Professional Documents
Culture Documents
განსმდგომი შუაკაცი
– ფაცაცო.
ქალს არ ეთქმოდა პატარა. არჩილმა თავი დახარა და კეფაზე დაიდო ხელი, ასფალტს
ჩასცქეროდა. მერე შემართა თავი:
– თქვენი სასაბუთე, ანუ ანკეტური სახელი ბრძანეთ, – და გაეხუმრა, რა, არა გქვიათ?
– პანტიკაპეა.
არჩილმა კვლავაც დახარა თავი და იგივ კეფაზე დაიდო ხელი. ფიქრობდა, იდგა.
მერე, აღიღო მზერა:
– იცით რა, ქალბატონო ფაცაცო, ხომ ვერ მეტყოდით სად მდებარეობს ადამ
მიცკევიჩის ქუჩა?
– აა... – გულზე მოეშვა და ეწყინა კიდეც ქალს, – აგერ, ისაა.
– მა რა.
დაიძრნენ, ნელა.
– დიახ.
– ალბათ კარგი გრძნობაა, არა, როდესაც იცით რომ ლამაზი ხართ და სალხის თვალს
სიამოვნებას ანიჭებთ?
– ჰა, ჰა...ჰა? – გამოერკვა, სადღაც ლავიწთან ჩამოეკითხა არჩილს მერე, – ვერ გავიგე?!
– კი.
– წადი, შენი...
– და თავად წავიდა.
***
და, თუმცა მაშინ ფული ჯერ ნაშოვნი არ ჰქონდა რაღა თქმა უნდა, ბავშობა, ალბათ,
მაინც კარგი იყო.
– დიახ.
– ახლა დავრწმუნდი, აეს მიირთვით სანამ ცხელია, ლომის გული რომ მაქვს.
– ახლაა? რატ-ტოომ?
– რატომ და, ვინ იცის, ქალბატონო ლალი, თქვენი სილამაზის პატრონს რამდენი
ვინმე თავზეხელაღებულობამდე გეტრფით და მე კი მაინც გავბედე თქვენს გვერდით
ყოფნა.
– აჰ, ეს რანაირი ყოფილხართ, ჰაა? – მცირე ხნის შემდეგ ჩახვდა ნათქვამს ლალი და
ცარიელ-ტარიელა ჩანგალი ნაზად ჩაიდო პირში, – მამხნევებთ, ხომ?
მიმოწყენისას, ფანჯრის წილი ცა, ძმაბიჭის ზურგი, მერხის ლაქები, და მერე, მერე,
გაშვებულობა მეექვსე გაკვეთილის გაჭიანურებული აღსასრულის მაუწყებელი რა
დიდებული, როგორ ზეიმა, და რანაირად აღსავსე შუქით, მბრწყინავი ზარი
გამოფხიზლება, ახლა კი, ახლა, შემთვრალს, სადღა ახსოვდა აის სიფხიზლე, წიწკნია
სითხით ნეტარ ბურანში დროდადრო იყო, რადგან წინ ქალი ეჯდა, კარღია
რესტორნიდან კერძო ოთახში ამაღამიჩვე წასაყვანი, სახელად ლალი, ადამიანის რა
კარგი სათაური, სუფრაც მშვენიერი იყო, დადებითი, ოღონდ ხიზილალას არცერთი
არ ეკარებოდა - რაღაცნაირი სიამაყით, ვითომ...
– არა, ჩემო კარგო ლალი, მე ახლა სხვანაირი კუთხით, – წამოდგა, სხეულმა თითქოს
შებარბაცება განუზრახა, მაგრამ შეიოკა თავი, ხოლო ენა ვერა, – ლალიკოს
ვრნაცვალე, ახლა მე უნდა თქვენნაირი კარგი ქალების სადღეგრძელო შევსვა,
რომლებიც გამოირჩევიან სწორი გამგებიანობით და, როგორც ძველები იტყოდნენ,
მესჩანკი არ ხარ. თუ ამას ვსტყუოდე, შობელძაღლი ვიყო.
– მე და შენ ხომ უკვე ცოტათი ამხანაგები ვართ და, ლალი, კაცის და ქალის ნამდვილი
ამხანაგობა იცი სად ხდება?
– სად...
– იქ...
– სად იქ...
– ლოგინში.
– ხო.
პური სადღაც მინდვრებში მოჰყავთ, თურმე ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, მერე,
სულ ბოლოს, არჩილისთანებიც სჭამენ.
– არა, არაფერი...
კარგი ბიჭია.
მერე იყო და, იყო ნელი ტრამვაი, სამიოდ მგზავრი, ვიღაც სამხედრო, ლითონის
ბაგირის წყნარი ღრჭიალი, შორეულ ტყეთა ნაცრისფერობა, გაძარცული ტყე,
შემოდგომურად დუნე სიყვითლე, გასუსულიყვნენ აჩიკო და კაკი, რადგან თბილისი,
მათი ქალაქი, ზემოდან ძლიერ გადასხვაფერდა რაღაცნაირად, გაიშალაც და
დაპატარავდაც, მაშინ თბილისზე კრამიტიანი სახურავები უფრო სჭარბობდა, და
უფრო ვიწრო, შინაურული ხიდები იყო მტკვარზე გადებული, და კანტი-კუნტა
მანქანები იტაცებდნენ თვალს; სანუკვარ ეზოს, სადაც ცხოვრობდა დედუფალი ნ,
ამაოდ დაეძებდა აჩიკო, მერე პარკისკენ დაადეს თავი, სადაც იმდროინდელი
გამოჩენილი ატრაქციონი – აწონ-დაწონ დიდი ბოქლომითა და ჯაჭვით საიმედოდ
დაებათ, მერე პარკს გასცდნენ, იქით უფრო სხვა ხეები იდგა, უფრო ნამდვილი, უფრო
ტყედ შეკრულნი თითქოს, და შორეულ ყეფაზე ერთხანს შედგნენ და მერე ორთავეს
ერთად გაახსენდა რომ – მოშივნოდათ, და ვითომ ძაღლის შიშმა კი არა, მადის
გამოღვიძებამ უბიძგათ უკან, ფუნიკულიორის რესტორნისაკენ, თან ყოყმანობდნენ –
მხოლოდ მანეთი, და რაღაც ხურდა, ისიც გზის ფულად, ჰქონდათ. მაგრამ აჩიკომ ნ
გაიხსენა და ვაჟკაცურად აიარა საფეხურები, ერთხანს დარბაზში იბოდიალეს, მერე
ბუფეტის თავკაცს მიადგნენ და რომ გაუწოდეს მანეთიანი იმა პაწია ასაკისათვის,
ცოტათი ხელის სილამაზე, და დაამატეს: თუ შეიძლება, ერთი მანეთის, პური და
ყველი, ბუფეტოვანმა მსწრაფლ – განრისხება დააპირა, ჯერ ეგონა თუ, აშაყირებდნენ,
მაგრამ თვალების დანახვაზე, თვალებზე, მიხვდა ვისთანებთანაც ჰქონდა ამჯერად
საქმე, ნახევარი პური მოუჭრა, ჩამოუთალათ ორი დიდი ნაჭერი ყველი, მერე თავის
მხრივ ყოვლად უთქმელად ერთი ბოთლი ლიმონათი დაამატა, შეეძლო ორიც,
შატალოიონნი პარკში დაბრუნდნენ, სკამის კიდეზე დასხდნენ, და რადგან აჩიკოს ის
გრძელი დანა მაშინ არ ჰქონდა რასაკვირველია, პური შუაზე გადატეხეს, რა სუნი
ჰქონდა! მერე ისევ ქალაქის სათვალთვალო მოაჯირს მიადგნენ, აჩიკო კვლავაც იმა
ეზოს ძებნას შეუდგა, და, თავისუფლად შესაძლოა. კაკიც შეყვარებული იყო, რადგან
ორჯერ ძალიან ხმადაბლა თქვა:
– ეხ.
– სამი სვიდო მაქვს, – ამბობდა აის წრეელი, კარგ რუსულს დიახაც რომ ჩემულობდა,
– რომელ ერთთან წავიდე, კაცო?
– რომელთანაც სჯობს.
– რა ვიცი, მაგის შვილს მაგის ოთახში რაღაც ნაგავი შპალერი თავისი ხელითგაუკრია
და... მეო, იმის ნამუშევარს ვერ მივატოვებო, დიახ... მალარი იყო?
უახლოვდებოდნენ, გორს.
– მითხარი, შვილო, დედა არა ვარ? ეტყოდა, განა? – ყოფილიყო რა... ნურას
უკაცრავად – ნ-ს ირგვლითა საქმენი სხვაგვაროვანნი გახლდათ, და სიტყვა
საიდუმლო-ს ნაჯობნარა სიტყვა ხვაშიადი, ასე ჰფიქრობდა, როცა ფილტვების
ანთების შიშით დაფაცურებული მშობლები შეყვარებულ ყმაწვილს თავით ფეხამდე
სპირტით ზელდნენ, და თუმცა აჩიკო გაციებითაც არ გაციებულა, გაცივდა კაკი,
ოღონდ, ისე მოხდა, დამთხვევა იყოთუ არა კაცმა არ იცის, ალბათ არ იყო, მეორე
საღამოს, მწვავე შეტევისა გამო, მკაცრ მაგიდაზე საბრმანაწლაოდ წამოაწვინეს
თეთრებმა აჩი, ბიჭ-რომანტიკულს კინოთა და ორმაგ-ორმაგ ტკბილ წყალთა ნაცვლად
საცდელი ყარფუზის ბედი ეწია, ეს იყო საქმე? წარმოგიდგენიათ, ხომ?
– აი, ვთქვათ, არა?! – ჯერ ის ბიჭი კარგიფიზიკი რომ დამდგარიყო, ბინას ხომ ისე არ
მისცემდნენ და ვიღაცამაც აღმასკომში ხომაწონა, და ბინა რაღა მაინცდამაინც შენ
გვერდით მიაშავეს, და რაღა მაინცდამაინც შენ ჯინზე მოკვდა და ის იეფი შპალერიც
რომ არ მიეტყაპნა, და მატაციკლეტის ფული რომ არ აეგროვებინა, ხომ უკეთესი
ექნებოდა საჭმელსასმელი, მაგათ რა,ცოტაც კი ჰყოფნით ხოლმე, და ის მართაა თუ
ვიღაც ოხერი, ეგებ სულაც არ გათხოვილიყო, ვერ დაჯდებოდა სახლში?
– აბა, მაშ, კაცო... – ჰაზიზი გული უკვებოდა უშოს, საჭესა ბღუჯავდა, – დამჯდარა
კიკოდ ოხერ-ტიალი სახლში, და სულ რადიო აქვს ჩართული. მუსიკებს ისმენს? –
უკვირდა გვერდითა წრეელს. ყველაფერს უსმენს, მე კი მაგისი...
სიმართლე იყო. ბალიშში თავით ჩამხობილ მართას რადიო ერთთავად ჩართული
ჰქონდა, საშუალო ხმაზე, ზლუქუნს მეზობლებამდე რომ არ გაეღწია; ერიდებოდა.
აგარაკისწინა არჩილს დილის ვარჯიშის წამოწყება არ გამოეპარებოდა – გინდაც
შესაბამისი დრო დავიწყნოდა, მართას კედლიდან მაინც მოჟონავდა მხნე, ხალისიანი
ბგერები,იქით კი იგივ ჰანგები ალბათ უშოს კარგრემონტიანი ბინისკენ მიცოცავდნენ,
უშო ძალიან სკდებოდა გულზე, მაგრამ მართასავით, რაღა თქმა უნდა, არ
უკვდებოდა გული, რადგან ეს იმას აზლუქუნებდა მიწაში მწოლი ერთადერთი ვაჟი,
როგორც იტყვიან, მისი გულის ვარსკვლავი, და ქალისათვის, რომელსაც ლიფტის
დახუთულობაც კი აშინებდა, როგორი უნდა ყოფილიყო იმ ერთადერთი ვაჟის
კუბოში წოლის წარმოდგენა, რადგან იქ ალბათ ძალიანი სივიწროვეა.
– შენ, რა გიჭირს, რა, – ძლივას მიუგო უშომ, – სახლში, შენ, მისვლა, გიხარიან და, აბა,
მე მკითხე...
– რა იყო, კაცო...
– რაჰ!... არა.
ანდა, მთლად უარესი, ეს მითომ ყოველი დაძინების წინ უნდა გეთქვა: მცველო და
მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთაო ჩემთაო, რაოდენიცა რა გაგამწარე, ანუ
შეგაწუხე, დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, ანუ გონებით, შემინდვენ
და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა საბრთხეთაგან და ასე შემდეგ, და ა. შ., გაიგე
ახლა, თუ კაი ბიჭი ხარ, რამე, მიდი და გაიგე... მაგრამ ის წიგნი რაღაცნაირად არ
გადააგდო – იყოს, თავისთვის. ხანდისხანობით კი, ჩამორჩენილი გამოთქმით
აღვნიშნოთ და, ფიქრით განსართველად, გადაშლიდა ხოლმე.
არა კაც-ჰკლა.
არა იპარო.
არა იმრუშო.
აჰ, ერთი ქალი მოეწონა მაგრამ, რას მოეწონა, კინაღამ ჭკვიდან გადადგა კაცი. ვერ
პოულობდა ვრცელ პლაჟზეც ადგილს, და, როგორც იქნა, უკნითა წრეელის
დახმარებით (იმან კარტობანა იცოდა მიმჯდომლურ-გამცნობლური და კარგი) რომ
გაიცნო, ხელის სილამაზეთა წყალობით ჯერ ქალაქის რესტორნები მიმოატარა,
მრავლად იგემეს კარგი პროდუქტი, ქალს ერთადერთი, ისიც ქალური, უჩანდა ნაკლი
– რაღაც ძალიან ზედმეტად ეცხო სახესა და თვალწარბზე სილამაზისა დახმარებანი.
ალაგ – გრაფიკით შესრულებული, ზოგან – ფერმწერლური და, ოჰ, ტუჩებზე ხომ,
პომადა ედო? – მძლავრფენოვანი, მაგრამ სხეული, რა სხეული, ტანი ტატანი, და ის
დროც დადგა მანქანაში რომ კოხტად ჩაუჯდა და ბუნებისკენ, მუხნარისკენ დაადგნენ
აღმართს, კარგი ადგილი შეირჩიეს. საღამოსაკენ, მსუყედ გრილოდა მშვენიერ ტყეში,
არჩილმა ჯერ სურსათ-სანოვაგე გადაიტანა მანქანიდან, მერე – უკანა დასაჯდომი და
ზედ დასვა ქალი, თვითონ კი იქვე მოკალათდა, ნოტიო მშრალზე, შესვა ოთხიოდ
სადღეგრძელო, სერიოზული, მაგრამ ძალიანი უმიზეზოდ კისკისებდა ქალი მინამ
დღე იყო, ხოლო როდესაც შემობნელდა გატრუნულ ტყეში, ანცობას უკლო და,
სამაგიეროდ, ახლა არჩილი გათამამდა და გაწვა კიდეც წინაშე იმისთა ლამაზთა
ფეხთა, და, შამპანურით შეჟუჟუნებულს, ის ძველებურად რომანტიკული წამოწყება-
ილეთი გაახსენდა, მეტრფენი სატრფოს ფეხსაცმლით რომ შამპანურს სვამდნენ, და
გამოსთხოვა კიდეც ნებართვა, მაგრამ ქალისა ზედმეტად ღია-ღია ბოსონეჟკებში
რვაპირი ქარი გადიგამოდიოდა, იმაში სითხეს რა გააჩერებდა, და არჩილმა კი
ჰიგიენური უფრო, გამოიგონა ხერხი – ქალს ხელისგული ჩააღრმავებინა და იმის
ამოტრიალებულ პეშვში ასხამდა შამპანურს, იქიდან კი სვამდა, ქალს მოეწონა ეს
ოსტატობა, ლოყაზედაც შეუმშრალა ხელი და, წაქეზებად ამაზემეტი რა გინდოდა? -
ეძგერა ნაზად, ქალმა ერთი-ორი ხომ აკოცნინა და, სწრაფ ამბორ-სერიებზეც კი
მიუშვა, მაგრამ არჩილმა ყველაფერი რომ მოინდომა, ჩურჩულ-დიალოგი ძუ-
ხვადური გაიმართა ასეთი:
– არა, აქ როგორ შეიძლება...
– კარგი რა, კაბა სულ დამესვრება, ეგრე მაგრა ნუ, – ახლებს გიყიდი... ბევრს, არა, აქ
ტყეში არ შეიძლება, – რატომ სულიკო, – ქუჩის ქალი კი არა ვარ, რა უნდა ქუჩას ამ
შუა ტყეში, – არა-მეთქი – და გამკაცრდა ქალი, გადამწყვეტლურად შემოეცალა,
წამოდგა ფეხზე, და ნაწყენსა და გაბუტულ არჩილს ქოჩორზე ხელი დიდსულოვნად
გადაუსვა მერე, თქვა:
– აბა რა, – ხალისიანად მიუგო არჩილმა, მაგრამ თანდათან მაინც ჩაწყდა გული,
სტიმულირებულმა ქალმა კი შამპანური ბოთლით მიიყუდა, საკმაოდ იგემა და,
ძლიერ გაცელქდა, იქ კი საკმაოდ მოეკიდა, დაღმართ-დაღმართ რომ დაეშვნენ, ნელა:
– რატომ?
– აა. რა ჩაიშლება?
– მანქანის?
– ერთი მაგისი... – ისე მოულოდნელად შეიგინა ქალმა, კარგა რეჩხი ჰყო არჩილის
გულმა: ვაიმე?, თქმით კი ასე თქვა:
მართა ფიქრობდა!
არა იპარო...
– რა დაგემართა, – ჰკითხა მერე გვერდითა წრეელმა, – რაღაც ვერა ხარ. ჰა? კი, ვერა
ვარ... – თქვა არჩილმა და მანქანის შუშა ჩამოსწია. ზემო ქუჩებით გადადიოდნენ
სოლოლაკისკენ, ქალაქი ცოტა ქვემოთ მოჩანდა, ჯერ ხომ არ იყვნენ უფრორე მაღლა,
მერე არჩილმა მთას ახედა და, იმ ნელ ტრამვაის მოჰკრა თვალი, მიაჩერდა, აჰ.
– მე აქ ჩამოვალ.
– რა იყო, კაცო.
– ტრამვაით ავალ.
– რატომ, შე კაცო.
– რა განსხვავებაა, კაცო.
– არა.
– რა არი იქვე...
– გააჩერე, გააჩერე.
მერე იყო და, ე-როგორც მაშინ, იყო ნელი ტრამვაი, სამიოდ მგზავრი, ვიღაც
სამხედრო, ლითონის ბაგირის წყნარი ღრჭიალი, მაგრამ შორეულ ტყეთა
ნაცრისფრობისა და შემოდგომურად დუნე სიყვითლის ნაცვლად – ახლა სიმწვანე,
მარადი ფერი, მაგრამ ამ უნდო, ამომწუწნავი აგვისტოთი როგორღაც ერთობ
დაბზარული და დახეთქილი; სამაგიეროდ, როგორც ახლა, მაშინაც ასე გასუსულიყო
ისიც და კაკიც, რადგან თბილისი, მათი ქალაქი, ზემოდან ძლიერ გადასხვაფერდა
რაღაცნაირად, გაიშალაც და დაპატარავდაც, მაშინ თბილისზე კრამიტიანი
სახურავები უფრო სჭარბობდა, და უფრო ვიწრო, შინაურული ხიდები იყო მტკვარზე
გადებული, და კანტი-კუნტა მანქანები იტაცებდნენ თვალს; სანუკვარ ეზოს, სადაც
ცხოვრობდა დედუფალი ნ, როგორაც მაშინ ჩვენი აჩიკო, ახლაც ამაოდ დაეძებდა
არჩილი, ანდა სად იყო ნეტავ ახალი ის პატარა კაკი, სკოლის შემდეგ რომ აღარც
ენახა. მერე პარკისკენ გაიხედა, სადაც რომ, ადრე, გამოჩენილი რამ გასართობი
აწონ-დაწონ დიდი ბოქლომითა და ჯაჭვით საიმედოდ დაებათ, ახლა კი, აუჰ,
რაღანაირი გამოგონებანი – ეშმაკის ქარბორბალა და მსხვილმან-დიდრონი
ატრაქციონნი, იდგა, ვიღას ახსოვდა ის აწონ-დაწონ, არჩილმა ისევ დახედა ქალაქს,
რაღაცა იყო ის სიყვარული, გაუმტყუნარი, და, საერთოდაც, ეჰ, სიყვარულში დიდი
რამ იდო, და როცა ახლა დაჰყურებდა მშობლიურ ქალაქს, აიმბავშვობით
ათრთოლებული რაღაცა დიდი, ამაღლებული, გამოსასწორებელი რამ მოენატრა,
როგორც თავისთვის, უფრორე – სხვისთვის, ჯიბეზე შიშით მოისვა ხელი და, უკვე
იცოდა, რას ჩაიდენდა, რასაც იზამდა, იცოდა უკვე!, მაგრამ იქ მხოლოდ
კონტროლიორი დამდგარიყო, რაღაცნაირად, ქალაქური მგელი, და ხურდა თუმცა
იმასაც არ აღმოაჩენდა, მაინც გაუშვა, ოღონდ უხეშად და დამადლებით: