You are on page 1of 248

1 მკითხველთა ლიგა

ოთარ ჭილაძე

ცა მიწიდან იწყება

2 მკითხველთა ლიგა
„ბედნიერება უნდა მოითმინო“

ეს არის ოთარ ჭილაძის რვეულებიდან ამოკრეფილი ჩანაწე-


რები და წარმოადგენს ძალზე მცირე ნაწილს იმ ზღვა მასალისას,
რომელიც უამრავსა და უამრავ რვეულშია გაბნეული. ბევრი რამ
ვერ ამოვიწერე, მწერლის თანდათანობით გაუარესებული კა-
ლიგრაფიის გამო, ბევრი რამ კი გარკვეული მიზეზით არ იბეჭდე-
ბა, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ისურვებდა ზოგიერთი ჩა-
ნაწერის გამოქვეყნებას.
ამ წიგნით მკითხველი ეცნობა სამყაროს, რომელსაც ოთარ
ჭილაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სიმარტოვეში, ანუ საკუ-
თარ თავთან მარტოდ დარჩენილი ქმნიდა და რაც, რასაკვირვე-
ლია, არც უცხო თვალისთვის იყო განკუთვნილი, არც უცხო ყუ-
რისთვის – მწერალი თითქოს ვიზუალურად ამოწმებდა თავისივე
ნაფიქრალს, უეცრად გაელვებულ აზრს, თუ წიგნითა თუ ცხოვრე-
ბისეული მოვლენით აღძრულ შთაბეჭდილებას (რატომღაც ჭექა-
ქუხილის დროს გადაღებული ელვის ფოტო-სურათები მახსენდე-
ბა), რომელთა, მართლაც რომ, ელვისებურად გაქრობის ტენ-
დენციას ანბანის სასწაულმოქმედი ძალის რწმენით უპირისპირ-
დებოდა და აღწევდა კიდეც მიზანს.
ეს წიგნი ოთარ ჭილაძის კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშ-
ვნელოვანი ნაწარმოებია, რამდენადაც უაღრესად ავტობიოგრა-
ფიული ხასიათისაა, მისი პირადი ცხოვრების ანარეკლს მწარმო-
ადგენს, ამასთანავე თითქოს მისი შემოქმედების ერთგვარი
ამალგამაცაა, მისი სრულყოფილების შემჩნევასა და აღქმას რომ
უწყობს ხელს. ამ წიგნის კითხვის დროს, ცხადი ხდება, თუ რა

3 მკითხველთა ლიგა
უსაზღვრო იყო სივრცე, რომელშიაც ის ოცნებით, ფიქრით ცხოვ-
რობდა, უსაზღვრო იყო მისი ინტერესების სფეროც, რომელიც სა-
ბოლოოდ მაინც ერთ ფოკუსში იყრიდა თავს – ეს გახლდათ მისი
სამშობლო – საქართველო!
ამ წიგნში, როგორც ნიჟარაში, მისი ხმაა თითქოს ჩარჩენილი,
რომელიც აკომპანიმენტად არის თითქოს ქცეული გულახდილო-
ბის იშვიათი წუთებისა. მისი ხმა, მართლაც რომ, განსაკუთრებით
აღსანიშნავი რამ გახლავთ. როცა საკუთარ ნაწერს კითხულობ-
და, თითქოს რომელიღაც საიდუმლო ეზოთერიულ რიტუალს ას-
რულებდა – ხმა თითქოს სხვა, იდუმალ სამყაროში იყო ჩასახუ-
ლი, როგორც პურის მარცვალი – ხნულში და აღმოცენებული,
როგორც ლოცვა.
არ შეიძლება არ დაგაინტერესოს ჩვენს შორის მცხოვრები კა-
ცის ამბავმა, თუ როგორ შესძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა სუ-
ლი „უსპეტაკეს თოვლისა“, თვით ჯოჯოხეთურ პირობებშიაც კი
და რომელიც თავისი ნოვატორული შემოქმედებით აღიქმება
მოვლენად ამჟამინდელ ქართულ და არამარტო ქართულ ლიტე-
რატურაში.
ეს ჩანაწერები ჩნდება დაახლოებით მაშინ, როცა იწყება ფიქ-
რი პროზაულ ნაწარმოებზე, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე პირვე-
ლი რომანი დაიწერებოდა. „მე რომანზე გაცილებით ადრე ვფიქ-
რობდი, ვიდრე მის დაწერას გავბედავდი“-ო, ჩაუწერია რვეულში.
ამ წიგნმა ყველაზე უმალ, შეიძლება, დღიური გაგვახსენოს,
მაგრამ დღიური ნამდვილად არ არის, ალბათ ეს უფრო მისი წა-
მიერი ფიქრების კაკანათია, ვიდრე დღიური.
ძნელი იყო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, როგორც მისი
ძმისთვის, ამ ჩანაწერების წაკითხვა, რადგან თუკი უცებ რაიმეს
მოგვაგონებს ეს წიგნი, ალბათ ავადმყოფობის ისტორიას (თვი-
თონაც წერს: „ეს რვეული თამაზმა მაჩუქა გუშინ – ჰგონია, რაიმე
ჭკვიანურს ჩავწერ შიგ. მე კი, დღიურის მაგივრად, ავადმყოფო-
4 მკითხველთა ლიგა
ბის ისტორიას ვადგენ...“), უფრო ზუსტად, ჯერ კიდევ მეტაფორე-
ბად გარდაუქმნელი ტკივილების ნუსხას. მათ ჯერ კიდევ ფრთები
არა აქვთ, რომ იქცნენ მედეად, აიეტად, ფარნაოზად, პატარა იკა-
როსად, აველუმად, ელიზბარად, ლიზიკოდ, თუ სხვა უამრავ და
უამრავ უკვდავ სახედ. ამდენად ყველა მათგანი ჩვენთვისაც ნაც-
ნობი, გასაგები და აუტანელი ტკივილია...
ჯერ კიდევ თბილია მისი „ერიკის“ კლავიშები, რომლებსაც
თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აღვიძებდა, აცოც-
ხლებდა, თითქოს ცდილობდა ლითონის მანქანისთვის მეტყვე-
ლების უნარიც მიენიჭებინა. ძირითადად კი, რა თქმა უნდა, ხე-
ლით წერდა, მანქანაზე ხელნაწერი საბოლოო სახეს იღებდა
მხოლოდ, ზოგჯერ მეტად მოულოდნელ სახესაც კი. ცალკე ჰქონ-
და ე. წ. „სამაგიდო რვეული“ (ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებით
საინტერესო!), რომელშიც, როგორც ვთქვი, ნაფიქრალსა თუ რა-
იმე მოვლენით გაჩენილ შთაბეჭდილებას იწერდა. ეს ჩანაწერე-
ბი, ჩემი აზრით, მისი ვრცელი შემოქმედების ერთ-ერთ ძალზე სა-
ინტერესო და აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, რამდენადაც,
გავიმეორებ – არ შეიძლება არ დავინტერესდეთ იმ შემოქმედის
ნაფიქრალით, ვისაც ჰქონდა თავისი არალეგალური თავისუფ-
ლება, თავისი საკუთარი სასიცოცხლო სივრცე – „სიყვარულის
იმპერია“, სადაც მხოლოდ თავისუფლების კანონები მოქმედებ-
და. დიახ, თავისუფლებასაც აქვს თავისი კანონები, რომლებიც
ყველაზე ბობოქარ, მეამბოხე სულსაც კი ჭეშმარიტად ადამიანურ
იერს უნარჩუნებს.
და, ამასთანავე, ჰქონდა თავისი ბედნიერებაც!
„ბედნიერება უნდა მოითმინო“-ო, ჩაუწერია ერთ რვეულში,
ანუ უნდა მოითმინო, როგორც ტკივილი, შიმშილი, მარტოობა.
ამგვარ ბედნიერებას სულ სხვა სიხარული მოაქვს – შეიძლება
არყოფნაზე გამარჯვებადაც კი წარმოვიდგინოთ.

5 მკითხველთა ლიგა
როცა მისი „ჩანაწერების“ კითხვა დავიწყე, უპირველეს ყოვ-
ლისა, იმ აზრმა გამიელვა, რომ სიკვდილი იმიტომაც არის არა
მარტო საშინელი, არამედ იდუმალიც, რომ ყველა კარს აღებს,
ყველა გამოცანას ხსნის, ყველა საიდუმლოს ამხელს და აქვე შე-
იძლებოდა გამემეორებინა ერთხელ, კარგა ხნის წინ, ჩემივე
ნათქვამი სიტყვები: სიკვდილი გვათავისუფლებს მტრებისგან და
გვძენს მარადიულ მეგობრებს. მისი „მარადიული მეგობრები“ კი
მისივე წიგნებიიქნება, რომლებიც, ალბათ, ყველაზე უკეთესად
უმეგობრებენ მომავალში...
მისი სიკვდილის დღეს, ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ასეთი ფრა-
ზა გაჩნდა: „ის ცხოვრობდა ჩუმად და ღირსეულად“, რაც თამამად
შეიძლებოდა მისი ამ წიგნის ეპიგრაფად ქცეულიყო, რამდენა-
დაც უაღრესად ლაკონიურად და უაღრესად ზუსტად გამოხატავ-
და მისი ამქვეყნიური ცხოვრების ხასიათს და, ამასთანავე, ასევე
ზუსტად მიგვანიშნებდა მისი ცხოვრების განსაკუთრებულ შინა-
არსსა და მნიშვნელობაზე.
ადამიანი თავად ჰქმნის საკუთარ პიროვნებას, ოთარ ჭილაძის
სიტყვები რომ გავიხსენოთ: „მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სა-
ხეს, იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“. ეს წიგნი იმითაც არის
მნიშვნელოვანი, რომ მეტად ზუსტ, ყოველ შემთხვევაში, მეტად
საინტერესო დაკვირვებებს ვეცნობით მწერლის პროფესიაზე,
მწერლობის დანიშნულებაზე, სხვადასხვა ქვეყნის მწერლებზე,
საერთოდ, მწერლობაზე. „ძველი ჩინური პოეზია ბებრების პო-
ეზიაა“-ო, ჩაუწერია. მართლაც, დასრულებულობის, სრულყოფი-
ლების, სიმშვიდის საკვირველი განცდა გეუფლება იმ სამყარო-
ში, ძველი ჩინური ლირიკა რომ ჰქვია და რომელსაც ისეთი დი-
დებული პოეტები წარმოადგენენ, როგორიცაა, თუნდაც, ვან ვეი,
დუ ფო, ლი ბო, ბო ძიუ-ი...
ოთარ ჭილაძე, რასაკვირველია, ჩინელი პოეტების ასაკს კი
არ გულისხმობდა, არამედ ამ, ერთი შეხედვით, ამოხსნილი სამ-
6 მკითხველთა ლიგა
ყაროს უცნაურ, მრავლისმთქმელ სიჩუმეს, იმავდროულად სამ-
ყაროს ამოხსნის შეუძლებლობაზეც რომ მეტყველებდა...
„ულიტერატუროდ დარჩენილი ხალხი უპატრონოდ დარჩენი-
ლი ბავშვივითაა და ყველას შეუძლია მისი აბუჩად აგდება. ქარ-
თველი ხალხი ქართულ მწერლობასთან ერთად იზრდებოდა,
გნებავთ, მისი ზემოქმედებით წერდა თავის სულიერ კონსტიტუ-
ციას და ამიტომაც იდგა მიწაზე მყარად“, – წერდა ოთარ ჭილაძე.
ჩვენი ხალხი, რომელსაც კათალიკოსის სიტყვით, „სიცოცხლე
შესწირა“, დღეს ალბათ ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე
დგას – გარეშე ხიფათთან ერთად, თითქოს ერის სული გაიბზარა
და უფსკრულივით დააღო პირი, თუნდაც იმიტომ, რომ მოვინდო-
მეთ განვითარებული ქვეყნების ფეხისხმას ავყოლოდით, საკუ-
თარი კულტურის გვამზე გადავლით! გარეშე მტერმა შეიძლება
ყველაფერი დაგინგრიოს, მაგრამ ეროვნული ცნობიერების კარ-
კასს ვერაფრით დაგინგრევს, ეს მხოლოდ შინაურ მტერს – თავი-
სი ვერაგობით და მოყვარეს – თავისი უმეცრებით შეუძლია ჩა-
იდინოს. უმეცრება, უკულტურობა – აი, ჩვენი დღევანდელი ყვე-
ლაზე სახიფათო მტერი, რომელსაც ყველა, თუნდაც ერთმანეთ-
თან რადიკალურად დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალამ
ერთნაირად, ერთად უნდა მიხედოს.
ჩვენ იმ უძველეს ხალხთა რიცხვს ვეკუთვნით, ვისთვისაც
ეროვნული მახსოვრობა, ტრადიცია, ანუ განუწყვეტელი ხსოვნა
წარსულისა, გადამწყვეტი ფაქტორია არსებობისთვის. „რამდენი
რამე უნდა გახსოვდეს, რომ არ დანებდე მტერს არასოდეს“ – ამ-
ბობდა ოთარ ჭილაძე. „წარსული ყოველთვის წინ გელოდება“-ო,
ჩაუწერია რვეულში. აქტუალურად ჟღერს მისი სხვა ჩანაწერიც:
„წარსულიდან ამოდის მომავალი. ვისაც წარსული არ ჰქონდა,
მომავალს ნუ დაელოდება“.
ნებისმიერი ხალხის ნამდვილი სიძლიერე მისი კულტურით
გამოიხატება. „ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, – წერდა ოთარ
7 მკითხველთა ლიგა
ჭილაძე, – მაგრამ რაც შეიძლება მოკლედ და რაც შეიძლება
ნათლად, ერთხელ კიდევ განვმარტავ იმას, თუ რამ მაიძულა,
მთელი ცხოვრება კალამი მჭეროდა ხელში და ფიქრშიაც არ და-
მეშვა მისი შეცვლა სხვა, უფრო თანამედროვე, გნებავთ, უფრო
ძლიერი (თუკი არსებობს) იარაღით: რაც უნდა კარგი პრემიერ-
მინისტრი აირჩიოს ინგლისმა, შექსპირზე უკეთესად ვერ წარ-
მოაჩენს და ვერც დაიცავს ინგლისს...“
კულტურა აქცევს ხალხს ერად. ამის მაგალითი დღეს ჩვენს
თვალწინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, სადაც სხვა-
დასხვა ეროვნების, სხვადასხვა რასის ხალხთა კონგლომერატი
აშკარად ცდილობს ერად გარდაქმნას და ჩამოყალიბებას საერ-
თო კულტურის საშუალებით. ჩვენ კი ერთ-ერთი უძველესი ერი
ვართ ამ ქვეყანაზე.
დღევანდელი საერთაშორისო უსახურობის ეპოქაში შეიძლე-
ბა უფრო თამამად, ვიდრე ოდესმე, თქმულიყო, რომ კაცობრიო-
ბის ცხოვრების ტრადიციული სახისა და შინაარსის შენარჩუნება
შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა, კულტურის წიაღში დაბრუ-
ნებით. მსგავს შეხედულებას თითქმის ყველა თანამედროვე მო-
აზროვნის წიგნში აღმოაჩენთ, მართალია, მათი რაოდენობა
ძალზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ცხადი გახდა დღევანდელი
ტიპოგრაფიული წარღვნის ვითარებაში, მაგრამ ასეთი აზრი გა-
ცილებით აქტიურად აჟღერდება მომავალში, როცა, მსგავსად
ბიბლიური თქმულებისა, ჩვენი სული, ძეშეცდომილივით, დაუბ-
რუნდება თავის მშობლიურ სახლს – წიგნს. „წიგნი, უპირველეს
ყოვლისა, საკუთარი მეობის აღმოჩენაში გვეხმარება“-ო, წერდა
ოთარ ჭილაძე, რომელიც, ვიდრე ჯანმრთელობა არ უმტყუნებდა,
დღე-ღამეში 15-16 საათს მუშაობდა და, თუმცა, თამბაქოთი გაკ-
ვამლული ოთახიდან თვეობით არ გამოდიოდა, მუშაობისთვის
სხვა, უკეთესი პირობა ვერც კი წარმოედგინა. რასაკვირველია,
გრძნობდა, რა შედეგიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ თავ-
8 მკითხველთა ლიგა
დაუზოგავ შრომას, მაგრამ განა არსებობს რაიმე ძალა, შემოქ-
მედს ცხოვრების წესი რომ შეაცვლევინოს? რა თქმა უნდა, არ
ვგულისხმობ გარედან უხეშ ჩარევას...
„ბედნიერება უნდა მოითმინო“!..

თამაზ ჭილაძე

9 მკითხველთა ლიგა
1955

***
მე ვგავარ ბავშვს, საშაქარლამოს ვიტრინას რომ აკვრია სა-
ხით.

1956

***
ბრმა იყო, მაგრამ მხოლოდ თვალებით.

1959

***
ჯვარზე ვიყავით. ტაძრის ეზოში ნახირი ძოვდა. მზე ჩადიოდა
და მეწამული სხივები თვალისმომჭრელად იჩეხებოდნენ არაგ-
ვისა და მტკვრის ხეობებში.

***
მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა
ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე ამ სიტყვას ვეძებთ.

***
როგორ შეიძლება პოეზია მოკვდეს. პოეზია იცოცხლებს, სა-
ნამ ადამიანი იქნება.

10 მკითხველთა ლიგა
ხალხს გული აუცრუვდა არა პოეზიაზე, არამედ ლექსად დაწე-
რილ ინფორმაციებზე.
ლექსი, რომელიც დაიწერა დღეს, არაფრით არ შეიძლებოდა
დაწერილიყო გუშინ.
აუცილებელია თუ არა ყველას ესმოდეს პოეზია?
რა თქმა უნდა, არა, როგორც მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება.

***
მეც პოეტი ვარ [...] ყოველ შემთხვევაში, მინდა რომ ვიყო.
ვწერდი ბავშობიდან და როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს
პოეზია, შემეშინდა.

***
ელუარმა პირველი მსოფლიო ომის წინ გამოაქვეყნა პირვე-
ლი ლექსები და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღიარეს, რო-
გორც პოეტი.

***
ყამირი მიწების ათვისების კამპანია ვერ გამოიხატება პოეზი-
ით – ეს არ არის მწერლობა.

***
როდესაც კონიაკს ვსვამ, ჩემი სხეული ივსება მზით და ჩემი
ტვინი მოგზაურობს არარსებულ ქვეყანაში.
გაუმარჯოს კონიაკს!
რა თქმა უნდა, ქალების შემდეგ!

11 მკითხველთა ლიგა
1960

***
შუა ქუჩაში მოდის გარმონი, გარშემორტყმული
მთვრალი ქალებით...

***
იტალია
მესტრა
ვერონა
ამფითეატრი
გარდის ტბა
კომოს ტბა
აგარაკი
ქალაქი კომო
მილანო სასტუმრო „ეტენი“
მარია დელა გრაცია
საიდუმლო სერობა
ამბროჯიო (ამბროსის ტაძარი)
ქორწილი
თავისუფლების თაღი
ბერების მონასტერი გზაზე
გენუა – პორტი
გარიბალდი, აუზი, კოლუმბის სახლის ნანგრევები
20 სექტემბრის ქუჩა
„ზანზიბარი“
მთვრალი მეზღვაურები
სასაფლაო თეთრი
სანტა მარგარიტა
სანტა მარგარიტა
12 მკითხველთა ლიგა
შენი ფეხები ზღვაში ელავენ,
მეთევზე ბადეს ბოძებზე კიდებს,
ნავისკენ ნელა მიდის მენავე.
წმინდა მარგარიტა
რომი
პეტრეს ტაძარი
უცნობი ჯარისკაცის საფლავი
გარიბალდის ჯარისკაცი
რომის კედელი
მოსე – მიქელანჯელო
ოთხი მდინარე
ესპანეთის მოედანი
ვენეციის მოედანი
ტრიტონის აუზი
მაიმუნის ქუჩა
მხატვრები და პოეტები.
ნეაპოლი
დღესასწაული (წარმართული)
ხმაური. სავსე ქუჩები
სინათლე
„მოგონებების პარკი“
მიცვალებულთა სახელებს არქმევენ ხეებს
სანტა ლუჩიას კვარტალი
ტოსკანა
სიენა (სიენას რესპუბლიკა)
გროტტა სანტა კატირინა
ვენერას დაბადება
მუსიკალური ბოტიჩელი
პაოლო უჩელო ბრბოლა
ფილიპო ლიპი
13 მკითხველთა ლიგა
და ბოტიჩელის ოქროსფერ ქალებს
ფლორენცია
წმინდა მარკოზის მოედანი
ეკლესია
მედიჩების სასახლე
ჯოტოს კოშკი
წმინდა იოანეს ტაძარი
დონატელო
ლორენცო მედიჩი
ლორენცო კრედო ვენერა
ლუკას კრანახი
ადამ და ევა
რესტორანი „პიეზო რიჯორტი ერნესტო“
ვენეცია ლა ლუნა ე ტუ
ვენეცია, მთვარე და შენ

1961

***
ომის დროს ხშირად დავდიოდით ზოოპარკში. მაშინ, რატომ-
ღაც, თბილისი სავსე იყო მეზღვაურებით. მეზღვაურები ირეოდ-
ნენ ყველგან: ქუჩებში, ბაზრებში, ტრამვაის ვაგონებში... ზო-
ოპარკშიც. ერთხელ ლომის გალიის წინ ვიდექით. ლომი იწვა
სფინქსივით გარინდული. ფეხში დაჭრილი მეზღვაური ყავარ-
ჯნით აწვალებდა ლომს. ლომი იწვა ამაყი და ლამაზი. ვერც ხე-
დავდა, ვერც გრძნობდა თითქოს.

14 მკითხველთა ლიგა
მეზღვაური დაიღალა. გაწითლდა. ერთი-ორჯერ შეიგინა და
წავიდა. მხოლოდ მაშინ გახედა ლომმა მიმავალ მეზღვაურს.

1965

***
ყოველთვის ებრძვის ბოროტს კეთილი, ხან ერთი იმარჯვებს,
ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვ-
რებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მეორის საზომია,
რადგან არსებობს ბოროტება, იცი, რას ნიშნავს სიკეთე.

***
ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, დიდი უცნაური ხალხი ვართ ქართვე-
ლები – თუ რომელიმე უცხო ენას შევისწავლით, ასე გვგონია, მა-
ინც და მაინც, იმ ენაზე შექმნილ კულტურას უნდა ვემსახუროთ.
ირანისტებს ხომ საერთოდ თავი სპარსელები ჰგონიათ და შაჰ
აბაზის ასასებივით დაგვცქერიან ზემოდან, გერმანისტები მხო-
ლოდ გერმანელი მწერლების ბიოგრაფიებს იკვლევენ, ისევ გერ-
მანელ ლიტერატორთა შრომების გამოყენებით, ჩვენ რომ აგვა-
ფარონ თვალებზე, აქაოდა, თქვენ ვინ მიგდიხართ, მწერლები თუ
არიან, გერმანელები არიანო... მაგრამ, ავია თუ კარგი, ქართუ-
ლი მწერლობაც ხომ არსებობს?! განა სათაკილო საქციელი იქ-
ნება, სპარსული თუ გერმანული კულტურის სიმაღლიდან შენს
მშობლიურ კულტურასაც თუ შეაწევ სიტყვას?!

***
მთავარია რწმენა, ჟინი საერთო, საკაცობრიო ცხოვრებაში
ჩართვისა.
15 მკითხველთა ლიგა
***
ენა განსაზღვრავს, თუ რომელი ლიტერატურის, რომელი
კულტურის სფეროს მიეკუთვნება მწერალი. ენა და არა, ვთქვათ
თემა, ნაწარმოებში ასახული გარემო, თუ გმირთა ეროვნება. ჰე-
მინგუეი სულ ესპანეთზე წერს, მაგრამ რომელ ესპანელს მოუვა
თავში აზრად, ამერიკელ მწერლად არ ჩათვალოს იგი.

***
სიტყვის დასანახად ხალხი მაღლა უნდა აახედო.

1966

***
მოხუცები ყოველთვის წარსულს მისტირიან, ახალგაზრდები
კი აწმყოთი უკმაყოფილოები არიან.

***
და დღეს ჩემს ნაწილს შეადგენს მხოლოდ ის, რაც საერთოდ
დარჩება ჩემგან.

1967

***
მე მცივა მარტო, თუ მართლა ასე ცივა საერთოდ.
ამ ცეცხლმაც სულმთლად დაკარგა ძალა.
თუმცა ფეხშეკრულ მამალივით

16 მკითხველთა ლიგა
მაინც ფართხალებს.

***
შუა ჩეხეთის ლანდშაფტი
არშიასავით შემოვლებია ველს შორეული ტყეების ზოლი.
პურში აქა-იქ დგანან ხეები. ქერს უკვე დაჰკრავს სიმწიფის ფერი
და კარტოფილის გრძელი კვლები მზის გულზე წვანან. ხოლო
ნაძვნარის მწვანე ჩარჩოში ჩამჯდარა სივრცე. ამით მთავრდება
მთელი ლანდშაფტი, ოღონდ შორს ელავს სახურავი და ოქროს-
ფერი ჯვარიც ბრჭყვიალებს ეკლესიისა. ხოლო მის ზემოთ ცის კა-
მარაა, დამაბრმავებლად ვრცელი და ლურჯი.

***
ჩვენ ისე პატარები ვართ, ღმერთს მიკროსკოპითაც გაუჭირ-
დება ჩვენი დანახვა, ამიტომ ვავიწყდებით ასე ხშირად.

1968

***
არაფერი აზრი არა აქვს ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ხალხის სა-
ლაპარაკოდ არ იქცევა.

***
ხალხი ბოროტებას ეგუება და ებრძვის კიდეც, ორივე შემ-
თხვევაში სწორად იქცევა.

17 მკითხველთა ლიგა
***
მინდა ბარათაშვილზე რამე დავწერო, ძალიან მინდა, მაგრამ
ძნელია, აუტანლად ძნელია.
არ შეიძლება ქარიშხალს ისე ჩაკიდო ხელი, არ გაგათრიოს.
არც ის შეიძლება, მდინარეს შესართავში დაუხვდე და უკან
დააბრუნო.
არც დუმილი შეიძლება.
„მერანი“ ქართული სულის თავგადასავალია.
თბილისში ბარათაშვილის ძეგლი რომ იდგეს, ახალგაზრდო-
ბა იმ ძეგლთან რომ იკრიბებოდეს და „მერანს“ ხმამაღლა კით-
ხულობდეს, მაშინ...

***
მთვარესაც მოვბეზრდით – ყოველ ღამე აღარ ამოდის.

***
თუმანიშვილი ჟან ანუის „ანტიგონეს“ დგამს. აღტაცებულია
თარგმანით, თითქოს პიესა ქართულადაა დაწერილიო, მსახიო-
ბებმა ცოტა სული მოითქვესო. ძალიან სასიამოვნოა. მხოლოდ
ისაა სამწუხარო, რომ თარგმნილ პიესაში ცოტა ფულს იძლევიან.

***
საშინლად მტკივა თავი, თუმცა, ცარიელია, ცარიელია, ცარი-
ელია, როგორც „ბორჯომის“ ბოთლი დილით, ნამთვრალევს
რომ დაგხვდება საწოლის ფეხთან.
უუ
(ფრანსუა ვიიონიდან)
„მე ფრანსუა ვარ! ღმერთო, მიხსენი,
სიკვდილი მოდის ჰარი-ჰარალით
და მალე იგრძნობს ჩემი კისერი,
18 მკითხველთა ლიგა
თუ რას იწონის ეს უკანალი“.

***
ჯობს სულ არ გააჩინო ბავშვი, ვიდრე ცუდად გაზარდო, არც
ერთი ცხოველი არ არის უზრდელ ადამიანზე საზიზღარი.

***
ახლა უნდა ავდგე, ჩავიცვა, ხელები დავიბანო და ვისადილო,
რომ ისევ დავიბანო ხელები, გავიხადო და დავწვე.

***
გულწრფელად რომ ვთქვა, სრულებითაც არ მადარდებს
ავადმყოფობა. რა განსხვავებაა! მე შენ გეტყვი, ფეხზე რომ ვარ,
აღარ ვიცი, რომელ სიამოვნებას ავარიდო თავი! გაუმარჯოს ლო-
გინს! ოღონდ, ხველისა და სიცხის გარეშე.

***
ნეტავ, როგორ იწერება პოემა? ეს ჩემთვის ახლა ისეთივე სა-
ოცრებაა, როგორც მოლაპარაკე ძაღლი ან მფრინავი ძროხა.

***
ტროლეიბუსში ჩემი თავი დავინახე. იმანაც დამინახა, მაგრამ
თვალი ამარიდა. მე ტაქსში ვიჯექი და სამსახურში მივდიოდი.
მძღოლს ვთხოვე, ტროლეიბუსისათვის გაესწრო. ტროლეიბუსის
გაჩერებაზე დავხვდი, მაგრამ მე ტროლეიბუსში უკვე აღარ ვიყა-
ვი.

19 მკითხველთა ლიგა
***
მწერალი ისე ცხოვრობს თავის ენაში, როგორც თევზი – მდი-
ნარეში. ამიტომ, მისი მოსპობა თუ გინდათ, მდინარეში დინამიტი
უნდა ჩაუდოთ, თანაც რამდენიმე.

***
დღეს დავამთავრე პოემა (პირველი ვარიანტი). ხვალ ჩამო-
დის ჩემი დიდი კრიტიკოსი: თამაზი! ვნახოთ, რას იტყვის.

***
რაც ოლიმპოდან არ ჩანს, ის შეიძლება პარნასიდან დაინახო.

***
მე რომ ნება მომცენ, ასე წავაწერდი სამასი არაგველის
ძეგლს: ომი წაგებული იყო, მაგრამ მონობას სიკვდილი ვარჩი-
ეთ.

***
ყველა შენიშვნა, რაც თამაზმა მომცა, სწორია. გულწრფელად
რომ ვთქვა, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ სხვისგან ნათქვამს მეტი
დამაჯერებლობა აქვს.
მუშაობა გრძელდება!

***
მტკვარი ადიდდა. წყალი მოაჯირს ურტყამდა და ნაპირებზე
გადმოდიოდა. კარგი იქნებოდა, საერთოდ ასეთი იყოს მტკვარი.
სულმთლად შეცვლიდა ქალაქის ხასიათს, რიტმსაც. მე რომ
მტკვარს გადავხედე, თავბრუ დამეხვა, ისე სწრაფად მიჰქროდა:
სავსე, ღონიერი, თამამი.

20 მკითხველთა ლიგა
***
ქურდობა, დაბეზღება, თაღლითობა, მექრთამეობა ჩვენს
ეროვნულ თვისებებად იქცევა მალე. ყველა მეორე კაცი დამნა-
შავეა. დამნაშავე კი ფსიქოლოგიურად შეგუებულია მოსალოდ-
ნელ სასჯელს. სასჯელი დიდი ხანია მოფიქრებულია, უფრო ად-
რე, ვიდრე ქართველი ქურდობას, თაღლითობას, დაბეზღებას და
მექრთამეობას მიეჩვეოდა.

***
ჩამოვიდა ივანე დრაჩი. თვითონ ამბობს: გამოვიქეციო. ჩემი
ლექსები უთარგმნია. ძალიან აქებს.
ძალიან სასიამოვნოა.

***
ყველა დიდი მწერალი უმრავლეს შემთხვევაში ადრე კვდება.
ალბათ იმიტომ, რომ თავისი სიკვდილით შესაძლებლობა მისცეს
საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების თანამოკალმეებს უფრო
უსირცხვილოდ მოითბონ ხელი ამქვეყნიურ სიამოვნებათა ცეც-
ხლზე.
ამიტომაც ვერ იტანენ ცოცხალ დიდ მწერლებს.

***
ცარიელი სიტყვებია: ღმერთს ჩვენი დანახვა არ შეუძლია მხო-
ლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს. იქნებ არსებობს?!

***
მთელი დღე ვწერდი. ეშმაკმა იცის, რა გამოვა. მაინც კმაყო-
ფილი ვარ. დიდი ხანია არ მიმუშავია. მალე ვიღლები, მაგრამ
არა უშავს, შევეჩვევი. როცა მუშაობ, მაშინ ამჩნევ, რა უაზრობაა
ცხოვრება, როცა არ მუშაობ. ძალიან მინდა გამიმართლოს. ამ
21 მკითხველთა ლიგა
პოემაზე უკვე მთელი წელია ვფიქრობ. ის უკვე არსებობს, მაგრამ
არსებობს სადღაც, ჩემს შიგნით, ველურივით უკარება. როგორმე
უნდა გამოვიტყუო დღის სინათლეზე: მინდა შევხედო.

***
მთელი ღამე თეთრად გავათენე. ეს კარგი ნიშანია, ესე იგი
ფორმაში შევდივარ.

***
ან მწერლობა, ან ოჯახი. მე, ალბათ, ათ პროცენტსაც არ ვაკე-
თებ იმისას, რასაც გავაკეთებდი, „თავისუფალი“ რომ ვყოფილი-
ყავი.

***
დასავლეთ საქართველოში სტუმარს ოჯახის დიასახლისი ისე
გამოეგებება, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ
მას ელოდებოდა პენელოპესავით.

***
ადამიანი ბუნებას ჰგავს, მასაც შეუძლია სრულიად უმიზეზოდ
(ჩვენთვის გაუგებარ მიზეზთა გამო) გაბრაზდეს ან მოიწყინოს,
აგვაშენოს ან დაგვაქციოს. ჩვენ კი ვერასოდეს ვერ მივაკვლევთ
ვერც მისი მოწყალების (გულმხურვალების) და ვერც მისი გულ-
გრილობის წყაროს, მიზეზს. არა მარტო ძნელი გასაგებია, არა-
მედ ძნელი დასაჯერებელიცაა მართლა რომ აიცრუა უცებ გული
ჩვენზე ადრე ჩვენმა მწყალობელმა ადამიანმა, რომლის სახელსა
და გავლენაზე გულის ყველაზე ბნელსა და მიყრუებულ კუნჭულში
იმედის კოშკებს ვაგებდით. გარდა იმისა, რომ ძნელი დასაჯერე-
ბელია, ძალიან მწარეცაა და ჩვენი შეშფოთების, მღელვარების
დაულეველ სათავედ იქცევა ხოლმე. სხვათაშორის, ასევე გაუგე-
22 მკითხველთა ლიგა
ბარია იმავე კაცის ყურადღება ჩვენს მიმართ, მაგრამ ეს ნაკლე-
ბად გვაღელვებს ყოველთვის, რადგან ამ შემთხვევაში სასიამოვ-
ნო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და მთელი ჩვენი არსება ეგუე-
ბა მას. ყურადღება თავზე ხელის გადასმასავითაა. ხოლო მო-
ალერსე ხელის ქვეშ ყველა ცხოველი ერთნაირად ინაბება და
ამით ამჟღავნებს მთავარ თვისებას საერთოდ ცხოველური ბუნე-
ბისა: მორჩილებისკენ, მფარველისკენ მიდრეკილებას. ყველაზე
მკვეთრად ეს თვისება ქალის ბუნებაშია გამოხატული. ის დაუფა-
რავად, აშკარად, მთელი ხმით მოითხოვს მფარველსა და ძლიერ
ხელს (მაშინაც კი, როცა თანასწორობას ქადაგებს), რომელსაც
მისი დამშვიდებაც შეუძლია და დათრგუნვაც.

1969

***
23-ში ბელგრადში ჩავფრინდით: მე, დოლმატოვსკი და როჟ-
დესტვენსკი. ბელგრადში საღამომდე გაგვაჩერეს, საღამოს მა-
ტარებელში ჩაგვსვეს და მეორე დილას სკოპლეში ჩავედით. იქ
მანქანები დაგვახვედრეს და მანქანებით ოხრიდში წავედით. ოხ-
რიდში სასტუმრო „პალასში“ დაგვაბინავეს. გენიალური ადგი-
ლია. პატარა ქალაქი უზარმაზარი ტბის პირას. გაღმა ბულგარე-
თია, მარჯვნივ ალბანეთი.
სტრუგა 14 კილომეტრზეა აქედან. 25-ში ლექსი წავიკითხე პო-
ეზიის საღამოზე.
...მაკედონია ძალიან ჰგავს საქართველოს, სიმინდის ყანები,
ალვის ხეები, გზადაგზა გასაშრობად გაკიდული თუთუნი... ქუჩებ-
ში შემწვარი სიმინდი იყიდება. მთელი ქალაქი შემწვარი სიმინ-
დის სუნითაა გაჟღენთილი.

23 მკითხველთა ლიგა
***
დღეს აქაურმა პოეტმა ტბაზე დაგვპატიჟა. ალბანეთის საზ-
ღვართან მივედით. პატარა მონასტერი ტურისტებითა და ფრეს-
კებით სავსე. ვიბანავეთ, მერე მაყალზე კალმახი შევწვით... მე-
თევზეებს ბადე გამოჰქონდათ. საინტერესო სანახავია. შორს
ტბაში, ნაპირის პარალელურად, ბადეს ჩაუშვებენ. ბადეს ორივე
ბოლოში თოკი აქვს გამობმული. ამ თოკებს ნაპირიდან ექაჩები-
ან. რიგში ჩამდგარი რვა-რვა კაცი ერთნაირად, ჩვეულებად ქცე-
ული მოძრაობებით ექაჩება თოკს, რომელიც მიწაზე თანდათან
რგოლებად ეხვევა. მეც ჩავდექი რიგში, მონღოლიც, მერე დოლ-
მატოვსკიც. ბადე თანდათან ნაპირს უახლოვდება. თან მოაქვს
ნიჟარები, წყალმცენარეები, კონსერვის თუნუქის ძველი ყუთები
და რა თქმა უნდა, თევზიც. ორი ნავი ბადის ზონაში დაცურავს.
ფეხზე წამომდგარი მენავეები ნიჩბებით ერეკებიან თევზს. ბადე
თანდათან ნაპირზე ამოდის და ფენა-ფენა იკეცება. ბოლოს რჩე-
ბა სულ პატარა წრე, რომელშიც თევზი ფართხალებს. ამჯერად
ძალიან ცოტა თევზი ამოყვა ბადეს. ბადეს წყალმცენარეები ეკი-
და შედედებულ სისხლივით, ღია მწვანე, სველი, ხასხასა. მწვანე
სისხლი, ტბის სისხლი.

***
ტრუსების ამარა მონღოლი ტბის პირას მარტო სეირნობს და
მღერის.

***
მთელი მაკედონია მინარეთებითაა მოფენილი. მინარეთი ძა-
ლიან ლამაზია: რაკეტასა ჰგავს, ასაფრენად გამზადებულს. აქაც
მაგრად დაუბიჯებია თურქეთს ფეხი. მხოლოდ ოცდახუთი წელია,
რაც მაკედონია თავისუფალია. რა თქმა უნდა, ძალიან ამაყობენ
და უხარიათ. ბევრი მსგავსი სიტყვაა ქართულსა და მაკედონიურ-
24 მკითხველთა ლიგა
ში თურქეთიდან დარჩენილი: საპონი, საათი, პილპილი, თუთუ-
ნი, თოკი, ბადრიჯანი, ბიჩო (იგივე – ბიჭო), ჯიგარი, ყამა...

***
დივნა გუშინ საღამოს გავიცანი, სტრუგაში, წვეულებაზე. წვე-
ულების შემდეგ პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტები ხიდიდან
კითხულობდნენ ლექსებს. ლამაზია განათებული მდინარე, ხალ-
ხით სავსე ნაპირები და ხიდზე პოეტი. არაფერი არ ისმოდა. მე და
დივნა ყავის დასალევად წავედით. ძალიან ციოდა. როცა დავ-
ბრუნდით, ყველაფერი დამთავრებული დაგვხვდა. მანქანებიც
წასულიყვნენ. დივნამ ოხრიდში დარეკა, სტრუგაში სტუმარი
დარჩა და მანქანა გამოუგზავნეთო. მანქანა თითქმის მაშინვე
მოვიდა. მერე რესტორანში ვისხედით. არ ვიცოდით, სად წავსუ-
ლიყავით.
დიდხანს ვიხეტიალეთ ქუჩებში. ქუჩები ძალიან ვიწროა და ფი-
ლაქნითაა მოკირწყლული. ფანჯრიდან რომ გადმოიწიო, მოპირ-
დაპირე სახლს ხელით მიწვდები. პატარა, ლამაზი სახლები ერ-
თმანეთზეა მიწყობილი. სახლებს ძველი ფანრები ჰკიდია და ქუჩა
ოდნავაა განათებული. ყველაფერი თეატრის დეკორაციას ჰგავს.
ბოლოს ტბის ნაპირთან მივედით, ნავებთან.
...დივნა – უცნაური.

***
ქუჩაში მაღალფეხიან მაყალზე სიმინდს წვავენ. რკინის ჯოხს,
რომლითაც დაბრაწულ ტაროებს აბრუნებენ, თან მაყალზე აბრა-
ხუნებენ, ხმაურზე უნებურად იხედები...

25 მკითხველთა ლიგა
***
ჯგუფებად დაგვყვეს. მე და მონღოლი ერთად მოვხვდით.
მივდივართ კრეშოვოში. 1 300 მ. ზღვის დონიდან. მე, რა თქმა
უნდა, არ მიკვირს. კრეშოვო: წითელი კრამიტი, სახედარი, საყ-
დარი... სიღნაღის მაკედონიური ვარიანტი. საღამოს მთავარი ქუ-
ჩა სავსეა მოსეირნე ახალგაზრდობით... ტიპიური პროვინციული
ქალაქი. ხვალ დივნას ვნახავ კრეშოვოში. ცუდად მეძინა, თუმცა
ქურქივით საბნები გვეხურა. მთელი ღამე მესიზმრებოდა, ვითომ
გული მტკიოდა (შეიძლება, მართლა მტკიოდა?). მერე მე და მამა
ზემოხეთში ვიყავით ვითომ. მერე ზარების ხმა ჩამესმა და გამოვ-
ფხიზლდი. ზარებს მართლა რეკავდნენ. მერე სახედარი აყრო-
ყინდა. წუხელ, გვიანობამდე მღეროდნენ მთვრალი მაკედონე-
ლები, თან მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდნენ. გაუთავებელი და
ერთფეროვანი სევდა პატარა ხალხებისა.

***
მონღოლს წვრილი ხმა აქვს, სევდიანად მღერის. გულკეთი-
ლია. შეიძლება, ამ გულკეთილობის დასაფარავად მისცა ბუნებამ
ასეთი მკაცრი სახე?!
უუ
დღეს დივნა იყო ჩემთან, სასტუმროში. საჩუქრად მომიტანა
ერთი ბოთლი „მასტიკა“ და ალბომი „სკოპლე“. სხვაც ბევრი რა-
მე მომიტანა.
უუ
ყველაფერი შეიძლება მოხდეს: მონღოლი და ქართველი მო-
სეირნობენ სკოპლეს ქუჩებში. ისინი იაფფასიან რესტორანს ეძე-
ბენ. რამდენიმე წუთის შემდეგ შემოუსხდებიან მაგიდას, მიუჯახუ-
ნებენ ლუდით სავსე კათხებს და ერთმანეთს მეგობრულად გა-
უღიმებენ, რადგან იმ წუთს ერთმანეთზე ახლობელი არავინ გა-
აჩნიათ.
26 მკითხველთა ლიგა
***
უკვე მატარებელში ვართ. ხვალ დილით ბელგრადში ვიქნე-
ბით. ნახვამდის, მაკედონია. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ცო-
ტა მომწყინდა და დავიღალე...

***
ისევ სასტუმრო „სლავია“. ამჯერად ცალ-ცალკე მოგვცეს ნომ-
რები. მე მე-13 ნომერში ვცხოვრობ.
ჩემს ჩანთაში ქართული გაზეთის ნაგლეჯი აღმოჩნდა... ორი
კვირის წამოსული ვარ და გული გადამიქანდა.

***
დღეს ბელგრადის ახალგაზრდობის კლუბში გამოვდივართ.
არც ისე იოლადაა საქმე, როგორც თავიდან მეგონა. გამოსვლა
აუცილებელია.გაზეთებმა უკვე გამოაქვეყნეს ცნობა ამის შესა-
ხებ. ძალიან არ მიყვარს ლექსების კითხვა აუდიტორიის წინაშე,
მით უფრო ასე კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის წინაშე,
რომელსაც სალონური პოლიტიკა უფრო ამოძრავებს და აინტე-
რესებს, ვიდრე პოეზია. მით უფრო რთულ სიტუაციაში ვარ მე:
ყველასათვის უცნობი ქვეყნის უცნობი პოეტი. რა თქმა უნდა,
ყველგან ქართულად გამოვდივარ, ხაზგასმულად, მაგრამ ამით
არაფერი იცვლება, ჩვენ საბჭოთა პოეტები ვართ, ე. ი. რუსები.
ღმერთო, მომეცი ძალა, რომ საქართველოზე კარგი წარმოდგე-
ნა შეექმნათ.
როგორც ყოველთვის – ძალიან ვღელავ.

***
მთელი ბელგრადი „კაზაჩოკს“ უსტვენს.

27 მკითხველთა ლიგა
***
რუს პოეტებს ცოტა თავში აუვარდათ! რუსობა იმდენად უწ-
ყობს ხელს მათ პოპულარიზაციას, თავი მართლა გენიოსები
ჰგონიათ. ევროპაც კარგი ქერქეტაა. სამწუხაროდ, უკვე ბევრჯერ
დავრწმუნდი ამაში. რაც რუსულია, ყველაფერი უცნაურია, საინ-
ტერესოა, დიდებულია. ჯერ საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ და
იმიტომ. ისე, იცოცხლე, კარგია დათოვლილი სტეპიც, მარხი-
ლიც, არაყიც, დათვის ქურქიც... რა უნდა მეტი მდიდარ, მაგრამ
სულელ ტურისტს? არაფერი. უხეშობა და სიმკაცრე იზიდავს ადა-
მიანს.

***
(ინტერვიუ სკოპლეს რადიოსთვის)
პოეტის გზა ოდისევსის გზასა ჰგავს თავისი ხიფათებითა და
მოულოდნელობით. ეს გზა პოეტისგან, რა თქმა უნდა, უდიდეს
ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ შემოქმედებით
მოპოვებული სიამოვნება და სიამაყე იმდენად დიდია და საპა-
ტიო, ღირს იმ გზაზე ხეტიალი. მაგრამ პოეტს – ოდისევსს – თა-
ვისი პენელოპეც ჭირდება, რომელიც მზადაა უსასრულოდ უცა-
დოს მას და დააფასოს პოეტის აუწონავი შრომა და სამსახური.
პოეტი კი ადამიანის მსგავსია; ის ადამიანის სულის გასუფთავე-
ბასა და განათებას ემსახურება. დღევანდელ მსოფლიოს განსა-
კუთრებით ჭირდება თბილი და აზრიანი სიტყვა პოეტისა, რათა
უფრო მშვიდად და გონივრულად განსჭვრიტოს მომავალი. ქარ-
თული თანამედროვე პოეზიის მიზანიც ესაა. მე შემეძლო უფრო
კონკრეტულად და ვრცლად მელაპარაკა ჩემს ქართველ კოლე-
გებზე, რადგან ისინი იძლევიან ამის საშუალებას, მაგრამ ამჟა-
მად ასეთი ზოგადი გაცნობაც კარგია. საერთოდ პოეტებს ხალხე-
ბის გაცნობისა და დაახლოების საქმეში დიდი წვლილი მიუძ-
ღვით. ჭეშმარიტ პოეზიას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. მე
28 მკითხველთა ლიგა
ძალიან კარგ საქმედ მიმაჩნია ჩვენი შეხვედრა მაკედონიის ამ
უძველეს მიწაზე. სტრუგეს პოეტური საღამოები მნიშვნელოვანი
მოვლენაა და ეს იქიდანაც ჩანს, უკვე ტრადიციად რომ იქცა. მე,
პირადად, ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დამრჩება აქ გა-
ტარებული დღეები. დე, სტრუგეს საღამოები მომავალშიც ასე სა-
ინტერესო ყოფილიყოს, და ყოველთვის შეეტანოს თავისი წვლი-
ლი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის (ჰუმანიზმის) საქმეში.

***
(ინტერვიუ მოსკოვის რადიოსთვის)
1. საერთო შთაბეჭდილება იუგოსლავიაზე
შთაბეჭდილება ძალიან დიდია, თუმცა ჯერ კიდევ არ დალაგე-
ბულა და ქაოტურად ირევა ჩემს მეხსიერებაში შესანიშნავი ბუნე-
ბის სურათები, კიდევ უფრო შესანიშნავი ხალხი, გულთბილი შეხ-
ვედრები და, რა თქმა უნდა, თვითონ სტრუგეს საღამოები. რაც
მართალია, მართალია, ეს საღამოები ძალიან კარგადაა ორგა-
ნიზებული; ხოლო ამ საღამოების მნიშვნელობაზე ისიც მეტყვე-
ლებს, ისინი უკვე ტრადიციად რომ იქცნენ: აქ, მაკედონიის პატა-
რა ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყ-
ნის პოეტები. ჭეშმარიტი პოეზია მოწოდებულია მხოლოდ და
მხოლოდ ადამიანის სასიკეთოდ და როცა ამდენი პოეტი იკრიბე-
ბა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი სასიკეთო საქმე კეთდება.
საერთოდ, პოეტებს ხალხების ურთიერთგაცნობისა და დაახ-
ლოების საქმეში ყოველთვის დიდი წვლილი მიუძღვით. ამდენა-
დაც ჩვენი შეხვედრები მაკედონიის ამ უძველეს მიწაზე კიდევ უფ-
რო გამართლებულია და პირადად ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთე-
სო მოგონებად დარჩება აქ გატარებული დღეები.
2. როგორ შეხვდნენ ჩემს პოეზიას?
ჩემთვის მეტად საინტერესოა, რომ მონაწილეობა მივიღე ამ
პოეტურ საღამოებში. თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა
29 მკითხველთა ლიგა
ლექსებმა, ამის თქმა ჩემთვის ძნელია, მეც ძალიან მაინტერე-
სებს ამის გაგება.
3. რას ვფიქრობ იუგოსლავიურ პოეზიაზე?
ისე კარგად არ ვიცნობ იუგოსლავიურ პოეზიას, ამ საკითხზე
რომ ჩემი აზრი გამოვთქვა. შემიძლია ჩამოვთვალო ზოგიერთი
სახელი, რომლის შემოქმედებასაც შედარებით უკეთესად ვიც-
ნობ: დესანკა მაქსიმოვიჩი, მირა ალეჩკოვიჩი, ოსკარ დავიჩო,
განე ტოდოროვსკი, აცო შოპოვი, სლავკო იანევსკი. ბევრ მათ-
განს სტრუგეში შევხვდი. წინასწარ ამის განცხადება ჩემთვის ძნე-
ლია, მაგრამ მაქვს სურვილი, ვთარგმნო ზოგიერთი ნიმუში თა-
ნამედროვე იუგოსლავიური პოეზიიდან.
4. რა შემიძლია ვთქვა ანგაჟირებულ პოეზიაზე?
როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა
სტრუგეს საღამოებზე. გაიმართა კამათი, რომელშიც, სხვებთან
ერთად, ჩვენმა დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. მე პირა-
დად არ გამომითქვამს ჩემი აზრი, მაგრამ ვეთანხმები იმ პოე-
ტებს, რომლებიც თვლიან, რომ პოეზია ყოველთვის იდგა და უნ-
და იდგეს ადამიანის სამსახურში. პოეტობაც პროფესიაა, ხოლო
პროფესია თუ რამეს არ ემსახურება – არ არსებობს. გააჩნია რას
ემსახურება პოეზია. ჩემი აზრით, პოეზია ადამიანის სულის გაწ-
მენდასა და განათებას ემსახურება და თუ პოეტი გქვია, გინდა თუ
არა, შენც ამ საქმეს ემსახურები. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე კე-
თილშობილი სამსახურია და მე არ მეგულება ჭეშმარიტი პოეტი,
მოყოლებული უძველესი ხანიდან დღემდე, რომელსაც ამ სამსა-
ხურზე უარი ეთქვას. საერთოდ, საკითხის ასე დაყენება სწორად
არ მიმაჩნია. ეს იგივეა, რომ დავსვათ ასეთი კითხვა: უნდა ათ-
ბობდეს თუ არა მზე?
5. ჩემი მომავლის გეგმები.
მომავალში ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ჯერჯე-
რობით, ეს მხოლოდ სურვილი და ოცნებაა.
30 მკითხველთა ლიგა
უფრო კონკრეტულად: ვმუშაობ ლექსების ახალ წიგნზე. პარა-
ლელურად ვწერ პიესას ისტორიულ თემაზე. ძალიან მაინტერე-
სებს თარგმანი, სათარგმნელი კი ბევრია.
6. რა ახასიათებს თანამედროვე ქართულ პოეზიას?
შენს თანამედროვე პოეზიაზე ლაპარაკი ძნელია. რამის შესა-
ფასებლად საჭიროა დისტანცია. მაინც თამამად აღვნიშნავ: დღე-
ვანდელი ქართული პოეზია თავისუფლად შეიძლება ამოვუყე-
ნოთ თანამედროვე მსოფლიოს ჭეშმარიტი პოეზიის საუკეთესო
ნიმუშებს.
ახალგაზრდა ქართველი პოეტების შემოქმედების ყველაზე
უფრო დამახასიათებელ თვისებად სიახლისკენ ლტოლვა და ზო-
გადსაკაცობრიო პრობლემებით დაინტერესება მიმაჩნია.

***
„მე მგონია, გამარჯვებას მოითხოვდე და ბრძოლის არავითარ
სურვილს არ ამჟღავნებდე – უზრდელობაა“.
შარლ პეგი

1914

***
დიდხანს ვფიქრობდი, სად დავბადებულიყავი და ბოლოს ეს
ადგილი ავირჩიე. სიღნაღი. მართლაც საოცარი ადგილია. უსას-
რულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბ-
ლებში ცუდად დამალულ კავკასიონს. სიღნაღში უნდა ავიდე ერ-
თი თვით, აუცილებლად. თუმცა ლაშა ამბობს, სასტუმროში დიდი
სიბინძურეაო. არ ვარგა, რომ რესტორანს სახელი გამოუცვა-

31 მკითხველთა ლიგა
ლეს. ადრე „ფანტაზია“ ერქვა. ეტყობა ახლანდელ მესვეურებს
ფანტაზიაც აღარ ჰყოფნით.

***
ქართული სული: ძალიან გვინდოდა მაჭარი. სიღნაღში, რა
თქმა უნდა, არ იყო. გზაზე, როცა უკან ვბრუნდებოდით, შემთხვე-
ვით გავაჩერებინე მანქანა და პირველსავე შემხვედრს ვთხოვე,
ერთი ბოთლი მაჭარი მაშოვნინე-მეთქი.
ჩაგვიჯდა მანქანაში და შინ მიგვიყვანა. დაფაცურდნენ ქალები
– დედა და ცოლი, და ერთ წუთში მშვენიერი სუფრა გაგვიშალეს.
ძალიან ავღელდით.
ნამდვილი, უანგარო პატივისცემა და ადამიანობა ესაა. ფულ-
ზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მაინც ამოვიღე თუმნიანი და მას-
პინძლის პატარა ბიჭს – ნიკოს ვაჩუქე, თან ზედ წავუწერე, ჩემს
სახელზე კამფეტი იყიდე-მეთქი. მასპინძელი აიმრიზა, ვითომ ეგ
რად გინდოდაო. ბოლოს მითხრა, ასი წლის მერეც რომ მოხვიდე,
ეგ თუმნიანი შენი წარწერით ასევე დაგხვდებაო. გადავკოცნე, ან
რა უნდა მეთქვა?! ღმერთმა ჯანმრთელად და შეძლებულად ამყო-
ფოს მისი ოჯახი.

***
ადამიანები მოკვდავი ღმერთები არიან, ხოლო ღმერთები უკ-
ვდავი ადამიანები.

***
უიმედობა მაინც უფრო მეტს შეგაძლებინებს ვიდრე დაიმედე-
ბული შესძლებდი. ჩვენ მაშინ დავიღუპეთ, როცა რაღაცის იმედი
გაგვიჩნდა.

32 მკითხველთა ლიგა
***
რასაც შენი ნებით დათმობ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ; ხოლო,
იმაზე უკეთესს ვერაფერს მოიპოვებ ცხოვრებაში, რასაც სამუდა-
მოდ დაიმახსოვრებ.

***
„უფიქროდ სიტყვა ვერ მისწვდება
ცას ვერასოდეს“.
შექსპირი

***
მამაკაცს ნაჩუქარი თავისუფლება თრგუნავს, აბნევს, ასევ-
დიანებს და იძულებული ხდება, გამანთავისუფლებელს ფეხებში
ჩაუვარდეს, ქვეშევრდომობა სთხოვოს. მხოლოდ სისხლისა და
მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება უნერგავს მამა-
კაცს საკუთარი თავის რწმენას, არწმუნებს – ღირსია და უფლება
აქვს დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით.

***
სიკვდილისთვის ვჩნდებით.

***
უნგრეთი
ჟანბეკი [...] სოფელი
ტაძრის ნანგრევი
რამდენად დიდებულია ბაგრატი...
......
დამაძალეს მჟავე ღვინო
როგორც მამაჩემი იტყოდა, ინთილა ამომდის.
მაგრამ ვენახი მაინც ლამაზია,
33 მკითხველთა ლიგა
აქაც!
აფსუს, ჩემო საბრალო კახეთო!
თუ გადავრჩი, ხომ გადავრჩი
კარგია...

***
შამილი – ამბოხებული ღრუბელი.

***
პარიზიდან დასთან სტუმრად ჩამოვიდა ქართველი ემიგრან-
ტი. 30-32 წლის იქნება, ქართულად ცუდად ლაპარაკობს, მაგრამ
ძალიან მონდომებულია. ხუმრობით ვკითხე, პარიზის მერე რო-
გორ მოგწონთ თბილისი-მეთქი და ეს სულ სხვააო, სწორედ ასე-
თი მინდოდაო... რამდენი სევდა და სიამაყეა ამ სიტყვებში. ქარ-
თულ წიგნებს აგროვებს, უნდა ვთარგმნოო. აქამდე რას აკეთებ-
და ჩვენი ემიგრაცია. ეტყობა ქართველი ყველგან ქართველია.
საცოდაობაა სამშობლოს მოწყვეტილი სხვა ქვეყნის ქურაში მო-
ხარშული კაცი, მით უფრო, თუ სამშობლოს ხსოვნა და სიყვარუ-
ლი მთლიანად არ გაქრობია. „დედაენა“ მაინც გამოსცენ, ერთი
სკოლა მაინც გახსნან, თურქეთის საქართველოს მიხედონ! უბ-
რალოდ, შეიძლება გულზე გასკდეს კაცი. სევდა და წუწუნი საქმეს
არ შველის. ძალას მხოლოდ ძალა უნდა დაუპირისპირო.

***
არის შემთხვევები, როცა პოეტი საკუთარ წიგნზე გვიან დაბა-
დებულა, მაგრამ პირველ წიგნში, თუნდაც ჩანასახის სახით მა-
ინც, აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს ახალი სამყარო და ის
წერტილი, საიდანაც უკეთესად გამოჩნდება ეს ახალი სამყარო,
თუკი გამოჩნდება საერთოდ.

34 მკითხველთა ლიგა
***
თარგმნილი წიგნი იმ ხალხის ლიტერატურას ეკუთვნის, რომ-
ლის ენაზედაცაა გადმოთარგმნილი. ამიტომ მთარგმნელის მი-
მართ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე შეღავათის გა-
წევა ენის, მხატვრულობისა თუ ოსტატობის საკითხში.

***
ავტორების ასეთი სიმრავლე არასოდეს არ ყოფილა. ავტორე-
ბისა და არა მწერლებისა. დღეს გამოცემული წიგნების უდიდესი
ნაწილი უფრო შორსა დგას ნამდვილი ლიტერატურისაგან, ვიდ-
რე თანამედროვე ადამიანი მთვარისაგან.

***
ყველაწიგნი (განსაკუთრებით ყალბი წიგნი) ქართული ლიტე-
რატურის შენაძენად ითვლება ჩვენი უპრინციპო რეცენზეტების
ენით. ეს, რა თქმა უნდა, აბნევს მკითხველს. დაბნეულობა გულ-
გრილობის საფუძველია. გულგრილობა იწვევს (ხელს უწყობს)
საერთოდ ლიტერატურისადმი აგდებული, ცინიკური დამოკიდე-
ბულების განვითარებას. ეს კი ერის სულიერი და გონებრივი
ცხოვრებისათვის მომაკვდინებელია. აქედან იწყება ადამიანის
დაბრუნება გამოქვაბულის წყვდიადში, ინსტინქტების სამეფო-
ში...

***
თუ არ შეგვიძლია იმის გაკეთება, რაც გვინდა, გავაკეთოთ ის,
რაც შეგვიძლია.

35 მკითხველთა ლიგა
***
ხალხი იმ ხელოვანს სცემს განსაკუთრებულ პატივს, რომელ-
საც ხელისუფლება აფასებს და ამით, უპირველეს ყოვლისა, ხე-
ლისუფლებას უცხადებს თანადგომას და არა ხელოვანს.

***
გუშინ გივი მაღულარიას რომანი წავიკითხე – „უკუქცევა“.
მხრებიდან თითქოს უჩინარი ტვირთი მოვიხსენი და შვებით ამო-
ვისუნთქე. თურმე არც ისეა საქმე, როგორც ვიღაც-ვიღაცეებს
გონიათ. მართალია, ეს წიგნი დიდი მხატვრულობით არ გამოირ-
ჩევა და კიდევ დიდხანს ვერ იხილავს დღის სინათლეს, მაგრამ
იგი მამხილებელი საბუთივით დევს წყვდიადში და მოთმინებით
ელოდება თავის დროს. მაღულარია, ჯერჯერობით უცნობი მწე-
რალია. „უკუქცევის“ ავტორი მკითხველისთვის ჯერ არ დაბადე-
ბულა. სამწუხარო ამბავია – ბუნებრივი რომ არ იყოს.

***
მე ახლა მხოლოდ იმედს ვებღაუჭები, როგორც ცუდი მოცურა-
ვე საკუთარი ამონასუნთქით გაბერილ რეზინის ბალიშს.

***
პოეტი ისევე უსწრებს დროს, როგორც თვითმფრინავი საკუ-
თარ ხმას.

***
კოსმონავტის გადმოსვლა ხომალდიდან მშობიარობის პრო-
ცესს ჰგავდა, ასე ნაყოფი გადმოდის საშოდან ნელა, თანდათან,
წვალებით...

36 მკითხველთა ლიგა
***
დიქტორი – გარე სამყაროსგან საიმედოდ იზოლირებული
თუთიყუშის მსგავსი ადამიანი (ქალი ან კაცი), რომელსაც შეუძ-
ლია აუღელვებლად გაიმეოროს ნებისმიერი ტექსტის აზრობრი-
ვი თუ ენობრივი შეცდომები.
სპინოზა – მიმოზას მსგავსი ყვავილი. წიგნში დებენ ხოლმე.
საინგილო – იგივეა, რაც სასაჩუქრო.
ტელეფონი – გონების გამოსათიში აპარატი.
ტაძარი – დარბაზი ავტოგრაფებისათვის.
რაიკომის მდივანი – გააზნაურებული მდაბიო.
კომპოზიტორი – ხალხური მუსიკის ჩამწერი.
მორიაკი – გამოჩენილი ფრანგი მეზღვაური.
მსახიობი – კეთილსინდისიერი შუაკაცი ავტორსა და მაყურე-
ბელს შორის. თავისთვის არაფერს არ იტოვებს.
ჰონორარი – ცხოვრებასთან დაახლოების საშუალება.
მწერალი – ვინც არაფერს არ კითხულობს და ყველაფერს
წერს. აუცილებელი არ არის იყოს ლოთი ან კრეტინი.
ტელევიზორი – ქონდრის კაცების მხიარული ქვეყანა.

***
ცა მიწიდან იწყება.

***
მამებზე არ უნდა გაბრაზდე, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები
არიან: ახალგაზრდობაში თავიანთ სიცოცხლეს უფრთხილდები-
ან, სიბერეში კი საკუთარსაც და შვილებისასაც.

***
საქართველო იმ გემს ჰგავს, საჭე რომ გაფუჭებია, ანძები რომ
გადამტვრევია, კურსი რომ დაკარგვია, ეკიპაჟს რომ მიუტოვე-
37 მკითხველთა ლიგა
ბია, მაგრამ ტრიუმი საჭმელ-სასმელის დიდი მარაგით აქვს ამოვ-
სებული.

***
„დაყავი და იბატონე“ – დღესაც ძალაშია ეს, მართლაც, გენია-
ლური ფორმულა ყველა დამპყრობლისათვის.

***
ყველა პოეტი ადამიანია. ადამიანი დროსა და სივრცეს ემორ-
ჩილება. ხოლო პოეზია მარადიული ამბოხია ამ თანდაყოლილი
მორჩილების წინააღმდეგ. იგი თავის არსებაში ადამიანურობის
უკვდავებას გულისხმობს და მისი გზა სულის სისხლითაა გასპე-
ტაკებული. ამ გზაზე დამდგარი – მსხვერპლია. იგი ყველას მა-
გივრად მიდის იდუმალებით მოცულ სამყაროში. ის არასოდეს
აღარ დაბრუნდება უკან. რასაც ის ტანჯვითა და ტკივილით მო-
იპოვებს, ჩვენ გვეკუთვნის – უბრალო მოკვდავებს.

***
სიმდიდრემ გააწუწკა და შიშმა გაამკაცრა.

***
იმდენად პატიოსანი იყო, ფანქრით გადაშლილი სტრიქონი
თუ შეხვდებოდა წიგნში, არ კითხულობდა.

***
ღამე გრძელი, როგორც ცარიელი მატარებელი.

***
მოლოდინი: ცარიელი მატარებელი სათადარიგო ლიანდაგ-
ზე.
38 მკითხველთა ლიგა
***
ხალხის სიდიდე იმ ფართობით არ იზომება, რომელსაც იკა-
ვებს.

***
დავიწყე ვან გოგის წერილების თარგმნა (რუსულიდან). უბრა-
ლოდ, მსიამოვნებს, თორემ ტყუილი შრომაა. ჩვენი თეორეტიკო-
სი მთარგმნელები გაჰკივიან, ყველაფერი დედნიდან უნდა ვთარ-
გმნოთო. იცოცხლე – კარგია, მაგრამ, სანამ მე ფრანგულს ვის-
წავლი, ვან გოგი გაცოცხლდება. მეორეც ერთი, ჩემი აზრით,
მარტო უცხო ენის ცოდნა (?) საქმეს არ შველის. შენი ენაც უნდა
იცოდე. ამაზე კი, რატომღაც ჩუმად არიან. თუმცა ამ შემთხვევაში,
მათი თარგმნილი წიგნები ყვირიან.

***
ორი წიგნი გამოდის ჩემი: ერთში ლექსებს მოვუყარე თავი, მე-
ორეში – პოემებს.
თითქოს სიკვდილის მოახლოება ვიგრძენი და სიკვდილის წინ
შვილები დავაბინავე.

***
განსხვავება პარიზსა და მამაკაცს შორის: პარიზი ყოველთვის
პარიზია!

39 მკითხველთა ლიგა
1971

***
ჩემი აზრით, უფროსი და უმცროსი თაობის მწერლების ურთი-
ერთობა ძალიან გავს დედისა და ქალიშვილის ურთიერთობას.
დედამ რაც იცის, იმას ასწავლის ქალიშვილს, ქალიშვილი კი
იმას სწავლობს, რაც მოსწონს დედისა.

***
დამესიზმრა, თითქოს ფოლკნერს ეწერა: საქართველოს ისევ
ხამის კაბა აცვია, ღვთაებასავითო.

***
რა ბედნიერებაა, ხანდახან სიზმარი მართლა სიზმარი რომაა.

***
ცეცხლს მიესივნენ, როგორც ბავშვები დათვის ბელს, თან
რომ ეშინიათ და თან რომ ჯიუტად იშვერენ მისკენ ხელებს.

***
ისე დადიოდა, თითქოს თავზე უჩინარი ბოთლი ედგა და ეში-
ნოდა, არ ჩამოვარდნოდა.

***
თენდებოდა. გაძარცული ხის კენწეროზე დიდი ფრინველები
ირეოდნენ, უხმოდ, თითქოს უხორცონი იყვნენ, ღამის სულები,
თუ ღამის ნაფლეთები.

40 მკითხველთა ლიგა
***
ჰამლეტების დრო აღარ არის, იმიტომ რომ მეფეები გამრავ-
ლდნენ.

***
ერთი წიგნი, ან ერთი ქანდაკება, შეიძლება ერის სულის სარ-
კედ იქცეს.

***
საფლავიც კვდება, თუ დაივიწყებ და აღარ მოუვლი.

***
წვიმა კართან შეეგება, როგორც ფინიშთან მირბენილ სპორ-
ტსმენს ტაში.

***
საქალაქთაშორისო ტელეფონი საუკეთესო საშუალებაა ადა-
მიანის დასაბეჩავებლად, გასატუტუცებლად, მოსაკლავადაც კი.
სამი დღე და ღამე ველოდი შეკვეთას. სამი დღე და ღამე ისე ვა-
დექი თავზე ტელეფონს, როგორც მშიერი ნადირი მოწამლულ
საჭმელს. მორიგე ან დაკავებული იყო, ან პრინციპულად არ
იღებდა ყურმილს. გადაწყვეტილი მქონდა, როგორც კი აიღებს,
დედას შევაგინებ, დავწყევლი, მივაფურთხებ, მივახრჩობ, გავ-
სრისავ-მეთქი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩემს განუწყვეტელ
ზარს რომ გამოეპასუხა, მუხლებზე დავვარდი, ხმა ამითრთოლ-
და, ცრემლი ხმაურით ჩავყლაპე და შევევედრე, და-ძმობას, დე-
და-შვილობას, მიშველე, ვიღუპები, აღარ შემიძლია-მეთქი. არა-
ფერი არ ისმის, ხელმეორედ დარეკეთო, – მიპასუხა მორიგემ და
ყურმილი დამიკიდა.

41 მკითხველთა ლიგა
***
სასჯელის შიში გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე სასჯელი.

***
სასჯელს შეეჩვევი, შიშს კი ვერა.

***
სავარძლის სახელურზე დასვენებული ხელი ტოტზე გალურ-
სულ ავაზას გავდა.

1972

***
რაც უფრო ახალგაზრდაა კაცი, მით უფრო გვიან ბრუნდება
შინ.

1973

***
ზაზა!
მე სიკვდილის უფრო მრცხვენია, ვიდრე მეშინია.

***
ის მუშაობდა, როგორც ბალზაკი, ვიდრე მას ბრინჯაოში ჩამო-
ასხამდნენ.

42 მკითხველთა ლიგა
„ვმუშაობ, როგორც ჰენრი ივ-ს ცხენი, ვიდრე მას ბრინჯაოში
ჩამოასხამდნენ“.
ბალზაკი

***
ქართველი მასპინძელი – რატომ ამბობთ უარს ყანწზე, ღვინო
არ გიყვართ?
ფრანგი სტუმარი – პირიქით, ძალიან რომ მიყვარს, იმიტომ
ვამბობ უარს.

***
რაც უფრო უბედურია შემოქმედი პირად ცხოვრებაში, მით უფ-
რო დიდი ბედნიერება მოაქვს ხალხისთვის.

***
თეთრი ზანგები!
თანდათან ჩვენც გავშავდებით, დრო გვინდა, ჯერ ახალგაზ-
რდები ვართო.

1974

***
სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად, რო-
გორც მომაკვდავები ლაპარაკობენ.

43 მკითხველთა ლიგა
1975

***
დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.

***
წერის პროცესი: თითქოს ღამით, უცხო ბაღში გადაპარული,
ფაციფუცით – არ მომისწრონო – კი არ ჰკრეფ, ძირფესვიანად
გლეჯ ყვავილებს შენი გულისსწორისთვის, მაგრამ ბაღიდან გა-
მოსული, სინანულით ამჩნევ, რომ სიბნელესა და სიჩქარეში ბევ-
რი გაუშლელი ან უკვე გადამწვარი ყვავილი მოგიგლეჯია და იმ
უზარმაზარი თაიგულიდან, რომელიც ასე გეამაყებოდა და გიხა-
როდა, შეიძლება, ერთი-ორი ღერიღა ვარგოდეს გამოსაჩენად,
მით უფრო მისართმევად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს
იმას, რომ დაღამებისთანავე ისევ არ გადაიპარები ბაღში, ისევ იმ
იმედით – ამჯერად მაინც გამიმართლებსო.

***
სიკვდილი სხვაა, დაღუპვა კი სხვა. დაღუპვაა საშინელება და
არა სიკვდილი.

***
ლომი გალიის სიღრმეში წევს, უკანა კედელთან. ის კი, თეთ-
რი, ყურდაცქვეტილი, თვალებაწყლიანებული გოშია, წინ დგას,
გალიის გისოსებთან, მნახველებისკენ შემობრუნებული, შეწკე-
პილი, დასაყეფად გამზადებული, თანაგრძნობის კი არა, გაკვირ-
ვების აღმძვრელი მნახველთა გულებში თავისი სიპატარავითა
და სითამამით. „ჩემს უკან ლომია, მე ლომის ძილსა ვდარაჯობ“
– ამბობს მთელი მისი არსება – თეთრი, მოუსვენარი ლაქა გა-
44 მკითხველთა ლიგა
ლიის ბინდ-ბუნდში, მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე თვითონაც არ
არის გარკვეული, რა შეიძლება ემუქრებოდეს თავად, ლომის გა-
ლიაში გამომწყვდეულს, ვითომ ლომის ძილის დამფრთხობთა
დასაფრთხობად.
ერთ გალიაში გამომწყვდეულ ლომსა და გოშიას გავს ყველა
დიადი ადამიანი. ლომსაც და გოშიასაც – ერთდროულად. „ლო-
მი“ მისი ბუნება, სული, ტალანტი, რაც „არ ჩანს“, რასაც მის არ-
სებაში, „გალიაში“ ძინავს და რაც საბოლოოდ რჩება მისგან;
„გოშია“ კი – მხოლოდ და მხოლოდ, ცხოველური ალღოა, რო-
მელსაც დიადი ადამიანის უყაირათო, მოუწყობელი და მოუხერ-
ხებელი ცხოვრების დაცვა და წარმართვა უკისრია.
ასეთი იყო გალაკტიონიც. ყოველ შემთხვევაში ასეთად წარ-
მომიდგენია, თუმცა, უკვე რუსთაველთან, პოეტების დიდ პაპას-
თან უზის სუფრას იქ, სულეთში კი არა, მარადიულ საქართველო-
ში, სადაც მხოლოდ ღვთისგან რჩეულნი ხვდებიან სიკვდილის
შემდეგ და სადაც მზე არასოდეს არ ჩადის.

***
როცა გაიგებ, როგორ ჩნდებიან ბავშვები, თავს დაკაცებუ-
ლად ნუ ჩათვლი მაინც, სანამ იმასაც არ გაიგებ, როგორ არ
ჩნდებიან ისინი.

***
მათ (ქალაქში ჩამოსულ პროვინციალებს) აღიზიანებთ ის, რა-
საც ელტვიან.

45 მკითხველთა ლიგა
***
თვალშისაცემად და არასასიამოვნოდ ლამაზი იყო, თითქოს
სახის პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

***
სიკვდილი არა მარტო საზარელია, არამედ ძნელიცაა.

1976

***
პოეტის გამარჯვება „მეტოქეთა“ დათრგუნვას კი არ ნიშნავს
წიგნების რაოდენობით (სამწუხაროდ ამის მაგალითებიც ბევრია
ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში), არამედ – მისი ერთადერ-
თობის, მისი განუმეორებლობისა და, რაც მთავარია, ლიტერა-
ტურაში მისი აუცილებლობის დამტკიცებას, თუნდაც ერთადერ-
თი ლექსის მეშვეობით.

***
არიან პოეტები, რომლებიც პირველივე ლექსებით ამოწურა-
ვენ ხოლმე სათქმელს და შეუძლიათ მშვიდად წავიდნენ ამ ქვეყ-
ნიდან (მიდიან კიდეც). ისინი ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებუ-
ლი პოეტები არიან, რადგან თანდათანობით, დროთა განმავლო-
ბაში, ხანგრძლივი სწავლისა და მეცადინეობის შედეგად კი არ
იძენენ ოსტატობას, ურომლისოდაც ყოველგვარი სათქმელი
უფერული და უინტერესო რჩება, არამედ თითქოს დედის მუცლი-
დან დაჰყვებათ იგი, როგორც სახის ნაკვთები, თვალის ფერი თუ
ხმის ტემბრი.

46 მკითხველთა ლიგა
***
ნიჭიერი ხარ, როგორც უკანონობა და არავითარ კანონს არ
ემორჩილები, როგორც ნიჭიერება.

***
როცა უთხრეს, ბავშვი ოთხ კილოს იწონისო, გაიღიმა და
თქვა: არ ჯობდა, ჯერ გაეჩინა და მერე გაეზარდაო?!
***
როგორც ალუბლის ხის კორძები, ისე ესხდა მუხლები გამ-
ხდარ ფეხებზე.

***
ოდნავ, სასიამოვნოდ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, როგორც
ფრანგ მომღერალს.

***
ადამიანი ვნებებს ან იმორჩილებს ან თვითონ ემორჩილება.
ორივე შემთხვევაში მისი საქციელი ადამიანურია. მაგრამ გან-
სხვავება იმაშია, რომ ვნებებს აყოლილი ადამიანის სულში შე-
მოქმედების ჟინით აღგზნებული ღმერთი დააბოტებს, როცა ვნე-
ბათა დამთრგუნველი ადამიანი თიხის ყულაბას გავს.

1977

***
გუშინ ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო ჩემთან. ჩემი წიგნი უნდო-
დათ. სანაცვლოდ ერთმა გალაკტიონის სურათი მომიტანა, მე-
ორემ კი ფოლკნერისა. იმ სურათზე ფოლკნერი რაღაცით ქარ-

47 მკითხველთა ლიგა
თველ გლეხსა გავს, რაღაცნაირად ქართულად სევდიანია, არა
სიღარიბის (დაკონკილი ტანსაცმელი აცვია), არამედ ბედის
უკუღმართობის გამო.

***
ყველა ადამიანი ნიცშესავით რომ აზროვნებდეს, დიდი ხნის
გადაშენებული იქნებოდა კაცობრიობა.

***
ჩვენი უბედურება ისაა, რომ ევროპელებისათვის აზიელები
ვართ, ხოლო აზიელებისათვის ევროპელები. სინამდვილეში რა
ვართ, ეშმაკმა იცის.

***
ბედნიერი რომ იყო, სულელიც უნდა იყო აუცილებლად.

***
ლექსი და რომანი ერთი და იგივე მოვლენის ორი სახეა და
არა ორი სხვადასხვა მოვლენა, რომელთა არსებობაც უკვე დაპი-
რისპირებას ნიშნავს.
მართალია მე ჩემი ორი რომანის დაწერას თითქმის რვა წელი
მოვანდომე და თითქოს დროც არ უნდა დამრჩენოდა ლექსის-
თვის, მაგრამ პოეზიაზე ხელი არასოდეს ამიღია... პირადად მე,
დუმილიც პოეზიის აუცილებელ ნაწილად მიმაჩნია. არსებობს
„ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და არსებობს „მაშა დუმი-
ლიც მიმითვალნენ შენდამი ლოცვად“...
...მე პირადად, სწორად არ მიმაჩნია ტერმინი „ლირიკული პო-
ემა“. ეს ლიტერატორების მოგონილია და არა პოეტების. მე არ
მგონია, რომელიმე პოეტმა (რა თქმა უნდა, აქაც და შემდეგშიაც
მხედველობაში მყავს ჭეშმარიტი პოეტი) წინასწარ მიიღოს გა-
48 მკითხველთა ლიგა
დაწყვეტილება, ახლა ლირიკულ პოემას დავწერო, ანდა მოდი,
ერთი ეპიურ პოემას მოვსინჯავო. ასე შეიძლება ისინი ფიქრობ-
დნენ, ვინც მწერლობას ლიტერატურული თეორიების გათვა-
ლისწინებით უკავშირდებიან და არა შემოქმედებითად.
ყოველგვარ პროცესს ახასიათებს პერიოდული შეფერხება,
დაბნეულობა, დაცემა... მე მგონი, ამის მსგავსი რამ ხდება ამჟა-
მად ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. ვკამათობთ ისეთ საკით-
ხებზე, რაც დიდიხნის წინათ გაარკვია ყველა კულტურულმა ერმა
(მათ შორის ქართველებმაც) და რაზედაც კამათი პროვინცია-
ლიზმის, ჩამორჩენილობის, უბრალოდ, უვიცობის იერს აძლევს
ჩვენს ლიტერატორებს. მე პირადად, აბსურდად მიმაჩნია კამათი
იმაზე, ლექსი რითმიანი უნდა იყოს თუ ურითმო, პოემა ეპიური
თუ ლირიკული. განა ესაა პოეზიის არსი?

***
უნებურად დანაშაულის გრძნობა გიპყრობს, როცა ასე გისვა-
მენ კითხვას, რამ განაპირობა თქვენი პროზაში გადასვლაო? კი
მაგრამ, დაშავდა ამით რამე? რა აპირობებს, რომ დედამიწიდან
აორთქლებული წყალი ხან წვიმად ბრუნდება უკანვე, ხან კი თოვ-
ლად? განა წვიმა და თოვლი ერთსა და იმავე მინერალებს არ შე-
იცავენ?.. ასეა მწერლობაშიც. ლექსიც და რომანიც, პოემაცა და
პიესაც ერთი და იმავე მინერალებისგან შედგება, ოღონდ სხვა და
სხვა სახით მოგვევლინებიან ხოლმე და ამით არაფერი არ შავ-
დება, პირიქით, ლიტერატურაც ბუნებასავით მდიდარი და სრულ-
ყოფილი ხდება...

***
...მე რომანზე გაცილებით ადრე ვფიქრობდი, ვიდრე დაწერას
გავბედავდი...

49 მკითხველთა ლიგა
***
...ჩემი გმირები მე უფრო მიყვარს, ვიდრე მომწონს. მწერალი
მშობელივით „ბრმაა“, მას შეიძლება ყველაზე მეტად ის გმირი
უყვარდეს, რომელიც მკითხველის სამართლიან ზიზღსა და აღ-
შფოთებას იწვევს...

***
როცა მწერალი „საზიზღრობას“ ქმნის, „მშვენიერების“ არსე-
ბობას ახსენებს მკითხველს...

***
...თანამედროვე პოემის ფორმა „ტრადიციულის“ უარყოფა კი
არ არის, არამედ განვითარებაა. ლიტერატურა ცხოვრებასთან
ერთად ვითარდება; ეტლი მანქანამ შეცვალა, რომანებიდან გაქ-
რნენ შიშველი მხრები და გრძელი კაბები. ბევრი რამე მოგვწონს
და გვაღელვებს ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან, მაგრამ ჩვენც
რომ მათსავით ვიცხოვროთ, ჯერ ერთი, აუცილებლად ამოვვარ-
დებით ცხოვრების საერთო დინებიდან, მეორეც ერთი, სასაცი-
ლონი ვიქნებით, რადგანაც რაც დროის გარკვეული მონაკვეთის
ბუნებრივ მოვლენად ითვლება, ის სხვა მონაკვეთისთვის ყოვ-
ლად შეუფერებელი და ამიტომაც მიუღებელი აღმოჩნდება.
ასე რომ, მე ტრადიციულის უარყოფა კი არ მიცდია, მისი გან-
ვითარება ვცადე და რაც მე შევქმენი, ის ძალიან მალე იქცა „მო-
დად“. არ დარჩენილა მეტნაკლები შესაძლებლობის პოეტი, არ
შეექმნას მსგავსი რამ. იმდენად მსგავსი, რომ უსიამოვნების
გრძნობასაც კი იწვევდა ჩემში და ახლაც იწვევს.

***
პოეზია კი არ იცვლება, ქალივით იცვლის სამოსელს, „მოდას“
მისდევს, რათა ყოველთვის შეეძლოს ყურადღების მიქცევაცა და
50 მკითხველთა ლიგა
ინტერესის გაღვიძებაც. თუ პოეზიას ამის უნარი არ გააჩნია, ის
სხვა რაღაცაა – პოეზიის ნიღაბი აქვს აფარებული, კი არ ცხოვ-
რობს, ილუზიას ქმნის ცხოვრებისა.

***
ჰიმნი ბავშვობიდან უნდა შეისისხლხორცოს ადამიანმა, უნდა
ისწავლოს, უნდა იცოდეს, ესმოდეს მისი მნიშვნელობა. მოკლედ,
არა მარტო თავად, მთელი გარემო გაჟღენთილი უნდა იყოს ჰიმ-
ნის მელოდიით, სულისკვეთებით, ის უნდა განსაზღვრავდეს მის
ეროვნულსა და სახელმწიფოებრივ შეგნებას. ვმღერი იმიტომ,
რომ ქართველი ვარ! იმიტომ, რომ საქართველოს ქვეშევრდო-
მობა ჩემთვის უდიდესი პატივია! ამდენად, როგორც არ უნდა გა-
გიკვირდეს, ტექსტიცა და მელოდიაც ნაკლებად მნიშვნელოვანი
კომპონენტია ჰიმნისა – მთავარია სული, მრწამსი და იდეა! ეს
უმაღლესი სამება ტექსტს აზრით ავსებს, მელოდიას ჟღერადო-
ბას ანიჭებს.
მარტივად რომ ვთქვათ, იმას ვამბობთ, რისი თქმაც გვინდა და
ის გვესმის, რისი მოსმენაც გვსიამოვნებს!

***
მე კიარ გადავადგილდები სივრცეში, არამედ სივრცე ჩემში!

***
მთავარი ის კი არ არის, სად მიიღებ განათლებას, მთავარია,
ვისთვის ნათლდები, ვისთვის სწავლობ, რასაც სწავლობ.
ილიამ რუსეთში მიიღო განათლება, მაგრამ საქართველოს
შეალია ცოდნაცა და სიცოცხლეც.
მაგრამ, ყველა ასე როდი ფიქრობს: ტამარა ტუმანოვაც (თა-
მარ თუმანიშვილი) და ნინო ანანიაშვილიც რუსი ბალერინები
არიან (რაკი რუსეთში, ანდა რუსებისგან ისწავლეს ცეკვა). აქე-
51 მკითხველთა ლიგა
დან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, სად მოღვაწეობ, მთა-
ვარია ვისი სახელით გამოდიხარ სცენაზე, სადაც არ უნდა იყოს
ის სცენა.

***
ახალგაზრდა მწერლებს საერთოდ ახასიათებთ განსაკუთრე-
ბული ლტოლვა უცნაურისკენ, უჩვეულოსკენ... ამავე დროს, ბევ-
რი რამ მხოლოდ მათთვის არის უცნაური და უჩვეულო, მათივე
ახალგაზრდობის გამო. თუმცა, ამგვარი ლტოლვა მარადიული,
აუცილებელი განახლებითაა განპირობებული და არც დასაძრა-
ხია, არც სახიფათო – საყმაწვილო სენივითაა, რომლის მოხდა,
კაცმა რომ თქვას, აუცილებელიცაა.

***
ჯოისი უდიდესი პაროდისტია, მაგრამ მისი პათოსი ლიტერა-
ტურის აღორძინებისკენაა მიმართული და არა პირიქით! პირი-
ქით, უბრალოდ, არ შეიძლება, ვიდრე ადამიანი იარსებებს... ადა-
მიანს ჭირდება ვარდზე მკვნესავი ბულბული, ძალიან მარტივად
რომ ვთქვათ!

***
შენიშვნები მ. კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე, რომე-
ლიც მან ჩემი რომანის მიხედვით დაწერა და, სამწუხაროდ, ვერ
გაამართლა ჩემი მოლოდინი.
დავიწყოთ იმით, რომ სცენარი საერთოდ არაკინემატოგრა-
ფიულია, კინოსთვის უკვე მოძველებული მეთოდებისთვისაა გა-
მიზნული. „ანა“ სწორად არ არის გაგებული – ჩვეულებრივი მე-
ძავი გამოდის. თათარიც კონკრეტულ ადამიანად არის აღქმული
და არა სიმბოლოდ უბედურებისა, რომელიც ყოველთვის მო-
ულოდნელად მოდის და მიდის. შიქასტა, ცხვრის ფარა, თათრუ-
52 მკითხველთა ლიგა
ლი დასახლება – პრიმიტიული ხერხია თემის გასახსნელად. სო-
ფელში ამბობენ ანაზე: თათრის ერბოთი ცხოვრობსო, მაგრამ ეს
როდი ნიშნავს იმას, რომ თათარმა მართლა ამოიღოს ხურჯინი-
დან ერბოს ქილა და დადოს მაგიდაზე, როგორც მეძავის საფასუ-
რი. თათარს ალბათ არასოდეს მოუტანია ერბო ანასთვის. ის, უბ-
რალოდ, ურუქელების წარმოდგენაში ერბოს აწარმოებს, საქო-
ნელი ყავს, როგორც საერთოდ თათრებს. ეს იგივეა, მწერლის
საყვარელზე ხალხი ამბობდეს, იმის წიგნებით ცხოვრობსო, და
მწერალმა საყვარელს თავისი წიგნი დაუდოს მაგიდაზე სასიყვა-
რულო პაემნის შემდეგ.
თუ რომანის ფილოსოფიური მხარე მიიჩქმალა, მისი ეკრანი-
ზაცია აზრს დაკარგავს. ამბავი, რაც ამ წიგნში ხდება, არაფრითაა
მნიშვნელოვანი სხვა ნებისმიერ ამბავთან შედარებით. ჩემი აზ-
რით, იქ სწორედ ამბის ფილოსოფიური გააზრებაა მთავარი, სიმ-
ბოლოების მეშვეობით. მაგალითად: ანა და საქანელა. ანა მთე-
ლი სიცოცხლე თითქოს საქანელაზე დგას, რომელზედაც, თავის
დროზე არასოდეს მდგარა.
ასევეა „მამალიც“, რომელიც მხატვრული დეტალი კი არ არის
მხოლოდ, არამედ უბედურების, ქვეყნის დაკნინების, დაცემის,
ყველანაირი მამაკაცური საწყისის გადაგვარების მაუწყებელი
ნიშანია. ამდენადაა მისი არსებობა გამართლებული, როგორც
წიგნში, ასევე ფილმშიც („ურმული“ და „მოგვეშალა საათი“ –
არაფერს ახალს არ ამბობს).
ასევეა „ირემიც“. ადამიანის სული, ადამიანობა, რომელსაც
გაპირუტყვებული ადამიანივე (ჩაფარი ზაქარია) კლავს საკუთარ
არსებაში. ასე რომ, ირემი აუცილებლად უნდა კვდებოდეს, ან სა-
ერთოდ არ უნდა იყოს, თუკი კინომატოგრაფიის ენით ამის გად-
მოცემა შეუძლებელია.
საერთოდ, მე მგონი, არ არის გათვალისწინებული თანამედ-
როვე კინომატოგრაფიის მიღწევები: ფელინი, ბერგმანი, ანტო-
53 მკითხველთა ლიგა
ნიონი... მე ვგულისხმობ აზროვნების სტილს, მოვლენისადმი და-
მოკიდებულებას, რაც ალბათ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა
ჩვენი სათქმელის გადმოსაცემად.
სცენარში აქცენტი ძირითადად მეორეხარისხოვან მოვლენებ-
ზეა გადატანილი: იგივე გარეგინა, მისი ცოლი, მათი სომხურ-
ქართულ-რუსული ლაპარაკი, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგე-
ბა ჩემს მეთოდს, პოზიციას, მანერას. ასევე თათრის „მეორე მხა-
რე“ – რაც სრულებით არ არის საჭირო ფილმში. ვიმეორებ – თა-
თარი რაღაც იდუმალ, მისტიურ ძალას, სტიქიას უნდა განასახიე-
რებდეს, რომლის გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელი უნდა
იყოს. უფრო სწორად, ნებისმიერ უბედურებასავით უნდა გვავიწ-
ყდებოდეს, ვიდრე ხელმეორედ დაგვატყდება თავს.
დიალოგები არ ვარგა, არა მხოლოდ მხატვრული თვალსაზ-
რისით, არამედ დანიშნულებითაც. იმას არ „ამბობენ“, რაც უნდა
თქვან რომანიდან გამომდინარე. ხოლო, თუ რომანისეული
მრწამსი, იდეა, მიზანი არ ამართლებს ფილმისას, მაშინ საერ-
თოდ რა საჭიროა მისი გადაღება?
შეიძლება, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, „აღათიას“ ხაზი –
აღათია თავს უნდა იღრჩობდეს, აღათია გამქცევი არ არის. ასევე
აუცილებლად მიმაჩნია ქაიხოსროს გვამის მოპარვა! ალექსან-
დრე ბრმა მეამბოხეა და არ იცის, საით წარმართოს თავისი ძალა
და ენერგია. მისი ანასთან საუბარი (რაც სამწუხაროდ სცენარში
გაუბრალოებულია) ამის დამადასტურებელია. ამ საუბარმა
აფიქრებინა ანასაც ქაიხოსროს მოკვლა, იგრძნო შვილიშვილის
განზრახვა და შეეცადა დაესწრო, დაეცვა იგი ცოდვისაგან. თუ ეს
ხაზები მიიჩქმალა, საერთოდ დაკარგავს რომანი თავის მნიშვნე-
ლობას, რაც არ უნდა მაღალოსტატურად შესრულდეს სანახაო-
ბითი მხარე. სანახაობრივი მხარე მეორე ხარისხოვანია რომანი-
სათვის, რისი არგათვალისწინება სწორად არ მიმაჩნია.

54 მკითხველთა ლიგა
ანეტას გაუპატიურება, ჩემი აზრით, თავისთავად უკვე შემზა-
რავი ფაქტია. იაგორა წარმოადგენს სიმბოლოს იმ ბნელი, ბინძუ-
რი ძალისა, რომელიც ცხოვრების ფსკერზეა ჩაძირული და გა-
ნუწყვეტლივ იბრძვის მაღლა ამოსასვლელად. ასე რომ, ანეტას-
თვის კიდევ „რიგის დაყენება“ ამ ამბავს უკარგავს დრამატიზმს
და უბრალო სიბილწისა და ამაზრზენი სისაძაგლის ელფერს აძ-
ლევს. ანეტა, აღათიასა და ასკლეპიოდოტასთან ერთად, მარხავს
თავის ბავშვობას, სიწმინდეს, სიქალწულეს, ხელშეუხებლობას,
რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგინას მიჭედება,
ანდა თათრისა და მისი ვაჟიშვილის საუბარი, ანდა სახლის მშე-
ნებლობა, რკინის კარის დაკიდვა და საათის მოტანა, რაც დამ-
ხმარე ელემენტებია და უფრო ლიტერატურას განეკუთვნება,
ვიდრე კინოს.
რომანში არავინ არ ლაპარაკობს არაქართულად. მეც შემეძ-
ლო დორასთვის, ანდა ალექსანდრესათვის ორიოდე რუსული
სიტყვა მეთქმევინებინა, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ. ჯერ ერ-
თი, დორა საერთოდ არ ლაპარაკობს რომანში და არც უნდა
ილაპარაკოს (მას სხვა მისია აკისრია, რომელსაც ლაპარაკით
ვერ შეასრულებს), მეორეც ერთი, ქართული ესმის („გამოყარე,
დორა, ეგ ოხრები“) და ალბათ ორი სიტყვის თქმასაც მოახერ-
ხებს, საჭირო თუ გახდა. რაც მთავარია, ციმბირში მოხვედრილი
ალექსანდრე, მით უფრო, ტრიალ მინდორში, როცა მხოლოდ ის
და ყვავები არიან დარჩენილი, არავითარ შემთხვევაში არ და-
ილაპარაკებს სხვა ენაზე. სხვა ენაზე გარკვეული აუცილებლობის
გამო ლაპარაკობს ადამიანი, ხოლო ალექსანდრესათვის ამგვა-
რი აუცილებლობა არ არსებობს. თანაც, ისეთს არაფერს ამბობს,
რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ხოლო ეკრანიდან
წარმოთქმული, საერთოდ დაარღვევს ავტორის სტილს.
რა საჭიროა სოლომონი, თუკი არ ვიცით მისი თავგადასავა-
ლი. საერთოდ, რომანთან შედარებით, სცენარში გაცილებით
55 მკითხველთა ლიგა
ბევრს ფსამენ: ქაიხოსრო, პეტრე, სოლომონი... ფინალი, უბრა-
ლოდ, ვერ გავიგე. რას ნიშნავს ვირების აღტკინება?
ჭაკი ვირი აგიჟებთ, თუ პატარა გოგო? ასევე გაუგებარია ატა-
მი და ნიორი.
ნასაყდრალთან მჯდარი შავოსანი ქალი, ჩვენი ჩანაფიქრით,
საქართველოს მარადიული დედაა და მასთან საუბარი უკვდავე-
ბასთან მიახლოვებას, ღმერთისგან დალოცვას უდრის.
ზოსიმე და ჯანდიერი – ორი გაბითურებული „ღვთაებაა“ –
ხორცისა და სულის მკურნალი, რომლებიც ისეთ გარემოში მოხ-
ვედრილან, სადაც მათი ცოდნა, თავგამოდება, კაცთმოყვარეობა
ძალას კარგავს. სცენარში ზოსიმე ჩვეულებრივი მღვდელია, უფ-
რო რუსული „პოპი“, რაც თითქმის აუცილებელ დანამატად იქცა
უკანასკნელი ოცი წლის ქართული ფილმებისათვის. იუმორის
ელემენტი – ღორმუცელა, წუწკი, მუსუსი, ლოთი... მოკლედ –
ღვთისპირიდან გადავარდნილი მაწანწალა, რომელიც ცხოვრე-
ბიდან კი არ მოვიდა ხელოვნებაში, არამედ – ანტირელიგიური
აგიტაციიდან. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ჯანდიერი
„შტოფით“ ხელში... ან ვერ დავხატე იგი ისეთად, როგორადაც
მყავდა წარმოდგენილი, ან ისეთი არ ჭირდება კინოს. მაშინ, რამ
გამოიწვია ამ წიგნისადმი ინტერესი ისეთი ნიჭიერი რეჟისორისა,
როგორიც თქვენ ბრძანდებით?!
მე მგონი, ყველაზე სწორი გზა მაინც ეკრანიზაციაა. ე. ი. წიგნი
უნდა იყოს პირველადი და არა ეკრანული ვერსია. თუ შეიძლება
ასე ითქვას, რეჟისორი უნდა დაემორჩილოს მწერალს და
„ბრმად“ გადაიტანოს ეკრანზე რომანის ტექსტი. ამას კი, ალბათ,
რამდენიმე სერია დაჭირდება, რადგან რომანში დიდი დრო გა-
დის და თაობები ენაცვლებიან ერთმანეთს, რასაც ერთ ფილმში
ძნელად თუ მოუყრის ვინმე თავს.
რეჟისორს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს „დარღვევებისა“, მაგ-
რამ ეს დარღვევები შინაგანი უნდა იყოს და არა გარეგანი, მე
56 მკითხველთა ლიგა
ვიტყოდი – არა ზედაპირული. ყოველ შემთხვევაში, გმირები ისე-
ვე უნდა ლაპარაკობდნენ ეკრანზე, როგორც წიგნში (მაგ. – „ვაჰ,
რა ძნელი საქმე“...). მე არა თუ არ დავწერდი ასე, სხვა რომ წერს,
ისიც მაღიზიანებს. საერთოდ, მე მაინც სხვანაირად მქონდა ყვე-
ლაფერი წარმოდგენილი. ვფიქრობდი, გამოიკვეთებოდა რამ-
დენიმე ცენტრი, სადაც ყველაფერი რომელიმე გმირის გარშემო
იქნებოდა თავმოყრილი (ან ქაიხოსრო, ან ანა, ან ალექსანდრე).
ასევე ველოდებოდი რამდენიმე მოტივის განვითარებას ერთმა-
ნეთის პარალელურად („საქანელა“, „მამალი“, „ირემი“). ასე
რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ამ სცენარის მიხედვით ფილმის გადა-
ღება არ უნდა იყოს გამართლებული. შედეგი ვერ გაამართლებს
მიზანს...

***
„მეტი სინათლეო“ – უთქვამს გოეთეს სიკვდილის წინ. გასაგე-
ბია, მომაკვდავმა უკანასკნელად გაიბრძოლა სიკვდილისეული
წყვდიადის დასაფრთხობად, ჩვენი ენამოსწრებული კრიტიკოსე-
ბი კი გაიძახიან, ანდერძი დაუტოვა ახალგაზრდა მწერლებსო,
რაც შეიძლება მეტი სინათლე შეიტანეთ თქვენს ნაწარმოებებ-
შიო.

***
ვიღაც ქალმა დარეკა (ხმაზე ეტყობოდა – ხნიერი იყო) – ტი-
როდა და მილოცავდა, მადლობას მიხდიდა წიგნისთვის! თუ
გულწრფელი იყო (რატომ არ უნდა ყოფილიყო გულწრფელი?!),
ამაზე დიდი ჯილდო ალბათ არ არსებობს მწერლისთვის.
ახლაც ვღელავ...

57 მკითხველთა ლიგა
***
ყველა მწერალს თავისი საკუთარი გზა აქვს, საკუთარი ტვირ-
თი ჰკიდია. ხოლო რამდენად მნიშვნელოვანია ეს გზა და ტვირ-
თი, ამას მხოლოდ შორიდან მაყურებელი განსჯის.

***
მე კი არ ვთარგმნი, დაკარგულს ვეძებ მეორე ენის ბნელ ტა-
ლანებში.

***
ქართველს შეუძლია იყოს თავისი ხალხის პოეტი და, ამავე
დროს, თავისი ხალხის დამპყრობელი ხალხის – გენერალიც.

***
ძაღლებს ეძინათ, ჭრიჭინები ფხიზლობდნენ
მხოლოდ,
მავთულის ბადით შემოღობილ სასაფლაოზე
ფეთქავდა სიცხე, როგორც გული ქირურგის
პეშვში.

***
ამ დათვს გამოხედვა აშკარადბრიყვული აქვს, ოღონდ ადა-
მიანურად ბრიყვული...

***
მარგალიტი იყო, მაგრამ ერთხელ (თუ მეტჯერ არა) უკვე გა-
მოვლილი ჰქონდა მამლის კუჭნაწლავი.

58 მკითხველთა ლიგა
***
მესიობა თუ გინდა, ხალხს ოინი კი არ უნდა გაუკეთო, სასწაუ-
ლი უნდა აჩვენო, იმისი არსებობა რომ დაიჯეროს, ვის წარმო-
მადგენლადაც ასაღებ თავს.

***
ადამიანს არ შეუძლია არაფრის დამორჩილება, დაპყრობა,
გარდა საკუთარი თავისა.

***
თუ ღმერთი არ არის, მაშინ ადამიანი მატლია.

***
„უმეცარსა მოჰკლავს რისხვაი, ხოლო შეცთომილსა მოაკუ-
დინებს შური“.
წიგნი იობისა, თავი ე. ბ.

***
ის უყვარდათ ძაღლებსა და ბავშვებს. ერთ დღეს მეზობლის
ორი წლის გოგო ატირდა მის დანახვაზე, მეშინია, მეშინიაო,
იძახდა და მან იგრძნო, რომ გარდაქმნილიყო, მოახლოებული-
ყო მისი აღსასრული.

***
როცა კაცი რაღაცას იხსენებს, უკან კი არ იხევს, წინ მიდის,
წარსული გადააქვს მომავალში.

***
პოეტები გიჟები არიანო, ამბობენ ხალხში, მაგრამ ეს როდი
ნიშნავს, გიჟებიც პოეტებად ჩავთვალოთ.
59 მკითხველთა ლიგა
***
ვისაც ებრძვი, იმას ემსგავსები.

***
ბრძენს გული მარჯვნივა აქვს.

1978

***
ადამიანები თავიანთი განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე
გარკვეულ წესრიგს ამყარებენ კანონების, იდეებისა თუ მოძ-
ღვრებათა შესაბამისად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს,
რომ მათ მიერ შემუშავებული ცხოვრების წესი, ბოლოს და ბო-
ლოს, საუკეთესო აღმოჩნდება და ერთხელ და სამუდამოდ და-
უპირისპირდება, დათრგუნავს ბუნების წესს, რომელიც თავის
თავში მარადიულ ცვლილებას, უფრო სწორად, ყველაფრის თა-
ვიდან გამეორებას გულისხმობს.

***
სინათლე მიდის და მოდის, წყვდიადი კი მარადიულია, ფეხმო-
უცვლელად დგას.

***
თუ ტყე არსებობს, აუცილებლად ამოიყრის ახალ ნერგს.

***
შენ მე გიყვარვარ, მაგრამ შენი თავი გძულს, რადგან ეს სიყ-
ვარული წამებაა შენთვის...

60 მკითხველთა ლიგა
***
„უნდა თქვენში ატარებდეთ ქაოსს, რათა შვათ მოცეკვავე ვარ-
სკვლავები“ – ზარატუსტრა ასე ეუბნებოდა მოწაფეებს.

***
ქართული სუფრა აკადემიააო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს,
აკადემიაც ქართულ სუფრად ვაქციოთ.

***
დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხი ერთი ოჯახის წევრები
არიან. დედამიწაზე არაფერი ხდება იმაზე მეტი, რაც ნებისმიერ
ოჯახში არ მომხდარა, ანდა არ მოხდება.

1981

***
გადამწვანებულ ჭალაში ერთი ალვის ხე ყვითლად ამობრია-
ლებულიყო, საწყალი, სნეული. ნაადრევი სიბერე შეჰყროდა,
ასევე ნაადრევი სიკვდილის წინამორბედი!

***
ჰერკულესი კაბას ჩაიცვამდა ხოლმე და მატყლს ჩეჩავდა, არ-
თავდა, ქსოვდა – მოკლედ საქალებო საქმეს აკეთებდა, საკმაოდ
მარჯვედაც!

***
რა ჯობია, კაცს რომ ცოლი უყვარს! უფრო უკეთესი ურთიერ-
თობა არ არსებობს კაცსა და ქალს შორის.

61 მკითხველთა ლიგა
***
რაც მარტო შენ იცი, დამარხული განძია. გაზიარებული ცოდნა
– მოძრაობაა!
(ძილში მოსული აზრი)

***
კარი არა აქვს ჩემს ეკლესიას...

1982

***
დღეს ბავშვი გადავარჩინე ზღვაში დახრჩობას. ბედნიერი ვარ!
7 სექტემბერი, ბიჭვინთა

***
– როგორ იფრინეთ, ბატონო ირაკლი?
– ანგელოსივით.

***
პრაღის რვეული:
პანი ზლატას ძაღლი ყავს, პეკინური სასახლის გოშია! პინო!
მთელი სახლი ძაღლის ბალნითაა სავსე... ყველაფერი ძაღლის
სუნითაა გაჟღენთილი... (ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სასა-
ზე ძაღლის ბალანი ამწებებია და არაფერს არ ჩააქვს). მერიდება,
რამე ვთქვა. ვერც გამიგებენ. როგორ, ძაღლი არ გიყვარსო?! –
გადაირევიან. თვითონ ლამის სულში ჩაისვან, ხელით აჭმევენ,
თვალებში კოცნიან... ძაღლის კულტია, მაგრამ რა დაშავდებო-
და, ძაღლის მაგივრად, უპატრონო ბავშვი რომ გაეზარდა?!..

62 მკითხველთა ლიგა
...ერთხელ ვცემე და მოუყვა პატრონს: მცემაო! დიახ, დიახ! –
პანი ზლატამ მითხრა, ძალიან გთხოვთ, აღარ ცემოთო!

1983

***
იმაზე კი ვკამათობთ: პოემა ეპიკური უნდა იყოს, თუ ლირიკუ-
ლი, მაგრამ მთავარი გვავიწყდება, გვავიწყდება, რომ არაფრით
არ შეიძლება მხატვრულ ნაწარმოებად ჩაითვალოს პოემა, მხო-
ლოდ და მხოლოდ, ეპიკურობის ანდა ლირიკულობის გამო.
მხატვრული ნაწარმოები ჩვენს არსებაში, უპირველეს ყოვლისა,
გარკვეულ ემოციას უნდა იწვევდეს, უფრო სწორად, ადამიანს უნ-
და აღვიძებდეს. ეს კი თანაბრად შეუძლია, თუკი ჭეშმარიტად
მხატვრული ნაწარმოებია, როგორც ეპიკურ, ისევე ლირიკულ
პოემას.

***
ბებერ ცოლს კი არ გაურბის კაცი, არამედ საკუთარ სიბერეს,
ცოლის თვალებში დანახულს.

***
ქვეყანას ის ღუპავს, დედოფალი გოჭებივით რომ ყრის ტახტის
მემკვიდრეებს, გაბერწებული გლეხის ქალი კი თვითნაკეთი თო-
ჯინით თამაშობს „დედა-შვილობანას“.

***
ცხვირსახოცი ჩაუდო კუბოში, სიმწრის ოფლს მოიწმენდს, უფ-
ლის წინ რომ წარსდგებაო.

63 მკითხველთა ლიგა
***
მაშ ასე, ყოყმანის შემდეგ, 1983 წლის მეშვიდე თვის მეცხრა-
მეტე დღეს, სამშაბათს, გადავწყვიტე შევუდგე საქმეს, ანუ, ერ-
თხელ კიდევ შევყო თავი უღელში და ერთხელ კიდევ ვცადო
უბორბლებო ურმის გათრევა არარსებულ მიწაზე გაურკვეველი
მიმართულებით. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! შენა ხარ ერ-
თადერთი შემწე და მშველელი გზასამცდარი კაცისა. დიდება
შენს სახელს! ამინ.

***
სახელმწიფოს სიმტკიცეს ქვეშევრდომთა სიბრიყვე უდევს სა-
ფუძვლად.

***
ყველა ადამიანი ტოვებს რაღაცას ამ ქვეყანაზე, მაგრამ მიაქვს
კიდეც რაღაცა. ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს.

1986

***
თუ დანარჩენ კაცობრიობას ძმის მკვლელობა ადევს ცოდვად,
ჩვენ ქართველებს – ჩვენი განსაკუთრებული ცოდვა გვაქვს – მა-
მის მკვლელობა! ბევრი რამ ამ ცოდვის გამო მოგვდის და კიდევ
დიდხანს ვერ ამოვალთ, ალბათ, ამ ცოდვისგან, თუკი საერთოდ
ამოვალთ როდისმე.

***
მკვლელი სასჯელს კი არ ელოდება, არამედ – ჯილდოს!

64 მკითხველთა ლიგა
***
იმდენად დიდი იყო მათი სიყვარული, აღარაფერი აკლდა სი-
ძულვილში გადასაზრდელად.

***
ცივილიზაციამ ადამიანში კულტურით მოთვინიერებული მხე-
ცი გააღვიძა.

***
მოხდა წარმოუდგენელი რამ – ქართველმა მწერლებმა ყრი-
ლობა მიატოვეს! უფრო სწორად, რაკი სხვა არაფერი შეეძლოთ,
ადგნენ და გაეცალნენ მაგინებელს, რომელიც, საბოლოო ჯამში,
მთელი ყრილობის სულისკვეთების გამომხატველი აღმოჩნდა.
„ბაზარშია თქვენი ადგილიო“ – მოგვძახოდნენ გაცეცხლებული,
გაკაპასებული თანამოკალმენი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი
უაღრესად ბუნებრივი, დაუდგენელი გამბედაობით გაღიზიანე-
ბულნი. ერთმა ლიტველმა მწერალმა, სძლია რა შიშს და ხელის
ჩამოსართმევად მოვიდა ჩვენთან, შერისხულებთან, განწირუ-
ლებთან, მღელვარე აღფრთოვანებით გვითხრა: კრემლის თა-
ღებს არ უნახავთ მსგავსი რამო. დიახაც! ეს იყო ალბათ მთელს
იმპერიაში პირველი აშკარა პროტესტი, უკიდურესობამდე მისუ-
ლი უმწეობის გამომხატველი! პირადად მე, არ მეგონა, მშვიდო-
ბიანად თუ გამოვიდოდით იმ დღეს კრემლიდან. სამაგიეროდ,
ღრმად ვიყავი დარწმუნებული (თუკი გადავრჩებოდით), აერო-
პორტში მთელი საქართველო დაგვხვდებოდა, თუნდაც, რო-
გორც რომელიმე საზღვარგარეთულ ტურნეში გამარჯვებულ სა-
ფეხბურთო გუნდს. მაგრამ (საბედნიეროდ) არც პირველი ვარი-
ანტი გამართლდა და (სამწუხაროდ) არც მეორე, რადგან რაც
მოხდა თავისთავად, გაუთვალისწინებლად მოხდა და ეს არ განე-
კუთვნებოდა იმ „სითამამეთა“ რიცხვს, რომლებსაც საბჭოელის
65 მკითხველთა ლიგა
ფსიქიკა უნდა შეერყიათ, თანდათანობით, ნება-ნება გამოეყვა-
ნათ ის მარადიული მორჩილების, ნებაყოფლობითი სიბრმავისა
და სიცრუის ბუნაგიდან, რათა „გამოფხიზლებულსა“ და „გაგუ-
ლადებულს“, როგორც გარდაქმნის მესვეურები თვლიდნენ, მცი-
რედი ცვლილებებიც ღვთის წყალობად ჩაეთვალათ და „უსის-
ხლო“, უმტკივნეულო რევოლუციის გზით, იმპერიის ერთი კარი-
დან გამოსული, მეორე კარით იმავე იმპერიაში შესულიყო. ასე
რომ, საქართველო თავიდანვე არასახარბიელოდ ჩაერთო გარ-
დაქმნის რთულსა და ხიფათებით სავსე პროცესებში. საქართვე-
ლო თანდათანობით გაიგივდა მოულოდნელობასთან, გაუთვა-
ლისწინებლობასთან, თავზე ხელაღებულ სითამამესთან, რო-
მელსაც არც გარდამქმნელისთვის და არც გარდასაქმნელის-
თვის არ შეუძლია სიკეთის მოტანა.

***
ვაზის მოვლა ესთეტიკურად განვითარებულ ადამიანს ზრდის.

***
ძეგლის დაცვა თოფით არ შეიძლება – ძეგლი თავისი ერთა-
დერთობით, განუმეორებლობით იცავს თავს.
პარადოქსია, მაგრამ, რაც უფრო მიუკარებელ ადგილასაა
ძეგლი, მით უფრო დაცულია.

***
ძეგლის დაცვა ყარაულობა კი არ არის!

***
ძეგლს საერთო-სახალხო კულტურა იცავს, რომელიც გვახსე-
ნებს, თუ რა არის ძეგლი.

66 მკითხველთა ლიგა
***
ვმუშაობ მეოთხე ვარიანტზე, მაგრამ ჯერ მაინც არაფერი ჩანს
საიმედო, თუმცა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო მაინც.

***
დღეს მეორეჯერ გავედი მარტო მანქანით. მარტო უკეთესად
ვმართავ თითქოს, უფრო ყურადღებით ვარ, მთლიანად ჩემს
თავს ვეკუთვნი და, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ვაკეთებ – არავის
იმედი არა მაქვს! ვითომ, უკეთესია, როცა კაცს არავის იმედი არა
აქვს?!

***
იძულებულნი არიან, მოიგონონ ათასი ახალი ტერმინი, რაიმე
საერთო ნიშნის მიხედვით რომ დაახარისხონ რომანები. მე უფ-
რო პრიმიტიულად ვუდგები ამ საკითხს: ჩემთვის არსებობს მხო-
ლოდ ორი სახეობა – რომანი ან კარგია, ან ცუდი!

***
ჩატარდა საქართველოს მწერალთა ყრილობა – მსგავსი სი-
საძაგლე, სიმდაბლე და სიმახინჯე ძნელი წარმოსადგენია. მე
მგონი, ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი (აქამდე
რას უცდიდნენ?!) ძირფესვიანად ამოძირკოს ქართული მწერლო-
ბა. ვაზი და მშობლიური ლიტერატურაღა დარჩა ამჟამად უაღრე-
სად ქართული ცნება, ფენომენი, რომლებსაც ებღაუჭება მთელი
დანარჩენი საქართველო. მათი გაქრობისთანავე აღსრულდება
(როგორც ჩვენს პრესაში იპარება ხოლმე ხანდახან) საუკუნოვა-
ნი ოცნება – საქართველო ერთხელ და სამუდამოდ აღიგვება პი-
რისაგან მიწისა. მაგრამ არ უნდა მოხდეს ასე. არ შეიძლება. მა-
შინ მთელი სამყაროს დაღუპვაც დასაშვები ყოფილა! არა თუ და-
საშვები, გამართლებულიც!!!
67 მკითხველთა ლიგა
ღმერთია მოწამე, სიბრაზე და სიძულვილი არ მალაპარაკებს,
მაგრამ, თუკი დანარჩენ სამყაროს დასაშვებად მიაჩნია ერთი უძ-
ველესი ხალხის მოსპობა, მაშინ, რა გასაკვირია, ასევე ფიქრობ-
დეს განწირული ხალხის ერთი რიგითი წარმომადგენელი მთე-
ლი დანარჩენი სამყაროს მიმართ!

***
ჩემთან იყვნენ ამერიკელი სტუდენტები (ქართულს სწავლო-
ბენ): ქევინ ტუიდი და პრისილა მაკკოი.

***
ბოლოს და ბოლოს, დავამთავრე რომანი!
ღვთის წყალობითა და შემწეობით!
26 სექტემბერი, ბიჭვინთა

***
არ შეეძლო ძმისთვის ეპატიებინა ის, რასაც თავად სიამოვნე-
ბით სჩადიოდა!

1987

***
იანვარი-თებერვალი. სტიქიური უბედურება. დიდი თოვლი
სვანეთში, წყალდიდობა კოლხეთის დაბლობზე – რიონმა დატ-
ბორა სოფლები, დაიღუპა საქონელი [...], ხალხი... 31 იანვარს
დაიწყო ეს უბედურება.

68 მკითხველთა ლიგა
***
პოეზია აიძულებს ადამიანს, ამაღლდეს ყოველდღიური ყო-
ფის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს
უსასრულობა.
(ძველი რვეულიდან)

***
ძალიან გლეხური გვარი ჰქონდა, ქართველი ხალხოსანი
მწერლის მოთხრობის გმირივით.

***
რა საოცარია, მე საათს ვქოქავ და, კედელზე, ჩემი ჩრდილიც
იგივეს აკეთებს...

***
არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ის
რომ არ გააკეთონ, რისი გაკეთებაც ევალებათ.

1988

***
საქართველოს ვიზუალური ისტორიის შექმნა თავისთავად
უაღრესად მომხიბლავი იდეაა. ყველა კულტურულ ერს, თუკი
ეკონომიურად საამისო საშუალება გააჩნია, უნდა ჰქონდეს
მსგავსი კინო-ისტორია. ამდენად, ეს საკითხი, ჩემი აზრით, უფრო
კომპეტენტური, უფრო უფლებამოსილი ხალხის გადასაწყვეტია
და ალბათ დადებითადაც გადაწყდება, რამდენადაც ჩვენ, ქარ-
თველები, ერთ-ერთი უძველესი ხალხი ვართ და ისტორიაც მძაფ-

69 მკითხველთა ლიგა
რი, იმდენად დინამიური და, მე ვიტყოდი, იმდენად შთამბეჭდა-
ვად ტრაგიკული გვაქვს, არ შეიძლება, თანაგრძნობა თუ არა, ინ-
ტერესი მაინც არ აღძრას სხვა ხალხების გულში. ასე რომ, ვიზუა-
ლური ისტორიის შექმნის იდეას, რა თქმა უნდა (თუკი ჩემი თა-
ნადგომა რამეში წაადგება ამ იდეას) მხარს ვუჭერ, ოღონდ იდეის
ავტორს თავიდანვე ვურჩევდი (თუკი არ ითაკილებდა ჩემს რჩე-
ვას) ლეგენდარულზე მეტად დოკუმენტური, რეალური, ნამდვი-
ლად ისტორიული მასალით იხელმძღვანელოს მუშაობისას. ლე-
გენდა ეკრანზეც ლეგენდაა და საქართველოს ისტორიაში ნაკ-
ლებად გარკვეულ მაყურებელს უმალ დააბნევს, ვიდრე გაანათ-
ლებს, რაც ჩემი აზრით, სრულებითაც არ უნდა იყოს იდეის ავტო-
რის მიზანი.
პირადად ჩემთვის, ქართველი ხალხის ისტორია იმიტომ კი არ
არის მნიშვნელოვანი, რომ ის „ღმერთის რჩეული“ ხალხია და
განსაკუთრებული „მისიითაა“ მოვლენილი ამ ქვეყანაზე, არამედ
იმიტომ – მიუხედავად თავისი ჩვეულებრიობისა, აქამდე რომ უძ-
ლებს მრავალ არაჩვეულებრივ, არაბუნებრივ განსაცდელს და
მიუხედავად მრავალი ისტორიული უსამართლობისა, გნებავთ,
უსვინდისობისა, მაინც ინარჩუნებს ადამიანურ სახეს და თვისე-
ბებს.

***
ქართული მწერლობაც ისეთივე ეროვნული და, თუ გნებავთ,
ისეთივე სახელმწიფოებრივი ფენომენია, როგორიც, მაგალი-
თად, სამეფო დინასტია, ანდა მართლმადიდებელი ეკლესია და
ამიტომ, ვინც ქართულ მწერლობას უპირისპირდება, ის ქართულ
სახელმწიფოებრიობასა და ქართულ ეროვნულ შეგნებას უპი-
რისპირდება ფარულად. ფარულად კი იმიტომ, ამის გაცხადება,
საუკუნეების მანძილზე გაწეული შრომის, დახარჯული ფულის,
გაზიდული ძვირფასეულობის, მოშლილი ტრადიციების, განად-
70 მკითხველთა ლიგა
გურებული მეურნეობის, შერყეული რწმენის და კიდევ მრავალი
ანტიქართული მაქინაციის გამომჟღავნებაცაა, რაც, თავისთავად
ცხადია, სრულებითაც არ აძლევს ხელს ჩვენს ისტორიულ
მტრებს, ანუ, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გამტარებ-
ლებს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, არაადამიანური სისასტი-
კითა და არანორმალური მიზანდასახულობით... მათ წისქვილს
უკეთესად ასხამს წყალს ჩვენივე სიბეცე, მიუხვედრელობა, ანუ,
ხანგრძლივ და უიმედო მონობაში გამომუშავებული ლამის თვი-
სებად ქცეული ჟინი, მოთხოვნილება ჩვენზე მაღლა მდგომის,
ჩვენზე ძლიერის და გინდაც ჩვენი ყველაზე დიდი მტრის სამსახუ-
რი...

***
ჩვენთვის თანაბრად სახიფათოა, სულელ მოყვარეს დავუჯე-
რებთ თუ ჭკვიან მტერს, თითქოს დღეს იწყებოდეს ქართული
მწერლობა და ჩვენს გამოჩენამდე ერთ-ერთ უძველეს და უმდიდ-
რეს ლიტერატურულ ქვეყანაში, როგორიც მრავლის მოწმე და
მრავლის გადამტანი საქართველოა, ამ თვალსაზრისით სრული
სიბეცე და სიცარიელე სუფევდა. პირველ რიგში, ახალგაზრდები
დაიფაროს ღმერთმა ამგვარი უბედურებისაგან. ისინი ახალს კი
არ იწყებენ, ძველს აგრძელებენ, მაგრამ ახალ ფურცელს კი ნამ-
დვილად შლიან ქართული მწერლობის ისტორიაში და მათი ერ-
თადერთი მოვალეობაა, რაც შეიძლება მეტი დაატიონ იმ ფურ-
ცელზე.

***
ადამიანმა დაკარგა ოცნების უნარი, მარადიულის შეგრძნება
და თავგანწირული ჩააფრინდა წამიერს, წარმავალს... უფრო
მარტივად და უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი დააკნინა
საკუთარმა ადამიანობამ – მას ურჩევნია ცხოველი იყოს და გა-
71 მკითხველთა ლიგა
რანტირებული ჰქონდეს მიწიერი არსებობა, ვიდრე ოცნების
ფრთებით მიისწრაფოდეს გაურკვევლისკენ, იდუმალისკენ, ამო-
უხსნელისკენ...

***
...გაუშვი, ქვის ქვეშ დაყურსული გომბეშო ვიყო, ოღონდ ცოც-
ხალი ვიყოო – ესეც ადამიანის ნათქვამია და სხვათაშორის, უფ-
რო ადამიანურია, ვიდრე, ვთქვათ, ჯულიეტას უკანასკნელი რეპ-
ლიკა!
...პირადად მე, უფლება არა მაქვს, ჯულიეტა დავიცვა და ობი-
ვატელი დიასახლისი გავამტყუნო – ჩემთვის ორივე ერთნაირად
ძვირფასია, ორივე თანაგრძნობის სურვილს მიჩენს, ორივე მიყ-
ვარს... ვიღაცას უთქვამს: ქალი ან უნდა გიყვარდეს, ან სწავლობ-
დეო. მე მგონი, ეს ლამაზი ნათქვამი უფროა, ვიდრე სიმართლე.
არა თუ ქალის, არაფრის შესწავლა არ შეიძლება უსიყვარულოდ.
თუ გიყვარს, გაინტერესებს კიდეც. ინტერესი ცოდნის საფუძვე-
ლია. რაც არ გიყვარს, არც გაინტერესებს და თავისთავად ცხა-
დია, არც სწავლობ. ეს ეხება არა მარტო ქალს, არამედ ყველა-
ფერს, დიდსა და მარადიულს, რაც განაპირობებს ჩვენი ადამია-
ნურობის დონესა და ხარისხს – სამშობლო, ბუნება, მშობლიური
ენა, კულტურა, წარსული, დღევანდელობა, მომავალი...
მოკლედ, ყველაფერი დიადი და მარადიული!..

***
არაფერი არ მავიწყდება, არც შეიძლება, დამავიწყდეს, რად-
გან მოგონებებითღა ვცხოვრობ.

***
ამქვეყნად ერთადერთი გზა არ არსებობს – უამრავი გზაა, ალ-
ბათ იმდენი, რამდენი ადამიანიცაა. ყველა ადამიანი თავისი
72 მკითხველთა ლიგა
გზით იბადება, მაგრამ თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სწო-
რედ გზის არჩევას ახმარს, ჰგონია, რომ ირჩევს, თანაც, შედარე-
ბით იოლს, როგორმე ბოლომდე რომ გაიტანოს თავი.

***
ლიხაჩოვის აზრით, უაღრესად რუსული ქალაქი ყოფილა... პე-
ტერბურგი, იმიტომ რომ, „ახასიათებს არაჩვეულებრივი განცდა
უცხოსი და ამ უცხოს შემოქმედებითად გადამუშავების უნარი“.
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, რუსულობის დამადასტურებელი
ნიშანი ყოფილა სხვისი საკუთრების მითვისება, გნებავთ, გათა-
ვისება. სხვათაშორის, მეც ამ აზრის ვარ, მაგრამ რაკი თავად აკა-
დემიკოსიც ასე ბრძანებს, ჩემი აზრი რა მოსატანია.

***
კოცონივით ბრიალებს აყვავებული ტყემლის ხე.

***
დღეს, პარტიული კონფერენციის დაწყებამდე, გარდაქმნის
მესვეურებმა, რადიოთი სერგო ორჯონიკიძის ხმა მოგვასმენი-
ნეს!
მე მგონი, ყველაფერი ნათელია!
ამ სამოცდაათიოდე წლის წინ სწორედ ამ ხმამ მოუწოდა მე-11
არმიის ჯარისკაცებს, მოეკრიფათ სიმხნევე და ერთი დარტყმით
მოეთავებინათ ხელი მდიდარი, საუცხოო ღვინითა და ლამაზი ქა-
ლებით განთქმული ქვეყნისთვის, რომელიც ბუნებისა და ღმერ-
თის ნებით (ვაი, ბუნებასა და ვაი, ღმერთს) ამ „სახელოვან რევო-
ლუციონერს“, „რკინის კაცს“ სამშობლოდ ეკუთვნოდა!!

73 მკითხველთა ლიგა
***
თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუკი მომატყუებ – ბედნიე-
რი ხარო – გამარკვიე, რატომ ვარ უბედური.

***
არასასიამოვნო მოსასმენია, როგორ ამხელს ძველ რეჟიმს
დღეს, მაგალითად აკადემიკოსი ლიხაჩოვი – „გარდაქმნა“ რომ
ცოტა გვიან დაწყებულიყო, ხომ არ მიეცემოდა საკუთარი „სიმა-
მაცის“ გამომჟღავნების საშუალება?!
მე მგონი, ვინც მაშინ ჩუმად იყო, ახლაც უნდა გაჩუმდეს, იმი-
ტომ კი არა, უფლება რომ დაკარგა ლაპარაკისა, იმიტომ რომ, ახ-
ლა ლაპარაკს არა აქვს აზრი.

***
დუდინზე თქვა თამაზმა – სოკოსავით გამოდის წვიმის შემდეგ
ნომრიდანო.

***
რაც არ უნდა ცუდი ჯანმრთელობა გქონდეს, სიკვდილამდე მა-
ინც გეყოფა.

***
გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და, ამიტომაც, თქმას
აზრი ჰქონდა, დღეს კი ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ
თქმას აზრი არა აქვს.

***
ჩვენი და სომხების ურთიერთობა, სამწუხაროდ, ყოველთვის
როდია ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი საერთო წარსული-
დან, საერთო გამოცდილებიდან გამომდინარე. ბევრი რამე ხდე-
74 მკითხველთა ლიგა
ბა, რისი ახსნაც უბრალოდ შეუძლებელია. მარტო ის ფაქტი რად
ღირს (რასაკვირველია, თუკი მართლა ასეა! პირადად მე მაინც
მიჭირს დაჯერება), თავიანთ ბავშვებს გაყალბებულ ისტორიასა
და გეოგრაფიას რომ ასწავლიან თურმე – თითქოს საქართველო
(თანაც მისი უდიდესი ნაწილი), ოდესღაც სომხური ტერიტორია
ყოფილიყოს, ჩვენგან უსინდისოდ მითვისებული. გაღმა შეედავე,
გამოღმა შეგრჩებაო – ტყუილად კი არ არის ნათქვამი. მაგრამ
ასე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ასეთ „მეზობლურ
კინკლაობებს“, შეიძლება, მომავალში დიდი უბედურება მოჰ-
ყვეს. როგორ შეიძლება, ამ შეგნებით აღზრდილი სომეხი კეთი-
ლად იყოს განწყობილი საქართველოსადმი. პირიქით, უსაფუძ-
ვლო ბოღმითა და დაუმსახურებელი სიძულვილით იქნება ყო-
ველთვის გულგავსებული და იმას ეცდება მხოლოდ, როგორმე
დაიბრუნოს ჩვენგან „მიტაცებული“ მიწები. ასე რომ, ან სომხები
უნდა მოეგონ დროზე გონს, ანდა ჩვენც იმავე მეთოდებით უნდა
ვიმეზობლოთ მათთან, თორემ, საწინააღმდეგო შემთხვევაში,
მართლა მიმტაცებლად თუ არა, ბრიყვებად ნამდვილად გამოვ-
ჩნდებით სხვათა თვალში.

***
სომხეთიდან ჩამოსულ ბავშვებს ქართველი ბავშვების მირ-
თმეული ხილი არ მიუღიათ – ამგვარი სიძულვილის ჩამთესავს
თავად უყვარს სომხეთი და სომხები?!

***
ვერ გაიგებ, რუსი მოხელე ბოროტია თუ კეთილი – მე მგონი
იძულებულია, ისიც იყოს და ისიც. თუ იცის, რომ ვერაფერს გა-
მოგრჩება, – ბოროტია, ბრაზიანი, უკარება. ხოლო, თუკი წინას-
წარ, საქმის დაწყებამდე მიართმევ რამეს, ფეხქვეშ გაგეგება ფი-

75 მკითხველთა ლიგა
ანდაზად! მოკლედ, უფრო უბედურია, ვიდრე ბოროტი ან კეთი-
ლი.

***
შენს მაგივრად არავინ მოკვდება!

1989

***
როცა სიცოცხლეს მიზანი არა აქვს, ნუ დავუწყებთ ძებნას სიკ-
ვდილის მიზეზს!

***
მოთმინების მარაგიც აღარ დარჩა ადამიანს, კიდევ გარკვეუ-
ლი დროის მანძილზე რომ ელოდოს „ბედნიერ მომავალს“, კი-
დევ გარკვეული დროის მანძილზე აიტანოს საკუთარი პიროვნე-
ბის ხელყოფა და, რაც მთავარია, ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, ერ-
თხელაც ვერ განიცადოს ის ხორციელი, სულიერი და ზნეობრივი
სიმშვიდე, წონასწორობა, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი თავისუფ-
ლება ბადებს. მაგრამ ეს ისეთი ღვთაებრივი განცდაა, ალბათ,
მოთმენად ღირს!

***
ხანდახან დანაშაულის გამოქომაგება უფრო ამძაფრებს ჩადე-
ნილ დანაშაულს, ვიდრე აბათილებს.

76 მკითხველთა ლიგა
***
ქართული მწერლობა საქართველოსთვის ნამდვილი წამებუ-
ლი წმინდანია და მისი სისხლიანი პერანგი მტერს დღესაც გონე-
ბას ურევს.

***
ვინც ბევრს ლაპარაკობს, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ბევ-
რი იცის!

***
დროის გარკვეული მონაკვეთი კი არა (ვთქვათ, წუთი, საათი),
არამედ თავად დროა მკვდარი, მთლიანად!

***
90-იანი წლები გამოცხადებულია ტვინის ათწლეულად!

***
დღევანდელი მსოფლიო ხელახალი, ანდა, საბოლოო გამოღ-
ვიძების ფაზაში იმყოფება და ჩვენც ყველანი ერთნაირად უნდა
განვიცდიდეთ, ეს გამოღვიძება ჩვენივე წარმოდგენის, ჩვენივე
ფარული ოცნებისა და იმედის უდღეური ნაყოფი არ აღმოჩნდეს
ბოლოს. გამოღვიძება საფუძველიცაა და გარანტიაც ყველა სხვა
ადამიანური სიკეთისა. მაგრამ ჩვენი გამოღვიძება, რასაკვირვე-
ლია, უეცრად არ მოხდება. ჩვენ დიდი ხანია ვიღვიძებთ, უფრო
სწორად, ხშირ-ხშირად გვეღვიძება, მაგრამ დღეს ძილის შებრუ-
ნების უფლება აღარა გვაქვს, ჩვენი თავსასთუმალი საუკუნეთა
მანძილზე დაღვრილი სისხლითა და ცრემლითაა გაჟღენთილი
და სინამდვილეში კი არ გვძინავს, უძილობა გვჭირს, თვალდაჭ-
ყეტილები ვართ მიყურადებულნი ჩვენზე ამხედრებულ ბუნება-
საც, მტრების კბილთა ღრჭიალსაც და ერთმანეთის გულის ფეთ-
77 მკითხველთა ლიგა
ქვასაც. ჩვენი საბოლოო გამოღვიძება არც თავისთავად მოხდე-
ბა. ის ხანგრძლივი, მეტად მძიმე, თავაუღებელი და მრავალგვა-
რი შრომის შედეგია და იმ მწარე დღიდან იღებს სათავეს, ძმამ
ძმას სიცოცხლე რომ მოუსწრაფა. ის წამიერი გაოცება, ცოც-
ხლად დარჩენილ ძმას რომ დაეუფლა მკვლელობის ადგილზე,
თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი ბიძგია ჩვენი დღევანდელი
გამოღვიძებისა. ასეთივე ბიძგია ყველა ტრაგედია, უბედური შემ-
თხვევა, ომი, ამბოხება თუ რევოლუცია, რაც დღემდე მომხდარა
დედამიწაზე; ასეთივე ბიძგია ყველა წვეთი ბრმად თუ განზრახ
დაღვრილი სისხლისა, ყველა თავმოკვეთილის თუ დახვრეტი-
ლის ბოლო ამოგმინვა; ყველა პატიმრის გაუმხელელი ფიქრი,
ყველა გზასამცდარი სიცოცხლე, აღვირახსნილი ცხოვრებისა თუ
ნარკომანიის ყველა მსხვერპლი... დიახ, რაც უნდა უცნაურად
მოგვეჩვენოს, უიმათოდ ვერც ჩვენ გამოვიღვიძებთ!

***
მწერალი რას მოიგონებს იმისთანას, რაც ცხოვრებაში შეიძ-
ლება შეემთხვეს!

***
ჩვენმა ემიგრაციამ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ იცის
მშობლიური ენა. მაგრამ ეს მარტო მათ ცუდ მდგომარეობაზე კი
არ მეტყველებს, არამედ რუსული დამპყრობლური პოლიტიკის
სისასტიკეზეც.
ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენ-
ტსაც ისევე უჭირდეს მშობლიურ ენაზე წერა (ალბათ ლაპარა-
კიც), როგორც ნოე ჟორდანიას. ასევე ძნელი წარმოსადგენია,
რომელიც გნებავთ ქვეყნის მწერალი, რობაქიძესავით იტანჯებო-
დეს მშობლიური ენის სტიქიაში.

78 მკითხველთა ლიგა
***
მოგეხსენებათ, საქართველოში ძნელად მოიპოვება კაცი –
„შემოქმედი არ იყოსო“ – წარბშეუხრელად ამბობს დიქტორი ტე-
ლევიზორის ეკრანიდან და არც კი რცხვენია, ასე უსვინდისოდ
რომ ატყუებს საკუთარ ხალხს, ასე რომ აბითურებს – რადგან
დღეს საქართველოში (თითზე დასათვლელი რამდენიმე კაცის
გარდა) ძნელად მოიძებნება ოფიციალურად აღიარებული შე-
მოქმედი, ამ სახელს რომ ამართლებდეს!!! ასეთია მკაცრი სი-
მართლე!

***
ღმერთმა იცის, რამდენი ცარიელი კვარცხლბეკი დგას დღეს
საქართველოში. განა, რომელიმე ჩვენგანი იფიქრებდა, ეს რომ
შესაძლებელი იყო?! არადა – ყოფილა! აი, ამას ჰქვია რევოლუ-
ცია – ცარიელ კვარცხლბეკებს.
ღმერთო, ძმრად ნუ წამოგვადენ ცხვირიდან ამ პაწია სინათ-
ლეს, გამოღვიძების ამ პაწია ნატამალს...
...სიბრიყვეს, თუნდაც სიხარბესა და შურიანობას კიდევ აპატი-
ებ კაცს, ღალატსა და გამყიდველობას – ვერა, თანაც დღეს, რო-
ცა ავად თუ კარგად, ძლივს თვალში გამოვიხედეთ, გავიხსენეთ
ჩვენი ვინაობა!

***
1 მარტი.
(გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ თანამშრომლებ-
თან შეხვედრის დროს ვთქვი):
პარიზში ყველაზე ხშირად ორი სიტყვა ისმის: „მადლობთ“ და
„ბოდიში“. მადლობისა და ბოდიშის მეტი მეც არაფერი მაქვს
თქვენთვის სათქმელი. ბოდიშს გიხდით, საქმეს რომ მოგწყვი-
ტეთ და მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, დღეს რომ
79 მკითხველთა ლიგა
მაგრძნობინეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს – ჩემი წიგნებით მეტს
აღარ შეგაწუხებთ, ან რაიმე შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში.
უბრალოდ, ძალიან მიჭირს ახალი რაიმეს თქმა, რადგან ბოლომ-
დე ჯერ თვითონ ვერ გავერკვიე, რას მომცემს დეპუტატობა და
რას გავცემ დეპუტატობით. მაგრამ კარგის გაკეთებას თუ ვერ მო-
ვახერხებ, ცუდს რომ არ გავაკეთებ, ამის დაპირება ნამდვილად
შემიძლია.

***
პომპიდუს ცენტრის მოედანზე ელექტრო საათი ითვლის ოც-
დამეერთე საუკუნემდე დარჩენილ წამებს. ჩემს დროს ეს ციფრი
ეწერა: 328 782 410...

***
პიროვნებისგან განსხვავებით, ხალხი უვიცია, – ამდენად მას
არა მარტო უფლება აქვს, უნარიც შესწევს იყოს, ვთქვათ, დამო-
ნებული...

***
ადრე (აქამდე) ადამიანი თითქოს მსგავსის შესაქმნელად იბა-
დებოდა, ახლა კი – ერთი მსგავსი მაინც რომ მოსპოს და თვითო-
ნაც მსგავსის ხელით უკვალოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.

***
ბოლოს და ბოლოს, საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის დადგე-
ნილებით, აიღეს ლენინის ძეგლი მისივე სახელობის მოედნიდან.
ჩემი თვალით ვნახე!

80 მკითხველთა ლიგა
***
თავისუფლება სრულებითაც არ ნიშნავს შენს ნებაზე ცხოვრე-
ბას – პირიქით, თავისუფალ კაცს მეტი თავშეკავება მოეთხოვება,
ვიდრე მონას – ძალიან არ მინდა, რომ მონა ვიყო.

***
4 აპრილს დაიწყო ახალი გამოსვლები – გრძელდება შიმში-
ლობა და გაფიცვა!!!

***
7 აპრილი. ისევ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.
ისევ დაიძაბა ქალაქში (ქვეყანაში) მდგომარეობა. ცირკთან ჯავ-
შნიანი მანქანები დგანან... ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, რომელ-
თანაც ვერაფერს გავაწყობთ, ჩვენივე უთავობაა!!!
...მაგრამ მე მაინც ჩემს უთავო ხალხთან ერთად დავიღუპე-
ბი!!!
სხვა გზა არ არსებობს და ესეც თავისებური ბედნიერებაა!!!

***
8 აპრილი. დღეს ტანკი შევარდა რუსთაველის პროსპექტზე –
ახალგაზრდები დაუწვნენ წინ!..
...ხვალ უარესია მოსალოდნელი!
პლაკატები: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „გაუმარ-
ჯოს ერთიან, თავისუფალ საქართველოს“, „საბჭოთა კავშირი –
ხალხთა საპყრობილეა“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“,
„ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან“.
რუსთაველზე ტანკის „გასეირნების“ შემდეგ, ვიღაც გოგოსა
და ბიჭს, მკაცრად მოღუშულებს, ასეთი პლაკატი მოჰქონდათ:
„არ შეგეშინდეთ ამ ტილიანების“.
საკუთარი პლაკატით მოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები.
81 მკითხველთა ლიგა
***
9 აპრილი. დილის 4 საათზე ჯარის სპეციალურმა ქვედანაყო-
ფებმა ნიჩბებითა და კეტებით დაარბიეს გაფიცულები – უფრო
სწორად, ამოხოცეს, განურჩევლად, გაუფრთხილებლად, სრულ
სიბნელეში – მათთვის სულერთი იყო თერთმეტი წლის ბიჭიცა და
ოთხი თვის ფეხმძიმე ქალიც!
მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო!
[...] კიდევ ერთი უბედურება დაგვატეხა თავს!!!

***
9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ ორი სატვირთო მანქანა
ფეხსაცმელი მოაგროვეს...

***
დღეს იწყება ჩემი დეპუტატობა და შეიძლება დღესვე დამთავ-
რდეს, თუკი ჩვენს შეკრებაზე პირველ რიგში არ დაისმება საკით-
ხი ამა წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სამარცხვინო
„სამხედრო ოპერაციის“ მოთავეთა ვინაობის გამოაშკარავების
შესახებ.
თბილისის ტრაგედია ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის
მოვლენაა – თუკი შესაძლებელია და დასაშვებია მსგავსი დანა-
შაულის ჩადენა ჩვენს სინამდვილეში. არავინ არ არის გარანტი-
რებული, ხვალაც რომ ჩვეულებრივად გაიღვიძებს, ხვალაც რომ
ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის ყოველდღიურ საქმიანო-
ბას. მთელი კაცობრიობა საფრთხეშია, ვიდრე დამნაშავენი არ
დაისჯებიან...

***
ნიჭს თრგუნავს მხოლოდ უვიცობა!

82 მკითხველთა ლიგა
***
რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო მეტი აღსანიშნავი
დღე აქვს, ტკბილიც და მწარეც. 26 მაისი კი ნამდვილად განსა-
კუთრებულია. ამ სამოცდაათი წლის წინათ დღევანდელ დღეს,
მართალია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინა-
რე და არა სამასი თავზეხელაღებული ცხენოსნის წყალობით, სა-
ქართველოს მიეცა საშუალება, დამოუკიდებელ, სუვერენულ სა-
ხელმწიფოდ გამოეცხადებინა თავი. თავისთავად ეს, რასაკვირ-
ველია, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ, ჩემი აზრით,
სამოცდაათი წლის შემდეგ, მილოცვაზე და ზეიმზე მეტად, ალბათ
კიდევ უფრო ღრმად ჩაფიქრება და მაქსიმალურად სწორი დას-
კვნების გამოტანა გვმართებს. კი ბატონო, დავუშვათ თავისუფ-
ლება მართლა გარდაუვალია, მაგრამ მოჩქარეს, სამუდამოდ თუ
არა, შეიძლება, საკმაოდ კარგა ხნით მოუგვიანდეს, თუკი ისევ
გულით განვჭვრეტთ და არა გონებით. უკეთეს შემთხვევაში, შე-
იძლება, ერთხელ უკვე არსებული, უდღეური რესპუბლიკის რეს-
ტავრაცია გამოგვივიდეს, რაც, რამდენადაც ვიცი, სრულებითაც
არ უნდა იყოს ჩვენი სანუკვარი მიზანი. მართალია, გამოვიღვი-
ძეთ, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთნაირად არ გა-
მოგვიღვიძია ყველას. უფრო სწორად, სხვადასხვა გუნებაზე გა-
მოვიღვიძეთ; ზოგს ზედმეტად დაიმედებულს, ზოგს პირიქით –
ზედმეტად დამფრთხალსა და დაბნეულს გამოგვეღვიძა. მაგრამ
გამოღვიძების შემდეგაც გარკვეული დრო უნდა გავიდეს, გონს
რომ მოეგოს კაცი. გამოღვიძება ერთია, გონს მოსვლა კი მეორე.
მეორე კი არა – მთავარია! გონს თუ არ მოვეგეთ, საკუთარ გა-
მოღვიძებასაც ვერ შევამჩნევთ. დიახაც, რომ მძიმე დღეში ვართ
ჩავარდნილები, მაგრამ ეს გარდუვალი, აუცილებელი გასაჭი-
რია, თუკი თავისუფლება გვინდა. კაცი გაჭირვებაში იცნობაო.
იგივე ითქმის ხალხზეც. ასე რომ, თუ გონს მოვეგეთ და თუ გაჭირ-
ვება უარესად არ გაგვაბოროტებს და, რაც მთავარია, არ გვაქ-
83 მკითხველთა ლიგა
ცევს პოლიტიკურ ეგოისტებად, მაშინ, რასაკვირველია, უფრო
მეტად ვიქნებით ღირსნი თავისუფლებისა. თუმცა, არ გვაწყენს,
თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ყველაზე დიდი ბოროტება
საერთოდ – სულით მონების თავისუფლებაა!

***
ჩვენში რომ ვთქვათ, ყველა კარგი წიგნი დაწერილია. მაგრამ
ტყუილად ხომ არ უთქვამთ, ცდა ბედის მონახევრეაო?! დრო, მე
მგონი, ჯერჯერობით მაქვს და, რაც მთავარია, წერის გარდა, სხვა
არაფერი მეხერხება.

***
აკაკისთვის 25 წლის იუბილეზე საჩხერელებს ერთი ქოთანი
ლობიო გამოუგზავნიათ.

***
აკაკის წიგნს შვიდი თვის განმავლობაში მთელს საქართვე-
ლოში 38 ხელისმომწერი შეუგროვებია.

***
ტაქსის მძღოლს მგზავრებისთვის მოუბოდიშებია, უკაცრა-
ვად, ზურგით ვზივარო.

***
როგორი სვიფტიც მე ვიყავი, შენც ისეთი სტელა აღმოჩნდი.
ასე რომ, უარს კი არ ვამბობ ჩემს დანაშაულზე, არამედ შეძლე-
ბისდაგვარად ვცდილობ შენი სიგლახის გამართლებას, უფრო
სწორად, იმაში კი არ გამტყუნებ, ის რომ არ გააკეთე, რისი გაკე-
თებაც შეგეძლო, არამედ ის რომ არ გააკეთე, რისი გაკეთებაც არ
შეგეძლო!!!
84 მკითხველთა ლიგა
***
და მაინც, ალბათ, მთავარი გრძნობა, რომელიც ამჟამადა
მაქვს შენს მიმართ, მაინც სიბრალულის გრძნობაა – და მაინც,
შენი ბედი შენს მაგივრად და შენზე ადრე გადაწყვიტეს სხვებმა,
რომლებსაც დიდხანს ტანჯავდათ შენი თავისუფლება, მოსვენე-
ბას უკარგავდათ შენი ცხოვრების წესი – რაკი თავად კისრები უკ-
ვე მონობის უღელში ჰქონდათ გაყოფილი!

***
ერთი ცნობილი ქალბატონი ამბობდა: ჩემი ფიქრები ყოველ-
თვის ჩემი კაბის ფერიაო! მაგრამ, რისი თქმაც მშვენიერ ქალბა-
ტონს ეპატიება (უხდება კიდეც), ის ჩვენთვის, მწერლებისთვის მი-
უტევებელი დანაშაულია. მწერალი „ერთფეროვანი“ არსებაა –
ის ერთსა და იმავეს ფიქრობს და ერთსა და იმავეს იმეორებს
სულ, ჯიუტად, უსასრულოდ. მწერლური ნიჭი გარკვეულ სიჯიუტე-
საც გულისხმობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო, ვთქვათ,
სახედრის სიჯიუტესთან; პირიქით, მწერალი ყველა ყულფში უნ-
და გაძვრეს, ყველა კუნძზე უნდა დადოს თავი, რათა ერთი ადა-
მიანი მაინც დააჯეროს, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავ-
ლეთით ჩადისო, დღეს ღამე ენაცვლება და ზამთარს – გაზაფხუ-
ლიო...

***
ეს გულგრილობა, ეს „გადაგვარება“ შეიძლება იმის ბრალიც
იყოს, სიყვარული რომ გახდა „დეფიციტი“ – თანამედროვე რო-
მეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, პოლი და ვირჟინი, მა-
დამ ბოვარი, ანა კარენინა... სიყვარული გახდა გადასარჩენი,
ადამიანმა დაკარგა სიყვარულის უნარი – სიყვარული დაიყვანა
ურთიერთობისთვის აუცილებელ კავშირამდე, „პარტნიორად“
აქცია შეყვარებული.
85 მკითხველთა ლიგა
მწერლის მთავარი ამოცანაა სიყვარულის გადარჩენა.

***
ადამიანი ჩვენგან გაკიცხვას კი არ იმსახურებს, არამედ თა-
ნაგრძნობას; აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: უნდა თა-
ნავუგრძნოთ ყველას!

***
ბოლოს და ბოლოს, ლიტერატურა სიყვარულის ისტორიაა!

***
სიყვარულის გულისთვის ყველაფერზე შეიძლება უარის თქმა,
მაგრამ უბედურება ისაა, ბევრ რამეზე რომ თანხმდება ადამიანი
უსიყვარულოდ!

***
თოლიამ წყალზე გაირბინა, თევზი დაიჭირა – გეგონებოდა,
ზღვას ამოძიძგნა ხორციო. ისევ აფრინდა „ხორცის“ ნაფლეთი-
ანად.
(ძველი რვეულიდან. დაახლ. 70-71 წწ.)

***
სვანეთის ამბები:
ფეხმძიმე რძალი არ ავიდა ვერტმფრენში, არ დატოვა თავი-
სიანები.
უშგულის წმინდა გიორგი, შენ შეეწიე ჩემს სვანეთს, გადამირ-
ჩინე, შემინახე საქართველოს ძვალშესანახი, საქართველოს სა-
განძური, საქართველოს ჯანსაღი ფილტვი...

86 მკითხველთა ლიგა
***
გულს ვერ უბრძანებო – ნათქვამია – მაგრამ ჩვენ, ადამიანე-
ბი, იქამდე შევიძულებთ ხოლმე ერთმანეთს, ვიდრე ამის საბაბი
მოგვეცემოდეს. შეიძლება, ერთმა სიტყვამ დაუძინებელ და მარა-
დიულ მტრებად გვაქციოს ერთმანეთისთვის. სიტყვა დიდი ძალაა
და ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელშია ეს
ძალა, ვის სამსახურშია ჩაყენებული. შესაძლებელი რომ იყოს,
მტრობისა და სიძულვილის გამაღვივებელი სიტყვა აღმოთქმამ-
დე, წამოროშვამდე, ამოსისინებამდე უნდა ამოიშანთოს მშობ-
ლიურ წიაღშივე. შესაძლებელი რომ იყოს, ადამიანები ლაპარაკ-
თან და სიარულთან ერთად უნდა სწავლობდნენ, რა შემთხვევაში
იქნებიან სიკეთის მთესველნი და რა შემთხვევაში მოგვევლინე-
ბიან ბოროტების ყურმოჭრილ მსახურებად. მაგრამ, ეს შეუძლე-
ბელია თავად ადამიანის ბუნების გამო. რაც შენთვის კარგია, ვი-
ღაცისთვის, შეიძლება, ცუდი აღმოჩნდეს.
ადამიანი, თავისთავად, არც კეთილია და არც ბოროტი, მაგ-
რამ გარემოებისდა მიხედვით, ერთიც შეიძლება იყოს და მე-
ორეც. ამიტომ, მარტივად რომ ვთქვა, ადამიანი უბედურია და მი-
სი მარტო დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა ყავდეს
გვერდით ვიღაცა, ვისაც კალთაში ჩაუდებს ათასნაირი საფიქრა-
ლითა და საზრუნავით გაოგნებულ თავს. ვინ იცის, გარკვეული
თვალსაზრისით, იქნებ სწორედ მწერლობაა ის „ვიღაცა“?! ღმერ-
თმა მოთმინებისა და მიტევების უნარი მოგცეთ. მადლობთ ყუ-
რადღებისთვის.

***
ნდობის გამოცხადება, რასაკვირველია, დიდი პატივია, მაგ-
რამ მთავარი მაინც ნდობის გამართლებაა!

87 მკითხველთა ლიგა
***
გაჩენის დღიდან მოყოლებული ყველანი განუწყვეტლივ
ვკვდებით, ოღონდ სხვადასხვანაირად და სხვადასხვა სიჩქარით.

***
ვისაც თავისი ერთი ხელის დადება მიწა არ უყვარს, მისთვის
დედამიწაც ერთი ხელის დადება მიწის ნაგლეჯია.

***
კარლოვი ვარი. ძალიან სწრაფად დავასაფლავეთ მამა! თით-
ქოს სადღაც გვეჩქარებოდა! მერე რა, რომ ამინდი გაფუჭდა?!
დავსველდით, მეტი ხომ არაფერი?! სხვები წასულიყვნენ, კი ბა-
ტონო, მაგრამ ჩვენ, ოჯახის წევრები, ცოტა ხანს უნდა შევყოვნე-
ბულიყავით, ჯერ კიდევ ამოუვსებელ საფლავთან. არავის არ ვამ-
ტყუნებ, მოულოდნელად გამახსენდა ის დღე, ასე შორს მამის
საფლავიდან და დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა, რატომღაც,
ლამის ოთხი წლის დაგვიანებით, თუმცა დროცა და მანძილიც უმ-
წეოა მამის ხსოვნის წინაშე.

***
ბულატს უთქვამს: პატრიოტიზმი მარტივი გრძნობაა, იგი კატა-
საც აქვსო. მაგრამ რაც კატას აქვს, ის შეიძლება ბულატს არ
ჰქონდეს. ბუდაპეშტში, ერთ-ერთ გამომცემლობაში, მე რომ გან-
ვაცხადე, ეგ ისეთი ქართველია, როგორი უნგრელიც მე გახლა-
ვართ-მეთქი, შეიცხადეს – რას ბრძანებთ, მაგის წიგნები
ჩვენთან სულ ქართული ლიტერატურის ლიმიტით გამოდისო.
მაგრამეს ბულატის ქართველობაზე მეტად, მის გაიძვერობას
ადასტურებს, ამით მართლაც გავს კატას, კატუნას – ვინც არ უნ-
და დაუდგას, სიამოვნებით შესვლიპავს რძეს.

88 მკითხველთა ლიგა
***
ჩვენ განსაკუთრებული მკვლელები ვართ – საკუთარ ადამია-
ნობას ვკლავთ – რის შედეგადაც ქვეყანასა ზედა დაისადგურებს
მარადიული, უსასრულო უაზრობა, თანამედროვე სახეობა ქა-
ოსისა, რომელიც არასოდეს აღარ იქცევა კვერცხად და არც
არაფრად გაიყოფა.

***
ჩინური პოეზია ბებრების პოეზიაა...

***
მოთმინების მარაგიც აღარ დარჩა ადამიანს, კიდევ გარკვეუ-
ლი დროის მანძილზე რომ ელოდოს „ბედნიერ მომავალს“, კი-
დევ გარკვეული დროის მანძილზე აიტანოს საკუთარი პიროვნე-
ბის ხელყოფა და, რაც მთავარია, ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, ერ-
თხელაც ვერ განიცადოს ის ხორციელი, სულიერი და ზნეობრივი
სიმშვიდე, წონასწორობა, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი თავისუფ-
ლება ბადებს. მაგრამ ეს ისეთი ღვთაებრივი განცდაა, ალბათ,
მოთმენად ღირს!

***
მოკვდა კარაიანი.
მეწყერი რაჭაში, ლეჩხუმში.

***
მძიმე დღე გველის, მაგრამ როდის გვიცხოვრია უკეთესად,
უფრო დალხინებულად!
[...] ადვილი შესაძლებელია, ყველა ერთნაირად არ თვლიდეს
დანაშაულად, 9 აპრილს თბილისში ჩატარებულ სამარცხვინო
„სამხედრო ოპერაციას“.
89 მკითხველთა ლიგა
***
უზბეკეთის ამბები.
თურქი მესხები! თუ მესხი თურქები!!!
აიტმატოვი ნიღაბს იხსნის!

***
ბრბოს უყვარს ვიღაცის გაფეტიშება, რადგან ამით ამარ-
თლებს თავის არარაობას!

***
შეიქმნა საზოგადოება „სტალინი“. მზადდება „სერგო“ და „ფი-
ლიპე“. სრულებით არ არის სასაცილო, არც ძნელი წარმოსადგე-
ნი რამ გახლავთ, ჩვენში რომ ვთქვათ.

***
როცა ქვეყანაში მძიმე დღე დგება, „სულელნი სიბრძნეს მეტ-
ყველებენ, ბრძენნი კი სდუმან“ – უბრძანებია გიორგი მერჩულეს.
ეგეც თქვენ!

***
განსხვავება ქართველსა და გერმანელს შორის სოფელ უწე-
რას აღწერის მაგალითზე:
ვახუშტი ბატონიშვილს უწერაში ყველაზე მნიშვნელოვნად ის
მიაჩნია, რომ აქაური ეკლესიის „კამარასა შინა მკიდარებს თმა
ერთი ნაწნავი, და იტყვიან თამარ მეფისასა“. ხოლო გერმანელმა
მეცნიერმა, პეტერბურგის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის
წევრმა დოქტორ იოჰან ანტონ გიულდენშტედმა უწერას დიდი კუ-
რორტოლოგიური მომავალი უწინასწარმეტყველა, რაც ახდა კი-
დეც. „თმა ერთი ნაწნავი“ კი უკვალოდ გაქრა.
ლეგენდა ისე გვაბრმავებს, არსებული ვერ დაგვინახავს.
90 მკითხველთა ლიგა
***
კიდევ ერთი სასიხარულო ცნობა: აღმოუჩენიათ ჰოლანდიე-
ლი ქართველი. მართალია, ხუთი წლისა წაუყვანიათ საქართვე-
ლოდან, მაგრამ ახლაც მშვენივრად ლაპარაკობს, თურმე, რუსუ-
ლად, რაც ჩვენ ჟურნალისტებს მისი ქართული წარმომავლობის
უტყუარ დადასტურებად მიაჩნიათ. მამის საფლავს მოვნახავდი,
მაგრამ ძალიან ძნელიაო – უთქვამს. ძნელია, კონსტანტინე, ძა-
ლიან ძნელია. დაკარგვაა ადვილი. და მაინც, ქართველობაზე ხე-
ლაღებული ქართველი, რატომღაც, განსაკუთრებული პატივის-
ცემით სარგებლობს ჩვენში. ყველაფერს პატიობენ. ოკუჯავა თვი-
თონ წერს, როსკიპი ქალივით, ათასჯერა ვარ გაყიდული სულიან-
ხორციანადო, ჩვენ კი მივსტირით, როგორც ჭეშმარიტად ქარ-
თველ კაცს. მაგრამ იქნებ ეს არის ჭეშმარიტი ქართველობა?!

***
ვოზნესენსკი თითქმის ცარიელ დარბაზში კითხულობს ლექ-
სებს და თავის დასამშვიდებლად ამბობს: ახლა კონცერტებისა
და პოეზიის საღამოების განწყობილება არ არისო. ამდენი თუ ეს-
მის, რატომღა ჩამოდის ამ სიშორეზე პოეზიის საღამოს გასამარ-
თად?!

***
უცხოელ ქართველებს საქართველო ერთადერთ სალოცავად
მიაჩნიათ თურმე და მზად არიან იზრუნონ მის კეთილდღეობაზე
(ან აქამდე რას უცდიდნენ?). მაგრამ, ჯერჯერობით, მნიშვნელო-
ვანი წვლილი შეაქვთ იმ ქვეყნების ცხოვრებაში, რომლებსაც შე-
ეხიზნენ. ასეთია ბუნება ქართველისა – რა უნდა გაუკეთონ სამ-
შობლოს, როცა არაფერი გაეგებათ იმისი – მწერალი გრაფომა-
ნისგან ვერ გაურჩევიათ, ჩეკისტი წამებულისგან, მეცნიერი –
ავანტიურისტისგან. უფრო მეტიც, ჩეკისტის, ავანტიურისტისა და
91 მკითხველთა ლიგა
გრაფომანისა უკეთესად ესმით, ვიდრე მეცნიერისა, მწერლისა
თუ წამებულისა... „კალაძეს იცნობთ, კალაძეს?“. კალაძე თუ გინ-
დოდა, შე მამაცხონებულო, რაღას გარბოდი ემიგრაციაში? „ჭი-
ქით სვამთ თქვენ ყავას?“.
მართლაც, ნეტავი თქვენ!

***
ქართველი ემიგრანტივით სუსტი ლექსები ჰქონდა.

1990

***
ჩვენ თუ მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ანუ, თუ მარ-
თლა თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ შორის ნებისმიერი
დაპირისპირება – სოციალური იქნება ის თუ ინტელექტუალური
– დაუშვებელია. ჩვენ ყველანი ერთად და ერთნაირად უნდა გავ-
თავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, უვიცნიც და
მცოდნენიც, უცოდველნიც და ცოდვილნიც, უპოვარნიც და მდიდ-
რებიც, უნიჭონიც და ნიჭიერნიც, პატრონიანიც და უპატრონონიც.
არც ერთი ხალხი მარტო მორწმუნე, ან მარტო მდიდარი ადამია-
ნებისაგან არ შესდგება, სადაც ალხანაა, იქ ჩალხანაცაა. რასაკ-
ვირველია, თუკი ხალხი ვართ და არა ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ან-
და კიდევ უარესი, რელიგიური სექტა. ჩვენ, საბედნიეროდ, ხალ-
ხი ვართ, თანაც ერთ-ერთი უძველესი ხალხი დღევანდელ მსოფ-
ლიოში და ეს უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია ჩვენივე
ისტორიით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი კულტურით...

92 მკითხველთა ლიგა
***
თანამედროვე ახალგაზრდობა უწიგნურია, ამ სიტყვის პირდა-
პირი მნიშვნელობით – ამიტომაც, განვითარების მეტად დაბალ
საფეხურზე დგას, როგორც „მოაზროვნე ლერწამი“, სამაგი-
ეროდ, ბევრ ინფორმაციას იღებს სხვადასხვა გზითა და საშუალე-
ბით და თამამად შეიძლება ითქვას, მაღალ დონეზეა დაპროგრა-
მებული, როგორც „გონიერი მანქანა“.

***
ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარ-
ჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახუ-
ლი ხდება!

***
მე, თუნდაც როგორც მწერალს, არა მაქვს მორალური უფლე-
ბა ვინმეს დავუპირისპირდე, მე ყველას მხარეზე ვარ ერთსა და
იმავე დროს, ვინც კი სამშობლოსთვის იბრძვის. ხოლო შიდა პარ-
ტიულ ომებში ჩარევა ჩემი საქმე არ არის, რაც მთავარია არ მი-
მაჩნია სწორად.

***
სიზმარი:
ვითომ მე და გურამ ასათიანი ვირთხებს დავსდევდით დასაჭე-
რად. ორი უზარმაზარი ვირთხა წყვილად [...] თავახდილი სარ-
კმლიდან თუ ორმოდან. ერთი ვირთხა, ვითომ ზურგზე მომახტა!
მე, ვითომ, მოსასხამი მქონდა მოსხმული, ალაგ-ალაგ გამოგლე-
ჯილი თუ გამომწვარი. მოსასხამი ვირთხას ვესროლე. ვირთხა
მოსასხამის ქვეშ დარბოდა. დავიჭირე და კატას მივუგდე.
მეორე დღეს ნანას ანევრიზმა დაუდასტურდა!

93 მკითხველთა ლიგა
***
10 იანვარს ჩამოაგდეს ძერჟინსკის, კამოს და ბორის ძნელა-
ძის ძეგლები.

***
რამდენად ადამიანურია: „შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა უპირ-
ველესი პრობლემაა!“ ვიდრე, ვთქვათ, „დიდება პარტიას“.

***
საკვირველია, რატომ იკრძალებოდა აქამდე ჩვენში ემიგრან-
ტული ლიტერატურა. არათუ ძნელად მოიძებნება, არამედ საერ-
თოდ ძნელი წარმოსადგენია უფრო უწყინარი, ყოველგვარ იდე-
ისგან, ვნებისგან, ენერგიისგან დაცლილი „მწერლობა“. „ქალო,
რა ქალო, სხვა ქალო, ფრანგულ-ქართული ჯიშისა, ფრანგთა მი-
წაზე ნაზარდო შენგელიათა გვარისა“... ამას ჰქვია სწორედ „ჩა-
მოგიარე ჭიშკართან“. დამნაშავენი ისევ ჩვენ ვართ, უვიცები, გა-
ზეთის ყურმოჭრილი ქვეშევრდომები. რაც არ უნდა გადმოგვიგ-
დოს, ვყლაპავთ.

***
ამბობენ, თითქოს მკვდარი ცოცხალზე ბედნიერი იყოს; მაშინ
– ორივეზე ბედნიერია, ვინც საერთოდ არ დაბადებულა!

***
ვკითხულობ სახარების ახალ თარგმანს. უფრო სწორად,
ვცდილობ შევეჩვიო, მაგრამ ჯერჯერობით (თუკი სამუდამოდ
არა) მეხამუშება – რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.
ოღონდ ვერ გამიგია, თარგმანია სუსტი თუ ძლიერია ტრადიცია!

94 მკითხველთა ლიგა
***
ჩემი გული სავსეა (რა მნიშვნელობა აქვს, რითი?!), ჩემი ბაგე
მეტყველი, რამეთუ – „გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე“.

***
არის თუ არა ჩვენი ეროვნული მოძრაობა მასობრივიო – კით-
ხულობს „საქართველო“ – აჯობებდა ეკითხა: არის თუ არა ჩვენი
მასობრივი მოძრაობა ეროვნული?

***
გარდაიცვალა დოდო აბაშიძე.

***
მართლა იცვლება ფული? ქალაქში შეშფოთებაა. ხალხს ბევ-
რი ფული დაუგროვდა, გამოჩენისა კი ეშინიათ. ხომ ვერ იტყვის,
ვიპოვეო?

***
თავგამოდებული პატრიოტობა ეჭვს ბადებს – რაღაც აწუხებს
ასეთ კაცს – წარმომავლობა? [...] ვიღაცის ჯავრი?
პატრიოტი ვარო – კი არ უნდა იყვირო, ისეთი რამე უნდა მო-
იმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას: პატრიოტი ყოფილაო!

***
თანამედროვე მუქარა: აგიფიცრავ კარს, შე სუკის აგენტო, შე-
ნა. საკუთარ სახლში არ შეგიშვებ!

***
ახალი გინება: დედაშენს ვეცეკვე ლამბადა!

95 მკითხველთა ლიგა
***
„სახეგაბზარული კაცებიო“ – თქვა ნანუკამ.

***
გადაშენდა: ამილახვარი, ორბელიანი, მაყაშვილი, ბარათაშ-
ვილი;
მომრავლდა: გარეწრიშვილი, ბრიყვაძე, დამსმენელია,
მხვრეტელიანი, დუნდუკაური, ჩალიჩავა.

***
რასაკვირველია, ცუდია, როცა ინტელიგენტი მშობლიურ ენას
სრულყოფილად ვერ ფლობს, მაგრამ უბედურებაა, როცა ასეთ-
სავე დღეშია გლეხი... რამდენადაც ინტელიგენტი გაცილებით
იოლად განიკურნება ამ სენისაგან, ვიდრე გლეხი – გლეხი ბუნე-
ბით უფრო მყარია, ძნელად ემორჩილება ცვლილებებს, მაგრამ
ერთხელ თუ შეიცვალა, სამუდამოდ შეიცვლება.

***
სინათლეში კაცი იმას ხედავს, რაც არის, ხოლო სიბნელეში
იმასაც წარმოიდგენს, რაც უნდა.

***
სხვა ენაზე ლაპარაკი კი არ არის უბედურება, არამედ – შენი
ენა რომ არ იცი!

***
ახალი რუსული მოწოდება: „დაჰკა ურიას, მაგრამ ნურც ქარ-
თველს დაივიწყებ!“

96 მკითხველთა ლიგა
***
ტყის სიმეჩხერე ციდან უკეთესად მოჩანს!

***
თითქმის ყველა ახალგაზრდა, ვინც ამ ბოლო დროს დაიღუპა
ტრაგიკულად, ლექსებს წერდა.

***
ისე რცხვენოდა, თითქოს აფთიაქში პრეზერვატივის საყიდ-
ლად იყო შესული.

***
ადამიანმა შიში თუ გამოამჟღავნა, მეორე ადამიანი, იმისნაც-
ვლად რომ თანაგრძნობა გაუწიოს, დაამშვიდოს – დასცინებს.

***
ისიც ჩვეულებრივი ცოცხალი არსება იყო: წარმატებით აღი-
ზიანებდა ხალხს, მარცხით კი შებრალების სასიამოვნო გრძნო-
ბით აჯილდოებდა.

***
ბავშვობაში საითაც არ უნდა გაიხედო, დედის საკინძის ღილი
ციმციმებს ყველგან!!! დედის საკინძის ღილითაა შეკრული ქვეყ-
ნის უბე!!! უფრო სწორად, უნდა იყოს შეკრული. დღევანდელ
ცხოვრებას დედის საკინძის ღილი აკლია სწორედ.

***
ბნელში მივდივარ სულ, გაჩენის დღიდან – სიბნელიდან სიბ-
ნელისკენ – ცხოვრებაშიც და წიგნებშიც. ჩემი გმირები ხომ იგივე
მე ვარ... ერთი კია, ცხოვრებაშიც და წიგნშიც წინასწარვე შეგუე-
97 მკითხველთა ლიგა
ბული ვარ ჩემი სურვილის მიუღწევლობას – სინათლე არ არსე-
ბობს, უფრო სწორად, არავინ არ ვიცით, სად არის სინათლე. რო-
ცა უნდა მაშინ მოვა, როცა უნდა მაშინ წავა – სიბნელე კი სულ
თავზე გვადგას უენო ზედამხედველივით.

***
ერთი ნამდვილად კარგი თვისება აქვს ჩვენს პროფესიას: ნე-
ბისმიერი ჩვენგანის წარმატება საერთოა, მარცხი კი – პირადუ-
ლი!

***
ფრთხილად, ახალგაზრდებო! წინ სიბერეა.

***
დღეს დიმა მოვიდა და შეშფოთებულმა გამანდო: „ნიანგში“
ერთი მწერალი მუშაობს, კითხვა არ იცისო...

***
როგორც არ უნდა მოვიპარსო, ტუჩის კუთხეში მარჯვენა მხა-
რეს, ერთი პატარა ბეწვი მაინც მრჩება ყოველთვის და მაწვა-
ლებს, მაწვალებს, ისიც მე მაწვალებს!

1991

***
ბოლოს და ბოლოს, ამიხდა ბავშობის ყველაზე დიდი ნატვრა
და 1950 წლის ზაფხულში საკუთარი თვალით ვიხილე ხევსურეთი
– საქართველოს წარმართული წარსულის ღია მუზეუმი, ანდა, თუ

98 მკითხველთა ლიგა
შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს რომანტიულ სიძველეთა
დახურული მაღარო – სადაც, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ბიჭმა,
ჩემდა უნებურად, გაცილებით მეტი ვნახე და აღმოვაჩინე, ვიგ-
რძენი და განვიცადე, ვიდრე ველოდებოდი, ვიდრე წარმოვიდ-
გენდი, რასაკვირველია, პირველ რიგში „თეთრი საყელოდან“
სენივით შეყრილი ძმადნაფიცობისთვის, წაწლობისთვის, კეჭ-
ნაობისთვისა თუ უბელო ცხენებით ჯირითისთვის განწყობილ-
გამზადებული სულიან-ხორციანად.
ახლა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, თამამად და, რაც
კიდევ უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, გარკვეული სიამაყითაც შე-
მიძლია განვაცხადო, რომ სწორედ ხევსურეთში გავიცანი პირა-
დად ჩემთვის ბევრი საინტერესო ადამიანი და შევიძინე, შევით-
ვისე საერთოდ კაცის ცნობის, გაგებისა და პატივისცემის უნარი.
ჯერ მარტო სერგო ზაქარიაძესთან ერთად, ველკეთილის უღელ-
ტეხილზე, მოგუგუნე კოცონთან თეთრად გათეული ღამე რად
ღირს დამწყები პოეტებისთვის, სიცივისგან აძაგძაგებულნი, შიმ-
შილისგან მუცელაყმუვლებულნი, კოცონის ნაცარ-ნავლით გა-
დაპენტილნი, მაგრამ მაინც მონუსხულნი, მოჯადოებულნი რომ
შესცქერიან, უსმენენ, მთელი არსებით ისრუტავენ კოცონის
მთრთოლვარე გამონაშუქში წამომართულ გოლიათს, მისანსა
თუ ხევისბერს, რომელიც ხალხური პოეზიის მარგალიტებით „ამ-
წყალობებს“ მსმენელებს, ანუ, ექსპედიციის იმ წევრებს, რომლე-
ბიც, ნისლის გამო პირიქითა ხევსურეთში აღმოჩნდნენ შემთხვე-
ვით, უკარვებოდ და უსაგზლოდ. მაგრამ იქ გადატანილი სიცივი-
სა და შიმშილის მიუხედავად, უფრო დიდი შთაბეჭდილება საერ-
თოდ ცოტა რამეს თუ მოუხდენია ჩემზე მთელი სიცოცხლის გან-
მავლობაში.
ხევსურეთში დაიწყო ჩემი და გურამის მეგობრობაც. უფრო
სწორად, იქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს განსაკუთრებულ ურთი-
ერთობას, რომელსაც ალბათ არც შეიძლება ეწოდოს მეგობრო-
99 მკითხველთა ლიგა
ბა ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. თუმცა, თითქმის ყველაფე-
რი გადაგვხდენია ერთად თავს, რაც მეგობრებს შეიძლება გა-
დახდეთ და მაინც, გურამის სხვა მეგობრებისაგან განსხვავებით,
ალბათ გამიჭირდება რაიმე საინტერესო ეპიზოდის, შემთხვევისა
თუ თავგადასავლის გახსენება. სამაგიეროდ, აქამდე მახსოვს მი-
სი ბავშვურად ამაყი, ბავშვურად ბედნიერი სახე – გახვითქულ
ცხენზე გადამჯდარი, ჩვენნაირი, ჩვენი ექსპედიციის წევრი კია,
მაგრამ სადიდო საქმე შეასრულა ეს წუთია და ძალიან უნდა,
ჩვენც „დიდად“, უკვე ჩამოყალიბებულ ვაჟკაცად ჩავთვალოთ
(ჩვენი ბარგის ნაწილი, რომელიც სოფელში დარჩა და წამოსაღე-
ბად გურამი და ვიღაც ბიჭი, აღარ მახსენდება იმის სახელი, გააგ-
ზავნეს, როგორც ყველაზე კარგი მხედრები. ხოდა, ბარგიანად
და, რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნებული, ვერ მალავს სიხა-
რულს, გული ებერება სიამაყისგან და ადგილზე ატრიალებს სა-
დავედამოკლებულ ცხენს). საერთოდ, გურამი, თუ შეიძლება ით-
ქვას, თავიდანვე, დაბადებიდანვე პიროვნება იყო. უფრო ზუსტად
კი, სხვებზე მწვავედ, სხვებზე მძაფრად განიცდიდა ასაკს, გნე-
ბავთ, უასაკობას, და ნებისმიერი გზითა და საშუალებით, დამოუ-
კიდებლობის, „დიდობის“ მოპოვებას ცდილობდა. ამიტომაც გან-
საკუთრებით ძნელი იყო მასთან ურთიერთობა. თუმცა, ჩემი და
ჩემი ძმის მიმართ ყოველთვის უჩვეულოდ „რბილი“ და დამთმო-
ბი გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, აშკარად ცალმხრივი არ ყო-
ფილა ჩვენი სიყვარული მისადმი. სხვას თუ შუაღამისას აგდებდა
ლოგინიდან, ჩვენ კარის ზღურბლთან, კიბის საფეხურზე ჩამომ-
ჯდარი გვიცდიდა დილაობით და დედაჩემი კარს რომ გამოაღებ-
და ხოლმე, დარცხვენილი მოუბოდიშებდა – ბიჭებს ველოდები,
ხომ არ გაუღვიძიათო. საერთოდ კი, საოცრად დაუდგრომელი,
ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და უმალ უტეხი და ჯიუტი ეთ-
ქმოდა, ვიდრე დამთმობი და მორიდებული. წეღან ვთქვი, სხვა
მეგობრებისგან განსხვავებით, ექსცესების გახსენება გამიჭირ-
100 მკითხველთა ლიგა
დება-მეთქი, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანიც მაშინვე შეატ-
ყობდა, ძალიან რომ უყვარდა შეხლა-შემოხლა, ღონის გამოჩე-
ნა, მოულოდნელი, თითქმის უმიზეზო აბობოქრება. მაგალითად,
ტირშიც იმიტომ შედიოდა, ერთმანეთზე შეწყობილი თუნუქის ქი-
ლების პირამიდა რომ დაეშალა ბურთით, რადგან ეს უფრო მეტ
ხმაურს იწვევდა, ვიდრე ჰაერის თოფის სროლა. არადა, უაღრე-
სად კეთილი, უაღრესად სათუთი ბუნება ჰქონდა და, მე მგონი,
ცოტა სცხვენოდა კიდეც ამის გამომჟღავნება. საერთოდ, ჩემი აზ-
რით, მისი „ბობოქრობაც“ და „დაუდგრომლობაც“ ძირითადად
ასაკისმიერი, ქვეცნობიერი ამბოხი იყო ნებისმიერი სიპატარა-
ვის, ნებისმიერი სისუსტის, ნებისმიერი მორჩილების წინააღ-
მდეგ და, ამავე დროს, ასევე ასაკისმიერი, მაგრამ აუტანელ, მი-
უღწეველ ჟინად ქცეული მცდელობა თვითდამკვიდრებისა, რაც,
ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გადაიზრდებოდა მიზანდასა-
ხულ და, რაც მთავარია, მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ გა-
მიზნულ ცხოვრებასა და შემოქმედებაში და ამის თქმის უფლებას
ისევ თვითონ მაძლევს, უპირველეს ყოვლისა, თავისი წარმოუდ-
გენელი შრომისმოყვარეობითა და ნაყოფიერებით. არა მგონია,
რომელიმე ჩვენგანს, მასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ადა-
მიანს, მის სიცოცხლეშივე სცოდნოდა, ანდა სცოდნოდა და და-
ეჯერებინა, ამდენი თუ ჰქონდა უკვე შექმნილი.
პირადად ჩემთვის, მაშინ კი არა, ახლაც ძნელი ასახსნელია,
როდის წერდა საერთოდ. მაგრამ რაკი ღმერთს მწერლად ჰყავდა
გაჩენილი, ეტყობა, სხვა, მარტო მისთვის გასაგები და მარტო
მისთვის მისაღები კანონების შესაბამისად ახერხებდა ცხოვრე-
ბასაც და წერასაც. რაც მთავარია, თვითონ აშკარად სწამდა სა-
კუთარი ნიჭისაც და შესაძლებლობებისაც და სადოღე ცხენის მო-
უთმენლობით ელოდებოდა „დოღის“ დაწყების ნიშანს. უფრო უბ-
რალოდრომ ვთქვათ, ბავშვური მოუთმენლობით ელოდებოდა
„ცისკრის“ იმ ნომრის გამოსვლას, რომელშიც მისი პირველი
101 მკითხველთა ლიგა
მოთხრობები უნდა გამოქვეყნებულიყო. სწორედ ამაზე ვლაპა-
რაკობდით ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მაშინდელ მახარაძის
ქუჩაზე, „ცისკრის“ რედაქციასთან, სადაც თურმე უკანასკნელად
ჩამოვართვი ხელი მიწიერი ცხოვრებიდან მწერლურ მარადისო-
ბაში მიმავალს.

***
თანამედროვე ომები თოფის გავარდნამდე გაცილებით დიდი
ხნით ადრე იწყება და ბოლო გასროლის მერეც კიდევ დიდხანს
გრძელდება. ამ თვალსაზრისით, არც ჩვენი „შინა ომი“ გამოირ-
ჩევა. ვიდრე რუსთაველზე ავტომატი აკაკანდებოდა, საქართვე-
ლოს გულს უკვე ჰქონდა ბზარი გაჩენილი. მაგრამ იმის ნაც-
ვლად, ყველას ერთად („პოზიციის“ მესაყვირეებსაც და „ოპოზი-
ციის“ ქომაგებსაც) აგვეტეხა განგაში, დაგვენახებინა ხალხის-
თვის, რა კატასტროფულად იზრდებოდა ბზარი დღითიდღე, ყვე-
ლაფერი ვიღონეთ ჩვენი საერთო გულის კიდევ უფრო გასაპო-
ბად, გასახლეჩად. არადა, გახლეჩა იგივე სიკვდილია. ეს ყველა
ჩვენმა მტერმა იცის და ყველანაირად ცდილობს კიდეც, ეს ვერა-
გული ცოდნა დაუდოს საფუძვლად ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩა-
ფიქრებულ ყველა პოლიტიკურ აქციას. გაიხსენეთ სულ უკანას-
კნელ ხანს საკავშირო თუ ცენტრალურ ტელევიზიაში არაერ-
თგზის გამოთქმული „მეცნიერული“ მოსაზრებები ზოგიერთი
ქართული ტომის „არაქართული წარმომავლობის“ შესახებ. ასე-
თი მეცნიერული კვლევა-ძიებანი ერთ-ერთი აუცილებელი ღო-
ნისძიებაა დამპყრობლისათვის და ჩვენზე კარგად სხვამ ვინ უნდა
იცოდეს ეს. პირველი ბზარი ჯერ კიდევ მონღოლებმა გაუჩინეს
ჩვენს საერთო გულს, როცა ბაგრატისა და დავითის სისხლითა
და ოფლით შედუღაბებულ ქვეყანაში ორმეფობა შემოიღეს და
აგერ უკვე შვიდასი წელია, ჩვენი შეგნებაც [...] გაორებულია, ვერ
მთლიანდება ვერაფრით – მონღოლის დანატოვარი ბზარი პირს
102 მკითხველთა ლიგა
არ იკრავს, თუმცა შვიდასი წლის მანძილზე ბევრი დიდებული მა-
მულიშვილის სიცოცხლე შეიწირა და საერთოდაც, თუკი საქარ-
თველოს მართლა უწერია სიკვდილი, მხოლოდ და მხოლოდ, ამ
ბზარიდან ამოვა ის თავისი მოელვარე ცელით.

***
სტოკჰოლმში საგიჟეთიდან გაქცეულ ავადმყოფს მიაგნეს
მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ მან გაჭედილ ავტო-
ბუსში ადგილი დაუთმო ქალს...

***
არავის გადარჩენა არ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის
გარდა – ასე რომ, განსაცდელში ჩავარდნილს ხელს თუ არ უწ-
ვდის, საკუთარ თავს ღუპავს პირველ რიგში.

***
ადამიანს ძირითადად ძალით იმონებენ, თუმცა არცთუ ისე იშ-
ვიათად, საკუთარი სურვილითაც, ნებაყოფლობით, შეგნებულად
ემონება ვიღაცას. ხალხისა არ იყოს, ადამიანიც უმთავრესად სა-
კუთარი ნების გამოხატულებად თვლის იმის ნების აღსრულებას,
ვინც უყვარს, ვისიც სჯერა, ანდა ვისიც ეშინია დროის ამა თუ იმ
ეტაპზე. ვემონები, რადგან ასე მსურს, ასე მიმაჩნია საჭიროდ და
არა იმიტომ, ვთქვათ, რუსთაველთანაც რომ გვხვდება ნებაყოფ-
ლობითი მონობის მაგალითი. რუსთაველთანაც იმიტომ გვხვდე-
ბა მსგავსი მაგალითი, თავისთავად უაღრესად ადამიანურ მოთ-
ხოვნილებასთან რომ გვაქვს საქმე. მაგრამ, რაკი რუსთაველი
ვახსენეთ, იქ ორმხრივ მონებაზეა ლაპარაკი ხაზგასმულად – ერ-
თმანეთს ემონებიან და არა რომელიმე მათგანს. თანაც, მაინც და
მაინც, ავთანდილსა და ტარიელს „სჭირთ ერთმანეთის მონება“
და არა, ვთქვათ, ტარიელსა და ფრიდონს. აქ თანასწორთა, თა-
103 მკითხველთა ლიგა
ნატოლთა, თანამზრახველთა ურთიერთ მონებაზეა ლაპარაკი
და არა მონარქისა და ვასალის ცალმხრივ მორჩილებასა თუ
თაყვანისცემაზე. მე მგონი, სწორედ ეს ცალმხრივობაა ჩვენი
დღევანდელი დაბნეულობის მიზეზიც...

1992

***
რუსთაველზე გასვლა არ მინდა: მტრის თვალს არ ენახება
თურმე იქაურობა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თბი-
ლისთან“ და „მხატვრის სახლთან“ ერთად მთელი ჩემი წარსული
დაიწვა.

***
რას მივაღწიე, რა მოვიპოვე – ერთი ჭიქა წყალი, წამლის შუ-
შა, სათვალე...

***
სიცოცხლე საფრთხის განუწყვეტელი მოლოდინია, კონკრე-
ტულად რას წარმოადგენს ეს საფრთხე, არ იცი. მაგრამ მთელი
არსებით გრძნობ, ყველა ნერვით აღიქვამ და ელოდები; სამაგი-
ეროდ, დაბეჯითებით იცი, აუცილებლად ცუდი იქნება ის, რაც არ
იცი.

***
25 მარტი. დღეს, ქართველი მწერლების მეთერთმეტე ყრი-
ლობის გახსნასთან დაკავშირებით, ვერის ბაღთან, ფილარმონი-
ის წინ, „მდედრიონმა“ დაწვა ქართველი მწერლების წიგნები.

104 მკითხველთა ლიგა


თავისთავად ეს იმდენად შემზარავი ფაქტია, არავითარ ახსნა-
განმარტებას არ ექვემდებარება. აქედან კანიბალიზმამდე ერთი
ნაბიჯია. უბედური ქართველი ხალხი! მაგრამ, გარკვეული თვალ-
საზრისით, ჩვენი, ესე იგი, ქართველი მწერლების ბრალიცაა,
ალბათ, ამ დღეში რომ აღმოვჩნდით.

***
ჭილაძეების ეკლესია აბაშაში დგას, ტყვირში (ხუთი კილო-
მეტრია აბაშიდან), მაგრამ არც ერთმა მეგრელმა არ იცის ეს და
არც აინტერესებს.

***
მე საიმისოდ ჯერ კიდევ ველური ვარ, სამშობლო რომ ვანაც-
ვალო სიყვარულს. მე ჯერ გოჩა ვარ და არა ონისე. თუმცა, ონი-
სეს შლეგი სიყვარული ყოველთვის მიბაძვის, გამეორების ჟინს
მიღვივებდა. მოკლედ რომ ვთქვა, მინდა ონისესავით მიყვარდეს
და გოჩასავით ვსჯიდე სამშობლოს თუნდაც უნებლიე მოღალა-
ტეს!!!

***
ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქარ-
თველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებასა აქვს და
არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ. არავის არა აქვს ნება
რუსთაველის პროსპექტზე საარტილერიო ომი გააჩაღოს, რუს-
თაველის პროსპექტზე, სადაც სამარცხვინო რეჟიმის დროსაც,
ჩემს ახალგაზრდობაში, ხულიგნებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ
ხულიგნობას და უბატონოდ არ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს!!!

***

105 მკითხველთა ლიგა


ჩვენ ალბათ ერთადერთი ხალხი ვართ, რომელმაც არ ვიცით,
როგორ გამოითქმის წოდებით ბრუნვაში ჩვენი საკუთარი შვილე-
ბის სახელები. ამოდი, ლევანი, სახლში! ჩამოდი, ოთარი, ხიდან!
არა, არა და არა! არავითარ შემთხვევაში. ამოდი, ლევან, შინ (და
არა სახლში), ჩამოდი, ოთარ, ხიდან.
შოუ ამბობდა, ინგლისელებმა მშობლიური ენა ცუდად ვიცი-
თო. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა არ ვიცით.

***
კამიუს რომ დავესესხოთ, ქვეყანას გადაარჩენს გულის სი-
ნათლით განათებული გონება!

***
ორ წერტილს შორის ნებისმიერი მანძილის გავლა შეიძლება.

***
ჩემი ბავშვობის დროინდელი თბილისი: აკაციის მტვრიან ხე-
ებზე ბეღურები ჟივჟივებენ, ფრთხიალებენ, წარამარა ინაცვლე-
ბენ ადგილიდან, ტოტიდან ტოტზე. თითქოს ისინიც ხალხს ბაძა-
ვენ ფაცი-ფუცში. მზეს ჯერ ძალა არა აქვს, მაგრამ უკვე თვალის-
მომჭრელად ბრჭყვიალებს უთვალავ ფანჯარასა თუ ვიტრინაზე,
ტრამვაის ავად გალურსულ ლიანდაგებსა თუ ლაქგადასმულ ფა-
ეტონებზე არეკლილი. ცხენისა და ჩონჩორიკის მძაფრი სუნი
გეფრქვევა სახეში, თბილი, სასიამოვნო, რაღაცნაირად საიმე-
დო, მყუდრო, მაგრამ ერთი წამით – ისიც მაშინვე ქრება, იკარგე-
ბა რკინის, ცემენტისა თუ ასფალტის მზარდ სუნში – მომავლის
სუნში. გამარჯვებული ცივილიზაცია დაუნდობლად ხოცავს
ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ მფეთქავ დაჭრილებს.

106 მკითხველთა ლიგა


***
ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კა-
ცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყუ-
რადღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ – პიანი-
ნოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გა-
მოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს
მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებუ-
რად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან,
ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით.

***
ადამიანს უნარი შესწევს თავისი სული ჩაუდგას, თავისი თვი-
სებები მიანიჭოს საგნებს, რომლებთანაც ყოველდღიურად არის
დაკავშირებული. ელაპარაკება კიდეც მათ, რადგან ღრმათაა
დარწმუნებული, იმათაც ესმით მისი.

***
თანამედროვე ჩაცმულობა, მე პირადად, იმიტომ არ მომწონს,
უფრო დიდს რომ წარმოგაჩენს, ვიდრე სინამდვილეში ხარ. არა-
და, ესაა ყველა დროის ადამიანის მიზანი: ჩანდეს მეტი, ვიდრე
არის, ჰქონდეს მეტი, ვიდრე აქვს, მოითხოვოს მეტი, ვიდრე
ეკუთვნის. თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარ-
გახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცე-
მას დაცემამდე, ჰაერშივე შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით
აღარ გაგვჭირვებია არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის
ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება
– მივმდგარ-მოვმდგარიყავით, გაგვეხედ-გამოგვეხედა, გავ-
მძვრალ-გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურ-
ში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს-ჩვეუ-
107 მკითხველთა ლიგა
ლებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვანაირად ცხოვრე-
ბა აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც
სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმ-
ტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა. მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვი-
ცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც. ცოდნა გაწვა-
ლებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად.

***
თუკი დილა იმას ჰქვია, როცა კაცი იღვიძებს, მაშინ ჩემი დილა
სადღაც შუადღისა და საღამოს შუა უნდა ვეძებოთ.

***
ჩვენ ხალხი კი ვართ, მაგრამ ადამიანი აღარ გვირევია და იმი-
ტომაც ვიტანჯებით ასე – არ ვიცით, რა გვინდა, ანდა არ ვიცით,
რატომ გვინდა, რაც გვინდა, მაგრამ რაკი არ ვიცით რა გვინდა,
იმის გაგონებაც არ გვინდა, რაც არ გვინდა.

***
მაჰათმა განდი ამბობს, ერთ ლოყაში რომ შემოგკრავენ, მე-
ორე მიუშვირეო. ძველისძველი შეგონებაა, ხელშეუხები დოგმა
ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით, მაგრამ გარდაქმნამ
დოგმებიც შეაყანყალა. ერთი ჩვენი დამწყები პოეტესა ირონიუ-
ლად ეკითხება ბატონ მაჰათმასა თუ ბატონ განდის, მეორე ლო-
ყაშიც რომ შემოგკრავენ, რა მივუშვიროო. არ ვიცი, რას უპასუ-
ხებდა მაჰათმა, მე კი ვურჩევდი ჩვენს დამწყებ პოეტესას, დიდი
ლოყა მიეშვირა თავხედ, გაუმაძღარ მოძალადისთვის.

***
ორი მორიდებული შეკითხვა საკუთარ თავს. პირველი: რამ-
დენი „შესანიშნავი მამულიშვილი“ შეუძლია შეაგროვოს ჩვენსა-
108 მკითხველთა ლიგა
ვით მცირერიცხოვანმა ხალხმა ერთ რომელიმე პოლიტიკურ სი-
ტუაციასთან დაკავშირებით? ალბათ, რამდენიც საჭიროა. ყოჩაღ!
და მეორე: შეიძლება თუ არა, დღეს „შესანიშნავ მამულიშვილად“
მოგვევლინოს, ვთქვათ, გუშინდელი ფუნქციონერი? რასაკვირ-
ველია, შეიძლება. განა, ცოტაა ამის მაგალითი?! შეიძლება, რად-
გან დღეს „შესანიშნავი მამულიშვილობაც“ ისეთივე ხელსაყრე-
ლია, როგორიც გუშინ ფუნქციონერობა იყო.

***
სხვისი განდიდება საკუთარი თავის დაკნინების ხარჯზე ხდება.

***
ქალი შეიძლება ერთ მამაკაცთან წვებოდეს და ელტვოდეს
ყველას, ანდა, პირიქით, ყველას უწვებოდეს და მხოლოდ ერთს
ელტვოდეს. ასეთია მისი ბუნება და ძნელი სათქმელია, როდის
არ იქცევა სწორად.

***
პირველი ბოლშევიკი პროკრუსტეა – მისი ლოზუნგი იყო: თა-
ნასწორობა და მონობა!

***
ყველა დიდი პიროვნება მხოლოდ შთამომავლობისთვის არის
დიდი. თანამედროვეთა დამოკიდებულება მის მიმართ სრულიად
საწინააღმდეგოა, რადგან თანამედროვეებს, უპირველეს ყოვ-
ლისა, აღიზიანებს, თრგუნავს და ქვენა გრძნობებს უღვიძებს
სწორედ თავისი სიდიდით.

109 მკითხველთა ლიგა


***
მღვდელი აბოლებულ საცეცხლურს იქნევდა და გარშემო უვ-
ლიდა მამაჩემის კუბოს. საცეცხლურის ჯაჭვები ჩხრიალებდნენ
და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მღვდელს ბორკი-
ლები ედო ანაფორის ქვეშ.

***
ვერასოდეს ვერ ვახერხებ იმის ჩაწერას, რაც მართლა ჩასაწე-
რია. ამას რა დამავიწყებს-მეთქი და რვეულამდე რომ მივაღწევ,
აღარ მახსოვს. აი, ახლაც ამაოდ ვცდილობ გახსენებას – ისღა
დამრჩენია, იმედი ვიქონიო, რომ მარტო ჩემთვისაა მნიშვნელო-
ვანი, რაც მავიწყდება!

***
რასაც ამ ფაცი-ფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რა-
საც ამ ფაცი-ფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ.

***
ცუდია, როცა ბრძენს ნამჯას უყრიან, ვირს კი ჭკუას ეკითხები-
ან. ასეთი „შეცდომა“ ძირითადად ხელისუფალთ მოსდით, რად-
გან ბრძენის თვალში საკუთარ სიპატარავეს ხედავენ, ვირის
თვალში კი – გულუბრყვილო აღტაცებას!

***
ულიტერატუროდ დარჩენილი ხალხი უპატრონოდ დარჩენი-
ლი ბავშვივითაა და ყველას შეუძლია მისი აბუჩად აგდება. ქარ-
თველი ხალხი ქართულ მწერლობასთან ერთად იზრდებოდა,
გნებავთ, მისი ზემოქმედებით სწერდა თავის სულიერ კონსტიტუ-
ციას და ამიტომაც იდგა მიწაზე მყარად...

110 მკითხველთა ლიგა


***
სიცოცხლე საფრთხის განუწყვეტილი მოლოდინია. კონკრე-
ტულად რას წარმოადგენს ეს საფრთხე, არ იცი, მაგრამ მთელი
არსებით გრძნობ, ყველა ნერვით აღიქვამ და ელოდები. სამაგიე-
როდ დაბეჯითებით იცი, აუცილებლად ცუდი იქნება ის, რაც არ
იცი.

***
...წუხელ (ოთხი იყო დაწყებული) ლოგინში რომ ჩავწექი, ჩავ-
ყლაპე ძილის წამალი, ჩავაქრე შუქი და ჩემი ჭკუით, მოვემზადე
დასაძინებლად. უცებ – ჩემი თავი მომელანდა, 7-8 წლისა. ძალი-
ან კარგად მახსოვს, ასეთი რომ ვიყავი. იმდენად ცოცხალი ჩვე-
ნება იყო, უნებურად ავფორიაქდი, შევწუხდი, ვერაფრით ვეღარ
მოვიშორე თავიდან. ისიც იდგა და მიყურებდა: მოწყენილი, სევ-
დიანი. თითქოს ფოტოზე იყო აღბეჭდილი, მაგრამ ასეთი ფოტო
არასდროს მქონია.

***
ქვეყანასთან ერთად დაიბადა ქვეყნის აღსასრულის მოლო-
დინიც.

***
პროფესიულმა ორგანიზაციებმა ისევე გარყვნა ინტელიგენ-
ცია, როგორც კოლმეურნეობებმა და საბჭოთა მეურნეობებმა –
გლეხობა. ერთიცა და მეორეც ღირსეულის დასათრგუნად და
უღირსის აღსაზევებლად იყო მოგონილი, მოკვდავი სატანის მი-
ერ, მაგრამ ახლაც, „სატანის სიკვდილის“ შემდეგაც, დამცველი
მეტი გამოუჩნდება ცხოვრების ასეთ წესს, ვიდრე მოწინააღმდე-
გე, რამდენადაც უღირსი ყოველთვის, ნებისმიერი წესწყობილე-
ბის დროს, ბევრად სჭარბობს ღირსეულს.
111 მკითხველთა ლიგა
1993

***
...გილოცავთ ახალ წელს! ახლითაც და ძველითაც. დაესწა-
რით მრავალს. ჩემიანად. დავამთავრე აველუმის მეორე ვარიან-
ტი. ჯერ არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა მესამის დაწერა. ისე, ეტ-
ყობა, მართლა არსებობს რაღაც (არაბუნებრივი) გენეტიური კავ-
შირი ავტორსა და გმირს შორის. აველუმის სიკვდილმა ძალიან
იმოქმედა – ალბათ არ უნდა მომეკლა ჯერ! მაგრამ, ახლა რაღა
ეშველება!

***
პოეზია შეიძლება იყოს ემოციური, მაგრამ უაზრო – არავი-
თარ შემთხვევაში. პოეზია ემოციური აზრი, ანდა აზრიანი ემო-
ციაა...
(ძილიდან გამოყოლილი ფიქრი)

***
ხელოვნება არის შენი საკუთარი ტანჯვის თამაშად გადაქცევა
სხვისთვის, მეორე ადამიანისათვის (მკითხველისთვის, მსმენე-
ლისთვის, მნახველისთვის...).

***
როგორი იქნებოდა ადამიანი, კაენს რომ არ მოეკლა აბელი;
ელექტრასა და ორესტეს – დედა; თვალები არ დაეთხარა ოიდი-
პოსს; პენელოპე არ დალოდებოდა ქმარს; მედეას არ ეღალატა
მამისთვის; ჯულიეტას არ დაელია საწამლავი; ოტელოს არ დაეხ-
რჩო დეზდემონა; არ დაეხოცათ საკუთარი შვილები მატეო ფალ-
კონესა და ხევისბერ გოჩას; არ მოეკლა თავი ემმა ბოვარსა და
ანნა კარენინას; არ აჯანყებულიყო სპარტაკი; არ გაეყიდათ ბიძია
112 მკითხველთა ლიგა
თომა; დარტანიანი არ ჩამოსულიყო პარიზში; მეგობრებს არ გა-
ეწირათ ედმუნდ დანტესი; არ დაბადებულიყო კოპერფილდი; ჯა-
ყოს ვერ გაეუპატიურებინა თეიმურაზის მეუღლე და ასე შემდეგ...
რაკი ამის დადგენა ყოვლად შეუძლებელია, რაკი მოსახდენი უკ-
ვე მოხდა და „გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება“ – იმედი უნდა
ვიქონიოთ, რომ ადამიანი მაინც ისეთი იქნებოდა, როგორიც
დღესაა, ოღონდ, არ ეცოდინებოდა, რატომ არის ადამიანი.

***
ნებისმიერ სამ კაცში ყოველთვის მესამე იყო.

***
აფხაზეთიდან ლტოლვილ ქართველებს რუსეთი მოქალაქეო-
ბას აძლევს შეუფერხებლად, „თურქ-მესხებს“ კი, რომლებიც უკ-
ვე ნახევარი საუკუნეა, რაც რუსეთის სივრცეებში ხეტიალობენ,
ლტოლვილის სტატუსი აქვთ მიკუთვნებული, რაც ავალდებუ-
ლებთ განუწყვეტლივ მზად იყვნენ „სამშობლოში“ დასაბრუნებ-
ლად.

***
წავიკითხე თამაზის პიესები. „არაბეთის სურნელოვანი ბალა-
ხები“, ჩემი აზრით, საუკეთესოა და არა მარტო ქართულ დრამა-
ტურგიაში. უფრო მეტიც, ჟანრის საზღვრებს სცილდება და თანა-
მედროვე მხატვრული აზროვნების ნიმუშად აღიქმება.

***
ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი წირვას არ აცდენს. მლოც-
ველებში დგას, პირველ რიგში და თვალებში შესცქერის... ტე-
ლეაპარატს. კარგია თუ ცუდი? თუ სულიერ და ზნეობრივ გარდაქ-
მნასთან გვაქვს საქმე, კარგია. მაგრამ საეჭვოა! დავით აღმაშე-
113 მკითხველთა ლიგა
ნებელი უკან იდგა ხოლმე ტაძარში, ბოლო რიგში, როგორც ჩვე-
ულებრივი მლოცველი. მაშინ ტელევიზია არ იყოო, გეტყვის გაქ-
რისტიანებული ფუნქციონერი და, თავისთავად, ისიც მართალი
იქნება. თუ ეკრანზე არ გამოჩნდი, სანთლით ხელში, როგორ გა-
იგებენ სხვები, ძველი გზა რომ დაგიგდია და ახალს შესდგომი-
ხარ?!

***
ადამიანი, შეიძლება, მართლა თავისუფლდება როდისმე მა-
რადიული, თანდაყოლილი ტყვეობიდან, მაგრამ ეს ჩვენი თვალ-
საწიერის მიღმა ხდება, ჩვენთვის შეუღწეველ, ანდა, უფრო სწო-
რი იქნება თუ ვიტყვით, ჩვენთვის საერთოდ არარსებულ სივრცე-
ებში და, ამდენად, ეს უფრო კეთილი ვარაუდია, ვიდრე მყარი გა-
რანტია. ესეც იმის დადასტურებაა, ადამიანი მიწას რომ ეკუთვნის
სულიან-ხორციანად. უფრო მიწიერი არსებაა, ვიდრე ციური. და
მისი მნიშვნელობაც იმით განიზომება, რის მოპოვებასაც მიწიე-
რი ცხოვრებით აღწევს, ანდა რის არჩევასაც დრო და გარემო აი-
ძულებს, შეიძლება გონებრივი დონისა და სულიერი წყობის სა-
წინააღმდეგოდაც.

***
მწერალი, ალბათ, ყველაზე ერთფეროვანი არსებაა ამ ქვეყა-
ნაზე, ერთფეროვან სამუშაოს ასრულებს სულ, ერთსა და იმავეს
იმეორებს განუწყვეტლივ, რადგან მისი სიტყვა ან გაუგებარი
რჩება, ან უგულებელყოფილი და, მე თუ მკითხავთ, სხვანაირად
არც შეიძლება იყოს – მწერალი ყველაზე ნაკლებად თავის თანა-
მედროვეობას ეკუთვნის. უფრო ნათლად რომ
ვთქვათ, რასაც დღეს ამბობს, ხვალისთვისაა გამიზნული,
ხვალ უნდა გამოიღოს ნაყოფი. პოლიტიკოსივით, ჟურნალისტი-
ვით, ვერც ერთბაშად შეიმუშავებს და ვერც ერთბაშად შეიცვლის
114 მკითხველთა ლიგა
აზრს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და თუ ასე არ არის,
მაშინ ისიც ჩვეულებრივი საქმოსანია, მწერლის სახელს ამოფა-
რებული მედროვეა, რომელსაც მომავლის სამსახური კი არ და-
უსახავს მიზნად, არამედ დღეს ცდილობს საკუთარი კეთილ-
დღეობის მოწყობას ნებისმიერი საშუალებით. მწერალი ადამი-
ანთან არის პასუხისმგებელი და არა სახელმწიფოსთან. მისი სა-
მოქმედო ასპარეზი ერთი ადამიანის თვალსაწიერით განიზომება
და თუკი ის ამ თვალსაწიერში მთლიანად ეტევა, მისი მნიშვნე-
ლობა განუსაზღვრელია.

***
მწერალი დიდს პატარაში ეძებს, მაღალს – მდაბალში, ლა-
მაზს – მახინჯში და, თუკი ზედმეტი მკრეხელობა არ იქნება მის-
გან, ქრისტეს – იუდაში. მაგრამ ამით სრულებითაც არ მინდა
იმის თქმა, თითქოს არასოდეს არსებულა და არც ახლა არსე-
ბობს კორუმპირებული, სულმოკლე, უნებისყოფო, ზნეწამხდარი,
პატივმოყვარე პოლიტიკურ ელიტასთან მარად შეხმატკბილებუ-
ლი მწერალი. მწერალიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვეულებრივი
ადამიანია და არც მისთვისაა უცხო ადამიანური მანკიერებანი.
ასე რომ, არა მარტო გარდასულ ეპოქებში, დღესაც მრავლად
არიან ხელისუფლების მიერ „არჩეული“ და „დანიშნული“ მწერ-
ლები, რომლებმაც კოლეგებზე უკეთ იციან, როდის როგორ მო-
იქცნენ, ვის შეასხან ხოტბა, რას დაუკრან ტაში, რა დააბრალონ
სხვებს და რა დაიბრალონ თავად. მაგრამ ერთია კონკრეტული
მწერალი და მეორეა ზოგადად მწერლობა, უზუსტესი საზომი მი-
სი შემქმნელი ხალხის, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი შესაძ-
ლებლობებისა. აქედან გამომდინარე, ვისაც მართლა სჯერა,
რომ ქართული მწერლობა მხოლოდ მთაწმინდაზე განისვენებს,
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის უბრალოდ არ შეიძლება
რაიმე აზრი და გამართლება ჰქონდეს ეროვნულ მოძრაობას, სა-
115 მკითხველთა ლიგა
ერთოდ, მშობლიური ხალხის წარსულსა და მომავალს. მწერ-
ლობა არა მარტო სახეა ხალხისა, არამედ სულიცაა. არა მარტო
ნაყოფია რაღაცისა, არამედ რაღაცის შექმნის პროცესიც. რაც შე-
ეხება მთაწმინდას, ის მხოლოდ სიმბოლოა ქართველი ხალხის
უკვდავებისა და, ღმერთმა ნუ ქნას, ერთი დღე მაინც არ არსებობ-
დნენ ამ სიმბოლოს მიწიერი განმასახიერებლები, გნებავთ, მსა-
ხურები – ცოცხალი, მოქმედი ქართველი მწერლები, რომლებიც,
ადვილი შესაძლებელია, თავად ვერ გახდნენ მთაწმინდაზე დაკ-
რძალვის ღირსნი, მაგრამ ვალდებულნი არიან, თავიანთი კა-
ტორღული შრომით, ყოველდღიურად დაადასტურონ ამ სიმბო-
ლოს ცხოველმყოფელობა, დაადასტურონ ჯერ კიდევ რომ არ და-
უკარგავს ამ სიმბოლოს ზემოქმედების მაგიური ძალა, ჯერ კიდევ
რომ არ ქცეულა სამუზეუმო ექსპონატად. მაგრამ, თუკი ღმერთი
გაგვიწყრა და, როდისმე მაინც, სიმბოლოს ამარაღა დავრჩით
მართლა, ეს იგივე საერთო, სახალხო სიკვდილი იქნება.

***
პოლიტიკოსი მომენტის, სიტუაციის თავადია, მწერალი კი –
მარადისობის მსახური.

***
შეიძლება მართლა „არ ხდება“ კომუნისტური რეჟიმის აღდგე-
ნა, მაგრამ რაც ხდება, კომუნისტების ხელით რომ ხდება, ცხადზე
უცხადესია.

***
პოლიტიკა ქალივით ვერაგია და ცვედანივით ცინიკოსი – შე-
იძლება, ურჩხულის ფიტულით შეგაშინოს და, შეშინებული, შენი
ნებით ჩაუვარდე ურჩხულს ხახაში.

116 მკითხველთა ლიგა


***
რაც მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ჰონორარი ამიღია,
იმდენი პარიზში ერთხელ ჩაფრენასა და გამოფრენას ჭირდება.

***
შეიძლება გძულდეს, მაგრამ გესმოდეს ადამიანისა, ასევე შე-
იძლება, გიყვარდეს და არაფერი გაგეგებოდეს მისი.

***
ვიქტორ ჰიუგო, თავის საწერ მაგიდასთან, გაცილებით მეტს
გააკეთებს ქვეყნისთვის, ვიდრე ჰიუგოებისაგან შემდგარი ბატა-
ლიონი – ბარიკადებზე.
უუ
გუშინ 6 ნოემბერს, ოკამში, ღვინის ქარხნის ეზოში, გაიხსნა
თენგიზ კეკელიძის ბიუსტი. თავისთავად კარგი ფაქტია. ამ გაპარ-
ტახებულ ქვეყანაში კაცს კაცობისთვის უდგამენ ძეგლს.

***
ჩიჟიკასთან მივედი მისასამძიმრებლად. ბოლო დღეები თქვენ
წიგნს კითხულობდა დედაჩემიო, მითხრა. ძალიან ამაღელვა ამ
თითქმის უბრალო ცნობამ. უცნაური, იქამდე განუცდელი და ამი-
ტომაც, ძნელად ასახსნელი გრძნობა დამეუფლა. მადლობაც ის-
მოდა ამ სიტყვებში და საყვედურიც... თითქოს ჩემს წიგნს სიკვდი-
ლის ან შეყოვნება შეეძლო, ან – დაჩქარება.

117 მკითხველთა ლიგა


1995

***
ნელ-ნელა ვეჩვევით იმ აზრს, რომ ქართველი ერი საქართვე-
ლოშიც კი არ არის საჭირო; რომ ქართველის სმენა „ბიგ-ბენის“
ხმას უკეთ აღიქვამს, ვიდრე, ვთქვათ, სიონის ზარისას...

***
რატომ გარბიან საქართველოდან ქართველები? მარტო ეკო-
ნომიური სიდუხჭირის ბრალია? პოლიტიკური მოსაზრებებით
სტოვებენ სამშობლოს? მე მგონი, უფრო სერიოზულ მოვლენას-
თან გვაქვს საქმე. ქართველებს მობეზრდათ ქართველობა. და-
იღალა. გაწამდა. ქართველობა, როგორც ადრე გვითქვამს, მხო-
ლოდ ეროვნება არ არის – გარკვეული თვალსაზრისით სასჯელი-
ცაა და, რაც ყველაზე ძნელი ასატანია, სასჯელია ჩაუდენელი და-
ნაშაულისათვის. მხატვრულად რომ ვთქვათ, ქართველი ძირგახ-
ვრეტილი ნავის მგზავრია და, გადარჩენა თუ უნდა, განუწყვეტ-
ლივ წყლის სახაპავი უნდა ეჭიროს ხელში – ერთი წამითაც თუ
მოხუჭა თვალი, ნავი წყლით აივსება. შიმშილიცა და წყურვილიც
ზეზეურად, ფაცი-ფუცით უნდა მოიკლას, ფსკერზე რომ არ აღმოჩ-
ნდეს ნავიანად – ეს ნავი მისი სამშობლოა, საქართველო, რო-
მელსაც საუკუნეების მანძილზე უბურღავდნენ ძირს აშკარა თუ
შენიღბული მტრები. საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაზე ვერაგუ-
ლი გამოსავალი ნახა საქართველოს მოსასპობად – ქართველი
„გაანთავისუფლა“ ქართველობისგან, ანუ თანდათანობით დაუჩ-
ლუნგა, მოუსპო ეროვნული ღირსების გრძნობა. აქედან გამომ-
დინარე, ქართველის „გადაჯდომა“ ძირგაბურღული ნავიდან (სა-
ქართველოდან!) სხვა, უფრო საიმედო „ნავში“ (რუსეთი, კვიპრო-
სი, გერმანია, შვედეთი...), სამშობლოს ღალატად კი არ ითვლე-
ბა, არამედ გადარჩენად, „ხალხში გარევად“. გაქცეულებს არა
118 მკითხველთა ლიგა
თუ რცხვენიათ, უკაცრავად, გამომწვევადაც უჭირავთ თავი – აი,
როგორი ჭკვიანები, როგორი მოხერხებულები აღმოვჩნდით ჩვე-
ნო! დარჩენილებს დასცინიან კიდეც, რას უდგეხართ, წამოდით,
მაგ ძირგახვრეტილი ნავიდან დამღუპველი წყლის ხაპვას, აქ სა-
პირფარეშოების გადამრჩენელი სიბინძურის წმენდა სჯობს,
რადგან სოსისი, ლუდი, მანდ რომ აღარც გვესიზმრებოდა, გა-
ნაღდებული გექნებათო... მაგრამ, ეს რა სათქმელია იმ შვებას-
თან შედარებით, რაც მარად უბედურ, მარად მებრძოლ, მარად
მისახედ სამშობლოსგან განთავისუფლებასა და მარად ბედნიერ,
ყოველმხრივ უზრუნველყოფილ, ყველანაირად დაცულ ხალხებ-
ში გარევას მოსდევს...

***
ასეთი თებერვალი არ მახსოვს! ყველაფერი მზითაა გადაბ-
დღვრიალებული. ჩიტები აჭიკჭიკდნენ მთელი სამთვიანი დუმი-
ლის შემდეგ. მტრედები ხომ, სიამოვნებისაგან გაფუყულები, მე-
დიდურად დაბაჯბაჯებენ სარკმლის რაფებზე. მოკლედ, ენა თუ არ
მისწრებს წინ, ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებს. მაგრამ, ეს
სრულებითაც არ ნიშნავს, ხეს რომ აღარავინ მოჭრის ქალაქში.
ცივა თუ ცხელა, ჭამა მაინც ჭირდება კაცს...

***
გიორგი ფროლოვი – მე-6 სკოლა, მე-10 კლასი. გერმანული
ვერ ჩააბარა და ამიტომ აგდებენ სკოლიდან. რუსს, რომელმაც
ქართული ოთხიანზე დაწერა. რა შეიძლება ამას ეწოდოს? პრინ-
ციპულობა? თუ ისევ სიბრიყვე?

***
უბედურება ის კი არ არის, თბილისში რომ იჭრება ხეები – ეს
იძულებაა – ბავშვის გაყინვას, რასაკვირველია, დეკორატიული
119 მკითხველთა ლიგა
ჭადრის მოჭრა სჯობს. ასეთი რამ სხვაგანაც მომხდარა, ჩვენზე
კულტურულ ქვეყნებში. ქალაქის ხეები, კლიმატს კი არ ქმნიან,
სილამაზეს მატებენ ქალაქს და, თუნდაც ამიტომ, მისი მოვლა და
პატრონობა აუცილებელია, თუკი, ჩვენსავით, დილემის წინაშე
არ აღმოჩნდები: დავიღუპო და ქალაქის გარეგნული სახე გადარ-
ჩეს, თუ მე გადავრჩე და, ჩემი არ იყოს, ქალაქსაც შეეცვალოს გა-
რეგნობა, რისი აღდგენაც, ჩემი გარეგნობისგან განსხვავებით,
კიდევ შესაძლებელია. უბედურებაა, როცა ეროვნული სიმდიდ-
რე, ქვეყნის კლიმატური განსაკუთრებულობის შემქმნელი და
შემნახველი, ტყე იჩეხება და განუკითხავად გადის ჩვენს მეზო-
ბელ ქვეყნებში, რომლებიც, თუნდაც მხოლოდ იმიტომ გადაგიხ-
დიან შინიდან გატანილ სიმდიდრეში კაპიკებს, ამ გზითაც რომ
დააჩქარონ შენი დაღუპვა...

***
რუსეთის ჯარი, აგერ უკვე ორასი წელია, თურმე, მხოლოდ
იმიტომ იმყოფება საქართველოში (ყოველ შემთხვევაში, ასე ამ-
ბობს ჩვენი „თავდაცვის“ მინისტრი!), ეროვნული, მაგრამ პააატა-
რა, გნებავთ, პააატარა, მაგრამ ეროვნული არმიის შექმნაში რომ
მოგვეხმაროს.
არადა, ვინმემ თუ თქვა ჩვენზე, სულელები არიანო, გვწყინს.

***
ერთი ჩვენი აკადემიკოსი უცხოეთში გახიზნულ შვილზე, დაახ-
ლოებით, ასე ამბობს: კაცს ევროპაში, კულტურის ცენტრში, ლექ-
ციებს აკითხებენ და, ვერ გამიგია, რატომ უნდა დაბრუნდეს, რა
უნდა აკეთოს აქ, ამ უკულტურო, მშიერ-მწყურვალ, საკუთარი
ხორცის მჭამელ ქვეყანაშიო. აი, როგორ გვანათლებდა საბჭოთა
ხელისუფლება. ხოლო დემოკრატია (საბჭოთა ხელისუფლების
პირმშო), არათუ ამართლებს განსხვავებულ აზრთა არსებობასა
120 მკითხველთა ლიგა
და თანამშრომლობას, სავალდებულოდ მიიჩნევს. კეთილი და
პატიოსანი, მაგრამ, იმ დალოცვილს (აკადემიკოსი მყავს მხედვე-
ლობაში), „მგზავრის წერილები“ მაინც არ წაუკითხავს?! როგორ
გეკადრებათ?! რასაკვირველია, წაიკითხავდა, თანაც არა ერ-
თხელ და ორჯერ! ოღონდ, ილიას გაუნელებელი გულისტკივი-
ლის კი არა, რუსი გენერლის „საინტერესო მოსაზრებების“ გასა-
ზიარებლად, რაც, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი სულმდაბლის,
მედროვის გამართლებაა და, ამის გამო, ხელისუფლებამ შეიძ-
ლება „აკადემიკოსობითაც“ კი დააჯილდოვოს. და მაინც, ობიექ-
ტურები რომ ვიყოთ ბოლომდე, ისიც უნდა ითქვას, ჩვენი აკადე-
მიკოსი, სხვა, მისნაირი აკადემიკოსებისგან განსხვავებით, გულ-
წრფელია (შეიძლება გადამეტებული სიბრიყვის გამო) და იმას
ამბობს, რასაც ფიქრობს...
უუ
...„რასაც გასცემ შენია“ – გავიძახით მტრისგან წაქეზებულნი
და, მართლაც, გავეცით ყველაფერი, რისი გაცემაც შეიძლებოდა
– მიწაც, სინდისიც, ღირსებაც... ჩვენი მეცნიერები სხვათა ლაბო-
რატორიებში დაეძებენ მიკრობებს და ვირუსებს, ჩვენი კულტუ-
რის მოღვაწენი სხვათა კულტურებს ემსახურებიან, ჩვენი ფეხ-
ბურთელები სხვათა მოედნებზე ღვრიან ოფლს, ჩვენი ძალოსნე-
ბი სხვათა ფიცარნაგებზე იჭინთებიან – ჩვენ კი გვიხარია, ვულო-
ცავთ ერთმანეთს... ტელევიზიამ ხომ რაიმე სასიხარულო ცნობა
ერთი ათჯერ მაინც უნდა გაიმეოროს – ვთქვათ, ჩვენი ბიჭები უკ-
ვე თურქულადაც ჭიკჭიკებენო... ანდა, თურქეთის საზღვარზე კი-
დევ ერთი საბაჟო იხსნებაო... კი მაგრამ, რა ვერ გავატიეთ სარ-
ფის კარში?! რა დარჩა გასაზიდი?! ჩვენ ან, მართლა, მახსოვრო-
ბადაკარგული ხალხი ვართ, ანდა პატარა გოშიებივით, ბოლო-
ბოლო ისე მივეჩვიეთ ლომის გალიაში ცხოვრებას, თუ ცხოველ-
თა მეფის თავზარდამცემი, ამაცახცახებელი სუნი არ გვცემს, წო-
ნასწორობას ვკარგავთ და ერთმანეთს ვღადრავთ ყელს...
121 მკითხველთა ლიგა
***
წარსული ჩემგან იწყება...

***
რობაქიძის პოპულარობას საქართველოში მის ნაწერებზე მე-
ტად, მისმა „ორგინალობამ“ შეუწყო ხელი. უფრო მარტივად რომ
ვთქვათ: ყველამ იცოდა, პარიკს რომ ატარებდა, მაგრამ ცოტა
ვინმე თუ კითხულობდა მის ნაწერებს. უფრო მეტიც, ვინც კითხუ-
ლობდა, იმიტომ კითხულობდა, გაგებული რომ ჰქონდა „იდუმა-
ლი“ პარიკის შესახებ. არადა, ჩვეულებრივად მელოტი იყო და
ჩვეულებრივი პროვინციალობის გამო, რცხვენოდა მელოტობი-
სა. სხვათაშორის, ლეგენდისადმი ჩვენი ასეთი დაუოკებელი
ლტოლვა, თაყვანისცემა, ველურობის ნიშანია, მაგრამ, ამავე
დროს, განა რუსთაველის მშობელი ხალხი შეიძლება ველურად
ჩაითვალოს?! ყოველ შემთხვევაში (?) აშკარად გავველურდით!..
...ასეა თუ ისე, ემიგრაციაში რობაქიძე ქართველი მწერალი
აღარ არის, ქართულად აღარ წერს (ამბობენ, გერმანულად ვი-
ღაც უთარგმნიდაო, მაგრამ ორგინალი ქართულ ენაზე ჯერ არ-
ცერთი გერმანული რომანისა არ აღმოჩენილა).
უუ
კამიუს მიაჩნია (და მეც სავსებით ვიზიარებ ამ აზრს), რომ თა-
ვისუფლებისა და სამართლიანობის გათიშვა ისეთივე არასწო-
რია, როგორც შრომის და კულტურის, მშრომელთა და ინტელი-
გენტთა. „თავისუფლებას თუ ვალდებულებად ჩავთვლით და არა
პრივილეგიად, მხოლოდ მაშინ მოხდება შერწყმა (გაერთიანება)
მშრომელებისა და ინტელიგენტებისა, რამდენადაც ყველაფერი,
რაც ამდაბლებს შრომას, ამდაბლებს გონებასაც და პირიქით,
ყველაფერი, რაც ამდიდრებს გონებას, ამდიდრებს შრომასაც“.

122 მკითხველთა ლიგა


***
მართლა სისტემათა მონაცვლეობის მტკივნეულ პროცესთან
გვაქვს საქმე, თუ არაჩვეულებრივ, უფრო სწორად კი, ჩვეულებ-
რივ, წინასწარ დაგეგმილ ანგარიშსწორებასთან. მაინც ვერავი-
თარი ჭუჭყი ვერ წაბილწავს ჭეშმარიტი მწერლის ღირსებას, ვე-
რავითარი გაჭირვება ვერ შეურყევს რწმენას მარადისობის ქვე-
შევრდომს, რომელიც, უსინათლოდ და უპუროდ დარჩენილიც,
მომავალზე ფიქრობს, ასე და ამგვარად, კეთილსინდისიერად იხ-
დის ვალს, როგორც წინაპრის, ისევე შთამომავლობის წინაშე.
ამდენად, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულიცაა ალბათ იმის კითხვა,
„თუ როგორ უნდა იქცეოდეს მწერალი ამ აუტანელ, ჯოჯოხეთურ
ყოფაში“. ეს, რასაკვირველია, ჩვენმა მტრებმაც იციან და ამიტო-
მაც ცდილობენ ასე თავგამოდებულნი, მაინც და მაინც დღეს,
მწერლის სახელის დაკნინებასა და გაუფასურებას...

***
მწერალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სააქაოს ქარონია – „მოწ-
ყენილ ცხოვრების მდინარეზე“ გადაჰყავს მისგანვე შექმნილი
ადამიანების სულები და, ამდენად, მხოლოდ საკუთარ თავთან
არის პასუხისმგებელი. მისი სამოქმედო ასპარეზი ერთი ადამია-
ნის თვალსაწიერით განიზომება და თუკი ის ამ თვალსაწიერში
მთლიანად ეტევა, მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელია...

***
რამდენიც არ უნდა იცეკვოს კულტურის მინისტრმა რესტო-
რანში, ამით კულტურა ვერ გადარჩება. პირიქით, კიდევ უფრო
წარმოაჩენს ჩვენს დღევანდელ უბედურებას. არც საბავშო მატა-
რებლის („ორჯონიკიძე“) ამუშავება უშველის საქმეს...

123 მკითხველთა ლიგა


***
მე მგონი, ჩვენ ჯერ ისიც გასარკვევი გვაქვს, თუ რას ვეძახით
კულტურას! და საერთოდ, გვინდა თუ არა ვიყოთ კულტურული
ხალხი.
ასე თუ ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ, ალონსო კიხანოსგან გან-
სხვავებით, შეიძლება სიცოცხლე დაგვიბრუნდეს მართლაც, გო-
ნებისა კი რა მოგახსენოთ!

***
...ისევ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ნებისმიერი შემობრუ-
ნება დასავლეთისკენ ყოველთვის საბედისწეროდ მთავრდება –
მხოლოდ კეთილშობილ მსხვერპლთა რიცხვი იზრდება – და,
სამწუხაროდ, სხვანაირად არც შეიძლება მოხდეს. მაშინ რუსეთ-
მა უნდა თქვას უარი თავის სახელმწიფოებრივ ინტერესზე. ამას
კი, ჩვენ თვითონ არ დავუშვებთ, იმდენად ძლიერია ჩვენში ტრა-
დიცია სხვათა, მაღლამდგომთა თაყვანისცემისა. მხოლოდ ამი-
ტომ ვათრიეთ წვერით სულხან-საბა სვეტიცხოვლის ეზოში და
ამიტომ მოვკალით ილიაც... რაც შეეხება თავად დასავლეთს, რა-
საკვირველია, ჩვენი გულისთვის განსაცდელში თავის ჩაგდებას,
საერთოდ უჩვენოდ ცხოვრება ურჩევნია და, როგორც არ უნდა
გვეწყინოს, ესეც კანონზომიერებაა, გნებავთ ზნეობრივი, გნე-
ბავთ პოლიტიკური თვალსაზრისით.

***
...სამაგიეროდ ერთს ნამდვილად მივხვდი, ყველაზე ტრაგიკუ-
ლი, ამავე დროს, ყველაზე კომიკურიცაა... მე რომ შემეძლოს ჩე-
მი ახლანდელი მდგომარეობის (გინდაც სულიერისა და გინდაც
ფიზიკურის) აღწერა პიესაში, ნახევარი დარბაზი იხარხარებდა,
ნახევარი იქვითინებდა!

124 მკითხველთა ლიგა


***
რა შემიძლია შევთავაზო გამომცემლებს, „აველუმის“ გარდა?
ლექსებისა და პოემების სრული კრებული – „სულის სისხლი“,
წერილების, საუბრების, სიტყვების კრებული – „ხმელი ფოთლე-
ბის გვირგვინი“, პიესები – პირობითად – „სამი პიესა“. მაგრამ
უკეთესი სახელის მოგონებაც შეიძლება. თუნდაც – „სიცოცხლის
ნიღაბი“.

***
ახალ კლასზე ჯერ ალბათ ადრეა ლაპარაკი, მაგრამ ახალი
ტიპი რომ ჩამოყალიბდა ჩვენს თვალწინ, შეუიარაღებელი თვა-
ლითაც შეამჩნევს, რაც უნდა უყურადღებო იყოს კაცი. ეს გახ-
ლავთ (რასაკვირველია, ჩემი ვარაუდით), ენერგიული კომკავში-
რელის, ქლესა კომივოიაჟერისა და ხარბი, ბებერი ბურჟუას ნაჯ-
ვარი...

***
ქართული მწერლობა, შეიძლება ითქვას, ვარსკვლავებისგან
კი არა, ვარსკვლავთა ნამსხვრევებისგან შესდგება, რაც უფლე-
ბას გვაძლევს ვიფიქროთ, სამუდამოდ დაკარგული ბევრად სჭარ-
ბობს სასწაულად გადარჩენილს. სხვათაშორის, ჩვენმა ისტორი-
ულმა მტრებმა ყოველთვის შეუმცდარად იცოდნენ, პირველ რიგ-
ში, რა უნდა მოესპოთ საქართველოში, უფრო იოლად რომ მო-
ეხერხებინათ მისი დაჩოქება. დიახ, ულიტერატუროდ დარჩენი-
ლი ხალხი უპატრონოდ დარჩენილი ბავშვივითაა და ყველას შე-
უძლია მისი აბუჩად აგდება. ქართველი ხალხი ქართულ მწერ-
ლობასთან ერთად იზრდებოდა, გნებავთ, მისი ზემოქმედებით
სწერდა თავის სულიერ კონსტიტუციას და ამიტომაც იდგა მიწაზე
მყარად, მაგრამ როგორც კი დაეჭვდა (დააეჭვეს) ამ კონსტიტუ-
ციის სიმტკიცეში, მაშინვე დაუძლურდა, უფრო სწორად იოლი [...]
125 მკითხველთა ლიგა
გახდა, იოლად აიღო ხელი ღირსებაზეც და სიამაყეზეც, რაც ისევ
და ისევ მშობლიური მწერლობიდან იღებდა სათავეს. თუმცა, ახ-
ლავე უნდა ვთქვა, რომ ზემოთ ნათქვამი, ჯერჯერობით, მხოლოდ
ხალხის ყველაზე მერყევ, ყველაზე განუვითარებელ, ანდა არას-
წორად განვითარებულ ნაწილს შეეხება, თუმცა ისიც ჩვენი სის-
ხლი და ხორცია და ისევე იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობასა და
თანადგომას, როგორც მთელი ხალხი...
უუ
ყველაზე მეტად ვერ ვიტან უზრდელ ადამიანს, განსაკუთრე-
ბით, მდედრობითი სქესისას. უზრდელი ქალი გაცილებით დამ-
რთგუნველია, ანდა, ჩვენ გაცილებით მეტს ვთხოულობთ ქალის-
გან, ვიდრე მათ შეუძლიათ გაიღონ.

***
...„წათე“ ისტორიული დრამა კი არ არის, ისტორიული კომე-
დიაა. მართალია, ოფიციოზმა თავიდანვე ვეტო დაადო, მაგრამ
მისი წარუმატებლობა, თუნდაც თეატრალურ საზოგადოებაში
(ერთმა რეჟისორმა მითხრა, ტექსტთან ურთიერთობა უჭირთ
მსახიობებსო, ესე იგი მეცცცცცცცო), ალბათ, ჟანრის არასწორმა
განმარტებამაც განაპირობა. თავიდანვე რომ დამეწერა, ისტო-
რიული კომედიაა-მეთქი, მსახიობებიც ამოიღებდნენ ენას და იქ-
ნებ ოფიციოზსაც დაეხუჭა ფხიზელი თვალი. მე მგონი, მთლად სი-
სულელეს არ ვამბობ...

***
ყველა ქალს იქამდე უყვარს მამაკაცი (გულწრფელად), ვიდრე
იმედოვნებს, ცოლად რომ წაყვება იმ მამაკაცს. როგორც კი იმე-
დი გადაეწურება, სიყვარულიც დამთავრდება, უფრო სწორად,
სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება – საკუთარი სიბრიყვითა და
სიბეცით გაცოფებული, ჯავრს მამაკაცზე იყრის, გინდაც იმას ხუმ-
126 მკითხველთა ლიგა
რობითაც არ ეთქვას მისთვის, ცოლად უნდა შეგირთოო. ეს
მდედრობითი სქესის საერთო თვისებაა და გამონაკლისი თით-
ქმის არ არსებობს. ქალები ამ თვისების შენიღბვის უნარით გან-
სხვავდებიან ერთმანეთისგან – ზოგი ადრე ამჟღავნებს, ზოგი
გვიან...

***
არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორი ურთიერთობა აქვთ მწერ-
ლებს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენში, საქართველოში, თითქოს
დაკანონებულიცაა განცალკევებული ცხოვრების წესი, თუმცა, ეს
სრულებითაც არ ნიშნავს იმას, მართლა უცხოები ვიყოთ ერთმა-
ნეთისთვის და არაფერი გვაინტერესებდეს ერთმანეთისა. ვერ
ვიტყვი, სული ამოგვდის ერთმანეთზე და უერთმანეთოთ ლუკმას
არ ვიდებთ პირში-მეთქი, მაგრამ ამ მართლაც ბედკრულ ქვეყა-
ნაში მწერლის გამგები, მწერლის იმედი და ჭირისუფალი ისევ
მხოლოდ მწერალია. ვერავინ გაიგებს მწერალზე უკეთ, რა უჭირს
და რა ულხინს მის თანამოკალმეს, რა გაუხარდება და რა ეწყინე-
ბა ყველაზე ძალიან...

***
მწერლები არასოდეს ყოფილან დალხინებულნი. ისინი მაში-
ნაც კი შფოთავენ და „იტანჯებიან“, როცა ირგვლივ სრული სიმ-
შვიდე სუფევს. მაგრამ მაინც არსებობენ განსაკუთრებით „უიღ-
ბლო“ მწერლები, რომელთა მიწიერი ცხოვრებაც ქვეყნის დაქ-
ვეითების ისეთ მონაკვეთს ემთხვევა, როცა ხელობა, არც მეტი
და არც ნაკლები, ზედმეტ, უმაქნის ფუფუნებად ითვლება... დალა-
გებული და დამტკბარი ცხოვრების აუცილებელ დანამატად მიაჩ-
ნიათ... ძნელია ამის თქმა, მით უფრო – მწერლისთვის, მაგრამ
ფაქტი ჯიუტია. დღეს, როცა სასწორზეა შეგდებული საქართვე-
ლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, არც მთლად მორიდებულად და
127 მკითხველთა ლიგა
არც მთლად იშვიათად იმართება კამათი ჩვენი პრესის ფურ-
ცლებზე მწერლობის სიავკარგისა და საერთოდ მისი საჭიროების
თაობაზე. დიახაც, რომ სამწუხარო ფაქტია. მაგრამ ისიც უნდა
ითქვას, რომ ზოგადად მწერლობის სიცოცხლისუნარიანობა დი-
დად არის დამოკიდებული თვითოეული ჩვენგანის ადამიანურ და
მწერლურ თვისებებზეც.

***
ბესო ჟღენტი მე და თამაზს „დავითსა და კონსტანტინეს“ გვე-
ძახდა. ესენი კი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართვე-
ლოს მშენებლები, ზედაც არ გვაფურთხებენ. ეს კი, მხოლოდ და
მხოლოდ იმის დადასტურებაა, ბესოს რომ არ ეშლებოდა!..

***
ღამის 2 საათია! ესე იგი, უკვე 20 მარტია და, რაკი ისევ მარტო
ვარ, თავადვე ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს, უფრო სწო-
რად, რაკი არავინ გვისმენს, გულწრფელად ვსაყვედურობ, ასეთი
სუსტი, არაფრის მაქნისი რომ აღმოჩნდა ბოლოს.

***
დღეს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შინ
მეწვია ვიღაც [...], კომპოზიტორი. ჩემს ლექსზე დაუწერია მუსიკა.
ღელავდა. აშკარად ჯერ ისევ შთაბეჭდილების ქვეშ იყო საკუთა-
რი „შედევრისა“. მიუჯდა პიანინოს და დაამღერა. სხვათაშორის
ისე შემეცოდა, ცოტას მორჩა ავყევი. რას იტყოდა, მართლა რომ
ავყოლოდი?!. წასვლისას მკითხა, თუ საიდუმლო არ არის, ვინ
არის მარინაო.საიდუმლოა-მეთქი, ვუპასუხე. კი არ დავუმალე,
არ მინდოდა მომეტყუებინა, რადგან ახლა მეც აღარ მახსოვს,
მართლა რომელიმე მარინას ბრალია ამ ლექსის დაბადება, თუ
„მარინა“ თვითონ გამოიგონა ლექსმა.
128 მკითხველთა ლიგა
უუ
დღეს წითელი პარასკევია, ზეგ აღდგომაა! უკანასკნელ წლებს
თუ გავაანალიზებ, ლიკანში უნდა ვიყო უკვე, მე კი ჯერ არაფერი
გამიკეთებია საამისოდ. ვნახოთ, ამჯერად, ვინ „გაიღებს მოწყა-
ლებას“, ვინ გადაიხდის ჩემი საგზურის ფულს, რომლის ყიდვაც
თავად არ შემიძლია – ექვსი პოეტური კრებულის, რასინის, ბა-
ირონის, ლონგფელოს, პუშკინისა და სხვათა მთარგმნელს, ოთ-
ხი გამოცემული (?) რომანის ავტორს.
ასეთია სულიერ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღევანდელ
საქართველოში იმ ხალხისა, რომლებსაც ღირსებისა და სინდი-
სის მეტი აღარაფერი გააჩნიათ და ისიც ეეჭვებათ, სჭირდება თუ
არა ვინმეს მათი ღირსება და სინდისი! ასე რომ, ხვალ, შეიძლება,
გაცილებით ნაკლები აღმოვჩნდეთ „ასეთები“, მაგრამ ისიც არ
უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლება ნებისმიერი პიროვნების
სინდისსა და ღირსებაში არ იხდის ფულს. უფრო ნათლად თუ ვიტ-
ყვით, მშვენივრად იცის, ვინ არჩინოს და ვინ მიაგდოს ბედის ამა-
რა. სხვათაშორის, არასოდეს შეშლია და იმედი უნდა ვიქონიოთ,
არც მომავალში შეეშლება….

***
...დღეს მკვდრის დღეა და ბევრი საფლავი გვაქვს მოსანახუ-
ლებელი... ჩამი-ჩუმი არ ისმის. ალბათ, ჯერ კიდევ სძინავთ ჩე-
მებს. თუმცა, ზაზა წუხელ იმუქრებოდა, ადრევე უნდა წავიდეთ,
თორემ, მერე ვეღარ მივუდგებით სასაფლაოებსო. აი, მეც ვდგე-
ბი... თერთმეტია!

***
„ახალგაზრდობა გავიდა, ახლა შრომის დროა!“
ტოლსტოი

129 მკითხველთა ლიგა


***
9 მაისი. ჩაი დავლიე თუ არა, ამინდიც შეიცვალა, არც ესაა გა-
საკვირი – არ შეიძლება დღევანდელი დღე საზეიმოდ მივიჩნი-
ოთ. მართალია, ორმოცდაათი წლის წინ ფაშიზმი დღევანდელ
დღეს დამარცხდა, მაგრამ კომუნიზმი კიდევ უფრო გადიადდა და
გაძლიერდა. რომელი უარესია კაცობრიობისათვის, ძნელი სათ-
ქმელია. მე, პირადად ვერ ვიტყვი. მე კომუნიზმის მსხვერპლი ვარ
და, ამდენად, ობიექტური ვერ ვიქნები...
...რუსეთი + კომუნიზმი = ბოროტების იმპერიას და ეს იმპერია,
სამწუხაროდ, მარადიულია, რამდენადაც მარადიულია თავად
რუსეთი. რუსეთი + ხ = მაინც ბოროტების იმპერიას. ხ კი ყველა-
ფერი შეიძლება აღმოჩნდეს, მონათმფლობელობაც, ფეოდა-
ლიზმიც, კაპიტალიზმიც, სოციალიზმიც, დიქტატურაც, დემოკრა-
ტიაც, მონარქიაც, ანარქიაც, კონვენციაც, კომუნაც, [...], პარლა-
მენტიც, დუმაც, უხუცესთა საბჭოც, მილიტარიზმიც, ელექტროფი-
კაციაც, ბელადიც, გეტმანიც, ატამანიც, სულიერი მოძღვარიც და
ნარკობიზნესის ნათლიმამაც.

***
ლიკანი.
ვიღაცამ თქვა წყაროზე, ეს ის წყალი აღარ არისო. კარგია, მე
და ჩემმა ღმერთმა! ისე, არ გაგიკვირდეთ, რაკი ჩემთვის აუცი-
ლებელია, შეიძლება ბორჯომის წყალსაც შეეცვალოს ფორმუ-
ლა.…

***
ლიკანი.
...თითქმის ათ საათამდე ვსეირნობდი ცაცხვების ხეივანში.
სხვათაშორის, როცა ვსეირნობ, კარგად ვფიქრობ, ყოველ შემ-
თხვევაში ასე მგონია. მაგრამ რვეულამდე რომ მივაღწევ, ჩაწე-
130 მკითხველთა ლიგა
რის ღირსადაც აღარ მიმაჩნია ჩემი ნაფიქრალი. დამთავრდა
პირველი ივნისი. დაიწყო ზაფხული.

***
9 საათზე ხაშზე ვიყავი დაპატიჟებული. ახლა 10-ია. ეს წუთია
დავლიე წყალი. ნახევარი საათის განმავლობაში ვერაფერს შევ-
ჭამ. სამაგიეროდ წყაროზე ჩიტი ვიხსენი „ტყვეობიდან“. გასას-
ვლელს ვეღარ პოულობდა და გამწარებული აწყდებოდა აქეთ-
იქით შუშის კედლებს. თან ფეხზე რაღაც ძონძი დასთრევდა. წიწ-
კინას ბარტყი იყო. ქანცი ჰქონდა გამძვრალი. მე მგონი თვითონ
დამაჭერინა თავი. ძონძი მოვაშორე და გავაფრინე. დავუბრუნე
დედა ბუნებას. ბარტყი ხარ თუ ბავშვი, დიდი სიფრთხილე გმარ-
თებს, ქვეყანა, განსაკუთრებით ახალი [...], ხაფანგებითაა სავ-
სე...

***
დრო მიქრის, მიქრის, მიქრიალებს, როგორც ხელებში ჩამ-
ტვრეული ჭურჭლიდან წყალი.

***
...რა შეიძლება, კაცმა დღეს უსურვოს ქართველ ხალხს?! კით-
ხვა. ყველამ წიგნი უნდა აიღოს ხელში, როგორც კი ამის საშუა-
ლება მიეცემა, და იკითხოს, იკითხოს, იკითხოს... ყველაფერს
დრო და ვარჯიში ჭირდება. ჯერ თვალს გაიწაფავ, მერე რაღაცას
მიხვდები. მერე მოგეჩვენება, რომ მარტო შენ იცი, რაც იცი, რაც,
ეს წუთია ამოიკითხე წიგნიდან, და ასე თანდათანობით გაგიჩ-
ნდება უკეთილშობილესი სურვილი ცოდნის გაზიარებისა – მო-
გინდება, ვინმეს მოუყვე წაკითხული – სხვათა ნაღვაწი და ნააზ-
რევი, რაც თავისთავად, უბრძოლველად (თუკი კითხვის პროცესს
ბრძოლად არ ჩავთვლით) შენს კანონიერ საკუთრებად იქცევა...
131 მკითხველთა ლიგა
***
გულმა ვერ მომითმინა და თავიდან ბოლომდე წავიკითხე ლი-
კანის ჩანაწერები; კი არ წავიკითხე, დავიტანჯე. თვალები მეტკი-
ნა. საკუთარ ხელს ვერ არჩევდეს კაცი, არ გამიგია. პირველი
შთაბეჭდილება მაინც უარყოფითისკენ იხრება. ბევრი წყალია,
ცოტა ბრინჯი. ბრინჯი საძებარია, მაგრამ არის. მე ამის გადაწე-
რის თავი ნამდვილად არ მაქვს, ასე რომ ბრინჯი იმან ეძებოს,
ვინც ჩემს შემდეგ წაიკითხავს (თუ წაიკითხავს). არავინ არ თქვას,
ტოლსტოის ჩათვლით, მხოლოდ ჩემთვის ვწერ დღიურსო; სრუ-
ლებითაც არ მაინტერესებს როგორი გამოვჩნდები სიკვდილის
შემდეგ შთამომავლის თვალშიო. ხოდა, მომავალში, თუკი ვინ-
მეს ჩემი უკეთ გაცნობა მოუნდება, კეთილი ინებოს და, ცოტა შე-
წუხდეს კიდეც, მით უფრო რომ, ნებისმიერი ტექსტის ამოკითხვა
და გაშიფრვა ერთსიამოვნებად ღირს, თუკი ამის გემოც იცი და
ფასიც.

***
ეს რვეული რამდენიმე წლის წინ მაჩუქა თამაზმა, მაგრამ რა-
ტომღაც მენანებოდა ყოველდღიური, უმნიშვნელო ჩანაწერები-
სათვის – ავად ვარ, ეს მაწუხებს, იმაზე ვბრაზობ, ვერ ვმუშაობ,
უფულობა მჭირს და ასე შემდეგ – მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ,
ახლა მგონია, უმნიშვნელო და უინტერესო არაფერი არ ხდება
ადამიანის ცხოვრებაში, ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია
და უაღრესად საინტერესო, გააჩნია როგორ დაინახავ, როგორ
აღიქვამ და, რაც მთავარია, როგორ დაწერ. წერა სულიერი
წვრთნისა და შინაგანი დისციპლინის გამოხატულებაა და ყველა-
ზე ძლიერი იარაღია სიკვდილის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ადამიანის ნებისმიერი ნაბიჯი, შეგნებულად თუ შეუგნებლად გა-
დადგმული, სიკვდილიდან თავის დაღწევას გულისხმობს, ოღო-
ნდ, ამაოდ.
132 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ წერას ძალუძს, არა მარტო შექმნას უკვდავების
ილუზია, არამედ სხვებისთვისაც სინამდვილედ, „ჯიუტ“ ფაქტად
აქციოს შენი სიცოცხლე, რომელიც, ჩვენში რომ ვთქვათ, შეუმ-
ჩნევლად მიედინება და უკვალოდ ქრება სხვა უთვალავ სიცოც-
ხლის მსგავსად, თუკი შენ თვითონვე არ აღნუსხე და სიტყვის მეშ-
ვეობით ფურცელზე არ გადაიტანე არა მხოლოდ შენი მწერლური
პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, უფრო სწორად კი,
სიკვდილის აჩრდილის დასაფრთხობად, არამედ შენს შემდეგ
მომავალთა გასაფრთხილებლადაც – სიცოცხლე სწრაფწარმა-
ვალი ტანჯვაა, მაგრამ ბევრი სიამოვნების მოტანა შეუძლია, თუ-
კი უკვდავებაზე კი არ იფიქრებ სულ, ყოველდღიურად იშრომებ,
ან ფიზიკურად, ან გონებრივად... ცხოვრებიდან გაქცევა ისევე არ
შეიძლება, როგორც სიკვდილისთვის თავის არიდება. ანტიადა-
მიანურია ნებისმიერი რელიგია, მეცნიერება, ლიტერატურა, რო-
მელიც ან ერთს ქადაგებს, ან მეორეს. ადამიანი სიკვდილისათ-
ვის ჩნდება და სიცოცხლისთვის კვდება. ორივე ეს ნაბიჯი გმირო-
ბის ტოლფასია...

***
მოვიდა ქრისტიანეს წერილი. დაუწყია „აველუმის“ კითხვა.
„ტანჯვითა და სიამოვნებით“. რაც მთავარია, ოპტიმისტურად
არის განწყობილი. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, მე მგონი, გა-
უჭირდება რუსული თარგმანის გარეშე. ვნახოთ. გერმანიაში
„აველუმის“ გამოსვლა ძალიან სერიოზული ამბავია. ამდენად,
უფრო მოსალოდნელია, არ გამოვიდეს...

***
...მთელი დღე შინ ვარ. მაგრამ, მაინც ვერ ვმუშაობ. სამაგი-
ეროდ, წავიკითხე ჩეხოვის „მოსაწყენი ამბავი“ (უბის ჩანაწერები-
დან). ნამდვილი მწერალია, უფრო სწორად, მხოლოდ მწერალია.
133 მკითხველთა ლიგა
როცა 29 წლის ბიჭი ასე ფიქრობ, ასე ხედავ და განიცდი – მწერ-
ლად ხარ დაბადებული. ვერანაირი სწავლა, ვერანაირი წვრთნა
და ვერანაირი სურვილი ვერ შეგაძლებინებს იგივეს. მიხარია.
მადლობელი ვარ და ვბრაზობ. ვბრაზობ, რასაკვირველია, ჩემს
ბედის დამწერზე და არა ჩეხოვზე. თუ მწერლად მაჩენდა, იმაზე
მეტი უნდა მოეცა, რაც მომცა (ვგულისხმობ, [...], განსაკუთრებუ-
ლად საჭირო ნიჭს, ენერგიას, დანახვის, შეგრძნებისა და დამახ-
სოვრების უნარს), ხოლო თუ მწერლად არ ვყავდი ჩაფიქრებუ-
ლი, არც ის უნდა მოეცა, რაც მაქვს, რაც საკმარისზე მეტია თავის
მოსატყუებლად და სრულებითაც არ არის საკმარისი ახალი, და-
მოუკიდებელი, საინტერესო სამყაროს შესაქმნელად. მაღალ-
ფარდოვანებას რომ შევეშვათ და უფრო თავმდაბლად ვთქვათ,
არ არის საკმარისი თევზის დასაჭერად. თევზი რომ დაიჭირო –
(დაჭერას ვინ ჩივის, საერთოდ რომ წახვიდე სათევზაოდ), მარტო
ბამბუკის ჯოხი, კაპრონის ძაფი და ფოლადის ანკესი არ კმარა,
ჭიაყელაც გჭირდება. ჭიაყელის გარეშე, რაც არ უნდა პრიალა,
რაც არ უნდა ბასრი იყოს შენი ანკესი, არცერთი თევზი არ დააკა-
რებს პირს. სად ვიპოვნოთ ჭიაყელა? ვერსად ვერ იპოვნი, გარდა
შენივე სულის ბნელი, ნესტიანი წიაღისა, თუკი, რასაკვირველია,
საერთოდ არის იქ, განგებისგან ჩამარხული...

***
...ჩეხოვის პიესები, განსაკუთრებით ბოლო ოთხი პიესა, რა-
საკვირველია, დიდი სიახლეა, უფრო მეტიც, მოულოდნელი მოვ-
ლენაა თავისი დროისთვის – ბევრ რამეს სესხულობს იქიდან თა-
ნამედროვე დრამატურგია – მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც უკეთესი
პროზაიკოსია, ვიდრე დრამატურგი. უფრო სწორად, პროზაიკოსი
ჩეხოვიდან ამოდის დრამატურგი ჩეხოვი, რაც, მხოლოდ და მხო-
ლოდ, მისი მწერლური ნიჭის სიმდიდრეზე ლაპარაკობს, ჩვენ ერ-

134 მკითხველთა ლიგა


თნაირად დავაფასებდით, მხოლოდ პროზაიკოსი, ან მხოლოდ
დრამატურგი რომ ყოფილიყო ის...

***
ამ ხალხმა ვერ გაიგო, რა ხდება. მე რაც კომუნისტებისათვის
ვიყავი, იგივე ვარ დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც. ხალხს
გონია დრო შეიცვალაო, ანუ ოთარის დრო დადგაო. მაგრამ, სამ-
წუხაროდ, ძალიან ეშლებათ. „ჩემი დრო“ ალბათ არასოდეს არ
დადგება საქართველოში, რამდენადაც საქართველოც არასო-
დეს არ იქნება მართლა თავისუფალი.
დღეს კი ცრუ დავითებითა და ცრუ კონსტანტინეებით გაივსო
ქვეყანა. ხოლო, მე და თამაზს რაც შეეხება, გუშინ გამონაკლისე-
ბი ვიყავით და ამით ვაღიზიანებდით ხალხს, დღეს კი ზედმეტები
ვართ, რაც არა ნაკლებ გამაღიზიანებელია იმავე ხალხისთვის.

***
სექტემბერი, ალბათ, ყველაზე კარგი თვეა. ზაფხულის ხვატი
გადავლილია. სიცხე სასიამოვნოდ დამცხრალია, თუ შეიძლება
ასე ითქვას, მოთვინიერებულია და, რაც მთავარია, სიცივემდე
ჯერ კიდევ შორს არის. ხმაურიან ქალაქშიც კი იგრძნობა ბუნების
საზეიმო დუმილი. ცარიელი ბუდე და სიყვითლეშეპარული ფო-
თოლი სიკვდილისა და სიბერის ნიშანი კი არ არის, არამედ, ერ-
თხელ კიდევ, წარმატებით დაგვირგვინებული შრომისა. გასაფ-
რენი უნდა გაფრინდეს, დასაცვენი უნდა დაცვივდეს. ცისა – ცას,
მიწისა – მიწას! ღია სარკმელში მზემიშუქებული, ჯერ კიდევ
ხშირფოთლიანი ჭადარი ჩანს და ფოთლებს შორის დარჩენილ
სიცარიელეში, ხანდახან თეთრი პეპელა აფარფატდება. ჩვენს აი-
ვანზე გამოჩეკილი მტრედებიც („თაკო და ზაზა“ – როგორც თა-
კომ შეარქვათ) გაფრინდნენ – მზად არიან სიცოცხლისათვის.

135 მკითხველთა ლიგა


***
11 სექტემბერი. ცარიელი დღე. კრწანისის ტრაგედიის 200
წლის თავი. ვერ გავიგე, ვიზეიმეთ თუ ვიგლოვეთ, ტელევიზიამ
მოკრძალებით დაასახელა მოღალატეთა ეროვნება. როგორც
თვითონვე თქვა, უფრო ისტორიული ობიექტურობის გამო. მე მე-
გონა პარალელს გაავლებდა აფხაზეთის ტრაგედიასთან. განა
ერთსა და იმავე მიზანს არ ემსახურება ორი თბილისელი სომეხი
მოქალაქე და აფხაზეთში მცხოვრები სომხებისგან შემდგარი ბა-
ტალიონი?! მაგრამ, არ უნდა გავართულოთ ურთიერთობა მე-
ზობლებთან. რაც უფრო დავიბრმავებთ თვალებს, დავიყრუებთ
ყურს, დავიმდაბლებთ თავს, მით უფრო დაგვაფასებენ. ასე მიაჩ-
ნდათ კომუნისტებს და ასე მიგვაჩნია დემოკრატებსაც. მოკლედ,
კიტრი კიტრია, გინდა გაფცქვნილი ჭამე, გინდა გაუფცქვნელი...

***
გუშინ ვაცლავი მეწვია სტუმრად. მთელი თვე აქ ვარ და ვერ
მოვიცალე შენთან მოსასვლელადო. დალია ორი ბოთლი ღვინო
(ერთი „ხორნაბუჯი“ და ერთი „შუამთა“ და ნახევარი ბოთლი არა-
ყი). ვერც გაუწყრები, ვერც გაებუტები, რაღაცნაირი, უცნაური ტი-
პია, ერთსა და იმავე დროს დახვეწილი, განათლებული ინტელი-
გენტიცაა – ენათმეცნიერი, მთარგმნელი, პოლიგლოტი – და პი-
თეკანტროპიც. დაადასტურა ვარაუდი – ჩეხეთის პენკლუბს 91-
ში მართლა წარუდგენია ჩემი კანდიდატურა ნობელის პრემიაზე.
მე მეგონა, იცოდიო. თავად დაუწერია ჩემი „დახასიათება“ ინ-
გლისურ ენაზე. ის კი არ თქვა, ბოდიშს ვიხდი, აქვე, საჯაროდ რომ
არა ვთქვი, ან არ დავწერე ამ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შე-
სახებო, არამედ, ჩემს ცუდ ინგლისურს ნუ მიაქცევ ყურადღებასო.
თითქოს ეს იყოს მთავარი, ან თითქოს რამე გამეგებოდეს ინ-
გლისურისა.

136 მკითხველთა ლიგა


მართალია, ჩემს სამშობლოს „ხელს არ აძლევს“ ჩემი კანდი-
დატურა, მაგრამ რას ვიზამთ, მაინც ძალიან სასიამოვნოა, თუნ-
დაც, ჩეხებს რომ მოუვიდათ აზრად ამგვარი ნაბიჯის გადადგმა.
ნობელის პრემიაზე წარდგენაც ერთი რამეა! ნებისმიერი, დღეს
„მომქმედი“ (ე. ი. [...]) ქართველი მწერალი რომ წარედგინათ
ჩემს მაგივრად, აქამდე ზეიმი იქნებოდა საქართველოში, „წარ-
დგენილი“ კი სავარძელში იქნებოდა ჩასვენებული, ჯიბე-უბე გა-
მოტენილი „მცირეოდენი“, „კანფეტის“ საყიდელი ფულით, რო-
მელსაც მისი თაყვანისმცემლები, ანუ ჭეშმარიტი მამულიშვილე-
ბი ჩაუკუჭავდნენ შუბლზე მთხვევისას. მაგრამ, ჩვენ ნაკლებად
უნდა მივაქციოთ ამ ამბავს ყურადღება და, ზაზას თქმისა არ იყოს,
იმის მადლობლებიც ვიყოთ, საერთოდ რომ გვზოგავენ, გვითმე-
ნენ, გვიტანენ!

***
ჰესე ამბობს, ათი ათას გერმანელში ერთს ვერ მონახავ, გერ-
მანულად წერდეს და მეტყველებდეს გერმანულადო. იქნებ, არა
მარტო ქართველი, არამედ ნებისმიერი ხალხის თვისებაა მშობ-
ლიური ენისადმი არასერიოზული, აგდებული დამოკიდებულე-
ბა?! თუ ასეა, მთლად დაღუპულები არ ვყოფილვართ. მაგრამ,
არც თავის დაიმედება შეიძლება ამით. გერმანელს ჯვარი სწე-
რია. გერმანიაში გერმანულის იმდენი საუკეთესო მცოდნე, რამ-
დენი კაციც საერთოდ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე,
ყოველთვის იქნება. ბერლინის კედელს დაანგრევ, გერმანულ
კულტურას კი კენჭსაც ვერ ჩამოამტვრევ. ჩვენ გაცილებით მეტის
ცოდნა გვმართებს, განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ და ვიშრო-
მოთ, ამქვეყნად არსებობის უფლება რომ შევინარჩუნოთ, თუკი
რასაკვირველია, მოპოვებული გვაქვს. სხვათაშორის, ბერნარდ
შოუც საყვედურობს ინგლისელებს, მშობლიური ენის არ ცოდ-
ნას, მაგრამ ამით თავის დაიმედება ისევ ჩვენს სიბრიყვეს დაამ-
137 მკითხველთა ლიგა
ტკიცებს მხოლოდ. ჩვენ ილიას უნდა ვუსმინოთ! სიმართლეს
მხოლოდ ის გვეტყვის. შოუმ და ჰესემ, ალბათ, არც იცოდნენ ქარ-
თული ენაც თუ არსებობდა ამ ქვეყანაზე.

***
25 სექტემბერი. რაც დრო გადის, მით უფრო მეცოდება ნანა!
ხუთი წელი უკვე...

***
დარეკა შარლმა. ამჯერად, ვერ შევხვდით! კეთილი მგზავრო-
ბა, შარლ! წიგნი ნელა, მაგრამ მაინც იყიდებაო. რაკი ჩემი წიგნი
დაბეჭდეს, ფრანგები ახლა საერთოდ აიღებენ ხელს კითხვაზე.
ჯერ სადა ხარ! ჩემი წიგნის გამოსვლას, შეიძლება დიდი ცვლი-
ლებები მოჰყვეს – ცივილიზებულმა სამყარომ, შეიძლება, საერ-
თოდ უარი თქვას წიგნზე. ამოაგდოს თავის ყოველდღიური ცხოვ-
რებიდან, როგორც დრომოჭმული, უვარგისი საგანი.

***
ის რამდენიმე მწერალი, რომელიც პარლამენტში ზის, რასაკ-
ვირველია, სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს ქართული მწერ-
ლობის სახეს, თუნდაც იმიტომ, საპარლამენტო უმრავლესობას
რომ განეკუთვნება ყველა... მწერალი თავისი ბუნებითა და არ-
სით, თავისთავად ოპოზიციონერია – უპირისპირდება არა მარ-
ტო არსებულ ხელისუფლებას, არამედ ყველაფერს, ამინდის
ჩათვლით, რაც კი შეიძლება დაემუქროს ადამიანის ღირსებასა
და თავისუფლებას.

***
სწორედ დღიურების კითხვისას იგრძნობა, თუ რა სწრაფად
მიედინება ადამიანის სიცოცხლე და, რაც მთავარია, თითქოს
138 მკითხველთა ლიგა
ხელმეორედ კვდება ის, შენს დასანახად, შენს თვალწინ, შენს ხე-
ლებზე – სადღაც უკვე მიწერია ეს ფრაზა, მაგრამ არაფერი და-
შავდება, თუკი გავიმეორებთ ტოლსტოის დღიურებთან დაკავში-
რებით.

***
ტოლსტოი ისევე სწავლობდა მშობლიურ ენას, როგორც
ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს, იტალიურსა და ლათი-
ნურს. ჩვენს მწერლებს კი სავსებით აკმაყოფილებთ მშობლიური
ენის იმ დონეზე ცოდნა, რა დონეზედაც იციან – შეუსწავლელად
– გარემოსა და მახსოვრობის წყალობით! ამგვარი „ცოდნა“ გე-
ნეტიკური მიდრეკილების შედეგია და არა განვითარებისა, მით
უფრო განათლებისა. მოკლედ, მშობლიურ ენასაც სწავლა უნდა.
ტოლსტოიმ ეს იცოდა და „ომსა და მშვიდობას“ წერდა.

***
ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად კი წერენ, მაგ-
რამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატ-
ვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან,
ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს.

***
...სიცოცხლე კი, როგორც არ უნდა უდარაჯო, მაინც მიედინე-
ბა, შეუჩერებლივ, თვალსა და ხელს შუა, უსაშველოდ, უიმედოდ,
სამუდამოდ. მომეცით ნება, ვიცოცხლო! ღმერთო, მაცოცხლე!
ჯერ ყველაფერი შემიძლია. სამაგიეროდ, სარკეში რომ ვუყურებ
ჩემს თავს, მინდა მივაფურთხო. უშნოდ დავილიე, ამაზრზენად
დავსუსტდი. რატომ? ასე ბევრია 62 წელი? ვისთვის ბევრია, ვის-
თვის ცოტა. სიცოცხლე მზამზარეულად გვეძლევა, მაგრამ რომ
იცოცხლო, უნდა გაისარჯო კიდეც – შნო უნდა. მარიფათია საჭი-
139 მკითხველთა ლიგა
რო. სადაური სიტყვაა? ან სპარსული იქნება, ან არაბული, ან
თურქული, ან სომხური... აზიური ელფერი დაჰკრავს. მარიფათი
რომ არა გვაქვს, მისი აღმნიშვნელი სიტყვაც იმიტომ გვისესხია.
დღეს უკეთესად ვარ, იმიტომ რომ, ამინდიც უკეთესია. თვალის-
მომჭრელად ბრჭყვიალებს სურნელოვანი სიმწვანე და მისი წი-
აღიდან ჩიტის ჭიკჭიკი ისმის – ყველაზე გაუგებარი და ყველაზე
დამამშვიდებელი ხმა. ვიდრე ჩიტი ჭიკჭიკებს, ქვეყანა არსებობს.
ჩემთვის სამყაროსთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალე-
ბა, მეთოდი, თუ აღარ ვიცი, რა ვუწოდო – სიმარტოვეა. სიმარტო-
ვეში იძენს ჩემთვის ყველაფერი თავის ნამდვილ მნიშვნელობას,
სახეს, ფუნქციას. სიმარტოვეში ყველანი და ყველაფერი გულ-
წრფელად მიყვარს, თავგანწირულად, უსაზღვროდ, მაგრამ, საკ-
მარისია, დაირღვეს ჩემი სიმარტოვე, იცვლება ჩემი დამოკიდე-
ბულებაც გარე სამყაროსთან – მაღიზიანებს, მაშფოთებს, მა-
ღელვებს ის, რაზეც სიმარტოვეში გარკვეული ნეტარებითაც
ვფიქრობ. რაც მთავარია, ჩემს სიმარტოვეს თავისი საკუთარი
ენა აქვს და იმ ენაზე, რასაკვირველია, ჩემი მრწამსით, გაცილე-
ბით გასაგებად ვლაპარაკობ, გაცილებით სრულყოფილად, სრუ-
ლად გამოვთქვამ აზრს, შეხედულებებს, პოზიციას...

***
დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დე-
დობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება. ბავშვის გაჩენის
უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.

***
...ქართველი ხალხი აშკარად ნიჭიერია, იუმორის დიდი
გრძნობით დაჯილდოებული. ლარისთვის „ჯუჯალარი“ დაურქმე-
ვიათ. ნამდვილად „ჯუჯაა“. მაგრამ [...] მეტი არც იყო მოსალოდ-
ნელი. ანდა, თავიდან ესეც კუპონად იყო ჩაფიქრებული და მო-
140 მკითხველთა ლიგა
ულოდნელად გადაკეთდა ფულად, ესე იგი, რუსეთმა მაშინ გა-
ნაცხადა თანხმობა, როცა აღარ ელოდებოდნენ. მთავარია, ფუ-
ლად დარჩეს, ფულობა გასწიოს. განა ჩვენც „ჯუჯები“ არა ვართ?!

***
1 ოქტომბერი. გამოიდარა. სარკმელი მზითაა აბრჭყვიალებუ-
ლი... და მაინც, სუნთქვაშეკრული სიჩქარით მივისწრაფვით ზამ-
თრისკენ. რაღაც საბედისწერო მოხდა ბუნებაში. რაღაც დაირ-
ღვა, რაღაც მოიშალა. ყოველ შემთხვევაში, დრო აშკარად აჩ-
ქარდა, „დაპატარავდა“, „დამოკლდა“. შემოქმედებას და საერ-
თოდ რამის შექმნას გრძელი, ფეხათრეული დრო სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, დრო სულ სხვანაირად გადიოდა ადრე, რო-
ცა უკვდავი, მარადიული შედევრები იქმნებოდა. ჩვენ ვერაფერს
ვერ ვასწრებთ. უფრო ზუსტად კი, რაც ჩემი აზრით, გაცილებით
ტრაგიკულია, უკვე დაღლილები ვიწყებთ დღეს და დღის განმავ-
ლობაში დრო არ გვრჩება დასასვენებლად. მშრომელმა კაცმა
რამდენჯერმე უნდა დაისვენოს, რამდენჯერმე უნდა დანაყრდეს.
და ეს ყველაფერი (დასვენების, ძალთა აღდგენის პროცესი) დინ-
ჯად, მშვიდად უნდა „სრულდებოდეს“. დასვენებაც შრომის შე-
მადგენელი ნაწილია. თითქოს უხალისოდ, ძალისძალით ღეჭავ
წყალში ჩამბალ პურს, თვალმოჭუტული შესცქერი რაღაცას, სუ-
ლერთია – რას (მაინც ვერ ხედავ), და გონებაში, ვინ იცის, მერამ-
დენედ სწონი უკვე გაკეთებულს და ამოწმებ, „კბილს უსინჯავ“,
„ეჩვევი“ გასაკეთებელს. რაც მთავარია, დროსაც შენი სიდინჯე
გადასდებია, საერთოდ არ იძვრის – გელოდება, ფეხს ითრევს,
ანგარიშს გიწევს, პატივს სცემს შენს საქმიანობას. მაგრამ ასე
იყო ოდესღაც. ახლა ასე აღარ არის და ამას, უპირველეს ყოვლი-
სა, დღევანდელი ჩვენი შემოქმედება ადასტურებს.

141 მკითხველთა ლიგა


***
...ვკითხულობ ტიციანს. ჰაერივით აუცილებელია ქართული
მწერლობის იმ პერიოდისთვის. მწერალია, ოღონდ, მინიჭებული
კი არა აქვს მწერლობა, „შესაბამისი განათლებისა და დამსახუ-
რებათა გამო“, თვითონ აქვს მიღებული იძულებით, გარემოები-
დან გამომდინარე, რადგან ნამდვილი გენერლები დახოცილან,
უგენერლოდ კი ომის გაგრძელება შეუძლებელია. თუნდაც ამის
გამო იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ყველაფერს რომ თავი გა-
ვანებოთ, ომის გაგრძელების საშუალება მოგვცა. ხოლო, სადაც
ომია, იქ ნამდვილი გენერლებიც გამოჩნდებიან.

***
დამპატიჟეს გერმანიის საელჩოში, გერმანიის გაერთიანების
დღესთან დაკავშირებით – 3 ოქტომბერს! რა გინდა, რომ ჩაიც-
ვა?! არა თქვა ახლა, მღვდელს ჭილოფში იცნობენო. კოსტიუმი
თუ არა, ერთი გამოსასვლელი შარვალი და პიჯაკი მაინც უნდა
ჰქონდეს 62 წლის მწერალს... მართლა უნდა ჰქონდეს?!

***
...სხვათაშორის გერმანელებსაც აინტერესებდათ ჩემი აზრი
ახალგაზრდა ქართველ მწერლებზე. პასუხს თავი ავარიდე, მაგ-
რამ, ჩვენში რომ ვთქვათ, არც მაქვსგამოკვეთილი, ჩამოყალიბე-
ბული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს მეტად სერიოზული
საკითხია. გვყავს კი ახალგაზრდა მწერლები? რამდენიმე გვარს,
რასაკვირველია, დაასახელებ კაცი, შთაბეჭდილების შესაქმნე-
ლად, მაგრამ თავად შთაბეჭდილება არ იქნება მყარი და საიმე-
დო. ერთი მოთხრობის დაბეჭდვა დღეს კიდევ არ ნიშნავს მწერ-
ლობას, მაგრამ, ამავე დროს, ფრიად ანგარიშგასაწევი ფაქტია.
მოკლედ, მზად არა ვარ პასუხისთვის. თუმცა, ვგრძნობ, ვიცი,
როგორ ელოდებიან, მაინცდამაინც ჩემს აზრს სწორედ ისინი,
142 მკითხველთა ლიგა
რომელთა დასახელება აქაც კი არ მინდა, მეშინია, არ დავთარ-
სო.

***
...დღეს დედა 85 წლისაა! ვულოცავ სულით და გულით და მო-
წიწებით ვიხრი ქედს უმშვენიერესი ქალის, უკეთილშობილესი
მეუღლისა და უმაგალითო დედის წინაშე.
ალბათ, ბევრი მუზა მყოლია, მაგრამ მათ შორის დედაჩემი
უპირველესია და შეუცვლელი...

***
ყოვლად შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვროს ვინმემ, რა
იგულისხმება მწერლის „დუმილსა“ თუ „გვერდზე დგომაში“, ანუ,
რას უნდა ამბობდეს, ან როდის როგორ უნდა იქცეოდეს მწერა-
ლი, რათა ყველასთვის ერთნაირად გასაგები გახდეს. ეს ყოვ-
ლად გაუმართლებელი და ყოვლად უსაფუძვლო პრეტენზიაა
მწერლის მიმართ გამოთქმული, მაგრამ თუკი ღრმად ჩაუფიქ-
რდებით, ეს პრეტენზიაც მწერლისადმი ფარული თუ ბოლომდე
გაუთვითცნობიერებული ნდობით და სიყვარულითაა აღძრული
– ფიზიკური დაუცველობისა თუ სულიერი სიღატაკის შეგრძნება
აიძულებს ადამიანს ბრმად, ალალბედზე ეძებოს ქომაგი, რო-
მელსაც ამ შემთხვევაში (ხშირ შემთხვევაში) მწერლობა წარმო-
ადგენს მისთვის, ანუ, ამ შემაწუხებელი შეგრძნებებით დაბნეული
ადამიანი, მართალია ალალბედზე, მაგრამ ზუსტად იმ კარზე აკა-
კუნებს, რომლის იქითაც მისი მარადიული ქომაგი, ანუ მწერალი
„დუმს“.
მწერლობა იგივე მახსოვრობაა ხალხისა და მისი მეშვეობით,
თითქმის მათემატიკური სიზუსტით შეუძლია ხალხს იმის აღდგე-
ნა, თუ როდის რა შემთხვევია და განუცდია. ასე რომ, თუკი რო-
მელიმე მწერლის ხმა გარკვეულ ეტაპზე დუმილად აღიქმება, ეს
143 მკითხველთა ლიგა
მწერლობას არ ეხება. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მწერალია
„დამნაშავე“ – მას ან შეგნებულად უყრუებენ, ან მართლა ვერა-
ფერს ამბობს საინტერესოსა და დასამახსოვრებელს. და მაინც,
ნებისმიერი საზოგადოება, ნებისმიერ ეპოქაში, თავს უფლებამო-
სილად თვლის, გარკვეული პრეტენზია წაუყენოს ნებისმიერ მწე-
რალს, იმის თქმა ან ჩადენა დაავალოს, რისი თქმაცა და ჩადენაც
თავისთვის სახიფათოდ მიაჩნია.
საზოგადოებისათვის (განსაკუთრებით ჩვენსავით განუვითა-
რებელ საზოგადოებისთვის), ყველა კონკრეტული მწერალი სა-
ერთოდ მწერლობის განსახიერებაა და პირიქით. სინამდვილე-
ში, ასე არ არის. მართალია, მწერლობა მწერლებისგან შესდგე-
ბა, მაგრამ არც ერთ მწერალს არ ძალუძს მთელი მწერლობის მა-
გივრობის გაწევა. რასაკვირველია, თავად აზრადაც არ მოუვა
ასეთი რამ. თავად გაცილებით მოკრძალებული წარმოდგენისაა
საკუთარ ადგილსა და შესაძლებლობებზე, მაგრამ ჩემი აზრით,
არ ყოფილა მეტნაკლებად სერიოზული მწერალი, უყურადღებოდ
დაეტოვებინოს რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხალხის
ცხოვრებაში, შეძლებისდაგვარად (ხშირად უნებლიეთაც) არ გა-
მოხმაურებოდეს საერთო საქვეყნო სატკივარს...

***
მიხალკოვმა კინოს სახლში, ჩვენი საზოგადოების „ნაღებს“,
ანუ, რუსული ჟარგონი რომ ვიხმარო, ქართველ კინოშნიკებს,
სცენიდან დასცინა, როგორ შეიძლება საქართველო ჩვენთვის
საზღვარგარეთი იყოსო, რასაც დარბაზმა, ონიანის ნაზად მღელ-
ვარე ინტონაციის მიხედვით, ტაშით უპასუხა თურმე. სირცხვილი,
სირცხვილი და კიდევ სირცხვილი დღევანდელ ოფიციალურ სა-
ქართველოს.

144 მკითხველთა ლიგა


***
ახალგაზრდობა სიკვდილს დაეძებს – ბოლომდე არც სჯერა
მისი არსებობისა, იმდენად შორსაა მისგან – სიბერე კი, არა მარ-
ტო გრძნობს, ხედავს კიდეც, თვალებში შესცქერის კარს მომ-
დგარ სიკვდილს და, თუმცა, წინასწარაა განწირული დასამარ-
ცხებლად, ყველანაირად ებრძვის და უძალიანდება მას. ერთა-
დერთი თუ არა, ყველაზე ძლიერი იარაღი სიბერისა – სიყვარუ-
ლია – არა მარტო უხანგრძლივებს ბრძოლის ჟინს, ეპიზოდურ
გამარჯვებებსაც აზეიმებს ხანდახან. ამავე დროს, ეს მეტად რთუ-
ლი იარაღია, მეტად ძნელი ასათვისებელი და, ვერც აითვისებ,
ვიდრე საკუთარ თავს არ შეიცნობ. ამისათვის კი აუცილებელია –
დაბერდე. ახალგაზრდობას არ ჭირდება ამგვარი იარაღი. მათი
მიზანი მსგავსის შექმნაა და საიმისოდ სურვილიც კმარა. სიბერე
კი თავის შეცნობაა და უსიყვარულოდ ეს თითქმის შეუძლებე-
ლია. ამიტომაც, უმრავლეს შემთხვევაში, ისე მივდივართ ამ ქვეყ-
ნიდან, ვერ ვასწრებთ გავარკვიოთ, რანი ვართ, რატომ ვიცხოვ-
რეთ...

***
გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელზე ამბობს: „ზეცისა კაცი
და ქვეყნისა ანგელოზიო“.

***
თამაზმა ჩემს პიესას „დიდი მწერლის საკადრისი მარცხი“
უწოდა. მაგრამ მე უფრო გაბითურებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე
დამარცხებულად. ეს კი გაცილებით მწარეც არის და შეურაც-
ხმყოფელიც.

145 მკითხველთა ლიგა


***
დღეს თინას დაბადების დღეა! ნუ ვიტყვით, რამდენის გახდა,
სჯობს ერთხელ კიდევ ვუთხრათ ღმერთს მადლობა ასეთი ძვირ-
ფასი საჩუქრისათვის. მამაჩემმა სამი შვილიდან მხოლოდ თინას
დაბადება აღნიშნა „განსაკუთრებულად“ – „ვეფხისტყაოსანს“
დააწერა მისი ამქვეყნად მობრძანების თარიღი – წინასწარ გას-
ჭვრიტა თინას როლი და მნიშვნელობა მისი ოჯახისათვის და
კერძოდ მისთვისაც. მამაჩემის ბოლო დღეებზე რომ ვფიქრობ,
რატომღაც თინას მუხლებზე ასვენია, იარებმობანილი, ჯვრიდან
გადმოხსნილი ქრისტესავით...

***
ახლა ძალიან მწყდება გული, დღიურს რომ არ ვწერდი, ანუ
ვწერდი სტიქიურად,უსისტემოდ, უდისციპლინოდ, უპასუხისმგებ-
ლოდ, თუმცა, ვინ იფიქრებდა, ჩვენი ცხოვრება ასეთი საინტერე-
სო თუ აღმოჩნდებოდა ბოლოს, ასეთი გაურკვეველი და სახიფა-
თო, ყოვლად გაუთვალისწინებელი მოვლენებითა და ყოვლად
წარმოუდგენელი „შემთხვევებით“ სავსე. ეგრეთწოდებული დი-
სიდენტებიც ვერ იფიქრებდნენ, საბჭოური ერთფეროვნება,
უღიმღამო, წინასწარ დაგეგმილი და დაკანონებული ყოფა კიდევ
უფრო უარეს კოშმარში თუ გადაიზრდებოდა მოულოდნელად,
სადაც ბოსხის ჩვენებები წესიერ ოჯახში აღზრდილი, ჯანსაღი ბავ-
შვის უმწიკვლო სიზმარი იქნებოდა მხოლოდ, ხოლო ყოველი
მომდევნო წამი – ერთნაირად საბედისწერო, როგორც რიგითი
ადამიანისათვის, ისევე, საერთოდ, სამყაროსთვის.

***
ყველაზე ადვილად ის იკარგება, რაც ძნელი მოსაპოვებელია.

146 მკითხველთა ლიგა


***
ხვალ გიორგობაა... „7 დღეში“ დაიბეჭდა თაკოს წერილი ამე-
რიკელ მუსიკოსზე. კითხვა შიშით დავიწყე და აღფრთოვანებულ-
მა დავამთავრე...
ასეთი სტატიები რომ იბეჭდებოდეს ჩვენს გაზეთებში, საკმა-
ოდ მაღალი დონის პრესა გვექნებოდა. თაკო, რა თქმა უნდა, გა-
მონაკლისია, მაგრამ ამინდს (დონეს, გემოვნებას, სტილს) გამო-
ნაკლისები ქმნიან სწორედ. ასე რომ, გამონაკლისი ნაკლი კი
არა, ღირსებაა. ნიჭი პროფესიონალიზმის გარეშე ლამაზი სათა-
მაშოა, რომელიც არც ზნეს იცვლის, არც ფერს, რის გამოც, ერთ
მშვენიერ დღეს, შეიძლება, მოსაწყენიც აღმოჩნდეს.

***
დავამთავრე „უძღები შვილი“. დასანახად ვერ ვიტან.

***
...წავიკითხე თამაზის პიესა: „როცა შუქი ქრება“. ქალიშვილი
საერთოდ არ არის საჭირო. არავითარ ფუნქციას არ ასრულებს,
გარდა იმისა, რომ ნინო ბებიაა – მისი მეშვეობით. მთავარი, ორი
ცოლია. ერთთან, პირველთან, მარადიული სიყვარულითაა და-
კავშირებული, მეორესთან – შვილით, მხოლოდ შვილით, და
ისიც ეღუპებათ. ეს არა მარტო ამ ორი ქალის ბიოგრაფიას განას-
ხვავებს ერთმანეთისგან, არამედ მათი საერთო ქმრის დამოკი-
დებულებასაც მათ მიმართ.

***
რა არის მთავარი – ეკლესიების აღდგენა-აშენება, თუ ღვთის-
ნიერების გამოჩენა მოყვასის მიმართ, რომელიც უკიდურეს ეკო-
ნომიურ გაჭირვებას ქუჩაში გამოუგდია...

147 მკითხველთა ლიგა


ლოცვა ცის ქვეშაც შეიძლება, მაგრამ ობლისა და უპოვარის
ცის ქვეშ დატოვება – დანაშაულია.

***
...იმ დღეს რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ, წიგნის მაღაზიის
წინ გამოტანილი დახლიდან ვიღაცამ ჩემი წიგნი აიღო და გადა-
ფურცლა. უნებურად დავიძაბე, გავილურსე, გავიგონე, როგორ
აბრაგუნდა მკერდში გული. ასე ემართება, ალბათ, მეთევზეს,
როცა მის მისატყუარს თევზი გაეთამაშება.

1996

***
12 თებერვალი. თოვს. ბნელში ვზივარ. მაგრამ ზამთარს მა-
ინც ეტირება დედა. ვამბობთ „ზამთარს“ და ვგულისხმობთ „ხე-
ლისუფლებას“. საქართველოს ვინც ყიდის, ნებისმიერი თვალ-
საზრისით, ყველას დედა ეტირება, ისე მე ვიხარო! როგორ, რანა-
ირად? – არ ვიცი. მაგრამ ასე მწამს! უფრო ზუსტად – ძალიან მინ-
და, ასე მოხდეს. გინდა ბოროტად ჩამთვალეთ, გინდა ანტიდე-
მოკრატად. ბნელში ვზივარ, ჭოტივით, მაგრამ ჭოტისგან გან-
სხვავებით, ვიცი, რა რატომ ხდება. მე ჭოტზე ჭკვიანი ვარ, მაგრამ
ჭოტი ჩემზე ბედნიერია.
უუ
ქუჩაში „ხანმოკლე“ წასაუბრების შემდეგ, ორი ქართველი
მანდილოსანი ასე ემშვიდობება ერთმანეთს:
– ჩაო!
– პაკა!

148 მკითხველთა ლიგა


***
17 მარტი. გარდაიცვალა ნიკო ყიასაშვილი. ძალიან მეწყინა.
გაანათლოს ღმერთმა. სხვებზე მეტი მაინც გააკეთა. ჩვენი ბოლო
(სამწუხაროდ) საუბრის დროს მითხრა, დავამთავრე „ულისეო“.
მარტო ამისთვის ეკუთვნის ქართველი ხალხის მადლობა.
უკეთესად დღეს ალბათ ვერავინ თარგმნიდა ამ წიგნს. სხვათაშო-
რის, უკვე ბევრი მიმბაძველი ყავს ახალგაზრდა მწერლებში. არა
მგონია, მსოფლიოს ბევრ ენაზე იყოს „ულისე“ თარგმნილი. ქარ-
თულად არის და ეს ნიკოს დიდი დამსახურებაა. მადლობთ და გა-
ანათლოს ღმერთმა, მიუტევოს ყველა ცოდვა, რაც კი ჩაუდენია.
ვინც რა უნდა თქვას, შენ მაინც უკეთესი საქართველოს ნაწილი
იყავი, მისი უკეთესი შვილთაგანი – ზრდილი და წიგნიერი. ბევრი
კარგი მახსოვს შენგან, იმედი მაქვს, სხვებსაც ემახსოვრებათ –
იძინე მშვიდად!

***
დემოკრატია პარადოქსების აღლუმია: ბევრმა იცის (ყველამ
იცის), რომ საქართველოს დღევანდელ პარლამენტში სხედან პი-
როვნებები, რომლებიც მწერლობას დანაშაულად უთვლიან ყო-
ფილ, ესე იგი, საბჭოთა სისტემასთან ბრძოლას და ამის გამო,
საკმაოდ სერიოზულადაც სჯიან მას (მწერლობას).

***
18 ივნისი. ვიყავი თუმანიშვილის თეატრში. საკმაოდ სუსტი
სპექტაკლია – თვითშემოქმედების დონეზე. ვნახე ედვარდი. ისევ
ვერ გავერკვიე სიტუაციაში. ედვარდთან მოიყვანეს უცხოეთში
მოთამაშე ორი ქართველი ფეხბურთელი. „ახლა რას აკეთებთო“
– ჰკითხა ედვარდმა. „ახლა ვისვენებთო“ – უპასუხეს. მე რო-
გორც ყოველთვის, თავს ვერ მოვერიე და ჩავურთე – სამშობლო-

149 მკითხველთა ლიგა


ში ისვენებენ და ოფლს სხვაგან ღვრიან-მეთქი. უხერხული დუმი-
ლი ჩამოვარდა.

***
ხალხი კი არ ავადმყოფდება, არამედ – საზოგადოება. პირი-
ქით, ხალხი საზოგადოების მკურნავია. ხალხს შეუძლია, თავისი
წიაღიდან წარმოშვას ახალი, ჯანმრთელი საზოგადოება და წარ-
მოშვას იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდება.

***
ჩამოვედი ლიკანში. იქნებ ცოტა დავმშვიდდე... შემხვდა ნაც-
ნობი ძაღლი – იმან მიცნო. ვუწილადე ნახევარი ფუნთუშა. ახლა
ოცდაოთხი დღე ვერაფრით ვეღარ მოვიშორებ. სხვათაშორის,
ძაღლიც სიმარტოვის შემადგენელი ნაწილია. ყოველ შემთხვევა-
ში, უმალ ამძაფრებს, ვიდრე ასუსტებს სიმარტოვის შეგრძნებას...
ვასრულებ თამაზის დარიგებას. სხვათაშორის, თამაზამდეც ზუს-
ტად ასე ვცხოვრობდი აქ – ველაპარაკებოდი ციყვებს, ვუსმენდი
მტკვარს, ვღეჭავდი ბალახს, დავდიოდი და ვფიქრობდი, ვფიქ-
რობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე.

***
...და უკვე დროა, დარწმუნდე, მიხვდე –
სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი.

***
სხვათაშორის, დღეს უკვე თოთხმეტია. დრო გადის. ვნახე გუ-
რამი და ზურაბი. ორივე ერთნაირად უჩივის სიმსუქნეს. ერთი ჭი-
დაობამ გაასუქა, მეორე – სიმღერამ. ეტყობა გახდომის საუკეთე-
სო საშუალება მწერლობაა.

150 მკითხველთა ლიგა


***
დანიაში ჩემი წიგნი გამოსულა. რომელიღაც იქაურ სერიო-
ზულ გაზეთში, რომელიღაც იქაური სერიოზული მწერლის წერი-
ლი ყოფილა ამის თაობაზე. ეს ცნობები [...] მომაწოდა გუშინ, ტე-
ლეფონით. ვიღაცას ჩამოუტანია დანიიდან. არც გაზეთის ფული
ჰქონია, არც წიგნისა (აბა, რამ წაიყვანა დანიაში, ასე გაღლეტი-
ლი?!). თუმცა, წიგნი მართლა ძვირი ღირს თურმე – 50 დოლარი.
უცხოელები ფასს კი მადებენ, მაგრამ რად გინდა, წიგნი არ იყი-
დება. ამჟამად ოთხი ქვეყნის ოთხ სატახტო ქალაქში იყიდება ჩე-
მი წიგნები (პარიზი, ბელგრადი, კოპენჰაგენი, თბილისი), მე კი
[...] ნაწყალობევი საგზურით ვმკურნალობ. ასეთია სინამდვილე.
გამოვემშვიდობე ჩვენს მოჭიდავეებს, მაგარი ბიჭები ჩანან, მაგ-
რამ ჩემს ჯიბრზე ისინიც ჩაფლავდებიან, ალბათ. ღმერთმა ნუ
ქნას. თუ თოფითა და პოლიტიკით არა, სპორტით მაინც დავამ-
ტკიცოთ, ღირსნი რომ ვართ დამოუკიდებლობისა! ამინ! ამინ!
ამინ!!!

***
ლიკანი.
უკვე მეორე დღეა სანატორიუმის საფოსტო განყოფილებაში
ჩემი წიგნი მოიტანეს გასაყიდად. ორი დღის განმავლობაში გა-
იყიდა 1 ცალი. იმის თქმა, რომ დამსვენებლებს წიგნის ფული არა
აქვთო, ნამდვილად არ შეიძლება. თხუთმეტ ლარს ყოველ ორ სა-
ათში ხარჯავენ – ნამცხვარში, ხილში, გამაგრილებელ სასმე-
ლებში, ნაყინში... სხვა რაღაცა მოხდა, უფრო უარესი. ხალხს შე-
უქმნეს შთაბეჭდილება, რომ წიგნი სრულებითაც არ არის მის-
თვის აუცილებელი. მარტო ჩემი წიგნი რომ არ იყიდებოდეს, კი-
დევ ხო. მაგრამ საერთოდ წიგნია იგნორირებული და არა მხო-
ლოდ ჩემი ახალი რომანი. ქართველი ხალხი კვდება სულიერად.
ამის მრავალი სიმპტომი არსებობს, მაგრამ საკუთარი კულტური-
151 მკითხველთა ლიგა
სადმი მისი ასეთი სიჯიუტეში გადასული გულგრილობა, ნამდვი-
ლად ყველაზე უტყუარი და საშიში სიმპტომია... შევხედოთ სი-
მართლეს თვალებში და ხელი ავიღოთ ფუჭ ოცნებებზე. საქარ-
თველო გაწირეს. უფრო სასტიკად, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ. ამას ადასტურებს ოფიციოზის დამოკიდე-
ბულება ოლიმპიადასთან. ამას ადასტურებს ქართველი (გენე-
ტიურად ქართველი) სპორტსმენების სიმრავლე სხვათა გუნდებ-
ში. გავიფანტენით, მოვედეთ ქვეყანას უსახლკარო მაწანწალები-
ვით. სომეხი კროჭინობს. ცოტაც და აღსრულდება მისი მარადი-
ული, სანატრელი ოცნება – დაესახლება ჩემს ნასახლარზე. არა-
ვითარი საშუალება არ არსებობს ერის გამოსაფხიზლებელი. ყვე-
ლა გზა მოჭრილია.
ამერიკის საელჩო ხსნის სპეციალურ სამსახურს, რომელიც
უხელმძღვანელებს ქართველი ინტელიგენციის წარმომადგე-
ნელთა მიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ კი
არა „მოქალაქეები რომ წაგვართვას“ (რასაკვირველია, მხო-
ლოდ ამიტომ!), არამედ დროებით რომ დაეხმაროს ჩვენს „ნიჭი-
ერ“ შემოქმედებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს... ასე გვატყუებს
[...], სახელმწიფო მრჩეველი – საშუალო დონის ღვარძლიანი
ლიტერატორი და საეჭვო წარმომავლობის „ქართველი“.

***
დღეს ბორჯომში გაიყიდა ჩემი 8 წიგნი, ჩამოიტანეს სულ 15.

***
ლიკანი.
ასე ახლოს არასოდეს მინახავს ელვა, ძალიან ლამაზია. შე-
მაშფოთებლად ლამაზი. რასაკვირველია, დიდად უწყობს ხელს
„მუსიკალური გაფორმებაც“. აივანზე ვიდექი და უნებურად უკან
დავიხიე – თითქოს მომწვდებოდა დაკლაკნილი, სწრაფი, ცეც-
152 მკითხველთა ლიგა
ხლოვანი ხელითა თუ საცეცით. ეს წუთია, „ჩაერთო“ ჭოტი. ეს
ხმაც ძალიან უხდება აქაურობას. ჩემთვის, ამ ხმის გარეშე, წარ-
მოუდგენელია ზაფხული, არა როგორც წელიწადის ერთ-ერთი
დრო, არამედ განსაკუთრებულად ახლობელი, საყვარელი,
ძვირფასი ქვეყანა, სადაც ძირითადად ჩემი უკეთესი სურვილები,
ფიქრები, ოცნებები, განზრახვები, წარმოდგენები სახლობენ და
სადაც, სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შემიძლია
ჩასვლა, ისიც უკეთეს შემთხვევაში.

***
სამი დღეა სტამბოლში ვართ. „აია სოფია“ ყველაზე დიდი შთა-
ბეჭდილებაა. თანაგრძნობაზე მეტად აღშფოთებას იწვევს – მე-
ზობელ ქრისტიან ქვეყნებს უპირებდა ჩაყლაპვას და თვითონ
ეტირა დედა! მუჰამედმა სისხლიანი ხელის ანაბეჭდი შეატოვა სა-
მუდამოდ...

***
დღეს მომცეს ავანსი (კაპიკები) – ათი მილიონი თურქული
ლირა და 100 გერმანული მარკა. მაგრამ ესეც ხეირია, ხეირი კი
არა, ხსნაა – ბავშვებთან მაინც ჩავალ პირნათელი. ვინ იცის, რო-
გორ მელოდებიან! ოქროს რქა მართლა ლამაზია. მაგრამ სტამ-
ბოლი არ მაღელვებს, არც ევროპული, არც აზიური. ეს ჩემი ქა-
ლაქი არ არის...
უუ
ბურსა. ოსმალეთის აკვანიცა და აკლდამაც.

***
მე მგონი, თურქეთი და რუსეთი ერთიდაიგივე მოვლენაა,
ორად გაყოფილი, თხილის სატეხის ორი ყბაა – თხილი კი საქარ-
თველოა. თხილის გული ორმა კაციჭამიამ გაიყო და ორივეს
153 მკითხველთა ლიგა
გულზე დაადგაო. კი, აბა! ორივემ მშვენივრად შეირგო: ერთმა
ერთი ფრთა შეჭამა, მეორემ – მეორე. აქ
რელიგია სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზეა აყვანილი. კი
არ გწამს, ემორჩილები.
ფარზე გამომცხვარი ლავაში! – დამპყრობელი ჯარისკაცის
ულუფა.
ანატოლიის ზეგანი! – მკვდარი ურჩხულის აქერცლილი ზურ-
გი.
ერთფეროვნება – უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე მოსაწყენი.

***
რა შემიძლია ვთქვა თურქეთზე? უპირველეს ყოვლისა, რასაკ-
ვირველია, არ უნდა წამოვსულიყავი ავადმყოფი... ამავე დროს,
ეს ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა იყო, საერთოდ, თურქე-
თის ნახვისა. ხომ უნდა მცოდნოდა, ბოლოს და ბოლოს, ვინ და-
მანგრია და დამასახიჩრა სამუდამოდ?! მიუხედავად, ევროპისკენ
[...] ლტოლვისა (მიმბაძველობისა), უფრო აზიური (ჩემი გაგებით)
ქვეყანა, მაინც ძნელი წარმოსადგენია. საბრალო საქართველო
აქაურებთან შედარებით – საფრანგეთია.

1997

***
ნებისმიერი ნივთი ცოცხალია, ვიდრე ადამიანს ჭირდება.
„უსულო“ მას მერე ხდება, როცა ადამიანთან ურთიერთობას
წყვეტს. ოღონდ „ადამიანი“ ამ შემთხვევაში, უაღრესად კონკრე-
ტული ცნებაა – ჩემი ნივთი ჩემს ხელშია ცოცხალი და არა საერ-
თოდ. ჩვენ ჩვენს ნივთებს საკუთარ სიცოცხლეს ვუნაწილებთ და

154 მკითხველთა ლიგა


ამიტომაც ცოცხლობენ ისინი მხოლოდ ჩვენთან ერთად. ისინიც
ჩვენთან ერთად კვდებიან.

***
...საქართველოს ჭირს პროგრესული დამბლა – ფსიქიკის
თანდათანობითი დაქვეითება – ერთგვარი ნერვიულ-ფსიქიკური
დაავადება, რომელსაც სიფილისი იწვევს, ხოლო ვინ შეჰყარა სა-
ქართველოს სიფილისი, ალბათ, უთქმელადაც იცით ყველამ.

***
20 თებერვალი მიიწურა. სიცივე მატულობს. თოვლი ისევ
დევს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სარკმლიდან, ზოოპარკის მხა-
რეს, ტიპიური ზამთრის პეიზაჟი იშლება, ბრეიგელის დათოვლი-
ლი ფერდობები, ოღონდ ადამიანებისა და ძაღლების შავი ფიგუ-
რების გარეშე. ესე იგი, დღესასწაულის გარეშე, თეთრი ლაქა,
არაფრის მთქმელი, პირიქით – ბევრის მთქმელი, ოღონდ კარ-
გის არა. იარაღის დუმილი, გვამის სიცივე. მაღელვებს, მაგრამ
არ მიყვარს. სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. სიკვდილს
არაფერი ესაქმება სიცოცხლესთან. მათი შეთავსება შეუძლებე-
ლია. ერთის არსებობა მეორეს თავისთავად გამორიცხავს. მე კი,
სული მიდგას, მინდა ცოცხალი ვიყო. იარაღის დუმილისა და გვა-
მის სიცივის რომანტიკა სულიერად და გონიერად არაჯანსაღი
ხალხის მოგონილია. იმათი მოგონილია, ვისაც სიცოცხლის ეში-
ნიათ, ან ძალა არ შესწევთ მთელი არსებით ჩაერთონ მის ფერ-
ხულში. ადამიანმა უკანასკნელ წერტილამდე უნდა იცოცხლოს,
როგორც არ უნდა უჭირდეს და როგორც არ უნდა ეშინოდეს... უფ-
რო სწორად, ვიდრე უჭირს და ეშინია, ცოცხალია და ვალდებუ-
ლია, იცხოვროს. პირველ რიგში ჩემს თავზე ვამბობ ამას. ცოცხა-
ლი ვარ (მიჭირს, მეშინია), მაგრამ არ ვცხოვრობ, – მიყურადებუ-
ლი ვარ საკუთარ ხორცს და გულის ფანცქალით ველოდები, რას?
155 მკითხველთა ლიგა
ალბათ, სიკვდილს. სამარცხვინო საქციელია, მე და ჩემმა ღმერ-
თმა! ნამდვილად რომ არ გვეკადრება. ჩემი გული წუთში ასჯერ
ფეთქავს და სანთელი რომ ჩავაქრო 10 სანტიმეტრის სიშორი-
დან, რაც შეიძლება ღრმად, 3-ჯერ მაინც უნდა ჩავისუნთქო ჰა-
ერი. მოკლედ, მაჯისცემის სიხშირითა და ჰაერის უკმარისობით
მილურსმული ვარ წარმავლობის უხილავ კედელზე და რაც მინ-
და, არ შემიძლია, რაც არ მინდა, კუს ნაბიჯით, მაგრამ ჯიუტად მი-
ახლოვდება ყოველდღიურად.

***
თინას დაესიზმრა, თითქოს მამაჩემს ჩემი თავის ქალა ეჭირა
ხელში. მიმტკიცებს – კარგიაო. მე კი ვერაფერს ვხედავ ამაში
კარგს.

***
დამთავრდა ზამთარი (კალენდარული – ნამდვილად!). დღეს
პირველი მარტია. მარტიც, რასაკვირველია, აურევს თავისებუ-
რად, მაგრამ, ბოლობოლო, მაინც გატყდება. კიდევ ერთი დიდი
ომი გადავიტანეთ. დანაკარგებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
თანდათან გაირკვევა. რაც მთავარია, გადარჩენილი ნაწილი ჩე-
მი არსებისა კვლავაც მზადაა გზის გასაგრძელებლად. რა გაგვაჩ-
ნია – არ ვიცით, რა შეგვიძლია – არ ვიცით, მაგრამ ვიცით მთა-
ვარი – რა გვინდა! ესეც იმიტომ ვიცით, დროის დინებას რომ არ
ემორჩილება, იგივე, რაც ათი, ოცი, ოცდაათი წლის წინ იყო. არც
არაფერი მომატებია, არც მოკლებია, და მიუხედავად ურყეობი-
სა, მაინც უმალ გვასევდიანებს, ვიდრე სიამაყით გვავსებს, უპირ-
ველეს ყოვლისა, თავისი სიმარტოვისა თუ სიპატარავის გამო.
სათქმელადაც არ ღირს. სამარცხვინოა. სასაცილოა. ყველა-
ფერს რომ თავი გავანებოთ, ცოტათი იმაზე მეტი უნდა გინდოდეს,

156 მკითხველთა ლიგა


ვიდრე გეკუთვნის. ამიტომაც, ყოველთვის სანატრელი და მო-
ულოდნელი იქნება ჩვენთვის, რაც გვინდა.
უუ
არავითარი სინათლის ნატამალი არ ჩანს!

***
თოვს. თვრამეტი მარტია. ზეგ უნდა დავიბადო. ფუნიკულიო-
რის პლატო კედელივითაა ჩამოთეთრებული. უკვე ცხრამეტია.
ქარია. ცივა. მაგარი სერიოზული ზამთრის დღეა. მოდი და ამის
შემდეგ, მართლა მოკითხე ჭკუა მარტს! ხვალ ვიბადები! უჭირს
ბუნებას ჩემისთანა გაუგებრობის გაჩენა, თავს ებრძვის, წვა-
ლობს... მე კი მესმის ბუნებისა, მაგრამ ჩემი არავის ესმის...
ორის თხუთმეტი წუთია და შუქი არ ჩაუქრიათ. ალბათ, მე მცე-
მენ პატივს – უკვე ოცია, უკვე სამოცდაოთხისა გავხდი და სამოც-
დახუთში გადავდექი. სამოცდაოთხი წლის წინათ, აღმოსავლეთ
საქართველოში, კახეთის პატარა ქალაქ სიღნაღში დავიბადე მე,
თქვენი მონა-მორჩილი...

***
(ძველი რვეულიდან)
ყველა ლიტერატურას თავისი გამორჩეული წარმომადგენე-
ლი ყავს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მაგალითიც არის საერ-
თოდ მწერლობის და მისი დანიშნულება გაცილებით დიდია, ვიდ-
რე მხოლოდ მასწავლებლობა. უფრო სწორად, ისინი, გამორჩე-
ულნი, გვიღვიძებენ საერთოდ სწავლის სურვილს, განგვაწყობენ
სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ ჩასახვის, შექმნის ჟინს და გვიდას-
ტურებენ „უკეთესი ქვეყნის“ არსებობას, დროსა და სივრცეზე გა-
მარჯვების შესაძლებლობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობ-
რიობა, მათი მნიშვნელობაც, მათი სიდიადეც ყოველთვის სამა-
გალითო და მისაბაძი იქნება. რაც მათ ცალკე შეუქმნიათ, ერთ
157 მკითხველთა ლიგა
საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოდ შეგვიძლია წარმო-
ვიდგინოთ, საიდანაც ყველა ადამიანი, უპირველეს ყოვლისა,
იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად. ისინი არ შეიძლება
ბევრნი იყვნენ, მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება ბევრი ღირ-
სეული ადამიანი აღიზარდოს. ხოლო, რაც უფრო მეტი იქნებიან
ღირსეულნი, მით უფრო თვალსაჩინო, მით უფრო აუცილებელი
გახდება მთელი კაცობრიობისთვის ყოველი მათგანი, როგორც
ერთადერთი და განუმეორებელი. ისინი ერთმანეთს კი არ ენაც-
ვლებიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთის სახელს სი-
დიადესა და სინათლეს მატებენ მხოლოდ, ერთმანეთის შუქით
კიდევ უფრო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე
თანავარსკვლავედის ვარსკვლავები.

***
ნაყინის გამყიდველები „მაროჟნს“ ყვირიან თბილისის ქუჩებ-
ში. ყუთებზე, სხვათაშორის, მკვეთრი, საკმაოდ მოზრდილი ასოე-
ბით „ნაყინი“ აწერია. გუშინ ერთს ვუთხარი, ყუთზე „ნაყინი“ წე-
რია, შენ კი „მაროჟნს“ იძახი-მეთქი და, კითხვა არ ვიციო, შემომ-
ცინა...

***
რომანს პირობითად „მღილთა აღლუმი“ ერქმევა. გუშინ დავ-
წერე პირველი აბზაცი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე აბზაციც
ვიცი. ჯერ ბევრი რამე არ ვიცი. თუნდაც გმირის სახელი...

***
ნებისმიერი თითი დაიზიანე შეგნებულად, თუ გინდა რომ მიხ-
ვდე, რამდენად აუცილებელია ის თითი შენთვის.

158 მკითხველთა ლიგა


***
ჩიტების ტრაპეზი.
საოცარი საყურებელია ჩიტების ტრაპეზი. იგულისხმება დე-
დაჩემის შემოჩვეული მტრედები და ბეღურები, რომლებიც, მი-
უხედავად თანდაყოლილი და ყველა ცოცხალი არსებისთვის და-
მახასიათებელი სითავხედისა, მიუხედავად უკვე მრავალი წლის
გარანტირებული, შემოწმებული „უსაფრთხოებისა“, მაინც გა-
უნელებელი შიშით, მოუდუნებული სიფრთხილითა და დაძაბუ-
ლობით კენკავენ დაფშვნილ პურს აივნის ფილაქანზე, ერთმა-
ნეთსაც უფრთხიან, საკუთარ ჩრდილებსაც, ნებისმიერ ჩქამს, და
ერთად, ერთბაშად წამოფრენილნი – უფრო ხშირად, რომელიმე
მათგანის ყალბად ატეხილი განგაშის გამო – ისევ ერთად უბრუნ-
დებიან ძნელად შესალევ, სულზე უტკბილეს სიამოვნებას. ესეც
ერთგვარი თეატრია, სადაც განუწყვეტლივ ეთამაშებიან სიკ-
ვდილს, დასცინიან ერთმანეთისა თუ საკუთარ სიმხდალეს, წარ-
მოადგენენ სიხარბის, გაუმაძღრობის, ძალადობის, ძალმომრე-
ობის, ეშმაკობის, მლიქვნელობის, ყოყლოჩინობის, სიბეჩავის
სცენებს და მიფრინავენ, რათა ისევ ითამაშონ სიკვდილთან, ისევ
დაცინონ, გააპამპულონ საკუთარი თუ სხვათა სიმხდალე, ხოლო
პირწმინდად მოკრიალებულ „სუფრაზე“, ადამიანისადმი გულ-
წრფელი მადლიერების ნიშნად (შეიძლება საფასურადაც) დატო-
ვონ ურთულესი, ერთმანეთში ათასნაირად ჩახლართული კერა-
მიკული ორნამენტის პაწაწინა ნამსხვრევების მაგვარი სკინ-
ტლი...

***
უფრო იოლად შეველეოდი სიცოცხლეს, რომ არ ვიცოდე, რო-
გორ გამოიყურება სიკვდილი.
მაინც და მაინც, მომხიბვლელი არც სიცოცხლეა, მაგრამ მას
უთვალავი სახე აქვს, სიკვდილს კი ერთადერთი.
159 მკითხველთა ლიგა
ცოცხალი ციყვი და ცოცხალი ჭრიჭინა სხვადასხვანაირად
არიან ცოცხლები, მკვდარი ციყვიცა და მკვდარი ჭრიჭინაც ერ-
თნაირად მკვდარია.

***
კინტო ულოცავს საქართველოს აღდგომის დღესასწაულს. ჩე-
მი აზრით, ქვეყნის უკეთესად გაბითურება ალბათ ძნელი წარმო-
სადგენია. კინტოების რესპუბლიკა! საწყალი გრიშაშვილი გამწა-
რებული გვაფრთხილებდა, კინტო საგინებელი სიტყვააო, მაგ-
რამ ჩვენ მაინც ჯიუტად მივისწრაფით კინტოობისკენ, გაკინტოე-
ბა დაგვისახავს მიზნად. ეს გვგონია გვირგვინი ჩვენი ეროვნუ-
ლობისა და ადვილი შესაძლებელია, მართლაც ასეა?!

***
დები იშხნელები, ანა კალანდაძის მსგავსად, შეიძლება უაღ-
რესად ლაკონური, უაღრესად ქართული მოვლენაა, მაგრამ სწო-
რედ ამგვარი მოვლენები ამზადებენ საფუძველს საერთაშორისო
მნიშვნელობის პიროვნებათა ჩამოსაყალიბებლად.

***
მტრედი: რითი აიხსნება, რომ ბავშობაში სულის შემძვრელად
ლამაზი, სუფთა და თვინიერი გვეჩვენება ეს უშნო, ბინძური და
თავხედი ფრინველი?! კიდობნიდან თავისი მშვიდი და კეთილი
ბუნების გამო კი არ გაუშვეს, არამედ განსაკუთრებული უნარის
გამო – შეუძლია საკმაოდ მოზრდილი ტოტი ზიდოს ნისკარტით.

***
„სასწავლო თეატრმა“ დადგა ჩემი „ყოველმან“... ძალიან დი-
დი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე მსახიობებმა, ჯერ კიდევ მე-
3 კურსის სტუდენტებმა. პირველად გავიგე სცენიდან ადამიანური
160 მკითხველთა ლიგა
მეტყველება. მანანა ბერიკაშვილი, ეტყობა, ნიჭიერი გოგოა. მა-
ჩუქეს აფიშა ავტოგრაფებით. ახალგაზრდული გულუბრყვილო-
ბა.

***
ქანდაკების ფაკულტეტი ახლა ქვისმთლელებს უშვებს, ფერ-
წერისა – მღებავებს.

***
„წათე“ ერთნაირად არ დაიდგა, როგორც საბჭოთა, ისევე დე-
მოკრატიულ საქართველოში. სხვათაშორის, ესეც ერთ-ერთი სე-
რიოზული დადასტურებაა იმისა, რესპუბლიკის მხოლოდ ფასადი
რომ შეიცვალა, შიგნიდან კი იგივე ნაგავი დარჩა.

***
12 ივლისი. ლიკანი.
...გავიცანი ტაბლიაშვილი. საკმაოდ სიმპათიური კაცი ყოფი-
ლა, სასიამოვნო მოსაუბრე. ტიპიური ქართველი ინტელიგენტი –
მშვიდი, კეთილი, მორიდებული. იხსენებდა კონსტანტინესთან
ურთიერთობას. ძალიან შთამბეჭდავი პორტრეტი დახატა. კეთი-
ლი იუმორით შეზავებული. ჩვენი ერთ-ერთი ნაკლი, გნებავთ, სი-
სუსტე ისიც არის, ერთმანეთს რომ არ ვიცნობთ. არადა, ალბათ,
რამდენი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გვერდით.

***
წასვლის დრო ისე უცებ მოვიდა,
ვერ დავტკბი ჩემი სიმარტოვით...

161 მკითხველთა ლიგა


***
...გუშინ ვიღაც ქალმა ახსენა სიტყვა „ნედლი“. ეტყობა, დიდი
ხანია არ გამიგია. ჯერ ნედლია, ჩემი ჩანაფიქრივით. ცაცხვის ყვა-
ვილი ნედლია, მალე გახმება. გამხმარ ცაცხვის ყვავილს მდუღა-
რეს დავასხამთ და მივიღებთ ჩაის მაგვარ ნაყენს. ამბობენ, არა
მარტო სასარგებლოა, არამედ გემრიელიცააო. არ გამისინჯავს.
ნედლი – კარგი სიტყვაა. მოვჭერით ნედლი წკნელები, კალათის
მოსაწნავადა...
უუ
გიგამ შემთავაზა „მპოვნელის“ გადაღება. აქამდე, დარწმუნე-
ბული ვიყავი, მერაბი იღებდაო. მეუღლემაც მხარი აუბა – მერაბს
ავი ძაღლი უწოდა – არც თავად გადაიღო და არც ჩვენ გვაცა-
ლაო.
მოკლედ, უარი არ მითქვამს, მაგრამ ჯერ ფული იშოვეთ და
უფრო კონკრეტულად მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. რატომაც
არა?! მაგრამ, არამგონია, რამე გამოვიდეს. ისე, ამ შემთხვევაში,
ალბათ გიგა ყველა ჩვენს სახელოვან რეჟისორზე უკეთესი ვარი-
ანტია.

***
ადვილი შესაძლებელია, მთელი „პერესტროიკა“ იმიტომ გა-
თამაშდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ ჩამოეჭრათ საქართვე-
ლოსთვის, რაც საბჭოთა კანონებითაც კი ყოვლად დაუშვებელი
იყო.

***
...მეშინია, მაგრამ ვცოცხლობ. გნებავთ, ვცოცხლობ, მაგრამ
მეშინია!

162 მკითხველთა ლიგა


***
14 აგვისტო... რუსეთი მასხრად გვიგდებს. ტანი მიგრძნობს,
დღეს სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს. ხუთი წლის წინ, ზუსტად
დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთის კამპანია – რუსეთ-საქარ-
თველოს ორწლიანი ომის ერთ-ერთი სერიოზული და, ალბათ,
გადამწყვეტი ეტაპი...

***
27.IX. სოხუმის დაცემის დღე! დღევანდელი ჩვენი ყველაზე
დიდი ტყუილი ხელისუფლებამ ნელ-ნელა ისტორიად გვიქცია.
ასე იყო ალბათ ჩაფიქრებული... ისე უფრო იოლად ეჩვევა კაცი
დაკარგულს. წარსულში აბინავებს, როგორც სხვა ყველაფერს.

***
თამამად ჩამოდგი ფეხი ბოლო საფეხურიდან – ქვემოთ აღა-
რაფერია.

***
...ცხოვრება ჩვეულებრივი ომია, ომში კი მშვიდად უნდა ამოი-
ღო მტერი ნიშანში და აუღელვებლად გამოჰკრა ჩახმახს თითი.
სხვანაირად ვერ გაიმარჯვებ. სხვანაირად შენ ამოგიღებენ ოთ-
ხში...

***
დღეს მარხავენ არჩილს. ამ ბოლო დროს გარდაცვლილ „გა-
მოჩენილ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა“ შორის, არჩილი
მართლა იყო მწერალიც და საზოგადო მოღვაწეც, რასაკვირვე-
ლია პიროვნებაც. არჩილზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ სხვა
დროს, სხვა განწყობაზე. დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა,
ბევრი კარგი მახსოვს. გაანათლოს ღმერთმა! მივდივარ მწერალ-
163 მკითხველთა ლიგა
თა კავშირში, თუმცა წელი გაკავებული მაქვს რადიკულიტით.
რაც მთავარია, ლაპარაკი იცოდა და სხვათა ნალაპარაკევის გა-
გებაც.

***
დღევანდელი ქართველი ვაჟკაცები არც წესს დაგიდევენ, არც
კანონს – რასაკვირველია, ქვეყნის შიგნით, საკუთარ სახლში –
თუ მოუნდათ რუსთაველის პროსპექტს გახდიან ფეხსადგილად,
ავტოსრბოლას გამართავენ მოძრაობის საწინააღმდეგოდ. შე-
ნიშვნა რომ მისცე, დედაბუდიანად ამოგხოცავენ... სამაგიეროდ,
სამშობლოს მტრებს (თუკი რამე გამოსარჩენი ეგულებათ) მუხ-
ლისჩოქვით ადღეგრძელებენ და პირჯვრის წერით ეფიცებიან
ძმობასა და ერთგულებას. რა ჰქვია ამას? ასეთები ვიყავით ყო-
ველთვის? არა მგონია. ასეთებიც გვერია და ჩვენმა უჭკვიანესმა
მტერმა, თანდათანობით, ასეთები მოამრავლა და მიუშვა კიდეც
ნებაზე. დღეს ასეთები ჭარბობენ, თორემ სამაჩაბლოსა და აფხა-
ზეთშიც ხომ დაიხოცნენ ქართველები?! უფრო სწორად, ისინიც
ხომ ქართველები იყვნენ?! რა შეიძლება ეშველოს ამ ამბავს?!

***
ისეთ [...] ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ერთნაირი ბო-
როტებაა თურქული უნივერსიტეტისა თუ ფრანგული კოლეჯის
გახსნა. ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ
სიბნელეს ამკვიდრებს ისევ; ჩვენი ხსნა თურქულად ან ფრანგუ-
ლად კი არა, არამედ მაინცდამაინც ქართულად განათლებაა.
ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, პირიქით, ყველა ყურს იყრუებს და
თვალს იბრმავებს, მინისტრით დაწყებული და პედაგოგით დამ-
თავრებული. სადღა არ აგზავნიან ბავშვებს, ქართულად რომ არ
ისწავლონ...

164 მკითხველთა ლიგა


***
...დავლიე ვალოკორდინი და თავი მეზიზღება. მაგრამ, განა
მართლა ჩემი ბრალია, ასეთი რომ ვარ? განა ღმერთმა არ შემ-
ქმნა ასეთად?! ან, იქნებ, მართლა ადამიანი ქმნის საკუთარ
თავს?! კი, მაგრამ, თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, უკე-
თესი არ უნდა ვიყო?! ადამიანი კი ქმნის საკუთარ თავს, მაგრამ
ღმერთი წარმართავს მის „ბედს“. ადამიანი თავად კი არ ქმნის,
სხვის დაკვეთას ასრულებს. შეიძლება, თავად არ მოსწონს, რო-
გორიც არის, მაგრამ ღმერთს სწორედ ასეთი სჭირდება ის. ღმერ-
თი ყველა ჩვენგანს აკვირდება და ჩვენთვის მიუწვდომელ, გა-
უგებარ შენიშვნებს თავის უბის წიგნაკში იწერს. ნეტავ, რა სწერია
ჩემზე იმ უბის წიგნაკში?! ალბათ, კარგი არაფერი, თუმცა, ჩემი
პატარა ჭკუით ცუდი არაფერი ჩამიდენია. ვტყუი! ვტყუი! ბევრად
აჯობებს და სიმართლესთან ახლოს ვიქნებით, თუ ვიტყვით, კარ-
გი არაფერი ჩაგვიდენიაო. ცუდად, ე. ი. არასწორედ ვიცხოვრე,
მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, ჩემი ბრალი არ არის. ანდა, მეც მი-
მიძღვის ბრალი (რაკი უარი არ ვთქვი სიცოცხლეზე), მაგრამ უმ-
ნიშვნელო. მთავარი დამნაშავე ის არის, ვისაც უპყრია სადავე-
ნი... ვინც უკეთ ხედავს, უკეთ გრძნობს, უკეთ სჯის... ვისაც, მაინ-
ცდამაინც, ასეთი ჭირდებოდი!..

***
შენ ხარ ცის თაგვი და მიწის ჩიტი. რა იგავებით მელაპარაკე-
ბი?! უფრო ნათლად მითხარი, თუ რამე გაქვს სათქმელი. ამაზე
ნათლად როგორღა გითხრა?! ცისთვის თაგვი და მიწისთვის ჩიტი
ღამურაა, ღამურა კი გადაგვარებული კაცის სიმბოლოა ქართულ
პოეზიაში. აკაკიც არ გაგიგია?!
სად გაიზარდე?!

165 მკითხველთა ლიგა


***
სიზმარში, თითქოს ხალხი ვიღაცის წიგნს ყიდულობდა არა ში-
ნაარსისა თუ მხატვრული ღირსებების, არამედ მაგიური თვისე-
ბის გამო, ვინც იყიდდა – გაბედნიერდებოდა. ასე სწამდათ და,
რასაკვირველია, ფულიც აღარ ენანებოდათ.
ჩემს წიგნს კი ნამდვილად არა აქვს ასეთი თვისება. უფრო პი-
რიქითაა: თხუთმეტ ლარს ხომ დაკარგავ, სიმშვიდესაც ზედ მი-
აყოლებ – ვერაფერს ნახავ შიგ, გულიდან დარდი რომ გადაგყა-
როს და ტკბილი რული მოგგვაროს. ჩვენ კი გვიკვირს, რატომ არ
იყიდებაო!

***
დღეს დანიიდან წიგნი მომივიდა – საკმაოდ კარგიწიგნია.
მთარგმნელი მიგზავნის „გამოხმაურებასთან“ ერთად. თუკი მე
მართლა დავაბრუნე საქართველო მსოფლიო ლიტერატურის
რუკაზე, მაშინ ცოტა უფრო მომზადებული უნდა ვხვდებოდე ზამ-
თარს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მე და ფიროსმანი – ესეც
ხომ რაღაცას ნიშნავს! არაფერსაც არ ნიშნავს – ვიღაც მღილს,
არარაობას შეძულდები მეტად, ვიდრე აქამდე ძულდი. კიდევ უფ-
რო მეტად დასახიჩრდება სიძულვილით, რომლის სათავეც შენ
ხარ. შენ რომ არ ყოფილიყავი საერთოდ, იქნებ არც ის დამდაბ-
ლებულიყო აქამდე. განა, ეს ნაკლები ბოროტებაა ჩემი მხრი-
დან?! დანაშაული, გინდაც უნებლიე, რომელსაც შედეგად ადა-
მიანის სულიერი დასახიჩრება მოსდევს, მიუტევებელია და მისი
რამენაირად გამართლება კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. არა-
და, როგორ გამიხარდა, მე სულელს, ფუთა რომ გავხსენი და ჩემი
წიგნის ყდიდან ფიროსმანმა შემომანათა...

166 მკითხველთა ლიგა


***
ოსტროვსკი სასწავლო თეატრში. საკმაოდ ნორმალური რეჟი-
სურა და ნიჭიერი მსახიობები. ციოდა, მაგრამ დიდი სიამოვნება
მივიღე. ძალიან მიკვირს, რატომ არ ყავს ჩვენს თეატრს მაყურე-
ბელი.
თამაზის წერილი „ლიტ. საქართველოში“.
დიახაც, რომ გვიჭირს მონობიდან გამოსვლა. უფრო სწორად,
მონობიდან გამოსვლაა ძნელი. ამას თუ მოახერხებ, გინდა თუ
არა, თავისუფალი იქნები. როგორც დღეს აუცილებლად ღამე
მოსდევს, გაზაფხულს – ზაფხული, მონობაც ყოველთვის თავი-
სუფლებით მთავრდება.

***
ჩამობრძანდა ქრისტიანე (უკვე მეორე დღეა), ხილიანზე ცხოვ-
რობს. მე მგონი, კმაყოფილია... გამომცემლობას სურს, სათაური
შეუცვალოს წიგნს. ჯერ ვერ ვხვდები, რატომ? ალბათ, ვერასო-
დეს ვერ მივხვდები. ალბათ, არ დავთანხმდები. მაქვს უფლება?
ალბათ, არ გამოსცემენ და ეგ იქნება. თუმცა, წინასწარ ნუ გავი-
ღიზიანებთ თავს. ყველაფერი გაირკვევა...

***
ძალიან შევეჩვიე, მაგრამ მაინც უნდა შეველიო ამ რვეულს –
თითქმის მთელი ორი წელია ერთად გავატარეთ, უდრტვინვე-
ლად იღებდა და პატიოსნად იმახსოვრებდა ყველა ჩემს სისულე-
ლეს, რათა ჩემთვის შეენარჩუნებინა ცხოვრების სიავკარგეში
გარკვეული კაცის ილუზია, რომელიც თავის ჭიას კი არ ახარებს,
თავს კი არ იქცევს ჟამიდან ჟამამდე, არამედ თავს ვალდებულად
თვლის, ნებისმიერ პირობებში ჩაიწეროს, „დააფიქსიროს“ საკუ-
თარი აზრები და დაკვირვებები ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენებ-
თან დაკავშირებით, ანუ შეძლებისამებრ, აღწეროს ყოველი კუთ-
167 მკითხველთა ლიგა
ხე-კუნჭული იმ თუნუქის ყუთისა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და
რამდენიც არ უნდა უკირკიტო, არც სიმაღლეში მოიმატებს, არც
სიგანეში, არც ფერს შეიცვლის, არც ზნეს...

***
ილიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, არ ყოფილა ჩვენს
ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის შემოქმედებას მნიშვნელობა
დაჰკარგოდეს რომელიმე ჭკუათამყოფელი ქართველისათვის;
არ ყოფილა, ილიას შემდეგ, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწე-
რალი, რომელსაც არ განეცადოს როგორც მისი პოეზიის, ისევე
პროზის კეთილისმყოფელი გავლენა; ილიას ფენომენი უფალი-
ვით მრავალმხრივია და განუყოფელი, ანუ, განუყოფლად იყო-
ფის მხოლოდ, ესე იგი, ერთსა და იმავე დროს, დიდი მწერალიცაა
და დიდი მოღვაწეც.
ილია ჭავჭავაძე ჯერ ისევ ჩვენთან არის, ჩვენ შორის ტრია-
ლებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა.

***
...დავლიე ასპირინი, ფარინგოსეპტი მიდევს პირში და ბნელში
ვზივარ. სინათლე, ალბათ, მოვა, მაგრამ ბევრი არაფერი შეიც-
ვლება ამით. სხვა რაღაცაა მოშლილი, სინათლეზე უფრო საჭი-
რო. ხვალ ილიას იუბილეა. ოთხ საათზე მთაწმინდაზე უნდა ავი-
დე. უნდა ავიდე! თამაზი სიტყვას ამბობს, ოღონდ მთაწმინდაზე კი
არა, ოპერაში. სიტყვას არა უშავს, მეტი შეიძლებოდა მოგვეთხო-
ვა თამაზისგან, თუმცა, ალბათ, მაინც ყველაზე უკეთესი სიტყვა
იქნება ხვალინდელ საღამოზე! მთავარია, არ იღელვოს, მაგრამ
აუცილებლად იღელვებს. იმის ადგილას, მე უკვე დიდი ხნის
აღელვებული ვიქნებოდი.

168 მკითხველთა ლიგა


***
მშვიდობა ჩვენი ყველაზე დიდი მტერია – ჩვენ იქამდე ვიარსე-
ბებთ, ვიდრე ბრძოლა შეგვეძლება. მაგრამ, ამის ცოდნა ყველას-
თვის ერთნაირადაა სავალდებულო. დედამ უნდა იცოდეს, რა-
ტომ აჩენს შვილს, შვილმა უნდა იცოდეს, რატომ გაჩნდა. უცხო-
ეთში განათლების მიღება, ბიზნესში ჩაბმა, ნარკომანია და სექ-
სომანია გამოსავალი არ არის. პირიქით, დაჩქარებული თვით-
მკვლელობაა. ჩვენ ჯერ სიკვდილისთვის არ გვცალია. შეურიგე-
ბელი, დაუნდობელი ომი – აი, ჩვენი ერთადერთი გზა ხსნისა –
ომი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და
არა „მშვიდობიანად“, როგორც ერთხელ უკვე გვაყლაპეს...

***
...ასეთები ვართ ქართველები. ჩვენი ბავშვის კუილშიც მელო-
დია გველანდება. ამის გამოცაა, ალბათ, ჩვენი ბავშვები ბავშო-
ბაშივე რომ კარგავენ ყველა კარგ თვისებას, უფრო ზუსტად, ბავ-
შობაშივე ამოწურავენ ხოლმე თავიანთ შესაძლებლობებს და მე-
რე მთელი სიცოცხლე უფერული, შეზღუდული, უპერსპექტივო
ცხოვრებით ცხოვრობენ. ნიჭს წინააღმდეგობა ანვითარებს. ჩვენ
კი ვცდილობთ, ნებისმიერი, ბუნებრივი წინააღმდეგობაც კი მო-
ვუშალოთ რამენაირად, ნაცნობ-მეგობრობით, ქრთამით, მოს-
ყიდვით, საჩუქრებით... ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა და შედე-
გიც არ აყოვნებს – ნიჭიერი, მაგრამ განუვითარებელი, ანდა
არასწორედ განვითარებული ბავშვები გვრჩება ხელთ. ძალიან
სამწუხაროა, მაგრამ ამ სავალალო და სამარცხვინო ჩვევას თუ
მოთხოვნილებას ასე იოლად ვერ მოვიშორებთ.

***
დარეკეს გერმანიიდან: 14-ში ან 21-ში ჩამოდის ტელევიზიის
წარმომადგენელი ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად. გარდაამისა,
169 მკითხველთა ლიგა
მთხოვეს „აველუმის“ სამი ეგზემპლიარი ქართულად – მოუთხო-
ვიათ ამერიკას და საფრანგეთს. მაშინ, რატომ სამი?

***
პოლემიკოსი ქალი საშინელებაა. ქალი ქალურობით არის
ძლიერი. დანარჩენი მისი საქმე არ არის. არ არის და, რა ვქნა,
მომკალით. ქალი, რასაკვირველია, განათლებული უნდა იყოს,
მაგრამ შენ არ უნდა გეჩხირებოდეს თვალში მისი განათლებუ-
ლობა. პირიქით, ყოველთვის სასიამოვნოდ უნდა გაკვირვებდეს
თითქოს მოულოდნელი, [...], გნებავთ, ჯადოსნური საზრიანობი-
თა და გონიერებით, ქალმა ბოლომდე არასოდეს არ უნდა დაამ-
თავროს სათქმელი და რასაც აკეთებს, ისიც ისე უნდა აკეთოს,
თითქოს პირველად და უკანასკნელად აკეთებდეს. პლატონისა
და პასკალის ციტატებით აღჭურვილი ქალი, ისეთივე სასაცილო
შესახედავია (ჩემთვის), როგორც მაღალ ქუსლებზე შემდგარი
ჩია მამაკაცი...

***
...ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გადის ხალხში „აველუმი“. თუმცა,
ყველა წინამორბედ წიგნთან შედარებით, აშკარად უიღბლოა
(უვარგისია-მეთქი, ვერ ვამბობ, არც მე მჯერა და იმიტომ) – ყვე-
ლა წინა რომანი ორ-ორჯერ მაინც გამოიცა და გასაღდა. მიუხე-
დავად, საკმაოდ სოლიდური ტირაჟებისა, ხალხი ეძებდა ამ წიგ-
ნებს და... ვერ შოულობდა. მე მირეკავდნენ შინ. მე მთხოვდნენ.
„აველუმი“ კი უკვე მესამე წელია, რაც „მერანში“ განისვენებს,
რუსთაველის პროსპექტზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას და,
ღმერთმა იცის, კიდევ რამდენ ხანს ეგდება იქ...

***
ნუთუ სიკვდილი მართლა სინათლეა?!
170 მკითხველთა ლიგა
აბა, როგორ შეიძლება, მთელი სიცოცხლე ბნელში გაატარო
კაცმა?! ისევ ჩააქრეს შუქი. ჯერ შემოდგომაც არ დაწყებულა წე-
სიერად, ზამთარში რაღას იზამენ?!

***
მივიღე „აველუმი“. კარგი წიგნია. ყოჩაღ, ქრისტიანე! გერმა-
ნელი „აველუმი“ ნამდვილად არსებობს. ახლა თავს მიხედავს,
თუ შეუძლია, რასაკვირველია...

***
„...რუსეთში, ყველგან გარკვეულ სიმპათიას გრძნობენ
მთვრალის მიმართ; კატორღაში კი „მოქეიფეებს“ მოკრძალები-
თაც კი უყურებდნენ“.
დოსტოევსკი, „მკვდარი სახლის ჩანაწერები“. თავი 111.
შეადარეთ ჩვენი „სჯულისკანონი“ მთვრალთან და სიმთვრა-
ლესთან დაკავშირებით: მთვრალისთვის არსებობდა განსაკუთ-
რებული ბილიკი, „მთვრალის გზა“, ქალებსა და ბავშვებს არ უნ-
და ენახათ მთვრალი კაცი...

***
...ეკლის ხორცში ჩატოვება არ შეიძლება, მაშინვე უნდა
ამოიღო... თუ შეგიძლია. მაგალითად, ლომს არ შეუძლია. სამა-
გიეროდ, შეუძლია სამარადისოდ დაიმახსოვროს ადამიანი,
მხსნელი, რომელიც დაწყლულებული ტორიდან შიგ ჩარჩენილ
ეკალს ამოუღებს...
სადა ხარ, ადამიანო! გამოჩნდი!

***
...სამწუხაროდ, ეს რვეულიც დამთავრდა. ასეა ცხოვრება მოწ-
ყობილი: ჯერ შეჩვევა მიჭირს, მერე განშორება, მაგრამ ერთიც
171 მკითხველთა ლიგა
აუცილებელია და მეორეც, რათა კიდევ ერთხელ შეეჩვიო და კი-
დევ ერთხელ განშორდე, ვიდრე, ამ რვეულივით შენც არ დამთავ-
რდები, ერთხელ და სამუდამოდ.

1998

***
ამოკეცილ საბნიდან ფეხის წვერს რომ გამოყოფ, ჩათვალე,
რომ ზამთარი დამთავრდა.

***
„ულისე“ მომავლის წიგნია. ყველა კულტურულ ხალხს, რომე-
ლიც ხვალაც აპირებს ცხოვრებას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს
თარგმნილი თავის ენაზე. ჩვენ გვაქვს. თუ საქართველო ქვეყნად
დარჩება, თუ ქართველი ხალხი ხვალაც შეინარჩუნებს თავის მე-
ობას, ნიკო ყიასაშვილის სახელი გაცილებით მეტს ეცოდინება,
ვიდრე დღეს იცის.
„ულისე“ საუკუნის დასაწყისში დაიწერა, მაგრამ მთელი სა-
უკუნის განმავლობაში, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერლის-
თვის ის უფრო ფინიშის აღმნიშვნელი ხაზი იყო, ვიდრე სტარტი-
სა.

***
ვკითხულობ ქარუმიძეს და მორჩილაძეს, სულაკაურის გამო-
ცემულს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ყველაფერი სიახლეა
და, ამავე დროს, უკეთესობის მაუწყებელიც. ჯერ მარტო ის რად
ღირს, [...] ბაკურ სულაკაურს საკუთარი გამომცემლობა რომ
ჰქონია. აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ორივე ავ-

172 მკითხველთა ლიგა


ტორი მაინც ლიტერატურული მოვლენაა. მათი წიგნები, შეიძლე-
ბა არ აღაფრთოვანებდეს (ჯერჯერობით) როგორც ქართველ,
ისევე არაქართველ მკითხველს, მაგრამ ამგვარი წიგნების არსე-
ბობა მხოლოდ ასწევს მის თვალში ქართული მწერლობის პრეს-
ტიჟს. გასაგებად ვამბობ? ალბათ არა? მაგრამ ჯერ ყველაფერი
წინ არის...

***
ახალგაზრდობაში კაცი ქალს თავს აწონებს, სიბერეში კი –
აცოდებს. არც ერთისა რცხვენია, არც მეორისა!

***
თქმის მეშინია. მგონი, ვმუშაობ. მაგრამ, ღმერთმა იცის, რას
ვწერ. ფურცელი ივსება, მაგრამ რითი? საკითხავი აი, ეს არის...

***
ამბობს ყმაწვილი ქალი: არ მინდა ვიყო წესიერი, ზრდილი,
თავაზიანი.
უწესო მინდა ვიყო, უზრდელი, აუტანელი. რატომ?
იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ, წესიერი ვარ.

***
ბიძინა კვერნაძე გარეგნულად უაღრესად მშვიდი ადამიანია.
მომხიბვლელად, გადამდებად მშვიდია მისი მეტყველებაც, მისი
მიხვრა-მოხვრაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი საქვეყნოდ
ცნობილი იუმორიც... შეიძლება ითქვას, მთელი მისი არსება შე-
ურყვნელ სიმშვიდეს ასხივებს განუწყვეტლივ. მაგრამ, ჩემი ღრმა
რწმენით, ეს ხელოვნური, მოჩვენებითი სიმშვიდეა და უფრო გა-
რე სამყაროსგან თავის დასაცავი საშუალებაა თავად ბიძინა
კვერნაძისთვის, ვიდრე მისი სულიერი მდგომარეობის გამოხა-
173 მკითხველთა ლიგა
ტულება. მისი ლირიკული მუსიკა შინაგანი მღელვარებითაა და-
მუხტული და მსმენელსაც დიდი ხნით აფორიაქებს. შემოქმედის-
თვის სიმშვიდე სახიფათო ფუფუნებაა. მაგრამ ყველა შემოქმედი
ამავე დროს, ჩვეულებრივი ადამიანია და თავისებურად ეომება
წუთისოფელს, ანუ თავის ნაფიქრთან, ნაოცნებართან ერთად,
რასაკვირველია, უნებლიედ და წინასწარი განზრახვის გარეშე,
თავის გარეგნულ ხატსაც ამკვიდრებს თანამედროვეთა შეგნება-
ში, რომელიც იმდენად შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც
ყოველდღიური, უაღრესად ცხოვრებისეული პროცესების ნაყო-
ფია და იმ სულის გარკვეულ მინერალებსაც შეიცავს, რომლის
გარეშეც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყა-
ნას, უფრო სწორად, ვერ შეინარჩუნებდა ნამდვილობის იერს.
ბიძინა კვერნაძე მხოლოდ მშვიდი მახსოვს, ჩემს შორეულ
ბავშობაშიც, როცა ის უკვე „მხცოვანი მუსიკოსი“ მეგონა, და
დღესაც, სიჭარმაგეშიც, როცა დრომ ერთბაშად გადაშალა ჩვენს
შორის ასაკობრივი განსხვავება. ჩვენ იმ უიღბლო თაობის წარ-
მომადგენლები ვართ, რომელსაც განგებამ დამღუპველი სიცა-
რიელის ამოვსება და სასურველსა და არარსებულის დაკავშირე-
ბა დაავალა. რამდენად შესაძლებელია საერთოდ ამის მიღწევა,
მხოლოდ მკაცრი და პირუთვნელი მომავალი გაარკვევს. მე კი
მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა კვერნაძეს იმ სიამოვნები-
სათვის, რომელიც მის შემოქმედებას არაერთხელ მოუნიჭებია
ჩემთვის... მადლობა გადავუხადო დიდი ადამიანური ამტანობის-
თვის და, რაც მთავარია, ღირსებისთვის, რომელიც ვერც ცხოვ-
რების სიავკარგემ დაათმობინა და ვერც მოვალეობის სირთუ-
ლემ...

***
სიკვდილი არა მარტო ათავისუფლებს ადამიანს გადაუწყვე-
ტელი, მტანჯველი, მოუშორებელი პრობლემებისგან, არამედ
174 მკითხველთა ლიგა
იმავე პრობლემებს მისი ცხოვრების სამკაულებად აქცევს ხოლ-
მე ხალხის თვალში.
თუკი ჩვენი ცხოვრება რამედ ღირს, სწორედ იმ პრობლემების
გამო ღირს თურმე!

***
თუკი ვინმეს ჩემი მოკვლა უნდა, მობრძანდეს დღის ნებისმიერ
მონაკვეთში, გარდა შაბათ-კვირისა.

***
ესქილე: „მტვერი ტალახის მარად მწყურვალე დაა“.
„ადამიანის ნაკვალევი მისივე უენო გამცემია“.
„ზღვა – გემების დედინაცვალია“.

***
ნათელმხილველისაგან კარგი ამბავი ვის გაუგია?

***
დღეს დედამ ნასადილევს, მე და თამაზის ჩვეულებრივი, თით-
ქმის დაკანონებული კამათის შემდეგ, თქვა: ცოდოა ოთარი, სამ-
შობლო უყვარსო. „რა ქნას, კარგი ადამიანია“ – დაამატა ცოტა
ხნის მერე. ყველაფერი თქვა ამ ორი სიტყვით – ჩვენი კამათის
უაზრობაც, ჩვენი უმწეობაც, ჩვენი გამოუვალი მდგომარეობაც...

***
რომეოსა და ჯულიეტას თავი რომ არ მოეკლათ, დროთა გან-
მავლობაში, შეიძლებოდა შეჯავრებოდათ კიდეც ერთმანეთი,
ჩვენზე უარესები გამხდარიყვნენ...

175 მკითხველთა ლიგა


***
ხვალ ოცდაცხრაა – ნანას გარდაცვალების დღე! რვა წელი გა-
ვიდა! რვა წელი გავიდა ჩემთვის. ნანას დრო წლებით აღარ იზო-
მება. საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს. კიდევ...
რვა წლის წინ, დღევანდელ დღეს, ალბათ ყველაზე დიდი ტკი-
ვილი განვიცადე და ის ტკივილი აქამდე მომყვება... ეს ძალიან
რთული, ძნელად ასახსნელი გრძნობაა.

1999

***
ეს რვეულიც თამაზმა მაჩუქა გუშინ. თავისთვის შოულობს და
მერე მე მითმობს – ჰგონია, რამე ჭკვიანურს ჩავწერ შიგ. მე კი,
დღიურის მაგივრად, ავადმყოფობის ისტორიას ვადგენ... წინა
რვეული სწორედ ახალწლის ღამეს გამითავდა და აქამდე ურვეუ-
ლოდ ვიყავი, თუმცა არც ჩასაწერი იყო რამე. ეგაა რომ, ისევ ორ-
ჯერ აღვნიშნეთ შობა-ახალი წელი – ერთხელ ევროპის წაბაძვით,
მეორედ რუსეთის შიშით.

***
თანამედროვე (ახალგაზრდა) შემოქმედისთვის (მწერლის-
თვის, კინორეჟისორისთვის), ვთქვათ, ნარკომანია, ცხოვრების,
ყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი არ არის, არამედ
მთელი ცხოვრებაა, ყოფაა, ანი-დან ჰაე-მდე. სხვა აღარაფერი
აღარ არსებობს. ყველა პრობლემას ეს უდევს საფუძვლად, ნე-
ბისმიერი ურთიერთობა ამ ფონზე ვითარდება... ეს განაპირო-
ბებს ალბათ „ახალი“ სალაპარაკო ენის დამკვიდრებასაც ჩვენს
წიგნებსა თუ კინოფილმებში... ყველა ჟარგონით ლაპარაკობს:
176 მკითხველთა ლიგა
ნარკომანიც, პოლიციელიც, ექიმიც, მასწავლებელიც, ხელისუფ-
ლების წარმომადგენელიც...
გინდაც მართლა აქამდე ვიყოთ უკვე მისულები, მაინც არ შე-
იძლება ამგვარ შემოქმედთა პოზიციის გამართლება. ჩვენ ნების-
მიერი მანკიერება, ანომალია ცხოვრების ნორმად, ცხოვრების
წესად კი არ უნდა გამოვიყვანოთ, ჩვენი დამოკიდებულება უნდა
გამოვხატოთ როგორმე (მხატვრულად) ამ მანკიერებათა და ანო-
მალიათა მიმართ.

***
ნებისმიერი ლიტერატურული დაპირისპირება მისასალმებე-
ლია. მაგრამ ლიტერატორთა ასევე ნებისმიერი დაპირისპირება,
მხოლოდ და მხოლოდ, ავის მომასწავებელია თავად ლიტერატუ-
რისათვის.
ლიტერატურისთვის დიდი და პატარა ქვეყანა არ არსებობს –
არც ქვეყნის სიდიდის გამო უნდა იყოს პრივილეგირებული და
არც ქვეყნის სიპატარავის გამო – იგნორირებული.
დღევანდელი ქართული ლიტერატურაც თვითგანახლების
გზას, რასაკვირველია, ჩვეულებისამებრ, ანუ, მსგავსად ნების-
მიერი დროის ლიტერატურისა, ახლაც ნეოავანგარდისტულ-მო-
დერნისტულ ბურუსში დაუწყებს ძებნას, მაგრამ ბოლოს ისევ
კლასიკის წიაღში მიაგნებს.

***
მწერლობაში ბედის მაძიებელი დღეს მწერლობით შურისმა-
ძიებელმა შეცვალა. ამას ახსნა-განმარტება ჭირდება.

***
1999 წლის 20 მარტი. ესეც თქვენი სამოცდაექვსი წელი. ციფ-
რებით გამოხატული უფრო შთამბეჭდავია: ორი ექვსიანი: 66!
177 მკითხველთა ლიგა
რამდენი დარჩა კიდევ? ალბათ ცოტა, სამწუხაროდ? არ ვიცი. ალ-
ბათ, მაინც სიცოცხლე სჯობს. ოღონდ, ყოველგვარი უკიდურესო-
ბების გარეშე – უკიდურესი სიღარიბე, უკიდურესი უბედურება,
თუნდაც, უკიდურესი უმოქმედობა, ჩემს მტერს! სამაგიეროდ,
ამინდი კიდევ ერთხელ გამოსწორდა. მზიანი დღეა. ჩიტები დავა-
პურე...

***
შვედეთის აკადემიამ ჩემი კანდიდატურა სცნო, ალბათ ესეც
რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩვენს გაჭირვებას ვერ უშველის. მთა-
ვარი წინ არის.

***
გმირობა, დღევანდელი გაგებით, საკმაოდ უფერული, უსის-
ხლხორცო ნაზავია ნარკომანობისა და ძველბიჭობამანობისა –
ბოლომდე გაურკვეველია, რას ნიშნავს, რას გულისხმობს: კაცის
გაუპატიურებას, ბებრის აბუჩად აგდებას, ღატაკის გაძარცვას,
ბრმის გაბრიყვებას, შენიანის დაჩაგვრას, მტრის დუდუკზე ცეკ-
ვას, მოძრაობის წესების დარღვევას, უზრდელობას, უვიცობას,
უცხოეთში გადაკარგვას, სამშობლოს ფეხებზე დაკიდებას თუ
მშობლის [მო...]? ჯერ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე ამის
გასარკვევად მოვიცლით.

***
დიადი საშინელი სკეპტიკოსები: ლოტრეამონი, ვალერი, ჟი-
დი, ჯოისი, სელინი...

***
ხულიგნობა იქცა მანკიერების გავრცელების მასიურ საშუა-
ლებად.
178 მკითხველთა ლიგა
***
წესად იქცა უკვე, შვილები უცხოეთში, მშობლები შინ, აქ, ეგ-
რეთწოდებულ სამშობლოში. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს ეგ-
რეთწოდებული სამშობლოც უკვე დროებითი ცნებაა: მშობლები
დაიხოცებიან, შვილები კი აღარ დაბრუნდებიან უკან, ან ისეთები
აღარ დაბრუნდებიან, აქაურობას რომ ჭირდება, პირვანდელ სა-
ხეს რომ დაუბრუნებს აქაურობას.
დაფიქრდით, ვიდრე კიდევ დროა!
თუ ქართველობა და საქართველო აღარ გინდათ, განა ღირს
კი საერთოდ თქვენი სიცოცხლე?! შენიანისთვის დაკარგული,
სხვისთვის ზედმეტი. ერთი ჩვენი დიდი გულშემატკივრის ლექსში
თაგვი ღამურად კი გადაიქცა, მაგრამ მაინც თაგვად დარჩა. ღა-
მურა მფრინავი თაგვია. როგორ გგონიათ, ფრთების გულისთვის
(დღევანდელი გაგებით – თვითმფრინავის ბილეთისთვის), რო-
მელიმე თაგვი, სინამდვილეში და არა პოეტის ლექსში, მართლა
დათმობს თავის თაგვობას თავცოცხალი?! არავითარ შემთხვევა-
ში. აბა, ჩვენ რა მოგვივიდა?! რამ წაგვახდინა ასე სამარცხვი-
ნოდ?!

***
ახალგაზრდა მწერლებთან დაკავშირებით: რაც შეიძლება, მა-
ლე უნდა იგრძნონ იმათ, აუცილებელი და განუყრელი წევრები
რომ არიან ქართული მწერლობის ოჯახისა (და არა მწერალთა
კავშირისა), რაც შეიძლება მალე უნდა დადგნენ იმ ერთადერთ
პოზიციაზე, რომელზედაც აუცილებლად უნდა იდგეს ქართველი
მწერალი (ჯერჯერობით მაინც!). ახალი გზების ძებნა არა თუ კარ-
გია, საჭიროცაა, მაგრამ ყველა გზას მაინც იქ უნდა მივყავდეთ,
სადაც ჩვენი საერთო, ჩვენი მშობლიური ლიტერატურის გული
ფეთქავს. ისინი მწერლები კი არიან, მაგრამ, ჯერჯერობით, სა-
ქართველოს ქვეშევრდომობა მიღებული არა აქვთ, ანუ ქართუ-
179 მკითხველთა ლიგა
ლად კი წერენ, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ თავიანთი გან-
ცდებით არ გამოირჩეოდნენ მრავლისაგან. არადა, განცდების
განსხვავებულობა, თავისებურება ანიჭებს ლიტერატურას ეროვ-
ნულობას, რასაკვირველია, ენასთან ერთად...

***
ლიტერატურის ისტორია განუწყვეტელი პროცესია გარდაქ-
მნისა, განუწყვეტელი მცდელობაა ძველის ახლით შეცვლისა,
მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის ნამდვილად ძველი და
რა არის ნამდვილად ახალი. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, რას უნდა
დავუპირისპიროთ და რას უნდა დავუჭიროთ მხარი. ილია ჭავჭა-
ვაძე ძველი გვგონია, [...] – ახალი. მაგრამ ამაშიც უფროსები უფ-
რო ვართ დამნაშავენი, ვიდრე უმცროსები. ეტყობა, რასაც ვამ-
ბობთ, მთლად გასაგებად ვერ ვამბობთ, ანდა, იმას არ ვამბობთ,
რისი მოსმენაც ახალგაზრდებს უნდათ ჩვენგან. პირველ შემ-
თხვევაში, არა მარტო შემიძლია გავუგო ახალგაზრდებს, არამედ
დავეთანხმო კიდეც რაღაც რაღაცეებში, რასაც ვერავითარ შემ-
თხვევაში ვერ ვიზამ, თუკი იმას არ ვამბობ, რისი გაგებაც უნდათ
ჩემგან. ვიდრე ჩემი სამშობლოს, ჩემი ხალხის ბედი არ გაირკვე-
ვა, ვიდრე ჩვენს არსებობას არ აღიარებს და არ შეეგუება დანარ-
ჩენი მსოფლიო, ჯიუტად, უსასრულოდ გავიმეორებ იგივეს, რაც
აქამდე მითქვამს ლექსითაც და პროზითაც...

***
მწერლური შრომა, რასაკვირველია, ტანჯვაა, მაგრამ გარ-
კვეული თვალსაზრისით, ნეტარების მომნიჭებელიცაა. ნეტარი
ტანჯვა!

180 მკითხველთა ლიგა


***
იქნებ ეს არ არის სიცოცხლე და იქნებ სიცოცხლე ის არის, რაც
სიკვდილის მერე უნდა დაიწყოს?!

***
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები (თითქმის ყველა-
ნი) კომუნისტური რეჟიმის აღზრდილები არიან და კარგად ფლო-
ბენ მეთოდებს, რომლებიც საკუთარი ხალხის მოსატყუებლად,
ჭეშმარიტი მიზნის კარგად შესანიღბადაა გამიზნული და არა პი-
რიქით. ვიდრე ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ მათ მოღვა-
წეობას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავხსნით, რატომ ხდება,
რაც ხდება და როდის დაადგება საშველი, ესე იგი როდის დამ-
თავრდება ჩვენი ამქვეყნიური უაზრო ჭაპანწყვეტა.

***
ესპანეთი ჩაიშალა! ბილეთი დავაბრუნე... არ დავთანხმდი მე-
სერერ-ახმადულინასთან ერთად ესპანეთში ჩასვლას. რაღა
დროს ესაა?! ეს ხომ იყო და ეს რომ აღარ ყოფილიყო, ამიტომ გა-
ვიღეთ ამხელა მსხვერპლი. ისევ იქ თუ ვბრუნდებით, მე ხელი და-
მიბანია... ბელას ან ევტუშენკოს წინააღმდეგი კი არა ვარ, არ მინ-
და ისევ მათი კალთის ქვეშ დავენახო ევროპას, რომელსაც თავ-
ში ტვინის მაგივრად, წესიერ ხალხში რომ არ ითქმის, ის უდევს...
ვღელავ? რასაკვირველია, ვღელავ, მაგრამ მაინც მადლობელი
ვარ ბედის, ასე რომ დამთავრდა ყველაფერი.

***
ახალი უბედურება: მარტო საფერავს აშენებენ, თურმე, კახეთ-
ში, იმიტომ რომ, მოთხოვნილება მხოლოდ შავ ღვინოზეა. იგივე
პოლიტიკა გრძელდება: ადრე თუ საზამთროსათვის აჩეხინებ-
დნენ ვაზს, ახლა რქაწითელს ჩეხენ საფერავის სასარგებლოდ.
181 მკითხველთა ლიგა
უნდა ბოლო მოეღოს ამ მავნებლურ აგიტაციებს. გლეხი უნდა
დამშვიდდეს, დარწმუნდეს, რომ მისი საქმიანობა საჭიროა არა
მარტო მისთვის, არამედ საერთოდ!!!

***
წინ კლდოვანი კუნძულია, სიცარიელის ოკეანეში ჩანთქმუ-
ლი. კლდეზე დავარდნილი მარცვალი, რაც უნდა სიცოცხლის
უნარიანი იყოს, ან მზეზე გამოიფიტება, ან ჩიტის ჩიჩახვში აღმოჩ-
ნდება ბოლოს...

***
ეს შეიძლება უკანასკნელი რომანი აღმოჩნდეს არა მარტო
ჩემთვის, არამედ საერთოდ – ოცდამეერთე საუკუნეში რომანის-
თვის (ლიტერატურულ ჟანრს ვგულისხმობ) აღარავინ მოიცლის
და გინდაც მოიცალოს, ირონიული ღიმილით თუ ჩაიკითხავს ბო-
ლომდე, რაც არ უნდა დიდი ადამიანური ტრაგედია იყოს შიგ აღ-
წერილი. მეოცე საუკუნე (ხელოვნების ჩათვლით) უადამიანო
ადამიანის ჩამოყალიბებაში დაიხარჯა – არც მთლად უშედეგოდ!
რაც უფრო მეტ სიმხეცესა და სიბილწეს აღმოაჩენდი ადამიანში,
მით უფრო დიდ ხელოვნად ჩაითვლებოდი. მაგრამ, განა მარ-
თლა ეს არის ხელოვანის დანიშნულება? მოწოდება? იქნებ ამის
მიჩქმალვაა, იქნებ სწორედ ამისთვის უნდა აერიდებინა მკითხვე-
ლის (მნახველის, მსმენელის) თვალი? ოიდიპოსმა როგორც კი
შეიტყო საკუთარი და, რაც მთავარია, უნებლიე „არაადამიანუ-
რობის“ შესახებ, მაშინვე თვალები დაითხარა და კეთროვანივით
განერიდა ცხოვრებას. ეს მოხდა კაცობრიობის გარიჟრაჟზე, მაგ-
რამ კაცობრიობამ ამ გზით სიარული კი არა, ამ გზის საპირისპი-
რო გზების აღმოჩენა დაისახა მიზნად. ოიდიპოსი ანაქრონიზმად
იქცა და, უპირველეს ყოვლისა, თავისი კეთილშობილების, გუ-
ლუბრყვილობის, პატიოსნების, ღირსებისა და სიამაყის გამო,
182 მკითხველთა ლიგა
მოკლედ, თავისი ადამიანობის გამო. „არაადამიანურობის“ დაც-
ვა და გამართლება, ცხოვრების წესად ქცევა – აი, მეოცე საუკუ-
ნის ლიტერატურისა და საერთოდ ხელოვნების სტიმულიცა და
მიზანიც, რასაკვირველია, მცირე გამონაკლისთა გარდა. თუ არა
ისინი, უკვე დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა ადამიანის გა-
არაადამიანურობის პროცესი....

***
ჩემი „კარგი ქვეყანა“ ისევ მომავლის იმედზე დარჩა. აწმყო არ
წყალობს. არა და არა. სხვათაშორის, ასედაც უნდა იყოს. სამშობ-
ლო ჩვენთვის, რატომღაც, წარსულია. დღეს, ახლა, როცა ვართ,
ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, არ გვიყვარს...

***
მთავარია, გამოვარჩიოთ პოეტი ლექსის წერის მანიით შეპ-
ყრობილი ხალხიდან, რომელთა არსებობა, უპირველეს ყოვლი-
სა, ჭეშმარიტი პოეზიის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან, რაც
არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ისინი თავიანთი ბუნებით
მტრები არიან იმისა, რისკენაც მიილტვიან. მათი მიზანია, რადაც
არ უნდა დაუჯდეთ, მოიპოვონ პოეტის სახელი და ამიტომაც, თან-
დაყოლილი ალღოს წყალობით, რასაც მხარში უდგას ასევე თან-
დაყოლილი ბრძოლის უნარიანობა, ცდილობენ დაამდაბლონ
ის, რასაც ვერ შესწვდებიან, რაც ბუნებისგან ეძლევა კაცს და არა
ცხოვრებისგან. ცხოვრება ბუნებაზე ლმობიერია, გულგრილია
ჭეშმარიტების მიმართ, რადგან თავადაც წარმავალია და მაინ-
ცდამაინც არ აღელვებს, ვინ ამოტივტივდება მის ზედაპირზე და
ვინ ჩაიმარხება მისი ფსკერის შლამში. ის (ცხოვრება) ბუნებას
უპირისპირდება, რადგან აღიზიანებს მისი მარადიულობა, სიმ-
შვიდე, სამართლიანობა...

183 მკითხველთა ლიგა


***
წიგნში ის კი არ უნდა ეძებო, რაც იცი, ის უნდა იპოვო, რაც
იქამდე არ იცოდი.

***
ისე უნდა ცხოვრობდე, თითქოს სამუდამოდ ხარ აქ მოსული
და ისე უნდა შრომობდე, თითქოს ხვალინდელი დღეღა გაქვს
დარჩენილი...

***
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ – გვითხრა პოეტმა, ჩვენ გაფ-
რთხილებად კი არ მივიღეთ ეს, არამედ რჩევად. ყოველ შემთხვე-
ვაში, ჯერჯერობით ასე ჩანს. ქართული ენის დაცვის კომიტეტი,
ჯერჯერობით, საკუთარ უფლებებს იცავს მხოლოდ. თბილისს
ნამდვილად არ ეტყობა, მის მშობლიურ ენას მართლა რომ იცავს
ვინმე...

***
ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დღეს ქართულად წერს,
თვალის ჩინივითაა გასაფრთხილებელი. წერონ, გაიწაფონ ხე-
ლი, გონება აუცილებლად გაიხსნება დროთა განმავლობაში და,
ბევრ რამეს, რაც დღეს აღიზიანებთ, ალბათ გმირობადაც ჩაუთ-
ვლიან თავიანთ წინამორბედებს... მთავარია, იქამდე ერთმანე-
თი არ შეგვაჭმევინოს მტერმა, ქილაში გამომწყვდეული მორიე-
ლებივით...

***
ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, შველის რა ვიღაცას, უპირ-
ველეს ყოვლისა, საკუთარ თავს შველის. ბავშვს გადაარჩენ, სა-
კუთარ თავს გადაირჩენ, ასეა აწყობილი წუთისოფელი...
184 მკითხველთა ლიგა
***
27 ნოემბერი. გარდაიცვალა დედა!!! აი, როგორ უნდა სიკვდი-
ლი! აი, ვინ მოკვდა ღირსეულად! ბრძოლის ველზე...

***
სიკვდილი ერთადერთი (და საუკეთესო) გამოსავალია იმ სი-
ტუაციიდან, რომელშიც სიკვდილის წინ აღმოვჩნდებით ხოლმე...

***
დედა დავმარხეთ 2 დეკემბერს. ეს დღეები კუბო სულ მზეში
იდგა.
თინა ცარიელ ოთახებში დადის, დედას ეძებს და ტირის! 60
წლის ობოლი...

***
თუ გინდა, რომ მოკვდე – უნდა დაიბადო. ხოლო, უკვდავება
თუ გინდა – უნდა მოკვდე.

***
ისე, მე თუ მკითხავ, არაფერია გულდასაწყვეტი ამ ქვეყანაზე
– თუ კოსმიურ საფრთხეს გადაურჩი, ატომური ფსიქოზი დაგა-
დამბლავებს, ხოლო, იმასაც თუ სძლიე, სექსუალური ეპიდემია
მოგითავებს ხელს...

***
რაც უფრო მეტს კოპწიაობს კაცი ქალთან, მით უფრო საეჭვოა
მისი მამაკაცური პოტენციალი.

185 მკითხველთა ლიგა


***
დამთავრდა ჩემი მწერლობა – რაც დავწერე ნაგავია, რისი
დაწერაც მსურდა, ვერ დავწერე! ბასტა! ამოიწურა მადანი, დაწ-
ყდა წყარო, დაილია სანთელი, გათავდა პური... მიიწურა სიცოც-
ხლე, როგორც ეს ნოემბერი...
მწერლობა, ასე თუ ისე, კიდევ ამართლებდა ჩემ ამქვეყნიურ
არსებობას. ნამდვილად უაზრობაა, ამ დღეში ვიყო და თანაც ვე-
რაფერს ვწერდე... რაღაც უნდა მოხდეს! აუცილებლად. დღითი
დღე ვეფლობი უმოქმედობისა და უაზრობის ჭაობში... წნევის გა-
ზომვა და მაჯის დათვლა გამართლებულია, თუკი რამეს ქმნი, რა-
ღაცისთვის გჭირდება ნორმალური წნევა და მაჯა. ამაზრზენი სა-
ნახავია საკუთარი მაჯის მთვლელი კაცი. საცოდაობაა! არ მინდა
ვიყო საცოდავი. არ მინდა! მაგრამ სიკვდილის რომ მეშინია? მე-
რე რა?! ეს ცხოველური შიშია და მეტი არაფერი. მარტო სიკვდი-
ლის ხომ არ მეშინია?! მეშინია მიწისძვრისაც, ხანძრისაც, მთვრა-
ლი ხულიგნებისაც, ხუნაგისაც, გრიპისაც... ღმერთმა იცის, რისი
აღარ ეშინია კაცს, მაგრამ მაინც კვდება. ასე რომ, შიში დიდი
დაბრკოლება არ არის. შიშს მოევლება. მთავარია... მთავარია
არ გინდოდეს სიკვდილი. ამისთვის კი ბევრი რამ არის საჭირო,
გარდა ჯანმრთელობისა, საქმე უნდა გქონდეს და აკეთებდე. ქა-
ლი უნდა გყავდეს და... მოკლედ, დროა, ჭკუას მოვუხმოთ და ერ-
თხელ კიდევ გავიბრძოლოთ... სჯობს ბრძოლის ველზე მოკვდე,
ვიდრე წარმოდგენილმა ბრძოლების შიშმა მოგკლას ლოგინში
ბოლოს...

***
ხალხს შიშის გრძნობა არა აქვს, პოლიტიკოსები არიან მშიშ-
რები.

186 მკითხველთა ლიგა


***
სესხულობენ პატარა მწერლები, დიდები – იპარავენ!

***
წარსული ყოველთვის წინ გელოდება!

***
ლაშა ჯანაშია იყო და ყოველთვის დარჩება ჩემთვის ქართუ-
ლი ზნეობის, ქართული ინტელექტისა და ქართული კეთილშობი-
ლების სიმბოლოდ!

2000

***
იკითხეთ, იკითხეთ ყველაფერი – ცუდიც და კარგიც, გასარ-
თობიც და განმანათლებელიც. კითხვა სავალდებულო შრომაა
და საკმაოდ მძიმეც, როგორც მიწის ხვნა, გუთნის გამოჭედვა,
ღვინის დაყენება. მხოლოდ თვალით აღქმული სიტყვა დაკარგუ-
ლი შრომაა. სიტყვას უნდა ჩასწვდე გონებითაც და გულითაც. გა-
ნუწყვეტლივ უნდა ეცადოთ, როგორმე შეაღწიოთ სიტყვაში და
იქიდან დაინახოთ უთქვენოდ დარჩენილი სამყარო – უპირვე-
ლეს ყოვლისა, თქვენს ამქვეყნიურ დანიშნულებას, თქვენს მო-
წოდებას დაინახავთ, რაც არა მარტო გაგიიოლებთ ცხოვრებას,
ანუ, არამხოლოდ მიწიერი პურის მოსაპოვლებად იზრუნებთ,
არამედ სულიერისაც, ანუ, იმ პატარა მინდვრის გადასარჩენად,
რომელზედაც თქვენი წილი, მაინცდამაინც თქვენთვის განკუთ-
ვნილი პური მოდის და რომელსაც სამშობლო ჰქვია...

187 მკითხველთა ლიგა


***
...დედის ძალაუფლება ყველაზე კანონიერი ძალაუფლებაა ამ
ქვეყანაზე, მაგრამ ჭეშმარიტი დედა (გონიერი, ჯანმრთელი) არა-
სოდეს იყენებს მას ბოროტად, უფრო სწორად, კი არ იყენებს, მის-
დაუნებურად, ფარულად ავრცელებს ყველასა და ყველაფერზე,
ერთნაირად, როგორც მზე – სითბოსა და სინათლეს.

***
ორმა ტლუ სანიტარმა დედის ცხედარი ბორბლებიანი საკა-
ცით გაიტანა პალატიდან. სატვირთო ლიფტში მეც შევყევი საკა-
ცეს. სანამ დაბლა ვეშვებოდით, ხელი მედო ზეწრის ქვეშ [...] დე-
დის გათოშილ ხელებზე.
არ მახსოვდა ეს დეტალი, ახლა გამახსენდა.

***
66 კილო ვარ. როგორ უნდა ვიბრძოლო?! სირცხვილია, მე
რომ ხმალი ავიღო ხელში! მთავარია, არ შევდრკეთ. მოსახდენი
მაინც მოხდება!
იქნებ ეს არის ბოლო?
სამწუხაროა, სამწუხაროა... დაუწერელი მრჩება რომანი...
არადა, კიდევ მოვა რომანის დრო! რომანის დრო კი მოვა, მაგ-
რამ ჩვენ ვიქნებით?!
გუშინ, „რუსთავმა“, ქართველი ერი მომაკვდავთა სიაშიაო.
დაუშვათ და, მართლა არის (ვინ შეიყვანა?!).
შენ რატომ გიხარია?!
სიბნელე სუფევს საქართველოში...

***
ან პრეზიდენტი არ იჯერებს თავისი მრჩევლების კარგ რჩე-
ვებს, ან ბრმად სჯერა მათი ცუდი რჩევებისა.
188 მკითხველთა ლიგა
***
არავის არ ვუნდივართ, უფრო სწორად, არ ვუნდივართ ისეთე-
ბი, როგორებიც ვართ.

***
როგორც ფრინველი უფრთოდ არ შეიძლება, ისე ებრაელი
მახსოვრობის გარეშე.

***
ღმერთზე ფიქრი ძალაუნებურად, ეშმაკთანაც გაახლოებს!

***
ერთგულებას დრო სჭირდება, ღალატი კი წამის საქმეა!

***
წარსულიდან ამოდის მომავალი. ვისაც წარსული არ ჰქონია,
მომავალს ნუ დაელოდება. ამერიკა განსაკუთრებული მოვლე-
ნაა. ამერიკამ კულტურასთან ერთად, მსოფლიოს თავგადასავა-
ლიც მიითვისა – ძველი მკვდარი ქალაქების სახელებიც კი მისცა
უაღრესად თანამედროვე ქალაქებს. მემფისი... ატლანტა...

***
დღეს მე და თინამ „მოვინახულეთ“ ჩვენი მიცვალებულები.
დავიწყეთ დიდუბით, მერე ვაკეში გავედით. პირველი აღდგომა
უდედოდ!.. მერე ახალ ეკლესიაში ავანთეთ სანთლები.
ვიდრე ხალხი მიცვალებულს პატივს სცემს, ჯერ კიდევ მთლად
არ გაპირუტყვებულა. თუმცა, ბევრი წესი, სწორედ მიცვალებუ-
ლის დღესთან დაკავშირებული, ნამდვილად [...]. ჩემთვის ყო-
ველთვის მიუღებელი იყო და ასედაც დარჩება, მაგალითად, საფ-

189 მკითხველთა ლიგა


ლავზე ჭამა-სმა... არადა ყოველ მეორე საფლავზე სუფრაა გაშ-
ლილი.
მაინც კმაყოფილები დავბრუნდით შინ – ვალმოხდილები.
მაგრამ ეს ვალია, თუ სულიერი მოთხოვნილება?!

***
რაც დღეს საქართველოში ხდება, გაჭირვების ბრალი კი არ
არის (ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს გარედან), არამედ წინასწა-
რი განზრახვის შედეგია... იძულებულნი კი არ არიან ვთქვათ, ქუ-
ჩაში დატოვონ მწერალი, მსახიობი, მეცნიერი... არამედ, ასე
სურთ!
აი, ამის ამოხსნაა მთავარი (თუ უკვე ამოხსნილი არ არის!),
ვის სურს და რატომ?!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

***
როცა ილია ჭავჭავაძე „საახალწლო მოლოცვას“ წერდა (იმე-
დია, ყველას წაკითხული გვაქვს), მიუხედავად იქ აღწერილი
ეროვნული სიბნელისა, სიძაბუნისა, ქვეყანას, ხალხს მაინც მისა-
ლოცად ჰქონდა საქმე: ნელა, მაგრამ აშკარად იღვიძებდა, გამო-
დიოდა საუკუნოვანი ძილიდან, გონებას იკრეფდა, უკვე არჩევდა
ღამურას მერცხლისგან და, მართალია, ჯერ აღიარებისა ეშინო-
და, მაგრამ უკვე იცოდა, ვინ იყო მისი „გაიძვერა-მოყვარე“. ეს კი,
მართლაც რომ, მოსალოცია და ბევრსაც ნიშნავს ხალხისთვის,
რომელიც ახლა კი არ იდგამს ფეხს, საუკუნეებში გამოვლილი და
ძალით შეჩერებული გზის გაგრძელებას აპირებს ისევ. ოღონდ,
ახალი გზისა კი არა, რომელსაც „გაიძვერა-მოყვარე“ სთავა-
ზობს, არამედ – ძველისა, რომლითაც აქამდე მოაღწია და რო-
მელმაც უნდა გადაიყვანოს ხვალინდელში, მომავალში, თუკი სა-
ბოლოოდ გამოერკვევა ძილიდან, თუკი აღიდგენს მახსოვრობას
190 მკითხველთა ლიგა
და გაახსენდება, რისთვის მოავლინა განგებამ საერთოდ ამქვეყ-
ნად, „ჰარი ჰარალეს“ სამღერლად, თუ თავისი განსაკუთრებუ-
ლი, გამორჩეული სახის გამოსაძერწად – ხმლით, ბარით, გუთ-
ნით, [...], ქაფჩით, კალმით... სულერთია – რითი, ყველა იარაღი
ერთნაირად მისაღებია, როცა შენი ყოფნა-არყოფნის საკითხი
წყდება...
დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობაა. უფრო სწორად,
დღეს პირიქითაა – კი არ ფხიზლდება – შეგნებულად ბრიყვდება,
ძილიდან კი არ გამოდის, უფრო ღრმად ეფლობა ძილში, რო-
გორც კამეჩი – ტალახში, მერცხალს ღამურა ურჩევნია და არავის
დანახვა არ უნდა, გაიძვერა-მოყვრის გარდა, რომელიც ყველა-
ფერს პირდება და არაფერს აძლევს, ანუ ყველაფერს ართმევს,
ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ....
რაშეიძლება ვუსურვო ამ დღეში მყოფს? ვუსურვებდი, უპირვე-
ლეს ყოვლისა, დაებრუნებინოს წიგნის სიყვარული და პატივის-
ცემა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა და რაც, ცოდნასთან ერ-
თად, ღირსებისა და სიამაყის გრძნობას უჩენდა. წიგნშია მისი უკ-
ვდავების საიდუმლო. ეს მარტო მე ვიცი? არა, მტერმაც იცის და
იმიტომაც გვართმევს ხელიდან წიგნს...

***
„თვითონ დაიმსახურა ყურადღება ჩვენს მიერ მისი მისამარ-
თითო“ – თქვა დღეს, 27 ივლისს, ღამის 11 საათზე „სპორტულმა“
კომენტატორმა ტელევიზიის პირველ არხზე, ბრაზილია-არგენ-
ტინის მატჩის მსვლელობის დროს. იმედია, დაიჯერებთ, მაშინვე
ჩავიწერე. თუმცა, დაწერილმა მეც დამაეჭვა, ხომ არ შემეშალა
რამე-მეთქი, მაგრამ განა ამიტომ არ ჩავიწერე. ყოვლად წარმო-
უდგენელი რამაა ამგვარი, პრეტენზიულად [...] უაზრობის მოსმე-
ნა „პროფესიონალი“ კომენტატორის პირიდან, რომელსაც, სხვა-

191 მკითხველთა ლიგა


თაშორის ფეხბურთის ნიუანსებზე მეტად, სახელმწიფო ენის
ცოდნა ევალება (უნდა ევალებოდეს!).

***
ვიზების განყოფილება ისევე მუშაობს, როგორც გილიოტინა
საფრანგეთის რევოლუციის დროს. მალე სამშენებლო მოედანი-
ვით მოსუფთავდება აქაურობა.
***
დავბორიალობ საფიქრალში, როგორც სათიბში,
მაგრამ, მე სულელს, ცელი ისევ შინ დამრჩენია...
უუ
ასინეთ შავერდაშვილი: „ჩემს მშობლებს თვრამეტი ქალ-ვაჟი
ვყავდით, მე ცხრამეტ შვილს ვტოვებ. თქვენ?“
საფლავის ქვაზე წარწერა. ჟინვალი.

***
ყაზბეგის სამების ტაძრის წარწერა: „ხარი ლომა... მწყემსი
თევდორე“.

***
მორჩილს ბედიღბალი ხელკავით მიასეირნებს, ურჩს კი ყუ-
რით მიათრევს.

***
გუშინ გვესტუმრნენ იორგი და გინკა... ობიექტურები თუ ვიქ-
ნებით, საკმაოდ სიმპათიურები არიან ორივენი.
გადაწყვეტილი აქვთ, რამენაირად დაეხმარონ ქართულ
მწერლობას... პროექტის მოფიქრება ჩვენ დაგვავალეს... ვნა-
ხოთ, თამაზი რამეს მოიფიქრებს ალბათ.

192 მკითხველთა ლიგა


***
...გაცილებით შემაშფოთებელია, რომ მეოცე საუკუნის გამო-
ჩენილ პიროვნებათა შორის ქრისტემ მხოლოდ მე-8 ადგილი და-
იკავა. პირველი ესტრადის მომღერალს ერგო... დამაფიქრებე-
ლია! რაც მთავარია, რასაკვირველია, ჩემი აზრით, მკრეხელო-
ბაა და სხვა არაფერი, ქრისტეს დასახელება გამოჩენილ პიროვ-
ნებებს შორის, რაც არ უნდა სახელგანთქმულნი იყვნენ ის პი-
როვნებები...
უუ
ვნახე გივი. ძალიან ცუდადაა. ვეღარ ავდგებიო – შემომჩივ-
ლა. დავამშვიდე სულელურად – გაზაფხულის ბრალია, ყველა-
ფერი კარგად იქნება-მეთქი. არადა, აშკარად კვდება. სამუდა-
მოდ მიდის ამქვეყნიდან. არავისზე ნაკლები პოეტი არ ყოფილა.
პატიოსნად ემსახურა ქართულ სიტყვასა და მწერლობას... ღმერ-
თო უშველე და გაუხანგრძლივე წუთისოფელი...
ძალიან მეცოდება, ლია მაგრად დგას, მაგრამ ლაპარაკისას
თვალები ცრემლით ევსება. რაღაცნაირად გაუფასურდა ყველა-
ფერი, სიკვდილის ჩათვლით. „პოეტს სიკვდილი უხდებაო“ – გვე-
ძახიან ტელეეკრანიდან, მაგრამ აი, საავადმყოფოს მე-8 სარ-
თულზე ჩიტივით უჩუმრად კვდება პოეტი და ვითომც არაფერი...

***
ძველ წიგნებზე ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებით უნდა იმ-
სჯელო... წიგნი კი არ ძველდება, შთაბეჭდილება იცვლება ჩვენი
ზრდისა და განვითარების შესაბამისად.

***
რითი ვაღიზიანებ ჩემს „მეგობარ“ მწერლებს?
რასაც ისინი საკუთარ თავზე ამბობენ, იმას ამბობენ ჩემზე
სხვები.
193 მკითხველთა ლიგა
***
ყველა ქართველი მწერალი, ერთდროულად, მწიგნობარი ბე-
რიც იყო, მიწას შეჭიდებული გლეხიც და ხმალშემართული მე-
ომარიც... ეს სამგვარი, თუ გასამებული ბუნება ქმნიდა მარად შე-
ჭირვებულ, მარად ბეწვის ხიდზე მავალ, მარად უმადურობისა და
გულგრილობის ქოხში გამომწყვდეული ქართველი მწერლის სა-
ხეს.

***
შეკითხვის დასმა ბრალდების წაყენების ტოლფასია.

***
გაჩხინკული და მუგუზალივით შავი გოგოები ძალიან ვნებია-
ნები არიან საწოლში.

***
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მოახდენს შენზე ბავშობაში
წარუშლელ შთაბეჭდილებას, რა დაგამახსოვრდება სამუდა-
მოდ... შთაბეჭდილება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინტელექტუა-
ლური განტელის მაგივრობას უწევს ბავშვს, ფიზიკურად კი არ
აძლიერებს, რაც ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა – არამედ, ნა-
ადრევად ამწიფებს გონებრივად და სასურველზე მეტად უმძაფ-
რებს მგრძნობელობას...
ადამიანი შთაბეჭდილებების ჯამია. გააჩნია, ვინ ურევს ხელს
იმ „ჯამში“, ღმერთი თუ ეშმაკი...

***
ელიზბარი მომკვდარა, ანანიაშვილი. გაანათლოს უფალმა.
კარგი კაცი იყო, ნამდვილი ოსტატი თავისი საქმისა. ჩემი სამი
რომანი თარგმნა და რეზნიკოვზე ბრაზობდა „ყოველმანის“ გამო.
194 მკითხველთა ლიგა
თავიდან უნდოდა ეთარგმნა. მაგრამ, ღმერთი თუ არ მიწყენს,
ერთ საყვედურს მაინც ვეტყვი: ძალიან შეეშალა, „აველუმი“ რომ
არ თარგმნა. სიბერე მოიმიზეზა, მაგრამ იმდენი კიდევ შეეძლო,
ამ 5-6 წლის წინ, ერთ წიგნს მორეოდა. მოერეოდა კიდეც. მოწა-
დინებულიც იყო თავიდან, ანაბეჭდები მომთხოვა, არ დაელოდა
წიგნის გამოსვლას... მაგრამ მერე მოხდა რაღაც საბედისწერო,
როგორც „აველუმისთვის“, ისევე მისთვისაც... მაგრამ რას ვი-
ზამთ! ადამიანი სუსტია და ხშირად ავიწყდება, რომ მოკვდავი-
ცაა... გაანათლოს ღმერთმა! დღეს ნამდვილად არავინ არ არის
რუსეთში, ვინც მასავით შესძლებს „აველუმის“ ან გინდაც სხვა
რომელიმე ქართული წიგნის თარგმნას... ერთხელ მითხრა, უფ-
რო რუსი ვარ, ვიდრე ქართველიო. მაგრამ, ჩემი აზრით, ეშლე-
ბოდა. ძალიან ტლუ, ღრჯო ქართველი იყო, შიგნიდან ჩაქვითკი-
რებული. უბრალოდ, რუსეთში გაატარა თავისი ცხოვრების უდი-
დესი ნაწილი და, რაც მთავარია, ვერაფრით ვერ მოინელა (ქარ-
თული პატივმოყვარეობა!), რაც სამშობლოში აწყენინეს! სუსტე-
ბიც ვართ და ცუდებიც – ერთმანეთზე ვბრაზდებით და ჯავრს სამ-
შობლოზე ვიყრით! სამშობლოც თვალსა და ხელს შუა გველევა,
თანდათან, შაგრენის ტყავივით... გაანათლოს ღმერთმა! დარ-
წმუნებული ვარ, სიკვდილის წინ შეაწუხებდა, გააბრაზებდა უნებ-
ლიე სისუსტე, გინდაც მართლაც რუსის გული ჰქონოდა მკერდში
ჩადგმული. სხვათაშორის, ელიზბარს რომ „აველუმი“ ეთარგმნა,
ბევრი რამ სხვანაირად მოხდებოდა... მისთვისაც!

***
27 ოქტომბერი. თინიკოს დაბადების დღე! გაუმარჯოს თინას!
დედის მაგიერს! დარეკა ნატაშა სოკოლოვსკაიამ – კორექტორმა
გოგოებმა მადლობა გადამიხადეს შენი რომანის წაკითხვისთვი-
სო; ისეთი გახარებული ვარ, გინდაც მე დამეწეროსო... კარგია...
კარგია, მართლა თუ ასეა. თითქმის ოცდაათი წლის წინ დაიწერა
195 მკითხველთა ლიგა
ეს რომანი, მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ზემოთხსენებული კორექ-
ტორი გოგოები, შეიძლება, არც იყვნენ დაბადებული... სამაგი-
ეროდ, რომანში სამასი დოლარი მომცეს და მგონი, ისიც და-
იკარგა, იქაური ქართველისთვის გამოუტანებია ნატაშას... აქაუ-
რი ქართველი აღარ ვარგა და იქაურს რა უნდა მოსთხოვო... თუმ-
ცა, ჯერ იმედს არ ვკარგავ... ქართველი პეტერბურგშიც ქართვე-
ლია, ეტყობა, ჯერ ვერ მოიცალა, ანდა, უბრალოდ დაეზარა და-
რეკვა... ხუმრობა იქით იყოს და, მაინც კარგია, დღევანდელ რუ-
სეთში ქართველი მწერლის რომანი რომ
იბეჭდება, გინდაც, ის ქართველი მწერალი მე ვიყო...

***
...ქართულ მწერლობას ყოველთვის შეუდარებლად, მე ვიტ-
ყოდი, გამორჩეულად მძიმე ისტორიულ ვითარევაში უხდებოდა
თავისი დიადი მისიის აღსრულება, ვიდრე, ვთქვათ, ფრანგულ,
ინგლისურ ან თუნდაც რუსულ მწერლობას. ალბათ ამის გამოც,
თვითოეული ქართველი მწერალი თავისთავად იმ თვისებების
გამომხატველია, რაც ეროვნულ მწერლობას ახასიათებს საერ-
თოდ. ამგვარად, ყველა მათგანს სრული უფლება აქვს, აღიქვამ-
დეს თავს იმ ერთიანი, განუყოფელი ფენომენის ნაწილად, რო-
მელსაც ქართული მწერლობა ჰქვია და რომელიც გაცილებით
ძლიერიცაა და დღეგრძელიც, ვიდრე ნებისმიერი მათგანი. ოღო-
ნდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად მწერლობის სიძლიერე და
სიცოცხლისუნარიანობა დიდად არის დამოკიდებული ცალკეუ-
ლი მწერლის ადამიანურ თვისებებზეც.
დღევანდელი ქართველი მწერლის გამოსარჩევი თვისება:
უაღრესად თანამედროვე პრობლემებისადმი გაუნელებელი ინ-
ტერესი და გარემოს ტრაგიკული, ტკივილიანი აღქმის უნარია
(თუ არ არის, უნდა იყოს!).

196 მკითხველთა ლიგა


***
წიგნს მკითხველი არ დაუკარგავს. მკითხველმა დაკარგა წიგ-
ნის შეძენის შესაძლებლობა, რაც არა ნაკლებ ტრაგიკული მოვ-
ლენაა, მაგრამ მისი გამოსწორება მაინც შესაძლებელია.

2001

***
2 იანვარი. წინა ათასწლეულმა დაგვტანჯა, ეს ათასწლეული,
ეტყობა, გაგვამწარებს. არ არის საშველი! ღამის სამის ნახევა-
რია. სანთელი მინთია და ვზივარ ჩემს ცივ ოთახში. თინა თამაზ-
თანაა, ალბათ ასე გავათენებთ. არაფერი აღარ მინდა, არც მწერ-
ლობა, არც ქალი, არც ჯანმრთელობა... ყველაფრის დედაც, მარ-
თლა და მართლა! შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. იხარე
ჭერო, გაწყდი მტერო... ესეც ასე... წამზომი ჩართულია, სტარტი
აღებულია... გილოცავთ ახალ წელს, ახალ საუკუნეს და ახალ
ათასწლეულს... [...] ერთგვარი განწმენდაა. გავიწმინდოთ ძველი
ცოდვებისაგან...

***
რუსეთისგან გავთავისუფლდით, სამშობლოსგან კი არა! ჩვენ
პირიქით მოგვდის, სამშობლოსგან ვთავისუფლდებით და რუსე-
თისკენ მივილტვით ისევ... უშენოთ ჩვენი სიცოცხლე, ვაჰმე რო-
გორი ძნელიაო... ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა?!

***
„დრო გავატაროთ ლხინითა, ჰარი, ჰარალე“! – აი, აქედან იწ-
ყება ჩვენი წახდენა.

197 მკითხველთა ლიგა


***
ბედკრული (თავისუფალი თარგმანი ესპანელი პოეტის ედ-
ვარდო კარანსას ამავე სახელწოდების ლექსისა) ჩვენ არაფერი
გვაბადია, ამ მიწის გარდა, ამ მშვენიერი და მწუხარე მიწის ბადა-
ლი... ამ ერთადერთი სიცოცხლის გარდა, ამ მშვენიერი და მწუ-
ხარე სიცოცხლის ფასი... ჩვენ არაფერი გვაბადია ამ გულის გარ-
და, გულის, რომელშიც დაძრწის აჩრდილი – ხან ჰაერივით გამ-
ჭვირვალე, ხან შავზე შავი... სულის შემძვრელი მუსიკისა და ამ
ბანგივით ღვინის გარდა, ჩვენ არაფერი არ გვაბადია... მხოლოდ
ეს პური მიწიერი, გადაზელილი მიმწუხრის შხამში და დილის
თაფლში... მხოლოდ ეს პური სიყვარულისა, მოლოდინისა და
სიკვდილისა... სხვა არაფერი არ გვქონია, მხოლოდ სამრეკლო,
ახლაც რომ გვიხმობს, მაგრამ არავის ეყურება მისი ძახილი, და
გასაღები, ზღაპრული ქვეყნის კარს რომ გვიღებდა, დიდიხნის წი-
ნათ, ოდესღაც, უწინ... დღეს არც ის კარი აღარ არსებობს. სხვა
არაფერი გვაბადია დღეს ამის მეტი. ეს კი, თავის მხრივ, არაფე-
რია. ამდენ ლაპარაკს აჯობებდა, რომ თავიდანვე, მეთქვა ამქვეყ-
ნად არაფერი მაბადიაო... თუ შეეხები დაწერილ სიტყვებს, ხელე-
ბი სისხლში ამოგესვრება...

***
ცაზე ერთადერთი ღრუბელია – ღრუბლის ფთილა – ძალიან
მკრთალ ოქროსწყალში ამოვლებული...

***
თინას „სამეფო“ ბეჭდის წარწერა:
„ოთიას თინია – თაზიას ფინია!“

198 მკითხველთა ლიგა


***
თუ ტოლერანტი ხარ, ძლიერიც უნდა იყო. სუსტმა, უპირველეს
ყოვლისა, ტოლერანტობა უნდა დაივიწყოს, თავად რომ გადარ-
ჩეს.

***
წმინდანად კი შევრაცხეთ ილია, მისი მკვლელობიდან 100
წლის თავზე, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, ცოდვიდა-
ნაც რომ ამოვედით. პირიქით... ეს ცოდვის აღიარებაა ჯერ... მაგ-
რამ ესეც ბევრია: უკვე ვიცით, ილიას მოკვლა მიუტევებელი ცოდ-
ვაა!

***
გუშინ (...), ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, გაიხსნა პიკოს გამოფენა
– ახალ საგამოფენო დარბაზში. ვიყავით მე და თამაზი...
...პიკოს გამოფენა ვერ დავათვალიერე... ხალხი საკმაოდ ბევ-
რი იყო, დრო ცოტა. ის კი არა, პიკოც არ მინახავს, ვერ მივუდექი.
სამაგიეროდ ვნახე კოკა – სოკოსავით თმაგადაპარსული – ფერ-
მკრთალი, შემკრთალი, დამცხრალი... ძალიან შემეცოდა... ხალ-
ხში კი იდგა, მაგრამ მაინც გამოცალკევებული იყო, სხვა იყო...
განსხვავებული, არანამდვილი... ვერ ვამბობ ზუსტად!

***
ყველა მწერალი განუმეორებელია. ვინმეს ადგილს კი არ იკა-
ვებს, „ადგილიანად“ მოდის, თვითონ ამკვიდრებს თავის ადგილს
სხვათა გვერდით...

***
იღებ თუ აბრუნებ, ორივე შემთხვევაში ერთნაირად პატივის-
ცემას
199 მკითხველთა ლიგა
გამოხატავ ჯილდოს მიმართ. ე. ი. მნიშვნელობას ანიჭებ ამ
ჯილდოს, სხვანაირად, რა ფასი აქვს ან აღებას, ან დაბრუნებას?!

***
მწერალი არ ტყუის, მწერალი იგონებს.

***
მუნჯის ენა დედამ იცისო – რაღაც ირეალური, მისტიური სი-
მართლე დევს ამ სიტყვებში: შეიძლება მართლა ასე არ არის,
მაგრამ აუცილებლად ასე უნდა იყოს, სხვანაირად მუნჯიც განწი-
რულია და დედამისიც. ყველა თავისებურად მართალია, უფრო
სწორად, ყველა საკუთარი სიმართლის მსხვერპლია და თავისე-
ბურადაა უბედური. ჩვენ კი არ უნდა განვსაჯოთ სხვები, არამედ
ობიექტურად (და ეს არის ყველაზე ძნელი), აღვწეროთ სხვათა
სიმართლეები, სხვათა ვნებები და სხვათა უბედურებები... თუკი
ეს შესაძლებელია, საკუთარ კისერზე უნდა ვიწვნიოთ (როგორ-
მე!), რაც მათ იწვნიეს სიყვარულის, სიძულვილის, სივერაგის, სი-
სუსტისა თუ სიმხდალის წილ და განცდილი მოვყვეთ, როგორც
საერთო, საყოველთაო, საერთაშორისო, ზოგადად ადამიანის
თავგადასავალი. თავისთავად არაფერი არ არსებობს ცხოვრება-
ში (ისევე, როგორც ბუნებაში) მიუღებელი, სათაკილო ანდა პა-
თოლოგიური... რაც ერთ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს, ის მთე-
ლი კაცობრიობისთვის არის დამახასიათებელი...

***
„ქართველი კი, თავით ფეხებამდე აბრეშუმისა და ხავერდის
ტანისამოსშია გახვეული – ეს არის მეჩვიდმეტე საუკუნის ცივი-
ლიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი“.
ალექსანდრე დიუმა

200 მკითხველთა ლიგა


***
დღევანდელი კრიტიკული წერილები... კრიტიკულ წერილებ-
ზე დაწერილ პაროდიებს გვანან. რატომ?

***
შუშასა და ფარდას შორის მოყოლილი ბუზივით... ბზუი... დაფ-
რინავ, მაგრამ უაზროდ და უშედეგოდ...

***
30 ივლისი.
გუშინ დავამთავრე „ლიპელბეთყეპივი“. თამაზი უკვე კითხუ-
ლობს, მესამედი წაიკითხა, მაგრამ, ჯერჯერობით, დუმს – ვერ
არის, მაინცდამაინც კარგი ნიშანი... რაც მთავარია, წნევამ
აუწია!

***
არ მიყვარს, როცა სარკმელში ღამე იყურება. ფარდა დიდი
სიმყუდროვეა.

***
კრიტერიუმებია არეული: მოუთვინიერებელს ვეძახით ყველა-
ზე იოლად მოსათვინიერებელს, ერის მხსნელად მივიჩნევთ პირ-
წავარდნილ მედროვეს, ხელისუფალთა ლაქიასა და გაქექილ
საქმოსანს... ვიდრე ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი არ
დაერქმევა, ვიდრე ლეგენდის მიხედვით განვსჯით და სიმარ-
თლეს დავივიწყებთ, ყველაფერს არ ვიღონებთ მის (სიმართლის)
მოსაპოვებლად და აღსადგენად, ნებისმიერი ჩვენი მცდელობა
იმ კაცის გაწამაწიას დაემსგავსება, ჭაობში რომ ჩაფლულა და ხე-
ლის ჩამწოდებელი არავინ ყავს – რაც უფრო მეტად ცდილობს
ჭაობიდან თავის დაღწევას, მით უფრო ღრმად ეფლობა შიგ...
201 მკითხველთა ლიგა
***
ქართულ-ამერიკული სკოლა – რას ნიშნავს?
რას იტყვის განათლების მინისტრი?
რა ქნას დაბნეულმა მშობელმა?
ამერიკულ სკოლაში შეიყვანოს შვილი საქართველოში?
ხელისუფლება კი უსვინდისოდ დუმს!

***
ვიდრე სიკვდილის გეშინია, თავი გეცოდება და სიცოცხლე გე-
ნანება, ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა. სიკვდილი რომ მო-
დის, მსგავსი არაფერი აღარ არსებობს, არც შიში, არც სიბრალუ-
ლი, არც სინანული... თუკი რამე გინდა, ალბათ სიკვდილი გინდა
მხოლოდ და თუკი რამეს ნატრობ, ნატრობ, ყველაფერი მალე
დამთავრდეს...

***
უქალოდ დარჩენილი კაცი უიალქნოდ დარჩენილი ნავივი-
თაა...

***
მწერალმა, შეიძლება, მოიგონოს, მაგრამ არ შეიძლება, მო-
იტყუოს. შჩედრინი და გოგოლი რეალურად არსებულ რუსეთს
აღწერდნენ, ტოლსტოიმ კი თავისი, განსხვავებული რუსეთი მო-
იგონა და ამით მხოლოდ სიკეთე მოუტანა რუს ხალხს. ისინი,
თუნდაც, სულ ოდნავ, მაინც უკეთესები გახდნენ, ვიდრე იქამდე
იყვნენ.

***
17 აპრილს დავამთავრე გადაბეჭდვა. მეტი არაფერი აღარ მე-
საქმება ამ წიგნთან. თავი ქვას უხეთქია – მიხედოს თავს... მე ჩე-
202 მკითხველთა ლიგა
მი გამჭირვებია... მე რაც შემეძლო – გავუკეთე... ბოლოს და ბო-
ლოს, შევქმენი... ახლა დაგვანახოს, რისი მაქნისია საერთოდ!
ხუმრობა იქით იყოს და, რაღაცნაირად მეთანაღრება გული! არ
მიმიხარია რედაქციისკენ. რატომ? ადრე ყოველთვის მიმიხარო-
და. ვჩქარობდი მკითხველთან შეხვედრას. ახლა არა. ცოტა მეში-
ნია კიდეც. რატომ? არ ვთქვი ის თუ ვერ ვთქვი ისე?!

***
მწერალმა სჯობს, საერთოდ არ გამოთქვას აზრი ამა თუ იმ
მოვლენასთან, პიროვნებასთან, ან პრობლემასთან დაკავშირე-
ბით, ვიდრე მოიტყუოს. გაივლის დრო და დღეს, შეიძლება, გარ-
კვეული სიამოვნებითაც ჩაწერილი ფრაზა, ხვალ და ზეგ სანანე-
ბელი გაგიხდეს...

***
დღევანდელ ჩვენს ესტრადაზე ყველაზე ქართული, ალბათ,
მამუკა ჩარკვიანის სიმღერაა. ყოველ შემთხვევაში, სხვებისგან
განსხვავებით, აშკარად ეტყობა წარმომავლობა, შესაძლებელია
მისი გენის, მოდგმის, ჯიშის, თუ გნებავთ რასის დადგენაც. ბევრი
დღევანდელი ქართული ესტრადის მსახური, აშკარად განიცდის,
ზანგად რომ არ გააჩინა განგებამ და ყოველნაირად ცდილობს
ისე იმღეროს და იმოძრაოს ესტრადაზე, როგორც იმღერებდა და
იმოძრავებდა, თუკი ბედი გაუღიმებდა და სადღაც, ცენტრალური
აფრიკის რომელიღაც სოფელში, ნეხვით თავმობმულ ქოხში მო-
ევლინებოდა ქვეყანას.

***
გუშინ თამაზმა დაამთავრა ჩემი ახალი რომანის კითხვა და კი-
დევ ერთხელ (იმედია, საბოლოოდ) მომილოცა! იშვიათად მინა-

203 მკითხველთა ლიგა


ხავს ასეთი აღგზნებული – აფორიაქებული, ეს კი, მხოლოდ კარ-
გის ნიშანია.

***
ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, ვის რა ჩაუთვალოს დამსახურე-
ბად, ვინ „აქციოს მაგალითად“, ის, ვინც მიუხედავად ყველაფრი-
სა, ქართველი შვილი გაზარდა, თუ ის, ვინც ყველაფერი იღონა,
შვილი რომ გაერიდებინა აქაურობისგან, გაესხვისებინა, ქართუ-
ლი გენი მიემატებინა უცხო გენისთვის, ვითომ, შვილის საკე-
თილდღეოდ, სინამდვილეში, შეესრულებინა დამპყრობლის მი-
ზანი... დედას კი თავი მოეწონებინა თავისი დედობით...

***
ბუზივით თავხედი!

***
ნურასოდეს ნუ იტყვი, ყველაფერი უკან დარჩაო. წინ ყოველ-
თვის არის რაღაც, რასაც ერთბაშად შეუძლია ჩვენი ცხოვრების
გადაფასებაც და გაუფასურებაც.
(ძილიდან გამოყოლილი ფიქრი)

2002

***
რაც უფრო ხმამაღლა გაჰყვირის თამაზი, კულტურაა ჩვენი გა-
დამრჩენიო, მით უფრო დაუნდობელი ხდება ჩვენი ხელისუფლე-
ბა სწორედ კულტურის მიმართ.

204 მკითხველთა ლიგა


***
ყველა ქვეყანაში, ქალაქის მოსახლეობა, რასაკვირველია,
პროვინციების ხარჯზე ივსება, მაგრამ ჩვენში ეს ბუნებრივი პრო-
ცესიც დარღვეულია და ისევ ქვეყნის საზიანოდ – ქალაქში ჩამო-
სახლებული პროვინციალი ქალაქურ ყაიდაზე ცხოვრებას კი არ
სწავლობს, რაც აუცილებელია მისთვისაც და ქალაქისთვისაც,
არამედ სოფლურ ყოფას ამკვიდრებს ქალაქშიც, რის გამოც, სუ-
ლიერ პროვინციალიზმში იძირება, თანაც, ქალაქთან ერთად.

***
ვიყავი ჯანსუღ კახიძის პანაშვიდზე. რადიოს კორესპონდენ-
ტმა „სიტყვა“ მათქმევინა. ვერ ვუთხარი უარი. პირიქით, მეც გა-
მიჩნდა რაღაცის თქმის სურვილი, მინდოდა იმ პატივისცემის გა-
მოხატვა, რაც მის მიმართ მქონდა ყოველთვის. მთლად ზუსტად
არა, მაგრამ დაახლოებით ვთქვი, რასაც ვფიქრობ – საქართვე-
ლო უბედურია, ასეთი შვილი რომ დაკარგა, მაგრამ ბედნიერი-
ცაა, ასეთი შვილი რომ ყავდა-მეთქი! ნამდვილად ყავდა, ჩვენვე
ვართ მოწმენი, რადგან ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და ალბათ
საუკეთესო მაგალითიც იყო იმისა, თუ როგორ უნდა ემსახუროს
ხელოვანი თავის სამშობლოს, მით უფრო მაშინ, როცა სამშობ-
ლოს უჭირს. ჟურნალისტმა გოგომ მადლობა გადამიხადა – რო-
გორც, საერთოდ, თქვენი ნაწარმოებების კითხვისას, ახლაც სა-
ოცარი სიხარულის შეგრძნება დამეუფლაო! ვაკოცე.

***
სხვას დაუყარონ ეგ საკენკი – პატრიოტიზმი არ ძველდება.

***
10 მაისი, 2002 წლისა. დღეს წაიღო თამაზმა „გოდორი“. არა-
ფერი აღარ ეშველება! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, შენ ხარ
205 მკითხველთა ლიგა
მისი შემწე და მფარველი... შენ ხომ იცი, თავი არ დამიზოგავს...
მე ის შევძელი, რისი ძალაცა და უნარიც შენ მომანიჭე... ძალიან
ვღელავ და განვიცდი... ნუ გამიხდი ამ დღეს სანანებლად... ყვე-
ლა შენიშვნა მივიღე, მაგრამ რამდენიმეზე მაინც გული მეთანაღ-
რება... ვნახოთ... რაც მთავარია, უკან დასახევი გზა არ არსე-
ბობს... კი მაგრამ, რატომ უნდა დავიხიო უკან?! პირიქით, წინ,
მხოლოდ წინ, მოყვრის გასახარად და მტრის გულის გასახეთ-
ქად! ამინ!

***
ხშირად, ნაადრევი სიკვდილი უფრო მეტად გაუთქვამს ხოლმე
მწერალს სახელს, ვიდრე საკუთარი შემოქმედება. ნაადრევი სიკ-
ვდილის გამო ხდება მისი შემოქმედება ჩვენთვის საინტერესოც
და მნიშვნელოვანიც... მართალია, უფრო იშვიათად, მაგრამ პი-
რიქითაც ხდება – სწორედ საკუთარი შემოქმედების გამო აღიქ-
მება ჩვენგან დიდ ბოროტებად ახალგაზრდა მწერლის ნაადრევი
სიკვდილი.

***
არ ვიცით, რომ რომის პაპის სტუმრობა გაცილებით დიდი პა-
ტივია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვიდრე რომელიც გინდათ ეს-
ტრადის მომღერლისა. არ ცოდნა, არ ცოდვაა, მაგრამ დღეს ყვე-
ლაზე დიდი ცოდვა სწორედ არცოდნაა.

***
გულახდილობა ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული
ყველა ეპოქაში. ვინ იცის, როდინდელი ანდაზაა: მართლის
მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო. მანქანა ჯერ მოგონი-
ლი არ არის, ჯერ ცხენია ყველაზე სწრაფი „ტრანსპორტი“, გადა-
ადგილების ყველაზე საიმედო საშუალება.
206 მკითხველთა ლიგა
***
თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავი-
სუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვებული (გნებავთ, შეძე-
ნილი!).
უუ
მწერლის ომი საწერ მაგიდასთან შრომაა. იქ არის მისი სანგა-
რი, მაგრამ სანგარში დამიზნებულ, ანდა ბრმა ტყვიას კი არ არი-
დებს თავს, არამედ თავს აკლავს ყოველ სიტყვას, რომელზედაც
სიკვდილის მერეც უნდა აგოს პასუხი...

***
ერთნაირად უღირსი საქციელია, პირადად ჩემთვის, როგორც
სულიერი სისუსტის გამართლება, ისევე სულიერი სიმტკიცის-
თვის ჯილდოს მოთხოვნა.

***
სახელი არ ითარგმნება. არ შეიძლება, მაგალითად, ქართუ-
ლად დოლიძე იყო, რუსულად ბარაბანოვი.

***
ჯერ კიდევ ბავშობაში... გამორჩეულად, განსაკუთრებულად,
იქნებ ასაკისთვის შეუფერებელი ვნებიანობითაც კი მიყვარდა
ზაფხული და არა მარტო, როგორც წელიწადის ერთ-ერთი დრო,
არამედ სინამდვილეში არსებული, მაგრამ ჩემს არსებაში სამა-
რადისოდ ფესვგადგმული, მყარად დაფუძნებული და გულისამა-
ჩუყებლად ახლობელი, მშობელივით ნაცნობი, სიცოცხლესავით
ძვირფასი ქვეყანა, უფრო ზუსტად კი, ასტრონომიული ანაქრო-
ნიზმი, ასტრონომიული აბსურდი, სიზმრისეული ჩვენება, პოეტუ-
რი ცნება, ანუ სამშობლო! სამშობლო, მიწიერი სამოთხე, სადაც
ძირითადად უკეთესი სურვილები, ფიქრები, ოცნებები, განზრახ-
207 მკითხველთა ლიგა
ვები და წარმოდგენები სახლობდნენ ჩემთვის უსაყვარლესი ადა-
მიანების სულებივით, სადაც ნებისმიერი ნატვრა მისრულდებო-
და და სადაც, სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შემეძ-
ლო „ჩასვლა“.

***
ტომ სტოპარდი: „დღეს მხატვარია ის, ვისაც ასეთად მიაჩნია
თავი. მხატვარი რომ იყო, საკმარისია საზოგადოებას უჩვენო სა-
კუთარი უკანალი. პოეტი რომ იყო, საკმარისია შლიაპიდან ამოი-
ღო ქაღალდის ნაკუწებზე დაწერილი სიტყვები“...
„...მხოლოდ ანტიკულტურა შეიძლება ჩაითვალოს დღეს კულ-
ტურად“.
„ტალანტის უზრუნველყოფა, რაც ეგზომ დამახასიათებელია
ეგრეთ წოდებული „თანამედროვე ხელოვნებისთვის“, ჭეშმარი-
ტად თავისუფალი მხატვრის უფლებამოსილებას ადასტურებს
მხოლოდ, იყოს უმადური, მტრულად განწყობილი, ეგოისტი და...
უნიჭოც კი“...

***
მწერლის არქივი მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ უნ-
და გაიხსნას.

***
„ვინაც მოკვდა მეფეთათვის,
მათნი სულნი ზეცას რბიან“.
მეფე სამშობლოს სიმბოლო იყო.

***
სიცოცხლე – ხანგრძლივიც და ხანმოკლეც – ერთნაირად
უსასრულო სიკვდილით მთავრდება.
208 მკითხველთა ლიგა
2003

***
რევოლუციას ბავშვები იწყებენ, ხოლო რევოლუციის მონაპო-
ვარს უფროსები იმკიან...

***
მწერლობაში ვალის აღება-დაბრუნება ცოტა სხვანაირადაა.
აიღებ ჩუმად, აბრუნებ საქვეყნოდ – წერილობით აღიარებ, რა
ისესხე და ვისგან.

***
რა უნდა იცოდეს ხალხმა, უპირველეს ყოვლისა? უპირველეს
ყოვლისა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთი, დღევანდელი
ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით, ყოველნაირად გვიშლის
ხელს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში და ასე იქნება ყოველ-
თვის, ვიდრე ამას ყველანი არ მივხვდებით და, ერთხელ და სამუ-
დამოდ, არ აღვუდგებით წინ. გასაგებია? ამაზე მარტივად როგორ
ვთქვა?

***
რატომ ვერ იტანენ ცოცხალ სახელოვან კაცს და რატომ ცემენ
პატივს იგივე სახელოვან კაცს გარდაცვალების შემდეგ? ჩემი აზ-
რით, ეს სახელოვანი კაცი, ვიდრე ცოცხალია, გარშემო ყველას
თრგუნავს თავისი ნიჭიერებით; რაც მთავარია, რასაც საკუთარი
ნიჭიერებით აღწევს – პირადად მას ეკუთვნის, ვერავინ ჩაეზიარე-
ბა. ხოლო, სიკვდილის შემდეგ, მისი მონაპოვარი უკვე საერთო,
საყოველთაო საკუთრებაა და მომპოვებელზე მეტად, ცოცხლად
დარჩენილებს შეგვიძლია იმით თავის მოწონება.

209 მკითხველთა ლიგა


***
ძველი ჩანაწერების კითხვა ნაგვის ქექვას გავს – აღარაფერი
დაგრჩენია სათქმელი, ღატაკი ხარ, უპოვარი და როგორც უკა-
ნასკნელ იმედს, შენც სანაგვეს მიაშურე ბოლოს...

***
ნუთუ მონობა იყო ჩვენი ერთიანობის საფუძველი?! ჰა?! ჰა?!
ამაზე არ გიფიქრიათ? მონობიდან კი არა, ერთმანეთის კლანჭე-
ბიდან ვთავისუფლდებით, უაღრესად პირადულ დანაშაულთა მი-
საჩქმალად.

***
ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი,
უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა
დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი წარმართავენ
ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

***
ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენც ხალხი ვართ, კულ-
ტურაა, წერა-კითხვა ვიცით...

***
მე ბევრს ვასწავლე ლექსის წერა, მაგრამ თვითონაც ბევრის-
გან ვსწავლობ.

***
რევოლუციების დროს გაცილებით იოლია გმირად გაასაღო
თავი, ვიდრე შენი უდანაშაულობა დაამტკიცო.

210 მკითხველთა ლიგა


***
ჩვენში, როგორც ერთ-ერთ უღარიბეს და მოუწყობელ ქვეყა-
ნაში, სრულიად სამართლიანად, ძირითადად, ფალსიფიცირებუ-
ლი ანდა მდარე ხარისხის საქონელი ტრიალებს, ყველგან, ნე-
ბისმიერ სფეროში, რა თქმა უნდა, ხელოვნებაშიც და მწერლობა-
შიც... რაც საბჭოეთში უნიჭობის გამო არ იბეჭდებოდა, დღეს საღ-
დება, როგორც „დისიდენტური“ ლიტერატურა, სახელმწიფო დო-
ნეზე ხდება წამოწევა სამამულო ნაგავისა – იქმნება ყალბი ლი-
ტერატურული კერპები არსებულთა და ნამდვილთა დასამხო-
ბად...

***
ადამიანი საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს საიმისოდ, რათა
აღისრულოს ნებისმიერი ჩანაფიქრი, განზრახვა, თუ მოწოდება,
რისი აღსრულებაც მიზნად დაუსახავს. ყველაზე ცოდო და უმწეო
მაშინ არის, როცა მიზნად დასახულის აღსრულება და მისი ბუნებ-
რივი სიკვდილი ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შორის მოქცეულ
დროს ადამიანი ძირითადად სიკვდილზე ფიქრს ანდომებს, რის
გამოც არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც კნინდება, ძაბუნდე-
ბა და, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხებული ტოვებს აქაურო-
ბას.

***
ო, როგორ კრიალებენ სველი სახურავები...
წვიმამ, ეს ესაა გადაიღო...
მაგრამ ჯერ კიდევ ქუხს, ოღონდ, სადღაც ყრუდ... თითქოს გა-
უბედავად...

***
იცოცხლე, ვიდრე მოკვდები!
211 მკითხველთა ლიგა
სიცოცხლე ბრმა შემთხვევაა,
სიკვდილი გარდუვალია!

***
მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში შეიძლება, ამდენი ქომაგი ყავ-
დეს ხალხს და, ამავე დროს, სრულიად უპატრონოდ იყოს მიგდე-
ბული. საქართველოს თავისუფლებისათვის კი არ იბრძვიან,
არამედ ხელისუფლებისთვის, ყველაფრის უფლებისთვის...

***
მტრის გინებით მოყვარეს შევაჯავრე თავი!

***
პოლიტიკაში არ ვერევი-მეთქი, სწორი არ იქნება, უბრალოდ,
სხვადასხვანაირად გვესმის პოლიტიკა მე და პოლიტიკოსებს...

***
დღეს დამარხეს იზა გიგოშვილი – თითქმის ტროტუარზე –
„დიდუბე“ ვეღარ იტევს „დიდებულ“ ქართველებს, მაგრამ იზა,
რასაკვირველია, ნამდვილად დიდებული გახლდათ – დიდი მსა-
ხიობი! – სხვა სიტყვა არ არსებობს. იშვიათად მინახავს (მინახავს
კი?) მასავით ქალურად გაევლოს ვინმეს სცენაზე. იშვიათად მო-
მისმენია მასავით ქალურად მეტყველი მსახიობი ქალი. „ქალუ-
რობა“ ამ შემთხვევაში არა სქესის სინაზისა და, გნებავთ, სისუს-
ტის, არამედ ტალანტის განსაკუთრებულობისა და სიძლიერის
სინონიმია. ცოტა ხანს იყო სცენაზე? რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა
ხანს. მაგრამ ვისაც მისი „გრუშე“ ერთხელ მაინც უნახავს, სიკ-
ვდილამდე ვერ შეეგუება უიმისობას, სიკვდილამდე ეცდება, უკა-
ნასკნელ წვრილმანამდე გახსენებას ამ ზღაპრული, თითქოს და-
სიზმრებული შეხვედრისა, თეატრის დაძაბულ, დამუხტულ დარ-
212 მკითხველთა ლიგა
ბაზში, სადაც, მართალია, სხვათა ცხოვრებით ცხოვრობ, ყოველ
შემთხვევაში, სხვათა ვნებათა ღელვასა ხარ აყოლილი, მაგრამ
საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ თავს პო-
ულობ... მადლობთ, იზა! მშვიდობით... ცხოვრებისეული ბატა-
ლიები ვერც ვერაფერს შეამცირებს და ვერც ვერაფერს მიუმა-
ტებს იმ გვირგვინს, რომელსაც ხვალინდელი, ანუ უკეთესი სა-
ქართველო დაგადგამს თავზე...

***
ღმერთო! შემავსებინე ეს რვეულიც და... კიდევ მრავალი.

***
კი გამოვაცხადებთ ხოლმე, სიამაყისგან ათრთოლებული
ხმით, გარდაიცვალა ესა და ეს სახელოვანი პიროვნებაო, მაგრამ
მიახლოებით არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა პირადი
ტრაგედია, განცდა, შიში, ტკივილი და მღელვარება უძღოდა წინ
ამ საქვეყნოდ გამოცხადებულ სიკვდილს.
უუ
პოეტი ნიჭიერი თუ არა, ლამაზი მაინც უნდა იყოს... ნიჭის გა-
მო თუ შეუხედაობას პატიებენ, სილამაზის გამო უნიჭობაზეც ხუ-
ჭავენ თვალს „პოეზიის“ მოყვარული გოგონები...

***
ჰა და ჰა, გავიდა ეს წელიწადიც... რითი იყო აღსანიშნავი?
ცალკე წიგნად გამოვიდა „გოდორი“ და, რაც მთავარია, ითარ-
გმნა რუსულად; გავხდი 70 წლის, ჩუმად, მშვიდად, უხმაუროდ...

***
ხუმრობა იქით იყოს და, მეტად სერიოზულ მოვლენასთან
გვაქვს საქმე. დაიკარგა წიგნთან ურთიერთობის წესი – წიგნის
213 მკითხველთა ლიგა
მაღაზიაში შესვლა (თავისთავად, ეს უკვე ერთი სიამოვნებაა),
წიგნის შერჩევა და ბოლოს – წაკითხვა. ამ წესის პირველი ორი
საფეხური უკვე გაქრა – წიგნის მაღაზიისკენ გახედვაც არ უნდათ,
„შერჩევაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. დარჩა მესამე საფეხური,
ისიც [...] – კითხვა – ოღონდ ნათხოვარი წიგნით. რაკი ჯერ კიდევ
კითხულობს, მაგრამ აღარ ყიდულობს წიგნს, ამიტომ თხოუ-
ლობს, რიგში დგება და ელოდება. არის წიგნის გაქირავების შემ-
თხვევებიც. (მაგალითად „აველუმს“ აქირავებდნენ ტელესტუდი-
აში). ამიტომაც არ საღდება წიგნი. ყიდულობს რამდენიმე „უტე-
ხი“, „ჯიუტი“, მე ვიტყოდი, გამოუსწორებელი მკითხველი და მისი
მეშვეობით ეცნობა ძირითადი მასა ამა თუ იმ წიგნს. ამ თვალსაზ-
რისით, შეიძლება მკითხველთა რიცხვი არ კლებულობს, მაგრამ
ეს ავტორისთვის ვერაფერი შეღავათია...

***
საბერძნეთში (რასაკვირველია, სხვა ქვეყნებშიც), ეგრეთ წო-
დებულ ქართულ დიასპორაში, ამ ბოლო 10 წლის მანძილზე და-
ბადებულმა ბავშვებმა, თურმე, საერთოდ არ იციან ქართული...
მშობლებს კი მაინც სჯერათ, კარგად რომ მოიქცნენ, დაღუპვას
რომ გადაარჩინეს შვილები; არადა, მხოლოდ დააჩქარეს, გნე-
ბავთ, გარდუვალი გახადეს მათი დაღუპვა, რადგან ისინი უკვე სა-
ბერძნეთის მომავალს ეკუთვნიან და, ადვილი შესაძლებელია,
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როდისმე, დაუპი-
რისპირდნენ კიდეც საქართველოს... აი, რამდენად საზარელია
სულიერი, გენეტიური სიკვდილი, თუნდაც შიმშილით სიკვდილ-
თან შედარებით...

***
უკვე საათზე მეტია, რაც სამოცდაათი წლისა ვარ! რა დაგვრჩა
უკან, ცნობილია, მაგრამ ეშმაკმა იცის, რა გველის წინ! ალბათ,
214 მკითხველთა ლიგა
ბევრი არაფერი. და მაინც წინ... წინ... ცხოვრება ასეა მოწყობი-
ლი: სამოცდაათი წლის ვეღარასოდეს გავხდები, როცა ადვილი
შესაძლებელია, არათუ სამოცდათერთმეტის, სამოცდათორმე-
ტისაც გავხდე.

2004

***
1 იანვარი. 12 საათი და 25 წუთი. ჯერ კიდევ ისვრიან. პირვე-
ლად ხვდება ქუჩაში თბილისის მოსახლეობა ახალ წელს. „რუს-
თავი 2“-ის ერთ-ერთმა ტურა დიქტორმა თქვა, ახალ ტრადიციას
ვამკვიდრებთო, ე. ი. ძველს ვანგრევთო, საკუთარ ოჯახებში ვე-
ღარ შეხვდებით ახალ წელსო. დაახლოებით ასე გამოვიდა. ასე-
დაც არის, ალბათ. თანდათანობით უკეთ გამოიკვეთება არა მარ-
ტო კონსტრუქცია, არამედ არსიც „ჩანაფიქრისა“.

***
მეოთხე ხელისუფლებას მარტო დანარჩენი სამი ხელისუფ-
ლების კრიტიკა კი არ ევალება, არამედ მათთან ერთად გაზიარე-
ბა პასუხისმგებლობისა – ქვეყნისა და ხალხის წინაშე...

***
ძნელი სათქმელია, რა უფრო ნათლად და სრულყოფილად
ასახავს ამა თუ იმ საგანსა თუ მოვლენას – ლოგიკური მეცნიერე-
ბა თუ ალოგიკური პოეზია...

***
უწიგნურობას განუკითხაობა მოსდევს.

215 მკითხველთა ლიგა


უუ
ასე თუ გაგრძელდა (და ალბათ გაგრძელდება კიდეც), პანდას
მეტი შანსი აქვს გადარჩენის, ვიდრე თავად ადამიანს, რომელიც
ფრიად შეშფოთებულია ამ პატარა ზარმაცი დათუნიის ბედით...

***
სახედარი ყავთ ზოოპარკში და რამდენს დაიყროყინებს, მთე-
ლი ჩემი ბავშვობა, განსაკუთრებით კახეთის პერიოდი, თვალწინ
დამიდგება ხოლმე...

***
...დღეს, წიგნის მაღაზია „პარნასში“ შედგა „ტანჯულის“, ასე
ვთქვათ, პრეზენტაცია. საკმაოდ კარგი მაღაზიაა. საერთოდ, ძა-
ლიან სასიამოვნო ფაქტია დღევანდელ თბილისში ამგვარი მაღა-
ზიის არსებობა. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა. ერთ-ერთ კორეს-
პონდენტს ზოგადად წიგნზე და წიგნთან დამოკიდებულებაზე
ვუთხარი: კითხვის დაძალება არ შეიძლება-მეთქი. კითხვა მოთ-
ხოვნილება უნდა იყოს და თუ იქნება, მაშინ გაცილებით მეტის
ამოღება შეგვეძლება წიგნიდან, ვიდრე ავტორმა ჩადო წიგნში-
მეთქი. მოკლედ, რაღაც ამის მსგავსი...

***
მე რომ ახალგაზრდა მწერლების ნაწერებს არ ვკითხულობ-
დე, მართლა ვიფიქრებდი, გაგებულიც არა აქვთ ჩემი სახელი-
მეთქი...

***
ლამარა კიკილაშვილი – ვიდრე ასეთი დონის ლიტერატორე-
ბი, მე ვიტყოდი, ლიტერატურის ასეთი ჭირისუფლები არსებობენ,
მწერლებს შეუძლიათ მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე.
216 მკითხველთა ლიგა
***
კაცი ტახტზე თუ ზის – ჩამოსაგდებია.
თუ ჩამოაგდეს – დასაფასებელი.
ასეთია ქართული ცნობიერება.

***
სიამოვნების მარცვალი ნებისმიერ ძალადობას ახლავს.

***
– როგორ მიდის, ზაზა, საქმე?
– კარგად, კარგად. თქვენი წიგნი „პონჩიკივით“ იყიდება.

***
წიგნი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მეობის აღმოჩენაში
გეხმარება, კომპიუტერი კი პირიქით, სამყაროს ნაწილად გაქ-
ცევს, გაგთქვიფავს სივრცეებში; წიგნის მეშვეობით საკუთარ
სულში იძირები, სულის ფსკერზე ეშვები, შიგნიდან ათვალიერებ
შენს სულს, კომპიუტერი კი, სულიერ დამოუკიდებლობას გარ-
თმევს პირველ რიგში...

***
რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით
უფრო ძლიერიცაა და სახელოვანიც. ჩვენც, ქართველები, შვი-
ლებს კი ვანათლებთ სხვებივით, მაგრამ ისინი ან აღარ გვიბრუნ-
დებიან, ან მხოლოდ იმიტომ გვიბრუნდებიან, ცხვირი რომ აგვიბ-
ზუონ და დაგვამადლონ თავიანთი „განათლებულობა“.

***
ტანჯვა შვების მოლოდინია, შვება – ტანჯვის დავიწყების
მცდელობა!
217 მკითხველთა ლიგა
***
სიკვდილი თავისებური კარია, სიცოცხლიდან გასასვლელი,
რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება!

***
მოვისმინე (ტელევიზორში) ნინო ქათამაძის კონცერტი. ნამ-
დვილად ნიჭიერია. ნამდვილად ვარსკვლავია თანამედროვე ეს-
ტრადის წყვდიადში... დიდხანს არ გააჩერებენ აქ. აუცილებლად
იყიდიან. ცუდია, მაგრამ მაინც, ალბათ, ასე სჯობს. დარწმუნებუ-
ლი ვარ აქაურ „კოლეგებს“ დანახვაც აღარ შეუძლიათ მისი. რა-
საც ისინი ამაოდ ცდილობენ აგერ უკვე, რამდენი ხანია, იმას ყო-
ველგვარი დაძაბვის გარეშე გამოსდის, უბრალოდ, ბუნებრი-
ვად... ასე უსტვენს ჩიტი, – რას უსტვენს, არავინ არ ვიცით, მაგ-
რამ არა მარტო გვსიამოვნებს მისი ხმა – აუცილებელიცაა, რად-
გან უიმისოდ ერთბაშად გაუცხოვდებოდა გარემო, სადაც ჩიტთან
ერთად გაგვაჩინა ღმერთმა. ყოჩაღ! მადლობთ! და... ნახვამ-
დის...

***
ადამი – წითელი.
ადამა – წითელი თიხა, „რომელიც თავისი სპეციფიკური
პლასტიურობის წყალობით, შეიძლება განასახიერებდეს გარ-
კვეულ შესაძლებლობებს, ასახავდეს თავად უნარს – მიიღოს
სხვადასხვა ფორმა“. მართლაც, ადამიანი განა თიხასავით არ იც-
ვლება წარამარა, გარემოების მაგარ თითებში მოქცეული?!
უუ
დღეს (5 მარტს) ორი ხე აყვავდა – ერთი ჩვენი (მწერლების)
და მეორე არქიტექტორების სახლის წინ... რა ხეებია, უნდა და-
ვადგინო!

218 მკითხველთა ლიგა


***
შეიძლება 21-ში წავიდე! ვნახოთ. არ კი მინდა. აღარ მიზი-
დავს. გადავეჩვიე, როგორც ყველაფერს. ცუდია. რასაკვირვე-
ლია, ცუდია, რაღაცას რომ გადაეჩვევი, რაღაცას უნდა მიეჩვიო.
სხვანაირად არ შეიძლება; სხვანაირად კი არ ცხოვრობ, უბრა-
ლოდ სიკვდილს ელოდები. ეგ არის და ეგ.

***
„ლიკანი“, ფაქტიურად, ჩემი ვატერლოოა, რომელიც დაიწყო
1987 წელს და, ჰა და ჰა, მგონი თავდება.

***
თქმის მეშინია, მაგრამ ლიკანიც მოსაწყენი გახდა. რაღაცნაი-
რად გაუფერულდა. ეტყობა, ყველაფრის შეცვლა არ შეიძლება.
ზოგი რამ, ავია თუ კარგია, პირველყოფილი სახით უნდა დარჩეს.
რაც უფრო მეტად იცვლება აქაურობა, მით უფრო კარგავს მომ-
ხიბვლელობას. სხვათაშორის, ზემოქმედების უნარსაც. აღარ
მჯერა, „ასეთი“ ლიკანი თუ მომიხდება. უმალ მაწყენს და აი, მე-
ხუთე დღეა, ბარტყივით ვაბჩენ პირს, მაგრამ დედა ჩიტი არ ჩანს,
ან ბუდისგზა აერია, ან ჩემზე უარეს დღეშია ჩავარდნილი...

***
მწერალი მისივე წიგნების მხატვრული ხარისხით ფასდება და
არა სიყმაწვილეში თავს გადამხდარი, გინდაც, უაღრესად საინ-
ტერესო კრიმინალური ამბებით.

***
რატომ ჰქვია გაზეთს „ქართული უნივერსიტეტი“ – განა თა-
ვისთავად არ იგულისხმება, რომ საქართველოს უნივერსიტეტი
ქართული უნდა იყოს?..
219 მკითხველთა ლიგა
ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ თუ
კარგად დავაკვირდებით, მთლად ასე არ არის. პირველი და ჩვენ-
თვის მეტად არასასურველი დასკვნა, რომელიც ამგვარი სათაუ-
რიდან შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა პროვოკატორმა, ასე-
თია: საქართველოში შეიძლება არსებობდეს უნივერსიტეტი ნე-
ბისმიერ ენოვანი...

***
მართალია, მაინცდამაინც დიდი აზრისა არ ვარ ჩვენს საზოგა-
დოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას. საზოგა-
დოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე
განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსა-
ღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს...

***
განა ცოტას შეუქცევია თავი (შეიძლება, გადაურჩენია კიდეც!)
დუმილის მუსიკით და მახსოვრობის სარკეებით?! ჩვენც მივბა-
ძოთ, ჩვენს არსებაში ერთიცაა და მეორეც. ან ერთი ან მეორე,
ერთ-ერთი მაინც...

***
იდეოლოგიასთან და ცხოვრების წესთან განუწყვეტელი, თუნ-
დაც, მხოლოდ შინაგანი დაპირისპირება, თავისთავად ცხადია,
დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისაგან და გარკვეულ (საკ-
მაოდ სერიოზულ) ზემოქმედებას ახდენს მის სულიერ წყობაზე,
ფსიქიკაზე... იდეოლოგიასა და ცხოვრების წესს ადამიანი ან იღე-
ბს, ან არ იღებს, თანაც, ერთხელ და სამუდამოდ და არა ეპიზო-
დურად, გნებავთ გარკვეულ „მომენტებში“. სხვა გზა არ არსე-
ბობს...

220 მკითხველთა ლიგა


***
მწერლობაში რომ გამოჩნდე, ან სხვაზე კარგი უნდა შექმნა
რამე, ან შენზე კარგი უნდა მოსპო (როგორც დღეს ხდება!).

***
„გაუგებარი მიღება განახორციელა ბურთისაო“ – ამბობს ჩვე-
ნი სპორტული კომენტატორი...

***
30 აგვისტო.
დღევანდელ დღეს მოკლეს ილია!

***
აუცილებლად უნდა დავწერო წიგნი, რომელსაც ერქმევა
„ვიდრე მახსოვრობას დავკარგავდე“. ამიტომ, პირველ რიგში,
საჭიროა, რამენაირად დავადგინო, უკვე დაკარგული ხომ არა
მაქვს მახსოვრობა.

***
ყოვლად დაუშვებელია, ვთქვათ, პატიმარი ქალების მოხსე-
ნიება „ქალბატონებად“, როცა მათი უმრავლესობა, ვიმეორებ:
უმრავლესობა და არა ყველა, მკვეთრად გამოხატული დამნაშა-
ვეა: ნარკოტიკის გამავრცელებელი, თავადაც ნარკომანი, ქურ-
დი, მეძავი, თაღლითი თუ გამომძალველი. მათი ქალბატონებად
მოხსენიება, უფრო დამცინავად ჟღერს, რაც მიუტევებელი სისას-
ტიკეა ჩვენი მხრიდან, ვიდრე ჩვენი კულტურულობისა და წესიე-
რობის გამომჟღავნება.
ასევე დაუშვებელია „ქალბატონებად“ იწოდებოდნენ ამა თუ
იმ სპორტულ სახეობაში მონაწილე სპორტსმენი გოგონები. მათი
მისამართითაც იგივეს თქმა შეიძლება: უფრო ხეპრე, მაგრამ ვი-
221 მკითხველთა ლიგა
თომ ზრდილობიანი ვაჟბატონები გამოვდივართ, ვიდრე მათი
სპორტული მონაცემებისა თუ სპორტული ღირსებების პატივის-
მცემელნი და დამცველები...
ვიღაც ცხვირმოუხოცავ [...] ახალგაზრდის ჟინს – იყოს სპორ-
ტული კომენტატორი – არ უნდა გადავაყოლოთ არა მარტო ქარ-
თული სპორტი, არამედ საფუძველი და საფანელი არა მარტო
ქართული სპორტისა, არამედ ყველაფრისა, რაც კულტურის სფე-
როს განეკუთვნება და რასაც ერთად თავმოყრილს ქართველობა
და საქართველო ჰქვია...

***
ყველა ვარსკვლავი, შეიძლება, პოლარულ ვარსკვლავად იქ-
ცეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ და არა ვინმეს ნება-სურ-
ვილით. გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენც შეიძლება განვთავი-
სუფლდეთ, ანუ, დავიბრუნოთ პირვანდელი სახე, თუკი, რასაკ-
ვირველია, ამ ხნის განმავლობაში, ბეჯითად ვისწავლით. დროის
გასაყვანად კი არ გადავშლით წიგნს (დრო ისედაც გავა), არამედ
– იქიდან (წიგნიდან) ცოდნის ამოსაღებად, როგორც ღვინო ამო-
აქვთ ქვევრიდან, თაფლი – სკიდან, ბადე – ზღვიდან, მადანი –
მიწიდან, ტყვია – ჭრილობიდან, წყალი – ჭიდან, პური – თონი-
დან...

***
ერთი უპატრონო ბავშვის გადარჩენა, სამყაროს გადარჩენის
ტოლფასია.

***
რამდენი ადამიანიცაა, იმდენი უბედურება ტრიალებს ამქვეყ-
ნად...

222 მკითხველთა ლიგა


***
კაცი თუ მიდის ოჯახიდან, ოჯახი, ავად თუ კარგად, მაინც აგ-
რძელებს არსებობას, ხოლო როცა ქალი მიდის ოჯახიდან, ოჯა-
ხიც ინგრევა... გაითვალისწინეთ, ქართველო ქალებო, ეს ამბავი,
ვიდრე მოქალაქეობას შეიცვლიდეთ!

***
რაც უფრო ადრე მივუბრუნდებით წიგნს, მით უფრო ადრე აღ-
მოვაჩენთ საკუთარ თავს. ხოლო, როგორც კი საკუთარ თავს აღ-
მოვაჩენთ, მაშინვე გაგვიჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის სურ-
ვილი. წიგნი მარტო იმას კი არ გვიჩვენებს, როგორები ვართ,
არამედ – როგორი შეიძლება გავხდეთ, თუკი მას მივენდობით
და ვირწმუნებთ. ასე რომ, წიგნს უნდა მივუბრუნდეთ. სხვა გზა არ
არსებობს.

***
– არ მიყვარს წვიმა უცხოეთში...
– წვიმა არ გიყვარს?
– არც უცხოეთი. როცა შინა ხარ, წვიმაც შენია.

***
ღარიბის სახლში ღმერთი მეტია!

***
საკუთარი სიგლახის გამართლებას კი ნუ ვეცდებით, ვაღია-
როთ საკუთარი სიგლახე და ყველა ერთნაირად ვიგრძნობთ შვე-
ბას, მძიმე ლოდი მოგვეხსნება გულიდან...

223 მკითხველთა ლიგა


***
აკაკი წერეთლის საქვეყნოდ ცნობილ ლექსში გამოთქმულია
თავად აკაკი წერეთლის კი არა, დიმიტრი ყიფიანის უკანასკნელი
სურვილი, რომელიც, სამწუხაროდ, დიახაც, რომ „ბარე ორს“
ჩაჰყოლია საფლავში. საუბარია სამშობლოს მოწყვეტილ, გან-
დევნილ, გასახლებულ თუ გახიზნულ მამულიშვილებზე, რომელ-
თა ერთადერთი ნატვრაც მშობლიურ მიწაში დამარხვაღა არის.
ესე იგი, სამშობლოში დაბრუნება კი სურთ, მაგრამ არ შეუძლი-
ათ, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო. მაგალითად, დიმიტრი ყი-
ფიანი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იჯდა და იქვე „აღესრულა“ უსა-
ხო და უსახელო მკვლელის ხელით. აკაკი წერეთელმა, თუ შეიძ-
ლება ასე ითქვას, ამ დიდებული მამულიშვილის უკანასკნელი
სურვილი „ამოიცნო“ და თავისებურად, ანუ ღვთაებრივი უბრა-
ლოებითა და სულისშემძვრელი გულახდილობით გაგვიმხილა
ჩვენც. უფრო ზუსტად, ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ არაფე-
რია ამ ქვეყანაზე სამშობლოზე დიადი და საყვარელი...

***
მტერმა იცის, ჩვენი დაპირისპირება, ყველაზე მეტად ჩვენს სა-
ერთო სამშობლოს ვნებს. სამშობლო რჩება უჩვენოდ, ესე იგი
უპატრონოდ, თორემ, კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს,
ვინ სად დავიმარხებით. უბრალოდ, საფლავიც ერთგვარი ჯები-
რია მტრის შესაჩერებლად, ამიტომ ევედრებოდნენ ღმერთს ჩვე-
ნი სულმნათი წინაპრები, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, სამ-
შობლოს მოწყვეტილნი, დამარხვა მაინც გვაღირსა ჩვენს მიწა-
შიო. ახლა პირიქითაა, ღმერთს ვთხოვთ, აქ არ დაგვმარხოს, იმი-
ტომ, რომ... იმიტომ, რომ თავგზა გვაქვს არეული – საზოგადო-
ებრივზე მაღლა პირადულს ვაყენებთ და დარწმუნებულები
ვართ, მართლა გვეკუთვნის, რასაც ვეძალებით...

224 მკითხველთა ლიგა


***
რას ვურჩევდი მთარგმნელებს: ვურჩევდი, და ეს ჩემი მთავა-
რი რჩევა იქნებოდა, მუშაობის წინ, რაც შეიძლება სრულად გა-
თავისუფლდნენ სათარგმნელი ტექსტის ენის სინტაქსიდან და
რაც შეიძლება სრულად დაეუფლონ იმ ენის სინტაქსს, რომელზე-
დაც უნდა ითარგმნოს ტექსტი.

***
ვაქებთ, ვადიდებთ აშკარა უნიჭობას, თითიდან გამოწოვილ
სიბეჩავეს, რათა არ შევამჩნიოთ ჭეშმარიტი, ნამდვილი, ცხო-
ველმყოფელი...
ეს გვჭირს, და ძნელად თუ განვიკურნებით ამ სენისგან...

***
აკმე – ავადმყოფობის განვითარების უმაღლესი წერტილი.

***
დღეს, 2004 წლის 2 ნოემბერია. ე. ი. 71 წელი, 7 თვე და 12
დღეა, რაც აქ ვარ, ასე ვთქვათ, რაც წუთისოფლის სტუმრად ვით-
ვლები. ეს კი, დამეთანხმებით, არც ისე ცოტა დროა, თუმცა, გულ-
წრფელად რომ ვთქვა, ადრე უფრო ბევრი მეგონა და არასოდეს
მჯეროდა, ასე უცებ თუ გავიდოდა. დროს თავისი დრო აქვს და
ჩვენს საზომებს არ ექვემდებარება. მისი მოვალეობაა გავიდეს
(ჩვენიანად) და გადის კიდეც. არ არსებობს ძალა მისი შემაჩერე-
ბელი, შემაფერხებელი ან ამაჩქარებელი. ყველგან ერთნაირად
მიდის, ცაშიც, მიწაზეც, მიწაშიც... თუკი რამე აწესრიგებს ან არ-
ღვევს კოსმიურ სივრცეებსა და მოვლენებს, მხოლოდ და მხო-
ლოდ, დრო: საზარელი არსება, რომელსაც არც სახე აქვს, არც
სხეული, მაგრამ მასთან პირისპირ დარჩენა უმალ თავზარდამცე-
მია, ვიდრე დამამშვიდებელი, დამაიმედებელი...
225 მკითხველთა ლიგა
პირიქით, დრო იმედსაც ერევა.

***
დაიწყო ნოემბერი! ზაფხულში არ ყოფილა ასეთი კარგი ამინ-
დი. მზითაა გაჩახჩახებული აქაურობა. ვერეს ჭალა სავსეა უპატ-
რონო ძაღლებითა და სკოლიდან გამოპარული ბავშვებით. ისმის
ყეფა, ხორხოცი, დედის გინება... მოკლედ, საზეიმო განწყობა სუ-
ფევს, რაც თითქმის სრულებითაც არ შეესაბამება კალენდარუ-
ლი ზამთრის დადგომას, დროს, რომელიც ხუთი თვე გრძელდე-
ბა: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი... სულ
ცოტა, 150 დღე თვლაში გაივლის. მაშ ასე: ერთი!..

***
...ბევრმა ფუნქციონერმა კომუნისტმა გადაიწერა ჩვენს
თვალწინ პირჯვარი, მაგრამ შიგნით კვლავ ძველი ჩვევების მიმ-
დევრად და მსახურად დარჩა.

***
სუნი არ გცემთ? გეუბნებით, გვამის სუნია. შევამტვრიოთ უნდა
კარები...
შეამტვრიეს და რას ხედავენ – წევს მშვიდად მიცვალებული,
გულზე რვეულიდან ამოხეული ფურცელი, უჯრედიანი, დაუფენია,
ფურცელზე ხელები დაუკრეფია, თითქოს ვინმე ართმევდეს... ან
ქარისგან იცავდეს... არ ატანდეს...
აი, რა წერია იმ ფურცელზე: ჩემო ერთადერთო და უსაყვარ-
ლესო, ჩემო სატკივარო და სიხარულო, ჩემო გამაბედნიერებე-
ლო და ჩემო უძღებო შვილო! იცოდე, ყველაფრის დაბრუნება შე-
იძლება, გარდა სიცოცხლისა, ყველაფრის განკურნება, გარდა
სიბერისა. ნუ შეუშინდები ცხოვრებას, მიაფურთხე ეშმაკს და ჩემი

226 მკითხველთა ლიგა


ხათრით გადაიწერე პირჯვარი. დანარჩენს იქ გეტყვი ასი წლის
შემდეგ, როცა შენი წამოსვლის დროც მოვა.
შენი დედა.

***
დღეს 29 იანვარია უკვე. მე მგონი, წერას გადავეჩვიე საერ-
თოდ. არც არაფერი იყო ჩასაწერი, გამორჩეული, განსაკუთრე-
ბული... ერთი და იგივე, ერთი და იგივე, სულ, უსასრულოდ. ცუ-
დად არის ჩვენი საქმე.

2005

***
ნუთუ არ არის უდიდესი ბედნიერება,
თუნდაც, ერთი დღით გაგიგრძელონ,
რაც კი აქამდე
თავგზას გიბნევდა, გაწამებდა და, ნადირივით,
გაწანწალებდა სიმარტოვის უსიერ ტყეში...
ანდა, რაც ხელფეხს გიბორკავდა, ენას გართმევდა
და შენც თვითმკვლელის უუფლებო გვამივით
მშვიდად,
კვლავ მორჩილების გაუსაპნავ თოკზე ეკიდე
და კვლავ ყმაწვილი მეამბოხის მოუთმენლობით,
მზად იყავ ახალ სატანჯველთა გადასატანად...

***
კირაკოს განძაკეცი (1200-71) – მონღოლებს ყარსიდან თბი-
ლისში გადმოუსახლებიათ მდიდარი სომეხი ვაჭრების ოჯახები

227 მკითხველთა ლიგა


და ძალიანაც უწყობდნენ თურმე ხელს, როცა საქართველოს მე-
ფე თვით გიორგი ივ (ლაშას ძე), იძულებული იყო გაქცეულიყო
თბილისიდან... საინტერესო ცნობაა!

***
ისტორიაა დამნაშავე! ყველას ხელს აძლევს... ასეთი დამნაშა-
ვე!!!

***
კი ვტრაბახობთ, მაგრები ვართ, არ მოვითმენთ, ვერ ავიტანთ,
არ დავთმობთ, ვერ შევეგუებით, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ვით-
მენთ, ვიტანთ, ვთმობთ, ვეგუებით... ეს არის თავი და თავი ჩვენი
უბედურებისა, ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მარ-
თლა ვიყავით ოდესღაც, მაგრამ ჯიუტად ვუმტკიცებთ თავს, არა-
ფერი არ შეცვლილაო. არადა, ყველაფერი შეიცვალა, საზღვრე-
ბიც, [...], მიზანიც, [...]. უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლო-
ში, სამშობლოს კი არ ვანთავისუფლებთ, სამშობლოსგან ვთავი-
სუფლდებით თანდათან. სამშობლო, ვიდრე არსებობს, არა მხო-
ლოდ ვალდებულს გვხდის ვიღაცისა თუ რაღაცის წინაშე, არამედ
გვამხელს კიდეც, როგორც კი თავს ვარიდებთ ვალდებულე-
ბებს... უსამშობლოდ ცხოვრება იოლიცაა და [...] სამშობლოსთან
ერთად. ვთავისუფლდებით დამნაშავის კომპლექსისგან, ყოველ
შემთხვევაში, დანაშაულად აღარ ვთვლით, იმავე სამშობლოს
ღალატს...
განა ეს ცოტაა!

***
დრომ (თუ ხელისუფლებამ?!) მწერლის შრომა უაზრობად აქ-
ცია. მაგრამ ფუჭად შრომა სჯობს ფუჭად ჯდომას. ასე რომ, თუ
წარმოვიდგენთ რა გარემოში უწევს დღევანდელ მწერალს [...]
228 მკითხველთა ლიგა
ცხოვრება და წერა, უნდა გაგვიკვირდეს კიდეც, საერთოდ რომ
იწერება წიგნი ჩვენში. მეც მიკვირს და, რაც მთავარია, მიხარია.
ერთადერთი, რაც ჩვენს ახალგაზრდა მწერლებს აკლიათ, კარგი
რედაქტორია. შედეგი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ყოველ
შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მწერ-
ლის მოთხრობაში ნამდვილად არ ისხდებოდნენ სპარსი მუშები
„ალისფრად ნაღები წვერით, ჟღალი ფრჩხილებით“.

***
მე რომ თბილისის მერი ვიყო, ქალაქის მთავარ მოედანზე
დავდგამდი დუტუ მეგრელის ძეგლს...

***
რაც მწერლებს ახსოვთ, ან ახსენდებათ, ის, ადვილი შესაძლე-
ბელია, საერთოდ არ მომხდარა სინამდვილეში, ბევრი რამ მხო-
ლოდ მათ წარმოდგენაში ხდება, მაგრამ ვინ არის ამის გამრჩევი
და დამდგენი... მწერალი გიყვება ამბავს, თავგადასავალს, შთა-
ბეჭდილებას, ფიქრს – შენ ან გჯერა, ან არა.

***
უკვე აუტანელია ჩვენი ინტელიგენციის (უდიდესი ნაწილის)
ხელოვნური სიბეცე და აშკარად ყალბი და, ამდენად მავნებლუ-
რი ობიექტურობა.

***
დღეს (22 ივლისი – ყველაზე კარგი დღე ჩემთვის) „იმედის“
ჟურნალისტი გოგო მოვიდა ჩვენთან გადასაღები და ჩასაწერი
აპარატურით აღჭურვილ ოპერატორისა და მისი თანაშემწის თან-
ხლებით. „მნათობის“ დახურვასთან დაკავშირებით მინდა ორი
სიტყვა ჩავიწერო თქვენგანო, გვეუბნება მე და თამაზს. გამიხარ-
229 მკითხველთა ლიგა
და, არ ყოფილა მთლად ხელიდან წასული ეს ქვეყანა, რაკი „მნა-
თობის“ ბედი აინტერესებთ-მეთქი. გამიხარდა, მაგრამ რა გამი-
ხარდა... თუმცა, სამწუხაროდ, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა
ჩემი სიხარული. ჟურნალისტი გოგო იმიტომ კი არ მოვიდა ჩვენ-
თან, უშეცდომოდ რომ იცოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა იყო
საჭირო, ჩანაფიქრის უკეთესად განსახორციელებლად, არამედ
იმიტომ, „ლიტერატურულ საქართველოსთან“ და „ცისკართან“
ერთად „მნათობიც“ რომ უხსენებიათ ჩვენზე ადრე ჩაწერილ რეს-
პოდენტებს. როგორც მალე გამოირკვა, არა თუ „მნათობი“, თა-
მაზის არაფერი არ ჰქონდა წაკითხული, ჩემი „ყოველმან...“ იცო-
და და წაკითხული მაქვს ბავშობაშიო, ირწმუნებოდა. მაგრამ, არა
მგონია. მოკლედ, ბნელეთის წარმომადგენელი იყო, არც მეტი
და არც ნაკლები. როცა ამ დონის ჟურნალისტების ხელშია ასეთი
მნიშვნელოვანი პრობლემების გაშუქება (თუ გადარჩენა არა),
რისი იმედი უნდა ჰქონდეს კაცს?! თამაზმა, როგორც წესიერმა
ადამიანმა, ორი სიტყვა მაინც ჩააწერინა. მე ყველანაირად ვეცა-
დე მიმეხვედრებინა, თვალი ამეხილა საკუთარ უტაქტობაზე, მაგ-
რამ შეაყარე ცერცვი კედელს, აქეთ გამებუტა, სიტყვას იმადლე-
ბითო...
იღუპება საქართველო, თუ უკვე არ დაღუპულა და ამის მიზეზი,
უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ, უწიგნური, უკულტურო, ცა-
რიელი, არაფრისმაქნისი ახალგაზრდები არიან.

***
ბილწოლოგი.

***
მიმბაძველი მისაბაძს ვერ მოერევა.

230 მკითხველთა ლიგა


***
სიცარიელე ცად რომ იქცეს, მიწა ჭირდება.

***
თუ საქართველოს დაშლა და განადგურება არ დაგვისახავს
მიზნად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვახლოთ ხელი დავი-
თის ქანდაკებას.

***
კიურატი – ექიმის კოვზი.

***
ამჟამადაც იმაზე ვმუშაობ, რაზეც ათი, ოცი, ოცდაათი თუ ორ-
მოცი წლის წინ ვმუშაობდი, ანუ, კიდევ ერთხელ ვცდილობ, დავ-
წერო მხატვრულად სრულყოფილი, აზრობრივად ჯანსაღი და,
რაც მთავარია, ნამდვილად საჭირო ნაწარმოები ჩვენი ერთგული
მეგობრის, დაუზარელი თანამშრომლის, წამქეზებლისა და მხარ-
დამჭერის – მკითხველისათვის.

***
„არავის ვალი არა მაქვს“ – აი, რითი ამაყობს ინგლისელი...
„ყველას ჩემი მართებს“ – აი, რა შეიძლება თქვას ქართველ-
მა.

***
იცავს იმას, რაც მონობით მოიპოვა... ამის შენარჩუნება ჰგო-
ნია თავისუფლება...

231 მკითხველთა ლიგა


***
რუსული პატერნალიზმი – „მამობრივი“ ზრუნვა სუსტზე, მისი
დამორჩილების მიზნით.

***
კაცობრიობა პრუსტს პატივს მიაგებს, როგორც მრავალთა და
მრავალთა გულთამხილველს და არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს მისთვის, მიეკუთვნებოდა თუ არა ის სექსუალურ უმცირესო-
ბას. პრუსტი დიდი მწერალია და ამითაა ჩვენთვის საინტერესოც
და პატივსაცემიც. ისტორიას არ ახსოვს ჯერ, მისი პიროვნული
მიდრეკილების, მანკის, თვისებისა თუ მონაცემის გამო გამხდა-
რიყოს ვინმე დიდი მწერალი, ან დიდი მხედართმთავარი, საერ-
თოდ, კაცობრიობისათვის საინტერესო პიროვნება...
...მიუღებელი თემა არ არსებობს, მაგრამ ყველა თემა როდია
საინტერესო წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით... ასეთ
თემებზე საუბარი გაცილებით საინტერესოა სპეციალისტ სექსო-
ლოგთა, ფსიქოლოგთა, ფიზიოლოგთა ნაშრომებში... მე, რო-
გორც მწერალი, თანავუგრძნობ ნებისმიერი უმცირესობის წარ-
მომადგენელს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს ვამართლებდე კიდეც...
უმცირესთა ხვედრი განუწყვეტელი ბრძოლაა გადარჩენისთვის,
არსებობის გახანგრძლივებისათვის, განსაკუთრებული, მხო-
ლოდ მათთვის არსებულ დაბრკოლებათა გადალახვისთვის,
მაგრამ მათი მიზანი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს
ანომალიის ნორმად ქცევა და დამკვიდრება. ღმერთმა კი გაამწა-
რა ისინი, მაგრამ მაინც არა აქვთ უფლება, გაბოროტდნენ და ყვე-
ლანაირად შეეცადონ [...] მანკისა თუ სნეულების გავრცელებას,
გამრავლებას და, ამ გზით, გაუბრალოებას, გაჩვეულებრიობას
ამ უაღრესად სერიოზული და მტკივნეული პრობლემებისა. ეს არ
უნდა დაუშვას, პირველ რიგში, მწერლობამ, რადგან, მაშინვე

232 მკითხველთა ლიგა


ადამიანის მეგობრისგან, ადამიანის მტრად გადაიქცევა, უგულო
ცინიკოსად.

***
რევოლუცია შემოქმედებით უნდა მოახდინო და არა განცხა-
დებებით! მე მინდა, რომ ვიყო პოეტი, თანაც მოდერნისტი, ბევრს
არაფერს ნიშნავს – ამის შნო უნდა გქონდეს ღმერთისგან მონი-
ჭებული!
რევოლუციას ლექსი ახდენს – არა მანიფესტი!
რევოლუციას პოეტები თავიანთი შემოქმედებით ახდენენ და
არა განცხადებებით, მანიფესტებით! მანიფესტს დაწერ – ლექსს
ვერა! სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ამის დამადასტურებელი მა-
გალითი – დღევანდელი პოეტი მოდერნისტად, ლამის რეფორ-
მისტად ითვლება და ელემენტარულ ტექნიკას ვერ ფლობს, ლექ-
სის წერა უჭირს, ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის დასაწ-
ყისში გაცილებით უკეთ ფლობდნენ ლექსის წერის ტექნიკას,
კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვიდრე ის, ოცდამეერთე სა-
უკუნის ნაშიერი, ფლობს.

***
...ლაპარაკს ნამდვილად არა აქვს აზრი. ყველას მარტო ის ეს-
მის, რისი გაგონებაც თავად სურს და სრულებით არ აინტერე-
სებს, რას ფიქრობს სხვა, თუკი ასე არ ფიქრობს, როგორც მის-
თვის იქნება მისაღები. მე ამას აგრესიულ უყურადღებობას და-
ვარქმევდი, დროისმიერი მოვლენაა...

***
უკულტურობის გამოხატულება იყო ჩვენი შეხვედრა რომის
პაპთან!

233 მკითხველთა ლიგა


უკულტურობის გამოხატულებაა უცხოურის გაფეტიშება და
ეროვნულის უგულებელყოფა...
უკულტურობის გამოხატულებაა ჩვენი დანაგვიანებული ქუჩე-
ბი, ეზოები, სადარბაზოები, რაც არ უნდა გაკრიალებულ ბინებში
ვცხოვრობდეთ...

***
ზვიად კვარაცხელია!
(ზუგდიდი)
და მაინც ყოჩაღ!
თუნდაც პოზიციისთვის!!!
ეტყობა, ისევ სამეგრელოში უნდა აღმოვაჩინოთ საქართვე-
ლო...

***
ტელეეკრანზე ყოველ დღე, თუნდაც, დღეგამოშვებით გამოჩე-
ნა, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, მართლა რომ გეკითხება ჭკუა!
თუმცა, რაც უფრო გაუნათლებელია ტელემაყურებელი, მით
უფრო ბრმად სჯერა ტელევიზიისა – რომელიმე პოპულარულმა
ტელეწამყვანმა თითზე ჩამოსაცმელი თოჯინა რომ დაანახოს ეკ-
რანიდან და უთხრას, აი, ეს არის დღეს თქვენი მწერალიო, დაიჯე-
რებს.

***
ცივილიზაცია, თავისი არსით, დამპყრობელია, მისთვის არც
სამშობლო არსებობს, არც ეროვნებები, არც ადათ-წესები. პირი-
ქით, თავის წესებს ამკვიდრებს ყველგან, თუნდაც, იგივე კომპიუ-
ტერის მეშვეობით. ერთადერთი, ვის წინაშეც უმწეოა, კულტუ-
რაა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ცივილიზაცია კი არ იმონებს,
თავად ემონება კულტურას. ამიტომ, რაც უფრო კულტურულია
234 მკითხველთა ლიგა
ადამიანი, მით უფრო მეტ სიკეთეს გამორჩება ცივილიზაციას.
ჩვენი ხსნაც ისევ და ისევ კულტურაა. კულტურა გვაძლევს სახესა
და სახელს, რითაც გამოგვარჩევს სხვებისაგან და, ამავე დროს,
სისხლხორციანად გვაკავშირებს ყველასთან, ვისაც არა მარტო
შექმნა, არამედ სხვისი შექმნილის დანახვა და დაფასება შეუძ-
ლია.

***
უცენზურო ჟურნალების სიმრავლე სრულებითაც არ არის ჩვე-
ნი შინაგანი თავისუფლების გამოხატულება, ისინი თავნებობის,
განუკითხაობის, თავაშვებულობის ნაყოფია...

***
ჩვენი თაობა უკვე თავქვე ეშვება.

***
ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მწე-
რალს, გარდა წერისა, მეტად საპატიო ფუნქციები აკისრია. და
მხოლოდ იმიტომ, რომ წერს.

***
კარტს თამაშობდი? კარტს ვთამაშობდი.
ქალებს დასდევდი? ქალებს დავსდევდი.
ღვინოსაც სვამდი? ღვინოსაც ვსვამდი.
წევდი კიდევაც? კიდევაც ვწევდი.
მერე? რა მერე? არ ნანობ? არა.
ვნანობ კი არა, იმ დროს მივსტირი,
ვერაფერზე რომ ვერ ვთქვი უარი,
იმიტომ მიჭირს ახლა სიკვდილი.
როგორც არ უნდა გიმუხთლოს ბედმა,
235 მკითხველთა ლიგა
როგორც არ უნდა გატკინოს გული,
სიცოცხლეს მაინც ვერ შეელევი,
რაღაცის მაინც თუ შეგრჩა თავი.

2006

***
„ბუნებით მოღალატე არ ვარ, მაგრამ შეიძლება შევცდე... გა-
აჩნია, რას მთავაზობენ სანაცვლოდ“ – ამის მთქმელი დღეს ბევ-
რია!

***
როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს მწერალი, ვერასოდეს შექ-
მნის მეტნაკლებად მნიშვნელოვან ნაწარმოებს, თუკი მიზნად
ადამიანის მხილებას ისახავს და არა გამართლებას, დასჯას და
არა დაცვას...

***
გადაბელილი ჭადარი მოდერნისტულ სკულპტურას გავს –
უფორმოს, უსქესოს და, რაც მთავარია, უშნოს...

***
ვინც იცის, ის არ უნდათ,
ვინც უნდათ, იმან არ იცის.

***
გამოვიდა (როგორც იქნა) „გზაზე...“, შესახედად არა უშავს.
პირველს, მგონი, ჯობია კიდეც. მოკლედ, რაც ნანუკაზეა დამოკი-

236 მკითხველთა ლიგა


დებული, ნაღდია. ყოჩაღ, ნანუკა! მაგრამ, სამწუხაროდ, ტექსტი
მაინც არ არის მთლად სუფთა, რამდენიმე კორექტურა უკვე ვნა-
ხე, თვალის ერთი გადავლებით. რას მიკეთებს რედაქცია? არ უნ-
და მიაქციოს ყურადღება?.. ყველაფრის ხასიათს მისპობს ჩვენი
ამოუწურავი, განუზომელი გულგრილობა და უყურადღებობა
ყველაფრისადმი. ჟანრიც არ მიუთითებიათ. არადა, თუ არ მი-
უთითე, როგორ გაიგებს ჩვენი დღევანდელი [...] მკითხველი, რა
შეიძლება იყოს ეს ექვსას გვერდიანი უაზრობა...

***
– არაფერი გამხდარი შენ არა ხარ. როცა იცვამ, მშვენიერი სა-
ნახავი ხარ. ბევრს ჯობიხარ კიდევ.
– მეც მაგას ვჩივი, ძვირფასო, ჩაცმული კი არა, გახდილი უნ-
და გავდე კაცს...

***
ესაა მისი სამფლობელო, სავსე სიმარტოვის მუსიკითა და მახ-
სოვრობის სარკეებით. ხან ერთში აირეკლება მოულოდნელად
(თვითონვე გადაუქანდება ხოლმე გული), ხან მეორეში და ზოგ-
ჯერ (თითქმის ყოველთვის), თვითონვე არ სჯერა, მართლა მას
თუ გადახდენია ასეთი რამ. ამაზეა თითქოს ნათქვამი, ვერ იწამებ
თუ არ იხილე და ვერ იხილავ, თუ არ იწამეო.

2007

***
ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ, რაც შეიძლება მოკ-
ლედ და რაც შეიძლება ნათლად, ერთხელ კიდევ განვმარტავ

237 მკითხველთა ლიგა


იმას, თუ რამ მაიძულა, მთელი ცხოვრება კალამი მჭეროდა ხელ-
ში და ფიქრშიაც არ დამეშვა მისი შეცვლა რაიმე სხვა, უფრო თა-
ნამედროვე, გნებავთ, უფრო ძლიერი (თუკი არსებობს) იარაღით:
რაც უნდა კარგი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს ინგლისმა, შექ-
სპირზე უკეთესად ვერც წარმოაჩენს და ვერც დაიცავს ინგლისს...
ასე რომ, ჯერჯერობით ნურც ქართველ მწერლებს ჩამოვარ-
თმევთ ქვეყნის წინამძღოლობის საპატიო და სახიფათო მისიას...

***
ჩვენ დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანა ვართ და
ასპარეზზე დღეს გამოსული ყველა ახალგაზრდა, უპირველეს
ყოვლისა, ამ ტრადიციების გაღრმავებასა და გაგრძელებას უნდა
ისახავდეს მიზნად და არა, ვთქვათ, ნებისმიერი გზითა და საშუა-
ლებით საკუთარი წიგნის თარგმნასა და გამოცემას უცხოეთში.
ჩემი აზრით, ეს ნებისმიერი მწერლისთვის უაღრესად შეუფერე-
ბელი საქციელია. სამაგიეროდ მხოლოდ მისასალმებელია და
იმედის მომცემიც ნებისმიერი ლიტერატურული ცდა და ახალი
გზის ძიება. მივესალმები ყველა ახალგაზრდა მწერალს, რომე-
ლიც სწორედ თავისი განუწყვეტელი ძიებით იპყრობს დღეს ყუ-
რადღებას. ძიება თვითმიზანი კი არა, მოვალეობაა. მწერლობა
სიტყვებით ჟონგლიორობას კი არ გულისხმობს, არამედ თანაგ-
რძნობის, თანადგომის, მიტევების სურვილის აღძვრას მკითხვე-
ლის გულში.

***
„მოახდინა გასროლა ჩემზეო“ – ამბობს ჟურნალისტი.

***
რუსული აშკარად ვერ ვისწავლეთ, სამაგიეროდ ქართული
დავივიწყეთ.
238 მკითხველთა ლიგა
რუსული სიტყვებით ვლაპარაკობთ ქართულად.
რაღაც დომხალი შეგვრჩა ხელში, აჯაბსანდალი. ქართული
ფონეტიკა და რუსული სინტაქსი.

***
ხელისუფლება წიგნს რომ უნდა კითხულობდეს და თეატრში
დადიოდეს, ამას რად უნდა დიდი კვლევა-ძიება...

***
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არაფერი აქვს საერთო მო-
მავლის შიშს უკეთესის მოლოდინთან. მომავალი ყველასათვის
ერთნაირად საშიშია, ძლიერი ხარ თუ სუსტი, დამპყრობელი თუ
დაპყრობილი, რამდენადაც ძნელი ამოსაცნობია, თუკი საერ-
თოდ შეიძლება მისი ამოცნობა; ხოლო უკეთესის მოლოდინი,
ერთ-ერთი აუცილებელი, უაღრესად ადამიანური მოთხოვნილე-
ბაა, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის თვისებაა საერთოდ, და თა-
ვისთავად ცხადია, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამი-
ანს უმძაფრდება, სიტუაციიდან გამომდინარე.

***
ხელოვნება, საერთოდ, მოულოდნელობების სფეროა, რო-
გორც კი შეიქმნება მნიშვნელოვანი ნაწარმოები ხელოვნების ნე-
ბისმიერ დარგში, ყველაფერი თავისთავად ლაგდება და შექმნის
მარადიული პროცესიც ჩვეულებრივ გრძელდება. ესე იგი, განუწ-
ყვეტლივ ხდება თაობათა ცვლა, ძველების ადგილს ახლები იკა-
ვებენ, ოღონდ, ძველი, გნებავთ შეუცვლელი მიზნით – შექმნას
შექმნილზე უკეთესი, კიდევ უფრო აამაღლოს და [...], რაც მანამ-
დე შეუქმნიათ წინამორბედებს.

239 მკითხველთა ლიგა


***
მომავლის შიში ალბათ ამასაც გულისხმობს – კიდევ არ გან-
მეორდეს, რაც უკვე რამდენჯერმე გადავიტანეთ, მაგრამ ჭკუა მა-
ინც ვერ ვისწავლეთ, ვერ ვისწავლეთ მტერ-მოყვარის გარჩევა,
ანდა, კიდევ უარესი, ისე წაგვახდინა მონობამ (სპარსის, თურქის,
რუსის), მაინცდამაინც, მტერი გვინდა იყოს ჩვენი მოყვარე. ამა-
ოდ დაშვრა დიდი აკაკი, თავის დროზე გვაფრთხილებდა, რაც შე-
ეძლო, მაგრამ ჩვენ ჩვენთვის დამახასიათებელი აგრესული პა-
სიურობით ვუყრუებდით პოეტს. არ ვუჯერებდით და არც დღეს ვუ-
ჯერებთ.

***
დარეკა საშამ: გამოსულა „გოდორი“! ძალიანაც კარგი. აღარ
ველოდებოდი. მაინც გატყდა რუსი! არ არის პატარა ამბავი, მაგ-
რამ როგორც ჩემი ყველაფერი, ეს ამბავიც „შეუმჩნეველი“ დარ-
ჩება. კი ბატონო. ასე იყოს. მთავარია რომ გამოვიდა! რუსეთი, რა
თქმა უნდა, საშინელებაა, განსაკუთრებით ჩვენთვის, მაგრამ
ობიექტურად, დიდი კულტურის ქვეყანაა, დიდი ლიტერატურული
ტრადიციებით. იქ წიგნის გამოცემა ნამდვილად სერიოზული
მოვლენაა ნებისმიერი მწერლისთვის. თუ სიბრმავემ არ დააბ-
რმავა, ბევრ რამეზე აეხდება თვალი რუს მკითხველს, ბევრი რამე
გახდება მისთვისაც ნათელი. არა მგონია!

***
ჩვენ რომ ტოლერანტობას ვეძახით, სინამდვილეში მონური
მლიქვნელობაა, რაც დროთა განმავლობაში, ლამის გენეტიკურ
თვისებად ჩამოგვიყალიბდა და ვიდრე მისგან არ განვთავისუფ-
ლდებით, ნებისმიერი ჩვენი გაბრძოლება კრახით დამთავრდება.
ყოველ შემთხვევაში, ამით თავის მოწონება ბავშვური გულუბ-
რყვილობაა. მონა და ბავშვი დიდად არ განსხვავდებიან ერთმა-
240 მკითხველთა ლიგა
ნეთისგან, ერთიც და მეორეც იმდენადაა მიჩვეული უფროსის,
მასზე ძლიერის, მასზე ჭკვიანის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრე-
ბას, ძალაუნებურად უჩლუნგდებათ აზროვნების უნარი...

***
ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ
მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ
ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკე-
ბი. აქაურობა ისევ, მომავალ აპრილამდე, დაემსგავსება ღია და
აქოთებულ სანაგვეს, არც უსახლკარო წყვილების, არც უპატრო-
ნო ძაღლების, არამედ ისევ ჩვენი უგუნურობის გამო.
ამიტომ ყელაწეული გევედრებით ყველას, დღეიდან აივნები-
დან ნუღარ გადმოყრით ნაგავს.
ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, აქ ამ პატარა ჭალაში, სამალავია
ჩვენი, დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა.
შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ გან-
ვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა.

***
ზევსის ფარს ჰქვია ეგიდა, კი ბატონო, მაგრამ ზევსს ფარი რა-
ში სჭირდებოდა?

***
„არასოდეს არ ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის
და არჩევნების წინ“.
ბისმარკი

241 მკითხველთა ლიგა


2008

***
გარდაიცვალა სოფიკო ჭიაურელი... ყოველთვის ვაღიარებდი
მის ნიჭიერებას... გარდაიცვალა ერთი უკეთესთაგანი ჩვენს შო-
რის. „კინტაურს“ საერთოდ ვერ ვიტან, მაგრამ მისი „კინტაურიც“
საკმარისია ამქვეყნიური დიდების მოსაპოვებლად. ეს არის
გრანდიოზული დღესასწაული დახვეწილობისა, პლასტიურობი-
სა, მელოდიურობისა, სრულყოფილებისა, ანუ დაუნჯებული ბუ-
ნებისა და დაუოკებელი ადამიანის სინქრონულობისა, გნებავთ,
მარადიული და უსათუთესი ამბოხისა გარდუვალი აღსასრულის
წინააღმდეგ...

***
რაც ჩვენს თავს ხდება, იცოდეთ, ხდება განგების ნებით. ამ-
დენს თვითონაც მიხვდება, დიდი კი არა, ბავშვიც.

***
გარდაიცვალა ანა კალანდაძე!
უცნაურია, მაგრამ ვერ ვგრძნობ დანაკლისს. არადა, თითქოს
უნდა ვგრძნობდე. აღესრულა ჭეშმარიტი პოეტი და, თანაც, ყვე-
ლა ჩვენგანისათვის, მთელი ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მძი-
მე და სახიფათო პერიოდში. დღეს ნებისმიერი ჩვენგანის სიკვდი-
ლი აუნაზღაურებელი დანაკლისია, რადგან კვლავაც გადასარ-
ჩენად გვაქვს საქმე და, როგორც არასდროს, ისე ვჭირდებით ერ-
თმანეთსაც და ქვეყანასაც. მოულოდნელად გაჩენილი ნებისმიე-
რი სიცარიელე ისევე სახიფათოა ჩვენთვის, როგორც კიდევ ერ-
თი, თუნდაც უმნიშვნელო ბზარის გაჩენა ისედაც ჩასაძირად გან-
წირულ ხომალდზე. სიცარიელე, რომელსაც გარდაცვლილი
ადამიანი ტოვებს, გაცილებით ძნელად ამოსავსებია და, რაც
242 მკითხველთა ლიგა
მთავარია, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ, ჩემდა გასაკ-
ვირად, უფრო სწორად კი, ჩემდა გასახარად, ამ სამწუხარო ცნო-
ბამ, სრულიად საწინააღმდეგო შეგრძნება აღძრა ჩემში – თით-
ქოს საიმედო თანამებრძოლი, უნიჭიერესი პოეტი კი არ გამოაკ-
ლდა სამშობლოსათვის თავდადებულთა რიგებს, პირიქით – მი-
ემატა; სიცარიელის გრძნობა კი არ გააჩინა, არამედ სისავსისა;
განწირულობისა კი არა, რწმენისა და იმედისა... ეს ანომალიური
სიკვდილია, ძველს კი არ ამთავრებს, ახალს იწყებს. დიახ, დღეს
დაიწყო ანა კალანდაძის უკვდავება, ჩემს სამშობლოს კიდევ ერ-
თი დიდებული, დიადი, საამაყო შვილი შეემატა, საქართველოს
ციხე-გალავანს – კიდევ ერთი ურყევი, შეუვალი ბურჯი... დარწმუ-
ნებული ვარ, ბევრ მიწიერ სიძულვილს, მტრობას, სისასტიკეს
მოიგერიებს ეს ბურჯი საუკუნეთა მანძილზე, ამგვარ მარადიულ
ბრძოლებში უკვე არაერთგზის გამარჯვებულ მის საყვარელ წი-
ნამორბედთა მსგავსად. ანა კალანდაძემ, როგორც ახალმა ვარ-
სკვლავმა, ქართველი ხალხის ნებით, საქართველოს უკიდეგანო
ცაზე, დღეს სამარადისოდ დაიკავა მიწიერი ტანჯვა-წვალებით
მოპოვებული ადგილი...

***
დარეკა [...]. დაბადების დღე მომილოცა. შენი თაყვანისმცემ-
ლების ახალი ტალღა წამოვიდა რუსეთშიო, ყველა შენს წიგნს
ეძებსო. ძალიანაც კარგი. ეძებონ. თვითონ თავს იკავებს წიგნის
შეფასებისგან, არადა ავტოგრაფით უნდა რომ ჰქონდეს. მე მგო-
ნი, წიგნი ძალიან მოსწონს, მაგრამ, მაგრამ კი არა, სწორედ ამი-
ტომ, განსაკუთრებით გულნატკენია, როგორც რუსი! მე ვერ მპა-
ტიობს თავისი ქვეყნის სიგლახეს. თუმცა, დავიცადოთ – აუცი-
ლებლად ალაპარაკდება და გაცილებით ადრე, ვიდრე გვგონია...
„აველუმიც“ მოიკითხა, რატომ არ არის რუსულად თარგმნილიო.
ტანი უგრძნობს, იქაც ბევრი საინტერესო შეხვედრა ელოდება...
243 მკითხველთა ლიგა
***
რაც უფრო უბედურია ხალხი, მით უფრო ზერელეა მისი გან-
ცდა უბედურებისა.

***
მაგრამ რაც შენ დასასრული გგონია,
შეიძლება დასაწყისი აღმოჩნდეს!

***
ყველაზე მეტად აზიური ქვეყნები ბაძავენ ამერიკას და ცდი-
ლობენ დაემსგავსონ, თუნდაც გარეგნულად. მხედველობაში
მაქვს არქიტექტურა...

***
ბევრი გადარჩა ფიზიკურად, მაგრამ იქ მეტი კი არ იშოვა, ვიდ-
რე აქ იშოვიდა, უბრალოდ, იქ იმ სამუშაოს დაყაბულდა, რასაც
აქ, არავითარ შემთხვევაში, არ დაყაბულდებოდა!

***
...ვიცი, მკაცრად ვილაპარაკე, მაგრამ სხვანაირად ლაპარაკს
აზრი არა აქვს, თვალთმაქცობის, მიტევების, დაყვავების, [...],
დამშვიდების დრო არ არის.
ეს სიმკაცრე თუ არ მაპატია ქართველმა ხალხმა, მისთვის იქ-
ნება ცუდი, კიდევ ერთ შეცდომას ჩაიდენს, თორემ, ჩემი სიცოც-
ხლე ისედაც მას ეკუთვნის და, როგორც სურს, ისე მოექცევა.

***
ბენდუქიძისა არ იყოს, ყველაფერი იყიდება, გარდა სინდისი-
სა. სინდისი რახანია გაიყიდა, გათავდა, ამოღებულია სავაჭრო
ქსელიდან!
244 მკითხველთა ლიგა
***
9 აგვისტო. ეს ღამე ძალიან მძიმე ღამეა საქართველოსთვის.
შეიძლება გადამწყვეტიც. მთელი იმედები ღმერთზეა! თუ იმანაც
გაგვყიდა... არა, არ შეიძლება. მაპატიე, ღმერთო და ისევ შენ მი-
ხედე ამ უბედურ ქვეყანას... სამს უკლია თხუთმეტი... ვნახოთ!!!

2009

***
დღეს ნათლისღებაა. ყინული ჩავარდა წყალშიო – ხალხში ამ-
ბობენ დღევანდელ დღეს – ე. ი. გათავდა ქრისტეშობის ყინვებიო.
შეიძლება ასეცაა, მაგრამ ჩემს პალატაში ძნელი შესამოწმებე-
ლია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხალხის რწმენა. იმდე-
ნი ვქენი, მაინც აქ აღმოვჩნდი ბოლოს. თუმცა, ალბათ ეს ერთა-
დერთი ადგილია, სადაც უნდა ვიყო, საიდანაც შეიძლება იქ დაბ-
რუნება, სადაც ჯერ კიდევ მინდა ყოფნა, ცოტა ხანს მაინც, თუნ-
დაც „აკმეს“ ბედის გარკვევამდე. ბევრია? ბევრიც არის და ცო-
ტაც. მხოლოდ ბევრი რომ იყოს, არ შევაწუხებდი არავის, პირ-
ველ რიგში, ღმერთს. ღმერთო, შენ იცი და შენმა სამართალმა.
გული შეიძლება დამწყდეს, მაგრამ არ მეწყინება. არადა, ექიმებს
რომ კითხო, ობიექტურად კარგად ვარ. არ ვკამათობ (რა აზრი
აქვს?), მაგრამ სუბიექტურად ვერ ვგრძნობ ობიექტურ კეთილ-
დღეობას...

***
უკვე თვრამეტი დღეა, აქ ვარ, თითქმის სამი კვირა. შეიძლება,
ცოტა უკეთ ვარ, შეიძლება! ოღონდ ისე არა, როგორც ექიმებს
გონიათ. ამისთვისაც დიდი მადლობა ყველას, ვისაც მართლა

245 მკითხველთა ლიგა


სჯერა ჩემი მორჩენისა და ვისაც ამის სურვილი აიძულებს ჩემს
მოტყუებას.
...აი, მე მაინც მეტი სიამოვნება გამოვძალე ცხოვრებას, თუკი
სიამოვნება ეთქმის უაზრო სმასა და უთავბოლო მრუშობას, იმი-
ტომაც ვისჯები, ალბათ, ახლა. მაგრამ, განა ამისთვის უნდა ისჯე-
ბოდეს ადამიანი, რომელიც ისედაც დროებით, ხანმოკლე მივ-
ლინებითაა მოხვედრილი ამ ქვეყანაზე. სიკვდილი, რაკი არსე-
ბობს, სხვა არანაირი სასჯელი აღარ უნდა არსებობდეს. სიკვდი-
ლის დაჩქარება უმკაცრესი სასჯელია და სავსებით სამართლი-
ანიც, ოღონდ, მხოლოდ მკვლელობისთვის, ანდა სამშობლოს
ღალატისთვის. სხვა, ნებისმიერი დანაშაულისათვის... დასჯა, ჩე-
მი აზრით, სიბრიყვეა – ბოროტმოქმედებს ამრავლებს მხოლოდ,
თუ ვინმე გამოსწორებულა ციხეში, გარეთ უფრო მალე გამოს-
წორდებოდა; ვინც ციხეში გაირყვნა, გარეთ შედარებით გვიან გა-
ირყვნებოდა.
წავალ, დავწვები საავადმყოფოში და „აკმეზე“ ვიფიქრებ-მეთ-
ქი. ყვავს კაკალს გავაგდებინებ-მეთქი, აქ კი ათას სისულელეს
ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო მაშორებს „აკმეს“.
სხვა რა მომცა საავადმყოფომ? საქმისთვის სასარგებლო,
ალბათ, რაღაც მაინც მომცა, მაგრამ ეს მერე გამოჩნდება, უფრო
მოგვიანებით და სრულიად სხვა გარემოში.

***
ჩვენი მეშვეობით, ხელშეწყობით ბევრი სანუკვარი ოცნების
ასრულება შეეძლო რუსეთს, მაგრამ სულმა წასძლია და ხვალინ-
დელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ამჯობინა.

***
2009 წლის 7 მაისს, სისხლიანი გიორგობის მეორე დღეს, კი-
დევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად საბოლოოდ, ვიწყებ წერას და
246 მკითხველთა ლიგა
უფალს ვთხოვ შემწეობას, ძალასა და შთაგონებას. მხოლოდ მი-
სი ნებაა, მორიგი წარმატება იქნება, რის შექმნასაც შევძლებ, თუ
პირველი და უკანასკნელი მარცხი. შემდეგი ცდისთვის დრო
აღარ რჩება. დროც უფლისგანაა განსაზღვრული. დიდება მის სა-
ხელს უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ესა ვარ, რაც ვარ...
ზვიადისთვის:
1. ყოველდღიური შრომა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
2. არასოდეს არ თქვა, რომ სრულყოფილად ფლობ შენს ხე-
ლობას.
3. ნაკლები იფიქრე მიწიერ დიდებასა და კეთილდღეობაზე.
მოსასვლელი
მოვა.
4. არასოდეს წახვიდე დათმობაზე საკუთარი მრწამსის, შეხე-
დულების, პოზიციის და, რაც მთავარია, სინდისის საწინააღმდე-
გოდ.
5. ეცადე, ნაკლებად ხვდებოდე თვალში ხალხს, სჯობს, შენი
ხმა ესმოდეთ, ვიდრე გხედავდნენ.

***
ჩვენი მთავარი თვისება: ვეთაყვანებით უცხოელის ნებისმიერ
წარმატებას და გვაღიზიანებს ჩვენიანის ასევე ნებისმიერი წარმა-
ტება.

***
დღევანდელობა მაიძულებს, ეჭვის თვალით შევხედო წარ-
სულსაც. ჩვენ უცნაური ხალხი ვართ – სინამდვილეს ლეგენდა
გვირჩევნია. ჩვენი პირადი სიმპატიები გვყოფნის, ჩვენგან აჩემე-
ბული პიროვნება გავაღმერთოთ. პირადად მე, საქართველოს
ეროვნული გმირი მაზნიაშვილი მგონია... მაზნიაშვილის გმირო-
247 მკითხველთა ლიგა
ბამ საქართველოს გადაურჩინა სოჭის ოლქი (დროებით) და ბა-
თუმი...

***
მე ვგრძნობ, მე ვიცი, ვხედავ და მესმის,
როგორ იხრწნება მიწაში გვამი,
როგორ იზრდება მიწაში ფესვი...

248 მკითხველთა ლიგა

You might also like