულყოფდნენ.
სოკრატე შეგნებულად ვერ გარყვნის ახალგაზრდობას, რადგან თვითონ უფრო უნდა
ეშინოდეს მათი, ხოლო თუ უნებლიეთ რყვნის, მაშინ მელეტოსი ცალკე უნდა
დალაპარაკებოდა მას და მიეთითებინა მისი არასწორი საქციელი ნაცვლად იმისა, რომ
სასამართლოში მოეყვანა.
შემდეგ სოკრატემ ათქმევინა მელიტოსს, რომ მისი აზრით, სოკრატე საერთოდ არ
აღიარებს ღმერთებს, თუმცა ამის საპირისპიროც დაუმტკიცა. ათქმევინა მას, რომ
სოკრატე აღიარებს დემონიურობას, დემონიურობა კი ღმერთისგან მოდის, ანუ
შეუძლებელია, რომ არ აღიარებდეს ღმერთებს.

10. სოკრატეს აზრით, რატომ (რა მიზეზ(ებ)ის გამო) არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის?
ჩამოაყალიბეთ არგუმენტაცია დეტალურად (პლატონის 'სოკრატეს აპოლოგიის'
მიხედვით)

სოკრატე ამბობს, რომ სიკვდილი სიკეთეა. მართლაც მისი თქმით, ორში ერთია, ან
სიკვდილი არარობად ქცევაა ან გარდაცვალება , სხვა სამყაროში გადანაცვლება. თუ
სიკვდილის მერე ვერაფერს იგრძნობ, სოკრატეს თქმით, ეს შვებაა, და ტკბილ
უშფოთველ ძილს გავს, რადგან ცხოვრება სავსეა ტანჯვა ვაებით ხოლო სიკვდილი
სიმშვიდის და დასვენების მომტანია. მეორემხრივ, თუ სიკვდილი სულის
გადასახლებაა, ჰადესის საუფლოში, იქ სადაც ყველა დიდებული ბერძენის სული
განისვენებს, სოკრატეს თქმით, მათ გვერდით ყოფნა ჭეშმარიტი ბედნიერებაა. ასევე,
სოკრატეე ამბობს, რომ სიკვდილი არის გაურკვევლობა . ანუ სიკვდილზე ვერ იტყვი
რომ ცუდია ან კარგი, შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ხოლო მისი ამ ამჟამინდელი
ცხოვრება ნამდვილად ტანჯვაა და შესაბამისად სიკვდილი მისთვის ხნაც კია.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, რადგან უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი


ღირსება. თუკი ვიცოცხლებთ, მაგრამ სამაგიეროდ შერცხვენილები ვიქნებით, ასეთ
სიცოცხლეს აზრი ეკარგება, ამიტომ მას სიკვდილი სჯობს. მაგალითად მოჰყავს
თეტიდას ვაჟი, რომელიც არ შეუშინდა სიკვდილს, რადგან იმის უფრო მეტად
ეშინოდა, რომ მხდალის სახელი ექნებოდა, თუ მეგობრის სისხლს არ აიღებდა.
სიკვდილის შიში იმას ნიშნავს, რომ თავი ბრძენკაცად მოგაქვს და იჩემებ იმის
ცოდნას, რაც სინამდვილეში არ იცი.
სიკვდილი ან არარაობად ქცევაა და გარდაცვლილი ვერაფერს ვეღარ გრძნობ, ან
სულის სხვა ქვეყნად გადასახლება. თუ სიკვდილის შემდეგ არაფერს აღარ
ვიგრძნობთ, მაშინ ის ტკბილ, უსიზმრო ძილს დაემსგავსება, ასე რომ უნდა ვინატროთ
კიდეც ის. ხოლო თუ სიკვდილი ჰადესის სამყაროში გამგზავრებაა, მაინც უნდა
გვიხაროდეს, რადგან იქ ჭეშმარიტი მსაჯულების წინაშე წარვსდგებით, თანაც უამრავ
საინტერესო ადამიანს ვნახავთ ^_^

11. განმარტეთ, სოკრატეს აზრით, რის გამო იყო ის სხვა ადამიანებზე უფრო ბრძენი?

სოკრატე ამბობდა, რომ მან სხვებისგან განსხვავებით, შეიცნო საკუთარი უმეცრება.


მიხვდა რომ, არაფერი არ იცის. ხოლო დანარჩენებმა, არათუ არაფერი იციან, არამედ
გონიათ კიდეც, რომ იციან.

სოკრატეს აზრით, ის სხვა ადამიანებზე ბრძენი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ


იცოდა, რომ არაფერი არ იცოდა და არ რაკი არაფერი არ იცოდა, არც ეგონა,
რომ რამე იცოდა B-)
12. გადმოეცით პლატონის ‘სახელმწიფოში’ მოთხრობილი ‘გამოქვაბულის იგავი’ და
ახსენით, როგორ მიეყენება ეს იგავი სინამდვილეს.
იგავი იწყება ასე - წარმოიდგინეთ სრულად ჩაბნელებული მღვიმე და ხალხი,
რომელიც დაბადებიდანვე ამ მღვიმეში ცხოვრობს. ეს ხალხი ისე არის დაბმული, რომ
მთელი ცხოვრება მღვიმის კედელს უყურებს. მღვიმე კი ასეა მოწყობილი - გარეთ
მზეა, რომ ჩაუყვები გამოქვაბულს იქ დაინახავ ცეცხლს, ცეცხლის იქით კი
ცხოველების და ადამიანების ფიგურებს. ისე გამოდის, რომ ეს ცეცხლი ამ ფიგურების
ლანდებს ქმნის მღვიმის კედელზე და იქ დამწყვდეული ხალხი მთელი ცხოვრება ამ
ლანდებს უყურებს, გონიათ, რომ ეს არის ჭეშმარიტება. ახლა, თუ რომელიმე
ადამიანს(ფილოსოფოსს) მოვხსნით ჯაჭვებს და მაღლა ავუშვებთ, ჯერ ის დაინახავს
ფიგურებს და მიხვდება, რომ რასაც მთელი ცხოვრება უყურებდა, ტყუილი ყოფილა,
ამასთანავე ცეცხლისთვის თვალის გასწორებაც გაუჭირდება(ეს ნიშნავს, რომ
ჭეშმარიტი ცოდნის მიღება, აღქმა და გაანალიზება ძალიან რთულია) შემდეგ
გააგრძელებს სიარულს და ამოვა ნამდვილ სამყაროში, სადაც მზეც თავიდან
დააბნელებს თუმცა რაღაც ხანის შემდეგ მის ყურებასაც მიეჩვევა, ეს ადამიანი
ჩასწვდება ნამდვილ ცოდნას. ამის შემდეგ ფილოსოფოსს მოუნდება დაბრუნდეს და
ნასწავლი სხვებსაც გაუზიაროს, თუმცა გამოქვაბულში სიარული გაუჭირდება,
რადგან სინათლეს მიჩვეულს, სიბნელეში მოუწევს სიარული (ეს ალბათ ნიშნავს რომ
რთულია ასეთი გასული კაცისთვის უბრალო მოკვდავებთან ურთიერთობა) ხოლო
როცა მიზანს მიაღწევს და მეგობრებს ყველაფერს მოუყვება, ისინი ვერაფერს ვერ
გაიგებენ და პირიქით, ამ ტიპს აუმხედრდებიან, რეებს ჩმახავო, საბოლოოდ კი
მოკლავენ.

13. პლატონის ‘ფედონის’ მიხედვით ჩამოაყალიბეთ პლატონისეული ანამნესისის, იგივე


‘ცოდნა-მოგონების კონცეფცია’ (იგულისხმება ხედვა, რომლის მიხედვითაც ცოდნა
გახსენებაა).

14. სოკრატეს თქმით, რას ანიშნებდა მას იდუმალი ხმა/დემონი?

სოკრატეს თქმით, იდუმალი ხმა მას ყოველთვის ეუბნებოდა რა არ უნდა გაეკეთებინა.


(რა უნდა გაეკეთებინა მაგას არა)

15. გადმოეცით ანაქსიმანდრეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

ანაქსიმანდრეს მთავარი დებულება არის, რომ „არაფრიდან არაფერი არ წარმოიშობა“.


მისი აზრით, არხე იყო „აპეირონი“, რაც ერთის მხრივ, არ არის არც ერთი
გასაზღვრული თვისების მქონე, მაგრამ მეორე მხრივ ყველა თვისებას შეიცავს.
აპეირონი ყოველმხრივ უსაზღვროა. ყოველივე მისგან წარმოიშობა და მასში გადადის,
ერთგვარი წრებრუნვაა. ხოლო, რაც შეეხება კერძო საგნებს, მათ აპეიორინიდან
გამოყოფას ანაქსიმანდრე თავხედობას უწოდებს და ამბობს რომ საგნები ამის გამო
სიკვდილით ისჯებიან.
ანაქსიმანდრეს მთავარი დებულება არის, რომ არაფრისგან არაფრი არ წარმოიშობა,
ამიტომ იგი არ ეთანხმება თალესს და მიიჩნევს რომ შეუძლებელია წყლისგან
წარმოიშვას თავად ამ წყლისგან განსხვავებული. მისი აზრით, ყველაფრის საწყისი
აპერიონია(განუსაზღვრელობა) აპერიონი ერთისმხრივ არ არის არცერთი
განსაზღვრული თვისების მქონე. მაგრამ მეორე მხრივ ყველა თვისებას შეიცავს.
წარმოშობა არის აპერიონიდან გამოყოფა. (გარეგანი ძალის დახმარებით არ ხდება) ეს
არის მეტიჩრობა და დანაშაული აპერიონის და მასში არსებული სხვა საგნების
მიმართ. სასჯელი სიკვდილია. სამართლიანობა მხოლოდ აპერიონშია სადაც საგნები
არიან თანასწორნი. ამასთან რახან აპერიონი არის საწყისი და კერძო საგანთა
არსებობის მიზეზი, ისიც დამნაშავეა და დაისჯება სხვა საგნების გაუვებელი
გამოყოფით. ის გამოყოფილებიც დაისჯებიან და ასე ))))
16. გადმოეცით თალესის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.
თალესი იყო წინასოკრატელი ფილოსოფოსი, ის იკვლევდა საწყის, მას ყველაფრის
საწყისად მიაჩნდა წყალი, იმიტომ, რომ ყველაფერი წყლისგან შედგება, მიწის
ირგვლივ წყალია, ყველაფერი საიდანაც რაღაც წარმოიშობა წყალს შეიცავს.

თალესი ყველაფრის საწყისად მიიჩნევს წყალს . არისტოტელე წერს, რომ ალბათ


იმიტომ მიჩნევდა წყალს, რომ ხმელეთის გარშემო წყალი, ყოველი თესლი
საიდანაც რამე აღმოცენდება წყლის შემცველია და თანაც წყალს შეუძლია იყოს
მყარი თხევადი, ასევე იცვალოს ფორმა(რა ჭუჭელშიც ჩაასხამ შესაბამისად)
17. გადმოეცით პარმენიდეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

პარმენდეს ორი დებულება ჭეშმარიტებისაკენ : რაც არის ის არის,


რაც არ არის ,ის არ არის.
უარყოფდა ბუნებას, (ისეთი ფიზიკური რეალობის არსებობას რასაც შეგრძნებებით
აღვიქვამთ) ბუნება არ არის იმიტომ რომ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი იმიტომ არ
არსებობს, რომ არ არსებობს არარაობა. მისი აზრით , არსებული არის ერთი , ეს ერთი
არის უნაკლო ( რადგან ნაკლი გულისხმობს ‘არარას’ ქონას) იგი უცვლელია, არ
წარმიშობა და არ ისპობა. არც დროშია განფენილი და არც სივრცეში. არ მოძრაობს , არ
აქვს საზღვარი.
პარმენდეს ორი დებულება ჭეშმარიტებისაკენ (ალეთია)
რაც არის ის არის,
რაც არ არის ,ის არ არის (გენიოსი იყო რას ვერჩით)
უარყოფდა ბუნების, (ისეთი ფიზიკური რეალობის არსებობას რასაც შეგრძნებებით
აღვიქვამთ) ბუნება არ არის იმიტომ რომ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი იმიტომ არ
არსებობს, რომ არ არსებობს არარაობა. მისი აზრით , არსებული არის ერთი , ეს ერთი
არის უნაკლო ( რადგან ნაკლი გულისხმობს ‘არარას’ ქონას) იგი უცვლელია, არ
წარმიშობა და არ ისპობა. არც დროშია განფენილი და არც სივრცეში. არ მოძრაობს , არ
აქვს საზღვარი. (არსბეულის შესახებ ასე ფიქრობს პარმენდე)

18. გადმოეცით ანაქსიმენის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

ანაქსიმენი ეძებდა ისეთ საწყისს, სადაც არხე იქნებოდა პირველადი ნივთიერება,


სადაც არ არის მოცემული საგანთა გასხვავებანი. ხოლო განსხვავება იქნებოდა საწყისი
ნივთიერების სხვადასხვა რაოდენობა საგნებში. ის ასეთ ნივთიერებად ასახელებს
ჰაერს, რადგან ჰაერი მოქნილია, ნაკლებად ეწინააღმდეგება სხვა საგნებს, თითქოს არც
კი არსებობს. არც წყალივით გასაზღვრული და არც აპეირონივით განუსაზღვრელი,
ერთგვარი საშუალოა მათ შორის. ჰაერი არის ყველაფრის არსება, ყველაფერი
ერთიანობაშია და ეს ერთიანობა ჰაერში მდგომარეობს. ანაქსიმენთან ჰაერი მხოლოდ
მასალა კი არ არის, არამედ გამაერთიანებელი პრინციპიც.
ანაქსიმენი თვლიდა რომ არხე არის საგანთა პირველი ნივთიერება, სადაც საგანტა
განსხვავება არაა მოცემული, საგნები ერთმანეთისგან თვისობრივად , მათში არხეს
პროცენტული შემადგენლობით განსხვავდებიან. საგნებში პირველი ნივტიერების
სხვადასხვაობას , იწვევს ამ საგნების გასქელება, გათხელება (ასქელებს სიცივე,
ათხელებს -სითბო)
პირველ ნივტიერებად ასახელებს ჰაერს, რადგან ის მოქნილია, არ უშლის სხვა
ნივთიერებებს, თითქოს არც არსებობს, სინამდვილეში კი ყველაფერს აერთიანებს და
კრავს.

19. გადმოეცით პითაგორას ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.


a) პითაგორას მიერ დაწერილ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ
ვიტყვით, რომელი მოსაზრება ეკუთვნის უშუალოდ მას. როდესაც ვლაპარაკობთ პითაგორაზე,
არ ვგულისხმობთ ერთ პიროვნებას, არამედ პიროვნებათა ჯგუფს.
b) პითაგორას მიაჩნდა რომ სული უკვდავია და სჯეროდა სულის გადასახლების ანუ
მეტემფსიქოზის: ადამიანის სული მოგზაურობს სხეულიდან სხეულში. შესაძლოა ადამიანის
სხეულიდან ცხოველისაში ან პირიქით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცხოვრა სულმა.
c) პითაგორასთვის რიცხვების თეორია არ იყო მხოლოდ მათემატიკური, იგი ფიქრობდა, რომ
რიცხვები და რაოდენობრივი თანაფარდობები განაპირობებდა სამყაროში წესრიგს. საწყისი
არა რომელიმე ერთი ნივთიერება, არამედ უბრალოდ ერთი იყო. გრძნობად საგანთა
საწყისადაც არაგრძნობადს მიიჩნევდა. რიცხვების დამოკიდებულებების ცოდნას საგანთა
წესრიგის ცოდნასთან აიგივებდა. მან ხილული და გრძნობადი უხილავი და არაგრძნობადი
საფუძვლით ახსნა.
d) ერთი არის რიცხვის საწყისი და წერტილი არის ხაზის საწყისი. წერტილი ერთი და
განუყოფელია. ორ წერტილს შორის დამოკიდებულება ხაზია, სამ წერტილს შორის - სიბრტყე,
ოთხ წერტილს შორის კი - ფიგურა. გეომეტრიული ფიგურები რიცხვებია, რაოდენობრივი
მიმართებები. ფიზიკური საგნები კი გეომეტრიულ ფიგურებად იშლება.

რის გამო თვლის არისტოტელე (და პლატონიც), რომ სოფისტიკის ობიექტი არარსებულია? რა აზრით
უახლოვდება შემთხვევითი არარსებულს?
მეტაფიზიკაში არისტოტელე საუბრობს მეცნიერებებზე და ამბობს, რომ შემთხვევითის შესახებ არ
არსებობს მეცნიერება, რადგან იგი არის რაღაც არაკანონზომიეების შესახებ (შემთხვევითობას ხომ
კანონზომიერება არ ახასიათებს), იგი რაღანაირად არარსებულს უახლოვდება, არც აუცილებელ
შემთხვევაში ხდება და არც უმეტეს წილად, არამედ შემთხვევით, ყოველგვარი კანონზომიერების
გარეშე, სწორედ ამიტომ სოფისტების კვლევის ობიექტი არის არარსებული.

Question text
როგორ ასაბუთებს არისტოტელე იმას, რომ აუცილებელია შემთხვევითობის არსებობა?
არსებობს მოვლენები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად ხდება. მაგალითად, ზაფხულში ცხელი და
მზიანი ამინდები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ცივი და სუსხიანი ამინდი უკვე შემთხვევითობად
შეგვიძლია განვიხილოთ. შესაბამისად, არსებობს რაღაც მოვლენები, რომლებიც არ ხდება მუდმივად,
არამედ ხანდახან ან იშვიათად, ამიტომ ჩნდება შემთხვევითობის არსებობის აუცილებლობა. სწორედ
ამ გამონაკლის შემთხვევებს უწუდებს არისტოტელე შემთხვევითობას.
არისტოტელეს აზრით, რა მნიშვნელობა აქვთ (ა) გაოცებას/გაკვირვებასა და
(ბ) მოცალეობას/თავისუფალი დროის ქონას ფილოსოფიისთვის?
არისტოტელეს აზრით, გაოცება/გაკვირვება არის საწყისი ძიებისა. სწორედ გაოცებით იწყება რაღაცის
კვლევა. რაც შეეხება მოცალეობას, ფილოსოფოსისთვის დროს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს და ამ
საქმისთვის დიდი რაოდენობით ესაჭროება. იგი მხოლოდ ფილოსოფიით უნდა იყოს დაკავებული.

როგორ ასაბუთებს არისტოტელე, რომ არსებობს უძრავი არსება (უძრავი უსია/სუბსტანცია)?


ჩვენს ირგვლივ უამრავი საგანია, რომელიც მატერიასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად,
ცვალებადი და მოძრავია. მოძრავი საგნების არსებობასთან ერთად, უნდა არსებობდეს რაღაც ძალა,
რომელიც ამ საგნებს მოძრაობას ანიჭებს. აქვე გვჭირდება მოძრაობის განსაზღვრაც. მაგრამ
იმისათვის, რომ თავად მოძრაობა ავხსნათ ჩვენ ნაკლებად გამოგვადგება მოძრავი საგნები. რადგან ამ
შემთხვევაში ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება და ყოველ ჯერზე ახალი მოძრავი საგნის
განარტება იქნება საჭირო. ამიტომ, უნდა არსებობდეს რაღაც უძრავი და მარადიული, რომლის
საშუალებითაც განვსაზღვავთ მოძრაობას და რომელიც იქნება მოძრაობის მიზეზიც.
ჩამოაყალიბეთ დეტალურად არისტოტელეს ოთხი მიზეზის თეორია
პირველი მიზეზი გახლავთ ფორმალური მიზეზი _ ფორმა, ის, რადაც რაიმე ხდება, მეორე მიზეზია
მატერიალური მიზეზი _ მატერია, ის, რაც რაიმედ ხდება, მესამე მიზეზია მოძრავი მიზეზი _ ის,
რისი საშუალებითაც რაიმე რაიმედ ხდება, ხოლო მეოთხე მიზეზი გახლავთ ბოლოვადი მიზეზი ანუ
მიზანი, ის რისთვისაც რაიმე არის.
როგორ ხსნის ანაქსიმანდრე წარმოშობისა და განადგურების (მოსპობის) პრობლემას?
ანაქსიმანდრე ყოველივეს საწყისად მიიჩნევს აპეირონს, რომელშიც ყველა საგანი ერთადაა
თავმოყრილი. ისინი აპეირონში გათანაბრებულნი, გაწონასწორებულნი არიან. წარმოშობას,
ანაქსიმანდრე განიხილავს, როგორც აპეირონიდან ცალკეული საგნების გამოყოფას, რასაც მათ
"ურჩობად", "თავხედობად" მიიჩნევს. იგი თვლის, რომ ამგვარი ქმედება არის "უსამართლობა"
აპეირონის მიმართ და ეს საგნები უნდა დაისაჯონ _ განადგურდნენ, რაც აპეირონში დაბრუნებაში
გამოიხატება. მეორე მხრივ კი თავად აპეირონიც დამნაშავე გამოდის, რადგან სწორედ მისი მიზეზით
მოხდა ამ საგნების მისგან გამოყოფა. შესაბამისად, აპეირონიც უნდა დაისაჯოს, რაც მისგან საგნების
ხელახალი გამოყოფით მოხდება. შესაბამისად, იკვრება წრე და ეს წრებრუნვა უსასრულოდ
გრძელდება.

You might also like