You are on page 1of 2

გაორებულ სულს არ ძალუძს ცდუნებაზე გამარჯვება, ხოლო

მარცხისას - სინანული
ადამიანის არსებაში ბოროტიც სახლობს და კეთილიც. ხშირად, ამ
ორი დიდი ძალის დაპირისპირების შედეგად ადამიანი გაორდება და ქაოსი
მოიცავს მის გონებას. ასეთ დროს ძნელია აკონტროლო თავი, არ დაუშვა
შეცდომა, რადგანაც დარწმუნებით იცი, რომ ამას ვეღარასდროს აპატიებ
შენს თავს.
ასე დაემართა ერთ ბერსაც ილია ჭავჭავაძის პოემაში “განდეგილი”,
რომელსაც რწმენა უცაბედად გამოჩენილმა ქალმა “შეურყია”.
წუთისოფლის სიამეზე ამდენი საუბრით გააბრუა და თავის აზრზეც კი
გადაიყვანა მასპინძელი, ყველაფერს რომ გამომშვიდობებულიყო მრავალი
წელი და ერთ პატარა ეკლესიაში ცხოვრობდა. დედ-მამის, ახლობლების,
ნათესავების ხსენებისას და ცხოვრებასა და ბუნების სიმშვენიერეზე
ლაპარაკმა ბერი “შეაცდინა” და საკუთარ თავზე უბედური ათქმევინა, ეს კი
პირველი გაორების ნიშანი იყო:
“უბედურსაო”?!...და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...
ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია”.
პირველად უკვე დამარცხდა საკუთარ “მე”-სა და იმ ღმერთის წინაშე,
რომლის მიმართაც ყოველდღე ლოცულობდა, თავს არ ზოგავდა. თავის
ეგოსთან დიდხნიანი მსჯელობისა და კამათის შემდეგ ახალმა განსაცდელმა
იჩინა თავი. დაინახა ყმაწვილი ქალი, დატყვევდა, თვალი ვერ მოსწყვიტა მის
ულამაზეს, გაცხოველებულ და ნატიფ სახეს. ვინაიდან პერსონაჟი უკვე
გაორებულია, ძნელია გააკონტროლოს თავი და მიხვდეს რას აკეთებს, ან რა
მოჰყვება მის ცუდ საქციელს. თითქოსდა ცოდვამ სიმკაცრე დაკარგა და
დატკბა, მაცდურობამ სძლია:
“და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
ეს რა სურვილი გულს გაატარა!”
ცდუნებამ გაიმარჯვა მარტოხელა ბერის გაორებულ სულზე. გონს
მოეგო და სული ტანჯვამ შეაწუხა, განიცადა და სწორედ ამ დროს ვიღაცის
ხმა მოესმა, რომელიც დასცინოდა იმაზე, წარწყმიდა თუ არა განდეგილის
სული, დააშორა თუ არა ღმერთს და წყალში ჩაუყარა მთელი ეს ღვაწლი.
შეშფოთებულმა ბერმა დასახმარებლადა და ცოდვის მისატევებლად
ღვთისმშობლის ხატს შეხედა, მაგრამ მასშიც ახალგაზრდა ქალის სახე
დაინახა, ხმა არა და არ წყდებოდა, აგრძელებდა მის მწარე დაცინვას და
ამან გაგიჟებამდე მიიყვანა თავი:
“აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში”
მთელი ღამე მწირმა, თმააბურძგნულმა და
გონებაარეულმა ,იბოდიალა კლდეებში, სიკვდილივით გაფითრებული,
ელოდებოდა მზის სხივების ამოსვლას, რათა შეემოწმებინა თავისი
სიწმინდე.
მართალია, კვლავ იხილა ცხოველი ხატი ღვთისმშობლის
გამოსახულებით, ამან დაამშვიდა კიდეც, მაგრამ ეს საიმედო ნამდვილად არ
იყო. მზის სხივებმა ღვთის მადლით აღარ დაიჭირეს ლოცვანი და რამდენიმე
მცდელობის შემდეგ წიგნიც უსიცოცხლოდ დაეცა მიწაზე. ამ საზარელი
სურათის შემხედვარე გაშეშდა ზარდაცემული:
“ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივქვეშ უტევა სული”.
არ დაინდო, როგორ ჩანს, მწირის სული მარცხმა და არ მიუტევა.

მას, ესეს დასაწერად ასეთი რაღაცების დაწერა მინდა:


a. რა არის ცოდვა და რატომ არის ის ტკბილი
b. მასთან ერთად თუ შეიძლება რომ სულხან-საბას
ნაწარმოებიდან ჩავურთო ჯუმბერის მაგალითი ცოდვის
სიტკბოებაზე
c. რატომ შეუძლია გაორებულ სულს ადამიანის ჭკუიდან შეშლა
d. სუიციდის მაგალითი რომ მოვიყვანო

თუ კი, მაშინ აქვე მიმიწერეთ და მივამატებ აუცილებლად!

You might also like