You are on page 1of 22

პრაქტიკის კვლევა

პედაგოგი- ლილი ჩიფჩიური


ადგილი-ქ.თბილისი სსიპ 77-ე საჯარო სკოლა
თარიღი: 2018-2019 სასწავლო წელი
კვლევის პერიოდი-----20 დეკემბერი 2018 წლის--- 20 მაისი 2019 წელი

განმავითარებელი შეფასების ეფექტურობა ქართული ენის


გაკვეთილებზე
სარჩევი:
1. საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტიურობის დასაბუთება
2. კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთნ
3. სამიზნე ჯგუფი და ვადები
4. საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურა
5. საკვლევი კითხვები
6. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
7. კვლევის შედეგების ანალიზი
8. ჩარევის/ინტერვენციის დაგეგმვა
9. განხორციელებული ცვლილებები
10. შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია
საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტიურობის დასაბუთება
თანამედროვე სამყაროში განათლება წარმოუდგენელია საგანმანათლებლო კონცეფციების გათვალისწინებისა და
კარგად გააზრებული სამუშაო აქტივობების გარეშე.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კომპეტენციების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გარდა
მასწავლებელმა უნდა მოსწავლის, როგორც პიროვნების, განვითარებას, საკუთარი ცოდნის შეფასებასა და
რეალიზებას შეუწყოს ხელი.
მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი საკლასო გარემო, სადაც მოსწავლეების მიმართ არაგანსჯადი და
პოზიტიური დამოკიდებულება იქნება, მან უნდა მოუსმინოს მოსწავლეებს, გამოხატოს მათ მიმართ მხარდაჭერა,
ნდობა, ხელი შეუწყოს მათ დისკუსიებში და ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვას, სადაც თვითგამოხატვისა
და გუნდური მუშაობის საშუალება მიეცემათ. რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული
თვისებები, მიზნები, საჭიროებები- ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები, მათი
საჭიროებებიდან გამომდინარე.
მოსწავლის შეფასების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. რომელიმე
კონკრეტული საკითხის შესწავლისას, რათა დადგინეს რამდენად სწორად გაიგეს ან გაიაზრეს მოსწავლეებმა ესა
თუ ის შესასწავლი საკითხი- გამოიყენება განმავითარებელი შეფასება ,რომელიც მასწავლებელს ეხმარება სწორად
დაგეგმოს მომავალი სასწავლო პროცესი და შესაბამისად განსაზღვროს სასწავლო მიზნები. განმსაზღვრელი
შეფასება კი - გამოიყენება მაშინ, როდესაც მასწავლებელი სასწავლო მასალაზე მუშაობას დაასრულებს. ამ
შეფასების გამოყენების მიზანია განსაზღვროს რა ხარისხით მიაღწიეს მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ მიზანს.
კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთნ

ჩემი პრაქტიკის კვლევის მიზანია ქართული ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და
ამაღლების, ასევე ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება განმავითარებელი შეფასებების
გამოყენებით.
სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა უფრო ხშირად იყენებს მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებას და აქცენტს არ
აკეთებს განმავითარებელ შეფასებაზე. ჩემი აზრით, ამ შეფასების სისტემატურად გამოყენება ამ ეტაპზე
განსაკუთრებით ესაჭიროებოდა მე- 8 კლასს, რადგან წინა წლებთან შედარებით გაუარესდა მათი შედეგები არა
მარტო ქართულ ენაში, არამედ სხვა საგნებშიც. მასწავლებლები ვერ ახერხებდნენ თითოეული მოსწავლის
ჩართვას სასწავლო პროცესში, მათი სწავლის მონაცემების შეგროვებასა და ამ მონაცემების ანალიზის
საშუალებით მათ შესაძლებლობებზე მორგებულ სასწავლო აქტივობების განხორციელებას. ამიტომ
გადავწყვიტე სხვა საგნის პედაგოგებთან თანამშრომლობის გზით შემეგროვებინა ინფორმაცია კლასის ზოგადი
ცოდნის დონეზე ( მასწავლებლის კითხვარი), ასევე გამეგო მშობლების აზრი განმსაზღვრელ და
განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით; მშობლებთან თანამშრომლობით გამომეკვლია ბავშვების
განწყობა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მიმართ ( მშობელთა ანკეტირება) და, რაც მთავარია,
მოსწავლეების ანკეტირების და მათზე დაკვირვების შემდეგ დამესახა ამ პრობლების დაძლევის და სწავლის
დონის გაუმჯობესების გზები.
სამიზნე ჯგუფი და კვლევის განხორციელების ვადები

პრაქტიკული კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ თბილისის გრიგოლ კობახიძის


სახელობის #77 სკოლის მე-8 კლასში ( 25 მოსწავლე)

განხორციელების ვადები -20.12.2018-20.05 2019


ლიტერატურის მიმოხილვა
პედაგოგს, რომელსაც შეფასების სისტემა სწორად აქვს დაგეგმილი და სასწავლო პროცესში მას სწორად
წარმართავს, ამით ხელს უწყობს როგორც ეფექტურ სწავლა/სწავლებას, ასევე ეფექტური სასწავლო გარემოს
შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იცოდეს შეფასების სხვადასხვა ფორმა, აცნობიერებდეს იმ
ურთიერთკავშირს, რომელიც არსებობს სასწავლო მიზნებს, შეფასებას, სწავლასა და სწავლებას შორის.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს შეფასების ფორმები, მრავალფეროვანი
სასწავლო მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც იქნება მოსწავლეთა შედეგზე ორიენტირებული
სწავლებისთვის. (მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი 2008.გვ 25 ).
შეფასების სისტემა მასწავლებელს აძლევს არა მარტო იმის საშუალებას, რომ მიიღოს ინფორმაცია
მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებსა და სწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ანუ
პედაგოგს მუდმივად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად სწავლობენ მისი მოსწავლეები,
არამედ შეფასების სისტემის საშუალებით მასწავლებელს საშუალება ეძლევა შეაფასოს საკუთარი თავიც,
ანუ ის თუ რამდენად კარგად ასწავლის თვითონ და რამდენად შედეგის მომტანია ის სასწავლო მეთოდები,
სტრატეგიები და აქტივობები, რომელსაც იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში. (ტყემალაძე და სხვა 2010).
განმავითარებელი შეფასების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა
და დამოკიდებულებების განვითარებას. ის ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს
გააუმჯობესონ სასწავლო პროცესი, რათა მიაღწიონ შესაბამის მიზნებსა და შედეგებს. განმავითარებელი
შეფასების გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესში დააკვირდეს როგორც
თითოეულ მოსწავლეს, ისე მოსწავლეთა ჯგუფს, რათა დაადგინოს ინდივიდუალურად თითოეული
მოსწავლის საჭიროებები და ხელი შეუწყოს მათ წარმატებასა და წინსვლაში. (კიკვაძე 2013 ).
განმავითარებელი შეფასება ორიენტირებული არ არის ქულის დაწერაზე. ის პედაგოგს ეხმარება კლასში
არსებული სიტუაციის სწორად შეფასებაში და სწორად განსაზღვროს მოსწავლეთათვის მიცემული
უკუკავშირი, რაც სწავლების პროცესის წარმატებას უზრუნველყოფს. კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც
პედაგოგი ხშირად იყენებს განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებს საგაკვეთილო პროცესში, ამით ის
ზრდის მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, მათ ინტერესსა და მოტივაციას, რაც შემდგომში დადებითად
მოქმედებს და ზრდის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას. (ნოზაძე 2016).
განმავითარებელი შეფასების ხშირი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეებისთვის, რომლებიც იშვიათად ან თითქმის საერთოდ არ ერთვებიან სასწავლო
პროცესში. შეფასების ეს ფორმა ეხმარება მათ თავიანთი სუსტი მხარეების დანახვაში. მოსწავლეები თითქმის
ყოველთვის ითვალისწინებენ პედაგოგებისგან მიღებულ რჩევებს, ვინაიდან შეფასების ამ ფორმის
გამოყენებით, ყურადღება არ მახვილდება მათ გონებრივ შესაძლებლობებზე და არ არის მოსწავლეებს შორის
შეჯიბრობითობის პრინციპი. განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. აქედან გამომდინარე,
კვლევების თანახმად, მასწავლებელი, რომელიც აქტიურად და მიზანთან შესაბამისობით იყენებს
განმავითარებელ შეფასებას სასწავლო პროცესში, ამით ამცირებს განსხვავებას დაბალი და მაღალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შორის. (ნოზაძე 2016).
განმავითარებელი შეფასება ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი
სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების
უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზე, სიტუაციებზე კომენტირების პროცესია. იგი ხელს უწყობს სასწავ
ლო მიზნებისმიღწევას. ის არის ერთ–
ერთი საშუალება, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიდის სწავლის
პროცესი, რა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება. უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყ
ობილ
გარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზს, თუ რა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მას
წავლებელმა
უკუკავშირის დროს, პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული, შეცდ
ომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს
მას კონკრეტული რეკომენდაციები, რა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი. უკუკავშირისას მოსწავლე
საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს არსებულ სისუსტეებს და
რეკომენდაციების საფუძველზე ცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში.
ურთიერთშეფასება და თვითშეფასება შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მოსწავლეებს
განუვითაროს საკუთარი ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია ურთიერთშეფასებისა და
თვითშეფასების სქემებზე/ რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის განვითარება. საკუთარი სწავლის
პროცესის შეფასება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია.იმისათვის, რომ მოსწავლემ
ნელ-ნელა განავითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი. (www.mastsavlebeli.ge)
საკვლევი კითხვები

საკვლევი კითხვები შევადგინე როგორც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც.


ამისთავის გამოვიყენე: აღწერითი დაკვირვება (ე.წ. ჩეკ-ლისტი); მოსწავლეთა შეფასების ცხრილები;
ანონიმური გამოკითხვა.
მასწავლებლის ანკეტა

1. როგორია ამ კლასის აკადემიური მოსწარება წინა წლებთან შედარებით?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. რამდენად ხშირად იყენებთ განმავითარებელ შეფასებას?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. განმავითარებელი შეფასების რომელი რუბრიკები/სქემები მოსწონთ მოსწავლეებს?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. ადგენთ თუ არა მოსწავლეებთან ერთად შეფასების სქემებსა და რუბრუკებს?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რას მირჩევთ სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მშობლის კითხვარი

1. რომელი საგნის მიმართ იჩენს თქვენი შვილი მეტ ინტერესს?

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი აღწევს წარმატებას და მაქსიმალურად ავლენს თავის ნიჭს?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. როგორ იყენებს თქვენი შვილი მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. იცით თუ არა, რომ შეფასება არის როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი?
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________

5. მოსწონს თუ არა თქვენს შვილს მასწავლებლის მიერ მიწოდებული შეფასება არა ქულების, არამედ
კომენტარის სახით?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოსწავლის კითხვარი

1. განმსაზღვრელ თუ განმავითარებელ შეფასებას ანიჭებ უპირატრსობას?


____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
2. როგორ გეგმავ მიღებული შედეგის გაუმჯობესებას?
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
3. გეხმარებათ თუ არა თვითშეფასების კითხვარის შევსება სწავლის სამომავლო დაგეგმვაში ?
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
4. რა შედეგს გაძლევს ურთიერთშეფასება?
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
მონაცემთა შეგროვება

მონაცემთა შეგროვებისთვის გამოვიყენე:


• ჩემი კოლეგების ანკეტირება, ( მასწავლებლები, რომლებიც ამ კლასს და პარალელურ კლასებს
ასწავლიან).
• კითხვარი მშობლებისათვის.
• კითხვარი ბავშვებისათვის.
• დაკვირვება მთლიან კლასსა და თითოეულ მოსწავლეზე. (მონიტორინგი).
მონაცემთა ანალიზი

სასწავლო წლის დასაწყისში შევნიშნე მოსწავლეთა ყურადების მოდუნება და


ქართული ენის გაკვეთილის მიმართ ინტერესის კლება. განსაკუთრებული
ყურადება გამოიწვია სხვადასხვა საგანში განმსაზვრელი ნიშნების მიმართ
ბავშვების მეტად ემოციურმა რეაგირებამ. დავინტერესდი და დიდად დამაფიქრა
იმ ფაქტმა, რომ გამერკვია რა შედეგი ექნებოდა არა განმსაღზვრელ, არამედ
განმავითარებელი შეფასების შედეგად გამოწვეულ რეაქციებს.
მე-8 კლასის მოსწავლეები ასაკობრივი თავისებურებებით გამოირჩევიან, ე.წ.
„გარდატეხის ასაკი“, რომელიც მეტად მგრძნობიარეს ხდის მოსწავლეს, არ უნდა
დაგვავიწყდეს. ეს ფაქტორი აუცილებელად უნდა გავითვალისწინოთ
მოსწავლეთა შეფასების დროს და ისეთი აქტივობები დავსახოთ, რაც მათ
შეფასებას, ურთიერთშეფასებას და თვითშეფასებას უკეთ წაადგება.
აღსაზრდელმა, პირველ რიგში, სწორად უნდა გააანალიზოს მიღებული შედეგი
და შეძლოს თავისი მომავალი ცოდნის მისაღწევი გზების მოძებნა.
ამავდროულად, უმტკივნეულოდ და ადეკვატურად მიიღოს თანაკლასელის
შეფასება და, რაც მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად აღიქვას
პედაგოგის მიერ მიწოდებული უკუკავშირი. ეს ყველაფერი მოსწავლეს ხელს
შეუწყობს რეალურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები, აირჩიოს სწავლის
მისთვის საჭირო და სახალისო მეთოდი, გახდეს კომუნიკაბელური და
ობიექტური თანაკლასელის მიმართ- ეს ყველაფერი გამოიწვევს მოტივაციის
ამაღლებას და მოგვცემს სასურველ შედეგს.
ინტერვენციის დაგეგმვა

1. სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან კითხვარების დარიგება-შევსების შემდეგ, მსჯელობა ამ


პრობლემის ირგვლივ.
2. გასაუბრება მშობლებთან კითხვარის შევსების შემდეგ-მშობლის აზრი განმავითარებელ
შეფასებეზე.
3. მშობლის მონიტორინგი მოსწავლის თვითშეფასებაზე.
4. მოსწავლეთა ანკეტირება.
5. სასწავლო პროცესის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმვა.
6. გაკვეთილების ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
7. ექსკურსია ხელნაწერთა მუზეუმში.
8. გაკვეთილების დაგეგმვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
9. მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების, ურთიერთშეფასების კითხვარის შედგენაში.
1. მოსწავლეები
აქტიურად არიან კვლევის დასაწყისში
ჩართული სასწავლო
პროცესში
2. მოსწავლეები
მონაწილეობას
ღებულობენ
თვითშეფასების და
ურთიერთშეფასების
32%
კითხვარების 40%
8 მოსწავლე
შედგენაში 7 მოსწავლე
3. საშინაო დავალების 10 მოსწავლე
შესრულება
25 მოსწავლე
1.-8 მოსწავლე 32% 28%
2.-7 მოსწავლე 28%
3.-10 მოსწავლე 40%
კვლევის დასაწყისში

ჩართულობა გაკვეთილზე

იშვიათად- 9 მოსწავლე---36%
ნაწილობრივ აქტიურად-11 მოსწავლე---44%
აქტიურად 5
აქტიურად- 5 მოსწავლე--20% მოსწავლე

იშვიათად 9
მოსწავლე

ნაწილობრივ
აქტიურად 11
მოსწავლე
კვლევის დასაწყისში

თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარის შედგენაში


მონაწილეობს
ყოველთვის 3
მოსწავლე

ხშირად 5 მოსწავლე

ყოველთვის-3 მოსწავლე--12%
ხშირად- 5 მოსწავლე---20%
იშვიათად- 8 მოსწავლე---32%
არ მონაწილეობს-9 მოსწავლე--36%

იშვიათად 8
მოსწავლე

არ მონაწილეობს 9
მოსწავლე
1. არა ასრულებს-2 მოსწავლე 8%
2. ასრულებს სრულად- 15 მოსწავლე
60%
3. ნაწილობრივ- 8 მოსწავლე 32% კვლევის დასასრულს
საშინაო დავალებას არ ასრულებს 2 მოსწავლე ასრულებს სრულად 15 მოსწავლე
ნაწილობრივ 8 მოსწავლე

8%

32%

60%
კვლევის დასასრულს
1. იშვიათად 2 მოსწავლე -8%
2. ნაწილობრივ აქტიურია 8 მოსწავლე ჩართულობა გაკვეთილზე
32%
3. აქტიურია -15 მოსწავლე-60% იშვიათად 2
მოსწავლე

ნაწილობრივ
აქტიურია 8
მოსწავლე

აქტიურია 15
მოსწავლე
კვლევის დასასრულს

თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების
კითხვარების შედგენაში მონაწილეობს
ყოველთვის 7
მოსწავლე

ხშირად 12
მოსწავლე

არ მონაწილეობს 2
მოსწავლე

იშვიათად 4
მოსწავლე
შედეგების და დასკვნის გაზიარება

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეების


დამოკიდებულება განმავითარებელი შეფასების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მათ
გააცნობიერეს, რომ განმავითარებელი შეფასება რეალურად ეხმარება მათ მაღალი აკადემიური
უნარების განვითარებაში, ხელს უწყობს როგორც მოსწავლებს შორის, ასევე მოსწავლეებსა და
მასწავლებლებს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სასწავლო პროცესი
გახდა თანამშრომლობითი, ინტერაქტიული და საინტერესო. ინტერვენციების საფუძველზე
შევძელი პასიური მოსწავლეების, რომლებიც არ ერთვებოდნენ სასწავლო აქტივობებში,
საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა და მათ შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო
აქტივობების განხორციელება.
თანამედროვე თეორიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ, მოსწავლეებთან ერთად შეფასებისა
და ურთიერთშეფასების კითხვარების შედგენამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი
მოტივაციის ამაღლებაზე და სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე.

You might also like