You are on page 1of 2

ჩვენ, ადამიანები, განუწყვეტლივ ვეზიდებით ჩვენს ჯვრებს გოლგოთისკენ , რაც ტანჯვის და

უბედურების წინაშე მყოფი ადამიანის სულიერად გაწმენდის სიმბოლოა . იესოს


გოლგოთაში ‘’მოგზაურობა’’ ჯვრის ღირსეულად ტარების მძლავრი მაგალითია.
მიუხედავად ფიზიკური და ემოციური ტანჯვისა, რაც მან გადაიტანა , იგი დარწმუნებული
იყო მის რწმენაში და მზადყოფნა რომ დატანჯულიყო სხვა ადამიანების ცოდვებისთვის
გვაძლევს მაგალითს, რომ ჩვენ, ჩვენი საკუთარი ჯვრები შეძლებისდაგვარად
ღირსეულად ვზიდოთ.

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში ‘’განდეგილი’’ ვხვდებით პერსონაჟს, რომელმაც დათმო


ყოველგვარი ამქვეყნიური კომფორტი და სიამოვნება და მისი ხორციელი სიცოცხლე
ღმერთს მიუძღვნა. იგი ამისთის უდაბნოში მდგარ მონასტერში განმარტოვდა , სადაც
ყველანაირი ხორციელი ცოდვისგან გათავისუფლდა. მისი მკაცრი ცხოვრების წესი და
ამქვეყნიური სიამოვნებების უარყოფა ხაზს უსვამდა რომ ის ყველანაირად ცდილობდა
სულიერი სრულყოფილებისთვის მიეღწია. მაგრამ მისი რწმენა და მიზანდასახულობა
დიდი გმოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც გამოჩნდა ქალი, რომელიც ხორციელი
ცხოვების სიმბოლოდ აღიქმება. ის დადებითი და გულწრფელი პერსონაჟია, რომელიც
მონასტერში ცუდი ამინდისგან თავის დასაღწევად მოხვდა. განდეგილი თავიდანვე
ფიქრობდა რომ ის არა უბრალოდ ადამიანი, არამედ ღვთისგან გამოგზავნილი გამოცდა
იყო, რაც რეალურად სიმართლე აღმოჩნდა. ქალის მოსვლამ დაარღვია განდეგილის
მშვიდი არსებობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი არა ის იყო რომ
ქალი უარყოფითი პერსონაჟია, არამედ ის რომ მეუდაბნოე მტკიცე ნებისყოფის მქონე არ
აღმოჩნდა. მან საკუთარ ცხოვრებას უბედური უწოდა, რის გამოც საგონებელში ჩავარდა -

‘’უბედურასაო?!.. და მწირსა უცებ

გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...

ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია,

და ვით მოადგა იგი ენაზედ?’’

ამ მონაკვეთი კარგად სჩანს მისი დაპირისპირება საკუთარ მესთან , მაგრამ საბოლოოდ


წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მან ვერ სძლია იმ ხორციელ სურვილებს რაც
ქალის გამოჩენის შემდეგ დაებადა. მეუდაბნოეს შინაგან კონფლიქტის გამწვავებასთან
ერთად უძლიერდებოდა საკუთარ თავში იმედგაცრუებაც. ყოველი ლოცვის დაწყების
მცდელობაზე ღვისმშობლის ხატის მაგივრად ქალის სახეს ხედავდა და თავიდან ვერ
იგდებდა მის სილამაზეს. ბოლოს, როდესაც ფიქროდა რომ ყველაფერი კარგად იყო ,
ხელში ლოცვანი აიღო და როდესაც მიხვდა რომ ის მზის სხივი, რომელიც ოდესღაც
სენაკში ანათებდა იქ აღარ იყო, სასოწარკვეთას მიეცა და მიატოვა სულიერი გზა ,
რომელსაც ოდესღაც გულმოდგინედ და რწმენით სავდე გადიოდა. ის დაემორჩილა
მიწიერ სურვილებს რის გამოც მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.

ადამიანის უნებისყოფობის მაგალითს ვხვდებით ლევ ტოლსტოის რომანში ‘’ანა


კარენინა’’. ანა არის პერსონაჟი, რომელიც მიუხედევად იმისა, რომ ცდილობს
შეინარჩუნოს სულიერი სიწმინდე, ეხვევა ურთიერთობაში, და ემორჩილება მიწიერ
სურვილებს. მათი რომანის პროგრესირებასთან ერთად, ანას იპყრობს ეჭვიანობა და
სასოწარკვეთა, რაც საბოლოოდ მის დაცემამდე მივყავართ. მისმა უუნარობამ რომ
წინააღმდეგობა გაეწია ხორციელი ცდუნებებისთვის, საბოლოოდ გამოიწვია ტრაგიკული
შედეგი.

საბოლოო ჯამში, ეს ისტორიები გვაფიქრებს ჩვენს მატერიალურ მისწრაფებებსა და ჩვენს


სულიერ კეთილდღეობას შორის ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე , რაც
აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის.

You might also like