You are on page 1of 1

ღირსეული ადამიანები კრიტიკულ სიტუაციაშიც არ კარგავენ ღირსეულ სახეს

ღირსეული ადამიანები მორალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან,ისინი საკუთარი


პრინციპებით,ღირებულებებით მოქმედებენ და კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, არ კარგავენ
საკუთარ სახეს.

მოცემული საკითხი კარგად არის ნაჩვენები აკაკი წერეთლის პოემა "თორნიკე


ერისთავში". როდესაც ომი დასრულდა, აქა-იქ მწარე კვნესა მოისმა.ისინი, ვინც ერთი
წუთის უკან სისხლით ვერ ძღებოდნენ ახლა, იმ კვნესას რომ უსმენდნენ ცოდვით
იდაგებოდნენ. შველა უნდოდათ, მაგრამ სიბნელეში ვერაფერს ხედავდნენ, მტერსა და
მოყვარეს ვერ არჩევდნენ. სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ღირსეული ბუნების მქონე
თორნიკემ გულმოწყალება გამოიჩინა და ბრძანება გასცა: "გაურჩეველად,
ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს". ადამიანი მაინც ადამიანია იქნება ის შენი
მტერი თუ მოყვარე, ამ ვაჟკაცური, კეთილშობილური,სამართლიანი და რაც მთავარია ღირსეული
საქციელით, თორნიკე დიდ მაგალითად იქცა, როგორც თავისი ჯარისთვის ასევე
მკითხველისთვის. "ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს დასატანჯავად ისიც ეყოფა".
როდესაც მთვარემ თავი ამოჰყო და ბრძოლის ველს ნაზად გადმოხედა,დაჭრილ-მკვდრებით
მოფენილ მინდორს, ადამიანის მიერ ჩადენილ ჯოჯოხეთურ,ბნელ საქმეს ნათელი მოჰფინა და
ადამიანებს დაანახა თუ როგორი სასტიკი შედეგები მოჰყვება ომს.

ღირსეული ადამიანები კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, არ კარგავენ საკუთარ სახეს და


ამის მაგალითია მორალური და ინტელქტუალური სიდიადით გამორჩეული აგათა კრისტის მრავალი
დეტექტიური ნაწარმოების მთავარი გმირი ერკიულ პუარო. რთულია ჩახლართული საქმის
გამოძიების დროს საკუთარი სახე არ დაკარგო,ნებისყოფა გამოიჩინო, მაგრამ იგი ყოველთვის
იდეალურად ახერხებს რუხი უჯრედების მობილიზებას და ისე მოქმედებს როგორც ეს ღირსეულ
ადამიანს შეეფერება.

მოცემული საკითხი აქტუალურია თანამედროვეობაშიც. მაგალითად კონფლიქტი


ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი დაიგნორება არ შეიძლება, რადგან ეს სიტუაციას უფრო
გააუარესებს, აუცილებელია მას გავუმკლავდეთ და ვიპოვოთ გადასაჭრელი გზა. ჩვენ არ
შეგვიძლია სხვების ქმედებების შეცვლა, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი
დამოკიდებულება, ანუ ვიმოქმედოთ ღირსეულად კრიტიკულ სიტუაციაშიც კი და არ დავკარგოთ
საკუთარი სახე.

იყო ადამიანი, ერთ-ერთი ურთულესი მისიაა,რომელიც სიცოცხლის პირველი წუთებიდან


გვაკისრია, ეს არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, არამედ სხვებზე ზრუნვასაც ნიშნავს.
ღირსეული ადამიანები მუდამ ღირსეულად მოქმედებენ .

You might also like