You are on page 1of 2

ხშირად ადამიანს უწევს პრინციპების საწინააღმდეგოდ ქმედება

ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რაღაც პრინციპი ცხოვრებაში. ზოგი მათგანი ნაკლებად


მისდევს ამ წესებს, ზოგიც კიდე მათ ვერც ღალატობს. მნიშვნელოვან თემასთან
დაკავშირებით იშვიათად გვიწევს პრინციპების წინააღმდეგ წასვლა , რაც არც თუ ისე
მარტივია და ამას მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებენ.

მსგავსი საკითხი იშვიათად გვხვდება პოემებსა თუ ნაწარმოებებში, მაგრამ XII


საუკუნეში დაწერილ შოთა რუსთაველის გენიალურ პოემაში „ვეფხისტყაოსანი “ , ხშირად
ვაწყდებით ამ საკითხს. პრინციპების საწინააღმდეგოდ წასვლა კარგად ჩანს ეპიზოდში
„ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“. ამ თავში ნესტან-დარეჯანი ტარიელს
ავალდებულებს, რომ ხვარაზმშას შვილი მოკლას, რომელსაც ცოლად შერთვას უპირებენ. თუ მას არ
მოკლავს, ვაჟკაცად არ აღიარებს, თანაც დარეჯანი ეუბნება, რომ ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს და
ძილში უნდა მოკლაო.
„ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

როგორც მოგეხსენებათ, ტარიელი სიმამაცით და სიძლიერით გამორჩეული მებრძოლი იყო,


როგორც სხვებს, ასევე მასაც გააჩნდა პრინციპები. მისია, რაც ნესტან-დარეჯანმა დაავალა, ის დილემის
წინაშე დააყენა, რადგანაც მას საკუთარ პრინციპებზე ღალატი უწევდა. ერთ მხარეს ვაჟკაცობა და
ვაჟკაცური ბრძოლა იდგა, მეორე მხარეს კი პრინციპების უარყოფა და სამშობლოს ერთგულება.
საბოლოოდ მან მაინც მეორე მხარე აირჩია. ამ ქმედებით ტარიელმა ვაჟკაცური პრინციპები უარყო და
წინ დააყენა სიყვარული სატრფოსა და სამშობლოს მიმართ, რაც მიზნად ისახავდა ხვარაზმშას შვილის
მოკვლას. მას არ სურდა ქვეყნის სათავეში ხვარაზმელები ყოფილიყვნენ, თანაც თავის მიჯნურს
დაუმტკიცა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო.
„კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.“
ტარიელმა უსისხლოდ მოკლა საქმრო, მაგრამ ეს ქმედება გაუჭირდა. დამეთანხმებით ალბათ, რომ
პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მარტივი არ არის.

ამ საკითხთან პარალელის გავლება შეგვიძლია ფილმთან „ბედნიერების კვალდაკვალ“, სადაც


მამას საკუთარ მიზნებსა და ფუფუნებაზე უწევს უარის თქმა, იმისათვის რომ შვილს ბედნიერი
ცხოვრება შეუქმნას. ხანდახან სამსახურში ცალი ფეხსაცმლით უწევდა მისვლა, რომ შვილისთვის
არაფერი მიეკლო, ხანაც ისეთ ადგილას უწევდა ცხოვრება, სადაც არავინ მოისურვებდა. მსგავსი რამ
არის აღწერილი დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“, სადაც ბათუს
საკუთარ პრინციპებზე უწევს უარის თქმა. იმის მაგიერ, რომ ცოლის ადამიანობისა და სახელის
შელახვის გამო თავის ძუძუმტეს აზღვევინოს, მას არაფერს ეუბნება, მის მიმართ ემპათიას იჩენს, რაც
მის პრინციპებს ეწინააღმდეგება მაგრამ ერთი ძიძის აღზრდილები არიან და კრინტს არ ძრავს.

მსგავსი რამ ყოველთვის იყო ჩვენს ცხოვრებაში. მშობლებს საზღვარგარეთ უწევთ წასვლა
სამუშაოდ, იმისათვის რომ ოჯახი არჩინონ და შვილებს ჩიტის რძე არ მოაკლონ. ჩვენ არც კი
წარმოგვიდგენია რამდენ რამეზე უწევთ მათ უარის თქმა. უცხოეთში ზოგს ძალიან ცუდ პირობებში
უწევს მუშაობა, ზოგსაც კიდე პრობლემები ექმნება გადასახადებზე. განა მათ არ უნდა შვილებთან და
მთლიან ოჯახთან ერთად ყოფნა? მათ საკუთარ პრინციპებზე უწევთ უარის თქმა, მაგრამ ისინი
ძლიერად არიან. ემიგრანტობას რომ შევეშვათ, ჯარისკაცების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ ბევრი
რამ. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ პრინციპით რომ კაცის კვლა ცუდია და ამას ვერც
გააკეთებენ, ახლა საკუთარ პრინციპებს ღალატობენ და სისხლში არიან ამოსვრილები .მათ უამრავ
საკითზე უწევთ უარის თქმა. უწევთ უარი თქვან ადამიანის შებრალებაზე. მოგეხსენებათ,
ადამიანისთვის სიცოცხლის გამოსალმება ყველაზე დიდი ცოდვაა ამქვეყნად, ჯარისკაცებს კი ამ დიდ
ცოდვაში უწევს ხელის გასვრა. ისინი ამას ჩვენთვის და სამშობლოსთვის აკეთებენ, რადგანაც არანაირი
პრინციპი არ არის წინ სამშობლოზე მაღლა.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ადამიანს ხშირად უწევს პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედება.

You might also like