Professional Documents
Culture Documents
ვარსკვლავ-ბიჭუნა
ერთხელ, დიდი ხნის წინათ, უზარმაზარ ფიჭვის ტყეში შინისაკენ გზას მიიკვლევდა ორი
ღარიბი შეშისმჭრელი. ზამთრის ცივი ღამე იყო, თოვლი სქლად იდო მიწაზე და ხეების
ტოტებზე: გზის ორივე მხარეს პატარა შტოებს ტკაცატკუცი გაჰქონდათ ყინვისაგან. და
როდესაც შეშისმჭრელები მთის მდინარესთან მივიდნენ, ნახეს, რომ მას საძრაობა
დაჰკარგოდა, რადგან მეფე-ყინულს ეკოცნა მისთვის.
მართლაც საშინლად ციოდა. პატარა ციყვები, რომლებიც მაღალი ნაძვის ხის ფუღუროში
ცხოვრობდნენ, განუწყვეტლივ უსრესდნენ ერთმანეთს ცხვირს, იქნებ როგორმე გავთბეთო.
ბაჭიები სოროებში მოკუნტულიყვნენ და გარეთ ცხვირის გამოყოფასაც ვერ ბედავდნენ.
მხოლოდ დიდ რქოსან ჭოტებს თითქოს სიამოვნებდათ კიდეც სიცივე. დათრთვილული
ბუმბული მთლად გაშეშებოდათ, მაგრამ ამას აინუნშიაც არ აგდებდნენ. დიდ ყვითელ
თვალებს აბრიალებდნენ და ერთმანეთს გასძახოდნენ ტყეში:
ორი შეშისმჭრელი სულ წინ და წინ მიიწევდა, თან გაშმაგებით იორთქლავდნენ თითებს. მათ
რკინით აჭედილ უზარმაზარ ჩექმებს გაყინულ თოვლზე ბაკაბუკი გაჰქონდა.
- აჰა, ესეც შენი საუნჯე, თუკი იპოვი, - შესძახეს შეშისმჭრელებმა და უმალ გაიქცნენ - ისე
სწყუროდათ სიმდიდრე.
- გაცუდდა ჩვენი იმედი. ბედიც არა გვქონია. აბა, პატარა ბავშვი რაში გამოგვადგება? ეგ აქ
დავტოვოთ და ჩვენი გზით წავიდეთ. ჩვენ ხომ ღარიბები ვართ და რა უფლება გვაქვს სხვას
მივცეთ ჩვენი შვილების ლუკმაპური.
მეორემ კი მიუგო:
მან მეტად ნაზად აიყვანა ბავშვი, კარგად შეფუთნა, რათა სიცივისაგან დაეცვა და მთიდან
სოფლისაკენ დაეშვა; მეორე შეშისმჭრელს დიდად უკვირდა მეგობრის სიბრიყვე და
გულჩვილობა.
- ბავშვი ხომ შენა გყავს, მე კი წამოსასხამი მომეცი. თანაბრად არ უნდა გაგვეყო ნაპოენი?
შეშისმჭრელმა მიუგო:
- რა არის? - შესძასა ქალმა. - აბა, მაჩვენე, სახლი ცარიელი გვაქვს, ჩვენ კი ბევრი რამ
გვჭირდება.
- ჩვენი შვილები ვერ დაგვიპურებია, სხვის შვილს რა უნდა ვაჭამოთ? ჩვენზე რომ არავინ
ზრუნავს, ჩვენ რომ არავინ გვაძლევს ლუკმას?
ტყიდან მონაბერი სუსხიანი ქარი ოთახში შემოიჭრა, რადგან კარი ღია იყო. ქალი სიცივემ
აიტანა და ცახცახი დააწყებინა.
- განა მუდამ სუსხიანი ქარი არ უბერავს სახლს, სადაც გულცივი ადამიანი ცხოვრობს? -
ჰკითხა ქმარმა. ქალს არაფერი უთქვამს, ოღონდ ცეცხლთან მიიწია.
ცოტა ხნის შემდეგ ქალი მობრუნდა და ქმარს შეხედა: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
მაშინ შეშისმჭრელი სწრაფად შევიდა ოთახში და ბავშვი ხელში მისცა. ქალმა აკოცა მას და იმ
საწოლზე დააწვინა, სადაც მის უმცროს ბავშვს ეძინა. მეორე დილით შეშისმჭრელმა ოქროს
უცნაური წამოსასხამი აიღო და დიდ სკივრში შეინახა, ცოლმა კი ბავშვს კისერზე ქარვის
მძივი შეხსნა და ისიც სკივრში ჩადო.
და სწორედ სილამაზემ მოუტანა მას ვნება. იგი გაიზარდა გოროზი, უწყალო და თავკერძა.
ეზიზღებოდა შეშისმჭრელის შვილები და სოფლის სხვა ბავშვები. რადგან, როგორც ამბობდა,
ისინი მდაბიო წარმოშობისა იყვნენ; თვითონ კი თავი კეთილშობილად მოჰქონდა. ხშირად
უთქვამს, ვარსკვლავის ჩამომავალი ვარო. ბავშვებს გაუდიდგულდა და თავის მსახურთ
უწოდებდა მათ. არც ღარიბები ებრალებოდა, არც ბრმები და ხეიბრები და არც სხვა
ბედკრულები. ქვებს უშენდა, შარაგზაზე აგდებდა, სხვაგან ითხოვეთ მოწყალებაო. ასე, რომ
ამ სოფელში ორჯერ ვერავინ ითხოვდა მოწყალებას, თუ არა თავზეხელაღებული. ვარსკვლავ-
ბიჭუნა სილამაზის ნამდვილი ტრფიალი გახლდათ. იგი დასცინოდა უძლურთ და მასხრად
იგდებდა უსახურთ. საკუთარი თავი კი უყვარდა და ზაფხულში, როდესაც ქარი არა ქროდა,
იგი დაწვებოდა ხოლმე წყაროსთან მღვდლის ბაღნარში და დაჰყურებდა საოცრად ლამაზ
საკუთარ სახეს და იცინოდა თავისი სილამაზით აღტაცებული.
- ჩვენ ისე არ მოგქცევივართ, როგორც შენ ექცევი უბედურთ, რომელთაც პატრონი არავინა
ჰყავთ. რატომ ხარ ასეთი ულმობელი და არ გებრალება ის, ვინც სიბრალულს იმსახურებს? -
ეუბნებოდნენ ისინი.
- ბუზი ძმაა შენი, ნურას დაუშავებ. გარეული ჩიტები, ტყეში რომ დაძრწიან, თავისუფალნი
არიან, მაშ ნუ დაუგებ მახეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის. ღვთის გაჩენილია და
ღმერთმავე მიუჩინა თითოეულს თავისი ადგილი. შენ რა ნება გაქვს, რომ ტანჯვა მოგაქვს
ღვთისაგან გაჩენილ ქვეყანაში, როდესაც მინდვრად რომ ჯოგია, ისიც კი ხოტბას ასხამს
უფალს.
***
ერთხელ სოფელში საბრალო მათხოვარმა ქალმა გამოიარა. მას ტანსაცმელი შემოფლეთოდა
და ძონძებად ეკიდა, ფეხები კი ქვებზე სიარულით დასისხლიანებოდა. ის საბრალო
შესახედავი იყო და წაბლის ხის ძირას ჩამოჯდა დასასვენებლად.
- შეხედეთ აგერ მშვენიერი ამწვანებული ხის ქვეშ ვიღაც ბინძური მათხოვარი ზის. მოდი,
აქედან გავაგდოთ. ის ხომ გონჯი და საზიზღარია.
- მართლაც რომ გულქვა და შეუბრალებელი ხარ, თორემ აბა რა დაგიშავა ამ საბრალო ქალმა,
ასეთნაირად რომ ექცევი?
- რა შენი საქმეა, მე როგორ ვიქცევი? მე შენი შვილი არა ვარ შენი ბრძანება რომ შევასრულო -
შესძახა მან.
- შენ მართალს ამბობ, - მიუგო შეშისმჭრელმა, - მე კი მაინც შემეცოდე, ტყეში რომ გიპოვე.
- შენ არა თქვი, ბავშვი ტყეში ვიპოვეო? სწორედ ათი წლის წინათ ხომ არ მოხდა ეგ ამბავი?
- დიახ, სწორედ ტყეში ვიპოვე იგი და ეს მოხდა ათი წლის წინათ, - მიუგო შეშისმჭრელმა.
- კიდევ ხომ არაფერი გიპოვია ბავშვთან ერთად? - შესძახა ქალმა, - ქარვის მძივი ხომ არ ეკეთა
ყელზე და ოქროქსოვილის წამოსასხამში ხომ არ იყო გახვეული?
- სწორედ ეგრე იყო, როგორც შენ ამბობ, - უპასუხა შეშისმჭრელმა. სკივრიდან წამოსასხამი და
ქარვის მძივი ამოიღო და მათხოვარს უჩვენა.
- ეს ჩემი პატარა ბიჭია, რომელიც ტყეში დავკარგე. გემუდარებით, ჩქარა მომიყვანეთ, მის
ძებნაში მთელი ქვეყანა შემოვიარე.
- კი, მაგრამ, სად არის დედაჩემი? მე ამ საზიზღარი მათხოვრის მეტს აქ ვერავის ვხედავ.
ქალმა კი უპასუხა:
- მე ვარ დედაშენი.
- არა, შენ ნამდვილად ჩემი პატარა შვილი ხარ, რომელიც ტყეში ვშობე, -შესძახა ქალმა,
მუხლზე დაეცა და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები. - ყაჩაღებმა ჯერ მოგიტაცეს, მერე კი
სასიკვდილოდ გაგწირეს, - ლუღლუღებდა იგი. - გნახე თუ არა, იმწამსვე გიცანი, შენი
ოქროქსოვილის წამოსასხამი და ქარვის მძივიც ვიცანი. გევედრები, წამომყევი, მე მთელი
ქვეყანა შემოვიარე შენს ძებნაში. წამომყევი, ჩემო შვილო, მე მჭირდება შენი სიყვარული.
- თუ შენ მართლა დედაჩემი ხარ, - თქვა მან, - სჯობდა სულ არ მოსულიყავი. ჩემდა
სამარცხვინოდ. მე მეგონა, რომ რომელიღაც ვარსკვლავის შვილი ვიყავი და არა ვიღაც
მათხოვრისა, როგორც შენ ამბობ. ამიტომ აქაურობას მოშორდი და მეტი აღარ დამენახო.
- ვაი, ჩემო შვილო, - შესძახა დედაკაცმა, - ნუთუ ისე გამისტუმრებ, რომ ერთსაც არ მაკოცებ.
რამდენი რამ გადამხდა თავს, სანამ გიპოვიდი.
- არა, - მიუგო ბიჭმა, - შენ მეტისმეტად შემზარავი შესახედი ხარ, უმალ ჭრელ გველს ან
გომბეშოს ვაკოცებ.
იგი ჭასთან მივიდა და წყალში ჩაიხედა. მაგრამ, ჰოი, საშინელებავ! სახით გომბეშოს
დამსგავსებოდა, სხეული კი გველის ქერცლით დაფაროდა. ვარსკვლავ-ბიჭუნა ბალახზე
დაემხო და ატირდა:
- უთუოდ ცოდვამ მიწია. მე ხომ დედა უარვყავი და გავაგდე კიდეც, ისე ქედმაღლურად და
გულქვად მოვექეცი. ახლა კი მთელ ქვეყანას შევაჯერებ, ოღონდ ვიპოვო იგი და ვიდრე არ
ვიპოვი, ვერ მოვისვენებ.
ამ დროს მასთან შეშისმჭრელის პატარა გოგონა მივიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
ბიჭმა კი უთხრა: .
- შენ შეგიძლია მიწის სიღრმეში ჩახვიდე. მითხარ, დედაჩემი ხომ არ არის იქ?
თხუნელამ კი მიუგო:
- აბა საიდან მეცოდინება, შენ ხომ თვალები დამთხარე.
-შენ მაღალ ხეებზე უფრო მაღლა დაფრინავ და მთელი ქვეყნის დანახვა შეგიძლია. მითხარ,
დედაჩემს ხომ ვერსად ხედავ?
-შენ ხომ ფრთები დამაჭერი თავის შესაქცევად, როგორღა ავფრინდე ასე მაღლა?
ციყვმა უპასუხა:
მთელი სამი წელი დაეხეტებოდა იგი ქვეყნად, მაგრამ არსად უნახავს არც სიყვარული, არც
თანაგრძნობა და არც სიბრალული. ქვეყანა იყო ისეთი, როგორიც მან თვითონ შექმნა,
როდესაც უდიდესი ამპარტავნებით იყო შეპყრობილი.
***
- ამ ქალაქში რა გესაქმება?
- დედას დავეძებ, - მიუგო ბიჭმა, - გთხოვთ, შემიშვათ, იქნებ სწორედ ამ ქალაქში იყოს
დედაჩემი.
მაგრამ ჯარისკაცებმა სასაცილოდ აიგდეს. ერთერთმა მათგანმა კი შავი წვერი შეარხია, ფარი
დაბლა დაუშვა და შესძახა:
- რა გაეხარდება დედაშენს შენი ნახვა! შენ უფრო შემზარავი ხარ, ვიდრე გომბეშო და ჭრელი
გველი, ჭაობში რომ ბუდობენ. გასწი, გაეთრიე აქედან. დედაშენი აქ არა ცხოვრობს.
და ვარსკვლავ-ბიჭუნამ მიუგო:
***
- ტყეში, რომელიც გიაურთა ქალაქის კარის მახლობლადაა, ოქროს სამი ფულია. ერთი
თეთრი ოქროსია, მეორე ყვითლისა და მესამე კი წითელი ოქროსი. დღეს თეთრი ოქროს
ფულს მომიტან და თუ ვერ მოიტანე, ას წკეპლას დაგარტყამ. აბა, ახლა ჩქარა წადი. მე კი მზის
ჩასვლისას ბაღის კარებთან დაგელოდები. იცოდე, თეთრი ოქრო მოიტანე, თორემ ცუდად
იქნება შენი საქმე. შენ ხომ ჩემი მონა ხარ და მე ერთი ფიალა ტკბილი ღვინის ფასად გიყიდე.
-და მან ნაყშიანი აბრეშუმის ხბლაბანდით შეუხვია თვალები ვარსკვლავ-ბიჭუნას და
გამოიყვანა სახლიდან, შემდეგ ყაყაჩოს ბაღიდან და სპილენძის ხუთი საფეხური აატარა.
შემდეგ თავისი ბეჭდით პატარა კარი გააღო და ბიჭი ქუჩაში გაუშვა.
***
ტყე შორიდან ძალიან ლამაზი მოჩანდა და სავსე უნდა ყოფილიყო მგალობელი ჩიტებითა და
სურნელოვანი ყვავილებით. ვარსკვლავ-ბიჭუნა საამოვნებით შევიდა ტყეში, მაგრამ ეს
სილამაზე მხოლოდ მოჩვენებითი გამოდგა, რადგან საითაც კი გადადგამდა ნაბიჯს,
დედამიწიდან ამოიმართებოდნენ ასკილის წვეტიანი ბუჩქები და ეკლები და გარს
ერტყმოდნენ, უკეთური ჭინჭარი სუსხავდა მას და შავი ნარი ნემსებივით ესობოდა. იგი
დიდად იტანჯებოდა, თეთრ ოქროს ფულს კი, გრძნეულმა რომ უთხრა, ვერსად მიაგნო,
თუმცა დილადან შუადღემდე და შუადღიდან მზის ჩასვლამდე ეძებდა მას. და როცა მზე
ჩავიდა, მან პირი სახლისკენ იბრუნა, თან მწარედ ტიროდა, რადგან იცოდა, რაც მოელოდა.
როდესაც ტყის პირს მიაღწია, ტევრიდან ვიღაც ჭირში მყოფის ყვირილი მოესმა. და
ვარსკვლავ-ბიჭუნას დაავიწყდა საკუთარი უბედურება, იგი სირბილით დაბრუნდა უკან და
დაინახა, რომ პატარა კურდღელი გაბმულიყო ვიღაც მონადირის მიერ დაგებულ მახეში.
კურდღელმა მიუგო:
- თეთრ ოქროს ფულს დავეძებ და ვერსად მიპოვნია. შინ რომ ხელცარიელი დავბრუნდე,
პატრონი შავ დღეს დამაყრის.
- წამომყევი, - უთხრა კურდღელმა, - მე გიჩვენებ თეთრ ოქროს ფულს, რადგან ვიცი, სად არის
ის ფული და ისიც ვიცი, რისთვის დამალეს იქ.
- ჩემი სამსახურის წილ მრავლის უმეტესი მომაგე და ჩემი შენზე სიკეთე ასგზის გადამიხადე.
- ვაი, რომ ჩემს შულდაკში მხოლოდ ერთი ცალი ფულია და ის რომ ჩემს პატრონს არ
მივუტანო, მცემს, რადგან მისი მონა ვარ, - უთხრა ბიჭმა.
ბიჭმა უპასუხა:
- არა, არ მომიტანია.
მაშინ გრძნეული მივარდა და ცემა დაუწყო. შემდეგ წინ ცარიელი ტაბლა დაუდგა და უთხრა,
ჭამეო. ცარიელი ფინჯანი მიუგდო და უთხრა, დალიეო, და ისევ დილეგში დაამწყვდია.
ვარსკვლავ-ბიჭუნა ტყეში წავიდა და მთელი დღე ეძებდა ყვითელ ოქროს ფულს, მაგრამ
ვერსად იპოვა. როცა მზე ჩავიდა, დაჯდა და ტირილი დაიწყო. ამ დროს ის პატარა
კურდღელი მიუახლოვდა, რომელიც ხაფანგს გადაარჩინა.
კურდღელმა ჰკითხა:
და ბიჭმა მიუგო:
- მე ვეძებ აქ დამალულ ყვითელ ოქროს ფულს და თუ ვერ ვიპოვე, ჩემი პატრონი მცემს და
ისევ მისი მონა ვიქნები.
ვარსკვლავ-ბიჭუნამ კი მიუგო:
- ჩემს შულდაკში მხოლოდ ერთი ყვითელი ოქროს ფულია და ის რომ ჩემს პატრონს არ
მივუტანო, მცემს და სამუდამოდ მონად დამტოვებს.
მაგრამ კეთროვანი იმდენ ხანს ევედრა, სანამ ბიჭს არ შეეცოდა და ყვითელი ოქროს ფული არ
მისცა.
და როდესაც ბიჭი გრძნეულის სახლს მიუახლოვდა, პატრონმა კარი გაუღო, შიგ შეუშვა და
ჰკითხა:
და ვარსკვლავ-ბიჭუნამ უპასუხა:
- არა, არ მომიტანია.
მაშინ გრძნეული მივარდა და ცემა დაუწყო. შემდეგ ბორკილები დაადო და ისევ დილეგში
ჩააგდო.
ვარსკვლავ-ბიჭუნა ტყეში წავიდა და მთელი დღე ეძებდა წითელ ოქროს ფულს, მაგრამ
ვერსად იპოვა. საღამოთი იგი დაჯდა და ტირილი დაიწყო. უცბად მასთან პატარა
კურდღელმა მიირბინა.
და კურდღელმა უთხრა:
- წითელი ოქროს ფული, რომელსაც ეძებ, შენს უკან რომ მღვამეა, იქ არის. მაშ ნუღარ ტირი,
გამხიარულდი.
***
ვარსკვლავ-ბიჭუნამ კი უპასუხა:
- მე უფლისწული არა ვარ, ღარიბი მათხოვარი ქალის შვილი ვარ. და როგორ მეუბნებით,
ლამაზი ხარო, როდესაც ვიცი, რომ საზარელი სანახავი ვარ.
მაშინ მან, რომლის აბჯარი ოქროს ყვავილებით იყო მოჭედილი და ჩაჩქანზე მწოლიარე
ფრთოსანი ლომი იყო გამოხატული, ფარი ასწია და შესძახა:
ვარსკვლავ-ბიჭუნამ ფარში ჩაიხედა და ჰოი, საოცრებავ. მისი სახე ისეთივე იყო, როგორც
წინათ, სილამაზე დაბრუნებოდა, თვალებში კი ისეთი რამ დაინახა, რაც წინათ არ უნახავს.
- ძველთაგანვე იყო თქმული, რომ დღეისდღეს მოვიდოდა ის, ვინც იქნებოდა მბრძანებელი
ჩვენი. მიიღე, ჩვენო უფალო, ეს გვირგვინი და სკიპტრა და იყავ სამართლიანი და მოწყალე
მეუფე ჩვენი.
- მე არა ვარ ამისი ღირსი, რადგან უარვყავი დედა, რომელმაც მშობა. ვერც მოვისვენებ, ვიდრე
არ ვიპოვი და მიტევებას არ მივიღებ მისგან. ამიტომ გამიშვით, ისევ უნდა ვიხეტიალო
ქვეყნად. აქ ვერ დავრჩები, თუმც გვირგვინსა და სკიპტრას მთავაზობთ.
და როდესაც ამას ამბობდა, ბიჭმა ქალაქის კარისაკენ მიმავალ ქუჩას გახედა და ჰოი,
საკვირველებავ! ბრბოში, რომელიც ჯარისკაცებს გარს შემორტყმოდა, მან დაინახა
მათხოვარი ქალი, რომელიც დედამისი იყო. მის გვერდით კი იდგა კეთროვანი, რომელიც
გზის პირს იჯდა ხოლმე.
- დედა, მე უარგყავ შენ, როცა გულზვიადი ვიყავი. მიმიღე ჩემი დამცირების ჟამს. დედა, მე
სიძულვილი დაგახვედრე, შენ კი სიყვარული მომაგე. დედა, მე ხელი გკარი. მიმიღე ახლა
შენი შვილი.
მათხოვარი ქალი დუმდა.
- ადექ.
და მეფემ უთხრა:
მაგრამ მას დიდხანს არ უმეფნია: ესოდენ დიდი იყო მის მიერ განვლილი ტანჯვა და ესოდენ
მწველი მის მიერ განცდილი ცეცხლი, რომ იგი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო ის,
ვინც მის შემდეგ გამეფდა, კვლავ ბოროტად მართავდა ქვეყანას.