You are on page 1of 3

სიყვარული ეს ძალზე სათუთი, ჰარმონიული, გასაფრთხილებელი

გრძნობაა.რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. ამ გრძნობას სჭირდება მოფრთხილება.


სიყვარულში პრობლემების გაჩენისგან დაცული არავინ არ არის, შესაძლოა, ქალ-
ვაჟურ სიყვარულში გაჩნდეს ისეთი პრობლემა, რომლისთვისაც აუცილებელია
ბრძოლა. მაგრამ სიყვარულისთვის ბრძოლაში ნებისმიერი ფორმის არჩევა, რა
თქმა უნდა, სწორი არ არის. არსებობს გარკვეული ჩარჩოები, რომლის ზღვარსაც
ადამიანი არ უნდა გასცდეს და სწორედ ამ ჩარჩოების გათვალისწინებით უნდა
შეძლოს ამ გრძნობის შენარჩუნება. ჩარჩოებიდან გასვლამ შესაძლოა, პირიქით,
უარესი პრობლემები შეუქმნას სიყვარულს.
შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსნის” განსახილველად მოცემულ მონაკვეთში
სწორედ ეს პრობლემა არის ასახული. აქ კარგად ჩანს, თუ რა დაბრკოლებები
პრობლემები შეექმნებათ ნესტანსა და ტარიელს სიყვარულში. კერძოდ კი,
ნესტანის მამა, სახელად მეფე ფარსადანი, გადაწყვეტს საკუთარი შვილის
მითხოვებას ხვარაზმშას ძეზე და ამას აკეთებს შვილისგან დამოუკიდებლად, არ
ითვალისწინებს მის ინტერესებს, გრძნობებს… გარდა ამისა, ცდილობს ამ საქმეში
ტარიელი ჩართოს, პირველად მან ტარიელი დარბაზის სხდომაზეც მიიწვია და
ამით მან ამირბარი ტარიელი ნესტანის გათხოვების საკითხის განხილვის
თანამონაწილე გახადა. მე ვიზიარებ, ვეთანხმები თამაზ ვასაძის შეხედულებას ამ
ფაქტთან დაკავშირებით, რომ ფარსადანმა ძალიან კარგად იცოდა ნესტანისა და
ტარიელის სიყვარულის ამბავი. არ სურდა საკუთარი შვილის ტარიელზე
მითხოვება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხვარაზმშას ძეზე დაექორწინებინა
მიეთხოვებინა ასული.
ნესტანი და ტარიელი ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტად საზარელ ფორმას
ირჩევენ. გეგმა მდგომარეობს შემდეგში - ტარიელმა უნდა მოკლას ხვარაზმშას ძე.
როდესაც სასიძო სასახლეში მოვიდა, შეიქმნა მხიარულობა, მეფემაც გაიხარა.
ფარსადანმა ტარიელს უბრძანა კაცნი გაეგზავნათ აუარებელი სიმდიდრის
მოსატანად და მორთმეული ქონება ხალხისთვის დაერიგებინათ. ასევე მეფემ
კარვების გაშლა ბრძანა. ტარიელმა დადგა ატლასის კარვები და სასიძო შიგ
დასასვენებლად შევიდა.
ნესტანმა კვლავ იხმო ტარიელი , ტარიელი მაშინვე ეახლა და მისულს ასმათი
დახვდა ატირებული, რომელმაც შემდეგ იგი ნესტანთან წაიყვანა. მან
საყვედურებით აავსო ტარიელი:
“წავდეგ მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცომარე?!”
ნესტანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავის ხისტ, მრისხანე, შეუპოვარ
ხასიათს ავლენს. ტარიელისთვის ეს ერთგვარი მოტივაციაც კი გახდება , ის
ამბობს:
“ ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!”
შინა მოვე, მოკვლა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.”
სწორედ ნესტანის გაბრაზებამ დააჩქარა ტარიელი, მაშინვე უბრძანა მონებს
გამზადებულიყვნენ საომრად და გაემართნენ უდანაშაულო კაცის მოსაკლავად.
ტარიელმა უსისხლოდ, უიარაღოიდ, დამამცირებელი ფორმით,
არარაინდულად მოკლა ხვარაზმშას ძე. ვხედავთ, თუ როგორი დიდი ტკივილი
იპყრობს ტარიელს ამ ყმის გახსენების დროს:
“კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით”
თუმცა , ტარიელი ამ სიტყვებით სინანულს არ გამოხატავს. ის საერთოდაც არ
ნანობს თავის მის ქმედებას, განიცდის მხოლიდ იმას, რომ სისხლი არ დაღვარა და
არარაინდულად მოკლა ყმა.
ნამდვილად არ იყო ნესტანის მიერ შემუშავებული გეგმა სწორი, სამართლიანი.
მან საყვარელი პიროივნება აიძულა, მოეკლა უდანაშაულო ადამიანი,
გამხდარიყო მკვლელი. თავის მხრებზე დაიდო ამხელა ტვირთი, ადამიანის
სიკვდილი. ხვრაზმშას ძე ხომ მართლაც უდანაშაულო პიროვნება გახლდათ, მას
საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტარიელსა და ნესტანს
ერთურთი უყვარდათ, შესაბამისად, მიღებულ შემოთავაზებაზე უარს ,
რასაკვირველია, არ იტყოდა, მას ხომ ძალზე კარგი შანსი მიეცა , გამხდარიყო
ინდოეთის მეფის , ფარსადანის შვილის, ნესტანის ქმარი. მაშასადამე, ტარიელისა
და ნესტანის ეს გეგმა იყო ყველაზე ცუდი ფოირმა სიყვარულისთვის ბრძოლაში.
ასეთი მაგალითები ბევრი გვაქვს ისტორიაში, ფილმებში, ლიტერატურასა თუ
სპექტაკლებში. მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის
მარჯვენა”.
ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან
წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას
ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის
ქალიშვილი, შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და
ცოლად შერთვას გადაწყვეტს და როცა გაიგებს არსაკიძისა და შორენას
ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა ხუროთმოძღვარს არქიტექტორს მარჯვენა
ხელს მოჰკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.
გერონტი ქიქოძე წერილში „ცხოვრება და ზნეობრივი იდეალი“ აღნიშნავს:
„სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება
თავისუფლებისა და სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის
განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის“.
ასე რომ, პიროვნებამ უნდა გაიაზროს, რას სჩადის, უნდა იბრძოლოს, თუმცა ეს
ბრძოლა ზღვარს არ უნდა გასცდეს. როგორც ომში არ არის ყველაფერი დასაშვები ,
ასევეა სიყვარულშიც. სიყვარულიც ხომ თავისებური ომია!
რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღეს?
დღეს, XXI საუკუნეშიც გვაქვს ასეთი შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ
მსოფლიო განვითარდა ყველა მხრივ, ზნეობრივად, სულიერად თუ ფიზიკურად ,
დღესდღეობით მაინც არის მაგალითები იმისა, რომ სიყვარულის გამო
ახალგაზრდები ობა ერთმანეთს ხოცავენ,კლავს, ფიზიკურად უპირსპირდებიანა.
არ სჯერდებიან სიტყვიერ მოლაპარაკებას. ასეთი ფაქტი მოხდა სამტრედიაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია , სადაც დაზარალებულის დედამ
გააკეთა კომენტარი. როგორც ბიჭის დედა ამბობდა, დაპირისპირება გოგოს გამო
მოხდა. მისი ინფორმაციით, სამმა უცნობმა ბიჭმა თავის შვილს სახლში მოაკითხეს
და სალაპარაკოდ გაიყვანეს. უცნობებმა მას შეყვარებულთან დაშორება
მოსთხოვეს. ემოციურ ნიადაგზე მოზარდი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
ამრიგად, სიყვარულისთვის ბრძოლაში ყველა ფორმა დასაშვები არ არის.
თუმცა , კაცობრიობა ამ აზრს არ ითვალისწინებდა არც საუკუნეების წინ და არ
ითვალისწინებს არც დღეს. დიდი იმედია , რომ მომავალში შეიცვლება
საზოგადოების აზროვნება, მორალი და გაითავისებენ, იმას რომ სიყვარულის
გადასარჩენად ასეთი სასტიკი ფორმის არჩევა სწორი არ არის.
I-3, II-2, III-5, iV-4, v-2, Vi-3, vII-1, VIII-0, Ix-3, X-2.
25 qula

You might also like