You are on page 1of 1

ვაჟამ ეს რომ მოყვა, ერთი ფიქრი ამეკვიატა: რატომ ვერ უნდა ეგრძნოთ, იქვე,

გვერდით, კაცი რომ კვდებოდა-მეთქი. ხომ წარმოგიდგენია, ფიქრში როგორ ბღაოდა


ის უბედური. არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს? ანდა ისე იგრძნოს
რაიმე, დაუნახავად და მოუსმენლად?

ავტობუსში მსხდომთა გუნებ-განწყობა იმისდა მიხედვით ეცემოდა, რაც უფრო


ქვემოთ ვიწევდით და ვივაკებდით. ყველას თავისი გადაბეზრებული და მოშვებული
იერი დაუბრუნდა. ეძინათ, ამთქნარებდნენ, სკამებზე მიღრეცილ-მოღრეცილები
ეყარნენ. არაფერი აღარ უნდოდათ. ერთი სული ჰქონდათ, წყალს როდის
გადაივლებდნენ და ლოგინებში როდის ჩაეყრებოდნენ. საერთოდ, ადამიანი ერთხელ
მაინც თუ არ ნახე ქალაქგარეთ, ვერ გაიცნობ. მისი ბევრი კარგი თვისება გამოგრჩება.
ქალაქს რომ გასცდებიან, ხალისი ემატებათ, ერთ-ორ წელს ჩამოიბერტყავენ ხოლმე
მხრებიდან, თამამდებიან, ის საზიზღარი შებორკილობა უქრებათ... ჩემი აზრით,
ურთიერთობის გამოსწორება, მოგვარება, გარკვევა, მოლაპარაკება ხალხმა ბუნების
წიაღში უნდა მოახდინოს. საქმე ბევრად უფრო სასიკეთოდ წარიმართება...

ვიღვიძებ. რაღაც სიხარული მომყვება, როგორც პატარა ღრუბლის ფთილა.


დამესიზმრა, თუ უბრალოდ უცნაურად ვფიქრობდი? რატომ მიმსუბუქდება გული?
რად მექცევიან ასე მოწყალედ ძილის ქვეყანაში? ან რა ქვეყანაა ეს ქვეყანა, ბოლოს და
ბოლოს, დახურული ქუთუთოების მიღმა რომ იწყება, სადაც ჩვენი ცხოვრების
მესამედს ვატარებთ? ნუთუ არც ისეთი გადასაგდები კაცი ვარ? ეგებ ჩემი ულმობელი
ფიქრით დავიმსახურე ცრემლი და შვება? ეგებ თუ ტანჯვა ბოლომდე მივა, გულის
ფსკერის სულ ქვედა შრემდე, და მტანჯველი ფიქრიც ბოლომდე მოიცლის,
მთლიანად დაიხარჯება ტანჯვის საგნისთვის – ამის შემდეგ იწყება შვება? ნუთუ
არის სადღაც დიდი, დიდი ნათელი, რომელიც გვსჯის, გვწვავს და მაინც არ
ვემეტებით, ოღონდ ამ არგამეტებას ჩვენ ვეღარა ვგრძნობთ?
მერე ვფიქრობ რაღაც უაზრობას, რაც იმწუთას ძალიან ზუსტად ნაფიქრი მგონია: «რა
კარგი იქნებოდა ცხოვრება, ღმერთო, ასეთი საშინელი რომ არ იყოს». მერე ვფიქრობ
ღრმა და მშვიდი წუხილით, ნაღვლიანად შეგუებული უპასუხობას: «რა უნდა გეთქვა,
რა?»

ჯერ კიდევ გრილი ბესამე კი, ახლად შემშრალი, ნამდვილს, თავისას, ობლურს უკრავდა;
სიფრიფანა ხმით იმსჭვალებოდა მახლობელი ტყე, იმ ტყის ერთ-ერთი ხის უკან კი
ავაზაკივით ამომდგარიყო დიდი ბებერი მუსიკოსი, და, მრავლისმნახველს, თვალები მაინც
გაოცებოდა – თავად ბესამე წააგავდა ახლა მცენარეს, ერთი პატარა, გრძნეული ტოტით,
რომლიდანაც რომ უცხო ფოთლებად ამოდიოდა თვით ის: _ უფსკერო, განუზომელი, თვით
ის – მაღალი, უხვი, მდიდარი, თვით ის – უზომოდ მწყალობელი, _ ლაღი, ფარფატა
ღონიერება, სიბედნიერე თვალთუხილველი, ყოვლისმომცველი ჩვენი მეუფის, თავად
ჰაერის, ჰაერის მეფე უზენაესი, დიდაღზევების მასუნთქებელი თვით იის – მუსიკა!

You might also like