You are on page 1of 3

1.

  რას იმსახურებს,  იაკობ ხუცესის აზრით, ადამიანი,  რომელსაც ქრისტიანობისათვის


არ უმსახურია  (,,...რომელსა არცა  ჭირი ეხილვა, არც შიში, არცა მახვილი, არც 
პყრობილებაი ქრისტეისთვის")?

ა) სიბრალულს;   ბ) შურს;    გ) ღვთის რისხვას;   დ) საზოგადოების რისხვას.

2. რისთის  გამოხატა  სპარსმა  კაცმა  გულისტკივილი სასახლეში  შექმნილი 


მდგომარეობის  გამო?

ა) შუშანიკის  გულის მოსანადიერებლად;


ბ) ვარსქენის  პოზიციის განსამარტავად;
გ) შუშანიკის მიმართ თანაგრძობის გამოსახატავად;
დ) პირადი განცდის წარმოსაჩენად.

3. ვარსქენმა  შუშანიკს  შეუთვალა:


          ,, შენ ჩემი ხატი დაამხუ,  და საგებელსა ჩემსა  ნაცარი გარდაასხ’’...
     რისთვის იყენებს ვარსქენი ფრაზეოლოგიზმს?

ა) ოჯახური  კონფლიქტის  ნათელსაყობად;


ბ) ანტიმაზდეანურ  განწყობაში  შუშანიკის  დასადანაშაულებლად;
გ) სარწმუნოებრივი დაპირისპირების  უარსაყოფად;
დ) თავის  გასამართლებლად.

4. ნაწამები შუშანიკი მის სანახავად მისულ იაკობ ხუცესს ამშვიდებს: 


    ,, — ნუ სტირ ჩემთვის, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე“.
        რა იგრძნობა შუშანიკის ტექსტში?

ა) სევდა;
ბ) წუხილი  სამუდამო  უფსკრულის  გამო, რომელიც  წამებამ  მის ოჯახში გააჩინა;
გ) მომავლის შიში;
ე) ღვაწლის  გაცნობიერება.

5. შუშანიკი ჯოჯიკსა და მისი ოჯახის წევრებს განუმარტავს:


  ,, ესე  ყოველი  ცხოვრებაი, ვითარცა ყუავილი ველთაი, წარმავალ არს და დაუდგრომელ

    ტროპული  აზროვნების  რომელი სახეობა  გამოიყენება ციტირებულ ტექსტში? 

ა) მეტაფორა;     ბ) შედარება;       გ) გაპიროვნება;      დ) ჰიპერბოლა.


6. იაკობ ხუცესი წერს:
     ,,...და დავჰკრძალენით  წმინდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი
წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა”
    გაიხსენეთ, სად დაიკრძალა შუშნიკი (მისივე ანდერძის მიხედვით):

ა) სასახლის ეზოში;
ბ)საერთო საგოდებელზე;
გ) იმ ეკლესიასთან, რომლის მახლობლად მდებარე  ,,სახლაკიდანაც”   გამოიყვანეს;
დ) ციხის მახლობლად, იმ ადგილზე, სადაც ვარქსენმა უწინასწარმეტყველა, რომ ფეხით
მეტად ვეღარ გაივლიდა.

7. იაკობ ხუცესის თხზულებაში ,,შუშანიკის წამება” ვკითხულობთ:


  ,, ხოლო ამის უბადრუკისა  და სამგზის საწყალობელისა ვარქსენისი ვითარმე ვინ
თქუას. ყოველად განწირულისაი, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაი
ქრისტეისი?!”
  

1.ამოიწერეთ ერთ-ერთი  სიტყვა, რომელიც გამოხატავს  ვარსქენის საქციელის


ავტორისეულ შეფასებას.
2. განმარტეთ, რამ გამოიწვია ვარსქენის საქციელის ამგვარი შეფასება. 
(ციტირება დაუშვებელია!) 
 

8. იაკობ ხუცესის თხზულებაში ,,შუშანიკის წამება” ვკითხულობთ:


   ,, რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ
ძღუნადთავსა თვისსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ…”

1. ამოიწერეთ ოთხი სიტყვა, რომლებიც გამოხატავს აზრს - სრულ მორჩილებას


აღუთქვამდა.
2.  განმარტეთ, რას არ ცდილობდა, ავტორის თქმით, ვარსქენი, როდესაც მეფეს
ეახლა. 
              ( ციტირება დაუშვებელია!)

9. იაკობ ხუცესის თხზულებაში ,,შუშანიკის წამება” ვკითხულობთ:


   ,, ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაითამცა სათნოეყო
მეფესა და ესრეთ ეტყოდა…”

1. ამოიწერეთ  სიტყვა,  რომელიც გამოხატავს ვარსქენის საქციელის  ავტორისეულ


შეფასებას.
2. განმარტეთ, რა მიზანი ჰქონდა ვარსქენს, როდესაც ,,ცოლსა ითხოვდა სპარსთა
მეფისაგან” (ციტირება დაუშვებელია!)
10.იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:
   ,, და ვითარცა მიიწინეს ხიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: -
შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი  არღარა გამოსლვად
ხარ,
გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ”
1. განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვები: ,, შენდა ეგდენ ყოფადარს ფერხითა შენითა
სვლაი”
2. ამოწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც აღნიშნავს, რომ შუშანიკს მკვდარს გამოიტანენ.

11.,, შუშანიკის წამებაში” დედოფალი ამბობს:


        ,, ესე ყოველი ცხოვრებაი, ვითარცა ყუაივილი ველთაი,წარმავალ არს და
დაუდგრომელ, და ვინ სთესა, მოიმკო, და ვინ განაბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა…”
     

1. გადმოეცით თქვენი სიტყვებით ხაზგასმული ფრაზა.


2. როგორი სიმდიდრის შეკრებაზე, რის შეგროვებაზეა ,, შუშანიკის წამებაში”
საუბარი?

12. იაკობ ხუცცესი მოგვითხრობს:


     …..[ შუშანიკთნ ] მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაი სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი,
რომელნი იგი მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა;  მადლობით
წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისეტეისისა”

 
1. სამოელისა და იოვანეს რა ღვაწლს  აღნიშნავს ავტორი? ( ციტირება დაუშვებელია!
)   
2. განმატეთ, რას  აღნიშნავს სიტყვები: ,, ნავთსადგურისა… ქრისტეისისა”

13.  როგორ ამშვიდებს შუშანიკი გულშემატკივართ? როგორ ექცევა მათ ვარსქენი?

14. ვის ადარებს იაკობი საპყრობილეში ბორკილდადებულ შუშანიკს?

15. რა სასწაულმოქმედი ძალა მიანიჭა უფალმა შუშანიკს?

You might also like