You are on page 1of 4

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტი

კურსი: ზოგადი განათლების სისტემის სტრუქტურა და პოლიტიკა

მსმენელის სახელი და გვარი: ____________თამარ

მჭედლიშვილი____________________________________

შემაჯამებელი დავალების შესრულების თარიღი:

____________30.05.2021____________________

შემაჯამებელი დავალება N2

შემაჯამებელი დავალების თემა: მასწავლებლის კარიერული განვითარება და


პროფესიული
ზრდა

1
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

სიტუაციის ანალიზი ფასდება 10


ქულით
თემა: მასწავლებლის კარიერული განვითარება და პროფესიული ზრდა
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის შეფასება მეათედზეა, მაშინ შეფასება სტუდენტისათვის სასარგებლოდ
მრგვალდება მთელზე.

შეფასების კრიტერიუმები და ქულები

2 ქულა 1 ქულა 0 ქულა

აღწერილია მასწავლებლის აღწერულია ან არ არის აღწერილი ტექსტში


და მოსწავლეების პრობლემა. მასწავლებლის, ან არსებული პრობლემა.
მოსწავლის პრობლემა.

განსაზღვრულია განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული


მასწავლებისა და მასწავლებლის, ან პრობლემის გამომწვევი
მოსწავლეების პრობლემების მოსწავლის პრობლემის სავარაუდო
გამომწვევი სავარაუდო გამომწვევი სავარაუდო მიზეზს/მიზეზებს
მიზეზი/მიზეზები. მიზეზი/მიზეზები.

პრობლემის გამომწვევი პრობლემის გამომწვევი არ არის დასაბუთებული


სავარაუდო სავარაუდო პრობლემის გამომწვევი
მიზეზი/მიზეზები მიზეზი/მიზეზები სავარაუდო
დასაბუთებულია კურსზე ნაწილობრივ მიზეზი/მიზეზები.
ნასწავლი შინაარსიდან დასაბუთებულია კურსზე
გამომდინარე. ნასწავლი შინაარსიდან
გამომდინარე.

ორი მაგალითითაა ერთი მაგალითითაა არ არის აღწერილი


აღწერილი მასწავლებლის აღწერილი მასწავლებლის მასწავლებლის საჭიროების
საჭიროების გადაჭრის საჭიროების გადაჭრის გადაჭრის სტრატეგია.
სტრატეგია. სტრატეგია.

ორი მაგალითითაა ერთი მაგალითითაა არ არის აღწერილი ორი თუ


აღწერილი თუ რატომაა აღწერილი თუ რატომაა რატომაა მასწავლებლის
მასწავლებლის პროფესიული მასწავლებლის პროფესიული პროფესიული განვითარება
განვითარება ზოგადი განვითარება ზოგადი ზოგადი განათლების
განათლების პოლიტიკის განათლების პოლიტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი
ერთ-ერთი ორიენტირი. ერთ-ერთი ორიენტირი. ორიენტირი.

10 ქულა 5 ქულა 0 ქულა


ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

სიტუაცია N1

ნინო მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მიმდინარე


სასწავლო წელს VII კლასი ჩააბარეს. ფიქრობს, რომ აღნიშნული კლასის მოსწავლეებს
ჯგუფური მუშაობა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე იმ კლასებისას, რომლებსაც უკვე წლებია
ასწავლის. არც მოსწავლეების მიერ შესრულებული ჯგუფური პროექტების შედეგებითაა
კმაყოფილი.

გთხოვთ, შეფასების რუბრიკის გამოყენებით გაანალიზოთ სიტუაცია. ნინო


მასწავლებელს მისცეთ რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ რომელ დოკუმენტში
ამოიკითხავს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესახებ
ინფორმაციას და როგორ შეიძლება ეს დოკუმენტი გამოიყენოს პრაქტიკაში ისე, რომ
კლასის საჭიროებაც დააკმაყოფილოს, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ
წინსვლაშიც გამოადგეს.
აღნიშნულ სიტუაციაში მასავლებლის პრობლემას წარმოადგენს ის რომ იგი
უკმაყოფილოა მისთვის ახლად ჩაბარებული კლასის ჯგუფური მუშაობებით და
მოსწავლეების მიერ შესრულებული ჯგუფური პროექტებითაც არაა კმაყოფილი.
მასწავლებელს აუცილებლად სჭირდება გამოსავალი აღნიშნული მდგომარეობიდან,
განსაკუთრებით იმის გათვალისწრინებით რომ მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს
და საჭიროა იმოქმედოს სტატუსი შესაბამისი მოთხოვნებით.
სავარაუდოა რომ აღნიშნული პრობლემა გამოიწვია მასწავლებლის მიერ პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მოცემული ინფორმაციის
გაუთვალისწინებლობამ, რომელიც მარტივად უჩვენებდა მას სამოქმედო გზას ახალ
კლასთან მუშაობის პროცესში წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად. ხსენებული
სქემის მიხედვით განსაზღვრულია სტატუსის მიხედვით მასწავლებლი სამუშაო
მიმართულებები. უფროსი მასწავლებლის მუშაობის ფომატი კი გულისხმობს იმას რომ
მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარს
პროფესიული მუშაობის შესაფასებლად, მისი ანალიზის საფუძველზე გამოკვეთოს
პროფესიული საჭიროებები და შეადგინოს პროფესიული განვითარების
ინდივიდუალური გეგმა.

ნინო მასწავლებელს ვურჩევდი გამოეყენებინა თვითშეფასები კითხვარი მისი


პედაგოგიური საქმიანობის კვლევისას და მისი მიხედვით დაედგინა ის საჭიროებები
რაც დაეხმარებოდა მას ახალ კლასთან წარმატებული მუშაობის მიღწევაში. ასევე
ვურჩევდი არ შეედარებინა ახალი მოსწავლები იმ მოსაწავლეებისთვის რომლებსაც უკვე
წლებია ასწავლის, აქედან გამომდინარე იცის მათი შესაძლებლობები, ინტრერესები,
საჭიროებები რაც განაპირობებს წარმატებულ შედეგებს მათთან ხოლო ახალი კლასის
შემთხვევაში ეს მოცემულობები მასწავლებლისთვის ჯერ არაა ცნობილი.
აღნიშნული თვითშეფასების კითვარის ანალიზის საფუძველზე იგი დაინახავდა
გამოსავალას, შესთავაზებდა მოსწავლეებს ისეთ აქტოვობებს ან განმავითარებელი
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

შეფასების ინსტრუმენტებს რომ გამოევლინა მათი საჭიროებეი და ეფიქრა მათ


წარმატებით გადაჭრაზე.
ერთის მხრივ ეს უშუალოდ სარგებელს მოუტანდა მოსწავლეებს იმ მხრივ რომ
საგაკვეთილო მუშაობა წარიმართებოდა მათი ჩართულობის გაუმჯობესებით და მეორეს
მხრივ მასწავლებელი მის მიერ შემუშავებული აქტივობებით და სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯებით საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და
კარიერულ წინსვალსაც შეუწყობდა ხელს. პროფესიული განვითარების სქემა
ავალდებულებს მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის ანალიზზე
ჩამოყალიბებული პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების
პრეზენტაცია წლის ბოლოს წარუდგინოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რის
საფუძველზეც იგი აჩვენებს საკუთარ მიღწევებს, ისმენს შეფასებას პროფესიულ
მიმართულებაზე. მასწავლებელს აღნიშნული წარმატებით შეუძლია გამოიყენოს სქემით
განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მოსაპოვებლად. კერძოდ განახორციელოს
აქტივობა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით და კლასთან იმუშაოს სასწავლო
პროექტებით რაც სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნაა კრედიტ-ქულების
დასაგროვებლად წამყვანის სტატუსის მისაღებად.

You might also like