You are on page 1of 2

ყურადღებით წაიკითხეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან” 960- ე —— 974 -ე სტროფები .

გაანალიზეთ მოცემული მონაკვეთები შემდეგი მითითებების მიხედვით:

* იმსჯელეთ ავთანდილის სულიერ სამყაროზე;

* იმსჯელეთ ავთანდილის დამოკიდებულებაზე ბუნებასთან;

* ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება ავთანდილის ,,დასკვნის” მიმართ. თქვენი


თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

ავთანდილი წუთისოფლის მიმართ მონოლოგს მკაცრად იწყებს: ,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!“, თუმცა ღმრთისგან მოწყალებას მაინც ხედავს და
დარწმუნებულია, რომ მისგან განწირულს, ღმერთი ზურგს არ აქცევს: ,,მაგრა ღმერთი არ
გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

სიყვარულისგან გახელებული ავთანდილი, თინათინის მონატრების მძიმე ნაღველს მზის


ჭვრეტით იქარვებს, რადგან როგორც თვითონ მიმართავს: ,,შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს,
თქვენ ანათობთ მთად და ბარად; / ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-
დამცთარად“.

ზეცა გულგრილი არ არის ადამიანისადმი, ავთანდილიც ამის წყალობით ამყარებს


სულიერ კავშირს კოსმოსთან და თავისი სიყვარულის ანალოგებსაც ჰპოვებს კოსმოსში,
ციური სხეულების სახით. ამ ეპიზოდში ავთანდილის ტანჯვა მართლაც განსაკუთრებით
მწვავეა, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებით ძლიერია მისი ძალა, ტანჯვის დაძლევისკენ.

ავთანდილის დიალოგში ჩანს მისი სწრაფვა, რაც შეიძლება ღრმად ჩაიძიროს ტანჯვაში: ,,
მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, / გული შავად შემიღებე, სიბნელესა
მიმეც ხშირსა“. / მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და
შემსვარე წითლად სისხლისა დენითა’’.

ავთანდილი ძლიერ გამოხატავს სულიერ შფოთვას, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი ჩანს,
ეს იმედი არის მისი სიყვარული, წრფელი გრძნობა, რომელიც თინათინთან აკავშირებს.
მისთვის წარმოუდგენელია, რომ უფალი მის სიყვარულს არ შეიწყალებს.

ავთანდილის მძაფრ, შთაგონებულ მსჯელობაში მეტად საინტერესო დასკვნა იკვეთება. ის


სწორ დასკვნამდე, ღვთის სიყვარულით მიდის. სწორედ ამიტომაც, შეძლებს საკუთარ თავში
არსებული იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი მეს დაწყნარებას, რომელიც
თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა. საბოლოოდ თავდაჯერებული სწორ რეზულტატამდე
მიდის: ,, რას გარგებს მოკვლა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია“.

ჩემი აზრით, ავთანდილის პერსონაჟმა, გონებით და სწორი მსჯელობით, შეძლო თავის


გადარჩენა. მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ სიკვდილი ვერაფერს მოუგვარებდა და ისეთ
გადაწყვეტილებამდე მივიდა, რაც ბევრს არ შეუძლია: ,,მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი
რა დასათმობია“.

ნინი წულაია

10ბ კლასი/ 02.04.20

You might also like