You are on page 1of 2

ავთანდილის და ტარიელის ქცევის მოტივები

სასოწარკვეთა სულიერი უღონობისგამოხატულებაა. ადამიანი თვითგამანადგურებელი


იმპულსებით, თავისი მცდარი შეხედულებებით, აზრებით კარგავს ცხოვრების საზრისს და
მომავლის იმედს, რაც მორალურ კვდომას ნიშნავს.

ტარიელი სულიერმა აბულიამ მორალურად გაანადგურა და სიცოცხლის ხალისი


დაუკარგა. ავთანდილი გასაჭირში მყოფ მეგობარს შთამაგონებელად მოევლინა . თავისი
ოპტიმისტური მიდგომით, მახვილგონიერებითა და მჭევრმეტყველებით ცდილობს
ტარიელის სულის ხსნას.

თვითმკვლელობას ავთანდილი სატანის ნების აღსრულებად მიიჩნევს და ეუბნება


ტარიელს: „ რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?“. ავთანდილს ესმის, რომ
თვითმკვლელობა ნიშნავს დანებებას,უძლურებას, რაც შეუფერებელია ბრძენი
ვაჟკაცისთვის. ავთანდილი სიტყვებით „თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა
პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა“ ცდილობს ტარიელში
გმოაფხიზლოს თავმოყვარეობა.

ავთანდილი ტარიელს აფრთხილებს. ეუბნება, რომ გლოვით და მხეცთა შორის


ხეტიალით მიზანს ვერ მიუახლოვდება, ვერ აისრულებს, ამიტომ უნდა დაიმორჩილოს
ვნებები და თვალი გაუსწოროს რეალობას. ამას აცხადებს „მინდორს სტირ და მხეცთა
ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა
მოიძულებ“.

ავთანდილი ტარიელს ახსენებს წუთისოფლის კანონზომიერებას. ამქვეყნიური


ბედნიერება ტანჯვის და განსაცდელის გარეშე ვერ მიიღწევა . ავთანდილი ამავე აზრის
დასამტკიცებლად ვარდის იგავს ჰყვება. იგავით მეგობარი ტარიელს უხსნის ,რომ
სირთულის გადალახვით მიღწეული სურვილი უფრო ღირებული, საამო და ფასეული
ხდება.საბოლოოდ კი ასკვნის, რომ თუ ვარდის, უმნიშვნელო საგნის მოსაპოვებლად უნდა
გადალახო დაბრკოლება, ბედნიერების მოპოვება შეუძლებელი იქნება გასაჭირის
დაძლევის გარეშე ავთანდილი ახსენებს ტარიელს, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ძირითად
კონცეფციას ბოროტისა და კეთილის ჭიდილი წარმოადგენს. ამას გულისხმობს
ავთანდილი სიტყვებში: „უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი, საეშმაკო? რად ემდური
საწუთროსა? რა უქნია უარაკო?“.

ავთანდილი ურჩევს ტარიელს დაუჯეროს მას, არ აჰყვეს საკუთარ გულისთქმას, იპოვოს


ნებისყოფა, ძალა მოძრაობის და მიზნისკენ სვლის. პ.ს ავთანდილ889

უიმედო ტარიელი საკუთარ მდგომარეობას მძაფრად აღიქვამს. ის შეპყრობილია


სიცოცხლის სიმწარისა და აუტანლობის განცდით.ტარიელი „ჭირში“ ჩავარდება იმის
გამოც, რომ არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა ტანჯვის საზრისზე. ის არც ავთანდილის
აზრს ემხრობა, რომ განსაცდელის გადალახვით ამქვეყნიური ბედნიერება მიიღწევა და
არც ტრაციციულ შეხედულებას, რომ ტანჯვის დათმენა სამოთხისკენ გაუკვალავს გზას. მას
თავისი რწმენა აქვს, რომ ბედნიერება მიიღწევა იმქვეყნად, მიჯნურთან შეყრით . თავის
ტრაგედიაზე კონცენტრირებული ვერ აცნობიერებს, რომ თვითმკვლელობა, დანებება ,
ცხოვრების შეწყვეტა ნიშნავს უფლის გმობას, ბოროტების აღსრულებას, რაც წარმოადგენს
ტანჯვის გამძაფრების საფუძველს.
ტარიელს გადაეწურა იმედი თავისი წადილის ახდენის, ამიტომ ყურს უგდებს თავის
გულისთქმას და პასუხობს ავთანდილს: „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ
გივაზიროს“.

უამბიციო, ღონემიხდილი ტარიელი საკუთარ თავს მოიხსენიებს , როგორც გახელებულს ,


რომელსაც არ აქვს უნარი ცოდნის გამოყენების, თუმცა ის მაინც ახერხებს
დაუპირისპიროს ავთანდილის იგავს თავისი აზრი: „ვარდი ვერ არის უმზეოდ ; იყოს,
დაიწყებს ჭნობასა“.

ავთანდილიმა ფილოსოფიური განსჯით ვერ შეძლო ტარიელზე ზემოქმედების მოხდემა ,


ამოტომ სცადა მოხერხებით მიზნის მიღწევა. მან ტარიელს თავი შეაბრალა, თავისი
შეჭირვება აგრძნობინა, თანაზიარობას აღუძრა ტარიელს: „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა
სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ; ვერ დამიჭირა
მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა ?“.
ამასთანე ახდენს ზეგავლენას, რომ ავთანდილი ტარიელის თავმოყვარეობაზე,
თავმომწონეობაზე როცა ემუდარება ცხენზე მჯდომი დაენახოს, ანუ მთელი თავისი
რაინდული მშვენიერებით წარმოდგეს.

მართლაც, ავთანდილის მოლოდინი გამართლა, ტარიელი ჯირითის დროს ნელნელა


გამოკეთდა, ძალა მოემატა, მოძრაობით მის ბუნებაში გაიელვა სიცოცხლის სურვილის
ნაპერწკალმა, რომელიც საბოლოოდ ავთანდილმა ცეცხლად გარდაქმნა.

ავთანდილმა ტარიელს დაანახა ჭეშმარიტება. მან გამოათქმევინა განცდები , რომელიც


უკავშირდება ნესტანისგან დატოვებულ სამკლავეს, ხოლო შემდეგ შეახსენა ნესტანისგან
დატოვებული უფრო ძვირფასი საჩუქარი, ერთგული მეგობარი, ასმათი, რომელიც
იტანჯება მისთვის, განიცდის მის უბედურებას და დარდობს მასზე .ტარიელისთვის
ახლობელი ადამიანისადმი- ასმათისადმი, გაღვივებული სიბრალული აღმოჩნდა ძალა ,
რომელმაც სიცოცხლისკენ შემოაბრუნა.

ჩემი აზრით, ტარიელი ძლიერი პიროვნებაა,რომელიც შეიპყრო მცდარმა შეხედულებამ.


ავთანდილი კი აღმოჩნდა ერთგული მეგობარი, რომელმაც გაუკვალა გზა
ჭეშმარიტებისკენ.

You might also like