You are on page 1of 3

,,შუშანიკის წამება“

1. VII თავში, სადაც ხუცესი დატყვევებულ შუშანიკთან მიდის, საკნის ერთადერთ


მცველს ესაუბრება. მიუხედავად ვარსქენის მწარე გაფრთხილებისა და მის
მიმართ შიშისა ( ,,ნუუკუე ცნას და მომკლას მე“ ) მცველი მაინც უშვებს ხუცესს
შუშანიკთან, ამ მოქმედების მიზეზი კი თავად ტექსტში შეგვიძლია ვეძიოთ,
კონკრეტულად კი იაკობის სიტყვებში: ,,არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა
მოგკლას შენ მისთჳის, რაჲ არს?!“ - ამ სიტყვებიდან გამომდინარე შუშანიკის
წარსულზე ერთი რამის გაგება შეგვიძლია: რომ ის მუდამ გამოირჩეოდა
გულკეთილი ზრახვებითა და ჭეშმარიტი სიყვარულით, ვინაიდან კი ხუცესის
სიტყვებიდან გამომდინარე არაფერია სიკვდილი თუ გარდაიცვლები
შუშანიკისთვის. როგორც ჩანს წმინდანმა მცველი თავადვე აღზარდა
შვილივით, განსაკუთრებული სიყვარულით თუმცა ბედმა ის მაინც მისი საკნის
მცველად დაუყენა. როგორც ერთი სხივი სინათლის გაუვალ უფსკრულშიც კი
არსებობს, მსგავსად ამ მცველსაც მოაგონდა შუშანიკის წარსული ქმედებები ,
გადააბიჯა შიშს და თუნდაც სიკვდილის ფასად შეუშვა ხუცესი წმინდანთან .
2. ვარსქენის მიერ, შუშანიკის საკანში იაკობის დასაძახებლად ყრმის გაგზავნა
საინტერესო ეპიზოდია. ამ ქმედებაზე ერთი რამის თქმა შეგვიძლია , რომ
ვარსქენმა ძალიან კარგად იცის და მშვენივრად იაზრებს ფაქტს, რომ ხალხს
მითუმეტეს კი ,,შუშანიკის სულიერ მამას“ - იაკობს დიდი პატივისცემა და
სიყვარული გააჩნიათ წმინდანის მიმართ. მიუხედავად მისი რადიკალურად
სასტიკი გაფრთხილებისა, მან იცოდა, რომ იაკობი შუშანიკს მაინც
მოიკითხავდა, ყველაფრის ფასად.
3. იაკობ ხუცესს პიტიახში თავისთან იბარებს და ეუბნება, რომ ჰონებთან
( თურქულენოვან მომთაბარე ტომებთან ) საბრძოლველად აპირებს წასვლას
და აბარებს, რომ საქორწინოდ ნაჩუქარი სამკაულები არ დაუტოვოს წმინდანს ,
რადგან ის მისი ცოლი აღარ არის და იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ვიღაც,
ვინც ჩაანაცვლებს შუშანიკს და მის სამკაულებს გაცვეთს. მოითხოვს
ხუცესისგან, რომ მოუტანოს უკლებლივ ყველა სამკაული. - ,,შუშანიკის წამების “
ეს კონკრეტული დიალოგი ვარსქენსა და იაკობს შორის, ცხადყოფს, რომ
ვარსქენი ღირებულად მხოლოდ მიწიერ საგნებს მიიჩნევს. მას არაფრად
მიაჩნია სულის გარყვნა თუ ეს მის ხორცს ,,არგებს“ და შეგვიძლია ისიც ვთქვათ ,
რომ ვარსქენი მატერიალისტი ადამიანია. წმინდანი შუშანიკისგან
განსხვავებით, რომელიც ჭეშმარიტი უფლის მოშიში ადამიანია და სულის
კავშირის დარღვევაზე დარდობს, ვარსქენს მხოლოდ იმ მატერიალური
კავშირის დარღვევა ადარდებს, რომელიც საქორწილი სამკაულების სახით
აკავშირებს ცოლთან. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასეულობების მაგივრად
ბორკილები დაადო ცოლს ხელებზე.

4. ჰუნებთან ბრძოლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული ვარსქენი , ტექსტში


ძალიან გაღიზიანებულად და აგრესიულად არის წარმოჩენილი. მის სულიერ
მდგომარეობას ავტორი მსგავსად აღწერს: ,,ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“. მე
კი მის მდგომარეობას მსგავსად აღვწერდი: ,,ვარსქენი ჰგავდა ჯოჯოხეთის
მარადიულ ალს, რომელიც უწვავდა სრულიად შიგნეულობას და შუშანიკის
საქციელი, როგორც დენთი ესხმეოდა მას ცეცხლის გასაძლიერებლად.“

5. VIII თავს მსგავს ქვეთავებად დავყოფდი:


 შუშანიკის მისვლა ეკლესიად
 ვარსქენის დაბრუნება.
 გინება ღმერთის და ეპისკოპოსის.
 შუშანიკის თრევით წაყვანა სასახლემდე.
 შუშანიკის წამება.
 სიმტკიცე ერთ წინადადებაში.
 წმინდანის ციხედ წაყვანის ბრძანება
 ,,მტკიცედ დეგ“
 ხალხის ქვითინი გზად.
 ,,ნუ სტირით“
 ვარსქენის ,,გამომშვიდობება“
ა. ავტორი გვიხატავს ვარსქენს, როგორც ღვთის მგინებელ, გაცოფებულ
მხეცად, რომელსაც არ გააჩნია მცირეოდენი პატივისცემაც კი არავის მიმართ
და მხოლოდ საკუთარი აგრესია აკონტროლებს.
ბ. ვარსქენი არამხოლოდ შუშანიკის მიმართ ანთხევს მის აგრესიას, არამედ
გაცოფებულო, სასულიერო პირსაც კი არ ერიდება ,,უხეთქნა კუერთხითა
ხუცესსა“ - რაც უდიდესი შეურაწყოფისა და უკიდეგანო დაუნდობლობის ნიშანია .
გ. ვარსქენი თავის ხასიათს არამხოლოდ მისი დაუნდობელი საქციელებით,
არამედ უგულო და დამამცირებელი სიტყვებითაც გამოხატავს. ,,აჰა ეგერა , არა
გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი და უფალი
იგი მათი“ - რაც ვფიქრობ, უდიდესი შეურაწყოფაა შუშანიკის, რელიგიის და
თავად ჭეშმარიტი უფლის წინაშე.
დ. ამ თავმა პიტიახშის რამდენიმე თვისება, რომელიც წინა თავებშიც ჩანდა,
გააღრმავა და განამტკიცა, მეტიც, უფრო ღრმადაც კი წარმოაჩინა. ვგულისხმობ
მის დაუნდობლობას, უპატივცემლობას, იმპულსურობასა და ,,ხორციელ
სიბილწეს“. ვარსქენი ადასტურებს შუშანიკის სიტყვებს მისი მოქმედებებით , რომ
ის არის ,,სულით მკვდარი“.

6. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, ზოგადად იმდენად ღრმად შინაარსის


მატარებელია, რომ შეუძლებელია ადამიანზე გავლენა არ მოახდინოს. ამ
ნაწარმოებებში ანათებს ჭეშმარიტი ქრისტანობის წმინდა სხივები , რომელიც
შენს გულს წვდება და თუმდაც სასტიკი სცენებით გატკენს. ეს ტკივილიც კი შენს
გულს წმინდა სინათლით ანთებს და აცოცხლებს. მსგავსი აღმოჩნდა ჩემთვის
VII, VIII და IX თავები, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება
იქონია, პირველ რიგში მისი დრამატულობისა და შინაარსობრივი ,,სიღრმის “
გამო. VII თავიდან გამოვარჩევდი ხუცესის საკანში სტუმრობის ეპიზოდს,
რადგან იქ წარმოთქმულმა მცველის სიტყვებმა, როგორც უკვე პირველი
კითხვის პასუხში აღვნიშნე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იქონია ჩემზე
( ,,და თუცა მოგკლას შენ მისთჳის, რაჲ არს?!“ ). VIII თავი განსაკუთრებით
დატვირთული იყო სულისშემძვრელი სცენებითა და სასტიკი ხატებებით . იაკობს
ხუცესი არ ერიდება დაგვანახოს ვარსქენის რადიკალური და დაუნდობელი
საქციელების შედეგები. შემიძლია გამოვყო ეპიზოდი, უფროსწორად კი
სიტყვები რაც ,,სამას ოდენ“ მათრახ დარტყმულმა შუშანიკმა უთხრა
ვარსქენს ,,უბადოო, შენ-ღა თავი თჳსი არ შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან,
შენ მემცა შემიწყალეა?“ - ეს სიტყვები განსაკუთრებით დრამატულია და ჩემი
აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს შუშანიკის მდგომარეობას ( სიმტკიცეს )
ვინაიდან კი სასტიკად ნაწამები, მათრახ დარტყმული, ეკლესიიდან
სასახლემდე ძალით ნათრევი და შეურაწყოფილი წმინდანი მაინც არ კარგავს
საკუთარ სულიერ სიძლიერეს და თუნდაც ფიზიკურად და ხორციელად
ვარსქენი აწამებს მას ვერ ტეხს მის ქრისტიან სულს. რაც შეეხება IX თავს,
ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა თავის მიწურულს , ხუცესის
სტუმრობა შუშანიკის საკანში, რადგან ავტორი წარმოაჩენს ემოციურ , სულის
შემძვრელ სცენას ასევე სულის შემძვრელი სიტყვებით. შუშანიკის მსგავსი
ტკივილის ნახვისგან, როგორც ხუცესი ,,ვტიროდე ფრიად“ მკითხველსაც
ცრემლები ადგება და გული ეწვება. საბოლოო ჯამში ეს სამი თავი ჩემთვის
ძალიან ემოციური და მტკივნეული აღმოჩნდა და ხუცესის მიერ დახატულმა
სასტიკმა ხატებებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა .
7. მონაკვეთი IX თავში, სადაც თავდაუბურავ, ფეხშიშველ შუშანიკს, ხალხი გზად
დასტირის, ორი მნიშვნელოვანი ასპექტის მანიშნებელია. პირველი ის , რომ
ხალხს ძალიან უყვარს მათი დედოფალი შუშანიკი, ტკივათ მისი ტკივილი და
აქვთ უდიდესი პატივისცემა რაც ,,დედათაჲ და მამათაჲ, მოხუცებულთა და
ყრმათაჲ“ ცრემლებში გამოიხეტება. თუმცა ასევე ამ სიყვარულს პირდაპირ
უპირისპირდება შიში ვარსქენისა. ეს ეპიზოდი გამოხატავს დაპირისპირებას
სიყვარულსა და შიშს, სურვილსა და გამბედაობას შორის.
8. ა. როცა ციხესთან მიაღწიეს, იპოვეს ერთი საკანი ჩრდილოეთის მხარეს ,
პატარა და ბნელი და დაამწყვდიეს შუშანიკი სრულ უფსკრულში.
საგულდაგულოდ დაატყვევეს მძიმე ჯაჭვებით და მაშინ შუშანიკმა თქვა:
ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნად ვიტანჯები რადგან შემდეგ იმქვეყნად
დავიმკვიდრებ ცათა სასუფეველს და მოვისვენებ. ვარსქენმა მცველები
დაუყენა და უბრძანა შიმშილით მოკლან შუშანიკი და გააფრთხილა, რომ თუ
ვინმეს შეუშვებენ მასთან მისი ბრალი არ იქნება რასაც დამართებს მათ
ოჯახებს.
ბ. ვფიქრობ ეს ეპიზოდი კიდევ ერთი ფაზლის ნაწილია იმ სურათის
შესაკრავად, რომელსაც ,,ვარსქენის სისასტიკეს“ ვუწოდებდი .

You might also like