You are on page 1of 3

1.

სოკრატეს აპოლოგია
სოკრატეს ლაპარაკია საბრალდებო სიტყვვების მოსმენის შემდეგ.

ორი ბრალდება:

1. “სოკრატე მკრეხელობს და ფეხქვეშ თელავს კანონს; თავხედურად ცდილობს ჩასწვდეს


ქვესკნელისა და ზესკნელის საიდუმლოს; სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და სხვებსაც ამასვე
აჩვევს.”

2. “სოკრატე ფეხქვეშ თელავს, ვინაიდან რყვნის და აფუჭებს ახალგაზრდობას;

3. არა სცნობს ღმერთებს, რომელთაც თაყვანს სცემს ქალაქი, არამედ აღიარებს რომელიღაც ახალ
ღვთაებებს.”

“ვინაიდან რყვნის და აფუჭებს ახალგაზრდობას”

ავკაცნი შავ დღეს აყრიან თავიანთ მოყვასთ.

თუ მე არამზადად ვაქცევ რომელიმე მოყვასს, თვითონვე უნდა მეშინოდეს მისი სიავის.

ე.ი ან საერთოდ არ ვრყვნი, ანდა თუ ვრყვნი, შეუგნებლად ვრყვნი მათ. არცერთ შემთხვევაში
სასამართლოში არ უნდა ვიყო. პირველი, არ ჩამიდენია დანაშაული. მეორე თუ შეუგნებლად
ვაკეთებდი, სასამართლოში კი არ უნდა მოგეყვანე, ჩუმად მიგეთითებინა ჩემი დანაშაულისთვის.

მეორე არგუმენტი: თუ ახალგაზრდობის ნაწილს ვრყვნი, ნაწილი კი უკვე გავრყვენი, ზოგი


მათგანი ხომ მაინც უნდა მიმხვდარიყო, რაკი ხანში შევიდა და ჭკუა ისწავლა, რომ ოდესღაც
სიჭაბუკის ჟამს ცუდად ვწვრთნიდი და ვასწავლიდი და მოსულიყო და განეცხადებინა. თუ ის
არა, მისი მშობლები, ნათესავები, მეგობრები მაინც უნდა მოსულიყვნენ. არავის განუცხადებია ეს
ბრალდება.

“არა სცნობს ღმერთებს, რომელთაც თაყვანს სცემს ქალაქი, არამედ აღიარებს რომელიღაც
ახალ ღვთაებებს”

არ არსებობს ადამიანი, რომელიც აღიარებს ჯორების არსებობას და არ აღიარებს ცხენების და


ვირების არსებობას.

დემონები (ახალი ღვთაებები) ან ღმერთები არიან ან ღმერთების ნაშიერები.

“სოკრატე მკრეხელობს არა იმიტომ, რომ არ აღიარებს ღმერთებს, არამედ იმიტომ, რომ აღიარებს
ღმერთებს” გამოდის რომ მე უარვყოფ ღმერთებს და იმავდროულად ვაღიარებ მათ, რაკიღა
ვაღიარებ დემონებს.

რატომ ფილოსოფოსობა?

ვისაც რა ადგილი უჭირავს მწყობრში, სულერთია, იმიტომ, რომ თავისთვის ყველაზე შესაფერისი
ჰგონია, თუ იმიტომ, რომ სწორედ ეს ადგილი მიუჩინა არქონტმა. ჩემის აზრით იქვე უნდა
დარჩეს და არად ჩააგდოს არც საფრთხე, არც განსაცდელი, არც სიკვდილის შიში, ერთი სიტყვით
არაფერი, გარდა სირცხვილისა. ხოლო მას შემდეგ რაც თქვენ მიერ არჩეულმა არქონტებმა
მიმიჩინეს მწყობრში ადგილი, მას შემდეგ რაც მე ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ათასრგავრი
განსაცდელისა და სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, მტკიცედ და ნირშეუცვლელად ვიდექი
ჩემს ადგილას, (ბრძოლებში რომ იყო იმას იხსენებს)-თავად განსაჯეთ, რას ემგვანებოდა ჩემი
ქცევა ათენელნო, თუკი ამჟამად როცა თვით ღმერთმა ჩამაყენა მწყობრში და მიბრძანა, მისდის
ფილოსოფიას, გამოსცადე როგორც შენი თავი, ისე სხვებიო-ანაზედულად შემაკრთობდა
სიკვდილის თუ სხვა რამის შიში და ლაჩრულად დავტოვებდი მწყობრს.

რა არის სიკვდილი?

სიკვდილი ორში ერთია, ან არარაობად ქცევაა, ან გარდაცვალება. პირველ შემთხვევაში ესაა


ტკბილი ძილი მტანჯველი სიზმრების გარეშე და ძალიან კარგია და მეორე შემთხვევაში თუ
სიკვდილი იმის შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ იყოს ჰომეროსის, ორევსის გვერდით- ამ
პატივს ვერაფერი შეედრება.

უსათაურო

სოკრატე ამბობრს, რომ სამართლიანობა მხოლოდ უსარგებლობის დროსაა სასარგებლო.


მაგალითად მოჰყავს ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენ გვაქვს ბევრი ოქრო და აქვე სვამს კითხვას,
ამ ფულით განხორციელებული რომელი სამუშაოსათვის არის სამართლიანი კაცი
სასარგებლო? პოლემარქე პასუხობს, რომ მაშინ, როცა მისი შენახვა გვინდაო. შესაბამისად,
სოკრატე ამბობს, რომ სამართლიანი კაცი მაშინაა სასარგებლო, როცა ფული შენახული დევს
და ყოვლად უსარგებლოა, აქედან სოკრატე კი ასკვნის, რომ სამართლიანი კაცი
უსარგებლობისთვისაა სასარგებლო. შემდეგ სოკრატე თავის დებულებას ყველა საგანზე
აზოგადებს და ამბობს, რომ ნებისმიერი საგანი რომ ავიღოთ, თუ მას ვიყენებთ
სამართლიანობა უსარგებლოა ხოლო თუ არ ვიყენებთ - სასარგებლო. აქედან სოკრატე
ასკვნის, რომ სამართლიანობა მხოლოდ უსარგებლობის დროსაა სასარგებლო.

სოკრატე ამცდარებს დებულებას, რომ სამართლიანობა ყველასთვის კუთვნილის


მიგებაში გამოიხატება. მისი მსჯელობა ასეთია: თუ მე სამართლიანი კაცი ვარ, მაშინ ყველას
კუთვნილი უნდა მივაგო, მეგობარს მეგობრულად შევხვდე, ხოლო მტერს - მტრულად.
მაგრამ ვინ არის ჩემი მეგობარი? - ის ადამიანი ვისაც მე ღირსეულად მივიჩნევ. მაგრამ რა
ხდება მაშინ თუ მე შევცდი და ღირსეული ადამიანი უღირსად ჩათვალე და პირიქით?
გამოდის უღირსს მეგობრულად შევხვდები ხოლო ღირსეულს მტრულად ეს კი, სოკრატეს
თქმით, სამართლიანი საქციელი არ იქნება. თუ მეგობრის განმარტებას შევცვლით, მეგობარი
არის ის ვინც არამარტო ღირსეულად მიგვაჩნია, არამედ მართლაც ღირსეულია, მაშინ,
სოკრატეს თქმით, სამართლიანი გამოვა, რომ კეთილს ვყოფდეთ იმ მეგობრებს, რომლებიც
მართლაც ღირსეულნი არიან და ბოროტს იმ მტრებს, რომლებიც მართლაც უღირსნი არიან.
სოკრატეს თქმით, ბოროტის ქმნა ადამიანში ღირსებას ბღალავს. სამართლიანობას კი
სოკრატე ადამიანის ღირსებად მიიჩნევს. სოკრატეს მოჰყავს მაგალითი, რომ როგორც
მუსიკოსს არ შეუძლია თავისი მუსიკით სხვა მუსიკოსს ნიჭი წაართვას, ასევე არ შეუძლია
სამართლიან ადამიანს, თავისი სამართლიანობით სხვა ადამიანს სამართლიანობა
დააკარგვინოს. არც ღირსეულს შეუძლია თავისი ღირსებით სხვას ღირსება დააკარგვინოს.
სოკრატეს თქმით, სამართლიანი კაცი ღირსეულია, შესაბამისად მას არ შეუძლია არავის ვნება
სულერთია, მეგობარი იქნება ეს თუ მტერი. ამიტომ მტკიცება, რომ სამართლიანია, ყველას
კუთვნილი მიაგო, სოკრატეს თქმით, მცდარია.

სოკრატე ამცდარებს თრასიმაქეს დებულებას, რომ სამართლიანობა სხვა არაფერი არ


არის თუ არა ის, რაც ხელსაყრელია ძლიერისათვის, ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის.
სოკრატეს თქმით, სავსებით შესაძლებელია ხელისუფლება გარკვეული გადაწყვეტილების
მიღებისას შეცდეს, მაგრამ სამართლიანი იქნება მოსახლეობამ მაინც შეასრულოს
ხელისუფლების დადგენილება მიუხედავად იმისა, რომ ეს დადგენილება შესაძლოა თავად
ხელისუფლებისთვის, ანუ ძლიერისთვის საზიანო იყოს. შესაბამისად, სოკრატეს თქმით,
მცდარია, რომ სამართლიანობა ძლიერისთვის ყოველთვის ხელსაყრელია.

სოკრატე ამცდარებს თრასიმაქეს მტკიცებას, რომ უსამართლო კაცი კეთილი და


გონიერია სამართლიანი კი პირიქით. თავიდან სოკრატე აზუსტებს, რომ თუ რაღაც რაიმეს
მსგავსია, მაშინ ეს მსგავსიც იმ რაღაცის ნაირია. ასევე ზუსტებს, რომ სამართლიანი კაცი
ცდილობს უსამართლო კაცს აღემატებოდეს სამართლიანს კი არა. უსამართლო კაცი კი
ცდილობს ორივეს აღემატებოდეს. სოკრატეს თქმით, რაზეც თრასიმაქეც ეთანხმება, მოცდნე
ადამიანი ცდილობს არმცოდნეს აღემატებოდეს, მცოდნეს კი არა. არმცოდნე ადამიანი კი
ცდილობს ორივეს აღემატებოდეს, მცოდნესაც და არმცოდნესაც. სოკრატეს თქმით, მცოდნე
ბრძენია. ბრძენი კი კი ღირსეული. შესაბამისად ბრძენი და ღირსეული ადამიანი არ შეეცდება
ბრძენს და ღირსეულს აღემატოს უგუნური და უღირსი კი შეეცდება. გამოდის სამართლიანი
კაცი ბრძენი და ღირსეული ადამიანის მსგავსია უსმართლო კი უღირსის და უგუნურის.
დაშვების თანახმად კი თუ რაღაც რაიმეს მსგავსია, მაშინ ეს მსგავსიც იმ რაღაცის ნაირია.

You might also like