Professional Documents
Culture Documents
თანამგზავრი
კაცი ხშირად იყურება ფანჯარაში. ფანჯარაში თოვლი და ხეები ჩანს, მეტი არაფერი.
ხეები ეგებებიან ბიჭებს – ხან თითო–თითოდ, ხან ორ–ორად, ხან ბევრნი ერთად.კაცის
მზერა მიჰყვება ხეებს, ხან თითო–თითოს, ხან ორ-ორს,ხან ბევრს ერთად.
ბიჭებს ჩქარა ბეზრდებათ ფანჯარაში ყურება. ხან ვაგონის ჭერს შეხედავენ, ხან
იატაკს, რაიმე გასართობის პოვნის იმედით. ჭერი ახლახან შეუღებიათ თეთრად,
მოდი და გაერთე – ლაქა რომ ლაქაა ისიც არა აქვს. იატაკის ფიცრები ერთმანეთს
მიჰყვებიან და ხაზებს ჰქმნიან, კარგი გასართობია.
ბაქანი განათებულია. კედელზე ზარი ჰკიდია. ზართან კაცი ფგას, ისეა შეფუთვნილი,
ვერც გაიგებ, გამხდარია თუ მსუქანი. ბიჭები ხარბად იყურებიან ფანჯარაში, იქამდე
იყო მხოლოდ ხეები და თოვლი და უცებ გაჩნდა ბაქანი, ზარი და კაცი. ეს რაღაც
ახალია, რაღაცით დამაინტერესებელი.
შეფუთვნილი კაცი ბიჭების ისეთ დაჟინებულ მზერას გრძნობს, რომ ცოტათი იბნევა.
არ უნდა, რომ ბიჭებმადაბნევა შეამჩნიონ და, აქაო და ვითომ არაფერიო, გვერდზე
იფურთხება.
თოვლი უკვე რუხი ფერისაა. იმ ადგილზე, სადაც ვაგონის სინათლე ეცემა, თოვლი
ბზინავს.
კაცის მუხლზე მუნდშტუკი თამაშს იწყებს – ხან იმ ბოლოთი ეხება მუხლს, სიგარეტს
რომ სდებენ, ხან იმით, კაცის კბილები რომ იკავებს.
– ხო, შენ ახალგაზრდა ხარ, არც უნდა გიყვარდეს. შენ თოვლი ალბათ იმიტომ
გიყვარს, რომ ზედ თხილამურებით სრიალებ. – და აგუნდავებ.
წითელჯემპრიანს არ მოსწონს კაცის პასუხი. ბრაზდება და ისეთ შეკითხვას ეძებს
კაცისთვის, რომ დასცინოს, მაგრამ არ აგრძნობინოს.
– როგორ კარგი?
მთლიანად ვერა...
უზარმაზარი.
ვერა...
ლომი?
– მთვარე კარგია, – იგონებს სიტყვებს თემური – მზე...არა. მზეს რაღაც უფრო დიდი,
უფრო მჟღერადი სახელი უნდა ერქვას.
ხო, აბა რა, – ამბობს კაცი და უხარია, თემურმა რომ გაუგო.
საით, დათო?
რა ვიცი...
დათო ხელებს ჯერ აქეთ–იქით იქნნევს, მერე წრეებს ხაზავს ჰაერში. სწრაფად ჯდება
და სწრაფადვე იმართება, თემურის თავისი ნატკენი ფეხი ახსენდება.
მატარებელი ჩერდება.
– რა კარგი იყო, გახსოვს, ზღვა, – ამბობს დათო და კარგ ხასიათზე დგება არაფერი
ჯობია ზღვას.
– რას ამბობ, ზღვას რა მომაბეზრებდა... ეჰ, რა კარგია ზღვა. ჯერ მარტო ის რად ღირს,
სილაზე რომ დაწვები, არა, დაწვები კი არა, დაეგდები და მზეს მიანდობ სხეულს. მზე
დაგწვავს, დაგთენთავს, დაგეუფლება, ვერაფერზე ფიქრობ, აღარ გახსოვს არაფერი,
მზეს გრძნობ მხოლოდ. ბოლოს წამოდგები, ხარ... შეიძლება ითქვას მზით
გაჟღენთილი?
რა ვიცი...
რა ვიცი, აბა...
კი, მინახავს...
– ნუთუ მარტო სიმშვიდე გიყვართ? თუმცა, ზღვაზე ისეთი სიმშვიდეა მზის ჩასვლის
დროს... იცით, მე დაკვირვებული ვარ, როდესაც მზე ზღვაში ჩადის, მზის და ზღვის
სანახავად მისული ადამიანები, რომლებიც ნაპირზე დგანან, ჩუმად ლაპარაკობენ.
მათ ეშინიათ სიმშვიდის დარღვევა.
დათოს უნდა, რომ შეხედოს კაცს, მაგრამ უცებ შეხედვის ეშინია, იცის, რომ კაციც
შეხედავს.
ისევ სიჩუმე... კაცის მუხლზე თამაშს იწყებს მუნდშტუკი. ხან იმ ბოლოთი ეხება
მუხლს, კაცი რომ კბილებით იჭერს, ხან იმით, სიგარეტს რომ სდებენ.
დათოს უნდა, რომ ანუგეშოს კაცი, ან ისეთი რამ თქვას, კაცს რომ ესიამოვნოს. ვერ
პოულობს სიტყვებს...
ისევ ფანჯარაში იყურება კაცი. მთლად გაშავებულა თოვლი, შავად ჩანს, მაინც
თეთრია ალბათ...
– ხო... ძალიან მიყვარს. სულ ის ზღვა მიდგას თვალწინ, მღელვარე ზღვა... თოვლს
რომ ვუყურებ, მავიწყდება ყველაფერი, სიმშვიდეს ვგრძნობ მხოლოდ. ხანდახან
შევაცქერდები რომელიმე ნაძვს. ნაძვს ტოტებზე ბევრი თოვლი ადევს, მაგრამ არ არის
მოხრილი, არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაძვი არ გაინძრეს და თოვლი
არ ჩამოიყაროს მხრებიდან... ეგრე თუ მოხდა, დაირღვევა სიჩუმე, თვალწინ
დამიდგება ზღვა და გამახსენდება... მეტკინება გული... მე მიყვარს სიმშვიდე...