You are on page 1of 356

ელიზაბეტ ჯილბერტი

ჭამე, ილოცე, შეიყვარე

ერთი ქალის მოგზაურობა – ყველაფრის საძიებლად

შესავალი. როგორ უნდა გაეცნოთ ამ წიგნს, ანუ


კრიალოსნის 109-ე მარცვალი
ინდოეთში, განსაკუთრებით კი წმინდა ადგილებსა და აშრამებში [აშრამი –
რელიგიური სავანე ან თემი ინდოეთში; რომელიმე წმინდანის მიერ დაარსებული
მონასტერი.] მოგზაურობისას, საინტერესო მძივებით ყელშემკობილ მრავალ
ადამიანს შეხვდებით. ნახავთ შიშველი, გამხდარი, ოდნავ დაშინებული იოგების
ძველ ფოტოებსაც (ზოგჯერ კი ფუშფუშა, კეთილი და სხივმოსილი იოგისას),
ასეთივე მძივებით.

მძივების ამ ასხმას «ჯაპა მალას» უწოდებენ. მას ინდოეთში ღვთისმოშიში


ჰინდები და ბუდისტები საუკუნეთა განმავლობაში იყენებდნენ მედიტაციის –
გულმხურვალე ლოცვის დროს. ყელსაბამი ხელში ეჭირათ და თითებით
მარცვლავდნენ. მანტრა [მანტრა – წმინდა ჰიმნი ინდუიზმსა და ბუდიზმში.]
მძივის ერთი მარცვალია. როდესაც ჯვაროსნები შუა საუკუნეებში
აღმოსავლეთისკენ წმინდა მიწისთვის საომრად მიეშურებოდნენ, ამ ლოცვის
რიტუალს შეესწრნენ. შესრულების ტექნიკით აღფრთოვანებულებმა ჯაპა მალა
ევროპაში ჩამოიტანეს და კრიალოსნის სახელით გაავრცელეს.

ტრადიციული ჯაპა მალას მძივი 108 თვლითაა ასხმული. რიცხვი 108


აღმოსავლელ ფილოსოფოსთა განმარტებით ეზოტერიკულ [ეზოტერიკული
(ბერძნ.) – რაც განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვისაც გაენდვნენ; საიდუმლო,
დაფარული (ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ მოძღვრებათა, მაგიურ

1
ფორმულათა შესახებ).] წრედ მიიჩნევა და აი, რატომ: იგი სამის უმცირესი,
სამგანზომილებიანი ჯერადია. მისი შემადგენელი ციფრების შეკრებით ვიღებთ
ცხრას, ანუ სამჯერ სამს. სამი კი, წმინდა სამების უზენაესი საპირწონეა.

მკითხველი მიხვდება, რომ ჩემი წიგნი თავდაუზოგავი მცდელობაა ბალანსის


მოსაძებნად. ამდენად, გადავწყვიტე, ეს მონათხრობი სტრუქტურულად
ჯაპამალასეულად დამელაგებინა და 108 ნაწილად (ანუ კრიალოსნის თვლებად)
დამეყო.

108 მოთხრობის მთელი ეს ასხმა სამ ნაწილადაა დაყოფილი და მასში იტალიაში,


ინდოეთსა და ინდონეზიაში გატარებულ თვითგამორკვევის ერთ წელიწადზე
მოგითხრობთ. ამ დაყოფის მიხედვით თითოეულ ნაწილში 36 მოთხრობაა. ეს
ციფრი ჩემს პიროვნებას ეხმაურება, რადგან ამ ნაწარმოებს მთელი 36 წლის
განმავლობაში ვწერდი. ახლა, ვიდრე ლუის ფარაქანის [ფარაქანი, ლუის (დაბ.
1933 წელს) – ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, რადიკალური ორგანიზაცია
«ისლამის ნაციის» ლიდერი.] ნუმეროლოგიასაც გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ მეც
ძალიან მომწონს ჯაპამალასეული სტრუქტურა, იმიტომ, რომ... უბრალოდ,
ასეთია და მორჩა! წრფელი, სულიერი კვლევა ყოველთვის მეთოდურ
დისციპლინათა უმთავრეს მცდელობას წარმოადგენდა. მძივების იდეა, როგორც
მკვლევარსა და მწერალს, ძალიან დამეხმარა ჭეშმარიტების ძიებაში. ყოველ ჩემს
ჯაპა მალას კი, საგანგებო, დამატებითი – 109-ე თვალი აქვს, რომელიც
ჰარმონიული წრის 108-ე თვალზე ბრელოკივითაა მიბმული.

109-ე თვალი თავის დროზე სათადარიგო მაშველად მესახებოდა. მას მოდურ


სვიტერზე ზედმეტ ღილს ვამსგავსებდი ან კიდევ, სამეფო ოჯახის უმცროსს ვაჟს.
მაგრამ არსებობს გაცილებით მაღალი მიზანიც (109-ე მარცვლის დასამატებლად):
როდესაც თქვენი თითები ლოცვისას ამ ნიშნულს ეხებიან, მედიტაციის
მორევისგან უნდა შეისვენოთ და მადლობა გადაუხადოთ თქვენს
მასწავლებლებს. სწორედ ახლა, ჩემს 109-ე მარცვალთან, წერის დაწყებამდე
შევისვენე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს მასწავლებელს, რომლებიც
უჩვეულო სახით მეცხადებოდნენ მთელი წლის განმავლობაში.
განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ჩემს გურუს, რომელიც
მთელი გულით თანამიგრძნობდა და ინდოეთში ყოფნისას დიდსულოვნად
დამრთო ნება, მის აშრამში მესწავლა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერზე
ინდოეთში მიღებული უშუალო გამოცდილების შედეგად ვწერ და არა როგორც
სწავლული თეოლოგი ან რომელიმე ოფიციალური პირის წარმომადგენელი,
2
ამიტომ წიგნში ჩემი გურუს სახელით ვერ ვილაპარაკებ. მის შესახებ ყველაზე
უკეთ მისივე სწავლებანი ღაღადებენ.

ვერც აშრამის სახელსა და ადგილსამყოფელს გაგიმხელთ. მინდა საჯაროობისგან


დავიცვა ეს ღარიბი, მაგრამ შესანიშნავი აშრამი, რომელსაც არც რესურსი გააჩნია
მმართველობასთან ურთიერთობისთვის და არც ინტერესი.

დაბოლოს, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წიგნშია ნახსენები. თუმცა


კი მათი სახელები შეცვლილია სხვადასხვა მიზეზთა გამო. ყველას, ვისაც კი
შევხვედრივარ – ინდოეთში, ინდოეთის აშრამსა თუ დასავლეთში, სახელი
შევუცვალე. უპატივცემულობაში ჩამეთვლებოდა მათი ვინაობის გამხელა.
ადამიანთა უმეტესობა იმისთვის ხომ არ მიდის საღმრთო პილიგრიმად,
[პილიგრიმი (რუს. იტალ.) – წმინდა ადგილის მოსალოცად მიმავალი მორწმუნე;
მოხეტიალე მლოცველი.] რომ მთავარი გმირივით, მოგვიანებით, წიგნიდან
გაგვეცნონ? ამ «ანონიმურობის პოლიტიკაში» მხოლოდ ერთი გამონაკლისი
დავუშვი: რიჩარდი ტეხასიდან ნამდვილად რიჩარდია და ნამდვილად
ტეხასიდანაა. გამიზნულად მინდოდა წიგნში მისი რეალური სახელის
გამოყენება, ვინაიდან ინდოეთში ყოფნისას იგი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი
პერსონა გახლდათ. თანაც, როდესაც ვკითხე, ხომ არ ეწყინებოდა, ნარკომანად და
ლოთად მომეხსენიებინა, მითხრა, რომ ამით არაფერი დაშავდებოდა, მეტიც,
საკუთარი თავის უკეთესი დახასიათება ვერც მოიფიქრა.

მაგრამ, ჯერ... იტალია...

იტალია ანუ თქვი ზუსტად ისე, როგორც


ჭამ, ანუ ოცდათექვსმეტი ზღაპარი
სიამის აღსაქმელად

3
ნეტავ ჯოვანიმ მაკოცოს. საშინელი აზრია. ამას ბევრი მიზეზი მოწმობს.
დავიწყოთ იმით, რომ ჯოვანი ჩემზე ათი წლით უმცროსია და როგორც იტალიელ,
20 წლის ბიჭთა უმეტესობა, ისევ დედასთან ცხოვრობს. ეს ორი ფაქტი კი
ნაკლებად მარწმუნებს იმაში, რომ იგი ჩემი რომანტიკული პარტნიორი გახდება.
გარდა ამისა, მე მისთვის 30-ს გადაცილებული ამერიკელი, თავისი საქმის
ოსტატი ქალი ვარ, რომელმაც ქორწინება ახლახან მარცხით დაასრულა.
დამანგრეველ, დაუსრულებელ განქორწინების პროცესს უმალვე მოჰყვა
მგზნებარე სიყვარული და ისიც საშინელი იმედგაცრუებით დაბოლოვდა.

დანაკარგზე დანაკარგის დამატებამ მეტისმეტად დამამწუხრა და დამასუსტა.


ალბათ, შვიდი ათასი წლის გამხადა... სულაც არ მინდოდა ჩემი მწუხარება და
ერთგვარი დანაშაულის განცდა ხალასი და ძალიან საყვარელი ჯოვანისთვის
მომეხვია თავს.

ყველაფერს შევეშვათ და უკვე იმ ასაკში კი ვარ, ქალი თავს რომ უნდა


ეკითხებოდეს, რამდენად ჭკვიანურია, ერთი თაფლისფერთვალა ახალგაზრდა
მამაკაცის დაკარგვას გაუმკლავდე და მაშინვე სხვა ჩაიწვინო ლოგინში... აი,
რატომ ვარ ამდენი თვეა მარტო... ფაქტობრივად, ამ მიზეზით გადავწყვიტე ეს
წელი მარტოობაში გამეტარებინა. დაინტერესებული ადამიანი შემეკითხება, – მაშ
რატომ წახვედი იტალიაშიო? მე შემიძლია გიპასუხოთ, მეტადრე მაშინ, როდესაც
მაგიდის მეორე მხარეს მოხდენილი ჯოვანი ზის, – «ბრწყინვალე შეკითხვაა».
ჯოვანი ჩემი Tandem Exchange Partner-ია. [Tandem Exchange Partner (ინგლ.) –
მსოფლიოში ადაპტირებული უცხო ენათა შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც
პარტნიორები ერთმანეთს ელაპარაკებიან თავ-თავიანთ ენაზე.] საინტერესო
მინიშნებაა. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე...

ჩვენ აქ, რომში, კვირაში რამდენიმე დღეს ვხვდებით და ერთმანეთის მშობლიურ


ენაში ვვარჯიშობთ. ჯერ იტალიურად ვსაუბრობთ (ის მოთმინებით მისმენს),
შემდეგ – ინგლისურად და მე ვუსმენ მოთმინებით. ჯოვანი რომში ჩამოსვლიდან
სულ რამდენიმე დღეში, პიაცა ბარბარინიზე, დიდ ინტერნეტკაფეში აღმოვაჩინე.
ეს კაფე გზის გადაღმა, იმ შადრევნის გვერდით მდებარეობს, რომელსაც
სექსუალური წყლის კაცის ქანდაკება ამშვენებს, ნიჟარის ნაჭუჭში რომ უბერავს.
მან (ჯოვანიმ და არა წყლის კაცმა) განცხადება გააკრა საინფორმაციო დაფაზე,
სადაც ეწერა, რომ ადგილობრივი, იტალიურად მოსაუბრე ეძებდა ვინმე
ინგლისურენოვანს, იტალიურ სასაუბრო ენაში სავარჯიშოდ. იქვე, ბოლოში

4
სიტყვასიტყვით პირველის იდენტური განცხადება გამოეკრათ. განსხვავება
მხოლოდ საკონტაქტო მონაცემებში იყო. ერთ ფურცელზე ვინმე ჯოვანის
ელექტრონული ფოსტა იყო მითითებული, მეორეზე კი – დარიოსი. მათი სახლის
ტელეფონის ნომერიც კი ემთხვეოდა. მახვილ ინტუიციას მივენდე და ორივეს
ერთდროულად, ცალ-ცალკე იტალიურ ენაზე გავუგზავნე ელექტრონული
წერილი, შეკითხვით, «ძმები ხართ?» მხოლოდ ჯოვანიმ გამომიგზავნა ერთობ
დამაინტრიგებელი პასუხი: «მეტიც, ტყუპი». დიახ, ნამდვილად გადასარევია,
როდესაც მაღალი, მოხდენილი გარეგნობის 25 წლის შავგვრემანი ყმაწვილი ერთი
კი არა, ორია. ჩემს იტალიელს უზარმაზარი, წყლიანი, თაფლისფერი თვალები
აღმოაჩნდა. ამ თვალებმა მაშინვე დამატყვევეს.

ბიჭებთან შეხვედრის შემდეგ აზრი შევიცვალე მარტოობის შესახებ. შემეძლო


მარტოხელა ქალად დავრჩენილიყავი და ეს ორი მოხდენილი, 25 წლის იტალიელი
ტყუპი ძმა ჩემს საყვარლებად მექცია. ისინი რაღაცით ჩემს ერთ ვეგეტარიანელ
მეგობარს ჩამოჰგავდნენ, რომელიც გამონაკლისის სახით მხოლოდ ბეკონს
მიირთმევდა. მიუხედავად ამისა... მე მაინც ვამზადებდი წერილს ჟურნალ
«პენტჰაუსისთვის»...

ასე, მაგალითად, მბჟუტავი სანთლით განათებულ რომაულ კაფეში შეუძლებელი


იქნებოდა გამეგო, ვისი ხელი მეალერსებოდა...

ოჰ, არავითარ შემთხვევაში!

ეს ფანტაზია სასწრაფოდ მოვიშორე თავიდან. ახლა სიყვარულის ძებნის დრო


იყო?! ან ეს ისედაც აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება კიდევ უფრო უნდა
დამემძიმებინა?.. დღეს ღამე მოჰყვება, ხომ იცით და... ახლა სიმშვიდე უნდა
მეძებნა, განკურნების სხვაგვარი სახე... მარტოობა რომ მომგვრიდა...

ჰოდა, ნოემბრის შუა რიცხვებში მე და ჩემი მუყაითი ჯოვანი საუკეთესო


მეგობრები გავხდით, დარიოს კი, ძმაზე გაცილებით სიცოცხლისმოყვარესა და
გადარეულს, ჩემი მომხიბლავი, პატარა შვედი მეგობარი, სოფი გავაცანი. ისინი
რომში სხვა სახის «ტანდემის» საღამოებს მართავდნენ. მე და ჯოვანი კი
მხოლოდ ვსაუბრობთ, თან ვჭამთ. მოკლედ, რამდენიმე სასიამოვნო კვირაა, რაც
ვჭამთ და ვსაუბრობთ, ვიყოფთ პიცას და ერთმანეთს შეცდომებს ვუსწორებთ.
რაღა თქმა უნდა, დღევანდელი საღამოც არ არის გამონაკლისი. ახალი
იდიომებისა და მოცარელას [მოცარელა – პოპულარული იტალიური ყველი.]
5
თანხლებით მშვენიერ დროს ვატარებთ... ნისლიანი ღამეა. ჯოვანი სახლში
მაცილებს რომის მიყრუებულ ქუჩებში, უძველესი შენობები დაფნის
გვირგვინივით შემოგვხვევია გარს. ლანდები კვიპაროსის კორომებზე ალქაჯივით
დაიკლაკნებიან. ვდგავართ ჩემი სახლის კართან. ერთმანეთს სახეში ვუყურებთ.
მან თბილად ჩამიკრა გულში. ეს რაღაც ახალია... აქამდე ხომ მხოლოდ ხელის
ჩამორთმევით შემოიფარგლებოდა. ლამისაა, იტალიაში კიდევ სამი წლით
დავრჩე, იქნებ გაბედოს, მოიფიქროს და მაკოცოს! ჯერ კიდევ არის შანსი,
შეიძლება ახლავე, ამ საღამოს, ზუსტად ჩემი სახლის კართან მაკოცოს. ისევ
ჩახუტებულები ვდგავართ მთვარის შუქზე... არა, ეს საშინელი შეცდომა იქნება...
თუმცა, საამისოდ ახლა შესანიშნავი მომენტია... დაიხაროს და... და... მაგრამ არა,
მიშორებს... «ღამე მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ლიზ», – ამბობს ის.

– Buona notte, caro mio, [Buona notte, caro mio (იტალ.) – ღამე მშვიდობისა, ჩემო
მეგობარო.]– ვუპასუხე მე. სრულიად მარტომ ავიარე ოთხსართულიანი სახლის
კიბის საფეხურები, შევედი ჩემს პატარა ოთახში და კარი მოვიხურე. მარტოობის
კიდევ ერთი ღამე რომში... კიდევ ერთი გრძელი ღამე უნდა გავატარო ლოგინში,
არავისთან და არაფერთან ერთად, თუ არ ჩავთვლით იტალიური ფრაზეოლოგიის
სახელმძღვანელოებისა და ლექსიკონების უზარმაზარ გროვას. მარტო ვარ,
სრულიად მარტო... რეალობას თვალი გავუსწორე, ხელიდან გავაგდე ჩანთა,
მუხლებზე დავეცი და შუბლით იატაკს დავემხე. იქვე, ზეციურ ძალებს
გულმხურვალე მადლობა შევწირე. ჯერ ინგლისურად, შემდეგ იტალიურად და
უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, – სანსკრიტულადაც. [სანსკრიტი (ინგლ.) –
ძველი ინდური სამწერლო ენა.]

და ახლა, ჩემი გულმხურვალე ვედრების ფონზე, რამდენიმე წლით ადრეულ


წარსულს დავუბრუნდი, იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. მაშინაც
ზუსტად ამ პოზაში გამოვიჭირე საკუთარი თავი: იატაკზე, მუხლებზე
დამხობილი, ლოცვაში... სხვა ყველაფერი სამი წლის წინ თითქმის სრულიად
განსხვავდებოდა. მაშინ მე რომში არ ვყოფილვარ. დაახლოებით გამთენიის 3

6
საათზე, ნიუ-იორკის ერთ-ერთი გარეუბნის ახალნაყიდ მრავალსართულიან
სახლში გახლდით, სააბაზანოში შეკეტილი. ცივი ნოემბერი იდგა. ჩემს მეუღლეს
ეძინა. მთელი ორმოცდაშვიდი ღამის განმავლობაში ვქვითინებდი და ახლაც
სააბაზანოში ვემალებოდი საკუთარ თავს. ჩემი ცრემლი აბაზანის წყალს
ერთვოდა, კაფელს მიუყვებოდა ტრაპისკენ და ამ ნაზავში ყველაფერი
გაერთიანებულიყო, მთელი ჩემი სირცხვილი, შინაგანი არეულობა, დარდი,
ვარამი, მწუხარება... ყველაფერი ერთად...

აღარ მინდა ეს ქორწინება. მთელი არსებით გავურბოდი ამ აზრს, მაგრამ რეალობა


თავს არ მანებებდა.

«აღარ მინდა ქორწინება. აღარ მინდა ამხელა სახლში ცხოვრება. აღარც შვილი
მინდა». წესით, ბავშვი უნდა მნდომებოდა. მაშინ უკვე 31 წლის ვიყავი. მე და
ჩემი ქმარი (ჩვენ რვა წელიწადი გვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა ექვსი წლის წინ
ვიქორწინეთ) მთელი ცხოვრება ველოდებოდით, რომ როგორც კი ოცდაათს
გადავცდებოდი და დავღვინდებოდი, შვილებს გავაჩენდი. შემდეგ ერთხმად
გადავწყვიტეთ, რომ, როდესაც მოგზაურობით დავიღლებოდი, სწორედ ასეთ
სახლში მომინდებოდა ცხოვრება, ბავშვების ხმაურით, დალიანდაგებული
საბნებით, ეზოში ბაღითა და ქურაზე დადგმული მოთუხთუხე კერძის სითბოთი
გაჟღენთილ სახლში (თავისთავად მომხიბვლელი სურათია და ზუსტად ემთხვევა
დედაჩემის ბუნებას. მე კი ამით ნამდვილად უნდა ვყოფილიყავი
დაინტერესებული, რადგან, რომ გეკითხათ, ჩემსა და მას შორის ვერავითარ
განსხვავებას ვერ მოვძებნიდი). მაგრამ, ნამდვილად შოკირებული ვიყავი,
როდესაც აღმოვაჩინე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა ასეთი ყოფა.
ვინაიდან რაც ოცდაათს გადავცდი, ახალ ფაზაში გადასაბიჯებელი ზღვარი,
ფაქტობრივად, კარგად გამოჩნდა, სასიკვდილო განაჩენივით მესახებოდა
ორსულობა. მოუთმენლად ველოდი, ამის სურვილი როდის გამიჩნდებოდა,
მაგრამ ეს მომენტი არა და არ დადგა. და ახლაღა მივხვდი, რა ბედნიერებაა,
როდესაც რაღაც გულით გსურს... დამიჯერეთ, კარგად ვიცი, სურვილი როგორ
მართავს ადამიანს. მაგრამ ამაში მე არ გამიმართლა... მთლად უარესი, ჩემი დის
სიტყვები ყურებიდან არ ამომდიოდა, როდესაც თავის ჩვილს ძუძუს აწოვებდა,
«ბავშვის ყოლა სახეზე ტატუს გაკეთებას ჰგავს. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ,
ნამდვილად უნდა იცოდე, რომ გინდა». ახლა, უკან როგორღა უნდა დამეხია?
ყველაფერი თავის ადგილას იყო. ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე თვის
განმავლობაში ვცდილობდი, დავფეხმძიმებულიყავი, მაგრამ «არაფერი
7
გამოდიოდა» (გარდა იმისა, რომ ვითომ ორსულობის განცდით შეპყრობილი,
ყოველ დილით ფსიქოსომატურ დაღლილობას განვიცდიდი და დილის
საუზმესაც უკანვე ვიღებდი). ყოველ თვეში კი, როდესაც კრიტიკული დღეები
დამეწყებოდა, სააბაზანოში ჩურჩულით ამოვთქვამდი: «გმადლობ! გმადლობ,
რომ ცხოვრებას მიხანგრძლივებ». ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ეს
ნორმალური გრძნობა იყო. გადავწყვიტე, რომ ყველა ქალს აქვს ამგვარი განცდა,
ვიდრე დაფეხმძიმდება.

სიტყვებს ვერ ვპოულობ და ამიტომაც, გადავწყვიტე, საკუთარი თავის


დახასიათებისთვის თავი ამერიდებინა. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად,
თავს ჯიუტად ვაჯერებდი, რომ ჩემი მდგომარეობა ბუნებრივი იყო. აი, წინა
კვირაში ერთი ქალი გავიცანი, რომელიც ორი წლის წვალებისა და მკურნალობის
დაუზოგავი კურსების შემდეგ ძლივს დაფეხმძიმდა. მეცხრე ცაზე ფრენდა.
მთელი შეგნებული ცხოვრება დედობას ნატრობდა. ასე მითხრა. ისიც გამიმხილა,
რომ ერთი წლის განმავლობაში უჩუმრად ბავშვის ტანსაცმელს ყიდულობდა და
ქმარს რომ არ ენახა, ლოგინის ქვეშ მალავდა. მისი სიხარული ყველა სივრცეს
იპყრობდა. ნამდვილად ბედნიერი იყო. მე კი მსგავსი სიხარული შარშან,
გაზაფხულზე განვიცადე, «ნიუ ზელანდში» რომ ხელშეკრულება გამიფორმეს,
გოლიათ ზღვის მოლუსკზე სტატიის დასაწერად. მაშინ კი ჩავილაპარაკე, «მანამ,
სანამ ბავშვის გაჩენა ისეთივე ბედნიერებას არ მომანიჭებს, როგორიც «ნიუ
ზელანდისთვის» გოლიათ ზღვის მოლუსკზე სტატიის დაწერა, შვილს არ
გავაჩენ».

«მკლავს ქორწინება. აღარ მინდა»...

დღის განმავლობაში ამ ფიქრისგან ვთავისუფლდებოდი, მაგრამ ღამე ბოლოს


მიღებდა. ღმერთო ჩემო, ნუთუ ასეთი იდიოტი ვიყავი; ნუთუ იმისთვის შევები
სერიოზულ უღელში, რომ შემდეგ მისგან თავი დამეღწია?! მე ხომ მინდოდა ამ
სახლში ცხოვრება? ხომ ძალიან მინდოდა? მაშ, რაღატომ ვუფრთხოდი ყოველ
ღამით მის დარბაზებს მედეასავით დამწუხრებული? ან ჩვენი მიღწევებით რად
არ ვამაყობდი? ჰუდსონ ველიში შესანიშნავი სახლი გვქონდა, მანჰეტენზე ბინა,
ტელეფონის რვა ხაზი, უამრავი მეგობარი, პიკნიკები, წვეულებები, ლაშქრობები,
ყოველ უიკ-ენდზე სხვადასხვა ტაძრის მოლოცვა, კრედიტით ნებისმიერი ნივთის
ყიდვა... ამ ყველაფრის მიღწევას მთელი ცხოვრება შევალიე, სათითაოდ
ყველაფერში ვმონაწილეობდი. ახლა კი, საკუთარ თავს ვეღარც ვცნობდი... რატომ

8
შემაღონა ოჯახის ბურჯისა და მარჩენლის მოვალეობის გრძნობამ, სოციალური
კოორდინატორის, ძაღლის გამსეირნებლის, ცოლის და სადღაც მოპარულ დროში
ჩამოყალიბებული მწერლის პოტენციურმა საქმიანობამ?..

«აღარ მინდა ქორწინება».

ჩემს ქმარს მეორე ოთახში ეძინა. ერთდროულად მძულდა და მიყვარდა კიდეც. არ


მინდოდა გამეღვიძებინა და მისთვის დარდი მომეხვია თავს. რა აზრი ჰქონდა.
ისედაც თვეების განმავლობაში განადგურებული, ფსიქიკურად დაავადებული
ქალივით (ამ შედარებაზე ორივე შევთანხმდით) ვიქცეოდი. უბრალოდ, ძალიან
გადავიღალე. ორივემ ვიცოდით, რაღაც მიჭირდა. ის კი ნელ-ნელა მოთმინებას
კარგავდა. განუწყვეტლივ ვჩხუბობდით და ერთმანეთს ვუყვიროდით. ის
წყვილი რა წყვილია, თუ ერთმანეთი გათანგეს... მათი სიყვარული ხომ
განწირულია. ჩვენ უბრალოდ, ლტოლვილებს დავემსგავსეთ.

ამ კაცის ცოლობა მეტისმეტად პირადული და სევდის მომგვრელი მიზეზების


გამო აღარ მინდოდა. აქ ვერ დავწერ... ძირითადად, ჩემი ბრალი იყო, მაგრამ
ბუნებრივია, მასაც ლომის წილი მიუძღოდა ამ დავიდარაბაში. ქორწინების
მოჩვენებით ტანდემში გაჩნდა ორი ხმა, ორი აზრი, ორი საწინააღმდეგო
მოსაზრება, სხვადასხვა სურვილი, განსხვავებული შეზღუდვები. სულაც არ
მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩემს წიგნში ამ საკითხთა განხილვა. თანაც, ჩვენი
არშემდგარი სიყვარულის ქრონიკა ჩემი მხრიდან მაინცდამაინც დამაჯერებლად
მოთხრობილი ვერ იქნება. ასე რომ, ღიად ვტოვებ ამ თემას. ღიად ვტოვებ ასევე
იმ მიზეზების ჩამოთვლას, თუ რატომ მინდოდა მისი ცოლობა. ღიად ვტოვებ
მთელ მის განსაკუთრებულობას, იმასაც, რატომ მიყვარდა ასე და რატომ ვერ
წარმომედგინა უმისოდ ცხოვრება. ის უბრალოდ ჩემთვის შუქურაც იყო და
ალბატროსიც. მორჩა და გათავდა! მასთან დარჩენას წასვლა მერჩივნა. არც ვინმეს
განადგურება მნდომებია, არც დასახიჩრება. უბრალოდ, მინდოდა, საიდუმლო
გასასვლელში ჩემთვის, მშვიდად დამეძინა და ამით არეულობა არ გამომეწვია,
შემდეგ კი, ჯანდაბამდე, თუნდაც გრენლანდიამდე გზა მქონოდა. აი, ეს
მინდოდა!

ჩემი ამბავი ამ მონაკვეთში სულად არ ბრწყინავს ბედნიერებისგან, მაგრამ მინდა


საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ აბაზანის იატაკზე რაღაც გარდაუვალი მოხდა,
რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დაახლოებით ასტრონომიული

9
მოვლენის მაგვარი, როდესაც პლანეტა გარე სამყაროში თავდაყირა დგება, მისი
გამდნარი შუაგული იღვრება, პოლუსების ადგილმდებარეობა ერთმანეთში
იცვლება და მოკლედ, მთლიანად სხვაფერდება. პლანეტის მოყვანილობა კი
უეცრად სფეროსებრის ნაცვლად წაგრძელებული ხდება. ეს ყველაფერი კი იმას
ნიშნავს, რომ მე ლოცვა დავიწყე. და იცით, ვის მივმართავდი? უფალს...

ჩემს წიგნში პირველად ვახსენე უფალი, თუმცა კიდევ მრავალჯერ ვახსენებ.


მინდა, აქვე ოდნავ შევისვენო და ზუსტად აგიხსნათ, რას ვგულისხმობ ამ
სიტყვაში... მკითხველს კი, უმორჩილესად ვთხოვ, თავი შეურაცხყოფილად არ
იგრძნოს, რადგან რწმენაში ყველა თავისუფალია. მოდი, ღმერთის არსებობის
შესახებ მოგვიანებით ვიკამათოთ ან სულაც უკეთესი იდეა მაქვს, ამ თემაზე
კამათს შევეშვათ. უპირველესად, ერთი რამ მინდა აგიხსნათ. მე თავისუფლად
შემიძლია ვახსენო იეღოვა, ალაჰი, შივა, ბრაჰმა, ვიშნუ ან ზევსი. მაგრამ თავს
ვარიდებ ყოველგვარ მიკერძოებას და მას მოვიხსენიებ ერთი ყოვლისმომცველი
სიტყვით – «ღმერთი». სხვაგვარადაც შემიძლია. მაგალითად, მივბაძო უძველეს
სანსკრიტულ დამწერლობას და ვუწოდო მას «ის». ჩემი აზრით, ეს სახელი
ყველაზე ახლოს დგას ყოვლისმომცველსა და ენით აუწერელთან. ვგრძნობ, რომ
ის «ის» რაღაც უხილავია ჩემთვის. მე კი ისეთი ბუნებისა ვარ, თუ საკუთარი
სახელი, რაიმე ჩვეულებრივი არ შევარქვი, «მასზე» ვერ ვილოცებ... უკეთ მინდა
შევიგრძნო მისი არსებობა. ზუსტად იმავე მიზეზით არ ვლოცულობ მთელ
სამყაროზე ან მარტოოდენ სივრცეზე, ან რაიმე ძალაზე, ან უზენაეს ეგოზე, არც
არსთა განმრიგეზე... ღმერთის სახელის უფრო პოეტური გამომჟღავნება იქნება,
თუ მას ავიღებთ გნოსტიციზმიდან: [გნოსტიციზმი (ბერძნ.) – ადრექრისტიანობის
რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. ცდილობდა შეექმნა მოძღვრება
ღმერთის შესახებ; სამყაროს წარმოშობისა და განვითარების შესახებ
ქრისტიანულ-რელიგიურ დოგმატებზე, იდეალისტურ ფილოსოფიასა და
იუდეველობაზე დაყრდნობით.] «სამყაროს მბრუნავი ძალა» (The Shadow of the
Turning). თუმცა არც ერთისადმი არა მაქვს რაიმე საწინააღმდეგო. პირიქით,

10
ვგრძნობ, რომ ყველა თანასწორია, რადგან ყველა ერთნაირად გამოხატავს იმ
გამოუთქმელსა და უხილავს, რაც ესოდენ გვჭირდება.

ამ უხილავს ერთი სიტყვა ხსნის – «ღმერთი», ჩემთვის ყველაზე თბილი და


ახლობელი სიტყვა... ამიტომაც ვიყენებ მას. მე თუ მკითხავთ, «ის» არც მხოლოდ
მოსახერხებელი ნაცვალსახელია, არც ღმერთის ზუსტი ანატომიური აღწერა და
არც რევოლუციის მიზეზი.

ჩემთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, ხალხი ღმერთს ქალად აღიქვამს თუ


მამაკაცად. ორივე ტერმინი მისაღები და თანასწორია ჩემთვის. ადეკვატურიც და
არაადეკვატურიც. თუმცა მიმაჩნია, რომ ორივე (ქალისა და მამაკაცის
აღმნიშვნელი) ნაცვალსახელის გამოყენება სასიამოვნო მიგნებაა, და ერთგვარი
კულტურული (და არა თეოლოგიური) თავმდაბლობა ღვთის წინაშე. მე
ქრისტიანი ვარ. თეთრკანიან ანგლოსაქსურ ოჯახში დავიბადე, პროტესტანტული
რწმენით. მანამ, სანამ ვეკრძალვი და ვესავ იესოს, უდიდესი მშვიდობის
მომასწავებელს, მაცხოვარს, თავს უფლებას ვაძლევ განსაკუთრებულ
სიტუაციაში ვიკითხო, სინამდვილეში რა შეუძლია მას, იქამდე ვერ ვეთანხმები
ქრისტიანობის დაჟინებულ და უცვლელ პრინციპს, რომ ქრისტე ღმერთამდე
მისასვლელი ერთადერთი გზაა. მკაცრად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში არ მინდა
ქრისტიანი ვუწოდო ჩემს თავს.

ჩემ გარშემო არსებულ ქრისტიანთა უმრავლესობა ჩემს შეხედულებას ტაქტიანად


და საღი გონებით იზიარებს. ზოგიერთს კი ნაკლებად ადარდებს. მათ კი, ვინც არ
მეთანხმება და ჩემი ნააზრევისადმი სიმკაცრეს იჩენს, ისღა დამრჩენია,
უხერხულობისთვის უბრალოდ ბოდიში მოვუხადო და მათგან თავი შორს
დავიჭირო. ტრადიციულად, ყველა რელიგიურ ტრანსცენდენტალურ
[ტრანსცენდენტალური (ლათ.) – რაც საზღვარს სცილდება. იდეალისტურ
ფილოსოფიაში: ცდის გარეშე არსებული, განყენებულ-ლოგიკური.] საიდუმლოს
პასუხი გავეცი.

როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ღმერთი დოგმატურ საღმრთო წერილებში


ცხოვრობსო ან მაღლა, ცაში, «მჯდომარე არს მარჯვენით მამისა», ყოველთვის
სუნთქვაშეკრული და აღელვებული ვპასუხობდი, რომ ის უფრო ახლოს არის
ჩვენთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. იგი ჩვენს გულებში ცხოვრობს და იქ სუფევს.

11
ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვისაც გულის გულში უმოგზაურია, ვინც ამ ქვეყანაში
დაბრუნდა იმისათვის, რომ ყოველი ჩვენგანისათვის ეთქვა: «ღმერთი ჩვენს თავს
დამტყდარი სიყვარულის ნაყოფია და იგი თავად სიყვარულია».

მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიას ჰყოლია ასეთივე ბუნების მისტიკური


წმინდანები და ტრანსცენდენტები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა
სიცოცხლეს მარტვილობითა და წამებით ასრულებდა უფლის სახელით და მე
მუხლმოდრეკილი მივაგებ მათ პატივს... საბოლოოდ კი, იმ დასკვნამდე
მივდივარ, რომ ძალიან მარტივია ღმერთისა გწამდეს... ამ რწმენის გარეშე
ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. ერთი რამ მახსენდება: არაჩვეულებრივი
ძაღლი მყავდა. დაახლოებით ათი სხვადასხვა ჯიშის ნაჯვარი და შთამომავალი.
ყველა წინაპრისგან საუკეთესო თვისებები აეღო. ყავისფერი იყო. როდესაც
მეკითხებოდნენ, რა ჯიშის ძაღლიაო, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი,
– ყავისფერი ძაღლია.

შედარებაში ნუ ჩამომართმევთ, მინდა ვთქვა, რომ უფალიც ერთია ქვეყანაზე. მე


კი, როდესაც მეკითხებიან თუ რა სარწმუნოებისა ვარ და რომელ ღმერთს
ვემხრობი, ჩემი პასუხი ძალიან ადვილია: «მე მწამს ერთადერთი და
ყოვლისშემძლე ღმერთისა».

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნოემბრის იმ კრიტიკულ, კუნაპეტ ღამეს
სააბაზანოს იატაკზე დამხობილმა პირდაპირ მივმართე ღმერთს, ცხოვრებაში
პირველად... ეს ნაბიჯი უფალზე საბოლოო შეხედულების ჩამოსაყალიბებლად
გადავდგი და არა ზოგადად თეოლოგიური აზრის შესაქმნელად. მე ხომ მხოლოდ
ჩემი ცხოვრების გადარჩენაზე ვფიქრობდი. უიმედობამ და სასოწარკვეთამ
მომიცვა... და მივხვდი, რომ ეს მეტისმეტად საშიში იყო ჩემთვის. ჩანს, ჩემს
მდგომარეობაში მყოფთა უმრავლესობა ხშირად ღმერთს მიმართავს
დახმარებისთვის. ალბათ სადმე წიგნშიც წავიკითხავ ამის შესახებ.
სუნთქვაშეკრული და გულამომჯდარი მივმართავდი ღმერთს, – გამარჯობა,
უფალო, როგორ ხარ? მე ლიზი ვარ. რა ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი...
12
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სამყაროს შემოქმედს ისე ვესაუბრებოდი, თითქოს
სულ ახლახან გავიცანით ერთმანეთი კოქტეილის წვეულებაზე...

ყველანი იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. როდესაც რაიმე ურთიერთობას ვიწყებ,


სულ ამ სიტყვებს ვამბობ. თავდაუზოგავად ამოვთქვი: «მუდამ ვაფასებდი შენს
უდიდეს ღვაწლს»; «ვწუხვარ, ასე გვიან ღამით რომ გაწუხებ, ძალიან მიჭირს...
მრცხვენია, რომ ადრე ასე არ მომიმართავს შენთვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ,
ყოველთვის უამრავი მადლობა მომიძღვნია შენგან ბოძებული ყოველი
დალოცვისთვის». ამგვარმა ფიქრებმა სულ უფრო მეტად ამატირა. უფალი
გულის კართან მელოდა. ძალა მოვიკრიბე და თავს ვაიძულე, გამეგრძელებინა:
«შენ იცი, რომ ლოცვის დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ დამეხმარე,
უფალო... დამეხმარები? მართლა, არანორმალურად მჭირდება დახმარება».

«არ ვიცი, რა ვქნა. პასუხს ველი... გევედრები, მითხარი, რა ვქნა. გთხოვ,


ღმერთო». ჩემი ლოცვა განუწყვეტლივ თხოვნად გადაიქცა და გაუჩერებლად
ვევედრებოდი უფალს, გზა ეჩვენებინა ამ ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევად.
ახლა უკვე ვიცი, მე ის ადამიანი ვარ, ვინც ღმერთს საკუთარ ცხოვრებას
შეავედრებს. ტირილი მოულოდნელად შევწყვიტე, სრულიად მოულოდნელად.
აღარ მეტირებოდა... უცნაურია, შუაგულ, გულამოსკვნილ ქვითინში ტირილი
შევწყვიტე. ტანჯვამ გაიარა. სადღაც გაქრა... იატაკიდან თავი ავწიე და
გაოცებული წამოვჯექი. მინდოდა, უზენაესი ჩემი თვალით მეხილა; მეხილა ის,
ვინც დარდი და მწუხარება სადღაც წაიღო. თითქოს იქ არავინ იყო, თითქოს
არაფერი მომხდარა... სინამდვილეში კი, მე მარტო არ ვიყავი...

რთულია ჩემთვის იმ უიშვიათესი სიჩუმის აღწერა, რომელშიც გავეხვიე.


ამოსუნთქვისაც კი მეშინოდა, იმდენად არ მინდოდა ეს სიჩუმე დამერღვია.
ასეთი რამ მანამდე არასოდეს მიგრძნია.

შემდეგ ძველი აღთქმიდან ჰოლივუდელი ჩარლტონ ჰესტონის ხმა შემომესმა:


«ნუ გეშინის»... ის სულაც არ მიბიძგებდა, ჩემი სახლის უკან ბეისბოლის
მოედანი მომეწყო. ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი ხმა იყო. არასოდეს გამიგონია
უფრო ჭკვიანი, მშვიდი და თანამგრძნობი ხმა. თითქოს თვით საკუთარი
სიცოცხლე შემყვარებოდა.

იყო ამ ხმაში რაღაც განუზომელი სითბო, სითბო სიყვარულისა. პასუხმა,


რომელიც მე მივიღე, სამუდამო დაღი დაასვა ჩემს რწმენას უფლისადმი. ხმამ
13
მითხრა: «წადი, დაწექი, ლიზ»... ამოვისუნთქე. სწორედ ერთადერთი
მართებული ნაბიჯი იყო, რომელიც უნდა გადამედგა. სხვაგვარ პასუხს არც
მივიღებდი. თუნდაც, რომელიმე საუცხოო, გუგუნა ხმას რომ ეთქვა: უნდა
გაეყარო ქმარს! ან: არ უნდა გაეყარო ქმარს! ნამდვილად ვერ ვენდობოდი. სულაც
არ იქნებოდა ბრძნული რჩევა.

ერთადერთი რიგიანი პასუხი ნამდვილად ის იყო, რაც მივიღე, იმ ღამეს... იმ


წუთში... «წადი, დაწექი, ლიზ... ამ გაგანია ნოემბერში რა პასუხები მოგინდა...
წადი, დაწექი, ლიზ... დასვენება გჭირდება. თავს უნდა მოუარო. ქარიშხლის
მოახლოებისას ძალა გჭირდება გასამკლავებლად. ის კი, სულ მალე მოვა. თუმცა,
არა ამ საღამოს. ამიტომ, თავს გაუფრთხილდი და წადი, ჩაწექი ლოგინში, ლიზ...
მე შენ მიყვარხარ...»

აი, სულ მცირე ეპიზოდი, სადაც ასე ცხადად ჩანს, როგორ შეიძლება ადამიანი
სრულიად გარდაიქმნას, ქრისტიანული, სულიერი თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით...
აქ იყო ყველაფერი, ბნელი ღამე სულისა... ხელების აპყრობა, დახმარების
სათხოვნელად... მოპასუხე ხმა... ტრანსფორმაციის შეგრძნება... ამას, ბოლომდე
ჩემს შინაგან გარდაქმნას ალბათ ვერ დავარქმევდი, ვერც ქრისტიანულ
დაბადებას ან გადარჩენას. მაგრამ იმას, რაც იმ ღამით მოხდა, შემიძლია
სარწმუნოებრივი სახეცვლილება ვუწოდო...

ლილი ტომინისა არ იყოს, თავიდანვე რომ მცოდნოდა, საქმე რა ცუდად იყო, არც
კი ვიცი, იმ ღამით როგორ დამეძინებოდა. შვიდი ყველაზე საშინელი თვის
შემდეგ, როგორც იქნა, ქმარს გავშორდი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მეგონა,
ყველაზე უარესი უკან დამრჩა. თურმე, ჩემს მეუღლეს საერთოდ არ ვიცნობდი...
ნიუ-იორკის რომელიღაც გაზეთში ერთი ქალი წერდა, თუ გინდა ვინმე უკეთ
გაიცნო, მასთან უნდა განქორწინდეო. ჩემი გამოცდილების მიხედვით, პირიქით
დავასკვენი, რომ, როცა ადამიანის ბოლომდე გაცნობა აღარ გსურს, მასთან
ურთიერთობა უნდა შეწყვიტო. ასე მოხდა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის.

14
ორივესთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, როცა მივხვდით, თანდათან როგორ
გავმხდარვართ ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი. არადა, თითქოს როგორი
ახლობლები ვიყავით... ჩვენი ცხოვრება მარაზმს დაემსგავსა, ყველაფერს
ერთმანეთის საწინააღმდეგოს ვაკეთებდით. მას ვერ წარმოედგინა, რომ ოდესმე
გავშორდებოდი, მე კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამის საბაბი მომეცემოდა.
გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩვენი განშორების შემდეგ, ჩემი მეუღლე, ჩვენს
ყოფით პრობლემებს რამდენიმე საათში, კალკულატორის დახმარებით
გადაწყვეტდა. კეთილ ნებას გამოიჩენდა და გაითვალისწინებდა, რომ ერთ დროს
ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.

თავდაპირველად სახლის გაყიდვა და ქონების შუაზე გაყოფა შევთავაზე. სხვა რა


უნდა მომეფიქრებინა. მას კი სულაც არ მოეწონა ეს აზრი და უსამართლოდაც
მიიჩნია. ავდექი და ქონების შუაზე გაყოფის სხვა ვარიანტი მოვიფიქრე მის
სასიკეთოდ. ისიც ვუთხარი, ბარემ ყველაფერი წაიღე, მე ყველა დანაშაულს
საკუთარ თავზე ავიღებ და ამით მორჩება ეს ამბავი-მეთქი. არც ამან გაჭრა.
დავიბენი. და საერთოდ, რა აზრი აქვს მოლაპარაკებას, როდესაც ოპონენტს
ყველაფერს სთავაზობ? უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, გარდა იმისა,
რომ მის კონტრშემოთავაზებას დავლოდებოდი; რა უნდა შემოეთავაზებინა!
რადგან მისი მიტოვება ჩემი ბრალი იყო, ამიტომ ბოლო ათ წელიწადში ჩემ მიერ
დაგროვილი თანხიდან გროშიც არ უნდა მრგებოდა... გარდა ამისა, ჩემი
ახალდაბადებული სულიერი სამყარო ჩხუბის საშუალებას არ მაძლევდა.
სიმართლე გითხრათ, არც ბრძოლის ხასიათზე გახლდით და არც თავდაცვის.

ჩემი ახლობლების რჩევის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში, ადვოკატის


კონსულტაციაზე უარს ვამბობდი, ვინაიდან ასეთ მოქმედებას ომის დაწყებად
ვთვლიდი. თავი განდის როლში წარმომედგინა ან თუნდაც, ნელსონ მანდელასი.
ისეთი ბრიყვი გამოვდექი, ვერც კი გავიაზრე, რომ ორივე იურისტი იყო. თვეები
გადიოდა. ჩემი ცხოვრება საპყრობილეს დაემსგავსა. გათავისუფლებას ველოდი.
განაჩენს... ცალ-ცალკე ვცხოვრობდით (იგი ჩვენს მანჰეტენის სახლში გადავიდა),
მაგრამ არაფერი გადაწყვეტილა. გადასახდელი ანგარიშების გროვა დადგა, საქმე
ფუჭდებოდა, სახლი პარტახდებოდა... ჩემი მეუღლე კი, დროდადრო სიჩუმეს
მაშინ არღვევდა, როცა უბრალოდ, შეხსენება უნდოდა ჩემთვის, რომ ვიყავი
კრიმინალი და თანაც, იდიოტი.

15
უცბად, განქორწინების საზიზღარი წლების მთელ სირთულეებსა და ტრავმებს
ახალი დრამა დაემატა. დევიდი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩემს
ქორწინებასთან გამოთხოვებისთანავე უგონოდ შემიყვარდა.

გითხარით, დევიდი რომ «შემიყვარდა»? ამით იმის თქმა მინდა, რომ ქორწინების
კლანჭებიდან თავის დასახსნელად დევიდის მკლავებს შევეფარე. აი, ზუსტად
ისე, ცირკის აკრობატი რომ მაღალი პლატფორმიდან გადმოხტეს და წყლიან
კასრში გაუჩინარდეს. დევიდი ჩემთვის საიგონიდან გამომავალ უკანასკნელ
ვერტმფრენს ჰგავდა. ხსნისა და ბედნიერების მთელ იმედებს მასზე ვამყარებდი.
დიახ, მიყვარდა. ისეთი გზნებით მიყვარდა, ისეთი გაგიჟებით... ენა მებმის,
როდესაც ამ სიმწვავის გადმოცემა მსურს და ვეღარაფერს ვამბობ. უბრალოდ, ამ
სიყვარულმა მაიძულა, მეუღლის მიტოვებისთანავე დევიდთან გავქცეულიყავი.
აი, ასე!

ის განუმეორებელი იყო... ნიუ-იორკში დაბადებული, მსახიობი და მწერალი,


წყლიანი თაფლისფერი იტალიური თვალებით (ჭკუას ვკარგავდი ასეთ
თვალებზე, აქამდეც მითქვამს, მგონი), გონიერი (ოდნავ ქუჩური სტილის),
დამოუკიდებელი, ვეგეტარიანელი, ენაბილწი და მაცდური, მეამბოხე პოეტი –
იოგა იონკერსიდან, «ღმერთის რჩეული, სექსუალური ახალწვეული». იგი
სიცოცხლეზე მეტი იყო ჩემთვის, დიდზე დიდი... პირველად რომ ჩემმა
საუკეთესო მეგობარმა, სუზანმა მომისმინა, როგორ ვლაპარაკობდი მასზე, ისე
შემომხედა, თითქოს ძალიან მაღალი სიცხე მქონდა და მითხრა: «მაგარ შარში
გახვეულხარ, პატარა!» დევიდი და მე თეატრში შევხვდით ერთმანეთს, ის ჩემი
მოთხრობების მიხედვით დადგმულ პერფორმანსში [პერფორმანსი (ინგლ.) –
თანამედროვე ხელოვნების წარმოდგენის ფორმა, სადაც შემოქმედის ან ჯგუფის
გამოსვლა ხდება თეატრალიზებულად. პოეტი ან მხატვარი თავის ნაწარმოებს
თავადვე წარმოადგენს სცენაზე ან ფართო აუდიტორიის წინაშე.] მონაწილეობდა
და ჩემს გამოგონილ პერსონაჟს ასახიერებდა. ესეც რაღაცაზე მეტყველებს.
გონდაკარგული სიყვარულის დროს სწორედ ასე ხდება, ხომ ასეა?

ამ დროს ჩვენი პარტნიორის მსგავს პერსონაჟებს ვიგონებთ და მათგანვე


მოვითხოვთ, ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ გვინდა. როდესაც ისინი ჩვენ მიერ
შეთავაზებულ როლს არ განასახიერებენ, მიწას ვენარცხებით და ფრთები
გვემსხვრევა. ის ჩემი ყველაზე რომანტიკული გმირი იყო. კარგ დროს
ვატარებდით ერთად. მე მისი ცხოვრების ოცნება ვიყავი. არასოდეს

16
წარმომედგინა ამხელა ბედნიერებას, სიმშვიდესა და ვნებიან სიყვარულს თუ
ვპოვებდი. ჩვენი სალაპარაკო ენაც კი გამოვიგონეთ, მთელი დღეები სად არ
დავსეირნობდით. ზემოთ-ქვემოთ დავყიალებდით. მსოფლიოს გარშემო
მოგზაურობას ერთად ვგეგმავდით. თაფლობის თვეში მყოფ
ახალდაქორწინებულ წყვილზე უკეთესად ვერთობოდით რიგში,
ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტთან. ჩვენ შორის ყოველგვარი განსხვავების
გასანადგურებლად ერთნაირი მეტსახელი შევარქვით ერთმანეთს, ერთად
ვსახავდით მიზნებს, ერთად ვდებდით აღთქმას, დაპირებებს, სადილს ერთად
ვამზადებდით. მიკითხავდა წიგნებს და მირეცხავდა სარეცხს (პირველად რომ ეს
მოხდა, განცვიფრებულმა სუზანს დავურეკე და მოვუყევი, რომ კაცმა ჩემი
სარეცხი გარეცხა, თეთრეულიც კი! ისეთი გაოცებული ვიყავი, თითქოს აქლემი
დამენახოს ტელეფონით. სუზანმა კი ისევ იგივე გაიმეორა: «ღმერთო ჩემო,
პატარა, ისეთ შარში ხარ გახვეული, ვერც კი წარმოგიდგენია!»).

ლიზისა და დევიდის სიყვარულის პირველი ზაფხული ყველაზე რომანტიკულ


ფილმს ჰგავდა, რაც კი გადაღებულა... აქაფებულ ტალღებზე სრიალით,
შებინდებისას ოქროსფერ მდელოებზე ხელიხელჩაკიდებული სირბილით...

ჩემი განქორწინების საქმე წინსვლის ნაცვლად სულ უფსკრულისკენ მიიწევდა.


მე და ჩემს ქმარს წინ მთელი ზაფხული გვქონდა ცალ-ცალკე საცხოვრებლად და
დასამშვიდებლად. ყოველ შემთხვევაში ამ ბედნიერი წუთების ფონზე,
დანაკარგზე ფიქრი დიდად ძნელი არ ყოფილა. მალე ზაფხულიც დასრულდა
(როგორც იტყვიან, სული მოვითქვით). 2001 წლის 9 სექტემბერს მეუღლეს
პირისპირ უკანასკნელად შევხვდი. ყოველი შემდგომი შეხვედრის დროს ჩვენ
შორის ჩვენი ადვოკატი იდგა მედიატორად. მიუხედავად იმისა, რომ რესტორანში
ვსადილობდით და ვცდილობდით განქორწინებაზე გვესაუბრა, საბოლოოდ,
მხოლოდ ვჩხუბობდით. მას უნდოდა მივმხვდარიყავი, რომ ცრუპენტელა და
მოღალატე გახლდით, რომ ვეზიზღებოდი და ხმას აღარასოდეს გამცემდა.

ორი მოუსვენარი უძილო ღამის შემდეგ, გავიღვიძე და გავიგე, რომ ჩემს ქალაქში,
ორ ყველაზე მაღალ შენობას (ტყუპს) ტერორისტებმა გატაცებული
თვითმფრინავები შეაჯახეს. საზარელი სანახაობა იყო, ერთ დროს უძლეველი,
მყარად მდგარი გოლიათებისგან ახლა მხოლოდ ნანგრევების კვამლიანი ზვავი
დარჩენილიყო. მეუღლეს დავურეკე, მოვიკითხე, კარგად ხომ იყო... ერთად
ვიტირეთ კატასტროფაზე. იმ კვირას, როდესაც ნიუ-იორკს უდიდესმა ტრაგედიამ

17
გადაუარა და ამ ბოროტებამ მთელი ქალაქი დააჩოქა, მე მაინც არ დავბრუნდი
ქმართან. ორივემ უკვე ვიცოდით, რომ საბოლოოდ დასრულდა ყველაფერი.
გაზვიადებაში ნუ ჩამომართმევთ თუ გეტყვით, რომ შემდეგი ოთხი თვის
განმავლობაში არც ერთ ღამეს არ მძინებია. თუკი აქამდე მეგონა, რომ ნაწილებად
ვიყავი დაყოფილი, ახლა აღმოვაჩინე, რომ მთლიანად ჩემი ცხოვრება და სამყაროც
კი ნამსხვრევებად ქცეულიყო...

ახლაც კი მაკანკალებს, რომ მახსენდება, რა დღეში ჩავაგდე დევიდი, 2001 წლის 9


სექტემბრის და ჩემს მეუღლეთან დაშორების შემდეგ, ჩვენი ერთად ყოფნის
პერიოდში. წარმომიდგენია, რამხელა იმედგაცრუება აღმოაჩინა მისთვის
ყველაზე სანდო და საიმედო ქალში... ეს ქალი ხომ მარტო ყოფნისას სევდის
უძირო, უკუნი ორმო იყო. მას კი, როგორი მხიარული და ბედნიერი წარმოედგინა.
თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ამ დროს დევიდმა უკან დაიხია. აი, მაშინ კი,
ჩემი რომანტიკული გმირი სულ სხვა მხრიდან დავინახე. ის განწირულივით
მარტოსული იყო, სულის შეძვრამდე მომხიბვლელი... მეტი გასაქანი
სჭირდებოდა. ვერ ეტეოდა თავის სივრცეში, მაგალითად, ისე, როგორც
ამერიკული ბიზონების ჯოგი.

დევიდის ასეთი უცაბედი უკან დახევა ჩემთვის, საუკეთესო პირობებშიც კი


კატასტროფა იქნებოდა, თუნდაც საუკეთესო ვყოფილიყავი პლანეტაზე, მაგრამ
ახლა უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში გახლდით. გულგატეხილი და
განადგურებული ვიყავი.

ერთი მუჭა, სამ ტყუპ, უდღეურ ჩვილებზე მეტად მოსავლელი და


გასაფრთხილებელი ვიყავი. მასთან განშორებამ კიდევ უფრო მეტად
გამაუბედურა. მიმავალს მივატირე, სად მიდიხარ, რა მოგვივიდა-მეთქი! ფაქტია,
რომ მამაკაცებს მოსწონთ, მათზე გამუდმებით რომ ვზრუნავთ. ის კარგად
იფერებდა ჩემ მიერ წაქეზებულ როლს. ბოლოს ყურადღება მოადუნა და მეც ასე
ადვილად პროგნოზირებადმა შედეგებმა ბოლო მომიღო. როდესაც სიყვარული
ბრმა გრძნობაზეა აგებული, მის დასანგრევად მავნე ჩვევებიც კი კმარა.

ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც შენი გაღმერთების ობიექტი,


ჰალუცინოგენური დოზით დაგაღვრის თავზე კოკისპირულ სიყვარულს,
თავბრუდამხვევ მღელვარებას... აქამდე ხომ არც კი გიოცნებია მსგავსი. მერე,
ნარკომანივით ეჩვევი ყურადღებას, მეტი და მეტი გინდა. სხეულში ტკივილი

18
უკვე ძალიან ძლიერდება, ვეღარ უმკლავდები. არადა, წამალს გიმალავენ და
ატყობ, რომ ძალიან სუსტდები (ვინც პირველად გაგიხსნა გზა ამ საქმისკენ, ახლა
უარს გეუბნება დახმარებაზე. თუმცა, კარგად იცი, რომ წამალი ნამდვილად აქვს
დამალული, მაგრამ მოჰბეზრდა უფასოდ გაცემა). შემდეგ, გაძვალტყავებულსა
და აცახცახებულს გპოულობენ სადღაც კუთხეში. ამ დროს ყველამ მშვენივრად
იცის, რომ მხოლოდ ერთი დოზის მისაღებად სულსაც გაყიდი.

ამასობაში, შენს სათაყვანებელ ადამიანს თავიდან იშორებ. გიყურებს ისე,


თითქოს არასდროს შეხვედრიხარ და ვითომც გაგიჟებით არ უყვარდი. აი, ბედის
ირონია! ის არ არის დამნაშავე. საკუთარ თავს უნდა დააბრალო. საკუთარ თავს
გავუუცხოვდი, ძნელად საცნობი და პათეტიკური გავხდი; სიყვარულის
სიმხურვალემ გაიარა. დავრჩი გაწბილებული. თვითშეფასების უნარიც დავკარგე.
თუმცა, როგორც ხედავთ, დღეს ყველაფერ ამას მშვიდად და აუღელვებლად
ვწერ... დრო მართლაცდა, ყველაფრის მკურნალია.

ჩემთვის, უბრალოდ მეტისმეტი იყო ამდენი რამ: უიღბლო ქორწინების


დასრულების შემდეგ დევიდის დაკარგვა, ჩემს ქალაქზე ტერორისტული
დავდასხმა და განქორწინების მთელი ეს საშინელებათა სერია (ჩემმა მეგობარმა
ბრაიანმა, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით ასეთი შედარება მოიტანა: «ეს
იგივეა, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ყოველდღე ავარიაში რომ
ხვდებოდე»). მე და დევიდი ისევ ვაგრძელებდით დღისით ურთიერთობას და
გართობას. მაგრამ ღამით საშინელება იყო. მის საწოლში თითქოს ბირთვული
შემოტევისგან ვიცავდი თავს. ვგრძნობდი, თანდათან მშორდებოდა, როგორც
ინფიცირებულს. დაღამებისა მეშინოდა, თავი საწამებელ კამერაში მეგონა.

ვიწექი მისი ულამაზესი, მიუწვდომელი სხეულის გვერდით, მისკდებოდა გული


და თავი მომაკვდინებელი ფიქრებით მევსებოდა. სხეულის ყველა ნაწილი
მტკიოდა. ზამბარებიან დანადგარს ვგავდი, მისი დაჭიმვა ამ ძალით რომ არ იყო
აგებისას გათვლილი, სულ ცოტაც და გავწყდებოდი, ნამსხვრევებად
შევეყრებოდი სახეში მას, ვინც ყველაზე ახლოს იდგა ჩემთან. წარმოვიდგინე,
როგორ ამოხეთქავდა ჩემი სხეული ვულკანური ძალით, როგორ მოიშორებდა
დაფლეთილ ნაწილებს იმისათვის, რომ თავს დამტყდარი უბედურებისგან
გათავისუფლებულიყო. დილაობით დევიდი იატაკზე მპოულობდა მძინარეს,
სააბაზანოს პირსახოცებზე, ძაღლივით. შეიძლება გაოცებული სხვასაც კი
ეკითხებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენ შორის ამისთანა. სრულიად

19
დაღლილი იყო ჩემით. იმ პერიოდში თხუთმეტ კილოგრამამდე დავიკელი
წონაში.

ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი არც ისე ფატალურად ცუდად


იყო... არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და ძველი გამონათქვამის მიხედვით,
უფალი არასდროს მოგიჯახუნებს ცხვირწინ კარს მანამ, სანამ ნამცხვრების ყუთს
არ გაგიხსნის. მწუხარების ამ ბნელ პერიოდში, რაღაც კარგი მაინც მოხდა. ერთი,
რომ იტალიური ენის სწავლა დავიწყე. მეორე ის, რომ ინდოელი გურუ
აღმოვაჩინე. და მესამე, ერთმა მოხუცმა ექიმბაშმა ინდონეზიაში თავისთან
მიმიწვია. თანამიმდევრობით აგიხსნით: 2002 წლის დასაწყისში, როდესაც
დევიდისგან წამოვედი, ჩემს ცხოვრებაში პირველად, მარტომ დავიქირავე ბინა.

ქირის გადახდა, რა თქმა უნდა, ძნელი იყო ჩემთვის. მე ხომ ქალაქის გარეუბნის
დიდი სახლის გადასახადს ისევ ვიხდიდი. მასში არავინ ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი
მეუღლე მისი გაყიდვის უფლებას არ მაძლევდა. ტყავიდან ვძვრებოდი, რომ
იურისტისთვის საკონსულტაციო თანხა გადამეხადა. ჩემთვის უკვე ცალკე
ცხოვრება, თუნდაც ერთ ოთახში, სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა.
დავრდომილთა თავშესაფრის მსგავსი ოთახი ვიშოვე, თავი სანატორიუმში
მეგონა. ოთახის კედლები თბილ ფერებში შევღებე, ყოველ კვირას საკუთარ თავს
ვსტუმრობდი და ყვავილებს ვჩუქნიდი.

ჩემმა დამ ახალმოსახლეობის აღსანიშნავად სათბურა მაჩუქა (ასე რომ, ცივ


საწოლში მარტო აღარ ვიყავი). ყოველ საღამოს გულში ვიხუტებდი და ისე
ვიძინებდი. ჭრილობას ვიამებდი.

ვერ გეტყვით, მე და დევიდი სასიკეთოდ დავშორდით ერთმანეთს თუ არა. აღარც


კი მახსოვს, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერ დავშორდით და
შევრიგდით, ისიც შევნიშნე, რომ მასთან განცალკევების შემდეგ ძალა და
გამბედაობა მიბრუნდებოდა (როგორც ყოველთვის, საკუთარი სიძლიერითა და
გამბედაობით აღფრთოვანებული ვიყავი). მისი სიყვარული იმედს მაძლევდა,

20
ისევ მოკრძალებითა და საღი გონებით რომ ვეუბნებოდით ერთმანეთს, მოდი,
ისევ ვცადოთო. და თან, ყოველ ჯერზე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ახლა
მაინც გვექნებოდა ნორმალური ურთიერთობა.

ძალას არ ვიშურებდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აბა, როგორ შეიძლებოდა,


ორ ადამიანს ერთმანეთი ასე ჰყვარებოდა და ბედნიერად არ დაემთავრებინა
ურთიერთობა? ურთიერთობის ყოველი განახლების შემდეგ, რამდენიმე ბედნიერ
დღეს ვატარებდით ერთად, ხანდახან კვირასაც. მერე ის ისევ მტოვებდა და მე
ისევ იმედი მქონდა, რომ დამიბრუნდებოდა... ამ გაურკვეველ სირბილში, დრო
შემოგვეცვითა და ვეღარ გავარკვიეთ, სად უნდა დაგვემუხრუჭებინა. მე ისევ
განადგურებული ვრჩებოდი, ის კი ისევ მიდიოდა. ყველა სირთულის
მიუხედავად, განშორება მარტო ცხოვრებას უკეთ მასწავლიდა და მაჩვევდა,
გამოცდილებას კი ჩემში უდიდესი გარდატეხა შემოჰქონდა.

ისეთი შეგრძნება მქონდა (მიუხედავად იმისა, რომ, ნიუ-ჯერსის შარაგზაზე


დასვენების დღეებში ავტოკატასტროფაში მოყოლილს ვგავდი), თითქოს
საკუთარი თავის მართვის ზღვარზე ვტორტმანებდი. განქორწინების დარდი აღარ
მქონდა, დევიდთან რომ ყველაფერს მოვრჩი, ამით კმაყოფილიც კი ვიყავი
თითქოს. ახლა კი თავს სრულიად განსხვავებულ კითხვას ვუსვამდი, «რა გინდა
რომ ქნა, ლიზ?» პასუხის გაცემას კი ახალფეხადგმული ბავშვივით
ვფრთხილობდი. ასე, მაგალითად:

«მინდა იოგას გაკვეთილებზე ვიარო».

«მინდა, წვეულებიდან შინ ადრე წავიდე და რომანი წავიკითხო».

«მინდა, ფანქრების ახალი პენალი ვიყიდო».

აქვე მოჰყვება საბედისწერო სურვილიც:

«მინდა, იტალიურად კარგად ვილაპარაკო».

აგერ უკვე ამდენი წელია, იტალიურის შესწავლა მინდოდა. ყველაზე ლამაზ ენად
მიმაჩნდა. თუმცა ისიც ვერაფრით მოვიფიქრე, რით სჯობდა ფრანგულს ან
რუსულს. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ ორივე ენას ვსწავლობდი. ან
თუნდაც რატომ არ უნდა მესწავლა ესპანური და მელაპარაკა ამერიკის
მოსახლეობის ამ ენაზე მოსაუბრე მილიონობით ახალგაზრდასთან. რაში უნდა
21
გამომეყენებინა იტალიური ენა? მე ხომ საცხოვრებლად არ გადავდიოდი
იტალიაში? უმჯობესი იქნებოდა აკორდეონის დაკვრა მესწავლა, მაგრამ ეს
პრაქტიკულ გამოსავალზე ფიქრიც საშინლად მომბეზრდა. მე ყოველთვის
ყველაფერში ისეთი ბეჯითი ვიყავი: ვმუშაობდი, წიგნებს გამოვცემდი,
დავალების შესრულებას არასოდეს ვაგვიანებდი, ვზრუნავდი ჩემს საყვარელ
ადამიანებზე, მოწესრიგებული მქონდა ყველა საკრედიტო ჩანაწერი,
ვმონაწილეობდი არჩევნებში და ა.შ.

განა ცხოვრება მხოლოდ მოვალეობებია? ამ უმძიმეს პერიოდში ალბათ


ნამდვილად საჭირო იყო დამემტკიცებინა, რომ იტალიური ენის შესწავლა
ჩემთვის ახლა ერთადერთი პანაცეა იყო. ვერ გამიგია, შეურაცხმყოფელია ენის
შესწავლა გინდოდეს? ან 32 წლის ასაკში ნიუ-იორკის საბალეტო თეატრის
პრიმაბალერინობა მოგინდეს? მერე რა მოხდა? ენის სწავლა არასოდესაა
შეუძლებელი. ჰოდა, მეც ენის შემსწავლელ კურსებზე ჩავეწერე (სხვაგვარად მას
ღამის სკოლად იცნობენ, განქორწინებულ ქალთათვის).

ჩემს მეგობრებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი გადაწყვეტილება. ნიკი


მეკითხებოდა ხოლმე, «რატომ სწავლობ იტალიურს? იმ შეთხვევისთვის ხომ არ
ემზადები, იტალია ეთიოპიას რომ ისევ დაიპყრობს, შენ კი, ზუსტად ხელსაყრელ
მომენტში შეგეძლება იტრაბახო, რომ იმ ენას ფლობ, რომელზეც მხოლოდ ორი
ქვეყანა ლაპარაკობს?»

წყალსაც წაუღია მათი აზრები. ამ ენის ყოველი სიტყვა მომღერალ ბეღურას


მაგონებდა. ტრიუფელზე მეტად მიყვარდა და მაგიური ხრიკის ძალა ჰქონდა
ჩემთვის. გაკვეთილების შემდეგ წვიმიან ამინდში შინ გაბრუებული
ვბრუნდებოდი. ცხელი აბაზანის მიღებისას, ქაფიან წყალში ხმამაღლა
ვკითხულობდი იტალიურ ლექსიკონს, ვცდილობდი, ჩემი განქორწინების ტანჯვა
და სულიერი ტკივილი დამევიწყებინა. სიტყვების წარმოთქმისას
სიამოვნებისგან მეცინებოდა. ჩემს მობილურ ტელეფონს il mio telefonino-ს
ვეძახდი. ხალხი შეწუხებული მყავდა წამდაუწუმ ciao-ს მიმართვით. აი,
როდესაც იმას ვცდილობდი, ამეხსნა, საიდან მოდიოდა სიტყვა ciao, ამ დროს
გაცილებით საზარელი და შემაწუხებელი ვიყავი მათთვის (ცნობისათვის, ეს
სიტყვა შუა საუკუნეების ვენეციელთა ინტიმური მისალმების – Sono il suo
schiavo – აბრევიატურაა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, «მე შენი მონა ვარ»).
უბრალოდ, ამ სიტყვების წარმოთქმაც კი უფრო სექსუალურსა და ბედნიერს

22
მხდიდა. ჩემი ადვოკატის თქმით, მისმა კორეელმა კლიენტმა, საშინელი
განქორწინების პროცესის შემდეგ, ოფიციალურად იტალიურად გადაიკეთა
სახელი, რომ კვლავ სექსუალურად და ბედნიერად ეგრძნო თავი. იქნებ მეც
იტალიაში გადავსახლებულიყავი, ყოველ შემთხვევაში... რა ვიცი...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა იმ გაჭირვების ჟამს. სასულიერო


დისციპლინის ახალი მიმართულების გაცნობა დავიწყე. ჩემს ცხოვრებაში
ინდოელი გურუ შემოვიდა, ამისთვის კი სამუდამოდ დევიდის მადლობელი
ვიქნები. ჩემი გურუ დევიდთან პირველი ვიზიტისას გავიცანი. ალბათ მაშინ
ორივე ერთად შემიყვარდა. შინ შესვლისთანავე ტუალეტის მაგიდაზე
უჩვეულოდ ლამაზი ინდოელი ქალის ფოტო დავინახე და ვკითხე, ვინ იყო. «ჩემი
სულიერი მასწავლებელია», – მიპასუხა. გული ამიჩქარდა. მერე დავმშვიდდი,
ღრმად ჩავისუნთქე და გამოვაცხადე: «მეც მინდა სულიერი მასწავლებელი!»
უფრო სწორად, ეს გულის ნათქვამი უფრო იყო. წამიერად დაშორდნენ ჩემი
სხეული და გონება ერთმანეთს, ეს დაშორება კი თვალხილულად ვიგრძენი,
როდესაც გონება ჩემ გარშემო დარბოდა და კითხვებს მაყრიდა. ერთ-ერთი
კითხვა ასეთი იყო: «მართლა გინდა?» «დიახ, – მიუგო გულმა, – მინდა». შემდეგ
ცოტა სარკასტულად ჰკითხა: «როდიდან»? უკვე ვიცოდი პასუხი: – სააბაზანოს
იატაკიდან! ღმერთო ჩემო, ნამდვილად მჭირდებოდა სულიერი მასწავლებელი.
მაშინვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა ის. წარმოვიდგინე, რომ ეს
სხივმოსილი ძალიან ლამაზი ქალი, კვირაში რამდენჯერმე ჩემს ბინაში
მოვიდოდა. დავსხდებოდით, ჩაის დავლევდით და ღვთისმეტყველებაზე
ვისაუბრებდით. წამაკითხებდა სხვადასხვა წიგნს მედიტაციის დროს მოსულ
უჩვეულო შეგრძნებებსა და მათ მნიშვნელობაზე. და მთელი წარმოდგენები
დაიმსხვრა, როდესაც დევიდმა ამ ქალის საერთაშორისო მნიშვნელობის შესახებ
მიამბო და ისიც მითხრა, რომ ათიათასობით მის სტუდენტს თვალითაც არ
ენახათ იგი.

23
– გურუს თაყვანისმცემლები ყოველ სამშაბათს ჯგუფებად ჩამოდიან ნიუ-
იორკში, მედიტაციისთვის იკრიბებიან და გალობენ. თუ შენ რამდენიმე ასეულ
ადამიანთან ერთად უპრობლემოდ იგალობებ ღმერთის სადიდებელს
სანსკრიტულ ენაზე, შეგიძლია ხანდახან წამოხვიდე, – მითხრა დევიდმა.

ასეც მოვიქეცი. შემდეგ სამშაბათს, საღამოს დევიდს გავყევი. სხვადასხვა


შესახედაობის ხალხი ღმერთს უგალობდა, ამის ფონზე კი ვიგრძენი, რაოდენ
გამჭვირვალე და სუფთა ხდებოდა ჩემი სული. იმ საღამოს, შინისკენ მიმავალს
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემში ჰაერი გადიოდა, თოკზე გაფენილი
სუფთა თეთრეულივით, ნიუ-იორკი, თავის მხრივ, ბრინჯის ქაღალდის ქალაქად
[იგულისხმება შედარება ქალაქ პულთან (ტაივანი).] ქცეულიყო. ისეთი მსუბუქი
ვიყავი, სახლის სახურავზეც თავისუფლად დავქროდი. ყოველ სამშაბათს
ვესწრებოდი გალობას. ყოველ დილით გურუს დავალებულ უძველეს
სანსკრისტულ მანტრაზე (სადიდებელი Om Namah Shivaya, ნიშნავს, «ვადიდებ
ღვთაებას, რომელიც ჩემში ცხოვრობს») მედიტაციას გავდიოდი. შემდეგ კი, როცა
პირველად მოვუსმინე გურუს პირადად, მისმა სიტყვებმა ჟრუანტელივით
დამიარა მთელ სხეულში, ხოლო როცა გავიგე, რომ ინდოეთში ჰქონდა აშრამი,
უკვე ნამდვილად ვიცოდი, რომ იქ წავიდოდი და თან, რაც შეიძლება მალე.

ამასობაში, ერთ-ერთი ჟურნალის დავალებით კვლავ მომიწია ინდონეზიაში


გამგზავრებამ. განქორწინების საქმეების გამო მეტისმეტად გულგატეხილი
ვიყავი, თავს მარტოსულად ვგრძნობდი და ქალაქიდან გასვლა მიჭირდა. ქალთა
გაზეთის რედაქტორმა მთხოვა, ბალიზე წავსულიყავი და იოგას ცხოვრებაზე
დამეწერა. პასუხად აი, ასეთი შეკითხვები დავუსვი, «ლობიო მწვანეა?» «ჯეიმს
ბრაუნი დამარცხდა?» როდესაც ბალიზე ჩავედი (საუცხოო ადგილია!), იოგას
მასწავლებელმა გვკითხა, «ბარემ, რადგან აქ ხართ, მეცხრე თაობის ბალელ
მკურნალს ხომ არ გინდათ ეწვიოთ?» (ეს პასუხს უფრო ჰგავდა, ვიდრე
შეკითხვას) და ერთ საღამოსაც, ყველანი ერთად წავედით მის სანახავად.

24
ჩვენი მკურნალი თუ ექიმბაში დაბალი, თვალებანთებული, მოწითალო-
მოყავისფრო უკბილო მოხუცი აღმოჩნდა. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, იგი
ძალიან ჰგავდა «ვარსკვლავების ომის» ერთ-ერთ პერსონაჟს, იოდას. მისი სახელი
კეტუტ ლიიერი იყო. ძალიან სასაცილო და დამტვრეული ინგლისურით
ლაპარაკობდა, ზოგჯერ რომელიღაც სიტყვაზე იჭედებოდა. იქვე იყო თარჯიმანიც.
იოგას მასწავლებელმა წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ შეგვეძლო
მკურნალისთვის თითო შეკითხვა დაგვესვა ან რაიმე პრობლემაზე გვესაუბრა.
ისიც ყოველმხრივ ეცდებოდა დაგვხმარებოდა. მე კი მთელი ოთხი დღე
ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შეკითხვა დამესვა მისთვის.

თავიდან ცოტა არ იყოს, უხეირო აზრები მომდიოდა თავში. «აიძულებთ ჩემს


ქმარს განქორწინებაზე დამთანხმდეს?» «აიძულებთ დევიდს ისევ სექსუალური
ვიყო მისთვის და მოვწონდე?» ძალიან მრცხვენოდა ჩემი თავის... აბა, ვინ
მიდიოდა ამხელა გზაზე, ინდონეზიაში უხუცეს მკურნალთან შესახვედრად
მხოლოდ იმისთვის, რომ შეყვარებულ ბიჭთან უსიამოვნებები მოეგვარებინა?
სწორედ მაშინ, როდესაც მოხუცთან პირისპირ დავრჩი, მკითხა, სინამდვილეში რა
მსურდა. სულ სხვა რამ ვუთხარი: «მინდა მარადიულად ვიყო ღმერთთან.
ხანდახან მგონია, რომ ჭეშმარიტად კარგად მესმის ამ სიტყვის ღვთიური
მნიშვნელობა, მაგრამ ჩემი უმნიშვნელო სურვილებისა და შიშის გამო
გულმავიწყი ვხდები. ღმერთთან მინდა ვიყო სულ. მაგრამ არ მინდა მონაზონი
გავხდე ან საერთოდ დავუტევო ამქვეყნიური სიამენი. მინდა ვისწავლო თუ
როგორ ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე, დავტკბე... და ამავე დროს მინდა ღმერთს
მივუძღვნა თავი».

კეტუტმა მითხრა, შენს ყველა კითხვას სურათით ვუპასუხებო. და ერთხელ,


მედიტაციის დროს, თავისი დახატული სკეტჩი მაჩვენა. ეს იყო ანდროგენული
ადამიანის ფიგურა. ლოცვისას ფეხზე მდგარი და ხელებაპყრობილი. ეს ფიგურა
უთავო იყო და ოთხი ფეხი ჰქონდა. თავის ადგილზე ფოთლების ორნამენტი და
ყვავილები გამოესახა, რომლის შუაგულში პატარა, მოღიმარი სახე ეხატა. «თუ
უფრო დაბალანსებულ ცხოვრებას ეძებ, – თარჯიმნის დახმარებით მითხრა
კეტუტმა, – აი, ასეთი უნდა გახდე. ისე მყარად დადგე მიწაზე, თითქოს ოთხი
ფეხი გაქვს, ორის მაგივრად».

ეს სურათი ამქვეყნიური ცხოვრების მაჩვენებელია. გულით უნდა იცხოვრო და


არა გონებით. მხოლოდ ასე შეიცნობ ღმერთს. შემდეგ ხელისგული მაჩვენეო,

25
მითხრა. მარცხენა ხელი მივაწოდე და დაიწყო... შენ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში მოგზაურობ»... კაცმა რომ თქვას, ეს ისედაც ნათელი იყო, იმ წუთში
ინდონეზიაში ვიმყოფებოდი, მაგრამ ამაზე არ გამიმახვილებია ყურადღება...
შემდეგ გააგრძელა, «შენ ყველაზე იღბლიანი ხარ, ვისაც კი აქამდე შევხვედრივარ.
დიდხანს იცოცხლებ, ბევრი მეგობარი გეყოლება, ბევრი თავგადასავალიც
გადაგხდება. მთელ მსოფლიოს მოივლი... ერთი პრობლემა გაქვს ცხოვრებაში,
ბევრს ნერვიულობ, მეტისმეტად ემოციური ხარ. თუ გეტყვი, რომ მთელი
სიცოცხლე არასოდეს და არაფერი გექნება სანერვიულო, დამიჯერებ?»
ნერვიულად დავუკარი თავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი არ მჯეროდა,
«სამუშაოს რაც შეეხება, ხელოვანს ჰგავხარ. შემოქმედი ხარ და მშვენიერი
ანაზღაურებაც გაქვს. მომავალშიც ასევე კარგად გადაგიხდიან. ფულთან
დამოკიდებულებაში, შეიძლება ითქვას, ძალიან გულუხვი ხარ. ერთი
პრობლემაცაა, ალბათ მალე რაც კი ფული გიგროვებია, ყველაფერს დაკარგავ.
ვფიქრობ, ეს მომდევნო 6-10 თვეში მოხდება».

ვუთხარი, რომ განქორწინებაზე ვფიქრობდი. კეტუტმა თავი დამიქნია, თითქოს


დამიდასტურა, ჰო, ეს სიმართლეაო. «მაგრამ არ იდარდო, – დამამშვიდა კიდეც, –
რასაც დაკარგავ, ყველაფერს უკან დაიბრუნებ, ყველაფერი კარგად იქნება. ორჯერ
გათხოვდები. ერთხელ მცირე ხნით და ერთხელაც უფრო დიდი ხნით. ორ შვილს
გააჩენ».

ერთხელ მცირე ხნით და ერთხელაც უფრო დიდი ხნითო, რომ თქვა, გაგრძელებას
ველოდი, მაგრამ უცებ გაჩერდა და წარბშეჭმუხნილი დააცქერდა ჩემს
ხელისგულს. «უცნაურია... ამის მოსმენა არც შენი ხელისგულის
«მკითხველისგან» და არც კბილის ექიმისგან მოგინდება», – განმიმარტა და
მთხოვა, განათებული ლამპიონისკენ გავიწიოთ, რომ უკეთ დავინახო და
წავიკითხო ხელისგულიო.

«შევცდი, – გამომიცხადა მოულოდნელად, – მხოლოდ ერთი შვილი გეყოლება,


ისიც მოგვიანებით, ალბათ გოგონა. თუ, რა თქმა უნდა, შენ ასე გადაწყვეტ.
მაგრამ კიდევ არის რაღაც...»

მოიღუშა, შემომხედა და უცებ სრულიად დარწმუნებულმა მითხრა: «ოდესმე,


უფრო სწორად, ძალიან მალე დაბრუნდები აქ, ბალიზე. აუცილებლად
დაბრუნდები. აქ დარჩები სამი, შეიძლება ოთხი თვეც და ჩვენ დავმეგობრდებით.

26
სავარაუდოდ, ჩემს ოჯახთან ერთად იცხოვრებ, შენთან საუბრით კი მე
ინგლისურში გავიწაფები. არასდროს მყოლია გვერდით ინგლისურად მოსაუბრე.
შენ არაჩვეულებრივად მეტყველებ. შენი შემოქმედებითი სამუშაო სიტყვებთან
არის დაკავშირებული, ხომ ასეა?» «დიახ, – დავეთანხმე, – მე მწერალი ვარ,
წიგნებს ვწერ».

«შენ მწერალი ხარ, ნიუ-იორკიდან, – დამიდასტურა, – ასე რომ, ბალიზე


დაბრუნდები, იცხოვრებ აქ და მასწავლი ინგლისურს. მე კი გასწავლი
ყველაფერს, რაც ვიცი». შემდეგ ადგა და შეთანხმების ნიშნად ხელები
მოიფშვნიტა (ნიშნად იმისა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო და წყალი არ
გაუვიდოდა).

«თუ თქვენ არ ხუმრობთ, ბატონო, ისღა დამრჩენია, თქვენი ნათქვამი მეც


სერიოზულად მივიღო», – დავეთანხმე მე.

უკბილო მოხუცმა გამიღიმა და გამომემშვიდობა: «მომავალ შეხვედრამდე,


ნიანგო» .

ახლა უკვე იმ ადამიანად ჩამოვყალიბდი, ვინც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,


რომ ინდონეზიელი მეცხრე თაობის ექიმბაშის ნათქვამი აუცილებლად
შეასრულოს. მით უმეტეს, როცა წინასწარ არის განსაზღვრული ჩემი ბალიზე
გამგზავრება და მის ოჯახთან ოთხი თვით დარჩენა. ჰოდა, მეც პოტენციური
მოგზაურობის შესახებ დავიწყე ფიქრი. აშკარა იყო, როგორმე საკუთარი ხარჯით
უნდა დავბრუნებულიყავი ინდონეზიაში (ამას წყალი არ გაუვიდოდა!). ვერ
წარმომედგინა, ჩემი ქაოსური და მოსაბეზრებელი ცხოვრების გადამკიდე, ამას
როგორ მოვახერხებდი (ჯერ კიდევ მოსაგვარებელი მქონდა «ძვირად ღირებული»
განქორწინების საქმე და პრობლემები დევიდთან. ისევ ვმუშაობდი ჟურნალში
და იქიდან სამი-ოთხი თვით არსად გამიშვებენ), მაგრამ იქ აუცილებლად უნდა
დავბრუნებულიყავი, ხომ ასეა? მან ასე მიწინასწარმეტყველა. კიდევ ერთმა

27
პრობლემამ წამოყო თავი, – ინდოეთშიც მინდოდა წასვლა, ჩემი გურუს აშრამში,
იქ მოგზაურობა კი ძალიან ძვირი ჯდებოდა და დროშიც ვეღარ ვეტეოდი.

მეტსაც გეტყვით, თავდავიწყებით მინდოდა იტალიაში მოვხვედრილიყავი. არა


მხოლოდ ენის უკეთ შესასწავლად, არამედ იმიტომ, რომ იმ იქ ცხოვრების იდეამ
შემიპყრო, სადაც ამქვეყნიურ სიამესა და სილამაზეს ესოდენ აფასებენ. ოჰ, რა
ძნელია ყველა სურვილის ერთმანეთთან შეხამება. როგორ გინდა, იტალია და
ინდოეთი ერთმანეთს დაუკავშირო... ისიც არ ვიცოდი, რომელი უფრო
მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის... ერთ მეს ვენეციაში ხბოს ხორცის ჭამა ეწადა,
მეორეს – დილით ადრე, ალიონზე გასეირნება, ასკეტური აშრამის გრძელი დღის
მედიტაციაში ან თუნდაც ლოცვაში გატარება... უდიდესმა სუფისტმა მწერალმა
და ფილოსოფოსმა, რუმიმ

[რუმი, ჯალალ ალ-დინ იბნ ბაჰა ალ-დინ (1207-1273) – სპარსი პოეტი, მისტიკური
(სუფისტური) პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი.] სტუდენტებს სთხოვა,
ფურცელზე ჩამოეწერათ ის სამი სურვილი, რომელთა განხორციელებაც
ამქვეყნად ყველაზე მეტად უნდოდათ. თანაც აფრთხილებდა, თუ ეს სამი
სურვილი ერთმანეთს დაუპირისპირდება, უბედურებისთვის განწირული
იქნებით, უმჯობესია, გონება ერთ საკითხზე მიმართოთო... მაშ, რა ვუყოთ
ექსტრემებშუა ჰარმონიულად ცხოვრების უპირატესობას? რა მოხდება მაშინ, თუ
საკუთარ ცხოვრებას როგორმე ფართო ასპარეზს შევუქმნით, სადაც შეგვეძლება
გარეგნულად შეუთავსებელი წინააღმდეგობები ისეთ მსოფლმხედველობასთან
შევაჯეროთ, რომელიც არაფერს გამორიცხავს? სიმართლე ზუსტად ის იყო, რაც მე
ექიმბაშს ვუთხარი: ზუსტად ორივე ცხოვრების განცდა მინდოდა. მინდოდა
ამქვეყნიური სიამეც მიმეღო და საღვთო ცხოვრების ზღვარიც გადამელახა,
სწორედ ადამიანური ცხოვრების ორსახოვნებით: კალოს კაი აგატჰოს [კარგისა და
მშვენიერის ჰარმონიულობა (ბერძნ.).]

– როგორც ამას ბერძნები უწოდებენ. მე კი ორივე მაკლდა ბოლო წლებში.


ამქვეყნიური სიამენი და ღვთისმოსაობა მხოლოდ გალაღებულ ცხოვრებაშია
შესაძლებელი. სტრესის გარეშე... ჩემი ცხოვრება კი ნერვიულობის
დაუსრულებელ და უვარგის კონვეიერს ჰგავდა. განა როგორ უნდა დააბალანსო
ამქვეყნიურ სიამისკენ მისწრაფება და ღვთისმოსაობის დიდი წყურვილი...
ალბათ არსებობს რაიმე გზა, რომელსაც უნდა მივაგნო და როგორც ვატყობ, ამაში
ჩემი ექიმბაში ან სულაც მცირე ხნით ბალიზე ყოფნა დამეხმარება.

28
გამხმარი ფოთლებით სავსე თავით, სამყაროსკენ თვალი მხოლოდ გულის
გავლით მეჭირა... უკვე აღარ ვცდილობდი არჩევანი გამეკეთებინა იტალიას,
ინდოეთსა და ინდონეზიას შორის. ყველგან მინდოდა წასვლა. გადავწყვიტე,
თითოეულ ქვეყანაში ოთხ-ოთხი თვე გამეტარებინა, ჯამში კი ერთი წელი. რა
თქმა უნდა, ეს იმაზე ამბიციური ოცნება იყო, ვიდრე თუნდაც ფანქრების ყუთის
შეძენის სურვილი. უბრალოდ, ასე მსურდა და მორჩა! მინდოდა, ყველაფერი
დამეწერა ამ მოგზაურობის შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის ძირფესვიანად შესწავლა
სულაც არ იყო ჩემი მიზანი, უბრალოდ, თითოეულში საკუთარი თავის აღმოჩენას
ვლამობდი. ასე, მაგალითად: იტალიაში ხელოვნებით დავმტკბარიყავი,
ინდოეთში ღმერთთან სიახლოვე შემეგრძნო, ინდონეზიაში კი – ორივე ერთად.
მოგვიანებით, ერთი ძალზე საინტერესო დამთხვევა აღმოვაჩინე – სამივე ქვეყანა
ასო ი-ზე იწყებოდა.

ერთობ ხელჩასაჭიდი მიგნება გახლდათ ჩემთვის, როგორც მოგზაურისთვის.


წარმოიდგინეთ, როგორ დამცინებდნენ და გაიხარებდნენ ჩემი ჭკუისკოლოფა
მეგობრები – «სამი i-ს ქვეყნებში გინდა მოგზაურობა? მაშ რატომ არ უნდა
გაატარო ერთი წელი ირანში, სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში [კოტ-
დ’ივუარი, 1985 წლამდე სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკა (აფრიკა).] ან
ისლანდიაში? ან უკეთესი: რატომ არ უნდა წახვიდე მოსალოცად სამ უდიდეს i-
ში – i-95-ში, ისლიპის ტრიუმვირატსა და იკეაში?» ჩემმა მეგობარმა სუზანმა
ნაკლებმომგებიანი, ჰუმანიტარული ორგანიზაციის ჩამოყალიბება შემომთავაზა,
სახელად «განქორწინება საზღვრებს გარეშე», მაგრამ ყველა ეს ხუმრობა უაზრო
იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გაცილებულები ვიყავით, i-ს საქმე
ჯერ არ გამოვიდოდა, განქორწინების პროცედურა ჯერ კიდევ ფეხს ითრევდა.

ამის გამო ჩემს მეუღლესთან კანონის ენით დავიწყე ურთიერთობა. ვაგროვებდი


საბუთებს და ვწერდი საჩივრებს, მისი საშინელი ქცევის შესახებ, მამხილებელი
ბრალდებებით (ამას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
კანონმდებლობა მოითხოვდა) და იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ
მოსამართლისთვის უბრალოდ განმემარტა: «მომისმინეთ, მინდა გითხრათ, რომ
ნამდვილად რთული ურთიერთობა გვქონდა, მეც უამრავი შეცდომა დავუშვი და
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა ერთადერთი ის მინდა, რომ ერთმანეთთან
დაშორების ნება მოგვცეთ» (აქვე შევჩერდები და ჩემს გულკეთილ მკითხველს
გულით ვურჩევ, ღმერთმა ქნას, არასდროს განქორწინდეთ ნიუ-იორკში).
მოკლედ, 2003 წლის გაზაფხულზე მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
29
დაშორებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჩემი მეუღლე უკვე მზად იყო,
საბოლოოდ მოგვეწესრიგებინა ჩვენი ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ
ყველაფერი უნდოდა, რასაც ვთავაზობდი: ფული, სახლი, იჯარის ხელშეკრულება
მანჰეტენის სახლზე... თმა ყალყზე დამიდგა, როდესაც ჩემმა ქმარყოფილმა
ქორწინების პერიოდში დაწერილ ჩემს ნაწარმოებებზე და მომავალში ამ
ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან შემოსული გასამრჯელოს
განსაზღვრული ნაწილი და სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიღებული თანხის
ანგარიში მოითხოვა...

აქ კი საბოლოოდ გამოვედი წყობიდან და ხმა ავიმაღლე. ამას მოჰყვა ჩვენი


ადვოკატების რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება, რის შემდგომაც, კომპრომისულ
ვარიანტზე შევჯერდით და ჩემი მეუღლეც დათანხმდა შესწორებულ გარიგებაზე.

ეს გარიგება კი საკმაოდ ძვირი დამიჯდა, თუმცა სასამართლოებში


დაუსრულებელი სირბილი უფრო მეტი დამიჯდებოდა, დროსაც ფუჭად
დავკარგავდი და ნერვებიც მომეშლებოდა. თუ ჩემი მეუღლე შეთანხმებას
მოაწერდა ხელს, მე მხოლოდ ფულს გადავიხდიდი და თავისუფალი ვიქნებოდი.
ეს ვარიანტი საუკეთესო გახლდათ ჩემთვის. ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ
დაინგრა, თავაზიანობის აღარავითარი ნიშანწყალი არ დარჩენილა ჩვენ შორის.
ბოლოს და ბოლოს, სიგიჟემდე მინდოდა მისგან წასვლა. მოაწერდა კი ხელს?
რამდენიმე კვირა რაღაც წვრილმანებზე ვიდავეთ. ამ გადაწყვეტილებას რომ არ
დათანხმებოდა, სასამართლოში უნდა გაგვეგრძელებინა დავა. ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ დარჩენილი, უკანასკნელი გროშები გადასახადებში უნდა
გადამეყარა. ყველაზე უარესს გეტყვით, კიდევ ერთი წელი მაინც ასეთ
გაურკვეველ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავი. ასე რომ, ჩემი მეუღლის
ნებისმიერი გადაწყვეტილება (ვაი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის ისევ ჩემი
მეუღლე იყო!) კიდევ ერთი წელი გამიმწარებდა სიცოცხლეს.

ნეტავ რა მოხდებოდა? იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში ვიმოგზაურებდი


თუ ჯვარედინ დაკითხვებზე ვივლიდი და სასამართლოს რომელიმე დარბაზში
ჩვენების მისაცემად ფიცს დავდებდი? დღეში თოთხმეტჯერ მაინც ვურეკავდი
ჩემს ადვოკატს და ვეკითხებოდი, რაიმე სიახლე თუ იყო. ის კი, ყოველდღე
მარწმუნებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, და შეთანხმებას როგორც
კი ხელი მოეწერებოდა, მაშინვე დამირეკავდა. ამ ხნის განმავლობაში
დირექტორის კაბინეტში დაბარებულივით ან რომელიმე ანალიზის პასუხის

30
მომლოდინე სნეულივით ვნერვიულობდი. ძალიან მინდოდა Zen-ისებური
[ბუდისტური სექტა იაპონიაში.]

სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ ვერ შევძელი. გულის გლეჯასა და


დეპრესიაში უამრავი ღამე გავატარე... ისევ დავშორდი დევიდს. იქნებ კარგიც იყო
ეს დაშორება ან იქნებ არც კი... ხშირად მიპყრობდა მასთან ყოფნის გიჟური
სურვილი, ყველაფერს და ყველას გავწირავდი მისი სიყვარულის გამო...

სხვა დროს სულ სხვა ინსტინქტები მიწყალებდა გულს. მინდოდა, ჩვენ შორის
გადაულახავი კონტინენტები და ოკეანეები აღმართულიყო. სიმშვიდე მინდოდა
და ბედნიერება... ტირილისა და მწუხარებისგან სახეზე ნაოჭები დამეტყო.
წარბებს შორის ღრმა ნაჭრილობევივით ღარი გამიჩნდა... ზუსტად ამ დროს
რამდენიმე წლის წინ დაწერილი ჩემი თხელყდიანი წიგნი გამოვიდა. მის გამო
მცირე მოგზაურობამ მომიწია. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, კომპანიონად ჩემი
მეგობარი ივა წავიყვანე.

ივა ჩემი ასაკისაა. ბეირუთში გაიზარდა, ლიბანში. მაშინ როდესაც მე,


კონექტიკუტის საშუალო სკოლაში სპორტულ ვარჯიშებზე დავდიოდი და
მუსიკის გამოცდებს ვაბარებდი, ის კვირაში ხუთ ღამეს თავშესაფარში ატარებდა
და ბომბებს ემალებოდა. არ ვიცი, ადრეულ ასაკში, ამგვარ ძალმომრეობას
როგორი გავლენა აქვს სხვებზე, მაგრამ ივა ყველაზე მშვიდია იმათ შორის, ვისაც
კი ვიცნობ. ასე მგონია, უჩვეულო, იდუმალი კავშირი აქვს ზეციურ
სამყაროსთან...

ერთიც ვნახოთ და, კანზასში მივდივართ. ჩვეულებრივად საფიქრალში ვარ


ჩაძირული ამ არეულ-დარეული განქორწინების გადამკიდე, გამუდმებით თავში
მიტრიალებს, – მოაწერს თუ არა საბუთებს ხელს ჩემი ქმარი. ივას ვეუბნები, რომ
კიდევ ერთ წელიწადს სასამართლოში ბოდიალს ვეღარ გავუძლებ.

ნეტავ, ღმერთის ხელი ჩაერიოს ამ საქმეში. რა ბედნიერება იქნებოდა, მისთვის


წერილობითი თხოვნით რომ შემეძლოს მიმართვა... დამეხმაროს განქორწინების
დასრულებაში, რა მოხდება... «მაშ, რატომ არ სთხოვ?» – მკითხა ივამ. მე კი
სათხოვართან დაკავშირებით ჩემეული შეხედულება მაქვს. რაიმე კონკრეტულის
თხოვნა მეუხერხულება ღმერთისთვის. ჩემი რწმენის სისუსტეზეც მეტყველებს
ეს ალბათ. არ მიყვარს, რომ ვდგავარ და ვთხოვ, დამეხმარე ამასა და ამაში,

31
ძალიან მიმძიმს-მეთქი. მაგრამ ვინ იცის? იქნებ მას უნდა, რომ რაიმე მიზეზით,
სწორედ ასეთ სიძნელეს გადავაწყდე.

მირჩევნია, შევთხოვო უფალს, ძალა მომცეს, გულგრილად შევხვდე ყოველგვარ


სიძნელეს. რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება. ივა

მისმენდა. მერე ზრდილობიანად მკითხა. «ეს სულელური აზრები საიდან


მოგაქვს? მართლა გგონია, უფლება არა გაქვს, ყოვლისშემძლეს შენი ცხოვრება
შეავედრო? შენ მისი სამყაროს ნაწილი ხარ, ლიზ. მონაწილე ხარ. შენ რა, არ
გეკუთვნის უზენაესის ქმედებებში მონაწილეობა მიიღო და შენი გრძნობები
ყველამ იცოდეს?.. გამოთქვი შენი აზრი. გაბედე! მერწმუნე, უფალი
დაგეხმარება...» «მართლა?.. არ ვიცოდი». «მართლა! მისმინე, ამ წუთში ღმერთს
შენი თხოვნა რომ მისწერო, რას ეტყოდი?» მცირე ხნით ჩავფიქრდი, შემდეგ
რვეული ამოვიღე და წერა დავიწყე:

«ჩემო საყვარელო ღმერთო,

გევედრები, მიშუამდგომლე და დამეხმარე, რომ ჩემი განქორწინების საქმე


დავამთავრო. როგორი უიღბლო ქორწინებაც გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს, ისევე
წარუმატებლად მიდის განქორწინებაც. ამ შხამიან საქმეს ტანჯვა მოაქვს
ჩვენთვის და ყველა მათგანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც რაიმედ ვუღირვართ...

ვიცი, ომებითა და ტრაგედიებით ხარ დაკავებული, უფრო დიდი


კონფლიქტებითაც, ვიდრე ერთი უუნარო წყვილის დაუსრულებელი საქმეა,
მაგრამ ჩემი აზრით, მთელი პლანეტის სიჯანსაღე თითოეული ინდივიდის
ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. სანამ ორი არსება კონფლიქტშია ჩაბმული,
მთელ მსოფლიოს მოწამვლა და დაბინძურება ელოდება. შესაბამისად, თუკი
ერთი ან ორი ადამიანი დაპირისპირებისგან გათავისუფლდება, ამით მთელი
სამყარო გამოჯანმრთელდება და უფრო გაჯანსაღდება. რამდენიმე ჯანსაღ
უჯრედს ხომ მთლიანი სხეულის გამოჯანმრთელება შეუძლია...

აი, ეს არის ჩემი მოკრძალებული თხოვნა შენდამი... თუ დაგვეხმარები, ეს


კონფლიქტიც დასრულდება და კიდევ ორ ადამიანს მიეცემა თავისუფლებისა და
ჯანმრთელობის შანსი. ამით კიდევ უფრო ნაკლები მტრობა და სიმწარე იქნება
სამყაროში. სამყარო კი, ისედაც იტანჯება ამდენი უბედურებისგან.

32
მადლობას გიხდი ყურადღებისთვის.

პატივისცემით, ელზაბეტ მ. ჯილბერტი».

წერილი ივას წავუკითხე. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და მეც


მოვაწერდი ხელსო, – მითხრა. პეტიცია კალამთან ერთად მივაწოდე, მაგრამ
დაკავებული იყო, საჭესთან იჯდა და მხოლოდ ეს მითხრა, – მოდი, ჩავთვალოთ,
რომ მოვაწერე. ჩემს გულში მოვაწერეო. «გმადლობ, ივა, ძალიან ვაფასებ შენს
თანადგომას». «კიდევ ვინ მოაწერს ხელს?» – იკითხა ივამ. «ჩემი ოჯახი,
დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და». ძალიან კარგი, ვითომ მოაწერეს, ჩავთვალოთ,
რომ მათი სახელებიც დაემატა. ფაქტობრივად ვიგრძენი, როგორ მოაწერეს ხელი.
უკვე სიაში არიან. კიდევ ვინ მოაწერს? მოდი ჩამოვთვალოთ... და მეც ჩამოთვლა
დავიწყე.

დავასახელე ყველა ჩემი ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი და რამდენიმე


თანამშრომელი. ყოველი სახელის შემდეგ, ივა დამაჯერებლად ამბობდა, «კი, მან
ნამდვილად მოაწერა». ხანდახან თავის ხელმომწერებსაც ჩაჩრიდა, «ჩემმა
მშობლებმა მოაწერეს. ბავშვები ომის დროს გაზარდეს, სძულთ უაზრო
კონფლიქტები. გაუხარდებათ, შენი განქორწინება რომ დასრულდება». თვალები
დავხუჭე და ველოდებოდი, როდის გავიხსენებდი სხვა სახელებს. «ვფიქრობ,
ბილ და ჰილარი კლინტონებმა უკვე მოაწერეს ხელი», – ვთქვი მე. «ეჭვიც არ
მეპარება, – მიპასუხა ივამ და დასძინა, – მისმინე, ლიზ, ყველა მოაწერს ხელს ამ
პეტიციას. გაიგე? დაურეკე ყველას, ცოცხალსა თუ მკვდარს და ხელმოწერების
შეგროვება დაიწყე». «წმინდა ფრანცისკ ასიზელმაც მოაწერა ხელი», – გამახსენდა
მე. «რა თქმა უნდა, მოაწერდა», – დამიდასტურა ივამ და ამაში ღრმად
დარწმუნებულმა, საჭეს დაარტყა ხელი. ამასობაში, რაღაცებს ვიგონებ და
ვბუტბუტებ: «აბრაამ ლინკოლნმა უკვე მოაწერა ხელი, განდიმ, მანდელამ, ყველა
მშვიდობისმყოფელმა, ელიონორ რუზველტმა, დედა ტერეზამ... ბონომ, ჯიმი
კარტერმა, მუჰამედ ალიმ, ჯეკი რობინსონმა და დალაი ლამამ... ჩემმა ბებიამ,
რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა და ცოცხალმა ბებიამაც... ჩემმა იტალიელმა
მასწავლებელმა, ჩემმა თერაპევტმა, ჩემმა აგენტმა... მარტინ ლუთერ კინგ
ჯუნიორმაც, კიდევ ქეთრინ ჰეპბერნმა, მარტინ სკორსეზემ (მის იმედად მტერი
იქნა, მაგრამ ამასაც არა უშავს)... და, რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა ჩემმა გურუმ...
ჯოან ვუდვორდმა, ჯოან Arc-ელმა, ქალბატონმა კარპენტერმა, ჩემი მეოთხე
კლასის მასწავლებელმა და ჯიმ ჰენსონმა». ეს სახელები წყალივით მოდიოდა.

33
კანზასის გზას მივუყვებოდით, მთელი საათი ვლაპარაკობდით. ჩემი პეტიცია
ხილულიდან უხილავი მხარდამჭერებით გაგრძელდა. ივა ყოველ მათგანზე ასე
ამბობდა: «კი, ის მოაწერდა, ჰო, ისიც მოაწერდა». მადლიერების უდიდესი
გრძნობით ავივსე, რომ ამდენი მმფარველობს და ამდენი ყოვლისშემძლე სულის
ერთსულოვანი კეთილმოსურნეობით ვარ გარშემორტყმული.

მეძინებოდა. ივამ მითხრა, წაუძინე, სანამ მე ვარ საჭესთანო. თვალები დავხუჭე.


ბოლო სახელი გამახსენდა, «მაიკლ ჯ. ფოქსმა უკვე მოაწერა», – წავილუღლუღე
და ძილბურანში წავედი. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, ალბათ მხოლოდ ათ
წუთს, მაგრამ ღრმა ძილით. რომ გამომეღვიძა, ივა ისევ მანქანას მართავდა, თან
თავისთვის ღიღინებდა. დავამთქნარე. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ეს პატარა,
შეშლილი ტელეფონი მთელი ძალით ხტოდა იჯარით აღებული მანქანის
საფერფლეზე. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, ამიტომ უცებ ვერ მივხვდი, რა
უნდა გამეკეთებინა. «მიდი, – გამამხნევა ივამ, მიხვდა, რაც ხდებოდა, –
უპასუხე». ტელეფონი ავიღე და ჩურჩულით ვუპასუხე: «ალო». «შესანიშნავია»,
ჩემი ადვოკატი იყო ნიუ-იორკიდან: «მან ზუსტად ახლა მოაწერა ხელი!»

10

რამდენიმე კვირა გავიდა. მე უკვე იტალიაში ვცხოვრობ, სამუშაოს თავი


დავანებე, განქორწინებასთან დაკავშირებული გადასახადები გადავიხადე,
დავტოვე სახლი. სათავსში რაც გვქონდა, შევაგროვე და ჩემს დასთან
გადავიტანე. ორი ჩემოდანი ჩავალაგე და... ჩემი მოგზაურობის წელიც დაიწყო.
შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი სასწაული ახდა: ჩემმა გამომცემელმა წინასწარ
შეიძინა წიგნი, რომელსაც ამ მოგზაურობის შესახებ დავწერდი. ყველაფერი კი
ისე მოხდა, რაც ინდონეზიელმა მიწინასწარმეტყველა. მთელ ფულს ერთიანად
ვკარგავდი, სამაგიეროდ, მაშინვე ვინაზღაურებდი, ან იმდენს მაინც
ვშოულობდი, ერთ წელიწადს რომ მეყოფოდა.

და, აი, რომში ვცხოვრობ. ბინა, რომელიც ვიშოვე, ისტორიული შენობის პატარა
სტუდიაა. იცით, სად? ესპანურ კიბეებთან ახლოს. თვალისმომჭრელი,
ბურგერული, დაკიდებული ბაღების მოხდენილ ჩრდილებში, პიაცა დელ
34
პოპოლოზე, სადაც უძველესი რომაელები თავიანთ ეტლებს დააქროლებდნენ. ამ
ადგილს ნიუ-იორკის გრანდიოზულობა და სიდიადე არ გააჩნია, ლინკოლნის
გვირაბის შესასვლელს რომ გადაჰყურებს, მაგრამ... ჩემთვის საკმარისია.

11

დიდი არაფერი ყოფილა ჩემი პირველი სადილი რომში. შინ მომზადებული


სპაგეტი ისპანახისა და ნივრის გარნირით (უდიდესმა რომანტიკოსმა პოეტმა
შელიმ [შელი, პერსი ბიშ (1792-1822) – ინგლისელი პოეტი.], თავის ინგლისელ
მეგობარს შემაძრწუნებელი წერილი მისწერა იტალიური სამზარეულოს შესახებ,
რომელშიც აღშფოთებული წერდა: «ყველა ახალგაზრდა იტალიელი ქალი
მიირთმევს... ვერასდროს წარმოიდგენ რას – ნიორს!) ერთხელ არტიშოკიც
[არტიშოკი (გერმ.) – მრავალწლიანი მხალეული მცენარე.] გიახელით, უბრალოდ
რომ გამესინჯა, იმიტომ (რომაელები ძალიან ამაყობენ თავიანთი არტიშოკით), და
კიდევ: პოპსიურპრიზი – მიმტანის მიერ ჯილდოდ მოტანილი შემწვარი ცუკინის
[ცუკინი – ყაბაყის ევროპული ჯიში.] ყლორტები, შუაში ჰაეროვანი რბილი
ყველით, ისე დახვეწილად იყო მომზადებული, არც კი იგრძნობოდა, რომ ეს
ყლორტები მოჭრილი იყო. სპაგეტის შემდეგ, ხბოს ხორცი გავსინჯე. და კიდევ,
შინ დამზადებული წითელი ღვინო დავლიე, მარტომ... არც ზეითუნის ზეთითა
და მარილით მომზადებულ თბილ პურზე მითქვამს უარი. დესერტად კი
ტირამისუ მივირთვი.

სადილის შემდეგ, საღამოს 11 საათზე შინ ვბრუნდებოდი. ჩემს ქუჩაზე ერთ-


ერთი შენობიდან ხმაური შემომესმა, დაახლოებით ისეთი, შვიდი წლის გოგო-
ბიჭები დაბადების დღეს რომ ზეიმობენ. წივილ-კივილის, სიცილისა და აქეთ-
იქით სირბილის ხმა იყო. კიბის საფეხურები ავიარე, ახალ საწოლში ჩავწექი და
შუქი ჩავაქრე. შუქის ჩაქრობის შემდეგ უმთავრესად ან ვტიროდი, ან სევდა
შემომაწვებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ასე არ მომხდარა. მშვენივრად
ვგრძნობდი თავს. კმაყოფილების პირველ სიმპტომებს ვგრძნობდი. ძალ-
ღონეგამოცლილმა სხეულმა გადაქანცულ გონებას ჰკითხა, «ეს არის ყველაფერი,
რაც გინდოდა?» პასუხი არ მიმიღია. სწრაფად ჩამეძინა.

35
12

დასავლეთ ევროპის ქვეყნების ყველა დიდი ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს.


ყველგან აფრიკელები ყიდიან ერთსა და იმავე სახის ხელოვნური ტყავის
ხელჩანთებსა და სათვალეებს. ყველა გვატემალელი უკრავს ჩასაბერ
ინსტრუმენტზე I’d rather be a sparrow than a snail-ს. [I’d rather be a sparrow than a
snail (ინგლ.) – «მირჩევნია ვიყო ბეღურა, ვიდრე ლოკოკინა».] მაგრამ არის ისეთი
რამ, რაც მხოლოდ რომში ხდება. სანდვიჩის გამყიდველი მამაკაცი ყოველთვის
ხალისიანად მომმართავს: «ლამაზო, გინდა შემწვარი ან ცივი პანინო?»
მოღლაბუცე ახალგაზრდა წყვილები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ყოჩაღად
ხვევნა-კოცნაში, გრძელ ძელსკამებზე ერთმანეთის თმაში ხელების გახლართვასა
თუ უაზრო სიცილში... იქვე შადრევნებია...

პლინიუს უფროსმა [პლინიუს უფროსი, გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (ძვ.წ. 23/24-


ახ.წ.79) – რომაელი მწერალი, სწავლული და სახელმწიფო მოღვაწე.] ერთხელ
დაწერა: «რომში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის წყალი იხარჯება
აბანოებში, წყალსაცავებში, არხებში, სახლებში, ბაღებში, ვილებში...
წარმოიდგინეთ, რამდენი მთიდან ჩამოდის ეს წყალი – მილებით, ამაღლებული
თაღებით; რამდენი ხეობა დაუკავშირეს ერთმანეთს... ვაღიარებ, ამაზე
განსაცვიფრებელი ქვეყნად არაფერი მინახავს. რამდენიმე საუკუნე გავიდა და მე,
ჩემი რჩეული შადრევნის სიყვარულში ისევ მეჯიბრებიან. მაგალითად, ვილა
ბორჰესში, შადრევნის შუაგულში მხიარული ოჯახის ბრინჯაოს ქანდაკებაა. მამა
ფავნია, [ფავნუსი (ლათ.). – რომაულ მითოლოგიაში: ნაყოფიერებისა და ტყეების
მფარველი.] დედა კი, ჩვეულებრივი მოკვდავი. ჰყავთ შვილი, რომელიც
სიამოვნებით მიირთმევს ყურძენს. მშობლები უცნაურ პოზაში მიშტერებიან
ერთმანეთს და მაჯებზე ებღაუჭებიან. ორივე უკან გადახრილა და ძნელია
გაარკვიო, ერთმანეთს ეჩხუბებიან თუ უბრალოდ, ერთობიან. უჰ, ამ ადგილას
უსაზღვრო ენერგიას გრძნობ.

ზუსტად მათ შორის, მაჯების ზემოთ ჯუნიორი ზის და არც მათ მხიარულებასა
თუ კამათს აქცევს ყურადღებას. პირდაპირ იტენის პირში ყურძნის მტევანს.

36
ორად გაყოფილი ჩლიქი ჭამის დროს ძირს ჩამოუშვია (ძალიან ჰგავს მამას). 2003
წლის სექტემბრის დასაწყისია. თბილი და ზანტი ამინდი... მეოთხე დღეა რომში
ვარ. ჯერ ახლოსაც არ გავკარებივარ ეკლესიებსა და მუზეუმებს, გზამკვლევშიც
არ ჩამიხედავს. დავხეტიალობ დაუსრულებლად და უმიზნოდ. ბოლოს და
ბოლოს, მივაგენი ერთ ძალიან პატარა ადგილს. ერთმა ძალიან მეგობრულად
განწყობილმა ავტობუსის მძღოლმა მირჩია, რომ აქ საუკეთესო ნაყინი იყიდება,
ანუ როგორც მას ეძახიან – Il Gelato di San Crispino. დარწმუნებული არა ვარ,
მაგრამ თარგმანი ასეთი უნდა იყოს: «წმინდა ხრაშუნა ნაყინი». თავიდან
თაფლითა და თხილით გავსინჯე, იმავე საღამოს კი გრეიპფრუტითა და ნესვით
გიახელით.

ერთხელ, სადილის შემდეგ, ისევ იქ წავედი, დარიჩინიანი ჯინჯერის გასასინჯად.


რაგინდ ბევრი დრო დამეკარგა, ვცდილობდი ყოველდღე ერთი საგაზეთო სტატია
წამეკითხა. ყოველ მესამე სიტყვაზე ლექსიკონში ვიხედებოდი. დღევანდელი
სტატია გამაოგნებელი იყო, დრამატული სათაურით: Obesita! I Bambini Italiani
Sono i Piu Grassi d’Europa! [სიმსუქნე! იტალიელი ბავშვები ყველაზე მსუქნები
არიან ევროპაში (იტალ.).] ღმერთო ჩემო! სიმსუქნე! სტატიაში წერდნენ, რომ
იტალიელი ბავშვები ყველაზე მსუქნები არიან ევროპაში! შესამჩნევად მსუქნები,
ვიდრე გერმანელები და კიდევ უფრო შესამჩნევად მსუქნები, ვიდრე ფრანგები
(საბედნიეროდ, ამერიკელი ბავშვების შესახებ არაფერი ეწერა). «უფრო
მოზრდილი ბავშვები კი სახიფათოდ გასუქდნენ ამ ბოლო დროს», – ამბობს
სტატია (მაკარონის მწარმოებელმა თავი დაიცვა. შემაშფოთებელი
სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა გუშინ, იტალიელი ბავშვების
სიმსუქნის შესახებ – una task force internazionale – თარგმანი საჭირო არ არის.
ნახევარი საათი დამჭირდა ამ სტატიის სათარგმნად.

ვიჯექი, პიცას ვჭამდი და ერთ აკორდეონიან იტალიელ ბავშვს ვუსმენდი.


უკრავდა. ბიჭუნა სულაც არ მომჩვენებია მსუქანი, ალბათ იმიტომ, რომ ბოშა იყო.
დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატიის ბოლო აბზაცი სწორად წავიკითხე, მაგრამ
როგორც ჩანს, მთავრობა ბავშვთა გასუქების თავიდან აცილების მიზნით ზედმეტ
წონაზე გადასახადის დაწესებას ფიქრობს... ვაი... რამდენიმე თვე რომ ასე
ვიკვებო, მეც მომადგებიან... გაზეთი ყოველდღე უნდა ვიკითხო აუცილებლად,
ხომ უნდა ვიცოდე, რომის პაპი როგორ არის? მისი ჯანმრთელობის ამბავი
ამინდის პროგნოზივით და გადაცემათა პროგრამასავით ყოველდღე იწერება
გაზეთში. დღეს პაპი დაღლილია; გუშინ ნაკლებად დაღლილი იყო, ვიდრე დღეს;
37
იმედია, პაპი ხვალ ისეთი დაღლილი არ იქნება, როგორიც დღესაა. უჰ, ენის
შესწავლის ზღაპრული «ქვეყანაა» ეს გაზეთი...

იტალიურის შესწავლა თუ გინდა, რომზე უკეთეს ადგილს სად ნახავ? თითქოს,


ვიღაცამ ჩემი გემოვნების მიხედვით გამოიგონა ეს ქალაქი... სადაც ყველა
(ბავშვები, რეკლამის მსახიობები, ტაქსის მძღოლებიც კი!) ამ ჯადოსნურ ენაზე
ლაპარაკობს. თითქოს მთელი საზოგადოება გაერთიანდა, რომ მე იტალიური
მასწავლოს. აი, ჩემს აქ ყოფნაში, გაზეთი იტალიურადაც კი იბეჭდება... რა
ენაღვლებათ. წიგნების მაღაზიაში მხოლოდ იტალიურ ენაზე დაბეჭდილი
წიგნები იყიდება. გუშინ დილით ვნახე ასეთი... მეგონა, გაბრწყინებულ
სასახლეში შევედი. ყველაფერი იტალიურად იყო – დოქტორი სუსიც კი.
ყველაფერს ვათვალიერებდი, ყველა წიგნს ხელს ვავლებდი. ვინმეს რომ
დავენახე, იტალიელი ვეგონებოდი. როგორ მინდა იტალიურად კარგად
ვისწავლო კითხვა... ამაზე გამახსენდა, ოთხი წლის ვიყავი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი
კითხვა, მაგრამ სულით და გულით მინდოდა მესწავლა. მახსოვს, დედაჩემთან
ერთად კბილის ექიმის მისაღებში ვიჯექი, ჟურნალი «კარგი მეოჯახე»
თვალებთან მქონდა მიტანილი. ნელ-ნელა ვფურცლავდი და ტექსტს
დავყურებდი. მინდოდა, იქ მყოფ უფროსებს ჰგონებოდათ, რომ ვკითხულობდი.

იმის შემდეგ სწავლისადმი ასეთი წყურვილი აღარ მიგრძნია. ამ მაღაზიაში


ამერიკელი პოეტების ლექსებს წავაწყდი. ერთ გვერდზე რომ ლექსის ინგლისური
ვარიანტი იყო დაბეჭდილი, მეორეზე – იტალიური თარგმანი. რობერტ ლოუელისა
და ლუის გლიკის ლექსების თითო ტომი ვიყიდე. ყველგან სპონტანური
სასაუბრო კურსებია გახსნილი. დღეს პარკში ვიჯექი. ერთი პატარა, შავ კაბაში
ჩაცმული მოხუცი ქალი მომიახლოვდა, გვერდით მომიჯდა და დამიწყო აქეთურ-
იქითური ამბების მოყოლა. თავი მშვიდად გავიქნიე, ცოტათი დაბნეულმა
ბოდიში მოვუხადე და მშვენიერი იტალიურით ვუთხარი: «ვწუხვარ, მაგრამ
იტალიურად ვერ ვლაპარაკობ». ისე შემომხედა, ხის კოვზი რომ ჰქონოდა, იმით
მცემდა. დაიჟინა, მშვენივრად გესმისო! საინტერესო ის არის, რომ მართალს
ამბობდა (ის წინადადება ნამდვილად გავიგე).

ახლა საიდან ვიყავი, იმით დაინტერესდა. ვუთხარი, ნიუ-იორკიდან-მეთქი,


თავადაც ვკითხე, საიდან იყო. რომიდანო. ამის გაგონებაზე, ბავშვივით
შემოვკარი ტაში. უჰ, რომი! მშვენიერი რომი! მიყვარს რომი! ტურფა რომი! ის
სკეპტიკურად უსმენდა ჩემს პრიმიტიულ, გადაჭარბებულ გამოხატვას

38
გრძნობებისას. შემდეგ მეტი ყურადღება დამითმო. მკითხა, გათხოვილი თუ
ვიყავი... განქორწინებული ვარ-მეთქი. პირველი ადამიანი იყო, ვისაც ეს ვუთხარი
და ისიც იტალიურად. რა თქმა უნდა, მკითხა, რატომო (Perche?). ყველა ენაზე
ძნელია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ენა დამება, მერე, ძლივს ვუპასუხე,
დავშორდით-მეთქი (L’abbiamo rotto). თავი დამიქნია, ადგა, ავტობუსის
გაჩერებამდე ქუჩა გადაიარა. ავიდა ავტობუსში და ერთხელაც არ მოუხედავს
უკან. გაბრაზდა?.. უცნაურია, მაგრამ პარკში სკამზე ოცი წუთის განმავლობაში
ვიჯექი და ველოდი, იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და ისევ გავაგრძელებდით
საუბარს, მაგრამ არ დაბრუნდა. მისი სახელი ჩელესტე იყო, მკვეთრი ჩ ისე
გამოითქმის, როგორც ჩელო.

დღის ბოლოს ბიბლიოთეკა ვიპოვე. ო, ღმერთო, როგორ მიყვარს ბიბლიოთეკა!


რომში ბიბლიოთეკაც ლამაზი და ძველია... შიდა ეზოში ბაღით. ბაღს ვერც კი
წარმოიდგენთ, რადგან ქუჩიდან საერთოდ არ ჩანს. მშვენიერი ბაღია,
ფორთოხლის ხეებით შემორაგული, ცენტრში შადრევნით. ეს შადრევანიც
მეცილებოდა რომის სიყვარულში, მიუხედავად იმისა, რომ რაც კი აქამდე მენახა,
ყველასგან განსხვავდებოდა. ეს მოჩუქურთმებული საიმპერატორო მარმარილო
არ იყო, ეს იყო პატარა, მწვანე, ხავსმოკიდებული შადრევანი, გაბურძგნილი
გვიმრის ბუჩქებით, საიდანაც წყალი ჟონავდა (ზუსტად ისე გამოიყურებოდა,
როგორც ველურფოთლებიანი ორნამენტი, მოხუცი ექიმბაშის მიერ ჩემთვის
დახატულ ფიგურას რომ ჰქონდა თავზე ლოცვის დროს). წყალი მოჩუხჩუხებდა
ყვავილოვანი ჩირგვის შუაგულიდან და ფოთლებს ასველებდა, მთელი ეზო
მელანქოლიური ხმებით ივსებოდა. ფორთხოლის ხეების ქვეშ დავჯექი და გუშინ
ნაყიდი ლუის გლიკის ლექსების წიგნი გადავშალე. პირველად იტალიურად,
შემდეგ კი ინგლისურად წავიკითხე და უცებ ერთ ადგილზე შევჩერდი: Dal centro
della mia vita venne una grande fontana – «ჩემი ცხოვრების შუაგულში, უცებ
უზარმაზარმა შადრევანმა ამოხეთქა». წიგნი კალთაში ჩავიდე და შვებით
ამოვისუნთქე.

13

39
გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ ვითვლები მსოფლიოს საუკეთესო
მოგზაურად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საუკეთესო მოგზაურთ კარგად ვიცნობ.
შევხვედრივარ ფიზიკურად მხნე და ძლიერ მოგზაურებს, რომელთაც შეუძლიათ,
კალკუტელი ქუჩის ბიჭის ფეხსაცმლის ყუთით წყალი დალიონ და ავად
არასდროს გახდნენ. მათ ახალი ენის სწრაფად შესწავლა შეუძლიათ, მაშინ,
როდესაც ჩვენნაირები მხოლოდ ინფექციურ დაავადებებს იკიდებენ. მათ კარგად
იციან, მესაზღვრის დაშინებას როგორ დაუძვრნენ ან როგორ მოთაფლონ
უკონტაქტო, უემოციო, ბიუროკრატი მოხელეები ვიზების კანტორაში.

ისინი ნორმალური სიმაღლისა და კომპლექციის ხალხი არიან. თითქმის


ნორმალურ ადამიანებად ითვლებიან იმ ქვეყნებში, სადაც მიდიან. თურქეთში
თურქებს ჰგვანან; მექსიკაში უცებ მექსიკელები გახდებიან; ესპანეთში შეიძლება
ბასკებში აგერიოთ; ჩრდილოეთ აფრიკაში არაბებსაც კი ჰგვანან... მე კი ასეთი
თვისებები არა მაქვს. ჯერ ერთი, ვერავის შემადარებთ, რადგან მაღალი და ქერა,
სრულყოფილი აგებულების ვარ, უფრო ქამელეონი, ვიდრე ფლამინგო
[ფლამინგო (პორტუგ.) – წყლის დიდი ფრინველი, რომელსაც აქვს მოვარდისფრო
თეთრი ბუმბული, გრძელი კისერი და გრძელი ფეხები. გავრცელებულია
ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.]. ყველგან, სადაც უნდა წავიდე, გარდა
დიუსელდორფისა, სხვებისგან გამოვირჩევი. ჩინეთში ყოფნისას, ქუჩაში დედები
თავიანთ შვილებს ჩემზე უთითებდნენ, თითქოს ზოოპარკიდან გამოქცეული
მხეცი ვიყავი.

ბავშვები კი, რომელთაც არასდროს უნახავთ ამდაგვარი ვარდისფერსახიანი,


ყვითელთმიანი მოჩვენება-ადამიანი, ჩემს დანახვაზე ტირილით სკდებოდნენ.
ნამდვილად არ მიყვარს ამის გახსენება. მოგზაურობამდე თავს არ ვიწუხებ
(უფრო სწორად, მეზარება), რომ გავიგო, იმ ქვეყანაში რა ხდება. როდესაც ასე
მიდიხარ სამოგზაუროდ, ჩვეულებრივ მთავრდება იმით, რომ უცებ დაბნეული
აღმოჩნდები რკინიგზის სადგურში ან უამრავ ფულს გადაყრი სასტუმროებში,
რადგან არ იცი, რომელი ჯობია. სუსტი გეოგრაფიული აღქმისა და ორიენტაციის
გამო, ექვსივე კონტინენტზე ჩემი მოგზაურობის დროს ძალიან ბუნდოვნად
აღვიქვამ იმ ადგილს, სადაც ვიმყოფები.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად საკმაოდ ამაყი ვარ, პიროვნულ გულცივობას


ვერ დამწამებთ. ეს ხელს მიშლის მოგზაურობაში. ვერასოდეს ვისწავლე, როგორ
უნდა მივიღო კომპეტენტური უხილაობის არაფრის მთქმელი გამომეტყველება,

40
რაც ასე აუცილებელია საშიშ და უცხო ადგილებში მოგზაურობის დროს. ასე,
მაგალითად, სრულიად მშვიდი, მოსვენებული გამომეტყველებით იმ ადგილის
ნაწილად აღიქმები, თუნდაც ჯაკარტის ამბოხების შუაგულში მოხვდე... მაგრამ,
არა. როდესაც დაბნეული ვარ, ზედ მაწერია. როდესაც აღელვებული ვარ, სახე
ალეწილი მაქვს. და როდესაც ვიკარგები, (რაც ასე ხშირად ხდება,) მაშინ
მთლიანად დაკარგული ვარ. ჩემი სახე ჩემივე ფიქრების საუკეთესო სარკეა..

ერთხელ დევიდმა მითხრა, პოკერის შებრუნებული თუ მინიატიურული გოლფის


სახე გაქვსო. მოგზაურობის განსაცდელი გავლენას ახდენს ჩემს საჭმლის
მომნელებელ ტრაქტზე! ნამდვილად არ მინდა ვილაპარაკო (მაპატიეთ
გამოთქმისთვის) ნაწლავურ აშლილობაზე, საკმარისია ითქვას, რომ საჭმლის
მონელების ყველა სახის საშუალება გამოვცადე. ერთ საღამოს, ლიბანში ისე ავად
გავხდი, რომ მეგონა, ახლო აღმოსავლეთის ებოლას ვირუსის ერთ-ერთი
ნაირსახეობა შემეყარა. უნგრეთში, ნაწლავების სრულიად განსხვავებული მწარე
ტკივილებით დავიტანჯე, რის გამოც სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ტერმინ
«საბჭოთა ბლოკადაზე». სხვაგვარადაც ვიყავი ფიზიკურად სუსტად. აფრიკაში
მოგზაურობის პირველივე დღეს ზურგი ამტკივდა. ერთადერთი ვიყავი მთელ
ჯგუფში, ვინც ობობას ნაკბენით ინფიცირებულმა უარი ვთქვი ვენესუელის
ჯუნგლებში წასვლაზე. და გევედრებით, გამაგებინეთ, შეიძლება, სტოკჰოლმში
მზეზე დაიწვა? მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების
უდიდესი სიყვარულია.

თექვსმეტი წლის ასაკში, ბავშვის მოვლისთვის აღებული ფულით, პირველად


ვიყავი რუსეთში და მას შემდეგ მიმაჩნია, რომ მოგზაურობისთვის ნამდვილად
ღირს ყველანაირი თანხისა და მსხვერპლის გაღება. ჩემი სიყვარული
მოგზაურობისადმი უცვლელია და მუდმივი. სხვა მისწრაფებებისადმი
ცვალებადი ხასიათი მაქვს. მოგზაურობა ისეთ გრძნობას განმაცდევინებს,
როგორც ახალდაბადებული მტირალა ჩვილი – დედას... არ ვიცი, რა მაიძულებს
მოგზაურობას. მე ვგიჟდები მოგზაურობაზე. ის ჩემია, ზუსტად ჩემნაირია. მას
შეუძლია მთლიანად დამიპყროს, და თუ ასე უნდა, რა მენაღვლება. ყოველ
შემთხვევაში, როგორც ფლამინგო, მთლად უმწეო არ ვარ ამ ქვეყანაზე.
თვითგადარჩენისა და თავის გატანის ჩემეული ტექნიკა მაქვს. ვიცი, როგორ
ჩავალაგო ჩემოდანი მსუბუქად, ვიკვებები უშიშრად, მაგრამ მოგზაურობაში ჩემი
ყველაზე დიდი ტალანტი ყველასთან დამეგობრების თვისებაა. მკვდართანაც კი

41
შემიძლია მეგობრობა. ერთხელ სერბეთში სამხედრო დამნაშავეს დავუმეგობრდი,
რომელმაც თავის ოჯახში დამპატიჟა მთებში, დასასვენებლად.

არ გეგონოთ, იმით ვამაყობდე, რომ სერბიელი მასობრივი მკვლელი ჩემთვის


უახლოესი და უძვირფასესია (მე ის უნდა დავაფასო, იმიტომ, რომ ჩემზე ძალა არ
გამოიყენა). უბრალოდ, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ყველასთან შემიძლია
დამეგობრება. თუ ირგვლივ არავინ იქნება, რომ დაველაპარაკო, ალბათ ოთხი
ფუტის

[ფუტი (ინგლ.) – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 30.5 სმ-ს.] სიმაღლის


თაბაშირის ხიმინჯსაც დავუმეგობრდებოდი. ალბათ ამიტომ არ მეშინია
მსოფლიოს მივარდნილ კუთხეში მოგზაურობისაც კი, მაშინაც, თუ
ძეხორციელსაც ვერსად შევხვდები. ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, ყველა
მეკითხებოდა, რომში მეგობრები თუ მყავდა. მე მხოლოდ თავს გავიქნევდი და
ჩემთვის ვფიქრობდი, რომ არა, მაგრამ მეყოლებოდა. მოგზაურობის დროს
მეგობრებს შემთხვევით იძენ. როცა მატარებელში მოხვდები მათ გვერდით ან
რესტორანში, ან ერთ ოთახში ცხოვრობთ. ეს მოულოდნელი შეხვედრებია და
შემთხვევითობას ვერ ენდობი. უფრო სისტემატური მიდგომისთვის, კვლავ
ძველებური სისტემა მოქმედებს, «გაცნობის წერილი» (უფრო მეტად,
ელექტრონული ფოსტა, იმეილი) საშუალებას გაძლევს ოფიციალურად
წარუდგინო თავი შენი ნაცნობის ნაცნობს. ეს მათთან დამეგობრების გადასარევი
გზაა. თუ საამისოდ უსირცხვილობაც გეყოფა, დაურეკე და სადილად თავი
დააპატიჟებინე. მორჩა და გათავდა!

იტალიაში წამოსვლამდე ამერიკაში ყველა ნაცნობს ვეკითხებოდი, თუ ჰყავდათ


მეგობრები რომში. მინდა გაგახაროთ, რომ აქ ნაცნობების საკმაოდ მოზრდილი
სიით გამომიშვეს. ჩემს ახალ პოტენციურ იტალიელ მეგობართა სიაში,
კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად მაინტერესებდა ახალგაზრდა მამაკაცის
გაცნობა, სახელად... თქვენ თვითონ მიხვდით... ლუკა სპაგეტი. ლუკა სპაგეტი
ჩემი მეგობრის, პატრიკ მაკდევიტის, კარგი მეგობარია, რომელსაც კოლეჯიდან
ვიცნობ. გეფიცებით, ნამდვილად მისი სახელია, არ ვიგონებ. სიგიჟეა. უბრალოდ
დაფიქრდით. შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრება პატრიკ მაკდევიტის
სახელით გაატაროს? ასეა თუ ისე, ვაპირებ, რაც შეიძლება სწრაფად
დავუკავშირდე ლუკა სპაგეტის.

42
14

პირველ რიგში, სკოლაში უნდა მოვეწყო. მეცადინეობა დაიწყება დღეს,


ლეონარდო და ვინჩის სახელობის იტალიური ენის შემსწავლელ აკადემიაში.
იტალიური ენის გაკვეთილები კვირაში ხუთჯერ, დღეში ოთხ საათს
ჩამიტარდება. ძალიან ვნერვიულობ სკოლის გამო. ისეთი უსირცხვილო
სტუდენტი ვარ... გუშინ საღამოს ტანსაცმელი გამოვალაგე, ზუსტად ისე,
როგორც ბავშვობაში, სკოლაში წასვლის პირველ დღეს, გალაქული ტყავის
ფეხსაცმელები და სადილის ახალი კონტეინერი. იმედი მაქვს, მასწავლებელს
მოვეწონები. პირველ დღეს ტესტირება ჩაგვიტარდება, რომ შესაბამისი ცოდნისა
და ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით გავნაწილდეთ. როდესაც ეს მითხრეს,
მაშინვე დავარწმუნე თავი, რომ პირველ საფეხურზე არ მოვხვდებოდი, რადგან
ეს, სხვა თუ არაფერი, შეურაცხყოფა იქნებოდა ჩემთვის მას შემდეგ, რაც მთელი
ერთი სემესტრი ვსწავლობდი იტალიურ ენას ნიუ-იორკის ღამის სკოლაში
განქორწინებული ქალებისთვის. მთელი ზაფხული ვიმახსოვრებდი ჩანაწერებს
ფლეშკარტიდან. უკვე ერთი კვირაა რაც რომში ვარ და უშუალოდ საუბრისას
დიდ გამოცდილებას ვიძენ, ერთ ბებოსაც კი ვესაუბრე განქორწინებაზე.

მე ისიც კი არ ვიცი, ამ სკოლაში სულ რამდენი დონეა, მაგრამ სიტყვა «დონე» რომ
გავიგე, გადავწყვიტე, მეორეზე მაინც გამომეცადა თავი. დღეს ძლიერი წვიმაა და
ადრე მოვედი სკოლაში (როგორც ყოველთვის – გიჟურად), გავდივარ
ტესტირებას, ძალიან ძნელი ტესტია, მეათედიც კი ვერ გავაკეთე. უამრავი სიტყვა
ვიცი იტალიურად, მაგრამ იქიდან, რაც ვიცი, არაფერი მკითხეს. შემდეგ, კიდევ
უარესი, ზეპირ მეტყველებაში იწყება ტესტირება. გალეული იტალიელი
მასწავლებელი მიტარებს გასაუბრებას, ძალიან სწრაფად ლაპარაკობს. უკეთესად
უნდა გავდიოდე ტესტირებას, მაგრამ ვნერვიულობ და ისეთი რამ მეშლება, რაც
კარგად ვიცი (მაგალითად, რატომ ვთქვი Vado a scuola, Sono andata a scuola-ს
[«მე დავდივარ სკოლაში» «მე წავედის» მაგივრად (იტალ.).] მაგივრად? ეს ხომ
კარგად ვიცი!). საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება, გამხდარი იტალიელი
მასწავლებელი ამოწმებს შედეგებს და არჩევს ჩემთვის შესაბამის კლასს.

43
«მეორე დონე!»

მეცადინეობა შუადღეზე იწყება, გავდივარ სადილზე (მივირთმევ შემწვარ


არდის), ცოტას ვსეირნობ და ვბრუნდები უკან, თავმომწონედ ვუვლი გვერდს
პირველი დონის სტუდენტებს (რომლებიც ნამდვილად molto stupido [molto
stupido (იტალ.) – უცოდინარები.] – უცოდინარები არიან) და შევდივარ პირველ
გაკვეთილზე ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად. აშკარაა, რომ სულაც არა ვარ
იტალიურში მათ დონეზე. არა, მეორე დონეზე არ უნდა ვიყო... ნამდვილად
ძნელია. ასე მგონია ვცურავ, მაგრამ ძლივძლივობით, თითქოს ყოველ
ამოსუნთქვაზე წყალს ვსვამ.

მასწავლებელი, გაძვალტყავებული ახალგაზრდა (რატომ არის ყველა


მასწავლებელი ასე გამხდარი? არ ვენდობი გამხდარ იტალიელებს) ძალიან
სწრაფად მიიწევს წინ, წიგნში თავებს ტოვებს და თან ამბობს, «ეს უკვე იცით, ის
უკვე იცით». სწრაფ საუბარს აბამს ჩემს ჯგუფელებთან, რომლებიც აშკარად
თავისუფლად ლაპარაკობენ. შიშისგან მუცელი ამტკივდა და მძიმედ ვსუნთქავ,
თან ვლოცულობ, რომ არ გამომიძახოს. შესვენების დაწყებისთანავე, ოთახიდან
ფეხების კანკალით გამოვრბივარ და თვალცრემლიანი, სირბილით მივექანები
ადმინისტრაციის ოთახისკენ, სადაც სუფთა ინგლისურ ენაზე ვევედრები,
გადამიყვანონ უფრო დაბალ – პირველ დონეზე. ასეც მოიქცნენ და აი, მე აქ ვარ.
ეს მასწავლებელი უფრო მსუქანია და გაცილებით ნელა ლაპარაკობს, აშკარად
უკეთესია.

15

ჩემს იტალიურ ჯგუფზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ სწავლა


არავისთვის დაუძალებიათ. ჯგუფში თორმეტნი ვართ, სხვადასხვა ასაკის,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მათგანი ერთი მიზნით, იტალიურის
სასწავლებლად ჩამოვიდა რომში. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია გითხრათ აქ
ყოფნის ერთი მიზეზიც კი. არც ერთისთვის არ უთქვამს თავის უფროსს, ჩვენი
ბიზნესის უკეთ წარმართვისთვის, აუცილებელია, იტალიური ისწავლოო. ყოველი

44
მათგანი, სერიოზული გერმანელი ინჟინერიც კი, ჩემსავით ფიქრობს: ჩვენ,
ყველას იმიტომ გვინდა იტალიურის სწავლა, რომ ეს ენა გვიყვარს.

სევდიანი რუსი ქალი იმასაც გვეუბნება, იტალიური ენის გაკვეთილებს იმიტომ


ვესწრები, რომ რაიმე ლამაზს ვიმსახურებო. გერმანელ ინჟინერს კი იტალიურის
სწავლა იმიტომ უნდა, რომ უყვარს «dolce vita [Dolce vita (იტალ.) – ტკბილი
ცხოვრება.] (ინჟინრის უხეში გერმანული აქცენტით ეს ასე ჟღერს, «მე მიყვარს the
deutsche vita», ანუ გერმანული ცხოვრება, რომელიც ვშიშობ, ისედაც თავზე
საყრელად აქვს). როგორც მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოვაჩინე,
არაერთი ხელჩასაჭიდი მიზეზი არსებობს ვაღიაროთ, რომ იტალიური მსოფლიოში
ყველაზე მაცდური, ყველაზე ლამაზი ენაა და მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე.

მინდა, ჩემთან ერთად თქვენც იცოდეთ, რომ ევროპა ერთ დროს ლათინურიდან
წარმოქმნილი უამრავი დიალექტის თავშესაყარს, ანუ პანდემონიას
წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე ენა ჩამოყალიბდა:
ფრანგული, პორტუგალიური, ესპანური, იტალიური. საფრანგეთში,
პორტუგალიასა და ესპანეთში ორგანული ევოლუცია მოხდა. ყველაზე ცნობილი
ქალაქების დიალექტი თანდათან ამავე რეგიონის ენა გახდა, ამის შედეგად
მივიღეთ ის, რომ დღეს რასაც ფრანგულ ენას ვუწოდებთ, სინამდვილეში შუა
საუკუნეების პარიზული დიალექტის სახესხვაობაა. პორტუგალიური –
ნამდვილად ლისაბონურია, ესპანური – ძირითადად მადრიდული. ეს
დედაქალაქური დიალექტების გამარჯვება იყო. ძლიერი ქალაქი საბოლოოდ
მთელი ქვეყნის ენას განსაზღვრავდა. ამ მხრივ, იტალია განსხვავებული იყო.
ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში
იტალია ქვეყანაც კი არ იყო.

იტალია ძალიან დიდხანს ვერ გაერთიანდა, გვიან შუა საუკუნეებამდე (1861 წ.).
აქამდე ის არსებობდა, როგორც ნახევარკუნძული, ერთმანეთთან მეომარი ქალაქ-
სახელმწიფოებით, რომელთა მმართველები ამაყი პრინცები ან ევროპელი
დიდებულები იყვნენ. იტალიის ნაწილი საფრანგეთს ეკუთვნოდა, ნაწილი –
ესპანეთს, ნაწილი ეკლესიას, ნაწილი მას, ვინც ხელში ჩაიგდებდა ადგილობრივ
ციხესიმაგრეებსა და სასახლეებს. უმეტესობას არ მოსწონდა, რომ ევროპელმა
მეზობლებმა დაიპყრეს. მაგრამ ყოველთვის არსებობდა გულგრილი ბრბო,
რომელიც არხეინად ამბობდა: Franza o Spagna, purche se magna, რაც
დიალექტიდან ასე ითარგმნება: – რა მნიშვნელობა აქვს, საფრანგეთი იქნება თუ

45
ესპანეთი, მანამ იყოს, სანამ ჭამას შევძლებო. ამგვარი შიდა უთანხმოება კი, ვერც
იტალიას გააერთიანებდა და ვერც იტალიელებს.

ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს! საუკუნეთა განმავლობაში იტალიელები


მრავალფეროვან ადგილობრივ დიალექტზე რომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ.
ფლორენციელ მეცნიერებს უჭირდათ ვენეციელ ვაჭრებთან საუბარი, რის გამოც
იყენებდნენ ლათინურს, რომელიც თითქმის იტალიურ ენად ითვლებოდა.
ამიტომ XVI საუკუნეში რამდენიმე იტალიელი ინტელექტუალი შეიკრიბა და ამ
სისულელესთვის ბოლოს მოღება გადაწყვიტა.

შეთანხმდნენ, რომ აპენინის ნახევარკუნძულს იტალიური ენა სჭირდებოდა,


უკიდურეს შემთხვევაში, დამწერლობა მაინც. ინტელექტუალების ამ შეკრებას
ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ადგილობრივი
დიალექტებიდან ყველაზე ლამაზი ამოარჩიეს და იტალიურ ენად აკურთხეს.
საამისოდ მათ ორი საუკუნის წინანდელი, XIV საუკუნის ფლორენციული
დიალექტი შეარჩიეს. კონგრესის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ამ
პერიოდიდან, ნამდვილ იტალიურად უდიდესი ფლორენციელი პოეტის, დანტე
ალიგიერის ენა ითვლებოდა.

როდესაც დანტე ალიგიერმა 1321 წელს გამოაქვეყნა «ღვთაებრივი კომედია»,


სადაც დეტალურად აღწერდა თავის ფანტასმაგორიულ [ფანტასმაგორია (ბერძნ.)
– ფანტასტიკური წარმოდგენა რისამე შესახებ. არარეალური, მოჩვენებითი რამ.]

მოგზაურობას ჯოჯოხეთში, სალხინებელსა და სამოთხეში, მთელი


ლიტერატურული სამყარო შოკში ჩააგდო, ლათინურად რომ არ ჰქონდა
დაწერილი. დანტე მიიჩნევდა, რომ ლათინური დამახინჯებული, ელიტური ენა
იყო და სერიოზულ პროზაში მისი გამოყენება «ლიტერატურული მეძაობა»
იქნებოდა და მსოფლიო დონის მოთხრობები მხოლოდ ფულით,
პრივილეგირებული არისტოკრატიის განათლების ხარჯზე თუ გასაღდებოდა.

სამაგიეროდ, დანტე ქუჩაში გავიდა, კრეფდა ნამდვილ ფლორენციულ ენას,


რომელზეც ამ ქალაქის მცხოვრებნი საუბრობენ (რომელთა შორის იყვნენ პოეტის
ბრწყინვალე თანამედროვენი, ბოკაჩო [ბოკაჩო, ჯოვანი (1313-1375) – იტალიელი
მწერალი, რენესანსის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.] და პეტრარკა
[პეტრარკა, ფრანჩესკო (1304-1374) – იტალიელი პოეტი. აღიარებულია
აღორძინების ჰუმანისტური კულტურის მამამთავრად.]) და თავისი გენიალური
46
ნაწარმოების შესაქმნელად სწორედ ეს ენა გამოიყენა. დანტემ თავისი შედევრი
ასე ვთქვათ მშობლიური ენის (dolce stil nuovo-ს) ახალი სტილით დაწერა. მან ისე
განავრცო ფლორენციული, როგორც უილიამ შექსპირმა «ელიზაბეტის [ელიზაბეტ
I ტიუდორი (1533-1603) – ინგლისის დედოფალი 1558 წლიდან. მის
მმართველობას თან ახლდა კულტურის აღორძინება, რის გამოც ამ პერიოდს
ისტორიკოსები «ელიზაბეტის საუკუნეს» უწოდებდნენ.] საუკუნის» ინგლისური
ენა.

იტალიელ ნაციონალურ ინტელექტუალთა ჯგუფი შეიკრიბა და ისტორიული


გადაწყვეტილება მიიღო. დანტეს იტალიური ოფიციალურ ენად გამოაცხადა,
ზუსტად ისე, როგორც XIX საუკუნის დასაწყისში, ოქსფორდის პედაგოგები
დასხდნენ და გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან ყველა ინგლისელი შექსპირის ენაზე
ისაუბრებდა. პრაქტიკულად ამან გაამართლა. დღევანდელი იტალიური ენა არც
რომის დიალექტია და არც ვენეციის (მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძლიერი
სამხედრო და სავაჭრო ქალაქი იყო), იგი ფლორენციულიც კი არ არის. ძირითადად
დანტეს ენაა.

ერც ერთ სხვა ევროპულ ენას არა აქვს ასეთი მხატვრული ეტიმოლოგია, არც ერთ
ენას არა აქვს უნარი იმისა, ასე უზადოდ გამოხატოს ადამიანური გრძნობები,
როგორც დასავლეთის ცივილიზაციის უდიდესი პოეტის მიერ მორთულ-
მოკაზმულ, XIV საუკუნის ფლორენციულ იტალიურ ენას. დანტემ «ღვთაებრივი
კომედია» სამმაგი რითმით დაწერა. ეს რითმათა ჯაჭვია. თითოეული რითმა
სამჯერ მეორდება ყოველი მეხუთე სტრიქონის შემდეგ. როგორც სწავლულები
იტყვიან, იგი ენას ლამაზი ფლორენციული «რითმის კასკადურ ელფერს» აძლევს.
რითმისა, რომელიც დღესაც ცოცხლობს იტალიელი მძღოლების, ყასბებისა და
სამთავრობო ადმინისტრაციის ყოველდღიური სალაპარაკო იტალიური ენის
დეტალებსა თუ პოეტურ ფრაზებში.

«ღვთაებრივი კომედიის» დასასრულში (სადაც დანტე თავად წარმოგვიდგება


ღმერთის სახით) აღწერილი და გადმოცემული გრძნობები თანამედროვე
იტალიელებისთვის კვლავ ადვილად გასაგებია. დანტე ამბობს, რომ ღმერთი არ
არის უბრალოდ დიდებული სინათლით დაბრმავებული, ის არის l’amor che move
il sole e l’altre stelle [l’amor che move il sole e l’altre stelle (იტალ.) – სიყვარული,
რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მზე და ვარსკვლავები.]. ზუსტად ამიტომ მინდა
ამ ენის შესწავლა ასეთი დაუძლეველი სურვილით...

47
16

იტალიაში ჩასვლის შემდეგ, დეპრესიამ და მარტოობის შეგრძნებამ ათ დღეში


გამიარა. ერთ საღამოს სკოლაში გატარებული ბედნიერი დღის შემდეგ
მივსეირნობ ვილა ბორხესკენ. მზე ლამაზად ჩადის წმინდა პეტრეს ბაზილიკის
თავზე. კმაყოფილი ვარ ამ რომანტიკული სცენით, მიუხედავად იმისა, რომ
მარტო ვარ, პარკში კი ყველგან შეყვარებული ან ბავშვებთან მოთამაშე წყვილები
მხვდებიან.

შევჩერდი, მოაჯირზე გადავიხარე და მზის ჩასვლას ვუყურებ. ფიქრები ჩუმად


დამესხნენ თავს, ნელ-ნელა ჩამძირეს თავიანთ მორევში, პინკერტონის
დეტექტივებივით მემუქრებოდნენ და აქეთ-იქით მწეწავდნენ. დეპრესია –
მარცხნივ, მარტოობა – მარჯვნივ. ბეჯის [ბეჯი – ამა თუ იმ ობიექტის
თანამშრომელთა ვინაობის აღმნიშვნელი ჟეტონი ან ბარათი, რომელსაც ან
მკერდზე იმაგრებენ, ან ყელზე იკიდებენ.] ჩვენება არ მინდა, ისედაც კარგად
ვიცნობ მათ. რამდენი წელია, რაც კატათაგვობანას მეთამაშებიან..

მინდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ელეგანტურ იტალიურ პარკში საერთოდ არ


ველოდი მათთან შეხვედრას. არა, აქ მათი ადგილი არ არის! ვეკითხები, როგორ
მომძებნეთ აქ, ვინ გითხრათ, რომ რომში ჩამოვედი-მეთქი. დეპრესია კი,
რომელიც ყოველთვის ჭკვიანი ბიჭია, მეკითხება: «რატომ არ გიხარია ჩემი
დანახვა?» «წადი!» – ვუყვირი; მარტოობა უფრო მგრძნობიარე პოლიციელს ჰგავს
და მიბოდიშებს: «მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ თქვენი მოგზაურობის დროს
აუცილებლად უნდა გდიოთ უკან, ეს ჩემი მოვალეობაა». მე კი მირჩევნია, თქვენს
მოვალეობას გადაუხვიოთ-მეთქი, ვუთხარი. მან დამნაშავესავით აიჩეჩა მხრები,
მაგრამ წასვლის ნაცვლად უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ.

შემომახტნენ. ჯიბეები გამომიცარიელეს. დეპრესიამ პირადობაც კი წამართვა.


ყოველთვის ასე იქცევა. მარტოობამ დაკითხვა დამიწყო, მძულს და მეშინია მისი.
და ასე საათობით გრძელდება... ეს ბატონი ზრდილობიანია, მაგრამ მკაცრი.
ყოველთვის უკან დამყვება. აინტერესებს რა არის ჩემი ბედნიერების მიზეზი;
აინტერესებს, რატომ ვარ ისევ ეული ამ საღამოს. აინტერსებს (მეკითხება,
48
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ მკითხა), რატომ არ ვაგრძელებ
ურთიერთობებს, რატომ დავანგრიე ოჯახი, რატომ ავრიე და დავრიე ყველაფერი
დევიდთან, რატომ მაქვს უსიამოვნება ყველა მამაკაცთან, ვისაც ოდესმე
შევხვედრივარ.

მეკითხება, სად გავატარე ღამე, როდესაც ოცდაათის გავხდი და რატომ წავიდა


საქმე სულ უკან და უკან მას შემდეგ. რატომ არ შემიძლია მოვაწესრიგო ჩემი
ცხოვრება. რატომ არ ვცხოვრობ კარგ სახლში და არა მყავს შვილები, ისე როგორც
ჩემი ხნის რომელიმე რესპექტაბელურ ქალს. აინტერესებს ისევე, როგორც მე,
რით დავიმსახურე რომში დასვენება, როცა ასე გავირთულე პირადი ცხოვრება.
რატომ მგონია, რომ ეს სკოლის მოსწავლესავით გაქცევა რომში ბედნიერებას
მომიტანს. აინტერესებს, ასე თუ გავაგრძელებ, სად დავასრულებ სიცოცხლეს.

იმ იმედით, რომ მათ თავიდან მოვიშორებდი, შინ გამოვბრუნდი, მაგრამ არ


მომშორდნენ და ორივე კომიკოსი (გუნები) [გუნები – კომიკოსთა ჯგუფი 60-იან
წლებში.] უკან დამედევნა. დეპრესიამ მძიმედ დამადო ხელი მხარზე, მარტოობამ
დაკითხვა დამიწყო. სადილობაც კი არ მინდა. სულაც არ მინდა მათ მიყურონ. არ
მინდა ჩემი სახლის კიბეზე ამომყვნენ, მაგრამ კარგად ვიცი დეპრესიის ამბავი,
თავს ვერ დავიცავ, ვერ ავუკრძალავ მოსვლას. «უსამართლობაა თქვენი მხრიდან
აქ მოსვლა, – ვეუბნები დეპრესიას, – საკმარისად გადაგიხადეთ უკვე,
მშვენივრად გამომიყენეთ ნიუ-იორკში».

ის კი მხოლოდ თავისი ბნელი ღიმილით მოკალათდა ჩემს საყვარელ სკამზე,


ფეხები მაგიდაზე შემოალაგა და სიგარეტს მოუკიდა. საშინელი კვამლით გაბოლა
ოთახი. მარტოობა უყურებს და უბრალოდ ოხრავს, შემდეგ ადის ჩემს საწოლზე
ასე ჩაცმულ-დახურული, ფეხსაცმლით წვება და სხეულს საწოლის
გადასაფარებლით იფარავს. ვიცი, ჩემთან აპირებს ამ ღამით დაძინებას.

17

წამლების დალევას რამდენიმე დღის წინ შევეშვი. იტალიაში ანტიდეპრესანტის


მიღება სიგიჟედ მიმაჩნდა. როგორ უნდა ვყოფილიყავი აქ დეპრესიაში? არასოდეს

49
მნდომებია მთავარი ყურადღება მკურნალობაზე გადამეტანა. დიდხანს
ვიბრძოდი, რომ უარი მეთქვა ანტიდეპრესანტებზე. მქონდა კიდეც ამის მიზეზი
(მაგალითად, ამერიკელები დიდი დოზით იღებენ მედიკამენტებს, თუმცა
გააზრებული არა აქვთ, რა შედეგები მოჰყვება მათ გამოყენებას ადამიანის
გონებაზე; დანაშაულია, რომ ამერიკელი ბავშვებიც კი ანტიდეპრესანტებს
ეტანებიან. ჩვენ უნდა სიმპტომებს ვუმკურნალოთ და არა ეროვნული,
გონებრივი დაავადების მიზეზებს). ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი,
არათუ სერიოზულ უსიამოვნებაში ვიყავი გახვეული, არამედ სერიოზული
მკურნალობა მჭირდებოდა. როგორც კი განქორწინება გამიჭიანურდა და
დევიდთან ჩემი დრამა დაიწყო, დეპრესიის ყველა სიმპტომი აღმომაჩნდა:
დავკარგე ძილი, ჭამის მადა, სქესობრივი ლტოლვა; დამეწყო უნებლიე ტირილი,
ზურგისა და მუცლის ქრონიკული ტკივილი, სიგიჟე და სასოწარკვეთა. ერთი
სიტყვით, პრობლემებმა გამაწამეს. მეტიც, სამუშაოზე კონცენტრირება,
გაბრაზებაც კი აღარ შემეძლო. არც მაშინ, როდესაც რესპუბლიკელებმა
საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიგეს.

და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. როდესაც სიტყვათა ჩამონათვალში


თავს კარგავ, ზოგჯერ თავს დაკარგულადაც არ მიიჩნევ. კარგა ხანს იჯერებ, რომ
ბილიკიდან ოდნავ გადაუხვიე, და აუცილებლად დაუბრუნდები იმავე ადგილს.
ღამდება ისევ და არ იცი, სად ხარ. დროა აღიარო, რომ საგონებელში ჩავარდი და
ისიც არ იცი, საიდან ამოდის მზე.

ჩემი დეპრესია ცხოვრებისეულ ბრძოლას ჰგავდა. სინამდვილეში ასეც იყო.


საკუთარი გამოცდილების მიხედვით ვსწავლობდი კვანძის გახსნას. რა იყო
სასოწარკვეთის მიზეზი? ფსიქოლოგია – დედის და მამის ფაქტორი, გენეტიკა
თუ მელანქოლია, რომელსაც მრავალი სახელი აქვს და ჩემს ოჯახში თაობებს
გადაეცემოდა მის სევდიან მეუღლესთან, ალკოჰოლიზმთან ერთად? ხომ არ იყო
ეს მელანქოლიური კულტურა? იქნებ ეს მშობლების ბრალი იყო ან ცუდი ჟამი
დამდგომოდა და განქორწინების დასრულებისთანავე დეპრესიაც გაქრებოდა? ან
იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ პოსტფემინისტი ამერიკელი კარიერისტი
გოგონა თავისი ადგილის მოძებნას სტრესულ და ურბანულ სამყაროს შორის
ცდილობდა...

ასტროლოგიური მიზეზი ხომ არ იყო (ძალიან საწყენია. ზოდიაქოთი ერთი


გაძვალტყავებული კიბორჩხალა ვარ, რომელსაც მერყევი მარჩბივი მართავს!)? ან

50
იქნებ არტისტული (შემოქმედ ხალხს ხომ ყოველთვის ტანჯავს დეპრესია,
რადგან ზედმეტად მგრძნობიარენი და განსაკუთრებულები ვართ)! ან იქნებ
ევოლუციური (ნუთუ ჩემში იმ პანიკის გადმონაშთმა იჩინა თავი, რომელიც
ათასწლეულების შემდეგ მოდის და რომელიც ამ სასტიკ სამყაროში
გადარჩენისთვის იბრძვის)! ან იქნებ ჩემი სასჯელი იყო ეს (მწუხარების ყველა
კრუნჩხვა იქნებ წინა ცხოვრებაში ცუდი ქცევის გამო დამტყდომოდა თავს)! ან
იქნებ საბოლოო სირთულე იყო თავისუფლების წინ? თუ ჰორმონალური იყო?
დიეტური? ფილოსოფიური? სეზონური? გარემოსთან დაკავშირებული?..

ღმერთის წყურვილი ხომ არ მახრჩობდა? ქიმიური დისბალანსი? თუ უბრალოდ


დაწოლა და დასვენება მინდოდა? ადამიანის ფაქტორს უამრავი წვრილი ნიუანსი
განსაზღვრავს! რამდენ წყებად ვალაგებთ მას, რამდენ ზემოქმედებას ვიღებთ
ჩვენი გონებიდან, სხეულიდან, ჩვენივე ცხოვრებიდან, ოჯახიდან, ქალაქებიდან,
ჩვენი სულებიდან და თუნდაც ჩვენი ყოველდღიური სადილიდან! ვგრძნობ, რომ
ჩემი დეპრესია, ყველა აქ ჩამოთვლილი და ჯერ კიდევ ჩამოუთვლელი
ფაქტორების ნაკრები იყო.

ყველა ფრონტზე მიხდებოდა ბრძოლა. ვიყიდე თვითმკურნალობის ათასგვარი


მყვირალასათაურიანი წიგნი (ყოველთვის ვცდილობდი ასეთი წიგნი
«ჰასტლერის» ბოლო ნომერში გამეხვია, უცხოს რომ ჰგონებოდა, თითქოს
ნამდვილად მას ვკითხულობდი). პროფესიონალურ დახმარებას ვიღებდი
თერაპევტისგან, რომელიც ძალიან კეთილი და გამჭრიახი პიროვნება იყო.
ვლოცულობდი ახალბედა მონაზონივით. ერთხანს ხორცსაც აღარ ვეკარებოდი
(მას შემდეგ, რაც ვიღაცამ მითხრა, ეს იგივეა, ცხოველის მიერ სიკვდილის
მომენტში განცდილი შიში მიირთვაო). ერთმა ახალი თაობის თერაპევტმა მირჩია,
ფორთოხლისფერი საცვლები მეტარებინა, ჩემი სექსუალური ჩაკრის
გადასახალისებლად. ასეც მოვიქეცი, ჩემო კარგებო. რუსული გულაგის
გასამხნევებლად იმ წყეული «სენტ ჯონზ უორთის» ჩაით გავიჭყიპე. შენც არ
მომიკვდე, არავითარი თვალსაჩინო შედეგი!

ამაღლებული ხელოვნების გავლენას განვიცდიდი; თავს ვარიდებდი სევდიან


ფილმებს, წიგნებსა და სიმღერებს (ვინმეს რომ ერთ წინადადებაში ორი სიტყვა
ეხსენებინა – ლეონარდი და კოენი, მაშინვე ოთახს ვტოვებდი). მონდომებით
ვებრძოდი ჩემს დაუსრულებელ ქვითინს. მახსოვს, ერთ საღამოს, როდესაც
ჩვეულებრივ მოკრუნჩხული ვიწექი ჩემი ოთახის ძველ ტახტზე და აგერ უკვე

51
მერამდენედ, ძველ სევდიან ფიქრებში გახლართულმა გავბედე და საკუთარ
თავს ვკითხე, «როგორ უნდა შეცვალო ეს გაუთავებელი რუტინა, ლიზ?» –
ერთადერთი რამ მომივიდა აზრად: ავდექი და კვლავ ქვითინით ჩემი ოთახის
შუაგულში ცალ ფეხზე დავდექი.

იმას ვამტკიცებდი, რომ მიუხედავად იმისა, თავს ვერ ვიკავებდი, ცრემლად


ვიღვრებოდი და ვერაფრით ვშველოდი მოწოლილ დარდს, – თავის
გაკონტროლება მაინც შემეძლო. ცალ ფეხზე მდგომს, შემეძლო ისტერიკულად
მეტირა. ჰოდა, ეს დასაწყისი იყო! ქუჩის მეორე მხარეზე გადავდიოდი, რომ მზეზე
გამევლო. უმეტესად, ჩემს საახლობლო წრეზე ვფიქრობდი, ოჯახი მეტად
დავაფასე და უფრო ფართო სამეგობრო წრეს ვეძებდი. მართალია, გულის
გამაწყალებელი ქალთა ჟურნალები მიმტკიცებენ, რომ «თვითშეფასება»
დეპრესიას არ შველის, გავიკეთე მშვენიერი ახალი ვარცხნილობა, შევიძინე
პარფიუმერიის მოდური ნაკრები და ლამაზი კაბა. და როდესაც მეგობარმა
კომპლიმენტი მიძღვნა ჩემი ახალი იმიჯის გამო, მკაცრად ვუპასუხე,
«თვითშეფასების» დაწყების დაწყევლილი პირველი დღის შედეგია-მეთქი.

ასეთ დარდთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, უკანასკნელი იმედი მკურნალობა


იყო. საერთოდ, ვფიქრობ, მკურნალობა სულ ბოლოს უნდა დაიწყო. მას შემდეგ,
რაც ჩემს ოთახში, იატაკზე მჯდარი, რამდენიმე საათის განმავლობაში
ვარწმუნებდი თავს, სამზარეულოს დანით ვენები არ გადამესერა, მკურნალობა P
ვიტამინით დავიწყე. მაშინ თვითმკვლელობის რამდენიმე უკეთესი ვარიანტი
მქონდა: თუნდაც შენობიდან გადმოხტომა, იარაღით ტვინის გასხმა და ამით ჩემი
ტანჯვისთვის ბოლოს მოღება, მაგრამ იმ ღამეს დანის გამოყენება ვარჩიე.
გადაწყვეტილება სწორედ იმ დანამ მიმაღებინა, ხელში რომ მეჭირა.

მეორე დილით, მზის ამოსვლამდე დავურეკე ჩემს მეგობარ სუზანს და დახმარება


ვთხოვე. არა მგონია, რომ მთელი ჩემი ოჯახის არსებობის განმავლობაში
რომელიმე ქალს მსგავსი რამ ჩაედინოს. ჩემსავით, ცხოვრების შუაგზაზე
დამჯდარიყო და ეთქვა, ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ ვინმეს დაუხმარებლადო. ეს
დახმარება ვერაფერში გამოადგებოდა ისეთ ქალს, რომელიც სიარულს
შეწყვეტდა. მათ ვეღარავინ და ვეღარაფერი დაეხმარებოდა. მას და მის ოჯახს
მხოლოდ ერთადერთი ბოლო ექნებოდა, – შიმშილით სიკვდილი! მე
განუწყვეტლივ ასეთ ქალებზე ვფიქრობდი. არასდროს დამავიწყდება სუზანის

52
სახე, როდესაც ჩემი მოულოდნელი ზარის შემდეგ ნახევარ საათში შემოვარდა
ოთახში და ტახტზე, უამრავი წიგნის გროვაში დამინახა.

ტკივილების ანარეკლი უკან მომიბრუნდა – ჩემში შიში დანერგა, ვინაიდან ჩემი


ცხოვრება იმ შემზარავი წლების ყველაზე საზარელი მოგონებებია ჩემთვის და
მეტი არაფერი. ბურთივით მოკუნტული ვეგდე ტახტზე, მესმოდა, როგორ
რეკავდა სუზანი ტელეფონზე და მიპოვა ფსიქიატრი, რომელიც იმავე დღეს
გამიწევდა კონსულტაციას და ანტიდეპრესანტს გამომიწერდა. მესმოდა როგორ
ეუბნებოდა, მეშინია, რომ ჩემი მეგობარი სერიოზულად დაისახიჩრებს თავსო.
მეც მეშინოდა. იმავე საღამოს ფსიქიატრს შევხვდი. მკითხა, რატომ არ
იმკურნალე ამდენი ხნის განმავლობაშიო. არადა, მე ხომ თითქოს ყველაფერს
ვაკეთებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის საშველად. ავდექი და
ანტიდეპრესანტების საწინააღმდეგო მოსაზრებები გავუზიარე მას.

მაგიდაზე ჩემი სამი წიგნის ეგზემპლარი დავუდე და ვუთხარი, რომ მწერალი


ვარ. ვთხოვე, ისეთი არაფერი გაეკეთებინა, რაც ტვინსა და გონებას
დამიზიანებდა. «თუ თირკმლები გტკივათ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ
მკურნალობა. რატომ ყოყმანობთ?» – არც დაფიქრებულა, ისე მითხრა
ფსიქიატრმა. ეს კი იმას მოასწავებდა, რომ საერთოდ არაფერი იცოდა ჩემი ოჯახის
შესახებ. ჯილბერტები ხომ ნებისმიერ დაავადებას პერსონალური, ეთიკური ან
მორალური მარცხის ნიშნად მიიჩნევენ. მან ოდნავ განსხვავებული წამლები
დამინიშნა – ქსენაქსი, ზოლოფტი, ველბუტრინი, ბუსპერინი, – ვიდრე
შევუხამებდით ერთმანეთს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც გულისრევას არ
გამოიწვევს და სქესობრივ ლტოლვას არ შეასუსტებს (მეტიც, მოგონებად არ
აქცევს). ძალიან სწრაფად, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ვიგრძენი, რომ
დამატებითი შუქი შემოვიდა ჩემში (ცოტათი გამინათდა გონება).

ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი საჩუქარი დაძინება იყო და მივიღე კიდეც ეს


საჩუქარი. ხომ იცით, ძილი რომ გაგიტყდება, ამისგან თავის დაძვრენა
გამორიცხულია. ახალმა აბებმა კი დაკარგული ღამეები აღმიდგინეს. ხელები აღარ
მიკანკალებს. მკერდის არეში უსიამოვნო სიმძიმე მომეხსნა. გულში რომ ღრმად
მქონდა ჩამონტაჟებული პანიკური შიშის ღილაკი, თითქოს თავისით მომეხსნა.
და მაინც, კვლავაც მეშინოდა წამლების მიღება. ადრე ვიღაცამ მითხრა,
მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ უსაფრთხოცო, თუმცა მე
საწინააღმდეგო აზრი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. მედიკამენტები, ასე

53
ვთქვათ, იმ ხიდის ნაწილი იყო, უეჭველად მეორე ნაპირს რომ დამაკავშირებდა,
მაგრამ მაინც რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა თავიდან მომეშორებინა.
წამლების დალევა 2003 წლის იანვარში დავიწყე და მაისისთვის, ყველაზე მძიმე
პერიოდში (განქორწინებისა და დევიდთან არეული ურთიერთობის ბოლო
თვეებში) უკვე საგრძნობლად შევამცირე დოზა.

შევძლებდი კი მედიკამენტების გარეშე, თუნდაც მცირე ხნით გამეძლო და


საკუთარი თავი თვითონვე გადამერჩინა? არ ვიცი! ადამიანის ყოფაც ხომ ასეთია.
არავინ იცის, რა მოუვიდოდა თითოეულ ჩვენგანს რაიმე სერიოზული ცვლილების
შემთხვევაში... ვხედავ, წამლებმა საგრძნობლად შეამცირა ჩემი ტანჯვა-წამება და
მეც მადლობელი ვარ ამისთვის. კვლავ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმ
მედიკამენტების გამოყენების, ხასიათს რომ შეგიცვლის. დაშინებული ვარ მათი
ენერგიით, ვერ ვეგუები მათ ბატონობას. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში
ავადმყოფებს მეტი სიფრთხილითა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების
თანხლებით უნდა უმკურნალონ. ყველა სახის დაავადების მკურნალობა მისი
გამომწვევი მიზეზების გამოკვლევის გარეშე კლასიკური დასავლური უჭკუობაა.
ამ აბებმა შეიძლება სიცოცხლე ნამდვილად გადამირჩინეს, თუმცა, მათთან
ერთად დაახლოებით ოცამდე სხვადასხვა საშუალება ვცადე და ამიერიდან,
ვიმედოვნებ, წამლებს აღარ გამოვიყენებ.

ერთმა ექიმმა, ანტიდეპრესანტების მიღების გაგრძელება მირჩია. მითხრა, რომ


დროდადრო გამემეორებინა კიდეც, რადგან მელანქოლიისადმი ვარ მიდრეკილი...
ღმერთმა ქნას, ცდებოდეს. მოვკვდები და დავამტკიცებ, რომ ცდება!
მელანქოლიას სულ ძალით გავაგდებ. ჰოდა, არ ვიცი, რატომ ვითვლები
თვითდამარცხებულ, თავშენახულ ჯიუტად, მაგრამ რას ვიზამ, ასეა.…

18

ახლა რომში ვარ და მიჭირს. დეპრესია და მარტოობა კვლავ ჩემს ცხოვრებას


შემოეჩვია. ამ დროს რა, ბოლო ველბუტრინი სამი დღის წინ მივიღე. ტუმბოს
ქვედა უჯრაში კიდევ მეგულება რამდენიმე აბი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა
დავლიო. ხომ შეიძლება, მათგან სამუდამოდ გავთავისუფლდე. აღარ მინდა,
54
დეპრესიამ და მარტოობამ ისევ დამრიოს ხელი. არც ის ვიცი, რა ვქნა. პანიკაში
ვარ, როგორც ყოველთვის. ამაღამ, ჩემს საიდუმლო რვეულს ავიღებ, რომელსაც
ყოველთვის საწოლის გვერდით ვინახავ, უკიდურესი განსაცდელისთვის...
გადავშლი პირველივე ცარიელ გვერდს და დავწერ, «შენი დახმარება მჭირდება».
ცოტას დავიცდი და სულ მალე, ნაწერებში პასუხსაც ვიპოვი... «აქ ვარ, რით
შემიძლია დაგეხმარო?» და ალბათ, მერე ყველაზე უცნაური და საიდუმლო
აზრები მოიყრის თავს.

საიდუმლო რვეულში საკუთარ თავს ვესაუბრები. იმავე ხმით და იმავე


მოძრაობით ვევედრები ღმერთს დახმარებას, როგორც იმ ღამეს, პირველად,
ტირილით, იატაკზე დამხობილი... მაშინ ხომ მითხრა რაღაც ხმამ, «წადი დაწექი,
ლიზ»... იქიდან მოყოლებული, ყოველთვის როცა, ცუდად ვარ, ეს ხმა ჩამესმის და
საუკეთესო გზა მასთან მისასვლელად წერის დაწყებაა. და როდესაც აღმოვაჩინე,
რომ რაოდენ გაბრაზებულიც უნდა ვიყო, მას თითქმის ყოველთვის ვგრძნობ,
განცვიფრებული დავრჩი. ეს მშვიდი, მოსიყვარულე, თანაგრძნობით სავსე და
უსაზღვროდ გონიერი ხმა ყოველთვის, დღისა და ღამის განმავლობაში,
უსაშინლესი ტანჯვის დროსაც კი მზად არის ჩემთან ფურცელზე სასაუბროდ.
გადავწყვიტე, საკუთარი თავი კაუჭიდან ჩამომეხსნა. საკუთარ თავთან საუბარი
და მასზე წერა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შიზოფრენია მჭირს.

ალბათ, ღმერთია ის ხმაც, რომელსაც მე ასე ცხადად ვეხები და ვგრძნობ. იქნებ


გურუ ლაპარაკობს ჩემი მეშვეობით ან იქნებ ანგელოზი მომიჩინეს, ან ჩემი ზე-მე,
ან ჩემი ქვეცნობიერი, შექმნილი იმისთვის, რომ სატანჯველისგან დამიფაროს.
წმინდა ტერეზა ასეთ ღვთიურ, იდუმალ ხმებს locutions-ს ეძახდა. ზებუნებრივი
სიტყვებია. სპონტანურად შემოდის გონებაში. ითარგმნება ყველას მშობლიურ
ენაზე და ღვთიურ ნუგეშს სთავაზობს კაცობრიობას... კარგად ვიცი, რას იტყოდა
ფროიდი ასეთი სულიერი ნუგეშისცემის შესახებ. რა თქმა უნდა, ირაციონალურია
და «ნდობას არ იმსახურებს, საკუთარი გამოცდილებით ვიწვნიეთ, რომ სამყარო
ბაგა-ბაღი არ არის». ვეთანხმები. სამყარო ნამდვილად არ არის ბაგა-ბაღი, თუმცა
მისი გამომწვევობის გამო, ხანდახან მართლმსაჯულებას, უზენაესს უნდა
მივმართოთ, რათა სიმშვიდე ვპოვოთ. ჩემი იდუმალი ხმის გამო, სულიერების
ექსპერიმენტის დასაწყისში, კეთილგონიერებაში ბედი ყოველთვის როდი
მწყალობდა. მახსოვს, როდესაც მწუხარების მორიგი შემოტევისას, ჩემს
საიდუმლო რვეულს მოვკიდე ხელი და ბატიფეხური კალიგრაფიით დავიწყე

55
წერა, შინაგან ხმას, შინაგან ღვთიურ სულს, დიდი ასოებით დავუწერე (მთელი
გვერდი დაიკავა):

ეშმაკმაც დაგლახვროს, არ მჯერა შენი!!!!!!

რამდენიმე წუთი გავიდა... მძიმედ ვსუნთქავდი... უცბად, ქინძისთავისოდენა


სინათლის სვეტი ჩაიღვარა ჩემში და შემდეგ... კმაყოფილმა და საოცრად მშვიდმა
დავწერე:

«მაშ, როგორ გგონია, ვის ესაუბრები?»

ისევ ვიწამე მისი არსებობა. ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. ამ ღამით, იტალიაში


ჩამოსვლიდან პირველად ვიგრძენი ეს ხმა. დავწერე, რომ სუსტად ვარ და ძალიან
მეშინია. დეპრესია და მარტოობა ისევ დამეუფლა და მგონი არასოდეს
დამტოვებენ. პირობა დავდე, წამლებს აღარ დავლევ-მეთქი, მაგრამ... მომიწევს...
მეშინია, ჩემი ცხოვრება ასე არ გაგრძელდეს.

პასუხად კი, შიგნიდან ამოხეთქა ჩემეულმა ყველა გრძნობამ; ყველა სიტყვამ,


რომელთაც ვისურვებდი, რომ ვინმეს ჩემთვის ამ გაჭირვების ჟამს ეთქვა. აი, რა
დავუწერე საკუთარ თავს ამ გვერდზე: «მე აქ ვარ, შენთან... მიყვარხარ... ჩემთვის
სულერთია, რამდენ ხანს იტირებ ამაღამ. მაინც შენთან დავრჩები. თუ
მკურნალობა გჭირდება, გააგრძელე და დალიე წამლები. მერე რა, მე მაინც
მეყვარები... იცი, მკურნალობაც რომ არ დაგჭირდეს, მაინც მეყვარები. ვერაფერს
იზამ ისეთს, რაც შენს სიყვარულს დამაკარგვინებს. სიკვდილამდე დაგიცავ. და
მერეც... დეპრესიაზე ძლიერი ვარ და მარტოობაზე უშიშარი. ვერაფერი
დამღლის».

მეგობრობის ამ უცნაურმა ჟესტმა ჩემი შინაგანი მეს მიერ გაწვდილი ხელი


დამანახვა. მას არავინ შესთავაზა ნუგეში... ჰოდა, მეც გამახსენდა. ერთხელ, ნიუ-
იორკში, შუადღისას აჩქარებით შევედი სამსახურში, ლიფტის კარს მივეჭერი და
შევვარდი. უცებ, ჩემს გამოსახულებას ლიფტის სარკეში მოვკარი თვალი. გონება
უცნაურად დატრიალდა. მაშინვე აღფრთოვანდა თავისი მეორე მე-თი და შესძახა:
«შენ იცნობ მას! ის შენი მეგობარია!» მეც ღიმილით გავქანდი ჩემივე
გამოსახულებისკენ და მზად ვიყავი ამ «ნაცნობ» გოგონას მივსალმებოდი, მაგრამ
სახელი აღარ მახსოვდა მისი. წამსვე მოვეგე გონს და ჩემს შეცდომასაც მივხვდი,
თუმცა, რაღა დროს... უხერხულობისგან გამეცინა. ახლა კი, რატომღაც ეს

56
ინციდენტი გამახსენდა რომში, ამ საღამოს, სევდის მორიგი შემოწოლისას... და
მეც ფურცლის ბოლოში ეს ნუგეშისმომცემი შეგონება დავწერე: «არასოდეს
დაივიწყო, რომ ერთ დღესაც, ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში, საკუთარ
თავში მეგობარს შეიცნობ».

ამ ცინცხალი აღმოჩენით თავდაჯერებულს ჩამეძინა, გულში რვეულჩაკრულს.


დილით, გაღვიძებისას, ჯერ კიდევ იგრძნობოდა დეპრესიის ზანტი კვამლის
მისუსტებული ნაკვალევი, თუმცა, თავად არსად ჩანდა. შუაღამეზე ამდგარა და
გაპარულა... მისმა ძმამ და მეგობარმა – მარტოობამ, ჩანს, მარტო არ გაუშვა...

19

გასაკვირია, რაც რომში ჩამოვედი, ერთხელაც არ გამიკეთებია იოგას ვარჯიშები.


წლების განმავლობაში მტკიცედ და სრული შემართებით ვვარჯიშობდი და იოგას
მატრასიც, სხვა რაღაცებთან ერთად აქაურობისკენ გამოვაყოლე ხელს. არც
გავკარებივარ. მაინტერესებს ერთი, როდის შევასრულებ ეგრეთ წოდებულ
დაჭიმვებს... იტალიური საუზმის, შოკოლადიანი ნამცხვრების და ორმაგი
კაპუჩინოს მირთმევამდე თუ მის შემდეგ? ჩამოსვლის პირველ დღეებში, ყოველ
დილით მხნედ გავშლიდი იოგას მატრასს, უბრალოდ შევხედავდი და
გავიცინებდი...

ერთხელ, საკუთარ თავს ხმამაღლა ვუთხარი, თითქოს იოგას მატრასს


ვეუბნებოდი, «აბა, პატარა მის... ვნახოთ, დღეს რა გამოგვივა... შეცბუნებულმა
მატრასს ხელი დავტაცე და ჩემოდნის ძირში ჩავკეცე (აღმოჩნდა, რომ ინდოეთში
ჩასვლამდე არც კი გამიხსნია). ამის შემდეგ სასეირნოდ წავედი და იტალიური
ფსტის ნაყინი მივირთვი. იტალიელებისთვის დილის 9:30 საათზე ნაყინის
მირთმევა სრულიად ნორმალურია. ვერაფრით დავეთანხმები. რომის და იოგას
კულტურა ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას. ფაქტობრივად, მათ არაფერი აქვთ
საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე რაღაცით ტოგას [ტოგა (ლათ.) – ძველი რომის
მოქალაქეთა ზედა ტანსაცმელი – გრძელი თეთრი წამოსასხამი.] მოგვაგონებს.

57
20

ახალი მეგობრების შეძენა ჰაერივით მჭირდება. სწორედ ამით ვარ დაკავებული.


ახლა ოქტომბრის თვეა, უკვე ბევრი მეგობარი მყავს. ჩემ გარდა კიდევ ორ
ელიზაბეტს ვიცნობ რომში. ორივე ამერიკელია და ორივე მწერალი. ერთი
ნოველისტია, მეორე კი კულინარისტი. მეორე ელიზაბეტს რომში მშვენიერი ბინა
აქვს, უმბრიაში [უმბრია – ოლქი იტალიაში.]

– სახლი, ჰყავს იტალიელი მეუღლე და აქვს საქმე, რომელიც მთელ იტალიაში


ბევრ მოგზაურობას მოითხოვს, მიირთმევს სხვადასხვა რეგიონისა თუ კუთხის
კერძებს და გურმანებისთვის წერს მათზე. ჩანს, მან მთელი ცხოვრების
განმავლობაში, უამრავი ობოლი ბავშვის სიცოცხლე იხსნა შიმშილისგან.
გასაკვირიც არ არის, რომ თვალდახუჭული მიაგნებს რომში იმ ადგილებს, სადაც
საუკეთესო კვების ობიექტებია, მათ შორის გალატერია, სადაც გაყინული
ბრინჯის პუდინგი იყიდება (ცათა სასუფეველში თუ ასეთ რამეებს არ
მომართმევენ, ნამდვილად არ მომინდება იქ გამგზავრება).

იმ დღეს სადილად დამპატიჟა. მივირთვით: ბატკანი, ტრიუფელი, [ტრიუფელი


(გერმ.) – აქ: თირკმელა სოკო.] კარპაჩო თხილის მუსში. ეს ყველაფერი როდია.
კიდევ, ეგზოტიკური ლამპაციონის მწნილი, ალბათ ყველამ იცით, ველური
სუმბულის ბოლქვებია. ამ დროს, უკვე დარიოსა და ჯოვანისთან ვმეგობრობდი,
ჩემს ტყუპ ტანდემთან. მე ინგლისურს ვასწავლიდი მათ, ისინი – იტალიურს.
ჯოვანი, არაჩვეულებრივი აღნაგობით შეიძლება ნამდვილ იტალიელად
მივიჩნიოთ. მან ჩემზე სიყვარულით შთაგონებული ადამიანის შთაბეჭდილება
დატოვა, შეხვედრის პირველივე დღიდან, როცა საკუთარი უნიჭობით
იმედგაცრუებული, სიტყვებს ვეძებდი, იტალიურად რომ მეთქვა რამე, ჯოვანიმ
ხელი ხელზე დამადო და მითხრა: «ლიზ, ნებისმიერი სიახლისას უფრო
გულისხმიერად უნდა მოექცე საკუთარ თავს». აზიდული, ლამაზი წარბებით,
ფილოსოფიური გააზრებითა და სერიოზული პოლიტიკური შეხედულებებით
ხანდახან ჩემზე უფროსი მგონია.

მის გაცინებას რომ გულით ვცდილობ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა,


ყოველთვის როდი იგებს ჩემს ხუმრობას... უცხო ენაზე ხომ ძალიან ძნელია

58
იუმორის გაგება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯოვანი ხარ, სერიოზული
ახალგაზრდა მამაკაცი! ერთ საღამოს მითხრა, სიხარულო, როცა ხუმრობ, ვერ
გეწევი, მიჭირს, ნელი ვარო... შენ ელვა ხარ, მე კი ქუხილიო. მე კიდევ გავიფიქრე,
– ჰო პატარა! შენ მაგნიტი ხარ, მე ფოლადი! შენ ტყავი ხარ, მე მაქმანი-მეთქი!
მაინც არ მაკოცა. მეორე ტყუპისცალს, დარიოს, არცთუ ისე ხშირად ვხვდებოდი.
იგი უმეტეს დროს ატარებდა სოფისთან ერთად. სოფი ჩემი საუკეთესო
მეგობარია, ენის შემსწავლელი ჯგუფიდან. მასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად
ენდომება დარიოსნაირ მამაკაცთან დროის გატარება...

სოფი შვედია. ოცდაათ წლამდე. წარმოუდგენლად საზრიანი და სხვადასხვა


ეროვნებისა თუ ასაკის მამაკაცების გამოსაჭერად არაჩვეულებრივი სატყუარა. მან
თავზარი დასცა თავის ოჯახს და კოლეგები განაცვიფრა, როდესაც შვედეთის
ბანკში გადასარევი სამუშაო ოთხი თვით მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ სურდა
რომში ჩამოსულიყო და იტალიურად ლამაზი საუბარი ესწავლა. მე და სოფი
ყოველდღე, მეცადინეობის შემდეგ მდინარე ტიბრთან მივიდოდით,
ჩამოვსხდებოდით, ვჭამდით ნაყინს და ერთმანეთს ვამეცადინებდით.
სინამდვილეში «მეცადინეობას» ვერც კი ვუწოდებ. ალბათ, უფრო მეტად,
იტალიურ ენას ვაგემოვნებდით, თითქმის თაყვანისცემის რიტუალს
ვატარებდით და ერთმანეთს შესანიშნავ იდიომებს ვთავაზობდით.

მაგალითად, სულ ახლახან გავიგეთ, რომ un’amica stretta ნიშნავს «ძალიან ახლო
მეგობარს», მაგრამ stretta ლიტერატურულად ვიწროს ნიშნავს. სამოსსაც ხომ
ვეძახით, მაგალითად, ვიწრო ქვედატანი. ასე რომ, გამოდის, იტალიურ ენაზე
ახლო მეგობარი ის არის, ვინც შენს სხეულთან ძალიან მჭიდროდ მიკრული უნდა
ატარო. ისეთი, როგორიც ჩემთვის ჩემი პატარა შვედი მეგობარია, სოფი.
პირველად მეგონა, დებს ვგავდით, მაგრამ ერთხელ რომის ქუჩებში ტაქსით
სეირნობისას, მძღოლმა მკითხა, შენი ქალიშვილი ხომ არ არისო. ხალხნო! ეს გოგო
ჩემზე მხოლოდ შვიდი წლით უმცროსია. მისი ნათქვამისთვის ახსნა მინდოდა
მომეძებნა (იქნებ იტალიელმა მძღოლმა, იტალიური კარგად არ იცოდა და
უნდოდა ეკითხა, დები ხომ არ ვიყავით). მაგრამ მან «ქალიშვილი» ახსენა და, რა
თქმა უნდა, ქალიშვილს გულისხმობდა. რა მეთქმის... ცოტა გადავიტანე?..
განქორწინების შემდეგ, ნამდვილად ისეთი ჩამომხმარი და მობერებული ვარ...
სრულიად სამართლიანად ვეგონე იმ კაცს ასაკოვანი.

59
როგორც ერთ ძველ ტეხასურ, ქანთრის სტილის ვესტერნულ სიმღერაშია
«დამხრახნეს, ზამშედ მაქციეს, დამასვირინგეს და მაინც აქ ვარ, თქვენ
გიმღერით...»

ერთ ძალიან მაგარ წყვილსაც დავუმეგობრდი, მარიას და ჯულიოს. ჩემმა


მეგობარმა ანემ, ამერიკელმა მხატვარმა გამაცნო, რომელიც რამდენიმე წლის წინ
რომში ცხოვრობდა. მარია ამერიკელია, ჯულიო სამხრეთიტალიელი. ქმარი
კინორეჟისორია, ცოლი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აგრარულ
პროექტშია ჩართული. ჯულიო ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ
ბრწყინვალედ ფლობს იტალიურს (ასევე ფრანგულსა და ჩინურს, ასე რომ, საშიში
არაფერია). ჯულიოს ინგლისურის სწავლა სურს და მთხოვა, წყვილში
გვევარჯიშა. ყოველი შემთხვევისთვის თუ დაინტერესდებით, რატომ არ
სწავლობდა ინგლისურს ამერიკელი მეუღლისგან, გეტყვით, რომ ყველაზე
ძალიან მაშინ ჩხუბობენ, როდესაც ერთი ცდილობს მეორეს რაიმე ასწავლოს...
ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარია... ასე რომ, მე და ჯულიო ახლა, კვირაში ორჯერ
ვხვდებით ერთმანეთს და იტალიურსა და ინგლისურში ვვარჯიშობთ. ორი
ქალისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ერთმანეთის გასაღიზიანებელი რაიმე წინა
პირობა, მშვენიერი საქმეა.

ჯულიოსა და მარიას ძალიან ლამაზი და მოხერხებული ბინა აქვთ, შთამბეჭდავი


კედლებით, ანუ ლანძღვა-გინების კორიანტელით «მოხატული», რაც ჯულიოზე
გაბრაზებული მარიას ოსტატობაა. ჩანს, კედელი სქელი შავი ჯადოსნური
მარკერით ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს იჯღაბნებოდა, მაგალითად, ასე: «ჯულიო
ჩემზე ხმამაღლა ბღავის!» მგონი, მარია საშინლად სექსუალურია. სწორედ ამის
დასტურია ეს ვნებიანი აფეთქება, უხამს წარწერებში რომ იკითხება.
საინტერესოა... ჯულიოს მიაჩნია, რომ ეს დაჯღაბნილი კედელი, მარიას
გრძნობებს «სრულად» ვერ გამოხატავს, რადგან იტალიურ ენაზეა. მარიასთვის
კი, იტალიური მეორე ენაა და ვიდრე სიტყვებს შეარჩევს, ოდნავ მაინც უნდა
დაფიქრდეს... მარიას რომ სიბრაზე მთელი ძალით მორეოდა, მთელ კედელს ხომ
თავის მშობლიურ, ინგლისურ ენაზე მოხატავდა. თუმცა, ასე არასოდეს ხდება, ის
ხომ საუკეთესო ანგლოპროტესტანტია. საერთოდ, ყოველი ამერიკელი
თავშეკავებულია და საშიში. როდესაც ბრაზდება, პოტენციურად ულმობელი
ხდება. «საშინელი ხალხია», დაასკვნა ჯულიომ.

60
რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს, როდესაც ყველანი ერთად სადილს ვუსხედვართ,
თავისუფლად ვსაუბრობთ და ამავდროულად კედელს ვუყურებთ. მარია
ჯულიოს ეკითხება, «დაგიმატო ღვინო, ძვირფასო?»

ჩემს ახალშეძენილ იტალიელ მეგობრებში საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლუკა


სპაგეტია. სიმართლე გითხრათ, გვარი სპაგეტი იტალიაშიც კი ძალზე სასაცილოა.
მისი მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ ბრაიანს შემახვედრა, რომელიც ამერიკელი
ბიჭის, დენის ჰა-ჰას მეზობლად იზრდებოდა და ამიტომაც ყოველთვის ამაყობდა,
ასეთი მეგობარი რომ ჰყავდა, თანაც ასე მაგარი სახელით. მოკლედ, შეჯიბრება
უნდა მომეწყო. ლუკაც მშვენივრად ლაპარაკობდა ინგლისურად და კარგადაც
უყვარდა ჭამა. ის ჩემნაირებისთვის საშინელი კომპანიონია (იტალიურ
მეტსახელად, una buona forchetta [una buona forchetta (იტალ.) – კარგი ჩანგალი.]
შევარქვით). ხშირად მირეკავს შუადღისით და მეუბნება, «აქვე ვარ და ხომ არ
გინდა, სადმე სწრაფად თითო ფინჯანი ყავა დავლიოთ ან თითო ულუფა ხარის
კუდი მივირთვათ?» უამრავ დროს ვატარებდით რომის მივარდნილი ქუჩების
ჭუჭყიან, პატარა სარდაფებში. გვიყვარდა რესტორნები ფლუორესცენციული
[ფლუორესცენცია (ლათ.) – ცივი ნათება. აქ: ნახევრად განათებული, ინტიმური.]
განათებით, სახელების გარეშე; მუშამბის თეთრ-წითელი, კუბოკრული მაგიდის
გადასაფარებლით; ოჯახში დაყენებული ლიმონის სასმლით და ოჯახისავე
წითელი ღვინით.

მაკარონის კერძი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მოჰქონდათ ამპარტავან,


აბეზარ, ადგილობრივ ახალგაზრდა ოფიციანტ ვაჟებს, თმიანი ხელებით და
ვნებიანი პომპადურული [პომპადური – ავეჯის, ტანსაცმლის და სხვ. სტილი.
საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის (XVIII საუკუნე) ფავორიტი ქალის, პომპადურის
სახელის მიხედვით).] ვარცხნილობით. მათ ლუკა პატარა იულიუს კეისრებს
ეძახდა. ერთხელ ვუთხარი, ასე მგონია ეს ბიჭები თვლიან, რომ ისინი ჯერ
რომაელები არიან, მერე იტალიელები და ბოლოს კი ევროპელები-მეთქი. მან კი
ასე შემისწორა: «არა! ისინი ჯერ რომაელები არიან, შემდეგ რომაელები და კვლავ
რომაელები. ბოლოს კი, ყოველი მათგანი იმპერატორია».

ლუკა საგადასახადო სამსახურის ბუღალტერია. იტალიური საგადასახადო


სამსახურის ბუღალტრობა კი მისი თქმით, არტისტობას ნიშნავს, რადგან
იტალიაში ასობით საგადასახადო კანონი მოქმედებს და ყველა ერთმანეთს
ეწინააღმდეგება. საგადასახადო დეკლარაციების აღნუსხვა ჯაზის მაგვარ

61
იმპროვიზაციას მოითხოვს. სასაცილოა, რომ ლუკა საგადასახადო სამსახურის
ბუღალტერია. ასეთი კეთილშობილი კაცისთვის მეტისმეტად უხეში სამუშაოა.

ლუკას კი პირიქით, ჩემზე ეცინება, როდესაც იოგას პოზაში წარმომიდგენს.


არასოდეს უნახავს ეს პოზა. ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა მინდოდეს
ინდოეთში წასვლა ან კიდევ აშრამში მოხვედრა, როდესაც ამდენი წასასვლელი
ადგილი არსებობს! როდესაც, უბრალოდ შემიძლია მთელი წელი იტალიაში
დავრჩე, რადგან აშკარად აქაურობას ვეკუთვნი. ყოველთვის, როცა მხედავს,
როგორ ვასუფთავებ თეფშზე დარჩენილ საწებელს პურის ნაჭრით და როგორ
ვილოკავ დათხუპნილ თითებს, მეკითხება, «რა უნდა ჭამო ინდოეთში?»
ხანდახან, საკმაოდ ირონიული ტონით, მეტწილად ღვინის მეორე ბოთლის
გახსნის დროს, განდის მეძახის. ლუკა საკმაოდ ბევრს მოგზაურობს, მიუხედავად
იმისა, რომ ყოველთვის მიმტკიცებდა, ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება რომის
გარდა, დედის გარეშეო. ის ხომ იტალიელია და აბა, მეტს რას იტყოდა?.. მხოლოდ
დედის გამო არ ტოვებს იქაურობას. უკვე ოც წელს გადააბიჯა, მაგრამ ისევ ის
შეყვარებული ჰყავს, თინეიჯერობისას რომ ჰყავდა (საყვარელი ჯულიანა,
რომელსაც ლუკა ასე ახასიათებს: ნაზი და ყოვლისშემძლე, როგორც acqua e
sapone, [acqua e sapone (იტალ.) – საპონი და წყალი.] თავისი მშვენიერი
უბრალოებით).

ყველა მეგობარი ბავშვობის დროინდელი ჰყავს და ყველა თავისი უბნელია.


ყოველ კვირას ფეხბურთის მატჩს ესწრებიან ერთად. ან სტადიონზე მიდიან, ან
(თუ რომაული გუნდები სხვაგან თამაშობენ) ბარში უყურებენ. მერე ცალ-ცალკე
ბრუნდებიან იმ სახლში, სადაც გაიზარდნენ, რომ დედებისა და ბებიების მიერ
საგანგებოდ კვირადღისთვის მომზადებული გემრიელი, ტრადიციული სადილი
მიირთვან. ნამდვილად არ მოვიცვლიდი ფეხს რომიდან, ლუკა სპაგეტი რომ ვიყო.
ლუკას მოსწონს ამერიკა, მართალია, ბევრჯერ ყოფილა იქ, მაგრამ მაინც თავისი
იტალია ურჩევნია..

მიაჩნია, რომ ნიუ-იორკი ძალიან შთამბეჭდავია. ფიქრობს, რომ ხალხს ძალიან


მძიმე შრომა უწევს, თუმცა კი აღიარებენ, სიამოვნებით ვმუშაობთო. ლუკა
სპაგეტის ამერიკული საჭმელი არ მოსწონს. ორი სიტყვით აღწერს «ამთრაქ
პიცას». ლუკასთან ერთად პირველად გავსინჯე ახალმოგებული ბატკნის
შიგნეულის კერძი. ეს რომაულ ძველ კერძად ითვლება. საკვების მხრივ რომი
შეიძლება ითქვას, «უხეში» ქალაქია, ცნობილი საქონლის ენითა და შიგნეულით.

62
თუმცა კი ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები მდიდარი ხალხი ხორცის გარდა
პირუტყვის ყველა ნაწილს ყრის.

ბატკნის ნაწლავებისგან მომზადებული კერძი საკმაოდ გემრიელი მეჩვენა, სანამ


წარმოვიდგენდი, რისგან იყო მომზადებული. ეს კერძი საკმაოდ სქელ, კარაქიან
და ცხარე სანელებლებიან უგემრიელეს საწებელთან ერთად მოაქვთ. თუმცა, ამ
კერძს მაინც ნაწლავების, ღვიძლის და საერთოდ შიგნეულის შესახედაობა
ჰქონდა.

მშვენივრადაც მივირთმევდი, ვიდრე არ დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ აღმეწერა


ეს კერძი. წარმოვიდგინე, რომ სინამდვილეში ეს ნაწლავები კი არა, სოლიტერი

[სოლიტერი (ფრანგ.) – ლენტისებრი ბრტყელი ჭია, რომელიც ცხოველის


ნაწლავებში პარაზიტობს.] იყო. მას შემდეგ ყოველთვის უარს ვამბობდი ამ
კერძზე და სალათს ვითხოვდი. «არ მოგწონს?», – მკითხა ლუკამ. თვითონ ამ
საჭმელზე გიჟდებოდა. «ნაძლევს ვდებ, განდის არასოდეს უგემია ბატკნის
შიგნეული», – ვუთხარი მე. «კი, ჭამდა». «არა ლუკა, განდის არ უჭამია, განდი
ვეგეტარიანელი იყო». «ვეგეტარიანელები ნამდვილად მიირთმევენ ამას», –
დაიჟინა ლუკამ. «შიგნეული ხორციც კი არ არის, უბრალოდ, ნაგავია», –
ვუმტკიცებდი მე.

21

ხანდახან თავს ვეკითხები, აქ რას ვაკეთებ. იტალიაში გასართობად ჩამოვედი,


რამდენიმე კვირის შემდეგ პანიკამ შემიპყრო, ნეტავ როგორ უნდა მოახერხოს აქ
ვინმემ ასეთი სიამოვნების მიღება. ჩემს კულტურულ პარადიგმას [პარადიგმა
(ბერძნ.) – (გრამატ.) – რომელიმე სიტყვის ფორმათა სანიმუშო ტაბულა. აქ:
ცხოვრებისეული გამოცდილების ნიმუში, მაგალითი.] ნამდვილად ვერ ჩავთვლი
ამქვეყნიურ სიამედ. მე სუპერკეთილსინდისიერი წინაპრების შთამომავალი ვარ.
დედაჩემის ოჯახის წევრები შვედეთიდან ემიგრირებული გლეხები იყვნენ. ისე
უყურებდნენ თავიანთ ფოტოსურათებს, თითქოს არაფერი ენახოთ ამაზე
სასიამოვნო, შეეძლოთ ლურსმნიანი ფეხსაცმლით ებაკუნათ სიამოვნებისგან

63
(ბიძაჩემი მათ «რქიანებს» ეძახდა). მამაჩემი ინგლისური პურიტანული
ოჯახიდანაა. უაზრო ოხუნჯობის მოყვარულები არიან. თუ მამაჩემის
გენეალოგიას მივყვებით XVII საუკუნემდე, აღმოვაჩენთ, რომ ყველა ჩემი
პურიტანი ნათესავი მუყაითი და თავმდაბალი იყო. ჩემს მშობლებს ჰქონდათ
პატარა ფერმა, სადაც მე და ჩემი დაც ვმუშაობდით.

მე და ჩემს დას გვასწავლიდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავით საიმედონი,


პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, კლასშიც საუკეთესოები, ყველაზე
ორგანიზებულები, რადგანაც ტრადიციულად ვიყავით ყველაზე კვალიფიციური
ძიძები ქალაქში, განთქმული ფერმერები, დედის მოყვარული შვილები,
შვეიცარიული ჯაყვებით [XIX საუკუნის ბოლოს შვეიცარიელმა მჭედელმა კარლ
ელსენერმა დააარსა სამჭედლო, სადაც მზადდებოდა ჯიბის დანები შვეიცარიელი
ჯარისკაცებისთვის. ამ ჯაყვებს ჯარისკაცები იყენებდნენ ჭამის დროს და იარაღის
გასაწმენდად. შვეიცარიის არმიას ჯაყვები პირველად 1891 წელს მიაწოდეს.]

«შეიარაღებული» არმიელები... მოკლედ, უნდა დავბადებულიყავით


საქმიანებად. ოჯახში უამრავ დროს ვატარებდით სიამტკბილობასა და სიცილ-
ხარხარში. კედლებზე გასაკეთებელი საქმეების სია გვქონდა გაკრული.
უსაქმურად არასოდეს ვყოფილვართ. საერთოდ კი ამბობენ, რომ ამერიკელებს
სრული სიამოვნებით დასვენება არ ძალუძთ. ჩვენ გართობის მოყვარული ქვეყანა
ვართ და მხოლოდ სიამეთ არ ვეძიებთ. ამერიკელები მილიონებს ფლანგავენ
იმისათვის, რომ ყველგან და ყველაფერში მხიარულება იპოვონ,
პორნოფილმიდან დაწყებული ომის გლობალური საკითხით დამთავრებული.
თუმცა, ყოველივეს სრული სიამოვნებით ტკბობას ნამდვილად ვერ
დავარქმევდი.

ამერიკელები ძალიან მშრომელი ხალხია და ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული


სამუშაო დღე აქვთ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ლუკა სპაგეტი აღნიშნავს, ისინი
კმაყოფილები არიან ასეთი ცხოვრებით. ლუკას ამგვარ დასკვნას გამაოგნებელი
სტატისტიკა უმაგრებს ზურგს: ამერიკელთა უმეტესობა თავს ოფისში უფრო
ბედნიერად გრძნობს, ვიდრე საკუთარ სახლში. რაღა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, შესაბამისად, ძალიან გადავიწვით და ამიტომ მთელ
შაბათ-კვირას საწოლში ვატარებთ, პიჟამაში, ვჭამთ ბურღულეულს პირდაპირ
ყუთიდან და მშვიდად ვუყურებთ ტელევიზორს (გეთანხმებით, რომ ეს
დასვენებაა, მაგრამ სიამოვნებისა რა მოგახსენოთ!).

64
ამიტომაც არსებობს გამონათქვამი, ამერიკული სტერეოტიპი – გადაღლილი
საქმიანი კაცი, რომელიც დასასვენებლად მიდის, მაგრამ მაინც დაძაბულია.
ერთხელ ლუკა სპაგეტის ვკითხე, იტალიელებსაც თუ ჰქონდათ იგივე პრობლემა
დასვენების დროს. მან ისე გადაიხარხარა, ლამის შადრევანს შეასკდა
მოტოციკლეტით. «ოჰ, არა, ჩვენ ხომ bel far niente-ს კეთების ოსტატები ვართ!» ეს
ხომ შესანიშნავია. bel far niente არაფრის კეთების მშვენიერებას ნიშნავს.
«მისმინე, – განმიმარტა ლუკამ, – იტალიელები ტრადიციულად მშრომელი
ხალხია, განსაკუთრებით ცნობილი არიან მუშაობით გაწამებული ბრაციანტები
(მათ ასე ეძახიან, რადგან არაფერი აბადიათ გარდა ძლიერი, უხეში ხელებისა, ანუ
braccie-სი, რაც მათთვის თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა), მაგრამ
ასეთი მძიმე შრომის ფონზეც კი იტალიელები ყოველთვის აიდიალებენ bel far
niente-ს
[bel far niente (იტალ.) – არაფრის კეთების მშვენიერება.] «.

არაფრის კეთების მთელი ეშხი შენი საქმის მიზანია, რომლის საბოლოოდ


დასრულებისას, მაგრად დასაჩუქრდები. რაც უფრო დახვეწილად და
სასიამოვნოდ გააკეთებ არაფერს, მით უფრო უკეთესია შედეგები. ამისთვის
სულაც არ არის საჭირო, აუცილებლად მდიდარი იყო. არსებობს მშვენიერი
იტალიური გამოთქმა: l’arte d’arrangiarsi – ხელოვნება არაფრისგან რაიმეს შექმნას
ნიშნავს. მცირე ინგრედიენტებით ლხინის გამართვას ან რამდენიმე მეგობართან
შეხვედრის ზეიმად ქცევას. ყველა, ვისაც ბედნიერების ნიჭი აქვს, სულაც არ არის
საჭირო მდიდარი იყოს. მთავარი წინააღმდეგობა, რაც ჩემს ყოველდღიურ სიამეთ
მუდმივად თან სდევს, ჩემში ფესვგადგმული და შესისხლხორცებული,
პურიტანული დანაშაულის გრძნობაა.

ვიმსახურებ კი მე ამ სიამეს? ვიმსახურებთ კი ბედნიერებას? დაუნდობლები


ვართ საკუთარი თავისადმი. ესეც ამერიკულია. ამერიკაში მთელ ქვეყანას უნდა
გააგებინო და ყველა დააჯერო, რომ საგანგებო პატივისცემას იმსახურებ
(პლანეტამ, რომელიც ორბიტის გარშემო მოძრაობს, ურწმუნო მომხმარებლის
დასარწმუნებლად, რეკლამა უნდა მოამზადოს ამერიკაში, რომ ნამდვილად
იმსახურებ მხოლოდ შენთვის განკუთვნილ სიამეთ). ეს ვარდის კოკორი
შენთვისაა! დღეს დაიმსახურე დასვენება! ღირსი ხარ! საკმაოდ შორი გზიდან
მოხვედი, პატარა! დაუნდობელი მომხმარებელი კი ფიქრობს, აჰა! გმადლობთ!
ვაპირებ ექვსი შეკვრა ვიყიდო, ეშმაკმა წაიღოს! იქნებ ორჯერ ექვსი შეკვრა
ვიყიდო! მერე მოდის მორიგი ქეიფი, ამას მოჰყვება სინდისის ქენჯნა. ასეთი
65
სარეკლამო კამპანია წარმატებული ვერ იქნება იტალიურ კულტურაში, რადგან
იტალიელებმა ხომ ამთავითვე იციან, რომ ცხოვრებით უნდა დატკბნენ.
შეძახილზე, «შენ დღეს დაიმსახურე დასვენება» იტალიაში გიპასუხებენ, «დიახ,
უეჭველად».

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დღეს საღამოს დავისვენო. რა ჯობია შინ წასვლას


და გემრიელად დაძინებას... იმიტომ რომ, როდესაც ჩემს იტალიელ მეგობრებს
ვუთხარი, მათთან ოთხი თვით, დროის გასატარებლად ვაპირებდი ჩამოსვლას,
არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. Complimenti! Vai avanti! – გილოცავო,
მეტყოდნენ ალბათ და დაუმატებდნენ, – მიდი, არ გადაიფიქრო, ჩამოდი, ჩვენი
სტუმარი იქნებიო. არავის უთქვამს, რა უპასუხისმგებლობაა შენი მხრიდან ან რა,
თვითგანცხრომააო? მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებისგან თანხმობა მივიღე,
მაინც თავს ვიკავებდი წასვლაზე. იტალიაში ყოფნის პირველ ხანებში მთელი
ჩემი საპროტესტო სინაფსები [სინაფსები (ბერძნ.) – აღგზნებად უჯრედებს შორის
არსებული სპეციალიზებული ფუნქციური კონტაქტები (კავშირები), რომლებიც
გადასცემენ და გარდაქმნიან სიგნალებს.] ხმამაღლა წუხდნენ და რაღაც
დავალებას ეძებდნენ.

მინდოდა სიამე განმეცადა საშინაო დავალების შესრულების ან უდიდესი


სამეცნიერო პროექტის განხორციელებისას. ასეთი ფიქრებიც მაწუხებდა, «როგორ
შეიძლება სიამის ყველაზე ეფექტურად გახანგრძლივება?» ხომ არ ჯობდა,
იტალიაში ყოფნის მთელი დრო ბიბლიოთეკაში გამეტარებინა და შემესწავლა
სიამის ისტორია... ან იქნებ გავსაუბრებოდი იტალიელებს, უამრავი სიამე რომ
მიეღოთ ცხოვრებისგან. იქნებ გამეგო ამ დროს რას გრძნობდნენ, შემდეგ კი ამ
ყველაფერზე დამეწერა? როდესაც ყოველივე ეს გავაცნობიერე, მაშინვე
ერთადერთი შეკითხვა დამებადა: «კი მაგრამ, სიამენი როგორღა განვსაზღვრო?»
ჰოდა, რადგან ისეთ ქვეყანაში ვიყავი, სადაც ხალხი საშუალებას მაძლევდა, ამ
კითხვაზე პასუხი თავისუფლად გამეცა, ყველაფერი შეიცვალა და მშვენიერი
გახდა...

ჩემს ცხოვრებაში პირველად, ჩემი ერთადერთი დავალება იყო ის, რომ ყოველდღე
თავისთვის მეკითხა, «რისი გაკეთება გაგიხარდება დღეს, ლიზ?» ან «რა
გესიამოვნება ახლა?» არავის სურვილების გათვალისწინება და არავითარი
ვალდებულებები არ მაწუხებდა. ეს შეკითხვები საბოლოოდ დაიხვეწა და
აბსოლუტურად სპეციფიკური გახდა. საინტერესო აღმოჩენას მივაკვლიე, –

66
იტალიაში არაფრის გაკეთება არ მინდოდა. ამ ქვეყანაში გართობის უამრავი
საშუალება არსებობს, მე კი იმის დროც არ მქონდა, ყველა დამეჭაშნიკებინა.
უბრალოდ, იქ ჩასვლისას, როგორმე უნდა განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის
ყველაზე სასიამოვნო, თორემ სანახაობათა რაოდენობა წაგლეკავთ და
დაიკარგებით. აქ მე არც მოდა მაინტერესებდა, არც ოპერა, არც კინო, არც მაგარი
მანქანები, არც ალპებში სრიალი. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელოვნების ნიმუშების
დათვალიერებაც კი არ მინდოდა. ცოტა მრცხვენია კიდეც, რომ ვაღიარო, მაგრამ
იტალიაში ყოფნის ოთხი თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ვყოფილვარ
მუზეუმში (უარესსაც გეტყვით, იცით, სად ვიყავი? რომში, ეროვნულ მუზეუმში).

მხოლოდ შესანიშნავი იტალიური საკვების მირთმევა და ამ უმშვენიერეს ენაზე


გაუთავებლად ლაპარაკი მინდოდა. ეს არის და ეს. ორი უმთავრესი რამ დავისახე
მიზნად: საუბარი და საკვები (უმეტესად ნაყინი). შეუფასებელია ის სიამე, რასაც
მე იტალიურ ენაზე საუბრისა და ჭამისგან ვიღებდი. რა მარტივია, არა? შეიძლება,
უცხო თვალისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებში აქ
გატარებული რამდენიმე საათი მთელი ცხოვრება გამყვება. ჩემი ბინიდან
რამდენიმე ქუჩის გადაღმა, ბაზარს მივაგენი. აქამდე რატომღაც არ შემიმჩნევია.
ერთ პატარა ბოსტნეულის ფარდულში იტალიელი ქალი თავის ვაჟთან ერთად
საკუთარ ბაღ-ბოსტანში მოწეულ პროდუქტს ყიდდა, როგორიც არის: ბარაქიან
წყალმცენარესავით მწვანეფოთლებიანი ისპანახი, ძროხის შიგნეულივით
წითელი და სისხლისფერი პამიდვრები, შამპანურივით გამჭვირვალე,
თხელკანიანი, მოცეკვავე გოგონას ელასტიკივით მკვრივი ყურძენი. ერთი თხელი
კონა, ხასხასა სატაცური ავარჩიე. შევძელი და მისთვის გასაგებად იტალიურ
ენაზე ვკითხე, თუ შეიძლებოდა ამ შეკვრის ნახევრის წაღება. ალბათ,
ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისთვის უნდა აეხსნა, რომ მეტი არ მჭირდებოდა.
ქალმა სწრაფად გამომართვა სატაცურის კონა და შუაზე გაყო. შევეკითხე, თუ
შემეძლო მათთან მისვლა ყოველდღე იმავე ადგილას. ქალმა დამიდასტურა და
მითხრა, რომ ყოველდღე, დილის 7 საათიდან იქ იყო. მისმა საზრიანმა ბიჭმა კი
ეშმაკურად გადმომხედა და დაამატა, ყოველ შემთხვევაში ცდილობს,
შვიდისთვის აქ იყოსო.

ყველას ერთად გაგვეცინა. იტალიურად ვმუსაიფობდით, მე კი რამდენიმე თვის


წინ ამ ენაზე სიტყვაც არ ვიცოდი. შინ დავბრუნდი და სადილისთვის თოხლოდ
მოვიხარშე ორი ახალი კვერცხი და სატაცურის შვიდ ღეროსთან ერთად დავდე
თეფშზე. სატაცური ისეთი ქორფა იყო, მოხაშვაც არ სჭირდებოდა. შემოვუწყვე
67
რამდენიმე ცალი ზეთისხილი და თხის ყველის ოთხი პატარა ნაჭერი, რომელიც
გუშინ, ქუჩის ბოლოში მდებარე ფორმაგერიაში ვიყიდე და ორი ნაჭერი
ვარდისფერი, ცხიმიანი ორაგული. დესერტად მქონდა მშვენიერი ატამი,
რომელშიც ბაზრის გამყიდველმა ქალმა ფული არ გადამახდევინა და რომელიც,
იტალიური მცხუნვარე მზით გამთბარი, ისევ ცოცხლად გამოიყურებოდა. კარგა
ხანს პირი ვერ დავაკარე საჭმელს, ისე მშვენივრად გამოიყურებოდა. მეტიც, ეს
ასორტი ხელოვნების ზუსტად ის შედევრი გახლდათ, რომელსაც «არაფრისგან
შექმნილ ყველაფერს» უწოდებენ.

მთელი სისავსით შევიგრძენი ჩემი სადილის მშვენიერება, წავედი და იქ დავჯექი,


სადაც მზის სხივი ეცემოდა ოთახის სუფთა ხის იატაკს. სიამოვნებით
მივირთმევდი ხელით, თან იტალიურ ენაზე ვკითხულობდი ყოველდღიურ
სტატიას. ბედნიერებამ მოიცვა ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი.
მოგზაურობის პირველ თვეებში ხშირად ხდებოდა, როდესაც ასეთ ბედნიერებას
ვგრძნობდი. შიში გაქრა და ჩემი ყოფილი მეუღლის დამცინავი, ქედმაღლური
ქილიკი ჩამესმა, «ეს არის, რისი გულისთვისაც მიატოვე ყველაფერი? ამისთვის
დაანგრიე მთელი ჩვენი ცხოვრება? რამდენიმე ღერი სატაცურისა და იტალიური
გაზეთისთვის?!» ხმამაღლა ვუპასუხე, «ჯერ ერთი, – განვუმარტე, – ძალიან
ვწუხვარ, მაგრამ ეს უკვე შენი საქმე აღარ არის. მეორეც, თუ გინდა, რომ
გიპასუხო, – დიახ!»

22

უმთავრესი თემა, რაც აუცილებლად უნდა განვიხილო, იტალიაში ჩემი პირადი


ცხოვრებაა, ანუ სექსი. ამ კითხვას მარტივად მინდა ვუპასუხო და გამოვტყდე,
რომ სანამ აქ ვარ, ეს ნამდვილად არ მინდა. გნებავთ, უფრო დავწვრილმანდები...
გულწრფელად გეტყვით, ხანდახან სასოწარკვეთილებაში ვვარდები, ისე
მომინდება ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ თამაშში დროებით არ ჩავერთო.
არ მინდა ვინმეთი ვიყო დაკავებული. კოცნა მენატრება... ძალიან მიყვარს კოცნა
(იმ დღეს იმდენი ვიწუწუნე სოფისთან, რომ გაბეზრებულს აღმოხდა, «ღმერთო
ჩემო, ლიზ, თუ ასე ცუდად ხარ, მე გაკოცებ, ბოლოს და ბოლოს!»). მაინც არაფერს

68
ვაპირებ. როდესაც მარტო ვრჩები, თავს ვეუბნები, «იყავი მარტო, ლიზ! მარტო
ყოფნა ისწავლე. ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი მარტო».

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ადამიანური გრძნობების


გამოცდილების გაზიარების სამყაროში. თუმცა მწვავე ნაღველის დასაამებლად
არასოდეს გამოიყენოთ სხვა ადამიანი და მისი გრძნობები. ეს მაშველი რგოლის
მაგვარი რამ არის, მეტი არაფერი. სექსუალური თუ როგორც იტყვიან,
რომანტიკული ცხოვრება ადრეულ ასაკში დავიწყე. სიყმაწვილე არც კი მქონია,
ისე გავიჩინე პირველი ბოიფრენდი. თხუთმეტი წლიდან ყოველთვის მყავდა
ბიჭი ან მამაკაცი (ხანდახან ორივე ერთად!). ეს, ვაიმე, მთელი ცხრამეტი წლის
წინ! მეტიც, თითქმის ოცი წლის წინ, დრამაში გავეხვიე ვიღაც ბიჭის გამო.
ყოველი ახალი ბიჭის გაცნობა, ნაწილობრივ ძველთან ურთიერთობას
ემთხვეოდა. ერთი კვირის შესვენებაც კი არ მქონდა, რომ ოდნავ მაინც
ამომესუნთქა. ახლა ვერაფერს ვიზამ. ალბათ, ეს რაღაც ვალდებულებისმაგვარი
რამ იყო ჩემი მომწიფების გზაზე.

მამაკაცებთან ურთიერთობისას უკიდურეს ზომებს მივმართავ. იქნებ არც უნდა


ვამბობდე ამას. თუკი გიყვარს, საზღვარს ვერ დაიცავ. არა ვარ მართალი? მე კი
მასში ვიკარგები, ვინც მიყვარს. სითხის გამტარი მემბრანა ვარ. მე თუ მიყვარხარ,
ჩემი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს. შეგიძლია გქონდეს ჩემი დრო, ჩემი
ერთგულება, ჩემი სისულელეები, ჩემი ფული, ჩემი ოჯახი, ჩემს ძაღლთან
დაკავშირებული ყველაფერი. თუ მიყვარხარ, შენს ყველა ტკივილს მე
ვიტვირთებ, ყველა შენს ვალს ჩემს თავზე ავიღებ (ამ სიტყვის ყველა
მნიშვნელობით), დაგიცავ ყველაფრისგან, ვეცდები ყველა შენი საუკეთესო
თვისება აღმოვაჩინო, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ გაგაჩნდა. შენი
ოჯახის ყველა წევრისთვის ვიყიდი საშობაო საჩუქარს, მე შენ მოგიძღვნი მზეს და
წვიმას... და თუ ამას ვერ შევძლებ, მაშინ მზის მწველ შუქზე მოგეფარები და
წვიმისგან დაგიცავ... უფრო მეტსაც მოგცემ და სულსაც დაგითმობ, ვიდრე
მთლიანად დავიქანცები და გამოვიფიტები. ამ მდგომარეობიდან თავის
დაღწევის გზა კი ერთადერთია, სხვა ვინმე გაგიჟებით უნდა შემიყვარდეს.

ნამდვილად არ მეამაყება საკუთარ თავზე ასეთების თქმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად


რჩება. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ერთ წვეულებაზე ერთმა ბიჭმა,
რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, მითხრა, «საერთოდ სხვა ადამიანი ხარ ახლა,
როცა ახალი მეგობარი გყავს. ადრე შენს მეუღლეს ჰგავდი, ახლა დევიდს ჰგავხარ.

69
ზუსტად დევიდივით იცვამ და ლაპარაკობ. იცი, ზოგიერთი როგორ ემსგავსება
თავის ძაღლს? დარწმუნებული ვარ, შენ ყოველთვის შენს მამაკაცს ჰგავხარ».
ღმერთო, მინდა ცოტა შევისვენო ამ მომენტიდან, რომ თავს ძალა დავატანო და
გავიგო, ვის ვგავარ ან ვისნაირად ვლაპარაკობ, როდესაც არავინ მყავს. მართალი
გითხრათ, დიდებულ სამსახურს გავუწევ საზოგადოებას თუ ამ ინტიმურ
საკითხს დროებით გვერდზე გადავდებთ. აი, თვალს ვავლებ საკუთარ
რომანტიკულ წარსულს და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მომწონს.

ერთ უბედურებას ყოველთვის მეორე მოჰყვებოდა. განა რამდენნაირი მამაკაცი


უნდა მყვარებოდა ან რამდენჯერ უნდა დავმარცხებულიყავი. ათჯერ რომ მოჰყვე
ერთსა და იმავე ავარიაში, საბოლოოდ, ალბათ მართვის მოწმობას
ჩამოგართმევენ, არა? და მეც ასე რომ მომქცეოდნენ, არ მინდოდა. აი, მიზეზი,
რატომაც ახლა მარტო ვარ. მე ისევ მიყვარს დევიდი, და ახალი ურთიერთობის
მსხვერპლისადმი ეს უსამართლობა იქნებოდა. ისიც არ ვიცი, მე და დევიდი
საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში
წამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიწექით, თუმცა,
ორივეს ისევ გვქონდა იმედი, რომ იქნებ ოდესმე... ვინ იცის, იქნებ.

მე ერთი ის ვიცი, რომ მთელი სიცოცხლე უამრავმა მოუფიქრებელმა


გადაწყვეტილებამ და ქაოსურმა ვნებებმა საშინლად დამღალა. მას შემდეგ, რაც
იტალიაში წამოვედი, სხეული და სული (ფიზიკურად და შინაგანად) სრულიად
გამომიცარიელდა. თავს იჯარით აღებულ უხეირო მიწასავით ვგრძნობდი,
რომელიც ზედმეტი დამუშავებისგან გამოფიტულა და ახალ სეზონს ელოდება.
სწორედ ამიტომ დავანებე თავი ყველაფერს. დამიჯერეთ, ძალიან მამძიმებს
მიღებული გადაწყვეტილების ირონიულობა, რომ არავისთან მქონოდა
ურთიერთობა; ამავე დროს კი, ამ ურთიერთობათა სიამეზე ვფიქრობ. ჩემთვის ამ
ეტაპზე თავშეკავება საუკეთესო გამოსავალია. ამაში განსაკუთრებით
დავრწმუნდი ჩემი ზედა სართულის მეზობლის შემხედვარე (სასიამოვნო
იტალიელი გოგონა, გასაოცარი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კოლექციით), მისი
მეგობრის ბოლო ვიზიტის დროს ხანგრძლივი, ხმაურიანი ხორხოცის, საწოლის
ბრახუნისა და სასიყვარულო სიტყვების «თანხლებით» გატარებული ღამის
შემდეგ.

ეს გართობა საათზე მეტხანს გაგრძელდა და დასრულდა არაადამიანური


ქშინვითა და გმინვით. ვიწექი ერთი სართულით ქვემოთ, მარტოდმარტო,

70
დაქანცული და ვფიქრობდი, რომ რაღაც დამქანცველი სამუშაოს შესრულებას
ჰგავდა ეს ყველაფერი... ხანდახან ვნებაც მომძალებია. ყოველდღე უამრავი
იტალიელი ბიჭისთვის ჩამივლია, თავისუფლად წარმომიდგენია თავი მათთან,
საწოლში. ან სადმე... ჩემი გემოვნებით, იტალიელი მამაკაცები სასაცილო,
საშინლად და სულელურად ლამაზები არიან. უფრო ლამაზებიც, ვიდრე რომაელი
ქალები. იტალიელი კაცის სილამაზე, ეს იგივეა, რაც ფრანგი ქალისა. დეტალების
ძიება სულაც არ არის საჭირო ამის აღსაწერად. ისინი გამოფენისთვის
გამზადებულ პუდელებს ჰგვანან. ხანდახან ისე კარგად გამოიყურებიან, რომ
მინდა ტაში დავუკრა. მათ დანახვაზე რომანტიკული ნოველის რაფსოდიები
მახსენდება. «დემონურად მიმზიდველნი» და საოცრად მამაკაცურნი არიან.
საერთოდაც, თავს უნდა გამოვუტყდე და სიმართლე ვთქვა, არც ერთხელ არ
შემოუხედავთ ჩემთვის ამ რომაელებს.

თავიდან ძალიან ვღელავდი, ქუჩაში რომ არავინ მაქცევდა ყურადღებას.


ცხრამეტი წლისა ვიყავი, პირველად იტალიაში რომ ჩავედი და მახსოვს,
მამაკაცები გასაქანს არ მაძლევდნენ, გამუდმებით მაწუხებდნენ პიცერიებში,
კინოთეატრებსა და ვატიკანშიც. ეს დაუსრულებლად გრძელდებოდა და
აუტანელი რამ იყო, ყოველგვარი მოგზაურობისა და ქალაქების დათვალიერების
სურვილს მიკარგავდა. ახლა, ოცდათოთხმეტი წლის ასაკში რატომღაც ასეთი
შეუმჩნეველი გავხდი. მხოლოდ ხანდახან თუ დამელაპარაკება ვინმე, ისიც
მეგობრული ტონით და მეტყვის, «რა ლამაზად გამოიყურებით დღეს, სინიორა».
ეს ყველაფერი ჩვეულებრივად ხდება და არასდროს გადადის ჩაციებაში. აღარ
მაწუხებენ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საზიზღარი უცნობი ხელებს არ
გიფათურებს ავტობუსში, ფემინისტური სიამაყით შეპყრობილს, მაგრამ მეორე
მხრივ გიკვირს, რა შეიცვალა. მე ისევ მე ვარ, ისინი კი, ისევ ისინი არიან... რამ
გამოცვალა ეს ხალხი... ამ კითხვას ყველას ვუსვამ. ისინი კი მპასუხობენ, რომ
ბოლო ათ-თხუთმეტ წელიწადში იტალიაში ყველაფერი შეიცვალა. შეიძლება, აქ
მართლაც ფემინიზმმა გაიმარჯვა ან კულტურულმა ევოლუციამ, ან კიდევ
ევროგაერთიანებაში გაერთიანების მოდერნიზაციამ.

ან იქნებ ახალგაზრდებს უბრალოდ ეთაკილებათ მამებისა და ბაბუების


სამარცხვინო ავხორცობის გამო. რაც უნდა იყოს, იტალიელმა საზოგადოებამ
გადაწყვიტა, რომ ქალებისადმი ასეთი თავის მობეზრება დაუშვებელია. ჩემს
ახალგაზრდა მეგობარს, სოფისაც კი არავინ აწუხებს და ეღლაბუცება ქუჩაში. არც
მერძევისსახიანი შვედი გოგონები არიან უკეთეს დღეში. დასასრულ, აი, როგორ
71
დასკვნამდე მივედი: იტალიელი მამაკაცები ფიქრობენ, რომ საუკეთესო ჯილდოს
იმსახურებენ. უჰ, რამხელა შვებაა! შევშინდი, მეგონა, ყველაფერი ჩემი ბრალი
იყო. მეგონა, აღარავინ მაქცევდა ყურადღებას, რადგან ცხრამეტი წლის
მიმზიდველი გოგონა აღარ ვიყავი. ჩემი მეგობარი სკოტი მართალი იყო, გასულ
ზაფხულს რომ მითხრა: «შენ არ იდარდო, ლიზ, იტალიელი მამაკაცები
აღარასოდეს შეგაწუხებენ. ისინი ფრანგებს აღარ ჰგვანან, რომ ძველებურად
მუჯლუგუნები გაგკრან».

23

გუშინ, შუადღისით, მე, ლუკა სპაგეტი და მისი მეგობრები ფეხბურთის მატჩზე,


«ლაციოს» თამაშის საყურებლად წავედით. რომში ფეხბურთის ორი გუნდია –
«ლაციო» და «რომა». ამ ორი გუნდის და მათი გულშემატკივრების მეტოქეობა
განსაკუთრებულია. ოჯახები, საუკეთესო მეზობლები დაყოფილი არიან
სამოქალაქო ომის ზონებად. ადრეული ასაკიდანვე უნდა აირჩიო, «ლაციოს»
გულშემატკივარი ხარ თუ «რომასი», რადგან ეს დიდწილად განსაზღვრავს,
ყოველ კვირადღეს ვისთან ერთად გაშლი დროშას. ლუკას ათამდე საუკეთესო
მეგობარი ჰყავს, რომელთაც ძმებივით უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ნახევარი «ლაციოს», ნახევარი კი «რომას» გულშემატკივრობს. სხვაგვარად
არც შეუძლიათ; ისეთ ოჯახებში დაიბადნენ, სადაც ერთგულებასა და
თავდადებას სცემენ პატივს.

ლუკას ბაბუამისმა (ნონო სპაგეტიმ) «ლაციოს» ცისფერი მაისური მაშინ აჩუქა,


როცა სიარულს იწყებდა. შესაბამისად, ლუკა სიკვდილამდე «ლაციოს»
გულშემატკივარი დარჩება. «ჩვენ ცოლების გამოცვლა შეგვიძლია, – ამბობს
ლუკა, – შეგვიძლია შევიცვალოთ სამუშაო, ეროვნება, რელიგიაც კი, მაგრამ
არასდროს ვიცვლით გუნდს!» სხვათა შორის, სიტყვა ფან იტალიურად არის
ტიფოსო. წარმოიშვა სიტყვა typhus-გან, რაც ტიფს, ანუ ძლიერ ციებ-ცხელებას
ნიშნავს. ლუკა სპაგეტისთან ერთად, ჩემი პირველი ფეხბურთის მატჩი,
იტალიური ენის პატივსაცემად გამართული ბანკეტი გეგონებოდათ. სტადიონზე

72
ვისწავლე ისეთი ახალი და საინტერესო სიტყვები, რომელსაც სკოლაში არ
ასწავლიან. ჩემ უკან იჯდა მოხუცი მამაკაცი, რომელიც შესანიშნავი სალანძღავი
სიტყვების ბუკეტით ამკობდა მოთამაშეებს მინდორზე. ფეხბურთის თამაშის
ბევრი არაფერი გამეგება, ამიტომ დროს არ ვკარგავდი და ლუკას სულელური
შეკითხვებით ვუწვრილებდი გულს.

– ლუკა, რა თქვა იმან, ჩემ უკან რომ ბიჭი ზის? რას ნიშნავს cafone?

ლუკა კი, მოედანს თვალს არ აშორებს და მპასუხობს, – Asshole.

უნდა ჩავიწერო ეს სიტყვა... შემდეგ ვხუჭავ თვალებს და ვუსმენ მოხუც


მაყურებელს, რომელიც რაღაც ამდაგვარს ყვირის... ვეცდები გადაგითარგმნოთ:
«მიდი, მიდი, ალბერტინი, კარგია ჩემო ბიჭო, ბრწყინვალეა, ბრწყინვალეა. მიდი,
მიაწექი, მიდი, მიდი, კარში! ასე, ასე, მიდი ჩემო ბრილიანტო, ასე, ასე, მიდი
შენი... ვირიშვილო, ნაგავო! მოღალატევ! ღვთისმშობელო, რატომ, რატომ! რას
შვები, სულელო, სირცხვილია! რა სირცხვილია! ეს რა დომხალია!! [ავტორის
შენიშვნა: სამწუხაროდ, ვერ გადაგითარგმნით იტალიური გამოთქმების
შინაარსს: che casino and che bordello – რომლის ლიტერატურული თარგმანი
კაზინო და საწყობია.] ალბერტინი! მატყუარა და თაღლითი ხარ, ხომ ხედავ,
ვერაფერს აკეთებ! მიდი, მიდი, ასე უკეთესია, ალბერტინი, უკეთესია, ჰო, ჰო, ჰო,
კარგია, ბრწყინვალეა! გოლია!! გოლია!! უხ, შენი!»

ისეთი ბედნიერი მომენტი იდგა ჩემს ცხოვრებაში, ამ კაცის წინ რომ ვიჯექი.
ვგიჟდებოდი მის ყოველ სიტყვაზე. მინდოდა თავი უკან გადამეწია და მის ბებერ
მუხლებზე დამედო და გამუდმებით მესმინა მისი ენაწყლიანი ლანძღვა-გინება.
მთელი სტადიონი სავსე იყო ასეთი ტემპერამენტიანი «მონოლოგისტებით»!
როდესაც მოედანზე რაიმე სერიოზული მარცხი ან შეცდომა ხდებოდა, მთელი
სტადიონი ფეხზე იდგა, ხელებს იქნევდა და ილანძღებოდა, თითქოს 20000 კაცი
ერთად მოხვდა ავტოსაგზაო შეჯახებაში.

არც «ლაციოს» ფეხბურთელები ჩამორჩებოდნენ თავიანთ გულშემატკივრებს.


ტკივილებისგან გორავდნენ, მოედანზე კოტრიალობდნენ, სასიკვდილო სცენები
გეგონებოდათ «იულიუს კეისრიდან». ორ წამში კი წამოხტებოდნენ და ახალ
შეტევას იწყებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, «ლაციო» დამარცხდა. თამაშის
შემდეგ, იხტიბარი რომ არ გაეტეხათ და გამხნევებულიყვნენ, ლუკამ მეგობრებს
ჰკითხა, «წავიდეთ სადმე?» მეგონა, ბარს გულისხმობდა. ასე იქცევიან
73
ამერიკელი გულშემატკივრები, თავიანთი გუნდის წაგების შემდეგ. მიდიან
ბარში კარგ ხასიათზე რომ დადგენ და დალიონ. მარტო ამერიკელი კი არა,
ინგლისელი, ავსტრალიელი, გერმანელი გულშემატკივარიც ასე იქცევა. მაგრამ
ლუკა და მისი მეგობრები ბარში კი არა, საფუნთუშეში წავიდნენ. პატარა,
უსახური საფუნთუშე სტადიონის მახლობლად მდებარე ქუჩის ასევე უსახურ
სარდაფში მდებარეობდა. საფუნთუშე ხალხით იყო გადაჭედილი. თამაშის
შემდეგ ყოველთვის ასეა, «ლაციოს» ფანები სტადიონიდან შინ დაბრუნებამდე
რამდენიმე საათით ჩერდებიან, თავიანთ მოტოციკლეტებს ნამდვილი
მაჩოებივით ჩამოეყრდნობიან, თამაშს არჩევენ და კრემიან ფუნთუშებს
მიირთმევენ... მიყვარს იტალია.

24

ყოველდღე ოც სიტყვას ვსწავლობ. ვსწავლობ ყველგან. დავდივარ ქალაქის


ქუჩებში. ვცდილობ, გამვლელებს თავი ავარიდო და თან ანბანურ საძიებელში
ვიჩიჩქნები. ნეტავ ჩემი ტვინი სად იტევს ამდენ სიტყვას? ჩემმა გონებამ ალბათ
გადაწყვიტა, მეხსიერებიდან ძველი ნეგატიური აზრი და ნაღვლიანი მოგონება
წაშალოს და ამ ბრწყინვალე სიტყვებით ჩაანაცვლოს. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ,
იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება და შრომა დამიფასდება.
ერთ დღესაც გავაღებ პირს და ჯადოსნური თავისუფლებით ავლაპარაკდები.
ერთი ნამდვილი ამერიკელის ნაცვლად, ნამდვილი იტალიელი გოგო გავხდები,
რომლისთვისაც «მარკოს» თქმა «პოლოს» გარეშეც საკმარისი იქნება. როგორ
მინდა იტალიური ჩემში ჩასახლდეს... მაგრამ იმდენი მოულოდნელი სიტყვაა...

მაგალითად, იტალიური სიტყვა «ხე» და «სასტუმრო» (albero, albergo) ძალიან


ჰგავს ერთმანეთს. ამის გამო, «საშობაო ნაძვის ხის ფერმის» მაგივრად
შემთხვევით ხალხს ვეუბნები, რომ მე «საშობაო სასტუმრო ფერმაში» გავიზარდე.
არსებობს ორმაგი და სამმაგი მნიშვნელობის სიტყვებიც. ავიღოთ სიტყვა tasso,
რომელიც შეიძლება საპროცენტო განაკვეთს, მაჩვს, შანტაჟისტს ან ურთხმელის
ხეს ნიშნავდეს. გააჩნია კონტექსტს. ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როდესაც
ცუდ სიტყვებზე ენა მებმის. ამას საკუთარ შეურაცხყოფად ვიღებ. ბოდიშს ვიხდი,

74
მაგრამ ამსიშორე გზა იმისთვის არ გამომივლია, რომ ვისწავლო, როგორ
წარმოითქმის სიტყვა schermo. ეს სიტყვა მთელი მსოფლიოს ყველა ენაში შირმას
ნიშნავს. ყველაზე დიდ სიამეს მაშინ განვიცდი, როდესაც მე და ჯოვანი
ინგლისურ და იტალიურ იდიომებს ვასწავლით ერთმანეთს. ერთ საღამოს იმ
გამოთქმას ვსწავლობდით, როდესაც გასაჭირში მყოფი ადამიანის დამშვიდება
გსურს. ინგლისურში ამას ხანდახან ასე ვამბობთ: «მე იქ ნამყოფი ვარ».
პირველად მისთვის ეს გაუგებარი იყო, ვერ მიხვდა, სად უნდა ვყოფილიყავი.
მერე, ავუხსენი, რომ ღრმა მწუხარება ზოგჯერ რაღაც დამახასიათებელი
ადგილივითაა. საერთო ნიშანი აქვს დროის რუკაზე. როდესაც ამ მწუხარების
ტყეში დგახარ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ სადმე, უკეთესი ადგილისკენ გაიგნებ
გზას. მაგრამ თუკი ვინმე დაგარწმუნებს, რომ ერთ დროს თვითონაც იმავე
მდგომარეობაში იყო (იმავე ადგილას იდგა) და იქაურობას გაეცალა, იმედი
მოგეცემა. «ესე იგი მწუხარება რაღაც ადგილია?» მკითხა ჯოვანიმ. «ზოგჯერ
ხალხი წლობით ცხოვრობს იქ», – განვუმარტე მე. პასუხად ჯოვანიმ მითხრა, რომ
მგრძნობიარე იტალიელები, რომელთაც ადვილად შეუძლიათ თავისი თავი სხვის
ადგილზე დააყენონ, ასე ამბობენ, – L’ho provato sulla mia pelle. ანუ, მეც
გამომიცდია ჩემს ტყავზეო. გულისხმობენ, მეც ასევე დავიწვი და ნაიარევი
დამრჩა იმისა, რასაც ახლა შენ განიცდიო. ამდენად, ჩემი უსაყვარლესი გამოთქმა
იტალიურთან დაკავშირებით, Attraversiamo-ა. რაც ნიშნავს: «მოდი,
გადავლახოთ». Attraversiamo – მეგობრები წამდაუწუმ ეუბნებიან ამ სიტყვას
ერთმანეთს, როდესაც ტროტუარიდან გზის მეორე მხარეზე გადასვლა უნდათ. ეს
ფეხით მოსიარულეთა სიტყვაა. არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა
აქვს, მაგრამ რატომღაც ძალიან მოქმედებს ჩემზე, პირდაპირ გულზე მხვდება.
პირველად, ჯოვანიმ ეს სიტყვა კოლიზეუმთან ჩავლისას ახსენა, უცბად
გავიგონე, როგორ წარმოთქვა ეს მშვენიერი სიტყვა და იქვე გავქვავდი. შემდეგ
ტვინი წავუღე, რას ნიშნავს ეგ სიტყვა, რა თქვი ახლა-მეთქი!

ვერ გაიგო, რატომ დამატყვევა ამ სიტყვამ. «მოდი, გადავჭრათ (გადავკვეთოთ)


ქუჩა». ჩემი ყურისთვის ეს იტალიური ხმოვნების სრულქმნილი შეხამებაა.
ნაღვლიანი «აჰ», მგორავი, ვიბრაციული, დამამშვიდებელი «ს», გაჭიანურებული
ეე-აჰ-მოჰ-ს კომბინაცია წინადადების ბოლოს. მიყვარს ეს სიტყვა. მას შემდეგ
სულ ამ სიტყვას ვამბობ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. სოფიც
გიჟდება მასზე. «მოდი, გადავიდეთ! მოდი გადავკვეთოთ!» წამდაუწუმ
დავათრევ წინ და უკან და რომის გადატვირთულ ქუჩებზე გადამყავს. ორივეს

75
გვიმსხვერპლებს ეს სიტყვა. ჯოვანის საყვარელი სიტყვა ინგლისურად კი – half-
assed – ნახევრად ვირია, ლუკასი – surrender – კაპიტულაცია ანუ იარაღის დაყრა.

25

ამ დღეებში, მთელ ევროპაში ძალიან ენერგიული ბრძოლა მიმდინარეობს.


რამდენიმე ქალაქი ეჯიბრება ერთმანეთს თუ რომელს გამოაცხადებენ XXI
საუკუნის ევროპის მეტროპოლისად. ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ციურიხი,
ბრიუსელი... ცდილობენ ერთმანეთს კულტურაში, არქიტექტურაში,
პოლიტიკურად და ფინანსურად აჯობონ. უნდა ითქვას, რომ რომს არც კი
შეუწუხებია თავი ამ შეჯიბრებაში მონაწილეობისა და ამ სტატუსის მისაღებად.
რომი არავის ეჯიბრება. რომი, მხოლოდ შორიდან უყურებს ყველას ფუსფუსსა და
მონდომებას და სრულიად აუღელვებლად გაიძახის: «აკეთეთ რაც გინდათ, მე
ისევ რომი ვარ». აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქის მეფური თვითრწმენით,
მტკიცე და დაცული, კმაყოფილი და დარწმუნებული იმაში, რომ საიმედოდ
უპყრია ისტორიული დიდება. მინდა, რომს ვგავდე, როდესაც მოვხუცდები. დღეს
ექვს საათს ვაპირებ ქალაქში სეირნობას. ადვილია, განსაკუთრებით მაშინ თუ
ხშირ-ხშირად შეისვენებ, საწვავით – ესპრესოთი და ნამცხვრებით «შეივსები».
დავიწყე ჩემი სახლის კარიდან. შემდეგ ჩემს მეზობლად კოსმოპოლიტურ
სავაჭრო ცენტრში ვიხეტიალე, თუმცა ამ ცენტრს რომ «სამეზობლო» დავარქვა,
მაშინ ვალენტინო, გუჩი და არმანი ჩემი მეზობლები გამოდიან...

ეს ყოველთვის სხვა დონის უბანი იყო. რუბენსი, ტენისონი, სტენდალი,


ბალზაკი, ლისტი, ვაგნერი, თეკერეი, ბაირონი, კიტსი... ყველანი აქ
ცხოვრობდნენ. მე ე.წ. ინგლისურ გეტოში ვცხოვრობ, სადაც უდიდესი ევროპული
მოგზაურობის დროს ყველა გამოჩენილი არისტოკრატი ჩერდებოდა
დასასვენებლად. ლონდონის ერთ-ერთ ტურისტულ კლუბს «დილეტანტების
საზოგადოება» ერქვა. წარმოგიდგენიათ, თავს დილეტანტად აცხადებ!
დიდებულია! გავისეირნე Piazza del Popolo-ზე, ბენინის მიერ მოჩუქურთმებული
უდიდესი თაღით, შვედეთის დედოფლის კრისტინას

[კრისტინა ავგუსტა (1626-1689) – შვედეთის დედოფალი. თავისი დროის


უგანათლებულესი ქალი.] ისტორიული ვიზიტის აღსანიშნავად (რაც ნამდვილად

76
ისტორიის ნეიტრონული ბომბი იყო. აი, როგორ ახასიათებს ჩემი შვედი მეგობარი
სოფი, ამ უდიდეს დედოფალს: «მას შეეძლო ცხენზე ჯდომა და ნადირობა, იყო
მეცნიერი და სწავლული, გახდა კათოლიკე და ეს იყო მისი უდიდესი
სკანდალი»).

ზოგი ამბობდა, რომ ის მამაკაცი თუ არა, ლესბოსელი მაინც იყო. ეცვა შარვალი,
მიდიოდა არქეოლოგიურ გათხრებზე, აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს და უარი
თქვა მემკვიდრეობაზე. თაღის გვერდით ეკლესია დგას. შეგიძლიათ უფასოდ
შეხვიდეთ და ნახოთ კარავაჯოს [მერიზი და კარავაჯო (1573-1610) – იტალიელი
ფერმწერი, ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი.] ორი
სურათი, რომელიც წმინდა პეტრეს მარტვილობასა და წმინდა პავლეს
გარდასახვას ასახავს (როდესაც წყალობა გადმოვიდა მასზე, მიწაზე დაემხო
უფალს მადლობა შესწირა). კარავაჯოს ნახატები ყოველთვის მთრგუნავდა და
მათი ხილვისას ყოველთვის მეტირებოდა. გასამხნევებლად ეკლესიის მეორე
მხარეზე გადავდიოდი და სიამოვნებით ვათვალიერებდი ყრმა იესოს ბედნიერ,
ბავშვური სიხარულის ამსახველ ფრესკებს... კვლავ სამხრეთით წავედი.

ბორხესის პალაცოს ჩავუარე. იგი ცნობილია გამოჩენილი ბინადრებით


ნაპოლეონის სკანდალური დის, პაულინას ჩათვლით, რომელსაც უამრავი
საყვარელი ჰყავდა იქ. მას ასევე უყვარდა სეფექალების «საყრდენად» გამოყენება
(ხალხს ჰგონია, რომ შეცდომით წაიკითხა ეს წინადადება რომის გზამკვლევში,
მაგრამ გარწმუნებთ, სწორია. პაულინას აგრეთვე უყვარდა, როდესაც ე.წ.
ბუმბერაზ ზანგს მიჰყავდა აბანოში). გავისეირნე ჭანჭრობიან, სოფლის მსგავს,
ზვიადი ტაიბერის ნაპირზე. მთელი გზა ტაიბერის კუნძულისკენ ფეხით ვიარე. ეს
არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და ყველაზე მშვიდი ადგილი რომში. ამ
კუნძულს ყოველთვის სამკურნალო დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის.

ესკულაპეს ტაძარი შუა საუკუნეებში, 291 წელს, შავი ჭირის შემდეგ ააშენა
ბერების ჯგუფმა. საავადმყოფო, სახელად Fatebenefratelli (უხეშად რომ
ვთარგმნოთ, «ძმათა საავადმყოფო») დღემდე არსებობს ამ კუნძულზე. მდინარე
გადავჭერი და ტრესტევეს მივადექი, როგორც იქაურები ამბობენ, ნამდვილი
რომაელებით დასახლებულ უბანს. აქ მუშები ცხოვრობენ, რომელთაც,
საუკუნეების განმავლობაში უამრავი ძეგლი აუგიათ ტიბრის მეორე ნაპირზე.
ვისადილე ერთ წყნარ, მყუდრო ტრატორიაში

77
[ტრატორია – კაფე-რესტორანი იტალიაში.] საკმაოდ დიდხანს ვიჯექი, ნელა
ვჭამდი და ღვინოსაც ნელა შევექცეოდი, რადგან აქ არავინ გიშლის დიდხანს
ყოფნას, შეგიძლია, დილამდე იჯდე.

შევუკვეთე ბრუსკეტის ასორტი (იტალიური პური, ზეითუნის ზეთით, ნივრითა


და პამიდვრით), მცირეოდენი სპაგეტი cacio e pepe [cacio e pepe (იტალ.) –
ყველით და წიწაკით შეზავებული მაკარონის კერძი.] და შემწვარი წიწილა,
რომელიც ერთ უპატრონო ძაღლთან ერთად დავამთავრე, რადგან ჭამის დროს
ისეთი მშიერი თვალებით მიყურებდა, როგორც მხოლოდ მაწანწალა ძაღლებს
სჩვევიათ. შემდეგ ისევ გადმოვკვეთე ხიდი, გამოვიარე ებრაელების გეტო,
უმძიმე ადგილი. რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ვიდრე
ნაცისტებმა არ დააცარიელეს. ისევ ჩრდილოეთისკენ წამოვედი, პიაცა ნავონას
უზარმაზარი შადრევნით, რომელიც პლანეტის ოთხი უდიდესი მდინარის
პატივსაცემად არის აგებული (არც ვიცი, მთლად სიმართლეა თუ არა, მაგრამ
ჩვენს საამაყოდ იმ სიაში ზოზინა ტიბრიც შედის). შემდეგ პანთეონის სანახავად
წავედი. მას შემდეგ, რაც რომში ვარ, პანთეონის ნახვის შანსს ხელიდან არ
ვუშვებ. რომში ჩამომსვლელებს, რომელნიც პანთეონს არ ნახავენ, ძველი ანდაზა
ასე ახასიათებს: მიდის და მოდის, როგორც სახედარიო. შინ შემოვლითი გზით
დავბრუნდი და აუგუსტეუმთან შევჩერდი. დიდი, მრგვალი, დანგრეული აგურის
შენობაა, რომელიც უჩვეულო ზეგავლენას ახდენს ჩემზე. ეს ბრწყინვალე
მავზოლეუმი ოქტავიანე აუგუსტუსმა ააშენა, საკუთარ და ოჯახის წევრთა
სამუდამო განსასვენებლად. ალბათ იმპერატორი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ
რომი მისი სათაყვანებელი იმპერია აღარ იქნებოდა.

ან როგორ უნდა ეწინასწარმეტყველა მას სამეფოს დაცემა? როგორ


წარმოიდგენდა, რომ ბარბაროსები აკვედუკებს [აკვედუკი (ლათ.) – ხიდი,
რომლითაც გადაყვანილია წყალსადენი მილი, სარწყავი ან ჰიდროენერგეტიკული
არხი ღრმა ხევზე, ხეობაზე, რკინიგზაზე, გზატკეცილზე და ა.შ.] დაანგრევდნენ,
გზებს ააოხრებდნენ, ქალაქებს დააცარიელებდნენ ისე, რომ ოცი საუკუნეც აღარ
ეყოფოდა რომის სიდიადის აღდგენასა და დიდების მწვერვალზე ისევ ასვლას!
შუა საუკუნეებში აუგუსტუსის მავზოლეუმი ნანგრევებად აქციეს და გაძარცვეს.
ვიღაცამ იმპერატორის ფერფლი მოიპარა და არავინ იცის, ვინ. XII საუკუნეში ეს
ისტორიული ძეგლი აღადგინეს და ძლევამოსილი კოლონას საგვარეულოს
ციხესიმაგრედ გადააკეთეს, მოწინააღმდეგე თავადთა თავდასხმებისგან
თავდასაცავად. მოგვიანებით, აუგუსტეუმში როგორღაც ვენახები გააშენეს,
78
შემდეგ რენესანსის ბაღები, შემდეგ ხარების ბრძოლის არენა (ეს მხოლოდ XVIII
საუკუნეა), შემდეგ ფეიერვერკების საწყობი, ბოლოს კი – საკონცერტო დარბაზი.

1930 წელს მავზოლეუმი მუსოლინიმ დაისაკუთრა და თავის საბოლოო


განსასვენებლად გადააკეთა წვერიდან საძირკვლამდე (ისევ ვერავინ
წარმოიდგენდა, რომ რომი ერთ დროს აღარ იქნებოდა მუსოლინის
სათაყვანებელი იმპერია). მუსოლინის ფაშისტური ოცნება დიდხანს არ
გაგრძელებულა და მისი იმპერატორული დაკრძალვის წინასწარმეტყველებაც
დასამარდა. დღეს აუგუსტეუმი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და განმარტოებული
ადგილია რომში, ღრმად ჩაფლული მიწაში. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი
თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა მის გარშემო. მავზოლეუმის თავზე
ტრანსპორტი მიხვეულ-მოხვეულ წრეზე მოძრაობს, არავინ ჩადის ქვემოთ.
რამდენადაც ვიცი, მხოლოდ საზოგადოებრივი ტუალეტისთვის ჩადიან. თავად
შენობა კვლავ არსებობს და დიდი სიამაყით ინარჩუნებს რომაულ წარმოშობას.
მოუთმენლად ელოდება მომდევნო ინკარნაციას. აუგუსტეუმის ასეთი
გამძლეობა, მის იშვიათ, რთულ და ბობოქარ გამოცდილებაზე მეტყველებს...

ჩემთვის აუგუსტეუმის მავზოლეუმი ადამიანივითაა, დატვირთული და გიჟური


ცხოვრება რომ განვლო: დიასახლისობით დაიწყო, უეცრად დაქვრივდა, შემდეგ
ფულის საშოვნელად აცეკვდა, მოგვიანებით პირველი სტომატოლოგი ქალი
გახდა, შემდეგ ბედი ეროვნულ პოლიტიკაშიც სცადა და როგორღაც მოახერხა მისი
პირველადი სახის შენარჩუნება, მიუხედავად უამრავი ცვლილებისა.
აუგუსტეუმის შემხედვარე კი, ჩემი ცხოვრება სულაც არ მეჩვენება ქაოსური. ამ
სიტყვას, უბრალოდ ყველა ჩვენგანისთვის ისეთი ცვლილებები მოაქვს,
რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. აუგუსტეუმი მაფრთხილებს, რომ
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყო მიჯაჭვული ერთ რომელიმე დრომოჭმულ
იდეაზე – ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რას მივეკუთვნები ან რის გაკეთებას
ვაპირებდი. გუშინ ვინმესთვის ბრწყინვალე ძეგლი რომ ვიყავი, ეს სიმართლეა,
მაგრამ, ხვალ რომ ფეიერვერკების საწყობი გავხდე, მარადიულ ქალაქშიც კი, არც
ესაა გამორიცხულიო, ამბობს უტყვი აუგუსტეუმი. მუდამ მზად უნდა იყო,
მძვინვარე და დაუსრულებელი ცვლილებებისთვისო.

26

79
იტალიაში გამგზავრებამდე, ვიდრე ნიუ-იორკს დავტოვებდი, წინასწარ
გავაგზავნე წიგნებით სავსე დიდი ყუთი. ფოსტაში მითხრეს, ყუთი ოთხიდან
ექვს დღეში ჩავიდოდა რომში, ალბათ იტალიელმა ფოსტის თანამშრომლებმა
კარგად ვერ გაიგეს და 4-6 დღე ორმოცდაექვსად ივარაუდეს. უკვე ორი თვე
გავიდა და ჩემი ყუთის ასავალ-დასავალიც კი არ ვიცი. იტალიელი მეგობრები კი
მირჩევენ, ყუთი საერთოდ დავივიწყო და მეუბნებიან, შეიძლება ჩამოვიდეს ან არ
ჩამოვიდეს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო. «შეიძლება, ვინმემ მოიპაროს?»
– ვეკითხები ლუკას. «შეიძლება ფოსტაში დაიკარგოს?» – ლუკა თვალებს
ხუჭავს, ასეთ კითხვებს ნუ მისვამ, რადგან გული გეტკინებაო. დაკარგული
ყუთის შესახებ დიდხანს ვსაუბრობდით მე, ჩემი ამერიკელი მეგობარი მარია და
მისი მეუღლე ჯულიო.

მარიას აზრით, ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანი ფოსტას უნდა ენდოს,


დარწმუნებული იყოს, რომ დროულად მიიტანს შენს გზავნილს ადგილზე.
ჯულიოს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. მას სწამს, რომ ფოსტა ადამიანზე
არ არის დამოკიდებული და ყველაფერს ბედისწერა განსაზღვრავს. ამიტომ
გზავნილის უსაფრთხოებაზეც არავის შეუძლია მოგცეს გარანტია. ასეთი პასუხით
გაღიზიანებულმა მარიამ თქვა, რომ ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა,
რომ პროტესტანტები და კათოლიკეები დაყოფილები არიან. რომ იტალიელები,
მისი მეუღლის ჩათვლით, ერთი კვირით ადრეც არასდროს გეგმავენ თავიანთ
მომავალს. თუ თქვენ დაპატიჟებთ ამერიკელ პროტესტანტს ცენტრალური
დასავლეთიდან, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ბედი მის ხელთაა და
შეუთანხმდებით შემდეგ კვირაში სადილზე გეწვიოთ, გიპასუხებთ, რომ
ხუთშაბათ საღამოს შეხვედრა მისთვისაც ძალიან ხელსაყრელია. იმავეს თუ
სთხოვთ კათოლიკეს კალაბრიიდან,

[კალაბრია – ოლქი სამხრეთ იტალიაში, უმთავრესად კალაბრიის


ნახევარკუნძულზე.]

ის უბრალოდ მხრებს აიჩეჩს, ახედავს ზემოთ ღმერთს და გეტყვით: «საიდან


უნდა იცოდეს რომელიმე ჩვენგანმა მომავალ ხუთშაბათს საღამოს, სადილისთვის
ვიქნებით თუ არა თავისუფალი. ყველაფერი ღმერთის ხელშია და არ ვიცით, რას
გვიმზადებს ბედისწერა».

80
მე მაინც რამდენჯერმე ვიყავი ფოსტაში ჩემი ყუთის ამბის გასაგებად, მაგრამ
ამაოდ.

ფოსტის თანამშრომელი მეგობარ ბიჭს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და სულაც


არ ესიამოვნა ჩემი მისვლა. ჩემი იტალიური ენის წყალობით, რომელიც
ნამდვილად გაუმჯობესდა, ვცდილობ გასაგებად ავუხსნა დაკარგული ყუთის
შესახებ, მაგრამ ამ დაძაბულ სიტუაციაში ვერაფერს ვახერხებ. ქალი კი ისე
მიყურებდა, თითქოს პირით ნერწყვის ბუშტუკებს ვბერავდი. «შეიძლება შემდეგ
კვირაში ჩამოვიდეს?» – ვეკითხები იტალიურად. ის მხრებს იჩეჩს და იტალიური
სლენგით მპასუხობს: მაგარი! კიდევ ერთი ძნელად სათარგმნი სიტყვა, რომელიც
დაახლოებით ამას ნიშნავს, «იმედია» ან «გეგონოს, ლაწირაკო!» აღარც კი
მახსოვს, რომელი წიგნები ჩავაწყვე პირველად. ალბათ, სასწავლო წიგნები,
კარგად რომ გამეგო იტალიური. ყუთი ავავსე მრავალმხრივი სამეცნიერო
კვლევის მასალებით რომის შესახებ. ახლა, როცა აქ ვარ, ეს წიგნები სულაც არ
მჭირდება. მგონი ყუთში გიბონის [გიბონი, ედუარდ (1737-1794) – ინგლისელი
ისტორიკოს-განმანათლებელი.] სრული ისტორიული სახელმძღვანელოც ჩავდე:
«რომის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის ისტორია». ძალიანაც კარგი, რომ
დავკარგე... ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, ღირს კი დარჩენილი დღეების ერთი
მეცხრამეტედი ედუარდ გიბონი ვიკითხო?

27

გასულ კვირას ერთ ავსტრალიელ გოგონას შევხვდი, რომელიც ცხოვრებაში


პირველად ევროპაში გამოემგზავრა, ტურისტულ ლაშქრობაში. მატარებლის
სადგურისკენ გზა მივასწავლე. სლოვენიაში მიდიოდა, ამ ქვეყნის გაცნობა
უნდოდა. როდესაც მის გეგმებს გავეცანი, გავოგნდი და სადღაც შემშურდა
კიდეც. მაშინვე სლოვენიაში გადავწყვიტე წასვლა. როგორ მოხდა, რომ არასდროს
არსად მიმგზავრია მატარებლით? გამოუცდელი თვალისთვის მე უკვე
ვმოგზაურობ და მოგზაურისთვის მოგზაურობის მონატრება სიხარბის სიგიჟეა.
ეს ფანტაზიის ისეთი გამოხატულებაა, როდესაც სექსი გინდა საყვარელ
კინოვარსკვლავთან მაშინ, როდესაც უკვე შენთვის საყვარელ სულ სხვა

81
კინოვარსკვლავთან გაქვს სექსი. ის ფაქტი, რომ ამ გოგონამ მე მკითხა რკინიგზის
სადგურის გზა, იმას ნიშნავს, რომ მან, ფაქტობრივად, აქაურად ჩამთვალა. ეს კი
იმაზე მიუთითებს, რომ მე კი არ ვმოგზაურობ, არამედ რომში ვცხოვრობ.

ჩავთვალოთ, რომ მე დროებით აქაური ვარ. მით უმეტეს რომ, როდესაც ამ


გოგონას ქუჩაში შევხვდი, ელექტროენერგიის ქვითარი მიმქონდა
გადასახდელად. ეს კი სულაც არ არის სამოგზაუროდ ჩამოსული ადამიანის
სადარდებელი. ენერგიის ადგილისკენ მოგზაურობა და ენერგიის ადგილზე
ცხოვრება, სრულიად განსხვავებული ორი სხვადასხვა ენერგიაა. მოკლედ,
სლოვენიაში მიმავალ ავსტრალიელ გოგონასთან შეხვედრამ გადამაწყვეტინა
სადმე წავსულიყავი. ამიტომ დავურეკე ჩემს მეგობარ სოფის და ვუთხარი,
«მოდი, ერთი დღით ნეაპოლში წავიდეთ და პიცა ვჭამოთ». მაშინვე
შევთანხმდით და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე მატარებელში ვისხედით.
მაშინვე მოვიხიბლე ნეაპოლით. დაუდგრომელი, ჩახლეჩილხმიანი, ხმაურიანი,
ჭუჭყიანი, გაფუჭებული ნეაპოლით. ახლო აღმოსავლეთის ბაზარივით
ეგზოტიკური ჭიანჭველების ბუდე საბოცვრეში და ახალი ორლეანივით
მიმზიდველი. უამრავი ტურისტით, საშიში და ამავე დროს მხიარული კაკლის
ნაჭუჭივით.

1970 წელს ნეაპოლში ჩემი მეგობარი უეიდი ჩამოვიდა და მუზეუმში გაქურდეს...


მთელი ქალაქი მორთულია, ქუჩის ერთი ფანჯრიდან მეორემდე თოკზე
გაფენილი, მოფრიალე სარეცხით. ახალგარეცხილი საცვლები და
ბიუსტჰალტერები ქარში ისე ფრიალებს, როგორც ტიბეტური სალოცავი დროშები.
ნეაპოლში ქუჩას ვერ ნახავ, რომ რომელიმე მოხულიგნო პატარა ბიჭი შორტითა
და მისთვის შეუფერებელი წინდით ტროტუარიდან არ უყვიროდეს მეორე
მოხულიგნო ბიჭს სახლის ზედა სართულზე. ამ ქალაქში ისეთი სახლი არ
არსებობს, ერთი გამოცდილი მეთვალყურე მოხუცი ქალი არ იჯდეს ფანჯარასთან
და დიდი ინტერესით არ აკვირდებოდეს ყველაფერს, რაც გარშემო ხდება.

აქაური ხალხი გიჟდება, ისე მოსწონს ნეაპოლელი რომ არის. რატომაც არა! ამ
ქალაქმა მსოფლიოს პიცა და ნაყინი აჩუქა. აქაური ქალები განსაკუთრებით
უხეშხმიანები, ხმამაღლა მოსაუბრენი, ხელგაშლილი და ცნობისმოყვარენი არიან.
მბრძანებლობის მოყვარულნი, ადვილად გიბრაზდებიან და თან ცდილობენ
ღმერთის სახელით დახმარება გაგიწიონ, შენ კი გაბრუებული ფიქრობ, ნეტავ
რატომ აკეთებენ ყველაფერ ამას? ნეაპოლური საუბრის კილო, ყურთან რომ

82
«მეგობრული» ალიყური გითავაზონ, ისეთია. გეგონებათ, მიდიხართ ქუჩაში და
ისმენთ, მზარეულებს როგორ აძლევენ მოკლე შეკვეთებს. ყველანი
ერთდროულად გაჰყვირიან. ერთდროულად ჩაგესმის ერთმანეთში არეული
დიალექტი და ადგილობრივი სლენგის მუდმივად გაახლებული ლექსიკა.
მიუხედავად ამისა, აღმოვაჩინე, რომ ნეაპოლში ჩემთვის ადვილად
საურთიერთობო ხალხი ცხოვრობს, იოლად ვიგებ მათ იტალიურს. იცით, რატომ?
ეშმაკმა დალახვროს, იმიტომ, რომ მათ უნდათ, გაგიგონ.

ისინი ხმამაღლა და დამაჯერებლად ლაპარაკობენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ


გაიგე რას ამბობენ, ჩვეულებრივად, ჟესტიკულაციით შეგიძლია მიხვდე.
საშუალო სკოლის მოსწავლე ერთმა პატარა პანკმა გოგონამ, რომელიც მასზე
უფროს ბიძაშვილს მოტოციკლეტზე შემოესვა და ჩამიქროლეს, კარგად რომ
გამეგო მისი, წკიპურტი მკრა და მომხიბლავად გამიღიმა, თითქოს უნდოდა
ეთქვა «ჰეი, დაივიწყე უსიამოვნო გრძნობები, ქალბატონო, მე შვიდი წლის ვარ
და უკვე შემიძლია გითხრა, რომ ჭკუასუსტი ხარ, მაგრამ ასე უკეთესია. ვფიქრობ,
უკვე კარგ გზაზე დგახარ მიუხედავად არაფრის მთქმელი ვირული
გამომეტყველებისა. ორივემ კარგად ვიცით, რომ ძალიან გინდა, მგავდე. ბოდიში,
მაგრამ ვერ მოგართვი! აგერ, ჩემი შუათითი! ისიამოვნე ნეაპოლში ყოფნით და
ჩაო». იტალიაში, თითქმის ყველგან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას,
პატარა ბიჭები, თინეიჯერები და მოზრდილი მამაკაცები უმთავრესად ფეხბურთს
თამაშობენ. ამ მხრივ მხოლოდ ნეაპოლია განსხვავებული...

თუნდაც დღეს, ჩემი ყურადღება მიიქცია 17-18 წლის ბიჭებმა, რომელთაც ქათმის
შესაფუთი, ნახმარი ყუთები მოეგროვებინათ, მათგან იმპროვიზებული მაგიდა
და სკამები დაემზადებინათ და ისეთი გააფთრებით თამაშობდნენ მოედანზე
პოკერს, შემეშინდა, ვინმე არ მოეკლათ. ჩემი მეწყვილე ტყუპი, ჯოვანი და
დარიო, წარმოშობით ნეაპოლიდან არიან. ვერ წარმომიდგენია მორიდებული,
მუყაითი, სიმპათიური ჯოვანი ბავშვობისას ამ ბრბოში. მოკლედ, რაც უნდა
ვთქვათ, ის ნეაპოლელია. რომიდან რომ მოვდიოდი, ერთი პიცერია მირჩია და
მითხრა, იქ საუკეთესო პიცას აცხობენო.

მივაგენი ამ ფართო და ამაღელვებელ პროსპექტს, რომელზეც ნეაპოლში


საუკეთესო პიცერია მდებარეობს და სადაც მთელ იტალიაში საუკეთესო პიცას
აცხობენ. იტალიაში კი, თავის მხრივ მსოფლიოში საუკეთესო პიცას აცხობენ. ეს

83
კი იმას ნიშნავს, რომ ამ პიცერიაში გამომცხვარი პიცა მსოფლიოში პირველია!
ჯოვანიმ ისეთი სერიოზულობითა და დაძაბულობით გადმომცა ამ პიცერიის
მისამართი, თითქოს უცებ გასაიდუმლოებული ორგანიზაციის წევრი გავხდი.
პიცერიის მისამართი ხელისგულში ჩამიკუჭა და კონფიდენციალობის სრული
დაცვით ფრიად საიდუმლოდ მითხრა: «გთხოვ, აუცილებლად ესტუმრე ამ
პიცერიას, შეუკვეთე მარგარიტას პიცა ორმაგი მოცარელათი. მაგრამ თუკი შენ
ნეაპოლში ყოფნისას მარგარიტას პიცას არ გასინჯავ, გთხოვ მომატყუო და
მითხრა, რომ მართლა გასინჯე». ჰოდა, მივედით მე და სოფი დელ მიშელის
პიცერიაში, და შევუკვეთეთ თითო-თითო პიცა. ჭკუა დაგვაკარგვინა. მეტიც, ისე
გამაგიჟა ამ პიცამ, რომ თავი დავირწმუნე, პიცასაც მოვეწონე და ჩემზე გაგიჟდა-
მეთქი...

მე ჩემებური, თითქმის საქმიანი დამოკიდებულება მაქვს ამ პიცასთან. ამ დროს


სოფი ცრემლებად იღვრება, რაღაც მეტაფიზიკური კრიზისის გამო და მეკითხება,
რატომ იწუხებენ თავს, რომ პიცა სტოკჰოლმშიც დაამზადონ ან სტოკჰოლმში
საერთოდ რატომ იწუხებენ თავს ჭამაზეო... დელ მიშელი მცირე ზომის პიცერიაა,
სადაც ორი ოთახი და ერთი შეუჩერებლად მომუშავე ღუმელია. მატარებლის
სადგურიდან თხუთმეტიოდე წუთის სავალზეა. საერთოდ უმჯობესია, თუ
დილით მიხვალთ, რადგან ხანდახან ცომი უთავდებათ და ძალიან გეტკინებათ
გული. დღის პირველი საათისთვის პიცერიასთან უამრავი ნეაპოლელი იყრის
თავს და ერთმანეთს ისე აწვებიან, თითქოს მაშველ ნავზე სურთ ადგილის
დაკავება. მენიუ არა აქვთ. მხოლოდ ორი სახის პიცას აცხობენ, ჩვეულებრივსა და
ყველიანს. თანამედროვე სამხრეთკალიფორნიული ზეთისხილისა და მზეზე
გამხმარი პამიდვრისგან მომზადებულს ვერც ერთი პიცა ვერ შეედრება
დედამიწაზე...

ჭამის ნახევარი დრო იმაზე ფიქრს მიაქვს, რომ ამ პიცის ცომი ინდური ნანის, ანუ
პურისას ჰგავს. ძალიან ნაზი, ადვილად დასაღეჭი და რბილია, მაგრამ
წარმოუდგენლად თხელი. ყოველთვის მეგონა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორი
სახის პიცის ცომი არსებობდა – თხელი და ხრაშუნა ან სქელი და რბილი. საიდან
უნდა მცოდნოდა, რომ არსებობდა თხელი და ფაფუკი ქერქი. წმინდა, ყველაზე
წმინდა! თხელი, ძლიერი, წებოვანი, მადის აღმძვრელი, ადვილად დასაღეჭი,
მარილიანი... მოკლედ, პიცა კი არა, სამოთხეა. ზემოდან მოსხმული აქვს
პამიდვრის ტკბილი სოუსი, რომელიც შუშხუნით ქაფდება და ნაღებისმაგვარი
ხდება, როდესაც ახალთახალ კამეჩის მოცარელას ადნება. შუაში ცომისგან
84
მომზადებული მომცრო ბასილი [ბასილი – ნახევრად წარმართული ღვთაება. აქ:
ამ ღვთაების გამოსახულება.]

ჩაუსვამთ, რომელიც უჩვეულო ელფერს აძლევს მთელ პიცას. ისეთი განცდა


გეუფლება, თითქოს რომელიღაც შეხვედრისას გამოჩენილი კინოვარსკვლავი
მოსულიყოს და ირგვლივ მყოფთათვის თავის მომხიბლაობა გადაეცეს.

პრაქტიკულად ამ პიცის ჭამა აუღელვებლად შეუძლებელია. როგორც კი მოკბეჩ,


წებოვანი ყუა მოსტყდება, ცხელი ყველი კი ისე მოსრიალებს, როგორც მაღალი
მთიდან წამოსული მეწყერი. უხერხულ მდგომარეობაში ვარდები შენც და
ირგვლივმყოფნიც, მაგრამ უნდა გაუმკლავდე! პიცის გამომცხობი ბიჭები
სასწაულებს ახდენენ. ციცხვით შეაქვთ და გამოაქვთ შეშის ღუმლიდან მადის
აღმძვრელი პიცა. ძალიან ჰგვანან დიდი გემის ღიპიან მუშებს, რომლებიც
გაქაფულები ყრიან ქვანახშირს ნიჩბით ორთქლის ღუმელში. სახელოები ოფლიან
მხრებამდე დაუკაპიწებიათ, დაძაბულობისგან სახე ასწითლებიათ, ცეცხლის
სიმხურვალის გამო ცალი თვალიც დაელმებიათ, ტუჩებზე კი სიგარეტი
ჩამოჰკიდებიათ. სოფიმ და მე ორივე სახის პიცა შევუკვეთეთ – თითოეულმა
ცალ-ცალკე და ახლა სოფი ცდილობს როგორმე თავი ხელში აიყვანოს, ბევრი არ
ჭამოს, მაგრამ პიცა იმდენად ჯადოსნურია, უარს ვერ ვამბობთ. ჰოდა, რაღა
გასაკვირია, რომ ყოველდღე ვიმატებ წონაში...

საზიზღარ რაღაცებს ვმართებ საკუთარ სხეულს. უამრავი რაოდენობით


მივირთმევ ყველს და მაკარონიან კერძებს, პურს, ღვინოს, შოკოლადს და რაღა
თქმა უნდა, პიცას. სხვათა შორის, შოკოლადიან პიცასაც (ნეაპოლის გარდა
შოკოლადიანი პიცა არსად გამიგონია. რა უაზრობაა! ძალიან გემრიელია, მაგრამ
სინამდვილეში – შოკოლადის პიცა?!). არ ვვარჯიშობ, საერთოდ არ ვეტანები
ბოჭკოვან საკვებს, არც ვიტამინებს ვეკარები. მთელი შეგნებული ცხოვრება
ჩვეულებრივ ორგანულ საკვებს შევექცეოდი. საუზმედ თხის რძისგან
მომზადებულ იოგურტში ათქვეფილ პურის ჩხირებს ვჭამდი... შეიძლება ითქვას,
ჩემი რეალური ცხოვრების დღეები დიდი ხანია დასრულდა. ამერიკაში
დარჩენილი ჩემი მეგობარი სუზანი ყველას ეუბნება, რომ მორიგ თავბრუდამხვევ
ტურში ვარ სამოგზაუროდ. კარგი სპორტული აღნაგობა მაქვს საამისოდ.

ჩემი სხეული თვალს არიდებს ჩემს დაუდევრობებს და ზედმეტ


შემწყნარებლობას ყველაფრისადმი. თითქოს მეუბნება: «კარგი, დაანებე ამაზე

85
ფიქრს თავი. ვიცი, ეს დროებითია. შემატყობინე, როდესაც შენი მცირე
ექსპერიმენტი დასრულდება, რომელიც მხოლოდ მორიგი სიამეა და ყველა
დაინახავს, რას ვუზამ დარღვეულ კონტროლს». ყოველ შემთხვევაში, როდესაც
ნეაპოლის პიცერიის სარკეში ჩავიხედე, დავინახე თვალებგაბრწყინებული,
სუფთაკანიანი, ბედნიერი და ჯანმრთელი სახე. კარგა ხანია ასეთი არ მინახავს
ჩემი თავი. «მადლობა», – წავიჩურჩულე მე. წვიმდა, სოფი და მე გარეთ
გამოვედით.

28

ბედნიერი ვარ (უკვე რამდენიმე თვეა, ასე ვფიქრობ!) და მინდა რომში


დავბრუნდე. რაღაც უნდა გავაკეთო დევიდთან დაკავშირებით. უკვე დროა, რომ
ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი ურთიერთობა დავასრულოთ.
ოფიციალურად უკვე დაშორებულები ვართ, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში
კიდევ იყო დარჩენილი იმედი, რომ ოდესმე (შეიძლება ჩემი მოგზაურობის ან
ერთწლიანი განშორების შემდეგ) კიდევ ერთხელ გვეცადა. ჩვენ გვიყვარდა
ერთმანეთი, ამას წყალი არ გაუვა. ვერ ვახერხებდით, რომ ერთმანეთი
სასოწარკვეთილებაში არ ჩაგვეგდო, არ გვეკივლა ერთმანეთისთვის, არ
დაგვემძიმებინა ერთმანეთის სულები. გასულ გაზაფხულს, დევიდმა ჩვენს
უბედურებათა გადასაჭრელად ძალიან გიჟური წინადადება შემომთავაზა.
მხოლოდ ნახევრად ხუმრობით: «მოდი, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ცუდი
ურთიერთობა გვაქვს და როგორმე მოთმინებით ავიტანოთ ერთმანეთი». რა
მოხდებოდა თუ ვაღიარებდით, რომ ერთმანეთს ნერვებს ვუშლიდით,
განუწყვეტლივ ვეომებოდით, ძალიან იშვიათად გვქონდა სექსი და მიუხედავად
ამისა, უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვეძლო...

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთად, უბედურები და ამავე დროს ბედნიერები, რომ


ცალ-ცალკე არ ვართ. მოდი, ეს იყოს გამოცდა იმისა, თუ რა საშინლად მიყვარს ეს
ბიჭი და მის ასეთ შემოთავაზებაზე სერიოზულად ვფიქრობ ბოლო ათი თვის
განმავლობაში. არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც გონება ორივეს გვკარნახობს,
რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს. უნდა გახდეს უფრო გახსნილი და

86
მოსიყვარულე, უარი არ უნდა თქვას სიყვარულზე იმის შიშით, რომ ის სულს
შეუჭამს, ან უნდა ისწავლოს, როგორ შეწყვიტოს მისი სულის ამოხდა.
რამდენჯერაც ვცადე, დევიდთან ზუსტად ისე მოვქცეულიყავი, როგორც თავის
დროზე დედაჩემი იქცეოდა. ის იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, თვითკმაყოფილი;
საკუთარ თავს თავადვე უზრუნველყოფდა და მამაჩემის, მარტოსული ფერმერის
რომანტიკული გრძნობების რაღაც დოზისა და პირფერობის გარეშეც შეეძლო
არსებობა. ის სიამოვნებით, მხიარულად რგავდა ზიზილებს ბაღში, როდესაც
მამაჩემი თავის თავში ჩაიკეტებოდა და არავის ელაპარაკებოდა.

მამაჩემი მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ცოტათი ახირებული


კაცია. ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ერთხელ ასე დაახასიათა იგი, – მამაშენი
ცალი ფეხით დგას მიწაზე, თან ძალიან გრძელი ფეხები აქვსო... ბავშვობისას
ხშირად ვამჩნევდი, რომ დედა ყოველთვის მზად იყო მეუღლის სიყვარულისა და
ყურადღების მისაღებად მაშინაც კი, როცა მამა ჩათვლიდა საჭიროდ. მაგრამ
მაშინვე გვერდზე გადგებოდა, როგორც კი მამაჩემს გულმავიწყობა სძლევდა და
თავის სამყაროში ჩაიკეტებოდა. სხვაგვარად ვერც წარმომედგინა მათი
ურთიერთობა, მით უფრო მაშინ, როცა ქორწინების საიდუმლოებისა არაფერი
გამეგებოდა. ვიზრდებოდი და ვხედავდი, რომ დედა არავის არაფერს სთხოვდა.
ასეთი იყო იგი, ქალი ვინც მინესოტის ცივ ტბაზე მარტოდმარტომ, ადგილობრივი
ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნთან ერთად, სრულიად ახალგაზრდამ,
დამოუკიდებლად ისწავლა ცურვა. წიგნის სათაური ასეთი იყო: «როგორ
ვიცუროთ».

არ არსებობდა ისეთი რამ, რასაც დედა ვერ შეძლებდა. რომში წასვლამდე


გულახდილად ვისაუბრეთ. იგი ნიუ-იორკში ჩამოვიდა, ერთად რომ გვესადილა.
დედამ ძალიან გულწრფელად მკითხა, რა მოხდა შენსა და დევიდს შორისო. ამით
მან დაარღვია ჩვენი ოჯახის ტრადიცია, მთლიანად დაარღვია. ისევ არაფრად
ჩავაგდე ჯილბერტების ოჯახური სტანდარტები ურთიერთობათა შესახებ და
სიმართლე ვუთხარი, ყველაფერს მოვუყევი. ვუთხარი, როგორ მიყვარდა დევიდი,
მაგრამ როგორ მარტოდმარტო და დამწუხრებული ვარ ისეთ ადამიანთან,
რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდება ოთახიდან, საწოლიდან და სულაც
სამყაროდან. «მამაშენივითაა», – ჩაილაპარაკა დედამ. ძალიან მამაცური და
დიდსულოვანი აღიარებაა. «პრობლემა ის არის, რომ, – აღიარებასავით
გამომივიდა, – მე დედაჩემს არ ვგავარ, შენსავით ძლიერი არა ვარ, დე! მე
მუდმივად მინდა ახლოს ვიყო იმ ადამიანთან, რომელიც მიყვარს. მინდა, შენ
87
გგავდე. განადგურებული ვარ, როდესაც ვერ ვგრძნობ მის სიყვარულს და
სითბოს, არადა, როგორ მჭირდება».

დედაჩემმა კი ისეთი რამ მითხრა, შოკში ჩამაგდო: «ეს ყველაფერია, რაც შენი
ურთიერთობებიდან გინდა, ლიზ? მეც ყოველთვის ასეთი ურთიერთობები
მინდოდა». იმ წუთში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემი ძლიერი დედა
მაგიდაზე გადმოიხარა, გახსნა მუშტი და ტყვიებით სავსე ხელი დამანახვა,
რომელსაც რამდენიმე ათწლეული აგროვებდა, რომ ბედნიერი ქორწინება
შეენარჩუნებინა მამაჩემთან. არასდროს დამინახავს დედაჩემი ამ მხრიდან.
ვერასოდეს წარმომედგინა, რა უნდოდა, რა აკლდა, რისთვის უნდა ებრძოლა. და
როდესაც ყველაფერი ცხადად ვიხილე, ვიგრძენი, რომ მთელი ჩემი
მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალა. მასაც თუ იგივე სურს, რაც მე,
მაშინ?..

ამ გაუთვალიწინებელი გულახდილი საუბრის გაგრძელებისას დედაჩემმა თქვა:


«უნდა გაიგო ძვირფასო, რომ მე ისე გავიზარდე, ცხოვრებისგან ბევრს არ
ველოდი, რადგან მეგონა, არ ვიმსახურებდი. დაიმახსოვრე – შენგან
განსხვავებით, მე სულ სხვა დროიდან, სხვა ადგილიდან მოვდივარ». თვალები
დავხუჭე და წარმოვიდგინე დედა, ათი წლის ასაკში, მინესოტის ერთ-ერთი
საოჯახო ფერმის დაქირავებული მუშაკი. როგორ ზრდიდა თავის უმცროს ძმებს,
როგორ ეცვა უფროსი დის დაპატარავებული ტანსაცმელი და აგროვებდა გროშებს
გაჭირვებისგან თავის დასახსნელად. «ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიყვარდა
მამაშენი», – დასძინა მან. დედამ, როგორც ყველა ჩვენგანმა, არჩევანი გააკეთა და
მშვიდად არის. მე ამ სიმშვიდეს ვხედავ. სულაც არ იდანაშაულებს თავს.
მიიჩნევს, რომ თვალში საცემია მისი არჩევნის უპირატესობა – გრძელი,
სტაბილური ქორწინება ადამიანზე, რომელსაც დღესაც კი თავის მეგობარს
უწოდებს; ოჯახი, რომელიც შვილიშვილებით აივსო და რომლებიც აღმერთებენ
მას. ეს კი, მისი ძალისხმევის დამსახურებაა.

შეიძლება რაღაცით მსხვერპლშეწირვას ჰგავს ყველაფერი ეს და მამაჩემმაც გაიღო


მსხვერპლი თავის მხრივ, მაგრამ რომელი ჩვენგანი ცხოვრობს მსხვერპლის
გაუღებლად? ახლა ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, რა არის ჩემი არჩევანი? რას
ვიმსახურებ ამქვეყნად? სად უნდა გავიღო ან არ გავიღო მსხვერპლი? ვერ
წარმომიდგენია ცხოვრება დევიდის გარეშე. როგორ წარმოვიდგინო, რომ ვეღარ
წავალ სამოგზაუროდ ჩემს საუკეთესო მოგზაურ კომპანიონთან ერთად;

88
ვერასდროს დავინახავ ფანჯრიდან როგორ დგას და მელოდება ქვემოთ;
ვერასდროს მოვისმენ რადიოში სპრინგსტინის სიმღერას; აღარ შემაწუხებს
მუდმივი ურთიერთგაღიზიანება; აღარ ვისაუზმებთ ერთად და აღარც
გზატკეცილზე უამრავი მირაჟული მიმართულების ამორჩევა დაგვჭირდება...
როგორ უნდა შევეგუო ისეთ ნეტარებას, რომელიც ქვესკნელის სიბნელესთან
ერთად მოდის და ძვლების მსხვრევით მიცალკევებს... როგორ შევეგუო ამ მწვავე
დაუნდობლობას, ეშმაკურ აღშფოთებას, სრულ თვითდაშლასა და განიარაღებას,
რომელიც გარდაუვალია მაშინ, როდესაც დევიდი გადაწყვეტს რაიმე მოგცეს და...
უკანვე წაიღოს.

მივხვდი, რომ აღარ მინდა იქ დაბრუნება. ნეაპოლში ამჟამინდელმა ჩემმა


გართობამ დამარწმუნა, რომ დევიდის გარეშე არათუ შემიძლია ვიყო ბედნიერი,
არამედ აუცილებლად უნდა ვიყო ბედნიერი. არა აქვს მნიშვნელობა, რა
ძლიერადაც უნდა მიყვარდეს (და ნამდვილად ძალიან მიყვარს!), მაინც უნდა
გამოვეთხოვო და წერტილი დავუსვათ ყველაფერს. შეტყობინება გავუგზავნე
იმეილით. ახლა ნოემბერია, ჩვენ კი ივლისის შემდეგ არ დავკავშირებივართ
ერთმანეთს. ვთხოვე, აღარ შემომხმიანებოდა მოგზაურობის დროს. ვიცი,
მისთვის გაგზავნილი წერილი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ თუკი მას ვადევნე
თვალყური, მოგზაურობაზე ორიენტირება წყალში ჩამეყრება. ამჯერად ისევ
დევიდის ცხოვრებაში ვიჭრები ამ გზავნილით. ვწერ, რომ იმედი მაქვს, კარგად
არის და მეც კარგად ვარ. ცოტა ვეხუმრე კიდეც. კარგად ვხუმრობდით ხოლმე.
შემდეგ მივწერე, რომ ორივესთვის აჯობებდა, ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ
დაგვესრულებინა.

იქნებ დროა ვაღიაროთ, რომ აღარასოდეს ვიქნებით ერთად. წერილი არცთუ


მეტისმეტად შთამბეჭდავია. ღმერთმა იცის, საკმარისი დრამა გადავიტანეთ
ერთად ყოფნის დროს. მინდა ჩემი წერილი მოკლე და მარტივი იყოს. ერთი რაღაც
მინდა დავამატო. სუნთქვაშეკრული ვწერ: «თუ გინდა, ვინმე სხვა გაიჩინო,
შეგიძლია ჩემი ლოცვა-კურთხევა მიიღო (არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,
გლოცავ)». ხელები მიკანკალებდა. ბოლოში წერილს მივაწერე, «სიყვარულით».
ვცდილობდი, რაც შეიძლება მხიარული ტონი შემენარჩუნებინა. ვგრძნობდი,
რაღაც ჯოხისმაგვარი ჩამარტყეს მკერდში. მთელი ღამე არ მიძინია.
წარმოვიდგინე, როგორ კითხულობდა ჩემს წერილს. პასუხის მოლოდინში, მეორე
დღეს რამდენჯერმე წავედი ინტერნეტკაფეში. ჩემი სულის ერთ ნახევარს
უარვყოფდი, ის მეორე ნახევარი კი კვდებოდა, ისე უნდოდა მოესმინა:
89
«დაბრუნდი! არ დამშორდე! შევიცვლები!» მინდოდა არაფრად ჩამეგდო ის
გოგონა, რომელიც სიამოვნებით დაანებებდა თავს მსოფლიოს გარშემო უდიდეს
მოგზაურობაზე ფიქრს და სამაგიეროდ დევიდის ბინის გასაღებს მიიღებდა (ანუ,
იდეას გაცვლიდა გასაღებზე). იმავე საღამოს ათ საათზე საბოლოო პასუხი მივიღე.

შესანიშნავად დაწერილი წერილი. რა თქმა უნდა! დევიდი ხომ ყოველთვის


შესანიშნავად წერდა წერილებს. დევიდი მეთანხმება, რომ უკვე დროა
ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობოთ, რომ თავადაც ამას ფიქრობდა. მან ვერ
შეძლო უფრო გულმოწყალე პასუხის გაცემა. ჰყვებოდა თავის განცდებზე ასეთი
დანაკარგის გამო. მთელი გულით წუხდა და მტკივნეულად განიცდიდა, რომ ვერ
მაგრძნობინა, როგორ მაღმერთებდა, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა ამის
გამოსახატავად. «ჩვენ ხომ სხვებივით არ ვართ», ამბობდა ის, რა თქმა უნდა,
ოდესმე მეც ვიპოვიდი ჩემს დიდ სიყვარულს. ის დარწმუნებული იყო ამაში.
«სილამაზე იზიდავს სილამაზეს», დასძინა ბოლოს. რა საყვარლად თქვა...
ნამდვილად. შეიძლება ასევე საყვარლად მოეწერა ჩემი ცხოვრების სიყვარულს:
«დაბრუნდი! არ დამშორდე! შევიცვლები!» მაგრამ არ მომწერა... კარგა ხანს
ვიჯექი და სევდიანად მივშტერებოდი კომპიუტერის ეკრანს. არა, ვგრძნობდი,
ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ვგრძნობდი და ასეც იყო.

მირჩევნია, ბედნიერება ტანჯვით მოვიპოვო. უცნობი მომავლისთვის


ვემზადებოდი, ცხოვრება მოსალოდნელი სიურპრიზებით რომ ამევსო.
ყველაფერი ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ მაინც... დევიდი ჩემთვის უკვე
დაკარგული იყო. სახე ხელებში ჩავმალე და კარგა ხანს ვიყავი ასე მოწყენილი.
ბოლოს ზემოთ ავიხედე. ინტერნეტკაფეში მომუშავე ერთ-ერთმა ალბანელმა
იატაკის წმენდა შეწყვიტა, ჩემკენ გადმოიხარა და დამაკვირდა. წამიერად
ერთმანეთს შევხედეთ, შემდეგ თავი ბრაზიანად გავიქნიე და ხმამაღლა ვთქვი,
«რა სისულელეა!»

ალბანელმა თანაგრძნობით გამიღიმა. მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ


თავისებურად მიხვდა. ჩემმა მობილურმა დარეკა, ჯოვანი იყო, ძალიან
დაბნეული ხმა ჰქონდა.

მითხრა, საათზე მეტია ფიუნეს მოედანზე გელოდებიო, სადაც ხუთშაბათობით


ვხვდებოდით ერთმანეთს. საგონებელში ჩავარდნილს ჰგავდა. ის ყოველთვის
იგვიანებს ან სულაც ავიწყდება შეხვედრაზე მოსვლა. ამჯერად პირველად

90
მოსულა დროზე და უფიქრია, ალბათ არ უნდა შევხვედროდით ერთმანეთსო.
ვუთხარი, სადაც ვიყავი. მანქანით მოგაკითხავ და წამოგიყვანო. არავის ნახვა არ
მინდოდა, მაგრამ იტალიური სიტყვების მწირი მარაგის გამო შეუძლებელი იყო
ტელეფონით ამის ახსნა. გარეთ გავედი და სიცივეში დაველოდე. რამდენიმე
წუთში მისი წითელი პატარა ავტომობილი გაჩერდა და შიგ შევძვერი. იტალიური
სლენგით მკითხა, რა ხდებაო. პირი გავაღე, რომ პასუხი გამეცა, მაგრამ ცრემლები
წამსკდა, უფრო სწორად, ღრიალი დავიწყე. ტირილის ასეთ საზიზღარ ფორმას
ჩემი მეგობარი სალი «ორმაგ დატუმბვას» ეძახის. როდესაც ტირილისას სული
გეხუთება და ჟანგბადის ორმაგი დოზა უნდა შეისუნთქო. ვერასოდეს
წარმოვიდგენდი, თუ მწუხარების ამგვარად გამოხატვა მომიწევდა, ერთიანად
დამასუსტა ყოველივემ. საწყალი ჯოვანი, დამტვრეული ინგლისურით მკითხა,
რამე ცუდი ხომ არ ჩავიდენეო...

ხომ შეიძლებოდა, გაბრაზებული ვყოფილიყავი მასზე? შეურაცხყოფა მიეყენებინა


ჩემი გრძნობებისთვის... ვერ ვპასუხობდი, მხოლოდ თავს ვაქნევდი და
ვღრიალებდი. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი საკუთარი თავით და ისე
მეცოდებოდა ჩემი ძვირფასი ჯოვანი, მახეში გაბმულივით იჯდა მანქანაში ამ
მოქვითინე, არეულ ბებერ ქალთან ერთად, რომელიც ნაწილებად იყო დაშლილი.
ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე და ღრიალით დავარწმუნე, რომ ჩემს
მწუხარებასთან არაფერ შუაში არ იყო. სულის ხუთვით მოვუბოდიშე ასეთი
უსიამოვნებისთვის. ჯოვანი, ასაკის მიუხედავად, სწრაფად ერკვევა სიტუაციაში
და მითხრა, ბოდიშს ნუ იხდი ტირილის გამო, ასეთი ემოციების გარეშე ხომ
რობოტები ვიქნებითო. მანქანის უკანა სავარძელზე დადებული ყუთიდან
თეთრი ნაჭერი ამოიღო და მომაწოდა, ცრემლები შეიშრეო. მერე კი მოდი,
წავიდეთ აქედანო, მითხრა. მართალიც იყო. ინტერნეტკაფესთან უამრავ ხალხს
მოეყარა თავი და განმარტოებისთვის საკმაოდ გაჩახჩახებულიც იყო იქაურობა.
მანქანა დაძრა და მცირე მანძილის გავლის შემდეგ, დელრეპუბლიკის მოედანზე
გაუხვია, რომის ყველაზე სახელოვან ღია ადგილას. მანქანა დააყენა უზარმაზარი
მხტუნავი შიშველი ნიმფების შადრევნის წინ, ვეება ფალოსს შემოხვეული
გედების გუნდთან.

შადრევანი სულ ახლახან ააშენეს რომაული სტანდარტების მიხედვით. ჩემი


იტალიურის თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოს მიხედვით, ნიმფების
პროტოტიპები თავის დროზე ორი პოპულარული მოცეკვავე და ყოფილა. მათ
სახელი შადრევნის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მოიხვეჭეს. ეკლესია
91
თვეების განმავლობაში ცდილობდა თავიდან აეცილებინათ შადრევნის საზეიმოდ
გახსნა, ვინაიდან იგი ძალზე «სექსუალურად» გამოიყურებოდა. ჯერ კიდევ 1920
წელს ამ ორ ელეგანტურ მოხუც ქალბატონს მოედანზე ხშირად ხედავდნენ
თურმე, სეირნობდნენ და თან «თავიანთ» შადრევანს ათვალიერებდნენო.
ფრანგი სკულპტორი კი, ვინც მშვენიერი მოცეკვავე დები მარმარილოში
გამოკვეთა, სანამ ცოცხალი იყო, რომში ყოველწლიურად ჩამოდიოდა, დები
სადილად მიჰყავდა და ერთად იხსენებდნენ იმ დროს, როცა ყველანი
ახალგაზრდები, ლამაზები და დაუდგრომლები იყვნენ. ჯოვანიმ შადრევანთან
გააჩერა მანქანა და მელოდებოდა, როდის ავიყვანდი თავს ხელში. მხოლოდ იმას
ვახერხებდი, რომ ცრემლების შესაჩერებლად ხელისგულებს ვიფარებდი
თვალებზე. მე და ჯოვანის არასოდეს გვისაუბრია პირად საკითხებზე.
ვლაპარაკობდით მხოლოდ ფილოსოფიასა და ხელოვნებაზე, კულტურასა და
პოლიტიკაზე, ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ კი თითქმის არაფერი
ვიცოდით.

მან ისიც კი არ იცოდა, რომ განქორწინებული ვიყავი და ამერიკაში შეყვარებული


დავტოვე. არც მე ვიცოდი რამე მის შესახებ, გარდა იმისა, რომ უნდოდა მწერალი
გამოსულიყო და რომ დაიბადა ნეაპოლში. ჩემი ტირილი კი ახლა შეიძლება
სასაუბრო თემა გამხდარიყო ჩვენ შორის. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო.
«მაპატიე, ლიზ, ვერ გავიგე, რაიმე დაგეკარგა დღეს?» – მკითხა მან. ისევ მიჭირდა
საუბარი. ჯოვანი იღიმებოდა და მამხნევებდა, – Parla come magni. იცოდა, რომ ეს
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გამოთქმაა, რომაულ დიალექტზე და ნიშნავს:
«ისაუბრე ისე, როგორც ჭამ». ან ჩემებურად თუ გადავთარგმნით, «თქვი ისე,
როგორც ჭამ». ეს ერთგვარი შეხსენებაა. როდესაც დიდხანს ფიქრობთ რაიმეს
ასახსნელად, შესაფერის სიტყვებს ეძებთ, რომ თქვენი მეტყველება ისეთივე
მარტივი და პირდაპირი იყოს, როგორიც რომაული საჭმელი. ნუ შექმნი მისგან
დიდ ნაწარმს. უბრალოდ, მაგიდაზე დადე.

ჯერ ღრმად ჩავისუნთქე და შემდეგ იტალიურ ენაზე ჩემი სიტუაციის აღწერის


მოკლე ვარიანტი შევთავაზე (როგორღაც მთლიანად გამომივიდა): «ეს
სიყვარულის ამბავია, ჯოვანი! დღეს ერთ ვიღაცას დავემშვიდობე». შემდეგ ისევ
ავიფარე ხელები თვალებზე. ცრემლი თვალებზე მიფარებული თითების შუიდან
გადმომდიოდა. ჯოვანის არც უცდია, ჩემს დასამშვიდებლად ხელი მოეხვია ან
რაღაც ეთქვა თანაგრძნობის გამოსახატავად. ჩუმად იჯდა და მისმენდა, ვიდრე არ
დავმშვიდდი. ამგვარ მომენტებში დიდი სიფრთხილით არჩევდა ყველა სიტყვას
92
(ძალიან ამაყი ვიყავი იმ საღამოს, როგორც მისი ინგლისური ენის მასწავლებელი).
ჯოვანი ლაპარაკობდა ნელა, გარკვევით და კეთილად. «მე მესმის შენი, ლიზ, მეც
ვყოფილვარ ასეთ დღეში».

29

რამდენიმე დღის შემდეგ რომში ჩემი და ჩამოვიდა, რომ დევიდზე შემაწუხებელი


დარდიდან ყურადღების გადატანაში დამხმარებოდა და დროზე მოვეყვანე
აზრზე. ჩემი და ყველაფერს სწრაფად აკეთებს. მის ირგვლივ ენერგია
მინიატიურული ციკლონივით მოძრაობს. ის სამი წლით უფროსი და სამი ინჩით
[ინჩი – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 2.5 სმ-ს.] მაღალია ჩემზე.
ათლეტური აღნაგობისაა, განათლებული, მწერალია და შვილებიც ჰყავს. რომში
ყოფნის მთელი დრო სირბილში გაატარა. დილით ადრე დგებოდა, თვრამეტ
კილომეტრს გარბოდა და ზუსტად იმდენ ხანს დარბოდა, რამდენიც მე დილის
გაზეთის ერთ სტატიას ვკითხულობდი და ორ კაპუჩინოს ვსვამდი. სირბილის
დროს ირემს ჰგავს. ერთხელ, როდესაც პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ, ღამით,
სიბნელეში მთელი ტბა გადაცურა. მე კი არც ფეხმძიმედ ვყოფილვარ და არც
არაფერი, მაგრამ ვერ გავყევი, ძალიან შემეშინდა.

აი, მას ნამდვილად არ ეშინოდა. როდესაც მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ,


ბებიაქალმა ჰკითხა ქეთრინს, ხომ არ გეშინია, არაფერს რომ არ ამბობ, ეს ცუდად
იმოქმედებს ბავშვზეო. იმითაც დაინტერესდა, რაიმე გენეტიკური ნაკლი ხომ არა
გაქვს, ან რაიმე გართულება ხომ არ გქონია დაბადებისასო. ჩემმა დამ უპასუხა,
მაგ მხრივ ყველაფერი კარგადაა, ერთადერთი იმის მეშინია, რომ შეიძლება
რესპუბლიკელი გახდეს, როდესაც გაიზრდებაო. ასეთია ჩემი და ქეთრინი, ჩემი
ერთადერთი დედმამიშვილი. როდესაც სოფლად, კონექტიკუტში
ვიზრდებოდით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მშობლებთან ერთად
ვცხოვრობდით ფერმერის სახლში. ახლომახლო არც ერთი ბავშვი არ იყო. ქეთრინი
ძლიერი და ქედმაღალი იყო და მთელი ცხოვრება მბრძანებლობდა. ყოველთვის
მერიდებოდა და მეშინოდა მისი. მხოლოდ მისი აზრი იყო მნიშვნელოვანი.
კარტის თამაშის დროს ვატყუებდი, რომ წამეგო და შემდეგ ჩემზე არ

93
გაბრაზებულიყო. ჩვენ ყოველთვის არ ვყოფილვართ მეგობრები. ის ჩემზე
ბრაზდებოდა, მე კი მისი მეშინოდა მანამ, სანამ ოცდარვა წლისა არ გავხდი.
მოკლედ, დავიღალე და ყველაფერი ყელში ამომივიდა.

იმ წელს საბოლოოდ დავუპირისპირდი და მისი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო:


«ამდენ ხანს რას ელოდი?» ძლივს დავიწყეთ ურთიერთობის აწყობა, რომ ეს
ურთიერთობა ჩემმა ქორწინებამ დაამუხრუჭა. ოჯახში ყველაზე პატარა,
საყვარელი და ბედის ნებიერა ვიყავი. წუთისოფელი ჩემთვის უფრო
კომფორტული და კეთილმოსურნე იყო, ვიდრე ჩემი დისთვის, რომელიც
ცხოვრებისთვის გააფთრებით იბრძოდა. ქეთრინს შეეძლო ჩემს განქორწინებასა
და უბედურებაზე ეთქვა: «აჰა! შეხედეთ, ესეც თქვენი სიხარული, პატარა მერი!»
ის კი, როგორც ჩემი ქომაგი, ისე მექცეოდა. შუაღამეზე პასუხობდა ჩემს ზარებს,
როცა თავს ცუდად ვგრძნობდი და მამშვიდებდა.

ჩემთან ერთად ეძებდა პასუხს, რატომ ვიყავი ამ დღეში. კარგა ხანს ჩემს
თერაპევტობასაც ითავსებდა. თერაპევტთან ყოველი ჩემი ვიზიტის შემდეგ
ვურეკავდი და დეტალურად ვუყვებოდი ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.
ყველაფერს ინიშნავდა და თან ამბობდა, «აჰა... ეს ბევრს ნიშნავს, გასაგებია».
ახლა ერთმანეთს ყოველდღე ველაპარაკებით ტელეფონზე – რომში
წამოსვლამდე, თვითმფრინავში ასვლამდე. ერთმა ვთქვით, «ვიცი, ეს
ავადმყოფობაა, მაგრამ მე შენ მიყვარხარ, ხომ იცი... ეს ისე, ყოველი
შემთხვევისათვის». მეორემ: «ვიცი... ისე, ყოველი შემთხვევისათვის». როგორც
ყოველთვის, მომზადებული ჩამოვიდა რომში. ჩამოიტანა 5 ტურისტული
გზამკვლევი (ყველა წაკითხული ჰქონდა), ქალაქის რუკა კი ზეპირად იცოდა.
ფილადელფიიდან წამოსვლამდე უკვე გარკვეული ჰქონდა ყველაფერი. ეს არის
ჩვენ შორის განსხვავების კლასიკური მაგალითი.

მე პირველი კვირა რომის ქუჩებში დავხეტიალებდი და აქედან 90 პროცენტი გზას


ვერ ვპოულობდი, 100 პროცენტი ბედნიერად ვგრძნობდი თავს. როცა ყველაფერს
ჩემ გარშემო აღვიქვამდი როგორც სილამაზის აუხსნელ საიდუმლოს. აი, ასეთი
სახით აღვიქვამ სამყაროს. თუ ჩემი დის თვალით შევხედავთ, არაფერია
გაუგებარი, თუ შესაფერის ლიტერატურას გამოიყენებ, სადაც გინდა, იქ წახვალ.
ეს არის ქალი, რომელსაც კოლუმბიის ენციკლოპედია კულინარიულ წიგნთან
ერთად უდევს სამზარეულოში და უბრალოდ თავისი სიამოვნებისთვის
კითხულობს. ერთი თამაშია, «აბა, გამოიცანი», რომლითაც ხანდახან ჩემს

94
მეგობრებთან ვერთობი. როცა რაიმე გვაინტერესებს და დარწმუნებით არ ვიცით
(მაგალითად, ვინ იყო წმინდა ლუისი), ვამბობ, დამელოდეთ. ვიღებ ყურმილს და
ვკრებ ჩემი დის ნომერს.

ხანდახან საჭესთან მჯდომს დავიჭერ, ბავშვები რომ მიჰყავს სკოლაში თავისი


«ვოლვოთი», ცოტას დაფიქრდება: «წმინდა ლუისი... ბეწვისპერანგიანი ფრანგი
მეფე, საინტერესოა იმით, რომ...» მოკლედ, ჩემი და სტუმრად ჩამოდის ჩემთან
რომში – ჩემთვის ახალ ქალაქში – და შემდეგ მე მაცნობს ამ ქალაქს (მივყავარ
დასათვალიერებლად). რომი ქეთრინის სტილშია. უამრავი ფაქტი, თარიღი,
არქიტექტურა, რომელსაც მე ვერ ვამჩნევ, რადგან ჩემი გონება ასე კარგად ვერ
მუშაობს. რაიმე ადგილის და რომელიმე ადამიანის მხოლოდ ისტორია, ამბავი
მაინტერესებს. ასეთ რამეებს ვეძებ – არასდროს ვაქცევ ყურადღებას ესთეტიკურ
წვრილმანებს (სოფი მოვიდა ჩემს ახალ ბინაში გადასვლიდან ერთი თვის შემდეგ
და მითხრა, «მშვენიერი ვარდისფერი სააბაზანოა». პირველად მაშინ მივაქციე
ყურადღება, რომ ნამდვილად ვარდისფერი იყო, კრიალა ვარდისფერი, იატაკიდან
ჭერამდე, ყველგან ცოცხალი ვარდისფერი ფილა. ნამდვილად არასოდეს მენახა
ადრე ასეთი რამ).

ჩემი დის გამოცდილმა თვალმა მაშინვე შეამჩნია შენობების გოთური, რომანული


თუ ბიზანტიური სტილი, ეკლესიის იატაკის მოხატულობა, დაუმთავრებელი
ფრესკის მკრთალი ესკიზი საკურთხევლის უკანა მხარეს. გრძელი ფეხებით
დააბიჯებდა რომის ქუჩებში (მე მას ვეძახი: ქეთრინი – სამი ფუტის სიგრძის
ბარძაყი), მე კი უკან მივდევდი, როგორც ბავშვობაში. მე ორ ნაბიჯს ვდგამდი, ის
კი ერთს. «ნახე, ლიზ? – მეუბნება, – ნახე, აგურის როგორი წყობა აქვს XIX
საუკუნის ამ ფასადს? სანაძლეოს ვდებ, კუთხეში გავუხვევთ და ვნახავთ... ჰო!
ნახე, როგორ გამოუყენებიათ უძველესი რომაული მონოლითები შუქის
საყრდენად? ალბათ ვერ შეძლეს მისი ადგილიდან დაძვრა... ძალიან მომწონს ამ
ბაზილიკის უბრალოება და სისადავე». ქეთრინს რუკა და მაიკლ გრინის
გზამკვლევი მოაქვს, მე სადილი პიკნიკისთვის (ორი მრგვალი პური, ცხარე
სანელებლიანი სოსისი, დამწნილებული სარდინი მსხვილი მწვანე ზეთისხილით,
სოკო – ტყის სურნელით, შებოლილი მოცარელას ბურთულები, წიწაკიანი და
შემწვარი არუგულა, ბალი, პამიდორი, ყველი პეკორინო, მინერალური წყალი,
თეთრი ღვინო) და შეწუხებული ვეკითხები, როდის უნდა ვჭამოთ, ის კი
ხმამაღლა ამბობს: «რატომ მეტს არ გვეუბნებიან ტრენტის საბჭოს [რომაული
კათოლიკური ეკლესიის საბჭო შეიკრიბა 1545 და 1563 წლებში ტრენტში,
95
სამხრეთ ტიროლში, მარტინ ლუთერისა და სხვა პროტესტანტ რეფორმატორთა
საკითხის განსახილველად. ხელახლა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ
კათოლიკური დოქტრინა არად აგდებდა სხვადასხვა სასულიერო მიმდინარეობას
და ზეაღმატებულ რანგში აყენებდა პაპის ინსტიტუტს.] შესახებ?»

ქეთრინი რომის უამრავ ეკლესიაში მატარებდა, მე კი ახლაც ვერაფრით ვასხვავებ


წმინდა ამისა და წმინდა იმის ტაძარს... სამართლიანობისთვის ტანჯულ ვიღაც
ფეხშიშველა წმინდა მომნანიებელს... და რადგან ვერაფრით ვიმახსოვრებ
ეკლესიის კედლის ვერტიკალური საყრდენების, კარნიზებისა და ლავგარდანების
სახელებსა და დეტალებს, არ შეიძლება ითქვას, რომ მიყვარს ჩემს დასთან
ერთად ამ ადგილების სანახავად ბოდიალი... მის ლურჯ, კობალტისფერ თვალებს
კი არაფერი ეპარებათ მხედველობიდან.

არ მახსოვს იმ ეკლესიის სახელი, რომლის ფრესკები ძალიან ჰგავს ამერიკული


«ახალი კურსის» [«ახალი კურსი» – აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის
(1882-1945) მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმის სახელწოდება. ამ
რეფორმის წარმატებამაც შეუწყო ხელი მის მეორედ არჩევას ქვეყნის
პრეზიდენტად 1936 წელს (როგორც ცნობილია, თეოდორ რუზველტი
ერთადერთია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ოთხი ვადით აირჩიეს
პრეზიდენტად).] კედლის ჰეროიკულ ფრესკებს, მაგრამ მახსოვს, ქეთრინმა
მაჩვენა ეს ფრესკები და მითხრა, შენ ფრანკლინ რუზველტის მღვდლებზე უფრო
ხარ შეყვარებულიო... კიდევ მახსოვს, დილით ადრე რომ ავდექით და წირვაზე
წავედით წმინდა სუზანის ეკლესიაში, ხელჩაკიდებულები ვუსმენდით, როგორ
გალობდნენ მონაზვნები განთიადის გრიგორიანულ საგალობელს. ამ
საგალობლებმა ჩვენზე განსაკუთრებულად იმოქმედა და ორივეს ცრემლი
მოგვერია.

არც ჩემი და და არც ვინმე ჩემი ოჯახიდან რელიგიურები არ არიან (საკუთარ თავს
ოჯახის «თეთრ ცხვარს» ვეძახი). ჩემი სულიერების გამოკვლევა ჩემს დას
მხოლოდ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უნდა.
«შესანიშნავია, ასეთი რწმენა რომ გაქვს, – წამჩურჩულა ეკლესიაში, – მე ასე არ
გამომდის, უბრალოდ არ შემიძლია». აი, კიდევ ჩვენი მსოფლმხედველობის
განმასხვავებელი ნიშანი. ჩემი დის მეზობლის ოჯახს ორმაგი უბედურება
დაატყდა თავს. დედას და მისი სამი წლის ვაჟს სიმსივნე დაუდგინეს. როდესაც
ქეთრინმა მითხრა ამის შესახებ, შოკში ჩავვარდი... «ღმერთო ამ ოჯახს წყალობა

96
სჭირდება», ვთქვი მე. ქეთრინმა კი მტკიცედ მიპასუხა, ამ ოჯახს პატარა
ქვაბებით საჭმელი უფრო სჭირდებაო და ამის შემდეგ მისი ორგანიზებით მთელ
სამეზობლოს, ყოველდღე რიგრიგობით მიჰქონდა ამ ოჯახში საჭმელი მთელი
ერთი წელი. არა მგონია, ჩემს დას სრულად გაეცნობიერებინა, რომ ეს წყალობაა...

გამოვედით წმინდა სუზანის ეკლესიიდან და ქეთრინი მეუბნება, «შენ თუ იცი,


შუა საუკუნეებში რატომ სჭირდებოდათ მღვდლებს ქალაქის დაგეგმარება?
დასავლეთიდან ორ მილიონზე მეტი კათოლიკე პილიგრიმი ჩამოდის, რომ
ვატიკანიდან (ხანდახან მუხლებზე დაჩოქილმა) წმინდა იოანეს ტაძრამდე
გაიაროს. ამოდენა ხალხისთვის კი ხელსაყრელი პირობებია საჭირო. ჩემი დის
მოწოდება სწავლაა. მისი საღმრთო წიგნი ოქსფორდის ინგლისური ენის
ლექსიკონია. ის რომ წიგნში თავს ჩარგავს და თითებს ფურცლებზე გაატარებს,
უკვე თავის ღმერთთან არის. მე იმავე დღეს დავინახე როგორ ლოცულობდა ჩემი
და, როცა მუხლებზე დაეცა რომის ფორუმის შუაგულში. გადაწმინდა მიწის
ზედაპირი (თითქოს დაფა წაშალა), შემდეგ აიღო პატარა ქვა და ამ ჭუჭყში
კლასიკური რომანული [რომანული სტილი – X-XII საუკუნეებში დასავლეთ
ევროპაში გაბატონებული მხატვრული სტილი. რომანულმა სტილმა აითვისა
ადრინდელი ქრისტიანული ხელოვნების მრავალი ელემენტი. ტერმინი შემოიღეს
XIX საუკუნეში.] ბაზილიკა დამიხაზა. ნახაზიდან დამანახვა ნანგრევები ჩვენ წინ,
რომ როგორმე გამეგო (მოახერხა და ვირტუალურად ამიხსნა!), როგორი უნდა
ყოფილიყო ეს შენობა, ანუ როგორ გამოიყურებოდა თვრამეტი საუკუნის წინ.

მან, როგორც ჰაროლდმა თავისი მეწამული ფანქრით, თითებით ჰაერში მოხაზა


თაღები, კარგა ხნის წინ დანგრეული ფანჯრები; წარმოსახვით შეავსო
კოსმოსური სიცარიელე და აღადგინა ნანგრევები. იტალიურ ენაში ძალიან
იშვიათად იყენებენ გრამატიკულ დროს – passato remoto-ს (შორეული წარსული
დრო). ეს დრო მაშინ გამოიყენება, როდესაც ძალიან, ძალიან შორეულ წარსულზე
ლაპარაკობ; ამბებზე, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა და არავითარ პერსონალურ
გავლენას არ ახდენს შენზე. მაგალითად, უძველესი ისტორია.

ჩემმა დამ რომ იტალიური იცოდეს, არასდროს გამოიყენებდა ამ დროს უძველესი


ისტორიის შესახებ სალაპარაკოდ. რომანული ფორუმი მისთვის შორეული რამ არ
არის, არც წარსულია, ის ისეთივე ახლანდელია და ახლობელია მისთვის,
როგორიც მე. ხვალ უკვე მიდის. «მისმინე, – ვეუბნები, – აუცილებლად დამირეკე,
როგორც კი თვითმფრინავი უვნებლად დაჯდება, კარგი? ფაფარი რომ არ

97
ამეშალოს, ყოველი შემთხვევისთვის». «ვიცი ძვირფასო, – მიპასუხა ქეთრინმა, –
მეც მიყვარხარ».

30

ხანდახან მიკვირს, რომ ქეთრინი მეუღლე და დედაა, მე კი – არა. ყოველთვის


პირიქით მეგონა, რომ მე სიცოცხლეს დავასრულებდი ტალახიანი
ფეხსაცმელებითა და მყვირალა ბავშვებით სავსე სახლში, ქეთრინი კი თავისთვის
იცხოვრებდა, განმარტოებით, ღამით საწოლში წიგნის კითხვაში. ჩვენ
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები გავიზარდეთ, ვერავინ
წარმოგვიდგენდა ასეთებს, როდესაც ბავშვები ვიყავით. ვფიქრობ, უკეთესია,
წინასწარი ვარაუდების საწინააღმდეგოდ, თითოეულმა ჩვენგანმა ისეთი
ცხოვრება შევიქმენით, როგორიც დავიმსახურეთ. მისი მარტოსული ხასიათიდან
გამომდინარე, ოჯახი უნდა ჰქონდეს, რომ თავი დააღწიოს მარტოობას. მე,
გუნდურად მცხოვრები ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს
შემაწუხებს მარტოობა, თუნდაც გაუთხოვარი ვიყო. მიხარია, რომ ის თავის
ოჯახს უბრუნდება და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ მაქვს წინ მოგზაურობის ცხრა
თვე. ყველაფერი, რაც უნდა ვაკეთო, არის ის, რომ ვჭამო, ვიკითხო, ვილოცო და
ვწერო. მე კვლავ ვერ გეტყვით, ოდესმე მომინდება თუ არა შვილები.

მიკვირდა, რომ ოცდაათი წლის ასაკშიც არ მინდოდა შვილი. ასეთი


«სიურპრიზის» შემდეგ, გაფიქრებაც კი მიჭირს, თუ რა იქნება, როცა ორმოცისა
გავხდები (სანაძლეოსაც ვერ ჩამოვალ, რას ვიფიქრებ ამ ასაკში). ერთი კია,
შემიძლია გითხრათ, მადლიერი ვარ, რომ მარტო ვარ, ჩემთვის. ვიცი, ბავშვს ვერ
გავაჩენ იმიტომ, რომ მერე, ვაიდა ვიდარდო, ნეტავ რატომ გავაჩინე-მეთქი. არა
მგონია, შვილის გაჩენა დამაჯერებელი არგუმენტი იყოს საიმისოდ, რომ უფრო
მეტი ბავშვი მოავლინო ამ ქვეყანას, თუმცა ზოგიერთი ამ მიზეზით აჩენს
შვილებს. ძირითადად, სურთ ვინმე აღზარდონ და დარწმუნდნენ, რომ
ცხოვრობენ. ხანდახან არჩევანის საშუალებაც კი არა აქვთ, თავიანთი პარტნიორის
სურვილის გამო ან უბრალოდ უნდათ, რომ მემკვიდრე ჰყავდეთ. ზოგჯერ
დიდად არც კი ფიქრობენ ამის შესახებ. ყველას თავისებური სურვილი აქვს

98
ბავშვის გაჩენისა. არ არის სავალდებულო, ყველას უანგარო სურვილი
ამოძრავებდეს. არც ყველა მიზეზი არ არის ერთნაირი, თუ რატომ არ უნდა
გააჩინო ბავშვი. არც ყველა ეს მიზეზია ეგოისტური.

ეგოიზმზე გამიგრძელდა... მე კვლავ ამაზე ვფიქრობ. რამდენჯერმე ჩემმა


მეუღლემ გამოიყენა მიზეზად ჩემს წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ქორწინება შეეწირა.
ყოველთვის, როცა რაიმეს მაბრალებდა, მთლიანად ვეთანხმებოდი. ვაღიარებ
დანაშაულს. ყველაფერი მაქვს, ღმერთო ჩემო, რაც მინდოდა, შვილები კი არა
მყავს. იქვე უარვყავი, თავი ვამჯობინე. აქედანვე ცუდი დედა ვარ. ჩვენი შვილები
– გამოგონილი ბავშვები – მრავალჯერ ყოფილან ჩვენი განსჯის საგანი. ბავშვებს
ვინ მიაქცევს ყურადღებას? ბავშვებთან ვინ დარჩება შინ? ფინანსურად ვინ
უზრუნველყოფს ბავშვებს? შუაღამისას ვინ აჭმევს? როდესაც ჩვენი
თანაცხოვრება თანდათან აუტანელი ხდებოდა, ჩემს მეგობარ სუზანს ერთხელ
ვუთხარი, – არ მინდა, ჩემი შვილები ასეთ ოჯახში იზრდებოდნენ-მეთქი. სუზანმა
მიპასუხა: «დაანებე თავი ბავშვებზე ლაპარაკს, ლიზ! ისინი არც კი არსებობენ.
რატომ არ გინდა აღიარო, რომ აღარ გინდა უბედური იყო? არც ერთს არ გინდათ
ეს და უკეთესია, ახლა მიხვდე, ვიდრე სამშობიაროში, როცა «ხუთ თითზე»
იქნები». დაახლოებით ამ პერიოდში, ნიუ-იორკში შეხვედრაზე ვიყავი.
წარმატებულ წყვილს შვილი შეეძინა და თან დედა გალერეაში, საკუთარი
ნახატების გამოფენას მართავდა. მახსენდება – ქალი, რომელიც ახლახან დედა
გახდა, ჩემი მეგობარი, ხელოვანი – როგორ უმასპინძლდებოდა სტუმრებს
(გამოფენა მის გალერეაში იყო), ამავე დროს უვლიდა ჩვილს და ცდილობდა
აკადემიურად ესაუბრა საკუთარ ნახატებზე. არც მინახავს ასეთი გამოუძინებელი
ადამიანი. არასდროს დამავიწყდება მისი სახე სამზარეულოში, წვეულების
შემდეგ, როგორ რეცხავდა ნიჟარაში დახვავებულ თეფშებს. მისი ქმარი (ძალიან
ვწუხვარ, გამეორება რომ მიხდება, მაგრამ ყველა ქმარი ასეთი არ არის) გვერდით
ოთახში, გემრიელად იჯდა ყავის მაგიდასთან მორთხმული და ტელევიზორს
უყურებდა.

და როცა ქმარს სთხოვა, სამზარეულოს დალაგებაში დახმარებოდა, მან უპასუხა,


«დაანებე თავი ძვირფასო, – ხვალ დილით დავალაგოთ». ბავშვი ისევ ატირდა.
ჩემი მეგობრის საღამოს კაბაზე მკერდიდან რძემ გამოჟონა. დარწმუნებული ვარ,
ვინც ამ შეხვედრაზე იყო, ჩემგან განსხვავებით, ყველანი სულ სხვა
შთაბეჭდილებით წავიდა. ალბათ თითოეულ მათგანს შურდა ასეთი ლამაზი
ქალისა, რომელსაც ასეთი ჯანმრთელი პატარა ჰყავს, ასეთი წარმატებული
99
ხელოვანია, დაქორწინებულია ასეთ მშვენიერ მამაკაცზე, აქვს შესანიშნავი ბინა,
აცვია ძალიან ლამაზი კაბა. ამ საღამოზე ისეთი ხალხიც იყო, ვისაც საქმიანი
ურთიერთობაც ჰქონდა მასთან. თავად ამ ქალბატონს კი ეს საღამო (თუ ოდესმე
მოიგონებს) გაახსენდება, როგორც ცხოვრებაში ყველაზე დამქანცველი და
აუტანელი. მე კი, მთელი საღამო პანიკურ შიშში გავატარე, იმით დაზაფრულმა,
რომ თუ ვერ მიხვდები, ლიზ, რომ ეს შენი მომავალია, ჭკუიდან გადამცდარხარ!
არ დაუშვა ეს... მაგრამ მაქვს კი იმის პასუხისმგებლობა, რომ ოჯახი მყავდეს? ო,
ღმერთო – პასუხისმგებლობა!

ამ სიტყვამ მანამ იმოქმედა ჩემზე, სანამ მე ვიმოქმედე მასზე. დიდხანს


ვუკირკიტე, მერე ორ ნაწილად დავშალე... მაშინ გავიგე ამ სიტყვის ნამდვილი
მნიშვნელობა: უნარი იმისა, რომ პასუხი გასცე. საბოლოოდ რა პასუხი უნდა
გავცე? ამას ჩემი სხეულის თითოეული ნაწილაკი მეუბნებოდა, – აუცილებლად
უნდა გავცლოდი ამ ქორწინებას. სადღაც ჩემში, ნიშანი მომცა, გამაფრთხილა
ჩემმა შინაგანმა მემ და მიწინასწარმეტყველა, რომ თუ მინდა ამ ქარიშხალში გზა
გავიკვლიო, თავი უნდა ავარიდო უბედურებას. თუ მაინც მოვავლენ ბავშვებს ამ
ქვეყანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა სიძნელეები მქონდეს, ან მინდა
თავიდან ავიცილო სირცხვილი, რომ ძალიან არაპრაქტიკული ვარ – და ეს
მხოლოდ სამწუხარო უპასუხისმგებლობის გამოვლენაა. მე სულ მახსოვდა იმ
საღამოზე, ჩემი მეგობრის, შერილის ნათქვამი, როდესაც მოდური გალერეის
სააბაზანოში ვიმალებოდი, შიშისგან ვკანკალებდი და თან წყალს ვისხამდი
სახეზე. შერილიმ მაშინ არაფერი იცოდა, რა ხდებოდა ჩვენს ქორწინებაში. არც
არავინ იცოდა. და ამ საღამოს არც არაფერი მითქვამს მისთვის. მხოლოდ ეს
ვუთხარი, «არ ვიცი, რა ვქნა». მან ხელი მომხვია, მშვიდი ღიმილით თვალებში
ჩამხედა და ძალიან უბრალოდ მითხრა: «სიმართლე მითხარი, სიმართლე
მითხარი, სიმართლე მითხარი». მეც ამას ვცდილობდი. ქორწინებიდან თავის
დახსნა, არა მარტო ფინანსური სირთულეების, არამედ მძიმე ცხოვრებისეული
სტილის შეცვლაცაა (ერთხელ ჩემმა მეგობარმა დებორამ ძალიან ჭკვიანურად
მითხრა: «ავეჯის გადაადგილებით არავინ მომკვდარა»). ემოციური მუხტია,
რომელიც უკან გიბრუნდება და გკლავს; შოკური განცდაა, რომელიც
ცხოვრებისეული გზიდან გადაგახვევინებს და სიმშვიდეს გაკარგვინებს. მაშინ,
როდესაც უამრავი ხალხი მუდმივად ამ ცხოვრებისეულ გზაზე დგას. ოჯახის
შექმნა ყველაზე ფუნდამენტური გზაა, ადამიანმა რომ მარადიულობა იპოვოს და
ადგილი ამერიკულ ან რომელიმე სხვა საზოგადოებაში. ეს სიმართლე

100
რამდენჯერმე აღმოვაჩინე დედაჩემის დიდ, ოჯახურ შეკრებაზე მინესოტაში.
ვხედავდი, რომ ყველანი წლების განმავლობაში დამაჯერებლად ფლობდნენ
თავიანთ პოზიციებს. ჯერ ხარ ბავშვი, შემდეგ მოზარდი, შემდეგ ახალგაზრდა
გათხოვილი ქალი, შემდეგ მშობელი, შემდეგ პენსიონერი, შემდეგ ბებია, – ყველა
საფეხურზე იცი, ვინ ხარ; იცი, რა მოვალეობა გაკისრია. იცი, სად დაჯდე ოჯახურ
შეკრებაზე. ზიხარ ბავშვებთან ერთად ან მოზარდებთან, ან ახალგაზრდა
მშობლებთან, ან პენსიონერებთან. ასე გრძელდება, ვიდრე ოთხმოცდაათი წლისა
გახდები. მერე ზიხარ ჩრდილში და სიამოვნებით შესცქერი შენს შთამომავლობას.
ვინ ხარ შენ? რა კარგია – შენ ის ხარ, ვინც ყველა აქ მყოფნი შექმნა. ამის შეცნობა
მაშინვე კმაყოფილებით გავსებს და მეტიც, საქვეყნოდ ცნობილი ხდები. რამდენს
სჯერა, რომ შვილები მისი ცხოვრების უდიდესი მონაპოვარი და ნუგეშია? ისინი
ერთთავად ასე ფიქრობენ მეტაფიზიკური კრიზისის დროსაც და მაშინაც, როცა
ეჭვი უჩნდებათ საკუთარ თავზე: «სხვა თუ ვერაფერი, შვილები მაინც ხომ
აღვზარდე კარგად».

მაგრამ რა ხდება, როცა ნებსით თუ უნებლიეთ არღვევ ოჯახის განვითარებისა და


გაგრძელების ამ სანუგეშო ციკლს. მაშინ, სად იქნება შენი ადგილი ასეთ ოჯახურ
შეკრებაზე? შიშით, როგორ განსაზღვრავ განვლილ წლებს, რომ შენი ცხოვრება
ნაკუწ-ნაკუწ დააქუცმაცე? ალბათ სხვა საზომი უნდა გამოძებნო, რომლის
მიხედვითაც განსჯი, იყავი თუ არა ბედნიერი. ბავშვები მიყვარს, მაგრამ რა
დაშავდება, თუ არ მეყოლება? როგორი ადამიანი ვიქნები? ვირჯინია ვულფი
წერდა: «ქალის უმანკო, ფართო ცხოვრების გზაზე, მახვილის აჩრდილი გაწვება.
მახვილის აქეთ, ამბობს ის, დევს ჩვეულება, ტრადიცია და წესრიგი, სადაც,
ყველაფერი რიგზეა. მაგრამ მახვილს თუ გადააბიჯებ, თუ გაგიჟდები და გაბედავ
და არ გაჰყვები დადგენილ წეს-ჩვეულებას, ყველაფერი აირევა. არაფერი არ
მოხდება წესისა და რიგის მიხედვით». მისი აზრით, მახვილზე გადაბიჯებამ
შეიძლება უფრო საინტერესო გახადოს ქალის არსებობა, მაგრამ გარწმუნებთ,
რომ უფრო სახიფათო. გამიმართლა, წერით მაინც ვარ დაკავებული. ხალხი
ადვილად გამიგებს. აჰ, მან მიატოვა ოჯახი, რომ ხელოვნება დაეცვა. შეიძლება
ამის გამართლებაც, ოღონდ, ბოლომდე არა. უამრავ მწერალს აქვს ოჯახი.
მაგალითისთვის, ტონი მორისონიც საკმარისია. მისთვის მწერლობას ხელი არ
შეუშლია, ვაჟი გაეზარდა და თან ისეთი სამშვენისი მიეღო, რომელსაც ნობელის
პრემიას ვეძახით. ტონი მორისონმა საკუთარი ცხოვრების გზა აირჩია, მე კი ჩემი
საკუთარი გზა უნდა ავირჩიო. იოგას უძველესი ტექსტის – ბჰაგავადგიტას

101
მიხედვით – ჯობია საკუთარი ბედ-იღბლით იცხოვრო, თუნდაც
არასრულყოფილად, ვიდრე ვინმეს ცხოვრების მიბაძვით და სრულყოფილად.
ამრიგად, დავიწყე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ჩემსავით
ზედმიწევნით არასრულყოფილი და უდიერია. ყველაფერს ასე ერთბაშად
მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ ვაღიარო, ჩემს დასთან შედარებით (ყოფა-
ცხოვრების, სახლ-კარის, ქორწინებისა და შვილების გათვალისწინებით), საკმაოდ
მერყევად გამოვიყურები. მე მისამართიც კი არ გამაჩნია. ეს კი დანაშაულია
ოცდათოთხმეტი წლის, მოწიფული, ნორმალური ქალის მხრიდან. ამჟამად
ყველაფერი, რაც გამაჩნია, ქეთრინის სახლში მაქვს დატოვებული. თავისი სახლის
ზედა სართულზე, ქეთრინმა დროებით საწოლი ოთახიც კი გამომიყო (შინაბერა
დეიდის საცხოვრისი). ხშირად, ჩემს ექსსაქორწინო ხალათში ჩაცმული ვიჭყიტები
მანსარდის ფანჯრიდან და ჭაობიან ადგილებს გავცქერი.

ჩანს, ქეთრინს არ ვაწუხებ და ჩემთვისაც მოსახერხებელია, მაგრამ ვშიშობ, თუ


დიდხანს გავაგრძელებ ასეთ ქაოსურ ცხოვრებას, ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის ჭია
გავხდები ან უკვე გავხდი კიდეც.

გასულ ზაფხულს, ჩემი ხუთი წლის დისშვილი და მისი მეგობარი ქეთრინის


სახლში თამაშობდნენ. ბავშვს შევეკითხე, როდის იყო მისი დაბადების დღე.
გოგონამ მიპასუხა, რომ 25 იანვარს. – ოოო, – ვუთხარი, – შენ მერწყული ხარ!
საკმაოდ ბევრს ვიცნობ ამ რიცხვში დაბადებულ მერწყულს და ვიცი, რომ
პრობლემურები არიან. ორივე ბავშვმა შეცბუნებითა და ცოტათი გაურკვეველი
შიშით შემომხედა. ფრთხილად უნდა ვიყო, უეცრად მათ თვალში საშინელ ქალად
არ ვიქცე: გადარეული დეიდა ლიზი, მუმუში [მუმუ – ქალის ტრადიციული
ჩასაცმელი ჰავაიზე.] გამოწყობილი, ფორთოხლისფრად შეღებილთმიანი,
განქორწინებული ქალი, რომელიც არ ჭამს რძის ნაწარმს, ეწევა მენთოლიან
სიგარეტს, სულ ახლახან დაბრუნდა ასტროლოგიური კრუიზიდან, დაშორდა
შეყვარებულს, ათვალიერებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ
ფერად სურათებს და ამბობს ასეთ რაღაცებს: – პატარავ, კიდევ მოუტანე დეიდა
ლიზის გამაგრილებელი ღვინო და სათამაშო რგოლს გათხოვებს! ბოლოს და
ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა გავხდე სოლიდური მოქალაქე? ეს ნამდვილად ვიცი,
მაგრამ ჯერ არა... გთხოვ, ოღონდ ახლა არა...

102
31

მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში ვიმოგზაურე ბოლონიაში, ფლორენციაში,


ვენეციაში, სიცილიაზე, სარდინიაზე, კვლავ ნეაპოლში ჩამოვედი და შემდეგ
კალაბრიაში გავემგზავრე. მოკლე მოგზაურობები მქონდა. ერთი კვირა აქ, შაბათ-
კვირა – იქ. იმდენ ხანს ვრჩებოდი, რამდენიც საკმარისია, რომ მიიხედ-მოიხედო,
ქუჩაში ხალხს ჰკითხო, სად იყიდება გემრიელი საჭმელი, შემდეგ წახვიდე და
ჭამო. იტალიური ენის შემსწავლელი სკოლიდან გამოვედი, რადგან მეჩვენებოდა,
ხელს მიშლიდა იტალიურის შესწავლაში. იმის მაგივრად, რომ მეხეტიალა და
ხალხთან პირისპირ მევარჯიშა იტალიურში, საკლასო ოთახში ვიყავი
გამოკეტილი. ასეთი სპონტანური მოგზაურობა დროის გატარების დიდებული
ხერხია. ჩემი ცხოვრების ყველაზე თავისუფალი დღეებია. გარბიხარ რკინიგზის
სადგურში და ყიდულობ ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ წასასვლელ ბილეთებს...
როგორც იქნა, სინამდვილეში ვიწყებ თავისუფლებასთან შეგუებას და
საბოლოოდ ვიძირები შიგ. სადაც მომესურვება, იქ მივდივარ. ცოტა ხნით ჩემი
მეგობრების ნახვასაც ვერ ვახერხებ რომში. ჯოვანიმ ტელეფონში მითხრა,
ბზრიალა გახდიო. ერთ ღამეს, ხმელთაშუა ზღვის რომელიღაც ქალაქის სასტუმრო
ოთახში მეძინა და ნამდვილად ჩემი სიცილის ხმამ გამომაფხიზლა ღრმა
ძილისგან. შევშინდი, ნეტავ ეს ვინ იცინის ჩემს საწოლში-მეთქი, მაგრამ მივხვდი,
მე ვიცინოდი. აღარც მახსოვს, რა მესიზმრებოდა. მგონი, რაღაც ნავებთან
დაკავშირებული.

32

შაბათ-კვირას ფლორენციაში ვარ. პარასკევ დილით ჩქარი მატარებლით გავეშურე


ბიძაჩემ ტერისა და ბიცოლაჩემ დების სანახავად, რომლებიც კონექტიკუტიდან
ჩამოფრინდნენ. პირველად არიან იტალიაში და, რა თქმა უნდა, დისშვილის
ნახვაც უნდათ. საღამოს დუომოს დასათვალიერებლად წავიყვანე. ისეთი
შთამბეჭდავი ადგილია. ამას ბიძაჩემის ქცევაც ადასტურებს: «oi vei! – ამბობს,

103
შემდეგ ჩერდება და აგრძელებს, – იქნებ ამ სიტყვებით არ უნდა ვასხამდე
ხოტბას კათოლიკურ ეკლესიას». ვნახეთ საბინები ქანდაკებათა ბაღში,
რომელთაც საუკუნეების შემდეგ «აუპატიურებენ» დაუდევარი მნახველები და
არავინ ზრუნავს მათ შესაჩერებლად... პატივი მივაგეთ მიქელანჯელოს, ვეწვიეთ
მეცნიერების მუზეუმს, ქალაქს გადმოვხედეთ გორაკიდან.

მალევე დავტოვე ბიძა და ბიცოლა. უჩემოდ ისიამოვნონ შვებულების დარჩენილი


დღეებით, მე კი ლუცაში წავედი, მდიდარ, მსუყე, პატარა, ხორცის მაღაზიებით
განთქმულ ტოსკანურ ქალაქში. მთელ ქალაქში გამოფენილია ხორცის საუკეთესო
ნაჭრები. მაღაზიები თითქოს გეუბნებიან: «შენ გინდა ის». ყველა ზომის, ფერისა
და სახეობის სოსისი, ლამაზი ქალის ფეხებივით, გამომწვევად გამოუფენიათ
საყასბოებში. მსხვილი ბარკლის ლორი პირდაპირ ვიტრინებზე აუფარებიათ და
თითქოს თვალს გიკრავენ, ამსტერდამელი ძვირად ღირებული მეძავებივით
გეძახიან. დაკლული ქათმები ისე ჩასუქებულან, თითქოს კმაყოფილნი, თავს
გთავაზობენ და ამაყობენ, რომ მსხვერპლად შეეწირნენ სიცოცხლეში
ერთმანეთთან გამართულ შეჯიბრებას: ვინ უფრო ქორფა და ჩასუქებული
გამოჩნდებოდა. ლუცაში მხოლოდ ხორცი არ გაგაკვირვებთ. შემწვარი წაბლი,
ატმები, გადმობრუნებული ლეღვები, ო, ღმერთო, რა ლეღვებია... მაგრამ ქალაქი,
რა თქმა უნდა, ცნობილია იმით, რომ აქ პუჩინი [პუჩინი, ჯაკომო (1858-1924) –
უდიდესი იტალიელი საოპერო კომპოზიტორი.] დაიბადა.

წესით, პირველ რიგში ამ ფაქტით უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ – არა. მე


იქაური ბაყალის გამხელილი საიდუმლოთი დავინტერესდი. ქალაქში საუკეთესო
სოკოს, პუჩინის სახლის ახლოს, რესტორანში მოგართმევენ. დავდიოდი ლუცას
ქუჩებში და იტალიურად ვკითხულობდი, როგორ უნდა მივსულიყავი ამა თუ იმ
ადგილას. «როგორ შეიძლება, მივიდე პუჩინის სახლამდე?» მაშინვე ქუსლზე
ვტრიალდებოდი და ზუსტად მუზეუმის საწინააღმდეგო მიმართულებით
ვეშურებოდი, ქუჩის მეორე მხარეს, რესტორანში შევდიოდი და წვიმის
გადაღებამდე უგემრიელეს risotto ai funghi-ს მივირთმევდი.

ახლა არ მახსოვს, ლუცაში, ბოლონიაში წასვლამდე ვიყავი თუ მერე. ბოლონია


ისეთი ლამაზი ქალაქია, რომ იქ ყოფნისას სულ გინდა იმღერო: «ბოლონიას
სახელი აქვს ტ-უ-რ-ფ-ა!» ტრადიციულად ბოლონიას მშვენიერი, აგურით
ნაშენები არქიტექტურული ძეგლებისა და განთქმული სიმდიდრის გამო
ეწოდება «წითელი, მსუქანი და მოხდენილი» (ამ წიგნის სათაურიც კი მინდოდა,

104
რომ ყოფილიყო). საჭმელი აქ უდავოდ უკეთესია, ვიდრე რომში. იქნებ იმიტომ,
რომ უფრო მეტ ცხიმს იყენებენ. ბოლონიაში ჯელატოც [იტალიური ნაყინი.] კი
უკეთესია. თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ეს სიმართლეა.
სექსუალური ტუჩებივით დიდი, სქელი სოკოები, პროშუტოთი მორთული პიცა
ისე გამოიყურება, თითქოს ქალის მოდურ ქუდს მაქმანიანი პირბადე აქვს
ჩამოფარებული.

და, რა თქმა უნდა, ბოლონიური საწებელი, რომელიც მედიდურად დასცინის


ყველა სხვა სახის სისულელეებს. ბოლონიაში აზრად მომივიდა, რომ
ინგლისურში არ გვაქვს buon appetito-ს შესატყვისი გამოთქმა. დასანანია და ასევე
ძალიან მრავლისმეტყველი. ყურადღება მივაქციე, რომ იტალიაში მატარებლის
გაჩერებები, მსოფლიოში ცნობილი კერძებისა და ღვინოების სახელებს ჰგავს:
შემდეგი გაჩერება პარმა... შემდეგი გაჩერება ბოლონია... ვუახლოვდებით
მონტეპულჩიანოს... მატარებელშიც კვება, პატარა სანდვიჩები და ცხელი
შოკოლადი. გარეთ წვიმს, გსიამოვნებს, თან ჭამ და მიქრიხარ. ერთხელ,
ახალგაზრდა კარგი შესახედაობის იტალიელთან ერთად მოვხვდი კუპეში. მან
რამდენიმე საათით წაუძინა, ვიდრე მე წვიმიან ამინდში რვაფეხას სალათას
მივირთმევდი. ბიჭმა ვენეციაში ჩასვლამდე მცირე ხნით ადრე გაიღვიძა. თვალები
მოიფშვნიტა, დიდი სიფრთხილით შემათვალიერა თავიდან ბოლომდე და
ამოიხვნეშა: Carina, რაც ნიშნავს: მაგარია! Grazie mille, [Grazie mille (იტალ.) –
ათასი მადლობა.]– ვუთხარი მე გადაჭარბებული ზრდილობიანობით. შეცბა, არ
ეგონა, იტალიურად თუ ვლაპარაკობდი. არც მე მეგონა, მაგრამ დაახლოებით ოცი
წუთი ვილაპარაკეთ და პირველად დავრწმუნდი, რომ იტალიურად საუბარი
შემეძლო.

ფაქტობრივად, იტალიურად ვლაპარაკობდი. აღარ ვთარგმნი, ვლაპარაკობ. რა


თქმა უნდა, ყველა წინადადებას შეცდომით ვამბობ. მხოლოდ სამი დრო ვიცი,
მაგრამ ძალიან თავისუფლად გავაგებინეთ ერთმანეთს. Me la cavo, – ასე იტყვი
იტალიურად, რაც ნიშნავს: «მოვახერხე». იმავე ზმნას ვიყენებთ, რასაც
მაგალითად, ღვინის ბოთლიდან კორპის ამოძრობის დროს. შემიძლია ვისაუბრო
და თავი დავიძვრინო გამოუვალი მდგომარეობიდან. ეს ღლაპი ჩემს შებმას
ცდილობს! ნამდვილად არ არის ცუდი. მაგრამ, არც გულწრფელია, არც
თავმდაბალი. რაღაც მომენტში იტალიურად მეუბნება, რაც კომპლიმენტად
მივიღე: «არც ისე მსუქანი ხარ, ამერიკელი ქალის პირობაზე».

105
მე ინგლისურად ვუპასუხე: «შენ კიდევ, არც ისე ქონიანი ხარ, იტალიელი
მამაკაცის პირობაზე». – რა? მეც ვუმეორებ ოდნავ შეცვლილი იტალიურით:
«ისეთი სასიამოვნო მამაკაცი ხართ, როგორიც ყველა იტალიელი». არა, აშკარად,
ვლაპარაკობ ამ ენაზე! ღლაპს ჰგონია, მომწონს, მაგრამ მე უბრალოდ, სიტყვებით
ვფლირტაობ. ღმერთო ჩემო! მეშველა, ენა ამოვიდგი, იტალიურად წყალივით
ვლაპარაკობ. სიტყვები თავისით მოდის! ღლაპს უნდა ვენეციაში შემხვდეს
მოგვიანებით, მაგრამ არ მაინტერესებს.

უკვე მოვიყირჭე საუბარი და ნებას ვაძლევ, თავი დამაღწიოს. თანაც, უკვე


დანიშნული მაქვს პაემანი ვენეციაში. ჩემს მეგობარს, ლინდას უნდა შევხვდე.
ლინდა გადარეული, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მე მიყვარს მისთვის ასე
დაძახება. ვენეციაში სიეტლიდან ჩამოდის. აი, კიდევ ერთი ნესტიანი და
უსახური ქალაქი. ძალიან უნდოდა იტალიაში ვენახე, ჰოდა, დავპატიჟე
სამოგზაუროდ ჩემთან ერთად. რად მინდა, მარტო წავიდე მსოფლიოში ყველაზე
რომანტიკული ქალაქის სანახავად? არა, ამ წელს არა. ჩემი თავი წარმოვიდგინე:
ვზივარ გონდოლის წვერში, მივცურავ ნისლიან ამინდში, გონდოლიერის
სენტიმენტალური სიმღერის თანხლებით, თითქოს ჩემს საყვარელ გაზეთს
ვკითხულობდე. ძალიან სევდიანი წარმოსახვაა. ამას ჯობია წარმოვიდგინო,
თითქოს მთაზე ამყავს ორადგილიანი ველოსიპედი, სხვის დაუხმარებლად. ასე
რომ, ლინდა კომპანიონობას გამიწევს და კარგი კომპანიონიც არის ასეთ ამბებში.
ლინდას, საშინელი კულულებით და მკივანა ხმით, დაახლოებით ორი წლის წინ
შევხვდი ბალიზე, იოგამ დაგვაკავშირა. ამის შემდეგ კოსტარიკაშიც
ვიმოგზაურეთ ერთად.

მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონია მოგზაურობაში. აუღელვებელი,


მშვიდი, ხალისიანი, განსაცვიფრებლად მოწესრიგებული «პატარა პიქსი»
[კელტური წარმოშობის ჯიუტი და მოუსვენარი ელფის მსგავსი მითური გმირი.]
შემოტმასნილ, წითელ დაჭმუჭნილ ხავერდის შარვალში. სუფთა ფსიქიკის
ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა დეპრესია და საკუთარი თავის თაყვანისცემა.
არასდროს ჰქონია თავზე დიდი წარმოდგენა. ერთხელ, სარკეში იყურებოდა და
მითხრა, ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკურად გამოვიყურები, მაგრამ მაინც
მომწონს ჩემი თავიო. მას შეეძლო, ხმა ჩაეკმინდა ჩემთვის, როდესაც
გამაღიზიანებლად ვიწყებდი მეტაფიზიკური შეკითხვების დასმას, თუნდაც
ასეთისას: «როგორია სამყაროს ბუნება?» (ლინდას პასუხი: «რატომ
კითხულობ?»). ლინდას უნდა, რომ ისე გაეზარდოს კულულები, რომ დაიწნას და
106
თავზე დაიხვიოს ტოპარივით [მზისგან დასაცავი თავსაბურავი.]. ჩიტმაც
შეიძლება დაიბუდოს შიგ. ბალელებს ძალიან უყვარდათ ლინდა,
კოსტარიკელებსაც.

თუ თავის საყვარელ ხვლიკებსა და ქრცვინებს არ უვლის, კომპიუტერული


პროგრამის სწავლებას ხელმძღვანელობს სიეტლში და ყველა ჩვენგანზე მეტ
ფულს აკეთებს. მოკლედ, მე და ლინდა ერთმანეთს ვენეციაში შევხვდით. ლინდა
შეჭმუხნილი დასცქერის ქალაქის რუკას. ატრიალებს წაღმა-უკუღმა, ეძებს ჩვენს
სასტუმროს. კარგი ორიენტაცია აქვს და მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით
აცხადებს: – ჩვენ ამ ქალაქის მერები ვართ, გიჟო!

მისი ესოდენ ოპტიმისტური შეძახილი არანაირად არ ესადაგება ამ მყრალ,


მდორე, ჩასაძირად გამზადებულ, იდუმალებით მოცულ უცნაურ, ჩუმ ქალაქს.
ვენეცია შესანიშნავი ქალაქია იმისთვის, რომ ლოთობითა და ნელი სიკვდილით
მოკვდე ან დაკარგო გულის სწორი, ან დაკარგო იარაღი, რომლითაც საყვარელი
ადამიანი მოგიკლეს. რაც ვენეცია ვნახე, მას შემდეგ მადლობელი ვარ, რომ რომში
ვცხოვრობ და არა ვენეციაში. არა მგონია, ანტიდეპრესანტებისთვის მალე
დამენებებინა თავი, აქ რომ მეცხოვრა.

ვენეცია ბერგმანის ფილმებივითაა. მოგწონს, მაგრამ იქ ცხოვრება არ გინდა.


მთელი ქალაქის კედლები იმ ოთახებივით იქერცლება, რომლებიც
გაკოტრებულმა, ერთ დროს მდიდარმა ოჯახებმა დარაბებით ჩარაზეს, კარები
ლურსმნებით დაჭედეს და რადგანაც ძვირი ჯდებოდა მოვლა, ბარიკადებით
გადახერგეს და უბრალოდ, დაივიწყეს, როგორც მომაკვდავი საუნჯე. აი, ეს არის
ვენეცია.

ქალაქი ჭრაჭუნებს და ირწევა, როგორც სათევზაო ხიმინჯი. ლინდას ღრმა


რწმენის მიუხედავად, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ ქალაქის მართვა, ყოველდღე
ვიკარგებოდით, განსაკუთრებით ღამით, როდესაც შეცდომით ვუხვევდით ბნელ,
სახიფათო ჩიხში, პირდაპირ არხის წყლისკენ. ერთ ნისლიან საღამოს ძველ
შენობას ჩავუარეთ, გეგონებოდათ ტკივილებისგან კვნესოდა. «ნუ ღელავ, –
წაიჭყიპინა ლინდამ, – ეს ეშმაკის კუჭია». ჩემი საყვარელი სიტყვა – attraversiamo.
ნერვიულად გამოვბრუნდით უკან. ჩვენს სასტუმროსთან ახლოს მდებარე
რესტორნის მფლობელი, ერთი ლამაზი ვენეციელი ქალბატონი უკმაყოფილოა
ბედით. ვენეცია ეზიზღება. იფიცება, რომ ყველას, ვინც ვენეციაში ცხოვრობს, ეს

107
ქალაქი სამარედ მიაჩნია. თურმე ერთი სარდინიელი მსახიობი შეჰყვარებია,
რომელიც ნათელ სამყაროსა და მზეს დაჰპირდა, მაგრამ სამი შვილით მიატოვა.
სხვა გზა აღარ ჰქონდა, ვენეციაში დაბრუნდა და ოჯახური რესტორანი გახსნა.

ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ ჩემზე ხნიერად გამოიყურება. რა ცუდი კაცი უნდა


იყო, რომ ასეთ მიმზიდველ ქალს ასე მოექცე. ვენეცია კონსერვატიული ქალაქია.
ქალს საქმიანი ურთიერთობები აქვს, ზოგჯერ ცოლიან მამაკაცებთან, რაც ხშირად
გულისტკივილით მთავრდება. მეზობლები მასზე ხშირად ჭორაობენ, მაგრამ
როგორც კი ოთახში შემოვა, მაშინვე ჩუმდებიან. დედამისი ეხვეწება, დასანახად
მაინც გაიკეთოს საქორწინო ბეჭედი: – ძვირფასო, ეს რომი არ არის, შენს გემოზე
რომ იცხოვრო და რაც გინდა, ის აკეთოო. ყოველ დილით მე და ლინდა
სასაუზმოდ მოვდივართ და ვეკითხებით ჩვენს სევდიან ახალგაზრდა ხნიერ
მასპინძელს იმ დღის მოსალოდნელი ამინდის შესახებ. ის მარჯვენა ხელის
თითებს იარაღის ჩახმახივით კეფასთან იდებს და ამბობს: «კიდევ იწვიმებს».

ჯერ კიდევ არა ვარ დეპრესიაში. ჯერ ვეგუები, ხანდახან მსიამოვნებს კიდეც
ვენეციის ჩაძირული მელანქოლია. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე ვარ აქ. სადღაც
ჩემში ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მელანქოლია კი არა, საკუთრივ ქალაქის
მელანქოლიაა. საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს იმისათვის, რომ სხვაობა ჩემსა და
მას შორის გავარჩიო. ეს ნიშანია, ვერ დავიჟინებ, მაგრამ საკუთარი თავის
კუაგულაციური მკურნალობის შედეგია. რამდენი წელი დავკარგე უსასრულო
უიმედობაში, როდესაც მთელი სამყაროს მწუხარება საკუთარი მეგონა.
ყველაფერი, თუ რამ საწყენი მოხდებოდა, ჩემში იღვრებოდა და სევდის კვალს
მიტოვებდა.

ძნელია დეპრესიაში იყო, როდესაც შენ გვერდით ლინდა შეუჩერებლად


ლაქლაქებს. ცდილობს მაყიდვინოს უზარმაზარი მეწამული ბეწვის ქუდი, თან
მახსენებს ამასწინანდელ საზიზღარ სადილს, ქალბატონ პაულას ხბოს ხორცის
ჩხირებს. ლინდა ციცინათელასავით არის. შუა საუკუნეებში, ვენეციაში
არსებობდა მამაკაცის პროფესია, რომელსაც codega ერქვა – დაქირავებული
ახალგაზრდა ანთებული ჩირაღდნით, ღამით წინ მიგიძღვებოდა, ბნელ ქუჩებში,
ქურდებისა და დემონების დასაფრთხობად, უსაფრთხოდ და დაცულად რომ
გეგრძნო თავი. ლინდა – დროებით ჩემი ვენეციელი საგანგებო codega-ა.

108
33

რამდენიმე დღეში რომში დავბრუნდი. როგორც კი მატარებლიდან ფეხი


ჩამოვდგი, ზღვა სითბო, მზიანი და უცვლელი უწესრიგობა ვიგრძენი. ქუჩაში
გამოსვლისთანავე გავიგონე შეძახილების ხმა, გეგონება ფეხბურთის
სტადიონიდან მოდიოდა. კიდევ ერთი მშრომელთა საპროტესტო დემონსტრაცია
ტარდებოდა. ამჟამად რისთვის გაიფიცნენ, ჩემმა ტაქსის მძღოლმა ვერ მითხრა,
უფრო სწორად, არ აინტერესებდა. Sti cazzi! – თქვა დემონსტრანტებზე
(ლიტერატურულად ასე ითარგმნება: «ეს სულელები» ან როგორც ჩვენ ვამბობთ:
«არ მაინტერესებს»). მიხარია, რომ დავბრუნდი. გაწონასწორებული, მდორე
ვენეციის შემდეგ მესიამოვნა დაბრუნება რომში, სადაც შეგიძლია ნახო, როგორ
ჩაუარა ლეოპარდის ტყავში გამოწყობილმა მამაკაცმა შუაგულ ქუჩაში მოალერსე
თინეიჯერებს. ქალაქი ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსეა, ისეთი მორთულ-
მოკაზმული და სექსუალურია ამ მზიან დღეს.

ერთხელ, სასაუბრო ვარჯიშის დროს, მარიას მეუღლემ, ჯულიომ რომზე


ჩამომიგდო საუბარი. კაფეში ვისხედით, გარეთ, ტერასაზე. ნამდვილად მიყვარს
ეს ქალაქი, მაგრამ ვიცი, ჩემი ქალაქი არ არის. და არც დარჩენილ ცხოვრებას
გავატარებ აქ. არის რაღაც, რაც მე არ მეკუთვნის, თუმცა ვერ გამერკვია – რა. ამ
საუბრისას, გვერდით დროულად ჩაგვიარა საჭირო ვიზუალურმა დახმარებამ,
ქალმა, ფანტასტიკურად შენარჩუნებული სილამაზით, საოცრად მოვლილმა,
ძვირფასეულობით დახუნძლულმა, ორმოცდამერამდენე წლის გათხოვილმა,
ოთხი ინჩის სიმაღლის ქუსლებზე შემდგარმა, შემოტმასნილი მკლავის სიგრძეზე
ჩახსნილი ბოლოკაბით, ავტორალის პილოტის სათვალის მსგავსი სათვალით
(ალბათ, რა ძვირი ღირს!), ერთით სიტყვით, ნამდვილმა რომაელმა ქალმა.

პატარა, მოხდენილ ძაღლს ასეირნებდა, ძვირფასთვლიანი ღილით შემკული


თასმით. ვიწრო ქურთუკზე ბეწვის საყელო ჰქონდა, თითქოს მისი ძაღლის
ტყავისგან იყო დამზადებული. წარმოუდგენლად მომაჯადოებლად აფრქვევდა
ირგვლივ: «თქვენ კი მხედავთ მე, მაგრამ მე უარს ვამბობ თქვენზე». ვერც
წარმოვიდგენ, რომ ამ ქალს ოდესმე, ათი წუთით მაინც, კოსმეტიკის გარეშე
ეცხოვრა. იგი ყველაფრით ჩემი ანტიპოდი იყო. ისეთ სტილზე ეცვა, რაზეც ჩემი
და იტყოდა: «სტივ ნიკსი იოგას მეცადინეობაზე პიჟამაში ჩაცმული მიდის».

109
ჯულიოს ეს ქალი დავანახვე და ვუთხარი: «ხედავ, ჯულიო? – აი, რომაელი
ქალი».

არ შეიძლებოდა, რომი მისიც და ჩემი ქალაქიც ყოფილიყო. მხოლოდ ერთ-ერთი


ჩვენგანი ეკუთვნოდა აქაურობას. და ორივემ ვიცოდით, – რომელი ჩვენგანი!

ჯულიომ თქვა, შეიძლება შენ და რომს სხვადასხვა გაგება გაქვთ. შენ არ იცი და,
მთელი საიდუმლო იმაშია, ქალაქსა და მის ხალხს რომ გაუგო, უნდა ისწავლო –
როგორ მეტყველებს ქუჩა. შემდეგ ინგლისურის, იტალიურისა და ჟესტების
გამოყენებით მიხსნიდა, რომ ყველა ქალაქი ერთი სიტყვით გამოხატავს იმ
ხალხის უმრავლესობის აზრს, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. რომ შეიძლებოდეს
ადამიანთა აზრის წაკითხვა, როდესაც ქუჩაში ან სხვაგან გვერდით ჩაგივლიან,
აღმოაჩენთ, რომ ყველანი ერთსა და იმავეს ფიქრობს. იმას, რაზეც ქალაქის
მცხოვრებთა უმრავლესობა ფიქრობს, ქალაქური გაგება ჰქვია. და თუ შენი
სიტყვა არ ემთხვევა ქალაქის სიტყვას, მაშინ ნამდვილად არ მიეკუთვნები
იქაურობას.

– რომის სიტყვა რომელია? – შევეკითხე.

– სექსი! – გამომიცხადა მან.

– მაგრამ ეს ხომ სტერეოტიპია რომზე?

– არა!

– მაგრამ ხომ არის ხალხი, ვინც სექსის გარდა სხვა რამეზეც ფიქრობს?

– არა! – დაიჟინა ჯულიომ, – ყოველი მათგანი, ყოველდღე რაზეც ფიქრობს, ეს


არის სექსი.

– ვატიკანშიც კი?

– ეს სულ სხვაა. ვატიკანი რომის ნაწილი არ არის. იქ სულ სხვა სიტყვა აქვთ.
მათი სიტყვაა ენერგია!

– არ გგონია, რომ ეს სიტყვა რწმენა არის!

110
– არა, ეს სიტყვა არის ენერგია! – გამიმეორა მან, – ხოლო თუ დამიჯერებ, რომის
სიტყვა არის სექსი!

ჯულიოს თუ დავუჯერებთ, სიტყვა სექსით მოკირწყლულია რომის ქუჩები,


მოივლის მთელ შადრევნებს და ჰაერს გააჯერებს ტრანსპორტის ხმაურივით.
ფიქრობენ მასზე, იცვამენ მისთვის, ეძებენ მას, მხედველობაში აქვთ ის,
უარყოფენ მას, მისდევენ სპორტს და თამაშობენ მის გამო –ყველაფერი კეთდება
სექსისთვის. მისი ბრწყინვალების მიუხედავად, მიხვდებით, რატომ არ არის
რომი ჩემი ქალაქი, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მაინც. ამჟამად სექსი ჩემი სიტყვა
არ არის. ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპზე ნამდვილად იყო, მაგრამ არა ახლა. ამიტომ,
რომის ეს სიტყვა, რომელიც ქუჩებში დაიგრიხება, მეჯახება, ყირაზე გადადის,
მაგრამ ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენს ჩემზე. არ ვმონაწილეობ ამ
სიტყვის შექმნაში, ამიტომ აქ ვერ ვიცხოვრებ. ამას სულელის თეორიას
უწოდებენ. ძნელია ამის დამტკიცება, მაგრამ მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები.
ჯულიომ მკითხა, «რა არის ნიუ-იორკის სიტყვა?» ცოტა ჩავფიქრდი და შემდეგ
გადავწყვიტე, «ეს რა თქმა უნდა, ზმნაა, ვფიქრობ, ეს არის მიღწევა» – უფრო
ფაქიზი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება ლოს-ანჯელესის სიტყვისგან.
მჯერა, რომ ისიც ზმნა იქნება: წარმატება! მოგვიანებით ჩემს შვედ მეგობარ
სოფის გავუზიარებ ამ თეორიას. მისი აზრით, სტოკჰოლმის ქუჩების სიტყვა არის
შესატყვისობა, რომელიც დეპრესიაში გვაგდებს ორივე ჩვენგანს. ჯულიოს
ვკითხე. «რა სიტყვა არის ნეაპოლისთვის?» – ის ხომ კარგად იცნობს სამხრეთ
იტალიას. «ჩხუბი», – დაასკვნა მან.

– რა იყო შენი ოჯახის სიტყვა, როცა პატარა იყავი?»

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე გამიძნელდა. იგი ალბათ ორი სიტყვის,


ყაირათიანისა და უპატივცემულოს კომბინაციაა, ერთ სიტყვაში გამოხატული.
მაგრამ ჯულიო უკვე შემდეგ კითხვაზე გადავიდა:

– შენი სიტყვა რა არის?

ახლა ნამდვილად ვერ ვუპასუხებ, და რამდენიმე კვირის ფიქრის შემდეგაც ვერ


მოვიფიქრე რაიმე შესატყვისი. რაღაც სიტყვები გამოვძებნე, მაგრამ ეს
ნამდვილად არ არის ის. ცხადია, ეს არ არის ქორწინება. ეს არ არის ოჯახი (თუმცა
მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელი ვიცხოვრე ამ ქალაქში და რადგან ამ
111
სიტყვას ვერ შევეგუე, ჩემი ტანჯვის მიზეზიც ის იყო). ეს აღარ იყო დეპრესია
(მადლობა ღმერთს!). არც კი მწყინს, რომ სტოკჰოლმის სიტყვას, შესატყვისობას
ვიზიარებ, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რომ ამჟამად ნიუ-იორკის (მიღწევა!) ბინადარი
ვარ, მაშინ როცა, ნამდვილად ჩემი სიტყვა იყო, ოცი წლის რომ ვიყავი.

ჩემი სიტყვა შეიძლება იყოს ძიება. მოდი, ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ
ასევე ადვილად შეიძლებოდა ყოფილიყო დამალვა. იტალიაში ყოფნის ბოლო
თვეებში, ჩემი სიტყვა თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო სიამე, მაგრამ ჩემი
სხეულის ყველა ნაწილს არ ესადაგებოდა. აბა, რატომ მიხაროდა ინდოეთში
გამგზავრება? ჩემი სიტყვა შეიძლება იყოს ერთგულება, მაგრამ გამოდის, ეს
უფრო ფარისევლობაა, მე კი ასეთი არ ვარ, რა მდგომარეობაშიც უნდა ვიყო,
თუნდაც მთვრალი. პასუხი არ ვიცი და დავუშვი, რომ წლევანდელი მოგზაურობა
ჩემი სიტყვის ძიებას მივუძღვენი. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – ეს
არ არის სექსი ან რამე ამდაგვარი. ნამდვილად ვიცი.

მაშინ გამარკვიეთ, მაინცდამაინც დღეს, ჩემმა ფეხებმა, თავისთავად რატომ


მიმიყვანა შეუმჩნეველ ბუტიკთან, სადაც რამდენიმე საოცნებო საათი გავატარე
ახალგაზრდა, გამოცდილ, ნაზ იტალიელ გამყიდველ გოგონასთან
(ტრანსკონტინენტალის ავიაბილეთსაც კი ვიყიდდი, იმდენი ფული დავტოვე იქ).
საკმარისი რაოდენობით შევიძინე ქალის თეთრეული, სულთნის მეუღლეს რომ
დავმსგავსებოდი ათას ერთი ღამიდან. ვიყიდე ყველა ზომისა და სახეობის
სამაჯური, თხელი, ნაზი კამისოლები და ყველა ფერის კოლჰოტები «სააღდგომო
კალათიდან», კრემისფერი სატინისა და აბრეშუმის ლიფები. ხელით ნაკეთები
თასმები და რაღაც-რაღაცები, ძირითადად ხავერდოვანი, მაქმანიანი და
მეტისმეტად სასიყვარულო.

ჩემს სიცოცხლეში არ მქონია ასეთი რამეები. ნეტავ რატომ ვიყიდე ახლა?


მაღაზიიდან გამოსულს იღლიაში ამოჩრილი მომქონდა ქსოვილში გახვეული
მთელი ეს სისულელეები. გამახსენდა ფეხბურთის გულშემატკივართა
გაცეცხლებული შეძახილები, როდესაც «ლაციოს» სახელგანთქმულმა მოთამაშემ,
ალბერტინიმ თამაშის გადამწყვეტ მომენტში ყოვლად გაურკვეველი
მიმართულებით უმიზნოდ დაარტყა ბურთს ფეხი და თამაში გააფუჭა.

– Per chi! – გიჟივით ყვიროდა გულშემატკივარი, – Per chi! ვისთვის ურტყამ


ბურთს, ალბერტინი? იქ ხომ არავინ არის! მაღაზიაში გატარებული ამდენი საათის

112
შემდეგ, ქუჩაში გამოსულმა, ჩემთვის ჩუმად გავიმეორე: – Per chi? ვისთვის,
ლიზ? ვისთვის ეს დეკადენტური სექსუალობა? აქ ხომ არავინ არის ასეთი,
მხოლოდ რამდენიმე კვირით მიწევს დარჩენა იტალიაში და არავისთან არ
ვაპირებ სექსუალურ ურთიერთობას. იქნებ ვაპირებ კიდეც? იქნებ რომის ქუჩებმა
გავლენა იქონია ჩემზე. იქნებ ეს უკანასკნელი შანსი იყო, რომ იტალიელი
გავმხდარიყავი? იქნებ საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს? ან იქნებ
ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ არარსებულ შეყვარებულს მივუძღვენი ეს საჩუქარი.
იქნებ ეს ჩემი სექსუალური ლტოლვის განკურნების დასაწყისია (მას შემდეგ, რაც
ჩემი უკანასკნელი სექსუალური ურთიერთობა მარცხით დასრულდა, ნდობა
დავკარგე საკუთარი სექსუალობისადმი).

საკუთარ თავს შევეკითხე: – შენ რა, ყველაფერი ამის ინდოეთში წაღებას აპირებ?

34

ლუკა სპაგეტის დაბადების დღე ამერიკის მადლიერების დღეს დაემთხვა,


გადაწყვიტა, დაბადების დღისთვის ინდაური მოემზადებინა. აქამდე არასდროს
ეჭამა დიდი, მსუქანი, შემწვარი ამერიკული მადლიერების დღის ინდაური.
მხოლოდ ფილმებში ენახა. ალბათ ჩემი დახმარებით, ადვილი იქნება, ზუსტად
ასეთი ზეიმი მოვაწყოთ. აქ არა ვარ, ნამდვილი ამერიკელი? ლუკა დაბადების
დღეს ყოველთვის მარიოსა და სიმონას დიდ, ლამაზ სახლში იხდის, რომის მთიან
გარეუბანში. ახლაც, მარიოსა და სიმონას სამზარეულოში გვაქვს საზეიმო
მზადება. ლუკამ ზეიმი ასე დაგეგმა: დაახლოებით შვიდი საათისათვის,
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, გამომივლიდა და ერთად გავემგზავრებოდით
ჩრდილოეთით, მისი მეგობრების სახლისკენ, რომიდან ერთი საათის სავალზე. იქ
სხვა სტუმრებსაც დაველოდებოდით, ბევრ ღვინოს დავლევდით და
ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობდით. შემდეგ კი, დაახლოებით საღამოს ცხრა
საათისთვის დავიწყებდით ოცგირვანქიანი ინდაურის შეწვას. დაბადების დღის
საზეიმო საჭმელი მეორე დღის გამთენიისას იქნებოდა მზად. ლუკას რომ
ავუხსენი, რა დრო სჭირდება ოცგირვანქიანი ინდაურის შეწვას, გაგიჟდა. «ხომ არ
აჯობებდა პატარა ინდაური გვეყიდა? ახალგამოჩეკილი ინდაური?» ლუკა

113
დავამშვიდე, – მოდი, დავანებოთ თავი ინდაურს და პიცა მივირთვათ, როგორც
ამას ყველა ნორმალური, ამერიკული ოჯახი აკეთებს მადლიერების დღეს-მეთქი.
ლუკა მაინც ძალიან აფორიაქებული ჩანდა. ისედაც საერთო არეულობა იყო იმ
დღეს რომში. აცივდა. სანიტარიული მუშები, მატარებლებისა და სახელმწიფო
ავიახაზების თანამშრომლები ერთდროულად გაიფიცნენ. უახლესი
გამოკითხვებით, იტალიელი ბავშვების 36 პროცენტი ალერგიულია
წებოვანასადმი, რომელიც აუცილებელია მაკარონის ნაწარმის, პიცისა და პურის
დასამზადებლად. მეტსაც გეტყვით: სულ ახლახან სტატია ვნახე გამაოგნებელი
სათაურით: Insoddisfatte 6 Donne su 10! – ანუ ათიდან ექვსი იტალიელი ქალი
სექსუალურად დაუკმაყოფილებელია, ხოლო მკვლევრები ძალიან
გაკვირვებულები არიან, რომ იტალიელ მამაკაცთა 35 პროცენტი სექსუალურ
პრობლემებს უჩივის. ამის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება, რომ რომის საკუთარი
სიტყვა სექსი იყოს.

უფრო სერიოზული ცუდი ამბავი ის იყო, რომ ამერიკელთა ომში (როგორც აქ


ეძახიან!) 19 იტალიელი სამხედრო დაიღუპა. ერაყში – ყველაზე მეტი იტალიელია
დაღუპული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რომაელები შოკირებული იყვნენ ამ
ამბით. ბიჭების დაკრძალვის დღეს მთელი ქალაქი დაიკეტა. იტალიელების
უმრავლესობა ფიქრობს, რომ არაფერი ესაქმებათ ჯორჯ ბუშის ომში. მასში
მონაწილეობა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გადაწყვიტა,
რასაც აქაურები იდიოტობად თვლიან.

ეს უინტელექტო, ფეხბურთის კლუბის მფლობელი ბიზნესმენი, კორუფციული


და იაფფასიანი ზედაპირულობით გამუდმებით არცხვენს თანამემამულეებს
ევროპარლამენტში უხამსი ჟესტებით. მან კარგად აითვისა ლაყაფის ხელოვნება,
მოხდენილად მანიპულირებს მასმედიით (ძნელი არ უნდა იყოს, როცა მასმედია
შენ გეკუთვნის!). ისე კი არ იქცევა, როგორც ყველა ნორმალური მსოფლიო
ლიდერი, არამედ უოტერბერის მერს ჰგავს (მაპატიეთ, მაგრამ ეს ხუმრობა
მხოლოდ კონექტიკუტის მცხოვრებთათვის არის განკუთვნილი). იტალიელებს
ომში მონაწილეობა არ მიაჩნიათ თავიანთ საქმედ. «ისინი მშვიდობისათვის
დაიღუპნენ», – განაცხადა ბერლუსკონიმ იტალიელი სამხედროების
დაკრძალვაზე, მაგრამ იტალიელთა უმრავლესობას განსხვავებული აზრი აქვს:
«ისინი ჯორჯ ბუშის პირად შურისძიებას შეეწირნენ». ასეთი პოლიტიკური
კლიმატის პირობებში შეიძლება იფიქრო, რომ უხერხულია ამერიკელის ვიზიტი.
როდესაც იტალიაში ჩამოვედი, ნამდვილად ველოდი რაღაც აღშფოთების
114
გამოხატვას ჩემდამი, სამაგიეროდ კი იტალიელთა თანაგრძნობა მივიღე. ჯორჯ
ბუშის ხსენებისას იტალიელები ყოველთვის ბერლუსკონისკენ მიუთითებენ და
ამბობენ: «ვიცით როგორიც არის – ჩვენც გვყავს ერთი მასეთი და კარგადაც
გვესმის თქვენი».

ლუკასგან უცნაურია, რომ, შემთხვევით ისარგებლა და თავისი დაბადების


დღეზე ამერიკული მადლიერების დღე აღნიშნა. ნამდვილად ძალიან მომწონს ეს
იდეა. ამერიკელები ამ დღესასწაულით ძალიან ამაყობენ. მათთვის ეს
ერთადერთი ეროვნული საზეიმო დღეა, რომელიც შერჩათ. ეს არის მოწყალებისა
და მადლიერების გამომხატველი დღე, ერთობისა და სიამოვნების დღე. ზუსტად
ახლა გვჭირდება იგი ყველას. ჩემი მეგობარი დებორა ამ დღის აღსანიშნავად
ფილადელფიიდან რომში ჩამოვიდა. დებორა საქვეყნოდ ცნობილი ფსიქოლოგია,
მწერალი და ფემინისტური თეორეტიკოსი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის
საყვარელ, მუდმივ კლიენტად დარჩება. ფილიში სადილის მიმტანად
ვმუშაობდი. ის კი სადილზე მოდიოდა, სვამდა დიეტურ კოლას ყინულის გარეშე
და დახლს მიღმა ჭკვიანურ ამბებს მიყვებოდა. თავისი ჩამოსვლით მან
ნამდვილად დააგვირგვინა ჩვენი ერთობა. უკვე თხუთმეტი წელია, მეგობრები
ვართ.

სოფიც მოვა ლუკასთან. მე და სოფი თხუთმეტი კვირაა, ვმეგობრობთ.


მადლიერების დღეს ყველას უხარია სტუმრების მიღება... განსაკუთრებით, თუ
იმ დღეს ლუკა სპაგეტის დაბადების დღეც არის. გვიან ღამით დავტოვეთ
დაღლილი და დაძაბული რომი და მთებისკენ გავემგზავრეთ. ლუკას უყვარს
ამერიკული მუსიკა, მთელი ძალით ვუბერავთ «იგლს» და ვმღერით: «Take it… To
the limit… One more time!» ჩვენს მგზავრობას უცნაური კალიფორნიული ხმა
ედება ზეთისხილის ჭალებსა და უძველეს აკვედუკებს შორის. მივედით ლუკას
ძველი მეგობრების, მარიოსა და სიმონას სახლში. მათ თორმეტი წლის ტყუპი
გოგონა, ჯულია და სარა ჰყავთ. აქ არის პაოლო, ლუკას მეგობარი, რომელსაც
ადრე, ფეხბურთის თამაშზე შევხვდი. პაოლო თავის მეგობარ გოგოსთან ერთად
არის მოსული. ლუკას შეყვარებულიც აქ არის. ჩვენზე ადრე ჩამოვიდა ამ საღამოს.
კოხტა სახლში ვართ. ზეთისხილის ბაღებსა და ლიმონის ხეებში ჩამალული...

ბუხარი დანთებულია, ზეთისხილის ზეთი შინ დაუმზადებიათ. ოცგირვანქიანი


ინდაურის შეწვის დრო აღარ არის. ლუკამ როგორღაც მოახერხა და ინდაურის
მკერდის საუკეთესო ნაწილები მოიტანა. მე ვუხელმძღვანელე მონდომებულ

115
ჯგუფს, რომ ინდაურის სატენი მასალა მოგვემზადებინა. გავიხსენე რაც
შეიძლება საუკეთესო რეცეპტი, ავიღეთ აფუებული იტალიური პურის ნამცეცები
და საჭირო ინგრედიენტები ადგილობრივით ჩავანაცვლეთ (გარგარის ნაცვლად
ფინიკი, ნიახურის ნაცვლად კამა), შესანიშნავი გამოვიდა. ლუკა ნერვიულობდა,
არ იცოდა, როგორ წარიმართებოდა საუბარი ამ საღამოს. სტუმრების ნახევარს
ინგლისური არ ესმოდა, მეორე ნახევარს კი – იტალიური (მხოლოდ სოფი
ლაპარაკობდა შვედურად). ვფიქრობ, ყველაზე საოცარი ღამე იყო. ენის ბარიერის
მიუხედავად, ყველა საუკეთესოდ ვუგებდით ერთმანეთს.

სათვალავი ამერია, რამდენი ბოთლი სარდინიული ღვინო დავლიეთ. დებორამ


ერთი ამერიკული ჩვეულების გახსენება შემოგვთავაზა. ერთმანეთისთვის
ხელები უნდა ჩაგვეკიდა და რიგრიგობით გვეთქვა, რისი მადლობელი ვიყავით
ცხოვრებაში. სამადლობლის ეს მონტაჟი, რომელიც ამავე დროს აღიარებაც იყო,
სამ ენაზე წარიმართა. დებორამ დაიწყო და მადლიერება გამოთქვა, რომ ამერიკას
სულ მალე მიეცემოდა შესაძლებლობა ახალი პრეზიდენტი აერჩია. სოფი ამბობს
(ჯერ შვედურად, მერე იტალიურად და ბოლოს ინგლისურად), რომ მადლობელია
იტალიელების გულისხმიერებისა და კეთილმოსურნეობისთვის. და იმ უდიდესი
სიამოვნებისთვის, რაც ოთხი თვის განმავლობაში იტალიაში ყოფნის დროს
განიცადა. თვალზე ცრემლი მომადგა, როდესაც ჩვენმა მასპინძელმა მარიომ
ტირილით, მთელი გულით მადლობა გადაუხადა ღმერთს სამუშაოსთვის,
რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა მიეცა ასეთი ლამაზი სახლი ჰქონოდა
ოჯახისა და მეგობრების გულის გასახარად.

პაოლოს ეცინება, როდესაც ამბობს, რომ ისიც მადლობელია, რომ ამერიკას მალე
მიეცემა შესაძლებლობა ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ყველანი გავჩუმდით, რომ
პატივი გვეცა პატარა სარასთვის, თორმეტი წლის ტყუპისცალისთვის, რომელმაც
მამაცურად განაცხადა, რომ მადლობელია, ამ საღამოს არაჩვეულებრივ ხალხთან
ერთად ყოფნისთვის, რადგან ამ ბოლო დროს სკოლაში პრობლემები აქვს.
ზოგიერთი მისი ამხანაგი არაფრად აგდებს. «ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ასე
კარგად მექცევით და არა ისე, როგორც ისინი». ლუკას შეყვარებულმა თქვა,
მადლობას ვუხდი ლუკას ერთგულებისთვის ამ წლების განმავლობაში, კიდევ იმ
სითბოსა და დახმარებისთვის, რომელიც მან გაჭირვების დროს ჩემს ოჯახს
გაუწიაო... ჩვენი დიასახლისი სიმონა უფრო მეტად მოთქვამს, ვიდრე მისი
მეუღლე. იგი მადლიერია, რომ ამ უცნობმა ამერიკელებმა (რომლებიც სულაც არ
არიან უცნობები, რადგან ლუკას მეგობრები არიან, და ამასთან მშვიდობის
116
მეგობრებიც), ზეიმისა და მადლიერების დღის ახალი ტრადიცია დაამკვიდრეს მის
სახლში.

ჩემი რიგი რომ მოვიდა, დავიწყე, შონო გრატა… მერე მივხვდი, რომ ჩემს
ნამდვილ აზრებს იტალიურად ვერ გავწვდებოდი. სახელდობრ, მინდოდა, დიდი
მადლობა გამომეთქვა, რომ ამ საღამოს დეპრესიისგან თავისუფალი ვარ,
რომელიც ვირთხასავით მღრღნიდა წლების განმავლობაში; დეპრესიისგან,
რომელმაც ჩემი სული ისე დაანაკუწა, რომ ცოტა ხნის წინ ასეთი ლამაზი
საღამოებით სიამოვნების მიღება საერთოდ არ შემეძლო. მსგავსი არაფერი
მითქვამს. არ მინდოდა ბავშვები ამეღელვებინა. სამაგიეროდ უმარტივესი
სიმართლე ვთქვი, რომ მადლობელი ვარ ძველი და ახალი მეგობრებისა. რომ ამ
საღამოს განსაკუთრებით ლუკა სპაგეტის მადლობელი ვარ. იმედი მაქვს, რომ
ბედნიერია დაბადების ოცდამეცამეტე წლისთავზე და ვიმედოვნებ, რომ დიდხანს
იცოცხლებს, რათა მაგალითი გახდეს სხვებისთვის ერთგულებითა და
კაცთმოყვარეობით.

არ მინდა, ტირილისას ან ამ სიტყვების წარმოთქმისას, ვინმე ყურადღებას


მაქცევდეს. ისე, არა მგონია, ვინმე ყურადღებას მაქცევდეს. ყველა ტირის. ლუკა
ემოციებისგან ისეთი დაცლილია, სიტყვებს ვერ პოულობს და დაუჩემებია, –
თქვენი ცრემლები ჩემთვის ლოცვააო სარდინიული ღვინო კვლავ მოდის და
ვიდრე პაოლო თეფშებს რეცხავს, მარიო თავის დაღლილ გოგონებს აძინებს,
ლუკა გიტარაზე უკრავს და დანარჩენები სხვადასხვა აქცენტით მღერიან Neil
Young songs-სიმღერებს. ამ დროს ამერიკელი ფემინისტი ფსიქოლოგი ქალი
დებორა ჩუმად მეუბნება: – შეხედე რამდენი კარგი იტალიელი მამაკაცია ჩვენ
გარშემოო და აგრძელებს, – შეხედე, როგორი გახსნილები არიან გრძნობებში და
როგორ საყვარლად იქცევიან თავიანთ ოჯახებში. ნახე, როგორი პატივისცემითა
და ყურადღებით ეპყრობიან ქალებსა და ბავშვებს. არ დაიჯერო, რასაც გაზეთებში
წერენ, ლიზ. ეს ქვეყანა მშვენივრად გრძნობს თავს.

ჩვენმა შეკრებამ დილამდე გასტანა. ბოლოს და ბოლოს, შევწვით ჩვენი ინდაური


და საუზმეზე მივირთვით. ლუკამ მე, დებორა და სოფი სახლამდე უკან
წამოგვიყვანა. ერთად დავბრუნდით რომში. მთელი გზა სხვადასხვა ენაზე
განსხვავებულ სიმღერებს ვმღეროდით, რომ ლუკას არ დასძინებოდა...

117
35

ჭამისგან თავს ვერ ვიკავებდი... ოთხი თვის შემდეგ არც ერთ შარვალში აღარ
ვეტეოდი (იტალიაში ყოფნის მეორე თვეს უკვე დამიპატარავდა), დამიპატარავდა
სულ ახლახან ნაყიდი ტანსაცმელიც... იმის საშუალება კი ნამდვილად არა მაქვს,
ყოველ კვირას განვაახლო გარდერობი. მალე ინდოეთში ვიქნები და ვიცი, ფული
უბრალოდ თვალსა და ხელს შუა გამიქრება, მაგრამ არც ამ შარვლებით შეიძლება
სიარული. ცდუნებას ავყევი, ერთ მდიდრულ სასტუმროში სასწორზე შევდექი და
გავიგე, რომ ოთხ თვეში 23 გირვანქა მომიმატებია, ნამდვილად საამაყო
სტატისტიკაა, დაახლოებით 15 გირვანქის მომატება ნამდვილად მჭირდებოდა,
რადგან შარშანდელი დაძაბული წლის განქორწინებისა და დეპრესიის გამო,
საშინლად გავხდი. მომდევნო ხუთი გირვანქა, უბრალოდ გასართობად
მოვიმატე, შემდეგი სამი? უბრალოდ დასამტკიცებლად. ფაქტია, რომ
ტანსაცმლის მაღაზიაში აღმოვჩნდი და ისეთი რამ შევიძინე, რასაც მთელ
ცხოვრებაში სათუთად მოვლილი სუვენირივით შევინახავ. «უკანასკნელი თვე
იტალიურ ჯინსში». ახალგაზრდა გამყიდველი საკმაოდ კარგი ქალი აღმოჩნდა.
სულ უფრო დიდი ზომა მოჰქონდა და გასახდელში მაწოდებდა, ფარდის იქით
ერთმანეთის მიყოლებით, კომენტარის გარეშე. თან ყოველი ახალი ზომის
გასინჯვის შემდეგ მეკითხებოდა, თუ მომერგო. რამდენჯერმე დამჭირდა
გამომეყო თავი ფარდიდან და მეთქვა: «მაპატიეთ, ცოტათი დიდი ზომა ხომ არ
გექნებათ?» ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ბოლოს და ბოლოს, ამ მშვენიერმა
ახალგაზრდა ქალმა ის ზომა არ მომიტანა, რომლის წელის უსაშველოდ დიდმა
ზომამ ნამდვილად თვალები მატკინა (გული კინაღამ წამივიდა). გასახდელიდან
გამოვედი და გამყიდველს დავენახვე, მას კი წარბიც არ შესტოკებია. ისე
მიყურებდა, როგორც ხელოვნების ნიმუშს, უფრო სწორად, კურატორის თვალით,
რომელმაც ლარნაკის ღირებულება უნდა განსაზღვროს. საკმაოდ ფართო ლარნაკი
კი გამოდგა.

– Carina, [Carina (იტალ.) – კარგია.] – საბოლოოდ დაასკვნა მან, – მაგარია! შემდეგ


იტალიურად ვკითხე, მაპატიეთ, ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, ამ შარვალში
ძროხას თუ ვგავარ-მეთქი. – არა, სინიორა, ძროხას არ ჰგავხართო, – მიპასუხა.
«მაშინ ალბათ ღორს ვგავარ!» – წამოვიძახე გულწრფელად. მთელი
სერიოზულობით მარწმუნებს, რომ არა. «სულ ცოტათი მაინც არ ვგავარ ღორს?
118
იქნებ კამეჩს?» სიტყვების გამოყენების ძალიან კარგი პრაქტიკა გავიარე.
გამყიდველის გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ მას განზრახული აქვს,
პროფესიონალურად მომემსახუროს და წარბიც არ შეერხეს... მე კიდევ ერთხელ
ვცადე: «იქნებ კამეჩის მოცარელას ვგავარ?» – კარგი, შესაძლოა, – მეთანხმება და
ოდნავ იღიმება, – შესაძლოა კამეჩის მოცარელას ჰგავხართ...

36

ერთი კვირა დამრჩა იტალიაში. ინდოეთში წასვლამდე მინდა საშობაოდ


ამერიკაში დავბრუნდე, არა მარტო იმიტომ, რომ შობა ჩემს ოჯახთან ერთად
მინდა გავატარო, არამედ მომდევნო რვა თვის განმავლობაში – ინდოეთსა და
ინდონეზიაში მოგზაურობა, ხელახლა ჩალაგების სრულ პროცესს მოითხოვს. იმ
საგნებიდან, რასაც რომში ცხოვრებისას იყენებ, ძალიან ცოტა რამ თუ
დაგჭირდება ინდოეთში სახეტიალოდ. შესაძლოა ინდოეთში მოგზაურობისთვის
მზადების პერიოდში გადავწყვიტე, რომ ამ ბოლო კვირას იტალიის
სახელგანთქმულ კუნძულზე, სიცილიაში მემოგზაურა. ამდენად, არცთუ ისე
ცუდი ადგილია იმისთვის, რომ თავი უკიდურესად გაჭირვებაში საცხოვრებლად
გამოცადო. ან იქნებ იმიტომ მინდა სიცილიაში წასვლა, რომ გოეთემ თქვა: «ვისაც
სიცილია არ უნახავს, მას წარმოდგენაც არა აქვს, რა არის იტალია».

მაგრამ არცთუ ადვილი აღმოჩნდა სიცილიაში ან კიდევ მის გარშემო


მოგზაურობა. მთელი ჩემი იტალიურის გამოყენება დამჭირდა, გამეგო, რომელი
მატარებელი მიდიოდა პირდაპირ სანაპირომდე და შემდეგ ზუსტად მეპოვა
მესინაში წამსვლელი ბორანი (საზარელი და საეჭვო სიცილიური საპორტო
ქალაქის კარიბჭე ბარიკადებით შემოუსაზღვრავთ და თითქოს ღმუის: «ჩემი
ბრალი არ არის, რომ ასეთი უშნო ვარ! მიწისძვრა მე არ დამკლებია, ძარცვა და
ძალმომრეობა მაფიის გადამკიდეს!»). მესინაში ჩასვლისთანავე ავტობუსის
გაჩერება უნდა მეპოვა (მწეველი კაცის ფილტვებივით გაჭვარტლული) და ის
კაცი მომეძებნა, რომლის საქმეც მთელი ცხოვრება ბილეთების ჯიხურში ჯდომა
და მთქნარებაა. უნდა მენახა, რომ კეთილი ენება და ჩემთვის ზღვისპირა ქალაქ
ტაორმინას ბილეთი მოეცა. შემდეგ მივხრიგინებდით სიცილიის

119
განსაცვიფრებელი ფრიალო კლდეებისა და ნაპირების გასწვრივ ძნელად
მისადგომ აღმოსავლეთის სანაპიროზე, ვიდრე ტაორმინაში ჩავიდოდით. მერე
უნდა მომეძებნა ტაქსი და უნდა მეპოვა სასტუმრო. ამის შემდეგ უნდა მეპოვა
შესაფერისი კაცი, რომელსაც ჩემს საყვარელ კითხვას დავუსვამდი იტალიურად:
«სად არის საუკეთესო საჭმელი ამ ქალაქში?» ტაორმინაში ასეთი მთვლემარე
პოლიციელი აღმოჩნდა.

პირველად ცხოვრებაში, ამ კაცმა ყველაზე კარგი რამ მომცა, რაც ადრე არავის
მოუცია – ფურცლის პატარა ნაგლეჯი, რომელზედაც ეწერა რაღაც გაურკვეველი
რესტორნის სახელი, ხელით დახაზული იყო რუკა, თუ როგორ უნდა მეპოვა ეს
ადგილი. ეს აღმოჩნდა პატარა ტრატორია, [იტალიური კაფე-რესტორანი.] სადაც
კეთილი ხნიერი მეპატრონე ქალი, საღამოს კლიენტების დასახვედრად
ემზადებოდა. მაღალყელიანი წინდები ეცვა, მაგიდაზე იდგა და რესტორნის
ფანჯრებს წმენდდა, თან ცდილობდა, საშობაო გირლანდა ძირს არ ჩამოეგდო. მე
ვუთხარი, რომ მენიუ არ მჭირდებოდა და შეეძლო მოეტანა საუკეთესო საჭმელი,
რაც კი ჰქონდა, რადგან ეს ჩემი პირველი ღამე იყო სიცილიაზე. მან სიხარულით
გაიწმინდა ხელები და თან სიცილიურ დიალექტზე გასძახა სამზარეულოში
დედამისს. ოც წუთში მე უკვე მივირთმევდი ყველაზე განსაცვიფრებელ კერძს,
რაც კი ოდესმე იტალიაში მეჭამა. ეს იყო მაკარონის კერძი, მაგრამ ამ ზომის
მაკარონი ადრე არასდროს მენახა. დიდი, ახალი, უზარმაზარი დაკეცილი
რავიოლი მღვდლის ქუდი გეგონებოდათ. დატენილი იყო კიბორჩხალით,
რვაფეხათი და ზღვის მოლუსკების არომატული პიურეთი. ეს კერძი ცხელი
სალათის სახით მოაქვთ, ახალი მოლუსკები და ბოსტნეული ზეთისხილის
წვენშია. ამას მოჰყვა ქონდარში ჩაშუშული კურდღელი.

მეორე დღეს სირაკუზაში [სირაკუზა – ქალაქი და ნავსადგური იტალიაში.


წარმოიშვა ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს ადგილზე.] წავედი. ეს ქალაქი
უკეთესი აღმოჩნდა. ცივ, წვიმიან ამინდში, ავტობუსმა დღის ბოლოს, ქუჩის
კუთხეში ჩამომაგდო. მაშინვე შევიყვარე ეს ქალაქი. სამიათასწლიან ისტორიაზე
დავაბიჯებდი სირაკუზის ქუჩებში. რომთან შედარებით ისეთი ძველი
ცივილიზაციის ადგილია, რომი რომ შეადარო დალასს. ლეგენდის მიხედვით,
დედალოსი [დედალოსი – ბერძნულ მითოლოგიაში სახელგანთქმული ათენელი
არქიტექტორი და მოქანდაკე. ათენის მეფის ერექთეოსის შვილთაშვილი.]
კრეტიდან ჩამოფრენილა აქ, ამ ქალაქში ჰერაკლესაც ეძინა. ერთ დროს სირაკუზა
ბერძნული ქალაქი-სახელმწიფო იყო და მასზე თუკიდიდე [თუკიდიდე (დაახლ.
120
ძვ.წ.455-395 წწ.) – ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი.] ამბობდა, ათენზე ნაკლები
არაფრით არისო. სირაკუზა ძველ რომსა და ძველ ათენს შორის არსებული დიდი
კავშირია. ანტიკური ხანის ძალიან ბევრი გამოჩენილი დრამატურგი და მეცნიერი
ცხოვრობდა აქ. პლატონი ამბობდა, სირაკუზა იდეალური ადგილია ყველაზე
უტოპიური ექსპერიმენტისთვის, სადაც, «ღვთის განგებით» ხელმწიფენი
ფილოსოფოსობენ და ფილოსოფოსები ხელმწიფობენო.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ რიტორიკა სირაკუზაში წარმოიშვა, სიუჟეტიც.


დავდივარ ამ მყიფე ქალაქის ბაზრებში. ვერც კი გამიგია ან ამიხსნია თუ რატომ
ფართხალებს ჩემი გული ასეთი სიყვარულით, შავი მატყლისქუდიანი მოხუცი
მამაკაცის დანახვაზე, რომელიც თევზს ასუფთავებდა მყიდველისთვის
(სიგარეტი ისე გაეჩარა პირში, როგორც მკერავ ქალს კერვის დროს ნემსები და
თევზის ფილეს დანით ღვთაებრივი სინატიფით ამუშავებდა). მოკრძალებით
შევეკითხე ამ მეთევზეს, თუ სად შემეძლო მევახშმა ამ საღამოს. ჯერ კიდევ არ
დაგვესრულებინა საუბარი, რომ ფურცლის კიდევ ერთი პატარა ნაგლეჯით
მივდიოდი უსახელო რესტორნისკენ, სადაც დავჯექი თუ არა სუფრასთან,
მიმტანმა მაშინვე მომართვა ღრუბელივით ჰაეროვანი რიკოტა, ­ ფსტებმოყრილი
თეთრი, რბილი, იტალიური ყველი. ფუმფულა პური არომატული ზეთითაა
გაჟღენთილი, ერთი ბეწო თეფშებზე თხლად დაჭრილი ხორცი ზეთისხილით,
მწვანე ხახვით, ოხრახუშით და ფორთოხლით მოურთავთ.

ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მე კალმარის [კალმარი – ზღვის მოლუსკი


თავფეხიანების კლასისა, ითვლება დელიკატესად.] განსაკუთრებულობაზე
შევიტყობდი.

არც ერთ ქალაქს არ შეუძლია იცხოვროს მშვიდად, როგორი კანონებიც უნდა


ჰქონდეს, თუ მისი მცხოვრებნი არაფერს აკეთებენ ქეიფისა და სმის გარდა და
თავი აქვთ მობეზრებული სექსით. მაგრამ განა ასე ცუდია მხოლოდ მცირე ხნით
რომ გიხდება ასეთ ქალაქში ცხოვრება? განა ასეთი საშინელია, მხოლოდ
რამდენიმე თვე იმოგზაურო და მომდევნო მშვენიერი ადგილის (სადაც
გემრიელად ისაუზმებ) მოძებნაზე უფრო დიდი მიზანი არ გქონდეს?.. ან კიდევ –
მხოლოდ იმიტომ შეისწავლო ენა, რომ შენს ყურს სიამოვნებს როცა გესმის? ან
შუადღით, მზის გულზე უმშვენიერეს შადრევანთან იჯდე ბაღში და თვლემდე?
და გაიმეორო იგივე მეორე დღესაც? რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე ცხოვრება
შეუძლებელია.

121
ბოლოს და ბოლოს, რეალური ცხოვრება, ომები, ტრავმები და სიკვდილიანობა
ხელს გიშლის. აქ, სიცილიაში, საშინელი სიღატაკე თითქოს შენ გვერდითაა.
საუკუნეებია, რაც ამ კუნძულზე მხოლოდ მაფიას აქვს წარმატება ბიზნესში და
დღემდე ყველას ჯიბეში უდევს ხელი. პალერმო – ქალაქი, რომლის სილამაზეც,
გოეთეს თქმით, შეუძლებელია აღწერო, ამჟამად ერთადერთი შეიძლება იყოს
დასავლეთ ევროპაში, სადაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ რიყის
ქვაფენილზე გიხდება სიარული. ეს იმიტომ გითხარით, რომ უბრალოდ
წარმოდგენა გქონდეთ ამ ქალაქის განვითარებაზე. იგი სისტემატურად
მახინჯდება. 1980-იან წლებში კი პალერმო მაფიოზებმა ფულის გათეთრების
მიზნით უამრავი არასაიმედო და მახინჯი საცხოვრებელი კორპუსით აავსეს.

ერთ სიცილიელს ვკითხე, ეს შენობები იაფი რკინაბეტონით არის აშენებული-


მეთქი? მან კი ასე მიპასუხა: «ო, არა, ეს ძალიან ძვირი რკინაბეტონია, რადგან
თითოეულში მაფიის მიერ მოკლულთა სხეულია ჩატანებული. ეს კი დიდი
ფული ღირს! ბეტონი უფრო მაგარი ხდება, როცა ძვლებითა და კბილებით
ამაგრებენ». ამგვარი გარემოების გამო, იქნებ ცოტათი ფუქსავატურად ჟღერს
მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ სად მიირთმევ მომდევნო სადილს? ან იქნებ ეს
საუკეთესო გამოსავალია ამ უძნელეს რეალობაში? ლუიჯი ბარზინიმ 1964 წელს
თავის შედევრში «იტალიელები» (როდესაც ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოუვიდა
უცხოელები როგორ წერდნენ იტალიის შესახებ, იმის მიუხედავად, ძალიან
უყვარდათ თუ სძულდათ იგი) პირდაპირ აღწერა თავისი ქვეყნის კულტურა. მან
სცადა პასუხი გაეცა კითხვაზე, რომ იტალიამ მსოფლიოს მისცა ხელოვნების,
პოლიტიკური და მეცნიერული აზროვნების უდიდესი წარმომადგენლები, მაგრამ
მაინც ვერასდროს გახდა მსოფლიოს მთავარი მბრძანებელი.

როგორ ხდება, რომ პლანეტის უდიდესი ოსტატები თეორიულ დიპლომატიას


ემსახურებიან და ასეთი ჩერჩეტები არიან სახელმწიფოს მმართველობაში?
ინდივიდუალურად რატომ არიან ასეთი გულადები და ერთად არმიაში კი ასეთი
წარუმატებელნი? როგორ შეიძლება, ცალ-ცალკე ასეთი გამჭრიახები იყვნენ,
ერთად კი ასეთი უუნაროები? ისტორიულმა გამოცდილებამ იტალიელები ერთ
დასკვნამდე მიიყვანა, რომ არავის და არაფერს არ უნდო ენდო ამ ქვეყანაზე,
რადგან მსოფლიო ისეთი კორუმპირებული, ცვალებადი და უსამართლო გახდა,
რომ მხოლოდ საკუთარი გამოცდილების იმედზე უნდა იყო, და ეს გრძნობა
იტალიელებს ყველაზე ძლიერად აქვთ მთელ ევროპაში.

122
ამიტომ ბარზინი ამბობს, იტალიელები აიტანენ იდიოტურად არაკომპეტენტურ
გენერლებს, პრეზიდენტებს, ტირანებს, პროფესორებს, ბიუროკრატებს,
ჟურნალისტებს და ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ვერასდროს
მოითმენენ არაპროფესიონალ ოპერის მომღერლებს, დირიჟორებს, ბალერინებს,
კურტიზანებს, მსახიობებს, რეჟისორებს, მზარეულებს, თერძებს. ამ
დაულაგებელ, კატასტროფებისა და თაღლითების ქვეყანაში მხოლოდ სილამაზეს
თუ ენდობი. მხოლოდ ხელოვნების უპირატესობა არის არაკორუმპირებული.
ძალიან გთხოვთ, კარგად გამიგეთ და ხანდახან საჭმელი ერთადერთი ვალუტაა,
რაც სინამდვილეში აქ არსებობს.

საკუთარი თავი რომ სილამაზეს და სიამეს მიუძღვნა, სერიოზულად იქნება საქმე


– სასურველ რეალობას ყოველთვის ვერ გაექცევი, ხანდახან უმჯობესია, ამ
რეალობას ჩაეჭიდო მაშინ, როცა სხვა ყველაფერი ფანტელებივით იფანტება...
რიტორიკასა და სიუჟეტებში. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხელისუფლებამ
სიცილიაზე დააპატიმრა კათოლიკე ბერების საძმო, რომლის წევრებიც მჭიდრო
კავშირში იყვნენ მაფიასთან. ასე რომ, ვის უნდა ენდო? რისი უნდა გჯეროდეს?
სამყარო ულმობელი და უსამართლოა. რამეს იტყვი უსამართლობაზე და
სიცილიაში სულ მცირე, რომელიმე უსახური შენობის საძირკველში მოგიწევს
სიცოცხლის დასრულება. რა უნდა გააკეთო ასეთ გარემოში, რომ პიროვნული
ღირსება შეინარჩუნო? ალბათ არაფერი. ალბათ არაფერი, გარდა იმისა, იამაყო,
რომ ყოველთვის უზადოდ ამუშავებ თევზის ფილეს ან ურბილეს რიკოტას
ამზადებ მთელ ქალაქში.

არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, ამდენს რომ ვწერ და თავს გაჭირვებაში


მყოფ სიცილიელებს ვადარებ. ჩემი ცხოვრების

ტრაგედიები პირადულია და შეიძლება ითქვას, თვითონვე შევქმენი. მე


განქორწინების ტკივილი და დეპრესია მტანჯავს და არა რამდენიმე საუკუნის
მკვლელის ტირანია. სამაგიეროდ, გამაჩნდა რესურსები (ფინანსური,
არტისტული და ემოციური), რომელთა დახმარებით ვცდილობდი გადამელახა
ყველა დაბრკოლება. მე ისევ გავიმეორებ, რომ ის, რაც სიცილიელთა თაობებს
საკუთარი კეთილშობილების შენარჩუნებაში დაეხმარათ, დამეხმარა მეც.
სახელდობრ იმაში, რომ სიამის მიღება შეიძლება ადამიანურობის
განმსაზღვრელი იყოს. მე მჯერა, რომ გოეთე ამას გულისხმობდა როცა თქვა,
სიცილიაში ჩავედი და იტალია ვნახეო.

123
ალბათ ინსტინქტურად, როდესაც იტალიაში საკუთარი თავის საძიებლად წასვლა
გადავწყვიტე, მეც ეს ვიგრძენი. პირველად ჩემი სულის გაკეთილშობილება მაშინ
დავიწყე, როცა ნიუ-იორკის სააბაზანოში ხმამაღლა ვკითხულობდი სიტყვებს
იტალიური ლექსიკონიდან. ჩემი ცხოვრება ნაწილებად დაიშალა და საკუთარ
თავს ვეღარ ვცნობდი, ალბათ პოლიციის მთელი შემადგენლობაც კი ვერ
ამკრეფდა. მაგრამ სიამის ნაპერწკალი მაშინვე მოვიდა, როგორც კი იტალიურის
შესწავლა დავიწყე. და როდესაც საშინელი განცდის შემდეგ ბედნიერების
მისუსტებულ შესაძლებლობას იგრძნობ, ამ ბედნიერებას მთელი ძალით უნდა
მოებღაუჭო მუხლებზე და მანამ არ უნდა გაუშვა, სანამ პირველი ჭუჭყისგან არ
ამოგათრევს. ეს ეგოიზმი არ არის, ეს ვალდებულებაა.

შენ მოგეცა სიცოცხლე; შენი (და ყველა ცოცხალი არსების) მოვალეობაა,


ცხოვრებაში რაიმე ლამაზი იპოვო, არა აქვს მნიშვნელობა, როგორი მცირეც უნდა
იყოს. იტალიაში ღონემიხდილი და გამხდარი ჩამოვედი. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა
დავიმსახურე, ბოლომდე ახლაც არ ვიცი, რას ვიმსახურებ. მაგრამ ნამდვილად
ვიცი, რომ დიდი ხანი არ არის, რაც საკუთარი თავი ხელში ავიყვანე, ისეთ
ვინმესთან უვნებელი გართობით სიამოვნების მიღებით, ვინც ჩემზე სუფთაა.
ყველაზე ადვილი და ჰუმანური ნათქვამი ჩემი მხრიდან ის იქნება, რომ წონაში
მოვიმატე. ახლა უფრო ვგრძნობ, რომ ვარსებობ, ვიდრე ოთხი თვის წინ. იტალიას
შესამჩნევად მომატებული ვტოვებ იმ იმედით, რომ ერთი ადამიანის ასე
განვრცობა, მისი ცხოვრების ასე გაძლიერება დიდი პატივისცემის ღირსია.

ინდოეთი ანუ მომილოცეთ თქვენთან შეხვედრა, ანუ


ოცდათექვსმეტი ზღაპარი ერთგულების აღსაქმელად

37

როდესაც ფერმაში ვცხოვრობდით, ჩემს მშობლებს წიწილები ჰყავდათ,


ერთდროულად რამდენიმე დუჟინი, და როცა ერთი მათგანი გამოაკლდებოდა,
ქორი ან მელია მოგვტაცებდა, ან რაღაც გაურკვეველი დაავადება შეეყრებოდა, –
მამაჩემი სხვა წიწილით ჩაანაცვლებდა. მიდიოდა მეზობელ ქათმის ფერმაში და
124
პატარა ტომარაში ჩასმული ახალი წიწილით ბრუნდებოდა უკან. მთავარია,
ფრთხილად იყო, როდესაც ახალი წიწილა მიგყავს ქათმების ძირითად გუნდში.
ასე უბრალოდ ვერ მიიყვან და ვერ მიაგდებ ქათმებთან, რადგან დამპყრობლად
ჩათვლიან. ახალი წიწილა ჩუმად უნდა შეაძვრინო ღამით საქათმეში, როცა სხვა
ქათმებს სძინავთ. დასვი ქანდარაზე ქათმების გვერდით და თითის წვერებზე
გამოიპარე გარეთ. როდესაც მეორე დილით ქათმები გამოიღვიძებენ, ვერ
შეამჩნევენ ახალმოსულს, მხოლოდ იფიქრებენ, ალბათ სულ აქ იყო, რადგან არ
დამინახავს როგორ მოვიდაო. ახალმოსულს კი არც ახსოვს, რომ ახალმოსულია.
როცა ქათმებთან ერთად იღვიძებს, ფიქრობს, ალბათ სულ აქ ვიყავიო... ზუსტად
ასე მოვხვდი ინდოეთში. ჩემი თვითმფრინავი დილის 01:30 საათზე დაეშვა
ბომბეის აეროპორტში. ახლა 30 დეკემბერია. მოვძებნე ჩემი ბარგი, ავიყვანე
ტაქსი, რომელსაც რამდენიმე საათი უნდა ვეტარებინე და აშრამში, ქალაქთან
დაშორებულ სოფელში მივეყვანე.

ვიდრე ღამის ინდოეთში მანქანით მივდიოდი, წავთვლიმე. დროდადრო


ფანჯრიდან ვიხედებოდი, სადაც უცნაური ფორმის, სარიში [სარი (სპარს.) –
აღმოსავლეთის ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან) ქალის გრძელი სამოსი. 4-5
მეტრამდე ქსოვილი, რომელსაც განსაზღვრული წესით იხვევენ სხეულზე.]
ჩაცმულ შეშინებულ, გამხდარ ქალებს ვხედავდი, რომელთაც თავხე შეშის შეკვრა
დაედოთ და გზის გასწვრივ მიდიოდნენ. ბანიანის ხეების [ბანიანის ხე – ინდური
ფიკუსის სახეობა. იზრდება სწრაფად და იკეთებს ძალიან დიდ ვარჯს. ერთი ხე
ზოგჯერ მთელ კორომს წარმოადგენს.] მოხდენილი ფესვები მთელ თხრილებს
მოსდებოდა. აშრამის ჭიშკართან დილის ოთხის ნახევარზე გავჩერდით, ზუსტად
ტაძრის წინ. ტაქსიდან გადმოსვლისას, აღმოსავლურ ტანსაცმელში ჩაცმული და
მატყლისქუდიანი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა ჩრდილიდან და გამეცნო.
არტურო ოცდაოთხი წლის ჟურნალისტია მექსიკიდან, რომელიც აღმერთებს ჩემს
გურუს. არტურო აქ ჩემს შესახვედრად მოვიდა. როგორც კი ერთმანეთს
გავეცანით, ჩემი საყვარელი სანსკრიტული გალობის პირველი ნაცნობი
სტროფები შემომესმა შიგნიდან. დილის არატი, დილის პირველი ლოცვა,
ყოველდღე გამთენიის ოთხის ნახევარზე მღერიან, როგორც კი აშრამი იღვიძებს.

ტაძრისკენ გავიხედე, არტუროს ვკითხე – «შეიძლება?..» იგი სტუმრის მიწვევის


ჟესტით მეთანხმება. ტაქსის მძღოლი გავისტუმრე, ზურგჩანთა ხის უკან
დავმალე, ფეხსაცმელი გავიხადე, დავიჩოქე, შუბლით ტაძრის საფეხურს შევეხე
და მსუბუქად შევედი, შევუერთდი მცირე ჯგუფს, სადაც უმეტესობა ინდოელი
125
ქალები იყვნენ. მღეროდნენ ამ საუცხოო საგალობელს, რომელსაც სანსკრიტის
საოცარი ლოცვა – Grace – წყალობა ვუწოდე, იგი სავსეა ღვთისმოსაობის ძლიერი
წყურვილით. ეს ერთადერთი საგალობელია, რომელიც დავიმახსოვრე. არ
გამჭირვებია, რადგან სიყვარულით ვსწავლობდი (ყოველგვარი ძალდატანების
გარეშე). და დავიწყე ჩემთვის ნაცნობი სიმღერა სანსკრიტული სიტყვებით.
სიმღერა იოგას წმინდა სწავლების შესავლით იწყება, შემდეგ ლოცვის ტონალობა
მატულობს:

ვაღმერთებ, თაყვანს ვცემ საწყისს სამყაროსას,

ვისი თვალებიც მზეა, მთვარე და ცეცხლი,

შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის,

შენა ხარ ღმერთების ღმერთი...

შენ ხომ თვალი ხარ პატიოსანი,

რჩეული მრავალთა სხვათა რწმენის...

ქალებმა სიმღერა დაასრულეს. ჩუმად თავი დახარეს და გვერდითი კარიდან


გავიდნენ, ბნელი შიდა ეზო გადაკვეთეს და შედარებით პატარა ტაძარში
შევიდნენ, რომელსაც სუსტად ანათებდა ზეთის ერთი ლამპარი და საკმევლის
სუნი იდგა. მათ გავყევი, ოთახი სავსე იყო მლოცველებით. ინდოელები და
ევროპელები იმ ცივ გარიჟრაჟზე შალის მოსასხამებში გახვეულიყვნენ. ყველანი
მედიტაციაში იყვნენ, გეგონებოდათ, ისვენებდნენ, მე კი მეძინა, როგორც ახალ
ჩიტს ფრინველთა გუნდში და ვერავინ მამჩნევდა. თვალდახუჭული ვიჯექი
ფეხებგადაჯვარედინებული, ხელები მუხლებზე მეწყო, ოთხი თვის
განმავლობაში მედიტაციაში არ ვყოფილვარ, აზრადაც კი არ მომსვლია
მედიტირება. ვზივარ ასე, სუნთქვა მიმშვიდდება, მანტრას ჩემთვის ვიმეორებ,
ძალიან ნელა და გაუბედავად, მარცვალ-მარცვალ.

om namah Shivaya, – მე ვადიდებ ღმერთს, რომელიც ჩემშია.

შემდეგ კვლავ ვიმეორებ. კვლავ და კვლავ. მთავარი მედიტაცია კი არ არის,


არამედ ის, რომ მანტრას ვალაგებ დიდი მონდომებით, თითქოს ბებიის მიერ
ძველ ყუთში შენახულ უხმარ ფაიფურს ვიღებ. არ ვიცი დამეძინა თუ რაღაც

126
ძალამ დამიპყრო, არც ის ვიცი, რამდენი დრო გავიდა. იტალია საერთოდ აღარ
მახსოვს, და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ყოველთვის ამ გუნდში ვიყავი.

38

– რატომ ვვარჯიშობთ იოგას? – მკითხა ერთხელ, ნიუ-იორკში ჩემმა


მასწავლებელმა იოგას გაკვეთილზე. ყველანი გვერდულად ვიყავით მოხრილები
სამკუთხედივით. მასწავლებელი მოითხოვდა, იმაზე დიდხანს ვყოფილიყავით ამ
მდგომარეობაში, ვიდრე შეგვეძლო. «რატომ ვვარჯიშობთ იოგას?» – გვკითხა
ისევ. იმიტომ ხომ არა, რომ მეზობელზე მეტად მოიხარო? ან იქნებ უფრო
ამაღლებული მიზნით? იოგა სანსკრიტულად ითარგმნება როგორც «კავშირი». ეს
სიტყვა წარმოქმნილია სიტყვის ფუძიდან yuj, რაც ნიშნავს შეერთებას. იოგას
ვარჯიშისას კი ხელთ გაქვთ კავშირი, რომელიც უნდა მოძებნოთ გონებასა და
სხეულს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ჩვენსა და ხანდახან ჩვენს
ძნელად მოსახრელ მეზობლებს შორის. დასავლეთში ძირითადად იოგას
სახელგანთქმული პრეცელის სხეულის ვარჯიშები გვაინტერესებს. მაგრამ ეს
მხოლოდ ჰათჰა-იოგაა. იოგას შემქმნელებმა ფიზიკური დაჭიმვები პიროვნული
მიზნებისთვის, უბრალოდ ფიტნესისთვის კი არ განავითარეს, არამედ
კუნთებისა და გონების მოსადუნებლად, მედიტაციისთვის მოსამზადებლად.

ძალიან ძნელია რამდენიმე საათი გაუნძრევლად იჯდე, როდესაც ბარძაყები


გტკივა, და საშუალებას არ გაძლევს განჭვრიტო შენი შინაგანი ღვთისმოსაობა,
რადგან ერთადერთი იმ გასაჭირით ხარ შეპყრობილი, რომ ბარძაყები საშინლად
გტკივა... მაგრამ იოგა იმასაც ნიშნავს, რომ ღმერთი იპოვო მედიტაციის დროს,
განათლების მიღების დროს, სიჩუმის ვარჯიშის დროს, საღვთო წირვის დროს ან
მანტრას დროს – როდესაც სანსკრიტულ საღვთო სიტყვებს იმეორებ. შეიძლება
რამდენიმე წარმოშობით ჰინდუდან გეგონოთ, მაგრამ იოგა ჰინდუიზმის
სინონიმი არ გახლავთ, და არც ყველა ჰინდია იოგა. ნამდვილი იოგა არც ეჯიბრება
და არც უარყოფს სხვა რელიგიას. შენ შეგიძლია იყო იოგა – კავშირი გქონდეს
საღმრთო დისციპლინასთან, რომ ახლო იყო კრიშნასთან, იესოსთან,
მუჰამედთან, ბუდასთან და ა.შ.

127
აშრამში შევხვდი ქრისტიან, ებრაელ, ბუდისტ, ჰინდუ ღვთისმოსავებს და
მუსლიმანებსაც კი. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობდნენ
თავიანთ რელიგიურ მრწამსზე, რისთვისაც ამ კმაყოფილებით სავსე სამყაროში,
მათ ვერაფრით დაადანაშაულებ. იოგას გზა ადამიანური ვალდებულებებისგან
დროებით თავის დახსნაა. უბრალოდ, მინდა აღვწერო გულსატკენი უუნარობა
იმისა, რომ წინ აღვუდგეთ ჩვენში დაგუბებულ შიგთავსს. სხვადასხვა
სწავლული საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად ხსნიდა ადამიანის
არსებითად გაბზარულ მდგომარეობას. ტაოისტები ასეთ მდგომარეობას
დისბალანსს უწოდებენ, ბუდისტები – უმეცრებას, ისლამის მიმდევრები ჩვენს
ტანჯვაში ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებას ადანაშაულებენ, ქრისტიანები
ტრადიციულად ყველა ჩვენი ტანჯვის სათავედ ჩვენივე ცოდვებს მიიჩნევენ.

ფროიდის მიხედვით, უბედურება ჩვენი ბუნებრივი მამოძრავებლისა და


ცივილიზაციის მოთხოვნილებას შორის განხეთქილების გარდაუვალი შედეგია
(როგორც ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი დებორა აგვიხსნიდა: «სურვილი
განზრახვის ნიშანია»). იოგები რატომღაც თვლიან, რომ ადამიანური
დაუკმაყოფილებლობა ადამიანისავე იდენტურობასთან შეუსაბამობის მარტივი
მდგომარეობაა.

სანამ ამ სიმართლეს გააცნობიერებ, ყოველთვის სასოწარკვეთაში იქნები, ძველ


ბერძენ ფილოსოფოსს, ეპიქტეტეს ეს იდეა არაჩვეულებრივად აქვს აღწერილი:
«შენ ღმერთს შიგნიდან ატარებ, საცოდავო ადამიანო და ამის შესახებ არაფერი
იცი». იოგას ძალისხმევა ზუსტად ის არის, რომ შინაგანად მიუახლოვდე ღმერთს
და სამუდამოდ დაიმკვიდრო ასეთი ყოფა. იოგა საკუთარ თავზე მუშაობაა, ის
კურნავს შენს აზროვნებას, ყურადღებას გითავისუფლებს ყოველგვარი ზედმეტი
უხეირო აზრისგან, გამშვიდებს მომავალზე ნერვიულობისას და ბრწყინვალე
საშუალებას გაძლევს, ეძიო... ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად მომწამვლელ
გარემოში დარჩე და იქიდან ფეხი ვერ მოიცვალო. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში
დაგეუფლება სიმშვიდე და ნეტარებაში ჩაიძირები. ნამდვილი იოგები თავიანთ
ყოველმხრივ გაწონასწორებულ მდგომარეობაში მთელ სამყაროს უფლის
თანაბარ ქმნილებებად აღიქვამენ. მათთვის ერთია მამაკაცი, ქალი, ბავშვი,
თალგამი, ბაღლინჯო, მარჯანი... არასოდეს ცდილობენ ამოიცნონ, სინამდვილეში
რას წარმოადგენს თითოეული. მაგრამ ჩვენ ეს შანსი გვაქვს. «მთელი ჩვენი
ცხოვრებისეული საქმეც ის არის, – წერს ნეტარი ავგუსტინე, – რომ დავინახოთ
უფალი იქ, სადაც ჩვენი თვალისთვის მიუწვდომელია». როგორც ყველა სხვა
128
დიდებული ფილოსოფიური იდეა, ესეც ადვილი გასაგებია, მაგრამ ძნელი
შესასრულებელი. ჰოდა, ჩვენც ყველანი ერთი მთლიანობა ვართ და ყველას
თანაბრად მოგვეთხოვება ერთიანობა. გასაგებია... მაგრამ ახლა მიდი და ასეთი
სტილით დაიწყე ცხოვრება... როგორია? ახლა მიდი და ეს აზრი პრაქტიკაში
განახორციელე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ მაგარი ბიჭი ხარ. არ არის
ადვილი, გეთაყვა... ამიტომაც ინდოეთი იოგას საუკეთესო მასწავლებლად არის
აღიარებული და თუ იმ ერთ-ერთ სულმნათ წმინდანად არ დაბადებულხარ,
რომელნიც ასეთ ცხოვრებას სრულიად მომზადებულნი შეხვდნენ, აუცილებლად
გჭირდება გზამკვლევი გასხივოსნებისკენ. თუ გაგიმართლებს, ცოცხალ გურუსაც
გაიცნობ. ამისთვის მოეშურებოდნენ პილიგრიმები წლების განმავლობაში
ინდოეთს. ალექსანდრე დიდმა ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ინდოეთს
ელჩი მოავლინა, რომ ერთ-ერთი იოგა ეპოვა და მასთან ჩაეყვანა, სამეფო კარზე.
ელჩმა იპოვა კიდეც იოგა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა მასთან ერთად
გამგზავრებაზე. პირველ საუკუნეში, აპოლონიუს ტირანელმა, სხვა ბერძენმა
ელჩმა თავისი მოგზაურობა აღწერა ინდოეთში: «ვიხილე ინდოელი ბრაჰმანები,
რომელნიც მიწაზე იყვნენ, მაგრამ მასზე არ იდგნენ, ყველანაირი
გასაძლიერებელი საშუალების გარეშე ძლიერნი, არაფრის მქონენი, მაგრამ
ქვეყნად ყველაზე მდიდარნი».

განდის, თავის მხრივ, ძალიან უნდოდა გურუსთან მეცადინეობა, მაგრამ მისდა


სამწუხაროდ, არასოდეს მისცემია ამის საშუალება. «ვფიქრობ, მასში დიდი
ჭეშმარიტებაა, – წერს ის, – გურუს გარეშე ყოველგვარი ცოდნის მიღება სრულიად
შეუძლებელია». ნამდვილი იოგი იმას ჰქვია, ვინც გასხივოსნების მდგომარეობას
სამუდამოდ შეინარჩუნებს. გურუ დიდი იოგია, რომელმაც თავისი მდგომარეობა
სხვებს გაუზიარა, სიტყვა «გურუ» ორი სანსკრიტული მარცვლისგან შედგება,
პირველი მარცვალი სიბნელეს ნიშნავს, მეორე კი – სინათლეს, ანუ სიბნელიდან
გამოსვლას და სინათლეში დამკვიდრებას. მასწავლებლისგან მოსწავლეს
გადაეცემა ერთი მნიშვნელოვანი რამ, სახელად «მანტრავირია» – პოტენციური
განსხივოსნებულობა. გურუსთან არა მხოლოდ გაკვეთილების მოსასმენად
მიდიხარ, როგორც ნებისმიერ მასწავლებელთან, არამედ მისგან წყალობა
გადმოდის შენზე. წყალობა შეიძლება მასთან უმოკლესი შეხვედრისასაც კი
გადმოვიდეს. ერთხელ, ვიეტნამელი ბერმონაზვნის, პოეტისა და
მშვიდობისმყოფლის – თიჩ ნატ ჰანის სანახავად და მოსასმენად წავედი ნიუ-
იორკში. ცხელი საღამო იდგა. ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა მის სანახავად.

129
ერთმანეთს თელავდნენ და აუდიტორიაში შესასვლელს ხერგავდნენ. უმძიმესი
ჰაერი იდგა. ბერმონაზონი სცენაზე ავიდა. სანამ საუბარს დაიწყებდა, დიადი
სიმშვიდე შეინარჩუნა და ეს აწეწილი და აღრეული ნიუიორკელთა აუდიტორია
წამსვე, მისი სიმშვიდის გავლენის ქვეშ მოექცა და სწრაფად მოწესრიგდა. მალე,
ჩამიჩუმიც აღარ ისმოდა. მთელი ათი წუთი ამ ვიეტნამელმა ბერმონაზონმა
გაუგონარ სიჩუმეში ჩაგვძირა. ან, უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩვენივე
სიმშვიდეში; იმ ნეტარებაში, რაც ყოველ ჩვენგანშია, მაგრამ ჯერ არ აღმოგვიჩენია
და არც მოგვითხოვია. მისი ასეთი უნარი, ადამიანებს საკუთარი თავი დაანახვოს,
მხოლოდ ღვთისგან მინიჭებული ძალაა...

აი, ამიტომაც მიდიხარ გურუსთან. იმედოვნებ, რომ შენი მასწავლებლის


დიდებული თვისებები შენზე წყალობასავით გადმოვა და გააღვიძებს შენივე
შინაგან სიდიადეს. დიდი ინდოელი კლასიკოსები წერდნენ, რომ არსებობს სამი
ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს სულს, თუ ბუნების რამდენად მაღალი და
კეთილისმომასწავებელი ძალითაა იგი დალოცვილი: 1. ადამიანს დაბადებიდანვე
უნდა დაჰყვეს საკუთარი ცნობიერის აღქმისა და შეცნობის სურვილი; 2.
დაბადებიდანვე უნდა ჰქონდეს გარე სამყაროს შეცნობის ძლიერი სურვილი; 3.
უნდა პოვოს თავისი ცხოვრების წინამძღვარი.

თეორიის მიხედვით, თუ გურუს გულმოდგინედ მოძებნი, აუცილებლად იპოვი


მას. ითხოვეთ და მოგეცემათ. როდესაც ძლიერად გსურთ, სამყაროში
მოლეკულები ისე გადაადგილდებიან, რომ აუცილებლად გადაიკვეთება თქვენი
გზები და აუცილებლად პოვებთ თქვენს მასწავლებელს. ჯერ მხოლოდ ერთი თვე
იყო გასული სააბაზანოს იატაკზე ჩემი სასოწარკვეთილი ლოცვის შემდეგ და აი,
ვპოვე კიდეც... მახსოვს, დევიდის ოთახში შევედი და ამ გამაოგნებელი ინდოელი
ქალბატონის ფოტო ვიპოვე. რა თქმა უნდა, თავიდან სულ არ ვესწრაფოდი
მასთან ურთიერთობას. როგორც წესი, დასავლელებს დიდად არ მოსწონთ ეს
სიტყვა. ჩვენ უფრო ზერელე ისტორია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. 1970-
იანებში მდიდარი, მგრძნობიარე ახალგაზრდა დასავლელი მკვლევრები
ქარიზმატულ, მაგრამ საეჭვო ინდოელ გურუებს შეეჯახნენ. ძირითადი ქაოსი
მიჩუმდა, მაგრამ ეჭვის ნარჩენები ჯერ კიდევ არსებობს. და მეც კი, მთელი ამ
ხნის განმავლობაში ხანდახან დაბრკოლება მექმნება ამ სიტყვის ხსენებისას. ჩემი
მეგობრებისთვის ინდოეთში ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი გურუს
პრინციპებზე გაიზარდნენ და ამ მხრივ მშვიდადაც არიან. როგორც ერთმა
ინდოელმა გოგონამ მითხრა, ინდოეთში თითქმის ყველას ჰყავს თავისი გურუ!
130
ვიცი, რაც იგულისხმა, მაგრამ მე მის უნებლიე განცხადებას ვემხრობი, რადგან,
ხანდახან თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი გურუ მყავს. ხანდახან, უბრალოდ ვერ
ვაღიარებ ამას, რადგან, ახალი ინგლისური სკეპტიციზმი და პრაგმატიზმი ჩემს
ინტელექტუალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ასეა თუ ისე, მე გურუს
საძებნელად არ წავსულვარ. ის თავისით მოვიდა. პირველივე ჯერზე, როცა კი ის
დავინახე, თითქოს მიყურებდა მუქი, ნაპერწკლიანი თვალებით და მეუბნებოდა:
«დამიძახე? აი, მეც აქ ვარ. გინდა, ერთად ვიყოთ თუ არა?» ყველა ნერვიულ
ხუმრობას და კულტურულ დისკომფორტს გვერდზე გადავდებ. არასოდეს
დამავიწყდება ჩემი იმღამინდელი პასუხი: პირდაპირი, უძირო და
დაუსრულებელი დიახ! YES!

39

აშრამში ჩემი პირველი ოთახის ბინადარნი საშუალო ასაკის აფროამერიკელი


ბაპტისტი ქალი და სამხრეთკაროლინელი მედიტაციის ინსტრუქტორი იყვნენ.
დროთა განმავლობაში ჩემს ოთახში ცხოვრობდა: არგენტინელი მოცეკვავე, შვედი
ჰომეოპათი, მექსიკელი მდივანი ქალი, ავსტრალიელი ხუთი შვილის დედა,
ახალგაზრდა ბანგლადეშელი კომპიუტერის პროგრამისტი, პედიატრი მაინიდან
და ფილიპინელი ბუღალტერი... დანარჩენები მოდიოდნენ და მიდიოდნენ,
რადგან მორწმუნენი საცხოვრებელს იცვლიან, ხან აქ არიან, ხან იქ. აშრამში
შემთხვევით ვერ მოხვდები და ვერ დარჩები. ჯერ ერთი, ადვილად მისაგნები არ
არის, ბომბეიდან ძალიან შორს, მდინარიან დაბლობზე, ჭუჭყიან გზაზე, მშვენიერ
და ნაკლებ დასახლებულ პატარა ქალაქშია (ერთი ქუჩა, ერთი ტაძარი, ერთი მუჭა
მაღაზიები). ერთ საღამოს ხეზე მავთულით ჩამოკიდებული სამოცვატიანი
ნათურა შევამჩნიე დასახლების ცენტრში. ეს ქუჩის ერთადერთი ნათურაა მთელ
ქალაქში.

აშრამი საკუთარ მეურნეობას ძირითადად თავად ქმნის. ასე ვთქვათ, ქალაქის


სიამაყეა. აშრამის კედლებს მიღმა ჭუჭყი და სიღარიბეა. შიგნით კი კარგად
მორწყული ბაღები, ყვავილთა კვლები, მოვლილი ორქიდეები, ჩიტების ჭიკჭიკი,
მანგოსა და თხილის ხეები, პალმები, მაგნოლიები, ბანანები. მშვენიერი შენობები,

131
რომელიც ექსტრავაგანტური, კაფეტერიის სტილში გაწყობილი უბრალო
სასადილო ოთახები სულაც არ არის. საშუალო დონის ბიბლიოთეკა, სასულიერო
თემებზე დაწერილი, მსოფლიო რელიგიური ტრადიციების ამსახველი
ლიტერატურით. შეკრებებისთვის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტაძარი აქვთ.
ორი სამედიტაციო «გამოქვაბულიც» აქ არის – ბნელი და მშვიდი სარდაფები,
კომფორტული მუთაქებით, რომელიც დღედაღამ ღიაა და მხოლოდ
მედიტაციისთვის იყენებენ.

აქვეა გადახურული გარე პავილიონი, სადაც იოგას დილის სესიები ტარდება;


პარკი, ოვალური სასეირნო ბილიკით. მოსწავლეები ნელი სვლით მიდიან
სამეცადინოდ. მძინავს ბეტონის საერთო საცხოვრებელში. აშრამში ყოფნისას აქ
რამდენიმე ასეული მორწმუნე ცხოვრობდა. როცა აშრამში თავად გურუ
მოდიოდა, მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა, მაგრამ ჩემი იქ ყოფნისას არ
ჩამოსულა ინდოეთში. მე ველოდი მას. ამ ბოლო დროს საკმაო ხანს დარჩა
ამერიკაში, მაგრამ არავინ იცოდა, ყველასთვის მოულოდნელად როდის
გამოჩნდებოდა. მაგრამ მისი ფიზიკური ყოფნა სავალდებულო არ არის
იმისათვის, რომ შენთან ერთად იყოს აქ სწავლის დროს.

რა თქმა უნდა, იქ ყოფნა, სადაც იოგას შესანიშნავი ოსტატი ცხოვრობს,


ამაღლებულ გრძნობას იწვევს. ადრეც გამომიცდია ეს. დიდი ხნის მორწმუნეთა
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხანდახან ხელს გიშლის ყურადღების გადატანა. თუ
ფრთხილად არ იქნები და გურუს გარშემო ატეხილი საზეიმო ფუსფუსი
მთლიანად მოგიცავს, აქ ყოფნის ნამდვილ მიზეზს დაივიწყებ. უფრო ადვილია
წახვიდე მის ერთ-ერთ აშრამში, იცხოვრო ასკეტურად და მედიტაციით
დაუკავშირდე შენს პედაგოგს, ვიდრე აღგზნებულ ბრბოში გაიკვლიო გზა და
მისი თუნდაც ერთი სიტყვა მახვილივით დაიჭირო.

რამდენიმე ადგილობრივი სოფლელი მუშაობს აქ და ხელფასსაც იღებს. სოფლის


დანარჩენი მცხოვრებნი გურუს თაყვანისმცემლები არიან და აქ ცხოვრობენ,
როგორც შეგირდები. ერთმა ინდოელმა ახალგაზრდა ბიჭმა ნამდვილად
მომხიბლა. მასში იყო რაღაც ისეთი, რაც უსაშველოდ მთრგუნავდა.
წარმოუდგენლად გალეული და სუსტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთები
ბევრნი არიან ირგვლივ, თუ მსოფლიოში სადმე მასზე გამხდარი ინდოელი ბიჭი
მოიძებნება, ნამდვილად არ მინდა მისი ნახვა. ისე იყო ჩაცმული, როგორც
კომპიუტერზე გაგიჟებული საშუალო სკოლის უმცროსკლასელი ბიჭი ან

132
მოსწავლეთა ორკესტრის წევრი კონცერტზე – მუქი ფერის შარვალი, ღია ფერის
პერანგი რკინის თეთრი ღილებით, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანდა მის გამხდარ,
ღეროსავით ყელისთვის, საყელოდან ისე რომ ამოჩრილიყო, როგორც გოლიათური
ქოთნიდან ერთადერთი ზიზილა, თმა ყოველთვის წყლით ჰქონდა
გადასწორებული.

მოხუცი კაცის ქამარს ატარებდა და თითქმის ორჯერ ჰქონდა შემოხვეული,


თექვსმეტინჩიანი წელისთვის თუ გამოდგებოდა. ყოველდღე ერთი და იგივე
ტანსაცმელი ეცვა. როგორც მივხვდი, ეს მისი ერთადერთი ჩასაცმელი იყო. ალბათ
ღამით ხელით რეცხავდა და დილით აუთოებდა (მოკრძალებული
ჩაცმულობისადმი ასეთი ყურადღება აქაურთათვის დამახასიათებელია;
თინეიჯერი ინდოელი ბიჭების გახამებული ტანსაცმლის დანახვაზე ნამდვილად
შემრცხვა ჩემი დაჭმუჭნილი სამოსისა და სასწრაფოდ გამოვიცვალე). ნეტავ რა
იყო ასეთი ამ ბიჭში? ასე რატომ მოქმედებდა ჩემზე მისი გაბრწყინებული სახის
დანახვა... Milky Way-ს დიდი ხნის მოგზაურობიდან ახალდაბრუნებულს რომ
წააგავდა. ბოლოს და ბოლოს, ერთ ინდოელ თინეიჯერს ვკითხე, ვინ იყო ეს ბიჭი.
მან უბრალოდ მიპასუხა: «ჩვენი მაღაზიის მეპატრონის შვილია. ღარიბი
ოჯახიდანაა, გურუმ დაპატიჟა აქ დასარჩენად. ის რომ დოლს უკრავს, გეგონება,
ღმერთს ხმა გესმის. «აშრამში ერთი ტაძარია, რომელიც ჩვეულებრივი
ხალხისთვის არის ღია, სადაც ბევრი ინდოელი მოდის, რათა ჯეროვანი პატივი
მიაგონ Siddha Yogi-ს [Siddha Yogi – შესანიშნავი ოსტატი.] ქანდაკებას. იმ
ოსტატისა, რომელმაც 1920-ში დააარსა სასწავლების ასეთი სახე და რომელიც
დღემდე უდიდეს წმინდანად ითვლება მთელ ინდოეთში. აშრამში შეგირდებს
თავიანთი ადგილი აქვთ გამოყოფილი. ეს არც სასტუმროა და არც ტურისტების
თავშეყრის ბიურო, უნივერსიტეტს უფრო ჰგავს. აქ ჩამოსასვლელად თხოვნით
უნდა მიმართოთ აქაურობის მესვეურთ, ხოლო მათ რომ თანხმობა მოგცენ,
დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ თქვენ საკმაოდ დიდი ხნით სერიოზულად
იყავით დაკავებული იოგით. საჭიროა მინიმუმ ერთი თვე მაინც დარჩეთ აქ
(გადავწყვიტე ექვსი თვით დავრჩენილიყავი, შემდეგ კი დამოუკიდებლად
მემოგზაურა ინდოეთში, მენახა სხვა ტაძრები, აშრამები და მოსალოცი
ადგილები). მლოცველები აქ ორ ნაწილად იყოფა – ინდოელებად და
დასავლეთელებად (დასავლეთელებს თავის მხრივ ორ ნაწილად ყოფენ –
ამერიკელებად და ევროპელებად).

133
კურსები ორ, ჰინდურ და ინგლისურ ენაზე ტარდება. აქ ჩასარიცხად საჭიროა
ნარკვევის დაწერა, რეკომენდაციების შეგროვება, შენი გონებრივი, ფიზიკური
ჯანმრთელობის შესახებ კითხვარის შევსება, ასევე უნდა აღიარო
დამოკიდებული ხარ თუ არა ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე, მიუთითო შენს
ფინანსურ შესაძლებლობებზე. გურუს არ სურს, რომ აშრამი იმ ხალხის
თავშესაფარი გახდეს, ვინც რეალურ ცხოვრებაში რაიმე სიგიჟე ჩაიდინა, ეს არავის
ადგება. ზოგადად, გურუს პოლიტიკა ასეთია, რომ თუ ოჯახი და თქვენთვის
საყვარელი ადამიანები რაღაც მიზეზის გამო ძალიან წინააღმდეგნი არიან, გურუს
მისდიო და აშრამში იცხოვრო, მაშინ მათ უნდა დაუჯერო, რადგან ამ
მსხვერპლზე წასვლა არ ღირს. უბრალოდ, დარჩი შინ და იცხოვრე
ჩვეულებრივად. იყავი კარგი ადამიანი. არ არის საჭირო დიდი დრამა შექმნა
ამისგან. ამგვარი პრაქტიკული მგრძნობიარობა კი ყოველთვის მანუგეშებს.

აქ როცა მოდიხარ, უნდა დაამტკიცო, რომ შენც ასეთივე მგრძნობიარე და


ნამდვილად ჰუმანური ხარ. უნდა აჩვენო, რომ შეგიძლია იმუშაო, რადგან უნდა
შეგეძლოს დღეში ხუთი საათი თავი მიუძღვნა საერთო საქმეს. აშრამის
ხელმძღვანელობა გვეკითხება, ბოლო ექვს თვეში რაიმე სერიოზული ემოციური
ტრამვა ხომ არ მივიღეთ (განქორწინება; ოჯახის წევრის გარდაცვალება) და თუ
ასეა, აჯობებს სხვა დროისთვის გადავდოთ მოგზაურობა, რადგან დიდია
ალბათობა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, ვერ მოვახდინოთ
კონცენტრირება და ამით მხოლოდ ავაღელვოთ მეგობრები.

მე უკვე ჩემით გავთავისუფლდი განქორწინების ტრავმისგან. ახლა როცა


ვფიქრობ, როგორი ენით გამოუთქმელი ტანჯვა გავიარე განქორწინების შემდეგ,
ეჭვიც არ მეპარება, რა დღეში ჩავაგდებდი ყველას, აშრამში რომ ჩამოვსულიყავი.
ნამდვილად უკეთესი იყო, რომ ჯერ იტალიაში დავისვენე, ძალები მოვიკრიბე,
ჯანმრთელობა აღვიდგინე და შემდეგ ჩამოვედი. ახლა ნამდვილად მჭირდება
ძალა, რადგან აქ ძლიერი უნდა იყო. აშრამში მკაცრი ცხოვრებაა, არა მარტო
ფიზიკურად (დღე დილის სამ საათზე იწყება და საღამოს ცხრაზე მთავრდება),
არამედ ფსიქოლოგიურადაც. საათობით ზიხარ სიჩუმეში, მედიტაციასა და
ფიქრში, რითაც ყურადღება გადაგაქვს და გონებას შვებას აძლევ.

ინდოეთის სოფელში გიწევს ცხოვრება, შენთვის უცხო ადამიანთა სიახლოვეს.


სოფელში, სადაც ბაღლინჯოები, გველები და მღრღნელებია. ამინდი
უკიდურესად ცვალებადია – ხან წვიმის ნიაღვარი მოდის რამდენიმე კვირა, ხან

134
კიდევ დილით, ჩრდილში ლამის პლუს 100 გრადუსია. სიტუაცია განუწყვეტლივ
და სწრაფად იცვლება. ჩემი გურუ ყოველთვის ამბობს, რომ მხოლოდ ერთი რამ
შეიძლება მოხდეს აშრამში ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ, – აღმოვაჩენთ,
სინამდვილეში ვინ ვართ. და თუ გრძნობთ, რომ უკვე სიგიჟის ზღვარს მიაღწიეთ,
მას ურჩევნია საერთოდ არ ჩამოხვიდეთ, რადგან ნამდვილად არავის უნდა
კბილებს შუა ხის კოვზით გაჩხერილი გაგიყვანონ აქედან.

40

ჩემი აქ ჩამოსვლა ახალი წლის დადგომას დაემთხვა. ერთი დღეც კი არა მაქვს
აშრამის გასაცნობად. ახალი წლის ღამეს ველოდებით. სადილის შემდეგ პატარა
ეზო ხალხით ივსება, ყველანი მიწაზე ვსხდებით – ზოგი მარმარილოს გრილ
იატაკზე, ზოგიც ბალახზე დაგდებულ მატრასზე. ინდოელი ქალები თითქოს
ქორწილისთვის გამოწყობილან. ლამაზად დაწნული, ზეთით გაპრიალებული
მუქი თმა ზურგზე დაუყრიათ, შესანიშნავი აბრეშუმის სარი აცვიათ და ოქროს
სამაჯურები უკეთიათ. ყველა ინდოელ ქალს შუბლზე, შუაში ძვირფასეულობით
მორთული კაშკაშა «ბინდი» უბრჭვიალებს. თითქოს ჩვენ ზემოთ ვარსკვლავის
მქრქალი შუქის ანარეკლია და აქ იმიტომ ვიკრიბებით, რომ გარეთ, ამ პატარა
ეზოში შუაღამემდე, ახალი წლის დადგომამდე ვიმღეროთ. სიტყვა გალობა არ
მიყვარს, ნამდვილად არ მიყვარს. ჩემთვის ამ სიტყვას უსაქმურობისა და
საზარელი მონოტონურობის მნიშვნელობა აქვს, თითქოს დრუიდი [დრუიდი
(ფრანგ.). – გალიის, ბრიტანეთისა და ირლანდიის კელტების ქურუმი.] მამაკაცი
მსხვერპლშეწირვის ცეცხლს უვლის გარშემო, მაგრამ აქ, აშრამში გალობა
ანგელოზების სიმღერა გგონია. რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი
მიმზიდველი ხმით იწყებენ სიმღერას ერთი ჰარმონიული ფრაზით, დანარჩენები
ვიმეორებთ. ეს ერთგვარი მედიტაციაა, უნდა ეცადო, მუსიკას უსმინო და შენი
ხმა სხვებისას ისე შეუსაბამო, რომ საბოლოოდ ყველა, როგორც ერთი ისე
მღეროდეს. სამწუხაროდ, მეეჭვება, შუაღამემდე გავძლო და არ დამეძინოს,
ენერგიაც არ მეყოფა, რომ დიდხანს ვიმღერო.

135
ამ საღამოს მხოლოდ ერთი ვიოლინოს ხმა გაისმა, რომელიც ძლიერ სურვილს
მოწყურებული ერთადერთ გრძელ ნოტს გამოსცემდა. შემდეგ ფისჰარმონია,

[ფისჰარმონია (გერმ.) – კლავიშებიანი და საბერვლიანი მომცრო საკრავი,


რომელიც გარეგნულად პიანინოს ჰგავს. გამოსცემს ორგანისებურ ხმებს.]
რომელსაც მოჰყვება ნელი დოლი და სიმღერა... მე ეზოს უკანა მხარეს ვზივარ,
დედებთან ერთად. ინდოელებს მოხერხებულად გადაუჯვარედინებიათ ფეხები.
ბავშვებს მათ გასწვრივ სძინავთ. როგორც ყოველთვის, სანსკრიტზე ვმღერით
(დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს უძველესი ენა ინდოეთში, ლოცვებისა და
რელიგიურ სწავლებათა გარდა, აღარსად გამოიყენება). ვცდილობ ზუსტად ავყვე
წამყვან მომღერალს, მისი ხმის მოდულაციას ვარჩევ, როგორც ცისფერი
სინათლის მცირე სიმებს. ისინი საიდუმლო, წმინდა სიტყვებს გადმომცემენ. მე
მცირე ხნით შევიგრძნობ ამ სიტყვებს, შემდეგ ისევ უკან ვაბრუნებ. ამიტომ
შეგვიძლია ასე ვიმღეროთ (კილომეტრების მანძილზე) დიდხანს, დაუღალავად.
სიმღერის დროს ყველა ჩვენგანი ლამინარიასავით [ლამინარია (ლათ.) –
წაბლისფერი წყალმცენარე. მისი ერთ-ერთი სახეობა ზღვის კომბოსტო.] ირწევა,
როგორც ღამის ზღვაზე. ჩემ გარშემო მყოფი ბავშვები, საშობაო საჩუქრებივით
არიან შეფუთულები აბრეშუმის ქსოვილში. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ თავს
ძალას ვატან და კვლავ ვმღერი ჩემს პატარა ცისფერსიმებიან სიმღერას. და ისე
მივცურავ, თითქოს ღმერთს ვეძახი ან იქნებ სამყაროს გაბრწყინებულ შუქსხივში
ვეფლობი. 11:30 საათისთვის ორკესტრმა ტემპს უმატა და აბსოლუტურ
მხიარულებას მიაღწია. ჟღარუნა ბრასლეტებიანი, ლამაზად გამოწყობილი ქალები
ტაშს უკრავენ და თან ცდილობენ მთელი სხეული დაირასავით ააცეკვონ.

დოლები ამაღელვებლად, რიტმულად ბრახუნობენ. ისე­თი გრძნობა მაქვს,


თითქოს კოლექტიურად ვექაჩებით ჩვენკენ დამდეგ 2004 წელს. თითქოს იგი
თოკით მიუბამთ ჩვენს მუსიკასთან და ახლა მეთევზის უზარმაზარ ბადესავით
ღამის ცაზე უნდა გადავიტანოთ, რომ პირამდე აავსოს ჩვენი შეუცნობი ბედ-
იღბალი. ძალიან მძიმე ბადე აღმოჩნდა, ყველაფერი მას მიაქვს: დაბადება,
სიკვდილი, ტრაგედია, ომები, სიყვარულის ამბები, გამოგონებანი, გარდაქმნები
და უბედურებები, რაც დამდეგ წელს გვიწერია. ვაგრძელებთ სიმღერას და თან
ხელიხელჩაკიდებულები ვირწევით, წუთიდან წუთზე, ხმიდან ხმაზე, სულ
ახლოს და ახლოს...

136
წამიც და შუაღამე ჩამოწვა, უფრო მონდომებით ვმღერით. ამ ბოლო წამს თავს
გაბედულად ვატანთ ძალას და ბოლოს და ბოლოს, ვახერხებთ ჩვენამდე
მოვიზიდოთ ახალი წლის ბადე, რომლითაც ცაც დაიფარა და ჩვენც. მხოლოდ
ღმერთმა იცის, რას მოგვიტანს ეს წელი... ყველანი მის ხელთა ვართ. ეს პირველი
ახალი წლის ღამეა, იმათთან რომ აღვნიშნავ, ვისაც არ ვიცნობ. ამდენი სიმღერისა
და ცეკვის დროს გვერდით არავინ მყავს, ამ შუაღამეზე რომ მოვეხვიო, მაგრამ
ვერაფრით ვიტყვი, რომ ამ საღამოს მარტო ვარ. ნამდვილად ვერ ვიტყვი ასე.

41

აქ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ისე მოხდა, რომ მე ტაძრის იატაკის მორეცხვა
დამევალა. შეგიძლიათ ყოველდღე მნახოთ, საათობით მუხლებზე ვდგავარ
მარმარილოს ცივ იატაკზე და ჯაგრისითა და ვედროთი ვმუშაობ კონკიასავით
(სხვათა შორის, ის მეტაფორაც მშვენივრად ვიცი: ტაძრის სუფთად გახეხვა რომ
საკუთარი გულისა და სულის დასუფთავების ტოლფასია და რომ ყოველდღიური
ამქვეყნიური ძალისხმევა ჩვენს სულიერებასა და შინაგან განწმენდაში
გამოიხატება). იატაკის წმენდისას, ჩემი პარტნიორები ძირითადად ინდოელი
თინეიჯერები იყვნენ.

ამ საქმეს უმთავრესად თინეიჯერებს ანდობენ, რადგანაც ნაკლებ


პასუხისმგებლობას და მეტ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. ყველაფერს აქვს
საზღვარი. თუ რაიმეს აურევ, ზიანიც შეგიძლია მიაყენო სხვას. მომწონს ჩემთან
მომუშავენი. გოგონები პატარა, ფარფატა პეპლებს ჰგვანან, უფრო
ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი ამერიკელი თანატოლები. ვაჟები
კი უფრო სერიოზულ ავტოკრატებს ჰგვანან, და ამერიკელ თანატოლებზე
უფროსები ჩანან. წესით, ტაძარში არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ესენი ხომ
ახალგაზრდები არიან, გაუთავებლად ტიტინებენ მუშაობის დროს. ეს არ არის
უაზრო ყბედობა. ჩემ გვერდით მყოფი პატარა ბიჭი მთელი დღე მონდომებით
მიკითხავდა ლექციას, როგორ უნდა მემუშავა უკეთ: «სერიოზულად მიუდექი
საქმეს, იყავი პუნქტუალური, გულგრილი და თავისუფალი. დაიმახსოვრე –

137
ყველაფერს, რასაც აკეთებ, ღმერთისთვის აკეთებ. ღმერთი კი, ყველაფერს
შენთვის აკეთებს».

«ეს დამღლელი ფიზიკური შრომაა, მაგრამ საათობით ყოველდღიური სამუშაო


უფრო მიადვილდება, ვიდრე ასევე საათობით ყოველდღიური მედიტაცია. ისიც
სიმართლეა, რომ არა მგონია კარგად ვმედიტირებდე. კი დავდივარ მედიტაციაზე,
მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არა ვარ. კვლავ ვერ ვიმორჩილებ გონებას.
ერთხელ ერთ ინდოელ ბერს შევჩივლე ამის შესახებ და მან მითხრა, –
სამწუხაროა, რომ ერთადერთი ხარ, ვისაც ოდესმე ასეთი პრობლემა შეჰქმნიაო.
შემდეგ bhagavad gita-დან წამიკითხა იოგას უძველესი წმინდა ტექსტი. «ო,
კრიშნა, გონება დაუდგრომელია, მშფოთვარე, ძლიერი და შეუპოვარი. მიმაჩნია,
რომ როგორც ქარს ვერ დაიმორჩილებ, ასევე ძნელია გონების დამორჩილება.
მედიტაცია კი იოგასთვის ორივეა – ღუზაც და ფრთებიც».

მედიტაცია გზაა. მედიტაციასა და ლოცვას შორის დიდი განსხვავებაა.


მიუხედავად იმისა, რომ ორივე ღვთაებასთან ეძებს კავშირს. გამიგონია, რომ
ლოცვისას ღმერთს ესაუბრები, მედიტაციის დროს კი უსმენ. ახლა თავისუფლად
მიხვდები, რომელი უფრო ადვილია შენთვის. მე შემიძლია მთელი დღე და ღამე
ვიყბედო ღმერთთან ყველაფერზე, მთელ ჩემს გრძნობებსა და პრობლემებზე,
მაგრამ როგორც კი გაჩუმებისა და მოსმენის ჟამი დგება, ეს უკვე სულ სხვაა.
როდესაც გონებას ვევედრები, დამშვიდდი, დაისვენე-მეთქი, პირდაპირ
მაცვიფრებს. ისე სწრაფად მოიწყენს(1)... ბრაზდება(2)... დეპრესიაში ვარდება(3)...
წუხდება(4)... ან ყველაფერს ერთად აკეთებს(5). ყველა ჰუმანოიდივით მეც
დამძიმებული ვარ, როგორც ბუდისტები იტყვიან, ე.წ. მაიმუნის გონებით.
ფიქრები ერთი ნახევარსფეროდან მეორემდე დაფარფატებენ და მხოლოდ მაშინ
ჩერდებიან, როცა დაიქანცებიან, ჩერდებიან და აღმუვლდებიან...

წარსულიდან მომავლისკენ მიმავალ ჯერ უცნობ გზაზე ჩემი გონება მკვეთრად


იცვლება დროის სხვადასხვა მონაკვეთზე. ერთ წუთში უამრავი იდეა აწუხებს,
აღუკაზმავი და უდისციპლინო. თავისთავად ეს პრობლემას არ ქმნის, პრობლემა
ემოციური ზეგავლენაა, რომელიც ფიქრს მოჰყვება. ბედნიერება ბედნიერს მხდის,
მაგრამ აუუჰ! – რა სწრაფად გადავერთე აკვიატებულ მწუხარებაში, ხასიათი
გამიფუჭდა. შემდეგ ამა თუ იმ სამწუხარო ამბის ყველა დეტალი მახსენდება,
ავპილპილდები და თავიდან ვიწყებ გაბრაზებას; შემდეგ ჩემი გონება
გადაწყვეტს, რომ საკუთარი თავის შესაბრალებლად კარგი დროა. ამას კი მაშინვე

138
მარტოობა მოჰყვება. ამის მერე რა უნდა ქნა. ემოციები ფიქრებს ემონებიან.
თავად კი ამ ემოციათა მონა ხარ. ფიქრების ამგვარ მოლივლივე ზვირთებში, სხვა
პრობლემა იჩენს თავს. არასოდეს ხარ იქ, სადაც ხარ. ყოველთვის წარსულში
იქექები ან მომავალს ეტმასნები. ამ მომენტში დასვენება ძალიან ძნელია...

ჩემს საუკეთესო მეგობარს, სუზანს ასეთი ზნე სჭირს, სადაც ლამაზ ადგილს
დაინახავს – ისტერიკულად წამოიყვირებს: «რა სილამაზეა აქ! როგორ მინდა,
ოდესმე ისევ აქ დავბრუნდე». მე დიდი ძალისხმევა მჭირდება მის
დასარწმუნებლად, რომ უკვე აქ არის. თუ ღვთაებასთან შეერთებას ელოდები,
წინ და უკან ტრიალი ნამდვილად პრობლემაა. ღმერთის არსებობას ასე ხსნიან,
რომ ის ახლა ნამდვილად აქ არის. აწმყო ერთადერთი ადგილია მის მოსაძებნად.
და სწორედ ახლა ნამდვილად დადგა ეს დრო. მაგრამ აწმყოში დარჩენა
მიზანდასახულობას მოითხოვს. მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკა, სხვადასხვა
მიმართულების კრიტიკას გასწავლის – მაგალითად, თუ თვალებით სინათლის
ერთ წერტილს მიაშტერდები ან შენი სუნთქვის აღმა-დაღმა სვლას
დაუკვირდები. ჩემი გურუ მედიტაციას მანტრას დახმარებით გვასწავლის.
ღვთიური სიტყვები დიდი დაკვირვებით, მარცვალ-მარცვალ უნდა გაიმეორო.
მანტრას ორმაგი ფუნქცია აქვს.

გონება ერთ დავალებას გაძლევს. თითქოს მაიმუნს აძლევ დასტას ათი ათასი
ღილით და ეუბნები: «ერთდროულად გადაიტანე ეს ღილები სხვა დასტაში».
მისთვის ეს დავალება უფრო ადვილი შესასრულებელია, ვიდრე ის, რომ კუთხეში
მიაყენო და სთხოვო, არ გაინძრეს. მანტრას კიდევ ერთი მიზანია, გადაგიყვანოს
სხვა მდგომარეობაში, გონების ნიჩბიანი ნავით მძაფრ ზვირთებში. როდესაც შენი
ყურადღება შეჩერდება არეულ ფიქრებზე, მაშინვე მანტრას დაუბრუნდი, აძვერი
ნავში და გააგრძელე გზა. ამბობენ, მანტრას სანსკრიტზე წარმოუდგენელი
ენერგია აქვს. მას შეუძლია ნავით გატაროს ღვთაების სანაპირო ზოლის მთელ
სიგრძეზე. უამრავ პრობლემასთან ერთად, როდესაც მანტრას ვიწყებ, – ომ ნამაჰ
შივაია ვერანაირად ვერ ჯდება ჩემს გონებაში. მიყვარს მისი ხმა, მაგრამ ვერ
შევყავარ მედიტაციაში. მთელი ორი წლის განმავლობაში ეს ვერაფრით
მოვახერხე. როდესაც ომ ნამაჰ შივაიას გამეორებას ვიწყებ, ყელში რაღაც
მეჩხირება და მკერდში რაღაც მიჭერს.

ჩემს სუნთქვას მარცვლები ვერასოდეს შევუწყვე. ერთ საღამოს ჩემს ოთახში


მცხოვრებ ქორელას ვთხოვე დახმარება. ძალიან მრცხვენოდა მეღიარებინა, რომ

139
ვერ ვახერხებდი მანტრას გამეორებისას გონება მომეკრიბა, რადგან ის
მედიტაციას ასწავლიდა. იქნებ ქორელა დამხმარებოდა. მან მითხრა, რომ
მედიტაციის დროს მისი გონებაც დახეტიალებდა აქეთ-იქით. მაგრამ ახლა
მედიტაცია შესანიშნავია, ადვილია, და მისი ცხოვრების სასიხარულო
ტრანსფორმაციაა. «ასე მგონია, უბრალოდ ვჯდები და თვალებს ვხუჭავ, –
მიხსნის ქორელა, – მხოლოდ მანტრაზე ვფიქრობ და ზეცაში ვუჩინარდები». ამის
გაგონებაზე, შურისგან გულისრევა დამეწყო. და კიდევ, ქორელა იოგას
ასრულებს იმდენი წელია, რამდენი წლისაც მე ვარ. ვთხოვე, იქნებ ეჩვენებინა
როგორ იყენებდა ომ ნამაჰ შივაიას მედიტაციის დროს. ყოველი მარცვლის შემდეგ
ჩასუნთქვას თუ აკეთებდა ან ყოველი ჩასუნთქვისას ერთი სიტყვა უნდა მეთქვა
(სიტყვები ხომ სხვადასხვა ზომისაა, ჰოდა, როგორ უნდა გამოზომო?).

იქნებ მთელ მანტრას ერთი ჩასუნთქვით, შემდეგ კი იმავეს ამოსუნთქვით


ამბობს... «ნამდვილად არ ვიცი, – ამბობს ქორელა, – მე, უბრალოდ... თქვი, ისე!
იმღერე ისე».

სასოწარკვეთილი ვარ. «გული გიჩქარდება? – ვკითხე ისევ, – იქნებ ჩემთვის


ხმამაღლა წაგეკითხა, ისე როგორც გონებაში კითხულობ, როცა მედიტაციაში
ხარ». როგორი შემწყნარებელია. ჩემი მეგობარი ქორელა თვალს ხუჭავს და
მანტრას ხმამაღლა წარმოთქვამს, ისე როგორც თავისთვის ამბობს ხოლმე.
უბრალოდ ამბობს, ამბობს წყნარად, ნორმალურად, ოდნავ იცინის. რამდენჯერმე
იმეორებს, მანამ, სანამ მე მოუსვენრობა დამეწყო... შევაწყვეტინე. «არ
მოგწყინდა?» – ვეკითხები. «აჰ, – მითხრა და თვალები გაახილა, თან იღიმება.
საათს დახედა, – ათი წამი გავიდა, ლიზ, უკვე მოგწყინდა?»

42

მეორე დილით, 4 საათზე, დროულად მივედი მედიტაციაზე, რომლითაც დღე


იწყებოდა. ერთი საათი სრულ სიჩუმეში ვისხედით, მაგრამ ჩემთვის წუთი მილის
ტოლფასი იყო, სამოცი სასტიკი მილი, რომელიც უნდა დამეფარა. მეთოთხმეტე
წუთის შემდეგ, ნერვები და მუხლები მთლიანად წამერთვა და გაღიზიანებამ

140
ერთიანად მომიცვა. გასაგებიც არის, რომ ამ პერიოდში ჩემს გონებასთან
შემდეგნაირი დიალოგი მქონდა:

მე: კარგი, მედიტაციას ვიწყებთ. მოდი, მთელი ჩვენი ყურადღება და სუნთქვა


მანტრას მივაპყროთ. «ომმმ... ნამა შივა. ომ ნავა შივ...»

გონება: ხომ იცი, რომ დაგეხმარები!

მე: ეს კარგია, იმიტომ, რომ შენი დახმარება მჭირდება. «ომ ნამაჰ შივაია. ომ ნამაჰ
შივ...»

გონება: მმმ... შემიძლია დაგეხმარო მშვენიერ მედიტაციურ გამოსახულებებზე


ფიქრში. მაგალითად, აი, წარმოიდგინე, რომ ტაძარი ხარ. ტაძარი კუნძულზე!
კუნძული კი ოკეანეშია!

მე: ოოო... ეგ კარგი რამეა...

გონება: გმადლობ. ჩემით მოვიგონე.

მე: მაგრამ, რომელ ოკეანეში?

გონება: ატლანტის. ხმელთაშუა ზღვასთან... წარმოიდგინე, ერთ-ერთი ბერძნული


კუნძული ხარ, ძველი ბერძნული ტაძრით. არა. დაივიწყე. მეტისმეტად
გადატვირთულია ტურისტებით. იცი, რა? დაივიწყე ოკეანე. ოკეანეები საშიშია.
უკეთესი იდეა მაქვს – წარმოიდგინე, რომ ოკეანის ნაცვლად, კუნძული ხარ
ტბაში.

მე: ახლა, შეიძლება მედიტაციით დავკავდეთ? «ომმ ნამაჰ შივ...»

გონება: რა თქმა უნდა! უბრალოდ, სცადე წარმოიდგინო, რომ ტბა დაფარულია...


უჰ, რა ჰქვია იმას...

მე: სკუტერებით?

გონება: ჰო, ჰო! სკუტერებით! მერედა რამდენი საწვავი სჭირდება! გარემოს


დაბინძურების ნამდვილი საფრთხეა! სხვა, კიდევ რა იცი, რაც ბევრ საწვავს
ხარჯავს? ფოთლების ვენტილატორები. შენ ალბათ არ გგონია ასე, მაგრამ...

141
მე: კარგი, გენაცვალე, ოღონდ დამაცადე მედიტაცია, გთხოვ... ომ ნამაჰ...

გონება: ზუსტადაც მედიტაციაში მინდა დაგეხმარო! ჰოდა, ტბასა და ოკეანეს


თავი დაანებე, წარმოიდგინე, რომ კუნძული ხარ... მდინარეში!

მე: გინდა მითხრა, ბანერმანის კუნძულივით, მდინარე ჰუდსონზე?

გონება: აი, ზუსტად! გადასარევია. მაშასადამე, დასკვნა: დავმორჩილდეთ


მდინარის კუნძულის შთაგონებას. ყველა ფიქრი, რაც ამ მედიტაციის დროს
შენთან მოვა, ჩათვალე, მდინარის დინებებია და ყურადღება არ მიაქციო. შენ ხომ
კუნძული ხარ...

მე: მოიცადე! მე მეგონა, ტაძარი ვიყავი.

გონება: უჰ, მაპატიე. მართალი ხარ. შენ ხარ ტაძარი კუნძულზე. და საერთოდ,
შენ ორივე ხარ, კუნძულიც და ტაძარიც.

მე: მდინარეც ხომ არა ვარ?

გონება: არა, მდინარე უბრალოდ შენი ფიქრებია.

მე: გაჩერდი! გთხოვ, გაჩერდი! თორემ, უკვე მაგიჟებ!!!

გონება (ნაწყენი ტონით): ბოდიში. უბრალოდ, შენი დახმარება მინდოდა...

მე: «ომ... ნამაჰ შივაია... ომ ნამაჰ შივაია... ომ ნამაჰ შივაია...» მერე ფიქრთა
რვაწამიანი პაუზა მოდის. მაგრამ შემდეგ...

გონება: ძალიან გამიბრაზდი?

და უცბად, ერთი ამოსუნთქვით, თითქოს გონს მოვეგეო, ფართოდ გავაღე


თვალები და შევწყვიტე. ცრემლი მომდიოდა. აშრამი სწორედ ის ადგილი იყო,
სადაც ღრმა მედიტაციისთვის უნდა მივსულიყავი და რაღა გამოვიდა, თუ ასეთი
კატასტროფით დავასრულე?.. ჩემთვის ეს ზედმეტი დატვირთვა იყო. ჩემს
ძალებს აღემატებოდა. მაგრამ, რა უნდა მექნა? გამოვვარდნილიყავი ტაძრიდან
ყოველდღე, თოთხმეტი წუთის გასვლის შემდეგ და მებღავლა? იმ დილით
ნამდვილად ჩავფლავდი. წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, დავნებდი. ჩემ
უკან კედელს მივეხეთქე და ზურგი დავიზიანე. ძალა აღარ მქონდა. ერთიანად

142
ვცახცახებდი. ჩემი სული ჩანგრეულ ხიდს ჰგავდა. თავზე დადებული მანტრა
მოვიშორე (რომელიც უჩინარი გრდემლივით მაწვებოდა და გულს მიწვრილებდა)
და იატაკზე დავდე, ჩემ გვერდით. შემდეგ, ღმერთს მივმართე: «მაპატიე,
ღმერთო, მაგრამ დღეს ამაზე ახლოს ვერ მოვედი შენთან». ლაკოტა სიუს თქმით,
ბავშვი, რომელსაც უმოძრაოდ ჯდომა არ შეუძლია, ნახევრად განვითარებულია.
ძველი სანსკრიტული ტექსტი კი გვასწავლის: «მხოლოდ განსაზღვრული ნიშნები
მიგახვედრებს, რომ სწორად მედიტირებ, მაგალითად, თუ ჩიტი მხარზე ისე
ჩამოგიჯდება, თითქოს უსულო საგანი იყო...» ჯერჯერობით ამგვარი რამ არ
დამმართვია. მაგრამ მომდევნო, დაახლოებით ორმოცი წუთი, სამედიტაციო
დარბაზში დამწყვდეული და ჩემს სირცხვილში გახლართული ვცდილობდი
სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფ «მოწაფეებს» ისეთი
სრულყოფილი პოზა ეჭირათ, მყარად დახუჭული თვალებით, ისეთი კმაყოფილი
სახე ჰქონდათ, ნამდვილად ზეცაში მოგზაურობდნენ. ისე გავწბილდი, მზად
ვიყავი, ტირილით გავმსკდარიყავი. მაგრამ, ჩემი გურუს ნათქვამი გამახსენდა,
რომ მარცხს თავი არასოდეს უნდა დაუხარო, რადგან თუ ამას გააკეთებ,
მიეჩვევი, რომ მუდმივად უნდა დამარცხდე. გული არ უნდა გაიტეხო და
საკუთარ თავზე იმუშაო, რომ იყო ძლიერი და ასეთად დარჩე.

მაგრამ არაფერი გამომდიოდა. უვარგისობისგან დამცირებული სხეული


მტკიოდა. ვეღარ გამეგო, საკუთარ გონებასთან საუბრისას, ვინ იყო «მე», ვინ იყო
ჩემი «გონება» და საერთოდ, ვინ იყო ის ულმობელი სულისმხუთავი, რომელსაც
ტვინი ერქვა და ვერაფრით დავიყოლიე... შემდეგ კინოფილმ «ყბების» ცნობილი
რიგი გამახსენდა და ღიმილი ვერ შევიკავე: «უფრო დიდი ნავი დაგვჭირდება».

43

სადილის დროა. ვზივარ მარტო და ვცდილობ, ნელა მივირთვა. ჩემი გურუ სულ
გვიჩიჩინებს, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით, როდესაც ჭამაზე
მიდგება საქმე. მოგვიწოდებს, დავიცვათ ზომიერება და არ ჩავაქროთ ჩვენს
სხეულებში მოგუზგუზე წმინდა ცეცხლი კუჭში საჭმლის დიდი ლუკმების

143
ჩაყრით (სავსებით დარწმუნებული ვარ და სამართლიანადაც, რომ ჩემი გურუ
არასოდეს ყოფილა ნეაპოლში).

როდესაც სტუდენტები შესჩივან, რომ მედიტაციასთან დაკავშირებით


პრობლემები აქვთ, ის ყოველთვის ინტერესდება, როგორ მდგომარეობაში აქვთ
მათ კუჭი. თავისთავად ცხადია, ადამიანს გაუჭირდება მედიტაციის ზღვრის
გადალახვა, როდესაც მისი ნაწლავები გამალებით ებრძვიან სოსისის კალცონეს,
ერთი გირვანქა ბუფალოსა და ნახევარი ქოქოსის ნამცხვრის გადამუშავებისთვის.
ამიტომაცაა, რომ აქ მსგავსს ვერაფერს მიირთმევთ. აშრამში ვეგეტარიანული,
მსუბუქი და ჯანსაღი, თუმცა მაინც გემრიელი კვებაა. და მეც, მშიერი ობოლივით,
ხარბად ვსანსლავ ყველაფერს. გარდა ამისა, ტრაპეზი სასადილოში იმართება და
ყოველთვის რამდენჯერმე ვიმატებ საჭმელს თეფშზე; ვერ ვუძლებ ცდუნებას,
ამდენი გემრიელი რამ ასე გამომწვევად რომ შემომჩერებია და თანაც, უფასოა.

ჰოდა, მეც ვუზივარ ეულად სასადილოს მაგიდას და ვცდილობ დავიმორჩილო


ჩანგალი. ამ დროს კი, ვხედავ მამაკაცს, დიდი ლანგრით ხელში, რომელიც
თავისუფალ სკამს ეძებს. თავს ვუქნევ, რომ შემომიერთდეს. აქამდე იგი
არასოდეს მინახავს. ალბათ, ახალი ჩამოსულია. უცნობს სიარულის მიმზიდველი,
აუჩქარებელი მანერა აქვს, მესაზღვრე შერიფის ან სულაც მფლანგველი ბანქოს
მოთამაშისა. ორმოცდაათ წელს გადაშორებული უნდა იყოს, მაგრამ ისე დადის,
თითქოს აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც დედამიწაზე ცხოვრობს. თეთრი
თმა აქვს, თეთრივე წვერი და ფლანელისუჯრებიანი პერანგი აცვია. ამ
ბეჭებგანიერ კაცს იმოდენა ხელები აქვს, თითქოს რაღაცას დაგიშავებსო, მაგრამ
მისი მშვიდი სახე ამას უარყოფს. წინ მიჯდება და გაბედულად წარმოთქვამს: «აქ
იმხელა ქინქლებია, რომ წიწილას შეჭამენ».

ქალბატონებო და ბატონებო, რიჩარდი ჩამობრძანდა ტეხასიდან.

44

იმ მრავალ სამუშაოთაგან, რომელზედაც ტეხასელ რიჩარდს უმუშავია, ბევრს


გამოვტოვებ, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ. ის ყოფილა: ნავთობსაბადოს

144
მუშა, 18-ბორბლიანი სატვირთოს მძღოლი, დაკოტას ბირკენსტოქსის პირველი
სანქცირებული დილერი, შუა დასავლეთის ნაგავსაყრელის სექშეიკერი
(მომიტევეთ, ბატონებო, ნამდვილად დრო არა მაქვს იმისათვის, რომ აგიხსნათ,
სექშეიკერი რას ნიშნავს), მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის მუშა, მეორადი
მანქანების გამყიდველი, ჯარისკაცი ვიეტნამში, ფართო მოხმარების საგნების
(რომლებშიც ძირითადად, მექსიკური ნარკოტიკი შედის) ბროკერი, ნარკომანი და
ლოთი (თუ ამასაც სამსახურს დავარქმევთ), ჰიპი ფერმერი, რადიოს კადრს მიღმა
დიქტორი და ბოლოს, ყველაზე ძვირად ღირებული სამედიცინო აღჭურვილობის
დილერი (მანამ, სანამ მეუღლეს გაშორდებოდა, რადგან შემდეგ ყველაფერი მას
გადაულოცა და მხოლოდ უკანალის მარცხენა დუნდული შერჩა მოსაფხანად).

ახლა ის ოსტინში [ოსტინი – ტეხასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.] ძველ


სახლს არემონტებს. ამბობს, – არასოდეს მივლია იოლი გზით, ყოველთვის
რქებით ვაწვებოდი ცხოვრებასო.

ტეხასელი რიჩარდი დიდად არაფერზე ნერვიულობს. არა, მას ვერაფრით


ვუწოდებ ნევროზულს. მაგრამ, ნევროზული თვითონვე გახლავართ და ამიტომაც
ვაღმერთებ მას. რიჩარდის გამოჩენამ აშრამში უსაფრთხოების გრძნობა და
სტიმული მომგვარა. მისი დიდებული თავდაჯერებულობა ამშვიდებს ჩემს
მემკვიდრეობით მიღებულ ნევროზს და მაიმედებს, რომ ყველაფერი კარგად
იქნება (კარგად თუ არა, სასაცილოდ მაინც). მულტფილმის მამალი თუ გახსოვთ,
ფოგჰორნ ლეგჰორნი? აი, რიჩარდი დაახლოებით მას ჰგავს, მე კი მის ლაქლაქა
მეგობარს, ჩიქენჰოქს. რიჩარდი ამბობს: «მე და სუსნია მთელ დღეს სიცილის
მეტს არაფერს ვაკეთებთ».

სუსნია რიჩარდმა შემარქვა მეტსახელად, ჩვენი შეხვედრის პირველივე საღამოს,


როდესაც დაინახა, რამდენს ვჭამდი. ვცდილობდი, თავი მემართლებინა (მე ხომ
სრულიად გაცნობიერებულად და დისციპლინირებულად მივირთმევდი!), მაგრამ
ეს სახელი მაინც შემრჩა. ტეხასელი რიჩარდი სულაც არ არის ტიპური იოგი,
თუმცა რაც ინდოეთში ვიმყოფები, იოგის ცნების გამორკვევა აკრძალული მაქვს
(ნუღარ დამაწყებინებთ ირლანდიელი სოფლის ფერმერის ან სამხრეთამერიკელი
მონაზვნის განსჯას, რომელიც იმ დღეს აქ ვნახე). რიჩარდი იოგამდე ყოფილი
მეგობარი ქალის დახმარებით მოვიდა, რომელმაც ნიუ-იორკის აშრამში მანქანით
მოიყვანა გურუს მოსასმენად. რიჩარდი ამბობს: «მეგონა აშრამი ყველაზე
გამოუცნობი ადგილი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. მაინტერესებდა, სად იყო ის

145
ოთახი, რომლისთვისაც სახლი და მანქანა უნდა გაგეყიდა და მთელი ფული
დაგეხარჯა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სულ სხვა სურათი დამხვდა აქ». ბოლო ათი
წლის განმავლობაში რიჩარდმა აღმოაჩინა, რომ სულ ლოცულობდა. მისი ლოცვა
სულ ერთი და იმავე შინაარსისა იყო: «უფალო, გევედრები, დამეხმარე, რომ
გავაღო ჩემი გულის კარი». ეს იყო სულ, რაც მას უნდოდა – გულწრფელობა! და
ამ ლოცვას ყოველთვის ასე ასრულებდა: «ღმერთო, გთხოვ, მომეცი ნიშანი,
როდესაც ეს მოხდება».

ახლა, როდესაც იმ დროს იგონებს, მეუბნება: «სუსნია, ფრთხილად იყავი,


როდესაც ღმერთს რაიმეს ევედრები, იმიტომ რომ, შეიძლება აგისრულდეს».
გულწრფელობის მრავალი თვის განუწყვეტელი ვედრების შემდეგ, როგორ
გგონიათ, რა მიიღო რიჩარდმა? – გულის სასწრაფო ოპერაცია. მისი გულმკერდი,
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადახსნეს, მისი ნეკნები ერთმანეთს
დააშორეს, რომ უშუალოდ გულამდე სინათლეს მიეღწია. თითქოს ღმერთმა
ნამდვილად ნიშანი მისცა. ამდენად, რიჩარდი უკვე ძალიან ფრთხილობს
ლოცვისას და მეუბნება: «რასაც უნდა ვევედრებოდე უფალს, ყოველთვის ასე
ვაგვირგვინებ: შემიწყალე, უფალო».

ერთ დღესაც რიჩარდს ვეკითხები:

– რა ვუყო მედიტაციას?

იგი მიყურებს, როგორ ვხეხავ ტაძრის იატაკს. რიჩარდს გაუმართლა,


სამზარეულოში მუშაობს და მხოლოდ სადილამდე ერთი საათით ადრე ევალება
იქ მისვლა. ეტყობა, მოსწონს ჩემი ყურება, იატაკს რომ ვხეხავ. ფიქრობს, რომ
სასაცილოა.

– რა გინდა, რომ უყო, სუსნია?

– არ ვიცი, საშინელებაა.

– ვინ თქვა?

– გონებას ვერაფრით ვიკრებ, რომ გაუნძრევლად ვიჯდე.

146
– აბა, გაიხსენე, გურუ გვასწავლის, რომ თუ წმინდა განზრახვით დაჯდები
სამედიტაციოდ, მერე რაც მოხდება, შენ აღარ გეხება. ჰოდა, რატომ განიკითხავ
ასე საკუთარ თავს?

– იმიტომ, რომ იოგის ამოსავალი წერტილი არ შეიძლება ის მდგომარეობა იყოს,


რომელშიც მე ვარ მედიტაციის დროს.

– სუსნია, ჩემო პატარა, შენ ხომ წარმოდგენაც არა გაქვს, იქ იმ დროს რა ხდება.

– ხილვა არასოდეს მქონია, ვერც ვერასოდეს ვლახავ ზღვარს.

– რისი დანახვა გინდა, ლამაზი ფერების? თუ საკუთარ თავზე გინდა სიმართლე


გაიგო? რა გსურს?

– მედიტაციის მცდელობისას, ჩემ მიერ მიღწეული მთელი შედეგი საკუთარ


თავთან კამათია.

– ეს უბრალოდ, შენი ეგოა. ცდილობს, დარწმუნდეს, რომ გბატონობს; ცდილობს,


მოგგვაროს გაორების გრძნობა და დაგარწმუნოს, რომ ერთი მთლიანი კი არ ხარ,
არამედ შინაგანად გაყოფილი და გახლეჩილი.

– მერე, ეს რაში წამადგება?

– ეს შენ არ წაგადგება! ეგოს მთავარი მოვალეობა ის არ არის, რომ სასიკეთოდ


წაგადგეს. ის იბრძვის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ახლა, კი,
ფაქტობრივად, განადგურებულია, რადგან შენ მას ამცირებ. შენ კარგად იცავ
წესებს, პატარავ, და ცუდი ბიჭების დღეებიც დათვლილია. სულ მალე ეგ შენი
ეგო გვერდზე დაგრჩება და მხოლოდ გული მიიღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა,
იგი იბრძვის თვითგადარჩენისთვის; ცდილობს, დაუზავდეს შენს გონებას;
საკუთარ უფლებებს იცავს და მაინც არაფერი გამოსდის. ვერ მოგწყვიტა გარე
სამყაროს და ვერ დაგეპატრონა. ნუ მოუსმენ.

– შენ როგორ ახერხებ, რომ არ უსმენ?

– აბა, წარმოიდგინე, ბავშვს რომ სათამაშო წაართვა, კმაყოფილი იქნება?


დაიწყებს ტირილს და წიხლების ყრას. თუ გსურს, რომ უმტკივნეულოდ
გამოართვა, კი არ უნდა დაეტაკო, არამედ, უნდა სცადო და სხვა რამეზე

147
გადაატანინო ყურადღება, გაართო. ასე უნდა მოექცე შენს გონებასაც, მიეცი
უკეთესი სათამაშო და რაიმე, უფრო ჯანმრთელი საფიქრალი მიჰგვარე.

– მაგალითად?

– მაგალითად, სიყვარული, სუსნია. სუფთა, ღვთაებრივი სიყვარული.

45

ყოველდღიურად სამედიტაციო გამოქვაბულში სიარული საღვთო გაერთიანების


მიზანს ემსახურება, მაგრამ ამ ბოლო დროს, იქ შესვლისას ისე ვკრთები, როგორც
ჩემი ძაღლი ფრთხებოდა ვეტერინართან შესვლისას (როდესაც იცოდა, რომ
რამდენად მეგობრულადაც უნდა მოჰქცეოდნენ იქ, ყველაფერი ერთი საზიზღარი
ნემსის ჩხვლეტით დასრულდებოდა). მაგრამ რიჩარდთან ბოლო საუბრის
შემდეგ, ვცდილობ, ახლებურად შევხედო იქაურობას. ვჯდები სამედიტაციოდ და
გონებას მივმართავ: «მომისმინე ახლა, მესმის, რომ ცოტათი შეშინებული ხარ.
მაგრამ გპირდები, არაფერს დაგიშავებ. შენს განადგურებას არ ვაპირებ, პირიქით,
მინდა მოსვენების საშუალება მოგცე. ძალიან მიყვარხარ».

იმ დღეს ერთმა ბერმონაზონმა მითხრა: «გონების მოსასვენებელი ადგილი


გულია. მას მთელი დღის განმავლობაში ზარების რეკვისა და ხმაურის მეტი
არაფერი ესმის და სიმშვიდე სჭირდება. ერთადერთი ადგილი, სადაც გონება
დამშვიდდება, არის გულში, სიჩუმეში. აი, სად უნდა ეძებო სიმშვიდე».

ახლა სხვა მანტრაზე ვცდი ბედს. ადრე კარგად გავართვი თავი. მარტივია. ორი
მარცვლისგან შედგება: «ჰამ-სა».

სანსკრიტიდან ასე ითარგმნება: «მე ვარ ის». იოგის მიხედვით, ჰამ-სა ყველაზე
ბუნებრივი მანტრაა, რომელიც დაბადებამდე მოგვეცა უფლის განგებით. ეს ჩვენი
სუნთქვის ხმა არის. «ჰამ» – შესუნთქვისას, «სა» – ამოსუნთქვისას (სხვათა
შორის, «ჰამ» ძალიან ნაზად წარმოითქმის, ღიად: «ჰაჰჰჰჰმ», სანდვიჩზე
დადებული ხორცივით კი არა. ხოლო სა: «აჰჰჰჰჰჰ»... – ასე ჟღერს). სიცოცხლის
ბოლომდე, ყოველ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე ამ მანტრას ვიმეორებთ: მე
148
ვარ ის! ღვთისმეტყველი. უფალთან ვიმყოფები. მისი გამოხატულება ვარ, არც
გარიყული ვარ, არც მარტოსული, არ ვიზიარებ ადამიანის შეზღუდულ
აზროვნებას. «ჰამ-სას» ყოველთვის ადვილად და მშვიდად ვიღებ. «ომ ნამაჰ
შივაიასთან» შედარებით ეს მედიტაცია გაცილებით ადვილია, ერთი სიტყვით, ამ
იოგის «ოფიციალური» მანტრაა. ბერმონაზონმა მირჩია, გამეგრძელებინა
მედიტაცია და თუკი ასე მომწონდა და მშველოდა, არ დამენებებინა «ჰამ-
სასთვის» თავი. მითხრა: «დაფიქრდი ყველაფერზე, რაც შენს გონებაში
რევოლუციას იწვევს». და აი, მეც ვზივარ: «ჰამ-სა».

მე ვარ ის. ფიქრები თავისით მოდის, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ,


უბრალოდ, დედაშვილურად ვეუბნები: «ვიცი, ონავრებო, თქვენი ხუმრობები...
გამოდით გარეთ და ითამაშეთ... დედიკო ღმერთს უსმენს... ჰამ-სა».

მე ვარ ის. ცოტა ხნით მეძინება (ზოგჯერ, მედიტაციის დროს, თუ გგონია, რომ
გძინავს, შეიძლება მთლად ასეც არ იყოს. ხანდახან ძილის ნაცვლად ცნობიერების
სხვა საფეხურზე ადიხარ). როდესაც ვიღვიძებ (თუ რაც ჰქვია ამას), მკრთალ,
ლურჯ ელექტროენერგიას ვგრძნობ, რომელიც პულსივით მიცემს სხეულს
შიგნით და ირწევა. ის მაფხიზლებს და მართობს კიდეც. არ ვიცი, რა ვქნა და
უბრალოდ შინაგან ენერგიას ვესაუბრები. ვეუბნები, «შენი მწამს». მისი პასუხი
კი უფრო იზრდება და ძლიერდება. და ახლა გრძნობათა მტაცებელივით,
შემაშინებლად ძლიერი ხდება. ბზრიალებს მთელი ხერხემლის აყოლებაზე.
კისერი თითქოს უნდა გაიშალოს და დაიგრიხოს, ჰოდა, მეც ვუშვებ ნებაზე.
ვზივარ, უცნაურ პოზაში, იოგივით გამართული, მარცხენა ყურს მაგრად ვაჭერ
მხარს. არ ვიცი, რად უნდა ჩემს თავსა და კისერს ასეთი ფორმის მიღება, მაგრამ
არ ვეკამათები. ჯიუტები არიან. ლურჯი ენერგია კვლავ ირხევა ჩემში, შემდეგ კი
ჟღარუნა ხმები მესმის, ისე ძლიერად, რომ ვეღარ ვუმკლავდები. იმდენად
მაშინებს, რომ ვეუბნები: «არ ვარ ჯერ ამისთვის მზად!» და სწრაფად ვახელ
თვალებს. ყველაფერმა გაიარა და ისევ ოთახში ვარ, გარშემომყოფებთან ერთად.
თითქმის ერთი საათია, რაც აქ ვარ (კაცმა არ იცის, აქ ვარ თუ არა). სული
მეხუთება. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სული მეხუთება.

149
46

მაშინ რაც სამედიტაციო ქვაბულში და ჩემში ხდებოდა, დიდი განხილვის საგანია


და ამის ამოსახსნელად ერთ ეზოტერიკულ [ეზოტერიკული (ბერძნ.) – რაც
განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვისაც გაენდვნენ; საიდუმლო, დაფარული
(ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ მოძღვრებათა, მაგიურ ფორმულათა
შესახებ).] თემაზე – ქუნდალინი შაქტიზე უნდა ვიმსჯელოთ. მსოფლიოს ყველა
რელიგიას გააჩნია ფანატიკოსთა უზარმაზარი რიცხვი, რომელნიც ცდილობენ
პირდაპირ, დოგმატურად შეისწავლონ იგი, რათა პიროვნულად შეიგრძნონ
ღვთაება. საინტერესო ის არის, რომ როდესაც თავიანთ თავგადასავალს
მიყვებიან, ყოველივე ჩემს ამბავსა და გამოცდილებას ზედმიწევნით ემთხვევა.
ძირითადად, მათი კავშირი ღმერთთან მედიტაციურ მდგომარეობაში, იმ
ენერგიის წყაროს მეშვეობით სრულდება, რომელიც სხეულს ეიფორიული
ელექტროშუქით ავსებს. იაპონელები ამ ენერგიას «კი»-ს ეძახიან, ჩინელი
ბუდისტები – «ჩი»-ს, ბალის კუნძულზე ამას «ტაქსუ» ეწოდება, ქრისტიანები
წმინდა სულს უწოდებენ, კალაჰარის ბუშმენები – ნ/უმ-ს (ამას მათი წმინდა
მამები განმარტავენ, როგორც გველისმაგვარ ძალას, რომელიც ხერხემალს
აუყვება, აღწევს თავში მისივე გამოკვეთილი ხვრელის მეშვეობით, რომ გზა
გაუხსნას ღმერთს).

სუფიზმის [სუფიზმი (არაბ.) – მაჰმადიანობის მისტიკურ-ასკეტური


მიმართულება, რომელიც VIII საუკუნეში წარმოიშვა.] მიმდევარმა პოეტებმა ამ
ღვთიურ ენერგიას შეყვარებული დაარქვეს და არაერთი ლექსი უძღვნეს მას.
ავსტრალიელი აბორიგენები ცაში არსებულ გველზე საუბრობენ, რომელიც
ექიმბაშთან ჩამოდის, მასში ჩაისახება და დაუძლეველი, არაამქვეყნიური ძალით
აღავსებს. ებრაული კაბალას [კაბალა (ძვ. ებრ.) – შუა საუკუნეებში ებრაელთა
მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი.]
ტრადიციის მიხედვით, ღმერთთან ასეთი კავშირი, საფეხურების მიხედვით
მიიღწევა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელნიც შუბლშეუხრელად
ითავისებენ სამყაროს ცვალებადობის პირობებს და საერთოდაც არ წუხდებიან
მისი პარადოქსებითა და უსამართლობებით. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც
ბებია ეტყოდა: «არ არსებობს ქვეყანაზე გაჭირვება, რომელსაც ვერ უწამლებ
ცხელი აბაზანით, ჭიქა ვისკითა და ლოცვანით». ზოგი მართლაც კმაყოფილდება
ამ მეთოდით, სხვებს კი უფრო გადამჭრელი ზომების მიღება ესაჭიროება. ახლა

150
კი, გამორჩეულად ვიხსენებ ჩემს მეგობარს, ირლანდიელ რძის ფერმერს,
რომელიც საერთოდ განსხვავებული პერსონაჟია ინდური აშრამისთვის. მაგრამ
შონი ჩემს მსგავსად, ეგზისტენციალიზმის [ეგზისტენციალიზმი (ლათ.) –
მიმართულება თანამედროვე ფილოსოფიაში. მისი ძირითადი თემაა პიროვნების
ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, რწმენა და ურწმუნოება, სიცოცხლის
აზრის დაკარგვა, შეძენა და მისთ.] არსის ამოხსნის დაუოკებელი ჟინით დაიბადა.
მის მცირე მრევლს კორკის საგრაფოში, არ გააჩნდა ამგვარი პასუხები, ამიტომაც
1980-იან წლებში ფერმა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა, რათა იოგის წიაღში
ეპოვა შინაგანი სიმშვიდე.

რამდენიმე წელიწადში დაუბრუნდა თავის რძის ფერმას. იჯდა თავის


სიტყვაძუნწ, გამოცდილ ფერმერ მამასთან ერთად ქვის სახლის სამზარეულოში
და ეგზოტიკური აღმოსავლეთის სპირიტულ აღმოჩენებზე უამბობდა. მამა
უსმენდა მსუბუქი ინტერესით, უყურებდა ცეცხლს და ჩიბუხს ექაჩებოდა. ხმაც
არ გაუღია, სანამ შონმა არ უთხრა: «მამა, მედიტაცია საუკეთესო გზაა
სიმშვიდისკენ. მისით სწავლობ გონების დამშვიდებას». მამა მოუბრუნდა,
კეთილად გაუღიმა და უთხრა: «ჩემს გონებასა და სულში ისედაც არსებობს
დამამშვიდებელი ენერგია, რომელიც მთელი ხერხემლის აყოლებაზე, უხილავ
მერიდიანებში მოძრაობს».

კათოლიკური სარწმუნოების ყველაზე მისტიკურმა ფიგურამ, წმინდა ტერეზა


ავილელმა, ღმერთთან ურთიერთობა შვიდ ეტაპად აგვიწერა, რომლის შემდეგაც
მასში უეცრად შემოვიდა უფალი. იგი ისე ღრმად ეფლობოდა მედიტაციურ
ტრანსში, რომ მონაზვნები პულსს ვეღარ უსინჯავდნენ. შემდეგ წმინდა ტერეზა
ევედრებოდა მათ, არავისთვის ეთქვათ, რასაც შეესწრნენ, რადგან,
ექსტრაარაორდინარულობის გამო მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა
(ინკვიზიტორთან შესაძლო უსიამოვნო გასაუბრებაზე რომ არაფერი ვთქვათ).
როგორც წმინდა ტერეზა მემუარებში წერს, ყველაზე დიდი სირთულე
მედიტაციის დროს გონებასთანაა დაკავშირებული, რადგან მხურვალე ლოცვის
დროსაც კი შემოპარულ ფიქრს უფლის ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია. თურმე, რა
წუთშიც გონება სხვადასხვა ჭკვიანურ სასაუბრო თემას და არგუმენტს წამოჭრის
განსახილველად, ჰგონია, დიდად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. მაგრამ,
თუ ადამიანი დაძლევს ფიქრებს, – განმარტავდა წმინდანი, – და მიუახლოვდება
ღმერთს, გადავარდება საუცხოო, ზეციურ სიგიჟეში, სადაც ნამდვილ სიბრძნეს
შეიმეცნებს.
151
სპარსული სუფიზმის წარმომადგენელი მისტიკოსი პოეტი ჰაფეზი თავის
პოემაში პასუხს ითხოვდა კითხვაზე, თუ რატომ არა ვართ ღვთის სიყვარულში
დამთვრალნი. წმინდა ტერეზა თავის ავტობიოგრაფიაში ამტკიცებდა, რომ სიგიჟე
არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი იყო და სალოსები რომ არ
არსებულიყვნენ ქვეყნად, იგი მხურვალედ შეევედრებოდა უფალს, ყველანი
გადარეულიყვნენ! შემდეგ წინადადებაში კი უეცრად სუნთქვას იკავებს.

თუ დღევანდელ დღეს წავიკითხავთ წმინდა ტერეზას მემუარებს, ვიგრძნობთ,


რომ იგი აშკარად გამოდის ბოდვიდან, მიმოიხილავს შუა საუკუნეების
ესპანეთის პოლიტიკურ კლიმატს (სადაც ის ყველაზე რეპრესიული რელიგიურ
ტირანიის დროს ცხოვრობდა) და ფხიზლად, მორჩილად იხდის ბოდიშს
აღელვებისთვის. იგი მიტევებას ითხოვს კადნიერებისთვის და გვიმეორებს, რომ
მის ბავშვურ ტიტინს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ ის
ქალია, მწერია, ან უბრალოდ საზიზღარი პარაზიტია და ა.შ.

თითქმის თვალნათლივ ჩანს, როგორ ისწორებს მონაზვნის კაბას, როგორ მალავს


თავის საიდუმლო, მოგუზგუზე კოცონს – თმის კულულებს თავსაბურავში...
ინდური იოგის ტრადიციისამებრ ამ ღვთაებრივ საიდუმლოს ქუნდალინი შაქტი
ეწოდება, რომელიც ხერხემლის ფუძეზე დაწოლილი, დაკლაკნილი გველის სახით
არის გამოხატული, პატრონის შეხებას ან თუნდაც სასწაულს რომ ელოდება,
რათა გათავისუფლდეს და შემდეგ აუყვეს შვიდ ჩაკრას, უფრო სწორად თვლებს
(რომელსაც შეგიძლიათ სულის შვიდი საგდული უწოდოთ) და ბოლოს იბუდებს
თავში. ყოველივე კი ღმერთთან შეერთებით მთავრდება.

ეს ჩაკრები ყველას სხეულში არ სუფევს, ამბობენ იოგები და ტყუილად ნუ


ეძებთო; ისინი მხოლოდ ნატიფ სხეულში არსებობს. იმ სხეულში, რომელსაც
ბუდისტი მასწავლებლები გვიჩვენებენ, როდესაც სტუდენტებს აქეზებენ,
სხეულიდან სული ამოქაჩონ, ისე როგორც ხმალი ქარქაშიდანო. ჩემმა
ნეიროქირურგმა მეგობარმა ბობიმ, რომელიც იოგას სტუდენტია, მითხრა, რომ
იმდენად იყო ჩაკრას იდეით შთაგონებული, მის სიმართლეში დასარწმუნებლად
მზად იყო ადამიანის გახსნილი სხეული ენახა. მაგრამ მედიტაციის ზღვრის
გადალახვის შემდეგ აზრი შეიცვალა. მისი განმარტებით: «როგორც ნამდვილი
ჭეშმარიტება და პოეტური გადახვევა არსებობს ბუნებაში, იმგვარად ხდება
ადამიანის სხეულშიც. არსებობს ზუსტი ანატომიაც და პოეტურიც. ერთს
ვხედავთ, მეორეს კი – ვერა. ერთი შედგება ძვლების, კბილებისა და ხორცისგან;

152
მეორე კი – ენერგიის, მეხსიერებისა და რწმენისგან. თუმცა, ორივე ერთნაირად
ჭეშმარიტია».

ძალიან მომწონს, როდესაც მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთს კვეთს.


«ნიუ-იორკ თაიმსში» სტატია ვნახე, ნეიროქირურგთა ჯგუფზე, რომელთაც
ტიბეტელ მოხალისე ბერმონაზონს ტვინის დათვალიერება ჩაუტარეს. მათ
უნდოდათ ენახათ, რა ხდება გონებაში ზღვრის გადალახვის, ანუ მეცნიერულად
რომ ვთქვათ, განათლების დროს. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის გონებაში
ფიქრთა ელექტროქარიშხალი და იმპულსები ერთმანეთში მიმოიცვლება და ეს
ტვინზე წითელ-ყვითელ ალებად აისახება. რაც უფრო მეტად გაბრაზებული და
ვნებააშლილია სუბიექტი, უფრო ცხლად და ძლიერად იწვის წითელი ალი.
მისტიკოსთა აზრით, რომელთაც მთელი დროისა და კულტურათა
მსვლელობისას კარგად აღწერეს მედიტაციის დროს ტვინის დამშვიდება,
ღმერთთან მომენტალური შეერთება – ეს არის ლურჯი სინათლე, რომელსაც
ადამიანები თავის ქალაში ცენტრისმიერად აღიქვამენ.

იოგას ტრადიციაში ამას ლურჯი მარგალიტი ეწოდება. ყოველი მძებნელის მიზანი


მისი პოვნაა. იმ ტიბეტელმა ბერმონაზონმა, რომელსაც მედიტაციის დროს
აკვირდებოდნენ, აშკარად შეძლო ისე დაეშოშმინებინა საკუთარი გონება, რომ იქ
არც წითელი და არც ყვითელი ალი არ გამოჩენილა. ფაქტობრივად, ამ კაცის
მთელი ნეიროენერგია საბოლოოდ ტვინის ცენტრში იყრიდა თავს, პატარა,
კაშკაშა ლურჯ მარგალიტში. და ეს კარგად ჩანდა მონიტორზე.

მისტიკურ ინდოეთში, ისევე როგორც ბევრ შამანისტურ [შამანიზმი (ტუნგუს.-


მანჯურ.) – ჩრდილოეთ და შუა აზიის, ამერიკის, აფრიკისა და სხვა ქვეყნების
ზოგ ხალხში: რელიგიის ფორმა, ავი და კეთილი სულების კულტი.] ტრადიციაში,
ქუნდალინი შაქტი საშიშ გამოწვევად მიიჩნევა, რადგან მისდამი მსუბუქი
დამოკიდებულება, უკონტროლობის შემთხვევაში, სახიფათოა; გამოუცდელ იოგს
ამისგან შეიძლება თავი გაუსკდეს. ამიტომ საჭიროა მასწავლებელი – გურუ, რათა
პრაქტიკის მისაღებად გზა გაგიკვლიოს იდეალურად უსაფრთხო ადგილის,
მაგალითად აშრამისკენ. ამას გურუს ხერხი ეწოდება (ის უშუალოდ ადამიანში ან
გაცილებით სუპერნატურალურ მოვლენაში, ოცნებაში ხორციელდება), რომელიც
ქუნდალინის გამზადებულ ენერგიას ხერხემლის ფუძის ხვეულიდან ზემოთ
უშვებს, რომ ნელ-ნელა უფალთან მიაღწიოს. გათავისუფლების ამ მომენტს
შაქტიპატი ეწოდება, ანუ ღვთიური გაზიარება. იგი გასხივოსნებული ოსტატის

153
ყველაზე დიდი საჩუქარია. ამ ხერხის ცდის შემდეგ, სტუდენტი ბარე ორი წლის
განმავლობაშიც კი ეცდება განათლდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
ენერგიამ თავისუფლება იპოვა.

შაქტიპატი პირველად ორი წლის წინ მეწვია, როდესაც ნიუ-იორკში


დაბრუნებისას ჩემს გურუს შევხვდი. ეს მოხდა ქეთსქილზში, უიკ-ენდზე მის
აშრამში განმარტოებისას. გულახდილად რომ ვთქვა, განსაკუთრებული არაფერი
მიგრძნია მას შემდეგ. ღმერთთან შეერთებას რაღაც განსაკუთრებული ფორმით
ველოდი, თუნდაც რაიმე წინასწარმეტყველური ხილვა მქონოდა ლურჯ ფერებში.
მეგონა, სხეულს სხვანაირად შევიგრძნობდი, მაგრამ ნაცვლად ამისა, მხოლოდ
შიმშილი დამეუფლა, როგორც ყოველთვის. ვფიქრობდი, რომ არასოდეს
გამომიცდია ქუნდალინი შაქტისმაგვარი შმაგი და აწყვეტილი რამ... ვფიქრობდი,
რომ მეტისმეტად ჭკვიანი ვიყავი ამისთვის, მაგრამ ნაკლებად ინტუიციური და
ჩემი სარწმუნოებრივი ხაზი ეზოტერიკულზე მეტად ინტელექტუალურზე
გადიოდა.

მივხვდი, რა წიგნებიც უნდა წამეკითხა, რა ფიქრებიც უნდა მქონოდა, მაინც


ვერასოდეს მივაღწევდი ისეთ მედიტაციურ ბედნიერებას, როგორსაც წმინდა
ტერეზა აღწერს. მაგრამ, არა უშავს. მაინც მომწონდა ვარჯიში. უბრალოდ,
ქუნდალინი შაქტი ჩემთვის არ იყო შექმნილი. თუმცა, მომდევნო დღეს, რაღაც
ფრიად საინტერესო მოხდა. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ გურუსთან. მან
ჩაგვითრია მედიტაციის მორევში და შუაგულ პროცესში ჩამეძინა (თუ რაც ჰქვია
ამას), ჰოდა, სიზმარი ვნახე. ოკეანის სანაპიროზე ვიყავი. დიდი და საშიში
ტალღები სწრაფად ზვირთდებოდნენ. უცბად, ჩემ გვერდით მამაკაცი გაჩნდა,
რომელიც გურუს მასწავლებელი იყო, ყველაზე ქარიზმატული იოგი მთელ
ქვეყანაზე; მე მას უბრალოდ სუამიჯად მოვიხსენიებ (სანსკრიტულად –
შეყვარებული ბერმონაზონი). სუამიჯი 1982 წელს გარდაცვლილიყო. მას
მხოლოდ აშრამის კედლებზე გაკრული ფოტოებიდან ვიცნობდი.

უნდა ვაღიარო, რომ იმ ფოტოებზე გამოსახული მამაკაცისა ცოტათი მეშინოდა,


ცოტა ზედმეტად ძლიერი და ცეცხლოვანი მეჩვენებოდა. დიდხანს გავურბოდი
მასზე შექმნილ აზრს და იმას, როგორ დაჟინებით მიყურებდა კედლებიდან.
გავლენიანი და ძლიერი იყო. ჩემს გურუს არ ჰგავდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის
დაუფიქრებლად ვამჯობინებდი ჩემს საყვარელ, შემბრალებელ ცოცხალ
მასწავლებელს ამ გარდაცვლილ (მაგრამ მაინც სასტიკ) პიროვნებას. გასაკვირი

154
თუ გინდათ, ეგ იყო, რომ ახლა ეს სუამიჯი სიზმრად მეწვია, მთელი თავისი
ძლიერებით იდგა სანაპიროზე ჩემ გვერდით. შევშინდი. მან მოახლოებულ
ტალღებზე მიმანიშნა და ულმობლად მითხრა: «მინდა, რაიმე გზა მოძებნო, რომ
ისინი შეაჩერო».

პანიკაში ჩავვარდი. რვეულს ხელი დავტაცე ტალღის შესაკავებლად


მოფიქრებული ვერსიების ჩასანიშნად. უამრავი კაშხალი, ჯებირი თუ არხი
დავხაზე. თითოეული ნახაზი ისეთი უაზრო და უსუსური იყო... ბოლოს და
ბოლოს, თავს გამართლება მოვუძებნე: «მე ხომ ინჟინერი არა ვარ!» თუმცა,
სუამიჯი მაინც მოუთმენლად მომშტერებოდა მსაჯულის თვალით. მე კი,
საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე. როდესაც მისი ხარხარი გავიგონე, მივხვდი, რომ ჩემი
ნახაზები უბრალოდ, გადასაყრელი იყო და მეტი არაფერი. ისინი ვერ
შეაჩერებდნენ ტალღებს... ვუყურებდი ამ პატარა ინდოელ კაცს ფორთოხლისფერ
ხალათში, ოდნავ წინ გადმოხრილი რომ სკდებოდა სიცილით და ჩაბჟირებისგან
გადმოხეთქილ ცრემლებს იწმენდდა. მან ხელით მიმანიშნა უდიდეს, უძირო,
უკიდეგანო ოკეანეზე და მკითხა: – მითხარი, საყვარელო, კონკრეტულად როგორ
აპირებ ამის შეჩერებას?

47

მიყოლებით, ორი ღამის განმავლობაში მესიზმრებოდა, როგორ შემოდიოდა


გველი ჩემს ოთახში. ასეთი რამ რელიგიური კუთხით სხვადასხვანაირად
აიხსნება (არა მხოლოდ აღმოსავლურ რელიგიებშია მსგავსი შემთხვევები, არამედ
წმინდა ეგნატუსსაც აწუხებდა სხვადასხვა ჩვენება უხსენებელთან
დაკავშირებით), მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს არსება საშიში და მომნუსხველი არ
არის... ერთიანად გაოფლილი ვიღვიძებდი. მთლად უარესი, გავიღვიძე თუ არა,
გონებამ აქტიურად დაიწყო ჩემი ჩიხში შეტყუება და პანიკაში ჩაგდება. ასე
ცუდად თავი განქორწინების შემდეგ არ მიგრძნია. ფიქრები კვლავ
დამარცხებული ქორწინებისა და მისი თანმხლები სირცხვილისა და ბრაზისკენ
გამექცა. ისევ დევიდით დავიწყე ცხოვრება. ისევ ვეჩხუბები გონებაში, ისევ
მარტოსული ვარ და გიჟი, ისევ გულს მიღრღნის ყველაფერი, რაც კი ოდესმე

155
მაწყენინა... ამას დავუმატოთ ის, რომ ვერ მივატოვე ჩვენს ბედნიერებასთან
დაკავშირებული ფიქრები, მოგონებები, როდესაც ყველაფერი კარგად იყო...
ერთადერთს ვახერხებ, ღამით არ ვხტები საწოლიდან და არ ვურეკავ... არ ვიცი,
ალბათ, უბრალოდ ვაბრაზებ და იმიტომ... არ ვევედრები, რომ ისევ ვუყვარდე, არ
ვუკითხავ საბრალდებო დასკვნას მისი ხასიათის ნაკლოვანებათა შესახებ. რატომ
მიბრუნდება ეს ყველაფერი ახლა?.. ვიცი, ის ქრონომეტრები აშრამში რასაც
მიპასუხებენ. მეტყვიან, რომ ეს სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ინტენსიური
მედიტაცია ყველაფერს ამოატივტივებს, ზემოთ ამოჰყავს სულში ჩარჩენილი
ყველა დემონი... მაგრამ ჩემს ემოციურ მდგომარეობაში არავის თეორიის
მოსმენისთვის არ მცხელა... ვხედავ, ყველაფერი ზემოთ ამოდის. დიდი
მადლობა… გულის რევასავით მაწუხებს და ყელზე მადგას. როგორღაც ისევ
ვახერხებ ჩაძინებას. გამიმართლა. სხვა სიზმარს ვხედავ. არა გველებს, არამედ
მაწანწალა ძაღლს, რომელიც მომდევს და მემუქრება, – ყელს გამოგღადრავ და
შეგჭამ, შე დამპალოო! ტირილით და ცახცახით გავიღვიძე. არ მინდა ოთახში
მყოფნი შევაწუხო, ამიტომ მივდივარ და სააბაზანოში ვიმალები.

სააბაზანო... ყოველთვის სააბაზანო! ღმერთო, მიშველე, ისევ შუაღამეა, ისევ


სააბაზანოში ვარ და ვგოდებ, გული მარტოობისგან მიწვრილდება და საგულედან
მიხტება. ცივია სამყარო... ისე დავიქანცე თქვენით და ამ საშინელი
სააბაზანოებით. როდესაც ტირილს ვერ ვწყვეტ, ვიღებ კალამს და რვეულს
(უკანასკნელ თავშესაფარს) და ვჯდები ტუალეტის გვერდით. ვშლი სუფთა
გვერდზე და ვწერ ჩემთვის ნაცნობი და მშობლიური სასოწარკვეთილებით: «შენი
დახმარება მჭირდება». შემდეგ შვება მოდის. საკუთარ ხელწერაში მუდმივი
მეგობარი მეწვია (ვინ არის ეს?). საკუთარ თავზე იღებს ჩემი გადარჩენის
ვალდებულებას და მეუბნება: «მე აქ ვარ. ყველაფერი კარგად არის... მიყვარხარ,
ლიზ... არასოდეს მიგატოვებ».

48

მომდევნო დილის მედიტაცია უბრალოდ კატასტროფა გამოდგა.


სასოწარკვეთილი ვევედრები ჩემს ოცნებას გვერდზე გადგეს და დამაცადოს

156
ღმერთის მოძებნა. მაგრამ ჯიქურ მაშტერდება და მეუბნება: «არასოდეს მოგცემ
უფლებას, გადამახტე». მთელი დღე ისეთი ამრეზილი და გამწარებული ვარ,
უკვე ყველასი მეშინია, ვინც ცხოვრებაში გზაზე მეღობება. იმ საცოდავ გერმანელ
ქალს მივვარდი, რომელმაც წესიერად არც იცის ინგლისური და ვერც გამიგებს,
როცა ვკითხავ, სად არის წიგნების მაღაზია-მეთქი. ისე მრცხვენია ჩემი
მრისხანების, მზად ვარ ახლა უკვე სხვა სააბაზანოში ჩავიკეტო და ვიბღავლო,
შემდეგ კი ჩემივე ტირილი გამაცოფებს, ვიცი. ჩემი გურუს რჩევა მახსენდება, რომ
არასოდეს დავეცე სულით, რადგან ეს ჩვევად გადამექცევა. მაგრამ რა იცის მან
ამის შესახებ? ის განათლებულია. ვერ დამეხმარება. ვერ გაიგებს ჩემს ტკივილს.
არავისთან ლაპარაკი არ მსურს. ვერავის გავუსწორებ ახლა თვალს. ტეხასელ
რიჩარდსაც კი თავს ვარიდებ ცოტა ხანს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მპოულობს,
დარდის ნაცრისფერ კვამლში გახვეულს. სადილობისას ჩემთან ჯდება. მამაცი
კაცია. «რამ დაგაბეჩავა? – როგორც ყოველთვის, პირში კბილის საჩიჩქნი გაუჩრია,
– გაუძელი კიდევ ექვსი თვე და უკეთ იქნები». «უკვე თორმეტი თვეა ამ
მაიმუნობაში ვარ, რიჩარდ». «მერე, შენც დაამატე კიდევ ექვსი. უბრალოდ,
გადაყარე ეგ ექვსი თვე, სანამ საბოლოოდ გაგივლის. ასეთ რამეს დრო
სჭირდება». ცხვირიდან ცხლად და ღრმად შევისუნთქე, ხარივით. «სუსნია,
მომისმინე, ერთ დღესაც ეს პერიოდი ტკბილ მოგონებად გაგახსენდება.
მოგაგონდება, რომ ტიროდი, გულგატეხილი იყავი, მაგრამ ცხოვრება იცვლებოდა
და ამის საშველად მსოფლიოს საუკეთესო, ლოცვით გარშემორტყმულ,
კურთხეულ და მსუყე ადგილას იყავი. გამოიყენე ეს დრო და მისი ყოველი წუთი.
დაე, ყველაფერი თავისით მოგვარდეს აქ, სანამ ინდოეთში ხარ». «მე ის
ნამდვილად მიყვარდა». «დიდი ამბავი! იმავენაირად შეგიყვარდება სხვაც. ვერ
ხვდები, რა მოხდა? ეგ ტიპი შენს გულში ისეთ სიღრმეს შეეხო, რომელსაც შენც
ვერ წარმოიდგენდი, რომ მიაღწევდა. უბრალოდ, გამოგიჭირეს, ბაია. მაგრამ ის
სიყვარული, რაც შენ განიცადე, უბრალოდ დასაწყისია. ჯერ მხოლოდ გემოს უგებ
სიყვარულს. ეგ უბრალოდ შეზღუდული, არაფრის მომცემი, მოკვდავი
სიყვარული იყო. ვის რად უნდა?! ცოტა მოითმინე და ნახავ, ეგ სიყვარული
იმასთან მონაგონი იქნება, რაც წინ გელის. ჯანდაბა, სუსნია, რამხელა
სიყვარულის იკებანაა შენში! მთელი სამყარო შეგიძლია შეიყვარო. ეს ბედია. ნუ
გეცინება». «სულაც არ მეცინება». სინამდვილეში კი, ვტიროდი. «გთხოვ, არ
დამცინო, მაგრამ იმიტომ ვერ ვშველი ამ გრძნობას, რომ დევიდს ჩემს სულის
ნაწილად ვთვლიდი». «შეიძლება, იყო კიდეც. შენი პრობლემა ის არის, რომ არ
გესმის მაგ სიტყვის მნიშვნელობა. ზოგს ჰგონია, სულის მეორე ნახევარი

157
საუკეთესოდ უნდა გეწყობოდეს და ის არის ზუსტად, ვინც გჭირდება. მაგრამ რა
იციან, რომ ნამდვილი მეორე ნახევარი მხოლოდ სარკეა. ადამიანი, რომელიც
საკუთარ თავს დაგანახვებს, შეგაყვარებს ისე, რომ მთლიანად შეგიძლია
შეცვალო ცხოვრება. ნამდვილი მეორე ნახევარი შენთვის ის იქნება, ვინც
ყველანაირ კედელს გაანგრევს და გამოგაფხიზლებს. მაგრამ, სამუდამოდ მასთან
ერთად ცხოვრება? არა!.. .მეტისმეტად მტკივნეულია. სულის ნაწილები შენს
ცხოვრებაში მოდიან, შენი საკუთარი მე-ს სხვა შრეები რომ დაგანახვონ და
მიდიან. და მადლობა ღმერთს. შენი პრობლემაც ეგაა, ვერ უშვებ. მორჩა, სუსნია.
დევიდის მიზანი შენი გამოფხიზლება იყო, ქორწინების ტკივილიდან შენი
დახსნა, შენი ეგოს ოდნავი გახლეჩა, შენი სირთულეებისა და სისუსტეების
დანახვება, შენი გულის გატეხა და ღიად დატოვება ისე, რომ მასში ახალმა შუქმა
შეაღწიოს. და კიდევ, ცოტათი სასოწარკვეთაში ჩაგდება, იმისთვის, რომ
გარდასახვა მოხდა შენში, შემდეგ ახალ სულიერ ზედამხედველთან შენი
წარდგენა და მისი დამარცხება. ეს იყო მისი სამუშაო და მშვენივრად შეასრულა.
მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა. ვერ აღიარებ, რომ ეგ ურთიერთობა
სწრაფად დასანგრევად იყო განწირული. ნაგავსაყრელთან მდგარი ძაღლივით
ხარ, პატარა, თუნუქის ცარიელ ქილას ლოკავ, გინდა მეტი საკვები გამოსტყუო.
თუ ფრთხილად არ იქნები, დრუნჩს გაგიჭრის და მთელი ცხოვრება სამუდამო
იარას დაგიტოვებს. ასე რომ, გადააგდე!» «რომ მიყვარს?» «მაშინ, გიყვარდეს».
«მენატრება». «გენატრებოდეს. გაუგზავნე სიყვარული და სინათლე, ყოველ წამს,
როცა კი მასზე იფიქრებ, შემდეგ შეეშვი. შენ დევიდის უკანასკნელ ნარჩენებს
ებღაუჭები, იცი რატომ? მარტო ყოფნისა გეშინია და გგონია, ლიზ ჯილბერტს
დედამიწაზე ვერაფერი მოერევა, თუ მარტო არ იქნება. მაგრამ უნდა შეიგნო,
სუსნია, თუ შენი გონების იმ ნაწილს, რაც მაგ ბიჭზე ფიქრით გაქვს დაკავებული,
ამოისუფთავებ, ვაკუუმს გაიმზადებ, ღია ზღურბლს. და, შენი აზრით, რას უზამს
განგება მაგ ღია ადგილს? თავად უფალი შემოვარდება შიგ და იმხელა
სიყვარულით აგავსებს, რომ არც გიოცნებია. და მოეშვი ამ დევიდს, რა... გაუშვი,
ნუ აკეტვინებ მაგ ტიპს კარს... არ ღირს». «მაგრამ, მე მინდა, რომ მე და
დევიდმა...» მაწყვეტინებს: «აი, ხედავ, რა გიჭირს? მეტისმეტად ბევრს ითხოვ,
პაწია... ნუ ეცდები გულის ფიცარი ხერხემლის ადგილად მოაქციო». ამ სიტყვებზე
იმ დღეს პირველად გამეცინა. შემდეგ რიჩარდს ვეკითხები: «მაშინ მითხარი,
რამდენ ხანში გაივლის სევდა?» «ზუსტი თარიღი გინდა?» «ჰო». «კალენდარში
გინდა მოინიშნო?» «ჰო». «სუსნია, ნება მომეცი, გითხრა, მეტისმეტად
აკონტროლებ ყველაფერს». ამ წინადადებაზე ერთიანად მომიცვა მრისხანებამ,

158
ცეცხლივით. მე და კონტროლი?! ამ შეურაცხყოფით რიჩარდმა გამაოცა. შემდეგ კი
ჩემი ნაწყენი შინაგანი ბუნება მთელი შემართებით იწყებს სიმართლის
გადმოლაგებას. უეცარი, აშკარა, სასაცილო სიმართლისა. ის მართალია.
აბსოლუტურად მართალია! ჩემ შიგნით დანთებული ცეცხლი ნელ-ნელა გარეთ
გადმოდის და სწრაფად ძლიერდება. «სრულიად გეთანხმები», – ვეუბნები
რიჩარდს. «ვიცი, რომ მართალი ვარ, პატარა, შენ ძლიერი ქალი ხარ, მიჩვეული ხარ
ყველაფრის მიღებას ცხოვრებისგან, რაც გსურს... ოღონდ, ეს არის, ამ ბოლო
ურთიერთობებში გაიჭედე. შენი ქმარი ისე არ მოიქცა, როგორც შენ გინდოდა, არც
დევიდი. პირველად მოხდა, რომ ცხოვრება ისე არ წავიდა, როგორც გინდოდა. და
ვერაფერი გამოიყვანს წყობილებიდან თავისნათქვამას ისე, როგორც აწეწილი
ცხოვრება». «ნუ მეძახი თავისნათქვამას, ძალიან გთხოვ».

«შენ მართვის სადავეები გიჭირავს, სუსნია... ნუთუ აქამდე ეს არავის უთქვამს


შენთვის?» როგორ არა, უთქვამთ... მაგრამ განქორწინება ისეთი რამეა, რაზეც
ყველანაირი აზრი ნერვებს გიშლის მოგვიანებით და აღარ უსმენ. ამდენად, უკან
ვიხევ და ვაღიარებ. «კარგი, მართალი ხარ, შეიძლება კონტროლთან
დაკავშირებით მართლაც პრობლემები მაქვს. უცნაურია, რომ შენ შეამჩნიე. არ
მეგონა, ზედაპირზე თუ ჩანდა. დაგენაძლევები, ადამიანები, რომლებიც ახლოს
არ მიცნობენ, ჩემს ძალაუფლებისმოყვარეობას ვერ შეამჩნევენ». ტეხასელი
რიჩარდი ისე ხარხარებს, რომ კბილის საჩიჩქნი კინაღამ გადასცდა. «ვერ
გამჩნევენ? რეი ჩარლზიც კი დაინახავდა ამას!» «კარგი, ჰო, ყველაფერი გასაგებია.
დიდი მადლობა». «უნდა ისწავლო, ყველაფერს ადვილად შეხედო, სუსნია. თუ
არადა გაგიჭირდება. ღამით ვეღარ დაიძინებ. ფიასკოების წყება გადაგღლის და
დაგცემს. აი, რა მჭირს მე? რატომ დამენგრა ყველა ურთიერთობა? რატომ ვარ
ასეთი ხელმოცარული? აბა, მოიცა, მივხვდე, ალბათ ამ კითხვებით იჭედავდი
თავს, მთელი ღამე, წუხელ... ხომ მართალი ვარ?» «კარგი, რიჩარდ, საკმარისია, –
ვეუბნები, – აღარ მინდა ჩემს დარდისგან გასივებულ თავში შედიოდე და
გამოდიოდე». «მერე შენც დაკეტე ეგ ოხერი კარი», – მეუბნება ჩემი დიდი
ტეხასელი იოგი.

49
159
ათი წლისა რომ ვხდებოდი, ნამდვილი მეტაფსიქიკური კრიზისი განვიცადე.
შეიძლება პატარა ვიყავი საამისოდ, მაგრამ ყოველთვის წინ ვუსწრებდი ასაკს.
მეხუთე კლასში რომ გადავდიოდი, იმ ზაფხულს შემემთხვა ეს ამბავი. ივლისში
ათი წლის ვხდებოდი და ერთი ნიშნულიდან ორნიშნულზე გადასვლა შოკის
მომგვრელ პანიკას იწვევდა ჩემში, ძირითადად ისეთს, რაც ადამიანებს
ორმოცდაათი წლის ასაკში ემართებათ. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ცხოვრება
სწრაფად გამირბოდა. გუშინდელ დღესავით მახსოვდა საბავშვო ბაღის ასაკი.
ახლა კი, მთელი ათი წელი მისრულდებოდა. მალე თინეიჯერი გავხდებოდი,
შემდეგ შუახნისა, შემდეგ მოხუცი და საბოლოოდ მოვკვდებოდი. და ჩემ გარშემო
ყველა და ყველაფერიც უცბად ბერდებოდა. ყველა მალე უნდა წასულიყო იმ
ქვეყნად. მშობლებიც გარდაიცვლებოდნენ, მეგობრებიც, ჩემი კატაც... ჩემი
უფროსი და უკვე ფაქტობრივად უნივერსიტეტში სწავლობდა; მახსოვდა, როგორ
დაასრულა პირველი კლასი, მოკლე წინდები რომ ეცვა და აგერ უკვე,
უნივერსიტეტში სწავლობდა! თავისთავად ცხადია, რომ დიდი ხანი არ
დასჭირდებოდა მის დაბერებასა და გარდაცვალებას. ჰოდა, რა აზრი ჰქონდა ამ
ყველაფერს? უცნაურია, ეს კრიზისი ჩემში არაფერ განსაკუთრებულს არ
გამოუწვევია. არც ისეთი მომენტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში იმ დროისთვის, რომ
ცხადად მეგრძნო ჩვენი მოკვდავობა, არც ახლობელი გარდაცვლილა, არც
მეგობარი...…»შარლოტას ქსელიც» კი არ მქონდა ჯერ წაკითხული. ეს პანიკა,
რომელსაც ათი წლის ასაკში ვგრძნობდი, სიკვდილის გარდაუვალობის
გაცნობიერება იყო, სხვა თუ არაფერი და ვერანაირად ვერ ვახერხებდი, ამას
გავქცეოდი. ჩვენ პროტესტანტები ვიყავით, არც ისეთი მორწმუნეები... უფლის
სადიდებელს მხოლოდ შობას და მადლიერების დღესასწაულზე
წარმოვთქვამდით. მამა კვირაობით შინ ყოფნას ამჯობინებდა, ფერმის მოვლაში
მეტ სიამოვნებას პოულობდა. მე ვგალობდი ტაძარში, სიმღერა მომწონდა და
იმიტომ. ჩემი ლამაზი დაიკო საშობაო წარმოდგენაში ანგელოზს ასახიერებდა.
დედაჩემისთვის კი, ეკლესია მთავარი შტაბბინა იყო, სადაც კარგი მუშაობის
ორგანიზატორად და ქველმოქმედად გვევლინებოდა. მაგრამ იმ ტაძარშიც კი არ
ვსაუბრობდით ბევრს უფლის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, ეს «ახალი ინგლისი»
იყო და იანკები [იანკი (ინგლ.) – ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრთა,
ამერიკელების მეტსახელი, რომელიც მათ ევროპელებმა შეარქვეს.] სიტყვა
ღმერთს წყობიდან გამოჰყავს. უმწეობისგან რა მექნა, აღარ ვიცოდი. მინდოდა,
სასწრაფო, მასიური მუხრუჭები დამეყენებინა სამყაროსთვის. დაახლოებით
ისეთები, ნიუ-იორკის მეტროში რომ ვნახე პირველად, სკოლიდან გასეირნების

160
დროს. მინდოდა, ტაიმაუტი მეთხოვა ყველასთვის, სანამ მე მივიდოდი იმ
შეგნებამდე, რომ ყველაფერი გამეგო. ვფიქრობ, ეს ძლიერი სურვილი სამყაროს
გაჩერებისა იყო იმის დასაწყისი, რასაც ჩემი ტეხასელი რიჩარდი ჩემს
თავისნათქვამობასა და ძალაუფლების მოყვარულობას ეძახის. რა თქმა უნდა,
ტყუილად ვჯავრობდი. რაც უფრო ვაკვირდებოდი დროს, მით უფრო სწრაფად
გარბოდა. ზაფხული ისე სწრაფად გადიოდა, რომ გულს მტკენდა და ყოველი
დაღამებისას ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: «ეს დღეც გავიდა», შემდეგ კი
ტირილით ვსკდებოდი. ინსტიტუტში ერთი მეგობარი მყავს, რომელიც
გონებრივად ჩამორჩენილებთან მუშაობს და მისი თქმით, მის აუტისტ
პაციენტებს დროის ცვლილებისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობა
გააჩნიათ. მათ ხომ არა აქვთ ის გონებრივი ფილტრი, რაც ცხოვრებაში ერთხელ
მაინც გავიწყებს, რომ მოკვდავი ხარ. რობის ერთ-ერთი პაციენტი დილით
ყოველთვის კითხულობს, რა რიცხვიაო, საღამოს კი, რობს ეკითხება, ოთხი
თებერვალი ისევ როდის იქნებაო. და სანამ რობი პასუხს გასცემს, იგი
დარდიანად აქნევს თავს და ამბობს, «ვიცი, ვიცი, შემდეგ წლამდე არა, ხომ?» ეს
გრძნობა მეტისმეტად ახლოა ჩემთვის. ვიცი, რას ნიშნავს ოთხი თებერვლის
გადადების საშინელი სურვილი. ადამიანური ექსპერიმენტის ეს საშინელი
გამოცდები... რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ერთადერთნი ვართ მთელ პლანეტაზე,
რომელთაც იციან, რომ მოკვდავნი არიან. აქ ყველაფერი წარმავალია. ჩვენ
უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ამაზე ვფიქრობთ ყოველდღე. როგორ გინდა,
გაისიგრძეგანო ეს ინფორმაცია? როდესაც ცხრის ვიყავი, ტირილის მეტი არაფერი
შემეძლო. შემდეგ, მომდევნო წლებში ჰიპერსენსიტიურობამ

[ჰიპერსენსიტიურობა (ლათ.) – მეტისმეტი მგრძნობიარობა.] დროის


წარმავლობისადმი რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მიბიძგა, რათა
ცხოვრება ბოლომდე შემეგრძნო. თუკი ასე მცირე ხნით ვეწვიე დედამიწას, მაშინ
ამქვეყნად ყველაფერი უნდა გამომეცადა, ხომ ასეა... ყველა მოგზაურობა, ყველა
რომანტიკული თავგადასავალი, ყველა ამბიცია, ყველა «პასტა»... ჩემს დას
მეგობარი ჰყავს, რომელსაც ეგონა, რომ ქეთრინს ორი თუ სამი უმცროსი და
ჰყავდა. იმიტომ, რომ ის სულ საგმირო ამბებს ისმენდა მისი დის შესახებ,
რომელიც აფრიკაში იყო. მასზეც, ვინც ვაიომინგში [ვაიომინგი – შტატი ამერიკის
შეერთებულ შტატებში.] რანჩოზე მუშაობდა და მასზეც, ვინც ნიუ-იორკში
ბარმენი იყო. მასზეც, ვინც წიგნს წერდა და თხოვდებოდა... ჰოდა, ყველა ერთი
ადამიანი ხომ არ იქნებოდა? ნამდვილად! რომ შემძლებოდა, თავი რამდენიმე

161
ლიზ ჯილბერტად გამეხლიჩა, აუცილებლად ასე მოვიქცეოდი და წუთს არ
დავკარგავდი. რისი თქმა მინდა? მე ზუსტადაც გავხლიჩე საკუთარი თავი ბევრ
ლიზ ჯილბერტად და ყველას ერთად, საბოლოოდ ოცდაათი წლის ასაკში
კოლაფსი მოუვიდა გარეუბნის სააბაზანოში. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა არ
გადის ამგვარ მეტაფსიქიკურ კრიზისს. ზოგიერთ ჩვენგანს ამ იდეით ხელები
აქვს შეკრული, ზოგი კი მთლიანად კმაყოფილია მისი შედეგებით. უამრავ
აპათიურ პიროვნებას შეხვდებით მსოფლიოში, მაგრამ იმათაც ნახავთ, ვინც
მთელი არსით და სავსე გულით იღებს ბუნების კანონებს და სულაც არ წუხდება
მისი პარადოქსებითა და უსამართლობებით. ისევ ვიხსენებ ჩემს ერთ მეგობარს,
რომელსაც ბებია ეტყოდა: «არ არსებობს ქვეყანაზე გაჭირვება, რომელსაც ვერ
უწამლებ ცხელი აბაზანით, ჭიქა ვისკითა და ლოცვანით». ზოგი მართლაც
კმაყოფილდება ამ მეთოდით, სხვებს კი უფრო გადამჭრელი ზომების მიღება
ესაჭიროებათ. ახლა კი, ისევ ვიხსენებ იმ ჩემს მეგობარს, ირლანდიელ რძის
ფერმერს, რომელიც საერთოდ განსხვავებული პერსონაჟია ინდური აშრამისთვის.
მაგრამ შონი ჩემს მსგავსად, ეგზისტენციალიზმის არსის ამოხსნის დაუოკებელი
ჟინით დაიბადა. როგორც უკვე გითხარით, მის მცირე მრევლს კორკის საგრაფოში,
არ გააჩნდა ამგვარი პასუხები, ამიტომაც 1980-იან წლებში ფერმა დატოვა და
ინდოეთში გაემგზავრა, რათა იოგის წიაღში ეპოვა შინაგანი სიმშვიდე.

რამდენიმე წელიწადში დაუბრუნდა თავის რძის ფერმას. იჯდა თავის


სიტყვაძუნწ, გამოცდილ ფერმერ მამასთან ერთად ქვის სახლის სამზარეულოში
და ეგზოტიკური აღმოსავლეთის სპირიტულ აღმოჩენებზე უამბობდა. მამა
უსმენდა მსუბუქი ინტერესით, უყურებდა ცეცხლს და ჩიბუხს ექაჩებოდა. ხმაც
არ გაუღია, სანამ შონმა არ უთხრა: «მამა, მედიტაცია საუკეთესო გზაა
სიმშვიდისკენ. მისით სწავლობ გონების დამშვიდებას». მამა მოუბრუნდა,
კეთილად გაუღიმა და უპასუხა: «ჩემს გონებაში ისედაც სიმშვიდეა, შვილო».
შემდეგ კვლავ მიაშტერდა ცეცხლს... მაგრამ ჩემს გონებაში არ არის სიმშვიდე...
არც შონის გონებაში... ჩვენი უმეტესობა ცეცხლის ყურებისას მხოლოდ
ჯოჯოხეთს წარმოიდგენს. ნამდვილად მაინტერესებს, როგორ უნდა მივაღწიო
იმას, რაც შონის მამამ შეძლო. ეს ალბათ, მისი თანდაყოლილი ნიჭი იყო. უოლტ
უიტმენმა [უიტმენი, უოლტ (1819-1892) – ცნობილი ამერიკელი პოეტი და
ჟურნალისტი.] კი ერთხელ დაწერა: «თავი შეიკავე მითვისებისა და
მიტაცებისგან... იყავი კმაყოფილი, თავმომწონე, შემწყნარებელი, ერთიანი...
თამაშს შიგნიდანაც უყურე და გარედანაც და ყოველთვის ისწავლე».

162
თვითკმაყოფილების ნაცვლად მე ნერვიულობა და მღელვარება მიპყრობს,
დაკვირვების ნაცვლად, სულ ვეჩრები. იმ დღეს ლოცვისას ღმერთს მივმართე,
«ვიცი, რომ გამოუცდელი ცხოვრება ცხოვრებად არ ღირს, მაგრამ იქნებ სადილი
მაინც მქონდეს ასეთი?» ბუდისტური მოძღვრება ერთ მომენტს გვასწავლის,
როდესაც ბუდა გარდაისახა გასხივოსნებაში. ოცდაცხრამეტდღიანი მედიტაციის
შემდეგ ილუზიებს ფარდა საბოლოოდ აეხადა და დიდებულ ოსტატს ბუნების
რეალური საქმენი დაუდგა წინ. ის მიხვდა, რომ თვალი აეხილა და იმ წუთშივე
თქვა: «ამას ვერ ისწავლი». მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა,
მსოფლიო შემოევლო და მედიტაციის პრინციპები სტუდენტებისთვის
ესწავლებინა. იცოდა, რომ მის სწავლებებს მცირე მიმდევარი ეყოლებოდა.
ხალხის უმეტესობას, როგორც მან თქვა, ისე აქვს თვალები მტვრით ამოვსებული,
რომ სიმართლეს ვერასოდეს დაინახავენ. რა მნიშვნელობა აქვს, მათ ვინ
დაეხმარება. სხვები კი, ერთეულები (ალბათ შონის მამისნაირები) ისეთი სუფთა
თვალებით უყურებენ სამყაროს, რომ დახმარება სჭირდებათ. მაგრამ კიდევ
არსებობს კატეგორია, ცოტათი დაბრმავებული ადამიანებისა, რომელთაც კარგი
ოსტატის ხელში, გონება ერთ დღესაც, აუცილებლად გაუნათდებათ. ბუდამ
გადაწყვიტა, რომ ამ უმცირესობის მოძღვრად ქცეულიყო და ის მცირედი მტვერი
ამოეწმინდა მათი თვალებიდან. მე ღრმად მწამს, რომ იმ ოდნავ დაბრმავებულ
კატეგორიას მივეკუთვნები, თუმცა, არც ბოლომდე ვიცი რამე. მხოლოდ ის ვიცი,
რომ შინაგან სიმშვიდეს ვეძებ და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ, თუნდაც
უკიდურეს ზომებს მივმართო (მაგალითად, ერთ ჩემს მეგობარს რომ მოვუყევი,
ინდოეთში, აშრამში საცხოვრებლად მივდიოდი, თან ჭეშმარიტების
შესაგრძნობად, ამოიოხრა და მითხრა, რომ შიგნიდან მასაც ებრძოდა რაღაც ხმა
ამის გასაკეთებლად, მაგრამ ნამდვილად არ ჰქონდა ნერვები, რომ ეს
გაეკეთებინა). არა მგონია, დიდი არჩევანი მქონდეს. ბოლოს და ბოლოს, ამდენი
წელია შინაგან კომფორტს, თვითკმაყოფილებას მინდა მივაღწიო და ყველა
შემეცნება, რაც მიმიღია ამ უფსკრულისკენ მიმაქანებს. ცხოვრებას თუ ასე
ჩაებღაუჭე და წვრილმანებში ჩაჰყევი, სიკვდილამდე მიგიყვანს. თუკი დროს ისე
გაედევნები, როგორც ბანდიტს, ზუსტად მასსავით მოგექცევა. ყოველთვის
გაგექცევა რომელიღაც ქვეყანაში, გამოიცვლის სახელს, თმის ფერს, კვალს
აგიბნევს, სასტუმროს უკანა კარიდან გაგეპარება მაშინ, როდესაც შენ მთელი
სახელმწიფო გყავს აწიოკებული მისი მოძებნის ახალი მეთოდებით და
სამასხარაოდ იხდი თავს, ერთი ღერი სიგარეტისა და საფერფლის ამარა. არის
რაღაც მომენტები ცხოვრებაში, როდესაც უნდა გაჩერდე. უნდა აღიარო, რომ მას

163
ვერ დაიჭერ. როგორც რიჩარდი მეუბნება, უნდა გაუშვა და დაელოდო, როდის
მოვა თვითკმაყოფილება თავისით შენთან. დანებება მათთვის, ვისაც სჯერა, რომ
დედამიწა იმ ბერკეტზე ბრუნავს, რომელსაც ჩვენ ხელით ვატრიალებთ და თუკი
ამ ბერკეტს ხელი გავუშვით, სამყაროს დასასრული გარდაუვალი იქნება, რა თქმა
უნდა, შემაძრწუნებელია. მაგრამ, «სცადე და შეეშვი, სუსნია». ეს არის ის
შეტყობინება, რომელსაც მე ვიღებ, ვზივარ ჩემთვის მშვიდად და გვერდიდან
ვუყურებ, რა მოხდება. ჩიტები ღამის თვითმფრინავთან შეჯახებით არ კვდებიან
ზოგჯერ... ხეები არ ხმებიან... მდინარეები სისხლისფრად არ წითლდებიან.
ცხოვრება გრძელდება. იტალიური ფოსტაც კი იმუშავებს უშენოდ და თავის
საქმეს მაინც გააკეთებს. რატომ გგონია, რომ მთელი სამყაროსთვის საკმარისია,
თითოეული მიკროსფეროს შენეული ორგანიზებისა და მართვის უნარი?.. ეს
არგუმენტები ჩემკენ რიგრიგობით მოიწევენ და გამოწვევასავით ვიღებ.
მთლიანად ვირწმუნე მისი და მჯერა. მაგრამ შემდეგ შემომიტევს ხოლმე
გულწრფელი გაოცება და სიცხე ამივარდება ტვინში, ჩემი სულელური, მშიერი
ბუნების გადამკიდე, რა უნდა ვუყო ამ ჩემს ენერგიას? ამის პასუხიც არ
აყოვნებს..

«ეძიე უფალი», მთავაზობს ჩემი გურუ. «ეძიე უფალი, ისე, როგორც თავზე
ცეცხლწაკიდებული კაცი ეძიებს წყალს».

50

მედიტაციის მომდევნო დილას ისევ წამოყო თავი ჩემმა ამრეზილმა და


გესლიანმა ფიქრებმა. ტელემარკეტში მომუშავე მომაბეზრებელ აგენტს ვგავარ ამ
ფიქრების დროს. ვერ ვეშვები. იმ დროს იჩენენ თავს, როდესაც მათი ადგილი
არსად არის. მედიტაციისას ერთ საგანგაშო დასკვნამდე მივედი, – ჩემი გონება
სულაც არ არის საინტერესო ადგილი. სინამდვილეში მუდმივად ერთსა და იმავე
რამდენიმე საკითხზე ვფიქრობ. ჩემი ძირითადი საქმიანობა «ჯიშების
გამოყვანაა». «ვზრდი» ყველაფერს, რაც დამიშავებია, რაც მინანია, რაც ჩემს
მეუღლეს დაუშავებია (ამ სამწუხარო თემას გვერდს ვერ ვუვლი). მერე კი
დევიდის თემის «გამოყვანას» ვიწყებ... რა საზარელი ამბავია... ამისთანა წმინდა

164
ადგილას ვარ, შუაგულ ინდოეთში და ჩემს ყოფილ ბოიფრენდზე ვფიქრობ...
სირცხვილი! რა, მერვეკლასელი ხომ არა ვარ? შემდეგ, ჩემი მეგობარი დებორას
მონათხრობი მახსენდება.

1980-იან წლებში ფილადელფიაში სთხოვეს კამბოჯელი ლტოლვილებისთვის,


რომელნიც იმ დროისთვის ჩამოვიდნენ ქალაქში, ფსიქოლოგიური კონსულტაცია
გაეწია, როგორც მოხალისეს. დებორა იშვიათი ფსიქოლოგია, მაგრამ ამჯერად
სერიოზულად შეშინდა. ამ კამბოჯელებს ყველანაირი უბედურება გამოეცადათ:
გენოციდი, გაუპატიურება, წამება, შიმშილი, თვალწინ ნათესავების დახოცვა,
ლტოლვილთა თავშესაფარში გატარებული წლები და ნავებით სადღაც,
დასავლეთისკენ გამგზავრება, როდესაც უამრავი მათგანი იხოცებოდა. მეტიც,
ზვიგენის მუცელშიც კი ხვდებოდა... რა დახმარება უნდა შეეთავაზებინა
დებორას ამ ხალხისთვის? როგორ უნდა მისდგომოდა მათ გაჭირვებას?
«გაგიკვირდება და ამ ხალხს ერთი კითხვა გააჩნდა, – მიამბო დებორამ, – თუ
შეხვდებოდნენ ფსიქოლოგს... ამ ბიჭს სწორედ მაშინ შევხვდი, როდესაც
ლტოლვილთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. ერთმანეთი შეგვიყვარდა. მეგონა,
მართლა ვუყვარდი, მაგრამ სხვადასხვა ნავში მოვხვდით და ჩემს ბიძაშვილს
დაუახლოვდა. ახლა მისი ქმარია, მაგრამ მე ნამდვილად ვუყვარვარ, ისევ
მირეკავს. ვიცი, რომ უნდა გავაგდო ჩემგან, მაგრამ მაინც მასზე ვფიქრობ. და
აღარ ვიცი, რა ვქნა».

ზოგადად ჩვენი ჯიშის დამახასიათებელი თვისება ასეთია. ეს ჩვენი ემოციური


ფონია. ერთხელ, ერთ მოხუც ქალს შევხვდი. ას წელს უკაკუნებდა. მან ასეთი რამ
მითხრა: «ადამიანთა მოდგმა მთელი ისტორიის განმავლობაში ორი შეკითხვის
გარშემო მოძრაობს: რამდენად გიყვარვარ? ვინ მომივლის? ყველაფერ დანარჩენს
ეშველება. მაგრამ ეს ორი საკითხი, სიყვარულისა და კონტროლისა, ყველას
გვასუსტებს, გვმძლავრობს და იწვევს ომს, დარდს, ტანჯვას». სამწუხაროდ აქ,
აშრამში, ორივე მათგანს ვებრძვი. როდესაც სიჩუმეში ვზივარ და საკუთარ
გონებას ვაკვირდები, მხოლოდ ეს კითხვები მიშლიან ხელს კონცენტრირებაში და
მთლიანად მძალავენ... ამ ძალადობას კი შემდეგ საკმაოდ შორს მივყავარ... ამ
დილით, როდესაც ასეთი მომაბეზრებელი ფიქრით დაღლილი, მედიტაციაში
ჩაძირვას ვცდილობ, ახალი იდეა მომდის: «თანაგრძნობა». გულს შევეკითხე, თუ
შეეძლო გონებისთვის უფრო პერსპექტიული აზრი მიეწოდებინა.

165
კრახის შეგრძნების ნაცვლად, ხომ შეიძლება, თავი ადამიანად მეგრძნო?
ნორმალურ ადამიანად... ნუთუ ასეთი ძნელია... ფიქრიც, როგორც წესი,
ამოტივტივდა, ამას ვერც გავექცეოდი, შემდეგ თანმხლები ემოციაც მოჰყვა...
კვლავ იმედგაცრუებისა და თვითგანსჯის გრძნობა მომაწვა, თავს მარტოსულად
ვგრძნობდი... შემდეგ მძვინვარე პასუხმა ამოხეთქა გულის ღრმა ფოსოებიდან:
«ამ ფიქრისთვის არ განგსჯი». ჩემი გონება პროტესტის გამოხატვას ცდილობდა,
მაქილიკებდა: «ისეთი საცოდავი ხარ, ისეთი უმაქნისი, ცხოვრებაში ვერაფერს
მიაღწევ»... უცბად, ლომის ღრიალი გაისმა ჩემი მკერდიდან, აქამდე მსგავსი
არაფერი გამეგო... იმდენად ხმამაღალი იყო, პირზე მივიფარე ხელი, შემეშინდა.
რომ გამომეშვა, ალბათ დეტროიტამდე გავისვრიდი იმ შენობას, თავის
საძირკვლიანად. და აი, რას ღრიალებდა:

«შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ძლიერია ჩემი სიყვარული!!!!!»

უარყოფითი, ჭორიკანა ფიქრები, ჩემს გონებას რომ ბატონობდნენ, სადღაც ქარში


გაიფანტნენ და ჩიტებივით, კურდღლებივით, ანტილოპებივით შეშინებულები
გარბოდნენ, იქაურობას მოშორდნენ დამფრთხალები. სიჩუმე ჩამოწვა. მძლავრი,
საშინელი სიჩუმე. ჩემი გულის სავანეში მობინადრე ლომი თავის ახალ სამეფოს
გულმოდგინედ სწავლობდა... კმაყოფილს ჰგავდა... ჯერ დიდი ყბები გაილოკა,
შემდეგ ყვითელი თვალები დახუჭა და წათვლიმა. ამ საუცხოო, სამეფო სიჩუმეში
საბოლოოდ მოვძებნე ღმერთი და მასთან ერთად დავიწყე მედიტაცია...

51

ტეხასელ რიჩარდს რამდენიმე უჩვეულო ზნე სჭირს. სადაც უნდა ვიყოთ,


როგორც კი გვერდით ჩამივლის, ჩემი გამოშტერებული სახით ხვდება, რომ
სადღაც მილიონი კილომეტრის იქით დავფრინავ. მაშინვე მეტყვის: «როგორ არის
დევიდი?» «შენს საქმეს მიხედე! შენ რა იცი, მე რაზე ვფიქრობ?» – ვუბრუნებ
კითხვას. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მართალია. კიდევ ერთი ჩვეულება
აქვს, მედიტაციის დასრულების შემდეგ გარეთ მელოდება. მოსწონს, როგორი
განადგურებული და გასაცოდავებული მოვბობღავ სალოცავიდან. თითქოს
ნიანგს ან მოჩვენებას შევბრძოლებოდე. ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია ისეთ
166
ადამიანს, ვინც ასე მონდომებით ებრძვის საკუთარ თავს. ვერაფერს ვიტყვი,
მაგრამ ის, რაც მედიტაციის ბნელ ოთახში ხდება, ნამდვილად მოქმედებს ჩემზე.
ყველაზე არასასიამოვნო განცდა მაშინ მეუფლება, როდესაც დაგროვილ შიშს
ნელ-ნელა ვათავისუფლებ და ენერგიის მთელ ძალას უფლებას ვაძლევ, ჩემს
ხერხემალს შემოეხვიოს.

ახლა ნამდვილად მეცინება ქუნდალინი შაქტის თქმულების ასეთ უბრალო


აზრებზე. ენერგია დიზელის ძრავივით, დაბალ სიჩქარეზე გრუხუნით დაგივლის
მთელ სხეულში და მხოლოდ ერთადერთს მოითხოვს შენგან, შეასრულო ერთი
მარტივი მოთხოვნა – საკუთარი სხეული შიგნიდან ამოიტრიალო, ისე რომ
ფილტვები, გული და მთელი შიგნეული გარეთ გამოიტანო, რათა მთელი სამყარო
შენში ჩასახლდეს... შეძლებ კი ემოციურად იგივე გააკეთო? დრო სულ უფრო და
უფრო დაუნდობელი ხდება ამ ავდრიან ადგილზე და ვიხსენებ ერთმანეთის
მსგავს ყველანაირ სიტყვას: ვშეშდები, ვმუნჯდები, ვძრწუნდები და მიპყრობს
ძლიერი შეგრძნება – ცეცხლი, სიცივე, სიძულვილი, ვნება, ჟინი, შიში... როდესაც
ყველაფერი დასრულდება, ფეხები მიყანყალებს და ტორტმანით გამოვდივარ
დღის სინათლეზე, მტაცებელივით მშია, უიმედოდ მწყურია, არეულ-დარეული
დავდივარ სამი დღის მომქანცველი ცურვის შემდეგ ნაპირზე გამოღწეული
მეზღვაურივით.

როგორც ყოველთვის, რიჩარდი იქ არის. მელოდება, რომ დამცინოს. როგორც კი


ჩემს შეცბუნებულ და გატანჯულ სახეს დაინახავს, მაშინვე დამიწყებს
გამოჯავრებას: «ფიქრობ, რომ ყველაფერს შესწვდები, სუსნია?» ამ დილით, როცა
მედიტაციის დროს ლომის ღრიალი გავიგონე, «წარმოდგენაც არა გაქვს, რა
ძლიერია ჩემი სიყვარული». ოთახიდან მეომარი დედოფალივით გამოვედი.
რიჩარდმა ვერც კი მოასწრო ეკითხა, ოდესმე რაიმეს თუ მიაღწიეო, რომ
გამოსვლისთანავე თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი: «მე უკვე მეწვია
უფალი, სერ». «გილოცავ, ხელები ამიწევია, – მითხრა რიჩარდმა, – აუცილებლად
უნდა აღვნიშნოთ. მოდი, პაწია, ქალაქში წაგიყვან და Thumbs-Up-ს გიყიდი».
Thumbs-Up-ი ინდური გამაგრილებელი სასმელია, როგორც «კოკა-კოლა», თუმცა
ცხრაჯერ მეტ სიმინდის ვაჟინს შეიცავს, სამმაგ კოფეინსა და მგონი
მეთამფეტამინსაც.

ყველაფერი ორად მეჩვენება. კვირაში რამდენჯერმე მე და რიჩარდი ქალაქში


გავდივართ და ერთ Thumbs-Up-ის პატარა ბოთლს ვინაწილებთ, აშრამის

167
ვეგეტარიანული საჭმლისგან რადიკალურად განსხვავებულს. ვცდილობთ,
ტუჩებით არ შევეხოთ ბოთლს. ინდოეთში მოგზაურობის დროს რიჩარდის
ერთადერთი მოთხოვნაა: «არაფერს შეეხო საკუთარი თავის გარდა» (ესეც ამ
წიგნის ერთ-ერთ სათაურად მქონდა ჩაფიქრებული). ჩვენი საყვარელი ადგილები
გვაქვს ქალაქში, ყოველთვის ვჩერდებით, რათა პატივი მივაგოთ ტაძარს,
გამარჯობა ვუთხრათ ბატონ პანიკარს, თერძს, რომელიც ხელს გვართმევს და
ყველა შეხვედრაზე გვეუბნება: «მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით».
ვუყურებთ უწესრიგოდ მიმოფანტულ ძროხებს, რომლებიც აშკარად
სარგებლობენ თავიანთი წმინდა სტატუსით (ბოროტად იყენებენ თავიანთ
უპირატესობას და ზუსტად გზის შუაგულში წვანან, რათა ყველას დაუმტკიცონ,
რომ წმინდა ცხოველები არიან), თვალს ვადევნებთ, როგორ იქექებიან ძაღლები,
რომელთაც ვერაფრით გაურკვევიათ, რა ჯანდაბა დარჩენიათ აქ.

ვნახეთ ქალები, რომლებიც გზაზე მუშაობდნენ. თაკარა მზეზე უროს იქნევდნენ


და კლდეს ანგრევდნენ, ფეხშიშველები, ისე უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ
ულამაზესფერებიან სარიში, ბრასლეტებითა და ყელსაბამებით.
თვალისმომჭრელად გაგვიღიმეს. ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ბედნიერები
ყოფილიყვნენ, როცა ასეთ უხეშ სამუშაოს ასრულებდნენ ასეთ საშინელ
პირობებში? როგორ არ უწუხდათ გული და არ კვდებოდნენ თხუთმეტი წუთის
შემდეგ, როცა სიცხისგან ყველაფერი დუღდა? ჩვენს თერძს, ბატონ პანიკარს
ვკითხე ამის შესახებ, და მანაც მიპასუხა. ყველა სოფლელი ასეა; ამ კუთხის
ხალხი ასეთი მძიმე შრომისთვის არის დაბადებული და მხოლოდ მუშაობა იციან.
«კიდევ, – დაამატა მან სხვათა შორის, – დიდხანსაც ვერ ვცოცხლობთ». ღარიბი
სოფელია, მაგრამ ინდოეთის სტანდარტებისგან განსხვავებით, არცთუ ისე
საშინელებაა; აშრამის ქველმოქმედება და დასავლური ვალუტის მიმოქცევა
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქ და ყველაფერს ცვლის.

საყიდელიც ბევრი არაფერია, მაგრამ მე და რიჩარდს ძალიან გვიყვარს მაღაზიებში


შესვლა, მძივებსა და პატარა სკულპტურებს რომ ყიდიან. ქაშმირიდან ძალიან
ეშმაკი ვაჭრები არიან ჩამოსული, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ
ფასდაკლებით მოგაჩეჩონ თავიანთი საქონელი. დღეს ერთ-ერთი მათგანი უკან
გამომყვა და მეკითხებოდა, ქალბატონს ხომ არ სურს მშვენიერი ქაშმირის
ფარდაგი იყიდოს სახლისთვის? ამაზე რიჩარდს გაეცინა, სიამოვნებს, სხვა
გასართობს შორის, და დამცინის, რომ უსახლკარო ვარ. «დაწყნარდი, ძვირფასო, –
უთხრა ნოხის გამყიდველს, – ამ ასაკოვან გოგონას იატაკიც კი არა აქვს, რომ
168
ფარდაგი დააგოს». უშიშარი ქაშმირელი გვთავაზობს: «მაშინ იქნებ ქალბატონს
ურჩევნია, კედელზე დაკიდოს?» «მისმინე, – ეუბნება რიჩარდი, – საქმე ისაა, რომ
ზუსტად ამ დღეებში კედლების ნაკლებობასაც განიცდის». «მაგრამ მე მამაცი
გული მაქვს! – ხმა ამოვიღე თავის დასაცავად. «და კიდევ სხვა კარგი თვისებები»,
– დაუმატა რიჩარდმა. ცხოვრებაში პირველად ამიბა მხარი.

52

აშრამის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ხელის შემშლელი რამ მხოლოდ მედიტაცია


არ არის. რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ არა მომაკვდინებელი. ჩემთვის უფრო
რთული რამეც არსებობს აქ. სიკვდილივით მეზარება იმის კეთება, მედიტაციის
შემდეგ და საუზმემდე რომ მიხდებოდა (ღმერთო ჩემო, რა გრძელი დილა გვაქვს)
– უნდა გვემღერა გურუჯიტა. ეს სიმღერაა, რომელსაც რიჩარდი geeT-ს ეძახის.
იმდენი უსიამოვნება მჭირს ამ geeT-ის გამო. ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთის
აშრამში პირველად მოვისმინე ეს სიმღერა. მას შემდეგ არასდროს მომწონდა და
არც მიმღერია. იოგას სხვა დანარჩენი ტრადიციული სიმღერები მომწონს, მაგრამ
ეს გურუჯიტა რაღაც ძალიან გრძელი, მოსაწყენი, სონორული [სონორული (ლათ.)
– მხოლოდ ხმის გამომცემი. აქ: უღიმღამო, უსიცოცხლო, არაფრის მთქმელი.] და
აუტანელია. ეს ჩემი აზრით, თორემ სხვები ამბობენ, რომ მოსწონთ, თუმცა, ვერ
გამიგია რატომ.

გურუჯიტა 182-სტროფიანი მაღალხმიანი ტირილია, თითოეული სტროფი


მიუწვდომელი სანსკრიტია. სიმღერის პრეამბულისა და გუნდური ფინალის
ჩათვლით მთელი ეს რიტუალი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. ამ ერთი
საათიდან ნახევარი მოქმედებით უნდა შეასრულო. შეგახსენებთ, რომ ეს
ყველაფერი საუზმემდე ხდება. მანამდე კი ერთსაათიანი მედიტაცია და დილის
ლოცვის ოცწუთიანი სიმღერა გვაქვს. გურუჯიტას გამო დილის სამ საათზე
გვიხდება ადგომა. არც მოტივი და არც სიტყვები არ მომწონს. როდესაც ამას
რომელიმე აშრამელს ვეუბნები, ასე მპასუხობენ: «ოჰ, ეს ხომ საღმრთო
სიმღერაა». კი ბატონო, მაგრამ ბიბლიაც ხომ ასეთია, და სულაც არ ვაპირებ,
ხმამაღლა ვიმღერო ყოველდღე, საუზმემდე.

169
გურუჯიტა ძალიან ამაღელვებელი საღმრთო წარმოშობისაა. ეს ციტატაა, იოგას
უძველესი საღმრთო წერილიდან, რომელსაც სკანდა პურანა ეწოდება, რომლის
უმეტესი ნაწილი დაკარგულა და აქედანაც მცირე ნაწილია თარგმნილი
სანსკრიტიდან. იოგას საღმრთო წერილის უმეტესობა საუბრის ფორმით არის
დაწერილი, თითქმის სოკრატესეული დიალოგებით, ქალღმერთი პარვატისა და
ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი ღმერთის შივას საუბრით. პარვატი და შივა
შემოქმედების (მდედრობითი) და ცნობიერების (მამრობითი) ღვთიური
განსახიერებაა. პარვატი სამყაროს ენერგიის წარმომშობია; შივა კი, უფორმო
სიბრძნის; რასაც შივა წარმოიდგენს, პარვატი განახორციელებს ცხოვრებაში. შივა
ოცნებობს, პარვატი კი ამ ოცნებას ხორცს ასხამს. მათი ცეკვა, მათი კავშირი (მათი
იოგა) სამყაროს საწყისი და მისი გამოვლინებაა. გურუჯიტაში, ქალღმერთი
ეკითხება ღმერთს მიწიერ, ამქვეყნიურ საიდუმლოებებზე, ის კი უყვება. ეს
სიმღერა მაგიჟებს.

მეგონა, აშრამში ყოფნისას ჩემი დამოკიდებულება გურუჯიტასადმი


შეიცვლებოდა. მეგონა, ინდური გარემო გავლენას მოახდენდა და შევძლებდი მის
შეყვარებას. ფაქტობრივად, პირიქით მოხდა. ჩემი აქ ყოფნის რამდენიმე კვირის
შემდეგ, გურუჯიტასადმი უბრალო უარყოფითი განწყობა უდიდეს შიშში
გადაიზარდა. აღარ ვესწრებოდი გურუჯიტას. სამაგიეროდ, დილით სხვა
რამეების კეთება დავიწყე, რომელიც უკეთესი მგონია ჩემი სულიერი
ზრდისთვის. ჩანაწერები შემქონდა ჩემს ჟურნალში, ვიღებდი შხაპს, ვურეკავდი
ჩემს დას პენსილვანიაში და ვიგებდი მისი შვილების ამბავს. რიჩარდი
ყოველთვის მსაყვედურობს გაცდენისთვის. «შევამჩნიე, ამ დილით არ
ესწრებოდი geeT-ს», – მეტყვის ხოლმე. «ღმერთთან სხვაგვარად ვამყარებ
კავშირს», – განვუმარტავ მე. «ძილის დროს?» – მეკითხება ისევ.

არადა, ყოველთვის, როცა სამღერლად მივდივარ, ძალიან ვნერვიულობ; ისეთი


განცდა მაქვს, თითქოს კი არ ვმღერი, არამედ რაღაც უკან მიმათრევს და ოფლი
მასხამს.

ეს კი ძალზე უცნაურია, რადგან მუდმივად მცივანა ადამიანთა რიცხვს


მივეკუთვნები. ინდოეთის ამ მხარეში კი იანვარში ყოველთვის ცივა მზის
ამოსვლამდე; აქ კი ჩემ გარდა გალობის დროს ყველა შალის მოსასხამშია
შეფუთული და ქუდები ახურავთ, თბილად რომ იყვნენ. როგორც კი საგალობელი
აზუზუნდება, მაშინვე კანის ზედა ფენის აქერცვლა მეწყება. ისე ავქაფდები

170
როგორც გადახურებული სოფლის ცხენი. გურუჯიტას დასრულებისთანავე
გამოვდივარ ტაძრიდან და ვგრძნობ, რომ ამ ცივ დილას ჩემი კანის ზედაპირიდან
ოფლი ნისლივით მედება – საზარელი, მწვანე, მყრალი ნისლივით. როგორც კი
სიმღერის დაწყებას დავაპირებ, ჩემი რეაქცია აზვირთებულ მხურვალე ემოციას
ემსგავსება. სიმღერით მაინც ვერ ვმღერი, უფრო გაბრაზებული ყვავივით ვჩხავი.

უკვე ვახსენე, რომ გურუჯიტა 182 სტროფისგან შედგება? რამდენიმე დღის


შემდეგ, ერთ-ერთი საშინელი შეკრების დასრულებისთანავე გადავწყვიტე
აქაური ჩემთვის საყვარელი მასწავლებლისთვის მიმემართა დასახმარებლად.
ძალიან გრძელი, შესანიშნავი სანსკრიტული სახელის მქონე ბერმონაზონია. მისი
სახელი კი ასე ითარგმნება: «ვინც მეუფის გულში ცოცხლობს, ის საკუთარ
გულში ცოცხლობს». იგი სამოცი წლის, გონიერი და განათლებული ამერიკელი
ბერია. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კლასიკური თეატრის ყოფილი პროფესორი,
რომელიც კვლავ ატარებს საპატიო ტიტულს. იგი დაახლოებით ოცდაათი წლის
აღიკეცა მონასტერში. მომწონს იგი, რადგან სულაც არ არის უგუნური და
ახირებული. დევიდთან ჩემი არეული ურთიერთობის პერიოდში, ერთხელ ჩემი
სულიერი ტკივილი გავანდვე.

მან მოკრძალებით მომისმინა, ყველაზე გულითადი რჩევა მომცა და ბოლოს


მითხრა: «ახლა მინდა ჩემს მანტიას ვემთხვიო». ასწია მანტიის კუთხე და
ხმამაღლა ეამბორა. ვფიქრობ, ეს რაღაც ზესაიდუმლო რელიგიური რიტუალია.
ვკითხე, რას აკეთებთ-მეთქი. «ასე ვაკეთებ ყოველთვის, როდესაც ვინმე
ადამიანურ ურთიერთობებზე რჩევის მისაღებად მოდის ჩემთან. ამ სახით
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ბერი ვარ და აღარ მიხდება ასეთ რამეებთან
შეხება», – განმიმარტა მან. ამიტომაც ვენდობი და შემიძლია მასთან
გულახდილად ვისაუბრო გურუჯიტას პრობლემებზე. ერთ საღამოს, სადილის
შემდეგ სასეირნოდ გავედით ბაღში და მოვუყევი, რომ საშინლად მეჯავრებოდა
ეს სიმღერა და მაინტერესებდა, თუ მეპატიებოდა. მაშინვე სიცილი აუტყდა და
მითხრა: – თუ არ გინდა, არც უნდა იმღერო. აქ ვერავინ, ვერასოდეს გაიძულებს
იმის გაკეთებას, რაც არ გინდა. «ხალხი ამბობს, რომ ეს არსებითი საღმრთო
რიტუალია». «კი, არის, მაგრამ არ მინდა ისე გამიგო, თუ მას არ შეასრულებ,
ჯოჯოხეთისკენ გაუყვები გზას... ერთადერთი შემიძლია გითხრა, რომ შენმა
გურუმ ძალიან კარგად იცის, გურუჯიტა იოგას ყველაზე აუცილებელი ტექსტი
და მედიტაციის შემდეგ ყველაზე აუცილებელი წესი რომ არის. თუ შენ აშრამში
დარჩენა გინდა, იგი იმედოვნებს, რომ ყოველ დილას ადგები და იმღერებ».
171
«ადრე ადგომა სულ არ მიჭირს». «მაშ, რა ხდება?» ავუხსენი, რატომ მაშინებს
გურუჯიტა და რა ვერაგული გრძნობაა ეს. «ააა! – უყურე შენ; უბრალო საუბრის
დროსაც კი ადამიანად აღარ ვარგიხარ». ნამდვილად ასე იყო. ვიგრძენი, როგორ
ჩამეღვარა იღლიებში ცივი, წებოვანი ოფლი.

შევეკითხე, თუ შეიძლებოდა სიმღერის მაგივრად სხვა რამე გამეკეთებინა?


მაგალითად, მედიტაციის მღვიმეში შევიდე და მშვენიერ მედიტაციას მივმართო.
«ეჰ, სვამიჯი ამისთვის გაგიჯავრდებოდა. სიმღერის ქურდს დაგიძახებდა სხვისი
მძიმე შრომით სარგებლობისთვის. გურუჯიტა გასართობი სიმღერა არ არის. მას
სხვა დატვირთვა აქვს; წარმოუდგენელი ენერგიის ტექსტია. სულიერი
განწმენდის უძლიერესი განცდაა. მთლიანად წვავს შენი სხეულის ნარჩენებს,
მთელ შენს უარყოფით ემოციებს. ჩემი აზრით, მას დადებითი ზეგავლენა აქვს
შენზე, რადგან ასეთ ძლიერ ემოციას და ფიზიკურ ზემოქმედებას იწვევს შენში,
როცა მღერი. შეიძლება ყველაფერი ეს შენთვის მტკივნეულია, მაგრამ
წარმოუდგენლად სასარგებლო». «კი მაგრამ, რა მიზნით უნდა გავაგრძელო ასე?»
«რა ალტერნატივა გაქვს? შეეშვები, როგორც კი რაიმე საწინააღმდეგოს
წააწყდები? ყველაფერი საცოდავი და დაუსრულებლად უაზრო ჩანს მთელ შენს
ცხოვრებაში». «მართლა უაზრობად გეჩვენება?» «დიახ, დიახ, ნამდვილად». «რა
უნდა ვქნა?». «ეს შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება
(თვითონ მთხოვე ეს), რადგან აქ ხარ, გააგრძელე გურუჯიტას სიმღერა, მით
უმეტეს, რომ ასეთი რადიკალური რეაქცია გაქვს მასზე. როდესაც რაიმე
წინააღმდეგობას აწყდები, დარწმუნებული იყავი, რომ შენზე მოახდენს
გავლენას. ასევეა გურუჯიტაც. იგი შენს ეგოს ანადგურებს, ნაცრად, ფერფლად
გაქცევს... ჩავთვალოთ, რომ ეს რაღაც გამოუცნობი ძალაა, ლიზ, რომელსაც
გონებით უნდა მიხვდე. შენ კიდევ ერთი კვირა რჩები აშრამში, ასე არ არის?
შემდეგ თავისუფალი ხარ და მიდიხარ სამოგზაუროდ, გასართობად. მაშინ
იმღერე შვიდჯერ უფრო მეტად, რადგან შემდეგ არასდროს მოგიწევს ამის
გაკეთება. გახსოვს, რას ამბობს ჩვენი გურუ: – იყავი საკუთარი სულიერი
გამოცდილების მეცნიერი. შენ აქ არა ხარ როგორც ტურისტი ან ჟურნალისტი, შენ
აქ ხარ როგორც მაძიებელი. ასე რომ, გამოიყენე ეს დრო». «გამოდის, რომ არ
მათავისუფლებ გურუჯიტასგან». «შეგიძლია, რა დროსაც გაგიხარდება, მაშინ
გაითავისუფლო თავი, ლიზ! ეს სულ მცირე საღვთო შეთანხმებაა, რომელსაც
ნებისყოფის თავისუფლებას ვუწოდებთ».

172
53

მოკლედ, მეორე დილით გაბედულად წავედი საგალობლად. გურუჯიტამ კი ფეხი


მკრა და ოცგირვანქიანი ცემენტის კიბიდან დამაგორა. ყოველ შემთხვევაში, ასე
მეგონა. მეორე დღეს უარესი გადავიტანე. გაცოფებულმა გავიღვიძე და სანამ
ტაძრამდე მივიდოდი, სულ მთლად ოფლში ვცურავდი, ვდუღდი. თან
ვფიქრობდი: «მხოლოდ საათი და ნახევარი... რა უნდა გააკეთო საათ-ნახევარში?
ღვთის გულისათვის, რამდენი მეგობარი გყავთ, რომლებიც თოთხმეტი საათი
მუშაობენ... მაინც ვერ ვიგრძნობდი თავს კომფორტულად, კიდეც რომ ჯაჭვით
მიგებით ამ სკამზე. ცეცხლოვანი ბურთივით ვგრძნობდი თავს, თითქოს
მენოპაუზური ციებ-ცხელება დამტრიალებდა თავს და სადაცაა გული
წამივიდოდა ან ვიღაცას დავკბენდი სიბრაზისგან.

ბოღმა მახრჩობდა. ასეთი რამ ყველას ემართება მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩემი
ბოღმა განსაკუთრებით მიმართული იყო ჩემი გურუს ოსტატის, სვამიჯისადმი,
რომელმაც პირველად შემოიტანა გურუჯიტას სიმღერის ეს რიტუალი. ეს არ იყო
პირველი სიძნელე, რომელსაც შევეჯახე ამ ქვეყნიდან გარდასულ იოგასთან
ურთიერთობაში. ის თვითონ მეახლა სიზმარში ზღვის სანაპიროზე, მოითხოვდა
ამეხსნა, როგორ ვაპირებდი ზღვის მოქცევის შეჩერებას. რატომღაც მომეჩვენა,
რომ ნასვამი იყო. მთელი ცხოვრება სვამიჯი მკაცრი ყოფილა, სულიერი ცეცხლის
ნიშნით. როგორც წმინდა ფრანცისკ ასიზელი, სვამიჯიც მდიდარ ოჯახში დაიბადა
და ეგონათ, რომ საოჯახო ბიზნესს გააგრძელებდა.

ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მის მეზობელ პატარა სოფელში წმინდა კაცს
შეხვდა, რომელმაც ღრმა გავლენა იქონია მასზე. ახალგაზრდა სვამიჯიმ
საცვლების ამარამ დატოვა სახლი და წლების განმავლობაში ინდოეთის ყველა
წმინდა ადგილი მოილოცა. ყველგან ეძებდა ჭეშმარიტ სულიერ პედაგოგს.
ამბობენ, რომ სამოცამდე წმინდანსა და გურუს შეხვდა და მათ შორის არავინ
აღმოჩნდა მისთვის სასურველი მასწავლებელი. შიმშილობდა, ფეხით
დაეხეტებოდა, ეძინა ჰიმალაიზე ქარბუქში, იტანჯებოდა მალარიით,
დიზენტერიით – ამ წლებს მისი ცხოვრების უბედნიერეს წლებს უწოდებდა.
ისეთ ვინმეს ეძებდა, ვინც ღმერთს აპოვნინებდა. ამ წლებში სვამიჯი გახდა
ჰათჰა იოგი, აიურვედას [აიურვედა – ინდური მედიცინის ტრადიციული

173
სისტემა.] მედიცინის ექსპერტი და მზარეული, არქიტექტორი, მებაღე, მუსიკოსი
და ხმლით მებრძოლი (ეს ძალიან მომწონს).

შუახანს ისე მიაღწია, ჯერ კიდევ ვერ იპოვა მისთვის სასურველი მასწავლებელი,
სანამ ერთ დღეს მოულოდნელად არ შეხვდა გაშიშვლებულ, ჭკუაზე შეშლილ
ბრძენს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. წასულიყო სოფელში,
სადაც ბავშვობაში წმინდა კაცს შეხვდა და ამ უდიდეს წმინდანთან ესწავლა.
სვამიჯი დაემორჩილა მას, დაბრუნდა შინ, წმინდანის ყველაზე საყვარელი
მოსწავლე გახდა და მისი ხელმძღვანელობით საბოლოოდ მიაღწია უმაღლეს
მიზანს, ბოლოს და ბოლოს, სვამიჯი თავად გახდა გურუ. დროთა განმავლობაში
მისი აშრამი ინდოეთში, რომელიც თავიდან სამი ოთახისგან შედგებოდა,
უნაყოფო ფერმისგან დღევანდელ აბიბინებულ ბაღად გადაიქცა. შემდეგ
მოუვიდა სამოგზაუროდ წასვლის სულიერი აღმაფრენა და მსოფლიო
მედიტაციაში რევოლუცია მოახდინა. 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში
ჩამოვიდა და ყველას გონება აურია. იგი ასობით და ათასობით ადამიანს
ყოველდღე აზიარებდა შაქტიპატის ღვთაებრივ საიდუმლოებას.

მას ისეთი ძალა ჰქონდა, რომლისგან მაშინვე განიცდიდი ზემოქმედებას და


გავლენას. ღირსი იუჯინ კალენდერი [იუჯინ კალენდერი – მარტინ ლუთერ
კინგის კოლეჯის სამოქალაქო უფლებათა დამცველთა ლიდერი, ჰარლემის
ბაბტისტთა ეკლესიის პასტორი.] იხსენებს სვამიჯისთან შეხვედრას 1970 წელს,
როდესაც გაოცებული მუხლებზე დაეცა ინდოელის წინაშე. ახლა კუდაბზიკობისა
და თავის მოტყუების დრო არ არის, ახლა ამ კაცმა ყველაფერი იცის შენ შესახებ.
«სვამიჯი ენთუზიაზმს მოითხოვს, ვალდებულების შესრულებას,
თვითკონტროლს, ყოველთვის საყვედურობდა ჯად-ადამიანებს. ეს მის ენაზე
უმოქმედობას ნიშნავს. მან თავისი მიმდევრებისთვის, უფრო მეტად კი
დასავლელი მეამბოხე სულის ახალგაზრდების ცხოვრებაში უძველესი
დისციპლინების აზროვნება შემოიტანა. ყოველთვის მოუწოდებდა შეეწყვიტათ
საკუთარი დროისა და ენერგიის ფუჭად ფლანგვა, თავისუფალი უაზრო ჰიპური
ცხოვრებისგან. შეეძლო ამ წუთში ჯოხი მოექნია შენთვის, მეორე წუთში კი
მაგრად ჩაეკარი გულში. ის რთული ადამიანი იყო, ხშირად წინააღმდეგობებით
აღსავსე, მაგრამ ნამდვილად ცვლილებების გამტარებელი მსოფლიო დონეზე.

სვამიჯის დამსახურებაა, დღეს რომ ჩვენთვის იოგას უძველესი წმინდა


წერილებია ხელმისაწვდომი. იგი უძველესი ფილოსოფიური ტექსტების

174
აღდგენასა და თარგმნას ხელმძღვანელობდა, რომელთა უმრავლესობა
ინდოეთშიც კი იყო მივიწყებული. ჩემი გურუ სვამიჯის ყველაზე ერთგული
მოწაფე იყო. ის მის მოწაფედ იყო დაბადებული. ჩემი გურუს ინდოელი
მშობლები მის ადრინდელ მიმდევართა შორის იყვნენ. ბავშვობაში, ყოველდღე
დაუღალავად გალობდა თვრამეტი საათი, იმდენად დიდი იყო მისი რწმენა.
სვამიჯიმ მაშინვე აღმოაჩინა მისი შესაძლებლობები და ჯერ კიდევ ბავშვი
მთარგმნელად აიყვანა. მის გურუსთან ერთად მოგზაურობდა

მთელ მსოფლიოში, უდიდესი ყურადღებით ეპყრობოდა მას და როგორც


მოგვიანებით მითხრა, მუხლებზე დამხობილიც კი გრძნობდა როგორ
ელაპარაკებოდა. ჩემი გურუ 1982 წელს, ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში სვამიჯის
მემკვიდრე გახდა. ყველა გურუ ერთმანეთს ჰგავს იმ კუთხით, რომ ყველანი
მუდმივად თვითრეალიზაციის მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ
განსხვავებული ხასიათებით.

ჩემი გურუ და მისი მასწავლებელი აშკარად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.


ჩემი გურუ მრავალენოვანი ქალია, უნივერსიტეტდამთავრებული, ნამდვილი
პროფესიონალი; სვამიჯი კი, ხანდახან ჭირვეული, ზოგჯერ სამხრეთ ინდოეთის
მოხუცი მეფე ლომია. ჩემისთანა სასიამოვნო ახალმოსული ნიუინგლენდელი
გოგონასთვის, ადვილია მიჰყვე ცხოვრების მასწავლებელს, რომელიც
დარწმუნებულია თავისი მოძღვრების მართებულობაში. ზუსტად ისეთი გურუა,
რომელიც შეგიძლია შინ წაიყვანო მშობლებთან შესახვედრად. მაგრამ სვამიჯი...
ის ისეთი ველურია... როდესაც პირველად იოგას ბილიკს შევუდექი, მისი სურათი
ვნახე და მასზე სხვადასხვა ამბავიც მოვისმინე, ვიფიქრე, მისი ხასიათის შესახებ
ნათელი აზრი ჩამომიყალიბდა, ძალიან დიდი ადამიანია და ეს მანერვიულებს-
მეთქი. მაგრამ ახლა, როცა აქ ინდოეთში ვარ, აქ ვარ აშრამში, რომელიც მისი
სახლიც არის, მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც მინდა, ეს არის სვამიჯი;
ყველაფერი, რასაც შევიგრძნობ, ეს არის სვამიჯი; ერთადერთი ადამიანი,
რომელსაც ჩემს ლოცვებსა და მედიტაციაში ვესაუბრები, ეს არის სვამიჯი!
სვამიჯი არის გზა საათის გარშემო. მე სვამიჯის ცხოვრების ბრძმედში ვარ და
ვგრძნობ, როგორ მუშაობს, რომ გამომაწრთოს.

მისი გარდაცვალებაც კი, რაღაც ისეთი მიწიერი და ნამდვილია. სწორედ ის


მჭირდება მე, როგორც მასწავლებელი ასეთი ბრძოლის დროს. შემიძლია
გავლანძღო ის და გავუმხილო ყველა ჩემი წარუმატებლობანი და შეცდომები,

175
რაზეც მხოლოდ გაიცინებს. გაიცინებს და შემიყვარებს. მისი სიცილი მაბრაზებს,
სიბრაზე კი მაიძულებს ვიმოქმედო. ყველაზე მეტად მის სიახლოვეს
გურუჯიტასთან, მის იდუმალებით მოცულ სანსკრიტულ სტროფებთან
ხელჩართულ ბრძოლაში ვგრძნობ. სვამიჯს განუწყვეტლივ ვეკამათები გონებაში,
ვთხზავ ყველანაირ სატრაბახო ტექსტებს. «აჯობებს, რაიმე მოიმოქმედო
ჩემთვის, რადგან მე შენთვის ვაკეთებ ამას! უმჯობესია შედეგი აქვე მივიღო! ეს
უკეთესი იქნება განწმენდისთვის!» გუშინ ისე გავბრაზდი, როცა საგალობლის
წიგნს დავხედე და ვნახე, რომ მხოლოდ 25-ე სტროფზე ვიყავით. ამ დროს მე
უკვე უხერხულობისგან ვიწვოდი, ოფლი მდიოდა (როგორც ადამიანებს ისე კი
არა, არამედ როგორც ყველი დაიორთქლება), რის გამოც ხმამაღლა წამოვისროლე:
«შენ მე დამცინი!» რამდენიმე ქალი შემობრუნდა და აღელვებულმა შემომხედა,
უეჭველად ელოდნენ, რომ თავმა დემონურად დაიწყო დაგრეხა ჩემს ყელზე.
დროდადრო მახსენდებოდა, რომ როცა რომში ვცხოვრობდი, დილაობით ვჭამდი
ნამცხვარს და ვსვამდი კაპუჩინოს, თან ვკითხულობდი გაზეთს და მშვიდად
ვატარებდი დროს. ნამდვილად კარგი იყო, თუმცა ახლა მგონია, რომ ყველაფერი
ეს დიდი ხნის წინ მოხდა.

54

ამ დილით დიდხანს მეძინა მე ზარმაცს. 04:15 საათამდე სიზმრებს ვხედავდი,


გურუჯიტას დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიღვიძე და უხალისოდ
გადმოვიზლაზნე საწოლიდან. სწრაფად შევისხი სახეზე წყალი, ჩავიცვი და
უხალისო განწყობით გავემზადე წასასვლელად. მზე ჯერ არ ამოსულიყო. ჩემს
ოთახში მცხოვრებ ქალს გაესწრო ჩემთვის და გარედან ჩავუკეტივარ. ძალიან
უცნაური საქციელი იყო მისი მხრიდან. არც ისეთი დიდი ოთახია, ვერ
მიმხვდარიყო, იქ რომ ვიღაცას სძინავს... აშკარად ჭკუადამჯდარი, პრაქტიკულად
მოაზროვნე ქალია, ავსტრალიელი ხუთი შვილის დედა. ეს მის საქციელს არ
ჰგავს. მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოიქცა, გამომკეტა! მშვენიერი მიზეზი იყო, არ
წავსულიყავი, მაგრამ თავში სხვა აზრი მომივიდა და ფანჯრიდან გადავხტი.
უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რკინის ძელების დახმარებით გადავძვერი, ვცოცავდი
მასზე ჩემი ნაზი მტევნებით, შემდეგ თავს ვკითხე, რატომ გადმოვხტი

176
შენობიდან... პასუხად ის მივიღე, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
სიბნელეში, თხუთმეტი ფუტის სიმაღლიდან ბეტონის ტროტუარზე დავხტი,
მარჯვენა წვივით დავეხეთქე და გადავიტყავე, მაგრამ დიდად არ მანაღვლებს.
ფეხშიშველი გავიქეცი, პულსი ყურებში მირტყამს, ტაძრამდე მივაღწიე, ჩემს
სკამზე მოვთავსდი, ლოცვის წიგნი გადავშალე და გურუჯიტას სიმღერას
შევუდექი. წვივიდან კი სისხლი მოწვეთავდა... მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის
შემდეგ დამიმშვიდდა სუნთქვა, ისე, რომ სისხამ დილით, კარგად გავაცნობიერე,
რომ იქ ყოფნა არ მინდოდა. ამის შემდეგ სვამიჯის ხარხარი შემომესმა: «რა
სასაცილო ხარ! ვის უნდა აქ ყოფნა?» შემდეგ ვუპასუხე: «კარგი, შენ გაიმარჯვე».
ვიჯექი, ვმღეროდი, სისხლი მომდიოდა და ვფიქრობდი, რომ დროა ეს სულიერი
მეცადინეობა სხვაგვარით შევცვალო. გურუჯიტა წმინდა სიყვარულის ჰიმნის
უმაღლესი გამოხატულებაა, მაგრამ რაღაც მაკავებდა, რომ გულისხმიერად
შემეთავაზებინა ის ვინმესთვის. რამდენიმე სტრიქონი ვიმღერე, რომელსაც
საჭიროდ ვთვლიდი. ვეძებდი იმას, ვისთვისაც მინდოდა მიმეძღვნა და ასევე
ვეძებდი წმინდა სიყვარულის ადგილს ჩემს სულში. მეოცე სტროფს რომ
მივაღწიე, ნიკი გამახსენდა, ჩემი დისშვილი, რვა წლის ბიჭუნა, მისი ასაკისთვის
მეტისმეტად ჭკვიანი და მოხდენილი, მგრძნობიარე და რთული. დაბადების
წუთიდან გამორჩეული იყო თანატოლებისგან. მხოლოდ ის არ ტიროდა ბაგაში,
გარშემო ათვალიერებდა დიდებს, მსოფლიო სევდით დამძიმებული თვალებით.
თითქოს იმ ყველაფერზე ფიქრობდა, რაც გააკეთა და კიდევ რამდენი ჰქონდა
გასაკეთებელი. ეს ის ბავშვია, რომლისთვისაც ცხოვრება მარტივი არასოდესაა,
რომელსაც ყველას გრძნობა და განცდა ესმის, რომელშიც ზოგჯერ ისე მძლავრობს
ემოცია, რომ გარშემო ყველას გვადუნებს. ეს ბიჭი ისე ძლიერ მიყვარს...
გამოვთვალე, რომ უკვე მალე დაბრუნდებოდა შინ, მისი სკოლაში წასვლიდან
უკვე საკმარისი დრო იყო გასული საამისოდ. ამდენად, გურუჯიტა ნიკს
ვუმღერე, რომ დაძინებაში დამხმარებოდა. ხანდახან მას თვითონაც აქვს
დაძინების პრობლემა. გონებას ვერ ერევა. ასე რომ, ჰიმნის თითოეული სიტყვა
ნიკს მივუძღვენი. მასში ყველაფერი ჩავდე, რაც ამ ბიჭისთვის მინდოდა
მესწავლებინა. მინდოდა, დამერწმუნებინა, რომ სამყარო სასტიკია, მაგრამ
უმშვენიერესი. იმიტომ რომ, აქ სიყვარული არსებობს. მის გარშემო იმდენი
ადამიანი იყრიდა თავს, ვინც ყველაფერს გაუკეთებდა... სულს ამოიღებდა და
მისცემდა... გარდა ამისა, ამ ბიჭუნას მოთმინების საოცარი უნარი შესწევს,
რომელსაც შიგნით ინახავს და ყოველთვის წარმატებით აბარებინებს ნებისმიერ
გამოცდას... ის ღმერთმა გვაჩუქა ჩვენ, ყველას. მას ძველი სანსკრიტული

177
საღმრთო წერილის ამბავი მოვუყევი და მალევე შევამჩნიე, რომ ცრემლები
წამომცვივდა. თუმცა, სანამ ავტირდებოდი, გურუჯიტაც მორჩა. საათ-ნახევარი
გავიდა, თუმცა მე მხოლოდ ათი წუთი მეგონა. გავაცნობიერე, რომ ნიკიმ
ჩამითრია ჩემივე მედიტაციაში. ის პატარა არსება, რომელსაც მე ვიცავდი და
მინდოდა დავხმარებოდი, აქეთ მიცავდა და მეხმარებოდა. ტაძრის წინა მხარეს
გამოვედი, პირქვე დავემხე, ამ რევოლუციური ძალის მონიჭებისთვის უფალს,
ჩემს გურუსა და პატარა ნიკის მადლობა შევწირე... ის მოლეკულური სივრცეები
ასე ადვილად რომ დამაპყრობინეს, იმიტომ... ამ გრძნობას კი, რაც მე დამეუფლა,
ნამდვილად ზეაღმატებული ჰქვია და ასევე ზეაღმატებულნი არიან ეს
ადამიანებიც და უფალიც... შემდეგ სამედიტაციო ქვაბულში შევძვერი, სადაც
საუზმის დრო გავაცდინე, მთელი ორი საათი სიჩუმით რომ ვბზუოდი. რაღა
დაგიმალოთ და გურუჯიტა მეტად აღარ მომნატრებია, ეს ჩემი ყველაზე წმინდა
გამოცდილება იყო, რაც კი აშრამში მიმიღია. ტეხასელი რიჩარდი, რა თქმა უნდა,
არასოდეს დაივიწყებს ფანჯრიდან ჩემი გადმოძრომის ამბავს, ყოველ საღამოს
სადილის შემდეგ მეუბნება: «აბა, საინტერესო დილამდე, სუსნია! და, გეხვეწები,
კიბის გამოყენება სცადე შემდეგში. კარგი?» მეორე დღეს ჩემს დას დავურეკე და
მითხრა, რომ რაღაც მიზეზით, ნიკის დაძინების პრობლემა მოეხსნა. რამდენიმე
დღის შემდეგ ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი წმინდა შრი რამაკრიშნას შესახებ
და ასეთ ამბავს გადავაწყდი, ერთ მკვლევარზე მოგვითხრობს, დიდ ოსტატთან
რომ მივიდა იმის სათქმელად, საკუთარი თავის მეშინიაო. ფიქრობდა, რომ არ იყო
საკმარისად ერთგული, საკმარისად არ უყვარდა უფალი. წმინდანმა კი უპასუხა:
«არაფერია დედამიწაზე, რაც გიყვარს?» ქალმა აღიარა, რომ საკუთარ დისშვილს
აღმერთებდა. «ჰოდა, ის არის შენი კრიშნა, შენი შეყვარებული, – უთხრა მან, –
როდესაც შენს დისშვილზე ზრუნავ, ამით უფალს ემსახურები». მაგრამ ეს
ალოგიკურია, ნამდვილად ამაღელვებელი რაღაც მოხდა იმ დღეს, როდესაც
ფანჯრიდან გადავხტი. იმ შუადღეს, დელია გამოვიჭირე, ჩემი ოთახის ბინადარი
და ვუთხარი, რომ დილით ჩამკეტა. გაოცებული იყო. «ვერ წარმომიდგენია, ასეთი
რამე რატომ უნდა გამეკეთებინა! თანაც, მთელი დილა შენზე ვფიქრობდი,
წუხელ დამესიზმრე და მთელი დღე გონებიდან არ ამომდიოდი». «მომიყევი», –
ვთხოვე. «დამესიზმრა, რომ ცეცხლში იწვოდი, შენი ლოგინიც იწვოდა. მოვქანდი
დასახმარებლად, მაგრამ, როდესაც მოგიახლოვდი, ხელში მხოლოდ თეთრი
ფერფლი შემრჩა».

178
55

ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშრამში უნდა დავრჩენილიყავი. ეს კი სრულიად


არ შედიოდა ჩემს თავდაპირველ გეგმაში. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ
ექვს კვირას დავრჩებოდი, ცოტა გამოცდილებას შევიძენდი და შემდეგ მთელ
ინდოეთში ვიმოგზაურებდი... ღმერთის საძებნელად. მე მქონდა რუკები და
გზამკვლევები, სამოგზაურო ფეხსაცმელი და ყველაფერი, რაც საჭირო იყო!
ჩამოწერილი მქონდა განსაკუთრებული ტაძრები და მეჩეთები, რომლებიც უნდა
მენახა; წმინდა ადამიანები, რომელთაც უნდა შევხვედროდი. მე ვგულისხმობ,
რომ ეს ინდოეთია! აქ იმდენი რამ არის სანახავი და იმდენი რამ უნდა გამოცადო.
უამრავი კილომეტრი უნდა დამეფარა. უამრავი ტაძარი მეხილა, სპილოებით და
აქლემებით მევლო, განადგურებული ვარ იმის გამო, რომ ვერ ვნახავ განგს,
რაჯასტანის უდიდეს უდაბნოს, არანორმალურ მუმბაის, ბომბეის კინოს სახლს,
ჰიმალაის, უძველეს ჩაის პლანტაციებს, კალკუტის რიქშების რალს, რომლებიც
ისე ეჯიბრებიან ერთმანეთს, როგორც ეტლების შერკინების სცენაა ფილმიდან
«ბენ ჰური». დალაი ლამასთან შეხვედრასაც კი ვფიქრობდი, მარტში, დარ-ეს-
სალამში. [დარ-ეს-სალამი – ტანზანიის დედაქალაქი.] იმედი მქონდა, რომ
ღმერთის შესახებ რაიმეს მასწავლიდა. მაგრამ ჩაკეტილი და შებორკილი ვიყავი
პატარა აშრამში, ერთი ბეწო სოფლის შუაგულში. არა, ეს არ იყო ჩემი გეგმა. მეორე
მხრივ, ზენის თუ ზენაარის ოსტატები ყოველთვის ამბობენ, რომ გამდინარე
წყალში ვერ დაინახავ საკუთარ გამოსახულებას, მხოლოდ დამდგარ წყალშია ეს
შესაძლებელი. რაღაც ძალა მეუბნებოდა, რომ სულიერ დაუდევრობას
გამოვიჩენდი თუ ახლა დავტოვებდი ამ ადგილს, როცა ამდენი რამ ხდებოდა
ზუსტად აქ, ამ პატარა მონასტრულ ადგილზე, სადაც დღის ყოველი წუთი
დაგეგმილია, რომ გააადვილოს თვითშეცნობისა და ღვთისმოსაობის პროცესი.

ნამდვილად მჭირდება კი ახლა მატარებლებით ბოდიალი, კუჭ-ნაწლავის


პარაზიტების აკიდება და ზურგჩანთიანების გამოკიდება? მოგვიანებით ვერ
გავაკეთებ ამას? სხვა დროს ვერ შევხვდები დალაი ლამას? სად წავა დალაი ლამა,
სულ იქ არ იქნება? და თუ მოკვდება, ღმერთმა შემინდოს, სხვას ვერ იპოვიან?
უკვე ხომ მაქვს პასპორტი, რომელშიც ტატუირებულ ცირკის მასხარას ვგავარ?
ნუთუ კიდევ უფრო მეტი მოგზაურობა უფრო ცხადად დამაახლოებს
ღვთაებასთან? არც კი ვიცი, რა ვქნა. ერთი დღე გავაცდინე გადაწყვეტილების
179
მისაღებად. როგორც ყოველთვის, საბოლოო სიტყვა ტეხასელმა რიჩარდმა თქვა.
«დაეტიე აქ, სუსნია, დაივიწყე სანახაობები. მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაქვს
სამაგისოდ. შენ სულიერ მოგზაურობაში ხარ, პატარავ. ნუ მიატოვებ და შენი
შესაძლებლობების შუაგზაში ნუ გაჩერდები. შენ ჩემო კარგო, ღმერთისგან
პირადი მოწვევა მიიღე და – ნამდვილად გადაუხვევ ამ გზიდან?» «აბა, რა ვუყო
ყველა იმ სილამაზეს, ინდოეთში რომ უნდა მენახა? – გავიბრძოლე მე, – უფრო
სამწუხარო არ არის, რომ შუაგზაში შევწყვიტო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა
იმისათვის, რომ ამ პატარა აშრამში დავრჩე ამდენ ხანს?» «სუსნია, ჩემო კარგო,
მოუსმინე შენს მეგობარ რიჩარდს. ყოველდღე, მომდევნო სამი თვის
განმავლობაში დააყენე შენი შროშანისფერი უკანალი მედიტაციის მღვიმეში და
გპირდები, მალე ისე ლამაზად მოგეჩვენება ყველაფერი, რომ ტაჯმაჰალს ლოდებს
დაუშენ».

56

აი, რაზე დავიჭირე ჩემი თავი ამ დილით მედიტაციის დროს. მაინტერესებდა, სად
უნდა მეცხოვრა, როდესაც მოგზაურობას დავასრულებდი. ნიუ-იორკში
დაბრუნება უპირობოდ მეზარებოდა, იქნებ სხვა ქალაქში მეცხოვრა. ოსტინი
კარგი იქნებოდა. ჩიკაგოში ლამაზი არქიტექტურაა, თუმცა საშინელი ზამთარი
იცის. იქნებ საზღვარგარეთ მეცხოვრა. ბევრი კარგი რამ მესმის სიდნეიზე... სადმე
ნიუ-იორკზე იაფად რომ ვიცხოვრო. ნიუ-იორკში ერთი დამატებითი საწოლი
ოთახის ყიდვა რომ შევძლო, მედიტაციისთვის განსაკუთრებული ოთახიც
მექნებოდა! შესანიშნავი იქნებოდა, ოქროსფრად შევღებავდი. იქნებ მდიდრულ
ლურჯ ფერად. არა, ოქროსფერი აჯობებს. არა, ლურჯი! როდესაც ჩემმა ფიქრებმა
მატარებელივით ჩაიარა, გავოცდი. გავიფიქრე: ახლა როცა ინდოეთში ხარ,
მსოფლიო პილიგრიმობის ყველაზე წმინდა ადგილას, აშრამში, და იმის
მაგივრად, რომ უფალთან იმუსაიფო, ცდილობ, წინასწარ დაგეგმო ერთი წლის
შემდეგ რომელ სახლში ჩაატარებ მედიტაციას. არადა, არც სახლი გაგაჩნია და არც
ის გადაგიწყვეტია, რომელ ქალაქში იცხოვრო. ახლა კი მინდა გითხრა, რომ
ნამდვილად ჩლუნგი და სულელი ხარ – როგორ გინდა მედიტაცია ჩაატარო
ზუსტად აქ, ზუსტად ახლა, სადაც ამჟამად იმყოფები? ყურადღება კვლავ

180
მანტრას უხმოდ გამეორებაზე გადავიტანე. ცოტა ხნის შემდეგ შევჩერდი და
დავფიქრდი ჩლუნგი სულელის მნიშვნელობაზე. დავასკვენი, რომ ეს ძალიან
საყვარელი იყო.

მეორე დილით გადავწყვიტე, რომ მედიტაციისთვის ოქროსფერი ოთახი მაინც


უკეთესი იქნებოდა. თვალი გავახილე და შვებით ამოვისუნთქე. ეს არის ყველაზე
საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია? იმ საღამოს ვცადე რაღაც ახალი რამ
დამეწყო. აშრამში ერთ ქალს შევხვდი, რომელიც ვიპასანას მედიტაციას
სწავლობს. ვიპასანა უკიდურესად ორთოდოქსული, მთლიანად გაშიშვლებული
და ძალიან დაძაბული ბუდისტური მედიტაციის სახეობაა. ვიპასანას შესავალი
კურსი ათ დღეს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე გაჭიმული
ზიხარ სიჩუმეში ათი საათი, ორიდან სამ საათამდე შესვენებით. ტრანსენდენციის
[ტრანსენდენცია (ფრანგ.) – ზღვრის გადალახვა.] უკიდურესი სპორტული
სახეობაა. ვიპასანას ოსტატი მანტრასაც კი არ გაძლევს; ითვლება, რომ
მოტყუების კარგი ხერხია. ვიპასანას მედიტაცია სუფთა შედარებითია. იმოწმებს
შენს გონებას და გთავაზობს შენი აზროვნების სრულ განსჯას. მაგრამ
სამაგიეროდ არაფერს გთავაზობს, რომ ადგილიდან დაიძრა.

ფიზიკურად ძალიან დამღლელი და მომთხოვნია. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ


მკაცრ პირობებშიც უნდა გრძნობდე თავს, უფლებას არ გაძლევს სხეული
ოდნავადაც კი გადასწიო ადგილიდან. მხოლოდ ზიხარ და საკუთარ თავს
ეუბნები: «გამორიცხულია, რომ ორი საათის განმავლობაში ამ ადგილიდან
დაიძვრე». თუ გიჭირს, მაშინ ამ დისკომფორტზე უნდა დაიწყო მედიტირება.
ფიზიკური ტკივილის გავლენა აშკარაა. ჩვენს რეალურ ცხოვრებაში მუდმივად
აქეთ-იქით დავხტივართ და ვცდილობთ მოვაგვაროთ ჩვენ ირგვლივ მყოფი
ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი, იმისათვის, რომ თავი
ავარიდოთ რეალურ მწუხარებასა და უსიამოვნებას.

ვიპასანას მედიტაცია გვასწავლის, რომ მწუხარება და უსიამოვნებანი


გარდაუვალია ამ ცხოვრებაში. მაგრამ თუ შეგიძლია სიმშვიდეში გაატარო
საკმაოდ დიდი დრო, მალე მიხვდები, რომ ყველაფერი (სიყვარულიცა და
დარდიც) ბოლოს და ბოლოს, გაივლის. «მსოფლიო ტკივილს აყენებს სიკვდილსა
და დაცემას, ამიტომ სიბრძნე არ ნებდება, რადგან ამქვეყნიური ცხოვრებისა
ბევრი რამ გაეგება», – გვასწავლის ძველი ბუდისტი. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, უნდა მიეჩვიო მას. არა მგონია, ვიპასანა ჩემთვის ის გზა იყოს,

181
რომელზეც უნდა გავიარო. ღვთისმოსაობის ჩემეული გაგება საკმაოდ ასკეტურია,
რომელიც ჩვეულებრივ პერიოდულად იცვლება თანაგრძნობისა და სიყვარულის,
ნეტარების, განცხრომისა და ჭეშმარიტი ღმერთის გარშემო, რასაც ჩემი მეგობარი
დორსეი «მთვლემარე თეოლოგიის ნაკრებს» უწოდებს. ვიპასანაში საერთოდ არ
არის საუბარი ღმერთის შესახებ. ზოგიერთი ბუდისტის აზრით, თავად ცნება
ღმერთის საბოლოო არსი, უსაფრთხოების უკანასკნელი ქამარია, რომელიც
ყველაზე ბოლოს უნდა მოიცილო თავიდან.

ახლა თითოეულ სიტყვასთან უკვე ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს.


სულიერების მძებნელებთან შეხვედრისას, რომელთაც უკვე განიცადეს სრული
ემოციური დისკომფორტი სხვა ჰუმანური არსებებისგან, და რომლებიც წმინდა
განდგომილთა მიმდევრობაზე საუბრობენ, მინდა თითოეული მაგრად
შევანჯღრიო და ვუკივლო: «მეგობარო, ეს არ არის ის, რაც ყველაზე მეტად
გჭირდება!»

კულტურული საზომი ჩემი სიმშვიდის შეუფასებელი ინსტრუმენტია.

ერთ საღამოს, ბიბლიოთეკაში ვიპასანას მედიტაციის შესახებ კითხვისას დავიწყე


ფიქრი, ცხოვრებაში რამდენი დრო დავკარგე და როგორ ვეხეთქებოდი უსულო
თევზივით უაზროდ აქეთ-იქით, ვიკრუნჩხებოდი უსიამოვნო დარდისგან ან
ხარბად მივილტვოდი მეტი სიამოვნებისკენ. მაინტერესებდა თუ გამოვიყენებდი
(და მათაც თუ გამოვიყენებდი, ვისაც ტვირთად აწევს ჩემი სიყვარული) იმის
სასწავლად, რამდენად შევძლებდი ჩუმად ყოფნას და ვითარებიდან
გამომდინარე, უფრო მეტის ატანას, ღრანტეებიან გზაზე, ფეხათრევით
სიარულისას. ყველა ეს შეკითხვა უცბად გამახსენდა იმ საღამოს, როდესაც
მშვიდი ადგილი მოვძებნე აშრამის ბაღში და მერხზე ჩამოვჯექი, რომ ერთი
საათით ვიპასანას სტილში ჩამეტარებინა მედიტაცია. არავითარი მოძრაობა,
არავითარი მღელვარება, მანტრაც კი არ არის საჭირო – მხოლოდ სუფთა კავშირი.
მოდი ვნახოთ, რა გამოდის აქედან. სამწუხაროდ, სულ დამავიწყდა, რომ როგორც
კი ამ სასიამოვნო საღამოს ბინდში მაგიდაზე ჩამოვჯექი, მაშინვე გავიგონე
კოღოების წუილი. სახეზე მასხდებოდნენ და ჯგუფ-ჯგუფად მოჰქონდათ იერიში
თავზე, მუხლებზე, მკლავებზე... სულ დამფარეს საშიში პატარა ნაკბენებით.
აუტანელია... მოკლედ, ძალიან ცუდი დროა ვიპასანას მედიტაციისთვის. მაშ,
როდის არის საუკეთესო დრო გაუნძრევლად, ხმაგაკმენდილი იჯდე? როდის არ
შეგიშლის რაიმე ხმაურიანი ხელს და ყურადღებას არ გადაგატანინებს?

182
გადაწყვეტილება მივიღე და (კვლავ ჩემი გურუს რჩევით გამხნევებულმა, რომ
ჩვენს პირად გამოცდილებაზე უნდა ჩაგვეტარებინა მეცნიერული კვლევა)
საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი – რა იქნება ერთხელ მაინც თუ
დავჯდები და, განცვიფრებისა და სპაზმური ტკივილების ნაცვლად ჩემი გრძელი
ცხოვრებიდან ერთი საათი მაინც გავუჭირვებ თავს? ასე რომ, შევძელი ეს.
ვხედავდი, როგორ მკბენდნენ, სისხლს მწოვდნენ კოღოები და ჩუმად ვიტანდი...

ორად ვიყავი გაყოფილი. ერთ ნაწილს აინტერესებდა, ამ პატარა, ვაჟკაცური


გამოცდით რისი დამტკიცება მინდოდა, მეორე ნაწილმა კი კარგად იცოდა, რომ ეს
იყო დამწყების ცდა საკუთარი თავის დასაოსტატებლად. თუ მე ასეთ
არამომაკვდინებელ ფიზიკურ დისკომფორტს გავუძლებდი, მაშინ სხვა რა სახის
გასაჭირი მომერეოდა მომავალში? ემოციურ დისკომფორტზე რას იტყვით...
ყველაზე ძნელია... ან კიდევ ეჭვიანობა, სიბრაზე, შიში, იმედგაცრუება,
მარტოობა, სირცხვილი, კაეშანი... დასაწყისში ქავილმა კინაღამ გამაგიჟა, ნელ-
ნელა, ჩვეულებრივ მწველ ტკივილში გადაიზარდა, შემდეგ კი ეს ცეცხლი სუსტ
ეიფორიაში გადავიდა. მოვახერხე და შევასუსტე ტკივილის სპეციფიკური
შეგრძნება და უბრალოდ რაღაც განცდა დამრჩა – არც კარგისა და არც ცუდის,
მხოლოდ ძლიერის – ამ სიძლიერემ საკუთარი თავიდან ამომიყვანა და
მედიტაციაში გადამიყვანა.

ორი საათი მაინც ვიჯექი იქ. ჩიტსაც კი შეეძლო თავზე თავისუფლად


დამჯდომოდა, ვერც კი შევამჩნევდი. მინდა ნათელი მოვფინო ერთ საკითხს.
მინდა ვაღიარო, რომ ეს ექსპერიმენტი არც ვაჟკაცობის ყველაზე სტოიკური
გამოხატულება ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში და არც კონგრესის მიერ
საპატიო მედლით დაჯილდოებას მოვითხოვ. მაგრამ რაღაც მოხდა, როდესაც
გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრების ოცდათოთხმეტი წლის
განმავლობაში არ ამიტანია კოღოც კი, რომელიც არ მკბენდა. ახლა თოჯინასავით
ვიტანდი ტკივილების ან კიდევ სიამოვნების ასეთ და ათასგვარ სხვა სახის
პატარა და დიდ იმპულსებს და ამ იმპულსებში განვლილი უფრო ცხადად
გადამეშალა წინ, წიგნივით...

თუ სადმე რამე ხდება, ყოველთვის ვრეაგირებ. მაგრამ აქ რეფლექსები


უგულებელვყავი. ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია.
შეიძლება, მცირედიც... მაგრამ რამდენჯერ მომიწევს ამის თქმა? რა იქნება ის, რის
გაკეთებასაც ხვალ შევძლებ და ჯერ კიდევ ვერ მომიხერხებია დღეს? როცა

183
ყველაფერი დამთავრდა, ავდექი, წავედი ჩემი ოთახისკენ და დაკბენილი
ადგილები დავითვალიერე, დაახლოებით ოცამდე კოღოს ნაკბენი დავითვალე.
ნახევარ საათში შეწითლებული ნაკბენები თითქმის აღარ მეტყობოდა, მერე
საერთოდ გაქრა. და საბოლოოდ ხომ ისედაც ყველაფერი მთავრდება...

57

უფლის ძიება, ჩვეულებრივი, ამქვეყნიური საერო წეს-ჩვეულებების შეცვლას


იწვევს. ღმერთის ძიებაში უარს ამბობ ვნებებზე, იმაზე, რაც ასე გიზიდავდა და
მიილტვი სიძნელისკენ. ივიწყებ შენთვის საყვარელ და ნაცნობ ჩვევებს, იმ
იმედით, რომ რაღაც უფრო დიდს შემოგთავაზებენ იმის სანაცვლოდ, რაც
მიატოვე. მსოფლიოში ყველა რელიგიას კარგი მოწაფის საერთო განსაზღვრება
აქვს – ადრე დგება და შენი ღმერთისთვის ლოცულობს, აფასებს და ფეხდაფეხ
მიჰყვება შენს ღირსებას, კარგი მეზობელია, პატივს სცემს საკუთარ თავს და
სხვებსაც, შენი ძლიერი სურვილების კარგი შემსრულებელია. მოდი, ყველა
შევთანხმდეთ, რომ დაძინება ადვილია, და ბევრი ჩვენგანი ასე აკეთებს, მაგრამ
ათასწლეულებია, რაც ზოგს ურჩევნია მზის ამოსვლამდე ადგეს, სახე დაიბანოს
და სალოცავად წავიდეს. სიგიჟის მთელი დღის განმავლობაში კი, მთელი მეორე
დღე ცდილობ, რწმენას ჩაებღაუჭო.

ამ ქვეყნის ღვთისმოშიშნი, ჩატარებული რიტუალის სანაცვლოდ არავითარ


სიკეთეს არ ითხოვენ. უამრავი წმინდა წერილი და მრავალი მღვდელი ქადაგებს,
რა შედეგი მოჰყვება შენ მიერ ჩადენილ სიკეთეს (ან გვაშინებენ იმ სასჯელით,
რაც ჩვენს ცოდვებს მოჰყვება), მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი ბედის
ამბავია, რადგან ჯერ დასასრული არავის უნახავს. ღვთის რწმენა
შრომისმოყვარეობაა, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. რწმენა კი, გამოხატვის
საშუალება, რომელიც გათქმევინებს: «მე ვაღიარებ სამყაროს და მინდა
ყველაფერი წინასწარ ჩავიკრა გულში, რისი გაგებაც ამ წუთში არ შემიძლია».
მიზეზი გვაქვს, რომ ვახსენოთ ღვთაების ცნება. ეს «რწმენის ნახტომია»,
უძლიერესი ნახტომი გონივრულობიდან შეუცნობლობამდე, და სულაც არ
მადარდებს როგორ ბეჯითად ცდილობს ყველა რელიგია, დაგსვას წიგნების

184
გროვასთან და წმინდა წერილის საშუალებით დაგიმტკიცოს, რომ მათი რწმენა
გონივრულია. თუ რწმენა რაციონალურია, მისი ზუსტი განსაზღვრება ისევ და
ისევ რწმენა უნდა იყოს.

რწმენა მრწამსია, რასაც ვერ ხედავ ან ვერ ამტკიცებ, ან ვერ ეხები. ის მოსიარულე
სახეა – პირველი და სრული – სიჩქარე წყვდიადში. ჩვენ წინასწარ,
დანამდვილებით ვიცით ყველა პასუხი, ცხოვრების მნიშვნელობისა და ღმერთის
ბუნებაზე და ჩვენი სულების ბედ-იღბალზე. ჩვენი მრწამსი არც რწმენის
ცვალებადობაა და არც გაბედული ჰუმანურობის აქტი, ის მხოლოდ... ანგარიშიანი
დაზღვევის პოლისია... მომწყინდა, ტუჩები დამისკდა ემპირიული დებატებით.
გაგონებაც აღარ მინდა ამისა. ნაკლებად მაინტერესებს სიცხადე, მტკიცება და
გარანტიები. მე მხოლოდ ღმერთი მსურს... უფალი... მინდა, ღმერთი ჩემში იყოს.
მინდა, ჩემს სისხლდენას წყლის ზედაპირზე მობანავე მზის სხივივით შეერწყას...

58

ჩემი ლოცვები თანდათან აწონ-დაწონილი და სპეციფიკური ხდება. მგონი, არ


შეიძლება მლოცველი ამ ქვეყნიდან გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ზარმაცია.
ყოველ დილით მედიტაციამდე, მუხლებზე მდგომი რამდენიმე წუთი
ვესაუბრები ღმერთს. აშრამში მოსვლის დღიდანვე, ხშირად სისულელეებს
ვჩმახავ ამ ღვთიურ საუბრებში. როგორი დაღლილი, დაბნეული და მოწყენილიც
ვიყავი, ისეთივე ლოცვებიც მქონდა. მახსოვს, ერთხელ როცა მუხლებზე დავეშვი
და შუბლით იატაკს შევეხე, ლუღლუღით მივმართე შემოქმედს: «არ ვიცი, რა
მინდა... მაგრამ შენ რაღაც იდეები უნდა გქონდეს... ჰოდა, გააკეთე რამე,
გააკეთებ?» ხშირად ამდაგვარი საუბარი მაქვს ჩემს პარიკმახერთან, მაპატიეთ,
უხეირო აზრებისთვის.

წარმოიდგინეთ, ღმერთი ისეთ მლოცველთან, რომელსაც მორკალული წარბები


აქვს და პასუხს აძლევს: «ისევ დამიძახე, თუკი სერიოზულად გადაწყვეტ ამას».
რა თქმა უნდა, ღმერთმა უკვე იცის, რაც მჭირდება. საკითხავია – მე თუ ვიცი?
უიმედო სასოწარკვეთილებაში ღვთის ფერხთით დავარდნილი როდესაც ხარ,
ზეციერმა ყველაფერი იცის – კარგიც და ცუდიც. უამრავჯერ მიცდია თვითონ
185
გამოსავლის პოვნა, მაგრამ საერთოდ სჯობს, სანამ რაიმეს მოიმოქმედებ, უფრო
მეტი მიიღო გამოცდილებიდან. ერთი შესანიშნავი იტალიური ხუმრობა არსებობს
ღარიბ კაცზე, რომელიც ყოველდღე მიდის ეკლესიაში და უდიდესი წმინდანის
ქანდაკების წინ ლოცულობს, ევედრება: «წმინდაო, გევედრები, გევედრები,
გევედრები... მოიღე წყალობა და მომაგებინე ლატარია». ეს გოდება ოთხი თვე
გრძელდებოდა. ბოლოს მოთმინებიდან გამოსული ქანდაკება გაცოცხლდა,
გადმოხედა მთხოვნელს და დაღლილმა გაბრაზებით უთხრა: «შვილო ჩემო,
გევედრები, გევედრები, გევედრები, იყიდე ბილეთი!» ლოცვა
ურთიერთდამოკიდებულებაა. ამ დროს ნახევარი საქმე ჩემი გასაკეთებელია.

თუ ტრანსფორმაცია მინდა, მაგრამ თავს არაფრით ვიწუხებ, როგორღა


შემისრულდება? მლოცველის სარგებლის ნახევარი თვით თხოვნაშია, ნათლად
გამოხატული და კარგად მოფიქრებული განზრახვა. თუ ამას ვერ მოახერხებ,
ყველა შენი მუდარა და სურვილი უფხო, დაუხვეწავი და უსიცოცხლო
აღმოჩნდება. შენს ფეხებთან იტრიალებს ცივ, ნისლიან ამინდში და ვერასდროს
წამოდგება. ახლა ყოველ დილით ვფიქრობ, რა განსაკუთრებული თხოვნა მაქვს.
ტაძარში მუხლებზე მდგომს სახე ცივ მარმარილოზე მაქვს დადებული და
დიდხანს ვუნდები სათქმელის ჩამოყალიბებას. თუ ვგრძნობ, რომ გულწრფელი
არა ვარ, მაშინ მანამ ვრჩები იატაკზე, ვიდრე ამას არ მივაღწევ. ის, რამაც გუშინ
იმუშავა, ბოლომდე არ ამართლებს დღეს. ლოცვა გაცვეთილი, უაზრო და
ჩვეულებრივი ხდება, თუ ყურადღებას მოადუნებ. დიდი ძალისხმევა უნდა, რომ
ფხიზლად იყო. მე მგონია, ზედამხედველის პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ
საკუთარ სულს წაეშველო. ბედ-იღბალი, ესეც ურთიერთობაა – თამაშია
ღვთაებრივ წყალობასა და გაკერპებულ თვითმიღწევას შორის.

ნახევრად უნდა აკონტროლო სიტუაცია. ნახევარი შენს ხელთაა, თუ სწორად


მიჰყვები საქმეს, და კარგი შედეგიც გარანტირებულია. ადამიანი ღმერთის
მარიონეტი როდია, არც მთლად თავის თავის უფალია. ის ორივე ერთადაა.
ცხოვრებაში ჩვენ ცირკის აკრობატებივით დავხტივართ, ორმაგ სიჩქარეს
ვარეგულირებთ. ორ ცხენზე ვზივართ, ერთი ჩვენი ბედია, მეორე კი,
თავისუფალი ნება. ყოველ დღეს, ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ თავს,
რომელი ცხენი რომელს წარმოადგენს. რომელ ცხენზე არ უნდა ვიდარდო,
რადგან ვერ ვაკონტროლებ და რომელი იმყოფება ჩემს იურისდიქციაში... მე
შემიძლია გადავწყვიტო, როგორ გავატარო დრო, ვისთან მქონდეს ურთიერთობა,
ვის გავუყო სარეცელი, ცხოვრება, ენერგია და ფულია. შემიძლია ავირჩიო საკვები,
186
წიგნი და სასწავლო მასალა. შემიძლია გარკვეულწილად უბედური შედეგები
განვჭვრიტო ჩემს ცხოვრებაში, გავიაზრო კრახი თუ წარმატება. მაგრამ ისეთ
შემთხვევაში, როდესაც ყველაზე ოპტიმისტურ ხედვის წერტილს ვერ ვაღწევ,
შემდეგ მეტისმეტად განვიცდი. ისიც შემიძლია, ჩემი გარეგნობა სურვილისამებრ
შევიცვალო. შემიძლია, ხმის ტემბრი და ლაპარაკის ტონი შევარჩიო სხვებთან
საუბრისას. უმეტესად საკუთარ ფიქრებს ვირჩევ გონივრულად. ბოლო
კონცეფცია კი, ჩემთვის სრულიად ახალია. ტეხასელმა რიჩარდმა გონებაში
ჩამიბეჭდა ეს, სწორედ მაშინ, როდესაც ვწუწუნებდი, რომ «ჯიშების გამოყვანას»
ვერ ვეშვებოდი. მან მითხრა: «სუსნია, შენი ფიქრები ტანსაცმელივით უნდა
შეარჩიო ყოველდღე და ისე ჩაიცვა. ეს ის ძალაა, რომელსაც შენ ფლობ. თუკი ასე
გიჭირს გაკონტროლება, გონებასთან მეტი იმუშავე. ეს ერთადერთია, რისი
კონტროლიც საჭიროა. ყველაფერს შეეშვი ამის გარდა. რადგან თუ სწორად ფიქრს
არ მიეჩვევი, მთელი ცხოვრება შარში გახვეული იქნები». ერთი შეხედვით,
შეუსრულებელი მისიაა, ფიქრების კონტროლი განა ასეთი ადვილია?
წარმოიდგინეთ, ეს რომ შეგეძლოთ... ეს ხომ უარის თქმა ან თავის შეკავება არ
არის. თავშეკავება და უარი მხოლოდ მოჩვენებითი იარაღია იმისა, რომ
უარყოფითი ფიქრები არასოდეს მოდის შენთან. რიჩარდი რაზეც საუბრობს, ეს
უბრალოდ ამ უკანასკნელთა გამოცნობა, მათი მიზეზების დადგენა და დიდი
მოწიწებით განდევნაა... ეს ისეთი სამუშაოა, რაც ნებისმიერი ფსიქოლოგიური
თერაპიისას, ნებისმიერისთვის პანაცეაა... შეგიძლია, გამოსასწორებელ კლინიკას
მიმართო იმისათვის, რომ გაიგო, საიდან მოგდის ასეთი აზრები. შეგიძლია,
სპირიტუალური ვარჯიშები მოიშველიო მათ დასაძლევად. მათი განდევნა
ერთგვარი მსხვერპლშეწირვაა, ძველი ცოდვების მოშორება, ძველი წყენინების
დავიწყება, მშობლიური ვინიეტების [ვინიეტი (ფრანგ.) – წიგნის (ხელნაწერის) ან
მისი რომელიმე ნაწილის თავში ან ბოლოში დართული ორნამენტი, ნახატი.]
დათრგუნვა. რა თქმა უნდა, მეცადინეობა და ძალისხმევა სჭირდება ყველაფერს...
ეს ის სწავლება არ არის, რაც გაგიგია და რისკენაც ოსტატი მოგიწოდებს. ეს
მუდმივი სიფხიზლეა... განუწყვეტელი... ძალების გამოცდა. გარდაუვალი
აუცილებლობა... იტალიურად მას Devo farmi le ossa ეწოდება და ნიშნავს «ჩემს
ძვლებს თავი უნდა მოვუყარო». ამდენად, სიფხიზლეს მივმართე და მთელი
დღეა, ამ რეჟიმში ვარ. დღეში 700-ჯერ ვიმეორებ: «აღარასოდეს მივცემ
თავშესაფარს უხეირო ფიქრებს». ყოველ წამს, როდესაც ისინი თავს იჩენენ,
ვიმეორებ და ვიმეორებ: «აღარასოდეს მივცემ თავშესაფარს უხეირო ფიქრებს».
პირველად როცა ეს წარმოვთქვი, ჩემმა შინაგანმა ხმამ სიტყვა «თავშესაფარი»

187
იუკადრისა. ის სახელზმნაც არის და არსებითი სახელიც. თავშესაფარი და
ნავსაყუდელი, ის ადგილი, სადაც ხიზანი თავს შეაფარებს. ჩემს გონებაში ეს
ადგილი განსხვავებულად დავხატე. ცოტათი ქარისგან დანგრეული, კარგ
ადგილას, შესაფერისი სიღრმით. ჩემი გონების თავშესაფარი ღია ყურეა, რომელიც
მხოლოდ ჩემს საკუთარ კუნძულთან მიშვებს, ახალგაზრდა, ვულკანურ
კუნძულთან, ნაყოფიერსა და საიმედოსთან. ამ კუნძულზე ბევრი ომი მოხდა და
ახლა ახალი მეთაური ჰყავს, ჩემი სახით, რომელმაც სიმშვიდე მოუტანა და ახალი
პოლიტიკა შეიმუშავა მის დასაცავად. დაე, ამ სიტყვამ ზღვები გადაცუროს, მას
დიდი კანონმდებლობა ახლავს იმისა, თუ ვის შეუძლია ამ თავშესაფარში
შესვლა... აქ მეტად ვეღარ მოხვალთ ბოროტ ფიქრთა შავი გემებით, მონებით...
საომარი ხომალდებით... ყველაფერს უკან გააძევებენ, საიდანაც მოვიდა,
იქითკენ! ნებისმიერ ფიქრს, რომელიც გაბრაზებული და მოშიმშილე
დევნილებით, უკმაყოფილო პამფლეტისტებით, მეამბოხეებით, მოძალადე
მკვლელებით, სასოწარკვეთილი მეძავებით, მაჭანკლებით, მეამბოხე უბილეთო
მგზავრებით არის სავსე, შეუძლია უკან გაბრუნდეს! კანიბალური ფიქრები
აღარასოდეს მიიღებიან. არ დაიშვებიან გასაგებ მიზეზთა გამო! მისიონერთა
გულისხმიერება სათანადოდ გაშუქდება. ეს მშვიდობიანი ნავსაყუდელია, მშვიდ
და ამაყ კუნძულთან შესასვლელი მხოლოდ ახლაღა იწყებს სიმშვიდის
მოპოვებას. თუ ამ კანონებს დაემორჩილებით, ჩემო ძვირფასო ფიქრებო, მაშინ,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გონებაში. თუ არადა, კუდის ქნევით
გაგაბრუნებთ იქ, საიდანაც მობრძანდით! ეს არის ჩემი მისია. და ის არასოდეს
დასრულდება...

59

ჩვიდმეტი წლის ინდოელ გოგოს, ტულსის დავუმეგობრდი. ჩემთან ერთად


ხეხავს ყოველდღე ტაძრის იატაკს. დილაობით აშრამის ბაღში ვსეირნობთ,
უფალსა და ჰიპ-ჰოპზე ვსაუბრობთ – ეს ორი რამ არის, რასაც ტულსი ერთნაირად
ერთგულებს. ტულსი ყველაზე საყვარელი გოგონაა ინდოელ წიგნის ჭიათაგან,
ვინც კი მინახავს... ანიმაციურ სტილში გაწყობილი სათვალე კიდევ უფრო

188
საყვარელს ხდის, თვითონ რომ სფექებს [სფექები – Spectacles (ინგლ.) –
სათვალე.] უწოდებს და წინა კვირაში გატეხა, მაგრამ მაინც არ იხსნის... ტულსი
იმდენად საინტერესო და უცხოა ჩემთვის, მგონია, ვერასოდეს ამოვწურავ...
თინეიჯერი, ქალაბიჭა, ინდოელი გოგონა, ოჯახის მთავარი მეამბოხე, რომელიც
ღმერთით ისეა გატაცებული, მოსწავლე გოგონას ჰგავს, თავის კლასელ ბიჭზე
მთლიანად რომ დაუკარგავს ჭკუა. ინგლისურად სწრაფად და მუსიკალურად
ლაპარაკობს, ისე, როგორც მხოლოდ ინდოელებს ძალუძთ, მხოლოდ ინდოელები
ამბობენ კოლონიის მცხოვრებისთვის დამახასიათებელ სიტყვებს, «საუცხოო!» და
«სისულელე!»; ზოგჯერ კი, საუცხოოდვე მჭევრმეტყველებენ: «დილაობით
ნამიან ბალახზე ფეხშიშველი თუ გაივლი, სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად
და სასიამოვნოდ დაიწევს». ერთხელ, როდესაც ვუთხარი, რომ მეორე დღეს
მუმბაიში მივდიოდი, ტულსიმ საგულდაგულოდ დამმოძღვრა: «ფრთხილად
იყავი, გეთაყვა, ავტობუსები გიჟებივით დაქრიან». ასაკით მასზე ორჯერ უფროსი
ვარ, ზომითაც, ფაქტობრივად ორჯერ მეტი. ბოლო დროს, სეირნობისას,
ქორწინებაზე დაგვჩემდა ლაპარაკი. მალე თვრამეტის გახდება, სრულუფლებიანი
და პერსპექტიული სარძლოა. შემდეგ ის, სარიში გამოწყობილი დაესწრება
ოჯახის ყველა ღონისძიებას, ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მის ქალობაში
შესვლას. მშვენიერი «დეიდები» დაუმშვენებენ მხარს, ბევრ კითხვას დაუსვამენ,
უკეთ რომ გაიცნონ: «რამდენი წლის ხარ? რას საქმიანობს შენი ოჯახი? რას
აკეთებს მამა? რომელ უნივერსიტეტში აბარებ? რას მეტყვი შენს ინტერესებზე?
დაბადების დღე როდის გაქვს?» მერე, ტულსის მამა ამ ქალბატონისგან წერილს
მიიღებს მისი შვილიშვილის სურათითა და ასტროლოგიური სქემით, რომელიც
დელიში კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის. კითხვა კი ასეთი იქნება:
«შენს გოგონას არ უნდა ჩემს ბიჭს ცოლად გაჰყვეს?» ტულსი ამბობს: «დამერხა!»
თუმცა, მისი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია ქალიშვილების კეთილად
გათხოვება. მისმა დეიდამ, ღმერთს მადლობა თავის გადაპარსვით შესწირა,
რადგან ოცდარვა წლის ქალიშვილი, როგორც იქნა, გაათხოვა. თუმცა მისი გოგონა
მაინცდამაინც ადვილი გასათხოვებელიც არ იყო. რთული ხასიათი ჰქონდა.
ტულსის ვკითხე, რა შეიძლება იყოს ინდოელი ქალისთვის დაბრკოლება
გასათხოვებლად-მეთქი. მან კი ჩამომითვალა: «თუ ზოდიაქოს ცუდი ნიშნის
მატარებელია; თუ ძალიან ასაკოვანია; თუ მეტისმეტად მუქი კანი აქვს; თუ
მეტისმეტად განათლებულია და მასზე ჭკვიანის მოძებნა ჭირს. დღესდღეობით
ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან არ შეიძლება ცოლი ქმარზე განსწავლული იყოს.
კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, თუ გოგონას ურთიერთობა ჰქონდა სხვასთან და

189
ამის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის... მაშინ, ნამდვილად ძნელია მისი
გათხოვება».

ახლა საკუთარ ბიოგრაფიას გადავხედე და ვეცადე, ჩემი პიროვნება ინდური


საზოგადოებისთვის მომერგო. არ ვიცი, ჰოროსკოპი კარგი მაქვს თუ ცუდი,
მაგრამ აშკარად გადაბერებული ვარ და მეტისმეტად განათლებული... რაც ჩემს
ზნეობრივ მახასიათებლებს შეეხება, რაც გადამხდენია, ყველაფერი სააშკარაოზე
იყო გამოტანილი და ვეღარაფრით დაიმალება... მოკლედ, მაინცდამაინც ტაციაობა
არ ატყდება ჩემზე. თუმცა ღია ფერის კანი მაქვს. ერთადერთი რამ, რაც ხელს
მაძლევს... ტულსი თავისი ერთ-ერთი ბიძაშვილის ქორწილში უნდა წასულიყო
გასულ კვირას და მონდომებით შემომჩივლა (ინდოელებისგან განსხვავებით!),
როგორ ვერ იტანს ქორწილებს, იმ თავიანთ ცეკვასა და ჭორაობას, იმ გაპრანჭვასა
და გამოკაზმვას. ურჩევნია აშრამში ხეხოს იატაკი და მედიტაციის ღრმა მორევში
ჩაიძიროს სიამოვნებით, ვიდრე იმ სისულელეში გაყოს თავი. ოჯახში კი ვერავინ
უგებს. ღვთისადმი მისი ასეთი ერთგულება არ ჰგონიათ ნორმალური. «ოჯახში მე
უკვე ზედმეტად განსხვავებულად და გარიყულადაც კი ვგრძნობ თავს. ისეთი
რეპუტაცია ჩამომიყალიბდა, თითქოს ერთს რომ მეუბნებიან, აუცილებლად
მეორეს ვაკეთებ. თუმცა ახლა მომიწევს. ისეთ კოლეჯში დავდივარ, სადაც
თვითონ გადავწყვიტე სიარული, დაინტერესებული ვარ და იმიტომ.
ფსიქოლოგიის შესწავლა მინდა. აი, ჩვენს გურუსავით... მე რთული ბუნების
გოგონად ვარ მიჩნეული, თუ რიგიანად არ შემაგულიანე, ისე არაფერს გავაკეთებ.
დედას ესმის ჩემი და საინტერესო მიზეზებს იგონებს ხოლმე, მაგრამ მამას არა...
ისიც ცდილობს, წამახალისოს, მაგრამ მისი არგუმენტი არასოდესაა ხელჩასაჭიდი
და საინტერესო. ხანდახან მიკვირს, განა რას ვაშავებ ისეთს, რომ არავის ვგავარ
ჩემს ოჯახში». ტულსის ბიძაშვილი, რომელიც გასულ კვირას დაქორწინდა,
ოცდაერთი წლის გახლავთ, მისი და რიგში დგას და მხოლოდ ოცი წლისაა. ეს იმას
ნიშნავს, რომ დროა, ტულსიმაც შეარჩიოს საქმრო... ვკითხე, თუ გათხოვდებოდი
ახლა-მეთქი... «არავითარ შემთხვევაში!» – მიპასუხა მკვახედ. სახე კი ისე
მოექუფრა, მზის ჩასვლამდე ვერ გაასწორა... «მე შენსავით ბოდიალი მინდა».
«ჰო, მაგრამ, ტულსი, მე ამის პრობლემა არ მაქვს, ყოველთვის ხსნილი მქონდა
გზა. თანაც ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი». შუბლშეჭმუხნილი მიყურებდა
გატეხილი სათვალიდან, გამომცდელი სახით, თითქოს, მეთქვას, ადრე
შავგვრემანი ვიყავი-მეთქი და ახლა, გონებაში ამის წარმოსახვას ცდილობს...

– შენ და გათხოვილი? ამას ვერ წარმოვიდგენ!..


190
– მართალი რომ არის?

– შენით დაუსვი ქორწინებას წერტილი?

– ჰო...

– დიდებული საქმე ჩაგიდენია. ახლა ისეთი ბედნიერი ჩანხარ... ალბათ, ამად


ღირდა. მაგრამ მე რა ვქნა? საერთოდ, რატომ დავიბადე ინდოელ გოგონად? რა
შეურაცხმყოფელია ასეთ ოჯახში ცხოვრება და ამდენ ქორწილში სიარული!

ამის შემდეგ, იმედგაცრუებული ტულსი აშრამის კედლებში წრეზე დარბოდა და


იქაურობისთვის საკმაოდ ხმამაღლა ყვიროდა: «ჰავაიზე მინდა ცხოვრება!!!!»

60

ტეხასელი რიჩარდი ერთხელ იყო დაქორწინებული, ორი ვაჟი შეეძინა. ახლა უკვე
კაცები არიან, მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ხანდახან რიჩარდი ყოფილ
ცოლს იუმორით ახსენებს, ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს მასზე. ცოტათი
შემშურდა მისი, რა ბედნიერია, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრობს
განქორწინების შემდეგაც კი. ჩემი ამბის ყველაზე დიდი უბედურებაც სწორედ ეს
არის, ნებისმიერი გაშორებული წყვილის მეგობრობისა წარმოუდგენლად მშურს.
ხანდახან წყვილის ცივილიზებული განშორება მართლა რომანტიზმის ზეიმი
მგონია. «რა სასიამოვნოა... ალბათ, როგორ უყვარდათ ერთმანეთი», – ასეთი
შეძახილებით... ერთ დღესაც თავი ვეღარ შევიკავე და რიჩარდს ვუთხარი, ისეთი
სიყვარულით მოიხსენიებ შენს ყოფილ თანამეცხედრეს, ალბათ ჯერ კიდევ არ
ხარ გულგრილი მის მიმართ-მეთქი. უდარდელად მიპასუხა, არაო. მას რომ
ჰკითხო, სახელი შევიცვალე და ვირიშვილი დავირქვიო. ამ ვაჟბატონს
დამიხედეთ! კიდევ ერთხელ შემიპყრო შურმა და ახლა უკვე მის
გულგრილობაზე. ჩემი ყოფილი მეუღლეც იმავეს ფიქრობს, მაგრამ ეს გულს
შუაზე მიგლეჯს. მან ვერაფრით მაპატია, რომ დავტოვე... რა მნიშვნელობა აქვს,
რამდენჯერ დავემხე მის ფეხებთან, რამდენჯერ მოვუხადე ბოდიში, რამდენი
ნაბიჯის გადადგმას ან რამდენის შეთავაზებას ვაპირებდი დანაშაულის

191
გამოსასყიდად. ის არასოდეს მეტყოდა, შენი პატიოსნებითა და გულუხვობით
აღფრთოვანებული ვარ და ნამდვილად სასიამოვნოა შენთან განშორებაო.
შედეგად კი, გულში მოურჩენელი იარა დამრჩა, რომელიც, ყველაზე მხიარულ
წუთებშიც კი მახსენებდა თავს და კარგა ხანს ვერ დავივიწყე. მას ჯერ კიდევ
ვეზიზღები. ეს კი ალბათ უსაშველოდ გამაწამებს. ერთ დღესაც, აშრამში ჩემს
ახალზელანდიელ მეგობარს ვუამბობდი ჩემი განქორწინების ამბავს. ეს ბიჭი
წყალსადენის ოსტატია. გაუგია, რომ მწერალი ვარ და დიდხანს მეძებდა, რომ
ეხარებინა, მეც მწერალი ვარო! იგი ლექსებს წერს, ბოლო ხანს ახალ ზელანდიაში
საშინელებათა ჟანრის მემუარი გამოაქვეყნა, სახელწოდებით:
«ახალზელანდიელი წყალსადენის ოსტატის წინ გადადგმული ნაბიჯი სულიერ
მოგზაურობაში».

სწორედ ამ ახალზელანდიელმა პოეტმა და წყალსადენის ოსტატმა,


ირლანდიელმა მერძევემ, თინეიჯერმა, ქალაბიჭა ტულსიმ და ვივიანმა, ჭარმაგი
ასაკის ქალბატონმა, თხელი ჭაღარა თმითა და დამატყვევებელი, იუმორით
აღსავსე თვალებით (ეს ქალი მონაზონი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან)
ჩემ გარშემო უახლოესი მეგობრების წრე შეკრეს... ვერც კი წარმოვიდგენდი
ინდურ აშრამში ასეთი მრავლისმეტყველი და საინტერესო პერსონაჟები თუ
დამხვდებოდნენ...

ერთ დღესაც, სადილობისას, ქორწინებაზე ვსაუბრობდით. ახალზელანდიელმა


პოეტმა თქვა, «როგორც ვხედავ, ქორწინება ორი ადამიანის ერთმანეთზე
მიკერების ოპერაციაა, განქორწინება კი ამპუტაციას ჰგავს, რომელიც დიდხანს არ
შუშდება. რაც უფრო ხანგრძლივია ქორწინება, მით სასტიკია ამპუტაცია და მისი
მორჩენაც უფრო რთულდება». შესაბამისად, განშორების შემდეგი პერიოდი
პოსტამპუტაციურ შეგრძნებებს იწვევს, სწორედ ისეთს, მე რომ ბოლო
რამდენიმე წელია, ვერაფერი მოვუხერხე. ასე რომ, კვლავ ვიქნევ იმ მოჩვენებით
კიდურს, მუდმივად უხეშად რომ ვურტყამ თაროებს და კედლებს. ტეხასელმა
რიჩარდმა მითხრა, შენ კარგად თუ ხარო? როგორ უნდა მისცე შენს ყოფილ ქმარს
იმის ნება, რომ დარჩენილი ცხოვრება გაგიკონტროლოსო. ვუპასუხე, ჯერ
წესიერად არაფერი ვიცი-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ყოფილ ქმარს უფლება
ჰქონდა, ჩემს პატიოსნებაზე გამოეთქვა პრეტენზია, მე კი ჯერ კიდევ თვალებში
შევჩერებოდი, როდის მომიტევებდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას
მომცემდა. ირლანდიელმა მერძევემ ასეთი დასკვნა გამოიტანა: «იმ დღის
დადგომის ლოდინი დროის რაციონალურად გადანაწილებას სულაც არ ნიშნავს».
192
«აბა, რა გითხრათ, მეგობრებო? როგორც შემიძლია ისე ვებრძვი სინდისის
ქენჯნას, როგორც ქალების უმეტესობა – ჭაღარას».

ყოფილმა კათოლიკე მონაზონმა (მას ბევრი უნდა სცოდნოდა დანაშაულისა და


მონანიების შეგრძნებაზე) ყურიც არ მათხოვა. «სინდისის ქენჯნა შენი ეგოს
იარაღია, რომ მორალური პროგრესის შეგრძნება დაგეუფლოს. თავი არ დაუხარო,
ჩემო ძვირფასო».

«ჩემი განქორწინების საქმის გაურკვევლობა და უთავბოლობა გულს მირევს. ღია


ჭრილობასავითაა, შეხორცება რომ არასოდეს უწერია».

«თუ მოინდომებ, მოახერხებ! არ უნდა ჩააშხამებინო საკუთარი წვეულება», –


დამამშვიდა რიჩარდმა.

«ოდესმე უნდა დასრულდეს ეს სისულელე. ნეტავ, ვიცოდე, როგორ», –


ამოვიოხრე.

სადილის დასრულებისას, ახალზელანდიელმა პოეტმა ხელში მოკლე ბარათი


ჩამიცურა. შეხვედრას მინიშნავდა; რაღაც უნდოდა ეჩვენებინა. ამდენად, საღამოს
სამედიტაციო ქვაბულებთან შევხვდი. გამომყევი, შენთვის საჩუქარი მაქვსო.
მთელი აშრამი გადამატარა, რაღაც შენობაში შემიყვანა, სადაც არასოდეს
ვყოფილვარ, კარი გახსნა და უკანა კიბით ზემოთ ამიყვანა. ეტყობოდა, კარგად
იცნობდა აქაურობას. კონდიცირების სისტემა მოაწესრიგა. კიდევ ერთი კარი
შეგვხვდა, რომელიც რაღაც კომბინაციით უნდა გაეღო, სწრაფად გაართვა თავი.
გასაოცარ ადგილას მოვხვდით, კრამიტის სახურავზე; მთვარის შუქზე ისე
კიაფობდა, თავი საცურაო აუზის ფსკერზე მეგონა. იმ სახურავიდან მინარეთში
გადამიყვანა. მართლა... შემდეგ, კიდევ ახალი ვიწრო კიბე გამოჩნდა, რომელიც
კოშკის სულ, უკიდურეს წვერში ადიოდა.

– ახლა მე უნდა დაგტოვო. შენ ზემოთ უნდა ახვიდე. დარჩი იქ, სანამ
დასრულდება, – მითხრა მან.

– რა დასრულდება?! – ვკითხე.

ოსტატმა (თუ პოეტმა) უბრალოდ გამიღიმა. ფარანი მომაწოდა. «გამომართვი,


რომ უსაფრთხოდ ჩამოხვიდე ძირს, როდესაც დამთავრდება». დაკეცილი
ფურცელიც მოაყოლა და წავიდა. კოშკის წვერზე ავძვერი. აშრამის უმაღლეს
193
წერტილზე ვიდექი. ინდოეთის ხეობის მთელი სანახაობა ხელისგულზე მქონდა.
სოფლის მიწები უკიდურეს სიშორეზე იშლებოდა. მივხვდი, რომ არ იყო ეს ის
ადგილი, სადაც სტუდენტები პაემანზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ისეთი
ლამაზი იყო იქაურობა... შეიძლება, ჩემი გურუ სწორედ აქედან უმზერს მზის
ჩასვლას, მზე კი, ზუსტად ამ წუთში, ჩემ თვალწინ ჩადიოდა. საღამოს სიო
თბილი იყო. დაკეცილი ფურცელი გავხსენი და კითხვა დავიწყე:

თავისუფლების დირექტივები:

ცხოვრების მეტაფორები უფლის ქადაგებიდან მოდის.

ეს-ეს არის, სახურავზე აძვერი. შენსა და უსასრულობას შორის, ამ წუთში


არაფერია. ჰოდა, გათავისუფლდი.

დღე იწურება. დროა, რაღაც ლამაზი სხვა უფრო მშვენიერით შეიცვალოს. ჰოდა,
გათავისუფლდი.

შენი სურვილი ყველაფრის მოგვარებისა, ლოცვა იყო. აქ რომ ხარ, ეს ღვთის


პასუხია. გათავისუფლდი და უცქირე ვარსკვლავების გადმობრძანებას აქეთ-
იქიდან..

სულითა და გულით ითხოვე წყალობა და გათავისუფლდი.

სულითა და გულით აპატიე საკუთარ თავს. აპატიე მასაც და დაეხსენი.

დაე, შენი ყველა განზრახვა არაფრის მომცემი ტანჯვისგან გათავისუფლებას


გიქადდეს. შემდეგ კი, გათავისუფლდი.

შეხედე, დღის სიცხე როგორ გარდაისახა ღამის სიგრილეში. გათავისუფლდი.

ურთიერთობის კარმა [კარმა (სანსკრიტ.) – ქმედება, მოქმედება, მოქმედების


ნაყოფი. ინდური ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ცნება, ავსებს მოძღვრებას
გარდასახვის შესახებ.] თუ მორჩა, მხოლოდ სიყვარული რჩება. ეს უსაფრთხოა.
გათავისუფლდი.

194
წარსულის ლანდებს რომ დაეხსნები და ამოისუნთქავ, ჩამობრძანდი ქვემოთ და
ახალ ცხოვრებას სიხარულით შეუდექი.

პირველი რამდენიმე წუთი სიცილს ვერ ვიკავებდი. მთელი ქვეყნის ხეობებს


ზემოდან დავყურებდი, მანგოს ხეების ქოლგები ჩემ ქვემოთ გაშლილიყო და ქარი
ისე მიწეწავდა თმას, დროშასავით მიფრიალებდა. ვუყურე მზის ჩასვლას, შემდეგ
ზურგზე დავწექი და ვარსკვლავთცვენას ვაკვირდებოდი. სანსკრიტულად პატარა
ლოცვაც წავიღიღინე. ვიმეორებდი ჩაბნელებულ ცაზე ყოველი ვარსკვლავის

გამოჩენისას. თითქოს ვეძახდი და ისინიც მოდიოდნენ. თუმცა, მერე ისეთ


ტემპში დაიწყეს ცეკვა-თამაში, ვეღარ დავეწიე. სულ მალე ცის კაბადონი მათი
ბრწყინვალებით მოიჭედა. ჩემსა და ღმერთს შორის მხოლოდ... არაფერი იყო.
თვალი დავხუჭე და ვთქვი: «უფალო ღმერთო, მიჩვენე, როგორ მივუტევო და
დავნებდე. ამდენი ხანია, ჩემს ყოფილ მეუღლესთან საუბარი მინდოდა, თუმცა
ამას ალბათ არასოდეს დაადგებოდა საშველი. მე მხოლოდ კარგი შედეგის და
მშვიდობიანი კონსენსუსისკენ მივილტვოდი, მინდოდა ერთად შეგვეჯერებინა
ჩვენი ქორწინების ნაკლოვანებები, გაგვეგო ერთმანეთისთვის და მიგვეტევებინა
მთელი ის ტრავმები, რაც ერთმანეთს ამ მახინჯი განშორებით მივაყენეთ. თუმცა
ამდენმა კონსულტაციამ, ამდენმა მედიტაციამ და სხვა საშუალებებმა საკუთარ
თავში უფრო მეტად ჩაგვკეტა და პატიების უნარი მოგვისპო. აი, ეს გვჭირდა
ორივეს. ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ
თუკი იოტისოდენა დანაშაულის შეგრძნებაც კი გიღრღნის გულს, არც
მედიტაციას აქვს აზრი და არც არანაირი ზღვრის გადალახვა მოხდება შენში.
გულისწყრომა მოწევასავითაა. ის თუ პირდაპირ ფილტვებზე გადის, ვნებს, ეს
სულს ერჩის. ერთი ნაფაზიც კი მავნებელია. არ მახსოვს, რომელ ლოცვაშია,
«მოგვანიჭე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა». თუმცა, ადამიანს თავისუფალი
ნებაც გააჩნია, სულ არ იდარდოს ცოდვებზე, დაეხსნას უფალს და ბედის
უკუღმართობაში სხვა დაადანაშაულოს. ასე უფრო ადვილია. იმ ღამეს უფალს
მთელი არსებით ვევედრებოდი, მოეცა ჩემთვის ექსმეუღლესთან კომუნიკაციისა
და ურთიერთპატიების საშუალება, რაც არსებული რეალობიდან გამომდინარე,
თითქმის შეუძლებელი იყო. ვიწექი იქ, მთელი სამყაროს თავზე, სრულიად
მარტო. მივენდე მედიტაციას და ველოდი პასუხს. არ ვიცი, ამ ლოდინში რამდენი
საათი გავიდა. გავაცნობიერე, რომ ძალიან ვუღრმავდებოდი ყველაფერს. გინდა

195
მასთან ლაპარაკი? ჰოდა, მიდი და ელაპარაკე! ახლავე. პატიება გსურს? მიუტევე,
რათა მოგიტევონ! ახლავე. მომაგონდა, რამდენი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან
უპატიებელი. მომაგონდა, რამდენს მოუკვეთავს გულიდან უახლოესი მეგობარი,
დედმამიშვილი, შეყვარებული ან თუნდაც შვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ
ყოვლისშემძლე გრძნობას ვერ მოაბეს თავი. ან როგორ გადაურჩნენ გაწყვეტილი
ურთიერთობის დაუსრულებელ ტკივილს? სწორედ იმ ადგილას ვპოვე პასუხი.
ყველას შეუძლია საკუთარი საქმე თავადვე მოაგვაროს. შიგნიდან. არათუ
შეუძლია, ხელეწიფება კიდეც!

ჩემდა გასაოცრად, ერთი გაუგონარი რამ ჩავიდინე. ჩემი ყოფილი მეუღლე


სწორედ იმ სახურავზე დავპატიჟე ინდოეთში. ძალიან შევევედრე,
დიდსულოვნება გამოეჩინა და გამოსათხოვარი საღამო ზუსტად ამ ადგილას
გაეტარებინა ჩემთან ერთად. დაველოდე მის ჩამოსვლას. მოვიდა. ცხადად
ვიგრძენი მისი მოსვლა. პრაქტიკულად, მისი სუნი მცემდა. ვუთხარი, გამარჯობა,
საყვარელო-მეთქი. კინაღამ ავტირდი, თუმცა, დროულად შევუძახე თავს.
ცრემლი სხეულის ნაწილია, ამ ადგილს კი, ინდოეთში, სადაც ორ სულს პაემანი
ჰქონდა დანიშნული, სხეულთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ის ორი
ადამიანიც კი, რომელთაც სალაპარაკო ჰქონდათ ერთმანეთთან, ადამიანები აღარ
იყვნენ. არც საუბარი იყო საჭირო. ყოფილი მეუღლეებიც აღარ ერქვათ მათ. სად
გაქრა, არცთუ ისე ჯიუტი, მგრძნობიარე, ორმოც წელს გადაცილებული
ამერიკელი მამაკაცი და ოცდაათს გადაცილებული ქალი?.. სად გაქრა ის ორი
მეამბოხე სული, ამდენი წლის განმავლობაში ფულზე, სექსსა და ავეჯზე რომ
დაობდნენ?.. შეკავშირების ამ ეტაპზე ამ ორმა ლურჯმა სულმა ფანტასტიკურად
გაუგო ერთმანეთს. ისინი გათავისუფლდნენ სხეულისგან, კომპლექსებისგან,
ძველ სირთულეთაგან, ამოვიდნენ სახურავზე უსასრულო სიბრძნის
შესაგრძნობად. ჯერ კიდევ მედიტაციის მდგომარეობაში ვაკვირდებოდი ამ
სულებს. როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს და როგორ ერთნაირად მიიწევდნენ
სრულყოფილებისკენ. მათ დიდი ხანია, ყველაფერი იცოდნენ, იციან და
ეცოდინებათ მარადის. მათ არ სჭირდებოდათ ერთურთის პატიება. ისინი ხომ
საპატიებლად მოევლინნენ ქვეყნიერებას. დიდებული გაკვეთილი ჩამიტარეს:
«დარდი გაუშვი, ლიზ, შენი როლი ამ ურთიერთობაში დასრულდა, ახლა
საკუთარ ცხოვრებას მიხედე». კარგა გვიანი იყო, თვალი რომ გავახილე და
ზუსტად ვიცოდი, ყველაფერი მორჩა! არა მხოლოდ ქორწინება ან განშორება,

196
არამედ ყველა დარდი და მწუხარება, რაც მათთან იყო დაკავშირებული...
თავისუფლება ვიგრძენი.

მინდა, დავაზუსტო: ეს გაკვეთილი იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემს ყოფილ


მეუღლეზე მეტად აღარ ვიფიქრებდი, უბრალოდ, ვისწავლე, როგორ უნდა
გადავანაწილო ჩემი ფიქრები და ემოციები და როცა კი მოვიდოდნენ, ვიცოდი,
როგორ უნდა დავხვედროდი მზად. თორემ, ძველი ცხოვრების მოგონებები ჩემს
ფიქრებში ისევ მოვიდოდა და უთუოდ ყოველთვის მოვა. ახლა კი, ძლიერი ვარ.
როდესაც მომადგებიან, ვიცი, როგორ უნდა გავაბრუნო უკან. ვიცი, რომ უნდა
გავუშვა იქ, სადაც ის ორი მოლურჯო სული დაფარფატებს, რომელთაც უკვე
გადასარევად ესმით ყველაფერი. ამისთვის არსებობს რიტუალი. სულიერებასთან
დაკავშირებულ ყოველ ცერემონიალს სწორედ ის დატვირთვა აქვს, რომ
ყველაფერი, რაც ჩვენს შინაგან ბუნებას ასახიჩრებს, ისე დავაბალანსოთ, აღარ
მივცეთ შიდა სამყაროს დამძიმების საშუალება. თავდაცვის ასეთი რიტუალური
ადგილი ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება. და მჯერა, რომ ყველას, რომელი
კულტურის მატარებელიც უნდა იყოთ თქვენ, გაგაჩნიათ თვითგადარჩენისა და
საკუთარი სულის წამლობის თქვენეული რიტუალი, რომელშიც სრულიად
თავისუფალი ხართ. და ალბათ, ყველანი, საბოლოოდ, ისევე უყრით თავს
საკუთარ რესურსებს, როგორც ამას გულუხვი წყალსადენის ოსტატი და პოეტი
ახერხებს. თუ ცერემონიალში სულსა და გულს ჩადებთ, ღმერთი აუცილებლად
შეისმენს თქვენს ვედრებას და წყალობას არ მოგაკლებთ. ღმერთი მოწყალეა.
წამოვიწიე და ჩემი გურუს სახურავზე, თავისუფლების აღსანიშნავად ხელებზე
დავდექი. მტევნებს ქვეშ მტვრის ბღუჯებს ვგრძნობდი. სხეულის შიგნით კი,
ძალასა და წონასწორობას. ფეხისგულებზე ღამის სიო სასიამოვნოდ
მელამუნებოდა. ხელებზე დადგომის ეს რიტუალი ყველა მოკვდავს შეუძლია
გააკეთოს. ხელები ყველას გვაქვს და მასზე დადგომა თუ მოგვესურვა, ამას
ვერავინ დაგვიშლის. სწორედ ეს არის ჩვენი პრივილეგია და მოკვდავი სხეულის
სიხარული. და კიდევ, ამისთვის გვჭირდება ღმერთი. მას ხომ ჩვენი ხელების
მეშვეობით უყვარს საგნების შეგრძნება...

61
197
ტეხასელი რიჩარდი დღეს გაფრინდა ოსტინში. აეროპორტამდე გავაცილე.
მოვიწყინეთ. დიდხანს ვიდექით გასაცილებელ ბილიკთან, სანამ
სარეგისტრაციოში შევიდოდა. «ახლა რაღა ვქნა, ლიზ ჯილბერტი რომ აღარ
მეყოლება სამასხარაოდ?» – ამოიოხრა.

– აშრამში კარგი გამოცდილება მიიღე, ხომ მართალია? სულ სხვა ხარ, ლიზ... რა
შედარებაა, რამდენიმე თვის წინ როგორი დათრგუნვილი იყავი. ახლა კი, როგორც
ჩანს, თვითონვე დაგითრგუნავს შენი დარდები, ასე რომ ებრძოდი, – ეს რიჩარდი
იყო.

– ბოლო დროს, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რიჩარდ!…

– ხომ გახსოვს, მთელი შენი ვარამი კართან გელოდება, გასასვლელში. რას იზამ,
წასვლისას ისევ გაჩერდები და ხელში აიყვან?

– არა, არ ავიყვან.

– კარგი გოგო ხარ...

– შენ არც კი იცი, როგორ მიშველე, – ვუთხარი, – ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ,
თმიანი ხელებით და ჭუჭყიანი ფეხის ფრჩხილებით.

– ჰო, ჩემი ფეხის ფრჩხილები ვიეტნამის ომის შემდეგ ვერ მოვიდნენ გონს,
საწყლები...

– უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.

– უამრავმა ბიჭმა დაისახიჩრა თავი. მათთვის მართლაც ბევრი ცუდი რამ მოხდა.
მე ფეხები მაინც შემრჩა, სხვა თუ არაფერი. არა, ჩემო პატარა, მე ამ ცხოვრებაში
ერთი გვარიანი ინკარნაცია გავიარე. შენც. არ დაგავიწყდეს ეგ. შეიძლება შემდეგ
ცხოვრებაში ის ინდოელი ქალი იყო, გზის გადაღმა ქვებს რომ ისვრის. ცხოვრება
გართობა როდია. დააფასე რაც გაგაჩნია. მადლიერების გრძნობა გამოიმუშავე.
უკეთ იქნები და მეტსაც იცოცხლებ. და, სუსნია, გამიწიე ერთი სამსახური,
განაგრძე ცხოვრება, კარგი?

– კარგი...

198
– ვგულისხმობ იმას, რომ შეიყვარე ვინმე. უმკურნალე გულს დროის მეშვეობით,
მაგრამ საბოლოოდ, არ დაგავიწყდეს, რომ აუცილებლად უნდა გაუყო ის ვიღაცას.
შენს ცხოვრებას ნუ აქცევ ყოფილი მეუღლის მემორიალურ ძეგლად.

– არა, არ ვაქცევ, – ვუთხარი. უცბად, ვიგრძენი, რომ მართალს ვამბობდი. ძველი


ტკივილები ჩემ თვალწინ კნინდებოდა და ფერმკრთალდებოდა, დროის მანქანა
მძლავრობდა და კიდევ უფრო შინაგანად ვგრძნობდი ღვთის წყალობას. შემდეგ
რიჩარდმა ისევ ამოიღო ხმა. სადღაც, უფრო ძირეულ სინამდვილეში
გადამისროლა: «საბოლოო ჯამში, ჩემო გოგო, თუ გინდა ვიღაცას გაუმკლავდე,
ვინმე სხვას უნდა ამოეფარო».

გამეცინა. «კარგი, რიჩარდ, გავითვალისწინებ. წადი ახლა ტეხასში».

«თუ არადა, ერთ ადგილას დგომით ბევრს ვერაფერს მოიგებ», – მითხრა ბოლო
სიტყვა და გაძვალტყავებულ ინდურ აეროპორტს მოავლო თვალი.

62

რიჩარდი გავაცილე. გზად აშრამისკენ, უკვე ვაცნობიერებ, რომ მეტისმეტად


ბევრს ვლაპარაკობ. მართალია, ცოტა არც არასოდეს მილაპარაკია, მაგრამ რაც
აშრამში ჩამოვედი, ენა არ გამიჩერებია. აქ კიდევ ორი თვე უნდა გავჩერდე და
სულაც არ მინდა, სულიერად ამაღლების მთელი შესაძლებლობა უსაფუძვლო
ჭორაობასა და რატრატში გადავყარო. ძალზე გასაოცარია ჩემთვის იმის აღმოჩენა,
რომ ეს წმინდა თავშესაფარი კოქტეილის წვეულებას დავამსგავსე. მე არა
მხოლოდ რიჩარდთან ვყბედობდი, ყველას ვეჭორავებოდი, ვინც აშრამში
მხვდებოდა. კიდევ ერთ რამეში გამოვიჭირე თავი. აშრამში, წარმოიდგინეთ,
უფრო მეტი ნაცნობების გასაჩენად შეხვედრებს ვუნიშნავდი ხალხს.
ვეუბნებოდი: «უკაცრავად, დღეს ვერ შეგხვდებით, საქშისთან ერთად უნდა
ვისადილო. იქნებ სამშაბათისთვის გადავდოთ?» ეს ჩემი ჩვეული სტილია. ასე
ვცხოვრობ. მაგრამ ამ ბოლო დროს სულიერ ვალდებულებებზე გამიჩნდა რაღაც
მოსაზრებები. შინაგანი სრულყოფილების ყველაზე თვალსაჩინო საშუალება
მარტოობა და სიწყნარეა. ასეა ოდითგანვე. საუბრის კონტროლი გეხმარება

199
სიტყვების რაციონალურად გადანაწილებაში. თუნდაც იმაში, რომ სამყარო არ
დააბინძურო უაზრო სიტყვებით. ამის ნაცვლად კი, ჭეშმარიტებითა და
ნეტარებით აავსო. ჩემი გურუს მასწავლებელი, სვამიჯი, აშრამში სიჩუმის
არბიტრი გახლდათ. მკაცრად მოითხოვდა სიჩუმეში მგზნებარედ გადაშვებას. იგი
სიჩუმეს ერთადერთ რელიგიას უწოდებდა. სასაცილო ის არის, ამ ერთადერთ
ადგილას, სადაც სიჩუმემ უნდა იმეფოს და ზეობს კიდეც, ენას არ ვაჩერებ და
ლაპარაკის მეტს არაფერს ვაკეთებ. ჰოდა, გადავწყვიტე, სოციალური კურდღელი
სულაც აღარ ვიყო. აღარ ვირბენ წინ და უკან, აღარ ვიჭორავებ, აღარ ვიანცებ.
პროჟექტორის ქვეშ საუბრის გაბმა, სიტყვების თამაში სანაძლეოს დადებისას,
რამდენიმე პენის მოგებით უნდა დამთავრდეს. დროა, შევიცვალო. ახლა,
როდესაც რიჩარდი წავიდა, ჩემი გამოცდილება მთლიანად უნდა დამეტყოს
საქციელზე. ადვილი სულაც არ იქნება, რადგან აშრამში სიჩუმე უმთავრესია.
საზოგადოება მთელი გულით დაგიჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებაში და
მთლიანად დაგეხმარება ყურადღების მოკრებაში. წიგნების მაღაზიაში პატარა
გულსაკიდები იყიდება, რომელსაც შეგიძლია დააწერო: «მდუმარებაში
ვიმყოფები». ვაპირებ, ვიყიდო ის გულსაკიდები. ოთხი ცალი მაინც.

და მეც, აშრამისკენ მიმავალ გზაზე, ოცნებაში წავედი, რომ წარმოვიდგინე,


როგორ ლამაზად შევინარჩუნებ ამიერიდან სიჩუმეს. ისე დავდუმდები, ყველაზე
ცნობილი გავხდები. ჩემზე ხელით მიანიშნებენ, ეს ის ჩუმი გოგონააო.
ზედმიწევნით დავიცავ აშრამის განრიგს. ვიტრაპეზებ მარტო, მედიტაციას
მივენდობი, ტაძრის იატაკს თავაუღებლად გავხეხავ. გარე სამყაროსთან ჩემი
ურთიერთობა მარტოოდენ სათნო ღიმილი იქნება, რაც შიგნიდან, ღვთისმოსავი
ნეტარების წყალობით გამოიბრწყინებს. ხალხი ჩემზე ილაპარაკებს. ერთმანეთს
ჰკითხავენ, ვინ არის ის მდუმარე გოგონა, ტაძრის ბოლოში, მუდმივად
მუხლებზე დამდგარი რომ ხეხავს იატაკსო. არასოდეს ლაპარაკობს, ისეთი
მოუხელთებელია, ისეთი მისტიკურიო... წარმოდგენაც არა მაქვს, როგორი ხმა
აქვსო... გვერდით ისე ჩაგივლის, ვერც მიხვდები, რომ ჩაგიარაო. სიოსავით
მსუბუქად მოძრაობს, ისეთი ნარნარია... ალბათ, მედიტაციის მუდმივ
მდგომარეობაში იმყოფება და ღმერთს ესაუბრებაო... ის ხომ ყველაზე ჩუმი
გოგონაა, ვინც კი ოდესმე მინახავსო...

200
63

შემდეგ დილით, მარმარილოს იატაკს ვხეხავდი, ვიდექი მუხლებზე და (ჩემს


წარმოდგენაში) მდუმარების წმინდა ელვარებას ვასხივებდი. პატარა ბიჭუნა
მოვიდა, ჩემთვის რომ ემცნო, სევას ოფისში გიბარებენო. სევა თავდაუზოგავი
ღვთის მსახურების დაკანონებულ წესებს ნიშნავს სანსკრიტულად (ამ წუთში
საქმე იატაკის მოხეხვას ეხებოდა). სევას ოფისს მთელ აშრამში სამუშაოს
გადანაწილება აბარია.

მეც ინტერესით წავბოდიალდი, გამიკვირდა, რად მიბარებდნენ. მაგიდასთან


სასიამოვნო ქალბატონი იჯდა. მკითხა: «ელიზაბეტ ჯილბერტი თქვენ
ბრძანდებით?» გავუღიმე და უთბილესი ნეტარებით დავუქნიე თავი. რა თქმა
უნდა, მდუმარედ. ქალმა მომახსენა, რომ ჩემი მოვალეობები შეიცვალა.
მენეჯმენტის სპეციალური მოთხოვნისამებრ, იატაკი აღარ უნდა მეხეხა, არამედ
ახალი თანამდებობა მიბოძეს. თუ გაშიფრავთ, მისი სახელწოდება ასეთია –
«გასაღების მფლობელი».

64

აშკარად, სვამიჯის ახალი ხუმრობა იყო. მოუნდა გოგონას მდუმარებაში ყოფნაო!!

აშრამისთვის სრულიად ბუნებრივი და დამახასიათებელია ამგვარი რამ. რაგინდ


გრანდიოზული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც უნდა გეგონოს თავი ან
გინდოდეს, რომ გახდე, მდგომარეობა ისე შეიცვლება, სვამიჯი წამსვე
დაგანახვებს, სინამდვილეში რას წარმოადგენ. არ ვიცი, სიცოცხლეში რამდენჯერ
უთქვამს, ჩემს გურუს რამდენჯერ გაუმეორებია მისი გარდაცვალების შემდეგ,
უფალი შენში ცხოვრობს შენთან ერთადო. როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ
გავითავისე და ვერ შევიგრძენი.

შენთან ერთად!..

201
თუკი ამ იოგაში წმინდა სიმართლე მართლაც არსებობს, ეს აზრი მთლიანად
ჩარჩოში აქცევს. უფალი ჩვენში იმგვარად ცხოვრობს, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.
ის დაინტერესებულია, როგორ წარმოვაჩენთ თავს, გვაკვირდება, ჩვენი ქცევა თუ
ემთხვევა ჩვენეული, მწირი ფანტაზიით წარმოდგენილ სულიერების კანონებს.
რატომღაც ასე წარმოგვიდგენია, რომ წმინდა ცხოვრებისთვის რაღაც
განსაკუთრებული, დრამატული და მასობრივი ცვლილებებია საჭირო.
მაგალითად, საკუთარი თავის დათრგუნვა. ეს აღმოსავლური «მცდარი
აზროვნების» კლასიკური მაგალითია. სვამიჯის თქმით, ყოველი «უარმყოფელი»
მუდმივად ნახულობს რაღაც ახალს, უარსაყოფად. თუმცა, საბოლოოდ, ის ამით
სიმშვიდეს კი არა, დეპრესიას აღწევს. ის მუდმივად მოგვიწოდებდა, რომ
სიმკაცრე და უარყოფა არ არის ის, რაც ჭეშმარიტად გვჭირდება. უფალთან თუ
ახლოს ყოფნა გსურს, მისგან სიშორეზე უნდა თქვა უარი. სხვა მხრივ კი, უნდა
დარჩე ის, რაც ხარ. ამდენად, მე ჯერ ვერ მივხვდი, ვინ ვარ. აშკარაა, აშრამში
მეცადინეობა მომწონს, მაგრამ ეს დაუოკებელი სურვილი, სიმშვიდის
აღმაფრენაში უფლის პოვნისა და სიოსავით ნარნარისა?.. რა ადამიანი ვარ ამ
დროს? იქნებ, სადღაც სატელევიზიო გადაცემაში მინახავს მსგავსი და
სინამდვილეში კი, შინაგანად მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ ასეთი ვერასოდეს
ვიქნები... ყოველთვის გატაცებული ვიყავი აჩრდილისებური, ნარნარი
სულებით... ყოველთვის მინდოდა მშვიდი ვყოფილიყავი. ალბათ იმიტომ, რომ
არასოდეს ვყოფილვარ. აი, კიდევ, სქელ, მუქ თმაზე ვგიჟდები... ალბათ იმიტომ,
რომ არა მაქვს და არც არასოდეს მექნება... შინაგან სიმშვიდეს იმის მეშვეობით
უნდა მიაღწიო, რაც ღმერთმა მოგცა. საჭირო რომ ყოფილიყო, სქელ, მუქ თმასაც
მაჩუქებდა, მაგრამ... არ მაჩუქა... ჰოდა, გადავწყვიტე, თავი ისეთი შევიყვარო,
როგორიც ვარ... როგორც სექსტუსმა, [სექსტუს ემპირიკუსი – ბერძენი
ფილოსოფოსი, ასტრონომი და ექიმი.] პითაგორას დროინდელმა ფილოსოფოსმა
თქვა: «ბრძენი კაცი ყოველთვის საკუთარ თავს ჰგავს. ეს იმას სულაც არ ნიშნავს,
რომ მოწიწებული და ღვთისმოშიში არ უნდა ვიყო. სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
ღმერთის სიყვარულში მთლიანად არ უნდა დავიწვა და დავიფერფლო... ან იმას,
რომ კაცობრიობას არ ვემსახურო მთელი არსებით... ან იმას, რომ მუდმივად არ
მივილტვოდე პიროვნული ზრდისკენ... არ ვაცოცხლებდე ღირსებებს და არ
ვთრგუნავდე მანკიერებას... სულაც არ ვაპირებ სამეფო რანგის მეჯლისის
მოცეკვავე ქალბატონი გავხდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ჩვევებს,
მეტყველებას და ნაკლოვანებებს არ გავაკონტროლებ. პირიქით, ყოველთვის
ვეცდები, ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო. ერთი სიტყვით, მუდმივად

202
მმართებს საკუთარ თავზე მუშაობა. დიახაც, ლაპარაკი მიყვარს. მაგრამ ამდენი
გინება არ არის საჭირო. არც უნებლიე სიცილი. საკუთარ თავზე ამდენი
ლაპარაკიც სრულიად ზედმეტია. კიდევ ერთი კონცეფცია: იქნებ სხვების
ლაპარაკში აღარ ჩავერიო და სიტყვა არ გავაწყვეტინო? სხვა არაფერი
იგულისხმება ამ დროს თუ არა: «ჩემი სათქმელი იმაზე გაცილებით
მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე თქვენ გვთავაზობთ», ან კიდევ: «ჩემი
ღრმა რწმენით, მე თქვენზე გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ».

ეს უმსგავსობა უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანი ზომებია გასატარებელი.


მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, მიუხედავად მისი მიმზიდველობისა, რაც
უნდა ვეცადო, მაინც ვერასოდეს მივაღწევ «მდუმარე გოგონას» სტატუსს. ხომ
უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე... მაგალითად, როდესაც იმ ქალბატონმა
სევას ცენტრში ახალი თანამდებობა და გასაღები გადმომცა, მომახსენა, რომ ამ
პოზიციას შესაბამისი მეტსახელი სჭირდებოდა, როგორიც არის «პატარა,
ბარაქიანი სუზი», და რომ ამ სამუშაოს შემსრულებელი უნდა იყოს კონტაქტური,
ცოცხალი და მუდამ მოღიმარი.

რაღას ვიზამდი? ხელი მორიდებულად ავწიე, ჩემს სასაცილო ილუზიებს


დავემშვიდობე და ხმამაღლა ამოვთქვი: «თქვენს განკარგულებაში მიგულეთ,
მადამ!»

65

ამ გაზაფხულს აშრამში მედიტაციის რიტუალების მთელი სერიებია დაგეგმილი.


თითოეული სამედიტაციო კურსისას, მსოფლიოს ქვეყნებიდან დაახლოებით ასი
ფანატიკოსი ჩამოდის 7-10 დღით, მედიტაციაში დასახელოვნებლად. მე კი მათი
მოვლა მაბარია, სანამ აქ იქნებიან. მონაწილეები მათი აქ ყოფნის დროს, თითქმის
მუდმივ მდუმარებაში იქნებიან. მათ, ვინც ცხოვრებაში პირველად გადის ამგვარ
პრაქტიკას, დიდი ძალისხმევა მართებთ. ამდენად, მე ერთადერთი ვიქნები
აშრამში, ვისთანაც შეეძლებათ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. ნამდვილად...
ჩემი ოფიციალური საქმიანობა ლაპარაკია... ჯერ უნდა მოვუსმინო, მათ
პრობლემებზე ინფორმაცია მივიღო და შემდეგ ვურჩიო, როგორ მოიქცნენ...
203
მნიშვნელობა არა აქვს, რა აწუხებთ. იქნებ მათი ოთახის რომელიმე ბინადარი
ღამღამობით ხვრინავს... ან იქნებ კლიმატთან დაკავშირებული ნაწლავური
პრობლემები აწუხებთ და სურთ, ექიმს ეჩვენონ... მე უნდა დავეხმარო მათ ამ
ყველაფერში... ყველას სახელი უნდა ვიცოდე. უნდა ვიცოდე, საიდან მოდიან...
ამიტომ დავდივარ, ყველაფერს ვინიშნავ და ჩანიშნულს ვითვალისწინებ. «მე
ჯული მაკკოი ვარ, იოგის კრუიზის ხელმძღვანელი». და ყველაფერი გასაგებია...

მედიტაციის კურსები იწყება და კარგად ჩანს, ჩემი სამუშაოსთვის რამდენად


შესაფერისი ვარ. ვზივარ მისაღებ მაგიდასთან, სახელი გულზე მაწერია. ოცდაათი
სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრები ჩამოდის, ზოგი პირველად, ზოგსაც თვითონაც არ
ახსოვს, მერამდენედ... დილის ათი საათია, ტემპერატურა ლამის 100 გრადუსია
უკვე და ეს ხალხი მთელი ღამის ნამგზავრია... ზოგი ისე დადის წინ და უკან,
თითქოს წარმოდგენაც არა აქვთ, აქ რას აკეთებენ. რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს
გასხივოსნებისა და ზღვრის გადალახვის სურვილი, მათ თითქმის დავიწყებული
აქვთ აქ მოსვლის მიზეზი და ალბათ ჰგონიათ, ბარგი კუალა-ლუმპურში [კუალა-
ლუმპური – მალაიზიის დედაქალაქი.] დაკარგეს. სწყურიათ, მაგრამ არ იციან,
წყალს დალევენ, თუ ვერა. შიათ, მაგრამ არ იციან, რომელ საათზეა სადილი, ან
სად შეიძლება კაფეტერიის პოვნა. არასწორად არიან შემოსილნი, სინთეტიკის
ტანსაცმელი აცვიათ, მძიმე, თბილი ჩექმები... ამ სიცხეში... არ იციან, აქ ვინმე თუ
საუბრობს რუსულად... მე ცოტა რუსული მესმის... რაღაცით შემიძლია
დავეხმარო. ამისთვის სათანადოდ ვარ შეიარაღებული. თუ რამ მისწავლია
ცხოვრებაში, თუ რაიმე სირთულე გადამილახავს, თუ რაიმე სიმაღლე დამიპყრია,
ყველგან, ჩემმა მგრძნობიარე ინტუიციამ საბოლოოდ ერთი მიზნისკენ წამიყვანა,
– უნდა წავიკითხო კარგ ადამიანთა გრძნობები და მათ რთული ამოცანის
ამოხსნაში დავეხმარო. ვუყურებ ამ ხალხს, ზოგი მექსიკიდან ჩამოდის, ზოგი
ფილიპინებიდან, ზოგიც აფრიკიდან, დანიიდან, დეტროიტიდან... ისეთი
შეგრძნება მაქვს, როგორც ფილმში «მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებშია»,
სადაც რიჩარდ დრეიფუსი და ყველა დანარჩენი მკვლევარი, კოსმოსური
ხომალდის ჩამოსვლის შემდეგ უაიომინგის შუაგულში გაიყვანეს, თვითონ ვერ
გაიგეს რა მიზეზით. გაოცებული და მოხიბლული ვარ მათი სიმამაცით. ამ ხალხმა
ოჯახები დატოვა რამდენიმე კვირით, რომ ინდოეთის სრულიად უცხო და
უდაბურ ადგილებში განმარტოებას მისცემოდნენ. ყველას არ შეუძლია ასე
მოიქცეს. ეს ხალხი ძალდაუტანებლად, დაუფიქრებლად მიყვარს, ყველაზე
გონებაშეზღუდულებიც კი. მე მათ ნევროზს სრულიად ჩემეულად ვგრძნობ და

204
ცხადად ვხედავ, რამხელა შიშსა და მღელვარებას განიცდიან შვიდდღიანი
მედიტაციის წინ. მიყვარს ის ინდოელი კაცი, კანონის დარღვევით რომ მოდის
ჩემთან და მამცნობს, რომ მის ოთახში, ოთხინჩიან განეშას ქანდაკებას [ინდური
წმინდა ქანდაკება.] ცალი ფეხი აკლია. კაცი გააფთრებულია. ფიქრობს, ეს ცუდის
ნიშანია. უნდა, რომ ბრაჰმანი ქურუმი მოვიდეს და «ტრადიციული
დასუფთავების» ცერემონიისას ეს ქანდაკება იქიდან მოაშოროს. მე მოთმინებით
ვუსმენ, შემდეგ კი, ჩემს ქალაბიჭა ტულსის ვუშვებ საქმეზე, სანამ ის კაცი
ისადილებს, ქანდაკება ოთახიდან რომ გააქროს. მეორე დღეს შეტყობინებას
ვუგზავნი, რომ იმედი მაქვს, გატეხილი ქანდაკება ნერვებს აღარ უშლის, თავს
უკეთ გრძნობს და გარდა ამისა, თუ სხვა რამეში კიდევ დავჭირდები, ნებისმიერ
დროს მზად ვარ დასახმარებლად. ის, უზარმაზარი შვების მომგვრელი ღიმილით
მაჯილდოებს. უბრალოდ, ეშინია... ეშინია ფრანგ ქალსაც, რომელსაც ალერგიის
ძლიერი შემოტევა აქვს... არგენტინელ მამაკაცს, რომელსაც ჰათჰაიოგას
დეპარტამენტის წარმომადგენელთან სურს შეხვედრა საკონსულტაციოდ, ანუ
როგორ დაჯდეს სწორად მედიტაციის დროს ისე, რომ მუხლი არ ეტკინოს,
უბრალოდ ეშინია... ყველას ეშინია... ისინი სიჩუმეს თავიანთ სულსა და გონებაში
ინარჩუნებენ. ყველაზე გამოცდილი მედიტატორისთვისაც კი უცხოა ეს ადგილი.
აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მათი გზამკვლევი ორმოცდაათს
გადაცილებული მონაზონია, რომლის ყოველი ჟესტი და სიტყვა თანაგრძნობას
გამოხატავს, თუმცა მათ მაინც ეშინიათ, რადგან, რაგინდ მოსიყვარულეც უნდა
იყოს ეს მონაზონი, ის მათ ყველგან ვერ წაჰყვება. ვერც ვერავინ წაჰყვება
ყველგან. კურსის დაწყებისას, ჩემი ამერიკელი მეგობრისგან ელექტრონული
წერილი მივიღე. ის «ნეიშენელ ჯეოგრაფიკის» არხისთვის ფილმებს იღებს
ველურ ბუნებაზე. მითხრა, რომ «უალდორფ-ასტორიაში» «მოგზაურთა კლუბის»
წარმომადგენლებთან ერთად ისადილა. აღფრთოვანებული იყო მათი სიმამაცით,
მათ ხომ მრავალჯერ შეაგდეს სასწორზე საკუთარი სიცოცხლე, მრავალი
მიუდგომელი მთის, მდინარის, კანიონის, ოკეანის სიღრმის, ყინულის
მინდვრებისა და ვულკანების შესასწავლად თუ სულაც აღმოსაჩენად... ისიც
მომწერა, რომ რამდენიმე მათგანს სხეულის რაღაც ნაწილიც კი აკლდა: მკაცრმა
წუთისოფელმა, ზვიგენმა თუ ყინვამ რომ წაართვა, ზოგს თითი, ხელისა თუ
ფეხის, ზოგს ცხვირი და ასე შემდეგ... შენ წარმოდგენაც არა გაქვს, რას ნიშნავს
ამდენი მამაცი ადამიანის ერთად შეკრებაო. მე კი ჩემთვის გავიფიქრე, ჯერ კიდევ
არაფერი იცი შენ, ჩემო ძვირფასო მაიკლ-მეთქი...

205
66

მედიტაციის თემა და მიზანი ტურიას მდგომარეობაა, ადამიანის ცნობიერების


მიუწვდომელი მეოთხე საფეხური. იოგების თქმით, კაცობრიობის ისტორიაში
ადამიანები ცნობიერების სამ ძირითად საფეხურს გადიან – გაღვიძების,
სიზმრიანობის და უსიზმრო ღრმა ძილის. არსებობს მეოთხე საფეხურიც. მეოთხე
კი იმ სამ საფეხურთა შემკრები ჯაჭვია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ეს
წმინდა, საზრიანი და გონიერი ცნობიერებაა, მაგალითად, ისეთი, დილით შენს
სიზმრებს შენვე რომ მოგახსენებს. შენ გეძინა, მაგრამ ვიღაც შენს სიზმრებს
აკვირდებოდა. ვინ იყო ეს მოწმე? და საერთოდ, ვინ აკვირდება მუდმივად შენი
გონების ქმედებებსა და ფიქრებს? «უბრალოდ, ღმერთი», – ამბობენ იოგები. და
თუ შენ შეძლებ ცნობიერების მოწმის მდგომარეობაში გარდასახვას, მთელი
ცხოვრება უფალთან ერთად იქნები. აი, როგორ უნდა მიაღწიო ტურიას
მდგომარეობას თუ მუდმივ ნეტარებაში ხარ. ის, ვინც მასში ცხოვრობს, არც
შემაშფოთებელი ფიქრებით იტანჯება და არც ზედმეტი სადარდებელი აქვს.
«წმინდა, სუფთა, თავისუფალი, სულგანაბული, თავდაუზოგავი, უხრწნელი,
მარადიული და დამოუკიდებელი სული... ის უცდის საკუთარ სიდიადეს», –
ამბობს უპანიშადი, იოგას უძველესი წმინდა წერილი ტურიას მდგომარეობის
განმცდელთა შესახებ. უდიდესი წმინდანები, გურუები, ისტორიის დიდი
წინასწარმეტყველები, ყველანი ტურიას მდგომარეობას განიცდიდნენ. ჩვენგან
კი, უმეტესობას დაახლოებით გვიგრძნია მსგავსი რამ. თითოეულ ჩვენგანს,
ცხოვრებაში ორი წუთი მაინც გამოუცდია სრულ ნეტარებაში, გარე სამყაროსგან
სრულიად შორს. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ ჯოს, რომელიც მიწიერ
ცხოვრებას ზურგით მიათრევს. მერე რა? შეიძლება, წყალობით აივსოს,
გაოცებისგან ენა ჩაუვარდეს, ნეტარებით გადაივსოს. მაგრამ ადამიანთა
უმეტესობისთვის ეს მდგომარეობა აქ მოსვლისთანავე ქრება. თითქოს შენს
შინაგან სრულყოფილებას გასაჯავრებლად გაჩვენებენ და შემდეგ სწრაფად
უბრუნდები «რეალობას» და ისევ ისე ეშვები დარდისა და სურვილების ქაოსში.
საუკუნეებია, რაც ადამიანები ამ მდგომარეობის მიღწევას სხვადასხვა
საშუალებით ცდილობენ: სექსის, ნარკოტიკის, ადრენალინის... მაგრამ არაფერი
გამოსდით... ყველანი ბედნიერებას ვეძებთ, თუმცა ტოლსტოის იგავის
206
მათხოვარს ვგავართ, ოქროს ქოთანზე რომ ზის, ყოველ გამვლელს თითო გროშს
ევედრება და სინამდვილეში წარმოდგენაც არა აქვს, რომ მისი ბედი მის ხელთაა,
ანუ მის შიგნით... შენი განძი, ანუ შენი სრულყოფილება უკვე შენშია. მაგრამ, იგი
რომ პოვო, უნდა დაუტევო აკიდებულ მოვალეობებს, უარი თქვა ეგოზე და
სიმშვიდეში შედგა ფეხი. უზენაესი ენერგია – ქუნდალინი შაქტი მიგიყვანს
იქამდე. აი, ყველა ამისთვის მოდის აქ. თავდაპირველად, როდესაც ეს
წინადადება დავწერე, ვიგულისხმე: «აი, რატომ მოდის აქ, აშრამში მსოფლიოს
ასობით და ათასობით ადამიანი, მედიტაციისთვის». რეალურად იოგას ყველა
წმინდანი და ფილოსოფოსი დამეთანხმება, «აი, რატომ მოვიდნენ აქ».
მისტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ღვთიური ნეტარების მიღწევა თითოეული
ადამიანის ცხოვრების არსია. ამისთვის ვირჩევთ «დაბადებას», ამისთვის
განვიცდით ყველა ცხოვრებისეულ ტკივილს და მსოფლიო სევდას... უბრალოდ
იმიტომ, რომ ეს უწყვეტი სიყვარული გამოვცადოთ. და თუკი ამას მიაღწევ,
შეგიძლია, დააკავო ისე, რომ აღარსად გაუშვა? სწორედ მაშინ იქნები ნეტარი...

მე მთელი მედიტაციის პერიოდს აშრამის უკანა მხარეს ვატარებ, ვაკვირდები


მონაწილეებს, როგორ მედიტირებენ ნახევრად ბნელ ოთახში, სრულ სიჩუმეში. ეს
ხომ ჩემი სამსახურია. უნდა დავაკვირდე თუ განიცდიან კომფორტს, თუ
სჭირდებათ დახმარება ან სხვა რამ. მათ სიჩუმის ფიცი დადეს მთელი კურსის
განმავლობაში და ყოველდღიურად ვგრძნობ, როგორ ეშვებიან მთელი არსით
სიმშვიდეში და აშრამიც მათი უმოძრაობითაა გაჯერებული. მათ პატივსაცემად
ჩვენც თითის წვერებზე დავდივართ, სადილსაც კი მდუმარებაში მივირთმევთ.
ჭორაობის ხანა წარსულს ჩაჰბარდა. მე მშვიდი ვარ. ახლა აქ ღამისებური სიჩუმე
დგას. დაახლოებით ისეთი, გამთენიას, 03:00 საათზე შენს თავთან მარტო რომ
ხარ, თუმცა, ეს აშრამმა მოიტანა დღის საათებში. მეც შევყურებ მედიტაციაში
მყოფ ასობით ადამიანს... არ ვიცი, რაზე ფიქრობენ, მაგრამ ვიცი, რას განიცდიან
და მათთვის ვლოცულობ კიდეც... ვევედრები უფალს, მისცეს ყველაფერი ის, რაც
მე მინდოდა და არ მეღირსა. თავად სულაც არ მსურს მათსავით მედიტირება; მე
მათ თვალყური უნდა ვადევნო, საკუთარ სულიერ მოგზაურობაზე კი არ უნდა
ვიდარდო. მაგრამ ყოველდღიურად ვდგები მათი შთაგონების ტალღების თავზე...
ისინი ჩიტებს ჰგვანან, თერმული სიცხე ზემოთ, ზემოთ რომ მიაქვთ, მიწიდან რაც
შეიძლება შორს... უფრო მაღლა, ვიდრე მათ ფრთებს ძალუძთ აფრენა... ერთი
ხუთშაბათის შუადღისას, ჩემი ჩვეულებრივი სამსახურებრივი მოვალეობის

207
შესრულებისას სასწაული მოხდა... ასე გავერიდე ყველაფერს, გადავიჭერი
სამყაროს სხვა პორტალში და პირდაპირ ღმერთის ხელისგულზე აღმოვჩნდი.

67

სხვათა სულიერი მემუარების კითხვის დროს ხშირად იმედგაცრუებული ვრჩები


– ბუდადან დაწყებული, წმინდა ტერეზათი, სუფისტი მისტიკოსებითა თუ ჩემი
გურუთი დამთავრებული. ჩემთვის ცოტათი უცნაურია, სულის ღვთაებასთან
შეერთების მათეული ხედვა და სხვათა შორის, სულაც არ არის
დამაკმაყოფილებელი. ხშირად ენით აღუწერელი, ჭკუიდან გადამყვანი ეპითეტი
შეგხვდებათ რაიმე მოვლენის აღსაწერად. მაგრამ ყველაზე ენაწყლიანი
აღმწერლებიც კი, როგორიც არის რუმი (რომელმაც ყველა ამქვეყნიური სიამე
დატოვა და უფალს შეუერთდა) და ჰაფეზი (რომელმაც თქვა, რომ ის და უფალი
ორ მსუქან კაცად იქცნენ, პატარა ნავში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს
ეთამაშებოდნენ და იცინოდნენ), მათაც კი გამაწბილეს. კითხვა აღარ მსურს.
მინდა ვიგრძნო. შრი რამანა მაჰარში, შეყვარებული ინდოელი გურუ, თავის
მოსწავლეებს ბევრს ესაუბრებოდა ზღვრის გადალახვის შესახებ, ბოლოს კი
მოძღვრავდა, ახლა წადით და პოვეთო. მე კი ვპოვე. სულაც არ მინდა ვთქვა,
ხუთშაბათს, ნაშუადღევს რაც განვიცადე, დაუჯერებელი იყო. თუმცა იყო. მაინც,
ვეცდები ავხსნა. უცბად, ამოუცნობი სივრცისკენ, მწერისხელა ხვრელში გავძვერი
და იმ წამშივე შევიგრძენი სამყაროს მთლიანი არსებობის საიდუმლოება.
დავტოვე სხეული, პლანეტა, გადავაბიჯე დროში და შევედი სიცარიელეში,
მაგრამ თავადვე ვიყავი ის სიცარიელეც. ეს უკანასკნელი შეუზღუდავი
სიმშვიდისა და სიბრძნის ადგილსამყოფელი იყო. იგი შეცნობილი იყო და
გონიერი. ეს სიცარიელე თავად უფალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მასში
ვიყავი. მაგრამ არა სუფთა, ფიზიკური გაგებით, არა ისე, რომ მე, ლიზ ჯილბერტი,
მაინცდამაინც ღმერთის ბარძაყის კუნთში შევძვერი. უბრალოდ, მე მასთან
ერთად, მისი ნაწილი გავხდი. ვიყავი ერთდროულად სამყაროც და მისი უმცირესი
ნაწილაკებიც («ყველამ იცის, რომ ოკეანე წვეთებისგან შედგება, მაგრამ ძალიან
ცოტამ იცის, რომ იმ წვეთებადვე იყოფა იგი», – წერდა საგე კაბირი და სრული
პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სიმართლეა). რასაც მე ვგრძნობდი, სულაც

208
არ იყო ჰალუცინოგენური. ეს ზეცა იყო, დიახ. ეს უღრმესი სიყვარული იყო, რაც
კი ოდესმე განმიცდია, ყველაფრის მიღმა, რაც კი ოდესმე წარმომიდგენია. თუმცა,
სულაც არ ვგრძნობდი ეიფორიას. არც ოდნავ ავღელვებულვარ. ჩემში აღარ
არსებობდა არავითარი ვნება და ეგო. აი, წარმოიდგინეთ, დიდხანს,
თვალებგაშტერებული რომ აკვირდებოდე რაღაც ოპტიკურ მირაჟს და უცბად
შენი გონება იძვრის და აშკარად რაღაცას ხედავ! ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ ორი
ლარნაკი ორ სახედ გადაიქცა. და რაც იმ მომენტში დაინახე, შემდეგში შეიძლება,
ვეღარც იხილო. «ასეა, უფალიც», – ვიფიქრე მე. «კეთილი იყოს შენი ფეხი». ის
ადგილი, სადაც მე ვიყავი, ენისთვის ძალიან რთული აღსაწერია. არც სიბნელე
იყო, არც სინათლე, არც დიდი სივრცე და არც სივიწროვე. არც მაინცდამაინც
ადგილი ერქვა იქაურობას. არც მე ვიყავი «მე». ჯერ ისევ მქონდა ფიქრები, თუმცა,
მორიდებული, მშვიდი და დამკვირვებლური. მხოლოდ იმაში კი არ იყო საქმე,
რომ უყოყმანო თანაგრძნობას განვიცდიდი, გაოცებული ვიყავი კიდეც, ნუთუ
ადამიანს შეიძლება ეგრძნო მსგავსი რამ. ოდნავ მაინც მაწუხებდა კითხვა, ვინ
ვიყავი და რას ვგავდი. შემდეგ გამახსენდა, ქალი ვარ, ამერიკიდან,
ენაგატლეკილი და მწერალი. ეს ყველაფერი ცოტა დრომოჭმულად ჟღერდა.
წარმოიდგინე, როდესაც ხელგეწიფება მთლიანად შეიგრძნო უსასრულობა, ამ
დროს შენი თავი ინდივიდუალურობის ერთ დაფხავებულ ყუთში ჩატენო.
გაოცებული ვიყავი, სად ვეძებდი ბედნიერებას, მთელი ჩემი სიცოცხლე, როდესაც
ნეტარება აგერ, ხელისგულზე მქონდა გადაშლილი... არ ვიცი, რამდენ ხანს
ვეკიდე ამ საუცხოო ერთობაში, როდესაც ერთი გადაუდებელი ფიქრი დამატყდა
თავს, «მინდა ამ მდგომარეობაში სამუდამოდ დავრჩე!» და სწორედ მაშინ
დავიწყე იქაურობასთან განშორება. მხოლოდ იმ ორმა პატარა სიტყვამ დამძრა
უკან, დედამიწისკენ. შემდეგ გონებამ დაიწყო გაპროტესტება – არა! არ მინდა
აქაურობის დატოვება! მე კი ჯიუტად ქვემოთ მივსრიალებდი.

მინდა!

არ მინდა!

მინდა!

არ მინდა!

რამდენჯერაც ამ უიმედო ფიქრებს ვაბოგინებდი, ილუზიის იმდენ შრეს


გავდიოდი და მიწისკენ ვეშვებოდი. კომედიური ფილმის გმირს ვგავდი, მაღალი
209
შენობიდან გადმოხტომისას, ბრეზენტის სხვადასხვა ფენას რომ ასკდება.
უხეირო სურვილებმა დამაბრუნა ჩემს მწირ საზღვრებში, ჩემს მოკვდავ
ჩარჩოებში, შეზღუდულ კომედიურ სამყაროში. ვუყურებდი ჩემი ეგოს
დაბრუნებას, დაახლოებით ისე, როგორც პოლაროიდის სურათს დააკვირდები და
სახის კონტურების მიხედვით საკუთარ თავს ამოიცნობ. უიმედო პანიკამ
მომიცვა. გული გამიტყდა, რომ ღვთიურ ნეტარებას ხელიდან დავუსხლტი და
ამაოებაში დავბრუნდი. ზუსტად ამ დროს, იმ მოწმემ, რომელიც ჩემზე
გაცილებით უფროსი და ბრძენია, თავი გააქნია, გაიღიმა და გაიფიქრა, რომ
ვიცოდე, ნეტარების მდგომარეობა შეიძლება ვინმემ წამართვას, როგორ გგონია,
მას შევიგრძნობდიო? თუმცა მაინც არ ვიყავი ბოლომდე მზად, ის
გამეთავისებინა. მეტი უნდა მემეცადინა. იმ მომენტში კი ღმერთმა თავისით
გამომიშვა, მის თითებს შუა გამომაძვრინა სამყაროს გავლით და თანამგრძნობი,
უთქმელი შეტყობინება გამომიგზავნა: «აქ მხოლოდ მაშინ დაბრუნდები,
როდესაც ბოლომდე შეიგრძნობ, რომ სამუდამოდ დარჩები».

68

მედიტაციის კურსი ორი დღის შემდეგ დასრულდა. ხალხისგან ბევრი ჩახუტება


და მადლიერების სიტყვები მივიღე, თუმცა არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მათთვის,
რომ პირიქით, მათ შეძლეს და წარმოუდგენელი სიმაღლეები დამაპყრობინეს.
შემდეგი ასი კაცი მომდევნო კვირაში ჩამოვიდა. იგივე განმეორდა. იგივე
მეცადინეობა, იგივე სიჩუმე, ყველაფერი იგივე... მხოლოდ სხვა სულები
მონაწილეობდნენ. მე კი ვიჯექი და ვაკვირდებოდი მათ. ზოგჯერ კი მათთან
ერთად ტურიაში გადავეშვებოდი ხოლმე. მოგვიანებით კი სიცილით კინაღამ
დავიხრჩე, როცა მითხრეს, რომ მედიტაციისას მათ მშვიდი, არაამქვეყნიური
ნეტარი ღიმილით გამოვეცხადე». არ ვიცი, ეს აშრამის საბოლოო ხუმრობა იყო თუ
არა. მას შემდეგ, რაც ჩემი ხმაურიანი, ჭორიკანა და სოციუმისმოყვარე ბუნება
მთლიანად მოიცვა გასაღებჩაბარებული დიასახლისის როლმა, შემეძლო
ყველაფერ ამის შემდეგ მდუმარე გოგონა გავმხდარიყავი? იქ ყოფნის ბოლო
დღეებში ზაფხულის საბანაკო განწყობის მელანქოლიამ მოიცვა მთელი აშრამი.
ყოველი დილა იმით თენდებოდა, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ტოვებდა

210
იქაურობას თავის ბარგიანად. ახლები კი აღარ ჩამოდიოდნენ. მაისის პირი იყო,
ინდოეთის ყველაზე ცხელი სეზონი იწყებოდა. ამ ადგილს კი, რა თქმა უნდა,
სიხალვათე დაეტყო. ამდენად, თანამდებობაც შემიცვალეს. ახლა სარეგისტრაციო
ოფისში გადავინაცვლე, სადაც წამსვლელი ხალხის აღრიცხვას ვაწარმოებდი
კომპიუტერში. ოფისში, ჩემთან ერთად მედისონის ავენიუს ყოფილი
პარიკმახერი მუშაობდა. ყოველ დილით ერთად ვლოცულობდით, უფალს
ვუგალობდით. «არ გინდა, ამ გალობას ცოტა ტემპი შევმატოთ და უფრო მაღალი
ოქტავისკენ ავწიოთ? – მკითხა ერთ დილით პარიკმახერმა, – ისე, რომ ქაუნთ
ბეისის გალობასავით არ ვმღეროდე. თითქმის მარტო ვარ აქ. სამედიტაციო
ქვაბულებში, დღეში ოთხ-ხუთ საათს ვატარებ. ვზივარ საკუთარი თავის
განკარგულებაში, კმაყოფილი არსებობით და უხერხულობის გრძნობისგან
თავისუფალი, რომ ვინმეს ვაწუხებ ამ პლანეტაზე. ხანდახან ჩემი მედიტაცია
შაქტის სიურრეალისტურ [სიურრეალიზმი (ფრანგ.) – XX საუკუნის
ლიტერატურასა და ხელოვნებაში ერთ-ერთი უკიდურესი ფორმალისტური
მიმართულება, რომელიც უარყოფს გონებისა და ცდის როლს ხელოვნებაში და
შემოქმედების წყაროს ეძებს ქვეცნობიერების სფეროში (სიზმრებში,
ჰალუცინაციებში, ინსტინქტებში).] ფიზიკურ მეცადინეობას ემსგავსება, მთელი
ხერხემლის ჩართვით და სისხლის ადუღებით. მინდა, მთლიანად გადავეშვა
მასში რაც შეიძლება ნაკლები თავშეკავებით. ხანდახან მშვიდ, ნეტარ
კმაყოფილებას განვიცდი და ესეც კარგია. ჩემს გონებაში მაინც იჭედება
სხვადასხვა აზრი, ფიქრები მაინც ცეკვავენ თავისებურად. თუმცა მათ უკვე
იმდენად კარგად ვუმკლავდები, რომ სრულებით აღარ მაწუხებენ. ისინი
მოსაწყენ, მაგრამ მეტისმეტად ძვირფას მეზობლებს დაემსგავსნენ, მისტერ და
მისის იაკიტის – თავიანთი სამი მუნჯი შვილით. მაგრამ ისინი ჩემს სახლში ვერ
ბატონობენ. ამ სამეზობლოში ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს. სხვა
ცვლილებებიც მოხდა ჩემში ამ ბოლო თვეებში, მაგრამ ჯერ ვერ ვგრძნობ. როგორც
ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომლებიც აშრამში ყოფილან, სანამ იქაურობას არ
დატოვებ, მანამ ვერ მიხვდები, რამდენი რამ შეიცვალაო. «მხოლოდ შემდეგ
მიხვდები, მთლიანად როგორ გადასხვაფერდი», – მითხრა სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკელმა ყოფილმა მონაზონმა. ამ წუთში არც მე ვიცი, როგორ
წარიმართება ჩემი ცხოვრება. ალბათ ისევ უნდა წავიდე იმ ინდონეზიელ
ექიმბაშთან. ნორმალურია ეს? შეიძლება, არის კიდეც... ვინ იცის... მიუხედავად
იმისა, რომ ჩემი მეგობრების თქმით, ცვლილებებს მოგვიანებით ვიგრძნობ, ის
უხეირო აზრები და განუწყვეტელი შფოთი გაქრა. გაღიზიანება, რაც მაგიჟებდა,

211
მეტად აღარ მაწუხებს; უძირო დარდი, რომელიც გასაქანს არ მაძლევდა, ხუთი
წუთითაც კი ვერ მართმევს დროს. მომწამვლელი ურთიერთობები ქარს გავატანე
და უფრო ნათელ, სასარგებლო, სულისთვის მადლის მომტან ხალხს ვუშვებ ჩემს
სამყაროში. წუხელ ვერ დავიძინე. თუმცა მღელვარების გამო არა. უბრალოდ,
მოუთმენლად ველოდი რაღაცას. ჩავიცვი და სასეირნოდ გამოვედი. მთვარე
მადის აღმძვრელად სავსე იყო. ზუსტად ჩემს თავზე ეკიდა. რკალისებურ შუქს
აფრქვევდა გარშემო. ჟასმინის სუნით გაჟღენთილი იყო ჰაერი და კიდევ, იმ
ყვავილის მომწამვლელი სუნით, მხოლოდ ღამის საათებში რომ ყვავის ბუჩქზე,
ღამღამობით. მთელი დღე ნოტიო და ცხელი იყო, ახლა კი მხოლოდ ოდნავღა
შემორჩენილიყო ნესტი და სიცხე. თბილი ჰაერი მდორედ მოძრაობდა და
მხოლოდ მაშინღა გავაცნობიერე, რომ ინდოეთში ვიყავი... ჩემი სანდლებით...

სირბილი დავიწყე. დავხტოდი. ბილიკს მივუყვებოდი და მთვარის სააბაზანოში


მონებივრე ბალახს ფეხით ვთელავდი. სხეული ისეთი ჯანსაღი და ჯანმრთელი
მქონდა მთელი ამ ხნის იოგას ვარჯიშების, ვეგეტარიანული საკვების, ადრე
დაძინებისა და სხვათა წყალობით. სანდლებით ბალახს რომ ვეხებოდი, ასეთ ხმას
გამოსცემდა, – «შიპა-შიპა-შიპა-შიპა» და ეს მთელ ხეობაში ერთადერთი ხმა იყო.
ბედნიერებისგან ვცმუკავდი. ევკალიპტის ხეებს ვეცი, პარკის შუაგულში (ამ
ადგილას, როგორც ამბობდნენ, დაბრკოლებათა მომსპობი ღმერთის, განეშის
სახელობის უძველესი ტაძარი იდგა) ერთ-ერთ ხეს ხელები შემოვხვიე და ისეთი
გზნებით ვაკოცე... ვგულისხმობ იმას, რომ ეს კოცნა მთელი გულიდან მოდიოდა,
თორემ იმ ბავშვს სულაც არ ვგავდი, მშობელს რომ გაურბის სახლიდან და
მთვარის შუქზე ხესთან ორგიებს აწყობს. ეს სუფთა კოცნა იყო, ღვთიური.
მიმოვიხედე მთელ ხეობაში და ყველაფერში, რაც ჩემ გარშემო იყო, უფალი
ვიხილე. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. ჩემთვის ვფიქრობდი: «აი, ეს
არის ის გრძნობა, რისთვისაც ამდენ ხანს ვლოცულობდი და კიდევ ის, ვისაც ჩემი
ლოცვით ვევედრებოდი».

69

212
სხვათა შორის, ჩემი სამყარო ვპოვე. და იცით, სად? ბიბლიოთეკაში! და რატომ?
იმიტომ რომ, წიგნის ჭია ვარ. იმ დღის შემდეგ, რომში რომ დავბრუნდი და ჩემმა
მეგობარმა ჯულიომ მითხრა, რომის დამახასიათებელი სიტყვა თუ სექსია, შენი
რა არისო, ჩემს შესაფერის სიტყვას ვეძებ. მაგრამ აქამდე ვერ მივაგენი. აშრამში,
წინა კვირას იოგას სახელმძღვანელოს ვკითხულობდი. იქ ასეთ განმარტებას
წავაწყდი ანტიკურ სულიერების მაძიებლებზე. სანსკრიტული სიტყვა ვნახე
ერთ-ერთ აბზაცში – antevasin-ი. ნიშნავს ადამიანს, რომელიც მუდმივად
საზღვარზე ცხოვრობს, უძველეს დროში ზუსტი განმარტება ასეთი იყო: ადამიანი,
რომელმაც უარი თქვა ქალაქურ გიჟურ ცხოვრებაზე და თავი ტყის განაპირა
მხარეს შეაფარა, სადაც სულიერების ოსტატები ბინადრობდნენ. Antevasin-ი არც
სოფლელს ნიშნავს ახლა, არც ჩვეულებრივ სახლის მეპატრონეს, არც ზღვრის
გადალახვის ოსტატი ყოფილა, არც ის, ვინც ტყის სიღრმეში სრულიად
რეალიზებული იყო. Antevasin-ი ინტერვალი გახლავთ. საზღვარზე მცხოვრები.
ორივე სამყაროს თვალსაწიერში, რომელიც მუდმივად უცნობის შეცნობას
ლამობდა. იგი სწავლული გახლდათ, წიგნიერი. როდესაც მასზე განმარტებას
ვკითხულობ, იმდენად თავშესაქცევია ჩემთვის, რომ ზოგჯერ თვითშემეცნების
ყეფა აღმომხდება ხოლმე. აი, რა ყოფილა ჩემი სიტყვა! ჩემთვის დაბადებული.
თანამედროვეობაში კი შეუცნობელი ტყე რა თქმა უნდა, გადატანითი
მნიშვნელობითაა აღქმული და საზღვარიც. მაგრამ იქ ცხოვრება მაინც შეგიძლია.
აზროვნებასა და შემეცნებას შორის არის რაღაც მოციმციმე შუქი, რომელიც
მუდმივად შეცნობის მდგომარეობაშია. გადატანითი მნიშვნელობით კი ეს ის
საზღვარია, რომელიც, მუდმივად გადაინაცვლებს, რაც უფრო მეტს სწავლობ და
მეტად რეალიზდები. ის შეუცნობელი ტყე კი, კიდევ რამდენიმე ფუტის სავალი
იქნება. ჰოდა იმისათვის, რომ კარგად გაიკვლიო გზა, შუქი გჭირდება. მუდამ
ფორმაში უნდა იყო. გმართებს მობილურობა, მოძრაობა, ელასტიკურობა,
ცოტათი ცვალებადობა, სიდინჯეც... სასაცილოა არა?.. ზუსტად ერთი დღით
ადრე, ჩემი ახალზელანდიელი პოეტი აშრამიდან გაემგზავრა და
დამშვიდობებისას ლექსი გადმომცა, ჩემი მოგზაურობისადმი მიძღვნილი. ეს
სტროფი მახსოვს:

ელიზაბეტი, მშვენიერი ელიზაბეტი,

დგას იტალიურ ფრაზებსა და ბალის სიზმრებს შუა,

შუა და შორის...

213
ხანდახან თევზივით ასხლეტილი

ელიზაბეტი, მშვენიერი ელიზაბეტი...

ამდენი წელი დავკარგე ბოდიალში. რა უნდა გამოვიდეს ჩემგან? ცოლი, დედა,


შეყვარებული, შინაბერა, იტალიელი, ღორმუცელა, მოგზაური, მსახიობი თუ
იოგი? ბოლომდე არც ერთს წარმოვადგენ. არც გიჟი ლიზი დეიდა ვარ. უბრალოდ,
ერთი ასხლეტილი Antevasin-ი ვარ, შორის და შუა... სტუდენტი ვარ, რომელიც
სულ სიახლეებს ეძიებს და მისი გზაც გასაოცარი ტყის განუწყვეტლივ მოძრავ
საზღვართან გადის.

70

მჯერა, რომ მთელი მსოფლიოს რელიგიები გულის სიღრმეში ერთ საერთო


გადატანით მეტაფორას ეძიებენ. როდესაც უფალს გინდა შეუერთდე,
ჭეშმარიტად ცდილობ, ამქვეყნიურს გაეცალო და მარადიულს შეუერთდე
(მაგალითად, მოშორდე სოფელს და წახვიდე ტყეში. ეს ახლოს არის Antevasin-ის
თემასთან). და მაინც, აქამდე მოსასვლელად განსაკუთრებული აზრი
გესაჭიროება. მას გააჩნია ერთი ძლიერი და ჯადოსნური მეტაფორა, რომელმაც
დაუპყრობელი ადგილები უნდა დაგაპყრობინოს. ეს ყველაზე კარგად
წარმოსადგენი ნავია. რელიგიური რიტუალები ხშირად მისტიკური
ექსპერიმენტის ნიჭიერი გამოხატულებაა. მაგალითად, ზოგი მამაცი
მთამსვლელი, ღვთისმეტყველებისკენ ახალი ბილიკების გასაჭრელად მიდის,
პოვებს სულიერ გარდასახვას და შინ ბრუნდება, როგორც წინასწარმეტყველი.
იგი საზოგადოებას თავის საკუთარ განვლილ გზას რუკის საშუალებით ამცნობს
და მოძღვრავს, როგორ მოხვდეს იქ. სხვანი კი იმავე გზის გასავლელად
იმეორებენ მის სიტყვებს, ნამოღვაწარს, ლოცვას. ზოგჯერ სიტყვის მარცვალთა
ერთი და იგივე ასოთშეთანხმება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და
მუდმივად იმეორებენ, შეიძლება კარგის ნიშანი იყოს. ზოგჯერ კი არ ამართლებს.
დაუჯერებელია, მაგრამ ყველაზე შორს გავარდნილი ფრაზები ზოგჯერ დოგმაში
გადაიზრდება და ყველაზე აღარ მოქმედებს. ინდოელები ერთ საფრთხილო იგავს
ჰყვებიან, დიდ წმინდანზე, რომელსაც აშრამში მისი ერთგული მორწმუნეები
214
ყოველთვის გარს ეხვია. მათ საათობით შეეძლოთ დღის განმავლობაში
მედიტირება. მაგრამ ამ წმინდანს ერთი საზიზღარი კატა ჰყავდა, რომელიც
მთელი რიტუალის განმავლობაში ოთახში დადიოდა და ყველას ხელს უშლიდა.
ხალხი წუხდა. წმინდანმა გადაწყვიტა, რიტუალის დროს კატა გარეთ, სარზე
მიება. მოგვიანებით ეს ტრადიციად დამკვიდრდა. ახლა კი აღარავის შეეძლო
მედიტირება თუ გარეთ კატა არ იქნებოდა სარზე მიბმული. ერთ მშვენიერ დღეს
წმინდანს კატა მოუკვდა. ხალხი პანიკაში ჩავარდა. რა ეშველებოდათ ახლა მათ,
როდესაც მედიტაციის ეს უებარი საშუალება აღარ ჰყავდათ? ფრთხილად იყავით,
გვასწავლის ეს ამბავი, მეტისმეტად ნუ გადაჰყვებით რელიგიური რიტუალის
ზედმიწევნით შესრულებას, რადგან მსოფლიო გაყოფილია, სადაც თალიბანური
და ქრისტიანული კოალიციური რელიგიები თავიანთი საერთაშორისო სავაჭრო
მარკისთვის იბრძვიან, იბრძვიან იმისთვის, ვის მეტი უფლება აქვს სიტყვა
«ღმერთის» წარმოსათქმელად და ვის უფრო მეტად შესაფერისი რიტუალები
გააჩნია. ისიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ კატას არ ნდომებია, სარზე
მიბმული მედიტაციის მთავარი იარაღი ყოფილიყო, ის მთავარ იარაღად იმიტომ
იქცა, რომ ჩვენ გვინდოდა ასე... მოქნილობა კი, ღვთისმეტყველებისთვის
ისეთივე არსებითია, როგორც დისციპლინა. შენი საქმე კი, მეტაფორის ძიებაა,
რიტუალისა და მასწავლებლის, რომელიც უფრო ახლოს მიგიყვანს ღმერთთან.
იოგას წმინდა წერილები იუწყებიან, რომ ღმერთი ყოველგვარ წმინდა ლოცვას
უპასუხებს, რომელსაც მოკვდავნი წარმოთქვამენ. რაც უფრო გულწრფელად
იტყვიან, უფრო დაუფასებს. როგორც უპანიშადის ერთი სტრიქონი გვირჩევს:
«ადამიანები სხვადასხვა ბილიკს მიჰყვებიან, სწორსა და მრუდეს. მათი
ტემპერამენტიდან გამომდინარე, რომელსაც აირჩევენ. ყველა კი ერთ ადგილამდე
მიდის, იმდენად, რამდენადაც ყველა მდინარე ოკეანეს უერთდება». რელიგიის
კიდევ ერთი მიზანი, რასაკვირველია, ამ ქაოსურ ყოფაზე ზოგადი
შთაბეჭდილების შექმნაა. ბუნებრივია, ყველას გვიჩნდება კითხვა, რატომ
იტანჯებიან უდანაშაულონი, რატომ არ ზღავენ ბოროტნი და ა.შ. რელიგია კი
ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და გვეუბნება, რომ ჩვენი გარდაცვალების
შემდეგ, ყველა დამსახურებისამებრ გადავნაწილდებით ჯოჯოხეთსა და
სამოთხეში (სამართალი კიდევ, აუცილებლად შეჭამს პურს, როგორც ჯეიმს
ჯოისს [ჯოისი, ჯეიმს (1882-1941) – ირლანდიელი მწერალი, მოდერნისტული
ლიტერატურის შედევრის, «ულისეს» ავტორი.] აქვს თავის ნაწარმოებში
«ჯალათი უფალი», სადაც ღმერთი მკაცრად სჯის ბოროტს და კეთილს
აჯილდოებს). აღმოსავლეთშიც კი, უპანიშადები გაურბიან სამყაროს ქაოსის

215
მცნებას. ისინი დარწმუნებულნიც არ არიან, რომ სამყარო ქაოსურია, უბრალოდ
გვამცნობენ, რომ ჩვენი შეზღუდული მხედველობის გამო, ის ასე გვეჩვენება. ეს
სიტყვები სამართლიანობის აღდგენასა და სამაგიეროს გადახდას არავის
სთავაზობს, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ უპასუხოდ არაფერი რჩება ბუნებაში
და ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოჰყვება. ამდენად, ყველამ გონივრულად
უნდა გავთვალოთ ჩვენი საქციელი. შედეგები კი უცბად, რა თქმა უნდა, არ
მიიღწევა. იოგა ყოველთვის შორს ჭვრეტს. მეტიც, უპანიშადები ამბობენ, რომ ამ
ქაოსს შეიძლება ღვთიური დატვირთვაც ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ
ამას ამ წუთში არ აღიარებ: «ღმერთებს გამოუცნობი უყვართ და
გამოაშკარავებული სძაგთ». ერთადერთი გამოსავალი ამ საშიშ სამყაროში
შუალედური წერტილის პოვნაა, რაგინდ სიგიჟით ვიყოთ გარშემორტყმულები.
შონმა, ჩემმა ირლანდიელმა მერძევე იოგამ ასე ამიხსნა: «წარმოიდგინე, რომ
სამყარო დიდი მბრუნავი ძრავია, შენ კი მის შუაგულთან ახლოს გინდა ყოფნა
თვლების მორგვის საშუალებით. თუკი ბორბლების კიდეში მოხვდები, იქ
მბრუნავი ძალა გაცილებით მეტია და სიმშვიდეს ვერასოდეს ნახავ. ასე შუაგულ-
შუაგულ უნდა იარო მთელი ცხოვრება. ნუ ცდილობ, ბუნებაში იპოვო რაიმე
პასუხი, უბრალოდ, იყავი მუდმივად ცენტრში და სიმშვიდეს იქ პოვებ». ქვეყნად
არც ერთი ღვთიური აზრი ასე არ დამჯდომია ჭკუაში. შონის სიტყვებმა გაჭრა.
გარწმუნებთ, მთელი არსებით ვეცდები, გავითვალისწინო. ნიუ-იორკში ბევრი
მეგობარი მყავს, რომელნიც არ არიან რელიგიურნი. ჩემი აზრით, ისინი
ბავშვობაში ასცდნენ ამ შთაგონებას და აღარც აპირებენ უფალთან ერთად
ცხოვრებას. ზოგს შიში აქვს ღმერთის, ზოგიერთი კი ჭკუიდან გადამცდარა
სიწმინდის მისაღწევი ახალ-ახალი გზის ძიების გადამკიდე. რა თქმა უნდა,
ვხუმრობთ კიდეც. მაგალითად, ჩემი მეგობარი ბობი ერთ დღეს კომპიუტერს
მიკეთებდა და მომახალა: «მე შენს აურას არაფერს ვერჩი, მაგრამ ერთ
პროგრამასაც კი ვერ გადმოწერ!» არ მწყინს ხუმრობა. ვფიქრობ, ზოგი სასაცილოა.
აი, რას ვატყობ ჩემს მეგობრებს, რაც მეტად ემატებათ ასაკი, მით უფრო უნდათ,
რაღაცის სჯეროდეთ. მაგრამ ამ სურვილს ყოველთვის რაიმე დაბრკოლება
ეღობება მათი ინტელექტისა და ზოგადი აზროვნების სახით. მიუხედავად მათი
ინტელექტისა, ეს ხალხი მაინც ისეთ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ველურ,
დამახინჯებულ აზრებს ენიჭება უპირატესობა. მათ ჰგონიათ, რომ როგორც კი
რაიმე საგანგაშო მოხდება, ვაი-ვიში უნდა ატეხონ. თუკი სასიხარულო
გადახდებათ, მადლიერების ნიშნად, რაღაც ზომებს უნდა მიმართონ. თუმცა,
მთავარი უჭირთ. ვისზე ილოცონ, ვის მიმართონ, არ იციან! ერთი მეგობარი მყავს,

216
საყვარელი დედა გარდაეცვალა და მაშინვე შვილი გაუჩნდა. ამ სასწაულის
შემდეგ ბუნებრივია, სადმე, წმინდა ადგილას მოუნდა წასვლა. იგი კათოლიკედ
მონათლეს, მაგრამ ეკლესიასთან სიშორის გამო მას ვერ მიუბრუნდა. ჰინდუს ან
ბუდას სარწმუნოებაზე გადასვლის თავი ნამდვილად არა აქვს. ჰოდა, რა უნდა
ქნას? მეუბნება, ბედნიერი ხარ, რომ სარწმუნოების არჩევა შეგიძლიაო. მის აზრს
პატივს ვცემ, თუმცა სრულებით არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ადამიანს ყოველთვის
აქვს იმის არჩევის უფლება, რაც უფრო მეტად მიდის მის სულთან და რა უფრო
აპოვნინებს სიმშვიდეს. ნებისმიერ დროს შეუძლია მას ეძიოს მეტაფორა, სადაც
უნდა წაიყვანოს ამ ძიებამ და თუ ამას პოვებს, ვფიქრობ, მოსარიდებელი და
სასირცხვილო ამაში არაფერია. კაცობრიობას სიწმინდის ძიებისთვის ძალ-ღონე
რომ დაეშურებინა, ბევრი ჩვენგანი ახლაც ეგვიპტური კატის ოქროს ქანდაკებას
სცემდა თაყვანს. სწორედ ამ რელიგიურ ევოლუციაში დიდ როლს თამაშობს
არჩევითობა. როცა იმას ვირჩევთ, რაშიც საკუთარ თავს ვპოულობთ და ნათელი
შუქისკენ ვმოძრაობთ. ჰოფი, ინდოელების აზრით, სამყაროს რელიგიების ძაფის
სხვადასხვა ბოლოა. თუ ეს ბოლოები შეერთდება, მაშინ ერთ მთლიან თოკს
დაგრეხს და სწორედ ეს თოკი ამოგვიყვანს ისტორიის ბნელი ციკლიდან,
რომელიც სრულიად ახალ სამყაროში გადაგვასახლებს. უფრო თანამედროვე
ენაზე რომ ვთქვა, დალაი ლამა თავის სტუდენტებს მუდმივად უმეორებს, რომ
ის სულაც არ მოითხოვს მათგან ტიბეტელ ბუდისტობას, იმისათვის რომ იყვნენ
მისი მოწაფეები. პირიქით, ის მათ სთავაზობს მისი რელიგიის ინტეგრირებას
ყველა სხვასთან. მათ შეუძლიათ აითვისონ ყველაფერი, რაც მოსწონთ და
განახორციელონ საკუთარი რელიგიის გზაზე. არსებობს ერთი ბრძნული აზრი:
«უფალი იმაზე დიდია, ვიდრე თქვენი რელიგიის დოქტრინები ამას გასწავლიან».
1954 წელს პაპმა პიუს XI-მ რამდენიმე ვატიკანელი დელეგატი ლიბიაში გაუშვა
სამოგზაუროდ, გზად კი ასეთი წერილობითი მოძღვრება გაატანა: «ნუ
გეგონებათ, არა ჭეშმარიტთა შორის გიშვებთ. მუსლიმანებიც ისევე ელიან ხსნას,
როგორც თქვენ. შორსმჭვრეტელობის გზები უსასრულოა». ხომ მართალია?
უსასრულო... დიახაც, უსასრულო... ჩვენ შორის მხოლოდ ყველაზე წმინდას
შეეძლება დამსხვრეული სურათის აღდგენა? თუ ავიღებთ ნამსხვრევებს და
ერთმანეთს შევადარებთ, მაშინ საღმრთო ისტორიის დასაწყისში უფალი ჩვენი
მსგავსი იქნება და ჩვენი ყოვლისმომცველი... თითოეული ჩვენგანის ძიება
ზღვრის გადალახვისკენ, აი, სწორედ ამ ღმერთის ძიებაა... ხომ ყველას გვაქვს
უფლება, ვეძიოთ, მით უმეტეს, თუ სულ უფრო ვუახლოვდებით სასწაულს,
თუნდაც ეს ინდოეთში ჩამოსვლასა და ხის კოცნაში გამოიხატებოდეს?.. სხვა

217
სიტყვებით რომ ვთქვათ, აი, აქ მიმწყვდევენ კუთხეში. მანათებენ შუქს
თვალებში, როდესაც ჩემს რელიგიას ვირჩევ...

71

გაფრენა დილის ოთხ საათზეა. ინდოეთი ამ რეჟიმში მუშაობს. გადავწყვიტე, არ


დავიძინო და წასვლამდე აშრამში ლოცვას მივანდო თავი... ბუნებით ღამის ბუ
არა ვარ, უბრალოდ, დარჩენილი საათები ბოლომდე მინდა, ფხიზლად შევიგრძნო.
რიღასთვის არ გამითენებია ღამე... ხან სიყვარულობანაში, ხან ტირილში,
კამათში, მანქანის მართვაში, ცეკვაში, ნერვიულობაში (ზოგჯერ ამ ყველაფერში
ერთად), მაგრამ მთელი ერთი ღამე ლოცვისთვის არასოდეს შემიწირავს
მსხვერპლად... ამის დროც დადგა. ჩანთა ჩავალაგე და ტაძრის შესასვლელთან
დავტოვე, გამთენიას, ტაქსში უცბად რომ ჩავხტე. გორაკს ავუყევი,
გამოქვაბულში შევედი და დავჯექი. სრულიად მარტო ვარ, თუმცა სვამიჯის
სურათი არ მშორდება. ჩემი გურუს აწ გარდაცვლილი ოსტატის, აშრამის
დამაარსებელი ლომისა, რომელიც ჯერ კიდევ, სადღაც აქ არის... თვალს ვხუჭავ
და მანტრას ველი... სიჩუმის საკუთარ კიბეზე საფეხურებს ქვემოთ მივუყვები.
იქ, სადაც ყველაფერი ჩერდება... მთელი ბავშვობა ვნატრობდი ამას...
განსაკუთრებით ცხრა წლის ასაკში, როდესაც პანიკურად მეშინოდა დროის,
ხელიდან ასე უმოწყალოდ რომ მეცლებოდა... ჩემს გულში საათი ჩერდება და
კალენდრის ფურცლებს უკვე გადაშლა აღარ სჭირდება. განა მართლა
ვლოცულობ, უბრალოდ, სიჩუმის სასწაულს მივენდე და ლოცვად გადავიქეცი. ამ
სიწყნარეში ისე გარბოდნენ წუთები და საათები, წარმოდგენაც არ მქონდა,
ტაქსის მოსვლა როგორ უნდა გამეგო. თუმცა, რაღაც ძალამ მუჯლუგუნი მკრა,
საათს დავხედე და... წასვლის დროც მოსულა. ინდონეზიისკენ გაფრენის დროა.
სასაცილოა და უცნაური... ვდგები. ვუსწორდები დიდებული, განსხივოსნებული
მბრძანებლის, სვამიჯის სურათს და თავს ვუკრავ. შემდეგ ხალიჩის ქვემოდან
ვაცურებ ფურცელს, ორი ლექსით. ინდოეთში ყოფნისას ორი ლექსი დავწერე.
ფაქტობრივად, პოეზიაში ეს ჩემი დებიუტი იყო. პირველი იქ ყოფნის ერთი თვის
თავზე, მეორე კი ამ დილით დავწერე. ამისთვის ახალზელანდიელმა

218
წყალსადენის ოსტატმა წამახალისა. პირველსა და მეორე ლექსს შორის კი, სულ
ფეხით გადავიარე წყალობის მამულები...

72

ესეც ორი ლექსი ინდოეთის აშრამიდან

ნექტარსა და ნეტარებას ვახსენებ და დარდი მკლავს,

არც გუნდრუკი ვუკმიე ღმერთისაკენ ჩემს ბილიკს.

იგი მტრედის გალიაში გამომწყვდეულ კატას ჰგავს,

კატაც მე ვარ, უსმინეთ ჯოჯოხეთურ ჩემს კივილს,

საკმეველის ლოდინში ჩხვლეტისას რომ აღმომხდა...

და გზა ჩემი უფლისკენ უფრო სულის ამბოხს ჰგავს.

აღარ მოვა სიმშვიდე, ერთად ყოფნის გარეშე

ვერც ამ პიკეტს დაჯაბნის უძლეველი არმია,

გამითელა ბილიკი ერთმა კაცმა ჩემ თვალწინ,

ინდოეთში მისდევდა ღმერთს მუხლამდე ტალახში,

ფეხშიშველი, უძილო, მაწანწალის სამოსით

(ამ ნახტომით შინისკენ ვერ მიაღწევ ვერაფრით),

ახლა იგი მე მომდევს და შორიდან მომძახის,

ლიზ, სადა ხარ, მითხარი, მიაღწიე იქამდე?


219
ან რას ნიშნავს შინისკენ, ან რა არის ნახტომი?

ახლა მომდევს, მომძახის: «მიაღწიე, იქამდე?»

II

ნება რომ მოეცათ, ამ ბალახის ცვრისგან

შეკერილ საცვალს აისზე ჩავიცვამდი,

ნება რომ მოეცათ, განეშ გრუვის ხეებს

სულ სათითაოდ მოვეფერებოდი,

ვფიცავ, თავს არც ერთს დავანებებდი...

მანამდე? მანამდე ნამი მოვაშორე,

წვიმისგან ვიხსენი და მერქანს ვეამბორე,

ჩემი ოსტატის ფეხს ვეძებდი...

სიღრმეში მეტად ვეღარ შევიჭერი...

მიწა რომ მოერთვათ აქაური,

ჩიტის ბუდის თასით,

ნახევარს ვიგემებდი მხოლოდ,

დანარჩენზე კი... უშფოთველად დავიძინებდი...

ინდონეზია ანუ ჩემს საცვლებშიც კი


თავს სხვანაირად ვგრძნობ, ანუ

220
ოცდათექვსმეტი ზღაპარი
წონასწორობის მისაღწევად

73

ჩემს უდარდელ მოგზაურობათა შორის არასოდეს წავსულვარ სადმე ასეთი


გზააბნეული და უდარდელი. არ ვიცი, სად უნდა ვიცხოვრო, სად გადავახურდავო
ფული, სად ავიყვანო ტაქსი. ხოლო თუ ავიყვან, არც ის ვიცი, თავი სად უნდა
მივაყვანინო. არავინ მელოდება. ინდონეზიაში ერთი მეგობარიც არ გამაჩნია. არც
ერთი ნაცნობი! ეს მოძველებული გზამკვლევი კი განსაკუთრებულს არაფერს
მეუბნება. აჯობებს, სულაც არ წავიკითხო. ნუთუ ოთხ თვეს ვაპირებ აქ
დარჩენას? ისიც არ ვიცი, მინდა თუ არა.

მხოლოდ ქვეყანაში შესვლის წამს აღმოვაჩინე, რომ ერთთვიანი ტურისტული


ვიზა მქონია. არც კი გამივლია თავში, რომ ინდონეზიის სახელმწიფო გაშლილი
ხელებით არ დამხვდებოდა, რამდენი ხანიც გენებოს, იმდენ ხანს დარჩიო...
საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი ჩემს პასპორტში ბეჭედს მირტყამს
და თავის ქვეყანაში სულ რაღაც ოცდაათი დღით მაჩერებს. ქვეყნად ყველაზე
მეგობრული ღიმილით ვთხოვე, ცოტათი მეტი ხნით დამტოვოს. «არა», –
მპასუხობს, რაღა თქმა უნდა, მეგობრულად. ბალის კუნძულზე მცხოვრები ხალხი
განსაკუთრებული მეგობრულობით გამოირჩევიან. «ხომ ხედავთ, სამი-ოთხი
თვით მინდა აქ დარჩენა», – ვეუბნები და სულაც არ მიგულისხმია ის, თვით
ბალის კუნძულზე მცხოვრებმა, ფაქტობრივად შეშლილმა ექიმბაშმა
ხელისგულზე რომ მიწინასწარმეტყველა ორი წლის წინ ასე. სიტყვები არ
მყოფნის. ან იმ ექიმბაშს რა ეგონა, რა აზრის ვიქნებოდი მის ხუმრობაზე. მართლა
ეგონა, სამი-ოთხი თვით ჩავიდოდი ბალიში მასთან ერთად საცხოვრებლად?
ნამდვილად «ცხოვრება» მიწინასწარმეტყველა, თუ უბრალოდ, მომეზობლე
ქვეყნიდან გადმოვურბენდი, კიდევ ათ დოლარს ვაჩუქებდი და ისევ
მიმკითხავებდა... უნდა დაბრუნდე თუ აუცილებლად დაბრუნდებიო? ზუსტად
როგორ მითხრა, მოგვიანებით შეგხვდები, ალიგატორო, თუ ალბათ მალეო?..
მასთან იმ ერთი საღამოს შემდეგ არანაირი კავშირი არ მქონია. ან საიდან უნდა

221
დავკავშირებოდი. არც მისი მისამართი ვიცოდი... მაგალითად: «ექიმბაში.
საკუთარ ტერასაზე. ბალი. ინდონეზია». ნეტავ, ცოცხალი თუა საერთოდ... ორი
წლის წინ, კარგად მახსოვს, ღრმად მოხუცებული იყო; მას მერე ათასი რამ
შეიძლებოდა დამართოდა. ერთადერთი, რამ ვიცი, მას კეტუტ ლიიერი ჰქვია და
ქალაქ უბუდთან ახლოს ცხოვრობს, სოფელში – სახელი არ მახსოვს. უფრო მეტად
უნდა დავძაბო გონება...

74

ბალი საკმაოდ მარტივი ადგილი ყოფილა. სუდანს სულაც არ ჰგავს, ქვეყნის


შუაგულში დაბნეული რომ დადიხარ და არ იცი, რა გააკეთო... კუნძული
დაახლოებით დელავერის [დელავერი – აქ: შტატი ამერიკის შეერთებულ
შტატებში.]

ხელაა. ტურისტები ხარბად ეწაფებიან აქაურობას. თითქოს ყველაფერი


ერთიანად შეთქმულა, დაგეხმაროს... თავისი ადვილად ხელმისაწვდომი
საკრედიტო ბარათებით... ინგლისურად ამ ქვეყანაში თავისუფლად ლაპარაკობენ
(ეს ძალიან მეხმარება. უნამუსოდ მოშვებული და თავისუფალი ვარ. ტვინის
უჯრედები იმდენად გადავტვირთე თანამედროვე იტალიურისა და
სანსკრიტულის შესწავლით, რომ ბალის კუნძულის ენას ნამდვილად ვეღარ
შევეჭიდები. მარსზე მცხოვრებთ უფრო მარტივი ენა აქვთ, ვიდრე აქაურებს). რა
პრობლემაა აქ ყოფნა? ფულს ყველგან გადაახურდავებ, აეროპორტში ტაქსის
აიყვან, მშვენიერი მძღოლით, რომელიც მშვენიერ სასტუმროში მიგიყვანს.
მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ტურიზმის ინდუსტრია მთლიანად დაეცა,
ტერორისტთა ბომბების წყალობით (დაახლოებით მაშინ, როდესაც პირველად
ვესტუმრე ბალის კუნძულს, რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა ეს), ახლა აქ
კიდევ უფრო მარტივია გაშინაურება. ყველას ერთი სული აქვს, დაგეხმაროს,
სამსახური გაგიწიოს... ტაქსის მძღოლს ვთხოვე, ქალაქ უბუდში წავეყვანე.
იქიდან მინდა მოგზაურობის დაწყება. პატარა, კოხტა სასტუმროში დავბინავდი,
იგავარაკული სახელწოდებით: «მაიმუნის ტყის გზა». ეზოში არაჩვეულებრივი
აუზი და თვალისმომჭრელი ბაღია, კოლიბრებითა და პეპლებით გადავსებული.

222
მომსახურე პერსონალი ადგილობრივი ჰყავთ. ღიმილსა და კომპლიმენტს არ
იშურებენ, როგორც კი შენობაში ფეხშედგმულს დაგინახავენ. ფანჯრიდან
გამაოგნებელი ხედია ტროპიკული ხის კენწეროებისა. საუზმეზე ტროპიკული
ქორფა ხილის გროვას მოგართმევენ. ერთი სიტყვით, ამისთანა მშვენიერი
ადგილი ბევრი არ მინახავს ცხოვრებაში და გაგიკვირდებათ, დღეში ათ დოლარზე
ნაკლები მიჯდება. რა კარგია აქ დაბრუნება... უბუდი ბალის ცენტრია. მთიანი
ადგილია, სულ ბრინჯის ტერასები აკრავს გარს და ინდუსთა ტაძრები.
მდინარეები კანიონებში ღრმად შეჭრილან, ჩამქრალი ვულკანები ჰორიზონტზე
კარგა შორს ჩანს. აგერ უკვე დიდი ხანია, რაც უბუდი კუნძულის კულტურულ
კერად მიიჩნევა. ეს ის ადგილია, სადაც ბალის ტრადიციული ხატვა, ცეკვა,
ორნამენტების გამოჭრა და სხვადასხვა რელიგიური ცერემონიალი
ცხოველმყოფელ განვითარებას განიცდის. პლაჟი მაინცდამაინც ახლოს არ არის,
ამდენად, ტურისტები თვითონვე ირჩევენ საუკეთესო თავშესაქცევს. პია
კოლადას სმასა და სერფინგს ურჩევნიათ ანტიკური ტაძრების ხილვით
დატკბნენ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება ჩემი ექიმბაში. მცირე ხნით აქ
ცხოვრება ნამდვილად არ მაწყენდა. ქალაქი სანტა-ფეს

[სანტა-ფე – აქ: ქალაქი ნიუ-მექსიკოს შტატში (აშშ).] წყნაროკეანური ვერსიაა


თითქოს. ყველგან მოშინაურებული მაიმუნები დასეირნობენ, ლამაზ
ტანსაცმელში გამოწყობილები. ბევრია კარგი რესტორანი და წიგნის მაღაზიაც.
შემიძლია ვაკეთო ყველაფერი, რაც მომხიბვლელ ამერიკელ განქორწინებულ
ქალებს ოდესმე უკეთებიათ, თუნდაც ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული
ორგანიზაციის დაარსების შემდეგ, სადაც უამრავ რამეს სწავლობენ: ქსოვილის
მოხატვას, დოლზე დაკვრას, სამკაულების აწყობას, მეთუნეობას, ტრადიციულ,
ინდონეზიურ ცეკვასა და საჭმლის მომზადებას... ზედ ჩემი სასტუმროს გზის
გადაღმა პატარა დაწესებულებაა, სახელად «სამედიტაციო დუქანი», ყოველ
საღამოს, 6-დან 7 საათამდე მედიტაციის სესიები იმართება. «დაე, მშვიდობამ
მოიცვას ქვეყნიერება», – იუწყება სასტუმროს შენობაზე გაკრული აბრა. და მეც
ამისთვის ვარ აქ. ბარგი ამოვალაგე, შუადღემდე კარგა დროა. გადავწყვიტე,
ქალაქში გავისეირნო. ორი წელია, რაც აქ არ ვყოფილვარ და მინდა აღვიდგინო
ძველი სურათები... მერე კი იმაზე დავიწყებ ფიქრს, როგორ ვიპოვო ჩემი
ექიმბაში. ვგრძნობ, საკმაოდ რთული დავალება იქნება, დღეები და შეიძლება
რამდენიმე კვირაც დამჭირდეს. არც ის ვიცი, საიდან დავიწყო ძებნა. ამიტომ
სასტუმროს გასასვლელის მაგიდასთან მარიოსთან მივედი და დახმარება

223
ვთხოვე. მარიო სასტუმროში მუშაობს. კარგი ბიჭია. რეგისტრირებისას
დავმეგობრდით, ალბათ, მეტწილად, მისი სახელის გამო. არც ისე დიდი ხნის წინ,
ერთ ქვეყანაში ვიმოგზაურე, სადაც მარიო იმდენს ერქვა, რამდენიც გულს
გაუხარდება. მაგრამ არც ერთი მათგანი ყოფილა პატარა, დაკუნთული,
აბრეშუმის სარონგში გამოწყობილი ბალის კუნძულელი მამაკაცი, ყურს უკან
ყვავილით.

ჰოდა, მეც ვკითხე, «ნამდვილად მარიო გქვიათ? მთლად ინდონეზიურ სახელს არ


ჰგავს». «ჩემი ნამდვილი სახელი ნაიომანია, მარიო კი არა». ოჰ! უნდა
მცოდნოდა... ერთი ოცდახუთი პროცენტი შანსი უნდა მქონოდა, მისი სახელის
გამოსაცნობად. ბალიზე ოთხი სახელი არსებობს და ყველას ჰქვია, მნიშვნელობა
არა აქვს, ქალია, კაცია, ბიჭია თუ გოგო... ეს სახელებია: უაიენი, მაჰდეი, ნაიომანი
და კეტუტი. ისინი ითარგმნება, როგორც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე და
ძირითადად, დაბადების თანამიმდევრობას აღნიშნავს. მეხუთე ბავშვის
დაბადებისას, თავიდან იწყება ათვლა და მას ასე ჰქვია: «უაიენი მეორადი
უფლებით». თუ ტყუპი ჰყავთ, მაშინ მათი დაბადების რიგის მიხედვით
დაარქმევენ. იმიტომ რომ, მეტი სახელი მათ არ იციან (ელიტის მაღალ
ეშელონებში საკუთარი გემოვნებით არჩევენ სახელებს), სრულიად
შესაძლებელია (და ძალიან გავრცელებულიც), რომ ორი უაიენი ერთმანეთზე
დაქორწინდეს. მათ პირველ შვილსაც თავისთავად უაიენი ერქმევა. ეს კიდევ
ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახის მნიშვნელობას. ბალელი ხალხისთვის ოჯახი
უპირველეს ადგილზე დგას. თქვენ იფიქრებთ, რომ სისტემა მეტისმეტად
გართულებული აქვთ... მე კი გიპასუხებთ, რომ კარგად ართმევენ თავს...
გასაგებია ალბათ, რომ მეტსახელები მათთვის აუცილებელია. მაგალითად, ერთ-
ერთ ყველაზე წარმატებულ ქალბატონს, რომლის რესტორანსაც «კაფ უაიენი»
ჰქვია, «უაიენ კაფს» ეძახიან. ვიღაცას «პუტკუნა ქალი» შეარქვეს, ვიღაცას –
«ნაიომან-საიჯარო-მანქანა» ან «სულელი-კეტუტი-რომელმაც-ბიძამისის-სახლი-
დაწვა». ჩემმა ახალმა მეგობარმა ეს პრობლემა მარიოს დარქმევით გადაწყვიტა.
ვკითხე, რატომ მაინცდამაინც მარიო-მეთქი. იმიტომ რომ, ყველაფერი მიყვარს
იტალიურიო, მიპასუხა. რომ ვუთხარი, ბოლო ოთხი თვე იტალიაში გავატარე-
მეთქი, იმდენად აღფრთოვანდა, რომ სამუშაო ადგილი მიატოვა და გვერდზე
გამიხმო სამასლაათოდ... მეც გავყევი და ვიჭორავეთ... აი, ასე დავმეგობრდით. ამ
საღამოს გადავწყვიტე, მარიოს ვთხოვო დახმარება, ჩემი ექიმბაშის, კეტუტ
ლიიერის მოსაძებნად და ვეკითხები, ასეთი ვინმე თუ გაუგია. მარიო

224
წარბშეკრული ფიქრობს. ველოდები, როდის შეჰყვირებს, კი როგორ არ ვიცი,
მოხუცი ექიმბაში, გასულ კვირას რომ გარდაიცვალა, რა სამწუხაროა, რომ ასეთი
პატივსაცემი კაცები კვდებიან!.. ნურას უკაცრავად! ამომხედა და მითხრა, –
გამიმეორე სახელი და გვარიო. ავდექი და დავუწერე. ვიფიქრე, არასწორად
გამოვთქვამ-მეთქი. ახლა კი, ნამდვილად მეგონა, მეტყოდა, – ოოო, როგორ არა,
კეტუტ ლიიერი, გასაოცარი პიროვნება, შეშლილობის გამო გასულ კვირას
დააკავეს!.. ამის ნაცვლად, მიპასუხა, – კეტუტ ლიიერი ცნობილი მკურნალიაო.

– კი! ნამდვილად ეგ არის! – ვუდასტურებ.

– ვიცნობ. მასთან დავდივარ. გასულ კვირას ჩემი ბიძაშვილი მივუყვანე, ბავშვის


დამშვიდება უნდოდა, მთელი ღამე რომ ტიროდა. კეტუტი უცბად შველის ამ
პრობლემას. ერთხელ, ერთი ამერიკელი გოგონა მივუყვანე, თილისმა უნდოდა,
მამაკაცების თვალში რომ უფრო გალამაზებულიყო. მკურნალმა ისეთი რამ
დაუხატა, მართლაც სასწაული შედეგი გამოიღო. ყოველდღე ვაგულიანებ, რა
დაგიხატა ასეთი იმ კაცმა, რა ლამაზი ხარ-მეთქი!

გამახსენდა, კეტუტმა მეც რომ დამიხატა რაღაც და ვუთხარი, – მეც მაქვს მისი
ნახატი-მეთქი. მარიოს გაეცინა.

– ე.ი. ნახატმა შენზეც იმოქმედა!

– არა, ჩემი ნახატი სხვა მიზანს ემსახურებოდა. მე ღმერთი უნდა მეპოვა, –


ავუხსენი.

– შენ რა, არ გინდა, მამაკაცებს მოსწონდე? – მკითხა აშკარად დაბნეულმა.

– ეეეჰ, მარიო, წამოდი რა, კეტუტთან წამიყვანე, ძალიან დაკავებული თუ არა


ხარ...

– ახლა არა! – გამიცრუა იმედი. და შემდეგ დააყოლა, – ერთ ხუთ წუთში.

75
225
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და, ბალიზე ჩამოსვლის პირველივე შუადღეს,
მოტოციკლეტის უკანა სკამზე შემომჯდარი, ჩემს ახალ მეგობარ მარიოს
ჩავბღაუჭებოდი, რომელიც ბრინჯის ტერასებს მიაპობდა, კეტუტთან რომ
მივეყვანე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ წარმოდგენაც არა მაქვს, რა უნდა ვუთხრა
ამდენი ხნის შემდეგ. ჩვენ შეხვედრაც არ გვქონია დათქმული. მოულოდნელად
დავადექი თავს. კარზე ჩამოკიდებული აბრა მეცნო: «კეტუტ ლიიერი –
მხატვარი». ბალის კუნძულის ერთი ოჯახის უფროსის ტიპური შედგენილი
სახელი. მამულს დიდი ქვის კედელი აკრავს, შუაში ეზოთი და უკან ტაძრით. აქ
რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, ერთმანეთთან დაკავშირებულ პატარა
სახლებში. დაკაკუნების გარეშე შევედით (კარი არ ჩანს), გვერდი ჩავუარეთ სახლ-
კარის მცველ საზარელ ძაღლებს (გაძვალტყავებულებსა და გაბრაზებულებს),
ეზოში კი, თავის განუყრელ სარონგში გამოწყობილი მოხუცი ექიმბაში, კეტუტ
ლიიერი გვხვდება და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ამ ორი წლის წინ,
როდესაც პირველად შევხვდი. მარიომ რაღაც უთხრა, არ ვიცი ზუსტად რა, მათი
ენა კარგად არ მესმის, თუმცა გუმანით მივხვდი, რომ რაღაც წარდგენისმაგვარი
უნდა ყოფილიყო, «აი, ამერიკელი გოგონა მოვიყვანე, მიმიხედეთ». კეტუტი
უკბილოდ მიღიმის, ხანძარსაწინააღმდეგო შლანგის ძალა აქვს ამ ღიმილს და ეს
კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ სწორად მახსოვდა, ნამდვილად
ექსტრაარაორდინარული პიროვნებაა. მისი სახე სიკეთის ამომწურავი
ენციკლოპედიაა. ხელი მძლავრად ჩამომართვა, ძალიან მიხარია თქვენი ნახვაო,
მითხრა, თუმცა ვგრძნობ, წარმოდგენაც არა აქვს, ვინ ვარ. «შემოდი, შემოდი»,
მიმიპატიჟა. და მეც გადავაბიჯე პატარა სახლის ზღურბლს, სადაც ბამბუკის
წნულები ავეჯად გამოუყენებიათ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ორი წლის
წინ. დავსხედით. დაუფიქრებლად აიღო ჩემი ხელი, დარწმუნებულია, რომ
როგორც ყველა დასავლელი ვიზიტორი, მეც სამკითხაოდ მოვედი. სწრაფად
წაიკითხა ხელისგული და მეც დავრწმუნდი, რომ ორი წლის წინ ნათქვამს
შემოკლებით მიმეორებდა. შეიძლება სახეზე სულაც არ ვახსოვდი, მაგრამ მის
გამოცდილ თვალს ჩემი მომავლის შინაარსი რას გამოეპარებოდა და
უცვლელადაც დატოვა. ინგლისურად გაცილებით უკეთესად ლაპარაკობს, ვიდრე
მაშინ. მარიოზე უკეთესადაც კი. მოხუცი ჩინელი ბრძენივით მეტყველებს,
კლასიკურ კუნფუს სტილის ფილმებში რომ არიან. კალიას ოდნავ
განსხვავებულად გამოთქვამს, რადგან ნებისმიერ წინადადებას შუაში
მცირეოდენ სითბოსა და ალერსს თუ ჩაურთავ, უკვე ბრძნული გამოდის.

226
– ოო, მშვენიერი მომავალი გაქვს, კალია...

ველოდები, როდის შეისვენებს. მინდა გავახსენო, ორი წლის წინ მასთან რომ
ვიყავი. დაიბნა.

– ბალიზე პირველად არ ხარ?

– არა, სერ.

ჩაფიქრდა.

– შენ კალიფორნიელი გოგონა ხარ?

– არა, ნიუიორკელი გოგონა ვარ... – დავუკონკრეტე.

უცბად კეტუტი (არ ვიცი, რა შუაში იყო) მეუბნება:

– ისეთი სიმპათიური აღარა ვარ, კბილები დამცვივდა. შეიძლება ერთხელაც


წავიდე სტომატოლოგთან ახალი კბილების ჩასასმელად, მაგრამ ძალიან მეშინია.

თავისი გაუტყეურებული პირი გააღო და იარა დამანახვა. მარცხენა მხარეს,


ნამდვილად ყველა ჩამოცვენილი ჰქონდა, მარჯვენა მხარეს – კი, დამტვრეული.
მხოლოდ, საზიზღარი შესახედაობის ყვითელი ნამსხვრევებიღა ჩანდა. მომიყვა,
რომ ძირს დავარდა და იმიტომ დაკარგა კბილები. ვუპასუხე, ძალიან მეწყინა
ამის მოსმენა, შემდეგ კი, უფრო ნელა და გულდასმით ვცადე ამეხსნა:

– არ ვიცი, გახსოვართ თუ არა, კეტუტ. აქ ორი წლის წინ ვიყავი, იოგას ამერიკელ
მასწავლებელთან ერთად, ბალიზე დიდხანს რომ ცხოვრობდა.

გულიანად გამიღიმა.

–კი, ენ ბაროსი!

– მართალია, იოგას მასწავლებელს სწორედ ენ ბაროსი ჰქვია. მაგრამ, მე ლიზი


ვარ. მაშინ აქ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთთან უფრო ახლოს მისასვლელი გზა
მინდოდა გესწავლებინათ. თქვენ კი, ჯადოსნური სურათი დამიხატეთ.

ზრდილობიანად აიჩეჩა მხრები. დარწმუნებით მითხრა, არ მახსოვსო.

227
ახლა რაღა ვქნა? ამაზე ცუდს ეს კაცი ვერაფერს მეტყოდა. რა ვაკეთო ბალის
კუნძულზე? არ ვიცი, რა მეგონა მისი ნახვისას მოხდებოდა, მაგრამ ჩემებურად
დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ამ ექიმბაშს რაღაც სუპერკარმული,
ცრემლებით სავსე ხელახალი შეხვედრა გვექნებოდა. როგორ მეშინოდა, ვაითუ,
ცოცხალი არ დამხვდეს-მეთქი... თუმცა, აგერ ცოცხლები ვართ ორივე და მას
სრულებითაც არ ვახსოვარ. ესეც გარკვეულწილად ჩემი სიბრიყვის ნიშანია, რომ
მეგონა, მისთვისაც ისეთი დაუვიწყარი იქნებოდა ჩვენი პირველი შეხვედრა,
როგორიც ჩემთვის... ალბათ, ცოტათი უკეთესად უნდა დამეგეგმა. სხვა რაღა
დამრჩენია, ვუხსნი, როგორ გამოიყურება მისი დახატული სურათი. მიწაზე
მყარად დაბჯენილი ოთხი ფეხი, თავის გარეშე (სრულებით რომ არ უყურებდა
სამყაროს ტვინიდან), სახე – გულში (ეს ნიშნავს, რომ სამყაროს გულიდან
უყურებდა). კეტუტი ზრდილობიანად მისმენდა, დაუძლეველი ინტერესით,
გეგონება, ვიღაცის ცხოვრებას განვიხილავდითო. არ მიყვარს ვინმესთვის
ტკივილის მიყენება, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა და მოვახსენე კიდევ, რომ
ორი წლის წინ მან აქ დაბრუნება მიწინასწარმეტყველა, ოთხი თვით დასარჩენად.
ისე, რომ მე ინგლისური მესწავლებინა მისთვის, მას კი, რაც ცოდნა ჰქონდა,
ჩემთვის გაეზიარებინა. სულმდაბალივით მოვიქეცი. თუმცა, მთლად ბოლომდე
არ დავეცი და აღარ გავახსენე, მაშინ თავის ოჯახთან ერთად რომ დამპატიჟა
თავისთან საცხოვრებლად – ახლა ამის დრო არ იყო. ისევ ზრდილობიანად მიგდო
ყური, თავი გააქნია, თითქოს იმას გულისხმობდა, რა უცნაურები არიან ეს
ქალები, რაღას აღარ იტყვიანო. ძალა გამომელია. გადავწყვიტე უკანასკნელი
ღონე მომეკრიბა და ვუთხარი, მწერალი ვარ-მეთქი. მწერალი, ნიუ-იორკიდან.
ცოტა ხანს შეყოყმანდა. უცბად, სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა, აენთო და
გაუცისკროვნდა. შუშხუნები ატკაცუნდა მის გონებაში. მიცნო... გავახსენდი...

– შენ! – წამოიძახა, – შენ! მე შენ მახსოვხარ!

წინ გადმოიხარა, მხრებზე დამწვდა და შემანჯღრია, ისე მიყურებდა, როგორც


ბავშვი შეჰხარის ჯერ გაუხსნელ საშობაო საჩუქარს.

– შენ დაბრუნდი!! შენ დაბრუნდი!

– ჰო, მე დავბრუნდი! დავბრუნდი!

– შენ, შენ, შენ!!

228
– მე, მე, მე!!

თვალები ცრემლით ამევსო. ვცდილობდი, არ შემტყობოდა. ნამდვილად ვერ


აგიხსნით, რამხელა შვება ვიგრძენი. თითქოს მოულოდნელად დამესხა თავს,
თითქოს საავტომობილო კატასტროფაში მოვყევი, ხიდიდან მდინარეში
გადავვარდი, ფსკერზე აღმოვჩნდი. რაღაც ძალამ მანქანის ფანჯრიდან
გამომაგდო, ბაყაყურის ცურვით, მწვანე და ჟანგბადგამოცლილ წყალს
მოვაპობდი, ვენები მისკდებოდა წნევისგან, ვეომებოდი მძიმე წყალს და უცბად,
ზედაპირს ამოვასკდი! მთელი სამყარო და სიცოცხლე თავიდან ჩავისუნთქე...
გადავრჩი... მთელი ჟანგბადი კი, ამ ინდონეზიელი კაცის სიტყვებში
დატეულიყო:

– შენ დაბრუნდი!

ვერც კი დავიჯერე, რომ მართლა ვახსოვდი...

– ჰო, მე დავბრუნდი, – გავუმეორე, – რა თქმა უნდა, დავბრუნდი!

– როგორ მიხარია! – მეუბნება კეტუტი დამტვრეული ინგლისურით.


ბედნიერებისგან ხელები ჩაგვიჭიდია ერთმანეთისთვის...

– პირველად ვერ გიცანი. ისე შეცვლილხარ. მაშინ რომ ჩამოხვედი, ბეჩავი... ახლა
ლამაზი და ბედნიერი ქალი ხარ, სულ სხვა ადამიანი!

სულ რაღაც ორ წელიწადში ასეთი მკვეთრი ცვლილება ჩემს ექიმბაშში ხითხითის


ემოციას იწვევს. გადავწყვიტე, ცრემლი აღარ დამემალა. დაე, იდინოს...

– ჰო, კეტუტ... მაშინ ძალიან უბედური ვიყავი... ახლა უკეთესია ცხოვრება.

– მაშინ განქორწინებას განიცდიდი, არ გქონდა საქმე კარგად...

– ჰოო... არც ისე კარგად... – დავუმოწმე.

– შენთან ბევრ ნერვიულობას, ბევრ დარდს მოეყარა თავი. დაღვრემილ მოხუც


დედაკაცს ჰგავდი. ახლა, პატარა გოგოს ჰგავხარ!..

მარიომ აღტაცების ტაში შემოჰკრა და გამარჯვებული სახით თქვა: «ხედავ,


ნახატმა როგორ იმუშავა?»

229
კეტუტს მივუბრუნდი: «ისევ გინდა, ინგლისურის სწავლაში დაგეხმარო,
კეტუტ?» მიპასუხა, რომ სწორედ ახლა დავეხმარებოდი ყველაზე მეტად,
ჯუჯასავით შეხტა და პატარა სახლიდან წერილების მთელი დასტა გამომიტანა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიუღია ეს წერილები საზღვარგარეთიდან
(მას ხომ მისამართიც არა აქვს!). მითხრა, რომ ენა კარგად ესმოდა, მაგრამ კითხვა
ნაკლებად შეეძლო და მთხოვა, მისთვის ხმამაღლა წამეკითხა გზავნილები. ახლა,
უკვე მის მდივნად ვიქეცი... მოხუცი ექიმბაშის მდივნად... ზღაპარს ჰგავს არა?..
წერილები ზღვის გადაღმა მცხოვრები ხელოვნების ნიმუშების
შემგროვებლებისგან იყო, რომელთაც, რაღაცნაირად მოეხერხებინათ მისი
ჯადოსნური ნახატების შეძენა. ერთი წერილი ავსტრალიელი შემგროვებლისგან
იყო, კეტუტს ნიჭსა და ტალანტს უქებდა: «საიდან ამხელა ნიჭი და ჭკუა? როგორ
ახერხებ ასე ხატვას?»

კეტუტი თითქოს პასუხს მკარნახობს: «იქიდან, რომ მთელი ამდენი წელია,


გულმოდგინედ ვვარჯიშობ».

წერილებს რომ მოვრჩით, თავის ცხოვრებაზე დამიწყო საუბარი. შეუცვლია ბევრი


რამ. მაგალითად, ცოლი მოუყვანია. ეზოს გადაღმა, სამზარეულოსთან მდგარ
ქალზე მიმითითა, რომელიც მტრულად მიყურებდა. არ იცოდა, თოფი ესროლა
ჩემთვის თუ მოვეწამლე. ბოლოს, კეტუტთან რომ ვიყავი, თავისი გარდაცვილი
მეუღლის ფოტო მაჩვენა. ლამაზი ქალი იყო, ბავშვური სახით, მოხუცებულობაშიც
კი... მის ახალ ცოლს ხელს ვუქნევ, რომელიც სამზარეულოში შედის. «კარგი
ქალია, – აცხადებს კეტუტი ხმამაღლა, – არაჩვეულებრივი ქალია». შემდეგ
აგრძელებს, რომ ძალიან დაკავებულია პაციენტების მკურნალობით, ჩვილი
ბავშვების შელოცვით, რიტუალებით მიცვალებულთათვის, ავადმყოფების
გამოჯანმრთელებით, ქორწინების ცერემონიებით... მალე აქაურების ქორწილში
მიდის. წამოდი ჩემთან ერთადო, შემომთავაზა. წაგიყვანო. მომსვლელებს არ
უჩივის, ეგ არის, რომ დასავლეთის ხალხმა ცოტათი მიივიწყა. ტერორისტული
თავდასხმისა და დაბომბვის შემდეგ აქაურობას ერიდებიან ტურისტები. ეს კი
ოდნავ აფიქრებს და რაც მთავარია, მის ჯიბეზე ცუდად მოქმედებს.

– ახლა, აქ რომ ჩამოხვედი, ყოველდღე უნდა მოხვიდე და ინგლისურში


მამეცადინო? – მკითხა მან.

230
მხიარულად დავუქნიე თავი.

– მე კი, აქაურ მედიტაციაში გავარჯიშებ, კარგი?

– კარგი, – ისევ დავუქნიე თავი.

– მგონი, სამი თვე სრულიად საკმარისი იქნება ბალისეული მედიტაციისთვის.


მოდი, ამ გზით ვიპოვოთ ღმერთი, – მითხრა და დასძინა, – შეიძლება, ოთხიც.
ბალი მოგწონს?

– არათუ მომწონს, მიყვარს!

– შენ ბალიზე გათხოვდები...

– ჯერ არა.

– მე ვფიქრობ, მალე. ხვალ მოხვალ?

დავპირდი, მოვალ-მეთქი. თავის ოჯახთან ერთად ცხოვრებაზე არაფერი


შემოუთავაზებია. ჰოდა, მეც არ ჩავუკირკიტდი. ერთი შეპარულად კი გავხედე
მის საშიშ ცოლს, იქით, სამზარეულოსკენ. ალბათ, ჩემს საყვარელ სასტუმროში
გავჩერდები. გაცილებით უფრო კომფორტულია. წყალგაყვანილობა მაინც არის
მოწესრიგებული. აქ ყოველდღე მოსასვლელად ერთი ველოსიპედი დამჭირდება.
ახლა კი, ის დროა, წავიდე...

«ძალიან ბედნიერი ვარ, შენი გაცნობით», – ხელი ჩამომართვა კეტუტმა. მე


პირველი გაკვეთილი შევთავაზე უკვე. ნახვასა და გაცნობას შორის განსხვავებას
ვუხსნი: როდესაც ადამიანს პირველად ვნახულობთ, ვეუბნებით, «მოხარული
ვარ თქვენი გაცნობით», ყოველ ჯერზე კი – «მოხარული ვარ თქვენი ნახვით».
რადგან გაცნობა ერთხელ ხდება, ნახვა კი – მრავალჯერ, ყოველდღე. მოეწონა.
გაივარჯიშა: «მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, მოხარული ვარ თქვენი ნახვით!
გხედავთ! ყრუ არა ვარ!» ამაზე მე და მარიო ჩავბჟირდით. კეტუტს ხელი
ჩამოვართვი და ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდით. ამის შემდეგ მეუბნება:
«მომავალ შეხვედრამდე, ალიგატორო». ცოტა ხანში ვუსწორებ, – ნიანგო-მეთქი.

– დაე, შენმა სინდისმა გაგიკვლიოს გზა. ვინმე დასავლელ მეგობარს თუ


ჩამოიყვან ბალიზე, ჩემთან გამოაგზავნე. ხელზე ვუმკითხავებ. ბომბების მერე

231
ხაზინა დამიცარიელდა. მე ხომ ჩემით ვისწავლე ყველაფერი. ბედნიერი ვარ შენი
ნახვით, ლიზ!!

– მეც ძალიან ბედნიერი ვარ შენი ხილვით, კეტუტ!

76

ბალი პატარა ინდუსური კუნძულია, ინდონეზიის არქიპელაგიდან ორი ათასი


მილით დაშორებული, მუსლიმანებით ყველაზე ფართოდ დასახლებული. მინდა
გითხრათ, მართლა გასაოცარი ადგილია. წესით, არც უნდა არსებობდეს. თუმცა,
მშვენივრადაც არსებობს. ინდუიზმი [ინდუიზმი – ინდური რელიგია, რომელიც
შეიქმნა შუა საუკუნეებში ბრაჰმანიზმისა (ძველი ინდოეთის რელიგია,
აღმოცენდა ძვ.წ. I ათასწლეულში) და ბუდიზმის დაახლოების შედეგად.] აქ
ინდოეთიდან წამოვიდა, იავის გავლით. ინდოელმა მოვაჭრეებმა აქ რელიგია
მოიტანეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში. იავის სამეფო გვარმა კი ძლევამოსილი
ინდუსური დინასტია ჩამოაყალიბა, მისი გამოძახილი დღეს თითქმის აღარ
გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ბორობუდურთან დარჩენილ შთამბეჭდავი ტაძრის
ნანგრევებს... XVI საუკუნეში აფეთქებულმა რელიგიურმა აჯანყებამ შივას
აღმსარებელი ინდუსური სამეფო გვარი, რომელიც მაჯაფაჰიტ ეგზოდუსის
სახელითაა ცნობილი, იავიდან გააქცია. მაღალი კლასისა და კასტის იაველები
მხოლოდ ოჯახითა და ხელოსნებით წამოვიდნენ ბალიზე, ჰო, ქურუმებიც
წამოიყვანეს. ამდენად, გადაჭარბებული სულაც არ არის იმის თქმა, რომ ბალის
ყოველი მცხოვრები მეფის, ქურუმის ან ფერმწერის შთამომავალია. მათი სიამაყე
და დიდებულებაც სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. იავის კოლონისტებმა
ბალიზე ინდუსური საკასტო სისტემა გადმოიტანეს, თუმცა კასტებად დაყოფა აქ
ისე სასტიკად იძულებითი არ იყო, როგორც ერთ დროს ინდოეთში. თუმცა
ბალელები მაინც იერარქიულები არიან, (მარტო ბრაჰმანები [ბრაჰმანები –
ბრაჰმანიზმის მიმდევრები.] ხუთ დივიზიონად იყოფიან) და ჩემთვის უმჯობესია,
ადამიანური გენომი პერსონალურად ამოვშიფრო, ვიდრე ვეცადო და რთული
კლანური სისტემა შევისწავლო, ჯერ კიდევ რომ ვითარდება აქ (მწერალმა ფრედ
ბ. ეისმანმა არაერთი ესე მიუძღვნა ბალის კულტურას. იგი უფრო დეტალურად

232
უღრმავდება აქაურობას და ძირითად ინფორმაციას მეც მისი წიგნიდან გავეცანი).
ერთი სიტყვით, მთელი ბალი კლანთა დიდი თავშესაყარია. თითოეულმა
მოსახლემ იცის, რომელ კლანს მიეკუთვნება თვითონ და რომელს ეკუთვნიან
დანარჩენები. თუ რომელიმე მათგანს კლანიდან გააძევებენ, მას ფაქტობრივად,
აღარაფერი დარჩენია ხელჩასაჭიდი. იმიტომ რომ, ეს სიკვდილზე უარესია. ბალის
კულტურა ერთ-ერთი ყველაზე თანამიმდევრული სისტემაა დედამიწაზე
არსებულ რელიგიებსა და სოციალურ ორგანიზაციებს შორის, სკასავით
მოზაიკურად აწყობილი, დავალებების, როლებისა და რიტუალების მიხედვით.
აქაური ხალხი მთლიანად გაბმულია დოგმებისა და წესების მახეში. ეს ქსელი
რამდენიმე ფაქტორის შეჯერებითაა შექმნილი, მაგრამ ძირითადად, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ბალი სწორედ რიტუალებისა და ტრადიციული ინდუიზმის კერაა,
სადაც ბრინჯის მომყვანი აგროსამრეწველო გაერთიანების წევრები
გულმოდგინედ და შეთანხმებულად მუშაობენ. ბრინჯის ტერასებს ძალის
უდიდესი ერთობა და შრომის გადანაწილება სჭირდება. სწორედ ამიტომ,
თითოეულ სოფელს თავისი ბანჯარი გააჩნია – ეს მოქალაქეთა გაერთიანებული
ორგანიზაციაა, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე წყვეტს ადგილობრივ
პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სასოფლო-სამეურნეო პრობლემებს.
ბალიში კოლექტივი ინდივიდზე გაცილებით მნიშვნელოვანია. რელიგიურ
რიტუალებს ზეაღმატებული ხასიათი აქვს მინიჭებული (კუნძულზე, სადაც
შვიდი არაპროგნოზირებადი ვულკანი მდებარეობს, თითოეულმა
გულმხურვალედ უნდა ილოცოს). დადგენილია, რომ აქაური ქალები დროის ერთ
მესამედს რიტუალისთვის მზადებასა და მონაწილეობას უთმობენ. ცხოვრება კი
წეს-ჩვეულებების დაუსრულებელი ციკლია. ყოველი მათგანი უნდა დაიცვა,
ზუსტი თანამიმდევრობით, თორემ მთლიანი სამყარო დაკარგავს წონასწორობას.
მარგარეტ მიდმა ბალელთა «წარმოუდგენელ შრომისმოყვარეობაზე» წიგნი
დაწერა და მართალიც არის. იქაურ მჩქეფარე ცხოვრებაში უმოძრაო წამს ძნელად
ნახავ... მთელი რიგი ცერემონიები სრულდება, ზოგი დღეში ხუთჯერ, ზოგიც
ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ, ზოგიც წელიწადში ერთხელ, ათ წელიწადში
ერთხელ, ასწლეულში ერთხელ, ათასწლეულში ერთხელ... თითოეული თარიღი
ქურუმთა და სასულიერო პირთა მიერ მკაცრად არის დაცული, ისინი სამი
სხვადასხვა კალენდრის ბიზანტიური სისტემით ხელმძღვანელობენ. ბალიზე
თითოეული ადამიანისთვის ეს სისტემა ცამეტად არის დაყოფილი და ყოველი
მათგანის დაწყება დიდი რიტუალით აღინიშნება. რაც შეეხება სიმშვიდისკენ
ოსტატურად მიმართულ ცერემონიალებს, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში

233
ტარდება მათ მიერ, რათა საკუთარი სულები 108 ბოროტი ძალისგან დაიცვან (აი,
კიდევ რიცხვი – 108!), მათ შორის, ძალადობის, ქურდობის, სიზარმაცისა და
ტყუილისგან. ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს სქესობრივი მომწიფების
უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომლის შესრულებისას, ესთეტიკური
ეფექტისთვის, ძაღლის კბილებსა და ეშვებს ბრტყელ ზედაპირზე ყრიან. ბალიზე
ყველაზე უარესი მახასიათებელი უხეშობა და ცხოველურობაა და ვინაიდან ეს
ეშვები ჩვენი სასტიკი ბუნების შემახსენებელია, აქაურობას უნდა მოშორდნენ.
ასე ფაქიზად აწყობილი კულტურის ხალხისთვის სისასტიკე მეტისმეტად
საშიშია... მთელი სოფლის ერთიანი მუშაობით დაწნული ქსელი ერთ-ერთის
დანაშაულებრივმა განზრახვამ შეიძლება მთლიანად დაარღვიოს. მაშასადამე,
ბალიზე საუკეთესო თვისება ალუსობაა, რომელიც რაფინირებულსა და
დახვეწილს ნიშნავს. კარგია, ქალიცა და მამაკაციც თუ ლამაზია. სილამაზეს
ეთაყვანებიან. სილამაზე უსაფრთხოებაა. ბავშვებს ასწავლიან, ყოველ
სირთულესა და დისკომფორტს გაცისკროვნებული სახითა და ფართო ღიმილით
შეხვდნენ. აქაური იდეოლოგია მეტისმეტად მატრიცულია, სულიერების,
მოძღვრების, სწორი გზის მაჩვენებელი ბილიკებისა და ადათ-წესების ერთი
დიდი ბადეა. ყოველ ბალელს გააჩნია ცხოვრების რუკა და მშვენივრად იცის, რა
უნდა ან საითკენ მიდის. თუნდაც ეს ოთხი სახელი კმარა: «პირველი», «მეორე»,
«მესამე» და «მეოთხე», იმისათვის, რომ ყველას კარგად ახსოვდეს, რომელ
ოჯახში დაიბადნენ და ვის გვარს წარმოადგენენ. თქვენ რომ შვილებისთვის
ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი დაგერქვათ, დამიჯერეთ,
რომ უკეთესი ოჯახური რუკა არ გამოგივიდოდათ. მარიომ, ჩემმა იტალიელ-
ინდონეზიელმა მეგობარმა მითხრა, რომ მხოლოდ იმით არის ბედნიერი, საკუთარ
თავს მენტალურად და სულიერად რომ შველის. ის ადვილად აგნებს
ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილს და ამით
იდეალურ ბალანსს პოულობს. ამისთვის კი, მხოლოდ ყოველი მომენტის შეცნობა
ესაჭიროება ზესკნელში ღმერთთან და მიწაზე ოჯახთან ურთიერთობისას. თუ ამ
წონასწორობას დაკარგავს, მაშინ მთელ ძალასაც მიაყოლებს. ნუ გეგონებათ ეს
ერთი უბრალო და სასაცილო ჰიპოთეზა. მით უმეტეს იმისა, რომ ბალის
კუნძულზე მცხოვრები ხალხი, შეიძლება ითქვას, წონასწორობის იდეალური
ოსტატები არიან. მთელი მათი ცხოვრება ხელოვნებას, მეცნიერებასა და
რელიგიას შორის შუალედური წერტილის მოძებნას ეძღვნება. მე, ჩემი მხრივ,
საკუთარი წონასწორობის ძიებისას, ძალიან ბევრი ვისწავლე მათგან. ვისწავლე
თუ როგორ უნდა დადგე მყარად ამ ქაოსურ სამყაროში. მაგრამ რაც უფრო მეტად

234
ვუღრმავდები ყოველივე ამას, ვხვდები, რამდენად შორს ვარ წონასწორობის
სისტემისგან, ყოველ შემთხვევაში, ბალელების გადასახედიდან მაინც. ის, რომ მე
დავბოდიალებ ამ სამყაროში ჩემს ნებაზე, ის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით
ოჯახის უღელს გამოვეთიშე და ქმარს გავშორდი, მათთვის წარმოუდგენელი
ამბავია. იმდენად, რომ დაახლოებით, მოჩვენებისმაგვარად მიუღებელი და უცხო
ვარ მათთვის. მე ასე ცხოვრება მსიამოვნებს, მათ კი მსგავსი სტილი
წარმოუდგენელ ღამის კოშმარად მიაჩნიათ. თუკი ის არ იცი, რომელ კლანს
მიეკუთვნები, აბა, რანაირად უნდა იპოვო ბალანსი?

ყოველივე ამის გათვალისწინებით, წარმოდგენაც არა მაქვს, ჩემი


მსოფლმხედველობა ბალის მცხოვრებთა მსოფლმხედველობას როგორ უნდა
შევუჯერო, მით უმეტეს, რომ ახლაღა ვახერხებ, რაღაც ახლებური, დასავლური
განმარტების მსოფლიო ეკვილიბრიუმის [ეკვილიბრისტიკა (ლათ.) – საცირკო
ჟანრი, აკრობატიკის ნაირსახეობა – წონასწორობის დაცვის ოსტატობა
განსაკუთრებით ძნელ პირობებში. აქ: ეკვილიბრიუმი – წონასწორობა.] მიგნებას
(ახლა ჩემთვის ეს სიტყვა დაახლოებით თანაბარ თავისუფლებასთან ან თანაბარ
შესაძლებლობებთან ასოცირდება. თანაბარ შესაძლებლობებთან – ნებისმიერ
მოცემულ დროში, ნებისმიერი მიმართულებით წასვლისას, რა თქმა უნდა, იმის
მიხედვით, როგორც ცხოვრება გიჩვენებს). ბალის კუნძულზე მცხოვრებნი სულაც
არ ელოდებიან იმას, საქმე როგორ წავა. ეს მათთვის საშიშია. ისინი წინასწარ
გეგმავენ ყველაფერს, რათა მარცხი თავიდან აიცილონ.

როდესაც უცხო ადამიანს შეხვდებით, მისი უპირველესი კითხვაა, სად მიდიხარ.


მეორე – კი, საიდან მოდიხარ. დასავლელისთვის, უცხოსგან დასმული ამგვარი
კითხვა დამპყრობლურს ჰგავს, მაგრამ ახალი ნაცნობი უბრალოდ ცდილობს,
სწორი ორიენტაცია აიღოს თქვენზე და მიზნების, უსაფრთხოებისა და
კომფორტის ბადეში მართებულად მოგაქციოთ. თუ უპასუხებთ, რომ არ იცით
სად მიდიხართ და უბრალოდ, თქვენთვის დაბოდიალობთ, შეიძლება ახალი
მეგობრის გულში დიდი ტკივილი გააღვივოთ. უმჯობესია, უცბად მოიგონოთ
რაიმე ადგილი და ამით ორივე კმაყოფილი დარჩებით.

მესამე შეკითხვა, რასაც ბალიზე მცხოვრები უეჭველად დაგისვამთ, არის,


დაქორწინებული ხართ თუ არა. ესეც ორიენტაციის აღების ერთ-ერთი ქმედითი
გზაა. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ ცხოვრებაში ყოველმხრივ
მოწესრიგებული ხართ. ნამდვილად ელის თქვენგან დადებით პასუხს. და

235
როდესაც ჰოს ეტყვით, იმხელა წარმოუდგენელი შვებაა მისთვის. თუკი ჯერ
დაუოჯახებელი ხართ, ამის თქმასაც ერთგვარი შელამაზება სჭირდება, პირდაპირ
სახეში მიხლა შეიძლება მტკივნეული იყოს. და თუ, რა თქმა უნდა,
განქორწინებული ხართ, ეს არც უნდა ახსენოთ. ეს მას უბრალოდ მოსვენებას
დააკარგვინებს. თქვენი მარტოობა მათთვის მხოლოდ ერთიანობის ბადისგან
შორს ყოფნასთან ასოცირდება და თუ თქვენ მართლაც მარტოხელა ქალი
ბრძანდებით, კითხვაზე გათხოვილი ხართ თუ არა, საუკეთესო პასუხია: «ჯერ
არა». ეს «არას» თავაზიანი ფორმაა, ამავდროულად, თქვენს ოპტიმისტურ
დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც შეიძლება დროულად მოაგვაროთ
არსებული პრობლემა. მნიშვნელობა არა აქვს, ოთხმოცი წლისაც რომ იყოთ,
გინდაც ლესბოსელი, საშინელი ფემინისტი, მონაზონი ან სულაც ოთხმოცი წლის
ფემინისტი მონაზონი, რომელიც არასოდეს გათხოვილა და არც წარმოუდგენია,
რომ ოდესმე შეიძლება გათხოვდეს, მისი ოპტიმალური პასუხი მაინც ასეთია,
«ჯერ არა».

77

დილით, მარიო ველოსიპედის ყიდვაში დამეხმარა. როგორც ნამდვილმა


იტალიელმა (თითქმის), თქვა, ერთი ტიპი ვიციო და წამიყვანა თავისი
ბიძაშვილის მაღაზიაში, სადაც სამთო ველოსიპედი, ჩაფხუტი, ბოქლომი და
კალათი ვიყიდე ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებად. ახლა ჩემს ახალ ქალაქ
უბუდში მობილური ვარ, ანუ შემიძლია თავისუფლად გადავაადგილდე,
რამდენადაც ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული, ცუდად შეკეთებული,
მოტოციკლეტებით, მსუბუქი ავტომანქანებითა და ავტობუსებით
გადატვირთული გზები საშუალებას მომცემს. აი, ნაშუადღევს, კეტუტის
სოფლისკენ მივგორავ, რათა ჩემი ექიმბაში მოვინახულო. რა მნიშვნელობა აქვს,
რას გავაკეთებთ... სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ინგლისურის გაკვეთილებს
ჩავატარებ, მედიტაციაში ვივარჯიშებ, ძველებურ ქოხში უბრალოდ დავსხდებით,
თუ სხვა... ძნელია, გამოიცნო, კეტუტს რა დაარტყამს თავში, მაგრამ მაინც
ბედნიერი ვარ, რომ უნდა ვნახო. ბალიზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, პატარა,
ერთი წლის გოგონა მოუყვანიათ მასთან, საშველად. ბაიას კბილები ამოსდის და

236
მთელი რამდენიმე ღამეა გაუჩერებლად ტირის. მამა სარონგში გამოწყობილი,
სიმპათიური მამაკაცია, საბჭოთა ომის ქანდაკებასავით კუნთმაგარი ფეხებით.
დედა ლამაზი და მორცხვია, მოკრძალებულად დახრილი ქუთუთოებიდან
მიცქერის. წყვილმა კეტუტს დახმარებისთვის მცირედი ანაზღაურება მოუტანა:
2.000 რუპია (დაახლოებით 25 ცენტი), პალმის ტოტებისგან დაწნული,
სასტუმროს ბარზე ოდნავ დიდი კალათით. იქვე, ფულთან ერთად ერთი
გაშლილი ყვავილი და ბრინჯის რამდენიმე მარცვალი დევს (ეს ძღვენი რას
შეედრება დედაქალაქიდან, დენპესარიდან მოსული მდიდარი ოჯახისას. ისინი
კეტუტთან ნაშუადღევს მოვიდნენ. დედას თავზე შემოდებულ სამიარუსიან
კალათაში ბარაქიანად ელაგა ხილი, ყვავილები და შემწვარი იხვი. თავსაბურავი
კი ისეთი ეხურა, მძღოლმა მირანდამ გაოცებისგან თავი მიწამდე დახარა).
კეტუტი გარშემომყოფების არსებობით მშვიდი და ბედნიერია. წყნარად უხსნიდა
მშობლებს თავიანთი შვილის პრობლემებს. შემდეგ სახლის კარის ზღურბლში
რაღაც მოჩორკნა და იქიდან უბის წიგნაკი ამოაძრო, სანსკრიტული ხელნაწერით.
სკოლის მოწაფესავით ფურცლავს რვეულს და მშობლებთან ერთად ხორხოცით
ეძებს რაღაც სიტყვათშეთანხმებას, რომელიც მოცემულ მომენტს მიესადაგება.
მერე დავთარში ცარიელ გვერდს ნახულობს, გომბეშო «კერმიტის» სურათით და
მისი თქმით, პატარა გოგოსთვის «დანიშნულებას» წერს. ბავშვი დატანჯა
შეჩენილმა მინორულმა დემონმა. ერთი სიტყვით, ბოროტი თვალი ეცაო. მისი
ხასიათის გაფუჭება კი ექიმბაშმა კბილების ამოსვლით ახსნა. ამისთვის წითელი
ხახვის წვენით ღრძილების დაზელა ურჩია. ბოროტი ძალის დასაშოშმინებლად კი
წიწილისა და გოჭის დაკვლაა საჭირო და ნამცხვრის პატარა ნაჭერთან ერთად
უნდა მიართვან, რა თქმა უნდა, სპეციალური მცენარეულით შეზავებული,
რომელიც ბებიას თავის სამედიცინო ბაღში აუცილებლად ექნება (ამ საკვების
გადაყრა არ შეიძლება. გამასპინძლების ცერემონიის შემდეგ, ბალის ოჯახებს
უფლება ეძლევათ, ღვთიური შესაწირი მიირთვან. ღმერთი ყოველთვის მიიღებს
იმას, რაც ეკუთვნის, მას ჟესტი ეკუთვნის, ადამიანს კი – საკვები. და იღებს
კიდეც). დანიშნულების გამოწერის შემდეგ, კეტუტმა ზურგი გვაქცია, თასი
წყლით აავსო და ზედ მთელი არსით ჩაიკითხა მომადუნებელი მანტრა. მერე
იგივე წყალი, რომელსაც ამხელა მადლი გადასცა, ბავშვს აპკურა. ერთი წლის
ბავშვმაც კი იცის, როგორ უნდა მიიღოს სიწმინდე, რომელიც მასზე გადმოდის,
ნამდვილი ბალელივით... დედიკოს ხელში უჭირავს, თვითონ კი ბუთქუნა
თითებს იშვერს წყლის დასალევად, ერთი შესრუტვით ყლაპავს და დანარჩენს
თავზე იშხეფებს... არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი და სრულყოფილი

237
რიტუალია... ამ უკბილო კაცისა, თავზე რომ დაჰგალობს, წესით, უნდა
ეშინოდეს... ბოლოს კი კეტუტი წყალს სანდვიჩის პარკში ასხამს და ოჯახს ატანს
შემდგომში გამოსაყენებლად. დედა წყალს იღებს და მიდის. თითქოს, სულ
ახლახან სახალხო ბაზარზე ოქროს თევზი მოიგო, ეგ არის, რომ თან წაღება
დაავიწყდა. კეტუტ ლიიერმა ოჯახს დაახლოებით ორმოცწუთიანი ყურადღება
დაუთმო, სულ რაღაც 25 ცენტად. კეტუტი მათ უფასოდაც კი იმავენაირად
მოემსახურებოდა, ეს ხომ მკურნალის მოვალეობაა. თუ ერთ ადამიანს მაინც
უბრუნებს პირს, ღმერთი ამ ძალას აღარ მისცემს. დღეში, სადღაც ათამდე
ვიზიტორი მოდის მასთან სხვადასხვა სახის, სულიერი თუ სამედიცინო
დახმარების სათხოვნელად... განსაკუთრებულ დღეებში კი, როდესაც ხალხს
დალოცვა და წყალობა ესაჭიროება, ასზე მეტი ადამიანიც მოდის აქ.

– არ იღლები? – ვკითხე მე.

– ეს ხომ ჩემი პროფესიაა... ამავე დროს ჩემი ჰობიც... – მიპასუხა.

შუადღისას კიდევ რამდენიმე პაციენტი მოვიდა, თუმცა მე და კეტუტმა მაინც


მოვახერხეთ სახლის ზღურბლთან განმარტოება. ისე ვმშვიდდები მასთან, ისე
კარგად ვგრძნობ თავს... როგორც ჩემს საყვარელ ბაბუასთან... მედიტაციის
პირველ გაკვეთილს მიტარებს. ღმერთთან მისასვლელი გზა დასავლელებისთვის
ცოტათი გართულებულიაო და ამიტომ, მე ადვილს გასწავლიო. უბრალოდ,
მარტივად, დაჯექი სიჩუმეში და გაიღიმეო. მომწონს ეს მეთოდი. ისიც მომწონს,
ამას როგორ მასწავლის. იჯექი და გაიღიმე. მშვენიერია...

– იოგას ინდოეთში სწავლობ, ლიზ? – მკითხა.

– ჰო, კეტუტ.

– შენ გამოგდის იოგა, მაგრამ იოგა მეტისმეტად ძნელია.

უცბად, დაკუჭული ლოტოსის ყვავილივით მოიღუნა და თავი ზემოთ აღმართა.


სახეზე კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდა, ყაბზობას ებრძოდა
გამეტებით. მერე, უეცრად გაიშალა და სიცილით ლამის გასკდა.

«მისმინე, იოგაში ყოველთვის ასეთი სერიოზული სახე რატომ აქვთ? ასეთი


გამომეტყველებით ხომ განიზიდავ დადებით ენერგიას? მედიტაციისთვის
მხოლოდ ღიმილია საჭირო. გაიღიმე სახით, გონებით, მერე დადებითი ველები
238
მოვლენ და სიბინძურეს ჩამოგბანენ. ღვიძლითაც კი გაიღიმე. ამაღამ სასტუმროში
ივარჯიშე. სიჩქარე არა. სერიოზულობა არა. დაგღლის. კეთილი ძალები მარტო
ღიმილით მოდიან. დღეისთვის ყველაფერი დამთავრდება. მოგვიანებით
გიხილავ, ალიგატორ. ხვალ მობრუნდი. ბედნიერი ვარ შენი ნახვით, ლიზ... დაე,
შენმა სინდისმა გმართოს. ვინმე დასავლელი მეგობარი თუ გყავს ბალიზე,
ჩემთან მოიყვანე. ხელზე ვუმკითხავებ. ბომბების მერე ხაზინა დამიცარიელდა.
ბედნიერი ვარ შენი ნახვით, ლიზ!!»

78

აი, კეტუტ ლიიერის თავგადასავალი, ლამაზია, როგორც ამას თვითონ გვიყვება


(კეტუტი ისედაც ვერ მეტყველებს მთლად გამართულად და წინადადებების
სხვადასხვა დროში ჩასმა კიდევ უფრო უჭირს):

«ჩემს საგვარეულოში მე-9 თაობის ექიმბაში ვარ. მამაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი დიდი
ბაბუა და ყველა წინაპარი ექიმბაში იყო. მათ უნდოდათ, მეც ამ გზას გავყოლოდი,
გვარიშვილობა მოითხოვდა ასე. ხედავენ, ვარ ლამაზი და ჭკვიანი. მაგრამ არ
მინდოდა ექიმბაშობა. მეტისმეტად ბევრი სასწავლია! არ მჯერა მათი! მე ხატვა
მინდოდა! მინდა, მხატვარი ვყოფილიყავი! ამის ნიჭი მქონდა. როდესაც ჯერ
კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ერთ ამერიკელს ვხვდებოდი, ალბათ შენნაირად
ნიუიორკელს. მას მოსწონდა ჩემი ნახატები. ერთი მეტრით დიდი ნახატი
უნდოდა ჩემგან ეყიდა. ძვირად. ფული ჰქონდა. კარგი ფული კეთდება ხატვაში.
ჰოდა, მეც ხატვა დავიწყე მისთვის. ყოველდღე ვხატე, ვხატე, ვხატე. ყოველღამე
ვხატე. მაშინ, დიდი ხნის წინ, ელექტრონათურები არ იყო, დღეს რომაა. მე
ნავთის ლამპა მქონდა. წარმოგიდგენია? ერთ ღამესაც, ნავთის ლამპა ქრება, მე
ვტუმბავ, ვტუმბავ, ვტუმბავ და ისიც ფეთქდება! მკლავი მეწვება!
საავადმყოფოში ვწვები დამწვარი ხელით. ინფექცია წავიდა. ყველა გზით
გულთან მივიდა. ექიმმა მითხრა, სინგაპურში წადი, ხელი მოიჭერიო. ამპუტაცია
გჭირდებაო. ვთხოვე, ჯერ ჩემს სოფელში წავალ-მეთქი. იმ ღამით, სოფელში მამა,
ბაბუა, დიდი ბაბუა და ყველანი სიზმრად მოდიან ჩემთან სახლში და
მასწავლიან, როგორ უნდა მოვირჩინო დამწვარი. მეუბნებიან, ზაფრანისა და

239
სანდალის ხისგან [სანდალი (არაბ.) – მარადმწვანე ტროპიკული ხე, რომლის
არომატული მერქანი მდიდარია ეთერზეთებით.] წვენი გამოწურეო. დამწვარზე
შეიზილე. მერე, დაფხვენი ზაფრანა და სანდალის ხის ნაჭერი. წაისვი ფხვნილი
დამწვარზეო. მეუბნებიან, ასე უნდა გააკეთო, და მკლავს არ დაკარგავო. ისეთი
ცხადია ეს სიზმარი, თითქოს მართლა მოვიდნენ ჩემთან, სახლში. ყველა ერთად.
ვიღვიძებ. არ ვიცი, რა ვქნა, იმიტომ რომ, ხანდახან სიზმრები უშნოდ ხუმრობენ.
გესმის? მაგრამ მე მაინც შინაურებს დავუჯერე და რეცეპტს მივმართე. ჩემი
დაზიანებული და ინფექციაშეჭრილი ხელი, ძალიან მტკივა! კიდევ უფრო
დიდდება და სივდება. სალბუნის დადების შემდეგ, ჯერ გაგრილდა, მერე
გაცივდა. უკეთ ვიგრძენი თავი. ათ დღეში მკლავი მომირჩა. მთლიანად
განვიკურნე. ამიტომაც, სიზმრებისა უკვე მჯერა. მერე, ისევ დამესიზმრნენ: მამა,
ბაბუა, დიდი ბაბუა... ახლა დაჟინებით მთხოვენ, ექიმბაში გამოვიდე. სული
უფალს უნდა ვაჩუქო. ამისთვის ექვსი დღე უნდა ვიმარხულო, გაიგე? არც
საკვები, არც წყალი. არავითარი საუზმე. ადვილი არ არის. მარხვისგან ისე
მწყურდება. დილაობით ბრინჯის მინდორში გავდივარ, მზეს ვუყურებ. ვჯდები,
პირს ვაღებ და ჰაერიდან ვისრუტავ წყალს. რას ეძახით თქვენ, დილით ჰაერში
წყალს?»

«ნამს».

«ჰო, ნამს! ექვსი დღე მხოლოდ მაგ ნამს ვსვამ. მეხუთე დღეს გონს ვკარგავ.
ყველაფერი ყვითლად მეჩვენება. არა, ყვითელი არა – ოქროსფერი. შიგნიდანაც კი
ოქროსფერი ვარ და ბედნიერი. ახლა ვხვდები, ეს ოქროსფერი ღმერთია... ის, რაც
ღმერთია, იგივეა ჩემში... იგივე. იგივე. ასე რომ, მე მკურნალი უნდა გამოვიდე.
ახლა სამედიცინო ლიტერატურა უნდა შევისწავლო. ბაბუას დანატოვარი.
წიგნები, ლონტარებად წოდებულ პალმის რტოებზეა ნაწერი და არა ქაღალდზე.
ეს ბალის სამედიცინო ენციკლოპედიაა. ახლა ყველა განსხვავებული სფერო უნდა
შევისწავლო. არ არის ადვილი. მაგრამ თანდათან ყველაფერს ვსწავლობ.
ვსწავლობ, როგორ მოვუარო ადამიანებს, ბევრი პრობლემა რომ აქვთ. ერთი
საკითხია, როდესაც ვიღაც ფიზიკურად არის ცუდად, მე მას მცენარეულით
ვეხმარები. მეორე საკითხია, როდესაც ოჯახია ცუდად, როდესაც ოჯახში სულ
ჩხუბობენ. მათ ჰარმონიით ვეხმარები, ჯადოსნური ნახატებით, ასევე
ვესაუბრები. იმ ნახატს სახლში ვუკიდებ კედელზე. აღარ ჩხუბობენ. ზოგჯერ,
სიყვარულში უჭირთ, ვერ პოულობენ თავიანთ მეწყვილეებს. დასავლელებსა და
ბალელებს ბევრი სასიყვარულო პრობლემა აქვთ. უჭირთ მეწყვილის პოვნა. მათ
240
გასაჭირს მანტრათი და ჯადოსნური ნახატით ვეხმარები. შავ მაგიასაც ვსწავლობ,
ისეთების დასახმარებლად, ვისაც ბოროტი ადამიანები ჯადოს უკეთებენ. შენც
წაიღე სახლში ჩემი ნახატი. დადებით ენერგიას მოგიტანს. მომწონს ხატვა.
როდესაც დრო მაქვს, ვხატავ, მერე გალერეაში მიმაქვს და ვყიდი. ყოველთვის
ერთსა და იმავეს ვხატავ. აყვავებულ ბალის, სამოთხეს რომ ჰგავდა, ათასი წლის
წინ. ვხატავ ჯუნგლებს, ცხოველებს, ქალებს... იმით... რა ჰქვია იმ სიტყვას?..»

«მკერდი», – შევაშველე.

«ჰო, ქალი – მკერდით. ამ ჩემი საქმიანობის გამო ხატვის დრო აღარა მაქვს. არადა,
ჩემი მოვალეობაა ექიმბაშობა. ეს პროფესიაა ჩემი. ჰობიც. ხალხს უნდა
დავეხმარო, თორემ ღმერთი გამიჯავრდება. ხან ქალი ვამშობიარო, ხან
მიცვალებულს რიტუალი ჩავუტარო, ხან კბილი დავპლომბო, ხან დავაქორწინო...
ზოგჯერ, შუაღამეზე, სამ საათზე მეღვიძება, ნათურის შუქზე ვხატავ.
ერთადერთი დროა, როდესაც საკუთარი თავისთვის მცალია. მხოლოდ ამ დროს
ვარ მარტო. და ნაყოფიერად ვხატავ. არ ვხუმრობ, მართლა ჯადოსნურ რამეებს
ვქმნი.

ამასთანავე, მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ცუდი ამბავიც რომ იყოს.


ცხოვრებაში ყოველთვის კარგ როლს უნდა ვასრულებდე, თორემ ჯოჯოხეთში
მოვხვდები. ენები ვიცი. ბალის ენა ვიცი, ინდონეზიური, ცოტა იაპონური, ცოტა
ინგლისური, ცოტა ჰოლანდიურიც. ომის დროს აქ ბევრი იაპონელი იყო. არც ისე
ცუდები ჩემთვის. მათ ხელისგულებს ვკითხულობდი, დავმეგობრდით. ომამდე
აქ ბევრი ჰოლანდიელი იყო. ახლა დასავლელები არიან, ოხრად. ყველა
ინგლისურად ლაპარაკობს. ჩემი ჰოლანდიური ისეთია... რა სიტყვა თქვი გუშინ?..
რომ მასწავლე?.. დამტვრეული?»

«ჰო, დამტვრეული», – ვუპასუხე.

«ზუსტად დამტვრეულია ჩემი ჰოლანდიური. ჰა-ჰა! ბალიზე მეოთხე კასტას


მივეკუთვნები. ძალიან დაბალი ფენიდან ვარ, ფერმერების. მაგრამ, ჩემნაირი
განათლებული ხალხი პირველ კასტაშიც არ მინახავს ბევრი. მე კეტუტ ლიიერი
მქვია. ლიიერის გვარი დიდი ბაბუისგან გადმომეცა, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი.
სიტყვასიტყვით კაშკაშა სინათლეს ნიშნავს. აი, ესა ვარ, რაცა ვარ».

241
79

ისე თავისუფლად ვგრძნობ ბალის კუნძულზე თავს, რომ უკვე სასაცილოა.


ყოველდღე, შუადღისით, რამდენიმე საათით, კეტუტს ვესტუმრები ხოლმე,
რომელიც ახლა უსაქმურობას არ უჩივის. დანარჩენ დროს უდარდელად ვატარებ.
დილაობით, თითო საათით იოგის ტექნიკით ვმედიტირებ, ისე, როგორც გურუმ
მასწავლა. შემდეგ, საღამოობით, ისე, როგორც კეტუტმა მასწავლა, ვზივარ და
ვიღიმები. შუალედებში აქეთ-იქით დავდივარ, ველოსიპედით, ხალხს
ვესაუბრები და ვსადილობ. ერთ პატარა ბიბლიოთეკას მივაგენი. იქაური ბარათი
ავიღე, მშვენივრად გამომაქვს წიგნები და პარკში ვკითხულობ ხოლმე. ეს ხომ
ჩემი ცხოვრების ყველაზე გემრიელი და ბარაქიანი საქმიანობაა... აშრამის
აქტიური ცხოვრებისა და იტალიაში გიჟური, გაცხოველებული ჭამის შემდეგ,
ჩემთვის ეს ნამდვილად რადიკალურად მშვიდი პერიოდია. დრო თავზე საყრელი
მაქვს, ტონობით. სასტუმროდან ასჯერაც რომ გამოვიდე, მარიო და ბიჭები
აუცილებლად მკითხავენ, სად მივდივარ. შესაბამისად, როდესაც მოვბრუნდები,
მეკითხებიან, სად ვიყავი. ალბათ, თავიანთ რჩეულთათვის მთელი რუკები აქვთ
შედგენილი, უჯრებში უწყვიათ და ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ, რათა მათი
სრული «სკა» წესრიგში იყოს.

საღამოობით, ჩრდილოეთ უბუდისკენ, მაღალი მთებისკენ ველოსიპედით


მივდივარ, სადაც სულ სიმწვანეა. ბრინჯის მდელოებში, დამდგარ წყალში
ვარდისფერი ღრუბლები ირეკლება, თითქოს ორი ცა არსებობს ქვეყანაზე... ერთი
ზემოთ, ღმერთებისთვის, მეორე კი, აქ, დაბლა, ლაფიან სისველეში – ჩვენთვის,
მოკვდავთათვის... იმ დღეს ყანჩების ნაკრძალში ავედი. შესასვლელში უღიმღამო
აბრა გამოეკრათ, ყანჩები დღეს შეგიძლიათ იხილოთო, მაგრამ ვერ ვნახე.
მხოლოდ იხვები იყვნენ. ცოტა ხანს მათ ვუყურე, მერე კი შემდეგი სოფლისკენ
გავეშურე. გზად მრავალ მამაკაცს, ქალსა და ბავშვს ჩავუარე. საკმაოდ საქმიანები
ჩანდნენ, წიწილებს და ლეკვებს უვლიდნენ, მაგრამ არც ისეთი დაკავებულები
იყვნენ, რომ მისალმების დრო არ ჰქონოდათ. რამდენიმე დღის წინ ტყის
შემაღლებულ ადგილას წარწერა ვნახე: «ქირავდება მხატვრის სახლი
სამზარეულოთი». სამყარო გულუხვია. და ამიტომაც სამი დღის შემდეგ იქ
გადავედი საცხოვრებლად. მარიო დამეხმარა, სასტუმროდან კი ბიჭებმა ცრემლით
გამომაცილეს.
242
ჩემი ახალი პატარა კოტეჯი, სუროთი დაფარული კედლებით, ზედ გზაზე დგას.
გარშემო სულ ბრინჯის მინდვრები აკრავს. ერთი ინგლისელი ქალბატონის
საცხოვრებელია, საზაფხულოდ ლონდონში რომ გამგზავრებულა და ახლა მე
შევძვერი მის სასწაულებრივ წალკოტში. ნათელი, წითელი სამზარეულო მაქვს,
ოქროს თევზებით სავსე პატარა გუბე, მარმარილოს ტერასა, საშხაპე ბრჭყვიალა,
მოზაიკური კრამიტითაა გადახურული და სანამ შამპუნს ვისვამ, შემიძლია
ყანჩების ცქერით დავტკბე, ვნახო პალმის ხეებზე როგორ ბუდობენ. პატარა,
საიდუმლო ბილიკი მომაჯადოებელ ბაღს მიუყვება, მებაღის
ადგილსამყოფლამდე. შემიძლია თავისუფლად დავდგე და ყვავილებს ვუყურო.
არ ვიცი, რა ჰქვიათ მათ... ექსტრაარაორდინარულ ეკვატორულ მცენარეებს. ჰოდა,
მე თვითონ ვარქმევ სახელებს. რატომაც არა? ეს ჩემი ედემის ბაღია. მალე,
თითოეულ მცენარეს მეტსახელი გამოვუძებნე. ყვითელი ნარგიზის ხე,
კომბოსტოს პალმა, საბალმასკარადო კაბის სარეველა, დაგრეხილი მანჭია,
ფეხისწვერება ფურჩქნია, მელანქოლიური ვაზი... მიმზიდველი ვარდისფერი
ორქიდეა «თოთო ბავშვის პირველ ხელის ჩამორთმევად» მოვნათლე.
ფაქტობრივად, დაუჯერებელია აქაური სილამაზე. ზედმეტიც კი. ზუსტად ჩემს
საძინებელთან, რამდენიც მინდა, იმდენი პაპაია და ბანანი შემიძლია მოვკრიფო
ზედ ხიდან. ერთი კატა ცხოვრობს აქ. მე გამორჩეულად ვუყვარვარ, ოღონდ
დღეში ნახევარი საათით, სანამ ვაჭმევ... მერე კი, გიჟურად კნავის, გეგონება,
ვიეტნამის ომის კადრები ახსენდებაო... გაგიკვირდებათ და, სულაც არ
მაღიზიანებს. საერთოდაც, ამ დღეებში არაფერი მადარდებს. უკმაყოფილო
ბოლოს როდის ვიყავი, არც მახსოვს. ბუნების ხმაც კი განსაკუთრებულია აქ.
საღამოობით ჭრიჭინების ორკესტრი კონცერტს მართავს, ბაყაყები კი ბანს
ეუბნებიან. ღამის უკუნეთში ძაღლები თავიანთ უბედობას მოთქვამენ. მზის
ამოსვლამდე მამლები განუწყვეტლივ ტრაბახობენ, რა მაგარია მამლობა («ჩვენ
მამლები ვართ!» – ბღავიან. «მამლად დაბადება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და
ეს ჩვენ ვართ!»). ყოველ გამთენიას ჩიტები გამოდიან ესტრადაზე. დიდებული
კონკურსია. ჩემპიონობამდე ათი ტურია გასავლელი. მზე რომ გარეთ
გამობრძანდება, ყველაფერი მშვიდდება და პეპლები სამსახურში მიდიან. მთელი
სახლი ვაზითაა დაფარული; ვგრძნობ, ერთ დღეს ფოთლებში გაუჩინარდება და
მეც ჯუნგლის ყვავილი გავხდები. აქაური ბინის ქირა იმაზე ნაკლებია, ვიდრე
ნიუ-იორკში ტაქსის მომსახურებაში ვიხდიდი. ჰო, ისე, სხვათა შორის, სიტყვა
სამოთხე, რომელიც ჩვენში სპარსულიდანაა შემოსული, კედლებით
გარშემოვლებულ ბაღს ნიშნავს.

243
80

უნდა ვაღიარო, რომ ბალის სამოთხეზე ჩემი თავდაპირველი წარმოდგენა ცოტათი


მცდარი აღმოჩნდა. ამის გამოსაკვლევად ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მხოლოდ
სამი ღამე დამჭირდა. ორი წლის წინ ბალიზე ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ
ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს პატარა კუნძული მსოფლიოში ერთადერთი
ნამდვილი უტოპიური ადგილია, სადაც ყოველთვის მშვიდობა, ჰარმონია და
წონასწორობა სუფევს. ედემი – ყოველგვარი ძალმომრეობისა და სისხლის ღვრის
გარეშე. არ ვიცი, საიდან მქონდა ასეთი წარმოდგენა, მაგრამ ძალიან მინდოდა,
დამეჯერებინა. «პოლიციელებსაც კი ყვავილები აქვთ თმაში», – თითქოს ამის
დასტურად ვამბობდი... სინამდვილეში კი ბალის ზუსტად ისეთივე სისხლიანი,
მძვინვარე და სასტიკი ისტორია აქვს, როგორიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას.

როდესაც, XVI საუკუნეში იაპონელი მეფეები პირველად მოვიდნენ ამ


კუნძულზე, ფეოდალური კოლონია დააარსეს, უმკაცრესი კასტური სისტემით.
და როგორც ყველა კასტურ სისტემაში – არც მათ აინტერესებდათ მათზე ქვემოთ
მდგომთა ბედი. ბალის ადრეული წლების ეკონომიკა მონებით ვაჭრობის
სარფიანი საქმიანობით ყვაოდა (რომელიც საუკუნეების განმავლობაში წინ
უძღოდა ევროპელთა მონაწილეობით საერთაშორისო მონებით ვაჭრობას. ამავე
დროს აქ ევროპაზე მეტხანს გასტანა ადამიანთა ტრეფიკინგმა). თვით კუნძული
ბალი კი გამუდმებულ ომებში იყო ჩაბმული. მოცილე მეფეები მეზობელ ხალხს
ესხმოდნენ თავს (რაც მასობრივი ძალმომრეობითა და მკვლელობით
მთავრდებოდა). XIX საუკუნის ბოლომდე ბალელებს სასტიკ მებრძოლთა სახელი
ჰქონდათ ვაჭრებსა და მეზღვაურებს შორის. სიტყვა ამოკი, [ამოკი (მალაიური) –
ფსიქიკური დაავადება, მკვლელობის მანია. გავრცელებულია აღმოსავლეთ
მალაიის (მალაიზიის ფედერაციის ნაწილი) კუნძულებზე. იწვევს ეჭვიანობა, ღრმა
დეპრესია და სხვ.] რომელიც «მორბენალ ამოკშია» ნახსენები, ბალიდან მოდის. ის
დაუჯერებელ საბრძოლო ტექნიკას აღწერს, უეცარ თავდასხმებსა და მტერთან
ხელჩართული სისხლიანი ბრძოლის დროს თვითმკვლელობაზე წასვლას.
ევროპელები ნამდვილად შეძრწუნებულნი იყვნენ მათი ასეთი ქმედებებით.

244
ბალელების კარგად ორგანიზებულმა 30000-კაციანმა არმიამ 1848, 1849 და 1850
წლებში დანიელი დამპყრობლები სასტიკად დაამარცხა.

ბალი დანიელთა ბატონობის ქვეშ მოექცა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე


მეფეებმა პირობა დაარღვიეს, ერთმანეთს უღალატეს პირველობისთვის
ბრძოლაში და, მტერს იმ პირობით შეეკრნენ, რომ მოგვიანებით უკეთეს საქმიან
გარიგებას მიიღებდნენ. ასე რომ, თუ დღევანდელი გადასახედიდან კუნძულის
ისტორიას სამოთხეს შევადარებთ, შეურაცხმყოფელიც კი იქნება. არ გეგონოთ,
რომ ეს ხალხი ათასწლეულების განმავლობაში იჯდა, იღიმებოდა და ბედნიერ
სიმღერებს მღეროდა. როდესაც 1920-იან და 1930-იან წლებში ელიტარულმა
ევროპელებმა ბალი აღმოაჩინეს, ეს სისხლიანი ისტორია არაფრად ჩააგდეს,
რადგან ყველა ახალჩამოსულს ნამდვილად «ღმერთების კუნძულად» მიაჩნდა,
სადაც «ყველა ხელოვანია» და სადაც ცხოვრება შეურყვნელი და ნეტარია. ასეთი
ოცნება ძალიან მტანჯველია; ყველა (ჩემი ჩათვლით), ვინც აქ ჩამოდის, იმავეს
ამტკიცებს. «გაბრაზებული ვიყავი ღმერთზე, რომ კუნძულ ბალიზე არ
დავიბადე», ამბობდა გერმანელი ფოტოგრაფი გეორგ კრაუზე 1930 წელს
კუნძულ ბალიზე მოგზაურობის შემდეგ.

უამრავი ტურისტი მიიტყუა ამ კუნძულის არაამქვეყნიურ სილამაზესა და


უშფოთველობაზე გამოთქმულმა განცხადებებმა. აქ ჩამოსვლა დაიწყეს
მხატვრებმა, მათ შორის უოლტერ სპაისმა, მწერლებმა, როგორიცაა ნოლ
ქოვარდი, მოცეკვავე ქლეა ჰოლტმა, მსახიობმა ჩარლი ჩაპლინმა, სწავლულმა
მარგარეტ მედიმ (მიუხედავად გაშიშვლებული მკერდისა, ყველანი ბალის
ცივილიზაციას ვიქტორიანული ეპოქის [ვიქტორიანული ეპოქა – ასე ეწოდა დიდი
ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას იმპერატორობის პერიოდს (1837-1901 წწ.).
ეს ხანა ინგლისში გაბატონებული კლასების კეთილდღეობისა და
თვითკმაყოფილების თავისებურ სიმბოლოდ იქცა. ეპითეტი ვიქტორიანული კი
გამოიყენება XIX საკუნის ინგლისური ლიტერატურის, ხელოვნების, ყოფა-
ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებათა დახასიათებისას.] ინგლისისას ადარებენ: «არც
ერთი ბეწო თავისუფალი სქესობრივი ლტოლვა მთელ კულტურაში». და ეს
ნამდვილად ასეა). კამპანია 1940 წელს დასრულდა, როცა მთელი მსოფლიო ომში
ჩაება. იაპონელებმა ინდონეზია დაიპყრეს და განცხრომაში მყოფი
ექსპატრიატები, თავიანთ ხელზე მოსამსახურეებთან ერთად იძულებული
გახდნენ კუნძულიდან გაქცეულიყვნენ. ომის შემდეგ ინდონეზიაში
დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა, ბალი ისევ ისეთივე სისასტიკით
245
გაყვეს, როგორც ყველა სხვა არქიპელაგი. 1950 წლისთვის (ჩანაწერებში ბალი
მოიხსენიება როგორც «გამოგონილი სამოთხე») თუ რომელიმე ევროპელი ბალიზე
ჩასვლას გაბედავდა, ჭკუა უნდა ეხმარა და ძილის დროს, ბალიშის ქვეშ იარაღი
ამოედო.

1960-იან წლებში, ნაციონალისტებსა და კომუნისტებს შორის


ხელისუფლებისთვის ბრძოლაში მთელი ინდონეზია ბრძოლის ველად იქცა. 1965
წელს ჯაკარტაში შეთქმულების მცდელობისთვის, ბალიზე გაიგზავნა
ნაციონალისტი სამხედროები, რომელთაც კუნძულზე მცხოვრები ყველა
ეჭვმიტანილი კომუნისტის სახელი იცოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში,
ადგილობრივი პოლიციისა და სოფლის ხელმძღვანელობის დახმარებით,
ნაციონალურმა ძალებმა თითოეულ დაბაში ძალადობრივი მკვლელობებით
გაიკვლიეს გზა. დაახლოებით 100 000-მდე გვამი ამოიღეს ბალის უმშვენიერესი
მდინარეებიდან, როდესაც მკვლელობათა ორგია დასრულდა. 1960-იან წლებში
სამოთხის აღორძინების სურვილი გაჩნდა, როდესაც ინდონეზიის მთავრობამ
გადაწყვიტა ბალი საერთაშორისო ტურიზმის ბაზრად ექცია. «ღმერთების
კუნძული» – ამ ლოზუნგით დაიწყო მასობრივი წარმატებული კამპანია. ისევ
დაიწყო ტურისტების, კეთილშობილი ხალხის მოზიდვა კუნძულ ბალიზე
(ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ფორტ-ლოდერდეილი [ფორტ-ლოდერდეილი –
ქალაქი ფლორიდის შტატში (აშშ).] არ იყო). მათი ყურადღება

კი მთლიანად ხელოვნებისა და რელიგიის უმშვენიერესი ძეგლებისკენ მიმართეს,


რომელიც ბალის კუნძულებს მემკვიდრეობით გადმოეცა.

ისტორიის ბნელი მხარეები დღემდე შეუმჩნეველი დარჩა. ბიბლიოთეკაში ამ


ამბების კითხვისას შეძრწუნებული დავრჩი. მოიცადეთ – ნეტავ, ისევ რატომ
ჩამოვედი ამ კუნძულებზე? მსოფლიო სიამესა და სულიერ რწმენას შორის
ბალანსის საძებნელად? ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა ამგვარი
ძიებისთვის? ნუთუ ასეთი მშვიდი ბალანსი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან
განსხვავებით, მალაიზიაში ნამდვილად არსებობს? ბალელები ცეკვით, ლოცვით,
მხიარულებით, სილამაზით, ღიმილით ნამდვილად გაწონასწორებულები ჩანან,
მაგრამ არ ვიცი, სინამდვილეში მათში რა ხდება. პოლიციელები მართლაც
ატარებენ ყურს უკან გაჩრილ ყვავილებს, მაგრამ ბალიზე ყველგან კორუფციაა,
ისე როგორც მთელ ინდონეზიაში (თვითონ ვნახე, როდესაც ფორმიან კაცს
რამდენიმე ასდოლარიანი მივაწოდე მაგიდის ქვემოდან).

246
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბალელები აღარ ითვლებიან მსოფლიოს
ყველაზე მშვიდობისმოყვარე, ღვთისმოსავ და არტისტულ ადამიანებად. მაგრამ,
რამდენად არის ეს ეკონომიკურად დამახასიათებელი და გათვლილი? რამდენად
შეძლებს ჩემნაირი უცხოელი, ჩასწვდეს იმ ფარულ მოვლენებს, რომელიც იმას
გაუსვამს ხაზს, რაც ამ «კაშკაშა სახეების» მიღმა იმალება. აქ ყველაფერი ისეა,
როგორც სხვაგან. აი, მაგალითად, როდესაც სურათს ძალიან ახლოდან უყურებ,
ყველა მყარი ხაზი გალღობას იწყებს, ბუნდოვანი ფუნჯისებრი შტრიხებისა და
უმცირესი ელემენტების ნარევი ჩნდება.

ამჟამად ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მიყვარს სახლი, რომელიც
ვიქირავე. აქ უკლებლივ ყველა კეთილად მექცევა, მათი ხელოვნება და წეს-
ჩვეულება ულამაზესია და უდიდესი ძალის მომნიჭებელი; ისინიც ასე ფიქრობენ.

ეს არის ჩემი ემპირიული დაკვირვება იმ ადგილის შესახებ, რომელიც გაცილებით


უფრო რთულია, ვიდრე მე გამეგება. მაგრამ ის, რაც ბალელებმა თავიანთი
წონასწორობის შესანარჩუნებლად უნდა გააკეთონ, მათი გადასაწყვეტია. მე აქ
იმიტომ ვარ, რომ ჩემი წონასწორობის აღდგენაზე ვიმუშაო. აქ კვლავაც ვგრძნობ,
ამის განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში ახლა, ფრიად ნოყიერი
კლიმატია.

81

არ ვიცი, რამდენი წლისაა ჩემი ექიმბაში. რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ ზუსტად


არ იცის. მახსოვს, ორი წლის წინ აქ რომ ვიყავი, თარჯიმანმა მითხრა, რომ
ოთხმოცი წლისა იყო. ამას წინათ მარიომ ჰკითხა წლოვანება. კეტუტმა ასეთი
პასუხი გასცა: «მგონი სამოცდახუთის, დარწმუნებული არა ვარ». როდესაც
ვკითხე, რომელ წელს დაიბადა, მითხრა, რომ არ იცოდა თავისი დაბადების
თარიღი. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, იაპონელებმა მეორე მსოფლიო ომის
დროს ბალი რომ დაიპყრეს, იგი მოზრდილი ბიჭი იყო, ნამდვილად ოთხმოცი
წლისა უნდა იყოს ახლა. მაგრამ როდესაც ჰყვება, რომ ახალგაზრდა იყო, როდესაც
ხელი დაეწვა და მე ვინტერესდები, რომელ წელს მოხდა ეს, იგი მპასუხობს: «არ
ვიცი, მგონი 1920-ში». თუ 1920 წელს იგი ოცი წლისა იყო, მაშინ ახლა რამდენის
247
გამოდის? ას ხუთის? ერთი სიტყვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის სადღაც
სამოციდან ას ხუთ წლამდე ასაკისაა.

კეტუტის ასაკი ყოველთვის მისი ხასიათის მიხედვით იცვლება. როდესაც ძალიან


დაღლილია, ამოიოხრავს და იტყვის «მგონი დღეს ოთხმოცდახუთის ვარ»;
როდესაც უფრო მხიარულ ხასიათზეა, ამბობს, «ალბათ დღეს სამოცის ვარ». რას
იტყვით, ხასიათი და განწყობა მშვენიერი საშუალებაა ასაკის გასაგებად.
თავგამოდებით ვცდილობდი, მისი ნამდვილი ასაკი გამეგო. ერთ საღამოს
პირდაპირ ვკითხე:

– კეტუტ, როდის გაქვს დაბადების დღე?

– ხუთშაბათს! – მიპასუხა.

– ამ ხუთშაბათს?

– არა, ამ ხუთშაბათს არა! საერთოდ, ხუთშაბათს!

ეს უკვე კარგი დასაწყისია... მაგრამ ამაზე მეტი არაფერი ვიცით... რომელი თვის
ხუთშაბათს, რომელ წელს დაიბადა, არ ამბობს. ბალიზე ადამიანის დაბადების
დღეს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წელს, ამიტომ არ იცის კეტუტმა
რამდენი წლისაა. მხოლოდ იცის, რომ ხუთშაბათს დაბადებული ბავშვების
მფარველი შივა დამანგრეველია და რომ ამ დღეს, ორი ძლიერი ცხოველის,
ლომისა და ვეფხვის სული მიუძღვის.

ხუთშაბათს დაბადებული ბავშვების ოფიციალურ ხედ, ბანიანის ხე ითვლება,


ოფიციალური ფრინველი კი ფარშავანგია. ხუთშაბათს დაბადებული ადამიანი
ყოველთვის პირველი იწყებს საუბარს, არავის აცლის ლაპარაკს. წარმოსადეგი და
ოდნავ აგრესიულიც კია (კეტუტის თქმით, ქარაფშუტა), მაგრამ თავაზიანი
ხასიათით, ბრწყინვალე მეხსიერებით. ყოველთვის აქვს სხვისი დახმარების
სურვილი. როდესაც ბალელები კეტუტთან მოდიან სერიოზული დაავადებებით,
ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებით, პირველ რიგში ეკითხება, რომელ დღეს
არის დაბადებული, რომ შემდეგ იმის მიხედვით შეურჩიოს შესაფერისი ლოცვა
და წამალი. კეტუტი ხშირად ამბობს: «ხალხი დაბადების დღის გამო ხდება ავად».
საჭიროა ასტროლოგიური გამოთვლა, რომ კვლავ დაბალანსდნენ.

248
ერთ დღესაც ადგილობრივმა მცხოვრებმა კეტუტთან თავისი უმცროსი ბიჭი
მოიყვანა. ბავშვი ოთხი წლის იქნებოდა. კეტუტს შევეკითხე, რა პრობლემები
ჰქონდა-მეთქი. მან გადმომითარგმნა, რომ ოჯახი ძალიან წუხდა ბიჭის
აგრესიულობის გამო. ბავშვი მათ არ უჯერებდა. ცუდად იქცეოდა. არავის აქცევდა
ყურადღებას. ოჯახი დაღალა. ხანდახან თავბრუ ეხვეოდა. კეტუტმა მშობლებს
სთხოვა, ბიჭი ხელში აეყვანა. მშობლებმა ბავშვი კეტუტს კალთაში ჩაუსვეს, იგი
კი გადაიხარა და კეტუტს მკერდზე მიეკრა, წყნარად და გაბედულად. კეტუტმა
ნაზად მიიკრა, შუბლზე ხელისგული დაადო და თვალები დახუჭა. შემდეგ
მუცელზე დაადო ხელი და ისევ დახუჭა თვალები. მთელი ამ ხნის განმავლობაში
იღიმებოდა და ტკბილად ესაუბრებოდა ბავშვს. შემოწმება სწრაფად დამთავრდა.
კეტუტმა ბავშვი მშობლებს დაუბრუნა, რეცეპტი და წმინდა წყალი გაატანა და
გაუშვა. მითხრა, რომ მშობლებს ბავშვის დაბადების შესახებ გამოჰკითხა და
აღმოჩნდა, რომ ის ცუდ ვარსკვლავზე, შაბათ დღეს იყო დაბადებული. ეს დღე
ცუდი ხასიათის ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა: ყვავის ბუნება, ბუს, მამლის
სიფიცხე (რაც ბავშვს ჩხუბისკენ უბიძგებს) და მარიონეტული ხასიათი (რაც
თავბრუსხვევას იწვევდა), მაგრამ ცუდი ამბების მიზეზი მხოლოდ ეს როდი იყო.

შაბათ დღეს დაბადებული ბავშვის სხეული ცისარტყელასა და პეპელას სულს


შეიცავდა, რაც შეიძლებოდა, უფრო გაძლიერებულიყო. საჭირო იყო ჩაეტარებინა
მრავალჯერადი ვარჯიშები, რომ საბოლოოდ დაბალანსებულიყო ბავშვის
ხასიათი. «რატომ დაადე ბიჭს ხელი შუბლსა და მუცელზე? – ვკითხე მე, – სიცხეს
ხომ არ უსინჯავდი?

– მისი გონება შევამოწმე, – მიპასუხა კეტუტმა, – მაინტერესებდა, ბოროტი


აზრები ხომ არ ჰქონდა თავში.

– რა ბოროტება?!

– ლიზ, – შემომხედა კეტუტმა, – მე ბალიდან ვარ. მწამს შავი მაგიის. მჯერა, რომ
ბოროტი სული მდინარეებიდან ამოდის და ადამიანებს აზიანებს.

– ბავშვში ბოროტი სულია?!

– არა, ის მისი დაბადების გამოა ავად. მისი ოჯახი მსხვერპლს შესწირავს. ეს


კარგი იქნება ხომ, ლიზ? შენ ხომ მედიტირებ ყოველ საღამოს? გონება და გული
სუფთა უნდა გქონდეს.

249
– ყოველღამე შევასრულებ, – დავპირდი მე.

– ისწავლე, როგორ უნდა გაიღიმო მთელი ღვიძლით?

– ჰო, კეტუტ, მთელი ჩემი ღვიძლითაც კი. დიდი ღიმილი ჩემი ღვიძლით...

– ძალიან კარგი, ასეთი ღიმილი ლამაზ ქალად გაქცევს, ეს ძალას მოგცემს,


მშვენიერი იყო.

შეგიძლია ეს ძალა გამოიყენო – მშვენიერი ძალა! რომ, რისი მიღწევაც გსურს, იმას
მიაღწიო ცხოვრებაში. «მშვენიერი ძალა!» – ძალიან მომწონს ეს ფრაზა და მეც,
მედიტაციაში მყოფი ბარბივით ვიმეორებ, «მინდა მქონდეს მშვენიერი ძალა!»

– შენ ინდურ მედიტაციასაც აკეთებ? – მეკითხება კეტუტი.

– ყოველ დილით.

– კარგია, იოგაც არ დაგავიწყდეს, წაგადგება. შენთვის ორივე მედიტაცია კარგია –


ინდურიც და ბალურიც, ორივე განსხვავდება ერთმანეთისგან და ჰგვანან კიდეც,
ისევე როგორც რელიგიები. მათი უმრავლესობა ერთნაირია.

– ყველა არ ფიქრობს ასე, კეტუტ. ბევრი შეგეკამათება ღმერთის გამო. მე


უკეთესი აზრი მაქვს ამის შესახებ. თუ განსხვავებული რელიგიის ადამიანს
შეხვდები და ღმერთზე დაგიწყებს დავას, ვფიქრობ, უბრალოდ უნდა მოუსმინო
და მეტი არაფერი. არასდროს ეკამათო მას ღმერთზე. ყველაზე კარგია თუ ეტყვი,
გეთანხმები-თქო. შემდეგ, წადი სახლში და რაზეც გინდა ილოცე. ასეთია ჩემი
აზრი, რათა ადამიანები მშვიდად იყვნენ...

შევამჩნიე, რომ კეტუტს ნიკაპი ყოველთვის მაღლა აქვს აწეული, თავი ოდნავ
უკან აქვს გადაწეული, თითქოს დამცინავად, მაგრამ ამავდროულად
ელეგანტურად. თითქოს ცნობისმოყვარე მხცოვან მეფესავით მთელ სამყაროს
ცხვირის ზემოდან უყურებს. მოყავისფრო-ოქროსფერი პრიალა კანი აქვს.
თითქმის მელოტია. სამაგიეროდ, გრძელი და ფრთებისებური წარბები აქვს,
თითქოს გასაფრენად არიან მზად. საკმაოდ ჯანმრთელი კაცია, თუ არ ჩავთვლით,
რომ რამდენიმე კბილი აკლია და მარჯვენა მკლავზე დამწვრობის ნაიარევი
ამჩნევია. მითხრა, რომ ახალგაზრდობაში მოცეკვავე იყო, ტაძრის ცერემონიებზე
ცეკვავდა და ძალიან ლამაზიც ეთქმოდა მაშინ. უყვარს ყავა და ყოველდღე ერთ

250
ფინჯანს სვამს, შაქრით. უფრო მეტად კი, ის უნდა აღინიშნოს, რომ ყავისა და
შაქრის მირთმევის საშუალება აქვს. ალბათ, ასეთი დიეტის დაცვით, ყველა
მიაღწევს ას ხუთ წელს.

ასეთ კარგ ფორმას, როგორც თვითონ ამბობს, ყოველ საღამოს ძილის წინ
მედიტირებით აღწევს და საკუთარ სხეულში სამყაროს ჯანმრთელ ენერგიას
ისრუტავს. ამბობს, რომ ადამიანის სხეული, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი
ელემენტისგან არის შექმნილი: წყალი (apa), ცეცხლი (tejo), ქარი (bayu), ცა (akasa)
და მიწა (pritiwi). საჭიროა მხოლოდ ამ რეალობაზე მოახდინო კონცენტრაცია
მედიტაციის დროს და ყველა ამ წყაროსგან ენერგიას მიიღებ. ყოველთვის კი
ძლიერი იქნები. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად იყენებს ინგლისურ
იდიომებს, [იდიომი (ბერძნ.) – ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი
გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების
მნიშვნელობათა ჯამს. მაგალითად, სიტყვას ბანზე ააგდებს, ტანს აიყრის.]
მითხრა, «მიკროკოსმოსი გადაიქცევა მიკროკოსმოსად. შენ როგორც მიკროკოსმი
– იმავე სამყაროდ გადაიქცევი, როგორც მიკროკოსმოსი». დღეს საშინლად
დაკავებული იყო. მთელი ეზო სავსე იყო უამრავი ბალელი პაციენტით,
შეფუთულყუთებიანი სატვირთო გემი გეგონებოდათ, ყველა მათგანს ან ბავშვი
ეჭირა ხელში, ან კიდევ საჩუქარი.

ყველანი აქ იყვნენ: ფერმერები და ბიზნესმენები, მამები და ბებიები, მშობლები


თავიანთი შვილებით, გული რომ ერეოდათ და შავი მაგიის წყევლით
შეშინებული მოხუცი მამაკაცები. ახალგაზრდა მამაკაცებიც, რომლებიც
აგრესიითა და ჟინით ბორგავდნენ. ახალგაზრდა ქალებიც, თავიანთ შესაფერის
მეწყვილეს რომ ეძებდნენ მაშინ, როცა გატანჯული ბავშვები გამონაყარის გამო
წუხდნენ. ყველა წონასწორობიდან გამოსულიყო. ყველას წონასწორობის
აღდგენა ესაჭიროებოდა. კეტუტის ეზო ერთი დიდი და საერთო მოთმინებაა.
ხანდახან სამი საათიც კი იცდიან, რომ კეტუტმა მათ სამკურნალოდ მოიცალოს.
მაგრამ არასდროს აბაკუნებენ ფეხებს და თვალებს გაღიზიანებულები არ
ატრიალებენ. გასაკვირია ისიც, ბავშვები როგორ იცდიან, თავიანთ ლამაზ
დედებზე მიხუტებულები. დრო რომ გაიყვანონ, საკუთარი თითებით თამაშობენ.
ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი იმით, ამ მშვიდი ბავშვების უმეტესობა
მშობლებს მხოლოდ იმიტომ მოეყვანათ, რომ «ძალიან ანცები» არიანო და ამის
გამო სამკურნალოდ მიიჩნევდნენ.

251
აი, ეს პატარა გოგონა! მხოლოდ სამი წლისაა და მთელი ოთხი საათია, თაკარა
მზის ქვეშ ზის, ყოველგვარი წუწუნის, საჭმლისა და სათამაშოს გარეშე... ეს არის
ცელქი? როგორ მინდა ვუთხრა მათ: «ხალხო! გინდათ ნახოთ, როგორია ცელქი
ბავშვი? წაგიყვანთ ამერიკაში და განახვებთ ბავშვებს, იმის შემდეგ ნამდვილად
დაგჭირდებათ ფსიქოტროპული რიტალინი!»

მაგრამ აქ კარგი ქცევის სხვა სტანდარტები არსებობს. კეტუტი ერთიმეორეს


მიყოლებით, სიამოვნებით უვლიდა ყველა პაციენტს. არაფრად აგდებდა დროის
ფაქტორს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ელოდებოდა რიგში, ყველას
ერთნაირ ყურადღებას აქცევდა. იმდენად დაკავებული იყო, რომ სადილიც კი
დაავიწყდა. თითქოს თავის ტერასას მიწებებოდა. თავს ღმერთისა და წინაპრების
წინაშე ვალდებულად თვლიდა, რომ ბოლომდე საათობით მჯდარიყო და
ყველასთვის ემკურნალა. საღამოსთვის მისი თვალები სამოქალაქო ომის საველე
ჰოსპიტლის ქირურგის თვალებივით დაღლილი გამოიყურებოდა.

მისი ბოლო პაციენტი, ძალიან შეწუხებული, შუახნის ბალელი მამაკაცი იყო,


რომელიც უძილობას უჩიოდა. ძალიან ეშინოდა, როგორც თვითონ ამბობდა,
ღამის კოშმარების. თითქოს ერთდროულად ორ მდინარეში იხრჩობოდა.
«დღევანდლამდე არ ვიცოდი, ზუსტად რა როლი მეკავა კეტუტ ლიიერის
ცხოვრებაში. ყოველდღე ვეკითხებოდი, რაში ვჭირდებოდი და ყოველთვის
დაჟინებით მოითხოვდა, რომ მივსულიყავი და მასთან ერთად ვყოფილიყავი.
ცოტა დანაშაულის გრძნობა მქონდა, რომ ამდენ დროს ვართმევდი, მაგრამ
ვამჩნევდი, რომ ძალიან სწყინდა, დღის ბოლოს რომ ვტოვებდი. საერთოდ არ
ვასწავლი ინგლისურ ენას. ნამდვილად. წლების წინ რა ინგლისურიც ისწავლა,
ისეა მის გონებაში ჩაბეჭდილი (ახლისთვის ადგილი აღარ დარჩა), შეუძლებელია
მისი გასწორება ან ახალი ლექსიკით შევსება. მე მხოლოდ შემიძლია ვათქმევინო
«მოხარული ვარ თქვენი ნახვით» ნაცვლად: «მოხარული ვარ თქვენთან
შეხვედრით». ამ საღამოს, როდესაც ბოლო პაციენტი გაუშვა და დაღლილობისგან
უფრო ხნიერად გამოიყურებოდა, გადავწყვიტე მარტო დამეტოვებინა, რომ ცოტა
ხნით მაინც დაესვენა, მან კი მითხრა: «შენთვის დრო ყოველთვის მაქვს».

შემდეგ მთხოვა, რაიმე მეამბნა ინდოეთზე, ამერიკაზე, ჩემი ოჯახის შესახებ. ამის
შემდეგ მივხვდი, რომ კეტუტ ლიიერისათვის მე მხოლოდ ინგლისური ენის
მასწავლებელი არ ვიყავი, არც თეოლოგიის სტუდენტი. ამ მოხუცი
მამაკაცისთვის ნამდვილი სიამე იყო ჩემთან ყოფნა – უბრალოდ კარგად

252
გრძნობდა თავს ჩემთან და მორჩა. მე მისთვის ის ვიყავი, ვისთანაც საუბარი
შეეძლო. ძალიან მოსწონდა მსოფლიოს ამბების მოსმენა. მას ხომ არ ჰქონდა
შესაძლებლობა, ყველაფერი ენახა. ტერასაზე ერთად ყოფნისას, ყველაფერს
მეკითხებოდა, მექსიკაში მანქანების ფასიდან დაწყებული, შიდსის გამომწვევი
მიზეზებით დამთავრებული (ვეცადე, რაც შეიძლებოდა ამომწურავად გამეცა
პასუხი ორივე საკითხზე). კეტუტი კუნძულ ბალიდან არასდროს წასულა სადმე.
ფაქტობრივად, ძალიან მცირე ხნით თუ გასულა საკუთარი ტერასიდან. მხოლოდ
ერთხელ წავიდა აგუნგის მთაზე პილიგრიმად. იქ ბალიზე ყველაზე
მნიშვნელოვანი წმინდა ვულკანია. მისი თქმით, იმდენად ძლიერი ენერგია
მოდიოდა იქიდან, რომ ძალიან უჭირდა მედიტაცია, რადგან ეშინოდა, ის წმინდა
ცეცხლი გაანადგურებდა.

ის ტაძრის ყველა აუცილებელ რიტუალს ესწრება, მეზობლები საქორწინო


ცერემონიალის ჩასატარებლად ან სრულწლოვანების ზეიმზე ეპატიჟებიან,
ყველაზე დიდ დროს კი სწორედ აქ, ამ ადგილზე ნახავთ, ბამბუკის მატრასზე
ფეხმორთხმულს, მისი წინაპრების მიერ პალმის ფოთლებზე დაწერილი
სამედიცინო ენციკლოპედიით გარშემორტყმული რომ ზრუნავს ხალხზე,
ცდილობს ბოროტი სულების დაამებას, განდევნას და დროგამოშვებით თავს
ერთი ფინჯანი შაქრიანი ყავით მკურნალობს.

– გუშინ დამესიზმრე, – მითხრა, – დამესიზმრა, რომ ველოსიპედით მიდიოდი


სადმე.

ამ დროს შეჩერდა და მეც გადავწყვიტე, გრამატიკულად შემესწორებინა.

– გინდა მითხრა, რომ დაგესიზმრე და ველოსიპედით დავდიოდი ყველგან?

– ჰო, გუშინ ღამით, სიზმარი ვნახე, შენ ველოსიპედი მიგყავდა და მიდიოდი


ყველგან და სადღაც. ისეთი ბედნიერი ხარ ჩემს სიზმარში! მთელ მსოფლიოში
დადიხარ შენი ველოსიპედით. და მე შენ მოგყვები!

იქნებ ასეც უნდა რომ იყოს...

– კეტუტ, იქნებ ოდესმე ჩამოხვიდე ამერიკაში ჩემს სანახავად, – ვთხოვე მე.

– არ შემიძლია, ლიზ! – მხიარულად გაიქნია თავი, თითქოს ბედს დამორჩილდაო


და დაუმატა:
253
– თვითმფრინავით მგზავრობისთვის საკმარისი კბილები არა მაქვს!..

82

რაც შეეხება კეტუტის მეუღლეს, მისი გულის მოსაგებად საკმაო დრო დამჭირდა.
ნიომო, როგორც მას ეძახიან, დიდი და მსუქანბარძაყებიანი, ოდნავ კოჭლი ქალია,
ბეტელის კაკლის თუთუნისგან წითლად დალაქავებული კბილებით, ქვეშ-ქვეშა
მზერით. ფეხის თითები საშინლად დაკრუნჩხვია ართრიტისგან. პირველი
შეხვედრისას ძალიან შემეშინდა. მას მკაცრი ხნიერი ქალის შეხედულება ჰქონდა.
აი, ისეთი, იტალიელ ქვრივ ქალებსა და ეკლესიაში მიმავალ კეთილ შავკანიან
დედებს რომ აქვთ. გგონია, რაღაც უმნიშვნელო ცელქობისთვის სადაცაა
მიგტყეპს. თავიდან, აშკარად ეჭვიანობდა ჩემზე. ნეტავ ვინ არის ეს ფლამინგო,
ყოველდღე რომ უსაქმოდ დაეხეტება ჩემს სახლშიო, ფიქრობდა.

გაჭვარტლული სამზარეულოდან მიმზერდა და არასდიდებით არ აღიარებდა ჩემი


აქ ყოფნის უფლებას. მე ვუღიმოდი, ის კი მხოლოდ მომჩერებოდა და ისეთი სახე
ჰქონდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, გარეთ ცოცხით გავეგდე თუ არა. შემდეგ
რაღაც შეიცვალა. ეს მოხდა ფოტოკოპირების შემთხვევისას. კეტუტ ლიიერს
წვრილი ნაწერით შესრულებული, ბალინური-სანსკრიტული უძველესი
საიდუმლო მკურნალობის უამრავი, დაფლეთილი ძველი რვეულების დასტა და
დავთრები ჰქონდა, ეს ხელნაწერები სადღაც 1940 თუ 1950-იან წლებში, ბაბუის
გარდაცვალების შემდეგ გადაწერა რვეულებში. აქ თავმოყრილა ყველა
სამედიცინო ინფორმაცია და მისთვის ეს შეუფასებელი რამაა. აქ აუარებელი
უიშვიათესი ხეები, ფოთლები, მცენარეები და მათი სამედიცინო თვისებებია
აღნუსხული. ხელისგულზე კითხვის დიაგრამების დაახლოებით სამოცამდე
ფურცელი აქვს, რვეულები – რომლებშიც უამრავი ასტროლოგიური მონაცემი,
მანტრა, ჯადოები და მათი წამლობაა აღწერილი.

სამწუხაროდ, ეს რვეულები, გაყვითლებული, მსხვრევადი და დაობებული


შემოდგომის ფოთლებივით გამოიყურება. ათწლეულების განმავლობაში,
სინესტისა და თაგვებისგან დაიხა და დაქუცმაცდა... ყოველთვის, როცა კეტუტი
გვერდს გადაფურცლავს, რვეული იხევა.
254
– კეტუტ, – ვუთხარი გასულ კვირას, როდესაც მისი ერთ-ერთი დაძველებული
რვეული ხელში ავიღე, – მე შენსავით ექიმი არა ვარ, მაგრამ მგონი, ეს წიგნი
სიკვდილის პირასაა მისული.

გაეცინა.

– შენ ფიქრობ, რომ კვდება?

– სერ, – განვუცხადე მთელი სერიოზულობით, – ეს ჩემი პროფესიული


შეხედულებაა! თუ ამ წიგნს სასწრფოდ არ აღმოვუჩენთ დახმარებას, უახლოეს
ექვს თვეში მოკვდება!

შემდეგ ნებართვა ავიღე, ქალაქში წამეღო ეს რვეული და ასლი გადამეღო, სანამ


საბოლოოდ განადგურდებოდა. ავუხსენი, რას ნიშნავდა ასლის გადაღება, ანუ
ფოტოკოპირება და დავპირდი, რომ ოცდაოთხ საათში დაუზიანებლად
დავუბრუნებდი. საბოლოოდ, მყარი გარანტიებით დავითანხმე, რომ მისი ბაბუის
სიბრძნეს ტერასიდან გავიტანდი და სიფრთხილით მოვეკიდებოდი. სასწრაფოდ
გავიქეცი ქალაქის ინტერნეტკაფეში და დიდი სიფრთხილით გავამრავლე
თითოეული ფურცელი. შემდეგ ახალგადაღებული პირები ავკინძე და ლამაზ
პლასტიკატში მოვათავსე. ორივე, ძველიც და ახალი პირიც მეორე დღესვე,
სადილობამდე მივუტანე. კეტუტი ძალზე ნასიამოვნები და განცვიფრებული
დარჩა. ბედნიერი იყო. ის ხომ ამ რვეულს ორმოცდაათი წლის განმავლობაში
ინახავდა.

სიტყვასიტყვით, «ორმოცდაათი წელი» შეიძლება უბრალოდ «ნამდვილად


დიდხანს» ნიშნავდეს. ვკითხე, მთელი ინფორმაციის გადასარჩენად, დანარჩენი
რვეულების გადაღებაც თუ შემეძლო. მომაწოდა დარბილებული, დაძენძილი,
დანაწევრებული, თითქმის განადგურებული დოკუმენტების შეკვრა, რომელიც
ბალინური სანსკრიტით და რთული სკეტჩებით იყო სავსე. «კიდევ ერთი
პაციენტი», – მითხრა მან. «ნება მიბოძეთ, ვუმკურნალო», – ვუპასუხე მე. აი,
კიდევ, მომდევნო უდიდესი წარმატება. კვირის ბოლოსთვის უამრავი უძველესი
ხელნაწერი გადავიღე. კეტუტი ყოველდღე ეძახდა თავის მეუღლეს და
ბედნიერებით აღვსილი უჩვენებდა გადაღებულ ახალ პირებს. მისი მეუღლის
სახის გამომეტყველება საერთოდ არ იცვლებოდა, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი,
რომ მაკვირდებოდა. მომდევნო ორშაბათის ვიზიტის დროს, ნიომომ ცხელი ყავა
მომიტანა და ქილა ჟელეთი გამიმასპინძლდა. დავინახე როგორ გადმოჭრა
255
კოჭლობით ეზო და სამზარეულოდან კეტუტის ტერასამდე როგორ მომიტანა
სასმელი ჩინური ლამბაქით.

მეგონა ყავა კეტუტისთვის მოჰქონდა, თუმცა, მას უკვე დალეული ჰქონდა.


ჩემთვის მოიტანა. ჩემთვის მოამზადა ყავა. მინდოდა მადლობა მეთქვა, მაგრამ
ისე შემომხედა, თითქოს სამზარეულოში შემოვარდნილი მამალი ვიყავი,
რომლისთვისაც უნდოდა ეთხლიშა და გარეთ გაეგდო.

მეორე დღეს, ფინჯანი ყავა და შაქარი მომიტანა. შემდეგ მისვლაზე ფინჯანი ყავა,
შაქარი და მოხარშული ცივი კარტოფილი. იმ კვირაში ყოველდღე რაღაცას
ამატებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მანქანით მგზავრობის დროს
ანბანის დასამახსოვრებელი ბავშვობის დროინდელი თამაში დავიწყეთ: «მე
მივდივარ ბებიასთან სახლში და მიმაქვს ვაშლი... მე მივდივარ ბებიასთან სახლში
და მიმაქვს ვაშლი და ბუშტი... მე მივდივარ ბებიასთან სახლში და მიმაქვს
ვაშლი, ბუშტი, ფინჯანი ყავა, ჭიქით ჟელე, თასით შაქარი და ცივი
კარტოფილი...» გუშინ, ეზოში ვიდექი და კეტუტს ვემშვიდობებოდი. ნიომომ
ფლატუნით ჩაგვიარა გვერდით. ცოცხით გვიდა იქაურობას, თითქოს არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც მის სამფლობელოში ხდებოდა.

ვიდექი და ხელები უკან მქონდა შემოჭდობილი, როდესაც ნიომო უკნიდან


მომიახლოვდა, ცალ ხელზე ჩამეჭიდა, შემდეგ ხელები ისე გამიხსნა, თითქოს
საკეტის გახსნას ცდილობდა, მოძებნა ჩემი საჩვენებელი თითი, თავისი ფართო
მუჭი მოხვია და ძალიან მაგრად, დიდხანს მოუჭირა. ხელის მოჭერით ვიგრძენი,
როგორ გადმოვიდა მისი სიყვარული ჩემს ხელზე, ხელიდან მკლავზე და იქიდან
როგორ მოედო მთელ ჩემს შიგნეულს... შემდეგ ხელი გამიშვა და სიტყვაც არ
დასცდენია, ისე გააგრძელა დაგვა, ართრიტული კოჭლობით, თითქოს არც
არაფერი მომხდარიყო. მშვიდად ვიდექი იქ და ბედნიერებისგან ერთდროულად
ორ მდინარეში ვიხრჩობოდი.

83

256
ახალი მეგობარი მყავს. მას იუდი ჰქვია. გამოითქმის როგორც «იუ-დეი».
ინდონეზიელია, წარმოშობით იავიდან. იმიტომ ვიცნობ, რომ სახლი მომაქირავა.
ინგლისელ ქალთან მუშაობს, ამ ადგილის მესაკუთრესთან და ზაფხულობით,
როცა ქალბატონი ლონდონში მიდის, მის მამულს უვლის. იუდი ოცდაშვიდი
წლის, ჯმუხი აღნაგობის მამაკაცია და სამხრეთკალიფორნიელი სერფერივით
ლაპარაკობს. ძმაოს და ჯიგაროს მეძახის. ისეთი ღიმილი აქვს, დანაშაულის
ჩადენას გადაგაფიქრებინებს. ასეთი ახალგაზრდა მამაკაცისთვის საკმაოდ
რთული ცხოვრება აქვს გავლილი. დაიბადა ჯაკარტაში; დედა დიასახლისი
ჰყავდა, მამას, რომელიც ელვისის ინდონეზიელი ფანი იყო, კონდიციონერებისა
და მაცივრების მცირე ბიზნესი ჰქონდა.

ქრისტიანული ოჯახი ჰყავდა, რაც მსოფლიოს ამ კუთხისთვის საკმაოდ


უცნაურია. იუდი მიყვება, თუ როგორ დასცინოდნენ მეზობელი მუსლიმანი
ბავშვები ისეთი ნაკლისთვის, როგორიც ღორის ხორცის ჭამა და იესოს
სიყვარულია. მის სულს სრულებით არ აშფოთებდა მათი ამგვარი გამოჯავრება,
ბუნებით ბრაზიანი არ არის. დედამისს რატომღაც არ მოსწონდა, რომ სულ
მუსლიმან ბავშვებთან იყო. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ისინი სულ
ფეხშიშველა იყვნენ და იუდისაც მოსწონდა ასე სიარული. დედა ფიქრობდა, რომ
ეს არაჰიგიენური იყო, ამიტომ იუდის უნდა აერჩია – ან ფეხსაცმლის ჩაცმა და
გარეთ თამაში, ან ფეხშიშველა სიარული და შინ დარჩენა. იუდის არ უყვარდა
ფეხსაცმლის ტარება, ამიტომ ბავშვობისა და სიყმაწვილის უდიდესი ნაწილი
ფეხშიშველამ ოთახში გაატარა, სადაც ასე კარგად ისწავლა გიტარაზე დაკვრა...
თანაც, ისეთი სმენა აქვს, მგონი მისნაირი არავინ შემხვედრია.

ისე უხდება გიტარა... თვითნასწავლია, თუმცა მელოდია და ჰარმონია მისთვის


ისეთი მშობლიურია, თითქოს ერთად გაზრდილი და-ძმა იყვნენ. აღმოსავლურ-
დასავლურ მუსიკას ინდონეზიურ კლასიკურ იავნანასთან ერთად რეგეის
სტილში უკრავს და სტივ უანდერის ფანქივით – ვერ ვხსნი, მაგრამ ალბათ,
ცნობილი უნდა იყოს. არ მახსოვს, იუდის მუსიკა ვინმეს მოესმინა და არ
ეღიარებინა, რომ შესანიშნავია. ყველაზე მეტად ამერიკაში ცხოვრება და
შოუბიზნესში მუშაობა უნდა. ლამის მთელი მსოფლიოს ოცნება... ჯერ კიდევ
იავაში მუშაობისას (ინგლისურს ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს) საკარნავალო
კრუიზის გემზე ლაპარაკობდა, რითაც სურდა ჯაკარტას გაშორებოდა და
უსასრულო ცისფერ სამყაროში გადასულიყო. კრუიზის გემზე მუშაობა ყველაზე
მძიმეა შრომისმოყვარე ემიგრანტებისთვის. გაუსაძლისია გემის ტრიუმებში
257
დღეში თორმეტი საათი მუშაობა, თვეში მხოლოდ ერთი დასვენების დღით.
გემზე მისი თანამშრომლები ფილიპინელები და ინდონეზიელები იყვნენ. მათ
გემის სხვადასხვა ნაწილში ეძინათ. ერთმანეთში არასოდეს გაერეოდნენ
(მუსლიმანები და ქრისტიანები, ხომ იცით, როგორც ხდება). იუდი
ჩვეულებისამებრ, ყველასთან მეგობრობდა და აზიელი მუშების ორ ჯგუფს
შორის მედიატორივით იყო. მოახლეებს, მეურვეებსა და ჭურჭლის მრეცხავებს
შორის იგი უფრო მსგავსებას ხედავდა, ვიდრე განსხვავებას, რადგან ყველანი
მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ თავიანთი ოჯახებისთვის თვის ბოლოს ასი
დოლარი მაინც გაეგზავნათ. როცა გემი პირველად ნიუ-იორკის პორტში შევიდა,
იუდის მთელი ღამე არ უძინია. გემბანის ყველაზე მაღალ ადგილზე დაჯდა და
ქალაქის სილუეტს გასცქეროდა ჰორიზონტზე. აღელვებისგან გულს ბაგაბუგი
გაჰქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც ფილმებში, ისე ჩამოვიდა
გემიდან, გავიდა ნიუ-იორკში და ყვითელი ტაქსი დაიჭირა.

როდესაც აფრიკელმა ემიგრანტმა ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, სად უნდოდა


წასვლა, იუდიმ უპასუხა: «სადაც გინდა, ძმაო! უბრალოდ, გამატარე, ყველაფერი
მინდა ვნახო». რამდენიმე თვის შემდეგ გემი ისევ შემოვიდა ნიუ-იორკში,
ამჯერად იუდი სამუდამოდ დარჩა. გემზე უკვე დაესრულებინა კონტრაქტით
გათვალისწინებული სამუშაო და ახლა ამერიკაში ცხოვრება სურდა. ცოტა ხანს
გემზე გაცნობილ ინდონეზიელ კაცთან ცხოვრობდა, საბოლოოდ, ნიუ-ჯერსის
გარეუბანში დაიწყო მუშაობა მალაგენის სანდვიჩის მაღაზიაში. ემიგრანტული
სტილის სამუშაო ჰქონდა ათიდან თორმეტ საათამდე. ამჟამად მექსიკელებთან
მუშაობდა და არა ფილიპინელებთან.

პირველ თვეებში ესპანური ინგლისურზე უკეთესად ისწავლა. როგორც კი


თავისუფალ დროს გამონახავდა, ავტობუსით მანჰეტენზე გადიოდა და ქუჩებში
დაეხეტებოდა. უგონოდ შეყვარებული ქალაქზე, რომელსაც ასე მოიხსენიებდა,
«ადგილი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი სიყვარულითაა სავსე».
ნიუ-იორკ სითიში, ერთხელაც (ისევ იმ ღიმილით) მთელი მსოფლიოდან
ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფს შეხვდა, გიტარა თან ჰქონდა და
ნიჭიერ იამაიკელ, აფრიკელ, ფრანგ, იაპონელ ახალგაზრდებთან ერთად
ატარებდა ღამეებს... ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს შეხვდა ანას, მშვენიერ
კონექტიკუტელ ქერათმიან გოგონას, რომელიც ბასგიტარაზე უკრავდა.
ერთმანეთი შეუყვარდათ. დაქორწინდნენ კიდეც.

258
ბრუკლინში ბინა მოძებნეს და მეგობრებთან ერთად ფლორიდის გზებზე
განუწყვეტლად დადიოდნენ. წარმოუდგენლად ბედნიერად ცხოვრობდნენ. მალე
ინგლისურად შეუცდომლად ლაპარაკობდა. კოლეჯში სწავლაზეც კი ფიქრობდა.
11 სექტემბერს ბრუკლინში, საკუთარი სახლის სახურავიდან უყურებდა
ცათამბჯენების ნგრევას. როგორც ყველა – ისიც პარალიზებული იყო მომხდარი

უბედურებით – როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი საზარელი მხეცობა ჩაედინა იმ


ქალაქისადმი, რომელიც ყველაზე სავსეა სიყვარულით? არ ვიცი, მიაქცია თუ არა
იუდიმ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ტერორისტთა მუქარის საპასუხოდ ამერიკის
შეერთებული შტატების კონგრესმა კანონი მიიღო (პატრიოტული აქტი),
რომელიც ემიგრანტებისადმი ახალ, დრაკონულ წესებს ითვალისწინებდა. ამ
წესების უმრავლესობა ისლამური ერების წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ
შორის ინდონეზიის მიმართაც.

ერთ-ერთი ამ დებულებით, ინდონეზიელ მოქალაქეს, რომელიც ამერიკის


შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, რეგისტრაცია სახელმწიფო დაცვის
დეპარტამენტში უნდა გაევლო. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. იუდიმ და
მისმა ახალგაზრდა ინდონეზიელმა ემიგრანტმა მეგობრებმა არ იცოდნენ, რა
ექნათ. უმრავლესობის ვიზას უკვე გასვლოდა ვადა და ეშინოდათ, რომ
რეგისტრაცია მათ დეპორტაციას გამოიწვევდა. მეორე მხრივ, ისიც ეშინოდათ,
რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ, დამნაშავეებად ჩაითვლებოდნენ. სავარაუდოდ,
ისლამის ფუნდამენტალისტი ტერორისტები მთელ ამერიკაში დაეხეტებოდნენ
და არაფრად აგდებდნენ სარეგისტრაციო კანონს, მაგრამ იუდის უნდოდა,
დარეგისტრირებულიყო.

ის ამერიკელზე იყო დაქორწინებული და უნდოდა, საკუთარი საიმიგრაციო


მდგომარეობა გაერკვია და ლეგალურად მიეღო მოქალაქეობა. არ უნდოდა
მალვით ცხოვრება. მან და ანამ ყველა დონის ადვოკატს მიმართეს
საკონსულტაციოდ, მაგრამ არავინ იცოდა, რა ერჩია. 11 სექტემბრამდე არანაირი
პრობლემა არ ექნებოდა. ის ამერიკელზე იყო დაქორწინებული. უბრალოდ უნდა
მისულიყო საიმიგრაციო განყოფილებაში, გაერკვია ვიზასთან დაკავშირებული
საკითხები და დაეწყო მოქალაქეობის მიღების პროცედურა. მაგრამ ახლა? ვინ რა
იცოდა? «კანონი ახალი გამოსულია, – განუმატა იუდის საიმიგრაციო ადვოკატმა,
– და გამოცდას შენზე გაივლის». იუდი და ანა მშვენიერ საიმიგრაციო მოხელეს
შეხვდნენ და თავიანთი ამბავი გაუზიარეს. წყვილს უთხრეს, რომ იუდი იმავე

259
საღამოს უნდა მისულიყო «მეორე გასაუბრებაზე» და მაშინ ფრთხილად უნდა
ყოფილიყვნენ...

იუდი მკაცრად გააფრთხილეს, რომ მეუღლის და ადვოკატის გარეშე მისულიყო


და ჯიბეში არაფერი ჰქონოდა. ეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამიტომ
მარტო და ცარიელი ჯიბეებით დაბრუნდა მეორე გასაუბრებაზე. დააპატიმრეს.
ნიუ-ჯერსის ელიზაბეტის წინასწარ დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც
უამრავ ემიგრანტთან ერთად დაჰყო რამდენიმე კვირა. ყველა მათგანი
სახელმწიფო უშიშროების აქტით იყო დაკავებული, უმრავლესობა წლობით
ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. ზოგიერთმა მათგანმა ინგლისურიც კი არ
იცოდა. რამდენიმემ ოჯახსაც ვერ შეატყობინა, ეს ამბავი. დაკავების ცენტრი
არავის ატყობინებდა მათ შესახებ, არავინ იცოდა, რომ ისინი არსებობდნენ. ანამ
რამდენიმე ისტერიკიანი ღამე გაათენა, სანამ მეუღლის ადგილსამყოფელს
გაიგებდა.

დაკავების ცენტრში, იუდის ყველაზე მეტად ათამდე ნახშირივით შავი და


დაშინებული ნიგერიელი დაამახსოვრდა, რომლებიც სატვირთო გემზე, ფოლადის
გადამზიდ ყუთში იპოვეს. ამ კონტეინერში გემის ფსკერზე თითქმის ერთი თვე
იმალებოდნენ. მათ ამერიკაში ან სადმე სხვაგან წასვლა უნდოდათ. აზრზე არ
იყვნენ, სად იმყოფებოდნენ. ისეთი გაფართოებული თვალები ჰქონდათ,
გეგონებოდათ პროჟექტორების შუქმა დააბრმავა. დაკავების შემდეგ ამერიკის
მთავრობამ, ჩემი ისლამურ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქრისტიანი მეგობარი
ინდონეზიაში დააბრუნეს. ეს იყო გასულ წელს. არა მგონია, ოდესმე დართონ
ნება, ამერიკის სიახლოვეს მიუშვან. მას და მის მეუღლეს კვლავ ვერ
გაურკვევიათ, როგორ უნდა იცხოვრონ ახლა. მათი ოცნება ინდონეზიაში
ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა.

ბრწყინვალე ცხოვრების შემდეგ იუდისთვის შეუძლებელი იყო ჯაკარტის


ჯურღმულებს შესჩვეოდა, ამიტომ ჩამოვიდა ბალიში საცხოვრებლად, თუმცა,
ადგილობრივებმა ძნელად მიიღეს, რადგან ბალიდან არ იყო – ის იავადან იყო.
ბალელებს არ უყვართ იაველები, ფიქრობენ, რომ ყველანი ქურდები და
მათხოვრები არიან. იუდიც აქ, საკუთარ ქვეყანაში, მოულოდნელად
ცრუმორწმუნე ხდება. არ იცის, რა უნდა ქნას მომავალში. იქნებ მისი მეუღლე აქ
ჩამოვიდეს და ერთად იცხოვრონ... ან იქნებ არც ჩამოვიდეს... რა უნდა აკეთოს აქ?
მათი ქორწინება, რომელიც ახლა ელექტრონული ფოსტით გრძელდება,

260
საშიშროების წინაშეა. აქ მისი ადგილი არაა. შეცდა, რომ ჩამოვიდა. ის ამერიკაში
გრძნობს თავს კარგად, სხვაგან არა. იუდი და მე ერთნაირ სლენგს ვხმარობთ,
ვსაუბრობთ ჩვენთვის საყვარელ ნიუ-იორკის რესტორანზე და ერთი და იგივე
ფილმები მოგვწონს. საღამოობით ჩემთან მოდის. მე ლუდი მომაქვს და ის
ჩემთვის გიტარაზე ყველაზე საუკეთესო სიმღერებს უკრავს. მინდა, ცნობილი
გახდეს. ქვეყანაზე სამართალი რომ არსებობდეს, ის უკვე დიდი ხანია ცნობილი
უნდა იყოს. «მეგობარო, რატომ არის ცხოვრება ასეთი სულელური?» – ხშირად
მეკითხება.

84

– კეტუტ, რატომ არის ცხოვრება ასეთი სულელური? – ვკითხე ჩემს მკურნალ


ექიმბაშს ამას წინათ.

– ჰუტა ია, დეწა ია, – მიპასუხა მან.

– რას ნიშნავს ეს?

– ადამიანი ბოროტი სულია, ადამიანი ღმერთია. ორივე არსებობს.

ეს უკვე ვიცოდი. ძალიან ინდურია, იოგას მაგონებს. ანუ, როგორც ჩემმა გურუმ
მრავალჯერ ამიხსნა, სულიერი იბადება შეზღუდული და შეუზღუდავი
პოტენციალით. სიბნელეც და სინათლეც ერთნაირი რაოდენობითაა ყველა
ჩვენგანში, შემდეგ მხოლოდ პიროვნებაზეა დამოკიდებული (და კიდევ ოჯახსა ან
საზოგადოებაზე), რომელს აირჩევს, ღირსებას თუ არაკეთილმოსურნეობას. ამ
პლანეტაზე გამეფებული სიგიჟე იმის შედეგია, რომ ადამიანებს უჭირთ,
ღირსეულად მოექცნენ საკუთარ თავს. უგუნურება (ორივე – კოლექტიურიც და
ინდივიდუალურიც) შედეგებზე აისახება.

– ჰოდა, რა უნდა ვუყოთ ამქვეყნიურ სიშლეგეს?

– არაფერი! – კეტუტმა კეთილად გადაიხარხარა და განმიმარტა, – ეს ბუნების


კანონი და ბედია. საკუთარი სიგიჟის განცდა მხოლოდ დაგამშვიდებს.

261
– მაგრამ სიმშვიდე როგორ ვეძიოთ ჩვენში? – ვკითხე კეტუტს.

– მედიტაცია! – მითხრა და დასძინა, – მედიტაციის ერთადერთი მიზანი


ბედნიერება და სიმშვიდეა. ძალიან ადვილია. დღეს ახალ მედიტაციას გასწავლი,
რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს. მედიტაციას ოთხი ძმა ეწოდება.

კეტუტმა ამიხსნა: «ბალელებს ჰგონიათ, რომ ოთხი უხილავი ძმის თანხლებით


ვიბადებით. ისინი ამ ქვეყანაზე ჩვენთან ერთად მოდიან, რათა მთელი ცხოვრება
დაგვიცვან. როდესაც ბავშვი საშვილოსნოშია, იქაც კი არიან წარმოდგენილნი მისი
დედმამიშვილები – პლაცენტა, [პლაცენტა (ლათ.) – ორგანო, რომელიც ყალიბდება
ფეხმძიმე ქალის საშვილოსნოში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და
სუნთქვას; მომყოლი.] ამნიონი, [ამნიონი (ბერძნ.) – ადამიანის ერთ-ერთი
ჩანასახოვანი გარსი.] ჭიპლარი და ყვითელი ცვილისებრი ნივთიერება, რომელიც
იცავს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის კანს. ბავშვის დაბადებისთანავე
მშობლები შეძლებისდაგვარად აგროვებენ ყველა ამ საუცხოო ნაწილს, ქოქოსის
ნიჟარაში ათავსებენ და სახლის კარის წინ მარხავენ».

ბალელებს სწამთ, რომ დამარხული ქოქოსის ნიჟარა არდაბადებული ოთხი ძმის


წმინდა განსასვენებელი ადგილია და რომ ამ ადგილს, როგორც სალოცავს,
ყოველთვის პატივი უნდა მიაგონ. ადრეული ასაკიდან, როგორც კი ბავშვი
აზროვნებას დაიწყებს, ასწავლიან, რომ ეს ოთხი ძმა მასთან არის, სადაც უნდა
წავიდეს და ყოველთვის ყურადღებას მიაქცევენ. ძმები ყველა იმ ოთხ ღირსებას
ატარებს, რაც ადამიანისთვის აუცილებელია უსაფრთხოებისა და
ბედნიერებისთვის: ნიჭი, მეგობრობა, ძლიერება, ანუ სიმტკიცე და პოეზია (რაც მე
უზომოდ მიყვარს). გადარჩენისა და დახმარების მიზნით ძმების მოხმობა
ყველანაირ კრიტიკულ სიტუაციაშია შესაძლებელი. როდესაც კვდები, შენი
სულიერი ძმები იღებენ შენს სულს და ზეცაში მიაქვთ. დღეს კეტუტმა მითხრა,
რომ ჯერ არც ერთი უცხოელისთვის არ უსწავლებია ოთხი ძმის მედიტაცია.
ფიქრობს, რომ მე საამისოდ უკვე მზად ვარ. თავდაპირველად ჩემი უხილავი
დედმამიშვილების სახელები მასწავლა: ანგო პატიჰ, მარაჯიო პატიჰ, ბანუს
პატიჰ და ბანუს პატიჰ რაჯიო.

ამიხსნა, ეს სახელები დამემახსოვრებინა და დახმარებისთვის მთელი ცხოვრება


მიმემართა ჩემი ძმებისთვის. მათთვის ისე კი არ უნდა მიმემართა, როგორც
ღმერთისთვის ვლოცულობთ. ნება დამრთო ჩემს ძმებთან სიყვარულით

262
მელაპარაკა. «ის შენი ოჯახია», – მითხრა. მათი სახელები დაბანის დროს, დილით
უნდა წარმოვთქვა და ისინი ჩემთან გაჩნდებიან. მათი სახელები უნდა ვახსენო
ყოველი ჭამის წინ, რომ ჩემთან ერთად ისიამოვნონ საჭმლით. უნდა დავუძახო
ძილის წინ და ვუთხრა: «ახლა ვიძინებ, ამიტომ ფხიზლად უნდა იყოთ და
დამიცვათ» და ჩემი ძმები დამიფარავენ ღამით, შეაჩერებენ დემონებსა და
კოშმარებს. «რა კარგია, – ვუთხარი კეტუტს, – კოშმარებთან დაკავშირებით
ხანდახან პრობლემები მაქვს.

– რა კოშმარები?

ავუხსენი, რომ ბავშვობიდან ერთი და იგივე საშინელი კოშმარი მესიზმრება.


ერთი კაცი სულ დანით ხელში დგას ჩემს საწოლთან...

ეს სიზმარი ისე ცოცხლად ხდება, ეს კაცი ისეთი რეალურია, რომ ხანდახან, ადრე,
შიშისგან ყვირილს ვიწყებდი. გული მეწურებოდა (ეს ნამდვილად ვერ იქნება
მოსაწონი მისთვის, ვინც საწოლში გვერდით გიწევს). რაც თავი მახსოვს, ყოველ
კვირაში მესიზმრება ეს კოშმარი. მე რომ ეს მოვუყევი კეტუტს, მან მითხრა,
წლების განმავლობაში არასწორად გაგიგია ეს ჩვენებაო. რომ ჩემს საწოლთან
მდგომი კაცი დანით ხელში ჩემი მტერი კი არ არის; ის ერთ-ერთი ჩემი ძმაა,
რომელიც ძლიერებას წარმოადგენს. იქ იმიტომ კი არ დგას, რომ თავს დამესხას,
არამედ იმიტომ, რომ მიდარაჯოს, როცა მძინავს. ალბათ იმიტომ მეღვიძება, რომ
ვგრძნობ, ჩემი სულიერი ძმა როგორ შფოთავს და იბრძვის ჩემგან განდევნოს
დემონები, რომლებიც ცდილობენ, მავნონ. ჩემს ძმას ხელში დანა კი არა, ხანჯალი
უჭირავს, – პატარა, ძლიერი სატევარი. მე არ უნდა შემშინებოდა. შემეძლო
მშვიდად დამეძინა, რადგან უნდა მცოდნოდა, რომ მიცავდნენ.

– ბედნიერი ხარ, – მითხრა კეტუტმა, – ბედნიერი ხარ, რომ მისი დანახვა


შეგიძლია.

ხანდახან მედიტაციის დროსაც ვხედავ ჩემს ძმებს, მაგრამ ერთი და იმავე


ადამიანის დანახვა ძალიან იშვიათია.

– მე მგონია, სულიერად ძალიან ძლიერი ხარ. იმედი მაქვს, რომ ოდესმე


მკურნალი ქალი გამოხვალ.

263
– ჰო, კარგი, – ვუთხარი სიცილით, – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი
სატელევიზიო გადაცემა მექნება.

ჩემთან ერთად იცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობას ვერ მიხვდა. მაგრამ
ძალიან მოსწონდა, როცა ხალხი ხუმრობდა. კეტუტმა მასწავლა, რომ როდესაც
ჩემს ძმებს დაველაპარაკებოდი, უნდა მეთქვა, ვინ ვიყავი, რომ მათ ვეცნე.
საიდუმლო მეტსახელიც უნდა შემერჩია. უნდა მეთქვა, «მე ვარ ლაგოჰ პრანო».
ლაგოჰ პრანო ბედნიერ სხეულს ნიშნავს.

ჩემი ველოსიპედით დავბრუნდი შინ. გვიანი შუადღის მზეზე, მთებიდან


სახლისკენ მივათრევდი ჩემს ბედნიერ სხეულს. გზად ტყეში, ხიდან ზუსტად ჩემ
წინ, დიდი მაიმუნი ჩამოხტა და ეშვები გადმოყარა. არც კი შევკრთი. ვუთხარი,
წადი აქედან, ჯეკ! მე ოთხი ძმა მიდგას ზურგს უკან, რომლებიც მიცავენ.

85

მიუხედავად ყველაფრისა, მეორე დღეს (ჩემმა მცველმა ძმებმა წინააღმდეგობა


ვერ გაუწიეს და) ავტობუსი დამეჯახა. ერთი ბეწო ავტობუსი იყო, მაგრამ მაინც
მომისროლა ველოსიპედიდან, გზისპირს როდესაც მივუყვებოდი. ირიგაციის
ცემენტის თხრილში ჩამაგდო. ამ შემთხვევის მოწმე ოცდაათამდე ადამიანი
გაჩერდა ჩემს დასახმარებლად (ავტობუსი კარგა ხნის წასული იყო). ყველა
მპატიჟებდა სახლში ჩაის დასალევად ან საავადმყოფოში წაყვანას
მთავაზობდნენ. ძალიან განიცდიდნენ ამ შემთხვევას. არც ისე სერიოზულად
ვიყავი დაშავებული, იმის გათვალიწინებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
ველოსიპედს არაფერი უჭირდა, მხოლოდ კალათა იყო დაგრეხილი და ქუდი
დაგლეჯილი (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე ჯობდა, ქუდი ყოფილიყო
ამგვარ მდგომარეობაში და არა თავი).

ყველაზე ცუდი დაზიანება მუხლზე მივიღე, ღრმა ჭრილობა, რომელიც კენჭებითა


და ჭუჭყით იყო სავსე. რამდენიმე დღეში ტროპიკული ნესტიანი ჰავის გამო
საშინელი ინფექცია შემეჭრა. არ მინდოდა მისი შეწუხება, მაგრამ რამდენიმე
დღის შემდეგ როგორღაც მოვახერხე და გადახვეული ფეხით კეტუტს ტერასაზე

264
გამოვეცხადე. მოვიძვრე ყვითელი სახვევი და ჩემი ჭრილობა მოხუცს ვაჩვენე.
ჭრილობას ჩააშტერდა და დაასკვნა: «ინფექცია. მტკივნეული».

– დიახ, ასეა.

– უნდა წახვიდე და ექიმი ნახო!

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. თვითონ ექიმი არ იყო? მაგრამ რატომღაც ჩემი


დახმარება არ მოისურვა და არც მე დავაძალე. შეიძლება ის უცხოელებს არ
მკურნალობდა ან კიდევ შეიძლება, რაღაც საიდუმლო გეგმა ჰქონდა, რადგან ჩემი
მუხლის გამო შევხვდი უაიენს. ამ შეხვედრის შემდეგ კი, რაც უნდა
მომხდარიყო... მოხდა.

86

უაიენ ნურიუასიჰი, ისე როგორც კეტუტ ლიიერი, ბალელი მკურნალია. მაგრამ


მათ შორის, რა თქმა უნდა, განსხვავებაც არის. კეტუტი მხცოვანი მამაკაცია. ის კი
ოცდაათს გადაცილებული ქალი. კეტუტი უფრო მღვდელს ჰგავს, მისტიკურს,
უაიენი კი პრაქტიკოსი ექიმია. სამკურნალო ბალახებსა და მედიკამენტებს
ერთად ყიდის თავისივე მაღაზიაში და ადგილზევე წამლობს პაციენტებს. უაიენს
ვიტრინიანი მაღაზია აქვს უბუდის ცენტრში, რომლის სახელიც «ტრადიციული
ბალინური მკურნალობის ცენტრია». ადრეც შემიმჩნევია ეს მაღაზია, როცა
კეტუტთან მივდიოდი ველოსიპედით. ყოველთვის აქ უნდა ჩამევლო და
ვხედავდი მაღაზიის წინ გამოდგმულ ქოთანში ჩარგულ მცენარეებს, უცნაური
ხელით დაწერილი განცხადებით: «სპეციალური მულტივიტამინებიანი სადილი».
სანამ ეს უსიამოვნება შემემთხვეოდა, არასდროს ვყოფილვარ ამ მაღაზიაში,
ვიდრე კეტუტმა არ გამომგზავნა ექიმის სანახავად. მე კარგად მახსოვდა
აქაურობა და იმიტომ მოვედი აქ ველოსიპედით, იმედი მქონდა ვინმე ჩემს
დახმარებას შეძლებდა და ჭრილობას მომირჩენდა.

ეს პატარა ადგილი ერთდროულად კლინიკა, სახლი და რესტორანია. ქვემოთ


კოპწია სამზარეულოა, მოკრძალებული სასადილო ტერიტორიით (სამი მაგიდითა

265
და სკამებით). ზემოთ განცალკევებული ფართობია, სადაც უაიენი პაციენტებს
მასაჟებს უკეთებს და სამკურნალო დანიშნულებებს აძლევს. უკან კიდევ ერთი
ჩაბნელებული საწოლი ოთახია. მაღაზიაში კოჭლობით შევედი და უაიენ
მკურნალს თავი გავაცანი. საოცრად მიმზიდველი, ღიმილიანი ქალი დამხვდა,
მკერდზე მბზინავი შავი თმა ეყარა. სამზარეულოში ორი პატარა მორცხვი გოგონა
იდგა უაიენის უკან. ხელის დაქნევით მივესალმე. მათ გამიღიმეს და
გაუჩინარდნენ. უაიენს ჩემი დაინფიცირებული ჭრილობა ვაჩვენე და შევეკითხე
თუ დამეხმარებოდა. წყალი და ბალახეული ღუმელზე მოხარშა და მაიძულა
«ჯამუ» დამელია. ეს ტრადიციული, შინ მომზადებული ინდონეზიური
სამედიცინო ნაყენია. ფეხზე ცხელი მწვანე ფოთლები დამადო და მაშინვე
უკეთესად ვიგრძენი თავი. საუბარი დავიწყეთ. ბრწყინვალედ ლაპარაკობდა
ინგლისურად.

როგორც ნამდვილმა ბალელმა, გასაცნობად სამი სტანდარტული შეკითხვა


დამისვა: – სად მიდიხარ დღეს? საიდან მოდიხარ? დაქორწინებული ხარ?

როდესაც ვუთხარი, რომ დაქორწინებული «ჯერ» არ ვარ, ძალიან გაუკვირდა.


«არასდროს ყოფილხარ გათხოვილი? – მკითხა ისევ. «არა», – ვიცრუე მე.
საერთოდ ტყუილის თქმა არ მიყვარს, მაგრამ მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა,
აქ განქორწინებას თუ არ ვახსენებდი. ეს ყოველთვის უკვირდათ. «მართლა
არასდროს ყოფილხარ გათხოვილი?» – ისევ გამიმეორა კითხვა და
ცნობისმოყვარეობით შემომხედა.

– მართლა, – ისევ ვიცრუე, – არასდროს ვყოფილვარ დაქორწინებული.

– ნამდვილად არ ყოფილხარ? – ეს უკვე უცნაურია.

– ნამდვილად ასეა.

– ერთხელაც კი არ ყოფილხარ? – ჩამეძია და დასძინა, – ჰო, კარგი (ალბათ


მიხვდა).

– კარგი, – ვაღიარე როგორც იქნა, – ვიყავი, ერთხელ ვიყავი...

– სახე გაუნათდა, თითქოს მეუბნებოდა, – ასეც ვიცოდიო. შემდეგ კი მკითხა, –


განქორწინებული ხარ?

266
– დიახ, – ვუპასუხე დარცხვენილმა, – განქორწინებული.

– მივხვდი, რომ განქორწინებული ხარ.

– აქ ეს უჩვეულოა, არა?

– ჰო, მაგრამ მეც ასე ვარ, – «დამამშვიდა» უაიენმა, – მეც განქორწინებული ვარ.

ნამდვილად გამიკვირდა.

– შენ?!

– ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, – გული გადამიშალა, – ყველაფერი ვცადე,


ვიდრე გავშორდებოდი. ყოველდღე ვლოცულობდი, მაგრამ აუცილებლად უნდა
წამოვსულიყავი მისგან. თვალი ცრემლით აევსო. უაიენს ხელი ხელზე მოვკიდე.
პირველი განქორწინებული ბალელი ქალი იყო, რომელიც სულ ახლახან გავიცანი
და რომელსაც ვეუბნებოდი, «დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გააკეთე, რაც
შეგეძლო, ძვირფასო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სცადე!»

«განქორწინება ძალიან სამწუხაროა», – მითხრა და მეც დავეთანხმე.

ჩემი ახალი მეგობრის, უაიენის მაღაზიაში დავრჩი და მთელი ხუთი საათი


ვსაუბრობდით მის უბედურებაზე. ის თავის თავგადასავალს მიყვებოდა და თან
ჩემს ჭრილობას წმენდდა. უაიენს ბალელი ქმარი ჰყავდა და როგორც მან მითხრა,
ყოველთვის სვამდა, სულ აზარტულ თამაშებს თამაშობდა, გაანიავა მთელი
ფული. მერე იმისთვის სცემდა ცოლს, რომ სათამაშოდ და დასალევად ფულს
აღარ აძლევდა. «ბევრჯერ მცემა საავადმყოფოშიც, – ცრემლებს ამოაყოლა
უაიენმა. მერე თმა გადაიწია და თავზე ნაიარევი მაჩვენა, – ეს მას შემდეგ დამრჩა,
რაც მოტოციკლეტის ქუდი ჩამარტყა. ყოველთვის მოტოციკლეტის ქუდით
მცემდა, როცა სვამდა, როდესაც ფულს ვერ ვშოულობდი. ისე მცემდა, რომ
გონებას ვკარგავდი, გული მერეოდა და თვალში ვეღარ ვიხედებოდი.
გამიმართლა, რომ მკურნალი ვარ, მკურნალთა ოჯახიდან. ვიცოდი, როგორ
მემკურნალა საკუთარი თავისთვის ყოველი ცემის შემდეგ. მკურნალი რომ არ
ვყოფილიყავი, სმენას დავკარგავდი და ვეღარაფერს გავიგონებდი. ან
მხედველობას დავკარგავდი და ვეღარაფერს დავინახავდი». იმიტომ მიატოვა
ქმარი. «ფეხმძიმედ ვიყავი და ერთხელ ისე მცემა, ბავშვი დავკარგე». ამ
შემთხვევის შემდეგ, ჩემმა შვილმა, ჭკვიანმა პატარა გოგონამ, მეტსახელად
267
ტუტიმ მითხრა: «ვფიქრობ, უნდა გაშორდე, დედი. ყოველთვის, როცა
საავადმყოფოში მიდიხარ, ტუტის უამრავ საქმეს უტოვებ სახლში». ტუტი ოთხი
წლის იყო, ეს რომ თქვა... დანგრეული ოჯახით ქალი სრულიად მარტო და
დაუცველი რჩება ბალიზე. «ევროპელები ვერც კი წარმოიდგენენ ამას, ერთი
პატარა ოჯახი ბალიზე დიდი ოჯახის შემადგენელი ნაწილია, თითქმის ყველანი
ერთად არიან – და-ძმების, ბიძაშვილების, მშობლების, ბებიებისა და ბაბუების...
მოკლედ, მთელი ოთხი თაობის შთამომავლობა ერთად ცხოვრობს ოჯახის
მთავარი სახლის ირგვლივ ჩამწკრივებულ ბუნგალოებში, ერთმანეთზე ზრუნავენ
დაბადებიდან გარდაცვალებამდე».

ოჯახური ერთიანობა სიძლიერის წყაროა, ფინანსური უზრუნ­ველყოფაა,


ჯანმრთელობის დაცვაა, ერთმანეთზე ზრუნ­ვაა, განათლება და, რაც
ბალელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შორის სულიერი
კავშირია. ოჯახური ერთიანობა იმდენად სასიცოცხლო რამ არის ბალელებისთვის,
რომ მას ერთ სულიერ არსებად თვლიან. აქ სოფლის მოსახლეობის რაოდენობა
განისაზღვრება არა ხალხის, არამედ ოჯახების რაოდენობით. თავისთავად ასეთი
გაერთიანება თვითგადარჩენის ძალზე მყარი ძალაა. ასე რომ, მას ვერ დატოვებ
(ქალი კი მხოლოდ ერთხელ ტოვებს მამის ოჯახურ გაერთიანებას და ქმრის
ოჯახში გადადის). როდესაც ასეთი სისტემა კარგად მუშაობს (როგორც ყველა
დროის ჯანსაღ საზოგადოებაში), მისი შემსრულებლები შედეგად ყველაზე საღი,
დაცული, მშვიდი, ბედნიერი და გაწონასწორებული ადამიანები არიან
მსოფლიოში. მაგრამ როდესაც არ ამართლებს ასეთი ურთიერთობა? როგორც ჩემი
მეგობრის უაიენის შემთხვევაში? ოჯახიდან განდევნილები ხომ საერთოდ
დაკარგულები არიან მთელ ორბიტაზე.

მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ან ოჯახურ «უზრუნველ» გაერთიანებაში


დარჩენილიყო ქმართან ერთად, რომლის გამოც საავადმყოფოში ბევრჯერ
მოხვდა, ან სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახი დაეტოვებინა და არაფრის გარეშე
დარჩენილიყო. თუმცა სულ არაფრით არა. მან მკურნალობის ენციკლოპედიური
ცოდნა წამოიღო თავის დიდსულოვნებასა და სამუშაო ეთიკასთან ერთად.
ქალიშვილ ტუტის წამოყვანაზე კი დიდი ბრძოლა გადაიტანა. ბალი
პატრიარქალური ქვეყანაა, უიშვიათესი განქორწინების შემთხვევაში, ბავშვები
ავტომატურად მამასთან რჩებიან. ტუტის დასაბრუნებლად უაიენმა ადვოკატი
დაიქირავა და რაც კი გააჩნდა, ყველაფერი მას გადაუხადა. გაყიდა არა მარტო
ავეჯი და ოქროული, არამედ ჩანგლები და კოვზები, წინდები და ფეხსაცმელები,
268
პირის და ტანის საწმენდი ქსოვილები და ნახევრად დამწვარი სანთლებიც კი –
ყველაფერი ადვოკატის მომსახურების საფასურს მოხმარდა.

ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ბავშვი მაინც დაიბრუნა. გაუმართლა, რომ ტუტი


გოგონა იყო; ის რომ ბიჭი ყოფილიყო, უაიენი ვერასდროს ნახავდა შვილს. აქ
ვაჟები ყველაზე მეტად ფასობენ. ბოლო რამდენიმე წელია უაიენი და მისი
გოგონა ცალკე ცხოვრობენ. წარმოგიდგენიათ, მარტოდმარტო ბალის ფუტკრების
სკაში! ყოველ თვეში ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, ფული აქვთ თუ არა
აქვთ. უძილობა და ნერვიულობა არ ასვენებთ, სად უნდა წავიდნენ შემდეგ. ეს კი
ძნელია, რადგან ყოველი გადასვლის შემდეგ, პაციენტებს (ძირითადად
ბალელები, რომლებსაც თვითონაც ძალიან უჭირთ ახლა) მისი თავიდან პოვნა
უძნელდებათ. ტუტი კი ყოველი ასეთი გადასვლის შემდეგ სკოლიდან უნდა
გამოსულიყო. ადრე ტუტი ყოველთვის პირველი იყო კლასში, მაგრამ ბოლო
გადასვლის შემდეგ ორმოცდაათ მოსწავლეს შორის მეოცე ადგილზე დაეშვა.
უაიენს თავისი ამბის ნახევარი ჰქონდა მოყოლილი, როდესაც სკოლიდან
დაბრუნებული ტუტი შემოვიდა მაღაზიაში. ახლა ტუტი რვა წლისა იყო, მძლავრ
ქარიზმასა და სინათლეს ასხივებდა.

ფეიერვერკივით გაბრწყინებული პატარა გოგონა (ნაწნავიანი, გამხდარ-


გაჩხიკული და აღგზნებული) ბრწყინვალე ინგლისურით მთავაზობს, სადილს
ხომ არ მიირთმევდითო. «სულ დამავიწყდა, რომ უნდა ისადილო», – წამოიძახა
უაიენმა. დედა-შვილი სამზარეულოში შეცვივდა და ორი მორცხვი გოგონას
დახმარებით, რომლებიც იქ იმალებოდნენ, ისეთი გემრიელი საჭმელი მოამზადეს,
რომლის მსგავსი ბალიზე ყოფნის დროს არასოდეს მეჭამა. პატარა ტუტის ყველა
კერძი ხმამაღალი ახსნა-განმარტებით მოჰქონდა, გვეუბნებოდა თუ რა იდო
თეფშზე. ძალზე ენერგიულად და შემართებით თავისუფლად შეეძლო მაგიური
ჯოხით ხელში ეთქვა: «ქურქუმას წვენი, თირკმლების გასაწმენდად!»

გოგონამ ყველას გასაგონად გამოაცხადა:

– ზღვის წყალმცენარე კალციუმისთვის!

– პამიდვრის სალათა, ვიტამინი D!

– მცენარეების ნაზავი, მალარია რომ არ შეგეყაროთ!

269
დასასრულ ვკითხე:

– ტუტი, სად ისწავლე ასეთი კარგი ინგლისური?

– წიგნებიდან! – მიპასუხა.

– ჩემი აზრით, ყველაზე ჭკვიანი გოგონა ხარ, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, –


შევაქე.

– გმადლობთ, – წაუცეკვა და ახლა მე შემაქო, – შენც ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ.

სხვათა შორის, ბალელი ბავშვები სულაც არ არიან ასეთები. ჩვეულებრივ ისინი


წყნარი და ზრდილობიანი ბავშვები არიან, დედების კაბის უკან იმალებიან.
მაგრამ ტუტი მათ არ ჰგავს. ის მთლიანად შოუბიზნესის გოგონაა.
დემონსტრირებას უკეთებს თავის შოუმონაცემებს და მეუბნება, – ჩემს წიგნებს
გაჩვენებ!

ტუტიმ სიმღერა დაიწყო და წიგნების მოსატანად კიბისკენ გაფრინდა.

– უნდა, რომ ცხოველების ექიმი გამოვიდეს, – მითხრა უაიენმა, – როგორ არის


ინგლისურად? – ვეტერინარი?

– დიახ, ვეტერინარი. იმდენი შეკითხვა აქვს ცხოველებზე, არც კი ვიცი, რა


ვუპასუხო. მეკითხება, დე, ვინმემ რომ ავადმყოფი ლომი მომიყვანოს, პირველად
კბილები უნდა ავუხვიო, რომ არ მიკბინოს? გველი რომ ავად გახდეს და წამალი
დასჭირდეს, სად ვიშოვო? არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს აზრები. უნივერსიტეტში
უნდა, რომ ისწავლოს...

ტუტი წიგნებით დატვირთული ჩამოვიდა და სწრაფად ჩაეშვა დედის კალთაში.


უაიენს გაეცინა და გოგონას აკოცა. განქორწინების მწუხარება უცებ გაქრა მისი
სახიდან. ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი... პატარა გოგონებს შეუძლიათ
თავიანთი დედების ცხოვრებად იქცნენ და ისინი ძლიერ ქალებად აქციონ.

იმ საღამოსვე შემიყვარდა ეს გოგონა. მაშინვე ღმერთს შევთხოვე, რომ ოდესმე


ტუტი ნურიუასიჰმა შეძლოს ათასობით თეთრი ლომის კბილების ახვევა! ტუტის
დედაც ძალიან შემიყვარდა. უკვე კარგა ხანი იყო გასული, რაც მათ მაღაზიაში
ვიყავი, ახლა წასვლის დრო დადგა. ტურისტები მოვიდნენ და სადილს ელოდნენ.

270
ერთი უხეში, მოხუცი, ჯმუხი ავსტრალიელი ხმამაღლა სთხოვდა უაიენს,
დახმარებოდა და ემკურნალა «უღმერთო ყაბზობისთვის». ვფიქრობდი, ცოტა
ხმამაღლა იმღერე ძვირფასო და ყველა ერთად ვიცეკვებთ-მეთქი...

– ხვალ დავბრუნდები, – დავპირდი უაიენს, – და ისევ მულტივიტამინებიან


სპეციალურ სადილს შევუკვეთ.

– მუხლი უკეთესად გაქვს, – დამამშვიდა უაიენმა, – საკმაოდ სწრაფად


გამოკეთდა, ინფექცია აღარ მიდის.

ფეხზე დაწებებული ბოლო მწვანე მცენარე ამაძრო. შემდეგ მუხლის თავი


გასინჯა, აქეთ-იქით გადასწია, რაღაცას ამოწმებდა. მერე ჩემი მეორე მუხლი
თვალდახუჭულმა შეამოწმა.

როცა თვალები გაახილა, სახე დამანჭა და მითხრა:

– შენი მუხლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო დროს სექსი არ გქონია.

– საიდან იცი? ასე ახლოს რომ არიან ერთმანეთთან, მაგით მიხვდი?

გაეცინა და ამიხსნა:

– არა. ხრტილები ძალიან არის გამომშრალი. სექსის დროს ჰორმონები სახსრებს


პოხავს. რამდენი ხანი გავიდა, რაც არავისთან წოლილხარ?

– დაახლოებით წელიწად-ნახევარი.

– კარგი კაცი გჭირდება, მე მოგიძებნი ერთს. ტაძარში ვილოცებ შენთვის, კარგი


მამაკაცი რომ გიშოვო. შენ ახლა ჩემი და ხარ. ჰო, კიდევ, ხვალ თუ მოხვალ,
თირკმლებს გაგიწმენდ.

– კარგი კაცი და გაწმენდილი თირკმლები? კარგი გარიგებაა!

– აქამდე არავისთვის მომიყოლია ჩემი განქორწინების შესახებ, ჩემი ცხოვრება


ისეთი მძიმეა, ისეთი მოსაწყენი და აუტანელი… – შემომჩივლა უაიენმა.

ამის შემდეგ ისეთი უცნაური რამ გავაკეთე, თვითონვე გამიკვირდა. ავიღე


მკურნალის ორივე ხელი და მთელი დარწმუნებით ვანუგეშე:

271
– შენი ცხოვრების უმძიმესი წლები უკან დარჩა, უაიენ!

მაღაზია დავტოვე. ვერ ამეხსნა, რატომ ვკანკალებდი; ვერც ის გამეგო, რა


ინტუიცია ან რა განზრახვა მქონდა...

87

ამჟამად, ჩემი დღე სამ ნაწილად იყოფა. დილას უაიენის მაღაზიაში ვატარებ,
ვიცინი და ვჭამ, შუადღეს კეტუტთან, მკურნალთან ვსაუბრობ, ვსვამ ყავას,
საღამოს კი, ჩემს საყვარელ ბაღში ვარ, ჩემთვის წყნარად ვზივარ და წიგნს
ვკითხულობ, ან კიდევ იუდის ველაპარაკები, რომელიც გიტარის დასაკრავად
მოდის. ყოველ დილით, ვიდრე მზე ბრინჯის მინდვრებზე ამოვა, ვმედიტირებ.
ძილის წინ კი, ჩემს ოთხ სულიერ ძმას ვესაუბრები და ვთხოვ, ძილის დროს
მიდარაჯონ. რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვარ, და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს
ჩემი მისია უკვე დასრულდა. ინდონეზიაში ჩემი მოვალეობა წონასწორობის
მოძებნა იყო, მაგრამ ახლა რაიმეს ძებნის საჭიროებას აღარ ვგრძნობ, რადგან
წონასწორობის აღდგენა ბუნებრივად მოხდა.

იტალიელსა და ინდოელზე მეტი ბალელი არ გავმხდარვარ, მაგრამ მხოლოდ აქ


ვგრძნობ სიმშვიდეს და მომწონს ჩემი დღეების რიტმი, რომელსაც
დამამშვიდებელ ღვთისმოსაობას და უმშვენიერესი პეიზაჟებით მიღებულ
სიამოვნებას შორის ვატარებ. მყავს შესანიშნავი მეგობრები, ვიკვებები
გემრიელად. ამ ბოლო დროს ბევრს ვლოცულობ, მოხერხებულად და ხშირად.
დავაკვირდი, რომ ყველაზე მეტად ლოცვა მაშინ მინდა, როდესაც ჩემი
ველოსიპედით კეტუტის სახლიდან მაიმუნების ტყეზე, ხოლო დაბინდებისას
ბრინჯის რიგებში გავდივარ. ვლოცულობ, რომ ისევ არ დამეჯახოს ავტობუსი ან
მაიმუნი არ დამახტეს თავზე, ან ძაღლმა არ მიკბინოს. ეს უკვე გადავამეტე; ჩემს
ლოცვებში უმეტესად მადლობას გამოხატავ ჩემი სისავსისთვის. აღარ მამძიმებს
საკუთარი თავი და ეს სამყარო, როგორც ადრე ხდებოდა. მახსენდება ჩემი გურუს
შეგონება ბედნიერებაზე. ის ამბობდა, ხალხს ყოველთვის ჰგონია, ბედნიერება
პირადი ძალისხმევის შედეგად მიიღწევაო. შენ მისთვის იბრძვი, ილტვი მისკენ,
დაჟინებით მოითხოვ მას და ხანდახან მის საძებნელად მსოფლიოში
272
სამოგზაუროდ მიდიხარ. დაუცხრომლად უნდა მიიღო მონაწილეობა საკუთარ
ლოცვებში და ერთხელ თუ მიაღწიე ბედნიერებას, მის შესანარჩუნებლად არ
უნდა მოდუნდეო. ყველა ღონე უნდა იხმარო და ბედნიერებისკენ გაცურო
ზემოთ, რომ მის წვერში მოექცე. ასე თუ არ მოიქცევი, ერთიანად დაიცლები.
უფრო ადვილია ლოცვა, როცა განცდებში ხარ, მაგრამ კრიზისის გავლის შემდეგ
ლოცვის გაგრძელება, ამ პროცესის დაგვირგვინებაა. შენ სულს ეხმარები
მჭიდროდ მიეტმასნოს შენსავე შესანიშნავ მიღწევებსო. ეს შეგონება მახსენდება,
როდესაც მზის ჩასვლისას კუნძულზე, ველოსიპედით თავისუფლად
დავსეირნობ. ამ დროს ვლოცულობ კიდეც. ეს უფრო აღთქმას ჰგავს, რითაც
ღმერთს ჩემს ჰარმონიას წარვუდგენ და ვეუბნები: «ეს ის არის, რაც მე მომწონს.
გთხოვ, დამეხმარო ამ გრძნობის შენარჩუნებასა და მის დაცვაში».

ამ ბედნიერებას რომელიმე ბანკში ვინახავ, უფრო რომელსაც FDIC [FDIC – აშშ-ის


ანაბრების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია.]-ი კი არ დაიცავს, არამედ ჩემი
ოთხი სულიერი ძმა, მომავალი ბედნიერი ცხოვრების დაზღვევის მიზნით. ასეთ
რამეს «ბეჯით ჯოის» ვეძახი, რადგან ბეჯით ჯოიზე გადავიტანე აქცენტი.
ყოველთვის მახსოვს, ჩემი მეგობარი დორსის ერთი შეხედვით მარტივი
მოსაზრება, რომელიც ერთხელ გამიზიარა: ამ ქვეყანაზე ყველა დარდი და
მწუხარება უბედური ხალხის მიზეზით ხდება და არა მხოლოდ გლობალური
პერსონების – ჰიტლერისა და სტალინის დონეზე, ასევე, ჩვეულებრივ პიროვნულ
დონეზეც. ჩემს პირად ცხოვრებაშიც კი, ზუსტად ვხვდები, სად მომიტანა ჩემივე
უბედურების ეპიზოდებმა ტანჯვა ან მწუხარება მეც და ჩემს გარშემომყოფთაც.
შინაგანის ძებნა არ არის თვითმომზადების და თვითმოწყალების აქტი, ის
კეთილშობილი საჩუქარია სამყაროსთვის.

ტანჯვისგან პრობლემებს არა მარტო საკუთარ თავს ვუქმნით, არამედ სხვებსაც.


მხოლოდ ამის შემდეგ ვართ მზად, დავეხმაროთ და ვასიამოვნოთ სხვას. მე
ყოველთვის ვგრძნობდი კეტუტის მზადყოფნას ჩემს დასახმარებლად.
თავისუფლად შემეძლო ყველანაირი კითხვა დამესვა ღვთისმოსაობაზე,
ადამიანურ ბუნებაზე. ძალიან მომწონს მედიტაცია, რომელიც მან მასწავლა,
«ღვიძლით გაღიმების» სასაცილო აზრი და ოთხი სულიერი ძმის დაუჯერებელი
ამბავი. ერთხელ მითხრა, რომ მედიტაციის თექვსმეტი სახეობა და სხვადასხვა
დანიშნულების მანტრა იცის. ზოგიერთი მათგანი სიმშვიდისა და ბედნიერების
მომტანია, ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის არის, ზოგიერთი მხოლოდ
მისტიკურია, – ადამიანი ერთი სამფლობელოდან მეორეში რომ გადაჰყავს.
273
მაგალითად, ერთხელ ამიხსნა, ისეთი მედიტაციაც იცის, რომელსაც «ზემოთ»
აჰყავს.

– ზემოთ? რას ნიშნავს ზემოთ?

– შვიდი დონით მაღლა, ზეცაში! – განმიმარტა მან.

როდესაც ჩემთვის ნაცნობი თემა «მეშვიდე დონე» გავიგონე, ვკითხე სხეულის


მეშვიდე წმინდა ჩაკრას ხომ არ გულისხმობდა, რომელსაც იოგა განიხილავს.
«არა, ჩაკრა არა, – თქვა მან, – ამ მედიტაციას სამყაროში შვიდივე ადგილზე
გადავყავარ. ზემოთ და ზემოთ, ბოლო ნავსაყუდელი ზეციური სამყაროა».

– როგორია იგი? – რა თქმა უნდა, მაინტერესებდა.

– ლამაზი, ყველაფერი ლამაზია იქ. ყველა ადამიანი ლამაზია. საჭმელიც კი


ლამაზია. იქ ყველაფერი გიყვარს, ზეცაც სიყვარულია.

შემდეგ კეტუტმა მითხრა, რომ იცის «დაბლა» მედიტირება. და რომ ამ


მედიტაციას ქვეყნიერების ქვეშ შვიდი დონით დაბლა ჩაჰყავს. ეს ყველაზე საშიში
მედიტაციაა, რადგან მეორე მედიტაციის შემდეგ იცი, სად უნდა ჩახვიდე...
ჯოჯოხეთში».

ამით მონოლოგი დაასრულა.

რა საინტერესოა. ინდუიზმში არასდროს გამიგონია ზეციურობისა და ჯოჯოხეთის


კონცეფცია. ინდუიზმში სამყარო კარმასთან დამოკიდებულებას წარმოადგენს, ეს
მუდმივი ცირკულაციის პროცესია. სინამდვილეში, არასდროს ხდება მისი
«დასრულება» შენი ცხოვრების ბოლომდე – არც ზეცასა და არც ჯოჯოხეთში. ამ
ქვეყანაზე უკვე სხვა ფორმით ხდება შენი მოვლინება, იმის მიხედვით, თუ რა
სახის ურთიერთობები დაგრჩა მოუწესრიგებელი ან რა შეცდომები გაქვს
გამოსასწორებელი. როდესაც ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილებას მიაღწევ,
გამოდიხარ ამ ციკლიდან და უსასრულობას შეერთვები. კარმა გულისხმობს, რომ
სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ამქვეყნად, დედამიწაზე არსებობს. აქ მათი არსებობის
შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენს ბედსა და ხასიათზეა დამოკიდებული სიკეთის ან
ბოროტების შექმნა. კარმის არსებობა, ყოველთვის მომწონდა. არა იმიტომ, რომ
შეიძლება, კლეოპატრას ბარმენი ვიყავი, უბრალოდ, იმიტომ, რომ უფრო
მეტაფორული მნიშვნელობა მომწონს. კარმის ფილოსოფიური განმარტება უფრო
274
მიზიდავს. ერთი სიცოცხლეც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ უამრავ,
ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ, ვებრძვით ერთი და იმავე სახის ძველ
მიდრეკილებებსა და იძულებით ქმედებებს. თავს ვუყრით ერთსა და იმავე ძველ
შეცდომებს და ხშირად მათ კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ, საბოლოოდ
კი ვაგვარებთ ამ პრობლემებს და შეცდომებიც მთავრდება.

კარმის უმაღლესი ფილოსოფია (სხვათა შორის, დასავლურ ფილოსოფიაშიც ასეა)


ასეთია: პრობლემები დროულად თუ არ მოაგვარე, მათი გადადება შემდეგისთვის
უარეს დღეში ჩაგაგდებს. ამ უარესობის რამდენჯერმე გამეორება კი, უკვე
ჯოჯოხეთია. ამ უსასრულო გამეორებების თავიდან აცილებას ცნობიერების ახალ
დონეზე მივყავართ, რასაც სამოთხე ჰქვია. სამოთხესა და ჯოჯოხეთზე კეტუტს
სხვა წარმოდგენა აქვს. მისი აზრით, ეს სამყაროში რაღაც რეალური ადგილია,
სადაც იგი უკვე ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ზუსტად რომ
გამეგო, რას გულისხმობდა, ვკითხე:

– უკვე იყავი ჯოჯოხეთში, კეტუტ?

გაეღიმა. რა თქმა უნდა, იყო.

– როგორია იქ, ჯოჯოხეთში?

– სამოთხეს ჰგავს, – მიპასუხა.

შემამჩნია ჩემი გაოცება და ეცადა აეხსნა.

– სამყარო წრესავითაა, ლიზ!

ვერაფერი გავიგე. შემდეგ დაუმატა:

– ზემოთ წახვალ თუ ქვემოთ, მნიშვნელობა არა აქვს.

ერთი ქრისტიანული შეგონება გამახსენდა: «ზე-ცად და ქვეყ-ნად, ბოლო ერთია!»

– მაშინ როგორ უნდა განვასხვავოთ სამოთხე და ჯოჯოხეთი?

– იმის მიხედვით, როგორ მიდიხარ. ზემოთ თუ მიდიხარ შვიდი ბედნიერი


ადგილის გავლით, ე.ი. სამოთხეა. ქვემოთ თუ მიდიხარ შვიდი საშინელი

275
ადგილის გავლით, ე.ი. ჯოჯოხეთია. ამიტომ, შენთვის უმჯობესია ზემოთ
წახვიდე, ლიზ!

გაეცინა.

– გინდა მითხრა, რომ მთელი სიცოცხლე ზემოთ რომ ვივლი, ბედნიერი


ადგილების გავლით, საბოლოოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც ერთდროულად
მივაღწევ, რადგან სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივეა?

– ერთი და იგივეა!

– რადგან საბოლოოდ ერთი და იგივეა, ამიტომ ჯობია, მოგზაურობის დროს


ბედნიერი იყო, ვიდრე უბედური. ხომ ასეა? – ვკითხე მე, – რადგან სამოთხე
სიყვარულია, მაშინ ჯოჯოხეთი რაღა გამოდის?..

– ჯოჯოხეთიც სიყვარულია! – მომიჭრა მან.

მცირე ხნით დავჯექი და მათემატიკური გაანგარიშება ვცადე. კეტუტს ისევ


გაეცინა და მუხლებზე ხელი სიყვარულით მომითათუნა: «ახალგაზრდებისთვის
ყოველთვის ძნელია ამის გაგება».

88

ამ დილით ისევ უაიენის მაღაზიაში ვიყავი. ჩემს თმას აკვირდებოდა და უნდოდა


გაერკვია, როგორ გაესქელებინა და როგორ გაეზარდა სწრაფად. თავად მას
მშვენიერი სქელი, ბზინვარე თმა ჰქონდა, უკან გადაყრილი. ძალიან
ვეცოდებოდი, რომ ასეთი სუსტი, ქერა თმა მქონდა. როგორც მკურნალს, შეეძლო
როგორმე გაესქელებინა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იქნება. ჯერ ბანანის ხე უნდა
მოვძებნო, თვითონ მოვჭრა და შორს მოვისროლო ამ ხის კენწერო. საცურაო
აუზივით დიდ, ღრმა თასში დავჭრა ხის ტანი და ფესვები (ნიადაგიდან
ამოღებული), ყოველივე ამას უნდა დავაფარო ხის სახურავი, ისე რომ, არც წვიმის
და არც ნამის არც ერთი წვეთი არ უნდა ჩავარდეს. რამდენიმე დღის შემდეგ
აუზში ბანანის ფესვებისგან საკვებით გამდიდრებული სითხე ჩადგება, რომელიც

276
ბოთლებში უნდა ჩავასხა და უაიენს მოვუტანო. იგი ამ ნაყენს ტაძარში წაიღებს
და შეულოცავს, შემდეგ ყოველდღე თავში შემაზელს.

რამდენიმე თვეში მეც უაიენივით სქელი, ბზინვარე თმა მექნება ზურგზე


გადაყრილი. «თუგინდ მელოტი იყო, მითხრა ჩემმა ახალმა მკურნალმა, – ამას
მაინც ამოჰყავს თმა». ჩვენი საუბრის დროს პატარა ტუტი ბრუნდება სკოლიდან,
იატაკზე მოკალათდება და თავის სახლს ხატავს. ტუტი მხოლოდ სახლებს
ხატავს. კვდება, ისე უნდა საკუთარი სახლი ჰქონდეს. მისი ნახატების უკანა
ფონზე ყოველთვის ცისარტყელა და მოღიმარი ოჯახია – მამა და ყველანი. ასე
ვართ მთელი დღე უაიენის მაღაზიაში. ვზივართ და ვლაპარაკობთ, ტუტი ხატავს,
მე და უაიენი კი ვჭორიკანობთ და ერთმანეთს ვაჯავრებთ. უაიენს უწმაწური
იუმორი აქვს, სულ სექსზე საუბრობს და სიცილით იხრჩობა იმის გამო, რომ
მარტო ვარ. ყოველი მამაკაცის სქესობრივ შესაძლებლობებს აფასებს, რომლებიც
მაღაზიის წინ ჩაივლიან ხოლმე.

სულ იმას მეუბნება, რომ ყოველ საღამოს ტაძარში მიდის და ლოცულობს, რომ
ჩემს ცხოვრებაში ვინმე ნორმალური მამაკაცი გამოჩნდეს, რომელიც შემიყვარებს.
ამ დილით მერამდენეჯერ ვუთხარი: «უაიენ, მე კაცი არ მჭირდება. ბევრჯერ
გამიტყდა გული». ის კი ავტორიტეტულად, თავდაჯერებით და ექიმის ტონით
მეუბნება: «მე ვიცი გატეხილი გულის მკურნალობა» და თითებზე ჩამოთვალა
«გატეხილი გულის მკურნალობის» ექვსი უტყუარი წამალი: «ვიტამინი E, ბევრი
ძილი, ბევრი წყალი, საყვარელი ადამიანისგან შორს მოგზაურობა, მედიტაცია,
საკუთარი თავის დაჯერება, რომ ეს ბედისწერაა».

– ყველაფერს ვაკეთებ, გარდა E ვიტამინისა.

– ესე იგი, მკურნალობა უკვე ჩაიტარე. ახლა, ახალი მამაკაცი გინდა. ჩემი ლოცვით
მოგიყვან მას.

– მე ახლა ახალი მამაკაცისთვის სულაც არ ვლოცულობ, უაიენ. ერთადერთი,


სიმშვიდე მინდა!

უაიენმა თვალები ისე გადაატრიალა, თითქოს ამბობდა, ჰო, აბა რა, როგორც
იტყვი, დიდი უცნაური ვინმე ხარო.

277
– ეს იმიტომ, რომ მეხსიერების პრობლემები გაქვს. აღარ გახსოვს, რა მშვენიერია
სექსი. მეც ასე აღარ მახსოვდა არაფერი, გათხოვილი რომ ვიყავი. ყოველთვის,
როცა ქუჩაში წარმოსადეგ მამაკაცს დავინახავდი, მაშინვე მავიწყდებოდა, რომ
სახლში ქმარი მყავდა.

კინაღამ იატაკზე დავარდა სიცილისგან, შემდეგ დამშვიდდა და დაამატა:

– სექსი ყველას სჭირდება, ლიზ!

ამ დროს დიდებული შესახედაობის, ბდღვრიალა ქალი შემოვიდა მაღაზიაში,


შუქურასავით ანათებდა. ტუტი ყვირილით წამოხტა და ჩაეხვია.

– არმენია! არმენია! არმენია!

ქალის სახელს ყვიროდა ბავშვი, მე რომ ერთ-ერთი ქვეყნის საბრძოლო შეძახილი


მეგონა.

არმენიას თავი გავაცანი, მან კი მითხრა, რომ ბრაზილიიდან იყო. ნამდვილი


ბრაზილიელი, აქტიური და ცოცხალი ქალი იყო. ელეგანტურად ჩაცმული,
ქარიზმატული, მიმზიდველი, გაურკვეველი ასაკის და ძალიან სექსუალური.
არმენიაც უაიენის მეგობარია, რომელიც სასადილოდ, სამკურნალოდ და
გასალამაზებლად ხშირად მოდის უაიენის მაღაზიაში. მერე ჩვენთან ერთად
დაჯდა და მთელი საათი პატარა გოგონებივით ვჭორაობდით. აფრიკაში ან
ტაილანდში გამგზავრებამდე ბალიზე ერთი კვირით ჩამოვიდა, ბიზნესისთვის
რომ მიეხედა. ამ ქალს ცოტათი ჯადოსნური ცხოვრება აქვს გავლილი. მუშაობდა
ლტოლვილებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლეს კომისრად.
1980 წელს გახურებული ომის დროს, ელ-სალვადორსა და ნიკარაგუის
ჯუნგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებათა ემისრად გაგზავნეს, რათა თავისი
სილამაზის, მომხიბვლელობისა და ჭკუის გამოყენებით გენერლები და
აჯანყებულები დაეშოშმინებინა და მიზეზები გაერკვია (ყოჩაღ, მშვენიერების
ძალავ!). ამჟამად მრავალეროვანი მარკეტინგული ბიზნესფირმა აქვს – მისი
Novica მსოფლიოს აბორიგენ მხატვრებსა და ხელოვანებს თავიანი ნაწარმის
ინტერნეტით გაყიდვაში ეხმარება.

278
დაახლოებით შვიდ თუ რვა ენაზე ლაპარაკობს. რომის შემდეგ არ მინახავს ასეთი
ელეგანტური ფეხსაცმელი, მას რომ აცვია... უაიენმა ორივეს შემოგვხედა და
მითხრა:

– ლიზ, რატომ არ ცდილობ, ისე სექსუალურად გამოიყურებოდე, როგორც


არმენიაა? ისეთი მშვენიერი ხარ, სახის ლამაზი ნაკვთები, მომხიბვლელი ტანი,
მიმზიდველი ღიმილი გაქვს, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე დაგლეჯილი
მაისური და დახეული ჯინსი გაცვია. არ გინდა მასავით სექსუალური იყო?

– უაიენ, – ვეუბნები და ღიმილს ვერ ვიკავებ, – არმენია ბრაზილიელია, ის


სრულიად განსხვავდება ჩემგან.

– რით განსხვავდება?

– არმენია, – მივუბრუნდი ჩემს ახალ მეგობარს, – შეგიძლია აუხსნა უაიენს, რას


ნიშნავს იყო ბრაზილიელი ქალი?

არმენიას გაეცინა, მაგრამ შეკითხვა სერიოზულად მიიღო და უპასუხა:

– მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ლამაზად და ქალურად გამოვიყურებოდე.


ცენტრალური ამერიკის საომარ ადგილებსა და ლტოლვილთა ბანაკებშიც კი.
საშინელი ტრაგედიის დროს თუ კრიზისულ მდგომარებაში. არ არის საჭირო
სხვების უბედურებას შენი გაუბედურებული სახით დაემატო. ეს არის ჩემი
ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, ჯუნგლებშიც კი ყოველთვის ვიყენებ მაკიაჟს და
არც ძვირფასეულობას ვივიწყებ. არაფერი განსაკუთრებული, რაიმე ლამაზი
ოქროს სამაჯური და საყურე, თხელი პომადა, სასიამოვნო სუნამო. უბრალოდ
უნდა ვიგრძნო, რომ მე კვლავ პატივს ვცემ საკუთარ თავს.

ამგვარად, არმენია მაგონებს ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანელ ქალ


მოგზაურებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არავითარი გამართლება არა აქვს
აფრიკაში ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც ინგლისური სადარბაზო
ოთახისთვის შეუფერებელია. ცოტათი ქარაფშუტა ქალია ეს არმენია. მაღაზიაში
დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან საქმე ჰქონდა, თუმცა მაინც მოასწრო და ამ
საღამოს წვეულებაზე დამპატიჟა. მითხრა, რომ ერთ ბრაზილიელ ექსპერტს
იცნობს, რომელიც უბუდში ცხოვრობს და ამ საღამოს განსაკუთრებულ
წვეულებას მართავს ერთ ლამაზ რესტორანში. მოამზადებს ფეიჯოადას – ეს

279
ტრადიციული ბრაზილიური სადღესასწაულო კერძია, რომელიც ღორის ხორცის
დიდი ნაჭრებისა და შავი ლობიოსგან მზადდება. ბრაზილიური კოქტეილიც
იქნება. იქნება უამრავი ექსპატრიანტი [ექსპატრიანტი (ლათ.) – სამშობლოდან
ნებაყოფლობით ან იძულებით გასახლებული.] მთელი მსოფლიოდან, ყველა ვინც
კუნძულ ბალიზე ცხოვრობს.

«არ გინდა წამოხვიდე? შესაძლოა მოგვიანებით ყველანი საცეკვაოდაც


წავიდნენ».

მან არ იცის მომწონს თუ არა წვეულებები, მაგრამ... კოქტეილები? ცეკვები?


ღორის ხორცი? რა თქმა უნდა, წავალ...

89

აღარც მახსოვს, ბოლოს გამოპრანჭული როდის ვიყავი, მაგრამ ამ საღამოსთვის


სადღაც ჩემი ზურგჩანთის ფსკერიდან სპაგეტივით ვიწრო, მოხდენილი კაბა
ამოვქექე და ჩამოვიცვი. პომადაც წავისვი. არც ის მახსოვს, ბოლოს როდის მესვა
პომადა, ის კი ვიცი, რომ ინდოეთის მერე ნამდვილად არა. წვეულებაზე
მისვლამდე არმენიას სახლში შევიარე. მან თავისი მოდური სამკაულები
ჩამომკიდა, სუნამო დამასხა, თავის ეზოში დამატოვებინა ველოსიპედი და
სტუმრად საკუთარი მანქანითვე წამიყვანა. ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემი ხნის
ქალს შეეფერება.

სადილზე ექსპატრიანტებთან ერთად ძალიან ვიმხიარულე, ვგრძნობდი, რომ


ამდენი ხნის უმოქმედობის შემდეგ ჩემში პიროვნება იღვიძებდა. ცოტაც კი
დავლიე, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. აშრამში ლოცვებში გატარებული
რამდენიმე თვის წმინდა ცხოვრებისა და ბალიზე ყვავილების ბაღში ჩაის
წრუპვაში გატარებული დღეების შემდეგ. გამეარშიყნენ კიდეც! საუკუნეებია
ფლირტი არ მქონია. ბოლო დროს მხოლოდ მაიმუნებთან და ჩემს მოხუც
მკურნალთან ვატარებდი დროს. და უცებ, კვლავ ვიბრუნებ ჩემს სექსუალობას.
მართალი გითხრათ, არც კი ვიცოდი, ვის ვეკეკლუცებოდი. მგონი ყველას ერთად.
ნეტავ ამ გონებამახვილ ავსტრალიელ ყოფილ ჟურნალისტს თუ მოვეწონე, ჩემ

280
გვერდით რომ ზის? («ჩვენ აქ ყველანი მთვრალები ვართ, – გაიხუმრა მან, –
დანარჩენებისთვის კი მითითებებს ვწერთ) ან იქნებ ამ წყნარ გერმანელს,
მაგიდის ბოლოში (დამპირდა, რომ პირადი ბიბლიოთეკიდან მათხოვებდა
რომანებს). ან იქნებ ამ მოხდენილ ბრაზილიელ მოხუც მამაკაცს, მაგიდის თავში
რომ ზის და ასეთი დიდი ქეიფი რომ მოაწყო. მომეწონა მისი ყავისფერი კეთილი
თვალები და აქცენტი, და, რა თქმა უნდა, სადილი. რაღაც უაზრობა ვკითხე, რომ
გამომეწვია. იგი საკუთარ თავზე ხუმრობით ამბობდა: «ბრაზილიელი მამაკაცის
პირობაზე ნამდვილად საშინელება ვარ – ვერ ვცეკვავ, ფეხბურთს ვერ ვთამაშობ
და ვერც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე ვერ ვუკრავ». ამის საპასუხოდ
რატომღაც ვუთხარი: «შესაძლოა ასეც არის, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ
კაზანოვას არაფრით ჩამორჩები». უცებ სიჩუმე ჩამოწვა და კარგა ხნით დრო
დაიძაბა. შემდეგ ერთმანეთს მეგობრულად გადავხედეთ, თითქოს მოგვეწონა ამ
მაგიდაზე დაწოლის აზრი. ჩემმა ასეთმა განცხადებამ გამბედაობის არომატი
შემოიტანა. უარი არ უთქვამს (თავიდან გვერდზე გავიხედე, ვიგრძენი, რომ
გავწითლდი).

მისი გაკეთებული ფეიჯოადა განსაცვიფრებელი იყო. ძველებური, ცხარე


სანელებლებით, ნოყიერი, ყველანაირი საკაზმით, რასაც ჩვეულებრივ კერძებში
ვერ ნახავთ. ერთიმეორის მიყოლებით ვაცარიელებდი თეფშებს და
ოფიციალურად გადავწყვიტე: როდესაც ამქვეყნად ასეთი საჭმელია, მე
ვერასდროს გავხდები ვეგეტარიანელი. შემდეგ ყველანი ერთად წავედით
ადგილობრივ ღამის კლუბში საცეკვაოდ, თუ იმას ღამის კლუბი ჰქვია. ეს იყო
შესანიშნავი სანაპირო ქოხი, ოღონდ სანაპიროს გარეშე. კლუბში ადგილობრივი
ბავშვები ცოცხლად უკრავდნენ მშვენიერ მუსიკას როკის სტილში. აქ ყველა
ასაკისა და ეროვნების მოქეიფე ირეოდა, ექსპატრიანტები და ტურისტები,
ადგილობრივები და თვალისმომჭრელი, ღმერთივით ბიჭები და გოგონები. ყველა
თავისუფლად, ანგარიშმიუცემლად ცეკვავდა. არმენია ჩვენთან ერთად არ
წამოსულა, მოიმიზეზა, რომ მეორე დღეს სამუშაო ჰქონდა. მასპინძლობა
ბრაზილიელმა გამიწია. არც ისე ცუდი მოცეკვავე იყო, როგორც თვითონ ამბობდა.
ალბათ ფეხბურთსაც თამაშობდა. მომწონდა, რომ ჩემთან იყო, კარს მიღებდა,
კომპლიმენტებს მეუბნებოდა და ძვირფასოს მეძახდა. მერე შევამჩნიე, რომ
ყველას ძვირფასოს ეძახდა, წვერიან ბარმენსაც კი.

მიუხედავად ამისა, ყურადღება მსიამოვნებდა... კარგა ხანია ბარში აღარ


ვყოფილვარ. იტალიაშიც კი არ წავსულვარ ბარებში. დევიდთან ყოფნის დროსაც
281
კი არ დავდიოდით ხშირად. მგონი ბოლოს, რიგიანად ჩემს ქორწილზე ვიცეკვე...
ისე, ბედნიერი ქორწილი რომ მქონდა... მომაგონდა. ღმერთო, საუკუნეებია
გასული. საცეკვაო მოედანზე ჩემს მეგობარ სტეფანიას გადავეყარე, სიცოცხლით
სავსე, ახალგაზრდა იტალიელ გოგონას, რომელსაც ამას წინათ შევხვდი უბუდის
მედიტაციის ჯგუფში. ერთად ვცეკვავდით, ყველგან დაფრიალებდა ქერა და შავი
თმა და მხიარულად ერთვებოდა იმ ორომტრიალში. სადღაც შუაღამისას
ანსამბლმა დაკვრა დაასრულა და ხალხიც ერთმანეთში აირია. სწორედ ამ დროს
შევხვდი ერთ ბიჭს, სახელად იანს. ნამდვილად მომეწონა ეს ბიჭი. მაშინვე
მოვიხიბლე. იგი კარგი შესახედაობის უელსელი მამაკაცი იყო და მშვენიერი ხმაც
ჰქონდა. საუბრობდა მკაფიოდ, საზრიანად. იძლეოდა შეკითხვებს, ისევე
გაუმართავად ესაუბრებოდა ჩემს მეგობარ სტეფანიას იტალიურად, როგორც მე.
იგი ანსამბლის დრამერი აღმოჩნდა და ბონგოსაც უკრავდა. მე გავეხუმრე,
ვენეციელი ბიჭივით, «ბონგალიერი» ხარ-მეთქი, ოღონდ ნავების მაგივრად
დასარტყმელი ინსტრუმენტებით. მერე ერთმანეთს გავუშინაურდით,
ვიცინოდით და ვლაპარაკობდით. მაშინ მოვიდა ფილიპი. ფილიპი ბრაზილიური
სახელია. მან ყველა ერთად დაგვპატიჟა ერთი ევროპელი ექსპატრიანტის უსახურ
რესტორანში, რომელიც, როგორც მან დაგვარწმუნა, არასოდეს იკეტება და
ნებისმიერ დროს მოგემსახურებიან ლუდითა და სხვა სახის სისულელით. მე
იანს გადავხედე, უნდოდა თუ არა წამოსვლა. და როცა თქვა, მოვდივარო, მეც
დავეთანხმე. მოკლედ, ყველანი ერთად წავედით რესტორანში. მე იანს მივუჯექი
გვერდით, მთელი ღამე ვსაუბრობდით, ვოხუნჯობდით და ნამდვილად
აღტაცებული ვიყავი ამ ბიჭით. პირველი მამაკაცი იყო, რომელსაც ამდენი ხნის
შემდეგ შევხვდი და როგორც იტყვიან, ასე მომეწონა.

რამდენიმე წლით უფროსი იყო ჩემზე, ყველა გაგებით საინტერესო ცხოვრება


ჰქონდა გავლილი (უყვარდა სიმფსონები, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში,
ერთხელ აშრამშიც იცხოვრა, ახსენა ტოლსტოი, მუშაობა და ა.შ.). კარიერა
ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბრიტანეთის არმიაში დაიწყო ექსპერტად განაღმვის
დარგში, შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით დანაღმული ტერიტორიების
ამფეთქებლად. ბოსნიაში ააშენა ლტოლვილთა ბანაკი. ახლა ისვენებს, რომ
მუსიკაზე იმუშაოს... ყველაფერი ძალიან მიმზიდველია. არც კი მჯერა, რომ
დილის ოთხის ნახევარზე ისევ მღვიძავს და არ ვმედიტირებ. შუაღამეზე ფეხზე
ვარ, კაბა მაცვია და მიმზიდველ მამაკაცს ვესაუბრები. ყველაფერი რადიკალურად

282
სხვანაირია. დასასრულ მე და იანმა ვაღიარეთ, კარგი იყო, რომ ერთმანეთს
შევხვდით.

მკითხა, ტელეფონი თუ მქონდა და ვუპასუხე, რომ ტელეფონი არა, მაგრამ


ელექტრონული მისამართი მქონდა. «ჰო, მაგრამ ელფოსტით ისე გრძნობ თავს...»
მოკლედ, ტელეფონები ვერ გავცვალეთ, მაგრამ ერთმანეთს გემრიელად
გადავეხვიეთ და მითხრა: «ისევ შევხვდებით ერთმანეთს, როცა ისინი... – და
ზეცაში ღმერთებზე მიმითითა, – ამას გვეტყვიან». განთიადისას, ფილიპმა, ხანში
შესულმა ბრაზილიელმა მამაკაცმა შინ წაყვანა შემომთავაზა. როდესაც
დაკლაკნილ, მიხვეულ-მოხვეული გზებით უკან ვბრუნდებოდით, მან მითხრა,
«ძვირფასო, მთელი ღამე უბუდის ყველაზე სულელ მამაკაცს ესაუბრებოდი».

გული კინაღამ გამისკდა.

– მართლა სულელია იანი? – ვკითხე მე, – ყველაფერი მითხარი, რომ უბედურება


თავიდან ავიცილო.

– იანი? – ფილიპს გაეცინა, – არა ძვირფასო, იანი სერიოზული ბიჭია, კარგი კაცია.
მე ჩემს თავს ვგულისხმობდი. მე ვარ ყველაზე დიდი სულელი უბუდში.

ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით.

– ვხუმრობდი, – დაამატა მან.

კიდევ კარგა ხანს ვიყავით სიჩუმეში და მკითხა:

– იანი მოგწონს, ხომ?

– არ ვიცი, – ვუპასუხე, – ვერ ვაზროვნებ... საკმაოდ ბევრი ბრაზილიური


კოქტეილი დავლიე. ის მიმზიდველია, ინტელიგენტი. დიდი ხანია, რაც არც კი
მიფიქრია ვინმეს მოწონება.

– რამდენიმე მშვენიერი თვე გელის... დაიცადე და ნახავ.

– მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ურთიერთობის გაბმას, ფილიპ. მხოლოდ


ერთი კაბა მაქვს. ხალხი შეამჩნევს, რომ სულ ერთი და იგივე მაცვია.

– შენ ლამაზი და ახალგაზრდა ხარ, ძვირფასო. შენ ერთი კაბაც გეყოფა...

283
90

მე ვარ ახალგაზრდა და ლამაზი? მეგონა, მოხუცი და განქორწინებული ვიყავი.


შემიძლია ვიძინო მთელი ღამე, არა ვარ მიჩვეული ასეთ უცნაურ დღეებს,
საცეკვაო მუსიკა კვლავ თავში მიბრახუნებს, თმაზე სიგარეტის სუნი ამდის,
მუცელი მტკივა ალკოჰოლისგან. ცოტა წავთვლიმე და მზის ამოსვლისთანავე
გამეღვიძა. მიჩვეული ვარ. ამ დილით არც დასვენებული ვარ და არც
დამშვიდებული. არც არავითარი მედიტაცია შემიძლია. რატომ ვარ ასეთი
აღელვებული? მშვენიერი დღე მქონდა, ხომ ასეა? შევხვდი ბევრ საინტერესო
ადამიანს, კარგად გამოვეწყვე, ბევრი ვიცეკვე, ფლირტი მქონდა რამდენიმე
მამაკაცთან... კაცებთან...

ამ სიტყვაზე სულ უფრო ვიძაბები, ცოტა შიში მიპყრობს. უკვე აღარც მახსოვს, ეს
როგორ ხდება. ადრე, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ასე ოც წელს გადაცილებული,
ყველაზე წარმატებული და უშიშარი, ყველაზე უსირცხვილო ფლირტი ვიცოდი.
მაგონდება რა სასაცილო იყო, როცა ერთ ბიჭს ვხვდებოდი და მინდოდა შემეხვია.
იყო ფარული მიპატიჟებები და შეგულიანებები, წინდაუხედავად და
ყოველგვარი შედეგების გაუთვალისწინებლად. ახლა ვგრძნობ, რომ დაშინებული
და გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერს ვაჭარბებ. წარმოვიდგენ ჩემს
ურთიერთობას უელსელ მამაკაცთან, რომელმაც ელფოსტაც კი არ მომცა. უკვე
ვხედავ ჩვენს მომავალს, ჩვენს კამათს სიგარეტის მოწევის ჩვეულების გამო.
საინტერესოა, ნეტავ ისევ მივცემ უფლებას რომელიმე მამაკაცს, კვლავ
დამინგრიოს პირადი, სამოგზაურო, სამწერლობო ცხოვრება?..

მეორე მხრივ, სასიამოვნო იქნებოდა რაიმე რომანტიკულის წამოწყება. უკვე


კარგა ხანია გვალვის სტიქიას განვიცდი (ერთხელ ტეხასელმა რიჩარდმა ჩემს
სასიყვარულო ცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება: «ყამირის ამთვისებელი
გჭირდება, პატარავ. წადი და წვიმის მომყვანი მოძებნე»). შემდეგ წარმოვიდგინე
იანი, მოტოციკლეტზე, ახოვანი და წარმოსადეგი სხეულით, როგორ მიხსნის
სიყვარულს ჩემს ბაღში. ესეც კარგი იქნებოდა. სასიამოვნო ფიქრებს თითქმის
კივილამდე მივყავარ, მაგრამ უცებ ვჩერდები. აღარ მინდა კვლავ განვიცადო ეს

284
გულისტკივილი. მერე ისევ დევიდი მენატრება, იმაზე მეტად, ვიდრე წინა
თვეებში... ხომ არ დავურეკო და მოვიკითხო... ხომ არ უნდა, ისევ ერთად ვიყოთ
(შემდეგ ჩემი ძველი მეგობრის, რიჩარდისგან რაღაც არხებით ძალიან ზუსტი
მითითება მივიღე: «გენიალურია, სუსნია, ლობოტომია ხომ არ გაგიკეთეს გუშინ
და ცოტა ნასვამიც ხომ არ ხარ?»). დევიდზე ფიქრიდან ავტომატურად
განქორწინებას ვუბრუნდები. სწრაფად, ცოტა შიშის გრძნობით ვიწყებთ ფიქრს
ჩემს ყოფილ ქმარზე... «არადა, ეს საკითხი უკვე დამთავრებული მეგონა,
სუსნია».

შემდეგ რატომღაც, ფილიპზე, იმ წარმოსადეგ ხანში შესულ ბრაზილიელ


მამაკაცზე ფიქრი ამეკვიატა. ფილიპი კარგი ვინმეა. მეუბნება, ახალგაზრდა და
ლამაზი ხარო. აქ, ბალიზე შესანიშნავ დროს გაატარებო. მართალს ამბობს... არა?..
უნდა მოვდუნდე და გავერთო, ხომ ასეა? ეს დილა კი რატომღაც სულაც არ ჩანს
მოდუნებული და სასიამოვნო. სიამე აქ რაღა მოსატანია... დამავიწყდა კიდეც,
როგორია...

91

უაიენი გამუდმებით ამას ამბობდა: «რა არის ეს ცხოვრება? იქნებ თქვენ


იცოდეთ? მე ნამდვილად არ ვიცი». ისევ მის რესტორანში ვიჯექი. უგემრიელეს,
მულტივიტამინებიან, ყუათიან სადილს მივირთმევდი, იმ იმედით, რომ ჩემს
ნაბახუსევზე გასივებულ თავს და ნერვიულობას უშველიდა. ბრაზილიელი
არმენიაც იქ იყო, და როგორც ყოველთვის, სალონიდან ახალგამოსული
გეგონებოდათ, თითქოს შაბათ-კვირას მინერალური წყლებიდან
ახალდაბრუნებულმა, გზად შემოიარა. პატარა ტუტიც იქ იყო, იატაკზე იჯდა და
როგორც ყოველთვის, თავის სახლებს ხატავდა. სულ ახლახან უაიენმა გაიგო, რომ
მაღაზიის ქირა აგვისტოს ბოლოდან (ანუ სამ თვეში) გაიზრდებოდა. ყველა
შემთხვევაში წასვლა მოუწევდა აქედან. დარჩენას ვერ შეძლებდა. მხოლოდ
ორმოცდაათი დოლარი ჰქონდა ბანკში. სად უნდა წასულიყო? სადმე
გადავიდოდნენ ალბათ. ტუტი კი, ტუტი კვლავ სკოლიდან უნდა გამოსულიყო...

მათ სახლი სჭირდებოდათ – ნამდვილი სახლი!


285
ბალელისთვის ასეთი ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. უაიენი ძალიან მარტივ,
პასუხგაუცემელ და მოსაწყენ კითხვებს სვამდა: «არასოდეს დამთავრდება ეს
ტანჯვა? ასე დაუსრულებლად და უშედეგოდ უნდა მეორდებოდეს ყველაფერი?
ერთ დღესაც დაუღალავად მუშაობ, მეორე დღესაც... მესამე დღესაც... ჭამ. სულ
მალე კი ისევ მშიერი ხარ... მერე, სიმწრით კვდები – არც საათი, არც მაისური. რა
მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როგორც უნდა იშრომო, მაინც
მოხუცდები».

– არმენიას ეს არ ეხება, – გავიხუმრე მე.

– ნამდვილად არ დაბერდება, – თქვა უაიენმა, – იმიტომ რომ, არმენია


ბრაზილიელია. ზუსტად ამ ცხოვრების ქალია.

ყველას გაგვეცინა. დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო. უაიენს სასაცილოდ სულაც არ


ჰქონდა საქმე. რეალური სურათი ასეთია:

მარტოხელა დედა, ფაქტობრივად უსახლკაროდ, ნაადრევად დაბრძენებული


გოგონათი, მწირი ბიზნესით, მოახლოებული სიღარიბით... წასასვლელის
გარეშე...

ყოფილ ქმარს მიაკითხოს?.. მამამისის ოჯახი სოფლად ცხოვრობს, ღარიბები


არიან და ბრინჯის მოყვანით გააქვთ თავი. იქ თუ წავა და მათთან იცხოვრებს,
მისი ქალაქური, მკურნალის საქმიანობა, საბოლოოდ დასრულდება, მისი
პაციენტები იქ ვერ ჩავლენ. არ დაგავიწყდეთ ტუტი, რომელიც იქ სათანადო
განათლებას ვერ მიიღებს, ცხოველთა ექიმების კოლეჯში ვერ ისწავლის.
დანარჩენი კი დროდადრო იჩენს თავს. პირველ დღეს რომ ორი მორცხვი გოგონა
დავინახე, სამზარეულოში რომ იმალებოდნენ, ობლები ყოფილან და უაიენმა
იშვილა. ორივეს კეტუტი ჰქვია (გაუგებრობა რომ ავიცილოთ ამ წიგნში) ჩვენ მათ
დიდ და პატარა კეტუტს ვეძახით. უაიენმა მშიერი ბავშვები რამდენიმე თვის წინ
იპოვა, ბაზარში მათხოვრობდნენ.

ისინი, დიკენსის ნაწარმოების ქალებივით მიატოვეს (ალბათ სუტენიორმა


ნათესავებმა), ბავშვების მათხოვრობით რომ არიან დაკავებულნი. უპატრონო
ბავშვებს მთელ ბალის ტერიტორიაზე აიძულებენ სხვადასხვა ბაზარში
იმათხოვრონ, დღის ბოლოს კი პატარა ავტობუსით აგროვებენ, მოკრებილ ფულს
ჩაიბარებენ, სამაგიეროდ, სადმე ქოხმახში აძლევენ თავშესაფარს. როდესაც

286
უაიენმა ბავშვები პირველად ნახა, რამდენიმე დღის მშივრები იყვნენ. მკბენარები
და პარაზიტები დახვეოდათ. მას უმცროსი გოგონა ათი წლისა ჰგონია და
უფროსი, ალბათ ცამეტისა. გოგონებმა არც თავიანთი ასაკი იციან, არც თავიანთი
გვარი (პატარა კეტუტმა იცის, რომ იმ წელს დაიბადა, როდესაც მათ სოფელში
«დიდი ღორი» გაჩენილა. ეს კი ვერც ერთ ჩვენგანს ვერ დაგვეხმარა სინამდვილის
დადგენაში). უაიენი მათ ისეთივე სიყვარულით უვლის, როგორც საკუთარ
ტუტის.

მას და სამ ბავშვს ერთად სძინავთ, ერთ მატრასზე, მაღაზიის უკან მდებარე
პატარა საწოლ ოთახში. აქამდე სიბრალულზე რაღაც გამეგებოდა, მაგრამ ახლა
ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, რა გულით უნდა შეიფარო მარტოხელა ქალმა
კიდევ ორი უსახლკარო ბავშვი, როცა თვითონ გამოსახლებას ელოდები. მინდა,
დავეხმარო. ყველაზე მეტად მინდა... ეს მოცახცახე შეგრძნება უაიენთან
პირველივე შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა. მინდა ამ მარტოხელა დედას, მის
ქალიშვილს და კიდევ ორ ობოლს უკეთესი ცხოვრებისთვის დავეხმარო. ოღონდ
არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო. დღეს, როცა უაიენი, არმენია და მე
ვსადილობდით და ჩვეულებრივ ვსაუბრობდით ემპათიასა და ბედის
უკუღმართობაზე... ტუტის გავხედე, რაღაც უცნაურს აკეთებდა.

მაღაზიაში დადიოდა, გადმობრუნებულ ხელისგულებზე კობალტისფერი


კაფელის პატარა ფილა დაედო და საგალობელს მღეროდა, ცოტა ხანს
ვუყურებდი, მაინტერესებდა, რას აპირებდა. დიდხანს ითამაშა ამ ფილით,
ჰაერში ააგდებდა, ჩუმად რაღაცას ეუბნებოდა, უმღეროდა, შემდეგ სათამაშო
მანქანასავით იატაკზე გააგორ-გამოაგორა. მერე კუთხეში წყნარად
თვალდახუჭული მიჯდა და თავისთვის მღეროდა. უხილავ, მუსიკალურ
სამყაროში ჩაიძირა. უაიენს ვკითხე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი-მეთქი. უაიენმა
მითხრა, ტუტიმ ეს კაფელის ფილა, მშენებარე სასტუმროს მიმდებარე
ტერიტორიაზე იპოვა და ჯიბეში ჩაიდოო.

მას შემდეგ, დედამისს ეუბნებოდა, ოდესმე სახლი თუ გვექნება, ამ


კაფელისნაირი ლამაზი ლურჯი იატაკი ექნებაო. ახლა კი, უაიენს რომ ვკითხოთ,
ტუტის უყვარს ამ პატარა კაფელზე დაჯდომა, თვალებს ხუჭავს და
წარმოიდგენს, თითქოს საკუთარ სახლში ზის. ეს რომ მოვისმინე და ბავშვი ღრმა
მედიტაციაში დავინახე, ვთქვი, კარგია, ზუსტად ეს მინდოდა-მეთქი. მაშინვე

287
დავტოვე მაღაზია, იმაზე საზრუნავად, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომეღო
ბოლო ამ აუტანელი მდგომარეობისთვის.

92

ერთხელ უაიენმა მითხრა, როდესაც პაციენტებს ვმკურნალობ, ღმერთის


სიყვარულით მილსადენივით ვიხსნები და სულ ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო
შემდეგიო. გონება მებინდება, ინტუიცია მიმძაფრდება და ჩემს მფარველ
ღმერთქალს სხეულში ვუშვებო. «ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქარი უბერავს
და ხელებს მართმევს», – ამბობს უაიენი. ალბათ, იმავე ქარმა დამიბერა დღეს და
მაღაზიიდან გამომაგდო, ვინმეს რომ შევხვედროდი, ვინც უბუდის
ინტერნეტკაფეში წამიყვანდა, სადაც დავჯექი და ყველა ჩემს მეგობარსა და
ოჯახს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მთელ მსოფლიოში ელექტრონული
წერილები დავუგზავნე. ვწერდი, რომ ივლისში ჩემი დაბადების დღე მოდიოდა
და მალე ოცდათხუთმეტის გავხდებოდი. ვწერდი, რომ არაფერი მჭირდებოდა
ქვეყანაზე. არც არაფერი მინდოდა. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. ნიუ-
იორკში რომ ვყოფილიყავი, ალბათ უაზროდ დიდ დაბადების დღეს
გადავიხდიდი და ყველა მათგანს დავპატიჟებდი. ისინი კი საჩუქრებს და
ბოთლით ღვინოებს მომიტანდნენ და მთელი ეს ზეიმი წარმოუდგენლად ძვირი
დამიჯდებოდა. ამიტომ შევთავაზე, ამ დაბადების დღის გადახდის უფრო
იაფიანი და საინტერესო გზა. კარგი იქნებოდა, ყველა ჩემს მეგობარსა და ოჯახის
წევრს, ჩემთვის ფული ეჩუქებინა, რომ მე ერთ ქალს, სახელად უაიენ
ნურიუასიჰს დავხმარებოდი, რომ ინდონეზიაში სახლი ეყიდა, თავისთვის და
მისი გოგონებისთვის. შემდეგ მოვყევი უაიენის, ტუტისა და ორი ობლის ამბავს.
რა თანხაც უნდა დაგროვილიყო, დანარჩენს ჩემი დანაზოგიდან შევავსებდი.
მესმოდა, რომ მსოფლიოში უამრავი ტანჯვა და ომი იყო და ყველას უჭირდა,
მაგრამ რას ვიზამდით... ამ კუნძულზე ეს ხალხი ჩემს ოჯახად იქცა, და ჩვენი
მოვალეობაც ხომ ოჯახებზე ზრუნვაა... ყველგან და ყოველთვის... სადაც უნდა
იყვნენ ისინი.

288
როდესაც ეს მასობრივი ელექტრონული წერილი დავასრულე, გამახსენდა, ჩემმა
მეგობარმა სუზანმა, ცხრა თვის წინ მოგზაურობაში წამოსვლამდე რომ მითხრა.
მას ეშინოდა, უკან არ დაბრუნდებიო: «მე კარგად გიცნობ, ლიზ! შენ ახლა
მიდიხარ, რომ ვინმეს შეხვდე და შეგიყვარდეს, და იმით დაასრულებ, რომ სახლს
იყიდი ბალიზე. ნამდვილი ნოსტრადამუსია ეს სუზანი. დილით, როცა ფოსტა
გავხსენი, ვნახე რომ 700 დოლარი უკვე შეგროვდა. მეორე დღიდან ფულის
რაოდენობა იზრდებოდა და მეც შემეძლო დარჩენილის შევსება. აღარ დავიწყებ
მთელი კვირის დრამის მოყოლას ან ახსნას, როგორი გრძნობაა, როცა ფოსტას
ხსნი და მთელი მსოფლიოდან იღებ წერილებს. «ჩემი იმედი გქონდეს!» – ყველამ
გამოგზავნა. ვიცოდი, რომ ზოგს უჭირდა, ზოგიც ვალებში იყო, მაგრამ ყველამ
უყოყმანოდ გამოგზავნა.

ჩემი პარიკმახერის მეგობარი გოგონა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც


მიპასუხა და 15 დოლარი შემოგვწირა. ჩემმა ყველაზე ჭკვიანმა მეგობარმა, ჯონმა,
როგორც ყოველთვის დამცინავი კომენტარებით სავსე წერილი მომწერა, გრძელი,
მსუყე და ემოციური წერილის პასუხად («მისმინე – შემდეგში აუცილებლად
უნდა იტირო დაღვრილი რძის გამო, ჯობია თუ შედედებული იქნება»), მაგრამ
ფული მაინც გადმოგზავნა. ჩემი მეგობრის, ანის მეგობარმა ბიჭმა (რომელიც
უოლსტრიტზე ბანკირია და არასოდეს შევხვედრივარ), შეგროვილი თანხის
გაორმაგება შემომთავაზა. შემდეგ მთელი მსოფლიოდან წამოვიდა წერილები.
ფულს ვიღებდი სრულიად უცნობებისგანაც. სუნთქვა მეკვრის ასეთი
გლობალური სულგრძელობისთვის. მოდი, ეს თავი აქ დავასრულოთ შემდეგი
ამბით: საკაბელო კომუნიკაციებით, ჩემი თხოვნის გაგზავნიდან შვიდი დღის
შემდეგ, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და მთელი მსოფლიოდან საკმაოდ ბევრი
უცნობი დამეხმარა. საბოლოოდ, კი, 18.000 დოლარი შევაგროვე, რომ უაიენს
საკუთარი სახლი ეყიდა.

დარწმუნებული ვარ, ეს სასწაული ტუტიმ ლოცვებით მოახდინა. მისი ოცნება


იყო, ლურჯი კაფელი ჯეკის ჯადოსნურ ლობიოსავით გამრავლებულიყო და
ნამდვილ სახლში ჰქონოდა, სადაც ამ კაფელს თვითონ, დედამისი და ობოლო
გოგონების წყვილი მოუვლიდნენ. მრცხვენია, მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა
ვაღიარო. ჩემგან განსხვავებით, ჩემმა მეგობარმა ბობიმ შენიშნა, რომ სიტყვა
«ტუტი» იტალიურად «ყველას» ნიშნავს. რატომ ადრე ვერ მივხვდი ამას? ამდენი
თვის რომში გატარებული დროის შემდეგ! ახლა ვხედავ კავშირს. ბობი უტაში
ცხოვრობს და იქიდან მიმახვედრა ამას. გასულ კვირას ელფოსტით, ახალი
289
სახლისთვის შემოწირულ ფულთან ერთად მომწერა: «ეს ბოლო გაკვეთილია,
არა? მსოფლიოს სანახავად მიდიხარ, რომ საკუთარ თავს დაეხმარო, და ამთავრებ
იმით, რომ ეხმარები... ტუტის (ყველას)».

93

არ მინდა უაიენს რამე ვუთხრა, ვიდრე მთლიანად არ შევკრებ ფულს. ძნელია ამ


საიდუმლოს შენახვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ, უაიენი ხვალინდელ
დღეზე როგორ ნერვიულობს, მაგრამ არ მინდა, ადრე გაუჩნდეს იმედი. ამრიგად,
მთელი ერთი კვირა პირი დამუწული მქონდა და არაფერს ვამბობდი ჩემს
გეგმებზე, სადილადაც ფილიპთან ერთად ვიყავი ყოველ საღამოს, რომელსაც
სულაც არ ადარდებდა, რომ მხოლოდ ერთი კარგი კაბა მქონდა. ფილიპმა ძალიან
გამიტაცა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნამდვილად დავრწმუნდი, რომ მის
გამო თავს ვკარგავდი. «ეს უაზრო ბატონი», როგორც თავის თავს უწოდებს,
იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. უბუდში ყველას იცნობს და
ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

არმენია და ფილიპი კარგა ხანია, მეგობრობენ. ვუთხარი, «ეს ფილიპი – სხვებზე


უფრო ღრმა და საინტერესოა, ხომ ასეა-მეთქი. რაღაც არის-მეთქი მასში... ჰო,
კარგი ადამიანიაო. ძალიან რთული განქორწინება გადაიტანა. ბალიში
მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო, ამიტომ ჩამოვიდაო. მასზე მე არაფერი ვიცი,
იმის გარდა, რომ ორმოცდათორმეტი წლისაა. საინტერესოა. უკვე იმ ასაკს
მივაღწიე, რომ ორმოცდათორმეტი წლის მამაკაცთან შეიძლება პაემანი მქონდეს?
ფილიპს ჭაღარა შერევია და პიკასოსავით მიმზიდველად გამელოტებულა.
თბილი, ყავისფერი თვალები და მიმზიდველი სახე აქვს. საუცხოო სურნელი
ასდის. ნამდვილი მამაკაცია... სრულყოფილი და დაღვინებული...

მოწიფული მამაკაცის ტიპი ჩემთვის სიახლეა. უკვე ხუთი წელია, კუნძულზე


ცხოვრობს. აქაურ ოქრომჭედლებს ბრაზილიურ, ნახევრად ძვირფასი ქვებისგან
სამკაულებს აკეთებინებს და ამერიკაში საექსპორტოდ გააქვს. ოცი წელი
ერთგული მეუღლე იყო. ეს ძალიან მომწონს. მათი ქორწინება მხოლოდ
სხვადასხვა გართულებული მიზეზის გამო დაიშალა. ისიც მსიამოვნებს,
290
ზრდასრული და ჩამოყალიბებული შვილები რომ ჰყავს და თავად ზრუნავს მათ
აღზრდაზე. შვილებსაც ძალიან უყვართ იგი. ის იმ მშობელთა რიცხვს
მიეკუთვნება, შვილების პატარაობისას შინ რომ რჩებოდა და მათ უვლიდა, მაშინ
როდესაც მისი ავსტრალიელი მეუღლე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდა
(მშვენიერი ფემინისტი ქმარი ვიყავი, ყოველთვის მინდოდა, სოციალური
წინსვლისთვის ფეხი ამეწყოო). მომწონს სიყვარულის მისეულ, ბრაზილიურ
სტილში გამოხატვა (მისმა ავსტრალიელმა ვაჟმა, თოთხმეტი წლის რომ გახდა,
ბოლოს და ბოლოს, გაბედა და უთხრა, – მამი, უკვე დიდი ვარ და იქნებ სკოლაში
დატოვებისას ტუჩებში აღარ მაკოცოო).

ფილიპი თავისუფლად ლაპარაკობს ოთხ ენაზე (თვითონ კი ამტკიცებს, რომ არ


იცის, მაგრამ მე ხომ მესმის მთელი დღე მისი საუბარი). მომწონს რომ მთელი ამ
ხნის განმავლობაში ორმოცდაათამდე ქვეყანა აქვს მოვლილი, ამიტომ მიაჩნია,
რომ სამყარო ადვილად სამართავი და პატარაა. გამუდმებით, თავშეკავებით
მისმენს და არასდროს მაწყვეტინებს საუბარს, მე თვითონ თუ არ გავჩერდი.
ვეკითხები ხოლმე, მოსაწყენი ხომ არ არის ჩემთან საუბარი-მეთქი... «რაც კი
სამყაროს დრო გააჩნია, ყველაფერს შენ გჩუქნი. ჩემო პატარა სიხარულო».

როდესაც კაცს უნარი აქვს, ასე მიმართოს ქალს, გინდაც ეს ქალი მიმტანი იყოს, ის
უკვე ნაღდი მამაკაცია. მას აღარაფერი შეეშლება. ერთ საღამოს მკითხა: «ლიზ,
რატომ არ გინდა, ვიდრე აქ ხარ, შეყვარებული გაიჩინო?» სრულებითაც არ
გულისხმობდა თავის თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით
იტვირთავდა ამ საქმეს.

იანი, ის სიმპათიური უელსელი ახალგაზრდა მამაკაცი შესაფერისი იქნება


შენთვისო, მეუბნებოდა. სხვა კანდიდატებიც მრავლად იყვნენ. თუნდაც
მზარეული ნიუ-იორკიდან, «დიდი, ვეებერთელა, კუნთებიანი ჯეელი». ფილიპის
აზრით, მაინცდამაინც ის უნდა მომწონებოდა.

მოკლედ, აქ, უბუდში, ყველანაირ მამაკაცს ნახავ. ყველა ქვეყნიდან მოედინებიან


ექსპატრიანტები, უსახლკარონი და გაკოტრებულები. თავს აფარებენ პლანეტის
ამ კუთხეს.

– ალბათ ყველა მათგანი ბედნიერი იქნება თუ ზაფხულს მათთან ერთად


გაატარებ, ჩემო მშვენიერო, – შემომთავაზა ფილიპმა.

291
– არა მგონია, ამისთვის ჯერ მზად ვიყო, – ვუპასუხე, – ხომ იცი, რომანტიკული
თავგადასავლების ხელახლა დაწყების თავი ნამდვილად არა მაქვს, არც ფეხების
გაპარსვის, არც ჩემი სხეულის დემონსტრირების... აღარც თავიდან გახსენება
მსურს ჩემი თავგადასავლის... ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე ფიქრი კი,
საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანს. აღარც კი მახსოვს, როგორ ხდება ეს ყოველივე.
სიყვარულისა და სექსის თექვსმეტი წლის ასაკში უფრო მჯეროდა, ვიდრე ახლა.

– რა თქმა უნდა, გჯეროდა, – მითხრა ფილიპმა, – იმიტომ რომ, მაშინ ახალგაზრდა


და ქარაფშუტა იყავი. მხოლოდ ახალგაზრდებსა და სულელებს სჯერათ სექსისა
და სიყვარულის. გგონია, რომელიმე ჩვენგანმა ვიცით, რას ჩავდივართ? გგონია,
ადამიანებს სიყვარული უბრალოდ, ყოველგვარი გართულებს გარეშე შეუძლიათ?
აბა, ნახე, რა ხდება ბალიზე, ლამაზო. ყველა აქ ჩამოსულმა უცხოელმა,
უსიამოვნო ცხოვრების უდიდესი ნაწილი თავის სამშობლოში გაატარა. სახლები
თითქოსდა იქაური ქალების გამო დატოვეს და ახლა აქ ცოლად ნაზი, საყვარელი,
დამთმობი, პატარა ბალელი გოგონები მოჰყავთ. მე ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას.
მათ ჰგონიათ, ლამაზი, პატარა გოგონა გააბედნიერებთ, ცხოვრებას გაუიოლებთ.
მე ყველა მათგანს, ვინც ასე მოიქცა, ყოველთვის მინდა ვუთხრა, წარმატებას
გისურვებთ, ძმებო, გვერდს ქალი გიმშვენებთ და თქვენ კვლავ მამაკაცად
გრძნობთ თავს-მეთქი. ორი ადამიანი კვლავ ერთად ყოფნას ცდილობს, ეს კი
ახალი სირთულის დასაწყისია. სიყვარული ყოველთვის ძნელია. მაგრამ ყოველი
ადამიანი უნდა ეცადოს, ვიღაც შეიყვაროს. ამ სიყვარულის ხათრით, ხანდახან
გულის გატეხასაც უნდა შევეგუოთ. გატეხილი გული კარგის მომასწავებელია. ეს
იმას ნიშნავს, რომ რაღაც მაინც ვცადეთ.…

– ჩემი გული, ბოლო დროს, ისე დაიმსხვრა, რომ ახლაც ნაწილებადაა ქცეული.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი სიყვარული დასამარდა, თუმცა, გული
მაინც ისე მტანჯველად მტკივა...

– ძვირფასო, მე სამხრეთბრაზილიელი ვარ. ისეთი ქალის გამო შემიძლია გულში


დიდი ბზარი ავიტანო და იმით ვიარო, ვისთვისაც არც კი მიკოცნია.

მე და ფილიპი ჩვენს ქორწინებებსა და განქორწინებებზე ვსაუბრობდით. არა


რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, უბრალოდ, ერთმანეთს
თანავუგრძნობდით. ერთმანეთს ვუზიარებდით განქორწინების შემდეგ
დაუფლებული დეპრესიის განცდებს. ერთად ვსვამდით ღვინოს და ერთად

292
ვჭამდით, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ყოფილ მეუღლეებზე სასიამოვნო
ამბებსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი დანაკარგის სიმწარე ტკბილი მოგონებით
გაგვექარწყლებინა.

– გინდა ერთად გავაკეთოთ რამე, ამ შაბათ-კვირას? – მკითხა ერთხელ.

დავეთანხმე, კარგი იქნება-მეთქი. ნამდვილად კარგი იქნება. უკვე ორჯერ


მომიყვანა სახლამდე. ორჯერვე ღამე მშვიდობისა მისურვა. ორჯერ მანქანაში
გადმოიწია, დასამშვიდობებლად რომ ეკოცნა. ორივეჯერ ერთნაირად მოვიქეცი,
მისკენ გადავიხარე, მაგრამ ბოლო მომენტში თავი გვერდზე გავწიე და ლოყა
მკერდზე მივადე. ნება მივეცი რამდენიმე ხანს გულში ჩაკრული ვყოლოდი. იმაზე
დიდხანს, ვიდრე ეს მეგობრებმა იციან. ვიგრძენი, თავით როგორ შემეხო თმაზე,
სახე მის მკერდზე მქონდა მიჭერილი. ვგრძნობდი მისი ტილოს მაისურის
სასიამოვნო სუნს. მართლა ძალიან მომწონს მისი სურნელი.

დაკუნთული მკლავები აქვს. მამაკაცური, ფართო მკერდი. ერთ დროს


ტანმოვარჯიშეც კი იყო ბრაზილიაში, 1969 წელს, მე რომ დავიბადე, მაშინ. ჯერ
კიდევ ძლიერია მისი სხეული. არ ვიცი, უბრალო კოცნას თავს ვარიდებ თუ არა...
საღამოს დამშვიდობებისას, როცა მიახლოვდება, თავს გვერდით ვწევ. მას და
ჩემს თავს ჩახუტების უფლებას ვაძლევ. ასეთ მდგომარეობაში კარგა ხანია აღარ
ვყოფილვარ...

94

ჩემს მოხუც მკურნალს, კეტუტს ვკითხე:

– რას მეტყვი რომანტიკაზე?

– ეს რა არის? – კითხვა დამიბრუნა.

– დაივიწყე...

– არა, მითხარი რა არის? რას ნიშნავს ეგ სიტყვა?

293
– რომანტიკა, – განვუმარტე მე, – ეს არის, როცა ქალს და კაცს ერთმანეთი
უყვართ. ერთმანეთს კოცნიან და სექსი აქვთ, ქორწინდებიან – და ასე შემდეგ.

– მე ბევრ ქალთან არ მქონია სექსი, ლიზ, მხოლოდ ჩემს ცოლთან.

– მართალი ხარ, ეს ნამდვილად არ არის ბევრი, მაგრამ რომელ ცოლს გულისხმობ,


პირველს თუ მეორეს?

– მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავს, ლიზ! ის მკვდარია ახლა.

– აბა, ნიომო ვინ არის?

– სინამდვილეში ნიომო ჩემი ცოლი არ არის. ის ჩემი ძმის ცოლია.

ჩემი განცვიფრებული სახე რომ დაინახა, დაამატა:

– ბალიზე ეს მიღებულია.

უფროსი ძმა, რომელსაც ბრინჯი მოჰყავს, გვერდით ცხოვრობს და ნიომოზეა


დაქორწინებული. სამი შვილი ჰყავთ. კეტუტს და მის მეუღლეს კი შვილი არ
ჰყავდათ და ამიტომ კეტუტის ძმისშვილი იშვილეს, რომ მემკვიდრე ჰყოლოდათ.
როდესაც კეტუტის მეუღლე გარდაიცვალა, ნიომომ ორივე ოჯახში დაიწყო
ცხოვრება. ორივე ოჯახს აქცევდა ყურადღებას. თავის მეუღლესაც უვლიდა და
მის ძმასაც. ზრუნავდა თავისი შვილების ორ ოჯახზე. ბალის ტრადიციების
მიხედვით, ის ნამდვილად კეტუტის მეუღლედ ითვლება (უმზადებს საჭმელს,
რეცხავს სარეცხს, იცავს ოჯახის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და რიტუალს).
მხოლოდ სექსი არ აქვთ.

– რატომ არ გაქვთ? – ვკითხე მე

– საკმაოდ მოხუცი ვარ, – მითხრა მან და ნიომოს დაუძახა, დანარჩენ


შეკითხვებზე რომ ეპასუხა. უთხრა, რომ ამერიკელ ქალბატონს აინტერესებდა,
რატომ არ ჰქონდათ სექსი. ნიომო, ამის გაგონებაზე სიცილით კინაღამ მოკვდა.
მოვიდა და მკლავზე მუშტი ძლიერად დამარტყა.

– მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა, – გააგრძელა კეტუტმა, – და ახლა იგი


მკვდარია.

294
– გენატრება?

ნაღვლიანად გამიღიმა...

– სიკვდილის დრომ უწია. მოდი, მოგიყვები, როგორ შევხვდი ჩემს მეუღლეს.


ოცდაშვიდი წლისა ვიყავი, როცა ერთ გოგოს ვხვდებოდი და მიყვარდა.

– რომელ წელს? – შევეკითხე, იქნებ ახლა მაინც გამეგო, რამდენი წლის იყო.

– არ ვიცი. იქნებ 1920 წელს იყო...

თუ ასეა, მაშინ ახლა ას თორმეტი წლის უნდა იყოს. მგონი, ნელ-ნელა


გავდივართ ბოლოში...

– მიყვარდა ის გოგო, ლიზ, ძალიან ლამაზი, მაგრამ არცთუ კარგი ხასიათის გოგო.
მხოლოდ ფული უნდოდა. სხვა ბიჭებს დასდევდა, არასოდეს ამბობდა
სიმართლეს. ვფიქრობდი, რომ მისი გარეგნობის შიგნით კიდევ ერთი საიდუმლო
იმალებოდა. ვერავინ ხვდებოდა, რა ჰქონდა გულში. ვხვდებოდი, აღარ
ვუყვარდი, სხვა ბიჭთან ერთად დადიოდა. ძალიან დარდიანი ვიყავი,
გულგატეხილი. ჩემს ოთხ სულიერ ძმას შევევედრე დახმარება. ვეკითხები,
რატომ აღარ ვუყვარვარ-მეთქი? ერთმა მათგანმა სიმართლე მითხრა, – ის არ არის
შენი ნამდვილი წყვილი და მოითმინეო. მეც ვითმენ და მერე ჩემს ცოლს
ვხვდები. ლამაზ ქალს, კარგ ქალს. ყოველთვის ტკბილად მექცევა. ერთხელაც არ
გვიკამათია. ყოველთვის ჰარმონია სუფევდა ჩვენს სახლში. ის სულ იღიმებოდა.
მაშინაც კი, როცა ფული არ გვქონდა. იღიმებოდა და მეუბნებოდა, რომ
ბედნიერია, მე რომ მხედავს. როდესაც გარდაიცვალა, ძალიან დაღონებული
ვიყავი...

– იტირე?

– ცოტა... მაგრამ ვმედიტირებ, რომ ტკივილებისგან გავიწმინდო სხეული.


ვმედიტირებ მისი სულისთვის, დარდიანი ვარ, მაგრამ ბედნიერიც... ყოველდღე
ვხედავ მას მედიტაციის დროს, ვკოცნი კიდეც. ერთადერთი ქალია, ვისთანაც
სექსი მქონია. ჰოდა, მე ნამდვილად არ ვიცი... რა არის ახალი სიტყვა, დღეიდან?

– რომანტიკა?

295
– ჰო, რომანტიკა. არ ვიცი რომანტიკა, ლიზ.

– მაშ, ამ სფეროში ექსპერტად ვერ გამოდგები...

– რა არის ექსპერტი? ეგ სიტყვა რაღას ნიშნავს?

95

ბოლოს და ბოლოს, უაიენს გვერდით მივუჯექი და ყველაფერს მოვუყევი მისი


სახლისთვის შეგროვილ ფულზე, ჩემი დაბადების დღის სურვილზე, ვაჩვენე
ყველა ჩემი მეგობრის სია და ვუთხარი შეგროვილი თანხის რაოდენობა,
თვრამეტი ათასი ამერიკული დოლარი. პირველად ისეთი შოკირებული იყო, რომ
სახეზე მწუხარება გამოესახა. უცნაურია, ხანდახან ძლიერი ემოცია სრულიად
საპირისპირო რეაქციაში გამოიხატება. სასიხარულო ამბები ადამიანური
ტრავმების ზუსტი შეფასებაა, რიხტერის სკალით... ისეც ხდება ხოლმე, საშინელი
მწუხარების დროს სიცილით ვიხრჩობით. ეს ინფორმაცია იმდენად
მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის... კარგად ვერ აღიქვა, რაც ხდებოდა და
სიხარულის შეძახილის ნაცვლად, სახე მოეღუშა. ამიტომ, რამდენიმე საათის
განმავლობაში ერთსა და იმავეს ვუმეორებდი. კვლავ და კვლავ ვუჩვენებდი
შეგროვილი თანხის რაოდენობას, ვიდრე საბოლოოდ ჩასწვდებოდა
სინამდვილეს.

მისი პირველი სიტყვიერი პასუხი (ვიდრე მიხვდებოდა, რომ შესაძლებლობა


ექნებოდა ბაღი ჰქონოდა და ტირილს დაიწყებდა) ასეთი იყო: «გთხოვ, ლიზ,
ყველას, ვინც მე დამეხმარა, შეატყობინე, რომ ეს უაიენის კი არა, ყველას სახლია,
ვინც კი მას დაეხმარა. ყველა ვინც კი ბალიზე ჩამოვა, არასოდეს გაჩერდეს
სასტუმროში. კარგი? უთხარი, ჩამოვიდნენ და ჩემთან დარჩნენ! მპირდები, ლიზ?
მოდი, ამ სახლს დავარქვათ... «სახლი ყველასათვის»... შემდეგ ბაღი გაახსენდა
და ატირდა.

ნელ-ნელა სიხარულის შეგრძნებაც დაუბრუნდა. ემოციები ისე წამოვიდა,


თითქოს პატარა ხელჩანთა გადმოაბრუნეს და მთელი შიგთავსი ირგვლივ

296
გადმოყარესო. სახლი იმისთვის მინდოდა, რომ პატარა ბიბლიოთეკა მქონოდა,
ყველა სამედიცინო წიგნისთვის... აფთიაქი ყველა ტრადიციული წამლისთვის!
ნორმალური რესტორანი, ნამდვილი სკამებით და მაგიდებით (მან ხომ ყველა
კარგი მაგიდა და სკამი გაყიდა, რომ განქორწინებისას ადვოკატისთვის ფული
გადაეხადა). ბინა იმიტომ უნდოდა, რომ Lonely Planet-ის სიაში მოხვედრილიყო,
მისი საქმიანობის გამოსაქვეყნებლად. ეს აქამდე ვერ მოახერხა, რადგან არასოდეს
ჰქონია მუდმივი მისამართი, იქ დასაბეჭდად...

«როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა, ლიზ? ყველაფერს მოგცემ, რაც გინდა...


ქმარი რომ მყოლოდა, ძალიან მყვარებოდა და შენ მამაკაცი გდომოდა, ქმარს
გაჩუქებდი...

– ქმარი შენთვის დაიტოვე, უაიენ, მე ის მინდა, რომ ტუტიმ უნივერსიტეტში


ისწავლოს.

– რა მეშველებოდა, რომ არ ჩამოსულიყავი?

მთელი ცხოვრება აქ მოსასვლელად ვემზადებოდი. ჩემი უსაყვარლესი სუფისტის


ლექსი გამახსენდა. ღმერთმა, ზუსტად იქ, სადაც ახლა დგახარ, კარგა ხნის წინ
წრე მოხაზა სილაშიო. ჩემს წრეს ახლა მოვაკითხე.

– უაიენ, სად აპირებ შენი ახალი სახლის აშენებას? – შევეკითხე Little Leaguer-
ივით, ვიტრინაში ბეისბოლის ხელთათმანს დიდი ხანია რომ თვალი დაადგა და
რომანტიკულ გოგონასავით, ცამეტი წლიდან საქორწინო კაბის დიზაინს რომ
არჩევს. აღმოჩნდა, რომ უაიენმა უკვე ზუსტად იცოდა მიწის ის ნაკვეთი, რომლის
ყიდვაც უნდოდა. პაციენტებისა და კლიენტებისთვის ფეხით ადვილად
მისასვლელი, მუნიციპალური წყლისა და ელექტროქსელების სიახლოვეს,
სოფლის ცენტრში. კარგი სკოლაც იქვე იყო ტუტისთვის.

მითხრა, რომ მშენებლობის დროს ძმები დაეხმარებოდნენ. მთავარი იყო, საწოლი


ოთახისთვის უკვე შერჩეული ჰქონდა საღებავები. ასე რომ, ფრანგ
ექსპატრიანტთან, ფინანსური საკითხების გასარკვევად და უძრავი ქონების
აგენტთან, რომელმაც ყველაზე საუკეთესო გზა გვირჩია თანხის გადმოსარიცხად,
ერთად წავედით. მისი აზრით, უმჯობესი იყო, ჩემი საბანკო ანგარიშიდან თანხა
უაიენის ანგარიშზე პირდაპირ გადმორიცხულიყო და შემდეგ მას რაც უნდოდა, ის
შეეძინა. მიწა უნდოდა თუ სახლი. ამრიგად, ინდონეზიაში, საკუთრებასთან

297
დაკავშირებით პრობლემები აღარ მექნებოდა, ვინაიდან, ერთდროულად 10.000
ამერიკულ დოლარზე მეტი თანხის გადმორიცხვა არ დამჭირდებოდა და IRS [IRS
– აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახური.] და CIA [CIA – აშშ-ის ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტო.] ეჭვს ვერ შეიტანდა ნარკოტიკებისთვის ფულის
გათეთრებაში. შემდეგ მახლობლად, პატარა ბანკში წავედით და მენეჯერს
შევხვდით, რომ თანხა გადმოგვერიცხა.

მენეჯერმა ძალიან მოკლედ თქვა:

– უაიენ, როცა თანხის ელექტრონული გადმორიცხვა განხორციელდება,


რამდენიმე დღეში, ანგარიშზე დაახლოებით 180 მილიონი რუპია დაჯდება.

მე და უაიენმა ერთმანეთს გადავხედეთ და საშინელი ხარხარი აგვიტყდა.


წარმოუდგენელი თანხაა! ვცდილობდით, ასეთ სოლიდურ დაწესებულებაში
მაინც აგვეყვანა თავი ხელში, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვიკავებდით,
ნასვამებივით ვბარბაცებდით და ერთმანეთს ვებღაუჭებოდით, რომ არ
დავცემულიყავით. არასოდეს მეგონა, რომ სასწაული ასე სწრაფად ხდებოდა!
ყოველთვის შევთხოვდი ღმერთს, დაეხმარე უაიენს-მეთქი.

– ღმერთიც კი სთხოვდა ლიზის, დაეხმარე უაიენსო, – დავუმატე მე, – ლიზი კი,


მეგობრებს სთხოვდა, უაიენს დახმარებოდნენ...

მაღაზიაში დავბრუნდით. ტუტი უკვე სკოლიდან დაბრუნებულიყო. უაიენი


მუხლებზე დავარდა, გოგონას ხელი სტაცა და უთხრა «სახლი! სახლი! ჩვენ სახლი
გვაქვს!» ტუტიმ გულის წასვლის ეტიუდი გაითამაშა, ისე, როგორც
მულტფილმებშია და ძირს დავარდა.

ყველა რომ ვიცინოდით, შევამჩნიე, ორი ობოლი გოგონა ამ სცენას სამზარეულოს


უკანა მხრიდან აკვირდებოდა. დავინახე, უცნაური სახეებით მიყურებდნენ,
ერთგვარი შიშით... მაშინ, როდესაც ტუტი და უაიენი სიხარულისგან
დახტოდნენ... ნეტავ, რას ფიქრობდნენ ობლები. რისი ეშინოდათ ასე... ხომ არ
ეგონათ, რომ მიატოვებდნენ? იქნებ მათთვის მართლაც საშიში ადამიანი ვარ...
არსაიდან ამდენი ფული გავაჩინე (იქნებ მათთვის, ასე წარმოუდგენლად დიდი
თანხა, შავი მაგიის ტოლფასი იყო)... ვგრძნობ, რომ მათი მძიმე ცხოვრებისთვის
ყოველგვარი ცვლილება საშიშია.

298
ზეიმი რომ ოდნავ მიწყნარდა, უაიენს ვკითხე, – რა მოუვათ დიდ და პატარა
კეტუტს? მათთვისაც სასიხარულოა ეს ამბავი?

უაიენმა სამზარეულოსკენ გოგონებს გახედა და დარწმუნებული ვარ, მათ


თვალებში იგივე უმწეობა დაინახა. მაშინვე მათკენ გაქანდა და მკლავები მოხვია,
თავზე სახე დაადო და რაღაც დამამშვიდებელ სიტყვებს ეუბნებოდა. ეტყობა,
ბავშვებმა დაუჯერეს და დამშვიდდნენ. ტელეფონმა დარეკა, უაიენს უნდოდა,
ბავშვებისთვის ხელი გაეშვა და ეპასუხა, მაგრამ ორი კეტუტის გამხდარი
მკლავები თავიანთ არაოფიციალურ დედას მძლავრად შემოხვეოდა, თავები მის
მუცელსა და იღლიებში ჩაერგოთ და არ უშვებდნენ. კარგა ხნის მერეც არ
აძლევდნენ საშუალებას, წასულიყო. ასეთი შიში მანამდე არასდროს მინახავს.
უაიენის მაგივრად ავიღე ტელეფონი და ვუპასუხე: «ბალის ტრადიციული
მეთოდებით მკურნალობის ცენტრი... დღეიდან დაკეტილია და სხვა ადგილზე
გადადის!»

96

ბრაზილიელ ფილიპთან ერთად შაბათ-კვირას, ქალაქგარეთ ორჯერ გავედი.


შაბათს უაიენთან და ბავშვებთან მივიყვანე. ტუტიმ სახლი დაუხატა, უაიენი მის
ზურგს უკან იდგა, თვალებს მაცდურად აფახულებდა და გახარებული
მანიშნებდა, ახალი საყვარელია? მე არა, არას ძახილით თავს ვაქნევდი (უკვე
ნამდვილად აღარ ვფიქრობდი იმ მაგარ უელსელ ბიჭზე). ფილიპი კეტუტთანაც
წავიყვანე. კეტუტმა ხელისგული გადაუშალა და შვიდჯერ მაინც მეგობრად
მოიხსენია (ამ დროს კი ჩემკენ გამჭოლი მზერა ჰქონდა მომართული): «კარგი
კაცი, ძალიან კარგი კაცი, ძალიან, ძალიან კარგი კაცი. არ არის ცუდი კაცი, ლიზ,
კარგი კაცი», – იმეორებდა კეტუტი.

კვირას ფილიპმა მასთან ერთად ზღვის სანაპიროზე დღის გატარება


შემომთავაზა.

აღმოჩნდა, რომ უკვე ორი თვეა, რაც აქ ვარ და სანაპიროზე ჯერ არ ვყოფილვარ.
დავეთანხმე. ჯიპით მომაკითხა შინ და პედანგბაის სანაპირომდე ერთი საათი

299
ვიმგზავრეთ. იქ ტურისტები არ დადიოდნენ. სამოთხე გეგონებოდათ. ლურჯი
ზღვა, თეთრი ქვიშა და ჩრდილი პალმის ხეების ქვეშ. მთელი დღე
ვლაპარაკობდით, მხოლოდ მაშინ ვჩერდებოდით, როცა ვცურავდით,
ვკითხულობდით ან ვთვლემდით. ხანდახან ხმამაღლა ვუკითხავდით
ერთმანეთს. სანაპიროს უკან ქოხში მცხოვრებმა ქალებმა ახალდაჭერილი თევზი
შეგვიწვეს. ვიყიდეთ ცივი ლუდი და ხილი. ვერთობოდით ზღვის ტალღებზე,
ვუყვებოდით ერთმანეთს ყველაფერს, რაზეც ბოლო დღეებში არ გვილაპარაკია,
როცა უბუდის წყნარ რესტორანში ვისხედით და ღვინოს ვსვამდით. სანაპიროზე
პირველივე შეხედვისთანავე მითხრა, შენი სხეული მომწონსო. ბრაზილიელებს
ასეთი სხეულის შესატყვისი ზუსტი გამოთქმა აქვთ, «მაგრაფალსა», რაც
მატყუარა სიგამხდრეს» ნიშნავსო. როცა ქალი შორიდან გამხდარი ჩანს, მაგრამ
ახლოდან საკმაოდ ჩამრგვალებული და ხორციანიაო. ბრაზილიელთა აზრით კი,
ეს ძალიან კარგიაო. ღმერთმა დალოცოს ბრაზილიელები... ხანდახან, როცა
პირსახოცებზე წამოწოლილები ვიყავით, ცხვირიდან ქვიშას მაცლიდა და სახეზე
უხეშად ჩამოყრილ თმას უკან მიწევდა.

მთელი ათი საათი ვლაპარაკობდით. დაღამდა. ჩვენი ნივთები ავიღეთ და


ხელიხელგადახვეულები გავუყევით არც ისე კარგად განათებულ მეთევზეთა
სოფლის უსუფთაო მთავარ ქუჩას. უცბად ფილიპმა ძალიან ბუნებრივად,
ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მკითხა: «როგორ ფიქრობ, ლიზ, შეგვიძლია
ერთად ვიყოთ?» მე ყველაფერი მომწონდა, რაც და როგორც ახლა ხდებოდა, მის
მოქმედებას არ ვგულისხმობ, არც იმას, ჩემს კოცნას რომ ცდილობდა ან
ბედავდა... უბრალოდ, მისი შეკითხვა მომეწონა. რომელიც ნამდვილად უნდა
დაესვა ახლა. ჩემი თერაპევტის ნათქვამი გამახსენდა, ერთი წლის წინ, ამ
მოგზაურობაში წამოსვლამდე. როდესაც ვუთხარი, რომ ამ მოგზაურობაში
არავისთან მინდოდა ურთიერთობის გაბმა. მინდოდა, მარტო ვყოფილიყავი,
თუმცა, თუ ისეთ ვინმეს შევხვდებოდი, რომელიც ნამდვილად მომეწონებოდა,
წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. არ ვიცი, მარტოობა უნდა
შემენარჩუნებინა თუ მისი სიყვარული მიმეღო...

ჩემმა თერაპევტმა მაშინ მოწყალე ღიმილით მითხრა: «იცი რა, ლიზ, ეს


ყველაფერი მაშინ უნდა იკითხო, როცა ნამდვილად ასეთ მდგომარეობაში
ჩავარდები». ჰოდა, დადგა ეს დროც, ეს ადგილიც, ეს საკითხიც და აგერ ეს
ბრაზილიელი ფილიპიც. ასე, ხელიხელგადახვეულებმა გავაგრძელეთ ოკეანესთან
სეირნობა და ბუნებრივად წამოჭრილ საკითხზე მეგობრული საუბარი. «ფილიპ,
300
ალბად ნორმალურ მდგომარეობაში დაგთანხმდებოდი. რასაც მართლა
ნორმალური მდგომარეობა ჰქვია...» ორივეს გაგვეცინა. მერე ყოყმანი შემატყო.

რაოდენ ნასიამოვნებიც უნდა ვყოფილიყავი იმით, თუ როგორ იხუტებდა ჩემს


სხეულს ექსპატრიანტი შეყვარებულის გამოცდილი ხელები ან მისი გულის
დაპყრობით, შინაგანად ერთი საკითხი ძალიან მანერვიულებდა. მე ხომ მთელი
ეს წელი მოგზაურობისთვის უნდა მიმეძღვნა. ასეთი მნიშვნელოვანი
ცვლილებისთვის შესაფერისი დრო და ადგილი იყო საჭირო, რომ პროცესი
მშვიდობიანად, წყნარად დასრულებულიყო. თითქოს ღუმლიდან
ახალგამოღებული ნამცხვარი ვიყავი, რომელსაც გასაგრილებლად დრო
სჭირდებოდა, რათა შემდეგ მოერთოთ. ამ უძვირფასეს დროს, ნამდვილად არ
მინდოდა თავის მოტყუება. არ მინდოდა, ცხოვრებაზე კონტროლი დამეკარგა.
ფილიპმა მითხრა, მესმის შენი, პატარავ და ისე უნდა მოიქცე, როგორც
საუკეთესოდ მიიჩნევო. დიდი იმედი მაქვს, მაპატიებ, ეს საკითხი რომ
წამოვჭერიო. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, ჩემო ძვირფასოო, –
მარწმუნებდა.

ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად, მეგობრობა მაინც უნდა გაგვეგრძელებინა,


რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთად ყოფნა ორივესთვის სასარგებლო
იყო.

– თუმცა, – გააგრძელა მან, – მინდა გამარკვიო, რა ვქნა...

– რა თქმა უნდა, – ვუთხარი მე.

– თუ სწორად გაგიგე, მთელი ეს წელი გინდა ერთგულებისა და სიამოვნების


ძიებაში გაატარო. მე ვხედავ სადაც დადიხარ ერთგულების საძიებლად, მაგრამ არ
ვიცი, სად დადიხარ სიამოვნების საძიებლად...

– იტალიაში უამრავი მაკარონი ვჭამე, ფილიპ...

– მაკარონი, ლიზ? მაკარონი? შესანიშნავი აზრია... მეორე მხრივ, მგონი მივხვდი,


რა გაწუხებს. შენ ის გაწუხებს, რომ ვიღაც მამაკაცს უნდა შემოვიდეს შენში და
ყველაფერი შენგან ისევ წაიღოს. მე ამას არ გაგიკეთებ, ძვირფასო. მეც დიდი
ხანია მარტო ვარ და შენსავით მეც ბევრი რამ დავკარგე სიყვარულის გამო. ჩვენ
ხომ ერთმანეთისგან არ გვინდა რაიმე წავიღოთ... არასდროს მიგრძნია თავი

301
ვინმესთან ისე კარგად, როგორც შენთან ვარ. ნუ დარდობ, არც იმას ვაპირებ,
სექტემბერში ნიუ-იორკში რომ დაბრუნდები, უკან გამოგეკიდო. მიუხედავად
ყველა იმ შენი ნათქვამი მიზეზისა, რაც ამ რამდენიმე კვირაში მითხარი, რომ არ
გინდა შეყვარებული გყავდეს... იქნებ მაინც დაფიქრდე. მე სულ არ
მაინტერესებს, გაიპარსავ თუ არა ფეხებს. მე უკვე შეყვარებული ვარ შენს
სხეულზე. შენი ნაამბობიდან შენს ცხოვრებაზე უკვე ყველაფერი ვიცი. არც რაიმე
გაქვს სადარდებელი ჩასახვის საწინააღმდეგოდ... მე ვაზექტომია მაქვს
გაკეთებული...

– ფილიპ, ეს ყველაზე ამაღელვებელი და რომანტიკული წინადადებაა, რაც კი


ოდესმე ვინმეს შემოუთავაზებია ჩემთვის».

მართლაც ასე იყო, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. შინ მიმიყვანა, ჩემი სახლის წინ
მანქანა დააყენა და ოკეანის მარილიანი წყლით გაჟღენთილებმა და ქვიშიანებმა,
რამდენჯერმე ტკბილად ვაკოცეთ ერთმანეთს. საუცხოო იყო... მაინც უარი
ვუთხარი... «კარგი, ძვირფასო, – მითხრა, – მოდი, ხვალ საღამოს სადილად მეწვიე
და სტეიკს მოგიმზადებ».

შემდეგ წავიდა და საწოლში მარტო დაწვა. მამაკაცებთან დაკავშირებით,


ყოველთვის სწრაფ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ყოველთვის სწრაფად
მიყვარდებოდა და არავითარ რისკს არ ვუშინდებოდი. ყოველთვის მქონდა
მიდრეკილება, რომ ყველა ადამიანში არა მარტო საუკეთესო დამენახა, არამედ
მჯეროდა კიდეც, რომ ყველას ჰქონდა უნარი თავისი საუკეთესო
შესაძლებლობები გამოემჟღავნებინა. რამდენჯერ ყოფილა, რომ მამაკაცის
შესაძლებლობებზე უფრო ვყოფილვარ შეყვარებული, ვიდრე თავად მასზე და
დიდხანს გამიგრძელებია ურთიერთობა იმის იმედით, რომ აუცილებლად
მაჩვენებდა თავის შესაძლებლობებს. ამ სიყვარულის დროს (ხანდახან ძალიან
დიდხანს), ბევრჯერ ვყოფილვარ საკუთარი ოპტიმიზმის მსხვერპლი. ძალიან
ახალგაზრდა ძალიან სწრაფად დავქორწინდი, სიყვარულითა და იმედებით
აღსავსეს, ბევრი არც მიფიქრია იმაზე, სინამდვილეში რას წარმოადგენს
ქორწინება. ჩემთვის ამის შესახებ რჩევა არავის მოუცია. ჩემმა მშობლებმა
დამოუკიდებლობას მიმაჩვიეს, თავად ვზრუნავდი საკუთარ თავზე, თავად
ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ოცდაოთხი წლისა ვიყავი და ყველა მიიჩნევდა,
რომ დამოუკიდებლად შემეძლო გამეკეთებინა არჩევანი.

302
ცხოვრება ყოველთვის როდი იყო ასეთი. მე რომ დასავლეთის პატრიარქატის სხვა
საუკუნეში დავბადებულიყავი, მამაჩემის საკუთრება ვიქნებოდი მანამ, სანამ
ქმარს ჩამაბარებდა. მექნებოდა მშვენიერი ცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ რაიმე
განსაკუთრებულზე. თუ ოდესმე ჩემი მთხოვნელი გამოჩნდებოდა, მამაჩემი
დასვამდა მას და შეკითხვების უზარმაზარ სიას წაუკითხავდა, რომ გაეგო,
რამდენად შესაფერისი იყო ჩემთვის. შეეკითხებოდა, როგორ მოუვლი და
უზრუნველყოფ ჩემს ქალიშვილსო. რა რეპუტაციით სარგებლობ ხალხშიო.
როგორი ჯანმრთელობა გაქვსო. სად წაიყვან მას საცხოვრებლადო. ვალები თუ
გაქვს ან რამდენია შენი ქონებაო. რა არის შენი ხასიათის ძლიერი მხარეო...

მამა არავითარ შემთხვევაში არ დამრთავდა ნებას, მხოლოდ იმიტომ


გავთხოვილიყავი, რომ მიყვარდა. თანამედროვე ცხოვრებაში კი, ჩემი
თანამედროვე მამა საერთოდ არ ჩარეულა ჩემი გათხოვების საკითხში. იმაშიც კი
არ ჩარეულა, რომ ეთქვა, როგორი ვარცხნილობა შემერჩია ქორწილისთვის.

არ გეგონოთ, პატრიარქატს მივტიროდე. დამიჯერეთ, გევედრებით. მივხვდი,


როდესაც პატრიარქალური სისტემა მოიშალა, იგი მფარველობის სხვა ფორმით არ
უნდა შეცვლილიყო. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ხელის მთხოვნელს არასდროს
დავუსვამდი იმავე კითხვებს, რასაც იმდროინდელი მამა შეეკითხებოდა მას.
შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ და ყოველთვის სიყვარულის გამო სახლი
ბევრჯერ დამიტოვებია. თუ მე ნამდვილად დამოუკიდებელი ქალი ვარ, მაშინ
საკუთარ თავს თვითონვე უნდა ვუპატრონო. რა შესანიშნავი რჩევა მოგვცა
ერთხელ ქალებს გლორია შტაინერმა, თუ დაქორწინება გინდათ, ისე უნდა
მოიქცეთ, როგორც მამაკაცები იქცევიან, როდესაც დაქორწინება სურთ. მე ახლა
მივხვდი, რომ საკუთარი თავის არა მარტო ქმარი უნდა გავხდე, არამედ მამაც.
ამიტომაც წავედი სახლში და მარტო დავწექი, რადგან ვგრძნობდი, რომ ჯერ
კიდევ ადრე იყო რომელიმე მამაკაცს ეზრუნა ჩემზე. გამომეღვიძა დილის ორ
საათზე, მძიმედ ვსუნთქავდი და ისეთ საშინელ ფიზიკურ შიმშილს განვიცდიდი,
არც ვიცოდი, თავისთვის რით მეშველა.

ჩემს სახლში ერთი მთვარეული კატა ცხოვრობს. რატომღაც სამგლოვიარო


კნავილი მორთო. მაშინვე ვუთხარი, «ვიცი, როგორ გრძნობ თავს». სურვილის
დასაოკებლად, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ავდექი და ღამის პერანგით გავედი
სამზარეულოში, გავთალე ერთი გირვანქა [გირვანქა –აქ: ძველებური წონის
ერთეული. უდრის 409,5 გრამს.] კარტოფილი, მოვხარშე, დავჭერი, შევწვი

303
კარაქში, ბლომად მარილი დავაყარე და ბოლო ლუკმამდე შევჭამე. მთელი ამ
მოქმედების პერიოდში ჩემს თავს ვეკითხებოდი, გამიწევდა თუ არა შემწვარი
კარტოფილი სიყვარულის მაგივრობას. პასუხი ბოლო ლუკმის შესანსვლის
შემდეგ მივიღე: «ვერ მოგართვი, პატარავ» (არავითარი გარიგება)! ისევ ავძვერი
საწოლზე. ისე ამოვიხვნეშე, რომ გული ამოვაყოლე და დავიწყე... თუ შეიძლება
ვახსენებ სიტყვა მასტურბაციას... ხანდახან გამოგადგება კიდეც (მაპატიეთ),
მაგრამ ზოგჯერ ისეთი საზიზღრობაა, რომ უფრო საშინელ მდგომარეობაში
გაგდებს. წელიწად-ნახევრის მარტოობის შემდეგ, ვეღარ ვიტანდი ჩემს
ერთსაწოლიან ლოგინს, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, საკუთარი სახელის
გარდა, არაფერი მითქვამს. ასეა ამ საღამოსაც. ამ მოუსვენარ მდგომარეობაში
მეტი რაღა უნდა გავაკეთო? კარტოფილმა ვერ მიშველა...

ასე რომ, კვლავ ჩემით, ჩემი გზით უნდა ვიარო. როგორც ყოველთვის, გონებაში
ჩემი ეროტიკული ფანტაზიების ფაილს გადავხედე და გადავწყვიტე, სწრაფად
მომეღო ბოლო ამ საქმისთვის. თუმცა, ამ საღამოს არაფერმა მიშველა. არც
პირატებმა, არც ჟინიანი მოხუცი ბილ კლინტონის მიერ ჩადენილი ეშმაკობების
წარმოდგენამ, არც იმან, როგორ ძალადობენ ვიქტორიანული ეპოქის მამაკაცები
ახალგაზრდა გასათხოვარ ქალზე სასტუმრო ოთახში. საბოლოოდ, ერთადერთი,
რამაც დამამშვიდა, იყო ის, რომ გონებაში უხალისოდ წარმოვიდგინე, როგორ
წვება საწოლში ჩემი ბრაზილიელი ჩემთან... ჩემზე... მერე ჩავიძინე. გამეღვიძა.
წყნარი ლურჯი ცა დავინახე და მასზე უფრო წყნარი ჩემი საწოლი ოთახი...

ისევ გაურკვეველ და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში გახლავართ. დრო


დიდხანს გავჭიმე ამ დილით. ვიგალობე გურუჯიტას 182 სანსკრიტული
სტროფი, ყველაზე ფუნდამენტური განსაწმენდი ჰიმნი, რომელსაც ინდოეთში,
ჩემს აშრამში ვმღეროდი. მერე ერთი საათი ვმედიტირებდი სამარისებურ
სიჩუმეში, სანამ ისევ არ ვიგრძენი – ის განსაკუთრებული, მუდმივი და ცასავით
სუფთა სრულყოფილება... სრულყოფილება ჩემი ბედნიერების... ვერაფერს რომ
ვერ შეადარებ, არასოდეს რომ არ გიღალატებს და სახელს რომ ვერ დაარქმევ.
ბედნიერება, რომლისნაირიც არსად მიგრძნია, ცხოვრებაში. ამასთან ერთად,
ვგრძნობდი იმ მარილიან, გემრიელ კოცნას და იმაზე მეტ მარილიან და უფრო
გემრიელ კარტოფილს. რა ბედნიერი ვიყავი, რომ მარტო დარჩენის
გადაწყვეტილება მივიღე...

304
97

მეორე საღამოს სიურპრიზი მელოდა. როდესაც მის სახლში, ჩემთვის მოწყობილი


სადილის შემდეგ, რამდენიმე საათი დივანზე გაშხლართული ყველაფერზე
ვლაპარაკობდით, უეცრად ჩემკენ გადმოიხარა და სახე ჩემს იღლიაში დამალა.
ძალიან მომწონს შენი საოცარი სუნიო... ფილიპმა ხელი ლოყაზე დამადო და
მითხრა, – საკმარისია, ძვირფასო, წამომყევი საძინებელში... და მეც წავყევი...
დიახ, მე მას საძინებლისკენ წავყევი... საძინებლისკენ, რომლის დიდი, ღია
ფანჯრები ღამეს და მშვიდ ბრინჯის მინდვრებს გადაჰყურებდა. გადასწია
საწოლის გარშემო შემოხვეული, კოღოებისგან დამცავი გამჭვირვალე თეთრი
ფარდები და შიგ შემიძღვა. მთელი სინაზით დამეხმარა კაბის გახდაში.
ეტყობოდა, დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში. ის ხომ წლების
განმავლობაში, შვილებს აბაზანის მისაღებად ამზადებდა. ყურში თბილად
მიჩურჩულებდა, რომ არაფერი სურდა, გარდა იმისა, რომ უფლება ჰქონოდა
გავეღმერთებინე, იქამდე, სანამ მე მოვისურვებდი ამას...

უნდა მიმეღო ეს პირობები?.. სადღაც, დივანსა და საწოლს შორის ხმა სრულიად


დავკარგე, მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე. აღარაფერი დამრჩა სათქმელი.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მარტოობის ასკეტური, დიდი ხნის
სეზონი იდგა ჩემს ცხოვრებაში... და იმ წამს დამთავრდა. ფილიპი მართალი
აღმოჩნდა. საკმარისი იყო.

«მორჩა», – მითხრა ღიმილით, მერე, ბალიშები მოიცილა და საკუთარი სხეულის


ქვეშ შემაცურა. «მოდი აქ მოვეწყოთ»... სასაცილო იყო. მთელი ჩემი «მოწყობის»
ძალისხმევა მაშინ მთლიანად დავასრულე...

მოგვიანებით ფილიპი იხსენებდა, როგორი ვიყავი იმ ღამეს. «ისეთი ახალგაზრდა


და ნორჩი ჩანდი, სულ არ ჰგავდი თავის თავში დარწმუნებულ ადამიანს,
დღისით, მზისით რომ ვიცნობდი. ამასთანავე გულწრფელი, აღტაცებული და
შვებით აღსავსე იყავი, რომ ვიღაცას მოეწონე. სიმამაცისგან დაღლილი იყავი...
გეტყობოდა, რომ დიდი ხანია, არავინ შეგხებია».

ის მიხვდა, რომ სურვილით ვიყავი გადავსებული და მადლიერი იმისთვის, რომ


ამ სურვილის გამოხატვა შევძელი. იმღამინდელი მე არაფერი მახსოვდა, ამიტომ
305
მის ნათქვამს უნდა დავუჯერო. იმ ღამით, ის განუზომელ სითბოსა და
ყურადღებას მჩუქნიდა, თუმცა მხოლოდ ის მახსოვს, რომ კოღოებისგან დამცავი
თეთრი ბადით ვიყავით გარშემორტყმული.

და მე მეგონა, რომ ეს პარაშუტი იყო, რომლითაც სოლიდური, დისციპლინებული


თვითმფრინავის გვერდითი გამოსასვლელიდან გადმოხტომას ვაპირებდი. ეს ის
თვითმფრინავია, რომლითაც ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი ცხოვრების ყველაზე
ხანგრძლივი ძნელბედობის ჟამს დავფრინავ. ახლა კი, ეს მძლავრი მფრინავი
მანქანა, სიძველის გამო, ჰაერში მწყობრიდან გამოვიდა და მეც, ერთძრავიანი
თვითმფრინავიდან, ამ მოფარფატე, თეთრ პარაშუტს მინდობილი, ჩემს
წარსულსა და მომავალს შორის, დაბლა, უცნაურ, დაცარიელებულ ატმოსფეროში
მოვექანები, და უვნებლად ვეშვები პატარა, საწოლის ზომის კუნძულზე,
რომელზეც მხოლოდ ეს წარმოსადეგი ჩაძირული გემის ბრაზილიელი მეზღვაური
ცხოვრობს. ის (საკმაოდ დიდხანს იყო მარტოობაში და) ისეთი ბედნიერი და
გახარებულია ამ საჩუქრით, რომ მოულოდნელად ინგლისურიც დაავიწყდა და
ჩემი სახის დანახვაზე ხუთჯერ იმეორებს: «საოცრება ხარ, საოცრება ხარ,
საოცრება ხარ, საოცრება ხარ, საოცრება ხარ»...

98

რა თქმა უნდა, საერთოდ არ გვიძინია. ცოტა სულელურად გამოვიდა, მაგრამ შინ


დილით ადრე უნდა წავსულიყავი, იუდის უნდა შევხვედროდი. მე და იუდი
კარგა ხნის წინ შევთანხმდით, რომ ამ კვირას საავტომობილო მოგზაურობაში
წავიდოდით. ეს იდეა ერთ საღამოს დაგვებადა, როდესაც მე და იუდი ჩემს
სახლში ვისხედით. მაშინ თქვა, მეუღლისა და მანჰეტენის გარდა, მანქანის
ტარება ენატრებოდა – როცა მეგობრებთან ერთად, შტატების დამაკავშირებელ
არაჩვეულებრივ მაგისტრალებზე გასართობად მიდიოდნენ და მანქანებით დიდ
მანძილს ფარავდნენ. მეც ვუთხარი, რომ ჩვენც შეგვეძლო ამერიკული სტილის
საავტომობილო მოგზაურობა მოგვეწყო აქ, ბალიზე. ეს აზრი ორივეს რაღაც
დაუძლევლად კომიკურად მოგვეჩვენა: «ამერიკული სტილის საავტომობილო

306
მოგზაურობა ბალის გზებზე». აქ ხომ არ არის დელავერისებური [დელავერი –
შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში.] გრძელი გზატკეცილები.

ე.წ. «მაგისტრალები» საშინელ დღეშია, გადაჭედილია ამერიკული საოჯახო


მინიავტობუსის აქაური სახეობით – პატარა, ხუთ-ხუთი კაცით გადატენილი
მოტოციკლეტებით. მამა ერთი ხელით მოტოციკლს მართავს, მეორით კი
ახალდაბადებული ჩვილი უჭირავს, ფეხბურთელივით. დედა მის უკან, გვერდით
ეტლში ზის, შემოტმასნილი სარონგით და თავზე კალათით, ორ ახალფეხადგმულ
ბავშვს აფრთხილებს, არ გადმოვარდნენ მიმავალი მოტოციკლეტიდან, რომელიც
გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და განათება არა აქვს. დამცავ
ქუდს იშვიათად იხურავენ. ხშირად, არ ვიცი რატომ, ხელით მიაქვთ.

თითქოს მძიმედ დატვირთული მოტოციკლეტები, მაისის ხის მოტორიზებულ


გიჟურ ცეკვას ცეკვავენო, თავზე ხელაღებით მიისწრაფიან ერთმანეთისკენ,
დახლართულად და მოხერხებულად არიდებენ ერთმანეთს თავს... ასეთია ბალის
საგზაო მაგისტრალი. ძალიან მიკვირს როგორ არ იღუპება ყველა ბალელი
ავარიაში. მე და იუდიმ მაინც გადავწყვიტეთ ერთი კვირით დაგვესვენა, მანქანა
დაგვექირავებინა და მთელი კუნძული შემოგვევლო, თითქოს ამერიკაში
ვიყავით... თავისუფლები... მაშინ იდეამ ძალიან მოგვხიბლა, მისი
განხორციელების დრომაც. მაგრამ ახლა, როდესაც ფილიპთან ვწევარ, ხელის
თითებს, მკლავებს, მხრებს მიკოცნის და ძალიან მინდა დავრჩე, წასვლა
ნამდვილად უადგილოა. მაინც უნდა წავიდე. უნდა წავიდე იმიტომ, რომ წასვლა
მინდა. არა მარტო იმიტომ, რომ იუდისთან ერთად ერთი კვირა უნდა გავატარო,
არამედ იმიტომ, რომ ფილიპთან გატარებული ასეთი გრძელი ღამის შემდეგ ჩემს
თავს გადახდენილი ახალი რეალობისგან დავისვენო... როგორც რომანებში წერენ,
მე საყვარელი ადამიანი ვიპოვე. ფილიპმა სახლთან ჩამომსვა, ვნებიანად ჩამიკრა
გულში. საკმაო დრო მქონდა, შხაპი მიმეღო, აზრზე მოვსულიყავი და მერე,
დაქირავებული მანქანით, იუდიც მოვიდა.

მან ერთი შემომხედა და მითხრა, «როდის დაბრუნდი სახლში წუხელ, ლიზ?»


«გუშინ ღამით სახლში არ ვყოფილვარ, იუდი». «ვაააააააა...» – წამოიყვირა და
სიცილი წასკდა, ალბათ ორი კვირის წინანდელი ჩვენი საუბარი გაახსენდა,
როდესაც სერიოზულად ვამტკიცებდი, რომ ცხოვრებაში სექსი აღარ მექნებოდა.

– დანებდი, არა?

307
– იუდი, რაღაცას მოგიყვები. გასულ ზაფხულს შტატებიდან წამოსვლამდე, ნიუ-
იორკის ჩრდილოეთში ჩემს ბაბუასა და ბებიას ვეწვიე. ბაბუაჩემის მეორე ცოლმა,
ნამდვილად მშვენიერმა ქალმა, რომელსაც გეილი ჰქვია და ოთხმოცი წლისაა,
ფოტოების ძველი ალბომი გამოათრია და 1930-იანი წლების სურათები მაჩვენა,
როცა იგი 18 წლისა იყო და ორ მეგობართან და მეურვესთან ერთად ევროპაში
წავიდა სამოგზაუროდ. როცა იტალიაში მოგზაურობის ამ გასაოცარ სურათებს
ვათვალიერებდით, უეცრად იტალიელი ახალგაზრდა ვაჟის ფოტოს წავაწყდით.
ფოტო ვენეციაში იყო გადაღებული. «გეილ, ვინ არის ეს მშვენიერი ყმაწვილი?» –
ვკითხე მე. «იმ სასტუმროს მფლობელების ვაჟია, სადაც ჩვენ ვიყავით ვენეციაში.
ჩემი შეყვარებული იყო». «შენი შეყვარებული?» ბაბუაჩემის საყვარელმა
მეუღლემ ბეტ დევისივით ეშმაკურად შემომხედა, თვალებში სექსუალური სხივი
ჩაუდგა და გააგრძელა: «ტაძრების დათვალიერებით დავიღალე, ლიზ».

იუდიმ ხელი ხელზე მომარტყა, «მიდი, მიაწექი, მეგობარო!»

მე და, გადასახლებაში მყოფი, ეს მაგარი ახალგაზრდა ინდონეზიელი გენიოსი


მუსიკოსი, ვითომდა ამერიკულ საავტომობილო მოგზაურობას შევუდექით.
მანქანის უკანა სავარძელზე გიტარა იდო. სავსე იყო ლუდით და
მოგზაურობისთვის საჭირო საკვებით – შემწვარი ბრინჯის კრეკერებითა და
საშინელი სუნის ადგილობრივი კანფეტებით. ჩვენი მოგზაურობის დეტალები
ცოტა არ იყოს, ბუნდოვნად მახსოვს ახლა, რადგან ფილიპზე ვფიქრობდი. თან
უცნაური გაურკვევლობის გრძნობა მქონდა, სატრანსპორტო მოგზაურობას
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რომ თან ახლავს. მე და იუდი მთელი გზა
ამერიკულად ვლაპარაკობდით – რამდენი ხანია ამ ენაზე არ მისაუბრია. რა თქმა
უნდა, მთელი წლის განმავლობაში ინგლისურად ვლაპარაკობდი, მაგრამ
ამერიკულად არა. განსაკუთრებით, ჰიპჰოპური ამერიკულით, როგორიც იუდის
მოსწონს.

მშვენივრად ვნებივრობდით, MTV-ის მოზარდებივით ველაზღანდარებოდით და


ვაჯავრებდით ერთმანეთს, გეგონებოდათ, ჰობოკენში [ჰობოკენი – ქალაქი ნიუ-
ჯერსის შტატში.] ვიყავით, ერთმანეთს მაგაროს და ძმაოს ვეძახდით. ხანდახან –
დიდი სიყვარულის ნიშნად «ჰომო»-თი მივმართავდით. ბევრჯერ, საუბრისას,
სიყვარულით უხამსად ვახსენებდით ერთმანეთის დედებს. «დუდ, სიფათზე რა
მოგივიდა?» «მიდი, რა, დედაშენს შეეკითხე!» «შევეკითხებოდი, მაგრამ მაგარი
სქელოა» და ასე შემდეგ. ბალის სიღრმეში არც კი შევსულვართ, მხოლოდ

308
სანაპიროს მივუყვებოდით და მთელი კვირის განმავლობაში მისი პლაჟები,
პლაჟები და მხოლოდ პლაჟები მოვიარეთ. ხანდახან სათევზაო ნავზე ვისხედით,
კუნძულიდან რომ გაგვეცურა და გაგვეგო, რა ხდებოდა იქ. იმდენნაირი პლაჟი
არსებობს ბალიზე. ერთ დღეს სერფინგისთვის შესანიშნავ, თეთრი ქვიშით
დაფარულ პლაჟზე შევჩერდით, რომელიც სამხრეთ კალიფორნიას
მოგაგონებდათ, შემდეგ დავადექით დასავლეთის პირქუშ, შავკლდიან ლამაზ
სანაპიროს. გავიარეთ ბალის ჩრდილოეთ სანაპიროს უმშვენიერესი ადგილები,
სადაც ჩვეულებრივ ტურისტს არასდროს მოუხდება მისვლა, მხოლოდ თავზე
ხელაღებულ სერფინგისტებს თუ აქვთ ბედნიერება, იქ მისვლა გაბედონ.

ვიჯექით პლაჟზე და საშიშ ტალღებს შევცქეროდით, ვუყურებდით გამხდარ,


თეთრ, მუქი ფერის ინდონეზიელებს და უცხოელებს, რომლებიც მოშორებით
სრიალებდნენ, თითქოს ოკეანეს ზურგზე, ლურჯი გამოსასვლელი კაბის ელვას
უხსნიდნენ. როცა ვხედავდით, სერფბორდიდან როგორ მედიდურად
ვარდებოდნენ, ძვლების მსხვრევით როგორ ეხეთქებოდნენ მარჯნებსა და
კლდეებს, რომ შემდეგ უკან, ტალღებს დაჰბრუნებოდნენ, სუნთქვა გვეკროდა
და ვამბობდით. «რა სიგიჟეა, დუდ». როგორც განზრახული გვქონდა (იუდის
პატივსაცემად), დავივიწყეთ, რომ ინდონეზიაში ვიყავით, ნაქირავებ მანქანაში
მოვეწყვეთ, ვჭამდით მოძველებულ საჭმელს და ვმღეროდით ამერიკულ
სიმღერებს, სადაც კი წავაწყდებოდით, პიცას მივირთმევდით. როცა ბალელებს
დავინახავდით, არაფრად ვაგდებდით მათ და ისე ვიქცეოდით, ვითომ ამერიკაში
ვიყავით. მე ვეკითხებოდი, რომელი მიმართულებით ჯობია წავიდეთ, რომ ამ
ვულკანს ავერიდოთ-მეთქი. იუდი მპასუხობდა, მგონი I-95-ითო. მე
საწინააღმდეგოს ვამბობდი, ასე ხომ ბოსტონში, შუაგულ პიკის საათში
მოვხვდებით-მეთქი... თამაშის სახეა ეს, ერთ-ერთი. ხანდახან ლურჯი ოკეანის
გაშლილ სანაპიროს წავაწყდებოდით და მთელი დღე ვბანაობდით, დილის 11
საათზე ვიწყებდით ლუდის სმას («ეს სამკურნალოა, მეგობარო») და ყველასთან
ვმეგობრობდით, ვისაც კი გადავეყრებოდით.

იუდი ასეთი ტიპია: სანაპიროზე სეირნობისას მამაკაცს დაინახავს, რომელიც ნავს


აწყობს, აჩერებს და ეუბნება, «ვა! ნავს აკეთებ?» მისი ასეთი ცნობისმოყვარეობის
შედეგად კი შინ მიგვიწვიეს და შემოგვთავაზეს ერთი ნავის დამზადების
ოსტატის სახლში მთელი წელი გვეცხოვრა. უცნაური რამ ხდება საღამოობით.
ერთგან ტაძრის საიდუმლო რიტუალს წავაწყდით, სადაც გუნდის მონაწილეთა
სიმღერამ, დოლებმა და გამელანებმა დაგვატყვევა. ზღვის სანაპიროს ერთ პატარა
309
ქალაქში ადგილობრივი მცხოვრებნი, დაბადების დღის აღსანიშნავად
ჩაბნელებულ ქუჩაში შეკრებილიყვნენ; იუდი და მე ხალხში გავერიეთ,
პატივისცემით მიგვიღეს უცხოები. საცეკვაოდ სოფლის უმშვენიერესმა გოგონამ
მიგვიწვია (იგი ოქროსა და ძვირფასი ქვების სამკაულებით მორთულა,
ეგვიპტური მაკიაჟით იწონებს თავს. ცამეტი წლისა თუ იქნება, მაგრამ ისე
მგრძნობიარედ და ვნებით ამოძრავებს ტუჩებს, დარწმუნებულია, ყველა ღმერთს
შეაცდენს). მეორე დღეს იმავე სოფელში, ერთი უცნაური ოჯახური რესტორანი
ვიპოვეთ, რომლის მეპატრონემ გამოაცხადა, რომ ტაილანდური კერძების
საუკეთესო ოსტატი იყო. აშკარად არ იყო ასე, მაგრამ ჩვენ მაინც მთელი დღე
გავატარეთ იქ, ვსვამდით გაყინულ «კოკა-კოლას» და ვჭამდით ტაილანდურ
ცხიმიან კერძებს, რესტორნის მეპატრონის, განაზებულ თინეიჯერ ვაჟთან
მილტონ ბრედლის სამაგიდო თამაშებით ვერთობოდით.

მოგვიანებით ისიც კი ვიფიქრეთ, რომ ეს მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭი


თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო წინა ღამის ლამაზმანი მოცეკვავე
(ბალელები რიტუალური ტრანსვისტიზმის ოსტატები არიან). ფილიპს ყოველდღე
ვურეკავ, სადაც კი ტელეფონს გადავეყრები. ისიც ყოველთვის მეკითხება,
რამდენი დღე უნდა გელოდო, რომ დამიბრუნდეო.

«ძალიან მსიამოვნებს, რომ შემიყვარდი, ძვირფასო. ისეთი ბუნებრივი და


ჩემეულია ეს გრძნობა, თითქოს, კვირაგამოშვებით მემართებოდეს.
სინამდვილეში, დაახლოებით ოცდაათი წელიწადია, არავინ მყვარებია ასე».

«ჯერ არ თქვა ასე, ფილიპ... ამ თავისუფალ ადგილას ადვილია შეყვარება...»

ყოყმანით შევახსენე, რამდენიმე თვეში მივემგზავრები-მეთქი. ფილიპს სულ არ


ადარდებს ეს. «შესაძლოა ეს ერთი სამხრეთამერიკელის ბოდვად გეჩვენებოდეს,
მაგრამ მინდა იცოდე, ძვირფასო, შენ გამო მზად ვარ, ვიტანჯო. რაც გინდა,
ტკივილი გველოდეს მომავალში, მზად ვარ ავიტანო, იმ სიამოვნების
სანაცვლოდ, რომ ახლა შენთან ვარ... მოდი, დავტკბეთ ამ ცხოვრებით. არადა,
როგორი საოცარია».

«იცი, ფილიპ, იქნებ გაგეცინოს, მაგრამ შენს გაცნობამდე სერიოზულად მეგონა,


რომ მთელ ცხოვრებას უმამაკაცოდ გავატარებდი და მარტოობაში ამომხდებოდა
სული. ეკლესიაშიც კი ვფიქრობდი წასვლას».

310
«უბრალოდ, იცხოვრე ძვირფასო», მითხრა და თანამიმდევრობით ჩამომითვალა,
როგორც კი საწოლში მომიხელთებს, რას გააკეთებს, პირველ, მეორე, მესამე,
მეოთხე და მეხუთეჯერ. ტელეფონს ბანცალით მოვშორდი, მუხლი მეკეცებოდა,
«ახალი ჯიშის» ვნებით კმაყოფილსა და თავგზააბნეულს.

ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე მე და იუდიმ სანაპიროზე უაზრო ხეტიალში


გავატარეთ. როგორც ყოველთვის, ნიუ-იორკზე ვლაპარაკობდით, რა დიდებული
ქალაქია და როგორ გვიყვარს... იუდის ენატრება ქალაქი, თითქმის ისე, როგორც
მისი მეუღლე. ნიუ-იორკზე, როგორც ადამიანზე, ნათესავზე ისე ლაპარაკობს,
რომელიც დეპორტაციის შემდეგ დაეკარგა. ჩვენი საუბრის დროს, იუდიმ
პირსახოცებს შორის, თეთრი ქვიშა გადაასწორა და მანჩესტერის რუკა დახაზა.

«მოდი, რაც ამ ქალაქზე გვახსოვს, ყველაფერი დავხაზოთ».

თითის წვერებით ყველა პროსპექტი, სოფელი და ცენტრალური პარკი ჩავხაზეთ.


პატარა, ლამაზი ნიჟარა Empire State Building-ის, მეორე კი კრაისლერის შენობის
მაგივრად დავდეთ.

დიდი პატივისცემის ნიშნად, ტყუპის ნაცვლად, კუნძულის ბოლოში ორი ჯოხი


ჩავარჭვეთ, იქ სადაც მანამდე იყო აღმართული. მერე ამ ქვის რუკაზე დავიწყეთ
ჩვენი საყვარელი ადგილების ჩამოთვლა. იუდის იქ სათვალე უყიდია. ახლაც
უკეთია;

«ახლა რომ სანდალი მაცვია, აქ ვიყიდე. პირველად, ჩემს ყოფილ ქმართან ერთად
აქ ვისადილე», – ვუთხარი მე.

იუდი აქ შეხვდა მის მეუღლეს; აქ, ქალაქში ყველაზე უკეთეს ვიეტნამურ კერძებს
ამზადებენ; ეს საუკეთესო ხვეულას, ეს კი, საუკეთესო ატრიის მაღაზიაა («არა, შე
რეგვენო, ეგ კი არა, ეს არის ატრიის საუკეთესო მაღაზია»). მერე Hell’s Kitchen –
საეჭვო სასადილოების ადგილმდებარეობა მოვხაზე. იუდიმ მითხრა, «მე ვიცი, აქ
სად ამზადებენ კარგ სადილს».

«ტიკ-ტაკი, შეიენი თუ სტარლაითი?» – ვკითხე მე. «ტიკ-ტაკი, დუდ, ოდესმე


გაგისინჯავს კვერცხის ნაღები ტიკ-ტაკში? – თან კვნესის, – ო ღმერთო».

მე მესმის მისი... ვგრძნობ, რა ძლიერად უნდა ნიუ-იორკში წასვლა, ზოგჯერ


მგონია, ეს მე მემართება.
311
სახლის ასეთი მონატრება მეც გადმომედო და უცებ დამავიწყდა, რომ მისგან
განსხვავებით მე როცა მომინდებოდა, თავისუფლად შემეძლო მანჰეტენში
დაბრუნება. მერე ტყუპის კოშკის ჯოხები უფრო ღრმად ჩაასო ქვიშაში, გახედა
დამშვიდებულ, ლურჯ ოკეანეს და თქვა, «რა სილამაზეა... მაგრამ ნეტავ, ოდესმე
კიდევ ვნახავ ამერიკას?»

რა უნდა მეთქვა?.. ორივე გავჩუმდით. პირიდან ინდონეზიური კანფეტი


გამოიღო, რომელსაც ერთი საათი წუწნიდა. «რა აყროლებული კანფეტია, საიდან
მოათრიე, დუდ?»

«დედაშენს ჰქონდა დუდ, დედაშენს», – ვუპასუხე მე.

99

როგორც კი უბუდიდან დავბრუნდით, პირდაპირ ფილიპთან წავედი და მისი


საწოლი ოთახიდან, შეიძლება ითქვას, ერთი თვე ფეხი არ გამომიდგამს.
არასოდეს გავუღმერთებივარ ვინმეს ასეთი სიყვარულით და ერთგულებით.
არასდროს ვყოფილვარ ასეთი გახსნილი, გაშიშვლებული და ალერსში მთლიანად
ბუნებრივი... ინტიმურ ურთიერთობაში, ნამდვილად ვიცი, არსებობს რაღაც
ბუნებრივი კანონი ორ ადამიანს შორის, სექსუალური კავშირის დროს და ეს
კანონი სრული ჰარმონიით უნდა დაიცვა. პარტნიორთან სრული კომფორტის
განცდა მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული. არც ამ
ორი ადამიანის, და არც მაინცდამაინც ფიქრზე, მოქმედებასა ან გარეგნობაზე.
სადღაც, გულმკერდის ძვლის უკან ფარული მიზიდულობაა დამარხული ან
შეიძლება არც კი იყოს.

და თუ არ არის (როგორც წარსულმა სახეში ტკივილის შეხეთქების ფასად


მასწავლა), ვერ აიძულებ იარსებოს. ისე, როგორც ქირურგი ვერ გადანერგავს
თირკმელს, შეუფერებელი დონორისგან..

ჩემი მეგობარი ენის აზრით, ეს ყველაფერი ერთი უბრალო კითხვით აიხსნება:


«გინდა შენი მუცელი სამუდამოდ მის მუცელს ეკვროდეს?»

312
მე და ფილიპმა აღმოვაჩინეთ, რომ არაჩვეულებრივი წყვილი ვართ. მშვენივრად
ვეწყობით ერთმანეთს, მუცლების მიკვრისას...

ჩვენი სხეულების არც ერთი ნაწილი არ წარმოადგენს მეორის რომელიმე


ნაწილისთვის რაიმე ალერგიულს. არაფერია საშიში, არაფერია ძნელი, არაფერია
უარყოფილი. ჩვენი სიყვარულისა და ვნებების სამყაროში ყველაფერი მარტივად
და ბოლომდე ავსებს ერთმანეთს. და... ემატება... მორიგი სიყვარულობანას
შემდეგ, ფილიპს სარკესთან მივყავარ, ჩემს შიშველ სხეულსა და თმას მაჩვენებს
და მეუბნება, «შეხედე შენს თავს». კოსმოსში გასაფრენი «ნასას» საწვრთნელი
კაფსულიდან ახალგადმოსულს ვგავარ. «ნახე, რა მშვენიერი ხარ... ისეთი
ნატიფია შენი სხეულის თითოეული ხაზი...ქვიშის დიუნს ჰგავხარ (ჩემს
სიცოცხლეში არ შემიგრძნია საკუთარი სხეული ასეთი ქორფა და თავისუფალი.
ასეთ განცხრომაში ბოლოს ალბათ ექვსი თვის ასაკში ვიყავი, დედაჩემმა
სასიამოვნო აბაზანის შემდეგ პირსახოცში რომ გამახვია). შემდეგ ისევ
საწოლისკენ წამიძღვა და პორტუგალიურად მითხრა, Vem, gostosa, – მოდი
ჩემთან, ჩემო გემრიელო. ფილიპი მოფერებისა და ალერსისთვის არის
დაბადებული...

საწოლში, შეუმჩნევლად პორტუგალიურ გაღმერთებაზე გადავიდა. ახლა «პატარა


სიხარული» აღარ ვარ, ქუერიდინჰა გავხდი (სიტყვასიტყვით საყვარელ პატარა
ძვირფასს ნიშნავს). ინდონეზიაში თავი არ შევიწუხე, ბალინური ან
ინდონეზიური რომ მესწავლა, თუმცა, პორტუგალიურს ახლა ადვილად
ვითვისებ. მართალია, მხოლოდ ლოგინის ენას ვეუფლები, მაგრამ მაინც კარგი
პრაქტიკაა...

– ჩემო უძვირფასესო, ავად რომ გამიხდე? თავს მოგაბეზრებ, იცოდე, იმდენჯერ


შეგეხები და გეტყვი, რომ ღვთაებრივი ხარ.

– სცადეთ, ბატონო ჩემო...

დღეები მის ალერსსა და ხვევნაში გადის. კალენდარს აღარ ვცნობ, არც დღე და
რიცხვი მაინტერესებს. ჩემი ლამაზად ორგანიზებული განრიგი აქაურმა სიომ
დაშალა და გაფანტა.

ერთ დღეს, როგორღაც ამ ქარბუქს გავუსხლტი და ჩემი ექიმბაშის სანახავად


წავედი. კეტუტმა ხმის ამოღება არ დამაცადა. დამინახა თუ არა, მომახალა:

313
– მეგობარი მამაკაცი იპოვე, ბალიზე?

– ჰო, კეტუტ.

– ძალიან კარგი. ფრთხილად იყავი, არ დაფეხმძიმდე.

– აუცილებლად.

– კარგი ბიჭია?

– შენ თვითონ მითხარი ასე, კეტუტ, – მივუგე, – მის ხელისგულზე ასე


ამოიკითხე. აღმითქვი, კარგი გამოდგებაო. ერთი შვიდჯერ მაინც მითხარი.

– მართლა? როდის?

– ივნისში. აქ რომ მოვიყვანე, მაშინ. ბრაზილიელი მამაკაცია, ჩემზე უფროსი.


მაშინ მითხარი, მომეწონა ძალიანო.

– მსგავსი არაფერი მიქნია, – დაიჩემა და ვერც ვერაფრით გადავარწმუნებდი.

კეტუტს ხანდახან ავიწყდება რაღაცები. ყველას ასე დაემართებოდა,


სამოცდახუთიდან ას ხუთ წლამდე ასაკის შუალედში. ზოგჯერ ისეთი
გონებამახვილი და საღად მოაზროვნეა... ზოგჯერ კი, ვგრძნობ, მის სულში
უაზროდ ვიჭრები. ცნობიერების სხვა ხომალდს ვწყვეტ და ვცდილობ, სხვა
სამყაროდან ჩვენკენ გადმოვხვეწო (რამდენიმე კვირის წინ, მოულოდნელად
მითხრა: «შენ ჩემი ერთგული მეგობარი ხარ, ლიზ. კარგი და მოსიყვარულე
მეგობარი». შემდეგ ამოიოხრა, ერთ ადგილს მიაშტერდა და ტკივილით
ამოიკვნესა: «აბა, შერონს კი არ ჰგავხარ». შერონი ვინღა ჯანდაბა იყო? ან რა
დაუშავა... რანაირად არ ვეცადე, გამერკვია, მაგრამ პასუხს არ მცემდა. ისე
იქცეოდა, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვისზე ველაპარაკებოდი. თითქოს, მე
მოვიგონე სადღაციდან და ის თავხედი შერონი პირველად მე ვახსენე, მან კი არა).

– შენი მეგობარი რატომ არ მოგყავს, რომ გამაცნო? – მომიბრუნდა ახლა.

– მყავდა კეტუტ, მართლა გაგაცანი. ისიც მითხარი, მომეწონაო.

– არ მახსოვს. მდიდარი კაცია?

314
– არა, კეტუტ, მდიდარი არაა, მაგრამ საკმაო ფული აქვს.

– საშუალოდ მდიდარია?

ექიმბაშს ყველაფერი გრაფიკული სიზუსტით აინტერესებს.

– ზომიერად ფულიანია.

ჩემმა პასუხმა კეტუტი, როგორც ჩანს, გააღიზიანა.

– იმ კაცს ფულს სთხოვ ხოლმე და გაძლევს, არა?

– კეტუტ, მისი ფული არ მჭირდება. მამაკაცისთვის ფული ცხოვრებაში არ


გამომირთმევია.

– ყოველ ღამეს მასთან ატარებ?

– ჰო...

– რა კარგია! გაგაფუჭა!

– ძალიან...

– გადასარევია. მედიტირებ ისევ?

– კი, ყოველდღე ვმედიტირებ. ფილიპის ლოგინიდან გადმოვძვრები ხოლმე,


სიჩუმეში პატარა ბალიშზე ვჯდები და განგებას ყველაფრისთვის მადლობას
ვწირავ.

ტერასასთან ახლოს, იხვები ბრინჯის გუბურებში ჭყაპუნობენ და წყლის შხეფებს


ისვრიან გარშემო (ფილიპი ამბობს, ბალის იხვები ყოველთვის ბრაზილიელ
ქალებს მაგონებს, რიოს პლაჟებზე რომ სხედან, ხმამაღლა ჭორაობენ, ერთმანეთს
ლაპარაკს არ აცლიან და უკანალს ათამაშებენო). ახლა ისეთი მოშვებული ვარ,
მედიტაცია ჩემთვის შეყვარებულის მიერ მომზადებული აბაზანის ტოლფასია და
შიგ ვნებივრობ. დილის მზეზე გაშიშვლებული, მხოლოდ მხრებზე შემოხვეული
გადასაფარებლით, წყალობაში ვუჩინარდები, სიცარიელეს ვეკიდები კისერზე, და
ზღვის პატარა ნიჟარასავით ჩაის კოვზზე ვიმყარებ წონასწორობას.

ნეტავ, რატომ ჩანდა ცხოვრება ძნელი?


315
სუზანს ვურეკავ ერთ დღესაც ნიუ-იორკში, ყურადღებით მისმენს და თან
მარწმუნებს, ერთხელაც იქნება და ქალაქის პოლიციის სირენის გამკივანი ხმა
ჩემს უკანასკნელ გულის მოკვლის ფაქტს მოგახსენებსო. მე, ღამის ჯაზის
დიჯეივით, ნაზი ხმით ვცდილობ, დავარწმუნო, მოეშვას და ადვილად შეხედოს
ყველაფერს... მას ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაფერი. ჯერ კიდევ კარგად უნდა
შეიცნოს ის, რაც უკვე არსებობს და რითაც სამყარო ასე გვანებივრებს. უბრალოდ,
ამას პოვნა უნდა... და შემდეგ სიმშვიდე და ჰარმონია ერთად მოვა... თითქმის
ცხადად დავინახე, როგორ აცეცებდა თვალებს და პოლიციის სირენების ფონზე
როგორ მიპასუხა: «როგორც ჩანს, ამას ის ქალი ლაპარაკობს, დღეს უკვე მეოთხედ
რომ განიცადა ორგაზმი».

100

რამდენიმე კვირის შემდეგ სეირი ვნახე. ამდენი უძილო ღამისა და


გადაჭარბებული სიყვარულობანას მერე სხეულმა საპასუხო თავდასხმა მომიწყო,
საშარდე ბუშტის საშინელი ინფექცია შემეყარა. გადამეტებული სექსის შემდგომი
ტიპური ტკივილებით, რაც სექსუალური ცხოვრების დიდი ხნის პაუზის შემდეგ,
მეტისმეტი, უცაბედი დატვირთვითაა გამოწვეული. ძალიან სწრაფად მოხდა.
დილით ქალაქში საქმეზე მივდიოდი, უცებ მწველი ტკივილი ვიგრძენი და
შემამცივნა. ადრე უკვე გამოცდილი მქონდა ეს ინფექცია, ჩემი ქარაფშუტული
ცხოვრების დროს. ჯერ ძალიან შევშინდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, «მადლობა
ღმერთს, ჩემი ბალელი მეგობარი მკურნალია» და უაიენის მაღაზიაში გავქანდი.
«ავად ვარ», – შევჩივლე. მან შემომხედა და მითხრა: «შენ ძალიან ბევრი სექსის
გამო ხარ ავად, ლიზ». ამოვიკვნესე და სირცხვილისგან სახე ხელებში ჩავმალე.

«უაიენს ვერაფერს გამოაპარებ!» – ჩაიხითხითა. აუტანელი ტკივილები მქონდა.


ვისაც ოდესმე ეს ინფექცია ჰქონია, იცის, რა საშინელი შეგრძნებაა; და ვისაც არ
განუცდია, ეს სატანჯველი რომ წარმოიდგინოს, გახურებულ შანთს ვახსენებდი
შესადარებლად. უაიენი ვეტერან მეხანძრესავით ან სასწრაფო დახმარების
ქირურგივით სწრაფად არასოდეს მოძრაობს. ყველაფერი თანამიმდევრულად
გააკეთა. ჯერ ბალახები დაჭრა, რაღაცის ძირები მოხარშა. წინ და უკან, ჩემსა და

316
სამზარეულოს შორის მიდი-მოდიოდა. ერთიმეორის მიყოლებით მოჰქონდა
თბილი, ყავისფერი, საწამლავის გემოს ნაზავი და თან, დალიე, საყვარელოო,
მეუბნებოდა. ყოველი ულუფის მოხარშვის შემდეგ, წინ დამიჯდებოდა,
ეშმაკური, უხამსი მზერით და ცდილობდა, ჩემთვის ორი სიტყვა დაეცდინა.
«ფრთხილად ხარ, რომ არ დაფეხმძიმდე, ლიზ?» «შეუძლებელია, უაიენ, ფილიპს
ვაზექტომია აქვს გაკეთებული».

«ვაზექტომია?!» – ისეთი გაოცებული იყო, გეგონება მეთქვას, ფილიპს ტოსკანაში


ვილა აქვს-მეთქი (სხვათა შორის, მეც იგივე რეაქცია მქონდა). წარმოუდგენელია,
ბალიზე კაცი ამაზე დაგთანხმდეს. დაფეხმძიმების გაკონტროლება ხომ
ყოველთვის ქალის მოსაგვარებელი პრობლემაა.

ამბობენ, რომ ფეხმძიმობის კონტროლის არაჩვეულებრივი პროგრამის


განხორციელების გამო ბოლო დროს ინდონეზიაში შობადობის დონე შემცირდა:
მთავრობა ახალთახალ მოტოციკლეტს სთავაზობდა იმ მამაკაცს, ვინც თავისი
სურვილით ჩაიტარებდა ვაზექტომიას... თუმცა, ჩემთვის ამაზრზენია იმის
წარმოდგენა, რომ ქირურგიულად კონტრაცეპტირებული ბიჭები იმავე დღეს
მოტოციკლეტებით უნდა დაბრუნდნენ სახლში. «სექსი სასაცილო რამეა», –
ჩაფიქრებული ამბობდა უაიენი, როცა ტკივილისგან ვიმანჭებოდი და მის
მომზადებულ წამალს ვსვამდი.

– ჰო, უაიენ, გმადლობ. ძალიან სასაცილოა.

– არა, სექსი მართლაც სასწაულია, – გააგრძელა მან, – დაუჯერებელ რამეს


აკეთებინებს ადამიანს. ყველა ასეა სიყვარულის დაწყებამდე, ბედნიერებით და
სიამოვნებით იქამდე ვერ ძღები, სანამ თავს არ დაიავადმყოფებ.

უაიენის აზრითაც, სასიყვარულო ამბის დაწყებამდე ემართებათ ასეთი რამ.

– ბალანსი ირღვევა.

– ძალიან მრცხვენია.

– არ გინდა, – მითხრა მან და მშვენიერი ინგლისურით (და ასევე მშვენიერი


აქაური ლოგიკით) დაამატა, – ხანდახან, სიყვარულისთვის ბალანსის დარღვევა
დაბალანსებული ცხოვრების ტოლფასია.

317
გადავწყვიტე ფილიპისთვის დამერეკა. სახლში რაღაც ანტიბიოტიკი მქონდა.
ყოველი შემთხვევისთვის, მოგზაურობაში აუცილებელი წამლები მიმაქვს ხოლმე.

ეს ინფექცია ადრეც მქონდა და, თუ თირკმლებამდე მიაღწევს, ვიცი, რა შედეგსაც


მოიტანს. არ მინდა, ინდონეზიაში ეს ტანჯვა გავიარო.

ამიტომ, დავურეკე და მოვუყევი რაც მჭირდა (შეურაცხყოფილი დარჩა). ვთხოვე,


აბები მოეტანა. იმიტომ კი არა, რომ უაიენის მკურნალობას არ ვენდობოდი,
უბრალოდ მართლა სერიოზულად მტკიოდა...

– არ გჭირდება ეს დასავლური აბები! – მითხრა უაიენმა.

– იქნებ უსაფრთხოებისთვის უკეთესი იყოს...

– მომეცი ორი საათი, თუ ვერ გამოგაკეთებ, შეგიძლია შენი აბები დალიო! –


მითხრა მან.

უხალისოდ დავეთანხმე. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცოდი, ძლიერი


ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ, ინფექციას ჩასაცხრობად ერთი დღე მაინც
სჭირდება. არ მინდოდა თავი ცუდად ეგრძნო. ტუტი მაღაზიაში თამაშობდა და
ჩემს გასამხიარულებლად სახლების პატარა ნახატები მოჰქონდა. თავზე
მეფერებოდა და ხელს, რვა წლის ასაკის ბავშვის შესაფერი თანაგრძნობით,
ხელზე მითათუნებდა.

– დედა, ელიზაბეტი ავად არის?

– კიდევ კარგი, ბავშვმა ის მაინც არ იცის, რატომ ვარ ავად! სახლი კიდევ არ
გიყიდიათ, უაიენ?

– ჯერ არა, ძვირფასო, რა საჩქაროა.

– შენ რომ ადგილი მოგწონდა, იქ რა ხდება? მეგონა იმის ყიდვა გინდოდა.

– გავიგე, რომ არ იყიდება, ძალიან ძვირია.

– სხვა ადგილზე ხომ არ ფიქრობ?

– ახლა ამაზე ნუ დარდობ, ლიზ. ახლა სწრაფად უნდა გამოგაკეთო.

318
ფილიპი მანქანით მოვიდა და წამალი მომიტანა. სახეზე სინდისის ქენჯნა
ეტყობოდა, ბოდიშს გვიხდიდა მეც და უაიენსაც, ასეთი ტკივილი რომ მომაყენა.
მას ასე ეგონა, ყოველ შემთხვევაში. – სერიოზული არაფერია, – დაამშვიდა
უაიენმა, – არ იდარდო. სწრაფად მოვარჩენ, მალე უკეთესად იქნება.

შემდეგ სამზარეულოში გავიდა და უზარმაზარი მინის ჭურჭელი გამოიტანა,


რომელშიც ფოთლები, ფესვები, ცირცელი იყო ჩაყრილი და რამდენადაც მივხვდი,
ქურქუმა. რაღაცის თმიანი მასა, უფრო გრძნეულის თმას ჰგავდა, დამატებით,
მგონი ტრიტონის თვალი... ყველაფერი ეს ყავისფერ წვენში ცურავდა. თასში
ერთი გალონი

[გალონი (ინგლ.) – ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რიგ სხვა


ქვეყანაში თხევადი და ფხვიერი სხეულების საწყაო სხვადასხვა ტევადობისა (3,5-
დან 4,5 ლიტრამდე). აქ: იგულისხმება დიდი რაოდენობის სითხე.] სითხე მაინც
იქნებოდა. გვამივით ყარდა. «დალიე, საყვარელო, – მითხრა უაიენმა, – სულ
დალიე». ერთიანად დავცალე. ორ საათზე ნაკლები გავიდა და... დასავლური
მკურნალობის ყველა კურსი ოხრად დამრჩა. მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
სავსებით ჯანმრთელად. ინფექცია გაქრა. ფულის გადახდა დავაპირე, რომ
მომარჩინა, იმისთვის. უაიენს გაეცინა.

– ჩემს დაიკოს ფულის გადახდა არ სჭირდება!

მერე ფილიპს მიუბრუნდა და მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა:

– ახლა გაუფრთხილდი ამ გოგოს, ამაღამ, იცოდე არ მიეკარო, დაიძინეთ.

– სულ არ გერიდება ხალხს ამგვარი, სექსით გამოწვეული პრობლემები


მოუგვარო? – ვკითხე უაიენს.

– ლიზ, მე მკურნალი ვარ და ყველა დაავადებას ვმკურნალობ, ქალის საშოდან


დაწყებული, მამაკაცის გენიტალიებით დამთავრებული. ზოგჯერ, ქალებს
პენისებსაც ვუმზადებ. იმისთვის, რომ სექსით მარტო დაკავდნენ.

– ფალოსებს? – შოკირებულმა ვკითხე.

– ბრაზილიელი მამაკაცი ყველას არ ჰყავს, ლიზ, – შემახსენა.

319
შემდეგ, ფილიპს გახედა და გაბრწყინებულმა უთხრა:

– ოდესმე, ფალოსის გამაგრებასთან დაკავშირებით პრობლემა თუ გექნება,


წამალს მოგცემ.

დაჟინებით ვუმტკიცებდი უაიენს, ფილიპს ამის პრობლემა არავითარ


შემთხვევაში არ ექნება-მეთქი, თუმცა კი ფილიპი მაწყვეტინებდა და საქმიანად
უთანხმდებოდა მკურნალს, ეგ წამალი დააფასოე და გაყიდეო.

– ამით ბედს ეწევით, – განუმარტა ფილიპმა.

უაიენმა აუხსნა, არც ასე მარტივადაა საქმე. ჩემი წამლები უშუალოდ მიღების წინ
უნდა დამზადდეს, რომ იმოქმედოს. და აუცილებლად, ლოცვა უნდა ახლდეს
თითოეულ მათგანსო. თუმცა უაიენი ირწმუნებოდა, რომ წამლის დამზადების
გარდა, პენისის გამაგრება მასაჟითაც შეეძლო. შემდეგ, ჩვენდა
განსაცვიფრებლად, სულ დეტალებში აგვიხსნა სხვადასხვა სახის მასაჟი
იმპოტენტი მამაკაცებისთვის. აღგვიწერა, როგორ ავლებს ფალოსს ძირში ხელს
და შემდეგ წრიული მიმართულებით საათობით აჯანჯღარებს, იმისთვის, რომ
სისხლის მიმოქცევა აღდგეს. ამასობაში, კი, სხვადასხვა ლოცვას წარმოთქვამს.
«კი, მაგრამ, უაიენ, კაცი რომ ყოველდღე მოდის და ჯერ კიდევ ვერ განვიკურნე,
ექიმოო! გეუბნება, კიდევ მინდა მასაჟიო, მაშინ რას შვრები?»

ამ ვულგარულ ხუმრობაზე გაეცინა, თუმცა ისიც აღიარა, რომ ფალოსების საქმის


მოგვარებაში სიფრთხილე მართებდა. ბოლოს და ბოლოს, მასში რაღაც ძლიერ
გრძნობებს აღძრავდა ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა. ეს შინაგანი ემოცია კი,
არა მგონია, მკურნალობას შველოდესო. ხანდახან კი მამაკაცები მართლაც
კარგავენ კონტროლს (აბა, წარმოიდგინეთ, რამდენიმეწლიანი უმოქმედო
ცხოვრების შემდეგ, ეს წითელკანიანი ქალი რომ დაგეტაკება აბრეშუმის თმით და
ცდილობს, მწყობრში ჩაგაყენოთ, რა იქნება). გაახსენდა, ერთხელ,
პროცედურისას, კაცი როგორ წამოხტა ზეზე და ოთახს გარშემო ურბენდა, თან,
უაიენი მჭირდება, უაიენი მჭირდებაო, დაჭრილივით გაჰყვიროდა.

ეს ყველაფერი როდია. იგი შესანიშნავი მასწავლებელია იმ წყვილთათვის,


რომელთაც სექსში არაფერი გამოსდით; ფრიგიდულობას უჩივიან ან ბავშვს ვერ
აჩენენ. მათ ჯადოსნურ სურათებს უხატავს და უხსნის, თვის რომელი
მონაკვეთისთვის, რომელი პოზა იქნება უპრიანი. თუ მამაკაცს ბავშვი უნდა,

320
ცოლს ცხოველივით უნდა ეცეს, გამხეცებული დაეწაფოს და პენისიდან სითხე
ძალიან სწრაფად შეასხას ვაგინაშიო. ზოგჯერ ის მათ სქესობრივ აქტს ესწრება და
დროდადრო ასწავლის, უფრო სწრაფად როგორ შეიძლება, მოცემულ დავალებას
გაართვან თავი. გულწრფელად დავინტერესდი, ნუთუ მამაკაცს შეუძლია,
თავისუფლად ჰქონდეს ორგაზმი, როდესაც ექიმი მცველივით ადგას თავზე-
მეთქი? ფილიპი ოხუნჯობს, უაიენს აჯავრებს, როგორ ადგას წყვილს თავზე და
როგორ უყვირის: «უფრო ჩქარა! კიდევ უფრო ჩქარა! ბოლოს და ბოლოს, ბავშვი
გინდათ თუ არა?»

უაიენმა თქვა, ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ ეს მკურნალის საქმეაო. ისიც აღიარა, რომ ამ
პროცედურებამდე და მის შემდეგაც მთელი რიგი განწმენდის რიტუალებია
ჩასატარებელი, რათა მისი შეურყვნელი სული არ დაბინძურდეს. ამის ხშირად
კეთებას კი, სასაცილო მდგომარეობამდე მიჰყავს იგი. მაგრამ რადგან საქმე
ბავშვის ჩასახვას ეხება, აუცილებლად მივხედავ ხოლმე ასეთ საქმესო.

– და იმ წყვილებს დღეს შვილები ჰყავთ? – დავინტერესდი.

– ჰყავთ! – ამაყად დამიმოწმა, – რა თქმა უნდა, ჰყავთ!

შემდეგ უაიენი რაღაც საინტერესოზე იწყებს ლაპარაკს. თუ წყვილს განგებამ


ბავშვის გაჩენის ბედი არ არგუნა, ქალს და მამაკაცს ცალ-ცალკე სინჯავს, რომ
ნამდვილი «დამნაშავე» დაადგინოს. თუ ეს ქალის ბრალია, პრობლემა არ არის,
ძველებური ტექნიკის დახმარებით უმკურნალებს და ყველაფერიც კარგად
იქნება. მაგრამ, თუ მამაკაცია ამის გამომწვევი, ბალის პატრიარქატში ეს ცოტა
ძნელი მოსაგვარებელია. ჯერ ერთი, როგორ გინდა, ბალელ კაცს გააგებინო, რომ
სტერილურია? ბოლოს და ბოლოს, მამაკაცია, სხვა თუ არაფერი. და რომ თუ ქალი
არ ფეხმძიმდება, მისი ბრალია, აბა რა! და თუ მის ქმარს დროულად არ აჩუქა
პირმშო, მას სცემენ, შეარცხვენენ და გაშორდებიან.

– მერე, რას შვრები, ამგვარ სიტუაციაში?

ჯერ, მხოლოდ იმით ვიყავი გაოცებული, რომ ქალი, რომელიც მამაკაცის სპერმას
«პენისის წყალს» ეძახოდა, შუადღისით ამ პრობლემასთან დაკავშირებულ
განსაკურნებელ სეანსებს ატარებდა.

321
როდესაც მაღაზიაში ქალი მარტო შემოდის, უაიენი მეზობელი სოფლიდან
სტუდენტს იხმობს, ამ ქალთან რომ სექსი ჰქონდეს და ბავშვი გააჩენინოს.
ფილიპი გაოცებული იყო.

«უაიენ, არ არსებობს!» მაგრამ უაიენი მშვიდად აქნევდა თავს. «დიახ, ეს


ერთადერთი გზაა. ცოლი თუ ჯანმრთელია, ბავშვი უთუოდ ეყოლება». როდიდან
ცხოვრობ ამ ქალაქშიო, ჰკითხა ფილიპმა უაიენს, და ამ სამუშაოს
შესასრულებლად ვის ქირაობო. უაიენმა უპასუხა, მძღოლებსო. ამაზე ყველას
გაგვეცინა. ახალგაზრდა ბიჭებით არის სავსე უბუდი... ეს «მძღოლები», ქუჩის
ყოველ კუთხეში სხედან და ჩამვლელებს გულისგამაწვრილებელი სიხშირით
უმეორებენ ერთსა და იმავეს, «ტაქსი ხომ არ გნებავთ? ტაქსი ხომ არ გნებავთ?»
იქნებ ხალხის ვულკანთან, სანაპიროსა და ტაძრებში წაყვანით თითო დოლარი
მაინც გააკეთონ. კაცმა რომ თქვას, მშვენიერი გარეგნობის ხალხია, გოგენისებური
მიმზიდველი კანით, დამახასიათებელი სხეულითა და ტალღოვანი თმით.

ამერიკაში, «ნაყოფიერების კლინიკას» თუ გახსნი და მუშახელად ამისთანა


ბიჭებს დაიქირავებ, სერიოზული ფული გაკეთდება, რა დააკავებს მერე ქალებს...
უაიენის თქმით, ეს ბიჭები, «სექსუალური გასეირნებისთვის» ბევრს არაფერს
ითხოვენ, მით უმეტეს, თუ მიმზიდველ ქალს უნდა მოემსახურონ... მე და
ფილიპი დავეთანხმეთ, ნამდვილად გულუხვი საქციელია ბიჭების მხრიდან...
ცხრა თვის შემდეგ, მშვენიერი ბავშვი იბადება და ყველა ბედნიერია. ყველაზე
კარგი ის არის, რომ ქორწინების შეწყვეტა სულაც არ არის საჭირო. ყველამ ვიცით,
განქორწინება რა საშინელებაა ბალიზე. «ღმერთო ჩემო, რა პარაზიტები არიან ეს
მამაკაცები», – თქვა ფილიპმა. უაიენი აშკარად არ ეთანხმება.

ასეთი მკურნალობა ყველაზე ქმედითი გზაა უსიამოვნებათა თავიდან


ასაცილებლად. აბა, როგორ გინდა, ბალელ მამაკაცს გაუბედო, უნაყოფო ხარო?..
ღმერთმა ნუ ქნას... ვინ რა იცის, ცოლს სახლში რა უბედურებას დამართებს...

კაცებს ასეთი ხასიათი რომ არ ჰქონდეთ, მაშინ სხვა მეთოდებით


უმკურნალებდა. მაგრამ ეს აქაური კულტურის სინამდვილეა და ვერ გავექცევით.
უაიენი სინდისის ოდნავ ქენჯნასაც არ განიცდის. უბრალოდ, ფიქრობს, რომ ეს
მკურნალობის ერთ-ერთი კრეატიული გზაა... იმ ცოლებსაც ძალიან მოსწონთ
მძღოლებთან სექსი. ბალელი მამაკაცების უმეტესობას ხომ არაფერი გაეგება ამ
საქმისა. «მამაკაცების უმეტესობა მამლებივით და თხებივით არიან, – დავამატე

322
მე, – იქნებ სექსის სწავლების კურსები გაგეხსნა, უაიენ. მამაკაცებს ასწავლიდი,
როგორ მოეპყრან ქალს ნაზად, იქნებ შემდეგ მათი ცოლები უფრო
გააქტიურდნენ. თუ მამაკაცი ნაზად გეფერება, კანზე გეალერსება, სასიამოვნო
სიტყვებს გეუბნება და სხეულს გიკოცნის... ნელა და ნაზად... სექსიც ხომ
არაჩვეულებრივია ამ დროს...»

უცბად სახე აელეწა. უაიენ ნურიუასიჰი, პენისის მასაჟისტი, შარდის ბუშტის


მკურნალი, ფალოსთან სრულიად გაშინაურებული... ეს პატარა მაჭანკალი
მართლაც გაწითლდა.

«ძალიან მრცხვენია, ასე რომ ლაპარაკობთ, – გვითხრა მან, – თავს უხერხულად


ვგრძნობ. საცვლების შიგნიდანაც კი, სხვა განცდა მეუფლება! წადით ახლა
სახლში. მორჩეს სექსზე და ამისთანებზე ლაპარაკი! წადით, დაიძინეთ! ოღონდ,
მხოლოდ დაიძინეთ და მეტი არაფერი, გესმით? მხოლოდ ძ-ი-ლ-ი!!»

101

– სახლი ჯერ კიდევ არ უყიდია? – მკითხა ფილიპმა უკანა გზაზე.

– ჯერ არა, ეძებს.

– თვეზე მეტი გავიდა, რაც ფული აჩუქე, არა?

– ჰო, მაგრამ თვითონ რომ უნდოდა ის ადგილი თურმე არ იყიდებოდა...

– ფრთხილად იყავი, ძვირფასო! ყველა ბალელს თავს ნუ გააბითურებინებ.

– რას გულისხმობ?

– შენს საქმეში ჩარევა არ მინდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხუთი წელიწადია ვცხოვრობ


და ვიცი, რაც ხდება. ერთი მარტივი ამბავი შეიძლება თავიდან ბოლომდე
გართულდეს აქ. ხანდახან, მართლა ვერ გაიგებ, სინამდვილეში რა ხდება.

323
რისი თქმა გინდა, ფილიპ? – ვკითხე მე. და როდესაც შევატყვე, რომ პასუხისგან
თავი შეიკავა, მისივე სავიზიტო გამოთქმით მივმართე, – თუ ნელა მეტყვი,
სწრაფად გავიგებ.

– უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ შენმა მეგობრებმა დიდძალი თანხა


შეაგროვეს ამ ქალისთვის და მას ჯერ კიდევ საბანკო ანგარიშზე უდევს ის ფული.
დააზუსტე, მართლა აპირებს თუ არა იმით სახლის ყიდვას.

102

ივლისის ბოლომ მოაღწია და ჩემმა დაბადების დღემაც. უაიენმა თავის მაღაზიაში


ძალზე ორიგინალური წვეულება გადამიხადა. ის ნაციონალურ ბალინურ,
სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილიყო. ღია მეწამული სარონგი ეცვა,
უბრეტელო ბიუსტჰალტერით. მე კი გრძელი ოქროსფერი ქსოვილი, ქარქაშივით
ისე მჭიდროდ შემომაჭდო ნეკნებზე, სუნთქვა და ტორტის ჭამა ძლივს შევძელი.
თავის მომცრო, ბნელ საძინებელში (სადაც სამი პატარა გოგონას ნივთები აქეთ-
იქით იყო მიმოფანტული), თითქმის არც მიყურებდა და ლამაზ ქსოვილში
სარჭებით მუმიასავით მახვევდა.

– ფილიპს რომ ცოლად გაჰყვე, ხომ არის ამის შანსი?

– არა, – მივუგე მე, – არავითარი ქორწინება! ქმარი აღარ მინდა, უაიენ. და არც
ფილიპს მგონია, ცოლი უნდოდეს. უბრალოდ, კარგად ვგრძნობ მასთან თავს.

– გარეგნულად ლამაზი ადვილი საპოვნელია. მაგრამ ორივე ერთად, გარეგნულად


და შინაგანად ლამაზი, უკვე... ფილიპი კი, ზუსტად ასეთია.

დავეთანხმე. გამიღიმა.

– და ვინ მოგიყვანა ეს დიდებული კაცი, ლიზ? ვინ ლოცულობდა შენთვის


ყოველდღე?

მივედი და ვაკოცე.

324
– დიდი მადლობა, უაიენ. ამ სიკეთეს ვერასოდეს გადაგიხდი...

წვეულებას მივუბრუნდით. უაიენს და მის ონავრებს ოთახი სულ ბუშტებითა და


პალმის რტოებით მოერთოთ. ისე, რომ თითქოს ტიტრებად გადიოდა წარწერები:
«დაბადების დღეს ვულოცავთ, დიდებულ და ულამაზეს ქალს, ყველაზე ახლო
მეგობარს და დას, ჩვენი გულის ნაწილს, ელიზაბეტს! გილოცავთ, ელიზაბეტ!
დაე, სიხარულმა, ბედნიერებამ და მშვიდობამ სამუდამო ფესვები გაიდგას შენს
ცხოვრებაში».

უაიენს ვირტუოზი ძმისშვილები ჰყავს, ღვთისგან ბოძებული ცეკვის ნიჭით.


ძირითადად, რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ ხოლმე და ახლაც არ დააყოვნეს.
დაბადების დღეზე მესტუმრნენ და მთელი ღამე საუცხოო წარმოდგენებს
დგამდნენ. ისეთს, მხოლოდ ქურუმთათვის რომ არის განკუთვნილი და არა
ჩვეულებრივ მოკვდავთათვის. თავზე ოქროსფერი, მასიური მოსართავები
ეხურათ, სახეზე კაც-ქალას მაკიაჟი ჰქონდათ, ფეხებს აბაკუნებდნენ და
დახვეწილი, ქალური თითებით ასრულებდნენ თავბრუდამხვევ ილეთებს...
ბალინური წვეულებები ძირითადად, დახვეწილი კოსტიუმებით გამოირჩევა.
ზეიმზე შეკრებილი ხალხი წრეზე ჯდება და ერთმანეთს აშტერდება. ნიუ-იორკში
მოწყობილ ჟურნალების საღამოს ჰგავს («ღმერთო, ჩემო, – ამოიკვნესა ფილიპმა,
როდესაც ვუთხარი, უაიენი ბალინურ წვეულებას მიწყობს-მეთქი, – ისეთი
მოსაწყენი იქნება»). მაინცდამაინც მოსაწყენი არ ყოფილა, მაგრამ მონოტონური
და მშვიდი კი იყო. განსხვავებულიც. შედგებოდა საცეკვაო და სანახაობითი
წარმოდგენით, ტანთ შემოსვისა და ერთმანეთზე მიშტერების ცერემონიით. არც
ისეთი ცუდი იყო. ყველა საუცხოოდ გამოიყურებოდა. უაიენის მთელი ოჯახი
სახეზე იყო, იღიმებოდნენ, ხელს მიქნევდნენ ოთხი ფუტის მანძილიდან, მეც
ვუღიმოდი. ტორტის სანთლები პატარა კეტუტთან, უმცროს ობოლ გოგონასთან
ერთად ჩავაქრე. რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე, რომ დაბადების დღე,
რომელიც მას არასოდეს ჰქონია, ამიერიდან ყოველ 18 ივლისს ექნებოდა.
ფილიპმა პატარას ბარბის თოჯინა აჩუქა. თავზარდაცემულმა გოგონამ საჩუქარი
გაოცებით გახსნა, გეგონებოდათ, იუპიტერზე გასაფრენი რაკეტის ბილეთები
მიიღოო... ალბათ, მილიონი წელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ საჩუქარს
მიიღებდა. ყველაფერი სასაცილო იყო, თითქოს... უცნაური საღამო იყო, ჩემი ერთ
მუშტად შეკრული საერთაშორისო და სათაობათშორისო გუნდის
შემადგენლობით – უაიენის ოჯახი სრულად, მისი რამდენიმე კლიენტი და
პაციენტი, რომლებიც მანამდე არასოდეს მენახა. იუდიმ, დაბადების დღის
325
მოსალოცად ექვსი შეკვრა ლუდი მომიტანა. ამასობაში, მიმზიდველი
ახალგაზრდა სცენარისტი, სახელად ადამი შემოვიდა. მე და ფილიპმა ადამი წინა
ღამით, ბარში გავიცანით და დავპატიჟეთ. ადამი და იუდი მთელი საღამო შვიდი
წლის ჯონს ელაპარაკებოდნენ. მისი დედიკო, გერმანელი დიზაინერი ქალი,
რომელიც ბალიზე მცხოვრებ ამერიკელს მისთხოვდა, უაიენის პაციენტია. პატარა
ჯონი მამას ჰგავს, ამერიკული ხასიათი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ
არასოდეს ყოფილა. დედას გერმანულად ესაუბრება, უაიენის ბავშვებს –
ინდონეზიურად. აი, ადამი კი, ნამდვილად ხელში შეიკლა, მას შემდეგ, რაც
აღმოაჩინა, რომ კალიფორნიიდან იყო და სერფინგი ეხერხებოდა.

– რომელი ცხოველი გიყვართ ყველაზე მეტად, მისტერ? – ჰკითხა ჯონმა.

– პელიკანი. [პელიკანი (ბერძნ.) – ვარხვი (წყლის ფრინველი).]

– პელიკანი რომელია?

იუდი გაცხარდა:

– ბიჭო, პელიკანი არ იცი რა არის? წადი სახლში და მამაშენს ჰკითხე. პელიკანები


ყველაზე მაგრები არიან, ძმაო.

შემდეგ ეს ამერიკელის მსგავსი პატარა ბიჭი ტუტის მიუბრუნდა და


ინდონეზიურად ჰკითხა რაღაც (ალბათ, რა არის პელიკანიო), ტუტი ფილიპს
ეჯდა კალთაში, მოსალოც ბარათებს კითხულობდა, ფილიპი კი, ლამაზი
ფრანგულით ესაუბრებოდა პარიზელ პენსიონერ კაცს, რომელიც უაიენთან
თირკმლის სამკურნალოდ დადიოდა.

ამასობაში უაიენმა რადიო ჩართო. კენი როჯერსი მღეროდა «ქვეყნის მშიშარას».


სამი იაპონელი გოგონა ალალბედზე შემობოდიალდა მაღაზიაში, სამედიცინო
მასაჟების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ტორტის ჭამა-ჭამით ვეცადე, მათ
დავლაპარაკებოდი. ჩვენი ობლები, პატარა და დიდი კეტუტი, თმაში ბრჭყვიალა
სამაგრებს მარჭობდნენ. ამის საყიდლად, მთელი დანაზოგი დახარჯეს. უაიენის
ძმისშვილები, ოქროს ღვთაებასავით მოკაზმული ტაძრის მოცეკვავეები, ბრინჯის
ფერმერის შვილები უმოძრაოდ ისხდნენ და იატაკს მიშტერებოდნენ. ოთახი
გასაოცარი ბრწყინვალებით ავსებულიყო. გარეთ მამლებმა იწყეს ყივილი... ეს

326
აქაური სამოსი უმოწყალოდ მიჭერდა და ვგრძნობდი, რომ ყველაზე უცნაური,
მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იდგა ჩემს ცხოვრებაში.

103

ასეა თუ ისე, უაიენს სახლი სჭირდება და რომ არ ყიდულობს, ვნერვიულობ. ვერ


ვხვდები, რა ხდება. მე და ფილიპი ჩავერიეთ. რეალტორი დავიქირავეთ, მთელი
ქვეყანა მოგვატარა და სხვადასხვა ადგილი გვაჩვენა, მაგრამ უაიენი ყველაზე
დაიჯღანა. დაჟინებით ვუმეორებ, «უაიენ, აუცილებლად უნდა ვიყიდოთ რაღაც,
სექტემბერში მივდივარ აქედან, მინდა ჩემს მეგობრებს გავაგებინო, რომ მათი
გაღებული თანხა მართლაც სახლში დაიხარჯა. და სანამ აქედან გაგასახლებენ,
მინდა საკუთარი ჭერი გქონდეს».

– ბალიზე მიწის ყიდვა არც ისეთი ადვილია, – იმეორებს, – ბარში სიარულს და


ლუდის სმას არ ჰგავს, უფრო დიდი დრო სჭირდება.

– დრო ცოტა გვაქვს, უაიენ!

ის მხრებს იჩეჩს და მაშინვე ბალინური მიდგომა მახსენდება დროის მიმართ.


«რეზინის დრო», რაც ნიშნავს იმას, რომ დრო მეტისმეტად დრეკადი და
მოძრავია.

ოთხი კვირა უაიენისთვის ნამდვილად არ ნიშნავს იმდენს, რამდენსაც ჩემთვის.


უაიენისთვის დღე-ღამე აუცილებლად ოცდაოთხი საათისგან არ შედგება.
ხანდახან უფრო გრძელია, ხანდახან კი – მოკლე. ჩემი ექიმბაშის მიხედვით,
დღეებს ზოგჯერ ითვლი და ზოგჯერ წონი. ამასობაში, აღმოჩნდება, რომ
საერთოდაც ვერ გამირკვევია ბალიზე ქონების ფასი. ყველაფერი იაფია. რასაც
მიწაზე ვერ ვიტყვით. მიწა აქ თითქმის იგივე ღირს, რაც უეჩესტერში, ტოკიოში ან
როდეო დრაივზე. ასეთი შეფასება არარეალურია, იმიტომ რომ, იმავე ქონებით
დანახარჯს ვერ ამოიღებ. მაგალითად, თუ ერთ არო მიწას 25.000 დოლარად
იყიდი (არო დაახლოებით ერთი ავტომანქანის საპარკინგო ადგილზე ოდნავ
მეტია), შემდეგ იმ მონაკვეთზე პატარა მაღაზიას ააშენებ და მთელი დარჩენილი

327
ცხოვრება თითო ტურისტს დღეში ერთ ბატიკის სარონგს მიჰყიდი, შენი
შემოსავლის პიკი სამოცდათხუთმეტი ცენტი იქნება. რა აზრი აქვს...

ბალის კუნძულის მოსახლეობა თავის ადგილ-მამულებს განსაკუთრებული


რუდუნებით ექცევა და შესაბამისად აფასებს კიდეც. ეს მათი ეკონომიკური
წელგამართულობის ყველაზე დიდი მიღწევაა. ვინაიდან მიწა ერთადერი
სიმდიდრეა, რაც გააჩნიათ. დაახლოებით, როგორც მასაის ტომის ნახირი ან ხუთი
წლის გოგონას ტუჩსაცხი: ის, რაც არასოდეს გქონია საკმარისი და რადგან
გეღირსა, არასოდეს დათმობ. და ამის გამო თავი სამყაროს ბატონ-პატრონი
გგონია. მეტიც, აგვისტოს თვეში, ნარნიას მონახულების დროს აღმოვაჩინე, რომ
ინდონეზიური უძრავი ქონების საკითხის ჩახლართულობისა არ იყოს,
ნამდვილად ძალიან ძნელია, აქ გასაყიდი მიწა იპოვო. ფიქრობთ, რეკლამა
საუკეთესო საშუალებაა? ბალელები არ ფიქრობენ ასე. თუ ბალის კუნძულელი
ფარმერი მიწას ყიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფული სჭირდება, რაც ძალზე
შეურაცხმყოფელია. კიდევ ერთი პრობლემაა. მას შემდეგ, რაც ოჯახი მიწას
გაყიდის და ფული შემოუვა, მეზობლები ჩასაფრებულები არიან მისგან
სასესხებლად. ასე რომ, მიწა ერთადერთი, ჭორის საფუძველზე იყიდება.
გარიგებები კი, უცნაურ საიდუმლოებებსა და ტყუილებში მიმდინარეობს.
დასავლელმა ექსპატრიანტებმა რომ გაიგეს, უაიენისთვის მიწის ყიდვას
ვაპირებდი, ჩემ გარშემო მომრავლდნენ, თავიანთ საზარელ გამოცდილებებზე
ზღაპრების მოყოლა დაიწყეს. ვერასოდეს გაიგებ, უძრავ ქონებასთან
დაკავშირებით როდის რა მოხდებაო. ის, ვინც მიწას ყიდის, შეიძლება, რეალური
მფლობელი სულაც არ იყოსო. ყმაწვილი, რომელიც გასაყიდ ქონებას გაჩვენებს,
რეალურად მეპატრონის უკმაყოფილო ძმისშვილი იქნება, რომელსაც ოჯახური
არეულობის გამო, თავისი ბიძისთვის სეირის ჩვენება უნდაო. არც იმას ელოდოთ,
რომ ნაკვეთის საზღვრების საქმე მოწესრიგებული იქნებაო. თქვენი ოცნების
სახლისთვის ნაყიდი მიწა სულ ცოტა ხანში, შეიძლება, «ტაძართან მეტისმეტად
ახლოს» აღმოჩნდეს და უფლება აღარ გქონდეთ სახლის აშენების. ამ
თითისტოლა ქვეყანაში კი, სადაც 20 ათასი ტაძარია, ფაქტობრივად არ
მოიძებნება ისეთი ადგილი, რომელიც «ტაძართან მეტისმეტად ახლოს» არ
იქნება. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება ადგილი ვულკანური იყოს
და არა მხოლოდ ვულკანურიო. საბოლოოდ, გამოდის, რომ ეს სამოთხე (ბალი),
იგივე ინდონეზია, სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მაჰმადიანი ქვეყანა, სულით
ხორცამდე ცვალებადი და მერყევია. მთელი იერარქიის მიხედვით, იუსტიციის

328
მინისტრებიდან დაწყებული, გასამართ სადგურზე მომუშავე ბენზინის
ჩამსხმელით (რომელიც ყოველ ჯერზე გატყუებს, ვითომ ასხამს) დამთავრებული.
ალბათ ამ ქვეყანაში რევოლუცია ნებისმიერ დროს მოსალოდნელია,
გამარჯვებულების პირით ხალხი რომ ილაპარაკებს, ისეთი. არ ვიცი. ერთი ვიცი,
რომ ასეთი გაქნილი ბიზნესმოლაპარაკება ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ნიუ-
იორკის შტატში გაჭიანურებული განქორწინების მთელი ხათაბალა გამოვიარე,
მაგრამ ეს ალბათ, კაფკას [კაფკა, ფრანც (1883-1924) – ავსტრიელი მწერალი.
მიჩნეულია ექსპერიმენტული, ავანგარდისტული პროზისა და რომანის ერთ-ერთ
მამამთავრად.]

წიგნის სხვა გვერდზე წერია და მე არ წამიკითხავს. ამასობაში ჩემი და ჩემი


მეგობრების მიერ შეწირული 18.000 დოლარი უაიენს საბანკო ანგარიშზე უდევს,
უკვე ინდონეზიურ რუპიაზე გადახურდავებული. ამ ვალუტას კი, კაცმა არ იცის,
ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, გადაშენება როდის ემუქრება.

უაიენი თავისი მაღაზიიდან სექტემბერში უნდა გამოაძევონ, დაახლოებით იმ


დროს, მე რომ იქაურობას დავტოვებ. როგორც ჩანს, მას ამ მიწაზე (რომელსაც
სამშობლოდ მიიჩნევს) სიმშვიდე არ უწერია. ყველა პრაქტიკული ვარაუდი რომ
გვერდით გადავდოთ, მან თითოეული ადგილის ტაქსუ (სული) უნდა შეამოწმოს.
თანაც მას, როგორც მკურნალს, ბალინურ სტანდარტებთან შედარებითაც კი
ყველაზე მახვილი თვალი აქვს ტაქსუს შესამოწმებლად. ერთი ადგილი ვნახე,
რომელიც გადასარევი მეგონა, უაიენმა კი თქვა, რომ იქ ბოროტი სულები
სახლობდნენ. მეორე ადგილი მდინარესთან სიახლოვის გამო დაიწუნა. ყველამ
იცის, იქ რომ მოჩვენებები ცხოვრობენო (ერთი დღის შემდეგ, კარგი ადგილი
ვნახეთ. უაიენმა თქვა, ამ ადგილას ქალი დამესიზმრა, დაფლეთილი ტანსაცმელი
ეცვა და ტიროდაო. რაღა თქმა უნდა, ის ადგილიც უარვყავით). ქალაქთან ახლოს
პატარა მაღაზია ვნახეთ, ეზოთი და ყველაფრით, მაგრამ, კუთხოვანი იყო. და
თუკი ვინმეს ადრე სიკვდილი სურს ან გაბანკროტება, მხოლოდ კუთხის სახლში
უნდა იცხოვროსო, ნათქვამია.

– არც კი დაელაპარაკო ამ თემაზე! – მირჩია ფილიპმა, – დამიჯერე, ძვირფასო,


არასოდეს ჩადგე ბალელსა და ტაქსუს შორის.

329
გასულ კვირაში მე და ფილიპმა, ზუსტად ისეთი ადგილი ვიპოვეთ, ყველა
კრიტერიუმსა და მოთხოვნას რომ პასუხობდა. ცენტრალურ უბუდთან ახლოს,
წყნარ ადგილას, ბაღისთვის დიდი სივრცით, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასად.

– ვიყიდოთ? – ვკითხე უაიენს.

– აბა, როგორ გითხრა, ლიზ. ასე სწრაფად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ
მამაოს უნდა დაველაპარაკო, უნდა ვკითხო, რომელი დღე იქნება საყიდლად
ხელსაყრელი. ბალიზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ხელსაყრელი დღის გარეშე ვერ
გადადგამ. მას იქამდე ვერაფერს ვკითხავ, სანამ სრულიად არ დავრწმუნდები,
მინდა თუ არა ეს ადგილი. დარწმუნებით კი იქამდე ვერ დავრწმუნდები, სანამ
სიზმრად არ ვნახავ.

ასეთი ახირებული ხასიათი აქვთ ამ ბალელებს. ჩემი იქ ყოფნის დღეები ჯიუტად


იწურებოდა. მეც მოთმინების ფიალა ამევსო და უაიენს, როგორც ნიუიორკელმა
ვკითხე:

– როდის აპირებ სიზმრის ნახვას, უაიენ?

– აჩქარება არაფრით არ შეიძლება, – მიპასუხა, როგორც ნამდვილმა ბალელმა.

თუმცა გულით უნდოდა. ბალის უმთავრეს ტაძარშიც კი გადაწყვიტა წასვლა,


იქნებ იქ ღმერთს შევედრებოდა, სიზმარი ეჩუქებინა მისთვის.

– კარგი, – ვუპასუხე, – ხვალ ფილიპი მთავარ ტაძარში წაგიყვანს, შესაწირი გაიღე


და სთხოვე ღმერთებს, დაგასიზმრონ სინამდვილე.

– არაჩვეულებრივი იდეაა!! – მოეწონა უაიენს.

ერთი სერიოზული პრობლემა დადგა (ეს სიტყვა ხომ ძირითადად ამ ქალთან


ასოცირდება), მთელი კვირა ტაძარში ვერ შევიდოდა. რატომ?.. იმიტომ რომ,
კრიტიკული დღეები ჰქონდა.

104
330
ალბათ, ვერც ვაცნობიერებ, რამდენად სახალისოა ეს ყველაფერი. მართალს
ვამბობ, ამაზე ფიქრიც კი ძალიან უცნაური და დამაკმაყოფილებელი
თავშესაქცევია. შეიძლება სულაც ბოლომდე ვცდილობ დავტკბე ჩემი ცხოვრების
სიურრეალისტური პერიოდით, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემთან სიყვარული
მოდის. ეს კი ყოველთვის სხვა თვალით გაჩვენებს სამყაროს, მიუხედავად იმისა,
რამდენად გიჟურიც უნდა იყოს რეალობა. ფილიპი ყოველთვის მომწონდა.
მაგრამ ახლა ის სხვანაირად მიუდგა «უაიენის სახლის საგას» [საგა (სკანდინ.) –
ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ხალხური საგმირო თქმულება. აქ:
საერთოდ, თქმულება, ლეგენდა.] და ამ მიდგომამ აგვისტოს განმავლობაში
ნამდვილ წყვილად გვაქცია. მის ინტერესებში არანაირად არ შედის ამ მოგზაურ
ექიმბაშზე ფიქრი. ის ბიზნესმენია. მან ხომ ხუთი წელი ისე გალია ბალიზე,
ერთხელაც არ გაუთავისებია აქაურთა პირადი ცხოვრება და გართულებული
რიტუალები. ახლა კი, ჩემთან ერთად მოარღვევს ბრინჯის ტალახიან გუბურებს
ქურუმის მოსაძებნად, რომელიც უაიენს სახლის შესაძენ თარიღს უკარნახებს.
«მე ჩემი მოსაწყენი ცხოვრება მიმაჩნდა ბედნიერებად, სანამ შენ
გადაგეყრებოდი», ყოველთვის მიმეორებს. მართლაც დაღლილი იყო ბალიზე
დროის მოკვლით, გრემ გრინის [გრინი, გრემ (1904-1980) – ინგლისელი მწერალი.]
ნოველის პერსონაჟივით უხალისო ცხოვრებით. უქმად ყოფნის ზენიტს, როგორც
კი ერთმანეთი გავიცანით, მაშინვე მოეღო ბოლო. ახლა ერთად ვართ. ჩვენი
გაცნობის ფილიპისეული ვერსია ძალიან საინტერესოა, მეტიც, ისეთი გემრიელიც,
არასოდეს დავიღლები მოსმენით.

არასოდეს დამავიწყდება, როგორ იდექი ჩემკენ ზურგით, არც კი დაგჭირვებია


სახის მოტრიალება, ისე ვიგრძენი, როგორიც იყავიო... სადღაც შიგნით... შიგნიდან
ვიგრძენი... ეს ქალი ჩემია და ყველაფერს გავაკეთებ მისთვისო...

– არ ვიცი, ადვილი იყო თუ არა შენი გულის მონადირება. ალბათ მთელი კვირები
უნდა გამეტარებინა ხვეწნა-მუდარაში.

– მაგრამ, შენ არც გიხვეწნია და არც გიმუდარებია.

– ვერც კი ამჩნევდი ჩემს ვედრებას, არა?

მიყვება, საცეკვაოდ როგორ წავედით, პირველ საღამოს. როგორ ვიყავი მთლიანად


სიმპათიურ უელსელ ყმაწვილზე გადართული... «ამ დიდებული ქალის გულის
მოსაგებად რას არ ვიზამდი, უცბად კი, ვხედავ, ის ლამაზი მამაკაცი გზაზე
331
გადამეღობა, მისი ცხოვრების გართულებას აპირებდა... არადა, რამდენი უნდა
გამეღო მისთვის...»

ეს მართლა შეუძლია. ფილიპი ბუნებით მზრუნველია, მისეული მოპყრობა ჩემ


გარშემო ორბიტისმაგვარ წრეს ქმნის. მე კი, მიმართულების მაჩვენებელ ისრად
მაქცევს საკუთარი კომპასისთვის. ფილიპი მამაკაცთა იმ კატეგორიას
განეკუთვნება, რომელსაც ქალის გარეშე არსებობა არ შეუძლია. მაგრამ იმ
პირობით, რომ მხოლოდ ის იზრუნებს სხვაზე და არა სხვა – მასზე, რათა გონება
მთლიანად მეორე ნახევარზე ჰქონდეს მომართული. განქორწინების შემდეგ
ფილიპი სულ მარტო იყო და მწვავედ განიცდიდა ასეთი ურთიერთობის
დანაკლისს. თითქოს, ცხოვრების მდორე დინებას აჰყოლოდა... თუმცა, ახლა
ბევრი აქვს ჩემზე სამუშაო... ახლა უნდა მომხედოს... ასეთი დამოკიდებულება
ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ შემაშინებელიც... ზოგჯერ, ქვედა სართულზე
სადილს მიმზადებს, მე კი, ზემოთ ვნებივრობ, წიგნს ვკითხულობ, ის კი, სამბას
მუსიკას უსტვენს ბედნიერი განწყობით. შემდეგ ამომძახებს: «ძვირფასო, კიდევ
ხომ არ გინდა ღვინო?»

მე კი, მიკვირს, რანაირად შეიძლება ვიყო ვინმეს მზე და ვინმეს ყველაფერი.


თვითონ თუ ვარ საკმარისად კონცენტრირებული საიმისოდ, რომ ვიღაცის
ცხოვრების ცენტრი ვიყო. როდესაც, დიდი ხნის წვალების შემდეგ, ერთ ღამეს
მასთან ეს საკითხი წამოვჭერი, ასე მიპასუხა:

«ჩემო სიხარულო, განა ოდესმე მითხოვია, ჩემთვის ყველაფერი ყოფილიყავი?


განა მიკითხავს შენთვის, თუ იქნები ჩემი მზე-მეთქი?»

საკუთარი პატივმოყვარეობისა შემრცხვა, მეგონა მას სამუდამოდ უნდოდა მის


მკლავებში დავრჩენილიყავი და სიცოცხლის ბოლომდე ჩემს ახირებებს
დაჰყოლოდა.

– მაპატიე, – მოვუბოდიშე, – ქედმაღლობაა ჩემი მხრიდან, არა?

– ცოტათი, – აღიარა. შემდეგ ყურზე მაკოცა, – არც მაინცდამაინც... ამაზე ახლა


ნამდვილად ღირს საუბარი, ჩემო ლამაზო. სიმართლე უნდა ითქვას. უგონოდ
მიყვარხარ.

ინსტინქტურად გავფითრდი. მეტი დამაჯერებლობისთვის გაიხუმრა:

332
– რა თქმა უნდა, ეს ვარაუდია ჩემი.

ხუმრობის დრო უკვე აღარ იყო და სრული სერიოზულობით განაგრძო:

«მე ორმოცდაათი წლისა ვარ, საყვარელო. მერწმუნე, რაღაც გამეგება ამ


ცხოვრების. ისიც კარგად ვიცი, ჩემებრ ძლიერად შენ არ შეგყვარებივარ ჯერ,
მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს სულაც არ მადარდებს. რატომღაც შენზე იგივე
განცდა მაქვს, რაც ჩემს შვილებზე. როდესაც პატარები იყვნენ, მათ არ
მოეთხოვებოდათ ჩემი სიყვარული, ეს მე უნდა მყვარებოდა ისინი. შენ როგორც
გინდა, ისე გადაწყვიტე, მაგრამ მე მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.
ერთმანეთი რომც აღარასოდეს ვნახოთ, შენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე და
ეს უკვე ყველაფერია. ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, დარჩენილ ცხოვრებას თუ
შენთან ერთად გავატარებდი... ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბალიზე არ
ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები».

იგივე დარდი მეც მქონდა. ამ ცივსისხლიან უბუდელ ექსპატრიანტებს რომ


ვაკვირდებოდი, მეც გული მიცრუვდებოდა აქაურ ცხოვრებაზე. აქ ჩამოსული
დასავლელები იმ ჯგუფს განეკუთვნებიან, ვისაც არასოდეს მოქცევიან კარგად
და ყველაფრით დაღლილები ცხოვრებას გამოექცნენ სიმშვიდის საძებნელად. და
რას ერჩი, თვეში 200 დოლარად საუცხოო სახლს ქირაობენ და აქ შეძენილ
კომპანიონთან ერთად მასში ცხოვრობენ. შუადღემდე, ყველანაირი არეულობის
გარეშე თავისუფლად შეუძლიათ დალიონ, ცოტაოდენ ავეჯს გაყიდიან, ერთი-ორ
გროშს გააკეთებენ და მშვენივრად გრძნობენ თავს. მათი ძირითადი საქმიანობა
ის არის, რომ სერიოზული არაფერი მოსთხოვო. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ
ჩლუნგები არ არიან. ძალიან მაღალი რანგის, მულტინაციონალური, ნიჭიერი
ხალხია. პირადად მე, მათი ნახვისას, მუდამ იმის განცდა მაქვს, რომ ერთხელ
ჰქონდათ რაღაც (ოჯახი ან სამსახური), რომელიც ახლა აღარ აქვთ და მხოლოდ
საკუთარ ამბიციებს დანებებიან. სმით ბევრს სვამენ. ბალის ყველაზე ძვირად
ღირებული ქალაქი უბუდი სულაც არ არის ცუდი ადგილი საიმისოდ, რომ
ყველაფერი დაივიწყო, განერიდო და ახალი ცხოვრება დაიწყო. ჩემი აზრით, ქი-
უესთს, ფლორიდას, ოახაკას, მექსიკას ჰგავს... რომელ ექსპატრიანტსაც უნდა
ჰკითხო, აქ რამდენი ხანია ცხოვრობო, ვერ გიპასუხებს. წარმოდგენა არა აქვთ,
რაც ბალიზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მას მერე რა დრო გავიდა. მეორე
მხრივ, არც იმაში არიან დარწმუნებული, ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა აქ. არც
ერთ სივრცეს და წყალს არ ეკუთვნიან. მათ ხომ ღუზა არ გააჩნიათ. ზოგიერთ

333
მათგანს, თავი ჩართული ძრავით, შუქნიშნის წინ მდგარ ავტომანქანაში ჰგონია,
ყვითელ ფერზე. აი, ჩვიდმეტი წელი რომ გავა, მერე კი, ნამდვილად
დაინტერესდებით, თუ ცხოვრობს აქ ვინმე, სინამდვილეში... მათ უმაქნის
გარემოცვაში ბევრი რამ არსებობს, რითაც სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი,
კვირადღის გრძელ შუადღეს უგემურ საუზმეზე გადაატარებენ, სვამენ
შამპანურს და საუბრობენ არაფერზე, სრულიად არაფერზე. ამის შემხედვარეს,
თავი დოროთი მგონია, ოზის ყაყაჩოს მინდვრებში. სიფრთხილე მმართებს!
ღმერთმა არ ქნას ამ ნარკოტიკულ მდელოზე ჩამეძინოს, თორემ დარჩენილ
ცხოვრებას აქ დავტოვებ!

ჰოდა, ახლა მითხარით, რა გამოვა ჩემსა და ფილიპისგან? თითქოს მცნებასავით


ჩამოყალიბდა – «მე და ფილიპი». არცთუ დიდი ხნის წინ მითხრა, ხანდახან,
მინდა დაკარგული პატარა გოგონა იყო, მე შეგიფარო და გითხრა, მოდი, ჩემთან
იცხოვრე და მომეცი ნება, სამუდამოდ შენზე ვიზრუნოო...

«მაგრამ შენ პატარა დაკარგული გოგონა არა ხარ, შენ საქმიანი, ამბიციური ქალი
ხარ...

დიდებული ლოკოკინა ხარ, სახლი ყველგან თან მიგაქვს... ეს შენი


თავისუფლებაა და უმაგისოდ ცხოვრებაც არ შეგიძლია. მაგრამ თუკი ეს
ბრაზილიელი კაცი რამეში გამოგადგება, იმსახურე. მე სულით ხორცამდე შენი
ვარ».

მე კი, თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. მე ხომ არ ვიცი, ჩემში რომელ ნაწილს სურს,
მამაკაცისგან მოისმინოს, სამუდამოდ შენზე ვიზრუნებო. ეს ადრე ჩემთვის
არავის უთქვამს და ბოლო რამდენიმე წელია, ამის მთქმელის ლოდინიც კი
შევწყვიტე, თავადვე დავოსტატდი კარგად გამეორებაში და საკუთარ თავს
შეშინებულობის ჟამს შემოვუძახებდი ხოლმე.

ახლა, სხვისგან ამის გაგება მაინც რაღა იყო... თან, როგორ გულწრფელად
ამბობს... ფილიპმა რომ დაიძინა, მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ მივეწებე ამ
კაცს ან რატომ მაინტერესებს ასეთი ჟინით, რა გამოვა ჩვენგან-მეთქი. არ ვიცი,
რას ვფიქრობდი გეოგრაფიულ საკითხზე, სად უნდა გვეცხოვრა... ასაკობრივი
განსხვავებაც ბევრს ნიშნავს. თუმცა, როდესაც რამდენიმე დღის წინ დედიკოს
დავურეკე და ვუთხარი, არაჩვეულებრივ მამაკაცს შევხვდი, მაგრამ არ დაიჯერებ,
ორმოცდაათი წლის არის-მეთქი, მაინცდამაინც არ შეცბუნებულა. უბრალოდ,
334
მიპასუხა, ჰო, ლიზ, ცნობისათვის, შენ ოცდათხუთმეტი წლისა ხარო (მშვენიერი
მინიშნებაა, დედიკო, ამ ჭკნობის ასაკში რომ ვიღაცას მოვეწონე. წარმოიდგინე, რა
ბედნიერი უნდა ვიყო). ასაკობრივი სხვაობისა რა გითხრათ, ეს დიდად არც მე
მანაღვლებს. სინამდვილეში, ფილიპი უფროსი რომ არის, მომწონს.
სექსუალურია. თავი... ფრანგი მგონია... რა ბედი გვეწევა? რა მადარდებს? რა,
ჯერ არაფერი მისწავლია, ნერვიულობის ამაოებაზე?

ამდენად, ცოტა ხანს ფიქრი შევწყვიტე და სანამ ეძინა, უბრალოდ ჩავეკარი.

ღმერთო, ჩემო, ეს კაცი მიყვარდება...

ჩამეძინა. ორი დაუვიწყარი სიზმარი ვნახე. ორივე გურუზე იყო. პირველ ნაწილში
მეუბნებოდა, ყველა აშრამს ვკეტავ, სწავლებასაც და წიგნების წერასაც ვწყვეტო.
საბოლოო მოხსენება გააკეთა თავის სტუდენტებთან: «თქვენ საკმარისზე მეტი
ისწავლეთ, თქვენ ყველაფერი გაქვთ, იმისათვის, რომ თავისუფალი იყოთ. დროა,
თავს მიხედოთ, სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროთ და ბედნიერად
იცხოვროთ».

მეორე სიზმარი უფრო დამაჯერებელი იყო. ნიუ-იორკის საშინელ რესტორანში,


ფილიპთან ერთად ვიჯექი. არაჩვეულებრივი ტრაპეზი იყო. ცხვრის კატლეტსა და
არტიშოკს მივირთმევდით, მშვენიერ ღვინოს ვაყოლებდით, ვსაუბრობდით და
ბედნიერად ვიცინოდით. ოთახში მიმოვიხედე და გურუს ოსტატი, 1982 წელს
გარდაცვლილი სუამიჯი დავინახე. მაგრამ იმ ღამით, იქ, იმ რესტორანში ის
ცოცხალი იყო. თავის მეგობრებთან ერთად სადილობდა და როგორც ჩანს, ისიც
მშვენიერ დროს ატარებდა. თვალებით შევხვდით ერთმანეთს, გამიღიმა და
სადღეგრძელოს ნიშნად, ჭიქა ამიწია.

შემდეგ კი, პატარა, ინდოელმა გურუმ, რომელიც მთელი თავისი შეგნებული


ცხოვრება არაჩვეულებრივი ინგლისურით საუბრობდა, საკმაოდ მკაფიოდ და
გასაგებად მითხრა: «ისიამოვნე».

105
335
კეტუტ ლიიერი რახანია არ მინახავს. მას შემდეგ, რაც ფილიპს გადავეყარე და
რაც, უაიენის სახლის საყიდლად ხმალამოღებული ვიბრძვი, ჩემს საუბრებს
ექიმბაშთან, სულიერებასთან დაკავშირებთ, ბოლო მოეღო. რამდენჯერმე მის
სახლთან გავჩერდი, უბრალოდ რომ მივსალმებოდი და მისი მეუღლისთვის ხილი
მიმერთმია, მაგრამ ივნისის მერე, მასთან შინაარსიანი საუბრისთვის დრო ვეღარ
გამოვნახე. როცა კი კეტუტს დავიწყებისთვის მინდა მოვუბოდიშო, იმ კაცივით
იცინის, რომელსაც სამყაროს ყველა გამოცდა ჩაბარებული აქვს და მეუბნება:
«ყველაფერი გადასარევად მიდის, ლიზ».

მაინც მენატრება ეს საძაგელი, ბებერი კაცი.

ჰოდა, ამ დილით მასთან გავეშურე. როგორც ყოველთვის, თვალებში შემომანათა


და მითხრა, ბედნიერი ვარ შენი გაცნობითო (ვერაფრით მოვაშლევინე ეს ჩვევა!).

– მეც ბედნიერი ვარ შენი ნახვით, კეტუტ, – ვუთხარი მე.

– მალე მიდიხარ, ლიზ?

– ჰო, კეტუტ, ორ კვირაზე ნაკლებ დროში. ამიტომაც მოვედი დღეს შენთან.


მინდა, ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო, რაც ჩემთვის გაიღე. შენ რომ არა,
ბალიზე არასოდეს დავბრუნდებოდი.

– შენ ყოველთვის ბალიზე აპირებდი მოსვლას! – დაუფიქრებლად და გაფორმების


გარეშე მომიგო, მერე კი მკითხა: – ისევ, შენს ოთხ ძმასთან ერთად მედიტირებ,
როგორც გასწავლე?

– ჰო...

– კიდევ ცუდი სიზმრები გაწუხებს?

– არა.

– ღმერთს არ ემდური ახლა?

– არა. პირიქით!

– შენი მეგობარი მამაკაცი გიყვარს?

336
– მგონი, ჰო.

– მერე, უნდა მოწამლო. და მანაც უნდა მოგწამლოს.

– კარგი! – შევპირდი.

– შენ ჩემი უძვირფასესი მეგობარი ხარ. მეტი, ვიდრე მეგობარი. ჩემი შვილი ხარ
(არა როგორც შერონი...), – მითხრა მან, – როდესაც მოვკვდები, ბალიზე ჩამოხვალ,
დაესწარი ჩემს კრემაციას. ბალელების კრემაციის რიტუალი ძალიან სახალისოა.
მოგეწონება.

– კარგი! – შევპირდი ისევ, ერთიანად სულშეხუთულმა.

– დაე, შენმა სინდისმა გიკვლიოს გზა. ვინმე დასავლელ მეგობარს თუ ჩამოიყვან


ბალიზე, ჩემთან გამოაგზავნე. ხელზე ვუმკითხავებ. ბომბების მერე ხაზინა
დამიცარიელდა. გინდა, დღეს ჩვილი ბავშვის რიტუალზე წამომყვე?

ასე ვასრულებდი აქ ყოფნას, ექვსი თვის ბავშვის დალოცვის ცერემონიალში


მონაწილეობის მიღებით, როდესაც ის პირველად შეეხებოდა მიწას. ბალელები
თავიანთ ჩვილებს პირველი ექვსი თვე მიწას არ აკარებენ, ასე სჯერათ, რომ
ახალდაბადებული ბავშვები ღმერთების მიერ არიან პირდაპირი გზით
გამოგზავნილი და ღმერთს იატაკზე ხომ არ ახოხებ, მოჭრილ ფრჩხილებსა და
პაპიროსის ნამწვებში? ამიტომაც, ბალელ ჩვილებს ღვთაებასავით აღმერთებენ.
თუ ის ექვს თვემდე ასაკში გარდაიცვლება, კრემაციის სპეციალურ რიტუალს
უტარებენ, მისი ფერფლი ადამიანთა სასაფლაოზე არ ინახება. ის ხომ ადამიანი
ჯერ არასოდეს ყოფილა: მხოლოდ ღმერთი იყო. მაგრამ თუ ექვს თვემდე მიატანა,
დიდი ცერემონია იმართება, სადაც ბავშვი ტერფებს შეახებს მიწას და ბოლოს და
ბოლოს, კაცობრიობაში მისთვის კარი უკვე ღიაა. ეს ცერემონია დღეს კეტუტის
მეზობლის სახლში ჩატარდა. ბავშვი გოგონა იყო, მეტსახელად – პუტუ,
ერთმანეთზე უფრო ლამაზი თინეიჯერი მშობლებით. მისი მამიკო კეტუტს
ბიძაშვილად თუ რაღაცად ეკუთვნის. კეტუტს თავის საზეიმო, სატინის
(ოქრომკედით გაწყობილი) სარონგი ეცვა, გრძელსახელოიანი, ბოლომდე ოქროს
ღილებით შეკრული, ნერუს საყელოიანი ჟაკეტით. რკინიგზის გამცილებელს
ჰგავდა. ან დიდებული სასტუმროს დამლაგებელ ბიჭს. თავზე თეთრი ჩალმა
მოეხვია. ხელები, სიამაყით მაჩვენა, ჯადოსნური ქვებითა და დიდებული ოქროს
ბეჭდებით მოერთო. მთლიანობაში, დაახლოებით შვიდი ბეჭედი ეკეთა. ყოველ

337
მათგანს, ღვთიური ძალა ჰქონდა. დიდი ბაბუის თითბრის ზარი ეკიდა სულების
გამოსაძახებლად და უნდოდა მისთვის ბევრი ფოტო გადამეღო. მეზობლისკენ
გზას ერთად დავადექით. საკმაოდ დიდი მანძილი იყო იქამდე, მცირე ხანს
მთავარი გზით მივდიოდით და ვფიქრობდი, ამდენი ხანია ბალიზე ვარ და
პირველად ვხედავ, რომ კეტუტმა თავისი მამული დატოვა. ძალიან დამაბნია შუა
გზატკეცილზე, ამდენ აჩქარებულ მანქანასა და მოტოციკლეტს შორის მისმა
გაბედულმა სიარულმა. ისეთი პატარა, ისეთი უმწეო ჩანდა... ეტყობოდა,
უარყოფითად იყო განწყობილი თანამედროვე მოძრაობის ფონისა და სიგნალების
გამყივანი ხმებისადმი. არ ვიცი, რატომ, თუმცა ტირილი მინდოდა. მეტისმეტად
ემოციური დღე იყო.

როგორც იქნა, მივაღწიეთ. ორმოცამდე სტუმარი შეკრებილიყო. ოჯახის


საკურთხეველზე შესაწირის მთელი გროვა ელაგა: ბრინჯით სავსე, დაწნული
პალმის რტოს კალათები, ყვავილები, საკმეველი, შემწვარი ღორი, დაკლული
ბატები და წიწილები, ქოქოსი და ადგილობრივი ვალუტის ბანკნოტები,
რომელსაც ნიავი აქეთ-იქით აფრიალებდა. ყველას საუკეთესოდ და
ელეგანტურად ეცვა. აბრეშუმის ზონრებით მორთულიყვნენ.

მე კი, ამ სილამაზის ფონზე, T-ს ფორმის მაისურში, საველოსიპედოდ


გამოწყობილი, ზუსტად ისე მიმიღეს, როგორც მივედი. დაუპატიჟებელ თეთრ,
მაწანწალა გოგონასავით. არც ელოდნენ, რომ შესაფერისად ვიქნებოდი
გამოწყობილი. ყველა თბილად მიღიმოდა, შემდეგ კი ვითომც იქ არ ვიყავი,
მტოვებდნენ და წვეულებას უბრუნდებოდნენ. ერთმანეთის ჩაცმულობით
აღფრთოვანებული და მოხიბლულნი იყვნენ. ცერემონიამ რამდენიმე საათს
გასტანა. კეტუტი თავის მოვალეობას ასრულებდა. იქ ჩატარებულ რიტუალებს,
მხოლოდ ანთროპოლოგი თუ აგიხსნიდათ, მე კი, ზოგს ჩავწვდი (კეტუტის ახსნა-
განმარტებისა და წიგნების წყალობით), ზოგს კი – ვერა. მამიკოს ბავშვი ეჭირა,
დედიკოს ჩვილის მსგავსი, არტახებში გახვეული ქოქოსი. ეს ქოქოსი, ჩვილივით
წმინდა წყალში აყვინთავეს, შემდეგ გოგონას ფეხებთან დააბრძანეს, მიწას რომ
შეხებოდა, ბოროტი სულების გასაბრიყვებლად, რომლებიც ქოქოსის ბავშვს
შეუტევენ, ნამდვილი კი მხედველობიდან გამორჩებათ. შემდეგ, სანამ ბაია მიწას
ტერფებით შეეხებოდა, რამდენიმე საათი გალობდნენ. კეტუტი ზარს
აწკრიალებდა და მანტრებს დაუსრულებლად მღეროდა. ახალგაზრდა მშობლები
სიხარულისგან ანათებდნენ. სტუმრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ,
უწესრიგოდ ტრიალებდნენ, ჭორაობდნენ, ცერემონიას აკვირდებოდნენ და
338
საჩუქრებს სწირავდნენ... უცნაურად შემთხვევითი იყო ყველაფერი, ამ ანტიკური
რიტუალების ფონზე. უმაღლესი სამღვდელოების პიკნიკს ჰგავდა, სახლის უკანა
ეზოში. კეტუტის მიერ ნამღერი მანტრები ისეთი ტკბილი იყო, სასიყვარულო
სიმღერისა და საგალობლის კომბინაციას წააგავდა. მაშინ, როდესაც დედას
ბავშვი ხელში ეჭირა, კეტუტი, საკვების, ხილის, წყლის, ზარების, შემწვარი
წიწილის ფრთის, ღორის ხორცის ნაჭრის, დამტვრეული ქოქოსის ნაჭრებს
უტარებდა წინ... ყოველ მათგანზე, რაღაც ახალს მღეროდა. ბავშვი იცინოდა და
ტაშს უკრავდა. კეტუტიც იცინოდა და სიმღერას განაგრძობდა. ჩემი მწირი
თარგმანით, მის სიტყვებს წარმოგიდგენთ:

«ოოო... პატარავ, მიიღე და ჭამე ეს შემწვარი წიწილი! ოდესმე ის ძალიან


შეგიყვარდება და იმედია, არასოდეს გამოგელევა! ოოო... პატარავ, ეს მოხარშული
ბრინჯია. დაე, პეშვებით მიირთვა ის, როცა კი მოისურვებ, დაე, ბრინჯის წვიმა
გისველებდეს თმას, საუკუნოდ! ოოო... პატარავ, რა სასაცილოდ გამოიყურება ეს
ქოქოსი, ერთ დღეს, იმდენს შეჭამ, მოგბეზრდება! ოოო... პატარავ, აი, შენი
ოჯახიც, ხედავ, როგორ გაღმერთებს შენ, შენი ოჯახი? ოოო... პატარავ, როგორი
ძვირფასი ხარ შენ მთელი სამყაროსთვის! მისი სანიმუშო მოსწავლე ხარ! ჩვენი
ჯადოსანი ბოცვერი ხარ! მსუყე, გემრიელი ნაჭერი ხარ... ოოოო... პატარავ, შენ
სუინგის სულთანი ხარ... ყველაფერი ხარ ჩვენთვის».

ყოველი ჩვენგანი წყალში ამოვლებული ყვავილების ფურცლებით დალოცეს.


მთელმა ოჯახმა სათითაოდ ღუღუნით შემოატარა ბავშვი იქაურობას, სანამ
კეტუტი უძველეს მანტრას მღეროდა. მეც კი მომცეს უფლება, ბავშვი ხელში
ამეყვანა, ჯინსში გამოწყობილსაც! მე კი, ჩემებურად დავლოცე და ყურში
ჩავჩურჩულე: «ბედნიერი იყავი, იღბალს გისურვებ და სიმამაცეს».

ისეთი სიცხე იყო, ჩრდილშიც კი ყველაფერი დუღდა. ზონრებით მორთული


ახალგაზრდა დედიკო, რომელსაც თხელი კაბიდან სექსუალური ბიუსტჰალტერი
მოუჩანდა, ოფლში იწურებოდა. ახალგაზრდა მამიკო ამაყად იკრიჭებოდა და ისიც
ოფლად იღვრებოდა.

ბებოები მარაოს ინიავებდნენ, დაიქანცნენ, სხდებოდნენ, დგებოდნენ, ცხვირს


იბზუებდნენ შემწვარ ღორზე, იგერიებდნენ ძაღლებს. ყველას სახეზე
ერთდროულად ეწერა დაინტერესებაც და უინტერესობა, დაღლილობა, სიცილი
და სერიოზულობა... მაგრამ კეტუტი და ბავშვი, ჩანს, თავიანთ წრეში მოექცნენ

339
და ერთმანეთს ყურადღებით თაფლავდნენ. ჩვილი ექიმბაშს მთელი დღე თვალს
არ აშორებდა. ვის გაუგია, ბავშვი თაკარა მზეში არ ტიროდეს, ეძინოს ან ვიღაცას
ცნობისმოყვარე თვალით მიშტერებოდეს? კეტუტმაც კარგად შეასრულა თავისი
საქმე. გოგონამ სრულყოფილად მოახდინა ტრანსფორმაცია ღმერთის
სტატუსიდან ადამიანის სტატუსისკენ. თავის პასუხისმგებლობებს უკვე
ღირსეული ბალელი ქალივით რიგიანად უმკლავდებოდა, შეიცნო საკუთარი
რწმენა და კულტურის მოთხოვნები. რიტუალის ბოლოს, ბავშვი თეთრ მიტკლის
ნაჭერში გაახვიეს, ფეხებს ქვემოთ კარგად ჩამოუშვეს, ეს კი, ამ ჭეშმარიტ
დებიუტანტს, უფრო მაღალსა და სეფექალივით ლამაზს აჩენდა. კეტუტმა
კერამიკის თასზე სამყაროს ოთხი მიმართულება დახატა, მერე თასი წმინდა
წყლით აავსო და ძირს დადგა. ეს ხელნაკეთი კომპასი კი, კარგად მიანიშნებდა
მიწაზე იმ წერტილს, სადაც ბავშვს პირველად შეეძლებოდა ფეხის შეხება.

მთელი ოჯახის წევრები ერთდროულად ეპოტინებოდა თითქოს, ბავშვს და... აი!


აღსრულდა! გოგონას ტერფები ოდნავ ჩააყოფინეს წმინდა წყალში, ზუსტად
ჯადოსნური ნახატის თავზე, სადაც მთელი სამყაროს კომპასი იყო ჩამაგრებული
და შემდეგ მისი თითის წვერები სათუთად შეახეს მიწას. სველი ნაფეხურები
მიწაზე დარჩა და შემდეგ კვლავ აიტაცეს ჰაერში, დიდებულ, ბალინურ ქსელში
გზის გასაკვლევად. იმისთვის, რომ კარგად შეეგრძნო და გაეთავისებინა, ბოლოს
და ბოლოს, ვინ იყო. ყველა აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს. ახლა გოგონა ერთ-
ერთი ჩვენიანი იყო. ადამიანური მოდგმის ნაწილი, ყველა მისი რისკითა და
გულის ფანცქალით, ინკარნაციის რთული ტრადიციით. ბავშვმა ზემოთ აიხედა,
შემდეგ გარშემო მიმოიხედა და გაიღიმა. ის ღმერთი აღარ იყო. ეს დიდად არ
ანაღვლებდა. არც შეშინებულს ჰგავდა რამით. ყოველი გადაწყვეტილებით, რაც
კი ოდესმე მიუღია, ბოლომდე კმაყოფილი გახლდათ.

106

უაიენის გარიგება ჩაიშალა. ფილიპის ნაპოვნი მიწის ყიდვა არ შედგა. როდესაც


ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი, ბუნდოვანი პასუხი გამცა. მგონია, არც არასოდეს

340
მეტყოდა სიმართლეს. დასამარდა ეს საქმე და პანიკაში ვვარდები. ვცდილობ,
ავუხსნა, რატომ მეჩქარება.

– უაიენ, ორ კვირაზე ნაკლებ დროში უკვე ამერიკაში ვიქნები. მეგობრებს


თვალებში ვერ შევხედავ, თუ სახლი არ გექნება.

– ჰო, მაგრამ, ლიზ, ადგილს აუცილებლად, კარგი ტაქსუ უნდა ჰქონდეს...

ყველა საკუთარი მიზეზებით იჩქარის. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უაიენი


ფილიპის სახლში აღელვებული რეკავს. როგორც იქნა, ისეთი მიწა უნახავს,
თვითონ რომ მოსწონს. ქალაქთან ახლოს, წყნარი გზის პირას, ბრინჯის
ზურმუხტისფერი მინდვრებით. კარგი ტაქსუ ყოფილა მასზე დაწერილი. უაიენის
თქმით, ეს მიწა მამამისის ფერმერ მეგობარს ეკუთვნის და სასწრაფოდ ფული
სჭირდება. ეს კაცი შვიდ აროს ყიდის, მაგრამ მხოლოდ ორ აროს გავწვდები და
თანახმაა მომყიდოსო. უაიენს მოსწონს, მეც მომწონს, ფილიპსაც მოსწონს...

ტუტი ბალახზე ხელებგაშლილი წრიულად დარბის, პატარა ბალელი ჯული


ენდრიუსიც საოცრად კმაყოფილია. «იყიდე», – ვეუბნები უაიენს. თუმცა,
რამდენიმე დღე გადის და ის კვლავ ფერხდება. «გინდა იქ ცხოვრება, თუ არა?» –
ვუმეორებ. ცოტა ხანს ფეხს ითრევს, მერე ისევ სხვანაირად ატრიალებს
ფირფიტას. დღეს დილით გამოაცხადა, რომ პატრონმა ზუსტად არ იცის,
რამდენად გაყიდის ორ აროს, შეიძლება, მთლიანად მოინდომოს გასაღებაო.
პრობლემა ცოლშია. უნდა დაელაპარაკოს და გაარკვიოს, თუ შეუძლია მიწის
გაყოფაო... უაიენი ამბობს, აი, უფრო მეტი ფული რომ მქონდესო... ღმერთო
მაღალო! ამ ქალს სურს, მთელი ჩემი ფული მისთვის გავიღო, რომ მთლიანი მიწა
იყიდოს... ვცდილობ კიდეც რაღაცნაირად, დამატებით 22.000 ამერიკული
დოლარი ვიშოვო, მაგრამ მაინც ვეუბნები: «უაიენ, ვერ დაგეხმარები. ფული არა
მაქვს. ვერ მოელაპარაკები ფერმერს?»

ის თვალებში აღარ მიყურებს. ვატყობ, საქმეს ართულებს და ამბებს თხზავს.

იმ დღეს მისტიკოსს ვეწვიე. ტრანსში ჩავარდა და მითხრა, აუცილებლად, მთელი


შვიდი არო უნდა შეიძინო იმისათვის, რომ კარგი სამკურნალო ცენტრი გახსნაო...
ეს ბედიაო... მისტიკოსს ისიც უთქვამს, მთლიანად თუ შეისყიდი მაგ ნაკვეთს,
ერთ დღეს საუცხოო სასტუმროსაც კი ააშენებო... საუცხოო სასტუმრო!..

341
ღმერთო!..

უცბად, ვყრუვდები, ჩიტების ჭიკჭიკი აღარ მესმის, აღარ გალობენ, უაიენი პირს
ამოძრავებს, თუმცა მეტად აღარ ვუსმენ. ერთადერთ დასკვნამდე მივდივარ:
«უბრალოდ, გხმარობს და მეტი არაფერი, სუსნია!!!» ვდგები, უაიენს
ვემშვიდობები, სახლისკენ ნელა მივდივარ და ფილიპს დაჟინებით ვთხოვ
პასუხს ადრე გამოთქმული აზრისთვის:

– მართლა მხმარობს?

მას ხომ ერთხელაც არ მოუცია შენიშვნა ჩემი და უაიენის საქმიანობის შესახებ.

– ძვირფასო, – მეუბნება კეთილგანწყობით – რა თქმა უნდა, გხმარობს.

გული ფეხებში ჩამიცურდა.

– თუმცა, ინტენსიურადაც არა! – ამატებს სასწრაფოდ, – შენ უნდა ჩასწვდე,


ბალიზე დამკვიდრებულ აზროვნებას. აქაურები მუდმივად ცდილობენ,
ჩამომსვლელებს რაც შეიძლება მეტი ფული წაჰგლიჯონ. ამგვარად შველიან
თავს. იმ ფერმერზეც რაღაც ამბებს თხზავს.

ძვირფასო, როდის იყო, ბალელი კაცი ცოლს უთანხმდებოდა ბიზნესგარიგებაზე?


იმ კაცს ერთი სული აქვს, როდის გაყიდის მიწის თუნდაც სულ მცირე ნაგლეჯს,
თანხმობაც კი მიცემული აქვს უკვე ამის შესახებ. მაგრამ, მადა ჭამაში მოდის და
ახლა, ქალბატონს მთლიანად მოუნდა მიწა. და შენ უნდა, გაყიდვინოს.

დაჟინებით უარვყოფ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ უაიენისგან არც მინდა


წარმოვიდგინო მსგავსი საქციელი. მეორეც, იმიტომ, რომ მძულს საუბარში ამ
კულტურული გავლენის ხაზგასმა. თეთრების მიერ რასობრივი ჩაგვრა. «ამ ხალხს
მონური სული აქვს და ამიტომაც», – ეს ფილიპის არგუმენტია.

მაგრამ, ფილიპი ხომ კოლონიალისტი არ არის, ის ბრაზილიელია. მონდომებით


მიხსნის:

– მე სამხრეთ ამერიკის სიღარიბეში გავიზარდე, ლამაზო. ამას ძნელად გაიგებ.


სიღარიბე ოხერი რამაა. შენ უაიენს იმაზე გაცილებით მეტი ფული აჩუქე, ვიდრე
ოდესმე წარმოედგინა. სიგიჟის პირას არის მისული, იმდენად სასწაულით

342
მოცული ქველმოქმედი ხარ მისთვის. ბოლომდე უნდა მოგწველოს, სანამ
წახვალ. ღვთის გულისათვის, სულ რაღაც ოთხი თვის წინ, საცოდავ ქალს
საკვების ფულიც არ გააჩნდა ბავშვებისთვის, ახლა სასტუმროც მომინდომა!

– როგორ მოვიქცე?

– რაც უნდა მოხდეს, არ გაბრაზდე. თუ გაბრაზდები, დაკარგავ და დასანანი


იქნება, იმიტომ რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დიდებული ადამიანია და
ძალიან უყვარხარ. ეს უბრალოდ, თვითგადარჩენის მისეული ტაქტიკაა და მიიღე
ისეთი, როგორიც არის. ნუ იფიქრებ, რომ ცუდი ადამიანია ან მის ბავშვებს
მართლაც არ სჭირდებათ შენი დახმარება. არ მისცე ნება, შენით ისარგებლოს. ეს
არის და ეს. უკვე მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ გამეორდა და ამას ვხედავ,
ძვირფასო. აქ დიდხანს მცხოვრები დასავლელები ორ ნაწილად იყოფიან. ერთი
ნაწილი მუდმივად ტურისტის როლს თამაშობს და ერთსა და იმავეს იმეორებს,
რა კარგები არიან ბალელები... რა სასიამოვნონი... რა გრაციოზულებიო... და
სულელივით იქცევა. მეორე ნახევარი კი, ისეთი იმედგაცრუებულია, რომ
ბალელების ატანა აღარ შეუძლიათ. სირცხვილია. ამით ისინი საუკეთესო
მეგობრებს კარგავენ.

– ჰო, მაგრამ, მე რა ვქნა?

– შენ ის უნდა ქნა, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიბრუნო. ეთამაშო, ზუსტად


ისე, როგორც თვითონ გეთამაშება. დაემუქრო ისე, რომ მოქმედების
აუცილებლობაში დაარწმუნო. ამით დიდ საქმეს გაუკეთებ. მას სახლი სჭირდება!

– თამაშის ხასიათზე სულაც არა ვარ, ფილიპ!

თავზე მკოცნის.

– მაშინ, ბალიზე ვერ იცხოვრებ, საყვარელო.

შემდეგ დილას გეგმას ვაწყობ. ვერ ვიჯერებ, რომ კეთილი ძალების ამოცნობისა
და ბოროტებასთან ბრძოლაში დაკარგული ერთი წელი ტყუილად დამიხარჯავს
და დიდი ტყუილის საფრთხის წინაშე დავდექი. საქმე ისაა, რომ აქ მე მიწევს ჩემი
უსაყვარლესი, დასთან გაიგივებული ადამიანის მოტყუება. იმის მოტყუება, ვინც
თირკმლები გამიწმინდა და გამაჯანსაღა. ღმერთო, მაღალო! ნუთუ, ტუტის
დედიკო უნდა მოვატყუო?
343
ქალაქს დავუყევი და უაიენის მაღაზიას მივაშურე. შემეგება და ჩამეხუტა. ხელი
გავაშვებინე. თავს ვიკატუნებ, რომ გაბრაზებული ვარ.

– უაიენ, – ვეუბნები, – უნდა ვისაუბროთ. სერიოზული პრობლემა მაქვს!

– ფილიპთან?

– არა, შენთან.

თითქოს გული მისდის.

– უაიენ, ჩემი მეგობრები შენზე გაბრაზდნენ.

– ჩემზე? რატომ, საყვარელო?

– იმიტომ რომ, ოთხი თვის წინ იმდენი ფული გამოგიგზავნეს სახლის საყიდლად.
შენ კი, ჯერ არ გიყიდია. ყოველდღიურად, ელექტრონული ფოსტით
მეკითხებიან, სად არის უაიენის სახლი, სად არის ჩვენი ფულიო... ჰგონიათ, შენ
ის მოიპარე და სხვა რაღაცაში გინდა, გამოიყენო. – არაფერიც არ მომიპარავს! –
მპასუხობს უაიენი.

– აი, ჩემი მეგობრები კი ფიქრობენ, რომ... თაღლითი ხარ.

ისე შეხტა, მეგონა, ნერწყვი სასულეში გადასცდა. თავი ძალიან


შეურაცხყოფილად იგრძნო. ფერი დაკარგა. კარგა ხანს ვანჯღრიე, რომ
გამომეფხიზლებინა, შემდეგ კი გულში მაგრად ჩავიკარი.

– გატყუებ, უაიენ, გატყუებ! არ არის მართალი! ვიგონებ!

არა, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. მაგრამ, ღმერთო, მართლა ააკანკალა.


როგორც ჩანს, თაღლითად მონათვლა ბალელისთვის უფრო მტკივნეული
აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკელისთვის.

კულტურის ამ მხარეში, თაღლითი ყველაზე საშინელი ეპითეტია. იქ, სადაც


საუზმემდე თორმეტჯერ მაინც გაგაცურებს ვიღაც; იქ, სადაც ეს საქმე პროფესიად
არის ქცეული და არა მარტო პროფესიად, სპორტად, ხელოვნებად, ჩვევად და
თვითგადარჩენის ტაქტიკად, თაღლითის წოდება ყველაზე გამომწვევი

344
განცხადებაა. სადღაც, ძველ ევროპაში, ამისთვის ადრე დუელში გამოწვევა არ
აგცდებოდათ.

– ძვირფასო, – სლუკუნებდა უაიენი და ცრემლები სდიოდა, – მე თაღლითი არა


ვარ!

– ვიცი, ჩემო კარგო. ამიტომაც ვარ ასე გამწარებული. მინდა, ჩემს მეგობრებს
შევაგნებინო, რომ ცდებიან, მაგრამ არაფერი გამომდის.

ხელი ხელზე დამადო.

– მაპატიე, ამხელა თავსატეხი რომ გაგიჩინე, ჩემო ძვირფასო...

– მართლაც დიდი თავსატეხია. მეგობრები მოვიძულე. ამერიკაში დაბრუნებული


არ დაგინახო, სანამ უაიენს მიწას არ უყიდიო, მეუბნებიან. ასე მითხრეს, თუ მას
მიწას არ უყიდი, მაშინ... მაშინ... ფული დაგვიბრუნეო...

ახლა, გულწასულს კი აღარ ჰგავდა, მომაკვდავს დაემსგავსა. თავი ყველაზე


დიდი ოინბაზი მგონია. ამ საცოდავ ქალს წარმოდგენაც არა აქვს, რომ მის საბანკო
ანგარიშს ვერაფრით შევეხები, არათუ მის ინდონეზიელობას. თუმცა, საიდან
უნდა სცოდნოდა? ფული უცბად გაუჩენელიდან გავუჩინე საბანკო წიგნაკში.
ასევე ადვილად თუ ვერ წავიღებდი, ეს კი აღარ ეგონა.

– ძვირფასო, დამიჯერე, აუცილებლად მოვძებნი მიწას, გთხოვ, არ ინერვიულო...


სამი დღე მომეცი... და გპირდები, ყველაფერს მოვაგვარებ!

– აუცილებლად უნდა მოაგვარო, უაიენ! – მთელი სერიოზულობით ვეუბნები.


თუმცა, არ ვთამაშობ. ფაქტია, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედოს.

ბავშვებს სახლი სჭირდებათ, ის სადაცაა უნდა გამოაძევონ. რა დროს


თაღლითობაა!

– ახლა ფილიპთან დავბრუნდები და დამირეკე, როდესაც რამეს ნახავ.

ჩემს მეგობარს ვტოვებ. ვიცი, მიყურებს ზურგიდან, თუმცა არ ვტრიალდები, რომ


გავხედო. მთელი გზა ერთს შევთხოვდი ღმერთს, რომ უაიენი მართლაც
თაღლითი ყოფილიყო და მართლაც გავეცურებინე აქამდე. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მე უბრალოდ, წარმოდგენაც არა მაქვს, როგორ უნდა მოძებნოს
345
თავისთვის საცხოვრებელი ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ 18.000 დოლარი
ხელში უჭირავს. ალბათ, ამ სიღარიბიდან თავს ვერასოდეს დაიძვრენს. მაგრამ
თუ ღმერთმა ქნას და, მატყუებს, ესე იგი, თავისებური ხერხები აქვს ამისთვის და
ამ ცვალებად სამყაროში მაინც კარგად გაიტანს თავს.

სახლში ვბრუნდები და ფილიპს ვეუბნები, რომ უაიენს საშინელი მახე დავუგე


და ეს მაწუხებდა. მან ცივსისხლიანად მიპასუხა, რომ ეს ისევ უაიენს
წაადგებოდა.

სულ რაღაც ოთხ (საშინელ) საათში, ჩემმა ცრუპენტელა მეგობარმა დარეკა.


მღელვარებისგან სუნთქვა შეკვროდა. საქმე გაკეთებულიაო. სულ ახლახან
ვიყიდე ფერმერისგან ორი არო მიწა და მისი ცოლი სულაც არ იყო გამიჯნვის
წინააღმდეგიო. როგორც ირკვევა, აქ არავითარი ჯადოსნური სიზმარი არ
მუშაობდა, არც ქურუმის შეგონებანი და არც ტაქსუს რადიაციის საფეხურების
გამოცდა. უაიენს უკვე მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობაც კი აქვს.
არც მეტი, არც ნაკლები, ხელში უჭირავს! თანაც ნოტარიულად დამოწმებული!
იმასაც შემპირდა, რომ კონსტრუქციის მასალები შეუკვეთა და მუშები
მშენებლობას, შემდეგ კვირაში, ჩემს წამოსვლამდე დაიწყებდნენ. ახლა
ნერვიულობს, ისევ ვარ მასზე გაბრაზებული თუ არა. უნდა ვიცოდე, რომ
საკუთარ სხეულზე, სიცოცხლესა და სამყაროზე მეტად ვუყვარვარ და ვპასუხობ,
რომ მეც ძალიან მიყვარს. მოუთმენლად ველი როდის ვესტუმრები მის ახალ,
კოპწია სახლში.

ვთხოვე, საკუთრების უფლების დამადასტურებელი ცნობის ასლი გადამიღე-


მეთქი.

როდესაც ყურმილი დავდე, ფილიპმა თქვა, აი, ნამდვილად კარგი გოგოაო. არ


ვიცი, მას გულისხმობდა, თუ მე. შემდეგ კი ღვინო გახსნა და ახალი, ბალელი
მიწისმფლობელის სადღეგრძელო დავლიეთ. «ახლა შეგვიძლია შვებულებაში
გასვლა?» – მკითხა ფილიპმა.

107
346
არდადეგები პატარა კუნძულზე, სახელად ჯილი მენოზე უნდა გაგვეტარებინა.
ლომბოკის სანაპიროსთან ახლოს გაშხლართულ ინდონეზიურ არქიპელაგში. ეს
ბალის შემდეგი გაჩერებაა. ჯილი მენოში მანამდეც ვიყავი ნამყოფი და
ფილიპისთვის მინდოდა მეჩვენებინა, მას არ ჰქონდა ნანახი. ჩემთვის ეს ადგილი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. აქ, პირველად, ორი წლის წინ,
ჟურნალის დავალებით ჩამოვედი, როდესაც, იოგას დასვენებაზე უნდა დამეწერა,
შემდეგ კი, თავად ვიარე, იოგას აღმდგენით კურსებზე. დავალების შესრულების
შემდგომ კი გადავწყვიტე, აქაურობა უფრო კარგად შემესწავლა და
ფაქტობრივად, მთელი აზია მოვიარე.

ისეთ ადგილს ვეძებდი, სადაც ერთი ათი დღე, სრულ სიჩუმეში


განვმარტოვდებოდი და ყველაფრისგან დავისვენებდი. გადავხედე განვლილ
ოთხ წელიწადს, როდესაც ჩემს ქორწინებას ძირი ეთხრებოდა და ნგრევას
იწყებდა. როგორც იქნა, განქორწინებული და თავისუფალი ვიყავი, ახლა კი,
ცხადად ვხედავ მაშინდელი ტკივილების ქრონიკას, ყველა წვრილმანში.
ამდენად, ეს მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე ბნელი იყო, რადგან ტკივილის
მთელი თავისებური აღნაგობა, ძირიც, შუა ნაწილიც, ზედა ტანიც სახეზე იყო.
ჩემი გონება დემონების ბრძოლის ველს ჰგავდა. ვინაიდან აქ განმარტოებას
ვაპირებდი. ჩემს ყველა დაბნეულ ნაწილს თავი მოვუყარე და ერთიანობისკენ
მოვუწოდე. ვუთხარი, რომ აქ ერთსულოვნება იყო საჭირო, ერთად უნდა
დაგვესვენა... თუ «ყველა არ გავერთიანდებოდით», მაშინ, ადრე, თუ გვიან,
«ერთად» დავიხოცებოდით. ეს ყველაფერი დამაჯერებლად და საიმედოდ
ჟღერდა, მაგრამ ამ მარტოხელა კუნძულამდე, გადაცურვისა არ იყოს, ასე
შეშინებული სიცოცხლეში არ ვყოფილვარ.

წიგნებიც არ წამომიღია საკითხავად, არაფერს მინდოდა შევეწუხებინე და


ყურადღება გადამეტანა. ჩემს გონებასთან ბრძოლის ცარიელ ველზე მინდოდა
მარტო დავრჩენილიყავი. ფეხები შესამჩნევად მიკანკალებდა. შემდეგ, გურუს
ციტატა მოვიშველიე: «ნეტა ერთი, ვის ადარდებს შიში?» თავი შევიგულიანე და
განვმარტოვდი. სანაპიროზე პატარა კაბინა ვიქირავე, რამდენიმე დოლარად. პირი
დავხურე და სანამ ჩემში რაიმე შეიცვლებოდა, დამუნჯება გადავწყვიტე. ჯილი
მენოს კუნძულმა საკუთარ თავთან და სიმართლესთან შემარიგა. ამისთვის
ნამდვილად, შესაფერისი ადგილი რომ შემირჩევია, აშკარა იყო. თავის მხრივ,
კუნძული პატარა, სუფთა, ქვიშითა და პალმის ხეებით სავსე იყო, გარშემო
ლურჯი წყალი აკრავდა. სრულყოფილი წრეა, რომელსაც ბილიკი აკრავს.
347
მთლიანად, კი ფეხით, დაახლოებით ერთ საათში შემოივლი. ფაქტობრივად
ეკვატორზეა განლაგებული და დღიურ ციკლში თითქმის არანაირი ცვლილება არ
შეიმჩნევა. მზე კუნძულის ერთი მხრიდან წლის ყოველი დილის 06:30 საათზე
ამოდის და მეორე მხრიდან, საღამოს 06:30 საათზე ჩადის. ამ ადგილას სულ
მუსლიმანი მეთევზეები ცხოვრობენ თავიანთი ოჯახებით. ერთი წერტილიც კი არ
მოიძებნება, სადაც ოკეანის ხმა არ ისმოდეს. ძრავიანი მანქანები არა ჰყავთ.
ელექტროენერგია საღამოობით, რამდენიმე საათით, გენერატორით მიეწოდებათ.

ყველაზე მშვიდი ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ.

ყოველ დილით, აისზე, კუნძულს ერთი მიმართულებით ვუვლიდი გარს. დაისზე


კი, საწინააღმდეგო მიმართულებით ვაკეთებდი იმავეს. დანარჩენ დროს ვიჯექი
და უბრალოდ ვაკვირდებოდი. ვაკვირდებოდი საკუთარ ფიქრებს, განცდებს,
ემოციებს, ვუყურებდი მებადურებს. იოგას საგები ამბობენ, რომ ყველა
ადამიანური ტკივილი, ისევე როგორც სიხარული, სიტყვებით არის გამოწვეული.
სიტყვებს კი იმისთვის ვქმნით, რომ კარგად განვსაზღვროთ ჩვენი გამოცდილება,
გარშემო რომ გვირბენს, ჯაჭვზე დაბმული ძაღლივით. გვაჯადოებს ჩვენივე
საკუთარი მანტრები (მე უიღბლო ვარ, ბედუკუღმართი... მარტოსული...
ბედუკუღმართი... მარტოსული...) და ასე ვქვავდებით. ცოტა ხნით ლაპარაკის
შეწყვეტა, სიტყვებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას ნიშნავს. სულის
მხუთავი მანტრასგან გათავისუფლებას... ცოტა დიდი ხანი დამჭირდა ნამდვილი
სიჩუმის შესაგრძნობად. მას შემდეგაც კი, რაც ლაპარაკი შევწყვიტე, შევატყვე,
რომ ენა მებმოდა. ჩემი ორგანოები და სასაუბრო კუნთები – ტვინი, ყელი,
გულმკერდი, კისერი და კეფა, ნარჩენი ეფექტების ვიბრაციას გამოსცემდა, მას
შემდეგ, რაც ლაპარაკი შევწყვიტე. თავში სიტყვების ანარეკლი ისმოდა,
დაახლოებით ისე, როგორც ბაგა-ბაღის ბავშვები ტოვებენ ხმებს გადახურულ
აუზში ცურვის შემდეგ. ის მოდუდუნე ხმები რომ ჩამეხშო, ალბათ რამდენიმე
დღე დამჭირდა. შემდეგ, ყველაფერი თავისით დალაგდა. მდუმარების
მდგომარეობაში, ყველაფერი საზარელი და საძულველი ჩემს ცარიელ გონებაში
მოძრაობდა. თავს დეტოქსიკაციაში მყოფი ნარკომანივით ვგრძნობ, მიღებული
შხამისგან რომ იკლაკნება. ბევრს ვტიროდი. ბევრსაც ვლოცულობდი. ძალიან
რთული და საშიში იყო, მაგრამ რაც უფრო მეტს ვაცნობიერებდი, მით უფრო
ნაკლებად მინდოდა იქ ყოფნა. არც ვინმე მსურდა, იქ ყოფილიყო, უბრალოდ,
კარგად მესმოდა, რომ იქაურობა ძალიან მჭირდებოდა და მარტოს უნდა
გადამელახა ეს ყველაფერი.
348
იყვნენ იქ სხვა, ტურისტი წყვილებიც, რომანტიკულ არდადეგებს რომ
ატარებდნენ (ჯილი მენო ძალიან ლამაზი ადგილია, წყვილების დასასვენებლად,
მაგრამ განსამარტოებლად მხოლოდ გიჟებისთვის გამოდგება). ვუყურებდი ამ
წყვილებს და მშურდა მათი რომანტიზმის, თუმცა, ერთი ვიცოდი: «ახლა,
შენთვის, მეორე ნახევრის ძებნის დრო არ არის, ლიზ. აქ შენ სხვა დავალება გაქვს
შესასრულებელი».

ყველას ვერიდებოდი. ხალხიც დიდად არ მაწუხებდა. მარტო მტოვებდნენ.


ალბათ, რაღაც საშიში ვიბრაცია მქონდა. მთელი წელი არ ვყოფილვარ კარგად, არ
შეიძლება ძილისა და წონის ერთიანად დაკარგვა. არ შეიძლება ამდენი ტირილი
და შეშლილის სახით სიარული. ჰოდა, არავინ მესაუბრებოდა. თუმცა არა,
ტყუილია. ერთი სულიერი მესაუბრებოდა ყოველდღე. ერთი პატარა ბიჭი იყო, იმ
«ბანდის» წევრი, სანაპიროზე რომ ტურისტებს ახალ ხილს სთავაზობენ. სადღაც
ცხრა წლისა უნდა ყოფილიყო და ბანდის მეთაურს ჰგავდა. ძალიან ძველბიჭური
და აჯაჯულ-დაჯაჯული დაიარებოდა. ქუჩის გონიერს დავარქმევდი, საერთოდ
რომ ვიცოდე, ამ კუნძულს ქუჩა გააჩნია თუ არა... სანაპიროს გონიერი კი,
ნამდვილად იყო. რაღაცნაირად დიდებული ინგლისური უსწავლია. ალბათ,
ჩამოსული, გარუჯული დასავლელებისგან.

მის გარდა, ჩემთვის არასოდეს არავის უკითხავს, საიდან ვიყავი. არავინ


მაწუხებდა, მაგრამ ეს უჩვეულო ბიჭი მოდიოდა, გვერდით მიჯდებოდა და
მოთხოვნის ტონით მეკითხებოდა:

«რატომ არასოდეს ლაპარაკობ? ასეთი უცნაური რატომ ხარ? ვითომ არ გესმის!


ვიცი, რომ გესმის! რატომ ხარ ყოველთვის მარტო? რატომ არასოდეს ცურავ? სად
არის შენი მეგობარი ბიჭი? რატომ არ გყავს ქმარი? რა გჭირს?»

აბრას ვგავდი: «უფრთხილდით ბავშვებს!» რა გინდა, რას დამტრიალებ, ბავშვო,


რატომ ხარ ჩემი უსაზიზღრესი ფიქრების ასლი? ყოველ დილით ვცდილობდი
მისთვის კეთილად გამეღიმა, ზრდილობიანი ჟესტით მივსალმებოდი და თავი
დამენებებინა, მაგრამ იქამდე შემიჩნდებოდა, სანამ წყობიდან არ გამომიყვანდა.
სხვათა შორის, ყოველთვის ახერხებდა ჩემს წყობიდან გამოყვანას. მახსოვს,
ერთხელ, როგორ ავფეთქდი და ვუღრიალე: «არ გელაპარაკები, იმიტომ რომ,
სულიერების მოგზაურობას ვუწყობ ჩემს თავს. ვინ გეკითხება შენ! უზრდელო
ბავშვო! დამეკარგე აქედან!»

349
სიცილით გაიქცა. ყოველდღე, როცა კი რამეზე პასუხს გავცემდი, იცინოდა და
გარბოდა. საბოლოოდ, მეც მეცინებოდა. ერთხელაც გამომეპარა თვალსაწიერიდან.
მომენატრა ეს აბეზარი ბიჭი და მოუთმენლად ველოდი. ამ მოგზაურობაში ჩემი
კომედიური შესვენება იყო ეს ბავშვი. წმინდა ანტონმა ერთხელ დაწერა, რომ
ყველანაირი ხილვით, მოჩვენებებით, ანგელოზებით, ეშმაკებით გაწამებულს
სიჩუმეში ესაჭიროებოდა დასვენება. მარტოობაში სატანა ზოგჯერ ანგელოზად
ეჩვენებოდა. ანგელოზი კი – პირიქით. მერე ჰკითხეს, ერთმანეთისგან როგორ
არჩევო. მან კი უპასუხა, რომ მათთან ურთიერთობის შემდეგ დატოვებული
გრძნობით ხვდებოდა განსხვავებას. თუ აღშფოთებული ხარ, ე.ი. ეშმაკი
გესტუმრა. თუ განათებული ხარ, მაშინ – ანგელოზი.

მე არ ვიცი, ის პატარა პანკი, სულ რომ ასე მაცინებდა, ეშმაკისეული იყო თუ


კეთილი სული. მდუმარების მეცხრე დღეს, სანაპიროზე, მზის ჩასვლისას,
მედიტაციაში შევედი და გვიან შუაღამემდე არ ავმდგარვარ. «ეს ის არის, ლიზ, –
ვეუბნებოდი ჩემს გონებას, – ახლა გაქვს შანსი. მაჩვენე ყველაფერი, რაც
გადარდიანებს, რაც შენს გულის ტკივილს იწვევს. გულში არაფერი დაიტოვო».

ფიქრები და ნაღვლიანი მოგონებები ერთიმეორის მიყოლებით იშვერდნენ


ხელებს და ერთმანეთის გამოსაცნობად დგებოდნენ. თითოეულ ფიქრს, დარდის
თითოეულ ერთეულს თვალებში ჩავხედე და მათი არსებობის ტკივილი
(ყოველგვარი თავდაცვის გარეშე) საკუთარ ტყავზე ვიგრძენი. შემდეგ დარდს
მივმართე: «ყველაფერი რიგზეა. მე შენ მიყვარხარ. გიღებ. გაღიარებ. შემოდი ჩემს
გულში და ამით მოვრჩეთ ყველაფერს». თითქოს ცოცხალი არსება ყოფილიყოს,
ცხადად ვიგრძენი, როგორ შემოაბიჯა დარდმა ჩემს გულში (თითქოს ოთახი
ყოფილიყო და არა გული).

– შემდეგი! – დავიძახე. და ახლა სევდის ახალი ნაგლეჯი შემოვიდა ჩემს გულში.


ისიც დავლოცე და გაშლილი ხელებით მივიღე. თითოეულ დამადარდიანებელ
ფიქრს იმავე წარმატებით მივდიე, ნელ-ნელა წლებით უკან დავიწიე, სანამ
ყველაფერს ბოლო არ მოვუღე. შემდეგ გონებას ვუთხარი, ახლა ბრაზი მაჩვენე-
მეთქი.

ბრაზი... ოჰ... განრისხების ყველა შემთხვევა შეთქმულივით ამოტივტივდა და


ცნობილი გახდა. ყოველი უსამართლობა, ყოველი ღალატი, ყოველი დანაკარგი,
ყოველი გაშმაგება... ყველა სათითაოდ ვნახე. ყველა ვაღიარე და მივიღე. ყოველ

350
წვრილმანს ღრმად ვგრძნობდი ჩემში, თითქოს პირველად ხდებოდა და
ვეუბნებოდი, შემოდით ჩემს გულში. აქ შეგიძლიათ მოისვენოთ, უსაფრთხოდ
იქნებით.

ყველაფერი მორჩა. ყველანი მიყვარხართ-მეთქი. ეს ამბავი საათობით გაგრძელდა.


ამ გრძნობათა საპირისპირო პოლუსებში დავქროდი და ყველაფერი ჩემში
თანამიმდევრობით, მონაცვლეობით, ცვალებადობით, სიმშვიდით, არეულობით,
ბრაზით, ძვლების გახვრით იკავებდა ადგილს. როგორც კი ბრაზი ჩემს გულში
შემოვიდა, თითქოს კართან დაწვა, ძმებს გაუძალიანდა და ბრძოლა დათმო.

შემდეგ კი ყველაზე რთული ნაწილის დრო დადგა. ჩემს გონებას ვთხოვე, მაჩვენე
სირცხვილი-მეთქი.

აი, მაშინ კი ვნახე საშინელებათა ჟანრის ფილმები... ჩემი ყოველი წაგების


ნაღვლიანი ზეიმი, ტყუილები, ეგოიზმი, ეჭვიანობა, ამპარტავნობა... დიდად არც
ერთს დავუთრგუნივარ... «მაჩვენე ყველაზე უარესი», – ვთქვი მე. როდესაც ამ
ერთეულების გულში შემოშვება ვცადე, ყოველ მათგანს რცხვენოდა და კართან
ჩერდებოდა. არა, ნამდვილად არ გჭირდები მე მანდო, ასე მპასუხობდნენ.
მოდით, მოდით, როგორ არ მჭირდებით, ზუსტადაც თქვენ მჭირდებით-მეთქი.
თქვენც კი... ყველაფერი კარგად არის, მე ყველაფერი გაპატიეთ, ახლა ჩემი
ნაწილები ხართ და დამთავრდეს ჩვენი ქიშპობა, ერთხელ და სამუდამოდ-მეთქი.
როდესაც ყველაფერი დავასრულე, უკვე ცარიელი ვიყავი. აღარაფერი იბრძოდა
ჩემში. აღარ მაწვალებდა უამრავი «მე»-ს ჭიდილი. გულში ჩავიხედე, ჩემს
საკუთარ ქალღმერთში, მისი ტევადობა შევამოწმე. ოი, რამოდენა ყოფილა. არც
ისე გამვსებია გული, როგორც მეგონა. ამდენი დამაქცევარი დარდის, ბრაზის,
სირცხვილის რეციდივიც კი, გულმა ადვილად მიიღო, აღიარა და მეტიც...
ყველაფერი აპატია მათ. მისი სიყვარული მარადიულია და განუზომელი. ასეა
უფალიც. მას ვუყვარვართ, ყველას გვიღებს, გვაღიარებს, გვაპატიებს... და არსად,
დედამიწაზე ჯოჯოხეთივით საშინელი ადგილი არ მოიძებნება, თუ არა ჩვენს
საკუთარ დაზაფრულ გონებაში.

ერთ უბრალო, გონებაშეზღუდულ, სახიჩარ ადამიანსაც კი შეუძლია ასეთი


ეპიზოდი გამოცადოს, აპატიოს ყველაფერი საკუთარ «მე»-ს, მიიღოს ის და
აღიაროს, როგორიც არის. და ახლა, წარმოიდგინეთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ!

351
უფალს, მისი უსაზღვრო მოწყალებით და შემწყნარებლობით რამდენი შეუძლია
მოგვიტევოს და მიიღოს ჩვენგან!

ისიც კარგად ვიცოდი, ამგვარი სიმშვიდის განცდა დროებითი შვება იყო. ვიცოდი,
რომ ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია ბრაზთან, დარდთან, მოწყენილობასთან და
სირცხვილთან საქმის მოგვარება. ისინი ისევ ამოძვრებოდნენ გულიდან და
გონებაში გადაინაცვლებდნენ. ვიცოდი, რომ კვლავ და კვლავ მომიწევდა ჩემს
ფიქრებთან ომი, სანამ, ნელ-ნელა, საბოლოოდ შევცვლიდი ცხოვრებას. ეს არ არის
ადვილი საქმე.

მაგრამ იმ სანაპიროს ბნელ ღამეში, ჩემმა გულმა გონებას უთხრა: «მიყვარხარ,


არასოდეს მიგატოვებ, ყოველთვის შენზე ვიზრუნებ». ეს დაპირება გულიდან
ზემოთ ამოტივტივდა, პირით დავიჭირე და იქ დავტოვე... რა დაუვიწყარი გემო
ჰქონია... ამ გემოთი დავტოვე სანაპირო და ჩემს პატარა ქოხში დავბრუნდი.
ცარიელი რვეული ვიპოვე. პირველ გვერდზე გადავშალე და მხოლოდ მაშინ
გავაღე პირი. სიტყვები კი ჰაერში თავისუფლად გავუშვი და ფანქარს მათი ვეება
განცხადების ფურცელზე გადმოტანის ნება დავრთე: «მიყვარხარ, არასოდეს
მიგატოვებ, ყოველთვის შენზე ვიზრუნებ». ეს იყო ჩემ მიერ დაწერილი პირველი
სიტყვები, პირად დღიურში, რომელსაც მას მერე სულ თან ვატარებ.
რამდენჯერაც გამიჭირდებოდა, მთელი ორი წლის შემდეგაც კი, გადავშლიდი და
ამოვიკითხავდი იმას, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. შიშისა და თავზარის
ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი...

ეს დღიურიც სიყვარულის დაპირებით გაიჟღინთა... ეს კი, მარტოოდენ ერთი


მიზეზია, რამაც ცხოვრების დანარჩენ წლებში თავი ამარიდა...

108

ახლა კი სულ სხვა ვითარებაში ვბრუნდები ჯილი მენოზე. მას შემდეგ, რაც
აქაურობას ბოლოს ვეწვიე, რაც მსოფლიო შემოვიარე, ჩემი განქორწინების
საქმეები მოვაწესრიგე, დევიდთან განშორების შემდეგ გადარჩენა შევძელი,
ყველა სახის მკურნალობას შევეშვი, ახალ უცხო ენაზე ლაპარაკი დავიწყე,

352
ჩემთვის დაუვიწყარ წუთებში, ინდოეთში ყოფნისას ღმერთს ხელით შევეხე,
ინდონეზიელი ექიმბაშისგან ბევრი რამ ვისწავლე და ოჯახს, რომელსაც
საცხოვრებელი ჰაერივით სჭირდებოდა, სახლი ვაჩუქე, – ნამდვილად ბედნიერი,
ჯანმრთელი და გაწონასწორებული ვარ... დიახ, ასეა... ახლა მივხვდი! ჩემს
საყვარელ ბრაზილიელთან ერთად მშვენიერი, პატარა ტროპიკული
კუნძულისკენ მივცურავ. უნდა გამოგიტყდეთ, ეს გახლავთ ამ ამბის,
დიასახლისის ოცნების წიგნის თითქმის სასაცილო და ზღაპრული დასასრული
(რამდენიმე წლის წინ ჩემი ოცნებაც ასეთი იყო).

ჯადოსნური ამბის სუსტი ანარეკლი სინამდვილედ რომ არ მივიჩნიო,


სიმართლეს უნდა გავუსწორო თვალი. სიმართლე კი ის არის, რამაც ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალნაირად შემცვალა – მე უფლისწულს არ
გადავურჩენივარ; თავად ვიყავი ჩემი თავის გადამრჩენელი. სადღაც ერთხელ
წაკითხულივით, ოცნება ამიხდა. აი, ძენ-ბუდისტებს რომ სწამთ, ისე. მათ
სჯერათ, რომ მუხის ხე ორი ზებუნებრივი ძალის მიერ არის შექმნილი. აშკარად
არსებობს რკო, რისგანაც იგი იწყება. თესლი, რომელშიც მისი მომავალი და
პოტენციალია თავმოყრილი, რომელიც შემდეგ ხედ გაიზრდება. ყველას შეუძლია
ამის დანახვა. მაგრამ ძნელად თუ შეუძლია ყველას სხვა ძალის მოქმედების
აღქმა, თავად მომავლის ხისა. იმდენად სწყურია მას არსებობა, რომ ისხამს რკოს,
რომელიც თესლად იქცევა, სიცარიელისგან გამოსასვლელად რომ მოილტვის.
არაფრისგან ზრდასრულ, მომწიფებულ ქმნილებად გარდაიქმნება.

ძენები ამბობენ, რომ მუხის ხე თვითონ ქმნის რკოს, რომლისგან შემდეგ


თვითონვე იბადება. მე ახლა, საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდი, იმ ქალზე
ვფიქრობ; იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ახლა ვცხოვრობ; იმაზე, რომ ყოველთვის
ასეთი მინდოდა ვყოფილიყავი და ასეთი ცხოვრებით მეცხოვრა. ფარსი
მომეშორებინა თავიდან, თითქოს მე არ ვიყავი და იყო ვიღაც სხვა. ვიხსენებ, ამ
წლების განმავლობაში რა გადავიტანე აქ მოსვლამდე და მიკვირს, ნუთუ
მართლაც მე ვარ... ასეთი ბედნიერი და გაწონასწორებული... პატარა,
ინდონეზიურ თევზსაჭერ გემზე ვთვლემ. ჩემში კი, სულ სხვა, უფრო
ახალგაზრდა, უფრო თავგზააბნეული და უფრო მებრძოლი ადამიანი ვიპოვე ამ
ძნელბედობის წლებში.

ახალგაზრდა «მე»-ს უდიდესი პოტენციალი აქვს. მუხის რკოსავითაა, თუმცა,


არსებული მუხის ხე ჩემზე უფროსია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩამძახის:

353
«ჰო, აბა – გაიზარდე, შეიცვალე, განვითარდი! მოდი, იქ შემხვდი, სადაც მთელი
ჩემი არსებით და სრულყოფილებით ვარსებობ! მინდა ჩემში გაიზარდო!» იქნებ ეს
აწმყო იყო და ამ აწმყოში, მე მთლიანად რეალიზებული გახლდით. იქნებ ოთხი
წლის წინ აბაზანის იატაკზე რომ ვტიროდი, ისა ვარ... იქნებ სულაც ის ვიყო, ვინც
მაშინ სასოწარკვეთილ გოგოს ყურში სიყვარულით ჩასჩურჩულა: «წადი, დაწექი,
ლიზ». მან უკვე იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საბოლოოდ კი,
ყველაფერი აქ მოგვიყრიდა თავს. ზუსტად აქ, ზუსტად ამ მომენტში. ყოველთვის
ველოდებოდი ამ მომენტს. მოთმინებით და მთელი არსებით. ველოდი, როდის
მოვიდოდა და შემომიერთდებოდა...

ფილიპი იღვიძებს. მთელი შუადღე ძილ-ღვიძილში გავატარეთ, ერთმანეთის


მკლავებში, ინდონეზიელი მებადურის ნავში... ოკეანე გვარწევს. მზე
გვაცხუნებს. უდარდელად ვწევარ, თავი მის მკერდზე მიდევს, ფილიპი კი
მეუბნება, რომ ძილში ერთი იდეა მოუვიდა. «ხომ იცი, აუცილებლად უნდა
დავრჩე ბალიზე, იმიტომ, რომ აქ ბიზნესი მაქვს. თანაც, ავსტრალიასთან და ჩემს
ბავშვებთან ახლოს ვარ. ბრაზილიაშიც ხშირად მომიწევს ჩასვლა, ქვების და
ოჯახის გამო. შენ, აშკარაა, შტატებში გესაჭიროება ყოფნა, იქ არის შენი
სამსახურიც, ოჯახიც, მეგობრებიც იქ არიან... ჰოდა, ვფიქრობდი... იქნებ ჩვენი
ცხოვრება, სადმე ამერიკას, ავსტრალიას, ბრაზილიასა და ბალის შორის
ვაშენოთ?» უცნაურად გამეცინა. რატომაც არა? მაგრამ, ამის განხორციელება
ადვილი არ იქნებოდა. ასეთმა ცხოვრებამ შეიძლება სხვები ჭკუიდან
გადაიყვანოს. მაგრამ ჩემთვის აქ არაფერია უცნაური.

ყველაფერი უკვე ადვილად ჟღერს. უნდა ვაღიარო, მისი იდეის პოეტურობა


ძალზე მხიბლავს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... მთელი წელი უშიშრად
«ი»-ებში გავლიე. ახლა კი, მოგზაურობის ახალი თეორია შემომთავაზეს:
ავსტრალია, ამერიკა, ბალი, ბრაზილია. ა, ა, ბ, ბ – როგორც კლასიკური ლექსი,
დაწყვილებული სტრიქონებით. პატარა ნავმა ჯილი მენოს ნაპირის მოშორებით
ჩაუშვა ღუზა. ამ კუნძულზე ნავსაყუდელი არა აქვთ. შარვალი უნდა აიკეცო,
გადმოხტე ნავიდან, ნაპირზე თვითონვე მოზიდო და ნავი დაიმორჩილო. თავით
ფეხებამდე თუ არ დასველდები, ვერანაირად გაუმკლავდები ამ საქმეს. თუმცა,
ჩიტი ბრდღვნად ღირს. სანაპირო აქ ისეთი ლამაზი და განსაკუთრებულია, ყველა
დასველდებოდა მის გამო.

354
მეც და ჩემმა შეყვარებულმაც ამავე გზას მივმართეთ. ფეხსაცმელი გავიხადეთ,
ყველა ჩანთა და ნივთი თავზე დავიდეთ და ნავიდან ზღვაში გადმოსახტომად
ერთად მოვემზადეთ. ერთგვარად სასაცილოა. ერთადერთი რომანტიკული ენა,
რომელიც ფილიპმა არ იცის, იტალიურია... მაგრამ მაინც ჩემსას მივერეკები.
Attraversiamo! – მოდი, გადავცუროთ! – ვყვირი მე...

ფინალური აღიარება...

ინდონეზიის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საყვარელ ადამიანებთან


შობის გასატარებლად დავბრუნდი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცუნამისგან მიყენებული დამანგრეველი


დარტყმისგან ორი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემი თვითმფრინავი კუნძულ
ბალიზე დაფრინდა. ნაცნობები მაშინვე დამიკავშირდნენ, მთელი მსოფლიოდან,
ჩემი ინდონეზიელი მეგობრების ბედი აფიქრებდათ. «უაიენი და ტუტი როგორ
არიან?» – მეკითხებოდა ყველა. კუნძულ ბალის (თუ ემოციურ მხარეს არ
ჩავთვლით) ცუნამი არ შეხებია. ყველა საღ-სალამათი დამხვდა. ფილიპი
აეროპორტში მელოდებოდა (იმ მრავალ შეხვედრათაგან, მომავალში სხვადასხვა
აეროპორტში რომ გველოდა, ეს პირველი იყო). კეტუტ ლიიერი, როგორც
ყოველთვის, ვერანდაზე იჯდა, წამლებს ამზადებდა და მედიტირებდა. იუდიმ
რესტორანში სამუშაო იშოვა, გიტარაზე უკრავდა და წარმატებითაც.

უაიენი და მისი ოჯახის წევრები ახალ, ლამაზ სახლში ბედნიერად ცხოვრობდნენ,


კარგად დაცულ უბუდის ბრინჯის ტერასების თავზე, იმ საშიში სანაპიროდან
შორს... მადლიერების ნიშნად უაიენის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო
ყველას, ვინც სახლის მშენებლობაში წვლილი შეიტანა და ფინანსურად
დაეხმარა. ესენი არიან: საქში ანდრეოცი, სავიტრი აქსელროდი, ლინდა და რენე
ბარერა, ლიზა ბოონე, სუზან ბოუენი, გარი ბრენერი, მონიკა ბურკე და კარენ
კუდეჯი, სანდი ქარპენტერი, მიმი დე გრუი, არმენია დე ოლივეირა, რაიია ელიასი
და გიგი მადლი, სუზან ფრედი, დევინ ფრიდმანი, დუაიტ გარნერი და ქრიი
ლეფავორი, ჯონ და კაროლე ჯილბერტები, მამიე ჰილეი, ანი ჰუბარდი და რაც
ყველაზე დაუჯერებლად მიმაჩნია, ჰარვეი შვარცი, ბობ ჰაგისი, სუზან

355
კიტენპლანი, მაიკლ და ჟილ ნაიტი, ბრაიან და ლინდა კნოპ, დებორა ლოპეზი,
დებორა ლუეპნიტცსი, ქრეიგ მარკსი და რენე შტაინკე, ადამ მაკკეი, შირა პივენი,
ჯუნი და ქეთ მაილსი, შერილ მოლერი, ჯონ მორსი და როს პეტერსენი, ჯეიმს და
კატერინ მერდოკი (ნიკის და მიმის ლოცვა-კურთხევით), ჯოს ნუნესი, ანე
პაგლიარულო, ჩარლი პატონი, ლაურა პლატერი, პიტერ რიჩმონდი, ტობი და
ბევერლი რობინსონი, ნინა ბერშტაინ სიმონსი, სტეფანია სომარე, ნატალი
სტანდიფორდი, სტეისი სტერსი, დარსი შტაინკე, თორესონების გოგონები (ნენსი
და ლაურა) და ქალბატონი რებეკა, დაფნე უვილერი, რიჩარდ ვოგთი, პეტერ და
ჟან უორინგტონები, კრისტენ უაინერი, სკოტ უესტერფელდი და ჯასტინ
ლარბალესტიერი, ბილ უაიი და კარენ ზიმეტი.

ბოლოს კი... მინდა, ჯეროვნად აღვნიშნო მზრუნველი ბიძია ტერისა და ბიცოლა


დებორას უდიდესი დახმარება, ამ წელიწადს რომ გამიწიეს. ამას «ტექნიკური
მხარდაჭერა» რომ დავარქვა, მაშინ მათი გვერდში დგომა სრულიად უნდა
გავაუფასურო... ორივე გვერდით მედგა (დაჭიმული თოკის ქვემოთ იდგნენ და
ერთად მიქსოვდნენ დამზღვევ ბადეს), რომელთა გარეშეც ამ წიგნის დაწერას,
უბრალოდ ვერ შევძლებდი. არც კი ვიცი, ოდესმე თუ შემეძლება, მათ სიკეთე
გადავუხადო. დასასრულ კი... მე თქვენ უბრალოდ, გნებდებით... სიყვარულს
გჩუქნით და მადლობას გიხდით ყველას, ყველას!! ვინც ერთხელაც კი,
მორალურად და მატერიალურად გვერდით დამდგომია... მადლიერებით? დიახ,
მადლიერების გამოხატვით, სანამ ქვეყნად ვარსებობ და სანამ პირში სული
მიდგას, არასოდეს დავიღლები!..

356

You might also like