You are on page 1of 10

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის

მოსამზადებელი პროგრამა

მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტთა დასაქმების


გავლენა სწავლის პროცესი
შესავალი
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა
მოსამზადებელი პროგრამის დასაქმებულ სტუდენტთა სწავლის პროცესისა და
დასაქმებისა ურთიერთმიმართების კვლევას.
კვლევა ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში,
ხუთკაციანი ჯგუფის მიერ. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მასწავლებელთა
მოსამზადებელი პროგრამის დასაქმებული სტუდენტები.
აღნიშნული კვლევის პერიოდი მოიცავს სამ თვეს (2019 წლის დეკემბრიდან 2020
წლის თებერვლამდე).
ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში
სტუდენტთა უმეტესობა დასაქმებულია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე,
ვფიქრობთ, რომ რთულია სწავლისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება:
ხშირად სტუნდეტებისთვის პრობლემურია სასწავლო მასალების მომზადება,
ლექციაზე დროულად მოსვლა, ასევე შესაძლოა ისინი ვერ დაესწრონ რომელიმე
შემაჯამებელს ან პრეზენტაციას. სწორედ, ჩვენს გამოცდილებაში არსებულმა ამ
პრობლემებმა გამოიწვია ინტერესი, რომ საკითხი უფრო მასშტაბურად და
სიღრმისეულად გვეკვლია.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა

კურსზე მყოფ სტუდენტთა უმრავლესობა მუშაობს და მათ ყოველდღიურად უწევთ


თავიანთი სამსახურისა და სწავლის ერთმანეთთან შეთანხმება, რაც ვფიქრობთ არ
არის მარტივი პროცესი და მეტ დაკვირვებას საჭიროებს. ხშირად,
სტუნდეტებისთვის პრობლემურია სასწავლო მასალების მომზადება დროის
სიმცირიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ვერ ახერხებს ლექციაზე დროულად
მოსვლა, ასევე შესაძლოა ისინი ვერ დაესწრონ რომელიმე შემაჯამებელს ან
პრეზენტაციას.
მოცემული მიზეზები ვფიქრობთ, რომ ხშირ შემთხვევაში სწავლის პარალელურად
მუშაობასთანაა დაკავშირებული. თუმცა შესაძლოა, რომ სტუდენტთა ნაწილზე
დასაქმება უარყოფითად არ მოქმედებს და ისინი წარმატებით ართმევენ თავს ორივე
სფეროს. დასაშვებია, რომ სამსახურმა პირიქით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას. სწორედ ამ სიტუაციის გაგებისა
და გააზრების მცდელობაა აღნიშნული კვლევა, რათა გავიგოთ რამდენად
შეთავსებადია ერთმანეთთან დასაქმება და სწავლის პროცესი.
ჩვენი კვლევის მიზანია გავიგოთ თუ რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან
სწავლის პროცესის ეფექტურობა და დასაქმება. კონკრეტულ პროგრამაზე
მსწავლელთა გამოკითხვიდან რა დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი. იცვლება თუ
არა სწავლის ხარისხი, მაშინ როდესაც სტუდენტი დასაქმებულია და რა ტიპისაა ეს
ცვლილება. გვსურს რომ კვლევის შედეგები დაგვეხმაროს პრობლემის განსაზღვრასა
და მის გადაჭრაში.
ვფიქრობთ, რომ არსებული კვლევა აქტუალური და საინტერესოა ამავე პროგრამაზე
მყოფი სტუდენტებისთვის, რათა ისინი უკეთ დააკვირდნენ თავიანთ
პრიორიტეტებს, დროის გადანაწილების მეთოდს და საჭიროების შემთხვევაში
მიიღონ რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები ასევე დაეხმარება მომავალ სტუდენტებსაც, რომლებიც
სამსახურისა და უნივერსიტეტის შეთავსებას აპირებენ, რადგან მათ ეცოდინებათ თუ
რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ და იქნება თუ არა მუშაობა სწავლასთან
ერთად მათთვის უკეთესი.
თავის მხრივ, კვლევა აქტუალურია უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და
ლექტორებისთვის, რათა უნივერსიტეტმა იზრუნოს თავის სტუდენტების
კომფორტულ გარემოზე და შექმნას მორგებული გრაფიკი, რომელიც
გაითვალისწინებს მათ სამუშაო საათებს.
ლიტერატურის მიმოხილვა

საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა არსებობს. მუშაობის


პროცესში გავეცანით ქართულენოვან სტატიებსა და კვლევებს, თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა ზუსტად არ
მიესადაგება ჩვენს საკვლევ თემას, მოძიებულ კვლევებში დასაქმებისა და სწავლის
ურთიერთმიმართებას განსხვავებული ჭრილში განიხილავენ.
თემასთან დაკავშირებით, უფრო ხშირად შეხვდით სხვადასხვა ტიპის სტატიებს,
რამაც გარკვეული მიმართულება მოგვცა პრობლემის არსისა და გამომწვევი
მიზეზების განსაზღვრაში, ასევე რეკომენდაციების შემუშავებში. სტატიებიდან
გამომდინარე, დავინახეთ ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ფონი, რაც დაგვეხმარა
კითხვარის შედგენასა და ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუს ფორმირებაში.
მოცემულ სტატიაში „სტუდენტური დასაქმება საქართველოში – მუშაობა სწავლის
პარალელურად თუ სწავლის სანაცვლოდ?!“ ყურადღება გამახვილებულია სწავლისა
და დასაქმების ურთიერთმიმართების საკითხზე, კონკრეტულად კი აღნიშნულია,
რომ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს მოლოდინი უმართლდება და მიუხედავად
იმისა, რომ სამუშაო ადგილების დეფიციტი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი
პრობლემაა ისინი დასაქმებულთა რიცხვში შედიან, მაგრამ შემდეგ ესეც პრობლემად
იქცევა, რადგან, როგორც სტუდენტები ისე ლექტორები ამბობენ, სამსახურისა და
სწავლის შეთავსება შეუძლებელია. ისინი ვერ ახერხებენ საკმარისი დრო დაუთმონ
სწავლას და ფიქრობენ მხოლოდ ზღვრის გადალახვაზე, რაც შემდეგში
არაკვალიფიციურ კადრებს ქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე ლექტორებსაც
უწევთ ამ ფაქტორების გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად თვალის დახუჭვა.
ასევე ჩვენს თემასთან დაკავშირებით საინტერესოა კვლევა „დასაქმებული
სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრესი“, რომელშიც სწავლისა და
დასაქმების მიმართება განხილულია სტუდენტთა ჯანმრთელობის ჭრილში
„სტუდენტების აზრით, უძილობა და სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემები
გავლენას ახდენენ სწავლაზე, იწვევენ მუდმივ სტრესსა და შფოთვას... „ ნაშრომში
მოცემულია მაგალითი აშშ-ში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც
პირველკურსელი სტუდენტების ფსიქიკური კეთილდღეობის დონე დაბალია, რაც
უკავშირდება სამსახურს, არასაკამირს ძილსა და სოციალური ჩართულობის
სიმცირეს (გამოწვეულია თავისუფალი დროის დეფიციტით) „თანამედროვე
სტუდენტები ოჯახის წევრებტან, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობაში
ხარჯავენ უფრო ნაკლებ დროს, ვიდრე მათი მშობლების თაობა.“
ნაშრომის სტრუქტურირებისას განსაკუთრებით დაგვეხმარა დავით ლიპარტელიანის
„სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო“ და ჯეფრი მილსის „სამოქმედო კვლევა“
რომლებიც განიხილავს კვლევისთვის აუცილებელ ეტაპებსა და შესრულებული
კვლევების ნიმუშებს. შესაბამისად, უშულაოდ კვლევის პროცესში და ანგარიშის
წერის დროს გავითვალისწინეთ აღნიშნული მითითებები და მოცემული
მაგალითები საჭიროებისამებრ გამოვიყენეთ.
კვლევის ინსტრუმენტები და შერჩევის სტრატეგია

უშუალოდ კვლევის დაწყებამდე, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვქონდა


ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც სწავლის პარალელურად სამსახური შესაძლოა ყოფილიყო
ხელისშემშლელი ფაქტორი სასწავლო პროცესში. პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზი
შესაძლოა ყოფილიყო დატვირთული სამუშაო გრაფიკი, რაც ხელს უშლის სტუდენტს
მოამზადოს სასწავლო მასალები, სრულფასოვნად დაესწროს ლექციებს, აქტიურად ჩაერთოს
სალექციო პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებაში. ამავროდროულად, კვლევის პროცესში არ
გამოგვირიცხავს ის ფაქტი, რომ დასაქმება შესაძლოა ხელშემწყობი ყოფილიყო პროფესიული
განვითარების კუთხით, რადგან სტუდენტებს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენების საშუალება აქვთ. აქედან გამომდინარე, პრობლემების გამომწვევი მიზეზების
კვლევისას დასაქმებულთა ჯგუფი ორ ნაწილად გავყავით, პირველი, ისინი ვინც
საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობენ, თავიანთი ცოდნის რეალიზებას ახერხებენ და
პროფესიული განვითარების მოტივი ამოძრავებთ. მეორე ნაწილი კი, ისინი - ვინც სხვა
სფეროში მოღვაწეობენ. ამგვარი დაყოფა გამოიწვია იმან, რომ შესაძლოა განსხვავებულ
სფეროში მომუშავეთა დამოკიდებულება საკითხისადმი არაერთგვაროვანი ყოფილიყო.
კვლევის ინსტრუმენტებად გამოვიყენეთ ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუ და
ანკეტირება. კვლევის პირველ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მკვლევართა მიერ შემუშავდა
კითხვარი, რომელიც ფოკუს ჯგუფში განვიხილეთ. ჯგუფის წევრებმა უზრუნველვჰყავით
ფოკუს ჯგუფის დაგეგმვა, რომელსაც უძღვებოდა მოდერატორი და გაგრძელდა ორი სააათის
განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტში. ჯგუფის წევრებთან მუშაობის ჩაწერისას
გამოვიყენეთ აუდიო საშუალებები. ფოკუს ჯგუფთან შეხვედრამ საშუალება მოგვცა უფრო
დაგვეხვეწა და დაგვეზუსტებინა კითხვები, გამოიკვეთა ის მიმართულებები რომლებიც
საწყის ეტაპზე არ გვქონდა გათვალისწინებული ( თავისუფალი დროის ფაქტორი,
დასვენება).
ერთ-ერთ ინსტრუმენტად შევარჩიეთ ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუ. შერჩევისას
დავუშვით ის ვარაუდი, რომ ჩვენი კითხვარი ვერ იქნებოდა ამომწურავი და ინტერვიუს
პროცესში შესაძლოა გამოკვეთილიყო ის ასპექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა
კვლევის შედეგებისთვის. ასევე გვსურდა, რომ რესპოდენტს უშუალო საუბრის ფორმატში
გულწრფელად ესაუბრა სწავლის პარალელურად დასაქმების გავლენის დადებით და
უარყოფით მხარეებზე. თითოეული ინტერვიუსთვის განვსაზღვრეთ და გამოვიყენეთ 45
წუთი და მოიცავდა 20 შეკითხვას. ინტერვიუ ჩავატარეთ რესპოდენტთად პირდაპირი
შეხვედრით საუნივერსიტეტო სივრცეში.
ინტერვიუს მონაცემების შესავსებად, კვლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გადავწყვიტეთ
თვითადმინისტირებადი ანკეტირების გამოყენება, რათა დასაქმებულ სტუდენტთა ფართო
მასებზე გავსულიყავით დროის მცირე მონაკვეთში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ანკეტირების
მონაცემების კოდირება და დამუშავება შედარებით ხელსაყრელია.
პირველ ეტაპზე აღნიშნულ კვლევაში გამოვიყენეთ მიზნობრივი, არაალბათური შერჩევის
სტრატეგია, რადგან კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შევარჩიეთ მხოლოდ დასაქმებული
სტუდენტები. მეორე ეტაპზე დასაქმებულ სტუდენტთაგან (52 სტუდენტი) ალბათურად
შევარჩიეთ სტუდენტები, რომლებიც ჩავრთეთ ანკეტირებაში, ნახევრად სტრუქტურირებულ
ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფში.
ალბათური შერჩევისას გამოვიყენეთ ორი ტიპი: მარტივი შემთხვევითი და სისტემური,
რათა მიგვეღო ინფორმაცია ზოგადად დასაქმებულთა გამოცდილების შესახებ.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის
მოსამზადებელი პროგრამის დასაქმებული სტუდენტები. სისტემური ალბათური შერჩევით
გამოვყავით 6 ადამიანი, რომელმაც ჩვენს ფოკუს ჯგუფში მიიღო მონაწილეობა, მათგან სამი
მონაწილე მუშაობდა საგანმანათლებლო სისტემაში და სამი სხვა სფეროში.
ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუს ფორმატიდან გამომდინარე შევარჩიეთ 12
რესპოდენტი, რათა მონაცემთა ანალიზისა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესი კვლევის
მოცემულ ვადებში ჩატეულიყო. გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის
შესრულებაში ერთი და იგივე პიროვნება არ ჩართულიყო, რადგან მონაცემები
განმეორდებოდა და ახალი ინფორმაციის მომცემი არ იქნებოდა. ამიტომ დარჩენილ 34
ადამიანთან გადავწყვიტეთ თვითადმინისტრირებადი ანკეტირების ჩატარება, რომლის
დროსაც დაცული იყო ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. თვითადმინისტრირებადი
ინტერვიუს ჩატარებისკენ გვიბიძგა იმ გარემოებამ, რომ სტუდენტებს ვხვდებოდით
მხოლოდ სალექციო კურსის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ მათ კითხვარები გადავეცით,
რომელიც სახლში უნდა შეევსოთ და უკან დაებრუნებინათ. ვიფიქრეთ, რომ ისინი ამ
მეთოდით, მათთვის კომფორტულ გარემოში უკეთ შეგვივსებდნენ კითხვარს და ჩვენს უფრო
ამომწურავ პასუხებს მივიღებდით. თუმცა კვლევის შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ 34
ანკეტიდან მხოლოდ 19 დაგვიბრუნდა და რადგან გამოკითხვა იყო ანონიმური გაგვიჭირდა
ზუსტად იმ პირების იდენტიფიცირება თუ ვინ შეავსო, ან არ შეავსო კითხვარი. დროის
ლიმიტიდან გამომდინარე, დავამუშავეთ არსებული მონაცემები და საერთო ჯამში, კვლევაში
მონაწილეობა მიიღო სამიზნე ჯგუფის - 52 ადამიანის - 71% - მა (37 ადამიანი), რომელსაც
განვავრცობთ გენერალურ ერთობლიობაზე 56 ადამიანზე, რაც საერთო რაოდენობის 66% ია
(გენერალურ ერთობლიობაში იგულისხმებიან მკვლევარები,( 4 ადამიანი) რომლებიც
სამიზნე ჯგუფში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ არიან დასაქმებულები).

You might also like