You are on page 1of 3

Tenebris cor tuum

თავი 1.

ზაფხულის ცხელი დღეები იყო. დღე და ღამ ცხელოდა. მე ეს სულაც არ მაწუხებდა. თითქოს
ვერაფერს ვგრძნობდი. ზოგჯერ მინდოდა რაღაც მეც მეგრძნო, ისე როგორც სხვები გრძნობენ.
მე სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. მომაკვდინებელია. მაინტერესებდა, ნუთუ არ
მაქვს გული… შეიძლება არც მაქვს. მის ადგილას სიცარიელეა და წყვდიადი მარადისობაში
იკარგება.

ძველი შენობები, გზები, ქუჩები ძალიან მომწონს. ალბათ სიძველეს თავისი ხიბლი აქვს.
მაგრამ აქვე ტყეა და ზღვა, თვალუწვდენელი. მათი შემხედვარე სულ მინდოდა დამეხატა.
ვხატავდი, ყოველდღე ვხატავდი. თითქოს ეს იმ სიცარიელეს ავსებდა, რომელსაც მკერდში
ვგრძნობდი. არ შემეძლო იმის დახატვა თუ რას ვგრძნობდი, მაგრამ ვხატავდი იმას რაც
მინდოდა რომ მეგრძნო. მთვარის შუქზე მოცეკვავე ვერცხლისფერი ტალღები, მზის ჩასვლა,
მწვანე ტყე და მინდორში მობიბინე ყვავილები…

უფრო და უფრო მსიამოვნებდა მარტო ყოფნა. არვიცი რატომ. მეგობრები მყავს. საუკეთესო
მეგობარიც, რომელიც წყვდიადს ანათებდა ჩემ გარშემო. ის მზე იყო, მე კი-მთვარე; ის
სინათლე იყო, მე კი-სიბნელე; ის ცოცხალი იყო, მე კი-არა. ყველა მეგობარი ძვირფასი იყო,
მაგრამ ტიმოთეს სული ყველაზე განსხვავებული იყო. თითქოს ისეთი იყო, როგორიც მე
მინდოდა ვყოფილიყავი. თითქოს ის გავდა ჩემსას. ის იყო ჩემი მზე. მისი წყალობით
ვხედავდი. ხანდახან მისი სიკაშკაშე და ბრწყინვალება მეც გადმომედებოდა ხოლმე. მისი
სხივები სწვდებოდა ჩემში წყვდიადს.

ჩემს ბნელ მხარეს არ მოსწონდა ის, რომ ვინმესთან ასე ახლოს ვიყავი. ხშირად ვებრძოდი მას,
მაგრამ მისი მომწამვლელი ხმა, მისი ერთი წინადადება საკმარისი იყო ზოგჯერ, რომ
დანებება მიწევდა. მისი წყვდიადით მოცული ხმა ჩამესმოდა მაშინ, როდესაც ტიმოთეზე
ფიქრს ვიწყებდი და მითუმეტეს, თუ ეს სიამოვნებას მანიჭებდა ბნელის ხმა მაიძულებდა მის
შეძულებას. მაგრამ, მაინც ფიქრები უფრო სწვდებოდა მას. როდესაც მას ვხედავდი ბნელი
უფლებას არ მაძლევდა ისე მოვიქცეოდი, როგორც ის მექცეოდა. ის მაზიზღებდა მას და
მაიძულებდა სიძულვილით მოვპყრობოდი. თითქოს ბნელს ჩემი დაცვა უნდა იმისგან, რაც
მისი აზრით არ არსებობს. ის დამეპატრონება ხოლმე და ჩემი სხეულით ბნელად და
უგულოდ ეპყრობა ტიმოთეს, ან საერთოდაც ახლოს არ ეკარება. მიუხედავად ამისა, ტიმოთე
მუდამ ახერხებდა ჩემში სინათლის დანახვას და ცდილობდა ბნელეთისთვის დაემტკიცებინა,
რომ ბნელი ცდებოდა. ის არ იმსახურებდა როგორც ვეპყრობოდი და ამიტომ მე არ
ვიმსახურებდი მის კეთილ მოპყრობას. თიმცა ის მაინც არ ნებდებოდა. არვიცი ამას რატომ, ან
როგორ აკეთებდა. ის მთლიანად ნათელი იყო.

ყველა ვარსკვლავი საბოლოოდ კვდება, ქრება, მაგრამ ის მარადიული მნათობი იყო. ჩემში კი
ბინადრობდა შავი ხვრელი, რომელიც წყვდიადისკენ მიმათრევდა. გრავიტაცია, სწორედ ესაა.
სიგიჟე გრავიტაციასავითაა, მხოლოდ პატარა წაბორძიკება, მხოლოდ ერთი არასწორად
დადგმული ნაბიჯია საჭირო და შავი ხვრელივით ჩაგითრევს. მაგრამ მე არა ვარ გიჟი. ის
ანათებს ჩემს გზას, მაგრამ შავი ხვრელის მიზიდულობა მტანჯავს, სულს მიხრწნის. მე კი
მისთვის მადლიერების გამოხატვაც არ შემიძლია. ყოველთვის, როცა ამას ვაანალიზებ
სულში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შუშის ნამსხვრევები ნელნელა მაწამებენ, მე კი
ყვირილი მინდა და ამას ვერ ვახერხებ. ჩემი სული ყვირის, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვხედავ.
ნეტავ ტიმოთეს შეეძლოს იმის დანახვა, რასაც ვერ გამოვხატავ.

დიდი ხანია არ მინახავს. არვიცი, რომ ვნახავ რას გავაკეთებ. ალბათ ის შემძულდება. ამით
დავიღალე.

Თავი 2.

Უღიმღამო დილა იყო. Სიცხე და ქარი ერთმანეთს ერწყმოდა. Უცნაური შეგრძნება მქონდა
გულის ადგილას. Ტკივილს ვგრძნობდი. Ეს არასდროს დამმართნია და ძალიან მიკვირდა.
Თითქოს ტირილი მინდოდა, მაგრამ ცრემლები დამშრალიყო, სადღაც გამქრალიყო, როგორც
მიქცევის დროს ზღვა უჩინარდება ხოლმე. Თითქოს თვალებიდან ვერ გადმოსული
ცრემლები ცხარედ ეცემოდა გულს და ისე წვავდა, ანადგურებდა, აწამებდა, რომ ამ ტკივილს
რეალურად შევიგრძნობდი. Მაგრამ, როგორ? Მე ეს ვერ გამეგო. Მე ხომ მეგონა გული სულ არ
მქონდა და მის ადგილას მარადიული წყვდიადი, სიბნელე და სიცარიელე იყო. Ან იქნებ,
სწორედაც ჩემი გულია ასეთი, ბნელი და მარადიული წყვდიადით სავსე, სადაც ნათელი
სხივები ვერ აღწევენ. Მაგრამ არვიცი, რატომაა ასე. Არ მესმის რა დავაშავე, ან რა გადამხდა
თავს, რომ ჩემი გული ასე ჩააბნელა, ისე როგორც შორეულ კოსმოსში ერიდანუსის
სუპერვოიდი. Ზუსტად ასეთივე ამოუცნობი და იდუმალებით მოცულია ჩემი გულის
სიბნელე. Ერიდანუსის სუპერვოიდი, სიბნელე სიცარიელეში, რომელიც ჩვენგან ორი
მილიარდი სინათლის წელიწადით არის შორს. Უთვალავი ვარსკვლავი არსებობს სამყაროში,
მაგრამ იქ ვერ აღწევს ვერცერთი მათგანის შუქი, სიკაშკაშე და ბრწყინვალება. Მაგრამ, მე ხომ
აქ ვარ, დედამიწაზე, ნუთუ ასეთ სიშორეში იკარგება ჩემი გული? Ნეტავ შემეძლოს გაგება ამ
ყველაფრის. Შესაძლოა ეს ჩემი ბნელი ნაწილის ხრიკია. Იქნებ, სწორედ მას უნდა, რომ ასეთი
დავინახო საკუთარი თავი, ბნელი, ისეთივე როგორიც თვითონაა. Მაგრამ რა გადახდა ასეთი?
Იქნებ არც არაფერი და უბრალოდ ეშინია და ჩემ დაცვას ცდილობს ასეთი წარმომაჩინოს და
მეც დამაჯეროს, რომ ბნელი გული მაქვს. Მისი თქმით, რასაც გული გრძნობს სისუსტეა. Მისი
თქმით ყველანაირი გრძნობა სისუსტეა, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებს და თვითონ
სიამოვნება, კი ილუზიაა, სისასტიკით სავსეა, რადგან მისი განცდის შემდეგ ვგრძნობთ
ტკივილს. Ტკივილი კი, ის ყველაზე რეალურია, მან შეიძლება მარადისობამდეც გასტანოს და
ნელნელა გახრწნას ჩვენი სული. Ბნელი მეუბნება ხოლმე, რომ ადამიანებს ვძულვარ, მათ არ
შეუძლიათ ჩემი კარგის დანახვა და ვერ მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. Ბნელი იმასაც
მეუბნება, რომ ტიმოთესაც კი არ შეუძლია ეს. Ყველაზე მეტად ის სძულს. Ბნელი იმ სიტყვის
გამოყენების უფლებასაც არ მაძლევს, რომელსაც ადამიანი ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან. ის
ფიქრობს, რომ ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რასაც ცხოვრებაში გეტყვიან და ყველაზე
მომაკვდინებელიც.
Დიდი ხანი აღარ გამიგრძელებია ამაზე ფიქრი. Გარეთ გასვლა მომინდა, მიუხედავად იმისა,
რომ ასეთი სიცხე იყო. Მოჩუქურთმებული ხის კიბე ჩავირბინე და გარეთ გავვარდი. Ქუჩას
გავუყევი შენობების ჩრდილში. Უბრალოდ გასეირნება და ცოტახნით ფიქრებისგან თავის
დაღწევა მსურდა. Რამდენიმე ათეული მეტრი გავიარე, ბოლო ნაბიჯი გადავდგი და
გავშეშდი. Ის დავინახე. Ტიმოთე იყო. Იდგა და მეზობელს ელაპარაკებოდა, სავარაუდოდ
მოვლენაზე, რომელიც ამასწინად ზღვის თავზე მოხდა, ულამაზესი ღრუბელი იყო, ძალზედ
უჩვეულო. Მეზობელი პროფესორი სოლარი იყო, ძალიან ჭკვიანი კაცი. Ტიმოთემაც
შემამჩნია. Ნაბიჯები ფრთხილად გადავდგი, ისიც ჩემსკენ წამოვიდა. Უეცრად თვალებში
შევხედე. Მისი თვალები განთიადისას ცაზე მიმოფანტულ ლამაზ ღრუბლებს გავდა, მისი
გამოხედვა კი მზე იყო, მზის თბილი სხივები. Მოვიდა მე ხელი გავუწოდე, მანაც ჩამომართვა
და თითქოს იმედგაცრუებული გამოხედვა მომაპყრო. Უცებ მთვარის ცივ შუქს დაემსგავსა.
Დიდად არ გამკვირვებია. მე ამას ვიმსახურებდი. Უარესის ღირსიც ვიყავი.

-როგორ ხარ?- უღიმღამოდ და არაფრისმთქმელი ხმით მკითხა და მზერა მომაბყრო.

Მისმა მზერამ გულში სარივით გაიარა და აი ახლა ბნელის ხმა მესმოდა თავში: “რატომ უნდა
აინტერესებდეს როგორ ხარ?, რამნიშვნელობა აქვს მისთვის?”

-შენ როგორ ხარ?- მხოლოდ ეს ვკითხე.

-კარგად.

Ხმაში რაღაც ამოუცნობი ეხატებოდა.ვერ გამეგო რაიყო. Შემდეგ ვუთხარი მეჩქარება უნდა
წავიდე მეთქი. Მან თავი დამიქნია. Დავემშვიდობე და იმ ადგილიდან ავვორთქლდი.

Თავი 3.

You might also like