You are on page 1of 2

,,ადამიანის მტკიცე ხასიათი, არ გამორიცხავს მასში

დარდის ან სხვა სახის ემოციის არსებობას“

ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ემოციების გარეშე. ყველანაირი შინაარსი,


საგანი თუ ქმედება ჩვენში იწვევს სხვადასხვა სახის ბიძგს, რომელსაც ჩვენ
ემოციებს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა ემოციები მუდამ პოზიტიური არ არის და ის
ჩვენში ხშირად მტკივნეულ ნაიარევს ტოვებს, თუმცა მიუხედავად ამისა,
თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ბედნიერების,
მელანქოლიისა ან თუნდაც სიყვარულიც გარეშე.

წმინდანი შუშანიკი ქრისტიანული სამყაროსათვის სიმტკიცისა და


შეუდრეკელობის სიმბოლოა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი მისი რჯულის
დასაცავად. შუშანიკმა მკითხველს თავი მისი განსაკუთრებულად მტკიცე
ხასიათით დაამახსოვრა, მაგრამ მიუხედავად ამ შეუდრეკელი ბუნებისა, XII თავში
მისი ადამიანური სახე გამოსჭვავის. ქრისტიანობისთვის გამაგრებული სულიდან,
მის სიტყვებში ადამიანური გრძნობის სხივები იპარება. ,,ვითარ მან უჟამოდ
ნატოფნი ჩემნი მოისუთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი
დააჭნო“ - ყოველთვის როცა ადამიანი სიკვდილს უახლოვდება
წუთისოფლისთვის ,,თვალის გადავლებას“ იწყებს, ეს მონაკვეთიც შუშანიკის
მსგავს ქმედებას აღწერს. რთულია, შუშანიკში დაბადებული ამ დარდის, მისი
საქციელის მიმართ სინანულად შერაცხვა. ვფიქრობ, უფრო მეტად მისი ეს
გრძნობა ერთგვარი გულისტკივილია ამ წუთისოფლის მიმართ, ვინაიდან ამ
გასაჭირის პირისპირ მას არავინ დაუდგა გვერდით, არც ერის კაცი და არც სხვა
ვინმე ხორციელი. ,,მხეცმა“ ვარსქენმა კი ისარგებლა ამით და წმინდანის ყვავილი
ნაადრევად დააჭკნო და მოუსწრაფა სიცოცხლე, აწამა სხეული და სიცოცხლის
შუქი ჩაუქრო მაგრამ სულის ვერაფრით. ,,შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი
დააბნელა“ - უცაბედად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შუშანიკი მისი სხეულის
მსგავსად დამახინჯებაზე და წამებაზე დარდობს და მის ადამიანურ სილამაზეს
მისტირის, თუმცა მსგავს ფიქრს თავად შუშანიკი, მალევე უფანტავს მკითხველს,
რადგან ის ამბობს ,,მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტაჯვითა მისითა მე
ლხინებაი ვპოო“.

საზოგადოების ნაწილასთვის მკრეხელობაა წმინდანისათვის მსგავსი


ემოციების ,,მიწერა“, თუმცა ჩემი პირადი გადმოსახედიდან კონკრეტული
მონაკვეთი წმინდანს არც ნაკლად და არც ხორციელ სინანულად უნდა
ჩაეთვალოს. ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად შუშანიკში ცოცხლობს
ხორციელი ადამიანი, რომელიც ემოციებით გაჟღენთილი არსებაა. პირიქითაც
მისი სიტყვები მკითხველში წმინდანის მიმართ ემპათიას იწვევს და სიყვარულს
აღრმავებს. - ეს ცნება და ქმედება რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, თუმცა
ვფიქრობ, ადამიანური ემოცია ნაკლი არასდროს არის! ადამიანის მტკიცე ხასიათი
არ გამორიცხავს მასში დარდის ან სხვა სახის ემოციის არსებობას.- წმინდანი
შუშანიკი ამის ცხადი მაგალითია .

You might also like