You are on page 1of 2

ხშირად სხვისი უპირატესობის აღიარებით, მოწინააღმდეგის სწორი შეფასებით და

მდგომარეობის გააზრებით უკეთ ვიგებთ, თუ რაში მოვიკოჭლებთ და, ვგონებ, ეს


ყველაფერი მის დაძლევაშიც დაგვეხმარება. მოცემული თემა არაერთხელ განხილულა
სხვადასხვა ნაწარმოებში. მათ შორის არის ვეფხისტყაოსანიც რომელიც იდეალიზმის
განსაკუთრებული განდიდებით ხასიათდება, ყველაფერი იდეალურია: გარემო, მეფე ,
რაინდი, სატრფო და გრძნობებიც კი თუმცა მათ მიღმა არსებობენ ისეთი პერსონაჟები
რომლებსაც რამდენიმე ნაკლი აქვთ და ამ თავიანთ ნაკლოვანებებს სხვადასხვა ხერხით
უმკლავდებიან, ან არც კი ერიდებიან მათ დაფარვას.

.საკუთარ ნაკლებთან თვალის გასწორების აუცილებლობის ნათელი მაგალითია ხატაელი


ძმების ისტორია, რომლებმაც ავთანდილს თავიანთი სევდიანი შემთხვევის შესახებ
უამბეს. ძმები კარგი მშვილდოსნები და მონადირეები არიან. თავიანთ მხლებელთაგან
ყველას აჯობეს, შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: „მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და
ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზედ გარდაგვფრენია.“ შემდეგ დაინახეს
საუცხოო შავ ცხენზე ამხედრებული უმშვენიერესი უცხო მოყმე, მოეწონათ მოყმეც, მისი
ცხენიც, იარაღიც და მოინდომეს მისი შეპყრობა და ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება.
შემთხვევით არ ადარებს მათ ავთანდილი ყაჩაღებსა და მეკობრეებს. რა თქმა უნდა, ტარიელს
მათ მოსაგერიებლად მხოლოდ მათრახიც ეყო: „მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა
შეგვამწიფნა!“ ამ ერთ ეპიზოდში რუსთაველმა მისთვის ჩვეული დიდოსტატობით დახატა
თავის თავში დარწმუნებული, გაკადნიერებული ხატაელი ძმების საინტერესო სახეებიისინი
ფულითა და სიმამაცით იყვნენ გამსჭვალული თუმცა წინასწარ აწყობილი გეგმით,
სიხარბითა და საკუთარ თავზე დიდი წრმოდგენის ქონით გონება იმდენად დაებინდათ
რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგად შეამჩნიეს რაინდის შესააძლებლობების
უსაზღვროება (თავადვე ამბობენ ,, მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით “) მაინც
დაესხნენ თავს მას. ძმებმა სწორედ ვერ შეაფასეს მდგომარეობა, ტარიელი ხომ აშკარად
ბევრად უფრო ვაჟკაცი, გაბედული და ძლიერი იყო მათზე, ეს თავადაც შეამჩნიეს თუმცა
ბინდგადაკრული თვალებით მაინც გადაწყვიტეს თავის გამოჩენა იქ სადაც ამის
საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობდა. შედეგმაც კი დაადასტურა ყოველივე
ზემოთხსენებული.

საპირისპირო შემთხვევის მაგალითია ხატაეთის მეფე რამაზი, რომელიც ჩემთის


პირადად საერთოდაც არ არის უარყოფითი პერსონაჟი, იგი თავისუფლებისთის იბრძვის
და განსაკუთრებით ქართელებს ნამდვილად არ უნდა გვიჭირდეს მისი გაგება . მან
სწორად შეაფასა მისი მოწინააღმდეგე მხარის შესაძლებლობები, თვისუფლება არ
ეთმობოდა თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ინდოელთა ურიცხვი რაზმის წინაშე
მათი არმია ვერაფერს გახდებოდა და გადაწყვიტა სხვაგვარი ხერხისთის მიემართა .
საბოლოოდ მეფე მაინც დამარცხდა თუმცა ამ ისტორიაში ყურადსაღებია არა უშუალოდ
ფაქტები არამედ რამაზის გონიერება, მას არ გასჭირვებია მიეღო საკუთარი ქვეყნის
ნაკლი რომელიც სისუსტით ხასიათდებოდა და ებრძოლა მისი აღმოკვეთისთვის .
ჩვენ იდეალურები არ ვართ, ხშირად სწორედ მაშინ როცა რაღაც საწინააღმდეგოს
ეჩეხები და საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის დამტკიცება გიწევს ბევრ ისეთ
რამეს აღმოაჩენ საკუთარ თავში რომ დაგაეჭვებს კიდეც, მართლა შეგძლია თუ არა
შეეჭიდო მოცემულ დავალებას. ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანს აქვს როგორც ძლიერი
ასევე სუსტი მხარე, აი მაგალითად შესაძლოა რაღაცას უფრო კარგად აკეთებდე თუმცა
ამავდროულად სხვა რამის ათვისება საკმაოდ გიჭირდეს. ზოგიერთს ახასიათებს ასეთი
მცირე ნაკლოვანებების დაფარვა და სიტყვებით ჩვენება იმაზე მეტის ვიდრე მის სიღრმეში
იმალება, რაც არ არის გამართლებული. თუ შენი სუსტი წერტილების გამოსწორებას არ
ეცდები იგი მუდმივად იარსებებს და სამარადჟამოდ დაილექება შენში . იმისათვის რომ
საბოლოოდ მოიშორო თვიდან სისუსტეები საწიროა პირველ რიგში ჩაიხედო საკუთრი
თვის სიღრმეში და აღმოაჩინო ისინი. ხშირად ამას ჩვენს ნაცვლად ჩვენივე ოპონენტები
ახერხებენ, როდესაც ვიღაც რაღაც კონკრეტულ საქმეში შენზსე უკეთესია შენ არ უნდა
დაითრგუნო ამით არამედ პირიქით უნდა იბრძოლო რომ იმავე დონეს მიაღწიო
რომელზეც დგას ის.

You might also like