You are on page 1of 1

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სულო ბოროტო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

ძიება გვერდზე

ძიება საიტზე

-1:32

კითხულობს პოეტი და მთარგმნელი დალი კახიანი

არ უკიჟინო, სატრფოო ბედი ქართლისა ვპოვე ტაძარი მერანი

ნაპოლეონ საყურე სულო ბოროტო სული ობოლი

ფიქრნი მტკვრის პირას შემოღამება მთაწმინდაზედ ცისა ფერს წერილი გრიგოლ


ორბელიანისადმი

წერილი მაიკო ორბელიანისადმი ხმა იდუმალი

დამხმარე მასალა:

ვალერიან გაფრინდაშვილი: ბარათაშვილი

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო


ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, უქადდი – ჰპირდებოდი.
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი? აღთქმანი – დაპირებები.
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი? ზრახვანი – აქ: ფიქრი, სურვილი.
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
გაცუდდა – ფუჭი, ამაო გამოდგა, ვერ აღსრულდა.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?
წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,


სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი დაშთენილი – დარჩენილი.
უსაგნოდ, მარტო, უსაგნოდ – უმიზნოდ.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, მახვრალი – ვინც ოხრავს.
სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი მსახვრალი – აქ: დაუნდობელი, გამანადგურებელი.
შენი მსახვრალი!

1843

You might also like