You are on page 1of 3

პიროვნება შეიძლება ფიზიკურად დაამარცხონ, მაგრამ იდეის

დამარცხება შეუძლებელია

ადამიანის, როგორც პიროვნების მთავარი ინდიკატორი,


თავისუფალი აზროვნების უნარის, პირადი იდეებისა და
შეხედულებების ქონაა. თავისუფალი აზრის მუდმივი მტერი კი
ბრბოდქცეული საზოგადოებაა, რომელიც დაუღალავად ცდილობს
ადამიანში პიროვნულობის მძაფრი შეგრძნების გაფერმკრთალებას .

პიროვნებისა და ბრბოს ჭიდილის პარადოქსული პროცესი ჯ.


ქარჩხაძის მოთხრობა „იგის“ უმთავრესი მოტივია. დასაწყისშივე
აშკარაა განსხვავებული, ფაქტობრივად, ერთადერთი სულიერად თუ
მორალურ-ზნეობრივად განვითარებული ადამიანის გარდუვალი
ბედისწერა წელშმოხრილ სოციუმში „როცა ცა დღის თვალს
გაახელს...იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში
ჩაეშვება“. თუმცა, გზა ქარაფის დასაწყისიდან მის საბოლოო
წერტილამდე იგისთვის მეტად რთული, ტკივილითა და მარტოობის
მკაფიო გრძნობით, გაურკვევლობის სიმძაფრით, მაგრამ,
ამავდროულად, დიდი აღმოჩენების, საკუთარი თავის , სამყაროს
მთლიანობის, სიყვარულის, ხელოვნებისა და მრავალი სხვა სიახლის
შეცნობით აღსავსე აღმოჩნდა. იგის ფერისცვალების დაწყების
წამიდან, მისი დიდი დაძნების ქარაფზე ასვლის ბოლო წამამდე
განვლილი თითოეული ნაბიჯი მის ახლად დაბადებულ პიროვნებაზე
ისეთივე წარუშლელ კვალს ტოვებდა, როგორც უდროოდ
ბელადობაჩამორთმეული ძველი ბელადი--ატალახებულ მიწაზე.
თითოეული ამ კვალის წაშლას ცდილობდა ჯოგადქცეული,
წელშიმოხრილი ადამიანების ბრბო, რომელსაც ყოველივე ახლის,
განსხვავებულისა და გამართულის დანახვა გაკვირვებასთან ერთად,
განუზომელ შიშს გვრიდა. გარდა საზოგადო შიშისა, ბელადს თავისი
ტოტალიტარიზმისთვის ყველაზე თვალშსაცემ და საფრთხილო მტრად
ესახებოდა იგი. იმდენადაც, რომ კრახით დამთავრებულ ნადირობასა
და ჯოგის უუნარობას, აბსოლოტური პასუხისმგებლობითა და
დარწმუნებით ბელადი იგის აბრალებს და თავისი სამართლიანობის
მაქსიმალური განცდით შემდგომი ნანადირევიდან იგის თავის წილსაც
არ აძლევს. მაგრამ მაშინაც, როცა მოზღვავებული მარტოობა და
მთელი არსებით შეგრძნება თავისივე განსხვავებულობის იგის ძვლებს
უღრღნიდა და სხეულის თითოეულ ქსოვილს ხარბად ეწაფებოდა, ის
შვებას სამყაროს ერთიანობის იდეაში პოულობდა, განუწყვეტელ
კავშირსა და ამ კავშრის ყოვლისმომცველობას მძაფრად გრძნობდა
„რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა“. ამ პრინციპით შექმნა
მან ქვის ბელადიცა და ნიც. ნი, რომელმაც იგიში დაწყებული
პიროვნული ძვრები კიდევ უფრო გაამძაფრა და ადამიანობის არსთან
წვდომა მისთვის მეტად გასაგები გახადა და მას აქამდე უცნობი
სიყვარული აგრძნობინა. ამ ყოველივეს ჩუმი მეთვალყურე და
ამავდროულად იგის ფარული გულშემატკივარი ზუა, რომელიც
თითქოს ანარეკლია იგის ყოველი ტრანსფორმაციული ნაბიჯის,
გამმეორებელია მისი ყოველი ნაკვალევის, მემკვიდრეა იგის
ვინაობის, რომელშიც სიცხადის მთელი სიმძაფრით განსხეულდება
იგის ყოველივე ღირსეული თვისება. ზუა ის, ვინც ქარაფის წვერზე
უკუსვლით მიმავალ იგის იმედის ყოვლისმომცველ ნაპერწკალს
უღვიძებს და ათქმევინებს მთავარს: „იგისგან იგი დარჩა, რაც იგიში
იგი იყო“. მაშასადამე, მწერალმა თავისი მთავარი სათქმელი, სწორედ
ამ მეტაფორით გადმოგვცა და გვაზიარა იდეის მარადიულობის იდეას.

პიროვნების ფიზიკური მარცხის შესაძლებლობა, სრულიად დასაშვები


და რეალურია, თუმცა იდეის, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის
არსებაში შეაღწევს და მას თან ძლიერი რწმენა ახლავს, დამარცხება
და განადგურება ნაკლებად უწერია. მაგალითად, იდეური უთანხმოება
და ამავდროულად მისი უკვდავება „ალუდა ქეთელაურის“ უმთავრესი
სამსჯელო საკითხია. ტრადიციების მიმდევარი, საფიხვნოს თავში
მჯდომი ალუდას უცაბედი ფერიცვალება და წამოჭრა იმ
საზოგადოების ძირეული პრობლემისა : „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა
ვართ მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი...“ მისთვის საბედისწერო
აღმოჩნდა, თუმცა იმ ერთიან მასად ქცეულ საზოგადოებაში, მაინც
დარჩა იმედის ნაპერწკალი მინდია, რომელშიც ეს ერთი შეხედვით
უბრალო მოვლენა, მის პიროვნებაში ფუნდამენტურ ძვრებს
გამოიწვევს. ლიტერატურული ძეგლების გარდა, ყოფიერებაშიც
ფართოდ ვაწყდებით ამ პრობლემას, განსაკუთრებით, ისეთ სოციუმში,
სადაც ტოტალიტარიზმი ბატონობს. ავტორიტარიზმის შერყევისა და
მოშლის საფრთხეს მუდმივად წარმოადგენენ თავისულად მოაზროვნე
პიროვნებები, რომელთა დამორჩილება და საერთო ყალიბს მორგება
მათ პრინციპებსა და მიზნებს სავსებით არ მიესადაგება. სწორედ
ამიტომაც, ვერც ერთი „ბელადი“ ვერ ეგუება მათი იდეოლოგიისგან
არსებითად განსხვავებულს და გამოსავალს აუცილებლად
ნაკლებჰუმანური გზებით ეძებს. თუმცა, ძალადაუშურებელი
მცდელობების მიუხედავად თავისუფალი იდეა, პიროვნულობის
გამოხატვისა და თვითრეალიზების სურვილი, თითოეულ ადამიანში
ღრმად და მჭიდროდ იდგამს ფესვებს და დროთა განმავლობაში
აღრვევს ყველანაირ გამოხატულებას ტოტალიტარიზმის
მცდელობისას.

ამგვარად, აბსტრაქტულობის, როგორც იდეის დამარცხება


შეუძლებელია, რადგან სოციუმში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი,
ვისაც ან თავად ეყოფა სიძლიერე ან ვინც გაიმეორებს სხვისი
ძლიერების ანალოგს და მიუხედავად ფიზიკური მარცხისა მისი
იდეურად არსებობა გარდუვალი იქნება.

You might also like