You are on page 1of 213

1

მარტინ ვალზერი

შეყვარებული კაცი

გერმანულიდან თარგმნა
მაია მირიანაშვილმა

2
პირველი ნაწილი

3
1
უცბად თვალი მოჰკრა. მზერით ერთმანეთს წააწყდნენ, მათმა
თვალებმა ერთმანეთი იპოვეს. ეს იყო კროიცბრუნენთან, მარიენ-
ბადში, წვეულებაზე, ნაშუადღევს, 5 საათზე, 1823 წლის 11 ივლისს.
ასამდე პატივსაცემ სტუმარს მოეყარა თავი და ძვირფასი სასმე-
ლით სავსე ჭიქით ხელში თავმომწონედ დააბიჯებდნენ დარბაზში.
თითოეული ცდილობდა როგორმე ვინმეს ყურადღება მიექცია. ამის
წინააღმდეგი არც გოეთე იყო, მასაც ძალიან სურდა ყურადღების
ცენტრში ყოფნა. ივლისის ამ მცხუნვარე დღეს, გაცხარებულ დისკუ-
სიაშიც კი ჩაერთო გრაფ შტერნბერგთან. ეს პალეობოტანიკოსი მას-
ზე ათი წლით უმცროსი იქნებოდა. გოეთე თითქმის უკვე შეეგუა,
რომ მის ფერთა მოძღვრებას ლამის ყველა მხოლოდ ირონიულად
იღებდა. უკვე აღარც ეგონა, ვინმე ისეთს თუ შეხვდებოდა, ვინც ნაშ-
რომს დაუფასებდა. ამიტომ ვერ მალავდა ამ პიროვნებისადმი მად-
ლიერებას, აღელვებას, სიხარულს. გრაფი კასპარ შტერნბერგი უდა-
ვოდ ნიჭიერი მეცნიერი იყო. მას ეკუთვნოდა წიგნი უძველეს ფლო-
რაზე. მას შეეძლო ქვის ამეტყველება. ქვები კი ბოლო ხანს გოეთეს
საყვარელი კვლევის საგანი იყო, მაგრამ, ივლისის ამ მცხუნვარე
4
დღეს მისი ინტერესი გრაფისადმი მხოლოდ ეს არ გახლდათ. ორივე,
გასულ წელს, გრაფ კლებელსბერგის სასახლეში არსებულ დასასვე-
ნებელ პანსიონში იმყოფებოდა. იმ დროს ლევეტცოვების ოჯახიც იქ
იყო და ერთმანეთი სწორედ ამალია ლევეტცოვთან გაიცნეს. ახლა
კი, მის დანახვისას, გოეთემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისა-
მებრ, არასოდეს ესალმებოდა პირველი და ყოველთვის ცდილობდა,
პირიქით, იქით შეემჩნიათ და მისალმებოდნენ, წამოიძახა: ჩვენ ხომ
ვიცნობთ ერთმანეთს? დიახ, დიახ, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიც-
ნობთ, – ამ სიტყვებით მიუახლოვდა გრაფს და მოეხვია. ამით ისიც
მიანიშნა, რომ მის ნაშრომს იცნობდა. თავის მიზანსაც მიაღწია –
ყველას ყურადღება მიიპყრო. – გახსოვთ, ორივე დონერსბერგზე ვი-
ყავით, მაღლა მთაში, კიდევ ვიღაც იყო ჩვენთან ერთად, – განაგრძო
გოეთემ, – მერე სინას მთაზე მოგზაურობაზეც მივწერეთ ერთმა-
ნეთს.
– მოკლედ, ორივე დიდი მოგზაურები ვართ, – უპასუხა გრაფმა.
ამ ორმა სრულიად განსხვავებულმა პიროვნებამ საერთო ენა გამო-
ნახა.
გრაფმა შტერნბერგმა გოეთეს აუწყა, რომ შვედმა ქიმიკოსმა
ბერცელიუსმა სულ ახლახან გამოიკვლია, რომ ვულკანური მთის ქა-
ნი ოვერნში საოცრად ჰგავს კამერბიულისას. ამან გოეთე დააინტე-
რესა.
გოეთე ახლომხედველი იყო, მაგრამ სათვალეს ვერ იტანდა. მის
წრეში ეს ყველამ იცოდა, მათაც კი, ვინც სათვალეს ატარებდა, ამი-
ტომ გოეთესთან შეხვედრისას სათვალეს იხსნიდნენ. სათვალე ხასი-
ათს მიფუჭებს, – ამბობდა გოეთე. ცნობილი პოეტის ნათქვამს კი
ყველგან ჰყვებოდნენ. გოეთეს შორიდან არავის ცნობა არ შეეძლო,
მაგრამ ამალია ფონ ლევეტცოვი და მისი ქალიშვილები: ულრიკე,
უმცროსი ამალია და ბერტა – შორიდანვე შენიშნა. ულრიკე ამ წელს
ცხრამეტის გახდა, ამალია – თექვსმეტის, ბერტა კი – თხუთმეტის.
ამ ოჯახს ის ყველა მანძილიდან, უამრავ მოსეირნეთა შორისაც კი

5
გამოარჩევდა. განსაკუთრებით ულრიკეს, რომელიც შესამჩნევად
შეცვლილი, გამაღლებული იყო. დედაზე მაღალიც კი ჩანდა.
გოეთე გრაფთან საუბრობდა, ულრიკეს მზერას რომ წააწყდა.
როგორც ჩანს, ულრიკემ იგი უფრო ადრე შენიშნა.
მისმა მზერამ გოეთე ააღელვა, თითქოს შიგნიდან რაღაც მოაწვა,
თავბრუსხვევა იგრძნო, სუნთქვა შეეკრა, ცდილობდა როგორმე
ღრმად ამოესუნთქა, რომ შუბლსა და თვალებში მოწოლილი სიმძი-
მისაგან გათავისუფლებულიყო. ერთი წელია არ ენახა ულრიკე და
ახლა ამ უცაბედმა ხილვამ გააოგნა. მიესალმა. დედა ქალიშვილებზე
ლაღი და მხიარული ჩანდა. ულრიკეს და მისი მზერა თითქოს ერთმა-
ნეთს შეერწყა. გოეთე ულრიკეს ამ დაჟინებულ მზერას ადრეც ხომ
იცნობდა? მხოლოდ გრაფის შეკითხვაზე: ხომ გესმით ჩემიო, მიხვდა,
რომ რაღაც უნდა ეპასუხა: – მე მხოლოდ ქვებს როდი ვაკვირდები,
თვალების შესწავლითაც ვარ გატაცებული. თქვენი აზრით, რა შეიძ-
ლება თვალებში ამოიკითხო, მხოლოდ სხივი, თუ ხასიათიც? აი,
თუნდაც მწვანეთვალება ულრიკე... შეგროვილ ღრუბლებს თითქოს
მზისკენ მიერეკება და თუ ლიტერატურულ შედარებას მოვიშველი-
ებთ, მისი მზერა ცისფერიდან სიმწვანეში ხეტიალს ჰგავს, მაგრამ
ღრუბლები მაინც მოჩანს. გრაფ შტერნბერგ, ეს ორაზროვნობა მხო-
ლოდ გარეგნულია თუ შინაგანი არსიც ასეთივეა? ეს, ვგონებ, მეტად
საინტერესოა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამყაროში, ძვირფასო
ქალბატონო, და თქვენი, ღვთაებრივო სამებავ! კეთილი იყოს!
თექვსმეტი წლის ამალიამ, რომელიც ზედგამოჭრილი დედა იყო,
უპასუხა: სულაც არ ვართ სამება, ჩვენ, თუ გინდათ იცოდეთ, ცალკე
აღებული პიროვნებები ვართ, ბატონო საიდუმლო მრჩეველო.
– თუ მართლაც მინდა ვიცოდე? – თქვა გოეთემ და ისევ ულრიკეს
გახედა. იგი ისევ მშვიდად უყურებდა, როგორც რამდენიმე წუთის
წინ. გოეთეს თვალების მცოდნედ მოჰქონდა თავი, ეს ორივემ კარ-
გად იცოდა.

6
– ულრიკე, – განაგრძო გოეთემ, – სულ მალე, თქვენს თვალებს
ზოგი ცისფრად აღიქვამს, ზოგი კი მწვანედ. მე კი ერთს გეტყვით,
ნურასოდეს შეეცდებით დაუზუსტოთ ვინმეს, რა ფერისაა თქვენი
თვალები.
იმ დღეს ერთად ივახშმეს, გასულ წელს ერთად გატარებული
დღეები მოიგონეს. ქალბატონმა ამალიამ გაიხსენა: – ბატონი სა-
იდუმლო მრჩევლის გარეშე იმდენი უამინდობის ატანა ნამდვილად
შეუძლებელი იქნებოდაო. ერთი თვე ლამის სულ წვიმდა. თავისი
ქვის კოლექციითაც დაგვაინტერესა. სპეციალურად ოთახი ჰქონდა
ქვებისთვის დათმობილი. მის მსახურ შტადელმანს მაგიდებზე სხვა-
დასხვა მხრიდან შეგროვილი ქვები ჰქონდა დალაგებული. ერთდ
დღეს ქვებს შორის გოეთემ შოკოლადები დააწყო, რომ ულრიკეს-
თვის ქვები უფრო მიმზიდველი გაეხადა.
– და, არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთი ლექსითაც, – ჩაერთო ბერ-
ტა.
– აჰ, ლექსი, – შესძახა გოეთემ.
– დღესაც ზეპირად ახსოვს ეს ლექსი, – თქვა ქალბატონმა ლე-
ვეტცოვმა.
ვიდრე გოეთე რამის თქმას მოასწრებდა, ქალბატონმა ლევეტ-
ცოვმა ბერტას სთხოვა:
– გთხოვ, ლექსი თქვი.
ბერტამ მხატვრულად წარმოთქვა:
დატკბი მთელი არსებით,
დატკბი, როგორც გსურს,
სასმელივით კი არა,
საამო ნუგბარივით
– გრანიტის ქვები, რატომაა დაძარღვული? – იკითხა ამალიამ,
რომ ქვებით დაინტერესება მასაც გამოეჩინა.
– ყოჩაღ, ყოჩაღ, – უთხრა გოეთემ.

7
– უკაცრავად, მინდა გამოგემშვიდობოთ. ახლახან, რაც გოეთეს-
თან ვულკანიზმსა და ნეპტუნიზმზე ვისაუბრე, მინდა ჩემთვის კიდევ
გავაანალიზო, – ჩაერთო გრაფი. ყველას თავი დაუკრა და წავიდა.
გოეთემ თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა:
– კიდევ სამი მისნაირი რომ მეგულებოდეს, ბედნიერი ვიქნებო-
დი.
– რა არის ვულკანიზმი? – იკითხა უმცროსმა ამალიამ. ბოლომდე
არც ჰქონდა სიტყვა დასრულებული, რომ ბერტამ წამოიძახა:
– მე კი მსურს გავიგო, რა არის ნეპტუნიზმი? – ყოველთვის ცდი-
ლობდა, თავის ორი წლით უფროს დას რამეში არ ჩამორჩენოდა.
– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, – დაიწყო გოეთემ, – სწავლულე-
ბი დღესაც კამათობენ იმაზე, რომ დედამიწის ზედაპირი ცეცხლისა-
გან შედგებოდა, რომელმაც მოგვიანებით სიღმისაკენ დაიხია და
დღეს ვულკანის სახით ისევ გვახსენებს თავის. ზოგი კი ამტკიცებს,
რომ დედამიწის ზედაპირი წყლისაგან შედგებოდა.
– თქვენ რომელს იზიარებთ? – ჰკითხა ულრიკემ.
– ვფიქრობ, ის რაც დღეს მხოლოდ ეჭვებისა და ვარაუდების სა-
ფუძველზე მტკიცდება, არ შეიძლება დასაბუთებულად ჩაითვალოს,
მაგრამ რადგან ყოველი ადამიანი თავის მხრივ რომელიმე აზრისკენ
უფრო მეტად უნდა იხრებოდეს და იზიარებდეს, მინდა გამოგიტ-
ყდეთ, რომ მე მერყევი ნეპტუნისტი ვარ.
– ეს მე არაფერს მეუბნება, – თქვა ულრიკემ თითქმის მკაცრად
და თან გოეთეს შეხედა. მის მზერაში იგრძნობოდა, რომ რაღაცის
თქმა სურდა.
– ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, – მიმართა გოეთემ.
– რადგან საქმე ბუნებისმეტყველებას ეხება და არა – ლირიკას?
– დასძინა ულრიკემ.
– ოჰო, ჩვენს ულრიკეს, როგორც ჩანს, ანალიტიკური გონება
აქვს და კრიტიკაც ეხერხება, – შენიშნა გოეთემ.
– ალბათ არ იცით, რომ ულრიკეს სტრასბურგში უკვე Contresse-ს

8
უწოდებენ?
უმცროსმა ამალიამ თავის წარმოჩენის არც ეს შემთხვევა გაუშვა
ხელიდან:
– დიახ Comtresse, Contre – ფრანგული ტერმინებია. ამ სკოლაში
ყველაფერი ფრანგულად ისწავლება.
– ნამდვილად მისალოცია ამ სკოლისთვის, რომ ამგვარი განძი შე-
იძინა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ისევ
თქვენს ოჯახთან ერთად ვარ და ვსაუბრობ. ასეთი დღეები ვაიმარში
იშვიათად მაქვს, იქ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები მელის, – თქვა
გოეთემ.
– რისკენაც ბატონი საიდუმლო მრჩეველი ასე მოუთმენელად მი-
ისწრაფვის, – დასძინა ულრიკემ.
– იქ ჩემი ცხოვრება უფრო თეატრს ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ცხოვ-
რებას, – თქვა გოეთემ.
– და აქ?!
– აქ? – გაიმეორა მან და ისევ ულრიკეს შეხედა, რომელმაც შე-
კითხვა ისევ გაუმეორა.
– და აქ?!
– აქ? ვაიმარში, როცა თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის არაფერი
ვიცოდი, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის.
– ჩვენ კი, – თქვა ლაპარაკის მოყვარულმა უმცროსმა ამალიამ,
თქვენ შესახებ კიდევ უფრო ცოტა რამ ვიცოდით. არ დაგავიწყდეთ,
რომ ჩვენს უფროსს დას გოეთეს ერთი სტრიქონიც არ წაუკითხავს,
აი, შილერისა კი თითქმის ყველაფერი.
– სტრასბურგის ფრანგულ სკოლაში, – თქვა ულრიკემ, გერმანუ-
ლი მწერლობიდან მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის საპატიო
მოქალაქეებს გვაცნობენ.
– მე ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ ახალგაზრდობისათვის
ნაკლებ სამაგალითო ვარ, ვიდრე შილერი, გელერტი, ჰაგედორნი და
გესნერი.

9
– თქვენ როგორც თქვით, ფრანგები, მეტწილად, იდილიისა და
სტილის მოყვარულნი არიან, ვიდრე ბუნებრიობისა და რეალურობი-
სა, – ჩაურთო ულრიკემ.
– დიახ, – თქვა გოეთემ, – ამიტომაც გესნერი იქ უფრო მეტადაა
ცნობილი, ვიდრე აქ, იქაურობას უფრო ესადაგება.
– ვოლტერიც, – თქვა ულრიკემ.
– რომელიც ჩემმა მეგობარმა შილერმა კი არა, მე ვთარგმნე.
– მგონი ორჯერაც კი, არა? „ზაირი“– აღნიშნა ულრიკემ.
– დიახ, თანაც არც თუ ისე შესანიშნავი ნაწარმოები, – დასძინა
გოეთემ.
– მას შემდეგ, რაც თქვენს წიგნებს ვკითხულობ, – უთხრა ულრი-
კემ, – საშინლად ვიტანჯები, რომ ვერ ვხვდები, პირადად თქვენ რო-
მელ გმირს ჰგავხართ. არაჩვეულებრივი დიალოგებია, ფიქრები,
გრძნობები, მაგრამ მინდა გავიგო თქვენ რომელი პერსონაჟი ხართ?
კითხვისას საშინელი ცნობისმოყვარეობა მიპყრობს, სურვილი მება-
დება, გაგიცნოთ, როგორი ხართ რეალურად, სინამდვილეში. ზოგ-
ჯერ, თითქოს მგონია, რომ ვიპოვე ხელჩასაჭიდი, სადაცაა შევიც-
ნობ, მაგრამ ისევ ხელიდან მისხლტება.
– მაგ მხრივ სკოტია კარგი, – განაცხადა ბერტამ.
– მართალია, – დაეთანხმა ულრიკე, – სკოტის გაცნობის სურვი-
ლი ნამდვილად არ გიჩნდება.
ბერტას წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა:
– ამ ზაფხულს, წვიმიან ამინდებში, ისევ ერთად ვისხდებით და
ხმამაღლა წავიკითხავთ... ალბათ სკოტს, „შავ ჯუჯას“.
საუბარში დედა ჩაერთო:
– მას შემდეგ, რაც თქვენ, ბატონო გოეთე, წაკითხვის ხელოვნე-
ბაზე ელაპარაკეთ, სულ ხმამაღლა კითხვაში ვარჯიშობს.
ბერტა თავის დებს მიუბრუნდა:
– გოეთემ ტურფა მომავალი მიწოდა. თანაც მირჩია, წაკითხვისას
ყოველთვის დაბალი ხმით უნდა დაიწყო და თანდათან აამაღლო

10
ხმაო.
– ეს დღეს აშკარად შეიმჩნეოდა,– შეაქო გოეთემ.
ბერტამაც მაშინვე თავმომწონედ გაიმეორა:
დატკბი მთელი არსებით,
დატკბი, როგორც გსურს,
სასმელივით კი არა,
საამო ნუგბარივით
– კარგია, – წამოიძახა გოეთემ, – მაგრამ მხოლოდ ბოლო სიტყვა
კი არა, ეს ორი სიტყვა „საამო ნუგბარივით“ ერთდროულად, უფრო
გამოკვეთილად უნდა წარმოთქვა, ვიდრე დანარჩენები.
– ჩემთვის მის უდიდებულესობას არასოდეს მოუცია შენიშვნა, –
წარმოთქვა ულრიკემ მშვიდად. ის საუბარში არ ერეოდა, მაგრამ ში-
გადაშიგ რაღაც რეპლიკას ჩაურთავდა.
– შენ გამოხატვის უნარი უნდა გამოიმუშავო, – წამოიძახა ბერ-
ტამ,
– სულაც არ მაქვს სურვილი, ლუდვიგ ტიკი გავხდე, – შეეპასუხა
ულრიკე.
– რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა ამალიამ.
– არანაირი მხატვრული კითხვა არ მაინტერესებს, – მიუგო ულ-
რიკემ.
– ჩვენი საიდუმლო მრჩეველი ახალგაზრდბისათვის კარგი მაგა-
ლითი მართლაც რომ არაა, ამას ჩვენც მივხვდით, – ჩაურთო ამალი-
ამ.
– ოჰო, ეს საინტერესოა, – თქვა გოეთემ.
– დიახ, გაიხსენეთ თქვენი თამაში, – თქვა ამალიამ, – რომელიმეს
რაღაც თემას გვთავაზობდით, მას კი უნდა თავისებურად განევრცო.
გახსოვთ, რა სიტყვა მიაწოდეთ ულრიკეს? წვივსაკრავი. ულრიკე
სულ გააწითლეთ...
– ასე სულაც არ ყოფილა, – წამოიძახა ულრიკემ, – საიდუმლო
მრჩეველმა ეგ სიტყვა თქვა თუ არა, მაშინვე დასძინა, წვივსაკრავის

11
ორდენიო.
– მართლა? ჩვენ მშვენივრად ვიცით, რისი თქმაც უნდოდა, – არ
დაუთმო ამალიამ.
გოეთეს სულაც არ სურდა ამ კეთილშობილ ქალიშვილთა წრეში
არასასიამოვნო სახით წარმსდგარიყო:
– არც მომიწევია, ჭადრაკიც კი არ მითამაშია, ყველაფერს, რაც
დროის უაზრო ფლანგვად მიმაჩნდა, თავს ვარიდებდი.
– თქვენი ნათქვამი ისე ჟღერს, თითქოს ნანობდეთ, ასე სანიმუ-
შოდ რომ იცხოვრეთ.
– ლევეტცოვების ოჯახის სამოთხეში მოხვედრა რომ შევძელი, ეს
უკვე იმას ნიშნავს, რომ დღემდე როგორც ვიცხოვრე, არაფრით არ
შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს.
ამით დასრულდა საუბარი. კ
გოეთე გამუდმებით ცდილობდა ულრიკეს მზერა დაეჭირა. მოგ-
ვიანებით, თავის მყუდრო ოთახში, ფანჯარასთან მდგომი, ქუჩის მე-
ორე მხარეს, კლებელსბერგის დასასვენებელი სახლის მეორე სარ-
თულს გაჰყურებდა. იმ ფანჯარას, რომლის მიღმაც ულრიკე ეგულე-
ბოდა. იჯდა თუ იწვა, მხოლოდ მასზე ფიქრობდა...
მისი მზერა მოსვენებას არ აძლევდა. ეს მოუსვენრობა შარშან და-
ეწყო, როცა პირველად მისწერა ულრიკეს. მანაც უპასუხა. რაღაც
რომ ხდებოდა მათ შორის, ამას თავიდანვე მიხვდა. მაგრამ – რა?
ულრიკეს წერილების შინაარსი ყოველთვის უჩვეულო იყო, ვერავის
აჩვენებდა, საპასუხო წერილების ნაწილსაც თავის პირად მდივანს –
ჯონს კარნახობდა, დანარჩენს კი თავად სწერდა. თანაც ცდილობდა
თავისი აზრი მკაფიოდ არ გამოეკვეთა, ძირითადი აზრი მხოლოდ წი-
ნადადებების მიღმა იმალებოდა. მას არ შეეძლო მხოლოდ ულრიკე-
სათვის მიეწერა, დედამისისთვისაც უნდა გაეგზავნა ერთი-ორი სიტ-
ყვა. ეს, ასე თუ ისე, კიდევ ასატანი იყო, შორეული ზაფხულის სხივის
გამონათების მოლოდინით. ახლა ამ მზერამ ყველაფერი შეცვალა,

12
რაღაცით თითქოს სეზენჰაიმელ ფრიდერიკეს აგონებდა. ფრიდერი-
კე ნაკლებ უფიქრდებოდა რას ამბობდა. მისი ბაგეებით გოეთე საკუ-
თარ ფიქრებს ამეტყველებდა. ან თუნდაც ძალზე სენტიმენტალური
შარლოტა ბუფი, რომელსაც თითქოს მთელი ქვეყნის სევდა აწვაო.
ეს სევდა გოეთემ ვერთერის ლოტეშიც გამოხატა. ან თუნდაც ქრის-
ტიანე, რომლისთვისაც არ არსებობდა ისეთი სიტუაცია, საკუთარი
გრძნობების დამორჩილება რომ ვერ შეეძლო. ან მარიანე, რომელიც
უდიდესი შინაგანი ენერგიით ახერხებდა ისე გარდასახულიყო, რომ
ვერავის შეეცნო.
ულრიკეში ახლა სინაზე და სილაღე იგრძნობოდა, რომლებიც გა-
სულ წელს თითქოს თვლემდნენ. თანაც ცდილობდა, შეცდომით არ
გაეკეთებინა რამე. შარშან იგი მზით ჯერ კიდევ გაუნათებელი მშვე-
ნიერი ლანდშაფტი იყო, ახლა თითქოს მზემ სხივები მოჰფინა და ააყ-
ვავა. ახლა მისი მზერისგან დაცვა შეუძლებელი იყო. არასოდეს იცი
რისგან დაიცვა თავი. ახლა კი უკვე გვიანია. უკვე ტყვე ხარ. მისი
მზერის ტყვე.
ასე ფიქრობდა ფანჯარას მიმდგარი გოეთე.
ოჰ, ეს ულრიკე, ეს Contresse ულრიკე! მასზე ფიქრი ხელს უშლი-
და საწერ მაგიდას მისჯდომოდა. მისი ერთი რომანის პერსონაჟის,
ჰერსილიას, პროტოტიპია ულრიკე. მაგრამ ამის შესახებ ულრიკეს
არ უნდა შეეტყო, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ იამაყებს, რომ იგი
შენს რომანშია გამოყვანილი. წყარომ არ უნდა იცოდეს, რომ იგია
შენი აზრების მასაზრდოებელი, მაშინ იგი სიწმინდესა და სიანკარეს
დაკარგავს.
ძილიც არ შეეძლო. არაფრით არ შეეძლო. დიდი სიამოვნებით და-
იძინებდა, იმის იმედი რომ ჰქონოდა, სიზმრად მას ნახავდა. მაგრამ
სხვაგვარად არა! როცა არ ეძინა, განუწყვეტლივ შეეძლო მასზე
ეფიქრა. ცხადში მის წარმოდგენას ძილში ვერ გაცვლიდა.
ოთახში ბოლთას სცემდა, ყოველ ფანჯარასთან ჩერდებოდა.

13
ცდილობდა გამოეცნო, რომელი ფანჯრის მიღმა ეძინა ულრიკეს. გა-
სულ წელს თავადაც იმ კლებელსბერგის დასასვენებელ სახლში
ცხოვრობდა. ლევეტცოვი დაქვრივებულ გრაფ კლებელსბერგის ყო-
ფილი მეუღლე იყო. მიუხედავად ამისა, ულრიკეს ბაბუა ბროზიკე სა-
სახლის მუდმივ მასპინძლად დარჩა. ამ წელს დიდმა ჰერცოგმა კარლ
ავგუსტმაც ამ სასახლეში ისურვა დასვენება. იგი კლებელსბერგისა
და ლევეტცოვის ოჯახებთან მეტად დაახლოებული იყო, ხოლო ბრო-
ზე კესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. დღეს ამ სახლში,
სწორედ იმ სართულზე ცხოვრობდა, სადაც გასულ წელს გოეთე იყო.
კარლ ავგუსტი დაახლოებით 50 წლის განმავლობაში გოეთეს უფ-
როსიც იყო და მეგობარიც. გოეთეს სურდა ისევ კლებელსბერგის სა-
სახლეში ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად უპირატესობა კარლს მიენი-
ჭა. ამიტომ გოეთემ მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროში
„გოლდენენ თრაუბენში“ გაჩერება არჩია. თავისი ინტუიციით გა-
ოცებული იყო. მაინც რატომ, რით მიიზიდა მოპირდაპირე სახლმა.
ახლა ულრიკესგან მხოლოდ მცირე მანძილი აშორებდა. რაღაც უნდა
მოეფიქრებინა, თუნდაც სულ უმნიშვნელო, რომ მისთვის ეგრძნობი-
ნებინა, გაეგებინებინა, რომ ის იქ იყო, ესმოდა და გრძნობდა მას. და
რომ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის იყო აქ. ულრიკეს პატარა სახე
ჰქონდა. მის ცხვირს კი პატარას ნამდვილად ვერ უწოდებდი. ქლი-
ავის ფორმის თვალები, გამუდმებით რომ იცვლიდა ფერს. ეს გასულ
წელსვე შეატყო. მუდამ ლაღი, ცოცხალი, მბრწყინავი ცისფერი თუ
მწვანე თვალები. ვერასოდეს რომ ვერ იტყოდი დაბეჯითებით, ცის-
ფერი იყო თუ მწვანე. თითქოს ორივე ეს ფერი ერთდროულად ირეკ-
ლებოდა მისი მზერიდან. მისი სავსე, ჰარმონიულად შერწყმული ბა-
გეები თითქოს მარტოდ ჩანდა მის სახეზე. ცხვირიც სრულიად ცალ-
კე, გამოკვეთილი ნაკვთი იყო. თუ კარგად არ დააკვირდებოდი, შე-
იძლება წვეტიანი მოგჩვენებოდათ, მაგრამ სწორედ ზედგამოჭრილი
მისი სახისთვის. ულრიკე მუდამ საოცარ სიმშვიდესა და უწყინარო-
ბას ასხივებდა. ახლა გოეთემ უეცრად ინანა, რომ მხოლოდ ბუნებას

14
ხატავდა და არა ადამიანებს. ახლა ულრიკეს სახე ერთადერთი იყო
რომელსაც უდიდესი სიამოვნებით დახატავდა. თითქოს ზეციურად
სხივმოფენილი ლანდშაფტი იყო, რომლის დახატვა ნამდვილად
ღირდა.
კარადის დიდ სარკესთან მივიდა, რომელიც ორივე მხრიდან ლამ-
ფებით იყო განათებული.
„გოლდენენ თრაუბენის“ მეპატრონე მთელ ამ მხარეში იყო ცნო-
ბილი, როგორც განათების ძლიერი მოყვარული. არც ერთ გამოფე-
ნა-ბაზრობას არ ტოვებდა. ყველგან ესწრებოდა, სადაც ლამფის ახა-
ლი სახეობები იყო გამოფენილი. გოეთეს ნამდვილად ხიბლავდა სას-
ტუმროს განათება.
როგორც სახელმწიფო მოხელეს სჩვეოდა, ზურგზე ხელები შემო-
იწყო და სამუშაო ოთახში გავიდა, უჯრიდან ბატონ ბრაუნ ფონ
ბრუნთალის მიერ ვენიდან გამოგზავნილი ჟურნალი ამოიღო, სადაც
ამ ოცდაერთი წლის პოეტის გოეთესთან სტუმრობის ეპიზოდი იყო
აღწერილი. ამ სტატიის წაკითხვისას გოეთეს ყოველთვის ეცინებო-
და, რადგან ასე ეგონა, თითქოს თავის მოჩვენებასთან ჰქონდა საქმე:
„სულ რაღაც ერთ წამში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივ
ადამიანთან ბანალური შეხვედრა. როცა გოეთე კართან იდგა და ლა-
მის სამი წუთის განმავლობაში თვალებში მიმზერდა, მასში მარმა-
რილოს ქვაში დახვეწილად გამოთლილი ზევსის ამაყი სახე დავინა-
ხე. გასაოცარი თავდაჭერის მანერა, ხიბლი, არისტოკრატულობა.
უკვე სამოცდაცამეტი წლის ბერიკაცს, კეფაზე ტალღებად ეფინა ჭა-
ღარა თმა. ჯერ ისევ მკვრივი ნაკვთები, ყვრიმალები, თაბაშირივით
თეთრი, გადატკეცილი და გაშლილი შუბლი, თავდაჯერებულობის,
უზრუნველობის, ღირსებისა და, ამასთან, ლმობიერების გამომხატ-
ველი ბაგეები და ნიკაპი, რომელიც მის სიმტკიცეზე მეტყველებდა,
და ბოლოს, ციური სხივით გაბრწყინებული მთის პატარა ტბასავით
ანკარა, ცისფერი თვალები. სწორედ ეს ყოვლისმთქმელი თვალები
შევნიშნე უპირველესად, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ მართლაც

15
ჰარმონიულად შერწყმულ მის დიდებულებას, ხიბლსა და სიმტკიცეს.
მხოლოდ ხელოვნების ყოვლისშემძლე პლასტიკურობითა და ფერთა
საშუალებით თუა შესაძლებელი ამ საოცარი შერწყმის გამოსახვა.
ისევე, როგორც მონტე როზას, მონბლანის დახატვა, თვალისმომ-
ჭრელი სხივებით განათებულისა და მზის ჩასვლისას. ასეთად წარ-
მოისახა ჩემს თვალში გოეთე და ჩემმა სულმა, გონებამ იგი მაშინვე
განადიდა. მასთან შეხვედრით უმნიშვნელო ახალბედამ საოცრად
ბედნიერად ვიგრძენი თავი. ვიცოდი, მეტად რთული იყო მასთან შეხ-
ვედრა და ჩემ წინ, დილის ხალათში გამოწყობილს რომ ვუყურებდი,
ვიფიქრე, ან ჩემთვის დაუშვა გამონაკლისი, ან ჩემ გამო ჩაცმისათ-
ვის განსაკუთრებულად არ შეუწუხებია თავი-მეთქი. მისმა მზერამ
ლამის გამბურღა, მაგრამ არ გავუნადგურებივარ. აღმოსავლური
სტილის დივანისაკენ გამიძღვა და დახვეწილი ხელის მოძრაობით
მანიშნა, დავმჯდარიყავი. ოი, ნეტარებავ! რა სასიამოვნო იყო მის
გვერდით ჯდომა. როცა ლაპარაკი წამოიწყო, მთელი არსებით შე-
ვიგრძენი, როგორ გამითავისუფლდა გასული ზამთრით დამძიმებუ-
ლი სუნთქვა და ნაკადულივით დაიწყო ჩქეფა“. . .
გოეთემ ჟურნალი უჯრაში ღიმილით ჩადო და ისევ სარკის წინ
დადგა. ორ კბილს შორის პატარა დაშორებას დააკვირდა, ჯერ კი-
დევ ცამეტი წლისას ჰქონდა ასე და მაინც დღემდე ვერ ეგუებოდა.
ბაგეების მოძრაობა ისე გაავარჯიშა, რომ ეს კბილებს შორის დაშო-
რება, ვერავის შეემჩნია. ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებდა. თა-
ვისი რძალი ოტილია გააფრთხილა, ყოველთვის დაკვირვებოდა და
თუ შეამჩნევდა საუბრისას კბილებს შორის ამ დაშორებას, მაშინვე
ეუწყებინა მისთვის. ოტილიაც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა
მის თხოვნას. ხოლო როცა მარტო იყო, როგორც ახლა, არც კი ცდი-
ლობდა მის დამალვას და ახლა სარკეში ჩახედვისას, ულრიკეზე ფიქ-
რებმა გაახსენა. თითქოსდა გული უგრძნობდა, ახლახან გამოქვეყ-
ნებულ ნაწარმოებში 50 წლის მამაკაცი აღწერა, რომელიც ახალგაზ-

16
რდა ქალის გულის მოგებას ცდილობდა და კბილებს შორის დაშო-
რებას საშინლად განიცდიდა.
საძინებელში გავიდა, გაუხდელად წამოწვა და თავისი გმირების
იმ ფრაზებს დაუწყო ძებნა, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავ-
დნენ მის ამჟამინდელ მდგომარეობას. უცბად ამოუტივტივდა თავი-
სი ვილჰელმი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდამ გაიფიქრა: „ყვე-
ლაფერი ან არაფერი“.

17
2
თავად 74 წლისაა, ულრიკე 19-ისა. მისი ვაჟი 34 წლისა, ვაჟის
ცოლი – ოტილია 27 წლისა... ამ ანგარიშში იყო საუზმობისას, რომე-
ლიც შტადელმანმა ათასნაირი ნუგბარით გაუწყო.
შტადელმანი, რომელიც გოეთემ მინერალების ცოდნით გაანათ-
ლა, ვოლფსბერგზე გააგზავნა ავგიტის ქვების მოსატანად. სპეცია-
ლური ქვის ჩაქუჩიც გაატანა. მდივან ჯონს უთხრა, რომ თერთმეტის
ნახევარზე დაიწყებდა ტექსტის კარნახს. ჯონმა მოახსენა, რომ დოქ-
ტორი რებაინი ითხოვდა მასთან შეხვედრას. ეს იყო ვაიმარის სასახ-
ლის კარისა და თავად გოეთეს პირადი ექიმი, რომელმაც მომაკვდა-
ვი ქრისტიანეს საწოლთან არაერთი საათი დაჰყო.
როცა გოეთე მისაღებ ოთახში გავიდა, დოქტორი რებაინი უკვე
იქ დახვდა. მაშინვე წამოიჭრა და მიესალმა. ის იყო, გოეთემ გა-
უზიარა, თუ რა ჯანმრთელად და კარგად გრძნობდა აქ თავს, გასუ-
ლი ზამთრის შემდეგ, რომ დოქტორმა უმალ წამოიწყო:
– მინდა დავინიშნო, – და დაუმატა, რომ თუ კატარინას ახლავე
არ დანიშნავდა, დაკარგავდა. საუბარი ეხებოდა მასზე 30 წლით უმ-
ცროს კატი ფონ გრავენეგს.
18
– სხვა გზა არა მაქვს, – განაგრძო დოქტორმა. – ნიშნობა აქვე,
მარიენბადში უნდა გავმართო, რაც თქვენი კეთილშობილების, სა-
იდუმლო მრჩეველის დასწრების გარეშე წარმოუდგენელი იქნება.
ბოდიშს გიხდით, ასე უცერემონიოდ რომ შემოგეჭერით, მაგრამ საქ-
მე ჩემს კატის ეხება, იმედია, გესმით ჩემი. მარტო ექიმობა რად მინ-
და. მართალია, ახლა მნიშვნელოვან პიროვნებად ვითვლები მისი
უდიდებულესობის წრეში, მაგრამ მე აქ ვიყო, კატი კი მარტოდმარ-
ტოდ მიუნხენში, ნამდვილად არ ივარგებს. მოკლედ, ჩამოვა თუ არა,
ნიშნობას დავნიშნავ. უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან ავღელდი,
თქვენს ახალ ნაწარმოებში 50 წლის კაცის, საქვეყნოდ ცნობილი ექი-
მის შესახებ რომ წავიკითხე.
– ეგ ხომ ბევრს არაფერს ნიშნავს, – თქვა გოეთემ და დოქტორ
რებაინს მეგობრულად გადაეხვია. მერე კი ყურში ჩასჩურჩულა: –
ქირურგების შექება ხომ აუცილებელია, რომანის მოქმედების გასა-
ვითარებლად, განსაკუთრებით 50 წლის ასაკის კაცისთვის. ეს რო-
მანი, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ გამოვიდა, ჩემი აზრით,
თავისი პერსონაჟებით ძალიან ესადაგება დღევანდელობას. რომა-
ნის „ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები“ – გმირი, ვილჰელმი
კარგი ქირურგი უნდა იყოს, თუკი მთელ მსოფლიოში შეიძინა გამოც-
დილება. რატომ? იმიტომ, რომ ავტორს სურს, ვილჰელმს ისეთი
პროფესია ჰქონდეს, როგორიც ადამიანებს სჭირდებათ. ეს ხომ ყო-
ველ ჩვენგანს გვინდა, ბატონო დოქტორო? ამით გოეთეს დამაჯე-
რებლად სურდა ეთქვა, რომ ამის მაგალითს აშკარად ბატონი დოქ.
რებაინი წარმოადგენდა და სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო, თუ არა
მის წინაშე მდგომი, ორმოცდაათი წლის შესანიშნავი ექიმი.
ამას მოჰყვა ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა. ექიმი წავიდა და
თან საიდუმლო მრჩევლის გულითადი დაპირებაც გაიყოლია, რომ
სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ნიშნობაში. გოეთე კი იჯდა
და ფიქრობდა: ოცდაათი წლით უმცროსი?! არა, რასაც ის გრძნობ-
და, შური არ იყო. შეიძლება ცოტა შურსაც განიცდიდა. შური სხვა

19
რა არის, თუ არა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი განწირუ-
ლი ადამიანის გაოგნება და გაოცება. თითქოს არც თუ იშვიათი იყო
ნიშნობები ორმოცდაათისა თუ ოცდაათი წლით განსხვავებულ წყვი-
ლებს შორის. ალბათ მსგავსი ნიშნობები გახშირდება. ასე დაიმშვიდა
თავი გოეთემ, როცა თავის ასაკს 74 წელს 19 გამოაკლო, მიღებული
განსხვავება – 55 წელი საშინლად აღარ მოსჩვენებია.
დოქტორ რებაინის სტუმრობამ იმდენად გაახალისა, რომ გათა-
მამდა და დოქტორს გასვლისას სთხოვა, კლებელსბერგის სასახლეში
მისვლისთანავე მოკითხვა გადაეცა ლევეტცოვებისათვის, პირადად
ულრიკესათვის და ისიც ეცნობებინა, რომ გუშინ გამოთქმული სურ-
ვილი დღეს ნაშუადღევის შემდეგ ნებისმიერ დროს შეეძლო აესრუ-
ლებინა. გოეთემ შენიშნა, რომ დოქტორი რებაინი ვერ მიხვდა, რას
გულისხმობდა და ამიტომ დასძინა: ბავშვებს აუცილებლად უნდა
ვასწავლოთ. მით უმეტეს, როცა თვითონ გთხოვენ. გოეთე ფარდის
მიღმა იდგა და იქიდან აკვირდებოდა, დოქ. რებაინი როგორ გადა-
დიოდა ქუჩაზე და როგორ გაუჩინარდა კლებელსბერგის სასახლის
კარში.
გოეთემ ჯონი, რომელმაც კორესპოდენცია მოუტანა, გააფრთხი-
ლა, რომ როგორც კი ქალბატონი ლევეტცოვი მოვიდოდა, სასტუმრო
ოთახში შესძღოლოდა და დაუყოვნებლივ ეცნობებინა.
იქნებ ულრიკეს დაავიწყდა კიდეც, გუშინ რა ისურვა. თუ მარ-
თლაც დაავიწყდა, მაშინ გამოდის, რომ რაღაც მოეჩვენა. რისი ნეპ-
ტუნისტი ან ვულკანისტი, ნამდვილად ილუზიებით შეპყრობილი
ადამიანია. იქნებ იგი ულრიკეს თვალში სულაც არაფერს ნიშნავს.
იქნებ ულრიკე მხოლოდ ერთი მშვიდი, აუღელვებელი, თავდაჯერე-
ბული 19 წლის გოგონაა.
გოეთემ ღრმად ამოიოხრა. ამ აზრის გასაფანტავად, თავის თავ-
თან საუბარი დაიწყო. მუდამ ასე სჩვეოდა. ყოველთვის საკუთარ
თავთან კამათში ცდილობდა გაეცნობიერებინა, რაც მის თავს ხდე-

20
ბოდა: მე თუ ვოხრავ ან ხმამაღლა ამოვიძახებ რამეს, სულაც არ მინ-
და სხვამაც გაიგოს, ეს მხოლოდ მე უნდა მესმოდეს, სხვა არავის.
ვიჯდე, უბრალოდ ველოდო და ვიტანჯო, ჩემთვის აუტანელია. აქე-
დან არ ავდგები, სანამ არ მოვა. ჰოჰ, ეს მოლოდინით გახევება. მას
უკვირდა, მოლოდინით გამოწვეული ეს ტკივილი არანაირი მოძრაო-
ბისკენ რომ არ უბიძგებდა. ეს იყო მისი ვილჰელმის პერიფრაზირება:
ულრიკე ან არაფერი. როგორ მინდა, რომ მოვიდეს. არც კი ვიცი,
ულრიკეს გარეშე როგორ ვისუნთქო. ერთი წლის წინ გოეთემ ლე-
ვეტცოვების ოჯახში ისურვა: მინდა მყავდეს ვაჟი, რომ ულრიკე ცო-
ლად მოიყვანოს და ისე აღვზარდო, რომ ერთმანეთს შეეფერებოდ-
ნენო. აშკარად იცრუა მამობრივი ტონით, თავადაც ვერ გაეგო, რა-
ტომ იცრუა. ეს ხომ მაშინვე ტყუილი იყო, მაგრამ ამორალური კი
არა, უფრო სისუსტის, უსუსურობისაგან გამოწვეული ტყუილი, სი-
ტუაციიდან გამომდინარე ლაჩრობა. დღეს კი ასეთი რამის თქმა
აღარ შეეძლო, რადგან მაშინდელი ულრიკე დღევანდელს აღარ
ჰგავდა. მაშინვე ჰქონდა განსაკუთრებული თვისებები, მაგრამ ახ-
ლა... თუმცა ისევ ისეთივე სადა, სამკაულებისაგან თავისუფალი, მო-
შიშვლებული ყელი და ყურის ბიბილოები. არც იმის წინა ზაფხულს
ეკეთა სამკაული? იქნებ იმიტომ, რომ ცუდი ამინდები იყო. მაგრამ
ახლა, ამ პაპანაქება ზაფხულში? იქნებ მხოლოდ ის სურს, სამკაულე-
ბით დახუნძლული ქალებისაგან გამოირჩეოდეს?
და აი, ისიც. მოვიდა. ღია, პაწაწინა ღილებიანი, გულამოჭრილი,
მაქმანებიანი მწვანე კაბა ეცვა, რომელიც მის კოპწია ფიგურას კი-
დევ უფრო გამოკვეთილად აჩენდა. თმა, სხვა ქალებისაგან განსხვა-
ვებით, ფუთად ჰქონდა შეკრული. ულრიკე ლაღად შემოვიდა და მი-
ესალმა. თამამად, გაბედულად მიესალმა. ასეთი რამ მას არ ახასია-
თებდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ასეთი ქცევა გოეთესთვის უცნობი
იყო.
ულრიკე სავარძელში ჩაჯდა და ერთი ხელი მაღალ ბალიშზე შე-
მოდო. გოეთემ წინ და უკან დაიწყო სიარული. ამ დროს წერილებით

21
სავსე სინით ჯონი შემოვიდა.
– აი, წერილებიც, – თქვა გოეთემ, – ძვირფასო ჯონ, როცა ასეთი
სტუმარი მყავს, წერილების წაკითხვა ნამდვილად შეუძლებელია.
მოითმინეთ, გეთაყვა, მინდა ჩემს სტუმარს ვაჩვენო, საერთოდ რო-
გორ ხდება. წერილებს შორის ზოგი სასწრაფოა. შეხედეთ, მე და ჩე-
მი ჯონი ასე ვაკეთებთ, თუ რაიმე სასწრაფოა, ზემოდან დებს. აი ეს
სასწრაფოა, იმიტომ, რომ მისი უდიდებულესობა შვიდ დღეში ვაი-
მარს ტოვებს. ამიტომ დღესვე უნდა გაიგზავნოს შეტყობინება.
– თუ ნებას დამრთავთ, – მიმართა ულრიკეს.
– რა თქმა უნდა.
– ჯონ, გთხოვთ.
გოეთე ბოლთას ცემდა და ჯონს კარნახობდა:
– მისი უდიდებულესობისთვის უკვე ცნობილია, მრჩეველ ლენცს,
მის მოახლოებულ იუბილეზე რა ძღვენიც უნდა მიერთვას. ეს იუბი-
ლე საზეიმო ვითარებაში ჩატარდება და თუ ჩემს მოსაზრებას სავა-
რაუდოდ გაითვალისწინებთ, კარგი იქნებოდა წარმოგვედგინა ვე-
ზუვი, რომლის ქვეშ მისთვის გადასაცემი მედალი იქნებოდა.
გოეთემ კარნახი შეწყვიტა და ულრიკეს მიუბრუნდა: მიხვდით?
– რას ნიშნავს „თუ ჩემს მოსაზრებას სავარაუდოდ გაითვალისწი-
ნებთ“? – დაინტერესდა ულრიკე.
– საერთოდ, ასეთია ოფიციალური წერილის სტილი. რაც იმას
ნიშნავს, რომ მისი მეფური უდიდებულესობის გადასაწყვეტია, მიი-
ღებს თუ არა ჩემს წინადადებას. გესმით? ბატონი ლენცი თავგამო-
დებული ნეპტუნისტია და მის იუბილეზე ვულკანის ფორმის ტორტის
მირთმევა გვსურს, რომლის კრატერის ფსკერზეც საპატიო მედალს
იპოვის. ასეა თუ ისე, იმედია, ჰერცოგი გაითვალისწინებს ჩემს შე-
თავაზებულ აზრს.
– კი მაგრამ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ პირდაპირ არ შე-
გიძლიათ განუცხადოთ.
– შეიძლება, მაგრამ ასეა მიღებული. – უთხრა გოეთემ.

22
– ისე, რა მშვენიერი ნათქვამია – „თუ ჩემს მოსაზრებას სავარაუ-
დოდ გაითვალისწინებთ“, მომწონს, აუცილებლად ვეტყვი დღესვე
დედას, რომ თუ ჩემს მოსაზრებას სავარაუდოდ გაითვალისწინებს,
ისევ ის ჭყეტელა ცისფერი კაბა კი არ ჩაიცვას, არამედ ჩალისფერი.
– ის აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრს, – უთხრა გო-
ეთემ.
– თუმცა, ეს წინადადება, მართალია თავაზიანი ფორმით, მაგრამ
ცოტა ბრძანებასავითაცაა, – განაგრძო ულრიკემ.
– უფრო, აუცილებლად ასასრულებელი სურვილის მსგავსი, – მი-
უგო გოეთემ, – და კიდევ ერთიც, ულრიკე, ეს ერთგვარი კომპლი-
მენტიცაა. ვისაც მიმართავ, თავს შენი მოსაზრების თანამონაწილედ
მიიჩნევს. ალბათ გესმით, რასაც ვგულისხმობ.
– ბატონი საიდუმლო მრჩეველი მეტად დახვეწილია, – თქვა ულ-
რიკემ.
– ჯონ, დღეისთვის ამით დავასრულოთ.
ჯონი გავიდა, გოეთე ულრიკეს გვერდით სავარძელზე დაეშვა.
– მინდა, ყველაფერს, რასაც გეუბნებით, ჩემი მოსაზრების სავა-
რაუდოდ გათვალისწინება უწოდოთ. ეს უფრო მეტ სითამამეს შემ-
ძენს, იმაზე მეტი გითხრათ, ვიდრე ამის უფლება მაქვს. დამრთავთ
ნებას, ცოტა ხნით ისე გესაუბროთ, როგორც მის უდიდებულესობას?
– მე რევოლუციის შემდგომდროინდელ ინტერნატში აღვიზარდე,
– უთხრა ულრიკემ, – ჰმ, მისი უდიდებულესობა? ისე, საინტერესოა.
გოეთე სწრაფად წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო:
– ნება მიბოძეთ, ჩემთვის მეტად სასიამოვნო თხოვნა მოგახსე-
ნოთ. თქვენი უდიდებულესობა ინებებს მოიღოს მოწყალება, გამა-
ბედნიეროს და უახლოეს მომავალში ჩემ მიერ შემოთავაზებული წი-
ნადადება გულმოწყალედ მიიღოს?!
ამ სიტყვებით გოეთე მის წინაშე დადგა: ალბათ მუხლსაც სიამოვ-
ნებით მოიყრიდა, მაგრამ შეეშინდა, ვაითუ წამოდგომა გამიძნელ-

23
დესო. ულრიკემ საკოცნელად ხელი გაუწოდა. გოეთეს დიდხანს ეჭი-
რა მისი ხელი. ოდნავ, თითქმის არც შეხებიაო, ისე ეამბორა.
ულრიკე წამოიჭრა.
– აჰ, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს ჩემთვის მეტად მოულოდნელია.
– თუ ჩემს მოსაზრებას სავარაუდოდ გაითვალისწინებთ, ვისურ-
ვებდი მთელი დარჩენილი ცხოვრება თქვენ გვერდით გამეტარებინა,
– განაგრძო გოეთემ.
– არც კი ვიცი, რა უნდა მქონდეს ამის საწინააღმდეგო,. – უპასუ-
ხა ულრიკემ.
– თქვენმა სიტყვებმა რაღაც აღძრა ჩემში, მაგრამ ვერ გიმხელთ,
კერძოდ რა. რომ არ შეგაშფოთოთ და აგაფორიაქოთ. მინდა გით-
ხრათ, რომ თქვენმა სიტყვებმა სიცოცხლის ძალა შემძინა. უკვე ალ-
ბათ თქვენი სახლში წასვლის დროა, რომ დედას თქვენი სავარაუ-
დოდ გასათვალისწინებელი წინადადება შესთავაზოთ. თქვენს
გვერდით ყოველი წამი ნამდვილი... ნამდვილი რევოლუციაა... რაც
ძალზე მაშინებს...
ულრიკემ უთქმელად შეხედა.
– ახლა თქვენი თვალები მწვანეა, ნამდვილი მწვანე, – უთხრა გო-
ეთემ.
– ჩემი აზრით, შიში არაა დაუძლეველი, – თქვა ულრიკემ ნაზი,
უწყინარი, მშვიდი ტონით.
– ნამდვილად კარგია, ისეთი ადამიანი გყავდეს გვერდით, რომე-
ლიც შენს შიშს ისე აღიქვამს და განიცდის, როგორც საკუთარს. ესაა
ჭეშმარიტი სიახლოვე!
– ოჰ, აი, კიდევ ერთი ასეთი წინადადება: „ისეთი ადამიანი გყავ-
დეს გვერდით, რომელიც შენს შიშს ისე აღიქვამს და განიცდის, რო-
გორს საკუთარს. . . “ თქვენო აღმატებულებავ, შეიძლება გითხრათ
რაზე ვფიქრობ?
– ვინც არ მეუბნება რას ფიქრობს, ამით შეურაცხმყოფს.

24
– ეს წინადადებაც... თქვენი წინადადებები ყოველთვის ისე მაბ-
ნევს, დაფიქრების საშუალებას არ მაძლევს. იქნებ ასეცაა საჭირო.
ზუსტად ისე გავიგო, როგორც ამბობთ. მე ქიმიისა და ფიზიკის გაკ-
ვეთილებზე მუდამ დაძაბული ვარ, რადგან იქ მუდამ რაღაც ახალ-
ახალი ექსპერიმენტებია.
– რაც ახალი და აკრძალულია, მით უფრო საინტერესოა.
– კიდევ ერთი გამოცანებით სავსე წინადადება, – თქვა ულრიკემ
და მხიარულად გაიცინა.
გოეთემაც მხიარულად უპასუხა:
– არც თქვენი წინადადებებია ჩემსაზე ნაკლები.
– მე შემიძლია არგუმენტებით დავასაბუთო, რომ შებრუნებუ-
ლად ნათქვამი წინადადებაც შეიძლება ჭეშმარიტებად ჰჟღერდეს.
კი არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებაა, არამედ ვამბობ, რომ ასე ჟღერს.
– გთხოვთ, მითხარით.
– ნამდვილად კარგი იქნებოდა, ისეთი ადამიანი გყავდეს გვერ-
დით, რომელიც ისეთ შიშს არ განიცდის, როგორც თავად.
– განაგრძეთ.
– ვინც მე მეუბნება, რასაც ფიქრობს, შეურაცხმყოფს. გთხოვთ,
ახლა თქვენი გამოცდილების მიხედვით კი ნუ იმსჯელებთ, არამედ,
თქვით, ესეც ჭეშმარიტებად ჟღერს თუ არა.
– ულრიკე, თქვენ, ჩემდა საბედნიეროდ, მეტად საშიში ხართ ჩემ-
თვის. გთხოვთ ახლა ეს წინადადებაც არ შეაბრუნოთ.
– გაბრაზდით?
– ულრიკე, ამ წუთას ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ თქვენ გა-
რეშე გატარებული წლები ლამის უიღბლოდ ჩავთვალო.
– ეს წინადადება რომც არ ამოვატრიალო, მაინც გულის საამებ-
ლად ჟღერს, – თქვა ულრიკემ.
გოეთეს გაახსენდა, ულრიკეს ახლად გამოსული რომანი „ვილ-
ჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები“ ასეთი წარწერით გადასცა მა-

25
რიენბადში: „1 8 2 1 წლის აგვისტო, ნიშნად მშვენიერი მოგონებები-
სა“. მომდევნო შეხვედრისას ულრიკეს წიგნი არ უხსენებია. მან კარ-
გად იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა – რომანი ულრიკესთვის კარგი სა-
კითხავი არ იყო. და თუ ეს ულრიკესთვის არ იყო კარგი, მაშინ სა-
ერთოდაც არ იყო წასაკითხი. ამაზე ნამდვილად ღირდა დაფიქრება.
– კიდევ რაღაც მინდა აუცილებლად გითხრათ. როგორც თქვენმა
მკითხველმა, ვიცი, რომ თქვენ არაფერს ისე არ დაწერთ, რაღაც
აზრს რომ არ გულისხმობდეთ, ამიტომ მსურს, ისე, მხოლოდ სახალი-
სოდ, ერთი რამ გირჩიოთ და შემოგთავაზოთ,. – თქვა ულრიკემ.
გოეთემ ანიშნა, რომ ყურადღებით უსმენდა.
– გუშინ ჩემმა სიცოცხლით სავსე დამ, ამალიამ, შეცდომა დაუშვა,
როცა გკითხათ, ჩემი კაბა როგორ მოგწონთო.
– მე ვუთხარი, ძალიან ლამაზია-მეთქი.
– მაგრამ მაშინვე დასძინეთ, ულრიკესი კიდევ უფრო მშვენი-
ერიაო.
– რაზეც თქვენმა დამ მიპასუხა, ამის თქმა არც არის საჭირო, ულ-
რიკეს ტანზე ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად გამოიყურებაო.
– ამის თქმა საჭირო არ იყო.
– მაგრამ ეს ხომ სიმართლეა.
– სიმართლე არ ნიშნავს უხერხულობაში ჩააგდო ვინმე.
– კიდევ ერთი გადაკრული წინადადება.
– ხომ გითხარით, რომ თქვენ გბაძავთ. და თუ ახლა მე მაკრიტი-
კებთ, საკუთარ თავს აკრიტიკებთ.
– გნებდებით.
– გთხოვთ, დაფიქრდეთ, ამალია თითქმის უკვე თექვსმეტისაა.
– თითქმის თუ უკვე?
– თითქმის და უკვეც.
– ნამდვილად მაოცებთ.
– ახლა კი ჩემი წასვლის დროა, ადიეუ, – თქვა მან და წავიდა.

26
გოეთე კი ფანჯარასთან მივიდა და ფარდას ამოფარებული გას-
ცქეროდა, როგორ ლაღად და ნარნარად მიაბიჯებდა, თითქოს დაფ-
რინავდა. საოცრად ჰაეროვანი იყო. უნდოდა ეყვირა, რასაც გრძნობ-
და. რამდენიმე დღის წინ, სეირნობისას, გოეთემ ვერ ნახა ულრიკე.
და იმ დღეს ლექსი დაწერა. შემდეგ, შეხვედრისას, როცა მისთვის ამ
ლექსის გადაცემა დააპირა, ულრიკემ სთხოვა, მინდა თქვენ წამი-
კითხოთ ხმამაღლაო. და წაუკითხა კიდეც:
მწველად მიდიან დღეები ჩემი,
და სულიც უფრო ბობოქარია,
და რადგან მარად გულში გატარებ,
შორსაც რომ იყო, ჩემთან ხარ მუდამ.
მწველად მიდიან დღეები ჩემი,
და სულიც უფრო ბობოქარია,
და რადგან გულით გატარებ მარად,
შორსაც რომ იყო, ჩემთან ხარ მარად.
– კარგია, – უთხრა ულრიკემ.
– მართლა?
– კარგია, როცა ასე მოგმართავენ.
– ხშირად უნდა ავცდეთ ხოლმე ერთმანეთს.
ახლაც საწერ მაგიდას მიუჯდა და დაწერა:
„საამურზე საამური არსება“.
გოეთეს უჩვეულო გრძნობა დაეუფლა.

27
3
სეირნობისას ულრიკეს გარეშე გოეთეს იშვიათადღა ხედავდნენ.
მას სიამოვნებდა გარშემო მყოფთა ცნობისმოყვარე მზერა და მათი
ჩურჩული. გოეთე არ იმჩნევდა და ულრიკესთან საუბრისას ცდი-
ლობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს გამუდმებით რაღა-
ცაზე მსჯელობდნენ, თითქოს ამქვეყნად არსებულ ყველა წყვილზე
მეტი სათქმელი ჰქონდათ. არ უნდოდა მათ საუბარში ვინმე ჩარეუ-
ლიყო, განსაკუთრებით კი, ულრიკეს რომ გამოლაპარაკებოდნენ.
საქვეყნოდ ცნობილი გოეთე, ულრიკესაც ცნობილს ხდიდა. გასულ
ზაფხულს, გრაფინია შტრახვიტცთანაც მსგავსი რამ იყო. „ისეთმა
აღტაცებულებმა უნდა ვისაუბროთ, რომ ვერავინ შეძლოს ჩვენთვის
ხელის შეშლაო“, ხუმრობით ეუბნებოდა გრაფინიას. მაშინ ეს გარ-
თობა იყო, ახლა კი მართლაც ასე სურდა.
ულრიკე, რადგან სტრასბურგში სწავლობდა, ყველა ფრანგით
იყო დაინტერესებული, და ეს მაშინვე გამოამჟღავნა, როცა მო-
ულოდნელად გრაფ ლუი ბონაპარტს მოჰკრა თვალი. ეს იყო ნაპო-
ლეონის ძმა. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც გოეთე მას იცნობდა,
ისიც ლექსებს წერდა და ყოველი ზაფხულის მოლოდინში იყო, რომ
28
გოეთეს მისი ახალი ლექსები შეეფასებინა. გოეთე მის ლექსებზე ცუ-
დი აზრის არ იყო.
შეხვედრისთანავე ლუიმ ხმამაღლა წარმოსთქვა ერთი თავისი
ლექსი და თან გოეთეს სთხოვა, რომ ნება მიეცა, რომ ფროილაინ ლე-
ვეტცოვისთვის ეჩვენებინა თავისი ლექსები, რომელიც როგორც
სტრასბურგის ინტერნატის მოსწავლე, ფრანგულ ლიტერატურას
უფრო აფასებდა, ვიდრე გერმანულს. გოეთემ მოახერხა, მალე ჩა-
მოეშორებინა არასასურველი თანამოსაუბრე. როცა გრაფ ლუის გა-
მოემშვიდობნენ, ულრიკეს უთხრა, ჯონი გოეთეს ყველა ნაწარმოე-
ბის სიას ადგენს, რომ გრაფმა ისინი ფრანგულად თარგმნოსო. ულ-
რიკეს ნაპოლეონზე უფრო მეტის გაგება სურდა, ვიდრე მისი ვაჟის
დაწერილ ლექსებზე. გოეთეც არ დაზარდა და მოუყვა, რომ:
ლაიპციგის სახალხო აჯანყებისას გოეთეს სამუშაო ოთახის კედ-
ლიდან სრულიად მოულოდნელად ნაპოლეონის სურათი ჩამოვარდა.
ნაპოლეონის გამჭოლი, განმგმირავი, მკაცრი მზერა ოთახიდან გაქ-
რა. ამ მზერის ყველას ეშინოდა. თუმცა, გოეთე სამჯერ შეხვდა პი-
რადად ნაპოლეონს და მისი მზერაზე სრულიად სხვა აზრისა იყო.
– მას მეტად გაწონასწორებული მზერა ჰქონდა, – თქვა გოეთემ,
– თვალებს თითქოს არც ახამხამებდა, არასოდეს. გეგონებოდა თვა-
ლები ქვისა ჰქონდა. თქვენ, რა თქმა უნდა, ასეთი მზერა არ გაქვთ,
მაგრამ ეს გამჭოლი და დაჟინებული მზერა თქვენც გახასიათებთ.
არც თქვენ ახამხამებთ თვალებს. ანტიკური ხანის გამონათქვამია,
რომ მხოლოდ ღმერთები არ ახამხამებენ თვალებსო.
ეს მოხდა პრომენადაზე, შადრევნიდან ასი ნაბიჯის დაშორებით.
– თქვენ მიმართ ის მუდამ მეგობრულად იყო განწყობილი? –
ჰკითხა ულრიკემ.
– დიახ, – უთხრა გოეთემ. – ვფიქრობ, ვერთერი შვიდჯერ მაინც
ჰქონდა წაკითხული და, რა თქმა უნდა, იპოვა კიდეც ისეთი ადგილი,
რომელიც უნდა გაეკრიტიკებინა.
– ახლა უფრო დავინტერესდი, – შესძახა ულრიკემ.

29
– მიიჩნევდა, რომ მე მოტივები, – განაგრძო გოეთემ, – როცა
ერთს მეორეთი ვაძლიერებ, ავურიე. შეყვარებული ვერთერი უბე-
დურებისკენ მიისწრაფვის, ამავე დროს, კარიერისტის პატივმოყვა-
რეობითაა შეპყრობილი. ჩემი აზრით, აქ ერთი უბედურება მეორეს
ამძაფრებს. ნაპოლეონმა კი ეს არასწორად მიიჩნია. არაბუნებრივად
მიიჩნია ვერთერის სისუსტე, რომელსაც სიყვარულიც კი აუბედუ-
რებს. მისი აზრით, ვერთერის დეპრესიის ერთადერთი მიზეზი მხო-
ლოდ უბედური სიყვარული შეიძლებოდა ყოფილიყო.
– მართალია, – თქვა ულრიკემ.
– ნაპოლეონს არ შევპასუხებივარ, ისე კი უნდა მეთქვა, რომ ხე-
ლოვანი ეფექტის მოსახდენად იყენებს ასეთ პასაჟებს.
– დიახ, მაგრამ ნაპოლეონი ხომ მართალია, – თქვა ულრიკემ. –
მხოლოდ სიყვარულში კი არ არის ვერთერი ასეთი უბედური, პიროვ-
ნულადაც უბედურია. საერთოდ, უბედურებისაკენ სწრაფვის გამო
სურს თავის მოკვლა. ეს კი არასაინტერესოს ხდის მას.
– მაგრამ მაინც დამაჯერებელს, – დასძინა გოეთემ, – რამდენი
რამის გაიგივება შეიძლება მასთან.
– რაც ძალზე სამწუხაროა, – თქვა ულრიკემ.
– მთელ ევროპაში, ორმოცდაათი წლის განმავლობაში, მსგავსი
რამ ჯერ არავის უთქვამს, გარდა ულრიკე ლევეტცოვისა და ნაპო-
ლეონისა.
– ნაპოლეონი უდავოდ მართალია, – თქვა ულრიკემ, – უმჯობე-
სია არანაირი მხატვრული პასაჟები არ იყოს, ვიდრე რაღაც გათვლი-
ლი, გაანგარიშებული და გამძაფრებული.
გოეთეს სურდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ როგორ აფასებ-
და მას ნაპოლეონი:
– ბრუტუსის ტრაგედია ნაპოლეონმა დამიკვეთა.
ისიც აღნიშნა, რომ ნაპოლეონმა ის საპატიო ლეგიონის ოფიცრად
დანიშნა. რაც მაშინ გერმანელმა დიდებულებმა ცუდ ტონად ჩაუთ-
ვალეს.

30
– რატომ არ ატარებთ ორდენებს? – უ დაინტერესდა ულრიკე.
– უნდა ვატარო?
– არა, არა, – უპასუხა ულრიკემ.
ისინი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. გოეთეს ისეთი შეგრძნე-
ბა ჰქონდა, რომ მას ამ ქვეყნად არც ერთ სხვა ადამიანთან არ აკავ-
შირებდა ასეთი ურთიერთგაგება.
სწორედ ამ დროს ერთი ჭაღარაწვერიანი კაცი მიესალმა და ჩაი-
არა. გოეთემ თქვა, რომ ეს პიროვნება შტაბის ოფიცერი იყო შამპან-
ში, და რადგან ულრიკემ კითხვის ნიშნად წარბები აზიდა, განაგრძო:
გამუდმებით ბრძოლის ველზეა და და საფრანგეთის თითქმის ყველა
ბრძოლაში მონაწილეობდა. მემუარების წერა დაიწყო, მაგრამ, სამ-
წუხაროდ, წერა ყველას არ ეხერხება.
ცოტა ხნის შემდეგ გოეთემ დასძინა:
– სხვათა შორის, ყველა თანამედროვე ფიზიკოსი უარყოფს ჩემს
ფერთა მოძღვრებას, ნიუტონის მიმდევრები არიან. აქვე ისიც უნდა
ითქვას, რომ მისი მოწინააღმდეგეები ნათელსა და თვალს ერთიმეო-
რისაგან გამოჰყოფენ.
თავად კი სინათლესა და თვალს თავის ფერთა მოძღვრების წინა-
პირობად მიიჩნევს. როცა პრომენადეზე, პირველივე დღეს, დაინახა,
როგორ ასხივებდნენ ულრიკეს თვალები, გაიფიქრა, რომ ის თავის
ფერთა მოძღვრებაში არ ცდებოდა. მერე თემა შეცვალა და ჭექა-ქუ-
ხილზე დაიწყო ლაპარაკი. ულრიკემ პირველად მისგან გაიგო სენე-
კას ნათქვამი: ყველა მეხდაცემული მიწაზე გულაღმა წევს. როცა
გაკვირვებულმა ულრიკემ ჰკითხა, ამდენი რამ საიდან იცითო, გო-
ეთემ უპასუხა:
– მეხით დაღუპულებსა, და ბევრს სხვა რამეზეც კრიმინალისტ
გრიუნერისგან ვიგებ. ყოველ წელს, ვაიმარიდან ბიოემენში მგზავ-
რობისას, ჯერ გრიუნერთან შევივლი ხოლმე. მასთან ერთად მთებსა
და ბორცვებზე არაერთი საინტერესო ქვა მაქვს ნაპოვნი. როცა გრი-

31
უნერთან შევდივარ, პირდაპირ ვკითხულობ, რა სიახლეები აქვს. რა-
ზეც მპასუხობს: თქვენი აღმატებულებისთვის, როგორც ყოველ-
თვის, რაც მოგესურვებათ, თქვენგან მეტად დავალებული ვარო.
მაგრამ ეჰ, ულრიკე, ადამიანს მხოლოდ ისეთ ხალხთან რომ ჰქონდეს
ურთიერთობა, ვინც მხოლოდ მადლიერია მისი, მაშინ...
– რა მაშინ? – იკითხა ულრიკემ.
– შეიძლება ითქვას, ვინც ჩემი მადლიერია, მეც მადლიერი ვარ
მისი, იქნებ უფრო მეტადაც კი.
– თქვენ ხომ მუდამ ყველაფერში გინდათ სხვას ჯობდეთ, – უთ-
ხრა ულრიკემ.
– დიახ, რადგან არ მინდა ვინმე მჯობდეს.
– რადგან, ისედაც იცით, ყველას რომ ჯობიხართ.
– ულრიკე, როგორც ახლა ვლაპარაკობთ, გაიხსენე წინა წელი
კარლსბადში, მაშინ ხომ არ შეგვეძლო ასე თავისუფლად საუბარი?
– მარიენფელდი ცოტა ამერიკული სტილისაა, – თქვა ულრიკემ.
გოეთე ნათქვამს ვერ მიუხვდა.
– აი, შეხედეთ მდელოს, აი იქ, სულ მაღლა, ხშირი ტყე რომ იწყე-
ბა, ერთიმეორის მიყოლებითაა ჩამწკრივებული სასტუმროები, ლა-
მის შიგ ტყეში. ოთხი წლის წინ იქ მხოლოდ მწვანე უღრანი ტყე იყო.
ამას ვგულისხმობ ამერიკულში.
– ჰო, კლებელსბერგის სასახლეში, უკვე ლამის ასი ოთახია ერთ
სართულზე, – ჩაილაპარაკა ახლა გოეთემ.
– თქვენო ბრწყინვალებავ, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხ-
დება, – თქვა ულრიკემ დამრიგებლური, სხვათა შორის, გოეთეს ტო-
ნით.
გოეთემ გაკვირვებულმა შეხედა. ულრიკემ კი განაგრძო:
– როგორც თქვენ მეხდაცემულებსა და სენეკაზე ყველაფერს კრი-
მინალისტ გრიუნერისგან იგებთ, ისე მე ყველაფერი, რაც მარიენ-
ბადს ეხება, ჩემი მომავალი მამინაცვალ გრაფ კლებელსბერგისგან
და ბაბუა ბარონ ბროეზიგკესგანაც ვიცი. ევროპის უმწვანესი ოდაა,

32
სადაც ევროპის ყველა მდიდარი ჩერდება, როცა კარლსბადისკენ მი-
ემგზავრება. სხვათა შორის, კლებელსბერგი ამჟამად ისევ ავსტრიის
ფინანსთა მინისტრია, ბაბუაჩემი კი მისი მოანგარიშე. ამას მხოლოდ
იმიტომ გეუბნებით, რომ იცოდეთ, ჩვენს ოჯახში ასაკზე მაღლა კე-
თილშობილური წარმოშობა დგას, დედაჩემის მამა პრუსიის იმპერა-
ტორის ფრიდრიხ დიდის ნათლულია.
– აჰ! – თქვა გოეთემ, – ნამდვილად შესანიშნავი ხიდია გადებუ-
ლი დიდი ფრიდრიხიდან ამერიკულ მარიენბადამდე.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა ულრიკემ, – ბაბუას ძალიან ესია-
მოვნება, თუ თქვენ , ნათლიის წერილის გაცნობას მოისურვებთ.
– მართლაც, დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ წერილს. სხვათა შო-
რის, ერთი ჩემი რომანის გმირი როცა არჩევანის წინაშე დგება: სად
წავიდეს: რუსეთსა თუ ამერიკაში, ამერიკას არჩევს.
– თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, თემა შეცვალოთ!
– რატომ?
– ამერიკა რომ ვახსენე, ცოტა თავის მოწონება მინდოდა.
– ვწუხვარ, მე მხოლოდ რომანზე მინდოდა მესაუბრა, – მელანქო-
ლიური ხმით თქვა გოეთემ.
ულრიკე ხვდებოდა, რომ გოეთე თავს იწონებდა მასთან ერთად
სეირნობით. იმასაც ხვდებოდა, რომ გოეთეს თავისი საუბრის მანე-
რითა და ჟესტიკულაციით სურდა შემხვედრთათვის ეგრძნობინები-
ნა, რომ მათ საუბარში არ ჩარეულიყვნენ. ულრიკე იმასაც ხვდებო-
და, როგორ სიამოვნებდა გოეთეს, როცა მას სხვადასხვა კაბაში გა-
მოწყობილს ხედავდა.
ალბათ ულრიკეს ყველა კაბა პირდაპირ ვენიდან თუ ჩამოდიოდა,
დედის მეგობარ გრაფ კლებელსბერგისგან. საერთოდ, ყველა ლე-
ვეტცოვი, სხვა ქალებისაგან საოცარი სილამაზითა და სიხალისით
გამოირჩეოდა. კაბა კი არ წარმოაჩენდა მათ სილამაზეს, არამედ თა-
ვად ისინი კაბისას. კარგი იქნებოდა, ამაში მისი რძალი ოტილიაც თუ

33
მიბაძავდა, მაგრამ გოეთემ უკვე იცოდა: მას რომ ლევეტცოვების კა-
ბები აღეწერა ვაიმარში, ოტილიას ნერვიული გამოხტომა დაეწყე-
ბოდა, მაშინვე ავად გახდებოდა, გაბოროტდებოდა. ახლახან ოტი-
ლიას დის, ულრიკე ფონ პოგვიშისაგან წერილი მიიღო, რომელშიც
იწერებოდა: „როგორც გავიგეთ, გოეთეს ახლა ახალი რჩეული ჰყავს.
ალბათ როცა უკან დაბრუნდება და სადმე მის სახელს მოჰკრავს
ყურს, მხოლოდ იმ ლამაზ, საყვარელ ულრიკეს გაახსენებს“.
გოეთემ თავის ვაჟისადმი გაგზავნილ წერილში მეტად მეგობრუ-
ლად ახსენა ლევეტცოვების ოჯახი და ისიც მისწერა: „ოტილია რა-
ტომღაც ისე იქცევა, გეგონება ჩემი ცოლი იყოს. ჩემზე და ულრიკეზე
აგორებული ჭორი, მთელ ციურიხსა და ჰამბურგში რომ დადის, არ
მიკვირს, კარგა ხანია ვიცნობ ამ საზოგადოებას. ისიც ვიცი, რა სახის
ქალბატონებიც ავრცელებენ ასეთ ჭორებს. . . ”
გოეთე თავს უხერხულად გრძნობდა, როცა ხედავდა, რა ეჭვის-
თვალით უყურებდნენ ახლობლები. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გერ-
მანიის კულტურის წარმომადგენელი იქნებოდა თუ ამ მომაჯადოე-
ბელი ბოჰემური გარემოცვისა, ყველა იძულებული იყო თავი შეეკა-
ვებინა, ვინაიდან იგი გოეთე იყო. თუნცა, ამ უგვანი ვნების გამო ყვე-
ლას სურდა ეყვირა და განგაში აეტეხა. ცნობილი პიროვნების სამ-
წუხარო დასასრული! არადა ყველაფერი, რაც კი ულრიკესთან იყო
დაკავშირებული, ფრთებს ასხამდა, სიცოცხლის ახალი ძალების შე-
მოჭრასავით აღიქვამდა. ბოლო დროს ბევრი აღნიშნავდა, რა
ბრწყინვალედ, მხნედ და მშვენივრად გამოიყურებოდა. განა ამ მი-
ზეზების გამომწვევი არ უნდა გაეღმერთებინა?! დიახ, გაეღმერთე-
ბინა?!
ზოგჯერ, როცა გოეთე ულრიკეს შინ აცილებდა, ხშირად აყვავე-
ბულ ტერასაზე ჩამოსხდებოდნენ. ულრიკეს ქვებზე უფრო ყვავილე-
ბი ხიბლავდა. ხშირად მიირბენდა და ყნოსავდა, თვალებს ხუჭავდა
და სურნელის მიხედვით ცდილობდა გამოეცნო, რომელი ყვავილი
იყო. ეს ხომ მართლაც დიდებულია, ეუბნებოდა გოეთეს.

34
– ჩემთვის ყვავილების დედოფალი იაა, – უთხრა გოეთემ.
– ჩემთვის კი გვირილა.
მისი მზერით მოჯადოებულმა გოეთემ კითხა:
– შეიძლება სასახლის კარის ცერემონია გავითამაშო?
და როცა ულრიკე დაეთანხმა, გოეთემ წამოიწყო:
– უპირველესად, მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ
უკვე რამდენიმე დღეა, საოცარ სიხარულს მგვრის თქვენი ბრწყინ-
ვალების საზოგადოება და ვიმედოვნებ, რომ უმანკო, იდუმალი მარ-
ცვლიდან აღმოცენებული ბავშვური ყვავილიც ამასვე განიცდის,
რაც კიდევ უფრო დიდად გამაბედნიერებდა.
– ყვავილი ამქვეყნად სიხარულის მომგვრელადაა მოვლენილი.
მისი ჭეშმარიტი არსიც ისაა, რომ სიხარული მოჰგვაროს მისით მო-
ხიბლულს.
„ეკლესიის ზარებმა ექვსჯერ ჩამოჰკრეს. იგი მოშორებით იდგა,
მწვანეში ჩაფლული, შემაღლებულ გორაკზე და ტერასიდან კიდევ
უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
გოეთემ, აღტაცებით, საკმაოდ თავშეუკავებულად უთხრა:
– მართლაც, საუცხოო იქნებოდა ყოველგვარი მაყურებლისა და
უცხო თვალის გარეშე თქვენთან ერთად იქ ყოფნა. ან ეგერიდან და-
სავლეთით, ჰასლაუში, მთის ძირში ყოფნა, ტყის, ცისა და დიდებული
კვარცის კლდის გარემოცვაში. მიყვარს იმ კლდეზე ასვლა და იქიდან
ქვეყნისათვის თვალის შევლება. ოჰ, თქვენთან ერთად რომ მამყოფა
იქ!
გოეთე უცბად შეცბა, წამოდგა:
– უკაცრავად, თუ ჩემი სურვილები ასე თავშეუკავებლად გამოვ-
ხატე, – შემდეგ კი დაუმატა, – საღამომდე, თქვენო ბრწყინვალებავ.
გოეთემ დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა და სასტუმრო
„გოლდენენ ტრაუბესკენ“ გაეშურა ცდილობდა მტკიცე ნაბიჯებით
ევლო. საერთოდ, სიარულს არ უჩიოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ულ-

35
რიკე უყურებდა, რაც მასზე მოქმედებდა და მის ნაბიჯებს არადამა-
ჯერებელს ხდიდა. უკვე კართან მისულმა მალულად უკან მოიხედა.
აღმოჩნდა, რომ ულრიკეს სულაც არ გამოუყოლებია მზერა. არც ეს
მოეწონა.
მან იცოდა, რომ ახლა უთუოდ უნდა დაეწერა, რადგან თავს საკ-
მაოდ კარგად გრძნობდა. მან ოტილიას მისწერა. ულრიკე ამას ვერა-
სოდეს გაიგებდა, მაგრამ ყოველი წინადადება, რომელთაგანაც ასე-
თი სიძლიერე გამოსჭვიოდა, ულრიკეთი იყო აღსავსე. ულრიკეთი
შთაგონებული ძალით მზად იყო ოტილიასთან შემრიგებლური ტო-
ნით ელაპარაკა. ამ წერილის მიზანი იყო, ჭორებისა და გაგონილი-
საგან წარმოშობილი მტრული განწყობა ჩაეცხრო ოტილიაში.
წერილი გოეთეს სტილით დაწერილი არ იყო. აზრი არ ჰქონდა,
ოტილია მის ნაწერში მაინც იმას ამოიკითხავდა, რაც თავად სურდა.
კარგად იცნობდა ოტილიას. იგი მაინც მიუხვდებოდა, რასაც გოეთე
უმალავდა. ოტილია ჯერ კიდევ მანამ მიხვდა გოეთეს დამოკიდებუ-
ლებას ულრიკესადმი, სანამ ამას თვითონ გოეთე გააცნობირებდა.
ოტილიას გამბედაობა არ ჰქონდა, მისთვის პირში ეთქვა, მაგრამ წე-
რილში, რომელშიც ვაიმარის საქმიან ვითარებას აუწყებდა, გადაკ-
ვრით, მაგრამ სრულიად საქმიანი ტონით მიაწერა: კარგი იქნებოდა,
თუ ისეთ ურთიერთობებს თავს აარიდებდა, როგორიც მის ღრმად-
პატივსაცემ ასაკს ეკრძალებოდა.

36
4
დოქტორმა რებაინმა დარბაზის შუაში დადგა დასასვენებელი
სახლის მზა მოდელი და თავისი ნიშნობის ზეიმი კიტი ფონ გრაფე-
ნეგთან გახსნილად გამოაცხადა. პირველი მისასალმებელი სიტყვა
ავგუსტმა თქვა, მეორე – გოეთემ. როცა მისი აღმატებულება, სა-
იდუმლო მრჩეველი და სახელმწიფო მინისტრი, ბატონი გოეთე, გა-
მოაცხადეს, ამას უფრო დიდი ტაში მოჰყვა, ვიდრე დიდი ჰერცოგის
მისალმებას. გოეთე, რა თქმა უნდა, ლევეტცოვების ოჯახის გვერ-
დით იჯდა, ულრიკეს პირდაპირ. როცა ასე მიესალმნენ, ულრიკეს
გახედა, რომელმაც მხოლოდ მაშინ დაუკრა ტაში, როცა გააცნობი-
ერა, რომ გოეთეს ასეთი ტაშით შეხვდნენ. დარბაზის განათების
ფონზე მისი თვალები მწვანედ მოჩანდა.
დოქტორი რებაინი მადლიერებისა და ბედნიერებისაგან სიხა-
რულს ვერ მალავდა, როცა საშუალება მიეცა, მისალმებოდა ნაპო-
ლეონის გერს ევგენი დე ბოარნიას, ერთ დროს იტალიის ვიცე-მეფეს,
დღეს კი ლიხტენბერგის ჰერცოგს; ნაპოლეონის ძმას, ლუი ბონაპარ-
ტეს, ჰოლანდიის ყოფილ მეფეს, დღეს კი გრაფ ლუისს. იქ იმყოფე-
ბოდა ასევე ჯულია ფონ ჰოჰენცოლერნი. იყო ერთი ოვაციები, დიდი
37
ტაში. შემდეგ დოქტორმა რებაინმა კატი ფონ გრაფენეგს მოუხმო
თავისთან, ისიც მივიდა. გოეთე მას პირველად ხედავდა. ტანმოსუ-
ლი გოგონა იყო. ღია ფერის თმა მოშიშვლებულ მხრებამდე სწვდე-
ბოდა. მართლაც, ბუნებრივი სილამაზით დაჯილდოებული ქალბა-
ტონი იყო. შავ კაბაზე ღრმა ჭრილი მთლიანად წარმოაჩენდა მისი
ლამაზი მკერდის სისავსეს. გოეთემ მაშინვე გააცნობიერა, რომ სხვი-
სი სილამაზე ახლა მას სულაც არ აღელვებდა, ის მთლიანად ულრი-
კეთი იყო მოცული.
დოქტორ რებაინს ლაპარაკზე ეტყობოდა, აშკარად ბედნიერი
იყო:
– გაგიკვირდებათ ნამდვილად, როგორ შეძლო ამ კაცმა ასეთი
ლამაზი გოგოს გულის მოგება! ქ შეხედეთ მას და შემომხედეთ მე. მე
გოეთეს ნოველის გმირი ვარ, 50 წლის კაცი, მაგრამ კატი არაა ჰი-
ლარივით, რომელიც ჯერ ორმოცდაათი წლის კაცს ჩამოეკიდება კი-
სერზე და შემდეგ ახალგაზრდა ფლავიოს. კატიმ უცბად ჩაურთო ბა-
ვარიული აქცენტით: ჩემს ცხოვრებაში მე მხოლოდ ერთადერთს და
ერთადერთხელ დავნებდი. ყველამ ტაში დაუკრა. ის მადლობის ნიშ-
ნად მსახიობივით ქედს იხრიდა. დანიშნულები ხელიხელჩაკიდე-
ბულნი იდგნენ. მართლაც, ბრწყინვალე წყვილი იყო. ერთი შავი, ხუ-
ჭუჭთმიანი და მეორე კი – მთლად ქერა. ორივე ბედნიერებისაგან
ბრწყინავდა.
გოეთე ულრიკეს აკვირდებოდა. ის მას მხოლოდ გვერდიდან ხე-
დავდა, რადგან ულრიკე დარბაზის შუაგულისკენ იყო შეტრიალებუ-
ლი: თავაწეული, ამაყი. მუდამ ასე სჩვეოდა, თითქოს მაღლა უფრო
იოლად შეეძლო ყურება, ვიდრე პირდაპირო. ნეტა ის რაზე ფიქრობ-
და ახლა? მერე დანიშნულებს გახედა. გოეთეს ვერც კი წარმოედგი-
ნა, რომ დღევანდელ ნიშნობაზე ამ წყვილის ასაკობრივი განსხვავე-
ბა სალაპარაკო გახდებოდა. ნამდვილად შესძრა ამ ორის ბედნიერე-
ბამ. სხვების მზერა არც კი ანაღვლებდა. გასაგები იქნებოდა, უცბად
მთელი დარბაზი მისკენ და ულრიკესკენ რომ შემობრუნებულიყო.

38
მერე რა, რომ მას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ აინტერესებდა.
რატომ იჯდა ულრიკე შებრუნებით, ნეტავი ერთხელ მაინც შემობ-
რუნებულიყო, რომ მისი უზრუნველი, შეუდრეკელი მზერა დაენახა,
და მხნეობა და გამბედაობა ეჩუქებინა. ვიდრე ულრიკე ხელმისაწ-
ვდომად ახლოს, ყოველ შემთხვევაში, მის თვალსაწიერში იჯდა, მის-
თვის არაფერს შეეძლო გულის ტკენა. დიახ, სამყარო მუდამ მზადაა
გული გატკინოს, მაგრამ არა აქ, მარიენბადში. აქ სულ სხვანაირი
სამყაროა, მაღალი ნაძვებით შემორტყმული, რომლებიც ვაიმარისა-
განაც იცავდა და უცხო სამყაროსგანაც. ერთხელ შემობრუნდი, ულ-
რიკე, რომ დაგინახო, მინდა დავინახო, რა აზრის ხარ ამ ყველაფერ-
ზე. რას ნიშნავს შენთვის ეს ნიშნობის დღესასწაული. გოეთე იმე-
დოვნებდა, რომ ულრიკე თვალყურს ადევნებდა, რა ხდებოდა დარ-
ბაზში. ასე არაა, ულრიკე? ჩვენ ხომ მერე, როცა ეს დღესასწაული
ჩამთავრდება, აქ მომხდარზე, ყოველივეზე დაწვრილებით ვისაუბ-
რებთ? ერთმანეთს ვკითხავთ: შენ რა აზრის ხარ ამაზე? გოეთეს
უხაროდა, რომ აქ თავისი ოფიციალური და მნიშვნელოვანი როლით
ულრიკესთან ერთად ტკბებოდა. საუცხოოა, მხიარული განწყობით
ამ ოჯახთან ერთად ყოფნა. პრომენადაზე მშვენიერი საუბრები...
მაგრამ ფრთხილად, არ აგერიოს, აქ ამ ნიშნობის წყვილს შორის ასა-
კობრივი განსხვავება საკუთარში... – გაიფიქრა გოეთემ. ულრიკე,
ერთხელ მაინც შემობრუნდი, მხოლოდ ერთი წამით.
როცა დოქტორმა რებაინმა მხურვალე სიტყვა დაასრულა, დარ-
ბაზში კიდევ ერთხელ დაუკრეს ტაში. ვიდრე ის კატისთან ჩახუტე-
ბული ისევ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, ორმა, ძიძის ფორმაში
გამოწყობილმა მოსამსახურემ ბავშვის საწოლი გამოიტანა, რომე-
ლიც ჭრელ-ჭრელი საჩუქრებით იყო სავსე. დიდი ჰერცოგი მაშინვე
იქ გაჩნდა, კიდევ ერთხელ მიულოცა წყვილს. სწორედ ეს იყო მისი
საჩუქარი დანიშნულებისათვის. შემდეგ წყვილს ხელები ერთიმეო-
რეზე დაადებინა და ნანადირევივით მაღლა ასწია. ამის შემხედვარე
გოეთეს გაახსენდა, რომ ნადირობისას დიდი ჰერცოგის საყვარელი

39
სამიზნე იხვი იყო, – და წამოიძახა: ვიმედოვნებ ჩემი საყვარელი ექი-
მი საიმედო ხელშია. , რაზეც ისევ ტაში დაუკრეს. გოეთემაც დაუკრა
და, ამასთან, ყოვლისმცოდნესავით ჩაიცინა. ულრიკე ისევ მაგიდის-
კენ შემოტრიალდა, გოეთე მისკენ კმაყოფილი სახით გადაიხარა.
შემდეგ მსახურებმა საჭმელი შემოიტანეს. დოქტორმა რებაინმა კი-
დევ ერთხელ მოითხოვა ყურადღება და აღნიშნა: რადგან ჩემი და-
ნიშნული ვეგეტარიანელია, დღეს აქ ყველაფერი ხორცის გარეშე იქ-
ნება, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენმა სამზარეულოს
შეფმა იზრუნა იმაზე, რომ ევროპის ყველა კუთხის განსაკუთრებუ-
ლი ნუგბარი მოემზადებინა, ისე რომ, ზოგიერთ უხორცო კერძს ნამ-
დვილი ხორცის გემოც კი აქვს. ზოგიერთმა შესძახა: ბრავო. ამ ხმებ-
ში ულრიკეს ხმაც ერია.
ახლა გოეთესათვის კატი ფონ გრაფენეგი ორმაგად მომხიბვლე-
ლი და მშვენიერი გახდა: ბავარიული ტონისა და ვეგეტარიანელობის
გამო. ეს, მართლაც საოცარი იყო, თვალშისაცემი სხეულის მქონე
გოგონა და ვეგეტარიანელი? ის ულრიკეს მიუბრუნდა და უთხრა, არ
ვიცოდი, თუ ვეგეტარიანობისკენ გქონდა მიდრეკილება. მან წარბე-
ბი აზიდა, ორივე ხელი ჰაერში მოიქნია და თქვა: საერთოდ, მე ტენ-
დენციური ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ. ის ახლა მას მხოლოდ ასე
მიმართავდა: თქვენო აღმატებულებავ.
ქალბატონი ლევეტცოვი დოქტორ რებაინის სიტყვებით აღ-
ფრთოვანებული დარჩა. მან ჭიქა ასწია ამ ორმოცდაათი წლის კაცის
სადღეგრძელებლად. გოეთემაც თეთრი ღვინით სავსე თასი ასწია.
ყველა, ვინც იქვე ახლოს იჯდა, მათ შეუერთდა. მხოლოდ ულრიკემ
არ დალია. გოეთემ შეხედა, ულრიკემ თავი გააქნია და უსიტყვოდ,
ბაგეებით აუხსნა: ღვინოს არ ვსვამ საერთოდ, არანაირ ალკოჰოლს.
გოეთემ თასი დადგა და დასძინა: ალბათ თქვენთან ერთად მეც სი-
ამოვნებით დავლევდი, მაგრამ, ნება მიბოძეთ, დღეს ულრიკეს მივ-
ბაძო, თუ ის ღვინოს არ სვამს, მეც უარს ვამბობ ღვინოზეო.

40
– და ხვალ? – ჰკითხა ერთმა ახალგაზრდამ, რომელსაც გარეგნო-
ბაზე ეტყობოდა, აქაური არ უნდა ყოფილიყო. გოეთემ მას გახედა,
მერე ულრიკეს და ჩაილაპარაკა: ხვალ რა იქნება, ამას მხოლოდ
ქალბატონი ლევეტცოვი გადაწყვეტს, ჩემო ბატონო. ამ სადღეგრძე-
ლოს კი სიამოვნებით დავლევ, თუ ნებას დამრთავ, ულრიკე? ულრი-
კემ ისევ ხელები გაასავსავა და უთხრა: კი, კი, თქვენო აღმატებუ-
ლებავ. გოეთემ დიდი ყლუპით მოსვა ღვინო.
შემდეგ კლებელსბერგის სასახლეში გადაინაცვლეს, რომლის
ვესტიბიულიც სასახლის მეპატრონის მიერ სულ წითლად იყო გაწ-
ყობილი. ის ამ შუადღისით ჩამოვიდა ვენიდან. ეს იყო დოქტორ რე-
ბაინზე კიდევ უფრო ლამაზი კაცი, ფრანც ფონ კლებელსბერგი, რო-
მელიც გოეთეს ფართოდ გაშლილი ხელებით შეეგება და მომღერა-
ლივით მჟღერი ხმით უთხრა: საიდუმლო მრჩეველს ალბათ არ სურს
ამის მოსმენა, მაგრამ უკვე 49 წლის ვარ, ესე იგი, ორმოცდაათი
წელს მივუახლოვდი და ამ რიცხვისაგან ჩრდილო პოლუსზე მსურს
გაქცევა, იმ იმედით, რომ იქ წლები გაიყინება. ვიდრე გოეთე მიუახ-
ლოვდებოდა, ხელები ჩამოუშვა, ქედი მოიხარა და დასძინა: უდიდე-
სი პატივისცემით, თქვენო აღმატებულებავ.
– ფრანც, გთხოვ, თავი შეიკავე, – უთხრა ულრიკეს დედამ, რო-
მელსაც არასოდეს არაფერი ეპარებოდა.
ეს დარბაზი, მხოლოდ ნახევარი წლის წინ იქნა დასრულებული,
რადიკალურად რომანტიკული სამშენებლო სტილი იყო შენარჩუნე-
ბული. დეკორაციებიც შესაფერისი: დიდი ფანჯრები, სხვადასხვა
გამჭვირვალეობის ყვავილებიანი მინები. ყოველ კუთხეში და ყოველ
ორ ფანჯარას შორის წითელი მარმარილოს სვეტები იდგა. დარბაზი
მნახველს საოცრად ახალისებდა და ოცნებებს უღვიძებდა. ვინც აქ
პირველად იყო სტუმრად, ულოცავდა გრაფს. როგორც კი კაპელამ
მუსიკა დაიწყო, თავი ვენაში გეგონებოდა. კონგრესის შემდეგ მთე-
ლი ევროპა ვალსს ცეკვავდა. ქალბატონმა ლევეტცოვმა შენიშნა,
როგორ იმოქმედა ამ მუსიკამ გოეთეზე და უთხრა:

41
– ბატონო საიდუმლო მრჩეველო, არა მგონია, 50 წლის კაცს ამის
ცეკვა გაუჭირდეს. გოეთე რომ სულს აყენებს პირველ რიგში და სხე-
ულს – მეორეში, ყველამ იცის, მაგრამ წიგნში „ორმოცდაათი წლის
კაცი“, ისე იმედიანად ჟღერს გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური
მრჩეველი, რომ ამ სიტყვებისთვის მინდა გაკოცოთ. – და ულრიკეს
დედამ გოეთეს ლოყაზე აკოცა.
გოეთემ შენიშნა, რომ ულრიკე თავის დედას მკაცრად აკვირდე-
ბოდა. მაღალი, მრგვალი შუბლი მთლად შეჭმუხნოდა, მაგრამ დედა-
მისმა კიდევ უფრო მეტი ტემპერამენტი გადმოაფრქვია, – თუმცა
ყველაზე ლამაზი სიტყვებია: სილამაზის შემანარჩუნებელი სიბრძნე.
მართლაც სიტყვათა თაიგულია! და აქ იქნებ ვინმეს გაუჩნდეს კით-
ხვა, ავტობიოგრაფიული ხომ არ...
– დედა, – უყვირა ულრიკემ, ახლა უკვე მკაცრად, კმარა. წამობ-
რძანდით, თქვენო აღმატებულებავ, – ახლა გოეთეს მიუბრუნდა
ულრიკე და წამოდგა. აშკარა იყო, მას გოეთესთან ცეკვა ჰქონდა
განზრახული. საცეკვაო წრისკენ გოეთესთან ძალიან ახლოს მიაბი-
ჯებდა, მის ხელს ეყრდნობოდა. სწორედ ისე, როცა მასთან ერთად
პრომენადეზე დასეირნობდა. გოეთემ ახლოს მიიზიდა, თან გვერდი-
დან თვალს არ აშორებდა. ახლა ულრიკეს თვალები ისევ მწვანედ
მოჩანდა.
– აპატიეთ მას, ქალბატონ ამალია ფონ ლევეტცოვს, – უთხრა
ულრიკემ.
ბოლო წლებში გოეთე ერიდებოდა საცეკვაო საღამოებსა და
ბალმასკარადებს. კონგრესის შემდეგ ვალსის ტაქტში ცეკვავდა ყვე-
ლა. მას, რა თქმა უნდა აინტერესებდა როგორი იყო ამ ცეკვის მოძ-
რაობები და ერთ ცეკვის მასწავლებელს, ადრე, ყოველი შემთხვევი-
სათვის, ასწავლებინა სათანადო სვლები და ეს შემთხვევაც დადგა.
ახლა უნდა გაეხსენებინა. ქალები და კაცები პარტნიორებს ტაშის
დაკვრით ერთიმეორეს სტაცებდნენ. ის ყოველთვის წამყვანი მოცეკ-

42
ვავე იყო. ოდესღაც, ხანდახან პარტნიორი მოცეკვავისაგან თავი გა-
უთავისუფლებია, თავი მოუგიჟიანებია, მარტოსაც უცეკვია. ახლა
ულრიკესთან უნდა ეცეკვა. ის საოცრად მსუბუქი იყო, თითქოს მა-
შინვე მის ნაწილად იქცაო. გოეთეს მკლავებში საოცრად დახვეწი-
ლად, ლამაზად ტრიალებდა ულრიკე. ერთ სხეულად შერწყმულივით
მოძრაობდნენ. მცირედი შიშიც არ შეპარვია, რომ რამე შეიძლებოდა
მომხდარიყო. ლ ერთიმეორის მზერაში ისე ჩაიძირნენ, რომ გოეთეს
ლამის თავბრუ დაეხვა. უცბად ვიღაც ახალგაზრდამ ჩამოართვა ულ-
რიკე. ეს სწორედ ის ახალგაზრდა გახლდათ, მაგიდასთან რომ ჰკით-
ხა: ხვალ რა იქნებაო? გოეთეს ახლა სხვა წყვილისთვის უნდა ჩამო-
ერთმია მოცეკვავე, მაგრამ მას მხოლოდ ულრიკესთან შეეძლო ცეკ-
ვა. და ეს ყველას უნდა გაეგო. მაგიდასთან რომ დაბრუნდა, ცეკვის
ხელოვნება მოუწონეს, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო და აღნიშნა
კიდეც.
– ვინ არის ის, მე რომ ულრიკე ჩამომართვა? – ჰკითხა მან ქალ-
ბატონ ლევეტცოვს.
– ბატონი დე რორი, მგონი ბერძენი უნდა იყოს, იმედია, თურქი
არაა. აღმოსავლეთში ვაჭრობით გამდიდრდა. ზღაპრული სიმდიდ-
რე დააგროვა. მხოლოდ ძვირფასი ნივთებით ვაჭრობს, თანაც მხო-
ლოდ ძვირფასი სამკაულებით. არ არსებობს ევროპაში არც ერთი
დედოფალი, ქალბატონი, გრაფინია, რომელსაც მისი სამკაული არ
ეკეთოს. მას ყველგან იცნობენ: ლონდონში, პარიზსა თუ ვენაში.
ამასთან, ლექსებსაც თარგმნის სხვადასხვა ენიდან, მეტწილად, აღ-
მოსავლურიდან. როგორც ამბობენ, 17 ენა იცის.
– საიდან იცით მასზე ამდენი? – ჰკითხა გოეთემ.
– ფრანცისგან. აქაც მან დაპატიჟა. აქ, კლებელსბერგის სახლში
ცხოვრობს. ყველაზე დიდ აპარტამენტში დიდი ჰერცოგია, მეორე
დიდ აპარტამენტში კი ის. მდიდარი კაცია, მაგრამ დიდებული გვა-
რიშვილობის არაა, სწორედ ამას ეპოტინება.

43
ამასობაში ვიღაც მოუახლოვდა მათ მაგიდას, ულრიკეს თავისუ-
ფალ სკამზე დაჯდა ამ წინადადებით: ნება მიბოძეთ, ცოტა ხნით
თქვენთან დავჯდე, გრაფი ლიხტენბერგი. ჩვენ შეთანხმებულები
ვართ, – დაიწყო მან.
– ვიცი, – უთხრა გოეთემ.
– ძალიან კარგი, ტყუილუბრალოდ ხომ არ ჩამოვედი რომიდან
მარიენბადში. ძალზე გამიხარდა, ბატონო საიდუმლო მრჩეველო,
რომ გახსოვართ. ჩვენი საუბარი, ერთი წლის წინ, სწორედ ამ სახ-
ლში შედგა. მაშინ ხელოსნებზე დავიჩივლეთ, ახლა კი ყველაფერი
მზადაა, მართლაც ზღაპრულია. პატივცემულო ქალბატონო, გილო-
ცავთ... – მიუბრუნდა ქალბატონ ლევეტცოვს. მოკლედ, მიხარია,
რომ გაგახსენდით, ბატონო საიდუმლო მრჩეველო, მითხარით, რა
უნდა გავაკეთოთ, რომ რაინ-დონაუს არხი მალე აშენდეს! მე ავ-
სტრიელი ვარ, ცოლი ბავარიელი მყავს...
გოეთემ გადაწყვიტა, ამ ლაპარაკის მოყვარულისთვის შეეწყვე-
ტინებინა:
– უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, ამ წუთას მინდა და-
ვაკვირდე, აქ ვენურ მარშს როგორ ცეკვავენ. მე, როგორც ვაიმარელ
სახელმწიფო მინისტრს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, აქ ყველა-
ფერს თვალი ვადევნო. როცა გოეთე ამას ამბობდა, თან ულრიკესა
და იმ ბატონ დე რორს თვალს არ აშორებდა. გრაფ ლოიხტენბერგს
სხვა გზა არ ჰქონდა, ისიც მოცეკვავეებით დაინტერესდა.
ყველა ახლა იქით იყურებოდა. დე რორი აბზრიალებდა ულრიკეს
ერთი ხელიდან მეორეში. ისევ წარმოჩნდა მისი სხეულის ყოველი
ნაკვთი. ის თითქოს ჰაერში დაფრინავდა. ბატონი დე რორი გახ-
ლდათ ის ბატონი, ვინც მას ასე დააბზრიალებდა. სხვა წყვილებიც,
აქამდე რომ ცეკვავდენენ, გაჩერდნენ და მათ შესცქეროდნენ. ერთი
ყმაწვილი გადაუდგა, ტაში შემოჰკრა, მაგრამ ბატონ დე რორს ყუ-
რადღება არ მიუქცევია, ახლა მეორე მხარეს ისკუპა, ულრიკეც იქით

44
გადაახტუნა, არც ერთი არ წაბორძიკებულა. მას ულრიკე ისევ მარ-
ცხენა ხელით ეჭირა, მარჯვენათი კი მუშტი ისე გაჰკრა ხელის შემ-
შლელს, რომ ის იატაკზე დაენარცხა. კაპელამ კაიზერული მარში და-
უკრა, წყვილები ცეკვა-ცეკვით თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.
ოთხმა მსახურმა იატაკზე დანარცხებული გულწასული დარბაზიდან
გაიტანა. დოქტორი რებაინი უკან გაჰყვა.
– საწყალი, – უთხრა ულრიკეს დედამ.
– იცით ვინ არის?– იკითხა გოეთემ.
– გრაფთან ერთად ჩამოვიდა დღეს ვენიდან.
– ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც ის მფარველობს.
– პოეტი? – ჩაილაპარაკა გოეთემ.
– ბრაუნ ფონ ბრაუნტალი, – დასძინა ვიღაცამ.
გოეთე წამოხტა, იმ კარს გახედა, საიდანაც ის პოეტი გაიყვანეს,
ბრაუნ ფონ ბრაუნტალი, მეოცნებე, რომლის ჰიმნიც მან ახლახან წა-
იკითხა. თითქოს ამ ჟესტით ისევ ულრიკეს ყურადღების მიქცევა
სცადა. მერე ისევ დაჯდა და თავს საყვედურობდა, რომ ძირს დავარ-
დნილისთვის ვერაფერი გააკეთა.
ბატონი დე რორიც ულრიკესთან ერთად დაბრუნდა. ნაპოლეონის
გერის ადგილზე, ულრიკეს გვერდით დაჯდა.
– ძალიან ვწუხვარ, – ჩაილაპარაკა ულრიკემ.
– წესი ასეთია, ის, ვინც პარტნიორის წართმევას ცდილობს, ჯერ
უნდა დაასრულებინოს ცეკვის ერთი ნაწილი, ან იქნებ დღეს ეს წესი
აღარ არსებობს?
ყველა დაემოწმა, რომ ეს წესი ისევ არსებობდა.
ულრიკემ კი ისევ ჩაილაპარაკა, რომ ძალიან წუხდა.
საბედნიეროდ, გრაფი კლებელსბერგი როიალთან იჯდა. მას თა-
ვისი სასიამოვნო ხმით უნდოდა მიეპყრო ყველას ყურადღება. არაჩ-
ვეულებრივი ხმა ჰქონდა. ახლაც მისი აღმატებულების ყველაზე ლა-
მაზი ლექსის გაცნობა სურდა მსმენელისთვის და დარწმუნებული
იყო, რომ გოეთეს ლექსი ფრანც შუბერტის მუსიკის ფონზე მათ ჯერ

45
არ ექნებოდათ მოსმენილი, იქნებ თვით მის აღმატებულებასაც კი.
და მან დაიწყო:
ვინც იცის, რა არს მონატრება,
ეცოდინება, რა მტანჯავს ასე!
მარტოობაში, მეგობრებისგან შორს,
თაღიდან გავცქერ გარე სამყაროს,
აჰ, ვისაც ვუყვარვარ, და ვინაც მიცნობს,
შორსაა ჩემგან!
თავბრუ მეხვევა, მარტოობა მწვავს,
ვინც იცის, რა არს ეს მონატრება,
მხოლოდ მან იცის, რა მტანჯავს ასე!
ჯერ სრული სიჩუმე ჩამოწვა, მერე კი უცბად ტაში დასცხეს, გე-
გონება დირიჟორმა მისცა ყველას ერთად ნიშანიო. ხან გრაფ კლე-
ბელსბერგს უკრავდნენ, ხან გოეთეს, რომელიც ადგა, ქედი მოიხარა,
ორივე ხელი მაღლა აღმართა და მომღერალს დიდი მადლობა გა-
დაუხადა ასეთი ლამაზი შესრულებისათვის. გოეთემ დაინახა, რომ
ულრიკეს თვალებში ცრემლები ჰქონდა, დედამისსაც. შუბერტი ხში-
რად უხსენებიათ მასთან მოსულებს, ვინც ვენიდან მოდიოდა. თავად
ცელტერის გამელოდიურებით მუდამ კმაყოფილი იყო. თუმცა, საერ-
თოდ, თავისი ლექსების გამელოდიურებას საჭიროდ არ მიიჩნევდა.
ახლა კი დაბნეული ჩანდა, როგორც ჩანს, მისი ეს ლექსი შუბერტის
მუსიკაზე უკვე ფართო მასებისთვის იყო ცნობილი და ყველას მოს-
წონდა.
გრაფ კლებელსბერგმა გამოაცხადა, რომ ის კიდევ იმღერებდა,
ამჯერად „ელფების მეფეს“. ვინც ამ სიმღერით არ აღფრთოვანდება,
იმას შეუძლია გულხელი დაიკრიფოს და პირამიდების აკლდამაში
დაწვეს.
ყველას სიცილი აუტყდა. მან დაიწყო სიმღერა. გოეთეს რა უნდა
ექნა, არ მოსწონდა, რომ ამ მუსიკამ მისი ლექსი ისე დაჯაბნა, რომ

46
ტექსტი მხოლოდ უბრალო თანმხლებად იქცა. მას ცელტერი გაახ-
სენდა, რომელიც ტექსტის წარმოჩენას ცდილობდა, ეს შუბერტი კი
თავისი მუსიკით სულის ამორთმევას ცდილობდა, მისთვის ეს ლექსი
მხოლოდ და მხოლოდ უბრალო თანმხლები იყო.
მსმენელები, რომელთაც ასეთი რამ მართლაც არ მოუსმენიათ,
ისე აღფრთოვანდნენ, რომ სთხოვეს კლებელსბერგს გაემეორებინა
სიმღერა მონატრებაზე.
ეს გოეთესაც ეამა. მეორე შესრულებისას სიმღერის ზემოქმედება
ათმაგად ძლიერი იყო. ზოგი ატირებული ქალი ერთმანეთს ეხვეოდა.
გოეთემ ისევ აღმართა ორივე ხელი და მადლობის ნიშნად კლებელ-
სბერგის წინაშე ქედი მოიხარა. ტაში არ წყდებოდა.
– და ახლა, თქვენო აღმატებულებავ, რას იტყვით, – თქვა ამალია
ფონ ლევეტცოვმა.
გოეთემ თავი დაუქნია, და ულრიკეს გახედა, რომელიც ახლა მის-
გან შორს იჯდა, მაგრამ თვალებში ცრემლები ედგა, ეს კი მისთვის
აშკარად კმაროდა.
– გრაფს მართლაც სამოთხისეული ხმა აქვს, – დასძინა გოეთემ,
რომ თავისი დამძიმებული ხასიათი დაემალა.
– მოხარული ვარ, – თქვა ამალიამ, – ამას აუცილებლად გადავ-
ცემ გრაფს, სიამაყისა და სიხარულისგან უეჭველად გაგიჟდება.
გოეთეს იმწუთას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, რაზე ლაპა-
რაკობდნენ იქით მხარეს, მაგიდასთან. ულრიკემ არ ისარგებლა შემ-
თხვევით და მათ მაგიდასთან გათავისუფლებულ სკამზე არ გად-
მოჯდა. ის ისევ ბატონი დე რორისკენ იყო მიბრუნებული. თვით ამა-
ლია ფონ ლევეტცოვიც კი, რომელიც გოეთეს გვერდით იჯდა, ახლა
ყურადღებას ბატონ დე რორის და მის გარშემო მყოფ საზოგადოებას
აქცევდა. როგორც ჩანს, ლიტერატურაზე იყო ლაპარაკი. ამას კი
მოჰკრა ყური: ვენასა თუ მარიენბადში ყველას ორი სახელი აკერია
პირზე: ბაირონი და სკოტი. ყველას ერთი აზრი ჰქონდა. ბაირონი და

47
სკოტი ერთადერთი ავტორები იყვნენ, რომელთაც დღეს ყველა კით-
ხულობდა.
– და ჩვენს გოეთეზე რა თქვა ბაირონმა? რომ ის ევროპულ ლი-
ტერატურაში უდავოდ მეფეა, – ჩაერია ქალბატონი ლევეტცოვი მათ
საუბარში.
ბატონმა დე რორმა კი აღნიშნა:
– მეფე, – ეს ორაზროვან კომპლიმენტად შეიძლება ჩავთვალოთ.
მეფე, რომელსაც თავისი დიდების ტახტზე ჩაეძინა, როცა ბაირონი
საბერძნეთში მიდის, თურქებისაგან გამათავისუფლებელ ბრძოლაში
რომ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა არა იმიტომ, რომ მისმა მთავრო-
ბამ კონგრესზე ვერონაში ვეტო დაადო: რომ ევროპა საბერძნეთს
ოსმალეთის ბატონობისაგან გამათავისუფლებელ ბრძოლაში დაეხ-
მარებოდა.
ბაირონმა გოეთეს ასევე თავისი „სარდანაპალი“ მიუძღვნა, – ისევ
ჩაერთო ქალბატონი ლევეტცოვი.
– არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მისი აღმატებულება, გოეთე
ნამდვილი ცოცხალი ძეგლია, ეპოქის მბრძანებელია, – დე რორის ამ
სიტყვას ტაში დაუკრეს.
გოეთემ საჭიროდ ჩათვალა, რომ სკოტის პატივსაცემად ერთი
წინადადება ჩაერთო: ეს საოცრება, ჩემო ბატონებო, სამი დიდი ბრი-
ტანული სამეფო კარის შთამომავალია, მდიდარი ისტორიის მემ-
კვიდრე. ჩვენ კი რა გვაქვს: თიურინგიის ტყეები, მეკლენბურგის
ქვიშიანი უდაბნოები? – არაფერი. გერმანიაში კარგი რომანი ყო-
ველთვის იშვიათობაა. მე ჩემი რომანებისთვის მხოლოდ მწირი მა-
სალა გამაჩნდა.
მას არავინ შეპასუხებია, მაგრამ არც არავის ჰქონდა სურვილი
განეგრძო საუბარი. გოეთე გაბრაზდა იმაზე, რომ მან სკოტის რომა-
ნების დიდება და ბრწყინვალება ასე ახსნა, რაც სკოტის დამსახურე-
ბა სულაც არ იყო. და გარდა ამისა, ეს სასაცილო მცდელობა იყო,
საკუთარი თავი დიდად წარმოეჩინა, ნახეთ, ეს მე შევძელი, მწირი

48
გერმანული მასალისგან რა შევქმენიო! მისი ეს წინადადება ამ სა-
უბრის ტონს სულაც არ შეეფერებოდა და არც არავის აუტაცებია.
ისევ ბატონმა დე რორმა განაგრძო:
– გუშინწინ ვენის თეატრში ვიყავი. სცენაზე ერთი მსახიობი გა-
მოვიდა, რომელმაც მოიხადა თავისი საპატიო ქუდი და მაგიდაზე
დადო. ქუდის ხელიდან გაშვებისას თითები უცახცახებდა. ბოლოს
ისევ მაღლა ასწია ორივე ხელი, რა თქმა უნდა, ისევ კანკალით, და
სცენაზე სხვა მსახიობებმაც მაღლა აღმართეს ხელები, და ყველას
ხელები უცახცახებდა.
ბატონი დე რორის მონაყოლზე ყველას გაეცინა, მაგრამ თავად
მან არც შეიმჩნია. მის გარეგნობაში აშკარად იყო რაღაც აღმოსავ-
ლური, მამაკაცური, გამოკვეთილი ცხვირი, პატარა პირი, მოკლე
თმა, მუქი თვალები, გამჭოლი მზერა ჰქონდა. ეს ყმაწვილი საზოგა-
დოებაში ნამდვილად არ დაიკარგებოდა. ყოველი მისი ნათქვამიდან
იგრძნობოდა, რომ გოეთესთან ჰქონდა საქმე. რა უნდა ექნა გოეთეს.
მიხვდა, რომ იქაურობას უნდა გასცლოდა. და გასვლისას ისე გახე-
და, თითქოს იმის თქმა სურდა, მოვიცლი შენთვის, მაგრამ არა ახლა
და აქო!
ვიდრე გავიდოდა, გოეთემ ულრიკეს დედას ყურში წასჩურჩულა:
– ხვალამდე, მშვენიერი საღამო იყო, დიდი მადლობა. თან მხარზე
ხელი დაადო, რომ არ ამდგარიყო. დარბაზიდან გასულს ჯერ კიდევ
ესმოდა დე რორის მონაყოლზე როგორ იცინოდა ყველა, თვით ულ-
რიკეც კი. რას ვიზამ, მე ხომ ვერ გამოვუწერ, რაზე იცინოს და რაზე
– არა? ასეა, – ჩაილაპარაკა თავისთვის. ბოლოს, რაც მან დაინახა,
ის იყო, რომ ბატონმა დე რორმა ულრიკეს სკამის საზურგეს ჩამოაყ-
რდნო ხელი, სკამის ზურგზე თუ ულრიკეს მხრებზე, თუ წელზე, სიჩ-
ქარეში ვეღარ აღიქვა. მაგრამ ამ სიტყვებს მაინც მოჰკრა ყური, ულ-
რიკეს რომ უთხრა, თანაც ისე ხმამაღლა, გეგონება, მარტონი ყოფი-
ლიყვნენ: Il y a quelque chose dans l' air entre nous. თანაც, სახე ისე

49
მიუახლოვა სახესთან, გეგონება ექიმი იყო და მის გასინჯვას აპი-
რებდა.
გოეთემ მაშინვე თავის სამყოფელს, თავის ოთახს მიაშურა.
ახლა რა ვქნა, სად წავიდე? აქ აღარაფერი დამრჩენია. ჯონს ეძი-
ნა, თავად ჩავალაგო ჩემოდანი?
ყველაზე საშინელება ისაა, რომ ადამიანმა ზუსტად იცის, რა უნ-
და გააკეთოს, მაგრამ ძალა არ შესწევს განახორციელოს.
ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ულრი-
კესგან არანაირი იმედი არ უნდა მქონოდა. არანაირი, არანაირი,
არანაირი. და პირველი წლიდანვე ვიცოდი ეს. მაგრამ ზოგჯერ, ეს
რაღაც, საიდანაც არანაირ იმედს არ მოელი, ისეთი მნიშვნელოვანი
და ერთადერთი ხდება, ისე მოგიცავს, აგიტაცებს, რომ უცბად აგაფ-
რენს ცაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ დაგანარცხებს. ესაა სწორედ
საშინელება.
გული გამალებით უცემდა. ლამის გულის კედელი გამოენგრია.
ყელში ებჯინებოდა, ფანჯარა უნდა გამოეხსნა, სუფთა ჰაერი ჩა-
ესუნთქა ხელები აემოძრავებინა. იგრძნო, რომ ამ ფიქრებს მისი მოხ-
რჩობა შეეძლო. ცდილობდა, ხარბად არ ჩაესუნთქა. თან თავს საყ-
ვედურობდა: სად გაქრა შენი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება,
როცა თავის დაკარგვა, გრავიტაცია შეუძლებელს გაგრძნობინებს,
სად გაქრა შენი თავდაჭერილობა, შენი შიში, რომ საშინელ უმწეო-
ბაში არ ჩავარდე. არაფერი ხდის ადამიანს იმაზე უწეოსა და ღატაკს,
ვიდრე გაწბილებული სიყვარული. ეს უნდა ჩაიბეჭდო. უნდა
აღიარო, როგორ იტანჯები, რა საცოდავი ხვედრი გხვდა; თავის მოკ-
ვლა რომ შეგეძლოს... შენს „ვერთერში“ ლოტემ კედლიდან თოფი ჩა-
მოხსნა, კარგად გაწმინდა და ალბერტს გადასცა, რომ მას ვერთე-
რისთვის გადაეცა, რომ ლოტესგან გაწმენდილი თოფით თავისი
ამაზრზენი მდგომარეობისათვის ბოლო მოეღო. ტანჯვა ჭუჭყიანია.
აბინძურებს ადამიანს. არანაირი გამწმენდი საშუალება არ არსე-

50
ბობს, სიკვდილის გარდა. შენ წერას აფარებ თავს... შენ ჯერ არასო-
დეს, არასოდეს გიტანჯია. აქამდე მუდამ სხვა იტანჯებოდა შენ გა-
მო. ქალბატონი ბერლეპში. ოცგვერდიან წერილებს რომ გწერდა
ოცი წლის განმავლობაში. და შენ არც კითხულობ მომაბეზრებელ,
ტანჯვისგან განაწამები ქალის ამ წერილებს. მას კი მხოლოდ იმი-
ტომ სურს სიცოცხლე, რომ შენ უყვარდე, და იმ წამს უცდის, რომ
ერთხელ მაინც თანაუგრძნობ. თანაგრძნობა ზიზღის ტოლფასია. ახ-
ლა შეგიძლია ოცგვერდიანი წერილი მისწერო ულრიკე ფონ ლევეტ-
ცოვს და შეგიძლია დაემუქრო, რომ კიდევ მოელის ასეთი ოცგვერ-
დიანი წერილები. ნაცვლად იმისა, რომ თავი მოიკლა, წერ და წერ.
ჩვიდმეტ ენაზე ლაპარაკობს ის გვარიშვილობის მაძიებელი დე რო-
რი. მას ყოველთვის შეუძლია ზემოდან გიყუროს. გამხდარი კი იყო,
მაგრამ სუსტი არ ეთქმოდა, სახე არც ვიწრო, არც ფართო, უფრო
ძვალმსხვილი ჰქონდა, ვიდრე ხორცსასვე, დიდი ნიკაპი, ზედა ტუჩი
ხშირი ულვაშით დაფარული, გამოკვეთილი ცხვირი, მაღალი თაფ-
ლისფერი წარბები. იისფერ ყელსახვევზე მწვანე ძვირფასი თვალი
ებნია, ალბათ ზურმუხტი თუ იყო, მისი თვალების ფერი. როგორც კი
მარტო დარჩება ულრიკესთან, უთუოდ ეტყვის, რომ ერთნაირი ფე-
რის თვალები აქვთ და ორივე გაიხარებს. თქვენ კარგად გამოიყუ-
რებით, – უთხრა გუშინწინ ულრიკემ პრომენადაზე, ის კი არ უთ-
ქვამს, ლამაზი ხართო. ამით, ალბათ, იმის თქმა სურდა, რომ თავისი
ასაკისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ეს ხომ ისედაც თით-
ქმის ყველა გაზეთში ეწერა. მაგრამ როცა მისი ასაკის კაცს ეუბნე-
ბიან, კარგად გამოიყურებიო, ეს უფრო შეურაცხყოფასავით ჟღერს.
ლამის ლეგენდასავით დადიოდა უკვე, რომ გოეთემ კარგად შემოი-
ნახა თავი. იქნებ გულში ფიქრობდნენ: შე ბებერო ფარისეველო,
ისევ კარგად გამოიყურები, მაგრამ შეხედეთ ბაირონს, სკოტს, რომ-
ლებიც დღეს ასპარეზს ფლობენ. შენ კი უკვე ჩაბარდი წარსულსო.
ეს არც ახალია, და არც უარესი. უარესი იქნებ არის კიდეც, მაგრამ

51
არა მომაკვდინებელი. სიბერე კაცს არ კლავს, – ესეც უნდა ჩავიწე-
რო სადმე. საშინელება მხოლოდ ისაა, რომ სიყვარულის უფლება
აღარ მაქვს. თუმცა თავად რომ მიყვარდეს, ამის უფლება კი მაქვს,
მაგრამ უნდა შევეგუო, რომ აღარავის შევუყვარდები. ალბათ ახლა-
ვე უნდა მივწერო ქალბატონ ბერლეპშს, იზოლდა ჰქვია მას, ჰო, მივ-
წერო, რომ თანავუგრძნობ. ახლა ვიცი, უარყოფითა და ზიზღში გა-
დაზრდილი თანაგრძნობით, როგორ დავტანჯე. გიყვარდეს, ისე,
რომ მას არ უყვარდე, ასეთი რამ არ უნდა არსებობდეს. ასეთი საში-
ნელი ბედის ჩაწი ხვლა ჯერ არ მიგემია, ამისთვის დაიბადა, ალბათ,
ულრიკე ფონ ლევეტცოვი. და არა მარტო ამისთვის! ის, ალბათ, ბა-
ტონი დე რორის ცოლი გახდება და მთელ ევროპაში იბრწყინებს. მა-
ნამ კი ალბათ ეს დანიშნულება აქვს, რომ მე გამაგებინოს, როგორია,
გიყვარდეს ვინმე, ისე, რომ მას არ უყვარდე. ერთხელ და სამუდამოდ
უნდა დავიმახსოვრო: არავის ვუყვარვარ ამჟამად, მხოლოდ სიკვდი-
ლია ჩასაფრებული კუთხეში. თუკი სამყაროს, კაცობრიობას აინტე-
რესებს, როგორ გადარჩეს, როგორ გახადოს ცხოვრება ასატანი, მა-
შინ მოსეს იმ ათ მცნებას ალბათ ესეც უნდა მიემატოს: არ შეიყვარო.
ესაა მცნება ი. ალბათ მოსე, როცა 2244 მეტრი სიმაღლის მთაზე ავი-
და, დაღლილმა პირველი მცნება ვერ გაიგო, რაც უფალმა უკარნახა.
ეს ტრაგიკული დანაკარგია, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. მო-
სეს რომ ეს მცნებაც დაეწერა, მაშინ კაცობრიობას აღარაფერი და-
აკლდებოდა, ტრაგედიაც აღარ მოხდებოდა. რადგან ყოველი ტრა-
გედიის მიზეზი სიყვარულია. უსიყვარულოდ ალბათ უკეთესი იქნე-
ბოდა. გამრავლებისთვის სიყვარული რა საჭიროა. მაშ რისთვისაა
საჭირო სიყვარული? იმისთვის, რომ ვიგრძნოთ, სამოთხეში არ
ვცხოვრობთ და ადამიანის ცხოვრება ტანჯვის გარეშე არ არსე-
ბობს? არავისი?
გოეთემ ტანსაცმელი გაიხადა, გამწარებულმა მოიშორა და გა-
იფიქრა: ყველა ის ტანსაცმელი, რომელშიც ოდესმე ულრიკეს ვუნა-
ხივარ, ყველა უნდა დავწვა. “დღეს კარგად გამოიყურებით” – ამ სამ

52
წელიწადში მხოლოდ ეს ერთი წინადადება გამოიმეტა. თავად მისი
ნახვისას კი ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, ყველა კაბაში მომ-
წონს. 1821 წლიდან გოეთე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა
თავის ჩაცმულობას. შეყვარებულის თვალით არჩევდა ყველა ტან-
საცმელს. „დღეს კარგად გამოიყურებითო“, ამაში, გამოდის, მხო-
ლოდ ის დღე იგულისხმა და არა საერთოდ სილამაზე. რა თქმა უნდა,
სამოცდათოთხმეტი წლის კაცი ლამაზი როგორ შეიძლება იყოს. მას
მეტი აღარაფერი დარჩენია, კი არ უნდა იწუწუნოს და წეროს, არა-
მედ პირდაპირ ტყვია იხალოს.
ის გასახდელში მაღალი სარკის წინ იდგა. სარკეს ორივე მხრიდან
ექვს-ექვსი ნათურა ანათებდა. მას არ შეეძლო ეს შიშველი კაცი სარ-
კეში შემზარავად ან სულ მცირე, გულისამრევად აღექვა. სარკესთან
მდგომი შიშველი კაცი მასში მხოლოდ ნაზ გრძნობებს აღძრავდა. ეს
შეგრძნება პიროვნებას კი არ ეკუთვნოდა, არამედ თვით ამ სიშიშ-
ვლეს. უცბად მოუთმენლობამ შეიპყრო, ნერვული შეტევის მსგავსი.
ულრიკესადმი ლტოლვა იგრძნო. როცა ის ულრიკეს გვერდით მიაბი-
ჯებდა, ზოგჯერუულრიკე ღიღინებდა, თითქოს მისი მოძრაობებიც
ამ ღიღინს ესადაგებოდა, გეგონება ცეკვავდაო. ახლა ალბათ სა-
წოლში წევს, იქნებ იმ გვარიშვილობის მაძიებლის გვერდითაც. ალ-
ბათ პირველივე ღამეს მაინც არ გაიღებს მსხვერპლად თავის ქალ-
წულობას, თუმცა, ვინ იცის. ამ აღმოსავლელს აქაური ადათები არ
ეცოდინება. შეეძლო მისი დაყოლიება სიტყვებით, რომ ისინი, ორი-
ვენი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულნი. როგორც კი მარტოს
დაიგულებდა, კარსაც გადაკეტავდა, მაშინვე მოასინჯებდა რამე
ძვირფას სამკაულს, და ამით ულრიკეს გულსაც დაიპყრობდა. ულ-
რიკე სამკაულს არ ატარებდა, სამკაული არ სჭირდებოდა მის მოღე-
რებულ, მოშიშვლებულ, მიმზიდველ ყელს, ასევე მიმზიდველ ყუ-
რებს. მაგრამ ის მაინც დაარწმუნებდა: ქალიშვილო, თქვენ გჭირდე-
ბათ ძვირფასი სამკაული. უფრო სწორედ, ცეცხლი, ესე იგი, ბრილი-
ანტი. ალბათ ის კი არ წავა ულრიკეს ოთახში, თავისთან წაიყვანს,

53
იმ თავის ლამაზ დიდ სამყოფელში, გრაფ კლებელსბერგის სასახლე-
ში, ეს აშკარაა. კოცნა ალბათ უკვე კაი ხნის უკან მოტოვებული
აქვთ. თქვენ დიდებული ადამიანი ხართ, უთხრა ერთხელ ულრიკემ
მას, როცა ისინი თაღის ქვეშ იდგნენ. მაგრამ მაშინ ალბათ პოეტი თუ
იგულისხმა, და არა თავად ის. ახლა კი იმ ყმაწვილისთვის შეეძლო
ეთქვა, დიდებული ვაჟკაცი ხარო, თუკი პირველი კოცნა მისგან უკვე
იგემა. დაბლა დარბაზის ფანჯრები ჩაბნელებული იყო. მხოლოდ აქა-
იქ მოჩანდა მქრქალი სინათლე.
როცა ის ასე თავისთვის ოხრავდა და ასეთი ფიქრები აწამებდა,
კიდევ ერთხელ გავიდა გასახდელში, სარკის წინ. მართლაც სასაცი-
ლოა, რომ ეს შიშველი კაცი ასე მოსწონდა. ლამის მოფერებოდა კი-
დეც. მაგრამ ამას როგორ იკადრებდა. თავი მოსწონდა თავისი სას-
ქესო ორგანოთი, ეს მას სრულფასოვანს ხდიდა. თუმცა იყო დრო,
როცა ეს ორგანო უფრო მეტად ფლობდა, ვიდრე ის ამის აღიარებას
გაბედავდა. რა თქმა უნდა, ქალებისგან შეგულიანებული. ჰო, ჰქონ-
და ის ერთი პერიოდიც, როცა მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც სხე-
ულის ეს ნაწილი კარნახობდა. ასე იყო. ახლა კი, როცა მის ამ ნაწილს
გამოჩენის უფლებაც არ ჰქონდა, გულახდილად ვთქვათ, სამარცხვი-
ნოც კი იყო. მან ჩააქრო სინათლე. ნახევრად სიბნელეში იჯდა. სა-
წოლში ვერ წვებოდა. არა, ოღონდ ახლა არა, საწოლში ვერ დაწვე-
ბა. ახლა მეტად მგრძნობიარეა. იქნებ ჯობს, ისევ სამუშაო ოთახში
გავიდეს? არა, ისევ სალონში ურჩევნია. სავარძელში ჩაჯდა, სწო-
რედ იქ, სადაც სტუმრების მიღებისას ჯდებოდა, სადაც იმ დღეს ულ-
რიკე იჯდა: ლაღი, წრფელი. გოეთემ თავი ოქროსფერ ბალიშში ჩარ-
გო. სწორედ ამ ბალიშზე ედო ულრიკეს ხელი. მას მაშინვე თავისი
50 წლის ლუციდორი გაახსენდა, რომელმაც ნაზად ჩარგო თავი ბა-
ლიშში, როცა თავის ლუცინდეს მისტიროდა. მაგრამ მერე ლუცინდე
გამოეცხადა. მას კი ეგონა, რომ დაკარგა ის. მხოლოდ თქვენთან ერ-
თად მსურს სიცოცხლე, – უთხრა მან. და მანაც მიუგო: ლუციდორ,
მე თქვენი ვარ, თქვენ კი ჩემი და მოეხვია. სთხოვა, ისიც მოხვეოდა.

54
ლიტერატურა, ლიტერატურა, ლიტერატურა!
მან აიღო ბალიში და შორს მოისროლა. ნუთუ ეს კმარა: მხოლოდ
წიგნები წერო და იკითხო, სადაც ასევე მძიმეა ცხოვრება, როგორც
სინამდვილეში. ის ისეთი რომანის გახსენებას შეეცადა, რომელშიც
უიმედობა სუფევდა: ვერთერი! თუმცა არა, მან შეძლო თავი მოეკ-
ლა და ამით უშველა თავს. მას კი ერთი საათიც არ შეუძლია დაიძი-
ნოს, ერთი საათი მაინც მოისვენოს. უძილობა, მასზე ფიქრი – წამე-
ბაა! გოეთე როკოკოა. ეს ვინ თქვა? ჰო, საკუთარმა ვაჟმა ავგუსტმა.
მისმა სავალალო თესლმა. გოეთე მეცხრამეტე საუკუნის როკოკოაო.
აჰ, ნეტა მართლაც მხოლოდ როკოკო იყოს...
გონებაში გოეთემ თვალი გადაავლო მოგონებებს. ცდილობდა
გასულ ზაფხულსა ახლანდელს შორის განსხვავება შეეგრძნო. და აი
შედეგიც: დღევანდელი ულრიკე მაშინდელი ულრიკე რომ იყოს, ახ-
ლა ის ამ სიბნელეში არ იჯდებოდა და ასე არ ეწამებოდა. გასული
და იმის წინა ზაფხულის ულრიკემ თავისი სილაღითა და სიხალისით
მოხიბლა, თავისი წარმოუდგენელი ტემპერამენტით, იუმორის შეგ-
რძნებით, ერთად როგორ ეპაექრებოდნენ დედამისსა და დებს. ხში-
რად, ვიდრე სათქმელს დაასრულებდა, მისკენ შეტრიალდებოდა და
ელოდა, რას იტყოდა. ეს თანდათან ულრიკეს მომხიბვლელ ჩვეულე-
ბად ექცა, მისკენ შებრუნება და წრფელი ჩუმი კითხვა: თქვენ რას
ფიქრობთ? ზოგჯერ კი პირდაპირ ეკითხებოდა: და მისი აღმატებუ-
ლება, საიდუმლო მრჩეველი რას იტყვის ამაზე? პატარა პროვოკა-
ციებსაც კი უწყობდა: ან იქნებ მისი აღმატებულება საიდუმლო
მრჩეველი სულაც არ გვისმენს? ჩვენ, უბრალო გოგოები, ამას იქნებ
არც ვიმსახურებთ? რაზეც არ უნდა ელაპარაკათ, ყოველთვის ცდი-
ლობდა გამოეხატა, რომ იმ წრეში მისთვის ყველაზე მეტად გოეთეს
აზრი ფასობდა. ასეთი რამ გოეთესთვის უცხო სულაც არ იყო, მაგ-
რამ, სხვა შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, რადგან
სხვაგან დედამიწის ზურგზე არსად ყოფილა ასეთი ლაღი, ხალასი
გოგონა, რომელსაც გამუდმებით სურდა მისი აზრი მოესმინა. ალბათ

55
ულრიკე მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ გოეთეს მათ ოჯახში არ მო-
ეწყინა. როცა დედამ უთხრა ულრიკეს: გოეთე ნატრობს ისეთი ვაჟი
ჰყავდეს, რომლისთვისაც ულრიკეს თავად აღზრდიდაო, მეორე შეხ-
ვედრისას ჰკითხა: რატომ თავად ვაჟის აღზრდა არ გსურთ ჩემთვის,
და მაინცდამაინც რატომ გსურთ ვაჟისთვის ჩემი აღზრდა? გოეთე-
მაც კითხვითვე უპასუხა: თავად როგორ ახსნით ამას? მან დასძინა:
ამაზე ორი ახსნა გამაჩნია: ან ბატონ საიდუმლო მრჩეველს ჰგონია,
რომ მისი ვაჟი ისედაც იდეალური, სასურველი კაცია ყველა ქალის-
თვის, ან... და მან გოეთეს შეხედა, ხელები გაშალა და თამამად თქვა:
ან ბატონ საიდუმლო მრჩეველს დიდ სიამოვნებას მოჰგვრის ისეთი
მოუსვენარი გოგონას, როგორიც მე ვარ, ხელახლა აღზრდა. პასუხის
ნაცვლად გოეთემ ჯერ დედამისს შეხედა, თითქოს ამით იმის თქმა
უნდოდა, რატომ უთხარი ჩემი ამ სურვილის შესახებ ულრიკესო. ეს
დუმილი ულრიკემ ისევ სათავისოდ გამოიყენა: თქვენ რომ მეტად
კარგი აღმზრდელი ხართ, ამაზე უკვე ხმები დადის. ვინ არ ინატ-
რებს, რომ თქვენი აღზრდილი იყოს. და მესამეც: ბატონ საიდუმლო
მრჩეველს ჰგონია, ლევეტცოვი, გოეთეს შესაფერისი რომ გახდეს,
სპეციალური წვრთნა სჭირდება?! ყამაზე ყველას გაეცინა. მერე კი
გოეთემ დაბალი ხმით წამოიწყო: არ ვაპირებ რამეში გამოვტყდე,
ვაჟის ამბავი უბრალოდ გამოვიგონე. სულაც არ მიფიქრია, თუ
თქვენ და დედათქვენს ეს ნათქვამი ასე დაგაინტერესებდათ. უცბად
უმცროსი მეტიჩარა ამალია ჩაერთო:
– ულრიკეს რომ აღზრდით, მერე მე ვარ რიგში, კარგი? მერე ბერ-
ტაც აჰყვა: მერე მე.
ზაფხულის ბოლოს ერთმანეთს ასე ემშვიდობებოდნენ: აუცილებ-
ლად მივწეროთ და შევატყობინოთ ერთმანეთის ამბები. გოეთე მო-
უთმენლად ელოდა შემდეგ ზაფხულს. და დღეს ასეთი მეხის გავარ-
დნა... ახალი ულრიკე. მისი მზერა, მისი ქცევა. ყველაფერი, რასაც ის
აკეთებდა და ამბობდა, თითქოს ისევ გასულ ზაფხულს, გასულ

56
წლებში წამოწყებულ თამაშს აგრძელებდა. ის საუბრისას ისევ მის-
კენ ბრუნდებოდა, და მის აზრს მოითხოვდა, მის რეაქციას. მაგრამ
ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ გასულ წელს იმეორებ-
და. რა გამორჩა მას შემდეგ, რაში შეცდა? საიდან მოეჩვენა, რომ
ულრიკე და ის ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. რატომ არ დაფიქრე-
ბულა თავის ასაკზე? რატომ ერთხელაც არ გაუაზრებია, რომ ულ-
რიკესთან მის გამოჩენას შესაძლოა სკანდალი მოჰყოლოდა? ნუთუ
იყო რაღაც ისეთი, რაც მას გამორჩა? როგორც ჩანს, რაღაც-რაღა-
ცები ვერ გაითვალისწინა. ალბათ დედამისიც საშინლადაა აღშფო-
თებული, თუკი ხვდება, რა ილუზიებსაც აჰყვა გოეთე. უკვე ათ-
წლეულებია, რაც თავისი ფერთამოძღვრებით, თავისი ანტინიუტო-
ნიზმით, ასე ემართება. ლამის ყველა თანამედროვე ფიზიკოსი ამის
გამო დასცინის. მაგრამ დღეს უმალ ნიუტონთან მივა და აღიარებს
თავის ილუზიებს, ვიდრე ულრიკესადმი თავის გრძნობას შეიცვლის.
ბოლომდე დარჩება თავის ილუზიებში. რადგან ესაა სიყვარული,
ნაიარევი ჭრილობასავით რომ შეიგრძნობს, საკუთარი სულის ღრი-
ალი, თუ კატასტროფა. თითქოს სამყარო თავზე დაემსხვრაო. უცბად
წამოდგა, მომუშტული ხელები თვალებთან მიიტანა და ატირდა.
რამდენიმე ხანს ასე იყო. ისევ შუბერტის სიმღერა ჩაესმოდა ყურში,
და თავადაც წამოიწყო:
ვინც იცის, რა არს მონატრება,
ეცოდინება, რა მტანჯავს ასე!
მეგობრებისგან შორს, მარტოობაში,
თაღიდან გავცქერ გარე სამყაროს,
აჰ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მე მიცნობს,
შორსაა ჩემგან!
თავბრუ მეხვევა, მარტოობა მწვავს,
მხოლოდ მან იცის, რა მტანჯავს ასე,
ვინც იცის, რა არს ეს მონატრება!

57
და ის ადგილი, მარტოობა მწვავს, ორჯერ გაიმეორა, ისევე ხმა-
მაღლა, როგორც გრაფმა კლებელსბერგმა იმღერა.
შემდეგ ფლანელის ღამის პიჟამა ჩაიცვა, მაგრამ საწოლში ისევ
არ უნდოდა ჩაწოლა. თუმცა ალბათ ძილი აჯობებდა, ამ ფიქრების-
გან მაინც გათავისუფლდებოდა. მაგრამ ეშინოდა, საწოლში უფრო
მძიმე ფიქრები არ მოსწოლოდა. არა, ისევ ჯდომა ერჩია. უფრო სწო-
რად, აჯობებდა, ზურგზე ხელებშემოწყობილს, როგორც სჩვეოდა,
აქეთ-იქით გაევლო. ადგა და დაიწყო სიარული, მაგრამ აქეთ-იქით
სიარულისთვის ოთახი პატარა იყო. ვაიმარში ექვსი ოთახი გადიოდა
ერთმანეთში, კარიც ღია იყო, იქ დიდი ადგილი ჰქონდა. როდის ვიგ-
რძენი ბოლოს თავი ასე ცუდად, უსუსურად? – გონება დაძაბა, რომ
გაეხსენებინა. რაც მეტად ებრძოდა ფიქრებს, მით მეტად იპყრობ-
დნენ. ასეთი ტანჯვა მან, თითქოსდა წინასწარო, თავის რომანებში
ასახა, თანაც მძაფრადაც და ახლა, როცა რეალობაში თავად შეემ-
თხვა, იყო ერთ ტანჯვა-წამებაში.
ნამდვილად უნდა მოეკრიბა სათანადო ძალა და გონება, იქით
მხარეს აღარ გაეხედა, ამაზე აღარც ეფიქრა. მაგრამ ერთი წუთიც
არ იყო გასული, რომ ის ისევ ფანჯარასთან მივიდა, გამოხსნა და ლა-
მის მთელი ტანით გადაეყუდა, რომ კარგად დაენახა, რა ხდებოდა
მოპირდაპირე მხარეს. გითხარი, ახლავე მოშორდი ფანჯარას, ხომ
იცი, რომ რაღაცის მოლოდინში ისევ და ისევ მხოლოდ იმედგაცრუე-
ბა გელის, – უჩიჩინებდა თავს, მაგრამ ფანჯარას ვერ შორდებოდა.
ის უღონო იყო, მსგავსი რამ მოეთხოვა თავისთვის. თავს ძალას
ატანდა, ცდილობდა გვიან-გვიან მისულიყო ფანჯარასთან და იმე-
დოვნებდა, რომ ბოლოს იქნებ როგორმე იმისთვისაც მიეღწია, რომ
საერთოდ აღარ გაეხედა იქით. ეს მხოლოდ თავისმოტყუება იყო.
აქამდე ხომ ყოველთვის ვაცნობიერებდი, რა მჭირდა, ახლა რა მე-
მართება? იქნებ ჩემი ვაჟი ავგუსტი მართალიცაა? იქნებ უკვე ჩამო-
წერილი, როკოკო ვარ? ამის გაფიქრება და გაცნობიერება სინათ-

58
ლის ჩაქრობას ჰგავდა. თავს საშინელ მოთხოვნებს უყენებდა: …რე-
ვოლვერი, საწამლავი, თავის ჩამოხრჩობა, გაქრობა სინათლესავით.
ესაა გამოსავალი, მაშინ ამ დამცინავ ხმებს ხომ მაინც ვეღარ გავი-
გებ. როგორც იქნა, მოვახერხე, საკუთარ ვერთერს დავემსგავსე. ცი-
ურ უსასრულობაში გაქცევა, თავის დაძვრენა... მაგრამ... დაე, ცეც-
ხლი და წვიმა დამატყდეს თავს.
შტადელმანმა ზარი დარეკა. უკვე ხუთი საათი იყო. მას წყაროს
წყალი მოეტანა. ის დაჩვეული იყო, წყალი მუდამ საწოლთან მიეტა-
ნა თავისი ბატონისთვის. გოეთემ გასძახა, რომ წყალი გარეთ დაედ-
გა.
შენ სადაც დაუშვი შეცდომა, ამას ახლა იმ გვარიშვილობის მაძი-
ებლის გამოჩენით დაინახავ. შენ ხომ იცი, რომ ქალებს უყვართ, რო-
ცა მოპოვებულნი არიან, კაცისგან მოელიან, რომ დაიპყრონ. ისე მო-
ექცნენ, როგორც მოესურვებათ. და ეს მათ სიამოვნებას ანიჭებთ.
ასეთი რამ ხომ უკვე არა ერთხელ გამოსცადე. ქრისტიანე! . მან თა-
ვისი მორიდებულობა გადმოგდო. შენ გჭირდებოდა ქრისტიანე, არა,
არა, ერთადერთი ქრისტიანე გჭირდებოდა შენ. მაგრამ როცა მან
ფრანგთან ერთად იცეკვა, და უფრო მეტიც, ვიდრე იცეკვა, მაშინ ასე
არ გტკენია, პირიქით, ამან შენში სიფრთხილე გააღვიძა.
როცა კიდევ ერთხელ შეეცადა ფანჯარასთან მისულიყო, თანაც
ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, შტადელმანმა მოახსენა,
რომ საუზმე უკვე მზად იყო. თითქმის გაღიზიანებულმა, საჭიროზე
მეტად ხმამაღლა გასძახა, ახლავე აელაგებინა. ჭამა-სმა, ისევ ახალი
დღის შეგრძნება, – არა, არა, უნდა ვიჯდე აქ, და შევეცადო აღარა-
ფერზე ვიფიქრო, აღარაფერზე! ისევ ფანჯარასთან იდგა. საკუთარ
თავს ვერაფერს უხერხებდა, ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. საფრთხეში
რომ იყო, ამას გრძნობდა, მაგრამ ეს საფრთხე როგორ აეცილებინა,
ის არ იცოდა. ასე იდგებოდა აქ, ღია ფანჯარასთან, კლებელსბერგის
სასახლეს მიშტერებული, ვიდრე აქედან ძალით არ მოაშორებდნენ.
უცბად ვიღაცამ ამოსძახა ქვემოდან, შეკრთა. ეს იყო პრინცესა

59
ჯულია ჰოჰენცოლერნი, რომლის წინაშეც გუშინ ცეკვაში ვალში
დარჩა. ჯულიამ ქვემოდან რაღაც ანიშნა, თხოვნის მსგავს ჟესტს
ჰგავდა, გოეთემ სთხოვა, ამოსულიყო, მოხარული იქნებოდა მისი
სტუმრობით. ეს სიტყვები მას თავისთავად დასცდა, გაუკვირდა კი-
დეც. ჯულია ამოვიდა, თან ვიღაც ახალგაზრდა ქალბატონიც მოჰ-
ყვა, რომელსაც ლილი ერქვა.
პრინცესამ ხუმრობით დაიჩივლა: ბოლო კვირას თქვენ ხომ კარგი
ამინდი გვიწინასწარმეტყველეთ, როგორც საქმის მცოდნეს და ჩახე-
დულს, დავენდე თქვენს სიტყვას, და აი, სულ დავსველდი.
გოეთემ უთხრა: წინა კვირას მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი
და, ამასთან, დაუნდობელიც.
– ბერლინიდან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მახლავს, მას
თქვენთან მოკითხვა აქვს გადმოსაცემი, ვისგან?... – და, ამასთან,
მან ახალგაზრდა ლამაზ ქალბატონს, რომელიც ოცდახუთისაც არ
იქნებოდა, კითხვის ნიშნად გახედა.
– ცელტერისგან, – თქვა მან, ის ჩემი სიმღერის მასწავლებელია.
– ჰო, ცელტერისგან, – ჩაილაპარაკა პრინცესამ.
– ერთადერთი ნამდვილი მეგობრისგან, ვინც კი ოდესმე მყოლია,
– ჩაილაპარაკა გოეთემ.
– მას თქვენ ძალიან უყვარხართ, – უთხრა ლილიმ.
– მე უფრო მეტად მიყვარს.
– ცელტერი, შუბერტი, ახლა მხოლოდ ამათ სიმღერებს მღერის
ყველა, მაგრამ, როგორც ვიცი, თქვენ შუბერტი ისე არ მოგწონთ და
ისიც ვიცი, რატომ, – განაგრძობდა პრინცესა.
გოეთემ ხელით ანიშნა, მაინტერესებს, რას ფიქრობთ, რატომო?
– რადგან სათვალეს ატარებს, თანაც მერე როგორს.
– ძვირფასო პრინცესა, თქვენ ათი სათვალეც რომ გეკეთოთ, ეს
მე საერთოდაც არ შემაწუხებს.
– დიდი მადლობა, – წამოიძახა მან ხმამაღლა.
გოეთემ სთხოვა: დაბრძანდით, გინდ სავარძელზე, გინდაც

60
მრგვალ მაგიდასთან. ლილი მაშინვე სავარძელში ჩაჯდა, სწორედ
იქ, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ ულრიკე იჯდა. მაგრამ მას არ შე-
ეძლო მასავით ხელი იმ ოქროსფერ ბალიშზე დაედო, რადგან მან წე-
ღან ბალიში კუთხეში მოისროლა. თავად გოეთეს სკამზე უნდოდა
დამჯდარიყო, მაგრამ ლილიმ, მოურიდებლად სთხოვა, ჩემ გვერდით
დაბრძანდითო. მანაც ძველებური რიხით გაიხუმრა: სხვაგან არც
მქონია განზრახულიო.
ლილიმ კი მაშინვე წამოიწყო: აქ მხოლოდ სალმის გადმოსაცემად
კი არ ვარ მოსული, მინდა ასევე გითხრათ, რომ თქვენი დიდი თაყ-
ვანისმცემელი ვარ. მე ლილი კი მქვია, მაგრამ პარკი არ მაქვს.
– ეგეც მალე იქნება, როგორც მეცხვარეზე იმ პიესაში – უთხრა
გოეთემ, – მომწონს, როცა ვინმე გადაკრულად ლაპარაკობს, უწინ
მეც მიყვარდა ასე ლაპარაკი. ესე იგი „ლილის პარკი“ – არა?
– გახსოვთ თქვენი ლექსის „ლილის პარკის“ ბოლო ტაეპი?
გოეთემ დასძინა: „ასე მგონია, სამყარო და დრო უფრო მეტად შე-
იცვალა, ვიდრე მაშინ იყო“.
ლილიმ კი, ენთუზიასტი თაყვანისმცემელივით, ლექსის ბოლო
ტაეპი წარმოთქვა: ვგრძნობ, ისევ მაქვს ძალა!
– არაჩვეულებრივია, ლილი. თქვენ რომ გისმენთ, შემიძლია და-
ვიჯერო, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ.
– თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ, ბატონო საიდუმლო მრჩევე-
ლო, მთელი გულით ვგრძნობ ამას.
– ცელტერი ყოველთვის მწერდა თავის ლამაზ მოსწავლეებზე და
ახლა ვიცი, რასაც გულისხმობდა.
ლილი მისკენ შებრუნდა და უთხრა:
– თქვენ ცხოვრებაში უფრო უკეთ გამოიყურებით, ვიდრე თქვენი
ბიუსტი, რომელიც რაუხმა გააკეთა.
– აჰ, კი, კი, ეს მეტად გულსატკენად ჟღერს.
– რატომ, ასე არ ჯობია, ვიდრე პირიქით?
– თქვენ თუ ასე ფიქრობთ, ალბათ ასეა, მართალიც რომ არ იყოს,

61
– უთხრა გოეთემ.
– თქვენ ისევე ლამაზად ლაპარაკობთ, როგორც წერთ.
– კი, მაგრამ მე ხომ ახლა ისეთი არაფერი მითქვამს.
– როგორ არა, თქვენ ერთი წინადადება თქვით: ერთი კვირის წინ
ახალგაზრდა ვიყავი და ამასთან დაუნდობელიცო. ეს ერთი წინადა-
დება, თანაც ისე, როგორც თქვით, მთელი ტანით შევიგრძენი.
გოეთე უსმენდა ლილის და გრძნობდა, მისი სტუმრები აღფრთო-
ვანებული იყვნენ. როცა მათ გაიგეს, რომ ის ჯერ ბერლინში არ ყო-
ფილა, პირობა ჩამოართვეს, რომ მალე ესტუმრებოდა ბერლინს. გო-
ეთემ უთხრა, რომ მისი ვაჟი ავგუსტი, მეუღლესთან, ოტილიასთან
ერთად, ბოლო დროს ზამთრის თვეებს ლამის სულ ბერლინში ატა-
რებდა, ყოველ ჯერზე დიდი აღფრთოვანებით ყვებოდნენ, როგორ
გაემგზავრნენ ბრანდებურგის ჭიშკრის სანახავად.
– მაგრამ თქვენ?
– გპირდებით, როგორც კი მომავალ ზამთარს მხნეობას მოვიკ-
რებ... – და როცა ლილიმ ისევ ჭოჭმანი შეატყო, მიუბრუნდა, ხელზე
შეეხო და უთხრა:
– მაპატიეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, ცელტე-
რის, ბერლინის სიყვარულის გამო. როცა ხელი გაუშვა, თვალებში
ცრემლები ჰქონდა. ეტყობა, უცბად შეცბა, თავისი სითამამე რომ გა-
აცნობიერა. მერე ჩაილაპარაკა: მაპატიეთ, გეთაყვა, გთხოვთ,
გთხოვთ. წამოხტა, მომღერალივით დადგა და წაიმღერა ცელტერის
მუსიკაზე დაწერილი გოეთეს ლექსი: „ვინც იცის, რა არს მონატრე-
ბა! “ მისი ხმით ცელტერის მელოდია შუბერტის მელოდიაზე უფრო
შთამბეჭდავი იყო.
გოეთეს აღარ შეეძლო ჯდომა. მაშინვე წამოდგა. ჯულია ჰოჰენ-
ცოლერნიც წამოიჭრა. და ასე ფეხდგომელა უსმენდნენ ლილის. მერე
გოეთემ ხელზე აკოცა. როცა წელში გაიმართა, ლილი მისკენ გადაი-
ხარა და ტუჩებში აკოცა, თან წამოიძახა:

62
– ეს ცელტერმა მიბრძანა: გადაეცი სალამი და რაც სალამს ეკუთ-
ვნისო. ალბათ, მან კოცნა იგულისხმა? – თქვა ლილიმ და კითხვის-
ნიშნად გახედა პრინცესას და გოეთეს.
ორივემ თავი დაუქნია. გოეთე მეტად ახლოს დადგა ლილის წინ
და როგორც შეეძლო, ლაღად წარმოთქვა ლექსიდან:
მე რომ ასე არ მიყვარდე,
ჩემო ლილი,
რა სიამე მექნებოდა მე ამ მზერით?
მე რომ ასე არ მიყვარდე,
ჩემო ლილი,
განა ამას ერქმეოდა ბედნიერება?
ლილი დაბზრიალდა და წამოიძახა: ათიათასჯერ გმადლობთ.
გოეთემ იმავე ტონით დასძინა:
– ეს ხომ ჩვიდმეტიათას ორმოცდამეთხუტმეტე იყო!
ლილი კარისკენ გაიქცა, მერე კიდევ ერთხელ შემოტრიალდა და
ხმამაღლა წამოიძახა: ვიდრე რამე სისულელეს ჩავიდენდე, ჯობია
წავიდე! ადიეუ! – შემდეგ კი, ჩუმად, ძლივს გასაგები ხმით დააყო-
ლა, მომავალ შეხვედრამდე ბერლინში, მოკითხვა გადაეცით ჩემგან
ულრიკეს, – და გარეთ გავარდა.
პრინცესამ თავი გადააქნია და თქვა: ეს იყო ლილი პარტეი. გვარი
დაუმარცვლა. და დააყოლა: „ცხოვრება იოლი არაა! “
– ეჰ, ეს მართალია! – ჩაილაპარაკა გოეთემ.
– მაგრამ თქვენ კარგად გაართვით თავი თქვენს ცხოვრებას, და
ახლა მხოლოდ ეჰ, მართალია, შეგიძლიათ თქვათ.
გაკვირვებულმა გოეთემ იკითხა: მართლა?
– ეს მართალია, – ბევრის გამომხატველია, – დასძინა პრინცესამ.
– ეჰ, ეგეც მართალია, – ამოიოხრა გოეთემ.
პრინცესა წავიდა, გოეთე კი ფანჯარასთან მივიდა და ორივეს ხე-
ლი დაუქნია. როცა თვალს მიეფარნენ, გოეთემ ისევ კლებელსბერ-
გის სასახლეს გახედა. რა საოცარი, საამო ამინდივითაა ეს ლილი,

63
და...? და არც არაფერი. ის მაშინაც კი, როცა ლილი მღეროდა, ულ-
რიკეზე ფიქრობდა. აღარაფერი მეშველება? თუკი ულრიკეზე ფიქ-
რებს თავს ვერ დავაღწევ, არც არაფერი მეშველება. ხომ მშვენივ-
რად ვიცი, რომ დავკარგე ულრიკე. დღის სინათლეზე ეს დანაკარგი
კიდევ უფრო აშკარად შეიგრძნობა. ღამემ უფრო დამინდო. მაგრამ
ახლა, სინათლის შეგრძნებისას, იქით თვალისმომჭრელი ფერდობე-
ბი, აქეთ ულამაზესი ხეივანი, რომელიც შადრევნისკენ მიიკლაკნება,
ამ ხეივნის ყოველი ხე ხომ ჩვენი ერთად გასეირნების მოწმეა. ახლა
დაბლა მათ წინ რომ ჩავივლი, ალბათ უთუოდ მკითხავენ: რა მოხდა?
ის სად არის? არა, აღარასოდეს გავივლი ამ ხეივანში, აღარც შად-
რევანთან ჩავალ. ახლა ვეღარ ავიტან წყლის მხიარულ, თანამ-
გრძნობ რაკრაკს. საშინელებად მეჩვენება ეს შემოგარენი. კიდევ
უფრო მძიმე ფიქრებს მიღვიძებს. ის ფანჯარასთან იდგა.
და აი, მართლაც გამოჩნდა დაბლა, ტერასაზე ულრიკე. როგორც
ჩანს, იმანაც მოჰკრა თვალი. მაღლა იყურებოდა. მერე ნელა ასწია
ხელი. მისი ეს მაღლა აწეული ხელი, ისე ლაღად, მსუბუქად, დაფარ-
ფატებდა, თითქოს მისი სხეულის ნაწილი კი არ იყო, არამედ ბუნე-
ბაში შერწყმული მოძრაობა. საერთოდაც, მთელი მისი სხეული სა-
ოცრად ჰაეროვანი, მსუბუქი, ლაღი იყო, გეგონებოდა, ძლიერ ქარს
ვერ გაუძლებსო. ის ისევ ხელს უქნევდა. მანაც ნელა, მძიმედ ასწია
ხელი, თითქოს შიშობდა, ვაითუ ჩამოვარდნოდა დაბლა. მერე ულ-
რიკემ ერთი ხელით ანიშნა, მაღლა თქვენთან ამოსვლა შეიძლებაო?
მანაც ხელით ანიშნა: ამობრძანდით, გეთაყვაო. ისიც წამოვიდა მის-
კენ. გოეთემ მისი კიბეებზე ამორბენის ხმაც კი გაიგო. შემოსვლის-
თანავე უთხრა:
– თქვენო აღმატებულებავ, გუშინ უცბად სად გაქრით? გამოვი-
ხედე და იქ აღარ იყავით.
– აჰ, ასეა, – თქვა გოეთემ, – მე არ მინდოდა ხელი შემეშალა.
– ვისთვის?
– თქვენთვის.

64
– აჰ, ასეა? – იკითხა მანაც გოეთეს სიტყვებითვე.
– დიახ.
– ხელის შეშლა, თქვენო აღმატებულებავ, ხელის შეშლა? ეგ ხომ
თქვენ საერთოდ არ გეხერხებათ, ვინმესთვის ხელის შეშლა.
– სწორედაც, რომ ასეა, ჰოდა, ამიტომაც წამოვედი. რომ არ წა-
მოვსულიყავი, ხელის შეშლა გამომივიდოდა. დ ა იმ ბატონი დე რო-
რის ატანა მომიწევდა.
– დე რორის? – გაიმეორა ულრიკემ, – ისე დიდი სხარტი ვინმეა
ეგ, დე რორი. და მერე დასძინა, – ნამდვილი სახელი გვიან ღამემდე
არ გამიმხილა, მერე კი გამომიტყდა.
– აჰ, მართლა? – დაინტერესდა გოეთე.
– დიახ, მაგრამ რა საჭიროა ახლა იმ ველოციფერულ ყმაწვილზე
საუბარი? – ეს სიტყვა ისეთი ხაზგასმით წარმოთქვა, რითაც უნდო-
და აღენიშნა, რომ ეს სიტყვა თავად გოეთესგან ისწავლა, – დასძინა
კიდეც, – ეს სიტყვა ძალიან მომწონს. გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ მე
მომწონს, მას რომ ასე ვეძახი, არა, თვითონ ეს სიტყვა მომწონს. სა-
ერთოდ მიყვარს გამომხატველობის გამაძლიერებელი სიტყვები.
გოეთემ სთხოვა დამჯდარიყო. ის მრგვალ მაგიდასთან, სკამზე
ჩამოჯდა და უთხრა:
– ახლა ხომ ნებას დამრთავთ, გკითხოთ, სადაა ის უსახელო, ამ
დღის სინათლეზე მარტო რომ გამოგიშვათ, სად იმყოფება ახლა ის.
– წავიდა, – უთხრა მან, – იქ, სადაც მისი ადგილია.
გოეთემ ისე შეხედა, რაც იმას ნიშნავდა, უფრო დაწვრილებით
ამიხსენიო.
– ბატონ დე რორს ჩემი თავის ოთახში წაყვანა სურდა. ჯერ თა-
ვისი სახელი გამიმხილა, შემდეგ კი დასძინა, მარტო ჩემი სახელი კი
არა, ახლა თავად მეც თქვენს ხელთა ვარო. არ ვიცი, ეს ღამე უშენოდ
როგორ გადავიტანო. მე მაშინვე გამოვიქეცი. ის დამედევნა, დამავ-
ლო ხელი, დამიჭირა, თავისკენ მიმიზიდა, სახე თავის ხელებში მო-

65
იქცია, სახე სახეზე მომადო, ბაგე ბაგეზე, უცბად რაღაც ძალამ შე-
მაძლებინა ხელიდან დავსხლტომოდი, მაშინვე ჩემს ოთახში გავიქე-
ცი, ჩავიკეტე კარი და ვკანკალებდი, არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვი-
დექი კართან, ყურს ვუგდებდი, ხომ არ დამედევნა-მეთქი. აღარც
მახსოვს, საწოლამდე როდის და როგორ მივედი. მინდა რაღაც გკით-
ხოთ, ბატონი საიდუმლო მრჩეველო.
– მკითხეთ.
– ნუთუ რამე შეცდომა დავუშვი, იქნებ დე რორს ჩემი საქციელით
მე მივეცი რაღაც საბაბი?
გოეთე შესაბამის სახის გამომეტყველებას ეძებდა, მაგრამ ვერ
პოულობდა.
– თქვენო აღმატებულებავ, მე ისევ აქ ვარ.
გოეთეს კი ამ დროს თვალწინ ედგა ის სცენა, რომელსაც ახლა
ულრიკე მოუყვა, ყოველი წვრილმანი. მისი მოძრაობებიც კი ამჟღავ-
ნებდა, რანაირად ხედავდა ის ამ სიტუაციაში ულრიკეს. შემდეგ კი
ჰკითხა:
– ახლა კი ალბათ მაქვს უფლება ვიცოდე იმ უსახელოს სახელი?
– სამწუხაროც სწორედ ეგაა, მან პირობა ჩამომართვა, რომ მის
სახელს არავის ვეტყოდი. მხოლოდ მას შემდეგ, როცა მისი მეუღლე
გავხდებოდი, შემეძლო მთელი სამყაროსთვის მეთქვა მისი სახელი.
სხვის საიდუმლოს გამჟღავნება კი ნამდვილად არ შემიძლია. ასე
მგონია, პირადად მას მივაყენებ შეურაცხყოფას. ალბათ მაშინვე უა-
რი უნდა მეთქვა, რომ არ გაემჟღავნებინა ჩემთვის სახელი. ახლა კი
ეს ნდობა ტვირთად მაწევს. როგორ უნდა გავთავისუფლდე ახლა ამ
საშინელი სიზმრისგან, თქვენო ბრწყინვალებავ?
გოეთე წამოდგა, გაიარა, ხელები ზურგზე დაიწყო, მარჯვენა ხე-
ლით მარცხენა მყარად ეჭირა. ასე დადიოდა მუდამ, თუკი არ სურდა
ვინმეს ოდნავ მოხრილი მაინც სჩვენებოდა. გულში კი ფიქრობდა,
ნუთუ ვერ ხვდება ულრიკე, რომ მისგან ახლა სხვა რეაქციას არ უნ-
და მოელოდეს? გაოგნებული აქეთ-იქით იყურებოდა.

66
ულრიკემ კიდევ ერთხელ დაიძახა: თქვენო აღმატებულებავ! –
ისე ხმამაღლა, თითქოს ყრუს ელაპარაკებაო. მერე წამოდგა და გო-
ეთეს წინ გადაუდგა. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
ულრიკემ განაგრძო:
– დღეს დილით ბილეთი აიღო და პარიზისკენ გაემგზავრა. წერი-
ლი გამომიგზავნა, ბედნიერი ცხოვრება მისურვა და ხელახლა შეხ-
ვედრა ინატრა. ქვემოთ ეწერა, დე რორი, ისევ სახელის გარეშე.
– აჰ, მართლა?!
უცბად თითქოს სითამამე შეემატაო, გოეთემ დასძინა:
– ულრიკე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
– რა კარგია! მგონი, მეშველა! – ლაღად წამოიძახა ულრიკემ და
თან ანცად გაიცინა.
ულრიკე მას ხელებში სწვდა, მისი ხელები თავის ხელებში მოიქ-
ცია და თავისდაუნებურად მის სიახლოვეს დადგა.
გოეთემ გაიფიქრა: ახლა რომ ვაკოცო, მეც იმ დე რორს დავემ-
სგავსები. მან ის ოდნავ თავისკენ მიიზიდა, ულრიკეც გადმოიხარა
მისკენ. და შემდეგ ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ ულრიკე,
ისე რომ მისი ხელებისთვის ხელი არც გაუშვია, ბაგეებით მის ბაგე-
ებს შეეხო. და რამდენიმე ხანს ასე ბაგე-ბაგეზე მიწებებულები გა-
ჩერდნენ, ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა, თითქოს არ იცოდნენ, რა
ენაზე დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
ულრიკეს ისევ თავის ხელებში ჰქონდა გოეთეს ხელები მოქცე-
ული, როცა ჩაილაპარაკა: აჰ, თქვენო ბრწყინვალებავ.
და აქ კი გოეთემ უთხრა: მინდა ლილი პარტეის მოკითხვა გად-
მოგცეთ.
– ოჰ, სასიამოვნოა.
მერე კი ულრიკე გარეთ გავარდა, გაიქცა, კიბეებზე ჩაირბინა და
უკვე დაბლა იყო, გოეთე კი ისევ ფანჯარასთან იდგა და ხელს უქნევ-
და, რადგან ქვემოდან ულრიკეც უქნევდა ხელს. ამას ის არასოდეს

67
დაივიწყებს, რომ დღეს შუადღისით ის სწორედ რომ დროულად აღ-
მოჩნდა ფანჯარასთან. მერე კი იჯდა დიდხანს და ფიქრობდა. ყვე-
ლაზე ლამაზი ის იყო, რომ ულრიკემ, როცა მათი ბაგეები ასე ახლოს
იყო ერთმანეთთან, როცა ისინი შეეხნენ, თვალები დახუჭა. გოეთეს
მსგავსი შინაგანი სიახლოვე ჯერ არასოდეს განეცადა.
ახლა ამ დახუჭული თვალების გარდა სხვა აღარაფერზე შეეძლო
ფიქრი. ოცნებებში მყოფმა ხმამაღლა წარმოთქვა: მე და ასეთი გან-
ცდა? არასოდეს მახსოვს. ჯერ არ მახსოვს, ისეთი ქალი ან გოგო მყო-
ლოდა, რომელსაც თავისკენ ასე მივეზიდე. დიახ, ვინც რა უნდა
თქვას, მაგრამ ჩვენი ბაგეები, თითქოს თავისდაუნებურად შეეზარ-
დნენ ერთიმეორეს. ყოველგვარი წინასწარი გააზრებისა და თამაშის
გარეშე. ის ბატონი უსახელო, ვნებიანს რომ თამაშობს, ნეტა რა იგ-
რძნო ულრიკემ მისი კოცნისას? ნეტავი ახლა რას იზამს? როგორ მო-
იქცევა? ხომ ვერ ვკითხავ. ნეტავ ისევ იმ ულრიკედ დარჩება, რაც ამ
წუთამდე იყო? იქნებ სწორედ ეს თვალების დახუჭვა იყო ულრიკეს
პასუხი იმ ვნებიანი უსახელო დე რორის კოცნაზე?
იქნებ ის და ულრიკე ამ წინა სცენარის გარეშე ასე ახლოს არც
მისულიყვნენ ერთმანეთთან? ის ულრიკესთან გაითამაშებს იმ სცე-
ნას, როგორც დე რორმა აკოცა მას, და მერე ორივე გაიცინებს ამაზე.
ბულვარული პარიზის მიბაძვა – აშკარად პარიზიდან მოსდგამს ბა-
ტონ დე რორს. ამაზე უთუოდ იცინებს ორივე. და ახლა ნაცვლად –
აჰ, მართლაც, – მხოლოდ ამას დასძენს: აჰ, ასეა. ასე. თანაც ისე
მხნედ, ლაღად, მხიარულად, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, რო-
გორც ჩანს, სულიერი შეგრძნებები, არასოდეს კვდება. ეჰ ულრიკე!
ულრიკე! მან ეს სახელი მკვეთრად და ხმამაღლა წარმოთქვა.

68
5
მის და ულრიკეს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. პირველი
კოცნის დღეს, ვიდრე ულრიკე თვალს მიეფარებოდა, ფანჯარასთან
იდგა, გაჰყურებდა და ხელს უქნევდა. შემდეგ კი საწერ მაგიდას მი-
უჯდა და შეეცადა იმწუთიერი განწყობა გაერითმა:
დიდი ხანია, უკვე ასეა,
მაგრამ დღეს მაინც,
სულ სხვა რამ მოხდა,
შენ მაზიარე ახალ სიცოცხლეს,
როს შენი ტკბილი ბაგე შემომაგებე
და საოცარი კოცნა მაჩუქე.
და ეს ლექსი მაშინვე სამ პიროვნებას გაუგზავნა: ლილის, თავის
რძალს ოტილიას ვაიმარში და ულრიკეს. თავისი ეს განზრახვა კი ასე
ახსნა: ამ სამივე პიროვნებამ იცოდა, მაინცდამაინც მათ რატომ უგ-
ზავნიდა ამ ლექსს. სამივესთან კოცნა აკავშირებდა. ერთხელ, თა-
ვისმა რძალმა, ოტილიამაც აკოცა.
ოტილიასადმი წერილში ესეც დაამატა: აქ ყველაფერი მშვიდა-

69
დაა. შტადელმანი მთებში ისევ ქვებს აგროვებს. ვიურტემბერგის მე-
ფის კარზე კიდევ ერთი მეჯლისი მელის, მერე კი ყველას მოგვიწევს
სამეჯლისო ტანსაცმლის ჩალაგება. მწველი ზღაპარიც ამით დას-
რულდებოდა. 20-მდე აქ დავრჩები. ზოგჯერ მარტოობაც კარგია, ამ-
დენი თავშექცევისგან რომ დაისვენოს კაცმა.
თავის ვაჟსაც მისწერა კეთილი, უწყინარი წერილი: – ზოგჯერ
ფანჯარასთან ვდგავარ და ყველაფერს აქედან გადავყურებ, ვტკბე-
ბი იმით, რაც დაბლა, ტერასაზე ხდება. დიდი ჰერცოგი ბატებზე ნა-
დირობიდან დაბრუნდა, მეტად სასიამოვნო ამინდებია. გრაფი შტერ-
ნბერგი რამდენიმე დღით უნგრეთში გაემგზავრა, მაგრამ მალე დაბ-
რუნდება. ჯონი კლიმატური მოვლენების ჩანიშვნას აგრძელებს. აქ
საოცარი მომსახურებაა, დიეტაც კი გამომდის. ზოგჯერ ამდენი სა-
ზოგადოებრივი თავშეყრისაგან თავის გარიდებაც კი მინდა ხოლმე,
რომ საკუთარ თავთან განვმარტოვდე. ამგვარად ვიმედოვნებ, რომ
აქ წამოჭრილ ჭორებსაც თავს დავაღწევ...
მერე კი ისევ ულრიკეზე ფიქრებმა გაიტაცა. დღეს, რაც მასა და
ულრიკეს შორის მოხდა, მათი ბაგეების მოულოდნელი შეხება, მარ-
თლაც წარმოუდგენელად მიაჩნდა. მაგრამ ულრიკეს მოყოლილი ამ-
ბავი, იმ უსახელოსთან კოცნის შესახებ, კი მოსვენებას აკარგვინებ-
და. ახლაც თვალწინ ედგა ის სცენა, როგორ ცდილობდა ულრიკე იმ
ბატონი დე რორისაგან თავის დახსნას, ის კი თავისკენ როგორ ექა-
ჩებოდა. იქნებ ულრიკესთვის თავისი წეღანდელი ლექსი კოცნაზე
არც კი უნდა გაეგზავნა.
მერე ლიხტენბრგის გრაფს მისწერა: – თავს ვალდებულად
ვთვლი, რომ ბატონი რებაინის ნიშნობაზე ჩემი საქციელის გამო მო-
ვიბოდიშო. ნამდვილად მრცხვენია, რომ ასეთი დიდი ადამიანი, რო-
გორიც თქვენ ბრძანდებით, მეჯლისზე დავაღალატე. თქვენნაირი
დიდი წარმომავლობისა და დიდი ისტორიის მქონე გვარის მქონე
ადამიანი დღეს არ მეგულება. ბოდიშს გიხდით და კარგი იქნებოდა,
მალე თუ შევხვდებოდით, რომ თქვენ მიერ წამოყენებულ საკითხზე,

70
სამშვიდობო ვერსიაზე – რაინ-დონაუს არხზე გავაგრძელოთ საუბა-
რი.
ამ წერილის დაწერა, ნამდვილად მშვენიერი საშუალება იყო,
ულრიკეზე ფიქრისაგან თავის დასაღწევად. ამ ბოლო ხანებში, ყვე-
ლაფერი, რაც ულრიკეს არ ეხებოდა, უაზრობად, მოსაბეზრებლად
ეჩვენებოდა, და თუ მაინც უწევდა სხვა რამეზე ფიქრი, ტანჯვა იყო.
თუმცა, იმედი, რომ მალე ნახავდა, შვებას ჰგვრიდა.
ვაიმარიდან მოსული წერილები, მისთვის უკვე სხვა სამყაროდან
მოსულ ამბებად ჟღერდა. იმ სამყაროში დაბრუნება მას აღარ სურ-
და, მაგრამ როდისმე მაინც მოუწევდა. საკუთარ თავთან გამოტყდო-
მაც კი უჭირდა, რა მძიმე იქნებოდა მისთვის ისევ ძველ სამყაროში
დაბრუნება. ის იქ ძველებური გოეთე ვეღარ იქნებოდა. თუ ვინმე მი-
ზეზის გამოკვლევას შეეცდებოდა, უნდა ეთამაშა, რომ ნამდვილი მი-
ზეზისთვის არ მიეგნო. ერთადერთი გამოსავალი ამ სამყაროდან
გაქცევა იყო, რადგან მას არც თავისი გრძნობის უარყოფა სურდა და
არც აღიარება. ორივე საშიში იქნებოდა. ნეტავ შეძლებოდა, რომ ვა-
იმარში ულრიკესთან ერთად დაბრუნებულიყო, თავის ახალ წიგ-
ნთან ერთად, რომელიც ულრიკესადმი სიყვარულის დასტური იყო.
ფურცელზე უკვე ეწერა კიდეც სათაური:
„შეყვარებული კაცი“
ალბათ ამ ნაწარმოების კარნახი ჯონისთვის, ისევე როგორც ვერ-
თერისა, ნაკლებ შეეძლო. ამ რომანს ბედნიერი დასასრული ექნებო-
და. ყოველთვის ახერხებდა მძიმე ცხოვრება ლამაზი ენით დაეწერა.
ახლა კი იმედია, ამ ახალი რომანისთვისაც შეძლებდა სათანადო
სტილის შერჩევას.
შეყვარებული კაცი.
ისევ დამიბრუნდა ზაფხულის რწმენა. ისევ შემიძლია მოვიხიბლო
პეპლების ფარფატით, შევერწყა ბუნების მშვენიერებას, აყვავებუ-
ლი ყვავილებით დავტკბე. საბედნიეროდ, ახლა სულ ასე იქნება. ის
დრო, როცა სულ სხვა რამ მიტაცებდა, გაქრა. ულრიკეს სიყვარულმა

71
სულ სხვაგვარად გაამდიდრა ცხოვრება. როგორც იქნა, ჩემს უსიყ-
ვარულო სამყაროშიც გაჩნდა რაღაც მომხიბლავი. ულრიკესთან ერ-
თად იმას ვეზიარები, რისკენაც ამდენ ხანს მივილტვოდი. ვიდრე
ულრიკე ჩემ გვერდითაა, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასაც კი
შევძლებ. ყველანაირი მტრობა დავიწყებას მიეცემა. საშინელება
მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, ულრიკე რომ არ მეგულებოდეს.
დღემდე, არ ვიცოდი, რა იყო მოწყენა, ახლა კი, როცა ულრიკეს ვერ
ვხედავ, ლამის მოწყენილობისაგან გავცოფდე. სამყაროს სურს გა-
დარჩეს, ულრიკესნაირის სიყვარული უნდა ებოძოს ყველას. დღეები
აბრეშუმივით ფაქიზი გახდა, სამყარო კი – თბილი ნიავივით. ჩიტე-
ბიც თითქოს მხოლოდ მის სახელს ჟღურტულებენ. იქნებ პლატონი
მოგონებებს იმიტომ მიეცა, რომ მშვენიერი რამ დაკარგა ცხოვრება-
ში. მე კი მოგონებებს დავკარგავ, ალბათ, რადგან მშვენიერება ვი-
პოვე. როცა ულრიკეა ჩემ გვერდით, არც მომავალს აქვს მნიშვნე-
ლობა და აღარც წარსულს. ოცნებავ, დამიფარე უმწეობისაგან, და-
მიფარე. რა იოლია ყველაფერი, როცა მას ვხედავ. მისი მზერა მაძ-
ლევს გამძლეობას. აღარანაირი ღრიალი არ აღმომხდება. თუ ვიტი-
რებ, მხოლოდ ბედნიერებისაგან. შენს მკერდს სუფთა, წმინდა ხელე-
ბით შევეხები. შენი სილაღე ტრიუმფს დღესასწაულობს. სადილობი-
სას მაგიდაზე რომ შენი გამოწვდილი ხელები შემომეგებონ, ეს ახა-
ლი, აღვლენილი ლოცვასავით იქნება. შენი სიყვარულის უფლება
მართლაც რომ მქონდეს, უკვდავი ვიქნები. ჩვენ მხოლოდ ერთიმეო-
რით ვიარსებებთ. ახლა ვხვდები, რატომ არ შემეძლო ოდესმე ვინმე
მძულებოდა. ჩემში სიყვარული სახლობდა მუდამ, რომელსაც მთელი
ჩემი ცხოვრება ეძინა, ოცნებობდა, შიგადაშიგ გამოხეტიალდებოდა,
ხან რას დაარქმევდა თავს, ხან რას. მერე ისევ უკან შებრუნდებოდა.
თურმე შენ გიცდიდა. შენ მომეცი ყველაფრის ძალა. ახლა ვიცი, ჩემი
სიყვარული მხოლოდ შენ გიცდიდა. შენ თუ უარს იტყვი ამ სიყვა-
რულზე, ეს მე გამანადგურებს. ჩემმა სიყვარულმა როდი იცის, რომ
უკვე სამოცდაათი წლის ვარ. მგონი, ეს მეც დამავიწყდა.

72
გოეთე გრძნობდა, რომ რომანის შესაფერისი ტონი მართლაც
იპოვა.
ვიურტემბერგის სამეფო კარის მეჯლისი ამ შეყვარებული კაცის-
თვის გენერალური რეპეტიციასავით იყო. ვიდრე მოსაწვევს ბოლომ-
დე ჩაიკითხავდა, უკვე იცოდა, ამ მეჯლისზე, რა უნდა ჩაეცვა: ღია
ცისფერი ფრაკი, ყვითელი ჟილეტი და ჩექმები. მაგრამ არავის გაუმ-
ხელდა, საიდუმლოდ დაიტოვებდა. შტადელმანისა და მკერავ ბლას-
ტიმირისთვის კი მოუწევდა თქმა.
შტადელმანს უხაროდა, ამ თავგადასავლის თანამონაწილე რომ
გახდა. როცა გოეთემ გაუმხილა, რა უნდა ჩაეცვა, მაშინვე მიუხვდა
და შესძახა: ვერთერი? და მართალიც იყო. ცისფერი ფრაკი, ყვითე-
ლი ჟილეტი და ღია ფერის ჩექმები.
ულრიკეს კითხვაზე, რომელი გმირის კოსტიუმით მივიდოდა მეჯ-
ლისზე, არ უპასუხა.
– კარგი, თუ ასეა, არც მე გაგიმხელთ, რის ჩაცმას ვაპირებ, – უთ-
ხრა ულრიკემ.
ულრიკეს დედა მეჯლისზე მადამ პომპადურის კოსტიუმით აპი-
რებდა მისვლას, გრაფ კლებელსბერგი – ლუი ხივ-ის, დოქტორი რე-
ბაინი და კატი – რომეო და ჯულიეტასი, ლიხტენბერგის გრაფი კი –
პრომეთესოსისა. ჰოჰენცოლერნის პრინცესა და გრაფი სანტ-ლუი
კი, გოეთესა და ულრიკეს მსგავსად, საიდუმლოდ ინახავდნენ თავი-
ანთ ჩაცმულობას. მეჯლისი სასახლეში ტარდებოდა.
მეჯლისამდე ერთხელ კი ჰკითხა გოეთემ:
– შეიძლება თავად გამოვიცნო, რას ჩაიცვამთ?
– კი, მაგრამ მე მაინც არ გამოვტყდები, – უპასუხა ულრიკემ.
– ორლეანელი ქალწული? – უთხრა მან.
და როცა ულრიკემ გაოცებული სახით შეხედა, უპასუხა:
– რა ძნელი მისახვედრია, თქვენი ტანი ყველანაირად შეესაბამე-
ბა ამ გმირს. თანაც, შილერი ხომ თქვენი საყვარელი პოეტია, მისი

73
გმირი ქალებიდან ერთ-ერთს თუ ვივარაუდებთ, მხოლოდ ესაა და-
საშვები. ელიზაბეტი და მარია სტიუარტი გამორიცხულია, პოლიტი-
კის გამო. ვის სურს „ყაჩაღებიდან” ამალიას განსახიერება? ასე რომ,
დარჩა მხოლოდ ორლეანელი ქალწული. რატომ იცინით? ასე ჯერ
არასოდეს გაგიცინიათ. ესე იგი, გამოვიცანი?
– თქვენ?
– ყოველ შემთხვევაში, შილერის გმირს არ ვასახიერებ.
მეჯლისის დღეს წვიმდა, რაც კარგიც იყო. კლებელსბერგის სა-
სახლესთან გაჩერებული ეტლებიდან ყველა ლაბადებსა და თავსაფ-
რებში გახვეული გადმოდიოდა. გოეთეს მხოლოდ ერთი პატარა ქუ-
ჩა ჰქონდა გადასასვლელი, ჩაიცვა თავისი გრძელი ლაბადა და ქუდი
დაიხურა. ლაბადა საყელოზე შიგნიდან ნაზი წითელი ხავერდით იყო
გაწყობილი. აწეული საყელოდან ერთი თითის სიგანეზე წითელი ხა-
ვერდი ანათებდა. გოეთე კარგად გამოიყურებოდა და თავსაც მშვე-
ნივრად გრძნობდა. გახარებული იყო, რომ ამინდმაც ხელი შეუწყო,
ვერთერის ტანსაცმელი, რომ ლაბადის ქვეშ დაემალა. სარკესთან
შტადელმანის წინ ქედი მოიხარა, წინასწარ გაივარჯიშა, როგორ უნ-
და მოეხარა ქედი მეჯლისზე.
– თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ! – ჩაილაპარაკა შტადელ-
მანმა.
გოეთემ კიდევ ერთხელ მოიხარა მის წინაშე ქედი, ამჯერად უფ-
რო ლაღად და გავიდა.
სასახლეში ქალები და კაცები, ორკესტრის ნიშნის მოლოდინში
ცალ-ცალკე უნდა მდგარიყვნენ. მერე სხვადასხვა კარიდან, მაგრამ
ერთდროულად უნდა შესულიყვნენ დარბაზში. კედელთან უკვე იდ-
გნენ ბატონები, მოპირდაპირე მხარეს კი – თმაზე ლამაზი ყვავილე-
ბით დამშვენებული ქალები. გოეთემ ულრიკეს მოჰკრა თვალი. ჭე-
ქა-ქუხილის შემდეგ უცბად მზის მიერ მოფენილი ნათელი მის ნა-
თელთან მოსატანიც არ იყო, ისე ასხივებდა თავის თეთრ კაბაში,

74
მხრებზე ღია წითელი შარფი მოეხურა. მისი კაბის ჭრილი მოკრძა-
ლებული იყო, გვერდით მდგომი ქალბატონებისას სულ არ ჰგავდა.
ეს იყო ულრიკე-ლოტე.
და აი სცენაზე მდგომმა მაესტრომ მაღლა ასწია ოქროს ჯოხი, ია-
ტაკს დაჰკრა და კაპელამაც დასცხო მუსიკა. წყვილები ერთმანეთის-
კენ დაიძრნენ, ვისაც რა როლი ჰქონდა, იმის მიხედვით დაწყვილ-
დნენ, ბატონებმა ქედი მოიხარეს და შემდეგ ცეკვა დაიწყეს. ულრი-
კე-ლოტე, ნამდვილი ბუნებრიობის განსახიერება იყო: თეთრი წინ-
დები, დაბალქუსლიანი შავი ფეხსაცმელები, ძველმოდურად, წინ
ბაფთით. სხვა დროს დაცემული სწორი თმა, დღეს დახვეული ჰქონ-
და. ულრიკე, რომელსაც ყოველდღე ვენიდან ჩამოტანილი ახალ-ახა-
ლი მოდური ტანსაცმელი ეცვა, დღეს უბრალო თეთრ კაბაში იყო გა-
მოწყობილი – ლოტეს კოსტიუმში. გოეთეს წარმოდგენილი ჰქონდა,
როგორ გაიცინებდნენ ამალია და ბერტა, როცა ულრიკე მათ ლოტეს
ტანსაცმლით გამოეცხადებოდა და ჰკითხავდა: აბა, როგორ მოგწონ-
ვართ? რა დიდი განსხვავება იყო დედასა და შვილს შორის, დედა
დიდებული ქალბატონივით იყო გამოწყობილი, შვილი – მარადიული
ქალიშვილივით.
კაპელამ შეწყვიტა დაკვრა. მაესტრომ განაცხადა, რომ ახლა ყო-
ველ წყვილს საკუთარი ცეკვა უნდა წარმოედგინა. ჟიური, მისი მე-
ფური ბრწყინვალების კარლ ავგუსტის თავმჯდომარეობით, საუკე-
თესო წყვილს ოქროს დაფნით დააჯილდოებდა. პირველად ჯულია
ფონ ჰოჰენცოლერნი გავიდა დარბაზის შუაგულში, გრაფ სან-ლუის,
როგორც მარატს, არანაირი შანსი არ ჰქონდა. მისმა შარლოტემ და-
ავლო ხელი წითლად მოელვარე სატევარს და გაურჭო, უკვე წით-
ლად შეღებილ პერანგში.
ჯერი ვერთერსა და ლოტეზე მიდგა. აქ ბევრი არაფერი იყო სათ-
ქმელი. ორივემ მაშინვე გაითავისა თავისი როლი. მაესტრომ მათი
გამოსვლისას ასეთი კომენტარი გააკეთა: ალბათ ეს წყვილი გოეთეს

75
იდეააო. მაგრამ ის, რომ მან და ულრიკემ ერთიმეორისაგან დამოუ-
კიდებლად აირჩიეს ეს კოსტიუმები, მხოლოდ თავად გოეთემ და ულ-
რიკემ იცოდნენ. ეს მართლაც საოცარი მოვლენა იყო. ისინი შეუთან-
ხმებლად მივიდნენ ამ იდეამდე და მუსიკის ფონზე, ახლა დარბაზის
შუაგულში იდგნენ. მათ ეს არჩევანი ბედნიერ წყვილად წარმოაჩენ-
და. ულრიკე ლოტეს თამაშობდა და აღფრთოვანებული იყო იმით,
რომ ამ მოსაწყენ მეჯლისზე მგზნებარე ვერთერმა საცეკვაოდ გაიწ-
ვია და ბედნიერებისაგან დაფრინავდა. ულრიკე აშკარად ტკბებოდა
თავისი როლით, ერთი-ორჯერ ისე ხმამაღლა გადაულაპარაკა ვერ-
თერს, რომ მთელ დარბაზს შეეძლო გაეგო. ამ წუთას ისინი ასაკით
ტოლები იყვნენ და ეს მათ მიხვრა-მოხვრაშიც იგრძნობოდა. ლოტეს
თავი გადაეხარა ვერთერისკენ, და ორივე თითქოს დაფრინავდა.
ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, რომ ისინი მთელი სულით და გუ-
ლით იყვნენ თავიანთ როლებში შეჭრილნი და არავის შეეძლო მათ-
თვის ხელის შეშლა. ცეკვის დასასრულს საოცრად ლამაზად გადაუ-
ხადეს ერთმანეთს მადლობა.
მათ მოჰყვა რომეო და ჯულიეტა – დოქტორ რებაინი და კატი
ფონ გრავენეგი, ასევე ამაღელვებელ სიყვარულის სცენას თამაშობ-
დნენ, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დასასრულით. სახის ერთი ნაწილი
ორივეს ხასხასა ფერებით ჰქონდა შეღებილი, ხოლო მეორე – მკრთა-
ლი ფერებით. კაცს მარჯვენა მხარე ჰქონდა შეღებილი, ქალს კი მარ-
ცხენა. ერთობ სევდის მომგვრელი სანახაობა იყო, მაგრამ სიყვა-
რულმა გაიმარჯვა. მერე გამოვიდა ამალია ფონ ლევეტცოვი: მადამ
პომპადურის, მწვანე-ოქროსფერი აბრეშუმის დატალღული კაბით.
საყურეები მოშიშვლებულ მხრებამდე სწვდებოდა, ოქროს სანდალე-
ტები უმშვენებდა ფეხებს, შავი თმა ოქროსავე სამაგრით მაღლა
აეწია. ამალია ფონ ლევეტცოვი ამ საღამოს მართლაც ულამაზესი
ქალბატონი გახლდათ! მის გვერდით, ლუდვიგივით შავ მდიდრულ
ტანსაცმელში გამოწყობილი გრაფიც, კი ძალიან უბრალოდ, სადად
გამოიყურებოდა. დიდებული პარტნიორის ფონზე, მისი მხოლოდ

76
თეთრი საყელო და სახელურები ანათებდა. მართლაც, მეფური თავ-
დაჭერა ჰქონდა, ცეკვის მასწავლებლის ხელიც ემჩნეოდა, აშკარად
გავარჯიშებული ჩანდა. ის განასახიერებდა გმირს, რომელიც თავის
სურვილს ყოველთვის მალავდა, ვიდრე მადამ პომპადურმა არ დაიპ-
ყრო მისი გული.
ჟიური განაჩენის გამოსატანად გავიდა. დარბაზში მღელვარება
შეიმჩნეოდა. ამალია ფონ ლევეტცოვმა ულრიკესა და გოეთეს გა-
დაულაპარაკა:
– მართლაც, საოცარი შეთქმულება იყო: ლოტე და ვერთერი!
– მადამ პომპადური უკვე დაკავებული იყო და..., – ჩაილაპარაკა
ულრიკემ.
– ორლეანელი ქალწული ხომ იყო თავისუფალი, – არ დაუთმო
დედამ.
– მთელი ეს დღეები მეც სულ მაგას ვეჭვობდი, – ჩაერთო გოეთე.
– იარაღი ჩემგან შორსაა, – მიუგო ულრიკემ.
დედას ისევ არ სჯეროდა, რომ მათ წინასწარი შეთანხმების გა-
რეშე აირჩიეს ეს ტანსაცმელი.
– სიმართლის დაჯერება ყველას უჭირს, – აღნიშნა ულრიკემ.
– თუ სიმართლეა, მაშინ... – ჩაილაპარაკა ულრიკემ, მაგრამ
აღარ დაუსრულებია, გოეთეს გადახედა. ასე მისთვის ჯერ არასო-
დეს შეუხედავს. ერთი ხელით დაინიავა, თავი გადააქნია და ჩაიცინა.
მოგვიანებით გოეთემ ულრიკეს ჰკითხა:
– მეორე, სასადილო დარბაზში ხომ არ გავიდეთ? დელიკატესი-
დან ცოტა რამ ჩვენც ავიღოთ. – ამასთან, ისე შეხედა, რომ მიეხვედ-
რებინა, ეს მხოლოდ საბაბია, აქედან თავის დასაღწევადო.
სასადილო დარბაზში დასაჯდომი და დასადგომი ადგილებიც
იყო. ულრიკემ თავისი საყვარელი კონიაკიანი შოკოლადი აიღო, გო-
ეთემ კი ვაფლი. მაგრამ ის იყო დასხდნენ ერთ მაგიდასთან, რომ
სხვაც მათ მაგიდას მიუჯდა. როცა რომეო და ჯულიეტაც გამოჩ-

77
ნდნენ, ირგვლივ უკვე ყველა ადგილი დაკავებული იყო, გოეთემ თა-
ვისი ადგილი შესთავაზა კატის: დაბრძანდით. კატის ნახევარი სახე
მკვდრისფრად ჰქონდა შეღებილი. მეორე კი ჭრელ-ჭრელი ფერე-
ბით. ხელში რამდენიმე პატარა თეფში ეჭირა, სხვადასხვა ტკბილეუ-
ლობით. მან მადლობა გადაუხადა გოეთეს და დაჯდა.
– აი რას ნიშნავს ძველი სკოლა, – აღნიშნა მან.
გოეთემ ულრიკეს შეხედა, ცერა თითით ერთი მიმართულებისა-
კენ ანიშნა. ულრიკეც მაშინვე მიუხვდა. ისინი იქაურობას გაეცალ-
ნენ. გარეთ გავიდნენ, რომ მათთვის არავის შეეშალა ხელი. სასახ-
ლის ერთ მხარეს ამაღლებული მდელო მოჩანდა. ორივე მხარე ჩი-
რაღდნებით იყო განათებული. გოეთე ცოტა წინ წავიდა. შემდეგ შე-
იცადა, რომ ულრიკეც დასწეოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და
ერთმანეთის პირისპირ, ნახევრად სიბნელეში აღმოჩნდნენ. გოეთემ
იცოდა, რომ მას არ შეეძლო რამე ინიციატივის გამოჩენა, ისედაც სა-
ოცრად ლამაზი და მშვენიერი იყო ყველაფერი. ათასწლოვანი ხე-
ებით დაბურული ტყისკენ ერთი პატარა ბილიკი მიდიოდა.
– იცით, პირველ ვარიანტში, ვერთერის ნოველაში ლოტეს ღია
წითელი ბაფთის ნაცვლად ხორცისფერი ბაფთა ჰქონდა, – წამოიწყო
გოეთემ.
– ღია წითლის ნაცვლად ხორცისფერი? – უთხრა ულრიკემ, – ეგ
ალბათ უფრო მომეწონებოდა.
– მე კი არა, – უთხრა გოეთემ, – ღიაწითელი ხორცისფერზე ნაკ-
ლებ მიმზიდველია, თვით სიტყვაც კი. თუმცა იქნებ ვეგეტარიანელს
მოსწონებოდა.
– მე არ ვარ ვეგეტარიანელი და არც არასოდეს ვიქნები, აჰ, თუმ-
ცა ვინ რა იცის, მომავალში რა შეიძლება გახდე?!
– წამოდით დავბრუნდეთ დარბაზში, – უთხრა გოეთემ.
ის ლოტესგან მოელოდა, რომ ეტყოდა, ჯერ არა, ამ ნაწვიმარ
სუფთა ჰაერზე კიდევ ერთი წუთი დავრჩეთო. მაგრამ რადგან მას

78
არაფერი უთქვამს, ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას და უცბად წამოე-
დო ტოტს, წაბორძიკდა, წონასწორობა დაკარგა, დაკარგული წო-
ნასწორობა რომ აღედგინა, ჰაერში ხელების ქნევას მოჰყვა, მაგრამ
თავი ვერ შეიმაგრა და დაეცა. მარჯვენა ხელი წინ გაიწვდინა, მარ-
ცხენა მუხლზე დაყრდნობა სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბოლო
წუთს სცადა სახე მაინც შეებრუნებინა გვერდზე, მაგრამ ესეც სანა-
ხევროდ მოახერხა. ის შუბლითა და ცხვირით დაენარცხა სველ მი-
წას. შუბლის შუა ნაწილი, მარცხენა საფეთქელი და ცხვირის მარ-
ჯვენა მხარე დაარტყა. ულრიკემ ხმამაღლა შეჰკივლა, მიიჭრა მას-
თან და შეშფოთებული შეჰყურებდა. თან ტირილით გაიძახოდა: არა,
არა, არა, არა.. მხოლოდ ეს არა. თავად გოეთეც შიშმა შეიპყრო. ვა-
იმარში ხშირად მოუკრავს ყური, ესა თუ ის პიროვნება ზამთარში
როგორ წაქცეულა, ვის თეძო მოუტეხია, ვის – გვერდი. თავს სულ
ამას ჩასჩიჩინებდა: შენ არასოდეს წაიქცევიო და მაინცდამაინც ახლა
წაიქცა. ამ ნახევრად ჩაბნელებულ ბილიკზე, ულრიკესთან მყოფს
ყურადღება გაეფანტა. საუბრისას ემოციებს აჰყვა. გრძნობდა, რო-
გორ ჩამოსდიოდა სახეზე სისხლი... ზურგზე გადატრიალდა. ტკი-
ვილს შეიგრძნობდა ყველგან; ცხვირზე, საფეთქელთან, იმ ადგილებ-
ში, რითაც დაეცა. ულრიკეს სურდა ვინმე მოეყვანა დასახმარებლად.
გთხოვთ, უთხრა გოეთემ, გთხოვთ, არ გინდათ და შეეცადა ჯერ მუხ-
ლებზე წამომჯდარიყო, მერე კი ფეხზე დამდგარიყო. მაგრამ მიხვდა,
დაუხმარებლად არაფერი გამოუვიდოდა. ულრიკეს სთხოვა, სასახ-
ლეში წასულიყო და მხოლოდ ექიმი რებაინისთვის ეთხოვა გამოჰყო-
ლოდა, თან სახვევებიც გამოეყოლებინა. ექიმი რებაინი შეშინებული
მოვარდა. სთხოვა, დამეყრდენით, და როგორმე დავბრუნდეთ სასახ-
ლეშიო. გოეთეს ეს არ სურდა: არაფერიც არ მჭირს, მხოლოდ ორი
ადგილი დავიზიანე, გთხოვთ, ეგებ რამენაირად შეაჩეროთ სისხლი.
ექიმმა გაუწმინდა, ჩამობანა დაზიანებული ადგილები, დააკვირდა
და ჩაილაპარაკა: საბედნიეროდ, შეწყდა სისხლის დენა. სახვევის და-
დება სურდა, მაგრამ გოეთემ ესეც იუარა. ექიმი იძულებული გახდა

79
დამორჩილებოდა. ბატონო საიდუმლო მრჩეველო, ჩემი თავი რომ
დაგაჭირვათ ღმერთმა, ვწუხვარ, მაგრამ, ამავე დროს, ბედნიერიც
ვარ. ხვალ დილით თქვენს ჭრილობებს კიდევ შევამოწმებ. ახლა კი
ისევ დავბრუნდეთ დარბაზში. ექიმი მაშინვე წავიდა. გოეთე და ულ-
რიკე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ულრიკე ისევ მის ჭრილობებს
უყურებდა. სამოთხიდან გამორკვეული, – ჩაილაპარაკა გოეთემ, ჰო,
სამოთხიდან გამოსვლისას დავვარდი. ულრიკე დაბნეული შეჰყუ-
რებდა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა.
ალბათ რა საშინელი შესახედი ვიყავი, ჩემს აყენებას რომ ცდი-
ლობდა, – გაიფიქრა გოეთემ, – ვერასოდეს დავივიწყებ ამას.
– მე აღარ დავბრუნდები უკან, დარბაზში, – თქვა გოეთემ.
– ოქროს დაფნის გვირგვინი? – წამოიძახა ულრიკემ. წამობრძან-
დით. სულ ამ სულელური ტოტისა და სველი ბილიკის ბრალია, თა-
ნაც ნახევრად ბნელა, ეს ხომ ყველას შეიძლებოდა შემთხვეოდა, –
შეეცადა ულრიკე მის გამხნევებას.
– ახლა კი ცრუობს, – გაიფიქრა გოეთემ. მშვენივრადაც იცის,
რომ ეს მხოლოდ სამოცდათოთხმეტი წლის კაცს შეიძლებოდა შემ-
თხვეოდა.
ხმამაღლა კი მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა: – მე სამოცდათოთხმეტი
წლისა ვარ.
– თქვენო აღმატებულებავ, ჯერ სამოცდაცამეტის ხართ, – სას-
წრაფოდ წამოიძახა ულრიკემ.
– არა, წელი დადგება თუ არა, უკვე პირველ იანვარსვე იმდენი
წლის ვარ, რამდენიც 28 აგვისტოს უნდა გავხდე.
– ჩემთვის მაინც სამოცდაცამეტი წლის ხართ. გინდ დაიჯერეთ
და გინდათ არა, სამოცდაცამეტი წელი – საუკეთესო ასაკია. ასაკში-
ცაა ნაკლებ ლამაზი, და უფრო მეტად მშვენიერი წელი. სამოცდაცა-
მეტი წელი კი კოცნისთვის მშვენიერი ასაკია. – ულრიკემ მხრებზე
დააწყო ხელები, ბაგეები მიუახლოვა, შეეხო და ასე გაჩერდა რამდე-
ნიმე წამს. გოეთემაც ხელები მოხვია, თავისკენ მიიზიდა, მხოლოდ

80
ცოტათი და ასე იდგნენ განუსაზღვრელი დროით.
– წამოდით, თქვენო ბრწყინვალებავ.
დარბაზში მაესტრო უკვე გამარჯვებულს აცხადებდა. მაესტრომ
სცენაზე მოუხმო მის მეფურ ბრწყინვალებას, დიდ ჰერცოგს. ულრი-
კემ ჩაილაპარაკა:
– გადაღეღილი პიჯაკით და თეთრი ჟილეტით ჰერცოგი მცხო-
ბელს ჰგავს.
ჰერცოგმა გამოაცხადა, რომ ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, ეს
ჯილდო გადაეცეს გოეთესა და ულრიკეს – ლოტესა და ვერთერს.
დარბაზში ამტყდარმა ტაშმაც დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ
ჟიურის, არამედ მთელი იქ მყოფი საზოგადოების აზრი იყო. გოეთე
და ულრიკე სცენისკენ გაემართნენ, მაღლა ავიდნენ. ტკივილი თით-
ქოს სულ გადაავიწყდაო. ჰერცოგმა ჯერ ულრიკეს დაადგა თავზე
დაფნის გვირგვინი და მერე ის იყო გოეთესთვისაც უნდა დაედგა,
რომ უცბად ხელები ჰაერში გაუშეშდა და წამოიძახა: ძვირფასო მე-
გობრებო, მეჯლისის თანამონაწილენო, ჟიურის და ყველას მხედვე-
ლობიდან გამორჩა, ან ამ წყვილის საოცარი ცეკვით მოხიბლულებმა,
ნახევრად სიბნელეში ვერც კი შევნიშნეთ, ვერთერის კოსტიუმის
იდეა. ახლა, ამ ბოლო წუთებში, ამ სიახლოვიდან ვხედავ, და იქნებ
ჩვენი მეჯლისის სხვა წევრებმაც დაინახონ, თუ რამ წარმოაჩინა გო-
ეთე კიდევ უფრო ჭეშმარიტ ვერთერად? დიახ, ტყვიის ნაჭრილო-
ბევმა სახეზე! საოცარია, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო პოეტო,
ნატყვიარი სწორედ იქ, შუბლსა და საფეთქელს შორის, ბრავო. ყვე-
ლამ ტაში დასცხო. ბოლოს ჰერცოგმა დასძინა: ჩვენს ღირსეულ ჭრი-
ლობებზე მეტად, სხვა რა შეიძლება ვიდღესასწაულოთ?! ორივეს
გილოცავთ... შენც, მომხიბვლელო ლოტე, რომლის გარეშეც ვერთე-
რი ვერთერი ვერ იქნებოდა. ულრიკე მიეკრა თავის პარტნიორს, ასე
ის ჯერ არასოდეს მოქცეულა. მერე ორივე მაგიდასთან თავის ადგი-
ლებს დაუბრუნდა. ულრიკემ დედასა და გრაფ კლებელსბერგს გო-

81
ეთეს წაქცევაზე უამბო, ორივე შეშფოთდა, მაგრამ გოეთემ აუღელ-
ვებლად დასძინა: არც არაფერი მომხდარა, მშობლიურმა მიწამ მა-
კოცაო.
მეჯლისი ისევ გაგრძელდა. ჯულია ფონ ჰოჰენცოლერნს გოეთეს-
თან უნდოდა ეცეკვა, მაგრამ მან თავის ჭრილობებზე მიუთითა.
– ალბათ, ახლა რა მიზეზს არ მოძებნით, ჩემთან რომ აიცდინოთ
ცეკვა, – მიუგო მან.
გოეთემ ის ღამე მოუსვენრად გაატარა. შუბლი და ცხვირი სტკი-
ოდა. შტადელმანს უხაროდა, რომ ის ბატონს დღეს ასე გამოადგა.
წამდაუწუმ საფენებს უცვლიდა. გოეთე ვერ იძინებდა. შტადელმანს
პირადი მდივანი, ჯონი, გააღვიძებინა. ისიც მომზადებული მოვიდა,
რომ შუაღამისას თავის ბატონს მომსახურებოდა. საიდუმლო მრჩევ-
ლის ღამეულ კარნახს ჩვეული იყო, მაგრამ გაღვიძებაზე საყვედური
მაინც გამოთქვა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, დიდებულო მეფის შთამომავალო, –
დაიწყო გოეთემ კარნახი, – ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ, რო-
გორც ჩემს მეგობარს და ჩემს მოწყალე ბატონს, შემიძლია გავბედო
და მეგობრული დახმარება ვთხოვო. სახელდობრ: ვთხოვო შუამავა-
ლობა გამიწიოს ქალბატონ ფონ ლევეტცოვთან და ჩემი სახელით მი-
სი ქალიშვილის ულრიკეს ხელი სთხოვოს. ვიცი, ეს დიდი სათხოვა-
რია, და თუ შესრულება არ შეგიძლიათ, ჩემთვის ეს სავსებით გასა-
გებიც იქნება. ეს საქმე მხოლოდ თქვენი აღმატებულების ხელთაა.
თუ ჩათვლით, რომ ამ სათხოვარით რაღაც დაშავდება, ესეც თქვენ-
თვის მომინდვია?!
ღრმა პატივისცემით, თქვენი გოეთე.
ჩემო საყვარელო ჯონი, – დასძინა მან ბოლოს, – იქნებ შუადღის-
თვის, ან იქნებ სადილად მომიწიოს იქ გადასვლა.
გოეთე ფიქრებში ჩაიძირა: თუ, რა თქმა უნდა, დღევანდელი კოც-
ნა მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა არ ყოფილა, მაშინ ამ წერი-

82
ლით თავს მხოლოდ სირცხვილში იგდებდა. დაფნის გვირგვინი, ლო-
ტე-ულრიკე, რომელმაც მას აკოცა...… დაცემა... სიბნელე, წვიმა,
ტოტი, ულრიკეს სიტყვები: სამოცდაცამეტი წელი მშვენიერი ასაკია
საკოცნელადო. არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ეს მხოლოდ და
მხოლოდ თანაგრძნობა. მისი შეძრწუნება, მისი დაბნევა, ეს ყველა-
ფერი აფიქრებინებდა და აძლევდა მას გამბედაობას, ასე ეფიქრა.
როგორ სურდა ულრიკეს მასთან ერთად დარბაზში დაბრუნება,
თითქოს იცოდა, რომ დაფნის გვირგვინი მათ ერგებოდათ. ცეკვის
დროს, მათთვის არანაირი ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა,
თითქოს თანატოლები იყვნენო.
ამ ფიქრებსა და დარდში იყო. მას სურდა მიმხვდარიყო, თვითგა-
ნადგურება ელოდა თუ არა. თუმცა ეს მისთვის ახალი არ იქნებოდა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში არაერთი იმედგაცრუება განეცა-
და.
შუბლი და ცხვირი საშინლად სტკიოდა, მთელი ღამე დაყუჩება არ
ეწერა.

83
მეორე ნაწილი

84
1
საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, რომ საქმეებს ისევ
ისევე აკეთებდა, როგორც უწინ. მაგრამ თან თავს ეკითხებოდა, სა-
ჭიროა კი თავის დაჯერება, როცა მშვენივრად ვიცი, რომ ეს ასე
არაა? რატომ არ უნდა გამოვუტყდე თავს? ლამის დღეში ხუთჯერ
მაინც წამომხტარიყო სკამიდან, მიიჭრებოდა ფანჯარასთან, დაბლა
ტერასაზე იყურებოდა, იმ იმედით, რომ იქ ულრიკეს მოჰკრავდა
თვალს. ხელს დაუქნევდნენ ერთმანეთს, და თუ სურვილი ექნებოდა,
მასთან ამოირბენდა. ეშინოდა, ამაში თავს რომ გამოტყდომოდა, ვა-
ითუ სისუსტე მორეოდა.
მეჯლისიდან ორი დღე გავიდა, ულრიკე არ უნახავს. ექიმი რე-
ბაინი ყოველდღე ზრუნავდა მის ჭრილობებზე.
დიდმა ჰერცოგმა პასუხად მოსწერა: ვიდრე ბერლინში სამხედრო
მანევრებზე გავემგზავრები, ჩემს მეგობარს აუცილებლად გავუწევ
შუამავლობას ქალბატონ ფონ ლევეტცოვთან. როგორც საქმის კაც-
მა, ისიც ვიცი, რა სახით ვეტყვი ქალბატონი ფონ ლევეტცოვს: დე-
დასთვის საუცხოო არგუმენტი იქნება: სახლი ვაიმარში, ისიც, რომ
ულრიკე სასახლის პირველი ქალბატონი გახდება და რაც მთავარია,
85
სამომავლოდ, ქვრივს უმაღლესი პენსიაც დაენიშნება: ყოველწლიუ-
რად 10 000 ტალერი.
გოეთეს ამის შერცხვა, მაგრამ თუ კარლ ავგუსტი ასე მიიჩნევდა,
ცუდს ამაში ვერაფერს ხედავდა. ჰერცოგი ქალბატონ ლევეტოცოვ-
თან მიღებაზე უკვე შეთანხმებულიც იყო. ის ხომ სასახლეში ერთი
სართულით დაბლა ცხოვრობდა.
მაგრამ მოხდა უცნაური რამ. მოვიდა წერილი, რომელშიც ულრი-
კე ამცნობდა, რომ ლევეტცოვები ბარგს ალაგებდნენ და მარიენბადს
ტოვებდნენ. ისინი კარლსბადში მიემგზავრებოდნენ. თანაც უკვე
ზეგ. გოეთე კითხულობდა ცისფერ ქაღალდზე დაწერილ წერილს,
რომელიც ულრიკემ შტადელმანს გადასცა. ულრიკე ბოლოში წერ-
და: როგორც ყოველთვის, დედას ეს ზაფხულიც კარლსბადში სურს
გაატაროს. გასულ წელსაც ასე იყო. ლევეტცოვებთან ერთად გო-
ეთეც იყო იქ ზაფხულში, თანაც უკვე თორმეტჯერ მაინც. იქ თავს
მუდამ ჯანმრთელად და ლაღად გრძნობდა, მაგრამ ამ წერილის წა-
კითხვისთანავე მიხვდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა.
იმ წუთას ქალბატონი ლევეტცოვის სახე უნდოდა წარმოედგინა,
როცა გაიგებდა, რომ მისმა ქალიშვილმა და გოეთემ ლოტე-ვერთე-
რის კოსტიუმები ერთმანეთთან შეუთანხმებლად შეარჩიეს. რო-
გორც ჩანს, უკმაყოფილო დედას სურდა სასწრაფოდ დაეშორებინა
ერთმანეთისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ მასთან თავად ულრიკე მივიდა. ჯერ შუბლზე
შეხედა, თითქოს შეხებაც დააპირაო, მაგრამ აშკარად რაღაც აბრკო-
ლებდა.
– კიდევ გტკივათ? – ჰკითხა მან, – და შუბლზე მიუთითა.
მან თავი გააქნია და გაიფიქრა, დიდი ჰერცოგის წერილი თუ მი-
ვიდა ნეტა? იქნებ მისი აღმატებულება უკვე იყო? მისთვის კი ჯერ
არაფერი მოუწერია. ულრიკეს გოეთეს მიერ ხელის თხოვნაზე რამე
რომ სცოდნოდა, სხვანაირად მოიქცეოდა. მაგრამ როგორ?
ულრიკემ იგივე უთხრა, რაც წერილში მისწერა.

86
– ოცამდე აქაურობას ვტოვებთ და კარლსბადში მივემგზავრე-
ბით. – და ეს ისე უთხრა, ვითომც აქ არაფერიაო. ულრიკეს ლაპა-
რაკზე ემჩნეოდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო და დედამი-
სის იდეა იყო.
გოეთეს ბრაზი მოერია. უნდოდა ორივე ხელი მხრებზე მოეხვია,
მაგრამ მოერიდა, როგორ სურდა თავისკენ მიეზიდა. როგორ უნდო-
და იმედი დაეტოვებინა, რომ ლევეტცოვებმა მისი ხელის თხოვნის
შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ. იქნებ მართლაც ასე იყო, რამე რომ
სცოდნოდა, ულრიკე ხომ არ მოვიდოდა და ახლა აქ არ იდგებოდა.
ეს ხომ აშკარა იყო.
– ულრიკე, მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა, მისი აღმატებულება
ჰერცოგი, ახლა დედათქვენთანაა, ან იქნებ უკვე იყო კიდეც, ჩემი
თხოვნის გადასაცემად, რომ დედათქვენისთვის თქვენი ხელი ეთხო-
ვა.
ამას რომ ეუბნებოდა, გოეთე თან ულრიკეს აკვირდებოდა, აინ-
ტერესებდა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები მასზე.
ულრიკეს თვალები კი, რომელთაც არაფრის დამალვა არ შეეძ-
ლოთ, გაკვირვებული შეჰყურებდნენ მას. ეს თვალები თითქოს ეუბ-
ნებოდნენ: გაოცებული ვარ, თქვენო აღმატებულებავ, არაფერი ვი-
ციო. მე არაფრის დამალვა არ მსურს, მინდა გითხრათ, რომ ის, რა-
საც ახლა თქვენ მეუბნებით, ჩემთვის სასიხარულო ამბავია. არაფე-
რი ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ვარ. რატომ თა-
ვადაც არ ვიცი, განა საჭიროა იცოდეს კაცმა, რატომაა ბედნიერი?
იქნებ სიზმარში ვარ. მგონი, მართლაც სიზმარში უნდა ვიყო, მაგრამ,
თქვენო ბრწყინვალებავ, მინდა გითხრათ, მართლაც მშვენიერი სიზ-
მარიაო.
ამ ყველაფრის ამოკითხვას გოეთე მხოლოდ ულრიკეს თვალები-
დან ცდილობდა, თუმცა თავად ულრიკე დუმდა და ასე მრავლისმეტ-
ყველი მზერით შეჰყურებდა,.
– საბედნიეროდ, არც ერთ ჩვენგანს ტრაგედიისადმი სწრაფვა,

87
მიდრეკილება არ გვაქვს, – დასძინა გოეთემ.
– ეს მართალია, – მიუგო ულრიკემ. მის ამ ნათქვამში და თვალებ-
შიც აშკარად იგრძნობოდა სიხარული. თუმცა თავი ამაყად ეჭირა.
საერთოდ, ულრიკეს ძალიან უყვარდა თავის მაღლა დაჭერა. ამ წუ-
თას კი ეს მართლაც შესაფერისი იყო.
უცბად გოეთემ წამოიწყო:
– მისმა აღმატებულებამ, რომელსაც მეგობრად მივიჩნევ, თავის
თავზე აიღო მისთვის დედამისთან შუამავლობა გაეწია და ულრიკეს
ხელი ეთხოვა. ჩემი აზრით, ქორწინება მხოლოდ ფორმალურობაა.
თუ ქალიც და კაციც სერიოზულად ფიქრობენ ერთმანეთზე, ქორწი-
ნება სულაც არაა საჭირო. ქორწინება მხოლოდ მაშინაა საჭირო,
როცა ორიდან ერთი, ნაკლებ სერიოზულად ფიქრობს, ხელის თხოვ-
ნის მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ, ულრიკე.
ამ სიტყვებზე გოეთემ ულრიკეს მხრებიდან ხელები აიღო. ულრი-
კემ ისევ შეხედა. მე ხომ ოთხმოცდაშვიდი წლის არ ვარ, – გაიფიქრა
გულში გოეთემ. ულრიკემ მას სახე სახესთან მიუახლოვა, ისე, რომ
მათი ბაგეები ერთმანეთს შეხებოდა. ასე გაგრძელდა, თითქოს რა-
ღაც განუსაზღვრელი დროით. ულრიკეს თვალებში იკითხებოდა:
რომ სიამოვნებას ჰგვრიდა მისი ბაგეების შეხება. უცბად მოსწყდა
ადგილს და უსიტყვოდ გაიჭრა გარეთ. გოეთემ მისი შეჩერებაც ვერ
მოასწრო. ვიდრე ულრიკე აქ იყო, ვიდრე მის წინ იდგა, მისი შეხება,
დანახვა შეეძლო, ენით აუწერელი გრძნობა ეუფლებოდა, მაგრამ
როგორც კი ის იმ ოთახიდან გაქრა, იგრძნო, რა აუტანელი იყო უი-
მისობა. რომ შესძლებოდა, უეჭველად, უეჭველად...
მაგრამ ის ხომ აქ სადღაც ახლოს ეგულება, ხომ ისევ მალე იხი-
ლავს? მხოლოდ ამის გაფიქრება ამშვიდებდა. აქეთ-იქით მოჰყვა
ბოლთის ცემას. თან ფიქრები არ ასვენებდა: რა უსუსური ნაბიჯი გა-
დადგა, ხელის თხოვნით ხომ თავი სასაცილოდ გაიხადა. მაგრამ მან
ეს ხომ მხოლოდ დედამისის გამო გააკეთა. ყველა დედას სჭირდება

88
ასეთი ოფიციალური მხარე. თუმცა თავად ქალბატონი ფონ ლევეტ-
ცოვი გრაფ კლებელსბერგზე 15 წლით უმცროსი იყო და, როგორც
ჩანს, ქორწინებას არც ჩქარობდნენ. სავსებით დასაშვებია მასაც არ
უნდა გადაედგა ეს უსუსური ნაბიჯი, მაგრამ...
იმავე საღამოს მისი უდიდებულესობის, ჰერცოგის წერილი მი-
იღო, რომელშიც იწერებოდა:
ლევეტცოვების ოჯახმა თქვენი წინადადება თავაზიანად მიიღო.
ქალბატონი ლევეტცოვი, იმ აზრისაა: რომ რადგან თავად ქორწინე-
ბაში არ გაუმართლა, არასოდეს აიძულებდა თავის ქალიშვილს ქორ-
წინებას. თუმცა თუ ბატონი გოეთესათვის ულრიკე ასე მნიშვნელო-
ვანია, თუ მას ის ასე სჭირდება, ეგებ დავთანხმდე კიდეც, თუმცა ამა-
ზე დაფიქრებააო საჭირო: იქ გოეთეს ოჯახი ვაიმარში, ვაჟი, მისი
ცოლი, სამი შვილიშვილი, ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, კითხვის
ნიშნის ქვეშ აყენებს ამ საკითხს.
გოეთემ არა ერთხელ წაიკითხა ეს წერილი. ცხადი იყო, ასეთ
ფორმალურ უსუსურ წინადადებას, ასეთივე ფორმალური პასუხი
მოჰყვებოდა. ერთადერთი სიტყვა, რაც ამ წერილიდან გაჟღერდა,
იყო სიტყვა „საჭირო“. ეგებ ეს სიტყვა ხელჩასაჭიდიც ყოფილიყო.
ისე, რა აზრიც ქალბატონმა ფონ ლევეტცოვმა ულრიკესა და მის
ცოლ-ქმრობაზე გამოთქვა, შესაძლოა ყველა დედის სტილად ჩათ-
ვლილიყო, მაგრამ არა თავად ქალბატონი ფონ ლევეტცოვისა. ეს ის
ქალბატონი გახლდათ, რომელიც სადაც კი ფეხს დაადგამდა ყველას
და ყველაფერს იპყრობდა. ეს არც ულრიკეს სტილი იყო. გოეთე ამ
წერილმა თავის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ღრმად ჩა-
აფიქრა.
1823 წლის 18 აგვისტოს, ნაშუადღევს, გამომშვიდობების დროც
დადგა. ეტლი უკვე იქ იდგა. დედა და ქალიშვილებიც უკვე სამგზავ-
როდ გამოწყობილიყვნენ.
– უეჭველია, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, ეს უეჭველია, და
გარდაუვალიც, – თქვა ქალბატონმა ფონ ლევეტცოვმა. ქალბატონი

89
ფონ ლევეტცოვი დედობრივ გულითადობას ასხივებდა. გამომშვი-
დობებას, რა თქმა უნდა, ჩვეული რიტუალი – გადახვევაც მოჰყვა.
როცა გოეთე ულრიკეს მოეხვია, არ სურდა, ეს მოხვევა სათავისოდ
გამოეყენებინა, მაგრად მიეზიდა თავისკენ, ან გულში ჩაეკრა.
ამალიამ გამომშვიდობებისას უთხრა: – თქვენ რომ ჩემთან ერ-
თად გაგესეირნათ, ეს არ შეგემთხვეოდათო, – ცხვირზე დაკრულ
პლასტირზე მიუთითა, – თავად ულრიკე დადის ზოგჯერ ისე, გეგო-
ნება მაღლა-მაღლა დაფრინავსო, და დედამიწაზე ვერაფერს ამ-
ჩნევს.
– ყოველივეს კარგს გისურვებთ, ბატონო საიდუმლო მრჩეველო,
იმედია, მალე შევხდებით, – უთხრა ბერტამ გამომშვიდობებისას.
უკვე ყველანი ეტლთან იდგნენ, რომ უცბად ულრიკე შემოტრი-
ალდა მისკენ, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და უთხრა:
– აშასწშგ
გულში გაიფიქრა, ალბათ უნდა გამეგო ეს ნათქვამი, მაგრამ ნე-
ტავ რას ნიშნავს. ეტყობა, ულრიკე მიხვდა, რომ გოეთემ ვერ გაიგო
და აუხსნა:
– ეს ჩემი შემოკლებული ლაპარაკის მანერაა. – მერე თავის ოჯა-
ხის წევრებს გადასძახა და სთხოვა: გთხოვთ გადაუთარგმნოთ ბა-
ტონ საიდუმლო მრჩეველს, რას ნიშნავს: – ა შ ა ს წ შ გ
ამალიამ და ბერტამ ერთხმად წამოიძახეს: არანაირი ადგილ-სამ-
ყოფელის შეცვლა, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
და მერე ჩუმად, მეტად ინტიმურად გადაულაპარაკა:
– გასაგებია, თქვენო აღმატებულებავ?
მანაც ჩაილაპარაკა: – გასაგებია, და ამ ერთ სიტყვაში ჩააქსოვა,
თუ რა ბედნიერი იყო.
ულრიკე გამოემშვიდობა: Au revoir.
ეტლის ფანჯრიდან ყველა ხელს უქნევდა. ყველაზე დიდხანს –
ულრიკე. როცა გოეთე თავის ოთახში დაბრუნდა და ფანჯრიდან ტე-
რასას გადახედა, გაუდაბურებულად მოეჩვენა იქაურობა.

90
– აქ დარჩენილი დღეების გატარება ფარდებმიღმა მოგიწევს!
ჩემს გულს ასე სურს! – თითქოს უბრძანაო საკუთარ თავს. ფანჯრის
რაფას მყარად ჩაეჭიდა, გული, რომელიც ციხეში გამომწყვდეული-
ვით გრძნობდა თავს, ყელში მოებჯინა, ციხის გისოსებს ეხეთქებო-
და, რომ გამოთავისუფლებულიყო. ასე გამომწყვდევა მას უსამარ-
თლობად მიაჩნდა. გოეთე შეეცადა ფრთხილად ამოესუნთქა, რომ
როგორმე სული მოეთქვა, მაგრამ ამაოდ. სუნთქვა უჭირდა. თუ ასე
გაგრძელდებოდა, ყველაფერი დასრულდებოდა, ყველაფერი. მაშინ-
ვე შტადელმანს დაუძახა. ისიც უმალვე იქ გაჩნდა. ექიმი, – ერთი
ამოიძახა... შტადელმანიც მაშინვე გარეთ გავარდა. გოეთე ისევ ფან-
ჯარასთან დარჩა უძრავად. მერე ორი ნაბიჯი გადადგა სავარძლისა-
კენ. დაჯდა. დაწოლა არ შეეძლო. ძლივს სუნთქავდა. ექიმი მოვიდა.
გოეთეს არაფრის ახსნა არ დასჭირდა, მხოლოდ საწოლამდე უნდა
მისულიყო, ექიმმა მოუსმინა და უთხრა:
– ძალიან აჩქარებული აქვს მაჯაა, ახლა სისხლის გამოშვება უშ-
ველის. – თქვა და მაშინვე საქმეს შეუდგა. გოეთეს ჩაეძინა. როცა
გამოეღვიძა. , შტადელმანი მის საწოლთან სკამზე იჯდა. გოეთემ
მადლობა გადაუხადა და უთხრა: ახლა შეგიძლია წახვიდე.
თავად კი თვალწინ ისევ გამომშვიდობების სცენა დაუდგა. სასა-
ცილო იყო ამის დაჯერება, ნუთუ მხოლოდ მოეჩვენა, გამოიგონა, თუ
მართლაც არის რაღაც? ზოგჯერ ხომ გრძნობს კაცი? არა, არაფერიც
არ მეჩვენება! ის აქ აღარაა, წავიდა. გაახსენდა, გამომშვიდობები-
სას, ლევეტცოვების შემოკლებული სიტყვების ახსნა. მათ ასეთ ლა-
პარაკს ადრეც შესწრებია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ სკოტის საღა-
მოზე. ბერტამ კითხვა რომ დაიწყო, რამდენიმე ფურცელი გამოტო-
ვა, ამალიამ მაშინვე გადასძახა: ჯ ა ხ ა მ. მას მერე აუხსნეს, რასაც
ნიშნავდა: ჯერ აქამდე ხომ არც მივსულვართ! .
ეს იყო მათი, ამ მეცხრამეტე საუკუნის ახალგაზრდა თაობის, შე-
მოკლებული ლაპარაკის მანერა. ალბათ მალე ყველა ასეთი შემოკ-

91
ლებული ბგერებით ალაპარაკდება. ამალიამ და ბერტამაც კი უთ-
ხრეს, მაგრამ დაწვრილებით ასეთი ლაპარაკის დანიშნულება ულ-
რიკესგან გაიგო. როგორც ჩანს, ულრიკეს წამოწყება იყო.
გადაწყვიტა ოცში თავადაც გამგზავრებულიყო. აქ აღარაფერი
აკავებდა. არც არანაირი საქმე ჰქონდა. საქმის გარეშე კი მისი ფიქ-
რები მუდამ სხვაგან დაჰქროდა, საკუთარ თავს ვერ ერეოდა. ვერ
წარმოედგინა, აქედან პირდაპირ ვაიმარში გამგზავრება, ამიტომაც
ჯერ გრიუნერთან გაჩერდებოდა. ყოველთვის გზად ვაიმარისკენ,
მასთან უყვარდა გაჩერება. ამასვე გააკეთებდა ხვალაც. გრიუნერს
მოინახულებდა. მათ ორივეს საერთო გატაცება ჰქონდა: ბუნება,
ქვები, ხეები, ტბები, ციხესიმაგრეები. გრიუნერის კვლევის საგანი
იყო: ადამიანები, ენები, ავეჯი, ამინდი. თუ საჭირო იყო, ზოგჯერ
ლექსსაც თხზავდა და გოეთეს აკითხებდა. გრიუნერი ნამდვილი მოკ-
რძალების განსახიერება იყო. სულ არ ჰგავდა გოეთეს გარშემო
მყოფ სხვა ეგოისტ, განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს. გო-
ეთესთვის გრიუნერი წყაროს წყალივით სუფთა იყო. ამიტომ ულრი-
კეზე ფიქრებისაგან გატანჯულს ახლა მხოლოდ მასთან ჩასვლა თუ
შეეძლო წარმოედგინა.
გამგზავრების დღეს კიდევ ერთი საქმე გამოძებნა, უფრო სწო-
რად საქმემ გამოძებნა ის. საღამოს ერთ სუფთა ქაღალდზე ასეთი
რამ დაწერა. შტადელმანს ეგონა, მუშაობდა, მაგრამ აი, რა ეწერა
ქაღალდზე:
კეთილშობილური მოგონებების წყალობით ულამაზესი საათები.
სიყვარულთან განშორებით მოგვრილი ტკივილი.
კაცი:
რა იყო ტკივილი, არც კი ვიცოდი,
და ახლა?
რა საშინელებაა,
როგორ მტკივა გული,
ნაიარევი შუბლი,

92
სიცარიელემ დაისადგურა ჩემში,
ცრემლები დამედინა და
მორწყა ირგვლივ ყოველივე.
გამომშვიდობება...
გამომშვიდობება...
მშვიდი მხიარული სახე...
თუმცა ვინ იცის?
ეგებ ტირის ისიც შენსავით?...
ქალი:
დიახ, წავიდა,
ასეც იყო მოსალოდნელი!
ძვირფასნო,
ყველამ დამტოვეთ მარტო,
ნუ გიკვირთ,
ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება!
მაგრამ ახლა,
სხვაგვარად არ შემიძლია.
ტირილი, მხოლოდ ტირილი მინდა!
გოეთე თავს ბედნიერად გრძნობდა, ასე აზრიანად რომ გაატარა
ეს დღე და თავისი გრძნობები ქაღალდზე გადაიტანა. გრძნობა, რო-
მელსაც ჯერ სახელიც არ ჰქონდა, მოწოლილი სიტყვები თავისთა-
ვად მართავდა ამ გრძნობას. სწორედ ესაა წერაში მშვენიერი, შეგიძ-
ლია ქაღალდს გაანდო შენი გრძნობა. ქაღალდზე დაწერილი სიტყვე-
ბი სრულად გამოხატავდა მის ამჟამინდელ მდგომარეობას და ბედ-
ნიერი იყო. შესაძლოა, აქ დაწერილი, ხვალ ან ზეგ სხვაგვარად მოს-
ჩვენებოდა, მაგრამ დღეს ეს სიმართლე იყო. გრძნობა, რომელიც მას
მართავდა, ტკივილი იყო, აუტანელი ტკივილი, საშინელი ეჭვები,
მიტოვებულად გრძნობდა თავს, რაც მის ცხოვრებას აუტანელს ხდი-
და. მე წერისას ვარ ბედნიერი, გესმის ჩემი ულრიკე? და თუ ახლა

93
გესმის ჩემი, სწორედ ესაა სიახლოვე, განუყრელი სიახლოვე, ულრი-
კე...
ის ხმამაღლა კითხულობდა და კითხულობდა თავის დაწერილს
და ბედნიერზე ბედნიერად გრძნობდა თავს, უკვე იცოდა, რომ ამ
ლექსს გრიუნერსაც წააკითხებდა, ისიც გაიზიარებდა მის ამ გრძნო-
ბას. ჯერჯერობით არავის წაუკითხავს, არავის გაუზიარებია მისი ეს
ტაეპები... არავის განუცდია მასთან ერთად... ახლავე უნდა გამგზავ-
რებულიყო გრიუნერთან. ის გრძნობდა, რომ ახლა, და საერთოდ
ყველა თავისი ნაწერისთვის, განსაკუთრებით კი ლექსებისთვის, მუ-
დამ ესაჭიროებოდა საზოგადოება. ლექსები, ეს თითქოს სწრაფი,
სულის სწრაფი ფოსტაა. გოეთე ბედნიერად მიიჩნევდა დღევანდელ
დღეს, რადგან დაწერილი, მისი აზრით, უფრო მეტს გამოხატავდა,
ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობა. თანაც, ყველანაირად შეეც-
დებოდა, ულრიკესთვისაც მიეწვდინა ეს ნაწერი. ულრიკეს გარეშე
ერთ დღესაც ვერ გაძლებს, ყოველ დღე დაწერს თავის განცდებზე.
დღევანდელ დღეს კი გახარებული იყო, თავს გადარჩენილად თვლი-
და.
ამ სიხარულს, ისიც დაერთო, რომ შუადღისით აუწყეს, გრაფი
შტერნბერგი დაბრუნდა და მასთან შეხვედრა სურდა. ნუთუ ერთი
ბედნიერება არ კმაროდა? ალბათ, არა. ამ კვირის ქაოსში სულ გა-
დაავიწყდა, რომ გრაფმა, უნგრეთში გამგზავრების წინ უთხრა: აბა,
შეხვედრამდე, ძალიან მალე შევხვდებით.
და აი, ისიც. სიცილით შემოვიდა მასთან. გოეთე ისე გადაეხვია,
შტერნბერგი გაოცებული უყურებდა.
მართლაც, ძალიან გაუხარდა გრაფის დანახვა. ალბათ, მთელ სამ-
ყაროში თითზე ჩამოსათვლელი არიან ის ადამიანები, რომელთა და-
ნახვაც ასე ახარებდა. საოცარია, როცა გრძნობს კაცი, რომ მეორეც
ისევე აღიქვამს და განიცდის, როგორც თავად. მართალია, ერთმა-
ნეთს იშვიათად ხვდებოდნენ, მაგრამ სამეცნიერო საკითხებზე წერი-

94
ლებს ხშირად სწერდნენ ერთმანეთს. 11 ივლისს, პრომენადაზე ლე-
ვეტცოვებთან საუბრისას, გრაფმა თითქოს იგრძნოო რაღაც, ბოდი-
ში მოუხადა და მათთან მარტო დატოვა, რომ ხელი არ შეეშალა. მას
გრაფისთვის გატეხილი შუბლის მიზეზიც დაუფიქრებლად შეეძლო
გაემხილა. ხუმრობით ისიც მოუყვა, ჰერცოგ ავგუსტს ამ ნაიარევზე
რა რეაქცია ჰქონდა. თითქმის არანაირი თემა არ არსებობდა, რაზეც
სიამოვნებით არ დაელაპარაკებოდა გრაფ შტერნბერგს. რადგან სა-
უბრისას ის აშკარად გამოხატავდა, რომ სრულიად იზიარებდა მის
აზრს და კარგად ესმოდა მისი. გრაფმა გაუმხილა, რომ ეგერში, გრი-
უნერთან ისიც მიემგზავრებოდა. ეს ფაქტიც, რომ ამ ორს გრიუნე-
რიც აკავშირებდა, იმაზე მიუთითებდა, რომ მართლაც ესმოდათ ერ-
თმანეთისა.
ისინი ეგერისკენ ერთად გაემგზავრნენ. წვიმიანი ამინდი იყო. გე-
გონება, ციდან კოკით ასხამდნენ წყალსო. გრაფი შტერნბერგი, ბო-
ემენში არა მარტო მუზეუმების საქმიანობას აფინანსებდა, არამედ
იმაზეც ზრუნავდა, რომ სკოლებსა და გიმნაზიებში ევროპული შე-
ჯიბრების რაოდენობა დღითიდღე გაზრდილიყო. როცა გოეთემ შე-
ნიშნა, რა შეშფოთებული შეჰყურებდა შტერნბერგი გზაზე ორმოებს,
რომელთა სიღრმეების შეფასებაც წვიმის გამო შეუძლებელი იყო,
გოეთე საქსონიასა და თიურინგიაში თავიანთი გზების ქებას მოჰყვა.
ისიც აღიარა, რომ სწორედ ამიტომ არ სურდა სადმე შორს გამგზავ-
რება.
– ეს ჩემთვის გოეთეს ახალი მხარეა, – ჩაიცინა გრაფმა.
– უწინ კი მიმოგზაურია შორს, მაგალითად, ოტილიასთან, ჩემი
ვაჟის ცოლთან ერთად. აუგუსტი შინ დარჩა. ოტილიამ მოისურვა,
თან ვხლებოდი. რა თქმა უნდა, ამ შორმა, ხიფათებითა და თავგადა-
სავლებით სავსე მგზავრობამ დამაახლოვა კიდეც ჩემს რძალთან.
როცა ამ მოგზაურობიდან ისევ ვაიმარში ჩავედით და ჩემს რძალს
ეტლიდან ჩამოსვლაში დავეხმარე, ვუთხარი: „ეს იყო ნამდვილად ვე-

95
ლოციფერული“. ამის შემდეგ გავრცელდა ეს სიტყვა ხმარებაში. მა-
შინ ოტილია ვერ მიხვდა. იმედია თქვენთვის ამის ახსნა არ დამჭირ-
დება. ეეს სიტყვა წარმოიშვა ამ ორი სიტყვიდან: ველოციტას და ლუ-
ციფერი.
– ლამაზი სიტყვაა, – აღნიშნა გრაფმა, – მშვენივრად გამოხატავს,
რა გველის, ვიდრე ამ გზაზე ვმგზავრობთ.
– ისეთი გამოცდილი მეეტლის გარეშე, როგორიცაა შტადელმანი,
ნამდვილად არ მოვისურვებდი ასეთ ქარაფშუტობას, გამუდმებით
გზაზე ყოფნას. ხედავთ, ყოველ წყლიან ორმოს როგორ ოსტატურად
აცდენს? ერთხელ შტადელმანს ვუთხარი: ნაპოლეონისთვის სიკეთე
თუ მსურს, მეეტლედ შენი თავი უნდა გავუგზავნო-მეთქი. შტადელ-
მანმა კი მიპასუხა: უმალ ახლოს მდებარე ხეზე ჩამოკიდებას ვამჯო-
ბინებ, ვიდრე გოეთესთან გაყრასო.
ასე ჩავიდნენ ეგერში. ამინდი გამოკეთდა, სასტუმროში ოთახი
უკვე დაჯავშნული ჰქონდათ. გრიუნერიც მოვიდა და სამივემ ერთად
მშვენიერი საღამო გაატარა. როცა გრიუნერმა წასვლა დააპირა, გო-
ეთემ კონვერტით თავისი ტკივილიანი სტრიქონები გადასცა, თან
დასძინა, რომ ეს მისი ამჟამინდელი მდგომარეობის, შინაგანი ტკივი-
ლის გამომხატველი სტრიქონები იყო და როცა წაიკითხავდა, იმე-
დია, არა მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავდა, არამედ მისი ხე-
ლოვნებითაც განცვიფრდებოდა.
მეორე დილით გრიუნერი გოეთეს გულიანად გადაეხვია და მად-
ლობა გადაუხადა, გოეთემ თავისი სულიერი მდგომარეობა რომ გა-
ანდო.
– მაშ, შემიძლია შვებით ვთქვა, რომ ჩემმა ყვავილმა აქაც, ეგერ-
შიც ამოაღწია, – თქვა გოეთემ.
სამი დღის განმავლობაში სამივემ ერთად შემოიარა მთელი რაი-
ონი. გოეთე ლაღად, ხალისიანად იყო. გეგონება, ამ გამომწვარი კი-
რის ქვების, გრანიტის, კრისტალების, მეტი სხვა არა არსებობდაო
მისთვის. გოეთემ გრიუნერს რამდენიმე ქვა თავისი ვაიმარის ქვების

96
კოლექციისთვისაც შეუკვეთა. სამაგიეროდ, ციმბირიდან ჩამოტა-
ნილ უჩვეულო ქვას შეჰპირდა, რომელიც მას სამი ჰქონდა. გზაში ში-
გადაშიგ აჩერებინებდა ეტლს, გადმოდიოდა, მიდიოდა გლეხებთან,
რომლებიც იქვე მდელოზე თავიანთ ცელებს ლესავდნენ და ეკითხე-
ბოდა: საიდან გაქვთ ეგ სალესი ქვები? გლეხებმა მხოლოდ ის იცოდ-
ნენ, რომ სალესი ქვები ეგერის ბაზრობაზე იყიდებოდა.
– ასეთი რამ, ალბათ, ვაიმარსაც ესაჭიროება, – თქვა გოეთემ.
– გრიუნერი შეჰპირდა, რომ ამაზე იზრუნებდა.
გოეთე ამგვარ საკითხებში ყოველთვის გადაჭარბებულ ინტე-
რესს ამჟღავნებდა. მით უმეტეს, ახლა, თითქოს უნდოდა დაემტკი-
ცებინა, რომ მას ულრიკეს გარდა სხვა რამეზეც შეეძლო ფიქრი. სა-
ათობით, თუ არა რამდენიმე წუთს მაინც.
როცა მესამე საღამოს სამივე ისევ ერთად ისხდა, ეგერის ლუდს
აქებდა და სხვადასხვა ამბავს ჰყვებოდა, ლუდისაგან შეზარხოშე-
ბულმა გრიუნერმა გაანდო მათ:
– ახლა ერთი საქმე წამოვიწყე, ხალხურ სიმღერებს ვაგროვებ,
ყველას, ვისაც კი კარგად ვიცნობ, მინდა დახმარება ვთხოვო. მარტო
თავს ვერ გავართმევ. მაგალითად, ერთი ხალხური სიმღერა არსე-
ბობს, მელოდიაც კი მაქვს თავში, მაგრამ ტექსტის მხოლოდ დასაწ-
ყისი მახსოვს.
– აბა თქვი დასაწყისი, – უთხრა გოეთემ, – დანარჩენზე მე და
გრაფი შტერნბერგი ვიზრუნებთ.
გრიუნერი აზუზუნდა, ნახევრად მღეროდა, ნახევრად ლაპარა-
კობდა: სტრასბურგთან,... სწორედ იქ დაიწყო ჩემი წუხილი...
გოეთემ მარჯვენა ხელი იტაცა მარცხენა თვალზე, თითქოს და-
მალვა უნდოდაო. როცა მიხვდა, გრიუნერი რა გაოცებული უყურებ-
და, ისე რომ ხელი არ ჩამოუღია, გრაფს გადაულაპარაკა.
– კი, კი ცნობილია, რა თქმა უნდა. – და გრაფმაც წაიმღერა მე-
ლოდია, – ეს ერთი შვეიცარიელის სიმღერა უნდა იყოს, რომელიც

97
უცხო ქვეყანაში იყო ჯარისკაცად... სიმღერის შემდეგი ტაეპიც გა-
იხსენა...
მერე გაჩუმდა და გაგრძელებაზე ფიქრობდა.
იმ დღეს ძალიან მოღუშული ამინდი იყო. აღმოსავლეთის ქარი
ზოგჯერ მართლაც ძლიერად უბერავდა. მხოლოდ ახლა აღნიშნა გო-
ეთემ:
– ეტყობა, ჩემი მარცხენა თვალი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე
მარჯვენა, ალბათ ეს თვალი გამიცივდა, ამიტომაც მაქვს ხელი აფა-
რებული, ექიმმა მირჩია. ასე თვალზე ხელაფარებული დაბრუნდა
სასტუმროში.
მშვენივრად იცნობდა საკუთარ თავს, იცოდა, რომ იმ ღამეს, არა-
ფერი მოეკითხებოდა. უპირველესად კი ის ფიქრი ამძიმებდა, რომ
არ სურდა ვაიმარში დაბრუნება. მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა, რა
ექნა, როგორ მოქცეულიყო. უცბად იმ ხალხური სიმღერის ტაეპი
ამოუტივტივდა, წეღან გრიუნერმა რომ წაიმღერა: სტრასბურგთან
დაიწყო ჩემი წუხილი...
საუზმეზე გასავათებული მივიდა. გრაფმა შტერნბერგმა, ვიდრე
გოეთე ეტყოდა, დღეს მივემგზავრებიო, გეგონება მეგობრის სახეზე
ამოიკითხაო, დაასწრო:
– დღეს მივემგზავრები.
გრიუნერიც გამოჩნდა. გოეთეს კონვერტით რაღაც მიაჩეჩა ხელ-
ში და უთხრა: აქ იმ სიმღერის ორი მისამღერი წერია, ეგებ რამეში
გამოგადგეთ. გრიუნერი გამოემშვიდობა: აბა, ბედნიერ მომავალ
შეხვედრამდე.
როცა გრაფმა ჰკითხა, როდის გადის ეტლი კარლსბადისკენო, გო-
ეთემ, ისე რომ არც დაფიქრებულა, უთხრა:
– ერთ საათში. შტადელმანი და მე ეტლთან გელოდებით.
ეტლში გოეთემ მარცხენა თვალზე ცხვირსახოცი აიფარა. თვალ-
ზე ანთება ჰქონდა. პირველ საათზე ეგერიდან გავიდნენ, ჯერ ოთხიც

98
არ იყო, კარლსბადში რომ ჩავიდნენ. „გოლდენენ შტრაუსთან“ გა-
ჩერდნენ.
– თვალი დაწითლებული აღარ გაქვთ, – მიულოცა შტადელმანმა
და გაიცინა.
მგზავრობისას გრაფმა სასხვათაშორისოდ ჩაურთო საუბარში,
რომ ლევეტცოვები გრაფის ჩასვლის შესახებ ინფორმირებული იყ-
ვნენ. გეგონება, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ იქ გოეთეს ჩასვლის
შესახებ არავინ იცოდა. გოეთე არც დაბნეულა და ისე დახვეწილად-
ვე, უბრალოდ უთხრა:
– თავს ნუ ივალდებულებთ, თანაგრძნობა ან შეცოდება გამომიც-
ხადოთ. სულაც არ მსურს ვინმეს ვეცოდებოდე, და არც ვთვლი თავს
შესაცოდად. ჩემი აზრით, თქვენთან ერთად კარლსბადში ჩასვლა,
განგების ნებაა. ულრიკე უნდა გავათავისუფლო ოჯახური ციხისა-
გან. ჩემი და ულრიკეს ცხოვრება არ უნდა შეეწიროს დედამისის პრე-
ტენზიებს, ალბათ ულრიკეც ამას მოელის ჩემგან. თქვენთან ერთად
ჩემს იქ ჩასვლას უფრო ოფიციალური სახე ექნება. მათ კი ჩემგან,
მოულოდნელობებით აღსავსე გოეთესგან, ეს არც გაუკვირდებათ.
მარტო გამოჩენა კი მზიან დღეს ნამდვილად მეხის გავარდნასავით
იქნებოდა.
„გოლდენენ შტრაუსში“, ძველი ვიზენის ქუჩაზე, ორივეს იცნობ-
დნენ, ადგილები ორივესთვის აღმოჩნდა. გოეთემ, ისე, რომ არც
უკითხავს, გაიგო, რომ ლევეტცოვების ოთახი, როგორც გასულ
წელს, ერთი სართულით მაღლა იყო. ამას ის არ უნდა აეღელვებინა!
სასტუმროში და მთელ სამყაროს მისგან შეეძლო ესწავლა, როგორ
უნდა მოპყრობოდნენ მგზავრს. მგზავრი მუდამ გაოცებულია და სას-
ტუმროში ეს იციან, სასტუმრო მგზავრის სულისთვის პირველადი
დახმარების აღმომჩენი ექიმივითაა. საშინელებაა, მგზავრს სასტუმ-
როს მეპატრონისთვის რამის დასაბუთება თუ უწევს: ასეა და ასეა.
გთხოვთ, მიმაცილეთ, ამა და ამ ოთახამდე.
ლევეტცოვების ოთახთან, შესვლამდე, გრაფიც და გოეთეც ჯერ

99
კართან შეჩერდნენ. ვერც ერთი ვერ ბედავდა პირველი ნაბიჯის გა-
დადგმას. როგორც იქნა, გაბედეს. გრაფის გამოჩენა იქ, ბუნებრივია,
უმტკივნეულოდ აღიქვეს. გრაფი ოჯახს თავდაჯერებულად მიესალ-
მა, ოჯახის ყველა წევრი წამოდგა და მისალმებას ხმამაღალი შეძა-
ხილებიც მოჰყვა. გრაფი ოჯახის გვერდით იდგა და გოეთესკენ იყუ-
რებოდა, თითქოს ამით იმაზე მიანიშნებდა, რომ ახლა მას მისალმე-
ბოდნენ.
გოეთემ ორი ნაბიჯი გადადგა მათკენ, მერე ისევ შეჩერდა, რად-
გან ისინი უძრავად იდგნენ და წამოიწყო:
– მომენატრეთ და მოვედი!
ამალიამ მაშინვე წამოიძახა:
– ჩვენ თუ ულრიკე?
– ყველა ლევეტცოვი, – თქვა მან გულწრფელად. მას თავად გა-
უჩნდა ისეთი გრძნობა, რომ მართლაც გულწრფელად გაიჟღერა მის-
მა ნათქვამმა და ხალისიანად დასძინა:
– ყველანი.
ამალია მაინც არ დააკმაყოფილა ამ პასუხმა და უთხრა, – რო-
გორ, მეც?
გოეთემ მხოლოდ მას მიმართა:
– შენ ისე მომენატრე, როგორც უჩვეულო ქვას, რომელიც მიილ-
ტვის ხელში აიღოს გოგონამ და დახედოს, რადგან იცის, რომ მხო-
ლოდ ამ გოგონას შეუძლია მისი, ამ ქვის ენის გაგება.
ამ სიტყვებმა, როგორც ჩანს, დააკმაყოფილეს ამალიას ცნობის-
მოყვარეობა, მაგრამ ახლა ბერტა აწრიპინდა:
– და მე, მე როგორ მოგენატრეთ?
– როგორც იმ ირემს, რომელიც მოწყურებულია და იმ წყაროსკენ
მიილტვის, რომელსაც მისი წყურვილის მოკვლა შეუძლია.
ბერტას ლაპარაკის უნარი წაერთვა, ახლა დედამისმა იკითხა:
– და საიდუმლო მრჩეველს მე როგორ მოვენატრე, ალბათ, ეს არ
უნდა ვკითხოთ, არა?

100
– სამწუხაროა, – ჩაილაპარაკა გოეთემ.
– მაშინ გეკითხებით, და მითხარით, გეთაყვა.
– მე მოვილტვოდი თქვენკენ, რომ ბოდიში მომეხადა, იმის გამო,
რამაც ასე შეგაშფოთათ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებ ჩემი სირ-
ცხვილის დაძლევას.
– დიდებულია, – თქვა ქალბატონმა, მისკენ გაემართა და წამოი-
ძახა: – ნაპოლეონი მართალი იყო: ესაა მართლაც დიდებული ადამი-
ანი.
ამის შემდეგ სამივე მიეჭრა გოეთეს. ხელი ჩამოართვეს, მოეხვივ-
ნენ, მაგრამ ულრიკე არც მიჰკარებია. როცა ეს ყველამ შენიშნა და
მისკენ მიბრუნდნენ, გოეთე მივიდა მასთან. მან კი ზურგი აქცია და
ჩაილაპარაკა: მეც მინდა გავიგო, ჩემკენ როგორ მოილტვოდა მისი
აღმატებულება?
ყველა გაინაბა.
გოეთემ დასძინა: სიყვარულით.
ულრიკემ, ვიდრე გოეთე გაუწვდიდა, თავად გაუწოდა ხელი.
იქნებ გოეთეს ასეთი ლაპარაკი ვერც მოეხერხებინა, გრაფი
შტერნბერგი რომ არ ხლებოდა თან. ეს კაცი მას გაბედულებას მა-
ტებდა. გრაფმა გოეთეს მაგრად ჩამოართვა ხელი.
– გმადლობთ, – უთხრა გოეთემ და ისე გავიდა ოთახიდან. მან
იცოდა, რომ გასვლისას ყველა მას უყურებდა.

101
2
მშვენივრად ესმოდა, როგორ და რატომ დაგეგმა ასე ქალბატონ-
მა ლევეტცოვმა, მათ ოჯახთან ერთად გოეთეს ყოფნა... საუზმეზე
გულით იყო მიწვეული, შვიდ საათზე იწყებოდა და ასე ცხრამდე
გრძელდებოდა. ექვსისთვის გოეთე ჯერ წყაროსთან ჩადიოდა, იქა-
ურ სამკურნალო წყალს სვამდა, პოლონელ პოეტ ქალს ესაუბრებო-
და, რომელიც უკვე წლებია ყოველ სექტემბერს სულმოუთქმელად
ელოდა მასთან შეხვედრას, რომ თავისი ახალი ლექსები გადაეცა.
სამი დღის შემდეგ უკვე ცნობისმოყვარეობა სწვავდა და ეკითხებო-
და გოეთეს, როგორ მოეწონა, ამჩნევდა მასში უკეთესობისკენ
ცვლილებებს? ეეს რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მაშინ გოეთემ უარი
ვერ უთხრა ლექსების წაკითხვაზე და დღემდე ასე გრძელდებოდა.
საბედნიეროდ, ექვსისთვის უკვე ბევრი ხალხი იყო წყაროსთან. ასე
რომ, მის ლექსებზე აზრის გამოსათქმელად ბევრი დრო არ ჰქონდა.
ყოველ ტაეპზე, როცა გოეთე რამეს ეტყოდა, ქალი პოლონურად
წარმოთქვამდა და თან დასძენდა: თარგმანი მხოლოდ აჩრდილია
ორიგინალისაო.

102
გრაფი შტერნბერგიც ყოველთვის ექვსის ნახევარზე იყო წყაროს-
თან და როცა გოეთე ამჩნევდა, რომ ვერა და ვეღარ აღწევდა თავს
ამ საუბარს, გრაფს ანიშნებდა და ისიც მოდიოდა და მას თავაზიანი
ფორმით ათავისუფლებდა. ჯულია ფონ ჰოჰენცოლერნიც მუდამ
მზად იყო დასახმარებლად. ისიც ყოველ სეზონს კარლსბადში ატა-
რებდა. კარლსბადში თითქმის ყოველთვის ისეთი საზოგადოება იყ-
რიდა თავს, რომ ყველა ყველას იცნობდა და ელაპარაკებოდა. მაგ-
რამ თუ ჯულია ფონ ჰოჰენცოლერნიც მოისწრაფოდა დასახმარებ-
ლად, გოეთეს ვეღარავინ დაელაპარაკებოდა.
გრაფი, ლევეტცოვების ოჯახთან მხოლოდ საღამოს, სადილის
შემდეგ მიდიოდა.
– ლევეტცოვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ გრაფის სა-
ხით ევროპაში განთქმული პალეო-ბოტანიკოსი გვყავს. ამალიამ და
ბერტამ მაშინვე გაიმეორეს სიტყვა პალეობოტანიკოსი.
გრაფმა სიამოვნებით აიტაცა მისი ნათქვამი და დაიწყო თავისი
საბადოს ამბების მოყოლა.
გოეთე ყოველთვის ისე ჯდებოდა, რომ დედა ლევეტცოვის გვერ-
დით ყოფილიყო, ულრიკე მის პირდაპირ. მას უნდა შესძლებოდა ულ-
რიკეს დანახვა, გამუდმებით მისი მზერა რომ არ ეძებნა. ვიდრე მათი
მზერა ერთმანეთისკენ იყო მიმართული, გრაფის ლაპარაკი გოეთეს
მხოლოდ შორიდან ჩაესმოდა. ულრიკე ცდილობდა, მალევე მოეცი-
ლებინა მისთვის მზერა. მან განსაკუთრებული ინტერესი გამოამ-
ჟღავნა, როცა გრაფი საინჟინრო-ტექნიკურ განვითარებაზე ალაპა-
რაკდა.
რადგან გრაფი სხვადასხვა ფაბრიკას ფლობდა, მზად იყო ეს სფე-
როც დაეფინანსებინა.
ულრიკემ ჰკითხა:
– შემიძლია ერთ-ერთი ასეთი ფაბრიკის ნახვა? განსაკუთრებით
საქსოვი ფაბრიკის დათვალიერება მინდა, სადაც მხოლოდ ქალები
მუშაობენ.

103
გრაფს გაუხარდა, რომ ულრიკესთვის თავისი ფაბრიკის ჩვენება
შეეძლო.
ულრიკემ თავის წითელ, მჭიდროდ ნაქსოვ ქვედა ბოლოზე მი-
უთითა და დასძინა, ეს შოტლანდიურია. მოკიდეთ ამ ნაჭერს ხელი,
მართლაც სამოთხისეულია. ცხვრები ხომ ჩვენც გვყავს, დანარჩენის
სწავლა კი არა მგონია რთული იყოს..
გრაფი გოეთეს მიუბრუნდა და უთხრა:
– გატყობთ, გაოცებთ ეს, მაგრამ, მართალია, ბევრი რამაა შესაძ-
ლებელი. იქნებ გაინტერესებთ, რა მაუწყა ადა ბაირონმა, ცნობილი
პოეტის ქალიშვილმა, მათემატიკაში მართლაც უნიჭიერესმა საოც-
რებამ, რომელიც უახლოეს მომავალში მანქანების დაპროგრამებაზე
საუბრობს. ცოტა ოცნებას კი ჰგავს, მაგრამ შესაძლებელია.
ულრიკეს გააჟრჟოლა ამ ამბის გაგონებაზე.
გრაფი შეჰპირდა, რომ ყველაფერს, რასაც კი ადა ბაირონისაგან
გაიგებდა, უთუოდ შეატყობინებდა. სხვათა შორის, ადა უმამოდ გა-
იზარდა.
გოეთეს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სადაცაა ნიადაგი გა-
მოეცლებოდა. მას ხომ არა ერთი გვერდი ჰქონდა დათმობილი თავის
მოგზაურობის წიგნში, საქსოვ დაზგებსა და დართვაზე, შესატყვისი
ტერმინებით, რაც მანამდე ჯერ არც არავის არ დაეწერა. მაგრამ რა
იცოდა, თუკი მართლაც შესაძლებელი იყო ოდესმე ეს. ის ამ წიგნში
წერდა ადამიანების შიშზე ახალი მანქანების გამო, რომელთაც მათ
სამუშაო წაართვეს. ახლა კი ადა ბაირონიც ამას ამბობდა! არანაირი
სურვილი არ გასჩენია, თავის წიგნში ნაწინასწარმეტყველებზე და-
ეწყო საუბარი. მას უყვარდა ულრიკე, პატივს სცემდა, გრაფს კი მე-
გობრად მიიჩნევდა. დღეს ამ ორს ეკუთვნოდა ცხოვრება. ის ჩუმად
იჯდა. თავს უსუსურად გრძნობდა.
როცა გოეთე გრაფთან მარტო დარჩა, გრაფმა მიკროსკოპი
ამოიღო, რომელიც მას ერთმა შვედმა ქიმიკოსმა აჩუქა და აუხსნა,

104
რომ ამ პატარა მილით საოცრად კარგად შეიძლებოდა ქვაში ყველა-
ნაირი ნაკვალევის აღმოჩენა. გრაფი გაოცდა, როცა გოეთემ სთხოვა:
გთხოვთ, ამის შესახებ ულრიკესაც მოუყევით და აუხსენითო. გრაფი
თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ მერე თავადაც აიტაცა ეს აზრი.
ამ დღეებში გოეთემ გრაფს გაუმხილა, რომ მთელი მისი ფიქრები
და გონება მხოლოდ ულრიკეს დაეპყრო, მისთვის სხვა აღარაფერი
არსებობდა.
გრაფმა ხელი მაგრად მოუჭირა და უთხრა:
– ასეა, რაც გვიზიდავს და გვაინტერესებს, ის გვაცოცხლებს. და
რაც უფრო მეტად გვაინტერესებს, სიცოცხლესაც მით უფრო ვუბ-
რუნდებით.
– თქვენ რა ჩემსავით საუბრობთ, – უთხრა გოეთემ.
გრაფს გაეცინა და დასძინა:
– თქვენ მეტად კეთილად ხართ განწყობილი ამ ჩვეულებრივი ინ-
ჟინერის მიმართ, რომელსაც ერთი ტაეპიც კი არ გაურითმავს.
– ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ, ყველაფერია მოსალოდნელი. ულ-
რიკესაც არ გაურითმავს არასოდეს, მაგრამ ერთხელ თავისი გარით-
მული ორი ტაეპი გადმომცა:
ანრიკას ყვავილით ვუგზავნი ცრემლებს,
რომ შეინახოს ჩემს მოსაგონრად.
– სადაცაა, მგონი ყოველი ჩვენგანისგან პოეტს გახდით, – გაიცი-
ნა გრაფმა.
– რადგან ყველაში იმალება მიძინებული პოეტი, – დასძინა გო-
ეთემ.
ქალბატონ ლევეტცოვს უყვარდა გრაფთან საუბარი. მას საუკე-
თესო მოსაუბრედ მიიჩნევდა.
მთელ დღეს ყველა ერთად ატარებდა. ასე დედა თავისი თვალსა-
წიერიდან არ იშორებდა ულრიკეს, სხვა მეტიც არაფერი სურდა.
ერთხელ გარეთ, როცა ჩაის მიირთმევდნენ და მთის იქით უკვე

105
მთვარე გამოჩნდა, გრაფის ნათქვამი არ ესიამოვნა: კლებადი მთვა-
რე სწორედ რომ შეყვარებულთათვისაა, მაგრამ, ამავე დროს, გარ-
შემო მყოფთა დაძაბულობასაც წარმოაჩენს.
გოეთეს სხვა რა გზა ჰქონდა, ვერც ინატრებდა, რომ ულრიკეს-
თან ერთად ქუჩის მეორე მხარეს მარტოს გაესეირნა. ამას მტკივნეუ-
ლად განიცდიდა. მაგრამ მაინც გაბედა და დედა ლევეტცოვს ისე
სთხოვა, გეგონება განაჩენის დღის გადავადებას ემუდარებოდაო.
ქალბატონმა ფონ ლევეტცოვმა, რომელმაც მარიენბადში, დიდებუ-
ლი ქალბატონი, მადამ პომპადური განასახიერა, დათანხმდა, მაგრამ
მხოლოდ ერთი პირობით: თუ გოეთე გრაფ ვალენსკის საღამოზე
წარსდგებოდა. გრაფ ვალენსკის პოლონელი ხალხის საშინელ ტან-
ჯვაზე უნდა ელაპარაკა. ქალბატონი ლევეტცოვი იმედოვნებდა,
რომ მსოფლიოში ცნობილი პოეტიც აღიმაღლებდა ამის წინააღმდეგ
ხმას. ულრიკეს დედა მსგავს როლს მარიენბადშიც ხშირად თამაშობ-
და. სიამოვნებით აკავშირებდა თავისი წრის ხალხს გოეთესთან, აწ-
ყობდა შეხვედრებს. გოეთესაც ულრიკეს გამო ერთხელაც არ უთ-
ქვამს უარი.
ამ სრული კონტროლის ქვეშ წარმოებული გასეირნებისას გო-
ეთეს უნდოდა ულრიკესთვის გაემხილა, რომ ახლოვდებოდა ის დღე,
როცა ეს ლამაზი ციფრი 73, სამწუხაროდ, 74-ში უნდა გადაეცვალა,
მაგრამ გადაიფიქრა. სურდა ერთი დღე კიდევ ყოფილიყო 73 წლის
და მხოლოდ ხვალ გაემხილა. გოეთეს ასეთი იდეა ჰქონდა: თავის და-
ბადების დღეზე, 9 საათზე, საუზმის შემდეგ ლევეტცოვების ოჯახ-
თან ერთად ეგერის მარჯვენა სანაპიროზე გაესეირნათ, სადაც მას
კლდეში გამოკვეთილი პატარა გზა ეგულებოდა. გზა მეტად ვიწრო
იყო და იმედოვნებდა, რომ ქალბატონი ლევეტცოვი ყოველ წამს ვე-
ღარ შეძლებდა მათ თვალთვალს, შემდეგ დაეთვალიერებინათ ელ-
ნბოგენის ციხესიმაგრე და საღამოს ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ.
ამგვარად, მას სურდა, რომ ლევეტცოვები მთელი დღე მისი სტუმ-

106
რები ყოფილიყვნენ. და სიტყვა დაბადების დღე და ამასთან დაკავ-
შირებული ასაკის ხსენებაც თავიდან აეცილებინა.
როცა ულრიკეს თავისი გეგმა გაანდო, მან გოეთეს ტონითვე დას-
ძინა:
– აჰ, მასეა?
– პირობა პირობაა, შევთანხმდით? – ჰკითხა გოეთემ და ხელი
ხელზე მოჰკიდა.
– პირობა პირობაა, – გაიმეორა ულრიკემაც.
– გთხოვთ, დედათქვენსაც აუხსნათ ხვალინდელი დღის ეს გეგმა,
– დასძინა გოეთემ ბოლოს.
იმ დღემ, მართლაც, გეგმის მიხედვით ჩაიარა. ელნბოგენში მათ
სადილად გაშლილი მაგიდაც დახვდათ. ჯონმა და შტადელმანმა იზ-
რუნეს ამაზე. მაგიდაზე სამი სუროს გვირგვინი იდო, ზედწარწერი-
ლი სახელებით. გოეთემ ხმამაღლა ამოიკითხა სახელები: ჯერ ბერ-
ტა, მერე ამალია, მერე ულრიკე. მერე რიცხვიც წაიკითხა: 1823
წლის 28 აგვისტო. ელნბოგენი. ამის შემდეგ ულრიკეს დედას გადა-
ხედა და მხიარულად წარმოსთქვა:
– თუ გინდათ, გავრითმოთ კიდეც.
– გთხოვთ, გეთაყვა, – წამოიძახა ბერტამ,
– მე უფრო გაურითმავს ვირჩევდი, – თქვა ამალიამ.
და ულრიკემაც დააყოლა:
– რითმა მოღრუბლულ ამინდსაც კი აფერმკრთალებს.
– ნამდვილად დავკარგე ლაპარაკის უნარი, – ჩაილაპარაკა დედა
ლევეტცოვმა.
– ესე იგი, მიზეზიც გვაქვს, რომ ვიზეიმოთ, – დასძინა ულრიკემ.
სასიამოვნო დღის შემდეგ, სიმღერით დაბრუნდნენ ქალაქში.
ვიდრე ეტლიდან გადმოვიდოდნენ, „გოლდენენ შტრაუსის“ წინ შეკ-
რებილ რამდენიმე კაცს მოჰკრეს თვალი. ჩასაბერინსტრუნენტებია-
ნი ორკესტრითა და ხმამაღალი შეძახილებით შეეგებნენ მოსულთ.

107
ქალბატონი ლევეტცოვი მაშინვე ხალხის წიაღში გაუჩინარდა. გო-
ეთე ინსტინქტურად ულრიკეს სწვდა ხელში, მაგრამ მხოლოდ მისი
მარცხენა ხელის ცისფერი ხელთათმანი შერჩა. მაშინვე ჯიბეში ჩა-
იდო და აღარ დასდევნებია. უფლება არ ჰქონდა, თავისი გრძნობა
სახალხოდ გამოემჟღავნებინა. იქვე გაჩერდა და რადგან ჩუმად დგო-
მა არ შეეძლო, მუსიკის ფონზე ხმამაღლა რაღაც სიტყვებს გაიძახო-
და... უცბად იგრძნო, რომ მაღლა აიტაცეს და ასე დაატარებდნენ.
თავადვე გაიძახოდა: მაღლა, მაღლა, მაღლა. ხალხმაც იქუხა. კაპე-
ლა ყველასთვის საყვარელ, გოეთეს ლექსზე „ვარდი“ დაწერილ მე-
ლოდიას უკრავდა. ყველა ატირდა. გოეთეც. ის არც მალავდა ცრემ-
ლებს. ცხვირსახოცით იწმენდდა მომდგარ ცრემლებს და ხალხიც
მასთან ერთად ტიროდა, კაცებიც კი. რადგან გოეთეს ყველა სი-
ტუაციისთვის სათანადო სიტყვა გააჩნდა, ახლაც არ დააყოვნა: ესაა
სრული ჰარმონია. აღელვებულად, მაგრამ ამავე დროს, ბედნიერად
გრძნობდა თავს. ყველაფერი მშვენივრად წარიმართა. ბერტა, ამა-
ლია, ულრიკე, – წამოიძახა ხმამაღლა, მაგრამ ჩასაბერი ინსტრუმენ-
ტი ისე ხმამაღლა უკრავდა, მისი ხმა ჰაერშივე ჩაიხშო. დირიჟორმა
ნიშანი მისცა და კაპელამ ახლა ვენური მარში დასცხო და წყაროს
მიმართულებით დაიძრა. ხალხმა გზა მისცა. რა დიდებული კაცია ეს
დირიჟორი, ყველა აქ მყოფი აგვატირა, ახლა კი მხიარული მარშით
მოედნისაკენ მიემართება, – გაიფიქრა გოეთემ და თავი გადააქნია.
გოეთეს ორი ოფიციანტი კიბეებისკენ გაუძღვა. მაღლა რომ ავი-
და, კიდევ ერთხელ მოიხედა უკან, რომ დაენახა, იქ, დაბლა რა ხდე-
ბოდა. მას სურდა ეს ყველაფერი, რაც აქ, „გოლდენენ შტრაუსის“ მო-
ედანზე ხდებოდა, ულრიკესთან ერთად განეცადა და არაფერი გა-
მორჩენოდა.
მან ჯიბიდან ცისფერი ხელთათმანი ამოიღო, ულრიკესთვის აღა-
რც დაუბრუნებია, მოგონებების გასაძლიერებლად, ხელთათმანის
უკანა მხარეს წააწერა: კარლსბადი, 28 აგვისტო, 1823 წელი.

108
მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა მაგიდაზე რაღაც შეხვეული. გახ-
სნა. ეს იყო, ულრიკე-ლოტეს თეთრი კაბის ღია წითელი მოსახვევი
და ბარათი, სადაც ეწერა: როგორც შეყვარებული გმირის როლის
შემსრულებელმა გამოხატა თავისი გრძნობა, მეც მსურს დაბადების
დღეზე ამ მოსახვევით გამოვხატო ჩემი სათქმელი, ულრიკე.
მართალია, ლოტემ ვერთერს, დაბადების დღეზე თავისი მოსახ-
ვევი აჩუქა, სწორედ ასეთი ღია წითელი. აჰ, ულრიკე! როგორ გა-
მოვუტყდე, რომ ეს ავადმყოფური სიყვარულის ამბავი თავის თავზე
დაწერა. ულრიკე, შენ ხარ, უპირველესი და უსაყვარლესი, თუ კი
ოდესმე განმიცდია და შემხვედრია ცხოვრებაში, – ჩაილაპარაკა გო-
ეთემ და მოსახვევს აკოცა. შემდეგ ამოალაგა შავი ხავერდის ლამაზი
ყუთიდან მედლები, სამკერდე ნიშნები და შიგ სათუთად ჩადო ულ-
რიკეს ხელთათმანი და მოსახვევი. შემდეგ პატარა გასაღებით ჩაკე-
ტა, მაგრამ გასაღები სად წაეღო, ჯერ არ იცოდა. სადმე რომ დაედო,
ვაითუ დაკარგვოდა, ან როცა დასჭირდებოდა, ვეღარ მიეგნო. მისი
ერთადერთი საფიქრალი ახლა ის იყო, სად წაეღო მისთვის ეს ყვე-
ლაზე ძვირფასი ნივთი – გასაღები, რომ მუდამ თან ჰქონოდა. მაშინ-
ვე შტადელმანს უხმო, სთხოვა ქალაქში წასულიყო და ეკლესიასთან
მდებარე მაღაზიაში ოქროს ძეწკვი ეყიდა, თანაც ისეთი, ყელზე ორ-
ჯერ რომ შემოხვეოდა. ორი საათის შემდეგ, გოეთეს გასაღები ოქ-
როს ძეწკვით უკვე ყელზე ეკიდა. ბროლის ჭიქა, ლევეტცოვების სა-
ხელებით უკვე გაწყობილ მაგიდაზე იდო. აჰ, მართლა, – უთხრა მან
ქალბატონ ფონ ლევეტცოვს, დიდი მადლობა, ასეთი ბედნიერება
რომ მომანიჭეთ და ეს სამარცხვინო დღე თქვენთან ერთად გამატა-
რებინეთ, ისე, რომ არც ერთს არ გვიხსენებია, რა დღე იყო ეს. მო-
დით, საზოგადოებრივი საიდუმლო დავარქვათ ამას. დიდი მადლო-
ბა, ასევე გმადლობთ ამ ჭიქისთვისაც.
სწორედ ეს ჭიქაა ჩვენი ერთად ყოფნის სიმბოლო, რაც მუდამ
დაგვრჩება მოგონებებში, რომ ამ დღეს ჩვენ თქვენთან ვიყავით,

109
თქვენ კი – ჩვენთან. არასოდეს დავივიწყებთ ამას, – უთხრა ქალბა-
ტონმა ლევეტცოვმა.
– არც მე, – ჩაილაპარაკა გოეთემ და მზერაში აშკარად იმედი ჩა-
ესახა. ამ დროს ულრიკეც მოუახლოვდა.
– არც მე, – დასძინა მანაც.
ახლა მას გახედა გოეთემ.
ქალბატონმა ფონ ლევეტცოვმა ისევ პროგრამა შეადგინა:
– ინგლისიდან ჩამოსულ ერთ ახალგაზრდა კეთილშობილ ბატონს
სურს თქვენთან საუბარი. მოგეხსენებათ, ინგლისმა წამოაყენა აზრი,
რომ ევროპა არ უნდა დაეხმაროს ბერძნებს თურქეთის წინააღმდეგ
ბრძოლაში. ამ ბატონს სურს გთხოვოთ, ეგებ, თქვენ და სკოტმა მე-
ფის მისამართით წერილი გააგზავნოთ.
გოეთემ ულრიკეს მზერა რომ შენიშნა დასძინა:
– დღეს საღამოს სადილის შემდეგ დავწერ, მიუხედავად იმისა,
რომ ვიცი, ულრიკე, რა უაზრობაა ასეთი წერილის დაწერა.
ულრიკემ კი მიუგო:
– ინგლისელები თანამედროვე ერია, მაგრამ ძველმოდური მმარ-
თველობა ჰყავთ.
– ეს ალბათ გრაფ შტერნბერგისგან თუ იცის, – აღნიშნა ამალიამ.
– მაბეზღარა, – უთხრა ულრიკემ ხუმრობით, – ბატონი საიდუმ-
ლო მრჩეველიც იქ იყო, როცა გრაფმა ეს თქვა.
დედამ შეაწყვეტინა და ისევ გოეთეს მიუბრუნდა:
– ხუთი საათისთვის დარბაზში გამოსამშვიდობებელ კონცერტზე
შევხვდებით.
ანა პაულინა მილდერი, გოეთეს მეგობარ ცელტერის მიერ აღმო-
ჩენილი, მართლაც დიდებული მომღერალი იყო. მან სურვილი გა-
მოთქვა, ერთხელ მაინც ემღერა გოეთესთვის, სწორედ ამიტომ ჩა-
მოვიდა კარლსბადში, სურდა გოეთესადმი მიძღვნილ გამოსამშვი-
დობებელ საღამოზე ემღერა.
დარბაზი ასე 40-50 ადამიანისთვის იყო მოწყობილი. ნახევარ

110
წრეში ისხდნენ, რათა მომღერალი და მუსიკის შემსრულებლები ყვე-
ლას დაენახა. ულრიკე ამ წრის განაპირა მხარეს იჯდა. თითქოს წი-
ნასწარ იცოდაო, რომ გოეთეს, რომელსაც ამ წრის შუაში ჰქონდა
ადგილი, ისე შეეძლო მისთვის ეცქირა, სპეციალურად გახედვაც რომ
არ დასჭირვებოდა. გოეთესთვის, დეს თავისთავად კიდევ უფრო მეტ
მნიშვნელობასა და აზრს ანიჭებდა ამ კონცერტს.
გოეთემ იცოდა, რომ მისგან კონცერტის შემდეგ პატარა სიტყვას
მოელოდნენ. ქალბატონ მილდერს მართლაც უძლიერესი ხმა ჰქონ-
და, გოეთე თავიდანვე მოიხიბლა და სიტყვის უნდოდა, სათანადო
წინადადებაც მოამზადა. კონცერტის დროს ულრიკესკენ გააპარა
თვალი, თმა გაეშალა, ასეთი ჯერ არასოდეს უნახავს, გულამოჭრი-
ლი ცისფერი კაბა ეცვა და ისეთი წრფელი სახით უსმენდა მომღე-
რალს, თვალს ვერ მოაშორებდა კაცი. გოეთე ზოგჯერ იძულებული
იყო, მომღერლისკენაც გაეხედა, გულში ჩამწვდომად რომ მღეროდა.
ძირითადად კი მისი მზერა ულრიკესკენ იყო მიმართული.
დადგა მისი სიტყვის თქმის დროც. გოეთეს ეხერხებოდა ისეთი
წინადადება შეერჩია, რასაც მისგან მსმენელი მოელოდა. სიტყვა ასე
დაიწყო:
– ბატონი კლებელსბერგისგან კი ვიცოდი, ქალბატონი მილდერის
არაჩვეულებრივი ხმის შესახებ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მისი
ხმა მართლაც ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. ამ დარბაზში 11
წლის წინ ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ უკრავდა ბეთჰოვენი თავის
საფორტეპიანო კონცერტს. ამ დარბაზში დღეს უკვე მეორედ ვუსმენ
მართლაც საოცარ მუსიკას. ქალბატონი მილდერი უეჭველია, თვით
ბეთჰოვენსაც აღაფრთოვანებდა. მან დღეს მართლაც ჭეშმარიტ ხე-
ლოვნებას გვაზიარა. როცა ნაპოლეონმა შონბრუნში ანა მილდერის
ხმა მოისმინა, გაოგნებულმა მხოლოდ ამის თქმაღა შესძლო: ხმაც
ამას ჰქვიაო.
ზოგიერთს გაეცინა, გოეთე მათ მიუბრუნდა და უთხრა: დიახ, იმ-
პერატორს ეპატიება მოკლედ თქვას სათქმელი, ჩვენნაირები კი

111
ვრცლად ნათქვამს ვერ ასცდებიან.
რატომაა რომ ჩვენი წარმოდგენები ზოგჯერ რეალობას სცილდე-
ბა? – თქვა ფიქრებში წასულმა გოეთემ ხმამაღლა და როცა გამოერ-
კვა, განაგრძო:
– დღევანდელ სიტუაციაში ამგვარი თვითანალიზი ჩემგან გასაკ-
ვირი არაა. დიახ, რეალობა, რა რიგ შეუსაბამოც უნდა იყოს, მაინც
უნდა აღინიშნოს, რომ ღირებულია. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ
მთელი ამ კონცერტის განმავლობაში ჩემს მზერას ხან ულრიკე იტა-
ცებდა, ხან კი ეს, დიდებული ნიჭით დაჯილდოებული, მშვენიერი
მომღერალი. საოცრება სწორედ ისაა, რომ როცა ულრიკეს ვუმზერ-
დი და ასე ვუსმენდი მომღერალს, უფრო მომხიბვლელად და ლამა-
ზად ჩამესმოდა მისი ხმა. ამით ის მინდა გითხრათ, რომ ჯერ ასეთი
წრფელი, მუსიკით მონუსხული მსმენელი არ მინახავს. სწორედ ესაა
დიდი ხელოვნებაც, ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რა ზემოქმე-
დების მოხდენა შეუძლია მუსიკას მსმენელზე. შეუძლებელია თვალ-
ში არ მოხვედროდა კაცს ეს გაბრწყინებული და შთაგონებული მზე-
რა, რასაც ასეთი მომღერლის მოსმენა იწვევდა ულრიკეში. თავად
ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, შთაბეჭდილებებისა და განცდი-
ლის გამო თავი დამეკარგა. მაგრამ დღეს არ შემეძლო, ეს არ აღმე-
ნიშნა. ქალბატონმა მილდერმა ცხრამეტი წლის გოგონაშიც აღმოა-
ჩინა გრძნობათა კონტინენტი. კონტინენტი, რომელზეც გოეთეს არ
ჰქონდა დაბიჯების უფლება. ესაა მუსიკით გამოწვეული გარდასახ-
ვა მშვენიერებაში. და ეს საოცრება მუსიკის ძალამ მოახდინა. ესაა
სწორედ მშვენიერება, მშვენიერების წინააღმდეგ კი თვით რეალო-
ბაც უძლურია.
ამ სიტყვებით გოეთე მიუახლოვდა მომღერალს და ხელი გაუწო-
და. ულრიკეს წინაშე მოკრძალებით მოიხარა ქედი. ხალხმა ტაში და-
უკრა. ეს ტაში ორივე ხელოვანს ეკუთვნოდა. მერე გოეთემ ჯულია
ფონ ჰოჰენცოლერნს ხელით ანიშნა, რომ მისი დახმარება სჭირდე-
ბოდა, ისიც უმალვე მასთან გაჩნდა და გოეთე დარბაზიდან გაიყვანა,

112
რაც მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. გასვლისას ულრიკეს
წინაშე ქედი კიდევ ერთხელ მოიხარა. მან კი უნებლიეთ მხრები აი-
ჩეჩა. გოეთემ ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ებოდიშე-
ბაო. ულრიკე მიუხვდა და ისე გახედა, თითქოს უნდოდა ეთქვა: სა-
ბოდიშო არაფერი გაქვთო.
აფორიაქებული, აღელვებული, მაგრამ ბედნიერი გავიდა გოეთე
დარბაზიდან.
როცა ჯულია ფონ ჰოენცოლნერმა მზრუნველობით უთხრა: მე
ხომ ვიცი, ახლა სიამოვნებით დალევდით ჩაციებულ ეგერის ლუდს.
და ორივე თავადების სამიკიტნოსაკენ გემართა.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოეთემ პირველი ყლუპი მოსვა, უთ-
ხრა:
– პრინცესა, მერამდენედ უნდა მიხსნათ.
იმან კი უპასუხა:
– გოეთეს ხსნა, ეს ჩემთვის უსაყვარლესი საქმიანობაა.
– ვშიშობ, რომ მართლაც ბევრი საქმე გექნებათ. ჩვენ გაგვიმარ-
ჯოს და მან ჭიქა ასწია.
საღამოს, სადილობისას, ამალიამ ჰკითხა:
– ბატონო მრჩეველო, მინდა ვიცოდე, კონცერტზე რატომ მე არ
მიყურებდით.
მერე ბერტამაც არ დაუთმო: – ან მე?
ახლა ქალბატონი ფონ ლევეტცოვიც აჰყვა: – ან მე?
და ვიდრე გოეთე რამეს უპასუხებდა, ულრიკემ დაასწრო: თქვენ
ყველანი მის გვერდით ისხედით, და როგორ უნდა ეყურა თქვენ-
თვის? კისერს ხომ ვერ მოიგრეხდა. მე კი პირდაპირ ვიჯექი და გულ-
წრფელად თუ გინდათ გითხრათ, არა მგონია, თქვენში ის დაენახა,
რაც ჩემში აღმოაჩინა.
– ჰმ, ქალბატონო, – დასძინა ამალიამ, – ახლა არ თქვა, თითქოს
არც შეგინიშნავს, რომ გამუდმებით შენ გიყურებდა. ალბათ სწორედ
მაგიტომ მიიღე ისეთი შთაგონებული სახე.

113
საუბარში გრაფი შტერნბერგიც ჩაერია.
– ისე, მართლაც, სადაც არ უნდა მჯდარიყო კაცი, მაინც შეამ-
ჩნევდა: საიდუმლო მრჩეველის მზერა, მთელი ამ კონცერტის განმავ-
ლობაში, ხან ულრიკეს ეკუთვნოდა, ხან მომღერალს. ულრიკეც ისე-
ვე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორც ქალბატონი მილდერი. მე
თვალს ვადევნებდი და მშვენივრად მესმის გოეთესი, რატომაც უმ-
ზერდა გამუდმებით ულრიკეს. თუ ნებას დამრთავთ, მეც გამოვ-
თქვამ ჩემს აზრს: ულრიკეს მუსიკისადმი ასეთი შთაგონებული მზე-
რა, თავისთავად იტაცებდა თვალს.
– კი, მაგრამ, ცოტა სამარცხვინო იყო, – თქვა ამალიამ.
– ჩემთვის სულაც არ ყოფილა სამარცხვინო, – თქვა ულრიკემ
მხიარულად, ასეთ მზერას ამ ზაფხულს შემაჩვიეს.
– და შენც ტკბებოდი ამით, – დასძინა ამალიამ.
– ე. ა. გ. – დასძინა ბერტამ.
და ამალიამ მაშინვე ჩუმად უთარგმნა გოეთეს:
– ეს აშკარად გეტყობა.
– კმარა, – იყვირა ქალბატონმა ფონ ლევეტცოვმა და მერე დას-
ძინა, – სულაც არ ვაპირებ ვინმეს ვინმესთან შედარებას, მაგრამ
ერთს კი ვიტყვი: ჩემი აზრით, ძლიერი მამაკაცები, როგორიც ნაპო-
ლეონია, ნაზი, სევდიანი მუსიკისაკენ იხრებიან, ისეთი მგრძნობიარე
მამაკაცები კი, როგორიც ჩვენი გოეთეა – უფრო ცოცხალი, გასარ-
თობი მუსიკისკენ.
– ეს რომ მართლაც ასე იყოს. დღეს აშკარად დადასტურდა, რომ
ასე სულაც არ არის! – დასძინა გრაფმა.
– მართალია, – დაემოწმა ულრიკეც.
გოეთეს იქ დარჩენას ახლა თავის ოთახში განმარტოება ერჩია,
მიუჯდა საწერ მაგიდას და წერა დაიწყო:
შეყვარებული კაცი
ქალი უფრო რეალისტი, საქმიანი არსებაა, კაცი, კი – განწყობი-
სა. ქალი მხოლოდ რეალობას, თვით ფაქტს აღიქვამს და ამ ფაქტს

114
რეალობიდან გამომდინარე აფასებს. კაცი კი, არსებულ ფაქტს იმწუ-
თიერი განწყობით აფასებს და რეალურს საერთოდ არ ითვალისწი-
ნებს. სამყარო სამართლიანად რომ იმართოს, ქალი უნდა დაინიშნოს
მმართველად. კაცების ადგილი, ძირითადად, მაგიდასთანაა, ქალე-
ბისა კი საჭესთან.
ქალის შეცნობა უფრო იოლია, ვიდრე კაცისა. ულრიკემ ახლახან
უთხრა კიდეც: რაც მეტს ვკითხულობ თქვენ შესახებ, მით უფრო არ
მესმის, ვინ ხართ თქვენო. ასე მხოლოდ იმას შეუძლია ლაპარაკი,
ვინც თავის თავს კარგად იცნობს და თავდაჯერებულია. მის ნაწე-
რებს ულრიკემ უმშვენიერესი ამბები უწოდა. მაგრამ რომელი ხართ
თქვენ, პირადად? – ჰკითხა ერთხელ ულრიკემ, თანაც საქმიანი, სე-
რიოზული სახით. ხვალ გამომშვიდობებისას უთუოდ ჰკითხავს ულ-
რიკეს: მისთვის, როგორც ავტორს, უწინდებურად მრავალი სახე
აქვს?
კაცი საკუთარ თავზე არაა პასუხისმგებელი. შეიცანი თავი შენი:
მართლაც ლამაზი ილუზიაა. ეს გამოწვევასავით ჟღერს, შეიცნო სა-
კუთარი თავი. მხოლოდ სხვებს შეუძლია შენი შეცნობა და რაც უფ-
რო უყვარხარ ვინმეს, მით უფრო ზუსტად შეგაფასებს და შეგიც-
ნობს.
ასეთი წრფელი ჯერ არასოდეს ვყოფილვარ. ეს მხოლოდ ულრი-
კეს წყალობაა. ულრიკესაგან საოცარი უმანკოება იფრქვევა. საინ-
ტერესოა, რა რეაქცია ექნება ულრიკეს, როცა ჩემს ნამდვილ სახეს
დავანახებ, მის წინაშე ყველანაირი შებოჭილობისგან გავთავისუფ-
ლდები. საკუთარი თავის შეცნობაში ულრიკესადმი სიყვარული და-
მეხმარება.
როცა ორი ადამიანი ერთმანეთს იპოვის, სამყაროც უფრო მშვე-
ნიერი, ჰარმონიულია. რადგან ეს ორი ერთმანეთისთვისაა გაჩენი-
ლი, სხვა აღარაფერი არსებობს მათთვის. ესაა სამყაროს წყალობა
და მადლი. სიყვარული, სამუდამოდ ერთად ყოფნა.
ეს რომ მართლაც ასე აღსრულდეს, ულრიკეს წყალობით, მთელი

115
სამყარო მარადიულობად გარდაისახება ჩემთვის. არც ერთი ფურ-
ცელი, არანაირი ყვავილი, არც ერთი ციხის ყარაული თუ პრეზიდენ-
ტი არ დარჩება, ამ სიყვარულმა რომ არ შესძრას. სამყაროს ყველა-
ნაირი სისაძაგლე სიყვარულის ნაკლებობამ წარმოშვა. ულრიკე და
მე, ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით, და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ
სამყარო ყოველგვარი სიმახინჯისაგან.
სიყვარულია უდიდესი სიმდიდრე, ულრიკე. ამ საყაროში, კაცობ-
რიობა გაწვრთნილია დასათრგუნად, დასამცირებლად, დასადუმებ-
ლად, დასაკნინებლად.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მაკლდა ასეთი სიყვარუ-
ლი, ახლა ვიპოვე და დავრწმუნდი, რომ სიყვარული მართლაც არსე-
ბობს, ეს არაა ცარიელი სიტყვების თამაში. ერთადერთი, რასაც ამ
სამყაროში უნდა ჩაეჭიდოს კაცი, ეს სიყვარულია, სიყვარულშია კა-
ცობრიობის გადარჩენის იმედი.
ულრიკეს სიყვარულისთვის მზად ვარ ყველაფერზე უარი ვთქვა.
ჩემი სიცოცხლე ამ სიყვარულზეა დამოკიდებული... ჩემთვის აღარ-
ცერთი სხვა ქალი არ არსებობს. ყველაში მხოლოდ ულრიკეს ვხე-
დავ...
ამით დაასრულა წერა, მერე დაჯდა და ფიქრებს მიეცა: თუ ულ-
რიკეს ვერ ხედავდა, უთუოდ უნდა ეწერა, მხოლოდ წერისას
გრძნობდა თავს მშვიდად და ასე ეგონა, ულრიკეც მის გვერდით იყო.
წერას წყვეტდა თუ არა, გრძნობდა, როგორ აკლდა ულრიკე. ახლა
კიდევ აიტანდა ამას, რადგან იცოდა ხვალ, საუზმობისას ისევ ნახავ-
და.
რომ ვიცოდე, ყოველდღე შევძლებ მის ნახვას, არ ვიდარდებდი.
ამ ზაფხულსაც ხომ ასე იყო.

116
3
კარლსბადიდან დიანას ქოხამდე
საუზმობისას ულრიკემ დედას ისე შეხედა, რომ მან დართო ნება,
ოჯახის თანხლების გარეშე ფეხით გაესეირნათ დიანას-ქოხამდე.
ქალბატონ ფონ ლევეტცოვს შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ ახლა
ორივეს აგრძნობინა, რომ ენდობოდა და შეეძლოთ მარტოებს გაესე-
ირნათ, თან დასძინა: იმედს ვიტოვებ, რომ გაფრთხილება არ დამ-
ჭირდება და ისე არ მოიქცევით, თავს სასაცილოდ არ გაიხდით, რო-
გორც ერთ ფრანგულ კომედიაშია.
მართალია, მადამ პომპადურმა, ამ დიდებულმა ქალბატონმა ლე-
ვეტცოვმა დედის მოვალეობის აღსრულებისას ეს გაფრთხილება იუ-
მორში გაატარა, მაგრამ ამ ვითომდა სასხვათაშორისო ნათქვამში
მთელი სერიოზულობაც იგრძნობოდა. თუმცა გოეთეც აჰყვა ამ თა-
მაშს და მგონი გადააჭარბა კიდეც.
მოკლედ, მათ მხოლოდ ოთხი საათით შეეძლოთ გამომშვიდობე-
ბოდნენ, ამაზე მეტხანს დიანას ქოხამდე გასეირნება არაფრით არ
შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.

117
როგორც კი თავი მარტოდ დაიგულეს, გოეთემ ულრიკეს მადლო-
ბა გადაუხადა იმ ღიავარდისფერი თავსაფარისათვის, მას რომ აჩუ-
ქა და ამ სახით ვერთერის დაბადების დღე გაახსენა. მერე კი ბოდიში
მოუხადა, რომ ნახევრად შემთხვევით თუ იქნებ განგებაც მისი ლა-
ვანდისფერი აბრეშუმის ხელთათმანი ხელში შერჩა და გამოუტყდა,
რომ სიამოვნებით დაიტოვებდა თავისთვის.
ამაზე ულრიკემ უპასუხა:
– ის ხომ თქვენ გეკუთვნით, – მერე კი გულწრფელი, სერიოზული
ხმით დაამატა, – მე მხოლოდ იშვიათად თუ ვიყენებდი.
– ასეა, ვინც რამეზე განსაკუთრებულად იხდის მადლობას, იცის,
რომ მას ეს არ დაუმსახურებია, – უთხრა გოეთემ
– ნებას დამრთავთ, შევაბრუნო ეს გამოთქმა?
თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ.
– მაშინ მინდა ამ ოთხი საათის განმავლობაში შენობით მივმარ-
თოთ ერთმანეთს. მხოლოდ თქვენო აღმატებულებას დავიტოვებ,
მაგრამ შენობით ვილაპარაკებ. რა ლამაზი იქნება, მის აღმატებუ-
ლებასთან შენობით საუბარი?!
– ძალიან კარგი, მეც მესიამოვნება ასე.
– და რამდენ ხანს?– რამდენ ხანსაც... და ისეთი სახე მიიღო, თით-
ქოს დაფიქრდაო და ანგარიშობდა, მერე მეტად უბრალო ტონით
დასძინა, თითქოს მნიშვნელოვანს და აზრიანს, არაფერს ამბობდაო:
სამუდამოდ.
– ულრიკემ: მ. ჯ.ბ. გ.
და რომ დაგისაბუთოთ, მე თქვენი შემოკლებული ენა ვისწავლე,
გეტყვით ეგ თქვენი ნათქვამი რასაც ნიშნავს: მანამდე ჯერ ბევრი
გვიკლია, და მერე დასძინა: მ. მ.
და ულრიკემ განავრცო: მაგრამ მალე.
– აჰ, თქვენო აღმატებულებავ, – და წარმოუდგენლად აუჩქარა
ნაბიჯს.
ულრიკე, გოეთეს გვერდით რომ არ ყოფილიყო, ალბათ უფრო

118
ჩქარა ივლიდა. გოეთემ მარიენფელდში პრომენადაზე ასწავლა პირ-
ველად, ამდენ ხალხში, ცნობილ პიროვნებებს შორის როგორ უნდა
ევლო. პრომენადაზე ულრიკეს მკლავი კი ჰქონდა მისთვის გაყრილი,
მაგრამ მაინც ხანდახან წინ ექაჩებოდა. გოეთეს მოსწონდა, მისი და-
უდგრომელი ენერგიისა და სურვილის მოთოკვა რომ უწევდა. პრო-
მენადადან სასახლემდე მიმავალ გზაზე, კლებელსბერგში გოეთე
იძულებული იყო ულრიკესთვის ნაბიჯი აეწყო. გოეთეს სიარული არ
უჭირდა. ყოველთვის როცა სასეირნოდ გადიოდა ეტლით, დიდ გზას
იტოვებდა, სასახლემდე ფეხით რომ დაბრუნებულიყო. სახლშიც სა-
ათობით ექვსი ოთახის მთელ სიგრძეზე აქეთ-იქით დასეირნობდა.
ფეხდგომელა წერდა. სავარძელსა და სკამს მხოლოდ სტუმრის მიღე-
ბისას თუ იყენებდა.
ულრიკე სიარულისას ისე მსუბუქად დადიოდა, გეგონება დაფრი-
ნავსო, თითქოს თავად სინარნარე იყო. მისთვის ნაბიჯის აწყობა გო-
ეთეს უჭირდა, ის უფრო დინჯი, მძიმე ადამიანი იყო.
დიანას ქოხისკენ, ამ ციცაბო გზაზე იგი იძულებული იყო ულრი-
კესთვის შეეწყო ნაბიჯი. თავად ულრიკეს ალბათ არც შეუნიშნავს,
აღმართის მიუხედავად, როგორ სწრაფად მიდიოდა. არც გოეთეს
სურდა ჩამორჩენოდა. ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა ეთქვა: ცო-
ტა ნელა ევლო. პირიქით, ნაბიჯი კი არ აუწყო, ნახევარი ნაბიჯით
გაუსწრო კიდეც. ულრიკე ერთი თავით მაღალი იყო მასზე და ზემო-
დან დაჰყურებდა. ახლაც ისევე, როგორც მარიენბადში ცეკვისას, ამ
ციცაბოზეც ისე შეწყობილნი მიაბიჯებდნენ, თითქოს თანატოლები
ყოფილიყვნენ. ახლა რომ ულრიკეს ემღერა, გოეთეს არ გაუკვირდე-
ბოდა. მაგრამ მან სიმღერის ნაცვლად გოეთეს ნაწარმოებიდან ერთი
ადგილის ციტირება დაიწყო. კარგა დიდი ნაწყვეტი თქვა ზეპირად
გოეთეს ვერთერიდან, თანაც ყოველგვარი ენის ბორძიკისა და და-
ფიქრების გარეშე. ეს იყო ერთი ეპიზოდი ვერთერიდან. ამასთან,
არც ნაბიჯი შეუნელებია, პირიქით, ტექსტი თითქოს სიარულს უმ-

119
სუბუქებდა. ახლა სულ არ შეეძლო გოეთეს ჩამორჩენოდა, ან ეთხო-
ვა, ცოტა ნელა იარეო. აი, ეს ეპიზოდიც:
15 სექტემბერს:
გასაგიჟებელი ისაა, ვილჰელმ, რომ არსებობენ ადამიანები, რო-
მელთაც არც გრძნობა აქვთ და არც გონება, როცა ამ დედამიწაზე
მხოლოდ ეს ფასობს. გახსოვს ალბათ კაკლის ხეები, რომელთა
ჩრდილქვეშაც, შტ-ს პატიოსანი პასტორის ეზოში, ლოტესთან ერ-
თად ვიჯექი. საოცარი კაკლის ხეებია! უფალმა უწყის, რომ ისინი
ყოველთვის საოცარ სულიერ კმაყოფილებას მანიჭებდნენ. რა იდუ-
მალსა და მიმზიდველს ხდიდნენ ისინი პასტორის ეზოს, როგორ
ჩრდილს ქმნიდნენ! რა საუცხოო ტოტები ჰქონდათ! და რა საოცარი
მოგონებები დატოვეს იმ ღირსეული სულიერი მამებისა, რომლებ-
მაც ისინი დარგეს. სკოლის მასწავლებელს ხშირად უხსენებია თავის
პაპისგან გაგონილი ერთი მეტად ბეჯითი კაცი. ჩემთვის მისი ხსოვნა
იმ ხეებქვეშ ყოველთვის წმიდა იყო. ისიც შემიძლია გითხრა, რომ
მასწავლებელს თვალებში ცრემლები ედგა, როცა გუშინ ამ ხეების
მოჭრის ამბავს მიყვებოდა... იქნებ გიჟადაც ჩამთვალონ, მაგრამ ნამ-
დვილად შემიძლია ის პირუტყვი მოვკლა, ვინც ამ ხეებს დაარტყა ნა-
ჯახი. კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, ასეთი ხეები ჩემს ეზოში რომ
მდგარიყო, და რომელიმე მხოლოდ მრავაწლოვანების გამო დაცემუ-
ლიყო, ალბათ ძირფესვიანად შევისწავლიდი მიზეზს. ძვირფასი სა-
განძური! ერთი რამ უეჭველია ადამიანური გრძნობა კიდევ არსებუ-
ლა! მთელი სოფელი ბუზღუნებს და ვიმედოვნებ პასტორის ცოლს
კარაქი, კვერცხები და სხვა ძღვენი რომ შემოაკლდება, იგრძნობს,
თუ როგორი ჭრილობა მიაყენა იქაურობას. ის, ახალი პასტორის ცო-
ლია (ჩვენი ძველი პასტორი გარდაიცვალა). ერთი გამხდარი, დაავა-
დებული არსებაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყანასთან არაფერი
აკავშირებს. ნამდვილი შეშლილია! თავი განათლებულად მოაქვს,
კანონიკური დოგმების გარჩევაში ეჩრება. უამრავს მუშაობს ქრის-

120
ტიანობის ახალ მორალურ-კრიტიკულ რეფორმაციაზე და ლაფატე-
რის გატაცებაზე მხრებს იჩეჩავს. შერყეული ჯანმრთელობა აქვს და
ალბათ ღვთის მიწიდან არანაირ სიხარულს არ მოელის. გან რა გა-
საკვირია, რომ ამგვარ არსებას ხის მოჭრა არ გაუჭირდება? ხედავ?
მე ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს! წარმოგიდგენია, ჩამოცვენილი
ფოთლები თურმე ეზოს უბინძურებდა. თურმე ხეები დღის სინათ-
ლეს უბნელებდა, კაკლები კი მის ნერვებზე მოქმედებდნენ, ფიქრში
ხელს უშლიდნენ, როცა კენიკოტს, ზემლერსა და მიხაელისს ერთმა-
ნეთს უდარებდა. სოფელში ხალხს, განსაკუთრებით კი უკმაყოფილო
მოხუცებს, ვუთხარი – როგორ მოითმინეთ-მეთქი ეს ამბავი? მიპა-
სუხეს – თუ მამასახლისს სურს, აქ ამ მიწაზე, რა გინდა რომ ქნა?
მამასახლისი და პასტორი ხომ თავიანთი ცოლების ლაპარაკზე და-
დიან... ერთმანეთში კაკლის ხეების გაყოფა გადაწყვიტეს. ეს ამბავი
პალატას გაუგია. მას ძველი პრეტენზიები ჰქონდა პასტორის ეზოს
ნაწილზე, სადაც ხეები იდგა. ახლა ხეები იმას მიყიდა, ვინც მეტი ფუ-
ლი მისცა. ხეები წაქცეულები არიან! ოჰ, მე რომ თავადი ვიყო, პას-
ტორის ცოლს, მამასახლის და პალატასაც...., თავადიო! ... ჰო, თავა-
დი რომ ვყოფილიყავი, განა ჩემს სამფლობელოში ხეების ბედი შემა-
წუხებდა?
როცა ულრიკემ თქვა, დავასრულეო, არც კი შეჩერებულა, რომ
გაეგო, რა აზრის იყო ვერთერის ავტორი ამ ნაწყვეტის წამკითხველ-
ზე. როცა ვინმე გოეთეს თავისივე ნაწარმოებიდან რომელიმე ნაწ-
ყვეტს უკითხავდა, ყოველთვის სთხოვდნენ, შეესწორებინა კითხვის
მანერა ან ტონი. ახლა კი ვერთერის ეს ნაწყვეტი ისე წაუკითხა ულ-
რიკემ, როგორც ჯერ არც თავად და არც სხვას არ წაეკითხა.
ჯერ კიდევ ივლისში მარიენბადში კმაყოფილმა ბერტამ აღნიშნა,
რომ გოეთე ორი წლის წინ კითხვაში სამ დას შორის ულრიკეს აკრი-
ტიკებდა. მეტი ენერგიულობა და გამომხატველობაა საჭიროო, ეუბ-
ნებოდა, და არიგებდა, როგორ უნდა გაეუმჯობესებინა. ულრიკე კი

121
ამაზე მშვიდი, საქმიანი ტონით პასუხობდა, მე სულაც არ მსურს მწე-
რალი ტიკი გავხდეო.
ახლა მიხვდა, ულრიკეს სკოტის რომანების წაკითხვისას რატომ
არ განუვითარდა არანაირი გამომხატველობის უნარი. ულრიკეს ხა-
სიათში იყო, რომ ყველაფერი თავისებურად გაეკეთებინა, რასაც ის
მისეულად ვერ შეიგრძნობდა, პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა, ის
ყოველგვარი ხელოვნურობის წინააღმდეგი იყო. ალბათ, ესეც ხე-
ლოვნებაა. ულრიკე მიზანდასახული, შეუდრეკელი ხასიათის იყო. ის
წინადადებებს ისე ამბობდა, როგორც თავში მოსდიოდა იმწუთას,
როგორც განიცდიდა, უბრალოდ, მაგრამ თავისებურად. კითხვისას
თითქოს არც ამ წინადადებებისადმი ინტერესი ჩანდა და არც იდუ-
მალება, საერთოდ არაფერს გამოხატავდა. გოეთე საოცრად აღაფ-
რთოვანა მისმა წაკითხულმა. ულრიკეს სხვაზე შთაბეჭდილების
მოხდენის სურვილი არ გააჩნდა, ეს იყო, რაღაც შინაგანი, ბუნებრი-
ვად წარმოთქმული, თავისთავად აღმაფრთოვანებელი ტონი.
მდუმარედ მიაბიჯებდნენ აღმართზე. ისე მიუახლოვდნენ ქოხს,
არც ერთს სიტყვაც არ დასცდენია. მხოლოდ ქოხთან უთხრა გოეთემ:
ულრიკე, რა ბედნიერებაა, რომ შენობით მომართვა შემომთავაზე.
ეს მაბედვინებს გითხრა, რომ ეს ნაწყვეტი ვერთერიდან შენსავით
ჯერ არავის წაუკითხავს. თან რომ ეს ადგილი შეარჩიე...
– ალბათ გინდა მითხრა, ზეპირად რომ ისწავლეო,– შეაწყვეტინა
ულრიკემ.
– ჰო, ზეპირად რომ ისწავლე, ვერც კი აგიხსნი, რატომ, მაგრამ
მართლაც ბედნიერება მომანიჭა.
ულრიკემ კი სრულიად უზრუნველად უპასუხა:
– კაცმა თუ იცის, ბედნიერი რატომაა, ამას ბედნიერება აღარ ერ-
ქმევა.
– ახლა მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.
– თქვენო აღმატებულებავ მე გადაგდეთ, – უთხრა ულრიკემ.
– თუ მე შენ, – უთხრა გოეთემ.

122
– ერთმანეთს, – დასძინა ულრიკემ.
გოეთემ ჩაიჩურჩულა: ბოლო სიტყვა მუდამ შენ, რომ გეკუთვნის,
ყველაზე მეტად ეს მაბედნიერებს.
მაგრამ, – უთხრა ულრიკემ, ასევე ჩურჩულით, – შენ გქონდა ბო-
ლო სიტყვა, მაგრამ შენ შეგიძლია უკომენტაროდ დატოვო.
ამ სიტყვებით, ხელების პანტომიმური მოძრაობით მიახვედრა,
რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნოდა.
უკან რომ ბრუნდებოდნენ, ულრიკემ უთხრა:
– ვიდრე ისევ თქვენობით მიმართვაზე გადავიდოდეთ, ალბათ
უნდა გითხრა, რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს ადგილი კაკლის ხე-
ების შესახებ, რატომ ვისწავლე ზეპირად. ამ წინადადებებში გოეთე
ჩემთვის უფრო გარკვეულად და გამოკვეთილად ჩანს, ვიდრე სხვა
ნაწარმოებებში, რაც კი წამიკითხავს. ერთხელ აღნიშნე, რომ შენ იმ-
დენადვე ხარ ლოტე, რამდენადაც ვერთერი. ამან წარმოშვა ეს მრა-
ვალსახეობა, რის გამოც გამიძნელდა გოეთეს გამოცნობა. მაგრამ ამ
ნაწყვეტში მეტად ჩავწვდი გოეთეს. ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით,
რაშია ადამიანის ნაღველი, რადგან ისე არ ვიცნობთ მას. ნაღველის
მიზეზი მხოლოდ თავად მონაღვლემ იცის. კაკლის ხეები ყველას-
თვის ისევე ახლობელი და გასაგებია, როგორც ვერთერი თქვენ-
თვის. აამ შემთხვევაში, ჩვენ ვნაღვლობთ, თუ ამ სამყაროში ვინმე
ასეთ ხეს მოჭრის.
ვერთერის ამ ნაღველს თავისი კაკლის ხეების გამო, კაცი უფრო
ახლოს მიიტანს გულთან და განიცდის, ვიდრე სხვა ლიტერატურული
გმირის დარდს. აქ გოეთეს სრულად შევიცნობ, და კითხვა, ვინ არის
ის? – აღარ არსებობს.
როცა ისინი ტყის ბოლო მონაკვეთიდან გამოდიოდნენ, ღრუბლე-
ბით დაფარულ საღამოს ცაზე ინათა. ისინი შეჩერდნენ და ამინდის
ამ უჩვეულო გამონათებას შესცქეროდნენ.
ულრიკე მის წინ დადგა, მისი ხელები თავისაში მოიქცია, მაღლა

123
ასწია და უთხრა: ა შ ა ს წ შ გ. (რაც ნიშნავს: არანაირი შეცვლა ად-
გილსამყოფელისა, წინასწარი შეტყობინების გარეშე)
და გოეთემაც უთხრა: ე ხ თ ც. (ეგ ხომ თავისთავად ცხადია).
და ამის შემდეგ მათი ბაგეები ერთმანეთს ისე შეეხო, როგორც
ჯერ არასდროს. ასე იდგნენ დიდხანს, ვიდრე კაჭკაჭის ჭყივილმა არ
გამოარკვია, თითქოს დროის შეხსენება სურდაო.
– აჰ, თქვენო აღმატებულებავ, – უთხრა ულრიკემ.
და მანაც, – აჰ, ულრიკე.
როცა მათ დაბლა, მდინარის პირას ერთიმეორის ახლოს მჭიდ-
როდ ჩამდგარი სახლები დაინახეს, ულრიკემ უთხრა:
– ვიდრე ჯერ ისევ შენობით მივმართავთ, მინდა რაღაცაში გამო-
გიტყდე, მაგრამ პირობას მაძლევ, რომ ამაზე არ გაბრაზდები და არც
დარიგებებს მოჰყვები.
გოეთემ, ბედნიერი სახით უთხრა:
– მოუთმენლად ველი, რაში უნდა გამომიტყდე? – და პირობა მის-
ცა, რომ არ გაბრაზდებოდა.
– ალბათ ისედაც იცი, – წამოიწყო ულრიკემ, – რომ შენი ერთგუ-
ლი შტადელმანი დაბლა, ქალაქში შენს თმას ყიდის.
შეფიქრიანებულმა გოეთემ თავი დაუქნია და დასძინა:
– ვაჭრობამ ბიომენშიც თუ გადაინაცვლა, არ ვიცოდი.
– მეც დავუკვეთე შტადელმანს თმა, სულ მცირე სამი პატარა მო-
ნაჭერი მაინც. მან შვიდი მომიტანა. პატარა სამკაულების ყუთში
მაქვს. მიხარია, რომ ამდენი ლამაზი თმა მაქვს შენი. ამის თქმა მინ-
დოდა, და იმედია, შეპირებისამებრ, არ გამიბრაზდები.
– პირობა პირობაა, – უთხრა გოეთემ.
როცა ისინი მდინარეს მიუახლოვდნენ და „გოლდენე შტრაუსიც“
გამოჩნდა, ულრიკემ უთხრა:
– აქ კი დასრულდა ჩვენი შენობით საუბარი. ეჰ, თქვენო აღმატე-
ბულებავ.
– ეჰ, ულრიკე, – ამოიოხრა გოეთემაც.

124
მერე კი ულრიკემ მხიარულად და ლაღად წამოიძახა:
– დღევანდელი შუადღე ჩემთვის ამ ზაფხულის უმშვენიერესი
დღე იყო.
– ჩემთვისაც, – დაუდასტურა გოეთემ.
წამით შეხედეს ერთმანეთს, და ბოლო მეტრიც უკან მოიტოვეს.
ორივე სიხარულითა და ხალისით იყო აღვსილნი. გოეთემ, როცა თა-
ვის ოთახში ავიდა, კიდევ უფრო მეტად შეიგრძნო, რა ბედნიერი
იყო. გადაწყვიტა ქალბატონი იზოლდე ბერლეპშისთვის სასწრაფოდ
მიეწერა. ეს იყო მხოლოდ ოთხი ტაეპი:.
მრცხვენია, მშვიდად რომ ვგრძნობ თავს,
ტანჯვასაც აქვს თავისი მადლი,
თქვენ თქვენს ტკივილში უფრო მაღლდებით,
ვიდრე მე – ჩემს სიმშვიდეში.
ბატონო ჯონ, გთხოვთ, თქვენ ქალბატონი ბერლეპშისაგან ოცი
წერილი ხომ მაინც გექნებათ მიღებული, გაუგზავნეთ ეს წერილი.
ჯონს არავინ ეკითხებოდა, რას ფიქრობდა, როცა გოეთე დავა-
ლებას აძლევდა.

125
4
მოგვიანებით გოეთემ, თავისებური იუმორით, ქალბატონ ზედამ-
ხედველს – დედა ფონ ლევეტცოვს სეირნობის შესახებ მოახსენა. ამა-
ლიამ და ბერტამ ამ მოხსენებას თავისებური კომენტარებიც დაურ-
თეს.
როგორც ჩანს, ვიდრე მოსეირნე წყვილს ელოდებოდნენ, გადაეწ-
ყვიტათ მათი დაბრუნებისთანავე, ჯერ კიდევ ვახშმობამდე, გრაფ
ტაუფკირხენის მაღაზიაში წასულიყვნენ. ვინც კი ქალაქში გრაფ ტა-
უფკირხენს იცნობდა, ყველას შეეძლო დაედასტურებინა, რომ მას
თავის მაღაზიაში, რა გინდა, სულო და გულო, რომ არ ჰქონოდა. რა
თქმა უნდა, ლევეტცოვებს მაღაზიაში გოეთეც თან ახლდა. მან ამა-
ლიასთვის იყიდა ძოწის საყურეები, ბერტასთვის – ემალის ფირფი-
ტებიანი სამაჯური, ულრიკესთვის კი მეტად პატარა ოქროს ფოთო-
ლი, მოკლე ძეწკვით. ულრიკემ გოეთეს ასევე ძეწკვზე ჩამოკიდებუ-
ლი ვერცხლის სუროს ფოთოლი უყიდა. აქ გამოფენილი ხისა და ქვის
ფიგურებზე გოეთეს გაახსენდა, რომ თავისი შვილიშვილისთვის ჯერ
არაფერი ეყიდა. მაგრამ ახლა ლევეტცოვებთან, მით უმეტეს, კი ულ-
რიკეს თანდასწრებით, სულაც არ სურდა ბაბუად წარმოეჩინა თავი.
126
ოჯახმა იყიდა ჭიქები, თასები, თეფშები, დოქები, ჩინური ჩაის სერ-
ვიზი, ხის შავი თასები, რომელთა შიგნითა მხარე ოქროსფრად იყო
დაფერილი, სპარსული სუფრა სპარსული ასოებით, კოფთები, ბო-
ლოკაბები, წინდები, სანდალეტები, ესეც სპარსული. გოეთე მხო-
ლოდ უყურებდა და თუ რამე აზრს ჰკითხავდნენ, პასუხობდა.
გრაფმა ტაუფკირხენმა ყველაფერი „გოლდენენ შტრაუსში” მი-
უტანა და, სამწუხაროდ, მათთან დარჩა, ლამის მთელი საღამო მარ-
ტო ის ლაპარაკობდა. გოეთე გამუდმებით ულრიკეს მზერას ეძებდა,
მაგრამ ის სხვებთან ერთად საუბარში იყო გართული.
დღეს ბოლო საუზმობა იყო. მერე კი დადგა გამომშვიდობების
დრო. შტადელმანი ბარგით გავსებული ეტლით მდინარის პირას,
„გოლდენენ ლიოვენთან“ დაიბარა. ცხრა საათისთვის იქ უნდა მდგა-
რიყო. გოეთეს არ სურდა, ეტლში მჯდარს ეყურა, გამომშვიდობები-
სას ხელს როგორ უქნევდნენ. ვერ წარმოედგინა, რომ მთელი ოჯახი
იქ რჩებოდა, და ის მარტო უნდა გამგზავრებულიყო. თუმცა ამაზე
ფიქრი სულ არ უნდოდა. ამ უკანასკნელი საუზმობის შემდეგ, პირვე-
ლი გრაფი შტერნბერგი წამოდგა და მეტად საქმიანად გადაულაპა-
რაკა გოეთეს: დაბლა დაგელოდებით, მერე კი ოჯახს მიუბრუნდა და
უთხრა: ჩვენ კიდევ შევხდებით ერთმანეთს, ადიეუ.
დადგა საბოლოო გამომშვიდობების დრო. აქ ისევ კომედია „ბიძა,
ძმისწული“ გათამაშდა. წარმოუდგენელ ფრაზებს ისროდნენ, ორივე
უმცროსი დაც მათთან ერთად თამაშობდა, ისე, რომ ამ კომედიის
ქვეტექსტის აზრი არც ესმოდათ. ქალბატონ ფონ ლევეტცოვს მოს-
წონდა ეს ხმაურიანი თავქარიანობა. ბოლოს, როცა გოეთე ხელზე
საკოცნელად წამოიმართა და თვალებში ჩახედა, მაშინღა დასერიო-
ზულდა და თავისი ქალიშვილების შემოკლებული ენით უთხრა: ა შ
ა ს წ შ გ. ამ ნათქვამში უკვე აღარანაირი თამაში არ იგრძნობოდა.
გოეთემაც სერიოზულადვე დასძინა: ა შ ა ს წ შ გ.
გოეთემ პატარა დებს აკოცა. ულრიკეს ხელი გაუწოდა და უთ-
ხრა: ამგვარად...

127
ულრიკემაც გაიმეორა: ამგვარად... თუმცა ეს სულაც არ ყოფილა
გოეთეს წარმოთქმული სიტყვის ექო. შემდეგ კი შებრუნდა, თან თა-
ვადვე უკვირდა, რომ ეს შეძლო. კართან კიდევ ერთხელ შეტრიალდა
და ხელი დაუქნია.
გრაფი დაბლა უცდიდა. ის მის გვერდით მიაბიჯებდა, და რადგან
გრაფი მასზე მთელი თავით მაღალი იყო, გეგონება საკუთარ
ფრთებქვეშ შეიფარაო, ისე მიჰყავდა ხელკავით. გოეთეს კი ახლა
მართლაც სჭირდებოდა მფარველობა. ახლა კარლსბადში, ამ მზიან
დილას, 1823 წლის 5 სექტემბერს გოეთე „გოლდენენ შტრაუსიდან“
„გოლდენენ იოვენამდე“ გრაფის გარეშე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ
შეძლებდა. ის ამ მაღალ, ლამაზ კაცს მარცხენა ხელზე ეყრდნობოდა,
და ასე თანაბარი ნაბიჯით მიდიოდნენ. ორივე გრძნობდა, რომ ახლა
ლაპარაკისთვის თავი უნდა აერიდებინა, ცდილობდნენ გამვლელ-
გამომვლელისგანაც შორს დაეჭირათ თავი, რომ მათ ამ დუმილში
ხელი არ შეეშალათ. გოეთე გრძნობდა, და სურდა კიდეც ასე, ოჯახი
ფანჯრიდან უკომენტაროდ რომ გასცქეროდა ამ ორის სიარულს.
ვიდრე ის თავის ეტლში ჩაჯდებოდა, გრაფს უთხრა:
– თქვენ ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი ბრძანდებით.
ყოველთვის, – დასძინა მან ბოლოს.
მერე ორივემ თავი დაუქნია ერთმანეთს და გოეთე ეტლში ჩაჯდა.
გამოსამშვიდობებელი ხელის დაქნევასაც ასე ასცდა. მშვენიერი
ამინდი იყო, შტადელმანმა ეტლი დასძრა, და ლამის მიჰქროდა. უკვე
რამდენიმე დღეა მშრალი ამინდები იყო და მზეზე ეტლის ბორბლე-
ბისაგან მტვრის ბუღი ტრიალებდა.
რაზე უნდა ვიფიქრო ახლა? ისე კითხულობს, თითქოს ამის გა-
დაწყვეტა თავად შეეძლო. თუმცა ალბათ უნდა შეძლოს საკუთარი
ფიქრების მართვა. თორემ ბოლოს ალბათ ისე აიწყვეტენ ფიქრები
ლაგამს, რომ ვეღარც კი შეაჩერებს. ეს რომ კარგს არაფერს მოი-
ტანს, მშვენივრად იცის.

128
ვიდრე ქალაქს უკან მოიტოვებდნენ, ის ისევ ბოლო გამომშვიდო-
ბების სცენაზე ფიქრობდა. აარა ერთხელ წარმოუდგა თვალწინ, გო-
ნება დაძაბა, რომ ულრიკეს სიტყვა – ამგვარად აღედგინა. ულრიკეს
პირიდან ამ სიტყვამ უფრო ლაღად გაიჟღერა, ვიდრე გოეთესამ.
რამხელა იმედი იგრძნობოდა ულრიკეს ამ სიტყვაში. რამდენჯერაც
გაიხსენა ეს სიტყვა, მით უფრო ეჩვენებოდა, თითქოს ეს სიტყვა მო-
მავლისკენ უბიძგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რაღაც უნდა დაეწერა.
მანაც მაშინვე წერა დაიწყო. ეტლშივე, ამ აქეთ-იქით მოქანავე ეტ-
ლში ფანქრით თავის სამგზავრო კალენდარში წერდა, სადაც დასა-
წერი ადგილი კალენდარული რიცხვების გამო მცირე იყო. პირველი
წინადადების ჩაწერისთანავე უკვე იცოდა, რომ ეს ელეგია იქნებო-
და: მარიენბადული ელეგია. ასე უნდა რქმეოდა.
როცა ის ეგერთან, გრიუნერის სახლთან ეტლიდან გადმოვიდა,
კალენდარში პირველი ექვსი წინადადება უკვე ეწერა და თავის მე-
გობარ გრიუნერსაც აჩვენა. შემდეგ ამ ექვს ტაეპს კიდევ ექვსი და-
ემატა და გაჩერებიდან გაჩერებამდე, თანდათან ასე გზაში შეიქმნა
მისი მარიენბადული ელეგია. ეგერიდან ჯერ გეფელზე, მერე შლაიც-
ზე, კალასა და როსნეკზე გავლით იენაში ჩავიდა. ელეგია მისთვის
ფიქრებისგან თავის დაღწევის საშუალება, რაღაცის კეთების სურ-
ვილი იყო, რათა ულრიკეს არ ყოფნა, ვიდრე ის წერდა, ნაკლებ, ან
სულაც არ ეგრძნო.
მეორე დილით, გამომშვიდობებისას, როცა გოეთე უკვე ეტლში
ჯდებოდა, გრიუნერმა თავისთან, მაღლა უხმო:
– ვბედავ და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს მოვახერხებთ მე-
ნილითენში წასვლას. მერე კი გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. გრი-
უნერმა ხელი დაუქნია. გოეთემ ვერ შეძლო გრძნობებს მორეოდა და
საპასუხოდ მანაც ხელი დაუქნია. ეგებ ხელის დაქნევის დანიშნულე-
ბაც სწორედ ესაა, თითქოს გამომშვიდობებას გიმსუბუქებსო.
გუშინ, როცა გრიუნერმა მინერალების კოლექციაზე დაუწყო ლა-

129
პარაკი, აშკარად შეატყო, რომ ფიქრებით სხვაგან იყო, რომ იმ წუ-
თას მას მინერალები სულაც არ აინტერესებდა.
ახლაც ცვოტაუში პატარა ხანძრის ამბავს რომ მოჰკრა ყური,
შტადელმანს სთხოვა სხვა გზით წასულიყო, ხანძარმოდებული კარ-
მიდამოს დანახვისთვის რომ აერიდებინა თავი. თანაც მისი მინერა-
ლებით და მარიენბადის წყაროს წყლით დატვირთული სატვირთო
ეტლები ხანძრის გამო ალბათ შეფერხდებოდნენ. ესეც კმაროდა. მას
კი მხოლოდ თავის ელეგიასთან სურდა დარჩენა. ეტლში ფარდები
ჩამოუშვა და წერა განაგრძო. ის ღამე სასტუმრო “გაათიეს, აქ ჯერ
არასოდეს გაეთენებინათ. შტადელმანმა ჯერ სასტუმრო კარგად შე-
ამოწმა, საძინებელი კარები კარგად თუ იკეტებოდა და შემდეგ თა-
ვისი ბატონი შეიყვანა. მეორე დღეს გზა შლაიცისკენ უნდა გაეგრძე-
ლებინათ. გოეთე დილის ხუთ საათზე მტრედების ღუღუნმა გამოაღ-
ვიძა, იძულებული იყო ყური მიეგდო. მტრედების ღუღუნი ასე ახ-
ლოდან ჯერ არასოდეს მოუსმენია. ნოტებზე ჩაიწერა; ერთი მამალი
იყო, მეორე დედალი.
მამალი ხის ტოტზე ფანჯარასთან მეტად ახლოს იჯდა, დედალი
– მოშორებით. ასე თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. მერე დედალი
მიუახლოვდა, მამალი შეეგება. ატყდა ფრთების ტყლაშუნი, ალბათ
ოთხი ფრთისა ერთად და მერე სიწყნარე ჩამოწვა. ასე დაახლოებით
თხუთმეტი წუთი გაგრძელდა და ისევ დაიწყეს ღუღუნი. მამალი
ისევ ახლოს იჯდა, დედალი ისევ შორს. გოეთემ ფანჯარა დახურა და
ღუღუნი ახლა ყრუდ, მაგრამ მაინც ესმოდა. ახლა რომ ულრიკეს-
თვის წერილის მიწერა ან მისთვის მოყოლა შეძლებოდა, აქ მის ფან-
ჯარასთან, ხის ტოტებზე, რა ხდებოდა, რა კარგი იქნებოდა. ისევ
ელეგიას დაუბრუნდა.
პიოსნეკიდან კალამდე. შორიდან თითქოს უკვე იმუქრებოდაო
იენა. მას აუცილებლად საიმედოდ უნდა შეენახა, დაეცვა თავისი
ელეგია, თითქოს ეს ციხე-სიმაგრე იყო, რომელსაც ის და ულრიკე
უნდა შეეფარებინა. იენაში, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ საქმეები

130
ელოდა, რაც მასა და ულრიკეს დააშორებდა. ამ უკანასკნელ დღეს,
ვიდრე ის იენამდე ჩავიდოდა, ისევ შეუდგა აქეთ-იქით მორახრახე
ეტლში წერას, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ჩამუხლული წერ-
დაო. როცა ხანდახან წერას წყვეტდა, სასაცილო შეძახილები ესმო-
და, მას სჭირდებოდა ეს შეძახილები.
შტადელმანმა დაუძახა, უკვე კალაში ვართო. მან ფარდა ასწია,
გადმოვიდა და თავისი ოთახისკენ გაემართა, მაშინვე მაგიდას მიუჯ-
და და დღევანდელი ნაწერის დახვეწას შეუდგა. შტადელმანმა აუწ-
ყა, რომ ტვირთმა, როგორც ჩანს, ხანძრის არეალს თავი დააღწია და
დაუზიანებლად ჩამოვიდაო. გუშინვე ჩამოსულან, დღეს ადრიანად
კი ვაიმარისკენ დაიძრნენო.
მეორე დღეს უკვე იენაში იყვნენ, ბოტანიკურ ბაღთან, რომელიც
მან გააშენებინა, და აქვე ბაღში, მეთვალყურის სახლში ერთი ოთახი
თავისთვის მოაწყობინა. სწორედ აქ ელოდებოდა თავისი ვაჟი აუ-
გუსტი. გოეთეს მის დანახვაზე შეეშინდა, ასეთი მსუქანი თავისი ვა-
ჟი ჯერ არ ახსოვდა. იმწუთას ალბათ ერჩია მაშინვე ჰანემანის დი-
ეტაზე მიეთითებინა, მაგრამ იცოდა, რომ მისი ვაჟი ჭამის მადით ამა-
ყობდა. ყველაფერს გემრიელად ჭამდა. დიეტას ფულს დახარბებუ-
ლი ექიმების მოგონილ ბოროტ აღმოჩენად მიიჩნევდა. მისი საყვარე-
ლი წინადადება იყო: ყველაფერი რთული ჩემთვის უცხოა, ნაპო-
ლეონიც არ იყო რთული, აუგუსტი ნაპოლეონის მეხოტბე იყო.
ვახშმად კნებელთან იყვნენ მიწვეულნი. გოეთეს გაუხარდა, რად-
გან კნებელი ცელტერივით ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელსაც
შენობით მიმართავდა. მას შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი იქ-
ნებოდა, რაც კნებელს, პრინცის აღმზრდელს, სასახლის კარზე,
ფრანკფურტში კარლ აუგუსტთან შეხვედა. ისინი დამეგობრდნენ და
დღემდე მეგობრობენ. თუმცა კნებელი ყველაფერს კრიტიკულად,
ცინიკურად უყურებდა, ამიტომ მასთან ერთი საღამო მართლაც სა-
სიამოვნო ასატანი იყო. მეორე დღეს კნებელი უკვე უარყოფითი აუ-

131
რის გამომჟღავნებას თუ იწყებდა, გოეთე გაცლას ამჯობინებდა. ამ-
ჯერად კნებელმა მისალმებისას ჰკითხა:
– რას უკეთებთ საკუთარ თავს?
– მხოლოდ იმას, რომ ბედნიერება მაჩუქეს, – უპასუხა გოეთემ.
– თუ გაახალგაზრდავების ოსტატთან იყავი, როგორც შენი ნა-
წარმოების გმირი 50 წლის კაცი, – უთხრა კნებელმა
– ჰო, ვისაც ვუყვარვარ, ამჩნევს კიდეც ამას, – მიუგო გოეთემ.
– სხვანაირად რომ ვთქვათ: ვისაც არ უყვარხარ, ვერ ამჩნევს,
არა? – უთხრა კნებელმა.
– ასეა.
– რადგან გოეთე მეთანხმება, უთუოდ სასიამოვნო საღამო გვე-
ლის, – თქვა კნებელმა.
ამ საღამოს სხვა არაფერზე ულაპარაკიათ, გარდა სტუდენტების
პროტესტისა. სტუდენტებს გაუგიათ, რომ გოეთე ჩამოდიოდა იენა-
ში და მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლა მოუწყვიათ. თან გა-
იძახოდნენ: ძირს გოეთე!
– ამბოხებულთა მოთავის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო ,
– ჩაურთო აუგუსტმა.
– ლიბერალურობის შედეგია ეს და დათმობის შედეგი. ყველა,
ვინც იმ ამბოხში მონაწილეობდა, მაშინვე უნდა გაესახლებინათ
ქვეყნიდან, – თქვა კნებელმა
– საპროტესტო გამოსვლის მიზეზი რა იყო? – იკითხა გოეთემ.
– ესენი არიან ნაციონალისტი ჭკუასუსტები, რომელთაც გოეთეს-
თვის ნაპოლეონთან შეხვედრა ვერ უპატიებიათ, – უთხრა აუგუს-
ტმა.
– სისულელე სამარადისო სენია, – დასძინა კნებელმა.
შეიძლებოდა საღამო კიდევ საამოდ დასრულებულიყო, აუგუსტს
ეს ამბავი რომ არ წამოეწყო.
– დოქტორი რებაინი დღეს ადრიანად, ხუთ საათზე, ეგერში ჩავი-

132
და, თავისი საცოლის წამოსაყვანად, რადგან სასწრაფოდ უნდა და-
ქორწინდეს.
გოეთე ჯერ შეცბა, მერე კი საცოლის ქებას მოჰყვა, და დასძინა:
– ნიშნობა არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ სასწრაფო დაქორწინე-
ბა სწორად არ მიმაჩნია. სიყვარული ცოლქმრობის გარეშე უფრო
ღრმავდება, ჩემი აზრით ცოლ-ქმრობა – ეს რთული სინთეზია. ეეს
საკითხი ჯერ კიდევ საკამათოა
გოეთე აღშფოთებული ჩანდა. ადგა და წასასვლელად გაემზადა.
ამის შემდეგ კი აუგუსტთან ერთად იჯდა თავის ოთახში და მარ-
თლაც აუტანელი იქნებოდა მისთვის აუგუსტს ისევ ქორწინებაზე
რომ ჩამოეგდო ლაპარაკი. გოეთე გრძნობდა, რომ აუგუსტი მისგან
ულრიკეზე რამის თქმას მოელოდა.
– რამდენი რამ გავიგეთ ამ ზაფხულს, – დასძინა აუგუსტმა. ოტი-
ლიაც დაიტანჯა ამ ჭორებისგან. ეს, ალბათ, არ გაგაოცებს, მამა,
თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობის გამო.
გოეთე გრძნობდა, როგორ უჭირდა ახლა აუგუსტთან ამაზე ლა-
პარაკი.
შვილიც მიუხვდა, რომ მამას არ სურდა ლევეტცოვების გვარის
ხსენება. და აღარ განაგრძო შეკითხვების დასმა.
მერე შემდეგი სამი დღის პროგრამა გააცნო. გოეთეს უნდა მო-
ენახულებინა მის მიერ დაარსებული ყველა მუზეუმი, ბიბლიოთეკა,
ვეტერინარული სკოლა, ბოტანიკური ბაღი, ობსერვატორია. მერე
აუგუსტმა ჰერცოგის წერილი გადასცა, რომელშიც დიდი ჰერცოგი
გოეთეს მშვიდობიან დაბრუნებას ულოცავდა. წერილში ასევე გა-
მოთქვამდა თავის უცილობელ სურვილს, რომ გოეთე იენის უნივერ-
სიტეტის კურატორი გამხდარიყო და იმედოვნებდა, რომ მის ამ სურ-
ვილს დადებითად შეხვდებოდა, რადგან დღევანდელ იენაში ეს მე-
ტად მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, იმ საპროტესტო გამოსვლის
შემდეგ.
გოეთემ დაკეცა წერილი და თქვა:

133
– ძალიან დაღლილი ვარ, ხვალამდე, ჩემო საყვარელო აუგუსტ.
აუგუსტი მაინც ჩაეძია,
– კი თუ არა, მაინც რას იზამ?
გოეთემ არაფერი უპასუხა, თავი ენერგიულად გადააქნია, რო-
გორც სჩვეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მის აქაურ ოთახში სულაც არ იყო სასია-
მოვნო სიმყუდროვე, მაინც მიუჯდა საწერ მაგიდას. საწოლი ოთახის
შერჩევა აქ მას არც შეეძლო. თუმცა საწოლის დანახვაზეც კი აჟრჟო-
ლებდა. იმიტომ კი არა, რომ ჯარისკაცის საწოლივით უბრალო იყო,
ახლა მას თვით საწოლის დანახვა აღიზიანებდა. სურდა მხოლოდ
ეწერა. უნდოდა ელეგიაზე მუშაობა განეგრძო. საკმაოდ გვიანი იყო.
მას არ სურდა ლექსში პირდაპირ ულრიკესთვის მიემართა, ამიტომ
ასე მიაწერა: ქალბატონი ლევეტცოვისადმი.
წერა მას კმაყოფილებას, სიამოვნებას ანიჭებდა. ცდილობდა თა-
ვისი გულის ნადები, ფურცელზე გადაეტანა. შესაძლოა, წერის აუ-
ცილებლობის მიზეზი არც იცოდეს კაცმა, ისე როგორც ეს მას 1823
წლის 13-14 სექტემბრის ღამეს დაემართა, მაგრამ ამ დროს ხელი
გულს უნდა დაემორჩილოს და დაწეროს. აწერის მოწოლის სურვილი
ხომ დანაშაული არაა, ეს უფრო გათავისუფლებას ჰგავს.
წერილში გოეთე ულრიკეს დედას გამოუტყდა, რამდენი რამის
თქმა სურდა და შეეძლო, როგორ უნდოდა ამ ზაფხულის გამო მად-
ლობა გადაეხადა, განსაკუთრებით უკანასკნელი დღეებისთვის, მაგ-
რამ ვერ შესძლო ამის გამოხატვა. იმედს იტოვებდა, რომ თავად
ქალბატონმაც და მისმა ქალიშვილმაც ისედაც იცოდნენ ეს. თუმცა
პირდაპირ ქალიშვილისთვის ამის თქმის, მიწერის უფლება არ ჰქონ-
და.
... ამჟამინდელი ჩემი მდგომარეობა... – წერდა გოეთე, შესაძლოა
დაუფიქრებლობაში, იქნებ თავქარიანობაშიც კი გადაიზარდა, მაგ-
რამ სიყვარული საოცარი გრძნობაა. სიყვარული მას აახალგაზრდა-

134
ვებს, სადაც კი მიდის, ყველა იმას ეუბნება, რა კარგად და მხნედ გა-
მოიყურებიო. და ამის მიზეზი და მკურნალი ვინცაა, მე და თქვენ
მშვენივრად ვიცით.
ბერტა და ამალიაც ახსენა მოკლედ, რომ წერილის წაკითხვისას
უკმაყოფილება არ გამოეთქვათ. ბოლოს კი ასე დაასრულა: ქალბა-
ტონო ფონ ლევეტცოვ, მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ მომიყევით,
კიდევ უფრო ახლობელ ოჯახად მიმაჩნიხართ. თქვენს ქალიშვილს
კი მინდა ვუთხრა: რაც მეტად გაგიცანით, მით მეტად მიყვარხართ,
და ვიმედოვნებ, მომეცემა საშუალება, რომ ეს პირადად დაგიმტკი-
ცოთ.
თქვენი ერთგული გოეთე
მაგრამ უცბად მიხვდა, რომ მას არ შეეძლო წერის შეწყვეტა. ულ-
რიკესთან ლაპარაკის ერთადერთი საშუალება ახლა ულრიკეს დე-
დისადმი წერილის წერა იყო. და ისევ განაგრძო: მინდა გამოგიტ-
ყდეთ, რომ წერის შეწყვეტას ვერ ვახერხებ.
ერთადერთი, რაც მოაფიქრდა, ეს იყო: გთხოვთ გადაეცით გრაფ
კლებელსბერგს მოკითხვა, და ჩემგან დიდი მადლობა, მზრუნველო-
ბით შეფუთული იმ სამგზავრო სურსათისათვის, შტადელმანს რომ
გადასცა.
ვწუხვარ, რომ მარიენბადში ვერ გამოვემშვიდობე დიდ ბებია და
ბაბუას ბროზეკებს. გთხოვთ ჩემგან მოკითხვა გადაეცით და უთხა-
რით, მომავალ წელს თუ ბედი გამიღიმებს, კვლავაც ვესტუმრები.
ამით გოეთეს იმის აღნიშვნა სურდა, რომ სიამოვნებით იცხოვ-
რებდა ისევ სასახლეში. ააქ ცოტა ხნით დაფიქრდა და მერე განაგ-
რძო: გთხოვთ შემატყობინოთ მისამართი, თუ ლევეტცოვები თავი-
ანთ ადგილსამყოფელს შეიცვლიდნენ.
თუმცა გამომშვიდობებისას ხომ უკვე უთხრეს, გ შ ა შ შ. ალბათ
ამის მიწერა ზედმეტი იყო, მაგრამ მაინც დატოვა.
წერილი ოთხი სხვადასხვა ჩამატებული ნაწილისაგან შედგებო-
და, ბოლოში ოთხივეჯერ მიაწერა: თქვენი ერთგული გოეთე, ხელის

135
მოწერით.
მაგრამ ვერც ახლა შეძლო შეწყვეტა. ისევ განაგრძო: ჩემ წინ
დგას ჭიქა, რომელზეც სამი სახელია წაწერილი, ესა იმ მშვენიერი
დღის სიმბოლოა, ჩვენი საიდუმლო დღის. ამ ჭიქის მზერა სიხარულს
მანიჭებს, მაგრამ ნუგეშს – არა.
გოეთეს არც წერის გაგრძელება შეეძლო და არც საწოლში დაწო-
ლა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისს მიმართავდა, მთელი გულითა
და ფიქრებით ულრიკესთან იყო. წერისგან რომ გადაიღლება, მაშინ
რა ეშველება? – ეკითხებოდა თავს. ელეგიას ყოველდღე ეტლში
წერდა, დილაადრიანად, ეტლში ჩაჯდომისთანავე თავის კალენ-
დარს იღებდა და წერდა. ამ დილასაც ასე მოიქცა. ის ორი სტრიქონი
წაიკითხა, ელეგიაში ჯერ რომ არ შეეტანა:
მისი თვალები, ვითარცა მზე, სხივებით სავსე
და მისი სუნთქვა გაზაფხულის სიოს სადარი,
თვითმოთნეობას მყისვე ადნობს და ფერფლად აქცევს
ბნელ სამარეში ყინვადქცეულს სასტიკი ქარით
და ჰქრება ტლანქი თვითნებობა თნების მზრახველი,
ის გამოჩნდება სამარდება მისი სახელი
და მაშინვე გაიფიქრა, როგორც კი ვაიმარში ჩავიდოდა, ეს ელე-
გიაში უნდა შეეტანა, მაგრამ არავისთვის ეჩვენებინა. ულრიკე, მხო-
ლოდ თქვენ გეკუთვნით ეს ელეგია. დიახ, მხოლოდ თქვენ გაჩვენებ-
დით, თანაც ახლავე, მაგრამ გამოგზავნა არ შემიძლია, ვაითუ, დე-
დათქვენმა წაიკითხოს, ერთადერთ ადამიანს, ვისაც ეს ელეგია გე-
კუთვნით, ვერ გიგზავნით. მოახლოვდა დღე, როცა ის ისეთი ვეღარ
იქნება, და ყოველი მისი სიტყვა თუ საქციელი მხოლოდ სხვის მოსაჩ-
ვენებლად, სხვების მოსატყუებელ თამაშს დაემსგავსება.
როცა გოეთეს ამგვარი ფიქრები მოეძალებოდა, მაშინვე თვალ-
წინ ულრიკე ედგა. იმ წამს როგორ უნდოდა გაეგო, რაზე ფიქრობდა
ულრიკე. საბედნიეროდ, მას იმდენად ცოცხლად შეეძლო ულრიკეს
წარმოსახვა, თითქოს მისი პასუხიც ესმოდაო.

136
მესამე ნაწილი

137
1
ვაიმარი, 7 ოქტომბერი, 1823 წელი
საყვარელო ულრიკე,
გახსოვთ, გკითხეთ, თუ სხვა გამოსავალი არ მექნება, ნებას თუ
დამრთავთ, მოგწეროთ-მეთქი, თქვენ მიპასუხეთ, რა თქმა უნდა,
კიო.
ვიცი, როცა თქვენ კის ამბობთ, ნიშნავს კიდეც კის. ამიტომაც
ვბედავ და გწერთ. იქნებ კარგიცაა, რომ ახლა რასაც გწერთ, არც კი
ვიცი, გამოგზავნას შევძლებ თუ არა, რადგან ვშიშობ, ოტილიამ ჩვე-
ნი ფოსტალიონი მოაჯადოვა, დააშინა, თუ რა უქნა, ვერ გეტყვით,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ვაიმარიდან ჩემთვის მოსულ წერილებს
პირდაპირ ოტილიას აძლევს. თქვენთვის გამოგზავნილ ჩემ ერთ წე-
რილსაც მაშინვე კონფისკაცია გაუკეთა. მას შემდეგ, რაც ბოემიდან
დავბრუნდი, ოტილია ავადაა. როგორც ჩანს, მარიენბადიდან უფრო
მეტმა ჭორმა გამოჟონა, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა.
ჯერ წესიერად მისალმებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე საწოლს მი-
ეჯაჭვა. როგორც ჩემმა ვაჟმა აუგუსტმა მითხრა, ნახვაც აკრძალუ-
ლი მაქვს, რადგან სწორედ მე ვარ ის სენი, რამაც ის დააავადა. ჩემმა
138
ექიმმა რებაინმა ამიხსნა, მკურნალობის საუკეთესო მეთოდია: ავად-
მყოფობას ავადმყოფობითვე უმკურნალო, ეგრეთ წოდებული„ თე-
რაპიასავით მოქმედებსო. ექიმმა რებაინმა იმდენი მოახერხა, რომ
ოტილიამ, როგორც იქნა, ნება დამრთო მომენახულებინა. რამდენი
ხანია მანსარდაზე აღარ ვყოფილვარ. ეს მისი სამყოფელია. ჩემი ვაჟი
აუგუსტიც სცოდავს, ხანდახან მასთან ადის და რაღაც-რაღაცებს აწ-
ვეთებს. როცა შევედი, მოქუფრული იწვა. ისე ჰქონდა მთელი სახე
დაჭიმული, ლამის დაწყვეტოდა ნაკვთები. ისედაც პატარა სახეზე
ცხვირი ახლა უფრო გამოკვეთოდა, ბაგეების კონტურიც აღარ მო-
უჩანდა. ხელები უღონოდ, მაგრამ მომუშტული ეწყო საწოლზე. მის-
მა შავმა თვალებმა საერთოდ არ მაღირსა მზერა. საბედნიეროდ,
მისგან ასეთ მზერას არ ვიყავი ჩვეული. დიდხანს ვიყავით ჩუმად. მე
არაფრის თქმა არ შემეძლო. მხოლოდ ერთხელ შევეცადე მომუშ-
ტულ ხელზე შევხებოდი და ისე მიღრიალა, ისეთი ტკივილის მომ-
გვრელი ყვირილი მორთო-შემეშვი, თავი დამანებეო – გეგონება,
ტალღა მოაწვა და უცბად ამოხეთქაო. თქვენი დადანაშაულება და-
იწყო, რაღა არ გეძახათ. თქვენც და ყველა ლევეტცოვს პატივმოყ-
ვარეების ბანდა გიწოდათ, რომელმაც საუკეთესო კურორტები და-
იპყრო და ახლა ყველაზე მსუქან ნადავლს ეპოტინება. ჩემთვის წარ-
მოუდგენელია, გავიმეორო, რა სიტყვებსაც ის თქვენი მისამართით
ხმარობდა. ყოველ შემთხვევაში. ჯერ არა. იქნებ მოვახერხოთ წერი-
ლების მიმოწერა, რაც მე უფრო მეტის თქმის შესაძლებლობას მომ-
ცემს. თქვენ, ულრიკე, პატივმოყვარე ბოზი რომ ხართ, თურმე უკვე
ევროპის ფარგლებს გარეთაა ცნობილი. ამას მხოლოდ იმიტომ
გწერთ, რომ იცოდეთ, აქ რისი ატანა მიწევს. იმ დღის მერე ყოველ
დღე ვცდილობ, ავიდე მასთან. ექიმმა რებაინმა მითხრა, თურმე სა-
ნამ მოვინახულებდი, არც ხმას იღებდა, არც ჭამდაო, რაც არ მჯერა,
მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარად ცდილობს ჩემს წინააღმდეგ იბ-
რძოლოს. არც ერთი ომი არაა მიზეზის გარეშე. ყოველ ომს, სულ
მცირე, ორი მიზეზი მაინც გააჩნია. ამ ომში კი ჩემი დანაშაული ისაა,

139
რომ ამდენი წელი, ვითმინე მისი საყვედურები და ბრალდებები,
ოტილია ლამის ჩემს ცოლად უფრო თვლიდა თავს, ვიდრე ჩემი ვაჟი
აუგუსტისა. ჩემი ვაჟიც ტყუის, ისიც თავისებურ თამაშს მართავდა
ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, ვითომ ხუმრობით, მაგრამ აშკარად სულ
სხვა განზრახვა ამოძრავებდა. ასე სხვა ქალებში გაძრომას უფრო
იოლად მოახერხებდა.
სწორედ ამ ურთიერთობიდან გაქცევის მიზნით ჩამოვდიოდი ყო-
ველთვის ბოემენში. რადგან თქვენ, და დედათქვენი, მთელი თქვენი
ოჯახის სამყარო ლაღი და ხალასია. მე რომ დიდი ხუმარა არ ვარ, ეს
თქვენც შეამჩნიეთ ალბათ. გამოგიტყდებით და მე თქვენი ოჯახის
გარდა, სხვა მხიარულ ოჯახში ვერც გავძლებდი. მაგალითად, პოეტ-
სა და ბრძენკაცს ვილანდს განუწყვეტლივ, საათობით შეეძლო ეო-
ხუნჯა, ამას ის იუმორს უწოდებს. მისგან ვიცი, რომ მე იუმორის
გრძნობა არ გამაჩნია. მერე რა, ყველას ხომ არ აქვს იუმორის გრძნო-
ბა, ან რა საჭიროა, ეს თავისმოტყუება იქნებოდა. ჩემი აზრით, ის,
ვინც გამუდმებით ხუმრობს, იუმორის მიღმა თავისი ნამდვილი სახის
დამალვას ცდილობს, თავს იტყუებს. ჩემმა ვაჟმა აუგუსტმა ხომ
თქვა, გოეთე როკოკოაო. რაც ამ სიტყვებიდან სიმართლედ შეგვიძ-
ლია მივიჩნიოთ, ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ვიდრე თქვენ გა-
გიცნობდით, მართლაც როკოკო ვიყავი. ის სიწრფელე, რაც თქვენი
წყალობით, თქვენი სილაღით ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა, ყველა-
ფერს, რაც აქამდე გამაჩნდა, მართლაც როკოკოდ წარმოაჩენს. ვი-
ლანდი რომ ახლა ცოცხალი იყოს, – ის დაიღუპა, ერთ ზამთარს ჩემ-
თან იყო სტუმრად, მიუხედავად ჩემი რჩევისა, მხოლოდ ლაქის ფეხ-
საცმელებითა და აბრეშუმის წინდებით, მეტად თხელი ქურთუკით,
ფეხით თოვლსა და ყინვაში გავიდა სასეირნოდ, ფილტვების ანთება
დაემართა. – ის რომ დღეს ცოცხალი იყოს, შემეძლო დარიგების მიზ-
ნით მეთქვა, რომ გამუდმებული იუმორი უფრო დიდი სიცრუეა, ვიდ-
რე როკოკოდ ყოფნა. იუმორი, რაც უნდა ანგარიშგასაწევი იყოს, მა-
ინც არაა მნიშვნელოვანი. არასოდეს იქნება წრფელი. მაპატიეთ,

140
ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი წყალობით ჩემს ცხოვ-
რებაში ჭეშმარიტი სიწრფელე და სილაღე შემოიჭრა, რაც აქამდე
სრულიად უცხო იყო ჩემთვის. თქვენ წინაშე როკოკოდ დარჩენა გა-
მიძნელდა.
ჩემი გრძნობა ბოემენში აშკარად გამოვხატე და თქვენდამი ჩემი
სიყვარულის ამბავი ისე გავრცელდა, რომ ოტილია გიჟი ისედაც იყო,
მაგრამ ამან მთლად გააცოფა. ახლა მართლაც აუტანელი მდგომა-
რეობაა. ამ სამყაროში ახლა ერთი კანონი თუ მოქმედებს: ერთის
ბედნიერება მეორეს აუბედურებს. გეგონება სამყაროს გასაწონას-
წორებლად იყოს ასეთი კანონი საჭიროო. სისტემატურად მიწევს მის
საწოლთან ხლება, იძულებული ვარ ავიტანო მისი ყვირილი, ღრი-
ალი: ვნებებს აყოლილო ბერიკაცო, გოგოების კუდო, ბავშვების გზი-
დან ამცდენო, ახლა არაადამიანიც გავხდი. სამყაროს ჯერ კეთილ-
შობილი ფასადი აქვს, მერე კი უცბად საშინელების წინაშე დაგაყე-
ნებს. ნერონსაც ხომ უწევდა თავის მტრებთან ბრძოლა. იქნებ, ოტი-
ლია იტანჯება. მაგრამ მინდა ვთქვა, მე უფრო ვიტანჯები. როცა
თქვენთან ვარ, არაფერი მაქვს სათქმელი, მართლაც, არაფერი, უფ-
რო ზუსტად ვერ გეუბნებით ჩემს სათქმელს, არადა, როგორ მსურს,
ხმამაღლა გითხრათ: ულრიკე, მიყვარხართ, ულრიკე, მიყვარხართ
და თავს ვერაფერს ვუხერხებ. აქ თავი უნდა მოვიკატუნო, დავმალო,
რომ მე ულრიკე მიყვარს. მხოლოდ ასე უნდა ავხსნა: მარიენბადი,
კარლსბადი – ესაა ზაფხულის თეატრი. ყოველი ადამიანი საჭირო-
ებს ზაფხულის ასეთ თეატრს. როგორმე ეს სისულელე უნდა დავა-
ჯერო, მეც ხომ დაინტერესებული ვარ, რომ მალე ადგეს. იცით, რამ-
დენი ადამიანია აქ? ჯონი, მაიერი, რიმერი, კროიტერი, ეკერმანი.
თითქმის ყოველდღე მოდის ჩემი ყველაზე მეტად ნდობით აღჭურ-
ვილი კანცლერი ფონ მიულერი, მან უნდა შეადგინოს ჩემი ანდერძი,
ყველაზე მეტად ვენდობი. მართლაც ერთგული ადამიანია. ვაიმარი
ჩემთვის საქმეების სამყაროა, ეს ის სამყაროა, სადაც ყველაფერი მე

141
მეხება. მუდმივი შეხვედრები უამრავ ადამიანთან. ყური უნდა მო-
ვუყრუო ოტილიას სალანძღავ სიტყვებს, საყვარელო ულრიკე, მაგ-
რამ ყველაზე მეტად გულზე მხვდება, როცა არაადამიანს და ვნებებს
აყოლილ ბებერს მეძახის. ნუთუ, მართლა ასეთი ვარ? მითხარით,
გთხოვთ, გთხოვთ. ყოველთვის ვენდობი თქვენს აზრს, თუ თქვენც,
სულ ცოტათი მაინც ასე გონიათ, მიწოდეთ მაშინ თქვენც ასე,
გთხოვთ მითხრათ, თქვენც ასეთად მთვლით? საშინელება ის იქნება,
თქვენც თუ ასეთად მიგაჩნივართ. ეს კი არ შეურაცხმყოფს, არც მაბ-
რაზებს, არამედ მაღონებს, მანაღვლიანებს. თუმცა ჩემს დაღონებას
რა უნდა. თქვენ ბოემენშიც მიხვდით ამას. გთხოვთ სცადეთ, გამლან-
ძღეთ, ისე სერიოზულად, როგორც შეგიძლიათ.
თქვენ ხომ ნება დამრთეთ მომეწერა თქვენთვის. მას შემდეგ, რაც
ვაიმარში ჩამოვედი, წერილების მიმოწერის ნებართვისთვის ვიბ-
რძვი. ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, სიზმრებშიც კი
ვაგრძელებ ამ ბრძოლას. ყველაფერი გააკეთეს, თქვენთვის მოწერა
რომ ვერ შევძლო. რამდენი შემოტევა გადავიტანე, გული მომიკლეს,
მაგრამ საკუთარი თავი ვერ წამართვეს. თქვენ წერილს რომ ვერ
გაწვდენთ, თითქოს ამით ვიხანგრძლივებ თქვენკენ მტკივნეულ
სწრაფვას. თუ გამბედაობა მეყო, იქნებ გამოგიგზავნოთ როგორმე,
რისი თქმაც მინდა, მაგრამ როგორ? ფოსტალიონი ლესერი, ფოსტის
მდივანიც დიდი ხანია ოტილიამ მოისყიდა. შემეძლო შტადელმანის-
თვის დამევალებინა კრანიხფელდში ან ბლანკენჰაინში ჩაეტანა წე-
რილი. თუუ ოტილიამ უკვე არ მოისყიდა ამ მხარის ყველა ფოსტა.
ასე მგონია, ყველგან თან დამდევენ, მითვალთვალებენ, თითქოს
ყველა ერთი მორალით ხელმძღვანელობს და მეუბნება: რა აუტანე-
ლი ხარო. და ეს იმიტომ, რომ მე თქვენ მიყვარხართ, ულრიკე. ამ ყო-
ველივეს, ჩემს წინააღმდეგ მიმართულ დრამატურგიას თუ დავარ-
ქმევ. ესაა ნამდვილი ღონისძიება, როცა ყველა თითქოს ერთმანეთ-
თან არ შეთანხმებულა, მაგრამ მაინც ყველა და ყველაფერი ერთ მი-
ზანს ემსახურება. მიზანი კი ესაა: დამისაბუთონ, რა აუტანელი ვარ.

142
მე ეს უკეთ ვიცი, ვიდრე ჩემმა დრამატურგებმა. უჩვეულოდ გაერ-
თიანებული ებრძვიან, რაც მათთვის მიუღებელია. ყველაფერს გა-
აკეთებენ, რომ ეს არ დაუშვან. თავად მე კი ძალა არ შემწევს მათ
წინააღმდეგ. მზად ვარ თქვენთვის ყველაფერი გავაკეთო. თუკი
მართლაც თეატრალურად ვაქცევთ ამ ყველაფერს, უნდა ითქვას,
რომ ესაა ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
საყვარელო ულრიკე, ამ წერილში რასაც ვწერ, მხოლოდ თქვენ
გიმხელთ და ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, არასოდეს გამოგიგზავნით
ამ წერილს. მე ავად ვარ, მაგრამ ოტილიამ ეს არ უნდა შენიშნოს,
არასოდეს. მე თქვენი სიყვარულისაგან ვარ ავად. ამის თქმა მხო-
ლოდ იმ წერილში შემიძლია, რომელსაც ვერ გამოგიგზავნით. ეს რა
ქვეყანაა! ათასწლეულები გავიდა, კულტურა ვითარდება, მაგრამ
ადამიანის გაადამიანებას მაინც არაფერი შველის! მაგრამ რა გინდა
რო ქნა! მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ვერ გნახავთ მალე, ვერც ამ
წერილს მოგაწვდენთ, მაინც მინდა გითხრათ, ყოველ წამს თვალწინ
მიდგახართ, მესმის თქვენი ხმა. ვცდილობ წარმოვიდგინო, რა რეაქ-
ცია გექნებათ აქ დაწერილ თითოეულ წინადადებაზე. ხომ იცით, მე
თქვენს აზრს პატივს ვცემ. ვხედავ, წერილის კითხვისას როგორი თა-
ნაგრძნობით სავსე სახე გაქვთ. თქვენ გახსოვთ ალბათ ჩემი ვერთე-
რი – ესაა წერილობითი რომანი. ვიცი, მე არ შემიძლია თავის მოკ-
ვლა. ამ სამყაროს არ მივცემ სიხარულის უფლებას, არ ვათქმევინებ:
როგორც იქნა, თავი მოიკლაო. სათაურით: ტანჯვა-წამება მოხუცი
ვერთერისა. იქნებ ჩემმა აუტანელმა მდგომარეობამ საბოლოოდ სუ-
ლერთი გახადოს ამ სამყაროს აზრი, ვინ იცის? იქნებ მერე მართლაც
ასე მოვიქცე? ულრიკე, ახლა ყველაზე სერიოზული, წრფელი რამ
უნდა ითქვას: მე ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ თქვენ
დამეთანხმებით. პასუხს ნაჩქარევად ნუ მეტყვით. მაგრამ თუ
თქვენც ჩემი ამ აუტანელი მდგომარეობიდან გამოსავლად ამას ჩათ-
ვლით, მაშინ ალბათ შევძლებდი... მხოლოდ ოთხი საათი გვქონდა

143
უფლება ერთმანეთისთვის შენობით მიგვემართა, საოცარი სიახლო-
ვე ვიგრძენი. ერთხელ მარიენბადში გითხარით: ბარბაროსობა იქნე-
ბოდა ყველა სიტუაციაში, ყველა ადამიანის აღსასრული, ეგრეთ წო-
დებული, ბუნებისთვის მიგვენდო. ბუნებისთვის სულერთია, ვიტან-
ჯებით თუ არა, ჩვენთვის კი – არა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადამ-
წყვეტი ნაბიჯის გადადგმა და კრიტიკულ მომენტში, კულტურული
თუ დაკანონებული წეს-ჩვეულებისთვის გადაბიჯება.
ჩემი სიყვარული რომ უიმედობაში არ გადაიზარდოს, დღედაღამ
მხოლოდ ამას ვნატრობ. მაშინ კი მართლაც ჯობს შევწყვიტო ცხოვ-
რება და არავის, თვით ნაპოლეონსაც არ ექნება უფლება ჩემი სისუს-
ტე გააკრიტიკოს, ან მსგავსი კვალი ეძიოს ჩემს დაავადებაში. რად-
გან მე თუ ეს მართლაც ჩავიდინე, ეს იქნება მხოლოდ სიყვარულის
და არა სხვა რამის გამო. თუმცა, ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება. ვიცი,
უნდა გამოვტყდე, რომ მეორე ფაუსტისა და ასევე მეორე მოგზაუ-
რობის წლების გამო ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს. თუმცა
რა მოსატანია მოვალეობა უიმედო სიყვარულთან?! საბედნიეროდ,
უიმედობა ჯიუტი კერპივით არაა, რომელსაც ვერ დაელაპარაკები.
დღედაღამ ვევაჭრები, მეტად ცბიერია, მაგრამ არც მე ვარ უაზრო,
უიმედო სიტუაციას არასოდეს არ უნდა მისცე დამარცხების საბაბი.
ზოგჯერ ვფიქრობ, ვაითუ რაღაცას არასწორად ვამბობ და იმას, რა-
საც არ ვამბობ, ან იშვიათად ვამბობ, სწორედ ის იყოს სწორი. მახ-
სოვს, რა გაოცებულმა თქვით: ნაპოლეონი ბუნების გარდაუვალო-
ბააო! აჰ, თქვენ რომ მეც ასეთად მთვლიდეთ!
მგონი, ხელახლა ვიწყებ წერას. მხატვარ ჯულია ფონ ეგლოფშტა-
ინს, მის მომღერალ დას ლინხენს, ჭკვიანსა და ლამაზს ადელე შო-
პენჰაუერს, ოტილიას და ულრიკე ფონ პოგვიშს, რომელსაც ცხოვრე-
ბას დახარბებულს მუდამ ფეხი უცდებოდა, მათ, ყველას ჩემ გარემო-
ში სურს ყოფნა. ბევრი ითქვა უკვე როგორ მოხიბლა ერთმა ლამაზმა
გოგომ საიდუმლო მრჩეველი, თავისი ენამოსწრებულობით, გასაო-

144
ცარი მოსმენის უნარით, დღედაღამ განუყრელი იყვნენო... დიახ, დი-
ახ, დიახ. ასე ლაპარაკობენ ჩვენზე გამუდმებით. კანცლერი ფონ მი-
ულერი ყველაზე შორს იჭრება, ჩემი ყველაზე უერთგულესი და სან-
დო პიროვნება. ჩემთან უფრო უყვარს ჯდომა, ვიდრე დაბლა, კან-
ცლერის სასახლეში ყოფნა. კანცლერ ფონ მიულერთან ჩემი დაშო-
რება არავის და არაფერს შეუძლია. ყველა დანარჩენმა ოტილიას და
ჩემი ვაჟის გამო მიღალატა. მხოლოდ კაცებმა, რა თქმა უნდა. ჩემ
გარშემო კი ყველა ის კაცია, ლექსის წერა რომ ეხერხება. თუმცა კან-
ცლერი მიულერიც წერს ლექსებს, მაგრამ ის გამონაკლისია. აი: რი-
მერი, ჯონი, შტადელმანი, ეკერმანი, კროიტერი კი... თუ ოტილია
მათ ლექსებს შეაქებს, ისინიც უკვე მზად არიან ყველაფერი მის ნე-
ბაზე გააკეთონ. ჩემს მიულერს. ვერაფერს მოუხერხებს. იოჰან ჰაინ-
რიხ მაიერმა კი, რომელიც ლექსებს არ წერს, იმედი გამიცრუა. მოკ-
ლედ, წარმოუდგენლად საშინელი სიტუაციაა, ულრიკე. მინდა გით-
ხრათ, რომ ჩემს მეგობრებს ახლა უკვე ასე ვყოფ: საიმედო და არა-
საიმედო. საიმედოებს შორის პირველი – ესაა კანცლერი ფონ მი-
ულერი, მაიერი კი ნომერ პირველი იმედგამაცრუებელი – არასაიმე-
დო. მაგას ერთ სიტყვასაც ვერ ვეტყვი.
გრაფინიები ეგლოფშტაინები და ადელა შოპენჰაუერი ჩემი და
თქვენი ერთგულები არიან. მათ სამივეს მოსაწვევი გავუგზავნე. ყო-
ველდღე ხუთის მერე მოდიან და რამდენ ხანსაც სურთ, იმდენ ხანს
რჩებიან. ქალებთან მთლად ცუდი მოსაუბრე არ უნდა ვიყო. მგონი
მოლოდინს გადავაჭარბე და რადგან ჩვეულებრივ არც საქმიანი
სტუმრები მაკლია, ჩემი პროგრამა მშვენივრად ჭრის, რაც შემდეგში
ჩანს: 17 სექტემბრის მერე ვისწავლე, რომ ვერავინ უნდა მიხვდეს,
რა ხდება ჩემს გულში. მთავარია, არავინ ჩამწვდეს. უცბად იქნებ
ვერც შევძლო, მაგრამ როგორმე უნდა მოვახერხო ყველა ქალისა თუ
გოგოს მიმართ დემონსტრაციულად ყურადღებიანი ვიყო. ეს ქცევა
კი ჩემი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. ერთმა, კაროლინამ

145
ნახევარი საათის საუბრის შემდეგ სანიმუშო თაყვანისმცემელი მი-
წოდა. უნდა ვაღიარო, მსგავსი რამ იმიტომ გამომდის, რომ ყველა
ქალში ვცდილობ თქვენ დაგინახოთ და ისე მოვიქცე, როგორც
თქვენთან მოვიქცეოდი. მას შემდეგ, რაც თქვენ ჩემში ჩაგასახლეთ,
ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე ქალების მიმართ ვგრძნობდი
ან ვლაპარაკობდი, ერთგვარი ჩვეული წესივით იყო, ახლა კი, მე
მართლაც მე ვარ. ჩემი საუბრით თუ გრძნობებით.
ნებას დამრთავთ, ახლა ვთქვა, რომ წერისგან ხელი ამტკივდა და
ამიტომ ვწყვეტ წერას? ვერთერის შემდეგ ჩემი ხელით ამდენ ხანს
ჯერ არ მიწერია.
ღამე მშვიდობისა, ულრიკე.
ვაიმარი, 10 ოქტომბერი, 1823 წელი
გუშინ ნადირობის შემდეგ ჩვენთან ნადიმი გაიმართა. თავად მე
შემწვარი ხორცი დავჭერი. ოტილია, თავისი გაშტერებული მდგომა-
რეობიდან, როგორც იქნა, გამოვიდა და უკვე ადგა, ჩემ გვერდით
იდგა და მიყურებდა, როგორ ვჭრიდი ხორცს. გეგონება, ამოწმებდა,
ყველაფერს კარგად ვაკეთებდი თუ არა. მერე ხმამაღლა შემაქო. მე-
ტისმეტად ხმამაღლაც კი. მას საერთოდ არ გააჩნია ზომიერების
ზღვარი. სხვათა შორის, ჩემს ვაჟს აუგუსტსაც თვალში მოხვდა მისი
ხმამაღალი ქება და მკაცრად უთხრა: მამაჩემი შენი ქვეშევრდომი არ
არისო. ჩემს დასაცავად ადელე შოპენჰაურმაც მრავალმნიშვნელოვ-
ნად დაასკვნა, – ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემზე აზრის გამოთქმის უფ-
ლებაც არა აქვსო, სხვათა შორის, ესეც ჩემი მიღწევაა ამ ომში; ოპე-
რაშიც თუ დამპატიჟებენ, ხალისით დავთანხმდები, მაგრამ თუ თავს
კარგად ვერ ვიგრძნობ, მაშინვე წამოვალ, მაგრამ არ შევიტყობ, რომ
ასე ულრიკეს გამო მოვიქეცი, და რომ მე ულრიკეს გარეშე არანაირი
მუსიკის მოსმენა არ მსურს. ასე რომ, უარის თქმის ტაქტიკაა მოსა-
ფიქრებელი. ახალგაზრდა ქალბატონები საზოგადოებრივი თავშეყ-
რისას ჩემს მზერაში ულრიკეს კვალს არ ეძებენ, რა თქმა უნდა, ოტი-

146
ლიას გარდა. მერე დავსხედით და მივირთვით. მათ შორის, ახალგაზ-
რდა ნიკოლოვიუსიც იყო. მართლაც, არაჩვეულებრივ ყმაწვილია,
ღირსი მფარველობისა და ყურადღებისა. ქალბატონებიც ფუტკრე-
ბივით ეხვეოდნენ. მე მხოლოდ მათი ზურგის მზერაღა დამრჩენოდა.
ეტყობა, ამაშიც ოტილიას ხელი ერია. ყველაფერს აკეთებდა, რომ
ყურადღების ცენტრში ეს ყმაწვილი ნიკოლოვიუსი ყოფილიყო.
ვგრძნობდი, რომ ამით ჩემთვის იმის დემონსტრირება სურდა, ნახე
რა არასაინტერესო ხარ, როცა შენს წრეში ახალგაზრდა მშვენიერი
ყმაწვილი გამოჩნდებაო. ამან, ჩემო საყვარელო ულრიკე, მთელი სა-
ღამო გამიფუჭა. ყურადღებას რომ არავინ მაქცევდა, მიხაროდა კი-
დეც, მაგრამ გულიც მტკიოდა, რომ ახალგაზრდა ყმაწვილის ფონზე
მე ვერავინ მხედავდა. ოტილიას დირიჟორობით ეს არაჩვეულებრი-
ვი ყმაწვილი სულ უფრო მეტად იხვეჭდა ყველას ყურადღებას. ასე
რომ, მე ჩემივე სახლიდან გამოვიპარე. ჩემს ოთახში განვმარტოვდი.
შტადელმანი მოვიდა, ხუთი სანთელი აანთო, წაკითხვა რომ შემძლე-
ბოდა. შტადელმანმა ყოველთვის იცის, მძიმე სიტუაციაში თავის ბა-
ტონს როგორ ემსახუროს... კითხვა დავიწყე, ელეგიას ვკითხულობ-
დი. უკვე არა ერთხელ წამიკითხავს. საყვარელო ულრიკე, გთხოვთ,
ნება მომცეთ, მესამე პირით ვილაპარაკო, ანუ მე ჩემს თავს °„ის“ ვუ-
წოდო, ასე უფრო გამიიოლდება, რომ მე მე ვიყო. ვერთერის კაკლის
ხეების შემდეგ ალბათ უკვე იცით, მე ვინც ვარ. °„ის“ – მხოლოდ ფა-
სადია, სავარაუდო თავშესაფარი, იმისა, რაც ჩემშია, „მე“ კი – ეს უფ-
რო აღიარებაა, რომელსაც დაფარვა არ ეხერხება. 17 დან 27 სექტემ-
ბრამდე მან ელეგია სუფთად დაწერა, საუკეთესო ქაღალდზე, ჯონმა
უშოვა და წამითაც არ უფიქრია, ჯონისთვის დაეწერინებინა. და კი-
დევ: ელეგია ჯერ არავის არ უნდა ენახა. დღემდე მართლაც არავის
უნახავს. სიამაყით შეეძლო ეთქვა, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა. შე-
უფერხებლად შეეძლო თავიდან ბოლომდე ეთქვა. ის ყოველ ტაეპს
თვალით კი არ კითხულობდა, არამედ მთელი გულითა და სულით,.

147
ულრიკე, რამდენი რამ დამიწერია და რამდენი ეძებს ჩემს ნაწერ-
ში განკურნებას. წერა ადამიანს შველის, ვაი მას, ვისაც ეს არ შეუძ-
ლია, მაშინ ალბათ, ვერთერის მსგავსად, მართლაც შეიძლება კაცმა
თავი მოიკლას.. ახლა, საყვარელო ულრიკე! კაი, დავწერე ელეგია,
მაგრამ პირველი შემთხვევაა, რომ დაწერილი არ მშველის. მხოლოდ
წერა მგვრის შვებას. მაგრამ რა ვიქნებოდი მე ელეგიის გარეშე? ის
ჩემს მონატრებას ზედმიწევნით ასახავს. სიამაყე თავისთავად. მე
მსურს ეს სიამაყე თქვენგან ვისწავლო. მინდა ელეგიასავით ვიყო.
მშვიდი, თავშეკავებული. ეს თქვენი ელეგიაა. ვიდრე თქვენ ამას არ
მიიღებთ, თქვენ არ წაიკითხავთ, არავის მივცემ წასაკითხად. ეს ჩვე-
ნი ელეგიაა. ის სხვისთვის არ არსებობს. გესმით, როგორ შეუძლია
სულს კბილებით ღრჭიალი. ახლა ვზივარ აქ და მინდა ელეგია და ეს
წერილი გამოგიგზავნოთ! შტადელმანს კალამდე, თუნდაც პიოსნე-
კამდე ჩატანაც რომ მოუწიოს.

148
2
ვაიმარი 15 ოქტომბერი, 1823 წელი
ელეგიამ უკვე გამოაღწია სახლიდან. სამი რამის დამალვაა ძნე-
ლი: სიყვარულის, ცეცხლისა და ლექსისა. მეტისმეტად დიდხანს ვი-
თამაშე. ახლა კი მოვისყიდე შტადელმანი, შეთავაზებულმა თანხამ
ლამის ენა წაართვა, აკრობატივით დაიგრიხა. მან ბად ბერკაში ჩა-
ტანა შემომთავაზა. ასე რომ, ელეგიამ სახლის კედლებს გამოაღწია.
ამ ბრძოლაში შეტევის აზრი სისუსტის მოძალებისაგან დაიბადა, გუ-
შინ საღამოს ცისფერი ოთახიდან, რომ შემოიჭრა. აჰ, ულრიკე, ოთა-
ხებს ასე აღარ უნდა ერქვას. ასე ჰქვია აქ ერთ სალონს, რადგან მისი
კედლები ცისფერია. გვერდით კი ყვითელი სალონია, აარნიკასებუ-
რი ყვითელი. ეს გააკეთა მაიერმა, ნომერ პირველმა იმედგამცრუე-
ბელმა, მერყევმა პიროვნებამ, რომელმაც 30 წლის წინ ჩემთვის სახ-
ლი ხელახლა გადააკეთა. როგორ მინდა, თქვენც აიაროთ ამ სამყა-
როს კიბეები, რა ძნელი ყოფილა, როცა თქვენ შესახებ არა ვიცოდი,
ახლა კი თქვენი წყალობით ხელახლა ვსწავლობ სიარულს. მინდა
მეც ისე ლაღად, მსუბუქად ვიარო, როგორც თქვენ. ყოველი ნაბიჯი

149
თქვენს სიარულს მახსენებს – თითქოს დაფრინავთო. როცა ამ საფე-
ხურებს ამოჰყვებით, ჯერ შიგნითა ეზოს შესასვლელთან აღმოჩნდე-
ბით, და ზედა საფეხურზე მდგომი ზღურბლზე, ღია ფერის ხეზე წა-
იკითხავთ: „SALVE”. მე ამას ახლავე გეუბნებით, რადგან ვიცი,
თქვენ წინ არასოდეს იყურებით, არასოდეს დასცქერით დედამიწას,
ყოველთვის მაღლა იყურებით, იქ, სადაც თქვენი მიზნებია. მერე შე-
აბიჯებთ ამ კარში და გაოცდებით, უეჭველად აიმრეზთ თქვენს ყოვ-
ლისშემძლე ბაგეებს ქვაში გამოკვეთილი იუნონას თავის დანახვაზე.
და კიდევ სხვა უამრავ გამოქანდაკებულ ბიუსტზე: თქვენს საყვა-
რელ შილერს, ჰერდერს, ვინკელმანსაც ნახავთ აქ. ოთახი რომ ცის-
ფერია, ულამაზესი ცისფერი, ლავანდის ფერი, ეს ალბათ თქვენ ამ
ოთახის ხელოვნებასთან შეგაგუებთ, რიგით მეორე ლამაზი ოთახი,
ძვირფასო ულრიკე, ესაა ყვითელი, ყვავილი – ანრიკას ფერის ყვი-
თელი.
მოკლედ, გუშინ საღამოს, სახლის მეპატრონეზე აქ ისევ იქნებო-
და ჩურჩული: მარიენბადი, მოხუცი ვერთერი,… ფუი ეშმაკს! და ახ-
ლა მე ვეუბნები ამ სახლის პატრონს, საკუთარ თავს: ეს აღარ უნდა
განმეორდეს.
და გპირდებათ, სიას შევადგენ. სიაში პირველი ნომრით იქნება:
ის წესები, ყოველგვარი ეჭვების გასაფანტავად ქმედება;
არანაირი უარის თქმა რჩევებზე. ოტილიასთან და აუგუსტთან
ერთად კონცერტებზე სიარული. ალბათ მათ მისი ლოჟაში გამოჭიმ-
ვა სურთ, შეხეთ! ის ისევ აქაა! ის ჩვენს ხელთაა! მარცხნივ და მარ-
ჯვნივ გაბრწყინებული სახეები: როგორც იქნა! ვერაფერმა ვერ უნ-
და შეძლოს, რამე შემამჩნიონ.
ყოველ ჯერზე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფი ყმაწ-
ვილისადმი მე, სხვაზე მეტი ყურადღება გამოვიჩინო მისადმი. ახალ-
გაზრდა კომპლიმენტებში ჩავახრჩო. მისი კომპლიმენტებით შესხმის
ინიციატივა თავიდანვე საკუთარ თავზე ავიღო. სულ ერთია, რაც
უნდა თქვას მან, უფრო უკეთესს მოვიფიქრებ. კანცლერი მიულერი,

150
მშენებლობის დირექტორი კუდრეი, ესენი საიმედოები არიან. ის,
რომ სადმე მასზე ჭორაობდნენ, ამას მასზე არ უნდა ემოქმედა, რად-
გან შეყვარებული კაცის შეჩერება არაფერს შეუძლია, იმის გარდა,
ვინც უყვარს.
გარეგნულად ვცდილობ აქ ვიყო, როცა ამინდზე ან კანტზე საუბ-
რობდნენ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სამყაროში დაფრინავს
ჩემი ფიქრები, ჩემში სიყვარულის ქაოსი ტრიალებს.
ახალგაზრდა ნიკოლავიუსი დე რორის აჩრდილივითაა. ვფიქ-
რობ, უკეთ ვიგრძნობ თავს, ფიქრებს საჭირო მსვლელობას თუ მივ-
ცემ. იმის გახსენებაც კი გულს მტკენს, თქვენ რომ მაშინ იმ ყმაწვი-
ლის სახელი არ გამიმხილეთ. მან ნდობა გამოგტყუათ და დაგავალ-
დებულათ, რომ ეს ნდობა არ გაგეცრუებინათ. მე კი გიყურებთ შო-
რიდან, სადამდე გაგრძელდება ასე. ეს ველოციფერი პარიზისკენ მი-
ისწრაფის. რათა საფრანგეთის დედოფალს ბრილიანტი აჩუქოს. ყვე-
ლაზე დიდი კარატიანი ბრილიანტი, რაც კი არსებობს. დედათქვენმა
რამდენიმე დღის შემდეგ – როცა თქვენ დებთან ერთად ყვავილების
მოსაკრეფად იყავით, მომიყვა იმ უსახელოზე, რაც გრაფ კლებელ-
სბერგისაგან იცოდა: ეს ყმაწვილი ყველასთან თავისი სამკაულის გა-
საღებას ცდილობს, და თან საჩუქარს უწოდებსო.
გახსოვთ მისი თვალები? მე ახლაც აშკარად ვხედავ მის თვა-
ლებს: ღრმად ჩამჯდარ ცისფერ თვალებს, გარშემოც რომ ცისფერი
აქვს თეთრის ნაცვლად. ასეთი მხოლოდ ჩიტებში მინახავს. ჩიტს, რა
ლამაზი და საყვარელიც არ უნდა იყოს, მაინც ცივი და გამყინავი მზე-
რა აქვს ამ სიცისფრის გამო. ახლა უკვე მასზეც ავლაპარაკდი, ისე,
როგორც ხალხი ნაპოლეონზე ლაპარაკობს. ისე, ამას რომ ვამბობ,
ჩიტები მაინც დავინდო. ასეთი გარსი მხოლოდ სატურნს თუ აქვს.
ესაა მუქარის პლანეტა... ის მეტრი და ოთხმოცდაშვიდი სიმაღლი-
საა, მითხრა დედათქვენმა, ისე, რომ მე არც მიკითხავს. ისიც დასძი-
ნა: პრაქტიკულად, სულ გზაშია პარიზსა და ვენას შორის. მოკლედ,

151
სტრასბურგში თუ გაჩერდება, იცის, სად იპოვოს ფრანგული ინტერ-
ნატი, ეს, ჩემი მხრივ, სულაც არაა ავადმყოფური ფანტაზია. ნაპო-
ლეონივით მოკლედ შეჭრილი თმით სამხედროს ჰგავს, იქნებ აქ მისი
იისფერი ფრაკიც უნდა ვახსენოთ...
აჰ, ალბათ ჯობია, ახლა შევეშვა ამაზე ლაპარაკს, ჩემო საყვარე-
ლო ულრიკე. ის თქვენითაა შეპყრობილი, ის უმაღლესი ხარისხის
ველოციფერული პიროვნებაა. მე ალბათ მასთან კონკურენცია მო-
მიწევს. სულაც არ ვცდილობ რამე ზეგავლენის მოხდენას. ამის სურ-
ვილის უფლებაც კი არ მაქვს. ამ ჩემს გამოუვალ მდგომარეობას ერ-
თადერთი საშინელი სურვილით თუ შევცვლი: ნეტავ შეიძლებოდეს
სულის დაბრმავება, ისე, როგორც თვალით დაბრმავება. ამ უსახე-
ლოზე რომ აღარ ვიფიქრო. ის აზრიც არ მასვენებს, რა გითხრათ მა-
შინ, ველური დაუფლების ჟინით შეპყრობილი რომ გამოგემშვიდო-
ბათ? მარიენბადში, ჩემთან „გოლდენენ თრაუბეში“, გადაკვრით,
მაგრამ სიცილით ახსენეთ, რაღაც რომ გითხრათ იმ უსახელომ. მად-
ლიერი ვიქნები, თუ იმ ბოლო გამოსამშვიდობებელ წინადადებას გა-
მიმხელთ. ჩემი აზრით, ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ, ან უფრო სწო-
რად მე, რას უნდა მოველოდე. როგორც კი გავიგებ, რომ თქვენ ელე-
გია წაიკითხეთ, მაშინვე გაგიმხელთ, იმ ღამით რისი დაწერა და გა-
მოგზავნა მინდოდა.
ასე უარყოფილად ყოფნას დიდხანს ვეღარ გავუძლებ
პოსტრევოლუციონერი ინტერნატის
ქალბატონისადმი.
და კიდევ, ისღა დამრჩენია, გთხოვოთ: ეგებ მოიღოთ წყალობა
და თქვენი გულისხმიერებითა და ყურადღებით მალე გამაბედნი-
ეროთ. მხოლოდ ეს თუ მომგვრის ახლა შვებას.
დანართი: კარგად ვიცი, რომ პედანტი ვარ, მაგრამ დაუდევრო-
ბაში ჩამომერთმევა, თუ არ გეტყვით, რას ვფიქრობ იმ უსახელოზე
და თავში რა აზრები მომდის მასზე. წელს, ივლისში, ბიომენში გამ-

152
გზავრებამდე, იქნებ მაგ პატივცემულ ბატონთან წერილი გავაგზავ-
ნინო, რომ ალმასების ნახვა მსურს, როგორც ქვის ექსპერტს. ბატონ-
მა სორეტმა, პრინცის აღმზრდელმა სასახლის კარზე, ბუნებათმცოდ-
ნემ, ჩემთვის ანტი-ნიუტონისეული აზრებით მეტად ახლობელმა პი-
როვნებამ, თავისი სამშობლოდან, ჟენევიდან მოიწვია ქიმიკოსი, ფი-
ზიკოსი, და ჩვენ: მე, კანცლერ ფონ მიულერს და მშენებელ კუდრეის,
გაგვიზიარა თავისი გამოცდილება მაჰაგონიდან. შემდეგ კი გამოფი-
ნა, ჩვენ წინაშე სხვადასხვა სიდიდის და ფორმის საოცარი ალმასები
გააწყო, რათა შეგვემოწმებინა და შეგვერჩია მათ შორის საუკეთე-
სო. პრინცი მხოლოდ ჩვენი რჩევის მერე აპირებდა ქვის ყიდვას. ამ
მოკრძალებულმა ჟენეველმა სპეციალისტმა შესარჩევად დრო მოგ-
ვცა. ყოველმა ჩვენგანმა ორი-სამი ქვა აარჩია. ჟენეველმა კი გვით-
ხრა: ამ ბრილიანტებიდან ნამდვილი არც ერთი არ არის. ალმასი ჩემი
დამუშავებულია. მერე მიგვითითა ბრილიანტის დაუხვეწელობაზე.
ეს ქვები ნამდვილ ბრილიანტთან შედარებით ძალიან იაფი იყო. მის-
მა აღმატებულებამ ყველა იყიდა. ჟენეველი დაგვპირდა, რომ უფრო
უკეთ დამუშავებული ქვებით ისევ გვეწვეოდა. ეს არ უნდა მეთქვა
თქვენთვის? ხომ შეიძლება იმ ბრილიანტების ასე უხვად გამჩუქე-
ბელ უსახელოსაც ასეთი ბრილიანტებით მოჰქონდა თავი? ეს ყველა-
ფერი მხოლოდ თქვენი გულისთვის მოვყევი. ღამე მშვიდობისა.
იქნებ ეს წერილები სულაც ვერ გამოგიგზავნოთ, რაც სავსებით
შესაძლებელია, – გამოგზავნას ალბათ მას შემდეგ შევძლებ, როცა
სტრასბურგში იქნებით. მხოლოდ იმის იმედით ვცოცხლობ, რომ
ოდესმე ჩემს წერილებს წაიკითხავთ, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი
მზარავს, რომ შესაძლოა საერთოდაც ვერ წაიკითხოთ, ან იქნებ მხო-
ლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ. რადგან აქ, ყოველ ჩემს ნაბიჯს აკონ-
ტროლებენ. ოდესმე თუ მაინც წაიკითხავთ ამ წერილებს, ალბათ
მიხვდებით, რომ თითოეულიდან მხოლოდ საშინელი მარტოობა იგ-
რძნობა, უკეთ თუ ვიტყვით მიტოვებულობა. კიდევ ერთხელ ღამე
მშვიდობისა, სხვათა შორის, გუშინ მოსაწვევი ბარათი მივიღე, ხუთი

153
წლით ჩემზე უმცროსი ჩემი მეგობარი, კნებელი, ქორწინდება, ცო-
ლად ირთავს ორმოცდასამი წლით თავისზე უმცროსს. მე, რა თქმა
უნდა, გულით ვულოცავ, მაგრამ, ამავე დროს, შური და სიბრაზეც
მიპყრობს.
ვაიმარი, 16 ოქტომბერი 1823წელი
საყვარელო ულრიკე,
ხშირად მახსენდება ის დრო, როცა მთლად კარგად ვერ ვგრძნობ-
დი თავს. ბედნიერებად მიმაჩნია, რომ ის, რაც აქამდე მაკლდა ცხოვ-
რებაში, ახლა შემიძლია გამოვასწორო. გახსოვთ, ერთხელ რომ მით-
ხარით, ლამაზად გამოიყურებითო?! გაოცებამ შემიპყრო. თან დას-
ძინეთ, დღესო! ნუთუ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო? დღესო, რომ მეუბ-
ნებოდით, ამით იმის თქმა გსურდათ: რა გიკვირთ, ისედაც იცით,
რომ კარგად გამოიყურებითო, მაგრამ მე მაინც დღევანდელი დღით
შემოვიფარგლეო. ალბათ ეს წინადადება არასწორად თუ გავიგე, მა-
შინ სათანადოდ ვერ გიპასუხეთ, ახლა მსურს ამაზე პასუხი მოგწე-
როთ. მაშინ თამამად, ხმამაღლა უნდა მეთქვა: და თქვენ! და თქვენ!
და თქვენ! რა აუტანელია, როცა გამუდმებით გიწევს შენში ჩაახშო
ის, რისი თქმის და გამოხატვის სურვილიც გკლავს. საყვარელო ულ-
რიკე, მინდა შევაჯამო, რასაც თქვენ ზაფხულის 49 დღის განმავლო-
ბაში საკუთარ გარეგნობაზე ამბობდით: დიდი ყურები, თხელი თმა,
თვალების ფერი გაურკვეველი, ცხვირი ოდნავ მოხრილი, პატარა პი-
რი. და ახლა ჩემი შეხედულებაც მოგახსენოთ: ყურები, აყვავებული
ჯიშიანი ხეხილის ხის ფოთლებივით, პირი მარად ხალისითა და სი-
ლაღით სავსე, ცხვირი, სწორედ რომ ამ სახისთვის ზედგამოჭრილი,
ზღაპრული უნაზესი მიმზიდველობით. ახლა თმაზეც ვიტყვი: თქვენი
თმა სხვაგვარი არც შეიძლება იყოს, სწორედ რომ ასეთი თმა სჭირ-
დება თქვენს სახეს. თვალები? აჰ, ულრიკე, ეს თქვენ ჩემგან უკვე
არა ერთხელ მოგისმენიათ, რომ თქვენი თვალები სრულყოფილი
მშვენიერების დასტურია, რომლის მზერითაც ვერასოდეს გაძღება

154
კაცის თვალი. ზღვასავით ცისფერია თქვენი თვალები, მაგრამ ზღვა-
საც კი შეშურდება თქვენი თვალების სიცისფრე. ალბათ თქვენით
ჩემს აღტაცებაში ეჭვი გეპარებათ, და შემაწყვეტინებთ: აჭარბებთ,
დაუჯერებელიაო. ღამე მშვიდობისა, ჩემო მომხიბვლელო, ჩემში შე-
მობრძანებულო და ჩასახლებულო. გთხოვთ, იქ დაიკავოთ ადგილი,
სადაც გენებოთ, ან ეგებ ცეკვა გსურთ? აქ, ჩემ წინაშე. მაგაზე სა-
სურველი და სასიამოვნო არაფერი იქნება. ბუნებამ ხომ სრულქმნილ
მოცეკვავედ მოგავლინათ ამქვეყნად. ყოველი თქვენი მოძრაობა სი-
ლაღესა და ბედნიერებას ასხივებს. თქვენი სხეულის ყოველი ნაწი-
ლი საოცარი დახვეწილობით დანარნარებს. მუსიკაც კი თქვენი თან-
დასწრებით სხვანაირად ჟღერს. გეგონება, ლამაზი, ყელმოღერებუ-
ლი თეთრი ფრინველი ორკესტრს თავისი ფრთებით დირიჟორობსო.
სიარულისას თითქოს დედამიწა არაფრად მიგაჩნიათ, ისე დაფრი-
ნავთ, ფეხითაც კი არ ეხებით. საოცარი მოძრაობებით დაჯილდოე-
ბული მაღლა-მაღლა დაჰქრიხართ.... დაუღალავად უახლოვდებით
კიბეებს, მაღლა-მაღლა ადიხართ, შემდეგ ფეხის წვერით უნაზეს
მოძრაობას აკეთებთ, და თითქოს ცაშიც ჩიტების ორკესტრიც სა-
ოცარ მუსიკას ააყოლებს. შინ დაბრუნება არავის სურს. სადაც თქვენ
ხართ, ყველას იქ სურს დარჩენა. სადღაც შორს სახლის მეპატრონე
შუქს აქრობს და მხიარულად დაიძახებს: ხვალინდელი დღეც გათენ-
დება. ღამე მშვიდობისა. საყვარელო ულრიკე. მართლაც იმედგაც-
რუებული დავრჩები, ჩემი წერილები რომ ვერასოდეს წაიკითხო.
დანართი: შენზე თუ თქვენზე სხვა დროს კიდევ უფრო მეტს მოგ-
წერ. მაპატიე, ულრიკე. დაწოლა ძალიან მიძნელდება. მას შემდეგ,
რაც შენ გაგიცანი, საწოლზე მეტად არაფერი მეჯავრება, ძილს ვერ
ვიტან. გიჟური სურვილიც კი გამჩენია: ნეტავი შეიძლებოდეს, რომ
საერთოდ არ დავიძინო. ბავშვივით ვარ? ულრიკე, რატომ არ სურთ
პატარა ბავშვებს დაძინება? რატომ ცდილობენ მშობლები სიმღერი-
თა თუ ათასნაირი ხერხით მათ დაძინებას? ახლა მივხვდი, რატო-
მაც! ბავშვები ხომ ყოველ წამს ათასნაირ ახალ ფერსა თუ საგანს

155
ეცნობიან, მათთვის სამყარო ატრაქციონივითაა, რომელსაც თვალ-
ყურს ადევნებენ, და რაც გონებაში ჩაებეჭდებათ, სწორედ იმას იყე-
ნებენ თავიანთ შემდგომ ცხოვრებაში. ძილს კი არაფერი მოაქვს,
უფერულობისა და მდუმარების გარდა. როგორ ღრიალებენ და ჯი-
უტობენ, რომ არ დაიძინონ, მაგრამ იძულებულნი არიან მოზრდილ-
თა წესებს დაემორჩილონ. იქნებ მე ახლა ისევ ბავშვად ვიქეცი?
გთხოვ, მიპასუხე ხვალ ამ კითხვაზე. მსურს ვიცოდე, რატომაა ახლა
ჩემთვის ძილი ასე უსიამოვნო. ახლა მესმის ის კვნესა, რომელიც
პირველად იმ უსახელოს გამოჩენის შემდეგ ღამით აღმომხდა. ღა-
მით მარტოს საკუთარი კვნესა რომ ჩაგესმის, საშინელებაა. ვიცი,
რაცაა ამის მიზეზი, მაგრამ არ ვიცი, როგორ ავირიდო თავიდან.
თითქოს საბრძოლო ველზე ვიყო, სადაც დღედაღამ მამარცხებენ.
მიკვირს, ცოცხალი კიდევ როგორ ვრჩები, მხოლოდ იმიტომ, რომ
ისევ დამამარცხონ? ყოველი დამარცხება კიდევ უფრო დამოკიდე-
ბულს მხდის შენზე. შენ ჩემზე ნაკლებ ხარ დამოკიდებული, ვიდრე
მე შენზე. არა ერთხელ გიხსენებია, რომ შენ თეორიები არ გიტაცებს,
და რომ პრაქტიკულ სპეციალობას ისურვებდი. ისეთ საქმეს, სადაც
გონება კი არა, ხელები იქნებოდა დასაქმებული. ოჰ, შენ რომ ჩემზე
იყო დამოკიდებული, ალბათ ვინმესგან ზეწრებს ითხოვებდი, ერთი-
მეორეზე გადააბამდი, ფანჯრიდან გადაძვრებოდი და ვაიმარამდე
გამოიქცეოდი, ფოსტიდან სულ ხუთი წუთიც არ უნდა ჩემამდე მოღ-
წევას. რატომ, რატომ არ მოდიხარ ჩემ სახლამდე და ერთხელ მაინც
არ შემომიგდებ კენჭს, როცა მე მთელი ღამე ვზივარ ჩემს ოთახში და
ველი, როდის ესვრი ჩემს ფანჯარას კენჭს. მაშინვე ფანჯარასთან
მოვქანდებოდი, შენს დანახვაზე მსწრაფლ შენთან დაბლა დავეშვე-
ბოდი. გაკოცებდი და მაღლა, ჩემთან სამუდამოდ ამოგიყვანდი. საყ-
ვარელო ულრიკე, რატომ, რატომ არ ხდება ასე? თავში მხოლოდ ეს
ფიქრი მიტრიალებს: ის სტრასბურგიდან დრეზდენის გზაზე ყოველ
წამს შეიძლება გამოჩნდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უცბად
შესაძლოა ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტო. სტრასბურგიდან

156
დრეზდენამდე გზა კი მხოლოდ ვაიმარზე გადის, თუ ოდნავ მაინც იქ-
ნები ყურადღებით, არ გამოგრჩება, აქ შეისვენებდი, ცხენების გა-
მოცვლიდი, სულ მცირე, ერთი საათით გაჩერდებოდი. ნუთუ შეიძ-
ლება, რომ თქვენ ვაიმარის მიწას დაადგათ ფეხი, ისე, რომ მე არ
მნახოთ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ამის გაფიქრებაც კი არ შემიძ-
ლია. თუკი თქვენ ოჯახის გამო სტრასბურგიდან დრეზდენში გაემ-
გზავრებით ჩემს უნახავად, რასაც ახლა ვიტყვი, ეს არ არის საყვე-
დური, მაგრამ კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ შენ ჩემ-
ზე ნაკლებ ხარ დამოკიდებული, ვიდრე მე შენზე. ამ წერილს თუ წა-
იკითხავ, – ვიმედოვნებ, მალეც, – გაიხსენე, როდის და რამდენჯერ
გაიფიქრე ჩემზე 16 ოქტომბრის საღამოდან 17 ოქტომბრის დილამ-
დე? მნიშვნელოვანი არაა, რა სახით. გახსოვს, რა მითხარი, როცა
შენიშნე, დარბაზში დოქტორი რებაინის ნიშნობისას, ნერვიულობი-
საგან ჩემს ცხვირსახოცს როგორ ვგრეხდი, ხან ერთ კუთხეს ვექაჩე-
ბოდი მარცხენა ხელით, ხან მეორეს – მარჯვენათი. მაგრამ ისე არ
გამიქაჩავს, რომ ხელიდან დამსხლტომოდა ცხვირსახოცის კუთხე.
ამით იცი, რისი თქმა მინდა? საოცრად დამეხმარება, თუკი მეცოდი-
ნებოდა, რამდენჯერ გაგახსენდი დღის ამ მონაკვეთში? უკვე ღამის
სამი საათია. წამოვწვები, მაგრამ საწოლთან სინათლეს დავტოვებ,
ჭერს მივაშტერდები და ისევ შენზე ვიფიქრებ. ხვალ დილას კი სიას
შევადგენ, თუ რაა ჩემთვის საშიში, რას უნდა მოვერიდო! ღამე მშვი-
დობისა, ულრიკე.
დანართი: საკმარისი იქნება, თუ მომწერთ, რომ დედათქვენის გა-
მო ვერ ახერხებთ მოწერას, რადგან მას ამ საკითხთან დაკავშირე-
ბით თავისი შეხედულება გააჩნია. მითხარით, თქვენო აღმატებულე-
ბავ, თქვენთან მოწერის უფლება არ მაქვსო.
მალულად მაინც მომწერე, ადამიანო.
ვაიმარი 17 ოქტომბერი 1823 წელი
სია, რას უნდა მოვერიდო და სად და როგორ უნდა გამოვიჩინო
სიფრთხილე. რა სიტუაციაა ჩემთვის საშიში, საიდან უნდა ველოდე

157
პროვოკაციასა და თავდასხმას.
ფანჯრიდან ყოველი გადახედვა „გოლდენენ თრაუბეშის” ფანჯა-
რას მახსენებს. ყველაფერი შენს თავს მაგონებს: ჭიქის ყოველ ჯერ-
ზე ხელში აღება, ნაპოლეონის ყოველი ხსენება, თითოეული ლექსის
თარგმნა, ან უბრალოდ, ამ სიტყვების გაგონება – სახელი და გვარი,
ასევე სიტყვები: სასახლე, ჭა, გზაჯვარედინი, შოკოლადი. ვერც კი
აგიწერ, რა მოსაწყენი მეჩვენება ახლა ყოველი გასეირნება, რადგან
მწვავედ განვიცდი, რომ იმის გარეშე, ვინც ასე მაკლია, გასეირნებაც
კი მოსაბეზრებელია.
წინასწარ შიში მიპყრობს, ეკლესიის ზარების რეკვის მოლოდინ-
ში, ვაითუ მონატრებისგან ცახცახმა ამიტანოს. ყოველ ექვს საათზე,
პრომენადიდან უკან დაბრუნებისას, ტერასაზეც, როცა ერთად ვსე-
ირნობდით, ეკლესიის ზარები რეკდა და უცბად ორივე მდუმარედ
ვიდექით, ვიდრე რეკვა არ შეწყდებოდა.
წვიმამ თუ დასცხო, მაშინვე მარიენბადი მახსენდება, კროიცბუ-
ნენინდან კლებელსბერგის სასახლემდე ორჯერ გვარიანად რომ დავ-
სველდით.
როცა ვინმე ცეკვაზე ლაპარაკობს, მაშინვე თვალწინ შენ მიდგე-
ბი. დათრგუნული სახით. ყველას ცეკვას შენსას ვადარებ.
ყოველ კომენტარზე, ვინმე ცისფერს თუ ახსენებს, სიფრთხილე
უნდა გამოვიჩინო.
ჯულია ფ-სთან ყოველი წინადადების დაწყებაზე კარგად უნდა
დავფიქრდე, რომ ასე არ მივმართო: შენ რომ ჩემი ქალიშვილი ყო-
ფილიყავი...
არ უნდა შევხტე, ვინმე თუ იტყვის, ვაიმარიდან დრეზდენში მი-
ვემგზავრებიო, როგორც ახლახან კომპოზიტორმა ლეცერფმა.
მუსიკაზე საუბრისას ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყო; ამბო-
ბენ, მუსიკა სულიერ ჭრილობას კურნავსო, მაგრამ ჩემს შემთხვევა-
ში – პირიქით, უფრო ამძაფრებს. გუშინწინ, ქალბატონმა შიმანოვ-
სკიმ, რომლის დიდი მადლობელიც ვარ, დიდებული საფორტეპიანო

158
კონცერტი გამართა, აშკარად, სულს რომ ეამებოდა, ისეთი, მაგრამ
მე ალბათ ისეთი სახე მქონდა, ოტილიამ აუგუსტს რამდენჯერმე გა-
დახედა.
გუშინ სამარცხვინო შეცდომა დავუშვი, ვახშმობისას ქალბატონ-
მა ეგლოფშტაინმა მოგონებების სადღეგრძელო წარმოთქვა, სრუ-
ლიად დაუფიქრებლად, მართლაც უეშმაკოდ. სიტყვა „მოგონებებმა“
ლამის სიბრაზისგან დამახრჩო და ყველაფერი გათქვა, რასაც ჩემში
ასე გულითადად ვმალავდი. მაგიდასთან ყველამ ერთმანეთს გადა-
ხედა.
სამკაულებზე საუბრისასაც .უდიდესი თავშეკავება უნდა გამოვი-
ჩინო
ახლახან მეტად სახიფათო წუთები განვიცადე. ახალგაზრდა პო-
ეტმა ჩემი ნაწარმოებიდან „ვილჰემ მაისტერის მოგზაურობის წლე-
ბი” ის ადგილი წაიკითხა – იდუმალ გვარებზე, მე ისევ უსახელო გა-
მახსენდა, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ
ჰქონდა. მგონი, მხოლოდ კანცლერმა ფონ მიულერმა შემატყო რა-
ღაც. სხვებმა უსახელოზე არაფერი იცოდნენ.
როგორც კი ვინმე სპილენძის გრავირებაზე დაიწყებს ლაპარაკს,
ჩემი ფიქრები უკვე სხვაგან დაჰქრიან, რადგან ერთხელ ულრიკეს
დედამ მითხრა: ყველაზე მშვენიერი წუთები ჩემთვის ისაა, როცა მე
და ულრიკე გვერდიგვერდ ვსხედვართ და სპილენძზე გრავიურებს
ვათვალიერებთ რაფაელის ეპოქიდანო.
გუშინდელი რიმერის ნათქვამი: კაცი საკუთარ თავს უნდა შთა-
აგონებდესო, აშკარად ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული. ოტილი-
აც მაშინვე შეეცადა ჩემს ჩათრევას. რაღაცნაირად თავი დავიძვრინე
და დავძინე: ალბათ გონება უფრო ნაკლებ უნდა გვმართავდეს, ვიდ-
რე რწმენა-მეთქი. ოტილიამ ისედაც მოკუმული ტუჩები კიდევ უფ-
რო მაგრად მოკუმა.
სახიფათოა ესეც: როცა ნისლი ჩამოწვება ტყეზე, როგორც მარი-
ენბადში წვიმიანი ღამეების შემდეგ, აბა, როგორ არ გამახსენდება,

159
ულრიკეს რომ ვუთხარი: გახედეთ, თითქოს ნაძვის ხის კენწეროები
ნისლის ზღვაში იძირებიან. არასოდეს გამიგია ეს გამონათქვამიო, –
დასძინა ულრიკემ. და ვიდრე აქ, წვიმიანი ღამეების შემდეგ ნისლი
ჩამოწვება, მინდა შინ დავრჩე, დავიმალო.
აშკარად უნდა მოვერიო თავს და გავფრთხილდე: წყვილების და-
ნახვაზე სიძულვილის გრძნობა არ გამიჩნდეს.
ვიდრე სიტყვა ბალიშს მოვკრავ ყურს, მთელი ძალისხმევით
ვცდილობ ავირიდო მოგონება, როგორ იჯექით თქვენ ჩემს დივანზე
და როგორ გქონდათ ჩამოყრდნობილი ერთი მკლავი დიდ ყვითელ
ბალიშზე.
საკუთარ ბაგეებსაც კი უნდა ვუფრთხოდე! ყოველთვის, როცა
სარკის წინ ჩავივლი, ვხედავ, როგორ მაქვს მოკუმული ბაგეები, მარ-
ცხენა კუთხე ისეა მომანჭული, რაც კეთილშობილურ იერს ნამდვი-
ლად არ მაძლევს.
ფრთხილად უნდა ვიყო, სადმე გაზეთში სიტყვა ქორწილს თუ
მოვკრავ თვალს, სამჯერ მაინც ჩავხედო, გადავამოწმო და ისე არ
დამემართოს, როგორც კნებელის შემთხვევაში მეგონა: რომ მასზე
ხუთი წლით დიდი კნებელი ირთავდა ახალგაზრდა ცოლს, და ბო-
ლოს გაირკვა, რომ მის ვაჟზე ყოფილა ლაპარაკი! ! !
ვაიმარი, 19 ოქტომბერი, 1823 წელი
საყვარელო ულრიკე,
შეყვარებული კაცი
იმ დღეს, როცა ერთმანეთისთვის შენობით მიმართვის უფლება
გვქონდა, ტყეში გასეირნებისას, შენ წითელი ლიუპინები მოგიკრი-
ფე. მიყვარს, ლიუპინები წითლად რომ ღვივიან. ვიდრე მე ყვავი-
ლებს ვკრეფდი, შენ მდელოზე, მწვანე ბალახზე ისე დასეირნობდი,
გეგონება, ფეხს არ აბიჯებსო. შორიდან გიმზერდი, როგორ დაიხა-
რე, რა ლაღად და მსუბუქად ჩაიმუხლე და შენი საყვარელი ყვავი-
ლები მოკრიფე. მერე კი ისევ ჩემკენ წამოხვედი ანრიკა-ს თაიგულით
ხელში. ჩემი წითელი ყვავილებიც შენს თაიგულში ლამაზად ჩააწყვე.

160
ჩემი მუქი წითელი ლიუპინები შენს ყვითელ ანრიკას შეერწყნენ და
ლამის შიგ ჩაიკარგნენ. ორივეს გაგვეღიმა. ასე გაღიმებულნი წამო-
ვედით უკან კარლსბადში, რათა ამ საყაროს დავბრუნებოდით.
აი, კიდევ რის თქმა მინდა, ეს შენ არ გეცოდინება. იცი, რას ამ-
ბობს აბე, ვილჰელმ მაისტერის სწავლის წლებიდან? ყველაფერი
ფარდობითია. ალბათ ოდესმე მიხვდები ამას. თუკი კაცი საკუთარ
არასრულფასოვნებას შეიცნობს, განა არ უნდა გამოტყდეს? მაშ, ეს
ნათქვამიც ყველაფერი ფარდობითია, ხომ დაუსრულებელი იქნება.
არა და, უნდა ვთქვათ: ყველაფერი ფარდობითია, გარდა სიყვარუ-
ლისა. გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, შენი წყალობით შეძენი-
ლი გამოცდილებიდან. მომეცი ნება, რომ გითხრა: განუმეორებელი,
შეუდარებელი ხარ. სწორედ შენმა შეუდარებლობამ მომაჯადოვა.
ყოველ წუთს შენით ვარ მოცული. რამდენ გოგონასა თუ ქალს შევ-
ხვედრივარ, მაგრამ ჯერ ასეთი ზრდილი, ლაღი, მხიარული, ნარნა-
რი, მოცეკვავე, დიახ, მზერაც თითქოს უცეკვავსო, არსად მინახავს
ზღვასავით ღრმა, ზღაპრული თვალები, რომელნიც თითქოს
შტურმს ელიანო, რომ თავიანთი სილამაზე მთელ სამყაროს მოჰფი-
ნონო. შესაძლოა სხვაცაა ასეთი, შესაძლოა, შესაძლოა. მაგრამ ჩემ-
თვის ასეთი მხოლოდ შენ არსებობ. იქნებ მე ერთადერთი ვარ, რო-
მელმაც ეს განუმეორებლობა შენიშნა შენში. თუმცა ეს წარმოუდგე-
ნელია, მაგრამ ამის გაფიქრება კი მართლაც სიამოვნებას მგვრის,
თუ მე, მხოლოდ მე ვარ ერთადერთი, ვინც შენი განუმეორებლობა
აღმოაჩინა, და გამოდის, მაშინ მართლაც ჩემი უნდა იყო. ეს იქნებო-
და ყველაზე ლამაზი, პლატონური ზღაპარი, რომელზეც მხოლოდ
თუ ვიოცნებებ. ყოველი ადამიანი განუმეორებელია, მაგრამ მხო-
ლოდ ერთადერთი ადამიანისთვის. ჩემთვის ასეთი შენ ხარ. ამის-
თვის არ მჭირდება ჩამოვთვალო, რა თვისების თუ თმის ფერის გა-
მო. უბრალოდ შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ. და მიჩნდება ასეთი
კითხვა: ვარ კი მეც შენთვის ერთადერთი? არა! ასე რომ იყოს, უკვე
კარგა ხანია, ჩემთან იქნებოდი. აქ, ჩემ გვერდით. წვიმისა თუ ქარის

161
მიუხედავად, ჩემთან გამოიქცეოდი, და ყველანაირ წესსა თუ კანონს
შეებრძოლებოდი. მაგრამ ჩემთვის მაინც ერთადერთი და განუმეო-
რებელი ხარ. ეს მაკრატელივითაა, უბედურებას რომ ჭრის. ვიცი, რა
არის სიყვარული, ჯერ კიდევ ადრე ვთქვი ჩემს ნაწარმოებში „აღმო-
სავლური დივანი“:
ცხოვრებამ დამაჩლუნგა და ხაზგასმით ვამბობ:
არა! არჩევანი ჩვენზე არაა.
მცირედის არჩევის უფლებაც კი არ გვაქვს!
მომეცი ხელი, რომ ყოველდღე,
შენს უნაზეს თითებზე
მარადიულობა ავითვალო.
ყალბი თამაში დასრულდა. აღარ მსურს ეს ცხოვრებაში დაწესე-
ბული თამაში. ეს აუტანელია?
არსებობს სამოთხე: ორი ერთმანეთისთვის. და არსებობს ჯოჯო-
ხეთი: როცა ორიდან ერთი აკლია.
საყვარელო ულრიკე, მე შენი იმედი მაქვს, ამ საბრალო, არაბუ-
ნებრივი ტრადიციებით დაბრმავებული, დაყრუებული ჩემი წრიდან
უკვე აღარაფერს გამოველი. კარლსბადში, სადაც პოეტები დასეირ-
ნობენ, ვიღაცამ, ჩვენ გვერდით ჩავლილმა, ჩვენს დანახვაზე თავი
გვერდზე მიაბრუნა და ჩაილაპარაკა: უკვდავებას ეპოტინება ალ-
ბათ. ესაა კულტურული მონაჩმახი. შენ, რომელსაც მსგავსი რამ
თავში არასოდეს გაგიელვებს, შემიძლია ერთი რამ გითხრა ჩემი გა-
მოცდილებით: ზოგში მოწიფულობა მეორდება, როცა რომ სხვა მხო-
ლოდ ერთხელაა მოწიფული. ეს არაა ხელოვანის პრივილეგია. ეს
არც ბუნების ნაბოძები საჩუქარია. ეს მხოლოდ საკუთარი თავის
მუდმივი ძიების შედეგია. ეეს ძიება კი მორალისგან თავისუფალია.
როგორც კუნთები, მხედველობა, სმენა, ხმა, გულის ძგერა, ჰუფე-
ლანდი ამ ყველაფერს სასიცოცხლო ძალას უწოდებს.

162
3
წერილი ულრიკესგან
გოეთეს ულრიკეს წერილი ხელიდან გაუვარდა. ბოლომდე წა-
კითხვაც ვერ შეძლო. წერილი მის წინ იატაკზე ეგდო. ცისფერ, პრი-
ალა ქაღალდზე იყო დაწერილი. ასაღებადაც კი ვერ იხრებოდა. შტა-
დელმანს დაუძახა, ისიც მაშინვე მოვიდა. გოეთემ წერილზე მიუთი-
თა. შტადელმანმა წერილი აიღო და აშკარად მორიდებულად გავიდა
ოთახიდან. ეს ლავანდისებრი ცისფერი წერილი სხვა ფოსტასთან ერ-
თად დღეს მოუტანა. მარიენბადსა და კარლსბადში ასეთი ცისფერი
წერილები ხშირად მიუღია. გოეთე თავის ხელებს დასცქეროდა,
მთლად უკანკალებდა. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. ღრმად უნდა
ამოესუნთქა. ჰაერის უკმარისობა დაეწყო. ძლივს, სუსტად სუნთქავ-
და. მერე აჩქარებული ნაბიჯებით აქეთ-იქით გაიარ-გამოიარა. რო-
გორც იქნა, გადაწყვიტა, ულრიკეს წერილი ბოლომდე წაეკითხა. იმ
წინადადებამდე მივიდა, რომელშიც აუწყებდა, რომ ბატონი დე რო-
რი 31 ოქტომბერს სტრასბურგში ელოდებოდა. ულრიკეს სტილი,
მოკლედ, ლაკონიურად, ყოველგვარი გაწელვის გარეშე ამბობდა
სათქმელს. მერე უხსნიდა, თუ რა მიზეზების გამო უნდა შემდგარიყო
163
ეს ვიზიტი: გრაფ კლებელსბერგმა და დედაჩემმა იზრუნეს ამაზე.
მათ დე რორთან კონტაქტი არ შეუწყვეტიათ. დე რორი პირდაპირ
დედას სწერდა, ამჯერად კი ფინანსთა მინისტრის პირით ატყობი-
ნებდა, რომ საოცრად სენსაციური კოლექცია ჰქონდა ბრაზილიიდან
ჩამოტანილი, და უნდოდა ეჩვენებინა: ძვირფასი ქვები, როგორიც
ევროპას– – პარიზში, ვენაში, დრეზდენში, და იქნებ სტრასბურგშიც
კი ჯერ არ უნახავთო. დედამ და გრაფმა დათქვეს, რომ სტრასბურ-
გში შემდგარიყო ეს შეხვედრა. მე მხოლოდ მაშინ მაცნობეს, როცა
უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. მისი ნახვის საწინააღმდეგო ნამდვი-
ლად არაფერი მაქვს. ბატონი დე რორი წერილში მეც მითვლიდა სა-
ლამს – სალამს ვუძღვნი მშვენიერებას, რომლის სახელიც ულრიკეა-
ო. ბატონი დე რორი იმედოვნებს, რომ ჩემში სამკაულისადმი სიყვა-
რულის გრძნობას გააღვიძებს. დედასთვის უთქვამს: მისი აფროდი-
ტესებრი ყელისა და მისი უნაზესი ამობურცული ყურის ბიბილოების
უსამკაულობა, ნამდვილად ცოდვააო...
სწორედ ამ წინადადებაზე გაუვარდა გოეთეს წერილი ხელიდან.
შტადელმანმა აიღო, ერთ წამს შეიცადა, არ იცოდა, გოეთესთვის
ხელში მიეცა თუ მაგიდაზე დაედო, მერე სწრაფად გადაწყვიტა, მა-
გიდაზე დაედო და გავიდა. ახლა იქ იდო.
აქეთ-იქით სწრაფი ნაბიჯით ბოლთის ცემამ არგო, ახლა უკეთ
სუნთქავდა. ნაბიჯების ტემპსაც აკონტროლებდა. მიუხედავად ასე-
თი შინაარსისა, წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც გაიფიქრა: ულ-
რიკეს სტილია. მარიენბადშიც, ყოველგვარი შელამაზების გარეშე
ლაპარაკობდა. გოეთე ისევ მის ყელზე ფიქრობდა, მის ბიბილოებზე.
მის აფროდიტესეულ ყელზე. ყელზე ნათქვამმა უფრო იმოქმედა,
ვიდრე ბიბილოებზე, სამკაულების გამყიდველს არ გამოეპარება ქა-
ლის უსამკაულობა. ულრიკე მართლაც ანტი– სამკაულების ეფექტს
ბადებდა, დედამისის ფონზე, რომელიც თავიდან ფეხამდე ასხმული
იყო. რა თქმა უნდა, ველოციფერიც მიხვდა ამას.
გოეთეს ისევ აქეთ-იქით უნდა ევლო. სწრაფად, რაც შეეძლო

164
სწრაფად. მას ისე სწრაფად უნდა ევლო, რომ ამოსუნთქვაზე გადაე-
ტანა ფიქრი, ისე დარბოდა, გული ლამის ამოვარდნოდა. მისი გული
დამწყვდეული მხეცივით იყო,. ის კი ყარაულივით. ნეტავ, რომელი
საათით უნდა გადაითვალოს დღეიდან 31 ოქტომბრამდე? რამდენი
საათი და წუთია მანამდე დარჩენილი? დღეს 24 ოქტომბერი იყო.
დღეს წერილის წაკითხვა ბოლომდე არ შეეძლო. ის საწერ მაგიდას-
თან მივიდა, სადაც ლიტერატურული გერმანული ენის ლექსიკონი
იდო. უნებურად დასწვდა ამ ლექსიკონს და წერილს დაადო. ახლა
შეეძლო ამოსუნთქვა. როგორც იქნა, ამოისუნთქა. სასაცილოა, მაგ-
რამ ასეთი წარმოდგენებით ცოცხლობს კაცი. წერილი, ახლა რომ
სქელი ლექსიკონის ქვეშ იდო, თითქმის უკეთ გრძნობდა თავს. თა-
ვისებური შურისძიების შეგრძნებასავით გაუჩნდა, ლავენდისებრი
ცისფერი ქაღალდი მისი თვალსაწიერიდან, მისი სამყაროდან რომ
გაქრა. მიხვდა, რა სულელურადაც ფიქრობდა. სქელი ტომი, ახლა
მის ქვეშ ამოდებული წერილისთვის, ძეგლივით იყო. ახლა მართლაც
ეს იყო გამოსავალი. მთავარი ის იყო, ლავანდისებრი ცისფერი აღარ
დაენახა. ასე უფრო გაუიოლდებოდა, ბოლომდე არ წაეკითხა. ან რა-
ტომ უნდა წაეკითხა ბოლომდე. ეს წერილი ისევ რომ ხელში აეღო,
ის ადგილი უნდა მოეძებნა, სადამდეც წაიკითხა, ესე იგი, იმ საშინე-
ლი წინადადებების წაკითხვაც მოუწევდა: ამობურცული ბიბილო-
ები, აფროდიტესეული ყელი. მშვენიერება, რომელსაც სახელად ულ-
რიკე ჰქვია.
ვიდრე წერილის ხელახლა შეხებას შეძლებდა, ჯერ უნდოდა გაე-
ანალიზებინა, რატომ მოსწერა ულრიკემ ასეთი წერილი? წერილი
უმტკივნეულოდ იწყებოდა. საყვარლადაც კი. გულიც კი აუძგერდა,
როცა ულრიკეს სიტყვები წაიკითხა მის ელეგიაზე, თუ რა განიცადა
ელეგიის კითხვისას. აქ იყო სწორედ, გული რომ აუჩქროლდა. და,
ამავ დროს, შვებაც იგრძნო. ულრიკე წერდა: ვკითხულობდი და
ვკითხულობდი, იმდენ ხანს ვიკითხე, სანამ ზეპირად არ ვისწავლე.

165
ელეგია მხოლოდ თვალებით კი არ წავიკითხე, არამედ მთელი სხე-
ულით, მთელი სულითა და გულით.
ელეგია ზეპირად ისწავლა ულრიკემ! ამ სიტყვების წაკითხვამ
საოცარი ბედნიერება მოჰგვარა გოეთეს, თავი ასე ბედნიერად ჯერ
არასოდეს უგრძვნია. ეგონა, ყველაფერს გადალახავდა, ისეთი სი-
ლაღე და სიხალისე ჩაეღვარა სულში.
ელეგიის ტაეპები მაღლა-დაბლა დაფრინავენ, დაფარფატებენ, –
წერდა ულრიკე, – და განა შეიძლება მკითხველმაც მასთან ერთად
არ იფრინოს, იდღესასწაულოს?! მსგავსი გულში ჩამწვდომი ლექსი
ჯერ არ მინახავს. რა მწველად და გულში ჩამწვდომადაა გამოხატუ-
ლი ამ ლექსში კაცის ბედი, მაგრამ სწორედ ეს სიმძაფრეა, ელეგიას
სილამაზეს რომ ანიჭებს. ელეგია მშვენიერების მწვერვალია. გულის
ამაჩუყებელი, ტკივილის მომგვრელი. მიყვარს ყოველი მისი ტაეპის
სინაზეც და ნაღველიც, ყოველი მათგანი თანაბრად მიყვარს. და ნამ-
დვილად ვამაყობ, რომ ამ ელეგიის ადრესატი მე ვარ. და ვამაყობ
იმიტომაც, რომ მშვენივრად ვიცი, ათასი წელიც რომ გავიდეს, ამ
ლექსს ისე ვერავინ გაიგებს, ვერავინ ჩასწვდება, როგორც მე. ვამა-
ყობ, რომ ეს ჩემი ელეგიაა, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ბედია...
დიახ, განა შეიძლებოდა მის ელეგიაზე ულრიკეს ამ სიტყვებს გუ-
ლი არ აეძგერებინა? ფრთები არ შეესხა? მერე კი უცაბედი ნახტომი
იმ ბატონ დე რორზე. გულში ასე ჩარტყმა.
... დედა უკვე სტრასბურგშია. ხვალ გრაფიც ჩავა, 31 ოქტომბერს
კი ბატონი დე რორი. თანაც ბრაზილიიდან ჩამოტანილი ძვირფასი
ქვების გამო...
ნეტავი შეიძლებოდეს ამ პირველი გვერდების წაკითხვა შემდეგი
წინადადებების გარეშე. შტადელმანს ვთხოვო? მაგრამ არ გამოვა.
ყველაფერი, რასაც ახლა მოვიმოქმედებ, შესაძლოა დიდი შეცდომა
იყოს. ეს აქეთ-იქით სირბილიც არას მარგებს, ფეხებს უკვე ძლივს
ვადგამ. ან იქნებ გარეთ უნდა გავარდეს, შტადელმანს სთხოვოს,

166
რაც შეიძლება სწრაფად გააქროლოს ეტლი. სასწრაფოდ უნდა გავე-
ცალო იმ სახლს, სადაც ეს წერილი დევს. გაიქცეს სახლიდან, სადაც
ჰგონიათ, რომ ის ყველაფერს მოითმენს. მაგიდასთან მიიჭრა, აიღო
წიგნი, მერე წერილი, გაიქცა საძინებელ ოთახში და შტადელმანს და-
უძახა, უთხრა, ხელი არავინ შემიშალოსო. ალბათ სწორი გადაწყვე-
ტილება მიიღო. მერე გრაფინია ეგლოფშტაინის ნაჩუქარ სავარძელ-
ში ჩაეშვა და აღარანაირი პროტესტი არ გასჩენია ამ სავარძლის მი-
მართ, რომელიც გრაფინიამ შვილიშვილის, ვალტერის დაბადების
დღეს აჩუქა, როგორც ბაბუას.
აჰ, 31 ოქტომბერი, დღე – როცა ბატონი დე რორი უნდა ჩასული-
ყო სტრასბურგში, – ოტილიას დაბადების დღე იყო. ესაა დრამატურ-
გია! მართლაც წარმოუდგენელი და საინტერესო დღე ელოდა.
ბოლოს მან აიღო წერილი, გადახედა ლამაზ და საშინელ გვერ-
დებს და იპოვა ადგილი: მოკლედ, პარასკევს, 31 ოქტომბერს. წერი-
ლი ბოლომდე ჩაიკითხა. მერე დადო საწოლზე და გულმა ისევ ბაგა-
ბუგი დაუწყო. თავში მხოლოდ ულრიკეს მიერ მოწერილი ეს ახალი
ამბავი უტრიალებდა. იმ ბობოქარ სამკაულების კაცს გაყიდვა სურ-
და, რა თქმა უნდა. დედა უკვე მოუთმენლად ელის ქვებს ბრაზილი-
იდან, – წერდა ულრიკე.
გოეთეს ფიქრები არ ასვენებდა: ახლა მაინც გაუმხელდა ულრიკე
მას დე რორის სახელს, გაჰყვებოდა ულრიკე დე რორს ოთახში? თუ
დე რორი მიაცილებდა მას ოთახამდე?
ულრიკე წერდა: შეურაცხყოფის მიყენება სულაც არ მსურს, მაგ-
რამ ბატონი დე რორის კლიენტი არასოდეს გავხდები, ამით დედაჩე-
მია დაინტერესებული და არა მე. ეგებ დე რორს ზაფხულის ღამე და-
ავიწყდა, ისევ ისეთი ბობოქარია ნეტავ? თუ დე რორს ოთახში გავ-
ყვები, 9-ისთვის ინტერნატში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, დე-
დაჩემს სურდა იმ დღეს გავეთავისუფლებინე, მაგრამ თავად ეს სუ-
ლაც არ მინდა. საინტერესოა, ისევე მოიქცევა, როგორც მაშინ? იმა-

167
ვე სახელს ეტყვის? თუ ახლა სხვა სახელს გაუმხელს? ნეტა მარ-
თლაც რომ გამხდარიყო მისი ცოლი, რომელ სახელს შეინარჩუნებდა,
პირველ ღამით გამხელილს თუ ახლა გამხელილს? ყველაფერი მხო-
ლოდ თამაშია. ის ლექსებს კი თარგმნის, მაგრამ იმათგან ვერც ერთი
ვერ შეედრება მარიენბადულ ელეგიას. ელეგია, თქვენო აღმატებუ-
ლებავ, ჩვენ გვიცავს, გვაკავშირებს. ის ცოცხლობს ჩვენში, ჩვენ კი
მასთან ერთად.
თქვენი ულრიკე.
გოეთე ადგილიდან ვეღარ იძვროდა, გული ისევ ისე უკანკალებ-
და, ყელში ებჯინებოდა. ვეღარ სუნთქავდა. ისე იყო აღელვებული,
სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. აქეთ-იქით სწრაფი სიარულიც კი ახლა
წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ფანჯრამდე მისვლაც არ შეეძლო.
ცდილობდა ამოესუნთქა, ახლა სუნთქვაზე უნდა ეფიქრა, სხვა არა-
ფერი შეეძლო. ლეშივით იდო სავარძელში. და მაინც ამოსუნთქვას
ლამობდა. ხელების ცახცახი ახლა მთელ სისხლძარღვებში გადაე-
ზარდა. საშინელმა დაღლილობამ მოიცვა, ყველაფერი სტკიოდა. ეს
დაღლილობა ისე აძაბუნებდა, ვერც კი დგებოდა, რომ ცოტა გაევ-
ლო. შენ ახლა სამუდამოდ ასე უნდა იჯდე და ამ მტკივნეულ დაღლი-
ლობას საკუთარ სისხლძარღვებში დამორჩილდე. ასე დამძიმებუ-
ლად ხელები ჯერ არასდროს უგრძვნია.
როცა ჩამობნელდა, შტადელმანს დაუძახა და მეტად მშვიდი ხმით
უთხრა, გთხოვ, ლუდი მომიტანე.
– ლუდი? კიოსტრიტცერი? ღია თუ მუქი, – ჰკითხა შტადელმან-
მა. ორივე და რაც შეიძლება ბევრი, დიდი ფუნთუშაც მოაყოლე. ყვე-
ლაფერი იქ მაგიდაზე დააწყვე და იზრუნე იმაზე, რომ ხელი არავინ
შემიშალოს. შტადელმანმა თავი დაუქნია.
სიამოვნებით ეტყოდა შტადელმანს კიდევ რაღაცას, მაგრამ ემო-
ციების აყოლა არას არგებდა. შტადელმანს შეიძლება ოტილიასთვის
და მისი ვაჟისთვის ეთქვა.

168
ელეგიის წაკითხვის უფლება არავის აქვს. მან უნდა გაიხაროს სა-
კუთარი ქმნილებით.
აფროდიტესეული ყელი! ამობურცული ბიბილოები! მშვენიერე-
ბა, რომელსაც სახელად ულრიკე ჰქვია.. ..
31 ოქტომბერი 1823, პარასკევი
ეს დღე შეიძლება განაჩენის გამოტანის დღედ, ან სიკვდილის
დღედ ჩაითვალოს, რაც ექიმს უკვე შეუძლია აუწყოს ყველას: გო-
ეთეს კიდევ ერთი კვირა აქვს დარჩენილი. ან სხვა რა დარჩენოდა:
უნდა მჯდარიყო და დალოდებოდა. დახშული ყურებით ლოდინი, –
ეს იყო მის ერთადერთი საქმიანობა, მარიენბადიდან დაბრუნების
შემდეგ. თუ კაცს მხოლოდ ლოდინი აქვს მისჯილი, შეიძლება ით-
ქვას: დაწყევლილია. ლოდინი, ესაა სრული მოუსვენრობა, შფოთვა,
უსასრულო შესაძლებლობების მუდმივი ლოდინი. იგივე შეიძლება
ითქვას იმედთ ან დაკავშირებითაც. უკვე კვირებია იმედი ჰქონდა,
რომ ის მოვიდოდა. კარლსბადის შემდეგ მთელი ოჯახი ჯერ დრეზ-
დენში ჩავიდა, შემდეგ სტრასბურგში. განა იქ ვაიმარის გავლით არ
მოუხდებოდათ ჩასვლა? არც კი მოსწერეს არაფერი. გამომშვიდო-
ბებისას ხომ უთხრეს: წინასწარი შეტყობინების გარეშე ადგილ-სამ-
ყოფელის არანაირი შეცვლა. კარგი, დავუშვათ, რომ ვაიმარით არ
გაემგზავრნენ, მცირე იმედს მაინც დავიტოვებ და ვიტყვი, რომ
სტრასბურგამდე არ გაჩერებულან. არადა, ყოველდღე იმედოვნებ-
და, რომ დაბლა, ფოსტასთან, მისი სახლიდან ხუთი ნაბიჯის დაშო-
რებით იქნებოდნენ. მერე კი, არ მოერიდება და მის კარსაც მოადგე-
ბოდნენ. ყოველ წამს ელოდა, რომ ის შემოვიდოდა, დაუძახებდა,
დაბლიდან მის სახელს დაიძახებდა, ისიც გაიგებდა მის ხმას...
ქარაფშუტა ბეტინა ფონ არმინი ერთხელ სრულიად მოულოდნე-
ლად მიიჭრა მასთან სახლში, რა აბეზარი იყო. ესა დაუწერელი კა-
ნონივითაა: რომ თავმომაბეზრებელი ადამიანები დაუპატიჟებლად
გეჭრებიან შინ. აუტანლები არიან. ხოლო ის, ვისაც ნატრობ, არასო-
დეს მოდის დაუპატიჟებლად.

169
გოეთე იმდენს ოცნებობდა, ლამის მართლა გრძნობდა მის გვერ-
დით ყოფნას, მის მოსვლას. მან ფიქრებსა და ოცნებებს თავისუფალი
გასაქანი მისცა, ყოველი მისი სიტყვა თუ ქმედება, ულრიკესთვის
იყო განკუთვნილი. სხვა ყველაფერი უაზრობად მიაჩნდა. მოჩვენე-
ბას დაემსგავსა.
31 ოქტომბერს, ერთ პარასკევს, რაღაც ხმამ გამოაღვიძა. ეტყო-
ბა ძილში ჩაესმა. ისევ მალე დახუჭა თვალები. ახლა მარიენბადში
რომ ყოფილიყო, მაშინვე წამოხტებოდა, დილის ვარჯიშს გააკეთებ-
და, წაიმღერებდა კიდეც. ახლა კი რა უნდა გაეკეთებინა? ვისაც აწ-
მყო არ აქვს, წარსულზე ოცნებით უნდა იცხოვროს. თვალების და-
ხუჭვა მართლაც შვებას ჰგვრიდა. ცოტა ხნით გაახილა და ისიც ისეთ
რაღაცას მოჰკრა თვალი, გულში ტკივილი იგრძნო. ყველაზე დიდი
საშინელება ის იყო, რომ თუ ადგებოდა, ადამიანების დანახვა მო-
უწევდა, ერჩია ისევ წოლილიყო. არადა, წოლისას საკუთარ თავთან
ბრძოლა უნდა განეგრძო. რა ბედნიერება იქნებოდა, სცოდნოდა,
რომ ულრიკეს კიდევ ნახავდა. მაშინ წოლა ხომ სულაც არ ენდომე-
ბოდა. არც ეს რეალური სამყარო იქნებოდა ასე მტკივნეული. ადგე-
ბოდა.
31 ოქტომბერი მის ისტორიაში შევიდოდა ალბათ, მაგრამ რო-
გორ, ჯერ არ იცოდა.
მან შტადელმანს დაუძახა, რომ დახმარებოდა. როგორ თქვა ერ-
თხელ ჩვეულებაზე შილერმა, უბადლო შილერმა? ადამიანი უმსგავ-
სობას სჩადის და ჩვეულებას უწოდებს ამას.
ეს დღე გოეთემ განზრახ დაიტოვა თავისუფალი, ყოველგვარი
ვიზიტისა და საქმისაგან შორს დაიჭირა თავი. ჩაიზე მობრძანდნენ
ბატონი ვილმსენი, შოტლანდიელთა დრაგუნთა პოლკის კაპიტანი,
რომელთაც ვატერლოოსთან მართლაც წარმატებით იბრძოლეს;
კანცლერი ფონ მიულერი. ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ლევეტცოვი რომ
ბრძოლის ველზე დაიღუპა, ეს ბატონმა კანცლერმა არ იცოდა, ქალ-

170
ბატონმა ლევეტცოვმა უამბო ერთხელ გოეთეს. მას შემდეგ რვა წე-
ლი იყო უკვე გასული.
საღამოს პროგრამაში იყო შემდეგი: პრინც ლუის ფერდინანდის
კვარტეტი. სადაც ასევე იქნებოდნენ: ბატონი სტერლინგი, რომელ-
საც მისი მეგობრის ბაირონის სალამი უნდა გადმოეცა და კიდევ
ოტილია. რომელიც ჯერ კიდევ მაისში ყველას უყვებოდა, რომ
სტერლინგს 18 წლის საყვარელი ჰყავდა. ამ ასაკობრივ განსხვავება-
ში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ ოტილიას ამით ალბათ ისევ გო-
ეთესთის უნდოდა ასაკზე მიენიშნებინა.
როცა იმ დღის ბოლოს გოეთე ისევ თავის სამუშაო ოთახში დაბ-
რუნდა, სადაც ჯონი ელოდებოდა, გაახსენდა, რომ დღეს ჯონისთვის
არც ერთ წერილზე არ უკარნახია პასუხი. იმწუთას წარმოუდგენლა-
დაც ეჩვენებოდა თავისი ჩვეული მანერით, აქეთ-იქით ევლო და წე-
რილებზე რამე პასუხი მოეფიქრებინა, ეკარნახა. ისე, რომ თავის გა-
დამწერს, არაფერი შეემჩნია, თავშეკავებულად უთხრა, რომ დღეს
არაფრის კარნახს არ აპირებდა. ეტყობა ნათქვამი მაინც ხმამაღლა
გაჟღერდა, ჯონს თავისი გაოცების დამალვა არც უცდია. ნაცვლად
იმისა, რომ თავაზიანად მოეხარა ქედი და ბატონისთვის სასიამოვნო
დღე ესურვებინა, გაშტერებული ჯიუტად იდგა ადგილზე, ამ სახით
მაინც შეეცადა თავისი, ასე ვთქვათ, კრიტიკული აზრის გამოთქმას.
გოეთეს ხანგრძლივი წლები აკავშირებდა ამ ადამიანთან. ჯერ კი-
დევ ჯონის მამა იყო გოეთეს მდივანი, მერე კი მისი ვაჟი ჯონი გახდა
მისი პირადი გადამწერი. კართან მისული ჯონი ქედის მოსახრელად
ისევ შემობრუნდა და თავაზიანად დაუკრა თავი თავის ბატონს. ასე
კარგა ხანია აღარ მოქცეულა. როგორც იქნა, მარტო დარჩა. ალბათ
ამასობაში ბატონი დე რორიც უკვე. სტრასბურგში იქნებოდა, იქნებ
უკვე ულრიკესთან ერთად ქუჩებშიც სეირნობდა. გოეთემ სულ ზე-
პირად იცოდა სტრასბურგის ქუჩები. შეიძლება თავად ულრიკესაც
შეეთავაზებინა ზეზენჩაიმისკენ გასეირნება? ერთხელ გოეთე კოც-
ნაზე ესაუბრებოდა, რომ კოცნაში დიდი ხელოვანი იყო. ეს სულაც

171
არ იყო გადაჭარბებული. გოეთე ამით ლექციის წაკითხვას ან თავის
მოწონებას კი არ ცდილობდა, უბრალოდ, სურდა ულრიკეც ეზიარე-
ბინა ზღაპრული კოცნის ხელოვნებისათვის. გოეთეს აზრით, რომ
კოცნა ბაგეებზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმ პიროვნებებ-
ზე, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. ულრიკე არა მხოლოდ დაემოწ-
მა, არამედ ხალისიანადაც დაურთო: კოცნა გულიდან თუ არაა მო-
მართული, მაშინ ალბათ ბაგეებიც მკვდარივითაა. აჰ, ულრიკე, –
ამოიოხრა გოეთემ ულრიკეს ამ ნათქვამზე. და თან გაუხარდა, რომ
ულრიკემ სწორედ ისე გაიგო მისი ნათქვამი, როგორც თავად ესმო-
და. და წამოიძახა: სწორედ ესაა ჰარმონია, ჰარმონია საოცრებაა,
გრძნობათა სასუფეველია. ეს ის წამია, როცა ორი გრძნობს, რომ
ისინი ერთმანეთს ყოველგვარი ბრძოლისა და წინააღმდეგობების
გადალახვის გარეშე ეზიარნენ. ეჰ, ულრიკე, – წამოიძახა კმაყოფი-
ლებისაგან აღფრთოვანებულმა გოეთემ. ეჰ, თქვენო აღმატებულე-
ბავ, – დასძინა მაშინვე ულრიკემაც, – ალბათ მატყობთ, როგორ გბა-
ძავთ ყველაფერში, და უნდა გამოგიტყდეთ, ეს სიამოვნებას მანი-
ჭებს.
უცბად გოეთეს თითქოს გონება გაუნათდაო, ეს აზრი მოუვიდა:
ალბათ იმ უსახელოს დონ ჟუანი თუ ჰქვია, ჰო, დონ ჟუან დე რორი
ამაღამ მსხვერპლს გაიღებს და საბოლოოდ გაუმხელს თავის სახელს
ულრიკეს. ულრიკეს მოპოვებაში ალბათ დე რორს თავისი შუამავა-
ლი, ულრიკეს მომავალი მამინაცვალი, ავსტრიის სასახლის მრჩევე-
ლი და ფინანსთა მინისტრი, გრაფი, ფრანც ფონ კლებელსბერგ-თუმ-
ბურგიც დაეხმარება. რა თქმა უნდა, ამალია ფონ ლევეტცოვი ცო-
ლობაზე უფრო იოლად დათანხმდება, როცა თავისი სამი ქალიშვი-
ლის ბედი მოგვარებული ექნება. თუ ულრიკეს დე რორს გააყოლებ-
დნენ, ერთით ნაკლები საზრუნავი ექნებოდა. ბერტასა და ამალიასაც
სამ წელიწადში ჩააბარებდა პატრონს, და მერე კი მშვიდად გაჰყვე-
ბოდა ცოლად გრაფს. და ამალია ფონ ლევეტცოვს ნამდვილი მხი-
არული, ავსტრიულ-უნგრული მრავალფეროვანი ქორწილი ექნება.

172
ალბათ ეს 19 წლის გადარეული ულრიკეც ახალ სპეციალობას შეი-
ძენს. ეგებ მასაც მოუნდეს პირდაპირ ცხოვრების ასპარეზზე გაიჭ-
რას და ინტერნატს თავი დააღწიოს. საამისოდ კი მხსნელად მოევ-
ლინება ეს აღმოსავლელი თუ არააღმოსავლელი ბატონი ველოცი-
ფერი, პარიზი-ვენის, ბრწყინვალე სამყაროს წარმომადგენელი, მარ-
თლაც ზედგამოჭრილი იქნებოდა. მე მხოლოდ პოეტისეული აღმაფ-
რენა შემრჩება, დე რორს კი სიყვარული. ესაა აბსოლუტური რე-
ალობა. და აქ ისევ წერილიდან დე რორის სიტყვები გაახსენდა: ამო-
ბურცული ყურის ბიბილოები... რომელთაც ალბათ უკვე ორი ძოწის
ბრწყინვალება ამშვენებდა... ინებეთ, ბატონო დე რორ, რაც ისურ-
ვეთ. ამ სამყაროში ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ულრიკემ
წარსული მომავალზე გაცვალა. რატომ ვერ ვხვდებით, რომ ვინც და-
თესს, მაშინვე უნდა მომკას კიდეც. ეს ასეა. აბა, მე რისი შეთავაზება
შემიძლია, გარდა მალე დაქვრივებისა, მან კი უნდა გააბედნიეროს
ულრიკე, მომავალი მადამ დე რორი.
ასე ჯანმრთელად მაინც არ ვგრძნობდე თავს, რატომ, რატომ ვარ
ასე ჯანმრთელი. რატომ არ დავხოხავ იატაკზე, რატომ არ გავკივი
მწარედ თირკმლის ან ნაღვლის ბუშტის ტკივილისაგან. ჰერცოგი-
ნია, მას შემდეგ რაც დაეცა ტკივილისგან, ნაბიჯსაც კი ვერ დგამს.
გთხოვ, ისეთი ტკივილი მომივლინე, რომ ტკივილისგან ვეღარ ვიშ-
ლებოდე, და ყველა მეზობელი კარსა და ფანჯარას ხურავდეს, რომ
ჩემი შემზარავი ღრიალი არ გაიგოს. მის გარშემო თუ გვერდით ვე-
რავინ გაუძლოს ამ ღრიალს და გაშორდნენ, მარტო დატოვონ ამ სამ-
ყაროში. გულში ხომ ახლაც გრძნობს საშინელ ტკივილს, მაგრამ ვერ
დაუღრიალია, რადგან ეს ფიზიკური ტკივილი კი არა, სულიერი ტკი-
ვილია. ის ოთახის შუაში იდგა. უცბად ისეთი შეგრძნება დაეუფლა,
გეგონება, იატაკი ისე გაცხელებულიყო, რომ ფეხები ეწვოდა. მის
ქუსლებს ამ გაღვივებული ნაკვერჩხლის ატანა აღარ შეეძლოთ და
ხან ერთ ფეხზე ხტოდა, ხან მეორეზე. მაგრამ საითაც არ უნდა გა-

173
დამხტარიყო, იატაკი ყველგან ერთნაირად გავარვარებული ეჩვენე-
ბოდა. ხტუნვის თავიც აღარ ჰქონდა, უკვე ძლივს სუნთქავდა. იქნებ
იატაკის ამ მხურვალებას უკვე შეეჩვევია კიდეც მისი ქუსლები, მაგ-
რამ ხტუნვას ვერ წყვეტდა. თითქოს გავარვარებულ იატაკზე ცეკ-
ვავდაო. სადაცაა დაეცემოდა და გავარვარებულ იატაკზე დაიწვე-
ბოდა. მერე გარეთ გაიჭრა, მაღლა-დაბლა დარბოდა. ბოლოს საძი-
ნებელ ოთახში შეიჭრა, საწოლმა იხსნა, დაეცა საწოლზე და ატირდა.
არადა დღეს ხომ დღის წესრიგში კიდევ კონცერტი იყო. იძულე-
ბული იქნებოდა დასწრებოდა, და მოესმინა, მიუხედავად იმისა, რომ
არანაირი ინტერესი არ გააჩნდა. შოტლანდიელმა კაპიტნის ნათ-
ქვამმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ის აქ გოეთეს გამო კი
არა, თურმე ქალბატონ შიმანოვსკის სანახავად იყო ჩამოსული. ესე
იგი, გოეთე სულაც არ ყოფილა მისი ვაიმარში ჩამოსვლის მიზეზი.
გოეთემ გულში გაიფიქრა: მერე რა, ეს ცოდვა სულაც არაა, მაგრამ
აი, შეცდომა კი ნამდვილად. ხმამაღლა კი ასეთი წინადადება თქვა,
რაც ამ სიტუაციისთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილად მიაჩნდა:
რამდენი ხანია უკვე გავრცელებულია ნაპოლეონის პოლიციის მი-
ნისტრის ფუშეს ნათქვამი: ნაპოლეონმა ენგიენის ჰერცოგი რომ გა-
ატაცებინა და დაახვრეტინა, ეს დანაშაული კი არ იყო, არამედ მისი
უდიდესი შეცდომაო. მერე კი დასძინა: კაცს ღირსება რომ ჰქონდეს,
მარტო წვრთნა არ უშველის, ბუნებაც უნდა უწყობდეს ხელს. კაპი-
ტანმა ეს ნათქვამი მის ასაკს მიაწერა. გოეთე, შოტლანდიელ კაპი-
ტანს ყურს აღარ უგდებდა, ის ფიქრებით უკვე ულრიკესთან იყო.
დაბლა ალპური საყვირის ხმა გაისმა, ეტყობა კონცერტი მალე
დაიწყებოდა.
კონცერტის დაწყებამდე გოეთეს ოტილიასთან ერთად ჩაი უნდა
დაელია. ოტილიას სურდა თავის დაბადების დღეზე მარტონი ყოფი-
ლიყვნენ. ოტილია მეტად აფორიაქებული ჩანდა. მისი დაბადების
დღე იყო, კონცერტი მისთვის იმართებოდა, სტუმრებიც თავად მო-

174
იწვია, აუგუსტი ბერლინში იყო. ოტილია რამდენჯერაც ბერლინს ახ-
სენებდა, იმდენჯერ ისიც უნდა დაეყოლებინა, რომ იქ მართლაც შე-
ეძლო კაცს გართობა. გოეთეს შვილიშვილი, ვალტერიც თან ჰყავდა
ოტილიას, ვოლფგანგი გაციებული იყო და გაციებულის მიღება გო-
ეთეს არ შეეძლო, თუნდაც მისი შვილიშვილი ყოფილიყო. ვალტერმა
თან მოიტანა ერთი პატარა წიგნი, სადაც ნახატები უნდა გაეფერა-
დებინა. გოეთეს უყვარდა ორივე შვილიშვილი, მაგრამ მისთვის მე-
ტად მძიმე იყო მოსიყვარულე ბაბუის როლის თამაში. ისეთი შეგ-
რძნება ჰქონდა, რომ შვილიშვილები ამას ამჩნევდნენ კიდეც. ოტი-
ლიას საბოლოო მშვიდობის დამყარება სურდა.
– საკმაოდ დიდხანს ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული და გა-
ბოროტებული ვიყავით, – უთხრა ოტილიამ. გოეთემაც თავი დაუქ-
ნია. თუმცა მას ეს სულაც არ აინტერესებდა. უბრალოდ, უკვე იცო-
და, რა უნდა ეთქვა, როგორ ელაპარაკა.
– მე დღეს ისევ აქ ვარ, ჩემი ადგილი აქაა, ვწუხვარ კაროლინას
ჭორების გამო, მაგრამ მაგაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ. სულაც
არ მინდოდა ოჯახის აფორიაქება. მაპატიე ყველაფერი, იმ ოჯახის
გვარს, რომელმაც ასე აგაფორიაქათ ყველა, აღარასოდეს გაიგო-
ნებთ, – დასძინა გოეთემ. მისი სიტყვები გულწრფელადა ჟღერდა და
რაღაც ჭეშმარიტებაც ერია. შესაძლოა ვინმეს მატყუარაც ეწოდები-
ნა, მაგრამ ის იმას ამბობდა, რისი მოსმენაც მისგან სურდათ და რაც
მისგან ესიამოვნებოდათ.
როცა ის ადგა და კარისკენ გაემართა, ოტილიამ უთხრა:
– რა სამწუხაროდაც არ უნდა გაიჟღეროს, ამ ბოლო ხანს რომ
გაკვირდები, სულ ცდილობ, კიდევ უფრო მეტად გამართულმა იარო,
ვიდრე ამის შესაძლებლობა გაქვს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,
თითქოს საკუთარ თავს ებრძვი, რომ ასე იარო.
– და მერე? – ჰკითხა გოეთემ.
– ეგ იძულებითი მცდელობა არადამაჯერებლად და არასასია-
მოვნოდ გამოიყურება, არ გსურს გამოტყდე, რომ შენს სხეულს ეგებ

175
მოხრილი სიარული ერჩიოს, შენ კი ამას ებრძვი, თანაც აშკარად, ასე
მგონია, მაპატიე.
– არა, ასე არაა, მაგრამ მადლობელი ვარ, – დასძინა გოეთემ,
ზურგი აქცია და კიდევ უფრო გამართულად გაიარა.
მერე კი კონცერტზე ისხდნენ. რადგან მუსიკის მოსმენა არ შეეძ-
ლო, მხოლოდ მაყურებელს მიშტერებოდა. ყველაზე მეტად კი ლინ-
ჰენ ფონ ეგლოფშტაინს. მაგრამ ის ულრიკეს მსგავსი მსმენელი ნამ-
დვილად არ იყო. ამის შემდეგ სადილზე ოტილიამ ისევ თავისებური
თამაში წამოიწყო. ერთი საოცარი, მიმზიდველი ახალგაზრდის
გვერდით იდგა, რომელსაც გრძელი შავი თმა უკან გადაევარცხნა,
დიდი მოოქროვილი აბრეშუმის ბაფთით ერთად შეეკრა. ოტილია
ყველანაირად ცდილობდა ყველას ყურადღება ამ ყმაწვილის შავ
თმაზე გაემახვილებინა. მერე დასძინა: ახლა ბაირონის დონ ჟუანს
ვთარგმნი, ხვალ ნაწყვეტს წავიკითხავ, ყველა მსურველს შეუძლია
დასწრება. პირველი მსმენელი კი იქნება ეს 18 წლის ახალგაზრდა,
ბაირონი. გოეთეს ოტილია ცარიელ, უგულო ცივ ადამიანად მიიჩ-
ნევდა. დიდებისა და ძალაუფლების მოყვარული კი იყო, მაგრამ უნა-
რო, რომ ვინმეზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინა. ის ჭეშმარიტ სიყვა-
რულს იყო მოკლებული. და ის სითბო თუ სიყვარული, რის დემონ-
სტრირებასაც ახდენდა, იყო ყალბი, ყალბზე ყალბი. როგორც ასეთი,
სიყვარული, მისთვის უცხო იყო. გოეთეს სასწრაფოდ უნდოდა, იქაუ-
რობას გასცლოდა. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, ლამის ამოვარდნო-
და. კაცი გულს ვერ აუკრძალავს, გული გმართავს და არა შენ მას.
თავადვე გაუკვირდა, რომ იქიდან სასწრაფოდ გამოსვლა ისე მო-
ახერხა, თითქოს აუცილებელი იყო, მშვიდად გამოემშვიდობა და გა-
მოვიდა. მერე კი იჯდა თავის ოთახში და წერდა:
შეყვარებული კაცი
ახლა კი მოვიდა დრო. რამდენი ხანი ვეწამე, ისე ვიქცეოდი, თით-
ქოს არ ვიტანჯებოდი, განა მარტო ქალბატონ ბერლეპშს უნდა ეტან-
ჯა? ყოველთვის ღმერთი მკარნახობდა და მეც ვწერდი. ეს ელეგია

176
აიღე და ჩააგდე ცეცხლში, ეს ხომ კულტურული სიცრუეა, გრძნობა-
თა მცდარობა. ახლა კი დროა, შუაღამეა, და ალბათ დადგა ჟამი, რო-
ცა ის უსახელო თავის სახელს უმხელს ულრიკეს, ახლა ულრიკე ყელ-
ზე უკვე სამკაულს ატარებს. სამკაული სამუდამოდ! ახლა კი მოვიდა
დრო, ეს ის წუთია, როცა ისინი უკვე ერთად არიან, და ვინ იცის,
ეგებ უკვე აკეთებენ იმას, რაც შენ გეკრძალება, და რისთვისაც მთე-
ლი სამყარო დაგცინის. რატომ ვერ მიხვდი, რატომ ვერ წარმოიდგი-
ნე, რატომ აიჭერი, რატომ ლამობდი ბზუალასავით აფრენას, ამდენი
თვის თუ კვირის განმავლობაში, რატომ ეხეთქებოდი შეუღწევ კე-
დელს. რატომ ვერ წარმოგედგინა, რომ ისინი ერთმანეთს ეკუთვნიან
და ახლა წვანან ერთმანეთის გვერდით, თუ ერთმანეთის ქვეშ, თუ
ზემოდან, ვნებათა უმაღლეს ტალღაში ერთიმეორეს შერწყმულნი.
ახლა კი მოვიდა ეს დრო. მაგრამ შენ ისევ გიჭირს ამის დაჯერება,
არადა, უნდა მიხვდე, რომ, როგორც იქნა, ამოხეთქა მათმა დაგრო-
ვილმა ვნებამ. ახლა, სწორედ ახლა დადგა ეს დრო. როგორ აიტან
ასეთ დამცირებას. დაე, მიწისძვრამ, მიწისძვრამ რაინის გასწვრივ,
ჩამოამსხვრიოს და დაანგრიოს სტრასბურგი, მიუნხენიც, სადაც ეს
ყველაფერი დაიწყო. ეს იყო მხოლოდ თამაში, სიყალბე, მოჩვენები-
თობა... ახლა კი დადგა დრო, ალბათ ისევ ერთად არიან. ვინ შეწ-
ყვეტს პირველი: მე აქ წერას თუ თქვენ მანდ სიყვარულობანას. მანამ
უნდა ვწერო, ვიდრე მიწისძვრა არ მოახლოვდება, და არ ჩამოან-
გრევს სტრასბურგს, სადაც დაიწყო ჩემი ნაღველი. მხოლოდ კატას-
ტროფას შეუძლია ჩემი შველა, ტირილისათვის უკვე მეტად გვიანია,
წყევლის დრო მოახლოვდა. სხვა მეტი რა დაგრჩენია: ან უნდა იწყევ-
ლო, ან იტირო. მარტოობა ექოს ვერ გამოსცემს. გადააგდე ელეგია,
ეს ფსევდო მარტოობაც მასთან ერთად ცეცხლში მოისროლე, რომ
დედამიწა გათავისუფლდეს ტყუილისა და სიყალბისაგან, მოჩვენე-
ბითი კეთილშობილებისაგან, ფურცელზე დატანილი ცრუ შესაძლებ-
ლობებისაგან. ახლა კი დადგა დრო, სამყარო თავის სიკოჭლეს ყალბ

177
ცეკვად გაჩვენებს, არადა ხეიბარია. ახლა დადგა დრო, ელეგიამ ვე-
რანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა, გარდა ბუტბუტისა, უცრემ-
ლოდ ტირილისა. მოვიდა დრო, და ისინი ახლა უკვე ერთად არიან,
შენ კი მარტო ხარ! ყველაფერი უნდა გცოდნოდა, ხომ იცოდი ყვე-
ლაფერი, შენ თავად ხარ ყველაზე დიდი იმედგაცრუება, სხვასაც ატ-
ყუებ და საკუთარ თავსაც. ახლა კი დადგა დრო, მოუხმე უბედურე-
ბას. ელეგია! სად ხარ, რას აკეთებ! არაფერს, არაფერს, არაფერს!
ისინი ერთიმეორის გვერდით წვანან ელეგიის გარეშე, ცხოვრებას
არ სჭირდება ელეგია, ცხოვრება დასცინის ელეგიას. ახლა კი მოვი-
და დრო, ნეტავი სადამდე შეტოპეს, მინდა ვიცოდე, დავინახო, მო-
ვუსმინო, ვიგრძნო, ვიყნოსო, სადამდე შეტოპეს ახლა, ამ წუთას! არ
გეგონოს, ახლა იქ შენზე არ იცინიან, არ ლაპარაკობენ! ან სულაც
გადაავიწყდათ, რომ შენ არსებობ! ახლა კი დადგა დრო და მისთვის
მხოლოდ ის არსებობს, ვისთანაც საწოლში წევს და ამქვეყნად არსე-
ბულ უნაზეს და მოურიდებელ გრძნობას მისცემიან. ახლა მხოლოდ
დიდი ტკივილის დრო დადგა. ჩემო აღმატებულებავ, დიდი ტკივილი
გელის, ამ ერთმა დღემ საშინლად დამასუსტა. როგორ მჭირდება
სტრასბურგიდან ჩამოღწეული ტყუილი. რამდენად ძვირფასი იქნე-
ბოდა ჩემთვის ერთი ტყუილი, ვიდრე არსებული ჭეშმარიტება: რომ
მან იქ, სტრასბურში ჩემი არსებობაც კი მიივიწყა. მე შემიძლია მო-
გიხმო, როგორც ღმერთს უხმობენ, მაგრამ ესეც აღარ შემიძლია. ამ
ერთ წამს შენი ის მხარე დავინახე, რაც დღემდე არასოდეს დამინა-
ხავს. და ამ წარმოდგენამ სრულად მომიცვა. ყველანაირად ვცდი-
ლობ გადავრჩე, მაგრამ სწორედ ესაა მიზეზიც შემდეგი დამარცხე-
ბისა. ისევ განვაგრძობ წერას, მიკვირს რატომ, ის ამას მაინც ვერა-
სოდეს წაიკითხავს, შენ მხოლოდ ერთადერთი მკითხველი გყავს: ეშ-
მაკის ბებია. მაცდურ სინაზეს განასახიერებს, მაგრამ სინაზე, რო-
გორც ასეთი, არ ეხერხება. ასეთია უმომავლო, მარტოობისთვის გან-
წირული, ბრიყვი და სულელი ბზუალას სიყვარული, რომელიც და-

178
ბინდულ მინის კედელს, შეუძლებლობას ეჯახება, ეცემა და ისევ აფ-
რენას ლამობს. სამყარო – ეს გაუთავებელი ბზუილია. ეშმაკის ბებია
ერთადერთია, რომელიც სამყაროს მართვის ხელში ჩაგდებას ცდი-
ლობს. ის დასცინის ელეგიებს, ელეგია მას ზიზღს ჰგვრის! , ახლა უკ-
ვე დადგა დრო! ვიღასთვის აგრძელებ წერას, ეშმაკის ბებიისთვის?
მან ერთადერთი რამ იცის: ყველაფერს თავისი საზღაური აქვს. და-
მანგრეველი და მოღალატე სამყაროს მორალიც დასრულებულია.
მაგრამ ახლა ერთი წინადადება რომ დაწეროს ლავანდისფერ ფურ-
ცელზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე
შუაღამეა, ერთადერთი სიტყვაც იკმარებდა, მისი ხელით დაწე-
რილი, თუნდაც სახელი ფოსტით რომ გამოაგზავნოს...
მაგრამ აღარაფრის იმედი არ მაქვს, არც კი ვიცი, შეიძლება კი
საერთოდ როდისმე კიდევ გამიჩნდეს იმედი. მე თუ მისგან კიდევ რა-
მეს მოველი, სასიკვდილოდ ვარ განწირული. თანაც ტყეში... როგორ
მინდა ახლა ტყეში გავიჭრა. უკვე აღარაფერს ველი... საკუთარ თავს
ვეღარ ვფლობ, ამდენს ვეღარ გავუძლებ. ეშმაკის ბებია თავის ხელს
შემომახვევს... ვის ანაღვლებს შენი ღრიალი. ეშმაკის ბებიასაც კი
არ ესმის, მას მხოლოდ თავისი სათქმელი აქვს: ყველაფერს თავისი
საზღაური აქვს. მე თვით ეშმაკის ბებიისთვისაც კი აუტანელი ვიქ-
ნები, ჩემი სიკვდილით. მე ხომ თავად ავადმყოფობა ვარ, განუკურ-
ნებელი სენი. ეშმაკის ბებიას ჩემი ერთი სიტყვაც არ სჯერა, არანაირ
ტკივილს არ სცნობს. ისევ თავისას ამბობს: ყველაფერს თავისი საზ-
ღაური აქვს. მაგრამ, როგორია იმის წარმოდგენა: როგორ წვანან
ისინი სტრასბურგში, ერთ საწოლში. მე ვიცი ეს, ეშმაკის ბებიამ კი –
არა. მან მხოლოდ ის იცის, რომ საზღაურის გარეშე ამქვეყნად არა-
ფერია. და ხომ შეიძლება ეს საზღაური მიწისძვრა იყოს და სტრას-
ბურგი დაანგრიოს, ეს მიმაჩნია ახლა გამართლებულად, თუ არადა,
დავრჩები ასე, დავიხევ უკან და არასოდეს მეცოდინება, როგორ...

179
4
ვაიმარი, 17 დეკემბერი, 1823 წელი
ძვირფასო ულრიკე, მოგონებებთან არანაირი შეთანხმება არ არ-
სებობს. შეგიძლია მას მთელი დღე და ღამე ევაჭრო, გაურიგდე, რომ
გარკვეულ გარემოსა თუ დროში, ჩავლილი ბუნდოვანი სურათებისა
და წარმოსახვების ხილვის უფლება დაგრთოს. დიახ, ასეა. ამ გაურ-
კვევლობითა და დაბინდული სურათებით ცხოვრობს კაცი, რაც,
გარკვეულწილად, სიმშვიდეს განიჭებს. შეტრიალდები, და გესმის,
როგორ იხურება სადღაც კარი, ხედავ, კარლსბადში, ოთახიდან რო-
გორ გადის დედამისის გესლიან წინადადებაზე გაბრაზებული ულ-
რიკე, კარიც გაჯახუნდა. ყოველივე ეს თვალწინ, ისევ ისე მძაფრად
გიდგება კაცს, თითქოს ცხადლივ ყოფილიყოსო. ყველაფერი ისევ
გტკივა. უკან დახევა, თავის შორს დაჭერა, ეს მხოლოდ და მხოლოდ
თავის მოტყუებაა.
თქვენი წერილისთვის არა მხოლოდ იმიტომ ვარ მადლობელი,
რომ ავადმყოფობას გამომტაცეთ, არამედ იმიტომაც, რომ გაგახსენ-
დით. ჩემი ავადმყოფობა ფიზიკური მიზეზით არ ყოფილა გამოწვე-
ული. სხვათა შორის, ერთხელ თუ მოგერია ავადმყოფობა, მორჩა.
180
სულ ერთია, როგორ დაგჯაბნის. ჯერ უწყინარია, მაგრამ თავიდანვე
იცის კაცმა, რასაც ნიშნავს ეს უწყინარობა. პირველად არ შემომპარ-
ვია ასეთი ავადმყოფობა. ეს მსუბუქი ხველა, ისეთი შემაწუხებელია,
თითქოს სადაცაა მთლიანად მოგიცავსო. ერთ დღეში უკვე მის ხელ-
თა ხარ. მხოლოდ სავარძელზე გადაწოლაღა გშველის. თანაც გადა-
წოლა კი არა, წამომართული ჯდომა. რაც უფრო წამომართული ზი-
ხარ, მით უფრო უჭირს შენში ამ გამაღიზიანებელს ამოცოცება. მწე-
რივით დაცოცავს ეს ჭია შენში, როცა მაღლა ყელში ამოგაცოცდება,
ხველას დაგაწყებინებს, მხოლოდ მაშინ მოისვენებს. ხველისას
მთლიანად გაჯანჯღარებს, ისე გაჯანჯღარებს, ხელებსაც მაღლა
გასროლინებს, კეფაში გირტყამს, რატომ არ გლეჯს მთლიანად. ბუ-
ნების რა უაზრო მოგონებაა. რაში სჭირდება ხველის შემოტევები,
ვის რას მატებს. გამომშრალი, მწარე და გამაღიზიანებელი ხველა,
გამუდმებით წელში გამართული ჯდომა, უკვე შუაღამეა, გულმკერ-
დზე გახურებული ლოდივით მაწევს. სუნთქვას მიმძიმებს. ალბათ
2000 წლის წინ სიცილიაში თუ ხდებოდა ასე, როცა ტირანები თავი-
ანთ მტერს გავარვარებულ რკინას ადებდნენ. ხველისას გეწყება ოფ-
ლიანობა ჯერ იღლიებში, მერე კი მთელ ტანზე, თითქოს წყალივით
ჩამოგდის, თავად კი კალაპოტივით ხარ, რომელშიც უამრავი წყალი
ჩაედინება. მთელი სხეული გიტირის. ასე გრძელდება ორი-სამი სა-
ათი და მერე წყდება. შტადელმანმა დარეკა, სველი ტანსაცმელი გა-
მოუცვალა. მართლაც, საოცარია სისუფთავის შეგრძნება. მაგრამ
სულ მცირე ხანიც არაა შტადელმანი გასული, რომ ისევ გეწყება სიც-
ხის შემოტევა, კიდევ ერთხელ, ღამეში სამჯერ, ოთხჯერ მაინც. ისე
დაგათენდება კაცს, ვერც გაიგებ, და მხოლოდ მაშინ, როცა ოთახში
მზის სხივი შემოაღწევს, სიცხის შემოტევაც უკან იხევს. სანამ ოფ-
ლად იღვრები, არ გახველებს. შეწყდება თუ არა ოფლად დაღვრა,
ახლა ხველის შემოტევა გეწყება, რომელიც თითქოს დაგლეჯას გი-
პირებს, და ვერა და ვერ დაგგლიჯაო. და ასეთ დროს ისევ და ისევ
თქვენზე ვფიქრობ. ყოველი წამი თქვენ გეძღვნებათ. ასე მარტო

181
აღარ ვარ. დოქტორი რებაინი სულ თავს დამტრიალებს. მნახველი
აკრძალულია. მხოლოდ ბატონი ჰუმბოლტისთვის – არა. მან შემო-
იყვანა ჰუმბოლტი, გააფრთხილა: გთხოვ, ბევრი არ ალაპარაკო, ლა-
პარაკი ხველის შემოტევას უმძაფრებსო. მე ელეგია მოვატანინე, მი-
ვეცი ჰუმბოლტს, და ვუთხარი: ხვალამდე-მეთქი. ჰუმბოლტი წავი-
და. მე კი ისევ ჩემს შეზლოგინზე ვიყავი გადაწოლილი, ნახევრად
ძილბურანში. მეორე დღეს მოვიდა ჰუმბოლტი. ჰუმბოლტმა მითხრა:
მე ვილაპარაკებ, შენ ხმა არ ამოიღოო. ელეგია, ღამით ორჯერ წა-
უკითხავს და გაოგნებული, გაოგნებული, გაოგნებული ვარო, სამ-
ჯერ მითხრა, ის გაოგნებული დარჩა, ჩემში ასეთი ყმაწვილური
გრძნობის გამო. ამიტომაც გწერ ამას, ულრიკე. სრულქმნილი პო-
ეზიისათვის განცდილი გრძნობაა მთავარი – სულიერი სილამაზე,
ფანტაზიის სიუხვე, სიცოცხლის ხალისი, – არაფერია ამაზე უძვირ-
ფასესი და ამაღლებული. – მითხრა ჰუმბოლტმა. მე გავუმხილე, რომ
აქამდე ეს ელეგია ერთადერთ ადამიანს ვაჩვენე-მეთქი. მაშინვე მიხ-
ვდა, ვინც იქნებოდა ეს ერთი ადამიანი. თუმცა ხმამაღლა ამაზე არც
მას უთქვამს რამე, და არც მე. საშინელებაა, როცა ადამიანი საზო-
გადოების მიერ დადგენილ წესებს ემორჩილება. ჰუმბოლტმა შენიშ-
ნა, როგორ გამოვცოცხლდი მის ნათქვამზე. მაშინვე მიუბრუნდა ექიმ
რებაინს, რომლის უკითხავადაც გოეთესთან არავის უშვებდნენ, და
უთხრა: მას სჭირდება თბილი, შინაური გარემო, უფლება არ გაქვთ,
ვაიმარულ ერთფეროვნებაში ჩაახრჩოთ. ეს მეტად, მეტად მკაცრად
ჟღერდა. ექიმი რებაინი თავის დაცვას შეეცადა, მაგრამ ამ დროს
ხველის შეტევა დამეწყო და გაჩერდა. ხელით ანიშნა ჰუმბოლტს,
რომ უნდა წასულიყო. მანაც ხელი გამომიწოდა და მითხრა: ღვთი-
ური ლექსია. ამაზე ლამაზი თქვენც არაფერი შეგიქმნიათ. მე ისე
რომ არც წამომიხველებია, ვუთხარი: მკითხველს უნდა ჰკითხოს
კაცმა, რამდენი წლისაა პოეტი, რომელმაც ეს ლექსი დაწერა-თქო.
თუმცა ისევ ვიმეორებ: ეს ლექსი არ დაიბეჭდება, იქნებ არც არას-
დროს. აქ მან წამოიძახა: ბატონო რებაინ, ამ სიტყვების შემდეგ ჯერ

182
ვერ წავალ. მე ვთხოვე ექიმს, არ ჩარეულიყო, მოახლოებული ჰუმ-
ბოლტის სახე მკერდთან მივიკარი და ხველის გარეშე ვუთხარი: გა-
მოგიტყდები, იმდენჯერ წავიკითხე, რომ უკვე ზეპირადაც ვიცი.
ჰუმბოლტი წავიდა, და ისევ ავმა ხველამ შემომიტია. უფრო გამიუ-
არესდა. ყოველდღე ჰუმბოლტისნაირის მოსვლა, წამალივით იქნე-
ბოდა ჩემთვის. ასე ვიყავი 14 დღე-ღამე შეზლოგინზე, დასიებული
ფეხებით, სიცხით, ხან უსიცხოდ, მანამ, ვიდრე ერთ დღესაც არ ვიღ-
რიალე: მომიტანეთ ახლავე კროიცბრუნენის წყალი, აღარ მინდა
აღარანაირი წამალი, არც ეს მწარე ანისი. ახლავე ანისულის ჩაი მო-
მიტანეთ. თუ მაინცდამაინც სიკვდილი მიწერია, ასე ჩემებურად მა-
ინც მოვკვდე. ამან გაჭრა. ისინი დამემორჩილნენ. მე ერთი მოსმით
გამოვცალე კროიცბრუნენის წყალი, ანისულას ჩაიც დავაყოლე.
პირველი ღამე იყო, რომ ჩამეძინა. ამ დღის მერე ყოველდღე კროიც-
ბრუნენის წყალს ვსვამდი. არადა, მანამ უკვე გავრცელდა ჭორი,
რომ კვირამდე ვერ გავატანდი. ულრიკე, იმედია, ამ ამბავმა თქვე-
ნამდეც არ ჩამოაღწია. ავადმყოფობისას აუტანლად ვიქცეოდი, ვი-
ცი, გმირი არ ვარ. ერთი წუწუნა ავადმყოფი ვარ, საწყალ ექიმ რე-
ბაინს სულ ვეჯუჯღუნებოდი. ჩემი მეგობარი, კეთილშობილი ბატო-
ნი კარლ აუგუსტიც არ შემოუშვა ჩემთან. ისე ცუდად ვიყავი. ხომ
შეიძლება ეს ჩემთვის ბოლო დღეები ყოფილიყო. როცა გამომჯობი-
ნება დამეტყო, ბერლინიდან ჩემი ცელტერი ჩამოვიდა. როგორც იქ-
ნა, ეტყობა შეატყობინეს და სასწრაფოდ ჩამოვიდა.
– აჰ, შენ ისევ ცოცხალი ხარ, – მხიარულად წამოიძახა მან და ისევ
სიცოცხლეს დამაბრუნა.
მასაც მივეცი უფლება, იმ ღამით ელეგია წაეკითხა. თან ვთხოვე,
ჩემთვის წაეკითხა. ასეც მოიქცა. წაიკითხა და მერე როგორ! მოკ-
რძალებით, ხან გაბედულად, ნამდვილი სიხარული მომგვარა, როცა
ვუყურებდი ელეგიას მუსიკასავით როგორ დირიჟორობდა. სამჯერ
წამიკითხა, თვითონ ასე მოიწადინა. და მე დავძინე: მოხუცო ბატო-
ნო, მშვენივრად კითხულობთ.

183
მან კი მითხრა: ესა არის ლექსი მწველი, გაბედული, ჭაბუკური
გზნებით აღვსილი, სისხლს რომ აგიჩქროლებს, თავს რომ დაგავიწ-
ყებს. ასე კარგად იმიტომ გავიგე, რომ ყოველი სტრიქონი ჩემს სიყ-
ვარულს მახსენებდა. ჩემი საყვარელი ლილის ასი კოცნიდან, ასე
მითხრა, 50-ს თქვენ გიძღვნით. გახსოვთ, ის იყო ერთხელ თქვენთან.
დროცა თქვენგან ბერლინში დაბრუნდა, ასეთი აღფრთოვანებული
ჯერ არ მენახა. არც მანამ, არც მერე.
– ვფიცავ, მხოლოდ ეს გრძნობა მაძლევს ძალას, და ახლა მხო-
ლოდ იმას გავაკეთებ, რაც ჩემს გულს ესიამოვნება, სხვა ყველაფერ-
მა აზრი დაკარგა.
– მართლა ასეა? – მკითხა ცელტერმა.
– კი, – ვუთხარი მე.
– მაშ, ყველაფერი კარგადაა, ჩემო ძვირფასო. საკუთარ თავს ხომ
ვერ შევეწინააღმდეგებით.
წასვლისას ცელტერი მომეფერა. თითქოს აღარც სიცხეს, აღარც
ხველას, არც თირკმლის შემოტევას აღარ ვგრძნობდი, თითქოს ვე-
ღარაფერი მომერეოდა.
ავადმყოფობა! რა თქმა უნდა, მარიენბადი, კარლსბადი, ლევეტ-
ცოვების ოჯახი! ყველას მხოლოდ ეს ეწერა სახეზე. ესე იგი, ის ამის
გამო იტანჯება. სხვაგვარად აბა როგორ უნდა აიხსნას, 49 დღეში,
მიუხედავად დასვენებისა, უცბად ლამის მოკვდა კაცი. ექიმი რება-
ინი, იქამდე მივიყვანე, რომ კრისტოფ ვილჰელმ ჰუფელანდის „ადა-
მიანის სიცოცხლის გახანგრძლივების ხელოვნება“ წავაკითხე, ჩემ-
თან რომ მოვიდა, უკვე ჰუფელანდის ციტატებით მელაპარაკებოდა.
მისი სიტყვებით ცდილობდა ჩემს გამხნევებას. ეს ის წინადადებებია,
ჩემს მანქანად ქცეულ ძვირფას მეგობარს, ულრიკესაც რომ გაახა-
რებდა. თვით ფიქრი ორგანულია, – ისეთი ტონით დასძინა რებაინ-
მა, რომ აშკარად შეჭრილი იყო ამ ადამიანის გაკეთილშობილების
ხელოვნებაში.
ამ წინადადებებით შეგვიძლია მე და თქვენ, ულრიკე ერთმანეთს

184
გავუგოთ. გახსოვთ ჰუფელანდი? წვიმიან ზაფხულის დღეს, ჩვენი
თამაში სამკითხველო დარბაზში: რომელ წელსაა ამა თუ იმ წინადა-
დების დამწერი დაბადებული? მე ასეთი წინადადება ვთქვი: ტკბილი
ცხოვრება! მშვენიერი საამო შერწყმა! ამქვეყნად ყოფნისა და მოქ-
მედების არსი! – შენ უნდა გაგეყარო? დედა და დები, მეტისმეტად
დაეჭვებული შემომყურებდნენ, შენ კი, თითქოს ეს სულაც არ იყო
რთული, წამოიძახე, დაწერილია: 1749 წელს. გოეთე? – წამოიძახა
ახლა დედათქვენმა, მართლაც?! შემდეგ კი აგიხსენით, თანაც ამა-
ყად, რომ განთქმულმა ჰუფელანდმა ეს წინადადება: ამქვეყნად ყოფ-
ნისა და მოქმედების არსი, თავისი წიგნის „ადამიანის სიცოცხლის გა-
ხანგრძლივების ხელოვნების” დედაარსად აიღო. აჰ, ულრიკე, როცა
თქვენზე ვფიქრობ, სისუსტისა და სიძლიერის შემოტევები ენაცვლე-
ბა ერთმანეთს. ერთადერთს ვისურვებდი: საქმიანობა შევძლო.
ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მიიღებს, მაგრამ არც
ის იცის, რამდენით დაკმაყოფილდება. ალბათ ჯობს მცირედი, ვიდ-
რე ყველაფერი. მაინც რამდენია ეს მცირედი? რა არის ის მცირე, რი-
სი მიღების უფლებაც გვაქვს, რომ თავი სასაცილოდ არ გავიხადოთ.
რის შეთავაზება შეგვიძლია, ან რის მიღება. კაცს მხოლოდ საკუთარ
თავთან შეუძლია ვაჭრობა. ულრიკე, ახლა თქვენი გამჭრიახი გონე-
ბა მესაჭიროება, ბრძნული გამონათქვამების მოშველიება. ბედისწე-
რის დარტყმით განადგურებული ადამიანი თუ მიხვდება, რა არის
საჭირო! თქვენ ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყავით სტრასბურგში,
ეს აუცილებელი იყო, ასე მომხდარიყო, რომ მე ამ დარტყმით შემეც-
ნო, რა მიუღწეველი ხართ ჩემთვის. მხოლოდ ამ გარდაუვალობამ მი-
მახვედრა ამას. თქვენ გეხერხებათ წინადადებების შეტრიალება, და
გთხოვთ, ესეც შეატრიალეთ, ეგებ ასე უფრო შემიმსუბუქდეს ტკივი-
ლი. მე სენტიმენტალურ, ჩამოწერილ გმირს ვთამაშობ. იძულებული
ვარ, ასე მოვიქცე. არ ვიტყუები, კომედია არ ცრუობს, ის მხოლოდ
ჭეშმარიტებით არაა დაინტერესებული. ცდილობენ მიმახვედრონ,
რომ გულფიცხობა ავადმყოფობაში გადამეზარდა. ჩემს შეკითხვას:

185
ბატონ უსახელოს რა ერქვა, თქვენ იგნორირება გაუკეთეთ. აბა, რო-
გორ არ უნდა ვიყო გაღიზიანებული? კარტისგან აშენებულ სახლს
ვგავარ, რომელსაც თავი ციხე-სიმაგრედ კი მოაქვს, მაგრამ ოდნავ
ნიავის დაბერვაზე იშლება. თქვენზე ფიქრისას მხოლოდ სპილენძზე
ამოტვიფრული თქვენი სახელი მაქვს. ესაა სულ!
ექიმმა რებაინმა მკითხა:
– უკვე შეგვიძლია მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის ბოემენში გა-
სამგზავრებლად?
კი-მეთქი, – ვუთხარი მე, მაგრამ მჯერა კი ამის? ფიჭვნარზე
თქვენ გარეშე ფიქრიც კი არ შემიძლია. მახსოვს, თქვენ ნაბიჯები
დაითვალეთ კოლონადადან შადრევნამდე და მითხარით, სულ 459
ნაბიჯიაო. მე კი მეგონა მისმენდით, რას გიყვებოდით. ერთადერთი,
რაც შემიძლია, ისევ წერა განვაგრძო. ჩემი საწერი ფრთა უკვე გაიც-
ვითა, და როგორც კი შტადელმანი ახალს მომიტანს, ისევ წერას შე-
ვუდგები. მე გიყვებოდით, თუუ რა ერთგული და პრაქტიკულია წე-
რა. თქვენ კი ამასობაში ნაბიჯებს ითვლიდით, და ბოლოს დაასკვე-
ნით:
– შადრევნამდე დაახლოებით 459 ნაბიჯი გვჭირდება, თუ სწრა-
ფად ვივლით, მაშინ 430. თუ უფრო ნელა – 470. და ეს დამოკიდებუ-
ლია იმაზე, ვკამათობთ თუ ვეთანხმებით ერთმანეთს.
– ეს როგორ? – დავინტერესდი.
თქვენც მიპასუხეთ:
– როცა გეკამათებით, უფრო სწრაფია ჩემი ნაბიჯები, თუ გეთან-
ხმებით, ნელი.
– მაშ, რადგანაც თქვენ გამუდმებით მეკამათებით, 430 ნაბიჯზე
მეტი არასოდეს დაგვჭირდება, – დავძინე მეც.
მინდოდა ფერთა მოძღვრებაზე ჩემი მეტოქეები მეხსენებინა, მაგ-
რამ მაშინვე შემაწყვეტინეთ:
– მაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ, რომ რაღაც ერთ წუთს
თქვენი ფერთა მოძღვრება სულ გადამავიწყდა.

186
– სულაც არაა ეს საბოდიშო, – წამოვიძახე, აშკარად გადამედო
თქვენი სითამამე.
მერე კი ვითომდა თამაშით, მაგრამ ბრძანების ტონით დასძინეთ:
– მოდით, თემა შევცვალოთ!
მეც აგყევით თამაშში და გითხარით:
– მშიშარა.
თქვენ წამით შეჩერდით, ჩემკენ შემოტრიალდით და მითხარით:
– თქვენ მგონი მეტად დამჯერს გამხდით.
– აჰ, Contresse ლევეტცოვ, – ჩავილაპარაკე მე.
– აჰ, აჰ, აჰ, აჰ, – გაიმეორეთ თქვენ, – თქვენო აღმატებულებავ,
ახლა მე ხომ ოთხჯერ ვთქვი უკვე აჰ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ
ოთხჯერ მაინც აღარ თქვათ ეს თქვენი „აჰ“
განა შეიძლებოდა თქვენს ასეთ ნათქვამს არ გავებედნიერებინე?
ულრიკე! თქვენ გვერდით ყოფნა ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის მარ-
თლაც დასვენება იყო.
„მან სიცოცხლე დამიბრუნა“, – მივწერე ცელტერს. ერთადერთი
ადამიანია, ვისთვისაც ყველაფრის გამხელა შემიძლია. და აქ ისევ
ჩემს ფერთა მოძღვრებას დავუბრუნდები: ულრიკე, თქვენ ხართ ერ-
თადერთი ადამიანი, რომელმაც ფერთა მოძღვრებაზე ლაპარაკით
სიხალისე შემინარჩუნეთ.
ვაიმარი, 18 დეკემბერი, 1823
საყვარელო ულრიკე,
გუშინ მეტად უხეშად შემიშალეს წერაში ხელი. იმან დააკაკუნა,
შემდეგ უცბად მოიჭრა ჩემს მაგიდასთან და ხელი დაავლო რამდენი-
მე ფურცელს. მას უკან პატარა ვალტერიც მოჰყვა, რადგან დედას
სათამაშო წაერთმია და ტიროდა. ვალტერმა ერთი ჩემი ფურცელი
რამდენიმე ნაწილად დახია. ეტყობა, რაღაცის გაკეთება სურდა. მივ-
ხვდი კიდეც რისი: გემის, ხის, ეკლესიის, სახლის. ჯერ დააწება და
მერე გაფერადებას აპირებდა. თან დედაზე გაბრაზებული ისევ ტი-

187
რილს განაგრძობდა. მზერა შევავლე ქაღალდს, დამაინტერესა რო-
მელი ქაღალდი აიღო. უკვე ვიცოდი, იქ რაც ეწერა. ლექსი. რამდე-
ნიმე დღის წინ დავწერე, დიდი ხანია ვეძებდი, ვიმედოვნებდი, რომ
ვიპოვიდი, სახლში ხომ წესით არაფერი იკარგება. ჰო, წესით არ
იკარგება, მით უმეტეს, ასეთი რამ. ლექსი ასეთი იყო:
დღე და ღამ მახსოვს
სახე ულამაზესი ქალის,
ის ფიქრობს ჩემზე,
მე ვფიქრობ მასზე
მაგრამ გვშველის ეს რასმე
ან მე, ან მას.
ჯერ ოტილიას სიბრაზისგან ლაპარაკი არ შეეძლო, სისინებდა.
სანთელივით გაფითრებული იდგა, ხელები ჩემკენ გამოეწვდინა ნა-
ხევრად მუქარით, ნახევრად მუდარით, როგორც იქნა, ორი სიტყვა
ამოღერღა: ფარისეველო, მატყუარავ. როგორც კი ეს ამოხეთქა, მა-
შინვე გავარდა. ვიცოდი, ახლა ისევ დაიწყებოდა იგნორირების სცე-
ნის გათამაშება. სინამდვილეში კი რა იყო გასაბრაზებელი, ისეთ
ლექსებს ვთხზავდი, უკეთ 19 წლისაც რომ ვერ დაწერდა. მის ხმაში
გამძვინვარება იგრძნობოდა: აუტანელო ადამიანო. სადაცაა ლამის
დავიჯერო, რომ მართლა აუტანელი ვარ.
– მოდი ჩემთან, ვალტერ, – ვუთხარი შვილიშვილს. ისიც მოვიდა.
– რის გაკეთებას აპირებ ამ ფურცლებისგან? – ვკითხე მე.
– ვაიმარი ზამთარში, – ჩაილაპარაკა მან. მიუხედავად ნაწერისა,
ქაღალდის სითეთრიდან გამომდინარე ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო.
უჯრაში წებო ყოველთვის მქონდა. ასე რომ, მისი ვაიმარი ზამთარში
დავაწებე, ქაღალდის ნახევები ისე დავალაგე, რომ ნაწერის წაკით-
ხვა შესაძლებელი ყოფილიყო. ვალტერს კითხვა ჯერ არ შეეძლო.
მაგრამ ასე შეიქმნა მისი ჩანაფიქრი: ეკლესია, სახლები, გემი და თან
ეს წარწერები: დღე და ღამ მახსოვს, ... სახე ულამაზესი ქალის,... ის
ფიქრობს ჩემზე, ... მაგრამ გვშველის ეს რასმე, ...

188
ოტილიამ, როცა დაგვინახა, რა ჭკვიანად ვისხედით და ვაწებებ-
დით ჩვენს ფურცლებს, თავისი დასკვნითი სიტყვები იღრიალა: აუ-
ტანელო, საზარელო ადამიანოო და გავარდა. ვალტერი თავისი შე-
მოქმედებით ამაყობდა. უნდა ეამაყა კიდეც. „ისევ მარტო“, – ასე ერ-
ქვა ამ ლექსს, თუმცა ოტილიას შემოჭრისა და ჩხუბის შემდეგ, ასე
აღარ შეიძლებოდა რქმეოდა.
დღე და ღამ მახსოვს
სახე ულამაზესი ქალის,
ის ფიქრობს ჩემზე,
მე ვფიქრობ მასზე
მაგრამ გვშველის ეს რასმე
ან მე, ან მას.
მართლაც არ ივარგებდა, ეს ფურცელი რომ დამკარგვოდა. ახლა
ოტილიამაც იცოდა. ამ უბრალო ლექსმა გამთქვა. რატომ არ უნდა
მქონდეს ასეთი უბრალო რამის დაწერის უფლება? რატომ უნდა
მრცხვენოდეს, რატომ უნდა მოვიკატუნო თავი. იმიტომ, რომ... საში-
ნელ მტრულ გარემოში ვცხოვრობ. კანცლერი ფონ მიულერი, ერთა-
დერთი ადამიანია, რომელთანაც ზოგჯერ ჩემს მდგომარეობაზე გვი-
ან საღამომდე შემიძლია ვილაპარაკო.
– ჭორები თანდათან მკრთალდება, – მითხრა მან, – მაგრამ რაც
ბოლოს გავიგე, ვერ დაგიმალავთ, რადგან ამ ამბავმა შემძრა. კარო-
ლინე, შილერის ქვრივის და, ყველაზე საშინელი კაროლინა, შეეცადა
გაევრცელებინა ასეთი ხმა: თუ გოეთეს მართლაც სურს თავისთან
მიიყვანოს ის ახალგაზრდა ქალბატონი ლევეტცოვი, რასაც ოტილი-
ას გამო ვერ გაბედავს, მაშინ მე, კაროლინე ფონ ვოლცოგენი, სი-
ამოვნებით მივიღებ ჩემთან ლევეტცოვების ოჯახსო. ამით მას საზო-
გადოების ყურადღების მიპყრობა სურდა.
...თქვენო აღმატებულებავ, ვერაფრით ვივიწყებ თქვენი წერი-
ლიდან ბოლო ოთხ სტრიქონს: თქვენ ჩემს მეხსიერებაში, ჩემს სულ-

189
ში შემოიჭერით. თქვენზე ფიქრისას ცისკენ მაქვს მზერა მიპყრობი-
ლი, და თითქოს ცასაც სულ სხვა შეფერილობა ეძლევა... თქვენი ერ-
თგული მეგობარი ულრიკე.
შემეძლო ეს სიტყვები ასჯერ დამეწერა, ასჯერ წამეკითხა ჩემ-
თვის ხმამაღლა, და ყოველ ჯერზე სხვაგვარად გაიჟღერებდა. მო-
დით, შემამოწმეთ, დათვალეთ, თქვენ ხომ თვლაში შეუდარებელი
ხართ, თუმცა რაში არ ხართ შეუდარებელი... თქვენი ერთგული მე-
გობარი, ულრიკე... ისინი, ვინც დამცინიან, თქვენს დავიწყებას რომ
ვერ ვახერხებ, მათ თქვენ შესახებ წარმოდგენაც არა აქვთ. ისინი
მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ მე გონება ერთმა ახალგაზრდამ და-
მაკარგვინა. ეს კი მათთვის იფლანდის კომედიაზე მეტს არ ნიშნავს.
ეეს კი იმიტომ, რომ Contresse ულრიკეს არ იცნობენ. წარმოდგენაც
არა აქვთ, მის საოცარ სიტყვა-პასუხზე, კამათის საოცარ უნარზე! მე
კი, როცა მახსენდება თქვენთან საუბრები, დღითი დღე ვრწმუნდე-
ბი, რომ დღემდე მსგავსი მოსაუბრე არ მყოლია. თქვენ, ულრიკე,
თქვენ, იმიტომ მოევლინეთ ამ ქვეყანას, რომ მე სხვა ადამიანად გექ-
ციეთ, სიცოცხლისთვის დაგებრუნებინეთ, ბედნიერება გეჩუქები-
ნათ. და მე თქვენ ვეღარ უნდა გიხილოთ? ამის დაჯერების უფლება
არც ერთს არ გვაქვს. ბატონი დე რორი, ბატონი დე რორი... აქ უნდა
დავასრულო, თორემ...
ეჰ, ულრიკე. შეგიძლიათ ჩემი გამოთქმები შეაბრუნოთ და მით-
ხრათ: ვისაც სასოწარკვეთა არ შეუძლია, ალბათ ვერც იცხოვრებს.
და როგორ იქნება პირიქით? Contresse ლევეტცოვ. ასეა? ვინც ცხოვ-
რობს, სასოწარკვეთა არ შეუძლია! ასე უნდა იყოს? გუშინ სწორედ
სასოწარკვეთამდე მივედი. უნდა ვაღიარო, ხელები მიცახცახებდა.
ალბათ ასე არ დამემართებოდა, რომ არ გამხსენებოდა, იმ უსახე-
ლომ ხელებაკანკალებული მსახიობის როლი როგორ ითამაშა. გაოგ-
ნების ამოძახილი აღმომხდა, არა მხოლოდ ჩემი ხელები, მთლიანად,
მხრებიანად ვცახცახებდი, ხელები მხრებზე დავიწყე, თითქოს იქ

190
უკეთ იგრძნობდნენო თავს, მერე ყელზე ვიტაცე ხელები და შტა-
დელმანიც შემოვიდა. იქნებ ჩემმა ამოძახილმა გამთქვა. მაშინვე
ყელზე მომვარდა. მე გულზე მივეკარი და ავტირდი. ვიმედოვნებდი,
რომ ამას ის ვერ შეამჩნევდა. მაგრამ მაინც შენიშნა. თქვენო აღმა-
ტებულებავ, – მითხრა მან და ჩემს ოთახში გამიყვანა. იქ შეზლოგინ-
ზე ჩამომსვა. ვცდილობდი ტკივილს არ ავყოლოდი, მხრებიდან
მკლავებსა და ხელებში, თითებამდე რომ მივლიდა. გეგონება ყვე-
ლაფერი დამეჭიმაო, მთელი სხეული მტკიოდა. არ ვიცი ასე რამდენ
ხანს გაგრძელდა, მკლავებსა და ხელებში ცხელი სისხლი მეღვრებო-
და. გეფიცები, ასეთი შეგრძნება მქონდა.
ბოლო ნათქვამი ადამიანს ყოველთვის კარგად გამახსოვრდება:
თქვენი ერთგული მეგობარი, ულრიკე. და ოტილიასგან კი ეს – აუ-
ტანელო ადამიანო.
ლამის ოტილიასი დავიჯერო და წერილიც ასე დავასრულო:
თქვენი აუტანელი ადამიანი. მაგრამ როგორ უნდა შევწყვიტო, შენ-
თვის წერილების წერა, ძვირფასო, როცა მე შენ მეტი არავინ გამაჩ-
ნია. შენ გარდა ჩემთვის ამქვეყნად აღარაფერი არსებობს. არადა,
შენ აქ არ ხარ. ექო... … მაგრამ ახლა ჩვენ შორის ახალი დამაკავში-
რებელი არსებობს: ელეგია. ელეგია, რომელიც მხოლოდ ამ ადამია-
ნებს აკავშირებს: ულრიკე ფონ ლევეტცოვი, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლ-
ტი, კარლ ცელტერი და იოჰან ვოლფგანგ გოეთე.

191
5
მას შემდეგ, რაც ულრიკესგან წერილი მიიღო, ყოველდღე ელო-
და მისგან ახალ წერილს. ეს არავის უნდა შეემჩნია, მისი მესაიდუმ-
ლეების გარდა. როცა გაიგებდა, რომ შტადელმანი ან ჯონი ფოსტით
მოდიოდნენ, მაშინვე ფურცელსა და კალამს დასცქეროდა, რომ ფოს-
ტის შემოტანისას თავისი ცნობისმოყვარეობა არ გაეთქვა. მერე ხე-
ლით ანიშნებდა: ფოსტა აქ დააწყვეთო. მასსა და მის გარშემო მყოფ
ადამიანებს შორის გაყინული ზღვა იყო. გავიდოდნენ თუ არა ისინი,
ახლად მოტანილ ფოსტაში მყისვე ლავანდისფერ წერილს ეძებდა.
მაგრამ უკვე იცოდა, რომ ასეთი წერილი არ მოსულა. ისიც იცოდა,
რომ თავადაც ვერ მისწერდა იმას, რისი მიწერაც ეწადა. ვერც იმის-
გან გამოგზავნილ წერილებში იპოვიდა იმ სიტყვებს, რაც ასე ეწადა.
ულრიკესაც არ ჰქონდა მეტის დაწერის უფლება, ისედაც იმაზე მეტს
სწერდა, ვიდრე ამის უფლება ჰქონდა დედამისისგან. მაგრამ მას არ
შეეძლო მოეწერა: ხვალ მოვალ და ყელზე შემოგეხვევი, ყურში ცელ-
ქად საოცარ სიტყვებს ჩაგჩურჩულებ! ამაში ულრიკეს დანაშაული
არ მიუძღოდა. ...შენი ერთგული მეგობარი... როცა საქსოვი მანქანის
შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდა ქალი ასეთ რამეს წერს, ესე
192
იგი, იცის კიდეც, რას წერს. ყოველდღე, როცა ახალ წერილს ელოდა,
ცდილობდა წინასწარ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა იქ წერებული-
ყო. რას აღარ თხზავდა. მაგალითად: 31 ოქტომბერი მეორედ აღარ
განმეორდება. განგებას არ სჩვევია მძიმე დარტყმა ორჯერ გა-
იმეოროს. როგორ მინდა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ასეთი 31
ოქტომბერი... მაგრამ ბოლო წერილის ამ სიტყვებმა „თქვენი ერთგუ-
ლი მეგობარი“ მართლაც განკურნა. და ეს თავად ულრიკემ ისურვა
ასე.
მართალია ადამიანს წინასწარ არაფრის ცოდნა არ შეუძლია, რე-
ალობა მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს, მაგრამ გაგონილმა მარ-
თლაც გააოცა. გოეთემ გაიგო, რომ ულრიკე ახლა სამკაულს ატა-
რებდა – ზურმუხტს, მუქი მწვანე ზურმუხტის სამკაული მისი თვა-
ლების ფერს კიდევ უფრო მკვეთრს ხდიდა, ამუქებდა. ეს იყო საჩუ-
ქარი, თანაც დე რორის საჩუქარი, რომლის უარყოფაც ულრიკემ ვერ
შეძლო. დე რორმა, ულრიკეს ეს საჩუქარი ჯერ დროებით, საცდე-
ლად მისცა. ულრიკეს უნდა ეტარებინა ეს ქვა და თუ შეეგუებოდა
სამკაულის ტარებას, როცა დე რორი სტრასბურგში ჩავიდოდა, თა-
ვისი აზრი უნდა გამოეთქვა. რა უნდა ექნა ულრიკეს, უხეშობას ხომ
ვერ გამოიჩენდა. ან უნდოდა კი თავად ულრიკეს უხეში ყოფილიყო
დე რორის მიმართ? დე რორს, სამკაულების გაჩუქების მოტრფია-
ლეს სულაც არ დაუმსახურებია უხეშობა. როგორც ჩანს, ის შთაბე-
ჭილების მოხდენას ასე ცდილობდა, თითქოსდა რცხვენოდა, რომ
ქალს უსამკაულოდ ხედავდა. სხვათა შორის, გოგონას, თორმეტს
რომ მიაღწევს, უკვე უნდა გაუჩნდეს სამკაულის ტარების სურვილი,
მაგრამ ყველასთვის ნორმად ხომ არაა ეს დაწესებული. როცა ქალი
ოცის ხდება და სამკაულის ტარების სურვილს ჯერ ისევ სძინავს, ახ-
ლობლები თუ მეგობრები ცდილობენ მისი ეს ნაკლი გამოაღვიძონ
და აცდუნონ. ალბათ მსგავსი საუბარი ექნებოდა დე რორს ლევეტ-
ცოვებთან, რა თქმა უნდა, გრაფის თანდასწრებით. თავისი საჩუქ-
რით დე რორმა დედა ლევეტცოვი განსაკუთრებით მოაჯადოვა. მან

193
სუფთა მოკას ყავა ჩამოუტანა, იქნებ პირდაპირ ეგვიპტიდანაც, სუფ-
თა მოკას მარცვლები. დედამისს, ამ ყავის დალევის შემდეგ აღ-
ფრთოვანებისგან ლამის გული წაუვიდა.
ამის შემდეგ კი სამკაულების გაჩუქების მოტრფიალემ ულრიკეს-
თან პირისპირ შეხვედრა ითხოვა, რაზეც თანხმობა დედამისისგან
მიიღო და არა თავად ულრიკესგან. დე რორმა თავისი არგუმენტე-
ბით დაიყოლია ულრიკე, სამკაული ეტარებინა. ისიც უთქვამს, როცა
ქალიშვილს ასეთი გასაოცარი დედა ჰყავს გვერდით, შესაძლოა სამ-
კაულების ტარების მიძინებული სურვილი გასაგებიც იყოსო. ერთი
სიტყვით, დე რორს, იქნებ, ხმამაღლა არა, მაგრამ მოკრძალებულად
მიუნიშნებია, რომ სამკაული ეტარებინა. მასთან საუბრისას ალბათ
ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა ულრიკეს ყელსა და ყურის ბიბი-
ლოებს. იქნებ ეს სამკაულების მოტრფიალე დე რორი შეურაცხყო-
ფას სულაც არ იმსახურებდა. თავაზიანობა ნამდვილად არ ესწავლე-
ბოდა. ისიც ეხერხებოდა, როგორ დაეჯერებინა ქალი თავის ნათ-
ქვამში. უთქვამს: უკვე ქალი ხარ, კონსტანტინოპოლიდან ლონდო-
ნამდე ჯერ ქალი არ მეგულება, სამკაულის გარეშე რომ დაიარებო-
დესო, მოშიშვლებული ყელითა და ყურის ბიბილოებით. დებიუტან-
ტების მეჯლისზე ვენაში თუ ჩახვალ, პასუხის მოფიქრება არ დაგა-
ვიწყდეს, როცა გკითხავენ: რატომ არ ატარებ სამკაულსო? და ასე
შემდეგ და ასე შემდეგ...
თქვენო აღმატებულებავ, როცა ის მელაპარაკებოდა, მე თქვენზე
გავიფიქრე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა მას ვუსმენდი, თქვენთან
ვიყავი. თქვენ ხომ ჩემი მასწავლებელი ხართ. 49 ბედნიერი დღე, დი-
ახ, თუ ნებას მომცემთ, დავითვლი, 49 ბედნიერი დღე მქონდა, სხვე-
ბი რომ ჯირითს სწავლობდნენ, მე თქვენთან საუბრის ხელოვნებით
ვტკბებოდი. ჯირითს რაც შეეხება, შინ, ტრშიბლიცის სასახლეში
მყავს ჩემი ყავისფერა. მიყვარს, როცა ყავისფერას შემოვახტები და
ღობეებსა და ორმოებს გადავუქროლებ ხოლმე. ჯირითი, ჯერ წერა-
კითხვა არ ვიცოდი, რომ ვისწავლე.

194
თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, რომ არა ის შუაღამე. მეორე ღა-
მით დე რორმა მართლაც გამანდო თავისი მეორე სახელი, და კიდევ
დასძინა, რომ არავისთვის გამემხილა, მანამ, ვიდრე ოფიციალურად
თავად არ განაცხადებდა. და აქ შევეწინააღმდეგე და ვუთხარი: რომ
მე არ შევასრულებდი ამ შეთანხმებას, რომელიც არც დამიდვია. და
რომელიც წინასწარი თანხმობის გარეშე წამომიყენა. ნდობა ნდობის
წილ, წამოიძახა დე რორმა... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... თქვე-
ნო აღმატებულებავ, მთელი ეს სპექტაკლი იმდენად უმნიშვნელო და
უაზროა, რომ ამაზე სულაც არ მსურს ლაპარაკი. მაგრამ სამკაულე-
ბის მოციქულმა, რომელიც ლამის ცხოვრების მოციქულად გამომეც-
ხადა, მიუხედავად იმისა, რომ დროულად გამოვთქვი პროტესტი, მა-
ინც მოახერხა, თავისი სახელის თქმა არ-თქმის თამაშით იმ მდგომა-
რეობამდე მივეყვანე, რომლისგანაც გათავისუფლება მსურს. მაგრამ
როგორ? არც კი ვიცი. ამ ეგრეთ წოდებული, ნდობა ნდობის წილ,
ჩემდა უნებურად, უკითხავად ჩამითრია, მოკავშირედ გამიხადა. გა-
მანდო, რომ თურმე რაღაც ისეთი აქვს გამოვლილი, რამაც იმედი გა-
უცრუა, და რაც ლამის სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. მსგავს რამეს
ვეღარ გადავიტანო. ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ახლა, თქვენო აღ-
მატებულებავ ჩემზე მეტი იცით, რადგან თქვენი აღმატებულება მე-
ტად ჭკვიანია და ყოველივე ამას უფრო მშვიდი გონებით გააცნო-
ბიერებს, ვიდრე თავად ის, რომელიც ამ შემოტევამ სულ არია.
დიახ, არეული კი მართლაც ჩანდა.
ან იქნებ ეს, ეგრეთ წოდებული, ცხოვრებაა, და მე ვერ ვხვდები,
მსურს კი მივიღო მასში მონაწილეობა? რაღაც სათავგადასავლო
განწყობა კი დამეუფლა, მაგრამ როგორც ვგრძნობ, ეს არასასიამოვ-
ნო გრძნობაა. ზურმუხტის სამკაული ოფიციალური თავშეყრის ად-
გილებში ჯერ არ გამიკეთებია, ხანდახან, როცა მარტო ვარ, მოვი-
სინჯავ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ქვა ფერადია, დიდი და იდუმა-
ლი. მაგრამ ეს უფრო თავად სამკაულის მოციქულის სტილშია, იმ

195
სამკაულს ჰგავს, რომელსაც ჰერცოგინია ატარებდა. იმასაც მივ-
ხვდი, რომ სამკაულით შემოტევის გეგმა დედაჩემსა და გრაფ კლე-
ბელსბერგს ეკუთვნის. გრაფმა დედას ახლახან ჩეხური ძოწის სამ-
კაული აჩუქა, ყელზე ოთხმაგად რომ სწვდება, უფრო შავია, ვიდრე
წითელი, ისეთივე სამაჯური და საყურეებიც აჩუქა. გრაფი აშკარად
მონაწილეობს ამ ამბავში, დამემუქრა კიდეც, იცოდე, ნიშნობაზე
შენც ასეთი მძიმე სამკაულებით აგავსებო. ალბათ დედასი და თავი-
სი ნიშნობა თუ იგულისხმა.
ასეთი მოზრდილი ქალიშვილების თან გაყოლა, არა მგონია, სურ-
დეს, ალბათ ჩამოცილება უნდა. სამკაულის შებმა და მერე დებიუ-
ტანტების მეჯლისზე გაგზავნა, მართლაც საუკეთესო გზაა. ეს თუა
გრაფის იდეა, ბატონ დე რორზე უკეთესს ამისთვის ვის მოძებნის.
მომავალში – მოოქროვილი გზა. ახლა კი უნდა დავასრულო. მორ-
ჩა... ვიმედოვნებ გესმით, როგორ გეძახით, თქვენო აღმატებულე-
ბავ... როგორც მოგმართავთ ხოლმე... ბოლოს კი ისევ ეწერა: თქვენი
ერთგული მეგობარი, ულრიკე.
გოეთემ იგრძნო, რომ სამკაულების ამბის მოყოლის შემდეგ, მის-
მა ასეთმა მომართვამ თითქოს დაკარგაო თავისი ფასი. ყველაფერმა
დაკარგა აზრი. ახლა მას იქ მიუჩინეს ადგილი, სადაც ეკუთვნოდა,
თან თითქოს უთხრეს, რომ იმ ადგილიდან ფეხის დაძვრის უფლებაც
არ ჰქონდა. მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, რომ არაფერი გამოვი-
დოდა... არაფერი გარდა... არაფერი გარდა... რა? შეწყვიტე. არც
არაფერია გასაცნობიერებელი, მისახვედრი. თავიდან არ მოჰყვე ახ-
ლა ამაზე ლაპარაკს, რა იყო შეცდომა, ან როდიდან... ყველაფერი
გადაყარე, ყველაფერი, საკუთარი თავიც მიაყოლე, არანაირი სიტ-
ყვა, აღარაფერია სალაპარაკო, ახლა მხოლოდ ის მოიფიქრე, რისი
გაკეთება შეგიძლია, ოღონდ ნამდვილად, შეეშვი ამას, თავშეკავება
გჭირდება, იდუმალებით მოცვა, სხვა არაფერი, შენ მტრების გარე-
მოცვაში ცხოვრობ, რამის დაწერა, ეს სრულიად შეუძლებელია, შენ
უარყოფილი ხარ, ისე როგორც არასდროს. იყავი ჩუმად, ბრძენივით,

196
როგორც ეს უარყოფილს შეეფერება, ესაა გერმანიის, ევროპის, მთე-
ლი მსოფლიოს კეთილშობილური კულტურული ფასადი. უარყოფი-
ლის საუკეთესო მაგალითი მომავლისთვის?
ყველა უბედურმა შენ უნდა გიყუროს, როგორც თანავარსკვლა-
ვედს: აი, ასე უნდა მოეპყრას კაცი დიდ ტკივილს, ხომ ხედავ, რომ
ტკივილი აღარ ჩანს, აღარც სტკივა, ღიმილი, შენი სახის გამალამა-
ზებელი კულტურული გრიმასაა, ტკივილი კი ლექსის დაწერის სა-
შუალება. იოლი არაა, მაგრამ ბევრად იოლია, ვიდრე ელეგიის და-
წერა, ელეგია ისევ სეიფში რჩება. ტკივილის განცდაც საჭიროა ალ-
ბათ, და ახლა როცა ყველაფერი დასრულდა, ალბათ უნდა აღიარო,
რომ ძალიან დიდი ტკივილი განიცადე. ახლა კი ჩავლილი, ჩავლილი,
ჩავლილი ამბავია. უპირველესად: იმაზე უნდა ვიზრუნო, რომ ულ-
რიკეს მივაწვდინო ხმა, მან უნდა დაინახოს, რომ ტკივილისაგან ჭი-
ასავით არ ვიკლაკნები, ისიც უკეთ იგრძნობს თავს, როცა დაინა-
ხავს, რომ მოხუცმა თავს სძლია. ორივესთვის ზაფხულის ლამაზი
წარმოდგენა იყო, თანაც მეტად ლამაზი, გული მატკინა, უფრო მშვე-
ნიერი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ თუ მან წასვლა
არჩია. ჯობია მეც განვდგე, ჩემი რომანის „ვილჰელმ მაისტერის
მგზავრობის წლების“ გადაწერაც კი დავიწყე, ქვესათაურით – უარ-
ყოფილი. ყველამ უნდა დაინახოს, როგორ ხდება ეს, რომ უარყოფი-
ლი, კეთილშობილი ადამიანი უსუსურია, და როცა ცუდად გრძნობს
თავს, უფალი ეუბნება: რას მალავ, ვერაფერს გახდები, შენც იცი,
რომ ასეა...…
გარედან ცხენების თქარათქურის ხმა მოისმა, ახლად დაკრული
ნალების სასიამოვნო ხმა შემოიჭრა ამ მიტოვებულ სამყაროში. ამან
ისევ კარლსბადი გაახსენა, სადაც ძველ ქუჩაზე ხიდიდან სულ მცირე
50 მეტრში ცხოვრობდა. როცა ხის ხიდზე ცხენების ნალების ხმა მუ-
ქარასავით გაისმა, ულრიკემ უთხრა: სულთა ჯირითს ჰგავსო. საღა-
მო იყო, როცა ისინი ჯერ კიდევ „გოლდენენ თრაუბენის“ წინ ისხდნენ

197
და მთვარის ამოსვლას უყურებდნენ მთაგრეხილს იქით. გოეთე მას-
თან ერთად წყაროსთან იდგა, უსიტყვოდ შეჰყურებდნენ მოლივლი-
ვე წყლის ზედაპირს, რომელიც მდორედ კი არ მოედინებოდა, არა-
მედ ზოგჯერ შადრევანივით მაღლა ამოსჩქეფდა ხოლმე. გეგონება
ამოსუნთქვას, ძალის მოკრებას ლამობსო... ეს ყველაფერი შეცდომა
იყო... რატომ არ შეეძლო, ან არ ჰქონდა უფლება, გამოეხატა კაცს
ის, რასაც აშკარად გრძნობდა? როცა უკანა გზაზე ულრიკე ოდნავ
შეეხო, თავს სრულიად ბედნიერად გრძნობდა. და ახლა როცა იცო-
და, რომ ის ვეღარასოდეს წავიდოდა ულრიკესთან ერთად ნაკადულ-
ზე, სწორედ ამ „ვეღარასოდეს“-ს ჰქონდა გამანადგურებელი ძალა.
ის გრძნობდა, რომ იმ გაოგნებას, მასში მთლიანად ფესვების გად-
გმას რომ ლამობდა, არ უნდა შეგუებოდა. ახლა მას ისე, როგორც
არასდროს, თავშეკავება მოეთხოვებოდა. უნდა დაემალა ის, რითაც
ასე იყო მოცული, რომ მისგან გარეთ გამოეჟონა, თორემ ატყდებოდა
თანაგრძნობის მოზღვავება და თან ჩაიტანდა, ჩასძირავდა, ესთეტი-
კურს დოგმატიზმის ტალღებში... საზარელი სინანული... ის ინსტინ-
ქტურად დასწვდა დღის განრიგს. უნდა მოსულიყვნენ კანცლერი
ფონ მიულერი ჯულია ფონ ეგლოფფშტაინთან ერთად. მას გასაოცა-
რი სურათის პრეზენტაცია ელოდა. მაგრამ ეს მხოლოდ 5 საათზე.
სიაში იყო ასევე ლინე სორეტი, რებაინი, ადელე შ., კანცლერი, ოტი-
ლია, მაიერი და სასულიერო ოდენის წინამძღვარი. ხუთამდე ჯერ
ბატონი ზოინერს სურდა მასთან შეხვედრა, რაღაც რჩევა ესაჭიროე-
ბოდა ჰუმბოლტთან დაკავშირებით. თავის მხრივ კი ამ ბატონ ზოი-
ნერს კანცლერმა ფონ მიულერმა გაუწია რეკომენდაცია.
ულრიკე, თქვენ წარსული მომავალში გადაცვალეთ. ასე მოიქ-
ცეოდა ალბათ ყველა, ვისაც ოდნავი ანგარიშის უნარი გააჩნია. სა-
ზოგადოებაში სიტყვა ანგარიშის უნარი არ უნდა დაგცდეს. დასიზ-
მრებით ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ არ უნდა გაამჟღავნო.
დამესიზმრა ულრიკესთან ერთად კარლსბადის ეკლესიაში ვიყავი –
ეს იყო ვაიმარის იაკობის ეკლესია; შემდეგ – ულრიკე კარლსბადში,

198
ტყის პირას მდებარე ქალაქში, დიანას ქოხისკენ მიმავალ გზაზე, სა-
დაც მასთან ერთად ოთხი საათი გავატარე. სიზმარში მეც და ისიც იმ
ციცაბო გზას მიუყვებოდით, ისე, რომ ერთი სიტყვაც არ დაგვცდე-
ნია. რეალობაში კიუულრიკემ მაშინ იმ ციცაბო გზაზე ასვლისას ნაწ-
ყვეტი ზეპირად წაიკითხა – ვერთერის ნაღველი კაკლის ხეებზე; რო-
ცა ისინი თითქმის უკვე ტყის პირს მიუახლოვდნენ, ულრიკემ უცბად
ეკლესიას მოჰკრა თვალი. გოეთემ იაკობის ეკლესიად აღიქვა. მერე
შევიდნენ დანთებული სანთლებით გაჩირაღდნებულ ეკლესიაში.
ულრიკე იცინოდა. ვიდრე ისინი ეკლესიაში იყვნენ, თითქოს ის ყვე-
ლაფერს უღიმოდა. ერთმანეთს უღიმოდნენ. რეალობაში კი: მათ
ტყისპირა გზაზე უკანასკნელად აკოცეს ერთმანეთს. მაგრამ სიზმარ-
ში კოცნისას ულრიკემ გვერდზე გაიხედა, რომ მისი კი არა, ალბათ
იმ ახალგაზრდა დე რორის დანახვა შეძლებოდა.
როცა გოეთეს ამ სიზმრიდან გამოერკვა, მაშინვე წამოდგა. ში-
შობდა, კიდევ არ ჩამეძინოსო, აღარ უნდოდა ასეთი სიზმრის ნახვა.
რა უნდა ქნას კაცმა, თავი ასეთი სიზმრებისაგან რომ დაიცვას? თავს
როგორ მორეოდა? როგორ შებრძოლებოდა საკუთარ თავს? ერთა-
დერთი, რაც აქამდე შველოდა, ეს იყო წერა. ახლა კი აღარ შეეძლო
ეწერა, რაც სურდა, რაზეც სურდა. არადა, ვიდრე წერდა, დაცული
იყო. ეს უკვე გავარჯიშებულივით ჰქონდა. წერის დროს ის ამ სამყა-
როს არ ეკუთვნოდა, საკუთარი სამყარო ჰქონდა. მაგრამ როცა წე-
რისგან დაღლილი იძულებული იყო შეეწყვიტა, მოგონებები მომა-
ტებული სიმძლავრით უტევდნენ.
მან ჰუფელანდის წიგნი გადმოიღო და ის ადგილი წაიკითხა, რო-
მელიც ავადმყოფობის ჟამს ჩაიწერა, ახლაც კიდევ ერთხელ წაიკით-
ხა: თუ ადამიანი განუწყვეტლივ ერთ რამეზე ფიქრობს, საოცარი მო-
თენთილობა და დაღლილობა იპყრობს, ისე, რომ ბოლოს მკვდარს
ემსგავსებოდა.
რატომ არ დავილიე, არ დავიშრიტე, მე ხომ გამუდმებით მხო-
ლოდ ულრიკეზე ვფიქრობ, რატომ არ ჩავვარდი უგონო, უგრძნობ,

199
მიცვალებულის მდგომარეობაში? რატომ მე არასოდეს მომაფიქ-
რდა, რომ ულრიკესთვის სამკაულის ტარების სურვილი გამეღვიძე-
ბინა? ალბათ იმიტომ, რომ პატივს სცემდა, მეტისმეტად დიდ პატივ-
საც. ლამის აღმერთებდა. კარლსბადში უკანასკნელ საღამოს გო-
ეთემ ულრიკეს გინკგოს სასაცილო ფოთოლი აჩუქა. თავად ყოველ-
თვის ეკიდა კისერზე ოქროს გასაღები, იმ ყუთის გასაღები, სადაც
ულრიკეს ხელთათმანი ჰქონდა შენახული.
თავად ბატონი ზოინერი არ მიუღია, ჯონის უკარნახა ჰუმბოლ-
ტისთვის გადასაცემი რეკომენდაცია. სურვილი არ ჰქონდა. მერე კი
ლამის მოუთმენლად ელოდა კანცლერ ფონ მიულერსა და ჯულია
ფონ ეგლოფშტაინის მოსვლას. გოეთე და კანცლერი ყოველთვის
ეჯიბრებოდნენ ამ სასიამოვნო ქალის პატივისცემაში. სიტყვა მშვე-
ნიერი მართლაც რომ შეესაბამებოდა ამ ქალს. ჯულიასაც სიამოვ-
ნებდა მათი ყურადღება. დღეს კი ორივენი აშკარად შეთქმულები-
ვით შემოვიდნენ. კანცლერმა მოიტანა ნაჭერში გახვეული რაღაც
სურათი. გთხოვ, დაბრძანდით, თქვენო აღმატებულებავ და იქით გა-
იხედეთ. ისიც დაემორჩილა. როცა მას უკვე უფლება მისცეს, რომ
გამოეხედა, სურათი უკვე კედელზე ეკიდა, იმ ადგილზე, სადაც საპ-
რეტენზაციოდ ჰკიდებდნენ ხოლმე სურათებს. ეს იყო ულრიკე ფონ
ლევეტცოვი. ორივე ხარობდა, როცა დაინახეს, რომ გოეთემ ლაპა-
რაკის უნარი დაკარგა.
– ეს ჩემგან თქვენთვის საშობაო საჩუქარია. ვიცი, ოჯახური ნაძ-
ვის ხის ქვეშ რომ დამედო, არ გამოვიდოდა, ამიტომაც ახლა მოგი-
ტანეთ, – უთხრა ჯულიამ.
დრამატურგიაა, – გაიფიქრა გოეთემ, – საუკეთესოდ დადგმული
სცენარი. ან იქნებ ისევ ეშმაკის ბებიის ხელი ერია აქაც, თუ შემთხვე-
ვითობა იყო;
– თქვენო აღმატებულებავ, – წამოიძახა ჯულიამ, ისეთი დამარ-
ცვლით, როგორც მხოლოდ ულრიკე ეძახდა ხოლმე.
ამ ხმამ მუქარასავით გაიჟღერა. გოეთეს ადგომა არ შეეძლო.

200
ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. და თუ ეს ორი კეთილისმოსურნე
ადამიანი რამეს ჰკითხავდა, პასუხი გაეცა.
– ჯულია, საიდან მოგივიდათ აზრად, ეს სურათი გეჩუქებინათ?
– ამ შეკითხვამ ცოტა მკვახედ გაიჟღერა, მაგრამ დაბნეულობა არ
გამოუმჟღავნებია.
ამ კითხვას ელოდა ჯულია და მაშინვე არაკრაკდა:
– დრეზდენში ერთი ქალბატონი ფიოლკერსამი გავიცანი, დრეზ-
დენში ხელოვნებას სწავლობს. როგორც კი ეს ქალბატონი, გაიგებს,
რომ ვაიმარში ვარ, მაშინვე მორბის ჩემთან და მოაქვს ხან გოეთეს
პორტრეტი, თან მეკითხება: ჰგავსო? მეც, თქვენი ხმით ვპასუხობ:
სავსებით-მეთქი! ისიც გაბედნიერებული, წამოაყრანტალებს, რომ
გოეთესა და მარიენბადზე თავისი მეგობარი ულრიკესაგან ბევრი
რამ სმენია და ეს სურათი ულრიკეს დავუხატეო. ჯულიამ აიღო სუ-
რათი და დაიწყო ახსნა: ნახევრად გუაშია, ნახევრად აკვარელი, ნა-
ხევრად ცარცი, ნახევრად ზეთი. და რაც ყველაზე არაჩვეულებრი-
ვია, ულრიკეს სახე მრავალ ფერშია შესრულებული.
გოეთეს გაახსენდა, რომ სწორედ ასეთი ულრიკე ნახა სიზმარში.
– აჰ, ჯულია! – ჩაილაპარაკა გოეთემ.
– ახლა კი ველი ან სასიკვდილო ან სასიცოცხლო განაჩენს, – დას-
ძინა ჯულიამ.
– სრული მსგავსებაა, – უთხრა გოეთემ.
და ორივეს სიცილი აუტყდა.
მერე კი სერიოზული სახით კანცლერს მიუბრუნდა:
– როგორც ვიცი, ოტილია ხვალ ბერლინში მიემგზავრება. ბერ-
ლინი ბრწყინავს, – თქვა ოტილია. მას შემდეგ, რაც ოტილიამ ესე
თქვა, ყველა ამას იმეორებს. ყველას სურს ეს სეზონი ბერლინში გა-
ატაროს, გაერთოს. მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია. ჩვენ საბრალო-
ებს, შეგვიძლია მხოლოდ შორიდან ვუყუროთ ბედნიერებს, მაგრამ
ჩვენც ხომ გვაქვს უფლება საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. ამიტომ,
უპირველესად, ბატონო კანცლერო, ეს სურათი უნდა შევისყიდოთ

201
მხატვრისგან, თქვენ ყველანაირ ფასს გაიღებთ, მერე კი განვათავ-
სებთ ჩემს ოთახში, ჩემს კარადაში, სამუდამოდ უნდა გადაიმალოს,
ვითომც ჩვენ ამ სურათის შესახებ არაფერი ვიცით. არანაირი ჭორი,
არანირი ზედმეტი ლაპარაკი, ჩვენ გავარჯიშებული უარყოფილები
ვართ, ჩვენ აღარაფერი შეგვეხება. ბატონო კანცლერო, საყვარელო
ჯულია, თქვენც ალბათ დამეთანხმებით ამაში.
შემდეგ მაშინვე ჩამოახსნევინა სურათი და თავისთან გაატანინა.
ამაზე შტადელმანმა იზრუნა. იმ დღეს გადარჩნენ.
როცა მოგვიანებით ის თავის ოთახში შევიდა, მაგიდაზე შტა-
დელმანის წერილი დახვდა, სადაც ამცნობდა, რომელ კარადაში იდო
სურათი.
გოეთე იჯდა დედა ეგლოფშტაინის ნაჩუქარ შეზლოგინზე და ხე-
ლები უკანკალებდა. კიდევ კარგი, სტუმრები უკვე წასულები იყ-
ვნენ, ასე რომ, მათ არ შეეძლოთ დაენახათ, ხელები როგორ უცახცა-
ხებდა. ბოლო დროს, როგორც კი მარტოდ რჩებოდა, კანკალი უტ-
ყდებოდა. ეს თითქოს შვებასაც კი ჰგვრიდა. ის დასცქეროდა თავის
ხელებს, ფრჩხილებს. მარიენბადში შტადელმანმა ყველა ფრჩხილი
გაუქლიბა, გაულამაზა. ალბათ დონ ჟუან დე რორი, როცა ნამდვილ
ბრილიანტებთან კონკურენციით ვეღარას გახდება, ახლა აღმოსავ-
ლეთთან ურთიერთობების შეწევნით ყავით ვაჭრობას მიჰყოფს
ხელს. მომავალი მოკას ეკუთვნის.

202
6
ბოლოს და ბოლოს, უნდა ავდგე საწოლიდან, გაიფიქრა გოეთემ
და ის იყო ადგა კიდეც, რომ უკვე უიმისობა შემოაწვა. მას შემდეგ,
რაც მიხვდა, რომ ულრიკეზე ფიქრი აღარ შეეძლო, და რომ ის მას
აღარ ეკუთვნოდა, მისი დაკარგვის გამო კიდევ უფრო მტკივნეულად
შემოაწვა ნაღველი, გამოუთქმელი სევდა დაეუფლა. წოლისას შე-
ეცადა თავისთვის შთაეგონებინა, რომ საკუთარი თავი მის გარეშე
წარმოედგინა, და რომ ის მისთვის აღარ არსებობდა. მაგრამ ყველა-
ნაირი თვითშთაგონება წყალში ჩაეყარა, ახლა მას ულრიკეს სურა-
თი ედო კარადაში და განუწყვეტლივ ამ სურათს უყურებდა.
არადა, მას არ ჰქონდა უფლება ამ სურათისთვის ემზირა. მშვე-
ნივრად იცოდა, რომ რამდენჯერაც არ უნდა აეკრძალა, მაინც მიირ-
ბენდა და ნახავდა ამ სურათს. სურათი საკუთარ თავთან ბრძოლას
კიდევ უფრო ურთულებდა. ეს იყო ბედის დაცინვა, ესე იგი, უნდა
გაენადგურებინა ეს სურათი. ასე უნდა ექნა, კი, მაგრამ როგორ...
არა, რაღაც აუცილებლად უნდა მოეხერხებინა ამ სურათისთვის.
სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა საწერ მაგიდას და დაიწყო წერა:
შეყვარებული კაცი.
203
წაწვეტებული ცხვირი, მოუსვენარი ბაგეები, უშნო ნიკაპი, პატა-
რა ყურის ბიბილოები, გამხდარი ყელი, რომლის დაფარვაც ძვირფა-
სი სქელი სამკაულით თუა მხოლოდ შესაძლებელი, გაუბედავი ლა-
პარაკი, უსიამოვნო ხმა, სილაღეს მოკლებული... აი, ასე უნდა წარ-
მოედგინა ახლა ეს სურათი...…
აჰ, ულრიკე, შენი შემწეობით, ჯუჯად ვიქეცი, რომელიც მაღლა
აჭრას ცდილობდა, მაგრამ. მხოლოდ დაბლა დაენარცხა.. იქნებ, ულ-
რიკეს მიმართ მტრულმა განწყობამ გამათავისუფლოს მისგან! მაგ-
რამ როგორ უნდა შევიქმნა ეს მტრული განწყობა ამ გოგონას მი-
მართ? ან იქნებ უნდა შევიძულო? მთელი ცხოვრება არავინ მძულე-
ბია და ახლა როგორღა შევიძულებ, მით უმეტეს, მას? ერთადერთი
გამოსავალი – მოთმენაა. მოთმენა კი ტკივილს იწვევს. მაგრამ თუკი
ვაღიარებ, რაც მტანჯავს, ყველაფერი ხომ მხოლოდ საკუთარი თა-
ვისგან მჭირს? თუ შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლოდ მომექცნენ,
შემიძლია დავიჩივლო? თუ შემიძლია ვაღიარო, რომ საკუთარი თა-
ვია, ასე რომ მტანჯავს, და სასაყვედურო არავისთან არ მაქვს? მა-
შინ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოვკითხო. საშინელებაა! მოგო-
ნებები უფრო დიდ ტკივილს იწვევენ. ყველაფერი, ის ტანსაცმელიც,
რაც მარიენბადსა და კარლსბადში მეცვა. რაღაც უნდა ვიღონო აუ-
ცილებლად.
მან შტადელმანს დაუძახა, გამოატანინა, რაც კი ზაფხულში კარ-
ლსბადში ეცვა, ერთ ყუთში ჩაალაგებინა და უთხრა, სადმე გადაენა-
ხა. ვერთერის-კოსტიუმი, ზაფხულის ქურთუკი, წითელი ხავერდის
საყელოთი, ყველა აბრეშუმისა და ბამბის პერანგი, რაც იქ იყიდა.
შავი და თეთრი აბრეშუმის ჟილეტი, თეთრი ფლანელის ღამის პიჟა-
მა, წინდები, ჰალსტუხი.
– შტადელმან, ისევ გაყიდე თმა? ამის გამო უნდა დამეთხოვე.
მაგრამ ახლა თუ არ გააკეთებ, რასაც გთხოვ, თუ შემეწინააღმდეგე-
ბი, ნამდვილად დაგითხოვ. ეს ყველაფერი ერთ ყუთში ჩააწყე, გაემ-
გზავრე ვებიხტში, თან წაიღე საწვავი და ქაღალდები. დაანთე დიდი

204
კოცონი და აქედან არაფერი დატოვო. შტადელმან, გესმის?
შტადელმანს, გოეთემ რომ თმის გაყიდვით დაიწყო, სულ შეეცვა-
ლა სახე, მაგრამ როცა მიხვდა, რაც სურდა, შვებით ამოისუნთქა და
უთხრა: დიახ, ბატონოო.
გოეთე მიხვდა, რომ ახლა შტადელმანზე დაყრდნობა შეეძლო.
– იცოდე, აქედან რომელიმე შარფს, ან წინდას სადმე რომ წავაწ-
ყდე, იცოდე, გათავისუფლებული ხარ, გასაგებია?
– დიახ, ბატონო.
ოტილია უკვე ბერლინში იყო. ამიტომ ჩანაფიქრის განხორციე-
ლება შესაძლებელი იყო. გოეთემ ამოისუნთქა და ისევ თავის ოთახ-
ში კარადასთან გაიქცა, სადაც ქაღალდები ეწყო. ზაფხულის მგზავ-
რობის ანგარიშები, რომლებიც შტადელმანის მიერ იყო წარმოებუ-
ლი და ხელმოწერილი. მართლაც ისევე უდავოდ ლამაზი იყო, რო-
გორც მისი ეტლის მართვის სტილი. კიდევ ერთხელ წაიკითხა ამ
ზაფხულის თარიღები. ყოველდღიურად 30 კრეისერი, ყოველდღიუ-
რად ზეთი – 15, ფუნთუშა – 8, ყოველდღიურად ცვილის სანთელი –
1,40. შტადელმანს ყველაფერი ზუსტად ჰქონდა დაანგარიშებული,
ასვევე ლუდიც, თეთრეული, ქაღალდი, მელნისთვის ფხვნილი... ყვე-
ლა იქ შედგენილი ქაღალდი გადაათვალიერა, ასევე ანგარიში შინ
ამოტანილი კროიცბრუნენის წყლისთვისაც. ეს ფურცელი კიდევ ერ-
თხელ გადაიკითხა:
„ზუსტად მითითებული წონისა და იმ დროის შემდეგ, როცა მოხ-
დება საქონლის გადაცემა, გთხოვთ გადაუხადოთ მეეტლეს“.
არა, ამ ანგარიშს ის არ დაწვავს. ეს უნდა დარჩეს როგორც ნიმუ-
ში პატიოსნებისა, რომელიც ოდესმე აღარ იარსებებს. ეს ანგარიში
ისევ უჯრაში ჩადო, სადაც მსგავს დოკუმენტებს ინახავდა.
მაგრამ სურათი? გოეთე სერიოზულად დაფიქრდა, მაშინ ესეც
უნდა დაწვას, მაგრამ სურათის დაწვა რომ არ შეუძლია. ჯერ არა! .
ან ის პატარა ზარდახშა, რომელშიც 28 აგვისტოს 1823 წელს ულრი-
კეს ხელთათმანი შეინახა, რომლის გასაღები ახლაც ყელზე ჰკიდია...

205
ყველაფერი, რისი დაწვაც არ შეუძლია, მაშინ უნდა დაიმარხოს.
უპირველესად, შორს მისგან, ეს ძეწკვი გასაღებით, უნდა მოიშო-
როს...
ის უფრო მშვიდად სუნთქავდა. თითქოსდა ამ გადაწყვეტილებამ
მოქმედების უნარი დაუბრუნაო. უცბად მიხვდა, რომ მისი მთელი ეს
უარყოფილის შოუ, სასაცილო დადგმა, კულტურულ კულისებში მი-
სი გადამალვა, ეს სხვა არა იყო რა, გარდა გარემოს, საზოგადოების
თავისებური გადაფასება.
ოტილია მართალი იყო, როცა მას მიაძახა: ფარისეველო, აუტა-
ნელო ადამიანოო. თავის შემოქმედებაში არაერთხელ უთქვამს: რაც
უფრო მწარეა თასი, მით უფრო საამურად უნდა გამოსცალოს კაცმა.
სინამდვილეში კი ის ერთი სუსტი, უსუსური, უნებისყოფო, წყალწა-
ღებული კაცი გამოდგა. ასე რომ, შეეძლო მისთვის ეღრიალა ოტი-
ლიას, მართალიც იყო.
ის თავს საზოგადოებისგან, გარე სამყაროსგან გაუცხოებულად
გრძნობდა, მსგავსი რამ ჯერ არასოდეს განეცადა. ყველანაირი ძალ-
ღონე უნდა ეხმარა, რომ ეს მატყუარა ბეტინა ფონ არმინი, ყველა ეს
კაროლინები და შარლოტები, მასზე რომ ლაპარაკობდნენ, ჩაეჩუმე-
ბინა. ულრიკე მათთვის კი არ უნდა დაემალა, არამედ საკუთარი თა-
ვისთვის. უფლება არ ჰქონდა აქამდე მიეყვანა ეს შოუ, ასეთ უარყო-
ფამდე. მას საკუთარ თავთან უნდა ებრძოლა ულრიკეს წინააღმდეგ,
და რაც შეიძლება სერიოზულად, საკუთარ გონებას უნდა შესჭიდე-
ბოდა, რომ მას არ დაემორჩილებინა, არ გაემარჯვა. თავისი წარმა-
ტებული ცხოვრება ასეთი გამოცდის წინაშე არ უნდა დაეყენებინა,
ხომ იცოდა, რომ ამ გამოცდას ვერასოდეს ჩააბარებდა. ცუდი ნიშნე-
ბის მიღებას კაცი მუდამ უნდა ერიდებოდეს.
და იმ დროს, როცა ასეთი მონდომებით ცდილობდა, საკუთარ
თავს აიძულებდა ულრიკე დაევიწყებინა, ისევ და ისევ თვალწინ ედ-
გა, როგორ დასეირნობდა პარკში ყვითელბაფთიანი ჩალის ქუდით,
როგორ იდგა ნაკადულთან, როგორ აჭმევდა გედს. არადა, როგორ

206
ეწადა, რომ მოგონებების ამ ტალღებისაგან დაეცვა თავი. საკუთარი
თავს, საკუთარი თავს შებრძოლებოდა! ალბათ დადგა დრო: არ და-
ინდოს საკუთარი თავი, შეებრძოლოს სასტიკად! ჰო შეუბრალებ-
ლობა, დაუნდობლობა, აი, ესაა ახლა საჭირო! შენ ცდილობ გონები-
დან ამოიგდო და შეებრძოლო შენში იმ გოგოს, რომელიც არაფერ
შუაშია და ვერც ვერაფერს ხვდება! უნდა გრცხვენოდეს, არა რომე-
ლიმე სამყაროს წინაშე ან მორალის გამო, არც არანაირი ადათის, ან
ჩვევის გამო, არამედ საკუთარი თავის უნდა შეგრცხვეს. ასე რომ
შეცდი, ფეხი დაგიცდა, წაიბორძიკე, საკუთარ თავს მოატყუე, ისე,
როგორც ჯერ არავინ მოგიტყუებია. ასე, კაცი დაუძინებელ მტერსაც
არ მოატყუებდა. მაგრამ ყოველი ფიქრით იმ გოგოზე საკუთარ თავს,
საკუთარ თავს იტყუებ. მან დაიპყრო მთლიანად შენი გონება, და თა-
ვის ჭკუაზე გათამაშებს. მაგრამ ეს ულრიკე კი არაა, არამედ თავად
ხარ, რომელმაც თავი დაიჯერე და ამ უაზრობას შენში გაღვივების
უფლება მიეცი. ეს სიგიჟეა... წინასწარ ნურაფერს იტყვი. უბრალოდ
მიჰყევი, მინებდი ამ გრძნობას, რომ შენ საკუთარი თავის გრცხვენო-
დეს. მაგრამ არაფერი მოითხოვო ამ გრძნობისგან. უბრალოდ, მიეცი
საშუალება, გაღრმავდეს შენში, ვიდრე რაღაც გარკვეულ მდგომა-
რეობამდე არ მიგიყვანს. ახლა წინასწარ არაფრის განჭვრეტა არ შე-
გიძლია. მხოლოდ ამ გრძნობას მიენდე: რომ შენ ფასადებს მიღმა და-
მალვას, უარყოფას ვეღარ აიტან, ოღონდ თავი არ შეიბრალო. მიენ-
დე და ნახე...
მაგრამ ასეთი ფიქრები, მას თითქოს კიდევ უფრო უღვიძებდა მო-
გონებებს. ამდენ ხანს საიდუმლოდ შემონახული გრძნობა არამკითხე
გარე სამყაროსგან დამალვა, გამუდმებით ულრიკეზე ფიქრი, რო-
გორც თავად მიაჩნდა, ეს განმარტოების, სულიერების დრო, ახლა
უცბად უნდა გაენადგურებინა? დამალვა, საკუთარი თავის მოტყუ-
ება, ეს არ გამოსდიოდა. და ახლა კიდევ ეს... ო, ბედის დაცინვავ,
წმინდა დრამატურგიავ... მოვიდა ლავანდისებრი ცისფერი კონვერ-
ტი, ასევე ცისფერი ბარათით, სადაც ეწერა: ა შ ა ს წ შ გ. ახალ წელს

207
დრეზდენში ვხვდებით, თუ თქვენ სურვილი გექნებათ, შემოგვიერ-
თდით, ძალიან გაუხარდება თქვენს ერთგულ მეგობარს ულრიკეს.
ისევ იფლანდიური კომედიაა, – გაიფიქრა გოეთემ. შტადელმანმა
კარიდანვე ამცნო: დაწვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდაო. გო-
ეთე წამოდგა, მივიდა მასთან, ხელი გაუწოდა, მაგრად მოუჭირა და
უთხრა: შეგიძლია მომავალში ისევ გაყიდო თმა, სადაც და როცა გენ-
დომება. შტადელმანმა უთხრა:
– მოწყალეო ბატონო, ამას ხომ მხოლოდ ხალხის სურვილით ვა-
კეთებ, როცა ვინმე მეხვეწება, განსაკუთრებით გოგოები და მისთა-
ნანი.
შტადელმანი გავიდა, გოეთე კი იჯდა და თავი რატომღაც მხე-
დართმთავრად წარმოიდგინა. მასთან აქეთ-იქიდან მორბოდნენ,
რჩევებს ეკითხებოდნენ და მას უნდა მაშინვე გაეცა ბრძანება, მიეღო
გადაწყვეტილება. მაგრამ, ვაი რომ, ნამდვილი მხედართმთავარი არ
იყო. რომც ყოფილიყო, ალბათ ერთი იმათგანი იქნებოდა, რომელიც
თავად მეომარს ანდობს გადაწყვეტილების მიღებას. გოეთეში ახლა
ორივე ეს პიროვნება იყო: ალქიდე და ანტონიუსი. დიდხანს იჭოჭმა-
ნა და ბოლოს ყველაფერი შეცდომით გადაწყვიტა: ყველა მარიენბა-
დული ნივთი უკვე დააწვევინა.
და როგორც კი ახალი წლის მოსაწვევი ბარათი მიიღო ულრიკეს-
გან, მაშინვე გასცა ბრძანება ცეცხლის სროლა შეეწყვიტათ. ცდი-
ლობდა, თავისთვის ძალა დაეტანებინა და სავალდებულო მიღებებს
მაინც დასწრებოდა.. მან კანცლერ ფონ მიულერს დაავალა გადაეწ-
ყვიტა, ვინ, რამდენ ხანს და როგორ უნდა მიეღოთ. ახლა უფრო ხა-
ლისიანად გამოიყურებოდა, ეხუმრებოდა კიდეც ადელე შოპენჰაუ-
ერს, ჯულია ფონ ეგლოფშტაინს. ადელეს თავისი გამორჩეული სიმ-
პათია უწოდა, რაც მან მაშინვე სხვებს მოუყვა. ასე რომ, გოეთე იძუ-
ლებული გახდა ჯულიაც დაეთრო საამო სიტყვებით. კაცებთანაც გა-
საოცარ მოთმინებას იჩენდა. ჯონის, რომელიც მდივნის სამუშაოს
გარდა, ასევე სპეციალურად დავალებულ ამინდზე დაკვირვებებსაც

208
ახდენდა და ჩანაწერებს აკეთებდა, სთხოვა ღრუბლებზე დაკვირვე-
ბების მიხედვით სავარაუდო და შესაძლო დასკვნა გაეკეთებინა და
მოეხსენებინა. ჯონმა აუწყა, რომ შეუსაბამო დათბობა იყო მოსა-
ლოდნელი, რაც მცირეთოვლიანობის გამო იყო. ეს მეტად დიდი სი-
ნანულით აუწყა, რადგან გოეთე მკაცრი, ხანგრძლივი ზამთრის მოყ-
ვარულად ითვლებოდა. მაგრამ ამჯერად ამაზე არანაირი რეაქცია
არ ჰქონია. შტადელმანს თავისთან უხმო, აგრძნობინა, რომ კარგ ხა-
სიათზე იყო და უთხრა: ძვირფასო შტადელმან, შესაძლოა დრეზდენ-
ში გამგზავრება მოგვიწიოს. რისთვის გვაქვს მთელ ქვეყანაში ცნო-
ბილი სწრაფი ეტლი, ან ასეთი საუკეთესო მეეტლე, შტადელმანი?
შტადელმანმა უპასუხა: მოხარული ვარ, მოწყალეო ბატონო. ისედაც
ყოველდღიურად მიხდებოდა პატარ-პატარა გზებზე მგზავრობა,
დრეზდენშიც შევძლებთ!
გოეთე დრეზდენში არაერთხელ მიუწვევია მადამ დე შტელს, მაგ-
რამ ჩასვლის სურვილი არასოდეს გასჩენია. საპატივცემულო, კე-
თილშობილი ქალბატონი კი იყო, მაგრამ გოეთე მეტისმეტად პატივ-
მოყვარედ თვლიდა. მასთან თავს შებოჭილად გრძნობდა. ამ ქალმა
თავიდანვე უთხრა: შენ ის კაცი არა ხარ, ქალის მოსაპოვებლად რომ
იბრძოლოო, ქალმა იქით უნდა იბრძოლოს შენს მოსაპოვებლადო.
ულრიკე ერთადერთ იყო, ვინც უარი თქვა გოეთეს გულის დაპყრო-
ბასა და მოპოვებაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლა მაინც გაემ-
გზავრება დრეზდენში.
დეკემბრის ერთ შუადღისას გოეთემ მოიკრიბა ძალა და ქალაქში
გასეირნება მოისურვა. ამ დღეებში მუშაობას გულს ვერ უდებდა.
რცხვენოდა საკუთარი თავისა. მაგრამ მარტო სირცხვილი არას არ-
გებდა. ყველაფერს გვერდზე სდებდა. ასე ჯერ არასოდეს მოქცე-
ულა. სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, გეგონება, სხვა აღარაფერი ეხე-
ბოდაო. სულაც არ აინტერესებდა ეს გამუდმებული ტესტირება
ცხოვრებისგან, დაიღალა მისი გამოცდებით, სულაც აღარ სურდა სა-
ნიმუშო ნიშნების მიღებაზე ეზრუნა.

209
მაგრამ ოთხშაბათს, 28 დეკემბერს, როცა სასეირნოდ გავიდა, აი,
რა მოხდა: ყოველთვის, როცა ის და შტადელმანი ქალაქისკენ მიემ-
გზავრებოდნენ, ჯერ მოედანი უნდა გაევლოთ. ახლაც მოედნის მარ-
ჯვენა მხარეს გაჩერდნენ, რომ აქედან ხიდით, მდინარე ილმის მეორე
მხარეს გადასულიყვნენ. ამ 28 დეკემბერს ფოსტასთან გოეთემ თვა-
ლი მოჰკრა ეტლს, რომელსაც გასამგზავრებლად კაზმავდნენ. იქვე
ოთხი პიროვნება იდგა, რომლებიც ფოსტის მოხელეს ესაუბრებოდ-
ნენ. გოეთემ, მიუხედავად თავისი ახლო მხედველობისა, მაინც შე-
ნიშნა, ეტლის ფორმის მიხედვით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო სა-
ფოსტო ეტლი. თანაც სხვადასხვა სიმაღლის ოთხივე პიროვნებას
ბეწვის ქურთუკი ეცვა, და არ ციოდა, გახდილი ჰქონდათ. ნაცვლად
ბეწვის ქუდებისა, თავსაფრები ეხვიათ. ცისფერი ბარათის მიღების
შემდეგ მეტად ხალისიან განწყობაზე იყო გოეთე და რატომღაც უნ-
დოდა, რომ იმ ოთხ პიროვნებაში ლევეტცოვები შეეცნო, ეს წმინდა
ოჯახი – ჰო, ასე ეძახდა ის ზოგჯერ ლევეტცოვების ოჯახს. რატომ-
ღაც დარწმუნებული იყო, რომ ისინი მართლაც ლევეტცოვები უნდა
ყოფილიყვნენ. შტადელმანს მაშინვე სთხოვა, იქვე ერთ სახლის კუთ-
ხეში სხვა ქუჩაზე გადაეხვია და შინ მიეყვანა.
მერე კი შტადელმანს უთხრა: ესაა ჩემი ყველაზე დიდი და სერიო-
ზული დავალება, თუკი ოდესმე რამე დამივალებია. რაც შეიძლება
ახლოს ჩაუარე იმ ოთხ მგზავრს, რომ მათი სახეების შეცნობა შეს-
ძლო. გამირკვიე, ლევეტცოვები არიან თუ არა, ისე, რომ თავად შენ
არავინ შეგნიშნოს.
შტადელმანის მოსვლამდე ექვსივე ოთახში გამალებული ბოლ-
თას სცემდა. თავისდაუნებურად სწრაფი ნაბიჯებით მიმოდიოდა.
თან თავის თავზე მოსდიოდა ბრაზი, ყველა ახლომხედველივით სა-
თანადო სათვალე რომ მეტარებინა, ხომ შევძლებდი დამენახა, ისინი
იყვნენ თუ არა. არა, ნამდვილად დასახვრეტი ხარ, მხედართმთავა-
რო. სწორედ რომ ერთი კვირაც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ნა-
წარმოებში „მოგზაურობის წლები“, ხელახლა გადასინჯა სათვალის

210
შესახებ ეპიზოდი და გადაამუშავა. ო, რა სასჯელია! – ამბობს ნა-
წარმოების გმირი ვილჰელმი: ვინც სათვალით უყურებს სამყაროს,
თავი ჭკვიანად მოაქვს, ვიდრე სინამდვილეშია. განა შეუძლია კი
სათვალეს ადამიანის მორალის შეცვლა? მე უფრო მეტს ვხედავ,
ვიდრე უნდა დამენახა. ო, ვილჰელმ! ვილჰელმ! გოეთე მკერდზე
მუშტებს იშენდა, მძლავრად არა, მაგრამ აშკარად გამალებით.
ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო წაგებული. თუ ისინი მართლაც ლევეტ-
ცოვები იყვნენ, არა მგონია, ისე გაემგზავრონ ვაიმარის გავლით,
რომ ის არ მოინახულონ. თუ უკვე დაგვიანებულია? ეგებ მათ დრეზ-
დენში უცდით ვიღაც? ჩუმად, ხმა არ ამოიღო. მან პორტვეინი დაის-
ხა და ერთი მოსმით გადაჰკრა. მერე კიდევ დაისხა. მესამეც. ახლა კი
შეეძლო სუნთქვა. ის ისევ აქეთ-იქით ბოლთას სცემდა და დრეზდენ-
ში ახალ წელზე, ულრიკეზე ფიქრობდა. გული გამალებით უცემდა,
როგორც დანაშაულზე წასწრებულს ისე უბაგუნებდა, ლამის ამო-
ვარდნოდა საგულედან, შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, ასე
ეგონა, დაუნდობლად, სასტიკად მოეპყრნენ. რა უნდა ექნა. მას ახლა
ის აოცებდა, ულრიკემ ეს ბარათი რომ გამოაგზავნა. კი, გასაგებია,
შეთანხმებისამებრ, მათი ფორმულა კი იყო ასეთი: ა შ ა ს წ შ. მაგრამ
ეს წერილი ულრიკეს სტილს მაინც არ ჰგავდა. ეს აშკარად დედამი-
სის სტილი იყო. დედამისს სურდა, გოეთე თავის ტროფეად ჰყოლო-
და, ისევე, როგორც კლებელსბერგის მეჯლისზე, მას მხოლოდ გო-
ეთეს ცნობილი სახელი სჭირდებოდა, თავის მოსაწონად, და წარმო-
საჩენად. მაგრამ გოეთესთვის ეს სულ ერთი იყო, მთავარია, ულრიკე
ენახა...
შტადელმანი შემოვიდა, მთელ სახეზე სიხარული ეწერა. დიახ,
მოწყალეო ბატონო. ისინი არიან. მათ ვერ დამინახეს, მაგრამ ოთხი-
ვე იქ იდგა.
გმადლობ, შტადელმან, უთხრა ბრძოლის ველზე მდგარი დაფიქ-
რებული მხედართმთავარივით, თან სამხედროსავით ხელიც აუწია

211
შტადელმანს, და მანაც ქუსლები შემოარტყა ერთიმეორეს, შებრუნ-
და და გავიდა. გოეთეს კიდევ უნდა დაელია ერთი პორტვეინიც. მე-
რე კიდევ ერთიც. რა მძიმე ასატანია. ორი საათის შემდეგ უკვე ორი
ბოთლი პორტვეინი ჰქონდა დალეული. სიარულიც აღარ შეეძლო,
მაგრამ ჯდომა და ფიქრი... ახლა გახარებული იყო, რომ ის მხედარ-
თმთავარი იყო. შიში შეეპარა, შიში მეგობრობის წინაშე, ლევეტცო-
ვებმა რომ მოპარეს. ისინი მოელოდნენ, რომ გოეთე 31 დეკემბერს
თუ მათთან იქნებოდა, მათ პრესტიჟს აამაღლებდა. მაგრამ დღეს...
დღეს მათ რაც გააკეთეს... სულერთია, რა გააკეთეს... მასთან, ყო-
ველ შემთხვევაში, აღარაფერი აკავშირებდათ. აღარაფერი. ახლა ის
მოხარული იყო, რომ ის ამ წერილამდე უკვე შეეცადა, იმ გრძნობას
დაჰყოლოდა, ბოლო დღეებში რომ გაუჩნდა: სირცხვილის გრძნობას.
მას საკუთარი თავის რცხვენოდა. რაც ისე მომძლავრდა მასში, რომ
სხვა აღარაფერი დაუტოვა, სირცხვილის გარდა. მხოლოდ ახლა, ამ
ახალი გამოცდილების შემდეგ მთლიანად გააცნობიერა ეს სირცხვი-
ლის გრძნობა. რომელიც ეუბნებოდა: შენ მისგან შორს უნდა დაიჭი-
რო თავი. თავისი რომანის გმირის მსჯელობას სათვალეზე, ახლა
აღარ სწყევლიდა. სათვალე რომ გკეთებოდა, ხომ შეიცნობდი ოჯახ-
სო... ისინი უნდა მოსულიყვნენ შენთან, მაგრამ არ ისურვეს. სადღაც,
მაგრამ აღარ ახსოვდა, სად, ერთხელ დაწერა: ცხოველს გრძნობები
არ გააჩნია! ის ინსტინქტურად მხოლოდ იმას აცნობიერებს, რასაც
ბუნება სთავაზობს. და რას არ სთავაზობს ბუნება? ახლა მას შეეძლო
განევრცო: ბუნება ყოველთვის აბრკოლებს იმას, რაც დაუშვებე-
ლია! და ამაში კი შეეძლო მას შვება ეპოვა? მას არასოდეს უგრძვნია
უსიყვარულობა. დიახ, არასოდეს იცოდა, რა იყო უსიყვარულობა.
ახლა კი აღარანაირი ეჭვი არ შეიძლებოდა ჰქონოდა, ეს იყო უსიყ-
ვარულობა... სიცარიელე, არაფრის შეგრძნება, რომელიც ყველა
სხვა შეგრძნებას აჭარბებდა. უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ, უსიყ-
ვარულოდ! ტკივილის გარეშე! ასე მის დატანჯვას ვეღარავინ შეძ-
ლებს, ვეღარასოდეს. თავადაც კი. ცოცხალი ადამიანს მხოლოდ

212
უსიყვარულობა გადაარჩენს, რაც მოსეს, მთაზე ასვლისას. ეტყობა
იმდენად დაღლილი იყო, დაავიწყდა ჩაეწერა ერთ-ერთ მცნებად,
ალბათ გამორჩა. ყველაზე უდიდესი მცნებაა – ტკივილისა და ტრა-
გედიისაგან თავის დაცვა, ყველა დროში.
როცა მან თავის საკუთარ სინას მიაღწია, მართალია დაქანცული
იყო, მაგრამ, მაინც ჩაესმა ეს მცნება: არასოდეს შეიყვარო.
გოეთე საწოლში ჩაწვა. ფიქრები თითქოს სადღაც გამქრალიყ-
ვნენ, ის ფიქრებიც, რომელთაც აქამდე წარუმატებლად ებრძოდა.
თითქოს სამყაროთი სრულიად კმაყოფილი იყო. მთელი სამყარო სა-
ოცარი სიმსუბუქით აღვსილიყო, მხოლოდ ღვთიური სიმძიმეს შეიგ-
რძნობდა. როგორც იქნა, დაიბრუნა დაკარგული წონასწორობა! ნუ-
თუ ესაა სულ! – გაიფიქრა გოეთემ და ჩაეძინა.
ჩაეძინა და მეორე დღემდე ღრმად ეძინა.
როცა გამოეღვიძა, მაშინვე გაახსენდა, ვინც და როგორც დაესიზ-
მრა.
უკანასკნელი ცნობა
ქალბატონი მარია შეფერი, რომელიც ქალბატონ ფონ ლევეტ-
ცოვთან 16 წელი მოახლედ ემსახურებოდა, 1899 წლის 12 ნოემბერ-
ზე იუწყება:
როცა ულრიკე ფონ ლევეტცოვი წინა საღამოს დასაძინებლად
დაწვა, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, აღსასრულის მოახლოება იგ-
რძნო, მთხოვა წერილების მთელი შეკვრა ერთ ვერცხლის სინზე და-
მეწვა, ამ წერილების შინაარსი არავისთვისაა ცნობილი. ფერფლი
ჩამაყრევინა ვერცხლის პატარა კოლოფში და ასეთი სურვილი გა-
მოთქვა, რომ ეს კოლოფი, მისი ფასდაუდებელი განძი, სიკვდილის
შემდეგ საფლავში ჩაეტანებინათ. ასეც მოხდა. ოთხ საათზე, გამთე-
ნიისას, ხველით გამოეღვიძა, 6 საათზე სამუდამო ძილს მიეცა.
მისი უფროსი შვილიშვილის თქმით, ეს გოეთეს წერილები უნდა
ყოფილიყო.

213

You might also like