You are on page 1of 309

მთარგმნელი:

თამარ სუბელიანი

1
თავი პირველი

ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიყავი მაშინ, იმ უზარმაზარი ბოინგ 747-ის სავარ-


ძელში მოკალათებული, რომელსაც საფრენ ბილიკზე დასაშვებად ჰამბურგის
თავზე ხშირი ღრუბლების ფენა გაერღვია. ნოემბრის ცივ წვიმებს მიწა
გაელუმპა. ყველა და ყველაფერი – საწვიმარ ლაბადებში გახვეული ეკიპაჟის
წევრებიც, აეროპორტის შენობის სახურავზე აღმართული დროშაც, BMW-ს
ბილბორდიც – პირქუშ ფლამანდიურ პეიზაჟს მოაგონებდა მნახველს.
და, აი, ისევ გერმანიაში დავბრუნდი.
დაეშვა თუ არა მიწაზე თვითმფრინავი, კაბინაში მუსიკის საამური ჰანგე-
ბი გაისმა – ბითლზის „ნორვეგიულ ტყეს“ ასრულებდა რომელიღაც ორკეს-
ტრი. ეს მელოდია ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა, ახლა კი შემძრა, შემაძ-
რწუნა, ისე ამაღელვა, როგორც არასდროს.
წინ გადავიხარე და თავი ისე ჩავრგე ხელებში, თითქოს თავის ქალას გა-
დახლეჩისგან ვიცავდი. ცოტა ხნის მერე ერთი გერმანელი სტიუარდესა მომი-
ახლოვდა და ინგლისურად მკითხა, როგორ ხარო.
– არა მიშავს, ოდნავ თავბრუ მეხვევა.
– ვერაფრით დაგეხმარებით?
– ვერა. გმადლობთ.
ღიმილით გამ შორდა. ბითლზი ბილი ჯოელმა შეცვალა. მხრებში გავიმარ-
თე და ილუმინატორიდან გავხედე ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოქუფრულ
ცას, თან კი იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც ცხოვრებაში დამიკარგავს.
ვფიქრობდი გასულ წლებსა და გაფერმკრთალებულ გრძნობებზე, მეგობრებზე,
რომლებიც დაიხოცნენ ან გაუჩინარდნენ...
თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ ხალხმა უსაფრთხოების ქამრე-
ბის მოხსნა და ხელბარგის ჩამოღება დაიწყო, აი, მე კი სადღაც სხვაგან ვიყავი,
ძალიან შორს ამ ყველაფრისგან, იმ მწვანე მდელოზე. ბალახის სუნი მცემდა,
ქარი სახეში მეხლებოდა, ჩიტების გადაძახილიც ჩამესმოდა. იქ 1969 წლის შე-
მოდგომა იდგა, მალე ოცი წლის გავხდებოდი.

2
სტიუარდესა ისევ მომიახლოვდა, ამჯერად გვერდით ჩამომიჯდა და მკით-
ხა, რამე ხომ არ გიჭირსო.
– გმადლობთ, მართლა არა მიშავს, – გავუღიმე, – ოდნავ სევდა შემომაწვა.
– კარგად მესმის თქვენი, ზოგჯერ მეც მემართება ეგრე.
წამოდგა, გამიღიმა.
– სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ. Auf Wiedersehen.
– Auf Wiedersehen.
თვრამეტი წელი გავიდა და მდელოზე გატარებული იმ დღის ყოველი დე-
ტალი მახსოვს. ზაფხულის უწყვეტ შხაპუნა წვიმას მტვერი ჩამოერეცხა და
მთები მუქმწვანედ ხასხასებდა. ოქტომბრის სიო კაცის სიმაღლის თეთრ გა-
ფოთლილ ტოტებს არხევდა. ცივლურჯ ცაზე ზოლად გადაჭიმულიყო ღრუბე-
ლი. უძირო ცა თვალებს გვტკენდა. ქარმა მდელო გადმოჭრა, თმა აუწეწა
ნაოკოს, ვიდრე ტყეში შესხლტებოდა ფოთლების ასაშრიალებლად და იქიდან
შორეული, არაამქვეყნიური ყეფის მოსატანად – იმ ყრუ ხმის, იმ გაუგებარი
გადმოძახილისა. სხვა არაფერი ისმოდა. არც ვინმე შემოგ ვყრია გზად. ორი
ბრდღვიალა წითელი ჩიტი დავინახეთ, დამფრთხალები რომ აფრინდნენ მდე-
ლოს შუაგულიდან და ტყეს შეაფარეს თავი. სეირნობის დროს ნაოკო ჭებზე
მელაპარაკებოდა.
მეხსიერება უცნაური რამაა. იმ დღეს პეიზაჟისთვის თითქოს ყურადღება
არ მიმიქცევია. ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა ჩემზე, არ მეგონა, ან
რას წარმოვიდგენდი, თვრამეტი წლის შემდეგ ის მდელო ასე ცხადად თუ და-
მიდგებოდა თვალწინ. არა, იმ დღეს ის პეიზაჟი ოდნავადაც არ მადარდებდა.
მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი და იმ გოგონაზე, რომელიც გვერდით მომ-
ყვებოდა. ხან მასზეც ვფიქრობდი, ხან მხოლოდ ჩემს თავზე. იმ ასაკში ვიყავი,
ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ყოველი სანახაობა, ყოველი განცდა, ყოველი
ფიქრი უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება. თან შეყვარებული ვიყავი; სირთუ-
ლეებზე შეყვარებული. ის ხედი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
ახლა კი ჯერ სწორედ მდელო მახსენდება. მახსენდება ბალახის სუნი, ქა-
რი, მთების ხაზი, ძაღლის ყეფა – თან სრული სიცხადით. ისეთი განცდა მაქვს,
მგონია, ხელი რომ გავიწვდინო, თითის წვერებით შევეხები. და მართალია, ასე
მკაფიოდ ვხედავ იმ სცენას, მაგრამ იქ არავინ დგას, არავინ. არც ნაოკოა იქ,
არც მე ვარ. ნეტა სად გავ ქრით? ასეთი რამ როგორ მოხდა? ყველაფერი, რაც
იმ დროს ისე მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა – ნაოკო და ჩემი იმდროინდელი
პიროვნება, და სამყარო, რომელიც მაშინ მქონდა – სად გაქრა ეს ყველაფერი?

3
დამიჯერეთ, მის სახესაც ვერ ვიხსენებ. მხოლოდ და მხოლოდ ფონი შემრჩა
ხელში, მხოლოდ პეიზაჟი, და არც ერთი ადამიანი.
გონების დაძაბვის შემდეგ მახსენდება მისი სახეც. თანდათან ვცდილობ
მთლიანი სურათის შეკვრას – ვიხსენებ მის თლილ, ცივ ხელებს, სწორ შავ
თმას, დახვეწილ, მომრგვალებულ ბიბილოს და პაწაწკინტელა ხალს ყურის
უკან, აქლემის ბეწვის ქურქს, რომელსაც ზამთარში იცვამდა ხოლმე. ვიხსენებ
კითხვის დასმის დროს უტიფრად როგორ მიყურებდა თვალებში და დროდად-
რო ხმაზე ოდნავ ეტ ყობოდა თრთოლა (თითქოს ქარიან მთის წვერზე მდგარი
ლაპარაკობდა). მერე უეცრად თვალწინ მიდგება მისი სახე – ჯერ პროფილში,
მე და ნაოკო ხომ ყოველთვის გვერდიგ ვერდ ვსეირნობდით, მერე ჩემკენ ტრი-
ალდება, იღიმება, ოდნავ, სულ ოდნავ გვერდზე სწევს თავს და ლაპარაკს იწ-
ყებს, თვალებში ისე მიყურებს, თითქოს კამკამა წყლის გუბურაში გამსხლტა-
რი თევზის დანახვას ცდილობდეს.
ნაოკოს სახის გასახსენებლად დრო მჭირდება. წლების გასვლასთან ერთად
კი უფრო და უფრო მეტ დროს ვანდომებ ამას. სამ წუხაროა, რომ გონებაში მი-
სი სახის აღსადგენად ჯერ მხოლოდ ხუთი წამი მჭირდებოდა, მერე ათი, მერე
ოცდაათი, მერე კი მთელი წუთი – თანდათან ეს დრო ისე იზრდება, როგორც
შებინდებისას წაგრძელდება ხოლმე ჩრდილები. ალბათ, ერთხელაც იქნება, ამ
ჩრდილებს სრულად შთანთქავს წყვდიადი. ამას ვერაფერი შეაჩერებს. თავი-
დან მხოლოდ ის პეიზაჟი, ის ოქტომბრის მდელო მიდგება თვალწინ, როგორც
ფილმის სიმბოლური კადრი. და ყოველთვის, როცა ის მდელო მახსენდება, გო-
ნებაში თითქოს რაღაც წიხლს მკრავს. გაიღვიძეო, მეუბნება, ისევ აქა ვარ. გა-
იღვიძე და ამაზე დაფიქრდი. იმაზე დაფიქრდი, ისევ რატომ გამოვჩნდიო. ეს
დარტყმა მტკივნეული არასოდეს არ არის. და ყოველ ამორტყმულ წიხლთან
ერთად ყრუ ხმაც გაისმის. მაგრამ ესეც ერთ დღეს სულ გაქრება. ჰამბურგის
აეროპორტში კი ეს წიხლის კვრა უფრო გრძელი და მტკივნეული იყო, ვიდრე
ოდესმე ყოფილა. სწორედ ამიტომ ვწერ ამ წიგნს. რომ ვიფიქრო. რომ გავიგო.
რას ვიზამთ, ასეთი ვინმე ვარ. იმისათვის, რომ მთლიანად ჩავწვდე მოვლე-
ნებს, მათზე უნდა ვწერო.
იქნებ გავიხსენო, იმ დღეს ნაოკო რაზე მელაპარაკებოდა? ჰო, რა თქმა უნ-
და, „მდელოს ჭაზე“. წარმოდგენა არა მაქვს, ასეთი ჭა მართლა არსებობდა თუ
არა. შესაძლოა, ეს ხატება თუ ნიშანი მხოლოდ ნაოკოში არსებობდა, ისევე
როგორც უამრავი სხვა რამ, რაც იმ შავბნელ დღეებში მის გონებაში ჩნდებო-
და. თუმცა მას შემდეგ, რაც ის ჭა აღმიწერა, მდელო უიმისოდ ვეღარ წარმო-

4
მედგინა. იმ დღის შემდეგ ჭა, რომლისთვისაც თვალი არასდროს მომეკრა, გა-
ნუყოფლად შეეთვისა მდელოს იმ ხედს, რომელიც თვალწინ მქონდა გადაშ-
ლილი. ის ჭა შემიძლია დეტალურად აღგიწეროთ კიდეც. სწორედ იქ იყო, სა-
დაც მდელო სრულდებოდა და იწყებოდა ტყე. ბნელი ორმო, დაახლოებით
იარდის დიამეტრისა, ბალახებში ჩამალულიყო. არც ღობით შემოესაზღვრათ,
არც ქვით (ყოველ შემთხვევაში, მიწის ზემოთ არაფერი ჩანდა). ხვრელი იყო,
მეტი არაფერი, დაფჩენილი პირივით. ჭის პირზე ქვები წვიმას სულ გაეთეთ-
რებინა. დაბზარული იყო, ზოგან ამოტეხილიც კი და ნაპრალში პატარა მწვა-
ნე ხვლიკი მისრიალებდა. კიდეც რომ გადახრილიყო კაცი, სიცარიელეს თუ ჩა-
აშტერდებოდა, სხვას ვერაფერს დაინახავდა. ერთი ის ვიცოდი, რომ იმსიღრმე
იყო, შეეშინდებოდა კაცს. ვერც კი გაიზომებოდა, სიბნელით იყო სავსე, თით-
ქოს სამყაროს მთელი სიბნელე შეეკუმ შათ და იქ ჩაეწ ნეხათ.
– მართლა ძალიან ღრმაა, – ნაოკო სიტ ყვებს ფრთხილად არჩევდა. ზოგ-
ჯერ სჩვეოდა ასე ნელა ლაპარაკი, ცდილობდა, შესაფერისი სიტ ყვა მოეძებნა,
– მაგრამ ის კი არავინ იცის, სად არის, მარტო ის ვიცი, რომ სადღაც აქვეა.
მართლა ასეაო, ტვიდის კოსტიუმის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თითქოს
ღიმილითაც ამას მეუბნებოდა.
– მაშინ წარმოუდგენლად საშიში იქნება, – ავ ყევი მეც, – წარმოიდგინე,
ღრმა ჭა, რომელიც არავინ იცის, სადაა. მანდ თუ ვინმე ჩავარდა, ბოლოც
მოეღება.
– ჰო, ჩავარდება და მორჩა! ბრახ, და აღარ იქნება!
– ნეტა მართლა ჩავარდნილა ვინმე?
– როგორ არა! ორ-სამ წელიწადში ერთხელ ვინმე მოულოდნელად ქრება
და ვერავინ პოულობს. ამ დროს აქაური ხალხი იტ ყვის ხოლმე, ოჰ, მდელოზე
ჭაში ჩავარდნილაო.
– არავის ვუსურვებ ეგრე სიკვდილს.
– ჰო, ასე სიკვდილი საშინელებაა, – ნაოკომ კოსტიუმიდან ბალახის თესლი
ჩამოიფერთხა, – ყველაფერს სჯობია, მაშინვე კისერი მოიტეხო, მაგრამ ალ-
ბათ მხოლოდ ფეხი თუ მოგ ტყდება და მერე ვეღარაფერს გახდები. ყვირილის-
გან ფილტვები დაგისკდება, ხმას კი ვერავის მიაწვდენ, იმის იმედიც ვერ გექ-
ნება, რომ ვინმე გიპოვის, ცხრაფეხები და ობობები შეგაბობღდებიან, იჯდები
იქ, იმათ ძვლებში, ვისაც შენამდე ამოხდომია სული, სიბნელესა და სისველე-
ში, სადღაც შორს, შენს თავზე, ზამთრის მთვარესავით სინათლის რკალი იქ-
ნება, და მოკვდები ასე, შენთვის, მარტო.

5
– აჰ! ამაზე ფიქრიც კი ძრწოლას მგვრის. ვინმემ ეგ ჭა უნდა იპოვოს და კე-
დელი შემოარტყას.
– ვერავინ იპოვის. ამიტომ ჯობს, ბილიკიდან არ გადაუხვიო.
– ნუ დარდობ, არ გადავუხვევ.
ნაოკომ კოსტიუმის ჯიბიდან ხელი ამოიღო და ჩამჭიდა.
– შენ თვითონ ნუ იდარდებ, კარგად იქნები. შუაღამითაც რომ ირბინო ამ
მდელოზე, იმ ჭაში მაინც არ ჩავარდები. და ვიდრე შენ გვერდით ვიქნები, არც
მე ჩავვარდები.
– არასდროს?
– არასდროს.
– ეგ საიდანღა იცი?
– უბრალოდ, ვიცი, – კიდევ უფრო მომიჭირა ხელზე ხელი, გზა კი ჩუმად
განაგრძო, – ასეთი რამეები ვიცი. არასდროს ვცდები. ამას ლოგიკასთან კავში-
რი არა აქვს – უბრალოდ, ვგრძნობ. აი, როცა შენთან ასე ახლო ვარ, არაფრის
მეშინია. ვერანაირი შავბნელი თუ ბოროტი ძალა ვერ მაცდუნებს.
– პასუხიც გცოდნია. ისღა დაგრჩენია, ყოველთვის ჩემთან იყო.
– მართლა ასე ფიქრობ?
– რა თქმა უნდა.
ნაოკო შეჩერდა. მეც შევჩერდი. ხელები მხრებზე ჩამომადო და თვალებში
მომაშტერდა. ღრმა, მშვენიერი თვალები ჰქონდა. დიდხანს, დიდხანს მიყუ-
რებდა. მერე ფეხის წვერებზე აიწია და ლოყა ლოყაზე მომადო. ამან წამით
გული გამიჩერა.
– გმადლობ.
– არაფრის.
– როგორ მიხარია, ეს რომ მითხარი. მართლა მიხარია, – სევდიანად გამი-
ღიმა, – მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.
– შეუძლებელი? რატომ?
– ეგ არასწორი იქნებოდა. ეგ საშინელება იქნებოდა. ეგ...
ნაოკომ პირი მომუწა და ისევ გზა განაგრძო. ვხვდებოდი, რომ თავში ათასი
აზრი უტრიალებდა და ნაცვლად იმისა, რომ ხელი შემეშალა ამ ფიქრების-
თვის, მეც გავჩუმდი და თან გავ ყევი.
– ეს არასწორი იქნება, შენთვისაც არასწორი იქნება და ჩემთვისაც, – დი-
დი ხნის პაუზის შემდეგ სიჩუმე დაარღვია.
– რატომ იქნება არასწორი? – ძლივს ამოვილუღლუღე.

6
– განა ვერ ხვდები? ყოვლად შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეს მუ-
დამ მიხედოს. რას ვგულისხმობ, იცი? აი, ვთქვათ, დავ ქორწინდით, დღის მან-
ძილზე შენ მუშაობა მოგიწევს. როცა წასული იქნები სახლიდან, მე ვინ მომივ-
ლის? ან როცა მივლინებით წახვალ, მაშინ ვინ მომივლის? განა შესაძლებელი
იქნება, მთელი სიცოცხლე შენზე ვიყო მოკრული? რა ურთიერთობა ეგ იქნება?
ადრე თუ გვიან მოგბეზრდები. ერთხელაც იმაზე დაფიქრდები, ცხოვრება რაში
გავფლანგე, მთელი ცხოვრება ამ ქალის მოვლა-პატრონობას რატომ შევა-
ლიეო. ამას ვერ ავიტან. ამით ჩემი პრობლემები არ მოგ ვარდება.
– მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ გაგრძელდება? – ზურგზე შევეხე, –
ყველაფერს ეშველება. და როცა პრობლემებს მოვაგ ვარებთ, მერე გადავ-
წყვეტთ, როგორ განვაგრძოთ ცხოვრება. იქნებ მერე შენი დახმარება მე დამ-
ჭირდეს. ჩვენ ხომ საბუღალტრო წიგნის მიხედვით არ ვცხოვრობთ. თუ დაგ-
ჭირდები, გამომიყენებ. განა ამას ვერ ხვდები? ან რა საჭიროა ასეთი სიჯიუტე?
მოეშვი, მოდუნდი. ასე დაძაბული იმიტომ ხარ, რომ მუდამ უარესს ელოდები.
თუ მოდუნდები, სხეულიც შვებას იგრძნობს.
– ამას როგორ მეუბნები? – ემოციებისგან დაცლილი ხმა ჰქონდა. ამით
მივხვდი, რაღაც ისეთი ვთქვი, რის თქმაც არ ღირდა.
– როგორ შეგიძლია, ასეთი რამ მითხრა, – ფეხებქვეშ დასცქეროდა მიწას,
– განა თვითონ არ ვიცი, რასაც მეუბნები? მოდუნდი და სხეულიც შვებას იგ-
რძნობსო! რა აზრი აქვს ამის თქმას ჩემთვის? ახლა თუ მოვდუნდები, დავიშ-
ლები. ყოველთვის ასე ვიყავი, მე მხოლოდ ასეთს შემიძლია ცხოვრება გავაგ-
რძელო. თუ წამით მოვდუნდები, მაშინვე თავს დავ კარგავ. დავიშლები ნაწი-
ლებად, და ეს ნაწილები გამეფანტება. ამას როგორ ვერ ხვდები? ამას თუ ვერ
ხედავ, ჩემს მოვლაზე როგორღა ლაპარაკობ?
არაფერი მითქვამს.
– დაბნეული ვარ. ძალიან ვარ დაბნეული. და ეს გაცილებით რთულადაა,
ვიდრე გგონია. უფრო რთულად…... უფრო ჩახლართულად... როგორ იწე ქი
ჩემთან? ასეთი რამ როგორ გამიკეთე? რატომ თავი არ დამანებე?
ახლა ფიჭვის ტყის საზარელ სიჩუმეში მივაბიჯებდით. მომღერალი ჭრიჭი-
ნობელების ქერექ ჭი, რომლებიც გაზაფხულის ბოლოს დახოცილიყვნენ, ბი-
ლიკზე მიმოფანტულიყო და ფეხსაცმლის ქვეშ ღრაჭუნებდა. მე და ნაოკო ისე
უხმოდ მივუყვებოდით ბილიკს, თითქოს რაღააც დაგ ვკარგვოდა და მას დავე-
ძებდით.

7
– მაპატიე, – ხელი ჩამჭიდა, თავი გააქნია, – არ მინდოდა. ნუ გეწყინება.
მართლა ვწუხვარ. მხოლოდ ჩემს თავზე ვბრაზობდი.
– ალბათ ჯერ კარგად მართლა არ მესმის შენი. ასეთი ჭკვიანი არა ვარ.
დრო მჭირდება რაღაცების აღსაქმელად, მაგრამ თუ საკმარისი დრო მექნება,
შევძლებ გაგიგო, იმაზე უკეთ, ვიდრე სხვებს ესმით.
შევჩერდით და იმ ჩუმ ტყეს დავუგ დეთ ყური. ფიჭვის გირჩები და ჭრიჭი-
ნობელების ქერე ჭი ფეხსაცმლის ცხვირით გავსრისე, მერე კი ფტოტებს შორის
ავხედე ცის ნაგ ლეჯებს. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფიქრობდა.
– ტორუ, გიყვარვარ?
– ისედაც ხომ იცი.
– მაშინ ორი თხოვნა შემისრულე.
– სამსაც შეგისრულებთ, მადამ.
ნაოკომ გამიღიმა და თავი დამიქნია.
– არა, ორიც მეყოფა. ერთი ისაა, მინდა იცოდე, რამდენად მადლიერი ვარ
იმის გამო, აქ რომ მოხვედი. იმედი მაქვს, ხვდები, როგორ გამახარე. თუ რაღა-
ცას შეუძლია გადამარჩინოს, მხოლოდ ამას. შეიძლება სათანადოდ არ ვამ-
ჟღავნებდე, მაგრამ მართლა ასეა.
– ისევ მოვალ შენს სანახავად. კიდევ რა გინდოდა გეთხოვა?
– მინდა, ყოველთვის გახსოვდე. გემახსოვრება, რომ ვარსებობდი? რომ შენ
გვერდით ასე ვიდე ქი?
– ყოველთვის. ყოველთვის მემახსოვრება.
უხმოდ განაგრძო გზა. ხის ტოტებს შორის მოჟონავდა შემოდგომის მზის
სხივები და ნაოკოს მხრებზე ეთამაშებოდა. ძაღლმა ისევ დაიყეფა, ამჟამად
უფრო ახლოდან. ნაოკო პატარა გორაკზე აძვრა, ტყიდან გავიდა და მერე
დაღმართს დაუყვა აჩქარებით. მე ორი-სამი ნაბიჯით უკან მივ ყვებოდი.
– აქ მოდი, – დავუძახე უკნიდან, – აქ სადმე ჭა არ იყოს. – ნაოკო შეჩერდა,
გამიღიმა და ხელი ჩამჭიდა. მერე უკვე გვერდიგ ვერდ მივდიოდით.
– მპირდები, რომ არასდროს დამივიწყებ? – თითქმის ჩურჩულებდა.
– არასდროს დაგივიწყებ. ვერასდროს დაგივიწყებდი.
მოგონებები კი მაინც გამიფერმკრთალდა, უამრავი რამ უკვე მიმავიწყდა.
ასეთი მოგონებების გამო წერის დროს შიშიც ამიტანს ხოლმე და სინდისიც
მქენჯნის. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რომ დამვიწყებოდა? იქნებ, ჩემ ში
ბნელი ლიმბოა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოგონებას იწოვს და თანდა-
თან ტალახად აქცევს? შესაძლოა, ასეც იყოს, ამიტომ ამას უნდა ავუწყო ფე-

8
ხი. ვებღაუჭები ამ გაფერმკრთალებულ, არასრულყოფილ მოგონებებს და ამ
წიგნის წერას განვაგრძობ სასოწარკვეთილი დაძაბულობით, მშიერი კაცივით,
რომელიც ძვლებს ღრღნის. მხოლოდ ასე შემიძლია ნაოკოსთვის მიცემული
პირობა შევასრულო.
ერთხელ, დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი
მოგონებები გაცილებით უფრო მკაფიო იყო, ვიდრე დღეს, ხშირად ვცდილობ-
დი, ამაზე დამეწერა. მაგრამ პწკარიც ვერ დავწერე. ვიცოდი, რომ, თუ პირვე-
ლი ხაზის შევსებას შევძლებდი, დანარჩენი თვითონ გადმოიღვრებოდა ფურ-
ცელზე, მაგრამ ესეც ვერ შევძელი. ყველაფერი ძალიან ცხადი და მკაფიო იყო,
და ამიტომ ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ დამეწყო. ეს მოგონებები იმ რუ-
კას ჰგავდა, რომელიც მეტისმეტად ბევრ რამეს გიჩვენებს და ამით ხდება
უსარგებლო. ახლა კი ვხვდები, რომ წერის არასრულყოფილ ჭურჭელში მხო-
ლოდ არასრულყოფილი მოგონებები და არასრულყოფილი ფიქრები შემიძ-
ლია მოვათავსო. რაც მეტად ფერმკრთალდება ნაოკოს შესახებ მოგონებები,
მით უფრო მეტად მესმის მისი. ისიც კი ვიცი, რატომ მთხოვა, არ დამივიწყოო.
ნაოკომ თვითონ მშვენივრად იცოდა ეს. იცოდა, რომ მასზე მოგონებები გამი-
ფერმკრთალდებოდა. ზუსტად ამიტომ მეხვეწებოდა, ნუ დამივიწყებო, ნუ
დაივიწყებ, რომ ვარსებობდიო.
ეს ფიქრი აუტანელი სევდით მავსებს, რადგან თვითონ ნაოკოს არასდროს
ვყვარებივარ.

9
თავი მეორე

ოდესღაც, დიდი ხნის წინათ (ზუსტად თუ გაინტერესებთ, მას შემდეგ ოცი


წელი გავიდა), საერთო საცხოვრებელში დავიდე ბინა. თვრამეტი წლისა, პირ-
ველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ტოკიოში ახალი ჩამოსული. მარტო ცხოვრე-
ბაც ახალი ხილი იყო ჩემთვის, ამიტომ შეშფოთებულმა მშობლებმა იმის მა-
გივრად, რომ იზოლირებული ბინა მოეძებნათ, სტუდენტურ საერთო საცხოვ-
რებელში მიკრეს თავი. ბევრი ჩემი თანატოლი იმ დროს კი ცხოვრობდა უკვე
ცალკე, მაგრამ თვრამეტი წლის გამოუცდელი სტუდენტი თავს აქ უფრო ად-
ვილად გაიტანდა, რადგან საერთო საცხოვრებელი თან საჭმლითა და საჭირო
მოწყობილობებით უზრუნველყოფდა სტუდენტებს და ქირაც გაცილებით
იაფი იყო. საწოლისა და მაგიდის ნათურის მეტი არც მჭირდებოდა, ამიტომ
არც ავეჯის შესაძენად გამიფლანგავს ფული. მე თვითონ, რასაკვირველია,
კერძო ბინაში კომფორტულად ცხოვრება მერჩივნა, მაგრამ ვიცოდი, რამდენი
დახარჯეს მშობლებმა უნივერსიტეტში ჩემს შესაყვანად და კიდევ რამის
თხოვნა არასწორად მომეჩვენა. თან, მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ
ვანიჭებდი საცხოვრებელსა და ასეთ რამეებს.
გშუაგულ ქალაქ ში, გორაკზე, ბეტონის კედელშემოვლებულ ოთხკუთხა
ეზოში იდგა საერთო საცხოვრებელი. ჭიშკართან უზარმაზარი ძელქვა ხარობ-
და, ამბობდნენ, ას ორმოცდაათი წლის მაინც იქნებაო. მის ქვეშ მდგომს მაღ-
ლა რომ აგეხედა, იმ ხშირ მწვანე ფოთლებს შორის ცას თვალსაც ვერ მოჰ-
კრავდი.
ბილიკი, ჭიშკრიდან რომ მიემართებოდა, წრეს ურტყამდა ხეს და მერე
პირდაპირ ჭრიდა ოთხკუთხა ეზოს. ბილიკის ორივე მხარეს ერთმანეთის პი-
რისპირ ორი სამსართულიანი ბეტონის შენობა იდგა. დიდი, უამრ ავფან-
ჯრიანი შენობები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე, თითქოს ოთა-
ხები ექციათ ციხის საკნებად, ან ციხის საკნები გადაეკეთებინათ საცხოვრებელ
ბინებად. თუმცა ეს ოთახები არც ჭუჭყიანი იყო, არც ბნელი. ღია ფანჯრები-
დან რადიოს ხმა მოისმოდა, ყველგან დაეკიდებინათ ერთნაირი რძისფერი
ფარდები, რომლებიც მზეს ჯერ ვერ გაეხუნებინა.

10
საერთო საცხოვრებლის ორ კორპუსს შორის გამავალი ბილიკი მიიკლაკნე-
ბოდა ორსართულიანი შენობისკენ, რომლის პირველ სართულზეც სასადილო
დარბაზი და სააბაზანოები იყო, მეორე სართულზე – შეხვედრების ოთახები,
დიდი დარბაზი და სასტუმრო ოთახებიც კი, რომელთა დანიშნულებას ვერა-
სოდეს ვხვდებოდი. ამ შენობის გვერდით იდგა საერთო საცხოვრებლის მესამე
შენობა, ისიც სამსართულიანი. ოთხკუთხა ეზოში გაშენებული ფართო მწვანე
გაზონები მოძრავი სისტემით ირწყვებოდა. ტრიალის დროს წყლის ჭავლი
მზის სხივებს ირეკლავდა.
ამ შენობის უკან იყო ექვსი ჩოგბურთის კორტი და მინდორი, რომელსაც
ბეისბოლისა და ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ. საერთო საცხოვრებელ
კომპლექსში ყველაფერი იყო, რაც მოგესურვებოდა. აქაურობას ერთადერთი
პრობლემა ჰქონდა – ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.
საერთო საცხოვრებელს საეჭვო რეპუტაციის მქონე ფონდი მართავდა, რო-
მელსაც სათავეში მემარჯვენე ექსტრემისტი ტიპი ედგა და, როგორც ჩემს ყუ-
რამდე მოაღწია, ის თაღლითობდა რაღაცას. ამააააას თქვენც მაშინვე იეჭვებ-
დით, როგორც კი სტუდენტებისთვის განკუთვნილ ბროშურებს ან ცხოვრების
აქაურ წესებს გაეცნობოდით.
ამ საერთო საცხოვრებელს დევიზიც კი ჰქონდა, რომელიც, აი, ასეთი: „გა-
ნათლების რეფორმის დახმარებით ერთად ვიბრძოლოთ სახელმწიფოს სამსა-
ხურში მყოფების აეღსაზრდელად!“
ბევრმა მდიდარმა, რომელიც იზიარებდა ამ სულისკვეთებას, ჩუმად
დააბანდა ფული ჩვენი საერთო საცხოვრებლის მშენებლობაში. რა იმალებო-
და ამ ყველაფრის მიღმა, ბუნდოვანი რჩებოდა.
ზოგი ამბობდა, გადასახადებს მალავენო, ზოგი მიიჩნევდა, თვალთმაქცო-
ბენ ესენი, ვითომ საზოგადოების სამსახურში დგანანო. ერთი რამ კი უტ ყუარი
იყო – საერთო საცხოვრებლის კომპლექსში სხვადასხვა უნივერსიტეტის ელი-
ტარული სტუდენტებისგან შემდგარი პრივილეგირებული კლუბი დაეარსები-
ნათ. კლუბის წევრები თვეში რამდენჯერმე მართავდნენ შეხვედრებს, რომ-
ლებსაც საერთო საცხოვრებლის დამაარსებლებიც ესწრებოდნენ. ამ კლუბის
ნებისმიერ წევრს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარგ სამსახურში
ჰქონდა ადგილი გარანტირებული. არ ვიცოდი, ამ მოსაზრებათაგან რომელი
იყო სწორი, ან საერთოდ, იყო თუ არა მართალი რომელიმე, მაგრამ ყველა ერ-
თხმად იზიარებდა აზრს, რომ რაღაც თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

11
ამ ყველაფრის მიუხედავად, ორი წელი, 1968 წლის გაზაფხულიდან 1970
წლის გაზაფხულამდე, ამ „საეჭვო“ საერთო საცხოვრებელში გავატარე. არ ვი-
ცი, ასე რატომ გამიგრძელდა სიტ ყვა. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამ შე-
საძლო ყალთაბანდობებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ან კი რაში მა-
დარდებდა, იქაურობას მემარჯვენეები მართავდნენ, მემარცხენეები თუ ვიღაც
სხვები.
აქ ყოველი დილა დროშის საზეიმო აღმართვით იწყებოდა. რა თქმა უნდა,
თან ეროვნულ ჰიმნსაც ასრულებდნენ, ერთი მეორის გარეშე ხომ წარმოუდგე-
ნელია. ფლაგშტოკი ზუსტად კომპლექსის შუაგულში იდგა და საერთო საც-
ხოვრებლის სამივე შენობის ყოველი ფანჯრიდან მოჩანდა.
დროშის აწევაზე პასუხისმგებელი აღმოსავლეთით მდგარი შენობის მმარ-
თველი იყო (მე აქ ვცხოვრობდი). მაღალი, არწივისთვალება კაცი ორმოც-
დაათისა იქნებოდა, ან ოდნავ მეტის. ჯაგარივით თმაში ჭაღარა შერეოდა, ნამ-
ზეურ კისერზე კი გრძელი ნაჭრილობევი ჰქონდა. ამბობდნენ, ომის დროინ-
დელ ნაკანოში ჯაშუშთა სკოლა აქვს დამთავრებულიო, თუმცა ეს დანამდვი-
ლებით არავინ იცოდა. დილის რიტუალზე გვერდით სტუდენტი ედგა ხოლმე,
რომელიც მისი ასისტენტივით იქცეოდა. არც ამ ტიპს იცნობდა ვინმე. თმა მე-
ტისმეტად მოკლედ შეეჭრა და ყოველთვის მუქლურჯი სტუდენტური უნი-
ფორმა ეცვა. არც ის ვიცოდი, რა ერქვა, არც ის, რომელ ოთახში ცხოვრობდა.
არც სასადილოში მინახავს არასოდეს, არც სააბაზანოში. იმაშიც კი არა ვარ
დარწმუნებული, რომ მართლა სტუდენტი იყო, თუმცა მის უნიფორმას რომ
შეხედავდა, ასე კი იფიქრებდა კაცი. მალე მეტსახელადაც „უნიფორმა“ შეარ-
ქვეს. „სერ ნაკანოსგან“ განსხვავებით, „უნიფორმა“ დაბალი, სქელი და გა-
სიებული იყო. ეს ამაზრზენი წყვილი ყოველ დილით ექვს საათზე სწევდა ამო-
მავალი მზის ქვეყნის დროშას.
თავიდან ამ პატრიოტული რიტუალის ხიბლი მაიძულებდა, ყოველ დილით
საწოლიდან ადრე წამოვმხტარიყავი და თვალი მედევნებინა დროშის აღმარ-
თვისათვის. რადიო გვაუწყებდა თუ არა დილის ექვს საათს, ესენი უკვე ეზოში
იყვნენ. „უნიფორმას“, ცხადია, უნიფორმა და შავი ტყავის ფეხსაცმელი ეცვა,
„სერ ნაკანოს“ კი მოკლე ქურთუკი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი. „უნი-
ფორმას“ ხელში ადამის ხისგან დამზადებული ყუთი ეჭირა, „სერ ნაკანოს“ –
„სონის“ პორტატიული მაგნიტოფონი, რომელსაც ფლაგშტოკის ძირას დებდა.
ამასობაში „უნიფორმა“ ყუთს ხსნიდა, იქიდან ფაქიზად დაკეცილ დროშას
იღებდა და მოწიწებით უწვდიდა „სერ ნაკანოს“. ჩემი კორპუსის მმართველი

12
ფლაგშტოკის თოკზე ამაგრებდა დროშას, რომელზეც ამომავალი მზის ქვეყ-
ნის წითელი ლაქა კიაფობდა სითეთრეში. „უნიფორმა“ ხელს აჭერდა „სონის“
ღილაკს და ჰიმნიც იწყებოდა.
„დაე, გაგრძელდეს მეფობა შენი…...“
მაღლა მიიწევდა დროშა.
„ვიდრე კლდეები გადაიქცევიან...“
მაღლა და მაღლა ადიოდა დროშა.
„და ხავსით დაიფარებიან...“
ახლა სულ მაღლა ფრიალებდა დროშა. ორივე სმენაზე იდგა, მედგრად,
დროშას აჰყურებდნენ. ქარიან დღეებში მართლაც კარგი სანახავი იყო.
საღამოს დროშის დაშვების ცერემონია ასეთივე მოწიწებით სრულდებო-
და, ოღონდ ყველაფერი პირიქით ხდებოდა. დროშას დაბლა უშვებდნენ,
ხსნიდნენ ფლაგშტოკიდან, კეცავდნენ და ყუთში დებდნენ. ეროვნული დროშა
ღამით არ ფრიალებდა. ვერასდროს ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ღამით დრო-
შის დაშვება. სიბნელეშიც ხომ განაგრძობდა ერი არსებობას, უამრავი ადა-
მიანი, რკინიგზის მუშები თუ ტაქსის მძღოლები, ბარმენები, სახანძროები და
დარაჯები, მთელი ღამე მუშაობდნენ. უსამართლობად მიმაჩნდა ამ ხალხის
ღამით დროშის მფარველობის გარეშე დატოვება. ან იქნებ ამას სულაც არ
ჰქონდა მნიშვნელობა და ჩემ გარდა არც არავის აღელვებდა? ძალიან
ვდარდობდი-მეთქი, ვერ ვიტ ყვი, მაგრამ ზოგჯერ მაინც მაწუხებდა ეს ამბავი.
შინაგანაწესის მიხედვით, პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ორად-
გილიან ოთახებში ცხოვრობდნენ, მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტები კი ერ-
თადგილიან ში. ორადგილიანი ოთახები 9ხ12-ზე ოდნავ უფრო გრძელი და
ვიწრო იყო. კარის მოპირდაპირე კედელზე ლითონისჩარჩოიანი ფანჯარა გა-
მოეჭრათ, იქვე ისე იდგა ორი მაგიდა, რომ სტუდენტებს ერთმანეთთან ზურ-
გშექცეულებს ემეცადინათ. კარის მარცხნივ რკინის ორსართულიანი საწოლი
იდგა. ავეჯი უბრალო იყო და გამძლე – ორი ტუმბა, დაბალი მაგიდა და კე-
დელზე მიჭედებული თარო, მეტი არაფერი. ყველაზე შემ წყნარებელი დამ-
კვირვებელიც კი ვერ იტ ყოდა, პოეტურია აქაურობაო. თაროებზე, თითქმის
ყოველ ოთახში, გადააწყდებოდა კაცი რადიოს, თმის საშრობს, ელექ ტრო-
ჩაიდანს და ელექტროქურას, ხსნად ყავას და ჩაის პაკეტებს, ნატეხ შაქარს,
ქვაბებსა და თასებს რამენის – ატრიის მოსამზადებლად. კედლებზე გოგონე-
ბის ჟურნალებიდან ამოჭრილი გვერდები ან მოპარული პორნოფილმების
პოსტერები გაეკრათ. ერთ ტიპს შეწყვილებული ღორების ფოტო ეკიდა, რი-

13
თაც ბევრად გამოირჩეოდა იმათგან, რომელთა კედლებსაც შიშველი ქალების,
პოპმომღერლებისა თუ მსახიობების სურათები ამ შვენებდა. წიგნის თაროებზე
სახელმძღვანელოები, ლექსიკონები და რომანები ეწყო. საზარელი იყო ბიჭე-
ბით დასახლებული ეს შენობები. ობმოკიდებული მანდარინის ქერქები მიჰ-
კვროდა სანაგ ვე ყუთების ძირებს. საფერფლეებად ცარიელ ქილებს იყენებ-
დნენ. სიგარეტის ნამ წვებით გატენილ ქილას ზოგჯერ ცეცხლიც ეკიდებოდა,
რომელსაც ყავით ან ლუდით აქრობდნენ და საზარელი სუნი დგებოდა.
თაროზე დაწყობილი თეფშები და თასები გაჭვარტლული იყო და მტვერ-
საც დაეფარა, იატაკზე კი რა არ ეყარა – რამენის ნახევარფაბრიკატის შესა-
ფუთი ქაღალდები, ლუდის ცარიელი ქილები, ხუფები.
არავის თავში აზრად არ მოსდიოდა ამ ყველაფრის მოგროვება და სანაგ-
ვეში ჩაყრა. დაუბერავდა თუ არა ქარი, შენობაში მტვრის ღრუბელი დგებო-
და. ყოველ ოთახში სპეციფიკური, საზარელი სუნი იდგა – ოფლის, ჭუჭყისა
და ნაგ ვის ნაზავისა.
ჭუჭყიანი ტანსაცმელი საწოლების ქვეშ გროვებად ეყარა. რეგულარულად
რომ არ მოეთხოვათ ამ ლეიბების გამზეურება, ეს ოფლით გაჟღენთილი ქვეშა-
გებელიც აყროლდებოდა. ახლა მიკვირს, ის ზეწრები მომაკვდინებელი ეპიდე-
მიების გადამტანები რომ არ იყო.
აი, ჩემს ოთახში კი ისეთი სისუფთავე გამეფებულიყო, თავი მორგში გეგო-
ნებოდა. იატაკსა და ფანჯრებს ერთი ლაქაც არ ეტ ყობოდა, ლეიბები ყოველ-
კვირა მზეურდებოდა, ყველა ფანქარი საფანქრეში იდო, ფარდებიც კი ირეც-
ხებოდა თვეში ერთხელ. ჩემთან ერთად ოთახში ერთი სისუფთავის მოყვარუ-
ლი საფრთხობელა ცხოვრობდა. არავინ დამიჯერა საერთო საცხოვრებელში
ფარდების ამბავი. ისიც კი არ იცოდნენ, ფარდების გარეცხვა თუ შეიძლებოდა.
მტკიცედ სჯეროდათ, რომ ფარდები ფანჯრების განუყოფელი ნაწილი იყო.
– მაგ ბიჭს რაღაცა სჭირს, – ასკვნიდნენ სტუდენტები და ზურგს უკან ნა-
ცისტს ან შტორმტრუპერს ეძახდნენ.
კედლებზეც კი არაფერი გვეკიდა. აა, არა, როგორ არა, ამსტერდამის არ-
ხის ფოტო! ერთხელ შიშველი ქალის ფოტო მივაკარი, მაგრამ მაშინვე ჩამოხ-
სნა.
– ეი, ვატანაბე, მმე ასეთი რაამეები აარ მომ წონს, – ისევ არხის ფოტო ჩა-
მოკიდა შტორმტრუპერმა.
მაინცდამაინც არც მინდოდა იმ შიშველი ქალის ცქერა დღე და ღამე, ამი-
ტომ არ შევ კამათებივარ.

14
– ეს რა ჯანდაბაა? – ყველა ბიჭს, რომელიც კი ჩვენს ოთახში თავს შემო-
ყოფდა, ამსტერდამის ფოტოს დანახვაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა.
– ო, ესა? შტორმტრუპერი ამაზე ანძრევს, – მეც უყოყმანოდ ვპასუხობდი
ბიჭებს.
ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობდი, მაგრამ ყველამ სერიოზულად
მიიღო – თან ისე სერიოზულად, რომ მალე მე თვითონაც დავიჯერე ჩემი სიტ-
ყვები.
ჩემდამი ყველა კეთილგან წყობილი იყო, რადგან შტორმტრუპერთან ერ-
თად ვცხოვრობდი. დიდად არ მაღიზიანებდა შტორმტრუპერი. მისთვის ისიც
კმაროდა, ოთახის ჩემი მხარე მიმესუფთავებინა. მასთან ერთად ცხოვრებამ
ბევრი რამ გამიმარტივა კიდეც. ყველაფერს თვითონ რეცხავდა, არაფერს
მთხოვდა, ლეიბებსაც თვითონ ამზეურებდა, ნაგავს ყრიდა. თუ რამდენიმე
დღე ტანსაცმელს ვერ გავირეცხავდი, ამაშიც მეხმარებოდა. დროა, თმის შე-
საკრე ჭად წახვიდეო, ან ცხვირში თმა ამოიპუტოო, მახსენებდა ხოლმე. ერთა-
დერთი რამით მაწუხებდა – ერთ ბუზსაც თუ შეამჩნევდა, მაშინვე ბუზების
დასახოცი აეროზოლის ღრუბელს დააყენებდა ხოლმე ოთახში. ამ დროს მე-
ზობლად მიწევდა თავის შეფარება.
შტორმტრუპერი გეოგრაფიას სწავლობდა ეროვნულ უნივერსიტეტში.
– რუუკებს ვსწავლობ, – მითხრა გაცნობისთანავე.
– რუკები მოგწონს?
– ჰოო. როოცა დავამთავრებ, გეოგრაფიის კვლევით ინსტიტუტში ვიმუშა-
ვებ და რუუკებს გავაკეთებ.
გავოცდი. თურმე რამდენ რამეზე ოცნებობენ ადამიანები. ტოკიოში საც-
ხოვრებლად გადასვლის შემდეგ პირველად იმ ფაქტმა გამაკვირვა, რომ თურ-
მე საზოგადოებას რუკების დამზადებით დაინტერესებული რამდენიმე ადა-
მიანი სჭირდება. თუმცა ისიც საოცარი იყო, რომ იმას, ვისაც მთელი გულითა
და სულით ეწადა სახელმწიფოს გეოგრაფიულ კვლევით ინსტიტუტში მუ-
შაობა, სიტ ყვა „რუკის“ წარმოთქმისას ყოველთვის ებმოდა ენა. ზოგჯერ გა-
მართულად ლაპარაკობდა შტორმტრუპერი, მაგრამ სიტ ყვა „რუკაზე“ ყოველ-
თვის წაიბორძიკებდა ხოლმე.
– შეენ რააზე სწავლობ?
– დრამატურგიაზე.
– სპექტაკლი უნდა დადგა?

15
– არა, პიესები უნდა წავიკითხო, რაღაც კვლევები ჩავატარო. რასინი,
იონესკო, შექსპირი და ეგეთი ვინმეები უნდა განვიხილო.
მითხრა, შექსპირზე კი მსმენია, მაგრამ სხვა დანარჩენებზე – არაფერიო.
დანარჩენების შესახებ მე თვითონაც ბევრი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ სილა-
ბუსებში მომეკრა მათი გვარებისთვის თვალი.
– გიყვარს თეეატრი? – დაინტერესდა შტორმტრუპერი.
– არც ისე.
ჩემმა პასუხმა დააბნია, ასეთ დროს ენა უფრო ებმოდა. შევწუხდი, ეს რომ
დავმართე.
– შემეძლო, ნებისმიერი საგანი ამერჩია – ეთნოლოგია, აზიის ისტორია.
მაგრამ დრამატურგია ავირჩიე, ეს არის და ეს. ვერც ასე გავაგებინე რამე.
– არაფერი მესმის, – გამომეტ ყველებაზე ეტ ყობოდა, მართლა არაფერი
ესმოდა.
– მმე რუუკები მომ წონს, ამიტომ ტოკიოში გადავწყვიტე ჩამოსვლა და
მშობლები იიძულებული გავხადე, ფული ეგზავნათ, როომ რუუუკები შემეს-
წავლა. აი, შენ კი არა?
მისი დამოკიდებულება უფრო გონივრული იყო, ვიდრე ჩემი. შევეშვი ახ-
სნის მცდელობებს. მერე წილი ვყარეთ ასანთის ღერებით საწოლების გასანა-
წილებლად. ზედა საწოლი შეხვდა.
მაღალი იყო, თმას მოკლედ იჭრიდა და წინ წამოწეული ყვრიმალის ძვლე-
ბი ჰქონდა. ყოველთვის თეთრ პერანგს, შავ შარვალს, შავ ფეხსაცმელს და
მუქლურჯ ჯემპრს იცვამდა. უნივერსიტეტში წასვლამდე ქურთუკს მოიცვამ-
და ხოლმე, ხელში კი შავ ჩემოდანს იჭერდა. ნამდვილი მემარჯვენე სტუდენტი
იყო. ამიტომ ეძახდა ყველა შტორმტრუპერს – მოიერიშეს. სინამდვილეში პო-
ლიტიკა სულ არ აინტერესებდა. უნიფორმას მხოლოდ იმიტომ იცვამდა, რომ
არ უნდოდა, ტანსაცმლის არჩევაში დრო დაეკარგა. მას მხოლოდ სანაპირო
ხაზის ცვლილება ან რკინიგზის ახალი გვირაბის მშენებლობა აინტერესებდა,
სხვა არაფერი. ამგვარ თემაზე შეეძლო საათები ელაპარაკა, იქამდე, ვიდრე არ
გაექცეოდი, ან კიდევ არ ჩაგეძინებოდა.
ჰიმნის დაწყებისთანავე ფეხზე იდგა. მხოლოდ ამიტომ შეიძლებოდა ჩაეთ-
ვალა კაცს, რუკის აღმართვის რიტუალი ფუ ჭი არ არისო. იცვამდა, აბაზანაში
შედიოდა, უჩვეულოდ დიდხანს იბანდა პირს. ზოგჯერ მეგონა, რომ პირიდან
თითოეულ კბილს იღებდა და გულმოდგინედ ხეხავდა. ოთაახში დაბრუნებუ-
ლი პირსახოცს ბერტყავდა და რადიატორზე აფენდა გასაშრობად, კბილის

16
ჯაგრისსა და საპონს კი თაროზე აბრუნებდა. მერე რადიოს რთავდა და და-
ნარჩენ იაპონელ ერთან ერთად ვარჯიშობდა.
იმ პერიოდში გვიანობამდე ვკითხულობდი ხოლმე, ამიტომ დილის რვა
საათამდე უგონოდ მეძინა. არაფერი მესმოდა, არც შტორმტრუპერის ფაცი-
ფუცი, ვიდრე ხტუნვას არ დაიწყებდა. ამ ვარჯიშს მეტისმეტი მონდომებით
ასრულებდა, ყოველ ჯერზე, როცა იატაკზე ხტებოდა, საწოლი ირყეოდა. სა-
ერთო საცხოვრებელში მოსვლისთანავე გვითხრეს, კომუნალური ცხოვრება
გარკვეულ დათმობებს მოითხოვსო, ამიტომ სამი დღე ვითმინე, მეოთხე დი-
ლით კი ვეღარ გავჩუმდი.
– სახურავზე ან სადმე სხვაგან რომ ივარჯიშო, არ შეიძლება? ვეღარ ვიძი-
ნებ!
– უკვე რომ შვიდის ნახევარია? – პირღია შემომყურებდა.
– ჰო, ვიცი, რომ შვიდის ნახევარია. ამ დროს ჯერ კიდევ უნდა მეძინოს. არ
ვიცი, როგორ გაგაგებინო. მე ასე ვცხოვრობ.
– სახურავზე ვერ ავალ. ვინმე მესამე სართულზე მცხოვრები იჩივლებს.
– ეზოში ჩადი მაშინ! იქ ივარჯიშე.
– მე რომ ეგეთი რადიო არ მაქვს? იქ დენის წყაროს როგორ მივუერთო?
უმუსიკოდ ვერ ვივარჯიშებ.
ერთი ძველი რადიო ჰქონდა, რადიო კი არა, რაღაც ნაგავი. მე კი მქონდა
ელემენტებზე მომუშავე რადიო, მაგრამ ჩემი მხოლოდ მუსიკალურ ტალღებს
იჭერდა, იმას არ გამოადგებოდა.
– მოდი, ასე მოვრიგ დეთ. ივარჯიშე აქ, მაგრამ ნუ იხტუნავებ. საშინლად
ხმაურობ. მოსულა?
– იხტუნავებო? რაზე ამბობ.
– რას მეკითხები? ხტუნვა ხტუნვაა. ზემოთ-ქვემოთ.
– მე რომ არ ვხტუნავ?
თავი ამატ კივა. უკვე მზად ვიყავი დავნებებოდი, მაგრამ ისიც მინდოდა, ჩემს
მდგომარეობაში შესულიყო. საწოლიდან ავდე ქი და ხტუნვა დავიწყე, თან რა-
დიო NHK-ს დილის გამამხნევებელი ვარჯიშების გადაცემის დასაწყისის მე-
ლოდიას ვღიღინებდი.

– აი, ამაზე გეუბნებოდი.


– აა, ამაზე?... ალბათ მართალი ხარ. არასოდეს შემიმჩნევია.

17
– ხვდები, რა მაწუხებს? – საწოლის კიდეზე ჩამოვჯე ქი, – მაგას ნუ გააკე-
თებ, რა. ხტუნვა შეწყვიტე და ძილი მაცალე, სხვა არაფერი მაწუხებს.
– ეგ შეუძლებელია, – შემომედავა მაინც, – ვერაფერს გამოვ ტოვებ. ათი
წელია ყოველდღე ასე ვვარჯიშობ. საკმარისია, დავიწყო, მერე ყველაფერს მე-
ქანიკურად ვასრულებ. რამე რომ გამოვ ტოვო, ვეღარ გავაგრძელებ.
რაღა დამრჩენოდა? კიდევ რა შეიძლებოდა მეთქვა მისთვის? ყველაზე
იოლი გამოსავალი ის იქნებოდა, ოთახიდან მის გასვლას დავლოდებოდი და ის
წყეული რადიო იმ წყეული ფანჯრიდან გადამეგ დო. მაგრამ მერე ჯოჯოხეთი
დატრიალდებოდა. შტორმტრუპერი თავის ნივთებს დაჰკანკალებდა. საწოლზე
მჯომი, ენაჩაგ დებული რომ დამინახა, გაეღიმა და ჩემს გამხნევებასაც კი ეცა-
და.
– ეი, ვატანაბე, შენც რომ ჩემთან ერთად ადგე და ივარჯიშო? – სიტ ყვა
დამთავრებული არ ჰქონდა, რომ სასაუზმოდ წავიდა.
ნაოკომ ჩაიკისკისა, როცა შტორმტრუპერსა და მის დილის გამამხნევებელ
ვარჯიშებზე მოვუყევი. ეს ამბავი გოგონას გასამხიარულებლად არ მომიყო-
ლია, მაგრამ თვითონაც გამეცინა ბოლოს. ნაოკოს დიდი ხნის მანძილზე პირ-
ველად გაეღიმა, თუმცა მხოლოდ წამიერად.
იოცუიაში მატარებლიდან ჩამოვედით. სადგურიდან სანაპიროზე ავისეირ-
ნეთ. შუა მაისი იდგა, კვირა დღე იყო. დილიდან დროდადრო წამოწვიმდა და
შეწყდებოდა, შუადღისთვის კი სამხრეთიდან მობერილ ქარს ცაზე გადაჭიმუ-
ლი ღრუბლები გადაეყარა. შრიალებდნენ მზის სხივებზე მოელვარე ალუბლის
ხასხასა მწვანე ფოთლები. ჰაერში ზაფხულის სურნელი ტრიალებდა. ქვეითად
მოსიარულეებს ჯემპრები თუ ქურთუკები მხარზე ან მკლავზე გადაედოთ. ამ
მზიან დღეს ყველა ბედნიერი ჩანდა. სანაპიროს იქით, ჩოგბურთის კორტებზე
კაცებს ღილები შეეხსნათ პერანგებზე. იმ ორ მონაზონს, მერხზე რომ ჩამომ-
სხდარიყვნენ, მზე არ ადგებოდა, მაგრამ მათაც ეტ ყობოდათ, სიამოვნებდათ
მაისის ეს თბილი დღე.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ისე გავოფლიანდი, რომ სქელი პერანგი გავიხა-
დე და მაისურის ამარა დავრჩი.
ნაოკომ ღია ნაცრისფერი ჯემპრის სახელოები იდაყვებამდე აიკა პიწა. ფე-
რი უკვე კარგად გადასვლოდა, აშკარა იყო, ბევრჯერ გაერეცხათ. თითქოს იმ
ჯემპრში დიდი ხნის წინათაც მენახა, ზუსტად არ მახსოვდა. ნაოკოს წარსუ-
ლის შესახებ ბევრს ვერც ვერაფერს ვიხსენებდი.

18
– კომუნალურ ცხოვრებას როგორ შეეგუე? – დაინტერესდა ნაოკო, – ალ-
ბათ სახალისო უნდა იყოს სხვებთან ერთად ცხოვრება.
– რა გითხრა, დიდი ხანი არ არის, რაც იქ ვცხოვრობ, თვეზე მეტი იქნება.
არც ისე ცუდია, ატანა შეიძლება, რა.
წყლის სოკოსთან შეჩერდა. წყალი მოსვა და შარვლის ჯიბიდან ამოღებუ-
ლი თეთრი ცხვირსახოცით მოიწმინდა პირი. მერე დაიხარა, ფრთხილად შეიკ-
რა თასმები.
– მეც შევძლებ, ნეტა?
– რას, საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას?
– ჰო.
– მე მგონი, დამოკიდებულების ამბავია. თუ ამაზე ძალიან ბევრს იფიქრებ,
უამრავი რამ შეგაწუხებს – იქაური ცხოვრების წესები, იდიოტები, რომლებ-
საც თავი მაგარი ტიპები ჰგონიათ, მეზობლები, რომლებიც დილის შვიდის ნა-
ხევარზე მუსიკის თანხლებით ვარჯიშობენ. მაგრამ განა ყველგან ასე არ არის?
მგონი, არ გაგიჭირდება.
– მეც ასე მგონია, – თავი დამიქნია. ისეთი გამომეტ ყველება ჰქონდა, თით-
ქოს რაღაცაზე ღრმად იყო ჩაფიქრებული. მერე კი თვალებში ისე ჩამხედა,
თითქოს რაღაც უცხო საგანს მიშტერებოდა. ისეთი ღრმა თვალები ჰქონდა,
რომ მღელვარებისგან ლამის გული ამომივარდა. მანამდე მისთვის არასოდეს
ასე არ ჩამიხედავს თვალებში. პირველად წავედით მარტო სასეირნოდ. აქამდე
არც ასე დიდხანს გვილაპარაკია.
– საერთო საცხოვრებელში გადასვლას აპირებ?
– უბრალოდ, მაინტერესებს, ერთობლივი ცხოვრება რა სირთულეებთან
არის დაკავშირებული. თან…..….
ვხვდებოდი, ცდილობდა, საჭირო სიტ ყვა ეპოვა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
ბოლოს ამოიოხრა და დაბლა დაიხედა.
– ოჰ, არ ვიცი. ყურადღებას ნუ მომაქცევ.
ასე შევწყვიტეთ ლაპარაკი. აღმოსავლეთისკენ განაგრძო გზა, მე უკან მივ-
ყვებოდი.
თითქმის ერთი წელი იყო, რაც ნაოკო არ მენახა და ამ ხნის მანძილზე ისე
გამხდარიყო, სულ სხვა ვინმეს დამსგავსებოდა. ლოყები სულ ჩასცვენოდა, კი-
სერი კი უფრო გათხლებოდა და განაზებოდა. არა, განა ძვალი და ტყავი იყო
დარჩენილი, ან არაჯანსაღი იერი ედო – ისე ბუნებრივად გამხდარიყო, თით-
ქოს სადღაც, გრძელსა და ვიწრო ადგილას იქამდე იმალებოდა, ვიდრე მისმა

19
სხეულმა ასეთი ფორმა არ მიიღოო. გალამაზებულიყო კიდეც. მინდოდა, ეს
მისთვის მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
ჩუოს ცენტრალურ სადგურში შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს. გა-
დაწყვეტილი ჰქონია, ფილმის სანახავად წასულიყო, მე კი კანდაში წიგნის მა-
ღაზიებისკენ მივემართებოდი – არც ერთს არ გვქონია რაღაც გადაუდებელი
საქმე. შემომთავაზა, ჩავიდეთ მატარებლიდანო, იოცუიას სადგურში ჩამოვე-
დით, იქვე, ედოს სასახლესთან, თხრილის ნაპირებზე კარგი სასეირნო ადგი-
ლებია, გამ წვანებული. სალაპარაკო ბევრი არაფერი გვქონდა. ვერც მივხვდი,
ნაოკომ რატომ მოინდომა გასეირნება. ჩამოვედით თუ არა მატარებლიდან,
ქუჩას გაუყვა, მე უკან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მივ ყვებოდი. შემეძლო,
გვერდით ამოვდგომოდი, მაგრამ რაღაც მაკავებდა, რაღაც უკან მეწეოდა.
ზურგზე ჩამოყრილ შავ სწორ თმას თვალს ვერ ვაშორებდი. დიდი ყავისფერი
თმის სამაგრი ეკეთა, როცა ჩემკენ ოდნავ ატრიალებდა თავს, თვალში მისი
პაწაწინა თეთრი ყური მხვდებოდა. დროდადრო თავს მოაბრუნებდა და რამეს
მეტ ყოდა, ზოგჯერ ისეთს, რაზეც პასუხი უნდა გამეცა, ზოგჯერ კი ისეთ რამეს
ამბობდა, წარმოდგენა არ მქონდა, რა მეთქვა. ზოგჯერ არც კი მესმოდა, რას
ბუტბუტებდა. თუმცა თვითონ ეს არ ადარდებდა. როგორც კი თავის სათ-
ქმელს გამანდობდა, თავს ისევ წინ ატრიალებდა და განაგრძობდა სიარულს.
ოჰ, კარგი დღე მააინც არის-მეთქი საბოდიალოდ, გავიმხნევე თავი. ჩანდა,
ნაოკო პირველად არ დახეტიალებდა ასე ქუჩებში. იდაბაშის სადგურთან მარ-
ჯვნივ შეტრიალდა, თხრილის ნაპირს გაუყვა, ჯინბოჯოს სადგურთან გზაჯვა-
რედინზე გადავიდა, ოჩანამიცუს გორაზე აძვრა და ჰონგოს სადგურამდე მივი-
და. იქიდან ტრამვაის რელსებს გაუყვა კომაგომემდე. აი, ასეთი გზა გა-
ვიარეთ... მზე ჩადიოდა, კომაგომეს რომ მივაღწიეთ, უკვე გაზაფხულის საამუ-
რი საღამო იდგა.
– სად ვართ? – ნაოკომ თითქოს მხოლოდ ახლა შენიშნა გარემო.
– კომაგომეში. ვერ მიხვდი, ამხელა წრე რომ დავარტყით?
– აქ რატომ მოვედით?
– შენ მომიყვანე. მე უკან მოგ ყვებოდი.
სადგურთან მაღაზიაში შევედით, ატრიის თითო ულუფით შიმ შილის და-
საოკებლად. მოწყურებულმა მთელი ბოთლი ლუდი გამოვცალე. შეკვეთის მი-
ცემიდან ჭამის დასრულებამდე არც ერთს კრინტი არ დაგ ვიძრავს. სეირნობამ
ძალა გამომაცალა, ის კი იჯდა, ხელები მაგიდაზე ეწყო, რაღაცაზე ფიქრობდა
და ფიქრობდა. ამ თბილ კვირადღეს ყველა დასასვენებელი ადგილი გადაჭე-

20
დილია ხალხითო, იუწყებოდნენ ტელეეკრანიდან, ახალი ამბების გამოშვება-
ში. ჩვენ კი, უბრალოდ, ავდე ქით და იოცუიადან კომაგომეში
მოვბოდიალდით-მეთქი, ჩავილაპარაკე ჩემთვის.
– იცი, რა, ძალიან კარგ ფორმაში ხარქ! – ამოვიდგი ენა, როგორც კი ატრი-
ას ბოლო მოვუღე.
– გიკვირს?
– ჰო.
– სკოლაში დიდ დისტანციაზე მორბენალი ვიყავი, ალბათ გეცოდინება.
ათი ათას მეტრზე დავრბოდი. და რაც თავი მახსოვს, კვირაობით მამაჩემს
მთაზე საცოცავად დავ ყავდი. ხომ იცი, ჩვენი სახლი სადაც დგას, ზუსტად იმ
მთის ძირში. ყოველთვის ძლიერი ფეხები მქონდა.
– ასე არ გეტ ყობა.
– ვიცი. ყველას ჰგონია, რომ პატარა ნაზი გოგონა ვარ, მაგრამ წიგნზე მისი
ყდით ვერ იმსჯელებ, – წამიერად გაიღიმა.
– აი, მე კი დავიქანცე.
– ოჰ, მაპატიე, მთელი დღეა, აქეთ-იქით დაგაწოწიალებ.
– კარგია, რომ ერთმანეთს შევხვდით და ვილაპარაკეთ. აქამდე ეს არას-
დროს გვიქნია…... მარტო ჩვენ.
შევეცადე გამეხსენებინა, რაზე გვილაპარაკია ძველად. მაგიდაზე ჩამოდებულ
საფერფლეს ათამაშებდა ხელში.
– ნეტა... – წამოიწყო მან, – თუ წინააღმდეგი არ ხარ, იმის თქმა მინდა,
რომ, თუ მართლა არ შეწუხდები…... როგორ ფიქრობ, შეგ ვიძლია, კიდევ ერ-
თხელ შევხვდეთ ერთმანეთს? ვიცი, რომ არანაირი უფლება არ მაქვს, ეს
გთხოვო...
– არანაირი უფლება? ანუ?
გაწითლდა. ეტ ყობა, მის თხოვნაზე ცოტა მძაფრი რეაქცია მქონდა.
– არ ვიცი... ამის ახსნა ნამდვილად არ შემიძლია, – ჯემპრის მკლავები
ჯერ აიკეცა, მერე ისევ ჩამოუშვა. მაღაზიის სინათლეზე ხელებზე ამოსული
ნაზი ბუსუსები ოქროსფრად უბზინავდა, – იცი რა, არ მინდოდა, მეთქვა „უფ-
ლება“. სხვა რამის თქმა მინდოდა.
მაგიდაზე იდაყვებჩამოწყობილი კალენდარს ისე მიაშტერდა, თითქოს
სწორედ იქ ეძებდა შესაფერის სიტ ყვებს. ხელი ჩაიქნია, ამოიოხრა, თვალები
დახუ ჭა, ხელით თმის სამაგრი შეათამაშა.

21
– არა უშავს, მე მგონი, ვიცი, რის თქმაც გინდა. მაგრამ ვერც მე გამოვხა-
ტავ ზუსტად.
– ვერასდროს იმას ვერ ვამბობ, რის თქმაც მინდა. უკვე კარგა ხანია, ასე
ვარ. ვცდილობ, რაღაც ვთქვა, მაგრამ მხოლოდ არასწორი სიტ ყვები მადგება
ენაზე – არასწორი ან ზუსტად იმის საპირისპირო, რის თქმაც მინდოდა. მერე
ვცდილობ, გამოვასწორო, მაგრამ უარესს ვშვრები. მავიწყდება, რის თქმას ვა-
პირებდი. ისე ვარ, თითქოს ორად ვიყო გაყოფილი და საკუთარ თავს ვეთამა-
შებოდე დაჭერობანას. ჩემი ერთი ნაწილი მეორეს დასდევს. იმ ჩემს მეორე ნა-
წილს საჭირო სიტ ყვები აქვს, მაგრამ ვერ დამიჭერია, – თავი ასწია და თვა-
ლებში ჩამხედა, – ხვდები, რას ვგულისხმობ?
– თითქმის ყველას უჩნდება ასეთი განცდა. ბევრს უჭირს თავისი აზრის
გამოთქმა და ამის გამო ძალიან წუხან.
ნაოკო იმედგაცრუებული ჩანდა ჩემი პასუხით.
– არა, ვერ გამიგე, – მეტი არაფერი აუხსნია.
– არა უშავს. მაინც სიამოვნებით შეგხვდები კიდევ ერთხელ. კვირას ყო-
ველთვის თავისუფალი ვარ. გასეირნებაც მომიხდება.
იამანოტეს ხაზს გავ ყევით, ნაოკო შინჯუკუში ჩუოს ხაზზე გადაჯდა. ის კო-
კუბუნჯის დასავლეთ გარეუბან ში, ერთ პაწაწინა ოთახში ცხოვრობდა.
– იცი, რა, მითხარი, მეტ ყველების მანერა შემეცვალა? – მკითხა, როცა მი-
დიოდა.
– მგონი, კი. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, როგორ. იმ დროს, როცა ხშირად
გნახულობდი, ბევრს არც ლაპარაკობდი.
– მართალია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას. შეიძლება, შაბათს დაგი-
რეკო?
– რა თქმა უნდა, დაველოდები შენს ზარს.
მე და ნაოკომ მეექვსე კლასში გავიცანით ერთმანეთი. ის ერთ პრესტიჟულ
ქალთა სკოლაში სწავლობდა, რომელსაც ქრისტიანი მისიონერები მართავ-
დნენ. ისეთი სკოლა იყო, აი, მასხარად რომ აგიგ დებდნენ, ბეჯითად თუ ისწავ-
ლიდი. ნაოკო ჩემი საუკეთესო (და ერთადერთი) მეგობრის, კიძუკის, შეყვარე-
ბული იყო. ლამის დაბადებიდანვე მეგობრობდნენ, მათ სახლებს შორის დაშო-
რება ორასი იარდიც კი არ იყო.
ყველა სხვა წყვილივით, რომლებიც ბავშვობიდანვე ერთად არიან, არც კი-
ძუკი და ნაოკო მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას. მაინცდამაინც არც გან-
მარტოებისკენ მიილტვოდნენ. ყოველთვის მიმოდიოდნენ ერთმანეთთან სახ-

22
ლებში, ერთად ჭამდნენ, მაჯონგს ოჯახებთან ერთად თამაშობდნენ. რამდენ-
ჯერმე მათთან ერთად დაწყვილებულ პაემანზე ვიყავი. ნაოკოს თან სკოლის
მეგობარი მოჰყავდა და ოთხივენი ზოოპარკში, აუზზე ან კინოში მივდიოდით.
მას ყოველთვის ლამა& shy;ზი და ჩემი გემოვნებისთვის შეუფერებლად დახ-
ვეწილი გოგონები მოჰყვებოდნენ. ჩემს სკოლელ უბრალო გოგონებთან თავს
უკეთ ვგრძნობდი – მათთან ლაპარაკი გაცილებით უფრო მარტივი იყო. იმ
გოგონებს კი, ნაოკოს რომ მოჰყავდა თან, ვერასდროს ვუგებდი, ალბათ ვერც
ისინი ხვდებოდნენ, ჩემს თავში რა ხდებოდა.
ცოტა ხნის მერე კიძუკიმ შეწყვიტა ჩემთვის პაემნების მოწყობა, და ჩვენ –
კიძუკი, ნაოკო და მე – ერთად ვატარებდით დროს. უცნაურია, მაგრამ ასე
თავს მყუდროდ ვგრძნობდით. ჩვენს ჯგუფში ვინმე მეოთხის გარევა ყოველ-
თვის ართულებდა საქმეს. ჩვენ სატელევიზიო ტოქ შოუს მონაწილეებს ვგავ-
დით, მე სტუმარი ვიყავი, კიძუკი ნიჭიერი წამყვანი, ნაოკო კი მისი ასისტენტი.
ამ როლში კიძუკი თავს არხეინად გრძნობდა. გარშემომყოფები მას ქედმაღალ
ვინმედ მიიჩნევდნენ, სინამდვილეში კი მზრუნველი და სამართლიანი იყო. მე
და ნაოკოს თანაბრად გვაქცევდა ყურადღებას. თუ ჩვენგან რომელიმე სხვებ-
ზე დიდხანს გაჩუმდებოდა, ლაპარაკს ისე გააგრძელებდა, რომ დადუმებული
ადამიანი აეყოლიებინა. ალბათ ეს გარედან უფრო რთული ჩანდა, ვიდრე სი-
ნამდვილეში იყო – კარგად იცოდა, როგორ ემართა სიტუაცია, გარდა ამისა,
ერთი საოცარი ნიჭი ჰქონდა – ვინმეს სრულიად უინტერესო ყბედობას იმდე-
ნად საინტერესო მხარეს აღმოუჩენდა, მაშინვე იმ ადამიანს თავს მნიშვნელო-
ვან ვინმედ აგრძნობინებდა.
საკვირველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სულაც არ იყო კომუნი-
კაბელური. სკოლაში მხოლოდ ჩემთან მეგობრობდა. ვერასდროს ვხვდებოდი,
ეს ჭკვიანი ბიჭი თავის ნიჭს ფართო საზოგადოებისკენ რატომ არ მიმართავდა
და მხოლოდ ჩვენი სამეულით როგორ კმაყოფილდებოდა. ვერც იმას ვხვდებო-
დი, მაინცდამაინც მე რატომ ამირჩია თავის მეგობრად. ერთი უბრალო ბავშვი
ვიყავი, არაფრით გამორჩეული, კითხვა და მუსიკა მიტაცებდა, მეტი არაფერი,
კიძუკისნაირ ბიჭს ჩემთვის რატომ უნდა მოექცია ყურადღება? მეტისმეტად
სწრაფად კი დავმეგობრდით. მამამისი დანტისტი იყო, ფასებით და პროფე-
სიონალიზმით ცნობილი.
– გინდა, კვირას დაწყვილებულ პაემანზე წავიდეთ? – შემომთავაზა მაშინ-
ვე, როგორც კი ერთმანეთი გავიცანით, – ჩემი შეყვარებული ქალთა სკოლაში
დადის, რომელიმე ლამაზ გოგონას წამოიყვანს თან.

23
– რა თქმა უნდა, მინდა.
აი, ასე გავიცანი ნაოკო.
სამივენი უამრავ დროს ვატარებდით ერთად. როდესაც კიძუკი ოთახიდან
გადიოდა, მე და ნაოკო ძლივს ვახერხებდით სალაპარაკო თემის გამოძებნას.
არ ვიცოდით, რაზე გველაპარაკა. დრო გაგ ვყავდა, წყალს ვსვამდით, ან მაგი-
დაზე დადებულ რამეს ავათამაშებდით, ველოდით, როდის დაბრუნდებოდა
უკან კიძუკი, რომ ლაპარაკი გაეგრძელებინა. ნაოკოს დიდად არ უყვარდა ლა-
პარაკი, მეც უფრო მსმენელი ვიყავი, ვიდრე მოლაპარაკე, ამიტომ მასთან მარ-
ტო დარჩენისას თავს უხერხულად ვგრძნობდი. განა ერთმანეთს ვერ ვეგუებო-
დით – უბრალოდ, არაფერი გვქონდა სათქმელი.
მე და ნაოკომ კიძუკის დაკრძალვის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ერ-
თმანეთი. ამ ამბის მერე ორი კვირა იყო გასული, კაფეში რომ შევხვდით პატა-
რა საქმის მოსაგ ვარებლად. და როცა იმ რაღაცას მოვრჩით, სათქმელი მეტი
არაფერი გვქონდა. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე წამოვიწყე ლაპარაკი, მაგ-
რამ არაფერი გამოგ ვივიდა. იმ დღეს ნაოკოს ხმას წყენა ეტ ყობოდა. ვერ მივ-
ხვდი, რაზე მიწყრებოდა. მას შემდეგ ერთმანეთი მთელი წელი აღარ გვინა-
ხავს, ვიდრე შემთხვევით ტოკიოში, ჩუოს ხაზზე არ გადავეყარე.
მაისის თბილი შუადღე იდგა. ლანჩის მერე კიძუკიმ შემომთავაზა გაკვეთი-
ლები გავაცდინოთ და ბილიარდის სათამაშოდ წავიდეთო. დიდად არ მინდო-
და იმ გაკვეთილებზე დარჩენა, ამიტომ ერთად გამოვედით სკოლიდან, დავუ-
ყევით დაღმართს, ნავსადგურში მდებარე ბილიარდის დარბაზში შევედით და
ოთხი ხელი ვითამაშეთ. როცა პირველი ხელი მოვუგე, დასერიოზულდა და
შემდეგი სამი მომიგო. ჩვენი შეთანხმების თანახმად, წაგებულს უნდა გა-
დაეხადა. თამაშის დროს კიძუკის ერთხელაც არ უხუმრია, რაც მეტისმეტად
უჩვეულო იყო მისთვის. მერე მოვწიეთ.
– რა გ ჭირს დღეს?
– არ მინდოდა დღეს წამეგო, მეტი არაფერი, – მიღიმოდა, ამას რომ ამბობ-
და.
იმ ღამით გარაჟ ში მოკვდა. თავისი ნ-360-ის გამონაბოლქვის მილს მიერ-
თებული რეზინის შლანგი ფანჯრიდან შემოაძვრინა, ფანჯარა ამოქოლა და
ძრავა ჩართო. არც კი ვიცი, რამდენ ხანს კვდებოდა. მისი მშობლები ერთი
ავადმყოფი ნათესავის მოსანახულებლად იყვნენ წასული. უკან რომ დაბრუნ-
დნენ და თავიანთი მანქანის დასაყენებლად გარაჟის კარი გააღეს, კიძუკი

24
ცოცხალი აღარ იყო. რადიო ჩაერთო, ბენზინგასამართი სადგურის ქვითარი კი
საქარე მინის საწმენდს უკან იყო ამოდებული.
კიძუკის წერილი არ დაუტოვებია, ვერც მოიაზრა ვინმემ, რა მიზეზი შეიძ-
ლება ჰქონოდა. რადგან ბოლოს მე ვნახე, პოლიციამ დასაკითხად დამიბარა.
გამომძიებელს ვუთხარი, რომ კიძუკის არაფერი უთქვამს თავისი განზრახვის
შესახებ და ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც სხვა დროს. პოლიციელს ჩემზეც
და კიძუკიზეც უკვე ცუდი შთაბეჭდილება შეჰქმნოდა. მგონი, მიაჩნდა, რომ იმ
ადამიანისთვის, რომელიც გაკვეთილებს აცდენს ბილიარდის სათამაშოდ,
თვითმკვლელობა სრულიად ბუნებრივი რამ არის. ამ ამბავს ერთი პატარა
სტატია მოჰყვა. კიძუკის მშობლებმა მისი წითელი ნ-360 თავიდან მოიშორეს.
ერთხანს მის მერხზე თეთრი ყვავილი იდო.
იმ ათი თვის მანძილზე, კიძუკის სიკვდილიდან სკოლის დასრულებამდე,
ადგილს ვერ ვპოულობდი. ერთ ჩემს კლასელ გოგონასთან ვიწე ქი, მაგრამ ეს
ამბავი ექვს თვესაც არ გაგრძელებულა. მისი დიდად არაფერი მომ წონდა. ტო-
კიოში ერთ კერძო უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები, ისეთში, რომელშიც
მისაღები გამოცდისთვის გულმოდგინედ მომზადება არ დამჭირდებოდა. ჩავი-
რიცხე კიდეც. იმ გოგონამ მთხოვა, ტოკიოში არ წავსულიყავი, აქედან ხუთასი
მილის დაშორებითააო. მაგრამ კობეს ნებისმიერ ფასად უნდა გავცლოდი. მინ-
დოდა, ახალი ცხოვრება დამეწყო ისეთ ადგილას, სადაც არც ერთ სულიერს
არ ვიცნობდი.
– ჩემთან იწე ქი, ახლა კი სულ აღარ გადარდებ, – ატირდა გოგონა.
– ცდები, – გავჯიუტდი მე, – უბრალოდ, ამ ქალაქს უნდა გავეცალო.
ჩემი გაგება არ შეეძლო და დავშორდით კიდეც ერთმანეთს. იმაზე ფიქრში,
რატომ გახდა ეს გოგო ჩემთვის უფრო ახლობელი, ვიდრე რომელიმე სხვა, ტო-
კიოს გზას დავადე ქი. ჩემი საქციელის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგ-
რამ რაღა შემეძლო? ვეცადე, ის გოგონა დამევიწყებინა.
საერთო საცხოვრებელში გადასვლის შემდეგ ერთადერთი გზა მრჩებოდა –
უნდა შემეწყვიტა ყველაფრის ასე სერიოზულად აღქმა. უნდა დამევიწყებინა
ბილიარდის მწვანე მაგიდები, წითელი ნ-360-ები და სასკოლო მერხებზე ჩა-
მოდებული თეთრი ყვავილები, კრემატორიუმის საკვამურიდან ამოსული ბო-
ლი და ქაეღალდის სქელი დასტები პოლიციის განყოფილების საგამოძიებო
ოთახებში.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თანდათან მივხვდი – ჩემ ში რა-
ღაც რჩებოდა გაურკვეველი. მერე ამ ბუნდოვანმა რამემ მკაფიო, მარტივი

25
ფორმა მიიღო და მისი გამოხატვა სიტ ყვიერადაც შევძელი – სიკვდილი სი-
ცოცხლის ნაწილია და არა მისი საწინააღმდეგო რამე. მართალია, ეს კლიშეა,
მაგრამ იმ დროს მთელი ჩემი არსება ამ იდეას ჰქონდა მოცული. სიკვდილი
არსებობდა ქაღალდის სქელ დასტებსა და ბილიარდის მაგიდაზე გაფანტულ
ოთხ ფერად ბურთში – სიცოცხლეს ჩვენ კი განვაგრძობდით და სიკვდილს
მტვერივით შევისუნთქავდით.
იქამდე სიკვდილი რაღაც სრულიად განყენებული, სიცოცხლისგან და-
მოუკიდებლად არსებული რამ მეგონა. ვფიქრობდი, სიკვდილი ერთხელაც
ხელს ჩაგ ვავლებს და წაგ ვიყვანს, იქამდე კი ჩვენთან არაფერი ესაქმება--
მეთქი. სიცოცხლე აქ იყო, სიკვდილი – სადღაც იქ. მე კი აქ ვიყავი და არა იქ,
სადღაც.
იმ ღამით კი, როცა კიძუკი მოკვდა, სიკვდილის (და სიცოცხლის) მარტივად
აღქმის უნარი დავ კარგე. სიკვდილი არ იყო სიცოცხლის საპირისპირო რამ. ის
აქ იყო, ჩემი არსებობის მიუხედავად, აქ იყო, ყოველთვის აქ ყოფილა და ვე-
რაფერი ამას ვერ დამავიწყებდა.
იმ ღამით, როცა სიკვდილმა ჩვიდმეტი წლის კიძუკი წაიყვანა, მეც თან გა-
მიყოლა. მომდევნო გაზაფხულზე რაღაც სიმძიმეს ვგრძნობდი, მაგრამ ვცდი-
ლობდი, ამაზე არ მეფიქრა. გლოვა ჭეშმარიტების შეცნობაში არ მეხმარებო-
და, და მაინც, სიკვდილი ფაქტად რჩებოდა. აი, ასეთ სულის მხუთავ წინააღ-
მდეგობაში ჩავარდნილი, ერთ ადგილს ვტკეპნიდი.
უცნაური დღეები იდგა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ვხვდები, ახლა, როცა უკან
ვიხედები. იმ შუაგულ სიცოცხლეში ყველაფერი სიკვდილის გარშემო
ტრიალებდა.

26
თავი მესამე

ნაოკომ მომდევნო შაბათს დამირეკა და მეორე დღისთვის პაემანი დამით-


ქვა. ჰო, ალბათ შეიძლება, ამას პაემანი დავარქვათ, უფრო შესაფერისი სიტ-
ყვა ვერ მომიფიქრებია. ამჯერადაც ქუჩაში ვისეირნეთ, სადღაც ყავის დასა-
ლევადაც შევჩერდით, მერე ისევ გზას გავუყევით, საღამოს ვივახშმეთ და ერ-
თმანეთს გამოვემ შვიდობეთ. ამჯერადაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა.
დიდად არ განიცდიდა ამას, და არც მე ჩავციებივარ. ბევრ რამეზე კი ვილაპა-
რაკეთ. მგონი, ყველაფერზე, რაც თავში აზრად მოგ ვივიდა – ყოველდღიურ
რეჟიმზე, სასწავლებლებზე. პატარ-პატარა ამბებსაც ვიხსენებდით ჩვენი
ცხოვრებიდან, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. წარსულის შე-
სახებ კრინტი არ დაგ ვიძრავს. ძირითადად მდუმარედ ვსეირნობდით. ვსეირ-
ნობდით დიდხანს, უთავ ;ბოლოდ. საბედნიეროდ, ტოკიო იმხელა ქალაქია, ფე-
ხით მას ვერც ვერასდროს შემოვივლიდით.
თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ასე ხდებოდა – ვსეირნობდით, ის წინ მი-
მიძღოდა, მე კი ოდნავ უკან ვრჩებოდი. ნაოკოს ბევრი თმის სამაგრი ჰქონდა
და ყოველთვის ისე იმაგრებდა თმას, რომ მარჯვენა ყური გამოსჩენოდა. თით-
ქმის სრულყოფილად მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ზურგიდან. როცა რა-
მის გამო დაიმორცხვებდა, თმის სამაგრის წვალებას იწყებდა. იმ დროს კი,
როცა რამე ჰქონდა სათქმელი, პირზე ყოველთვის ცხვირსახოცს იფარებდა.
რაც უფრო მეტ მსგავს ჩვევას ვატ ყობდი, უფრო და უფრო მომ წონდა.
ნაოკო ინგლისური ენის სწავლებით ცნობილ, ტოკიოს უკიდურეს დასავ-
ლეთ მხარეში მდებარე ქალთა კოლეჯში სწავლობდა. ამ შენობის ახლოს ვიწ-
რო საირიგაციო არხი იყო. მე და ნაოკო ხშირად ვსეირნობდით ამ სუფთა, კამ-
კამა წყლის ნაპირებზე. ზოგჯერ თავის ბინაში მეპატიჟებოდა და სადილით
მიმასპინძლდებოდა. არასოდეს მიგრძნია, განმარტოების დროს დაძაბული-
ყოს. მისი სახლი ისეთი პატარა და სუფთა იყო, ისეთი უბრალო, რომ მხოლოდ
კუთხეში, ფანჯარასთან, გასაშრობად გაფენილი წინდები თუ მიახვედრებდა
კაცს, რომ აქ გოგონა ცხოვრობდა. ასე ღარიბულად ცხოვრობდა, მეგობრები
თითქმის არ ჰყავდა. ის, ვინც ნაოკოს სკოლაში იცნობდა, ვერ წარმოიდგენდა,

27
რომ ის ასეთი გახდებოდა. იმ დროს მართლა კარგად ეცვა და აუარებელი მე-
გობრით იყო გარშემორტყმული. პირველად რომ ვნახე მისი ბინა, მაშინვე
მივხვდი, რომ მასაც ჩემსავით ახალი ცხოვრების დასაწყებად ჰქონდა არ-
ჩეული ეს კოლეჯი – ყველა ნაცნობისგან მოშორებით სურდა ყოფნა.
– ხვდები, ამ კოლეჯში რატომ ჩავაბარე? – იღიმოდა ნაოკო, – არც ერთი
ჩვენი ნაცნობი აქ არ ისწავლიდა. აი, ამიტომ. ყველა ჩემი ნაცნობი რომელიმე
პრესტიჟულ კოლეჯს უმიზნებდა. გესმის, არა?
თანდათანობით ჩვენი ურთიერთობაც შეიცვალა. ერთმანეთს შევეჩვიეთ.
საზაფხულო არდადეგების დასრულებისა და ახალი სემესტრის დაწყებისთა-
ნავე, სეირნობის დროს ნაოკო ისე მომყვებოდა გვერდით, თითქოს ეს სამყა-
როში ყველაზე ბუნებრივი რამ ყოფილიყოს. მეგობრად მთვლიდა, ჩემთვის კი
ასეთი ლამაზი გოგონას გვერდით სეირნობა რაღაცნაირად მტკივნეულიც კი
იყო. ისევ ტოკიოს ქუჩებში დავხეტიალობდით უგზო-უკვლოდ. ხან გორაკებზე
ავდიოდით, ხან მდინარეებს ვკვეთდით, ხან რკინიგზის ხაზებს. უბრალოდ,
ვსეირნობდით, წინასწარ არანაირი მიმართულება არ გვქონდა აღებული, არ-
სად მისვლას არ ვგეგმავდით. უბრალოდ, წინ მივიწევდით, თითქოს ეს ჩვენი
გასეირნება რაღაც რელიგიური რიტუალი ყოფილიყოს და ასე ჩვენი დაკოდი-
ლი სულები უნდა განგვეკურნა. თუ წვიმდა, ქოლგებს ვშლიდით და ისე ვაგ-
რძელებდით გზას.
მერე შემოდგომა დადგა და მიწა საერთო საცხოვრებლის ირგვლივ ძელ-
ქვის ფოთლებმა დაფარა. თბილი ჯემპრის ჩაცმისთანავე ახალი სეზონის
სურნელი შევიგრძენი. ფეხსაცმელი გამიცვდა და იძულებული გავხდი, ზამ შის
ახალი წყვილი მეყიდა.
ვერ ვიხსენებ, იმ დროს რაზე ვლაპარაკობდით მე და ნაოკო. მნიშვნელო-
ვან თემებზე – არა, წარსულს ისევ ვუფრთხოდით, კიძუკისაც იშვიათად თუ
ვახსენებდით. ხშირად ყავის ფინჯნებთან ერთმანეთის პირისპირ ჩამომსხდრე-
ბი კრინტს არ ვძრავდით. ნაოკოს შტორმტრუპერის ისტორიები მოსწონდა.
ერთხელ მან კურსელი გოგონა დაპატიჟა პაემანზე (რა თქმა უნდა, ისიც გეოგ-
რაფიას სწავლობდა, აბა, როგორ), საღამოს კი ადრიანად დაბრუნდა უკან,
თან მოღუშული.
– მითხარი ეერთი, ვაატანაბე, გოოგონებს რაზე ელაპარაკები? – რა პასუხი
გავეცი, არ მახსოვს. „არასწორ“ ვინმეს კი დაეკითხა.
ივლისში საერთო საცხოვრებლის რომელიღაც ბინადარმა შტორმტრუპე-
რის ამსტერდამის არხის ფოტო ჩამოხსნა კედლიდან და მის ნაცვლად ოქროს

28
კარიბჭის ხედი ჩამოგ ვიკიდა. მე კი მითხრა, მინდა გავიგო, ოქროს კარიბჭეზეც
თუ დაანძრევსო.
– მაგრად გაუსწორდა, – მოვახსენე მოგ ვიანებით დაინტერესებულს.
მერე ვიღაც მესამე დაინტერესდა, აისბერგის ფოტოზე რაღას იზამდა
შტორმტრუპერი. ყოველ ჯერზე, როცა შტორმტრუპერის არყოფნაში ვინმე
ფოტოს ცვლიდა, ჩემი მეგობარი ცხარდებოდა.
– ვინ-ვინ-ვინ ოხერი შვრება ამას?
– ნეტა ვიცოდე. მაგრამ რა განსხვავებაა? კარგი ფოტოები კია. მადლობე-
ლი უნდა იყო.
– კი, ალლბათ, მაგრამ უცნაუურია მაინც.
შტორმტრუპერის ამბები ყოველთვის ახალისებდა ნაოკოს. ბევრი რამ კი
არ მოქმედებდა მასზე ასე დადებითად, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინცდამა-
ინც არ მსიამოვნებდა შტორმტრუპერის ასე „გამოყენება“.
შტორმტრუპერი ერთი უბრალო ვინმე იყო, საშუალო შეძლების ოჯახის
უმცროსი ვაჟი. მცირედისთვისაც რომ მიეღწია, კარგად უწევდა გარჯა. რუკე-
ბის კეთება ამ პატარა კაცის პატარა ოცნება იყო. განა შეიძლება ამის გამო
დასცინო ვინმეს? მაგრამ შტორმტრუპერზე ხუმრობები იმ დროს უკვე საერთო
საცხოვრებელში მუდმივ სალაპარაკო თემად იყო ქცეული და მეც ვეღარა-
ფერს შევცვლიდი. ნაოკოს ღიმილის დანახვა კი ისე მწყუროდა, ახალი ისტო-
რიების შეთხზვაც დავიწყე.
ნაოკომ ერთხელ მკითხა, მხოლოდ ერთხელ, ვინმე თუ მომ წონდა. კობეში
რომ ვხვდებოდი, იმ გოგონაზე მოვუყევი.
– კარგი გოგო იყო. მომ წონდა მასთან ყოფნა. დროდადრო მენატრება. ისე
დიდი არაფერი ყოფილა. ზოგჯერ მგონია, გული კი არა, ქვა მაქვს, რომელსაც
ვერავინ მომილბობს. ალბათ ვერავის შევიყვარებ.
– გ ყვარებია ვინმე?
– არავინ.
მეტად ამაზე აღარ უკითხავს.
შემოდგომა რომ მიიწურა და ქალაქ ში ცივმა ქარმა დაუბერა, ნაოკომ ჩემს
მკლავზე მოკრულმა დაიწყო სეირნობა. შალის სქელ პალტოში ჰქონდა ჩარ-
გული ცხვირი, მის სუნთქვას კი მაინც ვგრძნობდი. ხელკავს გამომდებდა, ან
ხელს ჯიბეში მიყოფდა. აი, მაშინ კი, როცა ძალიან ციოდა, აცახცახებული
მკლავზე ამეკრობოდა ხოლმე. ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო, ამიტომ
გზას განვაგრძობდი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.

29
ჩემი რეზინისძირიანი ფეხსაცმელი ტროტუარზე შეხებისას ხმას თითქმის
არ გამოსცემდა, მხოლოდ ოდნავ გასაგონად ჭრაჭუნებდა იმ დროს, როცა მი-
წაზე დაფენილ ნეკერჩხლის ფართო, გამხმარ ფოთლებზე დავაბიჯებდით. იმ
ხმის გაგონებაზე ყოველთვის მებრალებოდა ნაოკო. მე კი არა, სხვა ვინმე
სჭირდებოდა. და იმის გამო, რომ მე მე ვიყავი და არა ის ვიღაც სხვა, ლამის
დანაშაულის გრძნობა მიპყრობდა.
ზამთრის დადგომასთან ერთად ნაოკოს თვალები თითქოს უფრო გაუღიავ-
და. თითქოს მისი თვალები გაიძახოდნენ, წასასვლელი არსად გვაქვსო. ზოგ-
ჯერ სრულიად უმიზეზოდ უშტერდებოდა ჩემზე მზერა. თითქოს რაღაცის
ძიებაში იყო და სწორედ ეს მიჩენდა უხერხული მარტოსულობისა და უიმედო-
ბის განცდას.
ნეტა ასე ხომ არ ცდილობდა რაღაცის მიხვედრებას? რაღაც ისეთის, რის
სიტ ყვებით გადმოცემაც არ შეეძლო – რაღაც სიტ ყვებზე აღმატებულის, რის-
თვისაც თავი ვერც მოეყარა, და რაც ვერც ვერასოდეს გამოითქმოდა.
ლაპარაკის მაგივრად ისევ თმის სამაგრს აწვალებდა, ან პირზე ცხვირსა-
ხოცს იფარებდა, ან ისევ უაზროდ მაშტერდებოდა. ამ დროს ისე მინდოდა, მაგ-
რად მოვხვეოდი, მაგრამ ვყოყმანობდი, თავს ვიკავებდი. მეშინოდა, ასეთი
ქცევით ზიანი არ მიმეყენებინა მისთვის. ამიტომ საჭირო სიტ ყვების ძიებაში
უხმოდ დავეხეტებოდით ტოკიოს ქუჩებში.
საკმარისი იყო, ნაოკოსთან ტელეფონით მელაპარაკა, ან კვირას სასეირ-
ნოდ წავსულიყავით, მაშინვე დამაცხრებოდნენ საერთო საცხოვრებლის ბიჭე-
ბი და დაკითხვას მიწყებდნენ – რა პოზაში გვქონდა? ქვემოთ როგორი იყო?
რა ფერის საცვალი ეცვა? შეუძლებელი იყო მათთვის სიმართლის ახსნა, არც
ამის საჭიროება არსებობდა, ამიტომ უფლებას ვაძლევდი, რაც სურდათ, ის
ეფიქრათ. ისეთ პასუხებს ვაძლევდი, როგორის მოსმენაც უნდოდათ.
აი, ასე გავიზარდე ერთი წლით და გავხდი ცხრამეტის. ყოველდღე ამო-
დიოდა და ჩადიოდა მზე. ყოველ დილით აღმართავდნენ დროშას, საღამოს კი
დაბლა უშვებდნენ, ყოველ კვირას კი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის გოგონას-
თან პაემანზე დავდიოდი. წარმოდგენა არ მქონდა, ან რას ვაკეთებდი, ან რა-
ტომ, ან რას ვაპირებდი. იმ პერიოდში სასწავლო პროგრამაში შეტანილი მა-
სალის – კლოდელის, რასინისა და ეიზენ შტეინის ნაწარმოებების წაკითხვა
მომიხდა, მაგრამ მათ თითქმის არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩემზე. უნი-
ვერსიტეტში ვერავის დავუმეგობრდი; და არც საერთო საცხოვრებელში გა-
მიცნია ბევრი ვინმე. იქ ეგონათ, რომ მწერლობა მინდოდა, რადგან ყოველ-

30
თვის წიგნით განმარტოებულს მხედავდნენ. სინამდვილეში ასეთი ამბიცია
არასდროს მქონია. არავინაც არ მინდოდა ვყოფილიყავი. მინდოდა, ამ გან-
ცდაზე ნაოკოს დავლაპარაკებოდი, მეგონა, ოდნავ მაინც გაიგებდა, რას
ვგრძნობდი. მაგრამ საჭირო სიტ ყვებს ვერ ვპოულობდი. უცნაურია, იმ დროს
თითქოს სიტ ყვების ძიების სინდრომი ნაოკოსგან მეც გადმომედო.
შაბათ საღამოებს საერთო საცხოვრებლის დერეფან ში ვატარებდი. ველო-
დი, როდის დამირეკავდა ნაოკო. შაბათ საღამოს თითქმის ყველანი გაიკრიფე-
ბოდნენ ხოლმე საერთო საცხოვრებლიდან, ამიტომ დერეფანი უჩვეულოდ ცა-
რიელი იყო. იმ სიჩუმეში სანთლის მოთამაშე ალს ვაკვირდებოდი და ვცდი-
ლობდი, გამერკვია, რა მინდოდა, ან სხვებს რა უნდოდათ ჩემგან. პასუხებს
ვერ ვპოულობდი. ზოგჯერ ხელს ვიწვდენდი სანთლისკენ, ვცდილობდი, სი-
ნათლის სხივებს შევხებოდი, მაგრამ ვერაფერს ვე ჭიდებოდი.
ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ თითქმის სულ ერთსა და იმავეს. გადაკით-
ხვა მიყვარდა – ტრუმენ კეპოტის, ჯონ აპდაიკის, სკოტ ფიცჯერალდის,
რაიმონდ ჩენდლერის. არც ჩემს კურ ;სზე და არც საერთო საცხოვრებელში ამ
მწერლების წიგნებს არავინ კითხულობდა. მათ კაძუმი ტაკაჰაში, ქენძაბურო
ოე, იუკიო მიშიმა ან თანამედროვე ფრანგი რომანისტები მოსწონდათ. ალბათ
ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, სხვებისთვის სათქმელი ბევრი რომ არაფე-
რი მქონდა და წიგნების გარდა არაფერი მახსოვდა. თვალდახუ ჭული ნაცნობ
წიგნს შევეხებოდი და ღრმად შევიყნოსავდი მის სურნელებას. ესეც მყოფნიდა
ბედნიერებისათვის.
თვრამეტი წლის ასაკში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ჯონ აპდაიკის „კენტავ-
რი“, მაგრამ რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ მას თავდაპირველი იდუმალება
დაეკარგა და პირველი ადგილი „დიდ გეტსბის“ დაუთმო. „გეტსბიმ“ პირვე-
ლობა კიდევ დიდხანს შეინარჩუნა. როდესაც ამის გან წყობა მექმნებოდა, ჩა-
მოვიღებდი თაროდან და რომელიმე მონაკვეთს ვკითხულობდი. იმედს არას-
დროს მიცრუებდა. მთელ წიგნში ერთი მოსაწყენი ადგილიც კი არ იყო. მინ-
დოდა, ხალხისთვის მეთქვა, რა საოცარი რომანია, მაგრამ ჩემ გარშემო არც
არავის წაეკითხა და ამის გაკეთებას არც არავინ აპირებდა. სხვები აიძულო,
სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოებები იკითხონ, დიდად ჭკვიანური საქციელი
ვერ არის და ასეთი რამ 1968 წელს ნამდვილად არ უნდა გექნა.
ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდი ადამიანს, რომელსაც წაკითხული ჰქონდა
„დიდი გეტსბი“. სწორედ ამიტომ დავმეგობრდით. ნაგასავა იყო იმ ბიჭის გვა-
რი. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, ტოკიოს უნივერსიტეტში სამართლის ფა-

31
კულტეტზე სწავლობდა და მალე ალბათ მთავრობაშიც მოხვდებოდა. მასაც
საერთო საცხოვრებელში დაედო ბინა. ერთმანეთს სახეზე ვიცნობდით. პირვე-
ლად ერთ მზიან დღეს სასადილო ოთახში გამომელაპარაკა, თვალი მოჰკრა,
„დიდ გეტსბის“ რომ ვკითხულობდი. გვერდით მომიჯდა, რას კითხულობო,
როგორ მოგწონსო.
– მესამედ ვკითხულობ უკვე. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომ წონს.
– ეს კაცი ამბობს, „დიდი გეტსბი“ სამჯერ მაქვს წაკითხულიო, – თავის-
თვის ჩაილაპარაკა, – გეტსბის მეგობარი ჩემი მეგობარია.
აი, ასე დავმეგობრდით. ეს ამბავი ოქტომბერში მოხდა.
თანდათან ნაგასავა სულ უფრო უცნაური მეჩვენებოდა. ცხოვრებაში უამ-
რავ უცნაურ ადამიანს გადავ ყრივარ, მაგრამ იმისთანა არც ერთი არ ყოფილა.
ჩემზე გაცილებით მეტს კითხულობდა, მაგრამ ერთი წესი ჰქონდა, არასდროს
წაიკითხავდა იმ ავ ტორის წიგნს, რომლის სიკვდილიდან ოცდაათი წელი მაინც
არ იყო გასული.
– განა თანამედროვე ლიტერატურას არ ვენდობი. უბრალოდ, არ მინდა,
ისეთი წიგნები ვიკითხო, რომლებსაც დროის გამოცდა არ ჩაუბარებია. ცხოვ-
რება მეტისმეტად ხანმოკლეა.
– რომელი მწერლები მოგწონს? – ამ ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭს მოწი-
წებით ველაპარაკებოდი.
– ბალზაკი, დანტე, ჯოზეფ კონრადი, დიკენსი, – დაფიქრებაც არ დასჭირ-
ვებია პასუხის გასაცემად.
– ვერ იტ ყვი, მოდური მწერლებიაო.
– როგორ გგონია, აბა, რატომ ვკითხულობ? თუ მხოლოდ იმ წიგნებს
წაიკითხავ, რომლებსაც სხვები კითხულობენ, შენც დანარჩენებივით იფიქრებ.
ეს სოფლელების და უსაქმურების სამყაროა. ღირსეულ კაცს ამის შერცხვებო-
და. ვატანაბე, აქ, ამ საერთო საცხოვრებელში მხოლოდ ჩვენ ვართ ღირსეული
ხალხი. დანარჩენები სანაგ ვეზე უნდა მოისროლო.
ამან გამაცოფა.
– არ გრცხვენია? მაგას როგორ ამბობ!
– დამიჯერე, ასეა. შუბლზე აწერიათ. ჩვენ კი ორივეს „დიდი გეტსბი“
გვაქვს წაკითხული.
ფიცჯერალდის გარდაცვალების წელი გავიხსენე.
– ფიცჯერალდი რომ ოცდარვა წლის წინ მოკვდა?
– მერე რა? ეგეთ მაგარ მწერალს ორი წელი ეპატიება.

32
საერთო საცხოვრებელში არ იცოდნენ, ნაგასავა კლასიკურ რომანებს რომ
კითხულობდა. თუნდაც სცოდნოდათ, არაფერი შეიცვლებოდა. ყველამ იცოდა,
ნაგასავა რომ ჭკვიანი იყო. ტოკიოს უნივერსიტეტში კარგი ქულებით ჩააბარა,
მალე საჯარო სამსახურის გამოცდაზე გავიდოდა, დიპლომატი გახდებოდა და
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყებდა მუშაობას. მამამისს ნაგოიაში
დიდი საავადმყოფო ჰქონდა, მისმა ძმამაც ტოკიოს უნივერსიტეტი დაამთავ-
რა, სამედიცინო ფაკულტეტი, და ერთ დღესაც მემკვიდრეობით საავადმყოფო
გადაეცემოდა. ნაგასავას ჯიბეში ყოველთვის ბლომად ედო ფული და თავი
ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, საერთო
საცხოვრებლის მმართველიც კი. თუ ვინმეს რამეს გაკეთებას სთხოვდა, უსიტ-
ყვოდ შეუსრულებდნენ. ნაგასავას ერთი თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა – ანდა-
მატივით იზიდავდა ხალხს. იცოდა, როგორ ჩასდგომოდა მათ სათავეში, რო-
გორ ემართა სიტუაცია და გაეცა ზუსტი ინსტრუქციები, რომლებსაც სხვები
უყოყმანოდ შეასრულებდნენ. ნაგასავას თითქოს შარავანდედი ედგა თავზე,
მის ძალას უმალ ამჩნევდნენ და კრძალვით ექცეოდნენ. ალბათ ამიტომ გაუკ-
ვირდა ყველას, ნაგასავა რომ მე, ამ არაფრით გამორჩეულ კაცს, დამიმეგობ-
რდა. ახლა ისინიც კი, ვისაც შორიდან ვიცნობდი, პატივს მცემდნენ. უკვირ-
დათ; იმ მარტივ მიზეზს კი, რომლითაც ნაგასავამ სხვებისგან გამომარჩია, ვერ
ამჩნევდნენ – მათგან განსხვავებით, ნაგასავას აღფრთოვანებით არ შევ ყურებ-
დი. ჩემ ში მისი რთული ხასიათი იწვევდა ინტერესს, სხვა არაფერი – არც მისი
წარმატებები, არც აურა, არც გარეგნობა – არ მხიბლავდა. სავარაუდოდ,
ბევრს არ ჰქონდა მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
ნაგასავას ორგვარი ბუნება ჰქონდა – ზოგჯერ სიკეთით გაგაოცებდა, სხვა
დროს კი შეეძლო ბოროტი და ღვარძლიანიც ყოფილიყო. თან დიდსულოვანი
იყო, თან კი საოცრად ძუნ წი. თან ოპტიმისტი ლიდერი იყო, თან კი მარტოობა
ტანჯავდა. ეს მისი პარადოქსული თვისებები თავიდანვე თვალში მომხვდა,
ამიტომ ვერასოდეს ვხვდებოდი, სხვები რატომ ვერ ამჩნევდნენ ამას. დღემდე
მგონია, რომ როგორღაც ვახერხებდი და მასში მხოლოდ კარგ მხარეს ვხედავ-
დი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება გულახდილობა იყო. განა მხო-
ლოდ ის, რომ არასდროს იტ ყუებოდა, ყოველთვის აღიარებდა კიდეც თავის
ნაკლს. არასდროს ცდილობდა, ისეთი რამ მიეჩქმალა, რაც შეარცხვენდა. აი,
მე კი ყველაფერში მეხმარებოდა. ნაგასავა რომ არა, საერთო საცხოვრებელში
ჩემი ყოფა გაცილებით რთული იქნებოდა. ამის მიუხედავად, მისთვის გული
არასდროს გადამიშლია. ამ მხრივ მასთან და კიძუკისთან მეგობრობა რადიკა-

33
ლურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პირველად რომ ვნახე, როგორ იქ-
ცეოდა სიმთვრალეში ნაგასავა, მაშინ დავიფიცე, ამას არასდროს მივენდობი--
მეთქი.
საერთო საცხოვრებელში ნაგასავაზე რამდენიმე ლეგენდა დადიოდა.
თურმე ერთხელ სამი ლოქორა შეუჭამია. მეორე მითის თანახმად, დიდი ასო
ჰქონდა და ასამდე გოგონასთან გაუტარებია ღამე. ლოქორას ამბავი მართალი
გამოდგა, თვითონ მომიყვა.
– სამი დიდი მდედრი ლოქორა მთლიანად გადავ ყლაპე.
– კი მაგრამ, ეგ რა ჯანდაბამ გაგაკეთებინა?
– ეგ ამბავი იმ წელს მოხდა, როცა საცხოვრებლად აქ გადმოვედი. იმ დროს
ახალმოსულებსა და მაღალკურსელებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
აპრილში ყველაფერი აირია და სექტემბერში ამან საერთო საცხოვრებლის
მმართველის ყურამდეც მიაღწია. უფროსკურსელებთან ახალმოსულების სა-
ხელით მივედი. ნამდვილი მემარჯვენე პროჭები იყვნენ. ხის კენდოს ხმლები
ჰქონდათ და ყველაზე ნაკლებად პრობლემის მოგ ვარება ადარდებდათ. ვუთ-
ხარი, მოდი ბოლო მოვუღოთ ამას, რაც გინდათ მე ის მიყავით, სხვებს კი თავი
გაანებეთ-მეთქი. კარგიო, მიპასუხეს, აბა, ვნახოთ, ერთი-ორ ლოქორას როგორ
გადაყლაპავო. მოდი ვნახოთ-მეთქი. ის ბოზიშვილები წავიდნენ და სამი
უზარმაზარი ლოქორა მოიტანეს თან. სამივე გადავ ყლაპე.
– მერე, როგორი იყო?
– როგორი იყო? თვითონ უნდა გადაყლაპო ერთხელ და მიხვდები. ჯერ
ყელში მისრიალებს, მერე მუცელში. ცივია და საშინელ გემოს გიტოვებს. აახ,
ამაზე ფიქრის დროსაც კი თმა ყალყზე მიდგება. ამორწყევა მინდოდა, მაგრამ
თავს მოვერიე. იცი რა, ეგ რომ უკან ამომეღო, მერე ამ ნარწყევის ჭამა მომი-
წევდა, ამიტომ სამივე გადავ ყლაპე.
– მერე რა მოხდა?
– ოთახში დავბრუნდი და მარილიანი წყალი დავლიე. სხვა რა უნდა მექნა?
– ჰო. სხვა რა გზა გ ქონდა.
– ამის მერე კი სიტ ყვის თქმას ვერავინ მიბედავდა. უფროსკურსელებიც კი.
მე ვარ აქ ერთადერთი, ვისაც შეუძლია სამი ლოქორა გადაყლაპოს.
– დარწმუნებული ვარ, ასეცაა.
მისი ასოს ზომის გაგება კი რთული საქმე არ ყოფილა. ერთხელ საერთო
საცხოვრებლის აბაზანაში ერთად წავედით. მართლა დიდი ასო ჰქონდა. აი,
ასი გოგონა კი გადაჭარბებული იყო.

34
– შეიძლება სამოცდათხუთმეტი. ყველა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ
სამოცდაათი მაინც იქნებოდა.
როცა ვუთხარი, მე მხოლოდ ერთ გოგოსთან ვყოფილვარ-მეთქი, დამამ-
შვიდა.
– ამის გამოსწორება ადვილია. შემდეგში ჩემთან ერთად წამოდი. ერთ
ისეთ გოგონას გაგიჩითავ, ვერავინ რომ ვერ შეედრება.
არ დავუჯერე, მაგრამ მართალი აეღმოჩნდა. ყველაფერი მარტივად აეწყო.
უგემური ლუდით შეჟუჟუნებულებს გაგ ვიადვილდა ეს საქმე.
შიბუიას ან შინჯუკუს რომელიღაც ბარში შევედით (თავისი ამოჩემებული
ბარები ჰქონდა), გოგონების წყვილი ვიპოვეთ (სამყარო გოგონებით იყო სავ-
სე), დაველაპარაკეთ, დავლიეთ, სასტუმროში წავედით და უცნობ გოგონებ-
თან სექსიც გვქონდა. ლაპარაკში ვერავინ შეედრებოდა ამ ბიჭს. განა რამე
განსაკუთ ;რებული სათქმელი ჰქონდა, მაგრამ გოგონებს კარგად ართობდა.
ისინი კი მეტისმეტად ბევრს სვამდნენ და ბოლოს მის საწოლშიც ამოყოფდნენ
ხოლმე თავს. ალბათ მოსწონდათ ასეთ სასიამოვნო, მიმზიდველ და ჭკვიან
ბიჭთან ყოფნა. მასთან ერთად თუ ვიყავი, გოგონები ჩემითაც იხიბლებოდნენ.
ნაგასავა მაიძულებდა, მეც მელაპარაკა და გოგონები მეც აღფრთოვანებით
შემომცქეროდნენ. ნაგასავა რაღაც მაგიას ფლობდა, რომლითაც ყოველთვის
შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მასთან შედარებით კიძუკის ლაპარაკი ბავ-
შვის ტიტინად მეჩვენებოდა. ნაგასავას სულ სხვა დონის ნიჭი ჰქონდა. რაც
უფრო ვექცეოდი ნაგასავას ხიბლქვეშ, უფრო მაკლდა კიძუკი. მისი გულწრფე-
ლობის მიმართ ახლებურ აღტაცებას ვგრძნობდი. კიძუკი მთელ თავის ნიჭს
ნაოკოსთან და ჩემთან ამჟღავნებდა, ნაგასავა კი ყველასთან ღიად გამოხატავ-
და. არც გოგონებთან ღამის გატარებისკენ მიისწრაფოდა. არა. ეს მისთვის
მხოლოდ თამაში იყო.
ვერ ვიტ ყვი, რომ მაინცდამაინც მომ წონდა იმ გოგონებთან გართობა. რა
თქმა უნდა, ასე სურვილს ვიკმაყოფილებდი, მათი შეხებაც მსიამოვნებდა, მაგ-
რამ მომდევნო დილა ზიზღს მგვრიდა.
უცნობი გოგონას გვერდით ვიღვიძებდი, ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენ-
თილი ეს ყველაფერი – საწოლი, ლამპა, ასეთი საოჯახო სასტუმროებისთვის
დამახასიათებელი ფარდებიც, მე კი თავი მისკდებოდა.
მერე გაეღვიძებოდა იმ გოგონას და აქეთ-იქით ბოდიალს დაიწყებდა საც-
ვლის მოსაძებნად. წინდების ჩაცმის დროს კი რამე ამდაგ ვარს იტ ყოდა: იმედი
მაქვს, რომ გუშინ თავი დაიცავი, სწორედ ახლა ისეთი დღეები მაქვს! მერე

35
სარკის წინ ჩამოჯდებოდა და წუწუნს იწყებდა ატ კიებული თავის ან წათხაპ-
ნილი მაკიაჟის გამო, თან კი პომადას ისვამდა ან ხელოვნურ წამ წამებს იმაგ-
რებდა. მართალია, მერჩია, მთელი ღამე არ გამეტარებინა მათთან ერთად,
მაგრამ ქალის დაკერვის დროს კომენდანტის საათზე ნამდვილად ვერ იფიქ-
რებ (ეს ხომ ფიზიკური მოთხოვნილებაა, ბოლოს და ბოლოს). ამიტომ მთელი
ღამე სასტუმროში ვრჩებოდი და საერთო საცხოვრებელში დილით ვბრუნდე-
ბოდი იმედგაცრუებული, თვალებს მზე მჭრიდა, თავი კი თითქოს ვიღაც სხვი-
სი იყო.
სამ-ოთხჯერ რომ გავატარე გოგონებთან ღამე, ნაგასავას ვკითხე, სამოც-
დაათჯერ თუ გააკეთე ეს, უაზრობად აღარ გეჩვენება-მეთქი?
– აი, ეგ შენი სიტ ყვები ამტკიცებს იმას, რომ წესიერი ადამიანი ხარ. გი-
ლოცავ. შენ უკვე იცი, რომ რამდენიმე უცნობ ქალთან ღამის გატარებით ვე-
რაფერს მოიგებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალას გამოგაცლის და თავს შეგა-
ზიზღებს. მეც ეგ მჭირს.
– კი მაგრამ, აბა, რაღად იქცევი ასე?
– რთულია ამაზე პასუხის გაცემა. იცი, დოსტოევსკი თამაშზე რას წერს?
ზუსტად ეგრეა. როდესაც უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვს, ყველაზე რთუ-
ლი ისაა, ამდენ საცდურს ზურგი შეაქციო. ხვდები, არა, რას ვგულისხმობ?
– მგონი, ვხვდები.
– იცი რა. ეს ყველაფერი მარტივადაა – მზე ჩადის, გოგონები გარეთ გამო-
დიან და სვამენ. დახეტიალებენ აქეთ-იქით, რაღაცას დაეძებენ. მე შემიძლია,
მათ მივცე ის, რაც უნდათ. ეს ამქვეყნად ყველაზე ადვილი რამაა. გაუაზრებ-
ლად ვკერავ მათ. ისინიც ამას ელიან. აი, რას ვგულისხმობ შესაძლებლობაში.
და, როცა ეს შენს თავს ხდება, ყურადღებას როგორ არ მიაქცევ? თან როცა
მარტივად გამოგ დის, გულზე ხელს დაიკრეფ და არაფერს იზამ?
– არ ვიცი. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, – გავუღიმე, – ვერ
წარმომიდგენია, ეგ რა არის.
– უმადური ნუ იქნები.
სწორედ ქალებით გატაცების გამო ცხოვრობდა ნაგასავა ამ საერთო საც-
ხოვრებელში. შეძლებული ოჯახიდან იყო და მამამისს იმის საშუალება ჰქონ-
და, შვილისთვის ბუდე მოეწყო, მაგრამ ფიქრობდა, ვაითუ, ქალების გადამკი-
დე, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიოსო. ამიტომ ოთხი წლით საერთო საცხოვ-
რებელში გამოკეტა. ნაგასავას თვითონ ეს დიდად არ ადარდებდა. საერთო
საცხოვრებლის წესები მას ვერ შებოჭავდა და შეაწუხებდა. როცა მოესურვე-

36
ბოდა, ღამის გარეთ გატარების ნებართვას იღებდა და ქალებზე სანადიროდ
მიდიოდა ან მეგობარ გოგონასთან რჩებოდა. ამ ნებართვის აღება ადვილი არ
იყო, მაგრამ ნაგასავასთვის არც ეს წარმოადგენდა დიდ დაბრკოლებას. ის კი
არა, როცა ვთხოვდი, ჩემთვისაც იღებდა ნებართვას.
ნაგასავას მეგობარი გოგონაც ჰყავდა, რომელსაც პირველი კურსიდანვე
ხვდებოდა. გოგონას ჰაცუმი ერქვა, ნაგასავას ტოლი იყო. რამდენჯერმე შევ-
ხვდი, კარგი ვინმე ჩანდა. ისეთი გარეგნობა არ ჰქონდა, რომ ყურადღება თა-
ვიდანვე მიგექცია. იმდენად უბრალო ვინმე იყო, პირველად რომ ვნახე, გამიკ-
ვირდა, ნაგასავამ უკეთესი გოგო როგორ ვერ იპოვა-მეთქი. მაგრამ გამოველა-
პარაკე თუ არა, მაშინვე მომხიბლა.
ჩუმი იყო, განათლებული, მხიარული და მზრუნველი. ყოველთვის დახვე-
წილად იცვამდა. ძალიან მომ წონდა. ზუსტად ვიცოდი, ჰაცუმისნაირი მეგობა-
რი გოგონა რომ მყოლოდა, ათას ნაყარნუყარ ქალთან არ დავიწყებდი წან-
წალს. იმასაც მოვწონდი და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ რომელიმე მის
ნაცნობ გოგონასთან დავეწყვილებინე. უნდოდა, პაემნებზე წყვილ-წყვილად
გვევლო. მე კი ძველი შეცდომების განმეორება აღარ მინდოდა. ჰაცუმი ქალე-
ბის საუკეთესო კოლეჯში სწავლობდა – რა საერთო უნდა მქონოდა ასეთი
მდიდარი ოჯახის შვილებთან? ან რაზე უნდა მელაპარაკა მათთან?
ჰაცუმი ძალიან კარგად ხვდებოდა, ნაგასავა სხვებთან რომ იწვა, მაგრამ
არასდროს უსაყვედურია მისთვის. შეყვარებული იყო მასზე. მოთხოვნებს კი
არასდროს უყენებდა.
– ჰაცუმისთანა გოგოს არ ვიმსახურებ, – წამოსცდა ერთხელ ნაგასავას.
იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი.
იმ ზამთარს შინჯუკუს ერთ პატარა მუსიკალურ მაღაზიაში ნახევარ გა-
ნაკვეთზე ვიშოვე სამსახური. ბევრს არ მიხდიდნენ, მაგრამ არც სამუშაო იყო
რთული. სულ კვირაში სამი ღამე ვმუშაობდი. ჩანაწერებსაც იაფად მაძლევ-
დნენ. შობას ნაოკოს ჰენრი მანჩინის დეარ ჰეარტ ვუყიდე. ჩემი ხელით შევფუ-
თე და ბრდღვიალა წითელი ბანტი გავუკეთე. მან შალის ხელთათმანები მაჩუ-
ქა, რომელიც თვითონ მოექსოვა. ცერებზე ოდნავ პატარა მქონდა, მაგრამ ხე-
ლები კი გამითბო.
– ო, მაპატიე! – გაწითლდა ნაოკო, – რა ცუდად მომიქსოვია!
– ნუ ღელავ, მშვენივრად მაქვს, – ხელები წინ გავიშვირე.
– ალბათ ხელების ჯიბეებში ჩაწყობა მაინც აღარ მოგიწევს.

37
იმ ზამთრის არდადეგებზე ნაოკო კობეში არ დაბრუნებულა. მეც ტოკიოში
დავრჩი, წლის ბოლომდე მუსიკალურ მაღაზიაში ვმუშაობდი. კობეში არც რა-
მე საქმე დამრჩენოდა, არც ვინმეს ნახვა მინდოდა იქ.
არდადეგებზე საერთო საცხოვრებლის სასადილო დაკეტილი იყო, ამიტომ
ნაოკოსთან ვჭამდი. ახალ წელს სხვებივით ჩვენც წვნიანი და ბრინჯის ნამ-
ცხვარი გვქონდა სუფრაზე.
1969 წლის იანვარ-თებერვალში უამრავი რამ მოხდა. იანვრის ბოლოს
შტორმტრუპერი მაღალი სიცხით ჩაწვა საწოლში. იმ დღეს ნაოკო დავაღალა-
ტე. ძალიან კი გამიჭირდა იმ კონცერტზე უფასო ბილეთების შოვნა, მაგრამ
ნაოკოს ისე უნდოდა, დასწრებოდა! ორკესტრი მის საყვარელ ბრამსის მეოთხე
სიმფონიას ასრულებდა.
მაგრამ შტორმტრუპერი ისეთ დღეში იყო, სიკვდილის პირას მეგონა. ასე
უბრალოდ ვერ დავ ტოვებდი და ვერ წავიდოდი. რა თქმა უნდა, ისეთი გიჟიც
ვერავინ ვნახე, საერთო საცხოვრებელში მისთვის რომ ეპატრონა ჩემ მაგივ-
რად. ყინული ვიყიდე და ფირფიტების რამდენიმე კონვერტი გამოვიყენე, რომ
ყინული შტორმტრუპერისთვის თავზე დამედო. ოფლს პირსაცოხით ვწმენ-
დდი, ტემპერატურას საათში ერთხელ ვუზომავდი და ქვედა საცვალიც კი გა-
მოვუცვალე. ტემპერატურამ მთელი დღე არ დაუკლო. მეორე დღეს კი ისე წა-
მოხტა საწოლიდან და ისე დაიწყო დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შეს-
რულება, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ნორმალური ტემპერატურა ჰქონდა.
რთული იყო დაგეჯერებინა, რომ ისიც ადამიანთა მოდგმას ეკუთვნოდა.
– უცნაურია, ცხოვრებაში სიცხე არ მქონია, – ისეთი კილოთი წარმოთქვა,
თითქოს მე მადანაშაულებდა. ამან გამაცოფა.
– გ ქონდა სიცხე, – დავიჟინე მე და თან კონცერტის ორი გამოუყენებელი
ბილეთი დავანახვე.
– კარგია, რომ ბილეთები უფასო იყო.
მინდოდა, ხელი დამევლო მისი რადიოსთვის და გადამეგ დო ფანჯრიდან,
მაგრამ ამის ნაცვლად თავატ კიებული ისევ დასაძინებლად ჩავწე ქი საწოლში.
თებერვალში რამდენჯერმე მოთოვა.
თვის ბოლოს ჩემს სართულზე სულელურად წავეჩხუბე ერთ უფროსკურ-
სელს და მუშტი ჩავარტყი. თავი კედელს მიარტყა, მაგრამ დიდად არ დაშავე-
ბულა. დანარჩენი ყველაფერი ჩემ ნაცვლად ნაგასავამ მოაგ ვარა. ამის მიუხე-
დავად, საერთო საცხოვრებლის მმართველმა თავის ოთახში დამიბარა და
გაფრთხილება მომცა, რის შემდეგაც ჩემთვის საერთო საცხოვრებელში დარ-

38
ჩენა უფრო აუტანელი გახდა. აკადემიური წელი მარტში სრულდებოდა, მაგ-
რამ რამდენიმე კრედიტი დამაკლდა. საშუალო ნიშნები მყავდა. ძირითადად
ჩ-ები და დ-ები, რამდენიმე ბ-ც. ნაოკოს ყველა საჭირო კრედიტი ჰქონდა გა-
ზაფხულის სემესტრის დასაწყებად. აი, ასე, ერთად, ყველა სეზონი უკან მოვი-
ტოვეთ.
აპრილის შუა რიცხვებში ნაოკო ოცი წლის გახდა. ჩემზე შვიდი თვით უფ-
როსი იყო. მე დაბადების დღე ნოემბერში მქონდა. უცნაური რამ მოხდა ამ
დღეს. რატომღაც მეგონა, რომ მეც და ნაოკოსაც სულ წრეზე უნდა გვევლო –
სულ თვრამეტისა თუ ცხრამე ტი წლისანი უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ, რა
თქმა უნდა, ასე არ მოხდა და ოცი წელი შეუსრულდა. შემოდგომაზე მეც ოცი-
სა გავხდებოდი.
მხოლოდ მკვდრები რჩებიან ჩვიდმეტი წლისად.
წვიმდა მის დაბადების დღეზე. ლექციების მერე იქვე ახლოს ნამცხვარი
ვიყიდე, ტაქსი გავაჩერე და მის ბინაში მივედი, უნდა აღვნიშნოთ-მეთქი.
მის ადგილზე, ალბათ მეც ამას ვისურვებდი. რთული უნდა იყოს, მარტო
დარჩე შენს დაბადების დღეზე. როცა ნაოკოსთან მივედი, ნამცხვარი რომის
კოლიზეუმს დამსგავსებოდა. მაინც როგორღაც მოვახერხე, ის ოცი თან მოტა-
ნილი სანთელი ნამცხვარში ჩავარჭე და ავანთე. ფარდები ჩამოვუშვი, შუ ქები
გამოვრთე და დაბადების დღის გან წყობაც შეიქმნა. ნაოკომ ღვინის ბოთლი
გახსნა. დავლიეთ. ნამცხვარი ვჭამეთ, სადილსაც შევე ქეცით.
– რა სისულელეა, იყო ოცი წლის! ჯერ ამისთვის მზად არა ვარ. თავს უც-
ნაურად ვგრძნობ. თითქოს ვიღაც უკნიდან მაწვება.
– მოსამზადებლად შვიდი თვე მრჩება, – გამეცინა.
– შენ ისეთი იღბლიანი ხარ, ისევ ცხრამეტისა ხარ! ისევ ცხრამეტის! – ხმა-
ში შური დაეტ ყო.
ჭამის დროს შტორმტრუპერის ახალ ჯემპრზე მოვუყევი. აქამდე მხოლოდ
ერთი ჰქონდა, მუქლურჯი. მეორე კი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მის ცხოვ-
რებაში. ჯემპრი კარგი იყო, შავ-წითელი, ამოქარგული ირმით. ყველა ამაზე
დასცინოდა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.
– სააასაცილო რა აარის, ვვვატანაბე? – ჩემ გვერდით იჯდა სასადილო
ოთახში, – შუბლზე რამე ხომმ არ მაქვს მმიკრული?
– არაფერი, – ვეცადე გამომეტ ყველება არ შემცვლოდა, – არაფერია სასა-
ცილო, რა კარგი ჯემპრი გაცვია!
– გმადლობ, – მოიღუშა.

39
ნაოკო გაამხიარულა ამ ამბავმა.
– როგორ მინდა მასთან შეხვედრა! ერთხელ მაინც.
– რას ამბობ! მაშინვე გაგეცინება!
– ასე გგონია?
– ნაძლევს ჩამოვალ. მე თვითონ ყოველდღე ვხედავ და ზოგჯერ მაინც ვერ
ვიკავებ სიცილს.
მაგიდა ავალაგეთ და იატაკზე დავსხედით, მუსიკას ვუსმენდით და დარჩე-
ნილ ღვინოს ვწრუპავდით. ვიდრე მე ერთი ჭიქის დალევას მოვახერხებდი, მან
ორი შესვა.
იმ ღამით ნაოკო უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდა. თავის ბავშვობაზე, სკოლა-
სა და ოჯახზე მომიყვა. ჰყვებოდა ვრცლად, მაგრამ უცნაურად. გამაოცა მისი
მოგონებების სიცხადემ, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ამ ამბების მოყოლას
რაღაც არასწორი ახლდა თან: რაღაც უცნაური, თან კი დამახინჯებულიც. ყო-
ველ ისტორიას თავისი შინაგანი ლოგიკა ჰქონდა, მაგრამ ბმა ამ ისტორიებს
შორის მეტისმეტად ხელოვნური იყო. ვიდრე მიხვდებოდი, ა ისტორია ბ ისტო-
რიად იქცეოდა, რომელიც იქამდე მხოლოდ და მხოლოდ ა ისტორიის ნაწილი
იყო, მერე გ ისტორიის ჯერი დგებოდა, რომელსაც რაღაც საერთო ჰქონდა ბ--
სთან, ამ ყველაფერს კი ბოლო არ უჩანდა. თავიდან ვცდილობდი, რაღაც პა-
სუხი გამეცა, მაგრამ მერე ამაზე ხელი ავიღე. მუსიკა ჩავრთე. როცა დასრულ-
და, სხვა ფირფიტით შევცვალე. ბოლო ჩანაწერის მერე ისევ პირველი ჩავრთე.
მას მხოლოდ ექვსი ფირფიტა ჰქონდა. ეს მუსიკალური ციკლი Sgt. Pepper's
Lonely Hearts Club Band-ით იწყებოდა და ბილი ევანსის Waltz for Debbie--
ით სრულდებოდა. ნაოკო კი ლაპარაკს განაგრძობდა.

ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რა იყო პრობლემა: ნაოკო ძალიან ცდილობ-


და, თავი აერიდებინა რაღაც თემებისთვის. ერთი ასეთი საკითხი, რა თქმა უნ-
და, კიძუკი იყო, მაგრამ, ამის გარდა, კიდევ იყო რაღაც. და მართალია, გარ-
კვეული თემები არსებობდა, რომლებისთვისაც თავი უნდა აერიდებინა, მაინც
უსასრულოდ განაგრძობდა და წარმოუდგენელი დეტალურობით იხსენებდა
მეტისმეტად ჩვეულებრივ, უაზრო ამბებს. არ მახსოვს, ასეთი სიხშირით აქამ-
დე რამეზე ელაპარაკა, ამიტომ აღარ გავაწყვეტინე.
როცა თერთმეტი საათი შესრულდა, მაშინ კი ავნერვიულდი. უკვე ოთხ სა-
ათზე მეტი იყო, ენას არ აჩერებდა. ბოლო მატარებელზე ვდარდობდი და

40
შუაღამის კომენდანტის საათზე. მივხვდი, რომ ეს ბოლო შანსი უნდა გამომე-
ყენებინა და ლაპარაკში ჩავერთვე.
– ჯარისთვის სახლში წასვლის დრო მოსულა, – ვთქვი და მაჯის საათს
დავხედე, – ბოლო მატარებელიც მალე გავა.
ჩემი სიტ ყვები არც კი გაუგონია, ან იქნებ გაიგო კიდეც, მაგრამ მათ მნიშ-
ვნელობას ვერ ჩასწვდა. პირი წამით მოკუმა, მერე კი ლაპარაკი განაგრძო.
ცდას შევეშვი, უკეთესად მოვ კალათდი, და დავლიე, რაც მეორე ბოთლში იყო
დარჩენილი. ვიფიქრე, ჯობია ვაცალო ლაპარაკი, კომენდანტის საათი და ბო-
ლო მატარებელი თავიანთ თავს მიხედავენ-მეთქი.
დიდხანს აღარ გაუგრძელებია. მალე გაჩუმდა. მისი ბოლო სიტ ყვის დაფ-
ლეთილი კუდი ისევ ჰაერში ეკიდა, სწორედ იქ, სადაც მოგ ლიჯეს. სათქმელი
არ დაუსრულებია. მისი სიტ ყვები აორთქლდნენ. ცდილობდა, ლაპარაკი გაეგ-
რძელებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თითქოს რაღაც შეიცვალა და ამ
რაღაცის გამფუ ჭებელი სწორედ მე ვიყავი. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს
ჩემი სიტ ყვების მნიშვნელობას ჩასწვდა, დრო დასჭირდა მათ აღსაქმელად, და
ამისთვის მთელი ის ენერგია დასჭირდა, რაც აქამდე ალაპარაკებდა. ოდნავ
დააღო ტუჩები, ნახევრად ფოკუსირებული თვალებით შემომხედა. რომელი-
ღაცა ტიპის დანადგარს ჰგავდა, რომელიც იქამდე ზუზუნებდა, ვიდრე დენის
წყაროდან არ გამორთეს. თვალები ისე დაბნედოდა, თითქოს თხელი, ნახევ-
რად გამჭვირვალე მემბრანით გადაეფარათ.
– მაპატიე, რომ გაგაწყვეტინე, მაგრამ გვიანდება და...
თვალიდან ერთი დიდი ცრემლი მოსწყდა, ლოყაზე ჩამოუგორდა და მერე
ფირფიტის კონვერტს დაეცა. პირველი ცრემლის მიერ გაკვალულ გზას ცრემ-
ლების უწყვეტი ნაკადი მოჰყვა. ნაოკო გადაიხარა, იატაკზე ოთხზე დადგა, ჭი-
ლოფს დაეყრდნო ხელისგულებით, ისე ტიროდა, თითქოს აღებინებდა. ცხოვ-
რებაში არასდროს მინახავს, ვინმეს ასე გულამოსკვნილს ეტიროს. მისკენ წავ-
წიე ხელი და აცახცახებულ მხარზე შევეხე. მერე კი ინსტინქტურად მოვეხვიე.
გულში ჩავიკარი, მთელი ტანით ცახცახებდა, უხმოდ განაგრძობდა ტირილს.
მისი ცრემლები და ცხელი სუნთქვა პერანგს გაუჯდა. თითებს ზურგზე მიფა-
თურებდა, თითქოს დაეძებდა რაღაცას, რაღაც მნიშვნელოვანს, რაც მუდამ იქ
იყო.
მისი სხეული მარცხენა ხელით დავიჭირე, მარჯვენა ხელით კი ფაფუკ,
სწორ თმაზე მივეფერე. და ველოდი. იმ პოზაში ველოდი, როდის შეწყვეტდა
ტირილს. მაგრამ ნაოკო ვერ მშვიდდებოდა.

41
იმ ღამით ნაოკოსთან ვიწე ქი. სწორად მოვიქეცი? ვერ გეტ ყვით. ახლაც კი,
თითქმის ოცი წლის შემდეგ, არ ვარ დარწმუნებული ჩემი საქციელის სისწო-
რეში. ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ ამას. მაგრამ იმ დროს სხვა არაფერი
შემეძლო. დაძაბული და დაბნეული იყო. მაგრძნობინა, რომ უნდოდა, მისთვის
შვება მიმენიჭებინა. შუ ქი გამოვრთე და დავიწყე ნაოკოს გახდა, ნელ-ნელა,
ნაზი მოძრაობებით. მერე მე გავიხადე. საკმაოდ თბილოდა აპრილის იმ წვიმი-
ან საღამოს, შიშველ სხეულებს სუსხი არ უგრძნიათ და ერთმანეთს სიბნელეში
უსიტ ყვოდ ეცნობოდნენ. ვაკოცე და მისი ნაზი ძუძუები ხელებში მოვიქციე.
ერექციის დროს ფრჩხილები ჩამასო. მისი ნაპრალი თბილი და სველი იყო,
თავისკენ მიხმობდა.
და მაინც, როცა მასში შევედი, ტკივილისგან დაიძაბა.
– პირველია? – თავი დამიქნია.
ახლა ჩემი ჯერი დადგა, ახლა მე დავიბენი. მეგონა, რომ ნაოკო მთელი ის
ხანი კიძუკისთან იწვა. ძალიან ღრმად შევედი და ასე დიდხანს დავრჩი,
ნაოკოს ვეხვეოდი, არ ვიძვროდი. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამ შვიდდა,
თავს ამოძრავების უფლება მივეცი. დიდი დრო დამჭირდა ორგაზმის მისაღწე-
ვად, ნელი, ნაზი მოძრაობებით. ბოლოს მკლავები მაგრად შემომხვია, მერე კი
სიჩუმე დაარღვია. მისი ტირილი იყო ორგაზმის ყველაზე სევდიანი ხმა, რაც კი
ოდესმე მსმენია.
როცა ყველაფერი დასრულდა, ნაოკოს ვკითხე, რატომ არასდროს არ წო-
ლილა კიძუკისთან. შევცდი. დავუსვი თუ არა ეს შეკითხვა, მომ შორდა და ისევ
უხმოდ ატირდა. მისი ქვეშაგები კარადიდან გამოვიღე, ჭილოფზე გავშალე და
იქ ჩავაწვინე, ზემოდან გადასაფარებელი დავახურე. თვითონ კი ვეწეოდი და
ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ უსასრულოდ წვიმდა.
დილით წვიმა შეწყდა. ნაოკოს ჩემთვის ზურგშექცეულს ეძინა, ან იქნებ
არც კი. ეძინა თუ ეღვიძა, მის ტუჩებს ყველა სიტ ყვა მოსწყვეტოდა, სხეული
კი გაშეშებულს, გაყინულს უგავდა. რამდენჯერმე ვცადე, დავლაპარაკებოდი,
მაგრამ არც მპასუხობდა და არც იძვროდა. დიდხანს მივშტერებოდი მის შიშ-
ველ მხარს, მაგრამ ბოლოს პასუხის მიღების იმედი დავ კარგ ე და ადგომა გა-
დავწყვიტე. იატაკზე ახლაც მიმოფანტული იყო ფირფიტების კონვერტები,
ჭიქები, ღვინის ბოთლები და საფერფლე, რომელსაც მე ვიყენებდი. გაჭრილი
ნამცხვარი მაგიდაზე იდო. თითქოს გაჩერებულიყო დრო. იატაკიდან ნივთები
ავალაგე და ორი ჭიქა წყალი დავლიე ონკანიდან. ნაოკოს მერხზე ლექსიკონი
და ფრანგული ზმნის უღლების ნიმუში იდო. მერხთან, კედელზე კალენდარი

42
ეკიდა, ისეთი, რომ არც ილუსტრაცია ჰქონდა, არც ფოტო, მხოლოდ თარიღე-
ბი იყო აღნიშნული. არც რამე ჩანაწერი გაეკეთებინათ არც ერთ თარიღთან,
არც არაფერი მოენიშნათ.
ტანსაცმელი მოვაგროვე და ჩავიცვი. პერანგის გული ისევ სველი და გრი-
ლი იყო. ნაოკოს სუნი ასდიოდა. მერხზე ჩამოდებულ ბლოკნოტში დავწერე:
მინდა, როცა დამ შვიდდები, კარგად დაგელაპარაკო. გთხოვ, მალე დამირეკე.
გილოცავ დაბადების დღეს.
კიდევ ერთხელ გავხედე ნაოკოს მხარს, გარეთ გავედი და ჩუმად მივიხურე
კარი.
ერთი კვირა ისე გავიდა, არ დაურეკავს. ნაოკოს სახლში მცხოვრებლების
ტელეფონთან მოხმობის სისტემა არ არსებობდა, ამიტომ კვირა დილით კოკუ-
ბუნჯიში მატარებლით ჩავედი. იქ არ დამხვდა, კარზე აღარც მისი სახელი
იყო. ფანჯრები და დარაბები მაგრად დაეხ ურათ. მენეჯერმა მითხრა, ნაოკო
სამი დღის წინ გადავიდაო. წარმოდგენა არ ჰქონდა იმ კაცს, სად წავიდა.
საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი, გრძელი წერილი მივწერე ნაოკოს
და კობეში მისი მშობლების სახლის მისამართზე გავგზავნე. სადაც უნდა ყო-
ფილიყო, მშობლები ბოლოს და ბოლოს ხომ გადაუგზავნიდნენ?
გულახდილად მივწერე, რას განვიცდიდი. ვწერდი, ბევრი რამ ჯერ კიდევ
არ მესმის, ძალიან ვცდილობ, გაგიგო, მაგრამ ალბათ ამისთვის დრო დამჭირ-
დება. მაშინ კი, როცა საკმარისი დრო გავა, არ ვიცი, რა როგორ იქნება, ამი-
ტომაც შეუძლებელია ან დაპირებების მოცემა, ან რამის მოთხოვნა შენგან, ან
ტკბილი სიტ ყვებით ლაპარაკი. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძ-
ლია, რომ ერთმანეთის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. თუკი როგორღაც
მოახერხებ და ცოტა დროს მომცემ, ყველანაირად ვეცდები, უკეთ გაგიცნო.
ნებისმიერ შემთხვევაში, შენთან კიდევ მინდა-მეთქი შეხვედრა და კარგად და-
ლაპარაკება.
კიძუკის სიკვდილის შემდეგ ჩემს გრძნობებზე გულახდილად ლაპარაკი
არავისთან შემეძლო. მგონი, ნაოკოსაც ეგ დაემართა.
ახლა ერთმანეთი იმაზე მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე წარმოგ ვედგინა.
ჩვენმა ურთიერთობამ ასეთი დიდი ცვლილება სწორედ ამიტომ განიცადა და,
შეიძლება ითქვას, რომ დამახინჯდა კიდეც.
„ალბათ რაც გავაკეთე, არ უნდა მექნა, თუმცა მაინც მგონია, რომ სხვაგ ვა-
რად არ შემეძლო. ის სითბო და სიახლოვე, რაც იმ დროს შენ მიმართ ვიგრძე-

43
ნი, იქამდე არასდროს გამომიცდია. მომ წერე პასუხი. რის თქმაც უნდა გსურ-
დეს, მომ წერე“.
პასუხი არ მიმიღია.
თითქოს შიგნით რაღაც მომ წყდა და ამ ცარიელი მღვიმის შემავსებლად
აღარაფერი გამოჩნდა. სხეული არანორმალურად შემიმსუბუქდა და ხმებიც
გამოიშიგნა. ახლა ლექციებს აღარ ვაცდენდი. მოსაწყენი იყო ლექციები, არც
თანაკურსელებს ველაპარაკებოდი, მაგრამ სხვა საქმეც არ მქონდა. აუდიტო-
რიაში ჩემთვის ვიჯე ქი წინა მერხზე, არავის ველაპარაკებოდი და მარტო
ვჭამდი. მოწევას თავი დავანებე.
მაისის ბოლოს სტუდენტების გაფიცვა დაიწყო.
„დაანგრიეთ უნივერსიტეტიქ!“ – გაჰყვიროდნენ ისინი. მიდით, რაღას უც-
დით, ვფიქრობდი მე, დაანგრიეთ. დაშალეთ. დაანაწევრეთ. ჯანდაბაშიც წასუ-
ლა. სიახლე მაინც იქნება. ყველაფრისთვის მზად ვარ. თუ საჭირო გახდა, და-
გეხმარებით კიდეც. ოღონდ თქვენ მიდით და საქმეს შეუდე ქით.
კამპუსი ალყაშემორტყმული იყო, ლექციები შეწყდა, ამიტომ ადგილზე
მიტანის სამსახურში დავიწყე მუშაობა. მძღოლთან ერთად ვიჯე ქი, ტვირთს
ვეზიდებოდი. იმაზე ღონიერი ვყოფილვარ, ვიდრე მეგონა. თავიდან დილით
ტკივილის გამო საწოლიდან წამოდგომა არ შემეძლო. მაგრამ ანაზღაურება
კარგი იყო, და ვიდრე მოძრაობა შემეძლო, სხეულში არსებული სიცარიელეც
მავიწყდებოდა. აქ კვირაში ხუთ დღეს ვმუშაობდი და კვირაში სამი ღამე კი
ისევ ფირფიტების მაღაზიაში. იმ ღამეებს, როცა არ ვმუშაობდი, ვისკის სმასა
და კითხვაში ვატარებდი. შტორმტრუპერი ვისკის ახლოსაც არ ეკარებოდა, ამ
სასმელის სუნს ვერ იტანდა, და როცა ჩემს საწოლზე გაჭიმული ვსვამდი, წუ-
წუნს იწყებდა, ასეთ პირობებში მუშაობა არ შემიძლიაო, და მთხოვდა, ბოთ-
ლი გარეთ გამეტანა.
– თვითონ გაეთრიე აქედან, – ვბუზღუნებდი მე.
– ხოომ იცი, რომ საერთო საცხოოვრებელში სმა ააკრძალულია?
– ფეხებზე არ მკიდია? თვითონ გადი.
წუწუნს წყვეტდა, მაგრამ ახლა მე ვღიზიანდებოდი. ავდიოდი სახურავზე
და მარტო ვსვამდი.
ივნისში ნაოკოს კიდევ ერთი გრძელი წერილი გავუგზავნე, ისევ კობეში,
მისი მშობლების სახლის მისამართზე. თითქმის იმავეს ვიმეორებდი, რასაც
პირველ წერილში, მაგრამ ბოლოს ეს დავამატე: „შენი პასუხის მოლოდინი

44
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამაა, რაც კი აქამდე გამომიცდია. ის მაინც
შემატ ყობინე, ჩემი საქციელით ტკივილი მოგაყენე თუ არა“.
როცა წერილს მარკა დავაკარი, მივხვდი, რომ ჩემ შიგნით არსებული ფუ-
ღურო ისევ გაიზარდა.
იმ ივნისს ნაგასავასთან ერთად კიდევ ორჯერ წავედი ქალების შესაბმე-
ლად. ორჯერვე ყველაფერი მარტივად მოხდა. პირველმა გოგონამ საშინლად
გაიბრძოლა, როცა სასტუმროს საწოლში მისი გახდა ვცადე. შევეშვი და კით-
ხვა დავიწყე. ის კი მოვიდა და დაყნოსვა დამიწყო. მეორემ კი სექსის მერე
ათასი შეკითხვა დამისვა: რამდენ გოგონასთან წოლილხარ? საიდან ხარ? სად
სწავლობ? როგორი მუსიკა მოგწონს? ოსამუ დაძაის რომანები წაგიკითხავს?
უცხოეთში სად იმოგზაურებდი, რომ შეგეძლოს? მეტისმეტად დიდი ძუძუუს-
თავები ხომ არა მაქვს? რაღაც პასუხები მოვიგონე და დავიძინე. მეორე დი-
ლით ჩემთან საუზმობა მოინდომა, და ისევ უამრავი კითხვა მომაყარა, ვიდრე
უგემურ კვერცხს, ორცხობილასა და ყავას შევექცეოდით: – მამაშენი სად მუ-
შაობს? სკოლაში რა ნიშნები გ ყავდა? როდის გაქვს დაბადების დფღე? ოდესმე
ბაყაყი გიჭამია? თავი ამატ კივა. როგორც კი ვისაუზმეთ, ვუთხარი, სამსახურ-
ში მივდივარ-მეთქი და თავი დავიძვრინე.
– ოდესმე ისევ გნახავ? – მოიწყინა.
– ოჰ, დარწმუნებული ვარ, სულ მალე სადმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს,
– ვიცრუე და მაშინვე წამოვედი.
როგორც კი მარტო დავრჩი, გავიფიქრე, რა ჯანდაბას ვაკეთებ-მეთქი. თავი
შემზიზღდა, მაგრამ, აბა, რა შემეძლო? ჩემი სხეული ქალს ითხოვდა. ყოველ-
თვის, როცა ამ ქალებთან ვიწე ქი, ნაოკოზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი სიბნელე-
ში ამობურცულ მის თეთრ, შიშველ სხეულზე, მის ამოოხვრაზე, წვიმის ხმაზე.
რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე, უფრო და უფრო უნდებოდა ქალი ჩემს სხეულს.
სახურავზე ავედი ვისკით და თავს დავეკითხე, საით მივექანები-მეთქი.
ივლისის ბოლოს, როგორც იქნა, პასუხი მივიღე ნაოკოსგან. მოკლე წერილი
იყო.
„გთხოვ, მაპატიე, ამდენ ხანს რომ არ გპასუხობდი. ეცადე, გამიგო. დიდი
დრო დამჭირდა, ვიდრე წერას შევძლებდი, და ეს წერილი ერთი ათჯერ მაინც
დავიწყე. წერა მტკივნეულია ჩემთვის.
საკუთარი გადაწყვეტილებით დავიწყებ. ვარჩიე, ერთი წლით სწავლა შე-
მეწყვიტა კოლეჯში. ალბათ იქ არასდროს აღარ დავბრუნდები. ვიცი, ეს
მოულოდნელი იქნება შენთვის, მაგრამ სიმართლე გითხრა, ამაზე ძალიან

45
დიდხანს ვიფიქრე. რამდენჯერმე ვცადე, ეს შენთან მეხსენებინა, მაგრამ ერ-
თხელაც ვერ შევძელი ლაპარაკის წამოწყება. ამ სიტ ყვების წარმოთქმისაც კი
მეშინოდა.
ეცადე, ძალიან ბევრი არ იფიქრო იმ ამბავზე. რაც უნდა მომხდარიყო, ან
არ მომხდარიყო, საბოლოო შედეგი მაინც ასეთი იქნებოდა. მაპატიე, თუ ეს
სიტ ყვები გატ კენს, სხვაგ ვარად აზრის გამოხატვა ვერ შევძელი. არ მინდა, თა-
ვი იმაში დაიდანაშაულო, რაც მე შემემთხვა. ეს ისეთი რამაა, რაც მხოლოდ მე
უნდა გადავიტანო. მარტომ. ამას ერთ წელზე მეტხანს ვმალავდი, რითაც ძა-
ლიან გაგირთულე საქმე. ახლა კი ალბათ კიდევ უფრო შეუძლებელია დაყოვ-
ნება.
ჩემი ბინიდან წამოსვლის შემდეგ მშობლების სახლში დავბრუნდი და ერ-
თხანს ექიმთან დავდიოდი. მეუბნება, კიოტოსთან ახლოს, მთებში ერთი სო-
ფელია, სადაც ცხოვრება მოგიხდებოდაო. მინდა, ცოტა ხნით იქ გავემგზავრო.
ეს საავადმყოფო არ არის, უფრო სანატორიუმის ტიპის რამეა, სადაც მკურნა-
ლობის უფრო თავისუფალი წესი აქვთ. დეტალებზე სხვა დროს მოგწერ. ახლა
მხოლოდ ის მჭირდება, სამყაროსგან მოწყვეტილ მყუდრო ადგილას ნერვები
დავიმ შვიდო.
მადლობელი ვარ, რომ ერთი წლის მანძილზე გვერდით მყავდი. გთხოვ,
ამის მაინც დაიჯერო, თუ სხვა არაფერს დამიჯერებ. შენ არ ხარ ის, ვინც ტკი-
ვილი მომაყენა. ეს მე ვარ, ვინც ეგა ქნა. დამიჯერე, გულწრფელად ასე ვფიქ-
რობ.
თუმცა, ამჟამად შენთან შესახვედრად მზად არა ვარ. განა იმის გამო, რომ
არ მინდა შენი ნახვა – არა, უბრალოდ, მზად არა ვარ ამისთვის. მაშინ, როცა
ვიგრძნობ, რომ მზად ვარ, მოგწერ. ალბათ, მაშინ შევძლებთ ერთმანეთის
უკეთ გაცნობას. როგორც შენ ამბობ, ალბათ ეს უნდა ვქნათ, ალბათ, ერთმანე-
თი უკეთ უნდა გავიცნოთ.
ნახვამდის.“
ნაოკოს წერილს ვკითხულობდი და ვკითხულობდი, და ყოველ ჯერზე ის
აუტანელი სევდით მავსებდა. ამავეს ვგრძნობდი მაშინაც, როცა ნაოკო თვა-
ლებში მიყურებდა. ამასთან გამკლავება არაფრით არ შემეძლო, ამ სევდას
ვერსად წავიღებდი და ვერსად გადავმალავდი. როგორც სხეულზე შემოხლილ
ქარს, მასაც, არც ფორმა ჰქონდა, არც წონა, არც მასში გახვევა და ჩამალვა
შემეძლო. პეიზაჟი კი იცვლებოდა, ნელა, ძალიან ნელა, მაგრამ სიტ ყვები, ხმე-
ბი, ჩემამდე ვერ აღწევდა.

46
შაბათ საღამოებს ისევ დერეფან ში ვატარებდი. იმედი არ მქონდა, რომ და-
მირეკავდა, მაგრამ დრო სხვანაირად როგორ გამეყვანა, არ ვიცოდი. ბეისბო-
ლის მატჩს ჩავრთავდი და სხვებს თავს ვაჩვენებდი, რომ ვუყურებდი, სინამ-
დვილეში კი ჩემსა და ტელევიზორს შორის არსებულ სივრცეს ორად ვყოფდი,
მერე იმ ნაწილს ისევ ორად, მერე ისევ და ისევ, ვიდრე იმდენად მცირე სივრცე
არ დარჩებოდა, რომელიც ხელში დამეტეოდა.
ათზე გამოვრთავდი ტელევიზორს, ვბრუნდებოდი ოთახში და ვიძინებდი.
თვის ბოლოს შტორმტრუპერმა ციცინათელა მომიყვანა. ხსნადი ყავის ქი-
ლაში იყო. ჰაერისთვის ნასვრეტები ჰქონდა გაკეთებული, იქვე ცოტა ბალახი
ეყარა და წყალიც ესხა. განათებულ ოთახში ციცინათელა ჩვეულებრივ შავ
მწერს ჰგავდა, რომელიც ყოველ გუბურასთან შეიძლება იპოვო, მაგრამ
შტორმტრუპერი მიმტკიცებდა, ნამდვილიაო.
– ციცინათელას დანახვისთანავე ვცნობ, – განაცხადა შტორმტრუპერმა.
მეც არანაირი საფუძველი არ მქონდა, რომ არ დამეჯერებინა.
– კარგი, მჯერა, რომ ციცინათელაა.
გეგონებოდა, ამ მწერს სძინავსო, მაგრამ მოლიპულ შუშაზე ამოძრომას
მაინც ცდილობდა და ძირს ვარდებოდა.
– ეზოში ვიპოვე.
– აქ? საერთო საცხოვრებელთან?
– ჰო. იცი, აქვე რომ სასტუმროა, ქუჩაზე? მათ ზაფხულის სტუმრებისთვის
ბაღში ციცინათელები გაუშვეს. იქიდან მოფრინდა.
შტორმტრუპერი თან მელაპარაკებოდა, თან ტანსაცმელსა და უბის წიგნა-
კებს თავის „ბოსტონის“ ფირმის შავ ჩანთაში აწყობდა.
საზაფხულო არდადეგები რამდენიმე კვირის დაწყებული იყო და ჩვენღა
ვიყავით დარჩენილი საერთო საცხოვრებელში. კობეში დაბრუნებას აქ სამუ-
შაოდ დარჩენა მერჩივნა, ის კი აქ პრაქტიკის კურსებს გადიოდა. ახლა კი, ამა-
საც რომ მორჩა, იამანაშის მთებში ბრუნდებოდა.
– ეს შეგიძლია, შენს მეგობარ გოგონას აჩუ ქო, – ციცინათელას გულის-
ხმობდა, – დარწმუნებული ვარ, მოეწონება.
– გმადლობ.
მზის ჩასვლის შემდეგ საერთო საცხოვრებელში ისე ჩამობნელდა, როგორც
მიტოვებულ ეზო-კარში. დროშა დაშვებული იყო, სასადილო დარბაზის ფან-
ჯრებიდან კი სინათლე მოჩანდა. ისე ცოტა სტუდენტი დარჩენილიყო საერთო
საცხოვრებელში, მხოლოდ სანახევროდ ანათებდნენ იქაურობას. მარჯვენა

47
ფლანგს ჩაბნელებულს ტოვებდნენ, მარცხენას კი ანათებდნენ. საჭმლის სუნი
კი აქამდე ამოდიოდა – რაღაც კრემ-სუპი უნდა ყოფილიყო.
ქილაში გამომ წყვდეული ციცინათელა სახურავზე ავიყვანე. იქ სხვა არა-
ვინ იყო. თეთრი ჟილეტი, რომელიც ვიღაცას დავიწყებოდა, სარეცხის თოკზე
ეკიდა და საღამოს სიო ისე არხევდა, როგორც უზარმაზარი მწერის ქერეჭს.
სახურავის კუთხეში მიდგმულ კიბეს ავუყევი საერთო საცხოვრებლის წყლის
ავზისკენ, რომელიც მზის სხივებს გაეთბო დღისით. იქვე, ავზის თავზე ჩამოვ-
ჯე ქი, მოაჯირს ვეყრდნობოდი. პირისპირ დავრჩი თითქმის სავსე მთვარესთან.
მარჯვნიდან შინჯუკუ ციმციმებდა, იკებუკურო კი – მარცხნივ. მანქანების ფა-
რები ხან ერთი მხრიდან კაშკაშებდა, ხან მეორიდან. ქალაქის თავზე ღრუბე-
ლივით ეკიდა შერეული ხმების მოგუდული გუგუნი.
ქილის ძირზე მკრთალად ციმციმებდა ციცინათელა, სუსტად ანათებდა,
მეტისმეტად მკრთალად. წლების მანძილზე არ მენახა ციცინათელა, მაგრამ
ჩემს მოგონებებში, ზაფხულის ბნელ ღამეებში ისინი უფრო მკვეთრად ანათებ-
დნენ. ის კაშკაშა სურათი შემომრჩენოდა მეხსიერებაში.
იქნებ ეს ციცინათელა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო? რამდენჯერმე
შევარხიე ქილა. ციცინათელა შუშის კედლებს მიეხალა და აფრენა სცადა,
მაგრამ ისევ მკრთალად ციმციმებდა.
ვეცადე, გამეხსენებინა, ბოლოს როდის და სად ვნახე ციცინათელები. ის
კადრი მახსოვდა, მაგრამ სად ან როდის – არა. მაგონდებოდა მწუხრში მო-
ჩუხჩუხე წყლის ხმა და ის ძველებური აგურის არხის კარი. წყარო, რომელსაც
ის აკავებდა, ისეთი პატარა იყო, რომ ნაპირებზე ამოსული ბალახი ფარავდა.
ბნელი ღამე იყო, იმდენად ბნელი, რომ, როცა ჩირაღდანი ავანთე, საკუთარი
ფეხებიც ვერ დავინახე. შეკავებულ წყალს ასობით ციცინათელა გამოჰყვა და
მათი ბრდღვიალა ნათება წყალში ისე აირეკლა, როგორც ცეცხლის ნაპერ-
წკლების წვიმა.
თვალები დავხუ ჭე. ქარის ხმა უჩვეულო სიცხადით ჩამესმოდა. ნაზმა სიომ
ჩამიქროლა და უცხო კაშკაშა კვალი დატოვა წყვდიადში. თვალები გავახილე,
რომ ზაფხულის ღამის სიბნელე უფრო ღრმად შემეცნო. ქილას თავსახური
მოვხსენი, ციცინათელა ამოვიყვანე და წყლის ავზის ორდუიმიან პირზე ჩა-
მოვსვი. ჩანდა, რომ ახალ გარემოს ალღო ვერ აუღო. ფოლადის ჭანჭიკის თავ-
ზე დაცოცავდა, იქამდე მოძრაობდა მარჯვნივ, ვიდრე გზა არ ჩაეკეტა, მერე კი
ისევ მარცხნივ აიღო გეზი. ბოლოს, ცოტაოდენი ძალის დატანების შემდეგ,

48
ჭანჭიკის თავს მიაღწია და მას დაეყრდნო, თითქოს ბოლოჯერ უნდა ამოესუნ-
თქა.
ისევ სახელურისკენ გადახრილი ვაკვირდებოდი ციცინათელას. დიდხანს
არც მე და არც ის არ ვიძვროდით. ჩვენ შორის კი უწყვეტად ქროდა ქარი და
ძელქვის აურაცხელ ფოთლებს სიბნელეში აშრიალებდა.
დიდხანს, დიდხანს ვიცდიდი.
მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ აფრინდა ციცინათელა. თითქოს უეცრად რა-
ღაც მოაგონდაო, ფრთები გაშალა და წუთის მერე სახელურს ჩაუფრინა, რომ
წყვდიადს შერწყმოდა. ამ წყლის ავზთან პატარა ნახევარწრე მოხაზა, თით-
ქოს დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობდა. და მერე, იქ რამდენიმე
წამის ფარფარტის შემდეგ, როცა ქარმა მისი ციმციმი წაიღო, ბოლოს და ბო-
ლოს აღმოსავლეთისკენ გაფრინდა.
ციცინათელას გაუჩინარებიდან დიდი ხნის მერე მისი სინათლის კვალი
ისევ ჩარჩა ჩემ ში. ეს მკრთალი ნათება ჩემი ქუთუთოების მიღმა გზააბნეული
სულივით დაფარფატებდა.
კიდევ ერთხელ ვცადე და სიბნელეში წინ გავიშვირე ხელი. ვერაფერს მო-
ვებღაუჭე. ის მკრთალი ნათება შორს რჩებოდა ჩემგან, შორს. ხელშეუხებელი.

49
თავი მეოთხე

საზაფხულო არდადეგების დროს უნივერსიტეტმა საზოგადოებრივი წეს-


რიგის დაცვის პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ბარიკადები აიღეს
და მათ იქით გამაგრებული სტუდენტები დააპატიმრეს. ამაში ახალი არაფერი
იყო. ყველა სტუდენტი ასე იქცეოდა ყოველთვის. უნივერსიტეტების „დემონ-
ტაჟი“ ასეთი მარტივი, რა თქმა უნდა, არ იყო. მასში დიდი კაპიტალი იყო ინ-
ვესტირებული და უნივერსიტეტს მხოლოდ იმიტომ არ დახურავდნენ, რომ
რამდენიმე სტუდენტი გაიფიცა. და სინამდვილეში, იმ სტუდენტებსაც, რომ-
ლებსაც იზოლაციაში ჰქონდათ მოქცეული უნივერსიტეტი, არ სურდათ მისი
დემონტაჟი. მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ უნივერსიტეტის მართვის
სტრუქტურაში ძალაუფლების ბალანსი სხვაგ ვარად განაწილებულიყო. ეს ამ-
ბავი კი მე დიდად არ მადარდებდა. ამიტომ, როცა გაფიცვა შეწყდა, არაფერი
მიგრძნია.
სექტემბერში კამპუსში დაბრუნებულს მეგონა, რომ ქვა ქვაზე აღარ დამ-
ხვდებოდა. მაგრამ იქაურობას არაფერი ეტ ყობოდა. ბიბლიოთეკაში წიგნები
არ გადმოეყარათ თაროებიდან, დამრიგებლების ოფისები არ გაენადგურები-
ნათ, არც სტუდენტური თვითმმართველობის ოფისები გაესწორებინათ მიწას-
თან. მეხდაცემული ვიყავი, ნეტა რა ჯანდაბას აკეთებდნენ ბარიკადების იქით?
გაფიცულების დაშლისა და სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ
ლექციების განახლების შემდეგ პირველები, ვინც მერხებს მიუსხდნენ, ის ნა-
ბიჭვრები იყვნენ, რომლებიც აჯანყებებს მეთაურობდნენ. ისე, გეგონება, არა-
ფერი მომხდარიყოს, ისხდნენ იქ, ჩანაწერებს აკეთებდნენ და „ვარო“ წამოიძა-
ხებდნენ ხოლმე სიის ამოკითხვის დროს. ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო,
ჩემი აზრით. ბოლოს და ბოლოს, გაფიცვა ხომ ისევ გრძელდებოდა. განა დას-
რულდა? ან საწადელს მიაღწიეს? მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უნივერსიტეტ-
მა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პოლიცია გამოიძახა და ბარიკადები
მოიხსნა, მაგრამ თვითონ გაფიცვა მაინც უნდა გაგრძელებულიყო. ესენი კი გა-
ფიცვის დროს თავს იგიჟებდნენ, გმობდნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც მათ
პოზიციას არ იზიარებდნენ (ან, უბრალოდ, ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ),

50
ზოგჯერ სცდიდნენ კიდეც მათ მიერ ინსცენირებულ სასამართლო პროცესებ-
ზე. გადავწყვიტე, ამ ყოფილ ლიდერებს ვწვეოდი და მეკითხა, რატომ ესწრე-
ბოდნენ ლექციებს, ნაცვლად იმისა, რომ გაფიცვა გაეგრძელებინათ, მაგრამ
პასუხებს პირდაპირ არ მცემდნენ. ან რა უნდა ეთქვათ? რომ ნიშნების დაკლე-
ბის ეშინოდათ ბევრი გაცდენის გამო? წარმოგიდგენიათ, აი, ეს იდიოტები
გაიძახოდნენ უნივერსიტეტის დემონტაჟი მოვახდინოთო! განა სასაცილო არ
არის? ოდნავ იცვლის ქარი მიმართულებას და მათი ყვირილი ჩურჩულად იქ-
ცევა.
კიძუკი! მეგონა, რომ ბევრ რამეს დააკლდი. სამყარო ნეხვის გროვაა! ეს ნა-
ბიჭვრები კარგ ქულებს იწერენ და გულისამრევ საზოგადოებას ქმნიან.
ერთხანს ლექციებს ვესწრებოდი, მაგრამ აღრიცხვაზე უარს ვამბობდი. ვი-
ცოდი, რომ ეს ყოვლად უსარგებლო ჟესტი იყო, მაგრამ იმდენად ცუდად
ვგრძნობდი თავს, სხვაგ ვარად არ შემეძლო. ამით კიდევ უფრო გამოვეყავი
დანარჩენს სტუდენტებს. ჩემი სახელის ხმამაღლა ამოკითხვის დროს სიჩუმის
დაცვით, რამდენიმე წამით უხერხულად ვაგრძნობინებდი დანარჩენებს თავს.
არც ერთი კურსელი არ მელაპარაკებოდა, თავს არც მე ვიწუხებდი.
სექტემბრის მეორე კვირას მივხვდი, რომ უნივერსიტეტის მიერ მოცემული
განათლება სრული უაზრობა იყო. მაგრამ გადავწყვიტე, ამისთვის ისე შემეხე-
და, როგორც მოწყენილობასთან გამკლავებაში წვრთნისათვის. ისეთი არაფე-
რი გამაჩნდა, რის გაკეთებაც მსურდა საზოგადოებისთვის, რაც დაუყოვნებ-
ლივ მოითხოვდა ჩემგან სწავლისთვის თავის დანებებას. ამიტომ ყოველდღე
მივდიოდი ლექციებზე, ჩანაწერებს ვაკეთებდი და თავისუფალ დროს ბიბ-
ლიოთეკაში კითხვასა თუ რაღაც მასალების ძიებაში ვატარებდი.
და მართალია, სექტემბრის მეორე კვირა უკვე იწურებოდა, შტორმტრუპე-
რის კვალიც არსად ჩანდა. ეს ისეთი ამბავი იყო, თითქოს მიწა შეირყა. უნი-
ვერსიტეტში სწავლის პროცესი განახლდა და შტორმტრუპერი ლექციებს აც-
დენდა. მისი რადიო და მერხი მტვრის თხელი ფენით დაიფარა. თაროზე
მწკრივში კოხტად ეწყო პლასტმასის ფინჯანი და კბილის ჯაგრისი, ჩაის ქილა,
მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი და კიდევ რაღაც ნივთები. მის არყოფ-
ნაში ოთახს ვასუფთავებდი. გასული წლინახევრის მანძილზე შტორმტრუპე-
რისგან წესრიგის ჩვევა გადმოვიღე და ახლა უიმისოდ ვზრუნავდი ოთახზე,
თუმცა სხვა არჩევანი არც მქონია. ყოველდღე ვგვიდი, ყოველ მესამე დღეს
ვწმენდდი ფ ანჯარას, ლეიბს კვირაში ერთხელ ვამზეურებდი, ველოდი, იქნებ
დაბრუნებულიყო და ეთქვა, ეს რა კარგი რამე გიქნიაო.

51
მაგრამ არ დაბრუნებულა. ერთ დღეს ლექციებიდან მოსულმა აღმოვაჩინე,
რომ შტორმტრუპერის ნივთები გამქრალიყო, კარზე კი მისი გვარი აღარ ეწე-
რა. საერთო საცხოვრებლის მმართველის კაბინეტში მივედი და ვიკითხე, რა
მოხდა-მეთქი.
– საერთო საცხოვრებლიდან წავიდა. ჯერჯერობით მარტო იქნები ოთახ-
ში.
ვერ ვაიძულე, გაემხილა, რატომ გაუჩინარდა შტორმტრუპერი. საერთო
საცხოვრებლის მმართველი იყო ისეთი კაცი, რომელსაც უდიდეს სიხარულს
ჰგვრიდა ყველაფრის გაკონტროლება და სხვების სიბნელეში დატოვება.
შტორმტრუპერის აისბერგიანი პოსტერი ცოტა ხანს კიდევ ეკიდა კედელ-
ზე, მაგრამ ბოლოს ჩამოვხსენი და მის ნაცვლად პოსტერები გავაკარი ჯიმ მო-
რისონისა და მაილს დევისის გამოსახულებით. ასე უფრო ჩემსას დაემსგავსა
ოთახი. ცოტა ფული მქონდა დაზოგილი და პატარა სტერეოფირსაკრავი ვიყი-
დე. საღამოობით მარტო ვსვამდი და მუსიკას ვუსმენდი. დროდადრო შტორ-
მტრუპერზე ვფიქრობდი, მაგრამ მარტო ცხოვრებითაც ვტკბებოდი.
ერთ ორშაბათს, თორმეტის ნახევარზე, დრამატურგიის ისტორიის ლექცი-
ის შემდეგ, რომელზეც ევრიპიდეს შესახებ მოგ ვითხრო ლექ ტორმა, ათწუ-
თიანი გზა გავიარე პატარა რესტორნამდე და იქ ომლეტი და სალათის პატარა
ულუფა შევუკვეთე. ეს ადგილი ჩუმ, პატარა ქუჩაზე იყო. კერძები უფრო ძვი-
რი ღირდა, ვიდრე სტუდენტების სასადილო დარბაზში, მაგრამ აქ შეგეძლო
მოდუნებულიყავი, თან კარგ ომლეტსაც ამზადებდნენ. ააქაურობის პატრონი
ცოლ-ქმარი იყო, რომლებიც იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდნენ ერთმა-
ნეთს, თან ნახევარ განაკვეთზე მიმტანებადაც მუშაობდნენ. იქ რომ ჩამოვჯე-
ქი, ფანჯარასთან, და ჭამა დავიწყე, ოთხი სტუდენტი შემოვიდა, ორი გოგონა
და ორი ბიჭი, ყველა კოხტად იყო ჩაცმული. კართან ახლოს მდგომ მაგიდას
მიუსხდნენ, ცოტა ხანს მენიუს ათვალიერებდნენ და მსჯელობდნენ, რა შეეკ-
ვეთათ. ბოლოს ერთმა მიმტანს შეკვეთა მისცა.
მალე შევნიშნე, რომ ერთი გოგონა მიყურებდა. მას ძალიან მოკლე თმა
ჰქონდა, შავი მზის სათვალე ეკეთა და თეთრი მინი-ქვედაბოლო ეცვა. წარ-
მოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, ამიტომ ჭამა გავაგრძელე. მალე წამოდგა თავი-
სი სავარძლიდან და მომიახლოვდა. ცალი ხელით მაგიდის კიდეს ჩამოეყ-
რდნო.
– შენ ვატანაბე არა ხარ?

52
თავი ავწიე და დავაკვირდი. მაინც ვერ გავიხსენე, ოდესმე თუ მენახა. ისე-
თი გოგონა იყო, მაშინვე რომ შეამჩნევ და თავს დაგამახსოვრებს. ადრე სადმე
რომ მენახა, აუცილებლად ვიცნობდი. უნივერსიტეტში ბევრმა კი არ იცოდა
ჩემი გვარი.
– შეიძლება ჩამოვჯდე? თუ ვინმეს ელი?
ისევ გაკვირვებულმა გავაქნიე თავი.
– არა, არავის ველი. ჩამოჯე ქი, – ხის ზურგით გამოსწია სკამი და ჩემ პი-
რისპირ ჩამოჯდა, მზის სათვალიდან პირდაპირ შემომყურებდა, მერე კი ჩემს
თეფშს დახედა.
– გემრიელი რამე ჩანს.
– გემრიელია. სოკოს ომლეტია და მწვანე ბარდის სალათა.
– ჯანდაბა! შემდეგ აუცილებლად ამას შევუკვეთავ. უკვე რაღაც სხვა მო-
ვითხოვე.
– მაინც რა?
– მაკარონი ყველით.
– არც ეგა აქვთ ურიგო. ჰო, მართლა, გიცნობ? რაღაც ვერ გიხსენებ.
– ევრიპიდე! „ელექტრა“, „ღმერთებმა არ მოისმინეს ჩემი ძახილი“. ახლა
გვქონდა ეგ ლექცია.
ისევ დავაკვირდი. მზის სათვალე მოიხსნა. ბოლოს, როგორც იქნა, გავიხსე-
ნე – პირველკურსელი იყო, დრამატურგიის ისტორიის კურსიდან. ვარცხნი-
ლობის რადიკალური ცვლილების გამო ვეღარ ვიცანი.
– აა, – ვთქვი და მხრის ქვემოთ რაღაც წერტილს შევეხე, – საზაფხულო
არდადეგების დაწყებამდე ამსიგრძე თმა გ ქონდა.
– მართალი ხარ! ამ ზაფხულს გრძელი თმა მქონდა. რა საშინელება იყო!
ლამის თავი მომეკლა. პლაჟზე გამორიყული გვამი ვიყავი, თავზე მიწებებული
წყალმცენარეებით. სიკვდილისთვისაც მზად ვიყავი უკვე, ამიტომ გადავწყვი-
ტე, სულ შემეჭრა, ზაფხულში გრილად მაინც ვიქნებოდი, – ხელი თმაზე ჩამო-
ისვა და გამიღიმა.
– ასე გიხდება, – ჯერ კიდევ ვილუკმებოდი, – აბა, პროფილში დამენახვე.
ოდნავ შეტრიალდა და ცოტა ხანს ამ პოზაში გაჩერდა.
– ჰო, ასეც ვიფიქრე. ძალიან გიხდება. თავის კარგი ფორმა გაქვს და ლამა-
ზი ყურებიც. ასე კარგად გიჩანს.
– ნუ, არც ისე გიჟი ვყოფილვარ! ვიფიქრე, მიხდება-მეთქი, როცა შევიჭერი.
მაგრამ სხვას არავის მოსწონებია. ყველამ მითხრა, პირველკლასელს ჰგავხარ

53
ან საკონცენტრაციო ბანაკიდან თავდაღწეულსო. ასე რა მოსწონთ ბიჭებს
გრძელთმიან გოგონებში? ფაშისტები არიან! ბიჭები რატომ ფიქრობენ, რომ
გრძელთმიანი გოგონები აუცილებლად ნაზები და ქალურები არიან? იცი, რა,
მარტო მე ორას ორმოცდაათ დამპალ გრძელთმიან გოგოს ვიცნობ! მართლა.
– ჩემი აზრით, ახლა უკეთ გამოიყურები, ვიდრე ადრე, – მართლა ასე მი-
მაჩნდა. რამდენადაც მახსოვდა, გრძელი თმით ერთი ჩვეულებრივი, ლამაზი
გოგონა იყო. ის გოგონა კი, რომელიც ახლა ჩემ წინ იჯდა, სიცოცხლეს აფ-
რქვევდა. ის პატარა ცხოველივით იყო, რომელიც გაზაფხულის დადგომასთან
ერთად მოევლინა ამ სამყაროს. მისი თვალები თითქოს დამოუკიდებელი ორ-
განიზმი იყო, სიხარულით, სიცილით, ბრაზით, აღტაცებითა და სასოწარკვე-
თით მოძრავი. ასეთი ცოცხალი სახე არ მენახა და აღტაცებით შევ ყურებდი.
– მართლა ასე ფიქრობ?
თავი დავუქნიე, თან კი ისევ სალათას შევექცეოდი. შავი მზის სათვალე
გაიკეთა და ისე გამომხედა.
– არ მატ ყუებ, არა?
– თავი გულახდილ კაცად მიმაჩნია.
– ჰმ..
– იცი, რა მითხარი, ასეთი მუ ქი სათვალე რატომ გიკეთია?
– თმის შეჭრის მერე თავი უეცრად დაუცველად ვიგრძენი, თითქოს ვიღა-
ცამ ხალხში შიშველი გამაგ დო.
– გასაგებია, – ომლეტის ბოლო ლუკმა გადავ ყლაპე. ის კი დიდი ინტერე-
სით მიც ქერდა.
– იმათთან არ აპირებ დაბრუნებას? – მის სამ თანმხლებზე მივუთითე.
– აჰ, არა. როცა შეკვეთას მოიტანენ, მერე დავუბრუნდები. ხელს ხომ არ
გიშლი ჭამაში?
– რაღა დარჩა, ხელი რომ შემიშალო?
როცა მივხვდი, წასვლას აღარ აპირებდა, ყავა შევუკვეთე. პატრონის
ცოლმა აალაგა ჭურჭელი და ნაღები და შაქარი მოიტანა.
– ახლა, რა მითხარი, იცი? დღეს სია რომ ამოიკითხეს, ხმა რატომ არ
ამოიღე? ვატანაბე არა ხარ? ტორუ ვატანაბე.
– კი, ასეა.
– მერე რატომ არ უპასუხე?
– დღეს რაღაც არ ვიყავი ამის გან წყობაზე.

54
მზის სათვალე ისევ მოიხსნა, მაგიდაზე დადო და ისე შემომხედა, თითქოს
ზოოპარკში მისჩერებოდა გალიაში გამომ წყვდეულ რომელიმე უცხო ჯიშის
ცხოველს.
– „დღეს რაღაც არ ვიყავი ამის გან წყობაზე“, – გამომაჯავრა, – როგორ
ლაპარაკობ, თუ იცი! ჰამფრი ბოგარტივით. მშვიდად და თავდაჯერებით.
– ნუ სულელობ რაღაცას. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, არაფრით გამორ-
ჩეული სხვებისგან.
პატრონის ცოლმა ყავა მოიტანა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ისე მოვსვი,
არც ნაღები დამიმატებია, არც შაქარი.
– ერთი ამას დამიხედეთ! შავ ყავას რომ სვამს.
– ჰამფრი ბოგარტთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს, – მოთმინება არ
დამიკარგავს, – უბრალოდ, ტკბილი არ მიყვარს. მგონი, ყველაფერი არასწო-
რად გაიგე.
– ასე სად გაირუჯე?
– რამდენიმე კვირით სალაშქროდ ვიყავი საძილე ტომრით.
– სად იყავი?
– კანაძავიდან ნოტოს ნახევარკუნძუულზე წავედი. იქიდან კი ნიიგიტაში.
– მარტო?
– მარტო. აქა-იქ კი ვიღაცებს გადავაწყდი.
– იქ ალბათ სულ ახალ-ახალი ქალები გ ყავდა.
– აი, ახლა დავრწმუნდი, რომ მართლა არაფერი გესმის. ტიპმა, რომელ-
საც ზურგზე საძილე ტომარა აქვს მოკიდებული და სულ გაუპარსავია, რა რო-
მანი უნდა გააბას?
– ყოველთვის ასე მარტო მოგზაურობ?
– ჰო.
– მოგწონს მარტოობა? – ლოყით ხელს დაეყრდო, – მარტო მოგზაურობ,
მარტო ჭამ, შენთვის ზიხარ აუდიტორიაში.
– ასე ძალიან არავის უყვარს მარტოობა. მე მარტო იმას ვცდილობ, არავის
დავუმეგობრდე. ამას იმედგაცრუება მოჰყვება.
– „ასე ძალიან არავის უყვარს მარტოობა. ვერ ვიტან, იმედგაცრუებული
რომ ვრჩები“, – თუ ოდესმე ავ ტობიოგრაფიას დაწერ, ეს ფრაზა შეგიძლია გა-
მოიყენო, – პირში მზის სათვალის ყური ედო და ისე ლაპარაკობდა.
– გმადლობ.
– მწვანე ფერი მოგწონს?

55
– რატომ მეკითხები?
– იმიტომ, რომ მწვანე პოლო გაცვია.
– არც ისე. მნიშვნელობა არა აქვს, რას ჩავიცვამ.
– მომ წონს შენი ლაპარაკის სტილი, გეგონება, კედელს ლესავდე. უთქვამს
ეს ვინმეს შენთვის?
– არავის.
– მე მიდორი მქვია, „მწვანე“! მაგრამ მწვანე საერთოდ არ მიხდება, უც-
ნაურია, არა? თითქოს დაწყევლილი ვარ. ჩემს დას კი მომიკო ჰქვია, „ატმის
გოგონა“.
– უხდება ვარდიფერი?
– ზედ აკვდება. სულ ვარდისფე&s hy;რი უნდა ეცვას. აი, ეს ხომ უსამარ-
თლობაა!
მიდორის მაგიდასთან შეკვეთა მიიტანეს და კუბოკრულქურთუკიანმა ბიჭ-
მა გამოსძახა მიდორის, აქ მოდიო. გოგონამ კი ისე დაუქნია ხელი, თითქოს
ეუბნებოდა, ვიცი, ვიციო.
– რა მითხარი, იცი, დრამატურგიის ლექციებს იწერ?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან კი მერიდება, მაგრამ შეგიძლია მათხოვო? ორჯერ გავაცდინე და
არც არავის ვიცნობ მაგ კურსზე.
– რა პრობლემაა, – ვუთხარი და ზურგჩანთიდან ამოვიღე ჩანაწერების
წიგნაკი. შევამოწმე, ისეთი რამე ხომ არ მეწერა, რაც სხვას არ უნდა წაეკითხა,
და მივაწოდე.
– გმადლობ. ზეგ იქნები უნივერსიტეტში?
– რა თქმა უნდა, ვიქნები.
– შუადღისას აქ შემხვდი. ამ შენს ჩანაწერებსაც დაგიბრუნებ და ლანჩი-
თაც გაგიმასპინძლდები. შენი კუ ჭი არ გვიწყენს, თუკი მარტო არ იქნები ლან-
ჩის დროს.
– არ გაგ ვიბრაზდება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩანაწერების წიგნაკს
გათხოვებ, ლანჩით გამასპინძლება საჭირო არ არის.
– ნუ დარდობ, მიყვარს ლანჩზე სხვების დაპატიჟება. ახლა ეგ სადმე არ
უნდა ჩაინიშნო? არ დაგავიწყდება?
– არ დამავიწყება. ზეგ. თორმეტ საათზე. მიდორი. „მწვანე“.
– მოდი დროზე, მიდორი, გაგიცივდა საჭმელი, – გამოსძახეს გვერდითა მა-
გიდიდან.

56
– ყოველთვის ასე ლაპარაკობდი? – ყურადღება არ მიუქცევია კომპა-
ნიონისთვის, ისე მკითხა.
– მგონი, კი. აქამდე არ შემიმჩნევია. არასდროს უთქვამთ, რომ უცნაურად
ვლაპარაკობ.
რამდენიმე წამს თითქოს რაღაცის გადახარშვას ცდილობდა. მერე ღიმი-
ლით წამოდგა და თავის მაგიდას დაუბრუნდა. მათ მაგიდას რომ ჩავუარე, ხე-
ლი დამიქნია, მის სამ თანმხლებს კი არც გამოუხედავს ჩემკენ.
ოთხშაბათს, თორმეტზე მიდორი რესტორან ში არ დამხვდა. ვიფიქრე,
ლუდს დავლევ, ვიდრე მოვა-მეთქი, მაგრამ, როგორც კი სასმელი მომიტანეს,
აივსო ხალხით იქაურობა, ამიტომ ლანჩი შევუკვეთე და მარტომ შევ ჭამე.
თორმეტს რომ ოცდახუთი აკლდა, ჭამას მოვრჩი, მიდორი კი ისევ არ ჩანდა.
ფული გადავიხადე, გარეთ გავედი, გზაზე გადავედი და პატარა ტაძრის ქვის
კიბეებზე დავუწყე მიდორის ლოდინი, თან გამოფხიზლება მინდოდა. პირველ
საათზე ბიბლიოთეკაში დავბრუნდი. ორზე გერმანულის ლექციაზე შევედი.
ლექციის შემდეგ სტუდენტების საქმის ოფისში მივედი და დრამატურგიის
ისტორიის კურსის სიას ჩავხედე, მიდორის სახელი მოვძებნე. ერთადერთი მი-
დორი ამ კურსზე მიდორი კობაიაში იყო. მერე სტუდენტების საბუთები გადა-
ვათვალიერე, 1969 წელს უნივერსიტეტში ჩარიცხული მიდორი კობაიაშის მი-
სამართი და ტელეფონის ნომერი ვიპოვე. ტოშიმაში, ჩრდილო-დასავლეთ გა-
რეუბან ში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, სატელეფონო ჯიხურში შევედი და
მისი ნომერი ავ კრიფე.
– „კობაიაშის წიგნის მაღაზია“, – მიპასუხა ვიღაც კაცმა.
კობაიაშის წიგნის მაღაზიაო?
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მიდორი შინ არის?
– არა, არ არის.
– თქვენი აზრით, კამპუსში იქნება?
– ჰმმ... არა, ალბათ საავადმყოფოშია. უკაცრავად, ვინ კითხულობს?
პასუხის გაცემის ნაცვლად, მადლობა გადავუხადე და ყურმილი დავ კიდე.
საავადმყოფოშიო? ნეტა რამე ხომ არ დაიშავა, ან ავად ხომ არ გახდა? მაგრამ
კაცს შეშფოთებისა არაფერი ეტ ყობოდა. საავადმყოფოში იქნებაო, ისე თქვა,
თითქოს ამბობდა, თევზის მაღაზიაშია გასულიო. რამდენიმე შესაძლო შემ-
თხვევაც განვიხილე, ვიდრე ფიქრი თავის ტკივილში არ გადამეზარდა, მერე კი
საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი, საწოლზე გავიშხლართე; „ლორდ ჯიმს“

57
ვკითხულობდი, რომელიც ნაგასავასგან ვითხოვე. კითხვას მოვრჩი და მის
ოთახში შევედი, რომ წიგნი დამებრუნებინა.
ნაგასავა სასადილო დარბაზში აპირებდა წასვლას და მეც მას გავ ყევი.
– გამოცდების საქმე როგორ მიდის?
საგარეო საქმეთა სამინისტროში უმაღლესი დონის გამოცდების მეორე
ტური აგ ვისტოში ტარდებოდა.
– როგორც ყოველთვის, – ისე თქვა ნაგასავამ, ვითომ დიდი არაფერი ყო-
ფილიყოს, – გადიხარ, აბარებ. ჯგუფური განხილვები, გასაუბრებები. ნაშის
„ხერხვას“ ჰგავს.
– მოკლედ რომ ვთქვათ, მარტივია, – ჩავერთე მე, – პასუხი როდის გეცო-
დინება?
– ოქტომბრის პირველ კვირას. თუ ჩავაბარებ, კარგ სადილზე დაგპატიჟებ.
– მითხარი ერთი, მეორე ტურში როგორი ტიპები გადადიან? ყველა შენსა-
ვით სუპერვარსკვლავია?
– ნუ სულელობ ერთი, იდიოტების ხროვაა. იდიოტების ან შერეკილების.
მე რომ მკითხო, იმათი ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი, ვისაც ბიუროკრატო-
ბა სწადია, არაფრად ღირს. არ ვხუმრობ. კითხვაც კი არ იციან.
– აბა, რაღად გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა?
– უამრავი რამის გამო. ჯერ ერთი, უცხოეთში მუშაობის იდეა მხიბლავს.
მაგრამ უფრო მეტად ჩემი შესაძლებლობების გამოცდა მწადია. თუ თავს გა-
მოვცდი, მინდა, ეს მთელი ერის მასშტაბით გავაკეთო. მინდა ვნახო, რას მი-
ვაღწევ, რამდენად დიდი ძალაუფლების მოპოვებას შევძლებ ამ არანორმა-
ლურ, ბიუროკრატიულ სისტემაში. ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
– ისე ლაპარაკობ, თითქოს თამაში იყოს.
– სწორედ რომ თამაშია. მე არც ძალაუფლება მადარდებს და არც ფული.
დამიჯერე, მართლა ასეა. შეიძლება, ეგოისტი ნაბიჭვარი ვარ, მაგრამ წარმო-
უდგენლად გულგრილი ვხდები ასეთი სისაძაგ ლის მიმართ. შემეძლო ძენის
წმინდანი გავმხდარიყავი. მე მხოლოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს. მინ-
და ვნახო, ამ დიდ, ღონიერ სამყაროში რის გაკეთებას შევძლებ.
– და, როგორც ვხვდები, არც იდეალები გაქვს, არა?
– არა. ცხოვრებას იდეალების ქონა არ სჭირდება. მას მხოლოდ ქცევის წე-
სები ესაჭიროება.
– ჰო, მაგრამ ათასნაირად შეიძლება იცხოვრო, განა ასე არ არის? – ვკითხე
მე.

58
– შენ ხომ მოგწონს ჩემი ცხოვრების სტილი, არა?
– ეგ სულ სხვა თემაა. ტოკიოს უნივერსიტეტში მე ვერასდროს ჩავაბარებ-
დი. ვერც იმასთან დავიძინებ, ვისთანაც მომესურვება და როცა მომესურვება.
არც დიდი მოლაპარაკე ვარ. ხალხი მე არ შემომყურებს. მეგობარი გოგონაც
არ მყავს. და არც მეორეხარისხოვანი კერძო უნივერსიტეტის დასრულებისა
და ლიტერატურაში ბაკალავრის წოდების მონიჭების მერე გადამეშლება წინ
დიდი შესაძლებლობები. ასე რომ, რა მნიშვნელობა აქვს, მომ წონს თუ არა შე-
ნი ცხოვრების სტილი?
– გინდა თქვა, ჩემი ცხოვრებისა გშურს?
– არა, ასე არ არის. მე უკვე შევეჩვიე ჩემს თავს. და სიმართლე გითხრა,
მიმიფურთხებია ტოკიოს უნივერსიტეტისთვისაც და საგარეო საქმეთა სამი-
ნისტროსთვისაც. მე მხოლოდ იმიტომ მშურს შენი, ძალიან კარგი მეგობარი
გოგონა რომ გ ყავს, ჰაცუმი.
ნაგასავამ მოკეტა და ჭამა გააგრძელა. სადილის მერე ლაპარაკი განაახლა.
– იცი, რა, ვატანაბე, ისეთი განცდა მაქვს, აქაურობას თავს რომ დავაღ-
წევთ და ათი ან ოცი წელი გავა, სადღაც ერთმანეთს ისევ შევხვდებით. მგონი,
არის ჩვენ შორის რაღაც.
– დიკენსივით ჟღერს, – გავუღიმე.
– ჰო, ეგრეა, – მანაც გამიღიმა, – ჩემი გუმანი ხშირად მართლდება ხოლმე.
სასადილოდან ერთად გამოვედით და ბარში წავედით. უკვე ცხრა საათი
იყო და ისევ ვსვამდით.
– ნაგასავა, მითხარი ერთი, შენთვის „ქცევის წესები“ რა არის?
– გაგეცინება, რომ გითხრა.
– არა, არ გამეცინება.
– კარგი. ჯენტლმენობა.
არ გამცინებია, მაგრამ კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი.
– ჯენტლმენობა? ჯენტლმენობაო, ამბობ?
– ასეა.
– რას ნიშნავს ჯენტლმენობა? როგორ განმარტავ ამ სიტ ყვას?
– ჯენტლმენი ისაა, ვინც იმას კი არ აკეთებს, რაც თვითონ სურს, არამედ
იმას, რაც უნდა გააკეთოს.
– ყველაზე უცნაური ტიპი ხარ იმათ შორის, ვისაც მე ვიცნობ.
– შენ კი ყველაზე გულახდილი ტიპი ხარ იმათ შორის, ვისაც ვიცნობ.
ორივეს მაგივრად გადაიხადა.

59
მომდევნო კვირას დრამატურგიის ისტორიის ლექციაზე მივედი, მაგრამ
მიდორი კობაიაში იქაც არ დამხვდა. მას შემდეგ, რაც თვალი სწრაფად მოვავ-
ლე ოთახს და დავრწმუნდი, რომ მიდორი იქ არ იყო, პირველ რიგში ჩემს ად-
გილას დავჯე ქი და ვიდრე ლექტორი მოვიდოდა, ნაოკოს მივწერე – საზაფხუ-
ლო მოგზაურობაზე ვუამბე – გზებზე, რომლებიც გავიარე, ქალაქებზე, რომ-
ლებიც უკან მოვიტოვე და ადამიანებზე, რომლებსაც შევხვდი.
„და ყოველ ღამით შენზე ვფიქრობდი. ახლა, როცა ვეღარ გნახულობ,
ვხვდები, როგორ მჭირდები. უნივერსიტეტი ძალიან მოსაწყენია, მაგრამ
თვითდისციპლინის გამო ყველა ლექციას ვესწრები და ყოველ დავალებას
ვასრულებ. შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი სრულ უაზრობად მეჩვენება.
ვნატრობ, შენთან დიდხანს მალაპარაკა. თუ ეს შესაძლებელია, მოვიდოდი
შენს სანატორიუმ ში და რამდენიმე საათით გინახულებდი. გავისეირნებდი
შენთან ერთად. ვისეირნებდით ზუსტად ისე, გვერდიგ ვერდ, როგორც ადრე.
გთხოვ, რამე მომ წერო, თუნდაც ძალიან მოკლე ბარათი, არ მეწყინება“.
ოთხი გვერდი გავავსე, დავ კეცე, კონვერტში ჩავდე და ნაოკოს ოჯახის მი-
სამართი დავაწერე.
იმ დროს ლექტორი მოვიდა, წარბებიდან ოფლი ჩამოიწმინდა და სიას ჩა-
ხედა. პატარა, სევდიანი გარეგნობის მქონე კაცი იყო, რომელიც ლითონის
ხელჯოხით დადიოდა. სახალისო არ ეთქმოდა ამ ლექციებს, მაგრამ ყოველ-
თვის კარგად ამზადებდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნა, საშინლად ცხელაო, დაიწ-
ყო საუბარი ევრიპიდესთან დეუს ეხ მაცჰინა-ს გამოყენებაზე და ახსნა, „ღმერ-
თის“ კონცეფცია ევრიპიდესთან რით განსხვავდება ესქილესა და სოფოკლეს
წარმოდგენებისგან. დაახლოებით თხუთმეტ წუთს ილაპარაკა, მერე კი აუდი-
ტორიის კარი გაიღო და მიდორი შემოვიდა. მუქლურჯი სპორტული პერანგი
და რძისფერი შარვალი ეცვა, ისევ ის მზის სათვალე ეკეთა. ჯერ პროფესორს
გახედა ღიმილით, თითქოს დაგ ვიანებისთვის ბოდიშს იხდისო, მერე გვერდით
მომიჯდა. ჩანთიდან უბის წიგნაკი ამოიღო, ჩემი უბის წიგნაკი, და მომაწოდა.
შიგნით ჩანაწერს წავაწყდი: „მაპატიე ოთხშაბათის გამო. ბრაზობ?“
ლექციის დასასრულს პროფესორი დაფაზე ბერძნული სცენის სქემას ხა-
ტავდა, როცა კარი ისევ გაიღო და დარბაზში ორი ჩაფხუტიანი სტუდენტი შე-
მოვიდა. ისინი კომიკოსებს ჰგავდნენ. ერთი მაღალი, გამხდარი და ფერმკრთა-
ლი იყო, მეორე კი დაბალი, მსუ ქანი და შავგვრემანი, სულაც არ უხდებოდა
გრძელი წვერი. მაღალს იღლიაში ამოეჩარა სააგიტაციო სარეკლამო ბროშუ-
რები. დაბალი ბიჭი პროფესორს მიუახლოვდა და ზრდილობიანი ტონით უთ-

60
ხრა, ამ ლექციის მეორე ნაწილის გამოყენება გვსურს პოლიტიკური დებატე-
ბის გასამართად და იმედი გვაქვს, პროფესორი ჩვენთან ითანამ შრომლებსო.
მერე კი ეს დასძინა: სამყაროში ახლა ბერძნულ ტრაგედიებზე მეტად
დროული და ყურადსაღები პრობლემებიც არისო.
ეს მოთხოვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.
– ეჭვი მეპარება, სამყაროში ბერძნულ ტრაგედიებზე მეტად დროული და
საჭირბოროტო პრობლემები არსებობდეს, მაგრამ თქვენ ჩემს სიტ ყვას ყურსაც
არ დაუგ დებთ, ამიტომ ისე მოიქეცით, როგორც მოგესურვებათ.
მაგიდის კიდეს მოებღაუჭა, ორივე ფეხით იატაკზე დადგა, ხელჯოხი აიღო
და საკლასო ოთახიდან კოჭლობით გავიდა.
ვიდრე ის მაღალი სტუდენტი სარეკლამო ფურცლებს არიგებდა, მსუ ქანი
ტრიბუნაზე ავიდა და ლექციის კითხვა დაიწყო. სარეკლამო ფურცლებზე მარ-
ტივი სლოგანები იყო: „გაუქმდეს უნივერსიტეტის პრეზიდენტის თაღლითური
არჩევნები!“, „აჯანყდეს მთელი კამპუსი!“, „დაინგრეს იმპერიული საგანმანათ-
ლებლო ინდუსტრიული კომპლექსი!“
რასაც ამბობდნენ, იმის ასე თუ ისე მჯეროდა, აი, რასაც წერდნენ, ეგ კი
სრული სისულელე იყო. ეს არც არწმუნებდა და არც ვნებებს უღვივებდა ვინ-
მეს. ის მსუ ქანი ბიჭიც საშინლად ლაპარაკობდა – ამ ლოზუნგების ტონით,
მაგრამ სხვა სიტ ყვებით. ამათი მტერი უნივერსიტეტის მმართველობა კი არა,
მათივე სიჩლუნგე იყო.
– მოდი, გავიდეთ აქედან, – შემომთავაზა მიდორიმ.
თავი დავუქნიე და ორივენი კარისკენ წავედით. იმ მსუ ქანმა კაცმა რაღაც
მითხრა ამის გამო, მიდორიმ კი ხელი დაუქნია და, აბა, ნახვამდისო, გასძახა.
– ახლა ჩვენ კონტრრევოლუციონერები ვართ? – გარეთ რომ გამოვედით,
მერე მკითხა მიდორიმ, – თუ რევოლუცია გაიმარჯვებს, ლამპიონებზე უნდა
ჩამოვიხრჩოთ თავები?
– მოდი იქამდე რამე ვჭამოთ.
– კარგი. ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. ცოტა მოშორებით კია. გცალია?
– კი, ორ საათზე მეწყება შემდეგი ლექცია.
მიდორიმ ავ ტობუსით წამიყვანა იოცუიაში და სადგურის უკან, ერთ პატა-
რა, მყუდრო დაწესებულებაში მივედით, სადაც ბენტოს ყიდდნენ.
მივუსხედით თუ არა მაგიდას, მაშინვე ორი ულუფა წვნიანი კერძი და
კომბინირებული ლანჩი მოგ ვიტანეს ოთხკუთხა წითელი ყუთებით. თურმე
ნამდვილად ღირდა ავ ტობუსით აქ მოსვლა.

61
– ძალიან გემრიელია!
– აქ ყველაფერი იაფია! სკოლაში რომ ვსწავლობდი, იმ დროსაც აქ დავ-
დიოდი. ჩემი სკოლა აქვეა, ამავე ქუჩაზე. ისეთი მკაცრი ზედამხედველები
გვყავდა სკოლაში, აქ რომ გვე ჭამა, იქიდან გამოპარვა გვიხდებოდა. გაგრიც-
ხავდნენ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ გარეთ ჭამ.
სათვალე რომ მოიხსნა, თვალებზე შევატ ყვე, გამოუძინებელი იყო. წინა
შეხვედრისას არც მარცხენა მაჯაზე გაკეთებულ ვიწრო ვერცხლის სამაჯურს
ათამაშებდა. თან ახლა თვალის კუთხეებს თითის წვერებით ისრესდა.
– დაღლილი ხარ?
– ცოტათი. ცოტა მძინავს. ეგ არაფერი, კარგად ვარ. მაპატიე, იმ დღეს რომ
ვერ მოვედი. დილით უეცრად, სრულიად მოულოდნელად, რაღააც მნიშვნე-
ლოვანი მოხდა და ვეღარ შეგხვდი. ვიფიქრე, რესტორან ში დავურეკავ-მეთქი,
მაგრამ რესტორნის სახელი ვეღარ გავიხსენე და არც შენი სახლის ნომერი
მქონდა. დიდხანს მელოდე?
– ნუ დარდობ. დრო თავზესაყრელად მაქვს.
– მართლა?
– იმაზე ბევრად მეტი დრო მაქვს, ვიდრე საჭიროა. ნეტა შემეძლოს, გაგი-
ნაწილებდი და გამოიძინებდი.
მიდორიმ ლოყა ხელზე ჩამოიდო და გამიღიმა.
– რა კეთილი ბიჭი ხარ!
– კეთილი არ ვარ, უბრალოდ, არ ვიცი, ამდენ დროს რა მოვუხერხო. ისე
მართლა... იმ დღეს შენთან დავრეკე სახლში და ვიღაცამ მითხრა, საავადმყო-
ფოშიაო. რამე მოხდა?
– ჩემთან, სახლში როგორ დარეკე? – ამას რომ მეკითხებოდა, წარბებს შო-
რის პატარა ნაოჭი გაუჩნდა, – ჩემი ნომერი საიდან გ ქონდა?
– სტუდენტების სამსახურის ოფისში ვიპოვე. ეგ ყველას შეუძლია.
ერთი-ორჯერ დამიქნია თავი და ისევ სამაჯურით დაიწყო თამაში.
– აი, ეგ თავში აზრად არასდროს მომივიდოდა. ალბათ მეც უნდა მომეძებ-
ნა შენი ნომერი. აი, საავადმყოფოზე კი სხვა დროს მოგიყვები. ახლა ამის თა-
ვი არა მაქვს. მაპატიე.
– არა უშავს. შენს საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ ვაპირებ.
– არა, არაა ეგრე. უბრალოდ, ცოტა დავიღალე. თავს წვიმაში გალუმპული
მაიმუნივით ვგრძნობ.
– სახლში რომ წახვიდე და გამოიძინო?

62
– ოღონდ ახლა არა... მოდი, წავიდეთ აქედან.
მიდორის სკოლასთან გავიარეთ, იოცუიასთან ახლოს იყო. სადგურს რომ
ჩავუარეთ, ნაოკოზე დავფიქრდი, ჩვენი უსასრულო სეირნობანი გამახსენდა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო. მივხვდი, იმ მაისის კვირადღეს ნაოკოს მატარე-
ბელში რომ არ გადავ ყროდი, ჩემი ცხოვრება ახლა სულ სხვანაირი იქნებოდა.
მაგრამ აზრი სწრაფადვე შევიცვალე – არა, იმ დღეს კიდეც რომ არ შევხვედ-
როდით ერთმანეთს, ბევრი რამ არ შეიცვლებოდა. ჩვენ უნდა შევხვედროდით
ერთმანეთს. თუ ეს იქ და იმ დროს არ მოხდებოდა, მაშინ სადღაც სხვაგან,
სხვა დროს, შევხვდებოდით. აი, ასეთი განცდა მქონდა.
მე და მიდორი კობაიაში პარკში იმ მერხზე ჩამოვსხედით, რომელიც მის
სკოლას გადაჰყურებდა. კედლებს სურო მოსდებოდა, სახურავის ქვეშ კი
მტრედები შეყუჟულიყვნენ, ისვენებდნენ. ძველებური კოხტა შენობა იყო.
ეზოში უზარმაზარი მუხის ხე იდგა, იქვე ახლოს თეთრი კვამლი ამოდიოდა.
ზაფხულის საღამოს ბინდბუნდი ამ კვამლს დღაბნიდა.
– იცი, ეგ რა კვამლია? – უეცრად მკითხა მიდორიმ.
– წარმოდგენა არა მაქვს.
– ჰიგიენურ საფენებს წვავენ.
– მართლა? – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე სათქმელად.
– ჰიგიენურ საფენებს, ტამპონებს და რაღაც მაგ დაგ ვარებს, – გამიღიმა, –
ეს ქალთა სკოლაა. მოხუცი დამლაგებელი აგროვებს ტუალეტებში და წვავს.
– ვაჰ!
– ჰო, მეც ეგრე წამოვიძახე, კლასში მჯდომმა, ეგ კვამლი რომ დავინახე
ფანჯარაში – ვაჰ! დაფიქრდი, აბა, – სკოლაში დაახლოებით ათასი გოგონა
სწავლობდა. ვთქვათ, ცხრაასი მათგანი ამისთვის უკვე მომ წიფებული იყო, და,
ვთქვათ, თვის ნებისმიერ მონაკვეთში მათ მეხუთედს აქვს მენსტრუაცია. ას
ოთხმოცი გოგონა გამოდის. წარმოგიდგენია? ყოველდღიურად ნაგ ვის ღუმელ-
ში ას ოთხმოცი გოგონას ჰიგიენური საფენი ხვდება.
– მართალი ხარ ალბათ. აი, რიცხვებზე კი ვერ დაგეთანხმები.
– მაინც ძალიან დიდი რიცხვია. ას ოთხმოცი გოგონა! როგორ ფიქრობ, სა-
შინელება არ უნდა იყოს ამდენი რამის მოგროვება და დაწვა?
– წარმოდგენაც კი მიჭირს, – მართლაც, რა დღეში იქნებოდა ის მოხუცი?
მე და მიდორი კვამლს თვალს არ ვაშორებდით.
– ამ სკოლაში სიარული მართლა არ მინდოდა, – მიდორიმ თავიც კი გააქ-
ნია ოდნავ, – მინდოდა, სრულიად ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მევლო, სხვა

63
ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად, სადაც მოვდუნდებოდი და ისე გავერთობო-
დი, როგორც ყველა მოზარდი ერთობა. მაგრამ ჩემმა მშობლებმა იფიქრეს,
ასეთ მოდურ სკოლაში სწავლა მომავალში გამოადგებაო. მაგათ გამომკეტეს
აქ. იცი, რა, ეგრეც მომიხდება, დაწყებით კლასებში რას ვსწავლობდი კარგად?!
მასწავლებელი მშობლებს ეტ ყვის – ასეთი ნიშნებით იქ უნდა გადაიყვანოთო.
აი, ასე ამოვ ყავი თავი აქ. ექვსი წელი ვსწავლობდი ამ სკოლაში და არასდროს
მომ წონდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თავს როდის დავაღწევდი. იცი, სერ-
ტიფიკატიც კი მივიღე იმის გამო, რომ არასდროს დამიგ ვიანია და არც სკოლა
გამიცდენია. აი, ასე მძულდა ეს სკოლა. გესმის?
– არა, არ მესმის.
– ასე ძალიან მძულდა ეს სკოლა. აი, ამიტომ, უფლებას ვერ მივცემდი,
ჩემზე გაემარჯვა. უფლებას ვერ მივცემდი, სკოლის დამთავრების შემდეგ კი-
დევ გადმომ წვდომოდა. მეშინოდა, რომ კიდევ უფრო ჩავეფლობოდი ამ წუმპე-
ში. სკოლაში მაღალი ტემპე& shy;რატურითაც კი მივღოღავდი ხოლმე. მას-
წავლებელი მეკითხებოდა, ავად ხომ არა ხარო, და ვეუბნებოდი, არა-მეთქი.
სკოლის დამთავრების შემდეგ იდეალური დასწრებისა და პუნქტუალობის გა-
მო სერტიფიკატები გადმომცეს და ფრანგული ლექსიკონი. ახლა გერმანულს
ამიტომ ვსწავლობ. არ მინდა, ამ სკოლის რამე მმართებდეს. არ ვხუმრობ.
– ასე ძალიან რატომ გძულდა?
– შენი სკოლა მოგწონდა?
– არა, მაგრამ ძალიანაც არ მძუულდა. ერთ ჩვეულებრივ საჯარო სკოლა-
ში დავდიოდი და არც ძალიან მომ წონდა, არც ძალიან მძულდა.
– იცი, რა, აი, ამ სკოლაში... – მიდორიმ ნეკა თითით თვალის კიდე მოისრი-
სა, – მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის გოგონები სწავლობენ – თითქმის
ათასი გოგონა, ყველანი შეძლებული ოჯახებიდან. გამოცდებშიც უმაღლესი
შეფასებები მიიღეს. აქ რომ ისწავლოს, გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი უნდა
იყოს. სწავლა ძალიან ძვირი ღირდა. უსასრულოდ იხდიდი ამ ხარკს. ექსკურ-
სიები თუ მოგზაურობებიც ძალიან ძვირი ჯდებოდა. მაგალითად, თუ კიოტო-
ში მივდიოდით, აუცილებლად პირველი კლასის სასტუმროში ვჩერდებოდით
და გაკრიალებულ მაგიდებზე გვიმართავდნენ ჩაის ცერემონიას. წელიწადში
ერთხელ კი ტოკიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში მივ ყავდით, სა-
დაც სუფრასთან ქცევის წესებს გვასწავლიდნენ. ხომ ხვდები, რომ ეს
ჩვეულებრივი სკოლა არ იყო. ას სამოცი გოგონა სწავლობდა ჩემს კლასში და
მათგან საშუალო სოციალური ფენის უბან ში, ისეთში, როგორიც ტოშიმაა,

64
მხოლოდ მე ვცხოვრობდი. ერთხელ სკოლის სიას ჩავხედე, რომ მენახა, ვინ
სად ცხოვრობს, ყოველი მათგანი მდიდრულ უბან ში ცხოვრობდა. აჰ, არა, ერ-
თი გოგონა ჩიბადან იყო, ფერმერების ოჯახიდან, ჰოდა, თითქოს დავუმეგობ-
რდი მას. მართლა სასიამოვნო გოგონა იყო. ერთხელ სახლში მიმიპატიჟა, მო-
მიბოდიშა, რომ ამხელა გზის გავლა მომიწევდა. ვესტუმრე. იცი, ეს რა იყო?
იმხელა მიწას ფლობდნენ, მის შემოსავლელად თხუთმეტი წუთი დაგ ჭირდე-
ბოდა. უმ შვენიერესი ბაღი ჰქონდათ და ორი ძაღლი ჰყავდათ, რომლებსაც
სტეიკებით კვებავდნენ. ამ გოგონას კი მაინც რცხვენოდა, გარეუბან ში, ჩიბაში
ვცხოვრობო. თუ სკოლაში აგ ვიანებდა, „მერსედეს ბენცით“ მოიყვანდნენ ხოლ-
მე. თან მძღოლი მოიყვანდა. ის კი, თითქოს Green Hornet-ის გმირი ყოფილი-
ყოს – ქუდი ეხურა, თეთრი ხელთათმანები ეცვა, და მთელი ამბები. და გოგოს
მაინც იმის კომპლექსი ჰქონდა, რომ რაღაცით სხვებზე ნაკლები იყო. წარმო-
გიდგენია?
თავი გავაქნიე.
– მარტო მე ვიყავი მთელ სკოლაში ისეთი, ვინც კიტა-ოცუკა ტოშიმაში
ცხოვრობდა. მშობლების საქმიანობის გრაფაში ეწერა „წიგნის მაღაზიის
მფლობელი“. ყველა ჩემი თანაკლასელი ფიქრობდა, ეს ძალიან მაგარი რამეაო:
– ოჰ, ისეთი იღბლიანი ხარ, რაც მოგესურვება, შეგიძლია წაიკითხო, – ასეთ
რამეებს მეუბნებოდნენ. რა თქმა უნდა, ეგონათ, რომ კინოკუნიასავით უზარ-
მაზარი წიგნის მაღაზია გვქონდა. რას წარმოიდგენდნენ, კობაიაშის წიგნის
მაღაზიასავით საცოდავი რამე თუ იყო სადმე. გააღებ ჩვენი წიგნის მაღაზიის
კარს და ჟურნალების გარდა ვერაფერს ხედავ. სულ ქალების ჟურნალებია,
თან ეროტიკული ჩანართები მოჰყვება. ადგილობრივი დიასახლისები ყიდუ-
ლობენ ამ ჟურნალებს, დასხდებიან სამზარეულოში, მაგიდასთან, კითხულო-
ბენ, სიტ ყვასაც არ გამოტოვებენ, ისე, მერე კი, როდესაც მათი ქმრები სახლში
ბრუნდებიან, მათზე სცდიან ხოლმე ახალ-ახალ სექსუალურ ხერხებს. იქ კი
სრულიად წარმოუდგენელი პოზებია აღწერილი. აი, ამაზე ფიქრობენ მთელი
დღის მანძილზე დიასახლისები?! კიდევ კომიქსები გვაქვს: Magazine, Sunday,
Jump, და, რა თქმა უნდა, ყოველკვირეული ჟურნალები. ოჰ, ცოტა წიგნებიც
გვაქვს, რბილყდიანები, მისტიკა და რომანები. მარტო ეგ იყიდება. და კიდევ
რა-როგორ-გავაკეთოთ წიგნებია – როგორ გავიმარჯვოთ გო-ში, როგორ გავ-
ზარდოთ ბონსაი, როგორ წარმოვთქვათ ქორწილში სადღეგრძელო, როგორ
გვქონდეს სექსი, როგორ დავანებოთ თავი მოწევას, მოკლედ, ყველაფერი,
რაც კი მოგ ვესურვება. საკანცელარიო ნივთებსაც კი ვყიდით – ბურთულიან

65
ავ ტოკალმებს, ფანქრებს და უბის წიგნაკებს, ეს ნივთები სალაროსთან ახლოს
გვიწყვია. მაგრამ სულ ეგ არის რა, არც „ომი და მშვიდობა“, არც ქენძაბურო
ოე, არც „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“... სულ ეგ არის კობაიაშის წიგნის მაღა-
ზია. აი, როგორი „იღბლიანი ვარ“. შენც ფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ?
– ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახავ, ვერაფერს გეტ ყვი.
– ისედაც კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. სამეზობლოში, წლებია,
ყველა ჩვენთან დადის, ჩვენ კი იმას ვაწვდით, რაც სურთ. კარგი საქმეა, ოთ-
ხკაციან ოჯახს კი არჩენს. არც ვალები გვაქვს, მე და ჩემი და კოლეჯშიც
ვსწავლობთ. მაგრამ კიდევ სხვა რამისთვისაც გვრჩება-მეთქი, ვერ ვიტ ყვი.
ეგეთ სკოლაში არ უნდა მივეყვანე. თავის ტკივილი გამოწერილი გვქონდა.
ესენი სულ ჩემი სკოლის გადასახადებზე ბუზღუნებდნენ. და, თუ სკოლელებ-
თან ერთად სადმე მივდიოდი, შიშისგან ვცახცახებდი, ფული არ მეყოფა--
მეთქი. საცოდაობაა ასე ცხოვრება. შენ მდიდარი ოჯახი გ ყავს?
– მე? არა, ჩემი მშობლები უბრალო მუშა ხალხია, არც მდიდარი, არც ღა-
რიბი. ვიცი, რომ მათთვის ადვილი არ იყო, აქ, ტოკიოში, კერძო უნივერსი-
ტეტში მესწავლა, თუმცა ჩემ გარდა არც ჰყავთ ვინმე და მძიმედ არ დავაწე ქი
კისერზე. ბევრს ვერაფერს მიგზავნიან, ამიტომ საცხოვრებელი ხარჯები რომ
დავფარო, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. ერთ ჩვეულებრივ სახლში ცხოვრო-
ბენ, პატარა ბაღი გვაქვს და „ტოიოტა კოროლა“ გვყავს.
– შენ სად მუშაობ?
– შინჯუკუს მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიაში, კვირაში სამ ღამეს.
მარტივია. უბრალოდ, ვზივარ იქ და მაღაზიას მეთვალყურეობას ვუწევ.
– ხუმრობ? არ ვიცი, რატომ, მაგრამ შეგხედე თუ არა, გავიფიქრე, რომ
არასდროს გაგ ჭირვებია.
– მართალია. არასდროს გამჭირვებია. განა ტომრები მაქვს ფულით გატე-
ნილი, მაგრამ ბევრ სხვასავით ვცხოვრობ.
– ჩემს სკოლაში კი ბევრი მდიდარი სწავლობდა, – მიდორიმ ხელისგულები
მუხლებზე ჩამოიწყო, – სწორედ ეგ იყო პრობლემა.
– სამაგიეროდ, ახლა დიდი შანსი გაქვს, რომ სამყარო მაგ პრობლემის გა-
რეშე იხილო. იმაზე მეტიც კი, ვიდრე შეიძლება გინდოდეს.
– ის მითხარი, აბა, რა არის ყველაზე კარგი სიმდიდრეში?
– არ ვიცი.
– ყველაზე კარგი ისაა, რომ შეგიძლია თქვა, ფული საერთოდ არა მაქვსო.
აი, წარმოიდგინე. მე თუ სკოლელს შევთავაზებდი რამეს, მას თავისუფლად

66
შეეძლო ეპასუხა: „მაპატიე, ფული საერთოდ არ მაქვს“. აი, ადგილები რომ
გაგ ვეცვალა, იმავე ფრაზის თქმა მე არ შემეძლო. თუ ვიტ ყოდი, რომ ფული
საერთოდ არ მაქვს, მართლაც ამ მნიშვნელობით ვიტ ყოდი და ეს ძალიან, ძა-
ლიან სევდიანი იქნებოდა. იცი, რა, ეს იმას ჰგავს, ლამაზი გოგონა რომ იტ ყვის,
დღეს საშინლად გამოვიყურები, სახლიდან გასვლა არ მინდაო. მაგრამ თუ უშ-
ნო გოგონა იტ ყვის იმავეს, ხალხი დასცინებს. აი, ეგეთი იყო სამყარო ჩემთვის,
მთელი ექვსი წლის მანძილზე, შარშანდლამდე.
– გადაიტან ამას. დაგავიწყდება.
– იმედი მაქვს. უნივერსიტეტში სწავლა შვებაა. სავსეა აქაურობა
ჩვეულებრივი ხალხით.
გაიღიმა, ოდნავ მოღრიცა ტუჩი და მოკლე თმა ხელისგულით გადაიწია.
– შენ არ მუშაობ?
– კი, რუკებისთვის წარწერებს ვაკეთებ. ხომ იცი, რუკებს პატარა ბროშუ-
რები რომ მოჰყვება? სხვადასხვა უბნის აღწერა რომ არის, მოსახლეობის
რაოდენობა, საინტერესო ადგილები. აი, ვთქვათ, აქა და აქ საცალფეხო ბილი-
კია, ან ასეთი და ასეთი ლეგენდა არსებობს, ან უცხო ყვავილი ხარობს თუ ჩი-
ტი ბუდობს. მეც ეგეთ ტექსტებს ვწერ. ისეთი მარტივია! დრო საერთოდ არ
მიაქვს! მთელი ბროშურა შემიძლია ბიბლიოთეკაში გატარებული ერთი დღისა
და მასალების ქექვის შემდეგ დავწერო. მარტო ის არის საჭირო, რომ რამდე-
ნიმე საიდუმლოს ფლობდე და მერე ყველაფერი კარგად გამოგივა.
– რა საიდუმლოს?
– ისეთ რამეებს თუ დაწერ, რაც აქამდე სხვებს არ დაუწერიათ, რუკების
მწარმოებელ კომპანიაში იფიქრებენ, ეს გენიოსიაო, და მეტ საქმეს მოგ ცემენ.
ბევრი კი არაფერია საჭირო, რაღაც ერთი ბეწო დეტალები. აი, თუნდაც, ამა
და ამ ხეობაში კაშხალი აშენდა, წყალმა სოფელი დაფარა, მაგრამ მაინც ყო-
ველ გაზაფხულს სამხრეთიდან მოფრინავენ ფრინველები და შეგიძლია, ტბის
თავზე მათ გადაფრენას უყურო. მხოლოდ ასეთი პატარა ეპიზოდიც კმარა,
ხალხს რომ მოაწონო, ეს ხომ სენტიმენტალურიცაა და თვალსაჩინოც.
ჩვეულებრივი ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ასეთი რამეებით თავს არ იწუ-
ხებს, აი, მე კი რიგიან ხელფასს ვიღებ იმით, რასაც ვწერ.
– ჰო, მაგრამ ეგ „ეპიზოდები“ ხომ უნდა იპოვო.
– მართალია, – მიდორიმ ოდნავ თავი გადახარა, – მაგრამ, თუ ეგეთ რამეს
ეძებ, როგორც წესი, პოულობ კიდეც, და თუ ვერ იპოვი, ყოველთვის შეიძლება
რაღაც უწყინარი გამოიგონო.

67
– აჰა!
მთხოვა, შენს საერთო საცხოვრებელზე მომიყევიო, მეც შტორმტრუპერის
ვარჯიშებისა და დროშის აღმართვის შესახებ ვუამბე. შტორმტრუპერზე ბევ-
რი იცინა მიდორიმ, სხვებსაც ასე ემართებოდათ, როგორც წესი. საერთო საც-
ხოვრებლის დათვალიერება სახალისო იქნებოდაო. იქ სახალისო არაფერი
იყო, ამიტომ მოკლედ აღვუწერე გოგონას: რამდენიმე ასეული ბიჭია, ბინძურ
ოთახებში ცხოვრობენ, სვამენ და ანძრევენ-მეთქი.
– შენც მათ შორისა ხარ?
– მათ შორისაა დედამიწაზე მცხოვრები ყოველი კაცი, – ავუხსენი მე, –
გოგონებს თვიური აქვთ, ბიჭები კი ანძრევენ. ყველანი.
– ისინიც კი, ვისაც მეგობარი გოგონები ჰყავთ? სექსუალურ პარტნიორებს
ვგულისხმობ.
– ამას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემ გვერდით მცხოვრები
კეიოს სტუდენტი ყოველთვის ანძრევს პაემანზე წასვლის წინ. ამბობს, ეს მეხ-
მარება მოდუნებაში&sh y;ო.
– ასეთ რამეებზე ბევრი არაფერი ვიცი. მე ხომ ქალთა სკოლაში ვსწავ-
ლობდი.
– ალბათ, ქალების ჟურნალები ამაზე არაფერს წერდნენ.
– არა, არაფერს, – გაეცინა მიდორის, – ვატანაბე, ამ კვირას თავისუფალი
ხარ? გცალია?
– ყოველ კვირას ექვს საათამდე მცალია. მერე სამსახურში მივდივარ.
– არ გინდა, სტუმრად მოხვიდე ჩემთან? კობაიაშის წიგნის მაღაზიაში.
თვითონ მაღაზია დაკეტილი იქნება, მაგრამ მაინც მთელი დღის გატარება იქ
მომიწევს. რაღაც მნიშვნელოვან ზარს ველოდები. არ გინდა, ლანჩზე მესტუმ-
რო? შენთვის რამეს მოვამზადებდი.
– სიამოვნებით.
მიდორიმ უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოხია და მის სახლთან მისასვლე-
ლი გზა დეტალურად დამიხატა. წითელი კალმით კი დიდი იქსი დასვა იქ, სა-
დაც მისი სახლი იდგა.
– აუცილებლად შეამჩნევ. დიდი აბრა კიდია, „კობაიაშის წიგნის მაღაზია“
აწერია. თორმეტისთვის მოდი. ლანჩი მზად მექნება.
მადლობა გადავუხადე და რუკა ჯიბეში ჩავიდე.
– ახლა დროა, კამპუსში დავბრუნდე, გერმანულის ლექცია მეწყება ორზე.

68
მიდორიმ მითხრა, სადღაც ვარ წასასვლელიო, და იოცუიას სადგურიდან
გაჰყვა მატარებელს.
კვირა დილით ცხრა საათზე ავდე ქი, წვერი გავიპარსე, სარეცხი დავრეცხე
და სახურავზე გავფინე. მშვენიერი დღე იდგა. ჰაერში უკვე ტრიალებდა შე-
მოდგომის სურნელი. წითელი ნემსიყლაპიები ეზოში დაფარფატებდნენ, უბნის
ბავშვები კი პეპლის საჭერი ბადეებით დასდევდნენ მათ. ქარი არ იძვროდა და
„ამომავალი მზის ქვეყნის“ დროშა უძრავად ეკიდა ბოძზე. ტანთ ახალ-
დაუთოებული პერანგი ჩავიცვი და საერთო საცხოვრებლიდან ტრამვაის გაჩე-
რებისკენ წავედი. სტუდენტების უბნის ტიპური კვირა დილა იდგა – ქუჩები
ჩამკვდარი იყო, მაღაზიების უმეტესობა დაკეტილი. ძალიან ცოტა რამ
ხმიანობდა და ამიტომ ექო მკაფიოდ გაისმოდა. გოგონა ასფალტზე მიკაკუნებ-
და, ტრამვაის გაჩერებასთან კი ოთხი-ხუთი მოზარდი ცარიელი ქილების
მწკრივს ქვებს ესროდა. ყვავილების მაღაზია ღია იყო, ამიტომ შევედი და
ყვითელი ნარგიზები ვიყიდე. შემოდგომისთვის უცნაური კი იყო, მაგრამ ეს
ყვავილი ყოველთვის მომ წონდა.
ამ კვირა დილით ტრამვაიში სამი მოხუცი ქალის გარდა არავინ იჯდა.
იმათ ჯერ მე შემომხედეს, მერე ამ ჩემს ყვავილებს. ერთმა გამიღიმა კიდეც.
მეც ღიმილით ვუპასუხე.
ბოლო სავარძელზე ჩამოვჯე ქი. ფანჯრიდან იმ სახლებს ვუყურებდი, რომ-
ლებსაც ახლოს ჩავუარეთ. ტრამვაი ლამის ეხებოდა მეტისმეტად ჩამოზნე ქილ
სახურავებს. ერთ-ერთი სახლის აივანზე ათ ქოთან ში პომიდორი ჩაერგოთ,
იქვე კი დიდი შავი კატა იზმორებოდა მზეზე. მეორე სახლის ეზოში პატარა
ბავშვი საპნის ბუშტებს ბერავდა. საიდანღაც აიმი იშიდას სიმღერა მომესმა.
სიომ კარის სუნელის სუნიც კი მოიტანა.
ტრამვაი ვიწრო ქუჩებში მიიკვლევდა გზას. სადღაც-სადღაც რამდენიმე
მგზავრიც ამოვიდა, ის სამი მოხუცი ქალი კი ლაქლაქს არ წყვეტდა, თან ერ-
თმანეთს პირში უყურებდნენ.
ოცუკას სადგურთან ახლოს ჩამოვედი და მიდორის მოცემულ რუკას მივ-
ყევი. სანახავი აქ ბევრი არაფერი იყო. ქუჩის გასწვრივ ვერც ერთ მაღაზიაზე
ვერ იტ ყოდი, საქმე კარგად მისდისო. ძველ შენობებში მოწყობილ სავაჭრო
ფარდულებს დამთრგუნველი ინტერიერი ჰქონდა. ბევრ აბრაზე წარწერები
გახუნებულიყო. სახლების ასაკითა და სტილით თუ ვიმსჯელებდით, ამ უბანს
ომიანობის დროს საჰაერო თავდასხმები თავიდან აერიდებინა და ხელუხლე-
ბელი დარჩენილიყო. აქა-იქ სახლები თავიდან აეშენებინათ, ან მათ რესტავ-

69
რაცია დასჭირვებოდათ, მაგრამ ყველაფერი, რაც კი შეეკეთებინათ ან მიეშე-
ნებინათ, ძველ შენობებზე გაცილებით უარესად გამოიყურებოდა.
იმათ, ვინც აქ ადრე ცხოვრობდა, დაბინძურებული ჰაერი, მანქანების გა-
მონაბოლქვი მოსძულებოდათ და გარეუბნებში გადასულიყვნენ. ისეთი განცდა
გამიჩნდა, თითქოს აქ მხოლოდ იაფი ბინებიღა ქირავდებოდა, ან საოფისე
ფართები, მცხოვრები კი აღარავინ დარჩენილიყო. გაზის გამონაბოლქვის ბუ-
რუსში ეს ქუჩა გადადღაბნილიყო და ბინძურს ჰგავდა. ათწუთიანი სიარულის
შემდეგ ქუჩის კუთხეში გაზის გასამართ სადგურს მივუახლოვდი, იქ მარჯვნივ
შევუხვიე, მაღაზიების უბნის შუაში აბრა ეკიდა წარწერით: „კობაიაშის წიგნის
მაღაზია“. ისეთი პატარა არ იყო, როგორადაც მიდორიმ აღმიწერა. ერთი უბ-
რალო წიგნის მაღაზია გახლდათ, ჩემს უბან შიც იდგა ეგეთი. ბიჭების ჟურნა-
ლები გამოვიდოდა თუ არა, შევირბენდი ხოლმე. ნოსტალგიაც კი შემომაწვა,
იქ რომ მივედი. მოგონებები ამეშალა. მაღაზია დაეხურათ. დარაბა ჩამოეშ-
ვათ. რაღაც ჟურნალის სარეკლამო პოსტერიც კი გაეკრათ – „ხუთშაბათობით
აქ Weekly Bunshun იყიდება“. თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა, მაგრამ არ
მინდოდა, ნარგიზებით ხელში ამ უბან ში მეხეტიალა, ამიტომ ზარი დავრეკე
და რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან. მიდორის გამოჩენას დაველოდე.
თხუთმეტი წამი ისე გავიდა, არავინ გამომეხმაურა და უკვე იმაზე ვფიქრობ-
დი, კიდევ ერთხელ ხომ არ დამერეკა ზარი, რომ ჩემს თავზე ფანჯარა გაიღო.
მაღლა ავიხედე, მიდორი გადმოყუდებულიყო და ხელს მიქნევდა.
– ეგ დარაბა ასწიე და შემოდი, – გადმომძახა მაღლიდან.
– ადრე რომ მოვედი?
– მერე რა? ამოდი, ამოდი. სამზარეულოში საქმე მაქვს, – ფანჯარა დახუ-
რა.
დარაბამ საშინელი ხმა გამოსცა აწევისას. მიწიდან სამი ფუტის სიმაღლე-
ზე ავწიე, მის ქვეშ შევძვერი და დარაბა ისევ დავუშვი. მაღაზიაში წყვდიადი
იდგა. როგორღაც მოვახერხე, ჟურნალების დასტებს შორის გზა გავიკვალე და
შიდა კიბემდე მივედი. იქ ფეხზე გავიხადე და მაღლა ავედი. სასტუმრო ოთახ-
ში დივანი და უბრალო სკამები იდგა.
ამ პატარა ოთახს ფანჯრიდან შემომავალი სინათლე ანათებდა ოდნავ და
ძველებური პოლონური ფილმების სცენას მოაგონებდა კაცს. მარცხნივ რაღაც
საკუჭნაოსავით იყო და კიდევ რაღაც კარი, ალბათ აბაზანისა. მეორე სართუ-
ლისკენ კიბეს ავუყევი. იქაურობა ისეთი ნათელი იყო პირველ სართულთან
შედარებით, რომ შვებით ამოვისუნთქე.

70
– აქეთ მოდი, – მომესმა მიდორის ხმა. კიბიდან მარჯვნივ სასადილო ოთა-
ხი იყო, იმის იქით კი სამზარეულო.
სახლი თვითონ ძველი ჩანდა, აი, სამზარეულო კი განეახლებინათ ავეჯი-
თა და ღია ფერის, კრიალა ნიჟარითა თუ ონკანებით. მიდორი სადილს ამზა-
დებდა. ქვაბი თუხთუხებდა, ოთახში კი გრილზე შემ წვარი თევზის სუნი იდგა.
– ლუდია მაცივარში, – წამით შემომხედა, – ამას მოვრჩები და მეც მოგიჯ-
დები.
ლუდის ქილა გამოვიღე და მაგიდას მივუჯე ქი. ლუდი ისეთი ცივი იყო,
მთელი წელი ედგათ ალბათ მაცივარში. მაგიდაზე პატარა, თეთრი საფერფლე
იდო, კიდევ გაზეთი და სოიის სოუსის ქილა. აქვე ეწყო უბის წიგნაკი და კალა-
მი. უბის წიგნაკში ტელეფონის ნომერი ეწერა და რაღაც რიცხვები იყო დაჯა-
მებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოთვლები უნდა ყოფილიყო.
– ამის კეთებას ათ წუთში მოვრჩები. დამელოდე, კარგი?
– კარგი.
– იქამდე თავი მოიშიე. უამრავი რამ მოგიმზადე.
თან ლუდს ვწრუპავდი ქილიდან, თან კი მიდორის ვუყურებდი, რომელიც
ჩემკენ ზურგით იდგა და საჭმელს ამზადებდა. სწრაფად, მოქნილად მოძრაობ-
და, ერთდროულად ოთხ რამეს მაინც აკეთებდა. ჯერ მოთხუხთუხე კერძს სინ-
ჯავდა, მერე პურს ჭრიდა, მერე რაღაცას იღებდა მაცივრიდან და თასში ყრი-
და და თვალის დახამხამებაში რეცხავდა ტაფას, რომელიც უკვე აღარ სჭირ-
დებოდა. უკნიდან ინდიელ მუსიკოსს ჰგავდა – ეს იყო მისი დასარტყამი ინ-
სტრუმენტები, თითქოს ზარს რეკავდა ან კამეჩის ძვალს აბრახუნებდა, თან
ყოველი მოძრაობა მოზომილი და ზუსტი იყო – იდეალურ ბალანსს იცავდა.
მოკრძალებით ვაკვირდებოდი.
– მე ვერაფრით დაგეხმარები? – ვკითხე მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
– არა, გმადლობ, – გამიღიმა ჩემკენ მოტრიალებულმა, – მიჩვეული ვარ
ყველაფრის მარტო კეთებას.
მოტ კეცილი ცისფერი ჯინსი და მუქლურჯი მაისური ეცვა. მაისურზე უკან
Apple Records-ის ლოგო ეხატა. ვიწრო ბარძაყები ჰქონდა, თითქოს სქესობ-
რივი მომ წიფების ასაკი, როცა თეძოები მრგვალდება, როგორღაც გამოეტოვე-
ბინა. ასე, ჯინსებში, ანდროგინული გარეგნობა ჰქონდა. სამზარეულოს ფან-
ჯრიდან გადმოღვრილი სინათლე კი მის სხეულს ბუნდოვან ფორმას სძენდა.
– ასეთი ნადიმის გამართვა მართლა არ იყო საჭირო.

71
– ეს რა დიდი ნადიმი კია, – ისე მიპასუხა მიდორიმ, ჩემკენ არც მოტ-
რიალებულა, – გუშინ ისე ვიყავი დაკავებული, პროდუქტებიც კი ვერ ვიყიდე!
მაცივარში რაც მაქვს, იმათ ვურევ ერთმანეთს. მართლა. ნუ ღელავ. თან ეს
კობაიაშის ოჯახის ტრადიციაა, კარგი მასპინძლობა. ჩვენ გართობა გვიყვარს.
ეს სისხლში გვაქვს, ავადმყოფობასავით არის. განა განსაკუთრებით თავა-
ზიანები ვართ ან კაცთმოყვარეები – არა. მაგრამ თუ ვინმე გვესტუმრება, ნე-
ბისმიერ შემთხვევაში კარგადაც უნდა გავუმასპინძლდეთ. ასეთები ვართ ყვე-
ლანი, მეტ-ნაკლებად. მაგალითად, მამაჩემი – იშვიათად სვამს, მაგრამ სახ-
ლში მაინც ბევრი სასმელი გვაქვს. რისთვისო, იკითხავ. სტუმრების გასამას-
პინძლებლად! ასე რომ, ნუ მოგერიდება, რამდენიც გინდა, იმდენი ლუდი და-
ლიე.
– გმადლობ.
უეცრად მივხვდი, რომ ნარგიზები ქვემოთ დამრჩა. ვიდრე ფეხსაცმელს
ვიხდიდი, ძირს დავაწყვე ყვავილები და გადამავიწყდა. ქვემოთ ჩავიპარე და
სიბნე&sh y;ლეში ათი კაშკაშა ნარგიზი დავინახე. მიდორიმ ჭურჭლის კარა-
დიდან მაღალი ვიწრო ჭიქა გამოიღო და თაიგული ჩადო.
– მიყვარს ნარგიზები. ერთხელ სკოლაში ნიჭიერი ბავშვების კონკურსზე
„შვიდი ნარგიზი“ შევასრულე. გახსოვს ეგ სიმღერა?
– კი, როგორ არა.
– ხალხური მუსიკის გუნდი გვყავდა. მე გიტარას ვუკრავდი.
ვიდრე სუფრას აწყობდა, „შვიდ ნარგიზს“ მღეროდა. მიდორი გაცილებით
უკეთესი მზარეული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მშვენიერი კერძები მოემზადე-
ბინა კიოტოურად – შემ წვარიც, დამ წნილებულიც, მოხარშულიცა და მოხრა-
კულიც. კვერცხით, სკუმბრიით, მწვანილით, ბადრიჯნით, სოკოთი, ბოლოკითა
და ქუნჯუთის მარცვლებით.
– დიდებულია, – პირგამოტენილმა შევუ ქე ნახელავი.
– აი, ახლა კი სიმართლე უნდა მითხრა, – ჩემი გარეგნობის გამო, არ ელო-
დი, რომ კარგი მზარეული ვიქნებოდი, არა?
– ეგრეა, – გულწრფელად ვუპასუხე.
– შენ ხომ კანსაიდან ხარ. ასეთი ნაზი არომატები უნდა მოგწონდეს.
– არ მითხრა ახლა, შენ გამო სხვანაირად მოვამზადეო!
– რა სასაცილო ხარ! ასე ძალიანაც არ მიწვალია. არა, ჩვენ სულ ასე ვამ-
ზადებთ.
– დედაშენი ან მამაშენი კანსაიდან ხომ არ არიან?

72
– არა. მამაჩემი ტოკიოში დაიბადა, დედაჩემი კი ფუკუშიმიდანაა. არც ერ-
თი ჩემი ოჯახის წევრი კანსაიდან არ არის. ყველანი ან ტოკიოდან ვართ, ან
ჩრდილოეთ კანტოდან.
– ვერ ვხვდები, კანსაურ კერძებს როგორ ამზადებ? გასწავლა ვინმემ?
– ჰო... ეგ ცოტა არ იყოს, გრძელი ამბავია, – შემ წვარ კვერცხს ჭამდა, – დე-
დაჩემს დიასახლისობა სძულდა და თითქმის არასდროს არაფერს ამზადებდა.
გარდა ამისა, ოჯახის ბიზნესიც მისახედი იყო, ამიტომ ყოველთვის იმას ამ-
ბობდა, დღეს ასე ვართ დატვირთული და მოდი, მზა საჭმელი ვიყიდოთო, ან
კიდევ, მოდი, ყასბისგან კროკე ტები წამოვიღოთო და ა.შ. პატარა რომ ვიყავი,
იმ დროსაც კი მეზიზღებოდა ასეთი საჭმელი. ეს იმას ჰგავს, კარი რომ მოამზა-
დო დიდი ტაფით და მთელი სამი დღე მერე ეგ ჭამო. ერთხელაც, მაშინ მეხუთე
კლასში ვიყავი, გადავწყვიტე, ოჯახის წევრებისთვის რამე გ ემრიელი მომემ-
ზადებინა. შინჯუკუში, „კინოკუნიაში“ წავედი და ვიყიდე ყველაზე დიდი კუ-
ლინარიული წიგნი, რომელიც ვიპოვე. იქიდან დავოსტატდი ყველაფერში –
როგორ შევარჩიოთ საჭრელი დაფა, როგორ გავლესოთ დანა, როგორ მოვაშო-
როთ ქერცლი თევზს, მოკლედ, ყველაფერი. ავ ტორი კანსაიდან იყო, ამიტომაც
ვამზადებ ასე.
– გინდა თქვა, რომ ამ ყველაფრის მომზადება წიგნიდან ისწავლე?
– გადანახული ფულით ეს კერძები გავსინჯე. ძალიან კარგი ინტუიცია
მაქვს, თუმცა ლოგიკურად აზროვნება კი მიჭირს.
– საოცარია, რომ ასე კარგად მომზადება დამოუკიდებლად გისწავლია და
არავინ გ ყოლია ისეთი, ვინც რამეს გაჩვენებდა და გირჩევდა.
– არ იყო ადვილი, – მიდორიმ ამოიოხრა, – იმ ოჯახში გაზრდა, სადაც საჭ-
მელი არავის ადარდებს. ვეუბნებოდი, ნორმალური დანებისა და ტაფების სა-
ყიდლად ფული მომეცით-მეთქი და არ მაძლევდნენ. რაცა გვაქვს, ისიც გა-
მოდგებაო, მეუბნებოდნენ, მე კი ვპასუხობდი, სიგიჟეა ეს, თევზს ასეთი თხელი
დანებით, როგორიც ჩვენ გვაქვს სახლში, ვერ გამოწელავ-მეთქი. კი მაგრამ,
რა ჯანდაბად გინდა თევზის გასუფთავებაო, დამჩხაოდნენ. მათთან ამაზე ლა-
პარაკს აზრი არ ჰქონდა. ჩემი ჯიბის ფული გადავდე და ასე ვიყიდე პროფე-
სიონალური დანები, ტაფები, საწურები და სხვა ნივთები. წარმოგიდგენია,
თხუთმეტი წლის გოგონა, რომელიც ხურდას აგროვებს საწურების, სალესი
ქვების და ტეფალის ქვაბებისთვის, როცა სხვა გოგოები დანაზოგით ლამაზ კა-
ბებსა და ფეხსაცმელს ყიდულობენ? არ გებრალები?
თავი დავუქნიე და ჯუნსაის წვნიანი მოვსვი.

73
– მეექვსე კლასში რომ ვიყავი, კვერცხის შესაწვავი ტაფა უნდა მეყიდა –
გრძელი, ვიწრო ტაფაა, აი, ჩვენ რომ ახლა ვჭამთ კვერცხს, მაგ ტაფაზე იწვე-
ბა. იმ ფულით ვიყიდე, რომელიც ახალი ბიუსტჰალტერისთვის მქონდა გადა-
ნახული. სამი თვის მანძილზე მხოლოდ ერთი ბიუსტჰალტერი მქონდა. წარ-
მოგიდგენია? ღამით გავრეცხავდი, როგორღაც ვაშრობდი, რომ მეორე დღეს
ჩამეცვა. და კარგად გაშრობას თუ ვერ მოასწრებდა, საშინელება იყო. ამქვეყ-
ნად ყველაზე სევდიანი რამ ნესტიანი ბიუსტჰალტერის ჩაცმაა. დავდიოდი და
თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. გჯერა, რომ ამ ყველაფერს რაღაც კვერ-
ცხის შესაწვავი ტაფის გამო ვიტანდი?
– მესმის შენი, – გამეცინა.
– ვიცი, რომ ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ დედაჩემის სიკვდილის შემ-
დეგ ცოტათი გულზე მომეშვა. ახლა უკვე შემეძლო, ოჯახის ბიუჯეტი ჩემებუ-
რად გამენაწილებინა. შემეძლო, რაც მომეწონებოდა, მეყიდა. ახლა უკვე სრუ-
ლი კომპლექტი მაქვს სამზარეულოს ნივთების. მამაჩემს კი ამ ბიუჯეტისა
არაფერი გაეგება. არც ერევა.
– როდის მოგიკვდა დედა?
– ორი წლის წინ. ტვინის სიმსივნით. წელიწად-ნახევარი საავადმყოფოში
იწვა. საშინლად იტანჯებოდა. ბოლოს გონებაც დაკარგა, მაინც ვერ კვდებო-
და. საზარლად მოკვდა. ჯოჯოხეთი იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი. ავადმყოფი
აგონიაშია, ოჯახიც იტანჯება. ბოლო იენიც კი ამას მივახარჯეთ. ოცდაოთ-
ხსაათიანი მოვლა სჭირდებოდა. იმდენი დრო მიჰქონდა მის პატრონობას, რომ
ვეღარ ვმეცადინეობდი, უნივერსიტეტში ჩაბარება ერთი წლით გადავდე. და
თითქოს ეს არ კმაროდა, რომ... – წინადადება შუაზე გაწყვიტა, საჭმელი ჩხი-
რები მაგიდაზე დადო და ამოიოხრა, – ამაზე ლაპარაკი როგორ დავიწყეთ?
– ბიუსტჰალტერზე ლაპარაკობდი, – შევახსენე.
– შე ჭამე ეგ შენი კვერცხი და იმაზე იფიქრე, რაც ახლა გითხარი.
ჩემი ულუფა მთლიანად შევსანსლე, კარგადაც დავნაყრდი. მიდორიმ კი
ნაკლები ჭამა.
– მზადება მადას მიკარგავს, – მაგიდა აალაგა, ნამცეცები გადაწმინდა,
მარლბოროს კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი პირში ჩაიდო და ასანთით მოუკი-
და. ნარგიზების ჭიქა აიღო ხელში და ერთხანს ყვავილებს აკვირდებოდა. არა
მგონია, ამათი ლარნაკში გადატანა ღირდეს, თუ, აი, ასე დავ ტოვებ, მეგონება,
რომ რომელიმე გუბურასთან დავ კრიფე და პირველივე ჭურჭელში ჩავაწყვე,
რომელიც ხელში მომხვდა.

74
– მეც ოცუკას სადგურთან, გუბურასთან შევაგროვე.
ჩაიკისკისა.
– რა უცნაური ვინმე ხარ. ხუმრობ, გამომეტ ყველება კი ოდნავადაც არ
გეცვლება.
ნიკაპი ხელზე ჰქონდა დაყრდნობილი. ასე მოწია ნახევარი ღერი, მერე კი
საფერფლეში ჩააქრო. თვალები ისე მოისრისა, თითქოს კვამლი მოხვდაო.
– სიგარეტის ჩაქრობის დროს გოგონები ოდნავ უფრო ელეგანტურად უნდა
იქცეოდნენ. შენ კი ეს ტყისმჭრელივით გააკეთე. კი არ უნდა ჩაჭყლიტო სა-
ფერფლეში, მსუბუ ქად უნდა დააწვე, ფერფლის ჩამოსაშორებლად. ასე თუ
იზამ, არ მოიღუნება. და კიდევ, გოგონებმა ბოლი არასდროს ცხვირიდან არ
უნდა გამოუშვან. ჰო, მართლა, ბევრი გოგონა კაცთან სადილობის დროს იმაზე
არ ლაპარაკობს, სამი თვე ერთი და იგივე ბიუსტჰალტერი რომ ეცვა.
– აი, მე კი მეტ ყევე ვარ, – მიდორიმ ცხვირთან მოიფხანა, – ვერასდროს
ვახერხებ, ელეგანტურად მოვიქცე. ზოგჯერ კი ვცდილობ, მაგრამ უფრო ვმას-
ხარაობ. აბა, კიდევ რა შენიშვნას მომცემ?
– გოგონები მარლბოროს არ ეწევიან, – მივუგე მე.
– რატომ ვითომ? ყველას მყრალი გემო აქვს, – წითელი მარლბოროს კო-
ლოფს ხელში ათამაშებდა, – წინა თვეში დავიწყე მოწევა. განა ვკვდები თამ-
ბაქოს გამო. უბრალოდ, მომეწონა რა.
– კი, მაგრამ, რატომ?
ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო და ერთმანეთს მიაბჯინა, ცოტა ხანს ფიქრობ-
და.
– რა განსხვავებაა? შენ არ ეწევი?
– ივნისში დავანებე თავი.
– როგორ?
– ნერვები მეშლებოდა, შუაღამით რომ სიგარეტი მითავდებოდა. არ მომ-
წონს, რაღაცაზე ასე დამოკიდებული რომ გავხდი.
– ძალიან გულწრფელად ამბობ, რა მოგწონს და რა არა.
– შეიძლება ასეცაა. შეიძლება, ამიტომაც არ მოვწონვარ ხალხს. და არც
არასდროს მოვწონდი.
– იმიტომ, რომ ამას გამოხატავ. აშკარას ხდი, რომ არ გადარდებს, ხალხს
მოსწონხარ თუ არა. ეგ აბრაზებთ.
თითქმის ჩურჩულებდა, ისევ ხელზე ედო ნიკაპი.

75
– აი, მე კი მომ წონს შენთან ლაპარაკი. ისე უცნაურად ლაპარაკობ... „არ
მომ წონს, რაღაცაზე ასე დამოკიდებული რომ გავხდი“.
ჭურჭლის დარეცხვაში დავეხმარე. გვერდით ვედე ქი და ვიდრე ის რეცხავ-
და, ვამ შრალებდი და საწრეტზე ვაწყობდი.
– შენები სახლში არ არიან დღეს, არა?
– დედაჩემი თავის საფლავშია. ორი წლის წინ მოკვდა.
– ჰო, ეგ ამბავი ვიცი უკვე.
– ჩემი და საქმროსთანაა პაემანზე. ალბათ მანქანით გრიალებენ. მისი შეყ-
ვარებული ავ ტომობილების კომპანიაში მუშაობს. მანქანები მაგრად უყვარს.
აი, მე კი ოდნავადაც არ მიყვარს.
მიდორიმ ლაპარაკი შეწყვიტა და რეცხვა განაგრძო. მეც შევწყვიტე ლაპა-
რაკი და გამ შრალება დავიწყე.
– და კიდევ მამაჩემი... – ცოტა ხნის მერე წამოიწყო ლაპარაკი.
– ჰო.
– შარშან, ივნისში ურუგ ვაიში წავიდა და მას შემდეგ იქაა.
– ურუგ ვაიშიო? იქ რატომ?
– გინდ დაიჯერე, გინდ არა, დაფუძნება უნდოდა იქ, მის ძველ, ჯ არის
დროინდელ მეგობარს ფერმა აქვს. მოულოდნელად გამოგ ვიცხადა, მივდივარ,
ურუგ ვაიში უამრავი რამის გაკეთებას შევძლებო, და გაფრინდა კიდეც. ვეცა-
დეთ, გადაგ ვეთქმევინებინა, ვეუბნებოდი, ეგეთ ადგილას რა დაგრჩენია, ენა
შენ არ იცი, ტოკიოდანაც კი იშვიათად გადიოდი-მეთქი. მაგრამ ყური არ
გვათხოვა. დედაჩემის დაკარგვა ძალიან განიცადა. იცი რა, ცოტა შეიშალა კი-
დეც. ისე ძალიან უყვარდა. მართლა. ისე ძალიან...
რა უნდა მეპასუხა ამაზე? პირღია შევ ყურებდი მიდორის.
– იცი, მე და ჩემს დას რა გვითხრა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ? მის სიკ-
ვდილს, თქვენ ორივენი დამეკარგეთ, ის მერჩივნაო. გამოვშტერდი. ხმა ვერ
ამოვიღე. იცი რა, ხომ გესმის ჩემი? ეგეთი რამ არ უნდა თქვა. გასაგებია, რომ
საყვარელი ქალი დაკარგა, თავისი ცხოვრების მეგზური. მესმის მისი. მეცოდე-
ბა კიდეც. მაგრამ შენს ქალიშვილებს ხომ არ შეიძლება უთხრა, მის მაგივრად
თქვენ უნდა დახოცილიყავითო? ეგ ხომ საშინელებაა, არ მეთანხმები?
– მესმის შენი.
– ეგ ჭრილობა არასდროს შეხორცდება, – თავს აქნევდა, – მაგრამ ჩემი
ოჯახის ყველა წევრი განსხვავებულია. ყოველ ჩვენგანს რაღაც ოდნავ უც-
ნაური გვაქვს.

76
– გეტ ყობათ.
– მაინც მშვენიერია, ორ ადამიანს ასე რომ უყვარს ერთმანეთი, არ მეთან-
ხმები? კაცს ქალი ისე უყვარს, შეუძლია, შვილებს უთხრას, მერჩივნა, თქვენ
დახოცილიყავით მის ნაცვლადო.
– ჰო... შეიძლება...
– და მერე მიგ ვატოვა ორივე და ურუგ ვაიში გაიქცა.
ისე გავამ შრალე თეფში, არაფერი მიპასუხია. ბოლო თეფშის გამ შრალების
მერე მიდორიმ ყველაფერი კარადაში შეაწყო.
– მამაშენისგან არაფერი ისმის?
– ერთი ღია ბარათი გამომიგზავნა. მარტში. და რას მწერდა, იცი? აქ ცხე-
ლა, ხილი ისეთი გემრიელი არ არის, როგორსაც ველოდიო, და ეგეთ სისულე-
ლეებს. სულ დაუკარგავს ჭკუა, გამოჩერჩეტებულა! არც კი მოუწერია, ნახა
თუ არა ის თავისი მეგობარი. ბოლოს დაამატა, როცა დავფუძნდები აქ, შენ და
შენს დას შეგიძლიათ ჩამოხვიდეთო, მაგრამ მას შემდეგ სიტ ყვაც არ მოუწე-
რია. ჩვენს წერილებს კი არასოდეს პასუხობს.
– რომ ეთქვა, ჩამოდით ურუგ ვაიშიო, რას იზამდი?
– ჩავიდოდი და დავათვალიერებდი მაინც იქაურობას. სახალისო კი იქნე-
ბოდა. აი, ჩემი და კი არ წავიდოდა. ატანა არ აქვს ბინძური ადგილების.
– ურუგ ვაი ბინძურია?
– აბა, რა ვიცი?! ჰგონია, რომ ვირების ჩონჩორიკითაა სავსე გზები. ჩონჩო-
რიკს ბუზები ეხვევა. ტუალეტები არ მუშაობს. ხვლიკები და მორიელები და-
ცოცავენ ყველგან. შეიძლება რამე ფილმი ნახა ასეთი. ბუზების ატანა არა
აქვს. მას მხოლოდ ძვირად ღირებული მანქანებით ქროლვა უნდა.
– რას ამბობ.
– აი, რა უნდა სჭირდეს ურუგ ვაის ისეთი? მე წავიდოდი.
– მაღაზიას ვინღა მართავს?
– ჩემი და. მაგრამ ესეც ეზიზღება. ბიძაჩვენი ცხოვრობს მეზობლად და ის
გვეხმარება, მოაქვს ტვირთი. მეც ვეხმარები, როცა კი ამის დრო მაქვს. წიგნის
მაღაზიის მართვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და როგორღაც ვახერხებთ.
თუ ძალიან გართულდება საქმე, გავ ყიდით და ეგ იქნება.
– მამაშენი მოგწონს?
მიდორიმ თავი გააქნია.
– არც ისე.
– აბა, როგორღა შეგიძლია, ურუგ ვაიში გაჰყვე.

77
– მე მისი მწამს.
– გწამს?
– ეგრეა. მართალია, დიდად არ მომ წონს, მაგრამ მისი მწამს. როგორ შეიძ-
ლება, არ მწამდეს იმ კაცის, რომელიც მიატოვებს სახლს, შვილებს, სამსახურს
და ურუგ ვაიში გაიქცევა ცოლის დაკარგვისგან თავზარდაცემული? გესმის ჩე-
მი?
ამოვიოხრე.
– ისე რა.
მიდორის გაეცინა და ზურგზე ხელი მომითათუნა.
– ნუ მიაქცევ ყურადღებას, ამას მართლა არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
იმ კვირას, შუადღისას რამდენიმე უცნაური რამ მოხდა. მიდორის სახ-
ლთან ახლოს ხანძარი გაჩნდა და როცა მაღლა ავედით, იქ, სადაც სარეცხს
ფენდნენ ხოლმე, ერთმანეთს ვაკოცეთ. ასე რომ ვამბობ, კი სულელურად გა-
მოდის, მაგრამ მართლა ეგრე იყო.
ლანჩის მერე ყავას ვსვამდით და უნივერსიტეტზე ვლაპარაკობდით, როცა
სირენების ხმა შემოგ ვესმა. თანდათან ის უფრო ხმამაღალი ხდებოდა. უამ-
რავმა ხალხმა ჩაურბინა წიგნის მაღაზიას, ზოგი რაღაცას ყვიროდა კიდეც. მი-
დორი იმ ოთახში გავიდა, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა, ფანჯარა გამოაღო
და ძირს ჩაიხედა.
– დამელოდე ერთი წუთით, – თქვა და გაუჩინარდა. მერე კი ყური მოვ კა-
რი, როგორ ჩარბოდა კიბეებზე. მე დავჯე ქი, ყავის სმა მარტომ განვაგრძე და
გავიხსენე, სად იყო ურუგ ვაი. აბა, გავიხსენოთ, ბრაზილია აქ არის, აქ ვენე-
სუელაა, აქვეა სადღაც კოლუმბია, აი, ურუგ ვაის ადგილმდებარეობა კი ვერ
გავიხსენე. წუთის მერე მიდორი გამოჩნდა და მიბრძანა, სწრაფად გავ ყოლოდი
სადღაც. დერეფანს ბოლომდე გავუყევით, მერე კი ვიწრო კიბეზე ავედით. ხის
იატაკზე ბამბუკის სარეცხის ჯოხები დაესოთ. ეს ადგილი სხვა დანარჩენ სახუ-
რავებზე უფრო მაღალი იყო და აქედან კარგად მოჩანდა მთელი უბანი. სამი--
ოთხი სახლის იქით, შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი ეკიდა და სიო მას
აქეთ-იქით ფანტავდა. ჰაერში დამ წვრის სუნი იდგა.
– ეგ საკამოტოების სახლია, – მიდორი მოაჯირზე გადაიხარა, – ისინი
ტრადიციული კარის მოწყობილობებს ამზადებდნენ. ცოტა ხნის წინ მაგ საქ-
მეს თავი მიანებეს.
მეც მის გვერდით გადავიხარე მოაჯირზე და ვეცადე, დამენახა, რა ხდებო-
და. სამსართულიანი სახლი ხედს ფარავდა და არ ჩანდა ის შენობა, რომელიც

78
იწვოდა. სამი-ოთხი სახანძრო მანქანა ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. იმ
ვიწრო შესასვლელში, სადაც სახლი იწვოდა, ორზე მეტი სახანძრო ვერ
ეტეოდა და ამიტომ დანარჩენები ქუჩის ზედა ნაწილში იდგნენ. იქვე უსაქმუ-
რების ჯგროს მოეყარა თავი.
– ეი, ხომ არ ჯობს, ძვირფასეულობა მოაგროვო და აქაურობა დაცალო?
ახლა სხვა მხარეს უბერავს ქარი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვა-
ლოს მიმართულება, თან აქვე ბენზინგასამართი სადგურია. მოგეხმარები.
– რა ძვირფასეულობა?
– არ ვიცი, რაღაც ხომ უნდა გ ქონდეს, რაც გინდა, რომ გადარჩეს – საბან-
კო ქვითრები, ბე ჭედი, საბუთები, რაღაც ასეთი ნივთები. ან კიდევ ნაღდი ფუ-
ლი.
– დაივიწყე. არსად გაქცევას არ ვაპირებ.
– აქაურობაც რომ დაიწვას?
– სწორედაც. სულ არ მადარდებს, თუ მოვ კვდები.
თვალებში ჩავხედე, პირდაპირ მიყურებდა. ვერ გეტ ყვით, ხუმრობდა თუ
სერიოზულად ამბობდა. ერთხანს ეგრე ვიყავით.
– კარგი. შენთან დავრჩები.
– ჩემთან ერთად მოკვდები? – ანთებული თვალებით მკითხა მიდორიმ.
– არავითარ შემთხვევაში, თუ სახიფათო გახდება აქ ყოფნა, გავიქცევი.
თუ სიკვდილი გინდა, მარტო მოკვდი.
– შე ცივსისხლიანო!
– მხოლოდ იმის გამო, რომ ლანჩი მომიმზადე, შენთან ერთად სიკვდილს
არ ვაპირებ. აი, სადილი რომ მოგემზადებინა, ეგ სულ სხვა იქნებოდა.
– ოჰ, კარგი... მაინც ცოტა ხანს აქ დავრჩეთ და თვალი ვადევნოთ. შეგ ვიძ-
ლია ვიმღეროთ იქამდე. და თუ რამე მართლა მოხდება, მაგაზე მერე ვიფიქ-
როთ.
– ვიმღეროთო?
მიდორიმ ორი იატაკზე დასადები ბალიში, ოთხი ქილა ლუდი და გიტარა
ამოიტანა. ვსვამდით და ვუყურებდით ცაში ამავალ შავ კვამლს. ის უკრავდა
და მღეროდა. ვკითხე, ამით მეზობლებს ხომ არ გააღიზიანებ-მეთქი. განა მო-
საწონი საქციელია, მეზობლის სახლი იწვოდეს, შენ კიდევ იჯდე სახურავზე,
სვამდე ლუდს, მღეროდე და ამ ყველაფერს უდარდელად შეჰყურებდე?
– დაივიწყე, ჩვენ იმაზე არასდროს ვდარდობთ, მეზობლები რას იფიქრე-
ბენ.

79
რამდენიმე ის სიმღერა შეასრულა, რომელსაც ბავშვობაში თავის გუნდთან
ერთად მღეროდა ხოლმე. ვერ ვიტ ყვი, რომ კარგად მღეროდა, მაგრამ თვითონ
კი სიამოვნებდა თავისი მუსიკა. ძველებური რამეები იმღერა Lemon Tree,
Puff (The Magic Dragon), Five Hundred Miles, Where Have All the Flowers
Gone, Michael, Row the Boat Ashore. თავიდან ცდილობდა, მეც ავეყო-
ლიებინე, მაგრამ ისე ცუდად გამომდიოდა, მარტომ განაგრძო. ლუდს ვსვამდი,
მას ვუსმენდი და კვამლს თვალს არ ვაშორებდი. რამდენჯერმე აგიზგიზდა და
ჩაახშეს. ხალხი ყვიროდა და ბრძანებებს გასცემდა. სახლის თავზე ჟურნალის-
ტების თვითმფრინავი დაფარფატებდა. ფოტოები გადაიღეს და გაფრინდნენ.
იმაზე ავღელდი, ფოტოზე არ გამოვჩნდეთ-მეთქი. პოლიციელმა მეგაფონ ში
ჩაჰყვირა, უკან დაიხიეთ, ქვეითებო, უკან დაიხიეთო. პატარა ბავშვი ტირი-
ლით ეძებდა დედას. სადღაც შუშა ჩაიმსხვრა. მალე ქარმა მიმართულება შე-
იცვალა და ჩვენ გარშემო თეთრი ფერფლი მიმოიფანტა. მიდორი კი ლუდს
წრუპავდა და ისევ მღეროდა. მერე, როცა ყველაფერი შეასრულა, რაც კი იცო-
და, ერთი უცნაური სიმღერა იმღერა, რომელიც თვითონ შეეთხზა.
მინდა, კერძი მოგიმზადო,
მაგრამ ქვაბი არა მაქვს,
მინდა, კაშნე მოგიქსოვო,
მაგრამ ძაფი არა მაქვს,
მინდა, ლექსი დაგიწერო
და კალამი არა მაქვს.
– ამ სიმღერას ჰქვია „არაფერი არა მაქვს“, – გამოაცხადა მიდორიმ. მარ-
თლა საშინელი სიმღერა იყო, მუსიკაცა და სიტ ყვებიც.
ამ მუსიკალურ აბდაუბდას ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ თუ ბენზინგასა-
მართი სადგური აფეთქდება, ეს სახლიც ნაწილებად დაიშლება-მეთქი. მიდო-
რი დაღალა სიმ&sh y;ღერამ, გიტარა ძირს დადო და ისე მომეყრდნო მხარზე,
როგორც კატა ინაბება ხოლმე მზეზე.
– მოგეწონა ჩემი სიმღერა?
ვეცადე, სიტ ყვები ფრთხილად შემერჩია.
– ორიგინალურია, ძალიან კარგად გამოხატავს შენს შინაგან სამყაროს.
– გმადლობ, იმაზეა, არაფერი რომ არა მაქვს.
– ჰოო, მეც ეგრე ვიფიქრე.
– იცი, რა…... დედაჩემი რომ მოკვდა...
– ჰო?

80
– სულ არ მიდარდია.
– ოჰ!
– არც მაშინ მიგრძნია სევდა, როცა მამაჩემი წავიდა.
– მართლა?
– მართლა. საშინელი ვინმე გგონივარ, ცივსისხლიანი, არა?
– დარწმუნებული ვარ, მიზეზი გექნებოდა.
– მიზეზი. ჰმმ. ამ სახლში ყველაფერი მეტისმეტად ჩახლართული იყო.
მაგრამ სულ მეგონა, ისინი ხომ დედაჩემი და მამაჩემი არიან, ნამდვილად და-
მამ წუხრებს მათი სიკვდილი ან იმის ცოდნა, რომ მათ ვერასდროს ვეღარ
ვნახავ-მეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა. არაფერი მიგრძნია, არც სევდა, არც მარ-
ტოობა. იშვიათად თუ გამახსენდებიან. თუმცა ზოგჯერ მესიზმრებიან. ზოგ-
ჯერ დგას დედაჩემი სიბნელეში და მიყურებს იქიდან და მკიცხავს იმის გამო,
რომ მისმა სიკვდილმა გამაბედნიერა. მის სიკვდილს არ გავუბედნიერებივარ,
უბრალოდ, არც ძალიან დავუღონებივარ. სიმართლე გითხრა, ერთი ცრემლიც
არ ჩამომვარდნია. თუმცა ბავშვობაში, კატა რომ მომიკვდა, მაშინ კი დიდხანს
ვიტირე.
ამდენი კვამლი რატომ იდგა? ეს მიკვირდა. ცეცხლის ალებს ვერ ვხედავდი,
არც ხანძრის არე ფართოვდებოდა. მხოლოდ კვამლი ადიოდა მაღლა ცაში
ზოლად. ამდენ ხანს ნეტა რა იწვოდა?
– მხოლოდ მე არ ვარ ამაში დამნაშავე, – განაგრძო მიდორიმ, – მართა-
ლია, ცივსისხლიანი ვარ. ვხვდები ამას. მაგრამ მათ, დედაჩემსა და მამაჩემს,
ოდნავ უფრო რომ ვყვარებოდი, მეც შევძლებდი, მეტი რამ მეგრძნო, ვთქვათ,
მეტი სევდა.
– გგონია, რომ ძალიანაც არ უყვარდი?
თავი გადახარა და შემომხედა, მერე მკვეთრად დამიქნია.
– რაფფღაც საშუალო იყო „სულ არასა“ და „არასაკმარისს“ შორის. მე კი
ყოველთვის სიყვარული მწყუროდა. ერთხელ, სულ ერთხელ მოვინდომე, სიყ-
ვარულით გავმძღარიყავი. მაგრამ არასდროს არ მაძლევდნენ იმას, რაც მინ-
დოდა. არასდროს, სულ არასდროს. თუ მათთან მიხუტებას და რაღაცის
თხოვნას ვეცდებოდი, თავიდან მიშორებდნენ და მიყვიროდნენ. „არა! ეგ ძა-
ლიან ძვირი ღირს“, – მხოლოდ ეს მესმოდა მათგან. ამიტომ გადავწყვიტე, მე-
პოვა ვინმე, ვისაც უმიზეზოდ ვეყვარებოდი წელიწადში სამას სამოცდახუთ
დღეს. იმ დროს ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ეგ მტკი-
ცედ გადავწყვიტე.

81
– ვაშა! მერე იპოვე ვინმე?
– აი, სწორედ ეგ არის საქმე, – მიდორი ცოტა ხანს კვამლს უყურებდა და
არაფერს ამბობდა, – მგონი, ძალიან დიდი ხანია, სრულყოფილებას ველოდე-
ბი. აი, ეგ არის რთული.
– სრულყოფილ სიყვარულს?
– არა, უფრო სხვა რამეს. მე ეგოიზმს ვეძებ. იდეალურ ეგოიზმს. აი,
ვთქვათ, გეტ ყვი, რომ ძალიან მომინდა მარწყვის ნამცხვარი. შენ შეწყვეტ
ყველაფრის კეთებას, გაიქცევი და მარწყვის ნამცხვარს მიყიდი. მერე აქოში-
ნებული დაბრუნდები ჩემყთან, მუხლებზე დადგები და მარწყვის ნამცხვარს
გამომიწვდი. მე კი გიპასუხებ, რომ აღარ მინდა ეგ შენი ნამცხვარი და ფან-
ჯრიდან მოვისვრი. აი, ასეთ რამეს ვეძებ.
– არა მგონია, მაგას სიყვარულთან რამე კავშირი ჰქონდეს, – ხმაზე ოდნავ
დამეტ ყო გაოცება.
– აქვს. შენ რა იცი. გოგონების ცხოვრებაში არის ისეთი წუთები, როდესაც
მათთვის ასეთი რამეები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხდება.
– ისეთი რამეები, როგორიც მარწყვის ნამცხვრის ფანჯრიდან გადაგ დებაა?
– დიახაც. და როცა ამას გავაკეთებ, მინდა, კაცმა მომიბოდიშოს. „ახლა
ვხვდები, მიდორი, რა სულელი ვყოფილვარ. უნდა მცოდნოდა, რომ აღარ მო-
გინდებოდა მარწყვის ნამცხვარი. ვირივით უტვინო ვარ. გამოვასწორებ ამას.
სხვა რამეს გიყიდი. რა მოგესურვება, შოკოლადის მუსი თუ ჩიზქეიქი?“
– მერე?
– მერე მთელი არსებით შევიყვარებ ამის გამო.
– რაღაც სიგიჟეა.
– აი, ჩემთვის კი ეგ არის სიყვარული. მაგრამ ჩემი არავის ესმის, – მიდო-
რიმ ჩემს მხარზე ჩამოდებული თავი ოდნავ გაანძრია, – ზოგიერთისთვის სიყ-
ვარული ასეთი უმნიშვნელო, ასეთი სულელური რამით იწყება. ან ასე იწყება,
ან საერთოდ არა.
– არც ერთ სხვა გოგოს არ ვიცნობ, შენსავით რომ ფიქრობდეს.
– სულ მაგას მეუბნებიან! – კანს იჩიჩქნიდა, – მაგრამ მხოლოდ ასე შემიძ-
ლია ფიქრი. მართლა. მე იმას გეუბნები, რისაც მჯერა. არასდროს მიფიქრია,
რომ განსხვავებულად ვფიქრობ. არ ვცდილობ, უცნაური ვიყო, მაგრამ, როცა
გულახდილად ვლაპარაკობ, ყველას ჰგონია, რომ ან ვხუმრობ, ან ვთამაშობ.
აი, ეგ კი ნამდვილი საშინელებაა!
– და თან გინდა, რომ ცეცხლში მოკვდე, არა?

82
– არა, ეგ სულ სხვა რამეა. მხოლოდ ცნობისმოყვარეობის ამბავია.
– რა, ცეცხლში დაწვა?
– არა, შენი რეაქცია მაინტერესებდა, აი, სიკვდილის კი არ მეშინია. მარ-
თლა. რა მომივა, რო? კვამლი გამგუდავს, გონებას დავ კარგავ და ისე მოვ კვდე-
ბი, რომ ვერც მივხვდები. ეგ ოდნავადაც არ მაშინებს, იმასთან შედარებით,
დედაჩემი და რამდენიმე ჩემი ნათესავი როგორც დაიხოცნენ. ყველა ჩემი ნა-
თესავი რაღაც საშინელი დაავადებისგან მოკვდა. სისხლში გვაქვს, როგორც
ვხვდები. ხანგრძლივი, ხანგრძლივი პროცესია, და ბოლოს იქამდე მიჰყავს
ადამიანი, ვეღარ ხვდები, ცოცხალია თუ მკვდარი. და ადამიანი მხოლოდ ტან-
ჯვა და ტკივილიღა ხდება.
მიდორიმ მარლბოროს ღერი ტუჩებს შორის გაირჭო და მოუკიდა.
– აი, ეგეთი სიკვდილი მაშინებს. სიკვდილის აჩრდილი ნელა, ძალიან ნელა
ჭამს სიცოცხლეს და მერე თვალის დახამხამებაში ბრმავდები, ვეღარაფერს
ხედავ, გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ მკვდარი უფრო ხარ, ვიდრე ცოცხა-
ლი. ეგ მძულს. მაგას ვერ ავიტან.
ნახევარი საათიც გავიდა და ცეცხლი ჩააქრეს.
როგორც ჩანს, გავრცელებისგან იცავდნენ და თავიდან აირიდეს დაზიანე-
ბები. ყველა, გარდა ერთი სახანძრო მანქანისა, ბაზაზე დაბრუნდა, ხალხიც
ზუზუნ-ზუზუნით გაიფანტა. ერთი პოლიციის მანქანა დარჩა მოძრაობის აღ-
სადგენად, მისი შუ ქიღა ციმციმებდა ცისფრად. ორი ყვავი ლამპიონზე ჩამოჯ-
და, ზემოდან სიტუაციის დასაზვერად.
მიდორი ძალაგამოცლილი ჩანდა. მოდუნებული შეჰყურებდა ცას და ცო-
ტას ლაპარაკობდა.
– დაიღალე?
– არც ისე. თავს მოდუნების და გათიშვის უფლება მივეცი. პირველად დი-
დი ხნის მანძილზე.
თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. ხელი შემოვხვიე მხარზე და ვაკოცე. ოდ-
ნავ მოიკრუნჩხა მხრებში, მერე ისევ მოდუნდა და რამდენიმე წამით თვალები
დახუ ჭა. შემოდგომის მზე სცემდა სახეზე და წამ წამების ჩრდილები ლოყებზე
ეცემოდა, ვაკვირდებოდი მაგ ჩრდილის თრთოლვას.
ნაზად ვაკოცე, უბრალო კოცნა იყო, არაფერს რომ არ ითხოვს, ისეთი. ის
შუადღე სახურავზე, მზეზე რომ არ გაგ ვეტარებინა, მიდორის ალბათ არ ვაკო-
ცებდი, ეჭვიც არ მეპარება, თვითონაც ასე ფიქრობდა. დიდხანს ვუყურებდით
მოელვარე სახურავებსა და კვამლს, წითელი დრაკონის ცეცხლებს, სითბო, სი-

83
ახლოვე ვიგრძენით, და ალბათ ნახევრად ცნობიერად გვსურდა, რომ ეს გან-
წყობა რაღაცაში გამოგ ვეხატა. აი, ეგეთი კოცნა იყო. მაგრამ, როგორც ყველა
სხვა კოცნას, ამასაც საფრთხის სუნი უდიოდა.
პირველი მიდორი ალაპარაკდა. ხელი მომკიდა და მითხრა, სხვას ვხვდე-
ბიო. ეტ ყობოდა, უმძიმდა ამის თქმა. ასეც ვიეჭვე-მეთქი.
– შენ ვინმე მოგწონს? – დაინტერესდა მიდორი.
– კი.
– და ყოველ კვირას მასთან ატარებ, არა?
– რთულადაა ყველაფერი.
უცებ მივხვდი, რომ ადრეული შემოდგომის დღე მიწურულიყო.
ხუთზე ვუთხარი, წასასვლელი ვარ-მეთქი და შევთავაზე, ჩემთან ერთად
წამოსულიყო და წაეხემსა. არა, სახლში უნდა დავრჩე, მნიშვნელოვან ზარს
ველოდებიო.
– მძულს მთელი დღე სახლში ჯდომა და ზარის ლოდინი. როცა მთელ
დღეს მარტო ვატარებ, მგონია, თანდათან ხორცი მილპება, მილპება და მიდ-
ნება. ტანსაცმლისა და მწვანე გუბურის გარდა არაფერი რჩება ჩემგან და ისიც
მიწაში უნდა ჩაირეცხოს.
– შემდეგ, როცა ზარის ლოდინი მოგიწევს, მოვალ შენთან, თუ, რა თქმა
უნდა, ლანჩით გამიმასპინძლდები.
– ძალიან კარგი, დესერტად კიდევ ერთ ხანძარს გავაჩაღებ.
დრამატურგიის ისტორიის მომდევნო ლექციაზე მიდორი არ მოვიდა. ლექ-
ციის მერე კაფეტერიაში შევედი და ცივი, უგემური ლანჩი მარტომ ვჭამე. მე-
რე მზეზე დავჯე ქი და კამპუსს შევავლე თვალი. ჩემ გვერდით ორი სტუდენტი
გოგონა დიდხანს ლაპარაკობდა, მთელი დრო ფეხზე იდგნენ. ერთს ისე მიეხუ-
ტებინა მკერდზე ჩოგბურთის ჩოგანი, თითქოს ჩვილი ბავშვი ყოფილიყოს,
მეორეს კი წიგნები და ლეონარდ ბერნსტაინის ფირფიტა ეჭირა. ორივე ლამა-
ზი იყო და აშკარად თავიანთი დისკუსია სიამოვნებდათ. სტუდენტური კლუ-
ბის შენობაში ვიღაც ბასგიტარას უკრავდა.
აქა-იქ ოთხი-ხუთი სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფები იდგნენ და თავიანთ
აზრებს გამოთქვამდნენ, ან იცინოდნენ და ერთიმეორეს გადასძახოდნენ რაღა-
ცებს. მანქანების სადგომზე სკეიტბორდისტები იყვნენ. ტყავისხელჩანთიანმა
პროფესორმა მათ თვალი აარიდა და ისე გაიარა. ეზოში ჩამუხლულ ი ჩაფხუ-
ტიანი გოგონა დიდი ასოებით წერდა რაღაცას აზიაში შემოჭრილ ამერიკულ
იმპერიალიზმზე. ჩვეულებრივი უნივერსიტეტული შუადღე იდგა, ამ ყველა-

84
ფერს განახლებული ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალს, და უეცრად
რაღაცას მივხვდი. ყველა, ვისაც კი ჩემი მზერა სწვდებოდა, ბედნიერი ჩანდა.
ისინი ან მართლა ბედნიერები იყვნენ, ან კიდევ ასე გამოიყურებოდნენ. გვიანი
სექტემბრის ამ სასიამოვნო შუადღეს ისინი ბედნიერები ჩანდნენ, და სწორედ
ამიტომ რაღაც სხვაგ ვარი მარტოობა ვიგრძენი. მხოლოდ მე არ ვეკუთვნოდი
ამ პეიზაჟს.
და განა რომელი პეიზაჟის ნაწილი ვიყავი გასულ წლებში? ბოლო პეიზაჟი,
რომელშიც ვეწერე, ნავსადგურთან ახლოს მდებარე ბილიარდის დარბაზი
იყო, სადაც კიძუკი და მე შეხმატ კბილებულად ვთამაშობდით. იმ ღამით კი-
ძუუკი მოკვდა და მას შემდეგ ჩემსა და სამყაროს შორის ცივი, ძლიერი ქარი
ქროდა. აი, ეს ბიჭი, კიძუკი, მაინც ვინ იყო ჩემთვის? რას ნიშნავდა მისი არსე-
ბობა ჩემთვის? ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი. მაგრამ ერთი რამ და-
ნამდვილებით ვიცოდი, კიძუკის სიკვდილმა სიყმაწვილის დიდი ნაწილი მომ-
პარა. მაგრამ ან ეს რას ნიშნავდა, ან მომავალში რა მოხდებოდა, ჩემთვის ჯერ
კიდევ გაუგებრად რჩებოდა.
იქ დიდხანს ვიჯე ქი, ვუყურებდი კამპუსსა და ხალხს, რომელიც შენობაში
შედიოდა და გამოდიოდა, და იმედი მქონდა, რომ მიდორის მოვ კრავდი
თვალს. მაგრამ ის არ გამოჩენილა, მერე კი, ეს შესვენება რომ დასრულდა,
ბიბლიოთეკაში წავედი გერმანულის მოსამზადებლად.
ნაგასავა ჩემს ოთახში შაბათს, შუადღეზე შემოვიდა და შემომთავაზა, ღა-
მე ქალაქ ში გავატაროთო. ღამით საერთო საცხოვრებლის დატოვების ნებარ-
თვას ის გამიხერხებდა. დავთანხმდი. მთელი წინა კვირა შტერივით გავატარე
და ახლა მზად ვიყავი, ნებისმიერ ვინმესთან დავწოლილიყავი, მნიშვნელობა
არ ექნებოდა, ვისთან.
შუადღისას გავიპარსე, შხაპი მივიღე და სუფთა პოლოს მაისური და ქურ-
თუკი ჩავიცვი, მერე სასადილოში ვისადილე ნაგასავასთან ერთად და ორივე
შინჯუკუში ავ ტობუსით მივედით. ცოტა ხანს საცხოვრებელ უბან ში დავსეირ-
ნობდით, მერე ერთ ბარში შევედით და იქ დაველოდეთ მოსაწონი გოგონების
წყვილის გამოჩენას. ამ ბარში გოგონები წყვილად მოდიოდნენ, ზოგიერთი სა-
ღამოს გამოკლებით. დაახლოებით ორ საათს გავჩერდით იქ, გაზიან ვისკის
ვწრუპავდით, და ცოტა ხან ში ვიგრძენით, რომ შევთვერით. ბოლოს ორი სა-
სიამოვნო გარეგნობის გოგონა მოუჯდა ბარს, ჯიმლეტი და მარგარიტა შეუკ-
ვეთეს. ნაგასავა მათ მაშინვე მიუახლოვდა, მაგრამ გოგონებმა უთხრეს, მეგო-

85
ბარ ბიჭებს ველოდებითო. ჩვენ ოთხნი მაინც ტკბილად ვჭუკ ჭუკებდით იქამ-
დე, ვიდრე მათი ბიჭები გამოჩნდებოდნენ.
ნაგასავამ იღბლის მოსასინჯად სხვა ბარში წამიყვანა, პატარა იყო, ცულ--
დე-საც-ის მსგავსი. იქ უკვე თითქმის ყველა დამთვრალიყო და ხმაურობდა.
ბოლოში, მაგიდასთან სამი გოგონა იჯდა. ჩვენც მათ შევუერთდით, მერე ცო-
ტა ხანს ვილაპარაკეთ, მაგრამ ნაგასავამ როგორც კი შესთავაზა, სადმე სხვა-
გან წავიდეთ და იქ დავლიოთო, გოგონებმა გვითხრეს, უკვე ჩვენი საერთო
საცხოვრებელში დაბრუნების დროაო. აი, ისევ გვიმტყუნა იღბალმა. კიდევ
ერთგან მოვსინჯეთ ბედი, მაგრამ უშედეგოდ. რატომღაც იმ საღამოს გოგონე-
ბი ჩვენთან არ მოდიოდნენ.
თორმეტის ნახევარზე ნაგასავა მზად იყო, ხელი აეღო თავის განზრახვაზე.
– სულ ტყუილად წამოგიყვანე.
– არა უშავს. ღირდა იმად, რომ მენახა, ზოგჯერ შენც არ გიმართლებს.
– ალბათ წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ეგ, – აღიარა მან.
სინამდვილეში, უკვე სულ აღარ მინდოდა, ვინმესთან დაწოლა. შინჯუკუ-
ში ამ ხმაურიან შაბათ ეღამით წინ და უკან ხეტიალისას სექსისა და ალკოჰო-
ლის ნაზავის მიერ შექმნილი მისტიკური ენერგიის აღმოჩენამ საკუთარი სურ-
ვილი რაღაც უღონო რამედ დამანახვა.
– ახლა რას აპირებ, ვატანაბე?
– ალბაყთ სადღეღამისო კინოში წავალ, საუკუნეა, ფილმი არ მინახავს.
– მაშინ მე ჰაცუმისთან დავრჩები, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
– რას ამბობ, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?
– თუ გინდა, ერთ გოგოს გაგაცნობ, რომელიც ღამეს თავისთან გაგატარე-
ბინებს.
– არა, არა, მართლა ფილმის ყურება მომინდა.
– მაპატიე, გამოვასწორებ როგორმე, – ეს თქვა და ხალხს შეერია.
სწრაფი კვების ობიექტში შევედი, ჩიზბურგერი შევ ჭამე და ყავა დავლიე
გამოსაფხიზლებლად, მერე ერთ ძველ კინოთეატრში თჰე გრადუატე ვნახე.
სხვა საქმე არაფერი მქონდა, თორემ არ მომ წონდა ეს ფილმი. დილის ოთხ სა-
ათზე გამოვბოდიალდი კინოდან და ჩაფიქრებულმა შინჯუკუს სუსხიან ქუჩებ-
ში გავისეირნე.
როცა სეირნობამ დამღალა, სადღეღამისო კაფეში შევედი და ფინჯან ყავა-
სა და წიგნთან ერთად დილის მატარებლის პირველ რეისს დაველოდე. მალე
მიმტანი მოვიდა და მომიბოდიშა, იქნებ თქვენთან ჩამოჯდომის უფლება მის-

86
ცეთ სხვებსაცო. წინააღმდეგობა არ გამიწევია, რა მნიშვნელობა ჰქონდა, წინ
ვინ დამიჯდებოდა, ჩემთვის წიგნს ვკითხულობდი.
მალე მაგიდას ორი გოგონა მოუჯდა. ჩემი ასაკისანი უნდა ყოფილიყვნენ,
არც ერთს ისეთი გარეგნობა არ ჰქონდა, რომ ჭკუა დაეკარგა კაცს, მაგრამ არც
ცუდად გამოიყურებოდნენ. ჩაცმულობასა და მაკიაჟზე ეტ ყობოდათ, თავდაჭე-
რილები იყვნენ. ნამდვილად არ ჰგავდნენ იმ ტიპებს, დილის ხუთ საათზე შინ-
ჯუკუში რომ დახეტიალებენ. მივხვდი, ბოლო მატარებელზე დააგ ვიანდათ.
თითქოს ამოისუნთქეს, მე რომ მომისხდნენ – ნორმალურად მეცვა, გაპარსუ-
ლიც ვიყავი, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თომას მანის „ჯადოსნურ
მთას“ ვკითხულობდი.
ერთი გოგო მსუ ქანი იყო. ნაცრისფერი კაპიუშონიანი ქურთუკი და თეთრი
ჯინსი ეცვა, თან გრამფირფიტა ჰქონდა და დიდი, ნიჟარის ფორმის საყურე
ეკეთა. მისი მეგობარი პატარა ტანის, სათვალიანი გოგონა იყო. კუბოკრულ
პერანგზე ცისფერი ჯემპრი გადაეცვა და ფირუზისფერი ბე ჭედი ეკეთა. სათვა-
ლეს ხშირად იხსნიდა და თვალებს თითის წვერებით ისრესდა.
ორივემ ლატე და ნამცხვარი შეუკვეთა, რის შესაჭმელადაც დიდი დრო
დასჭირდათ, რადგან, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულ თემას განიხილავდნენ
დაბალ ხმაზე. მსუ ქანმა გოგონამ რამდენჯერმე თავი დაუქნია, პატარა კი
თავს გააქნევდა ხოლმე. იმხელა ხმაზე ჩაერთოთ მუსიკა (ხან მარვინ გეი მღე-
როდა, ხან Bee Gees და ხან კიდევ ვინ), რომ ვერ გავარჩიე, რაზე ლაპარაკობ-
დნენ, მაგრამ პატარა გაბრაზებული თუ გაღიზიანებული ჩანდა, მეორე კი მის
დამ შვიდებას ცდილობდა. წიგნის კითხვის ნაცვლად, ახლა მათკენ ვაპარებდი
მზერას.
გულზე ხელჩანთამიხუტებული პატარა გოგონა ქალების ტუალეტში შევი-
და, ამ დროს გამომელაპარაკა მისი მეგობარი.
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ იქნებ იცოდეთ აქვე სადმე ბარი, სა-
დაც ამ დრომდე ყიდიან სასმელს.
– დილის ხუთ საათზე? – წიგნი გვერდზე გადავდე.
– დიახ.
– მე თუ მკითხავთ, დილის ექვსის ოც წუთზე ხალხი უკვე მთვრალია, სახ-
ლის გზას ადგას და დაძინებას აპირებს.
– დიახ, დიახ, ვხვდები ამას, – გოგონას ცოტათი შერცხვა, – მაგრამ ჩემს
მეგობარს დალევა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– სახლში უნდა წავიდეს და იქ დალიოს, სხვას ალბათ ვერაფერს გახდება.

87
– მაგრამ მე რომ რვის ნახევარზე გამავალ მატარებელს ნაგანოში უნდა
გავ ყვე?
– მაშინ იპოვეთ სავაჭრო აპარატის დანადგარი და რამე კარგი ადგილი ჩა-
მოსაჯდომად. სხვას მართლა ვერაფერს იზამთ.
– ვიცი, რომ მეტისმეტს გთხოვთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად
წამოხვიდეთ? მარტო ორი გოგო ეგეთ რამეს ნამდვილად ვერ იზამს.
შინჯუკუში თავს რა აღარ გადამხდენია, მაგრამ დილის ექვსის ოც წუთზე
ორ უცნაურ გოგონას არასდროს დავუპატიჟებივარ სასმელზე. უარის თქმა
უფრო მეტ სირთულეს შექმნიდა, ვიდრე დათანხმება, დროც მქონდა, ამიტომ
საკე და სასუსნავები ვიყიდე იქვე, სავაჭრო აპარატიდან და დასალევად სამი-
ვენი მანქანების ცარიელ სადგომზე მივედით, რომელიც სადგურის შესასვლე-
ლიდან დასავლეთით იყო.
გოგონებმა მითხრეს, ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობთ ორივენი და ერ-
თმანეთს იქ დავუმეგობრდითო. ორივეს იმ წელს დაემთავრებინა კოლეჯი და
მუშაობა დაეწყოთ. პატარას მეგობარი ბიჭი ჰყოლია, მაგრამ ამ ცოტა ხნის
წინ აღმოუჩენია, რომ ის თურმე სხვა გოგოსთანაც წვებოდა და მძიმედ გა-
დაუტანია ეს ამბავი. მეორე ნაგანოს მთებში უნდა წასულიყო წინა ღამით,
ძმის ქორწილში, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნილ მეგობართან გადაუწყვეტია
დარჩენა და დილის პირველივე ექსპრესს უნდა გაჰყოლოდა.
– მესმის, რა მძიმე უნდა იყოს... როგორ გაიგე, შენს მეგობარ ბიჭს სხვა
რომ ჰყავს?
პატარა გოგონა თან საკეს წრუპავდა, და თან ბალახს წიწკნიდა.
– არაფრის გაგება არ დამჭირვებია. გავაღე კარი და იქ იყვნენ, იმასშვრე-
ბოდნენ.
– ეგ როდის იყო?
– გუშინ წინ.
– რას ამბობ! კარი ღია იყო?
– დიახ.
– კი მაგრამ, რატომ არ ჩაკეტა?
– მე რა ვიცი.
– აი, რა უნდა ეგრძნო? – მკითხა მსუ ქანამ, რომელიც მართლა დაეღონები-
ნა მეგობრის ამბავს, – რა დღეში ჩავარდებოდა! საშინელება არ არის?
– რა გითხრათ. კარგად უნდა დაელაპარაკო მაგ შენს მეგობარ ბიჭს. მერე
კი აპატიებ თუ არ აპატიებ, შენზეა.

88
– არავინ იცის, თავს როგორ ვგრძნობ, – გამოაცხადა პატარამ, ისევ ბა-
ლახს წიწკნიდა.
დასავლეთიდან ყვავების გუნდი გამოჩნდა და დიდ სასურსათო მაღაზიას
გადაუფრინა. უკვე დღის სინათლე იყო. მალე ნაგანოს მატარებელიც გამოივ-
ლიდა, ამიტომ დარჩენილი საკე დასავლეთ შესასვლელთან ვიღაც მაწან წა-
ლას მივეცით, ბილეთები ვიყიდეთ და მსუ ქანა გავაცილეთ. მატარებელი
თვალს რომ მიეფარა, იმ პატარა გოგოსთან ერთად თავი იქვე ახლოს, სასტუმ-
როში ამოვ ყავი. ერთმანეთი დიდად არ გვიზიდავდა, მაგრამ თითქოს საჭიროც
კი იყო, საქმე სექსამდე მისულიყო.
პირველმა მე გავიხადე და აბაზანაში ჩავჯე ქი, თავგამოდებით ვსვამდი
ლუდს. ისიც ჩემსავით მოიქცა, ორივენი გავიშხლართეთ და ჩუმად ვწრუპავ-
დით. თუმცა კი ვერ დავთვერით და არც ერთს არ გვეძინებოდა. ძალიან ლა-
მაზი, გლუვი კანი ჰქონდა და მშვენიერი ფეხები. ფეხებზე კომპლიმენტი ვუთ-
ხარი, მადლობაო, ამოიბუზღუნა.
აი, საწოლში კი სულ სხვა ვინმედ იქცა. ჩემს ყოველ შეხებას კრუნჩხვითა
და კვნესით პასუხობდა. როცა მასში შევედი, ზურგში ფრჩხილები ჩამასო, ორ-
გაზმს რომ აღწევდა, სხვა კაცის სახელი ზუსტად თექვსმეტჯერ წამოიძახა.
მათ თვლაზე გადავიტანე ყურადღება, რომ ჩემი ორგაზმი დამეყოვნებინა. მე-
რე ორივეს ჩაგ ვეძინა.
პირველის ნახევარზე გამომეღვიძა, უკვე წასულიყო. წერილიც კი არ
დაეტოვებინა. ისეთ დროს დალევის გამო ნახევარი თავი უცნაურად მქონდა
დამძიმებული. გამოსაფხიზლებლად შხაპი მივიღე, გავიპარსე და შიშველი ჩა-
მოვჯე ქი სკამზე, მაცივრიდან გამოღებული ერთი ბოთლი წვენი დავლიე და
წინა ღამის ამბებს გონებაში თვალი გადავავლე. ყოველი კადრი ირეალური
და შორეული ჩანდა, თითქოს მათ ორი-სამი ფენა შუშიდან ვადევნებდი
თვალს. მაგრამ ეს ყველაფერი მართლა შემემთხვა. ლუდის ჭიქები ისევ ისე
ეწყო მაგიდაზე, და ნიჟარასთან გამოყენებული კბილის ჯაგრისი იდო. შინჯუ-
კუში მსუბუ ქად ვისაუზმე და სატელეფონო ჯიხურში შევედი მიდორი კო-
ბაიაშისთან დასარეკად, იქნებ სახლში მარტო იჯდა დღესაც და ზარს ელოდა.
თხუთმეტჯერ გავიდა ზარი, მაგრამ არავინ მიპასუხა. ოცი წუთის შემდეგ ისევ
დავრეკე, ისევ არავინ მიპასუხა. მერე ავ ტობუსით უკან, საერთო საცხოვრე-
ბელში დავბრუნდი. შესასვლელთან საფოსტო ყუთში წერილი დამხვდა.
ნაოკოსგან იყო.

89
თავი მეხუთე

წერილისთვის გმადლობო, მწერდა ნაოკო. ოჯახის წევრებმა აქ გადმომიგ-


ზავნესო. აღელვების ნაცვლად, გაუხარებია ჩემს წერილს, თურმე თვითონაც
კი აპირებდა მოწერას. კითხვა აღარ გამიგრძელებია, ფანჯარა გავაღე, ქურ-
თუკი გავიხადე და საწოლზე ჩამოვჯე ქი. სადღაც ახლოს, ქანდარაზე შემომ-
სხდარი მტრედები ღუღუნებდნენ. სიო ფარდებს არხევდა. ნაოკოს შვიდფურ-
ცლიან წერილს ჩავებღაუჭე და თავი ემოციების მოზღვავებულ ნაკადს მივე-
ცი. თითქოს ნამდვილი სამყარო ფერებისგან იწრიტებოდა, მხოლოდ იმიტომ,
რომ რამდენიმე ხაზი წავიკითხე, ნაოკოს დაწერილი რამდენიმე ხაზი. თვალე-
ბი დავხუ ჭე და დიდხანს ვცდილობდი, აზრებისთვის თავი მომეყარა. ბოლოს
ღრმად ამოვისუნთქე და კითხვა გავაგრძელე.
ააა„უკვე ოთხი თვეა, რაც აქა ვარ. ხშირად ვფიქრობდი შენზე. რაც მეტს
ვფიქრობდი, ვრწმუნდებოდი, რომ უსამართლოდ მოგე ქეცი. უკეთეს მოპყრო-
ბას იმსახურებდი. თუმცა მოვლენების ასეთი შეფასებაც არ არის ნორმალუ-
რი, ალბათ. ჩემი ასაკის გოგონები სიტ ყვა „სამართლიანობას“ არასდროს ამ-
ბობენ. სხვა ჩვეულებრივ გოგონებს, ჩემს ტოლებს, დიდად არ ადარდებთ, რა
სამართლიანია და რა უსამართლო. მათთვის მთავარი ეს კი არ არის, არამედ
ის, რამე ლამაზია თუ არა, ან ბედნიერებას თუ მოუტანს. „სამართლიანობა“
კაცური სიტ ყვაა, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ რა ვქნა, რომ ახლა ჩემთვის ეს
ერთადერთი სწორი სიტ ყვაა. სილამაზეც და ბედნიერებაც ჩემთვის ისეთი
რთული და გაუგებარი გახდა, რომ სხვა საზომებს მივეკედლე – სამარ-
თლიანობას, სიმართლეს, ჭეშმარიტებას.
ამას არცა აქვს მნიშვნელობა. მე მაინც ვფიქრობ, უსამართლოდ მოგე ქეცი,
და ალბათ ამან დიდი ტკივილიც მოგაყენა, თავგზაც აგირია. მეც მეტ კინა, მეც
თავგზა ამებნა, ესეც ჩემი ბრალია. დამიჯერე, ამით თავის გამართლებას არ
ვცდილობ. ჭრილობა, რომელიც მოგაყენე, მხოლოდ შენი არ არის, ჩემი ჭრი-
ლობაცაა. ამიტომ, გთხოვ, ნუ შემიძულებ. მე ერთი გაბზარული გოგო ვარ.
ამიტომ არ მინდა, გეზიზღებოდე. თუ შემიძულებ, ნაწილებად დავიშლები. მე
ვერ ვიქნები შენნაირი – საკუთარ ნაჭუჭში ვერ შევძვრები და უკეთეს მომა-

90
ვალს ვერ დაველოდები. არ ვიცი, მართლა ასეთი ხარ თუ არა, მაგრამ ხშირად
ასე მიფიქრია. ბევრჯერ ამის გამო შემ შურებია შენი. იქნებ ამიტომაც გიბნევ-
დი თავგზას...
ალბათ ეს ზედმეტად ანალიტიკური მიდგომაა. შენ რას იტ ყვი? აქაური
თერაპია ყველაფრის გადააზრებას არ ითვალისწინებს, მაგრამ ამგვარი მკურ-
ნალობის პირობებში თანდათან მეტ-ნაკლებად ანალიტიკოსი ხდები. „ამას ეს
გამოიწვევდა, რაც, აი, ამას ნიშნავს, ამის, ამის და ამის გამო“, – აი, ასე იწყებ
ფიქრს. არ ვიცი, ასე აზროვნება ამარტივებს ცხოვრებას თუ, პირიქით, ართუ-
ლებს მას.
ასეა თუ ისე, ახლა ბევრად უკეთ ვარ. იქნებ, მალე გამოვჯანმრთელდე კი-
დეც. აქაურებიც ამას ამბობენ. დიდი ხნის მანძილზე პირველად შევძელი ჩა-
მოჯდომა და მშვიდად წერა. რაც ივლისში მოგწერე, ის შიგნიდან ამოვიგ ლი-
ჯე (თუმცა კი, სიმართლე გითხრა, არც კი მახსოვს, რა მოგწერე – საშინელება
იყო?), ახლა კი ძალიან, ძალიან მშვიდად ვარ. აი, თურმე რა მჭირდებოდა –
სუფთა ჰაერი და სამყაროს მოწყვეტილი ეს მყუდრო ადგილი, ასეთი დღის რე-
ჟიმი და რეგულარული ვარჯიში. რა საოცრებაა, ვინმეს რომ სწერ! რა მშვე-
ნიერია, შენი აზრების სხვისთვის გაზიარება, მაგიდასთან ჩამოჯდომა, კალმის
ხელში აღება და ფიქრების სიტ ყვებად ქცევა! რა თქმა უნდა, სიტ ყვებად ვაქ-
ცევ თუ არა, ვხვდები, რომ სათქმელის მხოლოდ ნაწილი გამომიხატავს, ბო-
ლომდე ვერ ჩამომიყალიბებია აზრი, მაგრამ ამას არა უშავს. ისიც მაბედ-
ნიერებს, ვინმესთვის მიწერის სურვილი რომ მიჩნდება. და, აი, შენ გწერ. სა-
ღამოს რვის ნახევარია, ვისადილე და ახლახან აბაზანაც მივიღე. წყნარია
აქაურობა, გარეთ უკუნი სიბნელეა. სინათლე არსაიდან შემოდის. როგორც
წესი, აქედან მკაფიოდ ვარჩევ ვარსკვლავებს, მაგრამ დღეს არა, დღეს ცა მოღ-
რუბლულია.
აქ ბევრი რამ იციან ვარსკვლავებზე, მეუბნებიან, ეს ქალწულია, ეს
მშვილდოსანიო... ალბათ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ შეისწავლეს, რომ
დაისის შემდეგ აქ სხვა საქმე არაფერია. სწორედ ამიტომაა, ამდენი რამ რომ
იციან ჩიტებზე, ყვავილებსა და მწერებზე. მათთან ლაპარაკი მარწმუნებს,
რამდენად უცოდინარი ვყოფილვარ ასეთ საკითხებში.
აქ დაახლოებით სამოცდაათი კაცი ცხოვრობს. მომსახურე პერსონალი კი
– ექიმები, მედდები, ოფისის თანამ შრომლები და სხვები – ოცზე მეტნი იქნე-
ბიან. აქ იმხელა სივრცეა, ბევრნი ვართო, ვერც კი იტ ყვი. ეგ კი არა, ისიც შე-
იძლება ითქვას, რომ აქაურობა ცარიელია. დიდი სივრცეა. ბუნებაში ყველა

91
მშვიდად ცხოვრობს. აქ ისეთი სიჩუმეა, რომ ზოგჯერ შეიძლება ისიც კი იფიქ-
რო, აი, ესაა ნორმალური, რეალური სამყაროო. რა თქმა უნდა, ასე არ არის.
აქ ცხოვრების რაღაც პირობებთან გვიწევს შეგუება და თანდათან მათ ვეჩვე-
ვით, სიმ შვიდის ილუზიასაც ეს ქმნის.
ჩოგბურთსა და კალათბურთსაც კი ვთამაშობთ. კალათბურთის გუნდებში
მომსახურე პერსონალიცაა და პაციენტებიც (ეს სიტ ყვა მეზიზღება, მაგრამ
ვერ გავექცევი). როცა თამაშ ში ვარ ჩართული, იმ დროს ვეღარ ვარჩევ, ვინ
პაციენტია და ვინ პერსონალი. ეს უცნაურია. ვიცი, რომ სისულელედ მოგეჩ-
ვენება, მაგრამ როდესაც თამაშის დროს სხვებს ვაკვირდები, ყველანი ერ-
თნაირად დამახინჯებულნი ჩანან.
ერთხელ ეს ჩემს მკურნალ ექიმს მოვუყევი. მითხრა, მართალი ხარ, ჩვენ აქ
სიმახინჯის გამოსასწორებლად კი არა ვართ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი
თავი მათ შევაჩვიოთო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენივე სიმახინ-
ჯეების შემჩნევისა და მიღების უუნარობააო. როგორც ყოველ ადამიანსა აქვს
მოძრაობის თავისებური მანერა, ასევე ფიქრის, განცდისა და აღქმის თავისე-
ბური მანერა აქვს ყველას და თუნდაც მისი შეცვლისა და გამოსწორების სურ-
ვილი გაგიჩნდეს, ამას ერთ ღამეში ვერ მოახერხებ, და თუ თავს ძალას
დაატან, შესაძლოა, სხვაგ ვარად დაზარალდეო. მან, რა თქმა უნდა, მარტივად
ამიხსნა, და ესეც მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც გვაქვს, მაგრამ
მგონი, მივუხვდი, რასაც ამბობდა. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ
მთლიანად ჩვენს სიმახინჯეებს ვერასდროს შევეგუებით. საშინელი ტკივილის
დროს ჩვენს თავში ადგილის პოვნის უუნარობისა და ამ სიმახინჯეების მიერ
გამოწვეული ტანჯვის გამო აქ მოვდივართ, რომ გავექცეთ, მოვშორდეთ
რეალობას. ვიდრე აქ ვართ, თავი ისე გაგ ვაქვს, რომ ერთმანეთს არ ვა-
ზიანებთ. ჩვენ ხომ ვიცით, დამახინჯებულები რომ ვართ. აი, ეს გამოგ ვარჩევს
სხვებისგან: ბევრი ისე კვდება, თავის სიმახინჯეებს ვერც კი ამჩნევს, აქ კი, ამ
პატარა სამყაროში, ისე ვერ მოხვდები, თუ შენს სიმახინჯეს თვალს არ უსწო-
რებ, თუ მას ხუთი თითივით არ იცნობ. როგორც ინდიელები ატარებენ ბუმ-
ბულს თავზე იმის საჩვენებლად, თუ რომელ ტომს მიეკუთვნებიან, ჩვენც ასე
წარმოვაჩენთ საკუთარ სიმახინჯეებს. და ვცხოვრობთ ჩუმად, ისე რომ ერთმა-
ნეთი არ დავაზარალოთ.
განა მხოლოდ ვთამაშობთ, ბოსტნეულიც ყველას ერთად მოგ ვყავს: პომი-
დორი და ბადრიჯანი, კიტრი, საზამთრო და მარწყვი, მწვანე ხახვი, კომბოს-
ტო, დაიკონის ბოლოკი და კიდევ რა აღარ. თითქმის ყველაფერი მოგ ვყავს.

92
სათბურებიც კი გვაქვს. აქაურებმა ბოსტნეულის მოყვანაზე ბევრი რამ იციან
და დიდ ენერგიასაც დებენ ამ საქმეში. ამ თემაზე წიგნებს კითხულობენ, ექ-
სპერტებს იწვევენ და დილიდან დაღამებამდე იმის გარჩევაში არიან, რომელი
სასუ ქი გამოიყენონ, რა მდგომარეო ბაშია ნიადაგი და ა. შ. მეც შევიყვარე
ბოსტან ში მუშაობა. რა კარგია, იცი, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის
ზრდას თვალს რომ ადევნებ. საზამთრო მოგიყვანია? მიწიდან ისე ამოიზნიქე-
ბიან ხოლმე, როგორც პატარა ცხოველები.
ახალ ხილსა და ბოსტნეულს ვჭამთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ხორ-
ცსა და თევზსაც გვაჭმევენ, მაგრამ ასეთ ადგილას რომ ცხოვრობ, ხორცი და
თევზეული სულ ნაკლებ და ნაკლებ გინდება, ბოსტნეული ხომ ასეთი ქორფა
და გემრიელია. ზოგჯერ გავდივართ, ველურ მცენარეებსა და სოკოს ვაგრო-
ვებთ. ასეთი რამეების ექსპერტებიცა გვყავს (რომ დაფიქრდე, აქაურობა სულ
ექსპერტებითაა სავსე), რომლებიც გვასწავლიან, რომელი მცენარე მოვაგრო-
ვოთ და რომელს ხელი არ ვახლოთ. ყოველივე ამის შედეგად ექვსი ფუნტი
მოვიმატე, რაც აქ მოვედი. ახლა იდეალური წონა მაქვს, ვარჯიშისა და ჭამის
რეჟიმის გამოისობით.
როცა ბოსტან ში არ ვმუშაობთ, ან ვკითხულობთ, ან მუსიკას ვუსმენთ, ან
ვქსოვთ. ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს, არც რადიო, მაგრამ გვაქვს ძალიან
კარგი ბიბლიოთეკა, ჩანაწერებისა და წიგნების. მუსიკალურ ჩანაწერებში ყვე-
ლაფერია გუსტავ მალერის სიმფონიებით დაწყებული, ბითლზით დამთავრე-
ბული. ყოველთვის გამომაქვს იქიდან ჩანაწერები, რომ ჩემს ოთახში მოვუსმი-
ნო. მხოლოდ ისაა ცუდი, რომ აქედან წასვლის შიში გიჩნდება. აქ თავს მშვი-
დად და მყუდროდ ვგრძნობთ. ჩვენი სიმახინჯეები ბუნებრივად გვეჩვენება.
გვგონია, გამოვ კეთდით. მაგრამ ეჭვი გვეპარება იმაში, გარე სამყარო ისევ
მიგ ვიღებს თუ არა, შევეგუებით თუ არა ძველებურ ცხოვრებას. ექიმი მეუბნე-
ბა, დროა, „გარე ხალხს“ დაეკონტაქტოო. ნორმალური სამყაროს ნორმალურ
ადამიანებს გულისხმობს. როცა ამას მეუბნება, მხოლოდ შენს სახეს ვხედავ.
სიმართლე გითხრა, მშობლების ნახვა არ მინდა. ისინი ძალიან ბრაზობენ ჩემ-
ზე და მათთან შეხვედრა ცუდ გან წყობაზე მაყენებს. გარდა ამისა, ბევრი რამ
მინდა აგიხსნა. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ კარგად შევძლებ ყვე-
ლაფრის ახსნას.
ნუ იფიქრებ, რომ შენი ტვირთი ვარ. მხოლოდ ის მინდა, ტვირთად არავის
ვექცე. ვგრძნობ, შენს კარგ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. ეს დიდ ბედნიერე-
ბას მანიჭებს. ცხოვრების ამ ეტაპზე შენგან სწორედ ეს მჭირდება. გთხოვ მაპა-

93
ტიო, თუ რამე გაგაღიზიანებს. როგორც უკვე მოგწერე, მე ერთი გაბზარული
გოგო ვარ, უფრო მეტად დამახინჯებული, ვიდრე გგონია.
ზოგჯერ ამაზე ვფიქრობ ხოლმე: მე და შენ რომ ნორმალურ ვითარებაში
გაგ ვეცნო ერთმანეთი და მოგ ვწონებოდა, რა მოხდებოდა? მე რომ ნორმალური
ვყოფილიყავი და შენც რომ ნორმალური ყოფილიყავი (რა თქმა უნდა, ხარ კი-
დეც ასეთი) და კიძუკი რომ არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა? მაგრამ იმდენი
„რომ“ არის... ძალიან ვცდილობ, სამართლიანი და გულწრფელი ვიყო. ამჟა-
მად მხოლოდ ეგ შემიძლია. იმედი მაქვს, ჩემი გრძნობების ნაწილი ასე გადმო-
გეცემა.
სხვა ჩვეულებრივი საავადმყოფოებისგან განსხვავებით, აქაურობას თავი-
სუფალი სავიზიტო საათები აქვს. წინა დღით თუ დარეკავ, შეძლებ, ნებისმიერ
დროს მოხვიდე. შეგიძლია, ისადილო კიდეც ჩემთან ერთად და დარჩე ღამით.
გთხოვ, როცა გეცლება, მოდი და მინახულე. ველი შენთან შეხვედრას. რუკას
ვგზავნი წერილთან ერთად. მაპატიე, ამხელა წერილი რომ მოგწერე“.
ნაოკოს წერილი მთლიანად წავიკითხე, მერე კიდევ წავიკითხე. მერე ქვე-
მოთ ჩავედი, კოკა-კოლა ვიყიდე სავაჭრო აპარატიდან და, ვიდრე კიდევ ერ-
თხელ ვკითხულობდი, დავლიე. შვიდი ფურცელი ისევ კონვერტში ჩავდე და
მერხზე დავდე. ჩემი სახელი და მისამართი ვარდისფერ კონვერტზე პაწაწინა
ასოებით ეწერა. მერხს მივუჯე ქი და კონვერტს დავაკვირდი. გამომგზავნის მი-
სამართად „ამი ჰოსტელი“ იყო მითითებული. უცნაური სახელი იყო. ცოტა
ხანს ამაზე ვფიქრობდი და მერე დავასკვენი, რომ ფრანგული სიტ ყვა „ამი“–
მეგობარი უნდა ყოფილიყო.
წერილი უჯრაში ჩავდე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარეთ გავედი. მე-
შინოდა, რომ წერილი ახლოს თუ მექნებოდა, ათჯერ, ოცჯერ ან იქნებ კიდევ
უფრო მეტჯერ წავიკითხავდი. ტოკიოს ქუჩებში კვირადღეს უთავბოლოდ
დავსეირნობდი, არსად მისვლას არ ვაპირებდი. ასე ვსეირნობდი ყოველთვის
ნაოკოსთან ერთად. ერთი ქუჩიდან მეორეზე გადავდიოდი, ვიხსენებდი ნაოკოს
წერილის ყოველ ხაზს და ყოველ წინადადებას ვუკირკიტებდი. როცა მზე ჩა-
ვიდა, საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი და „ამი ჰოსტელში“ დავრეკე.
ქალმა მიპასუხა. ვკითხე, შესაძლებელია ნაოკოსთან შეხვედრა შემდეგ
შუადღეს-მეთქი. გვარიც ვუთხარი. მითხრა, ნახევარ საათში დარეკეთო.
სადილის შემდეგ რომ დავრეკე, იმავე ქალმა მიპასუხა, ნაოკოს ნახვა შე-
საძლებელი იქნებაო. მადლობა გადავუხადე, ყურმილი დავ კიდე, ზურგჩანთა-
ში ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის რაღაც ნივთები ჩავაწყვე. ისევ „ჯადოს-

94
ნური მთა“ ავიღე ხელში, თან ვკითხულობდი, თან ბრენდის ვწრუპავდი და
დაძინებას ვცდილობდი. მაგრამ ღამის პირველ საათამდე არ დამეძინა.

95
თავი მეექვსე

ორშაბათს დილის შვიდ საათზე გავიღვიძე. მაშინვე პირი დავიბანე, გავი-


პარსე და პირდაპირ საერთო საცხოვრებლის მმართველის კაბინეტს მივაშუ-
რე, ისე რომ არც მისაუზმია. ნებართვა უნდა ამეღო ორი დღით მთებში სა-
ლაშქროდ წასასვლელად. იცოდა, დრო გამომიჩნდებოდა თუ არა, ხანმოკლე
მოგზაურობებში მივდიოდი, ამიტომ არც ახლა გაჰკვირვებია ჩემი თხოვნა.
ტოკიოს სადგურამდე გატენილ სამგზავრო მატარებელს გავ ყევი, კიოტომდე კი
ჩქარ მატარებელს; მართლაც რომ შევახტი პირველივე „ჰიკარი ექსპრესს“. ყა-
ვითა და სენდვიჩით წავიხემსე და ნახევარ საათს წავუძინე. თერთმეტს რომ
წუთები აკლდა, კიოტოში ჩავედი. ნაოკოს ინსტრუქციებს მივდევდი. ქალაქის
ავ ტობუსს გავ ყევი ჩრდილოეთ გარეუბნების ერთ პატარა სადგურამდე. შემდე-
გი ავ ტობუსი, როგორც მითხრეს, თორმეტს რომ ოცდახუთი დააკლდებოდა, იმ
დრომდე არ გავიდოდა და გზას კიდევ ერთი საათი დასჭირდებოდა. ბილეთი
ვიყიდე და ქუჩის გადაღმა წიგნის მაღაზიაში შევედი რუკის შესაძენად. მო-
საცდელ დარბაზში დაბრუნებულმა რუკა გულდასმით შევისწავლე, რომ მენა-
ხა, ზუსტად სად მდებარეობდა „ამი ჰოსტელი“. აღმოჩნდა, რომ უფრო ღრმად
ყოფილა მთებში, ვიდრე მეგონა. ჩრდილოეთით მიმავალ გზაზე ავ ტობუსმა
რამდენიმე მთა გადაიარა, მერე იქ, სადაც ხეობაში გზა მთავრდებოდა, მოტ-
რიალდა და ქალაქისკენ წავიდა. ჩემი გაჩერება ბოლოსწინა იყო. იქიდან სა-
ცალფეხო ბილიკი მიდიოდა ავ ტობუსის გაჩერებამდე, ნაოკოს თქმით, და მას
თუ გავ ყვებოდი, ოც წუთში „ამი ჰოსტელსაც“ მივაღწევდი. რა გასაკვირია,
მთებში, ასე შორს მდებარე ადგილი ჩუმი რომ იყო!
ავ ტობუსი, რომელშიც დაახლოებით ოცი მგზავრი იჯდა, კიოტოს ჩრდი-
ლოეთით მდინარე კამოს მიუყვებოდა. მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ქუ-
ჩები მეჩხერი დასახლებით შეიცვალა, მერე კი მინდვრებითა და ცარიელი მი-
წებით. ადრეული შემოდგომის მზის სხივები შავი ფიქლის სახურავებს და
სათბურებს ეცემოდა და იქიდან ირეკლებოდა. როცა ავ ტობუსი ხეობაში შევი-
და, მძღოლს მიხვეულ-მოხვეულ გზაზე სატარებლად მანევრების გაკეთება
მოუხდა, მე კი გულისრევა ვიგრძენი. პირში დილით დალეული ყავის გემო

96
მქონდა. როცა დაკლაკნილი გზები უკან მოვიტოვეთ და ოდნავი შვება ვიგრძე-
ნი, ავ ტობუსი კედრის გრილ ტყეში შევიდა. ეს ძველი ხეები ისე იყო გადმოხ-
რილი გზისკენ, მზეს ფარავდა და ყველაფერს პირქუშ ჩრდილებში ხვევდა. ავ-
ტობუსის ღია ფანჯარაში უეცრად ცივმა ქარმა დაუბერა და კან ში ნესტიანი
ბრჭყალები ჩამასო. ხეობაში გზა მდინარის კალაპოტს გვერდით მისდევდა და
იმსიგრძე იყო, იფიქრებდი, მთელი სამყარო კედრის ტყეში ჩამარხულაო. მერე
ტყიდან გამოვედით და აღმოვჩნდით ტრიალ მინდორზე, რომელიც მთებით
იყო გარშემორტყმული. ყოველ მხარეს ამ წვანებული არემარე მოჩანდა. გზის
გაყოლებაზე მიმავალი მდინარე ღია და კამკამა იყო. შორს თეთრი კვამლი
შევნიშნე. ზოგი სარეცხს აშრობდა მზეზე, ძაღლები ყეფდნენ. ყოველი მეტ ყე-
ვის სახლის წინ სახურავამდე აეკოკოლავებინათ შეშა. ბევრგან ამ შეშაზე კა-
ტები ისხდნენ. გზაზე სახლები კი იყო ჩამ წკრივებული, მაგრამ ერთი კაცის-
თვისაც არ მომიკრავს თვალი.
ეს პეიზაჟი რამდენჯერმე განმეორდა. ავ ტობუსი შევიდოდა კედრის ტყეში,
მერე სოფელში, მერე ისევ ტყეში. სოფელში ჩერდებოდა, რომ მგზავრები ჩა-
სულიყვნენ. მაგრამ ამოსვლით არავინ ამოსულა გაჩერებებზე. გამოსვლიდან
ორმოცი წუთის მერე ავ ტობუსმა ერთ უღელტეხილს მიაღწია, საიდანაც ფარ-
თო ხედი იშლებოდა. მძღოლმა ავ ტობუსი გააჩერა და გამოაცხადა, რომ აქ
ხუთი-ექვსი წუთით შევ ყოვნდებითო. ვისაც უნდოდა, შეეძლო გადასულიყო.
ავ ტობუსში ჩემი ჩათვლით ოთხი მგზავრი იყო დარჩენილი. ყველანი ჩამოვე-
დით და ან გავიზმორეთ, ან მოვწიეთ და ქვემოთ გადაშლილ კიოტოს პანორა-
მას გავხედეთ. მძღოლი მოსაფსმელად წავიდა. მზემოკიდებულმა კაცმა, რომე-
ლიც ორმოცდაათზე მეტისა იქნებოდა და ავ ტობუსში დიდი ბაწრით შეკრული
მუყაოს ყუთით იყო ამოსული, მკითხა, მთებში სალაშქროდ წამოხვედიო? კი--
მეთქი, ვუპასუხე, რომ ბევრი რამის ახსნა არ დამჭირვებოდა. ბოლოს საპი-
რისპირო მხრიდან მომავალი ავ ტობუსი მოგ ვიახლოვდა და ჩვენი ავ ტობუსის
გვერდით გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და ჩვენს მძღოლს გამოელაპარაკა,
მერე ორივენი თავ-თავიანთ ავ ტობუსებს დაუბრუნდნენ. ოთხივე მგზავრი
ჩვენ-ჩვენს სავარძლებზე დავსხედით და ავ ტობუსები ერთმანეთის საპირისპი-
რო მიმართულებით დაიძრნენ.
როგორც კი დაღმართს დავუყევით, მაშინვე მივხვდი, რატომ ელოდა
მძღოლი მეორე ავ ტობუსის ამოსვლას – აქ გზა ძალიან ვიწროვდებოდა. ორი
ავ ტობუსი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდა და საპირისპირო მიმართულე-
ბით მოძრავ მსუბუქ ავ ტომობილებსაც კი სჭირდებოდათ კარ&s hy;გად მანევ-

97
რირება – რომელიმე მანქანას უკან დახევა და გზის სხვისთვის დათმობა
უწევდა.
ახლა გზისპირა სოფლები უფრო დაპატარავდა და დამუშავებული მიწე-
ბიც სულ უფრო გაიშვიათდა. დაღმართი დამრეცი იყო და მთის კალთები ავ-
ტობუსის ფანჯრებთან მეტისმეტად ახლოს მოჩანდა. აქაც იმდენივე ძაღლი
ჰყავდათ, რამდენიც სხვაგან, და მიუახლოვდებოდა თუ არა ავ ტობუსი, ყეფაში
შეჯიბრს გამართავდნენ ხოლმე.
იმ გაჩერებაზე, რომელზეც ჩამოვედი, არაფერი იყო – არც სახლები, არც
მინდვრები, მხოლოდ ავ ტობუსის გაჩერების საგზაო ნიშანი, პატარა ნაკადუ-
ლი და ბილიკი. ზურგჩანთა მხარზე მოვიკიდე და გზას დავადე ქი. ბილიკის
მარცხენა მხარეს ნაკადული მოედინებოდა, მარჯვნივ კიდევ გაშიშვლებული
ხეები იყო ჩამ წკრივებული. ამ აღმართს დაახლოებით თხუთმეტ წუთს მივუყ-
ვებოდი, მერე ტყეში შემავალ გზაზე გავედი, რომელიც ისეთი ვიწრო იყო, მან-
ქანა ძლივს გაივლიდა. მალე დავინახე წარწერა: „ამი ჰოსტელი. კერძო სა-
კუთრება“.
გზას ღრმად ემჩნეოდა ბორბლების კვალი. დროდადრო ტყეში უცნაური
სიცხადით გაისმოდა ფრთების ფრთხიალი და სხვა ხმებს ფარავდა. ერთხელ
ძალიან შორიდან შაშხანის გასროლა გავიგონე, მაგრამ რაღაცნაირად დაბალი
და მოგუდული ხმა ჰქონდა, ისეთი, თითქოს რამდენიმე დაბრკოლება გადმო-
ლახაო.
ტყე რომ გავიარე, თეთრი ქვის გალავანს მივადე ქი. ჩემზე ბევრად მაღალი
არ იყო, და თავზე რომ კიდევ რაღაც ხლართები არ ჰქონოდა, ზედ გადაძრომა
რთული არ იქნებოდა. შავი ჭიშკარი ღია დამხვდა, დარაჯის კაბინაში კი არა-
ვინ იყო.
ჭიშკართან კიდევ ერთი წარწერა ეკიდა: „ამი ჰოსტელი. კერძო საკუთრება.
უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია“. რამდენიმე რამ იმაზე მიუთითებდა,
რომ ცოტა ხნით ადრე მცველი იქ ყოფილიყო: საფერფლეზე სამი ნამ წვი ეგ-
დო, ჩაის ფინჯანი ნახევრად დაეცალათ, თაროზე რადიო იდგა, კედელზე და-
კიდებული საათიც ყრუ ხმას გამოსცემდა. ცოტა ხანს მცველის დაბრუნებას
ველოდი, მაგრამ საშველი რომ არ დაადგა, ზარის მსგავს რამეს ჩამოვ კარი ხე-
ლი. ჭიშკრის იქით ავ ტომობილების სადგომი იყო. იქ მინიავ ტობუსი იდგა, ასე-
ვე ოთხბორბლიანი ლენდ კრუიზერი და მუქლურჯი „ვოლვო“. ეს სადგომი ოც-
დაათ მანქანას დაიტევდა, მაგრამ ახლა მხოლოდ სამი მანქანა იყო.

98
ორი-სამი წუთი გავიდა და ტყის გზაზე გამოჩნდა ლურჯ ფორმაში გამოწ-
ყობილი, ველოსიპედზე შემომჯდარი მცველი. სამოციოდე წლის მაღალი კაცი
იყო, თავზე თმა უკვე შეთხელებოდა. მცველის სახლის გვერდით მიაყუდა
ყვითელი ველოსიპედი და მომიბოდიშა, დიდხანს გალოდინეთო, თუმცა ხმაზე
სულ არ ეტ ყობოდა, რომ წუხდა. ფარზე „32“ დაეხატათ თეთრად. როცა ვუთ-
ხარი, ვინ ვიყავი, ტელეფონის ყურმილი აიღო და ვიღაცას ორჯერ გაუმეორა
ჩემი სახელი, მერე თქვა, დიახ, დიახ, გასაგებიაო, და დაკიდა.
– მთავარ შენობაში შედით, გეთაყვა, და ექიმი იშიდა იკითხეთ. აგერ ამ
გზას გაჰყევით მოსახვევამდე, მერე კი მარცხნივ შეუხვიეთ, გესმით? იქ დაინა-
ხავთ ძველ სახლს. მარჯვნივ მოუხვიეთ და ხეების გავლით მიდით ბეტონის
შენობამდე. ეგაა მთავარი შენობა. მარტივი მისაგნებია, უბრალოდ, წარწერებს
მიაქციეთ ყურადღება.
მისწავლებულ გზას დავადე ქი. მეორე შესახვევში მარცხნივ შევუხვიე, მე-
რე ბილიკს მივ ყევი და ძველებური შენობა დავინახე, რომელიც ადრე აშკარად
ვიღაცის აგარაკი უნდა ყოფილიყო. კარგად მოვლილი ბაღი იყო. ხეები რომ
გავიარე, სამსართულიანი ბეტონის შენობა დავინახე. მოშიშვლებულ ადგილას
იდგა, და მიუხედავად იმისა, რომ სამსართულიანი იყო, იმდენად მარტივი დი-
ზაინი ჰქონდა, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ახდენდა.
შესასვლელი მეორე სართულზე ჰქონდა. კიბეებზე ავედი და დიდი შუშის
კარით შევედი. იქ, მისაღებში წითელკაბიანი ახალგაზრდა ქალი დამხვდა. ჩე-
მი სახელი მოვახსენე და ექიმი იშიდაც ვიკითხე. გამიღიმა და ყავისფერი სა-
ვარძლისკენ მიმითითა, და დაბალი ხმით მითხრა, ექიმს აქ დაელოდეთო. მე-
რე სადღაც დარეკა. ზურგიდან ჩანთა მოვიხსენი, ბალიშებიან სავარძელში
მოვ კალათდი და იქაურობა დავათვალიერე. შესასვლელი სუფთა და კოხტა
იყო, ორნამენტებიან ქოთნებში მცენარეები ჩაერგოთ, გემოვნებიანი აბსტრაქ-
ტული ნახატებით მოერთოთ კედლები, იატაკი კრიალებდა. ვიდრე ველოდი,
იატაკზე ჩემი ფეხსაცმლის ანარეკლს ვუყურებდი.
– ექიმი მალე მოვა, – ცოტა ხნის მერე მომმართა გოგონამ. თავი დავუქ-
ნიე. რა საოცრად წყნარი ადგილი იყო. არანაირი ხმა არ ისმოდა. ყველა ისვე-
ნებდა ალბათ და ამიტომ. ხალხს, ცხოველებს, მწერებს, მცენარეებს, ალბათ
ყველას და ყველაფერს ჩასძინებია-მეთქი, ვფიქრობდი, იმდენად წყნარი შუ-
ადღე იდგა.
თუმცა მალე რეზინის ძირების შარიშური მომესმა, და ჯაგარათმიანი ქა-
ლი გამოჩნდა. მან დერეფანი გამოიარა, გვერდით მომიჯდა, ფეხი ფეხზე გა-

99
დაიდო და ჩემი ხელი ხელში აიღო. ჩამორთმევის მაგივრად ხელი გადაატ-
რიალა და დააკვირდა.
– ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ და-
გიკრავს, არა? – ეს იყო პირველი სიტ ყვები, რომლებიც წარმოთქვა.
– არა. მართალი ხართ.
– შენი ხელებით მივხვდი, – გამიღიმა ქალმა.
ამ ქალში იყო რაღაც მისტიკური. სახე სულ დანაოჭებული ჰქონდა. პირვე-
ლი ეს მოგ ჭრიდათ თვალს, მაგრამ ეს ნაოჭები განა აბერებდა, პირიქით, გარ-
კვეულ ახალგაზრდობასაც კი სძენდა ამ ასაკში. ისეთი ნაოჭები ჰქონდა, თით-
ქოს დაბადებიდანვე მისი სახის ნაწილი ყოფილიყოს. როცა იღიმებოდა, მას-
თან ერთად ნაოჭებიც იღიმებოდნენ, როცა მოიღუშებოდა, ნაოჭებიც იღუშე-
ბოდნენ, მაშინ კი, როცა არც იღიმებოდა და არც იღუშებოდა, ნაოჭები სა-
სიამოვნო, ოდნავ ირონიულ ელფერსაც კი სძენდა. ორმოციოდე წლის ქალი
იყო, ისეთი, დანახვისთანავე რომ მოგხიბლავდა.
თმა უცნაურად ჰქონდა აკრე ჭილი, უსწორმასწოროდ, წინამო ოკრობოკ-
როდ აეჭრა, მაგრამ ძალიან უხდებოდა. თეთრ მაისურზე ლურჯი პერანგი ჩა-
ეცვა, მოფლაშული, კრემისფერი ბამბის შარვალი და სპორტული ფეხსაცმე-
ლი. მაღალსა და გამხდარს მკერდი თითქმის არ ეტ ყობოდა. ტუჩები ცალ მხა-
რეს გაურბოდა მუდმივად და ირონიულად ეგრიხებოდა, თვალის გარშემო კი
ნაოჭები ოდნავ უტოკავდა. კეთილი და ჭკვიანი, მაგრამ ამ ცხოვრებისგან გა-
დაღლილი ვინმე უნდა ყოფილიყო.
ნიკაპი შეიზნიქა, ტუჩები აპრიხა და ისე ამხედ-დამხედა. უცებ წარმოვიდ-
გინე, რომ ახლა საიდანღაც სანტიმეტრს ამოიღებდა და ყველაფერს გამიზო-
მავდა.
– რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ?
– სამ წუხაროდ, არა.
– ძალიან ცუდი. გავერთობოდით მაინც!
– მეც ასე მგონია.
ამდენს რატომ ვლაპარაკობდით მუსიკალურ ინსტრუმენტებზე?
გულის ჯიბიდან სევენ სტარზის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა,
ცხადი კმაყოფილებით გააბოლა.
– ამ ადგილის შესახებ უნდა მოგიყვე. მისტერ ვატანაბე, არა? იქამდე ვიდ-
რე ნაოკოს ნახავ. ამიტომ ეს შეხვედრა მოვაწყვე, რომ ცოტა ხანს ვილაპარა-
კოთ. „ამი ჰოსტელი“ უჩვეულოა – შეიძლება დაიბნე კიდეც, მის შესახებ თუ

100
არაფერი გეცოდინება. მგონი, არ ვცდები, რომ აქაურობის შესახებ არაფერი
გსმენია, არა?
– თითქმის არაფერი.
– კარგი, მაშინ უპირველეს ყოვლისა, ამას გ კითხავ, – თითები დაატ კაცუ-
ნა, – ლანჩი უკვე მიირთვი? მშიერი იქნები!
– მართალია, ვარ.
– გამომყევი მაშინ, სასადილოში ჭამის დროსაც შევძლებთ ლაპარაკს.
ლანჩის დრო გავიდა, მაგრამ თუ შევალთ, რამეს მოგ ვიმზადებენ.
წინ გამიძღვა, დერეფანი სწრაფად გაიარა და კიბეებს ჩაუყვა პირველ სარ-
თულზე მდებარე სასადილოსკენ.
დიდი დარბაზი იყო, სადაც ორასი კაცი მაინც დაეტეოდა, მხოლოდ ნახე-
ვარს იყენებდნენ, მეორე ნახევარი კი ცარიელი დასასვენებელი სახლივით გა-
მოიყურებოდა. დღის მენიუში კარტოფილის კერძი იყო ატრიით, სალათა,
ფორთოხლის წვენი და პური. ბოსტნეული მართლა ისეთი გემრიელი გამოდგა,
როგორც ნაოკომ აღმიწერა და მთელ ჩემს ულუფას მოვუღე ბოლო.
– აშკარად გეგემრიელა საჭმელი! – წამოიძახა ჩემმა კომპანიონმა.
– შესანიშნავია! თან მთელი დღეა, პირში ლუკმა არ ჩამსვლია.
– თუ გინდა, შეგიძლია, ჩემი ულუფაც შე ჭამო. მე დანაყრებული ვარ. მი-
დი, მიდი, არ მოგერიდოს.
– თუ მართლა არ გინდა...
– ისედაც პატარა კუ ჭი მაქვს. ბევრს ვერ ვჭამ. დანარჩენს სიგარეტით ვი-
ნაზღაურებ, – კიდევ ერთ ღერ სევენ სტარზს მოუკიდა, – უი, მართლა, რეიკო
დამიძახე, ყველა ასე მომმართავს.
იმ კარტოფილის კერძის ჭამის დროს, რომლისთვისაც პირი არ დაუკარე-
ბია, ჩემი ყურება რეიკოს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. თვითონ პურს ციც ქნიდა.
– ნაოკოს ექიმი ხარ?
– მე? ნაოკოს ექიმი? – გაოცდა, – ვინ გითხრა, რომ ექიმი ვარ?
– მითხრეს, ექიმი იშიდა იკითხეო.
– ა, გასაგებია. არა, არა და არა. მე აქ მუსიკას ვასწავლი. ზოგიერთი პაცი-
ენტისთვის ეს თერაპიასავითაა, ამიტომ ოხუნჯობენ და „მუსიკის ექიმს“ მეძა-
ხიან, ან ზოგჯერ „ე ქიმ იშიდას“. არა, მეც ერთი პაციენტი ვარ. უკვე შვიდი წე-
ლია, აქ ვცხოვრობ. მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობ და ოფისის საქმეებშიც
ვეხმარები ამათ, ამიტომ უკვე რთულია იმის თქმა, მე პაციენტი ვარ, თუ მომ-
სახურე პერსონალს ვეკუთვნი. ნაოკოს ნუთუ არაფერი უთქვამს ჩემ შესახებ?

101
თავი გავაქნიე.
– ეგ უცნაურია. მე ნაოკოს ოთახის მ ეზობელი ვარ. მომ წონს მასთან ერ-
თად ცხოვრება. უამრავ რამეზე ვლაპარაკობთ. მათ შორის, შენზეც.
– ჩემზე რას ამბობთ?
– ჯერ აქაურობაზე უნდა მოგიყვე, – რეიკოს ჩემი კითხვისთვის ყურადღე-
ბა არ მიუქცევია, – პირველ რიგში ის უნდა იცოდე, რომ ეს ჩვეულებრივი
„საავადმყოფო“ არ არის. აქაურობა იმდენად მკურნალობისთვის არ არის გან-
კუთვნილი, რამდენადაც პაციენტის მოსარჩენად. რამდენიმე ექიმი გვყავს, რა
თქმა უნდა, ისინი მეთვალყურეობას გვიწევენ, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ
მდგომარეობას გვიმოწმებენ, ტემპერატურას გვიზომავენ და ა. შ. „მკურნა-
ლობას“ არ გვინიშნავენ, როგორც სხვა ჩვეულებრივ საავადმყოფოებში. აქ
ფანჯრებზე არც გისოსებია აკრული და ჭიშკარიც ყოველთვის ღიაა. ხალხი
მოხალისედ მოდის და მიდის. უნდა შეეფერებოდე აქაურობას, რომ მიგიღონ.
ზოგ შემთხვევაში, როცა პაციენტს სპეციალური თერაპია სჭირდება, თავს სპე-
ციალიზებულ საავადმყოფოში ამოყოფს ხოლმე. აქამდე რაც გითხარი, გასა-
გები იყო?
– მგონი, კი. მაგრამ ეს მორჩენა რაში მდგომარეობს? მაგალითს ვერ მო-
მიყვან?
რეიკომ კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა, მერე დარჩენილი ფორთოხლის წვე-
ნი მოსვა.
– უბრალოდ, აქ ცხოვრებით მორჩები. რეგულარული რეჟიმით, ვარჯიშით,
გარე სამყაროსგან იზოლირებით, სუფთა ჰაერით, სიმ შვიდით. ჩვენი ფერმა
ფაქტობრივად ჩვენვე გვარჩენს. აქ არც ტელევიზორია, არც რადიო. აი, იმ
კომუნებივით ვართ, რომლებზეც ალბათ საკმაოდ ბევრი გსმენია. თუმცა, მათ-
გან განსხვავებით, აქ რომ იცხოვრო, დიდი მატერიალური ხარჯიც უნდა
გაიღო.
– დიდი ხარჯიო?
– წარმოუდგენლად ძვირი არ არის, მაგრამ არც იაფი ეთქმის. შეხედე ერ-
თი აქაურობას. მიწები დიდი გვაქვს, პაციენტები ცოტაა, მომსახურე პერსო-
ნალი ბევრია. მე კი უკვე ძალიან დიდი ხანია აქა ვარ. მართალია, მეც თით-
ქმის მომსახურე პერსონალად ვიქეცი, ამიტომ შეღავათიან ფასად ვცხოვრობ,
მაგრამ მაინც... ფინჯან ყავაზე რას იტ ყვი?
უარი არ მითქვამს. სიგარეტი პირიდან გამოიღო და დახლთან მივიდა, იქ
თბილი ყავადნიდან ორი ფინჯანი ყავა ჩამოასხა და იმ მაგიდასთან მოიტანა,

102
რომელთანაც ვისხედით. შაქარი ჩაიყარა თავის ფინჯან ში, მოურია, წარბი
შეკრა და მოსვა.
– ეს სანატორიუმი ნულოვან მოგებაზეა, ამიტომ ისეთი ძვირი არ არის,
როგორიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მიწა შემოწირულია. ეს კორპორაცია
მიზანდასახულად შექმნეს. ოცი წლის წინ აქაურობა მთლიანად შემომ წირვე-
ლის აგარაკი იყო. ძველებურ სახლს ნახავდი ალბათ.
დავეთანხმე.
– ამ მიწებზე მხოლოდ ეგ შენობა იდგა. აი, იქ დაიწყეს ჯგუფური თერაპი-
ის ჩატარება. შემომ წირველის ვაჟს მენტალური ავადმყოფობისკენ ჰქონდა
მიდრეკილება და სპეციალისტმა ჯგუფური თერაპია ურჩია. იმ ექიმის თეორი-
ით, თუ პაციენტების ჯგუფს სოფლად წაიყვანდი საცხოვრებლად, ფიზიკურად
ერთად იშრომებდნენ და ექიმი ეყოლებოდათ რჩევებისათვის და შესამოწ მებ-
ლად, რაღაც გარკვეული ტიპის ავადმყოფობები განიკურნებოდა. სცადეს ეს,
მერე თანდათან უფრო მასშტაბური გახდა, მერე უფრო მეტი მიწა დაამუშა-
ვეს, მთავარი შენობა კი მხოლოდ ხუთი წლის წინ აშენდა.
– როგორც ჩანს, თერაპიამ გაამართლა.
– კი, მაგრამ ყველანაირად – არა. უამრავი ვინმე უკეთ არ ხდება. მაგრამ
ბევრი ისეთიცაა, ვისაც სხვაგან ვერსად უშველეს, აქ კი სრულიად განიკურნა.
ყველაზე კარგი აქ ისაა, რომ ერთმანეთს ვეხმარებით. ყველამ იცის, თი-
თოეულ ჩვენგანს რაღაც ზიანი რომ აქვს, ამიტომ ერთმანეთის დახმარებას
ვცდილობთ. სამ წუხაროდ, სხვა მსგავს დაწესებულებებში ასე არ არის. იქ ექი-
მები ექიმები არიან, პაციენტები კი პაციენტები: პაციენტი ექიმისგან მოელის
დახმარებას, ექიმი კი მას ეხმარება. აი, აქ კი ყველანი ვეხმარებით ერთმა-
ნეთს. ჩვენ ერთმანეთის სარკეები ვართ, ექიმებიც ჩვენიანები არიან. ისინი
გვაკვირდებიან და მერე, თუ მიხვდებიან, რომ გვჭირდება რამე, გვეხმარებიან,
მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ ვეხმარებით მათ. ზოგჯერ ჩვენ ვჯობ-
ნით. მაგალითად, მე ერთ ექიმს ვასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას, მეორე პა-
ციენტი კი ექთანს ფრანგულს ასწავლის. აი, ასე ხდება. ჩვენნაირი პრობლემე-
ბის მქონე პაციენტები ზოგჯერ განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილ-
დოებული. აქ ყველა თანასწორია, პაციენტებიც, მომსახურე პერსონალიცა და
შენც. შენც ერთი ჩვენგანი ხარ, ვიდრე აქა ხარ, ასე რომ, მე შენ დაგეხმარები,
შენ კი მე დამეხმარე, – რეიკომ გამიღიმა, ნაზად მოეკეცა სახის ყველა ნაოჭი,
– შენ ნაოკოს დაეხმარები, ნაოკო კი შენ დაგეხმარება.
– მაინც რა უნდა გავაკეთო? მაგალითი მომიყვანე.

103
– პირველ რიგში, ის უნდა გადაწყვიტო, გინდა თუ არა, რომ დაეხმარო
ვინმეს და იმანაც დახმარების ხელი გამოგიწოდოს. მერე სრულიად გულახდი-
ლი უნდა იყო. არც უნდა მოიტ ყუო, არც უნდა ითამაშო, არც რამე უნდა მიჩ-
ქმალო, რა სამარცხვინოც უნდა იყოს შენთვის. მხოლოდ ეგაა.
– ვეცდები, მაგრამ, იცი, რა მითხარი, რეიკო, აქ შვიდ წელს რატომ დარჩი?
ასე რომ გელაპარაკები, ვერაფერზე გატ ყობ, რომ ცუდად იყო.
– დღის სინათლეზე არაფერი მჭირს, – მოიღუშა ქალი, – მაგრამ ღამე რომ
დგება, დორბლებს ვყრი და იატაკზე ვგორავ.
– მართლა?
– რა სასაცილო ხარ! ვხუმრობ, – ზიზღნარევი გამომეტ ყველებით გააქნია
თავი, – სრულიად კარგად ვარ. ჯერ-ჯერობით მაინც. აქ იმიტომ ვრჩები, რომ
მომ წონს სხვების დახმარება, მსიამოვნებს, მუსიკას რომ ვასწავლი და ბოს-
ტანს ვუვლი. მომ წონს აქ. მეტ-ნაკლებად ყველანი მეგობრები ვართ. იქ, გა-
რეთ, რა დამხვდება? ოცდათვრამეტი წლისა ვარ, მალე ორმოცისაც გავხდები.
მე ნაოკო კი არა ვარ. გარეთ არავინ მელის, ოჯახი უკან არ მიმიღებს, არც
სამსახური მაქვს, და თითქმის არ მყავს მეგობრები. თან შვიდი წლის შემდეგ,
არც კი ვიცი, რა ხდება იქ. ბიბლიოთეკაში ზოგჯერ გაზეთს კი ვკითხულობ
ხოლმე, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე აქედან ფეხი არ გამიდგამს. აქედან
რომ წავიდე, რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი.
– შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედო სამყაროს და ბევრი რამ გამოგივი-
დეს. ცდად ღირს, შენ არ ფიქრობ ასე?
– ჰმმ. შესაძლოა, მართალიც ხარ, – სანთებელას ხელში ათამაშებდა, –
მაგრამ მეც პრობლემების დასტა მაქვს. მოგიყვები ერთხელაც, თუ მოგინდება.
თავი დავუქნიე.
– და ნაოკო? ცოტა უკეთესად არ არის?
– ჰმმ... ვფიქრობთ, რომ არის. თავიდან ძალიან დაბნეული იყო და რაღაც
ეჭვები გვქონდა, მაგრამ ახლა დამ შვიდებულია და ისე გამოკეთდა, რომ სიტ-
ყვებით თავისი აზრების გადმოცემა შეუძლია. აშკარად სწორი მიმართულე-
ბით მიდის. მაგრამ მკურნალობა ბევრად ადრე უნდა დაეწყო. სიმპტომები მა-
შინვე გაუჩნდა, მისმა მეგობარმა ბიჭმა, კიძუკიმ, თავი რომ მოიკლა. ოჯახის
წევრებს უნდა შეემჩნიათ ეს, მაგრამ თვითონაც უნდა მიმხვდარიყო, რაღაც
ცუდად რომ იყო. რა თქმა უნდა, სახლშიც ყველაფერი რიგზე არ ჰქონდათ….
– რას ამბობ? – გამიკვირდა.
– არაფერი იცი? – რეიკო ჩემზე მეტად გაოცებული ჩანდა.

104
თავი გავაქნიე.
– ჯობს, ნაოკომ თვითონ გიამბოს. უკვე მზადაა შენთან გულახდილი ლა-
პარაკისთვის, – რეიკომ კიდევ ერთხელ მოურია ყავას და მოსვა, – კიდევ ერთი
რამ უნდა გითხრა: წესების მიხედვით, შენ და ნაოკოს არ გაქვთ მარტო დარ-
ჩენის უფლება. სტუმარი მარტო არ უნდა დარჩეს პაციენტთან. დამკვირვებე-
ლი ყოველთვის უნდა იყოს მათთან, ამ შემთხვევაში მე ვიქნები თქვენთან ერ-
თად. ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევს ჩემთან შეგუება.
– გასაგებია, – გავუღიმე რეიკოს.
– თქვენ ორს მაინც შეგიძლიათ ყველაფერზე ილაპარაკოთ, რაზეც მოგე-
სურვებათ. დაივიწყე, რომ მეც იქ ვიქნები. მე ყველაფერი ვიცი, რაც შეიძლება
შენსა და ნაოკოზე ვიცოდე.
– ყველაფერი?
– თითქმის. ჩვენ ხომ ჯგუფური შეხვედრები გვაქვს. ასე ერყთმანეთზე
ბევრ რამეს ვიგებთ. გარდა ამისა, მე და ნაოკო ყველაფერზე ვლაპარაკობთ.
ვცდილობთ, არაფერი დავმალოთ.
ყავას ვსვამდი, რეიკოს ვუყურებდი.
– სიმართლე გითხრა, დაბნეული ვარ. არ ვიცი, ტოკიოში რაც ნაოკოსთან
გავაკეთე, სწორი იყო თუ არა, ვფიქრობ მთელი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ მა-
ინც ვერ მივხვდი.
– არც მე ვიცი. არც ნაოკომ. ეგ ისეთი რამეა, თქვენ თვითონ უნდა გადაწ-
ყვიტოთ. იცი, რას ვგულისხმობ? თქვენ შეგიძლიათ, ეგ ამბავი სწორად წარ-
მართოთ – თუ საერთო შეხედულებები გექნებათ და თუ რამეზე შეთანხმდე-
ბით. აი, მაგაზე რომ იზრუნებთ, იქნებ მერე მიხვდე, რაც მოხდა, სწორი იყო
თუ არა.
თავი დავუქნიე.
– ასე მგონია, ჩვენ სამნი შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას – მე, შენ და
ნაოკო. თუ მართლა მოისურვებ ამას და თუ გულახდილები ვიქნებით. თერა-
პია ეფექტური იქნება, თუ სამი ადამიანი მონდომებით ეცდება ერთმანეთს
დაეხმაროს. რამდენ ხანს შეგიძლია დარჩე?
– მინდა, ზეგ საღამოს უკვე ტოკიოში ვიყო. ვმუშაობ და თან ხუთშაბათს
გერმანულში მაქვს გამოცდა.
– კარგია. ე. ი. შეგიძლია, ჩვენთან დარჩე. არც არაფერი დაგიჯდება და
თან დროზე არ იდარდებ, ისე შეძლებ ჩვენთან დარჩენას.
– „ჩვენთან“?

105
– ჩემთან და ნაოკოსთან. ჩვენ ცალკე საძინებელში დავიძინებთ, სასტუმრო
ოთახში კი დივანი დგას, იქ დაწვები შენ. ნუ ღელავ.
– ეგ ნებადართულია? კაცს შეუძლია, ქალების ოთახში დარჩენა?
– არა მგონია, ადგე და შუაღამით გაგ ვაუპატიურო.
– რა სისულელეა.
– მაშინ პრობლემაც მოგ ვარებულია. ჩვენთან დარჩი და დიდხანს ვილაპა-
რაკებთ. მაშინ მართლა შევძლებთ ერთმანეთს გავუგოთ. და თან გიტარაზე
დავუკრავ. ძალიან კარ& shy;გად ვუკრავ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ხელს არ შეგიშლით?
რეიკომ კიდევ ერთ ღერ სევენ სტარზს მოუკიდა.
– მე და ნაოკომ ეს უკვე განვიხილეთ. ორივენი გეპატიჟებით, დარჩი ჩვენ-
თან. არა გგონია, რომ ზრდილობა უნდა გამოიჩინო და დარჩე?
– რა თქმა უნდა, სიამოვნებით.
რეიკოს თვალების გარშემო ნაოჭები ჩაუღრმავდა და ერთხანს ასე მიყუ-
რებდა.
– რა სასაცილოდ ლაპარაკობ! არ მითხრა ახლა, იმ ბიჭს ვბაძავო იმ წიგნი-
დან, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“...
– არა, რას ამბობ! – გამეღიმა.
რეიკოსაც გაეღიმა, სიგარეტის ღერი ისევ პირში ედო.
– კარგი ადამიანი ხარ. ასე ერთი შეხედვითაც კი შემიძლია ამის თქმა. შვი-
დი წელია, ვაკვირდები ხალხს, რომელიც აქ მოდის და მიდის. მათზე დაკვირ-
ვებით ვისწავლე – არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გულის გა-
დაშლა, ისეთებიც არსებობენ, ეს რომ არ შეუძლიათ. შენ ის ხარ, ვისაც შეუძ-
ლია. უფრო სწორად, შენ ის ხარ, ვისაც ეს შეუძლია, თუ მოისურვებს.
– რა ხდება ვინმესთვის გულის გადაშლის მერე?
რეიკომ ხელები მაგიდაზე ერთმანეთს მიაბჯინა, სიგარეტი ტუჩებს შორის
ჰქონდა გადმოკიდებული. მოსწონდა ასე.
– უკეთ ხდები.
ვერც კი შეამჩნია, ფერფლი რომ მაგიდაზე დაცვივდა.
მე და რეიკო მთავარი შენობიდან გამოვედით, გორაკი გადავიარეთ, ტბას
ჩავუარეთ, მერე ჩოგბურთის კორტებს და კალათბურთის მოედანსაც. ორი კა-
ცი – ერთი შუახნის და გამხდარი, მეორე ახალგაზრდა და მსუ ქანი – ჩოგბურ-
თის კორტებზე თამაშობდა. ორივე ოსტატურად იქნევდა ჩოგანს, მაგრამ, რა-
საც ისინი თამაშობდნენ, იმას ჩოგბურთს ვერ უწოდებდა კაცი. თითქოს ორივე

106
მათგანს ჩოგბურთის ბურთების ხტუნვა აინტერესებდა და ამ სფეროში კვლე-
ვას ატარებდნენ. ისინი ბურთს უცნაურად ისროდნენ წინ და უკან. ორივე გა-
ოფლილი იყო. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ჩვენს მხარეს, კორტების ბოლო-
ში იდგა, რეიკო შენიშნა და მოგ ვიახლოვდა. ერთმანეთს ღიმილით გამოელაპა-
რაკნენ. კორტებთან ახლოს, კაცი, რომელსაც სახეზე არაფერი ეწერა, ბალახს
თიბავდა ცელით. გზა რომ განვაგრძეთ, ტყის პირას აღმოვჩნდით, სადაც
თხუთმეტი-ოცი კოტეჯი ჩაემ წკრივებინათ გარკვეული დაშორებებით. თით-
ქმის ყოველი სახლის შესასვლელთან იდგა ისეთივე ყვითელი ველოსიპედი,
როგორითაც მცველი მოვიდა.
– აქ პერსონალი ცხოვრობს ოჯახებითურთ. აქ ყველაფერი გვაქვს, ასე
რომ, ქალაქ ში წასვლა არ გვჭირდება. როგორც უკვე გითხარი, საჭმელს თვი-
თონ მოვიპოვებთ. კვერცხი საფრინველიდან გვაქვს. აქ წიგნებისა და მუსიკა-
ლური ჩანაწერების მაღაზიებია, ასევე სავარჯიშო დარბაზი, სასურსათო მა-
ღაზია, ყოველკვირა სტილისტები ამოდიან. შაბათ-კვირას ფილმებსაც კი ვუ-
ყურებთ. თუ რამე განსაკუთრებული მოგ ვინდება, დამხმარე პერსონალი ამოგ-
ვიტანს ქალაქიდან. ტანსაცმელს კატალოგებიდან ვირჩევთ. აქ ცხოვრება
რთული საერთოდ არ არის.
– ქალაქ ში ჩასვლა არ შეგიძლია?
– არა, ჩვენ ვერ ჩავალთ. რა თქმა უნდა, თუ რამე განსაკუთრებული ხდე-
ბა, მაგალითად, თუ დანტისტს უნდა ვეწვიოთ, ან რაღაც მსგავსი, ეგ სხვა საქ-
მეა, მაგრამ წესის მიხედვით, აქაურობის დატოვების უფლება არ გვაქვს. ყო-
ველ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია წავიდეს აქედან, მაგრამ თუ წახვალ,
უკან ვეღარ დაბრუნდები. ყველა ხიდს ჩატეხ. ვერ ადგები და რამდენიმე
დღით ქალაქ ში ვერ წახვალ, მერე კი იმის იმედი ვერ გექნება, რომ უკან მიგი-
ღებენ. თავისი მიზეზიც აქვს ამ წესს. უფლება რომ მიეცათ, ყველა წავიდოდა
და დაბრუნდებოდა.
იმ ხეებს რომ გავცდით, აღმართს მივადე ქით, სადაც არათანაბარი ინტერ-
ვალებით იდგა ორსართულიანი ხის სახლების მწკრივი. არ ვიცი, რატომ, მაგ-
რამ მეტისმეტად უცნაურად მომეჩვენა ეს სახლები. მათ დანახვაზე ზუსტად
ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც მაშინ გვაქვს, როცა ნახატზე ასახულ არა-
რეალობას ვაკვირდებით ხოლმე. გეგონებოდა, უოლტ დისნეის მიერ მუნკის
ნახატების მიხედვით შექმნილი ანიმაციააო. ყველა სახლი ზუსტად ერთნაირი
ფორმის და ფერისა იყო, თითქმის კუბური, იდეალური სიმეტრიის, უამრავი
კარითა და ფანჯრით. მათ შორის გზა ისე მიიკლაკნებოდა, როგორც მართვის

107
კურსებისთვის ხელოვნურად დახაზული გზები. ყოველი სახლის წინ კარგად
მოვლილი ყვავილნარი იყო. არავინ ჩანდა გარეთ, ფანჯრებზე კი ფარდები ჩა-
მოეფარებინათ.
– აქაურობას „გ“ ზონა ჰქვია. აქ სულ ქალები ცხოვრობენ. ჩვენ, ქალები!
ათი სახლია, თითოეული ოთხად არის გაყოფილი, თითო განაყოფში ორი ქა-
ლი ცხოვრობს, მაგრამ სულ ოცდათორმეტნი ვართ.
– სამარისებური სიჩუმე რატომ დგას?
– ახლა აქ არავინ არის და ამიტომ. მე სპეციალური ნებართვა მაქვს ასე
თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ ყველა სხვა თავის ინდივიდუალურ
გეგმას იცავს. ზოგი ვარჯიშობს, ზოგი ბაღში მუშაობს, ზოგი ჯგუფურ თერა-
პიაზეა, ზოგი ველურ მცენარეებს აგროვებს. ყველას თავისი გრაფიკი აქვს. ნე-
ტა ნაოკო რას აკეთებს ახლა? მგონი, ახალ ნახატზე უნდა ემუშავა. დამავიწ-
ყდა. ზოგი საქმე ხუთ საათამდე გრძელდება.
რეიკო იმ შენობაში შევიდა, რომელსაც „გ-7“ ეწერა, დერეფნის ბოლოს კი-
ბეებს აუყვა, მარჯვენა კარი გამოაღო. ჩაკეტილიც არ იყო. ბინა მიჩვენა, კარ-
გი ბინა იყო, სადა, ოთხოთახიანი – სასტუმრო ოთახი, საძინებელი, სამზა-
რეულო, აბაზანა. ზედმეტი არც ავეჯი იდგა, არც მორთულობა, მაგრამ არც
მკაცრი იერი ჰქონდა.
ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული, მაგრამ იქ ყოფნა რეიკოსთან ყოფ-
ნას ჰგავდა – შეგეძლო მოდუნებულიყავი და დაძაბულობა მოგეხსნებოდა.
სასტუმრო ოთახში დივანი იდგა, მაგიდა და სარწეველა. კიდევ ერთი მაგიდა
სამზარეულოში იყო. ორივეზე დიდი საფერფლე იდგა. საძინებელში ორი სა-
წოლი, ორი საწერი მაგიდა და ტანსაცმლის კარადა ჰქონდათ. საწოლებს შო-
რის პატარა ღამის მაგიდა ჩაედგათ, რომელზეც ლამფა და რბილყდიანი წიგნი
იდო გადაბრუნებული. სამზარეულოში მაცივარი და პატარა ელექ ტროქურა
იდგა, რომელზეც საჭმლის მომზადება შეიძლებოდა.
– აბაზანა არ არის, მარტო საშხაპეა, თუმცა აქაურობა ძალიან შთამბეჭ-
დავია, არა? აბაზანა და სამრეცხაო საერთოა.
– ძალიან შთამბეჭდავია! ჩემს საერთო საცხოვრებელს მარტო ჭერი და
ფანჯარა აქვს.
– ოჰ, აქაურობა რომ ზამთარში გაჩვენა! – რეიკო ზურგზე ხელით შემეხო,
რომ დივანი ეჩვენებინა. იქ დამსვა და გვერდით მომიჯდა, – აქ გრძელი და
მკაცრი ზამთარი იცის. საითაც არ უნდა გაიხედო, თოვლის გარდა ვერაფერს
დაინახავ. ყველაფერი ნესტიანია და სიცივე ძვალ-რბილში ატანს. ზამთარს

108
თოვლის ხვეტაში ვატარებთ. ძირითადად კი შინ ვრჩებით, სადაც თბილა, მუ-
სიკას ვუსმენთ, ან ვლაპარაკობთ, ან ვქსოვთ. ამხელა სივრცე რომ არ გვქონ-
დეს, სული შეგ ვეხუთებოდა. ზამთარში თუ გვესტუმრები, ნახავ, რა რთულია.
რეიკომ ისე ამოიხვნეშა, თითქოს ზამთარი წარმოუდგა თვალწინ, მერე კი
ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელებიც გადაიჯვარედინა.
– აქ დაიძინებ, – ხელი დაჰკრა დივანს, – ჩვენ – საძინებელში, შენ კიდევ
აქ. როგორ ფიქრობ, კარგად მოეწყობი?
– დარწმუნებული ვარ, კარგად მოვთავსდები.
– ძალიანაც კარგი. ჩვენ ხუთისთვის დავბრუნდებით. ნაოკოცა და მეც
იქამდე დაკავებულები ვართ. ცოტა ხანს მარტო ყოფნა მოგიწევს.
– არა უშავს. გერმანულში ვიმეცადინებ.
რეიკოს წასვლის შემდეგ დივანზე წამოვწე ქი და თვალები დავხუ ჭე. იქ, სი-
ჩუმეში, უეცრად, სრულიად მოულოდნელად გამახსენდა, ერთხელ მოტოციკ-
ლეტით რომ ვიმგზავრეთ მე და კიძუკიმ . მაშინაც შემოდგომა იქნებოდა. ჰო,
შემოდგომა იყო, მაგრამ რამდენი წლის წინ? ალბათ, ოთხი წელი გავიდა მას
შემდეგ. კიძუკის ტყავის ქურთუკის და წითელი იამაჰა 125 ცც-ს ძრავას სუნიც
კი მომაგონდა. სადღაც შორეულ კუნძულზე წავედით და იმავე საღამოს დავ-
ბრუნდით უკან დაღლილები. იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგ-
რამ მაინც კარგად მახსოვდა. ყურებში შემოდგომის სუსხიანი ქარი გვიშ-
ხუოდა, ცას ავ ყურებდი, ხელები კი კიძუკის ქურთუკში მქონდა ჩავლებული.
მეგონა, სივრცე შემისრუტავდა.
იქ დიდხანს ვიწე ქი, ჩემს თავს მოგონებებში ჩაძირვის უფლება მივეცი. რა-
ღაც უცნაური მიზეზის გამო ამ ოთახში წოლის დროს ისეთი ამბები მახსენდე-
ბოდა, რომლებიც ადრე იშვიათად თუ მომგონებია.
ზოგი მათგანი სასიამოვნო გასახსენებელი იყო, დანარჩენები კი სევდის
მომგვრელი.
ნეტა რამდენ ხანს გრძელდებოდა ასე? ამ მოგონებების ნიაღვარმა ისე წა-
მიღო (და ეს მართლაც ნიაღვარი იყო, კლდეებს შორის გადმოჩქეფილი), რომ
ვერც კი შევნიშნე, როგორ გაეღო ნაოკოს ჩუმად კარი და შემოსულიყო. თვა-
ლები გავახილე და იქ დამხვდა. თავი წამოვწიე და ცოტა ხანს თვალებში ვუ-
ყურებდი. დივნის საიდაყვეზე ჩამომჯდარიყო და მიყურებდა. თავიდან ვიფიქ-
რე, ჩემი მოგონებებიდან წამომდგარი ხატია-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ნაოკო
იყო.
– გძინავს? – ჩურჩულებდა.

109
– არა. უბრალოდ, ვფიქრობდი, – წამოვჯე ქი, – როგორა ხარ?
– კარგად, – ოდნავ გამიღიმა, – მაგრამ ბევრი დრო არა მაქვს. მხოლოდ
ერთი წუთით გამოვიპარე და უკვე უკან უნდა დავბრუნდე. თმა საშინლად
მაქვს?
– რას ამბობ. გიხდება, – მარტივად, სკოლის მოსწავლე გოგონასავით ჰქონ-
და თმა, ერთ მხარეს თმის სამაგრით ისე დაემაგრებინა, როგორც ადრე იკე-
თებდა ხოლმე. ძალიან უხდებოდა. იმ მშვენიერ პატარა გოგონებს ჰგავდა,
რომლებიც შუა საუკუნეების ხის ფირფიტებზე გვინახავს გამოსახული.
– მომბეზრდა გრძელი თმა და რეიკომ შემჭრა. მართლა მიხდება?
– მართლა.
– დედაჩემს სულ არ მოეწონა, – თმის სამაგრი მოიხსნა და თმა ჩამოეყარა.
ხელით ჩამოივარცხნა და ისევ გაიკეთა პეპლის ფორმის თმის სამაგრი.
– მინდოდა, ჯერ მარტო მენახე, ვიდრე სამივენი ერთად შევიკრიბებოდით.
განა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული მაქვს სათქმელი. მინდოდა, უბრა-
ლოდ, მოვსულიყავი და შევჩვეოდი იმ აზრს, რომ აქ ხარ. სხვა შემთხვევაში
გამიჭირდებოდა შენთან შეგუება. ისე მიჭირს...
– მერე? გამოდის რამე?
– ცოტათი, – ისევ თმის სამაგრს შეეხო, – მაგრამ დრო მიიწურა. უნდა წა-
ვიდე.
თავი დავუქნიე.
– ტორუ, – წამოიწყო ისევ ლაპარაკი, – მართლა გმადლობ აქ ჩამოსვლის-
თვის. ეს ძალიან მაბედნიერებს. მაგრამ თუ შენთვის აქ ყოფნა შემაწუხებე-
ლია, ნუ მოგერიდება, მითხარი. ეს ხომ სპეციალური ადგილია, და სისტემაც
სპეციალური აქვს. ამიტომ ყველა ვერ ეგუება აქაურობას. შენც თუ გიჭირს,
გთხოვ, გულწრფელად მითხარი. არ მეწყინება. აქ ყველანი გულახდილები
ვართ. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით სრულიად გულწრფელად.
– გეტ ყვი, თუ რამე არ მომეწონება. გულახდილი ვიქნები.
ნაოკო ჩამოჯდა დივანზე და ჩემკენ გადმოიხარა. ხელი მოვხვიე, თავი
მხარზე ჩამომადო, სახით კი კისერზე მომებჯინა. ცოტა ხანს ეგრე იყო, ისე,
თითქოს ტემპერატურას მიზომავდა. სხეულში სითბო ჩამეღვარა. ცოტა ხან ში,
სიტ ყვა არ უთქვამს, ისე ადგა და ისევე ჩუმად გავიდა ოთახიდან, როგორც შე-
მოვიდა.
ნაოკო რომ წავიდა, დივანზე ისე ღრმად ჩამეძინა, როგორც ძალიან დიდი
ხანია არ მძინებია. ალბათ ამ შეხვედრამ ამაღელვა. სამზარეულოში ის ჭურ-

110
ჭელი ელაგა, რომელსაც ნაოკო იყენებდა, აბაზანაში ნაოკოს კბილის ჯაგრისი
იდო, საძინებელში კი ის საწოლი იდგა, რომელზეც ნაოკო იძინებდა. მის ბინა-
ში ღრმად ჩაძინებულმა ჩემი სხეულის ყოველი უჯრედიდან დაქანცულობა
გამოვწურე. ბინდბუნდში მოფარფატე პეპელა დამესიზმრა.
ისევ რომ გამომეღვიძა, ჩემი მაჯის საათის ისრები ოთხ საათსა და ოცდათ-
ხუთმეტ წუთს უჩვენებდნენ. დღე გადასულიყო, ქარი ჩამდგარიყო, ღრუბლებ-
საც შეეცვალათ ფორმა. ძილში გავოფლიანებულიყავი, ამიტომ ზურგჩანთი-
დან პატარა პირსახოცი ამოვიღე, პირი შევიმ შრალე და შიდა მაისური გამო-
ვიცვალე. სამზარეულოში გავედი, წყალი დავლიე და ცოტა ხანს იქ ვიდე ქი,
ნიჟარასთან რომ ფანჯარა იყო, იქიდან ვიყურებოდი. მოპირდაპირე შენობის
ფანჯარას ვაკვირდებოდი, რომელზეც შიგნიდან მიეკრათ ქაღალდისგან გა-
მოჭრილი რამდენიმე ფიგურა – ჩიტი, ღრუბელი, ძროხა, კატა. მათი სი-
ლუეტები მარჯვედ გამოეჭრათ და ერთად გაეკრათ. არც ახლა ჩანდა ვინმე
გარეთ და არც რამე ხმა ისმოდა. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ მარტოდმარტო
ვცხოვრობდი სოფელში, რომელიც მალე უნდა დაენგრიათ.
„გ“ ზონაში ხუთი საათის მერე გამოჩნდა ხალხი. სამზარეულოს ფანჯრი-
დან რომ ვიყურებოდი, დავინახე, როგორ ჩაიარა სამმა ქალმა. სამივეს ქუდი
ეხურა, ამიტომ მათი ასაკის განსაზღვრა არ შემეძლო, მაგრამ ხმებით მივხვდი,
რომ ახალგაზრდები არ იქნებოდნენ. გაუჩინარდნენ თუ არა კუთხეში, იმავე
მხრიდან მომავალი ოთხი ქალი გამოჩნდა და ისინიც, ისევე როგორც ქალების
პირველი ჯგუფი, კუთხეში გაუჩინარდნენ. ყველაფერს უკვე საღამოს გან წყო-
ბა ეტ ყობოდა. სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან ვხედავდი ხეებსა და მთების ხა-
ზებს. მთის თხემს თავზე მზის სხივები მკრთალად დასთამაშებდა.
ნაოკო და რეიკო უკან ექვსის ნახევარზე დაბრუნდნენ. მე და ნაოკო ისე
შევხვდით ერთმანეთს, თითქოს ცოტა ხნით ადრე არ გამოევლო. მართლა
დარცხვენილი ჩანდა. რეიკომ შენიშნა, წიგნს რომ ვკითხულობდი და მკითხა,
რა წიგნიაო. თომას მანის „ჯადოსნური მთა“-მეთქი.
– ეგეთი წიგნი ასეთ ადგილას როგორ წამოიღე? – გააპროტესტა რეიკომ.
მართალიც იყო, რა თქმა უნდა.
რეიკომ მერე სამივესთვის ყავა მოადუღა. ნაოკოს შტორმტრუპერის უეცა-
რი გაუჩინარების ამბავი ვუთხარი და იმ დღეეზე მოვუყევი, როცა ბოლოს ვნა-
ხე და ციცინათელა მაჩუ ქა.
– ვწუხვარ, რომ წავიდა, როგორ მინდოდა მასზე კიდევ მომესმინა ამბები.

111
რეიკომ მკითხა, შტორმტრუპერი ვინ არისო, მეც მასზე ისტორიები მივუ-
ყევი და რეიკოსაც გაეცინა. სამყარო მშვიდი და ლაღი ხდებოდა, როცა შტორ-
მტრუპერის ამბებს ვყვებოდით.
ექვს საათზე მთავარ შენობაში მდებარე სასადილოში წავედით სავახ-
შმოდ.
მე და ნაოკომ შემ წვარი თევზი ავიღეთ მწვანე სალათასთან ერთად, მო-
ხარშული ბოსტნეული, ბრინჯი და მისოს წვნიანი. რეიკო მაკარონიანი სალა-
თითა და ყავით შემოიფარგლა, მერე კი ისევ სიგარეტი მოწია.
– ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ცოტას ჭამ კაცი, – ასე ახსნა.
კიდევ ოცი ადამიანი იქნებოდა სასადილოში. ვიდრე ჩვენ ვჭამდით, ზოგი
მოვიდა,ზოგი წავიდა. თუ აქ მყოფთა ასაკს არ გავითვალისწინებდით, ჩემი სა-
ერთო საცხოვრებლის სასადილოში არსებულ სიტუაციას მოგაგონებდათ
აქაურობა. და კიდევ, აქ სხვა ხმის ტემბრით ლაპარაკობდნენ. არც ხმამაღლა,
არც ჩურჩულით, არც როხროხებდა ვინმე, არც ყვიროდა, არც ხელებს იქნევდა
და ქაქანებდა. ჩუმად ლაპარაკობდნენ, ყველანი ერთი ტემბრით. სამ--
ხუთკაციან ჯგუფებად დაყოფილები ჭამდნენ, ყოველ ჯგუფს თითო მოლაპა-
რაკე ჰყავდა, დანარჩენები თავის კანტურითა და ინტერესის გამომხატველი
ამოძახილებით უსმენდნენ, და როცა ერთი მორჩებოდა ლაპარაკს, მას მეორე
ცვლიდა. ვერ ვხვდებოდი, რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამან ის უცნაური
ჩოგბურთი მომაგონა, რომელიც დღისით ვიხილე. ნეტა ნაოკოც ასე ლაპარა-
კობდა, როცა მათთან ერთად იყო? და საოცარია, მაგრამ ამის გამო მარტოობა
ვიგრძენი.
ჩემ უკან მაგიდაზე, თეთრებში ჩაცმული შემელოტებული კაცი, ექიმს რომ
წააგავდა, აღელვებული გამომეტ ყველების მქონე ახალგაზრდა სათვალიან
კაცსა და შუახნის ციყვისსახიან ქალს შორის იდგა. „ე ქიმი“ კუ ჭის წვენის სეკ-
რეციაზე მოქმედ უწონადობის ეფექტებზე ელაპარაკებოდა მათ. ისინი კი უს-
მენდნენ და დროდადრო წამოიძახებდნენ: „ო, ღმერთო!“ ან „მართლა?“ რაც
უფრო დიდხანს ვუსმენდი იმ შემელოტებული კაცის ლაპარაკს, უფრო მიჩ-
ნდებოდა აზრი, რომ ექიმი არ იყო და თვითნებურად ჩაეცვა ის თეთრი ხალა-
თი.
სასადილოში არავინ განსაკუთრებულ ყურადღებას არ მაქცევდა. არც მი-
ყურებდა ვინმე, მგონი, ვერც კი ამჩნევდნენ ჩემს იქ ყოფნას. ეს მათთვის სრუ-
ლიად ბუნებრივი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

112
მხოლოდ ერთხელ თეთრებში გამოწყობილი კაცი მომიტრიალდა და მკით-
ხა, აქ რამდენ ხანს დარჩებიო.
– ორი ღამით, ოთხშაბათს მივდივარ.
– წლის ამ დროს აქ ძალიან კარგია, არა? მაგრამ ზამთარშიც ამოდი. ძა-
ლიან სასიამოვნოა, ყველაფერი თეთრით რომ არის დაფარული.
– თოვლი რომ მოვა, ნაოკო შეიძლება აქ აღარ იყოს, – უთხრა რეიკომ იმ
კაცს.
– მართალია, მაგრამ ზამთარი მაინც ლამაზია, – მოიღუშა „ე ქიმი“. ამან
კიდევ უფრო დამაეჭვა.
– კი, მაგრამ, რაზე ლაპარაკობთ, ხალხო? – ვკითხე რეიკოს, რომელმაც აშ-
კარად ვერ გამიგო.
– რაზე ვლაპარაკობთ? ჩვეულებრივ რამეებზე. რა მოხდა დღის მანძილზე,
რომელი წიგნი წავიკითხეთ, ან ამინდის პროგნოზზე, ხომ ხვდები, რა. არ მით-
ხრა ახლა, ის მიკვირს, ხალხი ფეხზე რატომ არ ხტება და რაღაც ამდაგ ვარს
რატომ არ ყვირის – „თუ ამაღამ პოლარული დათვი ვარსკვლავებს შე ჭამს,
ხვალ იწვიმებსო“.
– არა, არა, რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, ის მაინტერესებდა, ასე ჩუმად
რაზე ლაპარაკობდნენ.
– აქაურობა ჩუმია და ხალხიც ჩუმად ლაპარაკობს, – ნაოკოს თეფშის კი-
დეზე კოხტად დაეწყო თევზის ფხები, ტუჩებს კი ხელსახოცით იწმენდდა, – აქ
ხმის აწევა არ არის საჭირო, საჭირო არ არის ვინმე რამეში დაარწმუნო, არც
ვინმეს ყურადღების მიპყრობა გ ჭირდება.
– ჰო... – აქ, ამ სიჩუმეში რომ ვჭამდი, ადამიანების გუგუნი დამაკლდა.
მინდოდა გამეგო სიცილი, ადამიანების უმიზეზო ყვირილი და უეცრად წამო-
როშილი სიტ ყვები. ასეთმა ხმაურმა ბოლო თვეებში გადამქანცა, მაგრამ აქ,
ამ არაბუნებრივ სიჩუმეში რომ შევექცეოდი თევზს, ვერ მოვდუნდი. აქ თით-
ქოს რაღაც უცნაური მე ქანიზმი მუშაობდა – გარკვეული თემით დაინტერესე-
ბული ადამიანები ერთ ადგილას გროვდებოდნენ და იმ ინფორმაციას ცვლიდ-
ნენ, რომელიც მხოლოდ მათთვის იყო გასაგები.
ვახშმის შემდეგ, ოთახში როცა დავბრუნდით, ნაოკომ და რეიკომ განაცხა-
დეს, რომ ისინი „გ“ ზონის საერთო აბაზანაში აპირებდნენ წასვლას, და თუ მე
მხოლოდ შხაპის მიღების წინააღმდეგი არ ვიყავი, შემეძლო მათი საშხაპით
მესარგებლა. ვუთხარი, ეგრე მოვიქცევი-მეთქი და მათი წასვლის შემდეგ გა-
ვიხადე, შხაპი მივიღე და თავი დავიბანე. წიგნის კარადაში ბილ ევანსის ალ-

113
ბომი ვიპოვე და თმის გაშრობისას ამ ალბომს ვისმენდი. გამახსენდა, რომ
ნაოკოს დაბადების დღეზე ამ ჩანაწერს ვისმენდით. ეს მხოლოდ ექვსი თვის
წინ ხდებოდა, მე კი ძალიან დიდი ხნის ამბავი მეგონა. იქნებ ასე იმიტომ მეჩ-
ვენებოდა, რომ ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამაზე, ძალიან, ძალიან ხშირად,
იქამდე, ვიდრე დროის შეგრძნება არ დამეკარგა.
მთვარე ისეთი კაშკაშა იყო, შუ ქი ჩავაქრე და დივანზე წამოვწე ქი. ბილი
ევანსს ვუსმენდი. მთვარის შუ ქი ფანჯრიდან იღვრებოდა და ჩრდილებს აგ-
რძელებდა, კედლებს კი ინდური საღებავით შეფერილს ამსგავსებდა, ზურ-
გჩანთიდან თხელი ლითონის მათარა ამოვიღე, იქიდან ბრენდი მოვსვი, პირი
გავივსე და ნელა გადავ ყლაპე, რომ ყელიდან მუცელში სითბო ნელა ჩამღვრო-
და, და მერ ე მთელ სხეულზე მომკიდებოდა. ბოლო ყლუპის მერე მათარას თა-
ვი დავახურე და ზურგჩანთაში ჩავდე. ახლა მთვარის შუ ქი მუსიკასთან ერ-
თად ირწეოდა.
ოცი წუთის შემდეგ რეიკო და ნაოკო აბაზანიდან გამოვიდნენ.
– ოჰ, აქ ისე ბნელა. გვეგონა, რომ შენი ნივთები ჩაალაგე და ტოკიოში
დაბრუნდი, – შესძახა რეიკომ.
– რას ამბობ! წლებია, ასე კაშკაშა მთვარე არ მინახავს. მინდოდა მეყურე-
ბინა. შუ ქი გამომერთო და ისე…...
– ლამაზი კია. რეიკო, ხომ დაგ ვრჩა სანთლები?
– ალბათ სამზარეულოში იქნება.
ნაოკომ გრძელი თეთრი სანთლები მოიტანა სამზარეულოდან. ავანთე,
თეფშზე რამდენიმე წვეთი დავაღვენთე და დავამაგრე. რეიკომ ალი სიგარე-
ტის ასანთებად გამოიყენა. ამ მიყრუებული ადგილის შუაგულში, სამივენი
სანთლის წინ რომ ვისხედით, მომეჩვენა, ჩვენ გარდა არავინ დარჩენილიყო
სამყაროს ამ კიდეზე. მთვარის შუ ქის უძრავი და სანთლის შუ ქის მოძრავი
ჩრდილები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ოთახის თეთრ კედლებზე ირეოდნენ.
მე და ნაოკო გვერდიგ ვერდ ვისხედით.
რეიკო კი ჩვენ წინ სარწეველაზე ჩამოჯდა.
– დალევ ღვინოს?
– აქ დალევა შეიძლება? – ოდნავ გამიკვირდა.
– არა, მაგრამ... – ოდნავ გაწითლებულმა რეიკომ შუბლი მოიფხანა, – არც
მაინცდამაინც აკონტროლებენ. ცოტა ღვინოს ან ლუდს თუ მოვწრუპავთ
ხოლმე. ერთი მეგობარი მყავს მომსახურე პერსონალს შორის, რომელიც დრო-
დადრო ჩემთვის რაღაცებს ყიდულობს.

114
– ჩვენ ზოგჯერ ვსვამთ, – აჰყვა ლაპარაკში ნაოკოც.
– კარგია ეგ.
რეიკომ მაცივრიდან ერთი ბოთლი თეთრი ღვინო გამოიღო. გახსნა, სამი
ჭიქაც მოიტანა. ღვინოს მშვენიერი არომატი ჰქონდა. სახლში დაწურულს
ჰგავდა. როცა მუსიკა შეწყდა, რეიკომ თავისი საწოლის ქვეშიდან გიტარა გა-
მოიღო, წუთით სიყვარულით სავსე მზერა შეავლო ამ მუსიკალურ ინსტრუ-
მენტს და მერე ბახის ნელი ფუგა დაუკრა. ზოგჯერ რიტმი ეკარგებოდა, მაგ-
რამ მისი თითებიდან სიხარული და სითბო იღვრებოდა.
– გიტარაზე დაკვრა აქ ჩემით ვისწავლე. რა თქმა უნდა, პიანინოები არ
გვიდგას, მე კი მინდოდა დამეკრა... ეს საკრავი ძალიან კი მიყვარს, მაგრამ ამ
საქმეში ვერასდროს დავოსტატდები, თითები ხელს არ მიწყობს. პატარა და
მარტივი ინსტრუმენტია, თბილ, მყუდრო ოთახსა ჰგავს.
ბახის კიდევ რაღაც დაუკრა, ფრაგმენტი რომელიღაც სუიტიდან. თვალს
სანთლის ალს ვერ ვაშორებდი, ღვინოს ვწრუპავდი, რეიკოს ბახს ვუსმენდი და
თანდათან დაძაბულობა მეხსნებოდა. რეიკო ბახს რომ მორჩა, ნაოკომ სთხოვა,
ახლა ბითლზის რამე დაუკარიო.
– თხოვნის ასრულების დრო მოსულა, – თვალი ჩამიკრა რეიკომ, – ყოველ-
დღე მაიძუულებს, ბითლზის სიმღერები შევუსრულო. მგონი, მისი მუსიკოსი
მონა ვგონივარ.
ჯერ ასე გააპროტესტა, მერე კი Michelle დაუკრა.
– ეს კარგი რამეა, მომ წონს, – ღვინო მოსვა და სიგარეტი ჩააქრო, – ისეთი
განცდა მიჩნდება, თითქოს დიდი მინდორი ვიყო შხაპუნა წვიმაში.
მერე Nowhere Man და Julia შეასრულა. დროდადრო თვალებს ხუ ჭავდა
და თავს გააქნევდა ხოლმე. მერე ისევ სიგარეტსა და ღვინოს უბრუნდებოდა.
– ახლა ნორვეგიული ტყე დაუკარი! – სთხოვა ნაოკომ.
რეიკომ სამზარეულოდან თავდახრილი კატის ფორმის ფაიფურის ყულაბა
გამოიტანა. ნაოკომ ყულაბის ჭრილში მონეტა ჩააგ დო.
– ამას რატომღა აკეთებთ?
– წესია ეგეთი, როცა ნორვეგიულ ტყეს ვითხოვ, ყულაბაში მონეტა უნდა
ჩავაგ დო. ჩემი საყვარელი სიმღერაა, მიღირს და ვიხდი. თან მხოლოდ მაშინ
ვითხოვ, როცა მართლა ძალიან მინდა, რომ მოვუსმინო.
– მეც, აი, ასე ვაგროვებ სიგარე ტის ფულს.
რეიკომ თითები გაატ კაცუნა და ნორვეგიული ტყე დაუკრა. ამ სიმღერასაც
გრძნობით ასრულებდა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა, სევდა მოსძალე-

115
ბოდა. დაკვრას რომ მორჩა, მეც ამოვიღე ჯიბიდან მონეტა და ყულაბაში ჩა-
ვაგ დე. რეიკომ ღიმილით გადამიხადა მადლობა.
– ეს სიმღერა ისე მასევდიანებს, – ჩაილაპარაკა ნაოკომ, – არ ვიცი, რა-
ტომ... მგონია, უღრან ტყეში დავხეტიალებ, სულ მარტო, სულ მარტო... მცივა,
ბნელა და არავინ მოდის ჩემ გადასარჩენად. ამიტომ რეიკოს თუ არ ვთხოვ, არ
უკრავს.
– „კასაბლანკასავითაა“! – სიცილით წამოიძახა რეიკომ.
ნორვეგიულ ტყეს რამდენიმე ბოსანოვა მოჰყვა. ნაოკოს თვალს ვერ
ვწყვეტდი. მართლა უკეთ იყო, გაცილებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
მზე მოჰკიდებოდა, ტანი აეყარა, ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე მუშაობისაგან,
ალბათ... თვალები ისევ კამკამა ტბებს მიუგავდა, ტუჩები კვლავ მორცხვად
უთრთოდა, მაგრამ უკვე ქალად დაეწყო გადაქცევა. სადღაც გამქრალიყო მისი
ძარღვებში სისხლის გამყინავი მომნუსხველობა და ახლა ნაოკოს მშვენიერე-
ბის ჩრდილში სიმ შვიდეს დაესადგურებინა. რაღაცნაირად ამაღელვა ამ ცვლი-
ლებამ და იმაზე ფიქრმაც, რომ ქალს ასე შეუძლია გადასხვაფერდეს სულ რა-
ღაც ნახევარი წლის მანძილზე. ახლა კიდევ უფრო მიზიდავდა, მაგრამ თან
ვწუხდი კიდეც იმ დანაკარგზე. როგორც ჩანს, მხოლოდ პატარა გოგონები არი-
ან ეგოცენტრულად ლამაზები.
ნაოკომ მთხოვა, მომიყევი, როგორ ცხოვრობო. ნაგასავასა და სტუდენტურ
გაფიცვებზე მოვუყევი. ნაგასავა აქამდე მასთან არ მიხსენებია. ახლა კი რა-
ტომღაც გადავწყვიტე, ზედმიწევნით დამეხასიათებინა ეს ჩემი მეგობარი და
ქალებისთვის მისი ფილოსოფიაც გამეცნო. ნაოკოს თავიდან გაუჭირდა, გაეგო,
რის თქმას ვცდილობდი. ის ამბავი, ნაგასავასთან ერთად რამდენჯერმე ქალე-
ბის „ასაგ დებად“ რომ წავედი, რა თქმა უნდა, დავუმალე. ის კი ვუთხარი, რომ
მხოლოდ ამ უცნაურ ტიპთან ვმეგობრობ-მეთქი. ამასობაში რეიკომ ხელახლა
შეასრულა ბახის ფუგა. დროდადრო ისიც ჩერდებოდა, ღვინოს სვამდა ან
ეწეოდა.
– უცნაური ვინმე კი ჩანს, – ბოლოს ესღა თქვა ნაოკომ.
– მართლა უცნაურია, – დავეთანხმე მეც.
– მაგრამ მოგწონს, არა?
– ვერ ვიტ ყვი, რომ მომ წონს. ნაგასავა ამ ყველაფრის მიღმა დგას. არ ცდი-
ლობს, ვინმეს თავი მოაწონოს. რაღაც მხრივ ძალიან წესიერია, ძალიან პა-
ტიოსანი. არავის გაბრიყვებას არ ცდილობს. სტოიკოსსაც კი ვუწოდებდი.

116
– სტოიკოსიო? რატომ, მხოლოდ იმიტომ, ამდენი გოგონა რომ ჰყავდა? ძა-
ლიან უცნაური კია, – სიცილი აუტ ყდა, – რამდენი ჰყავდა?
– ალბათ ახლა უკვე ოთხმოცზეა ასული. მაგრამ, რაც უფრო იზრდება ეს
რიცხვი, მისთვის მნიშვნელობა ეკარგება ინდივიდუალურ აქტს.
– და ესაა შენთვის სტოიკოსობა?
– მისთვის არის ასე.
ნაოკო წუთით ჩემს სიტ ყვებზე ჩაფიქრდა.
– მე რომ მკითხო, ის ჩემზე მეტად არის ავად.
– მეც ასე მგონია. მაგრამ მას შეუძლია, ყველაფერი ლოგიკურ სისტემაში
მოაქციოს. დიდებული ვინმეა. აქ რომ ამოიყვანო, ორ დღეში წავა. განაცხა-
დებს, ოჰ, ეს ყველაფერი უკვე ხომ ვიციო, ყველაფერი მესმის, რასაც აქ აკე-
თებთო. აი, ეგეთი ვინმეა. ხალხი რომ აფასებს, ისეთი.
– მგონი, მე სრულიად საპირისპირო ვინმე ვარ. რასაც აქ აკეთებენ, არაფე-
რი მესმის. არც ჩემი თავის.
– ეგ იმიტომ არ ხდება, რომ ჭკვიანი არა ხარ. ნორმალური ხარ. მეც ბევრი
რამ არ მესმის საკუთარი თავისა. ჩვენ ორივენი ნორმალურები ვართ,
ჩვეულებრივები.
ნაოკომ ფეხები დივანის კიდეზე აკეცა და ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო.
– მინდა, მეტი რამ ვიცოდე შენზე.
– ერთი ჩვეულებრივი ვინმე ვარ, ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან,
ჩვეულებრივი განათლება მივიღე. გარეგნობაც ჩვეულებრივი მაქვს, ნიშნებიც,
ფიქრებიც.
– ოჰ, როგორი მოტრფიალე ხარ ფიცჯერალდისა. განა ის არ წერს, არავის
ენდოთ, ვინც გეტ ყვით, უბრალო ვინმე ვარო? შენგან ვითხოვე ეგ წიგნი, კარ-
გად მახსოვს! – იღიმებოდა ნაოკო.
– მართალი ხარ. მაგრამ არ ვამეტებ. გულწრფელად გეუბნები, ასე ვფიქ-
რობ – ერთი უბრალო ვინმე ვარ. სრულიად ჩვეულებრივი. განა რა უნდა იყოს
ჩემ ში განსაკუთრებული?
– რას ამბობ! – ნაოკოს მოუსვენრობა დაეტ ყო, – განა თვითონ მართლა
ვერ ხვდები? როგორ გგონია, აბა, შენთან რატომ ვიწე ქი? გგონია, რომ ისეთი
მთვრალი ვიყავი, ყველას დავუწვებოდი?
– არა, რა თქმა უნდა. ასე არ ვფიქრობ.
ნაოკო დიდხანს იყო ჩუმად. თავის ფეხის თითებს დაჰყურებდა. სიტ ყვებს
ვეღარ ვპოულობდი, ამიტომ ღვინო მოვსვი.

117
– ტორუ, რამდენი ქალი გ ყავდა? – თითქოს მხოლოდ ახლა გაუელვა ამ
კითხვამ თავში ნაოკოს. ძალიან, ძალიან დაბალი ხმით მკითხა.
– რვა თუ ცხრა, – გულახდილად ვუპასუხე. რეიკომ გიტარა მუხლებზე
დაიდო.
– შენ ხომ ოცი წლისაც არა ხარ! რანაირი ცხოვრებით ცხოვრობ? – აღ-
შფოთდა რეიკო.
ნაოკო გაჩუმდა და სუფთა თვალები მომაპყრო. მოვუყევი პირველ გოგო-
ნაზე, როგორ ვხვდებოდით, როგორ დავშორდით. ავუხსენი, წარმოუდგენლად
მიმაჩნდა მისი შეყვარება-მეთქი. მერე ისიც გავუმხილე, ნაგასავასთან ერთად
როგორ დავძრწოდი ტოკიოს ბარებში და როგორ ვატარებდი ღამეს სხვადას-
ხვა ქალთან.
– ვიტანჯებოდი. მაგრამ ამას იმიტომ არ ვამბობ, თავი რომ გავიმართლო.
შენ თითქმის ყოველ კვირადღეს მხვდებოდი, მელაპარაკებოდი. მაგრამ ყო-
ველთვის ვიცოდი, გულიდან კიძუკი რომ ვერ ამოიგ ლიჯე. ამაზე ფიქრი მტან-
ჯავდა. მართლა მტანჯავდა. და, მგონი, ამიტომაც ვწვებოდი უცნობებთან.
ნაოკომ რამდენჯერმე მძიმედ გააქნია თავი, მერე კი შემომხედა.
– გახსოვს, მაშინ რომ მკითხე, კიძუკისთან რატომ არაფე რი მქონდა? ახ-
ლაც გაინტერესებს?
– რა თქმა უნდა. მგონი, ეგ უნდა ვიცოდე.
– მეც ასე მგონია. მკვდარი მკვდარია, ჩვენ კი ცხოვრება უნდა განვაგ-
რძოთ.
თავი დავუქნიე. რეიკო რაღაც რთულ პასაჟს უკრავდა და უკრავდა.
– მინდოდა მასთან დაწოლა, – ნაოკომ თმის სამაგრი მოიხსნა და თმა ჩა-
მოუშვა. იმ პეპლის ფორმის თმის სამაგრს ხელში ათამაშებდა, – რა თქმა უნ-
და, მასაც უნდოდა. ამიტომ ვცადეთ. ბევრჯერ ვცადეთ. მაგრამ არაფერი გა-
მოგ ვივიდა. ვერაფერი ვქენით. მაშინ არ ვიცოდი, რატომ ხდებოდა ასე. არც
ახლა ვიცი. მე ხომ ის მიყვარდა. მიყვარდა, გესმის? და არც ქალიშვილობის
დაკარგვა მაღელვებდა. სიხარულით ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მას სიამოვ-
ნებდა. ეს კი არ გამოგ ვივიდა...
ნაოკომ ჩამოყრილი თმა აიწია და სარჭით დაიმაგრა.
– ვერ ვსველდებოდი, – დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, – ყოველთვის
მტკიოდა. ზედმეტად მშრალი ვიყავი. რა არ ვცადეთ. მგონი, ყველაფერი, რაც
თავში აზრად მოგ ვივიდა – კრემები და სხვა რამეები, მაგრამ არაფერმა გაჭრა,
მტკიოდა მაინც. ამიტომ ხან თითებით, ხან ტუჩებით…... ხომ ხვდები...

118
თავი დავუქნიე.
ნაოკომ ფანჯრიდან მთვარეს გახედა, რომელიც ახლა გაცილებით დიდი და
კაშკაშა იყო.
– არ მინდოდა ამის თქმა. მინდოდა, ჩემს ნაჭუჭში გამოვ კეტილიყავი. ნეტა
ახლაც შემეძლოს. მაგრამ უნდა ვილაპარაკო. უნდა ვილაპარაკო ამაზე. ვერა-
ფერს ვხვდები. შენთან რატომ დავსველდი? განა სველი არ ვიყავი მაშინ?
– ჰო...
– იმ დღეს... ჩემს დაბადების დღეზე, ოთახში შემოხვედი თუ არა, მაშინვე
დავსველდი. მინდოდა, მომხვეოდი. მინდოდა, ჩემთვის ტანზე გაგეხადა, მომ-
ფერებოდი და შემოსულიყავი ჩემ ში. მანამდე არაფერი მსგავსი არ მიგრძნია.
რატომ? ასე რატომ მოხდა? მე ხომ... მე ხომ ის მართლა მიყვარდა, მართლა!
– მე კი არა!... ის გინდა იცოდე, ჩემთან რატომ მოგინდა, როცა ის გიყვარ-
და და მე – არა?
– მაპატიე, არ მინდა, გატ კინო. მაგრამ სწორად გამიგე – ჩემსა და კიძუკის
შორის მართლა რაღაც განსაკუთრებული იყო. სამი წლის ასაკიდან ერთად
ვიყავით. ერთად გავიზარდეთ. სულ ვლაპარაკობდით, ერთმანეთს იდეალუ-
რად ვუგებდით და ვეწყობოდით. ერთმანეთს პირველად მეექვსე კლასში ვა-
კოცეთ. რა ნეტარება იყო! პირველად „ის“ რომ მომივიდა, მასთან მივირბინე
და ბავშვივით ავ ტირდი. აი, რა ახლოს ვიყავით. მისი სიკვდილის შემდეგ აღარ
ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ვინმე სხვასთან მქონოდა ურთიერთობა, არ ვი-
ცოდი, როგორღა შემიყვარდებოდა ის ვინმე სხვა.
ხელი ღვინის ჭიქის ასაღებად გასწია, მაგრამ იატაკზე დაანარცხა. ღვინო
ხალიჩაზე დაიღვარა. დავიხარე, ნამსხვრევები მოვაგროვე და მაგიდაზე და-
ვაწყვე. ვკითხე, დალევა კიდევ ხომ არ გინდა-მეთქი. ნაოკო ცოტა ხანს ჩუმად
იყო, მერე უეცრად ატირდა, აცახცახდა. წინ გადაიხარა და სახე ხელებში ჩარ-
გო. ზუსტად ისე ქვითინებდა, როგორც იმ ღამით.
რეიკომ ძირს დადო გიტარა და ნაოკოს მიუჯდა. ზურგზე ეფერებოდა. რო-
ცა მხრებზე მოეხვია, ნაოკომ ჩვილი ბავშვივით დაადო თავი მკერდზე.
– იცი, რა, ვატანაბე, – რეიკო მე მომიბრუნდა, – კარგი იქნებოდა, ცოტა
ხანს სასეირნოდ წასულიყავი. ასე ოცი წუთით მაინც. მაპატიე, მაგრამ ეგრეა
საჭირო.
თავი დავუქნიე და წამოვდე ქი. პერანგზე ჯემპრი გადავიცვი.
– გმადლობ, რომ ჩაერიე.

119
– რა სალაპარაკოა! – თვალი ჩამიკრა რეიკომ, – შენი ბრალი არაა. ნუ
დარდობ, როცა დაბრუნდები, უკეთ იქნება.
ფეხებმა თავისით წამიყვანეს. ჩავიარე ის ქუჩა, რომელიც მთვარის შუქს
უცნაურად გაენათებინა და მერე ტყეში შევედი. უცნაური ექო გაისმოდა. ჩე-
მივე ნაბიჯების ხმა საპირისპირო მხრიდან მესმოდა, თან ისე, თითქოს ვიღაც
ზღვის ფსკერზე დააბიჯებდა. უკნიდან დროდადრო ტკაცატ კუცი და შარიშუ-
რი ჩამესმოდა. ტყეს მძიმე მანტია მოესხა, ღამის ცხოველები კი ისე გაყუჩე-
ბულიყვნენ, თითქოს იმას ელოდნენ, როდის გავეცლებოდი.
ხეებს უკან, სადაც გზა მაღლა მიემართებოდა, ჩამოვჯე ქი და ნაოკოს სახლის-
კენ გავიხედე. მისი საცხოვრებლის ცნობა არ გამჭირვებია. მკრთალად რომ
ციმციმებდა სინათლე, ის ფანჯარა იყო. დიდხანს, დიდხანს მივშტერებოდი იმ
შუქს. ამან მომაკვდავის ბოლო ამოსუნთქვაზე დამაფიქრა. მინდოდა, ის, რაც
დარჩა, პეშვით ამეღო და გადამერჩინა. ისე შევ ყურებდი იმ სანთლის ციმციმს,
როგორც ჯეი გეტსბი უყურებდა ყოველდღე წყლის გადაღმა მბჟუტავ სინათ-
ლეს.

ნახევარი საათის შემდეგ, როცა უკან დავბრუნდი ნაოკოს სახლთან, მომეს-


მა, როგორ ავარჯიშებდა ხელს რეიკო გიტარაზე დაკვრაში. კიბეზე ავედი და
კარზე მივაკაკუნე. ნაოკოს თვალი ვერ მოვ კარი. რეიკო მარტო იჯდა ხალიჩა-
ზე და გიტარაზე უკრავდა. საძინებლის კარზე მიმითითა, ნაოკო იქააო. მერე
გიტარა იატაკზე დადო და დივანზე ჩამოჯდა, მიმანიშნა, გვერდით მომიჯე-
ქიო, და დარჩენილი ღვინო ორ ჭიქაში ჩამოასხა.
– ნაოკო კარგად არის, – მუხლზე შემეხო ხელით, – ნუ დარდობ, ცოტა ხანს
დაისვენებს და გადაუვლის. დამ შვიდდება. ოდნავ გაღიზიანდა. აბა, რას იტ-
ყვი, ცოტა ხანს ერთად გავისეირნოთ?
– გავისეირნოთ.
მე და რეიკო ლამპიონებით განათებულ ქუჩას გავუყევით. იმ ადგილს რომ
მივაღწიეთ, სადაც ჩოგბურთის კორტები და კალათბურთის მოედანი იყო,
მერხზე ჩამოვსხედით. რეიკომ მერხის ქვემოდან კალათბურთის ბურთი გა-
მოიღო და დაატრიალა. მკითხა, ჩოგბურთს თუ თამაშობო. ცუდად-მეთქი.
– კალათბურთსაც?
– ვერც მაგით დავიკვეხნი.
– აბა, რაში ხარ ძლიერი, – რეიკოს გაეღიმა და თვალის კუთხეები დაუნა-
ოჭდა, – გოგონებთან წოლის გარდა?

120
– ისე, არც ეგ გამომდის კარგად.
– ვხუმრობ, ნუ მიბრაზდები. მართლა, მითხარი, ძლიერი რაში ხარ?
– განსაკუთრებულად არაფერში. რაღაცების კეთება მსიამოვნებს.
– მაგალითად?
– ლაშქრობა. ცურვა. კითხვა.
– რაღაცების მარტო კეთება გ ყვარებია.
– ჰო, ალბათ. გუნდური თამაშები მაინცდამაინც არ მიზიდავს. ვერ ვერ-
თვები. მაშინვე ინტერესს ვკარგავ.
– მაშინ აქ ზამთარში უნდა ამოხვიდე. ვსრიალებთ ხოლმე. დარწმუნებუ-
ლი ვარ, მოგეწონება მთელი დღე თოვლში სიარული, – ლამპიონის სინათლე-
ზე ისე დააკვირდა რეიკო თავის მარჯვენა ხელს, თითქოს რომელიმე ძველე-
ბურ მუსიკალურ საკრავს იკვლევდა.
– ნაოკოს ხშირად ემართება ასე?
– ხანდახან, – ახლა მარცხენა ხელს აკვირდებოდა რეიკო, – დროდადრო,
აი, ასე განერვიულდება ხოლმე და ტირის. მაგრამ ამას არა უშავს. ეს ხომ ემო-
ციების გამოხატვაა. საშიში ისაა, ემოციებს რომ ვერ ამჟღავნებ. აი, მაგ დროს
ემოციები შიგნით გროვდება, ხმება და კვდება. ცუდია, ეგ თუ გემართება.
– რამე ისეთი ვუთხარი, რაც არ უნდა მეთქვა?
– არა, არაფერი. ნუ ღელავ. აქ მხოლოდ გულახდილობა მოგეთხოვება. ეგ
არის საუკეთესო გამოსავალი. ზოგჯერ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს და ის
განმეორდეს, რაც დღეს ნაოკოს დაემართა, მაგრამ საბოლოო ანგარიშ ში ეგ
არის საუკეთესო გზა მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ გინდა, ნაოკოს
გამოჯანმრთელებაში დაეხმარო, ასე უნდა მოიქცე. როგორც უკვე გითხარი,
უნდა გინდოდეს, რომ მისი დახმარებით შენც უკეთ იყო. ასე ხდება აქ. გულ-
წრფელობა უაღრესად მნიშვნელოვანია. იქამდე მაინც, ვიდრე აქ ხარ, ყველა-
ფერი უნდა თქვა, რაც თავში აზრად მოგივა. გარეთ ასე არავინ იქცევა. არ მე-
თანხმები?
– მგონი, კი.
– იმ შვიდი წლის მანძილზე, რაც აქ ვარ, ვინ არ მინახავს მოსული და წა-
სული. ალბათ ძალიან ბევრნიც კი იყვნენ. ამიტომ, როგორც წესი, ერთი შე-
ხედვაც მყოფნის იმის მისახვედრად, ვინმე აქ მოსული გამოკეთდება თუ არა.
ეს თითქმის ინსტინქტურად ხდება. აი, ნაოკოს შემთხვევაში კი არ ვარ დარ-
წმუნებული. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. არც ის გამიკვირდება, ერთ თვეში
რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს, და არც ის, წლების მანძილზე რომ არ გა-

121
უმჯობესდეს მისი მდგომარეობა. ამიტომ მართლა არ ვიცი, რა გირჩიო, მარ-
თლა არ ვიცი, რა უნდა გააკეთო. მხოლოდ ყველაზე განზოგადებული რჩევა
შემიძლია მოგ ცე – იყავი გულახდილი. დაეხმარეთ ერთმანეთს.
– მაინცდამაინც ნაოკოს მომავლის განჭვრეტა რატომ გაგიჭირდა?
– ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მომ წონს. ალბათ ემოციები მიშლის ხელს
მისი მდგომარეობის ნათლად აღქმაში. იცი, რა, მართლა ძალიან მომ წონს.
მაგრამ, გარდა ამისა, მას ბევრი სხვა პრობლემაცა აქვს. ძალიან ბევრიც. ან
ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ ყველაფრის მოგ ვარებას, ან კიდევ რამე
ისეთი მოხდება, რაც ყველაფერს ერთიანად გამოაკეთებს. აი, დაახლოებით
ასეა საქმე. წესიერად ვერ გამიგია, რა რატომ სჭირს...
კიდევ ერთხელ აიღო ბურთი, დაატრიალა და მერე აკენ წლა.
– ყველაზე მნიშვნელოვანია, მოთმინება არ დაკარგო. შემიძლია, კიდევ
ერთი რჩევა მოგ ცე: სულსწრაფი ნუ იქნები. თუნდაც ძალიან აიხლართოს ყვე-
ლაფერი, ნურც სასო წარგეკვეთება, ნურც გაცეცხლდები, ნურც ყვირილს და-
იწყებ, ბოლომდე შეინარჩუნე სიმ შვიდე. დააცადე. კარგად უნდა გაიცნო-
ბიერო, რომ გამოჯანსაღების პროცესი ხანგრძლივია. ყველაფრის ნელა კეთე-
ბა მოგიწევს. როგორ ფიქრობ, გამოგივა?
– ცდად ღირს.
– ხომ ხვდები, რომ შეიძლება ამას მართლა ძალიან დიდი დრო დასჭირ-
დეს. და მერეც კი შესაძლოა, ბოლომდე ვერ გამოკეთდეს. ამაზე თუ გიფიქრია?
თავი დავუქნიე.
– ლოდინი რთულია, – რეიკო ბურთს ათამაშებდა, – განსაკუთრებით, შენს
ასაკში. ზიხარ და ელი, როდის გამოკეთდება, რო ;დის დაგიბრუნდება. უგა-
რანტიოდ, თან უსასრულოდ. როგორ ფიქრობ, ამას შეძლებ? ასე ძალიან გიყ-
ვარს?
– დარწმუნებული არა ვარ, – გულახდილად ვუპასუხე, – ნაოკოსავით არც
მე ვიცი ზუსტად, სიყვარული რა არის. მაინც ყოველნაირად ვეცდები. სხვა
გზა არა მაქვს. ასე უნდა მოვიქცე. შენ არ მითხარი, ერთმანეთი უნდა გადაარ-
ჩინოთო? სხვა გზა გადარჩენისა, არც ერთს არ გვაქვს.
– ისევ ძველებურად აპირებ გააგრძელო? ისევ ყოველ შემხვედრთან
გაატარებ ღამეს?
– არც ეგ ვიცი. როგორ უნდა მოვიქცე? შენ რას მირჩევ? უნდა ველოდო და
ვანძრიო? მაგის კონტროლი იოლი არ არის.
რეიკომ ბურთს ხელი უშვა და მუხლზე დამკრა.

122
– მე იმას არ გეუბნები, გოგონებს არ გაეკარო-მეთქი. შენ თუ არ გვნებს,
არც შავდება რამე. ბოლოს და ბოლოს, ეს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი,
როგორც გსურს. მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიო, რომ ხელოვნურად არ უნ-
და მოეპყრა საკუთარ თავს. მიმიხვდი? ეგ მხოლოდ დროის ფლანგვა იქნება.
ცხრამეტი-ოცი წლის ასაკი ადამიანის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი პე-
რიოდია, და თუ ახლა თავს დაიზიანებ, წლების შემდეგ ტკივილი გაგიმძაფ-
რდება. ასეა, მართლა. ამიტომ კარგად დაფიქრდი. თუ გინდა, ნაოკოს დაეხმა-
რო, თავსაც გაუფრთხილდი.
ვუთხარი, შენს სიტ ყვებზე დავფიქრდები-მეთქი.
– ოდესღაც მეც ვიყავი ოცი წლისა. ოდესღაც. უხსოვარ დროში. არ გჯერა?
– რა თქმა უნდა, მჯერა.
– სადღაც, გულის სიღრმეში, არა?
– გულის სიღრმეში, ჰო, – გავუღიმე.
– და ლამაზიც ვიყავი. ნაოკოსავით მომხიბვლელი არასდროს ვყოფილვარ,
მაგრამ მაინც საკმაოდ ლამაზი მეთქმოდა. ეს ნაოჭები სულ კი არ მქონდა.
ვუთხარი, რომ ძალიან მომ წონდა მისი ნაოჭები. მადლობა გადამიხადა.
– სხვა ქალს ნუ ეტ ყვი, რომ მისი ნაოჭები მოგწონს. მე კი მსიამოვნებს ამის
მოსმენა, მაგრამ გამონაკლისი ვარ.
– ფრთხილად ვიქნები.
შარვლის ჯიბიდან საფულე ამოიღო, ბარათების განყოფილებიდან კი –
ფოტო და გამომიწოდა. ფოტოზე გამოსახული იყო ათი წლის ლამაზი გოგონა,
რომელსაც კაშკაშაფერებიანი სათხილამურო კოსტიუმი ეცვა, თოვლზე იდგა
თხილამურებით და ტკბილად უღიმოდა კამერას.
– განა ლამაზი არ არის? ჩემი გოგონაა. ეს იანვარში გამომიგზავნა. ახლა
ცხრა წლისაა.
– გგავს ღიმილით, – ფოტო დავუბრუნე.
რეიკომ ფოტო ისევ საფულეში ჩადო ოხვრით, მერე კი სიგარეტს მოუკიდა.
– პიანისტობას ვაპირებდი. ნიჭი მქონდა, ხალხიც ამჩნევდა ამას და თავს
დამფოფინებდნენ. კონკურსებში ვიმარჯვებდი. კონსერვატორიაში უმაღლესი
ქულებით ჩავირიცხე. მოგ ვიანებით გერმანიაში მიპირებდნენ გაგზავნას სწავ-
ლის გასაგრძელებლად. ცაზე ღრუბელიც არ ჩანდა. ყველაფერი იდეალურად
იყო. და თუ მაინც გაფუჭდებოდა რამე, იქვე ვინმე გამოჩნდებოდა გამომსწო-
რებელი. მაგრამ ერთხელაც მოხდა რაღაც და ყველაფერი დაიმსხვრა. კონსერ-
ვატორიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და წინ მეტად მნიშვნელოვანი

123
კონკურსი მელოდა. შეუსვენებლად ვვარჯიშობდი. უეცრად მარცხენა ხელის
ნეკა თითი გამიშეშდა. არც კი ვიცი, რატომ, უბრალოდ, გაშეშდა. ვეღარ ვა-
მოძრავებდი. მასაჟის გაკეთება ვცადე, ცხელ წყალშიც ჩავ ყავი, რამდენიმე
დღით დავასვენე, მაგრამ არაფერმა უშველა. მერე შევშინდი და ექიმთან წა-
ვედი. რა არ სცადეს, რა გამოკვლევა არ ჩამიტარეს, მაგრამ ვერაფერი დაად-
გინეს, თვითონ თითს არაფერი სჭირდა, არც სისხლძარღვებს. მიზეზი ვერ და-
ადგინეს. ფსიქოლოგიური პრობლემები იქნებაო. ფსიქოლოგთან მივედი, ისიც
ვერაფერს გახდა. კონკურსით გამოწვეული სტრესი იქნებაო. მირჩია, ცოტა
ხანს ინსტრუმენტს არ გავ კარებოდი.
რეიკომ რამდენიმე ნაფაზი დაარტყა. მერე რამდენჯერმე გვერდზე გადა-
ხარა კისერი.
– ძალ-ღონის აღსადგენად ბებიაჩემთან ჩავედი. მეგონა, დამავიწყდებოდა
ის კონკურსი და მართლა მოვდუნდებოდი, თუ ორი კვირით მოვშორდებოდი
პიანინოს და, რასაც მოვისურვებდი, იმას გავაკეთებდი. არც ამან გაჭრა.
პიანინოს გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. თითი რომ ვერასდროს ვეღარ ამე-
მოძრავებინა? რა გასაკვირია, რომ მხოლოდ ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში,
– მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკასთან იყო დაკავშირებული. დაკვრა ოთხი
წლისამ ვისწავლე და მას შემდეგ სხვა არაფერი მიკეთებია. სახლის საქმეებ-
საც არ ვაკეთებდი, რომ თითებზე რამე არ მომსვლოდა. ადამიანები ყურად-
ღებას მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური ნიჭის გამო მაქცევდნენ. ასეთ გო-
გონას პიანინოს რომ გამოჰგლეჯ, რაღა დარჩება? თითქოს ცხოვრებამ სახეში
სილა გამაწ ნა. ყველაფერი აითქვიფა ჩემს თავში და სრულმა წყვდიადმა
დაისადგურა.
სიგარეტის ნამ წვი მიწაზე დააგ დო და დააბიჯა. მერე რამდენჯერმე ისევ
გვერდზე გადახარა თავი.
– პიანისტობაზე ოცნებას წერტილი მანდ დაესვა. საავადმყოფოში ორი
თვე გავატარე. იქ სწრაფადვე ავამოძრავე თითი. შემეძლო, კონსერვატორიაში
დავბრუნებულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ რაღაც გაქრა. თით-
ქოს ენერგიის წყარო დამიშრა, თუ რაღაც სხვა გაუჩინარდა, აორთქლდა ჩემი
სხეულიდან. ექიმმა მითხრა, მენტალური ძალა გაკლია და პროფესიონალ
პიანისტად ვერ იქცევიო. მირჩია, ამ იდეაზე უარი მეთქვა. ამიტომ კონსერვა-
ტორიაში სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ავიყვანე. სახლში ვამე-
ცადინებდი ბავშვებს. მაგრამ ტკივილი აუტანელი იყო. თითქმის დასრულდა
ჩემი ცხოვრება. ჯერ მხოლოდ ოცი წლისა ვიყავი და ჩემი საუკეთესო წლები

124
კი უკვე ჩავლილი იყო. ხვდები, რა საშინელება იქნებოდა? იმხელა პოტენ-
ციალი მქონდა და ერთ დილასაც კი ეს უბრალოდ გაქრა. აღარც ტაში, აღარც
ოვაციები, აღარც აღფრთოვანებული შეძახილები. გამუდმებით სახლში ვიყავი
და მეზობლის ბავშვებს ბეიერის სონატების შესრულებაში ვავარჯიშებდი. ისე
საბრალოდ ვგრძნობდი თავს, სულ ვტიროდი. აბა, დაფიქრდი, რამდენი რამ
დავ კარგე! ისეთებზე მესმოდა, კონკურსში მეორე ადგილზე გავიდნენ, ან კიდევ
ამა და ამ საკონცერტო დარბაზში კონცერტს მართავენო, ჩემზე ბევრად უნი-
ჭოები რომ იყვნენ. ასეთ რამეს ყურს რომ მოვ კრავდი, მაშინვე ცრემლები მად-
გებოდა თვალებზე. ჩემი მშობლები ფეხის წვერებზე დადიოდნენ, ცდილობ-
დნენ, არაფერი ეწყენინებინათ ჩემთვის. მაგრამ მე ხომ კარგად ვიცოდი, რო-
გორი იმედგაცრუებულები იყვნენ. უეცრად მათი ქალიშვილი, აქამდე ასე რომ
ეამაყებოდათ, მენტალური პრობლემების მქონე პაციენტად იქცა. ჩემი გათხო-
ვებაც კი არ შეეძლოთ. როცა სხვებთან ერთად ცხოვრობ, კარგად გესმის, რას
გრძნობენ ისინი. მძულდა მშობლების განცდები. გარეთ გასვლის მეშინოდა,
მეშინოდა იმისა, რომ მეზობლები ჩემზე ლაპარაკობდნენ. და მერე ისევ, ბრახ!
იგივე განმეორდა – ქაოსი, სიბნელე. ოცდაოთხი წლის რომ ვიყავი, ეს მაშინ
მოხდა. ამჯერად სანატორიუმ ში გავატარე შვიდი თვე. აქაურობას კი არ ჰგავ-
და, ჩვეულებრივი ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო, მაღალკედლებიანი და
ჩაკეტილჭიშკრიანი. საძაგელი ადგილი, სადაც პიანინოები არ ჰქონდათ. არ
ვიცოდი, ჩემი თავისთვის რა მომეხერხებინა. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ
იქიდან სასწრაფოდ გასვლა მინდოდა და სასოწარკვეთილი ვიბრძოდი უკეთ
გასახდომად. შვიდი თვე, გრძელი შვიდი თვე გავატარე იქ. აი, მაგ დროს გა-
მიჩნდა ნაოჭები.
რეიკომ გაიღიმა.
– საავადმყოფოდან ცოტა ხნის გამოსული ვიყავი, ერთ ახალგაცნობილ
კაცს რომ გავ ყევი ცოლად. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, პროფესიით ინ-
ჟინერი და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიაში მუშაობდა, თან ჩემი
მოწაფე იყო. სასიამოვნო კაცი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ თბილი
და გულმართალი იყო. ექვსი თვე ვასწავლიდი, მერე კი უეცრად ცოლობა
მთხოვა. აი, ასე, უბრალოდ. ერთ დღეს, გაკვეთილის მერე ჩაის რომ ვსვამდით.
აი, წარმოგიდგენია? არც პაემანი გვქონია, ხელიც არ ჩაუკიდია იქამდე არას-
დროს. ძალიან დავიბენი. ვუთხარი, ვერ გავთხოვდები-მეთქი. ვუთხარი, მომ-
წონხარ, ვფიქრობ, რომ სასიამოვნო ადამიანი ხარ, მაგრამ გარკვეული მიზე-
ზების გამო, ცოლად ვერ გამოგ ყვები-მეთქი. უნდოდა, მიზეზი გაეგო და ამი-

125
ტომ ყველაფერი გულწრფელად ავუხსენი – მოვუყევი, ორჯერ მენტალური
პრობლემების გამო საავადმყოფოში რომ მომათავსეს. სულ ყველაფერი გა-
ვუმხილე – მიზეზი, რამაც ეს გამოიწვია, ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, და
ისიც, რომ ერთხელაც შეიძლება ყველაფერი განმეორებულიყო. მითხრა, და-
საფიქრებლად დრო მჭირდებაო, და ვუთხარი, რამდენი დროც დაგ ჭირდება,
იმდენ ხანს იფიქრე-მეთქი. მაგრამ მომდევნო კვირას გაკვეთილზე რომ მოვი-
და, მითხრა, მაინც მსურს შენზე დაქორწინებაო. ვთხოვე, სამ თვეს მოეცადა.
იმ სამი თვის მანძილზე შევხვდებოდით ერთმანეთს და ამის მერე, თუ ისევ ენ-
დომებოდა ჩემთან ქორწინება, ისევ დავილაპარაკებდით ამ თემაზე. სამი თვის
მანძილზე კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს. სად აღარ დავდიოდით
და რაზე აღარ ვლაპარაკობდით. თანდათან ძალიან მომეწონა. როცა მასთან
ერთად ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ბოლოს და ბოლოს ცხოვრებას ვუბრუნდებო-
დი. მასთან ერთად მარტო ყოფნა საოცარ შვებას მგვრიდა – ყველა ის საშინე-
ლება, რომელიც თავს გადამხდომოდა, მავიწყდებოდა. მერე რა, რომ პიანისტი
არასოდეს ვიქნებოდი? მერე რა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწე ქი?
ჩემი ცხოვრება ამით არ დასრულებულა. ჯერ კიდევ უამრავი რამ უნდა გამო-
მეცადა. ამის გამო მის მიმართ უღრმეს მადლიერებას ვგრძნობდი. სამი თვე
რომ გავიდა, ისევ მთხოვა ცოლობა. ამჯერად ვუთხარი, თუ ჩემთან ერთად
ღამის გატარება გინდა, წინააღმდეგი არა ვარ. აქამდე არავისთან ვწოლილ-
ვარ და თან ძალიან მომ წონხარ, ამიტომ, შენ თუ გინდა, წინააღმდეგი სულაც
არა ვარ. მაგრამ ქორწინება სულ სხვა რამაა. თუ ცოლად მომიყვან, ჩემს ყო-
ველ პრობლემას ზურგზე აიკიდებ და ე ს გაცილებით უფრო რთული იქნება,
ვიდრე წარმოგიდგენია-მეთქი. მითხრა, ამას მნიშვნელობა არა აქვსო. ჩემთან
უბრალოდ დაწოლა კი არა, ქორწინება სურდა. უნდოდა, ყველაფერი, რაც კი
გამაჩნდა, მისთვის გამენაწილებინა. მართლა ასე ფიქრობდა. ისეთი ტიპის
ადამიანი იყო, რომელიც მხოლოდ იმას იტ ყვის, რასაც გულისხმობს და თუ
რამეს იტ ყვის, გააკეთებს კიდეც. ამიტომ ცოლობაზე დავთანხმდი. ვიქორწი-
ნეთ. მოიცა, დავფიქრდე... მგონი, ოთხი თვის მერე. ჩემ გამო მშობლებს ეჩხუბა
და მოიკვეთეს. ძველი ტრადიციების დამცველი ოჯახი ჰყავდა, შიკოკუს გა-
რეუბან ში ცხოვრობდნენ. ჩემი წარმომავლობა გამოიკვლიეს და გაიგეს, რომ
ორჯერ საავადმყოფოში ვიწე ქი. რა გასაკვირია, რომ ჩვენი ქორწინების წინა-
აღმდეგნი იყვნენ. ქორწილი არ გადაგ ვიხდია. უბრალოდ, სარეგისტრაციო
ოფისში მივედით, ხელი მოვაწერეთ და ორი ღამე ჰაკონეში გავატარეთ. ესეც

126
საკმარისი იყო ჩვენთვის – ბედნიერები ვიყავით. ქორწინების ღამემდე ქალიშ-
ვილი ვიყავი. ოცდახუთი წლისა. წარმოგიდგენია?
რეიკომ ამოიოხრა და ისევ კალათბურთის ბურთი აიღო ხელში.
– მეგონა, ვიდრე მასთან ვიყავი, არაფერი მემუქრებოდა, – განაგრძო
რეიკომ, – ვიდრე მის გვერდით ვიყავი, ჩემი პრობლემები ახლოსაც ვერ გამე-
კარებოდა. ჩვენნაირი ავადმყოფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ნდო-
ბის ფაქტორია. აი, ასე ფიქრობ – თუ მე ამ ადამიანის ხელში ვიქნები, არაფე-
რი გამიჭირდება. თუ ოდნავ მაინც გაუარესდება ჩემი მდგომარეობა – თუ გო-
ნება ამერევა – მაშინვე შენიშნავს და უზარმაზარი მზრუნველობითა და მოთ-
მინებით ყველაფერს მოაგ ვარებს, ისევ შემაკოწიწებს, და ქაოსად ქცეულ სამ-
ყაროს მომიწესრიგებს. თუ ასეთი ნდობის განცდა გვაქვს, ავადმყოფობა არ
ვლინდება. არანაირი სირთულეები! ისეთი ბედნიერი ვიყავი! ცხოვრება მშვე-
ნიერი იყო! ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაცამ ცივი, აღელვებული
ზღვიდან გამომიყვანა, პლედში გამახვია და თბილ საწოლში ჩამაწვინა. ქორ-
წინებიდან ორი წლის მერე ბავშვი შეგ ვეძინა. აი, მაშინ კი დრო აღარაფრის-
თვის მრჩებოდა, თითქმის სულ გადამავიწყდა ჩემი ავადმყოფობა. დილით ად-
რე ვდგებოდი, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ჩვილს ვუვლიდი, ქმარს ვაჭმევდი,
როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა. ასე გრძელდებოდა ცხოვრება. ბედნიერი
ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ალბათ ეს ყველაზე ბედნიერი პერიოდიც კი იყო. ნე-
ტა ეს რამდენ წელს გაგრძელდა? იქამდე მაინც, ვიდრე ოცდათერთმეტის გავ-
ხდებოდი. და მერე ისევ, სრულიად უეცრად, გადამეკეტა. ისევ ის განმეორდა.
ისევ დავიმსხვერი.
რეიკომ სიგარეტს მოუკიდა. ქარი ჩამდგარიყო. სიგარეტის კვამლი მაღლა
ადიოდა და სიბნელეს ერწყმოდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ცა ვარკვლა-
ვებით იყო მოჭედილი.
– მაგ დროს მოხდა რამე?
– კი, რაღაც ძალიან უცნაური. თითქოს ვიღაცამ ხაფანგი დამიგო. დღემდე
ამაზე გაფიქრებაც კი მზარავს, – რეიკომ თავისუფალი ხელით საფეთქელი
მოისრისა, – მაპატიე, რომ მთელი ეს დრო ჩემზე გელაპარაკებოდი. აქ ნაოკოს
სანახავად ჩამოხვედი და არა ჩემი ამბის მოსასმენად.
– მე კი ძალიან მომ წონს ეგ ამბავი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, სიამოვნებით
მოვისმენდი დანარჩენს.
– კარგი... როცა ჩვენი შვილი ბაღში შევიყვანეთ, დაკვრა ისევ დავიწყე,
ჩემთვის... მოკლე ნაწარმოებებს ვუკრავდი – ბახის, მოცარტის, სკარლატის.

127
ამხელა პერიოდის მერე, რა თქმა უნდა, მუსიკისადმი გრძნობები ერთბაშად
არ დამბრუნებია. და არც თითები მემორჩილებოდნენ ძველებურად. მაგრამ
მაინც გული სიხარულისგან მითრთოდა ისევ ფორტეპიანოს რომ ვუკრავდი.
კლავიშებს თითებს რომ შევახებდი, ვხვდებოდი, როგორ მყვარებია მუსიკა, და
როგორ მომ წყურებოდა დაკვრა. შენთვის რომ ასრულებ მუსიკას, საოცარი
რამეა. როგორც უკვე გითხარი, მას მერე ვუკრავ, რაც ოთხი წლის გავხდი,
მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არასდროს ჩემი თავისთვის არ დამიკრავს. ყოველ-
თვის იმიტომ ვუკრავდი, რომ ან გამოცდა ჩამებარებინა, ან მევარჯიშა, ან
ვინმეზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნე-
ლოვანია, თუ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრაში დაოსტატებას აპირებ. მაგ-
რამ გარკვეულ ასაკს რომ გადააბიჯებ, მერე შენი თავისთვის უნდა დაუკრა.
აი, მუსიკა მაგისთვისაა. იძულებული გავხდი, პიანისტობაზე უარი მეთქვა და
ოცდათერთმეტი წლის გავმხდარიყავი, იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ეს
გამეგო. გავისტუმრებდი ბავშვს საბავშვო ბაღში, ჩქარა ვაკეთებდი სახლის
საქმეებს, მერე კი ერთი-ორ საათს საყვარელ მუსიკას ვასრულებდი. აქამდე
ყველაფერი ნორმალურად იყო, როგორც ხვდები.
მე თავი დავუქნიე.
– მერე ერთ დღესაც ჩემთან ერთი მეზობელი ქალი მოვიდა, რომელსაც
ქუჩაში გამარჯობით ვიცნობდი, მთხოვა, ჩემი ქალიშვილი ფორტეპიანოს დაკ-
ვრაში ავარჯიშეო. მის ქალიშვილს არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ
ერთ უბან ში ვცხოვრობდიყთ. ჩვენი სახლები ერთმანეთისგან მოშორებით იდ-
გა, მაგრამ იმ ქალის თქმით, მისი ქალიშვილი ჩემს სახლთან ჩაივლიდა ხოლმე
და მოსწონდა, როგორ ვუკრავდი. ერთხელ სადღაც ვუნახივარ კიდეც და ახლა
დედამისს გულს უწყალებდა, გინდა თუ არა, იმ ქალმა მასწავლოს დაკვრაო.
თოთხმეტი წლის იყო, რამდენიმე ადამიანს უსწავლებია მისთვის, მაგრამ ამა
თუ იმ მიზეზის გამო ვერ აეწყო მათთან ურთიერთობა და ახლა უმასწავლებ-
ლოდ დარჩენილიყო. იმედი გავუცრუე. რამდენიმე წლის მანძილზე საერთოდ
არაფერი მიკეთებია და შესაძლოა, არაფრის მცოდნე ბავშვის აყვანა ჭკუას-
თან ახლო ყოფილიყო, მაგრამ, აი, იმ ბავშვისთვის სწავლება, რომელიც რამ-
დენიმე წლის მანძილზე ცდილობდა, დაკვრა ესწავლა, ახლა წარმოუდგენლად
მიმაჩნდა. გარდა ამისა, თვითონაც ძალიან ვიყავი დაკავებული შვილის მოვ-
ლით და, მართალია, ეს იმ ქალისთვის არ მითქვამს, მაგრამ ბავშვს, რომელიც
გამუდმებით იცვლის მასწავლებლებს, ვერავინ გაუმკლავდება. აი, მაშინ კი,
რაც უარი მოისმინა, იმ ქალმა მთხოვა, იმხელა პატივი მაინც დამდე, რომ

128
ჩემს ქალიშვილს ერთხელ მაინც შეხვდიო. ძალიან მიზანდასახული აღმოჩნდა
და ვხვდებოდი, რომ ნემსკავიდან ასე ადვილად ვერ დავიძვრენდი თავს, ამი-
ტომ დავთანხმდი იმ ბავშვთან შეხვედრას – მაგრამ მხოლოდ შეხვედრას! სამი
დღის შემდეგ გოგონა ჩემთან სახლში თვითონ მოვიდა. ნამდვილი ანგელოზი
იყო, რაღაცნაირად წმინდა და წარმოუდგენლად ლამაზი. გრძელი, მბზინავი
თმა ჰქონდა, ინდური მელანივით შავი, ჩამოქნილი, გამხდარი ხელ-ფეხი, ნა-
თელი თვალები და პატარა, ლამაზი პირი, ისეთი, რომ იფიქრებდი, ვიღაცამ
ახლა გამოძერწაო. პირველად რომ დავინახე, ხმის ამოღებაც ვერ შევძელი,
ისეთი ლამაზი იყო. ჩამოჯდა თუ არა დივანზე, ჩემი სასტუმრო ოთახი ფრან-
გულ სალონად გადააქცია. თვალებს გ ჭრიდა მისი სილამაზე. აი, მოკლედ, ასე-
თი იყო. ახლაც კი თვალწინ ნათლად მიდგას მისი ხატება.
რეიკომ თვალები მოჭუტა, თითქოს მართლა ცდილობდა, ის გოგონა წარ-
მოედგინა.
– ყავას ვსვამდით და მთელი საათი ვლაპარაკობდით. რას არ შევეხეთ –
მუსიკას, მის სკოლას, თითქმის ყველაფერს. მაშინვე მივხვდი, გონებამახვილი
ბავშვი იყო. იცოდა, როგორ წარემართა დიალოგი – ნათელი, მკაფიო მოსაზ-
რებები ჰქონდა და მოსაუბრის აყოლიების თანდაყოლილი ნიჭი. ეს საშიშადაც
კი მეჩვენა. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, კერძოდ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო
მასში საშიში. მხოლოდ ის გავიფიქრე, რა შემაძრწუნებლად განათლებულია--
მეთქი. მაგრამ განსჯის ძალა წამერთვა. ისეთი პატარა და ლამაზი იყო. ძალა
გამომეცალა, როცა მივხვდი, რომ ასეთი ბავშვის მიმართ უარყოფითი დამო-
კიდებულება გამჩენოდა. ყველაფერი ჩემს დამახინჯებულ, ბინძურ გონებას
გადავაბრალე.
რეიკომ რამდენჯერმე გააქნია თავი.
– მე რომ მასავით ლამაზი და ჭკვიანი ვყოფილიყავი, მეც ნორმალური
ადამიანი ვიქნებოდი. კიდევ რა შეიძლება მოგესურვოს, როცა ისეთი ჭკვიანი
და ლამაზი ხარ? რაღად დაიტანჯებოდი და წარმოაჩენდი საკუთარ სუსტ ში-
ნაგან სამყაროს, როცა ყველას ისე ძალიან ეყვარებოდი? რაღად მოიქცეოდი
ისე?
– ცუდად მოგექცა?
– იცი რა, მოდი პირდაპირ გეტ ყვი – პათოლოგიური მატ ყუარა იყო. წმინ-
და წყლის ავადმყოფი. ყველაფერს იგონებდა. და იმ ამბებს, რომლებსაც
თხზავდა, თვითონვე იჯერებდა. და მერე ყველაფერს ისე ცვლიდა, რომ მისი
ამბავი მართალი აღმოჩენილიყო. იმდენად გონებამახვილი იყო, რომ ყოველ-

129
თვის ერთი ნაბიჯით გისწრებდა და ისეთ რამეებს აგ ვარებდა, რომ ყველაფერი
ჩვეულებრივად მოგეჩვენებოდა, ამიტომ არასდროს თავში აზრად არ მოგივი-
დოდა, რომ იტ ყუებოდა. ჯერ ერთი, არავინ არასდროს იეჭვებდა, რომ ეს პა-
ტარა, ლამაზი გოგონა ამდენად მარტივ რამეებს გამოიგონებდა. მე ასე ნამ-
დვილად არ მიფიქრია. ექვსი თვის მანძილზე უამრავჯერ მომატ ყუა და მხო-
ლოდ ამდენი ხნის შემდეგ ვიეჭვე პირველად, ყველაფერი წესრიგში რომ არ
იყო. სულ ცრუობდა, მაგრამ არასოდეს გამჩენია ეჭვი. ვიცი, რომ სიგიჟედ მო-
გეჩვენება.
– რას ტყუოდა?
– როცა ვამბობ, ყველაფერს-მეთქი, მართლა ყველაფერს ვგულისხმობ, –
რეიკომ ირონიულად გაიცინა, – როცა ადამიანი რაღაცას იტ ყუება, მერე მას
კიდევ უამრავი ტყუილის თქმა უწევს, რომ ის პირველი გაამართლოს. ამას
მითომანია ჰქვია. ზოგადად, მითომანიაკები ისეთ უცოდველ ტყუილებს ამბო-
ბენ ხოლმე, ამას ყველა ამჩნევს. მაგრამ ის გოგონა – არა. თავის დასაცავად
შეეძლო, საშინელი ტყუილები თვალის დაუხამხამებლად ეთქვა. ყველაფერს
იყენებდა, რასაც კი ხელს მიაწვდენდა. და მეტ-ნაკლებად ყველას ატ ყუებდა,
ვისაც კი ელაპარაკებოდა. დედამისს, ან ახლო მეგობრებს, რომლებიც მაშინვე
მიუხვდებოდნენ ტყუილს, იშვიათად ატ ყუებდა, და თუ მაინც ეტ ყოდა რამეს,
ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენდა და ისეთ რამეს მოატ ყუებდა, რაც არ გას-
კდებოდა. და მაინც, თუკი მიუხვდებოდ ნენ, მაშინვე ან მოიბოდიშებდა ან მი-
ზეზს გამონახავდა, თან კი ლამაზი თვალებიდან ცრემლებსაც გადმოყრიდა.
აი, მაშინ კი ვერავინ ახერხებდა მასზე გაბრაზებას.
– დღემდე ვერ ვხვდები, მე რატომ ამომარჩია. მისი კიდევ ერთი მსხვერ-
პლი ვიყავი თუ ხსნის საშუუალება? უბრალოდ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამას
მნიშვნელობა უკვე თითქმის აღარა აქვს. ახლა, როცა ყველაფერი უკან დარ-
ჩა. ახლა, როცა მე ასე ვარ.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
– დედამისის სიტ ყვები გაიმეორა, თქვენს სახლთან ჩავიარე, თქვენს მუსი-
კას მოვ კარი ყური და ამან შემძრაო. რამდენჯერმე ქუჩაშიც ვუნახივარ და ჩე-
მი თაყვანისცემის სურვილი გასჩენია, ზუსტად ეგ სიტ ყვა გაიმეორა, „თაყვა-
ნისცემა“. გავწითლდი კიდეც. წარმოიდგინე, აბა, ასეთი პატარა, ლამაზი, თო-
ჯინასავით გოგო რომ გეთაყვანება. თუმცა, არა მგონია, რომ ეს სრული
ტყუილი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მე უკვე ოცდაათზე მეტის ვიყავი, და ვე-
რასდროს მასავით ლამაზი ან ჭკვიანი ვერ ვიქნებოდი, და არც განსაკუთრე-

130
ბული ნიჭი გამაჩნდა, მაგრამ მქონდა, როგორც ჩანს, რაღაც ისეთი, რითაც მო-
ვიზიდე, რაღაც, რაც მას აკლდა, ასე მგონია. თავიდან ალბათ ამით დავაინტე-
რესე, უკან რომ ვიხედები, ასე ვფიქრობ. და არც ვტრაბახობ ამით.
– მგონი, ვხვდები, რასაც გულისხმობ.
– თან ნოტები მოეტანა და მითხრა, თქვენთვის შევასრულებო. უარი არ
მითქვამს. ბახის ნაწარმოები იყო. მან, როგორ გითხრა…... საინტერესოდ შეას-
რულა. თუ უცნაურად-მეთქი უნდა გითხრა? ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო
ჩვეულებრივი შესრულება. რა თქმა უნდა, დახვეწილი არ იყო. ის არც პროფე-
სიულ სასწავლებელში დადიოდა, და დროდადრო სწავლობდა ვიღაცებისგან.
უფრო თვითნასწავლი ეთქმოდა. დახვეწილი ჟღერადობა არ ჰქონდა მის შეს-
რულებას. მუსიკალური სკოლის აუდიტორია მას მაშინვე დაგმობდა. მაგრამ
დაკვრა მაინც შეძლო. 90 პროცენტი თითქმის საშინელება იყო, მაგრამ 10
პროცენტი კი – მან ეს შეძლო – ეს იყო მუსიკა. და, თან, ეს ხომ ბახის ნაწარ-
მოები იყო! ამიტომ დამაინტერესა. ნეტა რა ჰქონდა ამ გოგოს მაინც? სამყარო
სავსეა ბავშვებით, რომლებსაც ბახის შესრულება მასზე გაცილებით უკეთე-
სად შეუძლიათ. ოცჯერ უკეთესად. მაგრამ მათ უმეტესობას განსაკუთრებული
არაფერი ექნებოდა. მათი შესრულება ცარიელი, ფუტურო იქნებოდა. ამ გო-
გონას ტექნიკა ცუდი ჰქონდა, მაგრამ მან ჩადო რაღაც ისეთი მუსიკაში, რაც
ხალხს მიიზიდავდა, ან სხვა თუ არა, მე ხომ მიმიზიდა. ამიტომ გადავწყვიტე,
რომ ღირდა მისთვის მესწავლებინა. რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, მეს-
წავლებინა ისე, რომ მისგან პროფესიონალი დამდგარიყო. მაგრამ ჩავთვალე,
რომ შეიძლებოდა, მექცია ისეთ ბედნიერ პიანისტად, როგორიც მაშინ მე ვიყა-
ვი და როგორიც დღემდე ვარ – ისეთად, ვისაც სიამოვნებს, თავისთვის რომ
უკრავს. თუმცა ეს ცრუ იმედი გამოდგა. ის არ იყო ადამიანი, რომელიც რაღა-
ცებს თავისთვის ჩუმად აკეთებს. ეს გოგონა ყველაფერს, რაც კი მის განკარგუ-
ლებაში იყო, დეტალურად ანგარიშობდა, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოეხ-
დინა. ზუსტად იცოდა, რა უნდა ექნა იმისთვის რომ ხალხი აღფრთოვანებაში
მოეყვანა და მათ მისი ქება-დიდება დაეწყოთ. და, რა თქმა უნდა, ისიც ზუს-
ტად იცოდა, რა ტიპის შესრულებით მიიპყრობდა ჩემს ყურადღებას. მან ყვე-
ლაფერი გათვალა, დარწმუნებული ვარ, და მთელი ძალ-ღონე ჩადო იმაში,
რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟების დაკვრაში ემეცადინა. ახლა ამას
ზუსტად ვხვდები.
– მაინც, ახლაც კი, მას შემდეგ, რაც ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა,
მგონია, რომ ეს შესანიშნავი შესრულება იყო, და ახლაც ჟრუანტელი დამივ-

131
ლიდა, ხელახლა რომ მომესმინა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ბზარე-
ბის, ტყუილებისა და ქვეშქვეშობის შესახებ ვიცი, იმავეს ვიგრძნობდი. არსე-
ბობს სამყაროში ასეთი რამეები.
რეიკომ ჩაახველა და ყელი ჩაიწმინდა.
– მოსწავლედ აიყვანე?
– კი. კვირაში ერთ გაკვეთილს ვუტარებდი; შაბათ დილით. შაბათს არ
სწავლობდა. არასდროს გაკვეთილი არ გაუცდენია, არასდროს არ დაუგ ვიანია,
იდეალური მოწაფე იყო. ყოველთვის მომზადებული მოდიოდა. ყოველი გაკვე-
თილის მერე ნამცხვარს ვჭამდით და ვლაპარაკობდით.
ეს რომ თქვა, რეიკომ მაჯის საათს დახედა, თითქოს უეცრად რაღაც გაახ-
სენდა.
– დრო ხომ არ არის, უკან დავბრუნდეთ? ცოტათი ვღელავ ნაოკოზე. არა
მგონია, რომ გადაგ ვიწყებოდა, ხომ მართალი ვარ?
– რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, – გამეცინა მე, – მაგრამ შენმა ამბავმა
ჩამითრია.
– თუ დანარჩენის მოსმენა გინდა, ხვალ მოგიყვები. ეს ძალიან გრძელი ამ-
ბავია, ერთიანად რომ მოჰყვეს კაცი.
– ნამდვილი შეჰერაზადა ხარ.
– ვიცი, – სიცილში ამყვა, – ასე ვერასდროს დაბრუნდები ტოკიოში.
ტყეში ბილიკს გავუყევით და მალე სახლშიც დავბრუნდით. სანთელი ჩამ-
ქრალიყო და ახლა სასტუმრო ოთახში ბნელოდა. საძინებლის კარი ღია იყო,
ღამის მაგიდაზე ლამფა ენთო და იქიდან მკრთალი სინათლე იღვრებოდა სას-
ტუმრო ოთახში. ნაოკო მარტო იჯდა იმ სიბნელეში დივანზე. მას ახლა გა-
ნიერი ლურჯი მანტია ჩაეცვა, ყელზე მჭიდროდ შემოჰკვროდა მისი საყელო,
ფეხები კი დივანზე აეკეცა. რეიკო მიუახლოვდა და თავზე ჩამოადო ხელი.
– ახლა კარგად ხარ?
– კარგად ვარ, მაპატიე, – დაბალი ხმით უპასუხა ნაოკომ. მერე ჩემკენ
მოტრიალდა და მეც მომიბოდიშა, – ალბათ შეგაშინე.
– ცოტათი.
– მოდი აქ, – ნაოკოს გვერდით ჩამოვუჯე ქი. ფეხები ისევ აკეცილი ჰქონდა,
ჩემკენ გადმოიხარა, სახით ისე რომ, ცოტაც და, ყურზე შემეხებოდა, თითქოს
საიდუმლო უნდა გაენდო ჩემთვის. მერე ნაზად მაკოცა ყურზე.
– მაპატიე, – ახლა ყურში მითხრა, მოგუდული ხმით. მერე კი მომცილდა, –
ზოგჯერ ისე დავიბნევი ხოლმე, ვერც კი ვხვდები, რა მემართება.

132
– მეც მემართება ხოლმე ასე.
ნაოკომ გამიღიმა და შემომხედა.
– თუ წინააღმდეგი არა ხარ, მინდა, კიდევ მიამბო შენზე, შენს ცხოვრება-
ზე, დღეებს როგორ ატარებ, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხვდები.
ნაოკო თავის დღიურ რეჟიმზე მიყვებოდა. ლაპარაკობდა მოკლე, მკაფიო
ფრაზებით. დილით ექვს საათზე დგება. სახლში საუზმობს. საფრინველეებს
ასუფთავებს. მერე ბოსტან ში მუშაობს, ბოსტნეულს უვლის. ლანჩამდე ან
ლანჩის მერე ექიმთან აქვს ერთსაათიანი შემოწმება, ან კიდევ ჯგუფური თე-
რაპია. შუადღისას ირჩევს თავისთვის საინტერესო კურსებიდან რომელიმეს,
გარე სამუშაოებს ან სპორტს. რამდენიმე კურსს გადის – ფრანგულის, ქსოვის,
ფორტეპიანოსა და ძველი ისტორიის.
– რეიკო პიანინოს დაკვრას მასწავლის, გიტარასაც. ჩვენ ყველანი ერთმა-
ნეთს ვცვლით, ან მოსწავლეები ვართ, ან კიდევ მასწავლებლები. ვინც კარგად
ფლობს ფრანგულს, ამ ენას ასწავლის, ვინც სოციალურ მეცნიერებებს სწავ-
ლობდა – ისტორიას, ვისაც ქსოვა ეხერხება – ქსოვას. საკმაოდ კარგი სკოლა
გვაქვს. სამ წუხაროდ, მე ისე არაფერი გამომდის, რომ სხვებს ვასწავლო.
– არც მე.
– აქ უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავ მეცადინეობაზე, ვიდრე უნივერსიტეტ-
ში. მუყაითად ვშრომობ და მსიამოვნებს კიდეც.
– ვახშმის შემდეგ რას აკეთებ?
– რეიკოს ველაპარაკები, ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, სხვებთან მივდი-
ვარ სტუმრად და ვთამაშობთ.
– გიტარის დაკვრაში ვვარჯიშობ და ავ ტობიოგრაფიას ვწერ, – რეიკოც ჩა-
ერთო ლაპარაკში.
– ავ ტობიოგრაფიას?
– ვხუმრობ, – გაეცინა რეიკოს, – დაახლოებით ათისთვის ვწვებით. ცხოვ-
რების ძალიან ჯანსაღი სტილია. არა გგონია ასე? ჩვილებივით გვძინავს.
საათს დავხედე. ცხრა ხდებოდა.
– ალბათ მალე ძილი მოგერევათ.
– არა უშავს, დღეს შეგ ვიძლია გვიანობამდე ვიყოთ. იმდენი ხანია, აღარ
მინახავხარ! მინდა, უფრო დიდხანს გელაპარაკო! მიდი განაგრძე!
– როცა ადრე მარტო ვიყავი, სრულიად მოულოდნელად ძველ დროზე
ვიწყებდი ფიქრს. გახსოვს, მე და კიძუკი შენს მოსანახულებლად რომ მოვე-

133
დით საავადმყოფოში? აი, იქ, ზღვისპირას რომ იყო. მგონი, პირველ კურსზე
ვიყავით?
– მაშინ გულის ოპერაცია გავიკეთე, – გაეღიმა ნაოკოს, – რა თქმა უნდა,
მახსოვს. შენ და კიძუუკი მოტოციკლით მოხვედით. შენ კოლოფით მომიტანე
შოკოლადი და ყველაფერი გადამდნარიყო ერთმანეთში. ისე გამიჭირდა შეჭ-
მა! მგონია, ეგ ყველაფერი ათასი წლის წინ ხდებოდა.
– ჰო, მართლაც. მგონი, იმ დროს რაღაც გრძელ ლექსს წერდი.
– მაგ ასაკში ყველა გოგონა წერს ლექსებს, – ჩაიკისკისა ნაოკომ, – უცებ
რამ გაგახსენა?
– მეც ეგ მიკვირს. ზღვიდან მქროლავი ქარი, ოლეანდრები, ვერც კი მივ-
ხვდი, როგორ ამომიტივ ტივდა გონებაში. კიძუკი ხშირად მოდიოდა შენს სანა-
ხავად?
– რას ამბობ! მერე მაგის გამო ძალიან ვიჩხუბეთ! ერთხელ მოვიდა, მერე
კიდევ ერთხელ შენთან ერთად, ეგ იყო და ეგ. ისეთი საძაგელი იყო! და მაშინ,
პირველად რომ მოვიდა, ვერც კი გაჩერდა ერთ ადგილას და ალბათ სულ ათი
წუთით დარჩა. რამდენიმე ფორთოხალი მომიტანა და რაღაც ისეთს ბუტბუ-
ტებდა, ვერაფერი გავიგე, მერე კი ადგა და წავიდა! მითხრა, ვერ ვეგუები
საავადმყოფოებსო!
ნაოკოს გაეცინა.
– ყოველთვის რაღაცნაირი იყო. იცი, რა, განა ვის უყვარს საავადმყო-
ფოები? სწორედ ამიტომ მიდიან პაციენტის მოსანახულებლად საავადმყოფო-
ში, რომ მათ თავი უკეთ აგრძნობინონ, რომ ძალა შემატონ და ა. შ. მაგრამ ეგ
კიძუკის არ ესმოდა.
– ერთად რომ მოვედით, მაშინ რომ არ მოქცეულა ეგრე? ჩვეულებრივად
იქცეოდა.
– იმიტომ, რომ შენ ახლდი. შენთან ყოფნის დროს ყოველთვის ეგრე იქ-
ცეოდა. მთელი ძალით ცდილობდა, თავისი სისუსტე დაემალა. დარწმუნებუ-
ლი ვარ, ძალიან მოსწონდი. ცდილობდა, მხოლოდ თავისი ძლიერი მხარე ეჩ-
ვენებინა შენთვის. ჩემთან ეგეთი არ იყო. მაშინვე მოეშვებოდა. ერთ წამს რომ
ყბედობდა, მეორე წამს დეპრესია შეიპყრობდა. სულ ეგრე ხდებოდა. ბავშვო-
ბიდანვე ეგრე სჭირდა. თუმცა კი ძალიან ცდილობდა შეცვლილიყო, უკეთესი
გამხდარიყო.
ნაოკომ ფეხები შეუნაცვლა ერთმანეთს დივანზე.

134
– ძალიან კი ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით, უფ-
რო მეტად ბრაზობდა და სევდიანდებოდა. იმდენი რამ ჰქონდა კარგი და მშვე-
ნიერი, მაგრამ თავდაჯერება ყოველთვის აკლდა. „ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა
შევცვალო“, – ყოველთვის ასეთ ფიქრებში იყო. სულ ბოლომდე. საწყალი კი-
ძუკი!
– მაინც, თუ მართალს ამბობ, რომ ცდილობდა, ჩემთვის საუკეთესო მხარე
ეჩვენებინა, მინდა გითხრა, წარმატებით მიუღწევია ამისთვის. მე მხოლოდ მის
სიძლიერეს ვხედავდი.
ნაოკოს გაეღიმა.
– გული აუჩუყდებოდა, ეგ რომ გაეგონა. შენ მისი ერთადერთი მეგობარი
იყავი.
– არც მე მყოლია კიძუკის გარდა სხვა მეგობარი. სხვა არავინ მყოლია,
ვისთვისაც მეგობარი შემეძლო მეწოდებინა, არც მის შემდეგ, არც მანამდე.
– სწორედ ამიტომ მიყვარდა თქვენთან ერთად ყოფნა. მაგ დროს მეც მხო-
ლოდ მის ძლიერ მხარეს ვხედავდი. შემეძლო მოვდუნებულიყავი და აღარ მე-
დარდა, როცა სამივენი ერთად ვიყავით. ეგ დრო ყველაზე მეტად მომ წონდა.
არ ვიცი, შენ რას ფიქრობ მაგაზე.
– მე იმას ვდარდობდი, შენ რას ფიქრობდი ამაზე, – ოდნავ გავაქნიე თავი.
– პრობლემა ის იყო, რომ მუდამ ასე ვერ გაგრძელდებოდა. ასეთი პატარა
სრულყოფილი წრეების შენარჩუნება შეუძლებელია. კიძუკიმ იცოდა ეს, მეც
ვიცოდი, შენც. ასე არ არის?
თავი დავუქნიე.
– სიმართლე გითხრა, – განაგრძო ნაოკომ, – მე მისი სუსტი მხარეც მიყ-
ვარდა. ისევე მიყვარდა, როგორც ძლიერი. ცუდი ან ფარული მას არაფერი
ჰქონდა. მაგრამ სუსტი იყო. ვცდილობდი, ეს მისთვის მეთქვა, მაგრამ არ მი-
ჯერებდა. სულ იმას მეუბნებოდა, ასე იმიტომ გგონია, რომ სამი წლიდან ერ-
თად ვიზრდებითო. ამბობდა, ძალიან კარგად მიცნობ და ამიტომ ჩემს ძლიერ
მხარეებსა და ნაკლოვანებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავ, ყველა ერთი
გგონიაო. თუმცა ვერ მოახერხა და მასზე წარმოდგენა ვერ შემაცვლევინა.
ისევ ისე მიყვარდა და ვერასდროს ვერ დამაინტერესებდა ვინმე სხვა.
ნაოკომ სევდიანი ღიმილით გამომხედა.
– ჩვენი ქალვაჟური ურთიერთობაც უცნაური იყო. თითქოს როგორღაც,
სადღაც, ერთმანეთს ფიზიკურად შევერწყეთ. თუ, როგორღაც, რაღაც დაგ ვა-
შორებდა, რაღაც სხვა განსაკუთრებული გრავიტაციული ძალა ისევ ერთად

135
შეგ ვყრიდა. ჩვენი შეყვარებულებად ქცევა ყველაზე ბუნებრივი რამ იყო სამ-
ყაროში. არაფერზე დაფიქრება არ დაგ ვჭირვებია, არც რამე არჩევანის გაკე-
თება. თორმეტი წლის ვიყავით, კოცნაობა რომ დავიწყეთ, მოფერება კი ცამე-
ტისამ. ან ის მოდიოდა ჩემთან, ან მე მივდიოდი მასთან და ხელებით ვათავე-
ბინებდი. არასდროს არ მიფიქრია იმაზე, რომ ნაადრევად მოვმწიფდით. ეს
ურთიერთობის სრულიად ბუნებრივ გაგრძელებად მივიჩნიე, თუ მკერდზე ან
საშოზე ცდილობდა მომფერებოდა, წინააღმდეგი სულ არ ვიყავი, როცა ათა-
ვებდა და თესლის მოშორება უნდოდა, ამაშიც ვეხმარებოდი. დარწმუნებული
ვარ, შოკში ჩავვარდებოდი, ვინმეს ჩვენთვის ბრალი რომ დაედო, რამე არას-
წორს აკეთებთო, რადგან ასე არ იყო. იმას ვშვრებოდით, რაც უნდა გვექნა.
სხეულის ნაწილებს ყოველთვის ვუჩვენებდით ერთმანეთს. თითქოს ორივე ვი-
ყავით ერთმანეთის სხეულის ნაწილების მფლობელები. თუმცა ერთხანს ვცდი-
ლობდით, მეტი არაფერი გაგ ვეკეთებინა. ვშიშობდით, რომ დავორსულდებო-
დი და წარმოდგენა არ გვქონდა, თავი როგორ უნდა დაგ ვეცვა. აი, ასე გავი-
ზარდეთ ერთად მე და კიძუუკი, ერთმანეთი გავზარდეთ, განუყოფელ წყვი-
ლად ვიქეცით. რადგან ასეთი გახსნილები ვიყავით ერთმანეთის მიმართ, როცა
სქესობრივი მომ წიფება დავიწყეთ, არც ჩვენს ეგოებს წამოუყვიათ თავი, სხვა
ბავშვებს კი ხშირად ემართებათ ასე. გესმის, რასაც ვგულისხმობ?
– მგონი, ჰო.
– ვერ ვიტანდით დაშორებას. ამიტომ კიძუკის რომ ეცოცხლა, დარწმუნე-
ბული ვარ, ერთად ვიქნებოდით, ერთმანეთი გვეყვარებოდა, და ასეთები, უბე-
დურები, დავბერდებოდით თანდათან.
– უბედურებიო? კი მაგრამ, რატომ?
ნაოკომ თმა რამდენჯერმე თითებით უკან გადაივარცხნა. თმის სამაგრი
მოიხსნა და ამიტომ, როცა თავს ოდნავ წინ გადმოხრიდა, თმა სახეზე ეყრებო-
და.
– იმიტომ, რომ თანდათან სამყაროსთვის ის უნდა გადაგ ვეხადა, რაც მისი
გვემართა, – ამას რომ ამბობდა, თვალები გამისწორა, – ზრდით გამოწვეული
ტკივილით. იმ დროს არ გადავუხადეთ, როცა საჭირო იყო, ახლა კი ანგარიშე-
ბით იყო კარს მომდგარი. ამიტომ, სწორედ ამიტომ გააკეთა კიძუკიმ ის, რაც
გააკეთა, მე კი აქა ვარ. ჩვენ ის ბავშვები ვიყავით, რომლებიც უკაცრიელ კუნ-
ძუულზე შიშვლები გავიზარდეთ. თუ მოგ ვშივდებოდა, ხელს ბანანს დავ ტა-
ცებდით, თუ თავს მარტო ვიგრძნობდით, ერთმანეთის მკლავებში ვიძინებდით.
მაგრამ ასეთი რამ მუდამ არ გრძელდება. ჩვენ მალე გავიზარდეთ და იძუულე-

136
ბულები გავხდით, საზოგადოების ნაწილად ვქცეულიყავით. აი, ამიტომ იყავი
ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი. შენ იყავი გარე სამყაროსთან ჩვენი დამაკავ-
შირებელი რგოლი. შენი მეშვეობით ვიბრძოდით იმისათვის, რომ გარე სამყა-
როს მოვრგებოდით. რა თქმა უნდა, ამან არ გაამართლა.
თავი დავუქნიე.
– არ მინდა იფიქრო, რომ გიყენებდით. კიძუკის ძალიან უყვარდი. უბრა-
ლოდ, ისე მოხდა, რომ შენ იყავი პირველი, ვისთანაც ჩვენ კონტაქტი გვქონ-
და. და დღემდე ასეა. კიძუკი კი მოკვდა, მაგრამ შენ დღემდე ხარ ჩემთვის გარე
სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი. და როგორც კიძუკის
უყვარდი, ისე მიყვარხარ. არასდროს გვინდოდა, შენთვის რამე დაგ ვეშავები-
ნა, მაგრამ ალბათ მაინც მოვახერხეთ ეს. ალბათ ძალიან ღრმა ჭრილობა მო-
გაყენეთ. არასოდეს გვიფიქრია, რომ შეიძლებოდა, რამე ამგვარი მომხდარი-
ყო.
ნაოკომ ისევ დახარა თავი და გაჩუმდა.
– ფინჯან კაკაოზე რას იტ ყვით? – შემოგ ვთავაზა რეიკომ.
– ძალიან კარგი იდეაა. მართლა მესიამოვნება.
– მე კი უარს არ ვიტ ყოდი, ის ბრენდი დამელია, რომელიც თან მოვიტანე.
– ო, შეიძლება, მეც მოვსვა? – დამეკითხა რეიკო.
– რა თქმა უნდა, – გამეცინა.
რეიკომ ორი ჭიქა მოიტანა და ერთმანეთი ვადღეგრძელეთ. მერე სამზა-
რეულოში გავიდა კაკაოს მოსამზადებლად.
– არ შეიძლება, რამე უფრო მხიარულზე ვილაპარაკოთ? – მკითხა ნაოკომ.
არაფერი მხიარული არ მაგონდებოდა, რომ იმაზე მელაპარაკა. გავიფიქ-
რე, შტორმტრუპერი რომ ისევ ახლოს ყოფილიყო-მეთქქი! ეგ ტიპი ამბების
კარგი შთამაგონებელი იყო. რამდენიმე მასთან დაკავშირებული ისტორია ნე-
ბისმიერს დააყენებდა კარგ გან წყობაზე. ახლა კი მხოლოდ ისღა დამრჩენოდა,
საერთო საცხოვრებლის ბიჭების საძაგელ ჩვევებზე მელაპარაკა. ასეთ უხამ-
სობაზე ლაპარაკი გულს მირევდა, მაგრამ ნაოკო და რეიკო სიცილისგან კინა-
ღამ დაიხოცნენ, მათთვის ხომ ეს ყველაფერი უცხო ხილი იყო. მერე კი რეიკომ
მენტალურად დაავადებული პაციენტების იმიტირება დაიწყო. ესეც ძალიან
სასაცილო იყო. ნაოკოს თერთმეტ საათზე ძილი მოერია. ამიტომ რეიკომ დივ-
ნის ზურგი გადასწია, ბალიში, ქვეშაგები და გადასაფარებელი მომაწოდა.
– შუაღამით ვინმესთან სექსი თუ მოგინდება, რამე არ შეგეშალოს, ნაოკოს
უნაოჭო სხეული მარცხენა საწოლში დაგხვდება!

137
– მატ ყუარა! – შესძახა ნაოკომ, – მე მარჯვნივ ვწევარ.
– მართლა, უკვე მოვახერხე და ხვალ მე და ნაოკო შუადღეზე თავისუფლე-
ბი ვიქნებით. მოდი, სამივენი პიკნიკზე წავიდეთ. ერთი ლამაზი ადგილი მეგუ-
ლება აქვე ახლოს.
– კარგი აზრია, – მივუგე მე.
ქალები მორიგეობით შევიდნენ აბაზანაში, კბილები გაიხეხეს, მერე კი სა-
ძინებელში შეიყუჟნენ. მე ბრენდი ჩამოვისხი, დივანზე დავწე ქი და მთელი
დღის მოვლენებს გონებაში თვალი გადავავლე. საშინლად გრძელ დღედ მეჩ-
ვენა. მთვარის შუ ქი ისევ თეთრად ანათებდა ოთახს. გარდა დროდადრო სა-
წოლის ყრუ ჭრიალისა, იმ საძინებლიდან, სადაც ნაოკოს და რეიკოს ეძინათ,
ხმა თითქმის არ გამოდიოდა. თვალები რომ დავხუ ჭე, პატარ-პატარა სი-
ლუეტები ათამაშდნენ სიბნელეში. ყურებში ისევ ჩამესმოდა რეიკოს გიტარის
ზანტი ხმა, მაგრამ დიდხანს არც ერთი არ გაგრძელებულა. ძილი მეწვია და
თბილ ტალახში ჩამფლა. ტირიფები მესიზმრა. მთის გზის ორივე მხარეს ტი-
რიფები იყო ჩამ წკრივებული. უთვალავი ტირიფი. ძალიან ძლიერი ქარი უბე-
რავდა, მაგრამ ტირიფის ტოტები საერთოდ არ იძვროდა. რატომ უნდა იყოს--
მეთქი ასე, გამიკვირდა, და მერე შევნიშნე, რომ ყოველი ხის ყოველ ტოტზე
პაწაწინა ჩიტები ისხდნენ. მათი სიმძიმე ტოტებს რწევისგან იცავდა. ჯოხი
ავიღე და ერთ ახლო მდგარ ხეს დავ კარი, მინდოდა, ჩიტები აფრენილიყვნენ
და ტოტები ამოძრავებულიყვნენ. მაგრამ არ აფრენილან. ამის ნაცვლად, ჩი-
ტის ფორმის ლითონის ფიგურებად იქცნენ და მიწაზე ჩამოცვივდნენ.
თვალები რომ გავახილე, მეგონა, ჩემი სიზმრის გაგრძელებას ვხედავდი.
მთვარის შუქს ისევ თეთრად გაენათებინა ოთახი. თითქმის მე ქანიკურად წა-
მოვჯე ქი და ლითონის ჩიტების ძებნა დავიწყე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქ
არ ეყარა. მათ ნაცვლად, საწოლის კიდეზე ნაოკო დამიხვდა, იჯდა გაუნძრევ-
ლად, მარტო, ფანჯარაში იყურებოდა. ფეხე&s hy;ბი აეკეცა დივანზე და ნიკა-
პი მუხლებზე ჩამოედო, მშიერ ობოლს ჰგავდა. მაჯის საათი მოვძებნე, რომე-
ლიც ბალიშთან ჩამომედო, ზუსტად იქ იყო, სადაც მეგულებოდა. მთვარის შუ-
ქის დახრილობით ვივარაუდე, რომ ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა. საშინე-
ლი წყურვილი ვიგრძენი, მაგრამ გადავწყვიტე, არ გავნძრეულიყავი და
ნაოკოსთვის მეც ქირა. ისევ ის ლურჯი ღამის პერანგი ეცვა, რომლითაც ადრე
ვნახე, ერთ მხარეს თმა პეპელა-სამაგრით აეწია. მთვარის შუქ ზე მისი ლამაზი
სახე მკაფიოდ ჩანდა. უცნაურია, ეგ თმის სამაგრი დაწოლამდე ხომ მოიძრო--
მეთქი, გავიფიქრე.

138
ნაოკო გაუნძრევლად იჯდა, პატარა ცხოველივით, რომელიც მთვარის
შუქმა სოროდან გამოიტ ყუა. მთვარის შუ ქი ტუჩებს უგრძელებდა. მათი სი-
ლუეტი გულისცემის რიტმში უმნიშვნელოდ იძვროდა, გეგონება, უხმო სიტ-
ყვებით ეჩურჩულება სიბნელესო.
იმის იმედით, რომ წყურვილს მოვიკლავდი, ნერწყვი გადავ ყლაპე, მაგრამ
ამ ღამის უძრაობაში ეს ხმა საშინელ ჭე ქად გაისმა. თითქოს ეს სიგნალი ყო-
ფილიყოს, ნაოკო წამოდგა და საწოლის თავისკენ წამოვიდა, მისი პერანგი
ოდნავ ირხეოდა. იატაკზე ჩაიმუხლა, ჩემს ბალიშთან, თვალებში ჩამხედა. იქ
ვერაფერი ამოვიკითხე, უცნაურად გამჭვირვალე სხვა სამყაროს ფანჯარას
ჰგავდა. ძალიან კი ვცდილობდი, მათ სიღრმეს ჩავშტერებოდი, მაგრამ მაინც
ვერაფერს ვხედავდი. ჩვენი სახეები რეალურად ათ დუიმზე მეტით არ იქნებო-
და დაშორებული, მაგრამ თითქოს სინათლის წლები გვყოფდა ერთმანეთისა-
გან. ხელი გავწიე და ვცადე, შევხებოდი, მაგრამ ნაოკომ უკან დაიხია და შეუმ-
ჩნევლად აუცახცახდა ტუჩები. წუთის მერე ხელები ასწია მაღლა და ღამის პე-
რანგის ღილების შეხსნა დაიწყო. სულ შვიდი ღილი ჰქონდა პერანგს. შვიდი
პატარა, თეთრი ღილი – როცა ყველა გაიხსნა, მხრებიდან ჩამოიგ დო ღამის პე-
რანგი და ისე მოიშორა, როგორც მწერი მოიძრობს ხოლმე ქერეჭს. ღამის პე-
რანგის შიგნით არაფერი ეცვა. მხოლოდ თმის სამაგრი ეკეთა. გაშიშვლებულ-
მა და ისევ ჩემს საწოლთან ჩამუხლულმა შემომხედა. მთვარის ნაზ შუქ ში მო-
ბანავე ნაოკოს სხეული ახალშობილისას ჰგავდა, გულის ამაჩქარებლად
ბრწყინავდა. როცა ამოძრავდა – ეს კი თითქმის შეუმჩნევლად გააკეთა – მის
სხეულზე სინათლეცა და ჩრდილიც ფაქიზად ათამაშდა. მისი ძუძუუების სიმ-
რგვალე, მისი პაწია ძუძუსთავები, მისი ჭიპის ჩაზნე ქილობა, მისი ბარძაყები
და ბოქვენის თმა, ყველაფერი მარცვლოვან ჩრდილებს ქმნიდნენ, და მათი
ფორმები ისე იცვლებოდა, როგორც მშვიდი ტბის ზედაპირზე იკლაკნება ხოლ-
მე წყალი.
იდეალური სხეული ჰქონდა! როდის დაეუფლა ნაოკო ამდენად იდეალურ
სხეულს? წინა გაზაფხულზე რომ მკლავებში მოვიქციე, ის სხეული რა იქნა?
იმ ღამით, ატირებულს რომ ტანზე ნაზად გავხადე, ნაოკოს სხეულმა არას-
რულყოფილების განცდა დამიტოვა. ძუძუები მკვრივი ჩანდა, ძუძუსთავები
უცნაურად გაზნე ქოდა, ბარძაყები კი მოუქნელი ჰქონდა, საოცრად მოუქნელი.
ლამაზი გოგონა იყო, რა თქმა უნდა, მშვენიერი და მაცდუნებელი ტანი ჰქონ-
და. იმ ღამით აღმაგზნო და მიმიზიდა. მაგრამ მაინც, როცა ვეხვეოდი, ვეფე-
რებოდი და ვკოცნიდი მის შიშველ სხეულს, უცნაურად, მთელი ძალით შევიგ-

139
რძნობდი ადამიანის სხეულის არაპროპორციულობასა და სიტლანქეს. როცა
მკლავებში მყავდა მოქცეული, მინდოდა, ამეხსნა მისთვის: „შენთან სექსი
მაქვს, შენ ში ვარ, მაგრამ ეს საერთოდ არაფერია. ამას არა აქვს მნიშვნელობა.
ეს მხოლოდ ორი სხეულის შერწყმაა. ვცდილობთ, ერთმანეთს ის ვუთხრათ,
რაც მხოლოდ და მხოლოდ ორი არასრულყოფილი ხორცის ნაგ ლეჯის ხახუ-
ნით შეიძლება გამოიხატოს. ასე ჩვენ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს არასრულყოფი-
ლებას ვუნაწილებთ“. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი ვერ მექნებოდა, რომ ამას
გამიგებდა. ამიტომ მაგრად მოვეხვიე. და ამ დროს მასში რაღაც უცხო და გაქ-
ვავებული ვიგრძენი, რაღაც ისეთი, რასაც ვერასდროს მივუახლოვდებოდი. ამ
განცდამ ამაღელვა, ისეთი ერექციაც ამიტომ მქონდა.
ის სხეული კი, რომელიც ახლა მიჩვენა ნაოკომ, საერთოდ არ ჰგავდა იმას,
რამდენიმე თვის წინ რომ ვეხვეოდი. ამ ტანს ცვლილება განეცადა, მთვარის
შუქზე ახლა თითქოს თავიდან შობილიყო უნაკლო სრულყოფილებით. კი-
ძუუკის სიკვდილის შემდეგ ამ სხეულს გოგონას ყოველი ნიშან წყალი წაშლო-
და და ზრდასრული ქალის უნაკლო სხეულად გარდაქმნილიყო. ახლა ნაოკოს
ფიზიკური სილამაზე იდეალური იყო, მაგრამ ჩემ ში სექსუალური სურვილები
არ აღუძრავს. შემეძლო, მხოლოდ მეც ქირა, განცვიფრებულს, ამ ნაზი რკა-
ლისთვის წელიდან ბარძაყებამდე, მისი ძუძუების სიმრგვალისთვის, ან კიდევ
იმისთვის, თუ როგორ თრთოდა ყოველი ამოსუნთქვის დროს მისი თხელი
მუცლისა და ბოქვენის შავი თმის ჩრდილი.
მან თავისი სიშიშვლე ხუთი წუთით მიჩვენა, მერე კი, ისევ მოიცვა პერანგი
და თავიდან ბოლომდე შეიკრა. როცა ბოლო ღილიც შეიკრა, წამოდგა, საძი-
ნებლისკენ წავიდა, ჩუმად გააღო კარი და გაუჩინარდა.
გაოგნებული დიდხანს დავრჩი ასე, ვიდრე არ მივხვდი, რომ უნდა ავმდგა-
რიყავი. იატაკზე ჩამოვარდნილი მაჯის საათი ავიღე და მთვარის შუქზე გავ-
ხედე. ოთხს ოცი აკლდა. სამზარეულოში გავედი, რამდენიმე ჭიქა წყალი დავ-
ლიე, ვიდრე ისევ დავწვებოდი. იქამდე არ დამეძინა, ვიდრე ოთახის ყოველი
კუთხე მზემ არ გაანათა და იქიდან მთვარის მკრთალი შუ ქის ყოველი კვალი
არ განდევნა.
უკვე ჩაძინებას ვაპირებდი, როცა რეიკო შემოვიდა და ლოყაზე ხელი შე-
მომკრა, თან ყვიროდა, დილა მშვიდობისაო.
ვიდრე რეიკომ ჩემი დივანი აალაგა, ნაოკო სამზარეულოში შევიდა და სა-
უზმის მომზადება დაიწყო. გამიღიმა და მომესალმა, დილა მშვიდობისაო.
– დილა მშვიდობისა!

140
ვიდე ქი და ვუყურებდი, როგორ შემოდგა წყალი ასადუღებლად, დაჭრა პუ-
რი. თან სულ ღიღინებდა, არაფერზე ეტ ყობოდა, რომ წინა ღამით შიშველი
დამენახვა.
– თვალები გაწითლებული გაქვს, – ყავას მისხამდა, ამას რომ ამბობდა, –
ხომ კარგად ხარ?
– შუაღამისას გამეღვიძა და ვერაფრით ვეღარ დავიძინე.
– ვხვრინავდით ალბათ, – ჩაერთო რეიკოც ლაპარაკში.
– საერთოდ არა.
– კარგია ეგ, – ნაოკო საქმიანობას განაგრძობდა.
– თავაზიანობას იჩენს, – რეიკომ დაამთქნარა.
თავიდან მეგონა, რომ ნაოკოს ან რცხვენოდა, ან რეიკოს გამო მაჩვენებდა
თავს უცოდველად, მაგრამ არც მერე შეუცვლია ქცევა, რეიკო რომ წუთით გა-
ვიდა ოთახიდან, თვალებზე ისევ ის გამომეტ ყველება ეწერა, ჩვეულებრივი.
– როგორ გეძინა? – ვკითხე ნაოკოს.
– კუნძივით ვეგ დე, – მშვიდად მიპასუხა. თმაზე ახლა უბრალო სარჭი ეკე-
თა, ყოველგვარი მორთულობის გარეშე.
არ ვიცოდი, რა მექნა და საუზმობისას ვცდილობდი, რამე შემეტ ყო მის-
თვის. პურის ნაჭერს კარაქს ვუსვამდი თუ კვერცხს ვფცქვნიდი, ნაოკოს ვუყუ-
რებდი მაგიდის იქით და რამე ნიშანს ვეძებდი.
– ასე რატომ მიყურებ? – გაეღიმა.
– მგონი, ვიღაცაზეა შეყვარებული, – ჩაერთო რეიკო.
– ვინმეზე შეყვარებული ხარ?
– შესაძლოა, – მეც გამეღიმა.
როდესაც ჩემზე ხუმრობა დაიწყეს ქალებმა, იმის გარკვევას თავი ვანებე,
რა მოხდა წინა ღამით და ყურადღება საუზმესა და ყავაზე გადავიტანე.
საუზმის მერე, რეიკომ და ნაოკომ მითხრეს, საფრინველეში ფრინველების
დაპურებას ვაპირებთო. შევთავაზე, მეც გამოგ ყვებით-მეთქი. ჯინსები, სამუ-
შაო პერანგები და თეთრი რეზინის ჩექმები ჩაიცვეს. ჩოგბურთის კორტების
უკან მდებარე საფრინველეში ყველაფერი ჰყავდათ: წიწილებიც, მტრედებიც,
ფარშავანგებიცა და თუთიყუშებიც. იქაურობა ყვავილნარითა და ბუჩქნარით
იყო გარშემორტყმული, მერხებიც იდგა. ორი კაცი, ორმოცს გადაცილებული –
აშკარად ისინიც სანატორიუმის პაციენტები უნდა ყოფილიყვნენ – ბილიკებზე
ჩამოყრილ ფოთლებს ფოცხავდა. მათ რომ ჩაუარეს, ქალები მიესალმნენ.
რეიკომ კაცებს რამდენიმე სახუმარო ამბავი უთხრა და გააცინა. ყვავილნარი

141
გაფურჩქნილიყო, ბუჩქები კი კარგად გაესხლათ. რეიკო რომ შენიშნეს, ფრინ-
ველები აკაკანდნენ და გალიებიდან გამოფრინდნენ. ქალები გალიის ახლოს
ფარდულში შევიდნენ და იქიდან საკენკის ჩანთითა და შლანგით გამოვიდნენ.
ნაოკომ შლანგი ონკანს მიაერთა და წყალი მოუშვა. იმაზეც იზრუნეს, რომ
ფრინველები არ გამოფრენილიყვნენ და ისე შეძვრნენ ორივენი საფრინველე-
ში. ნაოკომ ჭუჭყი ჩამორეცხა, რეიკომ კი გალიის ფსკერი ჯაგრისით გახეხა.
მზის სინათლეზე წყლის ნაკადი ციმციმებდა. ფარშავანგები გალიის კიდეებს
მოაწყდნენ, დასველებისგან რომ დაეცვათ თავი. ინდაურმა თავი ასწია და
ახირებული მოხუცი კაცივით შემომაშტერდა. ზემოთ, ქანდარაზე შემომჯდა-
რი თუთიყუში კივილით გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას და ფრთებს აფ-
რთხიალებდა. რეიკომ შეჰკნავლა თუთიყუშს, ის კი შეშინებული კუთხეში
მიფრინდა, თან ყვიროდა, გმადლობ, შე გიჟო, შე ცალტვინაო!
– ნეტა ასე ლაპარაკი ვინ ასწავლა? – ამოიოხრა ნაოკომ.
– მე არ მისწავლებია, ეგეთ რამეს როგორ ვიზამდი.
რეიკომ ისევ დაიკნავლა და თუთიყუშმა მოკეტა.
– ერთხელ ეს ყმაწვილი კატას გადაეყარა, – ამიხსნა რეიკომ სიცილით, –
მას შემდეგ სიკვდილივით ეშინია მათი.
როდესაც გალიის დასუფთავებას მორჩნენ, ქალებმა თავიანთი იარაღები
ძირს დააწყვეს და ყოველი ვარცლი საკენკით გაავსეს. ინდაურმა გალიის ძირ-
ზე, გუბეებს შორის გზა გაიკვალა, მერე თავი ვარცლში ჩაყო. ინდაური ისე გა-
ერთო ჭამით, ნაოკომ რომ კუდზე მიუალერსა, ვერც კი შეამჩნია.
– ამას ყოველ დილით შვრებით? – ვკითხე ნაოკოს.
– ყოველ დილით. როგორც წე& shy;სი, ასეთ საქმეს ახალმოსულ ქალებს
ავალებენ. ხომ ხედავ, რა ადვილია! გინდა კურდღლები გაჩვენო?
– რა თქმა უნდა.
საკურდღლე საფრინველის უკან იყო. იქ ათამდე კურდღელს ეძინა ჩალა-
ში. ნაოკომ გამოხვეტა, მერე ყუთში საკვები ჩაუყარა, ერთი ბაჭია ხელში აიყ-
ვანა და ლოყაზე მიიხუტა.
– განა საყვარელი არ არის? – ჩაილაპარაკა მან. მერე კი მე მომაწოდა. ეს
თბილი, ბეწვის პატარა ბურთი ჩემს ხელებში მოიხარა და ცხვირი ააცმაცუნა.
– ნუ გეშინია, არაფერს გავნებს, – უთხრა ბაჭიას, თითით თავზე შეეხო და
გამიღიმა. ამ ღიმილს ჩრდილის კვალიც არ ეტ ყობოდა, თავი ვერ შევიკავე და
მეც გამეღიმა. გუშინდელზე რას იტ ყვი, ნაოკო? ზუსტად ვიცოდი, რომ ნამდვი-

142
ლად ნაოკო იყო და არ დამსიზმრებია. ნამდვილად გაიხადა ტანზე და შიშვე-
ლი სხეულით მეჩვენა.
რეიკო Proud Mary-ს ღიღინებდა, ვიდრე პოლიეთილენის პარკში მოგრო-
ვილ ნარჩენებს ყრიდა. მერე პარკს თავი მოუკრა. დავეხმარე იარაღებისა და
საკვების ჩანთის ფარდულში დაბრუნებაში.
– ჩემთვის დილა დღის საყვარელი დროა, როცა ყველაფერი ქორფაა და
ახალთახალი. აი, დილა რომ გადადის, მაშინ კი ვსევდიანდები, მზის ჩასვლა
მძულს. მუდამ ამ ერთი და იმავე შეგრძნებებით ვცხოვრობ.
– და ვიდრე მაგ განცდებით ცხოვრობთ, თქვენც, ახალგაზრდები, ჩემსავით
ბერდებით, – რეიკომ გაიღიმა, – ჯერ იმაზე ფიქრს იწყებ, ახლა დილაა, ახლა
კი ღამეო, მერე კი აღმოჩნდება, რომ დაბერებულხარ.
– შენ მოგწონს, როგორ ბერდები?
– მომ წონსო, ვერ ვიტ ყვი. მაგრამ ნამდვილად არ მინდა, ისევ ახალგაზრდა
ვიყო.
– რატომ? – ახლა მე ვიკითხე.
– იმიტომ, რომ საშინელებაა, – მერე თავისი ცოცხი შეაგ დო ფარდულში,
კარი დაკეტა და თან ისევ იმ მელოდიას ღიღინებდა.
სახლში დაბრუნებულმა ქალებმა ჩექმები გაიხადეს და სპორტული ფეხ-
საცმელი ჩაიცვეს. თქვეს, ახლა ფერმაში მივდივართო. რეიკომ შემომთავაზა,
ჯობია, დარჩე და წაიკითხო, ან რამე სხვა აკეთო, რადგან ეს საქმე სულაც არ
არის სახალისო საყურებელი, ჩვენ კი ამის კეთება ჯგუფთან ერთად მოგ ვიწევ-
სო. თან, ვიდრე გველოდები, შეგიძლია, ჩვენი ჭუჭყიანი საცვლები დარეცხო,
რომლებიც ნიჟარასთან დავ ტოვეთო.
– ხუმრობ, არა? – უკან დავიხიე.
– რა თქმა უნდა, – გაეცინა მას, – რა საყვარელი ხარ, არა, ნაოკო?
– მართლა საყვარელია, – ნაოკომაც გაიცინა.
– გერმანულში ვიმეცადინებ, – ამოვიოხრე.
– მიდი, მიდი, დავალება გააკეთე, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ, ლანჩზე უკან
დავბრუნდებით.
ორივენი კისკისით გავიდნენ გარეთ. ნაბიჯების და ადამიანების ხმები მო-
მესმა. კიბეებზე ჩადიოდნენ.
აბაზანაში შევედი და ისევ პირი დავიბანე, მერე მაკრატელი ვითხოვე და
ფრჩხილები დავიჭერი. იმ აბაზანის კვალობაზე, რომელსაც ორი ქალი იყენებ-
და, მეტისმეტად სადა იყო. გარდა კოხტად ჩამ წკრივებული ბოთლებისა, გამ-

143
წმენდი კრემების, პომადის და მზისგან დამცავი კრემისა, იქ თითქმის არაფე-
რი იყო, რისთვისაც შეიძლებოდა კოსმეტიკა გეწოდებინა. ფრჩხილები რომ
დავიჭერი, ყავა მოვიმზადე და სამზარეულოს მაგიდასთან დავლიე, თან გერ-
მანულის სახელმძღვანელო გადავშალე. მაისურით ვიჯე ქი იმ მზიან სამზა-
რეულოში და უკვე ყველა გრამატიკული ფორმის დაზეპირებას ვაპირებდი,
როცა უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. მომეჩვენა, რომ გერმანული არაწესიერი
ზმნების ფორმებსა და ამ სასადილო მაგიდას ყველაზე გრძელი მანძილი აშო-
რებდათ, როგორის წარმოდგენაც კი შეიძლებოდა.
ფერმიდან ქალები თორმეტის ნახევარზე დაბრუნდნენ, რიგრიგობით
მიიღეს შხაპი და ტანზე სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვეს. სამივენი სასადილოში
წავედით ლანჩზე, მერე კი შემოსასვლელ ჭიშკართან მივედით. ამჯერად ჯი-
ხურში დაცვა იდგა. მერხთან იჯდა და ლანჩს შეექცეოდა, რომელიც სასადი-
ლოდან მოეტანათ მისთვის. თაროზე შემოდებული რადიოდან ძველი სენტი-
მენტალური პოპ-მუსიკა იღვრებოდა. მან მეგობრულად დაგ ვიქნია ხელი, რომ
მივუახლოვდით, მოგ ვესალმა, ჩვენც მივესალმეთ.
რეიკომ აუხსნა, გარე მიწებზე გასეირნებას ვაპირებთ და სამ საათში დავ-
ბრუნდებითო.
– დიდებულია! ამინდმა გაგიმართლათ. ოღონდ ხეობის გზას მოერიდეთ.
დიდი წვიმა რომ მოვიდა, ჩარეცხა. სხვაგან არსად არაფერი გაფუ ჭებულა.
რეიკომ მისი და ნაოკოს სახელი დაწერა სარეგისტრაციო ფურცელზე, თა-
რიღსა და დროსთან ერთად.
– ისიამოვნეთ, – მოგ ვმართა დარაჯმა, – და თავს გაუფრთხილდით.
– რა კაი ტიპია!
– ცოტა ვერაა, – რეიკომ საფეთქელთან თითი დაატრიალა.
აი, ამინდზე კი მართალი გვითხრა. ცა კამკამებდა, მხოლოდ ერთი ღრუბე-
ლი ეკიდა ცის თაღზე, როგორც ესკიზზე ვიწრო ზოლი. ცოტა ხანს „ამი ჰოსტე-
ლის“ დაბალ ქვის ღობეს მივუყვებოდით, მერე მოვშორდით და ვიწრო ციცაბო
ნაკვალევს ავუყევით. ერთმანეთს კვალში მივ ყვებოდით. წინ რეიკო მიგ ვიძღო-
და, შუაში ნაოკო მიდიოდა, მე კი უკან მივდევდი. რეიკო ისეთი თავდაჯერე-
ბული ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, როგორც ის, ვინც კარგად იცნობს ამ მიდა-
მოს ყოველ მთას. ისე მივდიოდით, თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანე-
თისთვის. ნაოკოს ლურჯი ჯინსი ეცვა, თეთრი ბლუზა და ცალ ხელში თხელი
მოსაცმელი ეჭირა. ვაკვირდებოდი მის გრძელ სწორ თმას, რომელიც ირხეოდა
და მხრებზე სცემდა. დროდადრო გამომხედავდა და როცა თვალს გამისწო-

144
რებდა, მიღიმოდა. ბილიკი ისე მაღლა ადიოდა, რომ თავბრუ დამეხვა, მაგრამ
რეიკოს ნაბიჯი არ შეუნელებია. ნაოკო ცდილობდა, რეიკოსთვის ფეხი აეწყო.
სახიდან ოფლს იწმენდდა. იმის გამო, რომ ბოლო დროს აღარ მივლია, მალე
სუნთქვა გამიჭირდა.
– ამას ხშირად აკეთებთ ხოლმე?
– დაახლოებით კვირაში ერთხელ. გაგიჭირდა?
– ცოტათი.
– თითქმის მივედით, – გამოგ ვძახა რეიკომ, – გზის ორი მესამედი გავიარეთ
უკვე. წამო, კაცი არა ხარ?
– ჰო, მაგრამ, ფორმაში აღარა ვარ.
– რა ფორმაში იქნები, გოგოებთან ხარ სულ, – თითქოს თავისთვის ჩაილა-
პარაკა ნაოკომ.
მინდოდა, პასუხი გამეცა, მაგრამ ვქოშინებდი და ლაპარაკი არ შემეძლო.
დროდადრო წითელი, ქოჩრიანი ჩიტები გადაგ ვიფრენდნენ ხოლმე თავზე.
ლურჯი ცის ფონზე ბრდღვიალებდნენ. ჩვენ გარშემო მდელოებზე თეთრი,
ცისფერი და ყვითელი ყვავილები ამოსულიყო, და ყველგან ფუტ კრები ზუზუ-
ნებდნენ. წინ ისე მივიწევდი, რომ ამ პეიზაჟის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.
აღმართი ათ წუთში ავიარეთ და პლატოზე ავედით. იქ დავისვენეთ, ოფლი
მოვიწმინდეთ, სული მოვითქვით და ბოთლებიდან წყალი მოვსვით. რეიკომ
ერთი ისეთი ფოთოლი იპოვა, რომლისგანაც სასტვენის გაკეთება შეძლო.
აქედან ნაკვალევი დაღმართში ეშვებოდა, მაღალ ბალახებს შორის. კიდევ
თხუთმეტ წუთს ვიარეთ, ვიდრე სოფელში შევიდოდით. კაცის ჭაჭანება არსად
იყო, თორმეტი ან მეტი სახლი იდგა და ყველა ნგრევის სხვადასხვა სტადიაზე
იყო. სახლებს შორის წელამდე ბალახი ამოსულიყო, კედლების ხვრელებში
მტრედების სკინტლი იყო მიწებებული. ერთი შენობისგან მხოლოდ ბოძები
დარჩენილიყო, სხვები კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს შეხვიდოდი და იც-
ხოვრებდი. ეს მკვდარი, მდუმარე სახლები ერთმანეთის მიყოლებით გზის ორი-
ვე მხარეს იყო ჩარიგებული.
– ამ სოფელში შვიდი-რვა წელია, აღარავინ ცხოვრობს, – მითხრა რეიკომ,
– აქ ახლოს ფერმა იყო, მაგრამ ყველა გაიხიზნა. ცხოვრება მეტისმეტად რთუ-
ლი აღმოჩნდა. ხაფანგში გამომ წყვდეულებივით იყვნენ, თოვლი რომ მოვიდო-
და ზამთარში. ნიადაგიც არ არის მაინცდამაინც ნოყიერი. ქალაქ ში უკეთ შე-
იძლებოდა ცხოვრება.
– რა დასანანია. რამდენიმე სახლი ხელუხლებელი გეგონება.

145
– ჰიპებმა სცადეს აქ ცხოვრება, მაგრამ ვერც იმათ გაძლეს და წავიდნენ.
ზამთარი ვერ აიტანეს.
სოფელს რომ გავცდით, გზად დიდი ნაკვეთი შემოგ ვხვდა, შემოღობილი,
საძოვარი უნდა ყოფილიყო. მის გადაღმა მხარეს, ბოლოში, რამდენიმე ცხენს
მოვ კარი თვალი, ბალახს ძოვდნენ. იმ ღობეს გავუყევით, დიდი ძაღლი გამოიქ-
ცა ჩვენკენ, კუდს აქიცინებდა. რეიკოს მიეთამაშა, სახე დაუყნოსა, მერე კი
ნაოკოს მიახტა მეგობრულად. დავუსტვინე, ჩემთანაც მოვიდა და გრძელი
ენით ამილოკა ხელი.
ნაოკო ძაღლს თავზე ეფერებოდა. ამიხსნა, ეს ძაღლი ამ საბალახოს ეკუთ-
ვნისო.
– თავს დავდებ, ოცისა იქნება, ისე აქვს კბილები გაფუ ჭებული, მაგარს ვე-
ღარაფერს ჭამს. სულ მაღაზიის წინ წევს და სძინავს, როცა ნაბიჯების ხმას
გაიგონებს, მაშინ კი გამორბის, – ამიხსნა ნაოკომ.
რეიკომ ზურგჩანთიდან ყველის ნატეხი ამოიღო. სუნი რომ იგრძნო ძაღ-
ლმა, ახლა რეიკოსთან მივიდა და ის ყველის ნატეხი შესანსლა.
– მალე ამ ყმაწვილს ვეღარ ვიხილავთ, – რეიკო თავზე ეფერებოდა ძაღლს,
– შუა ოქტომბერში ამათ სატვირთოებით ჩაჰყავთ ქვემოთ ეს ძროხები და
ცხენები, საბალახოდ მხოლოდ ზაფხულობით ამოჰყავთ, როცა ტურისტების-
თვის რაღაც პატარა კაფეს ხსნიან ხოლმე. აი, ეგ ტურისტები კი სულ რაღაც
ოცი მოლაშქრე შეიძლება იყოს დღეში. არ გინდათ, რამე დავლიოთ?
– კარგი აზრია.
ძაღლი კაფესკენ წაგ ვიძღვა, პატარა, თეთრი შენობა იყო, წინ ტერასა
ჰქონდა, სახურავზე კი გახუნებული აბრა ეკიდა, ყავის ფინჯნის ფორმისა. კი-
ბეზეც აგ ვიძღვა, მერე ტერასაზე გაიჭიმა და თვალები მოჭუტა. როდესაც მა-
გიდას მივუსხედით, შიგნიდან კიკინიანი გოგონა გამოვიდა ნაქსოვი პერანგითა
და თეთრი ჯინსით. რეიკოსა და ნაოკოს დიდი ხნის ნაცნობივით მიესალმა.
– ეს ნაოკოს მეგობარია, – გამაცნო რეიკომ.
– სალამი!
მეც მივესალმე.
ვიდრე სამი ქალი ლაპარაკობდა, მე მაგიდის ქვეშ გაწოლილ ძაღლს ვეფე-
რებოდი კისერზე. ძლიერი, სქელი კისერი ჰქონდა, როგორიც ბებერ ძაღლებს
აქვთ ხოლმე. როცა ხორკლიან ადგილებზე ვეხებოდი, თვალებს ხუ ჭავდა და
სიამოვნების ღრენას გამოსცემდა.
– რა ჰქვია ძაღლს? – ვკითხე გოგონას.

146
– პეპე.
– ეი, პეპე, – მივმართე ძაღლს, მაგრამ არ განძრეულა.
– ცუდად ესმის, ხმამაღლა უნდა უთხრა, რომ გაიგოს.
– პეპე! – დავიყვირე მე. ძაღლმა თვალები გაახილა და ყეფით გამომეპასუ-
ხა.
– არაფერი, პეპე! – დაამ შვიდა გოგონამ, – მეტ ხანს იძინე და დიდხანს
იცოცხლე.
პეპე ისევ ჩემს ფეხებთან დაწვა.
ნაოკომ და რეიკომ თითო ჭიქა ცივი რძე შეუკვეთეს, მე ლუდი მოვითხოვე.
– მოდი, რადიოს მოვუსმინოთ, – თქვა რეიკომ. გოგონამ ხმის გამაძლიერე-
ბელი ჩართო და fm ტალღაზე მომართა. ჯგუფი Blood, Sweat and Tears-ის
სიმღერა Spinning Wheel-ს გადმოსცემდნენ.
რეიკო კმაყოფილი ჩანდა.
– აი, ამისთვის ვართ აქ! ჩვენ სახლებში რადიო არა გვაქვს, ამიტომ ზოგ-
ჯერ მაინც თუ არ მოვალ აქ , რა მუსიკას უსმენენ ქალაქ ში, ვერც კი გავიგებ.
– ღამითაც აქ რჩები ხოლმე? – დავინტერესდი იმ გოგონას ამბით.
– რას ამბობ! – მიპასუხა სიცილით, – მარტოობისგან მოვ კვდები, ღამითაც
აქ რომ დავრჩე. მწყემს ბიჭს ჩავ ყავარ ქალაქ ში, დილით კი უკან ვბრუნდები,
– ოთხბორბლიან სატვირთოზე მიგ ვითითა, რომელიც მწყემსის სადგომთან
ახლოს იყო დაყენებული.
– და თან მალე არდადეგებიც გეწყება, არა? – ჰკითხა რეიკომ.
– დიახ, მალე აქაურობას დავ კეტავთ.
რეიკომ გოგონას სიგარეტი შესთავაზა. ერთად მოწიეს.
– მომენატრები, – უთხრა რეიკომ.
– მაისში დავბრუნდები, – სიცილით უპასუხა გოგონამ. ახლა Cream-ის
White Room გაისმა. რეკლამის შემდეგ კი საიმონისა და გარფანკელის
Scarborough Fair.
– ეს მომ წონს, – თქვა რეიკომ, სიმღერა რომ დამთავრდა.
– ფილმი ვნახე.
– ვინ თამაშობს?
– დასტინ ჰოფმანი.
– არ ვიცი, ვინაა, – ოდნავ სევდიანად გააქნია თავი რეიკომ, – სამყარო გი-
ჟურად იცვლება, აზრზე არა ვარ, რა ხდება იქ.
რეიკომ გოგონას გიტარა სთხოვა.

147
– ახლავე, – უპასუხა მან და რადიო გამორთო, მერე კი ძველი გიტარა გა-
მოიტანა. ძაღლმა როგორც კი ინსტრუმენტი იყნოსა, თავი წამოყო.
– ამას ვერ შე ჭამ, – რეიკომ ყალბი სიმკაცრით უთხრა ძაღლს. ტერასას სი-
ომ გადაურბინა და ბალახის სურნელი მოიტანა. ჩვენ გარშემო მთები გადაჭი-
მულიყო, ცის ფონზე მკაფიოდ მოჩანდა მთების ხაზი.
– კადრს ჰგავს „მუსიკის ჰანგებიდან“, – ვუთხარი რეიკოს, როცა გიტარა
მოსინჯა.
– ეგ რაღაა?
მან გიტარაზე რამდენიმე აკორდი აიღო, Scarborough Fair-ის პირველ
აკორდებს ეძებდა. ცხადი იყო, რომ პირველად ცდილობდა მის დაკვრას, მაგ-
რამ რამდენიმე არასწორი დასაწყისის შემდეგ უყოყმანოდ დაუკრა. მესამე-
დაც სცადა, მერე კი ოდნავ შელამაზებაც დაუწყო.
– კარგი სმენა მაქვს, – ჩამიკრა თვალი, – როგორც წესი, საკმარისია, სამ-
ჯერ მოვისმინო რამე და მაშინვე შემიძლია დავუკრა.
ჩუმად აღიღინდა მერე და მთლიანად იმღერა Scarborough Fair. სამივემ
დავუკარით ტაში და რეიკომაააც დაგ ვიკრა თავი.
– მოცარტის შესრულებისთვის მეტ აპლოდისმენტებს ვიმსახურებდი
ხოლმე.
– რძის ფულს ჩვენ გადავიხდით, თუ ბითლზის Here Comes the Sun-ს და-
უკრავ.
ამაზე რეიკომ ცერა თითები უჩვენა გოგონას და სიმღერა წამოიწყო. ისე-
დაც არ ჰქონდა ძლიერი ხმა და ბევრ მოწევას სულ ჩაეხლიჩა, მაგრამ მაინც
სასიამოვნი იყო, მშვიდი. გეგონებოდა, მზე მართლა ამოდისო. ვიჯე ქი და
ვუსმენდი, ლუდს ვსვამდი და მთებს გავ ყურებდი. სითბო ჩამეღვარა სხეულში.
რეიკომ გოგონას გიტარა დაუბრუნა და ისევ რადიოს ჩართვა სთხოვა. მე-
რე მე და ნაოკოს შემოგ ვთავაზა, ერთი საათით აქვე ახლომახლო გაისეირნე-
თო.
– მინდა, ცოტა ხანს რადიოს მოვუსმინო და ამ გოგოსთან დავრჩე. კარგი
იქნება, თუ სამისთვის უკან დაბრუნდებით.
– ამდენ ხანს შეიძლება ჩვენი მარტო დატოვება?
– არა, სინამდვილეში ეგ წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჯანდაბას! თქვე-
ნი დამრიგებელი კი არა ვარ, ბოლოს და ბოლოს. მეც შემიძლია შესვენება გა-
მოვიყენო. შენ კი ამხელა გზაზე ჩამოხვედი ტოკიოდან, დარწმუნებული ვარ,
ათას რამეზე გინდათ ლაპარაკი.

148
რეიკომ კიდევ ერთ ღერს მოუკიდა, ამას რომ ამბობდა.
– წავიდეთ, – ნაოკო წამოდგა.
მეც მას გავ ყევი. ძაღლმა გამოიღვიძა და ერთხანს უკან მოგ ვყვებოდა, მაგ-
რამ მალე ინტერესი დაკარგა და ისევ უკან დაბრუნდა, თავის ტერასაზე. ჩვენ
იმ გზას გავუდე ქით, ღობეს რომ მიუყვებოდა. დროდადრო ნაოკო ხან ხელს
ჩამჭიდებდა, ხან კიდევ ხელკავს გამიყრიდა.
– იმ ძველ დროს არ გაგონებს ესეც?
– ძველი დროო, ამბობ? – გამეცინა, – წელს გაზაფხულზე იყო! ეგ თუ ძვე-
ლი დრო იყო, ათი წლის წინ ანტიკური ხანა ყოფილა.
– კი ჰგავს ანტიკურ ხანას... მაპატიე გუშინდელის გამო. ნერვები მქონდა
დაწყვეტაზე. ეგ არ უნდა მექნა, შენ ხომ ტოკიოდან ამხელა გზა გამოიარე.
– არა უშავს. ორივეს უამრავი ემოცია გვაქვს გამოსახატი. თუ გინდა, რომ
მაგ შენი გრძნობებით ვინმე გასრისო, მე გამსრისე. მერე უკეთ შევძლებთ გა-
ვუგოთ ერთმანეთს.
– და თუ უკეთ გამიგებ, მერე რა მოხდება?
– არაფერი გესმის, არა? საქმე ის არ არის, მერე რა მოხდება. იცი რა, ზოგი
რკინიგზის სადგურებში მოძრაობის სქემის კითხვას მოჰყავს აღტაცებაში. ეგ-
რე გადის მაგათი ცხოვრება. ზოგიერთი კი ასანთის კოლოფებისგან აკეთებს
გემების უზარმაზარ მოდელებს. რა დაგიშავდება ერთი ისეთი ადამიანის არ-
სებობით, ვისაც შენი ესმის?
– ეგ ჰობივით რამეა? – გამხიარულდა ნაოკო.
– ასეა, ალბათ შეიძლება ჰობიც დაარქვა. ბევრი ამას ან მეგობრობას და-
არქმევს, ან სიყვარულს, ან რამე სხვას, მაგრამ შენ შეგიძლია ჰობი დაარქვა,
არც ამას უშავს რამე.
– მითხარი, კიძუკი ხომ მოგწონდა?
– რა თქმა უნდა.
– რეიკოზე რას მეტ ყვი?
– ისიც ძალიან მომ წონს. კარგი ვინმეა.
– რატომ ხდება, რომ სულ ეგეთი ადამიანები მოგწონს? ჩვენნაირებს ვგუ-
ლისხმობ. ყველანი ახირებულები, შერეკილები და წყალწაღებულები ვართ –
მეც, კიძუკიც, რეიკოც. რატომ ნორმალური ადამიანები არ მოგწონს?
– იმიტომ, რომ ეგეთებად ვერ გხედავთ, – ვუპასუხე დაფიქრების შემდეგ, –
არანაირად არ მგონიხართ ან შენ, ან კიძუკი, ან რეიკო შერეკილები. იცი რა,
შერეკილები უფრო ისინი არიან, სხვები, გარე სამყაროში.

149
– არა, შერეკილები ჩვენ ვართ. ამას კარგად ვხვდები.
სიარული უხმოდ გავაგრძელეთ. გზა ღობეს დაშორდა და ბალახებიან
მრგვალ მინდორს ჩაუარა, რომელსაც ხეები ისე შემორტყმოდა გარს, როგორც
გუბურას.
– ზოგჯერ შუაღამისას ისე შეშინებულს მეღვიძება, – ნაოკო ხელზე მომეკ-
რო, – მეშინია, რომ ვეღარასოდეს გამოვჯანმრთელდები, დავბერდები და აქვე
მოვ კვდები. ტან ში ისე მივლის ჟრუანტელი... და თითქოს შიგნიდან ვიყინები.
ეგ საშინელებაა. ისე მცივა…...
მოვეხვიე და ჩემკენ მოვიზიდე.
– მგონია, რომ სიბნელიდან კიძუკი ჩემკენ მოიწევს, მეძახის. ეი, ნაოკო,
ჩვენ უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ. როცა ეს მესმის, არ ვიცი, რა ვქნა.
– რას შვრები ხოლმე მერე?
– არ მინდა, არასწორად გამიგო.
– ვეცდები.
– რეიკოს ვთხოვ ხოლმე, ჩამეხუტოს. ვაღვიძებ, საწოლში ვუძვრები და
ვთხოვ, მაგრად ჩამეხუტოს. და ვტირი. იქამდე მეფერება, ვიდრე ეს ყინული
გადნებოდეს და თავს უკეთ ვიგრძნობდე. ეს ავადმყოფობა გგონია?
– არა. ნეტა შემეძლოს, მე გეხუტებოდე ხოლმე.
– მომეხუტე მაშინ. ახლა. აქ.
მდელოზე გამხმარ ბალახში ჩავსხედით და ერთმანეთს მოვეხვიეთ. მაღა-
ლი ბალახებით ვიყავით გარშემორტყმული და ვერაფერს ვხედავდით ცის და
ღრუბლების გარდა. ნაოკო ძირს დავაწვინე და მკლავებში მოვიქციე. ისეთი
ნაზი და თბილი იყო... თვითონაც მეხუტებოდა. მთელი გრძნობით ვკოცნიდით
ერთმანეთს.
– ტორუ, მინდა, რაღაც მითხრა, – ყურში ჩამჩურჩულა ნაოკომ.
– აბა, გისმენ.
– ისევ გინდა ჩემთან ღამის გატარება?
– რა თქმა უნდა, მინდა.
– შეგიძლია დამელოდო?
– რა თქმა უნდა, შემიძლია.
– სანამ ამას ისევ ვიზამდეთ, მინდა, ცოტა მოვმჯობინდე. მინდა, ისეთ
ადამიანად ვიქცე, ვინც ღირსი იქნება შენი ჰობი იყოს. დამიცდი, ვიდრე ამას
ვიზამ?
– რა თქმა უნდა.

150
– აგიდგა?
– რა?
– სულელო, – ჩაიკისკისა ნაოკომ.
– თუ იმას მეკითხები, ერექცია მაქვს თუ არა, რა თქმა უნდა, მაქვს.
– შეგიძლია პატივი დამდო და „რა თქმა უნდა“ აღარ თქვა?
– კარგი, აღარ ვიტ ყვი.
– რთუ&s hy;ლია?
– რა?
– აი, ეგრე რომ გაქვს...
– რთული?
– იტანჯები-მეთქი? ეგ მინდოდა მეკითხა.
– გააჩნია, როგორ შევხედავთ.
– გინდა მოგეხმარო?
– ხელებით?
– ჰო. სიმართლე გითხრა, რაც დავწე ქით, მერჭობა და მტკენს.
ბარძაყები განზე გავწიე.
– უკეთ ხარ?
– გმადლობ.
– იცი რა?
– რა?
– მინდა, ეგ რომ ქნა.
– კარგი, – გამიღიმასავით. მერე შარვალი შემიხსნა და ჩემი ასო ხელში
მოიქცია.
– რა თბილია.
ხელი აამოძრავა, მაგრამ შევაჩერე, ბლუზა შევუხსენი, და მისი ბიუს-
ტჰალტერის შესაკრავის გასახსნელად გავიწიე. რბილ, ვარდისფერ ძუძუსთა-
ვებზე ვაკოცე. თვალები დახუ ჭა და თითები ნელა აამოძრავა.
– კარგად გამოგ დის, ხომ იცი.
– შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ, მოკეტე, რა.
გავათავე, მერე ისევ ჩავეხუტე და ისევ ვაკოცე. ნაოკომ ბიუსტჰალტერი
შეიკრა, ბლუზის ღილებიც, მე კი შარვალი შევიკარი.
– ახლა შეძლებ სეირნობას?
– ვალში ვარ შენთან.
– მაშინ, ბატონო, თუ თქვენც გსურთ, ცოტა კიდევ ხომ არ გაგ ვესეირნა?

151
– აუცილებლად.
მდელო გადავ ჭერით, მერე ხეების რიგი, მერე კიდევ ერთი მდელო. ნაოკო
თავის გარდაცვლილ დაზე მელაპარაკებოდა, თან ისიც მითხრა, რომ ამის შე-
სახებ იშვიათად უთქვამს ვინმესთვის, ვგრძნობ, შენ აუცილებლად უნდა მო-
გიყვე ამაზეო.
– ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. სრულიად განვსხვავდებოდით ერთმა-
ნეთისგან, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით. არასდროს გვიჩხუბია, ერთხელაც
კი, მართლა. რა თქმა უნდა, ასაკში ამხელა სხვაობის გამო საჩხუბარიც არა-
ფერი გვქონდა.
მისი და ისეთი გოგონა იყო, ყველაფერში რომ წარმატებულები არიან –
სუპერსტუდენტი, სუპერათლეტი, პოპულარული, ლიდერი, კეთილი, მიზან-
სწრაფული. ბიჭებს მოსწონდათ, მასწავლებლებს უყვარდათ, კედლები სერტი-
ფიკატებითა და ჯილდოებით ჰქონდა სავსე. თითო ასეთი გოგონა ყველა სკო-
ლაში სწავლობს.
– ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი და იყო, მაგრამ არასდროს თავისთვის
უფლება არ მიუცია, ამის გამო ან გაფუ ჭებულიყო, ან ქედმაღალი გამხდარი-
ყო, ან ტრაბახი დაეწყო. უბრალოდ, ასე იყო, რისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი,
ყველაფერი სხვებზე უკეთ გამოსდიოდა.
– ამიტომ, როცა პატარა ვიყავი, გადავწყვიტე, მისი საყვარელი უმცროსი
და ვყოფილიყავი, – ნაოკო ხელში ფოთლებიან ღეროს ათამაშებდა, – იცი რა,
მე ასე გავიზარდე – ყველა გარშემო იმაზე ლაპარაკობდა, თუ რა ჭკვიანი იყო
ჩემი და, რა კარგი მოთამაშე და როგორი პოპულარული. რა თქმა უნდა,
ვხვდები, რომ ვერანაირად მას ვერ გავეჯიბრებოდი. თუმცა გარეგნულად კი
ოდნავ უფრო ლამაზი ვიყავი და ამიტომ გადაწყვიტეს ალბათ ჩემმა მშობ-
ლებმა, რომ ლამაზმანად გავეზარდე. თავიდანვე ეგეთ სკოლაში შემიყვანეს.
ხავერდის კაბებსა და ფურფუშებიან პერანგებს მაცმევდნენ, ლაკის ფეხსაც-
მელს, მუსიკასა და ბალეტზე დამატარებდნენ. ამის გამო სულ უფრო გიჟდე-
ბოდა ჩემი და ჩემზე – ხომ ხვდები, მე მისი საყვარელი პატარა დაიკო ვიყავი.
ყოველთვის პატარ-პატარა საყვარელ საჩუქრებს მიკეთებდა და ყველგან თან
დავ ყავდი, მეცადინეობაშიც მეხმარებოდა. პაემნებზეც კი დამატარებდა თან.
ის იყო მსოფლიოში საუკეთესო უფროსი და, როგორსაც ყველა ნატრობს
ხოლმე.
– არავინ იცის, თავი რატომ მოიკლა. როგორც კიუძუკიზე არავინ იცის.
ზუსტად ეგრე. ისიც ჩვიდმეტი წლის იყო, და არასდროს, ოდნავადაც კი არ

152
მიუნიშნებია იმაზე, რომ თავის მოკვლას აპირებდა. არც წერილი დაუტოვე-
ბია. ჰგავს ეს ამბები ერთმანეთს, არა?
– ჰო, მგონი.
– ყველამ ის თქვა, ძალიან ჭკვიანი იყოო, ძალიან ბევრ წიგნს კითხულობ-
დაო. მართლაც ძალიან ბევრს კითხულობდა. ათასობით წიგნი ჰქონდა. მისი
სიკვდილის შემდეგ ბევრი მისი წიგნი წავიკითხე, და ეს ისეთი სევდიანი იყო.
მინდვრებზე შენიშვნები გაეკეთებინა და ფურცლებს შორის შეყვარებულების-
გან მიღებული ყვავილები და წერილები ეწყო. ყოველთვის, როცა რამე ამდაგ-
ვარს წავაწყდებოდი, ვტიროდი. ბევრს ვტიროდი.
ნაოკო რამდენიმე წამით გაჩუმდა, ხელში ისევ იმ ბალახის ღეროს ატ-
რიალებდა.
– ისეთი ვინმე იყო, ყველაფერს რომ თავისით უმკლავდება. არასდროს
ვინმეს დახმარებას არ სთხოვდა, არც რჩევას ეკითხებოდა. ეს სიამაყის გამო
არ ხდებოდა, მე ასე მგონია. ეს ბუნებრივი იყო მისთვის. ჩემი მშობლები ამას
მიჩვეულები იყვნენ და ფიქრობდნენ, თუ თავს გავანებებთ, არაფერი გაუჭირ-
დებაო. მე ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს დას რჩევას და ის ყოველთვის
მზად იყო პასუხის გასაცემად, მაგრამ თვითონ არასდროს ჰკითხავდა ვინმეს
რჩევას. იმას აკეთებდა, რის გაკეთებაც იყო საჭირო, თავისით. არასოდეს არც
ბრაზობდა, არც ცუდ გუნებაზე დგებოდა. მართლა ასე იყო, არაფერს ვაჭარ-
ბებ. ძირითადად გოგონები თვიურის დროს ჭირვეულობენ და ჯავრს იყრიან
ხოლმე სხვებზე, მას კი ეს არასდროს გაუკეთებია. იმის მაგივრად, რომ ცუდ
ხასიათზე ყოფილიყო, გამოიკეტებოდა თავის ნაჭუჭში. ორ-სამ თვეში ერ-
თხელ ასეთი რამ ემართებოდა – საკუთარ თავში გამოიკეტებოდა, თავის
ოთახში შეიყუჟებოდა და იწვა საწოლში, სკოლაში არ მიდიოდა, თითქმის
არაფერს ჭამდა, შუქს ჩააქრობდა და გონება ეფანტებოდა. ცუდ გუნებაზე კი
მაინც არ დგებოდა. სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, თავისი ოთახიდან
დამიძახებდა, გვერდით მომისვამდა და მეკითხებოდა, როგორ ჩაიარა დღემ,
ყოველგვარ წვრილმანს ვუმხელდი – მეგობრებთან ერთად რა ვითამაშე, ან რა
მითხრა მასწავლებელმა, გამოცდის ნიშნებს და ეგეთებს. ყველაფერს ყურად-
ღებით ისმენდა, მერე რამეს ამბობდა ან რაღაცას მთავაზობდა, მაგრამ გავი-
დოდი თუ არა ოთახიდან, ვთქვათ, მეგობართან სათამაშოდ, ან ბალეტის გაკ-
ვეთილზე, ისევ გაეფანტებოდა გონება. ორი დღის შემდეგ გამოძვრებოდა
ოთახიდან, ვითომ არაფერი მომხდარაო და მიდიოდა სკოლაში. ასე გრძელდე-
ბოდა, არ ვიცი, რამდენ ხანს, ალბათ ოთხ წელს. თავიდან ჩემი მშობლები

153
დარდობდნენ და, მგონი, ექიმთანაც წავიდნენ რჩევის მისაღებად, მაგრამ ის
ხომ ორი დღის შემდეგ ისევ კარგად ხდებოდა, ამიტომ იფიქრეს, ყველაფერი
თავისით გამოსწორდებაო და დაანებეს თავი. ის ხომ ასეთი ჭკვიანი და წე-
სიერი გოგონა იყო. აი, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ყური მოვ კარი, ჩემი მშობ-
ლები რომ ლაპარაკობდნენ მამაჩემის უმცროს ძმაზე, რომელსაც თავი მოეკ-
ლა დიდი ხნის წინათ. ისიც ძალიან ჭკვიანი ყოფილა, მაგრამ სახლში გამოკე-
ტილა ოთხ წელიწადს, ჩვიდმეტიდან ოცდაერთ წლამდე. მერე ერთ დღესაც
გასულა სახლიდან და მატარებელს შევარდნია. მამაჩემმა თქვა, იქნებ ეგ ჩემი
მხრიდან სისხლში გვაქვსო.
ვიდრე ნაოკო ლაპარაკობდა, თითებით გაუცნობიერებლად ეხებოდა ბალა-
ხის დატოტვილ ღეროს და მის თესლს ქარს ატანდა. როცა ღეროს ყველაფერი
გააცალა, თითებს შორის დაატრიალა.
– ჩემი და მკვდარი მე ვიპოვე, – განაგრძო ნაოკომ თხრობა, – შემოდგომა-
ზე, ნოემბერში. მეექვსე კლასში ვიყავი. ბნელი, წვიმიანი დღე იყო. ჩემი და
სკოლას ამთავრებდა იმ წელს. ფორტეპიანოს გაკვეთილიდან დავბრუნდი შვი-
დის ნახევარზე, დედაჩემი სადილს ამზადებდა. მითხრა, შენს დას უთხარი, სა-
დილი მზად არის-თქო. მაღლა ავედი, დავაკაკუნე კარზე და დავუძახე, სადი-
ლი მზადაა-მეთქი. პასუხი არ გაუცია. მის ოთახში სრული სიჩუმე იდგა. ეს
უცნაურად მომეჩვენა, ამიტომ კიდევ ერთხელ დავაკაკუნე, კარი გავაღე და
შევედი. ვიფიქრე, იქნებ სძინავს-მეთქი. მაგრამ საწოლში არ დამხვდა. ფანჯა-
რასთან იდგა, გარეთ იყურებოდა, კისერი ისე გადაეხარა, თითქოს ფიქრობდა.
ოთახში საშინლად ბნელოდა, სინათლე ჩაექრო, ჭირდა რამის გარჩევა. „რას
აკეთებ? – ვკითხე მე, – სადილი უკვე მზადაა“. ამ დროს შევნიშნე, რომ
ჩვეულებრივზე მაღალი იყო. კი, მაგრამ, რატომ? რა უცნაური იყო, გამიკვირ-
და. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ არ ეცვა? თუ რამეზე იდგა? მივუახ-
ლოვდი და ისევ ვაპირებდი დავლაპარაკებოდი, როცა შევნიშნე, რომ მის თავ-
ზე თოკი ეკიდა. პირდაპირ ჭერიდან ეშვებოდა – საოცრად სწორი იყო, თით-
ქოს ვიღაცას ჰაერში ხაზი გაევლო სახაზავით. ჩემს დას ტანზე თეთრი ბლუზა
ეცვა, უბრალო. ისეთივე თეთრი, როგორიც მე მაცვია, და ნაცრისფერი ქვედა-
ბოლო, ფეხის თითები ძირს ბალერინასავით დაეშვა, მაგრამ მის ფეხის თი-
თებსა და იატაკს შორის შვიდ-რვადუიმიანი დაშორება იქნებოდა. ყურადღე-
ბით დავაკვირდი. სახეზე შევხედე. არ შემეძლო სხვაგ ვარად. კი გავიფიქრე,
ქვემოთ უნდა ჩავიდე და დედაჩემს ვუთხრა, უნდა დავიყვირო-მეთქი. მაგრამ
სხეული ვერ დავიმორჩილე. ჩემი სხეული თავის ნებაზე მოძრაობდა, გონებას

154
არ ემორჩილებოდა. სხეული ცდილობდა ჩემი და ჩამოეხსნა თოკიდან, გონება
კი ქვემოთ მეწეოდა, პირველი სართულისკენ. რა თქმა უნდა, იმ პატარა გო-
გონას სად ჰქონდა იმისი ძალა, ეს გაეკეთებინა, უფროსი დის სიმძიმეს მო-
რეოდა, ამიტომ უბრალოდ ვიდე ქი იქ, გონებაგაფანტული, ალბათ ხუთ-ექვს
წუთს, სრულიად გათიშული, ისე, თითქოს შიგნით რაღაც ჩამიკვდა. უბრა-
ლოდ, ვიყავი ისე, ჩემს დასთან ერთად, იმ ცივ, ბნელ ადგილას, ვიდრე დედაჩე-
მი არ ამოვიდა იმის გასარკვევად, რა ხდებოდა იქ, ჩემი დის ოთახში.
ნაოკომ თავი გააქნია.
– ამის მერე სამი დღე ვერ ვლაპარაკობდი. უბრალოდ, ვიწე ქი საწოლში
მკვდარივით, თვალები ფართოდ მქონდა გახელილი და სივრცეში რაღაცას
მივშტერებოდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა, – ნაოკო მკლავზე მომეყრდნო, –
გახსოვს, რომ მოგწერე? მე უფრო მეტად ვარ გაბზარული, ვიდრე გგონია. ჩემი
ავადმყოფობა გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდ რე ჩანს. ღრმად აქვს ფესვები
ჩემ ში გადგმული. ამიტომ მინდა, უჩემოდ განაგრძო ცხოვრება, თუ შეგიძლია.
ნუ დამელოდები. სხვებთან დაწე ქი, თუ გინდა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა,
ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ შენც ჩაგითრიო ამაში, ეს კი ძალიან არ
მინდა. არ მინდა, ხელი შეგიშალო ცხოვრებაში. არც ის მინდა, ვინმე სხვას შე-
ვუშალო ხელი. როგორც უკვე გითხარი, მინდა, ზოგჯერ ჩემს სანახავად მოხ-
ვიდე ხოლმე და ყოველთვის გახსოვდე. მხოლოდ ეგ მინდა.
– მაგრამ მე რომ მეტი მინდა?
– ჩემთან კავშირით ცხოვრებას იფუ ჭებ.
– არაფერს არ ვიფუ ჭებ.
– მაგრამ მე შესაძლოა არასდროს გამოვჯანმრთელდე. შეძლებ, ყოველ-
თვის მელოდო? შეძლებ ათ, ოც წელს მელოდო?
– შენს თავს უფლებას აძლევ, უამრავმა რამემ შეგაშინოს. ბნელმა, ცუდმა
სიზმრებმა, მკვდრებმა. უნდა დაივიწყო ისინი. დარწმუნებული ვარ, უკეთ გახ-
დები, ასე თუ მოიქცევი.
– თუ შევძლებ... – ნაოკომ ისევ თავი გააქნია.
– აქედან გამოსვლას თუ შეძლებ, იცხოვრებ ჩემთან ერთად? ეგრე თუ იზამ,
შევძლებ ცუდი, ბნელი სიზმრებისგან დაგიფარო. მაშინ რეიკოს ნაცვლად მე
გეყოლები, მე მოგეხვევი, როცა საქმე გართულდება.
ნაოკო უფრო მომეკრო.
– რა კარგი იქნებოდა!

155
სამი ხდებოდა, როცა კაფეში დავბრუნდით. რეიკო წიგნს კითხულობდა და
რადიოში ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტს უსმენდა. ბალახიანი მინ-
დვრის ბოლოს, სადაც თვალსაწიერზე კაცი არ ჭაჭანებდა, ბრამსის მუსიკა სა-
ოცრად ჟღერდა. რეიკო ჩელოს პარტიასთან ერთად უსტვენდა, მესამე მოქმე-
დება იწყებოდა.
– ბექჰაუსი და ბომია. ეს ჩანაწერი დიდი ხნის წინ გავცვითე. პირდაპირი
მნიშვნელობით ვამბობ. ღარები გავცვითე, იმდენჯერ მოვუსმინე. მუსიკა გა-
მოვწოვე.
მე და ნაოკომ ყავა შევუკვეთეთ.
– ბევრი ილაპარაკეთ?
– ოჰ, უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ! – მიუგო ნაოკომ.
– მომიყევი მერე ერთი იმაზე, ხომ იცი, რაზეც.
– ეგ არ გვიქნია, – ნაოკო გაწითლდა.
– მართლა? – ჩამეკითხა რეიკო, – სულ არაფერი?
– არაფერი.
– რა მოსაწყენია! – მართლა მოიწყინა რეიკომ.
– სამ წუხაროდ, ასეა, – ყავა მოვსვი.
სასადილოში იგივე განმეორდა, რაც წინა დღეს – იგივე გან წყობა იდგა,
იგივე ხმები, იგივე სახეები. მხოლოდ მენიუ შეეცვალათ. ის კაცი, რომელსაც
გამელოტება დაეწყო, და გუშინ კუ ჭის წვენის სეკრეციაზე მოქმედ უწონადო-
ბის ეფექტებზე ლაპარაკობდა, ჩვენ დაგ ვეწვია მაგიდასთან და ახლა ტვინის
ზომის ინტელექტის დონესთან კორელაციაზე ალაქლაქდა. ვიდრე სოიის ბურ-
გერებს შევექცეოდით, ყველაფერი შევიტ ყვეთ ბისმარკისა და ნაპოლეონის
ტვინების შესახებ. მან თეფში განზე გასწია, ავ ტოკალმით ფურცელზე ტვინე-
ბის ხატვა დაიწყო. დახატავდა და უმალ გამოაცხადებდა, არა, ეს ის არ არი-
სო, და თავიდან იწყებდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. როცა ამას მორჩა,
ფურცელი თეთრი ხალათის ჯიბეში ჩაიდო, კალამი კი გულის ჯიბეში ჩაიცუ-
რა, სადაც კიდევ სამი კალამი, ფანქრები და სახაზავი ედო. ჭამას რომ მორჩა,
ის გაიმეორა, რაც წინა დღით მითხრა – აქ ზამთარში მართლა სასიამოვნო
ამინდია და ამოდიო. მერე სასადილოდან გავიდა.
– ეს კაცი ექიმია თუ პაციენტი? – ვკითხე რეიკოს.
– შენ როგორ ფიქრობ?
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინცდამაინც
ნორმალური არ ჩანს.

156
– ექიმია, – მიპასუხა ნაოკომ რეიკოს ნაცვლად, – ექიმი მიატა.
– ასეა, – დამიდასტურა რეიკომ, – მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ, ჩვენ შო-
რის ეგ ყველაზე გიჟია.
– ბატონი ომურაც, დარაჯი, გიჟი ჩანს, – აღნიშნა ნაოკომ.
– ასეა, ასეა, – რეიკო ბროკოლის ჭრიდა, – ყოველ დილით ვარჯიშობს და
თან იმ სისულელეებს გაიძახის ხმამაღლა. და ვიდრე შენ ჩამოხვიდოდი,
ნაოკო, აქ კიდევ ერთი გოგონა იყო ბიზნესოფისში, მის კინოშიტა, რომელმაც
თავის მოკვლა სცადა. წინა წელს კი ერთი ექიმის თანაშემ წე გააგ დეს, რომე-
ლიც ბევრს სვამდა.
– მგონი, ექიმებმა და პაციენტებმა ადგილები უნდა გაცვალონ, – მართლა
ასე ვფიქრობდი.
– კი, ეგრეა, – რეიკო ჩანგალს ატრიალებდა, – ბოლოს და ბოლოს მიხვდი,
არა, აქ რა როგორ ხდება?
– მგონი.
– ჩვენ ნორმალურები იმით ვართ, რომ ვიცით, არანორმალურები ვართ.
ოთახში რომ დავბრუნდით, მე და ნაოკო კარტს ვთამაშობდით, რეიკო კი
ბახს ასრულებდა გიტარაზე.
– ხვალ რა დროს მიდიხარ? – რეიკომ შეისვენა და სიგარეტს მოუკიდა.
– საუზმის მერე. ავ ტობუსი ცხრაზე გამოივლის. ასე შევძლებ, დროულად
ჩავიდე ტოკიოში და ხვალ საღამოს სამსახურში გამოვცხადდე.
– ძალიან ცუდი, კარგი იქნებოდა, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავი.
– კიდევ ცოტა ხანს თუ დავრჩები, შეიძლება, თავი სულ აქ ამოვ ყო, – ვუ-
პასუხე სიცილით.
– ჰო, შეიძლება, ეგრეც მოხდეს, – მერე ნაოკოს მიუბრუნდა, – ოკასთან უნ-
და წავიდე და ყურძენი გამოვართვა. სულ გადამავიწყდა.
– გინდა, გამოგ ყვე?
– შენი ყმაწვილი, მისტერ ვატანაბე რომ გამომაყოლო?
– კარგი.
– ძალიან კარგი. წამოდი, კიდევ ერთი ღამის გასეირნება მოვაწყოთ, –
რეიკომ ხელი ჩამკიდა, – წამო, დღესაც გავიმეოროთ.
– მიდით, – ჩაიკისკისა ნაოკომ, – რაც გინდათ, ქენით.
გარეთ გრილოდა. რეიკოს ღია ცისფერი ქურთუკი ეცვა პერანგზე, ხელები
ჯინსის ჯიბეებში ჩაეწყო და ისე მოდიოდა. ცას აჰყურებდა და ჰაერს ძაღლი-

157
ვით ყნოსავდა, წვიმის სუნი დგასო, მითხრა. მეც ვცადე დამეყნოსა ჰაერი, მაგ-
რამ ვერაფერი ვიგრძენი. აი, ცა კი ღრუბლებს დაეფარა და მთვარე არ ჩანდა.
– აქ თუ დიდხანს დარჩები, ჰაერის სუნით მალევე ისწავლი ამინდის გა-
მოცნობას.
ჩვენ ტყეში შევედით, სადაც მომსახურე პერსონალის სახლები იდგა,
რეიკომ მითხრა, წუთით დამელოდეო, ერთი სახლის შესასვლელ კართან მივი-
და და ზარი დარეკა. კარი ქალმა გააღო, ნამდვილად სახლის პატრონი იყო,
ცოტა ხანს იდგნენ იქ, ტიტინებდნენ და კისკისებდნენ. მერე ქალი სახლში შებ-
რუნდა და იქიდან დიდი პოლიეთილენის პარკით გამოვიდა. რეიკომ მადლობა
გადაუხადა და ღამე მშვიდობისა უსურვა, ვიდრე იქ დაბრუნდებოდა, სადაც
მე ველოდი.
– ნახე! – პარკი გახსნა.
ყურძნის უზარმაზარი მტევნები იდო.
– გიყვარს ყურძენი?
– ვგიჟდები.
ზედა მტევანი მომაწოდა.
– გარეცხილია, შეგიძლია შე ჭამო.
თან მივსეირნობდით, თან ყურძენს ვჭამდით, კანს ვაძრობდით, კურკებსაც
და მიწაზე ვყრიდით. ყურძენი ახალდაკრეფილი იყო, ძალიან გემრიელი.
– მათ ვაჟს დაკვრაში ვავარჯიშებ დროდადრო, ამის სანაცვლოდ რამეს
მთავაზობენ ხოლმე. ის ღვინო ამათგან გვქონდა. დროდადრო ვთხოვ ხოლმე,
ქალაქ ში რამე მიყიდონ.
– მინდა, იმ ისტორიის გაგრძელება მოვისმინო, გუშინ რომ მიყვებოდი, –
ვუთხარი მე.
– ძალიან კარგი. მაგრამ, თუ სახლში გვიან მივალთ, ნაოკო შეიძლება ეჭ-
ვებმა შეიპყროს.
– გავრისკავ.
– კარგი მაშინ. სადმე თავი შევაფაროთ. დღეს გარეთ ცოტა ცივა.
ჩოგბურთის კორტებს რომ მივუახლოვდით, მარცხნივ შეუხვია. ვიწრო კი-
ბეს დავუყევით დაბლა და იმ ადგილას მივედით, სადაც რამდენიმე სათავსო
სახლი იდგა. რეიკომ ერთ-ერთის კარი გააღო, შევიდა და შუ ქი აანთო.
– შემოდი. ბევრი კი არაფერია აქ სანახავი.
ამ სათავსოში თხილამურები და ჩექმები ეწყო, იატაკზე კი თოვლის გა-
დამხვეტი მოწყობილობა და ტომრები ქვამარილით.

158
– აქ ხშირად მოვდიოდი და გიტარაზე ვვარჯიშობდი, როცა მარტო ყოფნა
მინდოდა. სასიამოვნო და მყუდრო ადგილია, არა?
რეიკო ქვამარილიან ტომრებზე ჩამოჯდა და მიმითითა, აქ მომიჯე ქიო.
მეც ეგრე ვქენი.
– აქაურობა კი ვერ ნიავდება კარგად, მაგრამ მოვწევ, რა.
– მიდი.
– ამ ჩვევას ალბათ ვერასდროს მოვიშლი, – წარბშეკრულმა, მაგრამ აშკა-
რა სიამოვნებით წარმოთქვა ეს სიტ ყვები. ბევრს არ ვიცნობ ისეთს, რეიკოსა-
ვით რომ ჰყვარებოდა მოწევა. მე ყურძენს ვჭამდი, ფრთხილად ვფცქვნიდი და
კანსა და კურკებს ვყრიდი ქილაში, რომელსაც სანაგ ვედ ვიყენებდით.
– აბა, გუშინ სადამდე მივედით? – მკითხა რეიკომ.
– ბნელი და ქარიანი ღამე იყო, და შენ ციცაბო კლდეზე მიცოცავდი, ცო-
ტაც და, ჩიტის ბუდეს მისწვდებოდი.
– საოცარი ვინმე ხარ, როგორ შეგიძლია, გამომეტ ყველება არ შეიცვალო
და ისე იხუმრო? იცი, რა, მგონი, იმას გიყვებოდი, იმ გოგონას ყოველ შაბათ
ფორტეპიანოზე დაკვრაში რომ ვამეცადინებდი.
– ასეა.
– თუ ადამიანებს ორ ჯგუფად გავ ყოფთ – ერთნი ისინი არიან, ვისაც შეუძ-
ლია, სხვებს კარგად ასწავლოს და მეორენი ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია – მე
ნამდვილად პირველ ჯგუფს მივეკუთვნები. ახალგაზრდობაში ეგ არასდროს
მიფიქრია, მაგრამ გარკვეულ ასაკს რომ მივაღწიე და ნაწილობრივ ჩემი თავიც
შევიცანი, მივხვდი, რომ მართლა ასე იყო – მე შემიძლია, კარგად ვასწავლო
სხვებს. ამ საქმეში მართლა კარგი ვარ.
– ეჭვიც არ მეპარება.
– სხვების მი&s hy;მართ გაცილებით დიდ ნებისყოფას ვიჩენ, და თან, შე-
მიძლია, სხვებს დავეხმარო თავიანთი თავის გამოვლენაში, მე თვითონ კი სა-
კუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოვავლენ. ეგეთი ვარ, რა. ასანთის
კოლოფზე მიმაგრებული საფხაჭნი ვარ. და ხელს მაძლევს კიდეც ეგ. წინააღ-
მდეგი ნამდვილად არა ვარ. ჯობს, პირველი კლასის ასანთის კოლოფი იყო,
ვიდრე მეორე კლასის ასანთი. როცა შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, სხვების-
თვისაც მისწავლებია, ოღონდ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, უფრო
დამატებითი საქმე იყო ჩემთვის. მგონი, როცა იმ გოგონამ დაიწყო მეცადი-
ნეობა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სხვებისთვის კარგად სწავლება შემეძლო.
გაკვეთილები კარგად მიმდინარეობდა. როგორც გუშინ გითხარი, ამ გოგონას

159
ტექნიკა არაფრად უვარგოდა და არანაირი შანსი არ ჰქონდა, პროფესიონალი
მუსიკოსი გამხდარიყო. ამიტომ შემეძლო, მსუბუ ქად მივდგომოდი. გარდა ამი-
სა, ისეთ ქალთა სკოლაში დადიოდა, საიდანაც საშუალო ქულების მქონენიც
კი ავ ტომატურად ირიცხებოდნენ უნივერსიტეტში, ამიტომ შეეძლო, თავი მე-
ცადინეობით არ მოეკლა და დედამისიც არ სთხოვდა მაინცდამაინც, ესწავლა.
არც მე ვაძალებდი რამის კეთებას. როგორც კი შევხვდი, მაშინვე მივხვდი,
ისეთი გოგო იყო, ვერაფრის გაკეთებას რომ ვერ აიძულებ, ისეთი ბავშვი იყო,
რომელიც დამტკბარი ხმით გიპასუხებს, კარგი, კარგიო, და მაინც არაფერს
გააკეთებს. ამიტომ, პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ უფლება მივეცი, ის
ნაწარმოები შეესრულებინა, რომელიც თვითონ უნდოდა – და ისე, როგორც
თავად სურდა. მერე იმავე ნაწარმოებს მე რამდენიმე სხვადასხვანაირი ფორ-
მით შევასრულებდი და ერთად განვიხილავდით, როგორ ჯობდა და ყველაზე
მეტად რომელი მოსწონდა თვითონ. მერე ისევ უკრავდა იმავე ნაწარმოებს და
ამჯერად ათჯერ უკეთ ასრულებდა, ვიდრე პირველად. თვითონვე ხვდებოდა,
როგორ უნდა დაეკრა კარგად.
რეიკო წუთით გაჩუმდა, სიგარეტის მანათობელ ბოლოს აკვირდებოდა. მე
უსიტ ყვოდ განვაგრძე ყურძნის ჭამა.
– ვიცი, რომ მუსიკას ალღოს კარგად ვუღებ, მაგრამ ის გოგონა ჩემზე ბევ-
რად უკეთესი იყო. ვფიქრობდი, რამხელა დანაკარგია-მეთქი! მას რომ თავი-
დანვე კარგი მასწავლებელი ჰყოლოდა და წესიერი მუსიკალური განათლება
მიეღო! არსებობენ ეგეთები. საოცარი თანდაყოლილი ნიჭით არიან დაჯილ-
დოებულნი, მაგრამ ვერ ახერხებენ მთელი ძალ-ღონის მოკრებას მის განსავი-
თარებლად. თავიანთ ნიჭს ფლანგავენ. ბევრი ეგეთი მინახავს. თავიდან გგო-
ნია, რომ საოცარი ვინმეა, შეუძლია თან საშინლად რთული ნაწარმოების ნო-
ტები ამოიკითხოს და თან შეასრულოს. ხედავ, ეს რა მაგრად გამოსდის და
იქანცები მათი ცქერით. ფიქრობ, ამას მე მილიონი წლის შემდეგაც ვერ შევ-
ძლებო და სასოწარკვეთა გიპყრობს. მაგრამ სულ ეგ არის. მეტის თავი არა
აქვთ. და იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ საქმეში არანაირ ძალისხმევას არ დე-
ბენ. დისციპლინაა საჭირო. ისინი განებივრებულები არიან და გათავხედებუ-
ლებიც. მათ ნიჭი ჰქონდათ იმისთვის, რომ მცირედი ძალისხმევით დაეკრათ
და ადრეული ასაკიდანვე აქებდნენ, ადიდებდნენ, ეუბნებოდნენ, რა ნიჭიერი
ხარო, და ამიტომ მათ მეცადინეობა, საკუთარ თავზე მუშაობა სისულელე
ეგონათ. მოჰკიდებდნენ ხელს ისეთ ნაწარმოებს, რომელსაც სხვა ბავშვი სამი
კვირის მანძილზე ამუშავებდა და ნახევარ დროში ახერხებდნენ ამ ნაწარ-

160
მოების შესრულებაში დაოსტატებას. მასწავლებელი თვლიდა, რომ მათ დიდი
ენერგია ჩადეს ამ საქმეში და ახალ ნაწარმოებს აძლევდა. ამასაც ნახევარ
დროში შეისწავლიდნენ და ახლა კიდევ სხვა ნაწარმოებს მიადგებოდნენ.
არასდროს განუცდიათ, რა არის, მასწავლებელი რომ რაღაცას ჩაგ ჩიჩინებს,
მათ გამორჩათ ის გარდამტეხი ელემენტი, რომელიც საჭიროა პიროვნების ჩა-
მოყალიბებისათვის. ეს ტრაგედიაა. მეც მქონდა ასეთი მიდრეკილებები, მაგ-
რამ, საბედნიეროდ, ძალიან მკაცრი მასწავლებელი მყავდა და ამიტომ მაკონ-
ტროლებდა. ასეა თუ ისე, მიხაროდა, ამ გოგონას მასწავლებელი რომ ვიყავი.
ეს ჰგავდა გზატ კეცილზე ძლიერი სპორტული მანქანის ტარებას, რომელიც
ოდნავ შეხებაზეც კი გპასუხობს, ზოგჯერ მეტისმეტად სწრაფადაც კი. ასეთი
ბავშვები ხშირად არ უნდა შეაქო. ისინი ისე არიან ქებას შეჩვეულნი, რომ
მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათ ბრძნულად უნდა მოექცე. და თან ისიც უნ-
და გახსოვდეს, რომ ვერაფერს აიძულებ. არჩევანის საშუალება უნდა მისცე.
და არ უნდა ააჩქარო, ერთი ნაწარმოებიდან მეორეზე არ უნდა გადაიყვანო
სწრაფად, პირიქით, გაჩერებისა და დაფიქრების საშუალება უნდა მისცე. სულ
ეგ არის. თუ ასე მოიქცევი, კარგ შედეგსაც მოიმკი.
რეიკომ სიგარეტის ნამ წვი იატაკზე დააგ დო და გასრისა. მერე ღრმად
ამოისუნთქა, თითქოს დამ შვიდებას ცდილობდა.
– გაკვეთილი რომ უმთავრდებოდა, ჩაის ვსვამდით და ვლაპარაკობდით.
ზოგჯერ ვუჩვენებდი ჯაზის შესრულების სტილს, ვთქვათ, ბად პაუელის, ან
თელონიოუს მონკის. მაგრამ ძირითადად თვითონ ლაპარაკობდა. ისეთი მოსა-
უბრე იყო! მაშინვე ჩაგითრევდა. როგორც გუშინ გითხარი, ძირითადად, რასაც
ამბობდა, იგონებდა, მაგრამ ესეც საინტერესოდ მეჩვენებოდა. კარგი დამკვირ-
ვებელი იყო, მახვილი ენა ჰქონდა და კარგი იუმორის გრძნობა. სხვებში ემო-
ციების აღძვრა შეეძლო. დიახ, მართლა, აი, ამაში იყო მაგარი – ემოციების
აღძვრაში, მოქმედებდა შენზე. და კარგადაც იცოდა, ამ ძალას რომ ფლობდა.
კარგად და ეფექტურად იყენებდა ამ ნიჭს. შეეძლო, ის განცდა აღეძრა შენ ში,
რაც მოესურვებოდა – ბრაზი, სევდა, თანაგრძნობა, იმედგაცრუება, ან ბედ-
ნიერება. მანიპულირებდა ადამიანების ემოციებით, და ერთადერთი მიზანი
ამოძრავებდა – გამოეცადა თავისი ძალები. რა თქმა უნდა, ამას გვიან მივ-
ხვდი. იმ დროს კი, ჯერ წარმოდგენა არ მქონდა, რას მიშვრებოდა.
რეიკომ თავი გააქნია და რამდენიმე მარცვალი ყურძენი შე ჭამა.
– ავადმყოფი იყო. ეგ გოგო ავად იყო. ნამდვილად ავად. დამპალ ვაშლს
ჰგავდა, რომელიც სხვა ვაშლებსაც ალპობს. და არავის ძალუძს მისი განკურ-

161
ნება. იქამდე იქნება მაგ ავადმყოფობით შეპყობილი, ვიდრე არ მოკვდება. ერ-
თი საცოდავი არსება იყო. და შევიბრალებდი კიდეც, მე თვითონ რომ არ გავ-
მხდარიყავი მისი მსხვერპლი. ეს რომ არ მომხდარიყო, თვითონ მას მივიჩნევ-
დი მსხვერპლად.
კიდევ რამდენიმე მარცვალი ყურძენი შე ჭამა რეიკომ. ეტ ყობოდა, რომ
ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა თავისი ამბის თხრობა.
– ექვს თვეს ვასწავლიდი. ზოგჯერ მისი ნათქვამი ცოტათი მაოცებდა ან
უცნაურად მეჩვენებოდა. ზოგჯერ, როცა ლაპარაკობდა, უეცრად საშინელი
განცდა მიჩნდებოდა. ვხვდებოდი, რომ ვინმე სრულიად ირაციონალურად
ეზიზღებოდა, ან უცებ ვხვდებოდი, რომ მეტისმეტად ჭკვიანი იყო და მიკვირ-
და, ნეტა სინამდვილეში რას ფიქრობს-მეთქი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ყვე-
ლა ხომ თავისებურად უბერავს, არა? და თან რა ჩემი საქმე იყო მისი პერსო-
ნის ან ხასიათის განსჯა? მე მხოლოდ დაკვრას ვასწავლიდი. მხოლოდ იმაზე
უნდა მედარდა, ივარჯიშებდა თუ არა. და გარდა ამისა, მომ წონდა. ძალიან.
მაინც ვფრთხილობდი, რამე ძალზე პირადული არ მეთქვა. მეექვსე გრძნობა
მიკარნახებდა, რომ ჯობდა, ამისგან თავი შემეკავებინა. ასობით კითხვა და-
მისვა, ცნობისმოყვარეობა კლავდა, სურდა, ჩემ შესახებ მეტი რამ შეეტ ყო – მე
კი მხოლოდ უვნებელ რამეებს ვუყვებოდი – ცოტა რამეს ჩემს ბავშვობაზე, ან
რომელ სკოლაში დავდიოდი, აი, ასეთ უწყინარ ამბებს, მეტს არაფერს. ამბობ-
და, მინდა, უკეთ გაგიცნოთო, მაგრამ ვეუბნებოდი, მოსაყოლი არაფერია--
მეთქი – მოსაწყენი ცხოვრება მქონდა, ჩვეულებრივი ქმარი მყავდა, ჩვეულებ-
რივი შვილი და ათასი საქმე სახლში. მაგრამ მე რომ ასე ძალიან მომ წონხარ-
თო, იტ ყოდა და თვალს თვალში გამიყრიდა, რაღაცნაირად, უტიფრად. ასე
როცა აკეთებდა, ტან ში ჟრუანტელი მივლიდა, სასიამოვნო ჟრუანტელი. ამის
მიუხედავად, ზედმეტი მაინც არაფერი მითქვამს მისთვის. და მერე, ერთ დღე-
საც, მაისში, ჰო, მგონი, მაისი იყო, შუა გაკვეთილზე მითხრა, ცუდად ვარო.
ფერდაკარგული იყო, გაოფლიანებული, ვკითხე, სახლში წასვლა ხომ არ
გირჩევნია-მეთქი? მიპასუხა, ჯობია, ცოტა ხანს წამოვწვე და უკეთ გავხდე-
ბიო. ამიტომ თითქმის მე გავიყვანე საძინებელში. ისეთი პატარა დივანი
გვქონდა, იქ ვერ დაწვებოდა, მხოლოდ საწოლზე შეეძლო წამოწოლა. ბოდიში
მომიხადა, გაწუხებთო, მაგრამ დავარწმუნე, არა უშავს-მეთქი და ვკითხე, რა-
მეს ხომ არ დალევ-მეთქი. არაო, მითხრა, მაგრამ იქნებ დარჩეთ ჩემთანო, მო-
ხარული ვიქნები-მეთქი. რამდენიმე წუთის შემდეგ მთხოვა, ზურგი დამიზი-
ლეთო. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მართლა იტანჯებოდა, თან ოფლიც ისე ას-

162
ხამდა... ამიტომ მასაჟი გავუკეთე. მერე მომიბოდიშა, წინააღმდეგი ხომ არ იქ-
ნებით, ბიუსტჰალტერი გავიხადო, ძალიან მტკენსო. არ ვიცი, რა... გავხადე.
მომდგარი ბლუზა ეცვა, გავუხსენი, მერე ბიუსტჰალტერის შესაკრავიც გავუხ-
სენი. ცამეტი წლის გოგონასთვის მეტისმეტად დიდი მკერდი ჰქონდა. ჩემზე
ორჯერ დიდი. განა უნომრო ბიუსტჰალტერი ეცვა, არა, ნამდვილი, ზრდასრუ-
ლის მოდელი, თანაც ძვირად ღირებული. რა თქმა უნდა, მაშინ ამისთვის არ
მიმიქცევია დიდი ყურადღება და იდიოტივით განვაგრძე მისთვის მასაჟის კე-
თება. საცოდავი ხმით განაგრძობდა მობოდიშებას, თითქოს მართლა წუხდა,
მე კი ვპასუხობდი, არა უშავს, არა უშავს-მეთქი.
რეიკომ სიგარეტი ძირს დააფერფლა. ამ დროს ყურძნის ჭამა უკვე შევ-
წყვიტე და მთელი ყურადღებით ვუსმენდი მის მონათხრობს.
– ცოტა ხან ში აქვითინდა. რა გ ჭირს-მეთქი, ვკითხე. არაფერიო, მიპასუხა.
როგორ არაფერი, რაღაც ნამდვილად გ ჭირს, სიმართლე მითხარი, რა
გაწუხებს-მეთქი. მითხრა, ზოგჯერ ასე მემართება, არ ვიცი, რა ვქნა, ისეთი
მარტოსული და სევდიანი ვარ, ვერავის ველაპარაკები და არავინ ზრუნავს
ჩემზე, ეს კი იმდენად მტკივნეულია, რომ ზოგჯერ ასე მემართება, ღამით ვერ
ვიძინებ, მადას ვკარგავ, და მხოლოდ აქ, თქვენს გაკვეთილებზე მოსვლას ვე-
ლი მოუთმენლადო. სახლში პრობლემები გვაქვსო, განაგრძო მერე, არ მიყ-
ვარს მშობლები , არც მათ ვუყვარვარო. მამაჩემს საყვარელი ჰყავს და ჩვენ-
თან იშვიათად არის, ამიტომ დედაჩემი ნახევრად გაგიჟდა და ჯავრს ჩემზე იყ-
რისო. ხშირად მცემს, თითქმის ყოველდღე, და მძულს სახლში დაბრუნებაო.
ამას ამბობდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ის ლამაზი თვალები.
ამის შემხედვარე, ღმერთიც ატირდებოდა. ვუთხარი, თუ ასეთი საშინელება
ხდება შენთან, შეგიძლია, როცა მოგესურვება, ჩემთან მოხვიდე-მეთქი. ეს რომ
გაიგონა, მაშინვე მომეხვია და მითხრა, ოჰ, მაპატიეთ, თქვენ რომ არ მყოლო-
დით, არ ვიცი, რა მეშველებოდა. გთხოვთ, ზურგს ნუ შემაქცევთ. ასე თუ მოიქ-
ცევით, წასასვლელი არსად მექნებაო. არ ვიცი, რა მომივიდა, მეც მოვეხვიე,
მივეფერე და ვუთხარი, კარგი, კარგი-მეთქი. მასაც ხელები ჰქონდა შემოხ-
ვეული და ზურგზე მისვამდა, და უცებ ძალიან უცნაურად ვიგრძენი თავი,
თითქოს მთელი სხეული მიხურდა. წარმოიდგინე, აბა, ეს კალმით ნახატივით
გოგონა და მე საწოლზე ერთად ვისხედით, ერთმანეთს ვეხვეოდით, ზურგზე
ისე მეფერებოდა, ისე მგრძნობიარედ, რომ ჩემი ქმრის ალერსი ვერც შეედრე-
ბოდა ამას, და მივხვდი, რომ ყველა ჭანჭიკი მომეშვა, და ვიდრე რამეს გავიაზ-
რებდი, უკვე კოფთა და ბიუსტჰალტერი გამხადა და ძუძუებს მისრესდა. და ამ

163
დროს, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, ლესბოსელი რომ იყო. ამგვარი რამ ადრე,
ოდესღაც, სკოლაშიც მომსვლია, ერთ უფროსკლასელ გოგოსთან, მაგრამ მაშინ
მისი შეჩერება შევძელი. „ოჰ, გთხოვ, კიდევ ცოტა ხანს, ისეთი მარტოსული
ვარ, ისეთი მარტოსული... გთხოვ, დამიჯერე, შენ გარდა არავინ მყავს, ოჰ,
გთხოვ, ზურგს ნუ შემაქცევ“. ამას რომ ამბობდა, ჩემი ხელი ძუძუზე დაიდო –
თავის ლამაზ ძუძუზე. და, მართალია, მეც ქალი ვარ, მაგრამ ამ შეხებამ რა-
ღაც ელექტროშოკის მსგავსი დამმართა. არ ვიცოდი, რა მექნა, მხოლოდ იმას
ვიმეორებდი, არა, არა, არა, არა, არა-მეთქი, იდიოტივით. თითქოს პარალიზე-
ბული ვიყავი, ვერ ვინძრეოდი. სკოლაში იმ გოგონას მოშორება შევძელი, ახ-
ლა კი არაფერი შემეძლო. სხეული არ მემორჩილებოდა. გოგონას ჩემი მარ-
ჯვენა ხელი მარცხენა ხელით ეჭირა, თან კი მკოცნიდა და მილოკავდა ძუძუს-
თავებს, მარჯვენა ხელით ზურგზე, წელზე, ტრაკზე მეფერებოდა. აი, ასე ვიყა-
ვი ჩემს საძინებელში, ფარდები დაშვებული იყო, ცამეტი წლის გოგონას კი
თითქმის სულ გაეხადა ჩემთვის – როგორღაც მოახერხა და სულ გამხადა ტან-
საცმელი – თან მთელ ტანზე მეალერსებოდა, მე კი სიამოვნებისგან ვიკრუნ-
ჩხებოდი. ახლა ამას რომ ვიხსენებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს სიგიჟეა,
არა? მაგრამ იმ დროს ისე ვიყავი, თითქოს ჯადო გამიკეთა.
რეიკო შეჩერდა, რომ სიგარეტი ჩაექრო.
– იცი, რა, პირველად ვუყვები ამას კაცს, – სახეში შემომხედა, – იმიტომ
გიყვები, რომ მგონია, ასეა საჭირო. მაგრამ მართლა ძალიან მრცხვენია.
– ვწუხვარ, – სხვა ვერაფერი ვუთხარი. არ ვიცოდი, რა შემეძლო მეთქვა.
– ცოტა ხანს ასე გაგრძელდა, მერე კი მარჯვენა ხელი ქვემოთ ჩამიცურა
და საცვლის გარედან შემეხო. ამ დროს უკვე საშინლად სველი ვიყავი.
მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეგეთი სველი არც იქამდე ვყოფილვარ,
არც შემდეგ. ყოველთვის თავი სექსისადმი ინდიფერენტული მეგონა, ამიტომ
მიკვირდა, ასე რამ აღმაგზნო. მერე თავისი თხელი, ნაზი თითები საცვლის
ქვეშ შემიცურა და, ხომ ხვდები... ამას სიტ ყვებით ვერ გადმოვცემ. იცი, რა, ეს
სრულიად განსხვავდება იმისგან, კაცი რომ თავის ტლანქ ხელებს მოგიფათუ-
რებს იქ. საოცარი იყო. მართლა. ბუმბულისა თუ ღინღლის შეხებას ჰგავდა.
მეგონა, თავის ქალა ამეხდებოდა. მაგრამ მაინც, როგორღაც, სადღაც ჩემს და-
ბინდულ გონებაში, ის აზრი მომ წიფდა, რომ ეს უნდა შემეჩერებინა. თუ ეს ერ-
თხელ მოხდებოდა, ბოლოს ვერ მოვუღებდი, და თუ ასეთი საიდუმლოს შენახ-
ვა მომიწევდა, ისევ სრულიად დავ კარგავდი ჭკუას. ჩემი გოგონაც გამახსენდა.
ასე რომ დავენახე? სამ საათამდე შაბათობით ჩემი მშობლების სახლში იყო,

164
მაგრამ რამე რომ მომხდარიყო და მოულოდნელად დაბრუნებულიყო შინ? ეს
დამეხმარა ძალის მოკრებაში და საწოლიდან წამოვდე ქი. გაჩერდი, ახლავე
გაჩერდი-მეთქი, დავუყვირე. მაგრამ არ გაჩერდა, ამის მაგივრად საცვალი ჩა-
მომიწია და ახლა ალოკვა დამიწყო. ამის გაკეთების უფლება ჩემი ქმრისთვი-
საც კი იშვიათად მიმიცია, ახლა კი ცამეტი წლის გოგონა მწოვდა. დავნებდი.
სხვა რა გზა მქონდა. მხოლოდ ტირილიღა შემეძლო. თავი სამოთხეში მეგონა.
შეჩერდი-მეთქი, კიდევ ერთხელ დავუყვირე და სახეში მთელი ძალით გავარ-
ტყი. ბოლოს და ბოლოს, გაჩერდა, წამოდგა და თვალებში ჩამხედა. ორივენი
შიშვლები ვიყავით, მუხლებზე ვიდე ქით საწოლზე და ერთმანეთს ვუყურებ-
დით, ის ცამეტი წლის იყო, მე ოცდათერთმეტის, არ ვიცი, მის სხეულს რომ
შევხედე, გავშეშდი. ახლაც კი იმდენად მკაფიოდ მახსოვს ეს კადრი! ვერ ვიჯე-
რებდი, რომ ეს ცამეტი წლის გოგონას ტანი იყო, დღემდე ვერ ვიჯერებ. აი, ჩე-
მი სხეული რომ დაგენახა, მაშინ კი ატირდებოდი. დამიჯერე.
ვერაფერი ვუთხარი, სათქმელი არაფერი მქონდა.
– რა გ ჭირს? მკითხა მან. ხომ მოგწონს ასე, არა? თავიდანვე მივხვდი, რომ
მოგეწონებოდა, როგორც კი დაგინახე. ვიცი, რომ მოგწონს. კაცთან ამის კეთე-
ბას არ სჯობია? და თან როგორ დასველდი. თუ უფლებას მომცემ, თავს უკე-
თაც კი გაგრძნობინებ. მართლა. გაფიქრებინებ, სხეული მიდნებაო. ხომ გინდა,
რომ ეგ ვქნა, არა? – მართალი იყო. ბევრად სჯობდა ჩემს ქმარს. და მართლა
მინდოდა ამის კეთება მასთან, მაგრამ ამას ვერ დავუშვებდი. მოდი, კვირაში
ერთხელ ვქნათ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ, ვერავინ გაიგებს, ჩვენი პატარა
საიდუმლო იქნებაო, მიმეორებდა. საწოლიდან ავდე ქი და ხალათი ჩავიცვი,
ვუთხარი, წადი და აღარასდროს დაბრუნდე-მეთქი. უბრალოდ, შემომხედა.
სრულიად არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა. აქამდე არასდროს მინახავს
ასეთი. თითქოს მუყაოს ყუთზე მიეხატათ ეგ თვალები. სიღრმე არ ჰქონდა.
ცოტა ხანს მიყურა, მერე უსიტ ყვოდ მოაგროვა თავისი ტანსაცმელი და ძალი-
ან, ძალიან ნელა, თითქოს სანახაობას აწყობდა, ჩაიცვა. მერე იმ ოთახში გა-
ვიდა, სადაც პიანინო იდგა და ჩანთიდან ამოიღო სავარცხელი. თმა დაივარ-
ცხნა და ტუჩიდან სისხლი ხელსახოცით მოიწმინდა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და
წავიდა. და როცა გადიოდა სახლიდან, ეს მითხრა: ლესბოსელი ხარ, ხომ იცი.
მართლა ასეა. შეიძლება ამის დამალვა სცადო, მაგრამ სიკვდილამდე ლესბო-
სელად დარჩები.
– მართლა ასეა?
რეიკომ ტუჩი დაგრიხა და ცოტა ხანს დაფიქრდა ამაზე.

165
– ასეც არის და არც არის. თავი მასთან აშკარად უკეთ ვიგრძენი, ვიდრე
ჩემს ქმართან. ეგ ფაქტია. იყო დრო, როცა ეგ შეკითხვა მართლა მაწამებდა.
იქნებ მართლა ლესბოსელი ვარ და აქამდე ვერ ვხვდებოდი-მეთქი, ახლა ასე
აღარ ვფიქრობ. თუმცა, ვერ ვიტ ყვი, რომ მიდრეკილება არა მაქვს. როგორც
ჩანს, მაქვს. თუმცა ამ ცნების ზუსტი გაგებით, არა ვარ ლესბოსელი. როცა
ქალს ვუყურებ, სურვილი არასდროს აღმეძვრება. ხვდები, რასაც ვგულის-
ხმობ?
თავი დავუქნიე.
– გარკვეული ტიპის გოგონები კი მიწვევენ, და როცა ეს ხდება, ამას
ვხვდები. მაგრამ მხოლოდ მაგ დროს. შემიძლია, ნაოკოს ჩავეხუტო და არაფე-
რი ვიგრძნო. სიცხეში სახლში თითქმის შიშვლები დავდივართ, ერთად ვბანა-
ობთ, ზოგჯერ ერთადაც გვძინავს, მაგრამ არაფერი ხდება. ვერაფერს ვგრძნობ
მის მიმართ. ვიცი, რომ ლამაზი ტანი აქვს, ეგ არის და ეგ. სიმართლე გითხრა,
მე და ნაოკომ ერთხელ წავითამაშეთ. ვითომ ლესბოსელები ვიყავით. გინდა,
მოგიყვე?
– კი. მომიყევი.
– როცა ეს ამბავი მოვუყევი, რაც შენ ახლახან გიამბე, – ჩვენ ხომ ერთმა-
ნეთს ყველაფერს ვუყვებით – ნაოკომ ექსპერიმენტი ჩაატარა. ორივემ გავიხა-
დეთ და სცადა, მომფერებოდა, მაგრამ არაფერი გამოგ ვივიდა. მხოლოდ მეღი-
ტინებოდა. მეგონა, სიცილისგან დავიხრჩობოდი. ამის წარმოდგენაზეც კი მე-
ღიტინება. ისეთი ტლანქია! ალბათ გაგახარა ამის მოსმენამ.
– სიმართლე გითხრა, კი.
– მოკლედ, სულ ეგ არის, – რეიკომ ნეკა თითით წარბი მოიფხანა, – ის გო-
გონა სახლიდან რომ წავიდა, სკამზე ჩამოვჯე ქი, ცოტა ხანს გაბრუებული ვი-
ყავი, არ ვიცოდი, რა მექნა. მესმოდა, როგორ მიფეთქავდა გული სადღაც შიგ-
ნით. ხელ-ფეხი ისე დამიმძიმდა, თითქოს ტონას იწონიდა, პირი ისე მქონდა
გამომ შრალი, გეგონება პეპელა შემე ჭამა. აბაზანაში შევედი, ვიცოდი, ჩემი
შვილი მალე დაბრუნდებოდა. მინდოდა, ის ადგილები ჩამომებანა, სადაც მე-
ხებოდა და მლოკავდა ის გოგო. ტანი რამდენჯერმე გავისაპნე, მაგრამ ის
ლორწო თითქოს ვერ ჩამოვიშორე. ვხვდებოდი, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ
თავს ვერაფერს ვუხერხებდი. იმ ღამით ქმართან სექსი მქონდა, თითქოს იმ
სიბილწის ჩამოსაშორებლად. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვუთხარი, არ შემეძ-
ლო. მხოლოდ ის ვუთხარი, ნელა იმოძრავე, უფრო ნელა, ვიდრე სხვა დროს--
მეთქი. ასეც მოიქცა. ყოველ დე ტალს უკვირდებოდა, მართლა ძალიან, ძალიან

166
დიდი დრო დასჭირდა, და იმ ღამით ისე გავათავე, რომ მსგავსი არასდროს
არაფერი მიგრძნია იქამდე, არც ერთხელ მთელი ჩვენი ცოლქმრული თანაც-
ხოვრების მანძილზე. და როგორ ფიქრობ, რატომ? იმიტომ, რომ გოგონას შე-
ხებას სხეულზე კვლავ ვგრძნობდი. ეგ იყო და ეგ. ოჰ, რა სირცხვილია! ხედავ,
ოფლმაც კი დამასხა. არ მჯერა, რომ ისეთ სიტ ყვებს ვამბობ, როგორიცაა
„სექსი“ და „გავათავე“, – რეიკოს ისევ გაეღიმა და ტუჩები დაეგრიხა, – მაგრამ
არც ამან მიშველა. ორი დღე გავიდა, სამი, მაგრამ სხეულზე ისევ ვგრძნობდი
მის შეხებას, თავში კი სულ მისი სიტ ყვები მიტრიალებდა. შემდეგ შაბათს ჩემ-
თან აღარ მოსულა. მთელი დღე გული ამოვარდნაზე მქონდა, ვიდრე ველოდი,
ვფიქრობდი, ნეტა რას ვიზამ, თუ გამოჩნდება-მეთქი. ყურადღება ვერაფერზე
გადამქონდა. მაგრამ არ მოსულა. რა თქმა უნდა. ის ხომ პატარა ამაყი ვინმე
იყო და ბოლოს ჩემთან ჩაფლავდა. არც შემდეგ კვირას გამოჩენილა, არც იმის
შემდეგ და მალე თვეც გავიდა ასე. გადავწყვიტე, მომხდარის დავიწყებას შევ-
ძლებ, დრო რომ გავა-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. როცა მარტო ვიყავი სახ-
ლში, ვგრძნობდი მის იქ ყოფნას და ნერვები მაწყდებოდა. ვერ ვუკრავდი, ვერ
ვფიქრობდი, პირველი თვის მანძილზე ვერაფერს ვაკეთებდი. ერთ დღესაც
მივხვდი, რომ გარეთ როცა გავდიოდი, რაღაც რიგზე ვე რ იყო. მეზობლები
უცნაურად მიყურებდნენ. დისტანციას ვგრძნობდი მათ თვალებში. ისევ ისე
თავაზიანად მესალმებოდნენ, მაგრამ მათ ტონსა და ჩემდამი მოპყრობას
რაეღაც ახალი დაეტ ყო. გვერდით მცხოვრები ქალი დროდადრო რომ მესტუმ-
რებოდა ხოლმე, ახლა თავს მარიდებდა. ვეცადე, ამაზე ფიქრით თავი არ შემე-
წუხებინა. ასეთ რამეებს რომ ამჩნევ, ავადმყოფობის პირველი სიმპტომები
გაქვს. მერე ერთ დღეს ჩემთან სტუმრად ერთი ქალი მოვიდა, ერთი დიასახლი-
სი, რომელსაც ვემეგობრებოდი. ჩვენ ერთი ასაკისანი ვიყავით, დედაჩემის მე-
გობრის შვილი იყო და მისი შვილიც ჩემს შვილთან ერთად დადიოდა საბავ-
შვო ბაღში, ამიტომ საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ერთ დღეს უბრა-
ლოდ გამომეცხადა და მკითხა, შენ შესახებ რომ საზარელი ჭორი დადის, თუ
იციო. რა ჭორი-მეთქი. იმდენად საზარელია, არც კი შემიძლია გითხრაო.
რადგან უკვე ამდენი მითხარი, ჯობია ბოლომდე თქვა-მეთქი. მაინც უარს ამ-
ბობდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ვათქმევინე. იცი, რა, ხომ იმიტომ მოვიდა,
რომ ეთქვა, რისთვისაც ყური მოეკრა, ე. ი. აპირებდა კიდეც ამის მოყოლას.
მას თუ დავუჯერებთ, ხალხი ჩემზე ამბობდა, ბარათიანი ლესბოსელია და
ფსიქიატრიულში იწვა რამდენჯერმეო. ამბობდნენ თურმე, რომ ერთი ჩემი
მოსწავლისთვის ტანსაცმელი შემომიხევია, ძალადობა მიცდია და როცა უარი

167
მიმიღია, ისე გამირტყამს სახეში, რომ დასივებია. რა თქმა უნდა, ის ამბავი
შეთითხნილი იყო, მაგრამ მე შოკში იმან ჩამაგ დო, ჩემი ჰოსპიტალიზაციის შე-
სახებ რომ იცოდნენ. მეგობარმა მითხრა, ყველას ვეუბნები, რომ ძალიან დიდი
ხანია გიცნობ და არ ხარ ასეთიო, მაგრამ გოგონას მშობლებმა მისი ვერსია
დაიჯერეს და სამეზობლოში ხმაც გავარდაო. საბოლოოდ ჩემი წარსული გა-
მოუკვლევიათ და გაურკვევიათ, რომ მენტალური პრობლემები მქონდა. რო-
გორც ჩემს მეგობარს გაუგია, ერთ დღეს, იმ დღეს, გოგონა გაკვეთილიდან დაბ-
რუნებულა, სახე სულ დასივებული ჰქონია, ტუჩი გახეთქილი და გასის-
ხლიანებული, კოფთაზე ღილები აკლდა და საცვალიც კი შემოგ ლეჯილი ჰქონ-
და თურმე, წარმოგიდგენია? ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მისი ისტო-
რია დამაჯერებელი ყოფილიყო, რა ყთქმა უნდა, ხომ მოაყოლებდა დედამისი.
წარმომიდგენია კიდეც, ამას როგორ აკეთებს, კოფთას ისისხლიანებს, ღილებს
იგ ლეჯს, არშიას ახევს ბიუსტჰალტერს, იმდენ ხანს ტირის, ვიდრე თვალები
დაუწითლდება, თმას იწეწავს და დედამისს უამრავ ტყუილს ეუბნება. ხალხს
იმაში არ ვადანაშაულებ, მას რომ უჯერებდნენ. მეც კი დავუჯერებდი მას, ამ
ლამაზ თოჯინას, რომელსაც ეშმაკის ენა ჰქონდა. წარმოიდგინე, ბრუნდება
სახლში ატირებული, უარს ამბობს ლაპარაკზე, ძალიან მრცხვენიაო, მერე კი
ყველაფერს ფქვავს. რა თქმა უნდა, დაუჯერებენ. და ყველაზე ცუდი ისაა,
რომ სიმართლეა, მე მართლაც ვიყავი ჰოსპიტალიზებული მენტალური პრობ-
ლემების გამო, თან სახეშიც მთელი ძალით გავარტყი. მე ვინ დამიჯერებს?
ალბათ მხოლოდ ჩემი ქმარი. კიდევ რამდენიმე დღე მღრღნიდა ფიქრი, მეთქვა
მისთვის თუ არა, მაგრამ როცა მოვუყევი, დამიჯერა. რა თქმა უნდა, დამიჯე-
რა. ყველაფერი მოვუყევი, რაც იმ დღეს მოხდა, ის ლესბოსური ქცევაც, სახე-
ში რომ გავარტყი, ისიც. რა თქმა უნდა, არ მითქვამს, თავს როგორ ვგრძნობ-
დი. ამას ვერ ვეტ ყოდი. გაშმაგებული იყო მაინც და დაიჟინა, გოგონას ოჯახში
მივალო. ასე თქვა: შენ გათხოვილი ქალი ხარ, ბოლოს და ბოლოს. ჩემი ცოლი
ხარ. თან დედა ხარ. ლესბოსელი ვერანაირად იქნები. რა სისულელეა! არ მი-
ვეცი წასვლის საშუალება. თუ გაართულებდა ყველაფერს, სხვა რა შეეძლო.
ვიცოდი. ვიცოდი, რომ ავად იყო. ასობით ავადმყოფი მენახა, ამიტომ ვიცოდი.
ის გოგო შიგნიდან იყო დამპალი. საკმარისი იყო, ლამაზი ტყავი მოგეშორები-
ნა და მის დამპალ ხორცს დაინახავდი. ვიცი, რომ საშინელებას ვამბობ, მაგ-
რამ ასეა. და ისიც ვიცოდი, ჩვეულებრივი ხალხი მის შესახებ სიმართლეს ვე-
რასდროს შეიტ ყობდა. ამიტომ ჩვენს სიმართლეს ვერასდროს დავამტკიცებ-
დით. ის უფროსების ემოციებით მანიპულირებაში იყო დაოსტატებული, თან

168
ჩვენ არანაირი საბუთი არ გვქონდა სიმართლის დასამტკიცებლად. ჯერ ერ-
თი, ვინ დაიჯერებს, რომ ცამეტი წლის გოგონამ ჰომოსექსუალურ მახეში
გააბა ოცდაათს გადაცილებული ქალი. რაც უნდა გვეთქვა, ხალხი მაინც იმას
დაიჯერებდა, რაც თავად მოესურვებოდა. რაც მეტად გავიბრძოლებდით, უფ-
რო დავზარალდებოდით. მხოლოდ ერთი გზა დაგ ვრჩა – აქედან უნდა
გადავიდეთ-მეთქი, – ვუთხარი ჩემს ქმარს, – თუ ამ უბან ში კიდევ ცოტა ხანს
დავრჩებით, სტრესის ქვეშ ვიქნები, ისევ ამერევა გონება-მეთქი. უკვე დაწყე-
ბული იყო ეგ პროცესი. უნდა წავსულიყავით იქიდან, სადმე სხვაგან, ძალიან
შორს წავსულიყავით, სადაც არავინ მიცნობდა. ჩემი ქმარი არ იყო ამისთვის
მზად. ჯერ ვერ გაეგო, რამდენად კრიტიკულ სიტუაციაში ვიყავი. და დროც
საშინელი იყო ამისთვის: თავისი სამსახური უყვარდა, და თან, როგორც იქნა,
იმას მიაღწია, რომ საკუთარ სახლში დავფუძნდით, ჩვენი შვილი საბავშვო
ბაღს შეეგუა. მოიცა, ასე უბრალოდ ვერ ავდგებით და წავალთო. ასეთ სამსა-
ხურს ვეღარ ვიშოვიო. ჯერ სახლი უნდა გავ ყიდოთ, მერე საბავშვო ბაღი ვი-
პოვოთ. ამას დაახლოებით ორი თვე დასჭირდებაო. ორ თვეს ვერ მოვიცდი--
მეთქი, ვუთხარი მას, ეს ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მომიღებს-მეთქი. არ
ვხუმრობ. დამიჯერე, ვიცი, რასაც ვამბობ-მეთქი. სიმპტომები უკვე დამეტ ყო:
ყურებში რაღაც ხმები ჩამესმოდა, რაღაც ჩამ წუოდა და ვერ ვიძინებდი. შე-
მომთავაზა, ჯერ შენ წადი სადმე შენით და ყველაფერს რომ მოვაგ ვარებ, მეც
წამოვალო. არა, არ მინდა, მარტო წავიდე, თუ უშენოდ წავალ, დავიმსხვრევი,
მჭირდები, გთხოვ, მარტო ნუ დამტოვებ-მეთქი. ჩამეხუტა და მთხოვა, ცოტა
ხანს მომიცადე, მხოლოდ ერთ თვესო. დამპირდა, ყველაფერს მოვაგ ვარებ –
სამსახურიდან წამოვალ, სახლს გავ ყიდი, საბავშვო ბაღის საკითხსაც მოვაგ ვა-
რებ, ახალ სამსახურს ვიპოვი. ავსტრალიაში იქნება ვაკანსია, რომლის დაკა-
ვებასაც შევძლებო... მხოლოდ ის უნდოდა, ერთი თვე მომეცადა და მერე ყვე-
ლაფერი კარგად იქნებოდა. რა უნდა მეთქვა ამაზე. ამასაც თუ გავაპროტეს-
ტებდი, კიდევ უფრო გავირიყებოდი.
რეიკომ ამოიოხრა და ჭერს ახედა.
– მაგრამ ერთ თვეს ვერ გავიტანე თავი. ერთ დღესაც განმეორდა ის საში-
ნელება – და ისევ – ბრახ! იმჯერად გაცილებით რთულად იყო საქმე. საძილე
აბები მივიღე და გაზი მოვუშვი. საავადმყოფოში გამომეღვიძა, ყველაფერი
დასრულებულიყო. რამდენიმე თვე დამჭირდა დასამ შვიდებლად და დასაფიქ-
რებლად, მერე კი ჩემს ქმარს განქორწინება ვთხოვე. ვუთხარი, შენთვისაც და
ჩვენი ქალიშვილისთვისაც ასე აჯობებს-მეთქი. მითხრა, გაყრას არ ვაპირებ,

169
შეგ ვიძლია, სადმე ახალ ადგილას წავიდეთ, მხოლოდ ჩვენ სამნი და ცხოვრება
ხელახლა დავიწყოთო. ძალიან გვიანია-მეთქი, ვუთხარი. ყველაფერი მაშინ
დამთავრდა, როცა ერთი თვე დაცდა მთხოვე. თუ მართლა გინდოდა ყველაფ-
რის თავიდან დაწყება, ჩემთვის ეგ არ უნდა გეთქვა. ახლა, სადაც უნდა წავი-
დეთ, რაც უნდა შორს წავიდეთ, იგივე განმეორდება. და მე ისევ რამე ასეთს
გთხოვ და დაგ ტანჯავ. აღარ მინდა, ასე კიდევ ერთხელ მოვიქცე-მეთქი. ამი-
ტომ განვქორწინდით. ან, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტ ყვი, რომ მე
გავეყარე. ორი წლის შემდეგ მან ისევ შეირთო ცოლი. მაინც კმაყოფილი ვარ,
წასვლა რომ ვაიძულე. მართლა. ვიცოდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება
ასე ვიქნებოდი, და არავის ჩათრევა არ მინდოდა იმ ჭაობში. არ მინდოდა, ვინ-
მეს იმის მუდმივ შიშ ში ეცხოვრა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა შევშლი-
ლიყავი. ის ჩემთვის საოცარი ვინმე იყო – იდეალური ქმარი, ერთგული,
ძლიერი და მომთმენი, ისეთი, ვისაც მთელი არსებით ვენდობოდი. და მან ყვე-
ლაფერი იღონა ჩემი განკურნებისათვის, რაც კი შეეძლო, და მეც ყველაფერი
გავაკეთე იმისთვის, რომ გამოვჯანსაღებულიყავი, მის გამოც და ჩვენი ქალიშ-
ვილის გამოც. მჯეროდა, რომ გამოვმჯობინდი. ჩვენი ქორწინებიდან ექვსი
წლის მანძილზე ბედნიერი ვიყავი. მან ჩემი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი
ერთად შეკრა, მაგრამ ის ერთი პროცენტი ამიჯანყდა. ბრახ! და ყველაფერი,
რაც შეგ ვეკოწიწებინა, დაინგრა. ერთ წამ ში – ყველაფერი განადგურდა. და ეს
იმ გოგონამ გააკეთა.
რეიკომ ფეხით გასრესილი სიგარეტის ნამ წვები მოაგროვა და ყველაფერი
თუნუ ქის ქილაში ჩაყარა.
– საშინელი ისტორიაა. ისე მუყაითად ვშრომობდით, ისე მუყაითად ჩვენი
პატარა სამყაროს ასაგებად, აგურს აგურზე ვადებდით. და მერე ყველაფერი
დაგ ვემსხვრა, აი, ასე უბრალოდ. ყველაფერი გაქრა, ვიდრე რამის გააზრებას
მოვასწრებდით.
წამოდგა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
– დავბრუნდეთ, გვიანია.
ცა უფრო ბნელი იყო, უფრო სქელი ღრუბელი გადაჰკვროდა, მთვარე არ
ჩანდა. ახლა რეიკოსავით შემეძლო, წვიმის სურნელი შემეგრძნო. და თან ამას
ჩანთაში ჩაწყობილი ახალდაკრეფილი ყურძნის სუნი შეერწყა.
– ამიტომ ვერ წავალ აქედან, მეშინია გარე სამყაროსთან კავშირის – ახალ
ხალხთან ურთიერთობის, ახალი ემოციების.

170
– მესმის, მაგრამ მგონია, რომ გამოგივა. მგონია, რომ შეძლებ გარე სამყა-
როსთან შეგუებას.
რეიკომ გამიღიმა, მაგრამ არაფერი მიპასუხა.
ნაოკო დივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. ფეხები გადაეჯვარედინები-
ნა, თავი კი ხელზე ჩამოეყრდნო კითხვისას. თითებით თითქოს ეხებოდა და
სინჯავდა ყოველ სიტ ყვას, რომელიც მის გონებაში აღწევდა. წვიმის შხეფები
სახურავზე წკაპუნებდა. ლამპის შუქ ში ისე იყო გახვეული, როგორც მტვრის
ბუღში. რეიკოსთან ჩემი ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ უფრო თვალში მომ-
ხვდა ნაოკოს სინორჩე.
– გვაპატიე, რომ ასე გვიან დავბრუნდით, – რეიკომ ნაოკოს თავზე ხელი
გადაუსვა.
– ისიამოვნეთ? – ნაოკომ ამოხედა.
– რა თქმა უნდა.
– კი, მაგრამ, ორნი მარტო რას აკეთებდით? – მკითხა ნაოკომ.
– უფლება არა მაქვს, გაგიმხილოთ, ქალიშვილო, – მივუგე მე.
ნაოკომ ჩაიკისკისა და წიგნი გადადო. მერე სამივე ყ ურძენს ვჭამდით და
წვიმის წკაპუნს ვუგ დებდით ყურს.
– როცა ასე წვიმს, მგონია, რომ ჩვენ გარდა სამყაროში არავინაა, – ჩაილა-
პარაკა ნაოკომ, – ნეტა ყოველთვის ასე წვიმდეს, რომ სამივენი მუდამ ერთად
ვიყოთ.
– ოჰ, რა თქმა უნდა, – მიუგო რეიკომ, – და ვიდრე თქვენ იმით იქნებით
დაკავებულები, მე ან მარაოთი დაგინიავებთ ან ფონად გიტარაზე მუსიკას შე-
გისრულებთ ერთი მუნჯი გეიშასავით. ეს გინდათ? არა, გმადლობთ!
– ზოგჯერ მასთან ღამის გატარების ნებას მოგ ცემ, – გაეცინა ნაოკოს.
– კარგი, მაშინ თანახმა ვარ. იწვიმე! იწვიმე!
მართლაც წვიმდა და წვიმდა. ზოგჯერ მეხის ხმა აზანზარებდა იქაურობას.
როცა ყურძნის ჭამას მოვრჩით, რეიკომ ისევ მოუკიდა სიგარეტს, თავისი სა-
წოლის ქვეშიდან გიტარა გამოიღო და ჯერ DEsafinado დაუკრა, მერე The
Girl from Iპანემა, მერე Bacharach და მერე რამდენიმე ლენონისა და მაკარ-
ტნის სიმღერა. მე და რეიკო ისევ ვწრუპავდით ღვინოს, და ის რომ გაგ ვითავ-
და, ჩემს მათარაში დარჩენილი ბრენდიც დავლიეთ. თბილმა, ინტიმურმა გან-
წყობამ დაგ ვრია ხელი სამივეს, ავლაპარაკდით და მე ნაოკოსთან ერთად ხმა-
მაღლა დავიწყე ოცნება, ნეტა წვიმა არასდროს შეწყდეს-მეთქი.
– ჩემს სანახავად ისევ ჩამოხვალ? – შემომხედა და ისე მკითხა.

171
– რა თქმა უნდა, ჩამოვალ.
– მომ წერ ხოლმე?
– ყოველ კვირაში.
– რამდენიმე პწკარს მეც მომ წერ? – მკითხა რეიკომ.
– კი, შენც მოგწერ. სიამოვნებით.
თერთმეტ საათზე რეიკომ დივანი გაშალა და ლოგინი დამიგო, როგორც
წინა ღამით. ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ და სინათლე ჩავაქრეთ. და-
ძინება ვერ შევძელი, ამიტომ ზურგჩანთიდან ფანარი და „ჯადოსნური მთა“
ამოვიღე, ცოტა ხანს ვკითხულობდი. შუაღამით საძინებლის კარი ოდნავ
გაიღო, ნაოკო გამოვიდა და საწოლში შემომიძვრა. წინა ღამისგან განსხვავე-
ბით, ეს ჩვეულებრივი ნაოკო იყო. თვალები არ დაურბოდა აქეთ-იქით, ცოც-
ხლად მოძრაობდა. პირი ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: არ ვიცი, რატომ,
მაგრამ ვერ დავიძინე.
– ვერც მე, – წიგნი გადავდე, სანათი გამოვრთე, მოვეხვიე და ვაკოცე. სიბ-
ნელეში და წვიმის წკაპუნ ში გავხვეულიყავით.
– მერე რეიკო?
– ნუ ღელავ. ეძინა. და როცა სძინავს, მერწმუნე, მართლა სძინავს. ჩემ სა-
ნახავად კიდევ მოხვალ?
– რა თქმა უნდა.
– თუ შენთვის ვერაფრის გაკეთებას შევძლებ, მაინც?
სიბნელეში თავი დავუქნიე. მისი მკერდის ფორმას მთლიანად ვგრძნობდი,
ისე იყო მოხუტებული. ხალათზე ხელი ჩამოვუსვი და სხეული ასე შევიგრძენი,
მხრებიდან ბარძაყებამდე ვუსვამდი ხელს, მისი სხეულის ფორმასა და სინაზეს
ტვინ ში ვიბეჭდავდი. ცოტა ხანს ასე ვიყავით ჩაკონებულები, მერე ნაოკო ტუ-
ჩებით შემეხო შუბლზე და საწოლიდან გაძვრა. სიბნელეში თევზივით გას-
ხლტა მისი ღია ცისფერი ხალათი.
– ნახვამდის, – დაბალი ხმით მომაძახა.
ყური ისევ წვიმას დავუგ დე და ჩამეძინა კიდეც.
მეორე დილით ისევ წვიმდა – ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად, სულ არ
ჰგავდა წინა ღამის თავსხმა წვიმას. მხოლოდ გუბურების თრთოლა და სახუ-
რავის ფარდულებიდან წვეთის ხმა თუ მიგახვედრებდა, რომ წვიმს. რძისფერი
ნისლი იდგა, რომ გამოვიღვიძე, მაგრამ მზის ამოსვლასთან ერთად, სიომ მი-
მოფანტა ნისლი და შორს თანდათან ტყეები და მთები გამოიკვეთა.

172
როგორც წინა დღეს, სამივემ ვისაუზმეთ და მერე საფრინველისკენ წავე-
დით. ნაოკოს და რეიკოს პოლიეთილენის კაპიუშონიანი ყვითელი საწვიმრები
ეცვათ. მე წყალგაუმტარი საქარე ქურთუკი ჩავიცვი. ნესტიანი და სუსხიანი
იყო ჰაერი. ფრინველებს თავი გალიის ბოლოში შეეფარებინათ, წვიმას თავს
არიდებნენ.
– წვიმის დროს ყოველთვის ასე ცივა ხოლმე? – ვკითხე რეიკოს.
– ახლა თანდათან უფრო აცივდება, ვიდრე თოვლი არ მოვა. იაპონიის
ზღვიდან წამოსული ღრუბლები რომ გადაივლის ჩვენს თავზე, კარგად ჩამო-
ბარდნის.
– ზამთარში ფრინველებს როგორ უვლით?
– შენობაში შეგ ვყავს, რა თქმა უნდა. აბა, რა უნდა ვქნათ, თოვლში ხომ არ
დავ ტოვებთ გასაყინად, მერე კი გავალღობთ, სიცოცხლეს დავუბრუნებთ და
დავიყვირებთ, აბა, მოდით და აკენკეთ საჭმელიო?
მავთულის მარყუჟს ხელი გავ კარი, თუთიყუშმა ფრთები ააფრთხიალა და
დაიკივლა: შე ცალტვინა! გმადლობ. შე გიჟო!
– აი, ამას კი დიდი სიამოვნებით გავ ყინავდი, – ნაოკოს მელანქოლიური
გამომეტ ყველება ჰქონდა, – მგონი, მართლა შეიძლება გავგიჟდე, ყოველ დი-
ლით თუ ამას მოვუსმენ.
საფრინველის დასუფთავების შემდეგ სახლში დავბრუნდით. ვიდრე მე
ჩემს ნივთებს ვალაგებდი, ქალებმა თბილი ტანსაცმელი ჩაიცვეს. სახლიდან
ერთად გამოვედით და ერთმანეთს ჩოგბურთის კორტებთან დავშორდით. მათ
მარჯვნივ მოუხვიეს, მე კი პირდაპირ განვაგრძე გზა. ერთმანეთს დავემ შვიდო-
ბეთ და დავპირდი, კიდევ ჩამოვალ-მეთქი. ნაოკომ გამიღიმა და კუთხეში
თვალს მიეფარა.
ჭიშკრისკენ რომ მივდიოდი, გზად რამდენიმე ადამიანი შემომხვდა. ყველას
ისეთივე ყვითელი საწვიმარი ეცვა, როგორიც რეიკოს და ნაოკოს, ყველას კა-
პიუშონი წამოეხურა თავზე. ამ წვიმაში საოცრად იყო გამოკვეთილი ფერები –
მიწა მუ ქი შავი იყო, ფიჭვის ტოტები ბრდღვიალა მწვანე, ყვითელში გახ-
ვეული ადამიანები კი სხვა სამყაროს სულებს ჰგავდნენ, რომლებსაც დედამი-
წაზე ხეტიალის უფლება მხოლოდ წვიმიან დილით ეძლევათ. ისინი უხმოდ
მიაბიჯებდნენ, თან სამუშაო იარაღები მიჰქონდათ, კიდევ – კალათები და
ტომრები.
დარაჯს ჩემი სახელი ახსოვდა და სარეგისტრაციო ფურცელზე მონიშნა,
როცა გავდიოდი.

173
– როგორც ვხვდები, ტოკიოდან უნდა იყო, – გამომელაპარაკა მოხუცი, –
იქ ერთხელ ვიყავი, მხოლოდ ერთხელ. დიდებული ღორის ხორცი აქვთ.
– მართლა? – არ ვიცოდი, რა მეპასუხა ამაზე.
– ტოკიოში რაც შევ ჭამე, ბევრი არაფერი მომ წონებია, აი, ღორის ხორცი კი
გემრიელი იყო. როგორც ვხვდები, მაგათ სხვანაირად ზრდიან, არა?
ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი, პირველად გავიგე ამის შესახებ.
– ისე, სხვათა შორის, ეგ როდის იყო, როდის იყავით ტოკიოში?
– ჰმმ. აბა, გავიხსენო, – თავი წამოსწია, – მგონი, ეგ მაშინ იყო, როცა მისმა
უდიდებულესობა, ტახტის მემკვიდრემ იქორწინა, ჩემი შვილი ტოკიოში იყო
და მითხრა, ეგ ადგილი ერთხელ მაინც უნდა ნახოო. 1959 წელი უნდა ყოფი-
ლიყო.
– ოჰ, იმ დროს ალბათ ღორის ხორცი კარგი იყო ტოკიოში.
– დღეს როგორია?
არ ვიცი, როგორია, მაგრამ განსაკუთრებულიც არაფერი მსმენია-მეთქი.
როგორც ჩანს, ამან იმედი გაუცრუა. ყველაფერზე ეტ ყობოდა, ლაპარაკის გაგ-
რძელება უნდოდა, მაგრამ ვუთხარი, ავ ტობუსს უნდა მივუსწრო-მეთქი და გზა
გავაგრძელე. იქ, სადაც ბილიკი მდინარეს უახლოვდებოდა, ნისლი ისევ იდგა,
მაგრამ მალე სიომ ახლომდებარე მთის კალთისკენ წაიღო. დროდადრო ვჩერ-
დებოდი, უკან ვიხედებოდი და ღრმად ამოვისუნთქავდი, სულ უმიზეზოდ.
თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს იმ პლანეტაზე ვიყავი მოხვედრილი, სადაც ოდ-
ნავ განსხვავებული გრავიტაცია იყო. დავსევდიანდი. მე ხომ უკვე გარე სამყა-
როს ნაწილი ვიყავი.
საერთო საცხოვრებელში ხუთის ნახევარზე დავბრუნდი, მაშინვე გამოვიც-
ვალე და მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიაში წავედი, შინჯუკუში. მაღაზიას
ექვსიდან თერთმეტის ნახევრამდე ვუპატრონე, რამდენიმე ჩანაწერი გავ ყიდე,
ძირითადად კი გაოცებული ვიჯე ქი, ვუყურებდი, რამდენი განსხვავებული
ადამიანი მიმოდიოდა გარეთ. ოჯახებიც იყვნენ, წყვილებიც, მთვრალებიც,
განგსტერებიც, მოკლე ქვედაბოლოებში ჩაცმული მიმზიდველი გოგონებიც,
წვერიანი ჰიპებიც, ბარმენებიცა და გაურკვეველი ტიპებიც. როცა მძიმე როკს
ვრთავდი, გარეთ ჰიპები და მაწან წალა ბავშვები იყრიდნენ თავს, ცეკვავდნენ,
ან უბრალოდ ისხდნენ მიწაზე და არაფერს აკეთებდნენ, აი, მერე კი, ტონი ბე-
ნეტს რომ ჩავრთავდი, სადღაც უჩინარდებოდნენ.
გვერდით ერთი მაღაზია იყო, სადაც ერთი შუახნის, გამოუძინებელი კაცი
ყიდდა დიდების სათამაშოებს. ვერ წარმომედგინა, ვის რაში შეიძლებოდა

174
დასჭირვებოდა ისეთი სექსატრიბუტიკა, როგორიც იქ იყიდებოდა, მაგრამ,
როგორც ჩანს, კარგად ხვეტდა ფულს. ჩანაწერების მაღაზიის პირდაპირ, გზის
მეორე მხარეს მთვრალი სტუდენტი არწყევდა. ქუჩის მეორე კუთხეში – ესეც
ჩვენ პირდაპირ – იმ სათამაშო სახლში, სადაც ფსონებს ნაღდი ფულით ჩამო-
დიოდნენ, ადგილობრივი რესტორნის მზარეული დროს ბინგოს თამაშ ში
კლავდა. მაღაზიის წინ, რომელიც უკვე დაეკეტათ, გაუნძრევლად იწვა ვიღაც
უსახლკარო. გოგონა, რომელსაც ღია ვარდისფერი პომადა ესვა და
თორმეტი-ცამეტი წლის თუ იქნებოდა, შემოვიდა და მთხოვა, როლინგ სტო-
უნზის Jumpin' Jack Flash ჩამირთეო.
როცა ჩანაწერი ვიპოვე და ჩავრთე, თითების ტკაცუნსა და თეძოების რხე-
ვას მოჰყვა, მაღაზიაში ცეკვავდა. მერე სიგარეტი მთხოვა, მენეჯერის სიგარე-
ტი მივეცი, მოწია გემრიელად და, როცა მუსიკა დამთავრდა, ისე გავიდა მაღა-
ზიიდან, ერთი მადლობა არ უთქვამს.
თხუთმეტ წუთში ერთხელ ხან სასწრაფო დახმარების ხმას მოვ კრავდი
ხოლმე ყურს, ხან პოლიციის მანქანების სირენისას. კოსტიუმებსა და ჰალსტუ-
ხებში გამოწკეპილმა სამმა მთვრალმა ტიპმაგამოიარა, ალბათ კერძო კომპა-
ნიებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, ისინი ხმამაღლა იცინოდნენ და
სატელეფონო ჯიხურში შესულ ლამაზ გრძელთმიან გოგონას უყვიროდნენ,
ლამაზი ტრაკი გაქვსო.
რ აც მეტს ვუყურებდი, უფრო ვიბნეოდი. რა ჯანდაბა ხდებოდა? მიკვირდა.
აი, რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
მენეჯერი სადილიდან დაბრუნდა და მითხრა:
– ეი, იცი, რა, ვატანაბე? იმ ბუტიკის გოგოსთან წუხელ მქონდა...
ბოლო ხანებში იქვე ახლოს ბუტიკში მომუშავე გოგოსთვის დაედგა თვალი
და დროდადრო მას მაღაზიიდან ჩანაწერებს ჩუქნიდა.
– მიხარია! – მხოლოდ ეს ვუპასუხე, მან კი დეტალურად ჩამირაკრაკა ყვე-
ლაფერი.
– თუ მართლა გინდა, ქალი ააგ დო, აი, რა უნდა ქნა, – ძალიან კმაყოფილი
ჩანდა საკუთარი თავით, – ჯერ საჩუქრებს მიაყრი, მერე გამოათრობ, მაგრად
გამოათრობ, მერე კი იმას უზამ. მაგას რა უნდა. გამიგე?
ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. სამგზავრო მატარებელში ავედი
და საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი. ფარდები ჩამოვუშვი, შუ ქები გამოვ-
რთე, საწოლზე გავიშხლართე. უცებ მომეჩვენა, რომ ნაოკო მოვიდოდა და ნე-
ბისმიერ წუთს საწოლში შემომიძვრებოდა. თვალდახუ ჭული ვიყავი. ვგრძნობ-

175
დი მისი მკერდის სუნს. მესმოდა, როგორ მეჩურჩულებოდა. ხელებით მისი
სხეულის ფორმას ვრძნობდი. სიბნელეში მის პატარა სამყაროს დავუბრუნდი.
ვიგრძენი მდელოზე ბალახის სუნი, მომესმა ღამით წვიმის წკაპუნი. გამახსენ-
და, შიშველი რომ იყო, იქ, მთვარის შუქ ში გახვეული. გამახსენდა, როგორ
წმენდდა საფრინველეს, წარმოვიდგინე, როგორ მოძრაობდა ბოსტან ში ყვი-
თელ საწვიმარში გახვეული, ნაზი, ლამაზი ქალი. ვიდრე არ გავათავე, ნაოკო-
ზე ვფიქრობდი. გონება ცოტათი დამეწმინდა, მაგრამ ეს ჩაძინებაში არ დამეხ-
მარა. გადაღლილი ვიყავი, საშინლად მეძინებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ-
დი.
საწოლიდან წამოვდე ქი და ფანჯარასთან მივედი, თვალი დროშის ბოძს
გავუშტერე. ნაციონალური დროშის გარეშე ეს ბოძი სიბნელეში მიწიდან
ამოზნე ქილ გიგანტურ ძვალს ჰგავდა. ნეტა ნაოკო რას აკეთებდა? რა თქმა უნ-
და, ეძინა, ეძინა ღრმად, თავისი ერთი ციდა სამყაროს სიბნელეში ჩაფლულს.
ნეტა კოშმარებისგან იყოს-მეთქი დაცული, გავიფიქრე.

176
თავი მეშვიდე

მომდევნო დილას, ხუთშაბათს, სპორტის გაკვეთილზე რამდენჯერმე გავ-


ცურე ორმოცდაათმეტრიან აუზში. ამ რთულმა სავარჯიშომ გონება უფრო
დამიწმინდა და მადა გამიხსნა. მას შემდეგ, რაც ლანჩის დიდი ულუფა შევ ჭა-
მე იმ სტუდენტურ კაფეში, რომელიც სწორედ ულუფის სიდიდით იყო ცნობი-
ლი, ბიბლიოთეკის ლიტერატურის დეპარტამენტისკენ ავიღე გეზი, რომ იქ
მცირე კვლევა ჩამეტარებინა. გზად მიდორი კობაიაშის გადავეყარე. ის პატარა
ტანის სათვალიან გოგონასთან ერთად იყო, მაგრამ როცა შემნიშნა, მარტო
მომიახლოვდა.
– საით გაგიწევია?
– ლიტერატურის ბიბლიოთეკაში.
– რატომ ჩემთან ერთად არ წამოხვალ ლანჩზე?
– ვჭამე უკვე.
– მერე რა? კიდევ შე ჭამ.
საბოლოოდ იქვე ახლომდებარე კაფეში შევედით, სადაც მან კარი შე ჭამა,
მე კი ფინჯანი ყავა დავლიე. გრძელმკლავებიანი თეთრი პერანგი ეცვა, ყვითე-
ლი შალის ჟილეტის შიგნით, რომელზეც თევზი იყო ამოქარგული. წვრილი
ოქროსფერი ყელსაბამი და დისნეის საათი ეკეთა. მოსწონდა თავისი კარი, სა-
მი ჭიქა წყალიც მიაყოლა.
– სად იყავი წასული? შენ არ იცი, რამდენჯერ დაგირეკე.
– რამეზე გინდოდა დალაპარაკება?
– არაფერ ისეთზე. უბრალოდ, გირეკავდი.
– გასაგებია.
– რა არის გასაგები?
– არაფერი. უბრალოდ, გასაგებია. ხანძარი არ გაჩენილა სადმე?
– რა სახალისო იყო, არა? ბევრი არაფერი დაუზიანებია, მაგრამ კვამლმა
ყველა შეაშინა, – მიდორიმ კიდევ მოსვა წყალი, მერე ამოისუნთქა და ცოტა
ხანს მაკვირდებოდა სახეზე, – რა გ ჭირს? ისეთი გონებაგაფანტული ჩანხარ!
თვალებიც კი არეული გაქვს.

177
– კარგად ვარ. ეს-ესაა მოგზაურობიდან დავბრუნდი და დავიღალე.
– ისე გამოიყურები, თითქოს მოჩვენება დაგენახოს.
– ჰოო...
– ეი, შუადღისას ლექციები გაქვს?
– გერმანული და რელიგია.
– ვერ გააცდენ?
– გერმანულს ვერა, გამოცდა მაქვს.
– რომელზე მთავრდება?
– ორზე.
– კარგი. მაგის მერე ჩემთან ერთად ქალაქ ში დალევაზე რას იტ ყვი?
– დღის ორ საათზე?
– მრავალფეროვნებისთვის – რატომაც არა? ისეთი გონებაგაფანტული
ჩანხარ. წამოდი, წამოდი, დალიე ჩემთან ერთად და ცოტა გამოცოცხლდი. აი,
მეც ეგ მინდა ვქნა – შენთან ერთად დავლიო და ცოტა გამოვცოცხლდე. რას
იტ ყვი, აბა?
– კარგი, წავიდეთ, – ამოვიოხრე, – ლიტერატურის ბიბლიოთეკის ეზოში
დაგელოდები ორზე.
გერმანულის გამოცდის მერე შინჯუკუში წავედით ავ ტობუსით და მიწის-
ქვეშა ბარში შევედით, რომელიც წიგნის მაღაზია „კინოკუნიას“ უკან იყო.
ორი არყითა და ტონიკით დავიწყეთ.
– ზოგჯერ აქ მოვდივარ ხოლმე. ისინი თავს უხერხულად არ გაგრძნობინე-
ბენ იმის გამო, შუადღისას რომ სვამ.
– შუადღეზე ხშირად სვამ?
– ზოგჯერ, – თავის ჭიქაში ყინული შეარხია, – ზოგჯერ, როცა სამყაროში
ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, აქ მოვდივარ და არაყსა და ტონიკს ვსვამ.
– სამყაროში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება?
– ზოგჯერ. მე ჩემი პატარა პრობლემები მაქვს.
– მაგალითად?
– მაგალითად, ოჯახი, მაგალითად, მეგობარი ბიჭები, მაგალითად, არეული
ციკლი და ა. შ.
– მაშინ კიდევ დალიე.
– დავლევ.
მიმტანი მოვიხმე და კიდევ ორი არაყი და ტონიკი შევუკვეთე.

178
– გახსოვს, იმ კვირას ჩემთან რომ მოხვედი და მაკოცე? ვფიქრობდი მაგა-
ზე. კარგი იყო. ძალიან კარგი.
– კარგია.
– კარგია! – მომბაძა მიდორიმ, – რა უცნაურად ლაპარაკობ!
– მართლა?
– ვფიქრობდი მაშინ... ვფიქრობდი, რა დიდებული იქნებოდა, ეს რომ ჩემს
ცხოვრებაში პირველი კოცნა ყოფილიყო. ჩემი ცხოვრების შეცვლა რომ შემეძ-
ლოს, ყოველნაირად, ყოველნაირად ვეცდებოდი, ეგ ყოფილიყო ჩემი პირველი
კოცნა. და მერე მთელ ჩემს ცხოვრებას ასეთ ფიქრებში გავატარებდი: ეი, ნეტა
რა მოუვიდა იმ ბიჭს, ვატანაბეს, რომელსაც პირველად ვაკოცე ჩემთან, ახლა
როგორაა ნეტა, ახლა, როცა უკვე ორმოცდათვრამეტი წლისაა? განა დიდებუ-
ლი არ იქნებოდა?
– მართლაც, – ფსტა გავ ტეხე.
– რა გ ჭირს? ასეთი გონებაგაფანტული რატომ ხარ? რატომ არაფერს მე-
უბნები?
– როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ მოვუბრუნდი სამყაროს, – ვუპასუხე ცოტა
ხნის დაფიქრების შემდეგ, – არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის
რეალური სამყარო. ეს ადამიანები, ეს კადრები – ისინი რეალურად არ მეჩვე-
ნება.
მიდორი იდაყვით ბარს ჩამოეყრდნო და შემომხედა.
– მგონი, რაღაც ამდაგ ვარი არის ჯიმ მორისონის სიმღერაში, რაღაც ასე
მახსოვს.
– People are strange, when you're a stranger.
– ჰო, ეგ. იცი, რა, მართლა უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად ურუგ ვაიში, –
მიდორი ისევ ბარს ეყრდნობოდა, – მიატოვე ყველაფერი – მეგობარი გოგო-
ნაც, ოჯახიც, უნივერსიტეტიც.
– არ არის ცუდი აზრი, – გამეცინა მე.
– განა საოცარი არ იქნება, ყველაფერს მოსწყდე, ყველას მოსწყდე და იქ
წახვიდე, სადაც ერთ სულიერსაც არ იცნობ? ზოგჯერ ეგ მინდება ხოლმე. მარ-
თლა, მართლა მინდა, ზოგჯერ ეგრე ვქნა. აი, ვთქვათ, ერთად რომ გადავხვე-
წილიყავით სადმე, შორს, ძალიან შორს. პატარა ხარებივით ძლიერ ბავშვებს
გაგიჩენდი და ვიცხოვრებდით ერთად დიდხანს, ბედნიერად, ვიკოტრიალებ-
დით იატაკზე.
გავიცინე და მესამე არაყი და ტონიკი დავლიე.

179
– როგორც ვხვდები, ჯერ სულ არ გინდა, პატარა ხარებივით ძლიერი ბავ-
შვები გ ყავდეს.
– დამაინტრიგე, ნეტა მაჩვენა, როგორები იქნებოდნენ.
– კარგი, არა უშავს, საჭირო არ არის შვილები გინდოდეს, – ფსტის ჭამით
მიპასუხა მიდორიმ, – აი, მე, ვზივარ აქ, ვსვამ შუადღისას, ყველაფერს ვრო-
შავ, რაც თავში მომივა – მინდა, მივატოვო ყველაფერი და სადმე წავიდე--
მეთქი. რა აზრი აქვს ურუგ ვაიში წავსლას? ვირის ჩონჩორიკის გარდა, არაფე-
რი აქვთ იქ.
– შეიძლება მართალიც ხარ.
– ვირის ჩონჩორიკია ყველგან. აქაც ჩონჩორიკია, იქაც ჩონჩორიკია, მთე-
ლი სამყარო ვირის ჩონჩორიკია. ეი, ამას ვერ ვხსნი, შენ გ ქონდეს, – ფსტა მო-
მაწოდა. დიდხანს ვეწვალე მეც და გავ ტეხე, – მაგრამ, ო, რა შვება მომგვარე
კვირას! რა კარგი იყო შენთან ერთად იქ ასვლა და ხანძრის ყურება, ლუდის
სმა, ან რომ ვმღეროდი! არც კი ვიცი, რამდენი ხანია, ეგრე არ მოვდუნებულ-
ვარ. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რაღაცის გაკეთება მაიძულონ. რო-
გორც კი დამინახავენ, მაშინვე რამეს მავალებენ. შენ იმას მაინც არ ცდილობ,
რამის გაკეთება მაიძულო.
– იმდენად კარგად არ გიცნობ, რომ რამის გაკეთება გაიძულო.
– რა? გინდა თქვა, რომ უკეთ რომ მიცნობდე, შენც მაიძულებდი რამის გა-
კეთებას?
– ვინ იცის. ასეთია ცხოვრება, ადამიანები ერთმანეთს რაღაცების კეთებას
აიძულებენ.
– არა, შენ მაგას არ იზამდი. დარწმუნებული ვარ. მაგის ექსპერტი ვარ,
სხვებისთვის ძალდატანების, და ძალას რომ დაგატანენ, იმის. შენ არ ხარ ეგ
ტიპი. მაგიტომაც შემიძლია მოვდუნდე შენთან. წარმოგიდგენია მაინც, მსოფ-
ლიოში რამდენი ადამიანია, ვისაც მოსწონს, სხვებს რამის გაკეთება აიძულოს
და ვისაც სხვა უიძულებია, რამე გაეკეთებინა? ათასობით! და მერე ამბავს
ატეხენ ხოლმე: მე ის ვაიძულე, შენ მაიძულე. აი, ასეთები არიან. მე კი ეგ არ
მომ წონს. მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ სხვა გზა არა მაქვს.
– კი, მაგრამ, ან შენ რის გაკეთებას აიძულებ სხვებს, ან ისინი რის გაკეთე-
ბას გაიძულებენ?
მიდორიმ პირში ყინულის კუბი ჩაიდო და ცოტა ხანს წუწ ნიდა.
– გინდა, უკეთ გამიცნო?
– ისე, რა.

180
– ეი! გ კითხე, გინდა, უკეთ გამიცნო-მეთქი? შენ კი რა მიპასუხე!
– დიახ, მიდორი, მინდა, უკეთ გაგიცნო.
– მართლა?
– კი, მართლა.
– მაშინაც კი, თუ რაღაცებისთვის თვალის არიდების სურვილი გაგიჩნდე-
ბა?
– ასეთი ცუდი ვინმე ხარ?
– შეიძლება ასეც ითქვას, – წარბები შეჭმუხნა, – მოდი, კიდევ დავლიოთ!
მიმტანი მოვიხმე და მეოთხედ მოვითხოვე სასმელი. სანამ შეკვეთას
მოიტანდნენ, მიდორიმ ბარს იდაყვები ჩამოაყრდნო, ხელებს კი – ნიკაპი. ჩუ-
მად ვიყავი და თელონიოუს მონკის Honeysuckle Rose‑ს ვუსმენდი. კიდევ
ხუთი-ექვსი კაცი იყო ბარში, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვსვამდით ალკოჰოლურ
სასმელებს. ყავის მძაფრი სურნელი ამ მოღუშულ ინტერიერს ინტიმურ ატ-
მოსფეროს სძენდა.
– ამ კვირას გცალია?
– მგონი, ადრე გითხარი, რომ ყოველ კვირას მცალია. ექვს საათამდე. მაგ
დროს სამსახურში მივდივარ.
– კარგი, მაშინ ამ კვირას ისევ იქნები ჩემთან?
– რა თქმა უნდა.
– კვირა დილით გამოგივლი საერთო საცხოვრებელში. ოღონდ ზუსტად არ
ვიცი, რა დროს. გინდა ასე?
– კი. რა პრობლემაა.
– ახლა რაღაცას გ კითხავ. წარმოდგენა მაინც გაქვს, ახლა რას გავაკეთებ-
დი სიამოვნებით?
– წარმოდგენა არა მაქვს.
– პირველ რიგში, მინდა, ვიწვე დიდ, ფართო, რბილ საწოლზე. მინდა, კარ-
გად მოვ კალათდე, ნასვამი ვიყო და არსად ახლოს ვირის ჩონჩორიკი არ იყოს,
და მინდა, შენც ჩემ გვერდით იწვე. და მერე ნელ-ნელა გამხადო; ისე, ისე ნა-
ზად; ისე, როგორც დედა ხდის პატარა ბავშვს, ისე მზრუნველად.
– ჰმმ...
– მე კი მანამდე ვიქნები გონებაგაფანტული და იქამდე ვიგრძნობ თავს სა-
სიამოვნოდ, ვიდრე უეცრად არ მივხვდები, რა ხდება და დაგიყვირებ: გაჩერდი,
ვატანაბე! და მერე გეტ ყვი: მართლა ძალიან მომ წონხარ, ვატანაბე, მაგრამ

181
სხვას ვხვდები. ამას ვერ ვიზამ. ეგეთ რამეებში ძალიან წესიერი ვარ, გჯერა
თუ არ გჯერა, ამიტომ, გთხოვ, გაჩერდი. შენ კი არ გაჩერდები.
– მაგრამ მე რომ გავჩერდებოდი?
– ეგ შენ უკეთ იცი, მაგრამ მაინც, ეს ხომ მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა, ამი-
ტომ ადგები და იმას მიჩვენებ. შენსას. ამდგარს. მე მაშინვე ხელებს ავიფარებ
სახეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ წამით მაინც მოვ კრავ თვალს და გეტ ყვი: შე-
ჩერდი, მაგას ნუ შვრები. არ მინდა არაფერი ეგეთი დიდი და მაგარი.
– არ არის მაინცდამაინც დიდი. ჩვეულებრივია.
– მერე რა, ეს ხომ ჩემი ფანტაზიაა. მერე კი ძალიან სევდიან სახეს მიიღებ
და მე შემეცოდები და ვეცდები, შვება მოგ გვარო. ჩემო საწყალო.
– და გინდა თქვა, რომ, აი, მაგის კეთება გინდა ახლა?
– დიახაც.
– ვახ, ბიჭო!
ხუთი ჭიქა არყისა და ტონიკის დალევის მერე გამოვედით ბარიდან. როცა
გადახდა დავაპირე, მიდორიმ ხელი დამიჭირა, და თვითონ ამოიღო საფული-
დან 10 000-იანი ახალთახალი ბანკნოტი.
– მოიცა, რა, ახლახან ავიღე ხელფასი, თან მე დაგპატიჟე. თუ, რა თქმა უნ-
და, ცნობიანი ფაშისტი არა ხარ და ქალს უფლებას არ მისცემ, სასმელზე დაგ-
პატიჟოს..
– არა, არა, რა პრობლემაა.
– და არც შედების უფლებას მოგ ცემდი, რომ იცოდე.
– ის ხომ ისეთი დიდი და მაგარია...
– დიახ. რადგან ის ისეთი დიდი და მაგარია...
ცოტათი შემთვრალიყო მიდორი, საფეხურს ფეხი წამოჰკრა და კინაღამ
დავგორდით კიბეებზე. ახლა ცას აღარ ჰქონდა გადაკრული შავი ღრუბლები
და ქალაქის ქუჩებს მზის ნაზი სხივები დასთამაშებდა. მე და მიდორი ცოტა
ხანს ვსეირნობდით. მითხრა, მინდა, ხეზე ავძვრეო, მაგრამ, სამ წუხაროდ, შინ-
ჯუკუში ერთი ისეთი ხეც არ იდგა, რომელზეც აძვრებოდა კაცი, „შინჯუკუს
იმპერიული ბაღები“ კი უკვე იკეტებოდა.
– ძალიანაც ცუდი! – თქვა მიდორიმ, – მიყვარს ხეზე აძრომა.
სეირნობა განვაგრძეთ და მალე ქუჩა უფრო რეალურად მეჩვენა, ვიდრე
ადრე.
– მიხარია, რომ შეგხვდი დღეს. ახლა, მგონი, ოდნავ უფრო შევეჩვიე სამყა-
როს.

182
მიდორი ცოტა ხანს შეჩერდა და შემომხედა.
– მართალია. ახლა ისეთი არეული თვალები აღარა გაქვს. ხედავ? ჩემთან
ყოფნა შენზე კარგად მოქმედებს.
– ეჭვიც არ მეპარება ამაში.
ექვსის ნახევარზე მიდორიმ მითხრა, სახლში უნდა წავიდე და სადილი მო-
ვამზადოო. ვუთხარი, მე საერთო საცხოვრებლამდე ავ ტობუსს გავყვები--
მეთქი, ის კი სადგურამდე მივაცილე.
– ახლა რა მინდა, იცი? – მკითხა მიდორიმ, ვიდრე წავიდოდა.
– წარმოდგენა არა მაქვს, რაზე შეიძლება ფიქრობდე.
– მინდა, რომ მე და შენ მეკობრეებმა შეგ ვიპყრონ. მერე გაგ ვხადონ და ასე
შიშვლები ერთმანეთს აგ ვაკრან პირისპირ და თოკები შემოგ ვახვიონ.
– კი, მაგრამ, ეგ რატომ უნდა ქნან?
– გარყვნილი მეკობრეები იქნებიან.
– ეს შენა ხარ გარყვნილი.
– მერე კი გამოგ ვკეტონ და გვითხრან, ერთ საათში ზღვაში გადაგ ყრით,
მანამდე კი კარგი დრო გაატარეთო.
– მერე?
– ერთმანეთით დავ ტკბებით მაგ ერთ საათს, ვიკოტრიალებთ და ვიტ-
რიალებთ.
– და ახლა ეგ გინდა ყველაზე მეტად?
– დიახაც.
– ვაჰ, ბიჭო! – თავი გავაქნიე.
კვირა დილით მიდორიმ ათის ნახევარზე გამომიარა. ცოტა ხნის გაღვიძე-
ბული ვიყავი და პირიც არ მქონდა დაბანილი. ვიღაცამ კარზე მომიკაკუნა,
დაიძახა: ეი, ვატანაბე, ქალია შენთან! ქვემოთ, დერეფან ში ჩავედი და დავინა-
ხე მიდორი, რომელიც მეტისმეტად მოკლე ჯინსის ქვედაბოლოში იყო გამოწ-
ყობილი, ფეხიფეხგადადებული იჯდა და ამთქნარებდა. ყველა სტუდენტი, რო-
მელიც სასაუზმოდ მიდიოდა, მასთან ჩავლისას სვლას ანელებდა, რომ მისი
გრძელი, თხელი ფეხებისთვის თვალი შეევლო. მართლა კარგი ფეხები ჰქონდა.
– ძალიან ადრე მოვედი? ახლა გაიღვიძე, არა?
– თხუთმეტ წუთს დამიცდი? პირს დავიბან და გავიპარსავ.
– კი, დაგელოდებოდი, მაგრამ ყველა ბიჭი ფეხებზე მიყურებს.
– აბა, რა გეგონა, კაცების საერთო საცხოვრებელში ასეთი მოკლე ქვედა-
ბოლოთი რომ მოდიოდი? შემოგხედავენ, აბა, რას იზამენ.

183
– ოჰ, კარგი, არა უშავს. დღეს ძალიან ლამაზი საცვალი მაცვია, სულ ვარ-
დისფერია და მაქმანებიანი.
– ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, – ამოვიხვნეშე. ჩემს ოთახში შევ-
ბრუნდი, პირი დავიბანე, რაც შემეძლო, სწრაფად გავიპარსე, ლურჯი ღილე-
ბიანი პერანგი და ნაცრისფერი ტვიდის სპორტული პიჯაკი ჩავიცვი, მერე ისევ
ქვემოთ ჩავედი და მიდორის გავუძეხი საერთო საცხოვრებლის ჭიშკრისკენ.
ცივმა ოფლმა დამასხა.
– მითხარი ერთი, ვატანაბე, – მიდორიმ საერთო საცხოვრებლის შენობებს
გახედა, – ყველა ბიჭი ანძრევს, ვინც აქ ცხოვრობს?
– ალბათ.
– ბიჭები როცა ანძრევენ, გოგონებზე ფიქრობენ?
– რაღაც არა მგონია, ვინმე საფონდო ბირჟაზე, ზმნის უღლებაზე ან
სუეცის არხზე ფიქრობდეს ნძრევისას. არა, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ამ
დროს ყველა გოგოზე ფიქრობს.
– სუეცის არხზეო?
– მაგალითად მოვიყვანე.
– და, როგორც ვხვდები, ისინი კონკრეტულ გოგონებზე ფიქრობენ, არა?
– არ ჯობია, ეგ შენს მეგობარ ბიჭს ჰკითხო? მე რატომ უნდა გიხსნიდე ასეთ
რამეებს ამ კვირა დილით?
– უბრალოდ, მაინტერესებდა. თან, იმას თუ ვკითხავ ასეთ რამეს, გაბრაზ-
დება. მეტ ყვის, გოგომ ასეთი რამ არ უნდა იკითხოსო.
– სრულიად სწორი შეხედულებები ჰქონია.
– მაგრამ მინდა, რომ ვიცოდე. ეს წმინდა წყლის ცნობისმოყვარეობაა. რო-
ცა ანძრევენ ბიჭები, კონკრეტულ გოგოებზე ფიქრობენ?
შევეშვი კითხვისთვის თავის არიდების მცდელობებს.
– ყოველ შემთხვევაში, მე ეგრე ვარ. სხვების არაფერი ვიცი.
– ოდესმე ჩემზე გიფიქრია მაგ დროს? სიმართლე მითხარი. არ გავბრაზდე-
ბი.
– არა, სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია, – გულწრფელად ვუპასუხე.
– რატომ არა? არა ვარ მიმზიდველი?
– ოჰ, მიმზიდველი როგორ არა ხარ. საყვარელი ხარ და ძალიან სექ-
სუალურიც.
– აბა, ჩემზე რატომ არ ფიქრობ?

184
– შენზე პირველ რიგში ისე ვფიქრობ, როგორც მეგობარზე, ამიტომ არ
მინდა, რომ ჩემს სექსუალურ ფანტაზიებში გაგხვიო, მეორეც...
– ვი ღაც გ ყავს სხვა, ვისზეც უნდა ფიქრობდე.
– ჰო.
– ასეთ რამეშიც კი დახვეწილი მანერები გაქვს. ეგ მომ წონს შენ ში. იქნებ
ერთხელ მაინც გაიფიქრო ჩემზე? მინდა, ვიყო შენი სექსუალური ფანტა-
ზიების ნაწილი, თუ რაცაა, არ ვიცი, ამას რას ეძახი. ამას იმიტომ გთხოვ, რომ
მეგობრები ვართ. სხვას ვის უნდა ვთხოვო ეგეთი რამე? ვინმესთან ვერ მივალ
და ვერ ვეტ ყვი: ამაღამ რომ დაანძრევ, ძალიან გთხოვ, წამით ჩემზე გაიფიქ-
რო, სწორედ იმიტომ გთხოვ ამას, რომ მეგობრად მიგიჩნევ. და მინდა, მერე
მომიყვე, როგორი იყო. ხომ ხვდები, რა ქენი და ეგეთები.
ამოვიოხრე.
– მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ფანტაზიებში არ შემიდო, იმიტომ,
რომ მეგობრები ვართ, არა? თუ არ შემიდებ, შეგიძლია, რაც გინდა ის ქნა, რა-
ზეც გინდა, იმაზე იფიქრო.
– არ ვიცი, ამდენი აკრძალვით ეგ აქამდე არ გამიკეთებია.
– გაიფიქრებ ჩემზე?
– კარგი, გავიფიქრებ შენზე.
– იცი რა, ვატანაბე, არ მინდა, არასწორად იფიქრო, არ მინდა, იფიქრო,
რომ ან ნიმფომანიაკი ვარ, ან აღგზნებული, ან რამე. უბრალოდ, მაინტერესებს
ეგეთი რამეები. მინდა, გავიგო ამაზე. ქალთა სკოლაში ვსწავლობდი, ყოველ-
თვის გოგონები მეხვივნენ გარს, ხომ იცი ეგ. მინდა გავიგო, რაზე ფიქრობენ ბი-
ჭები და როგორ მოქმედებს მათი სხეული. არა უბრალოდ ქალების ჟურნალი-
დან ამოჭრილი რამეები, არამედ ნამდვილი ამბების განხილვა მსურს.
– ნამდვილი ამბების განხილვაო? – ამოვიოხრე.
– ჩემს მეგობარ ბიჭს არ მოსწონს, როცა რამე ამდაგ ვარი მაინტერესებს ან
რამის გაკეთებას ვცდილობ. ბრაზდება, ნიმფას ან გიჟს მეძახის. ისიც კი არ
უნდა, პირში ავიღო. აი, მე კი ვკვდები, ეგ ისე მაინტერესებს.
– ჰო...
– შენ გეზიზღება, პირში რომ იეღებენ?
– არა, არ მეზიზღება.
– შეიძლება ითქვას, რომ მოგწონს?
– ჰო, შეიძლება ითქვას. შეიძლება ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ? მშვე-
ნიერი კვირა დილაა, და არ მინდა, ნძრევაზე და პირში აღებაზე ლაპარაკით

185
ჩავიშხამო. მოდი, რამე სხვაზე ვილაპარაკოთ. შენი მეგობარი ბიჭიც ჩვენს
უნივერსიტეტში სწავლობს?
– არა, რა თქმა უნდა, სხვაგან სწავლობს. ჩვენ სკოლაში გავიცანით ერ-
თმანეთი, რაღაც ღონისძიებაზე, მე ქალთა სკოლიდან ვიყავი, ის – ბიჭების, და
ხომ იცი, საერთო კონცერტები და რაღაც ეგეთები რომ იმართება. გამოცდების
მერე კი სერიოზული ფორმა მიიღო ჩვენმა ურთიერთობამ. ეი, ვატანაბე!
– რა იყო?
– ეს მხოლოდ ერთხელ უნდა ქნა. უბრალოდ, ჩემზე გაიფიქრე, კარგი?
– კარგი, შემდეგ ჯერზე ვცდი.
ოჩანომიცუმდე მატარებლით წავედით. როცა შინჯუკუში სხვა მატარე-
ბელში გადავსხედით, სადგურში პატარა სენდვიჩი ვიყიდე, რომ წამეხემსები-
ნა, დილით ხომ ვერ ვისაუზმე. ყავაც დავაყოლე, მაგრამ პრინტერის ადუღე-
ბული მელნის გემო დაჰკრავდა. კვირა დილით მატარებლები წყვილებითა და
ოჯახებით იყო გადაჭედილი, ყველა სადღაც მიეშურებოდა. ვაგონ ში აქეთ--
იქით მიმოდიოდნენ უნიფორმიანი ბიჭები, რომლებსაც ბეისბოლის ჩოგნები
ეჭირათ ხელში. მატარებელში რამდენიმე გოგონას მოკლე ქვედაბოლო ეცვა,
მაგრამ ისეთი, როგორიც მიდორის, არც ერთს. აეწეოდა თუ არა ქვედაბოლო,
მაშინვე ჩამოიქაჩავდა ხოლმე ქვემოთ. ზოგი კაცი ბარძაყებზე უყურებდა,
რაც მე უხერხულ გრძნობას მიჩენდა, მას კი, მგონი, ოდნავადაც არ აღელვებ-
და.
– იცი, ახლა რა მინდა გავაკეთო? – მკითხა მგზავრობის დროს.
– წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ ისეთ რამეებზე აქ ნუ დამელაპარაკები,
შეიძლება ვინმემ ყური მოჰკრას.
– ძალიან ცუდი. ეს ცოტა ტყიური რამ იყო, – მიპასუხა მიდორიმ აშკარა
გულდაწყვეტით.
– ისე, მართლა, ოჩანომიცუში რატომ მივდივართ?
– მივალთ და გაიგებ.
ოჩანომიცუს სადგურის მიმდებარე ტერიტორია სკოლებითაა სავსე. კვირა
დილითაც კი სკოლის მოსწავლეებით იყო გაჭედილი იქაურობა. ისინი ან გაკ-
ვეთილებზე მიდიოდნენ, ან გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ამდენ ხალხში
მიდორიმ გზა ისე გაიკვალა, რომ ცალი ხელით ხელჩანთას იყო ჩაჭიდებული,
ცალი ხელი კი ჩემთვის ჩაეკიდა.
– ეი, ვატანაბე, შეგიძლია ინგლისურში აწმყოს კავშირებითისა და ნამყოს
კავშირებითს შორის განსხვავება ამიხსნა? – მკითხა მოულოდნელად.

186
– მე მგონი, კი.
– ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგ რამეში გამოადგება კაცს?
– არაფერში. ეს რამე კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება, მაგრამ ისე
გწვრთნის, რომ მოვლენების სისტემურად აღქმაში გეხმარება.
მიდორი წუთით სერიოზულად დაფიქრდა.
– საოცარი ვინმე ხარ, ეგ აქამდე არასდროს მიფიქრია. ყოველთვის ვფიქ-
რობდი, ისეთი რამეები, როგორიცაა კავშირებითის ფორმები, დიფერენ-
ციალური კალკულუსი და ქიმიური სიმბოლოები, ნეტა რაში მჭირდება-მეთქი.
ხათაბალაა და მეტი არაფერი. ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა ვფიქ-
რობ, მთელი ცხოვრება სიცრუეში ხომ არ გავატარე?
– ყურადღებას არ აქცევდი?
– ჰო, თითქოს ისინი ჩემთვის არც კი არსებობდა. წარმოდგენა არ მაქვს,
რას შეიძლება ნიშნავდეს სინუსი ან კოსინუსი.
– წარმოუდგენელია! გამოცდები როგორ ჩააბარე? უნივერსიტეტში რო-
გორ მოხვდი?
– ნუ სულელობ ერთი! არაფრის ცოდნა არ არის საჭირო მისაღებ გამოც-
დებზე. ცოტა ინტუიციაა საჭირო, სხვა არაფერი, მე კი კარგი ინტუიცია მაქვს.
სამი სავარაუდო პასუხიდან ერთი აირჩიეთო, და მაშინვე ვხვდები, რომელია
სწორი.
– მე არა მაქვს შენსავით კარგი ინტუიცია და ამიტომ იძულებული ვხდები,
გულმოდგინე ვიყო კაჭკაჭივით, რომელიც ხის ფუღუროში აგროვებს შუშის
ნამსხვრევებს.
– ეგ რამე მიზანს ემსახურება?
– როგორ გითხრა. ეს უფრო ამარტივებს რაღაცებს.
– მაინც რას? მაგალითი მომიყვანე.
– ვთქვათ, მეტაფიზიკურ ფიქრებს. ან სხვადასხვა ენების შესწავლას.
– და რა სარგებელი მოაქვს ამას?
– ეს ყოველთვის ადამიანზეა დამოკიდებული. ამას ვიღაცისთვის აქვს მი-
ზანი, სხვებისთვის – არა. მაგრამ ძირითადად მაინც წვრთნაა. რამე მიზანს
ემსახურება თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია, როგორც გითხარი.
– ჰმ, – გაკვირვებული ჩანდა მიდორი. ხელი ჩაკიდებული ჰქონდა, ისე ჩა-
მიყვანა დაღმართზე.
– იცი, რა, ვატანაბე, ძალიან კარგად გამოგ დის სხვებისთვის ახსნა.
– ვაჰ.

187
– მართლა. მე ასობით ადამიანისთვის მიკითხავს, რაში შეიძლება ინგლი-
სურის კავშირებითი გამოიყენო, და არც ერთ მათგანს შენსავით კარგი, არა-
ბუნდოვანი პასუხი არ გაუცია. ინგლისურის მასწავლებლებსაც კი. ისინი ან
იბნევიან, ან ბრაზობენ, ან იცინიან ამაზე. არავის არ გაუცია ღირსეული პასუ-
ხი. ვინმე შენნაირი რომ მყოლოდა გვერდით, როდესაც ამ შეკითხვას ვსვამდი,
და წესიერად რომ აეხსნა, იქნებ კავშირებითით დავინტერესებულიყავი კი-
დეც. ჯანდაბა!
– ჰმ.
– „კაპიტალი“ წაკითხული გაქვს?
– კი. მთლიანად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ - კი, როგორც
ბევრ სხვას.
– გაიგე რამე?
– რაღაცები გავიგე, რაღაცები – ვერა. ვიდრე „კაპიტალს“ წაიკითხავ, სა-
ჭირო ცოდნას უნდა ფლობდე. თუმცა, ვფიქრობ, რომ მარქსიზმის ზოგადი
იდეა გავიგე.
– შენი აზრით, პირველკურსელს, რომელსაც კითხვა არ უყვარს, შეუძლია
გაიგოს „კაპიტალი“?
– შეუძლებელია. ალბათ.
– იცი რა, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, სახალხო მუსიკის კლუბში ჩა-
ვეწერე. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ მემღერა. მაგრამ დანარჩენები დიდი
გაიძვერები იყვნენ. ტან ში ჟრუანტელი მივლის მათ გახსენებაზე. იქ რომ გა-
წევრიანდები, პირველ რიგში იმას გეუბნებიან, მარქსი წაიკითხეო. შემდეგის-
თვის, აი, ამ გვერდიდან, აი, იმ გვერდამდეო. ვიღაცამ ლექცია წაიკითხა იმა-
ზე, ხალხურ მუსიკას როგორ აქვს ღრმად ფესვები გადგმული საზოგადოებასა
და რადიკალურ მოძრაობაში. წავედი სახლში და როგორც შემეძლო, ვეცადე
წამეკითხა, მაგრამ საერთოდ ვერაფერი გავიგე. ეგ კავშირებითზე ბევრად სა-
შინელი რამე იყო. სამი გვერდის შემდეგ მივანებე თავი. ამიტომ შემდეგ შეხ-
ვედრაზე იქ ისე მივედი, თითქოს ყოჩაღი ვინმე ვყოფილიყავი, და განვაცხადე,
წავიკითხე და ვერაფერი გავიგე-მეთქი. მას შემდეგ ისე მეპყრობოდნენ, რო-
გორც იდიოტს. მითხრეს, შენ კლასობრივი ბრძოლის შესახებ არანაირი ცოდნა
არ გაგაჩნია და სოციალურად გაუთვითცნობიერებელი ხარო. იცი რა, მართლა
ასე იყვნენ გან წყობილნი. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც
ნაჯღაბნი ვერ გავიგე. არ ფიქრობ, რომ საშინელი ვიღაცები იყვნენ?
– ჰო.

188
– და თან ისე საშინლად კამათობდნენ. ყველანი ბრტყელ-ბრტყელი სიტ-
ყვების ბუქს აყენებდნენ და თავს ისე აჩვენებდნენ სხვებს, თითქოს კარგად
იცოდნენ, რა ხდება. მე კი, როცა რამე არ მესმოდა, შეკითხვებს ვსვამდი. აი,
ასეთებს: კი, მაგრამ, ეგ იმპერიალისტური ექსპლუატაცია რაღაა? რამე კავ-
შირშია ოსტინდოეთის კამპანიასთან? გულისხმობს თუ არა საგანმანათლებ-
ლო სისტემის ნგრევა იმას, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ კომპანიებში
არ უნდა ვიმუშაოთ? მაგრამ არავის არაფრის ახსნა არ სურდა ჩემთვის. მაგას
რომ თავი დაანებო, ბრაზობდნენ კიდეც. წარმოგიდგენია?
– კი, წარმომიდგენია.

– ერთმა ტიპმა კი დამიყვირა: ეი, შენ, სულელო ბოზო, როგორ ცხოვრობ


ეგრე, თავში რომ არაფერი გიყრია? ჰოდა, ამან წერტილი დაუსვა ყველაფერს.
ამასთან შეგუებას არ ვაპირებდი. არა, მე ეგეთი ჭკვიანი არ ვარ. მე მუშათა
კლასს მივეკუთვნები. მაგრამ სწორედ ეგ მუშათა კლასია, სამყაროს რომ
ამოძრავებს, და სწორედ ეგ მუშათა კლასია ექსპლუატირებული. და რა რევო-
ლუცია კი ეგ ღაა, როცა აბრახუნებენ ისეთ სიტ ყვებს, რომელიც მუშათა კლასს
არ ესმის? ეგ როგორი სოციალური რევოლუციაა? იცი, რა, მე მინდა, სამყარო
უკეთესი გახდეს, მეც მინდა. თუ ვინმე მართლაა ექსპლუატირებული, ამას
ბოლო უნდა მოვუღოთ. აი, მაგის მჯერა და შეკითხვებსაც ამიტომ ვსვამ. არა
ვარ მართალი?
– მართალი ხარ.
– აი, სწორედ ამ დროს დამკრა. ეს ტიპები ყალბები არიან. თავში მხოლოდ
ის უტრიალებთ, რომ ამ სიტ ყვების რახარუხით გოგონები მოხიბლონ და ხე-
ლები უფათურონ კაბების ქვეშ. და როცა სწავლას მორჩებიან, თმას ისევ მოკ-
ლედ შეიჭრიან და წავლენ მერე „მიცუბიშიში“ ან „აიბიემ ში“ ან „ფუჯი ბან-
კში“ სამუშაოდ. მოიყვანენ ლამაზ ცოლებს, რომლებსაც არასდროს წაუკით-
ხავთ მარქსი, და ეყოლებათ შვილები, რომლებსაც ისეთ მოდურ სახელებს და-
არქმევენ, რომ რწყევა აგიტ ყდება. რომელი საგანმანათლებლო სისტემის
ნგრევაზეა ლაპარაკი? ნუ მაცინებ, რა. და ახალი წევრებიც ასეთივე ტიპები
იყვნენ. არც იმათ ესმოდათ რამე, მაგრამ თავი მოჰქონდათ, თავს აჩვენებდნენ
სხვებს მცოდნეებად და დამცინოდნენ. შეხვედრის მერე მითხრეს: ნუ სულე-
ლობ, რა ვერ გაიგე? მიდი და რასაც იტ ყვიან, დაეთანხმე ყველაფერზე. ვატა-
ნაბე, მე სხვა რამემ უფრო გამაგიჟა, გინდა, ეგეც გითხრა?
– კი, რატომაც არა?

189
– მოკლედ, ერთხელაც, გვიან ღამით, პოლიტიკური შეხვედრა მოაწყვეს,
და ყველა გოგოს უთხრეს, ბრინჯის ოც-ოცი ბურთი გაეკეთებინათ, ღამით რომ
წაგ ვეხემსა. აი, წარმოგიდგენია? ეს ხომ გენდერული დისკრიმინაციაა! თავი-
დან გადავწყვიტე, ხმა არ ამომეღო, მრავალფეროვნებისთვის, ავდე ქი და კარ-
გი გოგოსავით გამოვცხადდი ჩემი ოცი ბრინჯის ბურთულით, გულსართად
უმებოში ჩავუდე, გარედან ნორი შემოვახვიე. და, აბა, თუ გამოიცნობ, სანაც-
ვლოდ რა მივიღე? ამ ყველაფრის მერე ხალხი იმაზე წუწუნებდა, რომ ჩემს
ბრინჯის ბურთულებს შიგნით მხოლოდ უმებოში ჰქონდა და თან მისაყოლებე-
ლიც არაფერი მომიტანია. სხვა გოგონებმა ვირთევზას ქვირითით ან ორაგუ-
ლით გააკეთეს, თან კიდევ შემ წვარი კვერცხის კარგა მოზრდილი ნაჭრები
ედოთ. იმდენად აღვშფოთდი, ლაპარაკი ვერ შევძელი. რა ჰგონიათ ამ რევო-
ლუციით მოვაჭრეებს, ალიაქოთს რომ ტეხენ ბრინჯის ბურთულების გამო?
ისინი უმებოშისა და ნორისთვისაც უნდა იყვნენ მადლობელნი. დაფიქრდი ერ-
თი, ინდოეთში ბავშვები შიმ შილობენ.
გამეცინა.
– მერე რა ბედი ეწია შენს კლუბს?
– ისე ვიყავი აღშფოთებული, ივნისში გამოვედი კლუბიდან. ბევრი მათგანი
ნამდვილი თაღლითია. ძრწიან, ისე ეშინიათ, ვინმე არ მიუხვდეთ, არაფერი
რომ არ იციან. ყველანი ერთსა და იმავე წიგნებს კითხულობენ და ერთსა და
იმავე სლოგანებს ისვრიან, ჯონ კოლტრეინს უსმენენ ყველანი და პაზოლინის
ფილმებს უყურებენ. ამას ეძახი რევოლუციას?
– მე ნუ მეკითხები მაგას, მე რევოლუციის მომსწრე არ ვყოფილვარ.
– თუ ეგ რევოლუციაა, თავისთვის შეინახონ. მათ შეუძლიათ ჩამცხრილონ
ბრინჯის ბურთულებში უმებოშის ჩადებისთვის. შენც დაგხვრეტენ, რადგან
კავშირებითი გესმის.
– ერთხელ შეიძლება ეგრეც მოხდეს.
– დამიჯერე, კარგად ვიცი, რასაც გეუბნები. მე მუშათა კლასის წარმომად-
გენელი ვარ. რევოლუცია მოხდება თუ არა, მუშათა კლასი იმავე ფუღუროში,
იმავე ნეხვში, განაგრძობს ცხოვრებას, როგორშიც ადრე ცხოვრობდა. და რა
არის რევოლუცია? ეგ ხომ მხოლოდ ქალაქის საკრებულოს სახელის შეცვლა
არ არის. ამ ხალხს ეგ არ ესმის – აი, იმ ხალხს, იმ ბრტყელ-ბრტყელ სიტ ყვებს
რომ გაიძახიან. ვატანაბე, მითხარი ერთი, ოდესმე გინახავს გადასახადების ამ-
კრეფი?
– არა.

190
– აი, მე კი მინახავს. უამრავჯერ. შემოგეჭრებიან და გექცევიან მედიდუ-
რად. აი, ეს დავთარი რისთვის გაქვთ? რა დაუდევრად აკეთებთ ჩანაწერებს.
თქვენ ამას ბიზნესის ხარჯებს ეძახით? ახლავე მიჩვენეთ თქვენი ქვითრები. ამ
დროს კი შენ მოკუნტული ხარ კუთხეში. აი, ვახშმის დრო რომ დადგება, მაშინ
კი სუშით უნდა გაუმასპინძლდე, სახლში უნდა მოატანინო. იცი რა, მამაჩემს
არასდროს დაუმალავს გადასახადები. აი, ეგეთია, ძველმოდური, მართალი
ვინმე. მაგრამ მიდი და გააგებინე ეგ გადასახადების ამკრეფს. მას მხოლოდ ის
შეუძლია, იჩხრიკოს და იჩხრიკოს. „რაღაც აქ შემოსავალი შემცირებულად
მეჩვენება. აბა, რას მეტ ყვით?“ შემცირდება შემოსავალი, აბა, რა იქნება, რო-
ცა ვერაფერს ყიდი! მინდოდა დამეყვირა მისთვის, წადი და ეგ იმას მოსთხოვე,
ვინც ფულს აკეთებს-მეთქი. როგორ ფიქრობ, გადასახადების ამკრეფის დამო-
კიდებულება შეიცვლება რევოლუციის შემდეგ?
– საეჭვოა. ძალზე საეჭვოა.
– ეგ არის, რა. არ ვაპირებ, წყეული რევოლუციის ვირწმუნო. მე მხოლოდ
სიყვარულის მჯერა.
– ძალიანაც კარგი. ე. ი. სად მივდივართ?
– საავადმყოფოში. მამაჩემი წევს იქ. დღეს ჩემი მორიგეობის დღეა.
– მამაშენი? მე რომ ურუგ ვაიში მეგონა?
– ეგ მოგატ ყუე, – ისე მითხრა, თითქოს მხოლოდ ფაქტს აღნიშნავდა, –
სულ იმას გაიძახდა, ურუგ ვაიში უნდა წავიდეო, მაგრამ ვერ ქნა. ტოკიოდანაც
ძლივს გადიოდა.
– ძალიან ცუდადაა?
– დროის ამბავია, რა.
ჩუმად მივდიოდით.
– ვიცი, რასაც ვამბობ. დედაჩემსაც ეგ სჭირდა. ტვინის სიმსივნე. წარმო-
გიდგენია? ორი წელიც არ გასულა, რაც ტვინის სიმსივნისგან მოკვდა და ახლა
მამაჩემსაც ეგ სჭირს.
უნივერსიტეტის საავადმყოფოს დერეფნებში ხმაური იდგა. გაჭედილი იყო
შაბათ-კვირას მოსული მნახველებით და პაციენტებით, რომლებსაც უფრო
მსუბუ ქი სიმპტომები ჰქონდათ. საავადმყოფოს სპეციფიკური სუნი იდგა,
ყველგან მნახველების მოტანილი ყვავილები, ღამის ქოთნები და ლეიბები
ხვდებოდა თვალს, ექთანები კი ქუსლების კაკუნით დაქროდნენ წინ და უკან.
მიდორის მამა ნახევრად კერძო პალატაში იყო, მისი საწოლი კართან ყვე-
ლაზე ახლოს იდგა. რაღაც პატარა არსებას ჰგავდა, რომლისთვისაც მომაკ-

191
ვდინებელი ჭრილობა მიეყენებინათ. გვერდზე იწვა, მოდუნებულიყო, მარცხე-
ნა ხელი უსიცოცხლოდ ჩამოეგ დო, ინტრავენური კათეტერი ჰქონდა გარჭობი-
ლი. პატარა, გამხდარი კაცი იყო, და ისე გამოიყურებოდა, იფიქრებდი, თანდა-
თან უფრო გახდება და დაპატარავდებაო, თავზე თეთრი ბინტი შემოეხვიათ
და მკლავები ნემსებისგან ჰქონდა დაჩხვლეტილი. ნახევრად გახელილი თვა-
ლები სივრცეში რაღაც წერტილისთვის გაეშტერებინა, ჩასისხლიანებული
თვალის კაკლები ჩვენკენ მოატრიალა, როცა პალატაში შევედით. დაახ-
ლოებით ათ წამს შემოგ ვყურებდა, მერე კი სივრცეში ისევ იმ რაღაც წერტილს
გაუშტერა თვალი.
საკმარისი იყო, მისთვის თვალებში ჩაგეხედათ, მიხვდებოდით, რომ დიდი
დღე არ ეწერა. მის სხეულს სიცოცხლის ნატამალი აღარ შერჩენოდა, მხოლოდ
მკრთალი კვალი ეტ ყობოდა იმისა, რასაც ოდესღაც სიცოცხლე ერქვა. მისი
სხეული ჩამონგრეულ ძველ სახლს ჰგავდა, საიდანაც ავეჯი და მოკაზმულობა
გაეტანათ, და ახლა საბოლოოდ მოსპობასღა ელოდა. გამომ შრალი ტუჩების
გარშემო წვერი ბალახებივით ამოსვლოდა. გავიფიქრე, აი, მაშინაც კი, როცა
კაცი სიცოცხლისგან იშრიტება, მისი წვერი ზრდას განაგრძობს-მეთქი.
მიდორი ფანჯარასთან ახლოს მდგომ საწოლზე მწოლიარე მსუ ქან კაცს
მიესალმა. მან თავი დაუკრა და გაუღიმა, აშკარად არ შეეძლო ლაპარაკი,
რამდენჯერმე წამოახველა. ბალიშთან ჩამოდებული ჭიქიდან რამდენიმე
ყლუპი წყლის მოსმის შემდეგ გადატრიალდა გვერდზე და ფანჯარას მიაპყრო
მზერა. ფანჯრიდან მხოლოდ ბოძი და ელექტროგაყვანილობის ხაზები ჩანდა,
მეტი არაფერი, ცაზე ღრუბელსაც ვერ მოჰკრავდი თვალს.
– მამიკო, თავს როგორ გრძნობ? – ისე უთხრა ყურში მამამისს მიდორიმ,
თითქოს მიკროფონს სინჯავდა, – როგორ ხარ დღეს?
მამამისმა ტუჩები აამოძრავა. <ცუდად> – კი არ თქვა, ყელიდან ამოსული
მშრალი ჰაერით მისცა ფორმა ამ სიტ ყვებს.
<თავი>
– თავი გ ტკივა?
<ჰო>, აშკარად არ შეეძლო, ერთბაშად ერთი-ორ მარცვალზე მეტის წარ-
მოთქმა.
– რა გასაკვირია. ახლახან თავის ქალა აგხადეს. რა თქმა უნდა, მტკივ-
ნეული იქნება. ძალიან ცუდი, მაგრამ ეცადე, მამაცი იყო. ეს ჩემი მეგობარია,
ვატანაბე.

192
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – მივესალმე იმ კაცს. მიდორის მამამ სა-
ნახევროდ გააღო პირი და მერე ისევ დახურა.
მიდორიმ საწოლის ბოლოში მდგარ პლასტმასის სკამზე მიმითითა და შე-
მომთავაზა, ჩამოჯე ქიო. მეც ეგრე მოვიქეცი. მიდორიმ მამას წყალი დაალევი-
ნა და ჰკითხა, ხილი ხომ არ გინდა ან ხილის ჟელეო.
<არა> – უპასუხა კაცმა, და როცა მიდორიმ დაიჟინა, რამე უნდა ჭამოო,
კაცმა უპასუხა: <ვჭამე>
წყლის ბოთლი, ჭიქა, თეფში და პატარა საათი იდგა საწოლის თავთან, პა-
ტარა მაგიდაზე. მიდორიმ მაგიდის ქვეშიდან დიდი ქაღალდის პარკი გა-
მოიღო, იქიდან სუფთა პიჟამები, საცვლები და კიდევ რაღაცები ამოალაგა, გა-
ასწორა და კართან მდგარ კარადაში შეაწყო. ჩანთაში საჭმელიც იყო პაციენ-
ტისთვის: ორი გრეიპფრუტი, ხილის ჟელე და სამი კიტრი.
– კიტრი?! ამას აქ რა უნდა? ნე ტა ჩემი და რა&sh y;ზე ფიქრობდა, ეს რომ
მოჰქონდა? ზუსტად ვუთხარი ტელეფონით, რაც მინდოდა, რომ ეყიდა და
დარწმუნებული ვარ, კიტრი არც კი მიხსენებია, კიტრი კი არა, კივი უნდა
მოეტანა!
– ალბათ არასწორად გაგიგო.
– შეიძლება, მაგრამ ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ კიტრი არ ივარგებდა!
არა, პაციენტმა რა უნდა ქნას? წამოჯდეს საწოლში და კიტრი დაღე ჭოს? მამი-
კო, გინდა კიტრი?
<არა>
მიდორი მამას თავთით ჩამოუჯდა. სახლის ამბებს უყვებოდა. ტელევიზო-
რის გამოსახულება გაფუ ჭებულა და ხელოსანი გამოუძახია, ტაკაიდოდან
დეიდამისი აპირებდა სტუმრად ჩამოსვლას რამდენიმე დღეში, ქიმიკოსი მის-
ტერ მიუავაკი ველოსიპედიდან ჩამოვარდნილა, კიდევ ბევრი ამგვარი ამბავი
გაიხსენა. მამამისი ხრუტუნით პასუხობდა.
– მართლა არაფერს შე ჭამ?
<არა>
– შენ, ვატანაბე? გრეიპფრუტი არ გინდა?
– არა.
რამდენიმე წუთის მერე მიდორიმ ტელევიზორის ოთახში გამიყვანა, დი-
ვანზე ჩამოჯდა და სიგარეტი გააბოლა. პიჟამაში გამოწყობილი სამი პაციენ-
ტიც იქ იჯდა; ეწეოდნენ და რაღაც პოლიტიკურ ტელეგადაცემას უყურებდნენ.

193
– ეი, – ჩამჩურჩულა თვალებაციმციმებულმა მიდორიმ, – ის ყავარჯნე-
ბიანი მოხუცი კაცი, რაც აქ შემოვედით, მას შემდეგ ფეხებზე მიყურებს. აი, ის,
სათვალიანი, ლურჯპიჟამიანი.
– აბა, რა გგონია, ასეთი მოკლე ქვედაბოლოთი რომ დადიხარ?
– კარგია ეგ მერე. დარწმუნებული ვარ, ყველანი მოწყენილები არიან. ეს,
ალბათ, სასარგებლოც კია მათთვის. იქნებ აღტაცება ეხმარებათ უფრო მალე
გამოჯანსაღებაში.
– თუკი, რა თქმა უნდა, საპირისპირო ეფექტს არ ახდენს.
მიდორი თავისი სიგარეტის კვამლს დააკვირდა.
– იცი, რა, მამაჩემი ეგეთი ცუდი ტიპი არ არის. ზოგჯერ მასზე კი ვბრა-
ზობ, რადგან საშინელ რამეებს ამბობს, მაგრამ სინამდვილეში პატიოსანი კა-
ცია და ძალიან უყვარდა დედაჩემი. ძალ-ღონე არ დაუზოგავს, ისე მუშაობდა.
მართალია, ცოტათი სუსტია, და ოდნავადაც ვერ ერკვევა ბიზნესში და ხალხს
ამიტომ დიდად არ უყვარს, მაგრამ იმ ტიპებს, თავი რომ ტყუილებითა და
თაღლითობით გააქვთ, მაინც ბევრად სჯობია. და მეც მას ვგავარ იმაში, რომ,
თუ რამე ვთქვი, უკან აღარ დავიხევ, ამიტომ ჩვენ ბევრს ვიბრძვით. მართლა,
დამიჯერე, სულაც არ არის ცუდი ვინმე.
მიდორიმ ხელი ისე ჩამკიდა, თითქოს ქუჩაში ვიღაცის დავარდნილ ნივთს
იღებდა და მუხლებზე ჩამოიდო. ჩემი ხელის ნახევარი მის კაბაზე იდო, ნახე-
ვარი კი ფეხზე ეხებოდა. ცოტა ხანს თვალებში მიყურებდა.
– მაპატიე, ასეთ ადგილას რომ მოგიყვანე, მაგრამ შეგიძლია, კიდევ ცოტა
ხანს დარჩე ჩემთან?
– შემიძლია ხუთ საათამდე სულ შენთან ვიყო. მომ წონს შენთან ერთად
ყოფნა და არც რამე სხვა საქმე მაქვს.
– კვირა დღეებს ძირითადად როგორ ატარებ?
– ვრეცხავ ან კიდევ ვაუთოებ.
– როგორც ვხვდები, იმ გოგოზე არ გინდა მომიყვე... შენს მეგობარ გოგოზე.
– ჰო, ალბათ ასე ჯობია. ყველაფერი ჩახლართულია და თან არა მგონია,
კარგად შევძლო ამის ახსნა.
– არა უშავს. არ არის საჭირო რამის ახსნა. შეიძლება გითხრა, მე რა მგო-
ნია?
– მიდი, რაც უნდა წარმოიდგინო, სავარაუდოდ, ყველაფერი საინტერესო
იქნება.
– მე მგონი, გათხოვილი ქალია.

194
– მართლა?
– ასე ოცდათორმეტი, ოცდაცამეტი წლისაა, მდიდარია და გათხოვილი,
ბეწვიან პალტოებს და ჩარლზ ჯორდანის ფეხსაცმელებს იცვამს, აბრეშუმის
საცვლებს და სექსს გვარიანად არის მოწყურებული. თან ძალიან უყვარს ბინ-
ძური რამეების კეთება საწოლში. თქვენ სამუშაო დღეებში ხვდებით შუადღი-
სას და ერთმანეთს ეალერსებით. კვირაობით მისი ქმარი სახლშია და ვერ
გხვდება. მართალი ვარ?
– ძალიან საინტერესოა. ძალიან.
– თავს გაბმევინებს, ალბათ თვალებსაც უხვევ და მთელ სხეულს ულოკავ.
მერე გაიძუულებს, უცნაური საგნები შეუდო და თან აკრობატივით წარმოუდ-
გენელ პოზებს იღებს, შენ კი პოლაროიდის კამერით ფოტოებს უღებ.
– სახალისო იქნებოდა.
– სულ ეგ უნდა, მხოლოდ მაგაზე ფიქრობს, დღე და ღამე! თავისუფალი
დროის მეტი რა აქვს, და დგას და გეგმავს: ჰმმ, ვატანაბე რომ მოვა, აი, ამას
გააკეთებს, ან, აი, იმას. წვებით საწოლზე და გიჟდება, ყველა პოზას იღებს და
ერთ ჯერზე სამჯერ ათავსებს, და თან გეუბნება: განა გასაგიჟებელი ტანი არა
მაქვს? პატარა გოგონები ვეღარ დაგაკმაყოფილებენ. პატარა გოგონები ამას
არ გააკეთებენ შენ გამო. მოგწონს? ჯერ არ გაათავო!
– ძალიან ბევრი პორნოფილმი გინახავს, – გამეცინა.
– ასე გგონია? მაგაზე ვდარდობდი ცოტას. მაგრამ მიყვარს პორნოფილმე-
ბი. იცი, რა, მოდი, ერთხელ წამიყვანე მაგის სანახავად, კარგი?
– კარგი. როცა გეცლება.
– მართლა? აუ, ვეღარ ვითმენ. მოდი ნამდვილ სადომაზოხისტურ ფილმზე
წავიდეთ, მათრახები სადაც აქვთ, და სადაც გოგონამ ყველას თვალწინ უნდა
მოფსას. ეგ მომ წონს ყველაზე მეტად.
– კარგი, ეგრე ვქნათ.
– იცი, ყველაზე მეტად პორნოკინოთეატრებში რა მომ წონს?
– ვერც კი გავბედავ მაგის წარმოდგენას.
– როდესაც სექსუალური სცენა იწყება, ყველგან ნერწყვის ყლაპვის ხმა
გესმის. აი, ეგ მომ წონს. ყლუმპ! ისეთი საამურია.
პალატაში რომ დავბრუნდით, მიდორიმ ისევ მამამისს გაუბა ლაპარაკი, ის
კი ან რამეს ამოილუღლუღებდა პასუხად, ან სულ არაფერს. თერთმეტისთვის,
იმ მეორე კაცს ცოლმა პიჟამა გამოუცვალა და ხილი გაუთალა. ქალს მრგვალი
სახე ჰქონდა, სასიამოვნო ვინმე ჩანდა, ის და მიდორი რამდენჯერმე გამოელა-

195
პარაკნენ ერთმანეთს. ექთანიც შემოვიდა ინტრავენული მილის გამოსაცვლე-
ლად და მიდორისა და იმ ქალს გამოელაპარაკა. მე ოთახს ვათვალიერებდი და
თან ელექტროგაყვანილობის ხაზებს გავ ყურებდი. ზოგჯერ ბეღურები შემოს-
ხდებოდნენ ხოლმე ზედ. მიდორი მამას ელაპარაკებოდა, წარბებიდან ოფლს
სწმენდდა, გადმოფურთხებაში ეხმარებოდა და თან მეზობლის ცოლსა და ექ-
თანს ელაპარაკებოდა. დროდადრო მეტ ყოდა ხოლმე რამეს და თან ინტრავე-
ნულ სისტემას ამოწმებდა.
თორმეტის ნახევარზე ექიმმა შემოიარა. მე და მიდორი გარეთ გამოვედით,
რომ დერეფან ში დავხვედროდით. გამოვიდა თუ არა პალატიდან ექიმი, მიდო-
რიმ ჰკითხა, როგორ არის მამაჩემიო.
– ახლახან ოპერაცია გაიკეთა და ტკივილგამაყუჩებლებს ვაძლევთ, ამი-
ტომ გამოფიტულია, კიდევ ორი-სამი დღე გვჭირდება იმის შესაფასებლად,
ოპერაციამ რა შედეგი გამოიღო. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კარგად იქ-
ნება, თუ არადა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგ ვიწევს.
– კიდევ ერთხელ ხომ არ უპირებთ თავის ქალის ახდას?
– ვერ გეტ ყვით, ვიდრე ამის დრო არ მოვა. ვაჰ, რა მოკლე ქვედაბოლო
გაცვია.
– მიხდება, არა?
– კიბეზე რას შვრები ხოლმე?
– არც არაფერს, გამომიჩნდეს რა, – ამ დროს კარის იქით ექთანმა ჩაიკის-
კისა.
– საოცარია. შენ უნდა მოხვიდე ერთხელ და უფლება მოგ ვცე, თავის ქალა
აგხადოთ, რომ ვნახოთ, რა ხდება შიგნით. ძალიან გთხოვ, ვიდრე აქ ხარ, ლიფ-
ტით ამოდი, არ მინდა, პაციენტები მომიმრავლდნენ. ისედაც ძალიან დაკავე-
ბული ვარ.
ექიმის ვიზიტის შემდეგ მალე ლანჩის დროც მოვიდა. ექთანი პალატიდან
პალატაში დააგორებდა საჭმლით სავსე გორგოლაჭებიან მაგიდას. მიდორის
მამას ბულიონი, ხილი, მოხარშული, ფხაგაცლილი თევზი და რაღაც ჟელეში
ჩაწყობილი ბოსტნეული მოუტანეს. მიდორიმ მამა ზურგზე დააწვინა და სა-
წოლის ფეხთან დამაგრებული სახელურის დატრიალებით საწოლის თავი ას-
წია, კოვზით აჭამა ბულიონი. ხუთი-ექვსი კოვზის მერე კაცმა თავი განზე გა-
ატრიალა: <მეტი არ>
– ცოტა კიდევ უნდა შე ჭამო!
<მერე>

196
– რანაირი ხარ! ნორმალურად არ ჭამ, რომ ძალები აღიდგინო. არ გინდა
მოფისო?
<არა>
– ეი, ვატანაბე, მოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ.
დავთანხმდი, მაგრამ მაინცდამაინც არ მშიოდა, კაფეტერია სავსე იყო
ექიმებით, ექთანებით და მნახველებით. სკამებისა და მაგიდების გრძელი რი-
გები იდგა ამ მიწისქვეშა უფანჯრო სასადილოში. აქ ყველა ან ილუკმებოდა,
ან ლაპარაკობდა, ავადმყოფობაზე ყბედობდნენ ალბათ. ხმები ექოდ ბრუნდე-
ბოდა. ხანდახან ხმის გამაძლიერებელი რომელიმე ექიმს ან ექთანს იხმობდა.
ვიდრე მე მაგიდასთან ჩამოვჯე ქი, მიდორიმ ორი ულუფა საჭმელი მოიტანა
ალუმინის ლანგრით. კროკეტები ნაღების სოუსით, კარტოფილის სალათა, და-
კეპილი კომბოსტო, მოხარშული ბოსტნეული, ბრინჯი და მისოს წვნიანი – ეს
ყველაფერი თეთრ თეფშებზე მოეთავსებინათ და ლანგარზე ჩაემ წკრივებინათ,
ასეთივე თეფშებიდან ჭამდნენ პაციენტებიც. ჩემი ულუფის ნახევარი შევ ჭამე
და თავი დავანებე.
– არ გშია? – ჩაის წრუპავდა.
– არც ისე.
– ეს საავადმყოფოა, – თვალი კაფეტერიას მოავლო, – ყოველთვის ასე
ემართებათ საავადმყოფოს შეუჩვევლებს. სუნი, ხმა, დახუთული ჰაერი, პაცი-
ენტების სახეები, სტრესი, გაღიზიანება, იმედგაცრუება, ტკივილი, დაღლა –
აი, ეგ მოქმედებს. კუჭზე გიჭერს ხელს და მადას გიქრობს. ამას რომ შეეჩვევი,
მერე ეგ პრობლემა აღარ გექნება . თან ავადმყოფს ვერ მოუვლი კარგად, თუ
ნორმალურად არ შე ჭამ. ასეა. ვიცი, რადგან ბებიაჩემსაც ვუვლიდი, ბაბუაჩემ-
საც, დედაჩემსაც, ახლა მამაჩემს ვუვლი. არასდროს არ იცი, წინ რა გელის,
ამიტომ როცა ამის დრო გაქვს, უნდა ჭამო.
– ვხვდები, რასაც გულისხმობ.
– ნათესავები მოდიან და ჭამენ ჩემთან ერთად, ისინი საჭმლის ნახევარს
ყოველთვის ტოვებენ შენსავით, და ყოველთვის მეუბნებიან, ო, მიდორი, რა
კარგია, ასეთი მადა რომ გაქვს. მე კი ძალიან გაღიზიანებული ვარ და ვერ
ვჭამო. მაგრამ, მოდი, დაფიქრდი რა! ეს მე ვარ, ვინც აქ ზის და პაციენტს უვ-
ლის. ისინი მხოლოდ გამოივლიან ყურადღების გამოსაჩენად, მე კი უკანალს
ვუხოცავ, ნახველს ვაგროვებ და ოფლს ვწმენდ. ყურადღების გამოჩენას რომ
შეეძლოს უკანალის გამოწმენდა! ისინი კი მხოლოდ იმას ხედავენ, როგორ
ვჭამ და, აი, მიყურებენ ასე და მეუბნებიან, ო, მიდორი, რა კარგი მადა გაქვსო.

197
რა ჰგონიათ, ვირი ვარ, რომელიც ურიკას ეზიდება? ისინი უკვე დიდები არიან
და უნდა ხვდებოდნენ, როგორია ცხოვრება, რა გამოდის, ასეთი სულელები
არიან? ადვილია ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი, მაგრამ მთავარი ის არის,
უკანალს გამოუხოცავ თუ არა პაციენტს. იცი, რა, ჩემი წყენინება ადვილია.
მეც მწყინს, მეც ვიღლები, როგორც სხვები. და ზოგჯერ მეც ისე მინდა ავ ტირ-
დე. უყურებ, როგორ ხდიან ექიმები ვიღაცას თავის ქალას, როცა მისი გადარ-
ჩენის იმედი არა აქვთ, რაღაც ხელსაწყოებს უჩხიკინებენ იქ და რამდენჯერაც
ამას გააკეთებენ, ადამიანი სულ უფრო ცუდად ხდება, ცოტა გიჟდება. მიდი და
მოგეწონოს ეგ. და გარდა ამისა, სულ ყველაფერთან ერთად, შენი დანაზოგიც
თავდება. არ ვიცი, კიდევ სამწელიწად-ნახევარი უნივერსიტეტში სწავლას
შევძლებ თუ ვერა, ჩემი და კი ქორწილის ფულს არავითარ შემთხვევაში არ
შეელევა.
– კვირაში რამდენჯერ მოდიხარ აქ?
– როგორც წესი, ოთხჯერ. ვითომ აქ სულ ექთანები უნდა უვლიდნენ და
ისინი მართლაც კარგი ხალხია, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე აქვთ. შავი საქმის
გასაკეთებლად აქ ოჯახის წევრი სულ უნდა იყოს. ჩემი და მაღაზიას პატრო-
ნობს, მე კი ვსწავლობ. ის მაინც ახერხებს კვირაში სამჯერ აქ მოსვლას, მე კი
ოთხჯერ მოვდივარ. სულ აქა ვართ.
– ჩემთან როგორღა ატარებ დროს, ასეთი დაკავებული თუ ხარ?
– მომ წონს შენთან ყოფნა, – მიდორი ხელში პლასტმასის ფინჯანს ათამა-
შებდა.
– გადი აქედან რამდენიმე საათით სასეირნოდ, ცოტა ხანს მე მივხედავ მა-
მაშენს.
– რატომ?
– ცოტა ხანს უნდა მოშორდე საავადმყოფოს და მოდუნდე, არავის დაელა-
პარაკო, გონება გაიწმინდო.
მიდორი ამაზე დაფიქრდა და მერე თავი დამიქნია.
– ჰმმ. შესაძლოა მართალი ხარ. მაგრამ შენ რომ არ იცი, რა უნდა გააკე-
თო? რომ არ იცი, როგორ მოუარო?
– ხომ გიყურებდი. ყველაფერს მივხვდი. იმ ინტრავენურ რაღაცას ამოწ-
მებ, წყალს ასმევ, ოფლს სწმენდ და გადმოფურთხებაში ეხმარები. ღამის ქო-
თანი საწოლის ქვეშ დგას და თუ მოშივდება, მორჩენილ ლანჩს შევაჭმევ. რა-
საც ვერ გავართმევ თავს, ექთანს დავიხმარებ.

198
– მგონი, გამოგივა. მაგრამ არის კიდევ რაღაც. ზოგჯერ რამე სისულელეს
წამოიძახებს ხოლმე, რამე სასაცილოს, უცნაურს, რაღაც ისეთს, რაც სხვას
არავის ესმის. ნუ შეშფოთდები, რამე მაგ დაგ ვარი თუ მოხდება.
პალატაში რომ დავბრუნდით, მიდორიმ მამას უთხრა, რაღაც საქმე მაქვს
მოსაგ ვარებელი და ვატანაბე მოგივლის ცოტა ხანსო. ეტ ყობოდა, რომ საწინა-
აღმდეგო არაფერი ჰქონდა. იწვა ზურგზე და ჭერს აჰყურებდა. დროდადრო
თვალები რომ არ დაეხამხამებინა, მკვდარი გეგონებოდა. თვალები ისე ჰქონ-
და დაწითლებული, თითქოს მთვრალი იყო და ყოველ ამოსუნთქვაზე ოდნავ
ქსუტუნებდა. ეგ იყო და ეგ, არც ერთ სხვა კუნთს არ ამოძრავებდა და არც მი-
დორისთვის პასუხის გასაცემად შეუწუხებია თავი. წარმოდგენა არ მქონდა,
რაზე შეიძლებოდა ეფიქრა ამ დროს, ან რას გრძნობდა, რა ხდებოდა მისი
ცნობიერების სიღრმეში.
მიდორი რომ წავიდა, ვიფიქრე, დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ წარმოდ-
გენა არ მქონდა, რა მეთქვა, ან როგორ მეთქვა, ამიტომ, უბრალოდ, ავდე ქი და
გავჩუმდი. დიდი დრო არ გასულა, თვალები რომ დახუ ჭა და ჩაეძინა. მე მისი
საწოლის თავთან ჩამოვჯე ქი სკამზე. ვაკვირდებოდი მისი ცხვირის მოძ-
რაობას, და თან ვნატრობდი, ნეტა ახლა არ მოკვდეს-მეთქი. რა უცნაური იქ-
ნებოდა, ამ კაცს ბოლოს ჩემ გვერდით მყოფს რომ ამოესუნთქა. ბოლოს და
ბოლოს, მე ხომ მას ცხოვრებაში პირველად ვხედავდი და ჩვენ მხოლოდ მიდო-
რი გვაკავშირებდა, გოგონა, რომელსაც დრამატურგიის ისტორიის ლექციები-
დან ვიცნობდი.
მაგრამ კი არ კვდებოდა, მშვიდად ეძინა. სახესთან ახლოს რომ მივუტანე
ყური, მისი ჩუმი სუნთქვის ხმაც მომესმა. მოვდუნდი და გვერდით საწოლზე
მწოლიარე კაცის ცოლს გამოველაპარაკე. ის მიდორის გარდა არაფერზე ლა-
პარაკობდა, იფიქრა, რომ მისი მეგობარი ბიჭი ვარ.
– მართლა მშვენიერი გოგონაა, ძალიან კარგად უვლის მამას. კეთილია და
ნაზი, მგრძნობიარე და საიმედო, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალი-
ან ლამაზია. კარგად მოექეცი. ხელიდან არ გაუშვა, მისნაირს ვერავის იპოვი.
– კარგად მოვექცევი, – არ შევწინააღმდეგებივარ.
– მე ვაჟიც მყავს და ქალიშვილიც, ბიჭი ჩვიდმეტი წლისაა, გოგონა ოცდა-
ერთის და არც ერთს თავში აზრად არ მოსვლია, საავადმყოფოში მოსულიყო.
დაუმთავრდებათ თუ არა ლექციები, მაშინვე ან სერფინგზე მიდიან, ან პაემან-
ზე, ან კიდევ სადღაც, საძაგელი ბავშვები. ჯერ ჯიბის ფულს მთხოვენ და მერე
უჩინარდებიან.

199
ორის ნახევარზე საავადმყოფოდან საყიდლებზე გავიდა. ორივე კაცს ეძი-
ნა. პალატა შუადღის მზეს გაენათებინა, და მეც მეგონა, რომ წუთიწუთზე იმ
სკამზე ჩავ ყვინთავდი. ფანჯარასთან მაგიდაზე მდგარ ლარნაკში ჩაწყობილი
ყვითელი და თეთრი ქრიზანთემები ახსენებდა ხალხს, რომ გარეთ შემოდგომა
იდგა. ოთახში ლანჩიდან მორჩენილი მოხარშუული თევზის სასიამოვნო სუნი
იდგა. ექთნები დერეფან ში წინ და უკან დაკაკუნებდნენ, ერთმანეთს წკრიალა
ხმით ელაპარაკებოდნენ. დროდადრო შემოიხედავდნენ პალატაში, გამიღიმებ-
დნენ, მერე დაინახავდნენ, რომ ორივე პაციენტს ეძინა. ვნატრობდი, ნეტა თან
წიგნი მქონოდა-მეთქი. ოთახში კი არც წიგნები იყო, არც ჟურნალ-გაზეთები,
მხოლოდ კალენდარი ეკიდა კედელზე.
ნაოკოზე ვფიქრობდი. გამახსენდა შიშველი რომ იყო, მხოლოდ თმის სა-
მაგრი რომ ეკეთა. გამახსენდა მისი წელის ხაზი და ბოქვენის თმის შავი ჩრდი-
ლი. ასე როგორ დამენახვა? ძილში დადიოდა? ან იქნებ მხოლოდ ჩემი ფანტა-
ზიის ნაყოფი იყო? რაც დრო გადიოდა და იმ პატარა სამყაროს ვშორდებოდი,
თანდათან უფრო მეპარებოდა ეჭვი, იმ ღამით მართლა მოხდა თუ არა რამე.
თუ თავს ვეუბნებოდი, რეალურად მოხდა-მეთქი, მჯეროდა; თუ თავს ვეუბნე-
ბოდი, არა, ფანტაზია იყო-მეთქი, ფანტაზიად მეჩვენებოდა. მეტისმეტად მკა-
ფიო და დეტალური იყო ფანტაზიის კვალობაზე, მაგრამ მეტისმეტად მშვე-
ნიერი და სრული რეალობისთვის – ნაოკოს ტანიც და მთვარის შუ ქიც.
მიდორის მამას უეცრად გამოეღვიძა და ხველა აუტ ყდა, ამან ფიქრებს
მომ წყვიტა, მე გადმოფურთხებაში დავეხმარე და ხელსახოცით მოვწმინდე
ოფლი წარბებიდან.
– წყალს ხომ არ დალევთ? – ოდნავ დამიქნია თავი. ხელში პატარა შუშის
წყლის ბოთლი ისე დავიჭირე, რომ მოესვა. გამომ შრალი ტუჩები აუცახცადა
და ყელი აუტოკდა. შემთბარი წყალი იმ ბოთლიდან სულ დალია.
– კიდევ ხომ არ გინდათ? – მივხვდი, რაღაცის თქმას ცდილობდა და ყური
ახლოს მივუტანე.
<საკმარისია> – თქვა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით, უფრო დაბალი და ჩახ-
ლეჩილი ხმით, ვიდრე იქამდე.
– ხომ არ გინდათ მიირთვათ? მოგშივდებოდათ.
ოდნავ დამიქნია თავი. როგორც მიდორიმ, მეც მისი საწოლის თავი წამოვ-
წიე და ვაჭამე ბოსტნეულის ჟელე და მოხარშუული თევზი. წარმოუდგენლად
დიდი დრო დასჭირდა ნახევარი საჭმლის შესაჭმელად, მერე კი თავი გააქნია,

200
მანიშნა, საკმარისიაო. ეს მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველი იყო, ვხვდებოდი,
რომ უფრო მკვეთრი მოძრაობების გაკეთება მტკივნეული იქნებოდა მისთვის.
– არც ხილი გინდათ?
<არა>
პირი მოვუწმინდე ხელსახოცით, საწოლის თავი ისევ ჩამოვწიე და თეფშე-
ბი დერეფან ში გავიტანე.
– გემრიელი იყო?
<საშინელი>
– ეგრეა, – გავუღიმე, – საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა.
ვერ გადაეწყვიტა მიდორის მამას, როცა მიყურებდა, თვალები უფრო
გაეხილა თუ სულ დაეხუ ჭა. ვფიქრობდი, ნეტა თუ იცის, ვინ ვარ-მეთქი. ჩემ-
თან უფრო მოდუნებული ჩანდა, ვიდრე მიდორისთან. როგორც ჩანს, ვიღაც
სხვად მიმიღო. ან შეიძლება თვითონ მე ვარჩიე, ასე მეფიქრა.
– მშვენიერი დღეა გარეთ, – სკამზე ჩამომჯდარმა ფეხები გადავაჯვარედი-
ნე, – შემოდგომაა, კვირა დღეა, შესანიშნავი ამინდია, სადაც უნდა წახვიდე,
გადაჭედილია ყველაფერი. ასეთ მშვენიერ დღეს ყველაზე კარგია შენობაში
დარჩენა და მოდუნება. ამდენ ხალხში გარევა დამქანცველია. და ჰაერიც ცუ-
დია. კვირას, როგორც წესი, ვრეცხავ ხოლმე. დილით ვრეცხავ, მერე საერთო
საცხოვრებლის სახურავზე ვფენ, მზის ჩასვლამდე ვხსნი, მერე ვაუთოებ. სულ
არა ვარ დაუთოების წინააღმდეგი. რაღაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მანი-
ჭებს დანაოჭებული ქსოვილის გატ კიცინება. და ძალიან კარგადაც გამომდის.
თავიდან სულ მინაოჭდებოდა. ერთთვიანი ვარჯიშის შემდეგ კი ვისწავლე
დაუთოება. ასე რომ, კვირა ჩემთვის რეცხვისა და დაუთოების დღეა. რა თქმა
უნდა, დღეს ეგ ვერ გავაკეთე. ძალიანაც ცუდი: მშვენიერი რეცხვის დღე დავ-
კარგე. თუმცა, არა უშავს. ხვალ დილით ადრე გავიღვიძებ და ყველაფერს მივ-
ხედავ. არ იდარდოთ. კვირას სხვა საქმე მაინც არა მაქვს. ათ საათზე, მას შემ-
დეგ, რაც ხვალ გავრეცხავ და გასაშრობად გავ კიდებ ტანსაცმელს, ლექციაზე
მივალ. მაგ ლექციაზე მიდორისთან ერთად ვარ – დრამატურგიის ისტორიაა.
ახლა ევრიპიდეზე ვმუშაობ, თქვენ იცნობთ ევრიპიდეს ნაშრომებს? ის ძველი
ბერძენი იყო – ბერძენი ტრაგიკოსების დიდი სამეულის წარმომადგენელი ეს-
ქილესა და სოფოკლესთან ერთად. სავარაუდოდ, მას შემდეგ გარდაიცვალა,
რაც მაკედონიაში ძაღლმა უკბინა. ყველას არ სჯერა ამ ამბის. მოკლედ, ეგ
არის ევრიპიდე. მე სოფოკლე უფრო მომ წონს, მაგრამ ეს ალბათ გემოვნების
ამბავია. სინამდვილეში, რომელი სჯობს, ვერ გეტ ყვით. ევრიპიდეს ნაწარ-

201
მოებები იმით გამოირჩევა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რას ვგულის-
ხმობ, იცით? უამრავი პერსონაჟი ჩნდება, და ყოველი მათგანი თავისებურია,
ყველას თავისი მიზეზი აქვს, და ყველა ცდილობს, სიმართლისა და ბედნიერე-
ბის საკუთარ იდეაში დაგარწმუნოს. საბოლოოდ კი არავის არაფერი გამოს-
დის. ცხადია, ყოვლად შეუძლებელია, ყველას სიმართლემ იზეიმოს და ყველას
ბედნიერებამ გაიმარჯვოს, ამიტომ ქაოსი ისადგურებს. და მერე, რა გგონიათ,
რა ხდება? – ძალიან მარტივად – ბოლოს ღმერთი ჩნდება და მათ ადგილს
მიუჩენს. შენ იქით წახვალ, შენ აქეთ მოხვალ, შენ იმასთან იქნები, შენ კი
მანდ იჯდები ცოტა ხანს. აი, ასე. ის გამომსწორებელივითაა. ბოლოს ყველა-
ფერი იდეალურადაა. ამას a deus ex machina დაარქვეს. ევრიპიდესთან
თითქმის ყოველთვის a deus ex machina-ა. სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ
მას. მაგრამ, აბა, დაფიქრდით, რეალურ ცხოვრებაში a deus ex machina რომ
არსებობდეს, ყველაფერი მარტივად იქნებოდა! და თავს თუ მახეში გაბმულად
იგრძნობდი, მაშინვე რომელიღაც ღმერთი ამოძვრებოდა მიწიდან და ყველა
შენს პრობლემას მოაგ ვარებდა. ამაზე მარტივი რა უნდა იყოს? აი, ეგ არის,
რა, დრამატურგიის ისტორია. დაახლოებით ეგეთ რამეებს ვსწავლობთ უნი-
ვერსიტეტში.
მიდორის მამამ არაფერი მიპასუხა, მაგრამ თავისი ცარიელი თვალებით
სულ მე შემომჩერებოდა, როცა ვლაპარაკობდი. რა თქმა უნდა, ეს თვალები
არაფერს მეუბნებოდნენ იმაზე, ჩემი ნათქვამიდან რამე ესმოდა თუ არა.
– კარგი, მოვრჩეთ.
ამდენ ხანს ლაპარაკის მერე შიმ შილი მკლავდა. საუზმეზე თითქმის არა-
ფერი მიჭამია, ლანჩზე კი მხოლოდ ნახევარი ულუფა შევ ჭამე. ახლა იმაზე
ვწუხდი, რატომ ლანჩზე მეტი არ ვჭამე-მეთქი, მაგრამ ეს წუხილი რას მიშვე-
ლიდა. იმ კარადაში შევიხედე, იქნებ რამე შევჭამო-მეთქი, მაგრამ მხოლოდ
ნორის ქილა, ხველის წამალი და სოიის სოუსი დამხვდა. ქაღალდის პარკიც
იქვე იყო კიტრითა და გრეიპფრუტით.
– თუ წინააღმდეგი არა ხართ, კიტრს შევ ჭამ, – მიდორის მამას პასუხი არ
გაუცია. სამი კიტრი გავრეცხე ნიჟარაში და თეფშზე ცოტა სოიის სოუსი და-
ვასხი.
– მმ, გემრიელია! ქორფა, ახალი. სიცოცხლის სუნი აქვს, მართლა გემ-
რიელი კიტრია. კივიზე გაცილებით უკეთესი საჭმელია.
ერთი კიტრი შევსანსლე და მეორეს მივადე ქი. პალატაში კიტრის ხრამუ-
ნის ექო გაისმოდა. მეორე კიტრი რომ შევ ჭამე, შევისვენე. დერეფან ში გაზქუ-

202
რაზე ცოტა წყალი ავადუღე და ჩაი მოვიმზადე.
– რამეს დალევთ? წყალს ან წვენს?
<კიტრი>
– ძალიან კარგი, – გამეღიმა, – ნორისთან ერთად?
ოდნავ დამიქნია თავი. ისევ წამოვწიე საწოლის თავი. მერე კიტრს ერთი
ლუკმა ჩამოვაჭერი, ნორის ზოლში გავახვიე, მერე კბილის ჩხირით დავამაგრე,
სოიის სოუსში ჩავაწე და პაციენტს პირთან მივუტანე. სახეზე თითქმის არ
შეცვლია გამომეტ ყველება, ღე ჭავდა და ღე ჭავდა იმ ერთ ლუკმას, მერე კი გა-
დაყლაპა.
– აბა, როგორ მოგეწონათ? გემრიელია, არა?
<კარგია>
– რა კარგია, საჭმელი რომ გემრიელად გეჩვენება. ეგ თითქოს იმას ამტკი-
ცებს, რომ ცოცხალი ხარ.
ერთი კიტრი შე ჭამა. როცა მორჩა, წყალი მოუნდა, ამიტომ ბოთლიდან და-
ვალევინე. რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა, მოფსმა მინდაო, ამიტომ ღამის ქო-
თანი გამოვიღე საწოლის ქვემოდან და ასოს თავთან დავუ ჭირე. მერე
ტუალეტში დავცალე ღამის ქოთანი და გამოვრეცხე. მერე ისევ პალატაში
დავბრუნდი და ჩაი დავლიე.
– თავს როგორ გრძნობთ?
<თავი>
– გ ტკივათ?
<ცოტა> – ოდნავ მოღუშულმა თქვა.
– რა გასაკვირია, თქვენ ხომ ოპერაცია გაიკეთეთ. მე თვითონ არასდროს
გამიკეთებია ოპერაცია, მაგრამ ვხვდები, ეგ რაცაა.
<ბილეთი>
– ბილეთი? რა ბილეთი?
<მიდორი&gt;<ბილეთი>
წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ლაპარაკობდა, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
ისიც ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე როგორც მივხვდი, თქვა: <გთხოვ>. თვალები
ფართოდ გაახილა და დაკვირვებით შემომხედა. მივხვდი, ცდილობდა, რაღაც
ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა.
<უენო. მიდორი>
– უენოს სადგური?
თავი დამიქნია ოდნავ.

203
აი, რა მითხრა: ბილეთი, მიდორი, გთხოვ, უენოს სადგური. ვერ მივხვდი,
რას ნიშნავდა ეს. ვიცოდი, რომ გონება დაბინდული ჰქონდა, აი, თვალები კი –
სრულიად ცოცხალი. ის ხელი ასწია, რომელზეც მილები არ ჰქონდა მიერთე-
ბული და ჩემკენ გამოიშვირა. თავს ძალიან დიდი ძალა დაატანა, რადგან ჰა-
ერში საშინლად უთრთოდა ხელი. წამოვდე ქი და დანაოჭებულ ხელზე შევეხე.
ოდნავ მომიჭირა ხელი და გამიმეორა: <გთხოვ>
– ნუ ღელავთ, – მიდორისა და ბილეთის ამბავს მე მოვაგ ვარებ, – ხელი გა-
მიშვა, ისევ საწოლზე ჩამოდო და თვალები დახუ ჭა. ხმამაღლა სუნთქავდა, მე-
რე ჩაეძინა. შევამოწმე, ისევ ცოცხალი თუ იყო და წავედი, წყალი ავადუღე
ჩაის მოსამზადებლად. როდესაც ცხელ სითხეს ვწრუპავდი, მივხვდი, რომ ამ
სიკვდილის პირას მყოფი კაცის მიმართ თანაგრძნობით განვეწყვე.
რამდენიმე წუთის მერე მეორე პაციენტის ცოლი დაბრუნდა და მკითხა,
როგორ მიდის საქმეო. ყველაფერი კარგად არის-მეთქი, დავარწმუნე. მის
ქმარსაც ეძინა, ღრმად სუნთქავდა.
მიდორი სამის მერე დაბრუნდა.
– პარკში ვიჯე ქი, ცოტა მოვდუნდი, ისე მოვიქეცი, როგორც დამარიგე,
არავის დავლაპარაკებივარ, ვეცადე, გონება დამესვენებინა.
– მერე?
– გმადლობ, ახლა ბევრად უკეთ ვარ. რა თქმა უნდა, დაღლას ისევ
ვგრძნობ, მაგრამ სხეული ბევრად შემიმსუბუქდა. მგონი, რომ ვფიქრობდი,
იმაზე ბევრად დაღლილი ვიყავი.
მამამისს ეძინა და იქ საქმე არაფერი გვქონდა, ამიტომ სავაჭრო აპარატი-
დან ყავა ვიყიდეთ და ტელევიზორის ოთახში დავლიეთ. მიდორის მოვახსენე
მის არ ყოფნაში რაც მოხდა – მამამისს რომ კარგად ეძინა, მერე რომ გამოეღ-
ვიძა, დარჩენილი ლანჩი შე ჭამა, მერე კი, რომ დაინახა კიტრს ვჭამდი, მასაც
მოუნდა და მთხოვა, მაჭამეო, მთლიანად რომ შეახრამუნა ის კიტრი და მოფ-
სა.
– ვატანაბე, საოცარი ვინმე ხარ! ჩვენ, ყველანი, ყირაზე ვდგებით, რომ
როგორმე რამე ვაჭამოთ, შენ კი კიტრი მთლიანად აჭამე! წარმოუდგენელია!
– არ ვიცი, მგონი, უბრალოდ, დამინახა, რომ გემრიელად ვილუკმებოდი
კიტრს.
– ან იქნებ გაქვს რაღაც, რაც ადამიანებს მოდუნებაში ეხმარება.
– არა, არა, – გამეცინა, – უამრავი ვინმე სრულიად საპირისპირო რამეს
გეტ ყვის ჩემზე.

204
– მამაჩემზე რას ფიქრობ?
– მომ წონს. თუმცა ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი. რა
გითხრა, სასიამოვნო ვინმე ჩანს.
– ჩუმად იყო?
– სულ.
– ერთი კვირის წინ უნდა გენახა. საძაგ ლად იქცეოდა, – მიდორიმ თავი გა-
აქნია, – თითქოს სადავეები მოუშვა და გატ ყიურდაო. ჭიქა მესროლა და რა-
ღაც საშინელება დაიყვირა, იმედი მაქვს, ჩაძაღლდები, შე სულელო კახპაო. ეს
ავადმყოფობა ზოგჯერ ამისთანა რამეებს მართებს ხალხს. არ იციან, რატომ,
მაგრამ უეცრად ადამიანი ღვარძლიანი ხდება. დედაჩემსაც ასე სჭირდა. იცი,
რა მითხრა ერთხელ – შენ ჩემი ქალიშვილი არა ხარ, მძულხარო. სამყარო
თითქოს წყვდიადმა მოიცვა, ეგ რომ მითხრა. მაგრამ ეგ ამ კონკრეტული
დაავადების მხოლოდ ერთი მხარეა. რაღაც აწვება ტვინის ერთ ნაწილს და
ადამიანებს აიძუულებს, სისაძაგ ლეები თქვან. მართალია, იცი, რომ ამას
დაავადება შვრება, მაგრამ მაინც მტკივნეულია. აბა, რა გგონია? აქა ვარ,
ტყავიდან ვძვრები მათ გამო, ისინი კი საშინელებებს მეუბნებიან.
– ვხვდები, რასაც გულისხმობ, – უეცრად გამახსენდა, მიდორის მამამ რომ
უცნაური რამ ამოილუღლუღა და ვუთხარი კიდეც.
– ბილეთი? უენოს სადგური? ნე ტა ეგ რაღას უნდა ნიშნავდეს?
– და მერე თქვა: „გთხოვ“ და „მიდორი“.
– გთხოვ, მიდორის მიხედეო?
– ან იქნებ უნდა, რომ უენოს სადგურში წახვიდე და ბილეთი იყიდო. ისეთი
უცნაური ოთხი სიტ ყვა წარმოთქვა, ვინ გაიგებს, რის თქმა უნდოდა? უენოს
სადგურთან რამე განსაკუთრებული გაკავშირებთ?
– ჰმმ. უენოს სადგური, – ცოტა ხანს დაფიქრდა მიდორი, – მხოლოდ ის
მახსენდება, ბავშვობაში ორჯერ სახლიდან რომ გავიქეცი. ერთხელ რვის ვიყა-
ვი, ერთხელ ათის. ორჯერვე მატარებლით უენოს სადგურიდან ფუკუშიმამდე
ვიმგზავრე. მაღაზიის სალაროდან ამოღებული ფულით ვიყიდე ბილეთები. ვი-
ღაცამ სახლში ძალიან გამაბრაზა და ეს სამაგიეროს გადასახდელად გავაკეთე.
დეიდაჩემი ცხოვრობდა ფუკუშიმაში, მომ წონდა მასთან ყოფნა, ამიტომ ჩავე-
დი მის სახლში. მამაჩემმა უკან დამაბრუნა. მთელი ასი მილი გამოიარა ფუ-
კუშიმამდე ჩემ გამო. უენოს სადგურში ლანჩი ვჭამეთ. მგზავრობის დროს მა-
მაჩემი უამრავ რამეს მიყვებოდა, ცოტ-ცოტას, პაუზები კი დიდი იყო. აი, მაგა-
ლითად, 1923 წლის დიდ მიწისძვრაზე ან ომზე , ან იმ დროზე, როცა მე დავი-

205
ბადე, ასეთ რამეებზე ლაპარაკი სხვა დროს არ სჩვეოდა. რომ დაფიქრდე, სულ
ეგ იყო, როცა მე და მამაჩემმა დიდხანს და კარგად ვილაპარაკეთ, მარტო ჩვენ
ორმა. წარმოგიდგენია? ტოკიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრის
დროს იყო და ეს ვერც შენიშნა.
– რას ამბობ!
– ასეა, ასეა. ველოსიპედის უკან ურიკა ჰქონდა დამაგრებული და ეგრე
ატარებდა, არც უგრძნია რამე. როცა სახლში მივიდა, უბან ში ყველა სახლის
სახურავიდან კრამიტები დაცურებული დაუხვდა, ოჯახში ყველანი ბოძს აჰ-
კვროდნენ და ცახცახებდნენ. როგორც ამბობს, მაგ დროსაც ვერაფერს მიხვდა
და მერე იკითხა, რა ჯანდაბა ხდებაო. აი, მამაჩემის საყვარელი მოგონება დი-
დი კანტოს მიწისძვრის შესახებ, – მიდორიმ გაიცინა, – ყველა მისი ძველი ამ-
ბავი ეგეთია. რაც უნდა იყოს, არაფერი დრამატული არ ურევია. ყველა ეგ ამ-
ბავი ცოტა სულელურია. მის ისტორიებს რომ მოუსმინო, იფიქრებ, იაპონიაში
ბოლო ორმოცდაათი-სამოცი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი არაფერი მომ-
ხდარაო. არც 1936 წლის ახალგაზრდა ოფიცრების აჯანყება, არც ატლანტიკის
ბრძოლა, ყველაფერზე ასე ამბობს, ოჰ, მგონი, რაღაც მაგ დაგ ვარი მართლა
მოხდა. ისეთი სასაცილოა! ჰოდა, აი, მატარებელში მან ეს პატარ-პატარა ამ-
ბები მიამბო, ფუკუშიმადან უენოში რომ ვბრუნდებოდით. და ბოლოს სულ
ამას მეუბნებოდა, აი, ამ ამბავმა უნდა გასწავლოს, მიდორი, რომ, სადაც უნდა
წახვიდე, ყველგან ერთი იქნებაო. მე ისეთი პატარა ვიყავი, ასეთი რამეები არ
მაკვირვებდა.
– და ეგ არის შენი მოგონება უენოს სადგურზე?
– ასეა. ვატანაბე, შენ არასოდეს გაქცეულხარ სახლიდან?
– არასოდეს.
– კი მაგრამ, რატომ?
– ფანტაზია არ მეყო. სახლიდან გაქცევა არასოდეს მომსვლია თავში აზ-
რად.
– რა უცნაური ვინმე ხარ, – მიდორიმ ისე წამოსწია თავი, თითქოს მარ-
თლა გაუკვირდა.
– ნეტა მართლა?
– ასეა თუ ისე, მე მგონი, მამაჩემი ცდილობდა, შენთვის ეთქვა, რომ მე უნ-
და მომიფრთხილდე.
– მართლა?

206
– მართლა, მე ასე მესმის. ინტუიციურად. ერთი ის მითხარი, რა პასუხი
გაეცი?
– ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა, ამიტომ კარგი, ნუ იდარდებ, მიდორისაც
მოვუვლი და ბილეთსაც-მეთქი.
– მაგას შეჰპირდი მამაჩემს? უთხარი, მიდორის მივხედავო? – მიდორიმ
თვალებში შემომხედა, მეტისმეტად სერიოზული გამომეტ ყველება ჰქონდა.
– არა, ეგრე არ მითქვამს, – შევუსწორე სწრაფად, – არ ვიცოდი, რის თქმას
ცდილობდა და...
– ნუ ღელავ, უბრალოდ, ვხუმრობ, – მიპასუხა ღიმილით, – ეგ მომ წონს
შენ ში.
მე და მიდორიმ ყავა დავლიეთ და დავბრუნდით პალატაში. მამამისს ისევ
ეძინა. თუ მისკენ დაიხრებოდი, სუნთქვასაც გაიგონებდი. თანდათან საავად-
მყოფოს ფანჯრიდან შემომავალმა სინათლემ უფრო ნაზი ფერი მიიღო. გარეთ
ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ჩიტების გუნდი იჯდა, მერე აფრინდნენ. მე
და მიდორი ოთახის კუთხეში დავსხედით და ჩუმად ვლაპარაკობდით. ხელის-
გულზე დამხედა და მიწინასწარმეტ ყველა, ას ხუთ წლამდე იცოცხლებ, სამ-
ჯერ იქორწინებ და ავ ტოავარიაში მოკვდებიო.
– ცუდი ცხოვრება არ მელის.
როცა მამამისმა გაიღვიძა ოთხზე, მიდორი ბალიშთან ჩამოუჯდა, წარბები-
დან ოფლი მოსწმინდა, წყალი დაალევინა და ჰკითხა, თავი ისევ გ ტკივაო? ექ-
თანიც შემოვიდა პალატაში, ტემპერატურა გაუზომა, მისი ტუალეტში გას-
ვლის რაოდენობა ჩაინიშნა და ინტრავენური სისტემა შეამოწ მა. მე ტელევი-
ზორის ოთახში გავედი და ცოტა ხანს ფეხბურთს ვუყურე.
ხუთზე მიდორის ვუთხარი, მივდივარ-მეთქი. მამამისს ავუხსენი, ახლა
სამსახურში უნდა წავიდე, თერთმეტის ნახევრამდე შინჯუკუში მუსიკალური
ჩანაწერები უნდა გავყიდო-მეთქი.
მან ჩემკენ მოატრიალა თვალები და ოდნავ დამიკრა თავი.
– ეი, ვატანაბე, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.
– ეგეთიც არაფერი მიქნია. მაგრამ, თუ როგორმე შევძლებ შენს დახმარე-
ბას, მომავალ კვირასაც მოვალ. სიამოვნებით მოვინახულებ მამაშენს.
– მართლა?
– იცი, რა, საერთო საცხოვრებელში მაინც ბევრი არაფერი მაქვს გასაკეთე-
ბელი, და თუ აქ მოვალ, კიტრს მაინც შევ ჭამ.

207
მიდორიმ გულხელი დაიკრიფა და ლინოლეუმიან იატაკზე ფეხსაცმლის
ქუსლით დააკაკუნა.
– მინდა, კიდევ ერთხელ დავლიო შენთან ერთად. ამას რომ მეუბნებოდა,
ოდნავ წამოსწია თავი.
– პორნოფილმებზე რას იტ ყვი?
– ჯერ პორნოს ვუყუროთ და მერე დასალევად წავიდეთ. და მერე საძაგელ
რამეებზე ვილაპარაკოთ.
– მე არ ვლაპარაკობ მაგ სისაძაგ ლეებზე, – შევეწინაღმდეგე მიდორის, –
მარტო შენ.
– მერე რა, ეგეთ რამეებზე ვილაპარაკებთ, მერე დავწვებით.
– და მერე იცი, რაც მოხდება, არა? – ამოვიოხრე მე და ისე ვუპასუხე, – მე
იმას ვეცდები, შენ კი ნებას არ მომცემ, არა?
ცხვირში ჩაიხითხითა.
– იქით კვირას დილით გამომიარე. აქ ერთად მოვიდეთ.
– ცოტა გრძელ ქვედაბოლოს ჩაიცვამ?
– აუცილებლად.
მომავალ კვირას საავადმყოფოში არ წავსულვარ. მიდორის მამა პარასკევ
დილით გარდაიცვალა.
მიდორიმ დილის შვიდის ნახევარზე დამირეკა ამის სათქმელად. მაცნობეს,
გირეკავენო. ვიდრე დერეფან ში ჩავირბენდი, პიჟამაზე რაღაც მოვიცვი. გარეთ
უხმოდ წვიმდა.
– მამაჩემი რამდენიმე წუთის წინ მოკვდა, – ჩუმი, დაბალი ხმით მითხრა.
ვკითხე, რით დაგეხმარო-მეთქი.
– გმადლობ. ვერაფრით. ჩვენ მიჩვეულები ვართ დაკრძალვებს. უბრალოდ,
მინდოდა გცოდნოდა.
ოდნავ ამოიოხრა.
– დაკრძალვაზე ნუ მოხვალ, კარგი? ეგეთი რამეები მძუულს. არ მინდა, იქ
გნახო.
– მესმის.
– პორნოზე მართლა წამიყვან?
– რა თქმა უნდა, წაგიყვან.
– ძალიან ბინძურ პორნოზე.
– მაგ საკითხს საგულდაგულოდ გამოვიკვლევ.
– ძალიან კარგი. დაგირეკავ, – ყურმილი დაკიდა.

208
კვირა ისე გავიდა, მიდორისგან სიტ ყვა არ მსმენია. არც დაურეკავს, არც
ლექციაზე გამოჩენილა. საერთო საცხოვრებელში დაბრუნებული, სულ მისგან
ველოდი შეტ ყობინებას, მაგრამ არაფერი დამხვედრია. ერთ ღამეს, მასტურბა-
ციის დროს, ვცადე, მისთვის მიცემული პირობა შემესრულებინა და მასზე მე-
ფიქრა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე ნაოკოზე გადართვა ვცადე, მაგრამ
არც ნაოკოს წარმოდგენამ გაჭრა. შევეშვი. ვისკი მოვსვი, კბილები გავიხეხე და
დასაძინებლად წავედი.
კვირა დილით ნაოკოს წერილი მივწერე. რაღაც მიდორის მამაზეც მოვუ-
ყევი.
„წინა კვირას საავადმყოფოში წავედი ერთი ჩემი ჯგუფელი გოგონას მამის
მოსანახულებლად და მის პალატაში რამდენიმე კიტრი შევ ჭამე. როდესაც და-
მინახა, როგორ ვჭამდი კიტრს, მოუნდა და თვითონაც შეახრამუნა. ხუთი
დღის მერე მოკვდა. ახლაც კი ჩამესმის, როგორ ახრამუნებდა კიტრს. ადა-
მიანები უცნაურად მიდიან, ასეთ პატარა მოგონებებს გვიტოვებენ სიკვდილის
შემდეგ“.
წერილი ასე გრძელდებოდა:
„დილით რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ შენზე და რეიკოზე, იმ საფრინველეზე,
ვფიქრობ ფარშავანგზე, მტრედებზე, თუთიყუშებზე და ინდაურებზე და კურ-
დღლებზეც. ვიხსენებ კაპიუშონიანი ყვითელი საწვიმრები რომ გეცვათ შენ და
რეიკოს იმ წვიმიან დილით. მსიამოვნებს შენზე ფიქრი, როცა საწოლში თბი-
ლად ვწევარ. მგონია, რომ ჩემ გვერდით ხარ მოკუნტული და გძინავს. და
ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, ეს რომ მართლა ასე იყოს.
ზოგჯერ აუტანლად მენატრები, მაგრამ ვცდილობ, ძალ-ღონე მოვიკრიბო
და ცხოვრება განვაგრძო. როგორც შენ უვლი ფრინველებსა და მინდვრებს დი-
ლაობით, ისე მეც ყოველ დილით ვიქოქები. მერე ვდგები, კბილებს ვიხეხავ,
ვიპარსავ, ვსაუზმობ, ტანზე ვიცვლი, საერთო საცხოვრებლიდან გამოვდივარ
და უნივერსიტეტისკენ მივემართები... თავს ვეუბნები: შეძელი და დღეს
სრულფასოვნად იცხოვრე. ადრე არ შემიმჩნევია, ახლა კი მეუბნებიან, ხშირად
საკუთარ თავს ელაპარაკებიო. ალბათ ვიქოქები და ვლუღლუღებ ჩემთვის რა-
მეს.
ძალიან მიჭირს უშენობა, მაგრამ ტოკიოში ყოფნა ჩემთვის ბევრად გაუსაძ-
ლისი იქნებოდა, შენთვის რომ არ ვცხოვრობდე. სწორედ შენზე ფიქრი მეხმა-
რება ყოველ დილით საათივით მომართვაში, და, აი, ეგ მაცოცხლებს კიდევ

209
ერთ დღეს. ვიცი, რომ აქ ყოველნაირად უნდა ვეცადო, ცხვირი არ ჩამოვუშვა,
როგორც შენ ცდილობ მანდ.
დღეს კვირაა. ამ დღეს თავს არ შევუძახებ, რომ რამე გავაკეთო. უკვე გავ-
რეცხე, ახლა ჩემს ოთახში ვარ და გწერ. წერას რომ მოვრჩები, დავაკრავ მარ-
კას, საფოსტო ყუთში ჩავაგ დებ, მერე კი მზის ჩასვლამდე საქმე არაფერი მექ-
ნება. კვირას არც ვმეცადინეობ. მეცადინეობას სამუშაო დღეებში, ლექციებს
შორის შესვენებებზე, ბიბლიოთეკაში ვასწრებ, ასე რომ, კვირას არაფერი
მაქვს საკეთებელი. კვირა შუადღეები ჩუმია, მშვიდი და დრო მარტოს გამ-
ყავს. ან ვკითხულობ, ან მუსიკას ვუსმენ. ზოგჯერ ვიხსენებ, როგორ ვსეირ-
ნობდით ტოკიოში კვირაობით. შემიძლია გავიხსენო, ნებისმიერი გასეირნების
დროს რა გეცვა. ათასგვარი რამე მახსენდება კვირა შუადღეს. რეიკო მომი-
კითხე. ღამღამობით გიტარაზე მისი შესრულებული მუსიკა მენატრე ბა“.
წერილს რომ მოვრჩი, რამდენიმე უბანი გავიარე საფოსტო ყუთამდე, მერე
ახლომდებარე საცხობში კვერცხიანი სენდვიჩი და კოკა-კოლა ვიყიდე. ვიჯე ქი
მერხზე, ვჭამდი და ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ბიჭები იქვე, მოედანზე
ბეისბოლს. შემოდგომა სიღრმეს და სილურჯეს მატებდა ცას. მაღლა ავიხედე
და თვალი შევავლე ორთქლმავლის ორ იდეალურად პარალელურ კვალს, და-
სავლეთისკენ მიმავალს. ტრამვაის ლიანდაგებს წააგავდა. ტალახიანი ბურთი
ჩემკენ წამოვიდა, და როცა ბავშვებს უკან გადავუგ დე, ზრდილობის ნიშნად
ქუდი მოიხადეს, გმადლობთ, ბატონოო.
შუადღისას ჩემს ოთახში დავბრუნდი, წავიკითხავ-მეთქი, ვფიქრობდი,
მაგრამ ყურადღება ვერ მოვიკრიბე. ამის მაგივრად ჭერს მივაშტერდი და მი-
დორიზე დავფიქრდი, ვფიქრობდი, ნეტა მამამისს რის თქმა უნდოდა, როცა
მიდორი წასული იყო, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, თავში რა უტრიალებდა.
როგორც ჩანს, ვინმე სხვაში ავერიე.
მაგრამ კვირა დილით მოკვდა, იმ დროს, როცა უხმოდ წვიმდა და ახლა სი-
მართლის გაგება შეუძლებელი იყო. წარმოვიდგინე, რომ სიკვდილის დროს
იმაზე უფრო მეტად დაპატარავდებოდა, ვიდრე იქამდე იყო. მერე კი ღუმელში
დაწვავდნენ. ფერფლად იქცეოდა. და რა დატოვა? ერთი პატარა წიგნის მაღა-
ზია გარეუბან ში და ორი ქალიშვილი, რომელთაგან ერთი მაინც მთლად ნორ-
მალური ვერ არის. ეგ რა ცხოვრებაა? იმ საავადმყოფოს საწოლზე რომ იწვა,
თავახდილი და ტვინარეული, ნეტა რის თქმა უნდოდა?
მიდორის მამაზე ასეთმა ფიქრებმა ისეთ საცოდავ გან წყობაზე დამაყენა,
რომ სახურავზე იქამდე ჩამოვხსენი სარეცხი, ვიდრე ბოლომდე გაშრებოდა და

210
შინჯუკუში წავედი დროის მოსაკლავად, ქუჩაში სახეტიალოდ. კვირას ქუჩაში
გამოფენილმა ხალხმა ოდნავ შვება მომგვარა. „კინოკუნიას“ წიგნის მაღაზია
პიკის საათის დროს სამგზავრო მატარებელივით იყო სავსე. ფოლკნერის „აგ-
ვისტოს ნათელი“ ვიყიდე და ხმაურიან ჯაზკაფეში შევედი, თან ვკითხულობ-
დი, თან ორნეტ კოულმენს და ბად პაუელს ვუსმენდი და ცხელ, სქელ, ტალა-
ხისგემოიან ყავას ვსვამდი. ექვსის ნახევარზე დავხურე წიგნი, გავედი გარეთ
და მსუბუ ქად ვივახშმე. წინ რამდენი ასეთი კვირა მელოდა? ჩუმი, მშვიდი და
მარტოსული...

211
თავი მერვე

შუა კვირაში როგორღაც ხელისგული გავიჭერი შუშის ნატეხით. ვერ შე-


ვამჩნიე, რომ ფირფიტების თაროს ერთი ტიხარი გაბზარული ყოფილა. არც კი
მჯეროდა, რომ იმდენი სისხლი მე დავღვარე, ჩემს ფეხებთან იატაკი სულ
წითლად მოისვარა. მაღაზიის მენეჯერმა პირსახოცები იპოვა და ჭრილობაზე
მჭიდროდ შემომახვია. მერე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ძირითადად ამ
ბიჭისგან არანაირი ხეირი არ იყო, მაგრამ ამჯერად ძალიან მარჯვედ იქ-
ცეოდა. საავადმყოფო, საბედნიეროდ, ახლოს იყო, მაგრამ იქ რომ მივედით,
პირსახოცი უკვე სულ გაჟღენთილიყო, ის სისხლი კი, რომელიც ვერ შეიწოვა
პირსახოცმა, ძირს ეწვეთებოდა. ხალხი გზიდან მეცლებოდა. როგორც ჩანს,
ეგონათ, რომ ჩხუბში დავშავდი. ვერ დავიწუწუნებ, მტკიოდა-მეთქი, მაგრამ
სისხლდენა არ ჩერდებოდა.
ექიმმა აუღელვებლად მომხსნა სისხლით გაჟღენთილი პირსახოცები, ლახ-
ტი დამადო მაჯაზე და სისხლდენა შემიჩერა, მერე ჭრილობას დეზინფექცია
გაუკეთა და გაკერა, მითხრა, ხვალაც მოდიო. უკან მუსიკალურ მაღაზიაში
რომ დავბრუნდი, მენეჯერმა მითხრა, სახლში წადი, ამ დროს სამუშაო საათე-
ბად ჩაგითვლიო. ავ ტობუსით მივედი საერთო საცხოვრებელში და პირდაპირ
ნაგასავას ოთახში შევაჭერი. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და მინდოდა, ვინ-
მეს დავლაპარაკებოდი. კარგა ხანი იყო, რაც ნაგასავა აღარ მენახა.
თავის ოთახში დამიხვდა, ლუდს სვამდა ქილიდან და ტელევიზორში ესპა-
ნურის გაკვეთილს უყურებდა.
– რა ჯანდაბა დაგემართა? – შებინტული ხელი მაშინვე შენიშნა. ვუთხარი,
ხელი გამეჭრა, მეტი არაფერი-მეთქი. ლუდი შემომთავაზა, მადლობა გადავუ-
ხადე და უარი ვუთხარი.
– დამელოდე. სულ ორ წუთში დამთავრდება, – მითხრა ნაგასავამ და ესპა-
ნურში მეცადინეობა განაგრძო.
წყალი ავიდუღე და ფინჯანი ჩაი მოვიმზადე. ესპანელმა ქალმა მაგალითი
მოიყვანა: „ასეთი საშინელი წვიმა არასდროს მინახავს. უამრავი ხიდი წალეკა
ბარსელონაში“. ნაგასავა ამ ტექსტს ესპანურად ხმამაღლა კითხულობდა.

212
– რა საშინელი წინადადებებია! სხვა ვერაფერი მოიფიქრეს?
სასწავლო პროგრამა რომ დამთავრდა, ტელევიზორი გამორთო და თავისი
პატარა მაცივრიდან კიდევ ერთი ქილა ლუდი გამოიღო.
– ხელს ნამდვილად არ გიშლი?
– რას ამბობ. პირიქით, ისე ვიყავი მოწყენილი. ლუდი მართლა არ გინდა?
– არა, მართლა არ მინდა.
– ხო, მართლა! იმ დღეს გამოცდის შედეგები გამოაქვეყნეს! ჩავაბარე!
– საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცდა?
– ეგ, ეგ! ოფიციალურად მაგას „საგარეო საქმეთა სამინისტროს პერსონა-
ლის პირველი კლასის გამოცდა“ ჰქვია. სასაცილო არ არის?
– მომილოცავს! – მარცხენა ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
– გმადლობ.
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩააბარებდი.
– არც მე, – გაეცინა ნაგასავას, – მაინც სასიამოვნოა ოფიციალური დას-
ტურის ქონა.
– როგორ ფიქრობ, ეგრევე მოახერხებ უცხოეთში წასვლას?
– არა, ჯერ ერთწლიანი ტრენინგი უნდა გავიარო და მერე ცოტა ხნით გამ-
გზავნიან საზღვარგარეთ.
მე ჩაი მოვსვი, მან ლუდი დალია აშკარა კმაყოფილებით.
– აქედან რომ წავალ, თუ გინდა, ამ მაცივარს დაგიტოვებ. ხომ გინდა?
არა? ლუდისთვის მაგარი რამეა.
– კი, ძალიან მინდა, მაგრამ შენ არ დაგ ჭირდება? სადღაც ხომ უნდა იც-
ხოვრო.
– ნუ სულელობ, რა! აქედან რომ გავალ, უზარმაზარ მაცივარს ვიყიდი.
მდიდრულად უნდა ვიცხოვრო. ასეთ ნეხვის ბუდეში ოთხი წელი რომ გავატა-
რე, ისიც მეყოფა. ზედაც არ მინდა შევხედო არც ერთ ნივთს, რომელიც აქ
მქონდა. რასაც გინდა, ხელი დაადე და მოგ ცემ – ტელევიზორი გინდა, თერმო-
სი, რადიო…...
– რასაც მომცემ, ყველაფერს წავიღებ.
ესპანურის სახელმძღვანელო ავიღე ხელში და დავაშტერდი.
– ესპანურის სწავლას იწყებ?
– ჰო. რაც მეტი ენა იცი, მით უკეთესია. ალღო მაქვს ენებში. ფრანგული მე
თვითონ ვისწავლე, თითქმის სრულყოფილად. ენები ჩემთვის თამაშივითაა.
ერთის წესებს შეისწავლი და მერე ყველას მოარგებ. ქალებივითაა, რა.

213
– ოჰ, შენი ჭკუა მომცა, – სარკაზმი დამეტ ყო ხმაზე.
– რაც არის, არის. წამო, გარეთ ვჭამოთ.
– წამო, ქალები „ავაგ დოთ“, გინდოდა გეთქვა?
– არა, წავიდეთ და ვისადილოთ მართლა. შენ, მე და ჰაცუმიმ, რომელიმე
კარგ რესტორან ში. ჩემი ახალი სამსახური აღვნიშნოთ. მაინც მამაჩემი იხდის,
ამიტომ წამო, მართლა რამე მაგარ რესტორან ში მოვულხინოთ.
– მარტო შენ და ჰაცუმის არ უნდა აღგენიშნათ?
– არა, ჯობია, შენც ჩვენთან იყო. მეც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ
თავს და ჰაცუმიც.
ოჰ, არა. ისევ კიძუკი, ნაოკო და მე. ყველაფერი მეორდებოდა.
– მერე მე ღამით ჰაცუმისთან დავრჩები. ამიტომ მხოლოდ სადილზე შე-
მოგ ვიერთდდი.
– კარგი, თუ მართლა ორივეს გინდათ. ისე, მართლა, ჰაცუმის რას უპირებ?
ტრენინგი რომ დაგიმთავრდება, საზღვარგარეთ გაგ გზავნიან, და მერე ალბათ
წლების მანძილზე უკან არ დაბრუნდები. მას რა ელის?
– ეგ მისი პრობლემაა.
– ვერ გაგიგე.
ნაგასავას ფეხები მერხზე ჰქონდა შემოწყობილი, ლუდი მოსვა და დაამ-
თქნარა.
– ცოლის შერთვას არ ვაპირებ. ეგ ჰაცუმის თავიდანვე კარგად ავუხსენი.
თუ გათხოვება უნდა, ცხოვრება უნდა განაგრძოს და სხვა იპოვოს. არ შევუშ-
ლი ხელს. თუ ადგება და დამელოდება, დაე, დამელოდოს.
– ამაინც არ მესმის შენი.
– ნაგავი გგონივარ, არა?
– კი.
– იცი, რა, სამყარო არსებითად უსამართლო ადგილია. ეგ წესები მე არ შე-
მიდგენია. ყოველთვის ეგრე იყო. ჰაცუმი არასდროს მომიტ ყუებია. იცის, რა
ნაგავიცა ვარ და როცა ამას ვეღარ აიტანს, შეუძლია მიმატოვოს. ეგ თავიდან-
ვე ვუთხარი.
ნაგასავა ლუდის სმას მორჩა და სიგარეტს მოუკიდა.
– ამ ცხოვრებაში რამე გაშინებს?
– მე სრული იდიოტი კი არა ვარ. რასაკვირველია, მაშინებს ზოგჯერ ცხოვ-
რება. თუმცა ჩემთვის ეგ სხვა ყველაფრის წინაპირობა არ არის. მთელი ჩემი
ძალ-ღონის ჩადებას ამაში ვაპირებ. ვეცდები, რაც შეიძლება წინ წავიდე. ყვე-

214
ლაფერს ჩავიგ დებ ხელში, რაც მომესურვება. აი, ასე ვაპირებ ცხოვრების გა-
ტარებას და, თუ ცუდად წარიმართება, შევცვლი რამეს. დაფიქრდი, აბა, უსა-
მართლო საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც შენი შესაძლებლობების
ზღვრის შეცნობისკენ გიბიძგებს.
– ეგ ცხოვრებისადმი მეტისმეტად ეგოცენტრული მიდგომა არ არის?
– შეიძლება, მაგრამ მე ცას ხილის ჩამოვარდნის მოლოდინ ში არ ავ ყურებ.
ჩემებურად ვმუშაობ. თან მუყაითად. შენზე ათჯერ მეტს ვცდილობ.
– ალბათ მართალი ხარ.
– ზოგჯერ მიმოვიხედავ ხოლმე და გული მერევა. რა ჯანდაბაა, ეს ნაბიჭ-
ვრები რატომ არაფერს აკეთებენ? თითსაც არ ანძრევენ, და მერე დადგ ებიან
და ვიშვიშებენ.
ნაგასავას უკმეხმა ტონმა გამაკვირვა და შევხედე.
– მე სხვანაირად მგონია. ჩემი აზრით, ხალხი მუყაითად შრომობს. ისინი
ქანცის გაწყვეტამდე მუშაობენ. ნუთუ მე აღვიქვამ არასწორად?
– არა, ეგ არ არის მუყაითი შრომა, ეგ ჩვეულებრივი გარჯაა, – დაასკვნა
ნაგასავამ, – ის მუყაითი შრომა, მე რომ გელაპარაკები, უფრო საკუთარი თა-
ვისკენაა მიმართული.
– როგორც, ვთქვათ, ესპანურის სწავლა, როცა ეს ყველა დანარჩენს ფეხზე
ჰკიდია?
– თუნდაც. გაზაფხულზე ესპანურში დაოსტატებული ვიქნები. უკვე ინ-
გლისური, გერმანული და ფრანგული კარგად ვიცი, იტალიურიც თითქმის
ვისწავლე. შენი აზრით, ამას მუყაითი შრომა არ სჭირდება?
ნაგასავამ სიგარეტი გააბოლა, მე კი ამ დროს მიდორის მამაზე დავფიქ-
რდი. ალბათ მას არასოდეს ფიქრადაც არ გაუვლია, სატელევიზიო პროგრა-
მით ესპანური შეესწავლა. მას ალბათ არც მუყაით შრომასა და ჩვეულებრივ
გარჯას შორის განსხვავება ესმოდა. ალბათ ძალიან დაკავებული იყო ამის-
თვის – საქმით დაკავებული, ფუკუშიმაში გაქცეული ქალიშვილის სახლში
დაბრუნებით დაკავებული.
– რაც შეეხება ჩვენს სადილს. რას იტ ყვი, აბა, ეს შაბათი გაძლევს ხელს?
– მაძლევს.
ნაგასავამ აძაბუს ჩუმ ვიწრო ქუჩაზე მდიდრულ ფრანგულ რესტორან ში
წაგ ვიყვანა. შესასვლელში უთხრა, ვინც იყო და ორივეს ცალკე ოთახისკენ
გაგ ვიძღვნენ. იმ ოთახის კედლებზე თხუთმეტი ფოტო ეკიდა. ვიდრე ჰაცუმის
მოსვლას ველოდით, მე და ნაგასავამ გემრიელი ღვინო მოვწრუპეთ და ჯოზეფ

215
კონრადის რომანების შესახებ ვისაუბრეთ. მას ძვირად ღირებული ნაცრისფე-
რი კოსტიუმი ეცვა. მე კი უბრალო ლურჯი სპორტული ქურთუკი.
ჰაცუმი თხუთმეტ წუთში მოვიდა. მას მსუბუ ქი მაკიაჟი ჰქონდა, ოქროს
საყურეები ეკეთა, ძალიან ლამაზი, მუ ქი ლურჯი კაბა და წითელი ფეხსაცმე-
ლი ეცვა. როცა კაბის ფერი შევუ ქე, მითხრა, ამას შუაღამის ლურჯი ჰქვიაო.
– რა დახვეწილი რესტორანია!
– მამაჩემი ყოველთვის აქ ჭამს, როცა ტოკიოში ჩამოდის. ერთხელ მასთან
ერთად ვიყავი ამ რესტორან ში. მე კი ასეთი ადგილები მაინცდამაინც არ მომ-
წონს.
– არაფერი უჭირს, ზოგჯერ ასეთ ადგილას რომ ისადილო, – ჰაცუმი ახლა
ჩემკენ მოტრიალდა, – შენ რას იტ ყვი?
– ალბათ, ჰო. ოღონდ მაშინ, როცა მე არ ვიხდი.
– მამაჩემს აქ თან საყვარელი მოჰყავს ხოლმე. ხომ იცი, ერთი ტოკიოშიც
ჰყავს.
– მართლა? – დაეკითხა ჰაცუმი. ღვინო მოვსვი, თითქოს არაფერი გამეგო-
ნოს.
ბოლოს მიმტანი მოვიდა და შეკვეთა ჩაიწერა. აპეტაიზერისა და ბუ-
ლიონის არჩევის შემდეგ ნაგასავამ იხვი შეუკვეთა, მე და ჰაცუმიმ – ზღვის
ქორჭილა. საჭმელი ისეთი ნელი ტემპით მოჰქონდათ, რომ ღვინის წრუპვითა
და საუბრით თავის შექცევის საშუალება მოგ ვეცა. ჯერ ნაგასავა ალაპარაკდა
თავის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცდაზე. ასე თქვა, გამოცდაზე გა-
მოსულთა უმრავლესობა ნაძირალაა, რომლებიც უძირო ორმოში უნდა ჩაყა-
როო. თუმცა ისიც ივარაუდა, იმ ხროვაში რამდენიმე ღირსეულიც იქნებაო.
ვკითხე, ნაძირალების თანაფარდობა ღირსეულ ხალხთან მანდ მეტია თუ უფ-
რო ფართო საზოგადოებაში-მეთქი.
– ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა.
ეგ უცვლელი კანონიაო, დაამატა მერე, ყველგან ეგრეაო.
ნაგასავამ მეორე ბოთლი ღვინო და ორმაგი შოტლანდიური ვისკიც„ შეუკ-
ვეთა თავისთვის.
მერე ჰაცუმი იმ გოგოზე დამელაპარაკა, რომლის გარიგებაც უნდოდა ჩემ-
თვის. ეს იყო ჩვენი მუდმივი სასაუბრო თემა. ყოველთვის მის კლუბელ რომე-
ლიმე ლამაზ გოგონაზე მიყვებოდა, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, ეს თავი-
დან ამერიდებინა.

216
– ძალიან კარგი ვინმეა და მართლა ლამაზია. შემდეგ ჯერზე მოვიყვან.
უნდა დაელაპარაკო. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება.
– ხომ იცი, ეგ დროის ფუ ჭი კარგვაა, მეტისმეტად ღარიბი ვარ იმისთვის,
რომ შენი უნივერსიტეტიდან რომელიმე გოგონა დავპატიჟო პაემანზე. ვერ
დაველაპარაკები.
– ნუ სულელობ, რა@! ძალიან უბრალო გოგონაა, ბუნებრივი, და
უშუალო.
– მიდი, რა, ვატანაბე, – ნაგასავაც აჰყვა, – მიდი, შეხვდი უბრალოდ, მაგის
გაჟიმვა საჭირო არ არის.
– რას ამბობ. ქალიშვილია! – ოდნავ აღშფოთდა ჰაცუმი.
– შენც იყავი ოდესღაც.
– მართალია! – ფართოდ გაიღიმა ჰაცუმიმ, – ერთ დროს მეც ეგეთი ვიყავი!
მაგრამ მართლა, – ახლა ისევ ჩემკენ მოტრიალდა, – სიღარიბეზე ლაპარაკს
ნუ დამიწყებ, ძალიან გთხოვ. ეგ არაფერ შუაშია. მართალია, ყოველ კურსზე
სწავლობს რამდენიმე მედიდური გოგონა, მაგრამ სხვა ყველანი ჩვეულებრი-
ვები ვართ. კაფეტერიაში ყველა ორას ორმოცდაათიენიან ულუფას ვჭამთ.
– მოიცა, მოიცა, ჰაცუმი, – შევაწყვეტინე ლაპარაკი, – ჩემი უნივერსიტე-
ტის კაფეტერიაში სამი ტიპის ლანჩია – ა, ბ, გ. ა ლანჩის ფასია ას ოცი იენი, ბ
ლანჩის – ასი და გ ლანჩის – ოთხმოცი. როცა ა ლანჩს ვყიდულობ, ყველა
ზიზღით მიმზერს და ისინი კი, ვინც გ ლანჩსაც ვერ სწვდება, სამოც იენად ატ-
რიას ჭამენ. აი, ეგეთ უნივერსიტეტში ვსწავლობ მე. ახლაც ფიქრობ, რომ შენს
გოგონებთან ლაპარაკის გაბმას შევძლებ?
ჰაცუმიმ სიცილი ძლივს შეწყვიტა.
– რა იაფია@! მგონი, მანდ უნდა მოვიდე ლანჩზე. ახლა სერიოზულად,
ტორუ, შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, დარწმუნებული ვარ, ამ გოგონას შეეწყობი.
შეიძლება ასოციენიანი ლანჩიც კი მოეწონოს.
– არავითარ შემთხვევაში! განა ვინმეს მოსწონს ეგ და მაგიტომ ჭამს? იმი-
ტომ ჭამენ, რომ მეტის საშუუალება არა აქვთ.
– მაინც ნუ განსჯი წიგნს მისი ყდით. მართალია, მაგ უნივერსიტეტში
ვსწავლობთ, მაგრამ ბევრი ჩვენგანი სამყაროს სერიოზულად უყურებს. ყველა
სპორტულმანქანიან მეგობარ ბიჭს კი არ ეძებს.
– მაგ დენი მეც ვიცი.
– ვატანაბეს ჰყავს უკვე გოგო. შეყვარებულია, – ნაგასავამ შემაწია სიტ-
ყვა, – მაგრამ არაფერს ამბობს იმ გოგოზე. კრიჭას ვერ გაუხსნი. დიდი უც-

217
ნაური ვინმეა.
– მართლა? – მკითხა ჰაცუმიმ.
– მართლა. მაგრამ უცნაურობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჩახლართუ-
ლია ყველაფერი. ამაზე ლაპარაკიც კი რთულია.
– აკრძალული სიყვარული? ოჰ. შეგიძლია, მე მომიყვე.
ღვინო მოვსვი, რომ პასუხისთვის თავი ამერიდებინა.
– კრიჭა აქვს შეკრული. როცა ეს გადაწყვეტს, არ ვილაპარაკებო, ვერ
ამოგ ლეჯ სიტ ყვას.
– რა დასანანია, – ჰაცუმიმ პატარა ლუკმა ჩამოჭრა და პირში ჩაიდო.
– ეს გოგო რომ გაგეცნო, დაწყვილებულ პაემანზე წასვლას შევძლებდით.
– ჰოო, დავლევდით ცოტას და გავცვლიდით მერე, – წამოიძახა ნაგასავამ.
– გეყოთ ეგეთი ლაპარაკი.
– რას გულისხმობ, რომ ამბობ, გეყოთ ეგეთი ლაპარაკიო? ვატანაბეს თვა-
ლი აქვს შენზე დადგმული.
– მე რასაც ვამბობ, იმასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, – ამოილუღ-
ლუღა ჰაცუმიმ, – ტორუ გულმართალია და მზრუნველი. სწორედ ამიტომ
ვცდილობ, ხელი შევუწყო.
– ჰო, რა თქმა უნდა, გულმართალია. როგორც მაშინ, ერთხელ გოგონები
რომ გავცვალეთ. გახსოვს, ვატანაბე? – ნაგასავამ დარჩენილი ვისკიც გადაჰ-
კრა და კიდევ ერთი შეუკვეთა.
ჰაცუმიმ დანა-ჩანგალი დააწყო და პირი მოიწმინდა ხელსახოცით.
– ტორუ, ეგ მართლა ქენით? – მომიბრუნდა მე.
არ ვიცოდი, რა პასუხი გამეცა და არაფერი ვუთხარი.
– უთხარი, რა ჯანდაბა გ ჭირს.
გგუნება გამიფუჭდა. ნაგასავა საძაგელი ვინმე ხდებოდა, როცა თვრებოდა,
მაგრამ დღეს მისი სისაძაგ ლე ჰაცუმისკენ იყო მიმართული და არა ჩემკენ.
ამის გამო უფრო გამიჭირდა იქ ჯდომა.
– მინდა, ეგ ამბავი მოვისმინო. ძალიან საინტერესო ჩანს.
– მთვრალები ვიყავით.
– არა უშავს, ტორუ, არ გადანაშაულებ. უბრალოდ, მომიყევი, რა მოხდა.
– შიბუაში ბარში ჩვენ ორნი ვსვამდით და გოგონების წყვილი გავიცანით.
ერთ კოლეჯში სწავლობდნენ და ისინიც ამისთვის გამოსულიყვნენ. მოკლედ,
აი, ასე, ჩვენ, ეჰ... სასტუმროში მივედით. ჩვენი ოთახები გვერდიგ ვერდ იყო.

218
შუაღამით, ნაგასავამ მომიკაკუნა კარზე და მკითხა, გოგონები ხომ არ გავცვა-
ლოთო, მე მის ოთახში შევედი, ის კი ჩემსაში.
– გოგონები ამის წინააღმდეგნი არ ყოფილან?
– არა, ძალიან მთვრალები იყვნენ.
– გარდა მაგისა, მეც კარგი მიზეზი მქონდა, – ნაგასავამ ისევ თავი გა-
მოიჩინა.
– მაინც რა?
– ეგ გოგონები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთი მართლა
ძალიან კარგად გამოიყურებოდა, აი, მეორე კი ძაღლს ჰგავდა. უსამართლო-
ბად მომეჩვენა. მე ლამაზი გოგო შემხვდა, ვატანაბეს კი ის მეორე. ამიტომაც
გავცვალეთ ადგილები. ასე არ იყო, ვატანაბე?
– ჰო, ეგრე იქნებოდა, – ეს კი ვუთხარი, მაგრამ სინამდვილეში, ის ულამა-
ზო მომეწონა. ძალიან სახალისო ვინმე იყო და სასიამოვნოც. სექსის მერე ვი-
წე ქით საწოლში და თავს ლაპარაკით ვირთობდით, როცა ნაგასავა შემოვიდა,
პარტნიორები გავცვალოთო. ვკითხე გოგონას, წინააღმდეგი ხომ არ იყო, და
მითხრა, თუ თქვენ ასე გინდათ, რა პრობლემააო. ალბათ იფიქრა, რომ იმ ლა-
მაზთან მინდოდა მეც.
– ისიამოვნეთ? – მკითხა ჰაცუმიმ.
– გაცვლას გულისხმობ?
– სულ ყველაფერს.
– არც ისე. ეგ ისეთი არაფერია. გოგონებთან ეგრე წოლა სულაც არ არის
სასიამოვნო.
– აბა, რაღად აკეთებ ამას?
– ჩემ გამო, – უპასუხა ნაგასავამ.
– მე ტორუს ვეკითხები, – ჰაცუმიმ ნაგასავა გააჩუმა, – ასეთ რამეებს რა-
ტომ აკეთებ?
– იმიტომ, რომ ზოგჯერ დაუძლეველი სურვილი მიჩნდება ვინმე გოგოს-
თან დაწოლის.
– თუ შეყვარებული ხარ, რატომ მასთან არ იზამ ამას? – რამდენიმეწუ-
თიანი დაფიქრების შემდეგ მკითხა ჰაცუმიმ.
– ჩახლართულია ყველაფერი.
ჰაცუმიმ ამოიოხრა.
ამ დროს კარი გაიღო და საჭმელი შემოიტანეს. ნაგასავას მისი შემ წვარი
იხვი მოართვეს, მე და ჰაცუმის კი ჩვენი ზღვის ქორჭილა. მიმტანებმა ახლა-

219
ხან მომზადებული ბოსტნეული გადმოგ ვიღეს თეფშებზე და სოუსიც მოგ ვის-
ხეს, ვიდრე ისევ მარტო დაგ ვტოვებდნენ. ნაგასავამ იხვის ნაჭერი ჩამოჭრა, პი-
რი ჩაიტ კბარუნა და ვისკი დააყოლა. მე ჩანგლით ისპანახი ავიღე. ჰაცუმი არ
მიჰკარებია საჭმელს.
– იცი, რა, ტორუ, წარმოდგენა არ მაქვს, რამ ჩახლართა ასე თქვენი ურ-
თიერთობა, მაგრამ მგონია, რომ ეგ, რაც მომიყევი, შენთვის სწორი არაა. შენ
არ ხარ ეგეთი. აბა, რას ფიქრობ? – ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო და თვალებში
ჩამხედა.
– მეც ასე ვფიქრობდი.
– მერე რატომ არ შეწყვეტ?
– იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანური სითბო მჭირდება, – ვუპასუხე გუ-
ლახდილად, – ზოგჯერ, ქალის კანის სითბოს თუ ვერ შევიგრძნობ, მარ-
ტოობას ვეღარ ვუძლებ.
– მოდი, შევაჯამებ, მე რა მგონია, – შეგ ვაწყვეტინა ნაგასავამ, – ვატანაბეს
მოსწონს ერთი გოგონა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო სექსი არა აქვთ.
ამის გამო თავის თავს ეუბნება, „სექსი უბრალოდ სექსიაო“ და სურვილებს ვი-
ღაც სხვასთან იკმაყოფილებს. მერე რა მოხდა? ძალიანაც ჭკვიანურია. მთელი
დღე თავის ოთახში ხომ არ გამოიკეტება დასანძრევად? ეგ რომ ქნას, შეიძლე-
ბა?
– მაგრამ თუ მართლა გიყვარს, ტორუ, განა ვერ უნდა შეძლო თავის კონ-
ტროლი?
– არა ვიცი, – ნაღების სოუსიანი ზღვის ქორჭილის ლუკმა ჩავიდე პირში.
– შენ, უბრალოდ, არ გესმის კაცის სექსუალური საჭიროებები, – ნაგასავა
ისევ ეცადა, ჰაცუმისთვის აეხსნა, – აი, ვთქვათ, მე. ჩვენ უკვე სამი წელია ერ-
თად ვართ და ამასობაში უამრავ ქალთან ვიწე ქი. მაგრამ მათ შესახებ არაფე-
რი მახსოვს. არც მათი სახელები, არც სახეები. ყოველ მათგანთან ზუსტად
ერთხელ ვიწე ქი. შეხვდი, უქენი და ა. შ. ეგ არის რა. ამაში რა პრობლემაა?
– აი, სწორედ ეგ შენი ქედმაღლობა არ მესმის, – დაბალი ხმით ლაპარა-
კობდა ჰაცუმი, – შენ რომ სხვებთან წევხარ ეგ არაფერ შუაშია. მე მართლა
არასდროს იმის გამო არ გავბრაზებულვარ, მარჯვნივ და მარცხნივ ყველას-
თან რომ გძინავს. გახსოვს რამე ამგვარი?
– რასაც მე ვაკეთებ, მარჯვნივ და მარცხნივ წოლასაც ვერ დაარქმევ, ეგ,
უბრალოდ, თამაშია, არავინ ამით არ ზარალდება.
– მე ვზარალდები, რატომ მე არ ვარ შენთვის საკმარისი?

220
ნაგასავა წუთით ჩუმად იყო და ხელში ვისკის ჭიქას ათამაშებდა.
– განა ისაა საქმე, შენ საკმარისი ხარ თუ არა ჩემთვის. მე მუდმივად ეგრე
მშიერი ვარ. მე ეგეთი კაცი ვარ. აი, ეგ მაქცევს მე საკუთარ პიროვნებად. ამას
ვერაფერს მოვუხერხებ, განა ვერ ხვდები?
ბოლოს ჰაცუმიმაც მოჰკიდა დანა-ჩანგალს ხელი და თევზის ჭამას შეუდგა.
– ტორუს მაინც ნუ ჩაითრევ მაგ შენს თამაშებში.
– მე და ვატანაბე ისე ძალიანაც ვგავართ ერთმანეთს. არც ერთი ჩვენგანი
არ არის დაინტერესებული ზოგადად არაფრით, საკუთარი თავის გარდა. კი,
მართალია, მე ასეთი ქედმაღალი ვარ, ის კი – არა, მაგრამ არც ერთს იმის
უნარი არ შეგ ვწევს, სხვა რამით დავინტერესდეთ, გარდა იმისა, რასაც თვი-
თონ ვფიქრობთ, ვგრძნობთ ან ვაკეთებთ. ააი, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ
სხვებისგან სრულიად განსხვავებულად. ააი, ეგ მომ წონს მასში. განსხვავება
მხოლოდ ისაა, რომ ამას ჯერ თვითონ ვერ აცნობიერებს, ამიტომ ყოყმანობს
და თავს დაზარალებულად გრძნობს.
– კი მაგრამ, რომელი ადამიანი არ ყოყმანობს და ვის არ სტკივა? – ჰაცუ-
მიმ არ დათმო თავისი, – რა გინდა თქვა, არასდროს მსგავსი განცდები არ
მქონიაო?
– რა თქმა უნდა, მეც მაქვს ასეთი განცდები, მაგრამ ჩემი თავი ისე გავ-
წვრთენი, რომ მინიმუმამდე დამეყვანა ისინი. ვირთხაც კი ნაკლებად მტკივნე-
ულ დენის წყაროს აირჩევს, თუ ბევრჯერ დაარტყამ დენს.
– მაგრამ ვირთხებს არ უყვარდებათ!
– ვირთხებს არ უყვარდებათ! – ნაგასავამ გამომხედა, – რა დიდებულია!
ახლა ფონად მუსიკა გვჭირდება – მთელი ორკესტრი ორი კლავესინითა და...
– ნუ დამცინი. სერიოზულად გელაპარაკები.
– ვჭამთ, და ვატანაბეც აქაა. ბევრად ცივილიზებული საქციელი იქნებოდა,
ეგ „სერიოზული“ ლაპარაკი სხვა დროისთვის გადაგ ვედო.
– წავალ მე.
– აარა, ტორუ. გთხოვ, დარჩი. შენთან ერთად აქ უკეთესი სიტუაციაა.
– დესერტი მაინც ჭამე, – ნაგასავაც შემეწინააღმდეგა.
– კარგი მაშინ. ჩემთვის მართლა არა აქვს მნიშვნელობა.
ჭამა სიჩუმეში გავაგრძელეთ. ჩემს ულუფას ბოლო მოვუღე, ჰაცუმიმ კი ნა-
ხევარი შე ჭამა. ნაგასავამ იქამდე დიდი ხნით ადრე სულ შე ჭამა იხვი და ახლა
ვისკის სვამდა.

221
– გემრიელი ზღვის ქორჭილა იყო, – არავინ ამყვა ლაპარაკში. ასეთივე
წარმატებით შემეძლო, ღრმა ჭაში ჩამეგ დო ქვა.
მიმტანმა ჩვენი თეფშები წაიღო, ლიმონის შარბათი და ესპრესო მოიტანა.
ნაგასავა თითქმის არ შეხებია დესერტსა და ყავას, პირდაპირ მოწევაზე გადა-
ვიდა. არც ჰაცუმიმ დააკარა პირი შარბათს. მე კი იმ შარბათსაც და ყავასაც
ბოლო მოვუღე. ჰაცუმიმ მაგიდაზე ჩამოწყობილ ხელებზე დაიხედა. ხელებიც
კოხტა, ნაზი და ელეგანტური ჰქონდა. ნაოკო და რეიკო გამახსენდა. ნეტა ახ-
ლა რას აკეთებენ? ნაოკო ალბათ წევს დივანზე და წიგნს კითხულობს, რეიკო
კი ალბათ გიტარას უკრავს. ალბათ ნორვეგიულ ტყეს. დაუდაუძლეველი სურ-
ვილი გამიჩნდა, მათ პატარა ოთახში დავბრუნებულიყავი. აქ რა ჯანდაბას ვა-
კეთებდი?
– ვიდრე მე და ვატანაბე ასეთები ვართ, ოდნავადაც არ გვადარდებს,
სხვებს თუ არ ესმით ჩვენი, აი, ეგ განგვასხვავებს დანარჩენებისგან. სხვები
იმას დარდობენ, გარშემო მყოფებს ესმით თუ არა მათი. აი, მე კი არა, და არც
ვატანაბეს აწუხებს მსგავსი აზრები. ჩვენ, უბრალოდ, გვკიდია და ეგაა. ჩვენ
და სხვები განყოფილნი ვართ.
– მართალს ამბობს? – მკითხა ჰაცუმიმ.
– არა, მე ეგეთი ძლიერი არა ვარ. არა მგონია, რომ არა უშავს, ესმით თუ
არა ჩემი. მე მყავს ადამიანები, რომლებისაც მინდა, მესმოდეს და რომელთაც,
მინდა, ჩემი ესმოდეთ. მაგრამ ამ ცოტა ხალხის გარდა, დანარჩენები არ მა-
დარდებენ. ნაგასავას არ ვეთანხმები. ძალიანაც მადარდებს, ესმითყ თუ არა
ჩემი ახლობლებს.
– მეც ზუსტად მაგას ვამბობ, – ნაგასავამ ყავის კოვზი აიღო ხელში, – ეგ
ერთი და იგივეა. ჩემსა და შენს სიტ ყვებს შორის ზუსტად ისეთივე განსხვავე-
ბაა, როგორიც ნაადრევ ლანჩსა და გვიან საუზმეს შორის. იგივე დრო, იგივე
საჭმელი, განსხვავებული სახელები.
ახლა ჰაცუმი ნაგასავას დაელაპარაკა.
– ის არ გადარდებს, მე მესმის თუ არა შენი?
– ვერაფერი გაიგე, არა? ა ადამიანს ესმის ბ ადამიანის, რადგან დრო სწო-
რადაა ამისთვის შერჩეული, და არა იმის გამო, რომ ბ-ს უნდა ა-ს მისი ესმო-
დეს.
– ანუ მეშლება, როცა ვგრძნობ, რომ მინდა, ვინმეს ესმოდეს ჩემი, ვთქვათ,
შენ?

222
– არა, შეცდომა ეგ არ არის. ბევრი ამას სიყვარულს უწოდებს. ჩემი ცხოვ-
რების სისტემა ბევრად განსხვავდება დანარჩენების ცხოვრების სისტემისგან.
– ანუ ის გინდა მითხრა, რომ არ გიყვარვარ, არა?
– იცი, რა, ჩემი სისტემა და შენი...
– ჯანდაბამდე გზა გ ქონია შენი სისტემიანად! – დაიყვირა ჰაცუმიმ. ეს იყო
პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მისი ყვირილი გავიგონე.
ნაგასავამ მაგიდასთან გაკეთებულ ღილაკს დააჭირა, მიმტანი ანგარიშის
ფურცლით შემოვიდა. ნაგასავამ მას საკრედიტო ბარათი მიაწოდა.
– ბოდიშს გიხდი ამის გამო, ვატანაბე, მე ჰაცუმის სახლში გავ ყვები, შენ კი
მარტო დაბრუნდი საერთო საცხოვრებელში, კარგი?
– საჭირო არაა მობოდიშება, დიდებული ვახშამი იყო, – არავის არაფერი
უპასუხია.
მიმტანმა საკრედიტო ბარათი მოიტანა უკან, ნაგასავამ კი ანგარიში
შეამოწმა და მერე კალმით მოაწერა ხელი. სამივენი ავდე ქით და გარეთ გავე-
დით. ნაგასავამ ქუჩაში გასვლა დააპირა ტაქსის დასაჭერად, მაგრამ ჰაცუმიმ
შეაჩერა.
– გმადლობ, მაგრამ არ მინდა, დღეს მეტი დრო გავატარო შენთან. არ
მჭირდება შენი გამოყოლა. სადილისთვის გმადლობ.
– როგორც გინდა.
– მინდა, ტორუმ გამაცილოს სახლში.
– როგორც გინდა. ისე, ვატანაბეც თითქმის ჩემნაირია. მართალია, კარგი
ადამიანია, მაგრამ გულის სიღრმეში არავის სიყვარული არ შეუძლია. მასში
ყოველთვის არის რაღაც სრულიად ფხიზელი და განმარტოებული. მას აქვს ის
შიმ შილი, რომელსაც ვერაფრით მოიკლავს. მერწმუნე, კარგად ვიცი, რასაც
ვამბობ.
ტაქსი გავაჩერე და ჰაცუმი ჩავსვი პირველი.
– მაინც მივაცილებ სახლამდე.
– მაპატიე, რომ ამაში გაგხვიე, – ეს კი მითხრა ნაგასავამ, მაგრამ მივხვდი,
რომ უკვე სხვა რა მეზე ფიქრობდა.
– სად გინდა წასვლა? ებისუში? – რომ ჩავსხედით ტაქსიში, ჰაცუმის ვკით-
ხე. ებისუში ჰქონდა ბინა.
თავი გააქნია.
– კარგი. სადმე დალევაზე რას იტ ყვი?
– მინდა, – თავი დამიქნია.

223
– შიბუიაში წავიდეთ, – ვუთხარი მძღოლს.
ჰაცუმიმ გულხელი დაიკრიფა, თვალები დახუ ჭა და საზურგეს მიეყრდნო.
ტაქსი რომ დაიძრა, მისმა პატარა ოქროს საყურეებმა სინათლე აირეკლა. მი-
სი შუაღამისფერი კაბა თითქოს ზუსტად ამ ბნელ ინტერიერთან შესარწყმე-
ლად შეეკერათ. დროდადრო მსუბუ ქად შეღებილ ლამაზი ფორმის ტუჩებს ისე
შეაღებდა, თითქოს, ლაპარაკის წამოწყებას აპირებდა. ვუყურებდი და ვხვდე-
ბოდი, რატომ აირჩია ნაგასავამ თავის განსაკუთრებულ კომპანიონად. უამრა-
ვი გოგო იყო ჰაცუმიზე ლამაზი და ნაგასავა თავისუფლად შეძლებდა მათთან
ყოფნას. მაგრამ ჰაცუმის ისეთი თვისებები ჰქონდა, რომლებიც გულს აგით-
რთოლებდა. მასში არაფერი იყო ნაძალადევი. საოცრად დახვეწილი იყო და
ადამიან ში ღრმა განცდებს აღძრავდა. შიბუიისკენ მიმავალ გზაზე ვუყურებდი
და ვფიქრობდი, მაინც რა უნდა ყოფილიყო ეს საპასუხო ემოცია, მაგრამ პა-
სუხს ვერ ვპოულობდი.
თორმეტზე მეტი წელი რომ გავიდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა იყო ეს.
სანტა ფეში ვიყავი, ერთი მხატვრისგან ინტერვიუ უნდა ამეღო, ადგილობრივ
პიცერიაში ვიჯე ქი, ლუდს ვსვამდი, ვჭამდი პიცას და თვალს ვადევნებდი მზის
უმ შვენიერეს ჩასვლას.
ყველაფერი ბრდღვიალა სიწითლეში იყო ჩაფლული: ჩემი ხელიც, თეფშიც,
მაგიდაც, სამყაროც – გეგონება, ყველაფერს რაღაც განსაკუთრებული ხილის
წვენი ჰქონდა გადმოსხმული. ამ შთამბეჭდავი დაისის დროს ჰაცუმის ხატება
წარმომიდგა თვალწინ, და, აი, იმ წუთას მივხვდი, მაშინ გული რამ ამითრთო-
ლა. ბავშვურობამ და სისპეტაკემ. დამვიწყებოდა, რომ ასეთი რამ ოდესმე არ-
სებობდა ჩემ ში. ჰაცუმიმ მაშინ ჩემი ის ნაწილი გამოაფხიზლა, რომელიც დიდი
ხნის წინ იყო მიძინებული. და როცა ეს გავაცნობიერე, ისეთი სევდა ვიგრძენი,
რომ ლამის ცრემლებში დავიხრჩვე. ლამის ცრემლები წამსკდა. ჰაცუმი განსა-
კუთრებული ქალი იყო, სრულიად განსაკუთრებული. ვინმეს რამე ეღონა... რა-
მე მაინც, მის გადასარჩენად.
მაგრამ ამას ვერც ნაგასავა, ვერც მე ვერ მოვახერხებდით. რამდენადაც ვი-
ცი, ჰაცუმიმ რამდენიმე წლის შემდეგ თითქმის მყისიერად გადაწყვიტა, ამ
ცხოვრებიდან წასულიყო. ნაგასავას გერმანიაში გამგზავრებიდან ორი წლის
შემდეგ გათხოვდა, მერე კი, კიდევ ორი წელი რომ გავიდა, სამართებლით გა-
დაიჭრა მაჯები.
რა თქმა უნდა, ნაგასავასგან შევიტ ყე, რაც მოხდა. ბონიდან მწერდა: „ჰა-
ცუმის სიკვდილმა ჩემ ში რაღაც გააქრო. ეს აუტანლად სამ წუხარო და მტკივ-

224
ნეულია, ჩემთვისაც კი“. წერილი ნაკუწებად ვაქციე და გადავ ყარე. მას შემდეგ
აღარასდროს მიმიწერია ნაგასავასთვის.
ჰაცუმი და მე პატარა ბარში შევედით და რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. ბევრი
არაფერი გვითქვამს. როგორც მოწყენილი მოხუცი ცოლ-ქმარი, ერთმანეთის
პირისპირ დავსხედით, ვსვამდით ჩუმად და არაქისს ვაკნატუნებდით. როდე-
საც ხალხი მომრავლდა, სასეირნოდ წავედით. ჰაცუმიმ თქვა, გადავიხდიო,
მაგრამ მე დავიჟინე გადახდა, რადგან დალევა ჩემი იდეა იყო. ღამის ჰაერი
სუსხიანი იყო. ჰაცუმი თავის ღია ნაცრისფერ მოსასხამ ში გაეხვია და ჩუმად
გამომყვა. ღამის ქუჩებში ისე გავედით, მიმართულება ამორჩეული არ მქონია,
ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე. თავში გამიელვა, ესეც ნაოკოსთან სეირნობას
ჰგავს-მეთქი.
– არ იცი, აქ სადმე ახლოს თუ შეიძლება ბილიარდი ითამაშოს კაცმა? – მკით-
ხა ჰაცუმიმ მოულოდნელად.
– ბილიარდი? თამაშობ?
– კი, ძალიან კარგად. შენ?
– ვთამაშობ. მაინცდამაინც კარგად არა.
– კარგი, წავიდეთ მაშინ.
იქვე ახლოს საბილიარდო ვიპოვეთ და შევედით. ხეივნის ბოლოს ერთი პა-
ტარა ადგილი იყო. ჩვენ – ჰაცუმი თავის ლამაზ კაბაში, მე კი ჩემს ლურჯ
ქურთუკში და ზოლიან ჰალსტუხში გამოწყობილი, ჭუჭყიან საბილიარდოში
ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სულ არ ადარდებდა ჰაცუმის, რადგან კია
შეარჩია და ცარცი წაუსვა. ჩანთიდან თმის სამაგრი ამოიღო და კეფასთან ისე
დაიმაგრა, რომ თამაშ ში ხელი არ შეშლოდა.
ორი ხელი ვითამაშეთ. ჰაცუმი მართლა კარგი მოთამაშე იყო, მე კი მიჭირ-
და, რადგან ხელი ისევ შებინტული მქონდა. მომიგო.
– რა მაგრად თამაშობ! – აღფრთოვანებული ვიყავი.
– გინდა თქვა, რომ გარეგნობა ზოგჯერ მოჩვენებითია? – გაეღიმა.
– ასე თამაში სად ისწავლე?
– ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა, ძველი მოთამაშე იყო. სახლში მაგიდა ედგა.
თავიდან მე და ჩემი ძმა თამაშით თავს ვირთობდით. როცა წამოვიზარდე, ბა-
ბუამ სწორი მოძრაობები მასწავლა. ის საოცარი ვინმე იყო, სიმპათიური –
კარგი სტილიც ჰქონდა, ახლა უკვე მკვდარია. იმით ტრაბახი უყვარდა, ერ-
თხელ რომ დინა დურბინს შეხვედროდა ნიუ-იორკში.

225
სამი ზედიზედ ჩააგ დო, მეოთხე ააცილა. ააი, მე კი მართლა ცუდად ვთამა-
შობდი.
– ბინტის ბრალია, – სცადა ჰაცუმიმ ჩემი გამხნევება.
– არა, უბრალოდ დიდი ხანია, აღარ მითამაშია, ორი წელი და ხუთი თვეა.
– ასე ზუსტად როგორ გახსოვს?
– ბოლოს რომ ვითამაშეთ, იმ ღამით მეგობარი მომიკვდა.
– თამაში მაგიტომ შეწყვიტე?
– არა, ეგრე არ არის, – დავფიქრდი ცოტა ხანს, – უბრალოდ, მას შემდეგ
არასდროს მომცემია თამაშის შემთხვევა. ეგ არის და ეგ.
– როგორ მოკვდა შენი მეგობარი?
– ავ ტოკატასტროფაში.
კიდევ რამდენიმე ბურთი ჩააგ დო, გულგრილი სერიოზულობით უმიზნებდა,
და ზუსტად ახერხებდა, თითოეული დარტყმისას ძალა მოეზომა. მას რომ ვუ-
ყურებდი – ფრთხილად რომ გადაიწია თმა უკან, თვალებში რომ არ ჩამოყრო-
და, მის მოციმციმე საყურეებს, იატაკზე სწორად დაბჯენილ მის ფეხსაცმელს,
ლამაზ, თხელ თითებს, რომლებიც მწვანე გადასაკრავს ნაზად ეყრდნობოდნენ
დარტყმის დროს – მეჩვენებოდა, ეს ჭუჭყიანი საბილიარდო რომელიღაც დი-
დებულ წვეულებად ქცეულიყო. იქამდე მასთან მარტო არასოდეს ვყოფილვარ
და ჩემთვის ეს საუცხოო გამოცდილება იყო, თითქოს ცხოვრების კიბეზე ავ-
მაღლდი. მესამე ხელის ბოლოს, რომელშიც, რა თქმა უნდა, დამამარცხა, ჭრი-
ლობიდან სისხლმა გამოჟონა, ამიტომ თამაში შევწყვიტეთ.
– მაპატიე, სათამაშოდ წამოსვლა არ უნდა შემომეთავაზებინა.
– არა უშავს. სერიოზული ჭრილობა არ არის. თან გავერთე თამაშით, მარ-
თლა.
– თვალი კარგად გიჭრის, დაიკო, – უთხრა გამხდარმა მეპატრონე ქალმა
ჰაცუმის, როცა საბილიარდოდან გავდიოდით. ჰაცუმიმ გაუღიმა და მადლობა
გადაუხადა ანგარიშის გასწორების დროს.
– გ ტკივა? – მკითხა, გარეთ რომ გამოვედით.
– არც ისე.
– როგორ ფიქრობ, გაგეხსნა ჭრილობა?
– არა მგონია, რამე სერიოზული იყოს.
– ჩემთან უნდა წამოხვიდე. სახვევს გამოგიცვლი. წამო, წამო, აქვე ვცხოვ-
რობ.

226
ვუთხარი, არაფერია ასაღელვებელი, კარგად ვიქნები-მეთქი, მაგრამ
დაიჟინა, უნდა შევამოწმოთ, ჭრილობა ხომ არ გაიხსნაო.
– იქნებ ჩემთან ყოფნა არ მოგწონს და ერთი სული გაქვს, სახლში დაბრუნ-
დე? – ეშმაკურად გაიღიმა.
– რას ამბობ!
– წავიდეთ მაშინ. შორს არ არის.
ჰაცუმის ბინა შიბუიადან ებისუსკენ თხუთმეტი წუთის სავალ გზაზე მდე-
ბარეობდა. ყველანაირი გაგებით გლამურული შენობა იყო, პატარა დერეფანი
და ლიფტი ჰქონდა. ჰაცუმიმ სამზარეულოს მაგიდასთან დამსვა და გამოსაც-
ვლელად შევიდა საძინებელში. იქიდან რომ გამოვიდა, პრინსტონის კაპიუშო-
ნიანი ჯემპრი და ბამბის შარვალი ეცვა – ოქროს საყურეები აღარ ეკეთა. პირ-
ველი დახმარების ყუთი რომ მაგიდაზე დადგა, ბინტი მომხსნა და შეამოწ მა,
ჭრილობა ისევ თუ იყო გაკერილი, მერე სადეზინფექციო ხსნარი წამისვა და
ხელზე ბინტი შემომახვია. ეს ყველაფერი პროფესიონალივით გააკეთა.
– ამდენ რამეში ასე საიდან ხარ გარკვეული?
– საავადმყოფოში მოხალისედ ვიყავი. მედდად. იქ ვისწავლე.
ჰაცუმიმ სახვევი გამომიცვალა, მერე მაცივრიდან ორი ქილა ლუდი გა-
მოიღო. თვითონ ნახევარი ქილა დალია, მე – დარჩენილი ერთ-ნახევარი. მერე
თავისი მეგობარი გოგონების ფოტოები დამათვალიერებინა. მართალი ყოფი-
ლა – რამდენიმე მათგანი მიმზიდველი იყო.
– როცა ვინმეს გაცნობა მოგინდება, მაშინვე მითხარი.
– არის, ქალიშვილო!
– აბა, ტორუ, სიმართლე მითხარი. ბებერი მაჭანკალი გგონივარ, არა?
– ასეც შეიძლება ითქვას, – გავუღიმე.
– კიდევ მითხარი რაღაც, ტორუ... ჩემსა და ნაგასავაზე რას ფიქრობ?
– რას გულისხმობ? რაზე რას ვფიქრობ?
– მე რა უნდა ვქნა. დღეიდან. აი, ამაზე.
– მე რას ვფიქრობ, მნიშვნელობა არა აქვს, – ცივი ლუდი მოვსვი.
– არა უშავს, მითხარი ყველაფერი, რასაც ფიქრობ.
– კარგი. მე რომ შენს ადგილას ვიყო, მივატოვებდი. ვიპოვიდი ვინმეს, ვი-
საც უფრო ნორმალური შეხედულებები აქვს და ვიცხოვრებდი მასთან ერთად
ბედნიერად. ნაგასავასთან ერთად ბედნიერი ვერ იქნები. ის ისე ცხოვრობს,
თავში აზ&s hy;რადაც არ მოსდის, რომ ან თავის ბედნიერებაზე იზრუნოს, ან
სხვისაზე. მასთან ერთად ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ნერვულ სისტემას თუ

227
დაგიზიანებს. მე ისიც მიკვირს, მასთან ერთად რომ სამი წელი იყავი. რა თქმა
უნდა, ის სხვა საქმეა, მე რომ ჩემებურად ვარ აღფრთოვანებული ნაგასავათი.
ის სასაცილო ვინმეა და ბევრი დადებითი თვისებაცა აქვს. ისეთი შესაძლებ-
ლობებისა და უნარების პატრონია, მე რომ არც კი დამესიზმრება. მაგრამ მისი
იდეები, შეხედულებები და ცხოვრების სტილი ნორმალური მაინც არ არის.
ზოგჯერ, როცა ველაპარაკები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს წრეებს ვურტყამ-
დე. ის პროცესი, რაც მას ზრდის, მე წრეზე მატრიალებს. მაგიტომაა, თავი ცა-
რიელი რომ მგონია! მოკლედ, სრულიად განსხვავდებით. ხვდები, რის თქმას
ვცდილობ?
– ვხვდები, – ჰაცუმიმ მაცივრიდან კიდევ ერთი ლუდის ქილა გამოიღო.
– თან საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიწყებს მუშაობას და იქ ერ-
თწლიან პრაქტიკას გაივლის, უცხოეთში გაემგზავრება. შენ მაგ დროს რის გა-
კეთებას აპირებ? ადგები და დაელოდები? არავის ცოლად მოყვანა არა აქვს
მაგას განზრახული.
– ეგეც ვიცი.
– ჰოდა მეც მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
– გასაგებია.
ჭიქა ნელა ავივსე ლუდით.
– იცი, რა, ბილიარდის თამაშის დროს, უეცრად თავში ერთი აზრი მომივი-
და. დედისერთა ვარ, მაგრამ ბავშვობაში არც ერთხელ არც მარტო მიგრძნია
თავი ამის გამო, და არც და-ძმა მინატრია. თავს მარტოც მშვენივრად
ვგრძნობდი. მაგრამ სრულიად მოულოდნელად, როდესაც შენთან ერთად ბი-
ლიარდს ვთამაშობდი, ვინატრე, ნეტა შენნაირი უფროსი და მყოლოდა, მშვე-
ნიერი, თავბრუდამხვევი, შუაღამისფერკაბიანი, ოქროსსაყურეებიანი, თან
ისეთი, კიასაც რომ ოსტატურად მოიხმარდა.
ჰაცუმიმ გაიღიმა.
– დიდი ხანია, ასეთი სასიამოვნო არაფერი უთქვამთ ჩემთვის, მართლა.
– მხოლოდ ის მინდა, – გავწითლდი ამ დროს, – რომ ბედნიერი იყო. თუმცა
ეს სიგიჟეა. ისეთი ვინმე ჩანხარ, ნებისმიერთან რომ ბედნიერი იქნებოდა, და
ამდენ ხალხში მაინცდამაინც ნაგასავა რატომ აირჩიე?
– ეგეთი რამეები თავისით ხდება. ალბათ შენ თვითონ ამ დროს არც არა-
ფერი შეგიძლია. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ნაგასავა კი იტ ყოდა, რომ ეს ჩემი
საქმეა და არა მისი...
– ჰოო... ასე იტ ყოდა...

228
– მაგრამ მაინც, ტორუ, მე არ ვარ უჭკვიანესი გოგონა დედამიწის ზურგზე.
საქმე საქმეზე თუ მიდგა, ცოტათი წავისულელებ კიდეც და ძველმოდურიც
ვარ. ბევრს ვერც მაგ თქვენს შეხედულებებზე ვიდარდებ და ვერც პასუხის-
მგებლობებზე. მხოლოდ ის მინდა, გავთხოვდე და ყოველ ღამით საყვარელი
კაცი მეფერებოდეს, მინდა, შვილები გავუჩინო. ესეც საკმარისია ჩემთვის, მხო-
ლოდ ეგ მინდა ცხოვრებისგან.
– იმას კი, რაც ნაგასავას უნდა ცხოვრებისგან, საერთო არაფერი აქვს მა-
გასთან.
– ადამიანები იცვლებიან. არა?
– რას გულისხმობ, გაერევიან საზოგადოებაში, მერე ვიღაც პანღურს ამოჰ-
კრავს და გაიზრდებიან?
– ჰო, თან თუ დიდი ხნით გაემგზავრება, ჩემდამი გრძნობები შეიძლება შე-
ეცვალოს, შენ ასე არ ფიქრობ?
– ის ხომ ჩვეულებრივი ტიპი არ არის. განსხვავებულია. ისე ძლიერ
მოისურვებს ხოლმე რამეს! იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე მე და შენ წარმოგ-
ვიდგენია. და ყოველდღიურად კიდევ უფრო ძლიერდება. წინ თუ რამე გა-
დაეღობება, ერთადერთ გამოსავალს ხედავს – უნდა გაძლიერდეს. ასეც შვრე-
ბა. ლოქორებიც კი შე ჭამა, უკან რომ არ დაეხია, მხოლოდ იმის გამო. ეგეთი
კაცისგან რას ელი საერთოდ?
– ლოდინის გარდა, სხვა მე არაფერი შემიძლია, – ჰაცუმის ნიკაპი ხელზე
ჩამოეყრდნო.
– ასე ძლიერ გიყვარს?
– მიყვარს, – არც კი დაუყოვნებია, ისე მიპასუხა.
– ვაჰ, ბიჭო! – შევძახე და ბოლო ყლუპი ლუდიც მოვსვი, – რა დიდებული
უნდა იყოს, ეგრე დარწმუნებული რომ ხარ სიყვარულში.
– მე ერთი სულელი, ძველმოდური გოგო ვარ. დალევ კიდევ ლუდს?
– არა, უკვე უნდა წავიდე. გმადლობ სახვევის გამოცვლისთვისაც და ლუ-
დისთვისაც.
დერეფან ში რომ ვიდე ქი ფეხსაცმლის ჩასაცმელად, ტელეფონი აწკრიალ-
და. ჰაცუმიმ ჯერ მე გამომხედა, მერე ტელეფონს, მერე ისევ მე.
– ღამე მშვიდობისა! – გარეთ გამოვედი. კარს რომ ვხურავდი, თვალი მოვ-
კარი, როგორ აიღო ჰაცუმიმ ყურმილი ხელში. მერე აღარასოდეს მინახავს.
საერთო საცხოვრებელში თორმეტის ნახევარზე დავბრუნდი, პირდაპირ
ნაგასავას ოთახს მივაშურე და კარზე დავუკაკუნე. მეათედ რომ დავაკაკუნე,

229
მერე მივხვდი, რომ შაბათი საღამო იდგა. ნაგასავა შაბათობით ყოველთვის
ღამის გარეთ გატარების უფლებას იღებდა, თითქოს ნათესავის სახლში რჩე-
ბოდა ხოლმე.
ჩემს ოთახში შევედი, ჰალსტუხი მოვიხსენი, ქურთუკი და შარვალი დავ კი-
დე, პიჟამა ჩავიცვი და კბილები გავიხეხე. ო, არა! ხვალ ისევ კვირა უნდა დამ-
დგარიყო. თითქოს კვირა ყოველ ოთხ დღეში ერთხელ დგებოდა. კიდევ ორი
კვირაც და ოცი წლის გავხდებოდი. საწოლზე რომ გავიშხლართე, კალენდარს
ავხედე და შავბნელმა ფიქრებმა მომიცვა.
კვირა დილით ნაოკოსთვის მისაწერად მერხთან ჩამოვჯე ქი, თან დიდი
ფინჯნით ვსვამდი ყავას და მაილს დევისის ძველ ალბომებს ვუსმენდი. გარეთ
ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა, ჩემს ოთახს კი აკვარიუმის სუსხი დაჰკრავდა. ჩრჩი-
ლის სუნი უდიოდა იმ სქელ ჯემპრს, რომელიც ყუთიდან ამოვიღე. მაღლა,
ფანჯრის ჩარჩოზე, უზარმაზარი, მსუ ქანი ბუზი ჩამომჯდარიყო გაუნძრევ-
ლად. ქარი არ იძვროდა, ამიტომ ამომავალი მზის ქვეყნის დროშა რომაელი
სენატორის ტოგასავით იყო ბოძზე ჩამოკონ წიალებული. გამხდარი ყავისფერი
ძაღლი ეზოში დაძუნძუულებდა და ყვავილნარს ყნოსავდა. ვერაფრით მივ-
ხვდი, რატომ უნდა ეყნოსა ძაღლს ყვავილები იმ წვიმიან დღეს.
გრძლად მივწერე. გაჭრილი ხელისგული რომ ამტკივდებოდა ხოლმე, ფან-
ჯრიდან ვაცეცებდი თვალებს და წვიმიან ეზოს ვათვალიერებდი.
იმით დავიწყე, რომ მარჯვენა ხელი საშინლად გამეჭრა მუსიკალურ მაღა-
ზიაში მუშაობის დროს, მერე ნაგასავამ საგარეო საქმეთა სამინისტროში წარ-
მატებით ჩაბარებული გამოცდის აღსანიშნავად სადილზე რომ დაგ ვპატიჟა მე
და ჰაცუმი. აღვუწერე რესტორანი და საჭმელი. კერძები ძალიან გემრიელი
იყო, აი, ატმოსფერო კი ცოტათი არაკომფორტული-მეთქი, მივწერე.
ვიფიქრე, ნეტა კიძუკის შესახებ უნდა მივწერო და ჰაცუმისთან ბილიარ-
დის თამაშთან ხაზი გავავლო თუ არა-მეთქი და გადავწყვიტე, ასეც მოვ-
ქცეულიყავი. ვიგრძენი, რომ ვალდებულიც კი ვიყავი, ეს მიმეწერა.
„დღემდე მახსოვს კიძუკის ბოლო დარტყმა იმ დღეს – იმ დღეს, როცა მოკ-
ვდა. არ მეგონა, თუ შეძლებდა იმ ბურთის ჩაგ დებას. თუმცა იღბალი თან
სდევდა – იდეალურად დაარტყა, თეთრ და წითელ ბურთებს ჩქამიც არ
გაუღიათ, როდესაც ერთმანეთს შეეჯახნენ და თამაშის ბედი გადაწყვიტეს
მწვანე მაუდზე. ისეთი ლამაზი დარტყმა იყო, ახლაც კი ნათლად მიდგას
თვალწინ. მას შემდეგ ორ-ნახევარი წელიწადი გავიდა და კიას არ შევხებივარ.

230
იმ ღამით კი, როცა ჰაცუმის ვეთამაშებოდი ბილიარდს, ვიდრე პირველ
ხელს არ მოვრჩით, კიძუკი ერთხელაც არ გამხსენებია, და ამან შოკში ჩამაგ-
დო. ყოველთვის მეგონა, რომ ბილიარდის თამაში კიძუკის გამახსენებდა. მაგ-
რამ ვიდრე პირველ ხელს არ მოვრჩით და სავაჭრო აპარატიდან პეპსი არ ვი-
ყიდე, არც კი მომგონებია. საბილიარდოში ხშირად დავნაძლევებულვართ სას-
მელებზე.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო, რომ კიძუკი მაშინ-ვე არ გამახსენ-
და. საერთო საცხოვრებელში, ჩემს ოთახში დაბრუნებულმა ამაზე ფიქრი და-
ვიწყე – ორ-ნახევარი წელი გავიდა იმ ამბიდან და კიძუკი ისევ ჩვიდმეტი
წლისაა. განა მოგონებები გამიფერმკრთალდა. კიძუკის სიკვდილით გამოწ-
ვეული ტკივილი არ გამნელებია, თანდათან, მგონი, გამიმ წვავდა კიდევ. აი, რა
მინდა გითხრა – მალე ოცი წლისა გავხდები. მე და კიძუუკის თექვსმეტი--
ჩვიდმეტი წლის ასაკში ბევრი რამ გვქონდა საერთო, მაგრამ ბევრი რამ გაქრა
და ამას არაფერი ეშველება. ამაზე უკეთ ვერ აგიხსნი. მგონია, მიხვდები, რას
ვგრძნობ და რის თქმას ვცდილობ. ალბათ შენ ერთადერთი ხარ ამ სამყაროში,
ვინც შეძლებდა ამის გაგებას.
შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. დღეს წვიმს. წვიმიანი კვირადღეები ჩემ-
თვის რთული გადასატანია. როცა წვიმს, ვერც ვრეცხავ და ვერც ვაუთოებ.
ვერც სასეირნოდ მივდივარ, და ვერც სახურავზე ვწვები. მხოლოდ ის შემიძ-
ლია, ერთსა და იმავე მუსიკას უამრავჯერ მოვუსმინო – უამრავჯერ და თან
ვუყურო, როგორ აწვიმს ეზოს. როგორც უკვე მოგწერე, კვირას არ ვცდილობ
თავის საათივით მომართვას. აი, სწორედ ამიტომაა ამხელა ეს წერილი. აი,
ვწყვეტ წერას. ლანჩზე მივდივარ სასადილოში.
კარგად იყავი.“

231
თავი მეცხრე

მეორე დღეს ლექციაზე მიდორის კვალსაც ვერ მივაგენი. ნეტა რა მოუვი-


და? მას შემდეგ, რაც ბოლოს ტელეფონით ველაპარაკე, ათი დღე გავიდა. გა-
ვიფიქრე, დავურეკავ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. მითხრა, თვითონ და-
გირეკავო.
იმ ხუთშაბათს ნაგასავა სასადილოში შემხვდა. ხელში საჭმლით სავსე
ლანგარი ეჭირა, გვერდით ჩამომიჯდა და მომიბოდიშა, წვეულება ჩაგ ვშხამდა
მაშინო.
– არა უშავს, პირიქით, მადლობას უნდა გიხდიდე დიდებული ვახშმის-
თვის. უცნაურად კი აღნიშნე შენი პირველი სამსახური.
– ეგრეა.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვჭამდით.
– ჰაცუმისთან მოვაგ ვარე ყველაფერი.
– არც მიკვირს.
– როგ ორც მახსოვს, შენც ცუდად გექცეოდი.
– კი მაგრამ, რა საჭიროა ამდენი ბოდიშები? ავად ხომ არ ხარ?
– შესაძლოა, ვარ კიდეც, – რამდენჯერმე თავი დააქნია ნაგასავამ, – ჰაცუ-
მიმ მითხრა, რომ ჩემი მიტოვება ურჩიე.
– ჭკვიანური იქნებოდა.
– მეც ეგრე მგონია.
– დიდებული ვინმეა, – მისოს წვნიანი მოვხვრიპე.
– ვიცი, – ამოიროხროხა, – ცოტა უფრო დიდებული, ვიდრე მე ვიმსახურებ.
მკვდარივით მეძინა. საყვირის ხმა გაისმა და მაცნობა, რომ მირეკავდნენ.
გამორკვევა გამიჭირდა. თითქოს იქამდე მეძინა წყალში, ვიდრე ტვინი არ და-
მისივდა. საათი შვიდის თხუთმეტ წუთს მიჩვენებდა, მაგრამ იმასაც ვერ მივ-
ხვდი, დილა იყო თუ საღამო. და არც ის მახსოვს, კვირის რა დღე იყო. ფან-
ჯრიდან გავიხედე და დავინახე, რომ ბოძზე დროშა არ ფრიალებდა. როგორც
ჩანს, მაინც საღამო უნდა ყოფილიყო, ასე რომ, დროშის აღმართვას რაღაც
მიზანი მართლა ჰქონია.

232
– ეი, ვატანაბე, – გცალია ახლა? – მიდორი მირეკავდა.
– არ ვიცი, რა დღეა?
– პარასკევი.
– დილა თუ საღამო?
– საღამო, რა თქმა უნდა! რა უცნაურად ლაპარაკობ! დავხედო, აბა. ა, სა-
ღამოს შვიდის თვრამეტი წუთია.
– მართლაც საღამო ყოფილა! უი, საწოლში ვიწე ქი და წიგნს ვკითხულობ-
დი, რომ ჩამთვლიმა. პარასკევი. თავი ავამუშავე. პარასკევ საღამოს მუსიკა-
ლურ მაღაზიაში არ ვიყავი წასასვლელი.
– ჰო, თავისუფალი ვარ. შენ სადა ხარ?
– უენოს სადგურზე. მოდი შინჯუკუში შევხვდეთ, რა. ახლა გამოვალ.
დროსა და ადგილზე შევთანხმდით და ყურმილი დავ კიდე.
როცა დუგ-ში მივედი, მიდორი დახლის ბოლოში იჯდა და სვამდა. კაცის
დაჭმუჭნილი თეთრი ლაბადა, ყვითელი თხელი ჯემპრი და ლურჯი ჯინსი ეც-
ვა და მაჯაზე ორი სამაჯური ეკეთა.
– რას სვამ?
– ტომ კოლინზს.
მე ვისკი და გაზიანი წყალი შევუკვეთე, მერე დავინახე, მიდორის ფეხებ-
თან დიდი ჩემოდანი ედგა.
– წასული ვიყავი, ახლახან დავბრუნდი.
– სად იყავი წასული?
– სამხრეთით, ნარაში და ჩრდილოეთით, აომორიში.
– ერთდროულად?
– ნუ სულელობ, რა. შეიძლება უცნაური ვარ, მაგრამ ჩრდილოეთით და
სამხრეთით ერთდროულად ვერ წავიდოდი. ჯერ ნარაში წავედი მეგობარ ბიჭ-
თან ერთად და მერე აომორიში წავედი მარტო.
ვისკი და გაზიანი წყალი მოვსვი, მერე ასანთს გავ კარი რომ მიდორისთვის
პირში გაჩრილი მარლბოროს ღერისთვის მომეკიდებინა.
– ალბათ დაკრძალვის ამბების გამო მთელი საშინელება გადაიტანე.
– არა, დაკრძალვა ტორტის ნაჭერს ჰგავდა. მაგას შეჩვეულები ვართ. ჩაიც-
ვამ შავ კიმონოს, ჩამოჯდები იქ ქალბატონივით და სხვა ყველა საქმეს აკე-
თებს – ბიძაც, მეზობელიც და უცხოც. საკე მოაქვთ, სუშის უკვეთენ, გამ შვი-
დებენ – იტირე, აბა, შენ იციო. პიკნიკსა ჰგავს. ყოველდღე ვიღაცის მოვლას-
თან შედარებით, ნამდვილად პიკნიკსა ჰგავს. გამოფიტულები ვიყავით მე და

233
ჩემი და. ვერც კი ვიტირეთ. ცრემლი სულ გაგ ვიშრა. მართლა. მაგრამ, როცა
ასე იქცევი, ჩურჩულს იწყებენ, ამ გოგონებს ყინულივით ცივი გული აქვთო. ეგ
რომ გავიგეთ, მერე ჯიბრით არ ვიტირეთ. აი, ასეთები ვართ. ვიცი, შეგ ვეძლო,
რომ თავი მოგ ვეჩვენებინა, მაგრამ ეგეთს არაფერს ვიზამდით. ნაბიჭვრები! ეგ
სიამოვნება არ მივანიჭეთ და არ ვიტირეთ. მე და ჩემი და სრულიად განსხვა-
ვებულები ვართ, მაგრამ, როცა რამე ასეთზე მიდგება საქმე, ტყუპებივით ვიქ-
ცევით.
მიდორის ხელზე გაკეთებული სამაჯურები აუჟღარუნდა, როდესაც მიმ-
ტანს ხელი დაუქნია კიდევ ერთი ტომ კოლინზისა და ფსტის თასის შესაკვე-
თად.
– დაკრძალვის შემდეგ ყველანი სახლებში წავიდნენ, ჩვენ კი მზის ჩას-
ვლამდე საკეს ვსვამდით. ნახევარ ბოთლს რომ მოვუღეთ ბოლო, მეორეც დავ-
ლიეთ, თან მთელი ეგ დრო სხვებს ვთათხავდით – აი, ეს იდიოტია, ის ცალ-
ტვინაა, ის ქეციან ძაღლსა ჰგავს, ის კიდევ ღორია, ესა და ეს ფარისეველია, აი,
ის კიდევ გაიძვერა. ვერც კი წარმოიდგენ, თავს რა კარგად ვგრძნობდით!
– წარმომიდგენია!
– მერე ტუალეტი მოვისტუმრეთ და დავწე ქით. რამდენიმე საათი გვეძინა,
მერე კი, მგონი, ტელეფონმა დარეკა, მაგრამ ყურადღება არ მიგ ვიქცევია. სამ-
ყაროსთვის მკვდრები ვიყავით. ბოლოს და ბოლოს, როცა გამოგ ვეღვიძა, სუში
შევუკვეთეთ და ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა გვექნა. გადავწყვიტეთ,
დროებით მაღაზია დაგ ვეკეტა და როგორმე თავი შეგ ვექცია. რამდენიმე თვის
მანძილზე შევაკვდით იმ ყველაფერს და ახლა შესვენებას ნამდვილად ვიმსა-
ხურებდით. ჩემს დას შეყვარებულთან ერთად ცოტა ხანს იქ უნდოდა დარჩენა,
მე კი გადავწყვიტე, ჩემი მეგობარი ბიჭისთვის ხელი მომეკიდა, რამდენიმე
დღით სამოგზაუროდ წამეყვანა და გიჟებივით გვეჟიმავა, – მიდორიმ პირი
მომუწა და ყურები მოიფხანა, – ვაი, მაპატიე!
– არა უშავს. ე. ი. ნარაში გაემგზავრეთ.
– ჰო. ეგ ადგილი ყოველთვის მომ წონდა. თავისი ტაძრებითა და ირმის
პარკით.
– და გიჟივითაც იჟიმავე?
– არა, საერთოდ არა, ერთხელაც კი არა, – ამოიოხრა, – როგორც კი სას-
ტუმროს ნომერში შევედით და ჩანთები დავ ყარეთ, ციკლი დამეწყო.
სიცილისგან თავი ვერ შევიკავე.

234
– ეი, სულაც არ არის სასაცილო. ერთი კვირით ადრე დამეწყო. ეგ რომ
მოხდა, ტირილი ამივარდა და ვეღარ გავჩერდი. მგონი, მთელმა იმ სტრესმა
იმოქმედა. ჩემი მეგობარი ბიჭი ისე გაბრაზდა. როგორია, იცი? მაშინვე ბრაზ-
დება. თუმცა ეგ ხომ ჩემი ბრალი არ იყო. მე სულ არ მინდოდა, ციკლი დამ წყე-
ბოდა. და თან მე ყოველთვის რაღაც რთულად მაქვს. პირველ ორ დღეს საერ-
თოდ არაფრის კეთება არ მინდა. მაგ დროს აუცილებლად მერიდე ხოლმე.
– კი, ვეცდები, მაგრამ როგორ უნდა მივხვდე?
– ასე მოვიქცეთ – ციკლი რომ მექნება, იმ დღეებში ქუდს დავიხურავ ხოლ-
მე. წითელ ქუდს. მგონი, ეგ გამოდგება, – გაეცინა, – თუ ქუჩაში დამინახავ წი-
თელი ქუდით, ნუ დამელაპარაკები, ადე ქი და გაიქეცი.
– მაგარია. ნეტა ყველა გოგო ეგრე შვრებოდეს. კარგი, აბა, რას აკეთებდით
ნარაში?
– სხვა რა უნდა გვეკეთებინა? ირემს ვაჭამეთ და ვსეირნობდით. ნამდვი-
ლად საშინელება იყო. ძალიან ვიჩხუბეთ და რაც დავბრუნდი, არც კი მინა-
ხავს. რამდენიმე დღე აქ გავჩერდი და მერე გადავწყვიტე, მარტო წავსულიყა-
ვი სამოგზაუროდ. ამიტომ წავედი აომორიში. ჰოროსაკიში პირველი ორი ღა-
მე მეგობართან გავატარე, მერე კი აქეთ-იქით დავიწყე მოგზაურობა – შიმო-
კიტაში, ტაპიში და ეგეთ ადგილებში. როგორ მომეწონა, იცი? ერთხელ მაგ ტე-
რიტორიის შესახებ რუკის ბროშურა შევადგინე. ოდესმე იქ ყოფილხარ?
– არასოდეს.
– მოკლედ, – ტომ კოლინზი მოწრუპა, მერე კი ფსტის გახსნა სცადა, – მთე-
ლი ეგ დრო მარტომ ვიმოგზაურე და შენზე ვფიქრობდი. რა კარგი იქნებოდა,
ჩემთან ერთად ყოფილიყავი!
– კი, მაგრამ, როგორ?
– კი, მაგრამ, როგორო? რა არის გაუგებარი?
– მხოლოდ ეგ. როგორ მოხდა, რომ ჩემზე ფიქრობდი?
– იქნებ იმიტომ ვფიქრობდი შენზე, რომ მომ წონხარ! აი, როგორ! კიდევ
რატომ უნდა მეფიქრა შენზე? კი, მაგრამ, ვინმეზე იფიქრებ, ნეტა ჩემთან იყო-
სო, თუკი არ მოგწონს?
– მაგრამ შენ ხომ მეგობარი ბიჭი გ ყავს. ჩემზე არ უნდა ფიქრობდე, – ოდ-
ნავ მოვსვი წყალგარეული ვისკი.
– გინდა თქვა, რომ, რადგან მეგობარი ბიჭი მყავს, სხვაზე ფიქრის უფლება
არა მაქვს?
– არა, მაგას არ ვამბობ, უბრალოდ, მე...

235
– აბა, ახლა ეს სწორად გამიგე, ვატანაბე, – მიდორიმ თითი გამოიშვირა
ჩემკენ, – გაფრთხილებ, რომ მთელი თვის დაძაბულობა მაქვს ჩალე ქილი და
მალე ავფეთქდები. ამიტომ დაფიქრდი, რას მეუბნები! კიდევ რამე მაგ დაგ ვარს
იტ ყვი და აქაურობას ცრემლებით დავ ტბორავ. ერთი თუ ავ ტირდი, მთელი
ღამე ვერ გავჩერდები. გინდა, ეგ რომ მოხდეს? ვმხეცდები, ტირილს რომ ვიწ-
ყებ, და სულ არა აქვს მნიშვნელობა, მაგ დროს სად ვარ! სულაც არ ვხუმრობ!
თავი დავუქნიე, არაფერი მითქვამს. მეორე ვისკი სოდით შევუკვეთე და
რამდენიმე ფსტა შევ ჭამე. სადღაც სასმელის შეიკერისა და ჭიქების წკრიალის,
ყინულის სამტვრევის ჭრიალის მიღმა, სარა ვოანი მღეროდა ძველმოდურ სა-
სიყვარულო სიმღერას.
– ტამპონის ინციდენტის შემდეგ ჩემსა და ჩემს მეგობარ ბიჭს შორის ყვე-
ლაფერი აირია.
– ტამპონის ინციდენტისო?
– დიახ, მასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი რამდენიმე თვით ად-
რე. დავლიე და მოვუყევი ისტორია ერთ ჩემს უბნელ ქალზე, რომელსაც დაცე-
მინების დროს ტამპონი დაუვარდა. განა სასაცილო არ არის?
– ძალიან სასაცილოა, – მართლა გამეცინა.
– ჰო, სხვა ბიჭებმაც ეგრე მიიჩნიეს. ის კი გაბრაზდა და მითხრა, ასეთ სი-
ბინძურეებზე არ უნდა ლაპარაკობდეო. საშინელი ვინმეა!
– ვაშა!
– არა, სინამდვილეში საოცარი ტიპია, მაგრამ ასეთ რამეზე რომ მიდგება
საქმე, მაშინვე გონებაშეზღუდული ხდება. აი, თუნდაც – თეთრი საცვალი რომ
არ მეცვას, მაშინვე გიჟდება. ეგ გონებაშეზღუდულობა არ არის?
– გემოვნების ამბავია.
ვერ წარმომედგინა, ეგეთ ტიპს როგორ მოსწონდა მიდორი, მაგრამ ამის
შესახებ არაფერი მითქვამს.
– შენ რას აკეთებდი ამ ხანებ& shy;ში?
– არაფერს. რასაც სხვა დროს.
მერე გამახსენდა, მიდორიზე ფიქრი რომ ვცადე ნძრევის დროს, როგორც
დავპირდი. ეს ხმადაბლა ვუთხარი, რომ გარშემომყოფების ყურადღება არ მი-
მექცია.
მიდორის თვალები გაუნათდა და თითები გაატ კაცუნა.
– აბა, როგორი იყო? მოგეწონა?
– არა. შემრცხვა სწრაფადვე და გავჩერდი.

236
– ნუთუ არაფერი გამოგივიდა?
– ჰო.
– ჯანდაბა! – გაღიზიანებული მიყურებდა, – თავს არ უნდა მისცე უფლება,
რომ შეგრცხვეს. რამე მართლა სექსუალურზე იფიქრე. კარგი, არა უშავს, უფ-
ლებას გაძლევ. ვიცი, რაც უნდა ვქნათ. შემდეგში მე ტელეფონით დაგელაპა-
რაკები: ოჰ, ოჰ, მიდი, მომ წონს... გაჩე, ახლა გავათავებ. მაგას ნუ შვრები, ოჰ! –
აი, ასეთ რამეებს გეტ ყვი, ვიდრე შენ იმას იზამ.
– საერთო საცხოვრებელში ტელეფონი დერეფან ში, შემოსასვლელ კართან
დგას, საიდანაც ხალხი მუდმივად შედის და გადის, – ავუხსენი მე, – საერთო
საცხოვრებლის მმართველი დამახრჩობს, თუ დაინახავს, რომ ეგეთ ადგილას
ვანძრევ.
– ოჰ, ძალიან ცუდი.
– არა უშავს. ამ დღეებში ისევ ვცდი.
– კარგად ეცადე.
– კარგი.
– ნეტა ჩემი ბრალი ხომ არ არის.
– საქმე ეგ არ არის, – ვეცადე დამერწმუნებინა, – უფრო დამოკიდებულე-
ბის ამბავია.
– იცი, რა, წარმოუდგენლად მგრძნობიარე ზურგი მაქვს. თითებით რომ
ნაზად შემეხო... მმმმმ...…
– დავიმახსოვრებ მაგას.
– ე, ხომ არ წავიდეთ და პორნოფილმი ვნახოთ? – შემომთავაზა მიდორიმ,
– რამე კარგი სადომაზოხიზმი.
ბარიდან რომ გავედით, ჯერ გველთევზა ვჭამეთ, მერე კი შინჯუკუს ერთ
ყველაზე მდარე კინოთეატრში მივედით, რომ პორნოს სამ სეანსს დავსწრებო-
დით. გაზეთში ვეძებეთ და ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სადომაზოს
უჩვენებდნენ. შიგნით კინოში რაღაც გაურკვეველი სუნი იდგა. მშვენიერ
დროს მივედით – როცა დავსხედით, ფილმი უკვე დაწყებული იყო. მდივანი
და მისი სკოლის მოსწავლე და ვიღაც კაცებმა გაიტაცეს და სადისტურად აწა-
მებდნენ. კაცები უფროს დას ყველანაირი საზიზღრობის გაკეთებას აიძულებ-
ნენ, ემუქრებოდნენ, შენს უმცროს დას გავაუპატიურებთო. მაგრამ მალე უფ-
როსი და საშიშ მაზოხისტად იქცა, უმცროსი კი ძალიან აღეგზნო იმ ყველაფ-
რის ყურების შემდეგ. იმდენად ბნელი, მომაბეზრებელი ფილმი იყო, რომ მალე
ამომივიდა ყელში.

237
– მე რომ უმცროსი და ვყოფილიყავი, ასე მალე არ აღვეგზნებოდი, ჯერ
ვუყურებდი.
– დარწმუნებული ვარ, ეგრე იქნებოდა.
– არ გგონია, რომ ქალიშვილის კვალობაზე, სკოლის მოსწავლე გოგონას
ძალიან მუ ქი ძუძუსთავები აქვს?
– სრულიად გეთანხმები.
მიდორი ეკრანს თვალს არ აცილებდა. გაოცებული ვიყავი – არასდროს მე-
ნახა, ვინმეს ფილმისთვის ასე ეყურებინოს. აი, ეს კი ღირდა ფულის გადაყ-
რად. თავის ფიქრებს მიზიარებდა: „ოჰ, ღმერთო ჩემო, ერთი იმას შეხედე!“ ან
„სამი ბიჭი ერთად! მგონი, შუაზე გახევენ!“ ან „აი, მაგას კი ვცდიდი ვინმეზე,
ვატანაბე“. მიდორის კომენტარები ბევრად უფრო მართობდა, ვიდრე თვითონ
ფილმი.
შესვენების დროს, როდესაც შუ ქი აანთეს, მივხვდი, რომ სხვა ქალი დარ-
ბაზში არ იჯდა. ერთი ახალგაზრდა კაცი – ალბათ სტუდენტი იქნებოდა – რო-
მელიც ჩვენთან ახლო იჯდა, დააკვირდა მიდორის და მერე მოშორებით გა-
დაჯდა.
– მითხარი ერთი, ვატანაბე, ასეთ რამეს რომ უყურებ, გიდგება?
– ჰო, ნუ, ზოგჯერ. მაგისთვის იღებენ ასეთ ფილმებს.
– რა, გინდა თქვა, რომ ყოველთვის, როცა ასეთი სცენა იწყება, კინოში
მყოფი ყველა კაცის ის თავს წამოყოფს? ოცდაათი, ორმოცი ცალი ერ-
თდროულად არის ამდგარი? არ არის ძალიან უცნაური?
– აქამდე არ მიფიქრია მაგაზე. გეთანხმები.
მეორე საკმაოდ ნორმალური პორნოფილმი იყო, ანუ პირველზე ბევრად
მოსაწყენი. ფილმში უამრავი ორალური სექსის სცენა იყო და დაიწყებდნენ
თუ არა მინეტს, ან კუნილინგუსს, ან პოზა 69-ს, კინოთეატრში ხმამაღალი
წოვისა და ლოკვის ხმის ეფექტები გაისმოდა. ეგ რომ მესმოდა, ვფიქრობდი,
ჩემს ცხოვრებას ფუ ჭად ჩაუვლია-მეთქი.
– ეს ხმები ნეტა საიდან მოაქვთ!
– დიდებული ხმებია! – მიდორი აღფრთოვანებული ჩანდა.
ასოს ვაგინაში შედებისა და გამოღების ხმაც იყო. არასდროს მიფიქრია,
ასეთი ხმები თუ არსებობდა. კაცი ხშირად მძიმედ სუნთქავდა, ქალი კი
ჩვეულებრივ რამეებს იძახდა – „მიდი, მიდი“ ან „არ გაჩერდე!“ – და თან კაცის
ქვეშ იკლაკნებოდა. საწოლის ჭრიალის ხმაც კი ისმოდა. ეს სცენა უსასრულოდ
გრძელდებოდა. მიდორის თავიდან ახალისებდა ეს, მაგრამ მერე მასაც მოს-

238
წყინდა და შემომთავაზა, წავიდეთო. გამოვედით და რამდენჯერმე ღრმად
ამოვისუნთქეთ. პირველად ცხოვრებაში შინჯუკუს ჰაერი სუფთად მომეჩვენა.
– კარგად გავერთეე! მოდი, კიდევ ერთხელ ვქნათ ეს.
– სულ ერთსა და იმავეს აკეთებენ.
– ჰო, მაგრამ, აბა, სხვა რა უნდა აკეთონ? ჩვენც ყველანი ერთსა და იმავე
რამეებს ვაკეთებთ.
მართალი იყო.
კიდევ ერთ ბარში შევედით და სასმელი შევუკვეთეთ. მე ისევ ვისკი დავ-
ლიე, მიდორიმ კი სამი თუ ოთხი გაურკვეველი ტიპის კოქტეილი. გარეთ რომ
გამოვედით, მიდორიმ ისევ მითხრა, მინდა, ხეზე ავძვრეო.
– გარშემო საერთოდ არ არის ხეები, მაგრამ, კიდეც რომ იყოს, ძალიან
მთვრალი ხარ.
– შენ ყოველთვის ისეთი გონიერი ხარ, რომ ყველაფერს აფუ ჭებ! მე
მთვრალი ვარ, რადგან ასე მინდა. რა მოხდა მერე? და თუნდაც ასე იყოს, მა-
ინც ავძვრები ხეზე. ჯანდაბა შენ! ავდგები ახლა და უზარმაზარი, მაღალი, დი-
დი, ვეებერთელა, უშველებელი ხის კენ წეროზე ავძვრები და ყველას თავზე
გადმოვაფსამ იქიდან!
– ისე, შემთხვევით, ტუალეტში შესვლა ხომ არ გინდა?
– კი.
მიდორი ფასიან ტუალეტთან მივიყვანე შინჯუკუს სადგურში, ხურდა ჩა-
ვაგ დე და იქ შევუშვი, მე კი ახლოს საღამოს გაზეთი ვიყიდე და ვკითხულობ-
დი, ვიდრე მიდორის ველოდი. მაგრამ არა და არ გამოვიდა. თხუთმეტი წუთის
შემდეგ ავნერვიულდი, უკვე ვაპირებდი მივსულიყავი და შემემოწ მებინა, რო-
გორ იყო, როცა, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ფერმიხდილი.
– მაპატიე, ჩამეძინა.
– კარგად ხარ? – მხრებზე ჩემი ლაბადა შემოვახვიე.
– არც ისე.
– სახლში წაგიყვან. სახლში უნდა მიხვიდე, აბაზანა მიიღო და დაწვე. გა-
დაღლილი ხარ.
– სახლში არ წავალ. რა აზრი აქვს. იქ არავინაა. არ მინდა მარტო დავიძი-
ნო იქ.
– ჰო, ეგ საშინელებაა. აბა, რას აპირებ?
– აქვე ახლოს რომელიმე ოტელში წასვლას და შენს მკლავებში დაძინებას.
კუნძივით. ხვალ დილით ერთად ვისაუზმებთ სადმე და ლექციებზეც ერთად

239
წავალთ.
– ამას თავიდანვე გეგმავდი, არა? ზუსტად ამიტომ დამირეკე.
– რა თქმა უნდა.
– შენი მეგობარი ბიჭისთვის უნდა დაგერეკა, ჩემთვის კი არა. აი, მაგას კი
ექნებოდა აზრი. მეგობარი ბიჭები მაგისთვის არსებობენ.
– მაგრამ მე რომ შენთან ყოფნა მინდა?
– ჩემთან ვერ იქნები. ჯერ ერთი, შუაღამემდე საერთო საცხოვრებელში
უნდა დავბრუნდე. კომენდანტის საათს დავარღვევ. ერთხელ ეგრე რომ მოვი-
ქეცი, საშინელი დღე დამადგა. და კიდევ, თუ გოგოსთან ერთად დავწვები, მას-
თან მომინდება, და ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ახლა დავწვე და თავი შევი-
კავო. არ ვხუმრობ, შეიძლება ძალა დაგატანო.
– რას გულისხმობ, დამარტყამ, დამაბამ და უკნიდან მიხმარ?
– ე, სერიოზულად გეუბნები.
– მაგრამ, ასე მარტო რომ ვგრძნობ თავს?! მინდა, ვინმესთან ერთად ვიყო.
ვიცი, რომ საშინლად გექცევი, მოთხოვნებს გიყენებ და სანაცვლოდ არაფერს
გაძლევ; რაც თავში მომივა, ყველაფერს გეუბნები, ოთახიდან გამომყავხარ და
გაიძულებ, სადაც მინდა, იქ წამიყვანო, მაგრამ ეგ მხოლოდ შენთან შემიძლია.
აქამდე ჩემი ვერავისთან გამქონდა, ერთხელაც კი ვერ შევძელი ეს ოცი წლის
მანძილზე. მამაჩემი, დედაჩემი, ისინი არასდროს არ მაქცევდნენ ყურადღებას,
ოდნავადაც კი. არც ჩემი მეგობარი ბიჭი, ის ასეთი ტიპი არ არის. ბრაზობს,
თუ ვცდილობ, ჩემს ჭკუაზე ვატარო და ბოლოს ყველაფერი ჩხუბით სრულდე-
ბა. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია, ასეთი რამეები ვუთხრა. და ახლა,
მე ძალიან, ძალიან, ძალიან დაღლილი ვარ და მინდა, ისე ჩამეძინოს, რომ
ვინმე მეუბნებოდეს, როგორ ძალიან მოვწონვარ, რა ლამაზი ვარ და ეგეთებს.
აი, ეგ მინდა. და როცა გამოვიღვიძებ, ენერგიით სავსე ვიქნები და კიდევ ერ-
თხელ ამ ეგოისტურ მოთხოვნებს არ წაგიყენებ. გეფიცები. კარგი გოგო ვიქნე-
ბი.
– მესმის შენი, მაგრამ, დამიჯერე, მართლა არაფერი შემიძლია.
– გთხოვ რა! თორემ დავჯდები, აი, ზუსტად აქ, მიწაზე, და მთელი ღამე
ვიტირებ. და პირველივე ბიჭთან დავწვები, რომელიც დამელაპარაკება.
ამან გაჭრა. დავურეკე ნაგასავას საერთო საცხოვრებელში. როცა ტელე-
ფონზე მიპასუხა, ვთხოვე, იქნებ შეძლო, ისე ქნა, თითქოს ღამით უკან
დავბრუნდი-მეთქი. ავუხსენი, რომ გოგოსთან ერთად ვიყავი.

240
– კარგი. ეგ საპატიო მიზეზია, სიამოვნებით დაგეხმარები. შენი სახელის
ნიშანს შემოვატრიალებ. არ იდარდო. რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. დილით კი
შეგიძლია, ჩემი ფანჯრიდან შე ;მოხვიდე.
– გმადლობ. შენთან ვალში ვარ.
– მოგ ვარდა ყველაფერი? – მკითხა მიდორიმ.
– მოგ ვარდა, – ამოვიოხრე.
– დიდებულია! წამოდი მაშინ საცეკვაოდ, ჯერ ადრეა.
– მოიცა, მოიცა, მეგონა, დაღლილი იყავი.
– ეგეთი რამისთვის თავს კარგად ვგრძნობ.
– ვაჰ, ბიჭო!
მართალი აღმოჩნდა. როცა დისკო ბარში შევედით და ცეკვა დაიწყო, მო-
ღონიერდა კიდეც. ორი ვისკი და კოლა დალია და იქამდე იდგა საცეკვაო
მოედანზე, ვიდრე შუბლი ოფლით არ დაეცვარა.
– როგორ გავერთე! – ამოიძახა, როცა მაგიდასთან ჩამოვსხედით დასასვე-
ნებლად, – წლებია, ასე არ მიცეკვია. იცი რა, როცა სხეულს ამოძრავებ, თით-
ქოს სულიც თავისუფლდება.
– შენი სული ყოველთვის თავისუფალია, მე რომ მკითხო.
– რას ამბობ! – თავი გააქნია ღიმილით, – ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მომ-
შივდა კიდეც. წამო, პიცა ვჭამოთ!
ერთი პიცერია ვიცოდი ახლოს და იქ წავიყვანე, ანჩოუსის პიცა და ჩამო-
სასხმელი ლუდი შევუკვეთე. დიდად არ მშიოდა და თორმეტი ნაჭრიდან მხო-
ლოდ ოთხი შევ ჭამე. დანარჩენს მიდორიმ მოუღო ბოლო.
– მართლა სწრაფად მომჯობინდი, სუსლ ცოტა ხნის წინ კი ფერმიხდილი
იყავი და ფეხზე ძლივს იდე ქი.
– ეგ იმიტომ, რომ ჩემმა ეგოისტურმა მოთხოვნებმა ვიღაცაზე იმოქმედა.
რა გემრიელი პიცაა!
– იცი, რა მითხარი? სახლში მართლა არავინაა?
– მართლა. ჩემი და თავის მეგობართან რჩება. ისე, ამ გოგოს დიდი პრობ-
ლემები აქვს. თუ სახლში არა ვარ, მარტო კი ვერ იძინებს.
– მოდი მაშინ ეს ოტელის ამბავი დაივიწყე. ეგეთ ადგილას რომ მიხვალ,
თავს იაფფასიანად იგრძნობ. მოდი, შენთან სახლში წავიდეთ. ჩემთვის დასა-
წოლი ადგილი გაქვს?
მიდორი წუთით დაფიქრდა ამაზე და მერე თავი დამიქნია.
– კარგი, ღამე ჩემთან გავატაროთ.

241
ოცუკამდე იამანოტეს ხაზს გავ ყევით, და მალე კობაიაშის წიგნის მაღაზიის
ლითონის დარაბას ვწევდით. დარაბაზე დაკიდებულ ქაღალდზე წარწერა
იუწყებოდა: „ამჟამად დაკეტილია“. ბნელი მაღაზია ძველი გაზეთების სუნით
გაჟღენთილიყო, თითქოს დიდი ხანი იყო, ფანჯარა არავის გაეღო. თაროების
ნახევარი ცარიელი ჩანდა, ჟურნალების ძირითადი ნაწილი დასტებად შეეკ-
რათ და დასაბრუნებლად გაემზადებინათ. ის სიცარიელის, სიცივის განცდა,
რომელიც აქ პირველად მოსვლის დროს გამიჩნდა, ახლა უფრო გამიღრმავდა.
ეს ადგილი მიტოვებულ გემს ჰგავდა.
– მაღაზიის გახსნას აღარ აპირებ?
– არა, გაყიდვას ვფიქრობყთ, ფულს გავიყოფთ და ერთხანს ვინმეს მფარ-
ველობის გარეშე ჩვენს ნებაზე ვიცხოვრებთ. მომავალ წელს ჩემი და გათხოვე-
ბას აპირებს, მე კიდევ სამ წელს უნდა ვისწავლო უნივერსიტეტში. იმდენი მა-
ინც დაგ ვრჩება, რომ ამისთვის გვეყოს. მე ნახევარ განაკვეთზე ისევ ვიმუშა-
ვებ. როცა აქაურობას გავ ყიდით, ბინაში გადავალთ საცხოვრებლად მე და ჩე-
მი და ცოტა ხნით.
– როგორ ფიქრობ, ვინმე მოინდომებს ამის ყიდვას?
– ალბათ. ერთ ვინმეს ვიცნობ, რომელსაც შალის მაღაზიის გახსნა უნდა,
ცოტა ხნის წინ მკითხა, გაყიდვას ხომ არ აპირებთო. საწყალი მამაჩემი. ისე
მუყაითად შრომობდა აქ, და ნელ-ნელა იხდიდა ვალს, ბოლოს კი არც არაფე-
რი დარჩა. ყველაფერი გაქრა, როგორც წყლის ქაფი მდინარეზე.
– სამაგიეროდ, შენ ჰყავდი.
– მე? – სიცილით მკითხა მიდორიმ. ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, –
წამოდი, ზემოთ ავიდეთ. აქ ცივა.
ზემოთ რომ ავედით, სამზარეულოს მაგიდასთან დამსვა და აბაზანაში
წყლის გასაცხელებლად შევიდა. ვიდრე ამას აკეთებდა, ჩაიდნით წყალი დავ-
დგი ასადუღებლად და ჩაი მოვამზადე. ვიდრე ავზში წყლის გაცხელებას ვე-
ლოდით, ერთმანეთის პირისპირ ჩამოვსხედით მაგიდასთან და ჩაი დავლიეთ.
ნიკაპი ხელზე ჩამოიდო და დიდხანს ჯიუტად შემომყურებდა. საათის წიკწი-
კის, მაცივრის ძრავას გამორთვისა და ჩართვის გუგუნის გარდა, არაფრის ხმა
არ ისმოდა. საათს გავხედე, მალე თორმეტი გახდებოდა.
– იცი, რა, ვატანაბე, კარგად დაგაკვირდი და დავრწმუნდი, რომ საინტერე-
სო სახე გაქვს.
– ეგრე გგონია? – ოდნავ გული დამ წყვიტა ამ სიტ ყვებმა.

242
– ლამაზი სახე დიდი ხნით მამახსოვრდება. აი, შენი კი... რაც უფრო მეტს
გიყურებ, ვფიქრობ – წავა, რა.
– მეც. ზოგჯერ ჩემს თავზე ვფიქრობ, არა მიშავს რა-მეთქი.
– ე, ცუდად კი არ მითქვამს. ძალიან მიჭირს ჩემი განცდების სიტ ყვებად
გადმოცემა. ამიტომაა, ხალხს რომ ჩემი არ ესმის. მე მხოლოდ ის მინდოდა,
მეთქვა, რომ მომ წონხარ. ეს აქამდე არ მითქვამს?
– კი.
– მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ისეთი, კაცების გაგება რომ უჭირს. მაგრამ
თანდათან ამასაც ვახერხებ.
მიდორიმ მარლბოროს კოლოფი მოიტანა და ერთ ღერს მოუკიდა.
– როცა ნულიდან იწყებ, უამრავი რამის შესწავლა გიწევს.
– ეგ არ მაკვირვებს.
– უი, კინაღამ დამავიწყდა. არ გინდა, სანთელი დაუნთო მამაჩემს?
მიდორის იმ ოთახში გავ ყევი, სადაც ბუდისტური საკურთხეველი იყო, სან-
თელი ავანთე მამამისის ფოტოს წინ და ხელები ერთმანეთს მივატ ყუპე.
– იცი, ამას წინათ რა ვქენი? მამაჩემის ფოტოს წინ სულ გავშიშვლდი. ყვე-
ლაფერი გავიხადე და უფლება მივეცი, ერთი კარგად შემოეხედა ჩემთვის.
იოგას პოზაში დავჯე ქი. ვეჩვენე – შეხე, მამიკო, აი, ჩემი ძუძუუები და, აი, ჩე-
მი საშო.
– რატომ ქენი ეგეთი რამე?
– არ ვიცი, უბრალოდ, მინდოდა დავნახვებოდი. განა ჩემი ნახევარი მისი
სპერმისგან არ შეიქმნა? რატომ არ უნდა დავნახვებოდი? აი, შენი
ქალიშვილი-მეთქი. ცოტა მთვრალი კი ვიყავი. ალბათ ამანაც იმოქმედა.
– ალბათ.
– ჩემი და შემოვიდა და კინაღამ წაიქცა. ვიჯე ქი იქ სულ შიშველი და ფე-
ხებგადაჩაჩხული მამაჩემის ფოტოს წინ. ალბათ ცოტა გასაკვირი კი იყო.
– ჰო, ალბათ.
– ავუხსენი, რატომაც ვაკეთებდი ამას და ვუთხარი, მიდი, შენც გაიხადე
ტანზე, მომო (მომო ჰქვია), მომიჯე ქი გვერდით და ეჩვენე-მეთქი. მაგრამ არ
ქნა. შოკირებული წავიდა. მეტისმეტად კონსერვატულია.
– სხვაგ ვარად რომ ვთქვათ, სრულიად ნორმალური ყოფილა.
– მითხარი ერთი, ვატანაბე, რას ფიქრობ მამაჩემზე?
– ასე უცებ მიჭირს ხოლმე ადამიანთან შეხვედრა. მასთან კი არ შევწუხე-
ბულვარ. პირიქით, თავი მყუდროდაც კი ვიგრძენი. უამრავ რამეზე ვილაპარა-

243
კეთ.
– მაინც რაზე?
– ევრიპიდეზე.
მიდორიმ ხმამაღლა გაიცინა.
– რა უცნაური ვინმე ხარ! არავინ ელაპარაკება მომაკვდავ კაცს ევრიპიდე-
ზე, რომელსაც პირველად ხედავს.
– იცი, რა, არც არავინ ზის თავისი მამის ფოტოს წინ გადაჩაჩხული.
მიდორიმ ჩაიკისკისა და ზარი დარეკა.
– ძილი ნებისა, მამიკო. აახლა ჩვენ ცოტას გავერთობით, ნუ იდარდებ, გა-
მოიძინე. ხომ აღარ იტანჯები, არა? მკვდარი ხარ, ხო? დარწმუნებული ვარ,
აღარ იტანჯები. თუ იტანჯები, მიდი და ეწუწუნე ღმერთებს. უთხარი, რომ ეგ
სისასტიკეა. იმედი მაქვს, დედიკოს შეხვდები და ისევ იზამთ იმას. შენს იმას
მოვ კარი თვალი, როცა მოფსმაში გეხმარებოდი. შთამბეჭდავი კი იყო! ასე
რომ, ნურაფერს მოიკლებ. ძილი ნებისა!
აბაზანაში მორიგეობით შევედით და მერე პიჟამები ჩავიცვით. მამამისის
სულ ახალი პიჟამა ვითხოვე. ოდნავ პატარა კი მქონდა, მაგრამ სულ არაფერს
სჯობდა. იმ ოთახთან ახლოს, სადაც გარდაცვლილის ფოტო ესვენა, მიდორიმ
ლეიბი დამიგო იატაკზე.
– აქ დაძინების ხომ არ გეშინია?
– საერთოდ არა. ცუდი არაფერი ჩამიდენია, – გამეღიმა.
– ვიდრე ჩამეძინება, იქამდე ხომ ჩემთან იქნები და მომეხვევი?
– ჰო.
მიდორის საწოლის კიდეზე ვიწე ქი და თითქმის ვვარდებოდი, ვეხვეოდი.
ცხვირი გულმკერდზე მოედო და ხელები ბარძაყებზე შემოეხვია. ვიდრე მარ-
ცხენა ხელით თავს ვიკავებდი, რომ საწოლიდან არ გადმოვარდნილიყავი,
მარჯვენათი ზურგზე მივეფერე, თუმცა არანაირი განზრახვა არ მქონია. ცხვი-
რი თავზე ჩამოვადე, ზოგჯერ მოკლე თმით მჩხვლეტდა.
– მიდი ახლა, რამე მითხარი, – ჩემს გულმკერდში თავჩარგული ლაპარა-
კობდა.
– რა გინდა, რომ გითხრა?
– რამე. ნებისმიერი რამ, რაც თავს უკეთ მაგრძნობინებს.
– ძალიან ლამაზი ხარ.
– მიდორი. ჩემი სახელი თქვი.
– ძალიან ლამაზი ხარ, მიდორი, – გავასწორე.

244
– რას გულისხმობ, ძალიან ლამაზიო, რომ ამბობ?
– იმდენად ლამაზი, რომ მთები იშლებიან და ოკეანეები შრებიან.
მიდორიმ თავი ასწია და შემომხედა.
– გეხერხება ლაპარაკი, ხო იცი.
– გული მითრთის, მაგას რომ ამბობ.
– კიდევ მითხარი რამე სასიამოვნო.
– ძალიან მომ წონხარ, მიდორი. ძალიან.
– მაინც რამდენად?
– გაზაფხულზე ახალგაღვიძებული დათვივით.
– გაზაფხულზე ახალგაღვიძებული დათვივით? – ისევ ამომხედა მიდორიმ,
– ეგ რაღაა?
– წ არმოიდგინე, რომ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს შენთვის დასეირ-
ნობ მინდორში და გზაზე პატარა საყვარელი ხავერდისბეწვიანი დათუნია
გხვდება, აციმციმებულთვალებიანი, და გეუბნება: – ეი, შენ, პატარა ქალბა-
ტონო, გინდა ვითამაშოთ? და, აი, ასე, შენ და დათვის ბელი მთელ დღეს ერ-
თმანეთის მკლავებში ატარებთ, მთაზე კოტრიალობყთ. ააბა, რას იტ ყვი?
– ძალიან კარგი იქნება.
– აი, ეგრე ძალიან მომ წონხარ.
– ამაზე კარგი არაფერი მსმენია, –მიდორი მკერდზე მომეკრა, – თუ ასე ძა-
ლიან მოგწონვარ, მაშინ, რასაც გეტ ყვი, ყველაფერს გააკეთებ, არა? ხომ არ
გამიბრაზდები?
– არა, რა თქმა უნდა, არა.
– და სულ ყოველთვის, ყოველთვის მომივლი, არა?
– რა თქმა უნდა, მოგივლი, – ბიჭივით მოკლე, ფაფუკი თმა გავუსწორე, –
ნუ ღელავ. ყველაფერი კარგად იქნება.
– შეშინებული რომ ვარ?
ნაზად მოვეხვიე, მალე მისმა მხრებმა მაღლა-დაბლა დაიწყო მოძრაობა
და თანაბარი სუნთქვის ხმაც მომესმა. ჩასძინებოდა. საწოლიდან გამოვძვერი
და სამზარეულოში გავედი, იქ ლუდი დავლიე. ოდნავადაც არ მეძინებოდა,
ამიტომ ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ წასაკითხად ვარგისი იქ
ვერაფერი ვიპოვე. გადავწყვიტე, მიდორის ოთახში შევსულიყავი და იქ მენახა
რამე, მაგრამ არ მინდოდა მეფათურა და გამეღვიძებინა.
ვიჯე ქი იქ და ცოტა ხანს სივრცეს გავ ყურებდი, ვწუპავდი ლუდს, და მერე
მივხვდი, რომ წიგნის მაღაზიაში ვიყავი. ქვემოთ ჩავედი, შუ ქი ავანთე და

245
რბილყდიანი წიგნების თარო გადავ ქე ქე. ისეთი ბევრი არაფერი იყო, რაც მო-
მეწონებოდა, და რაც იყო, უმეტესობა უკვე წაკითხული მქონდა. ბოლოს ჰერ-
მან ჰესეს „ბორბლის ქვეშ“ ავიღე, რომელიც, როგორც ჩანს, დიდხანს ედოთ იქ
და ვერ ყიდდნენ. სალაროსთან წიგნის საფასური დავ ტოვე. კობაიაშის წიგნის
მაღაზიის ვალების შესამცირებლად მეც გავიღე მცირედი.
სამზარეულოს მაგიდას მივუჯე ქი, ლუდს ვსვამდი და ჰესეს ვკითხულობ-
დი. ეს რომანი სკოლაში სწავლისას წავიკითხე. ახლა კი, რვა წლის შემდეგ,
ერთი გოგონას სამზარეულოში ვიჯე ქი, მისი გარდაცვლილი მამის პიჟამაში
გამოწყობილი, და ისევ იმ წიგნს ვკითხულობდი. სასაცილო იყო. ეს უცნაური
სიტუაცია რომ არა, ალბათ ჰესეს ამ წიგნს აღარასოდეს გადავიკითხავდი.
რაღაც მონაკვეთები მოძველებულად კი მეჩვენა, მაგრამ რომანი
მთლიანობაში ცუდი არ იყო. ნელა ვკითხულობდი, თითოეული სტრიქონით
ვტკბებოდი, შუაღამისას, წიგნის ამ მიჩუმებულ მაღაზიაში. სამზარეულოს
თაროზე ერთი დამტვერილი ბრენდის ბოთლი იდგა. ცოტა ყავის ფინჯან ში ჩა-
ვისხი და მოვწრუპე. გამათბო, მაგრამ ძილი მაინც არ მომერია.
სამი ხდებოდა, როცა მიდორის დავხედე. ეძინა. დაქანცული იქნებოდა. მა-
ღაზიების უბნიდან ნაზი თეთრი სინათლე შემოდიოდა ფანჯარაში და ოთახს
ანათებდა. მიდორის ზურგი შეექცია იმ სინათლისთვის. უძრავად იწვა, თით-
ქოს გაყინულაო. მისკენ დავიხარე და სუნთქვის ხმა გავიგონე. ზუსტად ისე
ეძინა, როგორც მამამისს.
წინა მოგზაურობიდან ჩამოტანილი ჩემოდანი საწოლთან იდგა. სკამის
ზურგზე მისი თეთრი პალტო ეკიდა. მერხი კოხტად მიელაგებინა. კედელზე
სნუპიანი კალენდარი ეკიდა. ფარდა გვერდზე გადავწიე და დაცარიელებულ
მაღაზიებს გადავხედე. ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, ლითონის დარაბები
დაეხურათ. დროდადრო სატვირთოების საბურავების ზუზუნი აცახცახებდა
ჰაერს. სამზარეულოში დავბრუნდი, ისევ დავისხი ბრენდი და კითხვა გავაგ-
რძელე.
ჰერმან ჰესეს კითხვას რომ მოვრჩი, ინათა კიდეც. ერთჯერადი ყავა დავის-
ხი, ბლოკნოტიდან, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო, ფურცელი ამოვხიე და მი-
დორის წერილი დავუტოვე: „ბრენდი დავლიე. „ბორბლის ქვეშ“ ვიყიდე. გარეთ
უკვე გათენდა და სახლში მივდივარ. კარგად იყავი“. მერე ცოტაოდენი ყოყმა-
ნის შემდეგ მივაწერე: „ძილში მართლა ძალიან ლამაზი ხარ“. ყავის ფინჯანი
გავრეცხე, სამზარეულოში შუ ქი გამოვრთყე, ძირს ჩავედი, ჩუუმად ავწიე და-

246
რაბა და გარეთ გავედი. მეშინოდა, რომელიმე მეზობელმა ჩემზე ეჭვი არ
მოიტანოს-მეთქი, მაგრამ დილით, ექვს რომ ათი აკლდა, ქუჩაში არავინ იყო.
მხოლოდ ყვავები ისხდნენ სახურავზე და იქიდან ქუჩას გადმოჰყურებ-
დნენ. მიდორის ფანჯრის ღია ვარდისფერ ფარდებს ავხედე, ტრამვაის გაჩერე-
ბამდე მივედი, ხაზის ბოლომდე გავ ყევი და საერთო საცხოვრებლს მივაღწიე.
გზად ღია კაფე შემხვდა და იქ ბრინჯითა და მისოს წვნიანით, დამ წნილებული
ბოსტნეულითა და შემ წვარი კვერცხით ვისაუზმე. საერთო საცხოვრებელში
რომ დავბრუნდი, პირველ სართულზე, ნაგასავას ოთახის ფანჯარაზე მივაკა-
კუნე. მაშინვე შემიშვა.
– ყავა?
– არ მინდა.
მადლობა გადავუხადე და ჩემს ოთახში დავბრუნდი, კბილები გავიხეხე,
შარვალი გავიხადე და გადასაფარებლის ქვეშ შევძვერი, თვალები დავხუ ჭე.
ბოლოს, როგორც იქნა, ძილმა თითქოს მძიმე კარი მომიხურა.
ნაოკოს ყოველ კვირას ვწერდი და ისიც ხშირად მიბრუნებდა პასუხს.
გრძელ წერილებს არასდროს მიგზავნიდა. მალე მის წერილებში ცივი ნოემბე-
რი შემოიპარა.
„ტოკიოში ზუსტად მაშინ დაბრუნდი, როდესაც შემოდგომამ სახე გამოაჩი-
ნა, ამიტომ ერთხანს ვერ ვხვდებოდი, ის ხვრელი, რაც შიგნით გამიჩნდა, შენი
წასვლით იყო გამოწვეული თუ სეზონის ცვლილებით.
მე და რეიკო სულ შენზე ვლაპარაკობთ. მეუბნება, აუცილებლად მომიკით-
ხეო. ძალიან ნაზად მეპყრობა. ის რომ არ მყოლოდა გვერდით, აქ რა გამაძლე-
ბინებდა. როცა მარტო ვარ, ვტირი.
რეიკო ამბობს, კარგია, ტირილი რომ შეგიძლიაო. მაგრამ მარტოობის გან-
ცდა მართლა მტკივნეულია. ღამით, როცა მარტო ვარ, სიბნელიდან ხალხი მე-
ლაპარაკება. ისე მელაპარაკებიან, როგორც ხეები გოდებენ ხოლმე ქარიან ღა-
მით. კიძუკი და ჩემი და არიან. გამუდმებით მელაპარაკებიან. ისინიც მარტო-
ნი არიან და ხმის გამცემს ეძებენ, ვინმეს.
ასეთ დროს, როცა მარტო ვარ და მტკივა, შენს წერილებს ხელახლა ვკით-
ხულობ. თითქმის ყველაფერი ძალიან მაბნევს, მაგრამ გარემომცველი სამყა-
როს შენეული აღქმა და აღწერა შვებას მგვრის. რა საოცარია! ნეტა ასე რა-
ტომ ხდება? ვკითხულობ და ვკითხულობ შენს წერილებს, რეიკოც კითხუ-
ლობს. მერე იმაზე ვლაპარაკობთ, რასაც შენ მიყვები. ძალიან მომეწონა მი-
დორის მამის ამბავი. მოუთმენლად ველით ყოველ კვირას შენს წერილს, ეგ

247
ხომ ჩვენი ერთ-ერთი გასართობია – დიახ, ასეთ ადგილას, წერილები გართო-
ბის წყაროა.
ყოველნაირად ვცდილობ, რომ კვირის მანძილზე დრო გამოვ ყო და რამე
მოგწერო, მაგრამ დავჯდები თუ არა ცარიელ ფურცელთან, მაშინვე ვითრგუ-
ნები. ამ წერილის დასაწერადაც მიწევს, თავს ძალა დავატანო. რეიკო მიყვი-
როდა, პასუხი მისწერეო. არასწორად ნუ გამიგებ. იმდენ რამეზე მინდა გელა-
პარაკო, მაგრამ არ გამომდის აზრების სიტ ყვებად ქცევა. სწორედ ამიტომ ძა-
ლიან მიჭირს მოწერა.
მიდორი საინტერესო ვინმე ჩანს. წერილს რომ ვკითხულობდი, ისეთი გან-
ცდა გამიჩნდა, თითქოს შენზეა შეყვარებული. ეგ რომ რეიკოს ვუთხარი, მიპა-
სუხა, რა თქმა უნდა, შეყვარებული იქნება, მეც კი შეყვარებული ვარ ვატანა-
ბეზეო. სოკოს და წაბლს ვაგროვებთ და ყოველდღე ვჭამთ. მართლა ყოველ-
დღე – ხან ბრინჯი წაბლით, ხან ბრინჯი სოკოთი. მაგრამ ისეთი გემრიელია,
რომ არასდროს გვბეზრდება! რეიკო მაგ დენს არ ჭამს. მისთვის სიგარეტიც საკ-
მარისია. ჩიტები და კურდღლები კარგად არიან.
კარგად იყავი.“
ჩემი დაბადების დღიდან სამი დღის შემდეგ ნაოკოსგან ამანათი მივიღე.
შიგ ღვინისფერი ჯემპრი და წერილი დამხვდა.
„გილოცავ დაბადების დღეს! იმედი მაქვს, შენთვის ოცი წელი ბედნიერი
ასაკი იქნება. პირადად ჩემთვის ეს წელი, როგორც ვატ ყობ, საბრალოდ მიიწუ-
რება, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი წილი ბედნიერებაც შენ გერგოს. მართლა. მე
და რეიკომ ეს ჯემპრი მოგიქსოვეთ. მარტო მე რომ მექნა, ვალენტინობამდე
ვერ მოვრჩებოდი. კარგი მხარე რეიკომ მოქსოვა, ცუდი – მე. რეიკოს ყველაფე-
რი კარგად გამოსდის, ამიტომ, მას რომ ვუყურებ, ზოგჯერ თავი მეზიზღება. მე
ხომ არაფერში ვვარგივარ.
კარგად იყავი.
ნახვამდის.“
ამანათს რეიკოსგანაც ერთვოდა პატარა ბარათი.
„როგორ ხარ? შესაძლოა, შენთვის ნაოკო ბედნიერების მწვერვალია, ჩემ-
თვის კი ერთი ტლანქი გოგოა! მაინც როგორღაც მოვახერხეთ და დაბადების
დღისთვის ჯემპრი მოგიქსოვეთ. კარგი გამოვიდა, არა? სტილი და ფერი უნდა
მოგიხდეს.
გილოცავ დაბადების დღეს!“

248
თავი მეათე

1969 წელს რომ ვიგონებ, თვალწინ სულ ჭაობი მიდგება – ღრმა და ფისი-
ვით წებოვანი – მგონია, გადავდგამ კიდევ ერთ ნაბიჯს და ჩავეფლობი. იმ ტა-
ლახში მივათრევ ფეხებს, გადაღლილი. და წინაც, უკანაც, სხვას ვერაფერს
ვხედავ, გარდა ჭაობის სიბნელისა.
დრო კი ჩემი გაუბედავი ნაბიჯების რიტმში ფეთქავს. გარშემომყოფებმა
ბევრად გამისწრეს, მე და ჩემი დრო კი ჩამოვრჩით მათ და ამ ტალახში გზას
ძლივს მივიკვლევთ. გარე სამყარო დიდი ცვლილებების მიჯნაზეა. სიკვდილმა
უკვე წაიყვანა ჯონ კოლტრეინი. მას სხვებიც მიჰყვნენ. ხალხი გაჰყვირის, მა-
ლე რევოლუცია მოხდებაო, და ეს ცვლილებები თითქოს მუდმივად წინ გვე-
ლოდა. აი, აქვე, ახლოს, გზის მოსახვევში. მაგრამ ეს „ცვლილებებიც“ მხოლოდ
ორგანზომილებიანი სასცენო დეკორაციები გამოდგება, მხოლოდ და მხოლოდ
ფონი, მნიშვნელობასა და შინაარსს მოკლებული.
ასეთი იყო 1969 წელი – ფეხებს მივითრევდი, ზემოთაც კი არ ვიყურებოდი,
მზერას არ ვწყვეტდი ამ უსასრულო ჭაობს, რომელიც ჩემ წინ გადაჭიმულიყო,
დავდგამდი მარჯვენა ფეხს, ავწევდი მარცხენას, მერე დავდგამდი, მერე ისევ
მარჯვენას ავწევდი, არასდროს არ ვიცოდი ზუსტად, სად ვიმყოფებოდი, არც
ის ვიცოდი, სწორი მიმართულებით მივდიოდი თუ არა, მხოლოდ ის ვიცოდი,
რომ გზა უნდა გამეგრძელებინა, აი, ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ.
შემოდგომა რომ ზამთარმა შეცვალა, ოცი წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში
კი ამით არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. უხალისოდ დავდიოდი ლექ-
ციებზე, კვირაში სამ ღამეს მუსიკალურ მაღაზიაში ვმუშაობდი, დროდადრო
„დიდ გეტსბის“ ვკითხულობდი, კვირადღეს კი ტანსაცმელს ვრეცხავდი და
გრძელ წერილებს ვუგზავნიდი ნაოკოს. ზოგჯერ სადილად მიდორისთან ერ-
თად მივდიოდი ან ზოოპარკში, ან კიდევ კინოში. კობაიაშის წიგნის მაღაზია
გაიყიდა და მიდორი ორსაძინებლიან ბინაში გადავიდა თავის დასთან ერთად
მიოგადანისთან ახლოს, უფრო მაღალი სოციალური კლასის უბან ში. დის გათ-
ხოვების შემდეგ მიდორი იქიდან გადასვლას აპირებდა. როგორც მითხრა,
ცალკე უნდა ექირავა ბინა. იქამდე კი ერთხელ მეც მიმიპატიჟა ლანჩზე ახალ

249
ბინაში. მზიანი, კეთილმოწყობილი ბინა იყო და, როგორც შევატ ყვე, იქ ცხოვ-
რება უფრო მოსწონდა, ვიდრე კობაიაშის წიგნის მაღაზიის თავზე.
დროდადრო ნაგასავა მთავაზობდა ჩვენებურ განავარდებას, მაგრამ ყო-
ველთვის ვპოულობდი მიზეზს თავის ასარიდებლად. არ მინდოდა, ასე კიდევ
ერთი დაბრკოლება შემექმნა ჩემი თავისთვის. განა გოგონებთან ღამის გატა-
რების იდეა არ მხიბლავდა – მაგრამ მთელი ის პროცესი – ქალაქ ში სმა, შესა-
ფერისი გოგონების შერჩევა, სასტუმროში წასვლა – დამღლელად მეჩვენებო-
და. ნაგასავათი თანდათანობით უფრო აღფრთოვანებული ვიყავი – ის მთელი
ამ რიტუალის შესრულებას ისე განაგრძობდა, რომ არც კი მოჰბეზრებია. შეიძ-
ლება ჰაცუმის სიტ ყვებმა რაღაც გავლენა მოახდინა ჩემზე: ნაოკოზე ფიქრი
უფრო მახარებდა, ვიდრე რომელიმე სულელ, უცნობ გოგონასთან წოლა. ის
შეგრძნება, იმ ბალახებიან მინდორში ნაოკომ რომ თითებით დამაკმაყოფილა,
კიდევ არ მქონდა განელებული.
ნაოკოს დეკემბრის დასაწყისში მივწერე და ვკითხე, შეიძლება, ზამთრის
არდადეგებზე შენთან სტუმრად ჩამოვიდე-მეთქი. პასუხი რეიკომ გამცა, მოხა-
რული ვიქნებითო. ამიხსნა, ნაოკოს უჭირს წერა, და ამიტომ გპასუხობ მის
ნაცვლადო. ამის გამო არ გეგონოს, თითქოს ნაოკო მეტისმეტად ცუდად
გრძნობს თავს – ასაღელვებელი არაფერია და ზოგჯერ ასე ხდებაო.
არდადეგები რომ დამეწყო, ნივთები ზურგჩანთაში ჩავ ყარე, ჩექმები ჩა-
ვიცვი და კიოტოსკენ გავემართე. ის უცნაური ექიმი მართალი გამოდგა –
თოვლის საფარში გახვეული მთები წარმოუდგენლად ლამაზი იყო. როგორც
წინა ვიზიტის დროს, ახლაც ორი ღამით დავრჩი იმ ბინაში ნაოკოსა და
რეიკოსთან ერთად. სამი დღე გავატარე მათთან, თითქმის იმავეს ვაკეთებ-
დით, რასაც წინა სტუმრობისას. მზის ჩასვლის შემდეგ რეიკო გიტარაზე უკ-
რავდა და სამივენი ვლაპარაკობდით. პიკნიკის ნაცვლად, სათხილამუროდ წა-
ვედით. ტყეში თხილამურებით ერთსაათიანი წან წალის შემდეგ ვეღარ ვსუნ-
თქავდით და გავიხვითქეთ. იქაურებსა და მომსახურე პერსონალს გზის თოვ-
ლისგან გაწმენდაშიც მივეხმარეთ. ექიმი მიატა ჩვენს მაგიდას მოუსკუპდა სა-
დილად და აგ ვიხსნა, რატომ აქვს ადამიანს შუა თითი საჩვენებელ თითზე
გრძელი, მაშინ როცა ფეხის თითებზე სხვანაირადაა. ჭიშკრის მცველმა ომუ-
რამ ისევ ტოკიოს ღორის ხორცზე დამიწყო ლაპარაკი. რეიკომ თავი იმ მუსი-
კალური ფირფიტებით შეიქცია, რომლებიც საჩუქრად ჩავუტანე ქალაქიდან.
რამდენიმე სიმღერა ისე მოეწონა, გიტარაზე ააწყო კიდეც.

250
ნაოკო შემოდგომაზე გაცილებით მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე ახლა. როდე-
საც სამივენი ერთად ვიყავით, ჯდებოდა დივანზე, იღიმებოდა და კრინტს იშ-
ვიათაად ძრავდა. რეიკოს ეტ ყობოდა, რომ იმდენი ლაპარაკით ნაოკოს სიჩუ-
მის გადაფარვას ცდილობდა.
– ნუ დარდობ, – მამ შვიდებდა ნაოკო, – ასე ხდება ხოლმე. ახლა თქვენი
მოსმენა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ლაპარაკი.
ერთხელ რეიკომ რაღაც საქმე მოიმიზეზა და გავიდა ბინიდან, მე და
ნაოკომ კი ერთად შევძელით დაწოლა. კისერი, მხრები და მკერდი დავუკოცნე,
მან ისევ ხელით გამათავებინა.
მოგ ვიანებით, მიხუტებული რომ მყავდა, ვუთხარი, შენი შეხება ეს ორი
თვე მახსოვდა-მეთქი. შენზე ვფიქრობდი მასტურბაციის დროს-მეთქი.
– არავისთან ყოფილხარ? – ჩამეკითხა ნაოკო.
– არც ერთხელ.
– ძალიან კარგი. მაშინ მინდა, ეს გახსოვდეს, – ქვემოთ ჩასრიალდა და
ასოზე მაკოცა, მერე პირი გააღო და ენით ამილოკა. გრძელი შავი თმა ჩემს
მუცელსა და საზარდულზე მისი ტუჩების ყოველ მოძრაობასთან ერთად ირ-
ხეოდა, იქამდე, ვიდრე მეორედაც არ გავათავე.
– როგორ ფიქრობ, ესეც გემახსოვრება?
– ამას რა დამავიწყებს. სულ მემახსოვრება.
მოვეხვიე და ხელი ჩავუცურე შარვალში, მის მშრალ საშოს შევეხე.
ნაოკომ თავი გააქნია და ჩემი ხელი მოიშორა. ცოტა ხანს ერთმანეთს ჩაკონე-
ბულები ვიწე ქით, უხმოდ.
– ამ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ საერთო საცხოვრებლიდან წას-
ვლა და ბინის დაქირავება მინდა. უკვე ვეძებ. მომბეზრდა საერთო საცხოვრე-
ბელი. თუ ისევ ვიმუშავებ ნახევარ განაკვეთზე, ჩემს ხარჯებსაც გავწვდები.
რას იტ ყვი, ტოკიოში ჩემთან ერთად ცხოვრებაზე? ადრეც ხომ გითხარი, გახ-
სოვს?
– ოჰ, ტორუ, გმადლობ. როგორ მიხარია, რომ ასეთ რამეს მთავაზობ.
– ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ აქაურობა არ მომ წონს. აქ სიჩუმეა,
სრულყოფილი გარემოა, და რეიკოც შესანიშნავი ადამიანია. მაგრამ აქ დიდ-
ხანს არ უნდა დარჩე. აქაურობა ძალიან ხელოვნურია. რაც უფრო დიდხანს
დარჩები, დარწმუნებული ვარ, უფრო გაგიჭირდება აქედან წასვლა.
იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, ნაოკომ გარეთ მიმართა მზერა. ფან-
ჯრის იქით თოვლის გარდა ვერაფერს დაინახავდი. ცა სქელ ღრუბლებს

251
დაეფარა. დათოვლილ მიწასა და ცას შორის ერთი ციდა ნაპრალი დარჩენი-
ლიყო.
– ნუ იჩქარებ, კარგად დაფიქრდი ამაზე. მაინც მარტის ბოლოს ვაპირებ
გადასვლას. და როცა გადაწყვეტ, მაშინ შეგიძლია, ჩემთან გადმოხვიდე.
ნაოკომ თავი დამიქნია. ფრთხილად მოვეხვიე, გეგონება, შუშისგან დამზა-
დებული ხელოვნების ნიმუში ყოფილიყო. კისერზე მომხვია ხელები. შიშველი
იყო, მხოლოდ ერთი ციდა თეთრი საცვალი ეცვა. ისეთი ლამაზი ტანი ჰქონდა,
შემეძლო, მთელი დღე თვალი არ მომეწყვიტა.
– რატომ არ ვსველდები? – ამოიბუტბუტა ნაოკომ, – მხოლოდ ერთხელ
დავსველდი, მაშინ. ჩემს დაბადების დღეზე, იმ აპრილს. იმ ღამით, შენს მკლა-
ვებში რომ მეძინა. რა მჭირს?
– დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ამბავია. თავს
დრო მიეცი. საჩქარო არაფერია.
– ყველა ჩემი პრობლემა წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ხასიათისაა. რომ
ვერასდროს გამოვჯანმრთელდე? მთელი ცხოვრება სექსი რომ ვერ მქონდეს?
მაინც ასე გეყვარები მაშინაც? თითები და ტუჩები საკმარისი იქნება შენთვის?
თუ ამ პრობლემას სხვა გოგონებთან მოიგ ვარებ ხოლმე?
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
ნაოკო წამოჯდა საწოლზე და მაისური გადაიცვა. მერე ფლანელის პერანგი
და ბოლოს ჯინსიც. მეც ჩავიცვი.
– დრო მომეცი დასაფიქრებლად. და შენც იფიქრე ამაზე.
– ვიფიქრებ, აი, ტუჩებით რაც გააკეთე, ის კი დიდებული იყო.
ოდნავ გაწითლდა და გამიღიმა.
– კიძუკიც მაგას ამბობდა.
– ჰო, ჩვენ ბევრ რამეზე გვქონდა მსგავსი შეხედულებები. გემოვნებაც.
სამზარეულოში მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. ყავას
ვსვამდი და ძველ დროს ვიხსენებდით. თანდათან სულ უფრო მეტს ლაპარა-
კობდა კიძუკიზე. ხან ყოყმანობდა და ფრთხილად არჩევდა სიტ ყვებს. დრო-
დადრო თოვა წყდებოდა. იქ ყოფნის სამი დღის მანძილზე ცა ერთხელაც არ
მოწმენდილა.
– მარტში ალბათ ისევ ჩამოვალ, – შევპირდი წასვლისას. ზამთრის ქურქში
გახვეული ბოლოჯერ მაგრად მოვეხვიე და ტუჩებში ვაკოცე.
– ნახვამდის! – დამემ შვიდობა ნაოკო.

252
1970 წელი სრულიად ახლებური გამოდგა და ჩემს თინეიჯერობის წლებს
წერტილი დაუსვა. ახლა შემეძლო, სხვანაირ ჭაობში ჩავფლულიყავი. მერე გა-
მოცდები მომადგა კარს. იოლად ჩავაბარე. თუ სხვა საქმე არაფერი გაქვს და
ლექციებსაც არ აცდენ, მაინცდამაინც დიდი გარჯა არ გ ჭირდება ფინალური
გამოცდების ჩასაბარებლად.
ასაერთო საცხოვრებელში კი რაღაც პრობლემები შეიქმნა. ერთი პოლიტი-
კური ფრაქციის მომხრე რამდენიმე ბიჭს ოთახში მუზარადები და რკინის
ხელკეტები ჰქონდა გადამალული. მათ რაღაც უთანხმოება მოუვიდათ კა-
ლათბურთელებთან, რომლებსაც საერთო საცხოვრებლის მმართველი მფარ-
ველობდა. ორი ბიჭი დაშავდა, ექვსი კი გაირიცხა. ამ ინციდენტის შემდგომი
შოკი დიდხანს იგრძნობოდა და თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა პატარ--
პატარა ჩხუბები. დესპოტური ატმოსფერო იდგა საერთო საცხოვრებელში და
ხალხს დაწყვეტილი ჰქონდა ნერვები. მეც ერთმა კალათბურთელმა ლამის
გამთიშა, მაგრამ ნაგასავა დროულად ჩაერია და მოახერხა ამ ამბის ჩაწყნარე-
ბა. ასე იყო თუ ისე, მოვიდა დრო, რომ იქაურობას გავცლოდი.
როცა გამოცდები თითქმის უკან მოვიტოვე, სერიოზულად შევუდე ქი ბინის
ძებნას. ერთი კვირის შემდეგ შესაფერისი ბინა ვიპოვე კიჩიჯოჯის გარეუბან-
ში. ადგილი მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ სახლი – კერძო სახ-
ლი – ნამდვილი მონაპოვარი აღმოჩნდა.
თავიდან მებაღის ქოხი ან რაღაც სხვა დანიშნულების კოტეჯი იქნებოდა,
მოზრდილი მიწის ნაკვეთის კუთხეში იდგა და მთავარ სახლს ერთი მოუვლე-
ლი ბაღი აშორებდა. მიწის პატრონი წინა ჭიშკრით სარგებლობდა, მე კი უკა-
ნათი. ეს საშუალებას მაძლევდა, ჩემთვის მეცხოვრა. კოტეჯში ერთი მოზრდი-
ლი ოთახი იყო, პატარა სამზარეულო, აბაზანა და უზარმაზარი საკუჭნაო.
ვერანდაც კი ჰქონდა, ბაღს გადაჰყურებდა. ის სასიამოვნო მოხუცი წყვილი
სახლს საბაზრო ფასზე ნაკლებად აქირავებდა, იმ პირობით, რომ მდგმური თა-
ნახმა იქნებოდა, მომავალ წელს დაეცალა იქაურობა, თუკი მათი შვილიშვილი
ტოკიოში ჩამოსვლას გადაწყვეტდა. დამარწმუნეს, ისე შეძლებ ცხოვრებას,
როგორც მოგესურვება, ჩვენ არანაირ პირობებს არ წაგიყენებთო.
გადასვლაში ნაგასავა დამეხმარა. სატვირთო დაიქირავა ჩემი ნივთების
გადასატანად, თან როგორც დამპირდა, თავისი მაცივარიც გამატანა, ტელევი-
ზორიც და კარგა მოზრდილი თერმოსიც. მას უკვე აღარ სჭირდებოდა, აი, ჩემ-
თვის კი ზედგამოჭრილი იყო ყველაფერი. თვითონ ორი დღის მერე აპირებდა
გადასვლას მიტას უბან ში მდებარე კერძო ბინაში.

253
– როგორც ვხვდები, ერთმანეთს დიდხანს ვერ შევხვდებით, – მითხრა წას-
ვლის წინ ნაგასავამ, – აბა, თავს მიხედე. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ
უცნაურ ადგილას გადავეყრებით ერთმანეთს.
– მოუთმენლად ველი მაგას.
– იმ ღამით, გოგონები რომ გავცვალეთ, ის სასაცილო გარეგნობის გოგო
ბევრად სჯობდა.
– მართალი ხარ, – გამეცინა, – ჰაცუმის მიხედე, ის გაცილებით უფრო სა-
თუთია, ვიდრე ჩანს.
– ვიცი, რომ ასეა, – თავი დამიქნია, – ზუსტად ამიტომ მინდოდა, შენ მიგე-
ხედა მისთვის. თქვენგან კარგი წყვილი დადგებოდა.
– ჰო, აბა რა.
– ვხუმრობ, ვხუმრობ. ბედნიერებას გისურვებ. რატომღაც მგონია, რომ
თავს უამრავი პრობლემა დაგატ ყდება, მაგრამ შენ ხომ შეუპოვარი ნაბიჭვარი
ხარ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაუმკლავდები. თუ არ იუკადრისებ,
ერთ რჩევას მოგ ცემ.
– მიდი, აბა.
– არასოდეს შეიცოდო თავი, ვატანაბე. თავი მარტო არამზადებს ეცოდე-
ბათ.
– ვიფიქრებ მაგაზე...
ხელი ჩამომართვა და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით, ის თავისი ახალი სამყა-
როსკენ გაემართა, მე ჩემს ახალ ჭაობს დავუბრუნდი.
სამი დღის შემდეგ ნაოკოს მივწერე. აღვუწერე ჩემი ახალი სახლი და ვუთ-
ხარი, როგორ მომეშვა გულზე, საერთო საცხოვრებლის იდიოტებს და მთელ იმ
სისულელეს რომ მოვწყდი. ახლა შემეძლო ახლებური ცხოვრება დამეწყო.
„ჩემი ფანჯარა დიდ ბაღს გადაჰყურებს, სადაც თავს უბნის კატები იყრიან
ხოლმე. მიყვარს ვერანდაზე წამოწოლა და მათი ცქერა. არ ვიცი, სულ რამდე-
ნი მოდის ხოლმე, დიდი ხროვა კი იყრის თავს. ნებივრობენ. რაღაც არა მგო-
ნია, მაინცდამაინც კეთილად შეხვედროდნენ ჩემს აქ დასახლებას, მაგრამ ყვე-
ლის ნატეხი რომ დავუგ დე, რამდენიმე მომიახლოვდა და მოციც ქნეს. ალბათ
მალე დამიმეგობრდებიან. ერთი ზოლიანი კატაა, რომელსაც ყურები ნახევ-
რად მოჭმული აქვს. საოცრად ჰგავს საერთო საცხოვრებლის მმართველს. ასე
მგონია, ერთ დილას დროშასაც აღმართავს.
უნივერსიტეტს კარგა მოშორებული ვარ, მაგრამ მესამე კურსზე დი-
ლაობით ბევრი ლექცია არ მექნება, ასე რომ, არც ისე ცუდად იქნება საქმე.

254
იქნებ ჯობდეს კიდეც. მატარებელში კითხვას შევძლებ. ახლა ისღა დამრჩენია,
რამე ადვილი საქმე მოვძებნო, კვირაში სამ-ოთხ დღეს რომ ვიმუშაო. მერე კი
შემიძლია, ჩემს ჩვეულ ცხოვრებას მივუბრუნდე.
არ მინდა, აგაჩქარო, მაგრამ აპრილი ახალი ცხოვრების დასაწყებად კარგი
დროა. თავს ვერაფერს ვუხერხებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა,
ერთად ცხოვრება რომ დაგ ვეწყო აპრილიდან. შენც შეძლებდი უნივერსიტეტ-
ში დაბრუნებას, თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა. თუ ერთად ცხოვრება არ
გინდა, აქვე ახლომახლო მოგიძებნიდი საცხოვრებელს. მთავარია, ერთმანეთ-
თან ახლოს ვიყოთ. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, გაზაფხულზე მოხ-
დეს ეს. თუ ფიქრობ, რომ ზაფხულში აჯობებს, წინააღმდეგი არ ვიქნები. უბ-
რალოდ მაცნობე, რას ფიქრობ ამაზე, კარგი?
ვაპირებ, ცოტა ხანს მეტი დრო დავუთმო სამსახურს, რომ გადასვლის ხარ-
ჯები ამოვიღო. მარტო ცხოვრებას რომ დავიწყებ, რაღაც-რაღაცებისთვის
კარგა დიდი თანხა დამჭირდება – ტაფების, ქვაბების, თეფშებისა და სხვა სა-
ჭირო რამეებისთვის. თუმცა მარტში უკვე თავისუფალი ვიქნები და მართლა
მინდა შენს სანახავად ჩამოსვლა. რა თარიღები გირჩევნია? კიოტოში მოგ-
ზაურობას დავგეგმავ. მოუთმენლად ველი შენს ნახვას და შენს პასუხს.“
მომდევნო დღეებში საჭირო ნივთები შევიძინე იქვე, კოჩკოკის სავაჭრო
უბან ში და მარტივი სადილების მომზადებაც დავიწყე დამოუკიდებლად. ად-
გილობრივ ხის ბაზარზე ფიცრები ვიყიდე და ისე დავ ჭერი, რომ მე თვითონ
ამეწყო საწერი მაგიდა. ვიფიქრე, ზედ ვიმეცადინებ-მეთქი. დროებით სასადი-
ლო მაგიდადაც გამომადგებოდა. რამდენიმე თაროც გავაკეთე და სანელებლე-
ბიც მოვიმარაგე. ერთი პატარა თეთრი კატა შემომეჩვია – ექვსი თვისა იქნე-
ბოდა – და ჩემთან დაიწყო ჭამა. სიგალი – თოლია დავარქვი.
მას შემდეგ, რაც ასე თუ ისე მოვაწყვე ჩემი ბინა, ქალაქ ში წავედი და
დროებითი სამსახური ვიპოვე მხატვრის ასისტენტად. ორი კვირა გავძელი,
ანაზღაურება კარგი იყო, მაგრამ საქმე მკლავდა. ორთქლი თავბრუს მასხამდა.
ყოველდღე სამსახურის მერე იაფფასიან რესტორან ში ვჭამდი, ლუდს ვაყო-
ლებდი, ვბრუნდებოდი სახლში, კატას ვეთამაშებოდი და მერე მკვდარივით
ვიძინებდი. იმ პერიოდში ნაოკოსგან პასუხი არ მომსვლია.
ერთ დღესაც, უეცრად მიდორი გამახსენდა. თითქმის სამი კვირა იყო გასუ-
ლი, რაც არ შევხმიანებოდი და არც ის მითქვამს, რომ გადავედი. ერთხელ კი
ვუხსენე, გადასვლას ვაპირებ-მეთქი, მაგრამ სულ ეგ იყო. მეტად ამ თემაზე არ
გვილაპარაკია.

255
სატელეფონო ჯიხურში მივედი და მისი ნომერი ავ კრიფე. სავარაუდოდ,
მისმა დამ მიპასუხა. როდესაც ჩემი სახელი ვუთხარი, დამელოდე წუთითო,
ჩამძახა. მიდორი ტელეფონთან არ მოვიდა. მერე მისმა დამ, თუ ვინც იყო,
ისევ მიპასუხა.
– მიდორიმ განაცხადა, ძალიან ვარ გაცოფებული შენზეო. გადასულხარ
და სიტ ყვაც არ გითქვამს მისთვის, ასეა? გადაკარგულხარ სადღაც და არც კი
გითქვამს, რას აპირებდი, ასეა, ხო? ჰოდა, აი, ჭკუიდანაც გადავიდა. და რაც
მეტად ცხარობს, სულ უფრო ვერ გამოდის მდგომარეობიდან. რაღაც ცხოველს
ჰგავს.
– იცით, რა, იქნებ მოვიდეს ტელეფონთან. ავუხსნი.
– არ მინდა არაფრის მოსმენაო.
– მაშინ თქვენ რომ აგიხსნათ? აარ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ შეგიძ-
ლიათ მომისმინოთ და გადასცეთ ჩემი სიტ ყვები?
– არა, მე ნუ გამაკეთებინებ მაგას. შენ თვითონ. რანაირი კაცი ხარ? ეგ შე-
ნი მოვალეობაა და შენვე მოაგ ვარე.
აზრი არ ჰქონდა კიდევ რამის თქმას. მადლობა გადავუხადე და გავუთიშე.
მართალი იყო მიდორი, რომ ბრაზობდა. გადასვლის, მოწყობისა და დამატე-
ბითი ანაზღაურების გამომუშავების გამო მასზე არც დავფიქრებულვარ. ამ
პერიოდში ნაოკოზეც კი არ მიფიქრია. ჩემთვის ეს სიახლე არ იყო. როცა უცხო
საქმეზე გადავერთვებოდი, სხვა ყველაფერი მავიწყდებოდა.
მაგრამ მერე იმაზე დავფიქრდი, ადგილები რომ გაგ ვეცვალა და მიდორი
გადასულიყო სადმე, ისე რომ არაფერი ეთქვა და მთელი სამი კვირა არ შემ-
ხმიანებოდა, ეჭვიც არ მეპარება, ეს ტკივილს მომაყენებდა. მძიმე ტკივილს.
არა, ჩვენ საყვარლები არ ვიყავით, მაგრამ რაღაც მხრივ უფრო გადავუშალეთ
ერთმანეთს გული, ვიდრე ამას საყვარლები იზამდნენ. ამ ფიქრმა დარდი მომ-
გვარა. რა საშინელი რამაა, როცა იმას აყენებ ჭრილობას, ვინც შენთვის ძვირ-
ფასია – და თან ამას რომ ასე გაუცნობიერებლად აკეთებ. როგორც კი სახლში
მივედი, მაშინვე მივუჯე ქი ჩემს ახალ მერხს და მიდორის მივწერე. ვწერდი,
რას განვიცდიდი, ისე გულახდილად, როგორც შემეძლო. მოვუბოდიშე, ახსნა--
განმარტებებისა და საპატიო მიზეზების ძებნის გარეშე, ასეთი უყურადღებო-
ბისა და უგრძნობლობის გამო. მივწერე, რომ მენატრებოდა.
„მინდა, გნახო, რაც შეიძლება მალე. მინდა, ჩემი ახალი სახლი გაჩვენო.
გთხოვ, მომ წერე.“
წერილი სწრაფი ფოსტით გავგზავნე.

256
პასუხი არ მიმიღია.
უცნაური გაზაფხულის დასაწყისი იყო. მთელი არდადეგები წერილების
ლოდინ ში გავატარე. სამოგზაუროდ ვერ მივდიოდი, მშობლების სანახავად
ვერ ჩავდიოდი სახლში, ვერც დროებით სამსახურს ვიწყებდი, რადგან არ ვი-
ცოდი, როდის მომ წერდა ნაოკო და დამრთავდა ნებას, ამა და ამ პერიოდში
ჩამოდიო. შუადღეებს ახლომახლოს მდებარე კიჩიკოკის სავაჭრო უბან ში ვა-
ტარებდი, ორ-ორ სეანსს ვესწრებოდი ან ჯაზკაფეში ვკითხულობდი. არც
ვხვდებოდი ვინმეს და თითქმის არც არავის ველაპარაკებოდი. კვირაში ერ-
თხელ ნაოკოს ვწერდი. არასდროს გამომიმჟღავნებია, რომ მის პასუხს ველო-
დი. არ მინდოდა, მასზე რამენაირი ზეწოლა მომეხდინა. ვუყვებოდი ჩემს სამ-
სახურზე, თოლიაზე, როგორ ყვავილობდა ბაღში ატამი, მოხუც სასიამოვნო
ქალბატონზე, ტოფუს რომ ყიდდა, ადგილობრივ რესტორან ში მომუშავე საძა-
გელ მოხუც ქალზე, საჭმელებზე, რომლებსაც ვიმზადებდი. მაგრამ არა და არ
მწერდა.
როცა კითხვა და მუსიკა მომბეზრდებოდა, ცოტას ბაღში ვმუშაობდი. ჩემი
სახლის პატრონისგან ფოცხი და ცოცხი ვითხოვე და დროს ბალახის ამოთხრა-
სა და ბუჩქების გასხვლაში ვატარებდი. დიდი არაფერ ი დასჭირვებია ბაღის
გალამაზებას. ერთხელ სახლის პატრონმა ჩაიზე მიმიპატიჟა. მთავარი სახლის
ვერანდაზე დავსხედით, მწვანე ჩაის ვსვამდით, ბრინჯის კრეკერებს ვაკნატუ-
ნებდით და ცოტას ვლაპარაკობდით. პენსიაზე გასვლის შემდეგ, სადაზღვევო
კომპანიაში დაუწყია მუშაობა, მაგრამ იქიდანაც წამოსულა რამდენიმე წლის
მერე და ახლა არაფერს აკეთებდა. ეს სახლი და მიწა ოჯახის მფლობელობაში
დიდხანს ყოფილა, მისი შვილები დაზრდილან და დამოუკიდებლად ცხოვრობ-
დნენ, მან კი მოახერხა და მოხუცებულობაში მუშაობის გარეშეც გაჰქონდა
თავი. ამიტომ ის და მისი ცოლი ყოველთვის ერთად მოგზაურობდნენ.
– რა კარგია!
– არც ისე. მოგზაურობა სულ არ არის სახალისო. მაგას მუშაობა მერჩივ-
ნა.
ბაღს არ ვუვლიდი და გამიტ ყიურდაო; იმის გამო, რომ ამ არემარეში ღირ-
სეული მებაღე არ ყოფილა, მას კი რაღაც ალერგია აღმოაჩნდა და ბაღში მუ-
შაობა არ შეეძლო. ბალახის მოჭრის დროს აცემინებდა.
როცა ჩაის სმას მოვრჩით, საკუჭნაო მიჩვენა და ნება დამრთო, რაც მომე-
სურვებოდა, გამომეყენებინა. ასე ბაღის მოვლისთვის მადლობის გადახდას
ცდილობდა.

257
– რაც აქაა, მაინც ვერაფერს ვიყენებთ, ამიტომ ნუ მოგერიდება.
იქაურობა გამოტენილი იყო ათასნაირი ნივთით – ბავშვის ხის აბაზანით,
საბავშვო საცურაო აუზით, ბეისბოლის ბიტებით. ძველი მოტოციკლიც კი ვი-
პოვე, სასადილო მაგიდაც, ორი სკამიც, სარკეც და გიტარაც.
– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რაღაცებს ვინათხოვრებ.
– ნუ მოგერიდება, – გამიმეორა კაცმა.
მთელი დღე მოტოციკლის გამართვას მოვანდომე – ჟანგისგან გავწმინდე,
დავზეთე, ბორბლები დავბერე, ძრავა გავმართე და მოტოციკლის გასამართ
სადგურშიც მივიყვანე, რომ ახალი ძრავას კაბელი დაეყენებინათ. როცა მოვ-
რჩი ყველაფერს, ახალთახალს ჰგავდა. მაგიდიდან მტვრის სქელი ფენა გადავ-
წმინდე და ლაქი თავიდან წავუსვი. გიტარას სიმები გამოვუცვალე და გატეხი-
ლი ნაწილიც დავაწებე. დიდი ვერაფერი გიტარა იყო, მაგრამ ამასაც არა
უშავდა. მგონი, სკოლის მერე გიტარა ხელში აღარ მჭერია. ვერანდაზე ჩამოვ-
ჯე ქი და ვცადე, ჯგუფი თჰე დრიფტერს-ის უპ ონ ტჰე ღოოფ დამეკრა. გაოცე-
ბული დავრჩი, ძირითადი აკორდები ისევ მახსოვდა.
მერე ხის ფიცრები ავიღე და ოთხკუთხა საფოსტო ყუთი გავიკეთე. წით-
ლად შევღებე, ჩემი სახელი და გვარი დავაწერე და კართან დავ ტოვე. სამ აპ-
რილამდე ერთადერთი წერილი მივიღე, ისიც საერთო საცხოვრებლიდან იყო
გადმოგზავნილი – შეტ ყობინება აღმოჩნდა, ჩემი სკოლის კომიტეტის შეკრე-
ბის თაობაზე. კლასის შეხვედრა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ახლა. იმ კლას-
ში კიძუკისთან ერთად ვსწავლობდი. ის წერილი სანაგ ვეში ჩავუძახე.
4 აპრილის შუადღეს საფოსტო ყუთში კიდევ ერთი წერილი დამხვდა.
რეიკო იშიდასგან იყო. ფრთხილად, ფაქიზად გავ ჭერი მაკრატლით კონვერტი
და ვერანდაზე გავედი მის წასაკითხად. იმედი მქონდა, რომ კარგი ამბავი
დამხვდებოდა.
რეიკო ბოდიშს მიხდიდა იმის გამო, რომ ამდენ ხანს მალოდინა. ნაოკო
ცდილობდა, შენთვის მოეწერა, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაასრულაო.
„შევთავაზე, შენ ნაცვლად მივწერ-მეთქი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვე-
უბნებოდი, არასწორად იქცევი, ამდენ ხანს რომ ალოდინებ-მეთქი, იჩემებდა,
ეს მეტისმეტად პირადულია და მე თვითონ მივწერო, ამიტომ მეც დიდხანს არ
გწერდი. მართლა ვწუხვარ. იმედი მაქვს, მაპატიებ.
ვიცი, რომ მძიმედ გადაიტანდი მთელ თვეს წერილის ლოდინ ში, მაგრამ,
მერწმუნე, ნაოკოსთვისაც რთული თვე იყო. გთხოვ, ეცადე და გაუგე, თვითონ

258
რა დღეშია. არ არის კარგად, გულახდილი ვიქნები. ყოველნაირად ცდილობ-
და, ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ არც ისე კარგი შედეგი აქვს.
ახლა რომ ვიხსენებ, პირველი სიმპტომი წერილების წერის უნარის დაკარ-
გვა იყო. ეს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაეწყო. მერე ხმებიც
ჩაესმოდა. როცა წერილის წერას ცდილობდა, ხმები ელაპარაკებოდნენ, რის
გამოც წერა აღარ შეეძლო. ცდილობდა, სიტ ყვები შეერჩია, მაგრამ ხმები ეჩ-
რებოდნენ. მეორედ რომ ჩამოხვედი, სიტუაცია ჯერ კიდევ არ იყო ასე რთუ-
ლად, არც მე მიმიჩნევია სერიოზულად. ვინც აქ ვართ, ამგვარი სიმპტომები
დროდადრო ყველას გვიჩნდება, მეტ-ნაკლებად. სიტუაცია შენი წასვლის შემ-
დეგ გამ წვავდა. ახლა მას უბრალო დიალოგის გაბმაც უჭირს. სიტ ყვებს სწო-
რად ვერ არჩევს, რაც მას საშინლად აბნევს და აშინებს. თანდათანობით სულ
უფრო ხშირად ჩაესმის ხმები.
ექიმს ყოველდღე ვხვდებით. ნაოკო და ექიმი ლაპარაკობენ და ცდილობენ,
დაადგინონ, რა არის პრობლემა. მე გამოვთქვი აზრი, რომ კარგი იქნებოდა
ერთ ასეთ სეანსში შენც მიგეღო მონაწილეობა. ექიმმა მოიწონა ეს აზრი,
ნაოკო კი წინააღმდეგია. ზუსტად გეტ ყვი, რა მიზეზიც აქვს: მინდა, ჩემი
სხეული სრულიად თავისუფალი იყოს ამ ყველაფრისგან, როცა ტორუს ისევ
ვნახავო.
ვუთხარი, ეგ რა პრობლემაა-მეთქი. გვინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად
გამოჯანმრთელებულიყო და ვცდილობდი, შენს ჩამოსვლაზე დათანხმებული-
ყო, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე.
მგონი, ერთხელ გითხარი, რომ ეს სპეციალიზებული საავადმყოფო არ
არის. მართალია, აქ მედიკოსი ექსპერტები გვყავს და ისინი ეფექ ტურადაც
მკურნალობენ, მაგრამ კონცენტრირებული თერაპია სულ სხვა რამეა. ამ ადგი-
ლის დანიშნულებაა ეფექტური გარემოს შექმნა, რომელშიც პაციენტს შეუძ-
ლია, თავი განიკურნოს, და ეს სამედიცინო მკურნალობას არ გულისხმობს. თუ
ნაოკოს მდგომარეობა გართულდება, მისი სხვა საავადმყოფოში ან სამედიცი-
ნო დაწესებულებაში გადაგზავნა მოუწევთ. პირადად ჩემთვის ეს ამბავი მე-
ტისმეტად მტკივნეული იქნება, მაგრამ მაინც ასე უნდა მოვიქცეთ. მოგ ვიანე-
ბით შეძლებს აქ დაბრუნებას, ან იქნებ სულ გამოჯანმრთელდეს და საავად-
მყოფოდან სულ გაეწეროს. ყველანი – ჩვენც, ნაოკოც, ყველაფერს ვაკეთებთ,
რაც მოგ ვიხერხდება. შენ კი ახლა მხოლოდ ის შეგიძლია, ელოდო და მოსწერო
ხოლმე“.

259
წერილი 31 მარტით იყო დათარიღებული. ცოტა ხანს ვერანდაზე დავრჩი
და ბაღს შევ ყურებდი – ბუნებაზე ნორჩი გაზაფხული გამეფებულიყო. იქვე ახ-
ლოს ერთი ბებერი საკურა იდგა. ნაზი სიო ქროდა, და დღის სინათლე უც-
ნაურად გადღაბნილ, ნისლიან ფერებში ხვევდა არემარეს. საიდანღაც თოლია
შემოიძურწა და ვერანდის კიდეზე ცოტა ხანს გაიზმორა, ჩემ გვერდით გაიჭი-
მა და ჩაეძინა. ვიცოდი, რომ სერიოზულად უნდა დავფიქრებულიყავი, მაგრამ
ის არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. სიმართლე ითქვას, ყველაზე ნაკლებად ახლა
ფიქრი მინდოდა. მალე დადგებოდა ის დრო, როცა სხვა გზა არ მექნებოდა და
მართლა კარგად მომიწევდა დაფიქრება ყველაფერზე. მაგრამ არა ახლა. ახლა
არა.
მთელი დღე ბაღის ცქერაში გავატარე, ბოძს მიყრდნობილი, თოლიას ვე-
ფერებოდი. სრულიად გამოფიტული ვიყავი. საღამო ახლოვდებოდა, მთვარე
ამოიწვერებოდა მალე, ბაღში უკვე მოლურჯო ჩრდილები თამაშობდნენ. თო-
ლია გაუჩინარდა, მე კი აყვავებულ საკურას შევაჩერდი. გაზაფხულის წყვდი-
ადში დაჩირქებულ ჭრილობას ჰგავდა. ბაღში დამპალი ხორცის სიმყრალე იდ-
გა, ტკბილი და მძიმე, ამან ნაოკოზე დამაფიქრა. ნაოკოს მშვენიერი სხეული
ჩემ წინ იწვა სიბნელეში, ათასობით კოკორი იფურჩქნებოდა მის კანზე, მწვანე
და მოცახცახე, თითქმის შეუმჩნეველ სიოში. ასეთი ლამაზი სხეული ასე ავად
რატომ უნდა იყოს? რად არ დაანებებენ ნაოკოს თავს?
სახლში შევედი და ფარდები ჩამოვაფარე, მაგრამ შიგნითაც კი შეუძლებე-
ლი იყო გაზაფხულის სურნელისგან გაქცევა. ყველაფერი ამ სუნით იყო გაჯე-
რებული. მაგრამ ახლა ეს გაზაფხულის სურნელი მხოლოდ და მხოლოდ
ხრწნის სიმყრალეს მაგონებდა. გადაწეულ ფარდებს მიღმა დამალულმა გა-
ზაფხულისადმი საოცარი სიძულვილი ვიგრძენი. მძაგ და ის, რაც გაზაფხულს
შემოენახა ჩემთვის – მძაგ და ეს ყრუ, რიტმული ტკივილი, რომელიც ჩემს სხე-
ულში ჩაბუდებულიყო. ასე მძაფრად არასდროს არაფერი შემძუულებია.
ამის შემდეგ სამ დღეს ზღვის ფსკერზე დავაბიჯებდი. ძლივს მესმოდა, რას
მეუბნებოდნენ სხვები და მათაც ძალიან უჭირდათ ჩემი ნათქვამის გაგება.
მთელი სხეული თითქოს რაღაც მემბრანაში მქონდა გახვეული და ჩემსა და
გარე სამყაროს შორის პირდაპირ კონტაქტს კრძალავდა. მე მათ ვერ ვეხებო-
დი, ისინი კი – მე. უკიდურესად უიმედო სიტუაციაში ვიყავი და ისინი, სხვები,
მე ვერ მწვდებოდნენ.
ვიჯე ქი კედელს მიყრდნობილი და ჭერს ავ ყურებდი. მერე დაუოკებელი
შიმ შილი ვიგრძენი, ყველაფერს შევთქვლეფდი, რასაც კი მოვიხელთებდი.

260
წყალი დავლიე და მერე, როცა სევდა დამეუფლა, ვისკიც. გავითიშე. არ მიბა-
ნავია, არც გამიპარსავს. აი, ასე გავიდა სამი დღე.
6 აპრილს მიდორისგან წერილი მივიღე. კამპუსში შეხვედრა და ათ საათზე
ლანჩი დამითქვა. მერე ლექციებს უნდა დავსწრებოდით.
ამასაც მწერდა: „ვეცადე, იქამდე გადამედო წერილის გამოგზავნა, ვიდრე
შესაძლებელი იყო. მოდი, ახლა შევრიგ დეთ. უნდა ვაღიარო, რომ მომენატრე“.
რამდენჯერმე გადავიკითხე წერილი. ალბათ ოთხჯერ. მაინც ვერ მივხვდი,
რის თქმა უნდოდა. რას ნიშნავდა ეს? ისე მქონდა გონება დაბინდული, რომ
წინადადებებს შორის კავშირს ვერ ვიჭერდი. ნეტა რას ნიშნავდა ეს ყველაფე-
რი? რატომ უნდოდა ჩემთან ერთად ლანჩზე წასვლა? მართლა ვერაფერი გა-
მეგო. გონება ისე დამიმტვრიანდა, როგორც მცენარის სველი ფესვები. მაგრამ
ვიცოდი, რომ როგორმე ამისგან თავი უნდა დამეღწია. და ამ დროს ნაგასავას
სიტ ყვები ჩამესმა: „არასოდეს შეიცოდო თავი, ვატანაბე, თავი მარტო არამზა-
დებს ეცოდებათ.“.
– კარგი, ნაგასავა. მართალი ხარ, – გავიფიქრე. ამოვიოხრე და წა&
shy;მოვდე ქი.
ამ კვირების მანძილზე პირველად გავრეცხე, მერე აბანოში წავედი და გა-
ვიპარსე, სახლი მივალაგე, პროდუქტები ვიყიდე და ნორმალური სადილი მო-
ვიმზადე, კუჭგამხმარი თოლია გამოვ კვებე, ლუდი დავლიე და ოცდაათ წუთს
ვივარჯიშე. გგაპარსულმა სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ძალიან გავ-
მხდარიყავი, თვალები გადმოცვენილი მქონდა. ძლივს ვცნობდი საკუთარ
თავს.
მეორე დილით ველოსიპედით სასეირნოდ წავედი და სახლში ლანჩი რომ
შევსანსლე, კიდევ ერთხელ გადავიკითხე რეიკოს წერილი. მერე სერიოზულად
დავფიქრდი, რა უნდა მეღონა. ააქამდე მჯეროდა, რომ ნაოკო გამოჯანმრთე-
ლების გზაზე იდგა. ადრე ნაოკომ თვითონ მითხრა, ჩემი დაავადება იმაზე ბევ-
რად საშინელია, ვიდრე შენ გგონია, უფრო ღრმად აქვს გადგმული ფესვები
ჩემ შიო. და რეიკომაც გამაფრთხილა, წინასწარ ვერ ვიტ ყვით, რა შეიძლება
მოხდესო. მაგრამ ნაოკო ორჯერ ვნახე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ
გამოკეთების პირას იყო. მეგონა, რომ ახლა უკვე გამბედაობის მოკრებაღა
სჭირდებოდა რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად.
რეიკოს წერილმა ეს ილუზია გამიქრო. ნაოკოს ალბათ კიდევ დიდი დრო
დასჭირდებოდა ავადმყოფობის დასაძლევად. დდასუსტებული და რწმენაშერ-
ყეული კი კიდევ დიდხანს იქნებოდა. ამ ახალ სიტუაციას უნდა შევგუებოდი.

261
მაგრამ, როგორც უნდა გავძლიერებულიყავი, ეს ვერანაირ პრობლემას ვერ
მოაგ ვარებდა. ეს მაინც ვიცოდი. მაგრამ სხვა რა გზა დამრჩენოდა? ვცდილობ-
დი, სულით არ დავცემულიყავი და დავლოდებოდი მის გამოჯანმრთელებას.
ეი, შენ, კიძუკი! შენგან განსხვავებით მე სიცოცხლე ავირჩიე! რა თქმა უნ-
და, რთული იყო შენთვის. ჯანდაბა, ჩემთვისაც რთულია. მეც მიჭირს, მარ-
თლა. და ეგ ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თავი მოიკალი და ნაოკო დატოვე.
მაგრამ მე მაგას არასოდეს ვიზამ. არასდროს ზურგს არ შევაქცევ. ჯერ ერთი,
იმიტომ, რომ მიყვარს, და მერე კიდევ იმიტომ, რომ მასზე ძლიერი ვარ. და
თანდათან კიდევ უფრო გავძლიერდები. მე გავიზრდები, მოვმწიფდები.
ზრდასრული კაცი გავხდები. იმიტომ, რომ ეგრე უნდა ვქნა. ყოველთვის იმას
ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისა რომ დავრჩე--
მეთქი. მაგრამ ახლა აღარ. მე თინეიჯერი აღარა ვარ. ახლა უკვე ვალდებულე-
ბებსაც ვგრძნობ. ისეთი აღარა ვარ, როგორიც მაშინ ვიყავი, შენთან ერთად
რომ ვატარებდი დროს. ახლა უკვე ოცი წლისა ვარ. და ცხოვრებას მსხვერპლი
უნდა შევწირო.
– ჯანდაბა, ვატანაბე, რა დაგმართნია? – შეშფოთდა მიდორი, – ძვალი და
ტყავიღა ხარ დარჩენილი.
– ჰა, ჰა, ჰა, ასე ცუდად გამოვიყურები?
– როგორც ჩანს, იმ შენს გათხოვილ მეგობარ გოგოსთან ბევრჯერ გ ქონდა,
ჩვენ რომ ვიცით, ის.
ღიმილით გავაქნიე თავი.
– ქალთან ოქტომბრის დასაწყისის მერე აღარ ვყოფილვარ.
– ერიჰა! რას მატ ყუებ ერთი! მას მერე ექვსი თვეა გასული.
– დამიჯერე, რასაც ვამბობ.
– აბა, ასე როგორ გახდი?
– გავიზარდე, ეგ არის და ეგ.
მიდორიმ მხრებზე ხელები ჩამომაწყო, თვალებში ჩამხედა და მერე გაეღი-
მა.
– ჰო, რაღაც შეგ ცვლია. რაღაც სხვანაირი ხარ.
– გითხარი უკვე, გავიზარდე. უკვე დიდი ვარ.
– რა ფანტასტიკურად მუშაობს შენი ტვინი, – გულწრფელად აღფრთოვა-
ნებული ჩანდა, – წამო, ვჭამოთ, კუ ჭი მიხმება.
ლიტერატურის განყოფილების უკან პატარა რესტორან ში შევედით. ლან-
ჩის დიდი ულუფები ავიღეთ.

262
– ვატანაბე, გაბრაზებული ხარ ჩემზე?
– რაზე?
– რომ არ გიპასუხე. როგორ ფიქრობ, ეგ არ უნდა მექნა? შენ ხომ მომიბო-
დიშე.
– ჰო, მაგრამ, ჯერ ერთი, ჩემი ბრალი იყო…...
– ჩემს დას რომ ჰკითხო, ასე არ უნდა მოვ ქცეულიყავი. რომ ეგ უპატიებე-
ლი, ბავშვური საქციელია.
– ჰოო, მაგრამ ამით ხომ თავი უკეთ იგრძენი? არა? ასე რომ, ეცადე, სამა-
გიერო გადაგეხადა?
– აჰა.
– კარგი, ეგ არის, რა.
– მაპატიებ? სიმართლე მითხარი, რა, ვატანაბე, მართლა ექვსი თვეა, რაც
სექსი არ გ ქონია?
– არც ერთხელ.
– ე. ი. მაშინ, საწოლში რომ ჩამაწვინე, მართლა ძალიან გენდომებოდა.
– ასეა.
– მაგრამ მაინც არ ქენი ეგ, არა?
– იცი, რა, ახლა შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ. არ მინდა შენი დაკარ-
გვა.
– იცი, რა, მაშინ რომ შენ ჩემთვის ძალა დაგეტანებინა, წინააღმდეგობა-
საც ვერ გაგიწევდი, ისე ვიყავი დაღლილი.
– მაგრამ მე რომ ისეთი დიდი და მაგარი მქონდა?
მიდორის გაეღიმა, მაჯაზე მომკიდა ხელი.
– იქამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვიტე, რომ უნდა მოგნდობოდი. ასი
პროცენტით. აამიტომ შევძელი სრულიად მშვიდად დაძინება. ვიცოდი, არა-
ფერი მემუქრებოდა, რომ უსაფრთხოდ ვიყავი შენთან. და მართლა მკვდარი-
ვით მეძინა, არა?
– ჰო, ეგრე იყო.
– სხვა მხრივ კი, ჩემთვის რომ გეთქვა, მიდორი, მოდი ვქნათ ეგ, ყველაფე-
რი ძალიან მაგრად იქნებაო, ალბათ ვიზამდი კიდეც. ახლა ნუ ჩათვლი, რომ
შენს შეცდენას ვცდილობ. მარტო იმას გეუბნები, რაც თავში მიტრიალებს.
სრულიად გულახდილად.
– ვიცი. ვიცი.

263
ვიდრე ვჭამდით, ერთმანეთს ჩვენი რეგისტრაციის ბარათები ვუჩვენეთ და
აღმოვაჩინეთ, რომ ერთსა და იმავე კურსებზე ჩავწერილიყავით. ასე რომ, კვი-
რაში ორჯერ მაინც შევხვდებოდით ერთმანეთს. მიდორი თავის ამბებს მიყვე-
ბოდა. რაღაც დროის მანძილზე ვერც თვითონ და ვერც მისი და ვერ შეეგუვ-
ნენ იქ ცხოვრებას, რადგან ეს, როგორც თვითონ ამბობდა, მეტისმეტად მარ-
ტივი აღმოჩნდა. გიჟივით აქეთ-იქით სირბილს იყო შაეჩვეული, სულ ავად-
მყოფებს უვლიდა, წიგნის მაღაზიაში ეხმარებოდა, ხან ამას აკეთებდა, ხან
იმას.
– თუმცა, ბოლოს და ბოლოს შევეჩვიეთ ამას. მთელი ეს დრო ზუსტად ასე
უნდა გვეცხოვრა – სხვების საჭიროებებზე არ უნდა გვედარდა, უბრალოდ, აი,
ასე, როგორც მოგ ვესურვებოდა, უნდა გავშხლართულიყავით. თავიდან ამის
გამო ორივე ვნერვიულობდით. ისე ვიყავით, თითქოს, ჩვენი სხეულები მიწი-
დან რამდენიმე დუიმის სიმაღლეზე ლივლივებს. რეალობას არ ჰგავდა, თით-
ქოს არ შეიძლებოდა რეალური ცხოვრება მართლა ასეთი ყოფილიყო. ორივე
დაძაბულები ვიყავით, სულ ყველაფერი შეიძლებოდა ყოველ წამს თავდაყირა
დამდგარიყო.
– მებრძოლთა წყვილი, – გამეღიმა.
– იცი, რა, აქამდე ცხოვრება სასტიკად გვექცეოდა ორივეს. მაგრამ ამას
არა უშავს. ჩვენ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ, რაც ცხოვრებას ჩვენი მარ-
თებს.
– დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე ხომ კარგად გიცნობ. შენი და რას
აკეთებს ახლა?
– მისმა მეგობარმა მდიდრული აქსესუარების მაღაზია გახსნა ცოტა ხნის
წინ და ჩემი და კვირაში სამჯერ მასთან მუშაობს. სხვა დროს მზარეულობას
სწავლობს, საქმროსთან დადის პაემანზე, ან კინოში. უუბრალოდ, ცხოვრებით
ტკბება.
მერე მიდორი ჩემი ამბებითაც დაინტერესდა. სახლი და დიდი ბაღი აღვუ-
წერე, კატა თოლიაზეც მოვუყევი და ჩემს სახლის პატრონზეც.
– ერთობი?
– ძალიან!
– მოგეტ ყუებინე მაინც...
– ასეა, მაგრამ თან გაზაფხულია.
– და თან შენი მეგობარი გოგოს მოქსოვილი ჯემპრი გაცვია.
ამ სიტ ყვებმა გამაოგნა და ღვინისფერ ჯემპრზე დავიხედე.

264
– შენ რა იცი?
– მივხვდი, რა თქმა უნდა, მითხარი, აბა, რა გ ჭირს?
– არ ვიცი, ვცდილობ, რამეს მაინც მოვეკიდო ცოტაოდენი ენთუზიაზმით.
– არც ის დაივიწყო, ცხოვრება რომ შოკოლადის კოლოფსა ჰგავს.
თავი გავაქნიე რამდენჯერმე და შევაშტერდი.
– შესაძლოა, დიდად ჭკვიანი არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ საერთოდ ვერ
ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.
– შოკოლადის ასორტი ხომ იცი, იქიდან რაღაც მოგწონს, რაღაც კი არა.
და, აი, ადგები და იმათ ამოჭამ, რომლებიც მოგწონს, და იქ კი ისინი დარჩება,
რომლებიც დიდად არ მოგწონს. როცა რამე მტკივნეული ხდება, სულ ასე
ვფიქრობ – ახლა საკმარისია ეს გადავაგორო და ყველაფერი კარგად იქნება.
ცხოვრება შოკოლადის კოლოფსა ჰგავს!
– ფილოსოფოსობ რა!
– მართლა ეგრეა. გამოცდილებამ მასწავლა.
ყავას ვსვამდით, როდესაც ორი გოგონა შემოვიდა. როგორც მივხვდი, მათ
მიდორი უნივერსიტეტიდან იცნობდა. სამივემ რეგისტრაციის ბარათები
შეადარეს და მილიონ რამეზე ილაპარაკეს: გერმანულში რა ნიშანი მიიღე?
ესა და ეს კამპუსის აჯანყებაში დაშავდა. რა ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია, სად
იყიდე? ნახევრად ვუგ დებდი ყურს. მაგრამ მათი ხმა თითქოს სამყაროს მეორე
ბოლოდან მესმოდა.
ყავა მოვსვი და მაღაზიის ფანჯრიდან გავიხედე. უნივერსიტე ტის საგაზაფ-
ხულო პეიზაჟი გადაშლილიყო – ახალი სასწავლო წელი იწყებოდა, ბურუსი
იდგა. საკურა ყვავილობდა, ახალი სტუდენტები (მათ ერთი შეხედვითაც გამო-
არჩევდი სხვებისგან) თან უამრავ ახალ წიგნს მოათრევდნენ. ცოტა ხანს ფიქ-
რებში წავედი, ნაოკო მომაგონდა, რომელიც ვერც წელს განაგრძობდა სწავ-
ლას. მალე ის გოგოები თავიანთ მაგიდას დაუბრუნდნენ, მე და მიდორი სახე-
ტიალოდ გავედით იმ უბან ში. ბუკინისტურ მაღაზიებში შევედით, რამდენიმე
წიგნი ვიყიდეთ, მერე კიდევ ერთ კაფეში შევიარეთ კიდევ ერთი ფინჯანი ყა-
ვისთვის, პინბოლი ვითამაშეთ ცოტა ხანს, მერე პარ&s hy;კში მერხზეც ჩამოვ-
სხედით, ან ვლაპარაკობდით, ან მიდორის ვუსმენდი, მე კი პასუხად რამეს
ამოვილუღლუღებდი ხოლმე. მერე მითხრა, მწყურიაო, მე კი კიოსკთან მივირ-
ბინე და ორი კოკა-კოლა ვიყიდე. როცა უკან დავბრუნდი, დავინახე, რომ კალ-
მით რაღაცას წერდა ხაზებიან ფურცელზე.
– ეს რა არის? – ვკითხე მიდორის.

265
– არაფერი.
ოთხის ნახევარზე გამოაცხადა, უნდა წავიდეო.
– ჩემს დას უნდა შევხვდე გინზაში.
მეტროს სადგურამდე ერთად მივედით და მერე სხვადასხვა მხარეს წავე-
დით.
წასვლამდე მიდორიმ ქაღალდის ნაგ ლეჯი მომცა, რომელიც ახლა ოთხად
გადაეკეცა. ჯიბეში ჩამიდო.
– სახლში რომ მიხვალ, იქ წაიკითხე.
მატარებელში წავიკითხე.
„ახლა შენ სასმელებს ყიდულობ, მე გწერ. ცხოვრებაში პირველად ვწერ
მას, ვინც გვერდით მიზის მერხზე, მაგრამ ასე მგონია, სხვანაირად შენს ყუ-
რადღებას ვერაფრით მივიპყრობ. თითქმის არ მისმენ, რასაც გეუბნები, არა?
ნუთუ ვერ ხვდები, რა საშინლად მომე ქეცი დღეს? ვერც კი შეამჩნიე ჩემი ახა-
ლი ვარცხნილობა, არა? რამდენი ხანია, მის დაყენებას ვცდილობ, ძლივს გავი-
ზარდე და, როგორც იქნა, წინა კვირის ბოლოს მოვახერხე იმ სტილზე დამეყე-
ნებინა, გოგოსი რომ შეიძლება დაერქვას, შენ კი ვერც შეამჩნიე. საკმაოდ კარ-
გია ისე. ამიტომ მეგონა, შოკში ჩავარდებოდი, როცა დამინახავდი ამდენი ხნის
შემდეგ პირველად, მაგრამ შენ ვერც კი შენიშნე. არა გგონია, რომ ეგ საშინე-
ლებაა? ალბათ დღეს რა მეცვა, ისიც არ გახსოვს. ეი, მე გოგო ვარქ! მერე რა,
რომ რაღაც გაქვს საფიქრალი? ერთი კარგად მაინც უნდა შემომხედო. მხო-
ლოდ იმის თქმა იყო საჭირო: „ვაჰ, გიხდება ეს ვარცხნილობა!“ და შევძლებდი
მეპატიებინა, ფიქრებში რომ იყავი ჩაძირული, მაგრამ, არა!
ამიტომაც ტყუილი უნდა გითხრა. მართლა ჩემს დასთან შეხვედრას კი არ
ვაპირებ. შენთან მინდოდა ღამის გატარება. პიჟამებიც კი წამოვიღე თან. მარ-
თლა. პიჟამები და კბილის ჯაგრისი მიდევს ჩანთაში. ვაიმე, რა იდიოტი ვარ.
შენ ხომ არც დაგიპატიჟივარ სახლში. ჯანდაბა! გინდა მარტოობა და იყავი.
არასწორად ნუ გამიგებ. ძალიანაც არ ვბრაზობ. უბრალოდ, მეწყინა. იმხე-
ლა ყურადღებას იჩენდი, როცა პრობლემები მქონდა, ახლა კი, როცა შენ გაქვს
პრობლემები, მე ვერაფრით გეხმარები. შენს სამყაროში ხარ გამოკეტილი, და
როცა კარზე გიკაკუნებ, წამით გამომხედავ და მაშინვე უკან ბრუნდები.
უკვე უკან ბრუნდები სასმელებით – ჩაფიქრებული მოსეირნობ. ახლა
გვერდით მიზიხარ და კოკა-კოლას სვამ. კიდევ ერთხელ გავიფიქრე, იქნებ ახ-
ლა მაინც შეამჩნიოს-მეთქი. მაგრამ, არა. რომ შეგემჩნია, დავხევდი ამ წე-
რილს და გეტ ყოდი, წავიდეთ შენთან. გემრიელ სადილს მოგიმზადებ. მერე კი

266
შეგ ვიძლია დავწვეთ და ერთმანეთს ჩავეხუტოთ-მეთქი. მაგრამ შენ ფოლადი-
ვით უგრძნობი ხარ. კარგად.
პ.შ. შემდეგ, როცა შემხვდები სადმე, გთხოვ, ნუ გამომელაპარაკები.“
კიჩიჯოჯის სადგურში მატარებლიდან რომ გადმოვედი, მიდორის დავურე-
კე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. რადგან სხვა საქმე არაფერი მქონდა, უბან ში
ვიხეტიალე, რომ ლექციების შემდეგ ნახევარ განაკვეთზე სამუშაო მეპოვა.
მთელი შაბათ-კვირა თავისუფალი ვიქნებოდი და თან ორშაბათობით, ოთხშა-
ბათობით და ხუთშაბათობით ხუთი საათის შემდეგ შემეძლო მემუშავა. მაგ-
რამ ჩემს გრაფიკს რომ მორგებოდა, ეგეთი სამსახურის პოვნა ადვილი არ იყო.
ბოლოს ხელი ჩავიქნიე და სახლში დავბრუნდი. მერე ბოსტნეულის შესაძენად
წავედი, სადილის მოსამზადებლად მჭირდებოდა, მერე ისევ მიდორის დავუ-
რეკე. მისმა დამ მითხრა, მიდორი ჯერ არ მოსულა სახლში და წარმოდგენა
არ მაქვს, როდის იქნებაო. მადლობა გადავუხადე და ყურმილი დავ კიდე.
სადილის მერე ვცადე, მიდორისთვის მიმეწერა. რამდენჯერმე დავიწყე წე-
რა, მერე თავი დავანებე და მის ნაცვლად ნაოკოს მივწერე.
გაზაფხული დადგა-მეთქი, ვწერდი. ახალი სასწავლო წელი იწყებოდა.
მივწერე, მენატრები და იმედი მაქვს, რომ შენთან შეხვედრას და ლაპარაკს
მოვახერხებ-მეთქი.
„გადავწყვიტე, გავძლიერდე. სხვა რა შემიძლიაა? მინდა, კიდევ ერთი რამ
გითხრა. შეიძლება, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, და ამაზე შენ საერთოდ არ დარ-
დობ, მაგრამ – სხვებთან აღარ ვწვები. არ მინდა, დავივიწყო შენი ბოლო შეხე-
ბა. ეს ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგიდგენია. სულ ამაზე
ვფიქრობ“.
წერილი კონვერტში ჩავდე, მარკა დავაკარი და მაგიდასთან მჯდომი ძა-
ლიან დიდხანს დავ ყურებდი მას. უჩვეულოდ მოკლე წერილი იყო, მაგრამ
ვგრძნობდი, ნაოკო ასე გაცილებით მარტივად გამიგებდა. დუიმ-ნახევარზე
ვისკი ჩამოვისხი, ორ ყლუპად გადავ კარი და დასაძინებლად დავწე ქი.
მეორე დღეს კიჩიჯოჯის სადგურთან სამსახური ვიშოვე, სადაც შემეძლო
შაბათ-კვირას მემუშავა – ერთი პაწაწინა იტალიური რესტორანი იყო, მაგი-
დებს უნდა მოვმსახურებოდი. პირობები საკმაოდ ცუდი იყო, მაგრამ მგზავრო-
ბისა და კვების ხარჯს გინაზღაურებდნენ. და თან, თუკი ვინმეს ორშაბათს,
ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დასვენება მოუნდებოდა, დღის მეორე ნახევარში
მისი შეცვლა შემეძლო. იდეალურად მაძლევდა ხელს. მენეჯერმა მითხრა,
სამთვიანი მუშაობის შემდეგ ხელფასსაც გაგიზრდითო. უნდოდათ, იმავე შა-

267
ბათს შევდგომოდი საქმეს. ეს ტიპი ბევრად უფრო ღირსეული ჩანდა, ვიდრე
შინჯუკუს მუსიკალური მაღაზიის იდიოტი მმართველი.
კიდევ ერთხელ ვცადე, მიდორისთვის სახლში დამერეკა, და ისევ მისმა დამ
მიპასუხა. მიდორი გუშინდელს აქეთაა, არ დაბრუნებულაო, მითხრა. დაღლი-
ლი ჩანდა და ახლა უკვე თვითონაც ეტ ყობოდა ღელვა, მკითხა, ხომ არ იცი,
სად შეიძლებოდა წასულიყოო. მარტო ის ვიცოდი, რომ მიდორის ჩანთაში პი-
ჟამა და კბილის ჯაგრისი ედო.
ოთხშაბათს ლექციაზე ვნახე მიდორი. მუქლურჯი ჯემპრი ეცვა და ის მუ ქი
მზის სათვალე ეკეთა, რომელსაც ხშირად ზაფხულში იკეთებდა. ბოლო რიგში
იჯდა, სათვალიან გამხდარ გოგოს ელაპარაკებოდა, რომელთან ერთადაც ად-
რეც მენახა. მივუახლოვდი და ვუთხარი, ლექციის შემდეგ შენთან დალაპარა-
კება მინდა-მეთქი. ჯერ იმ სათვალიანმა გოგონამ შემომხედა, მერე მიდორი-
მაც. მართლაც უფრო ქალური ვარცხნილობა ჰქონდა, ვიდრე ადრე.
– ვიღაცას უნდა შევხვდე, – ოდნავ გააქნია თავი.
– დიდ დროს არ წაგართმევ. ხუთი წუთიც საკმარისია.
მიდორიმ სათვალე მოიხსნა და თვალები მოჭუტა. ასე შეხედავდა ასი იარ-
დის იქით მდგომ ჩამონგრეულ მიტოვებულ სახლსაც.
– მაპატიე, არ მინდა შენთან ლაპარაკი.
სათვალიანმა გოგომ გამომხედა და თითქოს თვალებით გამიმეორა: არ
გესმის, რას გეუბნება? არ უნდა შენთან ლაპარაკი, სამ წუხაროდ.
ლექციაზე პირველი რიგის მარჯვენა მხარეს ვიჯე ქი (ტენესი უილიამსის
ნაშრომები მიმოვიხილეთ და ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილ მის ღვაწ-
ლზე ვილაპარაკეთ). ლექციის შემდეგ სამამდე დავითვალე და მივ ტრიალდი.
მიდორი უკვე წასულიყო.
აპრილში ძალიან ძნელი იყო მარტოობა. გარშემო ყველა ბედნიერი ჩანდა.
ხალხი პალტოებს იხდიდა და მზეში ერთად ყოფნა უხაროდათ – ლაპარაკობ-
დნენ, დაჭერობანას თამაშობდნენ, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ. მე კი
ყოველთვის ჩემთვის ვიყავი. ნაოკო, მიდორი, ნაგასავა: სამივე წავიდა ჩემგან.
ახლა აღარავინ მყავდა, ვისაც ვეტ ყოდი: „დილა მშვიდობისა“, ან „როგორ
ჩაიარა დღემ?“ შტორმტრუპერიც კი მომენატრა. მთელი თვე მარტომ გავატა-
რე. რამდენჯერმე ვცადე მიდორისთან გამოლაპარაკება, მაგრამ ყოველთვის
ერთსა და იმავე პასუხს მცემდა: ახლა შენთან ლაპარაკი არ მინდაო. მისი ტო-
ნი მახვედრებდა, რომ მართლაც ასე იყო. ყოველთვის იმ სათვალიან გოგოს-
თან ერთად იყო, ან ვხედავდი მაღალ, მოკლეთმიან ბიჭთან ერთად, რომელსაც

268
წარმოუდგენლად გრძელი ფეხები ჰქონდა და ყოველთვის თეთრი სპორტული
ფეხსაცმელი ეცვა.
მიიწურა აპრილი და მაისიც დადგა, მაგრამ მაისი აპრილზე ბევრად ცუდი
გამოდგა. შუაგულ მაისში მივხვდი, რომ გული სხვანაირად მიცემდა. ეს ძირი-
თადად მზის ჩასვლის შემდეგ ხდებოდა. საღამოს მწუხრში, როცა ჰაერში მაგ-
ნოლიის ნაზი სურნელი ტრიალებდა, გული რაღაც წინათგრძნობით შემიკ-
რთებოდა, ამიჩქარდებოდა, და თან რაღაც მტკიოდა. თვალებს დავხუ ჭავდი
და კრიჭას შევ კრავდი ხოლმე. ველოდი, როდის გამივლიდა ღელვა. და მარ-
თლაც გამივლიდა ხოლმე – მაგრამ ნელა, ძალიან ნელა, დრო სჭირდებოდა,
თან კი ყრუ ტკივილს მიტოვებდა.
ამ დროს ნაოკოს ვწერდი, მისთვის გაგზავნილ წერილებში აღვწერდი მხო-
ლოდ სასიამოვნო და მშვენიერ რამეებს: ბალახის სურნელს, გაზაფხულის სი-
ოს ალერსს, მთვარის შუქს, ნანახ ფილმებს, მოწონებულ სიმღერას, წიგნს,
რომელმაც შემძრა. მე თვითონაც შვებას მგვრიდა ამ წერილების გადაკითხვა.
აამ დროს ვგრძნობდი, რომ ცხოვრება მშვენიერი იყო. უამრავი წერილი გავ-
გზავნე, მაგრამ ნაოკოს ან რეიკოსგან არაფერი ისმოდა.
იმ რესტორან ში, სადაც ვმუშაობდი, ერთი სტუდენტი ბიჭი გავიცანი, ჩემი
ტოლი, იტო ერქვა. დიდი დრო დასჭირდა ამ ნაზ, ჩუმ ბიჭს, ხელოვნების კო-
ლეჯის სტუდენტს, ჩემთან ლაპარაკის დასაწყებად, მაგრამ ბოლოს სამსახუ-
რის მერე ბარშიც მივდიოდით და უამრავ რამეზეც ვსაუბრობდით, ძირითა-
დად მუსიკასა და წიგნებზე. მასაც უყვარდა კითხვა და მუსიკა. გამხდარი, სიმ-
პათიური ბიჭი იყო, ძალიან მოკლეთმიანი და სუფთად ჩაცმული, სხვა ხელოვ-
ნების კოლეჯების ტიპური სტუდენტებისგან განსხვავებით. ბევრს არასოდეს
ამბობდა, მაგრამ განსაზღვრული გემოვნება და მოსაზრებები ჰქონდა. ფრან-
გული რომანე ბი უყვარდა, განსაკუთრებით, ჟორჟ ბატაისა და ბორის ვიანის.
რაც მუსიკას შეეხება, მოცარტისა და რაველის სასარგებლოდ აკეთებდა არჩე-
ვანს. ჩემსავით ისიც მეგობარს ეძებდა, რომელსაც ამგვარ რამეებზე დაელაპა-
რაკებოდა.
იტომ ერთხელ სახლში მიმიპატიჟა. ჩემსავით გადაკარგულში კი არ ცხოვ-
რობდა – ინოკაშირას პარკის უკან ერთ უცნაურ, ერთსართულიან სახლში. მი-
სი ოთახი ტილოებითა და სახატავი ნივთებით იყო გადატენილი. ვთხოვე, შენი
ნამუშევრები მიჩვენე-მეთქი, მაგრამ მეტისმეტად მორცხვობდა და არაფერი
მიჩვენა. ცოტა ჩივას რეგალი დავლიეთ, რომელიც მამის სახლიდან ჩუმად წა-

269
მოეღო და ცქიმურა შევწვით შეშის ღუმელზე. მერე კი რობერტ კასადესუსის
მიერ მოცარტის საფერტეპიანო კონცერტის შესრულებას მოვუსმინეთ.
იტო ნაგასაკიდან იყო. იქ მეგობარი გოგონა ჰყავდა და როცა სახლში ჩა-
დიოდა, მასთან წვებოდა, მაგრამ, როგორც ამბობდა, ბოლო დროს სიტუაცია
დაძაბული იყო.
– ხომ იცი, როგორები არიან გოგონები. გახდებიან ოცი-ოცდაერთი წლისა-
ნი და უეცრად თავში კონკრეტული იდეები მოსდით. სუპერრეალისტები ხდე-
ბიან. და ეგ რომ მოხდება, მერე ყველაფერი, რაც მანამდე სასიამოვნო და საყ-
ვარელი ჰქონდათ, ჩვეულებრივად და დამთრგუნველად გეჩვენება. ახლა, რო-
ცა ერთმანეთს შევხვდებით, იმას ვიზამთ თუ არა, მეუბნება, აბა, სწავლის
დამთავრების შემდეგ რას აპირებო.
– აბა, რას აპირებ სწავლის დასრულების შემდეგ? – ვკითხე მე.
თავი გააქნია, თან ცქიმურათი ჰქონდა პირი გამოტენილი.
– რა უნდა ვქნა? ფერწერას შევისწავლი. ეგეთ რამეებზე რომ ვდარდობ-
დეთ ან ვუფიქრდებოდეთ, არავინ ამ ფაკულტეტზე არ ისწავლიდა. აამას ხომ
თავის სარჩენად არ აკეთებ. ის კი, აი, ასე უდგება საქმეს: რატომ ნაგასაკიში
არ დაბრუნდები და ხატვის მასწავლებელი არ გახდები? – თვითონ ინგლისუ-
რის მასწავლებლობას აპირებს.
– დიდად აღარ გიჟდები მასზე, არა?
– აი, ეგ ყველაფერს წერტილს უსვამს. ვის უნდა უნდოდეს ერთი ხატვის
მასწავლებლობა? ისღა მაკლია, მთელი ჩემი ცხოვრება თინეიჯერ მაიმუნებს
ხატვა ვასწავლო!
– ეგ სულ სხვა საკითხია. როგორ ფიქრობ, არ ჯობს, დაშორდეთ? მგონი,
ორივესთვის ეგრე აჯობებს.
– რა თქმა უნდა, ეგრე ვფიქრობ. მაგრამ არ ვიცი, როგორ ვუთხრა. თვითონ
მთელი ცხოვრების გატარებას ჩემ გვერდით აპირებს. როგორ უნდა ვუთხრა:
იცი რა, უნდა დავშორდეთ. რაღაც აღარ მომწონხარ-მეთქი?
ჩვენ-ჩვენი ჩივა პირდაპირ დავლიეთ, უყინულოდ, მერე კი ცქიმურაც რომ
შევ ჭამეთ, ცოტა კიტრი და ნიახური დავ ჭერით და მისოში ჩავაწეთ. როცა
პირში კიტრი ამიხრამუნდა, მიდორის მამა გამახსენდა. გავიფიქრე, რა მოსაწ-
ყენი და უგემური გახდა ჩემი ცხოვრება მიდორის გარეშე-მეთქი, ამან ცუდ
გუნებაზე დამაყენა. ისე, რომ ვერც კი მივხვდი, ჩემ ში უდიდესი ადგილი
დაეკავებინა ამ გოგონას.

270
– მეგობარი გოგონა გ ყავს? – იტოც დაინტერესდა ჩემი პირადი ცხოვრე-
ბით.
– ჰო... – შევ ყოყმანდი, – მაგრამ ახლა ერთად ვერ ვართ.
– ერთმანეთს უგებთ?
– მგონი, კი. ეგ რომ არ იყოს, აბა, რა აზრი ექნებოდა? – გამეცინა.
იტო დაბალი ხმით ალაპარაკდა მოცარტის სიდიადეზე. მან ყველაფერი
იცოდა მოცარტის შესახებ, როგორც სოფლელმა ბიჭმა იცის მთაზე ასასვლე-
ლი ყოველი ბილიკი. მამამისს ჰყვარებია მუსიკა და პატარაობიდანვე შეუყვა-
რებია მისთვისაც. კლასიკურ მუსიკაზე ამდენი რამ არ ვიცოდი და მოცარტის
კონცერტს რომ ვუსმენდი იტოს ჭკვიანური და ემოციური კომენტარებით (აი,
აი, ეს ნაწილი. აბა, ამაზე რას იტ ყვი?), წლების მანძილზე პირველად დავ-
მშვიდდი. ინოკაშირას პარკის თავზე დაკიდებულ ნამგალა მთვარეს შევ ყუ-
რებდით და სულ გამოვცალეთ ის ჩივას რეგალი. დიდებული ვისკი იყო!
იტომ შემომთავაზა, ღამით აქ დარჩიო, მაგრამ რაღაც საქმე მოვიმიზეზე,
მადლობა გადავუხადე და სანამ ცხრა გახდებოდა, წამოვედი. სახლისკენ მიმა-
ვალ გზაზე ტელეფონის ჯიხურიდან მიდორის დავურეკე. ძალიან კი გამაკვირ-
ვა იმან, რომ მიპასუხა.
– მაპატიე, მაგრამ ახლა შენთან ლაპარაკი არ მინდა.
– ვიცი. ვიცი. მაგრამ არ მინდა, ასე დავამთავროთ ურთიერთობა. მე ძალი-
ან ცოტა მეგობარი მყავს, შენც მათ შორის ხარ, და ჩემთვის ძალიან მტკივ-
ნეულია, შენ რომ ვერ გნახულობ. როდის შევძლებ შენთან ლაპარაკს? ეგ მა-
ინც მითხარი.
– როდესაც თვითონ მომესურვება შენთან ლაპარაკი.
– როგორა ხარ?
– კარგად, – ყურმილი დამიკიდა.
შუა მაისში რეიკოსგან წერილი მივიღე.
„გმადლობთ, ასე ხშირად რომ გვწერდი. ნაოკოს ახალისებს შენი წერილე-
ბი. მეც. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, მეც რომ ვკითხულობ?
მაპატიე, რომ ამდენ ხანს ვერ გპასუხობდი. სიმართლე გითხრა, გადაღლი-
ლი ვიყავი და თან კარგი ამბავიც არ მქონდა შესატ ყობინებელი. ნაოკო არ
არის კარგად. იმ დღეს დედამისი ჩამოვიდა კობედან. ჩვენ ოთხნი – ნაოკო, დე-
დამისი, ექიმი და მე – დიდხანს, გულდასმით განვიხილავდით ამ საკითხს და
იმ დასკვნამდე მივედით, რომ ნაოკო ნამდვილ საავადმყოფოში უნდა გადავი-
დეს ცოტა ხნით ინტენსიურად სამკურნალოდ და მერე იმის მიხედვით, თუ რა

271
შედეგს გამოიღებს მკურნალობა, შეიძლება უკან დაბრუნდეს. ნაოკოს უნდა,
თუ შესაძლებელია, აქ დარჩეს და აქ გამოკეთდეს. ვიცი, რომ ძალიან მომე-
ნატრება და ბევრს ვიდარდებ მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ თანდათან სულ უფ-
რო რთულდება მისი გაკონტროლება აქ. ძირითადად თავს კარგად გრძნობს,
მაგრამ ზოგჯერ მისი ემოციურობა უკიდურესად არასტაბილური ხდება, და ამ
დროს, თვალსაც კი ვერ ვაშორებთ. ვერ მიხვდები, რა შეიძლება ქნას. ზოგჯერ
ინტენსიურად ჩაესმის ხმები და ამ დროს თავის თავში მთლიანად იკეტება.
სწორედ ამიტომ მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნაოკოსთვის საუკეთესო გა-
მოსავალი რაღაც პერიოდის მანძილზე შესაბამის დაწესებულებაში თერაპიის
ჩატარება იქნება. საშინელებაა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სხვა არაფერი შეგ-
ვიძლია. როგორც ადრე გითხარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აქ მოთმინე-
ბაა. ეს ახლართული ძაფი როგორმე ისე უნდა გავასწოროთ, რომ არაფერი გა-
ფუჭდეს. იმედი არ უნდა დავ კარგოთ. რაც უნდა უიმედოდ მოგ ვეჩვენოს მისი
მდგომარეობა, ადრე თუ გვიან უნდა მოვახერხოთ და იმ ძაფის ბოლო ვიპო-
ვოთ. თუ უკუნ სიბნელეში ხარ, ისღა დაგრჩენია იქამდე იჯდე, ვიდრე თვალს
არ შეაჩვევ სიბნელეს.
ამ წერილს რომ მიიღებ, ნაოკო უკვე სხვა საავადმყოფოში იქნება გადაყვა-
ნილი. მაპატიე, რომ იქამდე გალოდინე, ვიდრე ეს გადაწყვეტილება არ მივი-
ღეთ, მაგრამ ყველაფერი სწრაფად გადაწყდა. ის საავადმყოფო მართლა ძა-
ლიან კარგია, კვალიფიციური ექიმები მუშაობენ. ქვემოთ საავადმყოფოს მი-
სამართს მოგწერ და იქ გაუგზავნე წერილები ნაოკოს. ისინი შემატ ყობინებენ,
რა მდგომარეობაშია ნაოკო, და რასაც გავიგებ, მაშინვე გაცნობებ. იმედი
მაქვს, კარგ ამბებს შევიტ ყობთ. და მიუხედავად იმისა, რომ ნაოკო აქ აღარ
არის, გთხოვ, დროდადრო მეც მომ წერო.
კარგად იყავი.“
იმ გაზაფხულს უამრავი წერილი დავგზავნე: ნაოკოს კვირაში ერთხელ
ვწერდი, რამდენჯერმე რეიკოს მივწერე, რამდენჯერმე მიდორის. სად აღარ
ვწერდი – აუდიტორიებში, სახლში, ჩემს მერხთან, კალთაში კი თოლია მეჯდა,
იტალიურ რესტორან ში, შესვენებაზე, ცარიელ მაგიდებთან. თითქოს იმიტომ
ვწერდი, რომ როგორღაც თავი მომეყარა ჩემი ნამსხვრევებად ქცეული სიცოც-
ხლისათვის.
მიდორის ვწერდი: „აპრილში და მაისში თავს საშინლად ვგრძნობდი, მარ-
ტოსულად, რადგან შენთან ლაპარაკს ვერ ვახერხებდი. ვერასდროს წარმო-
მედგინა, რომ ამდენად მტკივნეული და მარტოსული შეიძლებოდა ყოფილიყო

272
გაზაფხული. ჯობია, სამი თებერვალი გავატარო ზედიზედ, ვიდრე ასეთი გა-
ზაფხული მქონდეს. ვიცი, რომ ძალიან გვიანაა ახლა, მაგრამ მართლა ძალიან
გიხდება ეგ ვარცხნილობა. მართლა. ახლა მე ერთ იტალიურ რესტორან ში
ვმუშაობ, მზარეულმა სპაგეტის მომზადების ერთი კარგი ხერხი მასწავლა.
მინდა, მალე შენთვისაც მოვამზადო ეგრე“.
ყოველდღე დავდიოდი ლექციებზე. კვირაში სამ-ოთხჯერ რესტორან ში
ვმუშაობდი, იტოს წიგნებსა და მუსიკაზე ველაპარაკებოდი, ვკითხულობდი
მისგან ნათხოვარ ბორის ვიანის რომანებს, წერილებს ვგზავნიდი, ვეთამაშე-
ბოდი თოლიას, სპაგეტის ვიმზადებდი, ვმუშაობდი ბაღში, ნძრევის დროს
ნაოკოზე ვფიქრობდი და ფილმებს ვუყურებდი.
თითქმის შუა ივნისი იდგა, მიდორი რომ შემომირიგ და. ორი თვის მანძილ-
ზე ერთმანეთისთვის სიტ ყვა არ გვეთქვა. ერთი ლექციის შემდეგ გვერდით ჩა-
მომიჯდა, ხელზე ჩამოდო ნიკაპი, იჯდა, არაფერს მეუბნებოდა.
გარეთ წვიმდა. წვიმების სეზონი იდგა. თქეში მოდიოდა, ქარი არ იძვრო-
და, და ყველაფერი ილუმპებოდა, სუყველაფერი. სხვა სტუდენტები რომ საკ-
ლასო ოთახიდან გავიდნენ, მერე კიდევ დიდხანს უხმოდ იჯდა მიდორი ჩემ
გვერდით. ჯინსის ქურთუკის ჯიბიდან მერე მარლბოროს კოლოფი ამოიღო,
ერთი ღერი ტუჩებს შორის ჩაიდო და ასანთი მომაწოდა. ასანთს გავ კარი და
სიგარეტს მოვუკიდე.
მიდორიმ ტუჩები მომუწა და სახეში შემომაბოლა.
– მოგწონს ჩემი ვარცხნილობა?
– ძალიან.
– მაინც რამდენად?
– იმდენად, რომ მსოფლიოს ყველა ტყეში ყველა ხე წაიქცეს.
– მართლა ასე ფიქრობ?
– მართლა ასე ვფიქრობ.
ცოტა ხანს თვალებში მიყურებდა, მერე მარჯვენა ხელი გამომიწოდა. ის
უფრო მხნე ჩანდა, ვიდრე მე. იატაკზე დააფერფლა და ფეხზე წამოდგა.
– ვჭამოთ. კუ ჭი მიხმება.
– სად გინდა წასვლა?
– ნიონბაშიში ტაკაშიმაიას მაღაზიაში ერთი რესტორანია.
– რაღა მაინცდამაინც მანდ?
– მომ წონს იქაურობა და ზოგჯერ მივდივარ ხოლმე, ეგ არის და ეგ.

273
ნიონბაშიმდე მეტროთი მივედით. იქაურობა თითქმის ცარიელი იყო. იქნებ
იმიტომ, რომ მთელი დილა წვიმდა? ეს გამოქვაბულივით მაღაზია წვიმის სუ-
ნით გაჟღენთილიყო, იქ მომუშავეებს კი სახეზე „აბა-ახლა-რა-ვქნათ“ ეწე-
რათ. მე და მიდორი პირველ სართულზე რესტორან ში შევედით, და მას შემ-
დეგ, რაც კარგად შევისწავლეთ ვიტრინიდან პლასტმასის საჭმელი, გადავ-
წყვიტეთ, რომ ძველმოდური ცივი ლანჩი აგ ვეღო: ბრინჯი, მწნილი, შემ წვარი
თევზი, ტემპურა, ტერიაკის წიწილა. რესტორან ში, მიუხედავად იმისა, რომ
უკვე თორმეტი საათი გამხდარიყო, ხალხი თითქმის არ იყო.
– ღმერთო, ნეტა ბოლოს როდის ვჭამე ასეთ ადგილას? – ხმამაღლა წარ-
მოვთქვი, თან მწვანე ჩაის ვსვამდი, თეთრი ფინჯნით, როგორიც მხოლოდ ასე-
თი ტიპის რესტორნებში აქვთ.
– მე ეგეთი რამეების კეთება მომ წონს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი გან-
ცდა მიჩნდება, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვშვრებოდე. ალბათ ბავშვო-
ბას მაგონებს. ჩემს მშობლებს თითქმის არასდროს დავ ყავდი მაღაზიებში.
– ჩემებს კი, მგონი, სხვა საერთოდ არაფერი უკეთებიათ. დედაჩემი გიჟდე-
ბოდა ასეთ მაღაზიებზე.
– რა ბედნიერი ხარ!
– რა სისულელეს ამბობ? მე ოდნავადაც არ მომ წონს ასეთ მაღაზიებში
სიარული.
– იმას ვამბობდი, როგორ გაგიმართლა, იმდენად ზრუნავდნენ შენზე, რომ
ასეთ ადგილებში დაჰყავდი...
– ალბათ იმიტომ, რომ დედისერთა ვიყავი.
– ბავშვობაში ვოცნებობდი, წავსულიყავი ჩემით რომელიმე ასეთ რესტო-
რან ში, როცა გავიზრდებოდი და, რაც მომინდებოდა, ის მე ჭამა. მაგრამ რა აზ-
რი აქვს, ასეთ ადგილას მარტომ გამოიტენო პირი ბრინჯით? საჭმელი არც ისე
გემრიელია, აქაურობა კი დიდია, გაჭედილი და ხმაურიანი. ზოგჯერ მაინც
მომ წონს აქ მოსვლა.
– ეს ორი თვე თავს ძალიან მარტო ვგრძნობდი.
– ვიცი, ვიცი. ხომ მომ წერე, – რაღაც ცივად მიპასუხა, – მოდი, ვჭამოთ რა.
ახლა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.
მდიდრული, გალაქული, ნახევარმთვარის ფორმის ლანჩის კოლოფების
სხვადასხვა განყოფილებიდან ამოვ ჭამეთ შემ წვარი თუ დამ წნილებული პრო-
დუქტები, მერე ასეთივე გაპრიალებული თასებიდან „ტყუილი“ ბულიონი ვჭა-
მეთ, და იმ თეთრი ფინჯნებიდან მწვანე ჩაი დავლიეთ. მიდორიმ ლანჩს სიგა-

274
რეტი დააყოლა. როცა მოწევას მორჩა, წამოდგა უსიტ ყვოდ და თავის ქოლგას
მოჰკიდა ხელი. მეც ავდე ქი და ჩემი ქოლგა ავიღე.
– ახლა სად გინდა წასვლა?
– სახურავზე, რა თქმა უნდა. შემდეგი გაჩერება ეგაა.
ამ წვიმაში სახურავზე სხვა არავინ იყო, კლერკიც კი არ იდგა შინაური
ცხოველების განყოფილებაში, დარაბები ჩამოშვებული იყო კიოსკებში და სა-
ბავშვო გასართობი ცენტრის ბილეთების ჯიხურშიც. ქოლგები გავშალეთ და
დავხეტიალებდით გალუმპულ ხის ცხენებს, ბაღის მერხებსა და თავლებს შო-
რის. მიდორიმ მითხრა, მინდა, ტელესკოპიდან გავიხედოო, მე ხურდა ჩავაგ დე
და ვიდრე ის ტელესკოპში იჭყიტებოდა, მისი ქოლგა ისე მე ჭირა, რომ წვიმის-
გან დამეცვა.
სახურავის მეორე ბოლოში ბავშვების ატრაქციონები გადაეხურათ. მე და
მიდორი იქ ჩამოვსხედით და წვიმას ვუყურებდით.
– მიდი, ილაპარაკე. ვიცი, რომ რაღაც გაქვს ჩემთვის სათქმელი. ვხვდები.
– თავის გამართლებას არ ვცდილობ. მაგრამ მაშინ მართლა ძალიან ვიყა-
ვი დათრგუნული. სულ დაბინდული მქონდა გონება. ვერაფერზე ვერ ვფიქ-
რობდი. მაგრამ ჩემთვის ერთი რამ გახდა ცხადი, მას შემდეგ, რაც ურთიერთო-
ბა გავწყვიტეთ, მივხვდი, რომ ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა შენ იყავი. და
როცა დაგ კარგე, ტკივილი და მარტოობის განცდა დამეუფლა.
– ხვდები მაინც, ჩემთვისაც რა რთული იყო უშენოდ გატარებული ეს ორი
თვე?
ამ კითხვამ სულ მომ შალა.
– არა. ეგ არასდროს მიფიქრია. მეგონა, ბრაზობდი და აღარ გინდოდა ჩემი
ნახვა.
– ასეთი იდიოტი როგორა ხარ? რა თქმა უნდა, მინდოდა შენი ნახვა! განა
არ გითხარი, როგორ მომ წონდი? როცა ვინმე მომ წონს, მომ წონს და მორჩა. ეგ
რამე ასე სწრაფად არ მოდის და მიდის. მაგას მაინც ვერ მიხვდი?
– კი, მაგას კი, მაგრამ…...
– სწორედ ამიტომ ვბრაზობ ასე ძალიან. ერთი კარგი პანღურის ღირსი კი
იყავი! იცი რა! იმდენ ხანს არ გენახე და მაშინაც კი იმ ვიღაც გოგოზე ფიქრებ-
ში ისე იყავი გართული, რომ არც კი შემოგიხედავს ჩემთვის. როგორ შეიძლე-
ბოდა, არ გავბრაზებულიყავი? და ამ ყველაფრის გარდა, დიდი ხნით ადრე გა-
მიჩნდა განცდა, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, ცოტა ხანს მოგშორებოდი,
რომ კარგად დავფიქრებულიყავი რაღაცებზე.

275
– რა რაღაცებზე?
– ჩვენს ურთიერთობაზე, რა კითხვა კი მაგას უნდა? უკვე იმ წერტილამდე
ვიყავი მიღწეული, როცა შენთან ყოფნა ბევრად უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე
მასთან. იცი, რა, განა შენ არ ფიქრობ, რომ ეგ რაღაც უცნაურიცაა და რთუ-
ლიც? რა თქმა უნდა, ახლაც მომ წონს. ცოტა ეგოცენტრული და ვიწრო აზ-
როვნებისა და ფაშისტიც კია, მაგრამ თავისი კარგი მხარეებიც აქვს, და თან
პირველი კაცია, რომელსაც სერიოზულად შევხედე. მაგრამ შენ, შენ ჩემთვის
განსაკუთრებული ხარ. როცა შენ გვერდით ვარ, ვგრძნობ, რომ ეს ასეც უნდა
იყოს. შენი მჯერა. მომ წონხარ. არ მინდა, ჩემგან წახვიდე. ამის გამო სულ უფ-
რო დავიბენი, და მივედი და ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი. მითხრა, იმას-
თან შეხვედრა შეწყვიტეო. მითხრა, თუ იმის სანახავად წახვალ, ჩვენ უნდა
დავშორდეთო.
– მერე რა ქენი?
– დავშორდი. აი, ასე, – მიდორიმ მარლბოროს ღერი ჩაიდო პირში და მო-
კიდების დროს ხელით მოეფარა, აანთო და გააბოლა.
– რატომ?
– რატომო? – დაიკივლა, – სულ გაგიჟდი? ინგლისური ენის კავშირებითი
გესმის, ტრიგონომეტრია გესმის, მარქსს კითხულობ და ეგეთ მარტივ კითხვა-
ზე პასუხი არ აქვს? რატომ მეკითხები მაინც? მაინცდამაინც გოგოს უნდა ათ-
ქმევინო ეგეთი რამ? შენ უფრო მომ წონხარ, ვიდრე ის. ეგ არის და ეგ. რა თქმა
უნდა, ჯობდა ვინმე შენზე უფრო სიმპათიური შემყვარებოდა. მაგრამ არ მოხ-
და ასე. შენ შემიყვარდი.
ვცადე, რამე მეთქვა, მაგრამ სიტ ყვაც არ მომადგა ენაზე. მიდორიმ სიგარე-
ტის ნამ წვი გუბეში ჩააგ დო.
– შეგიძლია ეგრე მაინც არ მიყურო? ავ ტირდები ახლა. ნუ დარდობ, ვიცი
რომ სხვა გიყვარს. შენგან არაფერს ველი. მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლია,
რომ ჩამეხუტო? საშინელი ორი თვე გავიარე.
ქოლგა მაღლა ავწიე, იმ სათამაშო მოედნის უკან გავედით, მოვეხვიეთ ერ-
თმანეთს და ვაკოცეთ. თმაც და ჯინსის ქურთუკიც წვიმის სუნით ჰქონდა გაჟ-
ღენთილი. გოგონებს ისეთი ნაზი და თბილი ტანი აქვთ! ვგრძნობდი, როგორ
მეყრდნობოდა მკერდით მკერდზე. ბოლოს როდის შევეხე ადამიანს?
– ბოლოს რომ გნახე, იმ ღამითვე დაველაპარაკე და დავშორდით.
– მიყვარხარ. მთელი გულით. არ მინდა, ისევ დაგ კარგო. მაგრამ არაფერი
შემიძლია. ვერაფერს ვიზამ.

276
– იმ გოგოს გამო?
თავი დავუქნიე.
– მითხარი, მასთან წოლილხარ?
– ერთხელ. ერთი წლის წინ.
– და მას შემდეგ აღარ გინახავს.
– კი, ორჯერ ვნახე, მაგრამ არაფერი გვიქნია.
– რატომ არა? არ უყვარხარ?
– რთული სათქმელია. მართლა რთულად არის ყველაფერი. და ყველაფე-
რი ჩახლართულია. და თან ეს უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ უკვე აღარ
ვიცი, რას რა დავარქვა. და არც იმან იცის. მხოლოდ ის ვიცი, რომ, როგორც
ადამიანს, ამ შემთხვევაში გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრება და მას
ასე უბრალოდ ზურგს ვერ შევაქცევ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვუყვარვარ.
– იცი, რას გეტ ყვი, ვატანაბე? – ლოყით მომებჯინა ყელზე, – მე რეალური,
ცოცხალი გოგო ვარ, ჩემს ძარღვებში სისხლი ჩქეფს. მკლავებში გ ყავარ მოქ-
ცეული და გეუბნები, რომ მიყვარხარ. მზად ვარ, ყველა სურვილი შეგისრუ-
ლო. შეიძლება ცოტა გიჟი ვარ, მაგრამ კარგი გოგო ვარ, პატიოსანი და შრო-
მისმოყვარე, ლამაზიცა ვარ, კარგი მკერდი მაქვს, საჭმელსაც კარგად ვამზა-
დებ, მამაჩემმა ცოტა ქონებაც დამიტოვა. დასაკარგი ვინმე არა ვარ, რას იტ-
ყვი? თუ არ მოგინდება ჩემთან ყოფნა, ვინმე სხვასთან წავალ.
– დრო მჭირდება. დდრო მჭირდება დასაფიქრებლად, რაღაცების გასარ-
კვევად და გადაწყვეტილების მისაღებად. მაპატიე, მაგრამ ახლა სხვას ვერა-
ფერს გეტ ყვი.
– კარგი. მაგრამ მთელი გულით გიყვარვარ, არა? და არ გინდა, რომ დამ-
კარგო, არა?
– რადგან ვთქვი, ე. ი. ასეცაა.
მიდორი ღიმილით მომ შორდა.
– კარგი! დაგელოდები! მჯერა შენი. მაგრამ როცა მე ამირჩევ, მხოლოდ ჩე-
მი უნდა იყო. და როცა ჩამიხუტებ, მხოლოდ ჩემზე იფიქრებ. გასაგებია ეს?
– ყველაფერი კარგად მესმის.
– მნიშვნელობა არა აქვს, რას მიზამ, მაგრამ არ მინდა, მატ კინო. ისედაც
დავიტანჯე ცხოვრებაში. საკმარისად მეტად. ახლა ბედნიერება მინდა.
ჩემკენ მოვიზიდე და ტუჩებში ვაკოცე.
– დააგ დე ეგ წყეული ქოლგა და კარგად მომეხვიე!

277
– რომ დავსველდებით?
– რა მერე? დაანებე მაგაზე ფიქრს თავი და მომეხვიე! მთელი ორი თვე
ამას ველოდი.
ქოლგა ძირს დავდე და იმ წვიმაში გულში ჩავიკარი მაგრად. წვიმა არ
წყდებოდა, უხმოდ გვისველებდა თმას, და სახეზე ისე მოგორავდნენ წვეთები,
ცრემლებივით, მერე კი მის ჯინსის ქურთუკსა და ჩემს ყვითელ საწვიმარში
იკარგებოდნენ.
– ქვემოთ ჩასვლაზე რას იტ ყვი?
– ჩემთან წამო. სახლში ახლა არავინ იქნება. ასე ორივენი გავცივდებით.
– მართალი ხარ.
– თითქოს მდინარე გადაგ ვეცუროს, ისე ვართ, – გაეღიმა მიდორის, – რა
დიდებული გრძნობაა!
ქსოვილების განყოფილებაში დიდი პირსახოცი ვიყიდეთ და რიგრიგობით
შევედით ტუალეტში თმის გასაშრობად. მერე მეტროთი წავედით და მიოგა-
დანიში მის ბინაში მივედით. ჯერ მე შემიშვა შხაპის მისაღებად, მერე თვითო-
ნაც იბანავა. ხალათი მათხოვა იქამდე, ვიდრე ჩემი ტანსაცმელი გაშრებოდა,
თვითონ კი პოლო და ქვედაბოლო ჩაიცვა. მაგიდას მივუსხედით და ყავა დავ-
ლიეთ.
– რამე მომიყევი შენზე.
– ჩემზე რა უნდა მოგიყვე?
– ჰმმ. მითხარი, რას ვერ იტან.
– წიწილას ხორცს, ვენერიულ დაავადებებს და კიდევ სტილისტებს, რომ-
ლებიც ბევრს ლაპარაკობენ.
– კიდევ რას?
– აპრილის მარტოსულ ღამეებს და ტელეფონის მაქმანებიან ბუდეებს.
– კიდევ?
თავი გავაქნიე, მეტი ვერაფერი მომიფიქრებია-მეთქი.
– ჩემი მეგობარი ბიჭი, უფრო სწორად, ყოფილი მეგობარი ბიჭი უამრავ
რამეს ვერ იტანდა. ვერ იტანდა, მოკლე ქვედაბოლოებს რომ ვიცვამდი, რომ
ვეწეოდი, ან ძალიან სწრაფად რომ ვთვრებოდი, ან საძაგელ რამეებს რომ ვამ-
ბობდი, ან მის მეგობრებს რომ ვაკრიტიკებდი. ასე რომ, თუ რამე არ მოგწონს
ჩემ ში, მითხარი და ვეცდები გამოვასწორო.
– არაფერი მახსენდება, – ცოტა ხანს ჩავფიქრდი ამაზე, – არა, მართლა
არაფერი.

278
– მართლა?
– ყველაფერი მომ წონს, რასაც იცვამ, რასაც აკეთებ, ამბობ, როგორც და-
დიხარ და როგორც თვრები. ყველაფერი.
– არა უშავს, ისეთი რომ ვარ, როგორიც ვარ?
– არ ვიცი, როგორ შეიძლება შეიცვალო, ასე რომ, ჯობია, ისეთად დარჩე,
როგორიც ხარ.
– როგორ გიყვარვარ?
– ისე ძლიერ, რომ ყველა ვეფხვს კარაქად აქცევდა.
– მომეხვევი ისევ? – კმაყოფილი ჩანდა.
მის საწოლში ჩავწე ქით და ერთმანეთს მოვეხვიეთ, ვკოცნიდით ერთმა-
ნეთს, ყურებში კი წვიმის ხმა გვედგა. მერე ყველაფერზე ვილაპარაკეთ – სამ-
ყაროს შექმნიდან დაწყებული და იმით დამთავრებული, ვის როგორი მოხარ-
შული კვერცხი გვერჩივნა.
– ნეტა ჭიანჭველები წვიმაში რას აკეთებენ? – იკითხა მერე მიდორიმ.
– წარმოდგენა არ მაქვს. ისეთი შრომისმოყვარეები არიან, რომ ალბათ
წვიმიან დღეებში სახლებს ისუფთავებენ.
– თუ ასეთი შრომისმოყვარეები არიან, რატომ არ განიცდიან ევოლუციას?
რამდენი ხანია, არ შეცვლილან.
– არ ვიცი. იქნებ მათი სხეულის სტრუქტურა არ გამოდგება ევოლუციის-
თვის, ვთქვათ, მაიმუნებისგან განსხვავებით.
– ეი, ვატანაბე, რამდენი რამ არ გცოდნია. მეგონა, ყველაფერი გეცოდინე-
ბოდა.
– სამყარო ძალიან დიდია.
– მაღალი მთებითა და ღრმა ოკეანეებით დაფარული, – ხალათს ქვეშ შე-
მიცურა ხელი და ერექცია შემიმოწმა, ნერწყვი გადაყლაპა, – ეი, ვატანაბე,
ხუმრობას თავი დავანებოთ და... ასე არ გამოვა. ასეთ დიდსა და მაგარს ვერ
შევიდებ. ვერავითარ შემთხვევაში.
– ღადაობ, ხო? – ამოვიხვნეშე.
– ჰო, – ჩაიკისკისა, – ნუ დარდობ. კარგი ზომისაა. მგონი, შეეტევა. შეიძ-
ლება, შევხედო?
– მიდი.
მიდორი გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა და ხელით მომისინჯა ყველაფერი,
ასოზე კანიც კი გამიწელა, ხელისგულით კვერცხები აწონა. მერე თავი ამოყო
და ამოიხვნეშა.

279
– ძალიან მომეწონა. არ გეფლირტავები. გულწრფელად მომეწონა.
– გმადლობ.
– მაგრამ მართლა, ვატანაბე, შენ ხომ არ გინდა, ეს იქამდე მოხდეს ჩვენ
შორის, ვიდრე ყველაფერს არ გაარკვევ?
– რას ამბობ. როგორ არ მინდა. ისე მინდა, რომ ჭკუიდან ვიშლები. მაგრამ
სწორი არ იქნება.
– რა ჯიუტი ხარ! მე რომ შენს ადგილას ვიყო, ავდგებოდი და გავაკეთებდი
და მერე ვიფიქრებდი ყველაფერზე.
– მართლა?
– ვხუმრობ, – დაბალი ხმით თქვა, – ალბათ, არც მე ვიზამდი ამას, შენს
ადგილას რომ ვიყო. აი, ეგ მიყვარს შენ ში. აი, ზუსტად ეგ მიყვარს შენ ში.
– როგორ გიყვარვარ? – ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. ამის მაგივრად მო-
მეკრო, ძუძუუს თავზე შემეხო ტუჩებით და ასოს შემოხვეული ხელი აამოძრა-
ვა. პირველი, რამაც თავში გამიელვა, ის იყო, თუ როგორ განსხვავდებოდა ეს
მოძრაობა ნაოკოს ხელის მოძრაობისგან. ორივე ნაზი და საოცარი იყო, მაგ-
რამ მათ მაინც რაღაც განასხვავებდა და სულ სხვა განცდებს მიტოვებდა.
– ვატანაბე, დარწმუნებული ვარ, ახლა იმ სხვა გოგოზე ფიქრობ.
– არაა ეგ სიმართლე, – მოვატ ყუე.
– მართლა?
– მართლა.
– იმიტომ, რომ ძალიან მაწყენინებდი.
– სხვაზე ფიქრი არ შემიძლია ახლა.
– გინდა, მკერდზე შემეხო? ან ქვემოთ?
– ოჰ! როგორ არა, მაგრამ ჯობია, ეგ არ ვქნა. მეტისმეტი იქნება ჩემთვის
ამდენი რამ ერთად.
მიდორიმ თავი დამიქნია და გამოძრავდა გადასაფარებლის ქვეშ, საცვალი
გაიხადა და ასოს თავზე დამადო.
– შეგიძლია ამაში გაათავო.
– რომ დავსვრი?
– შეწყვიტე, რა, ნუ ამატირებ, – მართლა ატირებას აპირებდა, – გავრეც-
ხავ და ეგ იქნება. ამიტომ თავს ნუ შეიკავებ. გაათავე. თუ ჩემს საცვალზე
დარდობ, ადე ქი და ახალი მიყიდე. თუ იმიტომ ვერ გაათავებ, რომ ჩემი საცვა-
ლია?
– კარგი, რა!

280
– მიდი მაშინ!
როცა ვათავებდი, მიდორი თესლს დააკვირდა.
– ვაჰ, რამდენია!
– ძალიან ბევრია?
– არა, სულელო, მიდი, – გაიღიმა. მერე მაკოცა.
საღამოს მიდორიმ იქვე უბან ში იყიდა პროდუქტები და სადილი მოამზა-
და. ტემპურა, ბრინჯი და მწვანე ლობიო ვჭამეთ სამზარეულოში და ლუდი
დავაყოლეთ.
– ბევრი ჭამე და თესლიც ბევრი გექნება, – გაიხუმრა მიდორიმ, – მე კი
მისგან გათავისუფლებაში დაგეხმარები.
– ძალიან დიდი მადლობა.
– უამრავი გზა ვიცი მაგისთვის. ეგ ყველაფერი ქალების ჟურნალებში ამო-
ვიკითხე, როცა წიგნის მაღაზია გვქონდა. ერთხელ სპეციალური გამოშვება
ჰქონდათ, როგორ უნდა მოუარო ქმარს, რომ არ გიღალატოს ორსულობის
დროს, როცა სექსი არ გაქვთ. ათასობით გზა არსებობს. გინდა, ვცადოთ?
– ერთი სული მაქვს.
მიდორისთან დამ შვიდობების მერე სადგურში გაზეთი ვიყიდე, მაგრამ, რო-
ცა მატარებელში გადავშალე, მივხვდი, რომ წაკითხვის იოტისოდენა სურვი-
ლიც არ მქონდა და ვერც კი ვხვდებოდი, რას ვკითხულობდი. დავ ყურებდი გა-
ზეთის გაუგებარ პირველ გვერდს და ვფიქრობდი, ნეტა დღეიდან რა მელის,
ჩემს თავს ყველაფერი როგორ შეიცვლება-მეთქი. ვიგრძენი, რომ სამყარო
ფეთქავდა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუ ჭე. იმ დღეს გაკეთებულს
ოდნავადაც არაფერს ვნანობდი. დანამდვილებით ვიცოდი, თავიდან რომ შემ-
ძლებოდა ამ დღის გავლა, ზუსტად იმავეს ვიზამდი, რაც ვქენი. სახურავზე
გულში მაგრად ჩავიკრავდი მიდორის იმ წვიმაში, დავსველდებოდი იქ მასთან
ერთად და მის საწოლში უფლებასაც მივცემდი, გათავებაში მომხმარებოდა.
ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მიყვარდა მიდორი და მახარებდა მისი დაბრუნე-
ბა. შევძლებდით ერთად ყოფნას, დანამდვილებით ვიცოდი. როგორც მიდორიმ
თვითონ მითხრა, რეალური, ცოცხალი გოგო ვარ, ჩემს ძარღვებში სისხლი
ჩქეფს და თან ჩახუტებული გ ყავარო. ის დაუძლეველი სურვილი უნდა და-
მეოკებინა, მომერჯულებინა როგორმე, რომ ტანზე არ გამეხადა მიდორისთვის
და მისი სხეულის სითბოში არ ჩავფლულიყავი. თავს ვერაფრით შევიკავებდი.
ჩემი ასო რომ ხელში აიღო და დამინძრია, მინდოდა, ეგ ექნა, მასაც უნდოდა –
გვიყვარდა ერთმანეთი. ასეთ რამეზე უარს ვინ იტ ყოდა? ეეს სიმართლე იყო –

281
მართლა მიყვარდა მიდორი. მაგრამ ძალიან დიდხანს ვცდილობდი, ამაზე არ
მეფიქრა.
პრობლემა ის იყო, რომ ამ ყველაფერს ნაოკოს ვერასოდეს ავუხსნიდი. ნე-
ბისმიერ სხვა შემთხვევაშიც რთული ასახსნელი იქნებოდა, მაგრამ ნაოკოს ამ-
ჟამინდელ მდგომარეობაში, ვერ ვეტ ყოდი, რომ სხვა გოგონა შემიყვარდა.
გარდა ამისა, ნაოკო ისევ მიყვარდა. ნუთუ შეიძლებოდა, ასე ჩახლართული
ყოფილიყო სიყვარული?! ჩემ ში ისევ იყო რაღაც დიდი ადგილი, ხელუხლებე-
ლი, მხოლოდ და მხოლოდ ნაოკოსთვის და მეტი არავისთვის.
ახლა მხოლოდ ის შემეძლო, რეიკოსთვის მიმეწერა და მომეთხრო ყველა-
ფერი სრული გულწრფელობით. სახლში ვერანდაზე დავჯე ქი, ვუყურებდი,
როგორ აწვიმდა ღამით ბაღს და თავში ვაწყობდი ფრაზებს. მერე ჩემს მერხს
მივუჯე ქი და რეიკოს მივწერე.
„ჩემთვის აუტანელია, ასეთ წერილს რომ გწერ“, – ამ სიტ ყვებით დავიწყე.
მერე ჩემი და მიდორის ურთიერთობის შესახებ მოვუყევი და ავუხსენი, რაც იმ
დღეს მოხდა.
„ნაოკო ყოველთვის მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მაგრამ ჩემსა და მი-
დორის შორის რაღაც არსებობს. რაღაც დაუძლეველი ძალა მეწევა მისკენ.
ნაოკოსადმი შემზარავად ჩუმსა და ნაზ, სათუთ გრძნობას განვიცდიდი, მიდო-
რისადმი კი სულ სხვა ემოცია მაქვს. ის თავისით მოძრაობს, ცხოვრობს, სუნ-
თქავს, ფეთქავს და ჩემი არსების ფესვებს არყევს. არ ვიცი, რა ვქნა. დაბ-
ნეული ვარ. თავის გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მგონია, რომ პატიოს-
ნად ვცხოვრობდი, არასდროს არავინ მომიტ ყუებია და წლების მანძილზე
ვცდილობდი, არავინ დამეტანჯა. და მაინც, ახლა ამ ლაბირინთში ვარ გამომ-
წყვდეული. ასე როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? ვერაფერს ვხვდები. არ ვი-
ცი, რა უნდა ვქნა. რას მირჩევ, რეიკო? მხოლოდ შენთვის შემიძლია რჩევის
კითხვა.“
ეს წერილი იმ ღამითვე გავგზავნე სასწრაფო ფოსტით.
ხუთი დღის შემდეგ რეიკოსგან 17 ივნისით დათარიღებული წერილი მივი-
ღე.
„მოდი, კარგი ამბით დავიწყებ. ნაოკო იმაზე სწრაფად გამომჯობინდა,
ვიდრე ვინმე ელოდა. ერთხელ ტელეფონითაც კი ველაპარაკე და საკმაოდ გა-
მართულად ლაპარაკობდა. მალე აქ დაბრუნებასაც შეძლებს.
ახლა რაც შეგეხება შენ.

282
მგონია, რომ ყველაფერს მეტისმეტად სერიოზულად უდგები. სიყვარული
მშვენიერი რამაა და როცა სიყვარული გულწრფელია, ლაბირინთში არავინ
იკარგება. შენი თავის მეტად უნდა ირწმუნო.
ძალიან მარტივ რჩევას მოგ ცემ. პირველ რიგში, თუ იმ გოგონათი, მიდო-
რით, ასე ხარ გატაცებული, ბუნებრივიცაა, შეყვარებული იყო. შესაძლოა,
ყველაფერი კარგად განვითარდეს, შესაძლოა – არა. მაგრამ ასეთი რამეა სიყ-
ვარული. როცა გიყვარს, ბუნებრივია, თავი მას მიუძღვნა. ასე მგონია. ეგ არის
გულწრფელობა.
მეორეც, გექნება თუ არა სექსი მიდორისთან, ეგეც შენი გადასაწყვეტია.
მე ამაზე ვერაფერს გეტ ყვი. ეეს შენ და მიდორიმ უნდა გადაწყვიტოთ. მესა-
მეც, ამაზე ნაოკოს ნურაფერს ეტ ყვი. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, რომ
თქმა მოგიწევს, მერეც შევძლებთ, რამე ერთად მოვიფიქროთ. ახლა კი ჯერ
ნურაფერს იტ ყვი. ეგ მე მომანდე.
მეოთხეც, ის უნდა გითხრა, რომ ნაოკოსთვის შენ ენერგიის იმხელა წყარო
იყავი, რომ ახლა, როცა მისი, როგორც საყვარელი ქალის მიმართ აღარ გექ-
ნება გრძნობები, მას მაინც ბევრი რამით შეძლებ დაეხმარო. და ნუ გადაჰყვები
სუპერსერიოზულ ფიქრებს შენებურად. ყოველი ჩვენგანი (ყოველ ჩვენგან ში
ვგულისხმობ ორივე მხარეს, ნორმალურებსაც და არც ისე ნორმალურებსაც)
არასრულყოფილია და არასრულყოფილსავე სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ
ბანკის ანგარიშების მე ქანიკური აკურატულობით არ ვცხოვრობთ და არც ხა-
ზებსა და კუთხეებს ვზომავთ სახაზავებითა თუ ტრანსპორტირებით. ასე არ
არის? მე პირადად მიდორი ძალიან კარგი გოგონა მგონია. შენი წერილიდანაც
კი იგრძნობა, როგორ ჰყავხარ მოხიბლული. და მე იმისაც მესმის, ნაოკოზე რა-
ტომ ხარ მიჯაჭვული.
ამაში ოდნავადაც არ არის რამე ცოდვისმაგ ვარი. ამხელა სამყაროში ეგე-
თი რამეები გამუდმებით ხდება. ეგ მშვენიერ დღეს მშვენიერ ტბაში ნავით გა-
სეირნებას ჰგავს, როცა ცაზეც და ტბაზეც ფიქრობ, რა მშვენიერიაო. ამიტომ
გეყო თავის ჭამა. ყველაფერი დალაგ დება, თუ დინებას მიჰყვები.
მთელი ამ შენი ცდების მიუხედავად, როცა საჭირო გახდება, ადამიანებს
მაინც ეტ კინებათ. ცხოვრება ეგეთია. იფიქრებ, რას ქადაგებსო, მაგრამ, მგონი,
დროა, ასე ცხოვრება ისწავლო. ზედმეტად ცდილობ, ცხოვრება მოირგო. თუ
არ გინდა, რომ არანორმალურების გარემოცვაში განაგრძო ცხოვრება, უნდა
შეძლო, უფრო გაიხსნა და დინებას მიჰყვე. მე ერთი ვერაფრის შემძლე და
არასრულყოფილი ქალი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა დრო, როცა

283
მიფიქრია, ცხოვრება რა ლამაზია-მეთქი. დამიჯერე, მართლა ასეა. ამიტომ
ახლავე შეწყვიტე ყველაფერი, რასაც აკეთებ, და იყავი ბედნიერი! იმუშავე
იმაზე, რომ ბედნიერი იყო. რასაკვირველია, იმის აღნიშვნაც არ არის საჭირო,
რომ ვწუხვარ, შენი და ნაოკოს ურთიერთობას ბედნიერი დასასრული რომ არ
ექნება, მაგრამ ვის შეუძლია თქვას, რა ჯობია? სწორედ ამიტომ ბედნიერების
ნებისმიერ შანსს უნდა ჩაებღაუჭო და სხვებზე ზედმეტად არ უნდა იდარდო.
ჩემი გამოცდილებით, ცხოვრებაში ეგეთი სულ ორი-სამი შანსი გვეძლევა და
თუ მათ ხელიდან გავუშვებთ, მერე მთელ სიცოცხლეს სინანულში გავატა-
რებთ.
ყოველ საღამოს ჩემთვის ვუკრავ გიტარას. ზოგჯერ უაზრობადაც კი მეჩ-
ვენება ეს. არც ეს ბნელი და წვიმიანი ღამეები მომ წონს. იმედი მაქვს, შანსი
მომეცემა, რომ ამ ოთახში შენთვის და ნაოკოსთვის დავუკრა და ერთად ვჭა-
მოთ ყურძენი.
კარგი, მანამდე გემ შვიდობები.
რეიკო იშიდა.“

284
თავი მეთერთმეტე

რეიკომ ნაოკოს სიკვდილის შემდეგ რამდენჯერმე მომ წერა. შენი ბრალი


არ არისო. არავის ბრალი არ არისო. როგორც წვიმის მოსვლაში ვერავის
დაადანაშაულებ, ისე ვერც ამაშიო. პასუხი არ მიმიწერია. რა შეიძლებოდა
მეთქვა? ან ამით რა შეიცვლებოდა? ნაოკო ამ ქვეყნისა აღარ იყო, მუ ჭისტოლა
ფერფლად ქცეულიყო.
დაკრძალვა იყო ჩუმი, კობეში, აგ ვისტოს ბოლოს. იქიდან ტოკიოში დავ-
ბრუნდი. სახლის პატრონს დავუბარე, ერთხანს აქ არ ვიქნები-მეთქი, იტალი-
ურ რესტორან შიც გავაფრთხილე უფროსი, სამსახურში რომ არ ვივლიდი. მი-
დორის მოკლედ მივწერე – ჯერ ვერაფერს გავუმხელდი, მაგრამ იმედს გამოვ-
თქვამდი, რომ ცოტა ხანს ისევ დამელოდებოდა. მომდევნო სამი დღე კინოთე-
ატრში გავატარე და მას შემდეგ, რაც ყველა ახალი ფილმი ვნახე, ზურგჩანთა-
ში ჩავჩურთე ნივთები, ბანკიდან მთელი ჩემი დანაზოგი გამოვიტანე, შინჯუ-
კუს სადგურში მივედი და იქიდან გამავალ პირველივე ჩქარ მატარებელს გავ-
ყევი.
ვერც კი ვიხსენებ, სად წავედი სამოგზაუროდ. მახსოვს ხედები და ხმები
და სუნებიც, თან ცხადად, მკაფიოდ, მაგრამ მეხსიერებას აღარ შემორჩა არც
ქალაქების სახელები, თან საიდან სად მივდიოდი, ისიც გადამავიწყდა. ქალა-
ქიდან ქალაქ ში ხან მატარებლით, ხან ავ ტობუსით გადავდიოდი, ხანაც რომე-
ლიმე სატვირთოს მივ ყვებოდი, საძილე ტომარას ვშლიდი ცარიელ ავ ტოსად-
გომებზე, ან სადგურებში, ან პარკებში, ან კიდევ მდინარის თუ ზღვის სანაპი-
როზე. ერთხელ ადგილობრივი პოლიციის შენობაში კუთხეში დაძინების ნებაც
კი დამრთეს, ერთხელ კი საფლავის გვერდითაც მეძინა. არ მადარდებდა, სად
დავიძინებდი, ხალხს თუ ვიქნებოდი მოწყვეტილი და არავინ წამომაგ დებდა
საძილე ტომრიდან. სიარულისგან დაქანცული, შევძვრებოდი საძილე ტომა-
რაში, მოვსვამდი იაფფასიან ვისკის და სწრაფად ვიძინებდი. ზოგ ქალაქ ში კე-
თილგან წყობილი ხალხი ცხოვრობდა, საჭმელი მოჰქონდათ. სხვა ქალაქებში
კი პოლიციას იძახებდნენ და პარკებიდან მდევნიდნენ. ამასაც არ ჰქონდა
მნიშვნელობა. მხოლოდ უცნობ ქალაქებში დაძინება მეწადა.

285
ფული რომ შემომელეოდა, სადმე შავ მუშად ვეწყობოდი რამდენიმე
დღით, რომ საკმარისი მეშოვა. სადმე ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე საქ-
მე. მერე კი ისევ სხვა ქალაქ ში გადავდიოდი, არანაირი მიმართულება არ მქო-
ნია, ისე. სამყარო უკიდეგანოდ დიდი იყო, საოცარი რამეებითა და ხალხით
გაჭედილი. ერთხელ მიდორის ხმა მომენატრა და დავურეკე.
– სემესტრი დიდი ხნის წინ დაიწყო, ხომ იცი. ზოგ საგან ში უკვე დავალე-
ბებიც კი მოგ ვცეს. შენ რას აპირებ? იცი, რომ სამი კვირაა, არ გამოჩენილხარ?
სად ხარ? ან რას აკეთებ?
– მაპატიე, მაგრამ ჯერ ტოკიოში ვერ დავბრუნდები. ჯერ ვერა.
– და მეტი არაფრის თქმას არ აპირებ?
– ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. იქნებ ოქტომბერში...
მიდორიმ უხმოდ დამიკიდა ყურმილი.
მოგზაურობა განვაგრძე. ზოგჯერ ღამეს საოჯახო სასტუმროში ვათევდი,
იქ ვბანაობდი და წვერს ვიპარსავდი. სარკეში საშინელ ვინმეს ვხედავდი. მზეს
კანი გამოეშრო, თვალები ჩამცვენოდა, ლოყები უცნაურ ნაკაწრებსა და ლა-
ქებს დაეფარა. კაცს ეგონებოდა, ახლა გამოძვრა რომელიღაც გამოქვაბული-
დანო, მაგრამ ეს მაინც მე ვიყავი. მაინც მე.
იმ დროს უკვე კუნძულს დაბლა მივუყვებოდი, რაც შემეძლო შორს გავ-
რბოდი ტოკიოდან, ალბათ ტოტორიში ვიქნებოდი ან ჰიოგოს განაპირას.
ზღვის პირას სიარული ადვილი იყო. ქვიშაში მუდამ ვპოულობდი მყუდრო
ადგილს დასაძინებლად. წყლის მოტანილი ნაფოტებისგან ცეცხლს ვანთებდი
და ვწვავდი გამხმარ თევზს, რომელსაც ადგილობრივი მეთევზისგან ვყიდუ-
ლობდი. მერე ცოტა ვისკისაც ვსვამდი და ყურს ვუგ დებდი ტალღების ხმას.
ნაოკოზე ვფიქრობდი. რა უცნაური იყო იმაზე ფიქრი, რომ მოკვდა და ამქვეყ-
ნად აღარ იყო. ვერაფრით ვიღებდი სიმართლეს. ვერ ვიჯერებდი. ჩემი ყურით
მოვისმინე, როგორ ჩააჭედეს მის კუბოს ლურსმნები, მაგრამ იმას ვერაფრით
ვეგუებოდი, რომ ისევ სიცარიელეს, ისევ არარას იყო შერწყმული.
ისე ნათლად მახსოვდა. ახლაც თვალწინ მედგა, როგორ იღებდა პირში
ჩემს ასოს, როგორ მოძრაობდა მისი თმა ჩემს მუცელზე. ახლაც ვგრძნობდი
მის სითბოს, მის სუნთქვას ჩემს კანზე. ახლაც მახსოვდა, როგორ ვერ შევიკავე
თავი და გავათავე. იმდენად ცხადად მახსოვდა, თითქოს ეს ხუთი წუთის წინ
მომხდარიყოს, თითქოს ნაოკო ისევ გვერდით მეწვა, თითქოს შემეძლო, ხელი
გამეწვდინა და შევხებოდი. მაგრამ არა, იქ აღარ იყო. მისი სხეული აღარ
ეკუთვნოდა ცოცხლების სამყაროს.

286
ასეთ ღამეებში ვერ ვიძინებდი. ნაოკოს ხატება მიბრუნდებოდა. ამას ვერ
ვუმკლავდებოდი. ჩემ ში უამრავი მოგონება იყო ჩაბუდებული და, საკმარისია,
რომელიმეს ოდნავ წამოეყო თავი, რომ დანარჩენებიც დაიძვრებოდნენ და უწ-
ყვეტ ნაკადად მომაწყდებოდნენ, წამლეკავდნენ: ყვითელი საწვიმარი ეცვა
ნაოკოს, საფრინველეს წმენდდა და იმ წვიმიან დილას საკენკიანი ჩანთა ჰქონ-
და გადაკიდებული, ან კიდევ ის – დაბადების დღის ტორტი და ნაოკოს ცრემ-
ლებით გაჟღენთილი ჩემი პერანგი (დიახ, მაშინაც წვიმდა). ჩემ გვერდით
მოაბიჯებდა აქლემის ბეწვის ქურქში გახვეული ნაოკო. თმის სამაგრს ეხებო-
და ნაოკო. თავისი წარმოუდგენლად სუფთა თვალებით მომ შტერებოდა
ნაოკო. დივანზე იჯდა ნაოკო, ფეხები ლურჯი საღამურის ქვეშ მოეკეცა და
მუხლებზე ჩამოედო ნიკაპი.
ეს მოგონებები მოქცევასავით იყო, ტალღებს მაჯახებდა და ჩემს სხეულს
რომელიღაც უცხო ადგილას რიყავდა – იმ ადგილას, სადაც მკვდრებთან ერ-
თად ვცხოვრობდი. სადაც ნაოკო იყო, სადაც შემეძლო მასთან ლაპარაკი, მას-
თან ჩაკონება. იმ ადგილას სიკვდილი არ იყო ის ურყევი ელემენტი, რომელიც
წერტილს უსვამდა სიცოცხლეს. იქ სიკვდილი სიცოცხლის ერთი ელემენტი
იყო. იქ სხეულში სიკვდილჩაბუდებული ნაოკო არსებობას განაგრძობდა და
მამ შვიდებდა, ნუ დარდობ, ეს მხოლოდ სიკვდილია, ეს ნუ შეგაშფოთებსო.
იმ უცხო ადგილას სევდა არ მაწვებოდა. სიკვდილი სიკვდილი იყო, ნაოკო
კი ნაოკოდ რჩებოდა.
– რაშია საქმე? – მკითხავდა ხოლმე მორიდებული ღიმილით, – განა აქ არა
ვარ?
მისი ნაცნობი ჟესტები გულის ჭრილობაზე მალამოსავით მედებოდა.
– თუ ესაა სიკვდილი, არც ისე ცუდი რამ ყოფილა, – ვფიქრობდი ჩემთვის.
– ასეა, ასე, – მეხმიანებოდა ნაოკო, – სიკვდილი მეტი კი არაფერია. მხო-
ლოდ და მხოლოდ სიკვდილია. აქ იმდენად ადვილია ჩემთვის ყველაფერი, –
იმ მუ ქი ტალღების შეხეთქებებს შორის მელაპარაკებოდა.
მერე კი მაინც უკან იხევდა ზღვა, მიქცევა იწყებოდა, და მე მარტო ვრჩე-
ბოდი სანაპიროზე. ძალაგამოცლილი ვერსად ვეღარ მივდიოდი. დარდი სიბნე-
ლეში მხვევდა, ვტიროდი. უკვე ცრემლები ოფლივით მდიოდა.
კიძუკის სიკვდილმა ერთი რამ მასწავლა, და ეს ერთგვარ მრწამსადაც კი
მექცა – სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია და არა მისი საწინააღმდეგო რამე.
ჩვენ ვცხოვრობთ და თან სიკვდილსაც ვწვრთნით. ეს იყო ერთადერთი რამ იმ
სიმართლეთაგან, რაც უნდა აგ ვეთვისებინა. ნაოკოს სიკვდილმა ის მასწავლა,

287
რომ ვერანაირი სიმართლე ვერ მოერევა იმ სევდას, რომელსაც საყვარელი
ადამიანის დაკარგვა იწვევს. ვერც სიმართლე, ვერც გულწრფელობა, ვერც
ძალა, ვერც სიკეთე ვერ მოერევა იმ მწუხარებას. ისღა გვრჩება, შევაბიჯოთ
იმ მწუხარებაში და მისგან რამე ვისწავლოთ, მაგრამ რასაც ვისწავლით, ისიც
არაფერში გამოგ ვადგება, როცა გაუფრთხილებლად ისევ თავს დაგ ვატ ყდება
უბედურება. ღამით ტალღების ტყლაშუნს ვუგ დებდი ყურს და ქარის ტირილს,
თან კი ამ ფიქრებს არ ვეშვებოდი. ზურგჩანთამოკიდებული, თმაქვიშიანი,
წინ, დასავლეთით მივემართებოდი და თავი ვისკით, პურითა და წყლით გამ-
ქონდა.
ერთ ქარიან საღამოს ვიწე ქი ჩემს საძილე ტომარაში გახვეული, მიტოვე-
ბული გემბანის გვერდით, ვქვითინებდი, ერთმა ახალგაზრდა მეთევზემ რომ
ჩამოიარა და სიგარეტი შემომთავაზა. უარი არ მითქვამს, ამ წლის მანძილზე
პირველად მოვწიე. მკითხა, რა გატირებსო, და მეც, თითქმის ინსტინქტურად,
ვუპასუხე, დედა მომიკვდა, ეს დარდი ვერ ავიტანე და გზას დავადექი-მეთქი.
თავისი კეთილგან წყობა გამოხატა და მერე სახლიდან საკე და ორი ჭიქა
მოიტანა.
ვისხედით და ვსვამდით, ქარი კი ქვიშიან სანაპიროზე ქროდა. მითხრა,
თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, დედა მაშინ მომიკვდა, ჯანმრთელი არასოდეს
ყოფილა, მაგრამ დილიდან დაღამებამდე მუდმივმა მუშაობამ ძალ-ღონე სულ
გამოაცალაო. ნახევრად არ ვუსმენდი, საკეს ვწრუპავდი და პასუხად დრო-
დადრო რამეს ამოვილუღლუღებდი ხოლმე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს
ქვეყნის მეორე ბოლოდან მიყვებოდნენ იმ ამბავს. რა ჯანდაბას მიყვებოდა?
უეცრად საშინელი ბრაზი მომაწვა – მინდოდა, მიმეხრჩო. არ მეკიდა დედამი-
სი? მე ნაოკო დავ კარგე, ნაოკო! მისი ულამაზესი სხეული აღარ დააბიჯებდა
მიწაზე. რა ჯანდაბას მიყვებოდა თავის წყეულ დედაზე? მაგრამ ბრაზმა სწრა-
ფადვე გადამიარა. თვალები დავხუ ჭე და ნახევრად დავუგ დე ყური მეთევზის
უსასრულო ლაპარაკს.
ბოლოს მკითხა, რამე თუ ჭამე დღესო. არა, მაგრამ ზურგჩანთაში ყველი,
პური, პომიდორი და შოკოლადის ნატეხი მაქვს-მეთქი. ლანჩზე რა შე ჭამეო.
პური, ყველი, პომიდორი და შოკოლადი-მეთქი. აქ დამელოდეო, მითხრა და
სადღაც გაიქცა. ვცადე, შემეჩერებინა, მაგრამ უკანმოუხედავად გაუჩინარდა
სიბნელეში.
ისღა დამრჩენოდა, საკეს სმა გამეგრძელებინა. იქაურობა ქაღალდის ნახე-
ვებით იყო დაფარული, რომლებიც იმ ფეიერვერკებიდან შემორჩა აქ, სანაპი-

288
როზე რომ გაუშვეს, ტალღები კი პლაჟს გიჟებივით ეხლებოდა. ერთი გაძვალ-
ტყავებული ძაღლი კუდის ქიცინით მომიახლოვდა, ჩემი ნივთები დაყნოსა,
იქნებ რამე საჭმელს მივაგნოო, მაგრამ ბოლოს თავი დაანება და სადღაც სხვა-
გან წაეხეტა.
ახალგაზრდა მეთევზე ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა, თან ორი კო-
ლოფი სუში და კიდევ ერთი ბოთლი საკე მოიტანა. მითხრა, ზედა კოლოფში
რაც არის, ახლავე უნდა შე ჭამო, თევზიანია, ქვედა კოლოფში კი მხოლოდ ნო-
რის რგოლები და კარგად შემ წვარი ტოფუა, ასე რომ, ხვალამდე არ გაფუჭდე-
ბაო. ორივე ჭიქა საკეთი გაავსო. მადლობა გადავუხადე და ზედა კოლოფში
ჩაწყობილ სუშის მაშინვე მუსრი გავავლე. არადა, ორი კაცის სამყოფი კი იქ-
ნებოდა. საკმარისად რომ შევთვერით, შემომთავაზა, ღამით ჩემთან წამოდიო,
მაგრამ ვუპასუხე, აქ ძილი მირჩევნია-მეთქი, აღარ შემეწინააღმდეგა. ფეხზე
რომ წამოდგა, ჯიბიდან ხუთიათასიენიანი ბანკნოტი ამოიღო და პერანგის ჯი-
ბეში ჩამიცურა.
– ნორმალურად ჭამე. საშინლად გამოიყურები.
ვუთხარი, ისედაც საკმარისი გააკეთე ჩემთვის და კიდევ ფულს ვერ
ავიღებ-მეთქი, მაგრამ ფულის უკან დაბრუნებაზე უარი მითხრა.
– ეგ ფული კი არ არის, ჩემი განცდებია. ბევრს ნუ იფიქრებ მაგაზე, უბრა-
ლოდ, აიღე.
რაღა მექნა. მადლობა გადავუხადე.
როცა წავიდა, უეცრად ჩემი ძველი მეგობარი გოგონა გამახსენდა, აი, ის,
რომელთანაც სკოლის ბოლო კლასში მქონდა ურთიერთობა. შევწუხდი, როცა
იმაზე დავფიქრდი, რა ცუდად მოვე ქეცი. იქამდე მის განცდებზე არც კი მი-
ფიქრია, არც იმაზე, როგორ დავ ტანჯე. ისეთი თბილი და ყურადღებიანი იყო,
მე კი მეგონა, ასეც უნდა ყოფილიყო ყოველთვის და მერე აღარც კი გამხსენე-
ბია. ნეტა ახლა როგორაა? ნეტა მაპატია?
გული ამერია და ძველ გემთან ვარწყიე. საკემ თავი ამატ კივა. მეთევზე
რომ მოვატ ყუე, ამის გამოც ცუდად ვგრძნობდი თავს. თან ფულიც გამოვარ-
თვი. მივხვდი, დრო იყო, ტოკიოში დავბრუნებულიყავი. საძილე ტომარა ზურ-
გჩანთაში ჩავჩურთე, ზურგზე მოვიკიდე და ადგილობრივ რკინიგზის სადგურ-
ში მივედი. მოლარეს ვუთხარი, მინდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდე-მეთქი
ტოკიოში. მატარებლების გასვლის განრიგს გადახედა და მითხრა, ერთი ღამის
მატარებლიდან მეორეში თუ გადაჯდები, დილით ოსაკაში იქნები, მერე კი
იქიდან შეძლებ, ტოკიოში მიმავალ რეისს გაჰყვეო. მადლობა გადავუხადე და

289
ბილეთის შესაძენად მეთევზის მოცემული ხუთიათასიანი ბანკნოტი გავუწო-
დე. ვიდრე მატარებელს ველოდი, გაზეთი ვიყიდე და თარიღს დავხედე – 1970
წლის 2 ოქტომბერი იყო. მთელ თვეს მიხეტიალია. ვიცოდი, ნამდვილ სამყა-
როს უნდა დავბრუნებოდი.
ერთთვიან მოგზაურობას არც ჩემი შემართება აუმაღლებია, არც ნაოკოს
სიკვდილით გამოწვეული ტკივილი შეუმსუბუ ქებია. ტოკიოში თითქმის ისეთ-
სავე მდგომარეობაში დავბრუნდი, როგორშიც წასვლისას ვიყავი. ვერაფრით
ვაიძულე თავი, მიდორისთან დამერეკა. რა უნდა მეთქვა მისთვის? როგორ უნ-
და დამეწყო? „ყველაფერი წარსულში დარჩა. მე და შენ ერთად ბედნიერები
ვიქნებით“? არა, ეგ გამორიცხული იყო. რაც უნდა მეთქვა, ფაქტი ფაქ ტად
რჩებოდა: ნაოკო მოკვდა, მიდორი ცოცხალი იყო. ნაოკო თეთრ ფერფლად იქ-
ცა, მიდორი კი ცოცხალი არსება იყო.
სიბილწის განცდამ შემიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოში დავბრუნ-
დი, რამდენიმე დღის მანძილზე სახლიდან არც კი გავსულვარ. ჩემი გონება
ისევ მკვდრებს იყო მიჯაჭვული და არა ცოცხლებს. ოთახები, რომლებიც
ნაოკოსთვის მოვაწყვე, დახურული იყო, ავეჯზე თეთრი გადასაფარებლები
იყო გადაფარებული. ფანჯრის რაფები დამტვერილიყო. ძირითად დროს იმ
ოთახებში ვატარებდი. და კიძუკიზეც ვფიქრობდი.
ბოლოს და ბოლოს, ნაოკო დაისაკუთრე. ჰო, მართალია. ის თავიდანვე შე-
ნი იყო. მაგრამ ახლა იქაა, სადაც მისი ადგილია. მაგრამ აქ, ამ ცოცხალთა
არასრულყოფილ სამყაროში, რაც შემეძლო, ნაოკოსთვის ყველაფერს ვაკე-
თებდი. ვცადე, ორივეს ახალი ცხოვრება დაგ ვეწყო. მაგრამ დაივიწყე ეგ ყვე-
ლაფერი, კიძუკი, გითმობ მას. მან შენ აგირჩია ბოლოს და ბოლოს და თავისი
გულივით შავბნელ ტყეში თავი ჩამოიხრჩო. ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, შენ
ჩემი არსების ნაწილი გადატ ყორცნე მკვდართა საუფლოში, ახლა კი იმავე
სამყაროში ნაოკომ გადამისროლა. ზოგჯერ თავი მუზეუმის მცველი მგონია,
უზარმაზარი ცარიელი მუზეუმისა, რომელსაც არავინ ესტუმრება ხოლმე, მე
კი იქ არავის ვდარაჯობ, არც არაფერს, მხოლოდ საკუთარ თავს.
ტოკიოში დაბრუნებიდან მეოთხე დღეს რეიკოს წერილი მივიღე. სასწრაფო
ფოსტით გამოეგზავნა. მოკლე ბარათი: „რამდენიმე კვირაა, ვერ გიკავშირდე-
ბი, ვღელავ. გთხოვ, დამირეკე, ან დილის, ან ღამის ცხრა საათზე. ტელეფონ-
თან დაგელოდები“.
იმავე საღამოს, ცხრა საათზე დავურეკე. რეიკომ ერთი ზარის მერე მიპა-
სუხა.

290
– კარგად ხარ? – მაშინვე ეს მკითხა.
– ისე, რა.
– შეიძლება, ზეგ გესტუმრო?
– მესტუმრო? აქ, ტოკიოში?
– დიახ. დიახ, მაგას ვგულისხმობ. კარგად უნდა დაგელაპარაკო.
– სანატორიუმიდან მოდიხარ?
– სხვაგ ვარად როგორ შევძლებ შენთან ჩამოსვლას და ლაპარაკს? ისედაც
დროა, აქედან წამოვიდე. ბოლოს და ბოლოს, უკვე რვა წელია, აქა ვარ. აქ კი-
დევ თუ დავრჩები, ლპობას დავიწყებ.
ლაპარაკი გამიჭირდა. ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ისევ რეიკომ განაგრძო.
– ზეგ, ოთხის ოც წუთზე მატარებელს ჩამოვ ყვები. სადგურში დამხვდები?
გახსოვს, როგორი ვარ? თუ ნაოკოს სიკვდილის შემდეგ აღარც გადარდებ?
– რას ამბობ. ზეგ, ოთხის ოც წუთზე დაგხვდები ტოკიოს სადგურში.
– ჩემი ცნობა არ გაგიჭირდება. ერთი ბებერი ქალი ვარ, გიტარით ხელში.
ეგეთები ბევრნი არ არიან.
ხალხში რეიკოს პოვნა მართლა არ გამჭირვებია. მას კაცის ტვიდის კოს-
ტიუმი, თეთრი შარვალი და წითელი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. თმა, რო-
გორც ყოველთვის, მოკლედ შეეკრიჭა, მარჯვენა ხელში ყავისფერი ტყავის ჩე-
მოდანი ეჭირა, მარცხენაში კი გიტარის შავი ფუტლარი. გულღიად გამიღიმა,
როგორც კი შემამჩნია. მეც გავუღიმე. ჩემოდანი გამოვართვი და დასავლეთ
გარეუბნებისკენ მიმავალი მატარებლისკენ გავუძეხი.
– ვატანაბე, დიდი ხანია, ასეთი სახით დადიხარ? თუ ეგეთი სახით დადიან
თანამედროვე ტოკიოში?
– ცოტა ხანს სამოგზაუროდ ვიყავი და რაღაც ნაგავს ვჭამდი. როგორ იმ-
გზავრე?
– საშინლად. ფანჯარას ვერ გააღებ. მინდოდა, სადგურის ბუფეტში ლანჩი
მეყიდა.
– ხომ იცი, რომ მატარებელშივე ყიდიან.
– ჰო, პლასტმასისგემოიან სენდვიჩებს ყიდიან ძვირად. მაგას დამ შეული
ცხენიც არ მიეკარება. გოტენბას სადგურში რომ იყიდება, ის ლანჩები მომ წონ-
და ხოლმე.
– ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ჩქარ მატარებლებამდე.
– დიახ. მეც იმდროინდელი ვარ. ჩქარ მატარებლებამდე პერიოდიდან.

291
კიჩიჯოჯისკენ მიმავალი მატარებლიდან რეიკო მუსაშინოს პეიზაჟებს ტუ-
რისტივით ათვალიერებდა.
– ძალიან შეიცვალა რვა წლის განმავლობაში?
– ვერც კი ხვდები, რას ვგრძნობ ახლა, არა, ვატანაბე?
– ვერა.
– შეშინებული ვარ. ისე ვარ შეშინებული, ლამისაა გავგიჟდე. არ ვიცი, რა
უნდა ვქნა აქ, მარტოდმარტო დარჩენილმა, – შეყოვნდა, – ლამისაა გავ გიჟდე.
ეს ცოტა მოდური გამონათქვამიც კია, არა?
გავუღიმე და ხელი ჩავ კიდე.
– ნუ დარდობ. კარგად იქნები. შენმა ძალამ მოგიყვანა აქამდე.
– იქიდან ჩემს ძალას არ წამოვუყვანივარ. ეს შენ და ნაოკომ შეძელით. იქ
უნაოკოოდ ვეღარ გავძლებდი, თან ტოკიოშიც უნდა ჩამოვსულიყავი შენთან,
უნდა გველაპარაკა. ეგ არის და ეგ. არაფერი რომ არ მომხდარიყო, ალბათ
დარჩენილ ცხოვრებას იქ გავატარებდი.
თავი დავუქნიე.
– ახლა რას აპირებ? – ვკითხე რეიკოს.
– ასაჰიკავაში ვაპირებ წასვლას. მაღლა, ჰოკაიდოს ტყის ზონაში. ჩემი
ძველი კოლეჯის დროინდელი მეგობარი ორი-სამი წელია მთხოვს, იქ მივეხმა-
რო, მუსიკალური სკოლა აქვს. ვუთხარი, მანდ მეტისმეტად ეციება ჩემთვის--
მეთქი. ძლივს ისევ თავისუფალი ვარ და ახლა ასაჰიკავაში უნდა მივდიოდე?
რთულია, ეგ ადგილი მოგეწონოს.
– ეგეთი ცუდიც არ არის, – გამეცინა, – ვყოფილვარ იქ. არ არის ცუდი ქა-
ლაქი. თავისებური ატმოსფერო აქვს.
– დარწმუნებული ხარ?
– სრულიად. ტოკიოში ყოფნას იქ ცხოვრება ბევრად სჯობია.
– ო, კარგი. მაინც სხვაგან არსად მაქვს წასასვლელი და თან ჩემი ნივთები
უკვე იქ გავგზავნე. ვატანაბე, დამპირდი, რომ ჩამოხვალ ასაჰიკავაში და მეს-
ტუმრები.
– რა თქმა უნდა, ჩამოვალ. მაგრამ რა აუცილებელია პირდაპირ იქ გაემ-
გზავრო? ტოკიოში ცოტა ხანს ვერ დარჩები?
– კი, დავრჩებოდი აქ ერთი-ორი დღით. გამიძლებ რამდენიმე დღეს? ფე-
ხებში არ მოგედები?
– რა პრობლემაა. ისედაც დიდი საკუჭნაო მაქვს, შემიძლია იქ დავიძინო
საძილე ტომარაში.

292
– არა, მაგისთვის ვერ გაგიმეტებ.
– არა, მართლა. უზარმაზარი საკუჭნაოა.
რეიკომ ფეხებს შორის ჩადებულ გიტარის ფუტლარზე რამდენჯერმე რიტ-
მულად დააკაკუნა.
– ვიდრე ასაჰიკავაში წავიდოდე, ცოტათი ალბათ უნდა შევეჩვიო გარე
სამყაროს. რამდენი ხანია, ამ ყველაფერს გადავეჩვიე. უამრავი რამ არ ვიცი
და ვნერვიულობ. როგორ ფიქრობ, ცოტას ვერ დამეხმარები? შენ გარდა სხვას
ვის უნდა ვთხოვო.
– ყველაფერს ვიღონებ შენს დასახმარებლად.
– იმედი მაქვს, ხელს არ შეგიშლი.
– არაფერს ვაკეთებ, ხელი რომ შემიშალო.
რეიკომ ამომხედა, ტუჩის კუთხეები მაღლა აეგრიხა, მაგრამ აღარაფერი
უთქვამს.
მთელი გზა, მატარებელში და მერე ავ ტობუსშიც, რომელმაც ჩემს სახლამ-
დე მიგ ვიყვანა, ხმა თითქმის არ ამოგ ვიღია. იშვიათად თუ რამეს ვიტ ყოდით
ტოკიოში მომხდარი ცვლილებების, რეიკოს მუსიკალურ კოლეჯში სწავლისა
და ასაჰიკავაში ერთხელ ჩემი მოგზაურობის შესახებ. აი, ნაოკოზე კი არაფერი
გვითქვამს. რეიკოსთან ბოლო შეხვედრიდან ათი თვე იყო გასული, მაგრამ მის
გვერდით თავს მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობდი. რა ახლობლური განცდა
მაქვს-მეთქი, გავიფიქრე და მერე უეცრად მივხვდი, რომ ასეთივე განცდა მე-
უფლებოდა ნაოკოსთან ერთად ტოკიოს ქუჩებში სეირნობისას. და ზუსტად
ისე, როგორც მე და ნაოკო ვინაწილებდით მკვდარ კიძუკის, ახლა მე და რეიკო
ვინაწილებდით მკვდარ ნაოკოს. ამ ფიქრმა სულ დამამუნჯა. რეიკო ცოტა ხანს
ისევ ლაპარაკობდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არაფერს ვპასუხობდი და თვი-
თონაც გაჩუმდა. ავ ტობუსში კრინტი არ დაგ ვიძრავს.
ადრეული შემოდგომის ისეთი შუადღე იდგა, დღეები ჯერ კიდევ ნათელი
რომაა. ზუსტად ასე იყო მაშინაც, ნაოკოს რომ ვესტუმრე კიოტოში ერთი
წლის წინ. მაღლა ცაზე ძვლებივით წვრილი თეთრი ღრუბლები ეკიდა. ქარის
სურნელი, სინათლის ტონალობა, ბალახებში გაბნეული პაწაწინა ყვავილები,
ნატიფი ექო, ხმებს რომ ახლდა თან – ყველაფერი იმაზე მეტ ყველებდა, რომ
შემოდგომა დადგა და ჩემსა და მკვდრებს შორის მანძილი უფრო გაზრდილი-
ყო. კიძუუკი ახლაც ჩვიდმეტის იყო, ნაოკო ოცდაერთის და ასე იქნებოდა მუ-
დამ.

293
– რა ბედნიერებაა ასეთ ადგილას მოსვლა! – ავ ტობუსიდან რომ ჩამოვე-
დით, რეიკომ იქაურობა მოათვალიერა.
– ალბათ იმიტომ, რომ არაფერია აქ.
რეიკოს კოტეჯის ბაღში შევუძეხი. ქალს ყველაფერი აღაფრთოვანებდა,
რასაც ხედავდა.
– საოცარია! მართლა შენ გააკეთე ეს თაროები და მერხი?
– ჰო, – ჩაი ჩამოვასხი.
– ოქროს ხელები გ ქონია. თან როგორ უვლი ყველაფერს.
– შტორმტრუპერის გავლენაა. მან მაქცია სისუფთავის მოყვარულ საფ-
რთხობელად. არც ჩემი სახლის პატრონი წუწუნებს რამეზე.
– ჰო, მართლა, შენი სახლის პატრონი. უნდა გავეცნო. ბაღის იქითა მხარეს
რომ სახლი დგას, იქ უნდა ცხოვრობდეს, არა?
– უნდა გაეცნო? კი მაგრამ, რატომ?
– რატომ? ერთი უცნაური მოხუცი ქალი ჩნდება შენს სახლში, გიტარას
უკრავს და არ იკითხავს, რა ხდება აქო? ჯობია, თავიდანვე სწორი ნაბიჯი გა-
დავდგა. ერთი კოლოფი ტკბილეულობა ჩამოვუტანე.
– ჭკვიანურია!
– ეგ სიბრძნე წლებთან ერთად მოდის. ვეტ ყვი, რომ დეიდაშენი ვარ,
კიოტოდან ჩამოვედი, რამე ნუ აგერევა შენც. ასეთ დროს ასაკში სხვაობა ხელ-
საყრელიც კია. ეჭვს არავინ აიღებს.
რეიკომ ტკბილეულის კოლოფი ამოიღო ჩანთიდან და წავიდა პატივისცე-
მის გამოსახატად. მე ვერანდაზე ჩამოვჯე ქი, მორიგ ფინჯან ჩაის ვსვამდი და
კატას ველაპარაკებოდი. ოცი წუთის შემდეგ რეიკო დაბრუნდა, ჩანთიდან
ბრინჯის კრეკერების ქილა ამოიღო და მითხრა, ეს შენთვისააო.
– ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობდით? – კრეკერების კნატუნი დავიწყე.
– შენზე, რა თქმა უნდა, – რეიკომ კატა მიიხუტა და ლოყა მიადო, – ამ-
ბობს, ძალიან წესიერი ყმაწვილიაო, სერიოზული სტუდენტიო.
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩემზე ლაპარაკობდით?
– ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ სწორედ შენზე ვლაპარაკობდით, –
გაეცინა რეიკოს. მერე ჩემი გიტარა შენიშნა, ხელში აიღო, ჟღერადობა
შეუმოწმა და ანტონიო კარლოს ჟობიმის დდესაფინადო დაუკრა. თვეების
მანძილზე არ გამეგო, როგორ უკრავდა რეიკო გიტარაზე და ტან ში ძველებუ-
რად სითბო ჩამეღვარა.
– გიტარაზე დაკვრას სწავლობ?

294
– სახლის პატრონს საწყობში ეგ დო, ვითხოვე და ზოგჯერ ვაჟღარუნებ
ხოლმე.
– მოგ ვიანებით გასწავლი რამეს. სრულიად უსასყიდლოდ, – რეიკომ გიტა-
რა ძირს ჩამოდო და ტვიდის პიჯაკი გაიხადა. იჯდა ვერანდის ბოძს მიყრდნო-
ბილი და სიგარეტს ეწეოდა. კუბოკრული მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა.
– კარგი პერანგია, არა? – მკითხა რეიკომ.
– კი, – მართლა კარგი პერანგი იყო, თან კარგი ქსოვილის.
– ნაოკოსია. ალბათ არც იცი, ერთი ზომისანი რომ ვიყავით. უფრო მაშინ,
სანატორიუმ ში რომ მოვიდა. მას მერე ოდნავ მოიმატა წონაში, მაგრამ მაინც
ერთი ზომისა გვეცვა პერანგებიც, შარვლებიც, ფეხსაცმელებიც, ქუდებიც. ბი-
უსტჰალტერები კი არა. მე აქ თითქმის არაფერი მაქვს. თითქმის სულ ერთმა-
ნეთის ტანსაცმელი გვეცვა. შეიძლება ითქვას, საერთო მფლობელობაში
გვქონდა ტანსაცმელი.
ახლა, როცა ეს ახსენა, დავაკვირდი, რეიკოს მართლაც ნაოკოსნაირი აღნა-
გობა ჰქონდა. მაგრამ მისი სახის ფორმის, სუსტი ხელ-ფეხის გამო ყოველთვის
ნაოკოზე გამხდარი და დაბალი მეჩვენებოდა, სი ;ნამდვილეში კი საოცრად
სოლიდური აღნაგობა ჰქონდა.
– პიჯაკი და შარვალიც იმისია. ეს ყველაფერი მისია. ხომ არ გაწუხებს, მის
ტანსაცმელში რომ მხედავ?
– არა, რას ამბობ. დარწმუნებული ვარ, ნაოკოს გაუხარდებოდა, რომ ენახა
ვინმე თავის ტანსაცმელში, შენ – განსაკუთრებით.
– უცნაურია, – თითები ოდნავ გაატ კაცუნა რეიკომ, – ნაოკოს ანდერძი ან
რამე არ დაუტოვებია, მხოლოდ თავის ტანსაცმელზე დაიბარა. თავის მერხზე
უბის წიგნაკში დაწერა ეს ერთი ფრაზა: „ჩემი ტანსაცმელი რეიკოს გადაეცით“.
სასაცილო არ არის? რას იტ ყვი? მაინცდამაინც თავისი ტანსაცმელი რატომ
უნდა გახსენებოდა და სხვა არაფერი, როცა სიკვდილისთვის ემზადებოდა? ვის
რაში ედარდება ტანსაცმელი? ათასი სხვა რამ ექნებოდა სათქმელი.
– იქნებ არც...
რეიკომ სიგარეტი ჩააქრო. ჩაფიქრებული ჩანდა.
– ალბათ გინდა, მთელი ამბავი თავიდან ბოლომდე მოისმინო.
– კი, გთხოვ, ყველაფერი მომიყევი.
– ოსაკას საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ
დროისთვის ნაოკოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ საჭირო იყო, მეტი

295
ხნით დარჩენილიყო, რომ ინტენსიური თერაპია გაეგრძელებინათ. ეს ხომ იმ
წერილშიც მოგწერე, ათი აგ ვისტოსთვის რომ გამოგიგზავნე.
– მართალი ხარ. წავიკითხე ეგ წერილი.
– მოკლედ, 24 აგ ვისტოს ნაოკოს დედამ დამირეკა, თუ შეიძლება, ნაოკო
სანატორიუმ ში გესტუმროსო. ნაოკოს უნდოდა იქ დატოვებული ნივთების წა-
ღება და თან იმის გამო, რომ კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა ჩემს ნახვას,
უნდოდა, კარგად დამლაპარაკებოდა და ერთი ღამე ჩვენს ბინაშიც გაეტარე-
ბინა. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა და მასთან ლაპარაკი. ამიტომ ნაოკო
და დედამისი მეორე დღეს, 25-ში ტაქსით ამოვიდნენ. სამივენი ერთად ვმუშა-
ობდით, ნაოკოს ნივთებს ვაგროვებდით და ვჭორაობდით. შუადღისას ნაოკომ
დედამისს უთხრა, შეგიძლია წახვიდე, მე კარგად ვიქნებიო, ამიტომ ტაქსი გა-
მოიძახეს და დედამისი წავიდა. ოდნავადაც არ ვღელავდით, რადგან ნაოკო
ამაღლებულ გან წყობაზე ჩანდა. სიმართლე გითხრა, იქამდე ვღელავდი. მეგო-
ნა, რომ დათრგუნული, მოქანცული და დაბეჩავებული იქნებოდა. მე ხომ ვიცი,
რა შეიძლება უყოს ადამიანს საავადმყოფოში გამოკვლევებმა და თერაპიებმა
და ამიტომ ძალიან ვდარდობდი შეხვედრამდე. მაგრამ ერთი შევხედე და დავ-
რწმუნდი, რომ კარგად იყო. გაცილებით უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა,
ვიდრე ველოდი, თან იღიმებოდა, ხუმრობდა და გაცილებით ნორმალურად
ლაპარაკობდა, ვიდრე საავადმყოფოში გამგზავრებამდე. სილამაზის სალონ ში
წასულა და თავს ახალი ვარცხნილობით იწონებდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ დე-
დამისიც რომ წასულიყო, ასაღელვებელი არაფერი იქნებოდა. ნაოკომ მითხრა,
ამჯერად საავადმყოფოს ექიმებს უფლებას მივცემ, ერთხელ და სამუდამოდ
განმკურნონო, და მეც ვუთხარი, სწორი გადაწყვეტილება მიგიღია-მეთქი. ამი-
ტომ მერე სასეირნოდ გავედით და მთელი გზა ვლაპარაკობდით, ძირითადად
მომავალზე. ნაოკომ მითხრა, კარგი იქნებოდა, ორივენი წავსულიყავით სანა-
ტორიუმიდან და ერთად გვეცხოვრა სადმეო.
– ერთად? შენ და ნაოკოს?
– ასეა, ასე, – ოდნავ მხრები აიჩეჩა რეიკომ, – ვუთხარი, მე კი მინდა ეგ,
მაგრამ ვატანაბეს რას უპირებ-მეთქი? მან კი მიპასუხა, ნუ დარდობ, მასთან
ყველაფერს მარტივად მოვაგ ვარებო. ეგ იყო და ეგ. მერე იმაზე ლაპარაკობდა,
სად ვიცხოვრებდით ერთად, რას გავაკეთებდით და ეგეთებს. ამის შემდეგ საფ-
რინველეში წავედით და ფრინველებს მივეფერეთ.
მაცივრიდან ლუდი გამოვიღე და გავხსენი. რეიკომ კიდევ ერთ ღერს
მოუკიდა. კატას მის კალთაში ჩასძინებოდა.

296
– ასე მგონია, უკვე ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. სწორედ
ამიტომ იყო ენერგიული, ამიტომ იღიმებოდა და გამოიყურებოდა ჯანსაღად.
როგორც ჩანს, გონებიდან ტვირთი მოხსნოდა მაგ გადაწყვეტილების მიღების
გამო. მას შემდეგ, რაც მისი ნივთების დჩალაგებას მოვრჩით, ადგა და რაც არ
სჭირდებოდა, ბაღში, ლითონის ვედროში ჩაყარა და ცეცხლი წაუკიდა. თავის
დღიურს და ყველა წერილს, რომელიც კი ოდესმე მიუღია, მათ შორის, შენს
წერილებსაც. ეს ცოტა უცნაურად მეჩვენა და ვკითხე, ასეთ რამეებს რატომ
წვავ-მეთქი. გამიკვირდა, რადგან ყოველთვის სათუთად ინახავდა შენს წერი-
ლებს და უამრავჯერ კითხულობდა. მიპასუხა, ყველაფერს თავიდან ვიშორებ,
რაც წარსულთან მაკავშირებს, რომ მომავალში ხელახლა ვიშვაო. ალბათ
სიტ ყვაზე ვენდე. რაღაც აზრი კი იდო მაგ სიტ ყვებში. მახსოვს, გავიფიქრე, რა
კარგი იქნება, გამოჯანსაღდეს და ბედნიერი იყოს-მეთქი. იმ დღეს ისეთი თბი-
ლი და საყვარელი იყო. ნეტა შენც გენახა! რომ მოვრჩით, წესისამებრ სასადი-
ლოში წავედით სავახშმოდ. მერე ვიბანავეთ და ერთი ბოთლი კარგი ღვინოც
გავხსენი, რომელსაც ამგვარი შემთხვევისთვის ვინახავდი, დავლიეთ და გიტა-
რაზე დავუკარი. როგორც ყოველთვის, ბითლზის სიმღერები. ნორვეგიული
ტყე და Michelle, მისი საყვარელი სიმღერები. ორივე თავს კარგად ვგრძნობ-
დით. მერე შუ ქები გამოვრთეთ, გავიხადეთ და ჩავწე ქით. პაპანაქება სიცხე
იყო იმ ღამით. ფანჯრები ღია გვქონდა, მაგრამ სიოც არ იძვროდა. გარეთ კუ-
ნაპეტი სიბნელე იდგა, კალიები ჭრიჭინებდნენ, ოთახში კი ბალახის ისეთი
სურნელი იდგა, რომ სუნთქვა ჭირდა. სრულიად მოულოდნელად ნაოკომ შენ-
ზე წამოიწყო ლაპარაკი – იმ ღამეზე, როცა სექსი გ ქონდათ. წარმოუდგენელი
დეტალები გაიხსენა. როგორ გახადე ტანზე, როგორ შეეხე, როგორ მიხვდა,
რომ სველდებოდა, როგორ შეხვედი მასში, რა დიდებული განცდა დაეუფლა –
ეს ყველაფერი დეტალურად მომიყვა. ამიტომ ვკითხე, ამას ახლა უეცრად რა-
ტომ მიყვები-მეთქი. მანამდე არასდროს ულაპარაკია ასე ღიად სექსზე. რა
თქმა უნდა, ჩვენ რაღაც გულახდილი საუბრები გვქონდა სექსზე, მაგრამ იმ
დროს მეტისმეტად რცხვენოდა დეტალებზე ლაპარაკისა. ახლა კი ვერ გავაჩე-
რე. შოკირებული ვიყავი. მიპასუხა: არ ვიცი, მინდა ამაზე ლაპარაკი, თუ შენ
ასე გირჩევნია, გავჩუმდებიო. არა, არა უშავს-მეთქი. თუ რამის თქმა გინდა,
უმჯობესია, ყველაფერი თქვა. რასაც იტ ყვი, ყველაფერს მოვისმენ-მეთქი. ად-
გა და თავისი ამბავი განაგრძო: „როცა ჩემ ში შემოვიდა, წარმოუდგენლად
მეტ კინა. პირველად მქონდა, ბოლოს და ბოლოს. ისეთი სველი ვიყავი, უპრობ-
ლემოდ შემოვიდა, მაგრამ მაინც ისე მტკიოდა, რომ გონება დამებინდა. რაც

297
შეეძლო ღრმად შემიდო, მაგრამ, როცა ფეხები ამიწია, უფრო ღრმად შევიდა.
გამაჟრჟოლა. თითქოს ყინულიან წყალში ვიძირებოდი. ხელ-ფეხი წამერთვა
და სიცივის ტალღამ დამიარა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მეგო-
ნა, იქვე მოვ კვდებოდი და აღარ ვდარდობდი, როგორ, მაგრამ, როცა მიხვდა,
რომ მტკიოდა, მოძრაობა შეწყვიტა, და ისე, რომ ისევ ჩემ ში იყო, კოცნა და-
მიწყო, თმაზე, კისერზე, ძუუუძუებზე – დიდხანს, დიდხანს მკოცნიდა. თანდა-
თან ისევ სითბო ჩამეღვარა სხეულში და მერე ძალიან ნელა მოძრაობა დაიწ-
ყო. ოჰ, რეიკო, ისეთი კარგი იყოს ეს, მინდოდა, სამუდამოდ ეგრე დავრჩენი-
ლიყავი, მინდოდა, მთელი ცხოვრება მის მკლავებში ვყოფილიყავი, ისეთი
კარგი იყო“. ვუპასუხე, თუ ასეთი კარგი იყო, რატომ ვატანაბესთან ერთად არ
იქნები და ყოველდღე მაგას არ იზამ-მეთქი? არა, რეიკო, ვიცოდი, რომ ეგ
არასდროს აღარ მოხდებოდა, ვიცოდი, ეგ ისეთი რამ იყო, ერთხელ დამემარ-
თებოდა და მორჩა, რომ ეგეთი რამ ცხოვრებაში ერთადერთხელ ხდება, მანამ-
დე მსგავსი არაფერი განმეცადა, და არც მას შემდეგ განმიცდია, და არც არა-
სოდეს გამჩენია სურვილი, ეგ ისევ მექნა და ეგრე არც არასოდეს დავსველე-
ბულვარო. რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ ასეთი რამ ხშირად ემართებათ
ახალგაზრდა ქალებს და რომ, ძირითადად, ეს ასაკთან ერთად იკურნება. და,
ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ხომ მოხდა და სადარდებელიც არაფერია-მეთქი.
მეტჯერ აღარ მოხდებაო. მე თვითონაც უამრავ პრობლემას გადავაწყდი, რომ
გავთხოვდი. მან კი მიპასუხა, არა, ეს ეგ არ არის, რეიკო. მე ეგ ოდნავადაც არ
მადარდებს. უბრალოდ, აღარ მინდა, კიდევ შემოვიდეს ვინმე ჩემ ში. აღარ მინ-
და, კიდევ ვინმემ იძალადოს ეგრე ჩემზეო.
ლუდი დავლიე, რეიკომ კი მეორე ღერიც მოწია. კატამ რეიკოს კალთაში
გაიზმორა, ახალი პოზა მიიღო და ისევ ძილს მისცა თავი. ჩანდა, რეიკოს
უჭირდა ლაპარაკის გაგრძელება და იქამდე იყო ჩუმად, ვიდრე მესამე ღერსაც
არ მოუკიდა.
– ამის მერე ნაოკო აქვითინდა. მისი საწოლის კიდეზე ჩამოვჯე ქი და თმა-
ზე გადავუსვი ხელი. ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება. შენსავით ახალ-
გაზრდა და ლამაზ გოგონას უნდა ჰყავდეს კაცი, რომელიც მოეხვევა და ბედ-
ნიერად აქცევს-მეთქი. ნაოკო ოფლსა და ცრემლებში ცურავდა. პირსახოცი
მოვიტანე და სახე და სხეული გავუმ შრალე. საცვალიც კი სველი ჰქონდა, მის
გამოცვლაშიც დავეხმარე. არა, არა, რამე არ იფიქრო. ეგეთი არაფერი მომ-
ხდარა. ჩვენ სულ ვბანაობდით ერთად. ის ჩემთვის უმცროს დასავით იყო.
– ვიცი, ვიცი.

298
– მითხრა, მინდა მომეხვიოო. ვუთხარი, ახლა ისე ცხელა, ჩახუტება კარგი
არ უნდა იყოს-მეთქი, მან კი გამაჩუმა – ბოლოჯერ ვხედავთ ერთმანეთსო, და
ჩავეხუტე. ცოტა ხანს. პირსახოცი ავიფარე, რომ გაოფლიანებული სხეულე-
ბით არ ავ კვროდით ერთმანეთს. მერე კი როცა დამ შვიდდა, ისევ გავამ შრალე,
საღამური ჩავაცვი, საწოლში ჩავაწვინე. მაშინვე ჩაეძინა. ან, შესაძლოა, მხო-
ლოდ თავს მაჩვენებდა, თითქოს ეძინა. რაც უნდა იყოს, ისეთი საყვარელი და
ნაზი ჩანდა იმ ღამით, ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგონას სახე ჰქონდა, რო-
მელსაც გაჩენის დღიდან ცოდვა არ ჩაუდენია. მისი გამომეტ ყველება რომ შე-
ვამჩნიე, მივხვდი, გულიდან ტვირთი უნდა მომეხსნა და ისე დამეძინა. დილის
ექვს საათზე რომ გამომეღვიძა, წასული დამხვდა. საღამური იქ იყო, სადაც
დაეგ დო, აი, მისი ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი კი გამქრალიყო,
და ის ფანარიც, რომელსაც მუდამ ბალიშთან ვინახავდი. მაშინვე მივხვდი,
რაღაც ისე რომ ვერ იყო. ისიც კი, რომ ფანარი თან წაიღო, იმაზე მიუთითებ-
და, რომ სიბნელეში წავიდა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დავხედე მის
მერხს და იქ წერილი დამხვდა: „ჩემი ტანსაცმელი რეიკოს გადაეცით“. მაშინვე
ყველა გავაღვიძე და სხვადასხვა ბილიკს გავ ყევით მის მოსაძებნად. ყოველი
დუიმი გადავჩხრიკეთ იმ მიდამოში, როგორც სანატორიუმ ში, ასევე მიმდება-
რე ტყეებში. ხუთი საათი დაგ ვჭირდა მის საპოვნელად. თოკიც კი თან წაეღო.
რეიკომ ამოიოხრა და კატას მიეფერა.
– ჩაი არ გინდა? – ვკითხე.
– დიახ, გმადლობ.
წყალი ავადუღე და ჩაი ვერანდაზე გამოვიტანე ჩაიდნით. მალე მზე ჩავი-
დოდა. დღის სინათლემ იკლო და ხეების წაგრძელებული ჩრდილები ფეხებამ-
დე მოგ ვწვდა. თან ჩაის ვწრუპავდი, თან კი ამ უცნაურ ბაღს შევ ყურებდი, სა-
დაც ყვითელი უძოვარების გვერდით ვარდისფერი იელები და მაღალი მწვანე
ნანდინები ხარობდა.
– როცა სასწრაფო მოვიდა და ნაოკო წაიყვანეს, პოლიციელებმა მაშინვე
დაკითხვა დამიწყეს. რა იყო საეჭვო. თვითმკვლელობის ჩანაწერის მსგავსი
რამ ვიპოვეთ, და თან აშკარად თვითმკვლელობა იყო. დარწმუნებულნი იყ-
ვნენ იმაში, რომ თვითმკვლელობა სწორედ ისაა, რასაც მენტალური პრობლე-
მების მქონე პაციენტები სჩადიან. როგორც კი ისინი წავიდნენ, მაშინვე ტე-
ლეგრამა გამოგიგზავნე.
– რა სევდიანი დაკრძალვა იყო. მისი ოჯახის წევრები აშკარად ბრაზობ-
დნენ, რომ მე თვითმკვლელობის შესახებ ვიცოდი. ალბათ იქ არც უნდა ვყო-

299
ფილიყავი. ამან კიდევ უფრო ცუდად გამხადა. როგორც კი უკან დავბრუნდი,
გზას დავადე ქი.
– ვატანაბე, წამო, გავისეირნოთ, შეგ ვიძლია პროდუქტები ვიყიდოთ და
სადილი მოვამზადოთ. კუ ჭი მიხმება.
– რა თქმა უნდა. რა საჭმელი გენატრება?
– სუკიაკი. მაგის მსგავსი წლებია არაფერი მიჭამია. მელანდებოდა სუკიაკი
– ერთი სული მაქვს, მუცელი საქონლის ხორცით, მწვანე ხახვით, ატრიით,
შემ წვარი ტოფუთი და მწვანილებით ამოვივსო.
– შეგ ვიძლია, ეგ მოვამზადოთ, მაგრამ სუკიაკის ტაფა არ მაქვს.
– ეგ მე მომანდე. შენი სახლის პატრონისგან ვითხოვებ, – რეიკო მთავარი
სახლისკენ გაიქცა და იქიდან კარგი ზომის ტაფითა და გაზის ღუმლით დაბ-
რუნდა.
– აბა, რას იტ ყვი?
– ყოჩაღ!
იქვე უბნის პატარა მაღაზიებში ყველა საჭირო ინგრედიენტი ვიყიდეთ –
საქონლის ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული და ტოფუ. მე კარგი თეთრი ღვინო
ავარჩიე. გადახდა დავაპირე, მაგრამ რეიკომ – ერთი წარმოიდგინე, ოჯახის
წევრები როგორ დამცინებდნენ, დისშვილისთვის პროდუქტების საფასურის
გადახდის ნება რომ დამერთოო. გარდა ამისა, ფულიც ბლომად მაქვს. ამიტომ
ნუ ღელავ, სანატორიუმიდან ღატაკი არ წამოვსულვარო.
რეიკომ ბრინჯი გარეცხა და მოსახარშად შემოდგა, ვიდრე მე აივანზე სხვა
რამეები მოვამზადე. ყველაფერს რომ მოვრჩით, რეიკომ თავისი გიტარა გა-
მოიტანა და ბახის ნელი ფუგით დაიწყო. რთულ მონაკვეთებში განზრახ
შეანელებდა, ან აუჩქარებდა, ან გამოაცალკევებდა, ან კიდევ უფრო სენტიმენ-
ტალურად აქცევდა, თან აშკარა კმაყოფილებით უგ დებდა ყურს იმ განსხვავე-
ბულ ხმებს, რომლებსაც გიტარა გამოსცემდა. გიტარაზე დაკვრის დროს რეიკო
ჩვიდმეტი წლის გოგონას ემსგავსებოდა, რომელიც ახალი კაბით ტკბება. თვა-
ლები უბრწყინავდა და ოდნავ იღიმებოდა. როცა ბახის ფუგის დაკვრას მორჩა,
უკან გადაიხარა, ბოძს მიეყრდნო და ღრმად ჩაფიქრებულმა ახედა ცას.
– შეიძლება, რაღაც გითხრა?
– რას ამბობ, როგორ არ შეიძლება, – რეიკო წინააღმდეგი არ ჩანდა, – იმა-
ზე ვფიქრობდი, როგორ მომ შივდა.
– ვიდრე აქ ხარ, ქმრის და შვილის ნახვას არ აპირებ? ისინი სადღაც ტო-
კიოში იქნებიან.

300
– საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ. იოკოჰამაში. მაგრამ, არა, მათ ნახვას არ
ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადრეც გითხარი – მათთვის აჯობებს,
რომ საერთო აღარაფერი გვქონდეს. ახალი ცხოვრება დაიწყეს და თავს სა-
შინლად ვიგრძნობ, მათ თუ შევხვდები. არა, ჯობია, მათგან თავი შორს დავი-
ჭირო.
სიგარეტ სევენ სტარზის ცარიელი კოლოფი მოჭმუჭნა და ჩემოდნიდან
ახალი ამოიღო. გახსნა და ერთი ღერი პირში ჩაიდო, მაგრამ არ მოუკიდა.
– მე, როგორც ადამიანს, უკვე წერტილი დამესვა. შენ ახლა მხოლოდ იმის
მოგონებას შეჰყურებ, რაც მე ოდესღაც ვიყავი. ის, რაც ყველაზე მნიშვნელო-
ვანი იყო ჩემ ში, ის, რაც შიგნით მქონდა, წლების წინ მომიკვდა და ახლა მხო-
ლოდ ავ ტომატური მეხსიერებით ვარსებობ.
– მაგრამ, მე რომ ახლა მომ წონხარ, რეიკო? ისეთი, როგორიც ხარ – ეს მო-
გონებაა თუ რა არის, არ ვიცი. და ის, რასაც ახლა ვიტ ყვი, ვერაფერს შეც-
ვლის, მაგრამ მიხარია, რომ ნაოკოს ტანსაცმელი გაცვია.
რეიკომ გაიღიმა და სანთებელათი მოუკიდა სიგარეტს.
– შენი ასაკის კვალობაზე იცი, ქალი ბედნიერად როგორ უნდა აქციო.
ვიგრძენი, როგორ ვწითლდებოდი.
– მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
– ვიცი, რომ ასეა, – მითხრა რეიკომ ღიმილით. როცა ბრინჯი მოიხარშა,
ტაფას ზეთი მოვასხი და სუკიაკისთვის ყველა სხვა ინგრედიენტიც გავამზადე.
– მითხარი, რომ ეს სიზმარში არ ხდება, – რეიკომ ჰაერი ღრმად შეისუნ-
თქა.
– არა, ეს ნამდვილი სუკიაკია.
ჩვენ მდუმარედ შევუდე ქით სუკიაკის ჩხირებით ჭამას, ბლომად ლუდი
დავლიეთ და ბოლოს ბრინჯი დავაყოლეთ. თოლია სუნმა გამოაფხიზლა და
ცოტა ხორცი მასაც ვაჭამეთ. როცა კარგად დავნაყრდით, ჩამოვსხედით, აივ-
ნის ბოძებს მივეყრდენით და მთვარეს ავხედეთ.
– კმაყოფილი ხარ?
– სრულიად, – ამოილუღლუღა რეიკომ, – ამდენი ცხოვრებაში არ მიჭამია.
– ახლა რა გინდა გააკეთო?
– მინდა, მოვწიო და აბანოში წავიდე. ნახე, თმა რას მიგავს. უნდა დავიბა-
ნო.
– რა პრობლემაა მერე. აქვეა, ქუჩის ბოლოს.

301
– ერთი მითხარი, ვატანაბე, თუ წინააღმდეგი არა ხარ. იმ გოგონასთან, მი-
დორისთან, იწე ქი უკვე?
– სექსი თუ გვქონდა, მაგას მეკითხები? ჯერ არა. გადავწყვიტეთ, მოგ ვეცა-
და, ვიდრე ყველაფერი დალაგ დებოდა.
– კარგი, მაშინ ისიც მითხარი, ახლა არ დალაგ და ყველაფერი?
თავი გავაქნიე.
– რადგან ნაოკო მოკვდა?
– არა. ეგ არა. შენ ნაოკოს სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვიტე, მი-
დორი არასდროს მიგეტოვებინა. ნაოკო ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი, ეს
ვერ შეცვლიდა შენს გადაწყვე ტილებას. შენ მიდორი აირჩიე. ნაოკომ სიკვდი-
ლი აირჩია. შენ უკვე დიდი ხარ და თავად უნდა იყო საკუთარ არჩევანზე პა-
სუხისმგებელი. თორემ ყველაფერს გააფუ ჭებ.
– რომ ვერ ვივიწყებ? ნაოკოს შევპირდი, რომ დაველოდებოდი, მაგრამ
სიტ ყვა ვერ შევასრულე. ბოლოს ზურგი ვაქციე. იმას არ ვამბობ, რომ ვინმე
დამნაშავეა ამაში – ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა. მგონია, ყველაფერი მაინც
ასე მოხდებოდა, მისთვის ზურგი კიდეც რომ არ შემექცია. ნაოკომ უკვე დიდი
ხნით ადრე აირჩია სიკვდილი. მაგრამ ეგ საქმეს არ ეხება. ჩემს თავს ვერ ვაპა-
ტიებ. კი მეუბნები, რომ გრძნობების შეცვლის დროს ვერაფერს გახდებიო, მაგ-
რამ ჩემი და ნაოკოს ურთიერთობა ეგეთი ადვილი არ ყოფილა. თუ ამაზე და-
ფიქრდები, მე და ის მუდამ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ვიყავით. თავიდან-
ვე ეგრე იყო.
– თუ ნაოკოს სიკვდილის გამო ტკივილს გრძნობ, გირჩევდი, ეგ ტკივილის
განცდა არ დაგევიწყებინა მთელი ცხოვრება. და თუ რამე შეიძლება მაგით ის-
წავლო, ეგეც უნდა შეძლო. მაგრამ სხვა მხრივ ყოველნაირად უნდა ეცადო,
რომ ბედნიერი იყო მიდორისთან. შენს ტკივილს არანაირი საერთო არ აქვს
მასთან. თუ მას კიდევ უფრო დატანჯავ, მერე რამის გამოსწორება ძალიან
გართულდება. და მართალია, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ძლიერი უნდა იყო.
უნდა გაიზარდო. სანატორიუმიდან იმიტომ წამოვედი და მთელი ეს გზა იმი-
ტომ გამოვიარე ტოკიომდე იმ კუბოსავით მატარებლით, რომ ეს მეთქვა.
– ვხვდები, რასაც მეუბნები, მაგრამ ჯერ მაინც არა ვარ მზად გზის გასაგ-
რძელებლად. მართლა რა ტრაგიკული დაკრძალვა იყო. ეგრე არავინ არ უნდა
მოკვდეს.
რეიკომ ხელი გამოსწია და თავზე გადამისვა.
– ზოგჯერ ეგრე ხდება. მეც ეგრე მოვ კვდები და შენც.

302
ხუთ წუთს მივუყვებოდით მდინარის სანაპიროს ადგილობრივ აბანოებამ-
დე და იქიდან რომ დავბრუნდით, სისუფთავის განცდა დამეუფლა. ღვინის
ბოთლი გავხსენი, ვერანდაზე დავსხედით და დავლიეთ.
– ვატანაბე, კიდევ ერთ ჭიქას ვერ გამოიტან?
– კი, როგორ ვერა, მაგრამ რისთვის?
– ნაოკოს გავიხსენებთ. ისე, რომ ძალიან სევდიანი არ იყოს.
როცა ჭიქა გავუწოდე, რეიკომ პირთამდე აავსო და ბაღში ქვის ჩირაღდან-
ზე შემოდგა. მერე ისევ აივანზე დაჯდა, ისევ ბოძს მიეყრდნო, გიტარა ხელში
აიღო და სიგარეტს მოუკიდა.
– ახლა ასანთის კოლოფს ვერ გამოიტან? რაც შეიძლება დიდი აირჩიე.
გარეთ სამზარეულოს ასანთის კოლოფი გამოვიტანე და რეიკოს დავუდე.
– ახლა რაღაცას გთხოვ. რამდენ სიმღერასაც დავუკრავ, იმდენი ასანთის
ღერი ჩაამ წკრივე. ყველა სიმღერა უნდა დავუკრა, რაც თავში მომივა.
თავიდან ჰენრი მანჩინის საყვარელი სიმღერა Dear Heart დაუკრა.
– ფირფიტა ამ სიმღერით შენ არ ჩამოუტანე ნაოკოს?
– კი. წინა შობას. ეს სიმღერა მართლა ძალიან მოეწონა.
– მეც მომ წონს. ისეთი კარგია და ლამაზი, – და ვიდრე ხელახლა მოსვამდა
ღვი ნოს, კიდევ ერთხელ აიღო ამ სიმღერის აკორდები, – მაინტერესებს, ვიდრე
სულ გამოვთვრები, რამდენი სიმღერის დაკვრას შევძლებ. ეს იქნება ნაოკოს
ლამაზი დატირება, შენ ეგრე არ ფიქრობ? და სულ არ იქნება სევდიანი.
რეიკო ბითლზზე გადაერთო. ჯერ ნორვეგიული ტყე დაუკრა, მერე
Yesterday, Michelle, და Something. მერე Here Comes the Sun შეასრულა,
მერე კი The Fool on the Hill. ასანთის შვიდი ღერი ჩავამ წკრივე.
– ესეც შვიდი სიმღერა, – რეიკომ ღვინო მოსვა და კიდევ ერთი ღერი მო-
წია, – ამ ბიჭებს ნამდვილად ესმით ცხოვრების სევდისა და მშვენიერების.
„ამ ბიჭებში“ რეიკო, რა თქმა უნდა, ჯონ ლენონს, პოლ მაკარტნისა და
ჯორჯ ჰარისონს გულისხმობდა. ცოტა ხანს შეისვენა, მერე სიგარეტი ჩააქრო
და ისევ აიღო გიტარა ხელში. მან Penny Lane, Blackbird, Julia, When I'მ 64,
ნოწჰერე მან, ანდ I ლოვე ჰერ და Hey Jude დაუკრა.
– რამდენი სიმღერაა?
– თოთხმეტი.
ამოიხვნეშა.
– შენ რას იტ ყვი? ვერაფერს დაუკრავ? ერთსაც ვერა?
– შანსი არაა. საშინლად ვუკრავ.

303
– ადე ქი და საშინლად დაუკარი შენც.
ჩემი გიტარა გამოვიტანე და Up on the Roof ავაჟღარუნე. რეიკომ დაის-
ვენა, სვამდა და ეწეოდა. როცა დაკვრას მოვრჩი, ტაში დამიკრა.
მერე რაველის Pavanne for a Dying Queen-ის გიტარის პარტია დაუკრა,
მერე კი მშვენიერი დებიუსის Claire de Lune.
– ეს ორივე სიმღერა ნაოკოს სიკვდილის შემდეგ ავითვისე. ბოლომდე მისი
მუსიკალური გემოვნება სენტიმენტალურ სიმღერებს არ გასცდენია.
მერე კიდევ რამდენიმე სიმღერა დაუკრა: Close to You, Raindrops Keep
Falling on my Head, Walk on By, Wedding Bell Blues.
– ოცია უკვე.
– ვაჰ! ადამიანი-პატეფონი ვარ, – წამოიძახა რეიკომ, – ჩემს პროფესორებს
გული წაუვიდოდათ, ახლა რომ დავენახე.
სმა, მოწევა და დაკვრა განაგრძო. რამდენიმე ბოსანოვა, Rogers and Hart,
გგერშვინი, ბობ დილანი, რეი ჩარლზი, კეროლ კინგი, სტივ უანდერი, The
Beach Boys, საკამოტოს Sukiyaki Song, Blue Vელვეტ, გრეენ ფიელდს დაუკ-
რა, ზოგჯერ თვალებს ხუ ჭავდა და თავს აქნევდა ან მელოდიას ღიღინს აყო-
ლებდა.
როცა ღვინო გაგ ვითავდა, ვისკიზე გადავედით. ბაღში დადგმული ჭიქიდან
ღვინო ჩირაღდნის გარშემო დავღვარე და ახლა ვისკი ჩავასხი შიგ.
– აბა, რამდენ სიმღერაზე ავედით?
– ორმოცდარვაზე.
ორმოცდამეცხრე სიმღერა Eleanor Rigby იყო, ორმოცდამეათე კი კიდევ
ერთი ნორვეგიული ტყე. მერე ხელები დაასვენა და ცოტა ვისკი დალია.
– მგონი, საკმარისია.
– მართლაც. საოცარი იყო.
– ახლა კი კარგად მომისმინე, ვატანაბე, – თვალებში ჩამხედა რეიკომ, –
მინდა, რომ ის პატარა საცოდავი დაკრძალვა დაივიწყო და მხოლოდ ეს
საოცარი დღე გახსოვდეს.
თავი დავუქნიე.
– და აი, კიდევ ერთსაც დავუკრავ, – რეიკომ თავისი საყვარელი ბახის ფუ-
გა დაუკრა. მერე კი ამასაც რომ მორჩა, ძალიან დაბალი ხმით, თითქმის ჩურ-
ჩულით მითხრა:
– ვატანაბე, ჩემთან იმაზე რას იტ ყოდი?
– რა უცნაურია. მეც მაგაზე ვფიქრობდი.

304
შიგნით შევედით და ფარდები ჩამოვუშვით. მერე კი იმ ჩაბნელებულ
ოთახში მე და რეიკომ ისე მოვძებნეთ ერთმანეთი, თითქოს ეს სრულიად ბუ-
ნებრივი რამ იყო. ბლუზა და შარვალი გავხადე, მერე კი საცვალი.
– უცნაურად კი ვიცხოვრე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ საცვალს
ცხრამეტი წლით უმცროსი კაცი გამხდიდა.
– გირჩევნია, შენით გაიხადო?
– არა, განაგრძე. მაგრამ ჩემი ნაოჭები ნუ შეგაშინებს.
– მომ წონს შენი ნაოჭები.
– ნუ ამატირებ ახლა.
მთელი სხეული დავუკოცნე, დანაოჭებული ადგილები განსაკუთრებული
სიფაქიზით ავულოკე. პატარა გოგონას ძუძუები ჰქონდა. მივეფერე და ძუძუ-
უსთავები კბილებს შორის მოვიქციე, მერე კი თითი თბილ, სველ საშოში შე-
ვუცურე და ავამოძრავე.
– არასწორი ადგილი შეგირჩევია, ვატანაბე, – ჩამჩურჩულა ყურში
რეიკომ, – ეგ ნაოჭია.
– ყურებს ვერ ვუჯერებ, ასეთ დროს როგორ ხუმრობ?
– მაპატიე. შეშინებული ვარ. წლებია, ეს აღარ მიქნია. თავი ისევ ჩვიდმეტი
წლის გოგონა მგონია – ბიჭთან, უბრალოდ, სტუმრად მივედი და, აი, უეცრად
შიშველი ვარ.
– იცი რა, მეც მგონია, რომ ჩვიდმეტი წლის გოგონა ვაცდუნე.
მის „ნაოჭში“ მქონდა თითი, მერე ტუჩებით კისრიდან ყურამდე ავაღწიე
და თითებით მოვუსრისე ძუძუსთავი. სუნთქვა რომ გაუხშირდა და ყელმა
ცახცახი დაუწყო, გრძელი, თხელი ფეხები გადავუშალე და შიგნით შევედი.
– ხომ არ დამაორსულებ, არა? ხომ ზრუნავ მაგაზე? – ყურში ჩამჩურჩულა
რეიკომ, – ამ ასაკში რომ დავორსულდე, შევრცხვები.
– ნუ ღელავ, მოდუნდი.
შიგ რომ ვიყავი, თრთოდა და ამოიკვნესა.
ზურგზე ვეფერებოდი, ვმოძრაობდი და გაუფრთხილებლად გავათავე. ინ-
ტენსიური, შეუჩერებელი ერექცია იყო. როცა თესლი მასში იღვრებოდა, მო-
ვე ჭიდე.
– მაპატიე, თავი ვერ შევიკავე.
– ნუ სულელობ, – უკანალზე ოდნავ მომიტ ყაპუნა რეიკომ, – ამაზე ნუ
დარდობ. როცა გოგოებთან ამას შვრები, მუდამ მაგაზე ფიქრობ ხოლმე?
– კი, თითქმის სულ.

305
– ჰოდა, ჩემთან ნუ იფიქრებ მაგაზე. დაივიწყე. ადე ქი და რაც გინდა ის ქე-
ნი. კარგი იყო?
– დიდებული. ამიტომ ვერ შევიკავე თავი.
– ასეთ დროს თავს არ უნდა აკონტროლებდე. კარგადაა ყველაფერი. ჩემ-
თვისაც დიდებული იყო.
– იცი, რა, რეიკო?
– რა?
– საყვარელი ისევ უნდა გაიჩინო. საოცარი ვინმე ხარ.
– კარგი, ვიფიქრებ მაგაზე. მაგრამ იშოვება ნეტა ასაჰიკავაში საყვარელი?
რამდენიმე წუთის მერე ისევ ამიდგა. ისევ შევედი მასში. რეიკომ სუნთქვა
შეიკავა და ჩემ ქვეშ დაიკლაკნა. ნელა და ჩუმად მოვხვიე ხელები და ვლაპა-
რაკობდით. საოცარი იყო ასე ლაპარაკი. თუ რამე სასაცილოს ვიტ ყოდი და
გაეცინებოდა, თრთოლა მისი სხეულიდან ჩემს ასოს გადმოეცემოდა. ძალიან
დიდხანს ვიწე ქით ასე.
– რა საოცარი განცდაა!
– არც მოძრაობაა ცუდი.
– მიდი მერე.
ბარძაყები ავუწიე და ბოლომდე შევედი, მერე კი წრიული მოძრაობით ვი-
ხანგრძლივებდი სიამოვნებას, ვიდრე ისევ არ გავათავე.
იმ ღამით სულ ოთხჯერ გვქონდა სექსი. და ყოველ ჯერზე რეიკო ჩემ ქვეშ
ოდნავ აცახცახებული და თვალდახუ ჭული იწვა და ხმამაღლა კვნესოდა.
– მეტჯერ ამას აღარ ვიზამ. მთელი ცხოვრება. ოჰ, გთხოვ, ვატანაბე, მით-
ხარი, რომ ეს სიმართლეა. მითხარი, რომ მთელი ცხოვრება შემიძლია მოვ-
დუნდე, რადგან იმდენჯერ ვქენი უკვე, რომ სამარადჟამოდ მეყოს.
– მაგას ვერავინ გეტ ყვის. ჯერ ეგ არავინ იცის.
ვეცადე, რეიკო დამერწმუნებინა, რომ თვითმფრინავით გაცილებით სწრა-
ფად და იოლად ჩაფრინდებოდა, მაგრამ მაინც მატარებლით წასვლა აიკვიატა
ასაჰიკავაში.
– ჰოკაიდოს გადავლა მინდა. და არანაირი სურვილი არა მაქვს, გადავუფ-
რინო, – უენოს სადგურამდე მივაცილე. თან გიტარა მოჰქონდა, მე მისი ჩემო-
დანი მე ჭირა ხელში, ისევ ის ტვიდის კოსტიუმი და თეთრი შარვალი ეცვა,
რომლითაც ტოკიოში ჩამოვიდა.
– გულწრფელად ფიქრობ, რომ ასაჰიკავა არც ისე ცუდი ადგილია?
– კარგი ქალაქია. მალე ჩამოგაკითხავ.

306
– მართლა?
თავი დავუქნიე.
– მოგწერ კიდეც.
– მიყვარს შენი წერილები. ნაოკომ ყველა შენი წერილი დაწვა. არადა,
ისეთი კარგი წერილები იყო!
– წერილები მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდის ნაგ ლეჯებია, თუ დაწვავ,
რაც დასარჩენია შენს გულში, იმას მაინც დაიმახსოვრებ, შეინახავ და რაც
დასავიწყებელია, დაივიწყებ.
– იცი, რა, ვატანაბე, ასაჰიკავაში ჩასვლის მეშინია. ამიტომ აუცილებლად
მომ წერე. როცა შენს წერილებს ვკითხულობ, მგონია, გვერდით მიზიხარ.
– და თუ ეგ გინდა მართლა, სულ მოგწერ ხოლმე. მაგრამ ნუ იდარდებ. მე
ხომ გიცნობ – სადაც უნდა წახვიდე, ყველგან კარგად იქნები.
– და კიდევ ერთი რამ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც მაქვს შიგნით
გაჩხერილი. იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია?
– ეგ მხოლოდ მოგონებაა, – გავუღიმე. რეიკომაც გამიღიმა.
– ნუ დამივიწყებ.
– არ დაგივიწყებ. არასოდეს.
– შესაძლოა, ჩვენ აღარასოდეს შევხვდეთ, მაგრამ სადაც უნდა წავიდე, შენ
და ნაოკო ყოველთვის მემახსოვრებით.
შევნიშნე, ტიროდა. ისე, რომ ვერაფერი გავიაზრე, ვაკოცე. ბაქანზე ყველა
ჩვენ შემოგ ვყურებდა, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ჩვენ ცოცხლები ვიყავით,
ისიც და მეც. და მხოლოდ ცხოვრების გაგრძელებაზე უნდა გვეფიქრა.
– ბედნიერებას გისურვებ, – რეიკო მატარებელში ავიდა, – ყველაფერი
გირჩიე უკვე, რაც შემეძლო. სათქმელი აღარაფერი მაქვს. უბრალოდ, ბედ-
ნიერი იყავი. ჩემი და ნაოკოს წილი ბედნიერებითაც.
წუთით ხელები ჩავ კიდეთ ერთმანეთს და მერე დავშორდით.
მიდორის დავურეკე.
– სალაპარაკო მაქვს შენთან. მილიონი რამ უნდა გითხრა. მილიონ რამეს
უნდა მოგიყვე. ამქვეყნად შენ გარ და არავინ მსურს. მინდა, გნახო და დაგე-
ლაპარაკო. მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
მიდორი დიდხანს, ძალიან დიდხანს დუმდა, ეს დუმილი ახალმოთიბულ
მინდორზე მოსულ წვიმას მოაგონებდა კაცს. შუშაზე შუბლმიყრდნობილმა
თვალები დავხუ ჭე და დაველოდე.
ბოლოს დუმილი მიდორის დაბალმა ხმამ დაარღვია.

307
– სად ხარ ახლა?
სად ვიყავი? ყურმილზე ჩაჭიდებულმა თავი ავწიე და მოვ ტრიალდი, მიმო-
ვიხედე, რომ დამენახა, რა იყო სატელეფონო ჯიხურს მიღმა. მართლაცდა,
სად ვიყავი ახლა? წარმოდგენა არ მქონდა. არა, არ ვიცოდი. სად იყო ეს ადგი-
ლი? თვალში მხოლოდ აუარებელი ხალხი მხვდებოდა, რომელიც მიმოდიოდა
და არსად მიდიოდა. ვეძახდი და ვეძახდი მიდორის არარას შუაგულიდან.

308

You might also like