You are on page 1of 4

წმ.

შუშანიკი - ზნეობრივი გმირი


იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამების“ მიხედვით
(თხზულება)
გეგმა
1. ვინ არის წმ. შუშანიკი ( რომელი მწერლის,რომელი ნაწარმოების როგორი
გმირია იგი)
2. წმ. შუშანიკის წარმომავლობა და მდგომარეობა(სტატუსი)
3. წმ. შუშანიკის გარეგნობა (არის თუ არა ნაწარმოებში ამაზე საუბარი და თუ არ
არის,რატომ?)
4. ნაწარმოებში აღწერილი კონფლიქტი, რომელიც წარმოაჩენს წმ.დედოფლის
ზნეობრივ სახეს, რა არჩევანის წინაშე დგება წმ.შუშანიკი მეუღლის
გამაზდეანების შემდეგ)
5. წმ. შუშანიკის დამახასიათებელი თვისებები:
ა. ღვთისმოშიშობა და სიყვარული
ბ. დაკვირვებულობა
გ. ადამიანებზე მზრუნველობა
დ. სიმტკიცე და პრინციპების ერთგულება
ე. თავგანწირულობა
ვ. მოთმინება და სიმშვიდე
ზ. თავმდაბლობა
6. წმ. შუშანიკი - დედა და დედოფალი
7. წმ. შუშანიკი - სძალი ქრისტესი, ზნეობრივი გმირი და მაგალითის მიმცემი
დედოფალი
8. დასკვნა
გმირი და ანტიგმირი
იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამების“ მიხედვით
( თხზულება )
გეგმა

1. რომელი საუკუნის და როგორი ნაწარმოებია იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის


წამება“ (ჩვენამდე მოღწეული 1-ლი ლიტერატურული ძეგლია, მე-5
საუკუნის მეორე ნახევრის ჰაგიოგრაფიული თხზულება)
2. წმ. შუშანიკი და ვარსქენი (იაკობ ხუცესის თხზულების მთავარი გმირი და
მისი მეუღლე, ქვემო ქართლის პიტიახში, აქვე ისაუბრებთ მათს
წარმომავლობასა და იმაზე, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს
წარმოადგენენ თხზულებაში)
3. რომელი საერთაშორისო მოვლენა აისახა ქვემო ქართლის პიტიახშის,
ვარსქენის კარზე წარმოქმნილ საოჯახო კონფლიქტში
(დაპირისპირებულობა მაშინდელ ორ დიდ რელიგიას, ქრისტიანობასა და
მაზდეანობას შორის, შეიძლება ითქვას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს
შორის, და როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, ეს დაპირისპირებაც
მაშინდელი ქართლის ბედზე გადატყდა )
4. როგორ არიან ავტორის მიერ თხზულებაში წარმოდგენილი წმ.
დედოფალი და ვარსქენ პიტიახში ( როგორც გმირი და ანტიგმირი, თუმცა მათ
თანაბარი ადგილი არ ეთმობათ. თხზულების ერთადერთი გმირი, როგორც ეს
ჰაგიოგრაფიული თხზულებისთვის არის დამახასიათებელი,
ქრისტიანობისთვის წამებული წმ. დედოფალია )
5. ვარსქენისა და შუშანიკის დამახასიათებელი თვისებები:
ა. წმ. შუშანიკი - ღვთისმოშიში და მორწმუნე,(დასაბუთება ტექსტიდან)
ვარსქენ პიტიახში - არამტკიცე, მერყევი ადამიანი, რომლისთვისაც
სარწმუნოება პირადი კეთილდღეობის, ძალაუფლების განმტკიცების,
ამქვეყნიური დიდების მოპოვების საშუალებაა მხოლოდ. ამიტომ
ადვილად თმობს ქრისტიანობას და სპარსეთის მეფის გულის მოგების
მიზნით იღებს მაზდეანობას
ბ. წმ. შუშანიკი - დაკვირვებული ადამიანი ( იგი გრძნობს მეუღლის
არამტკიცე რწმენას, ლოცულობს მისთვის და სხვებსაც ამას ევედრება.
პირველი, რასაც იგი იკითხავს სპარსეთიდან დაბრუნებული ქმრის შესახებ,
არის ის, სარწმუნოება ხომ არ შეუცვლია ვარსქენს. ასევე შუშანიკი
ხვდება ,,კაცი ერთი სპარსის მზაკვრულ მიზანს და შორს იჭერს თავს მისი
თანაგრძნობისგან.
ვარსქენი - უგულისხმო, უგრძნობი ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს, ვერ
აცნობიერებს,როგორი მტკიცეა მეუღლის რწმენა, როგორი ძვირფასია
მისთვის ღმერთი და მასთან შეთანხმების გარეშე ჰპირდება სპარსეთის შაჰს
მის გამაზდეანებას. არც მისი ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა იცის
მან, თორემ ასე ადვილად მის ნაცვლად არაფერს შეჰპირდებოდა).
გ. წმ. შუშანიკი - თავმდაბალი, სხვებზე მზრუნველი ( სასახლეში ყველას
უყვარს, შიკრიკს სიმართლის თქმას სთხოვს და არ უბრძანებს,
გარდაცვალებამდე იაკობის თავს ავედრებს ეპისკოპოსს, არ წუწუნებს,
ამდენი ტანჯვისა და ღვთისგან სასწაულებრივი კურნების მადლის
მოპოვების მიუხედავად, თავის თავს ,,მეთერთმეტე ჟამის მუშაკსაც“
თამამად ვერ უწოდებს.). ვარსქენი - თავდაჯერებული, ამპარტავანი,
რომელსაც შეუძლია მეუღლის სურვილს და რწმენას ანგარიში არ გაუწიოს,
ეპისკოპოსი ლანძღოს, ხუცესს კვერთხი ჩაარტყას…)
დ. წმ. შუშანიკი - მტკიცე, თავგანწირული, პრინციპების ერთგული
ადამიანი (მან უამრავ განსაცდელს გაუძლო - მეუღლის, შვილების,
ოჯახისა და პატივის დაკარგვას, ცემას, ტანჯვას, მაგრამ ოდნავადაც არ
შერყეულა, ეჭვი არ შეჰპარვია საკუთარ რწმენასა და ამის გამო
გადადგმული ნაბიჯის სისწორეში).
ვარსქენი - მერყევი, ანგარებიანი ადამიანი, რომელმაც საკუთარ
პატივმოყვარეობას, ძალაუფლების წყურვილს შესწირა მეუღლე,
რომელთანაც ოთხი შვილი და წლების თანაცხოვრება აკავშირებდა,
შესწირა ოჯახური ცხოვრება და სამშობლოს სიყვარულიც, რადგან ის,
ვისაც ვარსქენი ერთგულებას ჰპირდებოდა, ვის წინაშე თავის
მოსაწონებლადაც დასთმო სარწმუნოება, მისი სამშობლოს მტერი იყო.
ე. წმ.შუშანიკი - მშვიდი, გაწონასწორებული, ვარსქენი - მრისხანე, სასტიკი
და გაუწონასწორებელი.
შუშანიკმა ექვსი წლის განმავლობაში მრავალი განსაცდელი გადაიტანა,
მაგრამ არ გაბოროტებულა. პირიქით, იგი, მისი მდგომარეობით
შეწუხებულ და ატირებულ მოძღვარს, იაკობ ხუცესს იქით ამშვიდებს,როცა
ეუბნება: ნუ ტირი,ეს ღამე ჩემი ცოდვებისგან განმწმედელი და სულიერი
სიხარულის დასაწყისიაო.მთელი ტექსტის გნმავლობაში ჩვენ
ვხედავთ,რომ შუშანიკი იბრალებს ვარსქენს მისი სულიერი
გადაგვარებულობის გამო და არ მრისხანებს მასზე მოძღვართან საუბარშიც
კი.
ვარსქენი კი სასტიკი და გაუწონასწორებელია, ვერ აკონტროლებს
საკუთარ მრისხანებას. ( აქ გავიხსენებთ მის მიერ შუშანიკის ცემის ფაქტებს
პურობისას და ციხეში გადაყვანის წინ, ვარსქენის მიერ ეპისკოპოსის
ლანძღვასა და ერთ-ერთი ხუცესისთვის კვერთხის ჩარტყმის ფაქტებს)
6. წმ.შუშანიკი - ზნეობრივი გმირი, ვარსქენი - ანტიგმირი.
( გამაზდეანებას პიტიახშისთვის ის მიზანი ჰქონდა, რომ ირანის
შაჰისთვის თავი მოეწონებინა.საბოლოოდ კი ამით საკუთარი
ძალაუფლება, ქართლის მეფისგან დამოუკიდებლობა განემტკიცებინა.
ირანის შაჰისთვის კი ვარსქენ პიტიახშის გამაზდეანება ,,საუკეთესო
მაგალითი“ იქნებოდა ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის,რასაც ხელი
უნდა შეეწყო მაზდეანობის გავრცელებისთვის ამ რეგიონში, მით უფრო,
თუ ამას პიტიახშის მთელი ოჯახი გააკეთებდა, მაგრამ წმინდა შუშანიკის
ღვთისადმი სიყვარულმა, მისმა სიმტკიცემ და გაუტეხელობამ მაგალითის
მიმცემ ზნეობრივ გმირად წმ. დედოფალი აქცია. ხალხს ვეღარ აკავებს
პიტიახშის მრისხანება, მისი შიში და საპატიმროში მიმავალ ნაცემ
დედოფალს ტირილით და ვაი-ვიშით მიაცილებს. ვარსქენს კი
უწევს ,,მხედრ მიმოფანტოს“იგი.
7. დასკვნა -( წმ.შუშანიკი ქრისტიანობისა და სპარსეთთან
დაპირისპირებული საქართველოს ერთგული, ზნეობრივი გმირია,
ვარსქენი კი მერყეობის, ურწმუნოების, პატივმოყვარეობისა და
ძალაუფლების სიყვარულით დაბრმავებული ანტიგმირი.

You might also like